Druckschrift 
[Critical reader on social and economic policy] : [anthology of translated essays and articles]
Einzelbild herunterladen
 

პროლეტარული გამოცდილება ავტორი: კლოდ ლეფორი თარგმნა ოთარ კობახიძემ. დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია კლასთა შო ­რის ბრძოლის ისტორიაა- მარქსის შემოქმედებიდან ამ ფრაზას ყველაზე უფრო ხშირად იმეორებენ. ამ სიტყვებს სრულებითაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ამ ფრაზისათვის არ იშურებენ პრაქ ­ტიკულ კომენტარებს, შარლატანები ცდილობენ მისი მნიშვნე ­ლობის გაბუნდოვანებას და ანაცვლებენ მას უფრო ადვილად დასაჯერებელი სიტყვებით. თუმცა, კვლავაც უნდა ვთქვათ თუ არა, რომ ისტორია მთლიანად კლასთა შორის ბრძოლის ისტორიაა? კვლავაც უნდა ვთქვათ თუ არა, რომ დღესაც, ისტორია სავსებით განისაზღვრება, როგორც პროლეტარიატის ბრძოლა მისი მჩაგვ ­რელი კლასის წინააღმდეგ? უნდა ვთქვათ თუ არა, რომ ისტო ­რიული შემოქმედებითობა და პროლეტარიატის შემოქმედები ­თობა ერთი და იგივეა? ამ საკითხებზე მარქსთან არავითარი გაუგებრობა არ გვხვდება. მან თქვა, რომ წარმოების საშუალე ­20