კაპიტალისტური ერა ავტორი: იუერგენ კოჩკა თარგმნა სანდრო ცხვედიანმა. კაპიტალიზმის, როგორც ცივილიზატორული მისიის მთავარი ღერძის ინტერპრეტაცია, ისევე ნაკლები შანსით შეიძლებოდა გაგრძელე ბულიყო განმანათლებლობის ეპოქის დასრულების შემდეგ, როგორც ამ ეპოქის ოპტიმიზმი პროგრესთან მიმართებით. კაპიტალიზმის ამგვარი იმედისმომცემი გაგება პრეინდუსტრიული კაპიტალიზმის წიაღიდან წარმოიშვა, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიული კაპიტალიზმის აღზევებას ვერ გაუძლო. მეოცე საუკუნის დასაწყისში ისეთ ინტელექტუალებს, როგორებიც იყვნენ ვერნერ ზომბარტი და მაქს ვებერი, კაპიტალიზმის უპირატესი ეკონომიკური რაციონა ლიზმის მართლაც სწამდათ, თუმცა ცივილიზაციის პროცესში მას განვითარებისა და პროგრესის წამმართველ ძალად არ მიიჩნევდნენ. პირიქით, ისეთი ლიბერალები, როგორიც იყო ვებერი, შიშობდნენ რომ კაპიტალისტური სისტემის წყობა და მისი მიდრეკილება ქცეუ ლიყო ძალადობრივ და ამასთანავე უშინაარსო ერთეულად, საფრთ ხეს შეუქმნიდა თავისუფლებას, სპონტანურობასა და ფართო გაგებით - კაცობრიობას. კონსერვატორებსა და მემარცხენეებსაც ეშინოდათ კაპიტალიზმის, როგორც შეუჩერებელი ეროზიული ძალის, რომელიც 124
Druckschrift
[Critical reader on social and economic policy] : [anthology of translated essays and articles]
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten