საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება იმპრესარიუმი გამომცემელი ფრიდრიხ ებერტის ფონდი თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ., 1 ჩიხი, სახლი 1 0179 თბილისი, საქართველო www.southcaucasus.fes.de პასუხისმგებელი მარსელ როთიგი კონტაქტი georgia@fes.de დიზაინი/ დაკაბადონება ფრიდრიხ ებერტის ფონდი თბილისის ოფისი პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. მარტი 2025 © Friedrich-Ebert-Stiftung ფრიდრიხ ებერტის ფონდის სხვა პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ↗ www.fes.de/publikationen ივანე აბრამაშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი მარტი 2025 საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება სარჩევი შესავალი ...................................................... 3 ძირითადი მიგნებები ........................................... 4 სოციეტალური უსაფრთხოება: მოკლე მიმოხილვა და მისი კონტექსტუალიზაცია საქართველოში ........................ 6 საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარების მიზნით ...................................... 10 რეკომენდაციები საქართველოში სოციეტალური უსაფრთხოების სისტემური განვითარების საწყისი წერტილების შესახებ ..... 15 შესავალი ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევა წარმოიშვა, რამაც გამოავლინა მისი ტრადიციული თავდაცვითი სტრატეგიების შეზღუდულობა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და კომპლექსური ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებამ აჩვენა, რამდენად არასაკმარისია მხოლოდ ტერიტორიულ თავდაცვაზე ზრუნვა. თანამედროვე საფრთხეები უკვე სცდება ფიზიკურ საზღვრებს, ხელყოფით ემუქრება საჯარო ინსტიტუტებს, ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივ ღირებულებებს და მანიპულირებს საზოგადოების აღქმაზე. ამ ჰიბრიდული საფრთხეების მოგვარება საქართველოსთვის სულ უფრო რთული ხდება, რადგანაც არსებული უსაფრთხოების მოდელი ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული ახალ რეალობას. ეს ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება განვითარებადი, მრავალგანზომილებიანი საშიშროებების დაძლევისა და სოციეტალური მდგრადობის გაძლიერებისკენ. უსაფრთხოების ინოვაციური მიდგომების ამ საჭიროების საპასუხოდ, წინამდებარე კვლევა წარმოადგენს 2021–2022 წლების მეორე ეტაპს კვლევისა –„სოციეტალური უსაფრთხოების პერსპექტივები საქართველოში“, რომელიც ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.1 პირველმა ეტაპმა ქართულ დისკურსში შემოიტანა სოციეტალური უსაფრთხოების კონცეფცია და მოახდინა მისი კონტექსტუალიზაცია ქვეყნის უსაფრთხოების სპეციფიკურ გარემოში. მან აჩვენა, რომ სოციეტალურმა უსაფრთხოებამ შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს საქართველოს, თუ მხოლოდ ტრადიციულ თავდაცვაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ წინ წამოწევს საზოგადოებრივი კეთილდღეობის, დეცენტრალიზაციისა და სოციალური მდგრადობის საკითხებს. ამ პრინციპების გათვალისწინება საქართველოს საშუალებას მისცემს შეიმუშაოს უსაფრთხოების მტკიცე მოდელი, რომელიც უფრო ეფექტურად შეაკავებს ქვეყნის წინაშე არსებულ ტრადიციულ თუ არატრადიციულ საფრთხეებს. ამ კვლევის პირველმა ეტაპმა ასევე წინ წამოწია სოციეტალური უსაფრთხოების უნიკალური უპირატესობები საქართველოს კონტექსტში და წარმოშვა მოსაზრება, რომ სოციალური კეთილდღეობისა და ინკლუზიურობის პრიორიტეტულობა გააძლიერებს საზოგადოების მდგრადობას. ამ ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და მრავალგვარ საფრთხეებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად მოქმედებს მცირე სახელმწიფოზე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის მეორე ეტაპს, მიმოიხილავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში არსებულ კონკრეტულ ბარიერებსა და შესაძლებლობებს, ამავდროულად განსაზღვრავს გზებს სოციეტალური უსაფრთხოების მოდელის ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული, სიღრმისეული ინტერვიუები სახელმწიფო უსაფრთხოების სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე და ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ პირებთან. კონფიდენციალურობის მიზნით, რესპონდენტების ანონიმურობა დაცულია და ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების არსებული მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. კვლევა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. პირველ ნაწილში წარმოდგენილია სოციეტალური უსაფრთხოების მიმოხილვა საქართველოს კონტექსტში, ხოლო მეორე ნაწილში გაანალიზებულია საკანონმდებლო ბაზა, სტრატეგიული დოკუმენტები და რესპონდენტთა აღქმები თუ დაკვირვებები. ამ მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკული ბარიერების, შესაძლებლობებისა და საწყისი წერტილების გამოვლენაზე, რათა განვითარდეს სოციალური დაცულობა საქართველოს უსაფრთხოების სექტორში. 1  ი. აბრამაშვილი(2022 წ.)„სოციეტალური უსაფრთხოების პერსპექტივები საქართველოში“. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. თბილისი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/19633.pdf საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 3 ძირითადი მიგნებები → სოციეტალური უსაფრთხოების კონცეფცია აერთიანებს საფრთხის შეკავების მექანიზმების ფართო სპექტრს და ეფექტურია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებიდან მომდინარე საშიშროების შესაჩერებლად. ამ პროცესში, სოციეტალური უსაფრთხოება სამხედრო თავდაცვის ალტერნატივას კი არ წარმოადგენს, არამედ მის დამხმარე კომპონენტს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ საყრდენად და თანამედროვე საფრთხეების შეკავების ეფექტურ ინსტრუმენტად გვევლინება. → უსაფრთხოების პერსპექტივიდან, სიღარიბე და უთანასწორობა წარმოშობს სისტემურ რისკებს, რომლებიც, თუ უმართავი დარჩება, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ სტაბილურობას. სიღარიბის მაღალმა მაჩვენებლებმა და მნიშვნელოვანმა უთანასწორობამ შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, რადგან მარგინალიზებული ჯგუფები უფრო მეტად ხდებიან რადიკალიზაციის, გარე მანიპულაციებისა და დეზინფორმაციის კამპანიების სამიზნე. გარდა ამისა, სოციალურ-ეკონომიკურმა უთანასწორობამ შესაძლოა შეარყიოს საზოგადოების ნდობა მთავრობისა და თავდაცვის ინსტიტუტების მიმართ, რითაც შეამცირებს მათ ლეგიტიმურობასა და ეფექტურობას საფრთხეების აღმოფხვრის პროცესში. → საქართველოში უსაფრთხოების მიდგომა ძირითადად სამხედრო-ცენტრისტულ ჩარჩოზეა დაფუძნებული, რაც ზღუდავს საზოგადოების ფართო პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ სოციეტალური უსაფრთხოების მნიშვნელობის აღიარება იზრდება, არსებული ბარიერები მნიშვნელოვნად აფერხებს ამ სფეროს პროგრესს. მუდმივი სიღარიბე და უთანასწორობა ქმნის სტრუქტურულ განხეთქილებებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმებს, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულად დახურულ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სექტორის მორგება მმართველი ელიტის ინტერესებზე, რამდენადაც მმართველობა შეიძლება შეეწინააღმდეგოს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის საფრთხედ აღიარებას, რადგან ამით ხელს შეუშლის ძალაუფლების დამკვიდრებულ დინამიკას. → საქართველოში პოლიტიკური პარტიები ასევე ამჟღავნებენ მცირე ინტერესსა და კომპეტენციას უსაფრთხოების რეფორმების მიმართ, რაც კიდევ უფრო აფერხებს პროგრესს. დეცენტრალიზებული ქმედებების ხელშეწყობის მცდელობები, სოციეტალური უსაფრთხოების ეს მთავარი საყრდენი, წინააღმდეგობას აწყდება გადაწყვეტილების მიღების ვერტიკალურ სისტემაში. პროგრესული ინიციატივებიც კი, როგორიცაა„ამოცანით მართვის“(Mission Command) დანერგვა საქართველოს თავდაცვის ძალებში, ხშირად მხოლოდ ტაქტიკურ ჩარჩოდ განიხილება და არა როგორც ფართო პოლიტიკური ტრანსფორმაციის კატალიზატორი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა და უსაფრთხოების სექტორის კვლევისა და განვითარების არასაკმარისი ინვესტიციები აძლიერებს ამ გამოწვევებს და მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყანას, ყოვლისმომცველად განიხილოს სოციეტალური უსაფრთხოება. → საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სექტორში სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს დანერგვა მოითხოვს ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს როგორც კონცეპტუალურ გაგებას, ასევე პრაქტიკულ განხორციელებას. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოში მაღალი დონის აკადემიური და პოლიტიკური კონფერენციის ჩატარება, რომელშიც გაერთიანდებოდნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები, მათ შორის პოლიტიკოსები, აკადემიკოსები, თავდაცვის ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს ღონისძიება შექმნიდა შესაძლებლობას სოციეტალური უსაფრთხოების კონცეფციის გამოსაკვეთად, ქართულ კონტექსტთან მისი შესაბამისობის გამოსაკვლევად და უსაფრთხოების არსებულ სტრუქტურებში მისი პოტენციური ზემოქმედებისა და ინტეგრაციის შესახებ ერთობლივი დისკუსიების წასახალისებლად. → „პოლიტიზების“ პროცესს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი საკითხების უსაფრთხოების კონტექსტში განხილვისას, როგორიცაა სიღარიბე და უთანასწორობა. ამ ეტაპზე აუცილებელია მედიისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. მედია საშუალებებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ საზოგადოების 4 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ცნობიერების ამაღლებაში, თუ სოციალურ უსაფრთხოებას ეროვნული მდგრადობისა და სტაბილურობის განუყოფელ ნაწილად ჩამოაყალიბებენ. პარალელურად, პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გააღრმავონ დისკურსი, თუ საკუთარ პროგრამებში სოციეტალური უსაფრთხოების საკითხებს შეიტანენ და ხაზს გაუსვამენ მათ მნიშვნელობას ისეთი სისტემური გამოწვევების დაძლევაში, როგორიცაა სიღარიბე და უთანასწორობა. → ინსტიტუციური თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ დღის წესრიგის განვითარებაში. სოციეტალური უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკური და სამართლებრივი დისკუსიების ინიცირებით, პარლამენტს შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ფართო რეფორმებს და უზრუნველყოს ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებში ამ ჩარჩოს ინტეგრირება. საერთო ჯამში, ამ ძალისხმევამ შეიძლება შექმნას ხელსაყრელი გარემო სოციეტალური უსაფრთხოების პრინციპების წარმატებით დანერგვისთვის, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მდგრადობის ფართო მიზნებთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობას. საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 5 სოციეტალური უსაფრთხოება: მოკლე მიმოხილვა და მისი კონტექსტუალიზაცია საქართველოში გლობალიზაციამ და სწრაფმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ შეასუსტა საერთაშორისო უსაფრთხოების ტრადიციულ სახელმწიფოზე ორიენტირებული მოდელი, წაშალა ზღვარი შიდა და გარე აქტორებს, ასევე ომსა და მშვიდობას შორის. უსაფრთხოების გამოწვევები ახლა უკვე სცილდება სახელმწიფოების უშუალო კონტროლს, განსაკუთრებით ინფორმაციის, კიბერსივრცის, ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის სფეროებში, რაც პატარა და ღია საზოგადოებებს უფრო დაუცველს ხდის. საფრთხეები, რომლებიც ადრე ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო რეაგირების ფარგლებს ექვემდებარებოდა, სულ უფრო მეტად მოითხოვს სამოქალაქო ჩართულობასა და მხარდაჭერას. ამავდროულად, გამოწვევები, რომლებიც ადრე სამოქალაქო პასუხისმგებლობად განიხილებოდა, ახლა საერთაშორისო განზომილებას იძენს, რაც კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების გარემოს. თავდასხმები აღარ შემოიფარგლება სახელმწიფო ტერიტორიით, სუვერენიტეტით ან ინფრასტრუქტურით; ჰიბრიდული საფრთხეები ხშირად მიზნად ისახავს საჯარო ინსტიტუტების ხელყოფას, ეჭვქვეშ აყენებს ღირებულებებს, გავლენას ახდენს საზოგადოების დამოკიდებულებაზე და გამოიყენება უმცირესობებსა და დაუცველ ჯგუფებზე მანიპულაციის იარაღად. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კლიმატში ტრადიციული საფრთხეები კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მილიტარიზმი ხელახლა გაძლიერდა. ჩვეული საფრთხეების ახალმა ტალღამ არ შეამცირა არასამხედრო გამოწვევების მნიშვნელობა. ამის ნაცვლად, ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების ერთობლიობამ კიდევ უფრო გაართულა უსაფრთხოების თანამედროვე გარემო და აიძულა სახელმწიფოები, შეემუშავებინათ ინოვაციური სტრატეგიები. დღესდღეობით ხშირად ვხედავთ, რომ ტრადიციული სამხედრო თავდაცვა თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისას შედეგს ვერ აღწევს სამოქალაქო მხარდაჭერის გარეშე. სახელმწიფოები სულ უფრო მეტად აწყდებიან სირთულეებს ამ გამოწვევებთან მოძველებული მეთოდებით ბრძოლისას, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ სახელმწიფოებრივ ძალისხმევას და საზოგადოების მცირე ჩართულობას, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, სადაც დერეგულაციამ და პრივატიზაციამ შეამცირა სახელმწიფოს კონტროლი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. საგრძნობლად გაიზარდა არატრადიციული და არასამხედრო საფრთხეებისა და გამოწვევების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის არსებობისთვის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ეს უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, შეიძლება მაინც დაირღვეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნქციონირება. საფრთხეების ბუნების ამ ევოლუციამ შეცვალა უსაფრთხოების ჩვენეული გაგება. უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ტრადიციული, მკაცრი მიდგომა თანდათან შეიცვალა უფრო ფართო პერსპექტივით, რომელიც საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებისას ითვალისწინებს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ ფაქტორებს. ამ კონტექსტში, სახელმწიფოებისთვის სულ უფრო რთული ხდება საფრთხეების ცალმხრივად განხილვა ტრადიციული სამხედრო მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ხშირად დამოკიდებულია მნიშვნელოვან სამოქალაქო მხარდაჭერაზე. შესაბამისად, უსაფრთხოების პოლიტიკა გადადის შედარებით ინკლუზიურ მიდგომაზე, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ საზოგადოების დაცვაზე, არამედ მის აქტიურ მონაწილეობაზე უსაფრთხოების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების კონცეფცია განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს, რამდენადაც ის მხარს უჭერს ერთიან საზოგადოებრივ მიდგომას დაცულობის მიმართ და ხაზს უსვამს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. სოციეტალური უსაფრთხოების უპირველესი მიზანია საზოგადოების გაძლიერება, რათა მან ეფექტურად აღმოფხვრას ჰიბრიდული საფრთხეები და მოერგოს უსაფრთხოების მუდმივად ცვალებად ლანდშაფტს. ამის მისაღწევად საჭიროა უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და დემოკრატიული მიდგომა, რომელშიც ხაზგასმულია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, დეცენტრალიზებული მმართველობა, საზოგადოების ინკლუზიური ჩართულობა და დემოკრატიული პროცესები, 6 ფრიდრიხ ებერტის ფონდი როგორც პოლიტიკის ფორმულირებაში, ისე მის განხორციელებაში. უფრო მეტიც, სოციალური უსაფრთხოება სცილდება მხოლოდ საზოგადოების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შორის სასარგებლო კავშირის ჩამოყალიბებას. სოციეტალური უსაფრთხოება, თავის მართვის პარადიგმაში, მოიცავს შესაბამისი პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებას, ასევე საფრთხეების შეფასებას და რეაგირებისა და მზადყოფნის სისტემებს. ეს მიდგომა აძლიერებს შესაძლებლობებს ადრეული გაფრთხილების, რისკების ანალიზის, საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის, ტრენინგის, რესურსების დამარაგების, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, საზოგადოების ინფორმირებულობის, კრიზისების მართვის, მდგრადობის განმტკიცების, აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიმართულებით. საფრთხის შერბილების სტრატეგიების ფართო სპექტრის გამოყენებით, სოციეტალური უსაფრთხოება ეფექტურად უპირისპირდება როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო აქტორებისგან წამოჭრილ გამოწვევებს და ამცირებს ბუნებრივი კატასტროფების ზემოქმედებას. 2 ერთი შეხედვით, სოციეტალური უსაფრთხოება, საფრთხეების მიმართ თვითკმარი მიდგომის პრინციპით, შეიძლება მედეგობის კონცეფციის მსგავსი მოგვეჩვენოს. თუმცა, სოციალური უსაფრთხოება მოიცავს უფრო ფართო ჩარჩოს, რომელშიც მედეგობა წარმოადგენს ძირითად კომპონენტს, პრევენციის, კრიზისების მართვისა და რისკების შეფასების სისტემებთან ერთად. 3 სოციეტალური უსაფრთხოება ემყარება რწმენას, რომ საზოგადოების საფრთხეების აღმოსაფხვრელად საჭიროა უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც განხორციელდება აქტიური ჩართულობითა და თანამონაწილეობით. ეს გულისხმობს თანამშრომლობას სამხედრო და სამოქალაქო სექტორებს, ასევე საჯარო და კერძო უწყებებს შორის. ამ კონტექსტში, სახელმწიფო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და ადაპტირებად კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელია ტრადიციული ინსტიტუტების მართვასა და გაძლიერებაზე, რესურსების მობილიზებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ნარატივებისა თუ სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე. თუმცა, სახელმწიფო აღარ არის ერთადერთი აქტორი უსაფრთხოების საკითხებში, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისას, სადაც პასუხისმგებლობა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე ნაწილდება. 4 სოციეტალურ უსაფრთხოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი ინსტიტუტების როლის გაძლიერებას შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ ტრადიციული სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა თავდაცვის ძალები, ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი განმახორციელებელი უწყებები არიან. ყურადღება ასევე მახვილდება უსაფრთხოების პროცესებში საზოგადოების ფართო, ნებაყოფლობით და კვალიფიციური მონაწილეობის აუცილებლობაზე. ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ არა მხოლოდ უნდა წაახალისოს სამოქალაქო აქტორების ჩართვა უსაფრთხოების პოლიტიკაში, არამედ ინვესტირება მოახდინოს მათი შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. უსაფრთხოების პოლიტიკასა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს შორის აშკარად იკვეთება ეს ურთიერთკავშირი, რადგან სოციალურ-ეკონომიკურმა სირთულეებმა შეიძლება შეამციროს სოციეტალური ჯგუფების სურვილი და კომპეტენცია, წვლილი შეიტანონ უსაფრთხოების მიღწევაში, რითაც გაიზრდება მათი დაუცველობა. კეთილდღეობის პროგრამები წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტებს საზოგადოების მდგრადობის გასაძლიერებლად, რამდენადაც ისინი ხელს უწყობს დერადიკალიზაციას და ამცირებს დაუცველობას. მიუხედავად იმისა, რომ მათი განხორციელების დელეგირება შესაძლებელია, სახელმწიფო გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ პროგრამების უზრუნველყოფაში პოლიტიკური ნების გამოვლენითა და სტრუქტურული მხარდაჭერით. უსაფრთხოების პოლიტიკის გარკვეული ფუნქციების დელეგირების მიუხედავად, სახელმწიფო ინარჩუნებს მონოპოლიას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფაში, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა, კეთილდღეობის განაწილება და უთანასწორობის შემცირება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სახელმწიფო ფლობს საჭირო რესურსებს უსაფრთხოების პოლიტიკაში სოციალური კეთილდღეობის ინტეგრირებისთვის. 2  ა. ბეილსი(2008 წ.).„რა როლს თამაშობს კერძო სექტორი„საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში“? ბრიუსელი: ევროპული პოლიტიკის ცენტრი. გვ. 13 3  მ. რაინარდი(2021 წ.).„საზოგადოებრივი უსაფრთხოება თეორიასა და პრაქტიკაში“. ს. ლარსონი და მ. რაინარდი(რედ.),„სკანდინავიური საზოგადოების უსაფრთხოება: კონვერგენცია და დივერგენცია“(გვ. 22–43). 4  კ. მორსუტი(2018 წ.).„ნორვეგიის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და დაცულობა: Samfunnssikkerhet-ის დუალიზმი“. მ. აალტოლა, ბ. კუზნეცოვი, ა. სპრუდი და ე. ვიზგუნოვა(რედ.),„ბალტიის ზღვის რეგიონის საზოგადოებრივი უსაფრთხოება“(გვ. 60-83). რიგა: ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. გვ. 61. საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 7 სოციალური კეთილდღეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირება სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებში შედის, რადგან სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარება ამცირებს საზოგადოების დაუცველობას და ზრდის მედეგობას. გარდა ამისა, ეს სახელმწიფოს საშუალებას აძლევს საზოგადოება უფრო ეფექტურად მოაბილიზოს კრიზისების დროს. გარდა ამისა, უსაფრთხოების პოლიტიკაში კეთილდღეობის პროგრამების ინტეგრაცია ზრდის საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. პრაქტიკაში, სოციეტალური უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია სკანდინავიურ რეგიონთან. კონცეფციის თეორიული საფუძვლები და განვითარება დაკავშირებულია ამ რეგიონის აკადემიურ და კვლევით ცენტრებთან და მისი ძირითადი პრინციპები ასახულია სკანდინავიის ქვეყნების უსაფრთხოების მართვის მოდელებში. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების პოლიტიკისადმი ინტერესი მხოლოდ სკანდინავიური რეგიონისთვის არ არის დამახასიათებელი, სახელმწიფოს მოწყობის, სოციალურ-ეკონომიკური სისტემებისა და პოლიტიკური კულტურის კომბინაციამ აქ ხელსაყრელი გარემო შექმნა სოციეტალური უსაფრთხოების დასამკვიდრებლად. კონცეფციის ოფიციალურად დამკვიდრებამდეც კი, პრინციპები, რომლებითაც სკანდინავიური ქვეყნები უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას ხელმძღვანელობენ, ზუსტად ემთხვეოდა მოგვიანებით შემუშავებულ ჩარჩოს. ამ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცეოდა სამოქალაქო თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თუ სოციალური სამართლიანობის ღირებულებების დაცვას, რამაც ხელი შეუწყო უსაფრთხოების მოდელებში სოციეტალური უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრაციას. 5 მიუხედავად ისტორიული, პოლიტიკური თუ კულტურული განსხვავებებისა, სოციეტალური უსაფრთხოება საქართველოსთვისაც ძალზე აქტუალურია. როგორც შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, საქართველო კრიტიკულ გეოპოლიტიკურ გარემოშია და რთულ შიდა გამოწვევებს აწყდება. საქართველოს უსაფრთხოების უპირველესი გამოწვევების შეფასებისას იკვეთება ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, ეკონომიკური არასტაბილურობა და არასათანადოდ განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები. ქვეყნის შიგნით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ხელს უშლის სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია და მზარდი სოციალური თუ პოლიტიკური პოლარიზაცია. 6 მიუხედავად ისტორიული, პოლიტიკური თუ კულტურული განსხვავებებისა, სოციეტალური უსაფრთხოება საქართველოსთვისაც ძალზე აქტუალურია. როგორც შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, საქართველო კრიტიკულ გეოპოლიტიკურ გარემოშია და რთულ შიდა გამოწვევებს აწყდება. საქართველოს უსაფრთხოების უპირველესი გამოწვევების შეფასებისას იკვეთება ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, ეკონომიკური არასტაბილურობა და არასათანადოდ განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები. ქვეყნის შიგნით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ხელს უშლის სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია და მზარდი სოციალური თუ პოლიტიკური პოლარიზაცია. 7 სოციალური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ქართული საზოგადოებისთვის სიღარიბე და უთანასწორობა მნიშვნელოვან, მრავალგანზომილებიან საფრთხეებს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ საკითხებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩარჩოებში. სიღარიბის შედეგები სცილდება უბრალო ეკონომიკურ მოწყვლადობას და ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის შემცირებას, რადგან ადამიანებისთვის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სამუშაო შესაძლებლობები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ადამიანური კაპიტალის ეს გაუარესება არყევს საზოგადოების მდგრადობას, ასუსტებს დემოკრატიას და ზრდის ემიგრაციის მაჩვენებელს, რადგან ადამიანები უკეთესი პერსპექტივების ძებნას საზღვარგარეთ ცდილობენ. გარდა ამისა, სიღარიბე ანგრევს საზოგადოებრივ ნდობასა და ჩართულობას, რაც გადამწყვეტია მდგრადი, ერთიანი საზოგადოებისა და ეფექტური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისთვის. უსაფრთხოების თვალსაზრისით, სიღარიბე იწვევს ადამიანების დაუცველობას, რომელიც გარე აქტორებს შეუძლიათ სათავისოდ გამოიყენონ. მოსახლეობა, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს, უფრო მგრძნობიარეა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ, ამან კი შეიძლება გააღრმავოს სოციალური განხეთქილება და პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს დაუცველობა ასევე ზრდის რადიკალიზაციის რისკს, რადგან სასოწარკვეთილმა ადამიანებმა შეიძლება მიმართონ ექსტრემისტულ იდეოლოგიებს სიღარიბის, უთანასწორო5  ვ. ვალტონენი და მ. ბრანდერსი(2021 წ.).„ფინური ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მოდელის კვლევა“. ს. ლარსონი და მ. რაინარდი(რედ.), „სკანდინავიური საზოგადოების უსაფრთხოება: კონვერგენცია და დივერგენცია“(გვ. 91-109). ნიუ-იორკი: რათლიჯი. გვ. 92. 6 ი. აბრამაშვილი(2022 წ.)„საზოგადოებრივი უსაფრთხოების პერსპექტივები საქართველოში“. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. თბილისი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/19633.pdf 7  იქვე. 8 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ბისა და ნაკლები შესაძლებლობების საპასუხოდ. გარდა ამისა, სიდუხჭირე აფერხებს თავდაცვის ძალების განვითარებას, რადგან ამცირებს ამ სამსახურისთვის ხელმისაწვდომი კვალიფიციური და განათლებული პირების რაოდენობას, რაც საბოლოოდ ასუსტებს ქვეყნის დაცულობას. 8 სოციალური უთანასწორობა აძლიერებს ამ საფრთხეებს, რადგან იწვევს საზოგადოების დაყოფას და ზრდის სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფს შორის დაძაბულობას. შედეგად წარმოქმნილი სოციალური დაყოფა ასუსტებს სახელმწიფოს, როგორც გამაერთიანებელი ინსტიტუტის როლს. ის ანადგურებს საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის თავდაცვის ძალების, ლეგიტიმურობას და ამცირებს საზოგადოებრივ ნდობას გრძელვადიან პერსპექტივაში. უთანასწორობა ხელს უწყობს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც მარგინალიზებული ჯგუფები თავს გარიყულად გრძნობენ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკიდან. ეს კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების განხეთქილებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთიანობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური ეროვნული თავდაცვისთვის.სიღარიბის შემცირებისა და სოციალური თანასწორობის ინტეგრირება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩარჩოებში აუცილებელია საზოგადოების მდგრადობის მისაღწევად, დემოკრატიული საფუძვლების გასაძლიერებლად და სოციალურ-ეკონომიკური არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეებისგან თავის დასაცავად. უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში ამ საკითხების განხილვა ხელს შეუწყობს ინკლუზიურობას, გააძლიერებს საზოგადოებრივ ნდობას და შეამსუბუქებს საზოგადოების დაყოფის რისკებს, რითაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოების მთლიან ჩარჩოს. თუ სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობას უსაფრთხოების კუთხით შევხედავთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ ამ პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების დესტაბილიზაცია და შეარყიოს ეროვნული მდგრადობა. ეს პერსპექტივა გვიჩვენებს, რომ მსგავსი პრობლემები არა მხოლოდ ეკონომიკური ან სოციალური გამოწვევებია, არამედ საზოგადოებრივ დაუცველობასაც იწვევს, რისი იგნორირებაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მათი, როგორც ფუნდამენტური საფრთხეების, აღიარება. ამ პრობლემების გადასაჭრელად, ისევე როგორც ტრადიციული უსაფრთხოების საკითხების, როგორიცაა სამხედრო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება და რესურსების გამოყოფა. ეს მიდგომა აიძულებს სახელმწიფოს მოახდინოს რესურსების მობილიზება, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში პრიორიტეტი მიანიჭოს სიღარიბის შემცირებასა და საზოგადოებრივ ერთიანობას. უსაფრთხოების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, სიღარიბე და უთანასწორობა წარმოშობს სისტემურ რისკებს, რომლებიც, უმართავობის შემთხვევაში, ზიანს აყენებს საზოგადოების სტაბილურობას. სიღარიბის მაღალმა მაჩვენებლებმა და უთანასწორობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს არეულობა, რადგანაც მარგინალიზებული ჯგუფები სულ უფრო მგრძნობიარე ხდებიან რადიკალიზაციის, გარე მანიპულაციისა და დეზინფორმაციული კამპანიების მიმართ. ეს დაუცველობა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს სხვადასხვა აქტორმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას და არსებული სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს ის შიდა საკითხი კი არა, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების პრობლემა იყოს. გარდა ამისა, სოციალურ-ეკონომიკურმა უთანასწორობამ შეიძლება შეარყიოს საზოგადოების ნდობა მთავრობისა და თავდაცვის ინსტიტუტების მიმართ, რითაც შეამცირებს მათ ლეგიტიმურობასა და ეფექტურობას საფრთხეების აღმოფხვრის პროცესში. შემდეგ თავებში შემოთავაზებულია იმ ბარიერებისა და შესაძლებლობების სიღრმისეულ ანალიზი, რომლებიც აისახება სახელმწიფოს უნარზე, უსაფრთხოების ჩარჩოში მოაქციოს მსგავსი საკითხები. ეს კვლევა განიხილავს ინსტიტუციური და რესურსების კუთხით არსებულ შეზღუდვებს, საზოგადოებრივ აღქმასა და შესაძლო გზებს, რათა მოხდეს პოლიტიკის ცვლილება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ინტეგრირება ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში. ანალიზში წარმოდგენილია ამ გამოწვევების დაძლევისა და პრობლემების გადაჭრის გზები, რაც მიზნად ისახავს სტრატეგიების დასახვას უფრო ინკლუზიური უსაფრთხოების მოდელისთვის, რომელშიც ხაზგასმული იქნება საზოგადოების დესტაბილიზაციის ძირეული მიზეზები და მათი მოგვარების საშუალებები. 8  ი. აბრამაშვილი(2022 წ.)„საზოგადოებრივი უსაფრთხოების პერსპექტივები საქართველოში“. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. თბილისი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/19633.pdf საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 9 საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარების მიზნით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაგეგმვა ხდება კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების გზით. არსებობს სამი სახის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტი: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; და გ) უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიები. 9 ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას და გვიჩვენებს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს. მასში ასევე ნაჩვენებია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ამ პოლიტიკის დაგეგმვასთან დაკავშირებული ყველა ეროვნული და უწყებრივი დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. ამ კონცეფციის შემუშავებაზე და დასამტკიცებლად პარლამენტში წარდგენაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნება სამხედრო, საგარეო და საშინაო პოლიტიკური, ტრანსნაციონალური, სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებიდან, რომლებიც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. კონცეფციისგან განსხვავებით, ეს დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიები შექმნილია სახელმწიფოს მიერ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებში დასახული მიზნების მისაღწევად. ზემოაღნიშნული დოკუმენტების განხილვა გვიჩვენებს, რომ არცერთი მათგანი პირდაპირ არ ეხება სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობას ქართულ კონტექსტში. თუმცა, სოციეტალური უსაფრთხოების ორი მნიშვნელოვანი ასპექტი – ყოვლისმომცველი მიდგომა და დეცენტრალიზაცია – შეიძლება ირიბად გამოიკვეთოს თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებში:„სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა 2021-2025“ 10 და„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“. 11 უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტები საკმაოდ მცირე მოცულობისაა, რადგანაც ისინი ინსტიტუციური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტების ნაწილს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“ ასახავს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მოიცავს ტოტალური თავდაცვის პრინციპებს, მათ შორისაა, მთელი მთავრობის ძალისხმევა, სამხედრო ძალისხმევა, სამოქალაქო ძალისხმევა და საერთაშორისო თანამშრომლობა: → ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მოიცავს ყველა პასუხისმგებელი უწყების კოორდინირებულ დაგეგმვასა და ჩართულობას კრიზისებისა და ომების დროს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის განაწილებას და ორიენტირებულია ძირითადი სამთავრობო ფუნქციების შეუფერხებლად შესრულებაზე. → სამხედრო ძალისხმევა აძლიერებს ეროვნულ შეკავებას და თავდაცვას საქართველოს თავდაცვის ძალების მეშვეობით. სხვა სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების მხარდაჭერით, თავდაცვის ძალები ინარჩუნებს მაღალ საბრძოლო მზადყოფნას და ატარებს სამხედრო ოპერაციებს თავდაცვის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. 9  Law of Georgia on“Planning and Coordination Rules of National Security Policy. Available at: https://matsne.gov.ge/en/document/view/2764463?publication=10 10  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.„სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა 2021-2025“. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mod.gov.ge/uploads/2021/november/Strategic_Defence_Review_2021-2025.pdf 11  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ხედვა 2030. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mod.gov.ge/uploads/ModVision/MOD__Vision_2030.pdf 10 ფრიდრიხ ებერტის ფონდი → სამოქალაქო ძალისხმევა მოიცავს სამოქალაქო უწყებებისა და ორგანიზაციების აქტივობებს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად და სახელმწიფოს უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს სამოქალაქო უსაფრთხოების შენარჩუნებას, ძირითადი მომსახურებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მოსახლეობის მომზადებას ინფორმაციული და ფსიქოლოგიური გამძლეობისთვის და ყოვლისმომცველი კიბერ თავდაცვის უზრუნველყოფას მშვიდობიდან ომის მდგომარეობამდე. → საერთაშორისო ძალისხმევა გულისხმობს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას – სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, მატერიალური, საინფორმაციო და დაზვერვის მიმართულებით – კონფლიქტის პერიოდში და მანამდე. საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია გაზარდოს მოწინააღმდეგეებზე ზეწოლა, აიძულოს ისინი უარი თქვან მტრულ განზრახვებზე და დაეხმაროს საქართველოს ხელსაყრელი პირობების მიღწევაში. უსაფრთხოების დეცენტრალიზაციის მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა ამოცანით მართვის“(Mission Command) ფილოსოფიის მიღება იერარქიული მართვისა და კონტროლის მიდგომის ნაცვლად. „ამოცანით მართვა“ არის მეთაურობის ფილოსოფია, რომელიც ქვემდგომებს უფლებას აძლევს აიღონ ინიციატივა მისიის მიზნების მისაღწევად, მეთაურის განზრახვის მკაფიო გაგების საფუძველზე. ზემოდან ქვევით მკაცრი ინსტრუქციების გაგზავნის ნაცვლად, ის ხელს უწყობს გადაწყვეტილების დეცენტრალიზებულ მიღებას, რაც კონკრეტულ სიტუაციასთან ახლოს მყოფ პირებს საერთო მისიის ფარგლებში მოქმედების საშუალებას აძლევს.„ამოცანით მართვის“ ძირითადი პრინციპები არის შემდეგი: 12 → კომპეტენცია: მეთაურები მკაფიოდ უნდა იაზრებდნენ საკუთარ როლებს და გააჩნდეთ დავალებების დამაჯერებლად შესრულების უნარი. მათ ასევე უნდა შეეძლოთ თავიანთი გადაწყვეტილებების დასაბუთება ქვემდგომებისთვის. → ორმხრივი ნდობა: მეთაურებსა და ქვეშევრდომებს შორის აუცილებელად უნდა არსებობდეს ნდობა, რათა ამოცანები ეფექტურად შესრულდეს დეცენტრალიზებული მიდგომით. → საერთო გაგება: მეთაურები და ქვემდგომები უნდა იზიარებდნენ ერთიან გაგებას მისიის, სიტუაციისა და ერთმანეთის როლების შესახებ. → მისიის მკაფიო განზრახვა: მისიის ძირითადი არსი და ამოცანები მკაფიოდ უნდა იყოს გადმოცემული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ქმედების შესაბამისობა უფრო ფართო მიზნებთან. → ინიციატივა: ქვემდგომებს ეძლევათ უფლება, იმოქმედონ მისიის ინტერპრეტაციის საფუძველზე, მკაფიო ზემოდგომის ბრძანებების მიღების გარეშე. → რისკის გაწევა: გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზებულ მიდგომას გაურკვევლობა ახასიათებს, რაც ხელმძღვანელებს გარკვეული რისკის გაწევას აიძულებს იმ რწმენით, რომ მათი ქვემდგომები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეს პრინციპები, რომლებიც თავდაპირველად ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად შემუშავდა, ქმნის ღირებულ ჩარჩოს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სირთულეებში ნავიგაციისთვის. ეს კი მოითხოვს როგორც სტრატეგიულ ზედამხედველობას, ისე ტაქტიკურ სისწრაფეს. „ამოცანით მართვის“ პრინციპების ანალიზი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში 1. პოლიტიკის მიზნებში მისიის მკაფიო განზრახვის შეტანა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას აუცილებელია მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა, რათა ამოცანების შესრულებისას უზრუნველყოფილი იყოს სწორი ხელმძღვანელობა და მოქნილობა. ისევე, როგორც სამხედრო მეთაური გამოხატავს მკაფიო განზრახვას დეცენტრალიზებული ქმედებების წარმართვისკენ, პოლიტიკოსებმაც უნდა ჩამოაყალიბონ ყოვლისმომცველი მიზნები, რითაც ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა უწყებასა თუ დაინტერესებულ მხარეს 12  Finney, N. K.,& Klug, J. P.(2016). Mission command in the 21st century: Empowering to Win in a Complex World. Fort Leavenworth, Kansas: The Army Press. საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 11 მოქმედებების შესახებ. მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში შეიძლება პრიორიტეტი მიენიჭოს კიბერთავდასხმებისგან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვას. სხვადასხვა უწყების მიერ გამოყენებული სპეციფიკური ტაქტიკა(როგორიცაა დაზვერვა ან კიბერუსაფრთხოების ზომები) შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა საერთო ჯამში ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს ინფრასტრუქტურის დაცვის უფრო ფართო მიზანს. მკაფიო პოლიტიკური განზრახვა უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას სექტორებს, სააგენტოებსა და სახელისუფლებო დონეებს შორის, თუნდაც მოულოდნელი საფრთხეების ფონზე. ის ასევე ხელს უწყობს მიკრომენეჯმენტის ხარვეზების თავიდან აცილებას, რომლებმაც უსაფრთხოების გამოწვევების აღმოფხვრისას შეიძლება ჩაახშოს კრეატიულობა და ინიციატივა. 2. ხელისუფლების დეცენტრალიზაცია უსაფრთხოების ამჟამინდელი გარემო ხშირად ზედმეტად რთულია იმისთვის, რომ ცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიმღებმა სტრუქტურებმა ეფექტური რეაგირება მოახდინონ.„ამოცანით მართვაში“ გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილება დეცენტრალიზებულია, რათა სიტუაციასთან ყველაზე ახლოს მყოფ პირებს მიეცეთ სწრაფი და ზუსტი მოქმედების საშუალება. ეს პრინციპი პირდაპირ ეხება უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას, სადაც საფრთხეები შეიძლება მოულოდნელად წარმოიშვას, რაც მოითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების, სადაზვერვო სააგენტოების ან სხვა ოპერატიული დანაყოფების სწრაფ რეაგირებას. მაგალითად, როდესაც ტერორისტული საფრთხის წინაშე დგანან, სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილობრივ სამხედრო ნაწილებს შეიძლება დასჭირდეთ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებების მიღება ცენტრალიზებული ხელისუფლების დადასტურების ლოდინის გარეშე. დეცენტრალიზებული უფლებამოსილება ინდივიდებსა და უწყებებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ სწრაფად და სათანადოდ, ძირითადი პოლიტიკური მიზნების ფარგლებში. ამ მიდგომამ შეიძლება აამაღლოს უსაფრთხოების აპარატის გამძლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანის გზით. 3. უწყებებს შორის ურთიერთნდობის ხელშეწყობა „ამოცანით მართვის“ ფუნდამენტური პრინციპი არის ურთიერთნდობა, რომელიც ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ უფლებამოსილების დელეგირება იმ რწმენით, რომ ქვემდგომი პირები იმოქმედებენ მისიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ზუსტად ასევე, ნდობის არსებობა იმ უწყებებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მუშაობენ, გადამწყვეტია შესაბამისი პოლიტიკის ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ბევრ ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურების დანაწევრებამ – ეროვნული სადაზვერვო უწყებებიდან ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებამდე – შეიძლება შეაფერხოს საფრთხეებზე კოორდინირებული რეაგირება. პოლიტიკოსებს შეუძლიათ გააძლიერონ უწყებათაშორისი თანამშრომლობა, თუ ნდობას განამტკიცებენ რეგულარული კოორდინაციის, ინფორმაციის გაზიარებისა და ერთობლივი სწავლების გზით. ეს ნდობა ამცირებს მიკრომენეჯმენტის აუცილებლობას და აყალიბებს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მიზნებისა და მათი მიღწევისთვის საჭირო მოქნილობის საერთო გაგებას. 4. ინიციატივისა და ინოვაციების წახალისება უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაში, ისევე როგორც სამხედრო ოპერაციებში, დამოუკიდებელი და ინოვაციური მოქმედების უნარი გადამწყვეტია კომპლექსურ და არაპროგნოზირებად საფრთხეებთან დაპირისპირებისას.„ამოცანით მართვა“ ქვემდგომ პირებს უფლებამოსილებას ანიჭებს აიღონ ინიციატივა ისე, რომ თავიანთი ქმედებები კონკრეტულ გარემოებებს მოარგონ და ამავდროულად ძირითად მისიაზე იყვნენ ორიენტირებული. უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პრინციპი შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი აქტორებისა და უწყებების წახალისებით, მიიღონ სიტუაციაზე მორგებული გადაწყვეტილებები საფრთხეების წარმოშობის დროს. მაგალითად, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა შეიძლება კონკრეტული დასახლებისთვის შეიმუშაონ კონტრტერორისტული სტრატეგიები, სადაც გამოიყენებენ ადგილობრივ ცოდნასა და ურთიერთობებს ტერორისტული ქსელების გამოვლენისა და დაშლის მიზნით. კონკრეტულ გარემოზე მუშაობისას ჩნდება ინიციატივები, რაც უსაფრთხოების ორგანოებს ხელს უწყობს მოქნილად მუშაობასა და საფრთხეებზე რეაგირებაში. 5. რისკზე წასვლა გაურკვეველ გარემოში „ამოცანით მართვის“ მნიშვნელოვანი გამოწვევაა რისკზე წასვლისთვის მზადყოფნა. დეცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიღების ჩარჩოებში ყოველთვის შეიძლება, რომ ქვემდგომმა პირებმა დაუშვან შეცდომები. თუმცა, 12 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დინამიკურ და რთულ გარემოში, ალტერნატივა – ცენტრალიზებული მიკრომენეჯმენტი – შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს, რადგანაც ნელ და ხისტ რეაგირებას იწვევს. უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას, რისკზე წასვლა გულისხმობს უწყებებისა და აქტორებისთვის ნდობის გამოცხადებას, რომ რეალურ დროში მიიღონ გადაწყვეტილებები, თუნდაც ისინი მოსალოდნელ შედეგებს არ შეესაბამებოდეს. მაგალითად, კონტრტერორისტული ოპერაციებისას, არასტაბილურ ვითარებებში ადგილობრივ მეთაურებს ხშირად უწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არჩევანი სწორი ვერ იქნება, მოქნილობისა და პასუხისმგებლობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აქტორებს ჰქონდეთ რისკზე წასვლის საშუალება მისიის ფართო ჩარჩოს ფარგლებში. საქართველოს უსაფრთხოების სექტორში დასაქმებულ პირებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან ცხადად იკვეთება კონსენსუსი სოციეტალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ასევე სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევის აუცილებლობაზე დაცულობის გზით. თუმცა, მათი ანალიზი ასევე გვიჩვენებს მნიშვნელოვან ბარიერებს, რომლებიც ამ პროცესს აფერხებს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში არსებული პარადიგმა კვლავ ტრიალებს უსაფრთხოების სამხედრო-ცენტრისტული გაგების გარშემო. ეს პერსპექტივა ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და ახლა უკვე საჭიროა უსაფრთხოების პოლიტიკის არსის კულტურული ცვლილება, რათა იარაღისა და ჯარისკაცების მიღმა გავიხედოთ. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ოკუპაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად, აძლიერებს რწმენას, რომ უსაფრთხოებისადმი მკაცრი მიდგომის მიღმა ალტერნატიული შეხედულებებისთვის მცირე ადგილიღა რჩება. მეორეც, დღესდღეობით საქართველოს სოციალურ სტრუქტურაში იკვეთება სიდუხჭირე და უთანასწორობა, რაც თავისთავად ამწვავებს განხეთქილებას და დაბრკოლებას უქმნის პროგრესულ რეფორმებს, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულად დახურულ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება. ამ დინამიკას კიდევ უფრო ამძაფრებს ღრმად ფესვგადგმული კავშირები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის, რომლებმაც პოსტსაბჭოთა ლანდშაფტი შექმნეს. შედეგად კი ჩამოყალიბდა დანაწევრებული საზოგადოება, სადაც ეს ელიტები ხელს უწყობენ სოციალურ დაყოფას. სარგებლობენ რა არსებული მდგომარებით, მათ ხშირად ტრანსფორმაციული ცვლილებების სურვილიც არ გააჩნიათ და არც სიღარიბესა და უთანასწორობას აღიქვამენ ეროვნული უსაფრთხოების უმწვავეს პრობლემებად. პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ხელს უწყობს მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებას, სადაც ინკლუზიურ უსაფრთხოების პოლიტიკაზე უპირატესი ელიტის ინტერესებია. შედეგად, უსაფრთხოების სექტორი, რომელიც მორგებულია მმართველი კლასების ინტერესებს, შეიძლება შეეწინააღმდეგოს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის საფრთხედ აღიარებას, რადგან ამით ხელს შეუშლის ძალაუფლების დამკვიდრებულ დინამიკას. გარდა ამისა, უსაფრთხოების ამჟამინდელი მოდელი ძირითადად ტრადიციული თავდაცვის საკითხებზეა ფოკუსირებული და ხშირად უგულებელყოფს ისეთ არასამხედრო რისკებს, როგორიცაა ეკონომიკური გარიყულობა და სოციალური უთანასწორობა. ეს ვიწრო თვალთახედვა ხელს უშლის სექტორის ადაპტირებას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან, სადაც სოციალური ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციეტალური მდგრადობისთვის. თუ არ იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, საზოგადოების დაყოფა გაგრძელდება და ქვეყანა კვლავ დაუცველი დარჩება შიდა თუ გარე საფრთხეების მიმართ. რესპონდენტებთან საუბარში გამოიკვეთა კიდევ ერთი დაბრკოლება –საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაბალი ინტერესი და კომპეტენტურობა უსაფრთხოების სექტორის მიმართ. პოლიტიკურ დისკურსში შემუშავებული და შეტანილი არ არის უსაფრთხოების პოლიტიკის რეფორმის შემოთავაზებები თუ ალტერნატიული შეხედულებები, ეს გარემო კი ამცირებს ხელისუფლების მოტივაციას, პასუხისმგებლობა აიღოს უცნობი სფეროების შესწავლაზე. საბოლოოდ კი იქმნება ჩაკეტილი წრე, სადაც არ არის პოლიტიკური ნება და არც ახალი იდეები მიედინება ქვევიდან ზემოთ. როგორც ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა,„ძველი საბჭოური გამონათქვამი – ინიციატივა ისჯება – კვლავ აქტუალურია საქართველოს უშიშროების ბიუროკრატიისთვის“. 13 13  რესპონდენტი 1, უსაფრთხოების სფეროს საჯარო მოხელე საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 13 მხარდაჭერის მობილიზება სოციეტალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, დეცენტრალიზებული ქმედებების გარშემო, ასევე გამოწვევას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების ამჟამინდელი ვერტიკალური სისტემის ფარგლებში. საქართველოს თავდაცვის ძალებში ზემოაღნიშნული„მისიის სარდლობის“ დანერგვის მიუხედავად, ის უფრო იზოლირებულ ტაქტიკურ ჩარჩოდ აღიქმება, ვიდრე უსაფრთხოების პოლიტიკურ ფილოსოფიად. კვლევის რესპონდენტების აზრით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში ცენტრალიზების დონე იმდენად მაღალია, რომ უსაფრთხოების სფერო ვერ გახდება„ოაზისი უდაბნოში“. 14 ვალდებულება ყველა სფეროს შორის თანაბრად და ჰორიზონტალურად უნდა იყოს განაწილებული. და ბოლოს, ადგილობრივ ქართულ კონტექსტში სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს დანერგვას ძალიან უშლის ხელს ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე უსაფრთხოების სექტორის კვლევასა და განვითარებაში ინვესტიციების არარსებობა. იმის გამო, რომ უსაფრთხოების ახალი კონცეფციები ძირითადად განხილულია საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ უფრო დიდ პარტნიორულ პროგრამებში, ქვეყანაში ძალიან მცირეა უსაფრთხოების მართვის სხვადასხვა მოდელის კვლევისა და ადაპტაციის პროაქტიული მიდგომები. 14  რესპონდენტი 2, უსაფრთხოების სფეროს საჯარო მოხელე 14 ფრიდრიხ ებერტის ფონდი რეკომენდაციები საქართველოში სოციეტალური უსაფრთხოების სისტემური გან ვითარების საწყისი წერტილების შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სექტორში სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს წარმატებით დანერგვას მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება. ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ცნობიერების ამაღლებითა და მხარდაჭერით, შეიძლება შეიქმნას ძლიერი საფუძველი მისი ეტაპობრივი დანერგვისთვის. ამავდროულად, სოციეტალური უსაფრთხოების უმთავრეს პოლიტიკურ პრიორიტეტად წამოწევა და სამართლებრივი ჩარჩოს მის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა საჭირო პოლიტიკურ და მარეგულირებელ მხარდაჭერას განაპირობებს. 15 ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებით შეიქმნება განხორციელების ერთგვარი საგზაო რუკა, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიზნები, სტრატეგიები და რესურსები. ამ ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით, საქართველოს შეუძლია ეფექტურად მოახდინოს სოციეტალური უსაფრთხოების ინტეგრაცია თავდაცვის სექტორში, გაზარდოს საერთო მედეგობა და ახალ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობა. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, სოციეტალური უსაფრთხოების ახლებური ბუნება და ვიწრო აღქმა მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის მის დამკვიდრებას. ამ დაბრკოლებების გადასაჭრელად საჭიროა სტრატეგიული მიდგომა. საქართველოში მაღალი დონის აკადემიური და პოლიტიკური კონფერენციის ჩატარება, სადაც მოწვეული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, შეიძლება მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი აღმოჩნდეს. ეს შეკრება შექმნის პლატფორმას კონცეფციის დანერგვისთვის, მისი აღქმის ხელშეწყობისთვის და დისკუსიების დაწყებისთვის, თუ როგორ მოხდება მისი გამოყენება ქართულ კონტექსტში. გარდა ამისა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე მორგებული უამრავი არაფორმალური სასწავლო პროგრამა მიაწვდის მათ საჭირო ცოდნას, რათა გაიაზრონ სოციეტალური უსაფრთხოების პრინციპები და განავითარონ შესაბამისი ანალიტიკური თუ პოლიტიკური ჩარჩოები. ადრეულ ეტაპზე ბიუროკრატიის ჩართვა გადამწყვეტია, რადგან არ შეიძლება უგულებელვყოთ მისი პოტენციური გავლენა, მათ შორის ინსტიტუციური დე ფაქტო ვეტოს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ბიუროკრატიის ჩართვა თავიდანვე ხელს შეუწყობს მის მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს სოციეტალური უსაფრთხოების უფრო შეუფერხებლად დანერგვას საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სექტორში. შემდეგი ნაბიჯი სოციეტალური უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით სიღარიბისა და უთანასწორობის კუთხით, მოიცავს„პოლიტიზების“ პროცესს. ამ მწვავე პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად, უსაფრთხოება უნდა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ როგორც კონცეფცია, არამედ როგორც ცენტრალური პოლიტიკური საკითხი, რომელიც საჯარო ასპარეზზე პოლიტიკურ დისკურსს იწვევს. თუ მედია და პოლიტიკური პარტიები აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში სოციეტალური უსაფრთხოების შესახებ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ჩარჩოს მნიშვნელობას სიღარიბის, უთანასწორობისა და ფართო სოციეტალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. მედიის ჩართულობამ შეიძლება აამაღლოს ცნობიერება და ჩამოაყალიბოს სოციეტალური უსაფრთხოება, როგორც ეროვნული მდგრადობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელი საკითხი. უფრო მეტიც, პოლიტიკურ დღის წესრიგში სოციეტალური უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტის მინიჭება გამოიწვევს ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებას, რომელშიც სიღარიბე და უთანასწორობა არა მხოლოდ სოციალურ საკითხებად, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებად იქნება განხილული. სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითების ჩვენება ხელს შეუწყობს საქართველოს გამოწვევებზე მორგებული ინოვაციური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ჩართულობა ასევე გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. სოციეტალური უსაფრთხოების ხელახალი განსაზღვრა ინკლუზიურობისა და თანასწორობისთვის პრიორიტეტის მინიჭების მიზნით შეამცირებს პოლარიზაციას და გაამყარებს ნდობას საჯარო ინსტიტუტების მიმართ. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების უფრო ფართო უსაფრთხოების ჩარჩოში მოქცევა ასევე გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს წარმოშობილ საფრთხეებს, როგორიცაა დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომი, რითაც გაზრდის მდგრადობას საზოგადოების ყველა დონეზე. 15  ამ სტრატეგიის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე და შესაბამის პროგრამებზე, რომლებიც დაინტერესებული ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან განხორციელდება. საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 15 პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში სოციეტალური უსაფრთხოების ინტეგრირება საფუძველს ჩაუყრის უფრო ინკლუზიური და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ეროვნული უსაფრთხოების კეთილდღეობასთან გათანაბრება უზრუნველყოფს, რომ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები სტრატეგიულ პრიორიტეტებად განიხილებოდეს, რაც საზოგადოებასა და ინსტიტუტებს საშუალებას მიცემს ეფექტურად გაუმკლავდნენ თანამედროვე საფრთხეებს. ინსტიტუციური პერსპექტივიდან, საქართველოს პარლამენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს სოციეტალური უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკური და სამართლებრივი დისკუსიების წამოწყებაში. ამ დიალოგის ეფექტურად დასაწყებად, შეიძლება რამდენიმე სტრატეგიის გამოყენება. უპირველეს ყოვლისა, სკანდინავიური ქვეყნებისა და საქართველოს უსაფრთხოების კანონების ყოვლისმომცველმა სამართლებრივმა ანალიზმა შეიძლება მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია. ამ შედარებითი მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი იქნება საქართველოზე მორგებული კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება იმ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გაკვეთილებზე დაყრდნობით, რომლებმაც წარმატებით გადალახეს მსგავსი გამოწვევები. ინსტიტუციური თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტი, როგორც უსაფრთხოების ზედამხედველობისა და პოლიტიკის შემუშავების მთავარი აქტორი, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ისტორიულად, უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისა და მართვის მის უნარს ყოველთვის ხელს უშლიდა მცირე რესურსები, სუსტი ინსტიტუციური ჩარჩოები და კომპლექსური თუ განვითარებადი საფრთხეების აღმოფხვრის გამოცდილების ნაკლებობა. ამ საკითხებმა გამოიწვია დანაწევრებული პოლიტიკის შემუშავება და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ უფრო რეაქტიული, ვიდრე პროაქტიული მიდგომა. სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს დასამტკიცებლად და განსახორციელებლად, პარლამენტს შეუძლია ჩაატაროს ფართო მიმოხილვა სკანდინავიური ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომლებიც ცნობილია სოციეტალური უსაფრთხოების პრინციპების წარმატებული ინტეგრირებით. ამით პარლამენტს შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს უნიკალურ გამოწვევებზე. ამ მიდგომით შესაძლოა უსაფრთხოების კანონებში პრიორიტეტი მიენიჭოს ინკლუზიურობას, დეცენტრალიზაციასა და სოციალურ კეთილდღეობას. საბოლოო ჯამში, პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერებამ და სოციალური უსაფრთხოების დაცვამ შეიძლება ის აქციოს პოლიტიკური ინოვაციებისა და ზედამხედველობის მამოძრავებელ ძალად, რაც გამოიწვევს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების უფრო მტკიცე და ინკლუზიურ გადაჭრის გზებს. ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია გულისხმობს საქართველოს ექსპერტთა საზოგადოების დამოუკიდებელი სამართლებრივი ინიციატივის წარდგენას პარლამენტში. ეს ინიციატივა შეიძლება ეფუძნებოდეს სოციეტალური უსაფრთხოების პრინციპებს და პარლამენტს სთავაზობდეს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის თავდაცვის კოდექსში, სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და სხვა შესაბამის სფეროებში. გარდა ამისა, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ეს ძალისხმევა. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფების, მრჩევლების ან სამეკავშირეო ქსელის შექმნა ხელს შეუწყობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობას. ამ ქსელმა შეიძლება ფოკუსირება მოახდინოს ადამიანური რესურსების გაძლიერებაზე, რათა კომიტეტი კომპეტენტური იყოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოებზე სამართლებრივ დისკუსიებსა და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობისთვის. პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებების ხელშეწყობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ასახავს ეროვნული უსაფრთხოების ჰოლისტიკური ხედვას. ამ ინიციატივის ეფექტურობისთვის აუცილებელია კონცეპტუალური ჩარჩოების არსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ათწლეულზე მეტია არ მომხდარა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის გადახედვა, აუცილებელია ექსპერტთა ჯგუფის შეკრება ამ ხედვის სამოქალაქო კუთხით განსავითარებლად. ამ ექსპერტთა ჯგუფს შეუძლია მოამზადოს დოკუმენტი, რომელშიც წინ იქნება წამოწეული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მიდგომის აქტუალურობა, განსაკუთრებით სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით. ასეთი დოკუმენტი შექმნის პლატფორმას ამ საკითხების პრიორიტეტულობის ადვოკატირებისთვის როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში, და შესაძლებელს გახდის კონკრეტული იდეების შეფასებას საჯარო განხილვის გზით. გარდა ამისა, დოკუმენტში გაანალიზებული უნდა იყოს უსაფრთხოება საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მასში შეიძლება განხილული იყოს უკრაინის თავდაცვითი სტრატეგიები რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ნაჩვენები იყოს, რას გვასწავლის ეს კონფლიქტი. ვინაიდან საქართველოს სამხედრო პოზიცია უპირატესად თავდაცვითი ოპერა16 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ციებისკენ არის ორიენტირებული, უკრაინაში დაფიქსირებული დინამიკისა და ტაქტიკის გაგებამ შეიძლება ქვეყანაში განავითაროს კრიტიკული ხედვა და გააძლიეროს მისი სტრატეგიული მზადყოფნა. დასრულების შემდეგ ეს დოკუმენტი განსახილველად წარედგინება როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაზე. ამ დისკუსიების ხელშეწყობა არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკას მოიყვანს თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში, არამედ ჩამოაყალიბებს დაცულობის უფრო ფართო გაგებას, რომელშიც ურთიერთდაკავშირებული იქნება სოციალური და ეკონომიკური მიმართულებები. საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 17 18 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ავტორების შესახებ ივანე აბრამაშვილი- არასამთავრობო ორგანიზაცია„კავკასიური სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელია. მისი კვლევითი ფოკუსია მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში და არის რამდენიმე ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი. აკადემიური კუთხით ივანეს ფლობს მაგისტრის ხარისხს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთი და ირვაინის კალიფორნიის უნივერსიტეტში, აშშ გიორგი შაიშმელაშვილი- არასამთავრობო ორგანიზაცია"სამოქალაქო იდეის" კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი. მას აქვს ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში, როგორც სტრატეგიული დაგეგმვისა და უსაფრთხოების საკითხთა პროფესიონალს. საჯარო სამსახურში მუშაობის გარდა, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში საქართველოში. გიორგი ფლობის ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის(NDU), სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების მაგისტრის ხარისხებს. საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება 19 საქართველოს სოციეტალური უსაფრთხოების ჩარჩოს განვითარება → კვლევა განიხილავს სოციეტა ლური უსაფრთხოების ჩარჩოს და ხაზს უსვამს მისი, როგორც ტრანსფორმაციული სტრუქტუ რის პოტენციალს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. ეს მიდგომა აფართოებს დაცულობის გაგებას საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლზე ხაზგასმით, უსაფრთხო ების სტრატეგიებში სოციალური კეთილდღეობის უფრო ძლიერი კომპონენტების ჩართვით და დე ცენტრალიზაციის ხელშეწყობით. საქართველოს დამოუკიდებლო ბის აღდგენის შემდეგ შექმნილი უამრავი საფრთხის გათვა ლისწინებით, სოციეტალური უსაფრთხოება პერსპექტიულ გზას გვთავაზობს მდგრადობის გასაძლიერებლად და სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად. ტრადიციული, სამხედრო-ცენ ტრისტული პარადიგმებიდან ფოკუსის გადატანით უფრო ინ კლუზიურ მოდელზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს საზოგადო ების კეთილდღეობასა და თანა მონაწილეობას, საქართველოს შეუძლია შექმნას უსაფრთხოების კომპლექსური ლანდშაფტი და ააშენოს უფრო სტაბილური და ერთიანი მომავალი. → საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში სოციე ტალური უსაფრთხოების ჩარჩოს წარმატებით დანერგვა მოითხოვს ყოვლისმომცველ და მრავალმხ რივ სტრატეგიას. უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება და მხა რდაჭერის მოპოვება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი ეტა პობრივი განხორციელებისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. ეს პროცესი მოიცავს განათლე ბას, დიალოგსა და შესაძლებ ლობების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს, რომ ძირითადმა დაინტერესებულმა მხარეებმა კარგად გაიგონ კონცეფციის არსი და გაითავისონ იგი. → ამავდროულად, უნდა მოხდეს სო ციეტალური უსაფრთხოების, რო გორც პოლიტიკური პრიორიტე ტის, წინ წამოწევა და ეროვნულ დისკურსსა თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი ინტეგრაციის ხელ შეწყობა. ეს მოიცავს პოლიტი კური ლიდერების, პარტიების და საზოგადოების ჩართვას, რომლე ბიც ხაზს გაუსვამენ, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ამ საკითხს ისეთი სისტემური გამოწვევების დაძლევისას, როგორიცაა სიღა რიბე, უთანასწორობა და სოცია ლური ერთიანობა. გარდა ამისა, აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს სოციეტალური უსაფრ თხოების პრინციპებთან შესაბა მისობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ინსტიტუციონალიზა ციისთვის საჭირო მარეგული რებელი სტრუქტურა. ამ ზომე ბის ერთობლიობამ შეიძლება შექმნას ყოვლისმომცველი და მდგრადი მიდგომა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაში სოციე ტალური უსაფრთხოების ჩართვის საკითხისადმი. დამატებითი ინფორმაცია ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: ↗ www.southcaucasus.fes.de