დავით კეშელავა, დავით სიჭინავა, თორნიკე სურგულაძე, რატი შუბლაძე მაისი 2025 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი საარჩევნო კომპასი საქართველო 2024 იმპრესარიუმი გამომცემელი ფრიდრიხ ებერტის ფონდი თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ., 1 ჩიხი, სახლი 1 0179 თბილისი, საქართველო www.southcaucasus.fes.de პასუხისმგებელი მარსელ როთიგი კონტაქტი georgia@fes.de დიზაინი/ დაკაბადონება ფრიდრიხ ებერტის ფონდი თბილისის ოფისი პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. მაისი 2025 © Friedrich-Ebert-Stiftung ფრიდრიხ ებერტის ფონდის სხვა პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ↗ www.fes.de/publikationen დავით კეშელავა, დავით სიჭინავა, თორნიკე სურგულაძე, რატი შუბლაძე მაისი 2025 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი საარჩევნო კომპასი საქართველო 2024 სარჩევი ზოგადი მიმოხილვა................................................. 3 ძირითადი მიგნებები:„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლების იდეოლოგიური მიდრეკილებები .................................. 3 ძირითადი მიგნებები: პოლიტიკური პარტიების იდეოლოგია საქართველოში.................................................. 4 ძირითადი მიგნებები: ამომრჩეველებისა და პარტიების სიახლოვე საქართველოში.................................................. 5 1. შესავალი ........................................................ 7 2. ქართველ ამომრჩეველთა მოკლე მიმოხილვა .................... 11 2.1.„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებელთა იდეოლოგიური ორიენტაცია: მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიულილიბერალური პოზიციები......................................... 11 2.2. მომხმარებელთა პრეფერენციები ცალკეული დებულებების მიხედვით........................................................ 15 2.3. ამომრჩეველთა ინდივიდუალური დამოკიდებულებები მთავარი პოლიტიკური საკითხების მიმართ................................. 16 3. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პარტიები, იდეოლოგიები და პოლიტიკა ................................................... 19 3.1. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი...................... 19 3.2. პარტიათა დაჯგუფებები: პოლიტიკური პრეფერენციები VS საარჩევნო კოალიციები.......................................... 21 4. ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური გადაჯგუფება... 24 5. ამომრჩევლებისა და პარტიების სიახლოვე........................ 26 5.1. ამომრჩეველთა იდეოლოგია და პარტიული პრეფერენციები.... 26 5.2. პარტიათა პოზიციებიდან ამომრჩეველთა იდეოლოგიური დაშორება........................................................ 31 5.3.„საარჩევნო კომპასის“ რესპონდენტთა იდეოლოგიური გადაჯგუფება..................................................... 35 5.4. მიუმხრობელი ამომრჩევლები................................. 36 6. დასკვნა.......................................................... 38 7.დანართები....................................................... 30 გამოყენებული ლიტერატურა ...................................... 60 ზოგადი მიმოხილვა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მწვავე დაპირისპირებისა და კონკურენციის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები ამ არჩევნებს„ეგზისტენციალურს“ უწოდებდნენ. არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ გარემოში, ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოიწვია„ქართული ოცნების“ მთავრობის საკამათო კანონმდებლობამ, რაც ბევრის მიერ სამოქალაქო უფლებების შემზღუდველ და ავტორიტარული კონტროლის გამკაცრებისკენ მიმართულ ღონისძიებებად შეფასდა. პოლიტიკოსები ჩართულები იყვნენ უკომპრომისო ბრძოლაში სხვადასხვა პლატფორმაზე, შესაბამისად, ძალიან მცირე ადგილი რჩებოდა შინაარსობრივი პოლიტიკური დებატებისთვის. ამ ხარვეზის შევსება სცადა Geocompass-მა(„ჯეოკომპასმა“),„ხმის მიცემის საკონსულტაციო ონლიან აპლიკაციამ“(VAA), რომელიც აგებულია ფართოდ აპრობირებულ Kieskompas-ის(„კისკომპასის“) მეთოდოლოგიაზე. ამ ინსტრუმენტმა დასვა 32 პოლიტიკური შეკითხვა ექვს თემატურ სფეროში, მომხმარებლები დაალაგა მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიული-ლიბერალური განზომილებების მქონე სკალებზე და დაეხმარა მათ საქართველოს ფრაგმენტულ იდეოლოგიურ ლანდშაფტზე ნავიგაციაში. Geocompass-ი(„ჯეოკომპასი“) 30 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა შეავსო, მიღებული მონაცემები კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სურათს, თუ სად დგანან ამომრჩევლები და პარტიები პოლარიზებულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ძირითადი მიგნებები:„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლების იდეოლოგიური მიდრეკილებები → ადამიანები, რომლებმაც„საარჩევნო კომპასი“ შეავსეს, ძირითადად ზომიერი ან მარცხნივ გადახრილი ლიბერალები არიან, და ჯგუფდებიან საშუალო ქულების ირგვლივ როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ-კულტურულ განზომილებაში. მათგან ძალიან ცოტა ხასიათდება იდეოლოგიური უკიდურესობებით. იმის ფონზე, რომ ინდივიდუალური ქულებით შეფასებული ეკონომიკური და სოციო-კულტურული მოსაზრებები ერთმანეთთან კორელირებს, მემარჯვენე ეკონომიკური პრეფერენციების მქონე ადამიანები უფრო მეტად ლიბერალურ სოციო-კულტურულ დამოკიდებულებებს ავლენენ, მემარცხენე უპირატესობების მქონე პირები კი შედარებით კონსერვატიული ღირებულებებით გამოირჩევიან. → ქალები ოდნავ უფრო ლიბერალები და მემარცხენეები არიან, ვიდრე მამაკაცები. 50 წელზე უფროსი ასაკის პირები შედარებით კონსერვატიულები და მემარცხენეები არიან და იდეოლოგიური ცენტრის ირგვლივ ჯგუფდებიან. უფრო ახალგაზრდები(1849 ასაკის) გარკვეულწილად მემარჯვენეები არიან ეკონომიკური თვალსაზრისით. თბილისის მაცხოვრებლები ეკონომიკაში ლიბერალურ-მემარჯვენე მიმართულებისკენ იხრებიან, ხოლო სხვა ქალაქებისა და სოფლის მოსახლეობა უფრო კონსერვატიული და ეკონომიკურად მემარცხენეა. უმაღლესი განათლების დონე ასოცირდება შედარებით ლიბერალურ სოციალურ-კულტურულ შეხედულებებთან და მემარჯვენე ეკონომიკურ პრეფერენციებთან. → „საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლები მხარს უჭერენ გარემოს დამაბინძურებელი ბიზნესებისთვის მაღალი გადასახადის დაწესებას, მინიმალური ხელფასის რეგულირებას და დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩართვას. გარდა ამისა, ისინი ემხრობიან წესების გამკაცრებას საქართველოში უცხოელების შემოსვლასა და ბინადრობის მოწმობის აღებაზე, თუმცა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნეიტრალურია, ვიდრე რადიკალური. ამასთანავე, მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული სიმპათიები დასავლეთის, ნატოსა და ევროკავშირისადმი. თუმცა ამომრჩევლები პოლარიზებულები არიან, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაზღვევასა და დანაშაულის შესამცირებლად სასჯელის გამკაცრებას. → საჯარო პოლიტიკის იმ ექვსი სფეროდან, რომელსაც კვლევა ეხება, ამომრჩევლები ძირითადად საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 3 ავლენენ მემარცხენე ტენდენციებს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, ხოლო მართლმსაჯულების, საგარეო და სოციალური პოლიტიკის მიმართ ცენტრისტული ან ოდნავ ლიბერალური პოზიციები აქვთ. → ჯანდაცვისა და განათლების შესახებ დამოკიდებულებები ყველაზე მრავალფეროვანია, რაც გულისხმობს უფრო ძლიერ მემარცხენე შეხედულებებს ქალებში, ახალგაზრდა რესპონდენტებში, ეთნიკურ უმცირესობებში, უმაღლესი განათლების არმქონე პირებსა და სოფლის მაცხოვრებლებში. ეკონომიკური პრეფერენციებიც მარცხნივ იხრება, განსაკუთრებით ქალებს, ასაკოვან პირებს, ეთნიკურ უმცირესობებს, სოფლის მაცხოვრებლებსა და ნაკლებად განათლებულ ჯგუფებს შორის. → გარემოსდაცვითი პოლიტიკისადმი შეხედულებები გამოირჩევა იმით, რომ უკიდურესად მემარცხენე და ყველაზე პოლარიზებულია. მემარცხენე შეხედულებები განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში, ხანდაზმულებში(რომლებშიც არ შედის 35-49 ასაკის თაობა), ეთნიკურ უმცირესობებში, სოფლის მაცხოვრებლებში და დაბალი განათლების მქონე პირებში. → მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული შეხედულებები იდეოლოგიურ ცენტრთან ახლოს იყრის თავს, მაგრამ გარკვეულწილად პოლარიზებულია: კაცები შედარებით უფრო ლიბერალურები არიან, ხოლო ქალები, უფროსი ასაკის რესპონდენტები და სოფლის მაცხოვრებლები – შედარებით კონსერვატიულები. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ხალხი ძირითადად ემხრობა ლიბერალურ პოზიციებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ქალაქად მცხოვრებნი, განათლებული რესპონდენტები და ქალები. სოციალურ საკითხებში ასევე იკვეთება ლიბერალური მიდრეკილებები, თუმცა ნაკლებად პოლარიზებული სახით. ქალები, ახალგაზრდა რესპონდენტები, ქალაქის მაცხოვრებლები(განსაკუთრებით თბილისში), ეთნიკური უმცირესობები და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო ლიბერალურ შეხედულებებს ავლენენ. ძირითადი მიგნებები: პოლიტიკური პა რტიების იდეოლოგია საქართველოში → საქართველოს პოლიტიკური პარტიები ქმნიან ორ მთავარ იდეოლოგიურ დაჯგუფებას. აქედან ერთი აერთიანებს სოციალურად კონსერვატიულ და ეკონომიკურად მემარცხენე„ქართულ ოცნებასა“ და„პატრიოტთა ალიანსს“. მათ საპირწონედ არის დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ფართოდ ფარავს სოციო-კულტურულად ლიბერალურ პოზიციებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურ პარტიებს აქვთ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე მოსაზრებები, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში კვლავ რჩება ერთგვარი იდეოლოგიური ვაკუუმი კულტურულად კონსერვატიული და ეკონომიკურად მემარჯვენე პარტიებისთვის. → 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეივსო იდეოლოგიური სხვაობები და ბევრი გაერთიანდა კიდეც არაფორმალური საარჩევნო ალიანსების დასამყარებლად. ეს იმან გამოიწვია, რომ„ქართული ოცნების“ მთავრობამ საარჩევნო ბარიერი 5%-მდე გაზარდა და საარჩევნო ბლოკები აკრძალა. ამგვარმა იდეოლოგიურმა პოლარიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა დისტანცია მმართველ ძალას, ანუ„ქართულ ოცნებასა“, და სხვა პარტიებს შორის.„ქართული ოცნება“, რომელიც მანამდე სოციალურ კონსერვატიულ-ლიბერალური ღერძის შუა წერტილში პოზიციონირებდა, უფრო კონსერვატიულ პოლიტიკურ სუბიექტად გადაიქცა. ამ გადასვლამ მთლიანად შეცვალა კონსერვატიული მემარცხენე პარტიების ლანდშაფტი და მათგან ძირითად პოლიტიკურ ველზე მხოლოდ„პატრიოტთა ალიანსი“ შემორჩა. → იდეოლოგიურად დაახლოებულ პარტიებს შორის მანძილის შემცირებამ და საარჩევნო კოალიციების ჩამოყალიბებამ მკვეთრად გაზარდა გამოვლენილ პარტიულ დაჯგუფებებს შორის სიახლოვე. ამ კლასტერების პარტიებს ასევე მსგავსი პოზიციები აქვთ სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროში, გარდა ეკონომიკური მიმართულებისა, რომელიც ყველაზე არაერთგვაროვანია. → შესწავლილი 32 პოლიტიკური საკითხიდან პარტიებს მხოლოდ ერთზე აქვთ მსგავსი პოზიცია. ყველა პარტია(ერთის გარდა) ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ გარემოს დასაცავად დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა აიკრძა4 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ლოს. ნატოს წევრობისა და სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ დებულებები თითქმის ყველა პარტიამ გაიზიარა: მხოლოდ„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას. ანალოგიურად, თითქმის ყველა თანხმდება იმ წესების გამკაცრებაზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელების ყოფნას საქართველოში. ორი მემარჯვენე ლიბერალური ჯგუფი, „გირჩი“ და„ევროპული საქართველო“ მსგავს ზომებს ეწინააღმდეგება. → 2020 წლის„საარჩევნო კომპასს“ თუ შევადარებით, „ქართული ოცნების“ შემობრუნება კონსერვატიულობისკენ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მომხდარი ნებისმიერი სხვა ცვლილება. პარტიის შეხედულებები შეიცვალა ერთი პუნქტით ხუთბალიან სკალაზე, რაც უდრის დაახლოებით 20%-იან გადახრას კონსერვატიზმისკენ.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გადავიდა უფრო სოციალურად კონსერვატიული შეხედულებებისკენ, რაც დაახლოებით 0,6 ქულით აისახა ხუთბალიან სკალაზე. → „ლელომ“ გააძლიერა თავისი პოზიცია ორგანზომილებიანი იდეოლოგიური სივრცის ცენტრში და მცირედით გადაიხარა კონსერვატიული შეხედულებებისკენ კოალიციურ პარტნიორ„მოქალაქეებთან“ ერთად. ამ უკანასკნელმა დატოვა მემარჯვენე-ლიბერალური სივრცე, სადაც მხოლოდ„გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კოალიციური პარტნიორები-„ევროპული საქართველო“ და„სტრატეგია აღმაშენებელი“ დარჩნენ. ძირითადი მიგნებები: ამომრჩეველებისა და პარტიების სიახლოვე საქართველოში → „საარჩევნო კომპასის“ რესპონდენტთა უმეტესობა შედარებით მსგავს, ზომიერად ლიბერალურ სოციო-კულტურულ შეხედულებებს იზიარებს, მაშინ როცა„პატრიოტთა ალიანსისა“ და„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო კონსერვატიულები არიან. → ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რესპონდენტებს ძირითადად მემარცხენე პრეფერენციები აქვთ.„ქართულმა ოცნებამ“, ერთ დროს სოციო-კულტურული საკითხების გამო, საკუთარ ამომრჩევლებთან დაახლოებულმა, შემდგომში შედარებით კონსერვატიული პოზიცია აირჩია, რამაც პარტია საგრძნობლად დააშორა მის ძირითადად ცენტრისტ მხარდამჭერებს. → „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე შორდება თავის ამომრჩევლებს: პარტია ინარჩუნებს შედარებით მემარჯვენე ეკონომიკურ და ლიბერალურ სოციო-კულტურულ პოზიციებს, ხოლო მისი მხარდამჭერები ეკონომიკური მიმართულებით მემარცხენეები არიან, სოციალურით კი – უფრო კონსერვატიულები. → ამის საპირისპიროდ,„ლელო“,„მოქალაქეები“ და„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ავლენენ ძლიერ იდეოლოგიურ კავშირს თავიანთ მხარდამჭერებთან, ხოლო ისეთი პარტიები, როგორიცაა„ახალი“, „დროა“,„გირჩი“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ევროპული საქართველო“ აშკარად მემარჯვენე ეკონომიკურ პოზიციებს იკავებენ, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ მემარცხენე ელექტორატთან. → „სტრატეგია აღმაშენებელი“,„ლეიბორისტული პარტია“ და„გახარია საქართველოსთვის“ მჭიდრო კავშირში არიან მათ მხარდამჭერებთან სოციალურ-კულტურულ საკითხებში, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ. პირველი შედარებით მემარჯვენეა, ვიდრე მისი მიმდევრების უმეტესობა, ხოლო„ლეიბორისტები“ და„გახარია საქართველოსთვის“ უფრო მემარცხენეები არიან, ვიდრე მათი ძირითადად მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების მქონე მხარდამჭერები.„პატრიოტთა ალიანსი“ უფრო მემარცხენე და კონსერვატიულია, ვიდრე მისი მხარდამჭერები, რომელთაგან ბევრი შედარებით ცენტრისტული ეკონომიკური და სოციო-კულტურული შეხედულებებით გამოირჩევა. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 5 → როდესაც საუბარია, თუ რამდენად თანხვედრაშია პარტიის პოზიციები მხარდამჭერების მოსაზრებებთან კონკრეტულ დებულებებთან დაკავშირებით,„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ყველაზე დიდ სიახლოვეს აჩვენებს მის ამომრჩევლებთან, ხოლო„გირჩი“ – ყველაზე დიდ დაშორებას. → ზოგიერთი პარტიისთვის(როგორიცაა,„გახარია საქართველოსთვის“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“,„ანა დოლიძე – ხალხისთვის“,„მოქალაქეები“ და„ლელო“),„ხმის მიცემის ალბათობა“ (PTV) უფრო მცირე იდეოლოგიურ დისტანციას უკავშირდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი მხარდამჭერები უფრო მჭიდრო თანხვედრაში არიან პარტიის ძირითად პლატფორმასთან. ამის საპირისპიროდ, პარტიები, როგორიცაა„ქართული ოცნება“,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და„პატრიოტთა ალიანსი“ აჩვენებენ სუსტ ურთიერთკავშირს„ხმის მიცემის ალბათობასა“ და იდეოლოგიურ დისტანციას შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ კეთილგანწყობის მაღალი მაჩვენებელი სულაც არ მიუთითებს უფრო მჭიდრო იდეოლოგიურ თანხვედრაზე. → მთლიანობაში,„ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს საკმაოდ დაშორდა, რაც 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უწინ მის მხარდამჭერებთან ყველაზე ახლოს იდგა, 2024 წლის მონაცემებით პარტიების მინიმუმ ნახევარი უფრო ახლოსაა თავის ამომრჩევლებთან.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“(სხვებზე მეტად),„ლელომ“ და „მოქალაქეებმა“ შეამცირეს დისტანცია თავიანთ მხარდამჭერებთან, ხოლო კიდევ უფრო გაიზარდა მანძილი ამომრჩევლებსა და„სტრატეგია აღმაშენებელს“,„პატრიოტთა ალიანსს“,„გირჩსა“ (მეტი ეკონომიკურად მემარცხენე მხარდამჭერთა მოზიდვის გამო) და„ევროპულ საქართველოს“ შორის. → ეკონომიკური მიმართულებით მემარცხენე, მაგრამ სოციალურ საკითხებში კონსერვატიული პირები ნაკლებად არიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული, ხოლო სოციალურად ლიბერალურ, პროდასავლური შეხედულებების მქონე პირებს ნაკლებად სავარაუდოა, არ გააჩნდეთ პარტიული კუთვნილება. ასაკი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია: ასაკოვანი პირები უფრო მიდრეკილნი არიან პარტიული კუთვნილებისკენ, ვიდრე ახალგაზრდა ამომრჩევლები. ეს შედეგი ძალაშია იმის მიუხედავად, თუ რა ცვლადებია შეტანილი მოდელში და არ აქვს მნიშვნელობა, ხმის მიცემის ისტორიას 2020 წლის საპარლამენტო თუ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჭრილში განვიხილავთ. 6 ფრიდრიხ ებერტის ფონდი 1. შესავალი საქართველოში ცოტა ადამიანი ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. 2024 წლის„კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის მიხედვით, ათი რესპონდენტიდან მხოლოდ ერთი აცხადებდა, რომ სრულად ან მეტწილად ენდობოდა მათ, მაშინ როცა თითქმის ნახევარი(46%) უნდობლობას უცხადებდა და დაახლოებით ერთი მესამედი(35%) ნეიტრალურობას ინარჩუნებდა. 1 მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობითი, იდეოლოგიური, წარმომადგენლობითი და პოლიტიკური კავშირების მთავარი განმსაზღვრელი ძალები არიან. 2 აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა, უზრუნველყოფენ თუ არა ქართული პარტიები ასეთ კავშირებს. მონაწილეობის კუთხით, პარტიების უმეტესობა არასაკმარისად ირჯება, რადგან არცერთს არ აქვს დემოკრატიული შიდა სტრუქტურა. ეს ზღუდავს წევრების როლებს შიდაპარტიული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 3 , 4 განსაკუთრებით გარიყულად გრძნობენ თავს ქართველი ახალგაზრდები: 2022 წელს მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ უმუშავია პარტიასა ან საარჩევნო კამპანიაში. 5 წარმომადგენლობა ან უკუკავშირის მიწოდება ძირითადად არჩევნების დროს ხდება. 2018 წლის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელიც მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა, ქართველების 28%-ს დაუკავშირდა პარტიის წარმომადგენელი. შედარებისთვის, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს შეადგენდა. კიდევ ერთი ხშირად აღნიშნული ნაკლოვანება მდგომარეობს იდეოლოგიური ან პოლიტიკური პლატფორმების სიმწირეში. ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ ქართული პარტიები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძირითადად პრობლემაზე ან პიროვნებაზე იყვნენ ორიენტირებული. 6 2020 წლის„საარჩევნო კომპასმა“ დაადასტურა ამ მოდელის არსებობა ორ მთავარ პარტიაში, 7 თუმცა აჩვენა მეტი იდეოლოგიური მრავალფეროვნება მცირე პარტიებს შორის. 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური დისკუსიის წასახალისებლად დიდად არაფერი გაკეთებულა. მმართველი„ქართული ოცნების“ მიერ შემოღებულმა საკამათო კანონმდებლობამ – კერძოდ, ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონმა“, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა და დრაკონულმა კანონმა ოჯახური ღირებულებების შესახებ – დაადასტურა, რომ საქართველო არალიბერალურ, პოტენციურად ავტორიტარულ გზას დაადგა. 8 გარდა ამისა, პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო 9 პარტიებს მინიმალურ სივრცეს უტოვებდა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური განსხვავებების წარმოჩენისთვის. ამ გარემოს მიუხედავად, წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში შესამჩნევი განსხვავებების დოკუმენტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია ქვეყნის ტრაექტორია პლურალისტური დემოკრატიისკენ, მნიშვნელოვანია თვალყური მივადევნოთ ამ ახლად წარმოქმნილ იდეოლოგიურ განსხვავებებს. ამ კუთხით, ჩვენ ვსვამთ ოთხ მთავარ შეკითხვას: რა პოზიცია აქვთ ამომრჩევლებს ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე? რა პოზიცია აქვთ მთავარ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხებთან მიმართებაში? როგორ შეიცვალა ცალკეულიპარტიების პოზიციები 2020 წლის შემდეგ? რას ნიშნავს ამომრჩევლისა და პარტიის სიახლოვე იდეოლოგიური თვალსაზრისით? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მონაცემებს ვიღებთ „საქართველოს საარჩევნო კომპასიდან“(Geocompass), „ხმის მიცემის საკონსულტაციო აპლიკაცია”(VAA) 1  CRRC Georgia,“Caucasus Barometer Time Series Data. TRUPPS: Trust Towards Political Parties,” 2024. 2  Russell J. Dalton, David M. Farrell, and Ian McAllister, Political Parties and Democratic Linkage: How Parties Organize Democracy(OUP Oxford, 2011). 3  კვაშილავა ბაკურ, შიდაპარტიული დემოკრატია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში , EECMD, 2021. 4  გერსამია მარიამ და სხვ., შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში (თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი, 2020). 5  Rati Shubladze, David Sichinava, and Tamar Khoshtaria, Generation of Independent Georgia: In Between Hopes and Uncertainties(Tbilisi: Friedrich-Ebert-Stiftung, 2023). 6  David Sichinava, Elections, Political Parties and Social Change in Georgia(2003-2016)(Indiana University Press, 2020). 7  Levan Kakhishvili et al., Georgia’s Political Landscape(Tbilisi: Friedrich-Ebert-Stiftung South Caucasus Office, 2021). 8  Sonja Schiffers, The 2024 Elections in Georgia: Descent into Hegemonic Authoritarianism, October 2024. 9  OSCE/ODIHR, Georgia, Parliamentary Elections, 26 October 2024: Final Report(Warsaw: Organization for Security and Co-operation in Europe, December 2024). საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 7 პლატფორმიდან. Geocompass-მა(„ჯეოკომპასმა“) ამომრჩევლებს საშუალება მისცა შეეფასებინათ, თუ რამდენად ახლოს იყვნენ იდეოლოგიური ნიშნით კონკრეტულ პარტიებთან და, ამავდროულად, ნათლად წარმოაჩინა ამ პარტიების პოზიციები ძირითად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ინსტრუმენტი ამოქმედდა როგორც 2020 წლის, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. Kieskompas-ის(„კისკომპასის“) ფართოდ აპრობირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით,, 10 პროექტის სამეცნიერო ჯგუფმა ჯერ შეიმუშავა 32 პოლიტიკური დებულება და დააჯგუფა ისინი ხუთ თემატურ კატეგორიად, როგორიცაა: ჯანდაცვა და განათლება, მართლმსაჯულება, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები და ეკონომიკური განვითარება; შემდეგ გაუკეთაკლასიფიცირება ეკონომიკურად მემარცხენე-მემარჯვენე და სოციალურ-კულტურულად ლიბერალურ-კონსერვატიულ ღერძებზე. თითოეული პარტიის პოზიცია კოდირებული და შეფასებული იყო ოფიციალური დოკუმენტების, საჯარო განცხადებებისა და მედიის კომენტარების გამოყენებით. შემდეგ კოდირებული მონაცემები შედარდა პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებულ პასუხებთან. პოლიტიკურ პარტიებს კვლევაში ჩასართავად უნდა დაეკმაყოფილებინათ გარკვეული კრიტერიუმები, თუ მათ 2024 წლის მაისიდან სულ მცირე ორ ეროვნულ კვლევაში 1%-ზე მეტი მიიღეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვეს პროპორციული ხმების 1%, ან იკავებდნენ მანდატებს პარლამენტში თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში. კვლევაში სულ 14 პარტია იყო ჩართული(იხ. ცხრილი 1.1). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი უფრო ფართო კოალიციების შემადგენლობაში მონაწილეობდა, თითოეული პარტიის პლატფორმა ინდივიდუალურად იყო კოდირებული და წარმოდგენილი. 10  Kieskompas,“About Kieskompas”(https://www.kieskompas.nl/en/about-us/, 2025). 8 ფრიდრიხ ებერტის ფონდი 2025 წლის„საქართველოს საარჩევნო კომპასისთვის“ გაანალიზებული პოლიტიკური პარტიების სია. ფრჩხილებში მითითებულია შესაბამისი საარჩევნო კოალიციები. # პოლიტიკური პარტია 1 „ახალი“(კოალიცია ცვლილებებისთვის) 2 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 3 „მოქალაქეები“(„ძლიერი საქართველო“) 4 „დროა!“(„კოალიცია ცვლილებებისთვის“) 5 „ევროპული საქართველო“(„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“) 6 „ხალხისთვის“(„ძლიერი საქართველო“) ცხრ. 1.1 ლოგო 7 „გახარია საქართველოსთვის“ 8 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ 9 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 10 „გირჩი – მეტი თავისუფლება“,(„კოალიცია ცვლილებებისთვის“) 11 „გირჩი“ 12 „ლელო“(„ძლიერი საქართველო“) 13 „სტრატეგია აღმაშენებელი“(„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“) 14 „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“(„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“) საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 9 2024 წლის 4 ოქტომბრიდან(როდესაც კვლევის ეს ინსტრუმენტი ონლაინ რეჟიმში ამოქმედდა) არჩევნების დღემდე, 33 719 მომხმარებელმა სრულად შეავსო კითხვარი(საერთო ჯამში, 59 000 მომხმარებელმა გამოიყენა ინსტრუმენტი). ეს რიცხვი ბევრად აღემატებოდა 2020 წლის„საარჩევნო კომპასში“ მონაწილეთა რაოდენობას. 11 მონაცემები შეწონილი იქნა 2014 წლის ეროვნული აღწერით მიღებული საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის სხვადასხვა განზომილებას შორის. ეს ანგარიში ეყრდნობა მონაცემთა ორ ძირითად წყაროს: პარტიების კოდირებულ პოზიციებს პოლიტიკურ საკითხებზე და მომხმარებელთა პასუხებს „ხმის მიცემის საკონსულტაციო აპლიკაციის“(VAA) კითხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ასახავს მხოლოდ ინსტრუმენტის მომხმარებელთა შეხედულებებს(და არა საქართველოს მთელი მოსახლეობის მოსაზრებებს), ის მაინც წარმოგვიდგენს ქვეყნის იდეოლოგიური და პოლიტიკური მრავალფეროვნების მნიშვნელოვან სურათს. ანგარიში შემდეგნაირად იქნება წარმოდგენილი: პირველ რიგში, ვაანალიზებთ იმ ქართველ ამომრჩეველთა იდეოლოგიურ პროფილებს, რომლებმაც გამოიყენეს Geocompass-ი(„ჯეოკომპასი“), და ყურადღებას გავამახვილებთ მათ პრეფერენციებზე, როგორც ცალკეულ მოსაზრებებთან, ასევე პოლიტიკის ზოგად სფეროებთან დაკავშირებით. შემდეგ განვიხილავთ პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პოზიციებს და განსაკუთრებით ხაზს გავუსვამთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარ ცვლილებებს. შემდეგ თავში გავაანალიზებთ ამომრჩევლებსა და პარტიებს შორის სიახლოვეს. და ბოლოს, ანგარიშს დავასრულებთ კვლევის ძირითადი მიგნებების განხილვით. პროექტს მხარს უჭერდნენ ევროკავშირი(EU), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი(IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდი(FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის(FNF), ჰაინრიხ ბიოლის ფონდი(HBS), კონრად ადენაუერის ფონდი(KAS) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი(რონდელის ფონდი). Kieskompass(„კისკომპასი“), კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში(Vrije Universiteit Amsterdam), ახორციელებდა მეთოდოლოგიურ ზედამხედველობას და უზრუნველყოფდა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სერვისების მიწოდებას. დებულებების შემუშავება და კოდირება განხორციელდა ქართველი სოციოლოგების და ეკონომისტების გუნდის მიერ: გიორგი პაპავა, კოდირების გუნდის ხელმძღვანელი, წამყვანი ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი; დავით კეშელავა, აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, წამყვანი ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი; ლევან თევდორაძე, აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, უფროსი მკვლევარი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი დავით სიჭინავა, აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, კარლტონის უნივერსიტეტი(ოტავა, კანადა) ასოცირებული მკვლევარი-პროფესორი; რატი შუბლაძე, აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი/ პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,(GIPA); გიორგი ჯოხაძე, აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, მკვლევარი, ჭავჭავაძის ცენტრი. 11  Overall, 59,000 users accessed the tool between October 4-26, 2024. In comparison, 38,000 individuals accessed the Compass tool in 2020, with 19,005 users completing the questionnaire. 10 ფრიდრიხ ებერტის ფონდი 2. ქართველ ამომრჩეველთა მოკლე მიმო ხილვა 2.1.„საარჩევნო კომპასის“ მომხმარე ბელთა იდეოლოგიური ორიენტაცია: მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატი ული-ლიბერალური პოზიციები ადამიანები, რომლებმაც„საარჩევნო კომპასი“ შეავსეს, ძირითადად ზომიერი ან მემარცხენე ლიბერალები არიან, და ჯგუფდებიან საშუალო ქულების ირგვლივ როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციო-კულტურულ განზომილებაში. მათგან ძალიან ცოტა ხასიათდება იდეოლოგიური უკიდურესობებით. სქესის, გეოგრაფიული და განათლების ნიშნით დაყოფილ ჯგუფებში უმნიშვნელო, მაგრამ შესამჩნევი განსხვავებები იკვეთება. ქვემოთ მოყვანილ ანალიზში, პოლიტიკური პოზიციები იდეოლოგიური მიმართულებებით ფასდება ხუთბალიან სკალაზე. ამ სკალაზე შეფასება იწყება-2დან, რაც მიუთითებს მემარცხენე და კონსერვატიულ შეხედულებებზე, და სრულდება+2-ით, რაც შეესაბამება მემარჯვენე და სოციალურად ლიბერალურ დამოკიდებულებებს. ამ განზომილებების ინტერპრეტაციისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ტერმინები „ეკონომიკურად მემარცხენე-მემარჯვენე“ და„სოციო-კულტურულად კონსერვატიული-ლიბერალური“ ასახავს იმას, თუ როგორ არის გაგებული აღნიშნული კონცეფციები ქართულ კონტექსტში, რაც ყოველთვის არ შეესაბამება კლასიკურ განმარტებებს. მაგალითად, კონსერვატიულ-ლიბერალური მიმართულების დაყოფაში, საგარეო პოლიტიკისა და პიროვნული თავისუფლების პოზიციები წარმოგვიდგენს ამ იდეოლოგიური ღერძის საპირისპირო პოლუსებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულებაში არსებული დაყოფის სათანადოდ წარმოსაჩენად, პროდასავლური განწყობები მოიხსენიება, როგორც„ლიბერალური“, ხოლო პრორუსული ან სუვერენისტული მიდრეკილებები„კონსერვატიულად“ განიხილება. „საარჩევნო კომპასის“ გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტები სოციო-კულტურული თვალსაზრისით უფრო ლიბერალებად წარმოგვიდგებიან(საშუალო=0,58; სტანდარტული გადახრა=0,58), ხოლო ეკონომიკური ნიშნით შედარებით მემარცხენენი არიან (საშუალო= 0,35; სტანდარტული გადახრა=0,71). მათი პოლიტიკური პრეფერენციების განაწილება ორივე განზომილებაში არ მიუთითებს ძლიერი იდეოლოგიური უკიდურესობების არსებობაზე(სურათი 2.1). სამაგიეროდ, კომპასის მომხმარებელთა უმრავლესობა კონცენტრირებულია საშუალო პოზიციების ირგვლივ როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციო-კულტურულ განზომილებებში, რაც მიუთითებს ზომიერი შეხედულებების გავრცელებაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, შედეგები არ წარმოადგენს საქართველოს ამომრჩევლების მთლიან სურათს, რადგან რესპონდენტები „საარჩევნო კომპასის“ თვითდინებით შერჩეული მომხმარებლები არიან – უმეტესად ახალგაზრდები, ქალაქის მაცხოვრებლები და უმაღლესი განათლების მქონენი. პოლიტიკური პრეფერენციების განაწილების ვიზუალიზაციის კიდევ ერთი გზა არის ე.წ. სითბური რუკის შესწავლა. ის აჩვენებს რესპონდენტთა პრეფერენციების მაგნიტუდას ორ იდეოლოგიურ სიბრტყეზე (სურათი 2.1). ორივე განზომილებაში მოსაზრებები ფართოდ არის გაბნეული, თუმცა, როგორც„საარჩევნო კომპასის“ მონაცემები გვიჩვენებს, უფრო მეტი ამომრჩეველია კონცენტრირებული ლიბერალური და მემარცხენე შეხედულებების კვეთაზე. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 11 ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილება ორ იდეოლოგიურ განზომილებაში(ეკონომიკური თვალსაზრისით, მემარცხენედან მემარჯვენესკენ და, სოცშიო-კულტურული ნიშნით, კონსერვატიულიდან ლიბერალურისაკენ)„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლებს შორის* სურ. 2.1 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ შენიშვნა: კერნელის სიმკვრივე გახლავთ ცვლადის ალბათური განაწილების საზომი. ორი იდეოლოგიური განზომილება ერთმანეთთან პოზიტიურად კორელირებს, თუმცა ეს ურთიერთმიმართება სუსტია(r=0.33). ეს მიანიშნებს, რომ მემარჯვენე ეკონომიკური პრეფერენციების მქონე ადამიანებს ლიბერალური სოციო-კულტურული დამოკიდებულებები მხოლოდ გარკვეულწილად ახასიათებთ, ხოლო მემარცხენე შეხედულებების მქონეებს – შედარებით კონსერვატიული ღირებულებები. ასეთი ვითარება ასევე კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ იდეოლოგიურ ლანდშაფტს. პოლიტიკური თვალსაზრისით, კულტურულად კონსერვატიული პარტიები(„ქართული ოცნება“,„პატრიოტთა ალიანსი“) მეტწილად მემარცხენე ორიენტაციაზე აკეთებენ არჩევანს, როცა საქმე ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება. ამის საპირისპიროდ, კულტურულად ლიბერალური პარტიების(„ახალი“,„გირჩი“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“,„დროა“,„ევროპული საქართველო“) ეკონომიკური პოლიტიკა შედარებით მარჯვნივ იხრება იდეოლოგიურ ღერძზე. პოლიტიკური პრეფერენციების განაწილების ზოგადი სურათი უმეტესწილად მსგავსია სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში: ეკონომიკური თვალსაზრისით, ამომრჩევლები მემარცხენე შეხედულებებს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო სოციო-კულტურული კუთხით – ლიბერალურს(სურათი 2.2). თუმცა, იკვეთება მკაფიო განსხვავებებიც. ქალები, როგორც წესი, უფრო მეტად ავლენენ მემარცხენე და ლიბერალურ ორიენტაციას, ვიდრე მამაკაცები. თბილისში მცხოვრები ამომრჩევლები სოციო-კულტურული თვალსაზრისით ლიბერალიზმისკენ იხრებიან, ეკონომიკური კუთხით კი – მემარჯვენეობისაკენ. რაც შეეხება სხვა ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს, ისინი შედარებით კონსერვატიულები და, ეკონომიკური თვალსაზრისით, მემარცხენეები არიან. უმაღლესი განათლების მქონე ამომრჩევლები სოციო-კულტურული მიმართულებით ოდნავ უფრო ლიბერალურ დამოკიდებულებებს ავლენენ, ეკონომიკური თვალსაზრისით კი – მემარჯვენე პრეფერენციებს(ცხრილი 2.1). 12 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილება ორ იდეოლოგიურ განზომილებაში სქესის, დასახლების ტიპის, განათლების დონისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით სურ. 2.2 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ განსხვავება იდეოლოგიური განზომილებების ნიშნულებს შორის რესპონდენტთა სქესის, დასახლების ტიპის, განათლების დონისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით ცხრ. 2.1 საბაზო კატეგორია შედარებისთვის ქალი თბილისი უმაღლესი განათლების მქონე ეთნიკურად არაქართველი შესადარებელი ჯგუფი მამაკაცი სხვა ქალაქები და სოფლები უმაღლესი განათლების არმქონე ქართველი ლიბერალურიკონსერვატიული 0.11 0.12 0.08 0.00 მემარჯვენე-მემარცხენე -0.26 0.11 0.13 -0.06 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 13 ასაკობრივ ჯგუფებში იდეოლოგიური პრეფერენციების შესწავლისას ირკვევა, რომ 50 წელზე უფროსი ასაკის რესპონდენტები ძირითადად ლიბერალზე მეტად კონსერვატიულები არიან და უფრო ცენტრისტულ პოზიციას იკავებენ(სურათი 2.3). მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში იკვეთება რესპონდენტთა მემარცხენე ეკონომიკური პროფილი, ახალგაზრდა რესპონდენტები(18-49 წლის) მეტწილად ავლენენ მემარჯვენე ეკონომიკურ პრეფერენციებს, რითაც იკავებენ მემარჯვენე-ცენტრისტულ პოზიციას მოსახლეობის ფართო ფენებთან შედარებით. უფროსი ასაკის ამომრჩევლები, როგორც წესი, იხრებიან უფრო კონსერვატიული და ეკონომიკურად მემარცხენე პოზიციებისკენ. ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილება ორ იდეოლოგიურ განზომილებაში რესპონდენტთა ასაკის მიხედვით სურ. 2.3 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 14 ფრიდრიხ ებერტის ფონდი 2.2. მომხმარებელთა პრეფერენციები ცალკეული დებულებების მიხედვით როდესაც ცალკეულ დებულებებს ვააანალიზებთ და არა იდეოლოგიური განსხვავებების ამსახველ რთული ინდექსებს, ნათლად ჩანს, რომ„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლები მხარს უჭერენ გარემოს დაბინძურებაში მონაწილე ბიზნესებისთვის მაღალი გადასახადის დაწესებას, მინიმალური ხელფასის რეგულირებას და დაგროვებით საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვას. გარდა ამისა, ისინი ემხრობიან საქართველოში უცხოელების შემოსვლასა და ბინადრობის მოწმობის აღებაზე წესების გამკაცრებას, თუმცა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნეიტრალურია, ვიდრე რადიკალური. მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული სიმპათიები დასავლეთის, ნატოსა და ევროკავშირისადმი. თუმცა ამომრჩევლები პოლარიზებულები არიან, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაზღვევასა და დანაშაულის შესამცირებლად სასჯელის გამკაცრებას. ანგარიშის ეს ნაწილი ეთმობა სკალაზე ცალკეულ დებულებებზე ამომრჩეველთა მიერ 1-დან 5-მდე მონიშნული პასუხების ანალიზს, სადაც 1 ქულა ნიშნავს „სრულიად ვეთანხმები“, ხოლო 5 –„სრულიად არ ვეთანხმები“. ცხრილი 2.2 აჯამებს ოთხივე იდეოლოგიური მიმართულების ორ ისეთ დებულებას, რომელსაც ყველაზე ხშირად ეთანხმებოდნენ რესპონდენტები. ქვემოთ მოყვანილ ანალიზში გამოყენებულია ესტებანისა და რეის პოლარიზაციის ინდექსი(1994 წ.), სადაც ნულთან მიახლოებული მნიშვნელობები სრულიად დათანხმებაზე მიუთითებს. 12 ორი ყველაზე პოპულარული დებულება თითოეულ იდეოლოგიურ მიმართულებაში იდეოლოგი ური მიმართუ ლება დებულება საშუ ალო ქულა ეკონომიკურად იმ ბიზნესებმა, რომლებიც გარემოს აბინძურემემარცხენე ბენ, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი გადა- 4.33 სახადი უნდა გადაიხადონ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მინიმალური სახელფასო ზღვარი, რომელზე ნაკლების გა4.00 დახდაც დამსაქმებელს კანონით უნდა ეკრძალებოდეს ეკონომიკურად დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილე4.20 მემარჯვენე ობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს სახელმწიფომ დაზღვევა მხოლოდ მათ უნდა დაუფინანსოს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირ- 3.09 დება სოციო-კულტუ- უნდა გამკაცრდეს საქართველოში უცხოელერულად კონსე- ბის შემოსვლისა და მათზე ბინადრობის უფლე- 3.61 რვატიული ბის გაცემის წესი კრიმინალის დონის შესამცირებლად სასჯელი 3.50 უნდა გამკაცრდეს სოციო-კულსაქართველო უნდა ეცადოს ნატოში 4.31 ტურულად გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ლიბერაუახლოეს მომავალში არ მოხდება ლური საქართველოს უნდა ჰქონდეს პროდასავლური 4.26 კურსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობებს გააუარესებს. წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ ცხრ. 2.2 სტანდარ ტული გადახრა ესტებანისა და რეის პოლარი ზაციის ინდექსი 0.9 0.07 1.28 0.15 0.94 0.09 1.32 0.22 1.24 0.17 1.26 0.19 1.02 0.09 1.07 0.11 12  ესტებანისა და რეის პოლარიზაციის ინდექსის გამოსათვლელად, პასუხები სამ განზომილებაში მოვაქციეთ:(1)„კატეგორიულად არ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები“,(2)„ნეიტრალური პოზიცია მაქვს“ და(3)„სრულიად ვეთანხმები ან ვეთანხმები“. ინდექსი მერყეობს 0-დან უსასრულობამდე, სადაც 0 აღნიშნავს იდეალურად ერთგვაროვან აზრს(პოლარიზაციის გარეშე). არ არსებობს ფიქსირებული ზედა ზღვარი, რადგან ინდექსი იზრდება პოლარიზაციასთან ერთად, რაც დამოკიდებულია შემოსავლის განაწილებასა და ჯგუფის სტრუქტურაზე. დანართი 1 მოიცავს ცხრილს, რომელშიც წარმოდგენილია დებულებები იდეოლოგიური მიმართულების, საშუალო ქულის, სტანდარტული გადახრისა და ესტებანისა და რეის პოლარიზაციის ინდექსის მიხედვით, რომელიც ზომავს თანხმობის ან უთანხმოების ხარისხს. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 15 ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, რესპონდენტები ძირითადად ავლენენ მემარცხენე ორიენტაციის ეკონომიკურ პოზიციას, მტკიცედ უჭერენ მხარს საყოველთაო ჯანდაცვასა და წამლების ფასების რეგულირებას. ამომრჩევლები ასევე ემხრობიან საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფის საკითხს. არ ჩანს მკაფიო კონსენსუსი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრივატიზებაზე ან იმ საკითხზე, რომ საჯარო განათლება ყველა საფეხურზე უფასო გახდეს, თუმცა მოსაზრებები ოდნავ იხრება ეკონომიკურად მემარცხენე პოზიციებისკენ. როცა საქმე მართლმსაჯულებასა და სამართალდა მცავ ორგანოებს ეხება,„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლები მტკიცედ უჭერენ მხარს მოსამართლეების შემოწმების(ე.წ.„ვეტინგის“) აუცილებლობას, თუმცა პოლარიზებულები რჩებიან დანაშაულის შესამცირებლად სასჯელის გამკაცრებისა და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზების საკითხებთან დაკავშირებით. აქვე იკვეთება მცირედი ტენდენცია, რომ რესპონდენტები უფრო ემხრობიან სასჯელის გამკაცრებას და ეწინააღმდეგებიან მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პირები, რომლებმაც„საარჩევნო კომპასის“ კითხვარი შეავსეს, მკაფიოდ გამოხატავენ სიმპათიებს ნატოსა და ევროკავშირის მიმართ. რესპონდენტთა უმეტესობა უარყოფს აზრს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას და არ ეთანხმება, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული აქტივისტური ორგანიზაციები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამ სფეროში იკვეთება პროდასავლური ღირებულებებისადმი უფრო ძლიერი მხარდაჭერა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ მიმართულებაში. ამავდროულად, რესპონდენტები გამოთქვამენ შეშფოთებას ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ და ემხრობიან რეგულაციების გამკაცრებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე, ბინადრობის ნებართვის მიღებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე. სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, კვლევა გვიჩვენებს მტკიცე მხარდაჭერას ლგბტქ+ პირებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული დაცვის მიმართ. რესპონდენტთა უმეტესობა თანხმდება, რომ მთავრობამ არ უნდა შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება რელიგიური მრწამსის დაცვის სახელით. თუმცა, მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა პარტიებისთვის ქალთა კვოტირება საარჩევნო სიებში. გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რესპონდენტები ფართოდ უჭერენ მხარს იმ ბიზნესების დაბეგვრას, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვის შესახებ შეხედულებები ძალზე პოლარიზებულია და არ იკვეთება მკაფიო კონსენსუსი. ამომრჩეველთა ეკონომიკური პოლიტიკის პრეფერენციები გვიჩვენებს, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს მთავრობის ჩართულობას, განსაკუთრებით მინიმალური ხელფასის შემოღებასა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით. რესპონდენტებს ასევე ურჩევნიათ, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყოს. გარდა ამისა, არ ჩანს კონსენსუსი საპროცენტო განაკვეთების რეგულირებაზე. ამასთან, რესპონდენტები ემხრობიან პროგრესული დაბეგვრის განხორციელებას(მემარცხენე ეკონომიკური პოზიცია) და სახელმწიფოს მიერ დაზღვევის მხოლოდ იმ პირებისთვის დაფინანსებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება(იდეოლოგიურ ცენტრში მყარად განლაგებული მოსაზრებები). ამრიგად, ყველაზე საკამათო საკითხები მოიცავს გენდერულ კვოტებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს, საპროცენტო განაკვეთის რეგულირებას, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას, პროგრესულ დაბეგვრას, მიზნობრივ სოციალურ დაზღვევასა და განათლების დაფინანსებას. ამის საპირისპიროდ, კონსენსუსის უმაღლესი დონე ვლინდება ევროკავშირში ინტეგრაციის, პროდასავლური გეოპოლიტიკური პოზიციის, ნატოში გაწევრიანების, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობითი მონაწილეობისა და გარემოს დამაბინძურებელი ბიზნესების დაბეგვრის საკითხებზე 2.3. ამომრჩეველთა ინდივიდუალური დამოკიდებულებები მთავარი პოლიტი კური საკითხების მიმართ ანგარიშის ამ ნაწილში წარმოგიდგენთ შემაჯამებელ ქულებს ექვსი ძირითადი პოლიტიკური თემის მიხედვით: ჯანდაცვა და განათლება, მართლმსაჯულება, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა და ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე, კომპასის მომხმარებლებს შორის კონსენსუსი ვლინდება, ზოგიერთ თემაზე მოსაზრებები მკვეთრად პოლარიზებული რჩება, რაც ასახავს მრავალფეროვან სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პერსპექტივებს. ანგარიშის ეს ნაწილი აანალიზებს ამომრჩეველთა მოსაზრებებს მთელ რიგ პოლიტიკურ დებულებებზე, ათავსებს მათ იდეოლოგიურ განზომილებებში და აფასებს შეთანხმების ან პოლარიზაციის ხარისხს. ცალკეული დებულებების ქულები საშუალოდ ფასდება თემატური ჯგუფის მიხედვით და თავსდება იმავე სკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს მემარცხენე ეკონომიკურ და სოციო-კულტურულად კონსერვატიულ შეხედულებას, ხოლო 5 არის მისი საპირისპირო – მემარჯვენე ეკონომიკური და სოციო-კულტურულად ლიბერალური ორიენტაცია. 16 ფრიდრიხ ებერტის ფონდი სურათი 2.4 გვიჩვენებს ამომრჩეველთა პრეფერენციებს ძირითადი პოლიტიკური მიმართულებების მიხედვით. ჯანდაცვასა და განათლებასთან, გარემოს დაცვასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული დებულებები ამომრჩევლებს ათავსებს მემარცხენე-მემარჯვენე ეკონომიკურ ღერძზე. ამის საპირისპიროდ, მართლმსაჯულების, სოციალური საკითხების, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების შესახებ დებულებები აყალიბებს პოზიციებს სოციო-კულტურულად კონსერვატიულ-ლიბერალურ ღერძზე. სოციალური საკითხებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ მოსაზრებები აშკარად ლიბერალურისკენ იხრება. აქედან, საგარეო პოლიტიკაში ვლინდება ყველაზე ძლიერი ლიბერალური ორიენტაცია. მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული მოსაზრებები მეტწილად პოლარიზებულია, რის გამოც საშუალო მაჩვენებელი ცენტრთან ახლოს თავსდება მაღალი დისპერსიით. დეტალური განაწილება პოლიტიკური სფეროების მიხედვით წარმოდგენილია დანართებში 2–7. ამომრჩეველთა პოზიცია ჯანდაცვისა და განათლების საკითხებში ოდნავ მარცხნივ იხრება(საშუალო = 2.48). თუმცა, ამ თემატურ ჯგუფში მიდგომები ყველაზე მრავალფეროვანია(სურათი 2.5; სტანდარტული გადახრა= 0.84). ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით ქალები უფრო ძლიერ მემარცხენე პრეფერენციებს ავლენენ, ვიდრე მამაკაცები. ამ სფეროებში მემარცხენე იდეებისადმი მხარდაჭერა განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 18-34 წლის ადამიანები უფრო ძლიერ მემარცხენე ტენდენციებს ავლენენ, ვიდრე 35-49 და 50-64 ასაკისა. მემარცხენე პოზიციების მხარდაჭერის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა 65 წლის და უფრო ასაკოვან პირებს შორის. ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით მემარცხენე პოლიტიკის მხარდაჭერა უფრო გამოხატულია ეთნიკურ უმცირესობებში, უმაღლესი განათლების არმქონე პირებსა და სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებში. 13 კერნელის სიმკვრივე: ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილება იდეოლოგიურ განზომილებებში სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში სურ. 2.4 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“, ავტორთა გამოთვლები რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ამომრჩეველთა პრეფერენციები აქაც მარცხნივ იხრება (საშუალო= 2,78; სტანდარტული გადახრა= 0,79). მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებები უფრო ხშირია ქალებში, უფროს თაობაში, ეთნიკურ უმცირესობებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და უმაღლესი განათლების არმქონე პირებში. ამომრჩეველთა შეხედულებები მართლმსაჯულების საკითხებზე შედარებით უფრო პოლარიზებულია (სტანდარტული გადახრა= 0,81). რესპონდენტების პოზიციები, როგორც წესი, თავს იყრის იდეოლოგიური სპექტრის ცენტრში(საშუალო= 3,03). მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით კაცები ოდნავ უფრო ლიბერალურები არიან, ხოლო ქალებს მეტწილად კონსერვატიული შეხედულებები აქვთ. მართლმსაჯულების საკითხებისადმი კონსერვატიული დამოკიდებულება ვლინდება ასაკოვან ადამიანებში, ეთნიკურ უმცირესობებში, უმაღლესი განათლების არმქონე მოქალაქეებსა და სოფლად მცხოვრებ ადამიანებში. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი ამომრჩევლებში კვლავ იკვეთება ლიბერალური დამოკიდებულებები, მიუხედავად მათი დემოგრაფიული მახასიათებლებისა. ამ ტენდენციის მიუხედავად, ლიბერალური შეხედულებები ოდნავ უფრო ძლიერია ქალებში, ახალგაზრდებში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში, ქალაქში მცხოვრებ და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში. 13  Detailed scores across the demographic groups are presented in Appendix 8. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 17 მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სოციალურ საკითხებზეც. ამ მხრივ„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლებს ძირითადად ლიბერალური შეხედულებები აქვთ(საშუალო= 3.22) და ეს მოსაზრებები ოდნავ პოლარიზებულია(სტანდარტული გადახრა= 0.66). ქალები უფრო ლიბერალურ შეხედულებებს ავლენენ, ვიდრე მამაკაცები. ოდნავ უფრო ლიბერალური დამოკიდებულებები აქვთ ახალგაზრდა რესპონდენტებს, ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს(განსაკუთრებით თბილისელებს), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და უმაღლესი განათლების მქონე პირებს. გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამომრჩევლების შეხედულებები მკვეთრად იხრება მარცხნივ(საშუალო= 2,36), რასაც თან ახლავს პოლარიზების მაღალი მაჩვენებელი პოლიტიკის ყველა სფეროში(სტანდარტული გადახრა= 0,87). მკვეთრად გამოხატული მემარცხენე შეხედულებები შეინიშნება მამაკაცებში, ასაკოვან რესპონდენტებში (აქვე აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ამომრჩევლები უფრო მემარცხენე დამოკიდებულებებს ავლენენ, ვიდრე 35-49 ასაკის ჯგუფი), ეთნიკურ უმცირესობებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და უმაღლესი განათლების არმქონე პირებში. იდეოლოგიის საშუალო ქულები თემატური ჯგუფების მიხედვით სურ. 2.5 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“, ავტორთა გამოთვლები 18 ფრიდრიხ ებერტის ფონდი 3. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პარტიები, იდეოლოგიები და პოლიტიკა 2022 წლიდან 2024 წლამდე პერიოდი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოირჩეოდა მუდმივი პოლიტიკური კრიზისებით, ხშირი მასობრივი დემონსტრაციებითა და მწვავე დაპირისპირებით მმართველ პარტიას –„ქართულ ოცნებასა“ და მთავარ ოპოზიციურ ძალებს შორის. პოლიტიკური კრიზისმა პიკს 2024 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მიაღწია„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, რომელსაც პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ხშირად უწოდებენ„უცხოური აგენტების კანონს“ ან„რუსულ კანონს“. 14 პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება მალე გადაიზარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მასობრივ პროტესტში, რომელსაც თან ახლდა ძალადობა, დემონსტრანტების დარბევა, მომიტინგეების დაკავება და აქციაში მონაწილე პირებზე თავდასხმები. 15 საგარეო პოლიტიკაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა ასევე დაძაბა საქართველოს მთავრობის ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე შეერთებულ შტატებთან. 16 მნიშვნელოვანია ამ ვითარების გათვალისწინება, როცა ვსწავლობთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს წინასაარჩევნო პერიოდში და პოლიტიკური აქტორების კონკურენციის კონტექსტს. ქართული პოლიტიკური პარტიების სისტემა, რომელშიც ტრადიციულად იკვეთებოდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გამორჩეული საჯარო პოლიტიკის პრეფერენციებისა და თანმიმდევრული იდეოლოგიური პოზიციების ნაკლებობა, ამ პერიოდში კიდევ უფრო ნაკლებად სპეციფიკური და პრობლემებზე ორიენტირებული გახდა. 17 მზარდმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და პოლიტიკურ აქტორებს შორის დაპირისპირებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამძაფრა და 2024 წლის არჩევნები ნულოვანი ჯამის თამაშად გადააქცია. 18 წინასაარჩევნო პერიოდი იმით გამოირჩეოდა, რომ უფრო ხშირად ესმებოდა ხაზი არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობას, მხარდამჭერთა მობილიზაციის სტრატეგიები კი უფრო მეტად ფოკუსირებული იყო იმ პოტენციურად უარყოფით შედეგებზე, რაც არჩევნებში კონკრეტული პოლიტიკური აქტორის გამარჯვებას მოჰყვებოდა. 19 ამ კონტექსტში პოლიტიკაზე ორიენტირებულ დებატებს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად უგულებელყვეს საარჩევნო პლატფორმების მნიშვნელობა. ბევრი მათგანი ან არაფერს აქვეყნებდა, ან ამას არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე აკეთებდა. მაგალითად, ანალიზისა და კოდირების პროცესში, „საარჩევნო კომპასის“ გუნდს წვდომა ჰქონდა 14 პარტიიდან მხოლოდ რამდენიმეს პოლიტიკურ პროგრამასა თუ პლატფორმაზე, ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით. გარდა ამისა, ზოგიერთმა პარტიამ წარმოადგინა ნაწილობრივ შევსებული კითხვარები. აქედან გამომდინარე, შემდეგი თავები, რომლებიც ეხება პარტიების დაჯგუფებებსა და იდეოლოგიური შეხედულებების ფართო ან არასაკმარის გავრცელებას, ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა განიხილებოდეს. 3.1. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი ორ არათანაბარ ჯგუფად იყოფა. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას უკავია კომპასის სოციო-კულტურულად ლიბერალური ზედა ნახევარი, ხოლო ქვედა კვადრანტში მხოლოდ„ქართულ ოცნება“ და„საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ განთავსებული (სურათი 3.1). კომპასის ქვედა მარჯვენა კვადრანტი 14  Open Society Foundations,“The Troubling March of“Foreign Agents” Laws”, 2024, https://www.opensocietyfoundations.org/explainers/the-troubling-march-offoreign-agents-laws, accessed on 28 January 2025. 15  Gurcov, Nichita& Shubladze, Rati.“Georgia: An“existential” election”, Election watch, ACLED, 2024, https://acleddata.com/2024/10/21/georgia-an-existentialelection/, accessed on 28 January 2025. 16  სამხარაძე, ნინო.„საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ადგილი არჩევნების შემდეგ: რამდენად ნაცრისფერია„ნაცრისფერი ზონა“? GIP, 2024 წ., https://gip.ge/the-new-geopolitical-position-of-georgia-after-the-elections-how-grey-is-the-grey-zone/, ნანახია 2025 წლის 28 იანვარს. 17  Kakhishvili, Levan.“The socializing effects of Georgian parties’ membership in European political party federations”, GIP, 2018, https://gip.ge/wp-content/uploads/2018/11/Party-Socialization_Eng_2018.pdf, accessed on 28 January 2025. 18  Malerius, Stephan.“Polarise and Rule!” Konrad-Adenauer-Stiftung, 2024, https://www.kas.de/en/web/auslandsinformationen/artikel/detail/-/content/polarisiere-und-herrsche, accessed on 28 January 2025. 19  OSCE/ODIHR.“Georgia, Parliamentary Elections, 26 October 2024: Final Report.” Warsaw: Organization for Security and Co-operation in Europe, December 2024, https://www.osce.org/files/f/documents/1/6/584029_0.pdf, accessed on 22 February 2025. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 19 ცარიელია, რაც ნიშნავს, რომ შეფასებული პოლიტიკური პარტიებიდან არც ერთი ჯდება კულტურულად კონსერვატიულ და ეკონომიკურად მემარჯვენე განზომილებაში. ამის საპირისპიროდ, კომპასის ზედა ნახევარი სავსეა პოლიტიკური პარტიებით. ქართველ ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანის ფართო სპექტრი სოციო-კულტურულად ლიბერალურ პარტიებს შორის, რომლებიც თითქმის თანაბრად იყოფიან ეკონომიკური განზომილების მარცხენა და მარჯვენა მხარეებად. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების „საარჩევნო კომპასის“ მიგნებებთან და პარტიების დაჯგუფებებთან შედარებით(დაწვრილებით განვიხილავთ შესაბამის თავში). სავარაუდოდ, ეს ცვლილება 2023 წლიდან დაწყებული ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციით აიხსნება, რომელიც ხასიათდება მძაფრი დაპირისპირებით მმართველ პარტიას –„ქართულ ოცნებასა“ და უმეტესად პროდასავლური ხედვის მქონე ოპოზიციას შორის. შესაბამისად, პროდასავლურმა პარტიებმა კიდევ უფრო გაამყარეს თავიანთი პოზიციები, ხოლო„ქართული ოცნება“ უფრო კონსერვატიულ და ანტიდასავლურ რელსებზე გადავიდა და ამის გამო კონსერვატიული ამომრჩევლებიც მიიმხრო. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და პარტიათა დაჯგუფებები იდეოლოგიური სიახლოვისა და საარჩევნო კოალიციების მიხედვით მემარჯვენე ლიბერალური „ძლიერი საქართველო“ “კოალიცია ცვლილებებისთვის” სურ. 3.1 მემარცხენეცენტრისტული ცენტრი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მემარცხენეკონსერვატიული წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“, ავტორთა გამოთვლები პოლიტიკურიდეოლოგიური ჯგუფი საარჩევნო კოალიციები 20 ფრიდრიხ ებერტის ფონდი 3.2. პარტიათა დაჯგუფებები: პოლიტიკური პრეფერენციები VS საარჩევნო კოალიციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პარტიების უმეტესობა შეიძლებოდა დაგვეყო ოთხ მთავარ ჯგუფად: მემარცხენე კონსერვატიული, მემარცხენე ცენტრისტული, ცენტრისტული და მემარჯვენე ლიბერალური(სურათი 3.2). 14 პარტიიდან მხოლოდ„ლეიბორისტული პარტია“ არ თავსდებოდა არცერთ იდენტიფიცირებულ დაჯგუფებაში და ამიტომაც ის ქვემოთ მოცემულ ანალიზში განხილული არ იქნება.„საარჩევნო კომპასის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ აღნიშნული დაჯგუფება მეტწილად ასახავს პარტიების მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის ჩამოყალიბებულ საბოლოო ალიანსებს. 20 გარდა ამისა, სამივე კოალიციამ, ცესკო-ს ოფიციალური შედეგებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა. 21 ოთხი მემარცხენე ცენტრისტული პარტიიდან სამი ერთი და იმავე სიით იყრიდა კენჭს, ხოლო მეოთხე, „გახარია საქართველოსთვის“, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოს, კინაღამ შეუერთდა აღნიშნულ კოალიციას. 22 ერთი და იმავე საარჩევნო სიით გამოდიოდნენ ცენტრისტული პარტიები –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და„სტრატეგია აღმაშენებელიც“. მოგვიანებით განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ჯგუფიდან მათ შეუერთდა ნაკლებად მსგავსი პარტია –„ევროპული საქართველო“. ეს მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის შუა პერიოდში„ევროპული საქართველოს“ შიგნით მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რამაც პარტიის დაშლა გამოიწვია. 23 მემარჯვენე ლიბერალურ დაჯგუფებას წარმოადგენდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელშიც ერთიანდებოდნენ შემდეგი პარტიები:„ახალი“,„დროა“ და„გირჩი – მეტი თავისუფლება“. ცალკე იბრძოდა კიდევ ერთი პარტია„გირჩი“, რომელსაც ზემოხსენებული პარტიების მსგავსი იდეოლოგიური პოზიციები, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და სტრატეგია ჰქონდა. მემარცხენე კონსერვატიული განზომილება, რომელიც ორი პარტიითაა წარმოდგენილი, ზოგადად იზოლირებულია კვლევის ფარგლებში გაანალიზებული დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისგან. პოლიტიკური მოსაზრებების კუთხით,„ქართული ოცნება“ და„პატრიოტთა ალიანსი“ უმეტეს თემებზე მსგავს შეხედულებებს იზიარებენ. 32 საკითხიდან 26-თან დაკავშირებით, ისინი არ არიან განლაგებულნი ცენტრის საპირისპირო მხარეებზე, რაც მათ შორის თანხვედრის მაღალ დონეზე მიუთითებს. 24 მემარცხენე კონსერვატიული პარტიები ავლენენ ან სრულ თანხმობას ან თანხმობისკენ მიდრეკილებას უმეტეს სფეროში, გარდა ეკონომიკისა. საინტერესოა, რომ ეს იმეორებს 2020 წლის„საქართველოს საარჩევნო კომპასის“ შედეგებს, სადაც მემარცხენე პარტიების შეხედულებებში ჩანდა მეტი თანხმობა სოციალურ-კულტურულ ღერძზე, მაგრამ ეკონომიკურ თემებთან დაკავშირებით ისინი იყოფოდა. 25 მემარცხენე ცენტრისტული მიმართულება მოიცავს პარტიებს, რომლებიც ერთი და იმავე სიით მონაწილეობენ ან თითქმის შეუერთდნენ მსგავსი პარტიების რიგებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ეს თანმიმდევრულობა: ამ პარტიებს 32 პოლიტიკური საკითხიდან 27-ზე ერთნაირი პოზიციები აქვთ. უფრო მეტიც, სრული თანხმობა შეიმჩნევა საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებში. თუმცა, ეკონომიკა რჩება სფეროდ, სადაც აზრები ყველაზე მეტად იყოფა. „კომპასის“ ცენტრის ბლოკში წარმოდგენილი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ და„სტრატეგია აღმაშენებელიც“ ერთი და იმავე სიით მონაწილეობდნენდა ბუნებრივია, რომ პოლიტიკის 32 საკითხიდან 26-ზე მათი პოზიციები ემთხვევა. განსხვავებების ყველაზე მაღალი დონე იკვეთება ჯანდაცვისა და განათლების და ეკონომიკური მიმართულებით. ჯანდაცვის სფეროში„სტრატეგია აღმაშენებელი“ უფრო იხრება მემარცხენე მოსაზრებებისკენ, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება ეკონომიკას, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით აქ განსხვავებები გვხვდება, თუმცა ამ განსხვავებებს თანმიმდევრული ხასიათი არ გააჩნიათ. 20  2024 წლის არჩევნებისთვის შეიზღუდა ცალკეული პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების ფორმირება. თუ პოლიტიკურ პარტიებს სურდათ თანამშრომლობა, მათ აღარ შეეძლოთ პარტიული იდენტობის შენარჩუნება და კენჭი ერთი საარჩევნო სუბიექტის ქვეშ უნდა ეყარათ. ამ ფაქტმა გაართულა საარჩევნო ალიანსების ჩამოყალიბების პროცესები. 21  https://cesko.ge/en/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11035242-tsentralurma-saarchevno-komisiam-sakartvelos-parlamentis-2024-tslis-26-oktombris-archevnebi-sheajama, ნანახია 2025 წლის 30 იანვარს. 22  https://civil.ge/archives/624874, ნანახია 2025 წლის 28 იანვარს. 23  https://civil.ge/archives/621000, ნანახია 2025 წლის 28 იანვარს. 24  თუ პარტიას აქვს ნეიტრალური პოზიცია, ეს მაინც თანხვედრად ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, განსხვავების დასადგენად უფრო მკაცრი კრიტერიუმები გამოიყენება. გარდა ამისა, იგივე მიდგომაა გამოყენებული იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როდესაც მონიშნულია„არ მსურს პასუხის გაცემა“. 25  Kakhishvili, L., Keshelava, D., Papava, G.,& Sichinava, D.(2021). Georgia’s Political Landscape. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/18417-20220419. pdf, accessed on 30 January 2025. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 21 პარტიათა იდეოლოგიურ ჯგუფებში საკითხებზე თანხმობა და უთანხმოება პოლიტიკის სფეროების მიხედვით ცხრ. 3.1 პარტიათა დაჯგუფებები იდეოლოგიური სიახლოვის მიხედვით მემარცხენეკონსერვატიული მემარცხენეცენტრისტული ცენტრისტული მემარჯვენელიბერალური პოლიტიკის სფერო საკითხთა რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც პარტიებს აქვთ საკითხთა რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც პარტიებს აქვთ საკითხთა რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც პარტიებს აქვთ საკითხთა რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც პარტიებს აქვთ თანხმობა უთანხმოება თანხმობა უთანხმოება თანხმობა უთანხმოება თანხმობა უთანხმოება ჯანდაცვა და გა7 0 5 2 4 3 5 2 ნათლება მართლმსაჯუ2 1 2 1 3 0 2 1 ლება საგარეო პოლიტიკა და უსაფრ- 5 3 8 0 7 1 7 1 თხოება სოციალური და გარემოსდაცვითი 9 0 9 0 9 0 6 3 თემები ეკონომიკა 3 2 3 2 3 2 5 0 ჯამი 26 6 27 5 26 6 25 7 ფერთა კოდები: სრული თანხმობა პოლიტიკის მოცემულ სფეროში; თანხმობისაკენ მიდრეკილება; არ ფიქსირდება ტენდენცია რომელიმე მიმართულებით. წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“, ავტორთა გამოთვლები მემარჯვენე ლიბერალური განზომილება ძირითადად შედგება„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფილი პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან.„საარჩევნო კომპასის“ 2020 წლის კვლევას თუ შევადარებთ,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანდათანობითი გადასვლა ცენტრისკენ შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას ბევრი მემარჯვენე ლიბერალური პოლიტიკოსის მიგრაციით ამ პოლიტიკურ სუბიექტებში. 2024 წლის არჩევნებში, ხუთი მემარჯვენე ლიბერალური პარტიიდან სამმა ერთი და იმავე სიით მიიღო მონაწილეობა, რამაც, ბუნებრივია, თანხვედრის დონე საგრძნობლად გაზარდა. გარდა ამისა, მემარჯვენე ლიბერალური პარტიები ყველაზე თანმიმდევრულები არიან პოლიტიკის ყველა სფეროში და უმეტეს საკითხებზე მათ შორის თანხმობა ვლინდება. ერთადერთი შედარებით სადავო სფეროა სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულება, სადაც„ახალს“ აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ცენტრისტული პოზიციები, ვიდრე სხვა პარტიებს. საერთო ჯამში, პარტიების ოთხივე დაჯგუფების შედარებისას, 32 დებულებას შორის მხოლოდ ერთი საკითხია, რომელზეც ოთხივე ჯგუფის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა: არც ერთი არ ეთანხმება, რომ გარემოს დასაცავად დიდი ჰიდროელექტოსადგურების მშენებლობა უნდა აიკრძალოს. 26 26  საინტერესოა, რომ ამ დებულებას სრულად ეთანხმება მხოლოდ„ლეიბორისტული პარტია“, რომელიც არ შედის არც ერთ პარტიულ დაჯგუფებაში. 22 ფრიდრიხ ებერტის ფონდი პოლიტიკური საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც პარტიათა ოთხი ჯგუფის პოზიცია ყველაზე ახლოსაა თანხმობასთან ცხრ. 3.2 პოლიტიკური საკითხი გარემოს დაცვის მიზნით, დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აიკრძალოს საქართველო უნდა ეცადოს ნატოში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამკაცრდეს საქართველოში უცხოელების შემოსვლისა და მათზე ბინადრობის უფლების გაცემის წესი მდიდრებმა თავიანთი შემოსავლის უფრო დიდი წილი უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში პოლიტიკის სფერო სოციალური და გარემოსდაცვითი თემები საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება სოციალური და გარემოსდაცვითი თემები სოციალური და გარემოსდაცვითი თემები პარტიათა დაჯგუფება იდეოლოგიური სიახლოვის ნიშნით მემარცხენე-კონსერვატიული მემარცხენე-ცენტრისტული ცენტრისტული არ ეთანხმება არ ეთანხმება არ ეთანხმება არ აქვს ცხადი პოზიცია ეთანხმება ეთანხმება არ აქვს ცხადი პოზიცია არ ეთანხმება არ ეთანხმება ეთანხმება ეთანხმება ეთანხმება არ აქვს ცხადი პოზიცია არ ეთანხმება(„გახარია“- ნეიტრალური პოზიცია) არ ეთანხმება მემარჯვენე -ლიბერალური არ ეთანხმება ეთანხმება არ ეთანხმება არ აქვს ცხადი პოზიცია არ ეთანხმება წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“, ავტორთა გამოთვლები გარდა ამისა, არსებობს კიდევ ოთხი დებულება, რომლებზეც პოზიციები საკმაოდ ახლოს იყო კონსენსუსთან: მხოლოდ ერთ ჯგუფს ან პარტიას ჰქონდა დანარჩენებისგან განსხვავებული შეხედულებები. მაგალითად, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები შეიმჩნევა. ეს პარტია არ ეთანხმება აზრს, რომ საქართველომ უნდა სცადოს ნატოში გაწევრიანება და ამავდროულად თანხმდება, რომ ქვეყანამ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს. ამ ჯგუფიდან კიდევ ერთი პარტია, „ქართული ოცნება“,„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპირისპირო პოზიციაზეა. მოსაზრებების ერთიანობას კიდევ უფრო არღვევს „გირჩისა“ და„ევროპული საქართველოს“ პოზიციები საქართველოში უცხოელების შემოსვლისა და ბინადრობის მოწმობის აღების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, შეთანხმებული პარტიების მოტივაცია განსხვავებულია.„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წესების გამკაცრებას ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების შეკავების მიზნით ეთანხმება, ხოლო„ქართული ოცნებისთვის“ ეს არის არსებული კანონმდებლობის ხარვეზების აღმოფხვრის საშუალება. დანარჩენი პარტიების უმრავლესობის მიზანი კი უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების თავიდან აცილებაა. და ბოლოს, მემარცხენე პარტიების უმეტესობაც კი არ უჭერს მხარს იმ აზრს, რომ მდიდრებმა თავიანთი შემოსავლის უფრო მეტი წილი უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში, მხოლოდ მემარცხენე-კონსერვატიულ„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მემარცხენე ცენტრისტულ პარტიას –„გახარია საქართველოსთვის“ ამ თემაზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 23 4. ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური გადაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოყალიბებული ქართული პარტიების უმეტესობა მემარცხენე-კონსერვატიული იდეოლოგიური პოზიციისკენ გადაიხარა(იხ. სურათი 4.1). ორი თვალსაჩინო გამონაკლისი არის„ლეიბორისტული პარტია“, რომელმაც დაიკავა ოდნავ უფრო სოციალურად ლიბერალური პოზიციები და ეკონომიკური თვალსაზრისით მარცხნივ გადაიხარა, და„სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელმაც არსებითად უცვლელად შეინარჩუნა სოციალური შეხედულებები. ამასობაში მემარცხენე-მემარჯვენე ღერძზე კიდევ უფრო მარჯვნივ გადაინაცვლეს„გირჩმა“,„ლელომ“ და„სტრატეგია აღმაშენებელმა“. დროთა განმავლობაში პარტიულ პლატფორმებში მომხდარი ცვლილებების გასაანალიზებლად, გამოვიკვლიეთ 2020 და 2024 წლებში შეფასებული 19 დებულება. მათში შედიოდა 32-დან 19 დებულება, რომლებზეც რესპონდენტების აზრი 2024 წელს შევისწავლეთ, აქედან ხუთი ეხებოდა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ოთხ-ოთხი ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას/უსაფრთხოებას, ჯანდაცვას/ განათლებას და ორიც- მართლმსაჯულებას. ქვემოთ მოცემული ანალიზი ასახავს მხოლოდ 2020 და 2024 წლების გამოკითხვებში შეტანილ დებულებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. 27 იდეოლოგიური პოზიციების ცვლილებები 2020-2024 წლებში. პუნქტირი მიუთითებს პარტიის 2020 წელის პოზიციაზე, ხოლო ისრის მიმართულება გვიჩვენებს, თუ იდეოლოგიური კომპასის რომელ ადგილს იკავებდა პარტია 2024 წელს სურ. 4.1 წყარო: 2020 და 2024 წლების„საარჩევნო კომპასი- საქართველო“,ა ავტორთა გამოთვლები 27  ზოგიერთი დებულება იყო საპირისპიროდ კოდირებული, რათა მომხდარიყო მათი სტანდარტიზება მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიულლიბერალური განზომილებების მიხედვით. 2020 წლის მონაცემებში, პოლიტიკური პარტიების პოზიციები უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლების დაშვების თაობაზე საპირისპიროდ იყო კოდირებული, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო 2024 წელს გამოყენებულ დებულებასთან. 24 ფრიდრიხ ებერტის ფონდი „საარჩევნო კომპასი“ ზომავს პოზიციებს ორ – მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიულ-ლიბერალურ – განზომილებაში ხუთბალიანი სკალის გამოყენებით;-2 შეესაბამება მემარცხენე და კონსერვატიული შეხედულებების უკიდურეს პოლუსებს, ხოლო+2 ემთხვევა მემარჯვენე ეკონომიკური და სოციალურად ლიბერალური მოსაზრებების საპირისპირო პოლუსს. ამ სკალაზე თითოეული პარტია განთავსდა ყოველწლიურად მისთვის მინიჭებული საშუალო ქულის მიხედვით. ქვემოთ წარმოდგენილ ცვლილებებში ჩანს აბსოლუტური განსხვავებები 2020 და 2024 წლების ქულებს შორის. 2020 წლის„საარჩევნო კომპასი“ მოიცავდა 16 პოლიტიკურ ჯგუფს, 2024 წელს კი სუბიექტების რაოდენობა 14-მდე შემცირდა. მხოლოდ ცხრა პარტია მონაწილეობდა ორივე კვლევაში, მათ შორის, ისეთი ძირითადი ოპოზიციური პარტიების გამოკლებით, როგორიცაა„ახალი“ და„საქართველოსთვის“. გარდა ამისა,„გირჩმა“ და„ევროპულმა საქართველომ“ ძირეული ცვლილებები განიცადეს, რადგან მათი ზოგიერთი დამფუძნებელი ამ პარტიებს გამოეყო და ახალი ჯგუფები დააარსა. შეიძლება ითქვას, რომ„ქართული ოცნების“ შებრუნება კონსერვატიული მიმართულებისკენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მომხდარი ნებისმიერი სხვა ცვლილება. პარტიის შეხედულებებმა სკალაზე ერთი პუნქტით გადაინაცვლა, რაც უდრის დაახლოებით 20%-იან გადახრას კონსერვატივიზმისკენ.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გადავიდა უფრო სოციალურად კონსერვატიული შეხედულებებისკენ, რაც ხუთბალიან სკალაზე დაახლოებით 0,6 ქულით აისახა ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება პარტია„მოქალაქეებმა“ აჩვენა, რომელმაც 1,3 ქულით გადაინაცვლა კონსერვატიული მიმართულებით. ანალოგიურად, პარტიის პოზიციები მემარცხენე-მემარჯვენე განზომილებაშიც შეიცვალა, რაც სკალაზე ერთი ქულით მარცხნივ გადანაცვლებით აისახა(უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი განზომილებები ხუთბალიან სკალაზე იზომება). რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს,„ლეიბორისტული პარტია“ ეკონომიკურად მემარცხენე და სოციო-კულტურულად ლიბერალურ პოზიციაზე დარჩა, პოზიციის უმნიშვნელო ცვლილების მიუხედავადმემარცხენე-კონსერვატიულ მხარეს,„პატრიოტთა ალიანსმა“ შეინარჩუნა თავისი ტრადიციული პოზიცია და ოდნავ მარცხნივ გადაინაცვლა ეკონომიკურ განზომილებაში. „ლელომ“ გაამყარა თავისი პოზიცია ორგანზომილებიანი იდეოლოგიური სიბრტყის ცენტრში და მცირედით გადაიხარა კონსერვატიული შეხედულებებისკენ, კოალიციურ პარტნიორ„მოქალაქეებთან“ ერთად. ამ უკანასკნელმა დატოვა„საარჩევნო კომპასის“ მემარჯვენე-ლიბერალური კვადრანტი და უკან მოიტოვა„გირჩი“,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კოალიციური პარტნიორები,„ევროპული საქართველო“ და„სტრატეგია აღმაშენებელი“. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნებში ბევრი პოლიტიკური პარტია უფრო დიდი კოალიციის შემადგენლობის ფარგლებში მონაწილეობდა. ამით აიხსნება 2024 წელს გარკვეული თანხვედრა კოალიციური პარტნიორების –„ლელოსა“ და„მოქალაქეების“, ასევე„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეხედულებების შორის. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 25 5. ამომრჩევლებისა და პარტიების სიახლოვე კვლევის ამ ნაწილში განხილულია პოლიტიკურ პარტიებთან ამომრჩეველთა სიახლოვე ორ იდეოლოგიურ განზომილებაში, როგორიცაა ეკონომიკურად მემარცხენე-მემარჯვენე და სოციო-კულტურულად ლიბერალური-კონსერვატიული. აქვე შეფასებულია მხარდამჭერებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური დისტანცია და აღწერილია მიუმხრობელ ამომრჩეველთა მახასიათებლები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება რესპონდენტთა მცირე ქვეჯგუფს(12 421 მონაწილეს), რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, შეევსოთ დამატებითი კითხვარი, სადაც მათ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ, თუ ვისთვის აპირებდნენ ხმის მიცემას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ან/ და გაეხსენებინათ, ვის მისცეს ხმა წინა 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე. თუმცა, ამ სეგმენტს თვითშერჩევისთვის დამახასიათებელი პრობლემები აქვს და ეფუძნება თავად რესპონდენტთა ინტერესს, რომ შეევსოთ კითხვარის განვრცობილი ვერსია, რაც სავარაუდოდ იმოქმედებდა იმაზე, თუ რამდენად წარმომადგენლობითია მიღებული შედეგები. 5.1 ამომრჩეველთა იდეოლოგია და პა რტიული პრეფერენციები ზოგადად,„საარჩევნო კომპასში“ მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს აქვს თითქმის მსგავსი სოციო-კულტურულად ლიბერალური შეხედულება, გარდა„პატრიოტთა ალიანსისა“ და„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისა, რომლებიც შედარებით კონსერვატიულ პოზიციებზე დგანან. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, აქ„საარჩევნო კომპასის“ რესპონდენტთა უმრავლესობა მემარცხენე პოზიციებს ავლენს. კერნელის სიმკვრივის გრაფიკები მიუთითებს იმაზე, რომ„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეხედულებები ძირითადად ემთხვევა პარტიის პოზიციას მემარცხენე-მემარჯვენე ეკონომიკურ სპექტრზე, მაგრამ სოციო-კულტურულ განზომილებაში ისინი ნაკლებად კონსერვატიულები არიან, ვიდრე თავად პარტია. აღსანიშნავია, რომ„ქართული ოცნება“ ადრე უფრო მეტ თანხვედრაში იყო თავის პოტენციურ ამომრჩევლთან სოციო-კულტურულ განზომილებაში(მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში). მას შემდეგ, რაც პარტია გადავიდა უფრო კონსერვატიულ პოზიციაზე, ხოლო მისი პოტენციური ამომრჩევლები იდეოლოგიური სპექტრის შუაგულში დარჩნენ, წარმოიშვა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა პარტიასა და მის ელექტორატს შორის. ქვემოთ მოყვანილი კერნელის სიმკვრივის გრაფიკები აჩვენებს ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილებას ორ იდეოლოგიურ(ეკონომიკურად მემარცხენე-მემარჯვენე და სოციო-კულტურულად ლიბერალურ-კონსერვატიულ) განზომილებაში მათი პარტიული პრეფერენციების მიხედვით.„ხმის მიცემის ალბათობის“(PTV) გასაანალიზებლად, ხმის მიცემის მიდრეკილების ცვლადი ბინარული ფორმით დავაფიქსირეთ, რაც გულისხმობს პოზიციის დაფიქსირებას –„არ არის მოსალოდნელი, რომ პარტიას მივცემ ხმას“ ან„მოსალოდნელია, რომ მივცემ პარტიას ხმას“. მიიჩნევა, რომ ამომრჩეველი„მოსალოდნელია, პოლიტიკურ პარტიას მისცემს ხმას“, თუკი მისი„ხმის მიცემის ალბათობა“ ამ კონკრეტული პარტიისათვის ყველაზე მაღალია სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით და აღემატება 5-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ არ არის მოსალოდნელი, ამომრჩეველმა ამ პარტიას მისცეს ხმა. სურათზე 5.1 წარმოდგენილია განაწილება ორი პოლიტიკური განზომილების გასწვრივ შერჩეული პოლიტიკური პარტიების სავარაუდო ამომრჩევლებს შორის. ცხრილი 5.1 კი ასახავს იმ მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებსაც აქვთ უფრო მემარცხენე/კონსერვატიული შეხედულებები, ვიდრე მათთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას. გარდა ამისა, დანართი 9 გვთავაზობს კერნელის სიმკვრივის მსგავს განაწილებას, რომელიც პარტიული პრეფერენციების დასადგენად,„ხმის მიცემის ალბათობის“(PTV) განსაზღვრის ნაცვლად, იყენებს ხმის მიცემის თვითაღიარებულ მიზნებს. დანართი 10 შეიცავს მსგავს ანალიზს სითბური რუკების გამოყენებით(აქაც გამოყენებულია„ხმის მიცემის ალბათობა“ (PTV)). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ პოზიციებსა და მისი პოტენციური მხარდამჭერების შეხედულებებს შორის გარკვეული განსხვავება შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, მხარს უჭერს მემარჯვენე სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, მისი პოტენციური ამომრჩევლები უფრო მემარცხენე ორი26 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ენტაციისკენ იხრებიან. კერძოდ,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 78,8% უფრო მემარცხენე ეკონომიკურ შეხედულებებს ავლენს, ვიდრე თავად პარტია, ხოლო 65,9% გამოხატავს ნაკლებად ლიბერალურ სოციო-კულტურულ შეხედულებებს პარტიის ოფიციალურ პოზიციასთან შედარებით. ეს შეუსაბამობა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამომრჩევლები საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობას ანიჭებენ პარტიის ხელმძღვანელობის მახასიათებლებს და ფართო პარტიულ იდენტობას, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციებს. ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა„ლელო“, „მოქალაქეები“ და„ანა დოლიძე – ხალხისთვის“, ავლენენ იდეოლოგიურ პოზიციებს, რომლებიც მჭიდრო თანხვედრაშია მათი პოტენციური მხარდამჭერების შეხედულებებთან, როგორც ეკონომიკურ(მემარცხენე-მემარჯვენე), ასევე სოციო-კულტურულ (კონსერვატიულ-ლიბერალურ) განზომილებაში. პარტიები, როგორიცაა„ახალი“,„დროა“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“,„ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ ავლენენ მნიშვნელოვან იდეოლოგიურ შეუსაბამობას თავიანთ მხარდამჭერებთან, როგორც ეკონომიკური(მემარცხენე-მემარჯვენე), ისე სოციო-კულტურული(კონსერვატიული-ლიბერალური) განზომილების მიხედვით. ეს შეუსაბამობა განსაკუთრებით გამოხატულია ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს პარტიები აფიქსირებენ აშკარად მემარჯვენე ეკონომიკურ პოზიციებს, ხოლო მათი ამომრჩევლები უფრო მარცხნივ იხრებიან. განსაკუთრებით მაღალია იმ მხარდამჭერთა წილი, რომლებსაც უფრო მეტად მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებები აქვთ, ვიდრე მათ მხარდაჭერილ პარტიას, და ყველა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება. ასეთი პარტიებია:„ახალი“(92.0%),„გირჩი“(98.2%),„გირჩი – მეტი თავისუფლება“(98.4%),„დროა“(99%) და„ევროპული საქართველო“(99.4%). სოციო-კულტურულ განზომილებაში ეს პარტიები ასევე უფრო ლიბერალურები არიან, ვიდრე მათი მხარდამჭერები, თუმცა ეს სხვაობა არაა ისეთი თვალსაჩინო, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. პარტიების ამ ჯგუფში მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც აქვთ უფრო კონსერვატიული სოციო-კულტურული შეხედულებები, ვიდრე მათ პარტიებს, მერყეობს 73%-დან(„ევროპული საქართველო“) უფრო მკვეთრად გამოხატულ 94,7%-მდე(„გირჩი“). სამი პარტია,„სტრატეგია აღმაშენებელი“,„ლეიბორისტული პარტია“ და„გახარია საქართველოსთვის“, მჭიდრო თანხვედრაშია თავის მხარდამჭერებთან სოციო-კულტურულ განზომილებაში. თუმცა, ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ისინიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თავიანთი ამომრჩევლებისგან.„გახარია საქართველოსთვის“ და„ლეიბორისტული პარტია“ უფრო მემარცხენე ეკონომიკურ პოზიციას იკავებენ, ვიდრე მათი მხარდამჭერები, რომელთა 93.5% და 98.4%(შესაბამისად) უფრო მემარჯვენე ეკონომიკურ შეხედულებებს ავლენს, ვიდრე ეს პარტიები. ამის საპირისპიროდ,„სტრატეგია აღმაშენებელი“ უფრო მემარჯვენე ეკონომიკურ პოზიციას იკავებს: მისი მხარდამჭერების 77.4% უფრო მემარცხენეა, ვიდრე პარტია. და ბოლოს,„პატრიოტთა ალიანსი“ ორივე იდეოლოგიურ განზომილებაში ავლენს უფრო მემარცხენე და კონსერვატიულ ორიენტაციას, ვიდრე მისი მომხრეები. მისი მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო ცენტრისტულ შეხედულებებს ავლენს: პოტენციური ამომრჩევლების 81,7% ნაკლებად მემარცხენეა, ხოლო 90,4% – ნაკლებად კონსერვატიული, ვიდრე თავად პარტია. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 27 ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილება ორ იდეოლოგიურ განზომილებაში პარტიული პრეფერენციების მიხედვით სურ. 5.1 28 ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 29 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ შენიშვნა: განაწილება გვიჩვენებს ამომრჩეველთა იდეოლოგიურ პოზიციებს. ვერტიკალური ხაზები გვიჩვენებს პარტიების იდეოლოგიურ პოზიციებს. ამომრჩეველთა და პარტიათა პრეფერენციები ორ იდეოლოგიურ განზომილებაში ცხრ. 5.1 ეკონომიკური ნიშნით მემარცხენემემარჯვენე განზომილება პარტიის ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა იდეოლოგიური შეხედულებებიც პარტიის იდეოლოგიიდან უფრო მარცხნივ არის განთავსებული პოლიტიკური პარტიის საშუალო პოზიცია „ლეიბორისტული პარტია“ 1.6%-1.6 „გახარია საქართველოსთვის“ 6.5%-1.4 „პატრიოტთა ალიანსი“ 18.3%-1.2 „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 35.0%-0.9 „ქართული ოცნება“ 43.1%-0.7 „ლელო“ 43.4%-0.6 „მოქალაქეები“ 56.2%-0.5 „სტრატეგია აღმაშენებელი“ 77.4%-0.1 „ერთიანი ნაციონალური 78.8% 0.2 მოძრაობა“ „ახალი“ 92.0% 0.9 „გირჩი“ 98.2% 2.0 „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 98.4% 1.8 „დროა“ 99.0% 1.7 „ევროპული საქართველო“ 99.4% 1.8 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ კულტურულად ლიბერალურკონსერვატიული განზომილება პარტიის ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა იდეოლოგიური შეხედულებებიც პარტიის იდეოლოგიიდან უფრო მარცხნივ არის განთავსებული პოლიტიკური პარტიის საშუალო პოზიცია 53.5% 0.6 50.8% 0.5 9.6%-1.3 38.7% 0.6 6.8%-1.1 47.7% 0.7 36.2% 0.5 47.6% 0.7 65.9% 0.9 81.1% 1.2 94.7% 1.4 76.8% 1.2 84.8% 1.3 73.0% 1.1 30 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ეს მოდელები ძირითადად მსგავსია, როდესაც ანალიზისთვის გამოიყენება ამომრჩევლის განზრახვა (დაფუძნებული რესპონდენტების მკაფიო განაცხადზე, თუ რომელ პარტიას აძლევენ ხმას)„ხმის მიცემის ალბათობის“(PTV) ნაცვლად(რაც აფასებს პარტიის მხარდაჭერას 1-10 ქულიან სკალაზე). თუმცა, ამომრჩეველთა განზრახვის შესწავლა მნიშვნელოვნად ამცირებს დაკვირვებების შედეგებს, რადგან ამ კითხვაზე ნაკლებმა რესპონდენტმა უპასუხა. აქ იკვეთება ორი შესამჩნევი განსხვავება:„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები, რომლებიც შეფასდნენ „ხმის მიცემის განზრახვის“ მიხედვით, ავლენენ უფრო კონსერვატიულ შეხედულებებს„ხმის მიცემის ალბათობის“ მეშვეობით გამოვლენილებთან შედარებით, რითაც ისინი უფრო მეტ თანხვედრაში მოდიან პარტიის იდეოლოგიურ პოზიციასთან.„გირჩის“ მხარდამჭერები უფრო მემარჯვენე ეკონომიკურ შეხედულებებს ავლენენ, ვიდრე„ხმის მიცემის ალბათობის“ მეშვეობით გამოვლენილები, რაც მათ აახლოებს პარტიის ეკონომიკურ პოზიციებთან(თუმცა დისტანცია გარკვეულწილად ნარჩუნდება). 28 5.2. პარტიათა პოზიციებიდან ამომრჩე ველთა იდეოლოგიური დაშორება იმისათვის, რომ შეგვესწავლა რამდენად გააზრებული აქვთ ქართველ ამომრჩევლებს, თუ ვის აძლევენ ხმას, დასაკვირვებლად ავიღეთ ამომრჩეველთა იდეოლოგიური დაშორება მათი ფავორიტი პარტიების პოზიციებიდან.„საარჩევნო კომპასი – საქართველოს“ მონაცემების„დაშორების“ ცვლადები წარმოადგენს ევკლიდურ მანძილს რესპონდენტთა და პარტიათა პოზიციებს შორის, რომელიც ორ იდეოლოგიურ – ეკონომიკურად მემარცხენე-მემარჯვენე და სოციო-კულტურულად ლიბერალურ-კონსერვატიულ – განზომილებას ითვალისწინებს. თითოეული პარტიის შეფასებისას, აღნიშნული ცვლადი მერყეობს 0-სა(სრული შესაბამისობა) და 6.49-ს(მაქსიმალური სხვაობა) შორის. ქვემოთ მოყვანილ 5.2 სურათზე წარმოდგენილი ჰისტოგრამები აჩვენებს შერჩეული პოლიტიკური პარტიების 29 სავარაუდო ამომრჩეველთა განაწილებას აღნიშნული პარტიების პოზიციებიდან მათი იდეოლოგიური დაშორების მიხედვით, ორგანზომილებიან იდეოლოგიურ სივრცეში. გარდა ამისა, ცხრილი 5.2 ასახავს ამომრჩეველთა შეხედულებების თანხვედრას მათი ფავორიტი პარტიების პოზიციებთან. ამომრჩეველთა და პარტიათა პრეფერენციები ორ იდეოლოგიურ განზომილებაში ცხრ. 5.2 საშუალო დაშორება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ „ლელო“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „მოქალაქეები“ „გახარია საქართველოსთვის“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართული ოცნება“ „ლეიბორისტული პარტია“ „ახალი“ პატრიოტთა ალიანსი“ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ „დროა“ „ევროპული საქართველო“ „გირჩი“ წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 0.78 0.79 0.95 0.96 0.96 1.10 1.36 1.51 1.59 1.84 1.99 2.20 2.30 2.31 თანხვედ რის პროცე ნტულობა 90.2 90.1 88.2 88.0 87.9 86.3 83.0 81.1 80.1 77.0 75.2 72.4 71.2 71.1 საშუალო დაშორება ასაკობრივი კატეგო რიის მიხედვით 18-35 35+ 50+ 0.80 0.75 0.69 0.81 0.77 0.74 1.02 0.88 0.87 0.97 0.94 0.92 0.94 1.02 0.97 1.12 1.07 1.02 1.42 1.28 1.17 1.49 1.57 1.51 1.62 1.55 1.69 1.88 1.77 1.65 1.98 2.01 2.24 2.21 2.20 2.29 2.29 2.32 2.42 2.26 2.53 3.23 28  იგივე ტენდენცია შეინიშნება დანართ 10-ში წარმოდგენილ სითბურ რუკებში. 29  It is assumed that a person“votes for a political party” if his/her voting propensity to this party is the highest among all of the political parties and exceeds 5. Please see section 6.1 for more details. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 31 წარმოდგენილ პარტიებს შორის, თავის მხარდამჭერებთან ყველაზე ნაკლები იდეოლოგიური დისტანცია აქვს პოლიტიკურ პარტიას„ანა დოლიძე – ხალხისთვის“, რაც რაოდენობრივად ასე აისახება: საშუალო დაშორება – 0,78 და თანხვედრის მაჩვენებელი – 90,2%. ეს მიუთითებს, რომ პარტიასა და მის ამომრჩევლებს შორის ძლიერი იდეოლოგიური თანხვედრაა. ამის მსგავსად, პარტიების –„გახარია საქართველოსთვის“,„მოქალაქეებისა“ და„ლელოს“ ანალიზი აჩვენებს ტენდენციას, რომ„ხმის მიცემის ალბათობის“ (PTV) უფრო მაღალი ქულები მიუთითებს ნაკლებ იდეოლოგიურ დაშორებაზე. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ პარტიების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებიც მსგავს იდეოლოგიურ შეხედულებებს იზიარებენ. ამის საპირისპიროდ,„გირჩი“ იდეოლოგიურად ყველაზე მეტადაა დაშორებული თავისი მხარდამჭერებისგან, კერძოდ: საშუალო მანძილი – 2,31 და თანხვედრის მაჩვენებელი – 71,1%. საინტერესოა, რომ რესპონდენტები, რომლებიც პარტიას აფასებენ„ხმის მიცემის ალბათობის“ უმაღლესი ქულით(10), იდეოლოგიურად ძალიან ახლოს არიან მის პოზიციასთან, ხოლო ისინი, ვინც ოდნავ დაბალ ქულებს ანიჭებენ(მაგ., 9-ს ან 8-ს), გაცილებით მეტ დისტანციაზე რჩებიან. ეს სურათი ნაკლებად თვალშისაცემია სხვა მემარჯვენე პარტიების შემთხვევაში, მაგრამ საერთო ჯამში, მათი იდეოლოგიური განსხვავებები შედარებით დიდი რჩება. ამ შეფასებაში„ქართული ოცნება“ შუალედურ პოზიციას იკავებს, კერძოდ: საშუალო იდეოლოგიური დაშორება – 1,36 და თანხვედრის მაჩვენებელი – 83%. ვერ ვიტყვით, რომ მისი პოზიცია ყველაზე მეტ თანხვედრაშია რესპონდენტებთან, თუმცა მისი იდეოლოგიური დისტანცია სხვა პარტიებთან შედარებით ზომიერია. გარდა ამისა, ამ პარტიის შემთხვევაში,„ხმის მიცემის ალბათობის“ ტენდენციები შერეული ხასიათისაა, რადგან მეტი სიმპათია ყოველთვის არ შეესაბამება ნაკლებ იდეოლოგიურ დაშორებას. პოლიტიკურ პარტიებს შორის იდეოლოგიური მანძილის შედარებისას მკაფიო მოდელი იკვეთება. ეკონომიკურად მემარჯვენე პარტიები, როგორიცაა„გირჩი“, „ევროპული საქართველო“,„დროა“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და„ახალი“, ისევე როგორც სოციო-კულტურულად კონსერვატიული პარტიები, როგორიცაა „პატრიოტთა ალიანსი“, უფრო დიდ იდეოლოგიურ დაშორებას ავლენენ თავიანთი მხარდამჭერებისგან. ეს ასახავს„საქართველოს საარჩევნო კომპასის“ რესპონდენტთა ფართო იდეოლოგიურ მიდრეკილებებს, რომლებიც იხრებიან მემარცხენე ეკონომიკური და სოციო-კულტურულად ლიბერალური პოზიციებისკენ. ამის საპირისპიროდ, პარტიები, რომლებიც უფრო მეტ თანხვედრაში არიან ამ გავრცელებულ ტენდენციებთან (მემარცხენე ეკონომიკური და სოციო-კულტურულად ლიბერალური), ნაკლებად არიან იდეოლოგიურად დისტანცირებულები თავიანთი მხარდამჭერებისგან. ზოგიერთი პარტიისთვის, იდეოლოგიური დისტანციისა და„ხმის მიცემის ალბათობის“(PTV) ქულები მკაფიო მოდელს მიჰყვება: რაც უფრო მაღალია მხარდაჭერა, მით მეტია იდეოლოგიური სიახლოვე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა პარტიებისთვის: „გახარია საქართველოსთვის“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“,„ანა დოლიძე – ხალხისთვის“,„მოქალაქეები“ და„ლელო“. რესპონდენტები, რომლებიც ამ პარტიებს უფრო დადებითად აფასებენ, მათთან მეტ იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან. ამის საპირისპიროდ,„ქართული ოცნების“,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,„ახალისა“ და„პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევაში,„ხმის მიცემის ალბათობის“ ქულებსა და იდეოლოგიურ დისტანციას შორის ურთიერთდამოკიდებულება ნაკლებად თანმიმდევრულია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეტი სიმპათია ყოველთვის არ ნიშნავს ნაკლებ იდეოლოგიურ დაშორებას. ზოგადად, ახალგაზრდები(18-35 ასაკის) უფრო მეტ იდეოლოგიურ დისტანციას ავლენენ უფროსი ასაკის ჯგუფებთან შედარებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასაკთან ერთად პოლიტიკური პრეფერენციები იცვლება. თუმცა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია განსხვავებულ მოდელებს აჩვენებს: → მაგალითად, პარტიების –„ლელო“,„მოქალაქეები“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და„სტრატეგია აღმაშენებელი“ – შემთხვევაში შეიმჩნევა სუსტი ტენდენცია, როდესაც ასაკთან ერთად მცირდება იდეოლოგიური დისტანცია მხარდამჭერებსა და პარტიულ პოზიციებს შორის. ეს ტენდენცია უფრო თვალსაჩინოა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში. ეს აიხსნება იმ ფაქტორით, რომ უფროსი თაობის რესპონდენტები მემარცხენე ეკონომიკური პოზიციებისკენ იხრებიან, რის გამოც მათი შეხედულებები უფრო მეტ თანხვედრაშია ამ პარტიების იდეოლოგიასთან. → მსგავსი მოდელი, როდესაც უფრო ასაკოვან პირებს ნაკლები იდეოლოგიური დისტანცია აქვთ პარტიულ პოზიციებთან, შეინიშნება„პატრიოტთა ალიანსსა“ და„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. თუმცა, ამ შემთხვევებში, ეს მოდელი შეიძლება მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ შედარებით ასაკოვანი რესპონდენტები კულტურული თვალსაზრისით უფრო კონსერვატიულები არიან, რის გამოც მათი შეხედულებები უფრო მეტ თანხვედრაშია ამ პარტიების იდეოლოგიასთან. → განსხვავებული მოდელი ჩანს პარტიების სხვა ჯგუფში, რომელშიც შედიან„გირჩი“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და„ევროპული საქართველო“(„დროასთან“ მიმართებაში ეს მოდელი მხოლოდ 18-35 და 50+ ასაკობრივ კატეგორიებში ვლინდება). აქ ახალგაზრდა მხარდამჭერები ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მემარჯვენეები არიან, ვიდრე უფროსი თაობის ამომრჩევლები, რის გამოც მათი შეხედულებები უფრო მეტ თანხვედრაშია ამ პარტიების იდეოლოგიასთან. → აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი შეუსაბამობა პარტიულ პოზიციებსა და მხარდამჭერთა შეხედუ32 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ლებებს შორის იდეოლოგიური დისტანციის მხრივ დაფიქსირდა„გირჩში“. 18-35 ასაკობრივ ჯგუფში პარტიის დაშორება იყო 2.26, ეს მაჩვენებელი 2.53მდე გაიზარდა 35 წელს ზემოთ ასაკის ამომრჩევლებისთვის და მიაღწია 3.23-ს 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. პოლიტიკურ პარტიათა ამომრჩევლების განაწილება შერჩეული პარტიების პოზიციებთან მათი დაშორების მიხედვით სურ. 5.2 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 33 34 ფრიდრიხ ებერტის ფონდი წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 5.3.„საარჩევნო კომპასის“ რესპონდენ ტთა იდეოლოგიური გადაჯგუფება მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის„საქართველოს საარჩევნო კომპასში“ შეტანილი დებულებები განსხვავდება 2020 წლის კვლევისგან, კვლავ მნიშვნელოვანია თვალყური მივადევნოთ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის სიახლოვის ევოლუციას.„საარჩევნო კომპასის“ რესპონდენტებმა, რომლებიც„ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს, მეტწილად შეინარჩუნეს თავიანთი სოციო-კულტურული და ეკონომიკური პოზიციები 2020 წლიდან 2024 წლამდე, თუმცა მათი ეკონომიკური პოზიცია უფრო მეტად გაფანტული გახდა, ვიდრე კონცენტრირებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ„ქართული ოცნების“ გადახრამ სოციო-კულტურულად კონსერვატიული და მემარცხენე ეკონომიკური პოზიციებისკენ მნიშვნელოვნად გაზარდა პარტიასა და მის მხარდამჭერებს შორის არსებული დისტანცია. ამის საპირისპიროდ,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი რესპონდენტები დაახლოებით ისე არიან განაწილებული, როგორც 2020 წელს, თუმცა უფრო კონცენტრირებული ფორმით, მაშინ როცა თავად პარტია მემარჯვენე ეკონომიკური პოზიციიდან ცენტრისტულისკენ გადაიხარა, რითაც უფრო დაუახლოვდა თავის ამომრჩევლებს.„ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი რესპონდენტები ეკონომიკურ თვალსაზრისით მარცხნივ გადაიხარნენ და ამავდროულად შეინარჩუნეს თავიანთი სოციო-კულტურული პოზიცია. „გირჩის“ მომხრეები ლიბერალებად რჩებიან; თუმცა, „გირჩი“ და„გირჩი – მეტი თავისუფლება“ ახლა უფრო მრავალფეროვან ელექტორატს იზიდავენ, რომელთა შორის მემარცხენე მხარდამჭერების წილი უფრო მაღალია, ვიდრე 2020 წელს.„ლელოს“ მხარდამჭერების განაწილება იგივე რჩება, თუმცა პარტია უფრო დაუახლოვდა თავის ელექტორატს. რესპონდენტები, რომლებიც მხარს უჭერენ„სტრატეგია აღმაშენებელს“, სოციო-კულტურული თვალსაზრისით უფრო ლიბერალურები გახდნენ, პარტიულ ცვლილებასთან შესაბამისად.„ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერები მსგავს შეხედულებებს ინარჩუნებენ, თუმცა თავად პარტია ეკონომიკური თვალსაზრისით მკვეთრად მემარცხენე და სოციალურად ოდნავ უფრო ლიბერალური გახდა. „მოქალაქეების“ მხარდამჭერი რესპონდენტები ეკონომიკური ნიშნით მარცხნივ გადაიხარნენ და გახდნენ უფრო სოციალურად ლიბერალურები, რამაც შეამცირა დაშორება პარტიასა და მის მხარდამჭერებს შორის. ამავდროულად,„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები გადაიხარნენ მემარცხენე ეკონომიკური და სოციალურად უფრო ლიბერალური პოზიციისკენ, ხოლო მათი განაწილება ნაკლებად კონცენტრირებული იყო. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 35 5.4. მიუმხრობელი ამომრჩევლები ანგარიშის ეს ნაწილი ეთმობა რეგრესიულ ანალიზს, რომელიც შეისწავლის რესპონდენტთა იდეოლოგიურ პროფილებსა და დემოგრაფიულ მახასიათებლებს შორის კავშირს მიუმხრობელი ამომრჩევლების შემთხვევაში. მიუმხრობელ ამომრჩევლად ითვლება ის, ვინც აცხადებს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში არ მისცა ხმა რომელიმე კონკრეტულ პარტიას. ამომრჩეველთა პრეფერენციების ძირითადი სტრუქტურის შესასწავლად ჩატარდა ფაქტორული ანალიზი, რათა გამოვლენილიყო ძირითადი განზომილებები, რომლებიც ხსნის პოლიტიკური პოზიციების ცვლილებებს. ეს ფაქტორები შემდეგ შევიდა რეგრესიის მოდელში დემოგრაფიულ ცვლადებთან ერთად. ანალიზის შედეგად ორი განსხვავებული ფაქტორი გამოიკვეთა. პირველი ფაქტორი წარმოადგენს მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებებისა და კონსერვატიული სოციალური ღირებულებების ერთობლიობას. იგი მოიცავს წამლის ფასების რეგულირებაში მთავრობის ჩარევის მხარდაჭერას, უცხოელების იმიგრაციისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების პოლიტიკის გამკაცრებას, სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, უფასო საყოველთაო ჯანდაცვასა და განათლებას, პროგრესულ გადასახადებს, მინიმალური ხელფასის პოლიტიკას, დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების შეზღუდვას გარემოს დაცვის მიზნით, ბუნების დამაბინძურებელი ბიზნესების დაბეგვრას, სკოლაში უფასო კვების უზრუნველყოფას, საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების დაცვას, სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტების ფლობას, უცხოელი პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის აკრძალვას, სესხის საპროცენტო განაკვეთების რეგულირებასა და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მეორე ფაქტორი ასახავს ლიბერალურ და პროდასავლურ სოციალურ შეხედულებებს. ის მოიცავს: დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შეზღუდვისთვის წინააღმდეგობას გაწევას; სკეპტიციზმის გამოთქმას იმ იდეის მიმართ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას; კრიტიკას იმ აზრის მიმართ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობა და წინააღმდეგობას რელიგიურ ნიადაგზე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართ. ეს შეხედულებები ასევე მოიცავს წინააღმდეგობას სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლების შემოღებისა და სამხედრო ნეიტრალიტეტის მიმართ, რელიგიური ინსტიტუტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მხარდაჭერას, უცხოური კომისიების მიერ მაღალი რანგის მოსამართლეების შემოწმებას, ლგბტქ+ უფლებების სრულ დაცვას, ნატოში გაწევრიანებას ამ პროცესის დროში გახანგრძლივების მიუხედავად და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებას, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფასად. ცხრილში 5.3 წარმოდგენილი რეგრესიის შედეგები მიუთითებს, რომ მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებების დაცვა კონსერვატიულ სოციო-კულტურულ ღირებულებებთან ერთად(ფაქტორი 1) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად და დადებითად ასოცირდება მიუმხრობელ ამომრჩეველთან. ამის საპირისპიროდ, თვალშისაცემია, რომ ლიბერალური და პროდასავლური სოციალური შეხედულებების მქონე ამომრჩევლები(ფაქტორი 2) ნაკლებად მიუმხრობელები არიან. სქესი, დასახლების ტიპი(სოფელი-ქალაქი) და ეთნიკური წარმომავლობა არ აჩვენებს მნიშვნელოვან სტატისტიკურ კავშირს პოლიტიკურ კუთვნილებასთან. ასაკთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენცია იკვეთება: ამომრჩევლის ასაკის მატებასთან ერთად მცირდება პოლიტიკური მიუმხრობლობის ალბათობა. ამ აღმოჩენების სიზუსტე დასტურდება მოდელის სხვადასხვა ფორმით მითითების შემთხვევაშიც: როდესაც ოთხი ძირითადი იდეოლოგიური ფაქტორის აღმნიშვნელ ცვლადებს ფართო მემარცხენე-მემარჯვენე ეკონომიკური და სოციო-კულტურულად კონსერვატიული-ლიბერალური განზომილებებით ვანაცვლებთ, შედეგები მსგავსი რჩება. კონკრეტულად, როგორც კულტურულად ლიბერალური შეხედულებების მხარდაჭერა, ისე მემარჯვენე ეკონომიკური პრეფერენციების დაცვა დაკავშირებულია მიუმხრობლობის შემცირებულ ალბათობასთან. გარდა ამისა, ეს ტენდენციები ნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, ამომრჩევლებმა ხმა 2020 წლის საპარლამენტო თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მისცეს, რაც მიუთითებს იდეოლოგიურ პოზიციასა და პოლიტიკურ კუთვნილებას შორის სტაბილურ ურთიერთკავშირზე. 36 ფრიდრიხ ებერტის ფონდი მიუმხრობელ ამომრჩევლებთან ასოცირებული ფაქტორები ცხრ. 5.3 ლოგისტიკური რეგრესია ამხსნელი ცვლადები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიუმხრობელი ამომრჩევლები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიუმხრობელი ამომრჩევლები ფაქტორი 1: მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებები, კონსერვატიული სოციალური ღირებულებები ფაქტორი 2: ლიბერალური და პროდასავლური სოციალური შეხედულებები სოფლად(შედარებულია ქალაქთან) აღმოსავლეთ საქართველო (შედარებულია დასავლეთ საქართველოსთან) თბილისი(შედარებულია სხვა დასახლებებთან) სოფლად და აღმოსავლეთით სქესი(ქალი-მამაკაცი) ეთნიკურობა(სხვა ეროვნებები შედარებულია ქართველებთან) 35-49 ასაკობრივი ჯგუფი(შედარებულია 18-34 ასაკთან) 50-64(შედარებულია 18-34 ასაკთან) 65+(შედარებულია 18-34 ასაკთან) ეკონომიკურად მემარცხენე-მემარჯვენე კულტურულად ლიბერალურიკონსერვატიული მუდმივა დაკვირვებები ფსევდო R-კვადრატი 0.396***(0.054) 0.318*** (0.048) -0.244*** 0,046)-0.250*** 0.045) 0.243(0.225) -0.072(0,198) 0.168(0.190) -0.137(0.166) 0.138(0.219) -0.354(0.191) 0.029(0.184) -0.443*** (0.163) -0.371**(0.165) 0.047(0.320) -0.094(0.106) -0.442*** (0.139) 0.248(0.269) -0.032(0.087) 0.32(0.523) 0.154(0.445) -0.149*(0.162)-0.222(0.138) 0.533(0.309) -0.088(0.100) 0.632**(0.263) -0.046(0.083) 0.347(0.471) 0.474(0.429) -0.375*** (0.113) -0.578*** (0.166) -1.363*** (0,487) -0.443***(0.097) -0.605*** (0.139) -1.220*** (0.345) -0.467*** (0.061) -0.439*** (0.107) -0.530*** (0.155) -1.582*** (0.472) -0.429*** (0.091) -0.599*** (0.134) -1.176*** (0.308) -0.401*** (0.056) -0.297*** 0.070)-0.294*** 0.067) -0.999(0.137) 3,154 0.057 -0.835*** (0.122) 4,197 0.062 -0.711*** (0.127) 4,179 0.057 -0.525*** (0.114) 4,179 0.058 კოეფიციენტები წარმოადგენს შანსის ლოგარითმებს(log-odds). კოეფიციენტების სტანდარტული შეცდომა მოცემულია ფრჩხილებში,*p<0.05;**p<0.01,***p<0.001 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 37 6. დასკვნა „საარჩევნო კომპასი – საქართველო“ გვთავაზობს პარტიებისა და ამომრჩევლების პოზიციების დეტალურ სურათს და გვიხასიათებს 2020 და 2024 წლების არჩევნებს შორის მომხდარ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები თვითშერჩეული რესპონდენტების შეხედულებებს ასახავს და არა ფართო მოსახლეობისას, შედეგები მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რომელ პოზიციებს იკავებს ამომრჩეველი მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიულ-ლიბერალურ იდეოლოგიურ ღერძებზე.„საარჩევნო კომპასი“ არა მხოლოდ ხაზს უსვამს ამომრჩეველთა შეხედულებების ფართო თავისებურებებს, არამედ საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ პარტიული პლატფორმები ამომრჩეველთა პრეფერენციებს და გამოვავლინოთ ძირითადი მსგავსება თუ სხვაობა. მთლიანობაში,„საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლებს აქვთ ზომიერი და გარკვეულწილად მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებები, რომლებშიც ჩანს ეკონომიკაში სახელმწიფოს მეტი ჩართულობის მხარდაჭერა. მართლმსაჯულების, საგარეო და სოციალური პოლიტიკის შეხედულებები შედარებით ლიბერალური ან ცენტრისტულია, ხოლო ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პოზიციები კვლავ მემარცხენე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ეკონომიკური პოზიციები ხშირად ემთხვევა ლიბერალურ სოციალურ დამოკიდებულებებს, პარტიები, როგორიცაა „ქართული ოცნება“ და„პატრიოტთა ალიანსი“, მემარცხენე ეკონომიკურ პლატფორმებს კონსერვატიულ სოციალურ ღირებულებებთან აერთიანებებნ. იმავდროულად, პარტიები, როგორიცაა „ახალი“,„გირჩი“,„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და„ევროპული საქართველო“ საპირისპირო მხარეს იკავებენ და სოციალურად ლიბერალურ პოზიციებთან ერთად მხარს უჭერენ მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას. აღსანიშნავია, რომ 32 პოლიტიკური დებულებიდან მხოლოდ ოთხი აჩვენებს პარტიებს შორის სრულ ან ნაწილობრივ თანხვედრას, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად გავრცელებულ ვარაუდს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის იდეოლოგიური პლურალიზმის არარსებობის შესახებ. 2024 წლის არჩევნებმა ასევე გვიჩვენა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ძვრები, განსაკუთრებით„ქართულ ოცნებაში“, რომლის პოზიციებიც სოციო-კულტურული თვალსაზრისით ზომიერიდან უფრო კონსერვატიულში გადაიზარდა. ამომრჩეველსა და პარტიას შორის სიახლოვის მხრივ, ყველაზე დიდი შეუსაბამობა ჩანს„ქართული ოცნების“,„პატრიოტთა ალიანსისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში. „ქართული ოცნების“ კონსერვატიულმა შემობრუნებამ ის დააშორა თავის ცენტრისტულ მხარდამჭერებს, ხოლო„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემარჯვენე ეკონომიკური და ლიბერალური სოციალური პლატფორმა ეწინააღმდეგება უფრო მემარცხენე, გარკვეულწილად კონსერვატიულ ელექტორატს. ამის საპირისპიროდ,„ლელო“,„მოქალაქეები“ და„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მკაფიო თანხვედრაში არიან თავიანთ მხარდამჭერებთან, ხოლო მემარჯვენე პარტიები, როგორიცაა „ახალი“,„დროა“,„გირჩი“ და„ევროპული საქართველო“, ცდილობენ, რომ შეაჯერონ თავიანთი ეკონომიკური პოზიციები ეკონომიკური თვალსაზრისით მარცხნივ მიდრეკილ ამომრჩეველთან. „სტრატეგია აღმაშენებელი“,„ლეიბორისტული პარტია“ და„გახარია საქართველოსთვის“ მკაფიო თანხვედრაში არიან თავიანთ მხარდამჭერებთან სოციო-კულტურულ საკითხებში, მაგრამ განსხვავდებიან ეკონომიკურ მიმართულებაში. 2020 წლიდან მოყოლებული, გაორმაგდა„ქართული ოცნების“ იდეოლოგიური დისტანცია მხარდამჭერებთან, ხოლო„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და„მოქალაქეებმა“ ეს დაშორება საკმაოდ შეამცირეს. პირები, რომლებიც მხარს უჭერენ მემარცხენე ეკონომიკურ მიმართულებას, მაგრამ აქვთ კონსერვატიული სოციალური შეხედულებები, უფრო ხშირად ინარჩუნებენ მიუმხრობლობას. უფროსი ასაკის ამომრჩევლები ავლენენ პარტიული კუთვნილების უფრო მაღალ მაჩვენებელს, ხოლო სოციალურად ლიბერალური, პროდასავლური ელექტორატი, როგორც წესი, კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს. რადგანაც„ქართული ოცნება“„საარჩევნო კომპასის“ მემარცხენე-კონსერვატიულ კვადრანტს იკავებს, შეიძლება ველოდოთ, რომ ის თავისკენ მიიზიდავს მიუმხრობელ ამომრჩევლებს. 38 ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამომავლო პროგნოზების გაკეთებისას, ჩნდება მთავარი შეკითხვა: შეძლებს კი საქართველოს პოლიტიკური სისტემა და განვითარებადი დემოკრატია გაუძლოს ავტორიტარიზმის მსოფლიო ტალღას, რომელიც უკვე ვლინდება ქვეყნის შიგნით? ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტი იმაზე მიუთითებს, რომ წინააღმდეგობა გრძელდება, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, საქართველო უფრო პლურალისტურ და დემოკრატიულ წესრიგს აირჩევს, თუ ავტორიტარიზმის ხაფანგში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, 2020 და 2024 წლების„საარჩევნო კომპასის“ მონაცემები აფიქსირებენ იმ პოლიტიკურ პოზიციებს, რომლებსაც საქართველოში არსებული პარტიები და ამომრჩევლები იკავებდნენ ქვეყნის ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 39 7. დანართები დანართი 1: საშუალო ქულა, სტანდარტული გადახრა და ესტებანისა და რეის პოლარიზაციის ინდექსი თითოეული დებულებისთვის დებულების იდეოლოგიური მიმდინარეობა სოციო-კულტურულად ლიბერალური სოციო-კულტურულად ლიბერალური ეკონომიკურად მემარჯვენე სოციო-კულტურულად ლიბერალური ეკონომიკურად მემარცხენე ეკონომიკურად მემარჯვენე ეკონომიკურად მემარცხენე სოციო-კულტურულად კონსერვატიული ეკონომიკურად მემარცხენე ეკონომიკურად მემარცხენე სოციო-კულტურულად კონსერვატიული სოციო-კულტურულად ლიბერალური სოციო-კულტურულად ლიბერალური დებულება ყველა პარტია ვალდებულია, საარჩევნო სიაში დაიცვას ქალი წევრების კვოტა სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრაში მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებული უნდა იყოს მდიდრებმა თავიანთი შემოსავლის უფრო დიდი წილი უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო დაზღვევა მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება სახელმწიფო სასწავლებლებში განათლება ყველა საფეხურზე უფასო უნდა იყოს საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს მედიკამენტების ფასები სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მინიმალური სახელფასო ზღვარი, რომელზე ნაკლების გადახდაც დამსაქმებელს კანონით აეკრძალება კრიმინალის დონის შესამცირებლად სასჯელი უნდა გამკაცრდეს მაღალი თანამდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმოს უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ ლგბტქი+ პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ სრულად უნდა დაიცვას საშუალო ქულა 3.16 3.22 2.89 2.81 3.43 3.09 3.37 2.45 3.80 4.00 3.50 3.78 3.83 სტანდარტუ ლი გადახრა 1.39 1.37 1.36 1.35 1.33 1.32 1.30 1.29 1.28 1.28 1.26 1.25 1.25 ესტებანისა და რეის პოლარი ზაციის ინდექსი 0.20 0.21 0.21 0.20 0.19 0.22 0.20 0.19 0.17 0.15 0.19 0.16 0.15 40 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დებულების იდეოლოგიური მიმდინარეობა ეკონომიკურად მემარჯვენე სოციო-კულტურულად ლიბერალური სოციო-კულტურულად კონსერვატიული ეკონომიკურად მემარცხენე ეკონომიკურად მემარცხენე ეკონომიკურად მემარცხენე სოციო-კულტურულად კონსერვატიული სოციო-კულტურულად ლიბერალური სოციო-კულტურულად ლიბერალური სოციო-კულტურულად ლიბერალური ეკონომიკურად მემარცხენე სოციო-კულტურულად კონსერვატიული სოციო-კულტურულად კონსერვატიული სოციო-კულტურულად ლიბერალური სოციო-კულტურულად კონსერვატიული დებულება უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრივატიზება საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გადაუდებელი პრობლემების მოგვარების მიზნით უნდა გამკაცრდეს საქართველოში უცხოელების შემოსვლისა და მათზე ბინადრობის უფლების გაცემის წესი გარემოს დაცვის მიზნით, დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აიკრძალოს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხა უნდა გაიზარდოს ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაო და უფასო სკოლაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის სწავლება სავალდებულო უნდა იყოს რელიგიური ინსტიტუტები, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უცხოელებსაც უნდა შეეძლოთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული არეალების მცხოვრებლებს სახელმწიფო მომსახურების მიღება უმცირესობების ენებზე უნდა შეეძლოთ. სახელმწიფომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფასოდ კვება უნდა უზრუნველყოს საქართველომ იმ შემთხვევაშიც კი უნდა გააღრმავოს ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა თუ ეს დასავლეთთან ურთიერთობებს გააუარესებს. რელიგიური გრძნობების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მისაღებია. საქართველოს უნდა ჰქონდეს პროდასავლური კურსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობებს გააუარესებს. დასავლეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. საშუალო ქულა 2.73 3.33 3.61 2.89 3.76 3.79 2.15 3.94 2.50 2.69 3.96 2.13 1.91 4.26 1.84 სტანდარტუ ლი გადახრა 1.24 1.24 1.24 1.24 1.24 1.23 1.23 1.21 1.20 1.18 1.14 1.10 1.08 1.07 1.07 ესტებანისა და რეის პოლარი ზაციის ინდექსი 0.19 0.18 0.17 0.19 0.16 0.16 0.17 0.15 0.19 0.19 0.13 0.16 0.14 0.11 0.13 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 41 დებულების იდეოლოგიური მიმდინარეობა სოციო-კულტურულად ლიბერალური ეკონომიკურად მემარჯვენე სოციო-კულტურულად კონსერვატიული ეკონომიკურად მემარცხენე დებულება საქართველო უნდა ეცადოს ნატოში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს ევროკავშირთან ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის ქართულ ეროვნულ თვითმყოფადობას იმ ბიზნესებმა, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი გადასახადი უნდა გადაიხადონ საშუალო ქულა 4.31 4.20 1.53 4.33 სტანდარტუ ლი გადახრა 1.02 0.94 0.92 0.91 ესტებანისა და რეის პოლარი ზაციის ინდექსი 0.09 0.09 0.08 0.07 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 42 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დანართი 2: ჯანდაცვა და განათლება- იდეოლოგიური განზომილებების განაწი ლება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დემოგრაფიული მახა სიათებლების მიხედვით(სქესი, განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნი კური წარმომავლობა) წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 43 დანართი 3: მართლმსაჯულება- იდეოლოგიური განზომილებების განაწილება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დემოგრაფიული მახასია თებლების მიხედვით(სქესი, განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნიკური წარმომავლობა) წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 44 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დანართი 4: საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება- იდეოლოგიური განზომილე ბების განაწილება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დემოგ რაფიული მახასიათებლების მიხედვით(სქესი, განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნიკური წარმომავლობა) წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 45 დანართი 5: სოციალური საკითხები- იდეოლოგიური განზომილებების განაწი ლება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დემოგრაფიული მახა სიათებლების მიხედვით(სქესი, განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნი კური წარმომავლობა) წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 46 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დანართი 6: გარემოსდაცვითი საკითხები- იდეოლოგიური განზომილებების გა ნაწილება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით(სქესი, განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნიკური წარმომავლობა) წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 47 დანართი 7: ეკონომიკა- იდეოლოგიური განზომილებების განაწილება სხვადა სხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით(სქესი, განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნიკური წარმომა ვლობა) წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 48 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დანართი 8: საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა თითოეული თემატური დებულებისთვის, დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით(სქესი, განათ ლება, დასახლების ტიპი, ასაკი და ეთნიკური წარმომავლობა) საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა თითოეული თემატური დებულებისთვის სქესის მიხედვით ცხრ A.1 სქესი განზომილება პოლიტიკური სფერო L-R ჯანდაცვა და განათლება C-L მართლმსაჯულება C-L საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება C-L სოციალური საკითხები L-R გარემოს დაცვა L-R ეკონომიკა წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ კაცი საშუალო ს/გ 2,66 0,90 3,12 0,85 3,87 0,71 3,14 0,72 2,58 0,92 2,90 0,90 ქალი საშუალო ს/გ 2,31 0,73 2,94 0,76 3,95 0,59 3,30 0,58 2,67 0,65 2,14 0,77 საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა თითოეული თემატური დებულებისთვის ასაკის ნიშნით განზომილება L-R C-L C-L C-L L-R L-R ასაკი პოლიტიკური სფერო ჯანდაცვა და განათლება მართლმსაჯულება საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება სოციალური საკითხები გარემოს დაცვა ეკონომიკა 18-34 საშუ- ს/გ ალო 2,42 0,85 3,07 0,80 3,97 0,62 35-49 საშუ- ს/გ ალო 2,61 0,86 3,05 0,81 3,92 0,65 50-64 საშუ- ს/გ ალო 2,52 0,75 2,91 0,80 3,77 0,70 3,27 0,65 3,24 0,67 3,09 0,63 2,37 0,92 2,42 0,85 2,21 0,76 2,81 0,83 2,79 0,81 2,70 0,64 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ ცხრ. A.2 65+ საშუ- ს/გ ალო 2,32 0,66 2,76 0,81 3,64 0,75 2,97 0,62 2,16 0,77 2,61 0,56 საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა თითოეული თემატური დებულებისთვის ეთნიკური ნიშნით ცხრ. A.3 განზომილება ეთნიკურობა პოლიტიკური სფერო L-R ჯანდაცვა და განათლება C-L მართლმსაჯულება C-L საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება C-L სოციალური საკითხები L-R გარემოს დაცვა L-R ეკონომიკა წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ ქართველი საშუალო ს/გ 2,48 0,84 3,03 0,81 3,92 0,65 3,22 0,66 2,36 0,87 2,78 0,79 სხვა საშუალო ს/გ 2,38 0,87 2,95 0,82 3,78 0,67 3,35 0,65 2,33 0,86 2,68 0,79 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 49 საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა თითოეული თემატური დებულებისთვის დასახლების ტიპის ნიშნით ცხრ. A.4 დასახლების ტიპი განზომილება პოლიტიკური სფერო L-R ჯანდაცვა და განათლება C-L მართლმსაჯულება C-L საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება C-L სოციალური საკითხები L-R გარემოს დაცვა L-R ეკონომიკა თბილისი საშუალო ს/გ 2,54 0,85 3,12 0,81 3,96 0,64 3,28 0,66 2,40 0,88 2,82 0,80 სხვა ქალაქი საშუალო ს/გ 2,47 0,85 2,97 0,81 3,88 0,68 3,19 0,68 2,34 0,88 2,77 0,79 სოფელი საშუალო ს/გ 2,39 0,80 2,93 0,79 3,85 0,65 3,17 0,65 2,29 0,86 2,72 0,77 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა თითოეული თემატური დებულებისთვის განათლების დონის ნიშნით ცხრ. A.5 განათლების დონე განზომილება პოლიტიკური სფერო L-R ჯანდაცვა და განათლება C-L მართლმსაჯულება C-L საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება C-L სოციალური საკითხები L-R გარემოს დაცვა L-R ეკონომიკა წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ უმაღლესი განათლება საშუალო ს/გ 2,53 0,84 3,06 0,80 3,93 0,65 3,24 0,66 2,38 0,87 2,79 0,80 არაუმაღლესი განათლება საშუალო ს/გ 2,28 0,78 2,90 0,83 3,83 0,67 3,15 0,67 2,27 0,90 2,72 0,76 50 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დანართი 9: ამომრჩეველთა პრეფერენციების განაწილება ორ იდეოლოგიურ გა ნზომილებაში პარტიული პრეფერენციების მიხედვით საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 51 52 ფრიდრიხ ებერტის ფონდი წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ შენიშვნა: განაწილება გვიჩვენებს ამომრჩეველთა იდეოლოგიურ პოზიციებს. ვერტიკალური ხაზები გვიჩვენებს პარტიების იდეოლოგიურ პოზიციებს. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 53 დანართი 10: რესპონდენტთა იდეოლოგიური განაწილება, რომლებსაც პოლიტი კური პარტიებისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვთ 54 ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 55 წყარო:„საარჩევნო კომპასი- საქართველო“ 56 ფრიდრიხ ებერტის ფონდი დანართი 11: საშუალო დისტანცია პარტიებთან,„ხმის მიცემის ალბათობის“ ქუ ლების მიხედვით საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 57 58 ფრიდრიხ ებერტის ფონდი Source: Election Compass Georgia საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 59 გამოყენებული ლიტერატურა ცესკო(ცენტრალური საარჩევნო კომისია),„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა”, 2024 წ. https://cesko.ge/en/siakhleebi/pres-relizebi/ singleview/11035242-tsentralurma-saarchevno-komisiam-sakartvelos-parlamentis-2024-tslis-26-oktombris-archevnebi-sheajama, ნანახია 2025 წლის 30 იანვარს. Civil.ge,„ძლიერი საქართველო“ და გახარიას„საქართველოსთვის“ საარჩევნო ალიანსზე ვერ შეთანხმდნენ“, 2024 წელი, https://civil.ge/archives/624874, ნანახია 2025 წლის 28 იანვარს. Civil.ge,„ოპოზიციური კოალიციები გაფართოებას განაგრძობენ“, 2024 წელი, https://civil.ge/archives/621000, ნანახია 2025 წლის 28 იანვარს. CRRC Georgia,“Caucasus Barometer Time Series Data. TRUPPS: Trust Towards Political Parties,” 2024. Dalton, Russell J., David M. Farrell, and Ian McAllister, Political Parties and Democratic Linkage: How Parties Organize Democracy. OUP Oxford, 2011. Gurcov, Nichita and Shubladze, Rati,“Georgia: An‘Existential’ Election.” Election Watch, ACLED, 2024, https://acleddata.com/2024/10/21/georgia-an-existentialelection/, accessed on 28 January 2025. კახიშვილი, ლევანი, დავით კეშელავა, გიორგი პაპავა და დავით სიჭინავა,„საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი“. თბილისი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, 2021 წ. Kakhishvili, Levan,“The Socializing Effects of Georgian Parties’ Membership in European Political Party Federations.” GIP, 2018, https://gip.ge/wp-content/uploads/2018/11/Party-Socialization_Eng_2018.pdf, accessed on 28 January 2025. Kieskompas,“About Kieskompas.” https://www.kieskompas.nl/en/about-us/, 2025. Malerius, Stephan,“Polarise and Rule!” Konrad-Adenauer-Stiftung, 2024, https://www.kas.de/en/web/auslandsinformationen/artikel/detail/-/content/polarisiere-und-herrsche, accessed on 28 January 2025. Open Society Foundations,“The Troubling March of‘Foreign Agents’ Laws.”, 2024, https://www.opensocietyfoundations.org/explainers/the-troublingmarch-of-foreign-agents-laws, accessed on 28 January 2025. OSCE/ODIHR,“Georgia, Parliamentary Elections, 26 October 2024: Final Report.” Warsaw: Organization for Security and Co-operation in Europe, December 2024. სამხარაძე, ნინო,“საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ადგილი არჩევნების შემდეგ: რამდენად ნაცრისფერია„ნაცრისფერი ზონა“? GIP, 2024 წ., https://gip.ge/the-new-geopolitical-position-of-georgia-after-the-elections-how-grey-is-the-grey-zone/, ნანახია 2025 წლის 28 იანვარს. Schiffers, Sonja,“The 2024 Elections in Georgia: Descent into Hegemonic Authoritarianism,” October 2024. Shubladze, Rati, David Sichinava, and Tamar Khoshtaria,„Generation of Independent Georgia: In Between Hopes and Uncertainties“. Tbilisi: Friedrich-EbertStiftung, 2023. Sichinava, David,“Elections, Political Parties and Social Change in Georgia (2003-2016).” Indiana University Press, 2020. გერსამია მარიამ, ჯაფარიძე გაიოზ(გია), კალანდაძე ნინო, ხარებავა გიორგი, ჯოხაძე გიორგი,“შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში.” თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი, 2020. კვაშილავა ბაკურ,“შიდაპარტიული დემოკრატია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში.” EECMD, 2021. 60 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ავტორების შესახებ დოქტორი დავით კეშელავა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი და მაკროეკონომიკური პოლიტიკის პრაქტიკის ხელმძღვანელია, სადაც ის 2016 წლიდან მუშაობს. დოქტორ კეშელავას აქვს ფართო გამოცდილება მაკროეკონომიკური მოდელირების, გენდერული ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში. მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის(თსუ) ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის(ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. დავით კეშელავა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის რამდენიმე მსხვილი კვლევითი პროექტის მთავარი მონაწილა, მათ შორის მარეგულირებელი გავლენის შეფასებისა და გენდერული გავლენის შეფასების მიმართულებით. გარდა ამისა, ის ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე ასწავლის ბაკალავრიატის კურსებს სხვადასხვა თემებზე, როგორებიცაა ფინანსები და საბანკო საქმე, საერთაშორისო ფინანსები, შედარებითი ეკონომიკური სისტემები და გენდერული ეკონომიკა. დოქტორი დავით სიჭინავ ა საზოგადოებრივი გეოგრაფი და კარლტონის უნივერსიტეტის ევროპული, რუსული და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტის (ოტავა, კანადა) ასოცირებული მკვლევარი-პროფესორია. ამასთან, დავითი„ლანგერ-რისერჩ-ასოსიეთის“(ნიუ-იორკი) მკვლევარია. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივ აზრის შესწავლას ევრაზიაში, არჩევნებს, კონფლიქტით გამოწვეულ იძულებით გადაადგილებას და ქალქგანვითარების პოლიტიკას. დავითი გახლავთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ჟურნალის, „კომუნისტური და პოსტკომუნისტური კვლევების (Communist and Post-Communist Studies)“ ასოცირებული რედაქტორი. თორნიკე სურგულაძე ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია, სადაც 2023 წლიდან მუშაობს. მას აქვს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი(ISET, 2021) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი(2019). ISET-PI-ში მისვლამდე, თორნიკე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში და აქვს მიკროეკონომიკისა და ეკონომეტრიკის სწავლების ფართო გამოცდილება როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე. რატი შუბლაძე, სოციოლოგიის დოქტორი რატი შუბლაძე არის მკვლევარი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ათ წელზე მეტი გამოცდილებით. რატი ფლობს სოციოლოგიის დოქტორის ხარისხს, რომელიც მან 2021 წელს დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წლიდან ასწავლიდა სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში. ამჟამად აფილირებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), სადაც სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელია. რატის აქვს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებში, აგრეთვე მონიტორინგისა და შეფასების საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება. რატის აგრეთვე აქვს მონაწილეობა მიღებული რიგ აკადემიურ კვლევით პროექტებში, რომლებიც სწავლობდნენ ახალგაზრდობის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს. რატის აკადემიური ინტერესები მოიცავს არჩევნებს, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას, ახალგაზრდულ კულტურას და ახალგაზრდების კვლევებს. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მწვავე დაპირისპი რებისა და კონკურენციის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციური პარტიის წარმო მადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და რიგითი მოქალაქე ები ამ არჩევნებს„ეგზისტენციალურს“ უწოდებდნენ. არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ გარემოში, ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოიწვია„ქართული ოცნების“ მთავრობის საკამათო კანონ მდებლობამ, რაც ბევრის მიერ სამოქალაქო უფლებების შემზღუდველ და ავტორიტარული კონტროლის გამკაცრებისკენ მიმართულ ღონისძიებე ბად შეფასდა. პოლიტიკოსები ჩართულები იყვნენ უკომპრომისო ბრძო ლაში სხვადასხვა პლატფორმაზე, შესაბამისად, ძალიან მცირე ადგილი რჩებოდა შინაარსობრივი პოლიტიკური დებატებისთვის. ამ ხარვეზის შევსება სცადა Geocompass-მა(„ჯეოკომპასმა“),„ხმის მიცემის საკონსულტაციო ონლიან აპლიკაციამ“(VAA), რომელიც აგებულია ფა რთოდ აპრობირებულ Kieskompas-ის(„კისკომპასის“) მეთოდოლოგიაზე. ამ ინსტრუმენტმა დასვა 32 პოლიტიკური შეკითხვა ექვს თემატურ სფეროში, მომხმარებლები დაალაგა მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიუ ლი-ლიბერალური განზომილებების მქონე სკალებზე და დაეხმარა მათ საქართველოს ფრაგმენტულ იდეოლოგიურ ლანდშაფტზე ნავიგაციაში. Geocompass-ი(„ჯეოკომპასი“) 30 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა შეავსო, მი ღებული მონაცემები კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სურათს, თუ სად დგანან ამომრჩევლები და პარტიები პოლარიზებულ პოლიტიკურ ასპა რეზზე. დამატებითი ინფორმაცია ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: ↗ www.southcaucasus.fes.de