ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ თბილისი 2023 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ ᲔᲙᲝᲜᲘᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘ © ფრიდრიხ ებერტის ფონდი © დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI) ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ., 1 ჩიხი, სახლი 1 0179 თბილისი| საქართველო ტელ.:+995 32 225 07 28 http://southcaucasus.fes.de/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: georgia@fes.de პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გარეშე. სარჩევი ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ 2 1. ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ 3 1.1 ეთნიკური ქართველებისთვის დროებითი ვიზა ქრთამით გაიცემა 3 1.2 აფხაზეთში გადასვლის მსურველები ცენტრალური ხელისუფლების ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან 3 1.3 ვადაგასული ბინადრობის მოწმობები 4 1.4 ენგურის ხიდზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული გადასახადი 4 1.5 ახალგორელებს ცენტრალური ხელისუფლება გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებით ბარიერებს უწესებს 4 2. ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ 6 2.1 აფხაზი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება მხოლოდ რუსეთშია შესაძლებელი 6 2.2 დისკრიმინაცია და შევიწროება გალის საჯარო სკოლებში 7 2.3 ახალგორის სკოლებში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა 7 3. ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲠᲑᲘᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ 9 3.1 ბჟანიას დე ფაქტო მთავრობა აფხაზური საზოგადოების რისხვის შიშსა და რუსულ შანტაჟს შორის 9 3.2 ე.წ. რუსული აპარტამენტების კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს 10 3.3 აფხაზეთის ანექსია რუსეთის ფედერაციის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებით კიდევ უფრო გამყარდება 10 3.4 რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულად დაფინანსებას 11 3.5 საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიურდა 11 3.6 რუსული პროპაგანდა გალში 12 4. ᲒᲔᲜᲓᲔᲠᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝᲑᲐ 13 4.1 ნათია ბახტაძის მკვლელობა- ფემიციდი და ქალთა უუფლებობა აფხაზეთში 13 4.2 ლგბტქი+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა აფხაზეთში 13 5. ᲡᲐᲝᲙᲣᲞᲐᲪᲘᲝ ᲮᲐᲖᲗᲐᲜ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ 15 5.1 მუჟავას თემი(მუჟავა, ოლორი, ნაშამგუ) 15 5.2 ფახულანი-საბერიოს გადასასვლელი 15 5.3 რიყე და ტყაია 16 5.4 ანაკლია 16 5.5 განმუხური 16 5.6 ხურჩა 16 5.7 ორსანტია 17 5.8 ფოცხო-ეწერი 17 5.9 ენგურის ხიდი 17 1 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ანგარიშში მიმოხილულია ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. მასში თავმოყრილია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ 2023 წლის მარტიდან სექტემბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის ობიექტური და ყოვლისმომცველი ანალიზი რთულია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე ოკუპაციის გამო, რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირება უკიდურესად შეზღუდულია. შესაძლებლობის ნაკლებობა, ადგილზე შეფასდეს მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ხაზს უსვამს ოკუპაციაში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების, უკიდურეს მოწყვლადობას და მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ზემოთაღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, წინამდებარე ანგარიშში დეტალურად არაა განხილული რამდენიმე საკითხი, რომელიც მუდმივად წარმოადგენს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განსაკუთრებული წუხილის საგანს. მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება; აფხაზეთისა და ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ეთნიკურად ქართველი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებები; და რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოს ხელისუფლების არაეფექტიანი პოლიტიკა, მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლებას. ვრცელებული ინფორმაცია. კვლევის მიზნებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცემული აქტები, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით მოპოვებული დოკუმენტები და აფხაზეთში მოქმედი ე.წ. სამართლებრივი დოკუმენტები დავიხმარეთ; საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვიზიტის დროს გამოვკითხეთ ადგილობრივი მოსახლეობა. საკონტაქტო პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ანგარიშის პირველ თავებში დაჯგუფებულია ფიზიკური ხელშეუხებლობის, განათლების და გადაადგილების თავისუფლების შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებული მასალები. ანგარიშში მიმოხილულია აფხაზეთში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები, ფემიციდის გახშირებული ფაქტები და ლგბტქი+ ადამიანების გამოცდილებები. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია აფხაზეთში ბოლო პერიოდში გააქტიურებული რუსული რბილი ძალა, რუსული ზეგავლენის და კონტროლის გაძლიერების ფაქტები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სოციალური პრობლემები. ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეფუძნება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის ოკუპირებულ გალში, სოხუმში და ახალგორში მცხოვრები საკონტაქტო პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს და შესაბამისად, მხოლოდ დაკვირვების პერიოდში იდენტიფიცირებული ყველაზე აქტუალური საკითხებით შემოიფარგლება. კვლევის დროს ინფორმაციის მოძიების შერეული მეთოდი გამოვიყენეთ- მათ შორის, სამაგიდო კვლევა, საველე სამუშაოები, ინტერვიუები და საჯარო წყაროებში გა2 ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ Ქ1 ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ 1.1 ᲔᲗᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲠᲝᲔᲑᲘᲗᲘ ᲕᲘᲖᲐ ᲥᲠᲗᲐᲛᲘᲗ ᲒᲐᲘᲪᲔᲛᲐ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას და ტერიტორიიდან გასვლას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი არეგულირებს. ე.წ. საკანონმდებლო აქტი„აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და აფხაზეთის რესპუბლიკიდან გასვლის შესახებ“ ადგენს აფხაზეთში შესასვლელად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და განსაზღვრავს ვიზის სახეობებს. აფხაზეთში მოსახვედრად ვიზის აღება რთულია და რამდენიმე ეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, პროცედურა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური ქართველებისთვის. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში მოხვედრის მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა, ჩასვლის სურვილი კი ძირითადად წინაპართა საფლავების ან ახლო ნათესავების მონახულებას უკავშირდება. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად ეთნიკურ ქართველებს ე.წ. ვიზის აღება უწევთ, რომელიც, როგორც წესი, 10 დღის ვადით გაიცემა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვიზის ქრთამის გარეშე მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. ქრთამის ოდენობა კი ეთნიკური ქართველებისთვის ორმაგია. 1.2 ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲒᲐᲓᲐᲡᲕᲚᲘᲡ ᲛᲡᲣᲠᲕᲔᲚᲔᲑᲘ ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲑᲘᲣᲠᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚ ᲑᲐᲠᲘᲔᲠᲔᲑᲡ ᲐᲬᲧᲓᲔᲑᲘᲐᲜ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წლიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინდივიდუალური საჭიროებებისთვის აუცილებელი ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმება სჭირდებოდა. მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავდა, რომ ტვირთის გადაზიდვის ბუნდოვანი შეზღუდვა, მათ შორის, საკვებს და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებსაც ეხებოდა. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. ორგანიზაციას აღნიშნულზე დამატებითი ინფორმაცია საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს. საკითხზე სახელმწიფოს პოზიციის დასაზუსტებლად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართა. წერილში მივუთითეთ, რომ მოსახლეობისთვის უცნობია, რომელი ტვირთის გადატანა შეუძლიათ და რა კანონის დანაწესი მოქმედებს; არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რაც არამეწარმე ფიზიკურ პირებს უზღუდავს ტვირთის გარკვეული დასახელებისა ან/და რაოდენობის გადატანას; რა ჩაითვლება პირადი მოხმარების რაოდენობად და სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა ისარგებლონ სპეციალური საწარმოს სტატუსით. წერილში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უთითებდა, რომ საგადასახადო კოდექსის მუხლი 242 იცნობს სპეციალური საწარმოს სტატუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები/საქმიანობის განმახორციელებელი ადამიანებისთვის. აღნიშნულ ურთიერთობას ასევე აწესრიგებს„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. კანონი კრძალავს ან კონტროლის ობიექტად მიიჩნევს პროდუქტის გადატანას, რომელიც სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება, ან სამხედრო დანიშნულებისაა. კანონის დათქმის მიღმა კი, მეორე წელია, დანერგილია და მოქმედებს მავნე პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში პროდუქტების შეტანა მხოლოდ განსაზღვრული თანამდებობის პირის ინდივიდუალური თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, უარი ეთქვათ მავნე პრაქტიკაზე/ რეგულაციაზე, რაც მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობისას დამატებით ბარიერებს უქმნიდა; ჩვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა ამგვარი რეგულაციის არსებობის აუცილებლობა, სახელმწიფოს უნდა დაესაბუთებინა აღნიშნული შეზღუდვის კრიტიკული აუცილებლობა და დასახული მიზნის სხვა, ნაკლებად მტკივნეული მეთოდებით მიღწევის შეუძლებლობა; ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უნდა უზ3 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ რუნველეყო მოსახლეობის ინფორმირება ტვირთის გადატანის შესახებ არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. 1.4. ᲔᲜᲒᲣᲠᲘᲡ ᲮᲘᲓᲖᲔ ᲛᲝᲛᲣᲨᲐᲕᲔ ᲡᲐᲛᲐᲠᲨᲠᲣᲢᲝ ᲢᲐᲥᲡᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲬᲔᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲮᲐᲓᲘ 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ხელისუფლებამ უარი თქვა ტვირთის გადატანის შეზღუდვის უკანონო პრაქტიკაზე, რაც მისასალმებელია. 1.3. ᲕᲐᲓᲐᲒᲐᲡᲣᲚᲘ ᲑᲘᲜᲐᲓᲠᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲔᲑᲘ გალელებს, რომლებმაც აფხაზური და რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს, 2017-2018 წლებში ე.წ. ბინადრობის მოწმობები დაურიგდათ, რაც დროებითი გადაადგილების დოკუმენტადაც ითვლება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლას გალის მაცხოვრებლები სწორედ ამ მოწმობით ახერხებდნენ. თუმცა, ვინაიდან ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა 5 წელია, გალელების უმრავლესობა 2023 წლის დასაწყისისთვის გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე დარჩა. „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ აფხაზურ ე.წ. კანონში 2023 წლის იანვარში შეტანილმა ცვლილებებმა ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გაართულა. გადაადგილების დოკუმენტის გასაცემად, გალელებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ყოფნის დადასტურება მოსთხოვეს. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სტუდენტებისა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის. პრობლემის მოსაგვარებლად გალელებს კორუფციული გამოსავალი შესთავაზეს. გალში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებლად ყალბი საბუთის დამზადება ასი ათასი რუბლი(დაახლოებით 3 110 ლარი) ღირს. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი,დოკუმენტის არ ქონის გამო, გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა. ამჟამად, პრობლემის სრულად გადაწყვეტამდე და მოსახლეობის პროტესტის გასანეიტრალებლად, ფორმა#9-ის მოქმედების ვადა მარტის ბოლოდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა, მოსახლეობას აფხაზეთში უწყვეტად ცხოვრებისდამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ქრთამის გადახდა, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში გალსა და ენგურის ხიდს შორის მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დე ფაქტო მილიციაში დაიბარეს და მუშაობის უფლების გასაგრძელებლად ქრთამი მოსთხოვეს. მძღოლები დღიურად 300 რუბლს(დაახლოებით, 9.5 ლარი) იხდიან. აქედან, როგორც ამბობენ, 100-100 რუბლი მორიგე მილიციელებისთვისაა განკუთვნილი, 100 რუბლი კი ადგილობრივი დე ფაქტო სახელმწიფო ავტოსაგზაო ინსპექციის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. 1.5. ᲐᲮᲐᲚᲒᲝᲠᲔᲚᲔᲑᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲖᲔ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ ᲑᲐᲠᲘᲔᲠᲔᲑᲡ ᲣᲬᲔᲡᲔᲑᲡ ახალგორის მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თვის განმავლობაში მხოლოდ 10 დღე შეუძლია. ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა- რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის ოციდან ოცდაათ რიცხვამდე იხსნება. ვინაიდან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა, მიმოსვლის უფლებით ჯერ ყველას არ უსარგებლია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გზა გაიხსნა, თუმცა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. ახალგორი-თბილისის სამგზავრო მუნიციპალური მარშრუტი გაუქმებულია. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, ერთი გზის მგზავრობის საფასური დაახლოებით 100 ლარია- კერძო ტაქსით რუსულ საგუშაგომდე და ქართული საგუშაგოდან თბილისამდე. უკანა გზაზე, სამარშრუტო მუნიციპალური მანქანა წეროვანიდან გამყოფ ხაზამდე მხოლოდ დილის საათებში მოძრაობს. ადგილობრივები ვერ ასწრებენ გადაადგილებას არსებული გრაფიკით, საოჯახო საქმეების ან სამსახურების გამო. ზოგიერთი მგზავრის ტვირთი ტრანსპორტში ვერ ეტევა, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ახლახან ქართულმა საგუშაგომ ახალი რეგულაციები დააწესა. ვისაც ახალგორში რეგისტრაცია არ აქვს ან/და დაბადების ადგილად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ახალგორი არ უწერია, მათ რუსულ საგუშაგომდე მანქანით აღარ შეუშვებენ. ასეთმა მოსახლეობამ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მანძილი- ნახევარი კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს. ალტერნატივა იმ პირის ტრანსპორტის დაქირავებაა, ვისაც ახალგორში აქვს რეგისტრაცია. წარსულში, თბილისში წასული მგზავრები მაქსიმალურად იყენებდნენ დროს საგუშაგოების დაკეტვამდე. საღამოს ტაქსით ბრუნდებოდნენ ან დიდუბიდან სოფელ ოძისის ტრანსპორტს მიჰყვებოდნენ, 4 რომელიც რუსულ საგუშაგომდე მიდიოდა. რუსულ საგუშაგომდე ასევე თავისუფლად მიდიოდნენ ახალგორელების ნათესავები და გამცილებლები. გარდა მძღოლებისა, ახალი რეგულაცია უამრავ ადგილობრივს შეეხო. ერთადერთი გამოსავალი წეროვანში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიმართვაა, სპეციალური ცნობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემური წესი 2008-2012 წლებში მოქმედებდა და ადგილობრივ მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ზემოაღნიშნულ საკითხზე წერილობით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. წერილის გაგზავნიდან ერთ კვირაში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წეროვანის დასახლებიდან რუსების მიერ მოწყობილ საგუშაგოს გამშვებ პუნქტამდე სამარშრუტო ავტობუსი დანიშნა, თუმცა მხოლოდ დღეში ერთხელ, რაც ადგილობრივებისთვის არასაკმარისია. საყურადღებო იყო პასუხები სამართალდამცავი უწყებებიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იდენტური შინაარსის ზოგადი და შაბლონური პასუხი დაგვიბრუნეს, რაც ჩვენ მიერ გაგზავნილ შეკითხვებს არ პასუხობდა. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ცვლილება არსებულ რეგულაციებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვლილი მოსახლეობის ინტერესებზე და არსებულ მდგომარეობას დამატებით არ უნდა ართულებდეს. ზემოაღნიშნული ცვლილებები ახალგორელებს ცხოვრების მძიმე პირობებს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ 5 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ 2 ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ 2.1. ᲐᲤᲮᲐᲖᲘ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲠᲣᲡᲔᲗᲨᲘᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘ აფხაზეთში ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემები მოძველებულია. აქამდე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ტაბუდადებული იყო. თუმცა ბოლო პერიოდში, აღნიშნულ საკითხზე აფხაზურ საზოგადოებაში მსჯელობა დაიწყო. განათლების საბჭოთა სისტემა, რაც აფხაზეთში დღემდე მოქმედებს, ვერ პასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს- სასკოლო განათლებით ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აბარებენ და არაკონკურენტუნარიანები არიან. ადგილობრივებს პირველ ეტაპზე პრობლემის აღმოფხვრის გზად მიაჩნიათ სპეციალიზებული განათლების დანერგვა; ასევე, განათლების სისტემის შეცვლა და 11 წლიანი სწავლის დაყოფა საშუალო(9 კლასი) და უფროს კლასებად(10 და 11 კლასები). არსებული გეგმის მიხედვით, შეიძლება უცვლელი დარჩეს პირველი ცხრა წელი, რომლის დასასრულს გაიცემა საშუალო განათლების ატესტატი, ხოლო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მოსწავლეებს პროფილური სასწავლო კლასის გავლა დასჭირდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ყველა სკოლა ვერ შეძლებს სპეციალიზებული გაკვეთილების ჩატარებას, განიხილება„სასკოლო მიგრაციის“ მოდელის დანერგვა. ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის უფლების მინიჭება მიაჩნიათ მართებულად. საქართველოში Erasmus+ უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურად მუშაობს, როგორც სტუდენტების სტიპენდიების მიმართულებით, ასევე უმაღლესი განათლების რეფორმის მხარდაჭერის კუთხით. აფხაზები და ოსები, სამწუხაროდ, მსგავსი პროგრამების მიღმა რჩებიან. Erasmus+ პროგრამას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ. ქვეყნების ჩამონათვალში, ბუნებრივია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ შედის. საქართველოდან მონაწილეობის მიღება კი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ. შესაბამისად, იმის გამო, რომ აფხაზურ უნივერსიტეტებს აკრედიტაცია არ აქვთ, სტუდენტები მოკლებული არიან მოკლევადიან სტუდენტთა გაცვლის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორის განცხადებით, აფხაზურ მხარეს შესთავაზეს, სტუდენტებს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის სახელით მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა, შეთავაზებაზე უარი მიიღეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მსგავს შეთანხმებებს, რომელიც აფხაზურ ახალგაზრდებს ევროპული განათლების შესაძლებლობას მისცემდა, აფხაზეთის ადგილობრივი უშიშროება აფერხებს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, აფხაზი სტუდენტების ნაწილის შეფასებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის იზოლაცია განათლების საზღვარგარეთ მიღების მსურველთათვის ყველაზე დიდი პრობლემაა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ადგილობრივების განცხადებით, აფხაზეთისთვის საგანმანათლებლო ევროპული სივრცე დაიხურა. აღნიშნული განმაპირობებელია რუსული პასპორტის მქონე პირებისთვის დასავლური განათლების მიღების შეზღუდვით, რითაც ომამდე შედარებით მარტივად სარგებლობდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზური მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პრობლემა აფხაზი სტუდენტებისთვის თბილისმა უნდა მოაგვაროს; თუმცა პრობლემის მოგვარებად, აფხაზური პასპორტის აღიარება და ამ გზით აფხაზეთში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების და ზოგადად სისტემის ნაკლოვანება უფრო მკაფიოდ ჩანს საერთაშორისო პროგრამებში, რომლებიც უნივერსიტეტებზე მიბმული არ არის. ამ შემთხვევაში სტუდენტი საერთო კონკურსში მონაწილეობს, სადაც კონკურენცია ჩვეულებრივზე უფრო მაღალია. აღნიშნულ დროს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საშუალო თუ უმაღლესი განათლება, როგორც წესი, საერთაშორისო პროგრამების კონკურსში გასამარჯვებლად საკმარისი არ არის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება შეეცადა ინიციატივის„ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, 6 ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი აფხაზებისა და ოსებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა გაეადვილებინა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება სტიპენდიების სია რომელთა მეშვეობითაც აფხაზ და ოს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ განათლების მიღება შეუძლიათ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების საქართველოს სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვა შეუძლია„სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსაც“. თუმცა, უცნობია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის. განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკურ, ასევე, ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგეგმოს და გადადგას ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად მისაწოდებლად. კულტეტზე უგამოცდოდ მოხვედრას შეძლებდნენ. აბიტურიენტებს უფასო საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც დაჰპირდნენ. 2023 წლის 14 მაისს გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ახრა კვეკვესკირმა პედაგოგებს და ბავშვებს დაავალა, ვლადისლავ არძინბას დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ. აღნიშნულ პერიოდში თავად სკოლის დირექტორი მივლინებით რუსეთში იმყოფებოდა. ვინაიდან არც ერთი პედაგოგი და მოსწავლე არძინბას საფლავზე არ მისულა, დაბრუნების შემდეგ კვეკვესკირმა მასწავლებლები და მოსწავლეები შეკრიბა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 17 მაისს კვეკვესკირმა გალის მეორე საჯარო სკოლაში არძინბას ფოტოების გამოფენა მოაწყო, სპეციალური ტექსტი დაწერა და მოსწავლეებს ამ ტექსტის წაკითხვა აიძულა, რათა სკოლაში დაგვიანებით„ეზეიმათ“ 14 მაისი. დირექტორი მოსწავლეებს ატესტატების არგაცემით დაემუქრა, თუ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს იტყოდნენ. ეს არაა გალის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების შევიწროების პირველი შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი, ყოველდღიურად შეურაცხყოფს გალელებს, რა დროსაც, მათ ეთნიკურ ნიშანს და საცხოვრებელ ადგილს უსვამს ხაზს. 2.2. ᲓᲘᲡᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲕᲘᲬᲠᲝᲔᲑᲐ ᲒᲐᲚᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲔᲑᲨᲘ გალის საჯარო სკოლებში ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება აღარ შეუძლიათ. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები და ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები მუდმივად არიან დისკრიმინაციის და შევიწროების მსხვერპლი. 2023 წლის მარტის ბოლოს, გალის საჯარო სკოლებში დასაქმებული ქართველი მასწავლებლები აფხაზეთის საწინააღმდეგო პროპაგანდასა და იდეოლოგიის გავრცელებაში დაადანაშაულეს და საყვედური გამოუცხადეს მათი შვილების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და ზუგდიდში ხშირი სიარულის გამო. 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, გალში მცხოვრები 350 აბიტურიენტიდან სოხუმში ჩააბარა 5-მა, მოსკოვში 20- მა, დანარჩენი 325 კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობს. უმაღლესი განათლების საქართველოში მიღების მსურველთა სტაბილური სტატისტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის 16-17 მარტს გალის ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ კულტურის სახლში აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო გალელი ახალგაზრდების დაყოლიება განათლების რუსეთში მიღებაზე, რის სანაცვლოდაც მათ პრივილეგიებს დაჰპირდნენ. ახალგაზრდებს შესთავაზეს ოლიმპიადაში„გზა მწვერვალისკენ“ მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილების დაკავების შემთხვევაში, რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფა2.3. ᲐᲮᲐᲚᲒᲝᲠᲘᲡ ᲡᲙᲝᲚᲔᲑᲨᲘ ᲪᲮᲘᲜᲕᲐᲚᲘᲡ ᲣᲨᲘᲨᲠᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲛᲐ ᲩᲮᲠᲔᲙᲐ ᲩᲐᲐᲢᲐᲠᲐ ცხინვალის უშიშროების ე.წ. სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამოიღეს დოკუმენტები და სახელმძღვანელოები; მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს. ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დილით ადრე ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლაა, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა: ერთი დაბა ახალგორში და ხუთი სოფლებში: იკოთი, კორინთა, ახმაჯი, ბალაანი და ზემო ბოლი. ამ სკოლებს მოსახლეობა ახლაც ქართულ სკოლებად მოიხსენიებს. ადრე სრულად ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაცია 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც სკოლებში 1-6 კლასებში სწავლების ენა ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა. წლებია ახალგორში იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებულია განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღოს. 7 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ახალგორის რუსულ სკოლაში, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ჩხრეკა არ ჩატარებულა. თავისთავად, რუსულენოვანი სკოლის გახსნა რაიონში, სადაც ძირითადად ქართული და ოსური მოსახლეობა ცხოვრობს, კიდევ ერთი ნიშანია გამძაფრებული რუსიფიკაციის, რომელიც რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე. 8 ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲠᲑᲘᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ 3 ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲠᲑᲘᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ 3.1. ᲑᲟᲐᲜᲘᲐᲡ ᲓᲔ ᲤᲐᲥᲢᲝ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐ ᲐᲤᲮᲐᲖᲣᲠᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲠᲘᲡᲮᲕᲘᲡ ᲨᲘᲨᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲣᲡᲣᲚ ᲨᲐᲜᲢᲐᲟᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ 2023 წელის სექტემბრის პირველი კვირა აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვით აღინიშნა. მოსკოვში მყოფ დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მისი არყოფნისას გამძაფრებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა მოუწია. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელსაც აფხაზური და ქართული სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური წრეები მოსკოვის პირდაპირ წარმომადგენლად თვლიან, თავისი გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. მართალია, ეს განცხადება ტელეგრამ არხით გავრცელდა და არა მთავრობის ოფიციალური ტრიბუნებიდან, მაგრამ აშკარა იყო მინიშნება აფხაზურ მმართველ წრეებში არსებული უთანხმოების საზოგადოებრივ სივრცეში გამოტანაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ასლან ბჟანიას მოუწია ინალ არძინბას დარწმუნება, არ დაეტოვებინა თანამდებობა დე ფაქტო მთავრობაში. მოვლენების ამგვარი განვითარება რამდენიმე კითხვას ბადებს: პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტა ინალ არძინბამ პოსტის დატოვება? მეორე- რატომ არ აძლევს ხელს ასლან ბჟანიას იმ პოლიტიკოსის მთავრობიდან წასვლა, რომელიც უახლოეს მომავალში დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტი შეიძლება გახდეს? არსებობს მოსაზრება, რომ არძინბასა და ბჟანიას შორის ამჟამინდელი დაპირისპირების მიზეზი ე.წ. რუსული აპარტამენტების კანონპროექტია(„აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“). რუსეთი უკვე კარგა ხანია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისგან ითხოვს თავისი მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების უზრუნველყოფას. ამ მიზნით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას რუსეთის ფედერაციიდან მოსთხოვეს, ერთი მხრივ, ბიჭვინთის ტერიტორიის იჯარით გაცემა, და მეორე მხრივ, აპარტ-სასტუმროების მშენებლობა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში. ორივე პროექტი ჯერჯერობით ჰაერშია გამოკიდებული, ვინაიდან აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, და როგორც ჩანს მთავრობასაც, აფხაზური საზოგადოების ერთსულოვანი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, არ სურს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების დაძვრა, რაც მათ ისედაც სუსტ ლეგიტიმურობას ძლიერ შეარყევს. რუსეთის პირდაპირი წარმომადგენლის- ინალ არძინბას მხრიდან წამოსული დემარში გადადგომის შესახებ, შეიძლება რუსეთის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის ნიშნად აღვიქვათ. თავისი პროტეჟეს წაყვანით, რუსეთი, შესაძლოა, ნიშანს აძლევდეს ბჟანიას დე ფაქტო მთავრობას, რომ მას პირისპირ დატოვებს აფხაზურ საზოგადოებასთან, რომლის წყენაც გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად(რაშიც რუსული სუბსიდიების შემცირების დიდი წვლილიცაა) იზრდება. შესაბამისად, არძინბას დემარში უნისონშია რუსეთის ფარულ და დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შანტაჟის პოლიტიკასთან, რომელიც რუსული აპარტამენტების კანონპროექტის კიდევ უფრო გაჭიანურების ან არმიღების შემთხვევაში, რუსეთის საბიუჯეტო დახმარების შეწყვეტას და საბიუჯეტო სექტორის (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის სისტემების) კრიზისს გამოიწვევს, და ამასთან, მოახლოებულ ზამთართან ერთად, აფხაზეთის მოსახლეობას რუსული ენერგეტიკული ქსელისგან ჩახსნით ემუქრება. ასლან ბჟანიას, შესაძლოა, კარგად აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს, ერთი მხრივ, რუსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განრისხებული აფხაზური საზოგადოების პირისპირ დარჩენა, და მეორე მხრივ, იგივე რისხვის გამოწვევა, თუკი აფხაზეთს ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისი შთანთქავს, და შესაბამისად, ისედაც მყიფე სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა სრულიად პარალიზდება. სწორედ ამიტომ, მას უწევს იმ ერთიანობის შენარჩუნება, რომელშიც ზეთის და წყლის პრინციპით ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ინტერესების მქონე აქტორების თანაარსებობა ოდესღაც მაინც დაარღვევს სტატუს-კვოს და სასწორს ერთ ან მეორე- რუსულ ან უფრო რუსულ მხარეს გადახრის. 9 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ 3.2 Ე.Წ. ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲐᲞᲐᲠᲢᲐᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐ ᲥᲔᲔᲑᲡ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲣᲫᲠᲐᲕᲘ ᲥᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲫᲔᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲐᲜᲘᲭᲔᲑᲡ აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების შეძენასთან დაკავშირებული აკრძალვები არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი. წლების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ცდილობდნენ და წარმატებით ახერხებდნენ საკითხის განხილვის გადავადებას. თუმცა, რუსული მხარის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის ცხელ დღეებში აფხაზეთის პარლამენტი„აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტია. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბჟანია დე ფაქტო პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებას ივლისშივე ითხოვდა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს„აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ . გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი(ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის„დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა. მართალია, ქონების საკუთრებაში ქონა ვერ გახდება აფხაზეთში ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღების საფუძველი, თუმცა, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით, ახალი კანონმდებლობის მიზანი აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება. მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, აშკარაა, რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი„ინვესტორების“ მიმართ. აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია. 3.3 ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲘᲡ ᲐᲜᲔᲥᲡᲘᲐ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲤᲔᲓᲔᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲣᲤᲠᲝ ᲒᲐᲛᲧᲐᲠᲓᲔᲑᲐ აფხაზეთში კიდევ ერთი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ანრი ბარციცის მიერ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემთხვევაში, აფხაზეთისთვის საარბიტრაჟო საქმეებზე რუსეთის ფედერაციის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულო გახდება. შეთანხმება რატიფიცირებულია რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ. მას ხელი უკვე მოაწერა ვლადიმერ პუტინმა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში დოკუმენტი რატიფიცირებისთვისაა გადაგზავნილი, თუმცა მას მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია და ექსპერტთა წრე. აფხაზური ოპოზიცია საჯაროდ შიშობს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე მოუწევთ რუსეთში მცხოვრები და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი ლტოლვილებისთვის ქონების დაბრუნება. შესაბამისად, აფხაზური ოპოზიციის აზრით, აფხაზეთს მხოლოდ ერთი რჩება- არ მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება. დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან აფხაზეთში გადაგზავნილი დოკუმენტის ტექსტი შეიცვალა და აფხაზეთის ინტერესებთან შესაბამისობაში მოვიდა. დოკუმენტი თავდაპირველად ითვალისწინებდა მხოლოდ რუსეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოგვიანებით, აფხაზური მხარის მოთხოვნით, შეთანხმებას დაემატა აფხაზეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რუსეთის ფედერაციაში აღსრულების ვალდებულება. შეთანხმების განახლებული ტექსტის მიხედვით, დოკუმენტის მოქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკურ საქმეებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მაშინ როდესაც თავდაპირველი ვარიანტი სამოქალაქო ურთიერთობების არაერთ სფეროს მოიცავდა. იუსტიციის მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ოპოზიციაში და ექსპერტულ წრეებში. იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სახელმწიფო უარს აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების აღსრულებაზე, საეჭვოა რუსეთის მიერ აფხაზეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებების აღსრულება. მით უმეტეს, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის„საჯარო ინტერესების“ დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი თავისუფლდება სხვა ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებისგან. შესაბამისად, 10 ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲠᲑᲘᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უარს განაცხადებს აფხაზური სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულებაზე, აფხაზეთს ამის შესაცვლელად არავითარი მექანიზმი არ ექნება. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთს აფხაზეთზე ზემოქმედების და შესაბამისად, რუსული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის არაერთი მექანიზმი აქვს. 2022 წლის ივლისიდან, უკრაინის ომის კვალდაკვალ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია გახდა. სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დაცვის ობიექტი იქნება ყოფილი სასტუმრო„აფხაზეთიც“, ახლა უკვე„მოსკოვი რიზორთი“, რომელიც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, პუტინის ოჯახის წევრს ეკუთვნის. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების თაობაზე დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ფორმატებში. 3.4 ᲠᲣᲡᲔᲗᲘ ᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲡ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲘᲡ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲐᲡ 2023 წლის 26 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, პირველი და მეორე მოსმენით მოახდინეს 2021 და 2020 წლის შეთანხმებების დამატებითი ოქმების რატიფიცირება. დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზური საჯარო უწყებების თანადაფინანსების პირობებს შეეხება. აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის თანადაფინანსების შეთანხმების დამატებითი ოქმის ორმხრივი რატიფიცირების შედეგად, 2026 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაცია სრულად დააფინანსებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებსა და პენსიებს. შეთანხმებას თავდაპირველად ხელი 2023 წლის 28 თებერვალს მოსკოვში მოეწერა. აფხაზმა დეპუტატებმა დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურში თანხების შედინება გრძელდება. ამჯერად, როგორც ადგილობრივები მიუთითებენ, დაფინანსების მასური წილი გაიზარდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის მოცემულობა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სრულად რუსეთი აფინანსებს, მიუღებელია. მათთვის აშკარაა, რომ უცხო სახელმწიფოდან დაფინანსების მიღების გამო აფხაზეთის უშიშროების სამსახური, არა საკუთარ, არამედ რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს და იცავს. 3.5 ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ Ე.Წ. ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲩᲐᲒᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲞᲐᲒᲐᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲓᲐ რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე„ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. რუსული კანონის პროექტი. თბილისში 7-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციები რუსულმა პროპაგანდამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეორე ფრონტის გახსნის მცდელობად წარმოაჩინა და დეზინფორმაციის გავრცელებით შეეცადა„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დემონიზებას. არასამთავრობოებისა და მედიის რეგულირების საკითხზე„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სულისკვეთების კანონპროექტის ჩაგდება აფხაზეთსა და ცხინვალში „სახელმწიფოებრივ“ საფრთხედ ჩაითვალა და გაჩნდა შიში, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს რუსეთთან და შესაბამისად, აფხაზეთის მოსახლეობასთან ომი სურდათ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებენ, რადგან, თბილისში ოპოზიცია მთავრობის დამხობასა და რუსეთის წინააღმდეგ„მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ინფორმაციით, 2023 წლის 10-11 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ; გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია; 11 მარტს გალის რაიონში შეიყვანეს სამხედრო ნაწილები; ადგილობრივი უშიშროების სამსახურში დაიბარეს აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და გამოჰკითხეს საქართველოს მხრიდან შესაძლო საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. 14 მარტს გალში იმყოფებოდა ასლან ბჟანია. მან ბრძანება გასცა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა. 16 მარტს სიტუაცია შედარებით განიმუხტა და გალიდან დაიწყეს სამხედრო ნაწილების და სპეცრაზმელების გაყვანა. თუმცა, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტუ11 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ რის წარმომადგენლები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ. პოზიტიურად უნდა აღნიშნოს, რომ აფხაზეთში დღემდე არ/ვერ იღებენ ანალოგიური შინაარსის კანონს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით აფხაზური საზოგადოების პროტესტის გამო. სამწუხაროა, რომ მსგავსი კანონი 2014 წლიდან მოქმედებს ცხინვალში. 3.6 ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲞᲐᲒᲐᲜᲓᲐ ᲒᲐᲚᲨᲘ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ. მაგალითად: – ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც„მეგობარი რუსეთის საჩუქარი“ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩომ კვლავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეარჩია და ბავშვები ექსკურსიაზე იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის. – გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან 120 ტრაქტორი ჩამოიყვანეს და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე. ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენას გალის რეგიონში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის. – რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც„თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული,„ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება. სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები. – 6 ივნისს სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, გალის რაიონიდან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ, არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება იყო, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები 12 ᲒᲔᲜᲓᲔᲠᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝᲑᲐ 4 ᲒᲔᲜᲓᲔᲠᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝᲑᲐ 4.1 ᲜᲐᲗᲘᲐ ᲑᲐᲮᲢᲐᲫᲘᲡ ᲛᲙᲕᲚᲔᲚᲝᲑᲐ ᲤᲔᲛᲘᲪᲘᲓᲘ ᲓᲐ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲣᲣᲤᲚᲔᲑᲝᲑᲐ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ 2023 წლის 28 ივლისს ქალაქ გალში ეთნიკურად ქართველი, საქართველოს მოქალაქე ნათია ბახტაძე გაუჩინარდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი„ქორწინების მიზნით მოიტაცეს“. ნათიას გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში სოფელ ილორში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ერთი კვირით ადრე გულრიფშიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა, მის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები არ გახმაურებულა. ნათია ბახტაძეს ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ბახტაძეს მკვლელობაში ბრალდებული ოჩამჩირის მკვიდრი აინარ ცვიჟბა. ცვიჟბამ მკვლელობა აღიარა და მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. მისი განცხადებით, მკვლელობის მიზეზი ქალის უარი და ნათიას მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ინფორმაცია გახდა. აინარ ცვიჟბას მამა თამაზ ცვიჟბა რეგიონში გავლენიან პირად ითვლება. წარსულში თემურ ნადარაიას პირველი მოადგილე იყო გალის რაიონში; ამჟამად აღმოსავლეთ აფხაზეთში ფქვილის ბიზნესი აქვს. აფხაზეთში მკვლელობასთან დაკავშირებით ამოღებული კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ 28 ივლისს, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების დღეს, მანქანა, სადაც სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი მოკლეს, თამაზ ცვიჟბას გასარეცხად მიჰყავს. თამაზ ცვიჟბა თან ახლდა თავის შვილს მაშინაც, როდესაც მკვლელობაში ბრალდებული რუსეთში მიმალვის მიზნით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. თამაზ ცვიჟბა ამჟამად დაკავებული არ არის. 2023 წლის 31 აგვისტოს ნათია ბახტაძის დედამ ღია წერილი გამოაქვეყნა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, შსს მინისტრსა და ომბუდსმენს მიმართა. იამზე აგუმავა შვილის ცხედრის მოძებნას ითხოვს და წერს, რომ მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან: „ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა და ნათიას ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყვე ლაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დაა კავოთ და დაკითხოთ აინარ ცვიჟბას ახლობლები, რა დგან მან აღიარა, რომ დაურეკა მამას და თქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. ცხედრის დამალვა მარტო მას არ შეეძლო- დანაშაულის დამალვაში ახლობლები ეხ მარებოდნენ. მათ გადაწყვიტეს ცხედარი დაემალათ და სადმე ტყეში დამარხეს, იმ იმედით, რომ დანაშაუ ლისგან თავის დაღწევას შეძლებდნენ. გთხოვთ, მოიძიოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“ ,- ნათქვამია დედის წერილში. აფხაზეთში ქალების უუფლებობასთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, სადაც მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე საზოგადოებისთვის დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება, ნათია ბახტაძეს საქმის ობიექტურად გამოძიებას შეიძლება ხელი შეუშალოს მოკლულის ეთნიკურმა წარმომავლობამ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ნათია ბახტაძის მკვლელობასთან და მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული გარემოებები ნათლად წარმოაჩენს ქალთა უფლებების მიმართულებით არსებულს საგანგაშო მდგომარეობას აფხაზეთში, სადაც ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ქალთა და არასრულწლოვანთა მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით. 4.2. ᲚᲒᲑᲢᲥᲘ+ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ აფხაზურ საზოგადოებაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ ქვიარ თემის წარმომადგენლები რეგიონში არ არსებობენ. შედეგად, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა უმრავლესობა, რომელსაც ეშინია, რომ შესაძლოა ქუჩაში მოკლან ორიენტაციის გამო, ძირითად მალავს იდენტობას ან საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად, რათა თავი დააღწიოს საზოგადოებრივ წნეხს და ძალადობის გარდაუვალ საფრთხეს. 13 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ადგილობრივი ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა რამდენიმე ისტორიას აფხაზეთიდან: რესპონდენტი №1, 23 წლის, სოხუმი „გადავწყვიტე, ჩემი ორიენტაცია ოჯახისთვის გამე მხილა, რადგან დავიღალე ჩემი საყვარელი ადამია ნების მოტყუებით. რთულია რაიმე სახის ალტერნა ტიული რეალობის გამოგონება. გარდა ამისა, ძალიან მაწუხებს ჰომოფობიის პრობლემა აფხაზეთში. მჯერა, რომ თუ ხალხი ხმას აიმაღლებს და გვაღიარებს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰომოფობიის ზოგად დონეზე რესპუბლიკაში. პეტერბურგში წავედი და მამაჩემმა და უფროსმა ძმებმა ორჯერ დამაბრუნეს სოხუმში. მამაჩემმა პასპორტი წა მართვა, მოვახერხე და გამოვიქეცი, შემდეგ დაიწყო უსიამოვნო შეტყობინებების მიღება ჩემი საყვარელი ადამიანებისგან, მუქარა. ერთმა ძმამ მომწერა:„უმჯო ბესია მოკვდე“. ამ ყველაფრის შემდეგ პეტერბურგშიც ვეღარ ვგრძნობდი თავს დაცულად. უკვე რამდენიმე თვეა, მე და ჩემი მეგობარი ბიჭი სხვა ქვეყანაში ვცხო ვრობთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვნანობ, რომ გავამხილე ჩემი ორიენტაცია. თავს უკეთ ვგრძნობ, რა დგან ჩემს ოჯახს ვუთხარი სიმართლე ჩემს შესახებ.“ რესპონდენტი №2, 27 წლის, გაგრა „დედაჩემმა სახლიდან გამაგდო, როცა გაიგო, რომ ბიჭებთან ურთიერთობა მქონდა. მე არ მითქვამს, ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა. ჯერ კიდევ არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ თითქმის ყველასთან შევწყვიტე ურთი ერთობა, ვისთანაც იმ დროს ვმეგობრობდი. სოჭში გავემგზავრე, დედა, რა თქმა უნდა, ღელავდა ჩემზე, ტიროდა, მთხოვდა, გადამეთქვა ორიენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნებულიყავი სახლში. დროის გასვლის შემდეგ დედაჩემის დამოკიდებულება შეიცვალა. ახლა მე ვცხოვრობ ბიჭთან და დედაჩემმა იცის მის შესახებ; კარგი ურთიერთობა აქვთ.“ რესპონდენტი №3, 25 წლის, სოხუმი „პირველი ადამიანი, ვისაც ვუთხარი, რომ გოგო მიყვა რდა, ჩემი ქმარი იყო. სამი წლის განმავლობაში მი ყვარდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, გულუბრყვილოდ ვივარაუდე, რომ ეს გაივლიდა. ახლა მასთან ერთად ბედნიერი ვარ, 7 წელზე მეტია ერთად ვართ. დედა სთან ურთიერთობა ძალიან გამიფუჭდა, მან მხარი არ დამიჭირა, ნარკომანს შემადარა, შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს საყვარელ ადამიანს. ერთი წლის შემდეგ მამაჩემს ვუთხარი. მან არ მოიწონა ჩემი ორიენტაცია, მაგრამ მაინც მიმიღო, ის გვეხმარება მე და ჩემს პარტ ნიორს. მე ვიბრძოლებ ჩემი ბედნიერებისთვის“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მხარს უჭერს თანასწორობის იდეას. თითოეული ადამიანისთვის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ აფხაზეთში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ღირსეული და ძალადობისაგან თავისუფალი გარემო. 14 ᲡᲐᲝᲙᲣᲞᲐᲪᲘᲝ ᲮᲐᲖᲗᲐᲜ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ 5 ᲡᲐᲝᲙᲣᲞᲐᲪᲘᲝ ᲮᲐᲖᲗᲐᲜ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები- განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოვინახულეთ. ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად, მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია. ფაქტია, რომ 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია. გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, თითოეულ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებულია, ვინაიდან საოკუპაციო ძალებისგან საფრთხეს თითქოს აღარ მოელიან. უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მსგავსი მოდუნება გაკვირვებას იწვევს. 5.1 ᲛᲣᲟᲐᲕᲐᲡ ᲗᲔᲛᲘ(ᲛᲣᲟᲐᲕᲐ, ᲝᲚᲝᲠᲘ, ᲜᲐᲨᲐᲛᲒᲣ) მუჟავას თემი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის გვირაბთან ახლოს მდებარეობს. თემში 200 კომლი(719 ადამიანი) ცხოვრობს. მუჟავას თემს სასმელი წყლის და მოუწესრიგებელი შიდა გზების პრობლემა აწუხებს. სოფელ ოლორს არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი. ძველი გაყვანილობის გამო, ელექტრო ენერგიის მიწოდება არასტაბილურია - ცუდი ამინდის დროს ელექტროენერგია ითიშება. ნაშამგუში გვითხრეს, რომ წვიმის დროს წყალიც წყდება. ბავშვები სკოლაში მეზობლად მდებარე სოფელ ჯვარში დადიან; ამის გამო, რამდენიმე ოჯახი ბავშვებთან ერთად ჯვარში საცხოვრებლად ქირით გადავიდა. ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს. მუჟავას არც ერთ სოფელში არ არის მაღაზია და აფთიაქი. ბუნებრივი აირი მიყვანილია სახლებამდე, მაგრამ მოსახლეობა ფაქტობრივად ვერ სარგებლობს, 1 ვინაიდან სამუშაოები შუა გზაზე შეწყდა- მიზეზი უცნობია. მუჟავა-ლეკუხონას გადასასვლელთან სულ სამი ოჯახი ცხოვრობს. სახლები ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მდებარეობს. ამ დასახლებაში მოხვედრა, როგორც წესი, გართულებულია, თუმცა, 2021 წლისგან განსხვავებით, როდესაც დასახლებაში შესვლის ნებართვა არ მოგვცეს, წელს მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ადგილობრივს. 5.2 ᲤᲐᲮᲣᲚᲐᲜᲘ-ᲡᲐᲑᲔᲠᲘᲝᲡ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲡᲕᲚᲔᲚᲘ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში დაახლოებით 275 ადამიანი ცხოვრობს. ფახულანს გალის რაიონის სოფელი საბერიო ესაზღვრება. ე.წ.„საკონტროლო-გამშვები პუნქტი“ საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. ფახულანში შესვლის წინ, ადგილობრივი პოლიცია პირადობის მოწმობებს ამოწმებს და სოფელში გადაადგილების მიზეზს გვეკითხება. სოფლის მაცხოვრებლების განცხადებით, ისინი მუდმივი შიშის და დაუცველობის განცდით ცხოვრობენ. წყალი და გაზი შემოყვანილია, მაგრამ ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ- იდენტური მოცემულობა იყო 2021 წელსაც. სოფელში გადაადგილებისას პოლიცია თან დაგვყვება, მათი განცხადებით, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე. თუმცა, ერთ შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, სოფელი 1 ანგარიშში ასახული მოსახლეობის სტატისტიკა არის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები და არ ასახავს 2023 წლის მდგომარეობას. 2014 წლის მონაცემები ხელმისაწვდომია: https:// www.geostat.ge/ka/modules/categories/568/mosakhleobis-2014-tslissaqoveltao-aghtsera 15 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ ლიას პოლიციის უფროსი საუბარში ერევა და ჩვენთვის ნათქვამის შინაარსის გასწორებას, ხან კი უარყოფას ცდილობს. ქართულ საგუშაგოზე, აფხაზეთში გადამსვლელ ეთნიკურ ქართველებს ტვირთს უკონტროლებენ და ამ მიზნით აყოვნებენ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მსგავსი კონტროლი რუსებისა და აფხაზების მხრიდან არ ხდება. უკანასკნელ პერიოდში დანერგილი ეს პრაქტიკა უკანონოა და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სოფელში ვიზიტისას ვნახეთ ადგილობრივი, რომელსაც კანალიზაციის პლასტმასის მილის გადატანის უფლება არ მისცეს; ერთ შემთხვევაში, ადგილობრივს, რომელსაც აფხაზეთში წიწილების გადაყვანა სურდა, წიწილებისთვის ფოტოების გადაღება სთხოვეს. ფრინველების ტვირთის სახით გადაყვანის უფლება კი მხოლოდ ფოტოების თბილისში„ვიღაცასთან“ გადაგზავნისა და სატელეფონო დასტურის შემდგომ მისცეს. პირად საუბარში პოლიციელებმა, მხოლოდ ყველის და საბურავების გადატანაზე შეზღუდვები დაგვიდასტურეს. მონიტორინგიდან ერთი კვირის შემდგომ, ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა ადგილობრივი. მისი განცხადებით, საგუშაგოზე ქოთნის ყვავილის გამო შეაჩერეს. საბერიოს გადასასვლელთან ე.წ. სასაზღვრო ნიშნული 2021 წელთან შედარებით შეცვლილია- მავთულხლართი უკან დაახლოებით რამდენიმე მეტრით არის გადაწეული აღსანიშნავია, რომ რუსული მხრიდან ნაკლები ადამიანი ჩანს საგუშაგოებზე. გამკაცრებული რეჟიმი, რომელიც 2021 წელს მონიტორინგისას დავაფიქსირეთ, უფრო შერბილებულია- რუსი ჯარისკაცები ნაკლებად მოძრაობენ, თითქოს მესაზღვრეების დეფიციტია. 5.3 ᲠᲘᲧᲔ ᲓᲐ ᲢᲧᲐᲘᲐ პრობლემურია“. ელექტროენერგია და წყალი ამინდის გაუარესებისას უწყდებათ, წვიმის დროს სახლ-კარი ეტბორებათ, სანიაღვრე სისტემები გაუმართავია, ადგილობრივების ნაკვეთებსა და ეზოებში ნალექი გროვდება და ვერ მიდის ზღვისკენ, რადგან დიდი სასტუმროების მშენებლობის დროს ზღვის მხარე ამაღლდა და ეზოები დაბლა დარჩა. წარსულში ანაკლიის მაცხოვრებლებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო თევზჭერა და თევზით ვაჭრობა იყო. ახლა ადგილობრივებს თევზის მოპოვება ფაქტობრივად აკრძალული აქვთ, ვინაიდან გართულებული პროცედურების გამო თევზაობის ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ. როგორც წესი, ნებართვა თევზსაჭერ გემებზე გაიცემა, რამაც ადგილობრივებს შემოსავლის წყარო წაართვა. 5.5 ᲒᲐᲜᲛᲣᲮᲣᲠᲘ განმუხურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 600-ზე მეტი კომლია და 1 300 მოსახლე ცხოვრობს. გამყოფი ხაზი გალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურს შორის გადის. სოფლებს შორის არსებული„გადასასვლელი პუნქტი“ 2017 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს.„საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს მცხოვრები სამი ოჯახის კარ-მიდამოს ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ნაწილი კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. განმუხური-ფიჩორის საგუშაგოსთან, შიდა გზა ხრეშმოყრილია, თუმცა დაზიანებული. 2021 წლის ვიზიტისგან განსხვავებით, როდესაც სოფლის მაცხოვრებლებთან საუბარი შევძელით, სოფელი უკაცრიელად გამოიყურება. საგუშაგოში მხოლოდ ერთი სამართალდამცავი შევნიშნეთ. ორივე სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფლებში არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ინფრასტრუქტურა, სხვა სოფლებთან შედარებით, მოწესრიგებულია. ტყაიაში მრავლად არის მოცვის პლანტაციები, სადაც მოსახლეობა დღიურ სამუშაოზეა დასაქმებული. თუმცა, ტყაიაში, ისევე, როგორც თითქმის ყველგან, მოსახლეობის სიმცირე და ადგილობრივების საზღვარგარეთ მიგრაცია მთავარ პრობლემად დაგვისახელეს. 5.4 ᲐᲜᲐᲙᲚᲘᲐ ანაკლია გაუკაცრიელებულია. დასახლებაში ყველა ძველი და ახალი პროექტი გაჩერებულია. ადგილობრივების განცხადებით, არ არსებობს სახლი, საიდანაც ოჯახის ერთი წევრი მაინც არ არის წასული ემიგრაციაში. ანაკლიის ქუჩებში ახალგაზრდები არ შეგვინიშნავს. მოსახლეობა საარჩევნო პერიოდში მომეტებულ კონტროლზე და ზეწოლაზე საუბრობენ. გვთხოვეს, არჩევნებზე ჩავიდეთ და თავად დავრწმუნდეთ, რა ხდება ადგილზე. კითხვაზე, დაასახელონ კონკრეტული პრობლემა, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ, ერთ კონკრეტულ საკითხს ვერ გამოყოფენ, რადგან„ყველაფერი 5.6 ᲮᲣᲠᲩᲐ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში 160 კომლი(535 ადამიანი) ცხოვრობს. 2017 წლამდე აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ოთხი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. მათ შორის, ერთ-ერთი ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელი იყო. პირობით საზღვარს ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთდა, რაც სოფელს ეკონომიკურად აქტიურ ზონად აქცევდა. 2017 წლიდან გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ სოფელი პრაქტიკულად იზოლაციაში მოაქცია და გააჩერა. დაიხურა ადგილობრივი მცირე ბიზნესები, კაფე და სწრაფი კვების ობიექტი; უმუშევრად დარჩნენ ტაქსის მძღოლები. შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას უპერსპექტივობის განცდა აქვს. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სოფლიდან წასულია. წარსულში აქტიური სავაჭრო ლოკაცია ახლა სრულიად დაცლილია. როგორც ადგილზე გვითხრეს, ქართველი სამართალდამცავები ხალხს აღარ ამოწმებენ, ყურადღება და კონტროლი შემცირებულია. თუმცა, ძველი გადასასვლელის ადგილას, მავთულხლართები ოთხ რიგად არის დამატებული. 16 ᲡᲐᲝᲙᲣᲞᲐᲪᲘᲝ ᲮᲐᲖᲗᲐᲜ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ სოფელ ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, 2016 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან არსებულმა სათვალთვალო ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ამოღებულ ვიდეომასალაში ასახულია, თუ როგორ მისდევენ ე.წ. მესაზღვრეები ოთხოზორიას, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და შემდეგ ესვრიან. ადგილობრივისთვის, რომელსაც კამერა ეკუთვნოდა, ამოღებული ნივთი ჯერ არ დაუბრუნებიათ. ახლადდანიშნული მუნიციპალური ავტობუსი(ზუგდიდი-კოკი-ხურჩა), ბოლომდე, ზუგდიდის აგრარულ ბაზრამდე არ მიდის.„რეალურად უფრო ტურისტული ავტობუსია“- აცხადებენ ადგილობრივები, რადგან მთლიან დასახლებას არ გადის. ზუგდიდის აგრარულ ბაზრამდე მისასვლელად, სადაც მოსახლეობას წასვლა ყოველ კვირას სჭირდება, ორი ტრანსპორტის გამოცვლაა საჭირო. ცალკე პრობლემაა ავტობუსში ტვირთის ატანა, ვინაიდან ტვირთის ოდენობა შეზღუდულია. ადგილობრივებს ჰპირდებიან, რომ შემოდგომაზე მთავრობის გასვლითი სხდომა ხურჩაში ჩატარდება და პრობლემებიც მოუგვარდებათ. სოფელში ქარისა და წვიმის დროს ელექტროენერგია და წყალი ითიშება, შეპირებული კანალიზაციის სისტემა კი ამ დრომდე არ გაუყვანიათ. 5.7 ᲝᲠᲡᲐᲜᲢᲘᲐ უკაცრიელად გამოიყურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ორსანტია. 2017 წლიდან დაკეტილია ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელი. საგუშაგოზე მხოლოდ ერთი ადამიანია. ორსანტიაში 594 კომლი(2 052 ადამიანი) ცხოვრობს. მაცხოვრებლები ძირითად პრობლემად სასმელი წყლის მიწოდებას, სანიაღვრე არხების და შიდა გზების მოუწესრიგებლობას ასახელებენ. 5.8 ᲤᲝᲪᲮᲝ-ᲔᲬᲔᲠᲘ ფოცხო-ეწერის დევნილთა დასახლება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. ჩასახლება გარე სამყაროს მოწყვეტილია. დევნილებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანის სათანადო საცხოვრებლის უფლება უგულებელყოფილია. ფოცხო-ეწერი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 22 კილომეტრში მდებარეობს. დასახლებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის დიდი ნაწილი გაკეთებულია, მაგრამ მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ არის. ხიდი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. მუნიციპალური ავტობუსი წალენჯიხიდან ფოცხო ეწერი- სოფელი ჯვარის მიმართულებით კვირაში მხოლოდ ერთხელ დადის. ფოცხო-ეწერში წყალი და ელექტროენერგია გრაფიკითაა, გაზი საცხოვრებელ კორპუსებამდე მიყვანილია, თუმცა მოსახლეობას არ მიეწოდება. დასახლებაში არ ფუნქციონირებს აფთიაქი. ამბულატორია კვირაში რამდენიმე დღე მუშაობს. ადგილობრივებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო ტურისტებისთვის ენგურზე„კატერით გასეირნების“ სერვისის შეთავაზება და სვანეთში ხე-ტყის მოსაპოვებლად მუშაობაა. დასახლებაში ხის საამქრო და პროფესიული კოლეჯია, სადაც ხეზე მუშაობას ასწავლიან. ადგილობრივების განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან ჰპირდებოდნენ, რომ ზამთარში შეშით მოამარაგებდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. დასახლებაში პრობლემაა ბინების საკუთრებაში გადაცემა- დევნილებს საცხოვრებელი ფართები დღემდე არ აქვთ დაკანონებული. როგორც ამბობენ, „ბაზები არეულია“. ფოცხო-ეწერი, 2021 წელთან შედარებით მოსახლეობისგან დაცლილია, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვა სოფლები. 5.9 ᲔᲜᲒᲣᲠᲘᲡ ᲮᲘᲓᲘ აფხაზეთში მიმავალთათვის პრობლემა ტრანსპორტის სიმცირე და რთულად ხელმისაწვდომობაა. ჩვენს თვალწინ, ათობით ხელბარგით მძიმედ დატვირთული ადამიანი(ძირითადად, ქალები) ხიდს ფეხით გაუყვა, იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა. ენგურის ხიდით სარგებლობა უწევთ გალის მაცხოვრებლებს, რომლებიც ხიდიდან 5, 10 და 25 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა დანარჩენი გამშვები პუნქტი დაკეტილია(ფახულანის გარდა), სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ადგილობრივები, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ძირითადად სერვისების მისაღებად, ახლობლების მოსანახულებლად ან სავაჭროდ გადმოდიან. არ ფუნქციონირებს ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც აფხაზეთის მკვიდრთათვის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაჭრობის გამარტივებისთვის აშენდა; მაღაზიები დაკეტილი და მიტოვებულია. ენგურის ხიდზე გადამსვლელთათვის პრობლემურია გადასატანი ტვირთის კონტროლი ქართული საგუშაგოს მხრიდან. აფხაზეთში არსებული ახალი ე.წ. ადგილობრივი მთავრობის ბრძანებით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გარკვეული საქონლის შეტანა ნებადართულია. სამარშრუტო მუნიციპალური ტაქსი, რომელიც საგუშაგოებს შორის მოძრაობს, ფასიანია. დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, წარსულში მგზავრობა უსასყიდლოდ იყო შესაძლებელი. ადგილობრივების განცხადებით, აფხაზეთში იყიდება ყველანაირი საქონელი, რაც თბილისში და ზუგდიდშია. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა არ გვიპასუხა კითხვაზე, როგორ გადადის ქართული ტვირთი აფხაზეთში. 2021 წლის ვიზიტისგან განსხვავებით, ენგურის ხიდის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. 17 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲨᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲤᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲡᲝᲤᲚᲔᲑᲨᲘ https://southcaucasus.fes.de/ https://www.democracyresearch.org/