სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა I პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი ზურაბ გაიპარაშვილი რედაქტორი და კომენტარების ავტორი გიორგი ჯავახიშვილი გამოცემაზე მუშაობდნენ: გვანცა ბოჭორიშვილი, თამარ გიორგაძე, ნათია დვალი, მარიამ ებრალიძე, თამარ კახეთელიძე, ქეთევან სამადაშვილი, ქეთევან შეყილაძე, თამარ ხეტაშვილი გამოცემაში გამოყენებული ფოტოები დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში © ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022 © ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 2022 ISBN 978-9941-36-051-0(ყველა წიგნის) ISBN 978-9941-36-052-7(I წიგნის) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა I ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გარეშე. სარჩევი გამოცემის 7 ნოე ჟორდანია ნაციონალური კითხვა 11 ნაციონალური კითხვა 80 აკაკი ჩხენკელი სახელმწიფო და 103 ირაკლი წერეთელი მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის ჟან ჟორესი ინტერნაციონალი და სამშობლო (ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხეტაშვილმა) ერნესტ რენანი რა არის ერი? (ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხეტაშვილმა) ოტო ბაუერი თანამედროვე სახელმწიფო და ერი (გერმანულიდან თარგმნა თამარ კახეთელიძემ) ეროვნების პრინციპი (გერმანულიდან თარგმნა თამარ კახეთელიძემ) ავსტრია როგორც გერმანული სახელმწიფო (გერმანულიდან თარგმნა ქეთევან შეყილაძემ) ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება (გერმანულიდან თარგმნა ქეთევან შეყილაძემ) თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი (გერმანულიდან თარგმნეს თამარ კახეთელიძემ და ქეთევან შეყილაძემ) სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები (გერმანულიდან თარგმნა თამარ კახეთელიძემ) მუშათა კლასი და ეროვნული 382 თბილისში გამართული აქცია, სიტყვით გამოდის ალბერტ ინგელსი, 1920 წ. ტიერი ბერიშვილის კოლექციიდან. 7 წინათქმა წინამდებარე გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარ­ მომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, პროექტის მიზანია„სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ შექმნა, რაც ამ ეტაპზე გულისხმობდა 2 წიგნის გამოცემას: ა) პირველ წიგნში„სოციალ-დემოკრატია და ნაციონალური საკითხი“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას„ნაციონალური კითხვა ჩვენში“ და„ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში“, აკაკი ჩხენკელის„სახელმწიფო და ერი“, ირაკლი წერეთლის„მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური?“ აგრეთვე, სპეციალურად ამ წიგნისთვის ქართულად თარგმნილი ოტო ბაუერის ნაშრომები წიგნიდან„სოციალ-დემოკრატია და ეროვნული საკითხი“(„თანამედროვე სახელმწიფო და ერი“,„ეროვნების პრინციპი“,„ავსტრია როგორც გერმანული სახელმწიფო“,„ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება“,„თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი“,„სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები“,„მუშათა კლასი და ეროვნული ბრძოლები“), ჟან ჟორესის„ინტერნაციონალი და სამშობლო“, ერნესტ რენანის„რა არის ერი?“ ბ) მეორე წიგნში იბეჭდება ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება:„სამშობლო, ციხეები, გადასახლება“ და„რუსი რევოლუციონერები 1908 წელს ჟენევაში“. ორივე ტექსტი ამ გამოცემისთვის ფრანგულიდან ქართულად პირველად ითარგმნა. რამდენიმე წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეიქმნა განყოფილება, რომლის ფუნქციონირების მიზნად განისაზღვრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის(1918-1921 წწ) პერიოდთან დაკავშირებული საარქივო-საბიბლიოთეკო დოკუმენტების მოძიება, შესწავლა-კლასიფიცირება, რათა მკითხველ-მკვლევრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო მეოცე საუკუნის ოციან წლებში მოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის არასრული სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკური პროცესები. დამოუკიდებლობის იმ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია ფუნქციო­ 8 ნირებდა, წარმმართველი ძალა სოციალ-დემოკრატები იყვნენ. ჯერ კიდევ ეროვნულ საბჭოში, რომელშიც წარმოდგენლი იყვნენ სოციალიტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, ესერები, „ალიონის ჯგუფი“, რადიკალ-დემოკრატები და უპარტიოები, უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები ფლობდნენ. შემდგომ­შიც, საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოც.დემოკრატები უდიდესი უმრავლესობით, 109 დეპუტატით, იყვნენ წარმოდგენლი, მაშასადამე, ფაქტობრივად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმატება თუ მარცხი ამ პარტიასთან იყო დაკავშირებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1918 წლის 26 მაისის ისტორიული დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესასწაული, უპირველესად, ამ პარტიასა და მის ლიდერთან, ნოე ჟორდანიასთან ასოცირდება. სოციალ-დემოკრატიული მოძღვრება, პოლიტიკურ-ფილოსოფიური აზროვნება, რომლითაც მოცული იყო მაშინდელი საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი, უაღრესად საინტერესო ქართული და უცხოური ნაშრომების სახით შემორჩენილი, სამწუხაროდ, დღემდე თანამედროვე მკითხველის ფართო წრისთვის უცნობია. ამ სერიის ეგიდით სამომავლოდ გამოცემული წიგნები – თვალსმიფარებული თხზულებებით – ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შეავსებს ამ ხარვეზს და საქართველოს ისტორიითა თუ ფილოსოფიურ-პოლიტიკური მოძღვრებების შესწავლით დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება. ზურაბ გაიპარაშვილი 9 ნოე ჟორდანია ნოე ჟორდანია(1868-195) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი; რუსეთის იმპერიის შიგნით არსებული ოპოზიციის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის(1918-1921) თავმჯდომარე. ნოე ჟორდანიას პუბლიცისტიკა შეეხებოდა მრავალ თემატი­ კას: კულტურას, პოლიტიკას, ეროვნულ საკითხს, ეკონომ­იკურ პრობ­ლემებს და ა.შ. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოე ჟორდანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელ ­ იც წერდა ერის, ნა­ ცი­ო­ნალიზმისა და სოციალ-დემოკ­რატიის ურთიერთკავშირზე. სწო­რედ ამ საკითხს მიუძღვნა მნიშვნელ ­ ოვანი ტექსტები:„ეკო­ ნომიკური წარმატება და ეროვნ­ ება“(1894),„ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი“(1911),„ნაციო­ნალური კითხვა ჩვენში“(1913) და სხვ. აღსანიშნავია, რომ ნოე ჟორდანიას მოცემული ტექსტები 1920 წლის შემდეგ პირველად გამოიცემა. დარწმუნებულები ვართ, ქართველი მკითხველისთვის ისტორიული და თეორიული კონტექსტის გააზრების კვალდაკვალ ერთობ საინტერესო იქნება წინამდებარე ტექსტების ხელახალი აღმოჩენა. მეორე ინტერნაციონალის(ევროპელი სოციალისტების) დელეგაციის ვიზიტი; ტიერი ბერიშვილის კოლექციიდან. 11 ნოე ჟორდანია ნაციონალური კითხვა ჩვენში 1 (1913 წ.) ფედერალისტთა მთელი საარჩევნო აზროვნობა გამოიხა­ ტა ერთ სიტყვაში. ეს არის სიტყვა ავტონომია. 2 მათ ბრძოლის ღერძად, მაშასადამე, ნაციონალური კითხვა გამოიტანეს. მარ­ თლა ეს კითხვაა მთავარი მიზეზი ჩვენი გაყოფის? რასაკვირ­ ველია, არა. ყოველგან და ყოველთვის პარტიათა შედგენის და მათი ბრძოლის ჩარხია ნიადაგი კლასიური და არა ეროვნული. გამოარკვიეთ, რომელ პარტიას რომელი კლასი ემ­ ხრობა და თქვენ დაინახავთ მათი შეტაკების მთავარ მიზეზს. ამ მხრით დიდათ საყურადღებოა წასული არჩევნები. 3 აქ ქარ­თველი ერი გაიყო ორად. ერთ მხარეზე დადგენ მუშები და გლე­ხები, მეორეზე – თავადები და შეძლებული აზნაურები. კლასური ჩამოყალიბება აშკარაა; ამ ორ ბანაკს შორის არსებული ღრმა წინააღმდეგობა ეკონომიკური და სოციალური ხასიათისაა. ე. ი. ჩარხი მათი დაყოფისა და დაპირდაპირების კლასიკურია და არა ეროვნული. და თუ ფედერალისტები პირველს ხელს აფარებდენ და მეორეს აფრიალებდნენ, ეს ხატავს მათ ბრძოლის ტაქტიკას და არა ბრძოლის ჩარხს. ამას ჩადიოდენ ისინი ყოველთვის, ამას ჩადიან დღესაც. ნაციონალური კითხვა ის პირბადეა, რომლითაც გაბატონებული ჯგუფები საზოგადოებაში გამოდიან და თავიიანთ კლასურ საქმეებს აკეთებენ. აბა, ჰკითხეთ ბულგარელ შოვინის­ ტებს: რატომ ებრძვით ოსმალეთს? – თუ მაშინვე დიადი ფრაზებით არ გიპასუხონ: ისინი ეხვევიან ნაციონალურ სამოსელში და 1 ნ. ჟორდანია, ეროვნული კითხვა, თფილისი, 1922 , გვ, 158 245 .„ნა­ცი­ო­ ნალური კითხვა ჩვენში“ 1913 წელს გამოქვეყნდა, სწო რედ იმ წელს, როდესაც იოსებ სტალინმა ვენაში გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“. ჟორდანია ცდილობს ეროვნულ საკითხს სტალინისგან განსხვავებული აქცენტებით შეხედოს. ნაშრომი ერთგვარი პასუხია სტალინის თეორიასა და მსჯელობაზე ( რედ.) . 2 ნოე ჟორდანია საუბრობს„საქართველოს სოციალისტ-ფედერალის­ტთა სარევოლუციო პარტიის“ შესახებ. 1904 წლიდან მოყოლებ­ ული ქართველი სოციალისტ-ფედერალისტები მოითხოვდნენ საქარ­თველოს ავტონომიას რუსეთის იმპერიის ფარგლებში ( რედ.). 3 ავტორი გულისხმობს 1912 წლის მე4 სათათბიროს არჩევნებს ( რედ.). 12 არასოდეს არ ამბობენ იმას, რაც არის. ასეთი თვისებისაა ყველა ჯურის და ერის ნაციონალისტები. ეს გარემოება ჩვენ ნებას არ გვაძლევს მათ არ გავყვეთ ამ ნიადაგზე და ომი არ გავუწიოთ. პირიქით, ჩვენი მთავარი ინტერესია ნაციონალური კითხვის გამორკვევით დავამარცხოთ ისინი ამ ნიადაგზედაც და ასე ნაციონალური პირბადის ჩამოხდით ნათელვყოთ მათი კლასიური სულისკვეთება. ყველა კლასს თავისებურად ესმის ნაციონალური კითხვა; თავისებურად ესმის იმ კლასსაც, რომლის მეთაურები ჩვენი ფედერალისტებია. რა კლასია ეს, უკვე დავინახეთ წასულ არჩევნებზე. გამორკვევა იმის, თუ რამდენად შეესაბამება ფედერალისტთა ნაციონალური პროგრამა მისი მიმდევარი კლასის ინტერესებს, – აი მეტად საყურადღებო კითხვა. ასეთი საყურადღებოა გამორკვევა იმისა, თუ რამდენად ხატავს ჩვენი ნაციონალისტური შეხედულება მუშა ხალხის ჭირ-ვარამს. ერთი სიტყვით, ყველა პარტიას თუ ჯგუფთ თავისი კლასიური სარჩული უკარნახებს ნაციონალურ პროგრამას, ისე, როგორც პოლიტიკურს, სოციალურს და სხვ. ჩვენ ნაციონალურ კითხვაზე ჩვენი აზრი გამოვთქვით წიგნაკში „ძველი და ახალი“. მაგრამ ვინაიდან ეს იყო საარჩევნო პლატფორმა, ამიტომ შიგ გამოთქმული აზრები მეტად მოკლე და სხარტული დარჩა. ამ გარემოებამ გამოიწვია ჩვენი თანამოააზრეთა ერთ ნაწილში გაუგებრობა და დრტვინვა, – ნამეტანი ბევრი ითქვაო; ხოლო მეორე ნაწილში – ნამეტანი ცოტა ითქვაო. ყოველივე ეს კი ამტკიცებს კითხვის ხელახალი განხილვისა და დასაბუთების საჭიროებას. 1. საჭიროა ფართო პროგრამა ნაციონალურ კითხვაზე? როგორც ვთქვით, ნაციონალური კითხვის გამორკვევა და მისი დაწვრილებით გათვალისწინება მიუცილებელი საჭიროებაა ჩვენებურ პოლიტიკური მოღვაწისათვის. ეს ერთი შეხედვით სადავო არც კი უნდა იყოს. ნამდვილად კი ეს ასე არ არის. მთელი რიგი ჩვენი თანამოაზრეთა არ იზიარებს ამ შეხედულებას და იცავს ძველი საერთო დეკლარატიული ხასიათის ფორმულებს აღძრულ კითხვაზე. ამ საერთო ფორმულების გარკვევა, მათში განსაზღვრული შინაარსის ჩადება და ადგილობრივ პირობათა მიხედვით პრაქტიკაში გატარება, ეს ბევრს ნაადრევად მიაჩნია. ჩვენი აზრით, ასეთი 13 შეხედულება მეტად შემცდარია და, იმავე დროს, მავნებელიცაა და, მართლაც, რაკი ჩვენში პოლიტიკური ბრძოლა, პარტიათა შეხლა-შემოხლა და განხეთქილება ნაციონალური კითხვის გარეშემო განსაკუთრებით მწვავდება. რაკი ჩვენი მოწინააღმდეგენი ამ ბაირაღის ქვეშ დარაზმულნი ყოველდღე სისტემატურად გვებრძვიან, ცხადია, ამ კითხვას უკვე დაუკარგავს თავისი აკადემიური ხასიათი და ის პრაქტიკულ კითხვად გადაქცეულა. ამას ვერ ხედავენ მხოლოდ ისინი, ვინც ჩვენებურ ბრძოლაში პირდაპირ მონაწილეობას არ იღებენ, ამ ბრძოლის პირობებს არ იცნობენ და ყოველივე ამას შორიდან უცქერიან. მეორე მხრით, როცა შენ ირგვლივ შენ უნებურათ მრავალი საჭირბოროტო კითხვა დგება, მათ გარშემო ბრძოლა გაჩაღებულია, ხოლო შენ კი ამისათვის მზად არა ხარ და არც გსურს მოემზადო, ცხადია, მთელი ეს მოძრაობა სწარმოებს შენ გარეთ, სხვების მეთაურობით და წყალობით. ერთ დროს რუსეთში ის აზრი ტრიალებდა, რომ მუშების საქმეა ეკონომიკური კითხვების გამორკვევა, გაფიცვების მოწყობა, თავისი ნივთიერ მდგომარეობის გაუმჯობესება, ხოლო პოლიტიკური კითხვების დაწვრილებით შესწავლა ლიბერალებისა და რადიკალების საქმეაო. მუშები კი საერთოდ პოლიტიკური დეკლარაციით უნდა დაკმაყოფილდენო. ამას ეწოდებოდა„ეკონომიზმი“, ეს მიმართულება რომ დარჩენილიყო ძალაში, მისი შედეგი იქნებოდა მუშების ლიბერალების მიერ პოლიტიკურად დაპყრობა და ასე ლიბერალური მუშათა მოძრაობის დაწყება. „ეკონომიზმი“ გაქრა პოლიტიკურ სფეროდან, მაგრამ ასეთი აზროვნება ბევრს შერჩა ნაციონალურ სფეროში. ნაციონალური კითხვის გამოკვლევა მივანებოთ ნაციონალისტებს, დეე მათ იტეხონ თავი ამაზე რამდენიც უნდათ, ეს მათი ხელობაა, ჩვენ ჩვენს საქმეს ვეწიოთ, – აი, რას გვეუბნებიან ისინი. ეს, როგორც ხედავთ, იგივე„ეკონომიზმია“, იგივე პოლიტიკური ნიჰილიზმია ნაციონალურ ნიადაგზე გადატანილი. ამის შედეგს ჩვენ უკვე ვხედავთ. ნაციონალისტები უფრო და უფრო ავრცელებენ თავიანთ აზრს, რადგანაც ჩვენები მომზადებული არ არიან, ისინი ნიადაგს პოულობენ და მაგრდებიან. ნაციონალური კითხვა, ისევე როგორც სოციალური, პოლიტიკური და სხვა მრავალი კითხვების კრებულია, მრავალ ცალკე მოთხოვნილებათა ერთ რგოლზე აცმა და ერთ საერთო პრობლემათა გამოტანაა. აბა, რას იტყოდით სოციალური კითხვის შესახებ რომ გვეთქვა: ეს კითხვა გადაიჭრება სოციალიზმის დამყარებით, სხვა პროგრამა არ არის საჭირო. ასე აზროვნებენ დღეს მხოლოდ 14 ანარქისტები. მარქსისიტებს კი შედგენილი აქვთ თავისი საკუთარი სოციალური პროგრმა, როგორც მაქსიმალური, ისე მინიმალური. ან და რა იქნებოდა პოლიტიკურ კითხვაში დავკმაყოფილებულიყავით მარტო საერთო ფრაზებით დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, ხოლო პროგრამაში დაწვრილებით არ აგვენუსხა – როგორ გვესმის ჩვენს ეს თავისუფლება და დემოკრატიული წყობილება. და თუ ამას არ ჩავდივართ არცერთ სფეროში, რატომ უნდა ჩავიდინოთ ნაციონალური კითხვის სფეროში? ამბობენ, რა საჭიროა ნაციონალური კითხვის წამოყენება, როცა მისი ცალკე გადაწყვეტა არ შეიძლება, ის ერთი რგოლია საერთო დემოკრატიული მოთხოვნილების და, როცა დემოკრატიული წყობილება დამყარდება, ამით თავისთავად ნაციონალური კითხვაც გადაიჭრებაო 1 . ეს ერთიანად ძველი ბოლშევიკური აზროვნებაა და გასაკვირალი არ არის, როცა ახლა ამას იმეორებენ იმავე მიმართულებას ძველი მიმდევრები. მაგრამ მათ ავიწყდებათ შემდეგი: რატომ იგივე არ შეიძლება ითქვას სიტყვის თავისუფლებაზე? და საზოგადოდ, რა საჭიროა სხვადასხვა პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება, როცა ყველა ეს გადაწყდება დემოკრატიული წყობილების მოპოვებით? და თუ ამას არცერთი პარტია არ ჩადის, ცხადია, რატომ შვრებიან ამას: მოთხოვნილებათა წამოყენებას და მათი დროშის ქვეშ ბრძოლას დიდი საპროპაგანდო და საორგანიზაციო მნიშვნელობა აქვს. ამით თავს იყრიან ერთნაირათ მოაზრენი, დგება და მძლავრდება პარტია და ასე ხდება იგი პოლიტიკური მოძრაობის ღერძი. რვა საათის სამუშაო დღის საყოველთაოდ შემოღება კაპიტალისტურ წყობილებაში პოლიტიკურად შეუძლებელია, მაგრამ ეს მაინც სოციალური რეფორმების ქვაკუთხედათ არის აღიარებული და მის გარეშემო მუშათა დიდი არმიაა თავმოყრილი. ერთი სიტყვით, მოთხოვნილებათა წამოყენება განიზომება არა მათი დაუყონებლივი განხორციელებით, არამედ მათი საორგანიზაციო და საპროპაგანდო მნიშვნელობით. ის მოთხოვნილება, რომელიც აკავშირებს მეტ მუშას და აახლოვებს საბოლოო მიზანს, წამოსაყენებელია ყოველგვარ არსებულ პირობაში. ჩვენი მარქსისტების ერთი ნაწილი თავიდანვე ვერ ურიგდებოდა ასეთს შეხედულებას და მხოლოდ მეორე ნაწილის გავლენით ითვისებდა მას და პრაქტიკულად იყენებდა ზოგიერთ კითხვის გადაჭრაში, ხოლო დანარჩენში ისევ ნიჰილისტურ გზას არ შორდებოდა. დღე1 ასე წერს, მაგალითად, სტალინი ჟურნალ„პროსვეშჩენიეში“, № 4 , გვ. 25 26 , სტატია„ Национальный вопрос “(ნ. ჟორდანია). 15 საც ეგრეთ წოდებული პეტიციონური კამპანია, კოალიციის თავისუფლებისათვის ბრძოლა და სხვა„კერძო მოთხოვნილებანი“ სადავოდ არის გამოცხადებული იმავე ჯგუფის მიერ და თავის უარყოფითი დამოკიდებულებას მათდამი ასაბუთებენ სწორედ ისე, როგორც ნაციონალური კითხვის ცალკე კითხვად წამოყენების უარისმყოფელნი: შეტევა და იერიში ყოველიფერს გადაწყვეტსო. ამნაირად ნაციონალური კითხვის ფართოდ დაყენება და გამორკვევა გაგრძელებაა ჩვენი ძველი ტაქტიკის: ცხოვრების ფეხდაფეხ მიყოლა, არსებულ ძალთა მოწყობილებისათვის ანგარიშის გაწევა და შესაფერის მოთხოვნილებათა წამოყენებით დაჩაგრული კლასის გათვიცნობიერება და ერთი მიზნისკენ გაქანება. ნაციონალური კითხვის უყურადღებობა ჩვენში ამრუდებს ამ კლასის შეგნებას და ერეკება თავის ნაციონალისტურ ბანაკში. 2.  ნაციონალური კითხვის საგანი ნაციონალური კითხვა შეიცავს ბევრნაირ კითხვას. აქ შეიძლება იყოს კითხვა თვით ნაციის წარმოშობასა და განვითარებაზე; კითხვა ნაციის შემადგენლობასა და თვისებებზე, მის ხასიათსა და ენაზე და სხვ. თითოეული ეს კითხვა შეადგენს საგანს მეცნიერების სხვადასხვა დარგისას. ერთ მათგანს იძიებს სოციოლოგია, მეორეს – ეთნოგრაფია, მესამეს – ლინგვისტიკა, მეოთხეს – ისტორია და ასე ბოლომდის. მაგრამ ჩვენ აქ არ ერთი ეს კითხვა არ გვაინტერესებს და მათ ამ წერილების საგნებად ვერ გადავაქცევთ. ჩვენ გამოვდივართ ყველა იმ ფაქტისაგან, რომელნიც ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერებათა საგანია. ჩვენ ამ ფაქტებს და მათ შესახებ დასკვნებს ვღებულობთ, როგორც არსებულთ და ჭეშმარიტთ. ჩვენ ვამბობთ: ნაცია არსებობს, ცხოვრობს, ვითარდება. ნაციონალური მოვლენანი ჩვენ თვალწინ ხდება, ზოგი ერი წინ მიდის თავისუფლად, შეუბორკავად, ზოგს კი ხელ-ფეხი შეკრული აქვს და ის ერთ ალაგას ბორძიკობს. ამ ნიადაგზე აღმოცენდება ნაციონალური ბრძოლა, შუღლი, განხეთქილება, რაც აფერხებს საზოგადო წინმსვლელობას. ასეთ პირობაში თავისთავად იბადება აქ კითხვა: რანაირათ შეიძლება თითოეული ნაციის განვითარება უჩხუბრად და უდავიდარაბოდ. საზოგადოების განხეთქილების დედაბოძი ეკონომიკური ხასიათისაა. კლასობრივი განსხვავება და ბრძოლა ამ ნიადაგზე მუშავდება და წარმოებს. ეს საზოგადოების ძირითადი მოვლენაა, მისი 16 გადაჭრა ძირითადი კითხვის გადაჭრაა, მაგრამ ამ მთავარ მოვლენას ზედ ერთვის და ხშირად ერთიანად ფარავს სხვა უფრო ზერელე მოვლენანი, რომელთაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ძირითად მოვლენასთან ერთ დროს ასეთი კითხვა იყო რელიგიური. კათოლიკენი და პროტესტანტები ერთმანეთს ებრძოდენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვანაირად ლოცულობდნენ. საზოგადოებაც გაიყო არა კლასების მიხედვით, არამედ – სარწმუნოების. დიდი დრო შეიქნა საჭირო, სანამ ამ ბურუსიდან საზოგადოება გამოვიდოდა და თავის ბუნებრივ სახეს მიიღებდა. და, აი, დღეს, როცა რელიგიური კითხვა ჩამოშორდა სოციალურს და განმარტოვდა, მისი ალაგი დაიჭირა ნაციონალურმა კითხვამ. ახლა ეს კითხვა ხვევს ბურუსში კლასთა განსხვავებას, ფარავს ეკონომიკურ ანტაგონიზმს და, ამ მხრით, ის თამაშობს როლს წინა საუკუნეების რელიგიური კითხვისას. წინათ ფანატიკოსები ადგენდნენ ერთ რაზმს, მიუხედავად სოციალურ მდგომარეობისა. ივანე გუსის 1 დაწვაში ერთნაირ მონაწილეობას იღებდა მდიდარი და ღარიბი, ქალი და კაცი, ყველა მართლმორწმუნე კათოლიკე. დღეს ნაციონალისტები ადგენენ ერთ რაზმს, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, და მეორე ნაციასთან საბრძოლველად იხმობენ მდიდართ და ღარიბთ, დიდს და პატარას, ქალს და კაცს – ყველა თანამემამულეთ. რატომ იღებს ასე მწვავე მიმართულებას ეს კითხვები? ამის მთავარი მიზეზია სახელმწიფოს დამოკიდებულება მათთან. კათოლიკური სარწმუნოება შეადგენდა სახელმწიფო სარწმუნოებას, ამიტომ სარგებლობდა განსაკუთრებითი მფარველობით და ბატონობდა. პროტესტანტული მიმართულება ნიშნავდა ბრძოლას ამ გაბატონებულ მიმართულებასთან და რადგანაც სახელმწიფო თვით გამოვიდა მებრძოლ მხარეთ – ბრძოლაც გამწვავდა. ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე დღესაც არის, მაგრამ რადგანაც სახელმწიფო ამ ნიადაგზე ნეიტრალურ როლს თამაშობს, ამიტომ რელიგიური ბრძოლა ღებულობს მშვიდობიან ხასიათს. ის წარმოებს პრაპაგანდის და ქადაგების სახით. სხვა პირობაშია დღეს ნაციონალური კითხვა. მრავალი ნაციის სახელმწიფოში ჩვეულებრივად ერთი ნაციაა, სახელმწიფო ნაციად აღიარებული, სხვა კი – დამო1 ავტორი გულისხმობს ჩეხ სწავლულსა და მოაზროვნეს იან ჰუსს. იან ჰუსი( 1369 1415 ) – ჩეხეთის ნაციონალური გმირი, ჩეხური რეფორმაციის მქადაგებელი და ლიდერი. მისი ხედვების გამო იან ჰუსი 1410 წელს რომის პაპმა შეაჩვენა, ხოლო 1415 წელს ჰუსი ერეტიკოსობის ბრალდებით კოცონზე დაწვეს(რედ.). 17 რჩილებულად. ამიტომ სახელმწიფო ძალ-ღონე მიმართულია ამ ნაციის გამაგრებისა და გამძლავრების, რომლის კვარცხლბეკად სურს გადააქციოს სხვა ნაციები. მაგრამ რადგანაც თითოეული ასეთი მორჩილი ნაცია იძულებულია განვითარდეს, ე.ი იბრძოლოს არსებობისათვის, ცხადია, აქ ის ეტაკება არა მარტო გაბატონებულ ნაციას, არამედ სახელმწიფოსაც, ამ უზარმაზარ ძალასაც და იწყება დიდი შუღლი და განხეთქილება. აი, აქ იბადება ნაციონალური კითხვა. არის მრავალერიანი სახელმწიფო, სადაც ნაციონალური კითხვა არ დგება, მაგალითად: შვეიცარია, ამერიკა, ბელგია, კანადა და სხვ. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფო ნაცია აქ არ არსებობს. სახელმწიფო ნაციათა შორის ნეიტრალურ, ანუ ერთნაირი ხელისშემწყობის როლს თამაშობს. ის დაინტერესებულ მხარეთ არ გამოდის. ამისთვის ბრძოლა ნაციათა შორის არის არ არის პოლიტიკური ბრძოლა; ის კულტურული ბრძოლაა. ის უფრო შეჯიბრებაა, ვინემ ბრძოლა, აქ ერთმანეთს ბაძვენ კარგ საზოგადო საქმეებში, ერთმანეთს წინ ასწრებენ სხვადასხვა დაწყებულებით და აღმოჩენებით. მაშასადამე, ნაციონალური კითხვის საგანია ნაციის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან. ერთ სახელმწიფოს ფარგალში, ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობს მრავალი ერი. რა იურიდიული ნორმა შექნის მათ საუკეთესო დამოკიდებულობას? ანუ რაგვარი განწყობილება უნდა იყოს მათ და პოლიტიკურ ძალას – სახელმწიფოს შორის? აი, პრობლემა. როგორც ხედავთ, ნაციონალური კითხვის საგანია უფლებრივი ნორმა, ხოლო უფლებრივი ნორმის საგანია ადამიანთა ურთიერთშორისი დამოკიდებულობა, ადამიანთა დამოკიდებულების იურიდიულ კალაპოტში ჩამოყალიბება საგანია პოლიტიკისა. ის უდიდესი პოლიტიკური კითხვაა. ცხადია, ნაციონალური კითხვა პოლიტიკური კითხვაა. ის ნაწილია უფრო დიდი კითხვის, სახელდობრ: როგორ უნდა იხატებოდეს საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობა? სახელმწიფო უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ბრძოლაში თუ არა? და თუ ერეოდეს, რომელში და როგორ? ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგმა სახელმწიფომ თავის ნეიტრალობა უკვე გამოაცხადა რელიგიურ კითხვაში. შეუძლია მას ასეთივე ნეიტრალობა გამოაცხადოს ნაციონალურ კითხვაში? ასე თუ ისე, ნაციონალური კითხვა ჩნდება მრავალ ნაციათა სახელმწიფოში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ერთი ან რამდენი- 18 მე ნაცია აღიარებულია სახელმწიფო ნაციებად, მხოლოდ სხვები კი – დამორჩილებულად:„ინოროდცებათ“. 1 ნაციონალური კითხვა შეიცავს კითხვას ნაციის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. ის პოლიტიკური კითხვაა და ჩვენც აქ მისი ეს მხარე გვაინტერესებს და ამ წერილების საგანსაც სწორედ ეს შეადგენს. 3. ნაციონალური კითხვის წამოყენება ნაციონალური კითხვა, როგორც ვთქვით, პოლიტიკური კითხვაა. მისი წამოყენება, მაშასადამე, დამოკიდებულია ერთი მხრით ნაციის ნაწილთან და, მეორე მხრით, ამ ნაწილთა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. თუ ერი ჩვილი და განუვითარებელია, თუ მას არ ჰყავს საკმაოდ მომწიფებული და ნაციონალური შევიწროების გრძნობიარე კლასები, ცხადია, ის ვერავითარ ნაციონალურ მოთხოვნილებას ვერ წამოაყენებს. აგრეთვე, თუ სახელმწიფო სათუთად ეპყრობა ნაციის თვისებებს და თავმოყვარეობას, თუ მისი მოქმედება პირდაპირ არ ეჯახება სხვა ნაციის ინტერესებს, განსაკუთრებით კი დაბალ ხალხთან მისი კავშირი წარმოებს ადგილობრივი ძალებით, მაშინ სახელმწიფოს ნაციონალური უღელი საგრძნობი არ არის დიდი უმრავლესობისათვის და ამიტომ ნაციონალურ კითხვას ნიადაგი არა აქვს. აშკარაა, ნაციონალური კითხვა, როგორც ერთი დარგი პოლიტიკური კითხვა, მოითხოვს მასიურ სურვილს, მასიურ მოქმედებას. შეიძლება, მაგალითად, ბელორუსები სოციოლოგიურათ განსაკუთრებული ერი იყოს, მაგრამ პოლიტიკურად ისინი იგივე ველიკორუსები არიან, ვინაიდან მათ არავითარი მასიური სურვილი არ გამოუთქვამთ თავიანთი ნაციონალური საჭიროების შესახებ. აი, აქ სოციალოგიური და პოლიტიკური პრინციპი ნაციის კითხვაში ერთმანეთს ხვდება და ეწინააღმდეგება. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მეგრელები და ქართველები სხვადასხვა გვარტომობისაო. მაგრამ პოლიტიკაში ამას, თუნდაც ეს მართალი იყოს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაი1 ავტორი იყენებს იმ დროისთვის გავრცელებულ რუსულ სიტყვას„ Инород цы “. ამ სიტყვას, როგორც წესი, ისტორიკოსები არ თარგმნიან. ინოროდცებად რუსეთის იმპერიაში იწოდებოდნენ იმპერიაში შემავალი არარუსი ხალხები, რომლებსაც იმპერიის ცენტრში მიიჩნევდნენ მათგან „უცხოდ“ და„განსხვავებულად“(რედ.). 19 დან მეგრელები ქართველებისაგან განსხვავებულ ნაციონალურ ინტერესებს არ აყენებენ. ერთის სიტყვით, ნაციონალური კითხვის წამოყენება დამოკიდებულია ნაციის ნაწილ სურვილსა და მოქმედებაზე. ამ მხრით რომ გავსინჯოთ ჩვენი ნაციონალური კითხვის ისტორია, დავინახავთ შემდეგს: პირველად ეს კითხვა დადგა მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში. რუსის მთავრობის შემოსვლა და ბიუროკრატიული რეჟიმის შემოღება საზარალო შეიქნა ქართველ მოხელეთათვის, რომელთა ფეოდალური თანამდებობა გაუქმდა. მართველ წრეებმა უცებ დაკარგეს წინანდელი გავლენა და პატივი. მეორე მხრით, ახალ მოხელეთა ბოროტმოქმედებამ და გაუმაძღარმა მექრთამეობამ შეავიწროვა გლეხობა და ასე მომზადდა ნიადაგი მასიურ სურვილის გამოსაცხადებლად. იწყება მთელი რიგი ნაციონალური აჯანყებებისა და მოთხოვნილებებისა. შემდეგ რუსები ცვლიან პოლიტიკას. უკმაყოფილო წრეებს სხვადასხვანაირად იმადლიერებენ, თავად-აზნაურთ აძლევენ სამსახურს, ჩინს და ორდენებს; გლეხობას მფარველობას უწევენ მებატონეთა თავგასულობისაგან. კლასთა ბრძოლა ამ ორ წოდებათა შორის ფართოვდება და ღრმავდება. გლეხობა მთავრობას შეჰყურებდა როგორც მოსაშვალეს და დამცველს. სახელმწიფოსა და ერს შორის საუკეთესო დამოკიდებულობა ჩამოვარდა. მესამოცე წლებში იწყება რუსეთის ე. წ. დიდი რეფორმები, რომელთა ნაფერთხალი ჩვენც მოგვხვდა. ახალი სასამართლო, ახალი სკოლები და ახალი სასოფლო მმართველობა შემოვიდა. სახელმწიფო დაუახლოვდა ხალხს, მთელ ერს. წინათ ისინი ძლიერ შორს იყვნენ ერთიმეორისაგან. გლეხს ბატონი ასამართლებდა, სკოლები არ იყო, ხოლო გიმნაზიები, ოლქის სასამართლოები და სხვა მაღალი რუსული დაწესებულებები ხალხისათვის მიუწდომელი იყო. სოფელში რუსის მთავრობის წარმომადგენლად ითვლებოდა მდივან-ბეგი, რომელიც ქართველი იყო. დიდხანს ჩვენი გლეხი რუსს ეძახდა სალდათს, ვინაიდან სხვა რუსს არასოდეს არ ხვდებოდა. მესამოცე წლებიდან იცვლება ეს გარემეობა. სახელმწიფოს ხალხთან დაახლოებამ სასამართლოს და სკოლის საშუალებით დაბადა შემდეგი კითხვა: ამ დაახლოების გზა და ხიდი რუსული ენა უნდა იყოს თუ ქართულიო. ნაციონალური კითხვა დგება. მესამოცე წლების ნაციონალური კითხვა სრულიად არ ეხებოდა ნაციის მართვა გამგეობას. ამ დროს თხოულობდენ არა ნაციონალურს მმმართველობას, არამედ ნაციონალური კულტურის 20 ნაციონალური ენით აღორძინებას. ეს უმთავრესად ენის კითხვაა. თუმცა აქ მოქმედ ელემენტს ინტელიგენცია შეიცავდა, ე.ი. მასიური სურვილი ინტელიგენციის სურვილით იხატებოდა, მაგრამ ეს სავსებით ეთანხმებოდა მასის სურვილსაც, ვინაიდან ეს მისი პირდაპირი ინტერესი იყო. ხალხის კულტურული განვითარება, რაც, პირველ ყოვლისა, სახალხო სკოლებს მოითხოვს, შეუძლებელია უცხო ენაზე. ამ დროის ბრძოლის და დავის ნაყოფია 1881 წ. სასკოლო გეგმა, რაც დღესაც სახათაბალოდ არის გადაქცეული. ამ დროიდან იწყება ჩვენი კულტურული აღორძინება ევროპულის შინაარსით. ეს აღორძინება ვერ იქნებოდა და არც იყო ანტისახელმწიფოებრივი. სეპარატიული ან ავტონომიური მიმართულება სრულიად ეწინააღმდეგებოდა მასის სურვილებს, ვინაიდან ეს მასა რუსის მმმართველობაში ხედავდა მოსარჩლეს თავისი ნაციონალური ბატონების წინააღმდეგ. ნაციონალური მთავრობას მოასწავებდა ამ ბატონების მთავრობის დაწესებას, მათ ხელში ეკონომიკური და პოლიტიკური ძალის მოგროვებას. ასე ჩინებულდ შეიარაღებული წოდება უიარაღო და უმწეო გლეხობისათვის მეტად საშიშარია. გლეხობას კარგად ახსოვდა, რომ სწორედ მესამოცე წლების დასაწყისში(1858 წ.) სამეგრელოს გლეხობა აჯანყდა ავტონომიური მმმართველობის წინააღმდეგ და მოითხოვა„რუსული სამართალი“. ერთი სიტყვით, ხალხის ინტერესი მოითხოვდა წამოყენებას ნაციონალური კითხვის, როგორც კულტურული კითხვის. შემდეგ განვლო დიდმა ხანმა. ერის აგებულობაში მოხდა მრავალნაირი ცვლილება. აღორძინდა ახალი კლასები, გამრავლდა სკოლები, გაფართოვდა სამოქალაქო სარბიელი. დაიწყო დიდი პოლიტიკური მოძრაობა. ნაციონალური კითხვა ისევ წინანდელი დარჩა. ის ისევ კულტურულ კითხვათ წარმოდგა. და ან შეიძლებოდა სხვანაირათ? გამრავლება სკოლების, სასამართლოების, ხალხის ჩაბმა ახალი სააღებ-მიცემო ასპარეზზე, მისი გაქალაქება, ახალ ევროპულ საარსებო პირობებში მოქცევა, უეჭველად მოითხოვს მეტ ცოდნას, მეტ განვითარებას, მეტ კულტურულ მომზადებას. ხოლო ყველა ამის იარაღია სამშობლო, სკოლა, ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება და სხვ. ნაციონალური კითხვა, როგორც კულტურული კითხვა, არის იმავე დროს მასიური კითხვა. მაგრამ ამ დროს ინტელიგენციის ერთი ნაწილი არ კმაყოფილდება კულტურული კითხვით და აყენებს ნაციონალურ მართვა-გამგეობის საკითხს. ცხადდება ახალი ნაციონალური პროგრამა, რომლის მთავარი მოთხოვნილებაა საქართველოს ნაციონალური 21 ტერიტორიული ავტონომია. ამ პროგრამას ემხრობა თავადაზნაურობა, სამღვდელოება და ქალაქთა თვითმმართველოები(მაგ., ქუთაისის), ერის დანარჩენი ნაწილი კი მხარს არ უჭერს. ეს იყო მასობრივი სურვილი, მასიური მოთხოვნა ავტონომიური მართვა-გამგეობის, ნაციონალური მთავრობის. მართალია, ეს მასა შეიცავდა გაბატონებულ წრეებს, მაგრამ ამით მასის ხასიათი არ დაკარგვია. როგორც ხედავთ, ნაციონალური კითხვა გაიყო, ის ორ კითხვათ გადაიქცა: კულტურულ და მართვა–გამგეობის კითხვათ. ამით გაიყო თვით ამ კითხვათა მატარებელნი. დამორჩილებული კლასები შერჩnენ პირველ კითხვას, გაბატონებულნი ჩაებღაუჭენ მეორეს. ამნაირად დღეს ქართველებში ორნაირი მოთხოვნილებაა წამოყენებული: ერთი თხოულობს ისეთi ურთიერთობის დამყარებას სახელმწიფოს და ერს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ნაციონალური კულტურის განვითარებას, მეორე თხოულობს ისეთ ურთიერთობას, რომელიც შექმნის საქართველოს ავტონომიურ სახელმწიფოს, ავტონომიური მართვა-გამგეობას. პირველის პირდაპირი მიზანია ნაციონალური კულტურა, მეორის პირდაპირი მიზანია ნაციონალური მთავრობა. ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთს ებრძვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ და იპყრობს საერთო ყურადღებას. პირველი გაგძელებაა მესამოცე წლების მიმართულების, მეორე დაბრუნებაა მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედისაკენ, როცა ავტონომიური მთავრობა ბრძოლის ლოზუნგად გამოცხადდა. 4.  ორი პრინციპი ნაციონალური კითხვის წამოყენება ორნაირად, კულტურულად და ტერიტორიულად, ხატავს ორ სხვადასხვა მიმდინარეობას, ორ სხვადასხვა ისტორიულ ხანას. ეს ორი ერთიმეორის მოპირდაპირე პოლიტიკური პრინციპია. და მართლაც, მას შემდეგ, რაც ადამიანები თავს აღწევენ საქონლის მოშენების ხანას და ერთ ადგილზე ბინადრდებიან, მათი შემაერთებელი ძალა ხდება მიწა, ადგილი, ანუ ტერიტორია. აქ საგვარეულო კავშირის ალაგას ნელ-ნელა დგება ტერიტორიული კავშირი. ნაცია წარმოდგენილია როგორც ტერიტორიული, ეთნოგრაფიული ერთეული, ხოლო ნაციის ნაწილებთა შორის ყველაზე უფრო შებოჭვილია მიწა-ადგილით ის ჯგუფები, რომელნიც ყველაზე უფრო მიკრულია მიწაზე. ასეთია გლეხობა. ბატონყმობის 22 დროს ყმები მიწა-ადგილის მიმატებაა: ისინი იმდენად ფასდებიან, რამდენადაც მიწას ამუშავებენ და ამით ბატონებს არჩენენ. მაშასადამე, ტერიტორიული ერთობის ეკონომიკური საფუძველი სასოფლო მეურნეობაა. მაგრამ ჯერ კიდევ საშუალო საუკუნეებში ტერიტორიული კავშირის გვერდით ჩნდება პირადი კავშირები. მაშინდელ ქალაქებში ფეხს იდგამს სხვადასხვა პროფესიული შეჯგუფება, როგორც მაგ.: ამქრობა, გილდიები, სავაჭრო და სამრეწველო ერთეულები; ადამიანები იწყებენ თავის მოყრას არა ტერიტორიის, არამედ ხელობის მიხედვით. ვაჭრობა სპობს ტერიტორიულ კარჩაკეტილობას, გადადის კუთხიდან კუთხეში, საზღვარს შიგნიდან – საზღვარგარეთ; არ ტოვებს არც ერთ შორეულ მხარეს მოუნახავად და გამოუყენებლად. ეს მიმდინარეობა ძლიერდება კაპიტალისტურ წარმოებასთან ერთად და მეცხრამეტე საუკუნეში ხდება ადამიანთა შეჯგუფების მთავარ ღერძად. მრეწველობა, კაპიტალი მეტად მოძრავი ეკონომიკური ელემენტია. ის ადგილობრივი ხასიათის აღარ არის. ის არღვევს თავისი ერის და სახელმწიფოს ჩარჩოებს და ხდება ინტერნაციონალური. დღევანდელი ინტერნაციონალური სინდიკატები და ამხანაგობები ამ ეკონომიკური მიმდინარეობის უმაღლესი და უმწვერვალესი ეკონომიკური ფორმაა. მაშასადამე, პირადი კავშირების ეკონომიკური საფუძველი მრეწველობა და აღებ-მიცემობაა. აი, ამ ხანაში იწყება ნაციის თანამედროვე აღორძინება. რამდენად ის თავს აღწევს მეურნეულ-პატრიარქალურ წყობილებას და ებმება სააღებმიცემო უღელში, ამდენად, ძველი შემაერთებელი კავშირი სუსტდება და მის ალაგს ახალი შეამერთებელი ძალა დგება. სასოფლო კულტურა ქრება, სამოქალაქო კულტურა ჩაღდება. ამ ახალმა ეკონომიკურმა მიმდინარეობამ გამოიწვია ადამიანთა ახალი შეჯგუფება. თუ წინათ, მეურნეულ ხანაში„ადამიანი იშვიათად შორდებოდა თავის სოფელს ან კუთხეს“, დღეს ვაჭრობასთან ერთად მანაც აიდგა ფეხი და შეიქნა მოგზაურად. ის იძვრის თავისი სოფლიდან, თავისი მამაპაპური ადგილიდან და იწყებს ბინადრობას სრულიად ახალ ადგილას. ამ გარემოებამ ათქვიფა ერთმანეთში როგორც ერი, ისე ერები. ვერცერთი ვერ ეტევა თავის ისტორიულ საზღვარში, ირღვევა მისი ტერიტორიული ერთიანობა და გადადის სხვა საზღვრებში. ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და სხვანი, კარგა ხანია, შორდებიან თავიანთ ეროვ- 23 ნულ საზღვარს, იძენენ ახალ-ახალ უცხო ტერიტორიებს და აარსებენ ნაციათა სახელმწიფოებს. არცერთი დღევანდელი დიდი სახელმწიფო არ არის ნაციონალური სახელმწიფო, თითქმის ყოველი მათგანში გაბატონებული ნაცია მცხოვრებთა უმცირესობაა, უმრავლესობას კი შეადგენს სხვა ქვეშევრდომი ერები. ცხადია, განსაზღვრული ტერიტორია, ანუ სახელმწიფო იფარგლება არა ნაციის მიხედვით, არამედ ეკონომიკური საჭიროების. სახელმწიფო დღეს, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური მოვლენაა. ძველი თქმულება:„ერთი ერი – ერთი მიწა“ – არ გამართლდა. მრავალი ერი – ერთი მიწა“ – აი, დღევანდელი მდგომარეობა. ამ საერთო მსვლელობას მორჩილებს, რასაკვირველია, ქართველობაც. უეჭველია ამ ნახევარი საუკუნის წინათ ქართველობა, როგორც ერი, განუყრელი იყო საქართველოსაგან. ტერიტორია ფარავდა ერს, ერი – ტერიტორიას. მართალია, ჩვენს საზღვრებში მაშინაც იყო უცხო შემოხიზნული ერებიც, მაგრამ მათი რაოდენობა მეტად მცირე იყო და თან სრულიად გაქართველებული იყვნენ. თფილისელ სომეხს მაშინ არავითარი თავისი განკერძოებული ნაციონალური მოთხოვნილება არ ჰქონდა. ერთადერთი ეკლესია ასხვავებდა მას ქართველისაგან. ამიტომ ნაციონალური კითხვის წარმოდგენა, როგორც ტერიტორიული კითხვის, სრულიად ბუნებრივი იყო. სხვანაირი წარმოდგენა იმ დროს არც კი შეიძლებოდა. მაგრამ უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში ჩვენში მოხდა ყველა ის ცვლილება, რაც ევროპის ერებში საუკუნეებით ხდებოდა. ქართველობა შედგა კაპიტალისტური განვითარების გზაზე და ზედ სწრაფად გაექანა. აღორძინდა ვაჭრობა-მრეწველობა, გაშენდა ქალაქები, სოფელი გამოვიდა კარჩაკეტილობიდან, გლეხობამ წარმოშვა ბურჟუაზია და პროლეტარი, ერთი სიტყვით, შევიმუშავეთ თანამედროვე ერის ყველა ელემენტები. ქართველობა გავიდა საქართველოს გარეთ, მოედვა კავკასიას, შავი-ზღვის პირას, თვით შორეულ აღმოსავლეთსაც. მეორე მხრით, საქართველოში შემოვიდა მრავალი უცხო ერი, გააჩაღეს დიდი აღებ-მიცემობა და მუშაობა, ხოლო ძველად შემოხიზნულნი გამოეყვნენ ნაციონალურად ქართველთა და თავისი საკუთარი კულტურა შეიმუშავეს. თფილისმა დაკარგა ქართველური ხასიათი და მიიღო საერთაშორისო ელფერი, ქართველები აითქვიფნენ სხვა ერებში და სხვა ერები – ქართველებში. საქართველო აღარ ფარავს ქართველობას, ეს მიმდინარეობა უფრო და უფრო ფართოვდება, უფრო და უფრო ღრმავდება და ძლიერდება. ამ ფერხულში ჯერ კიდევ არ არის ჩაბმული 24 მთელი ქართველობა, შორეული კუთხეები, მთა-გორიანი მიდამოები და ხეობები, ქალაქებიდან და რკინიგზებიდან დაშორებული სოფლები ჯერ კიდევ იმყოფებიან ძველებურ ნივთიერ და გონებრივ მდგომარეობაში. ეს ძველი საქართველოა. სვანი, ფშაველი, ხევსური, აჭარელი და სხვა იშვიათად ჩამოდიან დაბლა მუდმივი თავის რჩენის წყაროს მოსაძებნად. არც მათ სოფელში ეტანებიან უცხო ერის ვაჭრები და მოსაქმენი. მათთვის ჯერ კიდევ არ არსებობს არცერთი ის თანამედროვე პოლიტიკური და კულტურული მოთხოვნილება, რაც აღელვებს და ამოძრავებს ახალ საქართველოს – საქართველოს გაევროპელებულს. აქედან ცხადია, რომ თანამედროვე ერის შემაერთებელი ძალაა არა ტერიტორია, არა ადგილ-მამული, არამედ სულიერი კულტურაა, რომლის საფუძველი, როგორც ზემოთ ვთქვით, თანამედროვე მატერიალური კულტურაა. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებნი ქართველები შეერთებულინა არიან არა საერთო ნაციონალური ტერიტორიით, არამედ საერთო ნაციონალური ენით, ლიტერატურით, ხელოვნებით, მოგონებებით, ერთი სიტყვით, კულტურით. ისინი ტერიტორიით, პირიქით, დაშორებულნი არიან; ზოგი ბაქოშია, ზოგი ხარბინში, პეტერბურგში და სხვაგან. დაშორებულია ეკონომიკური საქმიანობითაც: ზოგი მეურნეა, ზოგი ვაჭარი, ზოგი პროლეტარი, ზოგი მოსამსახურე და სხვ. მათ აცალკევებს მრავალი ფაქტორი, აერთებს მხოლოდ ერთი – ნაციონიალური კულტურა; ამიტომ მათთვის ნაციონალური კითხვა უმთავრესად კულტურის კითხვაა. თანამედროვე ბრძოლა არსებობისათვის მოითხოვს დიდ მომზადებას და ენერგიას. ხოლო მომზადება ერს შეუძლია თავის ენაზე. ნაციონალური სკოლა საძირკველია ნაციონალური განვითარების. ამიტომ სადაც კი ქართველობა ბლომად თავს იყრის, პირველ ყოვლისა ,აარსებს ქართულ სკოლას. ასეა ბაქოში, კავკავკში და სხვაგან. ე. ი. ქართველს შეუძლია იცხოვროს საქართველოს გარეშე; ნაციონალური კულტურა კი მისი მოუცილებელი მოთხოვნილებაა, ნაციონალური ტერიტორია კი – არა. ამგვარად, ნაციონალური კითხვის ორნაირად წარმოდგენა – ტერიტორიულად და კულტურულად – ხატავს ორ სხვადასხვა ისტორიულ ხანას, ორ სხვადასხვა მიმდინარეობას. ტერიტორიული პრინციპი აგებულია ძველ ურთი-ერთობაზე, ძველებურ კარჩაკეტილობასა და ისტორიულ უფლებებზე. ჩვენი ტერიტორიალისტები ძველი საქართველოს წარმომადგენლები არიან. 25 კულტურული პრინციპი აგებულია თანამედროვე ურთიერთობაზე, ნაციის კაპიტალისტურად განვითარებასა და გაქალაქებაზე. ამ პრინციპის მატარებელნი ახალი საქართველოს წარმომადგენელნი, ახალი ცხოვრების მესვეურნი არიან. 5.  კულტურული ერთობა საზოგადო განვითარების მიზანია კულტურა, ხალხის გონებრივი და ზნეობრივი ამაღლება და ასე მისი სათანადო იარაღებით აღჭურვა ბრძოლისათვის. დღეს ბრძოლის მთავარი საგანია სოციალური უსწორმასწორობა, ერთიმეორის ჩაგვრა და ყვლეფა. მომავალ საზოგადოებაში, როცა ეს კითხვა გადაწყდება, ბრძოლის საგანი იქნება, უმთავრესად, ბუნება, მისი ძალების თანდათან დაპყრობა და ადამიანთა სასარგებლოდ ამუშავება. ორივე შემთხვევაში საშუალება ერთადერთია: ეს არის კულტურული მომზადება, კულტურული წინმსვლელობა. კულტურის შინაარსი დღეს ინტერნაციონალური ხასიათისაა. თანამედროვე კულტურა ერთიანად აგებულია თანამედროვე წარმოებაზე, ხოლო ეს წარმოება ერთგვარია – ის ევროპულია. ამიტომ კულტურა ევროპულია, მაგრამ მისი შეთვისება და შესისხლხორცება ხდება ნაციონალურ ნიადაგზე. ევროპული შინაარსი ღებულობს ნაციონალურ ფორმას და მას თითოეული ნაცია თავისებურ შინაარსსაც უმატებს. ასე რომ, ამ საერთო კულტურის შემუშავებაში მონაწილეობას იღებს ყოველი მოწინავე ერი, თანახმად თვისი ისტორიული პირობებისა. ზოგი მათგანი მეტს მუშაობს ამ ნიადაგზე, ზოგიც – ნაკლებს. როგორც მუშაობა და თავისი წვლილის საერთო სალაროში შეტანა, ისე მისი იქედან გამოტანა და თავის სასარგებლოდ მოხმარება წარმოებს ნაციონალური გზით, ნაციონალური ენის და ყოფა-მდგომარეობის საშუალებით. თითოეულ პირს შეუძლია დატოვოს ნაციონალური ნიადაგი კულტურულ მუშაობასა და შეთვისებაში, მაგრამ მთელ ერს, მთელ ხალხს ეს არ შეუძლია. ამიტომ ნაციონალური ნიადაგი, ეს უმთავრესი ხალხის ნიადაგია. ხალხის განვითარება – ეს ნაციონალური განვითარებაა; ხალხის კულტურა – ეს ნაციონალური კულტურაა. მაშასადამე, რამდენად კულტურა ხდება ხალხის კუთვნილება, იმდენად მზადდება ამ ხალხის კულტურული ერთობა, კულტურული ერთიანობა და დაკავშირება. ხოლო რადგანაც კულტურული ერთობა ნაციონალური ერთობაცაა, ცხადია, ხალხის კულტურული 26 ერთობა ნიშნავს მის ნაციონალურ ერთობასაც. აქ ხალხი პირველად ხდება ნაციონალურ ორგანიზმად ანუ ეროვნებად. ამ ნახევარი საუკუნის წინ ჩვენს ეროვნებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა. ქართველობა მაშინ ნაციონალურ ორგანიზმს არ წარმოადგენდა. ამის მიზეზია ის, რომ ერის ერთობას ქმნიდა ტერიტორია და არა კულტურა. კულტურული ერთობა ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე მაღალ წოდებას: შეძლებულ თავადაზნაურობას და სამღვდელოებას. ესენი ნაკლებად იყვენ მიკრული მიწაზე და ამიტომ შეეძლოთ გაემართათ შორეულ სოფლებსა და პროვინციებში ხშირი მიმოსვლა. ერთიმეორის გაცნობა, დამოყვრება, აზრის გაზიარება და კულტურულად დაკავშირება. მეტად გავრცელებული სტუმრობა და დარბაზობა ერთი კულტურული საშუალებათაგანი იყო. სამაგიეროდ, ერის დანარჩენი ნაწილი, განსაკუთრებით გლეხობა, როგორც მიწა–ადგილის მონა-მორჩილი თავის სოფელს იშვიათად გაშორდებოდა, მას არც შეეძლო სადმე გამგზავრება ბატონის ნებადაურთველად. გლეხის შორს წასვლა ნიშნავდა მის გაქცევას, ბატონების ადგილის მიტოვებას, რაც სასტიკად ისჯებოდა კანონით. ქართველი გლეხობა წარმოადგენდა ეთნოგრაფიულ გროვას, კარჩაკეტილს თავ-თავიანთ სოფლებში, ხევებსა და მიდამოებში. მისი ერთობა იყო მხოლოდ ბუნებრივი(ე. ი. საერთო გვარტომობა) და გეოგრაფიული(ე. ი. ბინადრობა ერთ განსაზღვრულ ქვეყანაში). აი ამიტომ ქართველობა, როგორც ეროვნება ,ამ დროს არ არსებობდა. იყო გურული, მეგრელი, იმერელი, კახელი, ქართლელი, ქართველი კი არა, დასავლეთ საქართველოში ქართველს უწოდებენ მხოლოდ ქართლელს. მაშასადამე, რამდენადაც ნაციონალურ კულტურული ერთობიდან გამორიცხულია დაბალი კლასები, იმდენად ერი არ წარმოადგენს ეროვნებას. ეროვნების მატარებელია ხალხი. და მართლაც, მხოლოდ უკანასკნელ ორმოცი წლის განმავლობაში წარმოებს ქართველი ეროვნების შემუშავება. მას შემდეგ, რაც ჩვენში შემოიჭრა კაპიტალიზმი და წარმოების ღერძად გადაიქცა, გლეხობაც გამოვიდა თავის კარჩაკეტილი მდგომარეობიდან და ყიდვა-გაყიდვაში ჩაება. ის შეუდგა ისეთი ნაყოფის შემუშავებას, რასაც გასავალი აქვს ბაზარზე. ის ყიდის თავის ნაწარმოებს და ყიდულობს სხვისას. ამიტომ ის იძულებულია იაროს ახლომახლო ქალაქებში, დაბებში, რკინიგზების სადგურებზე, ხშირად გუბერნიის ქალაქებშიც. სოფლები ტრიალებენ ახლომდებარე ქალაქის გარშემო, ხოლო ქალაქები ხომ კულტურის ცენტრებია. მეორე მხრით, გლეხის უმცროსი ძმები, მოზრდილი ვაჟები და ხშირად ქალებიც გადიან სამუშაოს საძებნელად შორეულ ქალა- 27 ქებსა და სამრეწველო ცენტრებში. აქ ერთმანეთს ხვდებიან გურული, მეგრელი, იმერელი, ქართლელი – საქართველოს ყველა კუთხის ქართველი, ერთმანეთს ეცნობიან, ერთ უღელში ებმიან. მათ თან მიაქვთ თავიანთი ენა, თავისი ზნე-ჩვეულება და მსოფლმხედველობა. ეს ბუნებრივი ერთობა ხდება საძირკვლად ერთა თავის მოყრის და კულტურული ერთობის დაწყების. იწყება ბრძოლა არსებობისათვის სრულიად ახალ პირობებში. საერთო კონკურენცია და წარმოების გართულება აიძულებს თითოეულს შეიძინოს განათლების უსაჭიროესი საფუძველი მაინც, რომ თავის რჩენა ოდნავად გაიადვილოს. კულტურა მისი ცხოვრების ძირითადი მოთხოვნილებაა. ნაციონალური სკოლა, ნაციონალური მწერლობა, ხელოვნება, და სხვ. მისთვის მიუცილებელია, ამას მოითხოვს მისი ეკონომიკური ინტერესები. მაშასადამე, რამდენადაც ქართველი ხალხი გამოდის ძველ კარჩაკეტილ მდგომარეობიდან და ებმება თანამედროვე ეკონომიკურ პირობებში, რამდენადაც ის იძლევა ახალ კლასებს და წყვეტს კავშირს მეურნეობასთან, იმდენად მისი შემაკავშირებელი ძალა ხდება კულტურა. ტერიტორიული ერთობის ალაგს იჭერს კულტურული ერთობა. ცხადია, კაპიტალიზმის გაძლიერება ნიშნავს ნაციონალური კულტურის გაძლიერებას. აქედან აშკარაა, რომ ყველა ის, ვინც წინ ეღობება კაპიტალიზმს, ეტრფის ჩვენი ქვეყნის გაყინვას წვრილ ბურჟუაზიულ საფეხურზე, სოფლების ძველ პირობების ჩაჭერას, გლეხობის მებატონისათვის დამორჩილებას – ერთი სიტყვით, ყველა ჩვენი წვრილბურჟუაზიული და თავადაზნაურული ელემენტები არიან ანტიკულტურული და ანტინაციონალური. ამნაირად, დაბალი კლასების კულტურული განვითარება, მათი კულტურული ერთობის შექმნა, ქმნის მაგარ ეროვნულ ორგანიზმს, ანუ ეროვნებას. რომელი კლასია განსაკუთრებით დაინტერესებული ნაციონალურ კულტურაში? ეს არის ის კლასი, რომელიც ყველაზე უფრო მკაცრად წყვეტს კავშირს ტერიტორიულ ერთობასთან, ეს არის პროლეტარიატი. პროლეტარი ყიდის მხოლოდ თავის სამუშაო ძალას; მაშასადამე, მისი ინტერესი შეკავშირებულა ამ ძალის მოვლა-პატრონობასთან. გლეხის კეთილდღეობა შეკავშირებულია მისი საკუთრების მოვლასთან, ვაჭრის და მრეწველის – მათი სააღებ-მიცემო დაწესებულების მდგომარეობასთან, ე. ი. ყველა კლასი, გარდა პროლეტარისა, დაინტერესებულია განკარგოს პიროვნების გარეთ მყოფი საგანი და თუ ამაების გამკარგავს ვინმეს იშოვიან, მათ შეუძლიან 28 უვიცობის მორევში თავი არხეინად იგრძნონ. მხოლოდ პროლეტარია იძულებული პირადი განვითარებით განავითაროს თავისი ცხოვრება. ნაციონალური კულტურა პროლეტარის პირობასთან მჭიდროდ დაკავშირებულია. მაშასადამე, რომელიმე კლასის კულტურული მოთხოვნილება რაც უფრო დაკავშირებულია ამ კლასის წევრთა პირად ინტერესებთან და მათ საწარმოო მდგომარეობასთან, ეს კლასი მით უფრო დაინტერესებულია კულტურის შეთვისებითა და განვითარებით. ამ კლასების სათავეში დგას პროლეტარიატი, მას მისდევს ნახევრად პროლეტარი(ე. ი. ჩვენი გლეხობის დიდი უმრავლესობა და ქალაქის წვრილი ხელოსნები და წვრილი მოსამსახურენი). არ ერთს ამათგანს არ ძალუძს თავისი ცხოვრება გაიუმჯობესოს სხვისი დაქირავებით, პირიქით, ისინი ექირავებიან სხვას, ამუშავებენ სხვის მიწას და სხვის საქონელს. მათი პირადი განათლება, სპეციალური და საზოგადო სწავლა-ცოდნის შეძენა აძლევს საშუალებას უფრო ძვირათ გაყიდოს თავისი სამუშაო ძალა, გამოაღებიოს თავის ნაჭერ მიწას მეტი მოსავალი, უკეთ გასცეს პასუხი მათ წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ შევიწროებას და ძალმომრეობას. ერთი სიტყვით, კულტურა ამ კლასებისათვის ერთადერთი ღერძია, რომლის საშუალებით იცავს თავის თავს და აუმჯობესებს თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. ყველა დანარჩენი კლასისითვის კულტურა, სხვათა შორის, იარაღია, სხვა იარაღის მომატებაა. მემამულის იარაღია მამული, კაპიტალისტის – კაპიტალი, ინტელიგენტის – დიპლომი, ვაჭრის – სავაჭრო საქონელი, სამღვდელოების – ოლარი 1 და სხვ. ამიტომ ყველა მათი ინტერესი დაკავშირებულია, ცოტაოდენი მეტ-ნაკლებობით, ტერიტორიასთან. მათი პრინციპი ტერიტორიული პრინციპია, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ. მხოლოდ მუშა ხალხია პირდაპირ დაინტერესებული კულტურით, მისი პრინციპი კულტურული პრინციპია. რაკი ნაციონალური კულტურის მთავარი მატარებელი მუშა ხალხია, ცხადია, ამ ხალხის კულტურის სამეფოში შეყვანა, მისი გაკულტუროსნება უდიდესი ნაციონალური საქმეა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა არა მარტო კულტურული საუნჯის ქონება, არამედ მისი ხალხისთვის ხელმისაწვდომად გადაქცევა, რათ გინდათ სკოლები, წიგნები, გაზეთები, თეატრები და სხვ., თუ მუშა კაცი ამით ვერ სარგებლობს, ის ისარგებლებს ამით მაშინ როცა მას შესაფერისი საშუალება მიეცემა. თუ კაცი დღეში 15 საათს მუშაობს და მცირე ხელფასს იღებს, ის ვერავითარი კულტურის მონაწილე 1 ოლარი – მღვდლის შესამოსელი(რედ.). 29 ვერ გახდება. მუშის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ბადებს მის კულტურულ გაუმჯობესებასაც. თანამედროვე პროლეტარიატის ბრძოლა არის ბრძოლა კულტურისთვის. სამუშაო დღის შემოკლება, ქირის მომატება, შრომის სამფარველო კანონმდებლობა, თავისუფალი კრებები, პროფესიონალური კავშირები, მუშათა ორგანები და სხვ. – აი, რა ქმნის ხალხის კულტურას. ის პირები თუ პარტიები, რომელნიც ამ საქმეს ემსახურებიან და კულტურულ ერთიანობაში თანდათან მეტი ხალხი შემოჰყავთ, არიან ნაციონალური საქმის მოსამსახურენი, ნაციონალური ორგანიზმის გამჭედნი, ნაციონალური კულტურის შემოქმედნი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ სხვადასხვა ერის მუშა ერთ ქალაქსა თუ დაწესებულებაში მომუშავე. მათი კულტურული მომზადება და ცხოვრების მოთხოვნილება კი სხვადასხვაა. ქართველი მუშა ამ მხრით მაღლა დგას სომეხ მიშაზე, სომეხი – თათარზე, კაპიტალისტი სარგებლობს ამ მდგომარეობით და ქირაობს იმას, რომელიც ნაკლებად ექირავება, ე.ი. თათარს უფრო – ვიდრე სომეხს, სომეხს უფრო – ვინემ ქართველს. საზოგადოდ, ქართველი მარცხდება ამ კონკურენციაში. ის რომ ინგლისელთან ან ფრანგებთან მუშაობდეს, მაშინ გამარჯვებული გამოვიდოდა, ვინაიდან თათრის როლს აქ ქართველი შეასრულებდა. ნაკლები კულტურიანი მუშა უფრო ადვილად ხდება შტრეიკბეხერი, 1 ამხანაგის გაუტანელი, კაპიტალისტის მონა-მორჩილი. ამიტომ უკან ჩამორჩენილი მუშის გაკულტუროსნება მოწინავე მუშის პირდაპირი ინტერესია და, რადგანაც კულტურა ნაციონალურია, ამიტომ ქართველი მუშის ინტერესი მოითხოვს სომხურ და თათრულ ენაზე შეიქმნას მდიდარი მწერლობა, გაიხსნას სასწავლებლები, თეატრები, მათ პროვინციებში გავიდეს რკინიგზები, მათი გლეხობა გამოვიდეს ძველებურ მდგომარეობიდან და ჩაებან თანამედროვე ფერხულში – მათი ნაციონალური კულტურა გაძლიერდეს. ერთი ერის პროლეტარიატის ეკონომიკური ინტერესი მჭიდროდ შეკავშირებულია სხვა ერთა პროლეტარიატის ნაციონალურ კულტურასთან. თანხმობა ეკონომიაში ბადებს თანხმობას ერთა შორისაც. აი ამაზეა აგებული პროლეტარიატის ინტერნაციონალიზმი. მაშასადამე, პროლეტარიატის ნაციონალური კულტურის განვითარება ითხოვს ინტერნაციონალური კულტურის განვითარებასაც. ინტერნაციონალიზმი აქ სიტყვის მასალა არ არის, ის 1 შტრაიკბეხერი –(გერმ. Streikbrecher ) – მუშა, რომელიც საყოველთაო გაფიცვის მიუხედავად აგრძელებს მუშაობას და გამოირჩევა სოლიდარობის ნაკლები გრძნობით(რედ.). 30 სავსეა შინაარსით, ის ღერძია მუშა ხალხის გამძლავრების და გაკულტუროსნების. აქედან აშკარაა, რომ მუშა ხალხი ვერასოდეს იქნება ნაციონალისტი; ვერასდროს ჩაებმევა იმ ფერხულში, ვინც თავის ერის აღორძინებას სხვა ერის დაჩაგვრით ფიქრობს, ან ვისაც მხლოდ თავის ერის საჭირბოროტო კითხვები აინტერესებს, ხოლო სხვა, მის მეზობლად მცხოვრები ერების კულტურულ მდგომარეობას ანგარიშს არ უწევს. პროლეტარიატი ბუნებრივად ინტერნაციონალისტია. ეს მისი გამარჯვება-დამარცხების საძირკველია და ამიტომ თავის ეროვნულ-კულტურულ განვითარებას უკავშირებს სხვა ერთა ასეთსავე განვითარებას. აქედან გამომდინარეობდა ქართველ მუშათა ტაქტიკა, როცა ისინი თავიდანვე მუშაობას ეწეოდენ არა მარტო ქართველებში, არამედ სომხებში, რუსებსა და კავკასიის სხვა ერის მუშებში... ამგვარად, პროლეტარიატისათვის ერი კულტურული ერთეულია; მისთვის ნაციონალური კითხვა კულტურის განვითარების კითხვაა; მისი გამძლავრება და გამარჯვება შეუძლებელია თუ სხვა ერების კულტურაც განვითარებული არ არის. მისი პირდაპირი ინტერესი ითხოვს როგორც ნაციონალურ, ისე ინტერნაციონალურ მდიდარ კულტურას. ამ საფუძველზეა აგებული პროლეტარიატის პოლიტიკური მოღვაწეობა. 6. ტერიტორია სანამ ერის შემაკავშირებელი ძალა იყო ტერიტორია, მანამდისის ეროვნება არ იყო. მხოლოდ ამ ძველი, საშუალო საუკუნეების შემაერთებელი ძალის დარღვევამ და მის ალაგას ახალის აღორძინებამ შექმნა თანამედროვე ერი, ანუ ეროვნება. მაშასადამე, ეს წმინდა კულტურული მოვლენაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერის წარმოდგენა, როგორც ტერიტორიული ერთობის არ კვდება. ის ხშირად ძლიერდება და ნაციონალური პოლიტიკის მთავარი ღერძი ხდება. ამის მიზეზია ის, რომ ტერიტორიასთან შეკავშირებული კლასები ცოცხლობენ და ვითარდებიან. ამათში პირველი ალაგი უჭირავს მემამულეთა კლასს, ე. ი. ისეთ ხალხს, რომელთს კეთილდღეობა და ფუფუნება პირდაპირ დაყრდნობილია მამულის მფლობელობაზე. მას მისდევს საშუალო და წვრილი მემამულენი, რომელთაც იმდენი უძრავი საკუთრება აქვთ, რომ სხვის მიწას არ საჭიროებენ. ყველა ესენი 31 დაინტერესებულია ტერიტორიულ კითხვებში, მათი პირდაპირი ინტერესი შეკავშირებულია ტერიტორიის ინტერესებთან. ამათ რიცხვში არ შეიძლება იყოს უმამულო გლეხობა, ე. ი. ისეთი ხალხი, რომელიც სხვისი მიწის დამუშავებით ცხოვრობს. ამათთვის ტერიტორია წყაროა ბევრნაირი შევიწროების და დამცირების. ამიტომ მათი იდეალია სოფლიდან გასვლა, ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრში დაბინავება. ამათ მუდმივი მიმოსვლა აქვთ გამართული ქალაქებთან. იქ აგზავნიან თავიანთ ვაჟებს და ქალებს სამუშაოს საძებნელათ, ეძებენ საშვალებებს თავის სოფლიდან გასასვლელათ და სხვაგან ახალი ბინის გასაჩენად. მათ ერთი ფეხი უდგიათ სოფელში, მეორე – ქალაქში და რამდენადაც ეს მათი ლტოლვილობა ღრმავდება, ფართოვდება და მეტ ქართველობას ითრევს, იმდენად, ქართველი გლეხობა უახლოვდება ქართველ პროლეტარიატს პოლიტიკურად და კულტურულად. მათი ხელიხელჩაკიდებული გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე თავისთავად გასაგებია, თუ მოვიგონებთ ქართველ გლეხობის დიდი უმრავლესობის უმამულობას. ერთი სიტყვით, ტერიტორიული პრინციპია დღეს სოფელში გაბატონებული კლასების მსხვილი და წვრილი მემამულეების. ამათ მხარს უშვენებენ მრეწველნი და ვაჭარნი მხოლოდ განსაზღვრულ დროსა და გარემოებაში, როცა ამას მოითხოვს მისი ინტერესი სააღებ-მიცემო მოცილეობაში. სხვა ერთა ბაზრების დაპყრობა თვით ამ ერების დაპყრობით მეტოქე ერის ბურჟუაზიის განდევნა ან დასუსტება შინაგან ბაზარზე – აი მათი მისწრაფება. თუ ისინი გაბატონებული ერის შვილია, სახელმწიფო პოლიტიკა ღებულობს აგრესიული შეტევის ხასიათს, თუ ისინი დამორჩილებული ერის შვილია – ემხრობიან მემამულეთა ტერიტორიულ შეხედულებას, ილტვიან სამშობლო ტერიტორიის სრული განცალკევების ან სრულ ავტონომიისაკენ, რომ ამით თვით გახდენ გაბატონებული ერის მეთაური და შეავიწროვონ ჩამოთესლილ ერთა მოცილენი. აქედან ცხადია, თუ რამდენად მართალია ავსტრიის ცნობილი მკვლევარი რუდოლფ შპრინგერი როცა წერს:„ტერიტორიული პრინციპი არასოდეს არ სცნობს შეთანხმებას და თანასწორობას. მას თან მოაქვს მხოლოდ ბრძოლა და შევიწროება, ვინაიდან მისი არსებითი თვისება შევიწროებაა.“ 1 და მართლაც, გაბატონებული კლასების მიმართულება რა იქნება, თუ არა ბატონობა? განა ისინი ცნობენ თანასწორობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ მათ ჩვენ ეს ნაცი1 იხ. მისი წიგნი„ Национальная проблема “, გვ. 73 (ნოე ჟორდანია). 32 ონალურ ასპარეზზე მოვსთხოვოთ? თანასწორობის მატარებელი კლასია მხოლოდ მუშა ხალხი და ეს გადააქვს მას ყველა სფეროში, ამათ შორის ნაციონალურ სფეროშიაც. გაბატონებული კლასის ნაციონალური მიმართულება უეჭველად სხვა ნაციების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, ისე, როგორც მათი პოლიტიკური და სოციალური მიმართულება სხვა კლასების წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი ნაციონალიზმის ბუნებრივი მატარებელია და როგორც ამნაირნი ვერასოდეს ვერ გახდებიან ინტერნაციონალისტები, პირიქით, ისინი მით უფრო მდიდრდებიან და სუქდებიან, რაც უფრო დაჯაბნიან სხვა ერებს, გამოსწოვენ მათ ყოველგვარ სიმდიდრეს, გადააქცევენ მათ შავ მუშად, უვიცად და უკულტუროდ და ასე, მათი საწველ ფურად გადაქცევით, ლამიან თავიანთი ბედნიერება ააგონ მაშინ, როდესაც პროლეტარიატის ინტერესი მოითხოვს სხვა ერის პროლეტარის ნაციონალურად ამაღლებას; გაბატონებული კლასის ინტერესი, პირიქით, მოითხოვს სხვა ერის ნაციონალურად დაუძლურებას. ნაციონალისტების ინტერნაციონალისტობა შეუძლებელია. ამნაირად, ტერიტორიული პრინციპით ნაციონალური კითხვის გადაჭრა ნიშნავს დღევანდელ ურთიერთობაში წასული ურთიერთობის გადმოტანას, იმ წასულის, როცა ერი კულტურულად მთელი არ იყო და მას იცავდა დაშლისაგან მხოლოდ ტერიტორიული ერთობა. დღეს, როცა ნაცია ტერიტორიულად დაისაქსა და გადაიქცა კულტურულ ერთობად, ტერიტორიული პრინციპი ნიშნავს ბატონობის და ძალმომრეობის პრინციპს. მეტყვიან, განა შეიძლება ნაცია უტერიტორიოთ? რასაკვირველია – არა. ყოველი კაცი მიწაზე ცხოვრობს. ნაცია უეჭველად საჭიროებს ტერიტორიას; უამისოდ მმართველობა შეუძლებელია. კიდევ მეტი, თვით ნაციის წარმოშობა გარეშე ნაციონალური ტერიტორიისა შეუძლებელია. ყველა თანამედროვე ერი დაიბადა და განვითარდა იმ დროს, როცა მისი ერთობის გამჭედი იყო, გარდა გვარტომობისა, ერთად ბინადრობა, ე. ი. საკუთარი ტერიტორია. ქართველი ერი დღეს არ იქნებოდა, რომ მას ასეთი ტერიტორია არ ჰქონოდა. ტერიტორია იყო მისი მთავარი ფაქტორი სიმტკიცისა. როცა შაჰ-აბაზმა ქართველთა ერთი ნაწილი საქართველოდან სამხრეთ სპარსეთში გადაასახლა, ამით მან მათი კავშირი გაწყვიტა სამშობლოსთან და მოშალა ეს მთავარი შემაკავშირებელი ელემენტი. ამ გარემოებამ შესაფერი შედეგი გამოიღო: წასული ქართველობა მოწყდა დედაერს სულიერადაც. დღეს კი ასეთი შედეგი შეუძლებელია მოხდეს. საქართველოს გარეშე დიდძალი ქა- 33 რთველობა ცხოვრობს, მაგრამ დედაერთან მას სულიერი კავშირი არ დაუკარგავს. თანამედროვე ემიგრაცია ნათლად მოწმობს იმას, რომ სამშობლოს ტერიტორიის დატოვება არ ნიშნავს სამშობლო ერის დატოვებას. ინგლისელები აარსებდენ ახალშენებს და მერე მათ ინგლისს უკავშირებდენ. ჩეხელთა უმრავლესობა დღეს ჩეხეთის გარეშე ცხოვრობს, ისე როგორც სომხები. ცხადია, თუ კი ნაციის დამახასიათებელი თვისება წინათ ტერიტორია იყო, დღეს ეს არ არის. 1 ტერიტორია გადაიქცა არა ერთობის, არამედ ბატონობის მთავარ იარაღად. ვინც ჩემს ტერიტორიაზე ცხოვრობს, მან უნდა იყიდოს ჩემი საქონელი, მიიღოს ჩემი კულტურა, ჩემი ენა, ჩემი ხელოვნება და სხვ., აი, რას ამბობენ ტერიტორიათა დღევანდელი მფლობელნი. ამ ნიადაგზე აღმოცენდა ნაციონალური ბრძოლა. აი ეს წინა ხანაში არ იყო. ეს დღევანდელი ხანის ღვიძლი შვილია და ვისაც გულწრფელად სურს ნაციონალური შევიწროების მოსპობა, მან, პირველ ყოვლისა, უნდა მოსპოს მრავალერიან ტერიტორიაში ერთი ერის ბატონობა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: ასეთ ტერიტორიაში ერთ ნაციას არ უნდა ჰქონდეს ბატონობა; ის აქ არ უნდა იყოს სუვერენი – უზენაესის ძალაუფლებებით აღჭურვილი. მაშასადამე, ჩვენ ვებრძვით ტერიტორიას იმდენად, რამდენად ის გულისხმობს ბატონობას, ე. ი. ჩვენ ვებრძვით პრინციპს ბატონობისას და არა სამშობლო ტერიტორიას. მე ძლიერ მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს, რომ მსურდეს ის მოვიხმარო სხვების შევიწროების იარაღათ. პირიქით, მე მით უფრო მეყვარება ის და ვი1 ამიტომ ძლიერ ცდება სტალინი თავის ზემოდასახელებულ წერილებში, როცა დღეს ტერიტორიას ერის დამახასიათებელ ელემენტათ აღიარებს. ამ შემთხვევაში მრავალი ნაციონალური მოვლენა ვერ აიხსნებოდა, მაგალითად, სომეხთა ერი ერი არ იქნებოდა, ვინაიდან მან, კარგა ხანია, დაკარგა თავის ტერიტორია და შერეულად ცხოვრობს. სტალინს წარსული ხანის ისტორიული აუცილებლობა გადმოაქვს თანამედროვე ხანაში, თუმცა თითონ ამბობს ერთ ალაგას, რომ თანამედროვე ნაცია კაპიტალისტურმა ხანამ წარმოშვაო. თუ ეს ასეა, ცხადია, ნაციის დამახასიათებელია დღეს არა წარსულის პრინციპი – ტერიტორია, არამედ კაპიტალიზმთან შეკავშირებული თანამედროვე მოვლენანი: მრეწველობა, აღებ-მიცემობა და მასზე აგებული კულტურა. სტალინი ტერიტორიალისტია და ამით უახლოვდება ნაციონალისტებს. ტერიტორიალისტებს შორის არ შეიძლება იყოს პრინციპიალური განსხვავება. P . S . ეს ჩემი თხზულება დაწერილი იყო მაშინ, როცა სტალინის წერილის ბეჭდვა დაიწყო რუსულ ჟურნალში(„ Просвещение “,# 3 , 45 ). ამიტომ იძულებული ვიყავით, მისი აზრები უმთავრესად სქოლიებში გაგვერჩია. საზოგადოდ, დაკვირებული მკითხველი კარგად მიხვდება, რომ მე და ის სრულიად სხვადასხვა საფუძველზე ვდგევართ. ეს ჩემი შრომა თავიდან ბოლომდის მიმართულია მისი აზროვნების წინააღმდეგ(ნოე ჟორდანია). 34 ამაყებ იმით, რაც უფრო მეტი თანასწორობა, მეტი თავისუფლება და სამართლიანობა იქნება გამეფებული მის საზღვრებში. ოტო ბაუერის აზრით, ტერიტორიული პრინციპი პოლიტიკაში წამოაყენა თანამედროვე სახელმწიფომ, რომელმაც გამოაცხადა: თუ ჩემს ტერიროტიაზე ცხოვრობ, დაემორჩილე ჩემს ძალას, ჩემს უფლებას, ჩემს ენასო. ახლანდელი ტერიტორიული ერთეულები არიან ერთეულები უმცროს-უფროსობის და არა თანასწორობის. მართალია, დიდი ტერიტორიული სახელმწიფოები იყვნენ ძველათაც(მაგ.: მაკედონია, რომი, არაბეთი, სპარსეთი, გერმანია და სხვ.), მაგრამ აქ ნაცია თავის ნაციონალურ ცხოვრებით თავისუფალი იყო. სახელმწიფო მოხელე, მაგ., გასამართლების დროს, დამნაშავეს, პირველ ყოვლისა, ჰკითხავდა: რა ტომის ხარო და მხოლოდ შემდეგ გაასამართლებდა, თანახმად ამ ტომის კანონებისა და ზნე-ჩვეულებისა. ნაციონალური შევიწროება არ იცოდა ძველმა ქვეყანამ. ნაციონალური შევიწროება ტერიტორიათა დაპყრობით ახალი ისტორიის საქმეა. ნაციონალისტებს სურთ ამ შევიწროების მოსპობა ტერიტორიათა გამორთმევით გაბატონებულ ერისთვის და თავის ერისათვის ჩაბარებით, ე.ი. ბატონობის იარაღით აღჭურვა დამორჩილებული ერის. და რადგანაც ყველა ერში ბატონობენ შეძლებული კლასები, ამიტომ ეს იქნება სწორედ ამითი აღჭურვა ახალი იარაღებით. ახლა ესენი დაიწყებენ სხვა ერის შევიწროებას, ისე როგორც თვით იყვნენ შევიწროებულნი სხვებისაგან. ინტერნაციონალისტებს სურთ, ტერიტორიაზე ერთი ნაციის ბატონობა მოშალონ. ნუ იქნება ნურც მპყრობელი ერი, ნურც მორჩილი, მათ შორის უნდა მოხდეს სრული გათანასწორება და ამით უზრუნველ იქნას თითოეულ ერის კულტურული განვითარება. როგორ უნდა მოხდეს ეს – ამაზე ქვევით. ახლა ჩვენ გვაინტერესებს თვით ძირითადი პრინციპი – გამოკვლევა. როგორც ხედავთ, ტერიტორიული პრინციპი სახელმწიფო პრინციპია. მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენობა მოითხოვს განსაზღვრულ ტერიტორიას. სახელმწიფოს ფუნქციები მჭიდროთ დაკავშირებულია ტერიტორიასთან. პირველ ყოვლისა ის ავლებს თავის ტერიტორიას დამოჟნების სალტეს, 1 თავიდან იშორიებს უცხოეთის ეკონომიკურ მოცილეობას. ქმნის შიგნით საკუთარ მრეწველობას, აღებ-მიცემას, მიმოსვლას და ასე ის ხდება ერთი ეკონომიკური ორგანიზმი. ამასთანავე ის ყოფს მთელ ტერიტორიას გუბერნიებათ, მაზრებათ, სოფლებათ და აწესებს ყველგან შესა1 იგულისხმება საბაჟო ცენტრების დაარსება(რედ.). 35 ფერ მმართველობას. მთელი ეს მუშაობა დაკავშირებულია ტერიტორიასთან, სახელმწიფო ტერიტორიული კავშირია. სახელმწიფო დაიბადა და ვითარდება ეკონომიკური მიზეზებით, მისი მიზეზი, უმთავრესად, ეკონომიკურია. ამიტომ ის, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური მოვლენაა. სახელმწიფო ტერიტორიული და ეკონომიკური კავშირია. ნაცია კი არცერთი ეს არ არის. თუ ნაცია ფარავს სახელმწიფოს, თუ ერთი მიწა, ერთი ერი ფაქტია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კავშირი, ნაციონალური კავშირიცაა. აქ ნაცია ეკონომიკური და ტერიტორიული მოვლენაა. მაგრამ ასეთი სახელმწიფო, როგორც ვსთქვით, დღეს არ არსებობს. ყველა სახელმწიფო მრავალერიანია. არცერთი ამ ერთაგან ცალ-ცალკე არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ტერიტორიულ და ეკონომიკურ კავშირს. სახელმწიფო რომ მარტო ამ კავშირის გამტკიცებას მისდევდეს, მარტო საეკონომიკო და პოლიტიკურ ფუნქციებს ასრულებდეს, მაშინ ნაციონალური კითხვაც არ დაისმებოდა, როგორც არ იყო ასეთი კითხვა ძველ რომსა და სპარსეთში. მაგრამ თანამედროვე სახელმწიფო, როგორც თანამედროვე ეკონომიკური მოვლენა, აგებული სამრეწველო და სააღებ-მიცემო ინტერესთა წინააღმდეგობაზე, თავის ეკონომიკურ ცხოვრებას აწყობს გაბატონებული ერის საშუალებით. ეს ერია გამოცხადებული მპყრობელ ერათ, მისი ენა და კულტურა, გაბატონებულ ენათ და კულტურათ. სახელმწიფო ერევა თითოულ მორჩილი ერის წმიდათაწმიდაში; მის კულტურულ სალაროში თავისუფლად აფათურებს ხელს; მის ინდივიდუალურ თვისებებს არ იწყნარებს და ასე მის კულტურულ განვითარებას საზღვარს უდებს. ნაცია და სახელმწიფო ერთმანეთს ხვდებიან. „ამ მხრით სახელმწიფო და ნაცია ისეთივე ერთიმეორის მოწინააღმდეგე ცნებებიაა, როგორიცა სახელმწიფო და საზოგადოება“, – ამბობს შპრინგერი, –„სახელმწიფო არის იურიდიულად გაწესრიგებული ტერიტორიული ბატონობა, საზოგადოება კი, ფაქტობრივად, შედგენილი პირადი კავშირია“.(იქვე, გვ. 70) ასე თუ ისე, ტერიტორიული კავშირი სახელმწიფო კავშირია, ნაციონალური კავშირი კულტურული კავშირია. პირველი იხატება იძულებითი ძალით მართვა-გამგეობით, ანუ ადმინისტრატიული ორგანოებით, მეორე იხატება ნაციონალურ ენაში, ლიტერატურაში, ზნე-ჩვეულებაში, ხასიათში. ის ძევს გრძნობის და ფიქრის სამეფოში. სახელმწიფოს შეუძლია დაიმორჩილოს სხვადასხვა ერები და თქვას, ეს მე მეკუთვნისო. ერს კი არ შეუძლია ვინმე დაიმორჩილოს და თქვას – ეს მე მეკუთვნისო, ქართველი ვერ გადაიქცევა რუსად, გინდ ფრანგად, რამდენიც უნდა იმეცადინოთ. ეს იმიტომ, 36 რომ ერი ადამიანთა თავისუფალი კავშირია. შეგიძლიათ წაართვათ მას ამ კავშირის ტერიტორიული გამოხატულება, მოსპოთ მისი მართვა-გამგეობა, მაგრამ ვერ წაართმევ საკუთარ გრძნობას და ფიქრს, ვერ მოუსპობ ნაციონალურ ხასიათს და კულტურას. თანამედროვე სახელმწიფო ებრძვის ამ უკანასკნელს, ავიწროებს მას და ბადებს ნაციონალურ ტკივილებს. ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფოს ბატონობა აგებულია ტერიტორიულ ბატონობაზე, ხოლო ტერიტორია შევიწროების და დევნის იარაღია. ამნაირად, ნაციონალური კითხვის გადაწყვეტა ერთი ნაციის ბატონა, გამოცხადებით ნიშნავს საკუთარ სახელმწიფოს შექმნას, ეს სახელმწიფო პრინციპის პრაქტიკაში გადატანაა. ეს ასე ესმისთ ჩვენს ნაციონალისტებს.„საქართველომ უნდა მოიპოვოს ერთგვარი სახელმწიფოებრივობის უფლება იმ ხასითისა, როგორი უფლებაც აქვს დღეს ფინლიანდიას,“ – სწერს არ. ჯორჯაძე. 1 ადგილობრივ საკითხებში ვგულისხმობთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სხვ. 2 ხოლო სახელმწიფოს შექმნაში, თუნდაც ავტონომიურის, დაინტერესებულია ის კლასები, რომელნიც არიან მისი მატარებელნი და პატრონნი. ამგვარი ავტონომია გაბატონებული კლასების ავტონომიაა. პროლეტარიატის მოწოდება სრულიად არ არის შექმნას თავის სამტრო ორგანოები და მით ბატონთ ახალ-ახალი იარაღები გაუჭედოს. მან შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ასეთ მუშაობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აქედან ის იძენს რაიმე ახალ იარაღს ბრძოლისათვის. მაგრამ ვინაიდან ნაციონალური ბრძოლა და შუღლი ერთი ერის გაბატონებით, არა თუ არ სუსტდება, პირიქით კიდევ უფრო მძლავრდება, მწვავდება, ცხადია, ასეთი მუშაობა პროლეტარიატისათვის პირდაპირ ზარალია. რომ ეს ასეა, ამას ჩვენ დავინახავთ ისტორიული მაგალითებით. 7. ტერიტორიული პრინციპები პრაქტიკაში ამ ნახევარი საუკუნის წინ, როცა თანამედროვე საზოგადოების განხეთქილება კიდევ არ იყო საკმაოდ ჩამოყალიბებული, როცა ეგონათ, რომ ზოგი პატარა ნაცია უნდა გაქრეს მის გვერდით მცხოვრებ დიდ ნაციებშიო, ევროპის ბევრი გულწრფელი მოღვა1 არჩილ ჯორჯაძე( 1872 1913 ) – ქართველი სწავლული, პუბლიცისტი, სოციოლოგი და საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. XX საუკუნის დასაწყისის მნიშვნელოვანი ქართველი პოლიტიკის თეორეტიკოსი(რედ.). 2 თხზულებანი, ტომი II , გვ. 243 (ნოე ჟორდანია). 37 წე ფიქრობდა ნაციონალურ მშვიდობის ჩამოგდებას ნაციონალურ-ტერიტორიული ავტონომიებით. ამ მიმდინარეობის მებაირახტრენი იყვენ კოშუტი 1 , მაძინი 2 , გარიბალდი 3 და სხვა დიდებული დემოკრატები. რადგანაც ყველაზე უფრო დახლართულად ერები ავსტრიაშია არეული, ამიტომ ეს ტერიტორიული პრინციპი აქ აამუშავეს. 1848 წლის რევოლიუციამ წინ წამოაყენა ნაციონალური პრობლემა და ნაციონალური მოძრაობა. ამ დროს ნამდვილ ერს თანამედროვე კლასებით მარტო ორი ერი წარმოადგენდა: ნემცები და მადიარები. დანარჩენი ერები იმდენად სუსტი და განუვითარებელნი იყვენ, რომ მათ ანგარიშს არ უწევდენ. ამ ნიადაგზე აღმოცენდა ის აზრი, რომ ავსტრიაში ეს ორი ერი უნდა ბატონობდეს, ორი ერი უნდა გამოცხადდეს მპყრობელ ერად: ნახევარი სახელმწიფო მადიართ, ნახევარი – ნემცებს. ეს მით უფრო ადვილი განსახორციელებელი იყო, რომ მადიარებს უჭირავთ ერთი განსაზღვრული ტერიტორია – უნგრეთი. უნგრეთის სახელმწიფო – აი, რა გახდა ბრძოლის დროშა, რევოლუცია დამარცხდა. კოშუტი ძლეულ იქმნა. რატომ? გამოჩნდა, რომ უნგრეთში, გარდა მადიართა, კიდევ არიან სხვა ერები, რომელთა ინტერესები თხოულობდა უნგრეთში მადიართა გაბატონებას. ეს ერებია: ხორვატიელები, სერბიელები, რუმინები და სხვ., რომელთა არსებობა, მართალია, კარგად იცოდნენ, მაგრამ მათი მადიართა გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. და, აი, უცებ იღვიძებენ ისინი და აჯანყებულ მადიართ უკანიდან თავს ესხმიან. ჩვენ გვირჩევნია ნემცბის ბატონობა შორიდან მადიართა ბატონობას ახლოდან, – ამბობენ ისინი; რევოლუცია დამარცხდა. მადიარებმა ეს ახსნეს ამ ერთა ველურობით, თავისუფლებისადმი მტრობით. ისინი ღრმად დარწმუნებული იყვენ, რომ უნგრეთის ავტონომია ბოლოს მოუღებდა ნაციანალურ მტრობას უნგრეთში და ყველა იქ მცხოვრები ერი მადლიერი იქნებიან მადიარების. ეს ხანა ტერიტორიული პრინციპის კლასიკური ხანაა, მის ცხოველმყოფელობაში ყველა გულწრფელად დარწმუნებულია. 1 ლაიოშ კოშუტი( 1802 1894 ) – უნგრელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. უნგრეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი 1848 წლის რევოლუციის დროს(რედ.). 2 ჯუზეპე მაძინი( 1805 1872 ) ‒ იტალიელი პოლიტიკოსი და XIX ს-ის იტალიის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჯუზეპე გარიბალდის თანამებრძოლი(რედ.) 3 ჯუზეპე გარიბალდი( 1807 1882 ) – იტალიის ეროვნული გმირი, XIX ს-ის იტალიის ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა( რედ.). 38 1867 წელს მადიართა და ნემცებს შორის მოხდა შეთანხმება: უნგრეთი გამოცხდდდა ავტონომიურ სახელმწიფოდ, 1 მადიართ მიანიჭეს ბატონობა ხორვატიელებზე, სერბიელებსა და უნგრეთის სხვა წვრილ ერებზე; ნემცებმა დაიტოვეს საბატონოდ პოლონელები, ჩეხელნი, რუსინები, იტალიელნი და სხვ. ამ გარემოებას შეებრძოლენ უნგრეთში ხორვატიელები, ავსტრიაში – პოლონელები. ახლა ამათაც მოითხოვეს თავიანთი ქვეყნის ავტონომია. 1869 წელს ეს მოთხოვნილება რამდენიმედ დააკმაყოფილეს: ვიწრო ავტონომია მიანიჭეს ხორვატიას და გალიციას. ამნაირად, ავსტრიის ათ ერში ორი შეიქნა ბატონი, ორი – ნახევრად ბატონი, დანარჩენი ექვსი დარჩა ყმა. შემდეგ ჩეხელებმა მოითხოვეს ჩეხიის ავტონომია, რაც დიდი დავიდარაბის შემდეგ განახორციელეს. ეგონათ ,ახლა მაინც დამკვიდრდება ნაციონალური მყუდროება და ავსტრია გადაიქცეოდა ერთ ორგანიულ სახელმწიფოდ, მაგრამ გადის დრო, ტერიტორიული ილიუზიები ქრება. გამოჩდა რომ „უისტორიო“ ერები არ თანხმთებიან სხვების ყმობას და მოითხოვენ ახალ უფლებებს. აირია მონასტერი. ტერიტორიულ ავტონომიათა ხოხოლა აინგრ-დაინგრა, დამორჩილებული ნაციები იწყებენ ბრძოლას გაბატონებულთა წინააღმდეგ. ბრძოლა იწყება უნგრეთიდან. მპყრობელი ერი, მადიარები, შეადგენენ მცხოვრებთა უმცირესობას. მართალია, არცერთი ერი ცალ-ცალკე მას არ უდრის სიმრავლით, მაგრამ ყველა, ერთად აღებული, შეიცავენ ნახევარზე მეტს. მაშასადამე, მადიართა ბატონობა აგებულია არამადიართა დანაწილებაზე. მათი დაქსაქსვა, მათ შორის ბრძოლის გაღვიძება და ამ გზით უნგრეთში ბატონობა – აი, რა შეიქმნა მადიართა საშინაო პოლიტიკა. ამ პოლიტიკას ებრძვიან მორჩილი ერები და ასე იმართება დაუსრულებელი ნაციონალური ომიანობა. უკმაყოფილოთა მეთაურია ავტონომიური ხორვატია, რომლის თვითმმართველობა მეტად ვიწრო ფარგლებშია ჩაყენებული მადიართა მიერ. მთავრობის აქაური ნამესტნიკი(„ბანი“) ყოველ ძალ-ღონეს ხმარობს მადიართა მომხრე უმრავლესობის ადგილობრივ პალატაში შესადგენად და ავტონომიის ფიქციად გადასაქცევად. ხორვატიელნი კი მოითხოვენ სრულ გამოცალკევებას უნგრეთიდან, მაგრამ ხორვატიელთ შინ გაუჩნდა ოპოზიცია და აქაც ნაციონალური შუღლის გაჩაღდა. ამის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ ხორვატიის მცხოვრებთა რაოდენობა გვარტომობის მიხედვით. აქ ხორვატიელებია 1,487,137(61,6%,), სერბიელები – 614,443(25,4%), ნე1 1867 წელს ავსტრიის იმპერიამ უნგრეთს მიანიჭა ავტონომიური სტატუსი, ამის შემდგომ 1914 წლამდე იმპერია იწოდება როგორც„ავსტრია-უნგრეთის იმპერია“(რედ.). 39 მცები – 134,121(5,6%), მადიარები – 90,781(3,8%), სლოვაკები – 17,476 (0,7%), რუსინები – 4,673(0,2%), დანარჩენია 65,673(2,7%). როგორც ხედავთ, ხორვატიელები შეადგენენ უმრავლესობას, თუმცა მცირეს, მაგრამ ესეც საკმარისია თავის ხელში ძალაუფლების ჩასაგდებად და ავტონომიის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. და აი, ისინიც შეუდგენ გახორვატიელებას დანარჩენი ერებისას. ეს მიმდინარეობა ისეთი მკაცრი გამოდგა, რომ თვით სერბიელები, რომელთა სამშობლო ენა სრულიად არ განსხვავდება ხორვატიულისაგან, წინ აღუდგენ ხორვატიულ მთავრობას, თავისი თავი გამოაცხადეს ცალკე ერად და მოითხოვეს თავისთვის ეროვნული უფლებები. მათ შორის ბრძოლა წარმოებს განსაკუთრებით ეკლესიის ნიადაგზე(ხორვატიელნი კათოლიკენია, სერბიელნი – მართლმადიდებელნი). სერბიელთა მთავარი მოთხოვნილებაა ეკლესიის ავტოკეფალია და მათი ეროვნული დროშის ცნობა. მათ მხარს უჭერენ სხვა წვრილი ოპოზიციური ერები. ხორვატიელები კი არ ცნობენ სერბიელთა ეროვნებას და არცერთ მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ. მადიარებმა ხერხიანად ისარგებლეს მათი განხეთქილებით და უნგრეთში სერბიელთათვის საეკლესიო ავტონომიის მინიჭებით დიდად გააღმავეს ეს განხეთქილება. სერბიელები ითხოვენ ხორვატიელებისგან„მადიარულ უფლებას“. როგორც ხედავთ, უნგრეთში ტერიტორიულმა ავტონომიებმა არა თუ არ გადაჭრეს ნაციონალური კითხვა, არამედ ის კიდევ უფრო გაამწვავეს და მთელი მხარე ნაციონალური ბრძოლის ნიადაგად გადააქციეს. ყველა ერი ერთმანეთს ებძვის. ხორვატიელებმა დაიბრიყვეს ხორვატიის ერები, სამაგიეროდ, თვით არიან დაბრიყვებულნი მადიარებისგან უნგრეთში, სადაც ორი მილიონი ხორვატიელი ცხოვრობს. ერთიმეორის დევნა და შევიწროება – აი, რა მოუტანა უნგრეთის ტერიტორიების ამა თუ იმ ერისათვის გადაცემამ. ტერიტორია გახდა ბატონობისა და ბრძოლის იარაღი. ყველა პარტიას სურს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგრამ როგორ? ყველა ბურჟუაზიული პარტია დგას ტერიტორიულ პრინციპზე, ისტორიულ სახელმწიფო უფლებაზე, მათი მიზანია ხორვატიის ავტონომია გაფართოონ ისე, რომ შიგ შევიდეს ტალმაცია, სლოვენია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისტრია და კუნძული მური. ამათგან ერთი ავტონომიური სახელმწიფოს დაარსების საფუძვლად მოჰყავთ ის, რომ აქ მცხოვრებთა უმრავლესობა სერბიელი ხორვატიელებია, ერთ ენაზე მოლაპარაკენი და ერთ დროს ერთადერთ პოლიტიკურ ფარგალში მცხოვრებნი. ამ მიმართულებას ებრძვის 40 ერთადერთი სოციალ-დემოკრატია. ის უარყოფს ტერიტორიულ პრინციპს და წინ აყენებს კულტურულს. ის თხოულობს არა გამეორებას ძველი შეცდომების, არამედ თითოეული ერის გამოყოფას ერთიმეორისაგან ნაციონალურ საკითხში და მათთვის ნაციონალურ-კულტულური სრული თვითმმართველობის მინიჭებას. ხორვატიელი, სერბიელი, ნემცი, მადიარი და სხვ. სადაც უნდა ცხოვრობდეს, მთელ ავსტრო-უნგრეთში, თუკი ისინი ერთ ალაგას საკმაოდ ბლომადაა, შედიან თავთავის ნაციონალურ-კულტურულ ერთეულებში. ყველა დანარჩენ საკითხში რჩებიან ადგილობრივი ტერიტორიული მმართველობის წევრნი და მონაწილენი. რას ნიშნავს ეს, ამაზე დაწვრილებით ქვემოთ. ასე გატარდა ტერიტორიული პრინციპი ავსტრიის სხვა კუთხეშიაც: გალიციაში, ჩეხიაში, ფიუმეში, მორავიაში და სხვაგან. გავიცნოთ გალიციის და ჩეხიის ამბები. გალიციის მცხოვრებთა უმრავლესობა პოლონელებია, უმცირესობა – რუსინები(უკრაინელები). პირველნი ჭარბობენ დასავლეთ გალიციაში, მეორენი – აღმოსავლეთში. აქ 4,814,174 მცხოვრებში რუსინები ითვლება 2,997,200(62,5%), 1,618,180 პოლონელია(33,7%), ხოლო ნემცები – 3,5%. ქალაქთა უმრავლესობა პოლონელებითაა დასახლებული, რუსინები კი უფრო სოფლის ხალხია. მთელ გალიციაში ითვლება 3,074449 რუსინი. როცა გალიციის ავტონომია გამოცხადდა, რუსინები დიდ სიხარულს მიეცენ, ფიქრობდნენ ადგილობრივ მმართველობაში პოლონელებთან ერთად ისინიც მიიღებდენ თანაბარ მონაწილეობას და თანხმობით გააკეთებდენ საერთო საქმეს, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ავტონომიას დაეპატრონენ პოლონელები, ხოლო პოლონელებში შეძლებული კლასები, უმთავრესად, მემამულეები. ამათ ისე ხერხიანად გამოსჭრეს საარჩევნო ოლქები, რომ საარჩევნო კანონის რეფორმამდის გალიციის სეიმში 161 დეპუტატში რუსინი იყო მხოლოდ ათი. ხოლო რეფორმის შემდეგ გალიციის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც რუსინების დიდი უმრავლესობაა, 106 დეპუტატში ითვლება 28 რუსინი. ეს მოიმოქმედეს იმით, რომ ქალაქებს, სადაც პოლონელები მეტია რუსინებზე, მეტი საარჩევნო ოლქები მიანიჭეს, ვინემ სოფლებს. ეს რომ ქალაქის სიყვარულით არ მოსვლიათ იქიდან ჩანს, რომ დასავლეთ გალიციაში პოლონურ ქალაქებს გაცილებით ნაკლები საარჩევნო ოლქი ახვედრეს, ვინემ პოლონურ სოფლებს. ერთი სიტყვით, გალიციაში ერთი პოლონელის საარჩევნო ხმა უდრის სამ რუსინის საარჩევნო ხმას. 41 კულტურული საქმეები გაცილებით უკეთ მოწყობილია პოლონელებში, ვინემ რუსინებში. მაგალითად: წერა-კითხვის უცოდინარნია 12–20 წლის ახალგაზდებში 56% რუსინი და 27% პოლონელი; 21–31 წლისაში კი – 61% რუსინი და 33% პოლონელი. 51 გიმნაზიას და რეალურ სასწავლებლებში 43 პოლონურ ენაზეა, 4 – ნემნცურზე, ხოლო 4 – რუსინურზე. სწორეთ იქ, სადაც რუსინები დიდი უმრავლესობაა(დასავლეთ გალიციაში), 25 საშუალო პოლონური სასწავლებელია. რუსინთა გასაპოლონელებლად, რასაკვირველია, ერთი პოლონური საშუალო სასწავლებელი მოდის 30,000 პოლონელზე, ხოლო ერთი რუსინული 820,000 რუსინზე. ამის შედეგია, რომ რუსინები ვერ ეტევიან რუსინულ საშუალო სასწავლებელში და იძულებულნი არიან, ისწავლონ პოლონურში. ამიტომ რუსინულ მოწაფეთა 51% დადის პოლონურ სკოლებში. რაც შეეხება რუსინულ ენაზე მაღალ სასწავლებელს, ეს ხომ სრულიად არ არის. როგორც ხედავთ,, აქაც გალიციის ავტონომია გადაიქცა ბატონობის იარაღად პოლონელების ხელში. ნაციონალური შუღლი და მტრობა გაღრმავდა. რუსინები ებრძვიან პოლონელთა ასეთ ძალმომრეობას და პოლონელებისაგან მას მხარს უჭერს მხოლოდ სოციალ-დემოკრატია. ყველა დანარჩენი პოლონური პარტიები ებრძვიან რუსინების ნაციონალურ ლტოლვილებას და ცდილობენ მათ გაპოლონელებას. რუსინთა შორის ძლიერია ნაციონალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც, როგორც ყველა ქვეყნის ნაციონალისტები, ტერიტორიულ პრინციპზე დგას. ის თხოულობს რუსინთა პროვინციების გამოყოფას გალიციიდან, უნგრეთიდან და ავსტრიიდან და ერთი ავტონომიური რუსინული ტერიტორიის შექმნას. ამ შემთხვევაში რუსინები გაბატონდებიან ამ ტერიტორიაში მომწყვდეულ ერებზე, პირველ ყოვლისა, პოლონელებზე, ვინაიდან, როგორც ვთქვით, რუსინის პროვინციის ქალაქთა დიდი უმრავლესობა პოლონელების ხელშია, ე. ი. რუსინები დაიბრიყვებენ პოლონელთ მაშინ ისე, როგორც დღეს თვითონ არიან დაბრიყვებულნი პოლონელებისაგან. აი, ამ ნაციონალისტურ მოთხოვნილებას არ ემხრობა რუსინთა სოციალ-დემოკრატია და, თავის მხრით, აყენებს კულტურული პრინციპს, მსგავსად ხორვატიელ სოციალ-დემოკრატიისა. უკეთეს მდგომარეობაში არაა ნაციათა განწყობილება ბოჰემიაში(ჩეხიაში). აქ ითვლება 3,930,093 ჩეხი და 2,337,013 ნემეცი; ბატონობა ეკუთვნით პირველთ. ნემცები, როგორც დაჩაგრულნი, თხოულობენ ბოჰემიის გაყოფას ორ ადმინისტრაციულ ოლქად: 42 ერთში შევა ნემცების ბოჰემია, მეორეში – ჩეხელების თავ-თავისი ნაციონალური ადმინისტრაციით. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ მმართველობის დეცენტრალიზაციას, ლანტაგებში ნაციონალური კურიების შემოღებას და სხვ. ჩეხელები უარყოფენ ყველა ამას და მთელ ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებენ. სამაგიეროდ, ავტონომიურ მორავიაში ნემცები ბატონობენ და ჩეხელებს დიდად ავიწროებენ. ამასვე ჩადიან ნემცები ავტონომიურ სილეზიაში. ერთის სიტყვით, თუ ჩეხელები იგებენ ბოჰემიაში ბატონობით, სამაგიეროდ, აგებენ მორავიასა და სილეზიაში. მიუხედავად ამისა, არცერთი ჩეხური პარტია არ ცდილობს ნაციათა დამოკიდებულება თანხმობით მოაწყოს, ბატონობის და მბრძანებლობის პრინციპი დატოვოს და კულტურული პრინციპი შეითვისოს. ერთადერთი სოციალ-დემოკრატია დგას ერთობისა და თანხმობის ნიადაგზე. ჩეხელთა ყველა დანარჩენი პარტია თხოულობს თავისი ტერიტორიული ბატონობის კიდევ უფრო გაფართოვებას მორავიის და სილეზიის ჩეხიის ავტონომიაში შემოყვანით და ერთი დიდი ჩეხური ავტონომიის დაარსებით. 1 ამ მოკლე მიმოხილვიდან ნათლად ჩანს ტერიტორიული პრინციპის სრული გაკოტრება. ისტორიული ქვეყნების ავტონომია სამუდამოდ დაამარცხა ცხოვრებამ. ის გადაიქცა დევნის და შევიწროების ახალ იარაღად. კლასი მდევნელი და შემავიწროებელი მას ებღაუჭება, კლასი დევნელი და შევიწროებული მას ებრძვის. ყოველგან, ყოველ მრავალერიან ქვეყნებში ავტონომიური ტერიტორიების შექმნამ დახლართა ნაციონალური კვანძი, გაამწვავა ნაციონალური ბრძოლა, შეუძლებელი გახადა მშვიდი კულტურული მუშაობა. და აი, ეს ცხოვრებისაგან უარყოფილი წყობილება, ეს ჩაგვრისა და ბატონობის საშუალება ჩვენში ფედერალისტების მიერ ახალ სახარებად ცხადდება. ქართველი ნაციონალისტი ყველა ფერისა ერთი ხმითა ღაღადებს: ავტონომია, ავტონომიაო! ეს ძველი დამყაყებული აზროვნება ახალ სამოსელში ეხვევა, ახალი ნიღაბით ჩნდება. ან შეიძლება ის, რამაც არ ივარგა დაწინაურებულ ქვეყანაში, ივარგოს ჩვენში? შეიძლება ის, რაც ბატონობის იარაღია სხვაგან, თანხმობის იარაღად გადაიქცეს აქ? გავსინჯოთ. 1 ეს ცნობები ამოღებულია წიგნიდან„ Формы национального движения , под редакциеи Кастелянского . 1910 г . с петербург “(ნოე ჟორდანია). 43 8.  ჩვენი ავტონომისტები ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ საქართველოს გამოყოფა ამიერკავკასიიდან და მისი ავტონომიურ ერთეულათ გამოცხადება ხატავს ძველ ისტორიულ საქართველოს ურთიერთობას და არა ახალს თანამედროვე მდგომარეობას. და მართლაც, ძველად საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გამოყოფილი იყო დანარჩენი კავკასიიდან. მათ შორის მტრობა მეტი იყო, ვინემ მოყვრობა; მიმოსვლა და ერთმანეთთან აღებ-მიცემობა შეიძლებოდა მშვიდობიანობის დროს. ომი კი ანგრევდა ყველა იმ კულტურულ ხიდს, რომელიც ზავის განმავლობაში მათ შორის იდებოდა. მაშინ ის ტერიტორია იყო მძლავრი, რომელსაც კარი მაგრათ ჰქონდა ჩაკეტილი. აი, ამიტომ მეთვრამეტე საუკუნის გასულს ამიერკავკასია იყოფოდა ოცამდინ დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც განაგებდენ მეფენი, მთავრები, ხანები და მთებში – მამასახლისები. ეს ერთიმეორისაგან გაცალკევება და მტრობა ასუსტებდა მათ და მძლავრი მეზობლების დაბალ ღობედ ხდიდა, ამიტომ ასე ადვილად მოიკალათა აქ რუსეთმა. მაშასადამე, ამიერკავკასიის ნაჭრებად დანაწილება, თითოეული ერისათვის მის-მისი ტერიტორიის მიზომვა – ეს ძველი ფეოდალური აზროვნებაა, ეს წინანდელი ურთიერთობის გამოხატულებაა. ასეთი შეხედულების იყვნენ ძველი კავკასიელნი და, მათ შორის, ძველი ქართველებიც. მეორე მხრით, წინათ, ფეოდალურ ხანაში, დევნა ნაციის, როგორც განსაკუთრებითი ერის, არ იყო. პირიქით, უცხო ნაცია დიდ პატივში ჰყავდათ. მას აძლევდნენ სხვადასხვა შეღავათსა და პრივილეგიებს. ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ მკვიდრთ ვაჭრობისა და ხელოსნებისათვის არ სცალოდათ. მათი მოწინავე წოდება ან ომობდა, ან ლოცულობდა, მხოლოდ გლეხობა არჩენდა მათ მიწის მეშვეობით. ვაჭრობასა და ხელოსნობას ჩვენში ეწეოდენ შემოხიზნული ერები: სომხები, ებრაელები და სხვ. საქართველოს მეფენი ცდილობდენ მეტი ასეთი უცხოელნი დაებინავებიათ თავის სამფლობელოში და ახალ-ახალი შეღავათებით დაემაგრებინათ. ცხადია, მაშინ უცხოელები ადგილობრივი მთავრობის ხელის შემწყობნი და დამხმარე იყვნენ. აქ მათ შორის ინტერესთა სრული თანხმობაა და არა წინააღმდეგობა. ანტისომხური ან ანტისემიტიური პოლიტიკა ძველ საქართველოში შეუძლებელი იყო. ამისათვის შემოხიზნული ერებიც აქ პოვებდენ მეორე სამშობლოს და განკერძოებული ნაციონალური მიდრეკილებას არ იჩენდენ. 44 ასეთ პირობაში ტერიტორიული ერთეული ნიშნავდა ნაციათა თანხმობასა და სოლიდარობას. საქართველოს საზღვრების გაფართოება, შიგნით და გარეთ მყუდროების დამყარება, მძლავრი ნაციონალური მთავრობის შექმნა პირდაპირი ინტერესი იყო შემოხიზნულ ერთა ვაჭრებისა. მაშასადამე, კავკასიის ავტონომიურ ერთეულებად დაჭრა და ამ გზით აქ ნაციონალური თანხმობის ჩამოგდება, ერთიანად ძველი აზროვნებაა, ნივთიერ ურთიერთობაზე აგებული და შემუშავებული. ეს ასე იყო წინათ, ისტორიულ წასულში. და აი, ეს დროგადასული აზროვნება ჩვენმა ნაციონალისტებმა თავის დროშაზე დააწერეს, ისტორიული საქართველოს ავტონომია თავის პროგრამად გამოაცხადეს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, პირველ ყოვლისა, დღევანდელი საქართველოს წარსულ საქართველოდ წარმოდგენას, ძველი ნივთიერი და სოციალური ურთიერთობის აწმყოში გადმოტანას. ავტონომისტებს ჯერ უნდა დაემტკიცებინათ ამ თილისმის შესაძლებლობა და მერე წამოეყენებინათ ამის შესაფერი ნაციონალური მოთხოვნილება. ნამდვილად კი ისინი ცნობენ საქართველოს ერთიანად განახლებას, ახალი ურთიერთობის დამკვიდრებას, ხოლო პოლიტიკურ კალაპოტს ძველებურს მოთხოვენ. შეესაბამება საქართველოს ავტონომია საქართველოს ეკონომიკურ და ნაციონალურ მდგომარეობას? ავტონომიური ერთეული უნდა იყოს იმავე დროს ეკონომიკური ერთეულიც. არის კი საქართველო ეკონომიკური ერთეული? ქართველი ერი წარმოადგენს ერთ ეკონომიკურ ორგანიზმს? ეკონომიკური განვითარება დაკავშირებულია ტერიტორიასთან და არა ერთან. შეიძლება ერი არ იყოს ეკონომიკური ერთეული, ხოლო ტერიტორია – კი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ ერთეულში მრავალი ცხოვრობს. მაგალითად, ავსტრია ერთი ეკონომური ერთეულია, მაგრამ ნემცები კი არ შეადგენენ ერთ ეკონომიკურ ერთეულს. შეიძლება საქართველო იყოს ერთი ეკონომიკური ერთეული, ხოლო ქართველობა კი – არა, ვინაიდან ამ ერთეულში მრავალი სხვა ერია, ხოლო მრავალი ქართველი საქართველოს გარეთ ეწევა ეკონომიკურ უღელს. თუკი ქართველობა ტერიტორიულ ერთეულს არ წარმოადგენს, საიდან შეიძლება ის ეკონომიკური ერთეული იყოს? საზოგადოდ, დღეს არცერთი ერი არ არის ერთი ეკონომიკურად მთელი. და თუ ხშირად ასე იხსენიებენ ფრანგთ, ინგლისელთ და სხვებს, სახეში აქვთ არა ერთი ერი, არამედ ტერიტორია, სახელმწიფო.„ერთი ერი – ერთი სახელმწიფო“ არ არსებობს. 45 მაშასადამე, კითხვა შეიძლება დაისვას მხოლოდ ამნაირად: საქართველო წარმოადგენს თუ არა ერთს ეკონომიკურ ორგანიზმს? ამაზე ჩვენ გადაჭრით ვუპასუხებთ: არა, არ წარმოადგენს. და მართლაც, თანამედროვე მიმოსვლისა და კავშირის მიზანია საქონლის გაცვლა-გამოცვლა. თუ ეს პროცესი წარმოებს ერთ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მაშინ შეიძლება ისეთი ტერიტორია გადაიქცეს ერთ ეკონომიკურ მთელად. მაგალითად, სამრეწველო რაიონი მიილტვის სამრეწველო რაიონისკენ, რომელთა შორის ჩაღდება აღებ-მიცემობა. მაგრამ თუ ტერიტორია არ შეიცავს შრომის ასეთ განაწილებას, თუ მისი წარმოება არ არის მრავალფეროვანი, გაცვლა-გამოცვლა აქ სუსტი იქნება, სამაგიეროდ, მიმოსვლა გაჩაღდება ამ ტერიტორიის გარეთ მდებარე ცენტრებთან და ასე მისი ეკონომიკური მთლიანობა დაირღვევა. აი, აქედან მომდინარეობს თითოეული სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვა დამოჟნების საშუალებით გააძლიეროს შინაგანი წარმოება და გახდეს ერთი ეკონომიკური მთელი. სახელმწიფო მძლავრი მრეწველობით ვერ დაეტევა, რასაკვირველია, სამრეწველო ერთეულის ჩარჩოში მისთვის მიუცილებელია სამეურნეო რაიონებიც. ეს ბადებს კოლონიალურ პოლიტიკას, ახალი ქვეყნების დაპყრობას და ამ გზით ეკონომიკური ერთეულის გაგანიერებას. მოსწყვიტეთ ინგლისი, გინდ საფრანგეთი, ახალშენებს და მათი ეკონომიკური მთლიანობა ერთ დღეს დაირღვევა. ერთი სიტყვით, ეკონომიკური ორგანიზმია დღევანდელი სახელმწიფო თავისი დამოჟნებით, არმიით, დიპლომატიით და სხვ. საქართველო ამ ასი წლის წინათ წარმოადგენდა წმინდა სამეურნეო ქვეყანას მთელი თავისი ნატურალური ხელუხლებლობით. თითოეული ოჯახი, თითოეული სოფელი და კუთხე თვით იკმაყოფილებდა ყველა თავის ეკონომიკურ მოთხოვნილებებს. გაცვლა-გამოცვლა სუსტი იყო. ერთადერთი, მარილის უქონლობა გამოიყვანდა სოფლელს სოფლიდან და სადმე მეზობლად გაისტუმრებდა. ამ ნივთიერი კარჩაკეტილობის დარღვევა და ფართო აღებ-მიცემობის დაწყება შეეძლო ვაჭრობის და მრეწველობის აღორძინებას. ხოლო ეს შეიძლება საკუთარი სავაჭრო პოლიტიკის წარმოებით, შინაგანი ბაჟების მოსპობით, საგარეო ბაჟების დაწესებით, მიმოსვლის გაადვილებით, საზოგადო მყუდროების დამკვიდრებით, ერთი სიტყვით, თანამედროვე სახელმწიფოს შექმნით. ამ შემთხვევაში საქართველო იქნებოდა ერთი ეკონომიკური მთელი. 46 ნამდვილად კი ასეთი განვითარება ვერ მოხდა. ჩვენი ფეოდალური წყობილება დაარღვია გარეშე ძალამ და საქართველოს კარები გაუღო რუსეთის ყველა ერს. აღორძინდა აღებ-მიცემობა და მრეწველობა, მაგრამ ეს – რუსეთის საერთო ჩარჩოში. ჩვენ გავხდით დიდი სახელმწიფოს მონაწილე, დავუკავშირდით რუსეთის სამრეწველო ცენტრებს. იქედან მოგვაქვს ფართალი, შაქარი და სხვა მრავალი მიუცილებელი საქონელი. უფრო მჭიდროდ დავუკავშირდით ამიერკავკასიას. რკინიგზებმა და აღებ-მიცემობამ საქართველოში გაამრავლა არაქართველნი და საქართველოს გარეთ, კავკასიის სხვადასხვა ქალაქში – ქართველნი. ქართველები გაცილებით მეტ საქონელს უცვლიან არაქართველთ, ვინემ ქართველთ. ჩვენი მარგანეცი, ღვინო, თუთუნი, პარკი და სხვ. გადის ან უცხოეთში ან რუსეთსა და კავკასიაში. ყოველ შემთხვევაში მყიდველთა დიდი უმრავლესობა არაქართველია. უცხო კაპიტალი ჩვენში თავისუფლად დანავარდობს და ახდენს ღრმა ცვლილებებს. როგორც უცხო პოლიტიკურმა ძალამ დაარღვია ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა, ისე უცხო ეკონომიკური ძალა არღვევს ჩვენს ძველს ეკონომიკურ ურთიერთობას. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს ქართველი ერის ეკონომიკურად განუვითარებლობას. არა, ის ვითარდება და კაპიტალისტურ გზაზე დიდ ნაბიჯებს აკეთებს. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ეს განვითარება, ქართველი ბურჟუაზიის და პროლეტარიატის ზრდა, წარმოებს უცხო კაპიტალის შემწეობით... ჩვენი ეკონომიკური წარმატება უთვალავი ძაფებითაა გადაბმული კავკასიასა და რუსეთთან. უკანასკნელმა ასი წლის ისტორიამ ერთიანად გაგვათანაბრა სხვა მეზობელ ერებთან, შეგვაბა საერთო უღელში, მოგვცა ერთნაირი სააღებ-მიცემო სამიმოსვლო კალაპოტი, შეგვიქმნა საერთო სავაჭრო ცენტრები და მოგვიყარა თავი მშვიდობიანი კონკურენციის სარბიელზე. მეტყვიან: ავტონომიური საქართველო შექმნის საქართველოსგან ერთ ეკონომიკურ ორგანიზმსო, ე.ი. პოლიტიკური ორი წყობილება გამოუცვლის ქვეყანას სააღებ-მიცემო კალაპოტსო. ეს პოლიტიკის ერთობ ზედმეტი შეფასებაა, მისი მნიშვნელობის გაზვიადებაა. ეკონომიკური მთლიანობა, როგორც ვთქვით, მუშავდება საუკუნეებით, მფარველობითი სისტემის საშუალებით. ის მოითხოვს მთელ რიგს სახელმწიფო ზომებისას. დღეს მხოლოდ სახელმწიფოა ასეთი ეკონომიკური მთელი, რის შესარჩენად ის იძულებულია მუდამ შეიარაღებული იყოს და მტაცებლობის პოლიტიკა აწარმოოს. 47 ავტონომიური წყობილებას შეეძლო რამდენიმედ ხელი შეეწყო საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში: ჩვენი ეკონომიკური მთლიანობა გარეშე ძალას რომ დაერღვია, ჩვენი დამოუკიდებელი მრეწველობა და აღებ-მიცემობა მას რომ შეეწყიტა. ეს იქნებოდა პროცესის შეჩერება, მისი გზა-კვალის აბნევა; სამაგიეროდ, ისტორიულად შემუშავებული ნაციონალურ-ეკონომიკური ძალები ვერ გაქრებოდა, ამიტომ მათი ხელახალი აღდგენა აღარ გაძნელდებოდა. მაგრამ არცერთი ასე არ მოხდა. ჩვენ ფეოდალური წყობილებით გადმოვედით მეცხრამეტე საუკუნეში. რუსეთმა დაარღვია არა მოწინავე ეკონომიკური წყობილება, არამედ უკან ჩამორჩენილი. საკუთარი თანამედროვე ეკონომიკური ფორმები ოდნავადაც არ შეგვიმუშავებია, მაშასადამე, აქ პროცესის შეწყვეტაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. რა შეწყდებოდა, რაც არ დაწყებულა. ახალი ეკონომიკური ძაფები დაიწნა უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში, ხოლო დამწნელი შეიქნა არა მარტო ქართველი, არამედ მრავალი სხვა ჯურის ხალხიც. აქ გაისკვნა ინტერნაციონალური კვანძი. არავითარ ავტონომიას არ ძალუძს ამ ძაფების დახსნა და მათი ნაციონალური საზომის დანაწილება და, რომ ეს შესაძლებელიც იყოს, სასურველიც არ არის, ვინაიდან ეს გამოიწვევდა ჩვენს ეკონომიკურ დაუძლურებას და უკან დაქანებას. ამით აიხსნება ეს გარემოება, რომ ავსტრიას არცერთი ავტონომია ამას მიზნათ არ ისახავს; არც ერთი მათგანი არ თხოულობს თავის საკუთარ საბაჟო და სავაჭრო პოლიტიკის წარმოებას და, რაც უფრო გასაკვირია, არცერთი ბურჟუააზიული პარტია ასეთ მოთხოვნილებას არ აყენებს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მოთხოვნილება ნიშნავს ეკონომიკურ რეაქციას, ხოლო ბურჟუაზიული პარტიები რეაქციის მტერია. მარტო ჩვენი ავტონომისტები ეტრფიან ამ რეაქციონურ ზომას, რაც ამტკიცებს მათ თავადაზნაურულ სულისკვეთებას, ვინემ ბურჟუაზიულს. მაშასადამე, საქართველოს ავტონომია სრულიად არ შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს, პირიქით, ავტონომია თავისი საკუთარი სავაჭრო პოლიტიკით დაარღვევდა უკვე შემუშავებულ ეკონომიკურ ცენტრებს, დაწყვეტდა ეკონომიკურ ძაფებს, განდევნიდა უცხო კაპიტალს, უცხო აღებ-მიცემობას და ჩაგვაყენებდა იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ვიყავით ამ ორმოცი წლის წინათ. ავტონომია ნიშნავს ეკონომიკურ რეაქციას. ავტონომიურ საქართველოში ვერ ეტევა მისი ნივთიერი ყოფა-მდგომარეობა, ამიტომ ავტონომია მას შებორკავს და გაფართოებას არ დაანებებს. ის მას სალტედ შემოევლება და ბორკილად დაედება. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ტერიტორიის გაფა- 48 რთოება, რაიც გამოიწვევს მეზობელ ერებთან მუდმივ შეტაკებას და უკმაყოფილებას. ავტონომია ნიშნავს შოვინიზმის გაღვივებას და პოლიტიკურ რეაქციას. ამნაირად, საქართველოს ავტონომიის ლოგიკური დასკვნაა ეკონომიკური და პოლიტიკური რეაქცია. თუ ავტონომიას არ თხოულობს ჩვენი ეკონომიკური ინტერესები, შეიძლება მას ნაციონალური ინტერესები თხოულობდეს? ტერიტორიის ავტონომია უეჭველად ჭრის ნაციონალურ კითხვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში: როცა ეს ტერიტორია წარმოადგენს ერთ ნაციონალურ ერთეულს, ე.ი. როცა მცხოვრებთა 85% მაინც ერთ ერს არ ეკუთვნის. ავსტრიის ავტონომიათა გაკოტრება დაბადა სწორედ ამ პირობის დაუცველობამ. თითოეულ ავტონომიურ ერთეულში მომწყვდეულია მრავალი ერი. საქართველო წარმოადგენს თუ არა ერთ ნაციონალურ ორგანიზმს? არა, არ წარმოადგენს. და მართლაც, საკმარისია მცხოვრებთა სტატისტიკური ცნობების გაცნობა, რომ ითქვას: საქართველო ამ მხრით არაფრით არ განირჩევა ავსტრიის პროვინციებისგან. 1897 წლის აღწერით საქართველოს საზღვრებში,(ე. ი. თფილისის და ქუთაისის გუბერნიებში, ბათუმის, სოხუმის და ზაქათალის ოლქებში) 1 ცხოვრობენ 2,009273 სული, ამათში ქართველია 1,335,896, ე. ი. მცხოვრებთა ორი მესამედი ქართველია, ხოლო ერთი მესამედი კი – არაქართველი. ეს არაქართველები ყოველგან, გარდა ქუთაისის გუბერნიისა, შეადგენენ უმრავლესობას. მაგალითად, თფილისის გუბერნიაში ირიცხება 966,808 მცხოვრები, ამათში ქართველია 455237; ბათუმის ოლქში ირიცხება 144584 მცხოვრები, ქართველია 63,011; ზაქათალის ოლქში ირიცხება 84342, ამათში ქართველია 12394; სოხუმისაში ირიცხება 106179 მცხოვრები, ქართველია 25873. ყველა ამ პროვინციაში ითვლება სულ 1.201.895 სული, ამათში ქართველია 556.015 სული, ე. ი. ნახევარზე ნაკლები. ცხადია, საქართველოს ეს ნაწილები აღარ წარმოადგენენ დღეს ერთ ნაციონალურ მთელს, პირიქით, ამ პროვინციათა ავტონომიაში ქართველობა იქნება დაჩაგრული და დევნილი. და თუ ავტონომისტები მაინც თხოულობენ ავტონომიას, ეს იმიტომ, რომ მთელ იმედს ამყარებენ ქუთაისის გუბერნიაზე. მხოლოდ ამ გუბერნიის ქართველებით შეიძლება ავტონომიურ პარლამენტში ქართველ1 ფედერალისტები ითხოვენ ავტონომიას ამ საზღვრებში(საქართველო № 2 ). იგივე მოითხოვეს 1905 წ. თფილისის და ქუთაისის თავადაზნაურობამ და ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობამ(ნოე ჟორდანია). 49 თა უმრავლესობა შედგეს და ბატონობა მას დარჩეს. აქ ირიცხება 807,478 მცხოვრები, რომელთა შორის ქართველია 779,881. აშკარაა, საქართველოში ერთადერთი, ქუთაისის გუბერნია, წარმოადგენს ნაციონალურ ორგანიზმს. ამით აიხსნება ისიც, რომ დღეს ქართველი ერის მეთაურთა და წინამძღოლთა დიდი უმრავლესობა ამ გუბერნიის ქართველებია. ქართველების აღორძინება დასავლეთ საქართველოდან მოდის. როგორც ხედავთ, ავტონომისტების საქართველო ისტორიული საქართველოა, ე. ი., ასეთი იყო ოდესმე ძველი საქართველოს საზღვრები, მაგრამ თუ ისტორიულ საზღვრებს ავიღებთ, რატომ არ შეიძლება საქართველოში ჩამოვატანოთ განჯის, ერევნის და ყარსის პროვინციებიც, ესენიც ხომ ერთხელ საქართველოს მეფეთა საბრძანებელი იყო; და თუ ამას არ ჩადიან ჩვენი ნაციონალისტები, ეს იმიტომ, რომ ასეთ ფართო საზღვრებში ქართველობა ვეღარ იბატონებდა სხვაზე და თვით შეიქნებოდენ სხვების საბატონოდ. მათ სურთ, რაც შეიძლება ფართო ტერიტორია, მაგრამ ეს ისე, რომ ქართველობა ცოტათი მაინც ჭარბობდეს არაქართველთ და მით ქართველთა სუვერენიტეტი შესაძლებელი შეიქნეს. ასეთი აჭრელებული ქვეყნის ავტონომია იქნება განმეორება გალიციის, გინდ ჩეხიის ავტონომიის, ყველა მათი შედეგებით. ფედერალისტები პირველად სწორედ გალიციისებურ ავტონომიას თხოულობდენ თავის ორგანოთი საქართველოში, მაგრამ ასეთ ავტონომიას რა კავშირი აქვს ნაციონალური კითხვის გადაწყვეტასთან? განა გალიციაში ეს კითხვა კიდევ უფრო არ გამწვავდა და დაიხლართა? ავტონომია იქ იარაღია ბატონობის და არა თანასწორობის. ასე იქნება ჩვენშიაც. აქ ქართველი გაბატონებული კლასები ჩაიდენენ იმასვე, რასაც ჩადიან გალიციის პოლონელთა გაბატონებული კლასები. დევნა და შევიწროება სომხების, ებრაელების, თათრების, ოსების, ლეკების ყველა„ინოროდცების“ – აი, რა შეიქნება ავტონომიური მთავრობის ნაციონალურ პოლიტიკათ. ამის პასუხად ამ დევნილთა თანამოძმენი ქართველებს შეავიწროვებენ განჯაში, ერევანში, ბაქოში, კავკავში – ყოველგან ასე დაიწყება საერთო კავკასიური კოცონი ნაციონალური ბრძოლისა და შეხლა-შემოხლისა. ვისი ინტერესია ეს? ერთადერთი გაბატონებული კლასების. ამ მღვრიე წყალში სწორედ ისინი თავისუფლად ითევზავებენ. სწორედ მათ სჭირიათ ერთა შუღლის გაღვივება, რომ მით თავის ერის მუშებზე იბატონონ. პროლეტარიატის ინტერესია, პირიქით, ერთა თანხმობა, ნაციათა კულტურის გამძლავრება და ძლიერი ინტერნაციონალური მუშათა არმიის შედგენა. მუშა იმარჯვებს სხვა ერის 50 მუშის დახმარებით, პატრონი იმარჯვებს მუშების ერთიმეორეზე გადაკიდებით. ფედერალისტები ამბობენ: ჩვენ მივცემთ გარანტიას ჩვენებურ „ინოროდცებს“ ნაციონალურ-განვითარების და მშვიდობიანობისო. ეს ლამაზი სიტყვებია, მხოლოდ განხორციელება კი შეუძლებელია. განა შეიძლება კაპიტალისტურ საზოგადოებაში შევიწროების და განხეთქილების მოშლა? ავტონომიური საზოგადოება ხომ იგივე კაპიტალისტური საზოგადოებაა. მაშასადამე, აქ იქნება ყველა ის მოვლენა, რაც თან დაყოლილი აქვს ასეთ წყობილებას. პირველ ყოვლისა, ინტერესთა წინააღმდეგობა და კლასთა ბატონობა. ვინ დაუშლის გაბატონებულ კლასებს არსებობისთვის ბრძოლაში სურვილისამებრ შეიარაღდნენ, თავისი სასარგებლო კანონები გამოსცენ, სხვის უბედურებაზე თავის ბედნიერება ააგონ? განა ასე არ ხდება ყოველგან, ყველა საზოგადოებაში, როგორც ავტონომიურში, ისე დამოუკიდებელში? ვიმეორებ, ავტონომიური ტერიტორია თავისთავად გულისხმობს განხეთქილებას და ბრძოლას, ხოლო ეს ბრძოლა ტრიალებს არა კლასთა განსხვავების, არამედ ერთა განსხვავების მიხედვით. ბრძოლა ძირითადი, ბრძოლა სოციალური მიფუჩეჩდება ნაციონალური ბრძოლით. ნაციონალისტები გამძლავრდებიან, სოციალისტები დასუსტდებიან. ტერიტორიული პრინციპი არ გულისხმობს ნაციონალურ ბრძოლას, მხოლოდ მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე მოსახლეობს ერთი ერის დიდი უმრავლესობა. საქართველო არ არის ასეთი ტერიტორია. შეიძლება ის ასეთი დარჩეს ახლო მომავალში? არის ამგვარი ტენდენცია ჩვენში? ამის გასაგებად საკმარისია შევადაროთ 1911 წლის სტატისტიკური ცნობები 1897 წლის აღწერას. ახალი ცნობებით, საქართველოს ზემოთ აღნიშნულ საზღვრებში 2,736,850 მცხოვრებია, ამათში ქართველია 1,619,548, ქართველებს უმატია სამასი ათას სულამდე, არაქართველს კი – ოთხას ორმოცდაათასამდე, ე. ი. 1897 წელს ქართველები შეადგენდენ საქართველოში 60,7%, 1911 წელს კი – 51,8%-ს. 1 ჩვენი ქვეყანა ნაციონალურად უფრო და უფრო ჭრელდება. ასეთ პირობაში ქართველობის გაბატონება მოითხოვს განსაკუთრებულ ზომებს, რაიცა ნიშნავს მებრძოლი ნაციონალიზმის გამარჯვებას. ეს იქნება მუდმივი საერთაშორისო ბრძოლა პატარა ტერიტორიაზე. ეს ისე აშკარა და ნათელია, რომ ზოგი ავტონომისტი მზადაა საქართველოს საზღვრები შეავიწროვოს და მხოლოდ თანამედროვე საქართველოს ავტონომია მოითხოვოს. მაგ., ბ. ზ. 1 იხ. Кавказский календарь за 1913 г .(ნოე ჟორდანია). 51 ავალიშვილი საქართველოს საზღვრებიდან რიცხავს ზაქათალის ოლქს, ახალციხის, ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრებს, ართვინის და სოხუმის ოლქით. დანარჩენი ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია ქართველებით, ის ეროვნული ტერიტორიაა და მისი ეროვნული ავტონომია შეიძლებაო. 1 გავსინჯოთ ეს მოსაზრება. ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთი პატარა ავტონომიური ერთეული ყოვლად შეუწყნარებელია. თუკი ფართო ერთეული არ წარმოადგენს ეკომომიურ ორგანიზმს, ვიწრო საიდგან წარმოადგენს? ასეთი პატარა ავტონომიები ევროპაში ნაშთია საშუალო საუკუნეების და მათი კომპეტენციის თანდათანი შემცირებით მათ ახლა არღვევენ. ასე ხდება, მაგალითად, შვეიცარიაში, სადაც კანტონალური მმართველობა სამეურნეო მმართველობად გადაიქცა. ყოველივე ის, რაც ჩვენ ზემოთ ვსთქვით ისტორიული საქართველოს ეკონომიკურ მთლიანობაზე, კიდევ უფრო მეტის საბუთით ითქმება ამ ვიწრო საქართველოზე. მაგრამ ამ წინადადების ავტორნი ხელმძღვანელობენ არა ეკონომიკური მოტივებით, არამედ ნაციონალურის. ისინი ერთი ისტორიულად შემუშავებული ტერიტორიიდან ხელოვნურად სჭრიან ნაციონალურ-ტერიტორიულ ერთეულს, მაგრამ ასეთ ჭრა-კერვას სრულიად არ იწყნარებს ადამიანთა ურთიერთობა. დღეს ხალხი არ არის დაუწერელი ფურცელი, სადაც ყველა ფანტაზიორს შეუძლია რაც სურს, ის დასწეროს. თითოეულ კუთხეს აქვს თავისი მიმზიდველი ცენტრი, რომლის გარეშემო ტრიალებს ადგილობრივ მცხოვრებთა მრავალფეროვანი ცხოვრება. მაგალითად, თფილისისაკენ მიილტვის ბორჩალო, ახალციხე, ახალქალაქი თავისი მრავალნაირ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ასეთ დამოკიდებულებაშია ართვინი ბათუმთან და სოხუმის ოლქი სამეგრელოსთან. ეს დიდი ხნით გაბმული ძაფებია და მათი დაწყვეტა დასცემს ორივე მხარეს. ასეთი მსხვერპლის მიტანა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ აქედან სარგებლობა მეტია, მაგრამ ეკონომიკურად საზარალო წყობილება საზარალოა ნაციონალურადაც. დუხჭირ ეკონომიკურ საძირკველზე ვერასოდეს აშენდება ნაციონალური კულტურის საღი კედელი. ყოველივე ის, რაც აუძლურებს ჩვენ სამრეწველო და სააღებ-მიცემო განვითარებას, აუძლურებს ჩვენს ეროვნებასაც. გარდა ამისა, ასეთი პატრა-პატარა ტერიტორიები ყველა ერისგან გამოიჭრება რარიგ შერეულად ცხოვრობდნენ ისინი. ერთი 1 იხ. მისი წერილი კრებულში:„ формы националлного движения “(ნოე ჟორდანია). 52 მწერალი შემდეგ ნაციონალურ ერთეულებს ჭრის რუსეთის სხვადასხვა კუთხეში: სომხების ნაციონალური ტერიტორია: მაზრები ეჩმიაძინის, ალექსანდროპოლის, ახალ ბაიაზეთის, ახალქალაქის, ბორჩალოს, ყარსის, ყაგიზმანის, შუშის და ზანგეზურის. ამ ფარგალში მცხოვრები სომხები შეადგენენ საერთო რიცხვის 55%-ს. თათართა ტერიტორია: ბაქოს და განჯის გუბერნია, გარდა შუშის მაზრისა, ითვლება 59,2% თათარი. ლატიშთა ტერიტორია: კურლიანდიის გუბერნია, ვიტებსკის გუბერნიის სამი მაზრა, ლიფლიანდიის ოთხი მაზრა, ითვლება 68% ლატიშელი. ესტონელთა ტერიტორია: ლიფლიანდიის და ესტლიანდიის ჩრდილო ნახევარი, ითვლება 90% ესტონელი და სხვ. 1 არც ერთი ამ ნაციათა პარტია არ თხოულობს ამ ტერიტორიათა ავტონომიას. რატომ? ცხადია, რატომ. ასეთი ავტონომია იქნებოდა ეკონომიკურად ამ ნაციათა სიკვდილი. მარტო ჩვენი ავტონომისტები ვერ მიხვედრილან ამ ჭეშმარიტებას, რაც აშკარად ამტკიცებს მათ თავადაზნაურულ სულისკვეთებას. ახლა ვნახოთ, რა სარგებლობას მოგვიტანს ასეთი ავტონომია ნაციონალური თვალსაზრისით. 1897 წელს ამ საზღვრებში ცხოვრობდა 1,593,000 სული, რომელთა შორის ქართველია 1,266,000. ე. ი. 79,4%. 1911 წ. ცნობებით, აქ 2,067,080 მცხოვრებია, ამათში ქართველია 1,549,733, ე. ი. 74,9%. აქაც ქართველთა რიცხვი, შედარებით არაქართველთა, კლებულობს, მაშინ როდესაც ქართველების საერთო რიცხვი მატულობს. ნაციათა შერევა აქაც თვალსაჩინოა. ეს ნახევარი მილიონი არაქართველი მუდამ იქნება საგანი ნაციონალური პოლიტიკისა და დევნისა. და რადგანაც საერთო ტენდენციაა ჩვენში უცხოელთა გამრავლებისა, ცხადია, მიზეზი ნაციონალური შეხლა-შემოხლისა უფრო და უფრო გაიზრდება. საზოგადოდ, ყოველგან ნაციონალური კითხვა არის კითხვა უმცირესობის, ე. ი. ის ეხება უმცირესობის ნაციონალურ შევიწროებას უმრავლესობის მიერ. სადაც კი ასეთი უმცირესობა არის, არის იქ შევიწროება და, მაშასადამე, ნაციონალური კითხვაც. ჩვენი ნახევარმილიონიანი უმცირესობა წარმოშობს ნაციონალურ კითხვას ისე, როგორც ამას ჩადის ყველა სხვა უმცირესობა ყველა ქვეყანაში. მეორე მხრით, ვიწრო საზღვრების ავტონომია საზარალოა იმათაც, რომ მის გარეთ რჩება ასი ათასამდის ქართველი. ამოდენა 1 „ Вестник Европы “, 1912 г . № 8 и 9 . ნაანგარიშევია 1897 წ. აღწერის ცნობებით, წერილი მედემის(ნოე ჟორდანია). 53 ხალხის ნაციონალური ერთეულიდან გაგდება დიდად შეაფერხებს როგორც მათ კულტურულ ზრდას, ისე თვით ნაციის წინმსვლელობას. ასი ათასი კაცი არაფერია დიდი ერისათვის, ხოლო მილიონნახევარიანი ერისათვის ის დიდი რიცხვია და მათი კულტურულად შემოკავშირება დიდი კითხვაა. და აი, როცა ავტონომიის საზღვარში მყოფნი სხვა ერები განიცდიან ნაციონალური მთავრობის დევნას და შევიწროებას, აშკარაა მათი მონათესავე ერები, ავტონომიის გარეთ მცხოვრებნი, სამაგიეროს მიუზღავენ მათ გვერდით მცხოვრებთ ასი ათას ქართველთ და მათ სასტიკათ დაამარცხებენ. მოხდება ის, რასაც დღეს ვხედავთ ავსტრიაში. ბოჰემიაში ჩეხელები ჩაგრავენ ნემცებს, სამაგიეროდ, მორავიაში ნემცები ჩაგრავენ ჩეხელებს. ჩვენში ასეთი საერთაშორისო ბრძოლა მოკლებული იქნება იქაურ კულტურულ ფორმებს. მოიგონეთ სომეხ– თათართა შეტაკება, მოიგონეთ ფედერალისტთა პროგრამული წერილები, დაწერილი ჩხეიძის 1 დეპუტატად არჩევის გამო. და თუნდაც ბრძოლამ კულტურულად იწარმოოს, ეს მაინც ბრძოლაა; ეგ მუდმივი უნაყოფო დავიდარაბაა, რაც უნდა დასრულდეს თვით ავტონომიის მოშლით. ჩეხიის ავტონომია არცერთ ჩეხურ პარტიას არ აკმაყოფილებს, ყველას მისი გაუქმება სურს, განსხვავებაა მხოლოდ იმაში, რომ ბურჟუაზია თხოულობს უფრო ფართო ავტონომიის შემოღებას, ე. ი. უფრო ფართო ნაციონალური ბრძოლის დაწყებას, ხოლო პროლეტარიატი თხოულობს ტერიტორიული ავტონომიების ერთიანად მოშლას. და აი, ჩვენი ავტონომისტები თავზე გვახვევენ ისეთ წყობილებას, რაც კარგა ხანია, გაკოტრდა სხვაგან და რის წინააღმდეგ ბრძოლა მეორე დღესვე დაგვჭირდება. ამგვარად, საქართველოს ავტონომია სრულებით არ შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოს ავტონომია საქართველოს ეკონომიკური და ნაციონალური რეაქციაა. ის არის ქართველი მუშა ხალხის მოთხოვნილება, ის არ ხატავს მის სულისკვეთებას, ის არის მოთხოვნილება, უმთავრესად, მემამულეების, სამღვდელოების, ბურჟუაზიისა და ინტელიგენციის. პირველი ავტონომიით გამაგრდება სოფელში, მეორე – ეკლესიაში, მესამე – ვაჭრობაში, ხოლო მეოთხე ხელთ ჩაიგდებს ყველა ჯამაგარიან თანამდებობას და იქცევა ნაციონალურ ბიუროკრატიად. ყველა რაღაცას იძენს ავტონომიით, არაფერს არ იძენს მხო1 ნიკოლოზ(კარლო) ჩხეიძე( 1864 1926 ) – ქართველი სოციალ-დემოკრ­ ატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბ­ჭოსა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1907 და 1912 წლების მოწვევების რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი(რედ.). 54 ლოდ ქალაქის და სოფლის მუშა ხალხი, როგორც დამორჩილებული კლასი, არაფერს იძენს ნაცია, როგორც ერთი კულტურული მთელი. ნაციონალური ბრძოლა დააუძლურებს მუშას არსებობისათვის ბრძოლაში, დააშორებს მას სხვა ერის მუშებს და დასცემს მის კულტურულ განვითარებას. ნაციონალური ბრძოლა გამოიწვევს ბრძოლას ავტონომიის გარეთ დარჩენილ ქართველების წინააღმდეგ, დაასუსტებს მათ ნაციონალურად და ბოლოს ქართველობას ერთიანათ მოსწყვეტს. კულტურული დაუძლურება ერის უმრავლესობის შიგნით და გარეთ – აი, ავტონომიის შედეგი. ქართველი ერის კულტურული ერთობა გადაიქცევა გაბატონებულ კლასთა ერთობად, ჩვენი მიზანია კი ქართველი ერის კულტურული ერთობა გადაიქცეს მისი მშრომელი ნაწილის კულტურულ ერთობად. მაშასადამე, ნაციონალური კითხვის გადაწყვეტაში ერთიანად უარყოფილი უნდა იქნას ტერიტორიული პრინციპი, ისტორიულ ტერიტორიათა ნაციონალური ავტონომია. მაშ, როგორ შეიძლება კითხვის გადაწყვეტა? 9. პერსონალური პრინციპი ადამიანთა ყოველგვარი თავყრილობა, მათი საზოგადოება გამოწვეულია მათი საერთო ინტერესებით. ერთად ცხოვრება, ერთ უღელში შებმა, ერთი ჭირისა და ლხინის გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ იმათთვის, ვისიც სარგებლობა ამას მოითხოვს. უამისოდ საზოგადოებრივი ერთეული დაირღვეოდა და ადამიანები აქეთ-იქით დაიფანტებოდნენ. საზოგადოება ერთი უდიდესი იარაღია არსებობისათვის ბრძოლაში და ამიტომ ყველა მას მაგრად ჩასჭიდებია. ფორმა ამ თავყრილობის მრავალნაირია: გვარი, ოჯახი, თემი, ნაცია – აი ეს ფორმები. ისინი ვითარდებოდენ სხვადასხვა ისტორიულ ხანაში, ხდებოდენ წინმსვლელობის იარაღი. ცხადია, ნაცია იგივე საზოგადოებრივი კავშირია. რა აერთებს ამ კავშირს? საერთო ინტერესები. რანაირია ეს ინტერესები? პირადი, ზნეობრივი, მატერიალური? რასაკვირველია – არა. თითოეული ამათგანი კერძო ხასიათისაა, ჩვენ კი ვეძებთ საერთო ხასიათის ინტერესებს. პირადი ინტერესები ნიშნავს ნაციონალური კითხვის პიროვნების კითხვად გამოცხადებას. ამ შემთხვევაში ამბობენ: მიეცი პირადი თავისუფლება ხალხს და ნაციონალური კითხვა გადაიჭრებაო, ე. ი. კონსტიტუციური ნორმა თავისთავად სპობს ნაციათა განხეთქილებასო. ასეთი მოაზრენი ბევრია მოძრაობის პირ- 55 ველ ხანაში, ბევრია ეს ასე ვთქვათ, ნიჰილისტური შეხედულებაა ნაციაზე და ამიტომ შესაფერი ნაციონალური პოლიტიკა უარყოფითი ხასიათისაა. ეს ბადებს, ოტო ბაუერის სიტყვით, გულუბრიყვილო კოსმოპოლიტიზმს, რაც ეწინააღმდეგება ინტერნაციონალიზმს. აქ ნაცია წარმოდგენილია როგორც ხალხი, ე. ი. როგორც პიროვნებათა უბრალო კრებული და არა როგორც ეროვნება, როგორც ერთი განკერძოებული კულტურული მთელი. ხალხი ტერიტორიული ცნებაა, ეროვნება – კულტურული. როცა ვამბობთ რუსეთის ხალხი, ამით ვგულისხმობთ არა მარტო რუსის ერს, არამედ ყველა იმ ერებს, რომელნიც ცხოვრობს რუსეთის საზღვრებში. მაშასადამე, ჩვენ სახეში გვაქვს, ამ ერთა საერთო ინტერესების გარდა, ამის კერძო ინტერესებიც, რომელიც ეხება თითოეულ ერს ცალ-ცალკე. წინ დგება ნაციონალური კითხვა. ნაცია არც ზნეობრივი კავშირია. თითოეულ ჯგუფს ნაციისას თავთავისი ზნეობა აქვს. არისტოკრატიის ზნეობა დიდად განსხვავდება დემოკარტიის ზნეობისაგან, ხოლო ორივე ეს კლასი წევრია ერთი და იმავე ნაციის. მათ ზნეობრივი თვისება ყოფს და არა აერთებს. ამიტომ ნაციის საერთო ინტერესები ვერ იქნება ვერც მატერიალური ხასიათის. ამ ნიადაგზე ნაციაში მუდმივი ბრძოლა, მუდმივი განხეთქილება და გაწევ-გამოწევაა. კლასთა ბრძოლა ამ საფუძველზეა აგებული და ამ ნივთიერი უსწორ-მასწორობით იკვებება. ნაცია ეკონომიკურად იყოფა და არ ერთდება; აქ საერთო ინტერესი შეუძლებელია. ავტონომისტ-ტერიტორიალისტები ამ შეუძლებლობას შესაძლებლად აღიარებენ. მათი აზრით, ნაციის საერთო ინტერესი ეკონომიკური ხასიათისაა, რაიცა შეკავშირებულია ტერიტორიასთან. ამისათვის ისინი ადგენენ ერთ რაზმს, ერთ ჯარს ყველა კლასისაგან და მოითხოვენ ავტონომიას. მართალია, რომელიმე ტერიტორიულ ერთეულს, მაგალითად, სახელმწიფოს აქვს თავისი საერთო ეკონომიკური ინტერესი, რაც იწვევს მფარველობით სისტემას, მაგრამ ამ ერთეულში მყოფი თითოეულ ერს ასეთი განსაკუთრებითი ინტერესი არა აქვს. ეკონომიკური განვითარება დაკავშირებულია ტერიტორიასთან და არა ნაციასთან. ნაცია არ შეიძლება იყოს ეკონომიკური ორგანიზმი, როგორც ეს ჩვენ ზემოთ გავარკვიეთ, ნაციის წარმოდგენა, როგორც ერთი ეკონომიკური კავშირის გამომდინარეობს ტერიტორიული პრინციპისაგან. ის ნაციონალიზმის მთავარი დებულებაა. ცხადია, ნაციის საერთო ინტერესი ნიშნავს ისეთ ინტერესს, რომელიც აერთებს ნაციის ყველა ნაწილს და მათგან ქმნის ერთ 56 ნაციონალურ მთელს. მოაკელით ერს ეს კავშირი და ის დაიშლება. და აი, ასეთი კავშირია ნაციის ენა, მწერლობა, ხელოვნება, სწავლა-განათლება, მეცნიერება, ე. ი. მთელი სულიერი კულტურა. ამაში დაინტერესებულია კლასი და ჯგუფი. ნაციონალური კულტურა ეხება ნაციის ყველა კლასს. მართალია, ამ კულტურაში პროლეტარიატი უფრო დაინტერესებულია ვინემ სხვა კლასები, მაგრამ ეს ეხება ხარისხს სარგებლობისას არა თვით სარგებლობას. ამ მხრით ნაცია წააგავს ეკლესიას. როგორც ეკლესია თავს უყრის სხვადასხვა მდგომარეობის მორწმუნეთ და მათგან ქმნის ერთ რელიგიურ მთელს, ისე ნაცია თავს უყრის სხვადასხვა კლასს და მათგან ქმნის ერთ კულტურულ მთელს. 1 მაშასადამე, ნაციონალური კითხვა, ისე როგორც რელიგიური, შეიძლება გამოიყოს სხვა კითხვებისაგან და ცალკე მოწესრიგდეს. სანამ რელიგიურ კითხვას აკავშირებდნენ სხვა კითხვებთან, სანამ სახელმწიფო მას თავის კითხვად აღიარებდა, ერთს მფარველობდა და მეორეს დევნიდა, მანამდის ამ ნიადაგზე მუდმივი ბრძოლა და შუღლი იყო. მხოლოდ 1 სტალინი თავის ზემოდასახელებულ წერილში უარყოფს ნაციის კულტურულ ერთობას იმ მოსაზრებით, რომ კლასთა ბრძოლა და განხეთქილება თანდათან მწვავდებაო. გამოდის რომ, ნაციას აღარაფერი აერთებს, მასში მხოლოდ დამრღვეველი ელემენტები მუშაობენ. ეს რომ ასე იყოს, მაშინ გაუგებარი იქნებოდა, რატომ ნაცია არ ირღვევა და არ ისპობა. სტალინის ლოღიკით, რაც ნაკლებია კლასთა განხეთქილება, მით უფრო მძლავრია ნაციის კულტურული ერთობა, მძლავრია ნაცია. მაშასადამე, ნაცია კაპიტალიზმის წინა საფეხურზე უფრო მძლავრი ყოფილა, ვინემ ახლა, როცა კლასებს ასეთი ხელჩართული დიდებული ომი აქვთ გამართული. ნამდვილად კი იგი თითონვე ამბობს მეორე ალაგას, რომ ნაცია კაპიტალიზმის ღვიძლი შვილიაო, ე. ი. შვილია იმ ხანის, როცა კლასთა ბრძოლა მძლავრია. გამოდის, რომ კლასთა ბრძოლა ნაციას, როგორც ერთ კულტურულ ორგანიზმს, კი არ ასუსტებს, არამედ ამაგრებს და ავითარებს. ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ ორივე ეს მოვლენა გამოიწვია ერთმა მთავარმა მიზეზმა – საწარმოო ძალთა განვითარებამ. სტალინი კი ჩაფრენია შედეგს ამ მიზეზისას და ამით სურს ახსნას მეორე შედეგი, რომელთანაც ის პირდაპირ დაკავშირებული არ არის. თანამედროვე ნაცია რომ ობიექტიურად ერთი კულტურული მთელია ეს სადავო აღარ არის; ამ მოვლენის ახსნაში მარქსიზმმა დიდი წვლილი შეიტანა. პოლიტიკური მოღვაწე ვალდებულია იცოდეს, რა აერთებს ამ მთელს და რა არღვევს. და სწორეთ ამას ვიძიებთ ჩვენ და მაზე ვაშენებთ მოღვაწეობის გეგმას. სტალინი ყველა ამას ერთი დაკვრით იშორებს. ნაციას არაფერი აერთებს, ის უბრალო მექანიკური თავყრილობაა, რომელიც დღეს თუ ხვალ უნდა დაირღვესო. ამ შემთხვევაში გამოსაკვლევი და მოსაწესრიგებელი არა არის რა. ნაციონალური კითხვაც ხელოვნურათ შექმნილია და მასზე თავის ტეხა დონკიხოტობაა. აი, ასეთ შეხედულებას ჩვენ ვუწოდებთ ნიჰილისტურ შეხედულებას, რასაც სტალინი ვერ გაშორებია(ნოე ჟორდანია). 57 იქ, სადაც რელიგია გამოშორდა სახელმწიფოს და მორწმუნეთა კერძო საქმეთა გამოცხადდა, იქ ეს ბრძოლა მოისპო და მის მაგიერ დაიწყო რელიგიური პროპაგანდა, უპოლიციოდ, უიარაღოდ, თავისუფალი სიტყვით. ნაციონალური ინტერესების გამოყოფა სახელმწიფო ინტერესებისაგან, ნაციონალური კითხვის გამოშორება სხვა კითხვებისაგან და მისი დაინტერესებული მხარის, ანუ ნაციის საქმედ გამოცხადება ერთადერთი საშუალებაა ნაციონალური ბრძოლის შესასუსტებლად და ნაციონალური კულტურის თავისუფლად გასავითარებლად. რას ნიშნავს ეს? რელიგიურ ერთეულში შედის ყველა ის, ვინც ამ რელიგიას ცნობს და თავისად აღიარებს. ნაციონალურ ერთეულში შედის ყველა ის, ვინც ამ ნაციას ცნობს და თავისათ აღიარებს, ქართველი შედის ქართველთა ერთეულში, სომეხი – სომხებისაში, თათრები – თათრებისაში და ასე ბოლომდი. ასეთი თავყრილობა არ არის შეკავშირებული განსაზღვრულ ტერიტორიასთან. საქართველოში მცხოვრები ქართველი შედის ასეთ ერთეულში ისე, როგორც ქართველი ბაქოს, პეტერბურგის, კავკავის და სხვა ადგილების. მათ შორის სრული თანასწორობა და ერთობაა. ნაციის აღიარება, როგორც პიროვნული, ანუ პერსონალური კავშირის, ნიშნავს ნაციონალური კითხვაში ტერიტორიული პრინციპის უარისყოფას და პერსონალურის აღიარებას. ოტო ბაუერი ამ პრინციპს ასე ახასიათებს: „პერსონალური პრინციპით ნაცია დგება არა როგორც ტერიტორიული კორპორაცია, არამედ როგორც წმინდა პიროვნული, პერსონალური კავშირი. ამ შემთხვევაში ნაცია, აგებული საჯარო უფლებრივ საფუძველზე, იქნებოდა ტერიტორიული კორპორაცია მხოლოდ იმ მხრით, რომ მისი მოქმედება არ გადაშორებოდა სახელმწიფო საზღვრებს. სახელმწიფო საზღვრების შიგნით ძალაუფლება მიეცემოდა არა ამ ოლქში ჩეხელს, ხოლო მეორე ოლქში ნემეცს, არამედ ყველა ერი, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, შეადგენენ კორპორაციებს და დამოუკიდებლად განაგებენ თავ-თავიანთ ნაციონალურ საქმეებს. ერთი და იმავე ქალაქში იცხოვრებს ორი და მეტი ნაცია ისე, რომ ერთიმეორეს ხელს არ შეუშლიან და მშვიდად განავითარებენ ნაციონალური თვითმმართველობის ფორმებს; დაარსებენ თავის განმანათლებელ დაწესებულებებს სწორედ ისე, როგორც პროტესტანტები, კათოლიკები და ებრაელები დამოუკიდებლად განაგებენ ერსათ და იმავე ქალაქებში რელიგიურ საქმეებს“. ასეთი ნაციონალური ერთეული განიყოფება, რასაკვირველია, ტერიტორიულად. ერთი ნაციის ხალხი სოფელში, 58 მაზრაში, გუბერნიასა და ბოლოს სახელმწიფოში შეადგენენ თავ-თავიანთ ნაციონალურ ერთეულს, რომლის მიზანია„იზრუნოს ნაციის კულტურულ მოთხოვნილებებზე, ააგოს მისთვის სკოლები. გახსნას ბიბლიოთეკები, თეატრები, მუზეუმები, სახალხო უნივერსიტეტები, მიაწოდოს თანამემამულეთ იურიდიული დახმარება, სადაც ეს საჭიროა. ამ ხარჯების დასაფარავად მას ეძლევა უფლება, დაადვას გადასახადი თავის წევრთ. ყველა ეს იქნებოდა ნაციონალური ავტონომია, აშენებული წმინდა პერსონალურ პრინციპზე. თითოეულ ერს შეეძლება გაუძღვეს თავისი საშუალებით კულტურულ საჭიროებებს, არცერთი ნაცია არ იქნება იძულებული ამ საქმისათვის აწარმოოს ბრძოლა უფლებისათვის სახელმწიფოში. პერსონალური პრინციპი გახდება საუკეთესო საშუალებათ ნაციონალური ინტერესის დასაცავად. რამდენად ნაციონალური უმცირესობის უფლებათა საზოგადოდ დაცვა შეიძლება – ის დაცული იქნება. პერსონალური პრინციპის მეფობაში ნაციონალური შევიწროება დამყარებული ძალაუფლებაზე ყოვლად შეუძლებელია. მართალია, ერები თავის მიმზიდველ ძალას არც მაშინ დაკარგავენ, უფრო კულტურიანი ერები მაშინაც მიიზიდავენ თავისაკენ და გათქვეფენ ნაკლებ კულტურიანის რომელიმე ელემენტებს შერეული ქორწინებით, მჭიდრო ეკონომიკური და მეგობრული მიმოსვლით. ნაციონალური უმრავლესობა ამა თუ იმ ოლქში ყოველთვის შთანთქავს და თავის არსებობაში გალესავს ნაციონალური უმცირესობის ზოგ ნაწილს. მაგრამ ყველა ეს მოხდება სოციალური და კულტურული უპირატესობით და არა პრივილეგიებით. მშვიდობიანი შეჯიბრება ძალადობის მაგიერ“! ამნაირად, პერსონალური პრინციპი გულისხმობს ნაციის ავტონომიას კულტურულ საქმეებში. ეს კულტურული ავტონომია, რომელიც პირდაპირ შეკავშირებულია ნაციასთან, როგორც კულტურულ ერთეულთან, რადგან ასეთი ავტონომიის მთავარი მიზანია კულტურული მუშაობა. ხოლო ბრძოლა ეკონომიკური და პოლიტიკური აქედან გამორიცხულია. ცხადია, აქ დადებითი მუშაობა გამეფდება. კულტურულ ერთეულში რაც ნაკლები იქნება ბრძოლა და შუღლი, მით უფრო სასარგებლოა მუშა ხალხისთვის. შეძლებული კლასები თავიანთი ოჯახური საშუალებითაც დაიკამყოფილებენ თავიანთ კულტურულ მოთხოვნილებებს. ამიტომ კულტურული მუშაობის შეფერხება სრულიად აფერხებს მათ გამძლავრებას. მხოლოდ ღარიბ კლასებს არ ძალუძთ პირადი საშუალებით მიიღონ სწავლა-ცოდნა, იურიდიული დახმარება და სხვ. ისინი საჭიროებენ კოლექტიურ დახმარებაში, ამიტომ კულტურული მუშაობის 59 შეფერხება მათთვის პირდაპირ საზარალოა. ბრძოლა კულტურულ ავტონომიაში შეიძლება მხოლოდ თვით კულტურული საქმეების შინაარსის და გაფართოების გარეშემო. დემოკრატიის მიზანია მთელი ხალხი იქცეს კულტურის მატარებლად, რაც თხოულობს კულტურულ მუშაობის დემოკრატიულად წარმართვას. ერთი სიტყვით, პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის ასპარეზია ტერიტორიული ერთეული, ხოლო კულტურული მუშაობის ასპარეზია ნაციონალური ერთეული. სტალინი, როგორც ტერიტორიალისტი, ებრძვის ბაუერის თეორიას ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შესახებ. რანაირად შეიძლება ნაციის ავტონომია, ნაციის თავის მოყრა, როცა„ეკონომიკური განვითარება ტერიტორიას სწყვეტს მის მთელ ჯგუფებს და აბნევს სხვადასხვა მხარეში“, – კითხულობს ის. მას, ალბათ, ერი წარმოდგენილი ჰყავს როგორც ეკონომიკური ერთეული და, რაკი ერის ნაწილები შორს ეწევიან ეკონომიკურ უღელს, ცხადია, დედაერთან ეკონომიკური კავშირი ვეღარ ექნებათ. ჩვენთვის კი ერი კულტურული ერთეულია და ამიტომ, სადაც უნდა იყოს მისი ნაწილი, რანაირათაც უნდა იყოს თავის ერისაგან ეკონომიკური საქმიანობით დაშორებული, თუ ის ენის მხრით არ გადაგვარდა, იძულებულია ისაზრდოოს თვისი ნაციონალური კულტურით, გადაებას დედაერს კულტურულად. ეს ასე ხდება დღეს. ხოლო ის თუ გადაგვარდა, მაგალითად, გარუსდა ან გაფრანგდა, მისი თავის ნაციისაკენ ხელოვნური დაბრუნება დონ კიხოტობა იქნება და ამას არც ისახავს მიზნად კულტურული ავტონომია. თვით ოტო ბაუერი ამბობს, რომ გადაგვარებას, სხვა ერში გათქვეფას კულტურული ავტონომია ვერ შეაჩერებს, ვინაიდან ასეთი მოვლენის მიზეზი ავტონომიაზე უფრო ღრმაა და ის შესაფერ პირობებში იმუშავებსო. არა თუ ავტონომია, თვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ძალაც ვერ შეაჩერებს ასეთ პროცესს. რამდენი რუსი გაქართველდა, რამდენი ფრანგი გაგერმანელდა და სხვ., ვინ მოსთვლის. კულტურული ავტონომია მხოლოდ ხელს უწყობს ერის ბუნებრივ ძალდაუტანებლივ განვითარებას. გადაგვარება თუ მოხდება, მოხდება ბუნებრივად, უპოლიციოდ და უდევნილოდ. ახლა კი გადაგვარება ხდება ძალით, ნაციის შემავიწროებელი პოლიციური ზომებით. ეს გადაგვარება კი არა დამახინჯებაა. კულტრული ავტონომია კი სპობს ამ დამახინჯებას და სრულიად ვერ მოსპობს გადაგვარების ბუნებრივ პროცესს. მაღალი კულტურა დაბალს ყოველთვის მოერევა, რანაირი ავტონომიაც უნდა მისცე უკანასკნელს. ერთ-ერთი საშუალება ამ მორევის წინააღმდეგ არის კულტურულად ამაღლება, რაიცა ნიშნავს ხალხის დაბალი საფეხურიდან მაღალ საფე- 60 ხურზე აყვანას და ამას კიდევაც უნდა შეეცადოს ავტონომია. მერე ეს მავნებელია? განა ჩვენი საქმეა უკლასო ნაციონალური კავშირის შედგენა? – კითხულობს სტალინი. ჩვენი საქმე არ არის ასეთი კავშირების შედგენა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნიადაგზე და ამას არც ჩავდივართ. არ ჩადის ამას არც ბაუერი და შპრინგერი. მხოლოდ კულტურული კავშირების შედგენა და ჩვენი მუშაობა კარგა ხანია წარმოებს და აქამდინ ეს არც ერთ მარქსისტს არ უარუყვია. ასეთი კავშირებია მაგ.: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დრამატიული წრე, ლიტერატურული წრე და სხვა მრავალი. სტალინის ლოგიკით, ყველა ეს სისულელეა. კარგი, ვთქვათ ყველა ეს მოვშალეთ მაგრამ ნაციონალურ სკოლას რას უშვებით? მისი მოშლაც ხომ არ შეიძლება? ხოლო მისი ცნობა ნიშნავს ნაციონალური კავშირის ცნობას, ვინაიდან სკოლა ერთი ამ კავშირთაგანი ამ შემთხვევაში სტალინის მთელი ლოგიკური შენობა ირღვევა და მისი ნანგრევებიდან ნათლად მოსჩანს მრავალნაირი ნაციონალური კულტურული კავშირები, ურომლისოდაც ნაციონალური სკოლა ვერ იარსებებს. დედაენაზე სწავლა, ცოდნის მიღება მოითხოვს შესაფერ დაწესებულებებს. ერთი ამათგანია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. გააფართოვეთ ამ საზოგადოების უფლებები, დაავალეთ მას გახსნას არა მარტო დაბალი, არამედ საშუალო და მაღალი სასწავლებლებიც, მუზეუმები, თეატრები, გაუძღვეს ყოველნაირ კულტურულ მოთხოვნილებას და თან მას მიეცით საჯარო უფლებრივი ხასიათი, ე.ი. ის იყოს სახელმწიფოს მიერ ცნობილი სავალდებულო დაწესებულება ქართველებისათვის და თქვენ მიიღებთ ქართველი ერის კულტურულ ავტონომიას. როგორც ხედავთ, კულტურული ავტონომიის პრინციპი ყოველ ერშია ამუშავებული, მისი მსგავსი დაწესებულება ხშირია, მხოლოდ განსხვავება იმაშია, რომ ეს დაწესებულება კერძო, ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ვიწრო ფარგალშია მოქცეული, ავტონომია კი საჯარო უფლებრივი დაწესებულებაა, ფართო კომპეტენციით და თან ფარავს მთელ ერს. ხოლო ნაციონალური შეჯგუფება, რასაც სტალინი ასე უფრთხის, ორივე შემთხვევაში არსებობს და თუ პირველ შემთხვევაში ის მას სცნობს, უნდა იცნოს მეორე შემთხვევაშიაც. სტალინის ყველა შეცდომები მომდინარეობს ერთი მთავარი შეცდომისაგან: ის ურევს ნაციონალური ერთობას ტერიტორიულ ერთობაში, მას სწამს მხოლოდ მეორე და, როგორც უკიდურე- 61 სი ტერიტორიალისტი, ნაციის ერთობას, როგორც კულტურული მთელს, ვერ ხედავს. ამიტომ ტერიტორიული ავტონომია, მისი აზრით, საუკეთესოთ ჭრის ნაციონალურ კითხვასაც. ამ დებულებას, როგორც ქვევით დავინახავთ, ლოგიკურად მივყავართ ფედერალისტებისაკენ. სტალინს უკვირს ის, რომ ჩვენ ავსტრიელთაგან ვსესხულობთ ნაციონალური ავტონომიის იდეას. ის ამბობს: ვის გაუგონია კონსტიტუციურ სახელმწიფოში შემუშავებული პროგრამის გადმოღება რუსეთში, სადაც კონსტიტუცია ჯერ კიდევ მოსაპოვებელია? მას დავიწყებია ის, რომ პროგრამის ბევრი მუხლი, თითქმის უმრავლესობა, გადმოღებულია სწორედ დასავლეთიდან და ეს ამდენ ხანს მის თანამოაზრეთ არ დაუწუნებიათ. ის აქაც ურევს ტაქტიკას და პროგრამას ერთმანეთში. პროგრამა შეიძლება ერთნაირი გვქონდეს ჩვენ და, მაგალითად, ფრანგებს, ხოლო ტაქტიკა სხვადასხვანაირი. ეს დამოკიდებულია ადგილობრივ კონკრეტიულ პირობებზე. ავსტრიელთ შეუძლიათ თავის მოთხოვნილების განხორციელება მოითხოვონ პარლამენტარული გზით, ჩვენ კი არა. ეს ამტკიცებს ტაქტიკის განსხვავებას და არა მოთხოვნილების უვარგისობას. განა ის საოლქო ავტონომია, რის შემოღებას საჭიროდ ცნობს ავტორი ამიერკავკასიისთვის ავსტრიისაგან არ არის გადმოტანილი? სწორედ ასეთი ავტონომიები შეიქნა იქ ნაციონალური ბრძოლის მოედნად და საჭირო გახდა მათი კორექტივი (შესწორება) კულტურული ავტონომიის დაარსებით. განსხვავება ჩვენსა და სტალინს შორის ის არის, რომ მას გადმოაქვს ავსტრიიდან გაკოტრებული წყობილება, ჩვენ კი – სრულიად ახალ წყობილების გეგმა. როგორც ვთქვით, არსებული ნაციონალური კავშირები ნებაყოფლობითია და მიტომ მისი შემოსავლის წყაროები ნებაყოფლობაზეა აგებული, კულტურული ავტონომია კი სახელმწიფო დაწესებულებათა ერთი დარგია და მისი შემოსავალი გადასახადის ვალდებულებაზეა დაყრდნობილი. გარდა ამისა, ნაციას შეუძლია სხვა წყაროებიც გამონახოს, დაიარსოს საკრედიტო დაწესებულება და სხვა ამხანაგობები, რომელთა წმინდა მოგება გადაეცემა ნაციის ბიუჯეტს. ამ ნიადაგზე მოხდება შეჯიბრება მეზობელ ნაციონალურ ერთეულთან, მაგრამ ეს შეჯიბრება ვერასოდეს მიიღებს პოლიტიკური ბრძოლის ხასიათს, ვინაიდან სახელმწიფო ამაში არ ერევა და ერთ-ერთის დამხმარეთ არ გამოდის. ეს იქნება ისეთი მშვიდობიანი კონკურენცია, როგორიც არის დღეს სხვადასხვა საკრედიტო და საწარმოო დაწესებულებათა შორის. 62 ვიმეორებ, ერთი ნაციის კულტურა მეორისას თავისთავად არ ეწინააღმდეგება, წინააღმდეგობა იწყება მაშინ, როცა ერთი კულტურა ცხადდება გაბატონებულად და სახელმწიფო მას ეხმარება. პერსონალური პრინციპი აწესებს სრულ თანასწორობას ნაციათა შორის – და თითოეულს მათგანს აძლევს საშუალებას განვითარებისათვის, პრივილეგია უქმდება, სახელმწიფო დარაჯობს ყველა კულტურას ერთნაირად და იცავს მათ შინაგანი და გარეშე მტერისაგან. ნაციის კულტურულ დაწესებულებას რომ ხულიგანები შემოადგნენ დასანგრევად, მოდის ამ ტერიტორიის პოლიცია და იცავს მას, ხოლო სასამართლო სჯის დამნაშავეთ და ასე ნაციის კულტურული მუშაობა გრძელდება. იქ, სადაც ტერიტორიული ერთეული ფარავს ნაციონალურ ერთეულს, ერთი და იგივე თვითმმართველი ორგანო გაუძღვება ორივე დარგის საქმეებს. აქ ნაციონალური ერთეულის ცალკე გამოყოფა საჭირო არ არის, მაგალითად, ქართული სოფლის თვითმმართველობა იქნება ამავე დროს ამ სოფლის კულტურული თვითმმართველობაც, რომელიც ზრუნავს ადგილობრივ ნაციონალურ მოთხოვნილებებზედაც. ქართული სოფლებიდან შემდგარი მაზრა, გინდ გუბერნია, ერთი თვითმმართველობით უძღვება ორივე დარგის საქმეებს. ქუთაისის გუბერნიის თვითმმართველობა(გარდა სოხუმის ოლქისა) იქნება ტერიტორიული და ნაციონალური ერთეული, მხოლოდ ამ გუბერნიაში მყოფი უცხო ერები შევლენ თავთავიანთ ნაციონალურ ერთეულში, თუ ამას ისინი მოისურვებენ. თფილისის გუბერნია ამ მხრით დიდად აჭრელდება. აქ ხშირად ერთი და იგივე სოფელი და კუთხე ტერიტორიული საქმეებისთვის იქნება წევრი ტერიტორიული ერთეულის, მაგრამ ეს სიჭრელე არავითარ ტექნიკურ ან კულტურულ დაბრკოლებას არ გამოიწვევს. ეს სიჭრელე ახლაც არის. სომხის სოფლები სომხური სკოლას ხსნიან, ქართული სოფლები – ქართულს. მაშასადამე, ადგილობრივი ნაციონალური ერთეულები თავისთავად არსებობენ. საჭიროა მხოლოდ მათი თავმოყრა და შესაფერი უფლებებით აღჭურვა. როგორც ხედავთ, ნაციონალური ერთეულის მართვა-გამგეობა მჭიდროდ შეკავშირებულია ტერიტორიულ მართვა-გამგეობასთან. ნაცია ცხოვრობს ტერიტორიულ ერთეულში და თუ ამ ერთეულის მმართველობა წინ ეღობება ნაციის კულტურულ განვითარებას, ებრძვის მას და აუძლურებს მის საქმიანობას, ნაციონალური ერთეული ფიქციად იქცევა, მისი ძალაუფლება ქაღალდზე დარჩე- 63 ბა. მეორე მხრით, ნაციას, გარდა სულიერი კულტურისა, აინტერესებს აგრეთვე მატერიალური კულტურა. მისთვის მიუცილებელია, მაგ., რკინიგზები, თავის ტერიტორიის მოხმარა, მართლმსაჯულება, საზოგადო უშიშროება და სხვ. აქ ერთი ნაციის ინტერესი ეთანხმება მეორე ნაციის ინტერესებს. ყველას ერთნაირად ეხება წესიერი მიმოსვლა, სამართალი, პოლიცია, მიწა-ადგილის განაწილება, ზავი და ომი და სხვ. ხოლო ყველა ეს შეკავშირებულია ტერიტორიასთან, ტერიტორიულ ერთეულთან. განსაზღვრა ამ ერთეულების სივრცისა და უფლება-მოვალეობის ნიშნავს ტერიტორიული კითხვის მოწესრიგებას. 10.  ტერიტორიული ერთეული როგორც ზემოთ ვთქვით, ტერიტორია სახელმწიფო ცნებაა, ამიტომ მისი ბატონობა იხატება ტერიტორიული ორგანოებით, რომელთა საფუძველია იძულებითი პრინციპი. სახელმწიფო თავის მიზანს ახორციელებს იძულებით, ურჩს სჯის, მორჩილს ახალისებს. მართალია, ნაციონალური ერთეულიც სარგებლობს იძულებითი უფლებით. მაგრამ ის ამ უფლებას ღებულობს სახელმწიფოსაგან და ახორციელებს მისი ორგანოების საშუალებით. სოფელი, მაზრა, გუბერნია, ოლქი – აი, როგორ იყოფა სახელმწიფო და თითოეულ მათგანს ეძლევა შესაფერი მმართველობა, საზოგადოდ, სახელმწიფო ეხება ხალხს ადგილობრივი მმართველობით. გლეხს ყოველ კვირაში აქვს საქმე სოფლის სამმართველოში, ხოლო მაზრის და გუბერნიის სამმართველოს იშვიათად მიმართავს. მაშასადამე, ტერიტორიული ერთეულის მოწესრიგება უდიდესი სახალხო კითხვაა. ტერიტორიული კითხვა შეიცავს ორ კითხვას: საერთო სახელმწიფოს და ადგილობრივს, გამორკვევა იმისა, თუ თითოეული ამთგანი რა კომპეტენციით უნდა იყოს აღჭურვილი, ნიშნავს მათი სამოქმედო ასპარეზის განსაზღვრას და შესაფერი მართვა-გამგეობის დაწყებას. რაკი ჩვენ ნაციონალური ინტერესი გამოვაშორეთ ყველა სხვა ინტერესებს და მისი ცალკე მოწესრიგება შესაძლებლა გამოვაცხადეთ, ცხადია, ტერიტორიათა ერთეულების გამოჭრაში სახეში მისაღებია, პირველ ყოვლისა, არა მათი ნაციონალური შემადგენლობა, არამედ მათი ეკონომიკური ვითარება. ეს არ ნიშნავს პირველის სრულ უყურადღებობას. არა, ჩვენ ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ტერიტორიულ კითხვაში უაღრეს როლს თა- 64 მაშობს ეკონომიკური კითხვა, ხოლო ნაციონალური – ხელქვეითს. ტერიტორია დღეს არ ფარავს ნაციას. ის დგება და იშლება არა ნაციის, არამედ ეკონომიკური საჭიროების მიხედვით. ერთი ეკონომიკური მთელია სახელმწიფო. ამიტომ სახელმწიფო საუკეთესო სარბიელია ეკონომიკური განვითარების, კლასების აღორძინების და მათი ბრძოლის. ეკონომიკურად მძლავრი კლასები თვით პატრონობენ სახელმწიფოს და მას ამოძრავებენ თავის სასარგებლოდ. უკმაყოფილო კლასები აქ იყრიან თავს, ადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და ებრძვიან გაბატონებული სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, პოლიტიკური ბრძოლა შეუძლებელია სახელმწიფოს გარეშე, მაშასადამე, სახელმწიფოს ბუნებრივი კომპეტენციაა საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური კითხვები: კითხვები ბაჟების, არმიის, ფლოტის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სააღებ-მიცემო და სათამასუქო უფლების, ერთი სიტყვით, ყიველივე ის, რაც სახელმწიფოს ქმნის ერთ სახელმწიფოს ორგანიზმად, მაგრამ ეკონომიკური განვითარება მოითხოვს არა მარტო ეკონომიკურ საშუალებებს, არამედ იურიდიულ და პოლიტიკურ წყობილებასაც. ერთ კუთხეში თუ ქურდები ისჯებიან მსუბუქად, ხოლო მეორეში – სასტიკად, პირველი კუთხე ეკონომიკურად მეტად დაზარალდება და დასუსტდება. სახელმწიფო დაინტერესებულია თავის ხელში ჰქონდეს როგორც ეკონომიკური, ისე იურიდიული ძაფები. იუსტიცია და კონსტიტუცია მის უფლებაში შედის. ამნაირად, ეკონომიკურმა ცენტრალიზაციამ დაბადა უფლების ცენტრალიზაცია. უამისოდ ეკონომიკური მთელი დაირღვევა და მით სახელმწიფო დაეცემა. ამით აიხსნება ისიც, რომ ძველი კანტონალური უფლება, მაგ., შვეიცარიაში, ისპობა და მის ალაგას იჭერს ცენტრის უფლება. ასევე ხდება გერმანიაში. დეცენტრალიზაცია ნიშნავს ცენტრალური უფლების გატარებას ადგილობრივ ძალებით და ადგილობრივ საჭიროებათა შესახებ ადგილობრივ კანონმდებლობას. კონსტიტუციური ნორმები, სისხლის სამართლის და სამოქალაქო დებულება ერთია. ხოლო მათი სისრულეში მოყვანა შეიძლება იყოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად. ქართველს გაასამართლებენ ქართულად, სომეხს – სომხურად და სხვ. დეცენტრალიზაცია საჭიროებს თავის ორგანოს, შესაფერ ტერიტორიულ თვითმმართველობას. მართალია, ეკონომიკური ორგანიზმი სახელმწიფოა, მაგრამ ამ ფარგალში შეიძლება იყოს ოლქები ან მხარეები, განსაკუთრებითი ეკონომიკური მდგომარეობით 65 და მიმოსვლით. ასეთი მხარე იქნება მეორეხარისხოვანი ეკონომიკური ორგანიზმი და მისთვის თვითმმართველობის მინიჭება აუცილებელია. ჩვენში ასეთი ეკონომიკური ოლქია ამიერკავკასია. საერთო რკინიგზა, საერთო ზღვის გზა, ურთიერთ შორის დაახლოება, რუსეთიდან დიდი მთით დაშორება, შინაგანი შრომის გაყოფა და გაცვლა-გამოცვლა, საერთო ტერიტორია და მცხოვრებთა შერევა, საერთო მართვა-გამგეობა და ერთიმეორეში ნაციონალურად ათქვეფა – ყველა ეს ქმნის ამიერკავკასიისათვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ასპარეზს. ეს ქვეყანა თვით ბუნებამ შექმნა ერთ განსაკუთრებით ნაჭრად თავისი მთებით, ჰავით, ბუნების სიმდიდრით და ნიადაგის თვისებით. ამ ჰავის, ამ ნიადაგის, ამ ბუნებრივი კულტურის მომვლელი და ხელშემწყობია ადგილობრივი მცხოვრებნი. ეს ტერიტორია ერთიანად სხვავდება თავისი ბუნებრივი თვისებებით რუსეთის ტერიტორიისაგან და მისი გამოყენება და პატრონობა თხოულობს განსაკუთრებულ მმართველობას. ეს ისე ნათელია, რომ თვით ბიუროკრატიაც კი ცდილობს აქაური მართვა-გამგეობა განასხვავოს შიდა გუბერნიათა მართვა-გამგეობისაგან. მიუხედავად ამისა, არიან ჩვენს თანამოაზრეთა შორის ისეთნი, რომელთაც ჰგონიათ ამიერკავკასიის თვითმმართველობა ნაადრევად, შეუფერებლად და ამიტომ დასაგმობად, სამაგიეროდ, ისინი აღიარებენ საქართველოს თვითმმართველობას, როცა ამას ამბობენ ფედერალისტები, ისინი ლოგიკას მაინც არ ღალატობენ. მათ სურთ საქართველო გადააქციონ სახელმწიფოებრივ ერთეულად და შიგ გააბატონონ ერთი ერი. ეს ტერიტორიულ პრინციპიდან გამომდინარეობს. მაგრამ როცა ამასვე იმეორებენ ამ სახელმწიფოებრივის უარისმყოფელნი, ფართო თვითმმართველობის და კულტურული ავტონომიის მომხრენი, აქ ლოგიკა დარღვეულია. ამათ, პირველ ყოვლისა, უნდა დაამტკიცონ ის, რომ საქართველო ეკონომიკური მთელია, რომ ის ამიერკავკასიისაგან გამოყოფილი ეკნომიურად თავისი ღონით განვითარდება. ამის დამტკიცება კი ყოვლად შეუძლებელია. პირიქით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ყოვლად შეუძლებელია ამიერკავკასიის ჩარჩოების გარეშე. და თუ ეს ასეა, ეს გარემოება გვიკარნახებს ერთ საერთო თვითმართველ ერთეულს და არა ერთი კუთხის გამოყოფას და სხვების ძველებურ მდგომარეობაში ჩატოვებას. გვეუბნებიან, ამიერკავკასიის სეიმში იქნება ნაციონალური და სარწმუნოებრივი ბრძოლაო. ეს გაუგებრობაა. ნაციონალური საქმეები ჩვენ გამოვყავით სხვა საქმეებისაგან. ნაციის კულტურუ- 66 ლი ავტონომია ამ გამოყოფას და მათ ცალკე მოწესრიგებას ნიშნავს. რაც შეეხება სარწმუნოებას, ის უნდა იქნას გამოშორებული სახელმწიფოსაგან და ერთიანად მიშვებული მორწმუნეთა ნებაყოფლობაზე. ხოლო სანამდის ეს მოხდებოდეს, ამ საქმის მოწესრიგებაც უნდა იყოს დაკავშირებული ნაციის თვითმმართველობასთან. მაშასადამე, სეიმის კომპეტენციაში ეს კითხვები არ იქნება და ამიტომ არც ბრძოლა შეიძლება ამ ნიადაგზე. სეიმს დარჩება გადასაჭრელად ტერიტორიული კითხვები და ესეც ისეთები, რომელნიც აღემატება თითოეული გუბერნიის და მაზრის თვითმმართველობის ძალ-ღონეს. თუ ჩვენ ტერიტორიულ თვითმმართველობას ვანდობთ ტერიტორიული კითხვების გადაჭრას, მაშინ საშიში არ არის ასეთი ტერიტორიების ნაციონალური შემადგენლობა. აქ გადასაწყვეტი საქმეები ეხება ამა თუ იმ პირთა, არა როგორც ნაციის წევრთ, არამედ როგორც ადგილობრივ მოსახლეთ, როგორც მოქალაქეთ. მიმოსვლა, განათება, სანიტარული ზომები, ტყეების მოვლა, მალარიასთან ბრძოლა და სხვ. ერთნაირად ეხება ყველა ადგილობრივ მცხოვრებთ, განურჩევლად გვარტომობისა. რატომ, მაგალითად, განჯის საგუბერნიო ერობას შეუძლია ეს აწარმოოს, ხოლო ამიერკავკასიის სეიმს არა? ასეთი სეიმის უარისყოფა ნიშნავს აღიარებას აქაურ ერთა მოუმზადებლობისა თვითმმართველობისათვის, ე. ი. შეთვისებას ბიუროკრატიული აზროვნებისა. მაშინ უარი უნდა ითქვას სამაზრო და საგუბერნიო თვითმმართველობაზედაც, როგორც ამას ჩადის მთავრობა, ხოლო ვინც ცნობს თათართ, სომეხთ, ქართველთა და სხვა ადგილობრივ მკვიდრთ მომწიფებულად, საზოგადოდ, თვითმმართველობისათვის, უნდა იცნოს მათი სიმწიფე საოლქო თვითმმართველობისათვისაც. ვიმეორებ, პერსონალური პრინციპით თითოეული ერი თვითონ აწარმოებს თავის ნაციონალურ საქმეებს დამოუკიდებლად, ხოლო არანაციონალური საქმეები რჩება საკეთებლად ტერიტორიულ ერთეულთ. ორივე საქმის ტექნიკურად გასაადვილებლად საჭიროა, რაც შეიძლება მეტი, ტერიტორიული ერთეული იყოს იმავე დროს ნაციონალური ერთეულიც. მაგრამ ტექნიკას ვერ შევსწირავთ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. საჭიროა ნაციონალური ერთეული ეთანხმებოდეს ადგილობრივ ეკონომიკურ ურთიერთობას. ტერიტორიათა ჭრა-კერვა ნაციონალური თვალსაზრისით ნაციონალისტების საქმეა. როცა ჩვენ გვეუბნებიან, კავკასიის სეიმი უდროოა, ხოლო რეალურად ქართველი ხალხისაგან დასახლებული ადგილების თვითმმართველობა კი დროიანიაო, აქ ალბათ ნაციონალური მომენტი აქვთ სახეში, ე.ი. დგებიან ნაციო- 67 ნალისტების ნიადაგზე, ხოლო ეკონომიკურად ხომ ეს ყოვლად შეუძლებელია: ცხადია, ასეთი ერთეულისაგან უნდა გამოვრიცხოთ თფილისი, ბათუმი, სოხუმი, რამდენიმე მაზრა და ოლქი, რაიცა მოასწავებს ამ ერთეულების ეკონომიკურ სიკვდილს. ამბობენ, ამიერკავკასიაში ტერიტორიულ-ნაციონალური მეთოდით ხელმძღვანელობა უფრო ადვილი და ნაყოფიერია, ვინემ ავსტრიაშიო. ეს ერთიანად საქმის გაუცნობლობაზეა დამყარებული. საქმე იმაშია, რომ ავსტრიაში ერთა შერევა გამოიწვია განსაკუთრებით აღებ-მიცემობამ. ჩვენში ერებია შერეული მოსახლეობით, ისტორიულად, რასაც ახლა ემატება სააღებ-მიცემო შერევაც. ე. ი. აქ მოქმედებს ორი ფაქტორი, ავსტრიაში – ერთი. მართალია, ერთი და იმავე სოფლის ნაციონალურად შერევა იშვიათია, თუმცა ასეთებიც ბევრია გორის და თფილისის მაზრაში, მაგრამ ერთი ერის სოფლის გვერდზე მეორე ერის სოფლის მდებარეობა ჩვეულებრივი მოვლენაა. აი, ასეთი შერევა ავსტრიაში არ არის, აქ ერთ ერს უჭირავს განსაზღვრული ტერიტორია, რომელზედაც მდებარეობს მთელი რიგი სოფელთა და მაზრათა. მაგ., ბოჰემია იყოფა ჩეხელთა ბოჰემიად და ნემცთა ბოჰემიად: აქ მხოლოდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებშია ერთა შერევა, რაც ერის დედაბოძს – გლეხობას არც ეხება. ამას მხოლოდ მოსახლეობითი შერევა ეხება და ეს ანაწილებს ნაციონალურ ტერიტორიას. თუ ავსტრიაში კიდევ შეიძლება ნაციონალურ-ტერიტორიული მეთოდით ხელმძღვანელობა, სრულიად არ შეიძლება ამით ხელმძღვანელობა ამიერკავკასიაში. მეორე მხრით სტალინსა და მის თანამოაზრეთ ერთადერთ ამიერკავკასიის თვითმმართველობა მიაჩნიათ შესაძლებლად და ყველა ადგილობრივ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მათი აზრით, ეს საუკეთესოდ გადაჭრის ნაციონალურ კითხვებსაც. აი, ასეთი შეხედულების წინააღმდეგ საბუთიანად შეიძლება წამოვაყენოთ ზემოთ მოყვანილი აზროვნება საოლქო სეიმის წინააღმდეგ. და მართლაც, თუ უფლება მივეცით გადაჭრას თათარს სომხური ენის და კულტურის კითხვა, სომეხს – თათრულის, ქართველს – სომხურის და სხვ. აქედან ბრძოლისა და ერთიმეორის დაბრიყვების მეტი არა გამოვა რა. სომხები და თათრები ნაციონალური კულტურის არატერიტორიულის ნიადაგზედაც კარგად ვერ მორიგებულან, ხოლო ქართველ ნაციონალისტთა გალაშქრება სომეხთა წინააღმდეგ, რაიცა ხშირად იფეთქებს ხოლმე, კიდევ უფრო გაძლიერდება მაშინ, როცა ნიადაგი გაუფართოვდებათ. თუ დღეს ნაციონალური ანტაგონიზმი ჩვენში ისე მძლავრი არ არის, როგორც მაგ., ავსტრიაშია. ეს აიხსნება ორი გარემოებით: 68 პირველად, ჩვენ ყველანი უუფლებო და დევნილი ვართ, როგორც „ინოროდცები“ და ამ მხრით გათანაბრებული. ჩეხელები, გინდ პოლონელები, უფლებააღჭურვილი ერებია და ცენტრის ბატონობას ჩვენსავით არ განიცდიან. იქ ებრძვიან არა ცენტრს, არამედ ერთმანეთს. პოლონელი – რუსინს, ხორვატიელი – მადიართ, ჩეხელი – ნემეცთ და სხვ. როგორც კი ჩვენში ცენტრი ადგილობრივ საქმეებში ავსტრიის ცენტრს დაემსგავსება, როგორც კი გვეტყვიან: მოაწყვეთ სურვილისამებრ შინაური საქმეებიო, მაშინვე დღეს მიყუჩებული ნაციონალური ანტაგონიზმი იფეთქებს და ბრძოლაც გაჩაღდება; მეორეც, ავსტრიაში ბურჟუაზიული წყობილებაა, მაშასადამე, მასზე აგებული განხეთქილება გაცილებით უფრო მძლავრია, ვინემ ჩვენში. ასეთი წყობილების დამყარება ჩვენში მერმისის საქმეა, მაშასადამე, ნაციონალური ანტაგონიზმი, როგორც შედეგი ბურჟუაზიის ზრდისა, მომავალში გამძლავრდება და არა დასუსტდება. ამნაირად, კავკასიის ავტონომია მოგვცემს ნაციათა დიდ შეჯახ-შემოჯახებას და ავსტრიის ამბების სრულ განმეორებას. და აი ჩვენ ვამბობთ: გამოვაცალოთ ამ სეიმს ნიადაგი ნაციონალური ბრძოლისა, ნუ მივანდობთ ქართველებს სომხების ნაციონალური კულტურის მოწესრიგებას, რომლის მას არა გაეგება რა, სომეხს – თათრისას და სხვ. ამით მოისპობა ნაციათა ბრძოლა ნაციონალური კულტურის ნიადაგზე, ე. ი. იმ საგნის გარეშემო, რაც ყველაზე მეტად ეხება მშრომელ ხალხს და მის ყურადღებას იტაცებს. ჩეხიის ნაციონალისტებს გავლენა აქვსთ ჩეხელ მუშებში იმიტომ, რომ ისინი ჩეხურ ენას იცავენ. მოაშორეთ ეს კითხვა მათ და გამოჩნდება, რომ ისინი ენის ბაირაღით იცავენ ჩეხიის ბურჟუაზიას, მის ჯიბეს და გავლენას. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ბრძოლა ნაციათა შორის არ მოისპობა, მაგრამ ჩვენი ინტერესია, ამ ბრძოლას დაეკარგოს ხალხის მომატყუებელი სარჩული და გადაიქცეს ის აშკარა ბრძოლად ორი ერის ბურჟუაზიისა ეკონომიკურ ნიადაგზე... ამ შემთხვევაში ნაციონალური ბრძოლის კლასიური ხასიათი ნათელი იქნება და მას მიმზიდველობაც დაეკარგება. სტალინი კი ყოველივე ამას ხელუხლებლად ტოვებს. ცეცხლზე ძმარს ასხამს და თან გაიძახის: ნაციონალური ბრძოლა სწორედ ამით შესუსტდებაო! განვიხილოთ მისი საბუთები. ის ამბობს: დემოკრატიული წყობილება თავისთავად სპობს ნაციონალურ ბრძოლასო. მართალია ეს? დემოკრატიული წყობილე- 69 ბა იგივე ბურჟუაზიული წყობილებაა. გამოდის, რომ ბურჟუაზიული წყობილება ასუსტებს ნაციათა ბრძოლას. ეს არის წვრილი ბურჟუაზიული ილუზია, რითაც მუდამ გატაცებულია წვრილბურჟუაზიული პარტიები. სტალინიც მათ აჰყოლია, მათი ტრაბახობა სინამდვილედ მიუღია. დემოკრატიული წყობილება ნიშნავს წვრილი ბურჟუაზიის ბატონობას, ხოლო ნაციონალური ბრძოლა სწორედ წვრილი ბურჟუაზიის სტიქიაა, ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა. ასე რომ, დემოკრატიული წყობილება ნაციონალურ ბოძოლას ოდნავათაც არ შეასუსტებს, თუ კი, რასაკვირველია, ასეთი ბრძოლის ნიადაგი არის. სტალინი ამბობს: აი, დემოკრატიული შვეიცარია და ამერიკა, აქ ხომ არ არის ნაციონალური ბრძოლაო. ეს მართალია, მაგრამ ამის მიზეზია არა მათი წყობილება, არამედ გაცილებით უფრო ღრმა გარემოება. იქ ასეთი ბრძოლა არ იყო მაშინაც, როცა დემოკრატიის ნასახიც არ იყო, როცა ამერიკას ინგლისი ფლობდა თავისი არისტოკრატიული წყობილებით, როცა შვეიცარიაში ოლიგარქია ბატონობდა თავისი შეუზღუდველი ბატონობით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ცხადია: ორივე ამ ქვეყანაში თავმოყრილია ისეთი ერები, რომელთა დედაერნი სხვაგან ცხოვრობენ, შეადგენენ დიდ სახელმწიფოებს, ქმნიან იქ თავის ნაციონალური კულტურას და მერე უზიარებენ მათ მონათესავე ნაწილებს. შვეიცარიაშია სამი ერი: ფრანგნი, გერმანიელნი და იტალიელნი. ფრანგულ ნაციონალურ კულტურას ქმნის არა შვეიცარიის ფრანგები, არა ჟენევის და ლოზანის კანტონები, არამედ საფრანგეთი, რითაც ეს კანტონები სარგებლობენ. ასეთსავე მდგომარეობაშია შვეიცარიის სხვა ერებიც. ამერიკა ინგლისის კულტურის თანამოაზრეა. ხოლო იქ ახლად გადასახლებულნი თავის დედაერს უკავშირდებიან. აბა, მოაქციეთ შვეიცარიის ფრანგები და ამერიკის ნემცები ისეთ პირობებში, რომ ისინი იყვენ იძულებულნი თვით შექმნან მარტოდმარტო თავიანთი ნაციონალური ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, სასწავლებლები და სხვ., თუ მაშინვე თავს არ ასწევენ მეზობელი სუსტი ერების დასაჩაგრავად, მათთვის თავისი კულტურის თავზე მოსახვევად და ასე ნაციონალური ნიადაგის გასაფართოებლად. გარდა ამისა, შვეიცარია არის კავშირი კანტონებისა, რომელნიც დიდხანს დამოუკიდებელნი იყვნენ და მერე თავისი ნებით შეერთდნენ. აქ კანტონებში ნაციათა შერევა არ არის. ჩოდილო ამერიკა კი შეერთდა შტატებისაგან. ის თვით წარმოადგენს დიდ ბაზარს, სამყოფს ამერიკის ბურჟუაზიისათვის და იძულებული არ არის ევროპას შეეცილოს ევროპის ბაზარზე. ის ამბობს: დაგვაყე- 70 ნეთ ჩვენ შინ, თქვენი ჩვენ არა გვინდაო. მონროეს ცნობილი დოქტრინა 1 ამაზეა აგებული. ახლა მითხარით, რომელი ამ მიზეზთაგანი არსებობს ჩვენში? განა კავკასია ჰგავს რითიმე ამ ქვეყნებს? სტალინს დაუნახავს, რომ იქ ნაციონალური ბრძოლა არ არისო და მიზეზად სრულიათ ზერელე მოვლენა მიუღია. შაბლონიური აზროვნება ეს არის! დავეთანხმებით ერთ წუთს სტალინს და ვიკითხოთ: ამერიკული წყობილება ეგება ვერ დავიარსეთ, მაშ ერებმა ჭამონ ერთმანეთი? ავსტრიელნი არ ფიქრობენ ამერიკულ წყობილების შემოღებას ახლო მომავალში, მაგრამ ნაციონალური ბრძოლის შესუსტებას მაინც ცდილობენ. ჩვენი ავტორი კი მათ ანუგეშებს: კულტურული ავტონომია უტოპიაა, შემოიღეთ დემოკრატიული წყობილებაო. მაგრამ ეს რომ უფრო მეტი უტოპია იყოს, ვინემ პირველი, მაშინ? მაშინ სტალინი იტყვის: მით უარესი თქვენთვის, დეე, ჭამონ ნაციებმა ერთმანეთიო! კაი ნუგეშია და კაი გადაწყვეტაა კითხვის! ასეთია სტალინის მთავარი საბუთი. დანარჩენი საბუთები წვრილმანებია და სათქმელია იმისთვის, ვისაც მეტი სათქმელი არა აქვს რა. ის სწერს: კულტურული ავტონომია მოითხოვს„ბევრად თუ ცოტათი განვითარებულ ერთ, განვითარებულ კულტურით და ლიტერატურით“. კავკასიაში კი ბევრია ისეთი ერები, რომელთაც არ აქვთ საკუთარი ლიტერატურა და გვარდებიანო. ასეთებია მეგრელები, აბხაზები, აჭარლები, სვანები, ოსები, ლეკები და სხვ. როგორ შეიძლება ამათი ნაციონალურ კავშირებათ გადაქცევაო? პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ მეგრელები, აჭარლები და სვანები არასოდეს ცალკე ერები არ ყოფილან და არც დღეს არიან. ისინი იგივე ქართველებია, როგორც ტომით, ისე პოლიტიკურად. დარჩენ ლეკები, ოსები და აფხაზები. რა ვუყოთ ამათ? – სტალინის აზრით, ესენი უნდა გადაგვარდნენ. ამ შემთხვევაში ის არაფრით არ განირჩევა გადაგვარების მქადაგებლებისაგან, ნაციონალისტებისაგან. სწორედ ამასვე გაიძახიან ჩვენი ნაციონალისტები: ოსები უნდა გავაქართველოთო, ხოლო რუსები – აფხაზები და ლეკები გავარუსოთო. სტალინი ყველა ამათ კვერს უკრავს. ჩვენ კი ვამბობთ: ვკითხოთ ამ ერთ, სურთ გადაგვარება თუ თავიანთი ნაციონალური სკოლის და კულტურის შექმნა? ეს თვითგამორკვევის პრინციპია და ეს ედება საფუძვლათ კულტურულ 1 მონროს დოქტრინა – აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს მიერ მიღებული დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში უნდა შემცირებულიყო ევროპული პოლიტიკის ბატონობა, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკა არ ჩაერეოდა როგორც ევროპის, ისე კოლონიების პოლიტიკაში(რედ.). 71 ავტონომიას. სტალინი კი მათ წინდაწინვე უცხადებს: თქვენ უნდა გადაგვარდეთო. ის ამ აზრს ნათლად ხატავს შემდეგი სიტყვებით: „ნაციონალური კითხვის გადაწყვეტა კავკასიაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჩამორჩენილ ერთა მაღალი კულტურის საზოგადო კალაპოტში ჩარევით“, რაიცა მიღწეული იქნება კავკასიის საოლქო ავტონომიით. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ კავკასიაში გაბატონებულ ერად უნდა გამოცხადდეს ორი ან სამი ერი, ხოლო დანარჩენები – მორჩილად. პირველნი იქნებიან მოწოდებულნი „გაანათლონ“ მეორენი. ე. ი. თავის არსებაში გათქვიფონ. ეს წმინდა ნაციონალისტური პროგრამაა. და ასე ჩვენი ავტორის ერთა თანასწორობის პრინციპიდან ჩამოქვეითდა ერთა უთანასწორობამდის. ეს ლოგიკური შედეგია ტერიტორიალიზმის. თათართა კულტურული ავტონომია ნიშნავს თათართა მოლების გაბატონებას მთაშიო, – გაიძახის სტალინი. მერე როგორ გინდათ მოშალოთ ეს მათი ბატონობა? აი ახლა, როცა არავითარი ავტონომია არა აქვთ, მაინც ისინი არ ბატონობენ? ცხადია, ამის მიზეზია არა ავტონომია თუ უავტონომიობა, არამედ უფრო ღრმა და სერიოზული მიზეზია მათი სოფლების მოქალაქეობრივად და კაპიტალისტურად განუვითარებლობა, ბეგების ლატიფუნდიები, გლეხთა დროებით ვალდებულობა და მრავალი სხვა ასეთი მიზეზი. აი მოშალეთ ეს და მოიშლება მოლების ბატონობაც. გარდა ამისა, კულტურული ავტონომია არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას სასკოლო საკითხში. სკოლის კითხვა სახელმწიფო კითხვაა. ზოგმა ეგების არავითარი სკოლაც არ მოინდომა. ვინ დაანებებს ამას? პირველ ყოვლისა, სახელმწიფო დაინტერესებულია იმაში, რომ მისი მოქალაქენი ჰგავდნენ მოქალაქეთა და არა ველურებს, ე. ი. თითოეულმა მათგანმა გაიაროს სახალხო სკოლა მაინც და შეიძინოს საჭირო ცოდნათა მინიმუმი. აი, ამიტომ ყველგან სახელმწიფო სცემს კანონებს შესახებ, როგორც სწავლის ვალდებულებისა, ისე სასწავლო პროგრამის მინიმუმისა. ასე უნდა იყოს ჩვენშიაც; კულტურული ავტონომიის საქმეა სამშობლო ენაზე მოაწყოს ეს სკოლები და მათში სწავლება. სტალინს კი ჰგონია კულტურული ავტონომიის კომპეტენციაში შედის პოლიტიკური და მოქალაქეობრივი კითხვები. ამ გაუგებრობისაგან გამომდინარეობს მისი მტკიცება, რომ კულტურული ავტონომია შეაფერხებს ერთა განვითარებას, გაყინავს მათ ძველ მოქალაქეობრივ საფეხურზეო და სხვ. ყველა ეს შედეგია ცნებათა არევისა და გაურკვევლობის. თუ მართლა ტერიტორიული პრინციპი წყვეტს ნაციონალურ კითხვას, ე.ი. შერეული ოლქის ავტონომია არ დაბადებს ერთა ბრძო- 72 ლას. სტალინი რატომ არ ეთანხმება საქართველოს ავტონომიას? ფედერალისტებიც ხომ სტალინივით გაიძახიან: ჩვენს ავტონომიაში არ იქნება ნაციათა დევნა, ამის გარანტიას ახლავე ვიძლევითო. სტალინს და ფედერალისტებს შორის არავითარი პრინციპიალური განსხვავება არ არის. განსხვავება მხოლოდ რაოდენობითია: ერთს სურს ვიწრო ტერიტორიის ავტონომია, მეორეს – უფრო ფართოსი. და თუ ვიღებთ მხედველობაში სტალინის აზრს – ამერიკულ-შვეიცარიული წყობილება სწყვეტს ნაციონალური კითხვას – მათ შორის მსგავსება კიდევ მეტია. ფედერალისტებიც ხომ ასეთი წყობილებას(ფედერაციას) ითხოვენ კავკასიისათვის, რომლის ერთი შტატი საქართველო იქნება. ერთი სიტყვით, სტალინი და ფედერალისტები არსებითად ერთსა და იმავეს ამბობენ. 1 1 ამას, სხვათა შორის, ნათლად ამტკიცებს ამ დღეებში დაბეჭდი­ ლი წერილები ბ. არ. ჯ-შვილისა ეროვნული კითხვის შესახებ („სახალხო გაზ.“, № 956 57 ). ესეც ისეთივე საბუთებით ებრძვის კულტურულ ავტონომიას, როგორითაც სტალინი. სოციალისტებმა თავს უნდა იდვან განმტკიცება, განვითარება ისეთი ერების, რომელნიც ბუნებრივად ასიმილიციის გზას ადგანან? – კითხულობს სტალინივით არ. ჯ-შვილი,„ტერიტორია განუყოფელი ნაწილია ეროვნული ორგანიზმისა“, ამ ტერიტორიის ეროვნულ უმცირესობას უნდა მიეცეს გარანტია. განვითარებისა და სხვ. და სხვ. – ერთი სიტყვით ჯ-შვილი პირწმინდად იმეორებს სტალინის საბუთებს, საყურადღებოა სტალინის და ჩვენი ნაციონალისტების მოსაზრება გარანტიების შესახებ. მათი აზრით, თუ კანონში შევიტანეთ ასეთი მუხლი. ნაც. უმცირესობის სამფარველო – ნაციის შევიწროებაც მოისპობა! ეს რომ ასე იყოს, ავსტრიაში კარგა ხანია, ის მოისპობოდა, ვინაიდან ძირითადი კანონების მე19 მუხლი სწო რედ ასეთ გარანტიას იძლევა, რაც ერთობ ქაღალდზე დარჩა. ასეთი თვალის ასახვევი კანონები დიდად ხელსაყრელია ნაციონალისტებისათვის, მაგრამ სტალინს რათ ემართება, რომ ამათ ასე აყოლია? აქ ის დაუბნევია იმას, რომ ნაციონალური კითხვის გამორკვევის დროს სახეში აქვს არა ამ კითხვის გადაწყვეტა, არამედ სრულიად სხვა კითხვის, რომელსაც მასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. ეს კითხვაა ორგანიზაციული. ის ამბობს: „მუშების ინტერნაციონალურად შეკავშირების პრინციპი, – აი აუცილებელი პირობა ნაციონალური კითხვის გადაწყვეტაში“. ფაფის შეშინებული დოს უბერავდაო, სწორეთ ამაზე ითქმის. რა არის ამ ორ მოვლენას შორის საერთო? განა შეიძლება ქვეყნის პოლიტიკური წყობილებისაგან გამოიყვანო პარტიის წყობილება? გერმანიის სახელმწიფო წყობილება დეცენტრალისტურია, ს. დ. პარტიის კი ცენტრალისტური, საფრანგეთის სახელმწიფო წყობილება ცენტრალისტურია, პარტიის კი – დეცენტრალისტური. ავტორს ალბათ სახეში აქვს მარტო ავსტრია, სადაც სახელმწიფო და პარტიის წყობილება ერთმანეთს ჰგვანან და ასკვნის: აქ დამნაშავე კულტურული ავტონომიის ქადაგებააო! ნამდვილად კი ეს ორივე მოვლენა – პარტიის ნაციონალურად შედგენა და კულტურული 73 ჩვენ კი მათგან ვსხვავდებით პრინციპიალურად. ტერიტორიალიზმს არ ვიზიარებთ და ვამბობთ: ნაციონალურად შერეულ ოლქში, რა გინდ დიდი და პატარა იყოს ის, ნაციონალური კითხვა უნდა მოწერიგდეს არა ტერიტორიულის, არამედ პერსონალურის პრინციპით, ტერიტორიულ მმართველობას ემორჩილება მხოლოდ ტერიტორიული საქმეები. ახლა დავუბრუნდეთ ტერიტორიულ კითხვებს. ამიერკავკასიის ტერიტორიული თვითმმართველობა გულისხმობს უფრო წვრილს ერთეულებს: სოფლის, მაზრის, ქალაქის, გუბერნიის და სხვ., ეს იგივე საერობო დაწესებულებაა დემოკრატიულად აგებული და ფართო კომპეტენციით. ამ მხარეს ჩვენ დაწვრილებით არ შევეხებით, ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს ერთეულები, რაც უფრო ერთგვარია ნაციონალურად, მით უფრო ადვილია მმართველობის ძალიან დაახლოვება, გარდა ამისა, თითოეულ ერთეულს ნება უნდა ჰქონდეს შეუკავშირდეს მეორე მოსაზღვრე ერთეულს, თუ ერთეულთ საერთო საქმე აქვთ გასაკეთებელი. მაგრამ ეს შეიცავს ადგილობრივ თვითმმართველობის შინაურ განწყობილებას, ჩვენ კი გვაინტერესებს აქ მათი დამოკიდებულება ცენტრთან. რაში უნდა გამოიხატოს დეცენტრალიზაცია? თანამედროვე სახელმწიფოს მართვა-გამგეობა გამოიხატება სამი გზით: კანონ­ მდებლობით, მართლმსაჯულებით და მმართველობით. ცენტრაავტონომიის საჭიროება დაბადა ერთმა და იმავე მიზეზმა – ნაციონალური ბრძოლის გამწვავებამ, რამაც მუშებიც ჩაითრია. ამ ბრძოლის გასანელებლად და, მაშასადამე, მუშების ისევ სწორ გზაზე გამოსაყვანად ითხოვენ იქ მოშლას ბრძოლის მთავარი მიზეზის ერთათვის კულტურული ავტონომიის მინიჭებით. სტალინი კი უარსყოფს ამ მოთხოვნილებას, ამით ის ნაციონალურ ბრძოლას ხელს უწყობს, მაშასადამე, პარტიის ნაციონალურ დაყოფასაც, მეორე მხრით, კულტურული ავტონომიისაგან შეუძლებელია ნაციონალური პარტიული ორგანიზაციის გამოყვანა და, აი, რატომ: პარტიული ორგანიზაცია პოლიტიკური ორგანიზაციაა და მიილტვის პოლიტიკური და ეკონომიკური კითხვების გადაჭრისკენ, ხოლო ეს ორი კითხვა მჭიდროდ შეკავშირებულია ტერიტორიულ ერთეულებთან. კულტურული ავტონომია ეხება მარტო ნაციის სულიერ განძს, მის ფარგალში პოლიტიკურ-ეკონომიკური ბრძოლა არ შედის. მაშასადამე, თანახმად ჩვენი გეგმისა, პარტიული წყობილება უნდა იყოს ასეთი: ის არის ორგანზაცია ტერიტორიული, რომელიც თავის პოლიტიკურ პროპაგანდას და აგიტაციას აწარმოებს ნაციონალურ ენაზე, ამ მიზნით საერთო ორგანიზაციაში დგება ნაციონალური ჯგუფები. ესენი აწვდიან ხალხში თავ-თავის სამშობლო ენაზე ყველა იმას, რასაც დაადგენს ორგანიზაცია. ისინი ამ ორგანიზაციის მოსამსახურე ორგანოებია. ეს ასე იყო ჩვენში მუდამ(ნოე ჟორდანია). 74 ლიზმი ეწოდება ისეთ წყობილებას, როცა ეს სამი ძალაუფლება შეერთებულია ერთ ცენტრში. კანონმდებლობა ერთ კანონმდებელ დაწესებულებაში, მართლმსაჯულება და მმართველობა – ერთ სამინისტროში. თვითმპყრობელობის ხანაში კანონმდებელი იგივე სამინისტროა. კონსტიტუციურ წყობილებაში სამინისტრო ცხადდება აღმასრულებელი ძალად. ორივე ეს წყობილება დამყარებულია ცენტრალიზმზე. დეცეტრალიზაცია ნიშნავს, მაშასადამე, ისეთ წყობილებას, როცა ერთი ან ყველა ამ ფუნქციას რამდენიმე ნაწილი შორდება ცენტრს და ენიჭება პროვინციალურ დაწესებულებას; როცა კანონმდებლობა ნაწილდება ცენტრს და პროვინციას შორის, მყარდება უფლების დეცენტრალიზაცია; როცა მართლმსაჯულება და მმართველობა ნაწილდება, მყარდება ადმინისტრატიული დეცენტრალიზაცია. დიდ ან შერეული სახელმწიფოში უკანასკნელი დეცენტრალიზაციის საჭიროება, თავისთავად ცხადია. დავას იწვევს მხოლოდ პირველი. ავსტრიის ს. დ. უფლების დანაწილებას უარყოფენ. შპრინგერი სწერს:„უფლების ერთობა არის ფორმალური გამოხატულება და მატერიალური გარანტია ეკონომიკური ერთობის. რამდენი ოლქი და ერიც უნდა შედიოდეს ერთ ევროპულ სახელმწიფოში, რა ფართოც უნდა იყოს მისი საზღვრები ამ კითხვებში, ამას შეუძლია შექმნას ერთობა, ვინაიდან ევროპის სახელმწიფოები და თითქმის მთელი განათლებული ქვეყანა ყოველდღე უახლოვდებიან ერთმანეთს თავისი უფლებრივი და ეკონომიკური წყობილებით“. მაგრამ უფლების ერთობას არ არღვევს ისეთი საკანონმდებლო დეცენტრალიზაცია, რომელიც უფლების კითხვას არ ეხება და სახეში აქვს მხოლოდ ადგილობრივ-ეკონომიკური საჭიროება. უფლებრივ ნორმას აწესებს სახელმწიფო, ხოლო ამ ნორმების შეგუება ადგილობრივ პირობებთან ენდობა ადგილობრივ ორგანოს. კავკასიის თვითმმართველ ერთეულს ვერ მივანიჭებთ უფლებას, დააკანონოს ისეთი ნორმები, რაც შეიძლება დაუპირდაპირებს სახელმწიფო ნორმებს, ანდა შეიქნას მიმართული ადგილობრივ მცხოვრებთა რომელიმე ნაწილის წინააღმდეგ. კანონმდებლობის დეცენტრალიზაციას მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ის, ერთი მხრით, შრომას უმსუბუქებს ცენტრს, ხოლო, მეორე მხრით, ხელს უწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი სეიმის კომპეტენციაში იქნება მხოლოდ ისეთი კითხვები, რომელნიც დაკავშირებულია ადგილობრივ ტერიტორიის მოხმარებასა და დამუშავებასთან. მატერიალური კულტურა – აი, რას ემსახურება ასეთი დაწესებულება. გზები, არხები, ბოღაზიები, მთა-მადნები, ტყეები, 75 მდინარეები, სასწავლებლების მატერიალური მხარე, ადგილობრივი ბიუჯეტი, შინაგანი კოლონიზაცია(ეს შეთანხმებით პროვინციალურ თვითმმართველ ერთეულებთან ისე, რომ ნაციონალური ტერიტორიების ინტერესები არ შეილახოს), სანიტარია, ვეტერინარია და სხვ. – აი, მისი ფუნქციები. როგორც ხედავთ, ადგილობრივ იცემა ისეთი კანონები, რომელნიც ახლა დუმაში გადის სრულიად უბრძოლველად, ხშირად შეუმჩნევლადაც. და ეს იმიტომ, რომ არცერთი მათგანი არ არის ფართო პოლიტიკური ხასიათის, გარდა კოლონიზაციური კითხვისა და ესეც თავისთავად შიდა გუბერნიებში მოკლებულია პოლიტიკურ შინაარსს. ყველა ასეთი კანონი დღეს გამოდის ცენტრში, მაგრამ გამოდის გლახად, ცალმხრივად, ადგილობრივ პირობებთან შეუთანხმებლად და ამიტომ უვარგისად. საქმის სარგებლობა კი მოითხოვს ასეთი კანონები იცემოდეს ადგილობრივათ და ტარ­ დებოდეს ადგილობრივი ძალებით. ადმინისტრატიული დეცენტრალიზაცია შეიცავს ცენტრის კანონების, მართლმსაჯულებისა და მმართველობის ადგილობრივი ძალებით გატარებას. აქ ცენტრს და ხალხს შორის დგას ამავე ხალხის მიერ არჩეული პირები. ეს საქმე დიდად საყურადღებოა; ის თავისი მნიშვნელობით კანონმდებლობით უფლებაზე მაღლა დგას. რად გინდა კარგი კანონი, თუ მისი ამსრულებელი უვარგისია?! ეს დღეს ჭეშმარიტებათაა აღიარებული. ცენტრში იცემა სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონები, აგრეთვე, მათი მოხმარების წესები. ხალხი ამას გაიგებს მხოლოდ თავის ენაზე; მაშასადამე, სამართალი და ყოველგვარი ადმინისტრატიული მმართველობა უნდა წარმოებდეს ნაციონალურ ენაზე. პოლიტიკური და კლასიკური ბრძოლა კი წარმოებს თვით ამ კანონების შემუშავებისა და მიღების გარშემო. კანონი გამოხატულებაა კლასთა განწყობილების, ხოლო უკვე გამოცემული კანონის ხალხის გასაგებად გატარება საბრძოლველი აღარ არის. აქ ადგილი არ აქვს კლასთა განხეთქილებას. ცხადია, სამართლის დეცენტრალიზაცია ეხება არა მის შინაარსს, არამედ მის გარეგან ფორმას, ანუ მის განსახორციელებელ საშუალებას. მხოლოდ ამ მხრით შეგვიძლია მოვითხოვოთ ნაციონალური სასამართლო, ე. ი. ყოველი კაცის მის ენაზე გასამართლება. ეს მოითხოვს სასამართლო ორგანოების ადგილობრივ ძალებით შედგენას. კანონს და ხალხს შორის დგას ამ ხალხის შვილნი, მასში დაბადებულნი და აღზრდილნი. მაშინ ხალხის ყურადღებას მიიქცევს არა კანონის გარეგანი მხარე, არა მისი გატარების მეთოდი, არამედ მისი შინაარსი. ის მას ესმის, 76 მისთვის გასაგები ხდება და ამით შეძლება ეძლევა იფიქროს შინაარსზე, თავისი აზრი შეადგინოს ამა თუ იმ კანონზე და მოითხოვოს მისი შეცვლა. მოსამართლეთა არჩევა, ნაფიცი მსაჯულები და სხვ. აადვილებს სამართლის ნაციონალიზაციას. შეიძლება ცენტრმა თქვას: კარგი, გაგასამართლებთ თქვენს ენაზე, დავნიშნავ ქართველთ, ან ქართულად მოლაპარაკე მოსამართლეებსო. ეს შეიძლება, მაგრამ ამაში დეცენტრალიზაციის ნასახიც არ იქნება. ეს იგივე ცენტრალიზმია და ამიტომ არავითარი გარანტია არ გვექნება, ეს წესი მეორე დღეს არ შეიცვალოს. დეცენტრალიზაცია არის მაშინ, როცა ცენტრს და ხალხს შორის თავისუფალი გზა არ არის, როცა შუაზე არის ისეთი ინსტანცია, რომელიც პირდაპირ დამოკიდებული ცენტრისაგან არ არის. ცენტრი თავისი განსაკუთრებითი წარმომადგენლით თვალყურს ადევნებს კანონის ასრულებას, ხოლო რა საშუალებით, რა პირადი ძალებით სრულდება ეს – ეგ მას არ ეკითხვის. ეს ადგილობრივი აღმასრულებელი ძალის მოვალეობაა. მაშასადამე, მოხელეთა არჩევა, დანიშვნა და გადაყვან-გადმოყვანა ხდება ადგილობრივ. აი, ამ საფუძველზე უნდა იქნას აგებული ადმინისტრატიული დეცენტრალიზაცია, როგორც სამართლის, ისე მმართველობის სფეროში. ერთადერთ სამხედრო საქმეში შეუძლია სახელმწიფოს ხალხთან პირდაპირ კავშირის დაჭერა, ვინაიდან არმია დღეს სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური მთლიანობის გარანტიაა და მას გაბატონებული კლასები არ შეეშვებიან. მაგრამ ცენტრის უფლება აქაც უნდა შეიზღუდოს; მცხოვრებნი ადგილობრივ უნდა იხდიდენ სამხედრო ბეგარას და არა შორეულ გუბერნიებში, როგორც ეს დღეს არის. მხოლოდ ომის დროს შეუძლია სახელმწიფოს ჯარების თავისუფლად გადაყვან-გადმოყვანა. ყველა დანარჩენი საშინაო საქმეების გამო ცენტრი მიმართავს ხალხს არა პირდაპირ, არამედ შუაზე მდგომ ინსტანციის საშუალებით. აღმასრულებელი ძალის ასეთი დეცენტრალიზაცია დიდი გარანტიაა თავისუფლების და დემოკრატიისათვის. ცენტრს აღარ შეეძლება ცირკულიარებით და ხრიკებით ფრთა შეკვეცოს ხალხის ამა თუ იმ სასარგებლო კანონს, გააუქმოს ერთი კალმის მოსმით კონსტიტუციური გარანტიები, მოახდინოს სახელმწიფოს გადატრიალება და სხვ. ყოველ ასეთ შემთხვევაში მას წინ ეღობება ადგილობრივი აღმასრულებელი ძალა, მისგან დამოუკიდებელი და, მაშასადამე, თავისუფალი. ყველა ამ პრინციპის დაწვრილებით განსაზღვრული ფორმაში ჩამოსხმა, მისი კონკრეტიზაცია სახელმწიფო მოღვაწის საქმეა და არა პუბლიცისტის. და ეს ჯერჯერობით არც საჭიროა. 77 როგორ დამოკიდებულებაში უნდა იყვნენ, ერთი მხრით, ნაციონალური ერთეული და, მეორე მხრით, ტერიტორიული ერთეული? ამ კითხვის გადასაჭრელად ჩვენ თამამად შეგვიძლია ამიერკავკასიისათვის მივიღოთ ცოტა შესწორებით და შემოკლებით ის სქემა, რომელიც ბაუერმა და შპრინგერმა წამოაყენეს ავსტრიისათვის. ამ მხრით ავსტრიისებურ პირობებში იმყოფება არა მთელი რუსეთი, არამედ მისი განაპირა ქვეყნები. ავსტრიაში, ისე როგორც ამიერკავკასიაში, არცერთი ერი არ წარმოადგენს უმრავლესობას, რომელსაც შეუძლია გეგემონიის შერჩენა და სხვა ერთა მეთაურობა, მთავარი ერების რიცხვით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან და კულტურითაც თანდათან თანაბრდებიან. ავსტრია წააგავს ჩვენს ქვეყანას, ლატიშთა მხარეს, ჩრდილო-დასავლეთ გუბერნიებს, რამდენიმეთ პოლონეთსაც, თუ ებრაელებს ცალკე ნაციად მივიღებთ. თვით რუსეთი, მჭიდროდ დასახლებული ერთი მრავალრიცხოვანი ერით, ნაციონალურად ერთფეროვანია და, მაშასადამე, ავსტრიას არ ჰგავს. თანახმად ამ სქემისა, ამიერკავკასია უნდა დაიყოს ტერიტორიულ ოლქებად ისე, რომ თითოეული ოლქი წარმოადგენდეს როგორც ეკონომიკურს, ისე ნაციონალურ ერთეულს. ამასთანავე, გადამჭრელ როლს თამაშობს ეკონომიკური მომენტი. თითოეული ასეთი ოლქი იყოფა მაზრებად და სოფლებად. ოლქს აქვს ფართო დემოკრატიული თვითმმართველობა, რომლის თავმჯდომარე არის ოლქის უფროსი და მას ხელთ უპყრია მთელი ადგილობრივი აღმასრულებელი ძალა. ის, ასე ვთქვათ, ოლქის გუბერნატორია, არჩეული ოლქის თვითმმართველობისაგან და პირდაპირ მასზეა დამოკიდებული. მთავრობა მისი საშუალებით ელაპარაკება ხალხს. ოლქში გაბატონებულია ადგილობრივ მცხოვრებთა ენა, რომელზედაც წარმოებს ყველა საქმე როგორც სასამართლოში, ისე ფოსტასა და სხვა დაწესებულებებში. იქ, სადაც არ შეიძლება ოლქის გამოჭრა ნაციონალური ტერიტორიიდან, დგება ოლქი შერეული ტერიტორიისაგან, სადაც ცხოვრობს ორი ან მეტი ერი. მაშასადამე, შეიძლება იყოს ოლქი ნაციონალურ-ტერიტორიული თვითმმართველობით და ოლქი მხოლოდ ტერიტორიული თვითმმართველობით. პირველ შემთხვევაში თვითმმართველობა უძღვება ოლქის, როგორც ტერიატორიულ, ისე ნაციონალურ საქმეებს; მეორე შემთხვევაში – მარტო ტერიტორიულ საქმეებს, ხოლო ნაციონალურ საქმეებს უძღვება ის ნაციონალური ერთეული, რომელშიაც ამ ოლქის სხვადასხვა ერი შედის. ასეთ ოლქში ბატონობს აქ მცხოვრებ ერთა ენები. თუ სხვა ერთა რიცხვი მეტად მცირეა, მაშინ მათი ენა სავალდებულოა მათთან დამოკიდებულე- 78 ბაში, დაწესებულებებში კი – არა. ამ წესით, ქუთაისის გუბერნია იქნება ერთი ნაციონალური და ტერიტორიული ოლქი, ხოლო განჯის გუბერნია იქნება ერთი ტერიტორიული და ორი ნაციონალური ოლქი(სომხებისა და თათრების). როცა ასე მოეწყობა თითოეული ოლქი და შიგ გაიმიჯნება თითოეული ერი ნაციონალურ-კულტურულ საქმეებში, შემდეგ თანაბარი საოლქო ერთეულები ერთდებიან და ადგენენ ამიერკავკასიის ცენტრს. ყველა ტერიტორიული და ნაციონალ-ტერიტორიული ოლქები ადგენენ ამიერკავკასიის ერთ ტერიტორიულ ერთეულს თავისი სეიმით. აგრეთვე, ყველა ნაციონალური და ნაციონალურ-ტერიტორიული ოლქები შეადგენენ ამიერკავკასიის რამდენიმე ნაციონალურ ერთეულთ თავიანთი ცენტრალური საბჭოთი (ქართველების, სომხების, თათრების და სხვ.) 1 პირველი ცენტრი ერთია და განაგებს მხოლოდ ტერიტორიულ საქმეებს, მეორეთა ცენტრი ბევრია და განაგებს მხოლოდ თავთავის ნაციონალურს და კულტურულ საქმეებს. წარმოიდგინეთ, წერა-კითხვის საზოგადოების მთავარი გამგეობა და მისი ადგილობრივი განყოფილებები, აღჭურვილი ამ ფუნქციებით და უფლებებით, მოწყობილი დემოკრატიულად და თქვენ მიიღებთ ქართველთა კულტურულ ავტონომიას. ასევე მოეწყობიან სომხები, თათრები და სხვა ერები. ამ წყობილებით ნაციონალური კითხვა ერთიანად შორდება ტერიტორიულ კითხვებს და ის დაინტერესებული ნაციის საქმედ ცხადდება. ამ ნიადაგზე ბრძოლა ისპობა. და თუ მაინც ნაციონალური ბრძოლა ატყდება, ეს იქნება არა ნაციონალური კულტურის ნიადაგზე, არამედ ეკონომიკურის, ე.ი. ეს იქნება ბრძოლა სხვადასხვა ნაციის შეძლებულთ შორის თავიანთი ჯიბის გასასქელებლად. ეს მაშინ ისე აშკარა იქნება, რომ ამ ბრძოლას ყოველნაირი კეთილშობილური ხასიათი დაეკარგება და ერის დანარჩენ ნაწილებს ვეღარ აიყოლიებს. მეორე მხრით, რადგანაც არცერთი ნაცია ეკონომიკურად არ იმყოფება სახელმწიფოს განსაკუთრებით მფარველობის ქვეშ, ამიტომ ეკონომიკური ბრძოლა კარგავს პოლიტიკურ ხასიათს და იქცევა უბრალო ეკონომიკურ შეჯიბრებად. ერთი სიტყვით, დღევანდელ ნაციონალიზმს გამოეცლება უკანასკნელი საბუდარი და ის არქეოლოგიურ ნაშთად გადაიქცევა. -------------------1 ასეთ საბჭოებში თავიანთი წარმომადგენელნი ეყოლებათ ამიერ­ კავკასიის გარეთ მცხოვრებ ქართველებს, სომხებს და სხვ.(ნოე ჟორდანია). 79 გავათავეთ. ჩვენ მოვუწოდებთ მკითხველთ, კარგათ ჩაუკვირდენ აქ აღძრულ თითოეულ კითხვას და თავისი გარკვეული აზრი შეადგინონ. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვიტყვით, რომ აქ გამოთქმული ყოველივე წვრილმანი უეჭველად ასე უნდა გატარდეს ცხოვრებაში. შეიძლება ის სხვანაირადაც მოეწყოს, ეს პრაქტიკის საქმეა. ჩვენ მხოლოდ ვამბობთ, რომ ნაციონალური კითხვა უნდა გამოიყოს ტერიტორიულისაგან და ეს ორი სფერა ცალ-ცალკე მოწესრიგდეს. აი, ეს არის ჩვენი მთავარი დებულება. თუ ეს მიღებული იქნება, მისი განხორციელება დავას არ გამოიწვევს. შეიძლება ავსტრიელთა სქემა ჩვენთვის არ გამოდგეს და ჩვენ ჩვენი სქემა შევიმუშავოთ. ეს კონკრეტულ პირობებსა და მათ შესწავლაზეა დამოკიდებული. ამ ჟამათ კი მთელი ყურადღება უნდა მიექცეს არა წვრილმანს, არამედ მთავარ დებულებას და ის იქნას მიღებული. 80 ნოე ჟორდანია ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში 1 1.  სახელმძღვანელო დებულება ნაციონალური მიმდინარეობის მთავარი მატარებელია ბურჟუაზია და პროლეტრიატი. ჩვენ, რასაკვირველია, გვაინტერესებს პროლეტარიატის ნაციონალური მიმართულება და კითხვის გადაწყვეტაში უნდა ვხელმძღვანელობდეთ მხოლოდ ამ მიმართულებით. პროლეტარიატის ნაციონალური მოთხოვნილება მჭიდროდ დაკავშირებულია მის სამშობლო ენასთან. ის მისთვის უაღრესად კულტურული კითხვაა. მას არ ძალუძს გამოიყენოს პოლიტიკური უფლებები და აწარმოოს განმათავისუფლებელი ბრძოლა გარეშე სამშობლო ენისა; ეს იმდენად ცხადია, რომ არავითარ განმარტებას არ საჭიროებს. მაგრამ ამ მოთხოვნის ცნობა არ ნიშნავს მის გატარებას. საჭიროა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელთა მეოხებით მუშა ხალხს საშუალება ეძლევა ყოველგან, ყველა დარგსა და დაწესებულებაში დაიცვას თავისი უფლება თავის ენაზე და მით თვით იყოს თავის კლასიური ბრძოლის აქტიური მატარებელი. აქედან იბადება ნაციონალური პრობლემა: რანაირი პოლიტიკურის შენობა მიანიჭებს პროლეტარიატს ამ საშუალებას? პასუხი 1 დაწერილია რევოლუციამდე. წაკითხულ იქნა სხვადასხვა კრებაზე, ბოლოს ს.-დ სიეზდზე, რომელმაც მოიწონა მისი ძირითადი დებულებანი (ნოე ჟორდანია). „ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში“ 1917 წ. თებერვლის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა და ავტორი მიმოიხილავს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეროვნული საკითხი ამიერკავკასიაში და, პირველ რიგში, ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანლებს შორის. ჟორდანია ნაშრომში საუბრობს ფედერაციულ პრინციპზე და პოზიციას ამყარებს შვეიცარიის მაგალითით. იბეჭდება ნ. ჟორდანია,„ეროვნული კითხვა“, თფილისი, 1922 წ. მიხედვით(რედ.). 81 ერთადერთია: მისი სამშობლო ენის სახელმწიფო ენად გადაქცევა, ე. ი. ხალხს და სახელმწიფო დაწესებულებათა შორის ერთადერთი მოციქული უნდა იყოს ხალხის ენა. მაშასადამე, მუშა ხალხის ნაციონალური მოთხოვნაა სამშობლო ენის ყველა დაწესებულებათა ენად გადაქცევა. სულ სხვაა ბურჟუაზიის ნაციონალური მოთხოვნილება. მისი პირდაპირი მიზანია სახალხო ენის არა დაწესებულებათა ენად გადაქცევა, არამედ თვით სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება და მისი თავის სასარგებლოდ ამუშავება. პირველ შემთხვევაში მამოძრავებელი ძალაა სამშობლო ენა, მეორე შემთხვევაში კი – სახელმწიფოს ცენტრალური დაწესებულება, მთავრობა. ბურჟუაზიის ლოზუნგია ნაციონალური მთავრობა, ე. ი. მისი საკუთარი მთავრობა. მართალია, პროლეტარიატიც მიილტვის სახელმწიფოს დაპატრონებისაკენ, მაგრამ ეს მისი საბოლოო მიზანია, მოძრაობის ბოლონდელი რგოლია, რომლის საშუალებით ხდება არსებული ურთიერთობის ლიკვიდაცია. ბურჟუაზიისათვის კი, პირიქით, ის უახლოესი მიზანია, მისი დღევანდელი პოლიტიკაა, ურომლისოდაც მისი გაღონიერება ფერხდება. აქედან გამომდინარეობს ორნაირი შეხედულება სახელმწიფოზე: პროლეტარიატისათვის ის არის საშუალება თავისი ნაციონალური მიზნის განსახორციელებლად, ხოლო ბურჟუაზიისათვის ის თვითმიზანია, ნაციონალური ბრძოლის უახლოესი საგანია, რომლის მიღწევა მას დაუყონებლივ ხდის მმართველ კლასად. ცხადია, ნაციონალური მთავრობა ბურჟუაზიას ანიჭებს პოლიტიკურ ბატონობას, ხოლო მუშა ხალხს – მხოლოდ საშუალებას, ოდესმე მოიპოვოს პოლიტიკური ბატონობა. ეს ორი კლასი ნაციონალურ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა დროშით და სხვადასხვა იმედებით. ერთი გამარჯვების ნაყოფს დაუყონებლივ იგემებს, მეორე კი რჩება ისევ დამორჩილებულ კლასად იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს გამარჯვებას ირგუნებს. როგორც კონსტიტუციური წყობილება ბურჟუაზიას ანიჭებს პოლიტიკურ ბატონობას, ხოლო პროლეტარიატს მარტო ბრძოლის ფართო პოლიტიკურ ასპარეზს, ისევე ნაციონალური წყობილება ბურჟუაზიას ანიჭებს ნაციონალურ ბატონობას, ხოლო პროლეტარიატს – ბრძოლის ფართო ნაციონალურ ასპარეზს. აი, ამიტომ კონსტიტუციური და ნაციონალური მოძრაობის ბაირახტარი მუდამ ბურჟუაზია იყო, ხოლო ხალხი, დემოკრატია, მას მისდევდა, მის ჯარს ადგენდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ შორის განხეთქილება გაღრმავდა, ბრძოლა გამწვავდა და ცალ-ცალკე კლასებად და პარტიებად ჩამოყალიბდნენ, ბურჟუაზიის 82 პოლიტიკური ჰეგემონია ირღვევა, მისი ლაშქარი იშლება და საერთო მტრის ცემა ცალ-ცალკე სიარულით ხდება. მაგრამ აქაც მუშა ხალხს მუდამ ახსოვს, რომ ის ერევა არაპირდაპირ თავის კლასის, არამედ გაბატონებულთა საქმეში, ე. ი. მოსაპოებელი წყობილება არის არა პროლეტარული, არამედ ბურჟუაზიული, რომელიც მას უადვილებს ბრძოლას. აი, ამ განსხვავებისაგან წარმოსდგება განსხვავება ამ კლასების ნაციონალური პოლიტიკისა, რაკი ბურჟუაზიის მიზანია ნაციონალური მთავრობა, სახელმწიფო აპარატის დაპატრონება და მისი საშუალებით შინაგანი და გარეშე ბაზრის დაპყრობა, აშკარაა, მისი ინტერესია ეს აპარატი რაც შეიძლება მძლავრი და დიდ სივრცეზე იყოს გაბატონებული. ნაციონალური ცენტრის შექმნა, ერის მთელი ძაფების თავის ხელში მოგროვება, მთავრობის ყოველნაირი იძულებითი ძალით აღჭურვა, ერთი სიტყვით, მაგარი ცენტრალური მმართველობა, – აი რა ფორმაში ასხამს ის თავის ნაციონალურ მოთხოვნილებას. მილიტარიზმი, მარინიზმი და სხვა და სხვა ამ მიმდინარეობის ღვიძლი შვილია. როგორც ხედავთ, ბურჟუაზიის ნაციონალური მიზანი და ბრძოლის საშუალება აუცილებლად აგრესიული ხასიათისაა. შეიძლება ის ისეთ მდგომარეობაში იყოს ჩაყენებული, რომ ამ ხასიათის ფართოდ გამოჩენა ვერ შეძლოს, მაგრამ რაკი მისი ჩარხი ბრუნავს, რაკი ბაზრის, ე. ი. ტერიტორიის, დაპყრობა დასახულია, ის უცდის პირველი ხელსაყრელ შემთხვევას ამ თავისი ძირითადი მიდრეკილების გამოსაცხადებლად და აგრესიული დროშის ასაფრიალებლად. პატარა ბელგია ისეთსავე აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა აფრიკაში, როგორსაც გერმანია – ევროპაში. აქ მათ შორის პრინციპიალური გარჩევა არ არის, ვინაიდან ბუნება და ლტოლვილება ბურჟუაზიისა ყოველგან, ყველა პირობაში ერთნაირია, მიუხედავად ტერიტორიული მეტ-ნაკლებობისა. სრულიად სხვაა მუშა ხალხის ნაციონალური პოლიტიკა. რაკი მისი მიზანია თავისი ენის სახელმწიფო ენად გადაქცევა, ე. ი. ყოველ დაწესებულებაში თავის ენაზე დაცვა თავისი უფლებებისა, ცხადია, მისი კლასიკური ინტერესი არ მოითხოვს არც მაგარ ცენტრალურ მმართველობას, არც ბაზრის დასაპყრობად სახელმწიფო ძალის გაძლიერებას. ამიტომ მისი ნაციონალური დროშა არის იმავე დროს დროშა დემოკრატიული. სამშობლო ენაზე მმართველობა უეჭველად მოითხოვს ნაციონალურ მთავრობას; აქ, ამ 83 მოთხოვნილებაში ერთდება ორივე მოპირდაპირე კლასი. მაგრამ როდესაც ერთის ნაციონალური მთავრობა ნიშნავს ნაციონალურ სახელმწიფოს, მეორის ასეთივე ლოზუნგი არ მოითხოვს უეჭველად ასეთ ფორმას. შეიძლება ხალხის ენა ბატონობდეს სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო არ იყოს ნაციონალური. მაგალითად, შვეიცარია. აქედან იბადება პრობლემა: მრავალერიანი ტერიტორიის ერთ სახელმწიფო ერთეულად გადაქცევა ისე, რომ თითოეული ერის სამშობლო ენა გახდეს სახელმწიფო ენა. ამ პრობლემის განხორციელება სრულიად დააკმაყოფილებს დემოკრატიის ნაციონალურ ინტერესებს, ხოლო ბურჟუაზიისას – არა. უკანასკნელის კლასიკური ინტერესია ამ ერთეულის ნაციონალურად დაჭრა და მისი ნაციონალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა. ის ამ ლოზუნგს აყენებს ყოველნაირ შემთხვევაში. პროლეტარიატი ემხრობა ამ ლოზუნგს განსაზღვრულ პირობებში – როცა ამ გზით დემოკრატიის ნაციონალური მოთხოვნილება მართლაც განხორციელდება, ე. ი. მისი მიმხრობა დამოკიდებულია კონკრეტიულ პირობებზე. მაგრამ წარმოიდგინეთ ისეთი პირობები, როცა ნაციონალური მთავრობა ნიშნავს სხვა ერთა დაჩაგვრას, ე. ი. ამ ერის დემოკრატიის ნაციონალური მოთხოვნილების უარის ყოფას. ამ შემთხვევაში პროლეტარიატი მხარს ვერ დაუჭერს თავისი ბურჟუაზიის ნაციონალურ პლატფორმას და შეეცდება სხვა პლატფორმის წამოყენებას. გალიციის პოლიტიკური ავტონომია დღეს გალიციის პოლონელ ბურჟუაზიის ლოზუნგია, რასაც ვერ მიემხრობა დემოკრატია იმ მოსაზრებით, რომ იქ მცხოვრები ნაციონალური უმცირესობა – უკრაინელები – დაიჩაგრება. მაშასადამე, გაბატონებული კლასის ნაციონალური იდეოლოგია ყოველნაირ პირობებში ცხადდება ერთი განსაზღვრული პოლიტიკური სამოსელით და თავის არსებაში ატარებს შოვინისტურ და აგრესიულ თვისებებს. დაჩაგრული კლასის ნაციონალური იდეოლოგია ცხადდება სხვადასხვა პოლიტიკური ფორმებით კონკრეტიულ მდგომარეობის მიხედვით. აქ შაბლონი უარყოფილია, მეტაფიზიკური მეთოდი განდევნილია. ის ნაციონალურიდან იქცევა ინტერნაციონალურად, ე. ი. ის ერთნაირად ათანხმებს ყოველ ერთა ნაციონალურ ინტერესებს და მით ხდება საერთაშორისო დემოკრატიის იდეოლოგია. რაკი ასე დაშორებულია ორი თანამედროვე კლასის ნაციონალური მიმართულება ერთმანეთისაგან, თავისთავად ცხადია, რა შორს უნდა იდგეს მათგან დროგადასული წოდების, თავადაზნაუ- 84 რობის ნაციონალური იდეოლოგია. ბურჟუაზიას და პროლეტარიატს შორის კიდევ მოიძებნება საერთო ნაციონალური(და პოლიტიკური) ინტერესები, ხოლო არისტოკრატიის და დემოკრატიის შორის კი ხიდი სავსებით ჩატეხილია. მაშინ, როდესაც ბურჟუაზია თავის ნაციონალურ იდეას აფუძნებს რეალურ, სამრეწველო ნიადაგზე, თავადაზნაურობა ეყრდნობა ისტორიულ საფუძველზე, ე. ი. იმ დროის პრინციპზე, როცა თვით იყო სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. ის თავის დიდების საბუთებს ეძებს წარსულში, ვინაიდან აწმყო მის წინააღმდეგ მუშაობს; ის სულდგმულობს ძველიდან გადმოცემული ტრადიციებით, პრივილეგიებით და მიწათმფლობელობით. ის ერთიანათ წარსულის ღვიძლი შვილია და ამიტომ რა გასაკვირია მისი ნაციონალური პრინციპები ამ წარსულის იდეებით იყოს გაჟღენთილი! მისი მიზანი არ განსხვავდება ბურჟუაზიის მიზნისაგან – ორივეს ერთნაირად სწყურია ხელში ჩაიგდოს სახელმწიფო აპარატი, მაგრამ საშუალებებით სხვავდებიან; ერთისათვის ეს აპარატია თანამედროვე, ბურჟუაზიული, ხოლო მეორესათვის ეს არის ისტორიული, თავადაზნაურული. მათ შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური წინააღმდეგობა იღებს ნაციონალურ ფორმას. რეაქციონური ნაციონალიზმი ეპირდაპირება ლიბერალურს. რაც შეეხება დემოკრატიის ნაციონალურ მიმდინარეობას – მასთან სრულიათ არავითარი იდეური კავშირი არ აქვს თავადაზნაურობას. ამ წოდების ინტერესი არ მოითხოვს სამშობლო ენა გახდეს სახელმწიფო ენა, ვინაიდან ის იოლად მიდის უცხო ენითაც. არისტოკრატიის დეცენტრალიზაცია ყოველგან სწრაფად წარმოებს, თუ ამის ხელსაყრელი პირობები დაუდგა. ჩეხიის არისტოკრატია ამ 20–30 წლის წინათ სრულიად გაგერმანელებულიყო, და თუ შემდეგ ცოტა პირი იბრუნა სამშობლო ენისკენ, ამის მიზეზია არა ის თვითონ, არამედ თანამედროვე კლასების ნაციონალური მოძრაობა. ქართველი არისტოკრატია დღეს არ საჭიროებს ქართულ ენას თავისი უფლების დასაცავად, ხოლო თუ მას სახელმწიფო აპარატს მისცემთ დიდათ კმაყოფილი იქნება. მისი წაქანებული მდგომარეობის შესამაგრებლად მას ეჭირვება არა ენა, არამედ მთავრობა; და თუ ამათ უცხო არ გამოადგება, მაშინ ნატრულობს თავისას. რით შეიძლება არისტოკრატიის ინტერესების დაცვა? ცხადია, მის საწინააღმდეგო მიმდინარეობასთან ბრძოლაში. მას ანადგურებს თავისუფალი აღებ-მიცემობა, მთელი თანამედროვე სამოქალაქო ურთიერთობა. მაშასადამე, დაბორკვა თავისუფალი აღებ-მიცემობისა, ალაგმვა კონკურენციისა განსაკუთრებით მი- 85 წა-ადგილის ყიდვა-გაყიდვის სფეროში – აი, რანაირ ნაციონალურ მთავრობას ეტრფის არისტოკრატია. ჩვენს მწერლობაში ხშირად გამოთქმული აზრი, რომ ავტონომია შეგვარჩენს ადგილ-მამულს და შრომის ბაზარსო, ხატავს არისტოკრატიის სოციალურ შეხედულებას, ვინაიდან ამით თავისუფალი აღებ-მიცემობა ისპობა. მაგრამ ამ რეაქციას ემსახურება ავტონომია თავადაზნაურული და არა ბურჟუაზიული. და თუ ჩვენს ინტელიგენციას ავტონომია სწორედ ასეთ საშუალებად გამოაქვს, ეს მოწმობს მის თავადაზნაურულ იდეურ ჩამომავლობას. ამნაირად, არსებობს სამნაირი ნაციონალური იდეოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობენ მათი მატარებელი კლასები ნაციონალური კითხვის გადაწყვეტაში. იდეოლოგია არისტოკრატიისა – რეაქციონური, ბურჟუაზიისა – ლიბერალური, მუშა ხალხისა – დემოკრატიული. პირველ ორს აერთებს შოვინისტური და აგრესიული თვისებები, ასხვავებს ეკონომიკური და მოქალაქეობრივი მოტივები. მესამეს პირველთან არა აქვს-რა საერთო, ხოლო მეორეს ემხრობა იმ შემთხვევაში, როცა მისი ლოზუნგი არ ნიშნავს სხვა ერის დამორჩილებას, სხვისი ენის დევნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაციონალურად შერეულ ოლქში დემოკრატია გამოდის საკუთარი ნაციონალური პლატფორმით. აი, ამ დემოკრატიული და ინტერნაციონალური იდეოლოგიით ვხელმძღვანელობთ ჩვენ ამიერკავკასიის ნაციონალური კითხვის მოწესრიგებაში. 2.  კითხვის დაყენება ახლა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს ის აზრი, რომ ნაციონალური კითხვა მეტ უთანხმოებას იწვევს ადგილობრივ ერთა შორის, ვინემ ცენტრთან დამოკიდებულებაში. ამ უკანასკნელ საკითხში ჩვენი შეთანხმება გაცილებით უფრო ადვილია, ვინემ საშინაო ურთიერთობის სფეროში. საერობო თათბირმა ნათელყო ეროვნულ შუღლის გაჩაღება შიგნით, ხოლო გარეთ – ცოტა თუ ბევრი ლმობიერი პოლიტიკის გატარება. კიდევ მეტი, თითოეული მებრძოლი ბანაკი ცდილობდა ცენტრის გულის მონადირებას, ბიუროკრატიის თავისკენ მიმხრობას და მისი საშუალებით მეზობელი ერის დაჩაგვრას. ამით ამიერკავკასიის ერთა საერთო ინტერესები სავსებით უარყოფილ იქმნა და ძველი თაობის ნაციონალური მიმდინარეობა დაგმობილი. 86 და მართლაც, ამ საუკუნის დაწყებამდის ქართველ მოწინავე მოღვაწეთა შორის გაბატონებული იყო ადგილობრივ ერთა ინტერესთა სოლიდარობის იდეა და მათი ცენტრის წინაშე დაპირდაპირების საჭიროება. პირველად ამ საერთაშორისო მშვიდობიანობის მოციქულად გამოვიდა გაზეთი„დროება“. 1 აი, რასა სწერს აქ მისი რედაქტორი ს. მესხი 2 : „კარგათ ვიცით, რომ ჩვენ, კავკასიაში, ყველას საზოგადო სასიხარულო ან სადარდებელი ბედი გვაქს. გვესმის, რომ ჩვენ, ერთად მცხოვრებთა ერთი ჭაპანი უნდა ვწიოთ... ვართ მტერი ყველასი, ვინც ხალხს ჩაგრავს, ვინც ადამიანის კაცურ ღირსებას ამცირებს... სომხური გაზეთებისა და ნამდვილი სომხებისაგან დახმარებასა და თანაგრძნობას მოველით, როდესაც ჩვენ ხალხის დამჩაგვრელთ ვკიცხავთ.“ 3 აი, ეს საერთაშორისო ძმობისა და ხალხის მოსარჩლეობის მოტივები დაედვა საფუძვლათ„დროების“ დემოკრატიულ მიმართულებას. ამავე კითხვას უფრო ვრცლად არკვევს გ. წერეთელი 4 . ის სწერს: „დღეს კავკასიის აქეთა მხარის ნიადაგი სამ მკვიდრს, განათლების მიმდევარ ხალხს უჭირავს: ქართველს, სომეხს და თათრის ტომებს. ეს სამი ტომი დღეს კავკასიის აქეთა მხარეში მკვიდრი მოსახლენი არიან. ერთმანეთის დახმარებით აშენდებიან, ერთმანერთის მტრობით კი დაიქცევიან... წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილიყო სომხობა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იმათ ადგილზე იქნებოდენ ქართველი ვაჭრები, რომელნიც სულ ისე მოიქცეოდენ, როგორც დღეს სომხის ვაჭრები იქცევიან, იმგვარად აწარმოებდნენ აღებ-მიცემობას... საქმე იმაშია, რომ აღებ-მიცემობის წესი ეს არის და ყოველი აღებ-მიმცემი ამ უსამართლო სარგებლით ცხოვრობს. აქ ამისთანა ბოროტებაში სომხობა და სომხის ხალხის თვისება კი არ არის დამნაშავე, საზოგადოდ, ვაჭრობის წესს აქვს ამაში დანაშაული. დღეს რომ ჩვენს ქვეყანაში 1 დროება – ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გამოცემა 1866 1885 წწ.-ში; სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედა ქტორები იყვნენ გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და ივანე მაჩაბელი(რედ.). 2 სერგეი მესხი( 1845 1883 ) – ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, 1868 წლიდან რედა ქტორობდა გაზეთ „დროებას“(რედ.). 3 ნაწერები ს. მესხისა, ტ. 1 , გვ. 232 (ნოე ჟორდანია). 4 გიორგი წერეთელი( 1842 1900 ) – ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, და გაზეთ„კვალის“ გამომცემელი. სოციალ-დემოკრატ ირაკლი(კაკი) წერეთლის მამა(რედ.). 87 დიდისა და პატარის ოფლით რჩება, იმ ვაჭრობაში სომეხიც ურევია და ქართველიც, რუსიც და თათარიც. მათ ყველას პირი აქვთ შეკრული, იმათ ფული აქვთ მოგროვებული ხელში და ამ ფულის წყალობით ყველასაგან სარგებლობენ. მაშასადამე, ჩვენი ვაჭრების უსამართლოება ჩვენივე შინაური ჩირქია; ჩვენი ვაჭრობის უსინდისოება – ჩვენი ფულის მომგებ შინაური ძმების და მეზობლების ბრალია. მიუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ იმათ წინააღმდეგ, უნდა დავეხმაროთ მშრომელ ხალხს, რომ თვითონ მან იკისროს თავისი ნაწარმოების გასაღება და არ გადასცეს ჩარჩების ხელში მანეთის საღირალი ორ შაურად. ჩვენ უნდა შევეწიოთ მშრომელ ხალხს, ბანკები გავუმრავლოთ, საჭირო ფული გავუჩინოთ... ჩვენ, საქართველოს ხალხს და იმათ დაწინაურებულ კაცებს, ბაირაღზე ეს უნდა გვეწეროს: ერთმანეთის დახმარება, ერთმანეთის პატივისცემა, სამივე ერის გულისათვის ერთად ზრუნვა, ძმური კავშირი და საერთო ძალით ამ შინაური ცუდის გასწორება, რომელიც ასე აჩერებს ჩვენს წინ წასვლას კეთილ მდგომარეობის გზაზე. 1 აქაც ერთა სოლიდარობა და დემოკრატიზმი ერთმანეთზე გადაჯაჭულია. ამ თაობას ასულდგმულებდა ნაციონალური იდეია, დაფუძნებული სამი ადგილობრივი ერის საერთო ინტერესებზე, ე. ი., აქ ბრძოლის საგანი იყო არა შინაური ურთიერთობა, არამედ ცენტრთან დამოკიდებულება. ქართველი, სომეხი და თათარი ერთათ უნდა წამდგარიყვენ ცენტრის წინაშე და ერთნაირი უფლებები მოეთხოვათ, ხოლო შინაურ უსამართლობას და ხალხის ჩაგვრას შინაურივე ძალით – დემოკრატიის დარაზმვით გამოსწორებას ლამობდენ. აი, ასეთი იყო„დროების“ დემოკრატიული ჯგუფის ნაციონალური პოზიცია. პირველად ამ პოზიციას შეებრძოლა„კავკაზის“ რედაქტორი ვ. ველიჩკო 2 და„ივერიის“ რედაქტორი ი. ჭავჭავაძე 1897 წ.; ესენი აჩაღებენ პრესაში ანტისომხურ კამპანიას და მით ნაციონალური კითხვა ახალ ნიადაგზე დგება. წინააღმდეგობა ქართველ თავადაზნაურობას და სომხის ბურჟუაზიას შორის აქ იწყებს ნაციონალური ფორმის მიღებას და ყალიბდება გასული წლის საერობო თათბირზე. ცენტრის კითხვა უკან დადგა, ადგილობრივი კითხვა წინ წამოდგა. დავის და შეხლა-შემოხლის საგანი შეიქნა ადგილობრივ ერთა ურთიერთშორისი განწყობილება. 1 „დროება“ 1879 , № 13 16 (ნოე ჟორდანია). 2 ვასილ ველიჩკო( 1860 1903 ) – რუსი მწერალი, პუბლიცისტი, გაზეთ„ Кав ка ́ з “-ის რედა ქტორი( 1869 1899 ). ველიჩკო მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის მიერ სამხ. კავკასიის ანექსიას, მისი პუბლიცისტიკა გამოირჩეოდა ორიენტალიზმით, იმპერიალიზმითა და შოვინიზმით(რედ.). 88 როგორც ხედავთ, საერობო მოთათბირენი და მათი ამყოლ-დამყოლნი იდეურად აგრძელებენ ჭავჭავაძე-ველიჩკოს ნაციონალურ კამპანიას, ხოლო დემოკრატია – საერთაშორისო მშვიდობიანობის მქადაგებელნი კი ენათესავებიან„დროების“ ნაციონალურ მიმართულებას. ბრძოლის მატარებელნი არიან გაბატონებული კლასები, ყველაფერის ნაციონალისტთა წინამძღოლობით; სოლიდარობის მატარებელია დაჩაგრული კლასები, ინტერნაციონალი დემოკრატიის მეთაურობით. მაშასადამე, კითხვას ჩვენ ვაყენებთ სწორეთ ისე, როგორათაც ამ 40 წლის წინათ აყენებდა„დროება“:„სამივე ერის გულისათვის ერთათ ზრუნვა“,„ერთად მცხოვრებლებმა ერთი ჭაპანი უნდა ვსწიოთ“, ერთი სიტყვით, საერთო თანხმობით საერთო საქმეები მოვაწყოთ. ჩვენი ნაციონალისტები ამ გზას უარყოფენ და ნაციონალური ბრძოლით ფიქრობენ კითხვის გადაწყვეტას. მათ არ ისურვეს შეთანხმება ისეთი პატარა რეფორმაშიაც, როგორიცაა ერობა. თათრებთან შეთანხმებით განამარტოვეს სომხობა, ხოლო ახლა წაეკიდენ თათრებსაც. ამ მებრძოლ ნაციონალიზმთან ჩვენ არა გვაქვს-რა საერთო და ვაგრძელებთ საუკეთესო ქართული პრესის ტრადიციას„ერთათ დგომით ავშენდებით, ცალ-ცალკე დგომით დავიქცევით“. ვთქვათ, ამიერკავკასიას ნება მისცეს, მოაწყოს მისი შინაური საქმეები თავის სურვილისამებრ. რანაირი წყობილება მოგვცემს ამ შემთხვევაში ნაკლებ ეროვნულ ბრძოლას და მეტ ეკონომიკურ განვითარებას? ეროვნებათა მშვიდობიანი გამიჯვნა უნდა ეთანხმებოდეს ეკონომიკურ მსვლელობას. არ არის მისაღები ისეთი წყობილება, რომელიც აღვივებს ერთა შეტაკებას ან ანელებს მოქალაქეობრივ წინ-მსვლელობას. პირველ ყოვლისა, კითხვის მოწესრიგებაში უნდა დავეყრდნოთ ერთა თვითგამორკვევას. თათრებმა, სომხებმა და ქართველებმა უნდა გამოსთქვან, რა სურთ. მაგრამ შეიძლება ერთი ერის თვითგამორკვევა არ შეეთანხმება მეორე ერისას, მაშინ? მაშინ ორში ერთი: ან დავის ხმის უმეტესობით გადაწყვეტა, ან კომპრომისულ დებულებაზე მორიგება. მისაღებია პირველი საშუალება? არა, და აი, რატომ: რაკი ჩვენ ერი აღვიარეთ ერთ კოლექტიურ ერთეულად და მივანიჭეთ თვითგამორკვევა, ცხადია, უმრავლესობა-უმცირესობის პრინციპი სავალდებულოა მხოლოდ ამ ერთეულის საზღვრებში და ქართველი ერი უნდა დაემორჩილოს მის უმრავლესობას. მაგრამ უმრავლესობის მოყვანა ამ ერთეულის გარემოდან – სხვა ნაციონალური კოლექტივიდან, 89 ნიშნავს არა დემოკრატობას, არამედ ძალადობას. ეს იქნებოდა. მაგ., რუსეთის უმრავლესობით საფრანგეთის საქმეები მოგვეწესრიგებინა, წინააღმდეგ ფრანგთა სურვილისა. ეს თვითგამორკვევის სრული უარყოფაა. დემოკრატიული პრინციპი მოითხოვს ნაციის თვითგამორკვევის სავსებით გატარებას და მისი საქმეების მის სურვილისამებრ მოწყობას. და თუ ეს მისი სურვილი ეწინააღმდეგება მის გვერდით მცხოვრებ ერის სურვილს, ამ შემთხვევაში გვრჩება: ან ორივე ერში ცალ-ცალკე ერთი პლატფორმის მომხრე უმრავლესობის შეყენება, ანდა ორივე მხრით ერთიმეორისათვის დათმობა და ერთ, ყველასათვის მისაღებ, დებულებაზე შეჩერება. ორივე შემთხვევაში ერთა შეთანხმება აუცილებელია. როგორც ხედავთ, დემოკრატიისათვის მისაღებია ისეთი ნაციონალური ურთიერთობა, რომელიც ეთანხმება როგორც ნაციონალური უმრავლესობის, ისე უმცირესობის ინტერესებს, მისაღებია როგორც ერთის, ისე დანარჩენი ერებისათვის. სამ ადგილობრივ ერში ერთიც რომ წინააღმდეგ წავიდეს – ეს საკმარისი საბუთია პოზიციის უვარგისობისა. ჩვენ ვდგევართ შეთანხმების, ანუ კომპრომისულ თვალსაზრისზე. ეს ჩვენი ძირითადი დებულებაა, ეს თვითგამორკვევის ლოგიკური დასკვნაა. მაშასადამე, ქართველი ერის ნაციონალური პროგრამა უნდა აშენდეს არა მარტო ქართველის, არამედ დანარჩენი ორი ერის მოთხოვნილებაზეც, ეს გარემოება მისცემს მას ძალას და განხორციელების საშუალებას. ამნაირად, ნაციონალური კითხვა ჩვენში უნდა გვესმოდეს, როგორც კითხვა სხვადასხვა ერთა ურთიერთობის კომპრომისულად გამომუშავებაზე. აქ სავალდებულოა არა ეს თუ ის პოლიტიკური ფორმა, არამედ თვით ნაციონალური მიზანი, რომლის მიღწევისათვის ჩვენ ვეძიებთ ამ ფორმას, ხოლო მიზანია – სამშობლო ენა გახდეს დაწესებულებათა ენა. კომპრომისია საჭირო არა მიზანში, არამედ საშუალებაში, ისეთი წყობილების შემოღებაში, რომელიც საუკეთესოდ ასრულებს მთავარ მიზანს. როცა სამივე ერის ხალხს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა თავისი უფლებები ყოველ დარგში დაიცვას თავის ენაზე, როცა მათი მოქალაქეობრივი წინმსვლელობა მოიპოვებს თავისუფალ ნაციონალურ კალაპოტს, მაშინ ეროვნული შეჯახება აშორდება სახელმწიფოს უფლების სფეროს და გადაიქცევა კერძო ეპიზოდურ მოვლენად. ასეთი საერთო კალაპოტის შექმნა შეიძლება მხოლოდ სამივე ერის თანხმობით და არა ერთიმეორის ძალადობით. კითხვის ასე დაყენება ნიშნავს ნაციონალისტთა ტაქტიკის ძირბუდიანად უკუგდებას და ინტერნაციონალურ გზაზე მტკიცედ 90 შედგომას. ამ დროშას ემსახურებოდა„დროების“ დემოკრატიული ჯგუფი, მასვე ვაგძელებთ ჩვენ. ნაციონლისტები კი აგრძელებენ ველიჩკო-ჭავჭავაძის ნაციონალურ ტაქტიკას. 3.  პირველი ნაბიჯი რაკი ჩვენ დავდექით ერთა შეთანხმების თვალსაზრისზე, ცხადია, პირველი პრაქტიკული ნაბიჯი უნდა გადაიდგას ამ ნიადაგზე. ადგილობრივი ნაციონალური კალაპოტის გამომუშავება უნდა მოხდეს დაინტერესებულ ერთა საერთო კრებაზე. რასაკვირველია, მას წინ მიუძღვის კერძო თათბირები, მაგრამ სავალდებულო საკონსტიტუციო აქტები დგება მხოლოდ ერთად, საერთო თანხმობით. ამ გარემოებას მთელი საქმისათვის გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს. და მართლაც, კუთხური ნაციონალური კრება ძალაუნებურად ვერ შორდება თავის კუთხის ფარგალს, თავისი ნაციის ინტერესებს და ეპირდაპირება მეორე კუთხეს და ნაციას. აქ თანხმობის გზა დახშულია იმ უბრალო მოსაზრებით, რომ არ არის მეორე მხარე, რომელთანაც შეთანხმებაა საჭიროა. ასეთი კრებისათვის დაფუძნების უფლების მინიჭება უკვე ნიშნავს მის სუვერენობას, მაშასადამე, ნაციონალური უმრავლესობას ხელთ უვარდება ბატონობა ნაციონალურ უმცირესობაზე და ნაციათა კონსტიტუციური გამიჯვნა აღარ ხდება. მებრძოლი ნაციონალიზმი ძალაში რჩება და გაბატონებული კლასის ნაციონალური იდეოლოგია სახელმწიფო აქტებში ტარდება. მეორე მხრივ, რაკი კუთხურ ნაციონალურ კრებულს უზენაესი უფლება მიენიჭება, ცხადია, ის თავის სამოქალაქო ცხოვრებას თვითვე აწესებს და ეკონომიკურ ასპარეზს იფარგლავს. ამის შედეგი იქნება ერთ, შედარებით პატარა სივრცეზე ამიერკავკასიაში მრავალუფლებიანობა და ეკონომიკურად უკან დაქანება. განა შეუძლია აღმოსავლეთ კავკასიას უშავზღვოდ განვითარება? განა დასავლეთ მხარის მიუცილებელი საჭიროება არ არის ბაქოს ნავთი, კასპიის ზღვა და სპარსეთ-ინდოეთის საზღვრები? მაშასადამე, კუთხური გამოჭრა ცალ-ცალკე ერთეულებად გამოიწვევს საწარმოო ინტერესების შელახვას როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისას, როგორც თათრების და სომხების, ისე ქართველებისას. ნაციონალური განხეთქილებას მოემატება მოქალაქეობრივი საწარმოო განხეთქილება. 91 ვისი ინტერესია ამიერკავკასიის ასეთ თვითარს ნაჭრებად დაჭრა? პირველ ყოვლისა, იმათი, ვინც ფართო ეკონომიკურ ბაზარს არ საჭიროებს და მწარმოებელი ძალის აღორძინებაში დაინტერესებული არ არის. ასეთია თავადაზნაურობა. როგორც ვთქვით, ამ წოდებას არღვევს კაპიტალისტური პროცესი, ფართო თავისუფალი აღებ-მიცემობა და გზას უთმობს ბურჟუაზიას. ცხადია, მისი ინტერესი მოითხოვს მთელი ამისი დამარღვეველი პროცესის შეჩერებას და შებორკვას, ბაზრის დავიწროებას, თავისუფალი ვაჭრობის, განსაკუთრებით მიწა-ადგილის, ალაგმვას და ასე წყალზე ფეხით გაჩერებას. ეს კი შესაძლებელია პატარა ტერიტორიულ ერთეულში, რომლის კარების კანონით ჩაკეტვა ადვილია და წარმოების საშუალო დონეზე შეჩერება მოსახერხებელია. საქართველოს უზენაესობა, – აი ამ წაქანებული წოდების ნაციონალური იდეოლოგია. თათრების ბეგები, როგორც უკეთ შენახული მიწათ-მფლობელნი, ასეთ განსაკუთრებულ ზომებს ჯერ კიდევ არ საჭიროებენ და ამიტომ მათი ინტელიგენციის ნაციონალური მოთხოვნილება კულტურულ ფარგალს არ შორდება. ბურჟუაზიის – მსხვილის და საშუალოს – ეკონომიკური ინტერესი მოითხოვს ფართო ბაზარს, თავისუფალ აღებ-მიცემობას და, მაშასადამე, ამ მხრივ ის ვერ დაკმაყოფილდება ვიწრო კუთხური ეროვნული ფარგლით. მაგრამ ვინაიდან ის მიილტვის ხელში ჩაიგდოს მთავრობა, თვით გახდეს მმართველი კლასი, ამიტომ მას ურჩევნია თავისი ნაციონალური ფარგალი, რაგინდ პატარა იყოს ის, ოღონდ მის საზღვრებში თვით იყოს გაბატონებული. ბაზრის გაფართოვებას იგი ცდილობს მთავრობის ძალით, აგრესიული საგარეო პოლიტიკით. ამ მხრივ თავადაზნაურობა ნაკლებ შოვინისტურია, ვინემ ბურჟუაზია; პირველი ცდილობს თავის დაცვას, არც გარეთ მიდის და არც სხვას უშვებს შიგნით: მეორე კი ცდილობს თავდასხმას, სხვის ტერიტორიაში შეჭრას და ასე ბაზრის დაპყრობას. თუ ეს ტერიტორია მას უბრძოლველად გაუფართოვდება და, იმავე დროს, მმართველიც იქნება, მაშინ ის სავსებით შორდება თავადაზნაურობის ნაციონალურ მოთხოვნილებას და ცალკე დგება. ცხადია, ამ ორი ელემენტის კომბინაცია, ე.ი. მთლიანი ამიერკავკასია მთლიან რუსეთში, როგორც ერთი ეკონომიკური სარბიელი და ნაციონალური მთავრობა, სავსებით დააკმაყოფილებს ბურჟუაზიას. აი, აქ შეიძლება დემოკრატიის ინტერესის მოთანხმებაც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, და მით ამ ორი კლასის მორიგება კავკასიის კონკრეტულ პირობებში შესაძლებელი გახდება. 92 ჩვენ ამას ვიტყვით წვრილ ბურჟუაზიაზე, რომელიც ჩვენში ჯერ კიდევ დუღილშია და ცალკე კლასად არ ჩამოყალიბებულა. მათი ინტერესი ტრიალებს ბურჟუაზიასა და მუშა ხალხის ინტერესებს შორის. ამნაირად, ამიერკავკასიის შინაური ურთიერთობის მოწყობა კუთხურ-ნაციონალურად ნიშნავს ყველა ნაციების და კუთხეების ერთმანერთზე თავდასხმას და საერთო ნაციონალური კოცონის გაჩაღებას. ასეთი ნაბიჯი უარყოფს შეთანხმების პრინციპს და მის ალაგას აწესებს ბრძოლას. ეს იმავე დროს ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნაციონალურ მოთხოვნილებას და ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებას. რასაკვირველია, ჩვენ რომ საქმე გვქონდეს კავკასიის უკვე გაყოფილ ერთეულებთან, ისტორიულათ შემუშავებულ პატარა სახელმწიფოებთან, როგორც ეს იყო, მაგ., ასი წლის წინათ, მაშინ ეს ფაქტი უკვე სავალდებულო იქნებოდა ყველასათვის და მისი ცნობით და მის საფუძველზე დგომით მოვახდენდით მათს გაერთიანებას. შვეიცარიის ერთობა შეიქნა სწორეთ ასეთი – დამოუკიდებელი ოლქების თანდათანი თავის მოყრით და ცენტრის გაძლიერებით. აქ ხალხი დაიძრა პერიფერიებიდან ცენტრისაკენ. ჩვენში კი ამის მსგავსი რამ არ არსებობს. უკანასკნელმა ას წელში მოახდინა კავკასიის ყველა ნაწილთა გათანაბრება, ერთი ტერიტორიული ასპარეზის შექმნა და იმავე დროს ნაციონალური ცხოვრების აღორძინება. მოქალაქეობრივი ერთობა, ნაციონალური დანაწილება – აი ფაქტი, ყველასათვის სავალდებულო და უტყუარი. ასეთი გარემოებაში საქმე იწყება არა ბოლოდან, არსებული პერიფერიებიდან, არამედ თავიდან, ცენტრიდან. მოქალაქეობრივი ერთობა, ერთი მთლიანი ეკონომიკური ასპარეზი – აი, ერთა სათავე; სამი ერის ჩამოყალიბება, მათი განსხვავებული ნაციონალური ვითარება, – მეორე სათავე. ჩვენ ვამბობთ, ამ ორი სათავის კომბინაცია მოგვცემს ერთ ჰარმონიულ საერთაშორისო ურთიერთობას. საჭიროა ამ სამი ერის ერთად თავის მოყრა, ერთ მოქალაქეობრივ ერთეულად ცნობა და მის საზღვრებში ნაციათა მშვიდობიან დამოკიდებულების განსაზღვრა. მეტყვიან: აი, სამივე ერის საერობო თათბირმა განა მოგვცა შეთანხმება? რა გარანტია გვაქვს იმის, რომ მომავალი თათბირიც არ იქნება საერობოს განმეორებაო? გარანტია ერთადერთია – ხალხის, დემოკრატიის მონაწილეობა. საერობო თათბირი წინათაც იყო, მაგრამ ნაციონალური დარაზმვა არ მოუცია, და თუ შარშან ეს მოხდა, ამის მიზეზია თათბირიდან ხალხის სავსებით 93 განდევნა და მისი გაბატონებული კლასისათვის ჩაბარება. მაშასადამე, ადგილობრივი ნაციონალური ურთიერთობის მთავარი მომწყობი უნდა იყოს სამივე ერის დემოკრატია, რომელთა შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არის. თავისთავად ცხადია, მებრძოლ ნაციონალიზმის მატარებელ კლასებს არ ძალუძთ ნაციონალური მშვიდობიანობის დამყარება, რამდენიც და როგორადაც უნდა ითათბირონ. ასეთი კრება მოგვცემს მხოლოდ იმას, რაც გააჩნია ჩხუბს და აურზაურს. რომ სამივე ერის გაბატონებული კლასები ერთი კატეგორიისა და ბუნების იყოს, მათი ასე თუ ისე შეთანხმება კიდევ მოსალოდნელი იქნებოდა, მაგრამ სომხის ბურჟუაზიას და ქართველ-თათარ არისტოკრატიას შორის არავითარი შემაერთებელი ხიდი არ არის, მათ შორის ერთადერთი მოციქული ბრძოლაა და, მაშასადამე, შეთანხმებაც შეუძლებელია. დემოკრატია, დემოკრატიული წესით არჩეული ორგანო მიუცილებელი ელემენტია კითხვის გადაჭრისათვის. შე იძლება თქვათ: თუ საქმე დემოკრატიაშია, რაღა საჭიროა ყველა ერის საერთო დემოკრატიული ორგანო, განა არა სჯობს ცალ-ცალკე თავის მოყრა, თავ-თავის ეროვნულ-დემოკრატიული ორგანოებშიო? არა, არა სჯობს, და აი, რატომ: საქმეა არა მარტო დემოკრატიაში, არამედ კონსტიტუციაშიაც, ე. ი. იმაში, თუ ვინ ვისგან იღებს უფლებას. როცა თითოეული ერი იღებს ამ უფლებას ყველა ერის თანხმობითა და აქტით, ის აღარ შეიძლება გახდეს საგნათ ნაციათა ბრძოლისა და წინააღმდეგობისა, ის ერთიმეორის პასუხისმგებლობითა და გარანტიით ტარდება. ხოლო როცა თითოეული ერი სხვების დაუკითხავათ და ნებადაურთველად თვით იფუძნებს თავის უფლებას, აღარავითარი გარანტია არ არის, რომ მის წინააღმდეგ არ გაილაშქრებენ მოსამზღვრე ერნი. სამი ასეთი უზენაესი ძალის ცნობა ერთ ტერიტორიაზე, მიუხედავად მისი პოლიტიკური შემადგენლობისა, თავისთავად იძლევა შესაძლებლობას ერთიმეორის დაპირდაპირებისას და შეხლა-შემოხლისას. უზენაესობა არის უფლება ბრძანებისა, ხოლო როცა ასეთი უფლებით აღვჭურავთ თითოეულ ერს თავ-თავის ტერიტორიაში, რა საბუთია იმისა, რომ მისი ბრძანება ძირიანად არ დაარღვევს ნაციონალური უმცირესობის ინტერესებს? ჩვეულებრივად, ერთი და იგივე ადამიანი არის მოქალაქე და ქვეშევრდომი. ე. ი. ის მატარებელია უზენაესი უფლებებისა და მისი მორჩილიც. მაგრამ ეს კონსტიტუციური ნორმა როდი კმარა ნაციონალური ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. მაგ., ბაქოს ქართველობა უფრო დაემორჩილება ქართველი ერის ბრძანებას, ვინემ ბაქოს თათრებისას. საქართველოს პარლამენტის უზენაესობას არ მიიღებენ აქ მცხო- 94 ვრები სომხები და თათრები, ხოლო მათ თანამემამულეთა კანონიერათ გამოთქმულ ბრძანებას კი დაემორჩილებიან, თუნდაც მას არ ეთანხმებოდენ. პირველ შემთხვევაში ჩაღდება ნაციონალური ბრძოლა, ხოლო მეორეში კი – არა. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე თავისივე ნაციაა, და არა უცხო, აქ გაჩაღდება ბრძოლა დემოკრატიულ ნიადაგზე, რომ უმცირესობამ უმრავლესობა მიიმხროს და გამოცემული კანონი შეაცვლევინოს. ამგვარად, ამიერკავკასიის ერთა ინტერესები მოითხოვს ადგილობრივ ერთა დამოკიდებულების გამომუშავება ეკუთვნოდეს მათ საერთო ცენტრს, რომელიც ნაციათა შეთანხმებით ადგენს ძირითად აქტებს შინაურ ურთიერთობისას. საქმის ნაყოფიერად დაგვირგვინების აუცილებელი პირობებია დემოკრატიული უმრავლესობა და ნაციონალური კომპრომისი. ქართველ, სომეხ და თათართა გლეხობას და მუშა ხალხს არა აქვთ-რა ერთმანერთ შორის სადავო და გასაყოფი, ამიტომ მათი წარმომადგენელთა უმრავლესობა თავისთავად ატარებს ნაციონალურ შეთანხმების, მეზობლურად ცხოვრებისა და კლასიურათ დარაზმვის საჭიროებას. მხოლოდ წინასწარი შეთანხმება განსაზღვრულ ურთიერთობის ნიადგზე მოგვცემს საშუალებას როგორც ყველას, ისე თითოეულ ერს თავთავისი ნაციონალური. ძირითადი მოთხოვნილებანი განვახორციელოთ. ის„საზოგადო სასიხარულო ან სადარდელი ბედი“, რომელიც, ს. მესხის სიტყვით, კავკასიელთ გვაქვს, გვაიძულებს„ერთი ჭაპანი ვსწიოთ“ და ერთ ადგილობრივ დროშის ქვეშ დავდგეთ. 4. პლატფორმა რაკი ჩვენ ადგილობრივ ერთა შეთანხმება ნაციონალური საქმეების მოსაწესრიგებლად აუცილებელ პირობათ ვსცანით, ცხადია, შეთანხმება უნდა მოხდეს ერთი განსაზღვრულ პლატფორმაზე. ყველა ერის დემოკრატიამ უნდა გამოიმუშაოს ერთი პროგრამა, წამოაყენოს, საერთო მოთხოვნილება და მის გარშემო დაირაზმოს. როგორი უნდა იყოს ამ პლატფორმის ძირითადი დებულებანი? უზენაესი ტერიტორიული ერთეული ვერ მოემწყვდევა მარტო ეთნოგრაფიულ საზღვრებში. მისი განვითარება და წარმატება მოითხოვს, პირველ ყოვლისა, გეოგრაფიულ საზღვრებს, ე.ი. ხელსაყრელ სააღებ-მიცემო პირობებს. სახელმწიფო შენდება მისი ეკონომიკური მოთხოვნილებისამებრ, და თუ ეს მოთხოვნილება 95 ეფარდება მის ეთნოგრაფიულ შემადგენლობას, მაშინ დგება ნაციონალური სახელმწიფო. მაშასადამე, შეიძლება სააღებ-მიცემო ასპარეზი და ნაციონალური(ენის) ასპარეზი ერთიმეორეს არ ფარავდეს. ისტორიულად, სახელმწიფოს შენობა დაიწყო ნაციონალური ტერიტორიიდან და ფართოვდებოდა შიგნიდან გარეთ, სანამ წარმოებაში ბატონობდა ძველი საშუალო საუკუნეობრივი წესი, სანამ ასეთ სახელმწიფოს მცხოვრებნი ნატურალური მეურნეობით თავს ირჩენდნენ და შორეულ ბაზარს და მიმოსვლას არ საჭიროებდნენ, მანამდის გეოგრაფიული საზღვრები აუცილებლებლობას არ წარმოადგენდა. მხოლოდ შემდეგ კაპიტალისტური პროცესის განვითარებით და მსოფლიო ბაზრის აღორძინებით ყველა სასიცოცხლო ერი იძულებული გახდა შესაფერი ეკონომიკური არე შეექმნა და სახელმწიფო სააღებ-მიცემო საფუძველზე აეგო. მსოფლიო ომი ამ ღელვის უკანასკნელი ქარიშხალია. წარსულში კავკასიის სამეფონი და სახანონი სავსებით ეგუებოდენ მაშინდელ ეკონომიკურ წყობილებას და კარჩაკეტილად არსებობა ეადვილებოდათ. უკანასკნელი ასი წლის ადმინისტრაციულმა გაერთიანებამ და კაპიტალასტური პროცესის გაშლამ დაანგრია ძველი ეკონომიკური საფუძველი, ეთნოგრაფიული მიჯნები და გამოკვეთა ერთი მთლიანი სააღებმიცემო ასპარეზი შესაფერი გეოგრაფიული საზღვრებით. ახლა ის ერთი მთლიანი ტერიტორიული ერთეულია და მისი ხელახლა ძველ კარჩაკეტილ ნივთიერ ურთიერთობაში ჩაჭერა უტოპიაა, უტოპია რეაქციონური. ამ მხრით მოქალაქეობრივი დამოკიდებულება გაადვილებულია. მაგრამ, მეორე მხრით, რამდენად ეს ერთეული არა ფარავს ნაციონალურ ერთეულს, რამდენად ეთნოგრაფიული საზღვრები აღარ ეთანხმება გეოგრაფიულს, იმდენად დამოკიდებულება გართულებული და გაძნელებულია. ამ პროცესის დადებითი მხარის შენახვა და უარყოფითის შესუსტება – აი, რა თვალსაზრისზე უნდა იქნას აგებული დემოკრატიის ნაციონალური პლატფორმა. დადებითია სააღემიცემო ერთეული, უარყოფითია ერთა შინაგანი კონკურენცია. შესაძლებელია კი ამ უკანასკნელის შესუსტება ან ეთანხმება კი ასეთი სურვილი ცხოვრების სინამდვილეს? უეჭველია, რომ ეთანხმება. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკურ გაერთიანებასთან ერთათ წარმოებს ნაციონალური დანაწილება, ერთა მთლიან კულტურულ ორგანიზმებათ გადაქცევა. მაშასადამე, ამ ნაციონალურ მიმდი- 96 ნარეობას უნდა მიეცეს შესაფერი მატერიალური გამოხატულება, განსაზღვრული იურიდიული სახეობა. ამ გარემოებას ანგარიშს უწევენ ნაციონალისტებიც, მაგრამ მათ მიერ წამოყენებული მალამო ნასესხებია გაბატონებული კლასების იდეური საგზალიდან: ესენი ნაციონალური წინააღმდეგობის მოსპობას ცდილობენ არა თანასწორობით, არამედ მონოპოლიით, ე. ი. თავისი ნაციის პრივილეგიებით აღჭურვით. ბუნება ბატონობისა ვერ ურიგდება თანასწორობას და ამიტომ გაბატონებული კლასების ნაციონალური პლატფორმა ყოველთვის და ყოველგან პრივილეგიაზეა აგებული. ამის ნაცნობი მაგალითია ქართველი ფედერალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ნაციონალური პროგრამა. დემოკრატია, სცნობ-რა ამიერკავკასიის ნაციონალურ დიფერენციაციას, უარყოფს ნაციონალისტების პროგრამას, როგორც აგებულს მონოპოლიურ უფლებაზე, და აყენებს სწორუფლებიანობას. ჩვენ მივილტვით ნაციონალური კონკურენცია მოვსპოთ არა მონოპოლიის შემოღებით, არაერთი კონკურენტის გაბატონებით, არამედ სოლიდარობით, ყველას თანასწორ კალაპოტში ჩაყენებით. ამნაირად, ამიერკავკასიის პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა აშენდეს ორნაირად: თანახმად სააღებმიცემო ინტერესებისა და ერთა თანასწორობისა, ე. ი. ეკონომიკურად და ნაციონალურად. ეკონომიკური მთლიანობა მოითხოვს უფლების მთლიანობას. რაკი ჩვენ ამიერკავკასია ასეთ მთელად მივიღეთ, აშკარაა, მისი საჯარო უფლების საზღვრებში უნდა მოეწყოს ნაციონალური ორგანიზაცია. როგორც ვიცით, დემოკრატიის ნაციონალური მიზანია სამშობლო ენის სახელმწიფო ენად გადაქცევა, ხოლო ბურჟუაზიის – ნაციონალურ მთავრობად. თუკი ამ ორივე მიზნის მიღწევა შეიძლება ჩვენში გარეშე ნაციონალური სახელმწიფოისა – ამიერკავკასიის ერთეულის ფარგალში, ორივე კლასი დაკმაყოფილებული იქნება და ნაციონალური განხეთქილება პოლიტიკურ ნიადაგზე მოისპობა. ეს ორი მიზანი ერთიმეორის მიუცილებელი პირობაა. ნაციონალური ენის გაბატონება შეუძლებელია გარეშე ნაციონალური მმართველობისა, ხოლო ნაციონალური მმართველობა კი თავისთავად გულისხმობს ნაციონალურ ენას. რომ არცერთი ეს არ მოითხოვს უეჭველად ნაციონალურ სახელმწიფოს, ამის მაგალითი ბევრია(შვეიცარია და სხვ.). მაშასადამე, ამიერკავკასიაშიაც შესაძლებელია ერთი და იმავე დროს იყოს სამი ერის ცენტრალური მმართველობა და, ამასთანავე, თითოეული ერის მმართველობა ცალ-ცალკე. 97 მმართველობა, საჯარო უფლების ორგანიზაცია შეუძლებელია გარეშე ტერიტორიისა. ნაციონალური მმართველობის დაწესება თხოულობს ნაციონალურ ტერიტორიას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის მთელი ნაციის უთუოდ ერთ მთელ ტერიტორიაზე ბინადრობა: საკმარისია ნაციის ერთ ნაწილს ჰქონდეს ფეხი მოკიდებული საკუთარ მიწა-წყალზე, რომ იქიდან იჩქეფოს ნაციონალურმა ცხოვრებამ და აპოხიეროს გაბნეული, სხვა ერებში შერეული ნაწილები. თუ ერს ასეთი ბინა არა აქვს, თუ ის არ ღებულობს მუდამ ამ წყაროდან ფიზიკურ და ნაციონალურ ძალას, მას თავისი ენა ეკარგვის და სხვა ერებში ითქვიფება. ერის ასიმილიაცია(გადაგვარება) მხოლოდ ასეთ პირობაში შეიძლება. კავკასიის ერები ასეთ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. თითოეულ მათგანს აქვს ტერიტორიული ფუძე, სადაც ის მჭიდროდ მოსახლეობს. ამ მხრივ ყველაზე უფრო კარგ პირობებშია ქართველები და ლეკები, შემდეგ მოდის თათრები, ხოლო ყველაზე უარეს მდგომარეობაშია სომხები. ვალაპარაკოთ ციფრებით. ყველა ლეკების 75% ცხოვრობს დაღესტნის ოლქში, სადაც შეადგენენ ადგილობრივ მცხოვრებთა 79%; ოლქის ლეკური ხასიათი და მოსახლეობა ცხადია. ქართველთა 98% ცხოვრობს ქუთაისის და თფილისის გუბერნიებში, სადაც ყველა მცხოვრებთა 63%-ს შეიცავს. ამაში ქუთაისის გუბერნიაში მცხოვრებთა 82%, ხოლო თფილისისაში – 44%. მაგრამ თუ ჩვენ ამ გუბერნიებს გამოვაკლებთ იმ მაზრებს, სადაც ქართველნი მცირე რიცხვს შეადგენენ, მივიღებთ ნაციონალურ ტერიტორიას, სადაც ქართველთა რიცხვი 90%-ამდე ავა, უნდა გამოვაკლოთ. თფილისის გუბერნიაში ახალქალაქის, ახალციხისა და ბორჩალოს მაზრები და ზაქათალის ოლქი, სადაც 437,279 მცხოვრებში ქართველია 27,930; ქუთაისის გუბერნიაში მოაკლდება ართვინის ოლქი და სოხუმის ოლქის გუდაუთის და გუმისტანის ნაწილები, სადაც 96,787 მცხოვრებში ქართველობაა 19,485. 1 ასეთი მიკლებ-მოკლებით ჩვენ მივიღებთ ქართულ ეროვნულ ტერიტორიას, სადაც ნაციონალური უმცირესობა უმთავრესად ქალაქებში იქნება თავმოყრილი და, გარდა თფილისისა, გადაიქცევა უმნიშვნელო პროცენტად. თათრები ქართველებზე უფრო გაბნეულია, მაგრამ ბაქოს და განჯის გუბერნიებში მაინც შეიცავენ უმრავლესობას – 60,80% და 58,83%. მაგრამ თუ აქაც გამოვრიცხავთ სომხებით დასახლებულ 1 ცნობები ეკუთვნის 1911 წ. პოლიციის სტატისტიკას, რასაც მხოლოდ შედარებით მნიშვნელობას ვაკუთვნებ(ნოე ჟორდანია). 98 ადგილებს შუშის, ზანგეზურის, ყაზახის და განჯის მაზრებიდან, თათართა ტერიტორიული ერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება და მათი პროცენტი დიდად აიწევს. სომხობა მჭიდროდ დასახლებულია მხოლოდ ალექსანდროპოლის მაზრაში, სადაც შეადგენენ 88,60%-ს. მაშასადამე, ეს მაზრა უნდა შეიქმნეს სომეხთა ბინადრობის შემომკრებ ცენტრი. თუ მას მივაწერთ ახალ-ბაიაზეთისა და ეჩმიაძინის მაზრებს, სადაც დიდი უმრავლესობა სომხობაა, თათართა სოფლების გამოკლებით, და ნახევარს ერევნის მაზრისას, მივიღებთ სომხეთის შუაგულს, რომელიც დაედება საფუძვლად ნაციონალურ მმართველობას. ამ წესით შეიძლება ნაციონალურად გაიმიჯნოს საქართველოს სამი მეოთხედი, ხოლო თათარ-სომეხთა პროვინციების ნახევარი. მივიღებთ სამ ნაციონალურ ტერიტორიას მეტ-ნაკლები სივრცით. აი, აქ დაწესდება წმინდა ნაციონალური მმართველობა და ნაციონალური ენა გადაიქცევა დაწესებულებათა ენად. სიძნელე იწყება მხოლოდ ამ ტერიტორიების გარეთ, მათ შორის მდებარე ჭრელ ტერიტორიებზე. ნაციონალური შეჯახებ-შემოჯახების ასპარეზი აქ რჩება და ეროვნულ მმართველობის დაწესება შეუძლებელი ხდება. რა გზას უნდა დავადგეთ ამ შერეულ მოსახლეობის მოსაწესრიგებლად? პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მოსახლეობა შერეულია, თუ ფართო ტერიტორიას ავიღებთ, მაგალითად, ისეთ მაზრებს, როგორიცაა შუშის, ზანგეზურის და სხვ. მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაციული საზღვრები სავალდებულო არ არის არც ნაციონალურ და არც ინტერნაციონალურ ტერიტორიებისათვის. შერეული მაზრის ნაციონალური გაყოფა ორ, გინდა სამ, ერთეულად აუცილებელია. ასეთი ერთეული მიეწერება მის მოსაზღვრე ნაციონალურ ერთეულს; თუ უკანასკნელი მას არ საზღვრავს, ის რჩება თვითმმართველ ტერიტორიად, ისეთივე უფლებით თავის საზღვრებში, როგორათაც იქნება აღჭურვილი სხვა ნაციონალური ერთეულები. მაგალითად, შუშის მაზრა გაიყოფა ორად, თათრულ და სომხურ ნაწილებად; პირველს საზღვრავს თათართა პროვინცია და მის ფარგალში შევა, ხოლო მეორე, როგორც დაშორებული სომხეთის საზღვრიდან შეადგენს ცალკე თვითმმართველობას. თუ ჩვენ ასეთ პატარა ნაციონალურ კანტონებს შევქმნით შერეულ მაზრებში, დაგვრჩება მცირე ტერიტორიები იმდენად ჭრელი, რომ მათი ნაციონალურად დაყოფა მმართველობის და ეკონომიკურის თვალსაზრისით შეუძლებელი ხდება. ასეთი კანტონები გაიყოფა 99 ორად – ტერიტორიული საქმეები გადაწყდება საერთო ძალ-ღონით, ხოლო კულტურული – თითოეული ერის მიერ ცალ-ცალკე, ე. ი. აქ წესდება ორგვარი მმართველობა: ინტერნაციონალური და ნაციონალური, რომელთა შორის იყოფა – შრომა. პირველის ოფიციალური ენა იქნება ადგილობრივ ერთა ენა, ხოლო მეორის – სამშობლო ენა. პატარა განმარტოვებული ნაციონალური კანტონები და შერეული კანტონების ნაციონალური საბჭოს კულტურულ-ნაციონალურ საქმეებში შეუერთდება მთავარ ნაციონალურ კანტონს(კულტურული ავტონომია). როგორც ხედავთ, ჩვენ ვთხოულობთ კანტონალურ წყობილებას, რომელთა ცხრა მეათედი თუ ცოტა ნაკლები იქნება ნაციონალური, ხოლო დანაჩენნი – ინტერნაციონალური. აქ იტყვიან: განა პატარა კანტონებს შეეძლებათ განვითარდენო? რატომ არა! განა სივრცე დაუშლის? მთელი შვეიცარია მეტათ პატარა კანტონებისაგან შესდგება და ამ საბუთით ის არავის დაუწუნებია! პატარა კანტონს არ ძალუძს დამოუკიდებლად იცხოვროს, ე. ი. იყოს სახელმწიფოთ ან ქონდეს სახელმწიფოებრივი უფლებები. და ამას არც ვთხოულობთ. კონსტიტუცია ანიჭებს სრულ გარანტიას თავისუფლათ განვითარებისას როგორც მთელს, ისე მის ნაწილებსაც. ნაციონალური მმართველობა და სამშობლო ენის გაბატონება – ეს ორი თანამედროვე კლასების ნაციონალური მოთხოვნილება – სავსებით იქნება გატარებული კანტონალური წყობილებით. არ იქნება მხოლოდ ნაციონალური სახელმწიფო. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვთხოულობთ თითოეული ეროვნული ტერიტორია უეჭველად ერთი თვითმმართველ კანტონს წარმოადგენდეს. შესაძლებელია ის რამდენიმე კანტონადაც გაიყოს, როგორც ეს შვეიცარაშია. ეს დამოკიდებული იქნება მმართველობის და, საზოგადოდ, პრაქტიკულ მოთხოვნილებათა საჭიროებაზე. თავი და თავია თვით მიზანი, სამშობლო ენის მმართველობის ენათ გადაქცევა, რომლის მიღწევა ამიერკავკასიაში მხოლოდ კანტონალური წყობილებით შეიძლება. ხოლო დანარჩენი წვრიმალებია. შეიძლება დეცენტრალიზაცია გატარდეს თითოეული ერის ფარგალშიაც, მაგ., საქართველო გაიყოს რამდენიმე კანტონათ; ამის წინააღმდეგი არა გვაქვს-რა. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს დეცენტრალიზაცია ეხება არა უფლებრივ ნორმას, არა სამოქალაქო ურთიერთობას, – ეს ცენტრის კომპეტენციაა, – არამედ ადგილობრივ ეკონომიკურ, ტერიტორიულ და კულტურულ საქმეებს. მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ჩვენი გეგმა წააგავს შვეიცარიის მმართველობის სისტემას, გარდა ფედერაციისა. ფე- 100 დერაცია ნიშნავს დამოუკიდებელ ერთეულთა ნებაყოფლობით შეერთებას; ამ გზით შედგა შვეიცარიის ფედერაცია. ჩვენში კი ასეთი დამოუკიდებელი ერთეულნი არ არსებობენ, მაშასადამე, საგანი ფედერაციისა არ მოიძებნება. აქ ცენტრი კი არ იქნება კანტონიდან, პირიქით, თვით კანტონები იქნება ცენტრიდან. ე. ი. მთელი წყობილება მყარდება ანტიფედერაციული გზით. ფედერაციული ცენტრი თავის უფლებებს იღებს მისი შედგენილი ნაწილებიდან; ამ უკანასკნელთ ხელთ უპყრიათ უზენაესობა, სუვერენობა, და მას თავისი ნებით უზიარებენ ფედერაციას. ყველა არსებული ფედერაცია ამ გზით წარმოიშვა და მომავალშიაც ამ გზას არ ასცდება. ჩვენში ამის მსგავსი არ არის-რა და მხოლოდ ფანტაზიორთ მოუვათ თავში სახელმწიფო წყობილება ააგონ უსაძირკვლოდ, ცარიელ ადგილზე. ასეთები, როგორც იცით, ჩვენში ბლომად მოიპოვებიან. ამნაირად, ნაციონალური კითხვის მოწესრიგება ამიერკავკასიაში უნდა მოხდეს თვით დაინტერესებულ ერთა წინასწარი შეთანხმებით. მთელი მხარე დაიყოფა კანტონებად, მეტ-ნაკლები სივრცით, ხოლო ერთნაირი კომპეტენციით. შერეულ კანტონში ხდება მმართველობის გაყოფა: ტერიტორიული საქმეები რჩება საერთო მმართველობას, ხოლო კულტურული ბარდება ნაციონალურ საბჭოს. ერთი ერიანი ნაციონალური კანტონები, რომელთა შორის სხვა ერის კანტონი ძევს, ერთიანდებიან ნაციონალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დასაკამყოფილებლად. მას უერთდება აგრეთვე შერეული კანტონის თანამემამულეთა ნაციონალური საბჭო. ნაციონალური ტერიტორია შეიძლება წარმოადგენდეს ერთ, გინდ რამდენიმე კანტონს; ამ კითხვის გადაწყვეტა ეკუთვნის ამ ტერიტორიის მცხოვრებ ერს. მისი თვითგამორკვევა ამ სფეროში სავალდებულოა მთელისათვის, – ასეთია მოკლედ ამიერკავკასიის ნაციონალური პლატფორმა. 101 აკაკი ჩხენკელი აკაკი ჩხენკელი XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი გამორჩეული, გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე და თეორეტიკოსია. იგი დაიბადა 1874 წელს სოფ. ოქუმში. ადრეული ბავშვობა ხონში გაატარა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს. 1890-იანი წლების მიწურულიდან აკაკი ჩხენკელი სოციალ-დემოკრატიულ ტრადიციას გაეცნო და ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელად ჩამოყალიბდა. 1912 წელს იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით რუსეთის მეოთხე სათათბიროს დეპუტატი გახდა აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდგომ იგი ამიერკავკასიის კომისარიატში შინაგან საქმეთა კომისრის პოსტს იკავებდა. 1918 წლის აპრილიდან მაისამდე ა. ჩხენკელი ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას. 1918 წლის მაისიდან ნოემბრამდე ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. 1919 წელს კი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. ა. ჩხენკელის სახელს უკავშირდება საქართველოს საერთაშორისო აღიარების მოპოვების მიზნით წარმოებული პოლიტიკა. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იმყოფებოდა პარიზში, როგორც საქართველოს ელჩი საფრანგეთში. ოკუპაციის 102 შემდგომ პერიოდში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. გარდაიცვალა 1959 წელს. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე. ევროპელ სოციალისტთა ვიზიტი ყაზბეგში. ფოტო დაცულია ტიერი ბერიშვილის კოლექციაში 103 აკაკი ჩხენკელი(ანჩინ) სახელმწიფო და ერი 1 ავტორისგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ცნება„სახელმწიფო“,„ერი“ საერთო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ერთგვარ მისტიკურ ძალასაც კი აწერენ მათ, თითქოს ისინი მოწოდებულინი არიან იმისათვის, რომ იხსნან კაცობრიობა და მისი ცივილიზაცია დაშლა-განადგურებისაგან. მართლაც, დაშლისა და განადგურების მიზეზი ბევრია ცალკეული სახელმწიფოსა და ერის ცხოვრებაში, ისე, როგორც მათ ურთიერთგანწყობილებაში. ისინი პოხიერ ნიადგს პოულობენ კლასთა და ერთა შეურიგებელ დაპირდაპირებაში შიგნით და გარეთ. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი დიდ ომსა 2 და ზავს 3 , რევო1 აკაკი ჩხენკელის„სახელმწიფო და ერი“„ანჩინის“ ფსევდონიმით 1939 წელს გამოიცა საფრანგეთში, პარიზში. ავტორი 1900 -იანი წლებიდანვე დაინტერესდა ეროვნული საკითხის პრობლემატიკით და საკმაოდ ვრცლად წერდა ამ თემაზე. 1939 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აკაკი ჩხენკელი მარქსისტული ინტერპრეტაციით მიმოიხილავს ერისა და სახელმწიფოს ფორმირების რთულ და ხანგრძლივ პროცესს. ავტორი, სხვა თანამედროვეთა მსგავსად, ნაციონალიზმის მოდერნისტულ თეორიას იზიარებს, რომლის მიხედვითაც, ერები და ეროვნული სახელმწიფოები გარკვეულ ისტორიულ პერიოდში იქმნება გლობალური ცვლილებების კვალდაკვალ(კაპიტალიზმის წარმოშობა, დიდი ფრანგული რევოლუცია, იმპერიების კრიზისი და ა.შ.) ნაშრომი საქართველოში პირველად იბეჭდება. 2 დიდი ომი –„დიდი ომის“ სახელით 1945 წლამდე მოიხსენიებოდა I მსოფლიო ომი( 1914 1918 )(რედ.). 3 ზავი – აკაკი ჩხენკელი ხაზს უსვამს 1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომლის შედეგადაც შეიცვალა საერთაშორისო ურთიერთობის სისტემა. 1919 წლიდან 1945 წლამდე არსებულ საერთაშორისო წესრიგს ხშირად„ვერსალის სისტემას“ უწოდებენ(რედ.). 104 ლუციებისა 1 და სამი იმპერიის დამხობას 2 რომ მოჰყვა, მარტო მათგან როდი იყო იგი გამოწვეული. ყველაფერი ეს დღის წესრიგში სვამს, ერთი მხრით, კაპიტალისტური წყობილების ყოფნა-არყოფნის, მეორე მხრით, დედამიწისა და მის ბუნებრივ სიმდიდრეთა, პირველ რიგში, ნედლ მასალათა რაციონალურად განაწილების კითხვებს. არასდროს ქვეყნები ისე მჭიდროდ არ ყოფილან ერთიმეორეზე დამოკიდებული და იმავე დროს გათიშული, როგორც დღეს! ომი, ომები, მაშასადამე, მთელი მათი უსაშინლესი ტექნიკური პოტენციალით, თითქოს გარდაუვალი, თვით განგებისგან ნაბრძანები ხდება. იგი უკვე მძვინვარებს აზიისა და ევროპის, წყნარ და ატლანტიკის ოკეანეთა ორ განაპირა კუთხეში, ასე ვთქვათ, არალეგალურად, ფორმალურად, გამოუცხადებლად. არასდროს ახალ ხანაში საერთაშორისო უფლება ასე არ ყოფილა ფეხით გათელილი. ოცი წლის ჭაპანწყვეტა ერთა ლიგისა ამ უფლების გასამარჯვებლად ფუჭი გამოდგა. ბრალი დიდ სახელმწიფოებს ედება, მათ შეუთანხმებლობას, ქიშპობას. უბრუნდებიან ძველი წონასწორობის სისტემას, სამხედრო კავშირებს. შიშველ ძალთა განწყობილება სწყვეტს ყველაფერს, აქედან ინტენსიური შეიარაღებაც მთელი ავლა-დიდების დიდ ნაწილს ნთქავს თვითეულ სახელმწიფოში. მძიმე და სახიფათო გამხდარა პატარა სახელმწიფოთა მდგომარეობა, მათი თავისუფლება და დამოუკიდებლობა თითქოს ქვიშაზედ დაწერილი გამოდგა! როგორც საშუალო საუკუნეებში, ისინი„ვასალებად“ ქცეულან, ან კიდევ ლამობენ, ასეთებად იქცნენ. „დიდები“ სწყვეტენ,„პატარანი“ ემორჩილებიან. უფლება და სამართლიანობა ენუქას ანდერძი 3 გამოდგა. ამ მკაცრ, ულმობელ ვითარებაში, როცა სახელმწიფოსა და ერის არსებობა პრობლემატური გამხდარა, შინაური უთანხმოება, კლასთა და პარტიათა შეხეთქება, თანდათან ნელდება და ადგილს ეთმობა დაახლოებას, ურთიერთდათმობასა და გაერთიანებული 1 რევოლუციების ეპოქა – 1917 წლის შემდგომ ევროპაში დაწყებული რევოლუციები( 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, 1918 1919 წ.წ-ის გერმანიის რევოლუცია და ა.შ.)(რედ.). 2 იმპერიის დამხობა – I მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ არსებობა შეწყვიტეს გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა, გარდა ამისა, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ რუსეთის იმპერია დაიშალა(რედ.). 3 ენუქას ანდერძი –(იდიომ.) ცრუ დაპირება(რედ.). 105 ძალით ქვეყნის დაცვას გარეშე ხიფათისაგან. სიმძიმის ცენტრი გადადის საგარეო საქმეებზე, ვინაიდან საშინაო საქმეები, თვით რეჟიმიც, პირველ რიგში, მათზეა დამოკიდებული. მაშასადამე, საერთო სამშობლოსთვის ზრუნვა, მისი განმტკიცება შიგნით და გარეთ, გაძლიერება ფიზიკურად და მორალურად, გასალკლდევება – აი, სადღეისო ამოცანა, რომლის გადაჭრას თითოეულისა და ყველასი უკეთესი ძალები უნდა შეეწიროს. ეს ამოცანა, თავისთავად მისახვედრია, გაცილებით უარეს პირობებში ისმის ჩაგრული ერებისათვის. მათ არ გააჩნიათ სახელმწიფო, არც მისი ორგანოები. ხელფეხშეკრულნი არიან – მათი სულის ჩაკვლას ლამობს მტერი, მჩაგვრელი ერი. მაგრამ მით უფრო თავგანწირულია მათი ბრძოლა თვითარსებობისთვის. ხოლო თვითარსებობა თვითსახელმწიფოებრიობას ნიშნავს: ერი უნდა იქცეს სახელმწიფოდ, თუ უნდა, არ გადაგვარდეს; თუ უნდა, იცოცოხლოს და თავისი ისტორიული მისსია შეასრულოს. ჩემი წიგნაკის დანიშნულება ამ დებულების დასაბუთება არის. ქართველ ერს ჰქონდა თავის სახელმწიფო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა იგი. ახლა ის ისევ ლამობს მის აღდგენას და პერსპექტივებიც საიმედო იშლება ამისთვის.... ბევრია, რა თქმა უნდა, დამოკიდებული გარეშე პირებისგან, მაგრამ უპირველესი პირობა მაინც შინაგანი მთლიანობა არის, ერთმანეთის გატანა, დანდობა, მთელი ერის და მის შვილთა ერთარსებად, მონოლითად ქცევა. განზე ხტომა, მთიშაობა, შეურიგებლობა ამ საბედისწერო ჟამს შეცდომა კი არ არის, არც უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია. პარიზი. 19 დეკემბერი. 1938 წ. 106 I სახელმწიფო ხელისუფლება სპეციალისტთა განსაზღვრით, სახელმწიფო სამპიროვან ფენომენს წარმოადგენს: ტერიტორია, მოსახლეობა, ხელისუფლება. პირველი ორი – ტერიტორია და მოსახლეობა – დასაბამიდან მოცემულია, მზამზარეული, დამოუკიდებლად ჩვენი ნებისა და სურვილისა. ხოლო მესამე – ხელისუფლება – ადამიანის მიერაა შექმნილი, მისი შემოქმედების ნაყოფია. ამიტომ თუ პირველი ორი ობიექტურ სინამდვილეს აღბეჭდავს და შედარებით ადვილი შესასწავლია, მესამეში ჭარბობს სუბიექტური ელემენტი და მისი შესწავლაც უფრო გაძნელებულია. მაგრამ ეს ელემენტია სწორედ, რაც ქმნის სახელმწიფოს, შთაბერავს მას სულს, სიცოცხლეს ანიჭებს. მეტი არ იქნება დავაკვირდეთ თვით სახელწოდებას: სახელმწიფო გულისხმობს ისეთ ქვეყანას, ხალხს, რომელშიც ხელმწიფება, ხელისუფლება სუფევს. ხელ-მწიფება, ხელის-უფლება – რას ნიშნავს ეს? ხელი ძველიდანვე ძალის გამომხატველია, მისი სიმბოლო. ხელისუფლებას გერმანელნი პირდაპირ ძალას უწოდებენ: Macht. იყო უთუოდ ხანა, როცა ჩვენშიც მარტო ხელს ხმარობდენ ძალის გამოსახატველად. მეორე ნახევარი:„მწიფება“, სახელდობრ,„უფლება“, ალბათ, უფრო გვიან შემოვიდა ხმარებაში. პირველყოფილ ადამიანს, აბა, სად ექნებოდა უფლებაზე წარმოდგენა! თვით უფლებაც დასაწყისში უთუოდ ფლობა-ს, უ-ფლობა-ს ნიშნავდა. აქედან, უფალიც იმას დაერქვა პირველად, ვინც ფლობდა რამე საგანს. ხელისუფლება შემდეგი განვითარების ნაყოფია და აჩვენებს ძალას ხელის გვერდით, როგორც განყენებულ რამეს, რომელსაც ერთი რომელიმე ადამიანი იკუთვნებს. ღირსშესანიშნავია, რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონიათ წარმოდგენა არა მარტო ხელზე, ფიზიკურ ძალაზე, არამედ უფლებაზეც. ბისმარკი 1 იტყოდა ხოლმე, ძალა ქმნის უფლებასო, და ეს მართა1 ოტო ფონ ბისმარკი( 1815 1898 ) – გერმანელი პოლიტიკოსი და სახელ­ მწიფო მოხელე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერი(რედ.). 107 ლიცაა ისტორიულად. ხოლო ჩვენი წინაპრები თითქო ერთსა და იმავე ღირებულებას აძლევდნენ ორთავეს, ამიტომ იტყოდნენ: ძალა-უფლება. ჩვენს დროში უფლებას ანიჭებენ უპირატესობას: უფლება ქმნის ძალასო, მაგრამ ეს ხომ მისასწრაფი მიზანია და არა სინამდვილე ჯერჯერობით. მით უფრო, უძველეს, უხსოვარ დროში უთუოდ შიშველი ძალა, ხელი იყო პატივში. ვისაც უფრო ძლიერი მკლავები ჰქონდა, ის იყო უფალიც, მას ემორჩილებოდნენ სუსტი მკლავის მქონენი. იარაღიც ხომ არ იყო ჯერ მოგონილი, ხოლო ის, რასაც ბუნება იძლეოდა მზამზარეულად – ქვა, კეტი – ამასაც მკლავით ძლიერი უკეთ იმარჯვებდა. საინტერესოა, რომ ჩვენი ხალხი სიტყვა იარაღს დღესაც ორმაგი – საომარი და სამუშაო – მნიშვნელობით ხმარობს. ვინაა თავდაპირველად ხელის-უფალი, ძალის მატარებელი? პიროვნება თუ კოლექტივი? მე ვფიქრობ, პიროვნება, ხელიც ხომ მას აბია, კოლექტივს კი არა. პირველყოფილი ადამიანი მოკლებულია განყენებულ აზროვნებას. მაგრამ ის მაინც კოლექტიურად ცხოვრობს, ჯგუფ-ჯგუფად და ეს ზნე დაჰყვა მას კიდევ ცხოველური მდგომარეობიდან. ოჯახი, ყოველ შემთხვევაში, პირველი უჯრედია ადამიანთა ჯგუფური ცხოვრებისა, ის დიდიცაა, შეიცავს მრავალ წყვილს ორთავე სქესისა. აქ, მკლავის გარდა, ხნოვანობაც ფასობს: ძალის მატარებელია ოჯახის მამა, უფროსი ხმოვანობით, მის ავტორიტეტს ცნობილობს დიდი და პატარა. ოჯახის დამაარსებელი, რასაკვირველია, მკლავითაც ძლიერი უნდა ყოფილიყო, უამისოდ არ შეეძლო ჯერ კიდევ შიშველი ძალმომრეობის ხანაში ასეთი მისსია ეკისრნა. სხვადასხვა ოჯახნი, გვარნი მუდმივ შუღლში არიან ურთიერთშორის, ერთის მიერ მეორის დამორჩილება, თვითმოსპობაც საერთო წესია. თავდასხმა და თავდაცვა ერთმანეთს ცვლის გამუდმებით. გამარჯვებული დამარცხებულზე ავრცელებს თავის ძალას, ხელს. ჩვენი მატიანიდან ცნობილი მამასახლისი სწორედ ასეთი ძალის, ხელის მატარებელია უფრო განიერ სივრცეზედ მრავალ გვაროვნობათა მიმართ. სახელი დარჩა ძველი და, იმავე დროს, ახალიც – მამა სახლისა ანუ ოჯახისა, ხოლო შინაარსით – უფალი მთელი მხარისა. დიასახლისი დარჩა მხოლოდ დედა სახლისა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მისი გავლენა სხვა ოჯახზე, გვარზე არ გადასულა, ყოველ შემთხვევაში, მემატიანე სდუმს ამის შესახებ. 108 მაგრამ ეს არ გვიშლის ვიფიქროთ, როგორც ანთროპოლოგნი ამტკიცებენ, რომ პირველი ოჯახის დამაარსებელი შეიძლება დედა იყო და არა მამა: პატრიარქატის ადრე მატრიარქატი არსებობდაო. ნიკო მარი 1 ამას ასაბუთებდა სიტყვების წყობით: დედ-მამა, ცოლ-ქმარი, და-ძმა... ყველგან მდედრობითი სქესი მამრობითის წინაა. მაგრამ, გარდა ლინგვისტურისა, სხვა საბუთებიც იყო ამისათვის: ქალი თავის აგებულებით, შვილოსნობით, კერაზე მიკრული იყო, ხოლო კაცი გარეთ ატარებდა უმეტეს დროს, მაგალითად, ნადირობდა. ქალზე უკვე არ შეიძლება ითქვას, რომ ის კაცზე უფრო ძლიერი იყო მკლავითაც, ამიტომ უპირატესობა ბოლოს და ბოლოს უკანასკნელს რჩება. მამასახლისობას, თუ მატიანეს დავუჯერებთ, მეფობა მოჰყვა ჩვენში. აქაც პიროვნების(და არა კოლექტივის) ძალაზეა ლაპარაკი. სამეფო და სახელმწიფო ერთსა და იმავეს ნიშნავს, მაგრამ განსხვავებაც არის მათ შორის: პირველი უთუოდ მეფესაც გულისხმობს, მაშინ როდესაც მეორის მეთაური შეიძლება მეფე არ იყოს. აქედან სიტყვა„სახელმწიფო“ უფროა ხმარებაში. ქართულად კი ეს ბუნებრივიცაა, რადგან პირდაპირ გვიჩვენებს ძალის წყაროს – ხელს. სამაგიეროდ, ახალდაქორწინებულთ, ვინც არ უნდა იყვნენ, მეფე-დედოფალს ვეძახით! ამასაც თავისი აზრი აქვს, რადგან მიგვითითებს ქმრის უპირატესობაზე ცოლთან შედარებით და ოჯახის დიდ მნიშვნელობაზე, როგორც თვით სამეფოს პროტოტიპზე. მამასახლისი, უფრო გვიან – მეფე, მხედარი იყო, მკლავით სხვებზე ძლიერი, მაშასადამე, შეიარაღებული ბრბოს ბელადიც. შემდეგ ბელადი სარდლად იქცა, ბრბო – ჯარად და აქ კი უფრო მკაფიოდ ცხადდება ხელისუფლების პიროვნული თვისება, რადგან სამხედრო საქმე თავისივე ბუნებით ერთ მეთაურს, სარდალს მოითხოვს. რამდენად მჭიდროა ისტორიულად მეფისა და სარდლის ერთ პიროვნებაში შეტყუპება, ეს იქედანაც ჩანს, რომ ევროპის მეფენი დღესაც„მუზარდ-ჩაფხუტში“ გვევლინებიან, თუმცა ზოგს თოფის-წამლის სუნიც არ სცემია! მეფისა და სარდლის ხელობა ერთმანეთს ახალ ხანაში დაშორდა. ახალი ხანის მოვლენაა ისიც, რომ მეფე მეფობს, მაგრამ 1 ნიკო მარი( 1865 1934 ) – ფილოლოგი; XX საუკუნის I ნახევრის მნიშვნელოვანი, გავლენიანი და მასშტაბური ლინგვისტი რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში(რედ.). 109 არ მმართველობს, როგორც იტყვიან. მას ჩამოაცალეს არა მარტო სარდლობა, სხვა„ხელობაც“: გამგებლობა, მსაჯულება.... პირველ ადგილს იჭერს მთავრობა. ძველად ასე ესმოდათ, ალბათ, მთავრობა მთავრის პირველობას, მეთაურობას აღნიშნავდა, მაშინ, როდესაც დღეს მთავრობა უმთავროდ საერთო წესია. უნდა ითქვას, პირველი ხელისუფლიდან მთავრობამდე განვითარების დიდი მანძილია, მრავალი საუკუნე, ათასეული წლები. ჯერ თვით ხელის-უფალიც უბრალო მფლობელად არის წარმოდგენილი რამე საგნისა, რაც ზემოთაც დავინახეთ. იმდენად აღმოუფხვრელია ეს წარმოდგენა საუკუნეთა გასწვრივ, რომ მეფენი და მთავარნი ქვეყნისა და ხალხის მფლობელად იხსენიებიან. დემოკრატიული ინგლისის მეფე დღესაც ხმარობს თავის სეფე-სიტყვაში: „ჩემი ქვეყანა“,„ჩემი ხალხი“. უძველეს დროს ამ ფრაზებს ასეთი უმანკო ხასიათი როდი ჰქონდა მეფე იყო ყველასი და ყველაფრის არა სიმბოლური, არამედ ფიზიკური მფლობელი: მიწა-წყლის, ყოველი სულდგმულის, ადამიანის. პირველი მფლობელი მეფე არ იყო უეჭველად. უნდა ვიფიქროთ, რომ ვინც პირველად გააკეთა იარაღი, ჩასდო მასში თავისი შრომა, ისაა მისი მფლობელიც. აქედან ფლობის და განკარგულების, ე.ი. სრული საკუთრების შეგრძნება, თავდაპირველად იარაღზე ვრცელდება. იარაღს მისი გამკეთებელი თან ატარებს, ძილშიც განუყრელია მისგან, საფლავშიც კი ატანენ მას, როცა მოკვდება. შემდეგ საკუთრების სფერო ფართოვდება, იარაღიდან სხვა მოძრავ საგნებზეც გადადის, ყოველ სულდგმულზე, თვით ადამიანზე. ადამიანის ადამიანისაგან დასაკუთრება კი შლის პირველყოფილ ოჯახურ სისხლ-ნათესაურ ურთიერთობას და ქმნის დაჯგუფებას, სადაც ძალა და ძალმომრეობა ნამდვილი დამაკავშირებელი დუღაბია. აქ უკვე საქმე გვაქვს სახელმწიფოს პირველ ჩანასახთან. სათავეში მყოფი ხელისუფალი თავისთვის იჩემებს ყველასა და ყველაფერს, უფალი ღვთაება ხდება. ჩვენ ვიცით, რომ აღმოსავლეთის დიდ დესპოტებს თაყვანსა სცემდნენ, მზესა და მთვარეს ადარებდნენ, ადამიანებს სწირავდნენ. მაგრამ ეს ძალმომრეობა და შიში მაინც ვერ ახერხებს გაუქარწყლოს ადამიანს ხსოვნა, რომ ისიც იყო ოდესღაც რაღაცის მქონე და ახლა კი არაფრის მქონეა, თვითონაც სხვის კუთვნილებაა. განა საეჭვოა, რომ შეტაკება, ბრძოლა კუთვნილ და მიმკუთვნელ ადამიანთა შორის გარდაუვალია? შინაარსი და ფორმა ამ ბრძოლისა ერთნაირი არაა, რაც უფრო უკან 110 იხედები გასული საუკუნეებისაკენ, მით უფრო ველური და ბარბაროსული გეჩვენება ისინი. 1 აქედან, მონობის წარმოშობა შორეული წარსულის წყვდიადში უნდა ვეძიოთ. დასაწყისში მონისა და მისი უფალის ურთიერთობა უთუოდ უშუალო იყო, პირველსა ფლობდა მეორე, როგორც ყოველ სხვა საგანს, უსულოს თუ სულიერს, უნდოდა – ამუშავებდა, გაყიდიდა, გააჩუქებდა; უნდოდა – მტერს შეაკლავდა ან თვითონ დაკლავდა, შეიწირავდა. ერთი სიტყვით, მის სრულ განკარგულებაში იყო. მაგრამ იყო შემთხვევებიც, როცა უფალი ათავისუფლებდა მონას და უკანასკნელი თვითონ იმონებდა სხვებს, ხდებოდა მონათა მფლობელი. ეს მით უფრო ბუნებრივი იყო, რომ პირველი უფალის სამფლობელო თანდათან ფართოვდებოდა, მისი მოვლა რთულდებოდა, მოითხოვდა დამხმარეთ. ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს დამხმარენი, თუ არა მხედარნი, რომელთა მეთაური მუდმივ ომს აწარმოებდა, ესხმოდა, სრავდა თუ თავს იცავდა. აი, ეს მხედარნი თავისუფლდებიან მონობისგან, თვითონ იძენენ მონებს. მათი ხელობაც ომია და არა მუშაობა. მხედართა გვერდით თქვენ ხედავთ ქურუმებს, რომელთა დახმარება მით უფრო აუცილებელია, რაც უფრო ძლიერია ჯერ კიდევ ცრუმორწმუნეობა, წარმართობა. აქედან – ესეც ახალი ხელობა. ხელობის გვერდით ხელოსნობაც მნიშვნელოვან ადგილს იჭერს თანდათან. სხვა არა იყოს რა, წავიდა ის დრო, როცა უფალი-მხედარი თვითონ აკეთებდა საომარ იარაღს. უკანასკნელი უმჯობესდება, დიდია მოთხოვნილებაც მასზე, საჭიროა ცალკე კატეგორია მონებისა, რომელიც მარტო იარაღს აკეთებს, სხვას არაფერს. აი, ხელოსნობაც. ხელოსანს შეგირდებიც ჰყავს, მონები. მაშ, შეიძლება, თვითონ უსტაბაში გათავისუფლდეს, თუმცა ეს არაა კიდევ აუცილებელი. ასე წარმოიშვა მთელი რიგი სხვა ხელოსნებისა: ხურო, მჭედელი, თერძი და სხვ. მხედარნი, ქურუმნი, ხელოსნები დროთა განმავლობაში კასტებად იქცევიან, იყინებიან, მემკვიდრეობით გადადის მათი ხელობა. მეფობის დროს სახელმწიფო უკვე ჩამოსხმულია იერარქიულად: ზევით მეფე, ქვევით მხედარნი, ქურუმნი, ხელოსნები, ბოლოს – ხალხი, მონად ქცეული. ამ დროს ახალი ხელობაც ბევრი ჩნდება: წესიერების დამცველნი, ხარკის ამკრეფნი, მდივნები, მსაჯულნი, 1 აკაკი ჩხენკელი, როგორც მარქსისტული თეორიის მიმდევარი, ისტორიას კარლ მარქსისეული ინტერპრეტაციით კითხულობს. შესაბამისად, ტექსტში ვხედავთ ისტორიული ფორმაციების მარქსისტულ განმარტებებს პირველყოფილური საზოგადოებიდან დღევანდელ ეპოქამდე. ისტორიის მსგავსად წაკითხვა საკმაოდ გავრცელებული იყო და არის მემარცხენე ტრადიციაში(რედ.). 111 მოურავნი, დიდებულნი, ნაზირ-ვაზირნი, ერთის სიტყვით, ბიუროკატია, რომლის როლი, რაც დრო გადის, დიდდება. ზემოთა ვსთქვი, რომ ზოგჯერ მონაც თავისუფლდებოდა-მეთქი. რას ნიშნავს ეს? ის ხდებოდა თავის-უფალი, ე.ი. სხვა არავინ იყო მისი უფალი. ეხლა ის სხვის უფლად ქცევას ლამობს. მონობის ხანაში სხვაგვარად ვერც კი წარმოიდგენდნენ თავისუფლებას: რა თავისუფალია, თუ მონა არა ჰყავს, თუ არ ღვრის მისთვის ოფლს, არ ათავისუფლებს მას შრომისგან! ყველას მისწრაფება იყო, მაშასადამე, არა მონობის მოსპობა საზოგადოდ, არამედ თავის და სხვის უფლად გახდომა. მაგრამ დროთა ვითარებაში ეს უფრო და უფრო ძნელი ხდება. იერარქიულად ჩამოსხმული სახელმწიფო ამას ეწინააღმდეგება, კასტებიც თავის პრივილეგიებს იცავენ, არ უშვებენ შავ ხალხს თავის წრეში. უფრო უარესიც: ხშირად ახლად გათავისუფლებულს ისევ მონობის უღელში უკარავენ თავს. დგება დრო, როცა თავისუფლად ყოფნაც ფასდება(თუ გინდ სხვისი უფალიც ვერ გახდე). იწყებენ მის დაცვას, ეძებენ მფარველს, რადგან საკუთარის ძალით დაცვა არც ისე უზრუნველყოფილია. და ასეთ მფარველსაც ნახულობენ. თავდაპირველად ეს ყოფილი უფალია, შემდეგ უფლის უფალი, რომელიც მასზე ძლიერია და ბოლოს ყველასი უფალი – მეფე. როგორც ხედავთ, უმაღლეს საფეხურს(ვსთქვათ, ტახტს) არავითარი უშუალო კავშირი არა აქვს ყოფილ მონასთან, დღეს კი თავისუფალთან. მეფე ისე შორსაა, რომ ის უჩინარი ხდება მისთვის, უზენაესი და, მიუხედავად ამისა, რიდი (უკეთ, შიში) მეფის წინაშე იცავს მას ძალმომრეობისგან. აი, აქ ცხადდება პირველად ხელის-უფალი თავისი ნამდვილი მნიშვნელობით. ხელი უკვე არ აღნიშნავს შიშველ მკლავს, ისე, როგორც უფალი არ მოასწავებს უშუალო ფლობას, საკუთრებას. ხელი დარჩა ხმარებაში, როგორც სიმბოლო, ხოლო ნამდვილად ნიშნავს ავტორიტეტს და ასახიერებს მას დიდი უფალი – მეფე, აქედან – ხელისუფლებაც. მეორე მხრით, სიტყვა„თავის-უფალი“ თანდათან ზოგად ცნებად იქცევა, ტყუპდება –„თავისუფლება“, და მოასწავებს არა მარტო თავის თავის, არამედ სხვების, ყველას უფლებას. რასაკვირველია, ძველად ყველას უფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ასეთი რამ ბუნებაშიც არ მოიპოვებოდა, როგორც იტყვიან. უთანასწორობა საერთო წესი იყო, ერთს მეტი უფლება ჰქონდა, მეორეს – ნაკლები, მონას კი სულაც არ ჰქონდა იგი, უუფლებო იყო. 112 მაგრამ დგება დრო, როცა მონის სიკვდილ-სიცოცხლეს არ სწყვეტს უშუალოდ მისი უფალი, ერევა გარეშე ძალა, ხელისუფლება. აქ ეყოფა ერთმანეთს კერძო და საჯარო უფლება: ის, რაც ცალკე ადამიანის უფლებაშია, და ის, რაც მასზე ზევით მდგომს, მეფეს და მის მოხელეთ ეკუთვნით. ამრიგად, ზოგადი ცნება„უფლება“ მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო წარმოეშვა. მართლაც, თუ ყველანი თავისუფალი არიან და არავინაა მათი უფლებრივი ურთიერთობის გამწესრიგებელი, ზედმეტია სახელმწიფოზე ლაპარაკი; საქმე გაქვთ თვითნებობასთან, ქაოსთან. ასეთი მდგომარეობა ცხოველებსაც არ სჩვევიათ, არათუ, ადამიანებს. პირველყოფილ საზოგადოებაშიც რაღაც წესი არსებობდა, რომელიც გადადიოდა თაობიდან თაობაზე, იქცეოდა ზნე-ჩვეულებად, ადათად, იღებდა სარწმუნეობრივი დოგმის სახესაც. ყველა ეს დაუშრეტელი წყარო იყო სახელმწიფოს მიერ უფლების შესაქმენლად, დასამკვიდრებლად. აიღეთ, როგორც მაგალითი, მოსეს ათი მცნება, რომელმაც ასეთი დიდი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში. როცა ის გაჩნდა, ებრაელებს არ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო, დაძრწოდენ უდაბნოში, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი ცხოვრობდენ ფარაონთა სახელმწიფოში – ეგვიპტეში, საიდანაც გავიდნენ და თან წაიღეს შეგნება იმაზე, რაა დასაშვები თუ დაუშვებელი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ და სხვ. – უთუოდ საყოველთაო წესად, ნორმად იყო აღიარებული ფარაონთა ეგვიპტეში და ვინც დაარღვევდა, ისჯებოდა მოხელეთა მიერ. როცა გავიდენ, ებრაელთ მოხელენი თან არ გაჰყოლიათ, ამიტომ არღვევდნენ კიდეც. და გაჩნდა ათი მცნება და ხალხის დაყოფა ნათესაობის მიხედვით და უფროსების მიჩენა. ეს უკან დახევა იყო შედარებით იმასთან, რაც ეგვიპტეში არსებობდა, მაგრამ შემდეგ, როცა სახელმწიფოდ იქცენ, ებრაელებმაც შემოიღეს ხელისუფლება, დამოუკიდებლად ნათესაობისა. ხელისუფლების სფერო თავდაპირველად დანაშაულზე ვრცელდებოდა და დასჯაც, თითქო, წინანდელ ადათს, სისხლის აღებას უდრიდა. ქართული გამოთქმა: სისხლის სამართალი, ნათლად მოწმობს ამას. მაგრამ დროთა ვითარებაში ხელისუფლება უფრო ჰუმანური, ადამიანური ხდება. დასჯას სარჩულად უდევს არა შურისძიება, არამედ მიზანშეწონილება, რათა სახელმწიფო დაცულ იქნეს მავნე ელემენტებისაგან; იმავე დროს, ადამიანთა ქონებრივი დამოკიდებულებაც, დავა მათ შორის ნივთზე თანდათან ეყოფა სისხლის სამართლის სფეროს და შეადგენს სამოქალა- 113 ქო სამართალს, სადაც ლაპარაკია არა დანაშაულსა და დასჯაზე, არამედ საკუთრების დარღვევასა და მის აღდგენაზე. არავისა აქვს უფლება, გარდა სპეციალურად მიყენებული მოხელისა, თვითონ იკისროს დამნაშავის დასჯა, გასამართლება ან კიდევ ქონებრივი დავის თავის ჭკუაზე, ნებაზე გადაჭრა. ყველა ეს შედის საჯარო ხელისფლების – pouvoir public – სფეროში, მის უფლებასა და მოვალეობას შეადგენს. მოხელე არაა პირადად დაინტერესებული ჩადენილ დანაშაულში, არც ქონებრივ დავაში, ამიტომ მისი მსჯავრიც, გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან, შედარებით უფრო მიუდგომელია და სამართლიანი. მაგრამ, გარდა კერძო უფლების დაცვისა, ხელისუფლებას აუარებელი სხვა მოვალეობაც აწევს კისერზე: სახელმწიფოს დაცვა გარეშე მტრებისგან და ამისათვის შეიარაღებული ძალის შენახვა, გზების გაყვანა და სხვ. წარმოება-ვაჭრობაც ხომ განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს, აგრეთვე: ხელოვნება, მეცნიერება, საზოგადო განათლების საქმე. არაა საჭირო ყველა დარგის ჩამოთვლა, ეგ ძნელიცაა, რადგან რაც დრო გადის, მათი რიცხვიც მატულობს. მატულობს პარალელურად სახელმწიფო დაწესებულებათა და მოხელეთა რიცხვი, რომელთა შესანახავად ხელისუფლება აწესებს გადასახადებს. ყველა ეს წესები, ბრძანებები, კანონები, გამომდინარე საჯარო ხელისუფლებიდან, სავალდებულოა ხალხისთვის და თვითოეული მისი წევრისათვის; ვინც არ ემორჩილება, ეურჩის მათ, ისჯება. მაშასადამე, სახელმწიფო, პირველ ყოვლისა, ძალდატანებითი ორგანიზაციაა, რომლის ხელისუფლება მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ბნელია და ურჩი თვით ხალხი. ცოტა რამ ისტორიიდან სახელმწიფოს არსებობის პირველ ხანებში ხელისუფლება სხვაგვარად არ შეეძლო წარმოედგინა ხალხს, თუ არა შიშველი ძალმომრეობა, მტარვალობა. ეს ბუნებრივიცაა ჯერ იმიტომ, რომ ხალხის უმრავლესობა მონებისგან შედგებოდა, რომლის ოფლი და სისხლი სახელმწიფოს ნამდვილი ფუძე იყო, და, თუ მაინც კისრულობს ვინმე მისი სიცოცხლის შენახვას, ეს არც კი განირჩევა ოთხფეხი ცხოველის შენახვისაგან, რომელიც არანაკლებ საჭირო იყო მისი პატრონისთვის. სხვა არა იყოს რა, მონის შრომამ შეაძ- 114 ლებინა მცირე რჩეულთ, როგორც იტყოდა არისტოტელე, გამოეყენებინათ თავიანთი დრო ხელოვნების, ფილოსოფიის, მეცნიერების შესაქმნელად. მაგრამ, გარდა რჩეულთა(ბერძნები მათ ეძახდენ aristos და უმატებდენ kratos – ძალა, საიდანაც წარმოსდგა არისტოკრატია, ე. ი. რჩეულთა ხელისუფლება), იყო თავისუფალი ხალხი, რომელიც უშუალოდ განაგებდა საქვეყნო საქმეებს(ბერძნულად – demos; აქედან –დემოკრატიაც, სახალხო ხელისუფლება). მსგავსად ამისა, ძველ რომშიც ვხვდებით, ერთი მხრით, პატრიციებს 1 და, მეორე მხრით, პლებეებს 2 , რომელთა შორის ბრძოლას მწვავე ხასიათი ჰქონდა და მისი საგანი ხელისუფლებისათვის ქიშპობა იყო. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ქვეყნის მართვა-გამგეობა უკვე არ ითვლება უბრალო ძალმომრეობად, აღიარებენ მის საჭიროებას, აუცილებლობას და მხოლოდ დაობენ იმაზე, ვის შეუძლია უკეთ გაუძღვეს მას. წინააღმდეგ იმისა, რასაც ვხედავთ აღმოსავლეთში, სადაც სუფევდა მეფე-დესპოტის ნება, ხშირად თვითნებობა, ძველ საბერძნეთსა და რომში ხალხი გამოდის ასპარეზზე, პრივილეგიური წრეების გვერდით და ესენი იჩემებენ საქვეყნო საქმეებს ( res publica ). აქვე ჩაისახა პირველად ხელისუფლების გასამება: კანონმდებლობა, ასრულება, მართლმსაჯულება, რომელიც ახალ ხანაში ერთგვარ დოგმად იქცევა. მაგრამ რომი, ისე როგორც მის ადრე საბერძნეთი, ჩაიფლო შინაგან წინააღმდეგობათა წუმპეში. ხელისუფლება გადაბიჭდა ისევ თვითნებობად, ტირანიად, ცეზარიზმად, რომლის წინაშე თავისუფალნიც მონად იქცენ და, ამრიგად, საქვეყნო საქმეებს მოაკლდა მათი მზრუნველობა. თვით ქვეყნის ბედსაც გულგრილად უცქერენ ისინი. ნუ დავივიწყებთ, დემოსი და პლებსი ისედაც მთელი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდენ და უმრავლესობა უუფლებო მონები იყვნენ. დადგა საბედისწერო ხანა რომისათვის, როცა მას კარზე მოადგენ ჩრდილოეთიდან გერმანული მოდგმის ბარბაროსები და მილეწ-მოლეწეს ოდესმე უძლიერესი იმპერია. იწყება საშუალო საუკუნეები მისი ფეოდალიზმით, ბატონყმობით, ინკვიზიციით, გაუთავებელი ომებით, რომელთა მეოხებით ჩნდება დიდი სახელმწიფო-ერთეულები. 1 პატრიციები – ანტიკურ რომში არსებული სოციალური ფენა, რომელსაც ჰქონდა საკუთრება და პოლიტიკური უფლებები(რედ.). 2 პლებეები – ანტიკური რომის არასრულფასოვანი მოქალაქეები(რედ.). 115 ეს უკვე ახალი ხანაა, როცა მეფე განაგებს ქვეყანას„ნებითა ღვთისათა“. ნამდვილად კი ბიუროკრატია ეპატრონება ყველასა და ყველაფერს. აბსოლუტური მონარქიის დასაყრდნობი ბიუროს ხალხია, მოხელენი და ესენი კი ცხოვრების ყოველ მხარეს, ინდივიდუალურ თუ საზოგადოებრივ ყოველ ნაბიჯს სასტიკ რეგლამენტაციას უმორჩილებენ. თითქო ყველანი თანასწორი არიან ხელისუფლების წინაშე, ნამდვილად კი თანასწორობა გამოიხატება უუფლებობაში; ხდება ატომიზაცია და ნიველიზაცია მთელი ხალხისა, თვითმოქმედება და თაოსნობა, ინიციატივა დევნილია... რაღა გავაგრძელო, ზევით – აბსოლუტური მონარქი(უკეთ, ბიუროკრატია) და მისი„თაიგული“ – კამარილია, ქვევით – მთელი ხალხი, მისი ქვეშევრდომნი. ინგლისელმა ჰობსმა 1 ლევიათანი, ანუ გველეშაპი უწოდა ასეთ სახელმწიფოს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში. გამოდის: ამრიგად, თითქო ადამიანმა იმიტომ შექმნა სახელმწიფო, რომ თავის თავი დაება! მაგრამ აბსოლუტიზმს თავისი დადებითი მხარეც ბევრი ჰქონდა, რომელიც სჭარბობდა უარყოფითს. ჯერ ერთი, მან ალაგმა ფეოდალთა თავგასულობა, ბატონისა და ყმის ურთიერთობა განსაზღვრულ ნორმებში ჩასვა, რომლის დარღვევისათვის ყმას შეეძლო შეეჩივლა მეფის მოხელისა და მსაჯულისათვის. დიდი ტერიტორიისა და მოსახლეობის ერთ სახელმწიფოს ჭერქვეშ მოქცევა უაღრესად ავითარებს წარმოება-ვაჭრობას, ქმნის დიდ ქალაქებს, ბურჟუაზიას, რომელიც სათავეში მოჰყვება განმათავისუფლებელ მოძრაობას აბსოლუტიზმის ბორკილებისაგან. მაგრამ აბსოლუტიზმს განმანათლებელსაც ეძახიან. რატომ? სატახტო ქალაქი და თვით ტახტი გადაიქცა ერთგვარ ცენტრად, სადაც მწერლობა, ხელოვნება, მეცნიერება აღწევს უდიდეს განვითარებას. ამ გონებრივ მუშაობაში თავდაპირველად კეთილშობილნი სჭარბობენ, ხოლო შემდეგ მასში მონაწილეობენ უბრალო მომაკვდავნიც, გამოსულნი მდიდარი ოჯახებიდან და მათი გავლენა იმდენად იზრდება თანდათან, რომ კეთილშობილნი და ტახტი მოგერიებაზე გადადიან. ამ დროს წარმოიშვა სახელმწიფოს მართვა-გამგეობის თეორიული დასაბუთება, უფლების მეცნიერება; გაჩნდა ხელისუფლების ნამდვილი მატარებელი – მთავრობა, როგორც კოლეგია; ადამიანი და მისი უფლება განსაკუთრებულ 1 თომას ჰობსი( 1588 1679 ) – ინგლისელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე; ჰობსის მთავარ ნაშრომად ითვლება„ლევიათანი“, რომელიც ევროპული პოლიტიკური აზრის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ტექსტია(რედ.). 116 ღირებულებად იქნა აღიარებული: თუ მას აწევს მოვალეობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფოსაც აწევს მოვალეობა ადამიანის მიმართო. ერთის სიტყვით, ხდება ნამდვილი რევოლუცია, ჯერ მხოლოდ თეორიული, ფსიქოლოგიური, რომელიც არ აყოვნებს, პრაქტიკაში გადავიდეს და გადაიქცეს მძლავრ ხალხოსნურ მოძრაობად მთელი წყობილების წინააღმდეგ. აბსოლუტიზმმა, მართალია, ალაგმა ფეოდალები, მაგრამ ბოლოს ისინი ტახტის მსახურებად აქცია და ბევრი წინანდელი პრივილეგიები შეანარჩუნა, რომელთა ქვეშ გმინავენ გლეხები. ქალაქშიც ბურჟუაზია ვერ პოვებს წინანდელ მფარველობას ტახტის მხრით; უკანასკნელი, პირიქით, ადებს მას უფრო და უფრო აუტანელ გადასახადებს. წარმოება-ვაჭრობაც ვერ შლის ფრთას და ამის მიზეზი ძველადანვე დარჩენილი ამქრული სალტეებია. სიღატაკე სოფლიდან ქალაქში ერეკება გლეხებს, სადაც ისედაც ბევრა მუშაა; ჯერ კიდევ ნორჩი სამანუფაქტურო წარმოება ვერ იტევს მათ, უმუშევრობა და უკმაყოფილება იპყრობს მშრომელ ხალხს. იწყება ხანა დიდი და პატარა რევოლუციებისა, რომელიც ათეული წლების შესვენებით, ერთი ქვეყნის მეორეთი შეცვლით, მთელს დასავლეთ ევროპას ედება და გრძელდება მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე. ეს ორი საუკუნე გაჟღენთილია სისხლით. ომები გარედან და არეულობანი შიგნით ერთმანეთს სცვლიან, უამრავი ხალხი იმსხვერპლა ცეცხლმა და მახვილმა, მაგრამ მიღწევებიც დიდია, განუზომელი. ყველგან, ბოლოს და ბოლოს, ბურჟუაზია იმარჯვებს; ქვეშევრდომი მოქალაქედ იქცევა; მყარდება თავისუფლება სიტყვის, წერის, კავშირების. საძირკველი ეყრება ახალ სოციალ-ეკონომიკურ წყობილებას – კაპიტალიზმს; პოლიტიკაშიც იმარჯვებს ხალხოსნური პრინციპი, სახელმწიფოს განაგებენ„ნებითა ხალხისა“, რომლის გამომხატველი პარლამენტია; კერძო და საჯარო უფლება ზუსტად გამიჯნულია და პოვებს თავის განსახიერებას უფლებრივ სახელმწიფოში, სადაც თვითნებობა აღკვეთილია. კაპიტალისტურმა ხანამ, აღსავსემ პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნებით, ადამიანი თავისუფალი გახადა, ის არაა არავის ყმა, არც მონა ან ქვეშევრდომი, არ არის მიჯაჭული მიწაზე, არც დაზგაზე; მიდი-მოდის, სადაც უნდა, ერთი სიტყვით, ცა ქუდი და მიწა ქალამანია მისთვის, ხალხური თქმულების არ იყოს. 117 მაგრამ ეს უაღრესი მიღწევაც უფრო წუთიერი გატაცება გამოდგა, ვინემ სინამდვილე, უფრო სიტყვა, ვინემ საქმე. თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა ჯერ კიდევ მისაღწევი იდეალია, თუმცა, ცხადია, რევოლუციების დიდი მემკვიდრეობა ჩვენ უკვე გვაახლოებს მის განხორციელებასთან, ერთი დიდი ეტაპი გავლილია. ბურჟუაზიამ გაიამხანაგა მუშები ბარიკადებზედ ბრძოლაში და არა გამარჯვებაში, მისი ნაყოფის სამართლიანად განაწილებაში. თავისუფლება მოასწავებდა ბურჟუაზიისათვის წარმოება-ვაჭრობის განუსაზღვრელ განვითარებას და ამისათვის მუშების კიდევ უფრო განუსაზღვრელ ექსპლუატაციას. უკანასკნელნი თავიანთი ნებით ებმიან ამ ახალ უღელში, რადგან მათ, გარდა სამუშაო ძალისა, სხვა საკუთრება არ გააჩნიათ, პროლეტარები არიან. ეს სიტყვა კიდევაც იყო ცნობილი ძველ რომში – proletarius – და მას მცხოვრებთა დიდ უმეტესობას ეძახდენ. მაგრამ მე-19 საუკუნეში სულ ახალი მნიშვნელობა მიეცა მას. ვეება ფაბრიკა-ქარხნების ჭერქვეშ, ერთსა და იმავე შრომის პირობებში მოქცეულნი, მუშები უახლოვდებიან ერთმანეთს, გრძნობენ სოლიდარობას და ამჟღავნებენ კიდეც მას, მით უფრო, პოლიტიკურად უკვე თავისუფალნი არიან. გახსოვთ, ბურჟუაზია თავის რევოლუციურ გმირულ ხანაში მესამე წოდებას ეძახოდა თავის თავს, განსხვავებით პირველი და მეორე წოდებისაგან, სასულიერო და საერო თავადაზნაურობისაგან. მაგრამ რევოლუციებმა წოდებანი გააუქმა, ყველანი თანასწორი გახადა პოლიტიკურად. მაშასადამე, მუშებსაც არ შეეძლოთ მეოთხე წოდებად გამოეცხადებინათ თავი. აქედან დამკვიდრდა ახალი სიტყვა –„კლასი“,„მუშათა კლასი“. ესეც ცნობილი იყო ძველ რომში: დიდ მემამულეთ, ლატიფუნდიების მფლობელთ, სხვადასხვა კლასებად ყოფდენ მაშინ სამფლობელოს სივრცის მიხედვით. ბურჟუაზია და პროლეტარიატიც, მსგავსად ამისა, ნივთიერად განირჩევიან ერთმანეთისგან. არის სხვადასხვა კლასი, აქედან წარმოსდგება„კლასთა ბრძოლაც“. კლასთა ბრძოლას პირველ ხანებში ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ ის, ძალაუნებურად, პოლიტიკურად იქცა(აქედან – პარტიების წარმოშობაც). გახსოვთ ჟიროდისტების 1 და იაკობინების 2 კლუბების როლი საფრანგეთის დიდ რევოლუციაში?! კლუბები 1 ჟირონდა – პოლიტიკური გაერთიანება დიდი ფრანგული რევოლუციის ( 1789 ) შემდგომ პერიოდში(რედ.). 2 იაკობინები –(იგულისხ.) იაკობინელთა კლუბი – პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შემდგომში პოლიტიკურ ძალაუფლებას იღებს ხელში ( 1793 1794 )(რედ.). 118 იგივე ორგანიზაციებია, რომელებსაც თანდათან მუდმივი ხასიათი ეძლევა, თავისი წესდებითა და პროგრამით. კლასები და პარტიები გაუგონარ დინამიკურ ძალად იქცევიან და ბრძოლა მათ შორის იღებს ისეთ სიმწვავეს, ისეთ დიმენსიას, რომ სხვა ყველაფერი ამ მთავარი ღერძის ირგვლივ ტრიალებს თანამედროვე სახელმწიფოში. ძალაუფლებაც სადავო საგნად იქცევა კლასთა შორის, ყველანი მის ხელში ჩაგდებას ესწრაფვიან – ხელისუფლება მათი მიზანია. მუშების დარაზმულობა სამ შტოდ – პარტია, სინდიკატი, კოოპერატივი – და მათი აქტიური მონაწილეობა სახელმწიფო, საერობო, საქალაქო, სასოფლო მართველობაში იღებს ისეთ განვითარებას, რომ კლასის ჩარჩოები განიერდება თანდათან და შიგ იტევს არა მარტო მუშას, არამედ გლეხსაც, ხელოსანს, მიკიტანს, მოხელეს, ინტელიგენციას, ე.ი. ყველა იმათ, ვინც თავისი და არა სხვისი შრომით ცხოვრობს, ერთი სიტყვით, მთელს ეგრეთ წოდებულ წვრილ ბურჟუაზიას. ხმარებაში შემოდის მუშათა კლასის გვერდით, ან კიდევ მის მაგიერ„ მშრომელი კლასი“, რომელიც თავისი რაოდენობით ხალხის დიდ უმრავლესობას შეადგენს; ის არის, თუ გნებავთ, თვით ხალხი, დემოკრატია. მმართველი კლასის დარაზმულობა არც ისე იმპოზანტურია გარეგნულად, ერთი იმიტომ, რომ მსხვილი ბურჟუაზია მცირერიცხოვანია; მეორეც იმიტომ, რომ მას არ ეჭირვება, გაურბის კიდეც თავის ძლიერების გამოფენას. განა მისი წრიდან არაა გამოსული მთავრობა, ჯარის, ადმინისტრაციის, მართლმსაჯულების მეთაურნი? უკეთესი ორგანიზაციები, აბა, ვისა აქვს?! საკმარისია, დიდი ქარხანა-ფაბრიკიდან ტელეფონის უბრალო აწკარუნება, რომ ხელისუფლების ყველა ბიუროიდან ერთი ალიაქოთი ასტეხონ„ურჩი ხალხის დასამშვიდებლად“; მთელი პოლიცია და ჯარი ფეხზე დადგეს და სახელმწიფო„განსაცდელში“ გამოაცხადონ. ეხლა ნახეთ დიდი პრესა, თუ როგორ მოსდოს ქვეყანას„ღალატი“ და ბევრი სხვა ოინები, რომელსაც ვითომ მუშათა ორგანიზაციები სახელმწიფოს წინააღმდეგ სჩადიან. დიდი ბანკების გავლენა? ტრესტების? კარტელების? მათი მეთაურები თითებზე ჩამოითვლებიან. საკმარისია, ერთ ბიუროში შეიკრიბონ და ითათბირონ, რომ მათი გადაწყვეტილება ხალხის„უზენაეს“ ნებად გამოცხადდეს და მის სისრულეში მოყვანას მთელი ბიუროკრატია შეუდგეს. დიდი ომის წინ ერთი ანეკდოტი დადიოდა ევროპაში: თუ გინდა გაიგო, იქნება თუ არა ომი, როტშილდის ცოლს მიმართეო! 119 მაგრამ დემოკრატიის ძლევამოსილების წინსვლამ ყველა დაბრკოლება, მაქინაცია სძლია და მისი ხმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანდათან ფარავს მმართველი წრეების ხმას. ეს ნორმალური ევოლუცია შესწყვიტა დიდმა ომმა, ხოლო მის გათავებას თითქმის ყველგან იგივე დემოკრატია მოჰყვა ქვეყნის მართვა-გამგეობის სათავეში. საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და საიდუმლო არჩევნები ძირითად უფლებად იქცა სახელმწიფო მმართველობაში, ისე, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში. ხელისუფლება„ნებითა ხალხისა“ სინამდვილედ იქცა... ... მე დავიწყე იმით, რომ დავსვი კითხვა: რაა სახელმწიფო? ვცადე ერთგვარი ანალიზი ხელისუფლებისა; მიმოვიხილე სახელმწიფოს განვითარების ზოგიერთი მნიშვნელოვანი საფეხური ისტორიაში და ახლა კი დროა წარვუდგინო მკითხველს ჩემი პასუხიც. სახელმწიფო არის ადამიანთა ისეთი შეერთება, რომელიც ერთი ხელისუფლების ქვეშ განსაზღვრულ ტერიტორიაზედ ცხოვრობს. სახელმწიფო უფლებრივი შეერთებაცაა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს უფლება ადამიანზე შეზღუდულია ადამიანის უფლებით სახელმწიფოზე. მოხდა ერთგვარი დაზავება, ნეიტრალიზაცია ორთავეს მოქიშპე ინტერესებისა და მისწარფებათა. სახელმწიფო, შეიძლება, მორალურ შეერთებად იქცეს და ეს იმდენად, რამდენადაც თითოეული მისი წევრი იჩემებს არა მარტო უფლებას, არამედ კისრულობს მოვალეობასაც, პატივი სცეს სხვისი, პირველ ყოვლისა, მთელის სახელმწიფოს უფლებას ყველაზე და თითოეულზე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მორალურ, ვინემ უფლებრივ შეერთებასთან. ასეთი ნებაყოფლობითი, მორალური შეერთება ადამიანთა უმაღლესი განვითარების ნაყოფია. მოწინავე ქვეყნათა და ერთა ისტორიული ხვედრი, საკაცობრიო იდეალი. სახელმწიფოს ადარებენ ორგანიზმს, ვითომ მას სული უდგია, აქვს ნებისყოფა, როგორც ცალკე ადამიანს. ეს ანალოგია სწორია, მოსწრებულიც, რამდენად ადამიანთა მექანიკური შეერთება ორგანულ შეერთებად ქცეულა, რამდენად ხალხი ეროვნებად გარდაქმნილა. გაიხსენეთ ყაჭი და მისგან გამოსული მატლი. ასეთია სახელმწიფოს და ერის ნათესაობა, მეტაფორა რომ ვიხმაროთ. მიტინგი დუშეთში, ტრიბუნასთან სიტყვით გამოდის თომას შოუ. ტიერი ბერიშვილის კოლექციიდან. 121 II ერი სახელმწიფო – ერი თავის ისტორიულ წინსვლაში სახელმწიფო აღწევს განვითარების იმ მაღალ საფეხურს, რომელიც მას ათანაბრებს ცოცხალ ორგანიზმთან. მართლაც, თუ ანალოგია მოსატანია, ესაა მხოლოდ ადამიანი, რომლის თვისებებს აწერენ სახელმწიფოს, რომლის აგებულებასა და არსს უკანასკნელის მოდელად იყენებენ. ეს მით უფრო ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს, როგორც შემქმნელი, ისე მკვლევარი, იგივე ადამიანია. თუ„დაბადებაში“ ვკითხულობთ, ადამიანს ღმერთმა შთაბერა თავისი სულიო, მეცნიერება ხომ ამბობს, პირიქით, რომ ღმერთი ადამიანმა შექმნა, მსგავსი თავის თავისაო! მაგრამ ადამიანის ქმნილება, როგორც დავინახეთ, სულაც არ იყო წინეთ ისეთი უნაკლულო, შედარებით, როგორიც დღესაა. წინა ისტორიულ ხანებსაც თვალი რომ ავარიდოთ, სახელმწიფო წარმოგვიდგება შიშველი ძალმომრეობის მექანიზმად. ხალხის დიდი უმრავლესობა მონა იყო, ყმა, ქვეშევრდომი, მოკლებული უფლებას, ხმას, გავლენას. რა თქმა უნდა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, მეორიდან – მესამეში, ისე როგორც თვით წყობილება – დესპოტიზმი, ფეოდალიზმი, აბსოლიუტიზმი – თავის თავად წინსვლას მოასწავებდა, მაგრამ მოსახლეობა, ხალხი მაინც არ წარმოადგენდა ამ ხანებში მთლიან ერთეულს, ორგანიზმს, ეროვნებას. აბსოლიუტიზმი, პირიქით, ხალხისა და საზოგადოების დაქსაქსვისაკენ, ადამიანის განმარტოებისაკენ იყო მიმართული, მაგრამ, პარალელურად, მეორე პროცესსაც ჰქონდა ადგილი, გამაერთიანებელს, და ეს ხდებოდა ნივთიერი და გონებრივი წარმატების მეოხებით. მაშინ იშვა დასავლეთში ნამდვილი სამწერლო ენა, რაიცა სინამდვილეში მწერლობის ხალხისთვის გასაგებ ენაზე მოვლინებას მოასწავებდა. თუ გავიხსენებთ, რა დიდი როლი ითამაშა მარტო რეფორმაციამ ლათინური ენისა და სქოლასტიზმის ბატონობისაგან გათავისუფლებაში, ადვილად წარმოვიდგენთ ორიგინალური მწერლობის მშობლიურ ენაზე აყვავებას თვითეული სახელმწიფოში. ნიადაგი ეცლება განათლებულ საზოგადოე- 122 ბაში ადგილობრივ კილოკავებს, პროვინციალიზმს და ყველგან, როგორც მწერლობაში, ისე დაწესებულებებში, ერთს საერთო ენას ხმარობენ, მრავლისგან შეზავებულს, გაწმენდილს, საბოლოოდ ჩამოყალიბებულს. მაგრამ ეროვნული მწერლობის უპირველეს საგანს, მის რჩეულ თემას, ჯერ მაინც ცალკე ადამიანი შეადგენდა, მისი უფლება, ღირსება, საზოგადოდ, ადამიანობა, რასაც ჰუმანიზმი ეწოდა. ქვეშევრდომობა ერთგვარი წინსვლა იყო იმ მხრივ, რომ არსებობდა კანონი, რომლის წინაშე ყველას ქედი უნდა მოეხარა, მაგრამ თვით კანონი არ გამოხატავდა უფლებრივ თანასწორობას, არც იყო ყველას მიერ შექმნილი. ამისათვის საჭირო გახდა დიდი ხალხოსნური მოძრაობა, რევოლუცია და, როგორც შედეგი, პოლიტიკურ ავანსცენაზედ გამოჩნდა მოქალაქე, ქვეშევრდომის მაგიერ, უფლებამოსილი თავის და ქვეყნის საქმეში. აქედან, ადამიანისა და მოქალაქის უფლება ძირითად კანონად იქნა აღიარებული. ცნობილია ისიც, რომ პირველი აღტკინების ჟამს ადამიანი თავის სახელმწიფო საზღვრებსაც არ სჯერდებოდა, მსოფლიოს მოქალაქედ მოჰქონდა თავი. ადამიანი დაბადებითვე თავისუფალია განურჩევლად ქვეყნისა და შთამომავლობისა; ყველანი ძმები ვართ, თანასწორნი, მაშასადამე, ერთი და განუყოფელი კაცობრიობის შვილნიო. აი, მაშინდელი აზროვნება, რომელსაც კოსმოპოლიტიზმი დაერქვა. და სიტყვა საქმედ რომ ექციათ, რევოლუციური კონვენტმა ყველა მოწინავე ქვეყნის ცნობილი მეცნიერები, მწერლები, პოეტები საფრანგეთის მოქალაქედ გამოაცხადა. ზოგი მათგანი პარლამენტშიც კი იქნა არჩეული. მაგრამ რევოლუციის ცოტა ადრე ხმარებაში შემოვიდა ერი, ეროვნება. თავის საინტერესო წიგნში პ. მილიუკოვს მოაქვს სიტყვები, რომელიც საფრანგეთის გარეშე საქმეთა მინისტრს დ.ა რჟანსონს ჩაუწერია თავის დღიურში 26 ივნისს, 1754 წელს:„ეროვნული იდეები იწყებს გაბატონებას და მათ შეუძლიათ შორს წაგვიყვანონ. შეიძლება აღვნიშნო, რომ არასდროს ასე ხშირად არ მეორდება სიტყვები„ერი“ და„სახელმწიფო“. ლუი მე-14-ის დროს არავინ გამოსთქვამდა ამ სიტყვებს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მათზე. არასდროს არ გვქონია იმდენი ცნობები ერის უფლებასა და თავისუფლებაზე, როგორც დღეს. თვითონ მე, რომელიც მუდამ ვფიქობდი და ვაგროვებდი მასალას ამ კითხვაზე, წინეთ სულ სხვა აზრის ვიყავ, ვინემ დღეს“. 1 1 П . Н . Милюков ,« Национальный вопрос », 1925 , გვ. 84 (ა.ჩ.). 123 ეს ამონაწერი ზედმიწევნით დამახასიათებელია იმ ეპოქისა, როცა მისი ავტორი სწერდა. ყოველ შემთხვევაში, სიტყვა„ერი“ მაშინაც არ გასცილებოდა საზოგადოების მაღალ და განათლებულ წრეებს, მდაბიო ხალხი არ ფიქრობდა და არც გრძნობდა მის მნიშვნელობას. მაგრამ ჩქარა დადგა ეს დროც, როცა ერი ყველასთვის გასაგები შეიქმნა. როცა საფრანგეთს მოადგნენ გარედან მონარქიული პრუსიისა და ავსტრიის ჯარები და გადალახეს მისი საზღვრები, მაშინ რევოლუციურმა კონვეტმა გამოაქვეყნა თავისი საეპოქო მოწოდება:„სამშობლო განსაცდელშია!“ ცნობილია, რა დიდი როლი ითამაშა ვალმის გამარჯვებამ, როცა პარიზის რევოლუციონრები, ანუ, როგორც მაშინ ეძახდნენ, სანკიულოტები 1 (უნიფხონი!) პირველად შეხვდენ პირისპირ პრუსიის გაწვრთნილ ჯარს. ბრძოლის წინ მათმა სარდალმა მარშალმა კელერმანმა წამოაცვა რა თავისი ქუდი ხმალზე, ამართა ზევით და დასჭექა:„გაუმარჯოს ერს!“ სწორედ ამ ისტორიულ დღეს, 20 სექტემბერს, 1792 წ., წამოიძახა დიდმა პოეტმა გიოტემ 2 , რომელიც მაშინ პრუსიის ჯარის ზურგში იდგა: „ამ ადგილიდან და ამ დღიდან მსოფლიო ისტორიის ახალი ხანა იწყება“. ისტორიკოსი, რომელიც ამ ცნობებს გვაწვდის, ასე ასკვნის:„პროფესიულ ჯარს, პასიური დისციპლინით, დაუპირდაპირდა ახალი ჯარი, გამსჭვალული ადამიანის ღირსებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გრძნობით. ერთი მხრით – მეფეთა ღვთაებრივი უფლება, მეორე მხრით – ადამიანისა და ხალხთა უფლებანი“. 3 იმავე, 1792 წ. დაამღერა პირველად პიანოს კლავიშებზე სტრასბურგის ერთ ბურჟუაზიულ ოჯახში რუჟე დე ლილმა თავისი უკვდავი ქმნილება, რომელიც„მარსელიეზის“ 4 სახელით ელვასავით მოედო მთელ საფრანგეთს და დღესაც მისი სწორუპოვარი ჰიმნია. „მარსელიეზის“ სიტყვები დღესაც გვაღელვებს, მამულის სიყვარულით აღგზნებული, ამამხედრებელი მეფე-მტარვალთა წინააღმდეგ ადამიანისა და ერის თავისუფლებისათვის. სექტემბრის 1 სანკიულოტები – XVIII საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები ღარიბი ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური უფლებები 1789 წლის შემდეგ მოიპოვეს(რედ.). 2 გიოტე – იოჰან ვოლფგანგ გოეთე( 1749 1832 ) – გერმანელი მწერალი, მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე(რედ.). 3 Professeur Albert Mathiez ,« La revolution ». 4 მარსელიეზას თავდაპირველად ერქვა„რეინის ჯარის სამხედრო მარში“. 1793 წლის 24 ნოემბერს ეროვნულმა კონვენტმა ის საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა. 1940 – 1944 წლებში სიმღერა აკრძალა ვიშის რეჟიმმა, თუმცა 1944 წ. დე გოლმა მარსელიეზა ისევ საფრანგეთის ჰიმნად აქცია (რედ.). 124 დიდმა გმირმა დანტონმა 1 ეს მაღალი მამულიშვილობა თავისი სისხლით ჩასწერა ისტორიაში, როცა გილიოტინის წინ, 1794 წ., ასე მიუგო თავის მეგობრებს, ვინც მის გადარჩენას, გატაცებას ცდილობდა უცხოეთში:„განა, შემიძლია, სამშობლო წაღებში ჩავიფინო და თან წავიღო?!“. სამშობლო, მამული, la patrie , აი, რა აღმოჩენა გააკეთა რევოლიუციურმა საფრანგეთმა. ხალხს, თითქო, გაუკვირდა, აქამდის სად ვიყავი, რად არ მომივიდა თავშიო?! რევოლუციონრებმა პატრიოტი დაირქვეს მეტსახელად, და მათ შორის სანკიულოტები ხომ პატრიოტიზმის სიმბოლოდ გახდნენ: მათი ჩაცმულობა, ფრიგიული ქუდი სამფეროვანი ფოლაქით, მათი გიჟური კარმანიოლა, სიმღერა და იმავე დროს ცეკვა – ფერხული, ჟრიამულს ჰგვრიდა პარიზის ქუჩებს. იშვა„მესია“ და ეს ამბავი ასე აუწყა კონვენტმა მსოფლიოს გენერალი კარნოს 2 პირით:„ჩვენი პრინციპი ისაა, რომ თითოეული ერი, რაც უნდა პატარა იყოს ქვეყანა, სადაც ის ცხოვრობს, სრული ბატონია თავის სახლში, თანასწორია უფლებით ყველაზე დიდ ერებისა და არავის ძალუძს კანონით მის დამოუკიდებლობას დაემუქროს“. კარნოს ამ საზეიმო განცხადებიდან უკვე გამომდინარეობს, რომ ერი არ არის მკვდარი ობიექტი, არამედ სუბიექტი, დაჯილდოვებული ნებისყოფით. თუ აქამდის ნებისყოფის მატარებლად სახელმწიფო გამოდიოდა, ამიერიდან მისი ადგილი ერმა დაიჭირა. როცა სახელმწიფოზე დავიწყე მსჯელობა, მე დავასახელე ხელისუფლება, როგორც მისი სული, საფეთქელი. მაგრამ ვინ ატარებდა ამ სულს ბოლოს და ბოლოს? – ტახტი, ბიუროკრატია. ხალხი განზე იდგა, ბრიყვი, ბნელი, თუმცა მის ზურგზე ებჯინებოდა თვით სახელმწიფო. მართალია, თავის განვითარების ბოლო ხანებში სახელმწიფო ორგანიზმს დაემსგავსა, ამის მაჩვენებელი იყო ეროვნული მწერლობა-ხელოვნების აღმაფრენა, ე.ი. ერი უკვე დაბადებული იყო, არსებობდა, მხოლოდ მას აკლდა თავისი თავის შეგნება, არ ჰქონდა შეცნობა, ვინ იყო, რა იყო. თვით მინისტრი არჟანსონიც 3 კვირობდა, ეგ რა ხილიაო?! 1 ჟაკ დანტონი( 1759 1794 ) – ფრანგი პოლიტიკოსი და მოაზროვნე; 1789 წლის დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და შემოქმედი; პოლიტიკური მრწამსით იაკობინელი(რედ.). 2 ლაზარ კარნო( 1753 1823 ) – ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე; დიდი ფრანგული რევოლუციის შემდგომ წარმოებული ბრძოლებისა და ნაპოლეონის ომების მონაწილე(რედ.). 3 ლუი რენე არჟანსონი( 1694 1757 ) – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი( 1744 1749 )(რედ.). 125 ფრანგთა ერმაც სწორედ ეს რებუსი გახსნა –„სახელმწიფო მე ვარო“(გახსოვთ, ამასვე ამბობდა ლუი მე-14!), ხელისუფალი, მბრძანებელი, ჩემი ნება კანონია, მაგრამ არა სხვისათვის, ჩემთვის, საფრანგეთის ხალხისათვის. კოლექტივი იქცა ერთ ადამიანად, ორგანიზმად, ფეხი აიდგა, დადის ამაყი, თავისუფალი. ამიერიდან ფრანგულ პოლიტიკურ ლექსიკონში სახელმწიფო ერმა, ნაციამ შესცვალა. კითხვაზე – რომელი სახელმწიფოს მოქა­ ლაქე ხარ, ფრანგი მიუგებს, ფრანგთა ეროვნების მოქალაქე ვარო: dela nationalité française . ამრიგად, როცა ფრანგი ამბობს ნაცია, nation , ის ამ სიტყვაში სახელმწიფოს გულისხმობს. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ასე ნათლად, ცხადად დასანახად, სახელმწიფოს ერად გარდაქმნა. თვით სხვა ქვეყნის მოქალაქეთაც ფრანგული ენა ასე გვაცნობს, მაგ., საქართველოს მოქალაქეს: de la nationalité géorgienne . ნუ დავივიწყებთ მხოლოდ, რომ სახელმწიფო მაშინ იქცა ერად, როცა ქვეშევრდომი მოქალაქემ შესცვალა, როცა სახელმწიფოს სვე-ბედი მის მოქალაქეთ, მთელს ხალხს ჩაბარდა, ამისათვის იბრძოდა უკანასკნელი, ამისათვის მოახდინა დიდი რევოლუციაც. ერი-სახელმწიფო როგორც დავინახეთ, სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, ერად იქცა, თანაბრობის ხაზი გაესვა მათ. ანალოგია ორგანიზმთან სწორედ ერს უფრო შეჰფერის, ვინემ სახელმწიფოს. როცა ამბობენ, ადამიანთა კრებულს აქვს, მსგავსად ცალკე ადამიანისა, სული, გული, გრძნობიერება, ნება, სურვილი, შესდგება უთვალავი უჯრედისაგან, რომელთაგან ერთი კვდება, მეორე იბადებაო, – ასეთი კრებული მეორე სხვა არ შეიძლება არსებობდეს, გარდა ერისა. გარდა ერისა, რადგან მარტო ის წარმოადგენს იმ რთულ კოლექტივს, რომლის ერთარსება ორგანულად ჩამოსხმულია, აქვს ერთი სისხლი და ხორცი, ერთი ენა, თავგადასავალი, მიდრეკილება, ხასიათი, ნებისყოფა; რომლის წევრნი სუნთქავენ იმავე ჰაერს, სტკბებიან თუ იცრემლებიან იმავე ბუნებით, ებრძვიან მას, ერთმანეთსაც, კვდებიან, იბადებიან, ვითარდებიან ან უკან იხევენ, ბიჭდებიან... ეს ნუსხა სრული არაა, რა თქმა უნდა, უსარგებლოც შეიძლება, რადგან ჩამოთვლილნიც – სისხლ-ხორცი, ენა, ხასიათი და სხვ. – ცვალებადია, შერეული, შეზავებული. მაგრამ ეს არ უშლის, რომ ერმა თავის თავი მაინც ერთარსებად შეიცნოს, და ჩვენთვის 126 კი სწორედ ესაა თავი და თავი, დანარჩენი მეორე- თუ მესამეხარისხოვანია მნიშვნელობით. როგორ შეუძლია კოლექტივს, ერს ისე შეიცნოს თავისი თავი, როგორც ადამიანს, ორგანულ სახეთა მეფეს? ეგეც ხომ რელატიური რამაა, შედარებითი მსჯელობა და არა ხალასი ფაქტი. კოლექტივს ერთი თავი როდი აბია, არც ერთი სული და გული აქვს, უეჭველად, მაშასადამე, თანაბრობის ხაზის გასმა ერსა და ადამიანს შორის შეუძლებელია. მაშ, როგორ ვიპოვოთ ერის ერთარსება, სადაა მისი ჭურჭელი? – ერის თითოეულ წევრში, – აი, ერთადერთი შესაძლებელი პასუხი. მაშასადამე, ის ნიშნები, რომელიც ერს მივაკუთვნეთ, თითოეულ მის წევრს ეკუთვნის ან მიეკუთვნება დროთა ბრუნვაში. თითოეული წევრი თავის არსში ატარებს კოლექტივის, ერის სულს, გულს, ყველა მის მიდრეკილებათ. არის თვითონ ერი, თუ გნებავთ, რამდენადაც სრულად და სავსებით არის განსახიერებული მასში კოლექტივი, რომელსაც ის ეკუთვნის. მაგრამ ერთი ადამიანი ხომ მეორისაგან განირჩევა, თუგინდ ორივენი იმავე ერს ეკუთვნოდენ. როგორ შეიძლება, ერთმა და მეორემაც ერთნაირად განასახიერონ ერი? აქაც მხოლოდ რელატიურ, შედარებით ერთიგივეობაზეა ლაპარაკი, და ეს ცხადად ჩანს, როცა ორი სხვადასხვა ერის ტიპურ წარმომადგენელს ადარებთ ერთმანეთს. მე ვიტყოდი, უნდა ვუმადლოდეთ გამჩენს, რომ ერთი ადამიანი მეორისაგან განირჩევა და, აქედან, ერიც სხვა და სხვანაირად რომ განსახიერდება თითოეულში. რატომ? იმიტომ, რომ ეგ არის თავდები განვითარებისა, რომელსაც საფუძვლად ცვალებადობა უდევს, თავის მხრივ, მარადისობის მომასწავებელი. თუ ერის ერთარსება თითოეულ მის შვილში პოვებს თავის განსახიერებას, ცხადია, ამისათვის ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების ძალიან გრძელი ევოლუცია არის საჭირო და აუცილებელი. მართლაც, როგორ გნებავთ – ერმა შეიცნოს თავისი თავი, რაიცა სინამდვილეში მის შვილთა თვითშეცნობას მოასწავებს, თუ უკანასკნელნი ჯერ კიდევ განვითარების დაბალ საფეხურზედ სდგანან? ადამიანი არ შეიძლება გახდეს თავის მშობელი ერის ვნებათა, ზრახვათა, მისწრაფებათა ჭურჭელი, თუ ის არ არის თავისუფალი, სწორუფლებიანი, მომქმედი და შემომქმედი, ერთის სიტყვით, ნამდვილი მოქალაქე. მოქალაქე სახელმწიფოში პოვებს თავის განსახიერებას და ეს კი გულისხმობს, თავის მხრით, იმას, რომ ადამიანთა კოლექტივმა ჯერ სახელმწიფოს ჯადრაკში უნდა განვლოს, სანამ ის ერად იქცევა. სახელმწიფოს განვითარების უკანასკნელი საფეხურია, როგორც დავინახეთ საფრანგეთის მაგალითზე, ხელისუფლების 127 თავისუფალ, სწორუფლებიან მოქალაქეთა კრებულზე გადასვლა. აქ მოხდა სწორედ ნამდვილი ფერისცვალება, სახელმწიფო ერად იქცა, ნაციად, რომელიც ამიერიდან ხელისუფლების, უზენაესი ნებისყოფის მატარებელია. გამოდის: ამრიგად, სახელმწიფო დედა ყოფილა და ერი მისი პირმშო, პირველი უფროსია, მეორე კი – უმცროსი ხნოვანობით. აი, კიდევ ერთი სადავო კითხვა, რომელიც გვემუქრება დავთრის არევას! როგორ შეიძლება სახელმწიფო ერზედ უფროსი იყოს? განა ენა, სხვაც რომ არ დავასახელოთ, სახელმწიფოს მოვლინებამდი არ აიდგა ადამიანმა, განა ენა არ არის ადამიანთა კრებულს ერად რომ ჰქმნის? ეს კითხვა, უნდა გამოვტყდე, სამართლიანია, მხოლოდ თავის ადგილზედ არ არის დასმული. მართლაც, მე ლაპარაკი მაქვს სოციოლოგიურ ფენომენზე, აქ კი ანთროპოლოგიურ ფენომენზე ჩამოგვიგდეს ლაპარაკი. თავისთავად ეს მსჯელობაც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ იგი უფრო დახელოვნებულებს უნდა დავუთმო ამ დარგში. წამიკითხავს, რომ ცხოველებსაც აქვთ ერთგვარი თავისი ენაო, განსაკუთრებით პრიმატებს, პირველყოფილი ადამიანის მახლობელ ნათესავებს,„ოთხხელა“ მაიმუნებსო. სახელმწიფო, აბა, უენოდ როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ? უენოდ ოჯახიც, გვარიც, თემიც წარმოუდგენელია. ყველა მათ, ენის გარდა, აქვთ ზნე-ჩვეულება, ცრუმორწმუნეობა, ჰყავთ ღმერთებიც, მაგრამ არიან ისინი ამიტომ ერი? არა, რა თქმა უნდა. ჯერ მათ უნდა განვლონ ველურობის, ბარბაროსობის, მონობის, ბატონყმობის, ქვეშევრდომობის მთელი სუსხი, იგემონ ხელისუფლების ძალმომრეობა, უუფლებობა, შეალიონ მასთან ბრძოლას უთვალავნი თაობანი, რომ ბოლოს მოქალაქობრიობის საფეხურზე ავიდნენ უფლებრივ სახელმწიფოში და შემდეგ თვით იქცენ ბატონი და პატრონი„თავის სახლში“, განურჩევლად, არიან ისინი პატარა თუ დიდი ერნი, ნაციები. მაშასადამე, ანთროპოლოგიურად ადამიანთა ჯგუფური არსებობა, მათი ენა და სხვა თვისებანი, რაიცა წარმოადგენს ერის ჩანასახს, რასაკვირველია, სახელმწიფოზე ადრინდელი მოვლენაა. ამ აზრით, შეგიძლიათ ერი სახელმწიფოს უფროსად დასახოთ, მაგრამ სოციოლოგიურად წინაუკმოა მართალი, როგორცა ვსთქვი. იტყვიან შემდეგ: კეთილი, ფრანგთა სახელმწიფო მხოლოდ დიდი რევოლუციის პროცესში გარდაიქმნა ერად, მაგრამ განა არ არიან ხალხნი, ვისაც სახელმწიფო სულაც დაუკარგავთ და თავიანთი თავი მაინც ერად მოჰქონდათ? იყვნენ უთუოდ და ამის და- 128 სამტკიცებლად მარტო პოლონეთიც საკმარისია, როგორც მაგალითი. პოლონეთი, მართლა, საფრანგეთის დიდი რევოლუციამდე გაინაწილეს მეზობლებმა, დაემხო, როგორც სახელმწიფო, მაშასადამე, მის შვილთა ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის ამ დროიდან დაიწყო. ეხლა მე გეკითხებით: განა ამ ისტორიაში თვით მისი ახსნაც არ ჯდება? პოლონეთი სახელმწიფო იყო, დაამხეს გარეშე მტრებმა (საფრანგეთს მხოლოდ დაემუქრენ). რაა გასაკვირი, რომ პოლონელებმა კიდევ უფრო მწვავედ იგრძნეს საკუთარი სხეულის სამად გაპობა 1 , დაკარგულის დაბრუნების აუცილებლობა, შეიცვნეს თავი ერთ სახელმწიფოდ, ერთ ერად? ნუ დაივიწყებთ, დამოუკიდებლობის დაკარგვის უმთავრესი, თუ არა ერთადერთი, მიზეზი ის იყო, რომ, როგორც მათივე ისტორიკოსები გვეუბნებიან, პოლონეთი ჯერ კიდევ არ იყო უფლებრივი სახელმწიფო, დიდი ფეოდალები და წვრილფეხა შლიახტა 2 ერთმანეთს ებრძოდენ, სეიმის 3 ვეტო – non possumus – შეუძლებლად ხდიდა სახელმწიფოს განმტკიცებას და მისი საზღვრების დაცვას. ხალხი, გლეხობა? – წყვდიადში, უუფლებობაში იღრჩობოდა. განა რუსის დესპოტებმა ხელზე არ დაიხვიეს ეს გარემოება და, სანამ რუსეთში გააუქმებდნენ ბატონყმობას, პოლონეთს არ მოახვიეს იგი ზევიდან, გლეხთა ასამხედრებლად ბატონების წინააღმდეგ, ერის შიგნიდან გასაპობად? სხვისგან ჩაგრული ხალხი, თუგინდ ჩამორჩენილიც – პოლონეთი ხომ რუსეთზე მაღლა იდგა კულტურულად – უფრო ადრე შეიცნობს თავის თავს ერად, ვინემ დაწინაურებული, სხვისი ბატო1 პოლონეთმა XVIII საუკუნის მიწურულს სამჯერ განიცადა საზღვრების ცვლილება. ისტორიოგრაფიაში ამ მოვლენას„პოლონეთის დაყოფას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს 1772 , 1793 და 1795 წლების ტერიტორიულ დანაწილებას, რის შემდეგაც პოლონეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის იმპერიის საზღვრებში აღმოჩნდა. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, 1918 წელს მოახერხა პოლონეთმა დამოუკიდებლობის აღდგენა. პოლონეთის პირველმა რესპუბლიკამ იარსება 1939 წლამდე მანამ, სანამ ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა არ დაიპყრეს აღმოსავლეთ და დასავლეთ პოლონეთი(რედ.). 2 შლიახტა – გვიანი შუა საუკუნეების ცენტრალურ ევროპაში არსებული სოციალურად პრივილეგირებულ ფეოდალთა ფენა, რომელიც ფლობდა მიწასა და პოლიტიკურ უფლებებს. შლიახტის პოლიტიკური გავლენები განსაკუთრებით გაძლიერდა XVI XVII ს.ს-ში, როცა არსებობდა რეჩ პოსპოლიტას უნია(პოლონეთ-ლიეტუვის პოლიტიკური კავშირი)(რედ.). 3 სეიმი – წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო რეჩ პოსპოლიტას სამეფოში(რედ.). 129 ნობისგან თავისუფალი ხალხი. აღსანიშნავია მეორე მოვლენაც: ჩაგრულ ერში სოციალური ბრძოლა შიგნით სუსტია შედარებით ეროვნულ ბრძოლასთან გარეთ, ე. ი. მჩაგვრელ ერთან; სულ წინააღმდეგს ვხედავთ თავისუფალ ერში, აქ სოციალური ბრძოლა სჭარბობს ეროვნულს. ან კიდევ სხვა სიტყვებით, პირველ შემთხვევაში ეროვნული მომენტი სჭარბობს კლასობრივს, მეორე შემთხვევაში კი წინაუკმო კლასობრივი – ეროვნულს. პოლონეთი ერთადერთი მაგალითი არ იყო. ბევრი იყო სხვაც, არის დღესაც. და ყველა ეს გვეუბნება, რომ ჩაგრული ერი ეძებს დამოუკიდებლობის აღდგენას. რაა დამოუკიდებლობა, თუ არა სახელმწიფოებრიობა? ერი თავისთვის იჩემებს ხელმწიფებას, უზენაესობას, ხოლო ხელმწიფება, უზენაესობა ფუჭი სიტყვებია უხელისუფლოდ. ხელისუფლება კი გულისხმობს ორგანოებს სახელმწიფო მართვა-გამგეობისა. ამრიგად, თუ წინეთ ვამბობდი, სახელმწიფო იქცა ერადო, ახლა ვამბობ: ერი უნდა იქცეს სახელმწიფოდ. შეძლებს თუ არა ამას ჩაგრული ერი? ზოგმა, შეიძლება, სულაც ვერ შეძლოს – ეს დამოკიდებულია დროსა და ადგილზე – და ამ შემთხვევაში მას მიწიდან აღგვა მოელის... და სწორედ ამის შიშით ყოველი ერის სტიქიურად ესწრაფვის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას. დიდი სიბრიყვეა, თუ არა მეტი, როცა იტყვიან ესა და ეს ხალხი ერიაო, თუ ის სახელმწიფო არ არის, ან არ ლამობს სახელმწიფოდ ქცევას. მაგრამ აქ შეიძლება შემაჩერონ: რამდენია შემთხვევა, რომ ამა თუ იმ ხალხს სახელმწიფო სულაც არ ჰქონებია დასაბამიდან და მაინც ეროვნებად იქცა ან არის ამ გარდაქმნის პროცესში! ესეც მართალია, შორსაც არაა წასასვლელი, გაიხსენეთ ბალტიის ზოგიერთი რესპუბლიკა, საბჭოთა მრავალი ხალხოსნები, უალფაბიტო, უკულტურო, მომთაბარე, ძალზე ჩამორჩენილი. სწორედ ამათ ეძახიან უისტორიო ეროვნებათან ხალხებს. რატომ უისტორიო? იმიტომ, რომ თავიანთი სახელმწიფო არ ჰქონიათ, სხვა განსაზღვრა არ არსებობს. ეს ხალხნი და ხალხოსნები, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მფლობელობის დროს იწყებენ ფეხის ადგმას, იფშვნეტენ თვალებს და თანდათან თვითცნობიერების პროცესში შედიან. მათ არ ჰქონიათ წარსულში სახელმწიფო, მაგრამ, ცხოვრობენ რა დამპყრობი სახელმწიფოს ფარგლებში, ხელისუფლება მათზედაც ახდენს თავის გავლენას, მით უფრო, რომ ის უცხოა და, როგორც ასეთი, გარდა სოციალური ჩაგვრისა, სდევნის მათ ენას, სარწმუ- 130 ნოებას, ზნე-ჩვეულებას და სხვ. განმათავისუფლებელ ბრძოლაში ცარიზმის წინააღმდეგ ისინიც იღებენ მონაწილეობას ისტორიულ ერებთან ერთად, და ზოგი მათგანი, სახელდობრ, ბალტიკაში, უკანასკნელთაც კი უსწრებენ მოქალაქეობრივ და, აქედან, ეროვნულ სიმწიფეში. სხვები, წვრილი ხალხოსნები, დღესაც ვერ მიღწეულან ამ ხარისხს განვითარებისა და საბჭოთა დესპოტიის ქვეშ დაჩქარებული ტემპით მიემართებიან გაეროვნებისაკენ. ცხადია, მაშასადამე, სახელმწიფოებრიობას, თუგინდ მჩაგვრელი ერისა, ამ შემთხვევაშიც უთამაშნია და თამაშობს დიდ როლს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მე-19 საუკუნე ერთა გათავისუფლების ხანა იყო ევროპაში. აიღეთ ბალკანეთის სამეფონი, რომელნიც მკვდრეთით აღდგნენ ოსმალოს მრავალსაუკუნეთა ბატონობისგან. მათ შორის, საბერძნეთი მოუსვენრად თხრის დაბა-ქალაქებს, რომ აღადგინოს ანტიკური თავისი დიდება. რა უნდა ვსთქვათ ერთ ენაზე მოლაპარაკე იტალიურ და გერმანულ სახელმწიფოებზე, რომელნიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაერთიანდნენ გარიბალდი 1 -კავურის 2 თუ ბისმარკის 3 მეთაურობით, და უკანასკნელმა ხო რკინით შექმნა ის. აიღეთ ეხლა ამერიკის დიდი თუ პატარა რესპუბლიკები. ამათი წარმოშობაც ხომ ცნობილია. ისპანიის, პორტუგალიის, ინგლისის ახალშენები, უკვე ძველ სამშობლოში საკმაოდ დაწინაურებულნი, თანდათან შეიცნობენ თავს ცალკე ერებად და გადაიგდებენ მეტროპოლიის უღელს, თუმცა იმავე სისხლ-ხორცისა და ენისა. მე არ ვამბობ ფრანგებზე, იტალიელებზე, გერმანელებზე, ებრაელებზე, უკანასკნელად – სლავიანებზე, რომელნიც მილიონობით სახლდებოდნენ იმავე ამერიკაში და იღებდენ არა მარტო მოქალაქობრივობას, არამედ ენასაც, ე. ი. ეროვნულად ითქვიფებოდენ. ამერიკაში აქა-იქ ზანგებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფოს შექმნაში, მხოლოდ თავის ენას სრულიად ივიწყებენ და ითვისებენ ევროპულ ენებს. 1 ჯუზეპე გარიბალდი( 1807 1882 ) – იტალიის სახალხო გმირი, გენერალი. XIX საუკუნის იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, მისი რევოლუციური-დემოკრატიული ფრთის ერთ-ერთი ბელადი(რედ.). 2 კამილო კავური( 1810 1861 ) – წამყვანი ფიგურა იტალიის ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა იტალიის გაერთიანებას. დააარსა იტალიის ლიბერალური პარტია და იყო პიემონტ-სარდინიის პრემიერ-მინისტრი. გარდაიცვალა იტალიის გაერთიანებიდან სამი თვის შემდეგ(რედ.). 3 ოტო ფონ ბისმარკი( 1815 1898 ) – გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი(რედ.). 131 აფრიკაშიც გაჩნდა ზანგთა ერთი ახალი რესპუბლიკა – ლიბერია; ეთიოპია კი, რომელიც თავის ჩამორჩენის მსხვერპლი გახდა, ძველი ეგვიპტის ტოლია ხნოვანებით. დღევანდელი ეგვიპტეც თხრის, რაც შეუძლია, რომ დაამტკიცოს თავისი ნათესაობა ფარაონებთან. ამაოდ! სამხრეთ აფრიკაში ბურების, ჰოლანდიის ახალშენების, ომი ეხლაც ახსოვს ბევრ ჩვენგანს, და მათი ღირსეული ადგილი დიდი ბრიტანეთის Commonwealth 1 -ში თვალსაჩინოა. მცირე და ცენტრალურ აზიაში ოსმალეთმა და სპარსეთმა ჩვენ თვალწინ შეიცვნეს თავი ერებად, თურქეთი და ირანი ანტიკური წარსულიდან ცდილობენ თავიანთი ნათესაობის გამოაშკარავებას. არაბეთის ახალი სამეფონიც, ავღანისტანიც მათ კვალს მისდევენ. ბუხარა-ხივა, ჯერ კიდევ ცარიზმის„მზრუნველობის“ ქვეშ, გაიყინა ფეოდალურ არტახებში და მით უფრო ადვილად გადაყლაპა ის რუსეთმა, ისე, როგორც მთელი თურქესტანი 2 , და მხოლოდ დღეს ვამჩნევთ ამ ვეება ტერიტორიაზედ მძლავრ ეროვნულ მოძრაობას. რა უნდა ითქვას ინდოეთზე, ჩინეთზე, შორეულ აზიაზე? რამდენი ღირსშესანიშნავი, საეპოქო ამბები ხდება იქ, რამდენ სიურპრიზებს უმზადებენ ისინი ეგრეთ წოდებულ განათლებულ კაცობრიობას მომავალში! ეს უბრალო აღნუსხვა სახელმწიფოთა და ერთა, რომელიც სრული არაა, გვიმტკიცებს, რომ მე-20 საუკუნე(არაკლებ, ვინემ მე-19) იყო და იქნება გაჟღენთილი ეროვნებათა ბრძოლებით დამოუკიდებლობისათვის, ან კიდევ ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაეროვნებისათვის. ზევით თქმულთან დაკავშირებით, ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს სამენოვან შვეიცარიას, ამ უაღრესად საინტერესო და ბევრში მისაბაძ სახელმწიფო-სხეულს. მიუხედავად მიღებული ტერმინისა – de la nationalité suisse , შვეიცარიის ხალხი მაინც არ წარმოადგენს ერთ ერს და მხოლოდ სამი დიდი ერის ნატეხისაგან შესდგება. და თუ საუკუნეები მისი მთლიანობა მაინც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული, ამის მიზეზია ორი გარემოება: ერთი მხრით, სახელმწიფოს კონფედერაციული, უკეთ –ფედერაციული ფორმა, მეორე მხრით, გეოგრაფიული მდგომარეობა. შვეიცარია ერთგვარი ნეიტრალური ზონაა, გაყოლებული გერმანიას, საფრანგეთსა და 1 ბრიტანული თანამეგობრობა( British commonwealth ) – პოლიტიკური კავშირი, რომელიც აერთიანებს დიდ ბრიტანეთსა და მის ყოფილ კოლონიებს, დომინიონებსა და პროტექტორატებს(რედ.). 2 ავტორი გულისხმობს თანამედროვე თურქმენეთს(რედ.). 132 იტალიის შუა და ეს იყო გამოსავალი წერტილი შვეიცარიის ნეიტრალიტეტის საერთაშორისოდ ცნობისათვის. რამდენადმე იმავე როლს თამაშობს ბელგია საფრანგეთსა და გერმანიას შუა, დასახლებული ვალონებით და ფლამანებით, ამიტომ ნეიტრალურიც იყო 1914 წლამდე. ეს გამონაკლისები, თავისთავად გასაგები, მხოლოდ საერთო წესს ადასტურებს: სახელმწიფო აკვანია ერისა და ერიც, რომ იცოცხლოს და არ მოკვდეს, სახელმწიფოს ჯავშანს ისხამს. ჩვენი წარსულიდან მე არ ვიცი, როდის შემოვიდა სიტყვა„ერი“ ხმარებაში. საბა-სულხანი განმარტავს თავის ლექსიკონში, რომ ერი„მსოფლიო კაციაო“, ხოლო საერო„ერისგანთათვის“ ნიშნავსო, ალბათ, განსხვავებით სასულიეროსაგან. იმავე ლექსიკონში წაიკითხავთ „ერისთავი“ და მის განმარტებას –„ჯარის-თავი“, მაგრამ სიტყვებს „ეროვნება“,„ეროვნული“ იქ ვერ იპოვით. ამრიგად, თითქოს ცხადია, რომ ერი თანამედროვე გაგებით სულ სხვა რამეა, ვინემ საბა მასში გულისხმობდა. სახელდობრ, ნაცია(ფრანგულიდან nation), თავის მხრით, მიგვითითებს ლათინურ natio -ზე და ეს კი მაჩვენებელია დაბადების ( natus ) ადგილის. რამდენი კიცხვა გვსმენია, როცა ვისმეს წამოცდებოდა ხოლმე, ქართველი ერი ერთი საუკუნეა რაც დაიბადაო! როგორ! მაშ, წინეთ რაღა ვიყავით? – შეუტევდნენ. ვიყავით სახელმწიფო(უკეთ – სახელმწიფონი საუკუნეთა გასწვრივ), მაგრამ ერი არ ვიყავით, – აი, პასუხი. რა თქმა უნდა, ადგილი, ხალხი, ენა ერთი იყო. ჩვენ ვამაყობთ მით, მაგ., რომ მე-12 საუკუნის„ვეფხისტყაოსანი“ ეხლაც გვესმის, თუმცა ზეპირად უკვე ვერ ჩავაბულბულებთ მის მშვენიერ ტაეპებს, როგორც ოდესმე. მაშასადამე, გაცილებით ადრე უნდა ვქცეულიყავით ერად, მაგრამ ამას ხელი შეუშალა მონღოლების შემოსევამ, ფეოდალიზმმაც. ზედმეტია შეჩერება იმაზე, რამდენ გრიგალს გადაუქროლავს ქართველთა თავზე, რამდენი ომი, წუთიერი გამარჯვება და ხანგრძლივი მონობა გამოგვიცდია, რამდენი გავლენა გარედან ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებზე... როცა ეცნობი ამ ისტორიას, ტრაღიკულ ისტორიას, გიკვირს, ოცდები – ნუთუ კიდევ არის სხვა უფრო დიდი სასწაული, ვინემ ქართველობის ფიზიკურ-სულიერი გადარჩენა ამ დიდ ჯვარედინა შარაგზაზედ, სადაც ამდენ მრისხანე დამპყრობს 133 გაუვლია ცეცხლითა და მახვილით, სადაც ამდენი სხვა მოდგმათა სახსენებელიც კი გამქრალა დროთა ბრუნვაში! მეორე მხრით, ქართველობა, დანაწილებულია წოდებრივად: ბატონი და ყმა, გეოგრაფიულად: სხვადასხვა კუთხის საერისთავო. ეს ქართველობა კიდევ არ არის ერი, თუმცა უნდა ითქვას, ის უბრალო გაბნეული ბრბოც არაა, არამედ ერთგვარი მთლიანი ერთეული თვითეულ კუთხეში ერის-თავის ხელისუფლების ქვეშ. ერის-თავნი სხვადასხვა გვარისა და ხარისხის თანასწორნი არ არიან, ერთი ძლიერია, მეორე – სუსტი, მაგრამ არის ერთი, რომლის წინაშე ისინი ქედს იხრიან, ნომინალურად მაინც: მეფე, ხელმწიფე. რა აკავშირებთ მათ? თქვენ იტყვით: ერთი სისხლი, ერთი ენა... ერთი სარწმუნოებაც, შეგიძლიათ დაუმატოთ, რადგან საშუალო საუკუნეებში ეს ნიშანი უფრო სჭრიდა ძალთა გასაერთიანებლად გარეშე საშიშროების წინაშე. მაგრამ ყველა ეს არ იყო იმ დროს ისე ცხადი, როგორც დღეს, სჭარბობდა ძალა, ძალმომრეობა. ფეოდალები განუწყვეტელ ქიშპობა-ომებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. ერთი სისხლის, ერთი ენის, ერთი სარწმუნოების ბატონები და მათი ყმები ერთგულად ჟლეტდენ, სრავდენ, აოხრებდენ ერთმანეთს. იმარჯვებდა უფრო ძლიერი და ავრცელებდა უფრო სუსტზე თავის ბატონობას, ხელისუფლებას. ეს ისე ცხადი იყო ყველასათვის, რომ ძალის წინაშე მუხლს იდრეკდენ, მისი ეშინოდათ, აქედანაა შოთას სიტყვები:„შიში შეიქმს სიყვარულსა“. არც მეფე ჰყავდათ ერთი ქართველებს მე-13 საუკუნიდან, საქართველო დაიყო სამეფო-სამთავროებად(ეს ორი ერთეული უფრო დიდია სივრცითა და მნიშვნელობით, ვინემ საერისთავო) და ზოგიერთი სამთავრო მთლად მოსწყდა დედატანს, რჯულიც კი გამოაცვლევინეს. როგორ გნებავთ ასეთ პირობებში ერთი ერი? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ის ელემენტები, ასე ვსთქვათ, თანდაყოლილი ელემენტები – ტერიტორია, სისხლი, ენა – არ შერჩათ ქართველებს, რომელთაგან უკანასკნელნი გამოსჭედენ ბოლოს და ბოლოს ერთ ეროვნებას, თავს შეიცნობენ ერად. ამას ხელს უწყობდა უთუოდ მცირე და წინა აზიაში, ევროპაშიც, უხანგრძლივესი ბაგრატიონთა დინასტია, რომლის შტონი ფლობდენ ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. ამას ხელს უწყობდა, აგრეთვე, მართლმადიდებელი ეკლესია. აქვე უნდა აღინიშნოს, თუგინდ განმეორებით, რომ საშუალო საუკუნეებში საერო, ანუ სახორციელო მკაფიოდ გამოეყო სასულიეროს და უპირატესობა პირველს მიეკუთვნა. ერის-თავი ჩვეულებრივ ერისგანი იყო. აიღეთ, მაგ., 134 ხალხური გამოთქმა – ერი და ბერი, და სინჯეთ წინაუკმო: ბერი და ერი, როგორ გეჩოთიროთ ყურში! საქართველოს დანაწილებამდე„ერს“ მეფე უდგა სათავეში, ხოლო„ბერს“ –კათალიკოსი, უპირატესობა პირველის მეორეზე, აქედან საერო-სახორციელოს საქმეების – სასულიეროზე, უტყუარი ისტორიული ფაქტია. კათალიკოსი ქვეშევრდომი იყო მეფის, ისე როგორც ერისთავი. ამით თითქო ისახება მორჩილების იდეა მეფის ბრძანებისა მისი კანონის წინაშე. მაგრამ ეს არაა დამთავრებული პროცესი, ჩვენმა ისტორიამ არ იცის აბსოლუტური მონარქია და არც ბიუროკრატია ამ სიტყვების ევროპული მნიშვნელობით. მართალია, ვკითხულობთ, დავით აღმაშენებელმა შექმნა მუდმივი ჯარი და მისი ბრძანება კანონი იყო ყველასათვისო, მაგრამ თამარ მეფე იძულებული შეიქნა, ისევ დაეთმო ტახტის ზოგიერთი პრივილეგია აჯანყებულ ფეოდალთათვის, რომელთა ცდამ, ერთგვარი წარმომადგენლობითი სისტემა შემოეღოთ, უკვალოდ ჩაიარა. ის არც ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობას შეურყევია, უფრო გვიან კი ფეოდალური წყობილებამ და ერეკლე მეორის მისწრაფებამ გაევროპიელებისაკენ ფუჭად ჩაიარა. ხელს უშლიდენ გარშემორტყმული მტრებიც, მუდამ წინააღმდეგნი საქართველოს გაერთიანებისა და მისი კავშირისა დასავლეთთან. საქართველოს ფეოდალიზმი რუსეთის მფლობელობის დროს დაიმსხვრა, გაუქმდა ბატონყმობა და ყველანი რომანოვთა ტახტის ქვეშევრდომნი გავხდით. მე არ ვიძიებ, რომელია უფრო ხნოვანი, ტფილისი თუ ქალაქი, ორივე სახელს კი უწოდებს ხალხი ჩვენს დედა-ქალაქს. მახსოვს ისიც, რომ დავით სარაჯიშვილი, დიდი პატრიოტი, მრეწველი, თავის თავს ამაყად ტფილისის მოქალაქეს უწოდებდა, და ის მართლა ქალაქელი იყო დაბადებით. გარდა ამისა, ვინაიდან ზოგ დაბას ჩვენში დღესაც ახალქალაქი ეწოდება, აშკარაა, მის ადგილას წინეთ ძველი ქალაქი ყოფილა. ამასვე გვეუბნება მეგრული ნაქალაქევი. რა მინდა ამითა ვსთქვა? ისა, რომ ქალაქები ჩვენცა გვქონებია, მაშასადამე, მოქალაქენიც უნდა გვყოლოდნენ, მაგრამ ამ ტერმინს არ ეძლეოდა კიდევ პოლიტიკური მნიშვნელობა, უკეთ – ვერ განვითარდა ამ ხარისხამდე და მოქალაქე ქალაქელი დარჩა დაბადებით. ვერც გაბატონებული ხალხი – რუსი – იქცა მოქალაქედ, თუმცა ქალაქები მასაც ბევრი შეუქმნია. გაიხსენეთ მარტო ძველი ნოვგოროდი და მისი ვეჩე; აშკარაა, რუსებმა უკეთ დაიწყეს, მოქალაქე- 135 ობას ერთგვარი პოლიტიკური ელფერი გადაჰკრავს. მაგრამ ნოვგოროდი მოსკოვიამ დაიპყრო და ყველა რუსი მისი ქვეშევრდომი გახდა. საქართველომ რუსების აბსოლუტური სახელმწიფოებრიობის ქვეშ ამოყო თავი. ეს აბსოლუტიზმი, მართალია, უცხო იყო მისთვის, მჩაგვრელი, გამრუსებელი, მაგრამ მან გააერთიანა ის, ტერიტორია და მასზედ მოსახლე ქართველი ხალხი; აღირსა მას შედარებით ხანგრძლივი შესვენება გარეშე მტრებისაგან; გაათავისუფლა ბატონყმობისაგან, როგორცა ვსთქვი, და გზა გაუხსნა ქვეყნის მოქალაქობრიობის ჩასახავა-ზრდას. არ უნდა დავივიწყოთ, ყველა ეს მოხდა არა ქართველებისათვის, არამედ რუსეთის საიმპერიო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. უდავოა ისიც, რომ რუსის ბიუროკრატია ცდილობდა, როგორც პოლონეთში, ხან გლეხების მონადირებას თავადაზნაურობის წინააღმდეგ, ხან, და ეს უფრო ხანგრძლივად, თავადაზნაურობის მონადირებას გლეხების წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ქართველი ხალხის დიდი მიღწევანი მოქალაქობრივ სარბიელზედ ხდებოდა არა მპყრობელთა ხელის შეწყობით, პირიქით, მათ მიერ ამართულ ათასგვარ დაბრკოლებათა გადალახვით. რუსის ბობოლა ბიუროკრატებს ჩვეულებად ჰქონდათ ქართველობა უკვე მობერებულ ხალხად დაესახათ, რომელსაც თითქო რაღაც ისტორია ჰქონებია, მაგრამ მისი აწმყო და მომავალი უიმედოაო! მათ ბეც თვალებს გამოეპარა, რა ღრმა სოციალური გარდაქმნები ხდებოდა ხალხის აგებულებაში, როგორ გაიძრო მან ძველი პატრიარქალური სამოსელი და გაბედულად შეაბიჯა ახალ სამეურნეო და სააღებმიცემო ურთიერთობაში; როგორ იზრდებოდა, ვაჟკაცდებოდა და როგორ იქცა ის ერთ მშვენიერ დღეს სწორედ მათთვის საშიშარ პოლიტიკურ ძალად. მე-19 საუკუნე ორ ხანად შეიძლება გაიყოს, რომელთა მიჯნები ადვილად გამოსაცნობია. პირველი: ძვირფასი საუნჯის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის შეცნობა, მისთვის გლოვა და ზარი, დაბრუნების ცდა შეთქმულებათა და აჯანყებათა გზით; მეორე: ამ საშუალებათა უკუგდება და სამაგიეროდ ჩუმი, განუწყვეტელი მუშაობა ხალხის გამოსაფხიზლებლად, მის ძალთა დაზოგვით, დაგროვებით, რათა შესძლებოდა მას მოხდენილ დროს თავისი„მე“ გამოემჟღავნებია და დაეცვა კიდეც. სრულიად გაუგებარი იქნებოდა, ქართველობა პასიურად რომ შეხვედროდა რომანოვების უპირობას, ჩადენილს მის სახელმწიფოებრივი არსებობის წასაშლელად. მას ხომ არაერთხელ დაუცავს ის საუკუნეთა განმავლობაში?! განა მტრის სიდიდე, სიმრა- 136 ვლე აშინებდა მას, როცა თავის სიცოცხლეს სასწორის ერთ ჯამზე სდებდა?! რასაკვირველია, დიდი ერეკლეს ტრაქტატი, გიორგი მეცამეტის ერთგულ3ეა რუსეთის ტახტისადმი ბორკავდა მას, ხალხი დარჩა უწინამძღოლოდ, განადგურებული, მეტნაწილად, გაჟლეტილი, დაღლილი, არაქათ გამოცლილი.... და, მიუხედავად ამისა, მან მაინც ამართა თავისი დაფლეთილი საომარი დროშა. დამარცხდა, მართალია, სხვაგვარ შეუძლებელიც იყო, მაგრამ თავისი სახელი და ღირსება უმწიკვლოდ გადასცა შთამომავლობას. შეცდომაა და კითხვისადმი არაისტორიული მიდგომა, როცა ამბობენ, ვითომ ბატონიშვილები და თავადები მარტო თავიანთ დინასტიურ თუ სხვა უპირატესობათა აღსადგენად იბრძოდნენ და ამიტომ დამარცხდენ. ივიწყებენ, რომ ბატონიშვილები და თავადები იგივე ფეოდალები იყვნენ, მფლობელნი მამულთა და მოსახლეობის; აქედან, მათი მაშინდელი წარმოდგენით, დინასტიისა და პრივილეგიების აღდგენა, იმავე დროს, ქვეყნის გათავისუფლებას უდრიდა გარეშე მტრისაგან. განა, ერეკლემაც ჩასწერა ტრაქტატში თავის დინასტიის სამუდამოდ შენახვა, მაგრამ ამით ის ფიქრობდა საქართველოს უფლებათა უზრუნველყოფას. ივიწყებენ, მეორე მხრით, იმასაც, რომ ხალხი, გლეხობა ჯერ ისევ ძველი ფეოდალური განწყობილების ტყვე იყო; ის ჩიოდა თავის პეტიციებში სწორედ ამ განწყობილების ერთიორად გაუარესებას უცხო მოძალადეთა წყალობით. აქ არეული იყო ერთმანეთში წოდებრივი და სოციალური მოტივები, საიდანაც ერთი რამ ცხადი იყო ყველასათვის: გარეშე ძალა იყო მათი ნივთიერი მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, რასაც ზედ დაერთო მათი ზნე-ჩვეულების შელახვა. საინტერესოა, ბრწყინვალე თავადები, ისინიც კი, ვინც 1832 წლის შეთქმულება მოაწყო, რუსეთიდან შინ დაბრუნებულნი, აქტიურ მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის სახანოთა, შემდეგ მთიელთა დამორჩილებაში. მათ შორის პოეტებიც იყვნენ, პატრიოტნი. ამბობენ, ისინი შურს იძიებდენ ლეკებზე მათი სამშობლოს დარბევისათვის წარსულშიო! შეიძლება, მაგრამ რატომ ვერ ამჩნევდენ ისინი ქართველი გლეხების გაუგონარ დარბევას ამ გალაშქრებათა დროს რუსის მხედართა მიერ – ეს სხვა კითხვაა. ასე თუ ისე, სუფრულმა მამულიშვილობამ თავისი დრო მოჭამა, დგება მეორე, ანუ ილიასა და აკაკის ხანა. ამ ორ დიდ პიროვნებას თავიანთი წინამორბედნი ჰყავდათ, რა თქმა უნდა, ისე როგორც თანამედროვენიც. მწერლობაში სჭარბობს მოქალაქეობრივი და 137 ეროვნული მოტივები და ესენი მჭიდროდაა გადაბმული რუსეთისა და დასავლეთ ევროპის რევოლუციურ, განმათავისუფლებელ იდეებთან. ქართველი ხალხი და მისი მომავალი, ყოველ შემთხვევაში, მთელი მწერლობის მამოძრავებელი ძარღვია. ქართველობა უკვე არაა ხალხი, ისაა ეროვნება თავისი განსაკუთრებული იდეალით, რომელსაც ჯერ მხოლოდ დედა დამღერის აკვანზე თავის შვილს, შემდეგ თვით ხალხს იპყრობს და ბოლოს ბორკილების დამმსხვრევ თილისმად იქცევა. ქართველი არ ეტევა ქვეშევრდომის პერანგში, მოითხოვს ადამიანისა და მოქალაქის უფლებას, საიდანაც ერთი ნაბიჯია ერის უფლების მოთხოვნამდე, და სიტყვიდან საქმეზე გადადის. იწყება ხალხის პოლიტიკური დარაზმვა, მისი სცენაზე გამოსვლა... ჩვენ უკვე მე-19 საუკუნის მიწურულში ამოვყავით თავი. ხალხი სცენაზედ ხალხის თავისუფალი, ე.ი. ნებაყოფილებითი პოლიტიკური დარაზმვა სხვა სახისა და ფორმის, გარდა პარტიულისა, ჯერ არავის გამოუგონია. საქართველოშიც იგივე მოხდა სრულიად ბუნებრივად და ეგრედ წოდებული მესამე დასი გარედან მობერილი და მეტხორცი ორგანიზაცია როდი იყო, როგორც ბევრსა ჰგონია, არამედ ქართველი ერის, საქართველოს საერთო ვითარების პირმშო. მას თავისი დოქტრინაც ჰქონდა უთუოდ, მარქსიზმი, მაგრამ რამდენია მაგალითი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პარტიებს უცხოეთიდან გადმოეღოთ იდეები თუ მთელი სისტემა იდეებისა? და განა დასელებს ქართველ მეოთხმოციანებში, თვით მესამოციანებშიც, არა ჰყავდათ წინამორბედნი, ვინც რუსულ ლიბერალურ-ნაროდნიკულ თუ ხალხოსნურ-ტეტიურ აზროვნებას ეტრფოდა? მათ პარტია არ შეუქმნიათ, მართალია, მაგრამ ამაში იყო სწორედ დასელების უპირატესობა: მათ გადადგეს პირველად ეს ნაბიჯი და ამით საქართველო დაწინაურებული ქვეყნების ფერხულში ჩააბეს. მაგრამ, შეიძლება ითქვას, დასელებმა პირველი დღიდანვე გაარღვიეს მარქსიზმის სპეციფიკური წრე: გადაიტანეს თავისი მუშაობა მთელს მშრომელ ხალხზე, გლეხობაზე, მოსახლეობის დიდ უმრავლესობაზე, თუმცა ისიც უნდა დაემატოს, რომ„პროლეტარიატი“ ბოლომდის მათი უცვლელი ფალავანდი დარჩა! მე გამიგონია ანეკდოტის მსგავსი ერთი დიალოგი, რომელსაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი ქ. სოხუმში 1905 წელს: ერთი გლეხი დედა-კაცი, 138 შარვაშიძის მამულიდან, ეუბნება თავის შვილის ნათლიას, ეგეც მეგრელ სოვდაგრის მეუღლეს: ნეტავი,„პრალატარატი“ ვიყო, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა! შე დაკარგულო, – უპასუხებს ნათლი,ა – პროლეტარიატი ხარ(ეგ კარგად გამოსთქვა, ხოლო მეორე სიტყვა პროლეტარი მანაც არ იცოდა), აბა, რა ჯანდაბა, ცალი ხარის მეტი არაფერი გაგაჩნია, ეზო ვერ დაგიხნავს და არც კი იცი მემამულე როდის აგყრის! დასელები პროლეტარიატის სახელით შედიან ფართო მასებში, ხოლო 1905 წელს ისინი უკვე სოციალ-დემოკრატებად გვევლინებიან, რომლებისთვის დემოკრატია უებარი საშუალებაა სოციალური მიზნების მისაღწევად. ეს იქიდანაც კარგადა სჩანს, რომ ისინი გლეხების კერძო საკუთრებას იცავენ და ამით ამარცხებენ იმავე რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ანტიმარქსისტ სოციალისტებს! აი, როგორ იქცა სოციალ-დემოკრატია უძლიერეს მასათა პარტიად ჩვენს ქვეყანაში დაბოლოს, ერის მესვეურიც გახდა. მოპირდაპირენი შენიშნავენ: პარტია კლასთა ბრძოლას აღვივებდა ხალხში(ძალზედაც„აღრმავებდა“!) და მით ლელო გაიტანაო. ეს მართალია და ქართველი ხალხიც საკმაოდ ღარიბი იყო ამისათვის, მაგრამ ივიწყებენ, რომ ის ეროვნულადაც ჩაგრული იყო, უკმაყოფილო, ოპოზიციური სულით გაჟღენთილი – აი, ის პოხიერი ნიადაგი, რაზედაც„ახალ-აღთქმის“ თესლი ეცემოდა, ამოდიოდა და ჯეჯილდებოდა. ამრიგად, სოციალ-დემოკრატია პირველი იყო, ასე ვსთქვათ, დასაბამიდან, რომელმაც სცენაზე გამოიყვანა ხალხი, გამოაფხიზლა, დარაზმა, აამეტყველა... ერთის სიტყვით, შექმნა ნამდვილი ხალხური პოლიტიკური მოძრაობა. გაიხსენეთ 1905 წელი: ქართველი ხალხი მწყობრად, დარაზმულად გამოვიდა; ეს არ იყო წუთიერი ჯანყი, რუსული ბუნტი; ხალხმა გაიმარჯვა კიდეც, მოიწადინა თავის თავის პატრონობა, მაგრამ რევოლიუცია დამარცხდა შიდა რუსეთში და აქედან, დამარცხდა იგი საქართველოშიც. ზედმიწევნით საგულისხმიეროა, რა დასკვნა გააკეთა ქართველმა ხალხმა, შეაქცია თუ არა მან ზურგი იმ პარტიას, რომლის წინამძღოლობით მწარე დამარცხება იგემა? არა! მისი ერთგული დარჩა, ატარა ის თავის უბეში სუსხიან რეაქციის დროს და 1917 წელს ისევ მას გაყვა, ეხლა უკვე ერთი საუკუნის წინ დაკარგული თავისუფლების აღსადგენად! მოპირდაპირენი არ სცხრებიან: კი, მაგრამ სოციალ-დემოკრატიამ თავიდანვე არ ჩაიწერა თავის პროგრამაში ქვეყნის დამოუკიდებლობაო. ადვილი სათქმელია, დამოუკიდებლობა! მაშინდელ 139 პირობებში – ეს შეუძლებელი იყო. რით აიხსნება, რომ მე-60-ე და მე-80-ციანებიც სწორედ ასე იქცეოდენ, განა, მათ აკლდათ ერთგულობა ერისადმი? განა, ჩვენ ყველანი მათი მოსწავლე არა ვართ? განა, ტყუილა გვიტაცებდენ ილია და აკაკი, მოჩხუბარიძე და ვაჟა? არა, რასაკვირველია, მაგრამ გრძნობასთან ერთად გონებაც მუშაობდა: ქართველი მოღვაწენი კარგად გრძნობდენ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ეროვნული საკითხის პოლიტიკურად დასმა, ხალხის დამოუკიდებლობის დროშის ქვეშ მოწოდება განუზომელ ხიფათს წარმოადგენდა მაშინ პატარა ერისათვის. გაიხსენეთ, პოლონეთი დიდი ერია, მაგრამ იქაც არ გამოქონდათ, მე-19-ე საუკუნის მიწურულიდან დიდ ომამდე, დამოუკიდებლობა, როგორც სადღეისო პლატფორმა. სამაგიეროდ, ბევრი იყო სხვა საჭირბოროტო კითხვები, რომლის ირგვლივ უფრო ადვილად შეიძლებოდა, შედარებით, ხალხის დარაზმვა; და ეს კითხვები, პირველ რიგში, ხალხის სოციალ-ეკონომიურ ჭირ-ვარამს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატია მედგრად იბრძოდა ამ ნიადაგზედ, მსხვერპლიც დიდი გაიღო – მოპირდაპირენიც ვერ უარყოფენ ამას – მარქსიზმიც, თუ გნებავთ, მისწრება იყო ამ ბრძოლაში. მაგრამ ჩაგრულ ერში შეუძლებელი იყო სხვა კითხვებიც არ წამოჭრილიყო, როგორიცაა, მაგ., ენის, განათლების(რუსიფიკაცია), ვაჭრობა-მრეწველობის შებორკვის, უცხო ელემენტების ჩამოსახლების, უფლებრივი უთანასწორობის – ჩვენ ხომ„ტუზემცები“ ვიყავით! სოციალ-დემოკრატია არანაკლების ენერგიით ებრძოდა ეროვნულ ჩაგვრას – უსამართლობას, ვინემ სოციალ-ეკონომიურ სიდუხჭირეს. La politique de moindre résistance! 1 – შემოგვძახებენ – და მართალიცაა, მხოლოდ არამარტო სოციალ-დემოკრატებზე, არამედ პატრიოტებზეც, რომელნიც მათ ადრე გამოვიდენ ასპარეზზე. სოციალ-დემოკრატია სეპარატიზმის წინააღმდეგიაო – მოახსენებდენ რუსეთის მეფეს მისი ნაცვალნი ტფილისიდან. ეგეც მართალია, მერმე? გამართლდა მათი პროგნოზი? არა, არგამართლდა: როცა დრო დადგა, სწორედ სოციალ-დემოკრატიამ ააფრიალა, სხვა პარტიების გარსშემოკრებით, დამოუკიდებლობის დროშა. სოციალ-დემოკრატია რევოლიუციური პარტია იყო, მან ომი გამოუცხადა თვითმპყრობელობას და ხალხსაც ამისათვის რაზმავდა. ის ეუბნებოდა მოქიშპე პარტიებს, მის შემდეგ რომ გაჩნდნენ: ამაოა თქვენი ცდა უშველოთ ერს, როგორც ასეთს, სანამ თვით1 La politique de moindre résistance –(ფრ.) მინიმალური წინააღმდეგობის პოლიტიკა(რედ.). 140 მპყრობელობა ბატონობს. ქართველმა ხალხმა იგრძნო, შეითვისა კითხვის ასე დასმის სისწორე. არაა სხვა საშუალება, რომელსაც ისე მძლავრად შეეძლოს ხალხის მონადირება, მისი აღტყინება, როგორადაც არსებული ვითარების რეალისტურად დასახვა. მაგრამ იყო ერთი პარადოქსიც, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, თუ გინდ მოპირდაპირენიც კი სდუმდენ მის შესახებ. ქართველი სოციალ-დემოკრატია დამოუკიდებელი პარტია არ იყო, ის შედიოდა ძველი რუსეთისაში. დ. პარტიაში, რომლის პროგრამა და სტატუსი კანონი იყო მისთვის. ეს მოვლენა გამონაკლისს წარმოადგენდა(ამიტომ ვეძახი მას პარადოქსს*). 1 რუსეთში ხომ ბევრი ერი იყო, დაწინაურებულიცა და ჩამორჩენილიც, ქართველებთან შედარებით, მაგრამ არცერთი სოციალ-დემოკრატია არ მოქცეულა ასე, ყველანი დამოუკიდებელნი იყვნენ, ან კიდევ ჩქარა გამოეყვნენ რუსის დ. პარტიას. თვით უტერიტორიო ებრაელთა სოციალ-დემოკრატიამ თავისი პარტია დაიარსა – ბუნდი. რაშია საქმე, ვინაა ან რაა ამის მიზეზი? მარქსისტული იდეოლოგია თავისი„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა...“ უთუოდ ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ მე მას ვერ მივანიჭებ უპირატესობას. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ერი ჩაგრულთა კატეგორიას ეკუთვნოდა, შეუძლებელია ამიტომ მარტო იდეოლოგიას, თეორიას, ასეთი დიდი მნიშვნელობა მიეწეროს. სოციალური და ეროვნული მომენტები მშვენივრად თავსდება ერთსა და იმავე პარტიაში, ხოლო პირველს შეგნებულად, მეორეს შეუგნებლად ატარებდა ქართველი სოციალ-დემოკრატია თავის სასოში. რატომ მოხდა ეს? განა ქართული მწერლობა, აზროვნება, საზოგადოებრივობა, თითქმის, მარტო ეროვნული მოტივებით არ იკვებებოდა? დიახ, იკვებებოდა და სწორედ ეს არის მეორე მიზეზიც, წარმავალი, ჩვენებური წრეგადასული პოლემიკით ხელოვნურად წარმოშობილი. ყველანი პატრიოტობდენ, ნაციონალისტობდენ, და ეს ტერმინები ხომ სახელგატეხილი იყო იმ დროს დასავლეთშიც, – საჭირო გახდა, მაშასადამე, განსხვავება, განცალკევება, რომ სოციალ-დემოკრატებსაც იგივე არ მოსვლოდათ, რაც მეოთხმოციანებს: არ გალესილიყვენ„ბაზალეთის ტბაში“! 1 *) მეორე პარადოქსი ისიც იყო, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები „მენშევიკებადაც“ გვევლინებიან, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ისინი უმრავლესობას შეადგენდენ პარტიაში. რამდენად მახინჯი და მავნე იყო ეს სახელწოდება, დღეს აშკარაა, როცა რუსის მენშევიკები წითელი რუსეთის იმპერიალიზმის მოსარჩლედ გამოდიან(ავტ.). 141 მაგრამ უარესიც – და ესაა უმთავრესი მიზეზი: ქართული მწერლობა, აზროვნება, საზოგადოებრივობა ერთობ სუსტი იყო იმით, რომ ის არ სცილდებოდა ინტელიგენტთა ვიწრო წრეს, და ეს სამი ბურჯი წინსვლისა უფრო მოხალისეობას, თითქმის ქველმოქმედებას ემყარებოდა. აიღეთ მაშინდელი პრესა, რა გასავალი ჰქონდა მას, რამდენი კითხულობდა? მე არ მჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, დავასკვნი მხოლოდ, რომ გარე მოცულობა, milieu, ან როგორც რუსები იტყოდენ „სრედა“, ისეთი უნიათო, იმდენად უფესვო იყო, რომ მას არ შეეძლო შეეკრა, შეებოჭა თავის არტახებში ახლადგამოჩეკილი პირველი პოლიტიკური პარტია. განა ამისათვის არ აუხირდნენ მას მაშინვე? თუმცა ეს კი არაა თავისთავად გასაკვირი, გასაკიცხი, პირიქით! თუ ილია დიდია – და ამაზე ხომ დღეს ორი აზრი არ არსებობს – ეს იმითაც აიხსნება, რომ მან პირველმა ასტეხა განგაში მონოლიტური ქართველი ერის გათიშვის საშიშროებაზე. მონოლიტური, უდავოდ, მხოლოდ, სავალალოდ, ილიას თავში, მის ოცნებაში, იდუმალ ზრახვებში, უამისოდ მისი უკვდავი ქმნილებანიც წარმოუდგენელი იქნებოდენ. სინამდვილე სხვა იყო. ბუმბერაზმა და დაუნდობელმა მტერმა ისე დაასახიჩრა საქართველოს სხეული, ისე დააძაბუნა ქართული სული, რომ პირდაპირ გეშინია უბრალო მოგონებაც, რა დიდი ხიფათის წინ იდგა მთელი ერი. რუსული მწერლობა, აზროვნება, საზოგადოებრივობა პყრობდა მის ინტელექტს, უკეთ – განათლებულ წრეებს. ქართულ ენაზე ხომ არა თუ მაღალი, საშუალო განათლების მიღებაც მიუწდომელი იყო! განა მარტო განათლებულ წრეებს? ეხლაც არ დამვიწყნია ის უდიერი პასუხი, რომელიც მე მივიღე ზაფხულს 1910 წ. ერთი დედაკაცისაგან შუაგულ ქართლში ჩემ შეკითხვაზე, ასწავლიან თუ არა სკოლაში ქართულს მეთქი: ქართული რისი მაქნისია! მე შენ გეტყვი და არზას დასწერ მაგ ენაზე, ან უთარჯიმნოდ მიმართავ ვისმეს...„ვისმეში“ მოხელეს გულისხმობდა, რა თქმა უნდა, იქნება ქართველსაც კი. სიმახინჯე იქამდის მივიდა, რომ ზოგი გადაგვარებული თავადი რუსულად უწუნებდა პატრიოტიზმს დასელებს, რომელნიც პირველი იყვნენ, ვინც ხალხი პოლიტიკურად აამეტყველა დედა-ენაზე და მით კარები ფართედ დაუღო ქართულ აზროვნებას ყველა მის ფენებში. რაღა გავაგრძელო, რუსული გავლენა უფრო ძლიერი იყო ქარ­ თულისაზე, დასელებიც მის ჯადრაკს მოყვნენ. აიღეთ საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი, სადაც კავკასიის მაჯაც სცემდა, რა 142 ძალას წარმოადგენდენ იქ ქართველები? განა უფრო სტუმარს არ ემზგავსებოდენ ისინი? ვიდრე მასპინძელს? სტუმარს მდუმარეს, თავჩაქინდრულს, ლანდივით მიმალულს... სად და რაში იყო ხსნა? მე ვერ ვიტყვი, რომ დასელებმა, შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა, შეგნებულად დააყენეს ეს საბედისწერო კითხვა, მხოლოდ ფაქტი ისაა, რომ მათ გადასჭრეს იგი საბოლოოდ. სად? ქართველ ხალხში; რაში? მის სცენაზე გამოსვლაში – აი პასუხი, აბა სცადეთ და უარყავით ეს ისტორიული ფაქტი! მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა, მარტო დასელებისათვის მიგვეწერა ეს დამსახურება. კარგის მთქმელს კარგი გამგონე უნდაო – იტყვიან – ქართველი ხალხიც იგი არ იყო, რაც ილია და აკაკის დროს. ის თავიდან ფეხებამდე ჩაყურყუმალდა ახალ სოციალ-ეკონომიურ მორევში, ქერქი იცვალა, სულიც, ასე წარმოიდგინეთ, ალღო აუღო სრულიად არაჩვეულებრივ ახალ ვითარებას. ნინოშვილმა და კლდიაშვილმა ეს უკვე აღბეჭდეს მხატვრულად. მაგრამ ესენი სოფელს დასტრიალებდენ და ტიპიურ გლეხს თუ გაკოტრებულ აზნაურს ამოატივტივებდენ ზედაპირზე. რაც შეეხება ქალაქს, კაპიტალისტს თუ პროლეტარს, მათი ქურუმი არც კი დაბადებულიყო, და ისევ უკვე დასახელებულნი და ორიოდე სხვაც ქალაქიდან დაბრუნებულ მუშა-გლეხს თუ ადგილობრივ მევახშეს და ჩაფარს ჩამოანცობდენ ხოლმე თავის კალმის წვეტზე. პროლეტარი და კაპიტალისტი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ჯერ კიდევ არ არსებობდა ქართველობაში, გამონაკლისი მხოლოდ საერთო წესს ადასტურებდა. სულ სხვაა ეგრეთ წოდებული წვრილი, ნაწილობრივ საშუალო ბურჟუაზია: ვაჭარი, ხელოსანი, მიკიტანი, მოხელე, მოსამსახურე... ესენი ქართველებსაც გაუჩნდათ. მიუხედავად ყველა ამისა, რა დიდია, რა ბრწყინვალე ქართველი მუშის როლი! ის თავს იყრის არა ქართველთა სამრეწველო დარგებში, აგრეთვე სახაზინო მეურნეობაში, რკინის გზაზედ, ნავთ-სადგურებში, დეპოებში. აი, ამ მუშებში, პირველ რიგში, შემდეგ წვრილ მოხელე-მოსამსახურეებში, ნოქრებში, სოფლის მასწავლებლებში ჰპოვეს დასელებმა უებარი„გამგონე“ და მათის საშუალებით მოფინეს მთელს ქვეყანას თავისი იდეები. რომ არ დაგვავიწყდეს, იყო აგრეთვე ეგრეთ წოდებული უსაქმო, მეტნაწილად ნახევრად განათლებული ინტელიგენცია, რომელიც რუსულ მართველობას ცხოვრებიდან გაერიყა და ამით გაღიზია- 143 ნებული დასელების პარტიაში ჩაწერას ჩქარობდა. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ახალ მიმდევრებში ბევრი იყო წვრილ აზნაურთა და სასულიერო წოდებიდან და, შეიძლება, კიდეც ამიტომ იჩენდენ ისინი ასეთ„ორთოდოქსობას“! ყოველ შემთხვევაში, კლასობრივი დიფერენციაცია ჯერ კიდევ არ იყო ღრმად გამჯდარი ქართველ ხალხში და მიმდევარნიც, ცოტა არ იყოს, ჭრელ და მერყევ ელემენტებს ბლომად შეიცავდენ. ამიტომ გასაგებია, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატია თავის დასაყრდნობ ძალად მუშათა კლასს აცხადებდა, თუმცა იმთავითვე შეუდგა ის, როგორც ზევითა ვსთქვი, ამ კლასის გლეხობასთან გადაბმას, მათ გაერთიანებას ერთ მებრძოლ ფრონტში, რითაც დიდად განსხვავდებოდა რუსეთის ს. დ. პარტიისაგან, რომლის განუყრელ ნაწილს თითქო ის შეადგენდა. მაგრამ სოციალ-დემოკრატიას მარტო ქართველ მუშასთან როდი ჰქონდა საქმე საქართველოში, და ეს არის მეორე მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ გამოეყო ის რუსულ პარტიას. ბლომად იყვნენ რუსის და სომხის მუშები, რომელნიც აქა-იქ სჭარბობდენ კიდეც ქართველ მუშებს. რა პოლიტიკის დაჭერა შეიძლებოდა მათ მიმართ? ერთი იყო ნაციონალისტური და თითქო ამას უკარნახებდა სოციალ-დემოკრატიას მთელი გარემოვითარება: რუსის მმართველობა რუს მუშას მფარველობდა. ჩვეულებრივ, აძლევდა მას უპირატესობას, ამრავლებდა მის რიცხვს; მაგრამ სომხის მუშისადმიც მეტ ლმობიერებას იჩენდა ის, გასაგებია რატომ – დაეპირდაპირებია ქართველი მუშისათვის, გამოეწვია მათ შორის ეროვნული შუღლი. უამისოდაც კერძო მრეწველობა ხომ სომხების ხელში იყო, პირველ რიგში, და ესენი, რასაკვირველია, თავის ეროვნების მუშებს ამჯობინებდენ. მაშასადამე, დიდი ცდუნება არსებობდა, თუ ნაციონალისტური არა, ნაციონალური ხაზი მაინც აეღო ქართველ სოციალ-დემოკრატიას, და აქედან კი ლოგიკური დასკვნაც მზად იყო: რუსული პარტიიდან გამოთიშვა, თავის პარტიის დაარსება. მან არა ჰქმნა არც ერთი, არც მეორე; აიღო ინტერნაციონალური ხაზი და რუსულ პარტიაში დარჩა. იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა და ამაზე ვაქცევ მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას: გაქცევა, ბრძოლის ველის მიტოვება! როგორ გაქცევა, მიტოვება? მე ვლაპარაკობ ტფილისზე, რომელიც ულმობელ მტერს ხელში ჩაეგდო პოლიტიკურად, ხოლო ეკონომიურად სომხები ბატონობდენ და განაგებდენ მას, თანახმად 144 პირველის დირექტივებისა. ქართველები რას წარმოადგენდენ ჩვენს დედაქალაქში, უკვე ვსთქვი. განა არ აჯობებდა ასეთ უმწეო პირობებში ასპარეზის დაცლა, გაქცევა დასავლეთ საქართვლოში: ჭიათურა-ქუთაისში, ბათუმში, ფოთში! დასელების მუშაობის ცენტრად, როგორც ვიცით, მაინც ტფილისი იქცა, აქ იყო სოციალ-დემოკრატიის ტვინი, და ყველა მისი ორგანიზაციის უმაღლესი ინსტანცია. ეს სასიქადულო ისტორიული ფაქტი, თუ გნებავთ, იდეოლოგიურად„დიამატს“ მიეწერებოდა: ეკონომიურ კონცენტრაციას და პოლიტიკურ ცენტრალიზაციას! ორივე ეს კვანძი ხომ საქართველოს დედაქალაქში ისკვნებოდა, აქ სწყდებოდა თვით ერის ყოფნა-არყოფნის კითხვა, – აი, რას გრძნობდა ინსტიქტურად ქართველი სოციალ-დემოკრატია. უკანასკნელი მამაცად ჩაება, შეიძლება ითქვას, ამ ერთობ უმადურ მუშაობაში, სადაც ქართველ მუშას არც პოლიტიკური მფარველი გააჩნდა, არც თავის ეროვნების მრეწველნი. პირიქით, რუსის ბიუროკრატია და სომხის პლუტოკრატია მას კრიჭაში უდგნენ, უკან ხევდნენ, სულაც ერეკებოდნენ. შექმნილ ვითარებაში, ცხადია, ინტერნაციონალიზმი ერთადერთი ხსნა იყო: ქართველი მუშა ბრძოლას კი არ უცხადებს რუს და სომეხ მუშას, არამედ ძმობას, სოლიდარობას, ასე ჩააგონა მას სოციალ-დემოკრატიამ... არ შეიძლება ითქვას, რომ სოციალ-დემოკრატიამ ბევრი მიმდევარი პოვა არაქართველ მუშებში, მაგრამ აქაც იყო ერთგვარი გარჩევა. რუსის მუშას, როგორც პრივილეგიურს, თავისი ერის სვე-ბედი არ ადარდებდა, უამისოდაც უდავო ბატონი იყო ის; ხოლო სოციალურად, თუ მაინც ბრძოლა უხდებოდა მას, სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა სოციალ-დემოკრატიაში, იმპერიის საერთო პარტიაში ჩაწერისა, და აქ კი, ადგილობრივ, ქართველს ეჭირა სადავე. სომეხ მუშებს კი თავიანთი პარტია ჰყავდათ – ჰინჩაკისტების 1 , მაგრამ დაშნაკებიც 2 უძლიერესნი იყვენ. ესენი კი სოციალისტებს ეძახდენ 1 ჰნჩაკი – სომხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია.„ჰნჩაკი“ 1887 წელს ჟენევაში დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც დააარსეს სომეხმა სტუდენტებმა. პარტიის ძირითადი ხაზი გადიოდა სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებსა და ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი სომხეთის გათავისუფლებაზე(რედ.). 2 დაშნაკები – დაშნაკცუთიუნი 1890 წელს თბილისში დაარსებული სომხური პოლიტიკური პარტიაა, რომლის დღის წესრიგიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დემოკრატიზაცია და სომხური სახელმწიფოს აღდგენა. პარტიის მხარდამჭერებს ეწოდებოდათ დაშნაკები. 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების მეორე ტურში დაშნაკცუთიუნმა 3 მანდატი მოიპოვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში(რედ.). 145 თავიანთ თავს და ერთგვარ ხიდად ედებოდენ სომხის მუშებისა და კაპიტალისტების შუა. უკანასკნელნიც, ეროვნული მიკერძოობის დასაფარავად, მეტწილად, კადეტების ქურქს ისხამდენ. ამრიგად, ერთი მხრით, სოციალ-დემოკრატები თავიანთო ინტერნაციონალიზმით, მეორე მხრით, დაშნაკები თავიანთი ნაციონალიზმით – აი, ვინ ექიშპებოდა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შრომისა და კაპიტალის სარბიელზედ. დღეს უკვე აშკარაა, ვინ გამოვიდა გამარჯვებული – ქართველი სოციალ-დემოკრატია. მაშ, ინტერნაციონალიზმს გაუმარჯვნია, – იტყვის მკითხველი. დიახ, გარეგნულად, ფორმალურად სწორედ ასეა, მაგრამ არსებითად? ამ კითხვის გადასაჭრელად გადაშალეთ თებერვლის რევოლიუციის პირველი ფურცელი, სადაც, სხვათა შორის, ტფილისის მუნიციპალური არჩევნების ბიულეტენებს წაიკითხავთ: ხმოსანთა დიდი უმრავლესობა ქართველებია! გაუგონარი ამბავი: ნაძალადევმა დაიპყრო სოლოლაკი და საქართველომ კი – თავისი დედაქალაქი! რა დაერქმის ამ სწორუპოვარ საქმეს? ეროვნული, თავისთავად ცხადია. მაგრამ, ცოტა არ იყოს, მე წინ გავუსწარი ზოგიერთ მნიშვნელოვან თარიღებს 1917 წლის ადრე. დასელების ინტერნაციონალური მიდგომა მიმდინარე აქტუალური კითხვებისადმი ნაკარნახევი იყო თვით მრავალერიანი კავკასიის მიერ. ეს მრავალერიანობა, როგორც ცნობილია, უსაშინლესი მჭრელი იარაღი გამოდგა გაბატონებული რუსის ხელში და, უნდა ითქვას, დაუზარებლად, დაუნდობლად იმარჯვებდა. ამის ყველაზე უსაზარლესი შედეგი სომეხთა, თათართა ურთიერთიჟლეტა იყო – სხვათა შორის, სისხლში იქნა ჩახრჩობილი პირველი რევოლუცია ბაქოში. მაგრამ ბაქომ, ცოტა დააკლდა, ტფილისიც არ ჩაითრია ამ ველურ ვაკხანალიაში, და ის უთუოდ დატრიალდებოდა, თუ არა დასელების ენერგიული ჩარევა, თვით ელდანაცემ მეფისნაცვლის თხოვნით! აქ მოხდა, თუ გნებავთ, პირველი საჯარო დემონსტრაცია სარდაფებში აღზრდილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიის მორალური წონისა და მნიშვნელობის; ამ თარიღიდან იწყება მისი პოლიტიკური მესვეურობის საყოველთაო აღიარება... არა მარტო საქართველოში. დასელებმა თავიანთი არალეგალური მუშაობა თავიდანვე საქართველოს გადაღმაც გააჩაღეს, სახელდობრ, ბაქოს მიმართულებით. ეს ხაზი: ბაქო-ტფილისი-ბათუმი კავკასიის სოც. დემ. საოლქო კომიტეტის მნიშვნელოვან ღერძად იქცა, ხოლო ამ საერთო ორგანიზაციაში ტონის მიმცემი ქართველები იყვნენ. მა- 146 რტო ეს გარემოებაც საკმაოდ ნათლად ხსნის საქართველოს სოციალ-დემოკრატიის ხელმძღვანელ როლს კავკასიაში, 1917 და შემდეგ წლებში. აქ უადგილო არ იქნება გავიხსენოთ ჩვენი ისტორიკოსების მსჯელობა იმაზე, რომ საქართველოს უფრო შორსმჭვრეტი მეფენი, იჩენდენ რა ტოლერანტობას არაქართველთა მიმართ შიგნით, ცდილობდენ თავიანთი გავლენა სამეფოს გარეთაც გაერცელებინათ. მე ვფიქრობ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიაც, სულ ერთია – რა მოტივით, იმავე ტრადიციას აგრძელებდა. კავკასიის გეოგრაფიული მდგომარეობა, მისი ეკონომიკური მთლიანობა, მცხოვრებთა სიჭრელის გვერდით, და დიდი მიმზიდველობა – უცხო დამპყრობისათვის დასაბამიდან ჩვენამდე ხომ ხალასი ფაქტია. მაგრამ ქართველი სოციალ-დემოკრატიის„ექსპანსია“, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაცილებით უფრო შორსმტყორცნი გამოდგა, ვინემ ქართველი მეფეების! მე ხომ ვსთქვი ზევით, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატია რუსეთის ს. დ. პარტიის წევრი იყო და მის კანონებს ემორჩილებოდა-მეთქი. ეხლა მე უნდა შევზღუდო ეს ფორმალური მხარეც: ქართველები უფრო სიტყვით, ვინემ საქმით ემორჩილებოდენ ცენტრს. არალეგალურ პირობებში უშუალო მორჩილებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მით უფრო, დასელები მარტო სარდაფებში როდი იყვნენ გამომწყვდეული და ლეგალურ მუშაობასაც ეწეოდენ, სადაც და როგორადაც კი შესაძლებელი იყო. გაიხსენეთ, თუგინდ, მათი ყოველდღიური პრესა, რომელსაც საზღაპრო გველეშაპივით, ათასი თავი აღმოაჩნდა: ერთს რომ გააგდებინებდნენ, უმალ მეორეს გამოიბამდა. რუსეთის საერთო ს. დ. პარტია ამას ძნელად ან სულ ვერ ახერხებდა. მეტნაწილად სწორედ ამით აიხსნებოდა, მაგ., ის ფაქტი, რომ, როცა პირველი დუმის არჩევნები დაინიშნა, რუსეთის ს. დ. პარტია ბოიკოტით შეხვდა მას, ხოლო კავკასიის საოლქო კომიტეტმა მხურვალე მონაწილეობა მიიღო მასში. საერთო პარტიის გადაწყვეტილების ასე აშკარა და უკმეხი დარღვევა ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ, უკეთ არ შეიძლება ისე ახასიათებს მათ ურთიერთდამოკიდებულებას. მაგრამ რაც მთავარია და დიდი მნიშვნელობის – ესაა ქართველი დეპუტატების ლიდერობა ს.-დ. ფრაქციისა ოთხივე დუმაში, რაიცა რუსეთის ს. დ. პარტიის საარჩევნო ბოიკოტს მოჰყვა შედეგად! მთელი იმპერიის სახელმწიფო დუმის ტრიბუნის ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ და- 147 პყრობამ, ეჭვს გარეშეა, მთლად ყირამალაზე დააყენა„მორჩილების“ კითხვა: ეხლა ფრაქცია კი არ ემორჩილება პარტიას, არამედ წინაუკმო, პარტია – ფრაქციას! გარეგნულად, რა თქმა უნდა, დეკორიუმი დაცული იყო: პარტია არსებობდა, სწერდა რეზოლიუციებს, გზავნიდა თავის წარმომადგენელს ფრაქციაში, მაგრამ სად არალეგალური„ინსტრუქციები“, დასად ლეგალური გამოსვლები საიმპერიო ტრიბუნიდან, რომელიც ყოველ წუთს ახალ-ახალ შეფარდებას მოითხოვდა ცვალებად პირობებთან! პარტიის მოგზავნილნი, ხელმძღვანელის ნაცვლად, ფრაქციის ტექნიკურ სპეცებად იქცენ. და კიდეც ამიტომ, როცა აგორდა„მეცხრე ზვირთი“, პარტია არავის გახსენებია და მის ნაცვლად ფრაქცია„უკეთ – ქართველი დეპუტატები მოექცენ მის ფაფარს“. გავაკეთოთ ერთი მარტივი დასკვნა თქმულიდან: ეგნატე ნინოშვილის ფერფლზედ მორცხვად დანერგილი მესამე დასი, რაღაც ოცდასამი წლის განმავლობაში დიდ პოლიტიკურ ძალად იქცა მთელს იმპერიაში, ხოლო კავკასიაში მის გავლენას არამც თუ არ ებრძოდნენ, თავის ნებითა და სურვილით ექვემდებარებოდნენ. როცა კავკასია დანაწილდა გარეშე ძალთა მეოხებით ვის შეუძლია უარყოს, რომ 118 წლის წინ მსოფლიო რუკიდან ამოშლილი საქართველოს ასე ჩქარა გაცნობა და ცნობა, პირველ რიგში, მისი სოციალ-დემოკრატიისა და დეპუტატების ამ გავლენას მიეწერებოდა? მაგრამ მე ვიცი, მოპირდაპირენი ერთხელ კიდევ აგვიხირდებიან: საქართველო, ქართული საქმე, აბა, რა შუაშია?! ემსახურებოდით პროლეტარიატს, სოციალიზმს, ინტერნაციონალს, სადაც დამოუკიდებელი სექციაც არ გყავდათო. მათ, ალბათ, თავშიც არ მოუვათ, რომ მე ერთი„კოზირი“ შემოვინახე„საბოლოოდ“, პირდაპირ გამანადგურებელი! თუ ოდესმე რომელსამე პატარა ერს, ნუ შეგვრცხვება ვსთქვათ, პატარა ერს „მთელს დუნიაზე“, ისე შეუბრალებლად, ისე საშინლად უყრია ჯავრი თავის მჩაგვრელ დიდ ერზე, როგორც იყარა ქართველმა ერმა და მისი წიაღიდან გამოსულმა მესამე დასმა რუსეთზე და მის უპირო, გაუტანელ რომანოვებზე, – მე მზადა ვარ„მამაპაპურად“ ვუპასუხო ჩვენს მოპირდაპირეთ: თქვენი ხმალი, ჩემი კისერი! ამ კოზირს არ ხმარობენ, მართალია, თვით ისინი, ვისაც ის ხელში ეჭირა; ვერც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიის მეთაურნი ასეთი შურისძიებით იყვნენ გაჟღენთილნი, სულ წინააღმდეგ იქნება! მით უარესი მათთვის, თუ შეუგნებლად, შეუსატყვისად ჩაიდინეს ეს სასახელო საქმე. 148 მე ისტორიას არა ვწერ, რასაკვირველია, მაგრამ რაცა ვსთქვი, ერთი კითხვის დასმის უფლებას მაინც მაძლევს, იმედია. ნუთუ, არ დადგა დრო იმისათვის, რომ საფუძვლიანი გადასინჯვა მოხდეს ძველი დავისა და დავიდარების ქართულ აზროვნებაში; გაიდოს ხიდი ომის, რევოლუციის, დამოუკიდებლობის წინ არსებულ მიმდინარეობათა შორის და ანცობილ იქნან ისინი ერთ ჯაჭვად, რომლის თითოეული რგოლი გაგრძელებაა მეორის, მესამის და ასე ბოლომდის? ქართული აზროვნების ზრდა-განვითარების მთლიანი ისტორია, რუსეთის მფლობელობის დაწყებიდან ჯერ არავის დაუწერია, იყო ზოგიერთი ფრაგმენტული ცდები, ხოლო სოც. დემ. იდეური მიმდინარეობის ადგილი ამ აზროვნებაში, თუ სტალინის ყმების ნაჯღაბნს სათვალავში არ მივიღებთ, ჯერ არავის უჩვენებია. აბა, მიხვდით ვინ წამოისროლა ფრაზა: რამდენი ნულიც არ აკოწიწოთ ერთმანეთზე, თუ მათ წინ სულ მცირე ციფრი არ დასვით, მაინც ნულებად დარჩებიან! განმარტება ზედმეტია, ვინ იგულისხმებიან ნულებში: მასები, ხალხი... მაგრამ მეორე ბანაკიდანაც, აი, რა გაისმოდა: ერთი საქართველო, ერთი ქართველი ერი არ არსებობს, ორადაა გაპობილი, ამაოა გამრთელება! აქ იგულისხმებოდა კლასთა ბრძოლა... როგორაა ამ მხრივ ეხლა საქმე? ხალხი სცენაზე გამოვიდა, იქცა მონოლითურ ერად, ნაციად. მაშ, თავისთავად მომხდარა სინთეზი, შერიგება... და ეს აზროვნებაშიც ჰპოვებდა თავის განსახიერებას, ვერაგ მტერს პირზე კლიტე რომ არ დაედო ერისათვის. რა არის ერი? მე განვსაზღვრე წინათ რა არის სახელმწიფო, ახლა ვცდი განვსაზღვრო, რა არის ერი. ერი არის ერთისა და იმავე ტომის, ენის, თავგადასავალის, ხასიათის მქონე ადამიანთა ისეთი შეერთება განსაზღვრულ ტერიტორიაზედ, რომელსაც თავის თავი ერთარსებად, ერთობილად შეუცვნია და აქვს სურვილი ერთად იცხოვროს და ნებისყოფაც თვითონვე გაუძღვეს თავის საქმეებს. ამ განსაზღვრიდან მეორე ნახევარი: თვითშეცნობა, ნებისყოფა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ძალიან დიდი მანძილის ევოლუციის ნაყოფია და წარმოადგენს უმაღლეს დინამიკურ ძალას. სახელმწიფოს არ აინტერესებს უშუალოდ ერთიგივობა ტომით, ენით, 149 თავგადასავალით, ხასიათით, თუმცა ეს ნიშნები, ცხადია, დიდ როლს თამაშობდა მისი წარმოშობა-განვითარების პროცესში. სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი მომენტი ხელისუფლებაა, ძალა, რომელიც ერთად იჭერს, იკავებს ადამიანთა ამა თუ იმ რაოდენობას განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში და წარმართავს მათ განსაკუთრებული მიზნებისაკენ. ხელისუფლებას ეფარდება ეროვნული ნებისყოფა და ეს კი სწორედ ერთიგივობას ემყარება ტომით, ენით, თავგადასავალით, ხასიათით. ეს ნიშნები, შეიძლება, საუკუნეები არსებობდეს, მაგრამ მათი მატარებელი ადამიანები არ გრძნობდენ თავს ერთარსებად, არ გამოხატავდნენ ეროვნულ ნებისყოფას. ამ ხარისხამდე მიღწევისათვის ისინი გაივლიან სახელმწიფოს ჭადრაკში. ეროვნული თვითშეცნობას წინ უძღვის მოქალაქეობრივი თვითშეცნობა და ეს კი მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნაყოფია. ადამიანი ჯერ თავისუფალ მოქალაქედ უნდა იქცეს, აღიჭურვოს უცილო უფლებით თვითონ განაგოს საქვეყნო საქმეები, რომ შეურიგდეს სახელმწიფოს, იწამოს ის თავისად და არა მის გარედ არსებულ უსულო მჩაგვრელ მექანიზმად. მხოლოდ მაშინ წარმოუდგება სახელმწიფო ადამიანს, როგორც სამშობლო, და თავს მის შვილად აღიარებს. ამ წუთიდან საქმე გვაქვს არა ძალდატანებით, მექანიკურ, ან მარტო უფლებრივ, არამედ ორგანიულ, ნებაყოფლებით და მორალურ შეერთებასთან, რომლის სახელია ერი, ნაცია. ეს პროცესი სახელმწიფოს ერად, ნაციად გარდაქმნისა მარტივია და უმტკივნეულო, შედარებით, ერთი ეროვნების სახელმწიფოში, მაგრამ გაცილებით უფრო რთულია ის და მტკივნეული, როცა საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, სადაც ერთი ერი ბატონობს ბევრ სხვა ეროვნებაზე, რომელთაც ან ჰქონდათ ოდესმე თავისი სახელმწიფო, ან სულაც არ ჰქონდათ იგი. ყოველ შემთხვევაში, შედეგი იგივეა: ეროვნებანი თავს აღწევენ გაბატონებულის უღელს, აარსებენ თავის სახელმწიფოს, გარდიქმნებიან ერად, ნაციად. თუ არის თითო-ოროლა შემთხვევაც, როცა ეროვნება ვერ იქცა ერად, ნაციად, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ის არ იბრძოლებს ამისათვის, და თუ არ იბრძოლა, ვაი, მას – ის უკვე გათქვეფილა გაბატონებულ ერში, დაუკარგავს თავისი სახეობა, გამქრალა, როგორც ეროვნება. ამრიგად, დამოკიდებულება მოქალაქესა და პატრიოტს შორის იგეთივეა, როგორიც სახელმწიფოსა და ერს შორის. არ შეიძლება კარგი პატრიოტი იყო, თუ იმავე დროს კარგი მოქალაქე არა ხარ; ეროვნებაც ხომ არ ერობს, თუ ის სახელმწიფოდ არ იქცა. ეგ არის 150 გარდაუვალი სოციოლოგიური კანონი, თუ ასეთი რამ არსებობს საზოგადოდ. იბადება კითხვა, არის კიდევ რამე განსხვავება სახელმწიფოსა და ერს შორის? განა არაა დრო, ზევით თქმულის შემდეგ, მათ შორის ერთიგივობის ხაზი გავუსვათ? ერი, ნაცია, მართლაც, როგორც ყველაზე ბუნებრივი, საღი და ცხოველი შეერთება დასრულებული სახელმწიფოა, თითქო მის ადგილს იჭერს. ამიერიდან თუ სახელმწიფოს მთლიანობის დუღაბი ძალდატანებაა დასაწყისში და უფლებრიობა შემდეგ, ერის მთლიანობა მის შვილთა ნებაყოფლებით მორალურ კავშირს ემყარება. განა გაგიგონიათ ოდესმე ეგრეთ წოდებული ირედენტა ერთი ეროვნების სახელმწიფოში, მისი შვილნი განზე რომ იხედებოდენ, სხვა ეროვნების სახელმწიფოზე მიწერას ლამობდენ? მე ხომ სულით მახინჯებზე, ვსთქვათ, ჩვენს არამზადებზე არ ვლაპარაკობ! არც ეროვნულ უმცირესობას ვეხები, რომელიც ცდილობს, მიეწეროს, თუ მოსაზღვრეა, მეზობელ დედა-ერს; თუ არა, მიაღწიოს კულტურულ-ეროვნულ განვითარების უზრუნველყოფას სხვა ეროვნების სახელმწიფოში. არა, სახელმწიფოს ისტორიული მისსია ჯერ არ არის დამთავრებული. სახელმწიფოს ერად, ნაციად გარდაქმნა მოასწავებს ძალდატანებითი და უფლებრივი კავშირის ნებაყოფილებით და მორალურ კავშირად გარდაქმნას. ხოლო თანამედროვე ცხოვრების საფეხური ჯერ კიდევ არაა და დიდხანს არ იქნება ისე მაღალი, რომ მარტო მორალს დაემყაროს. პირიქით, უფლება და ძალდატანებაც აუცილებელი ბერკეტია ქვეყნის საქმეთა წარსამართავად. მარტო არსებული სოციალ-ეკონომიკური ანტაგონიზმი, სხვაც რომ არ დავასახელო, მსაჯულისა და პოლიციის ჩარევას გარდაუვალად ხდის. მაგრამ ამით იდეალი: ერის მორალურ ერთარსებად, ერთობილად ქცევა არა თუ არ იბღალება, კიდევ უფრო დიად მისასწრაფ საგნად ხდება აწმყოსა და მომავალში. დავუშვათ, იდეალი მიღწეულია: მსაჯული და პოლიცია ზედმეტი გახდა, საკმარისია მორალური იმპერატივი, რომ ყველამ და თითოეულმა თავისი მოვალეობა პირნათლად მოიხადოს ქვეყნისა და ერის წინაშე. განა ჰქრება ამით სახელმწიფოებრიობის ყოველი ნასახი? არა, ჩემის აზრით, წესი ერთად ცხოვრებისა, თანამშრომლობისა, სოციალურ, ოჯახურ, ინდივიდუალურ და სხვ. დამოკიდებულებისა მაინც უნდა იქნეს ვისმესგან დადგენილი და მის ასრულების მეთვალყურე ორგანოებიც შექმნილი. 151 ერმა შეწრუპა სახელმწიფო, მასზე გადავიდა ხელმწიფება, უზენაესობა. ერი ჰქმნის მორალურ იმპერატივებსაც, წესებს, მაგრამ ის უკვე არ არის მრისხანე იუპიტერი, არამედ მისი ტვინიდან გამოფრენილი მინერვა, სიბრძნისა და ხელოვნების ღმერთი, რომლის ბრძანება გვავალებს და არ გვაიძულებს, რადგან ასრულება თვით ჩვენი მოთხოვნილებაა, მორალი... რადგან იუპიტერიცა და მინერვაც ჩვენ თვითონ შევქმენით, ჩვენ გარეშე ისინი საპნის ბუშტია! კანტმა თქვა თითქმის ორი საუკუნის წინ: ისე მოეპყარი მოყვასს, როგორც შენ გინდა, რომ ის მოგეპყრას შენ თვითონ. ეს საზომი საფუძველია ადამიანის უფლებისა და ხელუხლებლობის, სამართლიანობის. თავისუფლებაც, როგორც ყველაფერი ამქვეყნად, რელატიური რამაა: თავისუფალი ხარ იმდენად, რამდენად შენი თავისუფლება არ ზღუდავს სხვების თავისუფლებას. ასევე ითქმის ერზე, ისიც ხომ ორგანიზმად, სუბიექტად გვესახება. მაშასადამე, მისი უფლება და თავისუფლება იგეთივე ხელშეუხებელი წმიდათაწმიდაა, როგორიც ცალკე ადამიანის. აქედან, დამოკიდებულება ერთა შორის, თავისუფლება თვითეულის დანარჩენთა მიმართ იმავე ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას იღებს სანიმუშოდ. საგულისხმიეროა, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულებას თავიდანვე საერთაშორისო დაერქვა, და ეს უკვე გვიჩვენებს გზას, რომელიც უნდა გაიარონ თავისუფალმა ერებმა. დღესდღეობით სახელმწიფონი და არა ერნი ქმნიან უფლებას და უკანასკნელს კი ძალმომრეობა, ომი უდევს საფუძვლად. არ არსებობს საერთაშორისო ორგანოც, რომლის წინაშე ქედს უნდა იხრიდენ დიდი და პატარა ერები. არსებული ერთა ლიგა ნამდვილად სახელმწიფოთა ლიგაა და ისიც არა უნივერსალური, რადგან ბევრი სახელმწიფო არ შედის მასში. მართალია, მას დიდი და პატარა ერთა თანასწორობა დაედო საფუძვლად, მაგრამ სინამდვილეში მეორენი პირველთა კარნახს ექვემდებარებიან. ეს წინააღმდეგობა ბუნებრივია, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ სახელმწიფონი ძალთა უთანასწორობაზედ არიან აგებულნი. ეს უთანასწორობა რომ გაჰქრეს, საჭიროა სახელმწიფო ერმა შესცვალოს, ძალაუფლებამ და სამართლიანობამ. ფიზიკური თანასწორობა ბუნებაში არ არსებობს. შეიძლება მხოლოდ მორალური თანაწორობა და იგი ემყარება არა იმდენად უფლებას, რამდენად სამართლიანობას. სამართლიანობის შეც- 152 ნობა და განსახიერება მხოლოდ ადამიანს შეუძლია, ხოლო ერი, დიდია თუ პატარა, ადამიანთა კრებულისაგან შედგება. ამიტომ ერთა, და არა სახელმწიფოთა, ლიგას შეუძლია თანასწორობა სიტყვიდან საქმედ აქციოს. და მაშინ, მხოლოდ მაშინ შეიძლება მთელს კაცობრიობას თავისუფალ ერთა ჰარმონიული ოჯახი დაეძახოს, და მით მის მიერ შემოღებული წესები საერთაშორისო განწყობილებათა ურყევ კანონად იქცეს. ირაკლი წერეთელი ირაკლი წერეთელი(1881-1959) – XX საუკუნის პირველი ოცწლეულის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, XX საუკუნის რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურა, 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური მოაზროვნე და პუბლიცისტი. ირაკლი წერეთელმა თბილისის კლასიკური გიმზანიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი იყო გაზეთ„კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1907 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. ათი წლის შემდეგ, რუსეთის რევოლუციის მსვლელობისას, პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრიც იყო, ხოლო მოგვიანებით რუსეთის დროებით მთავრობაში ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის პოსტი ეკავა. ი. წერეთელი 1918 წლის 26 მაისის შემდგომ მოღვაწეობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. იყო დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის საზავო კონფერენციაზე. ირაკლი წერეთლის„მამულიშვილობა, ეროვნობა თუ ხალხის სამსახური?“ 1903 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა გაზეთ„კვალში“ და მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება ქართულ ჟურნალისტურ საზოგადოებაში. ქართული სოციალ-დემოკრატია 1900-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნაციონალურ საკითხს. აღნიშნული წერილიც სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა და იგი ავტორმა„ყვირილელის“ ფსევდონომით გამოაქვეყნა. თქვენ წინაშე წარმოდგენილ სტატიაში ი. წერეთელი მემარცხენე ტრადიციისთვის დამახასიათებელი ინტერპრეტაციით საუბრობს ნაციისა და ეროვნულობის ფენომენზე. მსგავსად მისი თანამედროვე მარქსისტი ავტორებისა, წერეთლის მსჯელობაშიც ვხედავთ გლეხობის, მუშათა კლასისა და ნაციონალიზმის მკვეთრ ურთიერთკავშირს. მეორე ინტერნაციონალის(ევროპელი სოციალისტების) დელეგაციის ვიზიტი ყაზბეგში. ტიერი ბერიშვილის კოლექციიდან. 155 ირაკლი წერეთელი მამულიშვილობა, ეროვნობა თუ ხალხის სამსახური? მე არ ვიცი ისეთი პატიოსანი და გამტაცი გრძნობა, როგორიც მშობელი ხალხის თავგანწირული სიყვარულია და, მასთანვე, არ მეგულება არც ერთი მოქმედება, გაბედული და ხალხის სიყვარულით გამოწვეული, რომელსაც ჩვენში მამულიშვილობის ან ეროვნობის სახელით წინ არ აღდგომოდნენ. მერე რომ იკითხოთ, რა არის მამულიშვილობა ან ეროვნობა, ყოველგან პასუხად გაიგონებთ – ეს სამშობლო ქვეყნის, ერის თავდადებული სიყვარულიაო. თუ ეს მართლა ასეა, რად დაუპირდაპირეს ერთმანეთს ეს გრძნობები, რით ეწინააღმდეგება მამულიშვილობა და ეროვნობა ხალხის სიყვარულს, ხალხისთვის შრომას? ვინც ხალხის სამსახურს და მისთვის გზის გარკვევას სწირავს თავის ძალ-ღონეს, რად ითვლება ის სამშობლოს დამკარგველად და ერის უარმყოფელათ, და მას კი, ვისთვისაც მშობელი ხალხის კვნესა და შვება, მისი მწარე ბრძოლა და იმედიანი მომავალი – ყველა ერთნაირად უცნობი და შორეულია, რად მოაქვს თავი ნამდვილ მამულიშვილად და ერის მოჭირნახულეთ? განა სამშობლოს და ერის სიყვარული მარტო მშობელი ხალხის სამსახურში არ უნდა იხატებოდეს? საიდან წარმოსდგა ეს უკუღმართობა? მართალია, იგი თვით ხალხის გულში ფესვს ვერ მოიდგამს, – ხალხი კარგად იცნობს თავის მტერს და მოყვარეს, – მაგრამ ჩვენს„საზოგადოებაში“ კი მტკიცედ არის გამეფებული ეს შეხედულება, და, ვინ იცის, რამდენი ნორჩი გონება დააბნელა, რამდენ ხეირიან გრძნობას გამოაცალა მაცოცხლებელი ნიადაგი და უნაყოფოდ გაახმო. ჩვენ გვსურს დავარღვიოთ ეს ცრუ წარმოდგენა. გვსურს გამოვარკვიოთ, რომ მამულიშვილობის და ეროვნობის სახელით მონათლულია ისეთი რამ, რაც ძირიანად ეწინააღმდეგება მშობელი ქვეყნის კეთილდღეობას და ერის უმრავლესობის ბედნიერებას; რომ დღეს ქვეყნის წრფელი სიყვარული და ეროვნობის დაცვა მხოლოდ ხალხის სამსახურში უნდა იხატებოდეს. მაშ, ავხადოთ რიდე მამულიშვილობას და ეროვნობას. 156 მამულიშვილობა თ-დი ალექს. ჭავჭავაძის საფლავზე მგოსანი შემდეგ ფიქრებს ეძლევა: „ტკბილო პოეტო, ნათლისა სვეტო, შენ არ დაგწვია ჩვენსავით გული.“ .............. – „თორემ სხვაგვარათ მწარეთ და მარათ ეგ შენი გულიც იწყებდა ძგერას... და შენც ჩვენსავით სიტყვებით ავით გესლით და ნაღვლით იწყებდი მღერას“. ამ სევდის ერთადერთი წყარო მამულიშვილური გრძნობა არის, მამულის დაბეჩავებამ აუმღვრია მგოსანს სული და გული. „ეს არ სანატრო, უკუღმართი დრო სიცოცხლითვე გვკლავს, გვედება ბნელი, არცა გვაქვს ძალი და არც წამალი... სად არის მხსნელი, რომ მოგვცენ ხელი?!“ 1 ბედი უკუღმა დატრიალდა, და ნამდვილი მამულიშვილი, რომელიც ალ. ჭავჭავაძის დროს ტკბილ სიმღერას ეძლეოდა, დღეს უნდა მწარედ სტიროდეს. ასეთია თვითონ მგოსნის აზრი. და, აი, ამ პატარა ლექსს რომ ჩაუვკვირდეთ, ნათლად გავარჩევთ ჩვენი მამულიშვილობის დედაძარღვს. ვისი ბედი დატრიალდა უკუღმა? ვინ რა დაკარგა ამ დროს განმავლობაში? მთელმა ხალხმა? ერთმა ნაწილმა? აი, აქ არის ჩამარხული ჩვენგან წამოყენებული კითხვის ახსნა, აქ მოინახება დღევანდელი მამულიშვილური გრძნობის ნამდვილი წყარო, გაირკვევა მისი ნამდვილი შინაარსი. შევადაროთ ეს ორი ხანა. 1 ირაკლი წერეთელს მოაქვს ციტატა აკაკი წერეთლის ლექსიდან„ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ“(რედ.). 157 რუსეთის ხელში გადასვლით საბოლოოდ ძირი გამოეთხარა ჩვენში ძველ წყობილებას. თავადაზნაურობამ გარეშე მტრის ძალას რომ ვეღარ გაუძლო, მტრის მოსაგერიებელი მახვილი რუსეთს გადასცა. მოვალეობის თავიდან აშორებით ის უდარდელ ცხოვრების შეძენას ფიქრობდა. პოლიტიკური მოთავეობის ტვირთი მან მხრებიდან მოიშორა. მაგრამ, ამასთან ერთად, ის სრულებითაც არ ფიქრობდა სოციალურ პირველობის დათმობას. აქ მას ვერავინ შეეცილებოდა, პირიქით, ის ახლა ფიქრობდა ძლიერი მფარველობის ქვეშ წინანდელზე უფრო სავსებით განცხრომისათვის თავის მიცემას. აი, ასეთ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყნის ბედი თ. ალ. ჭავჭავაძის დროს. ვისთვის იყო ეს მდგომარეობა ახლანდელზე უკეთესი? მაშინდელი ქართველობა ორ მთავარ ჯგუფად იყო გაყოფილი: ცალ მხრით ყოველ უფლებას მოკლებული, ფეოდალურ უღლით წელგატეხილი უმრავლესობა იდგა, მეორე მხრით – უფლებებით აღჭურვილი და ეკონომიურად უზრუნველყოფილი უმცირესობა. პირველად მას აქეთ, ყმის ბორკილების გარდა, არა დაუკარგავთ-რა. მაშასადამე, მათთვის წარსული უფრო ბნელი იყო, ვიდრე დღევანდელი დრო არის. დაგვრჩა მეორე ჯგუფი, რომელსაც დღეს არც ძალა შერჩა, არც გავლენა და მაშინ კი, როგორც დავინახეთ, ქვეყნის პატრონი და ბატონი იყო. აი, სწორედ ამ მეორე ჯგუფის ოპტიმიზმით იყო გამსჭვალული ალ. ჭავჭავაძეც, მისი ღვიძლი შვილი. სწორედ ამიტომ ასცილდა მის გულს მამულისშვილური შხამ-ნაღველი. იქ, სადაც მთელი ეკონომიური ძალა ერთ რომელიმე ჯგუფს აქვს ხელთ, მისი თვალთა ხედვა მისივე წრით შემოზღუდულია. მის ინტერესებს ემსახურება მთელი ქვეყანა და ამ წრეს გარეთ მისთვის არაფერი არსებობს: თავის კერძო ინტერესი მას ქვეყნის ინტერესად ეჩვენება.„მამულის“ ბედ-იღბალი ამ„მამების“ ბედ-იღბალია და თუ ამ უკანასკნელთ ცამ გაუღიმა, სჩანს, პირველსაც ბედის პირი უნდა გაეხსნას. და აი, სწორედ ამნაირ დროს მომართა ჩანგი ჭავჭავაძემაც.„ლოთებო, ნეტავი ჩვენაო“. ამ სიმღერაში გაბატონებული ჯგუფის კმაყოფილება იხატებოდა და, მაშასადამე, მამულიშვილური ოპტიმიზმიც შიგ იყო ჩართული. 1 მაგრამ დრო წინ მიდიოდა, ძველ საზოგადოებაში ჩასახული ახალი ძალა თავისას შვებოდა და თანდათან არღვევდა საზოგადოებრივ განწყობილებას. გლეხების გათავისუფლებამ ბოლო 1 ავტორი ციტირებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსს„მუხამბაზი ლათაიური“(რედ.). 158 მოუღო ფეოდალურ უფლებებს, ამავე დროს ფულმა ნატურალური წეს-წყობილების კარი სრულებით შეანგრია. თავადაზნაურობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ აიღო ახალი ცხოვრების ალღო. ყმა და მამული, ეს ორი დედაბოძი მისი კეთილდღეობისა – ერთი 19 თებერვლის მანიფესტმა 1 , მეორე ფულის გაბატონებამ გამოაცალა მას ხელიდან. და აი, იწყება ძველი„მამების“ დაქვეითება. ერთ დროს ცხოვრების მეთაური ჯგუფი ცხოვრების კუდში მოქცეული შეიქნა. მის მაგივრათ, მის გვერდით იზრდება და ფეხს იდგამს სხვა საძირკველზე აღმოცენებული ახალი საზოგადოებრივი ჯგუფები. ჯერ კიდევ ნორჩი და გამოურკვეველი, ეს ახალი ჯგუფები ცხოვრების განახლებაში პოვებენ სასიცოცხლო ნაკადულს. ცხოვრების ყოველი წინ წაწევა მათ გამარჯვებას მოასწავებს. ესენი ძველი ცხოვრების ბატონს თანდათან ძალას ხელიდან აცლიან. ეს უკანასკნელი ვერსაიდან ვერ უდგება ახალ ცხოვრებას, ვერ ახერხებს მასთან შეკავშირებას, აღარაფერს გამოელის მისაგან და გრძნობს, როგორ რჩება თანდათან უკან, როგორ კარგავს თავის ძველ დიდებას, როგორ მარხავს თავის იმედებს. ცხოვრების შეუჩერებელი წინსვლა მისი შეუჩერებელი უკან დახევაა. და აი, აქ იწყება ამ ჯგუფის მოთქმა და გოდება. ეს მწარე კვნესა დღემდის გაისმის ჩვენს ქვეყანაში და მასში ჩალესილია. იმედდალეული საზოგადოებრივი ჯგუფის მთელი შხამ-ნაღველი. ეს ჯგუფი გრძნობს, რომ ფეხქვეშ თანდათან ნიადაგი ეცლება, რომ რაღაც საშინელი ძალა მას სამარისაკენ მილეკავს, და მთელი ქვეყნის მთელი მამულის დაღუპვა ელანდება. ჯგუფობრივი გრძნობა აქაც მამულიშვილურ გრძნობის სახეს ღებულობს. ამგვარ ცვლილებას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ძველი წყობილების დამანგრეველი ძალა, ფული პირველ ხანებში მაინც, თითქმის სულ უცხო ხალხის, სომხის ხელში ტრიალებდა, რადგანაც სომეხმა ბურჟუაზიამ ისტორიულ პირობებს გამო ადრე მოიდგა ჩვენში ფეხი. აი, აქეთგან მოევლინათ უბედურება ჩვენს„მამებს“ და ამიტომაც უფრო გაშმაგებით მორთეს ყვირილი –„სამშობლო განსაცდელშია, უცხო ხალხმა გაგვანადგურა, ვიხსნათ თავი სომხებისგანო“. ვინც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თავის თავს ქვეყნის მამად სთვლიდა, ვისაც ენის, კულტურის, ზნე-ჩვეულების დამცველი და მატარებელი მხოლოდ თავისი თავი ეგონა, მას თავის დამარცხებასთან ერთათ ყველა ამების გაქრობა და მოსპობა ეჩვენება. და 1 19 თებერვლის მანიფესტი – 1861 წლის 19 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II -მ რუსეთის იმპერიაში ბატონყმობა გააუქმა. აღნიშნული დღე მოიხსენიება„ემანსიპაციის დღედაც“(რედ.). 159 სწორედ აქ იბადება ის უკმაყოფილება აწმყოთი, უიმედობა მომავლით და მხოლოდ წარსულის მადლიერად მოგონება, რომელიც ასე ახასიათებს ჩვენს მამულიშვილებს. მამაპაპური სიმამაცის, მათი სამშობლოს სიყვარულის, მტკიცე ზნე-ჩვეულების მოგონება – მხოლოდ ეს ასულდგმულებს მათ; თანამედროვე გაუტანლობა„მამულის“ დავიწყება, წოდებათა ერთმანეთში არევ-დარევა – ეს უკვეთს მათ იმედს და სასოწარკვეთილებაში აგდებს. დღევანდელი„მამულიშვილობა“ იხედება უკან და არა წინ, მისი იდეალი მკვდარია და წარსულს ეკუთვნის. მომავალში მას, სიკვდილს გარდა, არა ელის რა. თავის ხსნას ის ცხოვრების უკან დახევაში პოვებს და, რადგანაც ძველი დროს გაცოცხლება შეუძლებელია, ცხოვრება სულ სხვა მხარეს მიიწევს და არ ჩანს ისეთი რეალური საზოგადოებრივი ძალა, რომელსაც შეეძლოს ძველი იდეალების დაცვა და აღდგენა – ეს მამულისშვილური გრძნობა უსაქმოდ რჩება, უმოქმედოდ არსებობს. მისი ერთადერთი სარბიელი სიტყვიერი მოთქმა-ტირილია. ამიტომაც ასე იჩუტება ის თანდათან და ბოლოს გრძნობა, ჯგუფობრივი ფსიქოლოგიიდ შეღებილი, მაგრამ მაინც გულწრფელი, იცვლება უშინაარსო სიტყვების რახარუხათ, მჟავე პატრიოტობათ. ამნაირ ნიადაგზეა აღმოცენებული ჩვენი„მამულიშვილობა“; ის რეაქციით არის გაჟღენთილი და რეაქციას ასულდგმულებს. განსპეტაკებული და განწმენდილი პოეზიით ის აკაკის საუკეთესო ლექსებში არის გამოსახული. გამოჩუტული და სიტყვების რახარუხად გადაქცეული, ის დაბერებული„ივერიის“ 1 ფურცლებიდან იყურება. ყვირილელი 2 გაზ.„კვალი“, 3 N14, 1903 წ. ამნაირად ის, რასაც ჩვენში მამულიშვილობის სახელი ჰქვია, არის ნაშთი წარსულის, ცხოვრების განვითარებით უარყოფილი, და, მაშასადამე, წინმსვლელობის უარმყოფელი. იყო დრო, როდე1 „ივერია“ – ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული გამოცემა 1877 1906 წ.წ-ში. სხვადასხვა დროს გამომცემლობის რედა ქტორები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი(რედ.). 2 ყვირილელი – XIX XX ს.ს-ების მიჯნაზე გავრცელებული იყო ფსევდონიმებით წერა; ირაკლი წერეთელი სწო რედ„ყვირილელის“ სახელით აქვეყნებდა წერილებს(რედ.). 3 „კვალი“ – ქართული პერიოდული გამოცემა( 1892 1904 ); რუსეთის იმპერიაში პირველი ლეგალური მარქსისტული გაზეთი(რედ.). 160 საც ამ„მამულიშვილთა“ ხმა ფარავდა ჩვენში თითქმის ყველა დანარჩენ ხმებს, ვინაიდან პირველ ხანებში მას დროის დანატოვარი მომაკვდავი ჯგუფი წარმოადგენდა. მაგრამ თანდათან პატარა ნაკადულები, ამ დიდი ტბის გვერდით ამოხეთქილი, თხრიდენ ახალ კალაპოტს და თვითონაც იზრდებოდნენ ისე, რომ მათი ჩქეფა ჯერ შეუმჩნევლად აძლევდა თავისებურ კილოს ჩვენი ცხოვრების საერთო ხმას, მერე თანდათან გაძლიერდა და ახლა თვითონ დაფარა ერთ დროს მარტოდმარტო გაბატონებული მამულიშვილური გლოვის ზარი. ახალმა ცხოვრებამ დაბადა ახალი კითხვები. ამნაირად იშვა ეროვნება. რას შეიცავს ეს ახალი იდეა? ვინ წამოაყენა ის ჩვენში? ვინ დაეპატრონა მას? ვინ გაიტანს მას ნამდვილად ცხოვრებაში თავის მხრებით? – აი, ჩვენი გასარკვევი კითხვები. ყველამ იცის ამ კითხვების პასუხი, როდესაც ევროპის შესახებ არის ლაპარაკი. იქ ეროვნულ კითხვის წამომყენებელი, ეროვნული აღორძინების მეთაური და ცხოვრებაში გამტანი ბურჟუაზია იყო. ევროპის ყოველ ქვეყანაში დაახლოებით ერთი პროცესი მიმდინარეობდა. ფეოდალური წყობილების სიღრმეში საწარმოო ძალთაგან ვითარებამ შეამუშავა მატერიალური პირობები ახალი ცხოვრებისათვის; ამავე დროს იქვე იშვა და გამაგრდა ახალი კლასი, ბურჟუაზია, რომელიც ახალ ცხოვრებას ჩაუდგა სათავეში და ზოგან ნელი, შეურყეველი ნაბიჯით, როგორც ინგლისში, ზოგან ერთბაშათ, რევოლუციის ჭექა-ქუხილით, როგორც საფრანგეთში, შეანგრია ისტორიის კარი, დაამსხვრია ძველი ცხოვრება, ჩამოაგდო ტახტიდან ძველი ბატონი და თვითონ ავიდა ტახტზე. ასეთი რიხით გამოვიდა ცხოვრების ასპარეზზე ბურჟუაზია და გამოიტანა თავისი ბაირაღი, რომელსაც ეწერა ზედ„ეროვნება“. რას შეიცავდა ეს„ეროვნება“? პირველ ხანებში – მართლა საერო საქმეს. ერის გაერთიანება, მის შიგნით ამართული ფეოდალური ზღუდეების დანგრევა, ადამიანის ყოველგვარი პირადი დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება; ერთი სიტყვით, ძველი ჯაჭვების სრული დამსხვრევა და ახალი, თავისუფალი ცხოვრების დამკვიდრება – აი, რა იყო იმ დროს ბურჟუაზიისგან გამოცხადებული ეროვნების შინაარსი; და მან მართლა მთელ ერს უწინამძღვრა, მისი დროშის ქვეშ მართლა მთელმა ერმა მოიყარა თავი ძველ წყობილებასთან საბრძოლველათ. მაგრამ, როდესაც გათავდა ყველა ეს, როდესაც მოისპო მთლად ძველი ცხოვრება და ახალი გზა გაიკაფა, იცვალა ფერი ბურჟუაზიამ და მის ეროვნულ იდეას სხვა შინაარსი მიეცა, მთელ ერს ბურჟუა- 161 ზიასთან საერთო მტერი და, მაშასადამე, მასთან საერთო საქმეც გაუქრა. ერი, ეკონომიკურად დაყოფილი, რასაკვირველია, ინტერესებითაც დაიყო. მშრომელთა მონობა ახალს საზოგადოებაშიაც დარჩა, მხოლოდ ის, რაც წინად იურიდიულად იყო განმტკიცებული, ახლა„თავისუფალ“ ეკონომიკურ დამოკიდებულებად შეიცვალა. წინად თუ გლეხი და ფეოდალი იდგა ერთმანეთის პირდაპირ, ახლა მუშა და ბურჟუა დაუპირისპირდა ერთიმეორეს. ახალი ცხოვრების ვითარება საშინელი სისწრაფიდ თხრიდა ორმოს მათ შორის, აღარიბებდა ისედაც ღარიბს, ამდიდრებდა ისედაც მდიდარს, ამრავლებდა უმისოთაც მრავალ უსაკუთრო პროლეტართა რიცხვს, ამცირებდა უმისოთაც მცირე მესაკუთრე-ბურჟუათა ჯგუფს. ამის შემდეგ შეურიგებელი ბრძოლაა ამ ორ ჯგუფს შორის. პროგრესის დროშა ბურჟუაზიიის ხელიდან მისი მოპირდაპირის ხელში გადადის. მაგრამ ბურჟუაზია, რომელმაც ცხოვრებაში ძველი„მამების“ ადგილი დაიკავა, ითვისებს გაბატონებულ ჯგუფის ფსიქოლოგიასაც და თავისი ახალი განკერძოებული ინტერესი ისევ საერო საქმედ გამოაქვს, თავისი კლასობრივი მისწრაფება ეროვნებათ, და ამნაირად, აქაც ხალხის წინააღმდეგ მიმართული პრინციპი ხალხის სახელით ინათლება. ახლა ვიკითხოთ, რათ გახდა ბურჟუაზია პირველ ხანებში მთელი ერის მეთაური, მთელი ცხოვრების ამაღორძინებელ ძალა, ეროვნულ დროშის ხელში დამჭერი? და თუ ეს ასე მოხდა ევროპაში, ჩვენ კი ევროპის გზას დავდექით, ჩვენი ეროვნული აღორძინებაც ამნაირადვე არ უნდა მოხდეს, ჩვენშიაც ასეთსავე ხელში არ უნდა გადავიდეს ჯერჯერობით ეროვნული დროშა? ჩვენი„ნაციონალისტები“ გვეუბნებიან, დიახ ეს აუცილებელი იყო ევროპისათვის, და აუცილებელია ჩვენთვისაც, თუ ეროვნული სიცოცხლე გვინდაო. ვნახოთ მართალია ეს თუ არა. რასაკვირველია, ის, რაც ევროპაში მოხდა, არ იყო უბრალო შემთხვევის ბრალი. ევროპაში ყოველი ერის ბურჟუაზია ამყარებდა თავის ქვეყანაში ახალ წარმოებას, რომელიც ითხოვდა პიროვნების გათავისუფლებას ფეოდალური უღლიდან. ამიტომ ევროპაში ეროვნული ბურჟუაზია ფეოდალიზმის დამანგრეველი შეიქმნა. ევროპაში ყოველი ერის ბურჟუაზია უდგას სათავეში ახლად აღორძინებულ ვაჭრობას და მრეწველობას, რომლებიც აერთიანებდნენ შრომის დანაწილებით და მისვლა-მოსვლის გახშირებით ერის სხვადასხვა კუთხეებს. ამიტომ იქ ეროვნული ბურჟუა- 162 ზია ერის გაერთიანების შემქმნელი და მოთავე გახდა. ევროპაში ყოველი ერის ბურჟუაზია დანარჩენ კლასებზე ადრე ითვისებდა ახალ განათლებას, რადგანაც ამისათვის სხვებზე მეტი დროც და შეძლებაც ჰქონდა. ამიტომ იქ ბურჟუაზია შეიქმნა ეროვნული კულტურის ლამპრათ. და, რა გასაკვირია, რომ ერის მებაირაღეთ ეროვნულ აღორძინებაში ყველაზე უფრო დაინტერესებული, მატერიალური პირობებით წინ წამოყენებული და სხვებზე უფრო შეგნებული ეს კლასი გამოვიდა? ჩვენი ქვეყნის ცხოვრება კი თუმცა ამავე მიმართულებას დაადგა, მაგრამ სხვა ძალების საშუალებით ამუშავდა და ეროვნულ აღორძინებას სხვა მეთაურობით შეუდგა. ჩვენი ქვეყნის პატარა ნავი ისტორიულმა მსვლელობამ სხვა უფრო დაწინაურებული ქვეყნის დიდ გემს მიაბა ისე, რომ ძველი საზოგადოებრივი წეს-წყობილების ბოლომომღებ ძალად გაჩნდა გარეგანი ძალა. გლეხების გათავისუფლება უცხო ერის და არა ჩვენი ბურჟუაზიის საქმე იყო. მართალია, ეს რომ სხვას არ ექნა, ამასვე ადრე თუ გვიან ჩვენი ბურჟუაზია მოახდენდა, მაგრამ ჩვენ იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რაც მოხდებოდა, არამედ იმაზე, რაც მოხდა. ესევე ითქმის ერის სხვადასხვა კუთხის ერთმანეთთან დაკავშირებაზე რკინისგზით, ხიდებით, ფოსტით და ტელეგრაფით. მეორე მხრით, ახლად აღორძინებული ვაჭრობა და მრეწველობა, რომლებმაც აამუშავა ჩვენი ქვეყნის დადუმებული ძარღვები, უცხო ტომის ბურჟუაზიის, განსაკუთრებით სომხების, ხელში იმყოფებოდა და უმთავრესად ახლაც იმყოფება. ამგვარად შეიქმნა მატერიალური პირობები ჩვენი ეროვნული ცხოვრებისათვის, და შეიქმნა არა ჩვენი ბურჟუაზიის ხელით; იშვა ჩვენშიაც ეროვნული იდეა, მაგრამ მან სრულებით სხვა კლასი ნახა თავის დამცველათ, ცხოვრებაში შემტანათ, ვიდრე ევროპაში. თუ ახალ საზოგადოებრივ წყობილებას ვერ შეუდგა მხარში ჩვენი ბურჟუაზია, კაპიტალის წარმომადგენელი, სამაგიეროდ, ჩვენი მშრომელი ერი, შრომის წარმომადგენელი, გამოიყვანა ასპარეზზე ახალმა ვითარებამ. ჩვენს ბურჟუაზიას ცხოვრებამ წინ გაასწრო. მართალია, ჯერ ფეოდალური ცხოვრების ნგრევის საქმე, რომელიც ევროპის ბურჟუაზიამ იტვირთა თავის ქვეყანაში, გათავებული არ არის ჩვენში, ბევრი ძველი დროის დანატოვარი აფერხებს თანამედროვე ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ამ საქმის მოთავეობა ჩვენში სულ სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფმა იტვირთა. ერთი სიტყვით, იმ პროგრესიულ 163 როლს, რომელიც ევროპაში ეროვნულმა ბურჟუაზიამ შეასრულა, ჩვენში ჯერ უცხო ერის ბურჟუაზია ასრულებდა, შემდეგ კი ჩვენი ერის სულ სხვა ჯგუფმა მოჰკიდა ხელი. ეს უკანასკნელი შეიქმნა ეროვნების ერთადერთი მატარებელი, იმ ეროვნების, რომელიც მოითხოვს ცხოვრების განახლებას და მშობელ ენაზე ხალხში ახალი განათლების შეტანას. რამდენადაც ჩვენი ახლად დაბადებული ბურჟუაზია ამ საქმეს ემსახურება, ამდენათ, ისიც ეროვნულია, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. რამდენადაც ის ამ ჯგუფის ჰეგემონიას სცილდება და მხოლოდ საკუთარ გამაგრებასა და გაძლიერებაზე ფიქრობს, იმდენად ის„ეროვნულია“, ამ სიტყვის ბურჟუაზიული მნიშვნელობით. ახლა ჩვენ ვიცით, რა სახის ეროვნებაა ის ეროვნება, რომელსაც ხალხის სამსახურს უპირისპირებენ. მისი ერთადერთი შინაარსი არის ბურჟუაზიის კლასობრივი მისწრაფება, მისი ხალხზე გაბატონება, ერთი სიტყვით, ყველა ის კონსერვატიული მხარე, რომელიც ბურჟუაზიულ წყობას აქვს შეთვისებული დღეს და, რომელიც ჯაჭვით აქვს შემორტყმული ხალხის ცხოვრებას. ამიტომ არის, რომ ეს ეროვნება სხვა ეროვნების დედანში იხატება, ამიტომ ცდილობენ ჩვენი ბურჟუა ნაციონალისტები სომხებთან„ეროვნულ საერთო ნიადაგზე“ ბრძოლის გამართვას. ცალი მხრით, მათ სურთ თავიანთი ძლიერი კონკურენტისათვის ბაზრის წართმევა და ეს კი მაშინ უფრო მოსახერხებელია, როდესაც საერთო საქმედ გამოცხადდება; მეორე მხრით, ორ ხალხს შორის ეროვნული შუღლის ჩამოგდებით მათ სურთ ამ ორი ერის მშრომელ ნაწილთა ერთმანეთისგან დაშორება და დასუსტება, რომ ამით ქართველ ბურჟუაზიას მათგან სისხლის წოვა გაუადვილდეს. ამიტომ არის, რომ ერის მოღალატეთ გამოჰყავთ მათ ისინი, ვინც ამ საქმეში მათ არ ეხმარება, ვინც სომხის ბურჟუაზიას იმავე ნიადაგზე ებრძვის, როგორც ქართველს, და სომეხ ხალხთან კი მჭიდრო კავშირს იჭერს. __________________ ჩვენ გავარჩიეთ ის, რაც დღეს ჩვენში„მამულიშვილობის“ ან „ეროვნების“ სახელით გამოაქვთ და ვნახეთ, რომ პირველი არის ნაშთი წარსულის, მეორე – ნაყოფი ახალი ცხოვრების. პირველის შინაარსი ფეოდალურია, მეორესი – ბურჟუაზიული. პირველი არის რეგრესული, უკან დამხევი მოვლენა, მეორე – კონსერვატიული, წინ მსვლელობის შემფერხებელი. 164 ერთის და მეორეს ნიადაგიც კლასობრივია, ერთიც და მეორეც მამულის, ნამდვილი ერის წინააღმდეგ არის მიმართული. და თუ მაინც ერთსაც და მეორესაც დღეს ჩვენში ბევრი მიმდევარი ჰყავთ, ეს ჯერ იმიტომ, რომ ბევრის აზროვნება ამ ორი კლასის ფსიქოლოგიით არის შეღებილი, და მეორედ იმიტომ, რომ დღევანდელი პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი არავის არაფერს ავალებს, რომ სამშობლოს დაკარგულ დიდებაზე ან ქართველი ბურჟუაზიის ეროვნულ დანიშნულებაზეა ლაპარაკი.„მამულის“ სომხებისაგან დაცვაზე ან მათთან„ეროვნულ“ ბრძოლაზე ყვირილი ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ნამდვილი მამულიშვილობა, ე. ი ხალხის სამსახური... მაგრამ ამაზე, თუ დაგვცალდა, შემდეგ წერილში ვილაპარაკებთ. ყვირილელი. გაზ.„კვალი“, N15, 1903 წ. წინა წერილებში(„კვალი“, №14 და №15) ჩვენ გავარჩიეთ ორი მიმართულება, რომლებიც ჩვენში მამულიშვილობის და ეროვნობის სახით არის გამოსული. ჩვენ ვცდილობდით, გაგვერჩია ამ მიმართულებათა მთავარი ძარღვი და მხოლოდ გაკვრით შევეხეთ ქერქს, რომლითაც იმოსება საქვეყნოდ გამოსვლის დროს ერთიცა და მეორეც. მართალია, ხანდახან ასეთი მიმართულება პირდაპირ, დაუმალავათ გამოდის და თავის კლასობრივ შინაარსს ხელს აფარებს, მაგრამ ჩვენშიაც შეგიძლიათ, მაგალითად, გაიგონოთ: „ჩვენ გვსურს ეროვნობის განმტკიცება, ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ფულიანი კაცები გვეყოლება, ამიტომ დასჯერდენ ჩვენი მშრომელები ჩვენი ბურჟუების ცოტა ქირასო“. აქ ბევრი დაკვირვება არ არის საჭირო, თქვენ მაშინვე მიხვდებით, რაგვარ ერთიანობასთან გვაქვს საქმე.„შევაჭამოთ ჩვენს ბურჟუას ჩვენი მშრომელი!“ – აი, ამ„ეროვნების“ შინაარსი. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს სულ სხვარიგათ მჟღავნდება. აი, მაგალითად, შეგხვდათ თქვენ კაცი, რომელიც გაცხარებით გეუბნებათ:„როგორ? ქართული ენა თქვენთვის მხოლოდ საშუალებაა ხალხის გასავითარებლათ? ქართული წიგნის კითხვა თქვენ მხოლოდ ცოდნის შესაძენად გჭირდებათ? ეს ხომ შელახვაა მამულიშვილური გრძნობის, ეს შეურაცხყოფაა ქართული ენის; თქვენ ქართული ენა მხოლოდ იმიტომ უნდა იხმაროთ, რომ ის ქართული ენაა; ქართული წიგნი მხოლოდ იმიტომ უნდა იკითხოთ, რომ 165 ის ქართული წიგნია“. რას უპასუხებთ თქვენ ამაზე? უთუოდ ხელს გაიქნევთ და იტყვით:„ეს არც კლასობრივი მოძღვრებაა, არც სხვა ჯანდაბა, ეს უბრალო სისულელეაო“. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამას ერთი და ორი კი არ ამბობს, არამედ მთელი საზოგადოებრივი მიმართულება; ნუ დაივიწყებთ, რომ ამ ცნების –„ენა ენისთვის“,„კულტურა კულტურისთვის“ – ერთი და ორი მწერალი კი არა, ჩვენი მწერლობის მთელი ნაწილი ემსახურება. მაშასადამე, ამ მიმართულებას სხვა საფუძველი უნდა ჰქონდეს, სხვა ახსნა უნდა მიეცეს. მიუბრუნდით თქვენს მოსაუბრეს და ჰკითხეთ, რა პრაქტიკულ პროგრამით უნდა განხორციელდეს ეს ბუნდოვანი პრინციპი:„ქართველობა ქართველობისთვის“ და მაშინ გაიგებთ, სად მარხია ძაღლის თავი.„პირველ ყოვლისა, გეტყვით, ჩვენ ქართველები ვართ და ერთობა უნდა გვქონდეს. რას ჰგავს ჩვენი ცხოვრება? ხალხი მოწინააღმდეგე დასებად დაიყო, ერთმანეთს ებრძვიან. ვეცადოთ, ეს წინააღმდეგობა მოისპოს, ყველას თავისი დარჩეს, ნუ გავაქრობთ ნურცერთ წოდებას, ვინაიდან ის ქართველია. ქართველის ქართველთან ბრძოლა გვღუპავს ჩვენ“. ეხლა ხომ გაიგეთ, რა ალაპარაკებს თქვენს მოსაუბრეს? ვთქვათ, მისი სურვილი ასრულდა, მისმა ქადაგებამ გავლენა იქონია, ვინ დარჩება მაშინ მოგებული? ის, ვინც წინათ მდიდარი და გაბატონებული იყო თუ ღარიბი და დამონებული? ამნაირად, თუ პირველ მიმართულების შინაარსი ჩვენ ასე გამოვთქვით: შევაჭამოთ ხალხი ბურჟუაზიასო, მეორეს შინაარსი ეს იქნება:„შევაჭამოთ ხალხი კეთილშობილსო“. რასაკვირველია, ბევრი თვითონაც დაბრმავებულია კლასობრივი ფსიქოლოგიით. ბევრმა მათგანმა, ვინც„ერის“ და„მამულის“ სიყვარულზე ყვირის დღეს ჩვენში, თვითონაც არ იცის, რომ მისი მოძღვრების ერთ-ერთი დაკვნა ეს არის; ბევრი ფიქრობს, ჩემი მოძღვრება მართლა მთელი მამულის და ერის სამსახურია და არა ვიწრო კლასობრივი ინტერესებიო, მაგრამ გულწრფელია თუ არა ამ მიმართულების მიმდევარი, ამით მისი შინაარსი არ იცვლება... როგორც დავინახეთ, ორივე ეს მოძღვრება უარმყოფელია თანამედროვე ცხოვრების. მათ მაგივრად, მათ წინააღმდეგ იშვა და მომაგრდა ახალი მიმართულება, მოძღვრება მართლა მთელი მამულის, მართლა მთელი ერის ინტერესების გამომხატველი; მოძღვრება, თვით ცხოვრებისგან გამოთქმული და ამიტომ მკვიდრ ნიადაგზე დაყრდნობილი. ეს არის ხალხის სამსახური. ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ დღეს ჩვენი ცხოვრებისაგან სწორედსწორედ ის კითხვაა წამოყენებული, რომელიც მე-18 საუკუნე- 166 ში საფრანგეთის ბურჟუაზიამ წამოაყენა. ეს კითხვა მდგომარეობს ფეოდალური ურთიერთობის სრულს მოსპობასა და ადამიანის პირად დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლებაში. ბატონყმობის გაუქმებამ და ახალი წარმოების დამკვიდრებამ კიდევაც გამოიყვანა ჩვენი ქვეყანა ამ გზაზე. ორივე ეს გარეგანმა ძალამ მოახდინა. მაგრამ შემდეგ ამ განვითარებამ თვით შექმნა ჩვენს ერში ისეთი საზოგადოებრივი ძალა, რომლის არსებობა მჭიდროთ არის შეკავშირებული ცხოვრების განახლებასთან და ამიტომაც ჩაუდგა სათავეში ის განახლების საქმეს. რა ძალაა ეს ძალა? როგორ შეიქმნა იგი? ჩვენს ქალაქებში ფეხი მოიდგა ახალმა წარმოებამ. წარმოების ახალმა განწყობილებამ მოითხოვა მრავალი მუშახელი. ქალაქმა მოიზიდა სოფლიდან მშრომელი, იქიდან, სადაც თუმცა კი მოისპო ბატონყმობა, მაგრამ მრავალსაუკუნობით განმტკიცებული ბატონყმური აზროვნება ჯერ არ გამქრალა; სადაც ის მოშორებულია ყოველ კულტურულ სიცოცხლეს და მოძრაობას; სადაც ის სხვებისგან განცალკევებულია თვით შრომის წესრიგით, აი, ასეთი პირობებიდან მშრომელი გადადის ახალ ცხოვრებით შექმნილ პირობებში, ქალაქის გამომფხიზლებელ ატმოსფეროში; სადაც ყოველ ფეხის გადადგმაზე კაცი კაცს ებრძვის უპირატესობისთვის; სადაც დუღს და მოძრაობს საზოგადოებრივი ცხოვრება; სადაც ის მუშაობის დროს გვერდით ხედავს ასსა და ათასს თავის მსგავსს და ეჩვევა საერთო ინტერესების შეგნებას. მისი დადუმებული, სოფლის ცხოვრებით დაჩლუნგებული გონება იღვიძებს, ის თვით ჩარეულია საერთო შეჯახებაში და იწრთვნება ახალი ცხოვრებით. მასში იღვიძებს კლასობრივი შეგნება. ის ხედავს, რომ ყოველ ფეხის გადადგმაზე მას ეღობება და სულს უხუთავს ის ნაშთები ძველი ფეოდალური ცხოვრებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამქრალა. ამიტომ ის ებრძვის ამ ნაშთებს, ხდება მათი მოსისხლე მტერი. მას, ახლა მოქალაქეობრივ კულტურით განვითარებულს, შეაქვს ნელ-ნელა იგივე კულტურა სოფელშიაც, რადგანაც მისი კავშირი სოფელთან სრულად არ გაწყვეტილა. ამგვარად, დღეს, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, ვეცადოთ, რა მსხვერპლათაც უნდა დაგვიჯდეს, გავამაგროთ ჩვენი ნორჩი ბურჟუაზია, რადგანაც ჩვენი ეროვნული ცხოვრების აღორძინება მხოლოდ ამით შეიძლებაო, ჩვენ კიდევაც ვხედავთ მეორე კლასს, რომელიც უკვე გამაგრებული, შეგნებული და ცხოვრებაში გამოსული არის და, რომელიც მზათ არის თავი დადოს სწორედ იმ ეროვნუ- 167 ლი აღორძინებისათვის, რომლის შექმნას ბურჟუაზიის წყალობით გვპირდებიან და, რომელიც სხვაგან მართლა ბურჟუაზიამ შექმნა, ე. ი. ფეოდალური ჯაჭვების სრული დამსხვრევას და პიროვნების გათავისუფლებას. ენის განვითარება, კულტურის გამდიდრება – ყველაფერი ეს მარტო აქ ამ მოძრაობის დახმარებით შეიძლება მოხდეს. როდესაც ენა იარაღია განათლების, რომლის საჭიროება თვით ხალხმა შეიგნო, მაშინ მისი დაცემა შეუძლებელია. ის ცხოვრებასთან ერთათ წინ მიდის და ვითარდება. ნუ მიაწვდენთ ხალხს მისთვის საჭირო ცოდნას ამ ენაზე, ის სულერთია, თავის მოთხოვნილებას სხვა რიგათ დაიკმაყოფილებს ბოლოს და ბოლოს – ენა კი სწორედ ამ დროს დაადგება გადაგვარების და მოსპობის გზას. ამას ნუ დაივიწყებენ ისინი, ვინც ეტრფის აზრს –„ენა ენისთვის“ და ხალხს კი, რომელიც ჩარეულია თანამედროვე ცხოვრებაში და თხოულობს სამშობლო ენაზე საჭირო იარაღს, ყურადღებას არ აქცევს; ნუ ივიწყებენ ისინი, ვინც„კულტურას კულტურისთვის“ ეტრფის. ჩვენი კულტურულათ დაწინაურების ერთადერთი წყარო აქ, ამ მოძრაობაშია, რადგანაც ეს მოძრაობა მიმართულია სხვა, უფრო განვითარებულ ქვეყნების გონებრიივ საუნჯისგან რაც შეიძლება მეტი სიმდიდრის ჩვენს ქვეყანაში გადმოსატანათ, დასამკვიდრებლათ და შესათვისებლათ. ამნაირად მათ, ვინც გულწრფელათ მონდომებულია ჩვენს ცხოვრებაში იმ პროგრესული წყობილების დამკვიდრებისათვის, რომელსაც სხვა ქვეყნებში„ეროვნული აღორძინება“ ერქვა, ვინც მართლა ენისა და კულტურის განვითარებაზე ზრუნავს, ჩვენ ვიწვევთ ხალხის სამსახურისკენ, რადგანაც ჩვენი ქვეყნის განვითარების თავისებური პირობების გამო ჩვენში მშრომელთა კლასი, და არა სხვა რომელიმე, გამოვიდა დღეს ახალი ცხოვრების მეთაურათ და ამ საკითხის გადასაწყვეტათ. რასაკვირველია, ეს კლასიც, როგორც ყოველი სხვა, თავის შემოქმედებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი კლასობრივი ინტერესებით, მაგრამ საქმეც ისაა, რომ დღეს ამ კლასის ინტერესი, როგორც ერთ დროს საფრანგეთის ბურჟუაზიის ინტერესები, ეთანხმება საზოგადო ინტერესებს, ეთანხმება, მაგალითად, თავისუფალ პროფესიათა წარმომადგენელთ, წვრილ, საშუალო და მსხვილ ბურჟუაზიის ინტერესებს, რამდენადაც ეს უკანასკნელები ეწინააღმდეგებიან ფეოდალურ წყობილების ნაშთებს. და როგორც ერთ დროს საფრანგეთის ბურჟუაზია, დღეს ეს კლასიც – სხვაზე უფრო შეგნებული, მომზადებული, გამაგრებული – ჰეგემონიას 168 კისრულობს საერთო პროგრესიულ მოძრაობაში და მის გვერდით თავს იყრის და გროვდება ყველა სხვა მოწინავე ჯგუფები. რასაკვირველია, როდესაც ეს, დღევანდელი ცხოვრებით წამოყენებული კითხვა გადაწყდება, მაშინ მას მოშორდება ბევრი ახლანდელი თანამშრომელი. მაშინ ის მარტო წავა წინ და თან მიჰყვება ყველას ის, ვისთვისაც შრომის ინტერესი არის ერთადერთი ქვაკუთხედი აზროვნებისა და მოქმედებისთვის. დღეს კი ის მეთაურობს„ეროვნულ აღორძინებას“. ეს მისი პირველი ბიჯია. რაც უფრო გაძლიერდება ის, რაც უფრო განვითარდება მასში ღრმად და ფართოდ კლასობრივი შეგნება, მით უფრო ახლო იქნება ეს აღორძინება. მით უფრო წინ წასდგამს ფეხს ჩვენი ცხოვრება. და ეს ჩვენი ეროვნული აღორძინება სრულებითაც არ ეწინააღმდეგება სხვა ტომის ხალხის ინტერესს. ეს წინააღმდეგობა, როგორც წინათ დავინახეთ, მოგონილია ორი სხვა კლასის კერძო ინტერესების დასაცავათ, იმ ინტერესების, რომლებიც ეღობება წინ ჩვენი ცხოვრების განვითარებასაც და ჩვენი ერის უმრავლესობის ინტერესებსაც. პირიქით, ჩვენი ხალხისთვის სასარგებლოა და აუცილებლად საჭიროა ძმური კავშირი სხვა ტომთა ხალხთან, რომ მათ შეერთებული ძალით უკეთ დაიცვან თავი როგორც თავისი ტომის, აგრეთვე სხვა ტომის გაბატონებულ კლასების ექსპულატაციისაგან და უკეთ შეებრძოლონ საერთო მტერს. ______________ ამგვარად, ჩვენ შევადარეთ ერთმანეთს სამი მიმართულება და ვნახეთ, რა ნიადაგზეა ისინი ამოსული. სამივე არის კლასობრივი მოძღვრება იმ მხრით, რომ სამივე გამოხატავს სხვადასხვა ეკონომიურ ჯგუფთა, კლასთა ინტერესებს. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ერთნაირი მნიშვნელობა არა აქვთ. ჩვენი ცხოვრების მატერიალურ პირობებისა და საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებების გამო პირველი ორი მოძღვრება აფერხებს პროგრესს, ეწინაღმდეგება საზოგადო ინტერესებს, ვერ პოვებს თანამედროვე ცხოვრების მიმდინარეობაში მკვიდრ საფუძველს მაშინ, როდესაც მესამე ერთიანად აშენებულია ერის დიდი უმრავლესობის ინტერესებზე, მოასწავებს ცხოვრების შეუჩერებელ წინსვლას და განახლებას და მაგრად აქვს დღეს ჩვენში გადადგმული მზარდი და ცოცხალი ფესვები. ვისაც რა მოძღვრება სურს, მას მიეკედლება. მაგრამ იმას კი ნუ დაივიწყებს, რომ მესამეში, მხოლოდ მესამეშია შეერთე- ბული და გამოხატული მთელი ჩვენი მამულის, მთელი ჩვენი ერის, მთელი ჩვენი კულტურის ინტერესი, და, რომ ამ ინტერესთა სამსახურით, ესე იგი, მშრომელ ხალხში შეგნებისა და თვითცნობიერების განვითარებით მას შეუძლია ემსახუროს პროგრესის საქმეს და დააჩქაროს ის, რაც ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს.... ყვირილელი გაზ.„კვალი“, N22, 1903 წ. ჟან ჟორესი ჟან ჟორესი(1859-1914) – ფრანგი სოციალ­-დემოკრატი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი. ადრეული XX საუკუნის ფრანგული სოციალიზმის უპირობო ლიდერი. ცნობილია ანტიმილიტარისტული და ანტიკოლონიური რიტორიკითა და პროლეტარიატის დიქტატურის თეორიის კრიტიკით. მის პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენდა პატრიოტიზმი, ინტერნაციონალიზმი, კლასობრივი ბრძოლა და დემოკრატიზაცია. ჟან ჟორესი 1859 წელს დაიბადა. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ანრი ბერგსონის ხელმძღვანელობით, სწავლობდა ფილოსოფიას. სტუდენტობის შემდეგ ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, გამოაქვეყნა რამდენიმე საისტორიო კვლევა საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის შესახებ. ჟან ჟორესი აქტიურ პოლიტიკაში 1880-იანი წლების დასაწყისიდანვე ჩაება, 1902-1905 წლებში იყო ფრანგთა სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, 1904-1914 წლებში რედაქტორობდა ფრანგულ მემარცხენე გამოცემას L'Humanité-ს, 1914 წლიდან ამ გამოცემას ხელმძღვანელობდა პიერ რენოდელი, რომელიც, ევროპელ სოციალისტებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 1920 წელს ეწვია. 1 ჟორესი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ოპონირებას უწევდა ჟორჟ კლემანსოს და აკრიტიკებდა მის მოსაზრებებს. ჟან ჟორესი გამოირჩეოდა პაციფისტური ხედვით, მხარს უჭერდა მშვიდობის განმტკიცებასა და კლასთა შორის ბრძოლის გააქტიურებას. 1914 წლის 31 ივლისს, პირველი მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე, ნა1 დამატებით იხ.: ევროპელი სოციალისტების ვიზიტი; ტ. 1 , ტ. 2 , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2021 . 171 ციონალური ისტერიის მსხვერპლმა მოქალაქემ ჟან ჟორესს პარიზის ერთ-ერთ კაფეში ესროლა და მოკლა. გამოცემაში წარმოდგენილი სიტყვა ჟან ჟორესმა 1905 წლის დეკემბერში საფრანგეთის დეპუტატთა პალატაში წარმოთქვა. თუკი კრებულში წარმოდგენილი სხვა ტექსტები პუბლიცისტური ან აკადემიური ხასიათისაა. ჟორესის გამოსვლა კლასიკური პოლიტიკური რიტორიკის ნიმუშს წარმოადგენს, სადაც იგი აჯამებს და მომოიხილავს XX საუკუნის ძირითად საკითხებს მემარცხენე პატრიოტული და, იმავდროულად, ინტერნაციონალური სულისკვეთებით. ჟან ჟორესის მიერ 1905 წლის დეკემბერში წარმოთქმული სიტყვა ერთ-ერთი მთავარი გზამკვლევია XX საუკუნის დასაწყისში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ასახსნელად. მიტინგი დუშეთში, ტრიბუნასთან სიტყვით გამოდის თომას შოუ. ტიერი ბერიშვილის კოლექციიდან. 173 ჟან ჟორესი ინტერნაციონალი და სამშობლო (1905 წლის 8 და 15 დეკემბერს დეპუტატთა პალატაში გამოსვლის ჩანაწერი) 1 ჟორესი – ბატონებო, როგორც ნახეთ, ბ-ნი ლაზი 2 არა მხოლოდ სოციალისტთა გულწრფელობასა და შორსმჭვრეტელობას აყენებს ეჭვქვეშ, არამედ, ჟულ სიმონიდან 3 დაწყებული ბ-ნ ბუისონითა 4 და დეშამელით 5 დამთავრებული, თავად რესპუბლიკელების გულწრფელობასა და, სულ მცირე, ბუნებრივ წინდახედულობასაც. არ მინდა ვისარგებლო იმ დივერსიით, რომლის მოწყობის შესაძლებლობას ბ-ნი ლაზი მთავაზობს თავდაპირველად მხოლოდ სოციალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების განზოგადებით მთელს რესპუბლიკურ პარტიაზე; როგორც სოციალისტმა, ზოგიერთი ჩემი კოლეგის დაჟინებულ კითხვებსა და მოწოდებებს მინდა ვუპასუხო. დიდი პატივია! ბ-ნმა გროსჟანმა 6 ამ ტრიბუნაზე მონანიება მომთხოვა. ხოლო ბ-ნმა დეშანელმა, რომელიც თავს ძალას ატანდა და იდეებზე 1 თარგმანი შესრულებულია გამოცემის Jean Jaurès , Internationalisme à la Chambre ; Paris ; Librairie du Parti Socialiste ( S . F . I . O .), 1905 .„ Source gallica . bnf . fr / Bibliothèque nationale de France “ მიხედვით. 2 ჟოზეფ ლაზი( 1862 1927 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, გამოირჩეოდა ანტისემიტური რიტორიკით, საფრანგეთის სამხედრო მისიის მონაწილე ციმბირში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს(რედ.). 3 ჟულ სიმონი( 1814 1896 ) – ფრანგი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოხელე, საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1876 1877 წ.წ-ში (რედ.). 4 ოგუსტინ ბუისონი( 1812 1876 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი 1869 1876 წ.წ-ში(რედ.). 5 პოლ დეშანელი( 1855 1922 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1920 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 21 სექტემბრამდე (რედ.). 6 ჟორჟ გროსჟანი( 1834 1898 ) – ფრანგი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, მონაწილეობდა„საფრანგეთის სამშობლო ლიგა“ დაფუძნებაში, რომელიც დაფუძნდა ალფ რედ დრეიფუსის ცნობილი საქმის შემდგომ(რედ.). 174 მსჯელობისას ცდილობდა მიუკერძოებელი ყოფილიყო, რაც მემარჯვენეებში უკმაყოფილებას იწვევდა, დაასკვნა, რომ საჭირო გახლდათ საფრანგეთის სარეველებისგან განწმენდა. ბ-ნ დეშანელთან წარსულსა ან მის მიერ მოხმობილ ისტორიის გაკვეთილებზე კამათის გაგრძელება არ მსურს, რაც უნდა საინტერესო იყოს ეს გაკვეთილები. ვაღიარებ, ვერ გამიგია, სხვა ყველაფერთან ერთად, ჯიუტად რატომ გვიპირისპირდება შორეული ანტიკური საბერძნეთის მაგალითით. საბერძნეთი დაღუპა ყოველ ქალაქსა და სახელმწიფოში გაჩაღებულმა იმავე ბრმა და შეუბრალებელმა ქიშპობამ, რომელიც დღეს ევროპულ სახელმწიფოს ანადგურებს და არა დემოკრატიისა და მშვიდობის მომხრე იდეალისტებმა ან ბერძნულ ქალაქებში განვითარებულმა კლასობრივმა ბრძოლამ, რასაც ყველა ცივილიზაციაში ჰქონდა ადგილი. (ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე). დეშანელი, რადგან დემოსთენეს დიადი სიტყვა მოიხმო, ნუ დაივიწყებს, რომ ამ სიტყვის დანიშნულება ბერძნული ქალაქებისთვის სწორედ იმის შეხსენება გახლდათ, რომ გარკვეული იზოლაციიდან, შეზღუდულობიდან უნდა გამოსულიყვნენ და შურისგან გათავისუფლებლიყვნენ, ელინურ პატრიოტიზმში გაეერთიანებინათ ათენური, სპარტული და თებეური პატრიოტიზმი; გვიანღა იყო, როცა დიდი ორატორისა და პატრიოტის პროგრამას მიუბრუნდნენ და ქალაქების დემოკრატიაზე, გაერთიანების, ფედერაციის ორმაგ იდეაზე, აქაველთა კავშირი დააფუძნეს! დღეს კვლავ ვუბრუნდებით ელინიზმის მიერ დაგვიანებით მიღებულ დემოკრატიისა და ფედერაციის პროგრამას, რომელსაც გადმონაშთი, საფრთხის შემცველი ბარბაროსობის, სიღარიბის, უვიცობის, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მონობის საპირწონე ევროპული კავშირის შესაქმნელად, დღევანდელ ევროპას მოვარგებთ.(ცენტრიდან და მარჯვენა ფლანგიდან სიტყვა შეაწყვეტინეს. უკიდურესი მარცხენა ფლანგიდან, მარცხენა მხარეს მდგომი სხვადასხვა სკამიდან ოვაცია ისმის) ბ-ნ დეშანელთან არც იმის გამორკვევას ვცდილობ, აღმოსავლეთის სუსტი და პასიური ქრისტიანები პრიმიტიული ქრისტიანობის მშვიდობასა და ძმობაზე ოცნებამ მიაჯაჭვა ისლამის უღელს თუ სხვა რამემ. არა, არ მინდა შორეული მიზეზების ძიება. უახლესი მოვლენებიდან მიღებული გაკვეთილით, რომლებზეც პასუხისმგებლები ვართ, მხოლოდ ამის თქმის უფლება მაქვს – აღმოსავლეთ ქრისტიანებს სწორედ დიდი ევროპული სახელმწიფოების 175 უბადრუკი ქიშპობის გამო გამოღადრეს ყელი; ზუსტად ევროპის ქვედანაყოფებმა და ინგლისის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის შუღლმა დააშთო სომხები სულთნის მახვილის ქვეშ. თავად ცივილიზაციის ინტერესებშია, ევროპის ყველა ხალხს დღეს კვლავ ერთიანობისა და ფედერაციის პაქტის შედგენისკენ მოვუწოდოთ. (აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბატონებო, გადაუდებელ საჭიროებებს, დღევანდელ კითხვებსა და პრობლემებს მინდა ვუპასუხო. გვკითხეთ – გასული იანვრიდან ევროპაში დაწყებული კრიზისი ჩვენთვის გაფრთხილება და გაკვეთილი ხომ არ იყო? ემოციებისა და სრულიად ქვეყნის მომცველი მღელვარების შემდეგ კვლავ მტკიცედ თუ ვეწევით მშვიდობისა და ინტერნაციონალიზმის პროპაგანდას? კეთილი, ჩვენი პოლიტიკის მისეული, ნამდვილი ტერმინებით განსჯა თუ გსურთ, გეკითხებით, როგორ ჩაგვაგონებენ მომხდარი და მიმდინარე მოვლენები ჩვენი პოლიტიკის შესუსტებასა და მასზე უარის თქმას? მაინც, როგორია ეს, უკვე მრავალჯერ განსაზღვრული სოციალისტური პოლიტიკა, რომელიც აქამდეც ხშირად განგვიმარტავს. შეგვიძლია, მოკლედ, სამი ურთიერთშემავსებელი და განუყოფელი იდეით შევაჯამოთ: პირველი, მაღალ დონეზე უნდა განვავითაროთ ერის თავდაცვითი ძალა.(აპლოდისმენტები, მოძრაობა) ამ კედლებში, სამხედრო კანონზე დისკუსიების დროს, სოციალისტებს ხშირად გვითქვამს და ახლაც ვიმეორებ იმას, რასაც მოქალქე ამტკიცებდა ამავე ტრიბუნიდან. მიკვირს, ბატონებო, სიახლედ აღიქვამთ ჩვენს ნააზრევსა და პოლიტიკას; ვიმეორებ, ჩვენი პირველი საზრუნავი ერის თავდაცვითი ძალის მაღალ დონეზე განვითარებაა. ბ-ნი ჟორჟ გროზჟანი – მილიციის საშუალებით! ჟორესი – სამხედრო ინსტიტუცია, რესპუბლიკურ დემოკრატიაში ცხოვრებისა და პროლეტარიატის ზრდის პირობებთან ერთად, ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს, რათა კასტისა და კლასის ცნობიერებისგან თავისუფალი, ხალხიდან გამოსული, თავდაცვისა და გადარჩენისთვის ჩამოყალიბებული ჯარი, ყველამ დაინახოს, როგორც არა პრივილეგიისა და კაპიტალის, არამედ, როგორც სამშობლოს, ე.ი. საერთო თავისუფლების მცველი.(აპლოდისმენტე ბი უკიდურეს მარცხენა ფლანგზე და სხვადასხვა მოძრაობა) მეორეც, ასევე მტკიცედ და ძლიერ გვსურს ქვეყნების პროლეტარიატის ერთობისა და მოქმედების ზრდა-განვითარება, რათა 176 ევროპის პროლეტარიატმა, მთავრობებზე ერთობლივი და შეთანხმებული ზემოქმედებით, მოსალოდნელი ომი აირიდოს.(აპლო დისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) თუ ომი მაინც დაიწყება, დააუძლურებს მის გამჩაღებელ, მთელი ევროპის კრიმინალურ მთავრობებს, დაამხობს ჩაგვრისა და ქაოსის საზარელ სისტემას, რომელსაც საზოგადოებები – ანარქიულ მეტოქეობაში, მუშები – კაპიტალის, ხოლო ხალხი – ომის ტირანიაში ჰყავს.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) დაბოლოს, ახალი ევროპული ცნობიერებისა და უკეთესი წესრიგის ნიშნად, გვსურს, საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ერებს შორის შესაძლო კონფლიქტების დასარეგულირებლად, თითოეულ ნაციას საერთაშორისო არბიტრაჟის სისტემური და უნივერსალური პრაქტიკა შესთავაზოს.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა მხარეს განლაგებულ სკამებზე) ბ-ნი გოტიე(დე კლანი) 1 – ეს გერმანელებს შესთავაზეთ ალგესირასის კონფერენციისთვის. 2 როცა დაარწმუნებთ, თქვენს სიტყვას ტაშს დავუკრავ.(ჩოჩქოლი) ჟორესი – ბატონებო, საკმაოდ რთული და მრავლისმომცველი საკითხის განხილვას ვაპირებ. მერწმუნეთ, არც ერთ კითხვასა და სირთულეს თავს არ ავარიდებ. კოლეგებს მხოლოდ ამას ვთხოვ – ჩემს სიტყვას ნუ გაუსწრებენ და თანმიმდევრობას ნაჩქარევი შეკითხვებით ნუ დაარღვევენ. სოციალისტური პარტიის პოლიტიკის ამგვარი განსაზღვრების შემდეგ, გეკითხებით: უახლესი მოვლენებიდან გამომდინარე, ამ პოლიტიკაში რა უნდა შეიცვალოს? რა მოხდა და რა ვისწავლეთ? ევროპას ეგონა, მშვიდობაში ცხოვრობდა, არ არსებობდა ხალხი, რომელიც თავისი ნებით ასაზრდოებდა ომის იდეას. რომელიღაც ქალაქში გერმანიის იმპერატორი 3 ფილოსოფოსი პოეტის ბრწყინვალე ბწკარედებს იხსენებდა:„გარეგანი ცხოვრება ყოველთვის შეზღუდულია; მხოლოდ შინაგანი ცხოვრება არსე1 ალბერტ გოტიე დე კლანი( 1853 1927 ) – ფრანგი მემარჯვენე პოლიტიკოსი პირველ მსოფლიო ომამდელ პერიოდში. გამოირჩეოდა ბონაპარტისტული და ანტიდრეიფუსული ხედვებითა და რიტორიკით(რედ.). 2 ალგესირასის კონფერენცია( 1906 ) – კონფერენცია გაიმართა 1906 წელს ესპანეთის ქალაქ ალგესირასში საფრანგეთსა და გერმანიას შორის მაროკოს კრიზისის საკითხზე(რედ.). 3 იგულისხმება კაიზერი ვილჰელმ II (რედ.). 177 ბობს იმ ერებისა და ინდივიდებისთვის, რომლებსაც უსასრულოდ შეუძლიათ განვითარება.“ მშვიდობიანობის ჟამს ეს გახლდათ თავად კაცობრიობის პროგრესის ფორმულა. მეორე დღეს იგივე იმპერატორი ტანჟერში სამოგზაუროდ გაემართა. მოგზაურობა, როგორც აღმოჩნდა, ყოვლისმომცველი ევროპული დრამის დასაწყისი ყოფილა. 1 საფრანგეთის მხრიდან იგივე მოულოდნელობა გველოდა: წლების განმავლობაში მშვიდობის მუდმივი, ლოიალური, გულწრფელი სურვილის საყოველთაო მტკიცების მიუხედავად, არ ვიცი, ქვეყნის განვითარების რომელმა შეუცნობელმა გზამ ათქმევინა ბ-ნ კალმეტს 2 ფიგაროს სტატიაში„განგაში“:„ქვეყანა გაოგნდება“. უეცრად მივხვდით – მოულოდნელმა დაუდევრობებმა კონფლიქტის საფრთხემდე მიგვიყვანა. სანამ ინგლისელი, კაპიტალისტური არისტოკრატიის ნაწილი კონფლიქტის ამ შესაძლებლობისკენ იხრებოდა და საფრანგეთი და გერმანია გამორკვევას ცდილობდა – მათი მტკიცე სურვილის მიუხედავად, რომელსაც არ იზიარებდნენ უმნიშვნელო, მცირე ჯგუფები და ბრმადმორწმუნეთა კასტა, ომის საფრთხე მაინც შეიქმნა. ევროპის ყველა ქვეყნის – საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის მშრომელები ხვდებოდნენ, მსოფლიო მშვიდობა ბნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევითობების თანხვედრაზე იყო დამოკიდებული. ამბობენ, ამ დაძაბულობის შედეგად საფრანგეთში ეროვნულმა ენერგიამ გაიღვიძაო და, მართლაც, უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოში საოცარი დაუმორჩილებლობა და ერთა შორის უნდობლობა სუფევს, რაც საბედისწერო და დამღუპველი არსენალია. ინგლისი საშინელი უმუშევრობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რამაც მუშათა კლასი გაანადგურა; იძულებულია, კვლავ დიდი ბიუჯეტი გამოჰყოს საზღვაო პირველობის შესანარჩუნებლად, რომელიც საფრთხეში ჰგონია. გერმანიაში, მოულოდნელად, ერთ წელში იმპერიის ბიუჯეტის 250 მილიონიანი ზრდა დაიწყო. საფრანგეთში, დილის სხდომებზე მუშათა საპენსიო კანონებთან ერთად, რასაც დიდი რესურსი დასჭირდება, ფართო საზღვაო პროგრამის 1 1905 წლის 31 მარტს კაიზერი ვილჰელმ II ეწვია მაროკოს საპორტო ქალაქ ტანჟერს და შეხვდა მაროკოს სულთან აბდ-ელ-აზიზს, რომელსაც დაჰპირდა სუვერენტიტეტის დაცვასა და განმტკიცებას, რასაც მოყვა ფრანგული მხარის აღშფოთება(რედ.). 2 გასტონ კალმეტი( 1858 1914 ) – ფრანგი ჟურნალისტი და გამომცემელი, თანამშრომლობდა გამოცემა„ Le Figaro ”-სთან. 1894 წლიდან იყო აღნიშნული გამოცემის რედა ქტორი, 1914 წლის 16 მარტს იგი თავდასხმის შემდეგ მოკლეს(რედ.). 178 განახლებას, საზღვრების დასაცავად საჭირო ცვლილებებსა და დანახარჯებს განვიხილავთ. ამ მოვლენების კვლადაკვალ, დიდი გადასახადებით დაბეჩავებული ევროპის მუშათა კლასის სასიცოცხლო, მთავარი ინტერესი მშვიდობის განმტკიცება და შენარჩუნებაა სამართლიანობის დასამყარებლად. მუშათა კლასი ამჩნევს, დღევანდელ მმართველთა შეცდომისა და პრივილეგირებული კლასების სიხარბის გამო, მშვიდობას გამუდმებით საფრთხე ემუქრება(შეძახილები ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე; ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე); ბარბაროსობის მუდმივი და მზარდი დანახარჯების გადახდა თავისი ხელფასით, სიღარიბით, სისხლითა და ოფლით მოუწევს. ცხადია, ყველა ქვეყნის პროლეტარიატთა გაერთიანებითა და მშვიდობის სურვილის საერთაშორისო დამტკიცებით შეეცდება საფრთხისა და უბედურების თავიდან აცილებას!(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) იცის, ხედავს საფრთხის ძირითად მიზეზებს: ჯერ კიდევ არცთუ ბოლომდე დემოკრატიულ ევროპაში ავტოკრატიის საშიშსა და საბედისწერო გადმონაშთებს. იმასაც მოესწრო, აღმოსავლეთ ევროპის დიდმა მთავრებმა შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და მანჯურიაში, თავიანთი სიხარბით როგორ გააჩაღეს საშინელი კონფლიქტი. ხედავს, ევროპის შუაგულში მისგანვე კონტროლირებულ, ზვიად მპყრობელობის სურვილს, მართალია, ევროპაში მშვიდობიანობის წინააღმდეგ გადამწყვეტი და გამოუსწორებელი შეცდომა ჯერ არ ჩაუდენია, მაგრამ თავისი მოულოდნელი ხასიათით მსოფლიოს აშფოთებს. საფრანგეთშიც კი, სადაც დემოკრატია უმაღლესი ფორმით, რესპუბლიკის სახით, მოვიდა, პროლეტარიატი ამტკიცებს, დიპლომატიური საიდუმლოს ამოფარებულებს შეიძლება ფეხი დაგვიცდეს და მშვიდობის საწინააღმდეგო გზას დავადგეთო. ამავდროულად, მუშათა კლასი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ინტერესთა ანტაგონიზმია. დიდ მესაკუთრეებს, ფინანსისტებსა და ვაჭრებს წესების გარეშე ბრძოლა გაუმართავთ(შეძახილები მარცხენა ფლანგსა და ცენტრში, ოვაცია უკიდუ რეს მარცხენა ფლანგსა და მარცხნივ სხვადასხვა სკამზე), თვითკონტროლის უნარი არ შესწევთ და ქვემეხების ძალით ცდილობენ მსოფლიო ბაზრის დაკავებას. ეს ქიშპობა, წესით, თავისუფალი და მეცნიერებაზე დამყარებული უნდა იყოს. პროლეტარიატი ხვდება, რომ მსოფლიოსა და ცივილიზაციისათვის საფრთხის შემცველი ყველა კონფლიქტი აქედან იღებს სათავეს, ამიტომ სრულიად 179 ევროპაში საძულველი, სავალალო რეჟიმის გასანადგურებლად მიიღო და დაამტკიცა მთელი თავისი პოლიტიკური, სოციალური ძალის გამოყენების რეზოლუცია. გამოცდილება კარნახობს, რომ სიხარბისა და კონფლიქტის ძალებთან იდილიური ოცნებებითა და მშვიდობის უძლური ჰიმნით დაპირისპირება არ კმარა. ანტიკურობის დიდმა პოეტმა ერთ გრანდიოზულ სურათში მოოქრული ლირა დაგვიხატა, რომელიც ზევსის კვერთხზე მჯდომ ელვისმზიდავ არწივს აძინებს. ამ ჰარმონიული და დამაცხრომელი ლირისადმი ვედრება არაა საკმარისი: მეხით მოცელილ პროლეტარიატს ახლა ჭექა-ქუხილის ღმერთისთვის – კვერთხის, ხოლო ავტოკრატიისა და კაპიტალისთვის მომაკვდინებელი და ქაოსური ძალაუფლების წაგლეჯვა სურს. ბ-ნი პოლ დეშანელი – სიტყვას ვითხოვ. ჟორესი – შეიგნეთ ყველამ, ვინც ევროპას მართავთ და შეგიძლიათ ომის ქარიშხალი დაატეხოთ თავს, დიდ განსაცდელში აგდებთ და ტანჯავთ მშრომელთა სინდისს! ცხოვრება უფრო და უფრო მეტად იძენს საერთაშორისო ხასიათს! ბ-ნმა დეშანელმა გლადსტონის 1 სიტყვები მოიხმო: ყველა მატარებელი, რომელიც საზღვარს გადაკვეთს, უნივერსალური სოლიდარობის ქსელს ქსოვს, ქმნის არა წმინდად მატერიალურ და მექანიკურ, არამედ თითოეული ქვეყნის მუშებს შორის გულწრფელი თანაგრძნობისა და ერთობის ქსელს. ეს მუშები ერთი სატკივრით იტანჯებიან, ერთი საქმისთვის იღვწიან, მთელს ევროპაში ერთ საზოგადოებას ამზადებენ. საერთო იმედითა და ძალისხმევით სურთ, მოჯამაგირეობის დასრულება, რომელიც, შატობრიანის 2 თქმისა არ იყოს, მონობის უკანასკნელი ფორმაა. ისინი ფართო პოლიტიკურ და კორპორაციულ კონგრესებად ერთიანდებიან: ყველა მეშახტე, მქსოველი, მეშუშე, ერთიანდება, ორგანიზაციებს აყალიბებს, იზიარებს დღევანდელ სიღარიბეს, ბრძოლასა და ხვალინდელი დღის იმედს. საერთო ცნობიერებას, სულისკვეთებას, ნებას. ჩაგრული შრომისა და სოციალური იმედის საერთო სამშობლოს ქმნიან. 1 უილიამ გლადსტონი( 1809 1898 ) – ბრიტანელი პოლიტიკოსი, ბრიტანეთის იმპერიის პრემიერ-მინისტრი 1868 1874 , 1880 1886 , 1892 1894 წლებში, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პრემიერ-მინისტრი(რედ.). 2 ფრანსუა-რენე შატობრიანი( 1768 1848 ) – ფრანგი მწერალი და დიპლომატი, ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ცნობილია როგორც პოლიტიკური, ისე ლიტერატურული საქმიანობითა და თარგმანებით(რედ.). 180 სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და ვენაში მოულოდნელად მობილიზაციის ბრძანება მოდის, საბრძოლო განგაშის ზარი გაისმის, ზარბაზნები ქუხს, საზღვრები გადალახულია. თქვენ აიძულებთ ადამიანებს, გუშინ ძმები რომ იყვნენ და საერთო იმედით ეხვეოდნენ ერთურთს, ახლა ერთმანეთს შეუტიონ. ადამიანმა ადამიანზე ნადირობა დაიწყო და ნადავლი თავად პროლეტარიატის ცნობიერებაა, სწორედ ისაა გახლეჩილი და დაქუცმაცებული. მთელს ამ ხროვას ომი ზედ აყრის დაფლეთილ, დიდი გულის უბარდუკ ნაკუწებს. პროლეტარიატი ამ ტანჯვას ვეღარ გაუძლებს!(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ვეღარ გადაიტანს მძვინვარე და მტკიცე პროტესტის გარეშე. უფრთხილდით! სიცოცხლეზე მეტს სთხოვთ! დიადი მიზნისთვის სიცოცხლეს გაწირავს, წამითაც არ იყოყმანებს! აჰ! ნუ ვისაუბრებთ სიმამაცის მკვლელებსა და ნების დამძაბუნებლებზე: პროლეტარიატი უკანმოუხედავად თმობდა სიცოცხლეს დიადი ბრძოლებისა და ადამიანური რევოლუციებისთვის, რომლიდანაც მხოლოდ შორეული სარგებლის იმედი უნდა ჰქონოდა, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი მას არ უწილადეს. მუშები მშვიდობიანობის დროსაც კი საფრთხეში არიან: მაღაროებში საბადოს გაზის აფეთქება ემუქრებათ, გადამხურავები თავბრუდამხვევი სიმაღლის სახურავებზე მუშაობენ. ნაყოფიერი შრომისთვის სიცოცხლეს ყოველდღე თავისუფლად, ხალისით, დაუფიქრებლად რისკავენ. არ გეგონოთ, თითქოს, ევროპის მუშათა მშვიდობის დიადი იდეა, სურვილი, რომელიც დღითი დღე მეტად მნიშვნელოვანი და ძალმოსილი ხდება, სუსტი ნებისგან მოდიოდეს. უაზროდ გაჩაღებულ, უგნურ, ძმათამკვლელ ომში მუშებს სთხოვთ არა სიცოცხლის, არამედ სინდისის მსხვერპლად გაღებას, რაც ყოველგვარ სიცოცხლეზე მაღლა დგას; მათ იდეალებს, ადამიანურ შრომას სწირავთ, რომლისთვისაც მზად არიან, დაიხოცონ.(ოვაცია უკიდურეს მა რცხენა ფლანგსა და მარცხნივ განლაგებულ სკამებზე) აი, რატომ იბრძვიან, აპროტესტებენ, ქმნიან ნაციონალურ და ინტერნეციონალურ ორგანიზაციებს. არ თქვათ, რომ გამონაგონია და ევროპელ მუშათა კლასი საერთოდ არაა ომის წინააღმდეგ საერთო ბრძოლისთვის საკმარისად დარაზმული, რომ საფრანგეთი იძულებული იქნება მარტომ გადაიხადოს ნაადრევი, უაზრო მშვიდობის საზღაური. 181 ბატონებო, ვიცი, ერთობ პრობლემური საკითხია! 1863 წელს პრუდონის 1 მიერ დაწერილ მშვენიერ წიგნს,„მუშათა კლასის შესაძლებლობა“ 2 , მელანქოლიის გარეშე ვერც მე ვკითხულობ. ავტორი წერს:„არ მინდა, ერთი სიტყვით მაინც გავანაწყენო მუშათა კლასი, რომელიც ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში, ამ სამ დიდ ქვეყანას შორის ომის თავიდან ასაცილებლად ირჯებოდა. ისტორიის მძიმე გაკვეთილიდან ვიცი, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“. სწორედ ესაა კაცობრიობის ისტორიისა და არსებობის დრამა: ახალ საჭიროებებთან ერთად ახალი ფუნქციები ჩნდება და კაცობრიობას ახალი მარეგულირებელი და მშვიდობისმყოფელი ინსტიტუცია სჭირდება, თუმცა ამ ორგანოს ეფექტურობაში ბოლომდე დარწმუნებული ვერ ვიქნებით. მიუხედავად ამისა, ბატონებო, თუ დააკვირდებით 1863-1905 წლებში ევროპული პროლეტარიატის ზრდასა და ცნობიერების პროგრესს, მოგიწევთ, აღიაროთ – სწორედ პროლეტარიატშია წონასწორობისა და მშვიდობის ძალა, რომლის იმედიც, საბედნიეროდ, დემოკრატიებს აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდეც. 1863 წლიდან დღემდე ინგლისში პროფკავშირები კოლოსალურად იზრდება, ორგანიზაციებში გაწევრიანებული მუშათა კლასი იმდენად ვითარდება, რომ ხვალინდელ ლიბერალურ უმრავლესობაში მუშათა კომიტეტიდან აუცილებლად იქნება ორმოცი-ორმოცდაათი წარმომადგენელი. ბატონებო, კარგად უწყით, ინგლისელ მუშათა კლასის დელეგატები მშვიდობის სურვილით ჩამოვიდნენ პარიზში ამ არეულობისას ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად. ბ-ნი ჟიულ ოფრე 3 - ტრანსვაალის ომი 4 უარყვეს? 1 პიერ-ჟოზეფ პრუდონი( 1809 1865 ) – ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნე და ანარქიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსი. პირველი ღიად დეკლარირებული პიროვნება, რომელმაც თავის თავს„ანარქისტი“ უწოდა ( რედ.). 2 პრუდონის აღნიშნული ტექსტი გამოიცა არა 1863 წელს, არამედ 1865 წელს. რადგანაც აღნიშნული სიტყვა ჩაწერილია და არა წერილობით გამოცემული, სავარაუდოა, რომ ზეპირი საუბრისას ჟან ჟორესს თარიღი შეეშალა( რედ.). 3 ჟიულ ოფრე( 1852 1916 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის დეპუტატთა პალატის წევრი 1902 1906 წ.წ-ში( რედ.). 4 ტრანსვაალი – ტერიტორია სამხ. აფრიკაში, რომელიც შედიოდა ბურების მიერ შექმნილ სახელმწიფოს ფარგლებში. ჟიულ ოფრე ტრანსვაალზე საუბრისას გულისხმობს ბურების პირველ და მეორე ომს, როცა 1880 1881 და 1899 1900 წ.წ-ში ბურები ეომებოდნენ ბრიტანეთის იმპერიას ( რედ.). 182 ფრანსის დე პრესანსე 1 - რა თქმა უნდა; ისტორიას გადახედეთ. ჟორესი – კარგად იცით, ინგლისელ მუშათა კლასი ევროპის მშვიდობიანი ძალა იქნება. რუსეთში კი, რომელზეც დიდი რუსი მწერალი ამბობს, ხალხი, თითქოს, სამუდამოდ დანთქმულიყო წყვდიადის ძალებშიო, ხედავთ, რა შემართებითა და ეფექტურობით იწყებს პროლეტარიატი თავისუფლების მოპოვებას.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ხმა მარჯვნიდან – მშვიდობის მშვენიერი მაგალითია! ჟორესი – სახალხო რუსეთიც მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ევროპაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს! როგორც ხედავთ, დღემდე მთვლემარე არისტოკრატულ-კლერიკალურ ავსტრია-უნგრეთში სწორედ მუშათა კლასი მოითხოვს და მოიპოვებს საყოველთაო არჩევნებს. ბ-ნი დეშანელის პასუხად ვამბობ, იმას იმეორებთ, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები დაუსრულებლად გაიძახიან: გერმანიაშიც კი, ფრანგი სოციალისტების წინააღმდეგ ბანალური პოლემიკაა გამართული – სანამ ჩვენ მშვიდობის სურვილსა და საერთაშორისო პოლიტიკას ვამყარებთ, მანამდე თავად გერმანიაში გერმანელი სოციალისტები, გაუცნობიერებლად, ქედმაღლური შოვინიზმით არიან შეპყრობილნიო; იქაურ სოციალისზმსაც კი ნაციონალური ხასიათი აქვსო. ამ მცდარი დასკვნის გასაბათილებლად საკმარისია, შეგახსენოთ, სანამ გერმანელ სოციალისტებს პატრიოტიზმის ნიმუშად მოიხსენიებთ, იმპერიის ხელისუფალნი გერმანელი სოციალისტების წინაშე სწორედ ჩვენ წარმოგვაჩენენ სამაგალითო პატრიოტებად. ბ-ნი გოტიე – სიტყვა ბ-ნ მილერანს ეკუთვნოდა. ჟორესი – რა უფლებით ამბობთ, რომ გერმანელ მუშათა კლასი და სოციალისტური პარტია ევროპაში დემოკრატიისა და მშვიდობისთვის არ იმოქმედებენ? გეთანხმებით, მათი პოლიტიკური ძალაუფლება და რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის თანაფარდი – იმპერიაში საყოველთაო არჩევნების უფლება ხალხს კი არ მოუპოვებია, არამედ მთავრობის ნაბოძები იყო, ამიტომ სოციალისტური პროლეტარიატის პოლიტიკური გავლენა ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციული არ გახლდათ, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ 1 ფრანსის დე პრესანსე( 1853 1914 ) – ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. ცნობილია ალფ რედ დრეიფუსის ცნობილი საქმის გარშემო გამოთქმული პოზიციებით( რ ედ.). 183 და ამ ტრიბუნიდან განვაცხადოთ, რომ ყოველთვის, საერთაშორისო ურთიერთობების განხილვასა და ევროპაში მშვიდობის საკითხის დადგომისას, გერმანელი სოციალისტები შეუპოვარი სიმამაცით იბრძოდნენ დემოკრატიის, ერთა თავისუფლებისა და საყოველთაო მშვიდობისათვის(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე). საფრანგეთის პალატაში არ უნდა მჭირდებოდეს შეხსენება, რომ 1870–1871 წლებში 1 გერმანული სოციალიზმის ლიდერები გამარჯვებული ხალხის მოუთოკავ ქედმაღლობას დაუპირისპირდნენ მათთვის სამართლიანობის აუცილებლობის შესასხსენებლად. სისასტიკით გამორჩეული დაპყრობისა და ანექსიის გაპროტესტებისთვის ბებელს 2 , რომლის მაგალითით ბ-ნი დეშანელი წინა დღეს დამიპირისპირდა, დანაშაულისა და სახელმწიფო ღალატისთვის, ორი წლით ციხე მიუსაჯეს.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ასევე, ყოველთვის, როცა ბისმარკი ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო კრედიტს ითხოვდა, სოციალისტი ხალხი უჯანყდებოდა, აპროტესტებდა და უარს ეუბნებოდა. სხვა ოპოზიციური პარტიები, კათოლიკური ცენტრის მსგავსად, დროებით დაუპირისპირდნენ იმპერიას, რამაც ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა და ახლა სწორედ ესენი იღებენ საკუთარ თავზე კრედიტების მოთხოვნისა და კენჭისყრის ინიციატივებს. თუმცა, არსებობს გერმანული სოციალისტური პარტია, რომელსაც მხარს ვუჭერთ, მტკიცე და შეუვალ უარს რომ ეუბნება მილიტარიზმს, ომის ბიუჯეტსა და ომს; დღეს მთელს გერმანიაში ომის მასაზრდოებელი შესაძლო მიზეზის, ახალი გადასახადების, წინააღმდეგ ფართო პროტესტი და დიდი მღელვარება დაიწყო. ეს გახლავთ გერმანიის სოციალისტური პარტია, რომელსაც სოლიდარობას ვუცხადებთ. ბ-ნი ლუსიენ მილვუა 3 – ბ-ნი ბულოვის 4 სიტყვის შემედეგ, გუშინდელიდან მოყოლებული, მხარს აღარ ვუჭერთ ამ პარტიას. ჟორესი – ბატონებო! ბ-ნ მილვუას კომენტარს მივესალმები 1 1870 1871 წ.წ-ში პრუსიის იმპერია თავს დაესხა საფრანგეთს, რაც დასრულდა 1871 წელს პარიზის დროებითი ოკუპაციითა და გერმანიის იმპერიის გამოცხადებით( რედ.). 2 ოგუსტ ბებელი( 1840 1913 ) – გერმანელი სოციალისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი( რედ.). 3 ლუსიენ მილვუა( 1850 1918 ) – ფრანგი ჟურნალისტი და მემარჯვენე ხედვების პოლიტიკოსი, ფრანგული კონსერვატორული გამოცემის“ La Patrie “-ს რედა ქტორი( რ ედ.). 4 ბერნჰარდ ფონ ბულოვი( 1849 1929 ) – გერმანის იმპერიის რაიხკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი 1900 1909 წ.წ-ში( რედ.). 184 – ასეთი კომენტარი გვაჩვენებს, თუ რაოდენ ბევრი გაუგებრობა შეიძლება გაჩნდეს იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც ჩვენი გამოჩენილი კოლეგების მსგავსად, დიდი პროფესიული ინტერესით ადევნებენ თვალ­-ყურს ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებს. ბულოვის სიტყვა ერთ სოციალისტსაც არ გაუპროტესტებია, მიუხედავად ამისა, მაინც ბრძანეთ, რომ ამ სიტყვის შემდეგ მხარს აღარ უჭერდით პარტიას. ძვირფასო კოლეგავ, დაგაგვიანდათ დეპეშის გამოგზავნა და სიტყვით გამოსვლა.(მოწონების შეძახილები უკი დურესი მარცხენა ფლანგიდან) ეს ყველაფერი თქვენს პატრიოტულ სიფრთხილეს შემიძლია დავაბრალო, რომელსაც, ჩემდა საბედნიეროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ეძინა. დიახ, გერმანიის პარლამენტში, ბ-ნ ბიულოვს ყველაზე მწვავე და მტკიცე პასუხი გასცეს, რაც იმპერიისთვის ოდესმე უპასუხიათ: ბებელმა საფრანგეთთან და ინგლისთან მიმართებით გერმანიის მშვიდობის დამყარების სურვილი კიდევ ერთხელ დაამტკიცა; აღნიშნა გადასახადების მატებასთან ერთად ხალხის მრისხანების ზრდა. მიზეზი კი, პრივილეგირებულთა, ავტორიტარიზმისა და ომის პოლიტიკაა. ეს მოხსენება, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, მთელმა გერმანიამ წაიკითხა და ხვალ მთელი ევროპა გაეცნობა, მთავრდება კატეგორიული სიტყვებით. შემიძლია ახლავე მოგახსენოთ“Gazette de Cologne”-ში დაბეჭდილი მოხსენების სრული ტექსტი. ბებელმა, სტვენისა და მქუხარე შეძახილების ფონზე, უთხრა კონსერვატორულ პარტიას, იმპერიის მთავრობას: გაფრთხილდით! ხალხი დაიქანცა, მწვავე დრო გვიდგას, ომის მზარდი ბიუჯეტი ყვლეფს, იუნკერების გაერთიანებით ბორკილდადებული გერმანელი მუშა დაიღალა ჰილოტად 1 ყოფნით. დაფიქრდით! რუსეთის რევოლუციური ძვრები თავის გამოძახილს პოულობენ გერმანელი მუშის ცნობიერებაში, რომელსაც კითხვა უჩნდება – ევროპელ სუვერენებს პროლეტარიატი ისე ხომ არ უნდა მოეპყრას, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში მოექცა?!(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) მარსელ სამბა 2 - იმავეს ფიქრობს რესპუბლიკებზეც! 1 ჰილოტები – ანტიკურ სპარტაში სპარტელების მიერ მესენიასა და ლაკონიაში დაპყრობილი და დამონებული ხალხი(რედ.) 2 მარსელ სამბა( 1862 1922 ) – ფრანგი სოციალისტი პოლიტიკოსი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი 1893 1922 წ.წ-ში და სახალხო შრომის მინისტრი 1914 1916 წ.წ-ში( რედ.). 185 ჟორესი – ბებელმა თავისი სიტყვა შემდეგნაირად დაასრულა: ყურად იღეთ უკანასკნელი გაფრთხილება! გერმანელი მუშა დღემდე თავის სამშობლოს, გერმანიას, იცავდა. თუ მას მოჯამაგირეობის, პრივილეგიებისა და ჰილოტიზმის ქვეყნად აქცევთ, მუშა დაეჭვდება – ღირს კი ასეთი სამშობლოს დასაცავად გარჯა?!(შე ძახილები, ჩოჩქოლი ცენტრში, ოვაცია მარცხენა ფლანგზე) ცენტრში მსხდომ ბატონებს მოგმართავთ – გაოცებული ვარ თქვენი საერთაშორისო პატრიოტიზმით(აპლოდისმენტები უკიდუ რეს მარცხენა ფლანგზე). მადლობელი გახლავართ – დღემდე მხოლოდ ჩვენთვის შემონახული აღშფოთება ინტერნაციონალისტური რწმენის გერმანელ მუშებზეც რომ მიმართეთ! ახლა თქვენი პატრიოტული მრისხანების საიდუმლო ვიცით! გვეუბნებოდით – მშვიდობის, დემოკრატიისა და ინტერნაციონალიზმის ოცნებებს ეძლევით და ამასობაში იმპერიული ავტოკრატია გერმანელ პროლეტარებს საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებსო, თანაც დასძენთ: მაშ, წადით და გერმანიაში იქადაგეთ თქვენი დოქტრინებიო. დავინახეთ, გერმანიაში ხალხის დამოძღვრა არ გვჭირდება, იმპერიის საშინელი ზეწოლის, სასტიკი ბრძოლების მოგონებებისა და ბისმარკისეული ხანგრძლივი ალყის მდგომარეობაში გადატანილი დაუვიწყარი ტანჯვის მიუხედავად, გერმანელი სოციალისტები ჯანყდებიან და შუა რაიხსტაგში ომს, ომის ბიუჯეტსა და იმპერიას უპირისპირდებიან! წესით, თქვენი პატრიოტული გრძნობები უნდა დაშოშმინებულიყო, მაგრამ კონსერვატიული შეხედულებები არ გასვენებთ და საკუთარ თავს ეუბნებით: აბა, რას გააკეთებს ეს ევროპა?(მხუ რვალე ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა მხარეს მდგომ სკამებზე, მოძრაობა ცენტრში) ბ-ნი ლუსიენ მილვუა – ბ-ნო ჟორეს, ვის მიმართავთ, არავინ გისმენთ – სიტყვას არავინ გაწყვეტინებთ!(შეძახილი უკიდურეს მა რცხენა ფლანგზე) ბ-ნი ლუი ბარტუ 1 – ბ-ნო მილვუა, ბ-ნი ჟორესის სიტყვის სასაჩუქრე გამოცემის მიღების უფლება გაქვთ. ჟორესი – ბ-მა მილვუამ გამოსვლა შემაწყვეტინა, თუმცა ბ-ნი ბებელის გუშინდელი სიტყვით მყისიერი პასუხის გაცემა მაინც შევძელი...(ოვაცია მარცხენა ფლანგზე) ტივრიე – მეგობარო! 1 ლუი ბარტუ( 1862 1934 ) – ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1913 წელს, იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 1917 და 1934 წლებში( რედ.). 186 მელიე – მართლაც-და, მეგობარო! ჟორესი –.... ამის შემდეგ საკითხის შესახებ ახსნა-განმარტება რომც არ გავაგრძელო, უპასუხოდ მაინც ვერ დავტოვებ აღნიშნულ მოსაზრებას, თითქოს, იენას კონგრესზე გარკვეულწილად გაბატონებული ყოფილიყოს გერმანული ნაციონალისტური პოლიტიკა, რაც აშკარა შეცდომაა! კონგრესის მიერ ბერნშტეინის 1 წინადადების უარყოფა ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ. ამ წინადადებას საერთოდ არ ჰქონდა ის მნიშვნელობა, რაც ცალკეულმა მიკერძოებულმა სააგენტოებმა მიაწერეს. ასევე, კონგრესის კენჭისყრის მნიშვნელობა გადაასხვაფერა ჩვენს პრესაში გამართულმა პოლემიკამ. ბერნშტეინი თავის მოხსენებაში ნანობდა, რომ გერმანიის მთავრობამ საგარეო პოლიტიკის, მათ შორის, მაროკოსა და სხვა საკითხებში, რაიხსტაგში წარმოდგენილი პარტიების მოსაზრებები არ გაითვალისწინა. კონგრესმა უარყო ბერნშტეინის წინადადება და გამოაცხადა ‒ იმპერიის მთავრობის მიერ რაიხსტაგის უგულვებელყოფის გაპროტესტება პროლეტარიატის საქმე არ არისო. ასამბლეას უფლება აქვს, მთავრობისგან საკუთარი აზრის გათვალისწინება მოითხოვოს, მაგრამ იმპერია რაიხსტაგის პარტიებს სწორედ იმიტომ არ უსმენს, რომ მათ არც სიმტკიცე აქვთ და არც დამოუკიდებელნი არიან. ასე გამოიყურება ჩატარებული და უკიდურესად სახეცვლილი კენჭისყრის შედეგები. უნდა აღვნიშნოთ, იენას კონგრესსა და ბებელის გუშინდელ სიტყვაში ისეთი მახასიათებელი იკვეთება, რაც თანამედროვე მნიშვნელობას ანიჭებს გერმანულ სოციალისტურ პოლიტიკას – გერმანელი სოციალისტი პროლეტარები, გარემოებების გავლენითა და ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, პროპაგანდის, რიგების შევსებისა და ჩამოყალიბებიდან თანდათან აქტიურ მოქმედებებზე გადადიან. იენას კონგრესზე საფრთხეში მყოფი საყოველთაო არჩევნების დასაცავად სოციალისტური პროლეტარიატი საყოველთაო გაფიცვის იდეას პირველად მიემხრო. საქსონიაში ექვსი წლის წინ ჩატარებულ ლანდტაგის არჩევნებში ხალხს ხმის უფლება წაართვეს ისე, რომ გაპროტესტებაც კი ვერ მოახერხა. დღეს კემნიცის, დრეზდენის ქუჩებში 120.000 მუშა ითხოვს საყოველთაო არჩევნე1 ედვარდ ბერნშტეინი( 1850 1932 ) – გერმანელი პოლიტიკოსი და სოციალ-დემოკრატიის თეორეტიკოსი, XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალ-დემოკრატი მოაზროვნე( რედ.). 187 ბის აღდგენას. მუშათა და სოციალისტთა გერმანიას მოქმედებისა და თავისუფლების სიომ დაჰქროლა, როგორც მთელს ევროპას, ეს სიო თქვენამდეც მოაღწევს, უკვე მოაღწია და უფრო აქტიურ და გაბედულ სოციალისტურ შრომას გაიძულებთ.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) როდესაც გერმანელი პროლეტარი სოციალისტები თავიანთ ინტერნაციონალურ იდეებს, მოქმედების სურვილს, ყველა ქვეყნის მუშებთან სოლიდარობას ამტკიცებენ, ამ დროს საფრანგეთში ამხელთ, როგორც იმპერიული მილიტარიზმისა და ნაციონალიზმის შეთქმულებს. ამგვარი დამოკიდებულება განზრახვა უფროა, ვიდრე ილუზია. სინამდვილეში, ამიერიდან ევროპის ერთი ბოლოდან მეორემდე, მოსკოვიდან, პეტერბურგიდან მოყოლებული გერმანიასა და ლონდონამდე, საერთაშორისო მუშათა ძალა ყალიბდება, ირაზმება, მას შეუძლია, გახდეს ევროპაში მშვიდობისა და სოციალური პროგრესის ქმედითი გარანტია.(უკიდურესი მარცხენა ფლანგი დან მოწონების შეძახილები ისმის. ჩურჩული ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე) რაც უნდა ბუნდოვანი იყოს ახლა პერსპექტივა, რა შესაძლო სიძნელეებიც უნდა შეგვხვდეს ხვალ, ყველა ერთად ვიმედოვნებთ მშვიდობის შენარჩუნებას. ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები იძულებულები იქნებიან, ისტორიაში დაამოწმონ, რომ ყოველთვის ვაღიარებდით ამ სირთულეებს; ტრაბახითა და გაუფრთხილებლობით არასდროს გაგვიმწვავებია ვითარება, პირიქით, თავის დროზე განვჭვრიტეთ და აღვნიშნეთ ყველა შესაძლო გართულება და გაურკვევლობა. რამდენიმე წლის წინ საფრანგეთსა და ინგლისს ისეთივე განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც დღეს – ინგლისსა და გერმანიას, თუმცა ორი ქვეყნის კეთილი ნებით თანდათან ეს სირთულეები მოგვარდა, ანტაგონიზმი დაცხრა, გუშინდელი პრობლემები და მტრობა შესანიშნავი, გულწრფელი თანხმობით შეიცვალა... ედუარდ ვაიანი 1 – ძალიან კარგი! ჟორესი – ასეთი, ნამდვილი, თავისუფლებითა და მშვიდობით სავსე თანხმობა გვინდა, შევინარჩუნოთ! 1 ედვარდ ვაიანი( 1840 1915 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, მუშათა ინტერნატიონალის ფრანგული სექციის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი( რ ედ.). 188 თუ საფრანგეთსა და ინგლისს შორის კონფლიქტი მოაგვარეს, რატომ ვერ ახერხებენ ინგლისსა და გერმანიას შორის შესაძლო კონფლიქტის აღკვეთას, როდესაც მთელი მსოფლიო ფხიზლად ადევნებს თვალ-ყურს ამ საფრთხეებს? რამდენიმე დღის წინ მშვიდობის მომხრე ინგლისელებმა გერმანიის ელჩის საპატივცემულოდ ლონდონში წვეულება გამართეს, რომლის დროსაც გერმანიის ელჩმა მტკიცედ განაცხადა – გერმანიასა და ინგლისს შორის ყოველგვარი ომი„დანაშაულებრივი სიგიჟე“ იქნებაო. ინგლისელმა და გერმანელმა პროლეტარიატმა მოისმინა და გაიზიარა ეს სიტყვები და ახლა, ყველა ქვეყნის მშრომელთა ერთსულოვანი ნებით, სინამდვილედ აქცევს. ხედავთ, ბატონებო! ეს საოცარი თანხვედრები ჩვენთვის ნამდვილად სასიკეთოა! თუმცა ეს ესაა პატივცემულმა მელვუამ შემახსენა, ამ ტრიბუნიდან და თავად პრესაშიც ამ დღეებში როგორ მოახერხეს პაციფიზმისა და არბიტრაჟის განქიქება. ბ-ნი მარკიზ დე ლა ფერონე 1 – დიახ, ამის შესახებ ვისაუბროთ! ჟორესი – კი, ბატონო! ისე შესაშური სიმტკიცით მთხოვთ ამაზე საუბარს, პრეზიდენტ რუზველტს უნდა შევატყობინო.(ოვაცია და სიცილი მარცხენა ფლანგიდან) დავცინოდით არბიტრაჟის იდეას, ჰააგის სასამართლოს.... ბ-ნი ლაზი – ერთმანეთთან ამდენი არასდროს გვიომია! ჟორესი – მეტიც, ომის ამხელა საფრთხე მხოლოდ მას მერე შეიქნა, რაც ბ-ნი ეტურნელ ლე კონსტანტი არბიტრაჟის საკითხით დაკავდა, ბ-ნ ლეონ ბურჟუაზე აღარაფერს ვამბობთ. მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრს, საბჭოს თავმჯდომარესა და ყველა იმ კოლეგას ვეკითხები, რომელიც ჰააგის სასამართლოს უძლურად და სახიფათოთ მიიჩნევდა და აბუჩად იგდებდა: რას მოიმოქმედებთ პრეზიდენტ რუზველტის ოფიციალური მომართვის საპასუხოდ? კარგად ვიცი, თადარიგი დაიჭირა: თქვენ კეთილი სიტყვა გითხრათ, ჩვენ კი, სამუდამო და სრული მშვიდობის მსურველებს, საკმაოდ მკაცრად მოგვმართა. ამიტომ განაცხადა, არსებობენ ომის დემაგოგები და მშვიდობის დემაგოგებიო. მშვიდობის დემაგოგებში თუ გულისხმობს მათ, ვინც ყველა სირთულისა და დამცირების მიუხედავად, შეუპოვრად შეეცდება მშვიდობის აუცილებლობად და შესაძლებლად გამოცხადებას 1 ანრი დე ლა ფერონე( 1876 1946 ) – ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე( რ ედ.). 189 ყველა ქვეყნის დაქირავებული მომუშავეების საერთაშორისო საქმიანობით, მაშინ, დიახ, ეს დემაგოგები ვართ.(აპლოდისმენტე ბი უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბ-ნი პოლ კუტანი(მარნი) – ამას ხელი არ შეუშლია ამერიკელებისთვის კუბასა და ფილიპინებზე ომის დაწყებაში. ჟორესი – სიტყვები და ეპითეტები უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანია ფაქტი, ხოლო ფაქტი ისაა, რომ.... ცენტრიდან – ეს ესპანეთის წინააღმდეგ ომია. ჟორესი – რომ„ცარის“ შედგენილი,„შეიარაღების ერთდროული შეზღუდვის განხილვის“, პროგრამით მოწვეული ჰააგის ძველი კონფერენცია ჩატარდა. ბ-ნი შარლ ბენუა 1 – უკვე ოცი წელია, ამაზე ვმსჯელობთ! ხმა ცენტრიდან – არც თუ ისე წარმატებით! ჟორესი – სხდომამ თავი აარიდა პროგრამის ამ ნაწილის განხილვას და საპასუხოდ ბუნდოვანი, ფორმალური სურვილი გამოთქვა. აი, ახლა ჩვენ წინაშეა ამერიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი. თავადვე ამბობთ, პრაქტიკული გონება აქვსო და იცით, მტკიცე ნების პატრონია. კაცი, რომელიც პროგრამას მხოლოდ იმიტომ ქმნის, რომ იმედოვნებს და მტკიცედ გადაუწყვეტია მისი განხორციელება; ჰააგის სასამართლოს ხელახლა სთავაზობს დეტალურად შედგენილ პროგრამას შეიარაღების ერთდროულად შეზღუდვის შესახებ, დებულებებს, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუშალონ, ვციტირებ,„ერთა შორის მომავალი კონფლიქტების ხმლით მოგვარებას“. ბ-ნი ჟორჟ ბერთელო – და თავის ფლოტს აფართოებს! ჟორესი – ტყუილად მეუბნებით, რომ ფლოტს აფართოებს, არმიას ზრდის. ბ-ნო ბერთელო, რაც უფრო მეტად გამოაცხადებთ იმპერიალისტად, პოზიტივისტური გონის ადამიანად, რომელიც ითვალისწინებს არსებულ რეალობას, მით უფრო ვალდებული იქნებით, ჩემსავით მნიშვნელოვნად მიიჩნიოთ წინადადება, რომლითაც ეს რეალისტი მსოფლიოს ერთბაშად განიარაღებასა და საერთაშორისო არბიტრაჟს სთავაზობს.(ოვაცია უკიდურეს მა რცხენა ფლანგზე, ჩოჩქოლი) ბ-ნი ბურდონეს გრაფი – ბლეფია! 1 შარლ ბენუა( 1861 1936 ) – ფრანგი ჟურნალისტი, როიალისტი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საფრანგეთის ელჩი ჰოლანდიაში 1919 1924 წ.წ-ში ( რედ.). 190 ბ-ნი შარლ ბენუა – როგორი იქნება სასჯელი? ჟორესი – ბატონებო, მათქმევინეთ, არ მესმის, რატომ მეწინააღმდეგებით. ბ-ნი ჟორჟ ბერთელო 1 – მინდა, დავაზუსტო პრეზიდენტ რუზველტის განწყობა ამ საკითხთან მიმართებით. აი, რას ამბობდა 1903 წლის გზავნილში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ:„თუ თანამედროვე დიდი ერების განიარაღებას ამა თუ იმ ფორმით, ძალადობის მყისიერი აფეთქება გამოიწვევს“.(მარჯვენა ფლანგისა და ცენტრის ოვაცია) რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე? ბ-ნი ლაზი – ერთი სთხოვეთ ესპანელებისთვის კუბის დაბრუნება და თავადვე ნახავთ, ბ-ნო ჟორეს. ჟორესი- ბატონებო, ვერ გადამარწმუნებთ და ციტირებების ნაწყვეტებით ვერ... ბ-ნი ჟორჟ გროჟანი 2 – ხშირად თავად იქცევით ასე. ჩვენამდე ბ-მა კლემანსომ საკმარისად გითხრათ ამის შესახებ. ჟორესი – …ხელს ვერ შემიშლით საკითხის დაზუსტებასა და პრობლემის დასმაში. არ მესმის, ასე რატომ მეწინააღმდეგებით. გამუდმებით აცხადებდით, საყოველთაო მშვიდობა ბრწყინვალე იდეალი კია, თუმცა ახლანდელ ვითარებაში, როცა ერთა შორის საომარი მდგომარეობა გრძელდება, საჭიროა თითოეულმა ერმა მიიღოს სიფრთხილის ზომები და შეიარაღებული დარჩესო. პრეზიდენტი რუზველტიც ამბობს:„ახლანდელ მსოფლიო ვითარებაში შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ერმა შეამციროს თავისი შეიარაღება“. შეძახილი ცენტრის სხვადასხვა სკამიდან – ეს არ უთქვამს! ბ-ნი ჟორჟ ბერთელო – მან თქვა:„თუ ყველა ერი დაიწყებს განიარაღებას...“ ჟორესი – და დასძინა,„სახიფათო იქნება დაუყოვნებლივ, რისკების გათვალისწინების გარეშე, ერთდროული ტოტალური განიარაღების დაწყება“. თუმცა, ამასთანავე...(ცენტრიდან და მარჯვენა ფლანგიდან სიტყვას აწყვეტინებენ) ობიექტურად ვაფასებ არბიტრაჟის სასარგებლოდ აშშ-ის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალ, გადამწყვეტ შუამდგომლობას რამდენად... 1 ჟორჟ ბერთელო( 1859 1930 ) – ფრანგი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, მეგობრობდა ქართველ სოციალ-დემოკრატებთანაც, ცნობილია მისი შეხვედრები აკაკი ჩხენკელთან( რედ.). 2 ჟორჟ გროჟანი( 1865 1934 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი 1902 1906 წ.წ-ში(რედ.) 191 ბ-ნი გროჟანი – ის სიტყვები მიაწერეთ, რაც არ უთქვამს. ჟორესი – ამ ტრიბუნაზე მოვიტან..... შეძახილი სხვადასხვა ადგილიდან – დავასრულოთ! პარასკევამდე! ჟორესი – პალატის განკარგულებაში მიგულეთ – შემიძლია, დღეს დავამთავრო სიტყვა ან, თუ გირჩევნიათ, სხვა დროს გადავდებ დანარჩენ, ვრცელ ახსნა-განმარტებას. ბ-ნი პრეზიდენტი – ბ-ნი ჟორესი დასთანხმდა გამოსვლის მომავალ სხდომაზე გაგრძელებას. (ტრიბუნიდან ჩამოსვლისას ჟორესს ოვაციით შეხვდა მარცხენა ფლანგი) ----------------------------------------------------------------------------ჟორესი – ბატონებო, წინა დღეს სოციალიზმის საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი მახასიათებლების განსაზღვრა ვცადე. გითხარით, რომ ყველა ქვეყნის პროლეტართა მზარდი ერთობა და ქმედება მშვიდობის პირველ გარანტიასა და იმედს გვაძლევდა; პროლეტარიატი მარტო არაა, თავისი მიმზიდველი იდეების წყალობით ყოველდღე იზრდება და ორგანიზებულ მშრომელთა წრის ფარგლებს სცდება. ომის საზარელმა მატერიალურმა და მორალურმა შედეგებმა მრავალი ადამიანის ინტერესი და სინდისი შეაშფოთა. კაპიტალისტური სამყარო, შინაგანი ქაოსითა და ინტერესთა მუდმივი ანტაგონიზმით, ომის პრინციპებს საკუთარ თავშივე ატარებს, თუმცა იმდენად დაყოფილია, რომ ომი არასდროს პასუხობს საერთო ინტერესებს და თავადვე ღელავს მუდმივი დაუცველობის გამო. სწორედ ამ მიმართულებით ერევა და სულ უფრო და უფრო მტკიცედ მოითხოვს აშშ-ის დიდი რესპუბლიკის პრეზიდენტი მთავრობებისა და ხალხებისგან კონფლიქტების გადაჭრის ბარბაროსული მეთოდების თანდათან არბიტრაჟით ჩანაცვლებას. ბატონებო, არ მინდა თავზე მოგახვიოთ ან დავაკნინო ბ-ნი რუზველტის მოხსენების მნიშვნელობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მოხსენების მნიშვნელობის გაზვიადება ან თავს მოხვევა რომ არ დამაბრალოთ, ნება მიბოძეთ, აქვე წაგიკითხოთ ჟურნალში,„Le Temps” – გამოქვეყნებული შეტყობინების ნაწილი არბიტრაჟსა და შეიარაღების შეზღუდვის შესახებ: 192 „ჰააგის ახალი სხდომის მოწვევა გადაწყვეტილია. საერთაშორისო მშვიდობის, სამართლიანობისა და ძმობის ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის მთავრობა ძალებს არ დაიშურებს სხდომის წარმატებით ჩასატარებლად. ჩვენი მიზანია სამართლიანობის მიღწევა. მშვიდობა, წესისამებრ, სამართლიანობის თანმხლებია, მაგრამ, როცა მშვიდობა და სამართლიანობა ერთმანეთთან კონფლიქტშია, მაშინ დიდი და პატიოსანი ხალხი წამითაც არ უნდა შეყოყმანდეს და სამართლიანობის გზა უნდა აირჩიოს, თუნდაც, ეს გზა ომამდე მიდიოდეს.(ცე ნტრსა და სხვადასხვა ფლანგზე მოწონების შეძახილები) მსოფლიოს ახლანდელ მდგომარეობაში ერი მშვიდობისთვის მზად არის, თუ ბრძოლა შეუძლია; არასდროს აარიდებს თავს ომს, თუ შექმნილ ვითარებაში ამას მაღალი ზნეობრივი იდეალები მოითხოვს. ცხადია, ჩვენი ამოცანაა, ძალები არ დავზოგოთ და ყველა შესაძლო საშუალებით დავაჩქაროთ იმ ჟამის დადგომა, როცა მახვილი აღარ იქნება ერთა განმსჯელი. პრაგმატულად უნდა მოვიქცეთ, მინიმუმამდე შევამციროთ ის შემთხვევები, როცა ომი გარდაუვალი მსაჯულია. ყველა ცივილიზებულ ხელისუფლებას, უმეტეს შემთხვევაში, ომის სანაცვლოდ სხვა ხერხს შევთავაზებთ. ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჰააგის სხვა სხდომაზე. ჩვენს ერს მთელი სერიოზულობით მოვუწოდებ, ძალები არ დაიშუროს და მისწრაფების განხორციელებაში დაგვეხმაროს – ქმედითად აქციოს სხდომის მინაღწევი. გულწრფელად მსურს, ყრილობის შედეგად არბიტრაჟი ყველა ტიპის საერთაშორისო დავების გადაჭრის ჩვეულ საშუალებად იქცეს. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, რომელთა მკაცრი შეზღუდვა მსოფლიოში არსებულ სოციალურ და სამთავრობო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შეძლებისდაგვარად, მოლაპარაკების საფუძველზე, უნდა შევადგინოთ არბიტრაჟის საყოველთაო ხელშეკრულება, რომელიც დაიდება კონფერენციაზე დამსწრე ყველა ერს შორის. ნეიტრალურ ერთა უფლებები და საკუთრება თანაბრად უნდა იყოს დაცული ხმელეთსა და წყალზე. საკითხის შესახებ საჭირო იქნება საერთაშორისო ხელშეკრულების დადება და მორიგება„ომის კონტრაბანდის“ დასადგენად. გულწრფელად და სერიოზულად მსურს მშვიდობა, მინდა, ჰააგის ყრილობამ ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობისა და სამა- 193 რთლიანობის დამყარებას. სახელმწიფო მოღვაწის ყურადღების ღირსი, პირველ რიგში, არის ერთა შორის სამართლიანობის, პატარა ერების დაცვისა და დიდ ერებს შორის ომის პრევენციის უზრუნველყოფისთვის ახალი საიმედო მეთოდების შემუშავება.“ ბ-ნი აინარი – განა, დასასრულს შეიარაღების შეზღუდვის საკითხიც არ წამოჭრა? მარჯვნიდან – ყველაფერი უნდა წაიკითხოთ! ჟორესი – სხვა პასაჟიც არის!(შეძახილები ცენტრიდან) ბატონებო, ტექსტს პატიოსნად, მთელი სიზუსტით ვციტირებ. ბ-ნი აინარი – წაკითხვას არ გაძალებთ! ჟორესი – ჩემდა სამწუხაროდ და საზიანოდ, ამ წუთას ვერ ვპოულობ შეიარაღების თანადროულ და შეთანხმებულ შეზღუდვასთან დაკავშირებულ მონაკვეთს. დოკუმენტიდან, რაც ახლა წაგიკითხეთ, ყურადღებას ვაქცევ არბიტრაჟის სისტემური და საერთაშორისო პრაქტიკის სასარგებლოდ დიადი, თავისუფალი ერის მეთაურის ახალ მცდელობას. ხშირად დამცინავად გვპასუხობენ, რომ ხალხთა შორის კონფლიქტები თუ კონფლიქტების საფრთხეები არასოდეს ყოფილა ისე სახიფათოდ მაღალი, როგორც მშვიდობისა და არბიტრაჟის პროპაგანდის გაჩაღების შემდეგ. ბატონებო, ამ შენიშვნაში მიზეზ-შედეგების უცნაური აღრევაა. ერები ყველაზე მეტად დღეს გრძნობენ მომავალი კონფლიქტების საფრთხეს, ეშინიათ ეროვნული ძალების გარდაუვალი დაცემისა და, სწორედ ამ დროს, თვითგადარჩენის ინსტინქტით ცდილობენ მშვიდობისა და არბიტრაჟის პრაქტიკის დანერგვას. მცდელობა ყოველთვის წარმატებული ვერ იქნება და ვერც უცილობლად შეძლებენ კონფლიქტების პრევენციას, მაგრამ უცნაურია არბიტრაჟისა და მშვიდობის აუცილებელ მცდელობებს მივაწეროთ გარდაუვალი ომების გაჩაღება. ბატონებო, გვითხრეს – უდაოდ ეს ყავლგასული და უნაყოფო მცდელობააო. ერთ-ერთი კოლეგა გვეუბნებოდა: კი, მაგრამ უკვე ოცი წელია ამ საკითხებს განიხილავენო! ბ-ნი ბენუა – მეტიც! ჟორესი – და ეს გამოსვლა„ოფიციალურ ჟურნალშია“ გამო­ქვეყნებული. ბ-ნი შარლ ბენუა – შეგისწორებთ... 194 ჟორესი – მხარს უჭერთ მოსაზრებას, მაგრამ თქვენი მხრივ, ბატონო შარლ ბენუა, საკმარისი ზომები არ მიგიღიათ ამ მხრივ. ბ-ნი შარლ ბენუა – უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია გასული. ჟორესი – დიახ, ოც წელზე მეტია და თავად ნაპოლეონ III ფიქრობდა განიარაღების კონგრესზე. ბ-ნი ლაზი – დიახ, 1856 წლის იანვარში. ჟორესი –... და ბ-ნი ტიერსი რომის შესახებ თავის ცნობილ სიტყვაში ნანობს, რომ ერებს არ აქვთ არბიტრაჟის პრაქტიკა. რას მოწმობს ეს ხანგრძლივი და, ერთი შეხედვით, ფუჭი ძალისხმევა? არბიტრაჟის იდეის ხშირი კრახიდან გამომდინარე გინდათ? დაასკვნათ, რომ საბოლოო წარუმატებლობისთვისაა განწირული, ნელი ევოლუციისა და პროგრესის მომხრე ადამიანებიო, ამ იდეით გვიპირისპირდებით? დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დიდი ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბებასა და დაფუძნებამდე არ გადიოდეს ხანგრძლივი მზადების, მოჩვენებითი უძლურებისა და მრავალი წარუმატებლობის პერიოდს. 1879 წელს რესპუბლიკის მესამედ გამოცხადება, ვფიქრობ, მრავალი რთული პერიოდისა და მარცხის შემდეგ მოხდა. ბევრი წინააღმდეგობისა და იმედგაცრუების მიუხედავად, საბოლოოდ დამკვიდრდა დემოკრატია, საყოველთაო არჩევნები და რესპუბლიკა, ე.ი. ყველაფერი ის, რაც ერთი ქვეყნის მოქალაქეებს შორის გარანტიებისა და სამართლიანობის საწყისია. ასევე, ბევრი წარუმატებელი მცდელობის, საშინელი მარცხისა და მტკივნეული იმედგაცრუების შემდეგ დამკვიდრდება არბიტრაჟსა და კანონზე დაფუძნებული მშვიდობა, ე.ი. ხალხთა შორის სამართლიანობა. ვინაიდან, სინამდვილეში, კაცობრიობა ეტაპობრივად, ტანჯვით ვითარდება.(ოვაცია უკიდურესი მარცხენა ფლანგიდან) მაშასადამე, ბატონებო, მთავარია არა იმის ცოდნა უცებ დამკვიდრდება, თუ არა არბიტრაჟი, ჩაანაცვლებს თუ არა გონიერება უკანონობასა და ძალმომრეობას ხალხთა ურთიერთობებში, არამედ, დღესდღეობით, ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობით, მხარს დავუჭერთ თუ შევეწინააღმდეგებით მსოფლიოში მიმდინარე არბიტრაჟის ახალ მცდელობებს.(აპლოდისმენტები უკი დურესი მარცხენა ფლანგლიდან) დიდი ერის, დიდი დემოკრატიის ლიდერმა აიღო ეს ინიციატივა საკუთარ თავზე და სამწუხაროა, რომ რესპუბლიკურ საფრანგეთს არ ეკუთვნოდა. ედუარდ ვაიანი – ძალიან კარგი! 195 ჟორესი – ერთადერთი რამ მაინტერესებს და მთავრობას ვეკითხები – ახლა, როდესაც პრეზიდენტმა რუზველტმა საზეიმო ინიციატივა წამოაყენა, საფრანგეთს ჰააგის ახალ ყრილობაზე მიიწვევენ. პროგრამაში იქნება არბიტრაჟი და არბიტრაჟის საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს შეიარაღების ზრდის შეჩერებასა და მშვიდობის დამყარებას. როგორი იქნება თქვენი პასუხი? ამასვე ვეკითხები პარტიებს, რომლებიც ჩვენს იდეალს აბუჩად იგდებენ – მოწვევას დამცინავი სკეპტიციზმითა და აღმაშფოთებელი უნდობლობით უპასუხებთ თუ კეთილი ნებითა და კეთილსინდისიერად შეუერთდებით საერთო ძალისხმევას? თუ არაფერს მოიმოქმედებთ და გადაწყვეტილი გაქვთ, ირონიით მოეკიდოთ, როგორც პროლეტართა ორგანიზებისა და მოქმედების მცდელობას, ისე ამერიკის რესპუბლიკისგან წამოსული არბიტრაჟის ინიციატივას, მაშინ რა გამოსავალი გრჩებათ ომის გაჩაღების წინააღმდეგ? ოდესმე გექნებათ ბარბაროსული კონფლიქტებისა და ასეთივე მძიმე და ბარბაროსული შეიარაღებული მშვიდობის დასრულების იმედი? (აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) თუ ამ დაუცველ მდგომარეობაში ცხოვრებას გააგრძელებთ, განუდგებით როგორც მუშათა ყველა საერთაშორისო ძალასა და ორგანიზაციას, ისე დემოკრატიულ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია ძალმომრეობისა და ომის დაბრკოლება, მაშინ გაფრთხილდით, ყველანი საფრთხეში აღმოვჩნდებით. იცოდეთ, დღეს ევროპაში ნებისმიერი ბიძგი აუცილებლად დიდი სოციალური რყევის მანიშნებელი იქნება. ომი ევროპაში გარდაუვალ რევოლუციურ ვითარებას შექმნის. ახლახან რუსეთში განვითარებული მოვლენების მაგალითზე დაინახეთ შიდა კონფლიქტების პრინციპების მატარებელი საზოგადოება, სადაც სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული არა მხოლოდ პარტიებს, არამედ კლასებს შორის და ახალი სამყარო ცდილობს ჩამოყალიბებას, ძალაუფლების მოპოვებასა და სინათლემდე მისვლას. ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებაში აუცილებლად იფეთქებს კონფლიკტის ყველა არსებული მოცემულობა, როცა საგარეო ომის პირისპირ აღმოჩნდება. ხომ ნახეთ რუსეთის მაგალითი, რომელიც კაცობრიობის პროგრესის მომხრეთათვის ერთგვარი ნუგეში გახლდათ. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ განადგურების პირას მყოფი რუსი ხალხის თავისუფლებისთვის, გაცოცხლებისთვის აუცილებელი იყო საგარეო ომისგან მიყენებული დარტყმა; მაგრამ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, სადაც მუშათა კლასი დემოკრატიაში ცხოვრობს, 196 თავისუფლების საწყის ეტაპზეა, ძალაუფლების მოპოვებისა და სოციალური გარდაქმნისთვის ირაზმება, საგარეო ომი უდაოდ გამოიწვევს ფართო, სიღრმისეულ, უსარგებლო და კატასტროფულ ძვრებს. რეაქციული, დიქტატორული და ველური ნაციონალიზმის მომხრეები რევოლუციონერებს დაუპირისპირდებიან. სისხლიან არეულობასა და საძულველ ქაოსში, სოციალური რევოლუცია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს განვითარებას ბორძიკით, თითქმის, ბრმადმავალი, გარდაუვალი მრისხანებით მთვრალი. ბატონებო, ძალადობაში გვადანაშაულებთ ყველას, ვინც ხელს ვუწყობთ მუშათა კლასის პრივილეგირებულ კაპიტალიზმთან შებრძოლებას. ვისაც გვინდა, საჭირო და ნაყოფიერ ბრძოლას დამღუპველი შედეგი ავაცილოთ, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში საგარეო ომის გაჩაღებას მოჰყვება: მღელვარება, არეულობა, ბარბაროსული ძალადობა, მრისხანება და რეაქცია.(აპლოდისმე ნტები უკიდურესი მარცხენა ფლანგიდან და მარცხენა მხარეს) დაბოლოს, თუ ტრაგედია დატრიალდება და ევროპელი მმართველები თავისი წინადუხედაობითა და ეგოიზმით მსოფლიოს ამაზრზენ განსაცდელში ჩააგდებენ, რა დამოკიდებულება და ვალდებულება ექნება პროლეტარიატს? ორმაგი ამოცანის შესასრულებლად ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრება და ერთ საუკუნეში გაწვრთნილი მთელი თავისი გენია დასჭირდება. ამ მღელვარებაში გაორმაგებული ძალისხმევით, სამუშაოს ლიბერაციითა და მშვიდობის დაფუძნებით ახალი სოციალური წესრიგის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი, ამასთან, უნდა იფხიზლოს, მმართველთა წინადაუხედაობით გამოწვეული კატასტროფის საზღაური ერებისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობა და ქვეყნების მთლიანობა არ გახდეს. 120 წლის განმავლობაში, ევროპაში საგარეო ომისა და საშინაო რევოლუციების დიდი კრიზისის დროს, სოციალური სამართლიანობის ახალი წესრიგის შექმნისა და ერის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ორმაგი დავალების შესასრულებლად საკმარისი იყო ევროპელი, განსაკუთრებით, ფრანგი მუშების სადარაჯოზე დგომა. ასეთია 1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის პროლეტართა ღვაწლი 1 ; ამავდროულად, სამეფო ხელისუფლების გადაგდებით 1 1792 წლის 10 აგვისტოს ტახტიდან ჩამოაგდეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI , მიუხედავად 1789 წლის რევოლუციისა, ლუი XVI მაინც რჩებოდა მეფედ კონსტიტუციური მონარქიის პირობისამებრ, თუმცა, 1792 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ საბოლოოდ გადაწყდა რევოლუციური საფრანგეთის რესპუბლიკად გარდაქმნა( რედ.). 197 ძველი ტირანი და მჩაგვრელი ძალა დაამხო და მოღალატე ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მოწვეული დამპყრობელი განდევნა. მოგვიანებით, 1793 წლის 31 მაისს, პარიზის მშრომელმა ხალხმა შენიშნა – ახალ ბურჟუაზიულ არისტოკრატიას, ჟირონდინების მეთაურობით, რევოლუციის მონაპოვარი მიეთვისებინა და დაეძაბუნებინა. მაშინ მუშები კონვენციასა და კონვენციის ჟირონდისტულ ნაწილს დაუპირისპირდნენ, რათა 31 მაისსა და 1 ივნისს რევოლუციისთვის ახალი, უფრო სახალხო სახე მიეცათ და, ამავდროულად, უცხოეთის პირისპირ ახალი მმართველების მერყეობით დასუსტებული ეროვნული დაცვა განემტკიცებინათ. 1815 წელსაც იგივე მოხდა – გარეუბნების მუშები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და ეროვნული დამოუკიდებლობისა და რევოლუციის გადარჩენას ცდილობდნენ, რომელთაც თანაბრად ემუქრებოდათ უცხოელებისა და როაიალისტების შემოჭრა. და 4 სექტემბერს... არა, მართლა არ მესმის, ზოგიერთი რესპუბლიკელი ბოლო დროს თავს რატომ იკავებს იმის აღიარებისგან, რომ 4 სექტემბერს მტრის პირისპირ მდგომ რესპუბლიკელებს იმპერიისგან გათავისუფლება უნდოდათ. ბ-ნი პოლ დელომბრი 1 – იმპერია უკვე ჩამოშლილი იყო! ჟორესი – ბ-ნო დელომბრ, გეთანხმებით, იმ დროისთვის იმპერია უკვე დაცემული იყო! ასევე, გეთანხმებით, რომ პარიზელები საკანონმდებლო ორგანოს დაკავებისას ერის თავდაცვის განმტკიცებაზე ზრუნავდნენ, თუმცა არ მესმის ამ ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნასა და დაშორებას რატომ ცდილობთ. თითქოს, გასასამართლებელ საბაბს ეძებთ 4 სექტემბრის რევოლუციის ზედმეტი დახანებისთვის. 2 (ოვაცია მარცხენა ფლანგზე) რესპუბლიკურ პარტიას ასე დიდხანს, მთელი ერთი თვის განმავლობაში, არ უნდა ეყოყმანა, პარიზელების ნაწილის რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა. ბატონებო, გაიხსენეთ ოთხი სექტემბირიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჟულ გრევიმ ეჟენ პელეტანი გააჩერა ჩვენს საკონფერენციო დარბაზში დაკიდული ტილოს წინ, რომელზეც პერანგში გამოწყობილი, კისერზე ყულფჩამოცმული კალეს ბურჟუებია გამოსახული, უთხრა:„ძვირფასო მეგობარო, აი, 1 პოლ დელომბრი( 1848 1933 ) – ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი( რედ.). 2 1870 წლის 4 სექტემბერს გამოცხადდა საფრანგეთის III რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1940 წლამდე, იმ დრომდე, სანამ საფრანგეთს ნაცისტური გერმანია დაიპყრობდა( რედ.). 198 რა დღეში ვიქნებოდით ამასწინებზე მოცემული რჩევა რომ ყურადგვეღო და იმპერიის დამხობა დღეს დაგვეწყო.“ ბატონებო, რაც უნდა მომხდარიყო, რესპუბლიკა თავის ლეგიტიმურობას მაინც არ დაკარგავდა, თუნდაც არ ეყოყმანათ ან იმპერიის დამხობა, როგორც ამტკიცებთ, მის თვითგანადგურებამდე მოეხერხებინათ(ამავდროულად, სამშობლოს დაცემის ტოლფასიც იყო). ასევე, ომის პირველი დღეებიდან გამოცხადებულ რესპუბლიკას დიდი კატასტროფის დადგომამდე, სედანის დინასტიური ინტერესებით გამოწვეული საზარელი ავანტიურის თავიდან არიდება რომ მოეხერხებინა, რესპუბლიკა მაინც ლეგიტიმური იქნებოდა. შევეშვათ წარსულის დეტალებს. ერთხმად ვაღიაროთ, რომ პარიზელ ხალხს 4 სექტემბერს, რესპუბლიკის გამოცხადებისას, მთლიანი, ერთიანი, საფრთხეში მყოფი სამშობლოს გადარჩენა და ერის გათავისუფლება კორუფციისა და მონობის სამარცხვინო რეჟიმისგან.(მქუხარე აპლოდისმენტები იმავე სკამებიდან) 31 ოქტომბერს, ბლანის 1 მეთაურობით რევოლუციის მოწყობა სცადეს – ჩვენი მოწინააღმდეგეები დღეს სწორედ მისი პატრიოტიზმით გვიპირისპირდებიან. სახალხო რევოლუციას კვლავ ორმაგი ლოზუნგი და პროგრამა ჰქონდა: რესპუბლიკის გადარჩენა, რომელიც სუსტი წინააღმდეგობის გამო, თანდათან აგებდა(სხვა დასხვა მოძრაობა), და სამშობლოს გადარჩენა, რომელსაც მტკიცე და ძლიერი მამოძრავებელი ძალის პოვნა მხოლოდ რესპუბლიკურ და სახალხო ნააზრევში შეეძლო. კომუნაც კი, ამ ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, ერთმანეთში არეულ, ბუნდოვან იდეას ეყრდნობოდა: პროტესტი ვერსალის პასუხზე კაპიტულაციაზე წინააღმდეგ რომელიც საფრანგეთის ტერიტორიის ნაწილის მტრისთვის გადაცემის საფრთხეს ქმნიდა. ამგვარად, უფლება მაქვს, ვთქვა, რომ 120 წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა სოციალური და ეროვნული კრიზისი მოქმედებას მოითხოვდა, საფრანგეთის პროლეტარიატმა, შეძლებისდაგვარად, პოლიტიკური თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის უმაღლესი იდეალი გაორმაგებული საერთო ძალისხმევით დაიცვა.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) 1 ლუი ბლანი( 1811 1882 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოაზროვნე, 1848 წლის ფრანგული რევოლუციის ერთ-ე­ რთი ლიდერი( რედ.). 199 ბ-ნი ჟულიენ გუჟონი 1 – სამწუხაროა, ეს ყველაფერი ისევ მტრის თანდასწრებით ხდება(ცენტრიდან მოწონების შეძახილები, ხმაური მარცხენა ფლანგზე). ჟორესი – ბატონებო, გასაგებია, თუმცა ჩემზე არაა და­მოკი­დებული... ­ბ-ნი ჟულიენ გუჟონი – არ გაგკიცხავთ ძალისხმევისთვის, თუმცა სხვა დროის შერჩევა შეიძლებოდა. ჟორესი – სიტყვა გამაწყვეტინეთ, მაგრამ არ ვჩივი. მითხარით, სამწუხაროა, ეს ყველაფერი კვლავ მტრის თანდასწრებით ხდებაო, მაგრამ 1792 წლის 10 აგვისტოსა და 1870 წლის 4 სექტემბრის ისტორიიდან ამოშლა არც თქვენზეა დამოკიდებული და არც ჩემზე. ბ-ნი პომეროს გრაფი – არც კომუნაზე! ჟორესი – საშინაო რევოლუციების მტრის წინაშე აღსრულება თუ არ გსურთ, მაშინ რატომ უშლით ხელს არბიტრაჟითა და მუშების საერთაშორისო აქტივობით საგარეო კონფლიქტების პრევენციის დაჟინებულ, თითქმის სასოწარკვეთილ მცდელობებს?(აპლო დისმენტები მარცხენა ფლანგზე) გეუბნებით, თუ შიდა რევოლუციისა და საგარეო ომის ქარიშხლები ერთმანეთს შეერწყმის და ციკლონად გადაიქცევა, საჭიროების შემთხვევაში, საერო მისიის ერთგული პროლეტარიატი, როგორც ყოველთვის, იგივე ძალისხმევით დაამყარებს სოციალურ სამართლიანობასა და ეროვნულ დამოუკიდებლობას. ბატონებო, რომელიმე სირთულისა თუ კითხვისთვის თავის არიდება არ მინდა, გამუდმებით მიპირისპირდებით რაღაც ფრაზებით, ჩვენიანების მოსაზრებებით, გუსტავ ერვეს 2 თეორიებით (მოძრაობა დარბაზში). მრავალჯერ მომთხოვეთ, განვდგომოდი მის სიტყვებს, დისკუსია გავუმართე და ვეკამათე.... ბ-ნი შარლ ბენუა – აზრი მაინც არ შეგიცვლიათ. ჟორესი – ჩვენი პარტიის აქტივისტებთან დებატებისას დისკუსიის გარდა სხვა წესსა და სანქციას არ ვცნობთ და არც გვინდა 1 ჟულიენ გუჟონი( 1854 1912 ) – ფრანგი იურისტი, პოლიტიკოსი და დრამატურგი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პარლამენტის წევრი 1909 1912 წ.წ-ში( რედ.). 2 გუსტავ ერვე( 1871 1944 ) – ფრანგი პოლიტიკოსი, საწყის ეტაპზე გამოირჩეოდა ანტიმილისტარისტული, სოციალისტური და პაციფისტური რიტორიკით, თუმცა მოგვიანებით თავს აკუთვნებდა ულტრანაციონალისტების ჯგუფს( რედ.). 200 ვცნობდეთ. ჩვენგან უარყოფილ თეორიებზეც კი სასტიკი და დამამცირებელი ზომით არასდროს გიპასუხებთ.(ხმაური ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე) ბ-ნი ანიარი – სასტიკი ზომების მიღებას კი არა – ბ-ნი ერვეს დოქტრინებზე თქვენი მოსაზრების გაზიარებას გთხოვთ, სულ ესაა! ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – გაერთიანებულმა სოციალისტურმა პარტიამ რატომ გარიცხა ბ-ნი მილერანი, ბ-ნი დევილი და არა ბ-ნ ერვე?(შეძახილები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და სხვადასხვა სკამზე) ჟორესი – ბ-ნო გროჟან, გთხოვთ, გაგრძელების საშუალება მომცეთ. ბ-ნი თავმჯდომარე – ბ-ნო გროჟან, გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე. ჟორესი – ნება მიბოძეთ! ბატონებო, არ მინდა დებატებში გაურკვევლობა შევქმნა, ბ-მა გროჟანმა ამ ტრიბუნაზე ბევრი კონკრეტული კითხვა დამისვა. ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – კიდევ ერთ კითხვას გისვამთ. ჟორესი – რომელზეც მინდა ზუსტი პასუხი გაგცეთ, ოღონდ მოგვიანებით და ჩემ მიერ შერჩეული თანმიმდევრობით; თუ გასაგებად არ გიპასუხეთ... ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – ბ-ნ ჟორესს ვეკითხები...(შეძახილები მა რცხენა ფლანგზე) ბ-ნი თავმჯდომარე – ბ-ნო გროჟან, კიდევ ერთხელ გთხოვთ, სიჩუმე დაიცვათ. ბ-ნი პრაში – ბატონ ჟორესს ხელს უშლით. ბ-ნი თავმჯდომარე – განხილვას უშლით ხელს. ჟორესი – ბ-ნო გროჟან, სანამ თქვენ წინა კითხვაზე პასუხს არ დავასრულებ, ახალზე არ გიპასუხებთ. ჩემი მოსაზრების თავისუფლად და ცხადად გამოხატვა მინდა. ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – ოღონდ არა ამ საკითხზე. ჟორესი – გეჩვენებათ, კამათს არ გავურბივარ. გვეუბნებით, თითქოს, ბატონი ერვეს თეორიებს ვიზიარებთ, რადგან ერთ პარტიაში ვართ. ჩემი აზრით, ასეთი განსაზღვრება იმ პარტიას შეშვენის, სადაც არა თავისუფალი დისკუსიები და კრიტიკა, არამედ მონობა სუფევს.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – ბ-ნ ჟორესს ვკითხე: თუ სოციალურმა პარტიამ გარიცხა ბ-ნი მილერანი და დევილი, რატომ არ... 201 ბ-ნი გუსტავ რუანე – მცდარი ინფორმაციაა. ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – …გარიცხა ბ-ნი ერვე. ბ-ნი თავმჯდომარე – ბ-ნო გროჟან, უკვე ჩაეწერეთ და შეგიძლიათ, ტრიბუნიდან უპასუხოთ. ბ-ნი ჟორჟ გროჟანი – აღვნიშნავ ფაქტს, რომ ბატონ ჟორესს არ უპასუხია. ჟორესი – ჩვენი აზრით, სამშობლოს იდეაც კი არ არის ხელშეუხებელი, ყველანაირი განსჯისა და კრიტიკის მიღმა მყოფი დოგმა. თუ პარტიის თანამებრძოლებისგან სამშობლოს იდეის ამგვარი ინტერპრეტაცია და კრიტიკა ჩვენთვის მიუღებელია, მაშინ მათთან ერთად ვმსჯელობთ, ვცდილობთ, აზრი შევაცვლევინოთ და ნებაყოფლობით დავარწმუნოთ პარტია შეცდომაში. ზომები, რომლებითაც, თქვენი აზრით, სოლიდარობაზე უნდა ვთქვათ უარი, სილაჩრედ და კრიტიკულ აზროვნებაზე უარის თქმად მიგვაჩნია. ამას არ დავუშვებთ(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხე ნა მხარის სხვადასხვა სკამიდან, ირონიული შეძახილები ცენტრიდან) გარდა ამისა, ამ ტრიბუნაზე მასთან პოლემიკის გამართვის უფლება არ მექნებოდა, ეთიკის კომისიას რომ შეხედულებებისა და სინდისის თავისუფლების საშინელი ხელყოფით ადამიანისთვის, მოქალაქისთვის საჯარო დაცვაზე უარი არ ეთქვა. საბაბი კი, უმრავლესობის ნამუსის შემაწუხებელი, სამშობლოს იდეის კრიტიკა გახლდათ. ბ-ნი შარლ ბენუა – რაც დანაშაულად ითვლება. ჟორესი – ბატონებო, ძალადობის ეს აქტი მით უფრო უჩვეულოა, რამდენადაც ჩადენილი და ხელმოწერილია პიროვნებების მიერ, რომელთაც უახლოეს წარსულში თავად ემუქრებოდათ ჩამოწერა მხოლოდ იმიტომ, რომ არ გახლდნენ...(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა სკამებზე) ბ-ნი ჟიულ ოფრე – ვაპროტესტებ. იმ დროს, ბ-ნი ლაბორი არ წარმდგარა საბჭოს წინაშე და არც უნდა წარმდგარიყო, შეცდომა მასალების უზუსტობითაა გამოწვეული, რაც მას ნამდვილობას უკარგავს. ბ-ნი თავმჯდომარე – ბატონო ოფრე, გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე. ჟორესი – ბატონებო, ამ განმარტებების შემდეგ, თავისუფლად შემიძლია, ვთქვა ‒ არ ვღელავ რესპუბლიკური საფრანგეთის ეროვნულ თავისუფლებაზე, უსაფრთხოებაზე, შესაძლო პარადოქსებსა და სოფიზმებზე – ვერ დაჯაბნიან რევოლუციურ ტრადიციასა და მუშათა კლასის სიღრმისეულ არსს. ქარაგმების გარეშე გეუბნე- 202 ბით, რაც უფრო მიზანმიმართულად, გააზრებულად რევოლუციური იქნება მუშათა კლასი, მით უფრო გაითავისებს ერის დამოუკიდებლობისა და დაცვის საჭიროებას.(„ძალიან კარგი! ძალიან კარგი!“ – აპოლოდსმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხნივ მდგარ სკამებზე) რევოლუცია პოლიტიკური და სოციალური თავისუფლებისკენ მიმართული უმაღლესი ძალისხმევაა. განა, შესაძლებელია ერების მონობაში ინდივიდთა თავისუფლება?(კვლავ აპლოდისმენტები) პოლ კონსტანს(ალიე) – აი, ჭეშმარიტი დოქტრინა! ჟორესი – კაცობრიობამ ვერ მოახერხა თავისი ცალკეული, ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტების უნიკალურ სისტემაში, ფართო ჰარმონიაში მოწესრიგება, მათი სრული ორგანიზება. მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების, ერებისა და ქვეყნების შექმნა შეძლო, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უთანასწორობა, მონობა, ძალადობა, მაგრამ, უკანონობის, ძალმომრეობისა და კლასთა ტირანიის მიუხედავად ამ ერებსა და ქვეყნებში, მაინც არსებობს პოლიტიკური გარანტიების, დისკუსიების დასაწყისი. ეს არ არის წმინდად ბრმა, რუდიმენტული ძალა, რომელიც პრიმიტიულ კაცობრიობას ანადგურებდა და მხოლოდ მოქალაქეთა შორის არსებულ ურთიერთმიმართებას არეგულირებდა. პირიქით, თითეულ ერში სოციალური სახელმწიფოს საფუძვლების დამკვიდრებამდე, განსაკუთრებით, ომის მძვინვარების დროს, ბუნებრივი მდგომარეობა – წმინდად უხეში ძალის ბატონობა გრძელდება. ბ-ნი ედუარდ ვაიანი – ძალიან კარგი! ჟორესი – ერში ბარბაროსული, პრიმიტიული სისასტიკე მკვიდრდება და ბუნებითი მდგომარეობა ბრუნდება, როდესაც დაპყრობის საფრთხეში მყოფი სამშობლო – არასრული სოციალური კონტრაქტისა და საწყის ეტაპზე მყოფი, არასაკმარისი სამართლის ორგანიზმი – გარეშე რუდიმენტული, უხეში ძალის თავდასხმას განიცდის და ხმლითა და ხანჯლითაა განგმირული.(აპლოდისმენტე ბი მარცხენა სკამებსა და უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბატონებო, რევოლუციის მოსაწყობად რამდენიმე ფორმულა არ კმარა – ადამიანების თავისუფალი ენერგიაა საჭირო. სწორედ ამ ენერგიამ უნდა განავითაროს და აღაგზნოს ადამიანებში სასიცოცხლო ძალები, რომელთაც ისე არაფერი აკნინებს ფიზიოლოგიურ საწყისებამდე, როგორც მონობა.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) 203 ბატონებო, სწორედ ამიტომ, სამშობლოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდბლობისთვის ეჭვი არ უნდა შეიტანოთ ორგანიზებულ მუშათა კლასის რევოლუციურ ზრდაში. პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ, სიტყვაზე ნუ ენდობით მუშებს, რომლებიც ამბობენ, თითქოს პროლეტარებისთვის სამშობლო არ არსებობდეს. თავის მწარე ფიქრებსა და მეამბოხე ცნობიერებაში ამით მხოლოდ თავისუფლების, სამართლიანობის, გარანტიების, უფლებების დანაკლისის ხაზსგასმა სურთ. დღევანდელ პოლისში ხშირად ვერ იმეტებენ მათთვის ამ უფლებებს. (აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხნივ მდგარ სკამებზე) რა თქმა უნდა, ამით არ ვამტკიცებ, თითქოს, დღეს, სამშობლოში, განსაკუთრებით, დემოკრატიულ ქვეყნებში, მუშები სრულიად მარგინალიზებულნი იყვნენ. ორმაგად ძვირფასი უფლებები მოიპოვეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს უფლებები იცავენ და უადვილებენ მომდევნო მონაპოვრისთვის ბრძოლას და, მეორეც, ეს უფლებები, უმეტესწილად, მათი შრომის ნაყოფია. გეკითხებით, როგორი პოლიტიკური თავისუფლება იქნებოდა ამ ქვეყანაში, 120 წლის განმავლობაში მუშათა კლასს რომ არ მიეცა ყველა განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის თავისი სიმამაცე, ძალა, უანგარობა?!(ოვაციები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა სკამებზე) ასევე, ვიცი, თავისუფლების, სამშობლოს მოჩვენებითი უარყოფისას ისე საუბრობენ, როგორც მამა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გადაუწყვეტია პირმშოზე უარის თქმა, რომ ეს უკანასკნელი მის წარმოდგენაში არსებული იდეალის მიხედვით არ იზრდება, თუმცა კი იცის – მისი სისხლი და ხორცია. თავისუფლება სიღატაკის სარეცელზე შობილი, მუშათა კლასის პირმშოა, ჯერ კიდევ უძლური იერი აქვს, მაგრამ საკუთარ თავში საიდუმლოდ ატარებს შეუდარებელ სიცოცხლისუნარიანობას. მისი ანთებული მზერა ახალი მსოფლიოს თავისუფლებას უხმობს! ბატონებო, პოლიტიკური თავისუფლების ლოგიკური შედეგია, რომ ამიერიდან, მუშებსა და მშრომელებს, რაც უნდა დაბეჩავებულნი იყვნენ, სამშობლოსთან კავშირი აქვთ. დიახ, სემბა მართალი გახლდათ – ჯერ კიდევ ძალიან უცოდინარი ან ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული მუშისა და პროლეტარისთვის მშვენიერი შედევრები, სადაც საფრანგეთის გენიაა თავმოყრილი, დახურული წიგნია. ფრანგული აზრი თანდათან მუშათა და პროლეტართა 204 კლასის სულს ერწყმის არა მხოლოდ წიგნების, არამედ ცოცხალი და აქტიური ტრადიციის მეშვეობით. მეთვრამეტე საუკუნის მუშებს ვოლტერი, რუსო, დიდრო და ენციკლოპედია არ წაეკითხათ, მაგრამ რევოლუციის დასაწყისში, მისი მსვლელობისას, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი რევოლუციური თავისუფლების ეკლესიისგან დაცვა როცა დასჭირდათ, რამდენიმე თვეში უცბად აითვისეს ვოლტერის მთელი კრიტიკული ნააზრევი. მხოლოდ ჩვენი პერიფერიის მუშების გონებაში შეინარჩუნა ამ კრიტიკამ თავისი სიცხოველე და ნაპერწკალი.(ოვაცია მარცხენა და უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბ-ნი მასაბუო – ვოლტერს რაბლე უძღოდა წინ. ჟორესი – მუშებს ჟან-ჟაკი არ წაუკითხავთ... ბ-ნი შარლ ბენუა – საბედნიეროდ! ჟორესი – მაგრამ, როგორც კი დამფუძნებელმა კრებამ აქტიური და პასიური მოქალაქეები შექმნა, ხალხს თავისი უფლებების დაცვა და სრული დემოკრატიის გამოცხადება დასჭირდა, მხოლოდ ჟან-ჟაკის მიერ დადგენილი პრინციპები გამოიყენა ბოლომდე და გაითავისა მთელი თავისი საბოლოო შედეგებით. თავიანთი ხელობის ძალის, მშვენიერებისა და ღირსების, სამშობლოსა და დემოკრატიის მნიშვნელობის თანდათან გასაცნობიერებლად, მუშებს არ სჭირდებოდათ ენციკლოპედიაში ინდუსტრიის შესახებ დაწერილი დეტალებისა და ხელობის ხოტბის ამოკითხვა... და ახლა, როდესაც ყველა ერთად, გაერთიანებული სინდიკატები, სახელოსნო კავშირები, მუშათა შრომის ინდუსტრიას კარგად მოწყობილ ორგანიზაციად აერთიანებენ, გარკვეული სახის ცოცხალ ენციკლოპედიას ქმნიან, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ენციკლოპედიის დაგვირგვინებად წარმოგვიდგება.(აპ ლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ამგვარად, ბატონებო, ფრანგული აზრი მუშათა კლასმა შეითვისა არა წიგნებიდან, არამედ ისტორიიდან. სწორედ პროლეტარიატში შეისხა ხორცი ფრანგულმა სიტყვამ.(შეძახილები მარცხენა ფლანგზე, ოვაცია უკი დურეს მარცხენა ფლანგზე) ბ-ნი ლაზი – აჰა, ახლა ანჟელუსს ციტირებს! ჟორესი – დღეიდან თავისუფლებით, დემოკრატიით, რესპუბლიკით, ინტელექტუალური თავისუფლების ცოცხალი ტრადიციით საფრანგეთის პროლეტარიატი საკუთარ სამშობლოსთან გაუცხოებული აღარაა! სრულიად გარიყულიც რომ დარჩენილიყო, 205 მისთვის სამომავლო განვითარებისა და გამარჯვების გარანტია ერის შენარჩუნებულ, გადარჩენილ დამოუკიდებლობაში იქნებოდა. ეს კარგად უწყის. თავადვე შეატყობდით, აღმოსავლეთ ევროპის ამ ტრაგიკულ ჟამს რევოლუციური პროლეტარიატის ცნობიერებაში მუშათა თავისუფლება და ეროვნული ავტონომიის იდეა ერთმანეთთან მტკიცედაა დაკავშირებული. პოლონელები ამ დროს, რა თქმა უნდა, არ ცდილობენ რუსეთისგან გამიჯვნას სახელმწიფოსა და ერის ხელოვნური აღდგენით, არამედ განუხრელად მოითხოვენ ეროვნულ თავისუფლებას, ენის, მოქმედებისა და მუშაობის თავისუფლებას, და სრულიად რუსულ რევოლუციასა და ემანსიპაციას მოახმარენ იმ გაორმაგებულ ძალას, რომელსაც თავიანთი დაუურვებელი ეროვნული ცნობიერებიდან, მუშათა მზარდი ცნობიერებიდან, იღებენ.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) სწორედ ესაა ჭეშმარიტი რევანში და ხორცშესხმა იმისა, რასაც თქვენი ორატორი შინაგან სამართლიანობას უწოდებდა. ძალადობრივ, გამთიშველ, ძალმომრეობრივ სახელმწიფოებს ეგონათ, ბოლო მოუღეს ამ სამართლიანობას. ფიქრობდნენ, სამუდამოდ დასამარდა და ვერასდროს გაცოცხლდებოდა, ვერ შეძლებდა სამ სამარეში მიმოფანტული ძვლების მოგროვებასა და კვლავ წამოდგომას. აი, დასამარებისა და გაბნევის მიუხედავად, ტირანიული ძალების წინაშე, რომელთაც თავი სამუდამო ბატონებად მიაჩნდათ, რუსულ რევოლუციურ ცნობიერებასთან შერწყმული პოლონური ეროვნული ცნობიერება აღიმართა. თავისუფლების ერთ საფუძველში, ერთ საწყისში გაერთიანდნენ და ერთად განამტკიცებენ ეროვნულ და მუშათა ავტონომიას, ყველა განუყოფელ თავისუფლებას.(მხურვალე ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა სკამებზე) მუშათა კლასის ტრადიციისა და მისი რევოლუციური ცნობიერების ანალიზით ვცადე, მეჩვენებინა, რომ მუშებისთვის ერის დამოუკიდებლობა და სოციალური ემანსიპაცია განუყოფელია და, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ეჭვგარეშეა – სამშობლოს თავისუფლებას დაიცავს, მაგრამ თავს არ გააბრიყვებინებს მათ, ვინც თავად სამშობლოს იდეის გამოყენებას კლასის ინტერესების სასარგებლოდ შეეცდება. ყოველ ღონეს იხმარს სამშობლოში გაბატონებული უთანასწორობისა და პრივილეგიის სოციალური თანასწორობით შესაცვლელად. ამ იდეის წყალობით სამშობლოს სხვა იდეებს შორის ჰარმონიულ თანხვედრას შექმნის. ბატონებო, 206 ფრანგი მუშების მთელი ენერგია დღეს სწორედ ამ ძალისხმევას ხმარდება – იღებს ახალი, რევოლუციური სინდიკალიზმის ფორმას, რომელიც სწორედ უნდა გავიგოთ. უსამართლობა და ინფანტილობაა, პროფკავშირთა ფორმირებისთვის მუშათა ძალისხმევა დაუფიქრებელი, გადაჭარბებული, აღმაშფოთებელი სიტყვებით გავაკრიტიკოთ, როგორც ეს ხშირად ხდება. ინსტიტუციები მათი ზოგადი, არსებითი და მუდმივი ტენდენციების მიხედვით უნდა განვსაჯოთ. თვალს არ ვხუჭავ შეცდომებზე, ილუზიებზე, რომლებიც რამდენიმე წელია ხანდახან გამოერევა ხოლმე თავად თეორიასა და, ეგრეთ წოდებულ, რევოლუციური სინდიკალიზმის პოლიტიკასაც კი. ვფიქრობ, ცდებიან, როდესაც მუშათა თვალში საკუთრივ პოლიტიკური, საპარლამენტო და საარჩევნო ქმედების, საყოველთაო არჩევნებისა და სახელმწიფოს მონაპოვრის დისკრედიტაციას ცდილობენ. რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ამ პროფკავშირებში, სამუშაო ბირჟასა და კონფედერაციებში ორგანიზებული პროლეტარიატის მოქმედება, სრულ ემანსიპაციასა და ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას მხოლოდ მუშათა კლასის სრული პოლიტიკური და ეკონომიკური, კარგად შეთანხმებული, მოქმედებით შეძლებს. ედუარდ ვაიანი – ძალიან კარგი! ჟორესი – ამავდროულად, ვფიქრობ, რევოლუციური სინდიკალიზმის დიდი შეცდომაა მუშათა კლასის დემოკრატიასთან დაპირისპირება. ამტკიცებს, თითქოს დემოკრატია ხალხის ნებას ასუსტებდეს და ადუნებდეს, მარტოდენ სხვის, უცხო ნებამდე აკნინებდეს, რომელსაც რწმუნებულები და უფლებამოსილი პირები აღასრულებენ. ეს პირები უფლებების მიმნიჭებელი ადამიანებისგან გარკვეულწილად დამოუკიდებლები ხდებიან სწორედ ამ ზოგადი და ზედმეტად მრავლისმომცველი უფლებების გამო. მაგრამ, ბატონებო, ამ მანკიერებისგან გამოჯანმრთელება და საფრთხისგან გათავისუფლება არა პოლიტიკური საქმიანობის შესუსტებით, არამედ, პირიქით, მისი გაძლიერებით, მუშათა კლასის პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციის განმტკიცებით შეიძლება. გარდა ამისა, მუშათა კლასი, პროფკავშირთა ორგანიზაციის გაფართოებასთან ერთად, ვალდებული იქნება, ორგანიზაციაში გაერთიანებულ მუშათა საერთო ნება რწმუნებულთა და უფლებამოსილ პირთა მეშვეობით აღასრულოს. 207 დაბოლოს, მუშებისთვის არ იქნება საკმარისი მხოლოდ მათი ძალების გაერთიანება. დავუშვათ, მარტოდენ პროფკავშირების საქმიანობითა და რევოლუციური სინდიკალიზმის მოულოდნელი წარმატებით შეძლეს ძალაუფლების დასაკუთრება, მაინც მოუწევთ თავიანთ დაფუძნებულ ახალ საზოგადოებაში არა მხოლოდ თავად მუშების, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება და გაწევრიანება. ამგვარად, ახალი სოციალური წესრიგის სრულყოფილად განხორციელებისთვის, თავის მხრივ, ვალდებულნი იქნებიან, დემოკრატიის პოლემიკა გამოიყენონ. როგორც ყველა ახალ მოძრაობაში, ახალი ძალის გახელებულ მტკიცებაში, აქაც აუცილებლად არსებობს გარკვეული ილუზიები, თუმცა, ყველა ხელისუფლისა და რჩეულის ყურადღება რევოლუციურ სინდიკალიზმში უნდა მიიპყროს იმან, რაც ნამდვილი და სიცოცხლისუნარიანია; პირველ რიგში, იმან, რომ მუშები სულ უფრო და უფრო მეტად მიისწრაფვიან შექმნან ავტონომიური ძალა, რომელსაც ექნება სრულიად სოციალური მოძრაობის იდეაზე გავლენის მოხდენის უნარი. ბატონებო, როგორც სოციალისტები, პოლიტიკურ ბრძოლებში ვართ ჩართულნი და საერთო მოქმედების წესით საყოველთაო არჩევნებზე, განსხვავებული ძალების ნაზავ დემოკრატიაზე გავლენის გაფართოებას ვცდილობთ. როდესაც პარლამენტში დაუყოვნებელი შედეგებისა და რეფორმების მიღწევას ვლამობთ, ჩვენი მოქმედების ლოგიკამ, შეიძლება, აღმაშფოთებელ დათმობებსა და სახიფათო კომპრომისებამდე მიგვიყვანოს. ზოგჯერ, შეიძლება, პროლეტარიატის მოქმედების საბოლოო მიზნის დავიწყებაც გვინდოდეს – სოციალური თანამშრომლობის, მთლიანი სოციალური განახლებისა, რომელშიც[იცხოვრებენ] დღევანდელი მშრომელები, დაქირავებული მუშები და წარმოების ბატონ-პატრონები იქნებიან. კარგია, რომ გამორჩეულ, ჩამოყალიბებულ და ორგანიზებულ პროფკავშირებში, შრომის ბირჟაზე, სამუშაო კონფედერაციებში, მუშათა სხვადასხვა გაერთიანებაში, პროლეტარიატის სინდისი დამოუკიდებელ, მახვილ ძალად რჩება. საჭიროა, რაღაც მომენტში მუშათა ძალისა და იდეის ზამბარა იმგვარად მოიზიდოს, რომ ერთი ძლიერი განმუხტვით სოციალური ძალების ერთობლიობაზე იმოქმედოს. ბატონებო, რევოლუციური სინდიკალიზმი თანდათან ასეთ ახალ აზრსა და სოციალურ მნიშვნელობას იძენს. მუშები ძალებს იკრებენ, თავიანთი ცხოვრებისა და იდეის ბირთვის გარშე- 208 მო ერთიანდებიან, ამავდროულად, სულ უფრო და უფრო მეტად ქმნიან გამორჩეულ ძალას, რომელსაც ნებისმიერი სიძლიერის სოციალური წინაღობის გადალახვა დაბლაგვებისა და ამ ძალაში ჩაკარგვის გარეშე შეუძლია. ბრძოლაში მუშები, რა თქმა უნდა, იძულებულნი არიან, თავად მუშის ცხოვრებით განპირობებული ბრძოლისა და მოქმედების საშუალებები გამოიყენონ. აუცილებელი, საჭირო კანონების მოსაპოვებლად, რომლებზეც უარს ვერ იტყვის, მუშა პროლეტარიატი იძულებულია თანდათან მიიმხროს გულგრილი, შეუვალი თუ მტრული ძალები. მასში არსებობს, თავადვეა ძალა, რომელიც მის შრომასა და წარმოების უნარში მდგომარეობს. სწორედ, მუშათა შრომის ყოველდღიური ენერგია აწარმოებს ყველაფერს, დილიდან საღამომდე ამუშავებს სოციალური მანქანის მექანიზმს.(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბატონებო, თუ მართლაც ყურადღებიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები ბრძანდებით, ამ კანონზომიერ სოციალურ მოძრაობაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე თავკაცსა და გამჩაღებელს ვერ დააკისრებთ. ორგანიზებული მუშები ამ აზრამდე აუცილებლად მივიდოდნენ, რადგან მათი სამუშაო ძალა ყველაფერს აწარმოებს, ყოველივეს საყრდენია, ყველაფერს ინარჩუნებს, ამ სამუშაო ძალის ნებაყოფლობითი, შეთანხმებული მოშლა და გაჩერება, საჯარო ხელისუფლებასა და საზოგადოებას შრომის აუცილებლობის, ძალაუფლების, მისი კანონიერი უფლებების ღირებულების გააზრებას აიძულებდა(ოვაცია უკიდურეს მარცხენა ფლანგზე). აჰ, კანონმდებლები ბოლომდე ყურადღებით არ არიან. კაპიტალისტური რეჟიმის რამდენიმე შედეგის შემსუბუქებით ეგონათ, მუშათა მოძრაობას დააცხრობდნენ. მაშ, დავანახვებთ – ყველანაირი უფლება ეკუთვნის შრომას, რადგან შრომაა ყველაფერი. შრომის მნიშვნელობის შესახსენებლად ვაჩვენებთ, რომ მუშაობის გაჩერებისთანავე ყველაფერი ჩერდება.(ახალი აპლოდისმე ნტები იმავე ფლანგზე) ბატონებო, აი, ასეთია მუშების ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი საყოველთაო გაფიცვის იდეის სიღრმისეული, სოციალური აზრი.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) 120 წლის წინ მირაბომ 1 პროვანსში მოგზაურობისას დიდებულებსა და პრივილეგირებულებს ჩინებული რამ მიაძახა: „უფრთხილდით ხალხის გაღიზიანებას, რომელიც ყველაფერს აწარმოებს, თავიანთი სიდიადის დასამტკიცებლად მათთვის გა1 ონორე გაბრიელ მირაბო( 1749 1791 ) – ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი( რედ.). 209 უნძრევლად ყოფნაც საკმარისია!“(აპლოდისმენტები უკიდურეს მა რცხენა ფლანგზე) ბატონებო, რევოლუციურმა სინდიკალიზმმა პროლეტარი მუშებისთვის მემკვიდრეობით მიიღო საბრძოლო მოწოდება, რომელიც მესამე ფენის დიდმა ორატორმა რევოლუციამდე მიაძახა პრივილეგირებულებს. ვიმეორებ, სწორედ ესაა საყოველთაო გაფიცვის მნიშვნელობა იმ ქვეყნებში, რომლებმაც უკვე მოიპოვეს პოლიტიკური თავისუფლება. ხოლო იქ, სადაც ჯერ არ არსებობს ეს თავისუფლება, როგორც რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთში, მუშები საყოველთაო გაფიცვას პოლიტიკური და საყოველთაო არჩევნების უფლების მოსაპოვებლად მიმართავენ. ქვეყნებში, სადაც ეს უფლება მოიპოვეს, გაფიცვას განახლებული ძალით იმისთვის იყენებენ, რომ შეახსენონ – საყოველთაო არჩევნები საყოველთაო ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა დაფუძნდება არა ოლიგარქიულ, არამედ საყოველთაო სოციალურ საკუთრებაზე. (აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ამგვარად, ბატონებო, რევოლუციური სინდიკალიზმი ერთდროულად ახალი იდეა და მოქმედების საშუალებაა. მხოლოდ კალმისა თუ ზეპირსიტყვიერი ფანდების მიხედვით მისი განსჯა სერიოზულობასაა მოკლებული. ორგანიზებული პროლეტარიატი, შინ და გარეთ, მოქმედების ამ საშუალებას თავისი სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყენებს. იმის თქმა მინდა, რომ გადაწყვეტილია მისი გამოყენება საკუთრების სტატუსის გარდაქმნით სრული სოციალური სამართლიანობის მოსაპოვებლად; ასევე, გადაწყვეტილია, ქვეყნის მმართველობა ჩამოართვან მათ, ვინც სამშობლოს არ ზოგავდა და ხალხის სურვილის მიუხედავად, ავანტიურულ და აგრესიულ ომებში ითრევდა.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) მაშ, ბატონებო, სწორედ ამ ძალის პირისპირ ხართ ახლა. ამ ინტერპელაციის დროს თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს თქვენს სამომავლო დამოკიდებულებას ახალი ძალის მიმართ. დიდ შეცდომას უშვებთ, განსაკუთრებული წინდაუხედაობაა, როდესაც ამ ძალას ამა თუ იმ აქტივისტის მიერ წარმოთქმული ფრაზების გამო უპირისპირდებით. ეს მრავლისმომცველი, ღრმა შინაარსის მქონე, საჭირო მოძრაობაა. ანტიმილიტარისტული იდეების ჩახშობის საბაბით, მთავრობა მუნიციპალური შრომის ბირჟის კონფედერაციასა და პროფკავშირებს დევნის. ამით რას მიაღწევთ? თავისუფალი შრომის ბირჟის შესაქმნელად პროფკავ- 210 შირები უკვე წილგროვებას იწყებენ და ერთიანდებიან. ზეწოლას მოახდენთ მათზე? დევნას დაუწყებთ? ამ შემთხვევაში, მუშათა კლასის მიერ ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შიშით, გაიძულებთ, პატივი სცეთ მათ თავისუფლებას.(აპლოდისმე ნტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ სენის პრეფექტის მიერ აღსრულებული აქტით, იოტის ოდენადაც ვერ შეასუსტეთ და შეამცირეთ ორგანიზებული პროლეტარიატის რეალური ძალა, თუმცა ის კი ათქმევინეთ და აფიქრებინეთ, რომ სამთავრობო რესპუბლიკა პირველივე ხელსაყრელი შემთხვევის, საბაბის გამოყენებას ჩქარობდა მუშების ორგანიზებულ ძალაზე დასარტყმელად. ბ-ნი მარსელ სემბა – მართალია! ჟორესი – რაც ძალიან ცუდია! ცუდია მეტადრე რესპუბლიკისთვის, ვიდრე მუშათა კლასისთვის, რეპუბლიკის მთავრობის ზოგადი პოზიციისთვისა და მსოფლიოში საფრანგეთის საქმეების წარმართვისთვის.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ბატონებო, უკვე გითხარით და შევეცადე დამემტკიცებინა ჩემი ღრმა რწმენა: დღეს როგორი სუსტიც უნდა იყოს პროლეტართა საერთაშორისო ორგანიზაცია, მაინც ვაღიარებ მის ძალას-მოცემულ მომენტში ერთადერთია, რომელსაც უცაბედად გაჩაღებული ომის ქარიშხლის შეკავება შეუძლია.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) თქვენ, თავისუფლებისა და მშვიდობის დიადო ხალხო, ვისაც ევროპისა და მსოფლიოს სისიხლისმღვრელი წამოწყებების ანაბრად დატოვება არ გსურდათ და ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების იდეალების თქვენივე მაგალითით გავრცელებას საჭიროებდით, დიდ შეცდომას დაუშვებთ თავად ერის წინაშე, თუ მუშათა კლასს იმედს წაართმევთ, უნდობლობას გამოუცხადებთ და არ მიიღებთ, როგორც სახიფათოსა და ღვთის მგმობელს. მოგეხსენებათ, მუშათა კლასი ყველაზე თამამ სიტყვებშიც კი ერის დამოუკიდებლობის გულწრფელი მომხრეა, სწორედ ამიტომ, ერი ბარბაროსულ და სახიფათო წამოწყებებში არ უნდა აღმოჩნდეს ჩათრეული და გადასროლილი, არ გაქვთ სინათლისა და მშვიდობის ძალის ჩაქრობის უფლება.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხე ნა ფლანგსა და მარცხენა სკამებზე) გაფრთხილდით! ეროვნული თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყაროს, პროლეტარიატის, დამხობის მცდელობის პატრიოტიზმით შენიღბვისას მხოლოდ სოციალიზმს არ აყენებთ დარტყმას. თანამოაზრეთა რიცხვს 211 თანდათან გაზრდის მცდელობა, რესპუბლიკური პარტიის ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია – ეს ხრიკები უნდობლობას სწორედ რესპუბლიკის მიმართ გამოიწვევს და ამხელს, როგორც უუნაროს, რომელსაც ერის მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არ ძალუძს.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხნივ მდგომ სკამებზე) წინა დღეს მოისმინეთ ლაზის სიტყვები, რომლითაც ჯერ ჩვენ მოგვმართა, თუმცა არ დაგვჯერდა და რესპუბლიკურ პარტიასაც გადასწვდა, რომელიც იმპერიის დასასრულს ტირანიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. ახალი და თამამი განცხადების მიხედვით, სწორედ რესპუბლიკური პარტია დაადანაშაულა სამშობლოს 1870 წლის უბედურებებში. ბ-ნმა ლაზმა როგორც გვითხრა, ომი გამოუწვევია არა 2 დეკემბერს ნაპოლეონ III-ის დიდ სამაგალითო ღალატს, რომლის შედეგები მოგვიანებით იმპერიის ფარგლებს გარეთ, ქალაქ მეცამდე გავრცელდა, არც კონტროლის დაკარგვას, მონობას, სამხედრო რესურსის გაფლანგვას, მექსიკის ექსპედიციასა 1 თუ საკანონმდებლო ორგანოებისთვის განკუთვნილი დეპეშის არგადაცემასა და ამის გამო გამართულ უაზრო, გიჟურ ბრძოლას... ბ-ნი ლაზი – მიდი, ორლეანისტო! ჟორესი – არა, ომი, ქვეყანაში შემოჭრა და უბედურება, ტიერსის ლიბერალურ ოპოზიციას, ჟიულ სიმონისა და ჟიულ ფავრის რესპუბლიკურ ოპოზიციას გაუჩაღებია.(მქუხარე აპლოდისმენტები უკი დურეს მარცხენა ფლანგზე; ირონიული შეძახილები მარცხენა მხარეს) ბ-ნი ლაზი – ეგენიც თქვენსავით მჭერმეტყველები არიან, ბატონო ჟორეს!(აპლოდისმენტები ცენტრსა და ხელმარჯვნივ; ხმაური უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) ჟორესი – ბ-ნო ლაზი, იმპერია ორ ენამჭევრს გადასცეს: რუერსა და ემილ ოლივიეს.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა მხარეს), საფრანგეთიდან მჭერმეტყველება იმიტომ გაქრა, რომ აქ, თავისუფალი პარლამენტისა და სუვერენული ერის ბატონობის ნაცვლად, მონობა და უმოქმედობა დახვდა.(მქუხარე აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგზე) 1 1861 1867 წლებში ნაპოლეონ III ხელმძღვანელობდა ფრანგულ ინტერვენციას მექსიკაში. 1861 წელს მექსიკის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური მეხიკო უარს აცხადებდა გადაეხადა გადასახადები საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ესპანეთის ხელისუფლებისათვის, რასაც მოყვა ფრანგული არმიის შეჭრა მექსიკის ტერიტორიაზე( რედ.). 212 ხედავთ, ბატონებო, იმედგაცრუებული არ ვარ, როცა ვხედავ, რომ პომპეზური ნაციონალური აღშფოთების ბონაპარტისტული შენიშვნები გაქვთ. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ლეგენდას! რამ დაღუპა იმპერია?.. ბ-ნი კუნეო დ’ორნანო – ეს თქვენი ბაზენია!(ხმაური) ფრანსუა ფურნიე – ბაზენი თქვენთვის შეინახეთ! ბ-ნი ანტიდ ბუაიე – დიახ, თქვენ გეკუთვნით და თქვენთვის შეინახეთ! ბ-ნი კუნეო დ’ორნანო – ეს პარლამენტარების ღალატია. ვნახავთ, მოვლენები კვლავ ამ მიმართულებით ვითარდება.(ხმაური უკიდურეს მარცხენ ფლანგზე) ჟორესი –... იმპერია დაღუპა არა სამხედრო თვალსაზრისით მარშალ ნიელის გეგმის უარყოფამ...(ჩოჩქოლი). ამის შესახებ ბ-ნმა ლაზიმ ისაუბრა. ბ-ნი ლაზი – მშვენივრად ვისაუბრე! ჟორესი – პასუხისმგებლობა ბ-ნ ტიერსსა და ჟიულ სიმონს დააკისრა. ერთი მხრივ, ბ-ნი ტიერსის, ჟიულ სიმონისა და, მეორე მხრივ, რესპუბლიკელების გატარებული სხვადასხვა სახის პოლიტიკა ცხადი და თანმიმდევრული მაინც იყო. მარჯვნიდან – თქვენს პოლიტიკას არ ჰგავს!(ხმაური) ჟორესი – ტიერსს სურდა... ბ-ნი კუნეო დ’ორნანო – რომის პაპის დროებითი ძალაუფლება! (ჩოჩქოლი) ჟორესი – ტიერსს სურდა 1832 წლის სამხედრო კანონისა და ევროპული სახელმწიფოს შენარჩუნება. ვფიქრობთ, ცდებოდა, თუმცა თანმიმდევრულ პოლიტიკას მაინც ატარებდა. რესპუბლიკელები, ჟიულ სიმონიდან ჟიულ ფავრამდე, რას გვთავაზობდნენ? ასევე, სამ ერთმანეთთან ბრწყინვალედ დაკავშირებულ და თანმიმდევრულ რამეს: შეიარაღებული ერის ჩანაცვლებას პრეტორიანული ჯარით, რომლებიც პირველი აფეთქების ხმაზევე გაქრნენ... (მხურვალე აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა და მარცხენა ფლანგ ზე – პროტესტი მარჯვნივ) ბ-ნი ლაზი – სამშობლოსთვის დაღუპულ გულად გმირებს შეურაცხყოფთ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი თქვენი მეგობარი უსაფრთხოდ რჩებოდა უცხოეთში.(ხმაური) ჟორესი – ეს განზრახ გაუგებრობა შეცდომაში ვერავის შეიყვანს. დამარცხებაში ჯარისკაცებისა და ბატალიონების შესანიშნავ გმირობას კი არ ვადანაშაულებთ, არამედ უწესრიგობის, ფავორი- 213 ტიზმისა და მონობის რეჟიმს.(მქუხარე აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა მხარეს, ჩოჩქოლი მარჯვენა მხარეს) ბ-ნი კუნეო დ’ორნანო – ვნახავთ[რას წარმოადგენს] ბ-ნი პელეტანის საზღვაო ქვეითები და გენერალ ანდრეს ჯარი!(ხმაური) ჟორესი – ამავდროულად, რესპუბლიკელები ჟიულ სიმონიდან ჟიულ ფავრამდე, შვეიცარიის სახალხო მილიციიდან დაწყებული და სავალდებულო სამწლიანი სამხედრო სამსახურით დამთავრებული, სხვადასხვა ფორმით გვთავაზობდნენ ერის საყოველთაო შეიარაღებასა და, ამასთანავე, ევროპის სამშვიდობო პოლიტიკას. ბ-ნი ლაზი – ეს რას ემსახურებოდა? ჟორესი – იმპერიას ეუბნებოდნენ: გამოფხიზლება დაიწყეთ, იტალიური ეროვნება შექმენით, მისი განვითარების შუა გზაზე მიტოვება თქვენ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება. 1863–1866 წლებში გერმანიის განვითარებისთვის ხელი არ შეგიშლიათ. ახლა, როდესაც პრუსია გაიზარდა და სამხრეთ გერმანიის კონფედერაცია მზადაა ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციასთან დასაახლოებლად, ხელს ნუ შეუშლით გერმანიის მშვიდობიან განვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საომარ გზაზე დააყენებთ და მეომარ გაერთიანებად გადააქცევთო. ბოლოს დასძინა: მსოფლიოს ნდობის მოპოვება თუ გვინდა, ომსა და მშვიდობაზე ზრუნვას ერთადერთ, უპასუხისმგებლო მისწრაფებას ნუ მიანდობთო. (აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა და მარცხენა ფლანგზე) მარჯვნიდან – და დღეს რა ხდება? ჟორესი – საფრანგეთმა თავის დროზე არ გაითვალისწინა რესპუბლიკური პარტიის გაფრთხილება, სწორედ მაგიტომ ჩაიჩეხა უფსკრულში! და თქვენ ამ უფსკრულის ფსკერზე მის საგინებლად ჩადიხართ, შეურაცხყოფას აყენებთ რესპუბლიკურ საფრანგეთს, რომელიც თქვენივე შეცდომებმა დაღუპა.(მქუხარე აპლოდისმენტე ბი მარცხენა და უკიდურესი მარცხენა ფლანგის სკამებზე) აი, ბატონებო, მანევრი; ხედავთ, სადამდე მივყავართ დრომოჭმულ ვნებებს. ამ ტრიბუნიდან გუშინ ერთმა, თავშეკავებულმა და მოკრძალებულმა კაცმა, თავს უფლება მისცა, მშვენიერი, მწყობრი ენით ჩვენთვის შეეხსენებინა, რომ ოდესღაც, თვრამეტი საუკუნის წინ, ქრისტიანები უნივერსალური მშვიდობის იდეალს ქადაგებდნენ. და იქვე დასძინა, ‒ შეიძლება, ომი არც იყო სამუდამო ბედისწერაო. ბ-ნი პოლ დეშანელი – ამაში დარწმუნებული ვარ. ჟორესი – ბატონი დეშანელი ამ ნათქვამის გამო საკუთარი მეგობრების უმრავლესობის თვალში მაშინათვე თითქმის ეჭვმიტა- 214 ნილად იქცა.(აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მა რცხენა მხარეს, შეძახილები ცენტრში) არ ვიცი, ტრიბუნაზე ამოსვლა ჩემთვის თუ სხვების საპასუხოდ მოითხოვა. ბ-ნმა დეშანელმა გაიხსენა რამდენიმე თვის წინ ინტერნაციონალისა და ერის შესახებ ჩემსა და ბ-ნ კლემანსოს შორის წამოჭრილი კამათი და თქვა, ეს პოლემიკა კლემანსოსთვის ცხოვრების პატივი იქნებაო. დეშანელის ამ სიტყვებმა ცენტრში მსხდომთა გულმხურვალე ოვაციაც კი დაიმსახურა. საკმარისი აღმოჩნდა, მეორე დღესვე კლემანსოს ჩვენი მემარჯვენე და ცენტრისტული კოლეგისგან განსხვავებული პოზიცია დაეჭირა ისეთ საკითხში, რომელშიც პარტიების ინტერესები იყო ჩართული, რომ გაზეთ„Liberté”-ისა და“République française”ის მთავარ რედაქტორს, ბ-ნ ლატაპის, დაეწერა: თუ გავიხსენებთ, რომ... ბ-ნი ჟორჟ ბერთელო – რა კავშირი აქვს ამას დებატებთან? (შეძახილები მარჯვენა მხარეს). მოგიყვანთ ციტირებას„L’humanité“დან, ამონარიდებს ბ-ნი ჰერვეს, სტატიებიდან, რომელთანაც გაერთიანდით.(მოწონების შეძახილი მარჯვენა ფლანგზე) ჟორესი –„...თუ გავიხსენებთ, რომ სამხედრო მანევრის მეთაური პალატაში ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ადამიანია, ხოლო სენატში – ინგლისელებთან ძველი მოლაპარაკებების გმირი, ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი.“(ხმაური მარ ჯვენა ფლანგზე, მქუხარე ოვაცია მარცხნივ) ბ-ნი ჟორჟ ბერთელო – და მერე? ზედმიწევნით გვითხარით ბ-ნი ჰერვეს სიტყვები. (მოწონების შეძახილები მარჯვნიდან! – ხმაური მარცხენა ფლანგზე) ჟორესი – და სიტყვას, ბ-ნი კლემანსოს წინააღმდეგ, ძველი სიბინძურის გაქექვით ასრულებს. წინა დღეს, რახან სოციალისტებს ეწინააღმდეგებოდა, შესანიშნავი პატრიოტი იყო და მეორე დღეს, რადგან რეაქციულ ხრიკებს შეეწინააღმდეგა, მოღალატე და ინგლისის აგენტი გახდა.(მქუხარე აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა მხარეს მდგარ სხვადასხვა სკამზე) ბ-ნი ჟორჟ ბერთელო – კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა კავშირი აქვს ამას დებატებთან? ჟორესი – მუდამ ასე იქნება, თუ იმავე ხაფანგში გაებმებით და ნაციონალისტურ, ფარისევლურ დეკლამაციებს აყოლილები, თავს ჩვენთან დაპირისპირების უფლებას მისცემთ, იმავე რეაქციულ ხრიკს გამოიყენებთ.(მქუხარე აპლოდისმენტები უკიდურეს მარცხენა ფლანგსა და მარცხნივ მდებარე სხვადასხვა სკამზე. თავის ადგილზე დაბრუნებული ორატორი მეგობრებისგან მილოცვებს იღებს) 215 ერნესტ რენანი ჟოზეფ ერნესტ რენანი(1823-1892), ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე, რელიგიის ისტორიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი და სწავლულია. მისი შრომები ეხებოდა ადრეული ქრისტიანობის ისტორიის საკითხებს, წერდა ნაციონალიზმის ფენომენსა და ნაციონალური იდენტობის ფორმებზე. თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი,„რა არის ეერი,“ ეფუძნება ჟ. ე. რენანის მიერ 1882 წელს სორბონის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციას, რომელშიც ავტორი საუბრობს ნაციონალური იდენტობის ბუნებასა და რაობაზე. „რა არის ერი“ საქართველოში 1883 წელს ფრაგმენტულად დაიბეჭდა ჟურნალ„ივერიასა“ და გაზეთ„დროებაში“. ტექსტი ქართველი საზოგადოებისათვის ნაცნობი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აუცილებელია, ითქვას, რომ 1991 წელს რენანის ეს ტექსტი თარგმნა გია ნოდიამ. თუმცა ამ გამოცემაში მკითხველს ახალ თარგმანს ვთავაზობთ, რომელიც შერულებულია გამოცემიდან: Ernest Renan,« Discours et Conférences”, Paris, Ed: Ancienne Maison Michel Levy Frères, 1887 216 ერნესტ რენანი რა არის ერი? სორბონაში წაკითხული ლექცია, 1882 წლის 11 მარტი თქვენთან, ერთი შეხედვით, ყველასთვის გასაგები იდეის განხილვას ვაპირებ, რომელიც ხშირად სახიფათო გაუგებრობების საბაბი ხდება. საზოგადოების ფორმები მრავალფეროვანია. ადამიანთა დიდი აგლომერაციების მსგავსი გაერთიანებებია: ჩინეთი, ეგვიპტე, უძველესი ბაბილონი, ებრაელებისა და არაბების ტომები, ათენისა და სპარტასნაირი ქალაქები, კაროლინგური ტიპის სხვადასხვა ქვეყნის გაერთიანებები; რელიგიური კავშირებით შექმნილი უსამშობლოთა კომუნები: ებრაელები და სპარსელები; საფრანგეთის, ინგლისისა და თანამედროვე, ევროპული ავტონომიების მქონე ერები; შვეიცარიისა და ამერიკისნაირი კონფედერაციები; სხვადასხვა გერმანელ და სლავ ხალხთა განშტოებას შორის რასობრივ და ენობრივ ნათესაობაზე დამყარებული კავშირები. აი, დაჯგუფების სახეობები, რომლებიც არსებობს ან არსებობდა წარსულში და დიდ უხერხულობას გამოიწვევდა ამ ჯგუფების ერთმანეთში არევა. საფრანგეთის რევოლუციის დროს სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა რომისა და სპარტას მსგავსი პატარა დამოუკიდებელი ქალაქების ინსტიტუციების ოცდაათ- ორმოცმილიონიან დიდ ერებზე მორგება. დღემდე ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ: რასასა და ერს ერთმანეთში ურევენ; ეთნიკურ, უფრო სწორედ, ლინგვისტურ ჯგუფებს, ისეთ სუვერენიტეტს ანიჭებენ, როგორიც, რეალურად, არსებულ ხალხებს აქვთ. ვცადოთ ცოტაოდენი სიზუსტის შეტანა ამ რთულ საკითხებში, სადაც მსჯელობის საწყის ეტაპზე სიტყვების მცირედ ბუნდოვანმა მნიშვნელობამაც კი, შეიძლება, საბედისწერო შეცდომები გამოიწვიოს. დელიკატური ჩანაფიქრია, თითქმის ვივისექციაა, ცოცხლებზე ისე ვმსჯელობთ, როგორც, ჩვეულებისამებრ, მიცვალებულებზე საუბრობენ ხოლმე – ცივი გონებითა და აბსოლუტური მიუკერძოებლობით. 217 რომის იმპერიის დასასრულის, უფრო სწორედ, კარლოს დიდის 1 იმპერიის ნაწილებად დაშლის შემდეგ, დასავლეთ ევროპა ერებად დაქუცმაცდა. სხვადასხვა ეპოქაში ამ ერებიდან ზოგიერთი სხვებზე ცდილობდა ჰეგემონიის დამყარებას, თუმცა წარმატება ყოველთვის ხანმოკლე იყო. რაც შარლ V-მ 2 , ლუი XIV 3 –მ და ნაპოლეონ I 4 -მა ვერ შეძლეს, მომავალში იმას, ალბათ, ვერც ვერავინ მოახერხებს – ახალი რომისა თუ კარლოს დიდის იმპერიის დაარსება შეუძლებელია. ევროპა ისე დაიყო, რომ მსოფლიო ბატონობის მცდელობა ძალიან სწრაფად შექმნის კოალიციას, რომელიც ამბიციურ ერს თავის ბუნებრივ საზღვრებში დააბრუნებს, გარკვეული სახის წონასწორობა ხანგრძლივადაა დამყარებული. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, რუსეთი, ნებისმიერ შემთხვევაში –, საუკუნეების განმავლობაში კვლავ იქნებიან ისტორიული ერთეულები და ძირითადი ფიგურები საჭადრაკო დაფაზე, რომლის უჯრების მნიშვნელობა და სიდიდე გამუდმებით იცვლება, მაგრამ ერთმანეთში არასდროს ირევა. ისტორიაში საკმაოდ ახალია ნაციების ამგვარი განსაზღვრება. ანტიკურობა ასეთ რამეს არ ცნობდა: ეგვიპტე, ჩინეთი, ანტიკური ქალდეა წარმოადგენდნენ არა ერებს, არამედ – ჯარებს, რომელთაც მზის ან ცის შვილი მიუძღოდათ წინ; არ არსებობდა ეგვიპტის ან ჩინეთის მოქალაქე. კლასიკურ ანტიკურობაში იყო რესპუბლიკები, მუნიციპალური სამთავროები, ადგილობრივი რესპუბლიკების კონფედერაციები, იმპერიები. ნაცია, დღევანდელი გაგებით, საერთოდ არ არსებობდა. ათენა, სპარტა, სიდონია, ტვიროსი პატრიოტიზმის მშვენიერი პატარა ცენტრები გახლდათ, მაგრამ ამ ქალაქებს შედარებით შეზღუდული ტერიტორია ეკავათ. გალია, ესპანეთი, იტალია, სანამ რომის იმპერია შთანთქავდა, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ხალხთა ერთიანობებს ქმნიდნენ ცენტრალური ინსტიტუციებისა და დინასტიების გარეშე. არც 1 კარლოს დიდი( 768 814 ) – ფრანკთა იმპერატორი, შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა; მის სახელს უკავშირდება ფრანკთა იმპერიის ჩამოყალიბება და გაფართოება( რედ.). 2 შარლ V ( 1338 1380 ) – საფრანგეთის მეფე; მის მოღვაწეობას უკავშირდება ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ(რედ.). 3 ლუი XIV ( 1638 1715 ), ლუი დიდი, ან მეფე მზე – ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი, საფრანგეთის მეფე 1643 წლიდან 1715 წლამდე(რედ.). 4 ნაპოლეონ I ( 1769 1821 ) – საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, ევროპის ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურა, საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის კონსული 1799 1804 წლებში, ხოლო შემდგომ როგორც იმპერატორი 1804 1815 წლებში(რ ედ.). 218 ასურეთის, სპარსეთისა თუ ალექსანდრეს იმპერიებს ჰქონიათ სამშობლოს სტატუსი; არ არსებობდნენ სირიელი პატრიოტები, სპარსეთი კი ვრცელი ფეოდალური იმპერია გახლდათ. ერთი ერიც კი არ უკავშირებს თავის წარმომავლობას ალექსანდრე დიდის უზომო ავანტიურას, რომელმაც ცივილიზაციის საყოველთაო ისტორიისთვის ასეთი მრავალფეროვანი შედეგი გამოიღო. რომის იმპერია უფრო ახლოს იყო სამშობლოს ცნებასთან. ომის შეჩერების უზარმაზარი სიკეთის სანაცვლოდ, თავდაპირველად რომის მძიმე ბატონობა მალე მოიწონეს. რომი, როგორც დიდი გაერთიანება, წესრიგს, მშვიდობასა და ცივილიზაციას გულისხმობდა. იმპერიის დასასრულს, კეთილშობილ ადამიანებს, განათლებულ ეპისკოპოსებსა და სწავლულთ ნამდვილი„რომაული მშვიდობის“ განცდა ჰქონდათ იმ ქაოსის საპირწონედ, რომელსაც ბარბაროსობა უქადდათ, მაგრამ ახლანდელ საფრანგეთზე ბევრად დიდი იმპერია ვერ შექმნიდა სახელმწიფოს, თანამედროვე გაგებით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გახლეჩა გარდაუვალი იყო. III საუკუნეში გალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ გერმანული ტომების შემოჭრამ შემოიტანა მსოფლიოში ის პრინციპი, რომელსაც მოგვიანებით ერების არსებობა დაეფუძნა. რას აკეთებდნენ გერმანული ტომები შემოჭრიდან, V საუკუნიდან X საუკუნემდე, უკანასკნელ ნორმანდიულ დაპყრობებამდე? მცირედ შეცვალეს რასების არსი, თუმცა აკვიტანიის იმპერიის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილებში, რომლებმაც დამპყრობლების სახელები მიიღო, დინასტია და სამხედრო არისტოკრატია დაადგინეს. აქედან წამოვიდა სახელწოდებები: საფრანგეთი, ბურგუნდია, ლომბარდია, ნორმანდია... ფრანკთა იმპერიის სწრაფად მოპოვებულმა უპირატესობამ ხანმოკლე დროით აღადგინა აკვიტანიის მთლიანობა, მაგრამ IX საუკუნის შუა პერიოდში იმპერია სამუდამოდ დაიშალა: ვერდენის შეთანხმებამ 1 თეორიულად უცვლელი ერთეულები შექმნა. ამიერიდან საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია ხშირად მიხვეულ-მოხვეული გზებითა და ათასი თავგადასავლით იმ სრულყოფილი, ნაციონალური ჩამოყალიბების გზას დაადგნენ, რომლის აყვავების მომსწრენიც ვართ. 1 ვერდენის შეთანხმება – ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა 843 წელს კარლოს დიდის მემკვიდრეებს შორის. შეთანხმების მიხედვით, კარლოს დიდის იმპერია სამ ნაწილად გაიყვეს კარლოსის შვილიშვილებმა. ახალმა ტერიტორიულმა დანაწილებამ ხელი შეუწყო საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის შექმნას( რედ.). 219 სინამდვილეში, ამ სხვადასხვა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა პოპულაციის ერთმანეთში აღრევა. მაგალითად, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში თურქეთის მსგავსს ვერაფერს შეხვდებით, სადაც თურქები, სლავები, ბერძნები, სომხები, არაბები, სირიელები და ქურთები ახლაც ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც დაპყრობის დროს. ამას ორმა არსებითმა გარემოებამ შეუწყო ხელი: უპირველეს ყოვლისა, გერმანულმა ტომებმა, ბერძნებთან და ლათინებთან მეტ-ნაკლებად რეგულარული კონტაქტის შემდეგ, ქრისტიანობა მიიღეს – დამპყრობელსა და დაპყრობილს, როცა ერთი რელიგია აქვს, უკეთ რომ ვთქვათ, როცა დამპყრობელი დაპყრობილის რელიგიას იღებს, ადამიანების ერთმანეთისგან აბსოლუტური გამორჩევა ვეღარ ხდება აღმსარებლობის მიხედვით. ამის მაგალითია თურქული წყობა; მეორე გარემოება დამპყრობლების მხრიდან საკუთარი ენის დავიწყება იყო. ხლოდვიგის, ალარიხის, გონდებოს, ალბოინის, როლონის შვილიშვილები უკვე რომანულ ენაზე საუბრობდნენ. თავად ეს ფაქტი სხვა მნიშვნელოვანი თავისებურებით იყო გამოწვეული: ფრანკებს, ბურგუნდიელებს, გოთებს, ლომბარდიელებს, ნორმანდიელებს – თავიანთი რასის ცოტა ქალი ახლდათ თან. რამდენიმე თაობის განმავლობაში ბელადები მხოლოდ გერმანელ ქალებზე ქორწინდებოდნენ, თუმცა ხარჭები და გადიები ლათინები ჰყავდათ. მთელი ტომი ლათინ ქალებზე ქორწინდებოდა. სწორედ ამიტომ, გოთებისა და ფრანკების რომაულ მიწებზე დასახლების შემდეგ, ლინგუა ფრანკიკასა და ლინგუა გოთიკას დიდი ხნის არსებობა არ ეწერა. ინგლისში ასე არ მომხდარა, რადგან ანგლო-საქსების ტერიტორიაზე შეჭრისას ქალები აუცილებლად ახლდათ. ბრიტანული პოპულაცია გაიქცა, თანაც ბრიტანეთში ლათინური აღარ იყო, უფრო სწორედ, არასდროს ყოფილა, დომინანტური ენა. V საუკუნეში გალიაში გალურ ენაზე რომ ესაუბრათ, ხლოდვიგი და მისი ხალხი გერმანულს გალურზე არ გაცვლიდნენ. აქედან მივიღეთ ეს დიდი შედეგი: გერმანელი დამპყრობლების უკიდურესად ძალმომრეობითი ზნის მიუხედავად, მათ მიერ დადგენილი მოდელი საუკუნეთა განმავლობაში თავად ნაციის ყალიბი გახდა. საფრანგეთი მართებულად დაერქვა იმ ქვეყანას, სადაც ფრანკების უმნიშვნელო რაოდენობა შევიდა. X საუკუნის პირველ ეპოსებში, რომლებიც იდეალურად აირეკლავს ეპოქის სულს, საფრანგეთის ყველა მცხოვრები ფრანგი იყო. მოსახლეო- 220 ბაში განსხვავებული რასების იდეა, რომელიც ასე აშკარაა გრიგოლ ტურელთან 1 , საერთოდ არ იკითხება ჰიუგო კაპეტის 2 შემდგომ ფრანგ მწერლებსა და პოეტებთან. ასევე, თავისუფალ გლეხებსა და დიდებულებს შორის არსებული განსხვავება, შეძლებისდაგვარად, ხაზგასმულია, ოღონდ ამას საერთო არაფერი აქვს ეთნიკურ სხვაობასთან – ეს არის სიმამაცით, მემკვიდრეობით მიღებული ჩვევებითა და აღზრდით გამოწვეული სხვაობა. თავში არავის მოუვა აზრად, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა დაპყრობით დაწყებულიყო. XIII საუკუნეში დოგმასავით დამკვიდრებული მცდარი სისტემის მიხედვით, დიდგვაროვნები თავის წარმომავლობას, ერისთვის გაწეული დიდი სამსახურის გამო, მეფის მიერ მინიჭებულ პრივილეგიას უნდა უმადლოდნენ, ასევე, ყველა დიდგვაროვანი გაკეთილშობილებული იყო. იგივე მოხდა, თითქმის, ყველა ნორმანდიული დაპყრობის შედეგად: ერთი-ორი თაობის შემდეგ ნორმანდიელი დამპყრობლები აღარ განირჩეოდნენ დანარჩენი მოსახლეობისგან, თუმცა ამ ფაქტს მათი გავლენა არ შეუსუსტებია – დაპყრობილ ქვეყნებს მისცეს დიდგვაროვნები, სამხედრო ადათები და მანამდე არარსებული პატრიოტიზმი. დავიწყება და, ვიტყოდი, ისტორიული შეცდომა ნაციის შექმნის არსებითი ფაქტორებია. ამიტომაა, რომ ისტორიული კვლევების განვითარება ეროვნულობისთვის ხშირად საფრთხეს წარმოადგენს. ისტორიული ძიება რეალურად ნათელს ჰფენს ნებისმიერი პოლიტიკური ფორმირების დასაწყისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს, ისეთებსაც კი, რომელთა შედეგები ყველაზე მეტად სასიკეთო აღმოჩნდა. გაერთიანების პროცესი ყოველთვის სასტიკია, ჩრდილოეთ და სამხრეთ საფრანგეთის გამთლიანება, თითქმის, საუკუნოვანი ტერორისა და ჟლეტის შედეგი იყო. გავბედავ თქმას, რომ საფრანგეთის მეფემ, სეკულარული კრისტალიზაციის იდეალურმა ფიგურამ, რომელმაც უნაკლო ეროვნული ერთიანობა შექმნა, თავისი პრესტიჟი დაკარგა, როცა უშუალოდ გაიცნეს: თავისივე შექმნილმა ერმა დაწყევლა, დღეს მხოლოდ განათლებულმა ხალხმა იცის მისი ფასი და მისი საქმენი. ევროპის ისტორიის დიდი კანონზომიერება კონტრასტებით ხდება შესამჩნევი. საფრანგეთის მეფემ თავისი წამოწყება. ნაწილობრივ ტირანიითა და ნაწილობრივ სამართლიანობით, ბრწყინ1 გრიგოლ ტურელი( 538 594 ) – ფრანკი ისტორიკოსი და ჰაგიოგრაფი. გრიგოლ ტურელს ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი ლათინურ ენაზე„ფრანკთა ისტორია“( რედ.). 2 ჰიუგო კაპეტი( 941 996 ) – საფრანგეთის მეფე, კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელი( რედ.). 221 ვალედ დააგვირგვინა, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.„წმინდა იშტვანის გვირგვინის ქვეშ“ 1 უნგრელები და სლავები ისევე განსხვავებულნი დარჩნენ, როგორც 800 წლის განმავლობაში იყვნენ. ამ სამთავროების წარმომადგენლების განადგურების ნაცვლად, ჰაბსბურგების სამეფო კარმა მათ თავიანთი განმასხვავებელი, ხშირად, ურთიერთსაპირისპირო მახასიათებლები შეუნარჩუნა – ბოჰემიაში ჩეხები და გერმანელები ერთმანეთში არ აღრეულან. თურქების მიერ რელიგიური ნიშნის მიხედვით ერების განსხვავების მცდელობამ მწვავე შედეგები გამოიღო: აღმოსავლეთი ნანგრევებად აქცია. ავიღოთ სმირნა ან სალონიკი, სადაც ხუთ-ექვს თემს იპოვით საკუთარი მოგონებებით, რომელთაც თითქმის აღარაფერი აქვთ საზიარო. ერის არსი ისაა, რომ ინდივიდებს ბევრი საერთო აქვთ და, ასევე, ბევრი რამ დაივიწყეს. საფრანგეთის ერთმა მოქალაქემაც არ იცის, ვინაა ბურგონდი, ალანი, ტაიფალი თუ ვესტგოთი 2 , მოქალაქეებმა დაივიწყეს წმინდა ბართლომეს ღამე, XIII საუკუნის სამხრეთის ხოცვა-ჟლეტა. საფრანგეთში ათამდე ოჯახიც არაა, ფრანკული წარმომავლობის დამტკიცება რომ შეეძლოს, ამასთანავე, ათასი უცნობი გენეტიკის აღრევის გამო, ამგვარი მოწმობა არსებითად ნაკლოვანი იქნება, რამაც, შეიძლება, გენეალოგიის მთელი სისტემა არიოს. თანამედროვე ნაცია ერთი მიმართულებით განვითარებული რიგი მოვლენების ისტორიული შედეგია. ზოგჯერ გაერთიანება იმ საერთო სულისკვეთების შედეგი იყო, რომელმაც გვიან დაამარცხა ფეოდალიზმი, როგორც ეს იტალიასა და გერმანიაში მოხდა, ზოგჯერ მას დინასტია ქმნიდა, როგორც ეს საფრანგეთის შემთხვევაში მოხდა, ზოგჯერ კი უშუალოდ პროვინციების ნება იყო – ჰოლანდიის, შვეიცარიისა და ბელგიის მაგალითზე. ამ ფორმირებების ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი ყოველთვის არსებობის შენარჩუნება იყო. ასეთ შემთხვევაში პირველმიზეზები ყველაზე გაუგონარი მოულოდნელობების წყალობით იჩენენ ხოლმე თავს. მოვესწარით თავისი დამარცხებებით გაერთიანებულ იტალიასა და გამარჯვებებით დანგრეულ თურქეთს – თითოეული დამარცხება იტალიის წინსვლას უწყობდა ხელს, გამარჯვება კი – თურქეთის ნგრევას, რადგან იტალია ერი იყო, ხოლო თურქეთს, მცირე აზიის 1 წმინდა იშტვანის გვირგვინი – შუა საუკუნეების უნგრეთის მეფეთა წმინდა გვირგვინი, უნგრული მონარქიის სიმბოლო, უნგრეთის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ატრიბუტი( რედ.). 2 ჩამოთვლილთაგან თითოეული ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპის ტერიტორიაზე მოსახლე ტომს წარმოადგენდა( რედ.). 222 მიღმა, ერად ვერ ჩავთვლიდით. საფრანგეთის დიდებაა ფრანგული რევოლუციით თავისთავადი ერის არსებობის გამოცხადება. ცუდად არ უნდა მივიჩნიოთ, სხვები რომ გვბაძავენ. ერების არსებობის პრინციპები ჩვენი ჩამოყალიბებულია. რა არის თავად ნაცია? ჰანოვერისა და პარმის დიდი საჰერცოგოსგან განსხვავებით, რატომ არსებობს ჰოლანდიაში ერი? როგორ ინარჩუნებს საფრანგეთი ნაციას, მაშინ, როცა თავად ამ ნაციის შემოქმედი პირველმიზეზი გაქრა? შვეიცარიას, რომელსაც სამი ენა, ორი რელიგია აქვს და სადაც სამი თუ ოთხი რასა ცხოვრობს, აქვს თუ არა ეროვნება, მაშინ, როდესაც ასეთ ჰომოგენურ ტოსკანას ეროვნება არ აქვს? რატომ არის ავსტრია სახელმწიფო, მაგრამ არ ჰყავს ნაცია? რა განსხვავებაა ეროვნულობისა და რასობრიობის პრინციპებს შორის? საკუთარ იდეებთან თანხმობის მოწადინე მოაზროვნეებს ამ საკითხებზე დიდხანს შეჩერება სჩვევიათ, მსოფლიო საქმეები ამგვარი განსჯით არ გვარდება, მაგრამ მეცნიერებს ამ ბუნდოვან სფეროში, რომელშიც თავგზა ებნევა ზერელე გონებას, გარკვეული სიცხადის შეტანა უნდათ. II პოლიტიკის ზოგიერთი თეორეტიკოსი ამბობს, რომ ერი, უპირველეს ყოვლისა, დინასტიაა, ძველი დაპყრობების სიმბოლოა, დაპყრობებისა, რომელთაც ხალხი შეეგუა და შემდეგ დაივიწყა. იმ პოლიტიკოსების თანახმად, რომლებზეც გესაუბრებით, დინასტიების მიერ პროვინციების დაჯგუფება ომებით, ქორწინებებითა და ღალატით – საბოლოოდ გაანადგურებს დამაარსებელ დინასტიას. მართლაც, თანამედროვე ერების ნახევარი წარმოშობით ფეოდალურმა ოჯახებმა შექმნეს, რომლებიც საქორწინო ხელშეკრულებებს მიწის უფლებით აფორმებდნენ და, გარკვეულწილად, ცენტრალიზაციის ბირთვს წარმოადგენდნენ. 1789 წელს საფრანგეთს არც ბუნებრივი და არც აუცილებლობით დადგენილი საზღვრები არ ჰქონდა. ფართო ზონა, რომელიც კაპეტინგების დინასტიამ ვერდენის შეთანხმებით დადგენილ ვიწრო საზღვრებს შემატა, ამ დინასტიის პირადი მონაპოვარი იყო. ანექსიების ეპოქაში ბუნებრივ საზღვრებზე, ერების უფლებებსა და პროვინციების ნებაზე, წარმოდგენა არ ჰქონდათ. ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის გაერთიანებაც დინასტიური მოვლენა იყო. იტალიის ერად ჩამოყალიბება დაგვიანდა, რადგან დღემდე მისი მრავალი 223 მმართველი დინასტიიდან ერთიც არ ყოფილა ერთობის ცენტრი. უცნაურია, იტალიამ სამეფოს სტატუსი სარდინიის მივარდნილ კუნძულზე მოიპოვა, მიწაზე, რომელიც ბოლომდე იტალიურიც არ ყოფილა. ჰოლანდიამ საკუთარი სახელმწიფო თავისივე გმირული შეუპოვრობის აქტით შექმნა, თუმცა მაინც მტკიცედ შეუღლდა ორანელთა დინასტიასთან და ამ კავშირის კომპრომატირებისთანავე თავს საფრთხეში ჩაიგდებდა. და მაინც, შეიძლება ამ კანონზომიერების აბსოლუტურად მიჩნევა? არა, რა თქმა უნდა. შვეიცარია და აშშ თანმიმდევრული გაწევრიანებით შექმნილ კონგლომერატებად ჩამოყალიბდნენ და საერთოდ არ ჰქონიათ დინასტიური საფუძველი. საფრანგეთს აქ არ განვიხილავთ – საამისოდ მომავლის განჭვრეტა უნდა შეგვეძლოს, მხოლოდ ერთს ვიტყვი: დიადი ფრანგული სამეფო იმდენად ნაციონალური იყო, რომ მისი დამხობის შემდეგ ერი გადარჩა, ამასთანავე, XVIII საუკუნემ დიდი ცვლილება მოიტანა; რამდენიმე საუკუნის დაკნინების შემდეგ ადამიანი ანტიკურ სულს, საკუთარი თავის პატივისცემასა და საკუთარი უფლების იდეას მიუბრუნდა; სიტყვებმა„სამშობლო“ და„მოქალაქე“ ძველი მნიშვნელობა დაიბრუნა; ასე გახდა შესაძლებელი ისტორიაში ყველაზე თამამი ოპერაციის განხორციელება, რომელიც, შეიძლება, შევადაროთ გულისა და ტვინის გარეშე დარჩენილი სხეულის პირვანდელ იდენტობაში სიცოცხლის შენარჩუნების მცდელობას ფიზიოლოგიაში. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, ერი, შეიძლება, არსებობდეს დინასტიური საფუძვლების გარეშე, თავად ამ უკანასკნელთა მიერ ფორმირებული ერებიც კი, შეიძლება, განადგურების გარეშე გაემიჯნონ დინასტიას, აღარ დაიცვან ძველი პრინციპი, რომელიც მხოლოდ დიდებულთა უფლებებს ითვალისწინებდა – დინასტიურის გარდა ,არსებობს ეროვნული უფლებაც. რომელ კრიტერიუმზე უნდა დავაფუძნოთ, რა ნიშნით უნდა ვიცნოთ და რომელმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ შეიძლება, წარმოქმნას ეს ეროვნული უფლება? I. – რასამ! – დარწმუნებით აცხადებენ ერთნი. ფეოდალიზმის, სამეფო ქორწინების, დიპლომატთა ყრილობების შედეგად შექმნილი ხელოვნური ერთეულები ძალას კარგავენ, მტკიცე და უცვლელი რჩება მხოლოდ მოსახლეობის რასა, რომელიც ქმნის უფლებებსა და ლეგიტიმურობას. ახლა წარმოგიდგენთ თეორიას, რომლის მიხედვით, გერმანელთა მოდგმას გერმანულ ენაზე მოსაუბრე, დაქსაქსული წევრების დაბრუნება შეუძლია, თუნდაც ეს უკანასკნელნი მათთან გაერთიანებას არ ითხოვდნენ. ასეთ პროვინციაში გერმანიზმს იმაზე მეტი უფლება ენიჭებოდა, 224 ვიდრე ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰქონდათ საკუთარ თავზე. ასე შექმნეს გარკვეული სახის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მეფეთა ღვთაებრივი ძალაუფლების შესატყვისი იყო. ერთა შესახებ ამოსავალი დებულება ეთნოგრაფიულით შეიცვალა. სწორედ აქ დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა – ამ მოსაზრების გაბატონება ევროპულ ცივილიზაციას გააქრობდა. რამდენადაც სამართლიანი და ლეგიტიმურია ერების შესახებ ამოსავალი დებულება, იმდენად საფრთხის შემცველია რასების ფუნდამენტური უფლების პრინციპი შეზღუდული და ნამდვილი პროგრესისთვის. ანტიკურ ხალხებსა და პოლისებში, ვაღიარებთ, რასას უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა – თემიც და ქალაქიც მხოლოდ ოჯახის გაგრძელება იყო. სპარტასა და ათენში მოქალაქეებს ერთმანეთთან მეტ-ნაკლები ნათესაური სიახლოვე აკავშირებდათ, იგივე იყო ბენი-ისრაელთა შემთხვევაშიც და დღემდე ასეა არაბულ თემებშიც. ათენიდან, სპარტადან, ებრაელებიდან რომის იმპერიაში გადავინაცვლოთ. აქ სულ სხვა ვითარება იყო. თავდაპირველად ძალადობით შექმნილი და შემდეგ საჭიროების გამო შენარჩუნებული, ერთმანეთისგან განსხვავებული ქალაქებისა და პროვინციების დიდი აგლომერაცია რასის ამგვარ იდეას ძლიერ დარტყმას აყენებდა. ამ მხრივ ქრისტიანობა უფრო ეფექტურად მუშაობდა თავისი უნივერსალური და აბსოლუტური ხასიათით: რომთან მჭიდრო ალიანსის შექმნისას, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ძალის გაერთიანების გავლენით, კაცობრიობის საქმეების მართვისას ეთნოგრაფიული მიზეზებით საუკუნეებია, აღარ ხელმძღვანელობენ. არსებული მოსაზრებების მიუხედავად, ბარბაროსების შემოსევა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. ბარბაროსთა სამეფოების დაშლა განაპირობა არა ეთნოგრაფიულმა მიზეზებმა, არამედ დამპყრობლების აკვიატებამ და ძალამ – დამონებული მოსახლეობის რასა საერთოდ არ აინტერესებდათ. კარლოს დიდმა, რომის მსგავსად, თავის ყაიდაზე, სხვადასხვა რასისგან შემდგარი, ერთადერთი იმპერია შექმნა. ვერდენის ტრაქტატის ავტორებს, უდრტვინველად რომ ავლებდნენ საზღვრებს ჩრდილოეთითა და სამხრეთით, სულაც არ აღელვებდათ მეზობლად მცხოვრებ ხალხთა რასები. შუა საუკუნეების შემდეგ მომხდარი საზღვრების ცვლილება ეთნოგრაფიულ მიზეზებს არ გამოუწვევია. კაპეტინგებმა გატარებული პოლიტიკით ყოფილი გალიის ტერიტორიების საფრანგეთის სახელის ქვეშ თავმოყრა მეტ-ნაკლებად მოახერხეს, ეს ნამდვილად არ ყოფილა ამ ქვეყნების 225 მონათესავე ხალხებთან გაერთიანებისკენ სწრაფვის შედეგი. დოფინეს, ბრესს, პროვანსის, ფრანს-კომიტეს მოსახლეობას საერთო წარმომავლობა აღარ ახსოვდა. მთელი გოლური ცნობიერება ჩვენს ერამდე II საუკუნეში განადგურდა და გალების ინდივიდუალური მახასიათებლები დღეს მხოლოდ სამეცნიერო მოსაზრებების წყალობით აღმოვაჩინეთ. მაშასადამე, თანამედროვე ერების ჩამოყალიბებაში ეთნოგრაფიული თვალსაზრისი არ მონაწილეობდა. საფრანგეთს კელტური, იბერიული, გერმანიკული ფესვები აქვს; გერმანიას – გერმანიკული, კელტური და სლავური; იტალია ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი გაუგებარი ეთნოგრაფიული მოცემულობაა: აქ ერთმანეთში ირევიან და უცნაურ ნაზავს ქმნიან გოლები, ეტრუსკები, პელაზგები, ბერძნები, სხვა ხალხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბრიტანულ კუნძულებზე მთლიანობაში კელტური და გერმანული რასა აღრეულა, რომელშიც თანაფარდობის დადგენა განსაკუთრებით რთულია. სიმართლე კი ისაა, რომ არ არსებობს წმინდა სისხლის რასა. პოლიტიკის დაფუძნება ეთნოგრაფიულ ანალიზზე – ქიმერაზე დამყარების ტოლფასია. ფრიად კეთილშობილ ქვეყნებში, ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში, მეტწილად შერეული მოდგმის ხალხია. განა, ამ მხრივ გერმანია გამონაკლისია? წმინდად გერმანიკული ქვეყანაა? რა ილუზიაა! მთელი სამხრეთი გოლური იყო, ელბადან მოყოლებული აღმოსავლეთი კი – სლავური. ნუთუ, მართლა, არანაირი აღრევა არაა წმინდად მიჩნეულ ტერიტორიებზე? ამ შემთხვევაში ისეთ პრობლემას ვეხებით, რომლის შესახებ ცხადი აზრის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია გაუგებრობის ასაცილებლად. რასებზე დისკუსია დაუსრულებელია, რადგან ისტორიკოსი ფილოლოგებისა და ფიზიოლოგი ანთროპოლოგების მიერ ამ სიტყვას ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მნიშვნელობა აქვს. ანთროპოლოგებისთვის რასა იმავეს ნიშნავს, რაც ზოოლოგებისთვის მიუთითებს რეალურ შთამომავლობას, სისხლისმიერ ნათესაობას. ენებისა და ისტორიის შესწავლას ფიზიოლოგიისგან განსხვავებულ დაყოფამდე მივყავართ. ისტორიასა და ფილოლოგიაში არ არის ისეთი სიტყვების ადგილი, როგორებიცაა„ბრაქიცეფალია“ და„დოლიკოცეფალია“. ადამიანთა ჯგუფში, სადაც არიული ენები და დისციპლინა შეიქმნა, უკვე არსებობდა ბრაქიცეფალია და დოლიკოცეფალია. იგივე ითქმის იმ პრიმიტიულ ჯგუფზე, რომელშიც სემიტური ენები და დისციპლინა წარმოიშვა. 226 სხვა სიტყვებით, კაცობრიობის ცხოველური წარმომავლობა ბევრად წინ უსწრებს მის კულტურულ, ცივილურ და ენობრივ საწყისებს. პრიმიტიულ არიულ, სემიტურ, თურანულ ჯგუფებს საერთოდ არ ჰქონდათ ფიზიოლოგიური ერთგვარობა. ეს ჯგუფები, სულ რაღაც 15-20 ათასი წლის წინ, გარკვეულ ეპოქაში მომხდარი ისტორიული ფაქტებია მაშინ, როდესაც კაცობრიობის ცხოველური საწყისი დროის უხსოვარ წყვდიადში იკარგება. რასაც ისტორიულად და ფილოლოგიურად გერმანულ რასას უწოდებენ, უდავოდ გახლავთ ადამიანთა მოდგმის ცალკეული ოჯახი, მაგრამ, შეიძლება, ანთროპოლოგიური მნიშვნელობით ცალკე ოჯახად მივიჩნიოთ? რა თქმა უნდა, არა. ისტორიაში გერმანიკული კერძო მახასიათებლები მხოლოდ ძვ. წ. აღ. მეორე საუკუნემდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა. ცხადია, გერმანელებს ამ ეპოქაში არ დაუწყიათ არსებობა, მანამდე სლავებთან ერთად სკვითების განურჩეველ მასაში იყვნენ შერეულნი და გამორჩეული ინდივიდუალობა არ ჰქონდათ. ინგლისელიც, ასევე, კაცობრიობის ერთობლიობაში ერთი ტიპია. ის, რასაც უმართებულოდ ანგლო-საქსონურ რასას ეძახიან, არის არა კეისრის დროის ბრეტონელი ან ჰენგისტის ეპოქის ანგლო-საქსონი, კნუდ დანაელის დროის დანიელი ან უილიამ დამპყრობლის ეპოქის ნორმანდიელი, არამედ – ამ ყველაფრის ჯამი. ფრანგი არის არა გოლი, ფრანკი თუ ბურგუნდიელი, არამედ საფრანგეთის მეფის წინამძღვრობისას დიდი ქურიდან გამოსული სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის ერთიანი ნადუღი. ჯერსისა და გერნესის მცხოვრები წარმომავლობით მეზობელ სანაპიროზე მცხოვრები ნორმანდიელი პოპულაციისგან არ განირჩევა. XI საუკუნის ყველაზე გამჭრიახმა გონებამაც ვერ შენიშნა არხის ორ ნაპირს შორის არსებული უმცირესი სხვაობა. უმნიშვნელო გარემოებების შედეგი იყო ის, რომ ფილიპ-ოგიუსტმა ეს კუნძულები დანარჩენ ნორმანდიასთან ერთად არ დაიკავა. შვიდი საუკუნის განმავლობაში ერთმანეთისგან დაშორებული პოპულაცია არა მხოლოდ გაუცხოვდა, არამედ სრულიად ურთიერთგანსხვავებულია. რასა, ჩვენი ისტორიკოსების გაგებით, ისეთი რამაა, რაც თავისით იქმნება და იშლება. რასის შესწავლა უმთავრესია კაცობრიობის ისტორიის შემსწავლელ მეცნიერთათვის. ეს ცნება არ გამოიყენება პოლიტიკაში. ინსტინქტური ცნობიერება, რომელიც წინ უძღოდა ევროპის რუკის შექმნას, რასას არ ითვალისწინებდა – ევროპის პირველ ერებს შერეული სისხლი ჰქონდათ. რასის ფაქტორი, რომელიც თავდაპირველად გადამწყვეტ როლს ასრულებდა, დღეს თანდათან კარგავს მნიშვნელობას. კაცობრიობის ისტორია არსებითად განსხვავდება ზოოლოგიურის- 227 გან – ადამიანებთან რასა ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორიც მღრღნელებისა და კატისებრთა ოჯახების მტაცებლებთან – უფლება არ გვაქვს, ადამიანთა თავის ქალები მოვსინჯოთ, შემდეგ ყელში ვწვდეთ სიტყვებით:„ჩვენი მოდგმის ხარ, ჩვენ გვეკუთვნი!“ ანთროპოლოგიური მახასიათებლების გარდა, არსებობს გონიერება, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, მშვენიერება, რაც ყველასთვის საერთოა. აი, ეს ეთნოგრაფიული პოლიტიკა, რომელსაც დღეს სხვების წინააღმდეგ იყენებთ, არაა დამაჯერებელი, მოგვიანებით ნახავთ, როგორ შემოგიბრუნდებათ. რა დარწმუნებულები არიან გერმანელები, ასე რომ ააფრიალეს ეთნოგრაფიის ალამი, თავის მხრივ, სლავები არ მოვლენ საქსისა და ლუზასის სოფლების სახელწოდებების გასაანალიზებლად, დაიწყებენ ვილცისა და ობოდრიჩების კვალის ძიებას და პასუხს არ მოსთხოვენ ოთონების მიერ მათი წინაპრებისთვის მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის? აჯობებს, თუ ყველა დაივიწყებს ამგვარ რაღაცებს. ძალიან მომწონს ეთნოგრაფია – იშვიათად საინტერესო მეცნიერებაა, ამიტომ მინდა, თავისუფალი იყოს, პოლიტიკაში არ გარიონ. ეთნოგრაფიაში, სხვა კვლევების მსგავსად, სისტემები იცვლება, რაც პროგრესის პირობაა. სახელმწიფო საზღვრები მეცნიერული ცვლილებების მიხედვით რომ იცვლებოდეს და პატრიოტიზმი მეტ-ნაკლებად პარადოქსულ დისერტაციებზე იყოს დამოკიდებული, პატრიოტს ეტყოდნენ:„ცდებით, სისხლს ასეთი იდეისთვის ღვრით, გგონიათ, კელტი ხართ, სინამდვილეში კი გერმანელი ბრძანდებით.“ მოგვიანდებით, ათი წლის შემდეგ, გამოუცხადებდნენ, რომ სლავია. მეცნიერული იდეების დამახინჯებისგან თავის არიდების მიზნით, შევეშვათ იმ პრობლემის შესახებ აზრის გამოთქმას, რომელშიც ამდენი ინტერესია ჩართული. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მეცნიერებას თუ დავაკისრებთ დიპლომატიის პრინციპების შექმნას, ბევრჯერ გავაოცებთ აღმაშფოთებელი ცდომილებით, მას უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს, ჩვენ კი, უბრალოდ, ჭეშმარიტება მოვთხოვოთ. II. – რასაზე რაც მოგახსენეთ, იგივე ითქმის ენაზეც – ენა კი არ გვაიძულებს, არამედ მოგვიწოდებს გაერთიანებისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი, ესპანური ამერიკა და ესპანეთი – ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ერთ ნაციას არ ქმნიან. ასე კარგად მოწყობილი, სხვადასხვა ნაწილის გაერთიანებით შექმნილი შვეიცარია, სამ-ოთხ ენას ითვლის. ადამიანში ენაზე აღმატებული სხვა რამ არის – ესაა ნება. მრავალი იდიომის არსებობის მიუხედავად, შვეიცარიის მიერ გამოხატული გაერთიანების სურვილი იმაზე 228 მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე ასიმილაცია, რომელიც ხშირად ჩაგვრის შედეგია. საფრანგეთი პატივისცემას იმსახურებს – ენის ერთიანობის მოპოვების მიზნით არასდროს მიუმართავს იძულებითი ზომებისთვის. განა, სხვადასხვა ენაზე არ შეგვიძლია ერთნაირი გრძნობების, აზრების ქონა, ერთნაირი საგნების სიყვარული? ახლა ვსაუბრობდით, რამდენად სახიფათო იქნებოდა, თუ საერთაშორისო პოლიტიკას ეთნოგრაფიაზე დამოკიდებულს გავხდიდით; ასეთივე საშიშია მისი დამყარება შედარებით ფილოლოგიაზე. დაე, ამ საინტერესო კვლევებს მსჯელობის სრული თავისუფლება დავუტოვოთ, ისეთ რამეში ნუ გავრევთ, რაც მათ მიუკერძოებლობას წაახდენს. ენებისთვის მინიჭებული პოლიტიკური მნიშვნელობა გამომდინარეობს შეხედულებიდან, რომ ენა არის რასის ნიშანი. არაფერია ამაზე მცდარი. პრუსია, სადაც ახლა გერმანულად საუბრობენ, რამდენიმე საუკუნის წინ სლავურენოვანი იყო. უელსში ინგლისურად საუბრობენ, გალიასა და ესპანეთში – ალბა-ლონგის პრიმიტიულ კილოკავზე. მსგავსი მაგალითი უამრავია. დასაბამიდან ენათა ასიმილაცია რასის ასიმილაციას არ განაპირობებდა. ავიღოთ პროტოარიული ან პროტოსემიტური თემი – მონები იყვნენ და თავიანთი ბატონების ენაზე საუბრობდნენ; მონები ხშირად ბატონისგან განსხვავებულ მოდგმას ეკუთვნოდნენ. ვიმეორებ: ინდოევროპული, სემიტური და სხვა ენობრივი დაყოფა, ასე შესანიშნავი გამჭრიახობით რომ გამოიგონა შედარებითმა ფილოლოგიამ, ანთროპოლოგიურ დაყოფას არ ემთხვევა – ენები ისტორიულ ფორმაციებს წარმოადგენენ და ბევრს ვერაფერს გვეუბნებიან მათზე მოსაუბრე ადამიანების რასაზე, ყოველ შემთხვევაში, ვერ შეზღუდავენ ადამიანთა თავისუფლებას, როდესაც საქმე ეხება იმ ჯგუფის დადგენას, რომელთანაც სამუდამოდ უნდა გაერთიანდეს. ენისთვის ასეთი საგანგებო მნიშვნელობის მინიჭება, ისევე, როგორც რასაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, საკმაოდ დიდი საფრთხისა და უხერხულობის შემცველია. ამგვარი გაზვიადების დროს დაუყოვნებლივ ვიკეტებით განსაზღვრულ, ეროვნულად მიჩნეულ კულტურაში, თავს ვიზღუდავთ და ვიხშობთ. კაცობრიობის ფართო სარბიელის სუფთა ჰაერს თანამემამულეთა კარჩაკეტილ შეკრებებზე ვცვლით. არაფერია გონებისთვის ამაზე მავნებელი და ცივილიზაციისთვის – ამაზე დამღუპველი. უარს ნუ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპზე – ადამიანი, ამა თუ იმ ენის ფარგლებში ჩაკეტვამდე, რასის წევრობამდე, ამა თუ იმ კულტურასთან თანაზიარობამდე, უპირველესად, გონიერი და მორალური არსებაა. 229 ფრანგული კულტურის უწინარეს გერმანული, იტალიური და ადამიანური კულტურა არსებობს. გაიხსენეთ, რენესანსის დიადი ადამიანები არ ყოფილან არც ფრანგები, არც იტალიელები და არც გერმანელები. მათ ანტიკურობასთან დიალოგით მიაკვლიეს ადამიანური გონის ნამდვილი გაწვრთნის საიდუმლოს და ამ საქმეს მთელი თავისი არსება მიუძღვეს. რაოდენ კარგად მოიქცნენ! III. – რელიგიაც ვერ იძლევა საკმარის საფუძველს თანამედროვე ეროვნულობის დასადგენად. თავდაპირველად რელიგია თავად სოციალური ჯგუფის არსებობაზე იყო დამოკიდებული, ეს ჯგუფი ოჯახის გაგრძელება გახლდათ, რელიგია და რიტუალები კი – საოჯახო რიტუალები. ათენის რელიგია მისი მითური დამფუძნებლების, კანონების, ადათებისა და თავად ათენის კულტი იყო – არ მოიაზრებდა არანაირ თეოლოგიურ დოგმატიკას. სახელმწიფოს რელიგია, თავისი არსით, პერსონიფიცირებული აკროპოლისის კულტი გახლდათ, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით – ათენელი არ ეთქმოდა იმას, ვინც ამ რწმენას არ მისდევდა. აგლაურუსის სამსხვერპლოზე ფიცის დადება სამშობლოსთვის სიკვდილის პირობის მიცემას ნიშნავდა და ჩვენებური წილყრისა და დროშის კულტს ჰგავდა. ამ კულტისგან თავის შორს დაჭერა, როგორც ათენელობაზე უარის თქმა, იგივე იყო, რაც ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში სამხედრო სამსახურის უარყოფაა. მეორე მხრივ, ცხადია, ამ რელიგიას აზრი მხოლოდ ათენის მოქალაქეებისთვის ჰქონდა, რომლებიც პროზელიტიზმს არ მიმართავდნენ და უცხოელებს არ აიძულებდნენ თავიანთ რწმენაზე მოქცევას, მაგალითად, ათენელი მონები სხვა სარწმუნოების იყვნენ. იგივე ხდებოდა შუა საუკუნეების რამდენიმე პატარა რესპუბლიკაში: ცუდი იყო ვენეციელი, ვინც წმ. მარკოსს არ დაიფიცებდა, კარგ ამალფელს კი წმ. ანდრია სამოთხის ყველა სხვა წმინდანზე მაღლა უნდა დაეყენებინა. ამ პატარა საზოგადოებებში მოგვიანებით დევნა და ტირანია ლეგიტიმური გახდა და ისეთივე უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ, როგორც ჩვენში ოჯახის უფროსისთვის დღესასწაულის მილოცვასა და ახალი წლის პირველ დღეს სურვილების მიწერას. რაც სწორი იყო სპარტასა და ათენში, ალექსანდრე დიდის დაპყრობებით შექმნილ სამეფოებში, განსაკუთრებით, რომის იმპერიაში, აღარ ამართლებდა. ანტიოქე ეპიფანეს 1 მიერ აღმოსავლელთა დევნა, ამ უკანასკნელთა ოლიმპიელი იუპიტერის 1 ანტიოქე IV ეპიფანე – სელეკვიდების სირიის სამეფოს მეფე(ძვ. წ. 175 164 ), რომლის მმართველობის პერიოდშიც სელევკიდების სამეფოში მიმდინარეობდა მასობრივი ელინიზაცია( რედ.). 230 კულტზე მოსაქცევად და რომის იმპერიის ანალოგიური მცდელობა, ეგრეთ წოდებული, სახელმწიფო რელიგიის შესანარჩუნებლად, შეცდომა, დანაშაული და ნამდვილი აბსურდი აღმოჩნდა. დღეს ვითარება ნათელია – აღარ არსებობს ერთგვარი რწმენის მქონე მასები, ყველას თავისებურად სწამს და ისე აღასრულებს მრწამსს, როგორც შეუძლია და სურს. აღარ არსებობს სახელმწიფო რელიგია – შეიძლება, ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, კათოლიკე, პროტესტანტი, ებრაელი იყო და არცერთ კულტს მისდევდე. რელიგია ინდივიდუალური რამ გახდა და ცალკეული ადამიანის ცნობიერების საქმეა. ერები აღარ იყოფიან კათოლიკეებად და პროტესტანტებად. 52 წლის წინ ბელგიის შექმნაში რელიგიამ საგულისხმო როლი ითამაშა, ახლა მთელ თავის მნიშვნელობას თითოეული ადამიანის გულში ინარჩუნებს – საერთოდ აღარ მიიჩნევენ ხალხთა შორის საზღვრების გავლების მიზეზად. IV. – ადამიანთა საერთო ინტერესები ნამდვილად ძლიერი მაკავშირებელია, მაგრამ რამდენად საკმარისია ერის შესაქმნელად? არა მგონია. საერთო ინტერესებით შეიძლება, სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდეს. ეროვნულობაში გრძნობისმიერი მხარეა, რომელიც ერთდროულად იდეალურიცაა და მატერიალურიც; სამშობლო ცოლვერეინი 1 არაა. V. – გეოგრაფიას, რასაც ბუნებრივ საზღვრებს უწოდებენ, უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის ერების დაყოფაში და ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანთა ისტორიულ გადაადგილებას მდინარეები უწყობდნენ ხელს და მთები აფერხებდნენ. მაინც შეგვიძლია, ვთქვათ, როგორც ზოგიერთ პარტიას სჯერა, რომ ერების საზღვრები რუკაზეა გაწერილი და ამ ერებს უფლება აქვთ, მიითვისონ, განავრცონ ტერიტორიები კონკრეტულ მდინარემდე თუ მთამდე, რომელსაც a priori ზღვრის დამდებად მივიჩნევთ. სხვა ამგვარ მავნე და დესპოტურ დოქტრინას არ ვიცნობ. ამით ამართლებენ ყოველგვარ ძალადობას. ჯერ ერთი, ამ ბუნებრივ საზღვრებს მთები ქმნიან თუ მდინარეები? უდავოა, რომ მთები აშორებენ და მდინარეები, მეტწილად, აკავშირებენ ტერიტორიებს. ამასთან, სახელმწიფოების გამიჯვნა ყველა მთას არ შეუძლია; მაშ, რომელ მთას აქვს ასეთი უნარი? ბიარიციდან ტორნიომდე მდინარის ერთი ხეობაც არაა, რომელსაც, სხვებთან შედა1 ცოლვერეინი – გერმანულ სახელმწიფოთა ეკონომიკური კავშირი 1833 1866 წ.წ-ში. 1866 წლიდან ცოლვერეინი გაუქმდა, რადგან სახელმწიფოთა უმეტესობა პრუსიის(შემდგომში – გერმანიის) იმპერიის საზღვრებში აღმოჩნდა( რედ.). 231 რებით, საზღვრის საუკეთესო მახასიათებლები ექნებოდა. ისტორიას რომ მოენდომებინა, ლუარს, სენას, მეზის, ელბას, ოდერს, ისევე, როგორც რაინს, იმ ბუნებრივი საზღვრების მახასიათებლები ექნებოდა, რომლის გამოც მრავალჯერ შეილახა ადამიანთა თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. სტრატეგიულ მიზეზებზე ვსაუბრობთ. არაფერია აბსოლუტური და, ცხადია, საჭიროებისამებრ დათმობებზე წასვლა აუცილებელია, თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თავისი სამხედრო უნარების დემონსტრირებას მოინდომებს და ომს დასასრული არ ექნება. რასის მსგავსად, არც ტერიტორია ქმნის ერს. მიწა იძლევა სუბსტრატს, ბრძოლის ველსა და სამუშაო ნიადაგს, ხოლო ადამიანი კი – სულს. ამიტომ, ხალხის საკრალური ფენომენის ჩამოყალიბებაში სწორედ ადამიანია უმთავრესი. ამისთვის მატერიალური მოცემულობა საკმარისი არაა. ერი სულიერ პრინციპზე დგას, სულიერი კავშირის მქონე ოჯახია, ღრმა, კომპლექსური ისტორიული მოვლენების შედეგია და არა მიწის რელიეფით განსაზღვრული ჯგუფი. ვნახეთ, რომ ასეთი სულიერი საფუძვლის შესაქმნელად საკმარისი არაა რასა, ენა, საერთო ინტერესები, რელიგიური ერთგვარობა, გეოგრაფია და სამხედრო მოთხოვნები. მაშ, კიდევ რა არის ამისთვის საჭირო? ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას დიდხანს აღარ შევაყოვნებ. III ერი არის არამატერიალური, სულიერი საწყისი, რომელსაც სინამდვილეში ორი განუყოფელი რამ ქმნის: ერთი წარსულშია, მეორე – აწმყოში; ერთი წარსულიდან მემკვიდრეობით უხვად მიღებული საერთო მოგონებებია, მეორე კი – აწმყოში შექმნილი თანხმობა, ერთად ცხოვრების სურვილი და განუყოფლად მიღებული ფასეულობებით სარგებლობის გაგრძელების ნება. ბატონებო, ადამიანი სახელდახელოდ არ მოქმედებს – ერი, ინდივიდის მსგავსად, წარსულში ხანგრძლივი ძალისხმევის, თავგანწირვისა და ერთგულების დაგვირგვინებაა. ამ ყველაფერს შორის ყველაზე ლეგიტიმური წინაპართა კულტია – მისი წყალობით ჩამოვყალიბდით იმად, რაც დღეს ვართ: ჰეროიკული წარსული, დიადი ადამიანები, დიდება (ვგულისხმობ, ჭეშმარიტ სიდიადეს) – ის სოციალური კაპიტალია, რომელზეც ეროვნულ იდეას ვამყარებთ. წარსულში საზიარო დი- 232 დება, აწმყოში საერთო ნება, ერთად გაკეთებული და გასაკეთებელი დიადი საქმეები, – აი, ხალხად ყოფნის ძირითადი პირობები. ადამიანების სიყვარული გაღებული მსხვერპლისა და გადატანილი ტანჯვის პროპორციულია – გვიყვარს სახლი, რომელიც თავადვე ავაშენეთ და რომელსაც შთამომავლობას გადავცემთ. სპარტული სიმღერა –„ჩვენ ის ვართ, რაც თქვენ იყავით, ის ვიქნებით, რაც თქვენ ხართ“ – ყველა სამშობლოს შემოკლებული ჰიმნია. წარსულში, მემკვიდრეობით მიღებული დიდებაც და მარცხიც, საზიარო იყო, მომავალშიც ასე იქნება. რასობრივი და ენობრივი განსხვავების მიუხედავად, ყველას გვესმის – ერთად ტანჯვა, ბედნიერება, იმედი სჯობია საერთო საბაჟოებსა და სტრატეგიული მოსაზრებებით დაწესებულ საზღვრებს. ახლახან ვახსენე საერთო ტანჯვა, დიახ, ის ბედნიერებაზე უკეთ აერთიანებს ერს! ეროვნულ მეხსიერებას რაც შეეხება, გამარჯვებებზე მეტად ღირებული გლოვაა, რომელიც მეტ ვალდებულებას გვაკისრებს და საერთო ძალისხმევას მოითხოვს. მაშასადამე, ერი გარდასული თავგანწირვის განცდითა და მსხვერპლის გაღების მზაობით შექმნილი მტკიცე სოლიდარობაა. ერი საკუთარ თავში ატარებს წარსულს და აწმყოში ვლინდება კონკრეტული ფაქტით: არსებობის ერთად გაგრძელების ცხადად გამოხატული სურვილითა და თანხმობით. ერის არსებობა(ბოდიში მომითხოვია, ამ შედარებისთვის) ყოველდღიური პლებისციტია, როგორც ინდივიდის არსებობაა სიცოცხლის მუდმივი მტკიცება. ვიცი, ეს იდეა ღვთაებრივ უფლებასთან შედარებით ნაკლებ მეტაფიზიკურია, ეგრეთ წოდებულ, ისტორიულ უფლებასთან შედარებით – ნაკლებ სასტიკი. აქ გადმოცემული მოსაზრებების კონტექსტში ერს არ ხელეწიფება მეფესავით გამოუცხადოს პროვინციას:„მე მეკუთვნი და გისაკუთრებ“. პროვინციას მის მაცხოვრებლებთან ვაიგივებთ, ამიტომ საკითხის შესახებ მოსაზრება სწორედ მოსახლეობას უნდა ჰკითხონ. ერს ნამდვილად არ უნდა სხვა ქვეყნის ანექსია და იძულებით შენარჩუნება. საბოლოოდ, ნაციის სურვილი ერთადერთი ლეგიტიმური კრიტერიუმია, რომლის განხილვასაც უნდა მივუბრუნდეთ. პოლიტიკიდან მეტაფიზიკური და თეოლოგიურ განყენებათა განდევნის შემდეგ დარჩა ადამიანი, მისი სურვილები და საჭიროებები. მეტყვით, რომ სეცესია გრძელვადიანი პერსპექტივაა, ერების დაქუცმაცება სისტემის შედეგია, რომელიც თავის ძველ სტრუქტურებს ხშირად გაურკვეველი ნების ანაბრად ტოვებს. ცხა- 233 დია, ასეთ საკითხში არც ერთი ამოსავალი იდეა არ უნდა გავაზვიადოთ, ამ ხასიათის ჭეშმარიტებები შეიძლება, გამოვიყენოთ მხოლოდ ზოგადად და მთლიანობაში. ადამიანთა ნება იცვლება, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში. ერები არ არიან მარადიულნი – დასაწყისი და დასასრული აქვთ. სავარაუდოდ, მათ ევროპული კონფედერაცია ჩაანაცვლებს, ოღონდ არა ჩვენს საუკუნეში. ახლა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია ერების არსებობა. მათი არსებობა თავისუფლების გარანტიაა, რომელსაც დავკარგავდით მსოფლიოს თუ ერთი კანონი ექნებოდა და ერთი ბატონი ეყოლებოდა. განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო უნარებით, ნაციები ცივილიზაციის საერთო საქმეს ემსახურებიან, ყველა თავის სიტყვას ამბობს კაცობრიობის ამ დიდ სპექტაკლში, რომელიც, საბოლოოდ, ყველაზე ამაღლებული იდეალური რეალობაა, რომელსაც ოდესმე მივაღწევთ. ცალ-ცალკე აღებულ ერებს თავისი სუსტი წერტილები აქვთ. ხშირად ვფიქრობ, ადამიანი, რომლის ნაკლიც ერში ღირსებად მიიჩნევა, ფუჭი დიდებით საზრდოობს, სხვისი დიდების შეშურდება, ეგოისტია, ჩხუბისთავია, რომელიც მხოლოდ ომით თუ უძლებს განსაცდელს, ყველაზე აუტანელი კაცი უნდა იყოს. მაგრამ ყველა ეს არაჯეროვანი დეტალი საერთო მასაში იკარგება. კაცთა საბრალო მოდგმა როგორ დაიტანჯა და კიდევ რამდენი განსაცდელი ელის?! დაე, სიბრძნე წაგვიძღვეს და დაგვიფაროს იმ უთვალავი განსაცდელისგან, რომლითაც მოფენილია ჩვენი გზა! ნათქვამს შევაჯამებ, ბატონებო! ადამიანი არ არის არც რასის, ენის, რელიგიის, მდინარეთა დინებისა და არც მთაგრეხილების მიმართულების მორჩილი. სულიერად ჯანმრთელი, გულწრფელი ადამიანების აგრეგაცია ქმნის ნაციად წოდებულ მორალურ ცნობიერებას. ეს მორალური ცნობიერება მანამდეა ლეგიტიმური და არსებობის უფლება აქვს, სანამ საკუთარ ძალას ამტკიცებს თავგანწირვით, რომელსაც საზოგადოების სასარგებლოდ ინდივიდის ძალაუფლებისგან განდგომა მოითხოვს. თუ საზღვრებთან დაკავშირებით კამათი იწყება, აზრი კამათის საგნად ქცეულ მოსახლეობას ჰკითხეთ, რომელსაც ამ საკითხზე აზრის გამოთქმის უფლება აქვს. აი, რა გააცინებთ უზადო პოლიტიკოსებს – უშეცდომო ადამიანებს, რომლებიც მთელ თავის ცხოვრებას შეცდომებში ატარებენ და თავიანთი მაღალი იდეალების სიმაღლიდან ებრალებათ ჩვენი მიწიერი(პროზაული) ცხოვრება.„ხალხს ვკითხოთ აზრი! მაშ! რა გულუბრყვილობაა! ამ უძლურ ფრანგულ იდეებს, ბა- 234 ვშვური პრიმიტიული ხერხებით, დიპლომატიისა და ომის ჩანაცვლება სწადიათ.“ მოვითმინოთ, ბატონებო, ამ მაღალ გვამთა უფლობას ჩავლა ვაცადოთ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ზიზღის დათმენა ვისწავლოთ. შეიძლება, მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მიუბრუნდნენ ჩვენს მოკრძალებულ ემპირიულ გამოსავალს. იმისთვის, რომ მომავალში ჩვენი იდეები გამართლდეს, დროულად უნდა შეგვეძლოს ჩვენს ყავლგასულობასთან შეგუება. 235 ოტო ბაუერი ოტო ბაუერი(1881-1938) – ავსტრიელი მარქსისტი მოაზროვნე, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, ავსტ­ რიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1918-1919 წ.წ.-ში, ავსტრომ­არქსიზმის სახელით ცნობილი თეორიული მიმდინარეობის ერთ­-ერთი ცნობილი ფუძემდებელი და წარმომადგენელი, სოციალ-­ დემოკრატიისადარევოლუციურისოციალიზმისმხარდამჭერი. ოტო ბაუერი 1881 წელს დაიბადა ვენაში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქში. ბავშვობიდან ფლობდა გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, სტუდენტობის წლებიდან(1900 წ.) ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, სადაც გაიცნო ავსტრიის წამყვანი მარქსისტი მოაზროვნეები და მომავალი პოლიტიკური ლიდერები. სტუდენტობის წლებიდან აქტიურად აქვეყნებდა ნაშრომებს, ცნობილია მონუმენტური კვლევა„სოციალ-დემოკრატია და ეროვნული საკითხი“, რომელიც 1907 წელს 26 წლისამ გამოაქვეყნა. ოტო ბაუერი 1907 წლიდან აქტიურად ჩაება პოლიტიკაში. სწორედ ამ წელს აირჩიეს ავსტრიის იმპერიული საბჭოს(რაიხსრატი) წევრად, 1907-1914 წლებში რედაქტორობდა მემარცხენე ყოველთვიურ გამოცემა„ Der Kampf”-ს, 1912-1914 წლებში აქვეყნებდა სტატიებს ყოველდღიურ გაზეთ„Arbeiter-Zeitung”. I მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე თადარიგის ლეინტენანტის წოდებით გაიწვიეს საომარ ზონაში, 1914 წლის 23 ნოემბერს რუსეთის იმპერიის მეომრებმა იგი დაატყვევეს და გადაასახლეს ციმბირში. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩაება პოლიტიკაში და I მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იკავებდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. ოტო ბაუერის წარმოდგენილი ნაშრომი შეეხება სოციალ-დემოკრატიისა და ეროვნული საკითხის მიმართებას. ავტორი ავსტრიის იმპერი- 236 ის(შემდგომში ავსტრია-უნგრეთის) მაგალითზე საუბრობს იმ ეთნიკურ უმცირესობებზე, რომლებიც იმპერიის ფარ­გლებში ცხოვრობდნენ და კაპიტალიზმის, რევოლუციების, მუ­შათა კლასის ჩამოყალიბების, მოდერნიზაციისა და იმპერიალ ­ იზმის ფონზე ქმნიდნენ ნაციის მშენებლობის მაგალითებს. ოტო ბაუერის„ეროვნული საკითხი და სოციალ-დემოკრატია“ 1907 წელს გამოქვეყნდა გერმანულად(Bauer, Otto: Die Nationalitätenfrage und die Sozialdemokratie, Wien, 1907), ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე პირველად ეცნობა ოტო ბაუერის ამ ნაშრომიდან რამდენიმე თავს. 237 ოტო ბაუერი II. ერი-სახელმწიფო § 14. თანამედროვე სახელმწიფო და ერი შუა საუკუნეების სახელმწიფო ფეოდალურ სისტემაზეა დაფუძნებული. ვასალი ბატონის წინაშე ვალდებული იყო მის საბჭოს დასწრებოდა და სამხედრო სამსახური გაეწია. სანაცვლოდ ის მემკვიდრეობით ადგილ-მამულს(ანუ ფეოდის სახით მიწას) მიიღებდა. ამრიგად, შუა საუკუნეების სახელმწიფო საერთო სამართლებრივ და ორმხრივ მემკვიდრეობით ურთიერთობას ემყარებოდა. გერმანიის მეფე მთავრების ფეოდალი იყო, მთავრები კი თავისუფალი ბატონების(ბარონების) ფეოდალები იყვნენ. მეფე – თავადებს, თავადები კი – თავისუფალ ბატონებს სამხედრო სამსახურისათვის იწვევდნენ და სასამართლოზე იხმობდნენ. ფეოდალურ სასამართლოში ტრიბუნალზე მთავრებზე მაღლა მეფე იჯდა, მთავრები კი – თავიანთ ვასალებზე მაღლა. ამგვარად, სამხედრო და სასამართლო კონსტიტუციები ფეოდალურ სისტემას ემყარებოდა. თუმცა შუა საუკუნეების სახელმწიფოს ფუნქციები სამხედრო და სასამართლო სისტემებს არ სცილდებოდა, ვინაიდან სახელმწიფოს ამოცანა საშინაო და საგარეო მშვიდობის შენარჩუნება იყო. თანამედროვე სახელმწიფო სასაქონლო წარმოების ნაყოფია – შრომის პროდუქტი საქონლად და შემდეგ ფულად გარდაიქმნება. ეკონომიკური თვალსაზრისით, საზოგადოების შრომის პროდუქტის ნაწილს ფულადი და გადასახადის სახით სახელმწიფოს შენარჩუნების, დაქირავებული ჯარისა და ანაზღაურებად მოხელეთა ორგანოს შექმნის შესაძლებლობა ეძლევა, რაც მას ფეოდალური კავშირებისგან დამოუკიდებელს ხდის. თანამედროვე სახელმწიფო ერი-სახელმწიფოს ფორმით არ შექმნილა. მის აკვნად კაპიტალისტური სასაქონლო წარმოების 238 უძველესი სისტემის ქვეყანა – იტალია მოიაზრება. პირველი თანამედროვე სახელმწიფოები მდიდარი იტალიური ქალაქ-რესპუბლიკები იყო, სადაც, თავდაპირველად, დომინანტური კაპიტალისტური კლასი სახელმწიფოს საკუთარი კაპიტალისტური ინტერესების პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებდა. თანამედროვე სახელმწიფოსთან ერთად შექმნილმა დაქირავებულმა ჯარმა უხეში ძალის გამოყენებით ტირანიის დამყარებასა და არმიაზე დაფუძნებული მცირე სამხედრო სახელმწიფოს წარმოქმნას შეუწყო ხელი. ვისაც დაქირავებული ჯარის აღჭურვის საშუალება ჰქონდა, ცდილობდა, თავი მცირე სახელწიფოს მთავრად გამოეცხადებინა. კაპიტალის ამგვარ სისტემაში ინვესტიცია ნამდვილად ღირდა, რადგან ტირანი, მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალებით, დამორჩილებულ ბიურგერებს 1 დასაბეგრ მასად გადააქცევდა, რომელიც იძულებული იქნებოდა, არა მხოლოდ თავისი ჯარი შეენარჩუნებინა, არამედ მცირე სახელმწიფოს შექმნის ხარჯები აენაზღაურებინა. ასე გაჩნდა უკვე არა ფეოდალურ ლეგიტიმურ ტიტულზე, არამედ სასტიკ სამხედრო ძალის დაუფარავ და შეუნიღბავ გამოყენებაზე დაფუძნებული იტალიის უთვალავი მცირე სახელმწიფო. სამხედრო ტირანიები ისეთივე თანამედროვე სახელმწიფოებს წარმოადგენდა, როგორც ქალაქ-რესპუბლიკები. ვინაიდან დამორჩილებული ბიურგერის ფინანსური პოტენციალი მათი ძალაუფლების წყარო იყო. ტირანებს ბიურგერების ეკონომიკური მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ და სახელმწიფო ინსტრუმენტების გამოყენებით კაპიტალისტური ექსპლუატაციისთვის შეეწყოთ ხელი. ეს ნამდვილად თანამედროვე სახელმწიფოებია, რომლებიც არა მხოლოდ ყველა ბიურგერის უშუალოდ სახელმწიფოზე დაქვემდებარებით, არამედ სახელმწიფო მიზნების უნივერსალურობით ხასიათდება და სახელმწიფოში მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით არ შემოიფარგლება. ამგვარი წყობა დღეს ბურჟუაზიის ხელშემწყობია მეთოდური პოლიტიკის გატარებასა და მის შიდა და გარე ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს. თანამედროვე სახელმწიფოს წარმოშობა უცნაური რამ იყო: ყველას, ვისაც ფული ჰქონდა, ვინც სახელმწიფოს იარაღის ძალით მართავდა, ქვეშევრდომთა დასაბეგრი პოტენციალის გამოყენე1 ბიურგერი –(გერმ. Bürger ) XIX საუკუნის შემდგომ ბიურგერი აღნიშნავდა მოქალაქეს, მისი საკუთრებითა და პოლიტიკური უფლებებით. ადრეულ შუა საუკუნეებში ბიურგერად მოიაზრებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და შრომობდა ფეოდალის ციხე-სიმაგრის ან საეკლესიო მიწის მიმდებარედ(რედ.). 239 ბისა და თავისი ჰეგემონიის განმტკიცების საშუალება ჰქონდა, დაქირავებული ჯარის მეშვეობით სახელმწიფოს შექმნა შეეძლო. ამრიგად, თავდაპირველად თანამედროვე სახელმწიფოს ბუნებრივი საზღვრები არ ჰქონდა. ის აუცილებლად ერთი ქალაქით არ შემოიფარგლებოდა, ამასთანავე, არ ჰქონდა დიდი ერი-სახელმწიფოს ფორმაც. მან იტალია მცირე და დიდ სახელმწიფოებად დაყო, რომლებიც მოგვიანებით ესპანეთის, საფრანგეთისა და ავსტრიის ბატონობის მსხვერპლად იქცა. 1 დასავლეთის დიდი ერების შემთხვევაში თანამედროვე სახელმწიფოს განვითარება სულ სხვა გზით წარიმართა. აქ იგი ფეოდალურ მოწყობასთან იყო დაკავშირებული: ფეოდალური სახელმწიფოს უმაღლესმა ძალამ, მონარქიამ, მონარქიის უძველეს სამართლებრივ ინსტიტუტს ახალი ეროვნული სული შთაბერა. ფეოდალური სახელმწიფოს სათავეში მდგომმა მონარქიამ კარგად იცოდა, თუ როგორ მოერგო სასაქონლო წარმოების ახალი საშუალებები სამეფო ინტერესებისათვის, დაქირავებული ჯარისა და ანაზღაურებადი მოხელეების მეშვეობით ფეოდალები სახელმწიფოს ავტორიტეტს დაემორჩილებინა. ამ გზით დიდი მასშტაბით შეექმნა ის, რასაც იტალიის სახელმწიფოები მცირე მასშტაბით წარმოადგენდა. საფრანგეთში ეს განვითარება მზითვით –„ბრწყინვალე პროვანსული ვენითა“(დანტე) და საფრანგეთის მეფეების ბატონობით დაიწყო, რომლებაც ალბიგოელთა ომებით 2 დაიქვემდებარეს სამხრეთი საფრანგეთი. ფილიპე VI-ს(1328-1350) მხოლოდ ფლანდრიის, ბურგუნდიის, გიენისა და ბრეტანის დიდი საჰერცოგოები ემორჩილებოდა. ახალი ლორდები დამოუკიდებელი მთავრები აღარ იყვნენ, თუმცა უკვე მონარქიის ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ. მონარქიამ საგადასახადო სისტემის, საჯარო სამსახურისა და დაქირავებული არმიის თავისი ძალაუფლების იარაღად გადაქცევა დაიწყო 1 XIX საუკუნის 60 -იან წლებამდე ერთიანი იტალიური სახელმწიფო არ არ­ სებობდა. შუა საუკუნეებიდან XIX ს-ის I ნახევრამდე იტალიური ქალაქების მცირე ნაწილი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, ხოლო დანარჩენი პო­ ლიტიკური ერთეულები სხვადასხვა სამეფოსა და იმპერიის საზღვრებში შედიოდა(რედ.). 2 ალბიგოელთა ომები – სამხ. საფრანგეთში წარმოებული ოცწლიანი სამ­ ხედრო კამპანია( 1209 1229 ), რომელიც მიმართული იყო კათარების წი­ ნააღმდეგ. კათარები XIII ს-ის დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქრისტიანი მწვალებლები იყვნენ, რომლებსაც ერთი მხრივ რომის კათოლიკური ეკ­ ლესია, ხოლო მეორე მხრივ მონარქები და ფეოდალები ებრძოდნენ(რედ.). 240 მზარდი ფულადი ეკონომიკის წყალობით. მან შექმნა მუდმივი არმია, რომელიც უპირობოდ ემორჩილებოდა მეფესა და მეთაურებს. მთავრები, მუდმივი ჯარის შენარჩუნების მიზნით, იძულებულნი იყვნენ, მეფისათვის“taille perpetuelle“ მიეცათ, რაც არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან გადასახადს გულისხმობდა. ამავე დროს, მეფის ბრძანებით, ბარონებსა და ლორდებს დაქირავებული ჯარისკაცისათვის ანაზღაურების გასაცემად ქვეშევრდომებისგან თანხის აღება და მკაცრი სასჯელის მუქარით ჯარის შეკრება აეკრძალათ. წარჩინებულთა აღშფოთება მეფის გადაწყვეტილებებისადმი ნათლად გამოიკვეთა აჯანყებების სერიაში, რომლებიც მცირე დროში ჩაახშვეს."taille perpetuelle"-იდან შემოსული შემოსავლის საფუძველზე მეფეს შვიდი ათასიდან ცხრა ათასამდე კაცისაგან შემდგარი მუდმივი არმია ჰყავდა. რაც უნდა მოკრძალებული იყოს ასეთი დასაწყისი, მისი მნიშვნელობა ლუდოვიკო XI-ის დროს გამოიკვეთა – მან დიდ გერმანულ სამთავროებთან მიმსგავსებული ძლევამოსილი საჰერცოგოები დაიმორჩილა და საფრანგეთში ძლიერი, ერთიანი ეროვნული სახელმწიფო შექმნა. საფრანგეთის თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო თანამედროვე გერმანიის სახელმწიფოს წარმოშობა. გერმანიის იმპერია კაროლინგების დინასტიიდან 1 იღებს სათავეს. კარლოს დიდის 2 უზარმაზარი იმპერიის(რომელიც დიდ რომაულ და გერმანულ სახელმწიფოებს მოიცავდა) დაყოფის პროცესში, სხვადასხვა ერის მიერ შედგენილი საზღვრები ნაწილობრივ იმპერიებს შორის სადემარკაციო ხაზებს არ ემთხვეოდა. მიუხედავად ამისა, დასავლეთით, ჩრდილოეთ საფრანგეთის მიდამოებში, იმპერიის საზღვარი საბოლოოდ ერებს შორის საზღვრებს დაემთხვა. ეს იყო გამოხატული კულტურული განსხვავების შედეგი იმ რეგიონებს შორის, სადაც ფრანკები რომაული კულტურის საძირკველზე დასახლდნენ და იმ რეგიონებს შორისაც, სადაც გერმანე1 VIII საუკუნიდან ფრანკთა იმპერიაში მოდის ახალი საგვარეულო კაროლინგები, რომლის დამაარსებლად კარლოს მარტელი მიიჩნევა. კარლოს მარტელმა მეროვინგთა დინასტიის უკანასკნელი მეფე ჩაანაცვლა და სათავე დაუდო ახალ დინასტიას(რედ.). 2 კარლოს დიდი/შარლემანი – ფრანკთა მეფე( 768 814 ), მის სახელს უკავშირდება კულტურული აღმასვლა ფრანკთა იმპერიაში, რაც კაროლინგური აღორძინების სახელითაა ცნობილი, ამასთანავე კარლოს დიდთანაა დაკავშირებული საქსების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანია(რედ.). 241 ლები თავიანთი წარმოშობის მიწაზე ცხოვრობდნენ. კულტურული განსხვავება სოფლის მეურნეობისა და უძრავი ქონების განაწილების, კონსტიტუციურ და სამართლებრივ ფორმებში გამოიხატა. დაყოფის შედეგად წარმოქმნილი ნაწილობრივი იმპერიების საზღვრებისთვის კულტურულ განსხვავებას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. რომაულ მიწაზე დასახლებული გერმანელები რომაელებსა და რომანიზებულ გალიელ კელტებს შეერივნენ, მაშინ, როდესაც მამაპაპურ მიწაზე მცხოვრები გერმანელები ეთნიკურ ხასიათს ინარჩუნებდნენ. დასავლეთ ფრანკთა იმპერია აუცილებლად ფრანგული, ხოლო აღმოსავლეთ ფრანკთა იმპერია გერმანული უნდა გამხდარიყო. ზემოაღნიშნულის პირდაპირი შედეგი, რასაკვირველია, გერმანული ერი-სახელმწიფოს წარმოქმნა არ ყოფილა. კაროლინგების მიერ დამორჩილებული ტომობრივი მონარქია ძალიან მალე კვლავ ტომობრივი საჰერცოგოების სახელწოდებით გაჩნდა. ძლევამოსილმა ტომის ჰერცოგმა, ძალის გამოყენებითა და შეთანხმების საფუძველზე, დანარჩენები აიძულა გერმანიის მეფედ ის ეღიარებინათ. შედეგად, ფრანკონელი, საქსონელი და შვაბიელი ჰერცოგები, თავის მხრივ, გერმანიის მეფეები გახდნენ. წამყვან მთავართა კლასი მეფის ძალაუფლებისადმი დადებითად იყო განწყობილი, ვინაიდან შორეული მეფე მემამულის დამოუკიდებლობისთვის თავის სენიორიაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა, ვიდრე მეზობელი ჰერცოგი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი იმპერიის საკავალერიო ჯარის უპირატესობა ერთი მეფის მეთაურობით გამოიკვეთა მაშინ, როდესაც გერმანულ ტომებს გარეშე მტრები ემუქრებოდნენ. ამრიგად, ოტო I-ის გამარჯვებამ ლეხის ბრძოლაში მადიარებზე გააძლიერა მისი ბატონობა აღმოსავლეთ ფრანკთა იმპერიაზე 1 ; კონრად II-მ 2 შეძლო საქსების მხარდაჭერის მოპოვება, როდესაც მან სლავებისგან დიდი ხნის დავიწყებული ხარკის შეგროვება განაახლა. გერმანიის მონარქია ძველი ტომობრივი საჰერცოგოების მმართველი გახდა. ამ პოზიციის შესანარჩუნებლად ეკლესია მონარქიის მთავარ საყრდენად იქცა. ეკლესიის მთავრებს, როგორც ტომის ჰერცოგებს, მემკვიდრეობითი მმართველობა არ ჰქონდათ. 1 ოტო I ( 912 973 – საღვთო რომის იმპერატორი,(თან. გერმანია) ებრძოდა მადიარებს(უნგრულ ტომებს). ოტო I -ის სახელს უკავშირდება ლეხის ბრძოლა მადიარების წინააღმდეგ, რომელიც გაიამართა 955 წელს( რედ.). 2 კონრად II ( 990 1039 ) – საღვთო რომის იმპერატორი, სალიკური დინასტიის პირველი იმპერატორი( რედ.). 242 საეპისკოპოებსა და სააბატოებში პოზიციების დასაკავებლად გადამწყვეტი სიტყვა მეფეს ეძლეოდა. გერმანელი მეფეები ეკლესიის ძალაუფლებას აღიარებდნენ, რათა ამით საკუთარი ძალაუფლების იარაღი შეექმნათ. მდიდარი და ძლევამოსილი ეკლესიის მთავრების მხარდაჭერით, მათი უზარმაზარი ქონებითა და უთვალავი ვასალით, გერმანიის მეფეებმა ტომობრივი საჰერცოგო საბოლოოდ გაანადგურეს და ძველი ტომობრივი საზღვრების გარეშე ახალი სამთავროები შექმნეს. ასეთი განვითარება ბილუნგერების საჰერცოგოს დაარსებით საქსონურ მიწაზე დაიწყო და ჰენრი ლომის დამარცხების შემდეგ დიდი აჯანყებით დასრულდა. უძველესი ტომობრივი საჰერცოგოები განადგურდა, მათ ადგილას კი სამთავროების მთელი რიგი ტერიტორიები გაჩნდა. მაშინაც კი, მათ მთავრებს ჰერცოგის ძველი ტიტულიც რომ ეტარებინათ, ძველ საჰერცოგოებთან, რომლებიც იმპერიისგან, პრაქტიკულად, დამოუკიდებელნი იყვნენ, სახელის გარდა, საერთო თითქმის არაფერი ექნებოდათ. ასეთმა განვითარებამ, მდიდარი ეკლესია მონარქის ძალაუფლების უბრალო ინსტრუმენტის როლში ყოფნას რომ აღარ მოითმენდა, გერმანიის ჩართვა გამოიწვია პაპსა და მონარქიას შორის დიდ გაუგებრობაში. მიმდინარე პროცესებმა კი ხელი შეუშალა იმპერიის დაშლას მთელ რიგ სრულიად დამოუკიდებელ ტომობრივ საჰერცოგოებად. თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს გერმანიაში სასაქონლო წარმოების დამკვიდრება იმპერიას რაიმე სარგებელს მოუტანდა. გერმანიაში ქალაქები ერთიანი მოძრაობის აქტორებად იქცა და მეფეს, თითქოს, შეეძლო მათი ძალაუფლების მხარდაჭერის იმედით ძველი სამთავროები დაემორჩილებინა და ერთიანი გერმანული ერი-სახელმწიფო შეექმნა. თუმცა თუ გერმანიაში სასაქონლო წარმოების აყვავებამ აქაც დიდი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნის ტენდენცია წარმოშვა, საბოლოო ჯამში, ეს სარგებელს არა იმპერიას, არამედ ტერიტორიებს მოუტანდა. ჰოენშტაუფენები 1 პირველი გერმანელი მეფეები იყვნენ, რომლებმაც მონარქიის ძალაუფლებისათვის სასაქონლო წარმოების განვითარების უპირატესობა გაითავისეს, თუმცა არ უფიქრიათ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად იმ დროისათვის ნელი ტემპით განვითარებადი გერმანული ბურჟუაზიის გამოყენება. მათ სურდათ ძალაუფლების განსამტკიცებლად იტალიის ბევრად უფრო განვითარებული ფულადი ეკონომიკის დანერგვა. 1 ჰოენშტაუფენები – გერმანული სამეფო დინასტია რომის საღვთო იმპერიაში 1138 1254 წ.წ-ში(რედ.). 243 ფრიდრიხ I 1 და ფრიდრიხ II 2 იტალიის ბურჟუაზიის ფინანსურ პოტენციალზე წვდომისათვის ძველი იმპერიის ძალაუფლების მასზე გავრცელებას ცდილობდნენ. მათი ყურადღება მხოლოდ ამ მიზნისკენ იყო მიპყრობილი და გერმანელი მთავრების ჯარის მხარდაჭერით გეგმის უზრუნველსაყოფად გერმანელ მთავრებს პრივილეგია თავად იმპერიაში პრივილეგიის შემდეგ მიანიჭეს. ამრიგად, გერმანიის ქალაქები მთავრების წყალობაზე დატოვეს და მათ სასარგებლოდ ყველაზე მომგებიან სამეფო უფლებებზე თქვეს უარი. ჰოენშტაუფენის იტალიური პოლიტიკა, ხანგრძლივი და დატვირთული ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ საშინელი მარცხით დასრულდა. გერმანიაში უკვე გვიანი იყო მთავრების წყალობაზე დარჩენილი ქალაქებისათვის უარყოფილი სამეფო უფლებების შეხსენება. ბურჟუაზიის, სასაქონლო წარმოებისა და ფულადი ეკონომიკის ზრდამ არა მეფის, არამედ გერმანელი მთავრების ძალაუფლება განამტკიცა. ჩვენ განვიხილეთ კონტექსტი, რომლითაც გერმანელი მთავრები საჯარო უფლებამოსილების გამოყენებით თავიანთ ქვეშევრდომებზე ფეოდალურ, ვასალურ ხელისუფლებას და საკუთრების უფლებას ერთიანი სუვერენული ძალაუფლების სახით ავრცელებდნენ. ამრიგად, გერმანიამ კაპიტალისტურ ეპოქაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი გაერთიანებით შეაბიჯა. მართალია, იმპერიამ ჰუსიტების წინააღმდეგ დაქირავებული ჯარი შეკრიბა და მამულებმა ამ მიზნით იმპერატორს იმპერიული ფულადი გადასახადი,„საერთო პფენიგი“, დააკისრა, თუმცა კაიზერი მუდმივი ჯარის,„miles perpetuus“-ისა და სისტემატური, მუდმივი იმპერიული გადასახადის შესანარჩუნებლად მთავრების კეთილგანწყობის მოპოვებას ამაოდ ცდილობდა, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა – კარლ V-ის მეფობის დროიდან მოყოლებული იმპერიული არმია, იმპერიის ცალკეული მამულებით უზრუნველყოფილი კონტიგენტებით შედგებოდა.„გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიამ“ კი ჯერ კიდევ ვერ დააწესა რეგულარული იმპერიული გადასახადი, თუ არ ჩავთვლით სასაცილოდ მცირე„გადასახადს„ 1 ფრიდრიხ I – საღვთო რომის იმპერატორი( 1122 1190 ). მის სახელს უკავშირდება III ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა(რედ.). 2 ფრიდრიხ II – საღვთო რომის იმპერატორი( 1194 1250 ). მის სახელს უკავშირდება იმპერიის საზღვრების გაფართოება და მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყება(რედ.). 244 [Kammerzieler], რომელიც იმპერიის უზენაესი სასამართლოს შენარჩუნებას ისახავდა მიზნად [Reichskammergericht]. ამრიგად, იმპერიამ ვერ შეძლო სასაქონლო წარმოების შედეგად განვითარებული ძალაუფლების ახალი ინტრუმენტების გამოყენება. ამ განვითარების უპირატესობა მხოლოდ ტერიტორიებზე აისახა. როდესაც ბურჟუაზიული განვითარება ბიძგს აძლევდა გერმანელი ერის(სრულიად ახალი გაგებით, როგორც მთლიანობის) წარმოქმნას, გერმანიის იმპერია უამრავ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა. მათ ერთმანეთის ბედი არ აღელვებდათ მანამ, სანამ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ. იმავე განვითარებამ, რომელმაც დასავლეთის დიდ ერებს შორის ერთიანი ერი-სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, გერმანიაში ერის სახელმწიფოებებად დაყოფა გამოიწვია. გერმანიისა და საფრანგეთის განვითარებას შორის განსხვავება ნათლად აჩვენებს, რომ ფეოდალური სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ძალის განაწილებამ გადაწყვიტა ძირითადად, გააერთიანებდა თანამედროვე სახელმწიფო ერს პოლიტიკურ საზოგადოებად, თუ დაჰყოფდა მას მრავალ დამოუკიდებელ ტერიტორიად. დიდი ევროპული ერების ჩამოყალიბების გზაზე თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა ეფუძნებოდა სასაქონლო წარმოებას, რომლის კაპიტალისტური ხასიათი დროთა განმავლობაში სოციალური წარმოების ზოგად ფორმას იძენდა. ეს მოვლენა ფეოდალური სახელმწიფოს ძალებს უძველესი იურიდიული და ინსტიტუციური ფორმის ახალი ეფექტიანობით დანერგვის შესაძლებლობას აძლევდა. ფეოდალურ სახელმწიფოში ძალთა გადანაწილება გადამწყვეტი იყო იმის დასადგენად, მეფე, მთავრები ან მათი თანასზორები იყვნენ თუ არა მზად აეშენებინათ ფულად საგადასახადო სისტემაზე, საჯარო სამსახურსა და პროფესიონალურ არმიაზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო. იმ დროისათვის, რასაკვირველია, ძალთა გადანაწილების სხვადასხვაობისათვის ხელსაყრელი მიზეზები არსებობდა, თუმცა დღეს ეს განსხვავებები გარკვეულწილად შემთხვევითი გვეჩვენება. თანამედროვე ცოცხალ ერებს დიდად არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელიც დღეს მათ მოთხოვნებს არ შეესაბამება, საუკუნეების წინ საპატიო მიზეზებით სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდებოდა. გასაკვირი არაა, რომ XIX საუკუნეში ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბების გრძელვადიან პერიოდში ტრადიციულმა სახელმწიფო სისტემამ წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. 245 § 15. ეროვნების პრინციპი XIX საუკუნის ტრადიციულ სახელმწიფო სისტემაში რადიკალური ცვლილებები ძირითადად ეროვნების პრინციპს შეეხო: თითოეულმა ერმა სახელმწიფო უნდა შექმნას და თითოეული სახელმწიფო მარტო ერთ ერს უნდა მოიცავდეს! ეროვნების პრინციპის ჩამოყალიბებისათვის დიდი ბრძოლების გამოვლინებებად შემდეგ ისტორიულ მოვლენებს დავასახელებთ: ბრძოლა გერმანიის ერთიანობის, იტალიის თავისუფლების, საბერძნეთის, რუმინეთის, სერბეთისა და ბულგარეთის თურქული ბატონობისაგან გათავისუფლებისთვის; ირლანდიელების ბრძოლა თვითმმართველობისთვის; პოლონელთა ბრძოლა პოლონური სახელმწიფოს აღდგენისათვის და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოების გამოყოფა ესპანეთისგან. 1 ეს მოვლენა იმდენად თვალშისაცემია, რომ ბევრი თეორეტიკოსი დამოუკიდებელ პოლიტიკურ საზოგადოებაში თანაარსებობის ნებას ერის ერთ-ერთ შემადგენელ მახასიათებლად თვლის. რენანი 2 და კირხჰოფი 3 ერს დამოუკიდებელ საზოგადოებაში თანაარსებობის მქონე ინდივიდთა ერთობლიობად განიხილავენ, რომლებიც მზად არიან საკუთარი საზოგადოება დაიცვან და მისთვის მსხვერპლი გაიღონ. აქ საქმე გვაქვს ერის ფსიქოლოგიურ თეორიასთან. ინტელექტუალისტურია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თეორია, რომელიც ეროვნული ცნობიერებისა და მიკუთვნების აღიარების თვალსაზრისით განსაზღვრავს ერს, ხოლო მოძღვრება, რომელიც ერის არსს პოლიტიკური ერთიანობისა და თავისუფლების ნებაში პოვებს, ვოლუნტარისტულია. 4 1 1789 წლის დიდი ფრანგული რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შემდგომ ევროპის კონტინენტსა და მის ფარგლებს გარეთ საგრძნობლად გაიზარდა ახალი ნაციონალური სახელმწიფოების რიცხვი(რედ.). 2 რენანი, Qu ' est ce qu ' une nation ?[რა არის ერი?]. Paris , 1882 . ჟოზეფ ერნსტ რენანი( 1823 1892 ) – ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე, რელიგიის ისტორიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი და სწავლულია. მისი ადრეული შრომები მოიცავდა ადრეული ქრისტიანობის ისტორიის საკითხებს, წერდა ნაციონალიზმის ფენომენსა და ნაციონალური იდენტობის ფორმებზე(რედ.). 3 კირხჰოფი,[ცნება„ერისა“ და„ეროვნების“ გაგებისათვის], ჰალე, 1905 . გუსტავ რობერტ კირხჰოფი( 1824 1887 ) – გერმანელი ფიზიკოსი და მოაზროვნე, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი(რედ.). 4 ჩვენ მიერ ერის შესახებ განხილული თეორიები შეგვიძლია შემდეგნაირად დავაჯგუფოთ: 1 . ერის მეტაფიზიკური თეორია: ეროვნული სპირიტუ- 246 ჩვენი პროტესტი ამ თეორიისადმი იგივეა, რაც უკვე ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალური ტენდენციის წინააღმდეგ გამოვხატეთ. ეს თეორიაც არადამაკმაყოფილებელია, რადგან თავს არიდებს კითხვას – რატომ უნდა გვსურდეს საზოგადოებაში გაერთიანება სწორედ ამ და არა სხვა ინდივიდებთან. მცდარია ის მოსაზრებაც, რომ ყველა ადამიანი, რომელთაც სურთ საზოგადოებას მიეკუთვნებოდეს, ერს ამ სურვილის შედეგად აყალიბებს. ჩეხები, რომლებიც ავსტრიის არსებობას თავიანთი ერისთვის აუცილებლობად თვლიან და უმტკიცებენ პალაცკის, 1 რომ ავსტრია, თუნდაც სახელმწიფოდ არ ეარსება, უნდა შექმნილიყო. მიუხედავად ამისა, ჩეხები ავსტრიელ ერს ჯერ არ მიეკუთვნებიან. არასწორია ისიც, რომ ყველა, ვინც რომელიმე ერს მიეკუთვნება, თავისი ერის პოლიტიკური ერთიანობისაკენ ისწრაფვის – ბევრ გერმანელს შვეიცარიასა და ავსტრიაში გერმანიის ერთიანობის სურვილი სულაც არ გამოუთქვამს. პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკის ტერმინოლოგიაში დიდ გაურკვევლობას იწვევდა ფაქტი, რომ მრავალეროვანი სახელმწიფო განიხილებოდა გამონაკლისად, წარსული დროის ნარჩენად, ხოლო ერი-სახელმწიფო – ნორმად. ამრიგად, ერის ცნებაში, ჩვეულებრივ, მოიაზრება მოქალაქეების ან ეკონომიკურ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ერთობლიობა. ეროვნულ პოლიტიკას უწოდებენ გერმანიაში პოლიტიკის ყველა იმ ფორმას, რომელიც არსებულ კლასობრივ სახელმწიფოს აძლევს ძალაუფლების საჭირო ინსტრუმენტებს: ჯარისკაცებს, არტილერიას, საბრძოლო ხომალდებს; საფრანგეთში ეროვნული პოლიტიკა„რევანშისა“ და კოლონიური ექსპანსიის პოლიტიკად განიხილება. როდესაც ეროვნულ ეკონომიკაზეა საუბარი, იგულისხმება არა ერის, მაგალითად, გერმანელების, ეკონომიკა ყველა ქვეყანაში, ალიზმი და ეროვნული მატერიალიზმი; 2 . ერის ფსიქოლოგიური თეორია: ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალური და ფსიქოლოგიურ-ვოლუნტარისტული; 3 . ერის ემპირიული თეორია, რომელიც ერისთვის დამახასიათებელი„ელემენტების“ ჩამოთვლით კმაყოფილდება. ამ თეორიებს, მათ შორის ისტორიის მატერიალისტურ გაგებაზე წარმოშობილ ერის ჩვენეულ თეორიას, საერთო ბედისწერიდან აღმოცენებული საზოგადოების ხასიათს ვუპირისპირებთ. 1 ფრანტიშეკ პალაცკი( 1798 1876 ) – ჩეხი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი, ჩეხური ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა. ხშირად უწოდებენ„ერის მამას“(რედ.). 247 არამედ გერმანიის ეკონომიკური ტერიტორია. იგი, ფაქტობრივად, აერთიანებს ფრანგებს, დანიელებს, პოლონელებს, ებრაელებსა და მცირე რაოდენობით სხვა ერების წარმომადგენლებსაც. თუ „ეროვნული შრომის დაცვაზეა“ საუბარი, გულისხმობს არა გერმანიის შრომის დაცვას ავსტრიაში ან ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ გერმანიის ეკონომიკურ ტერიტორიებზე გაწეული შრომის დაცვას. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ერი არ გვაინტერესებს. ეს ტერმინოლოგია სახელმწიფო და ეკონომიკური ტერიტორიების ხალხებსა და ერს შორის აღრევას ეფუძნება. 1 როდესაც ერსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა განიხილება, თეორეტიკოსები კმაყოფილდებიან მტკიცებით, რომ ყველა ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილი„ბუნებრივია“. ამოსახსნელია მეცნიერების ამოცანა: რატომ მიიჩნევს ხალხი „ბუნებრივად“ და გონივრულად, რომ პოლიტიკურ საზოგადოებას ქმნიდეს ყოველთვის მხოლოდ ერთი ერი. ეროვნების პრინციპი, აშკარად, ორ ძირითად მოთხოვნას ეფუძნება: ერთია ეროვნული თავისუფლების ნება, უცხოს ბატონობის უარყოფა, მოთხოვნა – „ერთი ერი, ერთი სახელმწიფო!“; მეორეა ეროვნული ერთიანობის ნება, პარტიკულარიზმის უარყოფა და მოთხოვნა –„მთელი ერი ერთ სახელმწიფოში!“ აუცილებელია განმარტებაც, როგორ შეიძლება ასეთი მოთხოვნები XIX საუკუნეში გაჩნდეს და ტრადიციული სახელმწიფო სისტემის დასამხობად საკმარისი აღმოჩნდეს. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობის იმპულსი, უდავოდ, უცხო სახელმწიფოს ბატონობისგან გათავისუფლების სურვილიდან მომდინარეობდა. იმ შემთხვევაში, როდესაც უცხო სახელმწიფოს ბატონობა დამორჩილებული ერის ჩაგვრასა და ექსპლუატაციას გულისხმობდა, მისგან გათავისუფელების სურვილი უკვე ახსნას აღარ საჭიროებდა. ასე მოხდა სერბეთის რევოლუციის დროს: სერბები დამპყრობელი თურქებისგან ეროვნებითა და რელიგიით განსხვავდებოდნენ. მათ თურქეთის ბატონობის საბრძოლო და ფეოდალური ფორმის პირობებში მძიმე ექსპლუატაციასა და ჩაგვრას გაუძლეს. თურქმა მმართველებმა გლეხი-ერის შრომის პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისეს. გლეხი იძულებული გახდა, ბატონისათვის არსებობის უფლების გადასახადი [Kopfsteuer] გადაეხადა. საძულველი ზომები – იარაღის ტარების უფლებისა და უნაგირიან ცხენზე ჯდომის აკრძალვა, აგრძნობინებდა მათ, რომ ისინი საზიზღარი მემამულეების მსხვერპლნი 1 იხ. ზემოთ ნახსენები ფრ. ი. ნოიმანის ნაშრომი ხალხსა და ერს შორის განსხვავებაზე. 248 იყვნენ. გარდაუვალი იყო, რომ ჩაგრული ხალხი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, უცხო ბატონის წინააღმდეგ გაილაშქრებდა. ასეც მოხდა – დამონებული ხალხი თავისუფლებისა და ერი-სახელმწიფოსათვის საბრძოლველად დაირაზმა. თურქეთის იმპერიის შიდა რღვევისა და ბალკანეთში რუსეთის პოლიტიკის შედეგად გამოიკვეთა, რომ სიტუაცია არაფრით განსხვავდებოდა საბერძნეთისგან, სადაც ხალხი მონობაში ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც არისტოკრატია და მდიდარი ბურჟუაზია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ექსპლუატაციისგან დიდ სარგებელს იღებდა. აქ ეროვნულმა მოძრაობამ დამონებული მასების რევოლუციის სახე მიიღო, რაშიც ბურჟუაზიამაც გარკვეული როლი ითამაშა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ზიზღს მმართველი ერისადმი ავლენდა: ბერძენი ახალგამდიდრებული მასა და ჩინოვნიკთა შვილები დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში იღებდნენ განათლებას და სამშობლოში 1789 წლის მოვლენებით განპირობებული თავისუფლების მხურვალე სურვილით ბრუნდებოდნენ. თავად გერმანელი მწერალი ფრიდრიხ შილერი მოუწოდებდა ბერძენ სტუდენტებს, რაიმე ეღონათ საკუთარი ხალხის გასათავისუფლებლად. ამრიგად, დამონებული ერის ბურჟუაზიაში დამოუკიდებლობის სურვილმა გაიღვიძა და სწორედ ეს კლასი იქცა ეროვნული ბრძოლის ლიდერად, რადგან ბურჟუაზიას დაეკისრა ერი-სახელმწიფოების მართვა. განსხვავებულად წარიმართა მოვლენები იქ, სადაც უცხო სახელმწიფოს ბატონობა მასებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის არა გაუარესებას, არამედ გაუმჯობესებას გულისხმობდა. პოლონეთის აჯანყებები თავდაპირველად თავადაზნაურობის, ე.წ. შლიახტის 1 აჯანყების სახით დაიწყო. მათ წარუმატებლობა განიცადეს, რაც გლეხების გულგრილობითა და წინააღმდეგობით იყო განპირობებული – ისინი შიშობდნენ, რომ სახელმწიფოს აღდგენა არისტოკრატიის მხრიდან შეუზღუდავი ექსპლუატაციის აღორძინებას მოასწავებდა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რევოლუცია, პირველ რიგში, მმართველი კლასის წინააღმდეგ დამონებული ერის აჯანყებაა და ერი-სახელმწიფოს დაკარგვა ჰეგემონიის დაკარგვას უდრის. 1 შლიახტა – გვიანი შუა საუკუნეების ცენტრალურ ევროპაში არსებული სოციალურად პრივილეგირიბულ ფეოდალთა ფენა, რომელიც ფლობდა მიწას და პოლიტიკურ უფლებებს. შლიახტის პოლიტიკური გავლენები გაძლიერდა განსაკუთრებით XVI XVII ს.ს-ში, როცა არსებობდა რეჩ პოსპოლიტას უნია(პოლონეთ-ლიეტუვის პოლიტიკური კავშირი)(რედ.). 249 ეს არაა დიდი მოძრაობა ერ-სახელმწიფოში მშრომელი მასებისა, რომელთა მდგომარეობაც, შესაძლოა, უცხო სახელმწიფოს ბატონობასთან შედარებით, უარესიც კი იყოს. მიუხედავად ამისა, ფართო მასებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია მაინც ვრცელდებოდა. მსგავს ფენომენს ვხვდებით გერმანიაში ნაპოლეონ I-ის დროს. გერმანიის დიდი ნაწილის საფრანგეთის მმართველობის ქვეშ მოქცევა, სულ მცირე, ერის მმართველი ფენის დამხობას ნიშნავდა. თუმცა ფართო მასებს უცხოს ბატონობამ არა ზიანი, არამედ შემდეგი უპირატესობები მოუტანა გერმანელებს: საფრანგეთის რევოლუციის დიდ მიღწევებში ჩართულობა, ფეოდალური ბორკილებისგან გათავისუფლება, ახალი ბურჟუაზიული სამართლებრივი წესრიგის დამყარება. მიუხედავად ამისა, განმათავისუფლებელი ომები სულაც არ იყო უბრალოდ საფრანგეთის მმართველობის მიერ განადგურებული სასამართლოებისა და ბიუროკრატიის, არამედ ხალხთა ფართო ფენების მოძრაობა. როგორ ავხსნით ამ ფენომენს? როგორ ავხსნათ კურიოზული ფაქტი – ხალხის ფართო მასების უცხოს ბატონობის წინააღმდეგ აჯანყება, როდესაც მათ ამ მმართველობის პირობებში არაფერი დაუკარგავთ, მხოლოდ შეცვალეს მჩაგვრელები? წვრილბურჟუაზია, გლეხები და მუშები ყველა სახელმწიფოში, მათ შორის, ერ-სახელმწიფოშიც, უცხო ერის ბატონობის ქვეშ იმყოფებიან. მიწათმფლობელი არისტოკრატები, კაპიტალისტები და ბიუროკრატები მათ ექსპლუატაციას უწევენ და ავიწროებენ. ასეთი მმართველობა შენიღბული, არათვალსაჩინოა, თუმცა საჭიროებს გაცნობიერებას. უცხო სახელმწიფოს ბატონობა კი ხილული, აღქმადია. როდესაც მშრომელი ადამიანი სახელმწიფო დაწესებულებაში მიდის, სასამართლოს წინაშე წარდგება, ვერ აცნობიერებს, რომ მასზე საჯარო მოხელეებისა და მოსამართლეების მეშვეობით უცხო ძალა ბატონობს. ჩინოვნიკები და მოსამართლეები ერის ინსტანციებს მიეკუთვნებიან. იმ შემთხვევაში, თუ ჩინოვნიკი ან მოსამართლე სხვა ერის წარმომადგენელია, უცხო ენაზე საუბრობს, ხალხის დამორჩილების ფაქტი თვალსაჩინო, შესაბამისად, აუტანელი ხდება. ერ-სახელმწიფოს ჯარში გლეხის შვილი უცხო ძალის იარაღია. მმართველმა კლასებმა, რომელთა მიზნებსაც არმია ემსახურება, იციან, თუ როგორ შენიღბონ ეს, როგორ დაარწმუნონ ხალხი, რომ ჯარი ერის ძალაუფლების იარაღია. თუ ოფიცრები უცხო ერის წარმომადგენლები არიან, ბრძანება უცხო ენაზე გაიცემა და გლეხის შვილი მაშინვე გაიაზრებს, რომ უცხო ძალის ქვეშევრდომია. 250 ერთიან ეროვნულ საზოგადოებაში ფეოდალი და კაპიტალისტი გვევლინებიან ერის შუამავლებად, ნდობით აღჭურვილ ინსტანციად, რომელმაც მათ პროდუქციის წარმოებისა და განაწილების მართვა მიანდო. თუ ის უცხო ერის წარმომადგენელია, დაწინაურებული სოციალური წოდების მქონე გლეხი ან ანაზღაურებადი მუშა მაშინვე ხვდება, რომ მისსავე სასარგებლოდ უცხოს სამსახურში უნდა ჩადგეს. უცხოს ბატონობის რეალური მნიშვნელობა შემდეგნაირია: ყოველივე აღქმადი და ხილულია, შესაბამისად, ექსპლუატაცია და ჩაგვრა შეუძლებელია გაცნობიერების გარეშე. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მასებისთვის განსაკუთრებით საძულველია ყველა სიახლე, რაც ისეთი უცხო ძალისგან მომდინარებს, რომელიც საუკნეების განმავლობაში არ არის ნაკურთხი. ეს იმიტომ ხდება რომ გულუბრყვილო აზროვნება ყოველთვის უბედურების მიზეზად უშუალო დამნაშავეს ეძებს. ასეთივე გულუბრყვილო მსოფლმხედველობა ახასიათებს ნაკლებად განვითარებულ ხალხს – ვინც რაიმეს ზიანს აყენებს, მას ზარალში ბრალი მიუძღვის, მოსამართლე კი არც წაქეზებისა და მხარდაჭერის მიზეზს იძიებს. განმათავისუფლებელი ომების ეპოქის 1 გერმანელ გლეხს არ ადარდებს, რომ საფრანგეთის ომების უბედურება თავს დაატყდა გერმანელ მთავრებს, რომლებმაც საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ ბიურგერებისა და გლეხების პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების სიძულვილის გამო შეთქმულება მოაწყვეს. გლეხი მხოლოდ ფრანგ ჯარისკაცს ხედავს, რომელიც მის ქვეყანაში იბრძვის, ხედავს საფრანგეთის არმიას, რომელიც მის შვილებს ხოცავს და მის ქონებას ანადგურებს, ამის შედეგად კი ფრანგებისადმი სიძულვილი ღვივდება. როგორ უნდა აიტანოს საფრანგეთის ბატონობა თავის ქვეყანაში? ომით გამოწვეული რისხვა და შურისძიება მიმართულია არა ომის წამომწყები, თავისი ერის მმართველი კლასის მიმართ, არამედ უცხოს წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ და თვალსაჩინოდ ჩადის ბოროტებს: ხოცავს ვაჟებს, გოგონებს ნამუსს ხდის და ყველაფერს ანადგურებს. ომის შედეგად წარმოშობილი სიძულვილი ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის მამოძრავებელ ძალად იქცა. უცხოს ბატონობისგან გათავისუფლების სურვილი შეიძლება ჩაითვალოს XIX საუკუნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრა1 განმათავისუფლებელი ომების ეპოქას უწოდებენ პერიოდს 1813 წლიდან 1814 წლამდე, როდესაც ევროპული სახელმწიფოები იბრძოდნენ ნაპოლეონის წინააღმდეგ(რედ.). 251 ობების აგორების ძალად. ევროპის აბსოლუტური მთავრების საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ შეთქმულება ფრანგ ხალხს საფრთხეს უქმნიდა იმ მხრივ, რომ უცხოს ნებას უნდა დამორჩილებოდა და მოპოვებული თავისუფლება უცხო ძალისათვის დაეთმო. ამრიგად, ფრანგთა რევოლუციური ბრძოლა ეროვნულ საქმედ იქცა. ნაპოლეონ I-ის არმიის მიერ გერმანიის დაპყრობამ ეროვნული თავისუფლებისადმი ლტოლვა გააღვივა. ფრანგთა მოძულე არნდტმა 1 იმპერატორის მაცნე შენკენდორფზე 2 უპირატესობა მოიპოვა. უცხოს ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლა იტალიელების, ირლანდიელების, პოლონელების, ბერძნებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სლავების განმათავისუფლებელ ომებს მოიცავდა. „ახალგაზრდა ევროპაში“ უცხოს ბატონობის სიძულვილით განპირობებული ეროვნული თავისუფლების სურვილი ღვივდებოდა. სიძულვილმა ერის პოლიტიკური ერთიანობისადმი ლტოლვაც გააღვიძა. მხოლოდ ძლიერ საზოგადოებას, რომელიც მთელ ერს აერთიანებს, შეეძლო გაეხანგრძლივებინა ან თავიდან აეცილებინა უცხოს ბატონობა. თუ ტრაიჩკეს 3 სიტყვებს დავეყრდნობით, ბატონობის მრავალჯერადი სისტემა ზოგადი მონობის სისტემად იქცა, გერმანელებს კი ძლიერი, ერთიანი გერმანიის იმპერიის შექმნა სურდათ. გერმანელი ხალხის მისწრაფებას თანამედროვე კაპიტალიზმის განვითარების შედეგად შექმნილმა ძალებმაც დაუჭირეს მხარი. კაპიტალიზმს სჭირდებოდა ვრცელი, დასახლებული, ეკონომიკურად ერთიანი რეგიონი, ამიტომ კაპიტალისტური განვითარების აუცილებლობა ერის პოლიტიკურად დაყოფას ამტკიცებდა. თუ კაპიტალისტური სახელმწიფოები ერთმანეთს თავისუფალი 1 ერნსტ მორიც არნდტი( 1769 1860 ) – გერმანელი პოეტი, ისტორიკოსი და მწერალი, ნაპოლეონის ომების მოწინააღმდეგე, გერმანიის გაერთიანების მხარდამჭერი და გერმანული ნაციონალიზმის ერთ-ერთი ლიდერი XVIII XIX ს.ს-ში(რედ.) 2 მაქს ფონ შენკენდორფი( 1783 1817 ) – გერმანელი პოეტი, ევროპის განმათავისუფლებელი ომების მხარდამჭერი და გერმანული პატრიოტული სიმღერების ავტორი(რედ.) 3 ჰაინრიხ ფონ ტრაიჩკე( 1834 1896 ) – გერმანელი ისტორიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, გერმანიის ეროვნულ ლიბერალური პარტიის წევრი. გამოირჩეოდა რადიკალური ნაციონალისტური იდეებით, მხარს უჭერდა გერმანულ კოლონიალიზმს ბრიტანული იმპერიალიზმის საპირწონედ. პოლემიკა ჰქონდა და უპირისპირდებოდა სოციალისტებს, რელიგიურ ჯგუფებს და ეროვნულ უმცირესობებს(რედ.). 252 სასაქონლო გაცვლითი ურთიერთობით დაუკავშირდებოდნენ და ერთიან ეკონომიკურ რეგიონად ჩამოყალიბდებოდნენ, კაპიტალიზმი ერის რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაყოფას გაუძლებდა. სინამდვილეში, კაპიტალისტურ სამყაროში სახელმწიფო, თითქმის ყოველთვის, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ეკონომიკურ რეგიონად გადაიქცევა. სახელმწიფოთა შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლა დამცავი ტარიფებით, საგადასახადო პოლიტიკით, სარკინიგზო სატარიფო სისტემითა და კანონების მრავალფეროვნებითაა შეზღუდული. სახელმწიფოს შიდა პროდუქტის დიდი ნაწილი მის საზღვრებში მცხოვრები მომხმარებლების მოთხოვნებს ემსახურება. ამრიგად, კაპიტალიზმის ერთიან ეკონომიკურ რეგიონად ჩამოყალიბების სურვილი დიდ სახელმწიფოდ შექმნის სურვილად გადაიქცა. შემდგომში ვეცდებით იმ მიზეზების გამოკვეთას, რომლებმაც XIX საუკუნეში სათავე დაუდო დიდი სახელმწიფოს განვითარებას. რაც უფრო დასახლებულია ეკონომიკური რეგიონი, მით უფრო მრავალრიცხოვანი და დიდი შეიძლება, იყოს პროდუქტის მწარმოებელი ქარხნები. საწარმოს სიდიდე წარმოების ხარჯების შემცირებასა და შრომის პროდუქტიულობის ზრდაზე მიანიშნებს. იგივე ეფექტი მსგავსი ტიპის საწარმოების რაოდენობის გაზრდით მიიღწევა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საწარმოს შიგნით შრომის დანაწილებასა და სპეციალიზაციას დიდი ადგილი უჭირავს, რაც შრომის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ზრდის. ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების სწრაფ ინდუსტრიულ ფუნდამენტურ განვითარებას ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ ეკონომიკური რეგიონის სიდიდემ, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, შრომის ბევრად უფრო ფართო დანაწილება გახადა შესაძლებელი. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის ერთმანეთთან ახლოს მდებარე საწარმოების დიდმა რაოდენობამ წარმოების აპარატის განახლებისა და შეკეთების ხარჯები შეამცირა. ლანკაშირში, სადაც ერთი საქსოვი ფაბრიკა მეორესთან ახლოს მდებარეობს და ყველა საწარმო საერთო სარემონტო სახელოსნოებს იყენებს, საჭირო სარემონტო ხარჯები გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, ცალკეულ ქარხანას საკუთარი სარემონტო საამქრო რომ ჰქონდეს. ანალოგიურად, წინამოსამზადებელი და დამამთავრებელი სამუშაოები, როგორებიცაა: შეღებვა, ქსოვილის დამუშავება და მსგავსი მომსახურება, ნაკლებ ხარჯს მოითხოვს 253 იქ, სადაც მსგავსი ტიპის საწარმოებმა, შესაძლებელია, საერთო მომსახურებით ისარგებლოს. საბოლოოდ, მსგავსი ტიპის საწარმოს მეტი რაოდენობა სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა, რაც შემდგომში საწარმოო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. იქ, სადაც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობდა დიდი რაოდენობის ქარხანა, არხები და რკინიგზა შენდებოდა; მცირე რაოდენობით ქარხნების თავმოყრის შემთხვევაში კი შეუძლებელი იქნებოდა დიდ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიქრიც კი მათი იშვიათად გამოყენების გამო. ეს კი ტვირთისთვის უფრო მეტ სატრანსპორტო ხარჯს მოითხოვდა. ანალოგიურად, კვალიფიცირებული მუშახელის დასაქმების ხარჯები, დაწყებული მმართველი დირექტორითა და დამთავრებული ყველაზე ნაკლებად კვალიფიცირებული ხელფასის მქონე მუშაკით, გაცილებით ნაკლებია იქ, სადაც დიდ ინდუსტრიას კომერციული სკოლები ემსახურება, ვიდრე ისეთ ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობით საწარმოში შედარებით ნაკლები სამუშაო ადგილია. წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ეკონომიკური უტილიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც დიდი ინდუსტრია ნარჩენებს საკმარისი რაოდენობით მიაწვდის. ეს ყველაფერი არაა. ლანკაშირი დიდი ეკონომიკური რეგიონის ნაწილია, რომელიც კაპიტალს მხოლოდ კონკრეტულ დარგებზე იყენებს და მუშახელს განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს შემდეგ დარგებში სამუშაოდ: ბამბის დაწვნა და ქსოვა, მანქანათმშენებლობა და ქვანახშირის მოპოვება. წარმოების დიდი მოცულობით ეს პროდუქცია შრომის ხარისხს ზრდის. საჭირო პროდუქციის მისაღებად ყველა სხვა მოთხოვნას ქვეყანა საკუთარი შრომის პროდუქტზე გაცვლის. თუ ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს სხვა რეგიონებთან შეზღუდული ვაჭრობით დამოუკიდებელი ეკონომიკური რეგიონი იქნებოდა, მაშინ ბამბის ნაწარმს, დანადგარებსა და ნახშირს გაცილებით მცირე რაოდენობით აწარმოებდა, რაც წარმოების დარგებში შრომის პროდუქტიულობას შეამცირებდა. მას სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარი წარმოების შექმნით, აგრეთვე, არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე წარმოების დარგებში შრომის ინვესტირებით მოუწევდა და მსგავსი სამუშაო დატვირთვა ნაკლებ შემოსავალს მოუტანდა. ყველა ეკონომიკური რეგიონისთვის საკუთარი შრომის ინვესტიცია ბუნებრივი პირობებით ხელსაყრელ წარმოების დარგებსა და სხვა პროდუქტის შეძენა-ვაჭრობის გზით უფრო მომგებიანია, 254 ვიდრე ყველა იმ პროდუქტის წარმოება, რომლებიც მას მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. პროდუქციის შეუზღუდავ წარმოებაში დიდი ეკონომიკური რეგიონების უპირატესობის ორ მიზეზს აღმოვაჩენთ: პირველი – როგორც წესი, შრომის პროდუქტიულობა წარმოების მოცულობასთან ერთად იზრდება, და მეორე – თითოეულ რეგიონს უკეთ შეუძლია თავისი მოთხოვნის მიხედვით პროდუქციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლით დაკმაყოფილება, ვიდრე საკუთარი წარმოების ყველა დარგში პროდუქტის შექმნა. 1 ეკონომიკური რეგიონის უპირატესობა განპირობებულია არა წარმოების უპირატესობით, არამედ კაპიტალის მიმოქცევის რეგულარული პროცესით. შემთხვევითობა განსაზღვრავს, თუ დღის განმავლობაში რამდენი წერილი ჩავარდება საფოსტო ყუთში – დღეს მეტია, ხვალ – ნაკლები. თუ შევძლებთ, დიდი ქალაქის ყველა საფოსტო ყუთში არსებული წერილების დათვლას, მაშინ რაოდენობას სისტემური სახე ექნება, რადგან შეგროვების ერთ პუნქტში მეტის დამთხვევა სხვაში ნაკლების დამთხვევით დაბალანსდება; თვითმკვლელთა რაოდენობა რომელიმე სოფელში ან პატარა ქალაქში არცერთ კანონზომიერებას ემორჩილება. შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირდეს, მომდევნო წელს კი ათმა ადამიანმა დაასრულოს სიცოცხლე თვითმკვლელობით. თუ დავითვლით დიდ სახელმწიფოში ჩადენილ თვითმკვლელობებს, რაოდენობის სისტემურობა გაგვაოცებს. ცალკეული ადგილების შემთხვევითი რიცხობრივი გადახრების დაბალანსება შესაძლებელია. დიდი რიცხვებს კაპიტალის ბრუნვისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. პატარა ქვეყანაში სეტყვამ და ხანძარმა შესაძლოა კაპიტალის მიმოქცევის მუდმივი მიმდინარეობა შეაფერხოს; დიდ ეკონომიკურ რეგიონში კი პირიქით – ქვეყნის ერთი ნაწილის შემთხვევითი დანაკლისი ქვეყნის მეორე ნაწილის სიმდიდრით მარტივად დაბალანსდება. თუ პატარა ეკონომიკურ რეგიონში დიდი მოთხოვნა წარმოიშობა, ქვეყნის მასშტაბით ამას ყველა საწარმო იგრძნობს: ფულად კაპიტალზე მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთი და ფასები იზრდება. საპირისპიროდ, დიდ ეკონომიკურ რეგიონში დიდი რაოდენობით ფულადი კაპიტალი იყრის თავს. 1 უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვკითხულობთ არა ერთსა და იმავე ნიადაგზე, არამედ რამდენიმე რეგიონის ერთ ეკონომიკურ რეგიონად ფორმირებითა და მეტი წარმოებით იზრდება თუ არა შრომის პროდუქტიულობა. მაშასადამე, ნიადაგის საერთო მოსავლიანობის შემცირების კანონის ან მიწის რენტების გაზრდის ეფექტიანობის გამოკვლევა არ საჭიროებს განხილვას. 255 ამრიგად, მომატებული ადგილობრივი მოთხოვნა საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე დიდი ხნის განმავლობაში არ ახდენს გავლენას. თუ ცალკეული რეგიონი დიდი ეკონომიკური სივრცის ბაზარზე მცირე მოთხოვნით შემოდის, დიდი ქვეყნის ბაზარზე ეს არ იგრძნობა, პატარა ეკონომიკურ რეგიონში კი პროდუქციის მიმოქცევა ასეთი ადგილობრივი შეფერხებების ფონზე მაშინვე იკლებს. პატარა ეკონომიკურ რეგიონში ნაწილობრივი კრიზისი ზოგად სახეს იძენს. დიდი ეკონომიკური რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა ადგილობრივი შეფერხებების ფონზე სტაბილურობას თითქმის ინარჩუნებს და მხოლოდ იმ დიდ კანონებს ემორჩილება, რომლებიც ყველა კაპიტალისტურ ეკონომიკას წარმართავს. ზემოხსენებული ყველა მიზეზი იმდენად საფუძვლიანია, რომ პატარა სახელმწიფო მთლიანად დამოუკიდებელ ეკონომიკურ რეგიონად ყოფნას ვერასოდეს მოახერხებს და ამიტომ ფართო დამცავი სატარიფო ზომების შემთხვევაში სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას უნდა ეცადოს. პატარა ეკონომიკურ რეგიონსა და სხვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობა დიდი სირთულეების წინაშე დგას: ვალუტის სხვადასხვაობა, საგადასახადო კანონმდებლობა, სამოქალაქო და საპროცესო სამართალი სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობის შემაფერხებელ ელემენტებად მიიჩნევა. თითოეული ქვეყანა კომუნიკაციის საკუთარ სისტემას ავითარებს და, შესაბამისად, საკუთართან შედარებით, სხვა ქვეყნის ბაზრის ცოდნა იშვითადაა ზუსტი. მხოლოდ დიდ სახელმწიფოს შეუძლია სატრანსპორტო სისტემის დარეგულირება და რკინიგზაზე ტარიფების დაწესება. პატარა სახელმწიფოს, რომელიც სხვა პატარა სახელმწიფოებთან რკინიგზის ხაზს იზიარებს, მხოლოდ ტრანსპორტირების შეფერხება ძალუძს და მეთოდური სატარიფო პოლიტიკით ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. სახელმწიფოები ამ სირთულეების გადალახვას სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გამოყენებით ცდილობენ. ისინი იყენებენ ყველა სახის – სავალუტო გაერთიანებების, სავაჭრო ხელშეკრულებების, საბაჟო კავშირების, სამართლებრივი დახმარების შესახებ კონვენციების, სასაქონლო ნიშნების, მოდელისა და საპატენტო კანონებისა და სარკინიგზო სატარიფო სისტემის – რეგულაციებს. პატარა ეკონომიკური რეგიონი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც საქმე მეზობელ ქვეყნებთან სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს ეხება. პატარა რეგიონის საგარეო ვაჭ- 256 რობა საკუთარი პროდუქციის პროპორციულად დიდი და მნიშვნელოვანია. იგი კომერციულ ურთიერთობას დიდ სახელმწიფოსთან, საიდანაც პატარა ქვეყანას პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი სურს, საკუთარ წარმოებასთან შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, პატარა სახელმწიფოს უჭირს მოლაპარაკებებში თავისი ინტერესების დაცვა და სხვების დარწმუნება, რათა თავის მოთხოვნებს მოარგოს სავაჭრო პოლიტიკა. 1 პატარა სახელმწიფო პოლიტიკურად სუსტია. გავლენის სფეროების გაფართოების მიზნით მას კაპიტალისტური სახელმწიფოსგან ძლიერი ხელი სჭირდება. როგორ შეძლო გერმანულმა კაპიტალმა უცხო ქვეყანაში მომგებიანი ინვესტიციის მოძიება? როგორ შეძლო გერმანელმა კომერსანტმა უცხოური ბაზრის შესწავლა ისე, რომ თავისი სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა? კაპიტალისტებისათვის პატარა სახელმწიფო, თუ ის საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხო ქვეყნებში ვერ უზრუნველყოფს, მმართველობის არასაკმარის, არასრულყოფილ იარაღად მოიაზრებოდა. მით უმეტეს, რომ პატარა სახელმწიფო, როგორც წესი, ძვირადღირებულ იარაღად მიიჩნევა. თანაბარ პირობებში დიდი სახელმწიფოს ადმინისტრირება უფრო იაფი ჯდება, შესაბამისად, პატარა სახელმწიფოსთან შედარებით საგადასახადო მოთხოვნები ნაკლებია. XIX საუკუნის ერებმა დიდი სახელმწიფოს უპირატესობა ნათლად დაინახეს. საფრანგეთს აყვავების ხანა დაუდგა პროვინციებს შორის არსებული სატარიფო ხაზების რღვევის შემდეგ. გასაკვირი არაა, რომ გერმანელებსა და იტალიელებში გერმანიისა და იტალიის ერთიან დიდ ეკონომიკურ რეგიონად ჩამოყალიბების სურვილი გაღვივდა. ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანულმა ბურჟუაზიამ დიდ ეკონომიკურ რეგიონად ჩამოყალიბებისთვის ბრძოლაში ჩაბმა საკუთარ თავზე აიღო. ფრიდრიხ ლისტის 2 ხელმძღვანელობით გერმანია საბაჟო კავშირებისა და სარკინიგზო სისტემისათვის იბრძვის; 1833 წელს პრუსია, ორივე ჰესენი, ბავარია, ვიურტემბერგი და საქსონია ერთიან საბაჟო რეგიონად ჩამოყალიბდა; პირველად, ხანგრ1 რიჰარდ შულერი, დამცავი ტარიფები და თავისუფალი ვაჭრობა: მათი ლეგა ლურობის წინაპირობები და საზღვრები. ვენა: F . Tempsky [ფ. ტემპსკი], 1905 , გვ. 247 . 2 ფრიდრიხ ლისტი( 1789 1846 ) – გერმანელ-ამერიკელი ეკონომისტი, მის სახელს უკავშირდება„ეროვნული სისტემის“ სახელით ცნობილი პოლიტიკური ეკონომიის მიდგომა(რედ.). 257 ძლივი შეფერხების შემდეგ, 1847 წელს, ერთიანი გერმანული კანონმდებლობა მიიღეს(რაც ერთიანობის მამოძრავებელ ძალას ნათელს ჰფენს) – ესაა გერმანიის სავალუტო აქტი, რომელსაც შემდგომ გერმანული სახელმწიფოებისათვის ერთიანი სავაჭრო კოდექსის შემოღება მოჰყვა. დიდი ეკონომიკური რეგიონების უპირატესობა ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ მიისწრაფოდნენ გერმანელები ერი-სახელმწიფოს შემდეგ დიდი სახელმწიფოს შექმნისკენ? რატომ უნდა იქცეს ერის საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებად? აქ ეკონომიკური მოთხოვნილების ეფექტურობა პოლიტიკური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთანაა დაკავშირებული. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ბურჟუაზია, სანამ სახელმწიფოებრივი წესრიგის ბრძოლაშია ჩართული, რაციონალურობას ინარჩუნებს – ისტორიული ტრადიციის საკუთრების უფლებები მისთვის არაფერს ნიშნავს. რასაც არსებობა სურდა, ბურჟუაზიული რაციონალური კლასის სასამართლოს წინაშე თავისი მიზნობრიობა უნდა დაემტკიცებინა. ბურჟუაზიამ ყოველგვარი ისტორიულ-ტრადიციული სახელმწიფო უგულებელყო და ბუნებრივი, რაციონალური სახელმწიფოს შექმნას ითხოვდა, რომელიც აბსოლუტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, სადაც მმართველები ამ სახელმწიფოს თავისუფლებას ზღუდავენ, მათ ვაჟებს დილეგში ყრიან, მათ პრესას სიტყვის თავისუფლებას უზღუდავენ, მათ ნაშრომებს თვალყურს ადევნებენ, მათ გაერთიანებებს ანადგურებენ – ისტორიული ტრადიციისადმი გამოხატული მთელი ეს გულგრილი დამოკიდებულება ნაპოლეონის ეპოქის რღვევით კიდევ უფრო წახალისდა. თუ ლუნევილის 1 ხელშეკრულება(მშვიდობა) გერმანიის უამრავ პატარა სახელმწიფოს სამარცხვინო დასასრულს უქადდა, რატომ უნდა გაეგრძელებინა მაშინ სხვა დარჩენილ სახელმწიფოებს არსებობა? როდესაც განმათავისუფლებელი ომების შემდეგ ვენის კონგრესი ევროპის რუკის გადახედვასა და სახელმწიფოთა სისტემის რეკონსტრუქციას ცდილობდა, განა აბსურდულად არ ჩანდა პროგრესისკენ მიმავალი გზის წარსულიდან შემორჩენილი ძველი ტექნიკითა და ნარჩენებით დაბრკოლება. ასეთმა კითხვებმა ბუნებრივი, რაციო1 ლუნევილის ზავი – 1801 წლის 9 თებერვალს დადებული ზავი ქ. ლულუნევილის ზავი – 1801 წლის 9 თებერვალს დადებული ზავი ქ. ლუნევილში, საფრანგეთში. ზავი დაიდო ნაპოლეონ ბონაპარტსა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II -ს შორის. წარმოდგენილი ზავით დროებით შეწყდა ომი ორ სახელმწიფოს შორის(რედ.). 258 ნალური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას წონა შემატა. და მაინც, სად გადის სახელმწიფოს ბუნებრივი საზღვრები? აქ ეროვნული ცნობიერება და პატრიოტიზმი, რომლებიც ბურჟუაზიული განვითარების გზითა და ნაპოლეონის ეპოქის ომებით დამკვიდრდა, მიანიშნებდა ერზე, როგორც სახელმწიფოს„ბუნებრივ“ საფუძველზე და ეს იდეა ეროვნების პრინციპად:„ყველა ერისთვის ერთი სახელმწიფო!“ – იქცა. მემამულისა და გლეხისათვის ტერიტორიაა გადამწყვეტი, ტერიტორიის ბუნებრივი საზღვრები სახელმწიფოს ბუნებრივ საზღვრებს უნდა ემთხვეოდეს. ბიურგერებისა და კაპიტალისტური ეპოქის მუშაკისათვის კი პირიქით, სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, მათი მიზნების განხორციელებისათვის შექმნილი, ინდივიდთა ერთობლიობაა – რაც ინდივიდებს ერთმანეთისგან მიჯნავს, ის გამოყოფს სახელმწიფოებსაც. გარეგნულად სახელმწიფო გასცემს ბრძანებას, რომ ერი მასში ცხოვრობს, მისი ხასიათისა და ბედის განმაპირობებელი, ცოცხალი, ქმედითი ძალაა. ამრიგად, ერი – ბუნებრივ წარმონაქმნს, სახელმწიფო კი ხელოვნურ პროდუქტს მიეკუთვნება. თუ ტრადიციული სახელმწიფოები აღარ დაააკმაყოფილებენ ეპოქის მოთხოვნებს, როგორებიცაა, უცხოური სახელმწიფოს ბატონობის მომავალი საფრთხისგან დაცვა და დიდი ეკონომიკური რეგიონების არსებობა, მაშინ რა შეიძლება, იყოს უფრო ბუნებრივი, ვიდრე ხელოვნური პროდუქტის – სახელმწიფოს კაცობრიობის ისტორიისა და ერის ბუნებრივ პროდუქტზე მორგება, თავად ერის კი სახელმწიფოს სუბსტრატად ქცევა. ეს ყოველივე ერ-სახელმწიფოში ენათა მრავალფეროვნებითა და ეროვნული სიძულვილით, რომელიც სახელმწიფოში მცხოვრებ სხვადასხვა ერს ერთმანეთისაგან გამოჰყოფს, არაა განპირობებული. ეს იმის პირდაპირი მტკიცებულება ხომ არაა, რომ მრავალეროვანი სახელმწიფო ხელოვნური წარმონაქმნია. განა ბუნებრივი და რაციონალური არაა სახელმწიფოში ეროვნული ხასიათის გაერთიანება და სახელმწიფო საზღვრებით მისი სხვა ერებისგან გამოყოფა? ჰერდერის მოსაზრებით,„ხალხი ბუნებაში არსებული ხეა, როგორც ოჯახი, მრავალი განშტოებით. ხელისუფლების მიზანს არაფერი ისე აშკარად არ ეწინააღმდეგება, როგორც სახელმწიფოთა არაბუნებრივი გაფართოება და ერთი სკიპტრის ქვეშ სხვადასხვა რასისა და ერის ველური ნაზავი.“ 1 შევეცდები მოცემული მსჯელობიდან ცალკეული მოსაზრებები გამოვყო და განვმარტო. მოთხოვნა შემდეგია, რომ სახელმწიფო, როგორც ადამიანური ნების პროდუქტი, ბუნებას მოერგოს და მას 1 ჰერდერი, იდეები კაცობრიობის ისტორიისათვის, 9 . წიგნი, IV . 259 მიჰყვეს. ეს რუსოს ეპოქაა, რომელმაც სტოიკოსების ძველი ფორმულა –„naturam sequi“[მიჰყევი ბუნებას] – ახლებურად წარმოაჩინა. ბუნება უცვლელი, თავისთავადია, სახელმწიფო – ცვალებადი, მოძრავი. ამრიგად, სახელმწიფო ბუნების მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს. ერი, თავის მხრივ, ბუნებრივი, ბუნების პროდუქტია 1 , ამიტომ სახელმწიფო ერს უნდა გაჰყვეს, პოლიტიკურად გააერთიანოს მთელი ერი, მაგრამ მხოლოდ ერთი ერი. მართებულია, რომ ერი – ბუნების, ხოლო სახელმწიფო ხელოვნების პროდუქტად მივიჩნიოთ? ეს განსხვავება ჩვენთვის ძველ მნიშვნელობას აღარ ატარებს. პლატონისა და არისტოტელეს დროიდან მოყოლებული კონტრასტი პოლიტიკურ რაციონალიზმსა(რომელიც სახელმწიფოს ხელოვნების პროდუქტად განიხილავს და იგი ადამიანის ნების რაციონალური მოთხოვნების შესაბამისად ფორმირდება) და პოლიტიკურ ნატურალიზმს შორის(რომელიც სახელმწიფოს ბუნების პროდუქტად წარმოაჩენს და იგი „მარადიული რკინის დიდი კანონებით“ იმართება) თანამედროვე ეპისტემოლოგიამ დაძლია. დღეს ვიცით, რომ საქმე გვაქვს არა შეუზღუდავ ალტერნატივებთან, არამედ აზრთა სხვადასხვაობასთან. თუ ჩვენ მეცნიერეულად განვიხილავთ, მაშინ სახელმწიფო, როგორც სხვა რომელიმე ფენომენი, ბუნებრივ პროდუქტს მიეკუთვნება და კანონებით იმართება. ჩვენი ამოცანაა, შევისწავლოთ კანონები, რომლებიც სახელმწიფოებად ჩამოყალიბების, ცვლილებებისა და განადგურების პროცესებს წარმართვს. თუ ზემოჩამოთვლილ საკითხებს პოლიტიკურად განვიხილავთ და სახელმწიფოს ახლებურად გარდაქმნას შევეცდებით, მაშინ იგი ადამიანთა ნების პროდუქტი და ჩვენი ქმედების ობიექტი გახდება. ფაქტი უცვლელი რჩება: მეცნიერებას რეტროსპექტულად ძალუძს სახელმწიფოს შემადგენელი ელემენტების გააზრება თუ მომავლისკენ მიმართული ნების ფორმირების პროცესის აღქმა და ამით მომავალი პოლიტიკური ნების მიმართულების განსაზღვრა. მეცნიერებისათვის ერი, ისევე, როგორც სახელმწიფო, ბუნების პროდუქტად მიიჩნევა. ჩვენ შეგვიძლია, იმის გაგება, თუ ბედი კონკრეტული მახასიათებლების, მემკვიდრეობითი საშუალებებითა და საერთო კულტურული ღირებულებების გადაცემის გზით, როგორ ქმნის ერს. ამავდროულად, პოლიტიკოსისათვის ერი საკუთა1 ჰერდერის მოსაზრებით, ბუნება ვიწრო გაგებით ასეა: ერი მისთვის მონოლითური საზოგადოებაა. ამ შეხედულებაში პრინციპულად არაფერი შეიცვლება, თუ დავუშვებთ, რომ ერს ხალხთა შორის არსებობისათვის ბრძოლებიდან არა მხოლოდ ბუნებრივი მემკვიდრეობით, არამედ კულტურული ღირებულებების გადაცემის გზით, გამოვრიცხავთ. 260 რი ნების გამოვლინებად და ხელოვნურ პროდუქტად ითვლება. მისი ქმედების მიზანი, შესაძლოა, ეროვნული ხასიათის შენარჩუნება ან შეცვლა, აგრეთვე, ერის შემადგენელი წევრების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება იყოს. თუ სახელმწიფო, ერის მსგავსად, ბუნების პროდუქტად განიხილება, მაშინ იგი კანონებით მართული მეცნიერების ობიექტად უნდა მოვიაზროთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მას კვლავ ხელოვნურ პროდუქტად წარმოვაჩენთ, მაშინ ჩვენი ნების პროდუქტი გახდება. ამის საფუძველზე ექნება კი რაიმე მნიშვნელობა ჰერდერის მოსაზრებას, რომ სახელმწიფო, როგორც ხელოვნური პროდუქტი, გაჰყვეს ერს, როგორც ბუნებრივ წარმონაქმნს ან შეეთვისოს მას. ეს მოსაზრება, რომელიც ეროვნების პრინციპის ყველა მტკიცებულებას უდევს საფუძვლად, ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რევოლუციურ ეპოქაში ბურჟუაზია სახელმწიფოსა და მთელი ტრადიციული იურიდიული სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდა. აბსოლუტისტურმა სახელმწიფომ ფეოდალური და კორპორაციული სამართლებრივი ფორმები შეინარჩუნა(ან სრულიად არ გაანადგურა), რაც კაპიტალიზმის განვითარებას აფერხებდა. ეკონომიკური რეგიონების სიმცირე პროდუქტიული ძალების განვითარების დამაბრკოლებლად იქცა. აბსოლუტისტური სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა უკვე კარგად მომწიფებული ბურჟუაზიისთვის, რომელიც თავად ისწრაფოდა ჰეგემონიის მოსაპოვებლად, აუტანელი ხდებოდა. ტრადიციული პატარა სახელმწიფო უცხოს ბატონობისგან თავს დაცულად ვერ გრძნობდა. შედეგად, ბურჟუაზია ყველგან მიზნად ისახავდა გაბატონებული სამართლებრივი წესრიგის დამხობასა და არსებული სახელმწიფოს განადგურებას. თუმცა ამით სახელმწიფოს, როგორც ასეთის, არა განადგურება, არამედ მისი გარდაქმნა სურდა ისეთნაირად, რომ კერძო საკუთრების დასაცავად მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. ბურჟუაზიული თვალსაზისით, სახელმწიფო მასზე საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში ბატონობდა და ახლა ბურჟუაზიული მმართველობის ინსტრუმენტად უნდა ქცეულიყო. მაგრამ როგორ ყალიბდება ახალი სახელმწიფოს საზღვრები? ახლა ბურჟუაზიის წინაშე დადგა საკითხი: თუ ჩვენ ყველა მოქმედ, პოზიტიურ კანონს, ყველა არსებულ სახელმწიფო კონსტიტუციას მოვსპობთ, ამით სოციალური ფენომენი ნამდვილად განადგურდებოდა? იგი აღმოაჩენს, რომ მტრული მოქმედი კანონისა და მტრულად განწყობილი ძალაუფლებისაგან დამოუკიდებლად 261 ისეთი სოციალური ფენომენიც არსებობს, კონკრეტული სამართლებრივი წესრიგის პირობებში რომ წარმოიქმნა და ამ პირობებში არსებობა და მყარ პოზიციაზე დგომა შეძლო, ვინაიდან არა რომელიმე გარე ძალაში, არამედ თავად ცალკეულ ინდივიდებში ცოცხლობს ის. ამრიგად, ბურჟუაზიამ აღმოაჩინა ერი, როგორც საზოგადოება. პალაცკიმ ავსტრიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ბრაზში გამოკვეთა, რომ ჩეხები ავსტრიის სახელმწიფოს არსებობამდეც იქ იყვნენ და ავსტრიის სახელმწიფოს დაშლის შემთხვევაშიც კვლავ იქ დარჩებოდნენ. მან წამოაყენა მოსაზრება, რომელიც ეროვნების პრინციპს დაედო საფუძვლად. საზოგადოება, რომელიც ცალკეულ ინდივიდში არსებული ურღვევი ქმედითი ძალაა, როგორც კი ჩამოყალიბდება, ყველა გაბატონებული კანონისა და არსებული ძალაუფლებისგან დამოუკიდებელი ხდება. ეროვნული საზოგადოება განაგრძობს არსებობას, მიუხედავად იმისა, განადგურდება თუ არა სახელმწიფო, ვინაიდან იგი თითოეულ ინდივიდში ცოცხლობს. სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა ბურჟუაზიის რევოლუციურმა რაციონალიზმმა. თუ ის სახელმწიფო სისტემას დაანგრევს, ამით ცალკეულ ინდივიდში არსებულ საზოგადოებებს ვერ მოსპობს, პირიქით, ახალი სახელმწიფოს შექმნის საშუალებას მისცემს მას. ურღვევი საზოგადოება ახალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნის საფუძვლად მოიაზრება. ბურჟუაზია სახელმწიფოს ხელოვნურ პროდუქტად განიხილავს, ვინაიდან სახელმწიფოს გარდაქმნისა და ერის ბუნებრივი ფორმირებისაკენ ისწრაფვის. ერი არსებული სახელმწიფოს განადგურების შემთხვევაშიც კვლავ განაგრძობს არსებობას. ამრიგად, როგორც თავდაპირველად ჩანდა, განსხვავება მიზეზობრივი იყო და გამოვლინდა წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელების პერსპექტივებში – გარე ძალასა და შიდა საზოგადოებას შორის დაპირისპირების ფონზე, ერთი მხრივ, სახელმწიფოს, როგორც ხელოვნურ პროდუქტსა და, მეორე მხრივ, ერს, როგორც ბუნებრივ წარმონაქმნს, შორის. ტრადიციული სახელმწიფოს განადგურების სურვილით შეპყრობილი მტრულად განწყობილი რევოლუციური ბურჟუაზია, რომელსაც არ აკმაყოფილებდა ტრადიციული სახლმწიფო და მისი ახლით ჩანაცვლება სურდა, მტრულ გარე ძალას ერის შიდა საზოგადოებას უპირისპირებდა მუდმივად. იგი ითხოვდა, რომ თავად შიდა საზოგადოება გარე ძალის მატარებელი გამხდარიყო და 262 ამ გარე ძალას შიდა საზოგადოება დაეცვა. ეს მიდგომა დაედო საფუძვლად ეროვნების პრინციპს. ამ მოთხოვნების შედეგები XIX საუკუნის ისტორიაში რაც უნდა დიდი ყოფილიყო, სრულად მაინც ვერ განვითარდა. ამრიგად, ჩვენ ის ფაქტორები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც ეროვნების პრინციპს დაუპირისპირდა და მრავალეროვანი სახელმწიფო შეინარჩუნა. უფრო მეტიც, ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი, ეს ძალები ეროვნების პრინციპის სრული გამარჯვებისათვის ხელის შესაშლელად მუდმივად საკმარისად ძლიერნი იქნებოდნენ თუ არა, ან არსებული მრავალეროვანი სახელმწიფოები უბრალოდ წარსულის გადმონაშთი ხომ არ იყო, რომელსაც მომავალი პროგრესი აღმოფხვრიდა და ისინიც ნამდვილი ერი-სახელმწიფოებით ჩანაცვლდებოდა?! ამისთვის მრავალეროვანი სახელმწიფოების ანალიზი გვესაჭიროება. ახლა ჩვენს ყურადღებას ავსტრიისკენ, როგორც დიდ, მრავალეროვან სახელმწიფოებს შორის ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოსკენ, მივმართავთ. ვინც სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ფლობს, ჩვენ მიერ განხილული სოციალური ფენომენებიდან ადვილად განასხვავებს, თუ რომელია კონკრეტულად ავსტრიისთვის დამახასიათებელი და ყველა მრავალეროვანი სახელმწიფოსთვის საერთო. III. მრავალეროვანი სახელმწიფო §16 ავსტრია, როგორც გერმანული სახელმწიფო ავსტრიის სახელმწიფო არის იმ დიდი მოძრაობის პროდუქტი, რომელმაც გერმანიის გლეხობა მშობლიურ მიწას დააშორა. არადა, ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მათი დასახლებები ყოველთვის ახლოს იყო ერთმანეთთან. ავსტრიის სახელმწიფო არის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოლონიზაციის გვიან მომწიფებული ნაყოფი, ისევე, როგორც პრუსიის სახელმწიფო – ჩრდილო-აღმოსავლეთის კოლონიზაციის პროდუქტი. დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე გერმანული კოლონიზაცია განსხვავებულ ხასიათისაა: გერმანიის ალპური მიწების დასახლე- 263 ბა განსხვავებულ სურათს გვთავაზობს გერმანელი მიწათმფლობელების მიერ სამხრეთში აჯანყებული გლეხების დამორჩილებასთან და პოლონეთში, ბოჰემიასა და უნგრეთში მათი უფლებების განმტკიცებასთან შედარებით. ბავარიელმა კოლონისტებმა, რომლებმაც დაიკავეს ალპური ქვეყნები, ვერ მიაგნეს დაუსახლებელ მიწას. რომაული პროვინციების: რეციის, ნორიკუმის, პანონიის – მცხოვრებთაგან, ცოტა თუ გადაურჩა მიგრაციის ქარიშხალს, მათგან, ძირითადად, რომანიზებული კელტები; უფრო მეტიც, პანონიიდან ლანგობარდების გასვლის შემდეგ სლავ ხალხს, რომელიც ემიგრაციაში წავიდა, საბოლოოდ ვენდებისა თუ სლოვენიელების სლავური სახელი შემორჩა. მათ ათვისებული ჰქონდათ დღევანდელი გერმანიის ალპური ტერიტორიის დიდი ნაწილი – ტიროლში ცხოვრობდნენ პუსტერთალში სილიანსა და ლიენცს შორის, ზალცბურგში, გასტაინერთალსა და რადშტადტის სამხრეთით, XI საუკუნემდე შემორჩნენ კრემსისა და შტაირის ხეობებში. 1 მცირერიცხოვანმა კელტო-რომაულმა და სლავურმა მოსახლეობამ ვერ შეძლო მდიდარი მიწების დაკავება. გერმანელი გლეხები, რომელთა უმრავლესობას შეადგენდნენ ბავარიელები, ფრანკები, შვაბები და საქსონები, წინააღმდეგობის გარეშე სახლდებოდნენ ამ მიწაზე. კოლონისტებმა თანდათან შთანთქეს კელტი და სლავი მოსახლეობა; უფრო ძველმა მოსახლეობამ შეითვისა უმაღლესი გერმანული კულტურა და შეერწყა გერმანელ ერს. ქრისტიანობა, რომელსაც ქადაგებდნენ პასაუსა და ზალცბურგის გერმანელი ეპისკოპოსები, აქაც გამოიყენებოდა განსხვავებული სარწმუნოების მქონე მოსახლეობაში გერმანული მსოფლმხედველობის განსამტკიცებლად. რამდენიმე საუკუნეში მთლიანად გაქრა კელტო-რომაული და სლავური ეროვნება. ის მხარე, რომელიც მწირად იყო დასახლებული ვენდებითა და სლავებით(მჭიდროდ დასახლებულისგან განსხვავებით), მთლიანად შეერწყა გერმანელ ხალხს. სლოვენიელები ალპურ ქვეყნებში პანონიიდან მდინარის ხეობებით შევიდნენ – რაც უფრო შორს იჭრებოდნენ ხეობებში, მით უფრო მეჩხერდებოდა მათი დასახლება. გერმანელებმა კი პირიქით – ჩრდილო-დასავლეთიდან; მათი მოძრაობა ყველაზე მეტად შეინიშნებოდა დუნაის შენაკადის ზემო წელზე, სამხრეთისკენ კი სუსტდებოდა. ასე გადარჩნენ სლა1 სტრაკოშ-გრასმანი, გერმანელების ისტორია ავსტრია-უნგრეთის იმ­პე­ რიაში, ტომი I , ვენა, 1895 , გვ. 312 . 264 ვები სამხრეთ-აღმოსავლეთში. ჩრდილო-დასავლეთისკენ უფრო სრულყოფილია გერმანული სულისკვეთების გამარჯვება. ამის თაობაზე დღეს კარგად მეტყველებს ხალხთა აღწერის ციფრი: სლოვენიელები მთლიანად გაქრნენ ტიროლიდან, ზალცბურგიდან, ზემო ავსტრიიდან; კარინტიაში მათი რიცხვი 25,8%–ს შეადგენს, შტირიაში[გერმ. შტაიერმარკი] – 31,18%–ს, კრაინში კი – მოსახლეობის 94,24%-ს. გერმანულმა კოლონიზაციამ შეაღწია იქაც, სადაც სლავები უფრო მჭიდროდ იყვნენ დასახლებულნი, სადაც აჯანყებული გლეხი კი არ გაგერმანელდა, არამედ მოექცა გერმანელი მემამულეების ბატონობის ქვეშ. აღნიშნული პროცესი იწყება კარლოს დიდის ავარების ომებით. 795 წელს დაინიშნა კარანტანიის სლავი ჰერცოგი, ამის შემდეგ კი გაბატონებულნი იყვნენ ბავარიელი ჰერცოგები. ძლევამოსილი სამფლობელოები სამეფო გვირგვინის ქვეშ გაერთიანდა. მმართველები დროებით ანიჭებდნენ პრივილეგიებს და ზოგჯერ საკუთრებაში აძლევდნენ მიწებსა და მონასტრებს შემომწირველებს, დიდებულებს, სამეფო და საეკლესიო მსახურებს; ახალი ბატონები იწვევენ გერმანელ კოლონისტებს ქვეყანაში და აარსებენ გერმანულ მამულებს. დაახლოებით 811 წელს კარლოს დიდი ადგენს პასაუსა და აკვილიას მთავარეპისკოპოსების საზღვრებს; დრავა გადაიქცა გერმანული ეკლესიის საზღვრად, ამასთან, ქრისტიანული მისიის გერმანიზაციის მესვეურად და გერმანული მონატრების კოლონიზაციის შემოქმედად. ამავდროულად 820 წელს სლავები წინ აღუდგებიან გერმანიის ზეწოლას, მაგრამ ისინი მარცხდებიან, ადგილობრივ თავადაზნაურობას მიწებს ართმევენ და გერმანელი მთავრებით ანაცვლებენ. იმ დროიდან სლავი გლეხიც გერმანელ მემამულეებს ექვემდებარება. სლავურ ქვეყანაში წამყვანი კულტურა ხდება გერმანული. ასე რომ, შემორჩენილი ადგილობრივი თავადაზნაურობა ითვისებს გერმანულ ენას, კულტურას და თანდათანობით უერთდება გერმანელი მიწათმფლობელების კლასს. დღესაც კრაინში მიწის მსხვილი მესაკუთრეები გერმანელები არიან, გლეხები – სლავები. რამდენიმე ათეული წლის წინ თავადაზნაურობის მმართველობა ქვეყანაში ჯერ კიდევ სლავებზე გერმანიის მმართველობას ნიშნავდა. გერმანელი ერის ისტორიიდან ვიცით, რომ მიწათმფლობელების მმართველობის ეპოქაში გამაერთიანებელი ეროვნული კულტურა მიწათმფლობელების კულტურად მიიჩნეოდა. თუმცა იქ იყო ხალხი, რომელმაც მხოლოდ იმ დროს შექმნა და განავითარა თა- 265 ვისი ეროვნული კულტურა. მოვლენების მიჯნაზე შეგვიძლია დავინახოთ და, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტითაც დავადასტუროთ, რომ იმჟამად გერმანულ სახელმწიფოში ცხოვრობდა ხალხი, რომელიც იმ დროს მხოლოდ ეროვნული კულტურის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. ფაქტობრივად, სლოვენიელები არ მონაწილეობდნენ ფეოდალური ეპოქის კულტურაში. სლოვენიელი გლეხები ქმნიდნენ არა ეროვნულ-კულტურულ საზოგადოებას, არამედ ვიწრო ადგილობრივ თემებს. რაც ვენდების(გერ. ვინდიში) სოფლებს აერთიანებდა იყო არა ეროვნული კულტურის წარმოქმნა და შემდგომ მის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ ტრადიციების ერთგულება, რადგან თითოეული სოფლის გლეხების ღარიბ საზოგადოებაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა კულტურული ელემენტები, რომლებიც მათ სლავურმა ტომებმა უანდერძეს. როგორ განსხვავდება ეს საზოგადოება, რომელიც სულ უფრო მეტად ავლენს ეროვნული ერთიანობის ძლიერი ძალისგან, დიდი ერის ცოცხალი, ეროვნული, კულტურული ცხოვრებისგან, განსხვავებულ კულტურას, რომელსაც წარმოადგენდა მემამულეთა კლასი? – ასეთ პატარა ერებს ისტორიის არმქონე ერებად მოიხსენიებენ და გვინდა, რომ ეს ტერმინი შევინარჩუნოთ; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ერებს არასოდეს ჰქონიათ ისტორია, მაგალითად, გავიხსენოთ ვენდების წარსული 820 წლამდე. ამ ერებს, ფრიდრიხ ენგელსის რწმენით, საერთოდ არ შეეძლოთ ისტორიული არსებობა. მაგრამ მისი მოსაზრება საბოლოოდ უარყო XIX საუკუნის ისტორიამ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: ჩვენ ვუწოდებთ ამ ერებს ისტორიის არმქონეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ შეუქმნიათ ისეთი ეროვნული კულტურა, რომელიც განვითარდებოდა იმ ეპოქაში, როცა მხოლოდ მმართველი კლასები იყვნენ დიდი კულტურის მატარებლები. მთელი ათასწლეულის განმავლობაში ვენდები ითვლებოდნენ ისტორიის არმქონე ერად. კულტურული საზოგადოების გაფართოებამ, რომელიც ადრეულმა კაპიტალიზმმა, პოლიტიკურმა, რელიგიურმა და მორალურმა აჯანყებამ მოუტანა გერმანელ ხალხს, ალბათ, მასზეც იმოქმედა. რეფორმაციის ეპოქაში ჩვენ ვხედავთ სლოვენიური ლიტერატურის საწყისებს: ვენდურ ენაზე ითარგმნება ბიბლია და მრავალი საღვთისმეტყველო ტექსტი. სლოვენიელი გლეხები ძველი სამართლისთვის(stara pravda) გლეხთა დიდ ომებში ჩაერთვნენ, მაგრამ იგივე მიზეზები: მსოფლიო სავაჭრო გზების ცვლილება, სამხედრო აჯანყებები, კონტრ-რეფორმაცია, 266 – რომლებმაც მალე შეავიწროვა გერმანიაში კულტურის თვალსაზრისით შეკავშირებულ თანამოაზრეთა წრე – მალევე ასრულებს მცირე ეროვნულ აღმავლობას. აჯანყებული გლეხი ისევ კულტურას მოკლებულ ყოფაში იძირება და მხოლოდ XIX საუკუნემ, მხოლოდ კაპიტალიზმმა, თანამედროვე სახელმწიფომ გლეხების მემამულის უღლისგან გათავისუფლებით, თვითმმართველობით, სკოლითა და სამხედრო სამსახურში გაწვევით, ძილისგან გამოაფხიზლა სლოვენიელი ერი; ისტორიის ასპარეზზე გამოყვანით მას საშუალება მიეცა, გაეერთიანებინა მასები და საკუთარი, ცოცხალი კულტურის მეშვეობით, ერად ჩამოყალიბებულიყო. მიწათმფლობელების მმართველობის დროს ეს შესაძლებლობა არ არსებობდა: სლოვენიელი იყო გლეხი და იგი მემამულეს იმდენად აინტერესებდა, რამდენადაც ის იძულებითი შრომითა და გადასახადებით ხელს უწყობდა მემამულეთა კლასის კულტურას; გლეხის ეროვნება ამ დროს სულერთი იყო. გერმანელ მემამულეებს სამხრეთითაც შეეძლოთ ზუსტად ისე მოეპოვებინათ თავიანთი საარსებო წყარო სლავი გლეხების შრომით, როგორც ამ წყაროს იღებდნენ გერმანელი ფერმერების შრომით, მაგალითად, როგორც ლივლანდიაში, ლატვიელი გლეხების შრომით. შუა საუკუნეების ამგვარ ისტორიულ თანხმობას ქმნიდა კარინტია, შტირია, კრაინა – წმინდა გერმანული მიწები. გერმანიის დიდი კოლონიზაციის მოძრაობამ ეროვნულ სახელმწიფოებში, გერმანიის იმპერიის საზღვრებზე, სამხრეთ-აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ბოჰემიაში, პოლონეთსა და უნგრეთში, სრულიად განსხვავებული გავლენა მოახდინა. აქ გერმანელობას არ შთაუნთქამს და არ დაუმონებია ადგილობრივი ეროვნება, მაგრამ შეაღწია ეროვნული სახელმწიფოს სისტემაში და მასში მრავალფეროვანი ცვლილებები გამოიწვია. გერმანელებმა ბოჰემიაში შეაღწიეს, როგორც გლეხებმა, მოქალაქეებმა და როგორც მაღაროელებმა. ურბანულ კოლონიზაციას შეგნებულად უწყობდნენ ხელს ბოჰემიის მეფეები: ისინი მიხვდნენ, სასაქონლო წარმოებით როგორ შეეძლო მოეპოვებინა ახალი ძალაუფლება სამეფო კარს. რადგან გერმანიაში სასაქონლო წარმოებისა და სასაქონლო მიმოქცევის განვითარება წინ უსწრებდა ბოჰემიის განვითარებას. მათ ბოჰემიაში გადაიყვანეს გერმანელი ვაჭრები და ხელოსნები. გერმანიის მოქალაქეები ან შეუერთდნენ უკვე არსებულ სამრევლოებს, ან დააარსეს ახალი ქალაქები. გერმანული სამრევლოები პრაღაში ჯერ კიდევ XI საუკუნეში არსებობდა. XIII საუკუნეში გერმანიის ბევრმა ქალაქმა მიიღო თავისუფლების სამეფო ქარტია. გერმანულმა ურბანიზმ- 267 მა, სამთო წარმოების აღმავლობასთან ერთად, ბოჰემიაში ახალი პროგრესი განიცადა: მოუხმეს გერმანელ მაღაროელებს და დააარსეს მთელი რიგი გერმანული ქალაქები. უკვე XIV საუკუნეში მდიდარი მოქალაქეები, ვაჭრები და გამორჩეული ხელოსნები თითქმის გერმანელები იყვნენ, ხოლო დანარჩენები – ხელოსნები, გლეხები, ქალაქის პროლეტარიატი – ძირითადად, ჩეხები. ქალაქთა საბჭოც თითქმის მთლიანად გერმანელებს ეკავათ. სიმდიდრე და პრივილეგიები უზარმაზარ ძალაუფლებას აძლევდა მათ. ისინი ფლობდნენ უნივერსიტეტს, საეკლესიო თანამდებობებს, საეპისკოპოსოებისა და მონასტრების წინამძღვრობაც ხელთ გერმანელებს ეპყრათ, მაშინ როდესაც ჩეხებს მხოლოდ დაბალი საფეხურის თანამდებობები ეკავათ. 1437 წლის ჰუსიტური პამფლეტი ნათლად(შესაძლოა, არა გაზვიადების გარეშე) აღწერს იმ სოციალურ მდგომარეობას, რომელსაც ბოჰემიაში გერმანიის ბურჟუაზია თავის სიმდიდრეს უმადლის. ვინ იყვნენ ქალაქის თავები და მრჩევლები ბოჰემიის ყველა სამეფო ქალაქში? – გერმანელები. ვინ იყვნენ მოსამართლეები? – გერმანელები. სად უქადაგებდნენ გერმანელებს? – მთავარ ეკლესიებში. სად უქადაგებდნენ ბოჰემიელებს? – ეკლესიების ეზოებსა და სახლებში. 1 ბურჟუაზიული კოლონიზაციის გვერდით ბოჰემიაში განვითარდა გლეხური კოლონიზაციაც. XII საუკუნიდან გერმანელი გლეხები დასახლდნენ ბოჰემიის გარეუბნებში. ისინი კაფავენ ველურ ადგილებს და აარსებენ თავისუფალ გერმანულ სოფლებსა და ბაზრებს; ბოჰემიის მეფეები, სლავური მოსახლეობის ფონზე, მიწას უთმობენ მათ, მაგალითად, ოტოკარ II 2 ჟატეცისა[გერ. ზააცი] და ლოკეტის[გერმ. ელბოგენი] რეგიონებში. ბოჰემიური სამეფო კარიცა და ბოჰემიური თავადაზნაურობაც გერმანიის გავლენის ქვეშ მოექცა. გერმანიის მემამულეთა კლასის მაღალგანვითარებული კულტურა ისეთივე მაგალითი იყო ბოჰემიელებისთვის, როგორც საფრანგეთის მეფეების სასამართლო – XVII საუკუნის გერმანიის სასამართლოებისთვის. პრჟემისლოვიჩების დინასტიის 3 წარმომადგენლები გერმანელი თავადების ქალიშვილებს ირთავდნენ ცოლად, გერმანულად საუბრობდნენ, გერმანელი პოეტები – რა1 ციტირებულია პალაცკი, ბოჰემიის ისტორია, პრაღა, 1854 , III , 3 , გვ. 293 . 2 ოტოკარ II ( 1233 1278 ) – ბოჰემიის მეფე 1253 1278 წ.წ-ში; იყო მორავიის, ავსტრიის, შტირიისა და კარინტიის გრაფი(რედ.). 3 პრჟემისლოვიჩების დინასტია – ბოჰემიური სამეფო ოჯახი, რომელიც მართავდა ბოჰემიას, მორავიას, სილეზიას, ავსტრიისა და უნგრეთის მიწებს X XVI ს.ს-ში(რედ.). 268 ინმარ ფონ ცვეტერი, ტანჰოიზერი, ულრიხ ფონ დემ ტიურლინი – მათ კარზე მოღვაწეობდნენ; ბოჰემიელი რაინდობა ბაძავდა გერმანულ რაინდულ წეს-ჩვეულებებს, იყენებდა გერმანულ სახელებს და უყვარდა გერმანული რაინდული ხელოვნება. გერმანიის კულტურული გავლენა უნგრეთსა და პოლონეთზე შედარებით სუსტი იყო. XII საუკუნიდან მოყოლებული საქსონიელი გლეხები დასახლდნენ ტრანსილვანიაში, მათ მიჰყვნენ გერმანელი მოქალაქეები და მაღაროელები, განსაკუთრებით დიდი ნაწილი – მონღოლური შემოსევის შემდეგ. პოლონეთში ბურჟუაზიული კოლონიზაცია ჭარბობდა. დიდ ქალაქებსა და პატარა ქალაქების უმეტესობას ჰყავდა გერმანელი მოსახლეობა და ჰქონდა გერმანული სამართალი. ჩამოთვლილი ქვეყნები გერმანულმა კულტურამ ერთმანეთთან და გერმანიის იმპერიასთან დააახლოვა, ამიტომ მათ დიდი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად გაერთიანების შესაძლებლობა მიეცა. ის ფაქტი, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად იქცა, აიხსნება გერმანიის იმპერიის შიდა განვითარებით. როდესაც ჩვენ ვცდილობდით, აგვეხსნა გერმანიაში საქონლის წარმოებაზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს განვითარება, უკვე აღვნიშნეთ, თუ როგორ გახდა გერმანიის მონარქიის ამოცანა, შეექმნა მმართველობა, რომლის სამხედრო ძალასაც დაეყრდნობოდა იმპერია. დავინახეთ, თუ როგორ ცდილობდნენ ჰოენშტაუფენები, მაღალგანვითარებულ იტალიაში შეექმნათ თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც, შეიძლებოდა, გამხდარიყო მათი ძალაუფლების საფუძველი იმპერიაში. როგორც ცნობილია, ამ გაბედულ სწრაფვას საშინელი მარცხი მოჰყვა: ამაოდ სურდათ ჰოენშტაუფენებს გერმანიაში ძველი სამეფო უფლებების შეზღუდვა, რათა გერმანელი მთავრები მონაწილეობა მიეღოთ იტალიურ პოლიტიკაში. ფრიდრიხ II-ესთან ერთად დასრულდა პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ძველ რომაულ იმპერიულ იდეას, რათა ის ქცეულიყო გერმანიის სამეფო ძალაუფლებად. ჰოენშტაუფენების გაბედული გეგმა ჩავარდა, მაგრამ მიზანს, რომელსაც იგი ემსახურებოდა, გერმანიის ყველა მეფე ესწრაფოდა. ძველ საიმპერატორო მიწაზე, რომელიც უამრავ მცირე სამთავროდ იყო დანაწევრებული, ვერ შეიქმნა სამეფო ძალაუფლების საფუძველი – ძლიერი სახელმწიფო; პროცესები კი გერმანიის მეფეებს კოლონიური ტერიტორიის შექმნისაკენ უბიძგებდა. ჰოენშტაუფენის პო- 269 ლიტიკის მარცხის შემდეგ გერმანიის იმპერიის მთავარი აქცენტი კოლონიალურ საკითხს დაეფუძნა და ეს დღესაც ასეა. იმპერიის ძირითადი ფოკუსის ამგვარი ცვლილება სულაც არ იყო გასაკვირი. კულტურის თვალსაზრისით, კოლონიური ქვეყანა დიდი ხანია სამშობლოს განასახიერებდა. ჩვენი ლიტერატურის აყვავების პირველი პერიოდი უკვე იღებს უძვირფასეს მოსავალს იმ ნიადაგიდან, რომელზეც გერმანელი კოლონისტები საუკუნეების წინ დასახლდნენ, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კოლონიური ქვეყნის პოლიტიკური უპირატესობის გამოვლენაა. მთავრების ძალაუფლება თავიდანვე კოლონიალურ მიწაზე ვრცელდებოდა – უფრო მეტ ტერიტორიაზე, ვიდრე სამშობლოში. უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმავე მიზეზით, რის გამოც გლეხთა რაოდენობა კოლონიურ ქვეყანაში უფრო დიდია; ასევე, იმიტომ, რომ კოლონიური ქვეყნის მთავრებს, როგორც რაიხსმარკის მცველებს, უფრო დიდი ძალაუფლების გარეშე ყოფნა არ ძალუძთ. ავსტრიის ჰერცოგები მტკიცედ მართავენ თავიანთი ქვეყნის ეკლესიას, ისინი დიდ ფინანსებს ფლობენ, მათ ექვემდებარება მრავალრიცხოვანი მინისტერიალი, მათ შორის, არათავისუფალი რაინდები. უკვე ფრიდრიხ ბარბაროსას დროს ისინი იმპერიის უძლიერეს მთავრთა შორის ჩნდებიან. ამ ძლიერი ძალის დამარცხება მალე მომხიბვლელ სამიზნედ გადაიქცა. შუალედური იმპერიის დროს პრემისლ ოტოკარ II-მ პირველად გააერთიანა ავსტრიის მიწები ბოჰემიასთან და ამით გახდა იმპერიის ყველაზე ძლიერი მთავარი. აქედან გერმანიის მომავალი მოიაზრება დიდ კოლონიურ იმპერიად, რომელშიც უნგრეთიც შეუერთდება ავსტრიის ბოჰემიელებს. ვინც იცის, როგორ გააერთიანოს ეს ძლიერი ძალები, მას ელოდება გერმანიის სამეფო გვირგვინი; მას შეუძლია, ასევე, იმედი ჰქონდეს, რომ ჩამოაგდებს იმპერიის თითქმის დამოუკიდებელ მთავრებს და ამით ახალ შინაარსს შესძენს გერმანიის სამეფო ღირსებას. პრჟემისლოვიჩების დამარცხების შემდეგ ჰაბსბურგები იმკვიდრებენ თავს ავსტრიაში და შეუპოვრად ცდილობენ, გააფართოონ თავიანთი მიწები, რათა შექმნან დიდი კოლონიური იმპერია, რომელიც უზრუნველყოფს მათ მმართველობას გერმანიაზე. მოგვიანებით სხვა სამთავრომ იგივე ამოცანა დააკისრა საკუთარ თავს; ამავე მიზნის მიღწევას ცდილობს ლუქსემბურგელი ხალხიც. გერმანიის ისტორია ორ დინასტიას შორის ბრძოლად გადაიქცა, იღბალი ლუქსემბურგელების მხარეზე გადაიხარა: ჰაბსბურგები იღბლიანი მეტოქის მემკვიდრეობას ქორწინებით უზრუნველყო- 270 ფენ. დიდი კოლონიური იმპერია პირველად იქმნება, როდესაც ალბრეხტ V იმპერატორ სიგიზმუნდის მემკვიდრე ხდება და ამით გააერთიანებს ჰაბსბურგულ და ლუქსემბურგულ საკუთრებას. ჰაბსბურგების ძალა, რა თქმა უნდა, ამაზეა დაფუძნებული. ამ დროიდან ჰაბსბურგების ხელში დარჩა იმპერიული გვირგვინი, სანამ საღვთო რომის იმპერია სამარცხვინოდ გაქრებოდა ბურჟუაზიული რევოლუციის არეულობაში. მათ ისევ დაკარგეს ბოჰემია და უნგრეთი, მაგრამ მუდმივად თავიდან იკრებდნენ ძალისხმევას იმ მიზნის მისაღწევად, რომელთანაც ოდესღაც ასე ახლოს იყვნენ. როდესაც ლაიოშ II, იაგელონის დინასტიიდან, მოჰაკის ბრძოლის ველზე დაეცა, ბოჰემია და უნგრეთი კვლავ მათი მემკვიდრეობად გამოცხადდა და ავსტრიასთან უკვე დიდი ხნით გაერთიანდა. დიდი იმპერიის არსებობა, რომელიც აერთიანებს სამხრეთ გერმანიის კოლონიალურ ტერიტორიებს ბოჰემიისა და უნგრეთის სამეფოებთან, გერმანიის კულტურის ძლიერი გავლენის გამო, გერმანიის იმპერიას მიეკუთვნებოდა, დაცულია საუკუნეების განმავლობაში. როგორ გაჩნდა ავსტრიის სახელმწიფო – ეს მხოლოდ გერმანიის განვითარებიდან შეიძლება გავიგოთ. ამ მოვლენის წინაპირობა იყო მოთხოვნა, რომ კოლონიის ტერიტორია გერმანიის სამეფო ძალაუფლების საყრდენად ექციათ. ძლიერი ძალის მხარდაჭერით გერმანიის მეფეებს რომ ძველი იმპერიიდან სახელმწიფო შეექმნათ, როგორც ეს ესპანეთში, საფრანგეთსა და ინგლისში მოხდა, ამის დიდი იმედი არ იყო. ავსტრიის სახელმწიფოს უცნაური ბედი ერგო – როგორც კი დაიბადა, მის წინაშე ერთი მთავარი ამოცანა გაჩნდა: ქრისტიანული ევროპის დაცვა თურქებისგან. რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ჰაბსბურგელმა ალბრეხტმა ლუქსემბურგი დაიკავა, კონსტანტინოპოლი თურქეთის ხელში ჩავარდა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა ლაიოშ II იაგელონი, რომლის მემკვიდრეობა ფერდინანდმა გადაიბარა. სამი წლის შემდეგ თურქები ვენის საზღვრებთან აღმოჩნდნენ. უნგრეთის შუა ნაწილი თურქების ხელში იყო, აღმოსავლეთ უნგრეთს ტრანსილვანიის ვოევოდი 1 მართავდა, როგორც სულთნის ვასალი. ხორვატია, შიდა ავსტრიის ქვეყნები, დიახ, ბოჰემიელებიც კი, ბავარია, საქსონია ძრწოდნენ თურქეთის წინაშე. იმ მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში, როგორც ერთხელ ენგელსმა თქვა,„კარლოს მარტელმა გამარჯვება ვენის კედლების ქვეშ და უნგრეთის დაბლობებში მოიპოვა.“ ამ ბრძო1 ვოევოდა –(ძვ. სლავ.) მხედართმთავარი, მმართველი(რედ.). 271 ლებით ავსტრია იძენს ახალ ამოცანებს და ახალ მნიშვნელობას. თუ მისი წარმოქმნა მხოლოდ გერმანიის სამეფოს სჭირდებოდა, ახლა საჭირო გახდა თვითონ მასში გაერთიანებული ქვეყნებისთვის, რომლებიც უკვე საკმარისად ძლიერები იყვნენ, რომ თავიანთი ერთიანობით წინააღმდეგობა გაეწიათ თურქებისთვის. ხორვატიაში, მოჰაჩის ბრძოლამდეც 1 კი, ხალხმა იგრძნო, რომ ჰაბსბურგების ძალაუფლებას შეუერთდნენ, რათა მხარი დაეჭირათ თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაქსიმილიან I-ს 2 უნგრეთის გვირგვინისთვის ბრძოლაში დაეხმარა ხორვატელი გრაფი. ამავდროულად, ხორვატ გრაფ ნიკოლა ფრანკოპანს იმპერატორმა და გერმანიის რაიხსტაგმა ფულადი მხარდაჭერა აღმოუჩინა, რათა „იმპერიას ემსახურა თურქების წინააღმდეგ“. 1509 წელს ქვემო ავსტრიის სახელმწიფოს ხუთმა ქალაქმა მზადყოფნა გამოაცხადა, დახმარებოდა ხორვატებს თურქებთან ბრძოლაში. 3 1524 წელს, ე.ი. მოჰაჩამდე,"domini croacie"-მ ქვეყნის მმართველობა შესთავაზა არქიჰერცოგ ფერდინანდს. იმავე წელს ფერდინანდმა დაამტკიცა „კრაბატიშენის რამდენიმე გრაფის“ ფინანსური დახმარება,„რათა ამ ზამთარს თავი გადაირჩინონ და წინააღმდეგობა გაუწიონ თურქებს“. 1526 წელს ფერდინანდმა ხორვატები თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად ცხენოსანი და ქვეითი დამხმარე ჯარებით მოამარაგა. ცენტრალური ავსტრიის მთავრებმა არაერთხელ დაუჭირეს მათ მხარი თურქების წინააღმდეგ. 4 თუ როგორ აქცია თურქულმა საფრთხემ ავსტრიის მიწების გაერთიანება გერმანიის მეფობისთვის ბრძოლაში თვითონ ამ ქვეყნების აუცილებლობად, რაც ოდესღაც მხოლოდ გერმანიის მეფეებისა და ჰაბსბურგების პოლიტიკური საშუალება იყო, ნათლად აჩვენებს თურქების საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების მთავრების 1 მოჰაჩის ბრძოლა – ბრძოლა ოსმალეთის იმპერიასა და უნგრულ-ჩეხურ-ხორვატიულ კოალიციას შორის. ამ ბრძოლის შემდგომ ოსმალეთის იმპერიამ ცენტრალურ ევროპაში პოზიციები გაიმყარა და მდ. დუნაის მნიშვნელოვანი სანაპიროები დაიკავა(რედ.). 2 მაქსიმილიან I ( 1459 1519 ) – საღვთო რომის იმპერიის(ამ სახელით მოიხსენიება ავსტრიის იმპერია 1806 წლამდე) იმპერატორი(რედ.). 3 ძველი ავსტრიის ოფიციალური სტილის მიხედვით, შიდა ავსტრიას შტირიის, კარინტიისა და კარნიოლას/კრაინას საჰერცოგოები მიეკუთვნებოდა, ქვემო ავსტრიაში ავსტრიის მთავარი საჰერცოგო, ქალაქ ენსის ზემოთ და ქვემოთ ავსტრიის შიდა სამი პროვინცია მოიაზრებოდა. 4 დეტალური ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ უბიძგა ხორვატებს თურქეთიდან მომავალმა საფრთხემ რაიხთან მჭიდრო მოკავშირეობისკენ, იხილეთ ბიდერმანი, ისტორია ავსტრიის ტოტალური სახელმწიფოს იდეის შესახებ, ინსბრუკი 1867 1884 , II . სერ., გვ. 198 . 272 მოთხოვნები მას შემდეგ, რაც ჰაბსბურგის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი თურქებთან ომის მოსამზადებლად გაერთიანდა. 1502 წელს ქვემო ავსტრიის ხუთი სამთავროს მმართველობა პირველად შეიკრიბა. 1509 წელს ტიროლისა და დასავლეთ ავსტრიის მთავრები უკვე წარმოდგენილნი იყვნენ და შეთანხმდნენ დამცავ ალიანსზე ქვედა ავსტრიის მამულებთან. 1529 წლისთვის ფერდინანდმა ლინცში მოიწვია ჰაბსბურგის ყველა ქვეყნის სამთავროს წარმომადგენელთა სხდომა. ბოჰემიის წინააღმდეგობამ დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა, მაგრამ თურქების მუქარის გამო ქვეყნების მთავრებმა კვლავ მოითხოვეს განმეორებითი შეხვედრა და, ალბათ, იმპერატორსაც დაადანაშაულებდნენ, რომ იგი საკმარისად არ იბრძოლა წარმატებისთვის. შეკრებილებმა აღიარეს, რომ თურქების შემოჭრის შემთხვევაში დიდ წინააღმდეგობას ვერ გაწევდნენ და დასჭირდებოდათ ბოჰემიელების დახმარება. 1537 წელს უნგრეთმა, 1540 წელს ტიროლისა და დასავლეთ ავსტრიის სამთავროებმა მოითხოვეს ყველა სამთავროს წარმომადგენლის მოწვევა ერთობლივ სხდომაზე. ფაქტობრივად, 1541 წელს ყველა სამთავრომ თურქების უღლისგან უნგრეთის გათავისუფლების მიზნით, გამართა ერთობლივი მოლაპარაკებები. მთელი ამ გაერთიანების მოძრაობის ისტორია ნათლად აჩვენებს ავსტრიის იმპერიის იდეის პირველ ცვლილებას; ავსტრიის არსებობის მიზეზი ახლა აღარ იყო დიდი კოლონიური იმპერიის შექმნისაკენ სწრაფვა, რომელიც, შეიძლება, გამხდარიყო გერმანიის სამეფო ძალაუფლების საფუძველი, არამედ თვით ქვეყნების გაერთიანების სურვილი თურქების დასამარცხებლად. 1 ასე რომ, ავსტრიის სახელმწიფოს დაბადებისთანავე ორმაგი ამოცანა დაეკისრა: ერთი მხრივ, შეექმნა ძლიერი, ერთიანი გერმანული სახელმწიფო და, მეორე მხრივ, ქრისტიანული ევროპა დაეცვა თურქებისგან. მეორე ამოცანას საუკუნეების განმავლობაში ყავლი გაუვიდა და თავდაპირველი ამოცანაც გადაუჭრელი დარჩა. ამდენად, 1866 წელს ავსტრიის გასვლა გერმანიის კონფედერაციიდან ლოგიკური დასკვნა იყო. სანამ ავსტრია თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, ის უზარმაზარი ამოცანის წინაშე დადგა: ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა სამთავროს ძალასა და მიწათმფლობელებს შორის, რადგან მისმა შედეგმა გადაწყვიტა ავსტრიელი ერების ბედი ორი საუკუნის განმავლობაში, დაამყარა ურთიერთობა ერებს შორის, რომელიც 1 ბიდერმანი, დასახ. ნაშრ., ტომი I , გვ. 5 და ტ. II , გვ. 93 . 273 კრახით დასრულდა მხოლოდ XIX საუკუნეში სწრაფი განვითარების შედეგად. მანამდე კი ბრძოლა მიწათმფლობელებსა და სამთავრობო ძალებს შორის ცალკეული ერების კულტურული განვითარებისა და ურთიერთობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო. სახელმწიფო ფორმირება, რომელსაც ჰაბსბურგების ქვეყნებმა გაერთიანების დროს მიაღწია, იყო კორპორატიული სახელმწიფო. კორპორატიული სახელმწიფო არის უცნაური შუალედური სტრუქტურა ფეოდალურ და თანამედროვე სახელმწიფოს შორის, რომელიც წარმოიშვა ფეოდალური და მმართველი ინსტიტუტების თანდათანობითი ადაპტაციით თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომელიც დაფუძნებულია სასაქონლო წარმოებაზე. ფეოდალურ სახელმწიფოებში ვასალების მოვალეობა იყო, ბატონის ბრძანებით გამოცხადებულიყვნენ მის კარზე და მიეწოდებინათ საჭირო რჩევა. ეს მოვალეობა თანდათან გადაიქცა უფლებად. არცერთ ფეოდალს არ უნდა შეეცვალა თავისი ვასალების სამართლებრივი სტატუსი მათი რჩევის მოსმენისა და თანხმობის გარეშე. როდესაც სუვერენიტეტი გაჩნდა, იმპერიაში კონსტიტუციურ პრინციპად იქცა, რომ არცერთმა სუვერენმა არ უნდა შექმნას ახალი კანონი ქვეყანაში თავისი ვასალების, მსახურებისა და უფროსების თანხმობის გარეშე. 1 ახლა, თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად, გაიზარდა სუვერენის მოთხოვნები სამთავროებზე: რაინდები დათანხმდნენ სამხედრო სამსახურის, ქალაქები კი – გადასახადების გაზრდას, მაგრამ არა სანაცვლოს გარეშე. უფლისწულმა უნდა მიანიჭოს სამთავროებს გაზრდილი უფლებები, თუ სურს, მიიღოს ეროვნული სუვერენიტეტის გავრცელების საშუალება ჩაკეტილ ტერიტორიაზე, განაგოს საქონელი, დაქირავებული ჯარი და ბიუროკრატია. ასე იზრდება სამთავროების ძალაუფლება, თანდათან ჩნდება ორმაგი ძალაუფლება და ორმაგი ადმინისტრაცია. სუვერენული კანონის გვერდით დგას სამთავროს კანონი; სამთავრო ჯარის გარდა – სახელმწიფო ჯარი; სამთავროს გარდა – სახელმწიფო ადმინისტრაცია; გარდა სუვერენული შემოსავლების მართვისა – სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაცია. როდესაც მამულები გადასახადებს უმტკიცებენ სუვერენს, ეს არის საგანგებო გრანტი კონკრეტული მიზნისთვის; სუვერენი განმარტავს საგადასახადო 1 1231 წელს, საიმპერატორო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადგინა: სუვერენებს შეუძლიათ მხოლოდ meliorum et maiorum terrae constitutiones vel nova iura თანახმად იმოქმედონ. 274 დეკლარაციაში, რომ ის ძალიან მადლიერია გადასახადების დამტკიცების გამო და არ სურს მათი ხელახლა შეწუხება.„გადასახადების აკრეფა სახელმწიფო ადმინისტრაციის საქმეა, მთავრის ან მისი ოფიციალური პირების ხელში არ მოხვდება ეს ფული“, – ნათქვამია ბერგის საჰერცოგოს სამართლის წიგნში. ასე რომ, სუვერენი და სამთავრო არ არის ერთი და იმავე სახელმწიფოს ორგანოები, როგორიც დღეს არის მონარქი და პარლამენტი, მაგრამ ძირითადად არსებობს ერთსა და იმავე ნიადაგზე ამოზრდილი ორი სუვერენული ძალა. ტერიტორიაზე მცხოვრებნი, ერთი მხრივ, მთავრის ქვეშევრდომები არიან, მეორე მხრივ კი, სამთავროების წევრებს წარმოადგენენ და ექვემდებარებიან მამულების მმართველებს. 1 სახელმწიფო-სამართლებრივი ორმაგი ძალაუფლებისა და ორმაგი ადმინისტრაციის ეს მდგომარეობა არის გარდამავალი ფორმა თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების პროცესში, რომელიც მუდმივად ვერასოდეს იარსებებს. ბრძოლა მთავარსა და მონარქს შორის ყველგან უნდა გამართულიყო. ამ ბრძოლის შედეგი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებული იყო – ან მთავარმა მოახერხა მონარქის მთლიანად დამხობა, როგორც საფრანგეთში, ან მთავრები შევიდნენ სახელმწიფოში, ისევე, როგორც ინგლისში სახელმწიფო ორგანო გადაიქცა პარლამენტად, ან მთავრები დარჩნენ გამარჯვებულნი და ქვეყანა, სათავეში ფსევდომონარქით, არისტოკრატიულ რესპუბლიკად აქციეს, ისევე, როგორც პოლონეთსა და რომაულ-გერმანულ იმპერიაში. 2 ჰაბსბურგების მიწებზეც ვრცელდებოდა მთავრების ორმაგი სახელმწიფოს თავისებურება. როდესაც მაქსიმილიან I-მა საფუძველი ჩაუყარა ავსტრიის ბიუროკრატიას, ანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელეების ადმინისტრაციულ აპარატს, სამთავროების წინააღმდეგობა მაშინვე დაიწყო, მაგრამ„სწავლულთა და პროკურატორებზე[მმართველი]“ ჩივილით არაფერი გაკეთდა. მალე სხვადასხვა სამთავრომ გადაწყვიტა, ბიუროკრატიული ადმინისტრაციის წინააღმდეგ საკუთარი ადმინისტრაცია შეექმნა: მაშინ, როცა წარსულში ლანდტაგის მარშალი და სუბმარშალი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეზრუნათ სამთავროების საქმეებზე, ჯერ შეიქმნა სახელმწიფო კომიტეტები, მალევე შეიქმნა პროფესიონალ საჯარო მოხელეთა ორგანო, ალბათ, ეს სახელმწიფო ადმინისტრაციის დასაწყისის უტყუარი ნი1 ბელოვი, ტერიტორია და ქალაქი, მიუნხენი 1900 , გვ. 248 . 2 იელინეკი, ზოგადი სახელმწიფო მმართველობის თეორია, ბერლინი 1905 , გვ. 317 . 275 შანია, როცა შტირიის სამთავროები( Steierische Stände ) 1494 წელს, კრაინელები( Krainer ) 1511 წელს, კარინტიელები( Kärntnen ) 1514 წელს – იღებენ საკუთარ შენობას, როგორც სამთავროების ადმინისტრაციული ორგანოს რეზიდენციას. 1 1495 წელს შტირიასა და კრაინაში (Krain) სახელმწიფო საგადასახადო სისტემის განვითარება იწყება. სამთავროები იწვევენ ჯარებს საკუთარი ხარჯებით, ათავსებენ მათ ადგილობრივ ოფიცრებთან, ხელფასს უხდიან და მონარქი უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ ჯარს რამდენიმე თვით მისთვის ხელმისაწვდომს გახდიან, რა თქმა უნდა, მონარქს უფლება აქვს, საკუთარი რესურსით შექმნას არმია, რომელზეც ექნება შეუზღუდავი მმართველობა. ოცდაათწლიანი ომის დასაწყისში ავსტრიის სამთავროების ჯარები მდ. ენსის(Enns) ზემოთ და ქვემოთ ჯერ კიდევ ებრძოდნენ იმპერიულ ჯარებს. 2 ბუნებრივია, ორმაგი ძალაუფლება თანაბრად სუვერენულ ორ სახელმწიფოს შორის აუტანელი იყო ავსტრიაშიც: მთავრები ჩიოდნენ თავიანთ უძლურებაზე სახელმწიფოებთან მიმართებით. 1613 წელს იმპერატორმა მათიასმა მისწერა ერცჰერცოგ ფერდინანდს, რომ უკიდურესი ინდულგენციით იცავდა ავსტრიის სამთავროებს ღია აღშფოთებისგან; უნგრეთში პალატინი აკეთებდა იმას, რაც სურდა; ბოჰემიაში მას არ შეეძლო მოეწვია პარლამენტი, თუ არ დაუშვებდა სახელმწიფოთა კონფედერაციას, შესაბამისად, არც გადასახადების დაწესება. მორავია უფრო რესპუბლიკას ჰგავს, ვიდრე სამთავროს. 3 ბოჰემიაში, იაგელონელებს შორის, მეფისა და ბატონების ურთიერთობას ასახავს შემდეგი სიტყვები: „შენ ჩვენი მეფე ხარ, ჩვენ – შენი ბატონები“. იმდროინდელი ყველა დიდი ბრძოლა განპირობებულია სახელმწიფოსა და სამთავროებს შორის დაპირისპირებით. მათი ბრძოლა შინაარსს აძლევს იმდროინდელ ცენტრალიზმსა და ფედერალიზმს შორის არსებულ კონტრასტს. ხშირად კამათობენ იმაზე, შეიძლება თუ არა ურთიერთობა იმდროინდელ ჰაბსბურგების ქვეყნებს შორის პიროვნულ ან რეალურ კავშირად ჩაითვალოს. თუმცა ვინც ამ კითხვას სვამს, არასწორად აფასებს ორმაგი სახელმწიფოს რაობას. სადამდეც სამთავროთა მმართველობის ძალა საკმარისია, მანამდე ქვეყნებს შორის საერთოდ არ არსებობს კავშირი: თითოეული რეგიონი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, გაერთიანდეს სხვებთან კონკრეტული მიზ1 ლუშინი, ავსტრიის იმპერიის ისტორია, ბამბერგი 1896 , გვ. 277 . 2 ლუშინი, დასახ. ნაშრ., გვ. 464 . 3 ლუშინი, დასახ. ნაშრ., გვ. 336 . 276 ნებისთვის კონკრეტული დროით, ამასთან, ყოველთვის შეუძლია, კვლავ დაარღვიოს ეს კავშირი. სანამ ტერიტორიული ერთეულის მთავრის ძალაუფლება ვრცელდება, მანამ გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მისთვის ყველა ტერიტორიული ერთეული ქმნის ერთ სახელმწიფოს, რომელსაც რამდენადაც შეუძლია, მართავს; ასევე, შეუძლია, გამოიყენოს სპეციალური ორგანოები სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულისთვის. როგორც ჩანს, ბრძოლა იმპერიული ერთიანობისა და ქვეყნის პარტიკულარიზმისთვის არის ბრძოლა ტერიტორიული სამთავრო ძალაუფლებას შორის, რომელიც მართავს და აერთიანებს ყველა ქვეყანას ერთ რეგიონში. ამ ბრძოლაში მთავარი, უდავოდ, უფრო ძლიერი მხარე იყო: ყველა ის ტენდენცია, რომელიც ძლიერი, დიდი ავსტრიის ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფოდა, ხელს უწყობდა მის ძალაუფლებას. სამხედრო სისტემაში ყველაზე ნათლად იყო ნაჩვენები, რომ მხოლოდ სამთავროს ძალაუფლებას შეეძლო, შეესრულებინა ის ამოცანები, რომლებსაც ქვეყნები მოელოდნენ ერთ იმპერიაში გაერთიანებისგან. სამთავროებმა ერთმანეთის სამსახურში ჯარებიც ჩააყენეს. 1525 წელს, როდესაც გლეხების დიდი აჯანყება ემუქრებოდა ცალკეულ ქვეყნებს და 1528 წელს კრაინას(Krain) ეშინოდა თურქების შემოსევების, სამთავროები ერთმანეთს უწევდნენ„მეზობლურ დახმარებას“(nachbarlichen sukkurs), მაგრამ ეს სამხედრო დახმარება მხოლოდ ცალკეული შემთხვევა იყო და, თანაც, ყოველთვის სურვილის საწინააღმდეგოდ და არასდროს საკმარისი ძალით. ყოველ ქვეყანას მხოლოდ მთავრების ძალაუფლების და არა მეზობელი ქვეყნების სამთავროების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა გარე მტრების, უპირველეს ყოვლისა, თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. გასაკვირი არ არის, რომ ჯერ კიდევ 1667 წელს შტირიამ, რომელსაც კრაინამ მოუწოდა მეზობლების დასახმარებლად, განაცხადა, რომ მისი უდიდებულესობის საქმე საკუთრებაში არსებული მიწების დაცვა იყო. 1 მეზობლის დახმარება უკანასკნელად 1706 წელს მიიღეს, როდესაც კრაინას საჰერცოგომ შესთავაზა გორიციისა(გერმ. Görz) და გრადიშკას(Gradiska) დაცვა. მომდევნო წელს კარინტიამ და კრაინამ უარი განაცხადა შტირიის მხარდაჭერაზე და მეზობლისთვის დახმარება აღარც მომავალში უთხოვიათ. სახელმწიფოს უპირატესობა სამთავროებზე სწორედ ცენტრალიზმის გზით ძალების გაერთიანებას ეფუძნებოდა. სამთავროები 1 ბიდერმანი, დასახ. ნაშრ., ტ. 2 , 25 , 101 , 167 . 277 ამას მიხვდნენ და საკუთარი საშუალებებით ცდილობდნენ აბსოლუტიზმის დამარცხებას; სამთავროების წარმომადგენელთა კრებები, რომელთა ამოცანა უნდა ყოფილიყო თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნების გაერთიანება, გახდა სამთავროების აჯანყების ადგილი – სამთავროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჰაბსბურგების ყველა ქვეყანა გაერთიანდა. ოდესღაც იმპერატორის მიერ მხარდაჭერილი სამთავროების გაერთიანება ახლა იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულთა კონფედერაციად გადაიქცა. იმდენად ძლიერი იყო ჰაბსბურგების მიწების გაერთიანებისათვის მებრძოლი ძალა, რომ დიდი სახელმწიფო აიძულა, იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ წასულიყო, რათა ნების სრულიად საწინააღმდეგოდ, სამთავროების მოძრაობასაც კი, ცენტრალიზმისა და ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებისთვის ემსახურა. სახელმწიფოსა და სამთავროებს შორის ბრძოლა, ასევე, აძლიერებს რეფორმაციის ეპოქის რელიგიურ არეულობას. ჰაბსბურგებმა უყოყმანოდ, კათოლიციზმის სასარგებლოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან არ სურდათ ძალაუფლებისა და ღირსების დაკარგვა. ამრიგად, სამთავროებმა ხელში ჩაიგდეს კონტროლი ტრადიციული ფასეულობების გადაფასებაზე, რაც სასაქონლო წარმოების გავრცელებამ გამოიწვია ყველგან: სახარება გახდა სამთავროების ომის იარაღი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამთავრო ბრძოლამ ჰაბსბურგების უმდიდრეს და მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, ბოჰემიაში, რომელიც, იმავდროულად, უძლიერესი სამთავროს მიწაც იყო, ეროვნული ბრძოლის სახე მიიღო. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ მძლავრ სოციალურ პოზიციაზე, რომელიც გერმანელებს ეკავათ ბოჰემიაში ჰუსიტური ომების 1 წინ. ბოჰემიაში გერმანიის სისტემის ძალა ემყარებოდა გერმანიის ბურჟუაზიის სიმდიდრეს ქვეყანაში და იმ გავლენას, რომელიც გერმანიის სარაინდო კულტურას ჰქონდა ბოჰემიის სამეფო კარსა და ბოჰემიელ თავადაზნაურობაზე. ამგვარი გავლენა და ძალა შეინიშნებოდა, ასევე, ლუქსემბურგელებს შორის გერმანიის მთავრების კარზე, რამაც ბოჰემიის სამეფო გვირგვინი რომის იმპერიულ ღირსებასთან გააერთიანა და პრაღა გერმანიის იმპერიის დედაქალაქად აქცია. ამასთან, გერმანიის მმართველობამ ბოჰემიაში 1 ჰუსიტური ომები – ჩეხეთის ტერიტორიაზე წარმოებული ომები იან ჰუსის პროტესტანტ მიმდევრებსა და კათოლიკური ეკლესიის მხარდამჭერებს შორის(რედ.). 278 შექმნა თვითგამანადგურებელი იარაღი. გერმანული ბურჟუაზიის წინსვლა, ვაჭრობისა და სამთომოპოვების აყვავება, გულისხმობდა საქონლის წარმოების საზღვრების გაფართოებას. ბარტერიდან სასაქონლო წარმოებაზე გადასვლამ ბოჰემიაშიც, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, რევოლუციური ტალღის აღმავლობა გამოიწვია. რადგან ბოჰემია რაღაც დროით ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო ევროპაში, რევოლუცია მოგვიანებით დაიწყო. აქ განსაკუთრებით ძლიერი იყო დაბალი კლასის აჯანყება, რადგან მტრული სოციალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა უცხო მმართველობის წინააღმდეგ ეროვნულ ბრძოლსაც მოიაზრებდა. ასე გადაიტანა ბოჰემიამ რეფორმაციის პერიოდი ჰუსიტური ომების დროს: გერმანელები ქვეყნიდან გააძევეს და ბოჰემიამ წმინდა ეროვნულ ნიადაგზე დაიწყო ცხოვრება; ერის იდეოლოგიის მთავარი ნიშანი კი გერმანელებთან ეროვნული ბრძოლა იყო. სამთავროებმა სწორედ ამ იდეოლოგიას მიმართავენ სახელმწიფო-მთავრის ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰაბსბურგების მეფეები, გარშემორტყმულნი გერმანელი მრჩევლებით, გერმანელები არიან. თავიანთ ცენტრალიზებულ ადმინისტრაციაში ისინი იყენებენ გერმანელი მოხელეების შრომასა და გერმანულ ენას. მეორე მხრივ, სამთავროები, სამთავრო ადმინისტრაციის ორგანოები და ენაც –ჩეხურია. ამრიგად, თვალსაჩინოა ეროვნული ხასიათის კონტრასტი სახელმწიფოსა და სამთავროთა ძალაუფლებას შორის. სახელმწიფოსა და სამთავროებს შორის ბრძოლაში ჩეხი თავადაზნაურობა, ბუნებრივია, აქცენტს აკეთებს ეროვნებაზე: უფრო და უფრო მკაცრად იცავენ ჩეხური ენის უფლებებს, ყველა სახის საკანონმდებლო ღონისძიების გზით ცდილობენ გერმანული ენის განდევნას, რათა სამთავროთა ბრძოლა ეროვნულ ბრძოლად წარმოაჩინონ, უცხოური მმართველობის წინააღმდეგ ხალხის სიძულვილში კი სამთავროების მისწრაფებებისათვის მოკავშირე იპოვონ. როცა 1611 წელს გრაფ დონას (Dohna ) სურდა იმპერატორის გზავნილის გერმანულად წარმოთქმა ბოჰემიის სამთავროებში, ბატონებმა გააპროტესტეს, რომ გერმანიაში შეეძლო გერმანულად საუბარი, მაგრამ ბოჰემიაში მას უნდა ესაუბრა ჩეხურად. მთელი რიგი კანონების მეშვეობით სამთავროებმა შემოიღეს ჩეხური ენის შეუზღუდავი გამოყენების ვალდებულება. ჩეხური ენა გამოიყენებოდა, როგორც ოფიციალური ენა, როგორც ქვეყნის რეესტრისა და 279 საჯარო აქტების ენა, როგორც სამთავროთა სასამართლოების ენა; ამავე დროს, სამთავროების მოხელეები იყენებდნენ გერმანულ ენას. 1 ჩეხური ენის ცოდნა უნდა დაემტკიცებინათ მათ, ვისაც სურდა არისტოკრატული თანამდებობის(Incolat) ან სამოქალაქო უფლებების მიღება. საბოლოოდ, სამთავროების ბრძოლის კულმინაციისას, დიდ კატასტროფამდე რამდენიმე წლით ადრე, სასჯელით დაემუქრნენ მათ, ვინც იცოდა ჩეხური ენა და მაინც გერმანულს იყენებდა. გერმანული სამრევლოსა და სკოლის ყველა პასტორისა და მასწავლებლისგან მოითხოვდნენ ჩეხური ენის გამოყენებას. ენის უცოდინრობა კი ისჯებოდა მემკვიდრეობითი სამართლის სფეროში არსებული წესებით. როგორც სხვაგან, ისე ბოჰემიასა და, ზოგადად, ავსტრიაში, სახელმწიფომ გაიმარჯვა სამთავროებზე. თეთრი მთის ბრძოლაში მიაღწია სამხედრო უპირატესობას და ოცდაათწლიანი ომის დროს იმპერიულმა არმიამ გაიმარჯვა. თუმცა ჩეხი ერისთვის ბრძოლა კატასტროფით დამთავრდა. კონტრრეფორმაციის პირველი აქტი იყო ჩეხური თავადაზნაურობის განადგურება. თავადაზნაურობის აჯანყების ლიდერები სიკვდილით დასაჯეს, დანარჩენებს წაართვეს მიწები და გადაასახლეს. იმპერატორმა მათი მიწები დაურიგა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ თავგადასავლების მაძიებლებს – გერმანელებს, ფრანგებს, ესპანელებს, ვლემენებს, იტალიელებს და ა.შ., მათ, ვინც ომის არეულობის დროს სარგებელი მოუტანა. უდავოა, რომ ბატონებისთვის გაუგონარი რისკია ამაყი ბოჰემიელი თავადაზნაურობის მიწების მოპოვება, რაზეც 1652 წელს იოჰან ადოლფ ფონ შვარცენბერგმა დაწერა:„იმპერიულ მემკვიდრეობით მიწებზე, განსაკუთრებით კი ბოჰემიაში, მსურდა საკუთარი თავის დამკვიდრება, მაგრამ მეშინია წმ. ვენჩისლავის/ვაცლავი(St. Wencislav), რომელიც, არსებული რეპუტაციის მიხედვით, საერთოდ ვერ იტანს უცხოელებს.“ 2 მაგრამ იმპერიული იარაღის იმედით უცხო ბატონებმა წმ. ვაცლავის წინაშე შიში მალე დაძლიეს. ისინი, წარმომავლობის მიუხედავად, ეგუებიან სახელმწიფოს, რომელმაც მათ 1 ჩეხური ენა უპირატესობას ავლენს არა მხოლოდ გერმანულზე, არამედ ლათინურზეც. ეს მსგავსი მოვლენაა იმ მხრივ, რომ გერმანულმა ენამ ბურჟუაზიის განვითარების თანადროულად გავლენა იქონია ლათინურზე. ბოჰემიაში, ისევე როგორც გერმანიაში, ამ განვითარებას კათოლიკურ ეკლესიაზე რეფორმაციის გამარჯვებამ შეუწყო ხელი. 2 ციტირებულია რიხარდ ანდრეს მიერ, ჩეხური პროცესები, ლაიფციგი 1872 , გვ. 190 . 280 ბოჰემიელების მდიდარი მიწები გადასცა და ისინიც გერმანელები გახდნენ. მას შემდეგ, XIX საუკუნემდე, ბოჰემიის მთელ თავადაზნაურობას გერმანული ხასიათი ჰქონდა, თუმცა შეძლებული თავადაზნაურობა ენათესავებოდა სხვა ქვეყნების დიდგვაროვან ოჯახებს და თითქმის მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა. ჩეხი თავადაზნაურობის დარჩენილი ნაწილიც ადაპტირდა სამთავრო მოკავშირეებთან და შეერწყა გერმანიის ან გერმანიზებულ უცხოურ თავადაზნაურობას. თავადაზნაურობასთან ერთად ჩეხი ერი ბურჟუაზიის ზედა ფენებსაც კარგავს. ჩეხი ვაჭრები და უფრო შეძლებული ხელოსნები ევანგელისტები იყვნენ. მათ არ აღიარეს კათოლიციზმი და ემიგრაციაში წავიდნენ. აქაც, როგორც თითქმის ყველგან, სწორედ უმდიდრესმა და მიზანდასახულმა მოქალაქეებმა დევნილი სარწმუნოებისგან განდგომას გადასახლება ამჯობინეს. სხვა მოვლენებმაც ხელს შეუწყო ჩეხური ბურჟუაზიის დაცემას, ოცდაათწლიანი ომით გამოწვეულ საშინელ ნგრევას. ბოჰემიას, რომელსაც ჯერ კიდევ XVI საუკუნის ბოლოს 2,5 მილიონი მოსახლე ჰყავდა, ოცდაათწლიანი ომის შემდეგ მხოლოდ 700 000 ადამიანი დარჩა. მსოფლიო სავაჭრო ცვლილებებმა დააჩქარა ჩეხური ბურჟუაზიის დაცემაც, ჰაბსბურგების ქვეყნებისთვის კონსტანტინოპოლის დაცემა, ვენეციის დაბრუნება და მათი საკუთრების დაკარგვა ლევანტში 1 (Levante) კატასტროფას მოასწავებდა, რადგან მათი ეკონომიკური მნიშვნელობა დიდწილად ეფუძნებოდა ფაქტს, რომ ისინი შუამავლობდნენ ვაჭრობას ჩრდილოეთით და დასავლეთით. 2 სამწუხარო მოვლენების შედეგები ერთი ქვეყნიდან მეორეში გავრცელდა. ბოჰემიაში მათ საბოლოო ბიძგი ბურჟუაზიას მისცეს. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანებში, ბეხერისა(Becher) და ჰოერნიგკის(Hörnigk) მიხედვით, პრაღას ჰყავდა 1245, 1674 წელს კი – მხოლოდ 355 ხელოსანი. იიჰლავაში(გერ. Iglau), სადაც ოცდა1 ლევანტი – ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ქვეყნების ზოგადი სახელწოდება(სირია, ეგვიპტე, ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ისრაელი, პალესტინა)(რედ.) 2 ვენისათვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ვენეციასთან ვაჭრობას, ნათლად გვიჩვენებს 1432 წლის რეგულაცია, რომელიც ვაჭარს წვრილმანი მოვაჭრისგან მხოლოდ იმით განასხვავებს, რომ ეს უკანასკნელი ვენეციაში მიემგზავრება.„ვენეციაში ვინც მიდის, გინდ ვაჭარი და წვრილმანი მოვაჭრე იყოს, ვაჭრობა სურს, ამასთან, ვინც სავაჭრო მიზნებისათვის არ ტოვებს ქვეყანას და არ მიდის ვენეციაში, სავაჭრო ადგილი(გერ. Krämerei ) კვლავ განაგრძობს არსებობას, სადაც არა ვაჭარი, არამედ წვრილმანი მოვაჭრე გვხვდება“. ჰელენ ლანდაუ, სასაქონლო ვაჭრობის განვითარება ავსტრიაში, ვენა 1906 , გვ. 12 . 281 ათწლიან ომამდე 7000-დან 8000-მდე ადამიანი იყო დაკავებული ქსოვილის დამზადებით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 300 მოქალაქე დარჩა. 1 ჩეხეთმა მთლიანად დაკარგა თავადაზნაურობა და ბურჟუაზიის მაღალი კლასი, იგი შემოიფარგლებოდა გაღატაკებული, დაკნინებული ხელოსნებითა და გლეხებით. თუმცა იმ დროს გლეხები მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ საქონლის კონფისკაციით ქრება რაინდთა საქონელი, რომელსაც მესაკუთრეები ჯერ კიდევ თავად უძღვებოდნენ. მათი ადგილი დაიკავეს ბატონების, მთავრებისა და გრაფების დიდმა ლატიფუნდიებმა, რომლებსაც ეკონომისტი მოხელეები მართავენ. მაგრამ მასზე, თუ როგორი იყო ეს მმართველობა, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ მიწის მოსახლეობა 1848 წლამდე ეკონომისტ მოხელეებს„კარაბაჩნიცის“(karabáčníci) უწოდებს, რაც მათრახიდან მომდინარეობს(karabáč). ახალ ბატონებს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სოფლის მოსახლეობის მიმართ, ვიდრე – ძველებს; იმ შემთხვევაში, თუ ისინი მხოლოდ ტრადიციული გზით გააგრძელებდნენ თავიანთ საქმეს, მაშინ ახალი ბატონები, ახალი მდიდრები(Parvenü) გახდებოდნენ, რომლებმაც გაიარეს ომის მძიმე სკოლა, რომლებიც არ აღიარებდნენ ექსპლუატაციის განსხვავებულ სახეს, გარდა თავიანთი ძალაუფლებისა და ინტერესებისა. მეურნეობები, რომლებიც ომის განადგურების შემდეგ დაცარიელდა, ხელახლა კი არ აითვისეს, არამედ ბატონების მიწად აქციეს; თუ ბატონი გლეხების ხარჯზე გააფართოებდა თავის მიწას, ის აიძულებდა მათ, ჩაბმულიყვნენ ხანგრძლივ, სავალდებულო იძულებით შრომაში. განაწესი უშედეგოდ აფრთხილებდა ბატონებს, რომ ღვთის კურთხევა დააჯილდოებდა მმართველს, თუ ისინი გლეხებს მისცემდნენ დროს, მიეხედათ საკუთარი მეურნეობისათვის. როდესაც ჩაგრული გლეხები თავიანთი მტანჯველების წინააღმდეგ ჯანყდებოდნენ(1679–1680 წწ.), იმპერიული ჯარები გლეხთა აჯანყებას ახშობდნენ, მემამულეები კი ხერხებს ეძებდნენ, როგორ გამოეყენებინათ იძულებითი შრომა ახალი მონობის გაზრდის მიზნით. 2 დაჩაგრული გლეხები გაღატაკებული ქალაქების რამდენიმე ათასი ხელოსნის, სოფლის მაცხოვრებლების, დღიური მუშაკები1 მაქს ადლერი, მერკანტილისტური ინდუსტრიული პოლიტიკის საწყისები ავ სტრიაში, ვენა 1903 , გვ. 16 . 2 გრიუნბერგი, გლეხთა გათავისუფლება და მიწათმფლობელ გლეხთა ურთიე რთობა ბოჰემიაში, მორავიასა და სილეზიაში. ლაიპციგი, 1894 . 282 სა და მსახურების გვერდით, ჩეხი ხალხის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის გარეშე ჩეხი ერი კარგავდა თავის კულტურას, ქრებოდა ისტორიის ფოკუსიდან. ჩეხებისთვის 1620 წელი ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც 820 წელი ვენდებისთვის(Wenden): სლოვენიელებზე რვა საუკუნით მოგვიანებით ჩეხებიც ისტორიის არმქონე ერად გადაიქცნენ. უპირველეს ყოვლისა, ერი თავს ანებებს პოლიტიკას, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე გაცნობირებულ მუშაობას. უცხოური ოჯახები, რომლებიც გაძევებული ჩეხი თავადაზნაურობის მემკვიდრეები გახდნენ, ძალიან მალე ივიწყებენ თავიანთ წარმომავლობას და მადლიერებას გამოხატავენ ჰაბსბურგების მიმართ, რომლებსაც ეკუთვნოდათ მიწა და ძალაუფლება. მაგრამ თავადაზნაურობის ინტრიგებსა და პარტიზანულობას საერთო არაფერი აქვს ეროვნულ ბრძოლასთან. სამთავროების ლანდტაგებში შემორჩენილია ზოგიერთი ფორმა, რომელიც მოგვაგონებს ძველი ბოჰემიის მამულების ჩეხურ ხასიათს და ჩეხური ენის გამოყენებაც აქ მოკრძალებული ფორმით შეინიშნება. 1 სამთავროთა ასეთი მხარდაჭერა უაზრო სპექტაკლად იქცა. არა მათ, არამედ მათ პოზიციას სახელმწიფო ადმინისტრაციასა და ჯარში, არა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ სახელმწიფო ორგანოს პოზიციას, ეყრდნობა ახალი ბოჰემიელი თავადაზნაურობის ძალა. სახელმწიფოს საერთოდ არაფერი აქვს საერთო ჩეხი ხალხის დიდ ნაწილთან, გლეხებთან: ისინი ექვემდებარებიან სამთავროების იურისდიქციას და ადმინისტრაციას. ჩეხი ერი ლეგალურად არ არსებობს სახელმწიფოსთვის და, შესაბამისად, ის თითქმის არ ფლობს ჩეხურ ენას: მმართველი მოხელეები, რა თქმა უნდა, გლეხებს ჩეხურად უნდა ელაპარაკონ, მაგრამ ჩეხეთის მოსახლეობის უმრავლესობას არ შეუძლია სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოების წინაშე წარდგომა. მაშასადამე, ჩეხი თავადაზნაურობისა და ჩეხი ბურჟუაზიის მაღალი ფენების განადგურების შემდეგ, ჩეხური ენაც თითქმის მთლიანად ქრება სახელმწიფო უწყებებიდან: 1627 წლის ახალმა სახელმწიფო რეგულაციებმა გერმანულ და ჩეხურ ენებს, რომლებიც მთელ ადმინისტრაციულ აპარატში გამოიყენებოდა, 1 უზენაესი ბურგრაფი საიმპერიო და სამეფო ლანდტაგის მთავრებს ჩეხურ ენაზე ასე მიუგებს და უზენაესი მოსამართლე სასამართლოს წევრებს რეგიონში მოლაპარაკებებისათვის შემდეგი სიტყვებით„ Račte sestoupiti “ გამოიძახებს. რეალური მოლაპარაკებები და პროტოკოლები გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა. ფიშელი, ავსტრიის სამართლის ენა, ბრნო, 1901 , გვ. XXVIII . 283 გამონაკლისის სახით, თანაბარი უფლებები მიანიჭა. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები ერთმანეთთან მხოლოდ გერმანულად ურთიერთობენ და პოლიტიკურ მხარეებთან ძალიან იშვიათად – ჩეხურ ენაზე. როგორც ჩეხი ერი ქრება სახელმწიფო ცხოვრებიდან და ჩეხური ენა სახელმწიფო ადმინისტრაციიდან, ასევე იკარგება ჩეხი ხალხის ინტელექტუალური კულტურაც. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ ჩეხი ემიგრანტების წიგნები თავდაპირველად იბეჭდება საზღვარგარეთ, პირნასა და დრეზდენში, ბერლინსა და ჰალეში. ჩეხური ემიგრაციის გაქრობასთან ერთად ჩეხური ლიტერატურა მთლიანად წყვეტს არსებობას: გლეხები და დღიური მუშები არ ყიდულობენ წიგნებს და მაღალმა კლასებმაც დაკარგეს ენა. ბოჰემიაში გავრცელებულ წიგნებს აგროვებენ და ანადგურებენ, რადგან ჰუსიტური ომების შემდეგ მთელი ჩეხური ლიტერატურა ერეტიკულად ითვლებოდა. აუტოდაფე XVIII საუკუნემდე გაგრძელდა: იეზუიტ ანტონ კონიასსაც კი, რომელიც გარდაიცვალა 1760 წელს, შეეძლო დაეკვეხნა, რომ მთლიანად დაწვა 60000 ჩეხური წიგნი; 1 მაშინ, როცა პროტესტანტი სლოვაკები უნგრეთში ლიტერატურის პროპაგანდას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აგრძელებენ, ის მთლიანად ქრება ბოჰემიასა და მორავიაში; დროდადრო მხოლოდ ლოცვების წიგნი იბეჭდება ჩეხურ ენაზე. ჩეხური ენა ექსპლუატირებული კლასების ენად იქცა. 1710 წელს მორავიელი ისტორიკოსი შტრედოვსკი ჩიოდა, რომ უმაღლესი კლასები სლავურ ენას უგულებელყოფდნენ,„თითქოს ის მხოლოდ უკულტურო, გაუნათლებელ ხალხს ეკუთვნოდა“. 2 გასაკვირი არ არის, რომ ყველა, ვინც საზოგადოების ზედა ეშელონში იყო, გამდიდრდა, უმაღლესი განათლება მიიღო, ადმინისტრაციულ ორგანოში ან ჯარში მსახურობდა, მათ რცხვენოდათ გლეხისა და მსახურის ენაზე ლაპარაკი. ჩეხეთის ეროვნული კულტურა მოკვდა. XIX საუკუნეში, როდესაც ჩეხეთში ახალმა კულტურულმა ცხოვრებამ გაიღვიძა, ჩეხური კულტურის აღმავლობის ძველი მოგონებები განახლდა, დ​​ იდი ხნის დავიწყებული ბევრი სიტყვა დაუბრუნდა ლექსიკას და ერის ამაყ მოგონებებში იღვიძებდა მიძინებული ეროვნულობის გრძნობა. მიუხედავად ამისა, ჩეხი ერის დღევანდელი ინტელექტუალური კულტურა არ მომდინარეობს 1526-1620 წლების ჩეხური კულტური1 დ’ ელვერტი, ავსტრია-უნგრეთში გერმანელობის ისტორიისათვის, ბრნო, 1884 , გვ. 474 . 2 დ’ელვერტი, დასახ. ნაშრ., გვ. 445 . 284 დან, მასთან გარეგნული კავშირის მიუხედავად. 1 მათ შორის არის ისტორიის არმქონე ორი საუკუნე, არა ცოცხალი, ეროვნული და კულტურული კავშირი, არამედ წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებული კულტურული ფასეულობების ერთგვაროვანი გადაცემა იმ მრავალ ვიწრო ადგილობრივ წრეზე, რომელშიც დაიშალა გლეხი ერი. ჩეხეთის ისტორიამ დაადასტურა გამოცდილება, რომ იზოლირებულ ადგილებში მცხოვრებ გლეხებს არ შეუძლიათ ერის ერთიანობის შენარჩუნება, ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე. ვიწრო წრის გარეთ, სოფელში, მოსახლეობის ცალკეული ნაწილები უფრო და უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან, ისინი თავიანთი კულტურის დიფერენციაციას ახდენენ; თვითონ მათი ენაა, რომელიც, დიახაც, ყოველთვის მკაფიო მანიშნებელია ურთიერთობისა და კულტურული საზოგადოების სიმცირისა. XVIII საუკუნეში ხალხი უკვე საუბრობდა საკუთარ მორავიულ ეროვნებასა და ენაზე. როდესაც ერმა კვლავ გაიღვიძა XIX საუკუნეში, საეჭვო იყო, სად იყო მისი საზღვრები, ეკუთვნოდნენ თუ არა მორავიელი სლოვაკები ჩეხ ერს. 2 და დღეს გამოცოცხლებულმა ერმა მოახერხა ეს ტომები ისევ შეიერთოს, ამის საპირისპიროდ, დღესაც არ არის გარკვეული, მოუწევთ თუ არა მათ გადაიხადონ ზემო უნგრეთის სლოვაკების ეროვნული, და არა მხოლოდ სახე1 ამ ფაქტთან დაკავშირებით ზოგჯერ ჩეხი ინტელიგენტი მწერლებიც ცდებიან. მაგალითად, მასარიკი ჰუმანურობის იდეას წმინდად ჩეხურ იდეასთან აიგივებს, რადგან მას, როგორც წამყვან პრინციპს ჩეხურ რეფორმაციაში(ძმობა!), ასევე მე19 საუკუნეში, ჩეხი ერის პირველად კვლავ გამოფხიზლებაში კოლარის, იუნგმანის, შაფარიკისა და პალაცკის შემოქმედებაში ხედავს. ამასთან, ეს ისტორიული მიმართებების მცდარ შეფასებაზე მეტყველებს. მე19 საუკუნის პირველ ნახევარში გამოღვიძებულ ჩეხურ ბურჟუაზიაში კაცობრიობის იდეა საზოგადოებაში მისი აუცილებლობით წარმოიშვა, ისევე როგორც სხვა ევროპელი ერების ინტელიგენციასა და წვრილბურჟუაზიის განვითარების მსგავს საფეხურზე. საუკუნეების განმავლობაში ჩეხური რეფორმაციის მივიწყებულ იდეებს მიმართავენ და ეს თითქოს განპირობებულია იმით, რომ ერის ისტორიაში ახალ იდეებს აღმოაჩენენ, რომლებიც მათი დროის იდეებთან კავშირში იქნება. ეს იყო ის გონი, რომელიც კარგად დავიწყებული დროების სულისკვეთებით აღმოცენდა. თუ მასარიკი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის იდეები ჩეხური ხასიათით საკმარისად გამართლდა და ახლა მას ჩეხური კავშირების პროგრამისა და ბრძოლის საშუალებების შესაფასებლად იყენებს, ეს ყოველივე ჩვენთვის ნაცნობი ეროვნული შეფასების კარგ მაგალითად ითვლება. 2 ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად, ავსტრიამ ემპირიულ სისტემაზე დაფუძნებით, დღესაც უნდა ილაპარაკოს ბოჰემიურ-მორავიულ-სლოვაკურ სასაუბრო ენაზე. მეორე მხრივ, აზრადაც არავის მოსვლია გერმანულის ნაცვლად ბავარიულ-ფრანკონიურ-შვაბიურ სასაუბრო ენაზე საუბარი. 285 ლმწიფოებრივი, გაუცხოების ფასი ორსაუკუნოვანი უისტორიო ცხოვრებისთვის. ეროვნული თვალსაზრისით, ბოჰემიის სამთავროების განადგურება ნიშნავდა, რომ ჩეხი ერი, როგორც ისტორიის არმქონე ერი, გაუცნობიერებელ არსებობამდე მიიყვანეს. პოლიტიკურად ეს გზა ნათელი იყო თანამედროვე ცენტრალისტური უნიტარული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ძალიან მალე ჰაბსბურგები მზად არიან თავიანთი გამარჯვების გამოსაყენებლად და ბოჰემიელების მემკვიდრეობით მიწებთან ერთად ერთიანი სახელმწიფოს შესაქმნელად. მათი მერკანტილისტური პოლიტიკა ამ მიზანს ემსახურება. უპირველეს ყოვლისა, ჰაბსბურგის სამეფოს თითოეული ქვეყანა ქმნის საკუთარ ეკონომიკურ ტერიტორიას. უკვე კარლ VI-ის 1 დროს შემოღებულია ე. წ. ტრანზიტული მოძრაობა. ეს ნიშნავს, რომ მიიღება ზომები ისე, რომ პირმა ჰაბსბურგის ქვეყნებში შემოტანილი საქონლისთვის, თუნდაც რამდენიმე სამეფოს სახმელეთო საზღვარი გადაკვეთოს, საბაჟო მოსაკრებელი ჩვეულებრივ მხოლოდ ერთხელ უნდა გადაიხადოს. 1775 წელს შესაძლებელი გახდა ბოჰემიის მიწების, ტიროლის გარდა, გაერთიანება ალპურ მიწებთან ერთ საბაჟო ტერიტორიაზე. ეს ქვეყნები თანდათან იქცევა ერთ ეკონომიკურ ზონად. სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების პრივილეგიები, რომლებიც ვრცელდება მთელ ეკონომიკურ არეალზე, ქალაქის ვაჭრებს შეუზღუდავ სავაჭრო უფლებამოსილებას აძლევს, რომლებიც თავიანთ საქონელს ადგილობრივად შეზღუდულ ბაზარს აწვდიან. მალე უკვე ცხადად შეინიშნება შრომის დანაწილების საწყისი ეკონომიკურ არეალში. მატყლსა და მინას აწარმოებენ ბოჰემიაში, ქსოვილს – მორავიაში, რკინას – შტირიაში, საგალენტერიო საქონელს – ვენაში მთელი ეკონომიკური ზონისთვის. მაშინ, როცა ერთიანი ეკონომიკური ზონის განვითარება ინიცირებულია მერკანტილისტური პოლიტიკით, ერთიანი სახელმწიფოს განვითარებას შეგნებულად სხვა გზებით უწყობენ ხელს. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ერთიანი კანონის შექმნა მემკვიდრეობითი და ბოჰემიის მიწებისთვის. ლეოპოლდ პირველი ყურად არ იღებს ლაიბნიცის რჩევას, რომ მან, როგორც მეორე იუსტინიანემ, უნდა შექმნას სამოქალაქო სამართლის ახალი სისტემა და კანო1 კარლ VI ( 1685 1740 ) – საღვთო რომის იმპერატორი, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მის სახელს უკავშირდება ბრძოლა ესპანური მემკვიდრეობის მისაღებად(რედ.). 286 ნის სახით თავის ქვეყანაში გაავრცელოს; მაგრამ 1720 წელს კანონი მემკვიდრეობის შესახებ გახდა საერთო: თავდაპირველად არეგულირებდა ქვემო ავსტრიის ხუთ მიწას. მარია ტერეზას 1 ხელმძღვანელობით დაიწყო ყოვლისმომცველი კოდიფიკაციის სამუშაო, რამაც საბოლოოდ, ფორმალურად და მატერიალურად, მემკვიდრეობითი სახელმწიფოებისა და ბოჰემიისთვის(ნაწილობრივ, ასევე, უნგრეთისთვის და ახლად შეძენილი გალიისთვის) ერთიანი კანონის შექმნას შეუწყო ხელი. საბოლოოდ დაიწყეს ბოჰემიისა და სამემკვიდრეო მიწების ერთიანი ადმინისტრაციული სისტემის შექმნა. გადამწყვეტი ნაბიჯი ამ გზაზე იყო 1749 წელს ბოჰემიის სასამართლოს კანცელარიის გაუქმება. იმ დროიდან ბოჰემიისა და ალპური მიწები ვენიდან ერთნაირად იმართებოდა. თეთრ მთის ბრძოლის შემდეგ აბსოლუტიზმმა გამარჯვების დასკვნები კონსტიტუციურად მხოლოდ რამდენიმე წლის მერე, სამთავროების უდიდესი ძალაუფლების გავრცელების შემდეგ, გამოიტანა. პირველად, როცა სამთავროების ძალაუფლება არ აღმოფხვრა, მხოლოდ შეზღუდა და გაამკაცრა კავშირი, რომელიც სამეფოს ცალკეულ მიწებს შორის იყო, მაგრამ არ გააერთიანა ისინი ერთიან სახელმწიფოში; მან სრულად არ გამოიყენა თავისი გამარჯვება ეროვნულ დონეზე – გერმანულ ენას მხოლოდ კანონიერი და არა შეუზღუდავი მოქმედების უფლება მიანიჭა ისევე, როგორც ჩეხურ ენას. სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სახელმწიფოს შეუძლია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა: მისი ძალა იზრდება ათწლეულიდან ათწლეულამდე. ის სამხედრო თვალსაზრისით ძლიერდება და დაქირავებული არმიიდან მუდმივ ჯარში გაწვევის სისტემაზე გადადის; ეკონომიკურადაც ძლიერდება, ვინაიდან ვაჭრობისა და მრეწველობის ნელი აღორძინება მერკანტილისტურ ეპოქაში დაბეგვრის ახალ წყაროებს უხსნის; იგი ბიუროკრატიული ადმინისტრაციის გაფართოებით პოლიტიკურადაც ძლიერდება. სანამ სახელმწიფო ძლიერდება, ძალები, რომლებიც მის ერთიანობას ეღობება, სუსტდება: ჩეხური თავადაზნაურობისა და 1 მარია ტერეზა( 1717 1780 ) – საღვთო რომის იმპერიის დედოფალი, ჰაბსბურგთა სამფლობელოების მმართველი. იმპერიას მართავდა 40 წლის განმავლობაში. საფუძვლიანად მიიჩნევა XVIII ს-ის ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად, მის სახელს უკავშირდება ავსტრიის ჩართვა პრუსიისა და ინგლისის წინააღმდეგ ომში, რომელიც ისტორიოგრაფიაში ცნობილია როგორც შვიდწლიანი ომი( 1756 1763 ) (რედ.). 287 ბურჟუაზიის გაქრობამ ჩეხი ერი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააქრო, მიუხედავად ფორმალური თანასწორობისა 1 , რომელიც გარანტირებული იყო ახალი სახელმწიფო კოდექსით. ძალაუფლების ბალანსი შეიცვალა და გამარჯვებულ სახელმწიფოსაც შეეძლო სრული დასკვნების გამოტანა სამთავროების დამხობის შემდეგ. მარია-ტერეზას რეფორმების მეშვეობით ათწლეულების განმავლობაში საზოგადოების ძალებს შორის დამოკიდებულება შემდეგნაირად გამოიკვეთა: ბოჰემია და მემკვიდრეობითი მიწები ერთიანი სახელმწიფოა, რომელიც მეტ-ნაკლებად თავისუფალი კავშირით გაერთიანებულია ჰაბსბურგის სხვა სახელმწიფოებთან (უნგრეთი, ნიდერლანდები და გალიურ-იტალიური საკუთრება). პროცესი, რომლის დროსაც ავსტრიის სახელმწიფო შეიქმნა, გერმანიის ყველა ტერიტორიაზე განვითარების იმ კურსის მსგავსია, რომელსაც ევროპის კონტინენტის სხვა სახელმწიფოები თავიანთ არსებობას უმადლიან. იგი შემდეგნაირად წარიმართა: აბსოლუტიზმმა აღმოფხვრა სამთავროები და ამით გააუქმა ორმაგი სამკვიდრო სახელმწიფო; შემდეგ დაანგრია ძველი მამულების სპეციალური სტრუქტურების საზღვრები თავის ტერიტორიაზე და მამულები ერთიან ეკონომიკურ ზონად აქცია. მერკანტილისტურმა პოლიტიკამ კანონმდებლობა და ბიუროკრატიული ადმინისტრირება კანონის ერთ სფეროდ აქცია და რეგიონების გაერთიანებით შექმნა სახელმწიფო. თუ ბოჰემიელი კონსტიტუციური სამართლის მეგობრები უჩივიან განვითარების ამ კურსს, როგორც კანონის დარღვევას, მათი მოსაზრება ეჭვქვეშაა ფორმალური სამართლის წინაშე. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ კონტინენტზე თითქმის არცერთი სახელმწიფო აღმოცენებულა სხვაგვარად, გარდა რევოლუციის გზისა. სამთავროებზე გამარჯვებით ავსტრია სახელმწიფოდ იქცა. ამავე დროს, სამთავროების მოსპობამ ჩეხ ერს ისტორიის არმქონე ერის როლისთვის განაჩენი გამოუტანა. ასე რომ, ავსტრია გახდა გერმანული სახელმწიფო. ბოჰემიისა და მემკვიდრეობითი ქვეყ1 1749 წელს, როდესაც კარნიოლას/კრაინას სამთავროებმა გაზრდილი სამხედრო შენატანების დათმობაზე შემდგომი წლების განმავლობაში უარი განაცხადეს, გრაფმა ხოტეკმა მათ განუმარტა,„რომ იმპერიულმა სასამართლომ პირდაპირ ბრძანა მთავრებს ნებაყოფლობით გაეცათ იგი“, რასაც ისინი დამორჩილდნენ. კარინტიაში, ერთი წლით ადრე, როდესაც სამთავროებმა უარი თქვეს სამხედრო შენატანების გაზრდაზე, სახელმწიფო შემოსავალი დაუყადაღეს და სახელმწიფო მოხელეებმა დაწესებული გადასახადები დააკისრეს. ლუშინი, იგივე, გვ. 532 . 288 ნების არაგერმანული მოსახლეობის უმეტესი ნაწილს გლეხობა წარმოადგენდა. ისინი არა პირდაპირ, არამედ ირიბად ექვემდებარებიან წესდებას. არცერთი სახელმწიფო მოსამართლე არ გამოიტანს განაჩენს„მისი უდიდებულესობა იმპერატორის სახელით“, მაგრამ მას აქვს იურისდიქცია მესაკუთრის წინაშე. სახელმწიფო მას პირდაპირ კი არ მართავს, არამედ მხოლოდ მესაკუთრის მეშვეობით. კლასები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფოს, მასობრივად გერმანული ან გერმანიზებულია. ჩვენ ვიცით, თუ რამდენი დრო დასჭირდა ავსტრიის გერმანულ სახელმწიფოდ გადაქცევას: გერმანელების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოლონიზაცია, თანამედროვე სახელმწიფოს წარმოქმნა, მისი ბრძოლა და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საბოლოო გამარჯვება მამულებზე. ეს, მსოფლიო ისტორიული დისტანციიდან დანახული, სხვა არაფერია, თუ არა მყისიერი მოვლენა. ბოჰემიელები და სამემკვიდრეო ტერიტორიები გაერთიანდა გერმანული განვითარებადი თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად: როდესაც თანამედროვე სახელმწიფომ მთლიანად დაამხო ორმაგი სახელმწიფო, ავსტრია გერმანიას მიეკუთვნა მანამ, სანამ თავადაზნაურობის მიწის მფლობელმა კლასმა სამთავროებში სახელმწიფოსთან მიმართებაში არ დაკარგა ძალაუფლება. სახელმწიფომ თითოეულ მემამულეს გადაულოცა ძალაუფლება გლეხებზე. როდესაც მოსახლეობის მასა მოკლებული იყო ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, ის სახელმწიფოს პოლიტიკურად მხოლოდ ირიბად, მემამულის მეშვეობით, ექვემდებარებოდა; შემდეგ კი, სახელმწიფომ გააერთიანა ქვეშევრდომები და თითოეული მოქალაქე უშუალოდ დაექვემდებარა სახელმწიფოს. ავსტრია, გარკვეული დროის განმავლობაში, იყო გერმანული სახელმწიფო: მამულის მმართველობაზე დამყარებული ფეოდალური სახელმწიფოდან კაპიტალისტურ სასაქონლო წარმოებაზე დაფუძნებული ფეოდალური კავშირებით, თანამედროვე სახელმწიფომდე; როდესაც იგი თანამედროვე სახელმწიფოდ გადაქცევის გზას დაადგა, ვერ მიაღწია მიზანს. გერმანელი მწერლები შენიშნავენ, რომ ავსტრია აღარ არის გერმანული სახელმწიფო. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ისტორიული გაგება არ სცილდება ჩეხური კონსტიტუციური სამართლის გაგებას. ამიტომ ისინი ჩივიან, რომ დღეს მასებიც იღებენ მონაწილეობას კულტურის პროგრესში, რომ მოსახლეობის მასები ფეოდალის ქვეშევრდომობიდან სახელმწიფოს მოქალაქეებად იქცნენ. 289 ამრიგად, ჩვენი წარმოდგენა გადამწყვეტი პუნქტისკენ მიდის: უნდა ვაჩვენოთ, როგორ გამოაფხიზლა კაპიტალიზმისა და თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებამ ისტორიის არმქონე ერები და ამით სახელმწიფო ეროვნული საკითხის წინაშე დააყენა. ეროვნული განვითარების მამოძრავებელი ძალები უკვე გამოვლინდა ისტორიულ შესავალში. გადავხედოთ ჩეხებისა და გერმანელების ურთიერთობას: ბუნებრივი ეკონომიკიდან სასაქონლო წარმოებასა და სასაქონლო ბირჟაზე გადასვლა ბოჰემიაში სასაქონლო წარმოების პიონერ გერმანელებს, ლუქსემბურგელებს შორის, უზარმაზარ სოციალურ ძალას აძლევს; ინტელექტუალური რევოლუცია, რომელიც ყველგან სასაქონლო წარმოების განვითარებას განაპირობებს, აღვიძებს ჩეხეთის რეაქციას ბოჰემიაში გერმანიის მმართველობის წინააღმდეგ; ჰუსიტური ომები აუწყებს ბოჰემიელებს ეროვნული აღმავლობის პერიოდის შესახებ; ფეოდალური საზოგადოების მმართველი კლასი ერგება სასაქონლო წარმოების საფუძველზე წარმოქმნილ სახელმწიფოს, მაშინ, როდესაც ფორმირდება ორმაგი სახელმწიფო. სამთავროები ებრძვიან სახელმწიფოს. ძალაუფლების უმაღლესი საშუალებებით მხარდაჭერილი სახელმწიფო იმარჯვებს და ანადგურებს ერის მმართველ კლასს. ჩეხი ხალხი გადაიქცევა გლეხებისა და მოსამსახურეების ერად და შორდება პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. მხოლოდ XIX საუკუნეში იწყება კაპიტალიზმის მიერ ინიცირებული რევოლუცია, რომელიც მოუწოდებს ქვედა კლასებს, მონაწილეობა მიიღონ კულტურულ განვითარებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, მათ აღვიძებს ახალი ცხოვრებისთვის. ყველა მამოძრავებელი ძალა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მოქმედებს არა მხოლოდ ბოჰემიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სოციალური ბრძოლები წარიმართა თანამედროვე საზოგადოებასა და თანამედროვე სახელმწიფოში, რომელმაც მრავალენოვან ავსტრიაში ეროვნული ბრძოლის ფორმა და ეროვნულ მნიშვნელობა შეიძინა. ეროვნული და სოციალური განვითარება არ არის კაცობრიობის განვითარების ორი განსხვავებული სფერო, მკაფიოდ რომ უნდა გაიმიჯნოს – ეს არის ეკონომიკური კლასის ბრძოლა, რომელიც ეფექტურია ყველგან, ეს არის შრომისა და სამუშაო პირობების ცვლილებები, რაც ერების ძალაუფლებასა და უძლურებას, კვდომასა და აღორძინებას განსაზღვრავს. 290 § 17 ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებული პოლიტიკური ძვრების შედეგად ავსტრიის სახელმწიფოს გერმანული ხასიათი მნიშვნელოვნად შეილახა. გერმანიის ქვეშევრდომების რაოდენობა სილეზიისა და დასავლეთ ავსტრიის დაკარგვით შემცირდა, მეორე მხრივ, სლავებისა და რომანულენოვანი რეგიონების რაოდენობა გალიციისა(Galizien), ბუკოვინას(Bukowina), ლომბარდიის, (Lombardei) ვენეციის(Venedigs), ტრენტოს(Trients), სამხრეთ ისტრიისა(Istrien) და დალმაციის(Dalmatien) მითვისებით გაიზარდა. XIX საუკუნის დასაწყისში, უნგრელებს თუ გამოვრიცხავთ, ავსტრიის შემადგენლობაში სამი ისტორიული ერი შედიოდა: გერმანელები და იტალიელები, რომლებსაც თავადაზნაურობა და ბურჟუაზია ჰყავდათ, და პოლონელები, რომლებიც თავიანთი თავადაზნაურობის წყალობით, ისტორიული ერის ხასიათს ატარებდნენ. ჩეხები, რუსინები(Ruthenen) 1 , სლოვენიელები და სერბები შესაძლოა ისტორიის არმქონე ერებად ჩაითვალონ იმ გაგებით, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი: უნგრეთში მხოლოდ მადიარები/ უნგრელები(Magyaren) და ხორვატები(Kroaten) თავადაზნაურობის, ხოლო გერმანელები ბურჟუაზიის ხარჯზე ისტორიულ ერებად მიიჩნეოდნენ; მეორე მხრივ, სლოვაკები, სერბები, რუმინელები და რუსები მმართველ კლასებში არ მოიაზრებოდნენ. კულტურის თვალსაზრისით ისტორიის არმქონე ერებად განიხილებოდნენ, პოლიტიკურად კი ყოველგვარი კონსტიტუციური უფლება ჰქონდათ ჩამორთმეული. დიდი ხანია სლოვაკეთის თავადაზნაურობა – მადიარად, ჩეხი – გერმანელად, რუსინი პოლონელად იქცა. ბოლო 120 წლის განვითარების გეზი ასეთმა სურათმა სრულიად შეცვალა. კაპიტალიზმმა და, მის კვალდაკვალ, თანამედროვე სახელმწიფომ ყველგან კულტურული საზოგადოების გაფართოება განაპირობა მასების ყოვლისშემძლე ტრადიციის ბორკილებისგან გათავისუფლებითა და ეროვნული კულტურის ხელახალი შექმნის პროცესში ჩართვით. შევეცდებით ეს პროცესი, ჩვენი ეროვნული ბრძოლის ფუნდამენტური საფუძველი, იმ ერების მაგალითით წარმოვაჩინოთ, 1 რუსინები – აღმოსავლურსლავური ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობდა, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთისა და და ავსტრო-უნგრეთის იმპერიის საზღვრებში(რედ.). 291 რომლებმაც ყველაზე სწრაფად და წარმატებით წარმართეს. ის ფაქტი, რომ ჩეხებმა ისტორიის არმქონე ერიდან ისტორიულ ერამდე უფრო სწრაფად განვლეს გზა, ვიდრე სხვა ხალხებმა, განპირობებული არ იყო იმით, რომ ისინი უკვე ორი საუკუნით ადრე ისტორიულ ერს მიეკუთვნებოდნენ. განსხვავებით, მაგალითად სლოვენიელებისგან, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში გერმანელი ერის მმართველ კლასებს ექვემდებარებოდნენ და ამას თავიანთი დასახლებების ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით ხსნიდნენ; ფაქტია, რომ დასახლებული რეგიონები ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული მიწებია ავსტრიაში და ამიტომ სხვა ისტორიის არმქონე ერებთან შედარებით, უფრო სწრაფად ჩაერთვნენ კაპიტალისტური, კულტურული განვითარების პროცესში. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 1620-1740 წლებში ჩეხი ერი სახელმწიფოსთვის თითქმის არ არსებობდა: თავადაზნაურობა და ბურჟუაზია გერმანული იყო; ჩეხების უმეტესი ნაწილი გლეხების, სოფლის მაცხოვრებლების, დღიური მუშაკებისა და მოსამსახურეებისგან შედგებოდა. როგორც მოქალაქეებსა და სუბიექტებს, კანონმდებლობაზე არც სამართლებრივი გავლენა ჰქონდათ და არც სახელმწიფო მმართველობას ექვემდებარებოდნენ. უფრო სწორად, სახელმწიფომ ისინი მემამულეების ქვეშევრდომებად დატოვა, რომლებიც კვლავ მათ სუვერენებად/მმართველებად მოიხსენიებოდნენ. სახელმწიფო თანდათან ამ პროცესების რღვევას იწყებს. XVIII საუკუნის სახელმწიფო უცნაურ ისტორიულ შუალედურ ეტაპს წარმოადგენს, ის კვლავ მემამულე-თავადაზნაურული სახელმწიფოა, რადგან ყველა გავლენიანი თანამდებობა ადმინისტრაციასა და ჯარში მათთვის იყო განკუთვნილი და დიდგვაროვან მემამულეებს მოსახლეობის დიდ მასაზე შეუზღუდავი მმართველობა ჰქონდათ. ამასთან, უკვე ბურჟუაზიული სახელმწიფოცაა, რადგან თუ არსებობა სურდა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, კაპიტალისტური უმაღლესი კლასის, ბურჟუაზიის ინტერესებისათვის, ხელი უნდა შეეწყო. ევროპის მასშტაბით კაპიტალიზმი სწრაფად მიიწევს წინ: ყველა სახელმწიფოს სჭირდება მდიდარი კაპიტალისტური კლასი, როგორც გადასახადების წყარო, თუ მას სურს, მკაცრად ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული ფორმა და მრავალრიცხოვანი არმია შეინარჩუნოს, რომელზეც ხშირი კონფლიქტების ეპოქაში უარს ვერ იტყოდა. უმაღლესი სახელმწიფო 292 საკანონმდებლო და ადმინისტრაციული კოლეგიუმების მსჯელობებზე სხვა საკითხი, გარდა გადასახადის გადამხდელთა, სამეფო და იმპერიული კონტრიბუტორების საკითხებისა, არ განიხილება. სახელმწიფომ, შეიძლება, კვლავ განკერძოებულად გამოიყენოს მემამულეები თავის ძალად, მაგრამ ხელი უნდა შეეწყოს მოქალაქეობრივი ინტერესებისა და ბურჟუაზიულ კომერციას. ასე რომ, მემამულე-ბურჟუაზიული კლასის სახელმწიფო არის ერთ-ერთი იმ საინტერესო შერეული წარმონაქმნებიდან, რომელსაც, ხშირად, მსოფლიო ისტორიის დიდი გარდამავალი ეპოქები ქმნის. განმანათლებლური აბსოლუტიზმი ხელს უწყობდა ბურჟუაზიის კლასობრივ ინტერესებს, რომელიც თავდაპირველად მის კომერციულ და ინდუსტრიულ, მერკანტილურ პოლიტიკაში გამოვლინდა. სახელმწიფომ კაპიტალისტური განვითარების დასაჩქარებლად ვრცელი ეკონომიკური არეალი შექმნა; მან მრეწველებს მაღალი დამცავი სატარიფო სისტემა და განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა, ხშირად, ფინანსური მხარდაჭერაც; მან აიძულა თავადაზნაურობა, დაეარსებინა ქარხნები და ქვეყანაში უცხოელი მეწარმეები და მუშები მიეზიდა; მან გააუქმა გილდიის კანონები, რადგან ისინი კაპიტალისტურ განვითარებას აფერხებდნენ; ის ცდილობდა, კოალიციების აკრძალვით, მაქსიმალური ხელფასისა და მინიმალური სამუშაო საათების დაწესებით, რომელსაც იმ დროს უკვე უფრთხოდნენ, მეწარმეები მუშათა სიხარბისგან დაეცვა; მას სურდა, მეწარმეებისთვის კვალიფიციური მუშახელი მოეზიდა; თავად ცოდნას კომერციული საქმიანობის შესახებ სამხედრო ძალდატანებით ავრცელებდა. სახელმწიფო ყველა საშუალებით ცდილობდა კაპიტალისტური მანუფაქტურისა და კაპიტალისტური ინდუსტრიის დამკვიდრებას ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი უამრავ ახალ ამოცანას იძენს. მას აღარ შეუძლია, შემოიფარგლოს თავადაზნაურობასა და ვიწრო ბურჟუაზიულ ზედა ფენასთან ურთიერთობით, მაგრამ უნდა ჩაერიოს ვაჭრების, ხელოსნებისა და მუშების ფართო მასების ყოველდღიურ ცხოვრებაში, აღზარდოს, არეგულიროს, მართოს ისინი. ამრიგად, თავდაპირველად სახელმწიფომ მრეწევლობისა და ვაჭრობის სფეროში ჩართული მოსახლეობის ფართო მასები ადმინისტრაციული საქმიანობის ობიექტებად აქცია; მაგრამ სახელმწიფო ამით ვერ შემოიფარგლება, ეს ბევრად უფრო სერიოზული საკითხია, ვიდრე მისი კომერციული ურთიერთობების მოწესრიგე- 293 ბა და ის ახლა იწყებს სოფლის მეურნეობის ტრადიციულ სტრუქტურაში ჩარევას. მას უამრავი მიზეზი უბიძგებს ამისკენ. თავიდან გლეხები უამრავი აჯანყების გზით ცდილობდნენ ხელისუფლებაში მყოფთა ყურადღების გამახვილებას თავიანთ ჩაგრულ მდგომარეობაზე. მათი გამოსვლები დიდი ძალისხმევით, სისხლში იქნა ჩახშობილი. გლეხთა მიწების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხედ ეჩვენება: ყოველი ძალაუფლებაწართმეული გლეხით ის გადასახადის გადამხდელს კარგავს. გლეხებზე მძიმე ზეწოლა ანელებს მოსახლეობის ზრდას, რაზეც მთავრობა სამხედრო და საგადასახადო პოლიტიკური მიზეზების გამო ზრუნავს. სამეურნეო სისტემა ინდუსტრიული განვითარებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან, ერთი მხრივ, მემამულეები უარს ეუბნებიან ინდუსტრიას საჭირო მუშაკების შემოდინებაზე, გლეხებს მიწასთან აჯაჭვავენ და ვაჭრობისთვის განაწილება მათ ნებართვასა და არცთუ მცირე გადასახადების დაწესებაზეა დამოკიდებული; მეორე მხრივ, სამრეწველო პროდუქციისთვის ფართო ბაზარი ვერ იარსებებს მანამ, სანამ მოსახლეობის მასები, იძულებითი შრომითი მომსახურებითა და გადასახადებით გაღატაკებული გლეხები, მიწების ინტენსიურად დამუშავებას ვერ ახერხებენ, თავიანთი მიწებიდან ბევრად მეტს მოიპოვებენ, ვიდრე მოიხმარენ და ვინაიდან ისინი არ მიეკუთვნებიან საქონლის გამყიდველთა წრეს, ვერ გამოდიან ბაზარზე საქონლის მყიდველად. დაბოლოს, სამეურნეო მმართველობის რეფორმა თავად სახელმწიფო ადმინისტრაციის საჭიროებად გვევლინება. მხოლოდ მაშინ, როდესაც გლეხი უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფო მოხელებს და სახელმწიფოს აღარ სჭირდება მემამულის ძალაუფლება, შესაძლებელია, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ მთელ რეგიონში მკაცრი და ერთიანი მმართველობის დამყარება. 1 ძალიან მალე გაჩნდა იდეა, უკეთესი ხომ არ იქნებოდა ფეოდალური სისტემის მთლიანად მოსპობა მაშინ, თუ გლეხის საქონელს სამეურნეო მიწა დაემატებოდა და იძულებითი შრომა გაუქმდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეა პირველად სამეფო სასამართლოს სამხედრო მრჩევლის მოხსენებაში გამოიკვეთა, რომელიც ეხებოდა რეკრუტირების სისტემის რეფორმას. 2 თუმცა გასაგებია, რომ სახელმწიფომ ვერ გადაწყვიტა ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. ასე რომ, გლეხების დასაცავად გატარებუ1 გლეხთა დაცვის საფუძვლების შესახებ, იხ. გრიუნბერგი, თავი I ,§ 3 . 2 გრიუნბერგი, თავი 3 ,§ 4 . 294 ლმა ზომებმა კულმინაციას ტერეზიანული დაბეგვრის/სოკაჟის რეგულაციითა და 1781 წლის 1 ნოემბრის იოზეფ II-ის 1 ცნობილი პატენტით/ედიქტით მიაღწია. სახელმწიფოს ყველა ამ რეფორმის გატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მოსახლეობის ფართო მასებთან ურთიერთობისათვის: ის აღარ მიანდობს ცალკეულ მემამულეებს გლეხების შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლებას, თვითონ ჩაერევა მათ მდგომარეობაში, თავისი კანონებით წარმართავს, მოხელეების დახმარებით თვალყურს მიადევნებს მათ დაცვას; რაიონულ სამსახურებში ქმნის ორგანოს, რომელიც მემამულის შუამავლობის გარეშე პირდაპირ უკავშირდება გლეხობას. ამრიგად, აგრარული რეფორმებით სოფლის მეურნეობის მოსახლეობის მასა, ისევე როგორც მერკანტილისტური კომერციული და სამრეწველო პოლიტიკის გზით ქალაქის მოსახლეობის მასა, სახელმწიფო მმართველობის ობიექტი ხდება. სახელმწიფო ამოცანების ამგვარი განვითარება არ არის ის, რაც ავსტრიისთვის დამახასიათებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთან იგი მაშინვე ეროვნულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მასები, რომლებსაც სახელმწიფო ახლა რეალურად დაუკავშირდა, ნაწილობრივ არაგერმანულ ერებს მიეკუთვნებიან. ხელოსნები და მუშები, დღიური მუშები და გლეხები ბოჰემიაში ნაწილობრივ ჩეხები არიან. ასე რომ, პირველ რიგში, სახელმწიფოს წინაშე ენის საკითხი დადგა. მას უნდა ეზრუნა დაბალი ფენის ენაზე მოლაპარაკე სახელმწიფო მოხელეების მოძიებაზე. აქედან გამომდინარე, განისაზღვრა, რომ თავისუფლად უნდა ფლობდნენ ხალხურ ენას 2 არა მხოლოდ დიდებული მართლმსაჯულები კერძო სასამართლოებში და ქალაქის მაგისტრატები, არამედ ჩეხეთის ოლქების სახელმწიფო მოხელეებსაც მოეთხოვებოდათ ჩეხური ენის ცოდნა. მარია ტერეზამ ბრძანა, რომ„განსაკუთრებული მიზეზისა და ceteris paribus-ის გარეშე, სხვა სუბიექტები არ უნდა განიხილებოდნენ მათ გარდა, ვინც საუბრობს და წერს ბოჰემიურ ენაზე“. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჩეხური ენის გაქრობას, ამის გაკეთება ადვილი არ იყო. ბრნოში სამეფო ტრიბუნალის რეორგანიზაციის დროს იმპერატრიცას აცნობეს, რომ ერთი თანამდებობის პირის გარდა„არ არსებობდა 1 იოზეფ II ( 1741 1790 ) – საღვთო რომის იმპერატორი, დედოფალ მარია ტერეზას უფროსი ვაჟი, დედოფალ მარია ანტუანეტას ძმა(რედ.). 2 1781 წლის ქვეშევრდომთა მიმართ შედგენილი პატენტი(უფლება)§ 18 ; 1788 წლის 17 ივნისის პატენტის მე19 პარაგრაფი. 1787 წლის 30 ნოემბრის სასამართლო დადგენილება. შდრ. ფიშელი, გვ. XXXVI . 295 სუბიექტური სუბალტერნუმი, რომელიც იმდენად კარგად ფლობდა ბოჰემიურ ენას, რომ ბოჰემიური აქტებიდან არგუმენტი მოეყვანა“. ამიტომ საჯარო მოხელეებისათვის, განათლების მიღების გარდა, ჩეხური ენის შესწავლის საკითხზეც უნდა ეზრუნათ. 1747 წელს პიარისტთა ორდენს 1 დაევალა, თავის გიმნაზიებში მეტი ყურადღება დაეთმო ჩეხური ენის სწავლებისთვის; ჩეხურ ენაზე სწავლება დაინერგა 1752 წელს ვენის-ნოიშტადტის სამხედრო აკადემიაში, 1754 წელს – ვენის საინჟინრო აკადემიაში და 1765 წელს – პრაღის გიმნაზიაში; 1775 წელს ვენის უნივერსიტეტში დაარსდა ჩეხური ენის კათედრა; 1778 წელს ამ ენაზე სწავლება დაინერგა ვენისა და ბრნოს არისტოკრატიულ კერძო სკოლებში. მთავრობის მიერ ჩეხური ენის სრულყოფილად შესწავლის ვალდებულება ეხებოდა მხოლოდ ჩეხური ენის მცოდნე საჯარო მოხელეებს, რაზეც მეტყველებს სასამართლო კომისიის ანგარიში 1791 წელს პრაღის უნივერსიტეტში ჩეხური ენის კათედრის დაარსებასთან დაკავშირებით. სასამართლო კომისიამ ეს კათედრა ზედმეტად მიიჩნია, რადგან პრაღაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩეხური ენა უნივერსიტეტის გარეთაც შეესწავლათ: „ვენაში ბოჰემიურ ენას დასჭირდა კათედრა, რადგან სხვაგვარად არ იქნებოდა მისი შესწავლის შესაძლებლობა. პრაღაში ეს ინსტიტუტი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა.“ 2 მთავრობა იყენებს ჩეხურ ენას იმდენად, რამდენადაც ესაჭიროება, როგორც ადმინისტრაციული ინსტრუმენტი. ჩეხური ენისადმი გაზრდილი ყურადღება მხოლოდ სახელმწიფოს ადმინისტრაციული ამოცანების გაფართოებით არის განპირობებული. ამავდროულად, ჩეხი ერისადმი ინტერესი სხვა მხრიდანაც იღვიძებს. დასავლეთის მაღალგანვითარებული ქვეყნების ბურჟუაზიას, უპირველეს ყოვლისა, ინგლისსა და საფრანგეთს, ფეოდალური კლასისა და აბსოლუტისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობისა და ბუნებითი სამართლის იდეები ჰქონდა – თუ ახლად შექმნილი არა, ახლად გაცოცხლებული მაინც. მაგრამ იდეოლოგიას, რომელიც წარმოიქმნება გარკვეული ქვეყნის კლასობრივი ბრძოლებიდან კონკრეტულ ეპოქაში, ყოველთვის 1 პიარისტების ორდენი – 1617 წელს კათოლიკური ეკლესიის შიგნით დაარსებული რელიგიური ორდენი, რომელიც ზრუნავდა ღარიბი და უპოვარი ბავშვების განათლებაზე. პიარისტების ორდენის წევრები იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან შუბერტი, გოია, გრიგორ მენდელი და ვიქტორ ჰიუგო(რედ.). 2 ფიშელი, დასახ. ნაშრ., გვ. XXVIII და XXXIX . 296 აქვს ეფექტი დროისა და ადგილის თვალსაზრისით იმ წრის მიღმა, რომელშიც ის დაიბადა. ასე შეაღწია XVIII საუკუნის რევოლუციური ფრანგული ბურჟუაზიის იდეებმა ავსტრიაში. ის უდავოდ იყო ავსტრიის სახელმწიფოს ინდუსტრიული და სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. ინტელექტუალური თვალსაზრისით, იოზეფ II-ის მსგავსი ადამიანი რევოლუციურ-რაციონალისტური ფრანგული და ინგლისური ბურჟუაზიის პირმშოა. თავადაზნაურობის წინააღმდეგ კლასობრივ ბრძოლაში ბურჟუას, ისევე როგორც თავადაზნაურობას, არ შეუძლია, მოიხსენიოს თავისი კეთილშობილური წარმომავლობა ან მისი წინაპრების ღვაწლი, ის არ ტკბება იმ დახვეწილი კულტურით, რითიც ტკბებიან კეთილშობილი ქალბატონები და ბატონები სასახლეებში. მას არ შეეძლო უზარმაზარი მამულებისათვის თავისი საკუთრება ეწოდებინა და ასობით გლეხს მისთვის სავალდებულო შრომა გაეწია. და მაინც, თავის პრეტენზიებს გამართლებულად თვლის და სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან მასზე ზრუნვას ითხოვს. როდესაც თავადაზნაურობა კეთილშობილური წარმომავლობით, სიმდიდრით, კარგი ზნეობით ამაყობს, ახალგაზრდა ბურჟუაზიას შეუძლია მხოლოდ უპასუხოს, რომ ბურჟუაც ადამიანია. ამგვარად, ბურჟუა ბუნებრივი თანასწორობის ძველ იდეას აცოცხლებს. ყველა ადამიანი, იქნება ეს კეთილშობილური თუ მდაბიო წარმოშობის, დიდებულ ციხე-სიმაგრეებში ან ქალაქის ჩვეულებრივ სახლებში მცხოვრები, თანასწორია და ყველაფერი ადამიანური, როგორც ასეთი, ღირებულია. კაცობრიობის, ჰუმანურობის იდეა ახალგაზრდა ბურჟუაზიის იდეოლოგიას წარმოადგენს. გერმანიაში გაჩნდა იდეა, რომ მაღალგანვითარებადი ერები ნაკლებად ერეოდნენ განვითარებადი ერების ბედში. ხალხმა ენთუზიაზმით დაიწყო ისტორიის არმქონე ერების კულტურული ძეგლების, ხალხური სიმღერებისა და ლეგენდების შესწავლა–შეგროვება. პრიმიტიული კულტურის მონაპოვარი გროვდებოდა არა რაიმე განსაკუთრებული სახით, არამედ, როგორც რუსოს ეპოქაში, ბედნიერებისა და ბუნების სრულყოფილებისადმი, წარმოშობისა და კულტურის დონის მიუხედავად, ყოველგვარი ადამიანური ღირებულებისადმი რწმენით, ადამიანების თანასწორობისა და ნათესაობის იმედით. ჰერდერის კეთილგანწყობა ისტორიის არმქონე ერებისადმი სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება. 1 ასეთმა შეხედულებებმა, ბუნებრივია, ნაყოფიერი ნიადაგი პოვა ავსტრი1 ჰერდერის გავლენა ჩეხი ერის„გამოღვიძებაზე“. იხ. Masaryk , Česká otázka , პრაღა 1895 და Kaizl , Česke myšlénky , პრაღა, 1896 , გვ. 21 . 297 აში, რომელიც მრავალ ისტორიის არმქონე ერს აერთიანებს. აქ იქმნება ლიტერატურა, რომელიც ჩეხი ერის განათლებული კლასების ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად და მოუწოდებდა ჩეხური ენის შენარჩუნებისაკენ. ისე, როგორც გლეხი, მუშა ან შინამოსამსახურე, იძენს განმანათლებლობის ჰუმანიტარული კონცეფციის წინაშე ადამიანურ ღირებულებას, ასევეა მისი ეროვნება და ენაც. მთელი ეს ლიტერატურა კულმინაციას დობროვსკის 1 ნაწერებით აღწევს. მან, ასე ვთქვათ, ჩეხური ენის კანონების, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლით, ჩეხი ერი მეცნიერების ობიექტად აქცია; მან, როგორც თავისი დროის ყველა განათლებულმა ადამიანმა ბოჰემიაში, მიიღო გერმანული განათლება და თავის ნაწარმოებებს გერმანულ ენაზე ქმნიდა. მას თავდაპირველად არ სჯეროდა ჩეხი ერის გამოღვიძების შესაძლებლობის, მაგრამ მსმენელთა გულებში სიყვარულით ნერგავდა დაინტერესებას ეროვნების, კულტურის, ენის, ისტორიის მიმართ – თესლი, რომელმაც მოგვიანებით მდიდარი ნაყოფი გამოიღო. მანუფაქტურის, მერკანტილისტური პოლიტიკისა და მამულის მმართველობის რეფორმის ისტორიულ ეპოქაში ბურჟუაზია ჯერ არ ეწეოდა კლასობრივ ბრძოლას სახელმწიფოზე ბატონობის მოპოვებისათვის, მაგრამ მისმა ინტერესებმა განსაზღვრა სახელმწიფო მმართველობის ხასიათი და მისი იდეოლოგია იმ ეპოქისათვის დომინანტურად იქცა. ასე რომ, ისტორიის არმქონე ერები განვითარების ამ ეტაპზე არ გამოფხიზლებულან, მაგრამ ისეთ ისტორიის არმქონე ერებად წარმოჩინდნენ, რომლებიც მხოლოდ ექსპლუატირებული და ჩაგრული კლასებისგან შედგებოდნენ. ეროვნული განვითარების ეს დონე აისახება მარია ტერეზასა და იოზეფიზმის ეპოქის მთავარ საგანმანათლებლო რეფორმებზეც. ამ დროს პირველად განხორციელდა უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა. გერმანელი ერის ისტორიიდან ჩვენთვის უკვე ცნობილი ფაქტია, რომ გერმანული ბურჟუაზიის აღზევების შედეგად გერმანული ენის ჩანაცვლებით მეცნიერებიდან განიდევნა ლათინური ენა. ეს ცვლილება ავსტრიის საშუალო და უმაღლესი სკოლების სასწავლო გეგმაზეც აისახა. ჯერ კიდევ 1735 წელს ქვემო ავსტრიის გიმნაზიებს ლათინური ენის გაკვეთილებზე დასაწყისში გერმანული ენის გამოყენება მოეთხოვებოდა. 1764 წლიდან მოყოლებული გერმანული პოეზია 1 იოზეფ დობროვსკი( 1753 1829 ) – ჩეხი ისტორიკოსი და ფილოლოგი, ჩეხური ნაციონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა(რედ.). 298 სახელმძღვანელოებში იკავებს ადგილს. იმავე წელს იეზუიტთა გიმნაზიაში ინერგება გერმანული ესე. 1773 წელს, იეზუიტების ორდენის გაუქმების შემდეგ, ბევრი ლათინური სკოლა დაიხურა და შეიცვალა გერმანული საშუალო სკოლით. ბოჰემიაში გიმნაზიების რაოდენობა 44-იდან 13-ამდე, მორავიაში – 15-იდან 8-ამდე ჩამოვიდა. 1 დანარჩენ გიმნაზიებში გერმანული სწავლების ენად შემოიღეს. 1782 წელს იოზეფ II სასწავლო კომიტეტისამდი წერილში წერდა:„სხვათა შორის, გერმანული ენა არის ჭეშმარიტად ეროვნული ენა და დედაენა, როგორც სილოგიზმი, რომელზეც წერენ რეცეპტებს მედიცინაში, შეუძლიათ მორალური პრინციპების ციტირება ფილოსოფიაში, ყველა წერილობით აქტს კანონში იურისტები გერმანულად ქმნიან, ამიტომ მოსამართლეებიც ამ ენაზე საუბრობენ.“ 2 როდესაც ლათინური გაუქმდა, როგორც სწავლების ენა და უბრალო საგნად იქცა, მისი ჩანაცვლება მხოლოდ გერმანული ენით შეიძლებოდა, რადგან მხოლოდ გერმანელ ხალხს ჰყავდა ბურჟუაზია, ინტელიგენცია, ბიუროკრატია. ის, ვინც უმაღლესი განათლება ისტორიის არმქონე ერებისგან მიიღო, გერმანიზებული იყო ისევე, როგორც ის, ვინც დიდი ქონება ან სხვა პატივსაცემი პოზიცია შეიძინა საზოგადოებაში. სასკოლო რეფორმით ისტორიის არმქონე ერების ენები, ფაქ­ ტობრივად, განდევნილ იქნა უმაღლესი საშუალო განათლების სფეროდან. იმის გამო, რომ სანამ ლათინური სწავლების ენად მიიჩნეოდა და, სხვა ენა გამოიყენებოდა მხოლოდ დაბალი კლასის მოსწავლეებისათვის ლათინური ენის შესასწავლად, სანამ ისინი შეძლებდნენ მოესმინათ მოხსენებები ლათინურად, გასარკვევი იყო, თუ რომელი ენა უნდა ყოფილიყო გამოყენებული სწავლების ამ საწყის ეტაპზე; ასე ხშირად ხდებოდა სლავურ ენებში, მაგრამ როგორც კი გერმანული ენა გამოცხადდა სწავლების ენად მაღალ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მორავიისთვის გამოქვეყნდა გუბერნიის სამთავრობო ცირკულარი, რომ ლათინური ენა ისწავლებოდეს არა მორავიულ, არამედ გერმანულ ენაზე; 3 იოზეფ II ბრძანებდა, რომ სკოლის უფრო მაღალ საფეხურზე დაიშვებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც გერმანულ ენაზე საუბარი შეუძლიათ. იმავდროულად, სლავური ენები საგნად ინერგებოდა საშუალო სკოლებში, ვინაიდან სახელმწიფოს სჭირდებოდა ამ ენების მცოდნე საჯარო მოხელეები. 1 სირაკოშ-გრასმანი, ავსტრიის განათლების ისტორია, ვენა, 1905 წ., გვ. 110 . 2 ფიშელი, დასახ. ნაშრ., გვ. XXX 3 დ'ელვერტი, დასახ. ნაშრ., გვ. 510 . 299 ასე რომ, უმაღლესი განათლების სისტემის მთელი ეს რეფორმა შეესაბამება იმ სურათს, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ: ჩეხი ერი ჯერ კიდევ ისტორიის არქმონე ერია, არ აქვს ურთიერთობა იმ კლასებთან, რომლებიც ინტელექტუალური კულტურის მატარებელნი არიან, ამიტომ მათი ენა არ შეიძლება იყოს სწავლების ენა საშუალო სკოლებში. მეორე მხრივ, ახალმა ადმინისტრაციულმა ამოცანებმა უკვე მიაპყრო სახელმწიფოს ყურადღება ჩეხეთის მოსახლეობის უმრავლესობისკენ, სახელმწიფო მოხელეები მათთან დააკავშირა და, აქედან გამომდინარე, ჩეხური ენა საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამაში საგნად უნდა დაენერგათ. მაშინ, როცა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა ასახავს მხოლოდ მიღწეული ეროვნული განვითარების დონეს, სასკოლო სისტემის სახალხო რეფორმა მომავალზე მიუთითებს. 1774 წლის ზოგადი სკოლის დებულებამ საიმპერატორო კარს დამორჩილებულ ქალაქებში შემოიღო საჯარო სკოლები, ხოლო დაწყებითი სკოლები – სოფლად. მხოლოდ მაშინ შეძლეს ფართო მასებმა სასკოლო განათლების მიღება. 1775 წლიდან 1789 წლამდე ბოჰემიის სკოლების რაოდენობა 1000-იდან 2294-ამდე, მოსწავლეების რაოდენობა კი 30000-დან 162000-მდე გაიზარდა. 1 რა თქმა უნდა, დაწყებით სკოლებში გაკვეთილები ადგილობრივ ენაზე ტარდებოდა, ჩეხურ რეგიონებში კი ჩეხური სასკოლო სახელმძღვანელოები გამოიყენებოდა. 1783 წელს იოზეფ II-მ ბრძანა, რომ ჩეხეთის ქალაქებში მასწავლებლის თანამდებობაზე კანდიდატებს თავისუფლად უნდა სცოდნოდათ ორივე ეროვნული ენა და სკოლის რწმუნებულებს ჩეხურ ენაზე უნდა ესაუბრათ. 2 მართალია, დაწყებით სკოლებში სწავლება მხოლოდ ძალზე შეზღუდულად მიმდინარეობდა და არავინ მოელოდა აქედან ჩეხური ინტელექტუალური კულტურის აყვავებას. ხელოსნებისა და გლეხების შვილებისათვის წერა-კითხვის სწავლებით, მათ შექმნეს, ახალი გაგებით, ისტორიული ერის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, მაშინ, როცა ჩეხი ერის ახალი კულტურა სხვა ფესვებიდან აღმოცენდა, მისი მოაზროვნეები და პოეტები ფართო მასებს განსაზღვრავდნენ, მათი ნამუშევრები მასების საკუთრება გახდა. ეროვნული განვითარებისთვის მანუფაქტურის ხანა გარდამავალ ეპოქას ნიშნავს. ისტორიის არმქონე ერები ასეთებად რჩე1 შტრაკოშ-გრასმანი, გვ. 130 . სწრაფი ზრდა ამით არ დასრულებულა. 1837 წელს მოსწავლეთა რიცხვი ბოჰემიაში 499 . 229 შეადგენდა. შდრ. იოჰან შპრინგერი, ავსტრიის იმპერიული სახელმწიფოს სტატისტიკა. ვენა, 1840 . 2 ფიშელი, დასახ. ნაშრ., გვ. XXX . 300 ბიან – ჯერ კიდევ არ მიეკუთვნებიან მმართველ და მესაკუთრე კლასებს, რომლებიც, შესაძლოა, უმაღლესი კულტურის მატარებლებად და შემქმნელებად მოიაზრებოდნენ. ისტორიის არმქონე ერები იპყრობენ სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღებას, მათი ენა აღწევს სკოლებსა და სახელმწიფო ორგანოებში, კულტურა მეცნიერული განხილვის საგნად იქცევა. ისინი განმანათლებლობის იდეების გავლენით ურთიერთობენ ინტელიგენციის კლასთან. კიდევ ერთი უზარმაზარი ეკონომიკური წინსვლა იყო საჭირო, სანამ აქამდე ისტორიის არმქონე ერები თავად შეძლებდნენ ასპარეზზე გამოჩენას. XIX საუკუნის პირველ ნახევარში შეინიშნება კაპიტალისტური საწარმოო პროცესის სწრაფი პროგრესი ავსტრიაში, მაშინ, როცა XVIII საუკუნეში მხოლოდ სასოფლო კაპიტალისტური შიდა მრეწველობა და წარმოება იყო განვითარებული, რომელიც საწარმოში შრომის დანაწილებას ეფუძნებოდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს ქარხნების მშენებლობა, რაც დაფუძნებული იყო მანქანა-დანადგარების კაპიტალისტურ გამოყენებაზე. ავსტრიაშიც კაპიტალიზმი ხელთ იპყრობს ახალ საწარმოო ძალებს. XIX საუკუნის დასაწყისში ავსტრიაში მხოლოდ ერთი ორთქლის ძრავა გამოიყენებოდა, 1841 წელს უკვე 231 მანქანა 2939 ცხენის ძალით, 1852 წელს – 671 მანქანა 9128 ცხენის ძალით. საფეიქრო მრეწველობაში ორთქლის ძრავა პირველად 1815 წელს გამოიყენეს. იმავე წელს ბრნოში შეიქმნა პირველი ორთქლის ძრავა, რომელიც თექის მანქანას ამუშავებდა. პირველი ორთქლის წისქვილი აშენდა 1842 წლამდე, პირველი ორთქლის ჩაქუჩი კი 1844 წელს გამოიყენეს. დუნაიზე პირველი ორთქლმავალი გემების მიმოსვლა 1818 წელს დაიწყო. ავსტრიის სარკინიგზო სისტემის გაფართოება იწყება 1825 წელს, ხოლო პირველი დიდი ორთქლის რკინიგზის მშენებლობა – 1837 წელს. 1835 წელს იწყება სარკინიგზო ლიანდაგების წარმოება. პირველი ავსტრიული ლიანდაგები ჯერ კიდევ ახალი რკინისგან იყო დამზადებული, მაგრამ მალე ჩაანაცვლა პუდლინგის პროცესით(Puddelverfahren) მიღებული რკინისგან დამზადებულმა ლიანდაგებმა. ეს პროცესი 1830 წელს ვიტკოვიცში უკვე დანერგილი იყო. შეშის გაძვირების გამო, ორთქლის ქვაბის შეშით გათბობა მალე არაეკონომიური გახდა, ამიტომ ორთქლის ენერგიის უფრო ხშირად გამოყენებამ ნახშირის წარმოების სწრაფი ზრდა განაპირობა. მოპოვებული მინერალური ნახშირის ღირებულება 1826 წელს მხოლოდ 400 000 გულდენს შეადგენდა, 1868 წელს კი – უკვე 205 მილიონ გულდენს. 301 ახალი ორთქლის ძრავების დანერგვის წყალობით განუწყვეტლივ მიმდინარეობს სამრეწველო დანადგარების პროგრესული განვითარება. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ტექსტილის ინდუსტრიის განვითარებასაც: ლაიტენბერგერმა 1799 წელს პირველი ინგლისური ბამბის სართავი ქარხანა დააარსა ავსტრიაში. ცოტა ხნის შემდეგ მის მაგალითს მრავალმა საწარმომ მიბაძა. Mule-Jenny 1 პირველად ცხვრის მატყლის საწნავ ქარხანაში დაინერგა 1837 წელს, ხოლო სელის ძაფების სართავი პირველი მექანიკური ქარხანა დაარსდა მორავიაში 20-იან წლებში. ჟაკარდის ძაფები ბამბისა და აბრეშუმის ქსოვაში 1820 წელს, ხოლო ცხვრის მატყლის ქსოვაში 1839 წელს დაინერგა. 1851 წელს ბრნოში ცხვრის მატყლის საქსოვმა ქარხანამ მექანიკური დანადგარების სისტემა შეიმუშავა. 1835 წლამდე ავსტრიაში დაინერგა როლიკებით ბეჭდვა ტექსტილზე და თურქული წითელის წარმოება. პირველი შალის ქარხანა დაარსდა 1810 წელს ვენაში. კვების მრეწველობაც ცვლის თავის მეთოდებს. საუკუნის მესამე ათწლეულში წისქვილის მუშაობის სისტემაში მარცვლეულის უხეშად დაფქვის მეთოდი ჩანაცვლდა წვრილი დაფქვის მეთოდით. 1840-1850 წლებში ავსტრიაში შემოიტანეს, ეგრეთ წოდებული, ფრანგული წისქვილის ქვა; პირველი ორთქლის წისქვილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშენდა 1842 წელს; 1829 წელს დაარსდა პირველი ჭარხლის შაქრის ქარხანა მორავიაში, ხოლო 1830 წელს – ბოჰემიაში; 1835 წელს ავსტრიაში უკვე 17 ჭარხლის შაქრის წარმოების ქარხანა იყო, 1850 წელს კი – 84; გადამუშავებული ჭარხლის რაოდენობა 1835-1850 წლებში 374080-დან 1958746 ცენტნერამდე გაიზარდა; 1825 წელს ავსტრიაში დაინერგა კარტოფილის დესტილაცია; 1822 წელს პრაღაში აშენდა ნავთობის პირველი ქარხანა. ჩვენ ვხედავთ მსგავს პროგრესს ხის გადამამუშავებელ მრეწველობაშიც: ავეჯის პირველი ქარხანა დაარსდა 1804 წელს, პირველი ქარხნული ტიპის სადურგლო – 1826 წელს; 1837 წელს ბოჰემიელი მსხვილი მიწათმფლობელები იწყებენ ორთქლის ხერხის მანქანა-დანადგარების სისტემის დანერგვას, ქაღალდის წარმოება მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოდან იძენს მნიშვნელობას. 1930იანი წლებიდან წიგნის ბეჭდვით ვაჭრობაში ხელის საპრესი დანადგარი იცვლება ტექნიკური საბეჭდი მანქანით. 1795 წელს ფანქრების წარმოება ახალ აღმავლობას განიცდის. 1843 წლიდან იწყება ფოლადის ფირფიტების წარმოება. თუ შიდა 1 იგულისხმება მატყლის საქსოვი დაზგა„ჯენი“, რომელიც გამოიგონა ჯეიმზ ჰარგრივზმა 1765 წელს(რედ.). 302 ინდუსტრია გაიზარდა, ქვეყანაში შესაძლებელი იქნება საკუთარი სამუშაო აღჭურვილობის წარმოება. მაგალითად, კოკერილის საქსოვი მანქანების წარმოებისთვის მექანიკური სახელოსნო დაარსდა 1813 წელს ბრნოში. 1836 წელს ავსტრიაში უკვე იქმნებოდა დანადგარები შაქრის ქარხნებისთვის. საბოლოოდ, მანქანური წარმოების პროგრესისთვის სარგებელი მოაქვს რკინის წარმოებას. ავსტრიაში წარმოებული დაუმუშავებელი რკინის ღირებულება 1826-1868 წლებში 4 მილიონიდან 22,2 მილიონ გულდენამდე გაიზარდა. მთლიანად შეიცვალა რკინის წარმოების ტექნიკური საფუძვლებიც. 1826 წელს ვიტკოვიცში აშენდა მონარქიის პირველი კოქსის ღუმელი(Kokshochofen). რკინის ჩამომსხმელ ქარხნებში დაინერგა გუმბათოვანი ღუმელები (Cupolofen). როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგივე წელი გარდამტეხი იყო ჭედური რკინის წარმოებისთვის მას შემდეგ, რაც პირველი ღუმელი ამოქმედდა პუდლინგის პროცესისთვის(Puddelofen). ცემენტის ფოლადის წარმოება დაიწყო ბოჰემიაში, ხოლო თუჯის ფოლადის ფართომასშტაბიანი წარმოება – მხოლოდ 1825 წელს ქალაქ ეგიდიში(Aegidy). 1 მანუფაქტურიდან ქარხნულ სისტემაზე გადასვლა აძლიერებს და ასახავს იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომლებსაც კაპიტალიზმის პერმანენტული წინსვლა იწვევს. ტექნიკური პროგრესი პირდაპირ გავლენას ახდენს მუშათა კლასზე. იმ დროს ის პირისპირ შეეჩეხა კაპიტალისტური მმართველობის პერიოდში გაბატონებულ აბსურდს, რომ ადამიანის ყოველი ახალი გამარჯვება ბუნებაზე გაზრდილ უმუშევრობასა და მშრომელთა გაჭირვებას ნიშნავდა. უმეტესწილად არასრულწლოვნებისგან შემდგარმა ქარხნის მუშათა კლასმა, რომელსაც არ ჰქონდა საორგანიზაციო სისტემაში ჩართვისა და მუშაობის უფლება, კაპიტალიზმის მკაცრი კანონები კარგად გაიაზრა – იმ დროის გაუსაძლის აურზაურში უშედეგოდ ეწინააღმდეგებოდნენ გაუმართლებელ ექსპლუატაციას. 1843 წელს ბრნო შეძრა მუშათა არეულობამ, რადგან კაპიტალისტებს სოფლიდან მოჰყავთ მუშები ხელფასებზე ზეწოლის მოსახდენად და ამით შთააგონებენ მათ თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას. 1 სტატიები ავსტრიაში ვაჭრობისა და გამოგონებების ისტორიის შესახებ, გამოცემული ექსნერის მიერ, ვენაში, 1873 . სტატიები ბოჰემიაში გერმა ნული ინდუსტრიის ისტორიის შესახებ, პრაღა, 1893 . 303 1844–1846 წლებში ბამბის გადამამუშავებელ საწარმოში პეროტინის დანადგარის დანერგვამ მუშათა არეულობა გამოიწვია პრაღაში, პილსენში, კონიგრეცში, რაიხენბერგში, ჩესკა-ლიპაში(გერ. ბოჰმიშ ლეიპა), ლაიტმერიცში, ეგერსა და კომოტაუში. 1847 წელს ვენაში„პურის აჯანყება“ მოხდა – ფუენფჰაუსში, ზექსჰაუზსა და გაუდენცდორფში საცხობები გაძარცვეს. საზოგადოებას ეშინოდა პროლეტარებისა და კომუნიზმის. მუშებმა მოაწყვეს რევოლუცია. ამასთან ერთად, ხელოსნებმაც, რომელთა საქმიანობაც კაპიტალისტური განვითარების ყოველი შემდგომი საფეხურისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა, ზეწოლა განიცადეს. XVIII საუკუნეშივე ზოგიერთი პროფესიის ხელოსანი უჩიოდა კაპიტალისტურ კონკურენციას. რაიხენბერგის ქსოვილის მწარმოებლები ჯერ კიდევ 1765 წელს აღნიშნავდნენ, რომ ქარხნები მათ ინდუსტრიას ანადგურებდა, ხოლო შტერნბერგში მქსოველებმა 1771 წელს ქარხნების დაარსება კვლავ გააპროტესტეს. სამწუხაროდ, ვენელი მქსოველები ბამბის მრეწველობით არიან დაკავებულნი, რადგან მათ არ შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ სელის ტექსტილის მრეწველობას რუმბურგში, შოენბერგერსა და შტერნბერგერში. კაპიტალისტებმა ისინი მალევე განდევნეს ბამბის ქსოვის ბაზრიდანაც. 1833 წლის კვლევაში ვკითხულობთ:„ბევრმა ოსტატმა და უფლებამოსილმა პირმა შეგირდად უნდა იმუშაოს და ზოგიერთმა მათგანმა საარსებო წყარო დღიური მუშაობით იშოვოს.“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალიზმმა სოციალური აჯანყება სოფლად გადაიტანა. კაპიტალისტების სამსახურში მყოფი მანქანა თავს ესხმის გლეხებსა და მიწის მესაკუთრეებს, ართმევს მათ შემოსავალს ძველი შიდა ინდუსტრიიდან. ავსტრიაშიც ყველაზე სწრაფად ხელის საქსოვმა სისტემამ დათმო ქარხანასთან კონკურენცია. XVIII საუკუნის მიწურულს ქვემო ავსტრიაში ჯერ კიდევ 100000-ზე მეტი ხელის საქსოვი დანადგარი იყო, ხოლო 1811 წელს- მხოლოდ 8000. 1835 წლის სავაჭრო გამოფენის ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია:„მეოთხე ნაწილი ეხება ბოჰემიის საზღვრისპირა რეგიონებს ნახოდიდან(Nachod) დეჩინამდე(გერმ. Tetschen). მოსახლეობის ნაწილი მაინც თითისტარს ან სართავ ჯარას იყენებს და მათი ნახევარი, დაახლოებით, 90 000 ადამიანი, მუდმივი მქსოველია, მათგან 7000 ცხოვრობს ზემო ელბის ტერიტორიაზე, ხოლო ნახოდის ტერიტორიაზე – 8000-ზე მეტი. მანქანის ნართის მზარდი კონკურენციისას მქსოველის ხელფასი დღეში 304 მხოლოდ 2-3 ვერცხლის მონეტა(Kreuzer) და ზოგჯერ გაცილებით ნაკლებია. მადნის მთებში მუშაობენ დღიურად 4-6 ვერცხლის მონეტისოდენა ანაზღაურებისთვის. საქსოვი მანქანის გამოგონებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანის ზეწოლა ბუნებაზე, ბოჰემიელი გლეხები და მიწის მესაკუთრეები კი ამ გამარჯვებას შიმშილითა და ტიფით იხდიან!” 1 კაპიტალიზმმა ხალხის მასებში გაავრცელა რევოლუციური უკმაყოფილება. იგი საზრდოს სოფლის მოსახლეობაშიც პოულობს. საფრანგეთის რევოლუციის დაწყების შემდეგ სახელმწიფოს თითი არ გაუნძრევია მემამულის გადასახადებითა და იძულებითი შრომითი ვალდებულებით დაჩაგრულ გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბოლოს დაბოლოს, ხელისუფლების უზენაეს პრინციპად იქცა, არ შეხებოდა იმას, რაც უკვე იყო, რათა არ გაეღვიძებინა რევოლუციური სულისკვეთება. რამდენად გამწარებულნი იყვნენ გლეხები, ნათლად გამოჩნდა 1846 წელს, როდესაც ზურგიდან შეუტიეს რევოლუციონერ პოლონელ თავადაზნაურობას. პოლონელი თავადაზნაურობის განადგურების შემდეგ გლეხებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთგულებისთვის მადლიერების ნიშნად იმპერატორმა ისინი უფასო შრომისგან გაათავისუფლა. მღელვარება გადაედო სხვა საიმპერატორო მიწების გლეხობასაც. ასე მოახდინა სოციალურმა აჯანყებამ რევოლუცია ხალხის აზროვნებაში. უკმაყოფილება იმალებოდა ურთიერთობის ტრადიციული ფორმების მიღმა – ცნობიერებაში დაბუდებული იყო ახალი ღირებულებების, ახალი შეხედულებებისა და სურვილების სამყარო. თითქოს, ორთქლის ძრავებისა და ხერხების, მანქანების, საქსოვი დაზგების, შაქრის ქარხნებისა და რკინიგზის ხმაურმა გამოაფხიზლა მძინარე ხალხი და თვალი აუხილა. ადამიანებს აქამდე საკუთარი პროფესიისა და სოციალური სტატუსის რცხვენოდათ, მორჩილებით ატარებდნენ უცხოს ბატონობის უღელს, როგორც საუკუნეობრივ მემკვიდრეობას, როგორც ღმერთის ნებას, ახლა ხელოსანი, მუშა, დიახ, გლეხიც კი, თავს ადამიანად გრძნობს, ისევე, როგორც მიწის ამაყი მესაკუთრე, ამპარტავანი ბიუროკრატი და მოგებაზე ორიენტირებული კაპიტალისტი და მისი უბედურების წყარო ახლა საზოგადოების მიერ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. 1 ე. ვ. ცენკერი, 1848 წლის ვენის რევოლუცია მისი სოციალური პირობებითა და ურთიერთობებით, ვენა, 1897 . 305 ავსტრიაში დაბალი ფენების თავდაჯერებულობის გამოღვიძება ისევე, როგორც ყველა სოციალური ცვლილება, ეროვნულ მნიშვნელობას იძენს. ოდესღაც ცხადი იყო, რომ გლეხებისა და მსახურების ენას საერთო არაფერი ჰქონდა სახელმწიფო ენასთან, მას ქვედა საფეხური უნდა დაეკავებინა და ყველას, ვისაც შეეძლო თუნდაც ერთი საფეხურით ასვლა სოციალურ კიბეზე, ბაძავდა ბატონების კეთილშობილურ მანერას, მათ კეთილშობილურ ენას და რცხვენოდა, რომ მსახურების მდაბიო ენა მათთვის მშობლიური იყო. ახლა თავდაჯერებულ და გამოფხიზლებულ ხელოსანსა და მუშაკს აღარ სურს ბატონების მანერებს მიბაძოს; ის აცნობიერებს, რომ განსხვავდება მათგან, ვინც მის ექსპლუატაციას ეწეოდა და ავიწროებდა; აღარ სურს, იყოს მათნაირნი და ამაყად ავლენს საკუთარ ეროვნებას, რომელიც მტერმა დაიმონა და გააღატაკა. ქვეყანაში არსებული ყველა სოციალური წინააღმდეგობა ნაციონალურ წინააღმდეგობად გვევლინება, რადგან გერმანელები დიდი ხანია მმართველ კლასებს მიეკუთვნებიან; 1 ბიუროკრატების, თავადაზნაურობისა და კაპიტალისტური კლასის მიმართ სიძულვილი, რომელიც ეკონომიკური ცვლილებების გავლენით წარმოიშვა, უნდა წარმოჩენილიყო, როგორც ჩეხების სიძულვილი გერმანელების წინააღმდეგ; თუ დაბალი ფენები თავდაჯერებულნი გახდნენ და თავს მდიდრებად და ძლიერებად თვლიდნენ, ეს აუცილებლად განაპირობებდა იმას, რომ გერმანულის ეკვივალენტად ჩეხურს, ხოლო ჩეხური ხალხური ენის ეკვივალენტად გერმანულ ენას განიხილავდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ გამოღვიძების ამ ეტაპზე ხშირად იმეორებდნენ, რომ არ უნდა გრცხვენოდეს მშობლიური ენის. სო1 1816 წელს ბერნარდ ბოლცანო მოხსენებებში„ბოჰემიის ორი ეთნიკური ჯგუფის ურთიერთობის შესახებ“(გამოიცა 1849 წელს ვენაში იოზეფ მიხაელ ფესლის მიერ) წერდა:„განა ქვეყანაში გერმანელად დაბადებულებს და მათ, ვინც გერმანელებთან კავშირს ეძებს, მრავალ წვრილმან საკითხში უპირატესობა არ ენიჭება? გერმანული ენა განა მეცნიერების ენა არაა, რომელიც აგრეთვე საჯარო საქმიანობაში უმაღლესი სტატუსით გამოირჩევა? კიდევ უფრო მეტიც, განა არ არიან დიდებულები, წარჩინებულებნი, მდიდრები ხალხში, ორიდან მხოლოდ ერთი, დაბადებული გერმანელად, ალბათ უცხოელიც კი, ან თუნდაც ის ხალხი, ვინც უკვე დიდი ხანია ბოჰემიური ენა და წეს-ჩვეულებები დაივიწყა, რომ გერმანელებად ჩაითვალნონ?განა არ ცხოვრობს ბოჰემიურ ენაზე მოლაპარაკეთა ნაწილი სიღარიბისა და ჩაგვრის პირობებში? და რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, ყველგან მმართველებად გერმანელებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს ასახელებენ“. გვ. 25 . 306 ციალური ცვლილებების ქარიშხალში შეურაცხყოფილი, თავდახრილი ვაჭარი, რომელსაც საკუთარი ენის რცხვენოდა, პატრიოტად (vlastenec) გადაიქცა. რევოლუციურმა განწყობამ, რომელიც კაპიტალისტურმა განვითარებამ მოიტანა, ყველაზე ძლიერი გავლენა ინტელიგენციაზე იქონია. ამ კლასის წარმოდგენები ყოველთვის ჰგავს მგრძნობიარე აკორდს, რომლის დახვეწილი ტონი ნიავის თითოეულ შეხებას გადმოსცემს. ის, რაც ჩეხი ერის უმრავლესობისთვის ბოლომდე გასაგები არ იყო, ინტელიგენციისთვის ნათელი გახდა. უპირველეს ყოვლისა, ესენი იყვნენ ნაკლებად პოპულარული და, ამავე დროს, ინტელექტუალური პროფესიების წარმომადგენლები – დაწყებითი სკოლის მასწავლებლები და დაბალი რანგის სასულიერო პირები, რომლებმაც მასების ახალი შემართება გაითავისეს, განავითარეს და მათ შუამავლებად იქცნენ. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ხალხთან, რადგან ყოველდღიურად იყენებდნენ„მდაბალთა“ ენას. ჩეხეთში წამოწყებულ მოძრაობას მიმდევრები გამოუჩნდნენ მოძღვრებისა და მასწავლებლების სახით. შემთხვევითი არ არის ის, რომ იმ მამაკაცებს შორის, რომლებსაც ჩეხი ერი დიდ პატივს სცემს, არის რამდენიმე კათოლიკე და ევანგელისტური ეკლესიის სასულიერო პირიც. ინტელიგენციის სხვა პროფესიების წარმომადგენლებიც ვერ გაურბოდნენ ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების ძალას. ავსტრიელი ინტელიგენცია არ უნდა წარმოვიდგინოთ გერმანიის იმპერიის დღევანდელი ინტელიგენციის მოდელად, რომელიც საუბრობს სტუდენტური უაზრო კავშირის მოძრაობის, სათადარიგო ოფიცრების სულელური ქედმაღლობის, სამარცხვინო გერმანული კლასობრივი სამართლიანობის, ექიმების სამედიცინო სადაზღვევო სისტემასთან ბრძოლის ენით. გლეხებისა და ხელოსნების ვაჟები შიმშილობდნენ სკოლაში სწავლის წლების განმავლობაში, დაბალანაზღაურებადი გაკვეთილების წყალობით დიდი ძალისხმევით შოულობდნენ თვეში რამდენიმე გულდენს და უფასო სადილის იმედად იყვნენ, რათა წლების შემდეგ სასულიერო პირები, სოფლის ექიმები ან დაბალი რანგის საჯარო მოხელეები გამხდარიყვნენ. ეს ფენები მანამდე, გერმანული განათლების გავლენით, გერმანელებად იქცნენ, მაგრამ ახლა მათში იღვიძებს ჩეხური ეროვნული სულისკვეთება, ისინი თვითონ არიან რევოლუციონერები: სძულთ გერმანული სახელმწიფო, რომელიც ზღუდავს აზროვნების თავისუფლებას, სძულთ კაპიტალისტი თუ დიდგვაროვანი მსხვილი მიწათმფლობელი, რომელიც თავისი ციხე-სიმაგრიდან ქედ- 307 მაღლურად გადმოჰყურებს სოფლის ღარიბ ექიმსა თუ დაბალი რანგის საჯარო მოხელეს. მათ სძულთ კაპიტალისტი და ღარიბი ინტელექტუალები, ასე ხშირად რომ უპირისპირდებიან უმეცრებას. ისინი, გერმანული მმართველი ფენისადმი სიძულვილით შეპყრობილნი, თანაგრძნობით განეწყვნენ სიძულვილით სავსე ფართო მასების მიმართ, მათგან დაიწყეს ეროვნულობის გახსენება; გერმანული ენის დანერგვას სკოლასა და სახელმწიფო ორგანოებში შემაშფოთებელ იძულებად აღიქვამენ, რაც სოციალური ძალების მმართველობას ასახავს. სწორედ მათ გამოავლინეს გაუგონარი გაბედულება! იწყებენ დემონსტრაციულად ჩეხურად ლაპარაკს„საზოგადოების“ შეკრებებზე და ამით მხარდაჭერას უცხადებენ„საზოგადოებისგან“ გარიყულ, დამცირებულ, ჩაგრულ ხალხს. ისინი ხდებიან დობროვსკის მოსწავლეები, იწყებენ ჩეხური ენის, ძველი ჩეხური ლიტერატურის, ისტორიის შესწავლას და მალე ლექსის წერაშიც ცდიან ძალებს. მხოლოდ ინტელიგენცია ვერ იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურის მატარებელი. ის ყოველთვის მოითხოვს იმ გარკვეულ სოციალურ კლასს, რომელსაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ, ვუწოდოთ„პუბლიკა“, რომლისთვისაც მოაზროვნენი ფიქრობენ, პოეტები მღერიან და წერენ, რომელთა მოთხოვნილება და გემოვნებაც შემოქმედების ხარისხს განსაზღვრავს. ეს ფენა ჩნდება ჩეხეთშიც. ჩეხეთის წვრილბურჟუაზიის ნაწილმა მიიღო მონაწილეობა კაპიტალიზმის ექსპანსიაში. ქალაქების ზრდა მიწის რენტას, ბატონის, მოვაჭრის, სასტუმროს მეპატრონის შემოსავალს ზრდის. მომხმარებელთა შეძლებული კლასის გაჩენა ბევრ ხელოსანს უზრდის შემოსავალს და თავად აქცევს მას მცირე კაპიტალისტად. ჩეხებმა გარკვეული როლი ითამაშეს წისქვილის მუშაობის გაუმჯობესებისა და ლუდსახარში სისტემის აღმავლობაში. კაპიტალისტური განვითარება, ხელოსანთა მასების გაღატაკების პარალელურად, ანგრევს ძველ, ერთგვაროვან წვრილბურჟუაზიულ სისტემას და აყალიბებს წვრილბურჟუაზიულ ზედა კლასს, რომელიც სარგებელს უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარებით იღებს. მიუხედავად მზარდი სიმდიდრისა, ეს სოციალური კლასი არ ხდება გერმანული, როგორც, ალბათ, ადრე იქნებოდა, რადგან მასაც იმდროინდელი რევოლუციური იდეოლოგია შემორჩა, მასაც სძულს გერმანელი მმართველები სახელმწიფოსა და საზოგადოებაში, მასაც მოუწოდებენ, რომ არ უნდა რცხვენოდეს ეროვნების, მშობლიური ენის. ჩეხური ინტელიგენციის გვერდით ვითარდება 308 საშუალო კლასის ჩეხი საზოგადოება, რომელიც, შეიძლება იყოს, ახალი ეროვნული კულტურის მატარებელი. ის ფაქტი, რომ ჩეხური კულტურა დასაწყისში საკმაოდ წვრილბურჟუაზიულ ხასიათს ატარებდა, ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა მაშინ, როდესაც 1848 წლის აჯანყებების დროს ჩეხეთს სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირება მოუწია. ის მასები, რომლებიც პირველი ჩეხი მეცნიერებისა და პოეტების აუდიტორიას წარმოადგენდნენ, იყვნენ პირველი ჩეხური პარტიის მხარდამჭერები. მათი წვრილბურჟუაზიული პოლიტიკა ადასტურებს მთელი ამ კულტურის წვრილბურჟუაზიულ ხასიათს. წმ. ვენცელს-ბადის ასამბლეის ეკონომიკური მოთხოვნები წვრილბურჟუაზიულს შეესაბამებოდა. პალაცკი საყოველთაო საარჩევნო უფლების მოწინააღმდეგეა, ადამიანთა ბუნებრივი უთანასწორობის შესახებ ძველი შეხედულებისამებრ ებრძვის კომუნიზმს, საუბრობს პროლეტარიატზე, როგორც მისი დროის საშინელებაზე. ჰავლიჩეკი 1 ებრძვის თავადაზნაურობის კლასობრივ პრივილეგიებს და აცხადებს, რომ არის„ფულის არისტოკრატიის“ მოწინააღმდეგე, ებრძვის სოციალიზმს, მოითხოვს, რომ სახელმწიფომ დაიცვას საკუთრების თავისუფლება და სურს დაბალი საგადასახადო ცენზის დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ის ფუნდამენტურად თანაბარი საარჩევნო უფლების მომხრეა. როდესაც კრემსერის საკონსტიტუციო კომიტეტმა განიხილა საკითხი იმის შესახებ, უნდა მიეცეთ თუ არა დეპუტატებს ანაზღაურება, რიგერმა 2 განმარტა, რომ ეს არ იყო საჭირო, რადგან მწარმოებლებსა და ვაჭრებს სურთ ამ თანამდებობის დაკავება უფასოდ. 3 ასე რომ, ჩეხეთის პოლიტიკა 1848 წელს მტრულადაა განწყობილი მემამულეთა, მუშათა კლასებისა და ბურჟუაზიის წინააღმდეგ. ეს, ფაქტობრივად, არის წვრილბურჟუაზიული პოლიტიკა. წვრილბურჟუაზიამ და ინტელიგენციამ გარკვეული კვალი დააჩნია ერის ახალშექმნილ კულტურას. ახალი ჩეხური კულტურა ხელახლა აღმოაჩენს ჩეხეთის წარსულს: ორი საუკუნის განმავლობაში დამონებული ერის თავდა1 კარელ ჰავლიჩეკი( 1821 1856 ) – ჩეხი მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და გამომცემელი. 1848 წლის ევროპული რევოლუციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე(რედ.). 2 ფრანციზეკ ლადისლავ რიგერი( 1818 1903 ) – ჩეხი პოლიტიკოსი და პუბ­ ლიცისტი, ადრეული ჩეხური ნაციონალიზმის წარმომადგენელი(რედ.). 3 შპრინგერი, საკონსტიტუციო კომიტეტის ოქმი ავსტრიის რაიხსრატში 1848 წლიდან 1849 წლამდე, ლაიფციგი 1885 , გვ. 316 . სხვა დანარჩენი იხილეთ კარელ ჰავლიჩეკი, პრაღა 1896 . 309 ჯერებულობა გამოსჭვივის წარსულის სურათებიდან, როგორც ეს პალაცკის ხალხისთვის დახატულ ისტორიაშია. სამეცნიერო ნაშრომებში ჯერ კიდევ გერმანული ენა დომინირებს: დობროვსკის თხზულება, კოლარის 1 მთავარი ნაშრომი, შაფატიკის 2 სლავური ლიტერატურის ისტორია, პალაცკის ისტორია – პირველად გერმანულად გამოიცა. მალე ჩეხი ხალხი საკუთარი ენის გამოყენებას იწყებს სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ეს ენა დიდი დროის განმავლობაში მსახურებისა და გლეხების ენად ითვლებოდა. უნდა გადაჭრილიყო ამოცანა, რომელიც ოდესღაც დანტემ იტალიელებისთვის და ლუთერმა გერმანელებისთვის გადაჭრა: გლეხური დიალექტებიდან, ყოველდღიური ცხოვრების უხეში და გაურკვეველი ენიდან, ერთიანი ენა უნდა წარმოქმნილიყო, რომელიც, შესაძლოა, მეცნიერების იარაღად და პოეტის შემოქმედებისთვის ღირებულ მასალად ქცეულიყო. ერთიანი ჩეხური ენის განვითარება იწყება იუნგმანის 3 თარგმან „დაკარგული სამოთხით“ და კულმინაციას აღწევს კოლარის ლექსებით. ვისაც სურს, ისტორიულად გაიაზროს განვითარების მთელი ეს თანმიმდევრობა, არ განსჯის ამ შემოქმედების მხატვრულ ღირებულებას, ის იგრძნობს სიყვარულს, რომლითაც ერმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განვლო სიღარიბის უისტორიო გზა ისტორიულ არსებობამდე, გაიხსენებს იმ ადამიანებს, რომელთა ცნობიერებაში საყოველთაო რევოლუციური სულისკვეთება ხელოვნების ინდივიდუალურ ნიმუშად იქცა. ახალი კულტურა ხდება ჩეხების ახლად ჩამოყალიბებული განათლებული ფენების მჭიდრო შემაკავშირებელი ძალა. ძველი დიფერენციაციის პროცესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უხილავი დესტრუქციული ქმედებით ანადგურებდა ერის ერთიანობას, აყალიბებს ახალ ენას, ცოდნას, ერთობის ცნობიერებასა და ეროვნულ გრძნობას. ჩეხები, მორავიელები და სლოვაკები გარემოცულნი არიან ახალი კავშირით, რომელიც დღითიდღე ძლიერდება და მათ ერთ ერად აერთიანებს. დაჩაგრული გლეხებისა და მსახურების ერი, რომელსაც რცხვენოდა თავისი ენისა, წარმოიქმნა ინტელექტუალური და შეძლე1 ადამ ფრანციზეკ კოლარი( 1718 1783 ) – სლოვაკი იურისტი, ეთნოლოგი და პანსლავისტი აქტივისტი ჰაბსბურგთა იმპერიაში(რედ.). 2 პაველ იოზეფ შაფარიკი( 1795 1861 ) – სლოვაკი ფილოლოგი, პოეტი, ლიტერატურის ისტრიკოსი და ეთნოგრაფი(რედ.). 3 იოზეფ იუნგმანი( 1773 1847 ) – ჩეხი პოეტი და ლინგვისტი, ჩეხური ნაციონალიზმის ფუძემდებელი იოზეფ დობროვსკისთან ერთად(რედ.). 310 ბული ბურჟუაზიული მოქალაქეების საკმაოდ ფართო ფენიდან, რომელმაც გააცნობიერა თავისი ეროვნება და გააღვივა ეროვნულობის გრძნობა. სახელმწიფო არ შეეგუა ამ ახალ ვითარებას. ის ისევ ისე მართავდა, როგორც მაშინ, როცა ერს ჯერ კიდევ ისტორიის არმქონე ერის ძილით ეძინა. იმპერატორ ფრანცის ავსტრია ისევ გერმანულ სახელმწიფოდ აღიქმებოდა. მარია-ტერეზესა და იოზეფიზმის პერიოდში გატარებული რეფორმები გაგრძელდა: სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურეობრივად დაბალ კლასებთან ჰქონდათ ურთიერთობა, მოეთხოვებოდათ, სცოდნოდათ ხალხური ენა და ზრუნავდნენ იმისთვის, რომ გიმნაზიებში ყველგან, სადაც ადგილზე ჩეხური ენა ან სხვა ენაც იყო გავრცელებული, სკოლებში ისე ესწავლებინათ ჩეხური გრამატიკა, როგორც საგანი,„პოლიტიკურ თანამდებობებზე გასამწესებელი კომპეტენტური პირებისთვის ორივე ეროვნული ენის მწვავე დეფიციტის შესავსებად“ 1 ; ამავე მიზეზით ჩეხურ ენაზე გარკვეული რეფორმები ჩატარდა სასულიერო და სამედიცინო ფაკულტეტებზე. სახელმწიფო ზრუნავდა ჩეხურ ენაზე, რადგან ეს იყო საჯარო მოხელეების, ექიმებისა და სასულიერო პირების ენა, მათ კი უნდა შეძლებოდათ ურთიერთობა გლეხებთან, ხელოსნებთან და მუშებთან საკუთარ ენაზე. ჩეხ ერს არ აქვს უფლება, იზრუნოს ენის განვითარებაზე, მაგრამ სახელმწიფო იყენებს მას მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ქვეშევრდომებზე ზრუნვა მისთვის სასარგებლო და აუცილებელია. ხანდახან მმართველები ფიქრობდნენ, რომ ჩეხეთისათვის მხარი დაეჭირათ, რათა დაპირისპირებოდნენ რევოლუციურ-გერმანულ ბურჟუაზიასა და ინტელიგენციას, მაგრამ, არსებითად, ავსტრია დარჩა გერმანიაში შემავალ სახელმწიფოდ; გერმანული ენა სახელმწიფო სამსახურებისა და სასამართლოების, კანონებისა და სამხედრო პირების ენაა, რაც შეესაბამებოდა ჩეხი ხალხის განვითარების ეროვნულ დონეს მარია-ტერეზას ეპოქაში და XIX საუკუნეში ანაქრონიზმად გვევლინება. ერს, რომელშიც ეროვნულმა ცნობიერებამ გაიღვიძა, ავსტრიის ბატონობა ჩეხეთზე უცხო ძალის მმართველობად ეჩვენება. ბურჟუაზიული რევოლუცია ავსტრიაშიც აუცილებლად ეროვნული რევოლუცია უნდა ყოფილიყო. მან დიდი ხანია იჩინა თავი. იოზეფ II-ის დროს 33-მა„ნამდვილად-ბოჰემიელმა“ პეტიციით მიმართა ბოჰემიის მთავრებს. ისინი ჩეხური ენის დაკნინებაზე ჩიოდნენ, რაც ჯერ კიდევ ცალკეული მოვლენაა, რომელმაც შეიძლება, 1 ფიშელი, დასახ. ნაშრ., გვ. XLII . 311 როგორც რაიმე განსაკუთრებულმა ფორმამ, მხოლოდ ინტერესი გამოიწვიოს. სხვაგვარად იყო, როდესაც მომდევნო ათწლეულების ძლიერმა ეკონომიკურმა ცვლილებებმა ერი გამოაღვიძა: ბერძნების, იტალიელების, მადიარებისა და ირლანდიელების რევოლუციურმა ეროვნულმა მოძრაობებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ბოჰემიაში. ოკონელის დროს 1 „უკუგდება“(Repeal) ჩეხებისათვის პოპულარულ პოლიტიკურ საკვანძო სიტყვად მიიჩნეოდა. ჰავლიჩეკი მაშინდელი ოფიციალური ჩეხური გაზეთის რედაქტორი იყო და ვინაიდან მას არ აძლევდნენ უფლებას, დაეწერა ჩეხების ჩაგვრის შესახებ, აქვეყნებდა ირლანდიის ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლის დეტალურ და ვრცელ ანგარიშებს. მარტში ძველი სისტემა ინგრევა და სახელმწიფო ერის ახალ განვითარებას უნდა მოერგოს. რევოლუცია გამორიცხავს წინააღმდეგობას ხისტ კანონსა და შეცვლილ ეროვნულ დამოკიდებულებებს შორის. რამდენადაც სასაცილოა, 1848 წლის 8 აპრილის იმპერიული ხელნაწერი წერილი, იმდენად, უდავოდ, ისტორიული დოკუმენტია, როგორც სისტემის ცვლილების პირველი ნიშანი. იგი არასოდეს შესულა ძალაში და თავისი გაუაზრებელი შინაარსითა და დაუსრულებელი ფორმით კარგად ასახავს იმ არეულობას, რაც იმ დღეებში სამეფო კარზე სუფევდა. იგი მიიჩნევა სამართლებრივ წყაროდ და ეწოდება„ბოჰემიის ქარტია.“ რევოლუცია არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო უნდა მოერგოს ერის ახალ კულტურულ განვითარებას. იგი ნიშნავს თვით კულტურული განვითარების გაძლიერებასა და დაჩქარებას. პრესა ჩეხეთის კულტურულ მოძრაობაში მასების გაერთიანების, ჩართვისა და შეკრების ახალი საშუალება ხდება. 1848 წლამდე მხოლოდ ერთი ჩეხური გაზეთი გამოიცემოდა, შემდეგ რამდენიმე კვირაში გაჩნდა სხვა გამოცემებიც. პრაღის ასოციაციები ქმნიან ადგილობრივ ჯგუფებს დიდ ქალაქებში და ამით იზიდავენ პატარა ქალაქების მოსახლეობას ეროვნულ კულტურულ მოძრაობაში ჩასართავად. პოლიტიკური ბრძოლები ახალი ენთუზიაზმითა და შემართებით ავსებს ხალხს. რა თქმა უნდა, ამ მღელვარე პერიოდს რეაქციის წლები მოჰყვება. კიდევ ერთხელ შეინიშნება მცდელობა, მართონ ბოჰემიის მიწები, თითქოს ჩეხები კვლავ ისტორიის არმქონე ერები იყვნენ. სწორედ ეს წლები ემსახურება ეროვნული განვითარების ძალის 1 დანიელ ოკონელი( 1775 1847 ) – XIX ს-ის ირლანდიური ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი(რედ.). 312 განმტკიცებას. ეს არის დრო, როდესაც საბოლოოდ უქმდება მსხვილი მიწათმფლობელების მმართველობა, გლეხი თავისუფლდება უფასო შრომისგან, ხდება საკუთარი მიწის თავისუფალი მფლობელი და დაუყოვნებლივ ექვემდებარება სახელმწიფო მმართველობასა და იურისდიქციას; ეს არის დრო, როდესაც სამართლებრივი დაბრკოლებები გადაილახება, რაც ჯერ კიდევ აფერხებდა კაპიტალისტურ განვითარებას; ეს არის ავსტრიის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპი. ავსტრიამ მოკრძალებული როლი ითამაშა ორმოცდაათიანი წლების კაპიტალისტურ აღმავლობაში, რომელიც კალიფორნიისა და ავსტრალიის ოქროს აღმოჩენებით დაიწყო. რევოლუცია საწარმოო ძალებში ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელსაც ჩეხი ერი საკუთარ გამოღვიძებას უმადლის. ბახის აბსოლუტიზმი არ არის იდენტური მეტერნიხის აბსოლუტიზმისა: მაშინ, როცა თითოეული თავის თავს კაპიტალისტური განვითარების იარაღად აქცევს, საკუთარი ხელით ითხრის საფლავს. წაგებულ ომსაც რომ არ დაეჩქარებინა პროგრესი, ავსტრიის, როგორც გერმანული სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ მართვის მცდელობა საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. სოლფერინოსთან ბრძოლის 1 შემდეგ აბსოლუტიზმმა კრახი განიცადა და 1859 წელს იწყება ჩეხეთის საშუალო სკოლის სისტემის განვითარება. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ერის გამარჯვება. თუ როგორ იბრძოდნენ ისინი ეროვნული სასწავლო სისტემისთვის დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტამდე, რათა დაენერგათ თავიანთი ენა საჯარო დაწესებულებებსა და სასამართლოებში, კარგად არის ცნობილი და აქ წარმოდგენა საჭირო არ არის. ჩვენი ამოცანა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ძლიერი დინების ჩვენება იყო, საიდანაც ჩეხეთმა თავისი ახალი კულტურა შექმნა. ავსტრიის ერებიდან ჩეხეთი ყველაზე სწრაფად ჩაითრია კაპიტალისტურმა განვითარებამ, ამიტომ ის პირველად ჩნდება ისტორიის ასპარეზზე და იმაღლებს ხმას. სლოვენიელებისთვის ნაპოლეონის პერიოდში იწყება აღმავლობა, როდესაც სლოვენიური ენის გავრცელების არეალის ნაწილი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ მოექცა. ახალი ეროვნული განვითარება ყველაზე ნელი პროგრესით რუსებთან მიმდინარეობდა. მაშინ, როდესაც 1846 წელს ავსტრიის 1 სოლფერინოს ბრძოლა გაიმართა ლომბარდიაში 1859 წელს, როდესაც ავსტრია დაუპირისპირდა იტალია-საფრანგეთის ერთობლივ კოალიციას(რედ.). 313 მთავრობამ მოუწოდა რუსინ გლეხებს, დახმარებოდნენ პოლონეთის აჯანყების წინააღმდეგ, ავსტრიაში საზოგადოებრივი აზრის თანხმად, რომელიც პოლონურმა შლიახტამ შეცდომაში შეიყვანა, მიიჩნეოდა, რომ რუსები„გრაფი იოჰან ფილიპ ფონ შტადიონის გამოგონებას“ წარმოადგენდნენ. კრემსერის საკონსტიტუციო კომიტეტშიც კი განიხილებოდა, საერთოდ არსებობდა თუ არა რუსი ერი! დღესაც რუსი ერი არ ფლობს უნივერსიტეტსა და ნორმალურ საშუალო სკოლას. ახალ საარჩევნო რეფორმაში მის მიმართ განხორციელებული უსამართლობა ადასტურებს, თუ რამდენად მცირეა მისი პოლიტიკური ძალაუფლება. ეს არის ისტორიის არმქონე ერის ბედი, მაგრამ, მაინც ცხადია, რომ რუსები იმ გზას ადგანან, რომელიც ჩეხებმა განვლეს. დაწყებითი სკოლები, საყოველთაო სამხედრო სამსახური, საყოველთაო ხმის უფლება, გაზეთები და სახალხო კრებები, – მოაქცევენ რუსი ხალხის მასებს იმავე კულტურის გავლენის ქვეშ. მღელვარება, რომელიც რუსეთის რევოლუციამ გამოიწვია უკრაინის ფართო მასებში, აღმოსავლეთ გალიციაშიც გავრცელდა. აგრარული გაფიცვების დროს რუსმა გლეხებმა იპოვეს როგორც ეროვნული, ისე ეკონომიკური ბრძოლის საშუალება. ავსტრიაში ეკონომიკური და ეროვნული წინააღმდეგობა არსად ისე არ იკვეთება, როგორც რუსი გლეხების ბრძოლაში პოლონელი მსხვილი მიწათმფლობელების წინააღმდეგ. სოციალური განვითარება, რაც ნიშნავს ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძებას, არ ჩერდება გალიციის საზღვრებზე. ეროვნული განვითარების დონე, რომელსაც მიაღწიეს ცალკეულმა, ისტორიის არმქონე ერებმა ავსტრიაში, ასახავს მათი ეკონომიკური აღმავლობის დონეს. 1900 წელს სოფლის მეურნეობასა და მეტყევეობაში ჩეხების მხოლოდ 43,1% იყო ჩართული, სლოვენიელებში ეს მაჩვენებელი 75,4%–ია, ავსტრიაში – სერბო-ხორვატების რაოდენობის 86,9%, რუმინელების – 90,3%, დაბოლოს, რუსების – 93,3%–ია. თუ ამ მაჩვენებლებს ცალკეული ხალხის ეროვნულ განვითარებას შევადარებთ, შესამჩნევ დამთხვევას აღმოვაჩენთ. რაც უფრო მცირეა ერის ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობასა და მეტყევეობაშია ჩართული, მით უფრო მაღალია მისი ეროვნული განვითარების დონე. ისტორიის არმქონე ერის გამოღვიძება კაპიტალისტური განვითარების ერთ-ერთი უპირობო გამოვლინებაა. ეროვნული შუღლი, რომელიც არყევს სახელმწიფოს საფუძვლებს, ერთ-ერთია იმ მტკივნეულ მოვლენათა შორის, რომელიც გამოწვეულია კაპიტალისტური საზოგადოების ძველ სისტემაში 314 შემოჭრით. ავსტრიის ეროვნებების საკითხი სხვა არაფერია, თუ არა იმ დიდი სოციალური საკითხის უმცირესი მონაკვეთი, რომლის წინაშეც კაპიტალიზმის განვითარება აყენებს ევროპული კულტურის ყველა ერს. §18 თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება დაემთხვა იმ ეპოქას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მანუფაქტურიდან ქარხნულ სიტემაზე გადადის, სოციალურად ათავისუფლებს გლეხებს და იწყება პოლიტიკურ-ბურჟუაზიული ევოლუცია. შემდგომი ეროვნული განვითარება ასახავს მასების სოციალურ ცვლასა და გეოგრაფიულ განსახლებას, რაც მოწინავე თანამედროვე კაპიტალიზმმა გამოიწვია ყველგან, მათ შორის, ავსტრიაშიც. XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ვერნერ ზომბერტი 1 აღნიშნავს, კაპიტალიზმი პირველად დამკვიდრდა საზოგადოების ვრცელ სტრუქტურაში; საუკუნის მეორე ნახევარში მთელ სისტემას დაეუფლა, შეცვალა და თავის მიზნებს მოარგო. მაშინაც კი, თუ ეს განვითარება ავსტრიაში უფრო ნელი სვლით მიდიოდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, აქაც ერების განვითარება და ეროვნული ბრძოლები მხოლოდ ამ სოციალურ ცვლილებასთან კავშირის გზით შეიძლება, გავიგოთ. თუ ჩვენ თავდაპირველად ვეცდებით, განვსაზღვროთ, რა როლი ითამაშეს ცალკეულმა ერებმა კაპიტალისტური განვითარების პროცესში, 1900 წელს ავსტრიაში პროფესიული გადანაწილების მიხედვით ჩატარებული კვლევა გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს. რევოლუციის კაპიტალისტური პროცესის პირველი და ყველაზე სერიოზული შედეგია გლეხთა ძველი ეკონომიკის განადგურება და სოციალური სამუშაოს შეცვლილი სტრუქტურა. იგი პროფესიულ კლასებს შორის მუშათა შეცვლილ განაწილებაში ვლინდება და მასები მრეწველობისა და ვაჭრობისკენ მიჰყავს. ეს ყოველივე სოფლად ძველი სტრუქტურის გლეხების ნაწილს ფერმერებად, საქონლის მწარმოებლებად აქცევს. ჯერ ვნახოთ, რა წვლილი მიუ1   ვერნერ ზომბერტი( 1863 1941 ) – გერმანელი სოციოლოგი და ეკონომისტი, ცნობილია მონუმენტური ნაშრომით“ Der moderne Kapitalismus ”(თანამედროვე კაპიტალიზმი)(რედ.). 315 ძღვით ცალკეულ ერებს ამ განვითარებაში – გამოკითხვის მიხედვით, ქვემოთ მოხსენიებული სასაუბრო ენების მფლობელი ადამიანები შემდეგნაირად ინაწილებენ პროფესიებს: აქედან გამომდინარეობს, რომ სოფლის მეურნეობასა და მეტყევეობაშია ჩართული გერმანელებისა და ჩეხების დაახლოებით ნახევარი; აგრეთვე, იტალიელების – სულ მცირე ნახევარი; რუსები, რუმინელები და სერბო-ხორვატები, შესაძლოა, მაინც ჩაითვალონ წმინდა აგრარულ ხალხებად; ამ ორ ჯგუფს შორის არიან პოლონელები და სლოვენიელებიც. როგორც მრეწველობაში, ისე – ვაჭრობაში, პირველ ადგილს გერმანელები იკავებენ. ინდუსტრიაში მათ ჯერ ჩეხები მოჰყვებიან, შემდეგ –იტალიელები; ვაჭრობის დარგში ჯერ იტალიელები იკავებენ ადგილს, შემდეგ – ჩეხები(ვაჭრობის დარგში პოლონელების უპირატესობა ჩეხებზე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, ეს, შეიძლება, მივაწეროთ ებრაელთა დიდ რაოდენობას, რომლებიც, სინამდვილეში, საერთოდ არ არიან ასიმილირებულნი პოლონელებთან, თუმცა თავს მაინც პოლონურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებენ). კაპიტალისტურ განვითარებაში უდიდესი წვლილი გერმანელებს მიუძღვით, მათ მოსდევენ ჩეხები და იტალიელები. 316 ახლა კი გავიგოთ ცალკეული ერების წარმომადგენლების სოციალური მდგომარეობა პროფესიულ კლასებში. ინდუსტრიაში ყოველი 1000 დასაქმებული ადამიანი თავს ქვემოთ მოყვანილ ენობრივ ჯგუფს მიაკუთვნებდა: უპირველეს ყოვლისა, გასაოცარია ის ფაქტი, რომ იმ ერებში, რომლებიც, როგორც უკვე ვიცით, ყველაზე ნაკლებად ექვემდებარებოდნენ კაპიტალისტური განვითარების პროცესს, თვითდასაქმებულთა რიცხვი ყველაზე დიდია. მრეწველობაში თვითდასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი რუსებსა და პოლონელებზე, ხოლო ყველაზე დაბალი – ჩეხებსა და გერმანელებზე მოდის. მუშების შემთხვევაში პროპორციები სხვაგვარადაა გადანაწილებული – მუშახელის რიცხვი ყველაზე დაბალი – რუსებს, რუმინელებსა და პოლონელებს, ხოლო ყველაზე მაღალი გერმანელებსა და ჩეხებს შორისაა. გერმანელებსა და ჩეხებს შორის ერთ თვითდასაქმებულ ადამიანზე გაცილებით მეტი მუშა მოდის, ვიდრე რუსებისა და პოლონელების შემთხვევაში. რუსებისა და პოლონელების თვითდასაქმებულებს, ძირითადად, ხელოსნები შეადგენენ, გერმანელებსა და ჩეხებს შორის, ცხადია, კაპიტალისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა გვხვდება. 317 თუ ვცდილობთ, განვასხვაოთ თვითდასაქმებული კაპიტალისტები და ხელოსნები, დასაქმებულთა რაოდენობა ღირებულ მასალას გვაძლევს, რადგან დასაქმებული ინჟინერი, ტექნიკოსი, ოსტატი, ბუღალტერი და ა.შ., მხოლოდ კაპიტალისტურ საწარმოებში და არა ხელოსნობის დარგებში გვხვდება. კაპიტალისტური თვალსაზრისით, უფრო განვითარებულ ერებს – გერმანელებს, ჩეხებს, პოლონელებსა და იტალიელებს, მეტი დასაქმებული ჰყავთ, ვიდრე ნაკლებად განვითარებულებს: რუსებს, სლოვენიელებს, სერბო-ხორვატებსა და რუმინელებს. მუშების ეროვნება კაპიტალისტებისთვის სულერთია. მეორე მხრივ, ისინი, ჩვეულებრივ, გარემოცულნი არიან ისეთი დასაქმებული ადამიანებით, რომლებიც, საუბრობენ იმავე ენაზე. გერმანელმა მწარმოებელმა, შეიძლება, დაასაქმოს ჩეხი მუშები, მაგრამ მისი ქარხნის ხელმძღვანელი და მომსახურე პერსონალი, როგორც წესი, გერმანელი იქნება. თუ დავინახავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გერმანელებს შორის ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ერებში, დავასკვნით, რომ გერმანელები ინდუსტრიულ კაპიტალისტებს შორის პირველ ადგილს უნდა იკავებდნენ. თუ თვითდასაქმებულთა და მუშაკთა თანაფარდობიდან დავინახავთ, რომ ჩეხი ერი უფრო კაპიტალისტურად არის განვითარებული, ვიდრე პოლონელი, მაგრამ დასაქმებულთა რაოდენობით პოლონელები უსწრებენ ჩეხებს, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ქარხნის მეპატრონემ იცის პოლონური სასაუბრო ენა მაშინ, როცა ჩეხები ინდუსტრიულად უფრო განვითარებულნი არიან, ჰყავთ ნაკლები ხელოსანი და მეტი მუშახელი საწარმოში, ვიდრე პოლონელებს, მაგრამ ჩეხი მუშები ძალიან ხშირად არიან უცხოს, უმეტესად, გერმანელი კაპიტალისტების სამსახურში. ორი მიზეზი აქვს იმ ფაქტს, რომ გერმანელები დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ბურჟუაზიაში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმ ისტორიული ფაქტის შედეგი, რომ ავსტრიაში კაპიტალისტურ-ინდუსტრიული განვითარების დასაწყისში მმართველი კლასები გერმანელ ერს ეკუთვნოდა და იგი პოლიტიკურად და კულტურულად გერმანულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ავსტრიული ბურჟუაზია წარმოიშვა მაშინდელი მმართველი კლასებიდან, ამიტომ დასაწყისიდანვე გერმანული იყო; ვერვიელმა მქსოველებმა, რომლებმაც დააარსეს ბრნოს ცხვრის მატყლის საქსოვი ქარხანა, ბუნებრივად მიიღეს ავსტრიაში მმართველი ერის ენა და წეს-ჩვეულებები და არა ჩეხური ენა, რომელიც იმ დროს ჩაგ- 318 რული ხალხის, ისტორიის არმქონე ერების ენას მიეკუთვნებოდა, ანალოგიურად, ის ებრაელები, რომლებიც სასტუმროს მესაკუთრეებიდან, მცირე მოვაჭრეებიდან და მევახშეებიდან ფაბრიკანტებად, წვრილმან ვაჭრებად და ბანკირებად გადაიქცნენ, ადგილს ეძებდნენ გერმანულ კულტურულ საზოგადოებაში დასამკვიდრებლად. ისტორიის არმქონე ერების შთამომავლებმა, რომლებსაც გაუმართლათ და მოხვდნენ კაპიტალისტების კლასში, დაივიწყეს თავიანთი მშობლიური ენა, მოსამსახურეთა და გლეხთა საშინელი ენა და გაგერმანელდნენ. ამრიგად, რამდენადაც უფრო მრავალფეროვანი იყო ავსტრიული ბურჟუაზია, კულტურის თვალსაზრისით მაინც გერმანულ ხასიათს ატარებდა. მხოლოდ ისტორიის არმქონე ერის გამოღვიძებით მიეცა მას ეროვნული ბურჟუაზიის განვითარების შესაძლებლობაც. გერმანიის ბურჟუაზიისთვის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ავსტრიის კაპიტალისტური განვითარება გერმანული კაპიტალისტური კლასის განვითარებას ნიშნავდა. გასაკვირი არაა, რომ სხვა ერების ახალგაზრდა ბურჟუაზიამ გერმანული ბურჟუაზიის განვითარების დონეს ვერ მიაღწია. XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ავსტრიაში გერმანულის გარდა მხოლოდ იტალიური ბურჟუაზია იყო. მანაც შეინარჩუნა თავისი ეკონომიკური და კულტურული ლიდერობა სამხრეთის სლავ გლეხ ხალხზე. ავსტრიელი კაპიტალისტების კლასის გერმანული ხასიათი დაკავშირებულია გერმანელი ერის დასახლების არეალში ავსტრიის ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად განვითარებასთან. ეს, ნაწილობრივ, განპირობებულია იმით, რომ გერმანიის ტერიტორიებზე წარმოების გავრცელებამდეც, სლავურ ქვეყნებთან შედარებით, უფრო მეტი და დიდი ქალაქი იყო. გერმანელები თავიანთი მრეწველობის სწრაფ განვითარებას რიგ ისტორიულ დამთხვევებსაც მიაწერენ, მაგალითად, ხელშეწყობა, რომელსაც ბოჰემიელები კომერციულ განვითარებას ფრიდლენდერის ეკონომიკურ პოლიტიკას უმადლიან. ამასთანავე, გერმანელების ინდუსტრიული განვითარება სუდეტის ქვეყნების 1 საზღვრისპირა რეგიონებში დასახლებამაც განაპირობა. მერკანტილისტური საბაჟო პოლიტიკით ფართო მასშტაბი შეიძინა კონტრაბანდამ: კაპიტალისტური საწარმოები, რომლებსაც სურთ უცხოური ნედლეულის გადამუშავება, უახლოვდებიან საზღვრებს. ჩრდილოეთ ბოჰემიის მატყლისა და ბამბის მრეწველობა მხარდაჭერას უმადლის ინგლისური ძაფების 1 სუდეტი – მთები ცენტრალურ ევროპაში, ჩრდ. დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისკენ 310 კმ.-ზე გადაჭიმული, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე. 319 კონტრაბანდას. მას შემდეგ, რაც ძველი საქსოვი ქარხანა მიება გერმანიის სასაზღვრო ტერიტორიებს, შეინარჩუნა სამრეწველო უპირატესობა შიდა ინდუსტრიიდან ქარხნის სისტემაზე გადასვლისა და უცხოური ძაფების კონტრაბანდის შეწყვეტის შემდეგაც კი. კონტრაბანდის გარდა, გერმანიის რეგიონები ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდნენ წარმოების დამწყებებს. გერმანელები ბინადრობდნენ მთიან რაიონებში, ალპებსა და ბოჰემიის სასაზღვრო ზოლებში, სადაც მრეწველობამ აღმოაჩინა საჭირო წყლის ენერგია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნახშირით მდიდარმა საბადოებმა გერმანიის ტერიტორიაზე ადრევე დაიწყო ფუნქციონირება. ამრიგად, ავსტრიული ბურჟუაზიის თავდაპირველ გერმანულ ხასიათს ორი მიზეზი განაპირობებს: ბურჟუაზია იყო გერმანელი, რადგან მთელი რიგი შემთხვევითი გარემოებების წყალობით, მან განავითარა მრეწველობა სუდეტის მთების ქვეყნების გერმანულ რეგიონებში, უპირველეს ყოვლისა, ვენასა და შტირიაში. ბურჟუაზია გერმანელი იყო ჩეხეთისა და სლოვენიის რეგიონებშიც, რადგან ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძებამდე, ალპურ და სუდეტის ქვეყნებშიც ყველა მმართველი და განათლებული ადამიანი გერმანელი იყო. ეს ფაქტები ხსნის მოვლენების მთელ რიგს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ეროვნულ ბრძოლას. ყველგან შეინიშნება მკვეთრი კონტრასტი ბურჟუაზიასა და მოსახლეობის სხვა კლასებს შორის. ჩეხეთში, სადაც კაპიტალისტი გერმანელი იყო, ხოლო ბურგერი, მუშა და გლეხი – ჩეხი, სოციალურ ანტაგონიზმს ეროვნული ანტაგონიზმის განსაკუთრებული ფორმა უნდა მიეღო. ყველგან არის მკვეთრი კონტრასტი ინდუსტრიულად განვითარებულ და აგრარულ ტერიტორიას შორის. სადაც ინდუსტრიული ტერიტორიები გერმანული, ხოლო სოფლები ჩეხური იყო, ეკონომიკური კონტრასტი ეროვნულ ტყავში უნდა გახვეულიყო. გვინდა, მაგალითი მოვიყვანოთ მრავალი განსხვავებული სოციალური წინააღმდეგობის საილუსტრაციოდ, რომლის შესახებაც მრავალენოვანი ავსტრიის მასებისთვის პირველად ეროვნული დაპირისპირებების შედეგად გახდა ცნობილი, იმ სოციალური წინააღმდეგობების მოძიებით, რომლებიც საფუძვლად უდევს ბრძოლას ჩეხებსა და გერმანელებს შორის ბოჰემიაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ბოჰემია არის ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული ქვეყანა მონარქიაში და სწორედ ამიტომაა მკვეთრად გამოხატული ეროვნული დავის ქვეყანა. ამოცანას ბევრად გაგვიადვილებს რაუხბერგის 1 1 რაუხბერგი, ეროვნული საკუთრება ბოჰემიაში, ლაიფციგი, 1905 . 320 შესანიშნავი ნაშრომი, რომელსაც შემდეგში რამდენჯერმე შეგვიძლია მივმართოთ. რაუხბერგი ბოჰემიას ოთხ რეგიონად ყოფს. ბოლო აღწერისას ის აჯამებს პოლიტიკურ ოლქებს, რომლებშიც ავსტრიის მოქალაქეების 80%-ზე მეტმა თავი გერმანელად გამოაცხადა; ის უწოდებს ოლქებს იმ ტერიტორიებს, სადაც გერმანელი უმრავლესობას წარმოადგენს; იმ პოლიტიკურ ოლქებს, სადაც ავსტრიის მოქალაქეების 50%-80% ამბობს, რომ საუბრობს გერმანულად, ხოლო 20%50% – რომ საუბრობს ჩეხურად; ჩეხური უმრავლესობის ოლქების მოსახლეობის 50%-80% საუბრობს ჩეხურად, ხოლო 20%-50%- გერმანულად. დაბოლოს, იმ რეგიონებს, სადაც ავსტრიის მოქალაქეების 80%-ზე მეტი იყენებს ჩეხურ ენას, როგორც ყოველდღიურ ენას, რაუხბერგი უწოდებს ჩეხურ ოლქებს. ჩეხეთის რაიონებში ის ხშირად ცალკე ასახელებს ციფრებს„პრაღის, მისი შემოგარენისა“ და ჩეხეთის სხვა ოლქებისთვის, რადგან პრაღის სწრაფად მზარდი ინდუსტრიული ზონა, ჩეხეთის სხვა ოლქებისგან განსხვავებით, მრავალი თვალსაზრისით სხვაგვარ განვითარებას აჩვენებს. რაუხბერგის თანახმად, რამდენიმე მტკიცებულებას წარმოგიდგენთ იმის შესახებ, რომ გერმანული ოლქები, ფაქტობრივად, ბოჰემიური ინდუსტრიის შტაბ-ბინას მიეკუთვნება. აქ არ მოგვყავს ციფრები პრაღისა და მისი შემოგარენის შესახებ, რადგან მათზე სხვა კონტექსტში გავამახვილებთ ყურადღებას. 1900 წლის მონაცემით ყოველი 1000 ადამიანი გადანაწილებულია შემდეგნაირად: 321 გერმანიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინდუსტრიაშია ჩართული, ხოლო ჩეხეთის რეგიონების ინდუსტრიული მოსახლეობა კვლავ ჩამორჩება აგრარულ მოსახლეობას. ქვეყნის გერმანულ ნაწილებს აქვთ ვაჭრობის უფრო დიდი წილიც, ვიდრე ჩეხეთის ნაწილებს, მაგრამ ინდუსტრიულ და აგრარულ მოსახლეობას შორის ურთიერთობასა და ინდუსტრიული მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში აშკარაა, რომ გერმანულ ნაწილებში ქვეყანამ კაპიტალისტური განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ინდუსტრიაში დასაქმებულ ყოველ 1000 ადამიანზე შემდეგი მაჩ­ვენებელია: ქვეყნის გერმანულ ნაწილში მუშების წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში უფრო დიდია, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი – უფრო მცირეა, ვიდრე ჩეხეთში; გერმანულ რაიონებში, ჩეხურთან შედარებით, ერთ თვითდასაქმებულზე უფრო მეტი დასაქმებული და მუშაა; გერმანიის ტერიტორიაზე კაპიტალის გამარჯვება ხელოსნობის დარგში უფრო სრულყოფილად გამოვლინდა, გერმანულმა ტერიტორიებმა მიაღწიეს კაპიტალის კონცენტრაციის უფრო მაღალ დონეს. კონტრასტი ქვეყნის გერმანულ და ჩეხურ ნაწილს შორის, პირველ რიგში, უნდა მოვიაზროთ, როგორც კონტრასტი კაპიტალისტურად კარგად განვითარებულ ტერიტორიებსა და კაპიტალისტურად ნაკლებად განვითარებულ ტერიტორიებს შორის. ინდუსტრიული თვალსაზრისით, უფრო განვითარებული რეგიონის ბურჟუაზია 322 მიანიშნებს სიმდიდრეზე, კულტურის ბრწყინვალებაზე, მაღალ გადასახადებზე, რომელსაც ის შეუძლია გაუმკლავდეს. ყველა ზიზღით უყურებს კაპიტალისტურად ნაკლებად განვითარებულ, ღარიბ და, შესაბამისად, კულტურულად ჩამორჩენილ ტერიტორიებს. „რაინლანდ-დასავლეთის“ მრეწველები ნაკლებად ლაპარაკობენ „აღმოსავლეთ ელბაზე“ ზიზღით, ვიდრე რაიხენბერგერები და აუსიგელი ინდუსტრიალისტები –„ჩეხეთზე“. თუ გვსურს, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩავწვდეთ კონტრასტს კაპიტალისტური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ორ მხარეს შორის, რომელთა საქონელი ურთიერთგაცვლით, მარქსის„ფასის თეორიით“ გვაძლევს გასაღებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე მხარეში წარმოებული ჭარბი ღირებულების ოდენობა განისაზღვრება მუშების მიერ შესრულებული დამატებითი სამუშაოს რაოდენობით. ამ ჭარბი ღირებულების რა ნაწილი ეკუთვნით ორივე რეგიონის კაპიტალისტებს? მაღალგანვითარებული ქვეყნის კაპიტალს უფრო მაღალი ორგანული შემადგენლობა აქვს, ანუ კაპიტალისტური თვალსაზრისით, მოწინავე რეგიონებში უფრო დიდი მატერიალური კაპიტალია (მუდმივი კაპიტალი) ხელფასის კაპიტალის(ცვლადი კაპიტალი) იმავე რაოდენობისთვის, ვიდრე ჩამორჩენილ ქვეყანაში. მარქსმა გვასწავლა, რომ მოგების განაკვეთების გათანაბრების ტენდენციის წყალობით, ორი რეგიონის მუშები არ აწარმოებენ ჭარბ ღირებულებას თავიანთი კაპიტალისტებისთვის; პირიქით, ორივე რეგიონის მუშების მიერ შექმნილი ჭარბი ღირებულება ორივე რეგიონის კაპიტალისტებს შორის იყოფა არა იმ სამუშაოს რაოდენობის მიხედვით, რომელიც შესრულდა ორივე ქვეყანაში, არამედ იმ კაპიტალის ოდენობის მიხედვით, რომელიც თითოეულ რეგიონში ტრიალებს. ვინაიდან ყველა მაღალგანვითარებულ ქვეყანაში მეტი კაპიტალია შესრულებული სამუშაოს ერთნაირი მოცულობისთვის, განვითარებული ქვეყანა იღებს ჭარბი ღირებულების უფრო დიდ ნაწილს, ვიდრე შეესაბამება ქვეყანაში შესრულებული შრომის რაოდენობას. თითქოს, ორივე ქვეყანაში წარმოქმნილი ჭარბი ღირებულება ჯერ ერთმანეთს ებმოდა და შემდეგ კაპიტალისტებს შორის მათი კაპიტალის სიდიდის მიხედვით გადანაწილდა. უფრო მაღალგანვითარებული ქვეყნების კაპიტალისტები ექსპლუატაციას არა მხოლოდ საკუთარ მუშაკებს უწევენ, არამედ ყოველთვის ითვისებენ იმ ჭარბი ღირებულების ნაწილს, რომელიც წარმოიქმნა ნაკლებად განვითარებულ რეგიონში. თუ მხოლოდ საქონლის ფასებს გავითვალისწინებთ, ყველა ქვეყანა იღებს სანაცვლოდ იმდენს, რამდენსაც გასცემს. თუ, მე- 323 ორე მხრივ, ღირებულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ ისინი არ არის ეკვივალენტური – ნაკლები შრომა მატერიალიზებულია იმ პროდუქტში, რომელსაც კაპიტალის უფრო მაღალი ორგანული შემადგენლობის მქონე ქვეყანა გასცემს, ვიდრე იმ საქონელში, რომელსაც იგი კაპიტალის უფრო დაბალი ორგანული შემადგენლობის ქვეყნიდან იღებს. უფრო მაღალგანვითარებული ქვეყანა ნაკლებს აკეთებს ჩამორჩენილი ქვეყნისთვის, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, ვიდრე ამ უკანასკნელმა უნდა გააკეთოს მოწინავე ქვეყნისთვის; უფრო განვითარებული ქვეყნის დედაქალაქი ითვისებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნის სამუშაოს ნაწილს. მოწინავე ქვეყანა იძლევა სამრეწველო პროდუქტსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. სასოფლო-სამეურნეო მიწების ექსპლუატაციას ეწინააღმდეგება მიწის ქირა. მიწის საკუთრება აგროკულტურულ ქვეყანას აძლევს უფლებამოსილებას, გამოქვითოს ჭარბი ღირებულების ნაწილი მიწის რენტის სახით და ამოიღოს იგი კაპიტალისტებს შორის დახარჯული კაპიტალის სიდიდის მიხედვით. ეჭვგარეშეა, რომ მიწის რენტაც კი ვერ შეუშლის ხელს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შექმნილი პროდუქტის ნაწილის დათმობას ინდუსტრიული ქვეყნის კაპიტალისტური კლასისთვის ინდუსტრიული პროდუქტის მაღალი საწარმოო ფასების გამო. ეს, აგრეთვე, ეკონომიკური ურთიერთობაა გერმანულ ბოჰემიასა და ჩეხურ ბოჰემიას შორის. ასე რომ არ ყოფილიყო, ჭარბი ღირებულება, რომელსაც გერმანული ბოჰემიის კაპიტალისტები თვითონ ითვისებდნენ, ჩეხეთის ტერიტორიებზე ჭარბ ღირებულებასთან ზუსტად ისეთივე მიმართებაში იქნებოდა, როგორც გერმანულ ბოჰემიაში – ჩეხურ ბოჰემიასთან. დიახ, რადგან ჩეხურ ბოჰემიაში ხელფასები უფრო დაბალია, ვიდრე გერმანულ ბოჰემიაში, ამიტომ დამატებითი სამუშაო დღის დიდ ნაწილს შეადგენს, მუშას იქ უფრო დიდი მოგება მოუწევს, ვიდრე გერმანულ ბოჰემიაში. თუმცა, სინამდვილეში, გერმანულ-ბოჰემიური კაპიტალისტური კლასის მოგება უდავოდ მეტია, ვიდრე ეს უნდა იყოს გერმანიულ ბოჰემიაში დასაქმებულ მუშათა რაოდენობის პროპორციულად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გერმანულ ბოჰემიაში დასაქმებულ მუშებს უფრო მეტი მოგება მიეცემათ, ვიდრე რეგიონის ჩეხურ ნაწილში. ეს ეკონომიკური ფაქტი აისახება გერმანულ-ბოჰემიური მოსახლეობის შედარებით უფრო მეტ კეთილდღეობაზე, მათი ქალაქების განვითარებაზე, გერმანულ-ბოჰე- 324 მიური მოსახლეობის უფრო მაღალ კულტურაზე. რასაც ნაციონალისტი მწერლები უწოდებენ გერმანელი ბოჰემიელების უმაღლეს კულტურას, ქვეყნის ჩეხური ნაწილის არასრულფასოვნებას, სხვა არაფერია, გარდა იმ ფაქტის შედეგისა, რომელიც დომინირებს კონკურენციაში, რომ ქვეყნის მაღალგანვითარებულ ნაწილს მიითვისებს კაპიტალისტურად ნაკლებად განვითარებული ნაწილი. გერმანულ ბოჰემიაში მაღალი გადასახადების თემა შეიძლება, ამავე ფაქტს მივაწეროთ. ვინაიდან გერმანული ბოჰემია ინაწილებს მთელი ავსტრიის ეკონომიკურ არეალში გამომუშავებულ დამატებით ღირებულებას არა მშრომელთა რაოდენობის, არამედ კაპიტალური დანახარჯების მიხედვით. მისი კაპიტალის უფრო მაღალი შემადგენლობა ნიშნავს, რომ იმავე რაოდენობის მუშებს აქვთ უფრო მაღალი მოგება, მას ასევე შეუძლია მოსახლეობასთან მიმართებაში უფრო გადასახადის დაკისრება, ვიდრე ქვეყნის ჩეხურ ნაწილში. გერმანიის ბურჟუაზიას ამ ფაქტიდან გამოაქვს დასკვნა, რომ იმ ტერიტორიის მოსახლეობა უფრო მეტ გადასახადს იხდის, ასევე, უფრო დიდ ძალაუფლებას ფლობს სახელმწიფოსა და ქვეყანაში, ვიდრე მის რიცხვს შეესაბამება. თუ ვივარაუდებთ, რომ პოლიტიკური სამართალი დამოკიდებული უნდა იყოს გადასახადებზე, რატომ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ პირდაპირი გადასახადები გადასახადებად და არაპირდაპირი გადასახადები – არა, რომლებიც ეკისრება მასებს და რომელზედაც, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტია დაფუძნებული? მაგრამ უნდა ჰქონდეს თუ არა ყველას თანაბარი იურიდიული ძალაუფლება სახელმწიფოსთან მიმართებაში? დაბოლოს: არის თუ არა ადამიანური შრომა ღირებულების შემქმნელი? გადასახადის გადახდა უნდა მიეწეროს მათ, ვინც ითვისებს სხვისი შრომის პროდუქტს, თუ მათ, ვინც საკუთარი შრომით ქმნის ღირებულებას და ამიტომ ყველა გადასახდის რეალური გადამხდელია? ფაქტმა, რომ ჩეხური შრომის ნაწილი ამდიდრებს არა ჩეხ, არამედ გერმანელ კაპიტალისტებს, ნამდვილად უნდა მიანიჭოს თუ არა გერმანელ ბოჰემიელებს პრივილეგია ჩეხეთის ტერიტორიებზე? 1 1 შემდეგი ციტატა ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი გერმანულ-ნაციონალური არგუმენტი ბურჟუაზიის სულისკვეთებითაა გაჯერებული:„ 196 , 750 ჩეხი დასაქმებული უშუალოდ ბოჰემიის გერმანელების მიერ არიან მუშებად და სახელმწიფო მოხელეებად წარმოდგენილნი, მათი ღირებულება 193 , 8 მილიონ კრონს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ ჩეხი დასაქმებულების ოჯახებსაც, სულ მცირე შვიდასი ათასიდან რვაას ათასამდე ჩეხი ცხოვრობს გერმანელების შუამავლობის გარეშე, რაც ბოჰემიელი 325 მაშინაც კი, თუ ჩეხური ბოჰემია მხარს უჭერს გერმანული ბოჰემიის მატერიალურ და ინტელექტუალურ კულტურას თავისი საქმიანობის მეშვეობით, არ შეიძლება, ბოროტად იქნეს გამოყენებული გერმანელი ნაციონალისტების პოლიტიკური მოთხოვნების გასამართლებლად, ის მაინც გვიხსნის, გავიგოთ როგორც ჩეხეთის, ისე გერმანიის ბურჟუაზიული პარტიების ისტორიული მოთხოვნები. გერმანიის ბურჟუაზიას ბოჰემიაში სჭირდება მთელი ავსტრიის ბაზარი, ამიტომ მას სურს, ავსტრიამ შექმნას ერთიანი იურიდიული, სატრანსპორტო და ეკონომიკური ზონა; მეორე მხრივ, მას სურს, მაღალი გადასახადების გადახდის გზით თავისი დამატებითი ღირებულება ჩეხეთის გადასახადების მქონე ნაწილის საჭიროებების გარეშე უზრუნველყოს; ამიტომ ის შინ ფედერალისტია, ითხოვს გერმანული ბოჰემიის ტერიტორიულ დელიმიტაციას ჩეხური ბოჰემიისგან, სურს, გერმანული ბოჰემია დამოუკიდებელ კრონლანდად(საიმპერატორო მიწად) აქციოს. ჩეხები სხვანაირად ფიქრობენ. მათ გერმანული ინდუსტრიისგან განსხვავებით არ სჭირდებათ, თუნდაც მცირე რაოდენობით თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის ბაზარი სუდეტის ქვეყნებს გარეთ. ჩეხებს ნაკლებად აინტერესებთ ავსტრიის, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური სფეროს ერთიანობა. მეორე მხრივ, მათ ესაჭიროებათ გერმანული ბაზარი სუდეტის ქვეყნებში, სურთ, რომ გერმანიის ინდუსტრიული ტერიტორიების საგადასახადო ძალა ემსახუროს მათ საჭიროებებს, ამიტომ ისინი არიან ფედერალისტები იმპერიაში და ცენტრალისტები, ეროვნული ერთიანობის დამცველები, ქვეყანაში. ასე ჩავწვდებით გერმანია-ჩეხეთის საკონსტიტუციო დავის ღრმა ფესვებს. ინდუსტრიულ რეგიონს გაცილებით მეტად დიდი, ერთიანი ეკონომიკური არეალი სჭირდება, ვიდრე სასოფლო-სამეურნეოა, ამიტომ იმყოფებიან იმპერიაში გერმანელი ცენტრალისტები და ჩეხი ფედერალისტები. კაპიტალისტურად უფრო მაღალგანვითარებულ ტერიტორიას აქვს მეტი საგადასახადო ძალა და ჩნდება კითხვა, ეს საგადასახადო ძალა მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა გამოიყენოს, თუ ისტორიულად მასთან დაკავშიჩეხების მეხუთედს წარმოადგენს“. რაიხენბერგი, ეკონომიკურად ძლიერი გერმანული ბოჰემია. 1903 , გვ. 22 . ნამდვილად შეძლებენ კაპიტალისტები მუშების მართვას? ასე არაა, რომ მუშათა გაწეული შრომა მთელ საზოგადოებას წარმართავს. წარმოების საშუალებების კერძო საკუთრება კაპიტალისტებს განა იმ უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ მიითვისონ მუშაკთა შრომის პროდუქტის ნაწილი? 326 რებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებისთვისაც; შედეგად, გერმანელები საიმპერატორო მიწებთან მიმართებით ფედერალისტები, ხოლო ჩეხები ცენტრალისტები არიან. ის ფაქტი, რომ ქვეყნის გერმანულმა ნაწილმა მიაღწია ინდუსტრიული განვითარების მაღალ დონეს, ბოჰემიაში სოციალურ მიგრაციულ მოძრაობას დიდ ეროვნულ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც ყველგან, აქაც ხდება მოსახლეობის განსახლება: მოსახლეობის ნაწილი ტოვებს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს და მიგრირებს ინდუსტრიულ რეგიონებში. ეს ნიშნავს ჩეხების იმიგრაციას გერმანიის ტერიტორიაზე, ბოჰემიაში. რაუხბერგმა ეს მოძრაობა დეტალურად აღწერა. ჩვენ ვკმაყოფილდებით მისი გამოკვლევის საბოლოო შედეგის, ბოჰემიაში მიგრაციის ბალანსით. მან ცალკეულ ენობრივ არეალში ადამიანთა რაოდენობა შეადარა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთა მცირეწლოვანი ბავშვების რიცხვს და ამ მაჩვენებლების საფუძველზე გამოთვალა განსაზღვრულ ენობრივ არეალში მოძრავი ადამიანების რაოდენობა. პირველ რიგში, შევადაროთ მოძრაობა გერმანიის რაიონებში სხვა ენობრივ სფეროებთან: სვეტი„იმიგრაცია გერმანიის რეგიონებში“ ასახავს, თუ რამდენი ადამიანი გადავიდა გერმანიის რეგიონებში დანარჩენი სამი რაიონული ჯგუფიდან. სვეტი„მიგრაცია გერმანიის რეგიონებიდან“ გვიჩვენებს, რამდენმა ადამიანმა დატოვა გერმანიის ტერიტორია. მესამე სვეტი გვაძლევს განსხვავებას მოგებასა და ზარალს შორის გერმანიის რეგიონებსა და სამ სხვა რეგიონულ ჯგუფთან ერთად, ე.ი. გვაძლევს ბალანსს. ვასკვნით, რომ რეგიონები- 327 დან ჩეხების(80%-ზე მეტი) ემიგრაცია აბსოლუტური მაჩვენებლითაა წარმოდგენილი გერმანულ რეგიონში და ადგილობრივ მიგრაციასთან მიმართებაში ძალიან დიდია. მსგავს სურათს გვთავაზობს რეგიონების მიგრაციის ბალანსი 50%-80%-მდე გერმანელით. ამ რაიონული ჯგუფის მიგრაციული ბალანსი აქტიურია ყველა სხვა რეგიონულ ჯგუფთან ურთიერთობისას – გერმანიის უმრავლესობის მქონე ოლქებმა მიიღეს მეტი რაოდენობის მიგრანტი ყველა სხვა ენობრივი არეალიდან. ჩეხეთის რაიონებიდან იმიგრაციის რაოდენობა აქ განსაკუთრებით დიდია. უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ინდუსტრიულ რეგიონებს მიაწერეს ჩეხეთის აგრარული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ჭარბი რაოდენობით გადინება. უფრო დეტალურად განვიხილოთ მიგრაცია ჩეხეთის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებიდან გერმანიის ინდუსტრიულ რაიონებში. ემიგრანტების უმეტესი ნაწილი მუშებისგან შედგება. ჩეხი გლეხი და სოფლის მეურნეობის მუშაკი ვეღარ პოულობს ადგილს სამშობლოში ძველი შიდა მრეწველობის განადგურებისა და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების ცვლილებების გამო. მუშათა სიმრავლე და სოფლის პროლეტარიატის უუნარობა ამცირებს მათი ცხოვრების დონეს. მეორე მხრივ, სამრეწველო რეგიონებში, კაპიტალის მუდმივი ძლიერი დაგროვებისა და ჭარბი ღირებულების კაპიტალად გადაქცევის წყალობით, იზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე. მეტიც, პროფკავშირული ბრძოლა იქ ხელფასებს ზრდის. მაღალმა ხელფასმა მიიზიდა ჩეხი პროლეტარები გერმანიის რაიონებში, სადაც ინდუსტრია ნელა, თანდათა- 328 ნობით ვითარდება. ჩნდებიან ჩეხი მუშები, გარემო ჩვეულებრივ ახერხებს მოკლე დროში მათ ეროვნულ ასიმილაციას, მაგრამ იქ, სადაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, ჩეხი მუშები მასობრივად მიდიან ემიგრაციაში და ინარჩუნებენ ეროვნებას. ჩეხი მუშები მიდიან იმ ტერიტორიებიდან, სადაც ხელფასები და ცხოვრების დონე დაბალია. ისინი ხელფასებზე ზემომქმედებად და შტრაიკბრეხერებად გვევლინებიან. გასაკვირი არ არის, რომ ყოველივე ამან გამოიწვია გერმანელი მუშის სიძულვილი. დღესაც კი, მწარმოებელი ეროვნებით გერმანელიც რომ იყოს, ხშირად ცდილობს, ჩაანაცვლოს„სასურველი“ გერმანელი მუშები ჩეხი მუშებით, რომლებიც ჯერ კიდევ უგულებელყოფენ„უკიდურესი საჭიროების ნაკლებობის“ მანკიერებას. უპირველესად, ისინი თავიანთ მოგებას გერმანელი მუშების ხარჯზე იცავენ. გერმანელ კაპიტალისტები მხარს უჭერენ, როცა ჩეხი ემიგრანტები, ეროვნული სიძულვილით აღსავსე მუშები, ბურჟუაზიულ-ნაციონალური პარტიით იხიბლებიან. ამავდროულად, ამ თამაშში მათ ხშირად აღარ უმართლებთ. გერმანელმა მუშაკებმა დიდი ხანია, გაიგეს, რომ იაფი ჩეხი მუშახელისგან სხვანაირად თავის დაცვას ვერ შეძლებენ, ვიდრე ჩეხ მუშებს თავიანთ პროფკავშირულ ორგანიზაციაში არ მიიღებენ და ამ ბრძოლისთვის არ მოამზადებენ. ამისთვის ჩეხი პროლეტარები, რომლებმაც გამოუცხადეს მუშათა ინტერესებს სოლიდარობა, ჩაერთნენ ჩეხეთის მუშათა მოძრაობის წინსვლაში. საბედნიეროდ, ჩეხი იაფი მუშახელი უკვე იშვიათი გამონაკლისი გახდა. ჩეხეთის იმიგრაციამ, რა თქმა უნდა, თავდაპირველად გააღვიძა ეროვნული სიძულვილი და ეროვნული მძვინვარება გერმანელ მუშებში. ეს სიძულვილი პოლიტიკურ ნებაში ვერ გადაიზარდა: გადაადგილების თავისუფლების გაუქმებას, როგორც ჩეხური იმიგრაციის წინააღმდეგ ერთადერთ საშუალებას, თანამედროვე ინდუსტრიის მუშაკები ვერ მოითხოვენ. გერმანელ მუშებს გაჭირვებამ ასწავლა, რომ მათ შეუძლიათ, მიაღწიონ წარმატებას კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ ჩეხი მუშების მხარდამხარ, ერთობლივი ძალით. ჩეხურმა იმიგრაციამ გერმანიის ინდუსტრიულ რეგიონში გერმანელ მუშებს ასწავლა მუშათა ინტერესებისადმი სოლიდარობის გამოვლენა, დაანახა ყველა ერის მუშათა ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა. ჩეხეთის მუშათა იმიგრაციის გავლენა წვრილბურჟუაზიაზე განსხვავებულად გამოიკვეთა. მაშინ, როცა გერმანელი 329 მუშების ინტერესები ჩეხეთის იმიგრაციით ზარალდებოდა, ეს იმიგრაცია ეკონომიკურად გერმანული წვრილბურჟუაზიისთვის მომგებიანი იყო. მოსახლეობის ზრდა ნიშნავდა ვაჭრების, ხელოსნების მოგებისა და ბატონებისთვის ქირის გაზრდას. მიუხედავად ამისა, თითქმის მთელი გერმანული წვრილბურჟუაზია მოიცვა ჩეხური უმცირესობებისადმი დიდმა სიძულვილმა. საიდან მოდის ეს ფენომენი? ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია მემკვიდრეობის გზით მიღებულ სამშობლოს მიწაზე მყარად ფესვგადგმული წვრილბურჟუას უნდობლობით, ზიზღით, ყველა უცხოს, როგორც ვენელები ამბობენ,„ყოველი მატარებლის გაჩერების“(ყოველი მოგზაურის) მიმართ. როგორც სხვაგან უკვე ავხსენით, ეს არის აპერცეფციის უმოქმედობა, უკმაყოფილება უჩვეულოს, უცხოს, იმ ყველაფრის მიმართ, რაც არ შეესაბამება ვიწრო ადგილობრივი წრის, რომელშიც იბადება, ქორწინდება და კვდება პატარა ბურჟუა, განსაკუთრებულ ბუნებას და რაც ეროვნული განწყობისა და ეროვნული სიძულვილის საფუძველს წარმოადგენს. ბურჟუაზიის თვალი, კაპიტალისტური კონიუნქტურის მიერ დანერგილი პროლეტარიატის თვალი, ხედავს ფართო სამყაროს, დიდ ეკონომიკურ ტერიტორიას, მცირე ბურჟუა და ფერმერი კი მყარად დგას თავის მიწაზე და სძულს ყველაფერი უცხო, ყველაფერი ახალი, რაც მის წრეში გარედან აღწევს. ასეთ ეროვნულ ინსტინქტს სამრევლო უნია აღვიძებს, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ყველა სამრევლოში აღმოვაჩენთ. პატარა პროვინციულ ქალაქებში ისინი ადგილობრივი ინტელიგენციის ნაწილნი არიან: ექიმი, მასწავლებელი, პასტორი, აფთიაქარი, მათ შორის, შეძლებული მიწის მესაკუთრე, ვაჭარი, სასტუმროს მეპატრონე და სხვ. პროვინციებში შეძლებული ბიურგერების ადგილს მდიდარი გლეხები იკავებენ. უფრო დიდ ინდუსტრიულ რეგიონებში სამრევლო უნია ბურჟუაზიისა და ინტელიგენციის წევრებს აერთიანებს. ზოგიერთ ადგილას ერთი და იგივე უნია, რომელიც პირდაპირი შთამომავლებით ან მსგავსი სოციალური სტატუსის მქონე პირებით მუდმივად იზრდებოდა, სამრევლოს ავტონომიური სამრევლო ადმინისტრაციის დამყარებიდანვე აკონტროლებდა. მეორე მხრივ, სამრევლოს კონტროლისთვის კონკურენციას ერთმანეთს ზოგჯერ რამდენიმე უნია უწევდა: პასტორი და მასწავლებელი, სახანძროსა და დამსახურებულ მუშაკთა მეთაურები, ან, თუნდაც, ორი კონკურენტი ვექილი 330 მხარდამჭერების მეშვეობით სამრევლოში ძალაუფლების მოპოვებისათვის იბრძოდნენ. სწორედ ეს უნიები, სურვილსა და უპირატესობის შესაბამისად, ქმნიან სამრევლო საბჭოს, ასახელებენ საჯარო არჩევნების კანდიდატებს, რომლებსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არჩევნებში მონაწილეობის არმქონე წვრილბურჟუაზიული მოსახლეობა თავისი ნებით ემორჩილება. ჩვენმა სამრევლო საარჩევნო რეგულაციამ ეს უნიები ფორმალურ იურიდიულ ინსტიტუტებად აქცია და მათ უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ორგანოები ჩააბარა. სამრევლო უნიები, თავდაპირველად, ჩეხ მუშაკთა იმიგრაციის პროცესს არ ემხრობოდნენ. ახლად ჩამოსულები, ფაქტობრივად, ფინანსურ ტვირთად დააწვნენ სამრევლოს: მას უნდა დაეარსებინა ახალი სკოლები, უნდა გამკლავებოდა უსაფრთხოების დაცვის პოლიციის მზარდ მოთხოვნებს და სხვა ახალ ამოცანებს, თუმცა ის, რაც თავიდან სამრევლოს მეთაურებისათვის უსიამოვნო იყო, მალე სახიფათო გახდა. მზარდ ინდუსტრიულ ქალაქში მემკვიდრეობით მინიჭებული უფლებამოსილებით სამრევლოს მმართველებს ყოველთვის უძნელდებოდათ ავტორიტეტისა და ძალაუფლების შენარჩუნება – თუ შემოდინება ნაციონალურად ერთგვაროვანი იქნებოდა, ისინი, საუკეთესო შემთხვევაში, სტატუსის შენარჩუნებას შეძლებდნენ; როდესაც ეროვნული თვალსაზრისით ის უცხო იქნებოდა, მაშინ ასეთი მცდელობა უიმედო ჩანდა. უნია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუფერხებლად და უკონტროლოდ იკავებდა მმართველ პოზიციას, უცხო სახიფათო ძალას დაუპირისპირდა და, შედეგად, ეროვნულ კონფლიქტში წამყვანი როლი ერგო. იქამდე, სანამ იმიგრანტი მუშაკების დიდი ნაწილი არასაჭირო და დაუმორჩილებელი იყო, გაჭირვებულ ცხოვრებას ეწეოდა და სხვა ალტერნატივა, გარდა მძიმე სამუშაოსი, ქალაქის ცენტრიდან ყველაზე მოშორებულ ნაწილში, უბადრუკ საცხოვრებელში ძილისა, არ ჰქონდა, მეტიც, ალკოჰოლური სასმელით თვრებოდა ბინძურ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლებსაც ბურჟუაზიისა და წვრილბურჟუაზიის წევრები თავს არიდებდნენ, მანამ ჩეხი მუშა თავმდაბლად გაურბოდა ქალაქის ბატონებს, არ აწუხებდა ზედმეტი მოთხოვნებითა და პრეტენზიებით, უკეთესად ჩაცმულთ ღრმა მოწიწებით უახლოვდებოდა, სანამ სამრევლო უნია ჩეხურ იმიგრაციას შეეგუებოდა. ახლა კი მშრომელი ხალხის წამყვანმა მასებმა ახალი ცხოვრებისა და საკუთარი თავის ახლებური შეცნობისათვის გამოიღვიძეს. ისინი სამრევლო ხელისუფლების 331 წინაშე თავს აღარ დახრიან, უფლებების დაცვას, უპირველეს ყოვლისა, კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შვილებისთვის სკოლებს მოითხოვენ; ისინი სამრევლოების სიმშვიდეს გაფიცვებით, პოლიტიკური ბრძოლით, შეკრებებითა და დემონსტრაციებით არღვევენ. ზოგჯერ იმდენად თავხედურადაც იქცევიან, რომ დღესასწაულების აღნიშვნის სურვილს გამოთქვამენ. ასეთმა ახალმა შემართებამ, რომელიც თანამედროვე მუშებმა ყველგან გააღვივეს, საბედნიეროდ, გერმანიის ინდუსტრიულ რეგიონში ჩეხური უმცირესობებიც მოიცვა. გერმანელი მუშაკისთვის ეს ფრიად სასიხარულო მოვლენაა, რადგან მას აღარ ეშინოდა ხელფასების გაზრდის შემაფერხებელი ჩეხი მუშის. სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებისას იაფი მუშახელი ხელს უშლის ხელფასების ზრდას. კაპიტალისა და კლასობრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში შტრაიკბრეხერი იმედს ჩეხი თანამბერძოლების მხარდაჭერაზე ამყარებდა. თუმცა წვრილბურჟუაზიას და, უპირველეს ყოვლისა, სამრევლო უნიებს, რომლებსაც წვრილბურჟუაზია ერთგულებას უცხადებდა, ახალი განვითარება საშინლად აფრთხობდათ. მათთვის პროლეტარული თვითშეგნების ყოველი გამოღვიძება რევოლუციას უდრიდა, ხოლო სამრევლოებში ეროვნული უმცირესობის ყოველი აღრევა მათ ძალაუფლებას უქმნიდა საფრთხეს. მიუხედავად ამისა, გერმანელებს ჩეხი მუშაკების გაძევების ძალა არ შესწევდათ და ვერც ქალაქში შესვლას უკრძალავდნენ. ამასთან, მიაჩნდათ, რომ ქალაქში ეროვნული უმცირესობის რაიმე კვალი არ უნდა ყოფილიყო. მათ ლოზუნგად იქცა„ქალაქის გერმანული იერსახის შენარჩუნება“. რას უნდა ნიშნავდეს ეს ხშირად ციტირებული სიტყვები, რომლებიც ჩვენმა გერმანელმა ნაციონალისტებმა უმაღლეს მორალურ მოვალეობად აქციეს და რომელზეც ლუგერის განკარგულებების შესაბამისად, ვენის ოლქის მრჩევლებმა პირობაც კი უნდა დადონ. ეს იმის პირდაპირი მანიშნებელი ხომ არაა, რომ ჩეხი მუშაკების ქალაქში შემოდინება უნდა აღიკვეთოს? არ არსებობს ისეთი კაპიტალისტური რეგიონი, სადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა; ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მიწის მესაკუთრეები, სასტუმროს მეპატრონეები, ვაჭრები, რომ აღარაფერი ვთქვათ მრეწველებზე, რომლებსაც მთელი სერიოზულობით სურთ ასეთი წესის დანერგვა. ბოლოს დაბოლოს, სწორედ ისინი მიეკუთვნებიან მუშაკთა იმიგრაციის ეკონომიკურ უზუფრუქტებს. „ქალაქის გერმანული იერსახის შენარჩუნება“ გულისხმობდა, რომ ეროვნული უმცირესობის რაიმე ნიშანწყალს არ ეარსება. 332 ღმერთმა ქნას! ჩეხური წარწერები, ჩეხური ენით ხმაურიანი გამოსვლები ან ჩეხური ფერები იმას არ ცხადყოფს, რაც ყველამ იცის, რომ კაპიტალისტურმა განვითარებამ წვრილბურჟუაზიული ერთენოვანი ქალაქი კაპიტალისტებისა და პროლეტარების ორენოვან ქალაქად აქცია. გერმანული იერსახის შენარჩუნება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ეროვნული უმცირესობის მიმართ სირაქლემის პოზიციის მსგავსი პოლიტიკის გატარებაა. ეს ნიშნავს, რომ სამრევლო ადმინისტრაციული სისტემა მიგრანტ მუშაკებზე არ ზრუნავს, მათ მოთხოვნებს, უპირველეს ყოვლისა, მათ კულტურულ მოთხოვნებს, არ აკმაყოფილებს, რომ ერთხელაც არ მიიჩნევს საჭიროდ სოციალური კეთილდღეობისა და დახმარების ზომების მიღებას, რითიც ავსტრიული სამრევლოები თავიანთ მუშაკებს გაანებივრებდნენ. სამრევლოების სოციალური მოვალეობების სრული უგულებელყოფა, ყოველგვარი სოციალური პოლიტიკის არარსებობა – ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რასაც სამრევლო უნიები ქალაქის გერმანული იერსახის შენარჩუნებას უწოდებენ. რასაკვირველია, ჩეხეთის მუშათა მოსახლეობის რაოდენობა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაძლოა, ქალაქის გერმანული იერსახე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რაც ჩეხეთის მოსახლეობის თანდათან გაბატონებასა და გერმანიის მოსახლეობის უმცირესობის სახით წარმოდგენას შეუწყობს ხელს. ვინც გაიაზრა სოციალური პროცესი, რომელიც ეროვნულ მიგრაციას განსაზღვრავს და წარმოშობს, ვერ დაინახავს განვითარების გარდაუვალი ძალადობრივი პროცესის თანმხლებ ბოროტებას. ჩვენ კაპიტალისტური განვითარება მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობით, მილიონობით ბავშვის მსხვერპლშეწირვითა და ენით აღუწერელი უბედურებით გამოვიარეთ, რასთან შედარებითაც ჩეხები პროვინციის ან სამრეწველო ქალაქის დაკარგვას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ. ვაცნობიერებთ, რომ კაპიტალისტური განვითარება იმის წინაპირობად გვესახება, რომ ჩვენი ხალხი ნამდვილ ეროვნულ, კულტურულ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, რომლის მიზანი არაა(რაც უნდა ძვირად დაგვიჯდეს), რადიკალური ცვლილების ამ უზარმაზარ პროცესში გერმანული უმრავლესობის უმცირესობად გადაქცევა. ვიცით, რომ სოციალური გადატრიალება ჩვენი ხალხის ჭეშმარიტი თვითგამორკვევისა და ავტონომიის მიღების წინაპირობაა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის გერმანელებიც კი, რომლებიც რამდენიმე ინდუსტრიულ რეგიონში უმცირესობას წარმოადგენენ, მონახავენ საშუალებებს, რათა თავიანთი კულტურული საზოგადოება გერმანელ ხალხთან 333 მიმართებით შეინარჩუნონ; ის, რაც ჩვენთვის ცხადია, წვრილბურჟუაზიისთვის გაუგებარია. კაპიტალისტების ბაზარი დიდ იმპერიას, მთელ მსოფლიოს მოიცავს. ინდუსტრიული მუშაკისთვის ფართო ეკონომიკური რეგიონი დიდი ხანია, რაც მისი შრომის ბაზარს მიეკუთვნება. დღეს იგი იძულებულია, სამუშაო ძალა – აქ, ხვალ კი იქ გაყიდოს. წვრილბურჟუა მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ის კონკრეტულად ადგილობრივი ვიწრო წრისთვის აწარმოებს და ვაჭრობს, მისი აზროვნება ამ სფეროს საზღვრებს არ სცილდება; იგი ვერ ამჩნევს თავის ხალხს და მხოლოდ ქალაქით ინტერესდება; მას არ აღელვებს, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ინდუსტრიული განვითარება თავისი ერისთვის; ვერ აცნობიერებს, რომ პროცესი, რომელიც გერმანელების პოზიციას მის სამრევლოში საფრთხეს უქმნის, ამავე დროს, პასუხისმგებელია მთელი ერის ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების, მატერიალური და ინტელექტუალური კულტურის გამდიდრებაზე. პირველ რიგში, დროა, მშრომელი ხალხი ერში გაერთიანდეს. წვრილბურჟუაზიისთვის პატარა სამრევლოებში ძალაუფლების დანაწილება დასასრულს უდრის. ამ პროცესებმა გერმანელებისთვის ინდუსტრიული განვითარების შემზარავი შედეგები მოგვცა, ხოლო უმცირესობების საკითხს გადაჭარბებული მნიშვნელობა შესძინა და ეროვნული სიძულვილი საშინელი ფორმით გააღვივა. წვრილბურჟუაზია ეროვნული, დიდი ერის პოზიციიდან განიხილავს ამ პრობლემას, მაგრამ გერმანელ ერს, როგორც, ფაქტობრივად, ჩვენს ეროვნულ პარტიებს, ასევე, რამდენიმე ასეულ სამრევლოს, მცდარად აფასებს. ყოველივე ეს მთელი წვრილბურჟუაზიული ეროვნული პოლიტიკის არასერიოზულ დამოკიდებულებას დაედო საფუძვლად. უცხო მუშაკების შემაფერხებელი ერთადერთი საშუალების, თავისუფლად გადაადგილების, შეზღუდვა შეუძლებელი ჩანდა. შედეგად, წვრილბურჟუაზია მიზნად ეროვნული პოლიტიკის გატარებას არ ისახავდა, მის ერთადერთ სურვილად, როგორც ყოველთვის, რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე, სიძულვილის გამოხატვა იქცა. წვრილბურჟუაზიული პოლიტიკის არსი ისაა, რომ ტრაფარეტები ეროვნული უმცირესობის ენაზე არ ყოფილიყო, არცერთი მოსამართლე ან ბიუროკრატი უმცირესობას მის ენაზე არ დალაპარაკებოდა. ეროვნული მოწინააღმდეგის ფერებში გამოსახული დროშა „ეროვნულ ღირსებას“ ლახავდა. ჩეხ მუშაკთა დღესასწაულები გერმანიის წვრილბურჟუაზიის წარმომადგენელს ნორმის დარღვე- 334 ვად ეჩვენებოდა და ნებისმიერ ფასად უნდა აეცილებინა თავიდან. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც თავისი მიზნის განსაზღვრას სულაც არ ცდილობს; პოლიტიკა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ეროვნული სიძულვილის უუნარო გამოხატულება; პოლიტიკა, რომელიც გამომდინარეობს ფაქტიდან, რომ წვრილბურჟუაზიას ჩეხი მუშაკის გარეშე არ შეუძლია და თან სძულს იგი. ეროვნულ უმცირესობაში ამ პოლიტიკას შემდგომში რეაქციული მოძრაობა მოჰყვა. უცხო გარემოში უმცირესობის თითოეული წევრის ეროვნულობის განცდა ყოველთვის მძაფრად იგრძნობა. მოცემულ შემთხვევაში, გამოვლინდა იმ სიძულვილით, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა უცხოს დაუპირისპირდა. მან, რაც სიძულვილის გამო უარყოფილია, ახლა განსაკუთრებული ღირებულება შეიძინა. ტრაფარეტების ენა, სასამართლოების ოფიციალური ენა, ის, რაც ჩვენი ეპოქის დიდ სოციალურ პრობლემებთან შედარებით, ასე უმნიშვნელოდ გვეჩვენება, ახლა ადგილობრივებისათვის„ეროვნული ღირსების“ საკითხად იქცა; დღესასწაულებს არა სიხარულით, არამედ ეროვნული მოწინააღმდეგის შეურაცხყოფის მიზნით აღნიშნავდნენ. ავსტრიაში აქედანვე წარმოიშვა ეროვნული პოლიტიკის სახელით ცნობილი უაზრო თამაში, რომელიც ეროვნულ სიძულვილს განუწყვეტლივ აღვივებს და, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარებით განსაზღვრული ერთა ძალაუფლების ურთიერთობების, თუნდაც უმცირესი ფორმით, შეცვლას ვერ ახერხებს. ის ფაქტი, გაიზრდება თუ არა ჩეხური უმცირესობის რაოდენობა გერმანულენოვან რეგიონში, ქალაქის ეკონომიკური განვითარების სიძლიერესა და ორიენტაციაზეა დამოკიდებული. ჩეხური დღესასწაულები და ჩეხური წარწერები უცხოური უმცირესობის რაოდენობის გაზრდას ვერ დააჩქარებს და ჩეხური წარწერების აკრძალვა, ჩეხური დღესასწაულების ჩაშლა, ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის. ეროვნულმა ბრძოლებმა რადიკალური სახე მიიღო როგორც კი ჩეხი წვრილბურჟუაზია ჩეხ მუშაკს გერმანულენოვან რეგიონში გაჰყვა. გერმანიის ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში ჩეხური წვრილბურჟუაზიის განვითარება ორი გზით წარიმართა: ერთი მხრივ, ჩეხი მუშაკების ნაწილის წვრილბურჟუაზიის რიგებში მაღალ საფეხურზე ასვლითა(შეგირდი ოსტატი ხდება, ხოლო მუშაკი, რომელმაც გარკვეული დანაზოგი დააგროვა ან მცირე მემკვიდრეობა მიიღო – ვაჭარი ან სასტუმროს მეპატრონე) და, მეორე მხრივ, – ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრების ჩეხურენოვანი რეგიონიდან იმიგრაციით. ჩეხეთის წვრილბურჟუაზია პროდუქციის მომხმარებელს გერმანიის ქალაქებში ჩეხ მუშაკებს შორის ბუნებ- 335 რივად პოულობდა. ეროვნული იმედგაცრუება მკვეთრად იმატებს სწორედ ახლა. ამ დრომდე გერმანული წვრილბურჟუაზია, ჩეხი მუშაკების იმიგრაციის წყალობით, ეკონომიკური უპირატესობით სარგებლობდა. ახლა ჩეხი კონკურენტი მას საძულველ, თუმცა, ამავე დროს, ღირებულ მომხმარებელს ართმევს. წვრილბურჟუაზიის ეკონომიკურ ინტერესებში„ქალაქის გერმანული იერსახის შენარჩუნება“ ექცევა; კონკურენტის საფირმო ჩეხური ნიშანი მას ჩეხი მუშაკის მომხმარებლის დაკარგვის საშიშროებას უქმნიდა და ეროვნება კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მოიაზრებოდა. ჩეხეთის წვრილბურჟუაზიამ შეიმუშავა ლოზუნგი„Svůj k svému“ 1 („ერთი ეროვნების ადამიანების გაერთიანება“) და ამით ჩეხი მომხმარებლებისათვის გარანტიები უზრუნველყო.„არაფერი იყიდოთ ჩეხებისგან!“ – ასე უპასუხეს გერმანელმა მეწარმეებმა და ხელოსნებმა. სამრევლო უნიის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნა. ის ახლა ჩეხეთის სამუშაო ძალის წინაშე პრივილეგირებული ხმის მიცემის უფლებით თავს დაცულად გრძნობდა. ჩეხი წვრილბურჟუა ამომრჩეველთა რიგებს მიეკუთვნებოდა. ორივე ერის წვრილბურჟუაზიულ კლასებს შორის სამრევლოებში მომხმარებლების ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ეროვნული სიძულვილი დღითიდღე იზრდებოდა. ჩეხური წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლის გერმანიის რეგიონში იმიგრაცია გერმანული ბოჰემიის სწრაფი კაპიტალისტური განვითარების შედეგი გახლდათ. ჩეხეთის რეგიონიდან იმიგრაციამ ადგილობრივი მეწარმისა და ხელოსნის სარგებელი შეამცირა და გერმანულ რეგიონში წვრილბურჟუაზიული ეკონომიკური მოგება გაზარდა. ამასთან, მოგების გათანაბრების შესახებ კანონი ყველა კონკურენციას არეგულირებდა. მწარმოებლები და მოვაჭრეები გამუდმებით იმ რეგიონებს სტუმრობდნენ, სადაც მოგება უფრო მაღალია და იმ რეგიონებს ტოვებდნენ, სადაც მოგება დაბალი იყო. სანამ ჩეხეთის აგრარული რეგიონი გერმანიის ინდუსტრიული რეგიონისათვის მუშახელის მიწოდებაზე უარს იტყვის, სანამ გერმანიის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იზრდება, ვიდრე ჩეხეთის რეგიონში, წვრილბურჟუაზია ჩეხური რეგიონიდან გერმანიის ენობრივ არეალში გადაინაცვლებს. ვისაც ჩეხური წვრილბურჟუაზიის იმიგრაციისათვის ხელის შეშლა სურდა, გერმანული ბოჰემიის ინდუსტრიული განვითარება უნდა შეეფერხებინა. გერმანული წვრილბურჟუაზია ამას ვერ შეძლებდა. გერმანული 1 ერთი მეორეს(ჩეხ.). 336 წვრილბურჟუაზიის ეროვნული პოლიტიკა რაიმე კონკრეტულ მიზანს არ ემსახურებოდა და ეს სხვა არაფერია, გარდა მოსახლეობის იმიგრაციით გამოწვეული ეროვნული სიძულვილის უუნარო გამოხატულებისა. ჩეხური წვრილბურჟუაზიის მოძრაობას გერმანიის ინდუსტრიულ რეგიონებში ჩეხი ინტელიგენციის მოძრაობაც შეუერთდა. ექიმსა თუ ვექილს ინდუსტრიული ქალაქები სწრაფად მზარდი მოსახლეობისა და მაღალი შემოსავლის გამო იზიდავდა. აქაც ეროვნება კონკურენციის პრინციპად იქცა. ჩეხმა ექიმმა და ვექილმა გერმანელ კოლეგებს ჩეხი უმცირესობის მომხმარებლები წაართვეს. გერმანელი კოლეგების კონკურენტული შური ეროვნულ სიძულვილში გადაიზარდა. მოცემულ შემთხვევაში კონკურენციის საშუალებად არა მხოლოდ ეროვნება, არამედ, ეროვნული ბრძოლა გვევლინება. გერმანიის ინდუსტრიულ ქალაქში ჩეხმა ექიმმა თუ ვექილმა ჩეხური უმცირესობისთვის თავისი სახელის გასაცნობად, პაციენტებსა და კლიენტებს შორის რეკლამის გასაკეთებლად, უკეთეს ხერხს ვერ მიაგნო, ვიდრე ამ უმცირესობის ლიდერად ქცევაა. ის მის ეროვნულ ინტერესებს სიტყვით და საქმით წარმოაჩენდა, ბრძოლაში გაღვივებულ უმცირესობის სიძულვილს მჭევრმეტყველურად გამოხატავდა. მან, გერმანელი ინტელიგენციის საძულველმა კონკურენტმა, ხელისუფლების წინაშე თანამემამულეების საკითხის დაყენებით სამრევლო უნიის სიმშვიდე დაარღვია. იგი პოლიტიკურად საშიში გახდა, ეროვნული უმცირესობის პარტიად ჩამოყალიბებით მიზეზის გამო. მას, როგორც„ნაციონალისტ აგიტატორს“, მთელი თავისი მრისხანებით დევნიდა, უპირველეს ყოვლისა, გერმანული ინტელიგენცია, გაბატონებული სამრევლოები და სიძულვილით აღსავსე გერმანული წვრილბურჟუაზია. ჩეხი ინტელიგენციის იმიგრაცია სხვა ფორმას იძენს – გერმანიის წვრილბურჟუაზია ჩეხ მოხელეს მალე სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში აღმოაჩენს. საძულველი ეროვნული მოწინააღმდეგე ახლა სახელმწიფოს ძალაუფლების მატარებლად იქცა. გერმანელი წვრილბურჟუაზია თავს ჩეხების უცხო ბატონის ქვეშ გრძნობდა. ჩეხი ბიუროკრატების გერმანიის რეგიონების სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დამკვიდრება საბოლოოდ ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ გერმანულენოვანი რეგიონი, უპირველეს ყოვლისა, ინდუსტრიულ ცენტრად მიიჩნეოდა. გერმანიის რეგიონებში მრეწველობამ და კომერციამ საშუალო ფენის წარმომადგენლები შთანთქა. გერმანული წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლების შვილები, 337 უპირველეს ყოვლისა, დასაქმებულნი იყვნენ მრეწველობასა და ვაჭრობის სფეროში. მეორე მხრივ, ჩეხეთის რეგიონებში, სადაც მრეწველობა უფრო ნელა ვითარდებოდა, შეძლებული გლეხისა და წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლის შვილისთვის, რომელიც მამის პროფესიის გამგრძელებლად აღარ მიიჩნეოდა, ერთადერთ გზად განათლების მიღება რჩებოდა. წინათ გლეხის უმცროსი ვაჟი სასულიერო პირი ხდებოდა. დღესაც გერმანულენოვან რეგიონში კათოლიკე სასულიერო პირების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს ჩეხები შეადგენენ და სხვა პროფესიებსაც ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენ დავინახეთ, რომ გერმანელები მრეწველობასა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ მუშაკებს შორის ჩეხებს ბევრად აღემატებიან, ახლა კი ვხედავთ, რომ აკადემიურ პროფესიებს, გერმანელებთან შედარებით, ჩეხების უფრო მეტი რაოდენობა ეუფლება. პროფესიული აღწერის მიხედვით, საჯარო სამსახურსა და დამოუკიდებელი პროფესიებით დასაქმებულების რიცხვში, 10000-იდან 1131 გერმანელია, ამავე რაოდენობიდან კი 1178 ჩეხია. რაუხბერგის მიერ შედგენილი ცხრილი ბოჰემიის საშუალო სკოლაში დასწრების მაჩვენებლებს ასახავს. ციფრები 100 000 მოსწავლეზეა მოცემული. საშუალო სკოლაში დასწრების დონე, რომელიც დამოუკიდებელი პროფესიებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, გერმანელებ- 338 თან შედარებით, გაცილებით მაღალია ჩეხებში. გერმანელებისა და ჩეხების საშუალო სკოლაში დასწრებას შორის განსხვავება ბოლო ათწლეულის განმავლობაში გარკვეულწილად შემცირდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩეხეთის არაკლასიკურ საშუალო სკოლებში დასწრების დონე სწრაფად გაიზარდა. თუ აქამდე ჩეხ მოსამართლესა და მოხელეს გერმანიის რეგიონში ხშირად ვაწყდებოდით, მალე გერმანიის ინდუსტრიულ რეგიონშიც ჩეხ ინჟინერსა თუ არქიტექტორს აღმოვაჩენთ. ჩეხების მიერ დამოუკიდებელი პროფესიებიის არჩევის მაღალი მაჩვენებელი ეჭვს არ იწვევს, როდესაც ვხედავთ, რომ, მაგალითად, 1900-1901 სასწავლო წელს 100 000 გერმანელიდან – 21, ხოლო ამავე რაოდენობის ჩეხიდან 10 უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში იღებდა განათლებას. თუ გერმანიის ინდუსტრიული ბოჰემიის უმაღლესი საშუალო სკოლების დასწრების მაჩვენებლებს აგრარული ალპური ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ, დანამდვილებით აღმოვაჩენთ, რომ გერმანული ბოჰემია, ინდუსტრიული თვალსაზრისით, ჩეხურ ნაწილთან შედარებით, უფრო მეტად მიიწევს პროგრესისკენ, აქვე გასათვალისწინებელია ჩეხეთის საშუალო სკოლების დასწრების მაღალი და ბოჰემიის გერმანული საშუალო სკოლების დაბალი მაჩვენებლები. უაღრესად განათლებული ჩეხი ინტელიგენცია ახლა გერმანიის ინდუსტრიული რეგიონისკენ ბუნებრივად მიისწრაფვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა და, შესაბამისად, მოხელეების, მოსამართლეების, ვექილებისა თუ ექიმების საჭიროება სწრაფად იზრდება. გერმანელი წვრილბურჟუა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტანციებსა და სასამართლოებში, საფოსტო და სარკინიგზო დაწესებულებაში, დიდი რაოდენობით ჩეხ მოხელეს აწყდება, საძულველი ჩეხი მისთვის განასახიერებს სახელმწიფო ძალაუფლებას, რომელიც მის საქმეებს მართავს, სასამართლოს წინაშე მის საკითხებს განიხილავს და მისგან გადასახადებს კრეფს. ყოველი ხელახალი შეხვედრა სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში აღძრავს ეროვნულ სიძულვილს. გერმანული და ჩეხური ნაწილის ინდუსტრიული ხასიათი გერმანულ ბოჰემიაში არა მხოლოდ ჩეხი მუშაკების, არამედ ჩეხი წვრილბურჟუაზიისა და ინტელიგენციის იმიგრაციის ფუნდამენტურ მიზეზებს ხსნის. ამ იმიგრაციამ გერმანელი მოსახლეობის, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი წვრილბურჟუაზიისა და ინტელიგენციის, სიძულვილი წარმოშო. ამ სიძულვილმა პოლიტიკური მოთხოვნების კონკრეტული ფორმა ვერ შეიძინა, რადგან ჩეხთა იმიგრაცია, შესაძლოა, მხოლოდ მიზეზების აღმოფხვრის შემ- 339 თხვევაში დასრულებულიყო და გერმანული ბოჰემიის მოსახლეობას, ცხადია, რეგიონის ინდუსტრიული ძალების განვითარების შეფერხება არ სურდა. ამრიგად, წვრილბურჟუაზიამ ემოციური კმაყოფილება აზრმოკლებულ დემონსტრაციებსა და უშედეგო გამოსვლებში ჰპოვა. უმრავლესობის სიძულვილი უმცირესობის სიძულვილს წარმოშობს. ორივე მხარეს ბრძოლის ვნებამ გაიღვიძა. ეროვნული უმცირესობების საკითხი, რიცხობრივი მნიშვნელობის პროპორციული გათვალისწინების გარეშე, გადაჭარბებულად დაისვა. ვინაიდან სიძულვილის უმიზნო პოლიტიკის არსს რაციონალურად ვერ ჩასწვდნენ, ის„ეროვნული ღირსებისთვის“ ბრძოლის უსაგნო ლოზუნგით გამართლდა. ვინც ბოჰემიის ეროვნების საკითხის გადაწყვეტას ცდილობს, ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლის. თუკი ეროვნული უმცირესობების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება, ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდება, მაგრამ ახლა ეროვნულ სიძულვილს, რომელიც ავსტრიის მოსახლეობასა და, უპირველეს ყოვლისა, ავსტრიის წვრილბურჟუაზიას მოიცავს, მიზეზობრივი კავშირებით შეიძლება, ჩავწვდეთ. ეს არის მოსახლეობის მიგრაციის მტკივნეული პროცესისა და აქედან განვითარებული დაპირისპირებებისა და ბრძოლების პროდუქტი, სხვა არაფერია, თუ არა სოციალური და კლასობრივი სიძულვილის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძალადობრივი გადატრიალებითა და საზოგადოების ძველ ფორმაში თანამედროვე კაპიტალიზმის ფორმის დანერგვით მიიღწევა ყველგან. ეროვნული სიძულვილი კლასობრივ სიძულვილად გარდაქმნილი პროდუქტია. აქამდე გერმანულ რეგიონებს ინდუსტრიული, ხოლო ჩეხურ რეგიონებს აგრარული თვალსაზრისით განვიხილავდით. ამასობაში ჩეხეთის რეგიონში მრეწველობაც განვითარდა. თავდაპირველად კაპიტალისტური კლასი აქაც გერმანულ ხასიათს ატარებდა. ისტორიული ფაქტია, რომ ძველ ავსტრიაში მმართველ და საკუთრების მქონე კლასებს, ყველგან გერმანელები მიეკუთვნებოდნენ და ჩეხურ რეგიონებში გავლენის სფეროს გაფართოებას კვლავ განაგრძობდნენ მრეწველობის განვითარების პერიოდში. ამრიგად, ჩვენ ტექსტილის ინდუსტრიის რამდენიმე ძირითად ცენტრს ჩეხეთის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოჰემიაში აღმოვაჩენთ. იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ძირითადად ჩეხი, ხოლო დამსაქმებლები გერმანელები ან ებრაელები არიან, რომლებიც გერმანულ კულტურულ საზოგადოებაში ინტეგრირებას ცდილობენ, საუბრობენ გერმანულად და თავიანთ შვილებს გერმანულ განათლებას აძლევენ, გერმანიის ეროვნულ პარტიებს მხარს უჭერენ და 340 გერმანელი თეთრსაყელოიანი მუშაკებით არიან გარემოცულნი. ვინც ტექსტილის ინდუსტრიის ცენტრებს – ნახოდს, კიონიგინჰოფს, ჰორიჩს, ეიპელს, ნოიშტატს – ეწვევა, ყველგან, ჩეხეთის მუშახელისა და ჩეხური წვრილბურჟუაზიის შუაგულში გერმანულ კოლონიას აღმოაჩენს, რომელიც, უმეტესად, კაპიტალისტებისა და მათი თეთრსაყელოიანი თანამშრომლებისაგან შედგება და ებრაულ ელემენტებს აერთიანებს. კაპიტალისტურმა კოლონიამ წვრილბურჟუაზიულ სამყაროში ფეხი ვერ მოიკიდა. მან წვრილბურჟუაზიულ ქალაქში განსხვავებული ცხოვრების წესი, სტილი და შეხედულებები შემოიტანა, უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანებს სხვაგვარად აფასებდა. ახლა მნიშვნელობა დაკარგა ყველაფერმა, რაც აქამდე პატარა ქალაქში რეპუტაციით სარგებლობდა. რას წარმოადგენდა კომერსანტი მწარმოებელთან, ხოლო მასწავლებელი ქარხნის დირექტორთან შედარებით? პასტორსაც კი უცხო სახელმწიფოს აგრესორები არ ესალმებოდნენ და პატივისცემას არც ჩვეულებრივი წვრილბურჟუაზიის საპატიო წევრებისადმი გამოხატავდნენ, რომლებიც გარკვეული პრივილეგიით სარგებლობდნენ და გამორჩეულთათვის განკუთვნილ მაგიდასთან ადგილს იკავებდნენ. ტიპური წვრილბურჟუაზიის წარმომადგენელი, რომელიც ყოველივე უცხოს ეჭვის თვალით უყურებდა, ხედავდა, რომ მისი ადათ-წესები, ტრადიციები და სოციალური ღირსება ილახებოდა. აქაც უცხოური კოლონია, რომელიც სამრევლოებს განაგებდა, ადამიანთა გაერთიანებას უქმნიდა საფრთხეს. გერმანიის კოლონიას, რაც უნდა მცირე ყოფილიყო წევრების რაოდენობის მიხედვით, ხმის მიცემის პრივილეგირებულმა სისტემამ ძალიან მალე პოლიტიკური ძალაუფლება მოაპოვებინა. გერმანელმა მწარმოებლებმა, ფინანსური კონტრიბუციის წყალობით, მოკლე დროში პირველ საარჩევნო კურიაზე კონტროლი მოიპოვეს და მათი თეთრსაყელოიანი მუშაკები ადგილობრივ წვრილბურჟუაზიას მეორე საარჩევნო კურიის უფლების მოპოვებაზე ედავებოდნენ. ჩვენი თვითმმართველობის პლუტოკრატული ორგანიზაციის წყალობით, კაპიტალისტი გერმანელი უმცირესობები თვითმმართველობის ჯგუფებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდნენ, ვიდრე ჩეხეთის მუშათა კოლონიები გერმანულ სამრევლო უნიას(Clique). ამრიგად, წვრილბურჟუა ჩეხმა დაინახა, რომ მისი ტრადიციული შეხედულებები, ადათ-წესები და ცხოვრების სტილი გერმანელმა უმცირესობამ უგულებელყო, მის სოციალურ პრესტიჟსა და თვითმმართველობით ორგანოებში ძალაუფლებას კი საფრთხე შეუქმნა. 341 წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლის შური კაპიტალისტების ცხოვრების მაღალი დონისადმი, თანამედროვე ბურჟუაზიის უფრო ლიბერალური ცხოვრების სტილის ვერგაცნობიერება, გერმანიის კოლონიის მიმართ ეკონომიკურ ინტერესს არ ანელებდა. პატარა ქალაქში გერმანელი ბატონები და ქალბატონები ჩეხი მკერავისა და მეწაღის კლიენტები არ იყვნენ, რადგან თავიანთ საჭიროებებსა და მოთხოვნებს დიდ ქალაქში იკმაყოფილებდნენ, თავისუფალ დროს წვრილბურჟუაზიის იმ დაწესებულებებში არ ატარებდნენ, სადაც ფილისტიმელები ლუდის კათხით ხელში განიხილავდნენ მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებს. ისინი სოციალური შეკრებისათვის საკუთარ ცენტრებს ქმნიდნენ, წელიწადის უმეტეს ნაწილს მრეწველები არა ჩეხეთის ინდუსტრიულ ქალაქში, არამედ, თუნდაც, ვენაში ატარებდნენ. დამატებული ღირებულება, რომელიც პატარა ქალაქში ჩეხი მუშაკის შრომით მიიღწევა არა ადგილობრივი წვრილბურჟუაზიის საქონელზე, არამედ დიდი ქალაქის თანამედროვე კაპიტალისტური წარმოების პროდუქციაზე იცვლება. მხოლოდ წვრილბურჟუაზია არ განეწყო გერმანელი კაპიტალისტისა და თეთრსაყელოიანი მუშახელის მიმართ მტრულად. ღატაკი და მუდამ დამონებული მქსოველი გერმანელს მხოლოდ კაპიტალისტად იცნობდა. საქსოვი ქარხნის, საფეიქრო ფაბრიკისა თუ ბამბის გადამამუშავებელი საწარმოების მუშებს კაპიტალისტი და საწარმოს ზედამხედველი გერმანელები დაუპირისპირდნენ. მუშების კაპიტალისტების მიმართ უარყოფითმა დამოკიდებულებამ აქ ეროვნული სიძულვილის სახე მიიღო. უცნაურია, მაგრამ გერმანელების მიმართ სიძულვილი ებრაელების მიმართ ზიზღსაც მოიცავდა. ჩეხეთის ინდუსტრიულ რეგიონებში გერმანული უმცირესობები, მნიშვნელოვანწილად, ებრაელებისგან შედგებოდა. ერთი მხრივ, ებრაელების მიმართ ძველი სიძულვილი ნარჩუნდებოდა იმით, რომ ებრაელები ეროვნული მოწინააღმდეგის, გერმანელის საფარში იყვნენ გახვეულნი, მეორე მხრივ, ებრაელთა მიმართ სიძულვილი ვრცელდებოდა გერმანელ ერზეც, რომელსაც ამ რეგიონებში ებრაელებიც მიეკუთვნებოდნენ. ვერცერთმა კლასობრივმა ბრძოლამ, რომელიც თავის მიზნებს კარგად აცნობიერებდა, ისეთი სიძულვილი ვერ გამოავლინა, როგორსაც ჩეხური წვრილბურჟუაზია მის შუაგულში მყოფი გერმანული კოლონიების მიმართ გამოხატავდა. წვრილბურჟუა გერ- 342 მანელი კაპიტალისტების წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას ვერ წამოიწყებდა, რადგან ერთადერთ საშუალებად, რაც მას გერმანელებისგან გაათავისუფლებდა, ჩეხურ რეგიონში მრეწველობის შესუსტება მიიჩნეოდა. ეს კი არ სურდა. ამგვარად, მას ბრძოლის ვნებისგან გასათავისუფლებად უაზრო მრისხანების, უმიზნო დემონსტრაციების, ძალადობისა და უმიზნო შევიწროების პოლიტიკის გარდა, სხვა საშუალება არ ჰქონდა, გერმანული წვრილბურჟუაზიის მსგავსად, გერმანულოვანი წარწერების, გერმანული ენის გამოყენებისა და გერმანული სახალხო ფესტივალების წინააღმდეგ გამოდიოდა. აქაც, რაც, თავისთავად, უსარგებლოდ მიიჩნეოდა, როგორც კი მისი განადგურების საფრთხე შეიქმნა, უმცირესობისთვის დიდი ღირებულება შეიძინა. გერმანელი სტუდენტი პრაღაში თავისუფალ გასეირნებას, ჩეხეთის ქალაქში სეირნობას, უკვე ეროვნულ ქმედებად მიიჩნევდა. ეროვნული დაძაბულობა, რომელიც გერმანულ ბოჰემიაში ჩეხი მუშებისა და წვრილბურჟუაზიის შემოდინებით შეიქმნა, აქ გერმანელი კაპიტალისტებისა და მათი თეთრსაყელოიანი მუშაკების დასახლებამ გამოიწვია. სანამ წვრილბურჟუაზიული სიძულვილი თავის ხმაურიან და უსარგებლო ბრძოლას სავაჭრო ბაზარზე წარმართავდა, კაპიტალიზმი სოციალური განსხვავების ამოცანებს უჩუმრად განიხილავდა. მის მორიგ წარმატებად ჩეხური კაპიტალის, ჩეხური ბურჟუაზიის შექმნა ითვლება. ჩეხური ბურჟუაზიის განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ჩეხეთის რამდენიმე რეგიონის სწრაფ ინდუსტრიალიზაციასთანაა დაკავშირებული. სახელდობრ, ეს არის პრაღის ინდუსტრიული რეგიონი და მისი შემოგარენი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, ასე უჩვეულოდ სწრაფი პროგრესი განიცადა. რაუხბერგი პრაღისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული გარეუბნების ინდუსტრიულ ხასიათს, 1900 წლის მონაცემებით, იქ მცხოვრები ყოველი 1000 ადამიანიდან, შემდეგი რიცხობრივი მაჩვენებლით გამოსახავს: სოფლის მეურნეობა და მეტყვეობა 124 ინდუსტრია/მრეწველობა 475 ვაჭრობა და ტრანსპორტი 210 საჯარო სამსახური და დამოუკიდებელი პროფესიები 191 343 ინდუსტრიაში ყოველი 1000 ადამიანიდან შემდეგ პოზიაცაზე რაოდენობრივად ამგვარდა იყვნენ დასაქმებულნი: თვითდასაქმებული/შტატგარეშე თანამაშრომელი 158 თეთრსაყელოიანი მუშაკები 41 ლურჯსაყელოიანი მუშაკები 767 დღიური მუშაკები 22 ოჯახის დამხმარე წევრები 12 თეთრსაყელოიანების რაოდენობა შესამჩნევად მაღალი, ხოლო დამხმარე ოჯახის წევრების რაოდენობა – ნაკლებია. ეს ფაქტები პრაღის ინდუსტრიის კაპიტალისტურ ფორმაზე მიანიშნებდა. თვითდასაქმებულების შედარებით მაღალი რაოდენობა, ერთი მხრივ, აიხსნება იმით, რომ ბევრი მეწარმე, რომელთა საწარმო პრაღის შემოგარენში მდებარეობს, ქალაქში ცხოვრობს და, მეორე მხრივ, იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ პრაღაში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, კაპიტალზე დამოკიდებული ხელოსნების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს, რომლებიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტნაკლებად აღემატებიან მუშებს, მაგრამ სტატისტიკაში თვითდასაქმებულებს მიეკუთვნებიან. პრაღისა და მისი გარეუბნების მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, რასაც შემდეგი მაჩვენებელი მოწმობს: 1880 276.260 1890 343.383 1900 437.053 მოსახლეობა 1881-1890 წლებში 24,29%-ით, 1891-1900 წლებში 27,27%-ამდე გაიზარდა. ასეთმა ზრდამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ინდუსტრიას. მოსახლეობის მრეწველობაში დასაქმებულთა წილი 1890-იდან 1900-ამდე პროცენტულად ასე გამოიყურება: 344 გერმანული რეგიონები რეგიონები გერმანული უმრავლესობით რეგიონები ჩეხური უმრავლესობით პრაღა და მისი შემოგარენი ჩეხეთის სხვა რეგიონები % 148,3 210,2 6,9 288,4 76,4 არცერთ სხვა ენობრივ რეგიონში არ მომხდარა მოსახლეობის ინდუსტრიის სფეროში ასეთი სწრაფი გადანცვლება, როგორც პრაღის ინდუსტრიულ რეგიონში. პრაღის ინდუსტრიულ რეგიონში კაპიტალისტები, თავდაპირველად, როგორც წესი, გერმანელები იყვნენ. აქ სწრაფმა ინდუსტრიულმა განვითარებამ ეროვნული ბურჟუაზიის შექმნას შეუწყო ხელი. მოსახლეობის გაფართოების შედეგად, მიწის რენტის სწრაფმა ზრდამ, პრაღის მიწის მესაკუთრეების ზოგიერთი ნაწილი კაპიტალისტად აქცია. ინდუსტრიული ძალების სწრაფმა პროგრესმა წვრილბურჟუაზიის ზოგიერთ წარმომადგენელს დამატებითი მოგების შესაძლებლობა მისცა და ხელმომჭირნე წვრილბურჟუა მოქალაქის ხელში დამატებული ღირებულება კაპიტალად იქცა. სწრაფი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ბევრი მცირე ვაჭარი პატარა კაპიტალისტად გადაიქცა. ჩეხური კაპიტალი არა მხოლოდ დაგროვების, არამედ ცენტრა ლიზაციის გზითაც იქმნება. შემნახველმა ბანკებმა და კოოპერატივებმა ქვეყანაში კაპიტალის უთვალავ ფრაგმენტს მოუყარეს თავი. მათი ძალების გაერთიანებით შესაძლოა, შეიქმნას დიდი ჩეხური კაპიტალისტური საწარმოები, ჩეხური სააქციო საზოგადოება, დიდი ჩეხური ბანკი, სადაზღვევო საზოგადოება და ლუდსახარში ქარხნები. საბოლოოდ, ჩეხური ბურჟუაზიაც ვითარდება იმ მხრივ, რომ უცხო ეროვნების კაპიტალისტები ჩეხურ გარემოსა და ჩეხ ხალხს შეეთვისენ. ეს განსაკუთრებით შეეხებოდა ებრაელ კაპიტალისტებს, რომელთა შვილებმა, ჩეხური სკოლისა და ჩეხური გარემოს გავლენით, ჩეხეთის კულტურულ საზოგადოებაში დაიმკვიდრეს ადგილი. ბოლო მონაცემებით, ბოჰემიელი ებრაელების 55,2%-მა ჩეხური სალაპარაკო ენად ცნო. 345 თავდაპირველად ჩეხური ბურჟუაზიის განვითარებას გაბატონებულ ეროვნულ ანტაგონიზმებთან დაკავშირებით არაფერი შეუცვლია; უფრო სწორად, ახალგაზრდა ჩეხმა ბურჟუაზიამ ეროვნული ბრძოლა საკუთარ ინტერესებს მოარგო. მან ჩეხური წვრილბურჟუაზიისგან კარგი მაგალითი აიღო და ეროვნულობა კონკურენციის ბრძოლის ინსტრუმენტად აქცია, რომელიც შეზღუდულ ადგილობრივ ბაზარს აღარ ებმოდა და ახლა ჩეხი ხალხის მთელ დასახლებულ რეგიონზე ვრცელდებოდა. ეროვნულ მოვალეობად ჩეხური ასანთისა და საპნის ყიდვა, ჩეხური ბანკისთვის საკუთარი კაპიტალის ხელმისაწვდომობა და ჩეხურ ფირმაში ხანძრისაგან სახლის დაზღვევა იქცა. ჩეხმა ბურჟუაზიამ არა მხოლოდ თავისი პროდუქციის გამყიდველი, არამედ სამუშაო ძალის მყიდველიც ეროვნულ დაძაბულობაში ჩაითრია. ერის სათავეში მოსვლითა და, ფაქტობრივად, ეროვნული ინტერესების დაცვით ცდილობდა კლასობრივი დაპირისპირებანი შეენიღბა, ჩეხი მუშების ერთგულება შეენარჩუნებინა, ხელი შეეშალა ჩეხი და გერმანელი მუშაკების ჩეხური და გერმანული ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიმართულ საერთო ბრძოლაში ან, თუნდაც, მუშათა კლასის არმია ეროვნული განხეთქილების გზით შეესუსტებინა. ამრიგად, ეროვნული სიძულვილი ტრადიციული ურთიერთობის ძირეული ცვლილებით, კაპიტალიზმის, გადასახლებისა და მოსახლეობის გადანაწილების მეშვეობით წარმოიშვა, ორივე ერის წვრილბურჟუაზიული ფენის გონებაში მომწიფდა და ახალგაზრდა ჩეხი ბურჟუაზიისთვის ინტერესების დაცვის, პროდუქციის გაყიდვისა და მუშების დამორჩილების საშუალებად იქცა. თუ წვრილბურჟუაზია ეროვნული სიძულვილის მატარებელად მიიჩნევა, მაშინ ბურჟუაზია ეროვნული სიძულვილის უზუფრუქტია. თვალს თუ გადავავლებთ ჩეხი ხალხის ისტორიის გასულ საუკუნეს, გამოვყოფთ ორ დიდ მოვლენას: მანუფაქტურიდან და ქარხნული სისტემიდან თანამედროვე ქარხნულ სისტემაზე გადასვლის ეპოქაში, ერის არაისტორიული ყოფიერების მთელი უბედურებიდან გამოფხიზლებასა და ეროვნული ურთიერთობების ტრადიციული სამართლებრივი წესრიგის მიუღებლობას ეროვნულ რევოლუციამდე მივყავართ. თანამედროვე კაპიტალიზმის, თავდაპირველად, გერმანული ნაწილის, ხოლო შემდეგ, ჩეხური ნაწილის, სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ღვივდება ეროვნული სიძულვილი, რომელიც ეროვნული ბრძოლების მამოძრავებელ ძალად იქცა. 346 ქარხნული სისტემის განვითარება და მოსახლეობის სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში გადანაცვლება დიდი პროცესის, სოციალური შრომის სტრუქტურაში დიდი ცვლილებების, გამოვლინებად მიიჩნევა. სოციალური შრომის უმეტესი ნაწილი საწარმოო საშუალებებსა და სამომხმარებლო საქონლის წარმოებაზე ნაკლებად იხარჯება. როდესაც ქარხანამ მანუფაქტურა ჩაანაცვლა, სოციალური სამუშაოს ნაწილი სამომხმარებლო საქონლის წარმოებიდან დანადგარების წარმოებაზე გადაიტანა. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების, რკინიგზისა და ორთქლმავალი გემების განვითარებამ დედამიწის შორეულ ნაწილებში ნაყოფიერი მიწებიდან ევროპისათვის მარცვლეულის მიწოდება გახადა შესაძლებელი. ძველი საოჯახო ინდუსტრია თანამედროვე ქარხნის სისტემამ ჩაანაცვლა და სოფლის მეურნეობაში დანადგარების არსებობამ მოსახლეობა მრეწველობაში გადაიყვანა, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ სოციალური შრომის დიდი ნაწილი ახლა ორთქლის ძრავების, საქსოვი დანადგარების, დაზგების, ლოკომოტივების, სარკინიგზო ლიანდაგების, ორთქლმავალი გემების ნავმისადგომების, ქვანახშირისა და რკინის წარმოებას ეთმობოდა. საზოგადოება ნაკლებ რესურსს უშუალოდ ხორბლისა და მარცვლეული კულტურის მოყვანასა და ტანსაცმლის წარმოებაში დებს. სოციალური შრომის სტრუქტურაში მუშაკთა განაწილების ასეთი ცვლილება ჩვენი საწარმოო ძალების განვითარების უდიდეს კანონს ეფუძნება. ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმოების ძალების ცვლილება კაპიტალის სტრუქტურის ცვლილებაში გამოიხატა. მთელი სოციალური კაპიტალის მცირე ნაწილი ცვლადი კაპიტალის სახით შენარჩუნდა, ხოლო უმეტესმა ნაწილმა მუდმივი კაპიტალის ფორმა შეიძინა. მაღალი ორგანული წყობილების პროგრესი მანუფაქტურიდან ქარხნულ სისტემაზე გადანაცვლებას გულისხმობს, რამაც ერი არაისტორიული არსებობიდან გამოაფხიზლა. კაპიტალის უფრო მაღალი ორგანული სტრუქტურის პროგრესი სამუშაო ძალის სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში გადანაცვლებას მოიცავს, რაც მრავალფეროვანი დამაკავშირებელი პროცესის მეშვეობით ეროვნულ სიძულვილს, ეროვნული ბრძოლების მამოძრავებელ ძალას წარმოშობს. ვინც რთული სოციალური ფენომენებს მარტივად ხსნის, დარწმუნებით იტყვის შემდეგს, რომ ავსტრიის ერთა ძალაუფლების ურთიერთობების ცვლილებები, კაპიტალის უფრო მაღალ დონეზე ეროვნული ბრძოლები, ორგანული მოწესრიგების პროგრესის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 347 თუ კაპიტალიზმის რევოლუციის სხვა დიდ შედეგებს გავიხსენებთ, მაშინ დავინახავთ, რომ მან ევროპის კულტურის მთელი სახე შეცვალა, ძლევამოსილი სახელმწიფოები დაღმასვლისკენ და სხვები უმნიშვნელო საწყისებიდან პროგრესისკენ წაიყვანა, ხოლო ადამიანების არსებობა, მთელი ჩვენი კულტურის მოცემულობა და არსი, მთლიანად შეცვალა. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეროვნული განვითარება ავსტრიაში ადამიანთა საწარმოო ძალების ძირეული ცვლილების უმნიშვნელო თუ სერიოზული შედეგებისგან საკმაოდ შორსაა. ისტორიული პერსპექტივიდან ავსტრიის ერთა კონფლიქტები სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიო ისტორიის ძირეული ცვლილებების პროცესის ერთ-ერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად განხილული თანხმლები მოვლენები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი. § 19. სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები 1848 წელს ავსტრიელი ერები თავიანთი ეროვნული მოთხოვნების პოლიტიკურ პროგრამად გადაქცევის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ. 1 რევოლუციის დასაწყისში, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეროვნების საკითხი სხვაგვარად დაისვა. მაშინდელ ავსტრიაში თანაარსებობდა ოთხი დიდი ისტორიული ერი: გერმანელი, იტალიელი, პოლონელი და მადიარი. 2 ამ ერების საკონსტიტუციო პროგრამა ერი-სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა. ავსტრიელი გერმანელები, ეროვნულ თანამემამულეებთან ერთად, იბრძოდნენ გერმანიის კავშირის(კონფედერაციის), სხვა ქვეყნებში გერმანული ერთიანი სახელმწიფოს შესაქმნელად. ანალოგიურად იქცეოდნენ იტალიელები, პოლონელები და მადიარები. ამ პოლიტიკამ აქამდე არსებულ ისტორიის არმქონე ერებში გარდაუვალი წინააღმდეგობის სურვილი გააღვიძა. მათ თავისუფალი და დამოუკიდებელი ერი-სახელმწიფოსათვის ბრძოლის იმედი გადაწურული ჰქონდათ და დიდი ისტორიული ერების უცხოური სახელმწიფოების ბატონობას უფრთხოდნენ. 1 1848 წლის რევოლუციებმა ევროპულ იმპერიებს ახალი თავსატეხი გაუჩინა დაპყრობილი ხალხების სახით, დაიწყო ჩაგრული ერების გამოღვიძების პოლიტიკა, რისი მაგალითიცაა თუნდაც 1848 წლის უნგრეთის მოვლენები(რედ.). 2 ოტო ბაუერი მადიარებში გულისხმობს თანამედროვე უნგრელებს(რედ.). 348 მემკვიდრეობით სახელმწიფოებში, თავდაპირველად, გერმანელების, ჩეხებისა და სლოვენიელების სახელმწიფოს შიგნით, არა მათი ურთიერთობის მოწესრიგების, არამედ ჩეხებისა და სლოვენიელების დიდი გერმანული ერი-სახელმწიფოს ბატონობის ქვეშ გაერთიანების საკითხი დაისვა. ანალოგიურად, რუსინები პოლონეთის, ხოლო ხორვატები, სერბები, სლოვაკები და რუმინელები მადიარების უცხოური სახელმწიფოების ბატონობას უფრთხოდნენ. მაშინ, როდესაც გერმანელებს ავსტრიის გერმანიის დიდ იმპერიაში გაერთიანება სურდათ, ისტორიული არსებობისათვის ახლად გამოღვიძებული ისტორიის არმქონე ერები იმედებს ავსტრიის არსებობის გაგრძელებაზე ამყარებდნენ. ავსტრია მათ უცხოს ბატონობისგან იხსნიდა. მათ არა ავსტრიის დაშლა, არამედ სახელმწიფოს შიგნით ერის უფლებებისათვის ბრძოლა სურდათ. ეს ისტორიული ერებისადმი ორაზროვან დამოკიდებულებას იწვევს. ერთი მხრივ, ისტორიის არმქონე ერებიც რევოლუციონერები არიან, კონსტიტუციისა და სამოქალაქო თავისუფლებებისა და გლეხთა გათავისუფლებისთვის იბრძვიან; 1848 წლის რევოლუცია მათ რევოლუციადაც მიიჩნეოდა. აბსოლუტიზმის უუნარობა, შეესრულებინა ახალი ისტორიული არსებობისათვის გამოღვიძებული ერების მოთხოვნები, რევოლუციის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება. მეორე მხრივ, ისტორიის არმქონე ერები, როგორც ეს რევოლუციურმა ბურჟუაზიამ და ძველი ისტორიული ერების რევოლუციურმა თავადააზნაურობამ გამოავლინა, ავსტრიის განადგურებას არ ემხრობოდნენ. მათ ახალ ერ-სახელმწიფოებში, რომელთა აშენება რევოლუციონერებს ძველი სახელმწიფოს არასტაბილურ ნიადაგზე სურდათ, უცხოს ბატონობის ეშინოდათ. რევოლუციურმა დამოკიდებულებამ ისინი გერმანიასა და იტალიაში რევოლუციური ბურჟუაზიის, პოლონეთსა და უნგრეთში რევოლუციური თავადაზნაურობის, ხოლო მათი ერების არსებობასა და თავისუფლებაზე ზრუნვამ რეაქციული ძალის მხარეზე გადაიყვანა. პატარა სლავურ ერებშიც კი, რევოლუციური პარტიები ამაოდ ცდილობდნენ კონტრრევოლუციის სასარგებლოდ ერის ძალაუფლების გამოყენებისათვის ხელის შეშლას. ერისათვის რაც უფრო მძაფრად იკვეთება საფრთხე, მით უფრო იკლებს ისტორიულ ერთა რევოლუციისადმი სოლიდარობის განცდა და უფრო მეტად ისტორიის არქმონე ერები(მათთან ერთად ხორვატები) რეაქციის ძალებს უერთდებიან. რევოლუციონერ მებრძოლთათვის ეს პროცესი თავისუფლების ღალატად მოიაზრებოდა. იმ თვეების განმავლობაში მთელი ევროპის დემოკრატია პატარა სლავური ერებისადმი, რომლებაც რეაქციულ ძალებთან ალიანსით დემოკრა- 349 ტიის განადგურებას არანაკლებ შეუწყვეს ხელი, ზიზღით განეწყო. ამ პეროოდში, ფრიდრიხ ენგელსმა სტატიები ავსტრიის ეროვნების საკითხებზე„ Neue Rheinische Zeitung“-ში გამოაქვეყნა. ამ სტატიებს, როგორც უბრალოდ ჟურნალისტურ ან ხანგრძლივი ღირებულების არმქონე ნაშრომებს, ვერ უგულებელვყოფთ, ვინაიდან ავტორის გენიალურ ისტორიულ ხედვას გვიჩვენებს. ენგელსმა, თუნდაც გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მცდარი ყოფილიყო, ამ ეპოქის ნებისმიერ სხვა ავტორზე უფრო ნათლად დაინახა ავსტრიის წარმოშობის ისტორია და ერთა ძალაუფლების ისტორიული ურთიერთობები. სწორედ მან დაამკვიდრა ცნება „ისტორიის არმქონე ერები“, რომელიც ამ სტატიებიდან ვისესხეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ენგელსის სტატიები შეიქმნა რევოლუციის ქარიშხალში, იმ მომენტისათვის არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, რამაც ისტორიის არმქონე ერები რეაქციის ძალების ბანაკში გააერთიანა იმ მოლოდინით, რომ რამდენიმე კვირაში რუსეთ-გერმანიის ომი დაიწყებოდა, ეს კი დემოკრატიას აბსოლუტიზმზე გამარჯვებას მოუტანდა და ძველი ისტორიული ერების ერ-სახელმწიფოებებზე, ისტორიის არმქონე ერებზე გაბატონებას განაპირობებდა. ეს ენგელსის მიერ დაშვებულ ბევრ შეცდომას, უპირველეს ყოვლისა, ამ სტატიების ძირეულ შეცდომას ხსნის, რომ ისტორიის არმქონე ერებს არც მომავლის იმედი უნდა ჰქონოდათ. დღეს ეს მოსაზრება საბოლოოდ უარყოფილია. თუ ავსტრიელი ერების ისტორიამ მათზე გავლენა ვერ იქონია, მაშინ რუსეთის რევოლუციის ისტორია შეძლედა მათ დარწმუნებას, რადგან მან ისტორიის არმქონე ერები: ლატვიელები, ესტონელები, მალოროსები(უკრაინელები) – რევოლუციური ბრძოლის პირველ შერკინებამდე მიიყვანა. დღეს კი კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მიერ შემუშავებული ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველზე დაყრდნობით, შეგვიძლია კაპიტალიზმის, რევოლუციისა და დემოკრატიის გავლენის ქვეშ მყოფი ისტორიის არმქონე ერების ისტორიული არსებობისათვის გამოღვიძების მიზეზები გავიაზროთ. მხოლოდ მაშინ, როცა იმედი ამოიწურა, რომ ძველი ისტორიული ერები თავიანთი ერი-სახელმწიფოს აშენებას ძველი ავსტრიის ნანგრევებზე შეძლებდნენ, ავსტრიის ეროვნების საკითხი დაისვა, რომლის გადაწყვეტასაც ერები დღესაც ცდილობენ. ახლა არა ავსტრიის არსებობასა და გერმანიის იმპერიასთან მის მიკუთვნებაზე, არამედ ავსტრიის სახელმწიფოს შიგნით ერთა თანაარსებობის მოწესრიგებაზე ვსაუბრობთ. კრემზირის საკონსტიტუციო 350 კომიტეტში ავსტრიელი ერები პირველად მათი თანაარსებობის შესაფერის ფორმას ეძებენ და თავიანთ როლებს მაშინვე ცვლიან. ახლა ისტორიის არმქონე ერების წარმომადგენლები რევოლუციონერები, ისტორიული ერები კი კონსერვატორები ხდებიან. ისტორიის არმქონე ერებს ძველი ავსტრიის ყველა ნარჩენისა და ძველი გვირგვინის მიწების(კრონლანდების) განადგურება სურდათ; მათმა წარმომადგენლებმა, სლოვენიელმა კაუჩიჩიმ და ჩეხმა პალაცკიმ, ავსტრიის ერთიან ეროვნულ რეგიონებად დაყოფის წინადადება შემოიტანეს. პალაცკი, რომლის შემოთავაზება მთელ მონარქიას მოიცავს, ავსტრიის შემდეგ ტერიტორიებად დაყოფას მოითხოვდა: 1. გერმანული ავსტრია; 2. ჩეხური ავსტრია; 3. პოლონური ავსტრია(რომელსაც ერად ჯერ არაღიარებული რუსინებიც მიეკუთვნებიან); 4. ილირიული ავსტრია 1 ; 5. იტალიური ავსტრია; 6. სამხრეთსლავური ავსტრია; 7. მადიარული ავსტრია; 2 8. ვლახეთის პროვინციები; 3 თითოეულ ერს, დასახლების არეალის საზღვრებში, თავისი საქმის თავისუფლად და დამოუკიდებლად წარმოება შეეძლო. გერმანელები, თავის მხრივ, თავს კვლავ ძველი ავსტრიის ისტორიული რეგიონული დაყოფის უზუფრუქტებად თვლიდნენ, სადაც ისინი დომინანტურ ერს მიეკუთვნებოდნენ და გვირგვინის მიწების ტრადიციულ სისტემას იცავდნენ. საკონსტიტუციო კომისია ორ პოზიციას შორის მერყეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან გვირგვინის მიწები ხელუხლებელი დატოვა, უფრო დიდი გვირგვინის მიწები, იმპერიული კანონმდებლობით, რამდენიმე რეგიონად უნდა დაეყო. ეს რეგიონები„ეროვნების პრინციპის მაქსიმალურად გათვალისწინებით“ უნდა გაიმიჯნოს და არჩეული ლანდტაგის მიერ იმართოს. მისი მოქმედების სფერო უმნიშვნელო არ იყო, სამრევლოების შინაგანაწესის განსაზღვრა და მათზე ზედამხედველობა ევალებოდა, პასუხისმგებლობას რეგიონის შიდა გზებსა და სატრანსპორტო საშუალებების მოწესრიგებაზე, უპოვართა დახმარებაზე, საავადმყოფოებზე, ჰუმანიტარულ დაწესებულებებსა და რელიგიურ ფონდებზე, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის გასაუმჯობესებელ დაწესებულებებზე იღებდა. საოლქო საბჭოები, კრემზირის საკონსტიტუციო პროექტის 126-ე მუხლის თანახმად, 1 ილირია – ისტორიული მხარე ადრიაკის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ხორვატიის ნაწილი(რედ.). 2 იგულისხმება ავსტრიის იმპერიაში შემავალი უნგრული ტერიტორიები (რედ.). 3 იგულისხმება ავსტრიის იმპერიაში შემავალი რუმინული მიწები(რედ.). 351 უპირველესად, ეროვნულ კულტურულ საკითხებზე იღებდნენ ვალდებულებას, საოლქო საბჭოს სწავლების ენისა და გაკვეთილების განსაზღვრის უფლებით, საგაკვეთილო და საგანმანათლებლო სისტემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. თუმცა რეგიონების ენები თანაბრად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ამრიგად, თითოეულ ერს, სულ მცირე, დასახლების განსაზღვრულ არეალში, ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მართვის შესაძლებლობა ექნებოდა. ეჭვგარეშეა, ეს კონსტიტუცია ავსტრიას ეროვნული ბრძოლებისგან ბოლომდე ვერ იხსნიდა, მაგრამ თითოეულ ერს საკუთარ ენობრივ რეგიონში საგანმანათლებლო სისტემის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა, რაიხსრატისა და ლანდტაგის თითოეულ სკოლას სახელმწიფოსა ან სხვა ერების წარმომადგენლებისგან ყიდვისა და ჩამორთმევის მიზნით დაპირისპირებას აარიდებდა. ამგვარად, მსჯელობებიდან გამოირიცხებოდა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებმაც ეროვნული ბრძოლის ვნებები არაერთხელ გააღვივა. ამ საკონსტიტუციო პროექტის განსახილველად კრემზირში 1849 წლის 4 მარტს შეკრებილ დეპუტატებს საკრებულოს დარბაზი სამხედროებით გადავსებული დახვდათ. რეაქციულმა ძალებმა ამ ძალადობრივი აქტით ბოლო მოუღეს ავსტრიელი ერის მათთან თანაარსებობის საუკეთესო საკანონმდებლო ფორმის მოძებნის მცდელობას. იტალიის ბრძოლის ველებზე დამარცხების შემდეგ ახალი კონსტიტუციური ერა დაიწყო, რამაც ავსტრიელი ერები მსგავსი პრობლემის წინაშე დააყენა. რუდოლფ შპრინგერის 1 მოსაზრებით, ერ-სახელმწიფოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთა თანაარსებობა ორი გზით შეუძლია მოაწესრიგოს – უპირველეს ყოვლისა, ერი მთლიანობაში განიხილოს და იურიდიულ ერთეულად აქციოს, ერთა გაერთიანება კი სახელმწიფოს ქმნის. შპრინგერი ამას ერებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ორგანულ მოწესრიგებას უწოდებს. ეს წესრიგიც ორი გზით მიიღწევა. ერთი მხრივ, ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, სხვადასხვა ერით დასახლებული რეგიონები ერთმანეთისგან გამიჯნულია და თითოეული ერი თავის ტერიტორიაზე ეროვნულ საკითხებს თავად აგვარებს. სახელმწიფო მხოლოდ სხვადასხვა ერისათვის საერთო საკითხებს არეგულირებს და მართავს. აქ ერი ტერიტორიულ კორპორაციას ქმნის. სახელმწიფო ერს ინდივიდთა ერთობლიობად მოიაზრებს და მის უპი1 რუდოლფ შპრინგერი, ავსტრიელი ერების ბრძოლა სახელმწიფოსათვის. ვენა, 1902 , გვ. 10 . 352 რობო მმართველობას კონკრეტულ რეგიონში არ უზრუნველყოფს, საფუძვლად კი, ტერიტორიული პრინციპის ნაცვლად, პიროვნების პრინციპს იღებს. ყველა გერმანელი ავსტრიაში, იმპერიის რომელ ნაწილშიც უნდა ცხოვრობდეს, იურიდიულ მთლიანობას, კოოპერატივს ქმნის, ეროვნული კულტურისადმი დასმულ ამოცანებს არჩეული ეროვნული საბჭოს მეშვეობით გადაჭრის. ეროვნული საბჭოს მოვალეობა კოოპერატივში მუდმივად მცხოვრები წევრებისათვის გერმანული სკოლების დაარსება და ერის მოთხოვნების შესასრულებლად მათთვის გადასახადის დაკისრებაა. ეს ორგანული კონცეფცია შპრინგერისეულ კიდევ ერთ ცენტრალისტურ-ატომისტურ კონცეფციას უპირისპირდება. აქ ერი სამართლებრივ წესრიგში სულაც არ გვევლინება. სამართლებრივი წესრიგი, ერთი მხრივ, მხოლოდ სახელმწიფოს ცნობს, მეორე მხრივ კი – ინდივიდს, მოქალაქეს. მსგავსი სამართლებრივი წესრიგია ავსტრიაში. ჩვენთან ერები არც იურიდიულ პირებს, ინდივიდთა ერთობლიობასა და არც ტერიტორიულ კორპორაციას წარმოადგენენ. თუ ვინმე ჩეხ ერს თავის მემკვიდრედ გამოაცხადებს, ანდერძი ძალადაკარგულია. კანონი არც ცნობს არავის, ვინც მემკვიდრეობას მოითხოვს. თუ ვინმე პოლონელ ერს შეურაცხყოფს, ერი ვერ უჩივლებს. არ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც ამ საქმის სამართალწარმოებას კანონიერად აღძრავს. ერს არ აქვს უფლება, თავის წევრებს გადასახადი დააკისროს, აგრეთვე, დააარსოს სკოლები და თეატრები. ასეთი ამოცანების შესრულებაზე ვალდებულებას მხოლოდ სახელმწიფო, ნებაყოფლობით ცალკეული მოქალაქე, ან მოქალაქეთა გაერთიანება იღებს. ერი სახელმწიფოზე იურიდიულ გავლენას ვერ ახდენს, სახელწიფოს მოქმედებას ვერც ერთ საკითხში ვერ განსაზღვრავს და მისგან ვერც ვერაფერს მოითხოვს. ამის უფლება მხოლოდ იმ ინდივიდს აქვს, რომელსაც კანონი, როგორც ამომრჩეველს, როგორც მომჩივანს ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე, როგორც მოსარჩელეს სასამართლოებში, სახელმწიფოს მიმართ სამართლებრივ ძალაუფლებას ანიჭებს. ინდივიდი იღებს გადაწყვეტილებას, ეროვნების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიაში ნებაყოფლობით გაწევრიანდება თუ არა და განსაზღვრავს სახელმწიფოს ნებას, რომელიც ერის კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობს. ავსტრიელ ერთა წინააღმდეგობები ცუდი საკანონმდებლო სისტემის ან ცუდი კონსტიტუციის შედეგი არაა. მათი საბოლოო მიზანი დიდ ეკონომიკურ და სოციალურ გარდაქმნებში მდგომა- 353 რეობს, რამაც ისტორიის არმქონე ერები ისტორიის ასპარეზზე გამოიყვანა, რამაც ერების მიგრაციასა და მათ შორის სიძულვილს ჩაუყარა საფუძველი. მაგრამ ფორმა, რომლითაც ამ წინააღმდეგობებმა პოლიტიკური ეფექტურობა შეიძინა, პოლიტიკური ბრძოლის განსაკუთრებული ფორმა, რომლითაც ერთა განვითარებაა ნაჩვენები, მაინც იმ იურიდიული ფორმითაა განპირობებული, რომლის მმართველობის გამოც ერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შუა საუკუნეების სახელმწიფო ინდივიდთა გაერთიანებების მრავალ ფორმას ცნობდა. ზოგიერთი მათგანი ატარებდა მმართველობით ხასიათს, მაგალითად, მიწის სენიორია, ფეოდალური და სენიორული კანონის ქვეშ მყოფი გაერთიანებები, ზოგიერთი კი – კოოპერატიულ ხასიათს: რეგიონული გაერთიანება, იგივე საბაზრო კოოპერატივი[Marktgenossenschaft], გილდია. ისინი აერთიანებდნენ ნაწილობრივ მმართველობით და კოოპერატიულ ელემენტებს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთსა და იმავე სენიორალური ძალაუფლების ქვეშ მყოფი ინდივიდები კოოპერატივით შეიკრნენ, ისევე, როგორც ეს იმავე მმართველობის ქვეშ დამორჩილებული გლეხების სენიორალურ კოოპერატივში[Hofgenossenschaft] მოხდა. ყოველივე ეს საკუთარ კანონს თავისუფლად აწესებდა. კოოპერატივში კანონს კოოპერატივის წევრთა ნება ჩვეულების ან წესდების გზით ქმნის. სენიორალურ გაერთიანებებში იურიდული ძალა ბატონის ნებას ენიჭება. სადაც სენიორია და კოოპერატივი ერთიანდებოდა, როგორც ბატონი, ასევე დამოკიდებულ პირთა კოოპერატივი კანონის შექმნაში მონაწილეობას ერთობლივად იღებდა. სენიორალური და კოოპერატიული გაერთიანებების ძალაუფლება სახელმწიფოს მხრიდან რაიმეს მინიჭებაზე არ იყო დაფუძნებული. თანამედროვე სახელმწიფოში მხოლოდ ერთი თავისუფალი და დამოუკიდებელი ძალა, სუვერენული სახელმწიფო, არსებობს. ამ სახელმწიფოში იურიდიული ძალაუფლება სახელმწიფოს მიერ მინიჭებულად ითვლება და მასვე შეუძლია მისი შეცვლა ან მოსპობა. ამის საპირისპიროდ, შუა საუკუნეების სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნებას არ ცნობს. კაროლინგების პერიოდში სახალხო ტრიბუნალის ჩვეულებრივი სამართლიდან წარმოშობილი უძველესი სახალხო კანონები და სასამართლო, შუამავლის გარეშე სამეფო სამართლისა და სასამართლოს გვერდით, მეტ-ნაკლებად ავტონომიურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობდა. შუა საუკუნეების ფეოდალურ სახელმწიფოშიც სენიორალური 354 და კოოპერატიული გაერთიანებების სამართალი სახელმწიფოსგან არ მომდინარეობდა, სახელმწიფოს გავლენის ქვეშ არ ექცეოდა და მისი გაუქმების ძალა არ შესწევდა. მზარდმა ფაქტობრივმა ძალაუფლებამ სასაქონლო წარმოება, დაქირავებული ჯარი და ბიუროკრატია თანამედროვე სახელმწიფოს გადაულოცა და მას იურიდიული ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცა. რომაული სამართლის სისტემაზე დაყრდნობა სახელმწიფოს ნაკლებ სარგებელს მოუტანდა. ახალი თეორიები, რომლებიც სუვერენიტეტის ცნების შემომღებმა ფილოსოფოსებმა(ბოდინი, ჰობზი) შეიმუშავეს, სასაქონლო წარმოების განვითარებისა და ფულადი ეკონომიკის გარეშე წინა პლანზე არ წამოიწევდა და სახელმწიფოს ქმედითი ძალა არ ექნებოდა, რომ ძველი სენიორალური და კოოპერატიული გაერთიანებებისგან დამოუკიდებლად ეარსება, განადგურებულიყო ან მათ წესდებას დამორჩილებოდა. ყველა ავტონომიური, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ძალები – მთავრები[Stände] ხელახლა გაერთიანდნენ. ორმაგი სამკვიდრო-სახელმწიფო სისტემის ფარგლებში სახელმწიფოს ყოველთვის ისეთი ძალა უპირისპირდებოდა, რომელიც მის სამართლებრივ სისტემას არ ემორჩილებოდა, თუმცა ძალაუფლებიდან ძალამდე მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. სახელმწიფო მთავრებს იმორჩილებს ან თავისი მმართველობის ორგანოდ აქცევს. 1 მხოლოდ ახლა ხდება სახელმწიფო სუვერენული. ინდივიდთა გაერთიანებები ნაწილობრივ გაქრა. სახელმწიფომ სენიორიას, გილდიებს არსებობის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ისინი მის კანონებს ემორჩილებიან. აბსოლუტისტური სახელმწიფო ინდივიდთა ძველ გაერთიანებებს უფრო და უფრო ზღუდავს. ამგვარად, ის ისეთი მდგომარეობისაკენ მიისწრაფვის, რომელშიც ცენტრალიზებული სახელმწიფო ძალა არაორგანიზებული ინდივიდების მასას უპირისპირდება, რომელშიც, სახელმწიფოს გარდა, მხოლოდ ინდივიდები არსებობენ, რომლებშიც ყოვლისმომცველი სახელმწიფოს უზენაეს უნივერსალურობასა და ხალხის შემადგენელ ცალკეულ ინდივიდთა ერთობლიობას შორის შუა რგოლი არ მოიძებნება და რომელშიც ასეთი გაერთიანებები სახელმწიფოს ადგილობრივი გამოვლინების ფორმებად ან თავად ინდივიდებად მოიაზრება. 2 ამრიგად, ერთი მხრივ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოს ძალაუფლება გვაქვს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოება მის უმცირეს ნაწილებად, ატომებად, ცალკეულ ინდივიდებადაა დაყოფილი. 1 შდრ. იელინეკი, გვ. 311 . 2 გირკე, გერმანული კოოპერატიული სამართალი, ბერლინი, 1868 , I , გვ. 645 . 355 სახელმწიფოს ცენტრალისტურ-ატომისტური კონცეფცია აბსოლუტიზმის სახელმწიფო იდეად იქცა. ეს კონცეფცია ლიბერალიზმს მემკვიდრეობით ერგო და ლოგიკურ დასასრულამდეც მიიყვანა. XVIII საუკუნის ბურჟუაზიულ-რევოლუციონერმა თეორეტიკოსებმა სახელმწიფოს ცენტრალის­ ტურ-ატომისტურ კონცეფციას მხარი დაუჭირეს; ამ მხრივ რუსოსა და ჰობზს შორის ფუნდამენტური განსხვავება არ იკვეთება. ლიბერალიზმმა, გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ძველი, ავტონომიურ ინდივიდთა გაერთიანებების უკანასკნელი ნარჩენები, ქალაქებში გილდიების განადგურებითა და პროვინციაში მემამულეებსა და გლეხებს შორის ურთიერთობის გაწყვეტით, მოსპო. აბსოლუტიზმის დაწყებული საქმე ამით დასრულდა. ძალა, რომელმაც, სახელმწიფოს ცენტრალისტურ-ატომისტური იდეის შექმნა განაპირობა და მისი გამარჯვება იწინასწარმეტყველა, კაპიტალისტური სასაქონლო წარმოების განვითარება იყო. კოოპერატიული და სენიორალური გაერთიანებები კაპიტალისტური სასაქონლო წარმოების ინტერესებში არ ექცეოდა. როგორც კი მსხვილმა კაპიტალისტურმა საწარმომ იზოლირებული მუშაკები სოციალურ შრომაში თავის მუშახელად ჩართო, წარმოების სოციალურ ფორმას მწარმოებელთა კოოპერატივი აღარ დასჭირდა. მომუშავეთა პირად საკუთრებაში ყოფნა არასაჭირო გახდა მას შემდეგ, რაც კაპიტალისტურმა საკუთრების ფორმამ მფლობელს თავისუფალი მუშაკის კანონიერად გამოყენების უფლებამოსილება მიანიჭა. ამრიგად, კოოპერატიული და სენიორალური გაერთიანებების არსებობა აუცილებლობით არ იყო განპირობებული და, შესაბამისად, შესაძლოა, საერთოდაც გამქრალიყო. და, მართლაც, აღარ უნდა არსებობდნენ, ვინაიდან კაპიტალიზმის განვითარებას აფერხებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალისტურ-ატომისტური იდეა თავდაპირველად სახელმწიფოს აბსოლუტისტურ, შემდგომში კი, ლიბერალიზმის კონცეფციად, იქცა. იგი ორივეს ეკუთვნოდა, რადგან კაპიტალისტური სახელმწიფოს იდეა იყო. ლიბერალიზს აბსოლუტიზმის სახელმწიფო კონცეფცია უბრალოდ არ უღიარებია – შეცვალა კიდეც. ლიბერალიზმს აბსოლუტისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ბურჟუაზიის პოლიტიკური პროგრამის სახე ჰქონდა. თავად ბურჟუაზიას სუვერენული სახელმწიფოს იდეა ეჭვქვეშ არ დაუყენებია, თუმცა ბიურგერი, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, სახელმწიფოს ყოვლისშემძლე 356 ძალაუფლებისა და მისი ინსტანციის – ბიუროკრატიის მიერ თავს შეზღუდულად გრძნობდა. ბიუროკრატი საკუთრებაში არსებულ საწარმოებს არეგულირებს, მოქალაქის აზრის გამოხატვის საშუალებას ცენზურას ადებს და მის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს საჯარო თუ პირად ცხოვრებაში აკვირდება. ამრიგად, ბიურგერი სახელმწიფოს მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების დაცვას მოითხოვდა. მას, სახელმწიფოს ყოვლისმომცველი ძალაუფლებისგან, არა მხოლოდ თავისუფლების დაცვა სურდა, არამედ – სახელმწიფოში ძალაუფლების თავად მოპოვება, უკმაყოფილებას სახელმწიფოს მხრიდან მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის გამო გამოხატავდა, რამდენადაც ეს სახელმწიფოს ინტერესებს ემთხვეოდა და სახელმწიფოს ნების განსაზღვრა თავად სურდა. ბიურგერი, აგრეთვე, გამოხატავდა სახელმწიფო ორგანოდ და ამომრჩევლად ყოფნის სურვილს, რათა სახელმწიფოს საერთო ნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიეღო. ამრიგად, ბურჟუაზია საკანონმდებლო ძალაუფლების პასუხისმგებლობის ხალხისადმი დაკისრებას, ან მის მიერ არჩეული წარმომადგენლის, პარლამენტისადმი გადაცემასა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს(პარლამენტის) წინაშე ადმინისტრაციულ აპარატზე დაყრდნობას ითხოვდა. ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფოს ცენტრალისტურ-ატომისტური კონცეფცია უცვლელი რჩებოდა: ერთ მხარეს – ცენტრალიზებული სახელმწიფო ძალაუფლება, მეორე მხარეს კი ცალკეული ბიურგერების არაორგანიზებული მასა მოექცა. თითოეულ მოქალაქეს თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების რიგი გარანტია ჰქონდა, რომელსაც სახელმწიფო ვერ შეზღუდავდა. მოქალაქეებს, სახელმწიფოს საერთო ნების დასამკვიდრებლად, ამომრჩევლად ყოფნას თავად მოუწოდებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალისტურ-ატომისტურმა კონცეფციამ ერებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაც განსაზღვრა. აბსოლუტიზმმა ერები ვერც კორპორაციად, რეგიონულ-ადმინისტრაციულ ორგანოებად, და ვერც ინდივიდთა ინტერტერიტორიულ გაერთიანებად ჩამოაყალიბა. ახალი კორპორაციების შექმნის ნაცვლად, იგი ძველი ტრადიციული სოციალური გაერთიანებების განადგურებას ცდილობდა, რათა ცენტრალიზებული სახელმწიფოს ძალაუფლებისათვის ბიურგერების არაორგანიზებული მასა დაეპირისპირებინა. ლიბერალიზს ეს ცენტრალისტურ-ატომისტური კონცეფცია მემკვიდრეობით ერგო. მან ერი კორპორაციად ვერ ჩამოაყალიბა. ერთი მხრივ, ინდივიდს გარკვე- 357 ული იურიდული თავისუფლება მიანიჭა, მეორე მხრივ, მას სახელმწიფოს საერთო ნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდა. ამით ეროვნული საკითხისადმი მისი დამოკიდებულება გამოიკვეთა. რამდენადაც ლიბერალიზმი ინდივიდს სამოქალაქო უფლებების ქონასა და თავისუფლებაში არწმუნებდა, იმდენად ეროვნული ხასიათის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტიებს აძლევდა. 1848 წლის 25 აპრილის კონსტიტუციაში 1 ასეთ წინადადებას ვხვდებით:„ყველა ხალხს გარანტირებული აქვს ეროვნებისა და ენის ხელშეუხებლობა.“ 1849 წლის 7 მარტს დაწესებული კონსტიტუცია 2 ამ პრინციპს იღებს:„ყველა ხალხი თანაბარია და ეროვნებისა და ენის დაცვისა და შენარჩუნების ხელშეუხებელი უფლება გააჩნია.“ ეს პრინციპი ჩვენს ამჟამინდელ კონსტიტუციაშიც შევიდა და გამოვლინდა სახელმწიფოს ძირითადი კანონის მე-19 მუხლით – მოქალაქის ზოგადი უფლებების შესახებ. რამდენადაც ეს პრინციპი სახელმწიფოსა და მისი ორგანოების უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს, იმდენად სრულიად ნათელია და ინდივიდუალური სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების სისტემას ლოგიკურად აერთიანებს. ავსტრიაში მშობლიური ენის, ზეპირი ან წერილობითი ფორმით გამოყენებას, ვერავის აუკრძალავ. მე-19 მუხლი პირადი თავისუფლების დაცვას, მეტწილად, ნაკლებეფექტური რეგულაციებითაც ცდილობს – ორენოვან რეგიონებში მეორე ენის შესწავლას არავის აიძულებს, ისევე, როგორც სახელმწიფოს ძირითადი კანონი ცდილობს, მოქალაქე ბიუროკრატიის მიერ თანამდებობის კონფიდენციალურობის დარღვევისა ან თვითნებური დაკავებისაგან დაიცვას. ასევე, სახელმწიფოს წინააღმდეგობას უწევს, რომ ინდივიდს საკუთარი ენის გამოყენება აუკრძალოს ან სხვა ენის შესწავლა აიძულოს. თუ სახელმწიფო ამას მაინც დაუშვებს, ცალკეულ მოქალაქეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დარღვევის მოტივით, შეუძლია საჩივარი შეიტანოს იმპერიულ სასამართლოში. ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, ყველაფერი იდეალურად ვითარდება, თუმცა ერი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის არა მხოლოდ პიროვნების უფლებათა დაცვას, 1 1848 წლის 25 აპრილს ავსტრიის იმპერიაში მიიღეს კონსტიტუცია, ხშირად ამ კონსტიტუციას მოიხსენიებენ როგორც„ 25 აპრილის“ ან პილერსდორფის კონსტიტუციის სახელით(რედ.). 2 1849 წლის 4 7 მარტს მიიღეს ავსტრიის იმპერიის მორიგი კონსტიტუცია, რომელსაც უწოდებენ„მარტის კონსტიტუციას“(რედ.). 358 არამედ საჯარო მმართველობის აქტიურ ჩართულობას, სკოლებს, თეატრებს, მუზეუმებსა და აკადემიებს ითხოვს. წინა პლანზე არა სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის საკითხი დგას, არამედ ის, რომ ერს, საკუთარი კულტურის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა სჭირდება. მე-19 მუხლმაც წარუმატებლობა განიცადა – რასაკვირველია, ის ერებს„ენისა და კულტურის შენარჩუნების“ გარანტიას აძლევს, რაც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო დაპირება. თუ პოლონეთის უმრავლესობა გალიციის ასამბლეაში რუსინებს ახალ გიმნაზიაზე უარს ეტყოდა, იმპერიულ სასამართლოში რუსინები ძირითად სახელმწიფო კანონზე დაყრდნობით ვერ იჩივლებდნენ. ვის აქვს საჩივრის შეტანის უფლება, თუ რუსინული ერი კორპორაციად ჩამოყალიბებული არაა? როგორ შეეძლო იმპერიის სასამართლოს, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა, რომელსაც თავად განაცხადის მიღებისა და მასზე უარის თქმის უფლება უნდა მიანიჭოს? იმპერიის სასამართლომ როგორ გადაწყვიტოს, საბოლოოდ რუსინებს„ეროვნებისა და ენის შესანარჩუნებლად“ რამდენი გიმნაზია ესაჭიროებათ? ამ შემთხვევაში, ლიბერალური კონსტიტუცია მოქალაქეებს სხვა მიმართულებას უჩვენებს, როგორც ამომრჩევლებს, გარკვეულწილად, სახელმწიფოზე გავლენა აქვთ. საჯარო მმართველობის მიერ მათი ერის კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ეროვნულ თანამემამულეებთან ერთად, თავისუფლად შეეძლოთ, პარტია შეექმნათ, ერის დეპუტატები შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებში გაეგზავნათ და სახელმწიფოს მხრიდან, ერის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საკანონმდებლო ორგანოებში მათთვის კანონიერი ძალაუფლების გამოყენება დაევალებინათ. სახელმწიფოს ცენტრალისტურ-ატომისტური იდეა ხალხს ეროვნულ პარტიებად დაყოფასა და თითოეულ ერს პარლამენტში ბრძოლისათვის მზადყოფნას აიძულებს, რომლის ამოცანაა, სახელმწიფო საკანონმდებლო-ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ერის მოთხოვნების დაკმაყოფილება. იგი ყველა ერს საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლებისა და საჯარო მმართველობაზე გავლენის მოპოვებისაკენ მოუწოდებს. ავსტრიაში, რასაც, ჩვეულებისამებრ, ეროვნულ პოლიტიკას უწოდებენ, სინამდვილეში, ეროვნული ძალაუფლების პოლიტიკაა. ერი რაიხსრატში, ლანდტაგსა(პროვინციულ ასამბლეებსა) და ბიუროკრატიაში ისეთი წარმომადგენლობითი ძალის მოპოვებისკენ ისწრაფვის, 359 რომ სახელმწიფომ შესაბამისი ეროვნული კულტურული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ავსტრიელი ხალხის ეროვნულ პარტიებად დაყოფა და მათი ბრძოლა სახელმწიფოში ძალაუფლების მოპოვებისა და ძალაუფლების გავრცელებისათვის, ერებსა და სახელმწიფოს შორის ცენტრალისტურ-ატომისტური წესრიგის აუცილებლობით განპირობებული შედეგია. 1 ერთა ბრძოლა სახელმწიფოზე გავლენების მოპოვებისათვის ერებს შორის გარდაუვალ წინააღმდეგობაში გადაიზრდება, რაც მანდატების მოცემული რაოდენობის განაწილებით იქნება გამოწვეული. ერთი ერი, რაც უფრო მეტ მანდატს მოიპოვებს, სხვას მით უფრო ნაკლები რჩება. საუბარია ცალკეული ერის მიზნობრიობისათვის სახელმწიფო შემოსავლების ხარჯვაზე. სახელმწიფო, ერთი ერის კულტურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც უფრო მეტს ხარჯავს, სხვისთვის მით უფრო ნაკლები რესურსი რჩება. ამრიგად, თითოეული ერის ბრძოლა სახელმწიფოზე გავლენის მოპოვებისათვის, აგრეთვე, სხვა ერების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. ყოველი ბრძოლა ძალაუფლებისათვის ძალაუფლების მოპოვების სხვა მსურველების წინააღმდეგ ბრძოლაცაა და სადაც ეროვნული პოლიტიკა ძალაუფლების პოლიტიკას აღნიშნავს, იქ მას გარდაუვალ ეროვნულ ბრძოლამდე მივყავართ. თუ სხვადასხვა ერის ეროვნულ ინტერესს სამართლებრივი სისტემიდან გამოვყოფთ, რომელსაც ერები მრავალეროვან სახელმწიფოში ექვემდებარებიან, ცხადია, რომ ეს ინტერესები ერთმანეთს სრულიად არ ეწინააღმდეგება. თითოეულ ერს ეროვნული ხასიათის შენარჩუნება და კულტურის განვითარება სურს. თავისთავად, ასეთ მისწრაფებას ეროვნულ ბრძოლამდე არ მივყავართ. გერმანელს სურს, რომ თავისმა შვილებმა კარგ გერმანულ სკოლაში ისწავლონ. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩეხი ბავშვები რა ენაზე ისწავლიან. ამის საპირისპიროდ, ჩეხები ჩეხურ სკოლებს ითხოვენ და თუ რა ენაზე ან როგორ ისწავლიან გერმანელი ბავშვები, მათ არ ეხებათ. გერმანელს სურს, მოსამართლის წინაშე თავისი უფლებებით მშობლიურ ენაზე ისარგებლოს, ჩეხი კი მოსამართლისგან თავის ენაზე საუბარს მოითხოვს. განა, ეს ბრძოლის მიზეზად ითვლება? განა, არ შეიძლება თითოეული ერის მოთხოვნების დაკმაყოფილება სხვა ერების ინტერესების საფრთხეში ჩაგდების გარეშე? თავისთავად, რა თქმა უნდა. ცენტრალისტურ-ატომისტური სახელმწიფო კონსტიტუცია ერს მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფოზე 1 შდრ. რუდოლფ შპრინგერი, გვ. 28 . 360 ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლის გარდა სხვა საშუალებას ვერ სთავაზობს. თუ ერი სახელმწიფოში თავის ძალაუფლებას გაზრდის, მაშინ სხვა ერთა გავლენები შემცირდება. ამრიგად, თითოეული ერი სხვა ერების მოთხოვნებისადმი მტრულად განეწყობა. მხოლოდ ცენტრალისტურ-ატომისტური კონსტიტუცია ყველა ერის ბუნებრივ მისწრაფებებს, რომლებიც სხვა ერებს არ აინტერესებთ, სხვათა კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების წინააღმდეგ ბრძოლად აქცევს. 1861 და 1867 წლების ავსტრიის კონსტიტუცია ერებს არა მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებისაკენ მოუწოდებდა, არამედ ერებს შორის წინასწარ ძალთა განაწილების დადგენას, ფაქტობრივად, ისტორიის არმქონე ერებზე ძველი ისტორიული ერების ბატონობის გავრცელებასა და თვით ისტორიულ ერებს შორის გერმანიის უპირატესობის გამოვლენას ცდილობდა. ამ მიზანს, თავდაპირველად, ლანდტაგისა 1 და რაიხსრატის 2 კურიალური საარჩევნო სისტემა(კურია) ემსახურებოდა. პირველი კურია დიდი მამულებისგან შედგებოდა, რომელიც ყველა ისტორიული ერის პრივილეგიას მიეკუთვნებოდა და თავადაზნაურობის მფლობელობაში არსებობდა. მაშინდელ ისტორიის არმქონე ერებს არაფერი ერგოთ. ეს, განსაკუთრებით, გერმანელების პრივილეგიას ნიშნავდა, ვინაიდან ჩეხეთსა და სლოვენიის ქვეყნებში სენიორალურ კლასს აღზრდა-განათლებითა და წარმოშობით, ძირითადად, გერმანელები მიეკუთვნებოდნენ. მეორე კურია სავაჭრო-სამრეწველო პალატებისაგან შედგებოდა. მისი საარჩევნო პრივილეგიაც გერმანელებს გააძლიერებდა, რომლებიც ბურჟუაზიის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ორ დიდ კურიაში ერთიანდებოდა. ერთია ქალაქების, ბაზრებისა და სამრეწველო ცენტრებისა და მეორე-პროვინციალური სამრევლო კურია. ქალაქის კურიას უფრო ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავდა – ერთ დეპუტატზე იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოდიოდა, ვიდრე პროვინციალურ კურიაში. ეს კი კვლავ იმ ერების, განსაკუთრებით, გერმანელების უპირატესობას უსვამდა ხაზს, რომლებიც ურბანული და ინდუსტრიული მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. საბოლოოდ კი, ორივე კურიაში ხმის მიცემის 1 წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო გერმანულენოვან ტერიტორიებზე(რედ.). 2 რაიხსრატი –(გერმ. Reichsrat .) წარმომადგენლობითი ორგანო ავსტრიის იმპერიაში 1861 -იდან 1918 წლამდე, ხშირად მოიხსენიებენ როგორც„ავსტრიის პარლამენტს“. იარსება 1918 წლამდე, მუშაობა შეწყვიტა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის კრახის შემდგომ(რედ.) 361 უფლება საგადასახადო ცენზზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, არახელსაყრელ მდგომარეობაში ის ერები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ძირითადად პროლეტარები, მცირე ხელოსნები, გლეხები და დღიური მუშაკები შეადგენდნენ. ამ გზით იმპერიაში შემავალ ძველ ისტორიულ ერებს უფრო დიდი ძალაუფლების მოპოვების გარანტიები მიეცათ, ვიდრე ეს მათი მოსახლეობის რაოდენობას შეესაბამებოდა. გერმანელები ჩეხებზე ბევრად მეტად, პოლონელები რუსინებზე ბევრად ეფექტურად, ხოლო იტალიელები სამხრეთ სლავებზე ბევრად უკეთ იყვნენ წარმოდგენილნი. ყველაზე ძლიერი წარმომადგენლობა მაინც გერმანელებს ჰყავდათ, თუმცა გერმანულმა ბურჟუაზიამ და ბიუროკრატიამ მთელ იმპერიაზე თავისი ჰეგემონია ვერ შეინარჩუნა. ასე წარმოიშვა 1867 წლის კომპრომისი[Ausgleich]. ძველი ისტორიული ერების მმართველი კლასები(გარდა იტალიელებისა, რომელთა რიცხვი 1866 წლიდან შემცირდა) ძალაუფლებას აქ შემდეგნაირად ინაწილებენ: იმპერიის დასავლეთის ნახევარი გერმანიის ბურჟუაზიასა და ბიუროკრატიას, ხოლო აღმოსავლეთი – მადიარების თავადაზნაურობას ერგო. გერმანელები ავსტრიაში თავიანთ ჰეგემონიას დასავლეთში უზრუნველყოფდნენ, როდესაც პოლონელმა თავადაზნაურობამ 1869 წლიდან გალიციის მმართველობა სრულად დათმო. მადიარებმაც, ანალოგიურად, ხორვატებს საკუთარ მიწაზე ავტონომია მიანიჭეს. ყველა სხვა დანარჩენ ერს, რომელსაც არც ბურჟუაზია და არც თავადაზნაურობა ჰყავდა, ამ გადანაწილებიდან არაფერი ერგო. 1 ავსტრიის იმპერიის ნახევარში, რომელიც ჩვენი ინტერესის ობიექტია, გერმანიას ამით ჰეგემონია გარანტირებული ჰქონდა. საიდან გაჩნდა ასეთი პარადოქსული კონსტიტუცია, რომელიც გერმანელებს ავსტრიაში ისეთი ძალაუფლების მოპოვების გარანტიებს აძლევდა, რაც მათი მოსახლეობის რაოდენობასთან კავშირში არ იყო? გერმანელების ჩეხებზე, პოლონელების რუსინებზე, ხოლო იტალიელების სამხრეთ სლავებზე ბატონობა იმ კლასების მმართველობის ეროვნული გამოვლინებაა, რომლებმაც სახელმწიფო მმართველობა ძალადობრივად ჩაიგდეს ხელში. ამ კლასებს მიწის მსხვილი მესაკუთრეები, ბიუროკრატია და ბურჟუაზია მიეკუთვნებოდა. დასავლეთ ავსტრიაში სენიორალური კლასი აბსოლუტიზმის მიერ მამულების სისტემის მოსპობით გერმანული ან გერმანიზებული გახდა. პოლონელი და რუსინი გლეხების უმეტესობა 1 შეადარე რუდოლფ შპრინგერი, ავსტრია-უნგრეთის მონარქიის საფუძვლე ბი და განვითარების მიზნები, ვენა, 1906 . 362 გალიციის პოლონური თავადაზნაურობის წყალობაზე დარჩა, რის სანაცვლოდაც ეს უკანასკნელი დასავლეთ ავსტრიაში გერმანიის ჰეგემონიის ყველაზე საიმედო დასაყრდენად იქცა. მცირე საჯარო მოხელეთა უმრავლესობა სხვადასხვა ერს მიეკუთვნებოდა, თუმცა პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში გერმანიის უმაღლეს ბიუროკრატიას უპირობოდ ემორჩილებოდა. საბოლოოდ, როგორც უკვე განვიხილეთ, ავსტრიის ბურჟუაზია გერმანულ ხასიათს ატარებდა. 1861 და 1867 წლებში გერმანიის ჰეგემონია ავსტრიაში გერმანელი ხალხის არა სხვა ერებზე, არამედ დიდი გერმანელი მიწათმფლობელების, ბიუროკრატიისა და ბურჟუაზიის ყველა ერის, გერმანელების ჩათვლით, წვრილბურჟუაზე, გლეხობასა და მუშახელზე მმართველობას გულისხმობდა. გერმანიის ჰეგემონია ავსტრიაში მხოლოდ ისტორიულად, მემკვიდრეობით გადმოცემულ კლასობრივ სტრუქტურას არ ეფუძნებოდა. იგი, აგრეთვე, საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად მოიაზრებოდა. კონსტიტუციური ეპოქის დასაწყისში ავსტრია უშუალოდ გერმანიის საკითხის გადაწყვეტის წინაშე დადგა. 1848 წელს შმერლინგი 1 ფრანკფურტის პარლამენტში უკვე დიდი გერმანიის პარტიის[Großdeutsche Partei] წარმომადგენელი იყო და თავისი როლი შეინარჩუნა მაშინაც, როდესაც ავსტრიის ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. ავსტრია გერმანულ სახელმწიფოდ უნდა შენარჩუნებულიყო მანამ, სანამ ჰაბსბურგებისათვის იმპერიულ გვირგვინს ითხოვდა, თუმცა შენიღბვა ისტორიის ასპარეზზე კანონიერად არ ითვლება. გერმანულმა ქვითკირმა, რომლითაც შმერლინგმა ძველი სახელმწიფო შენობა მოაპირკეთა, ვერავინ გააცურა. ვიწრო გერმანული ფენის ხელოვნურმა გაბატონებამ იმპერიაში რეალურ ძალაუფლებათა იერარქია ვერ შეცვალა. დიდი გერმანული პოლიტიკა კიონიგრეცის[სადოვას] ბრძოლის ველზე 2 დამარცხდა, თუმცა ავსტრია მაინც არ თმობდა. უნგრეთთან 1867 წლის კომპრომისი მადიარების აჯანყებული თავადაზნაურობის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და იმპერიის დასავლეთ ნახევარში გერმანიის ბატონობის უფრო მყარ ფუნდამენტზე დაყენებას ისახავდა მიზნად. ამაოდ! 1870 წელს გერმანიის მცირე პოლიტიკა [Kleindeutsche Politik] დიდი ხნის ნანატრ მიზანს – პრუსიისათვის გერმანიის იმპერიული გვირგვინის გადაცემას მიუახლოვდა. 1 ანტონ ფონ შმერლინგი( 1805 1893 ) – ავსტრიელი სახელმწიფო მოხელე, ავსტრიის იმპერიის პრემიერ-მინისტრი 1860 1865 წ.წ-ში(რედ.). 2 სადოვის ბრძოლა – ავსტრო-პრუსიული ომების ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1866 წლის 3 ივლისს ჩეხეთის ტერიტორიაზე, სოფ. სადოვასთან(რედ.). 363 წამიერად ისე ჩანდა, რომ მიზნის მიუღწევლობა საშუალების დამარცხებასაც განაპირობებდა. ახლა, ვინაიდან ავსტრიის გერმანიაზე ბატონობის იმედები დაიმსხვრა, გერმანელების ბატონობა ავსტრიაში აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა. ჰოენვარტის დროს დეკემბრის კონსტიტუციას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თუმცა მოცემულ მომენტში ავსტრიაში გერმანიის ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის ჰეგემონია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და აჩვენა, თუ რამდენად ღრმად ჰქონდა იმპერიის ძალთა იერარქიაში ფესვები გადგმული. ჰოენვარტთან დაპირისპირების მიზნით, კოალიცია, ერთი მხრივ, გერმანიის ბურჟუაზიის ინტერესებს, რომლებიც ყველაზე განვითარებულ რეგიონში ფეოდალ მიწათმფლობელსა და ჩეხ წვრილბურჟუას ბატონობის ქვეშ მოქცევას გაურბოდა, და, მეორე მხრივ, გერმანიის ბიუროკრატიის ტრადიციასა და მადიარული თავადაზნაურობის ძალაუფლებას შორის, რომელიც ავსტრიაში სლავების გათავისუფლებას სლავებისა და რუმინელების აჯანყების შიშით არ ემხრობოდა, შეიქმნა. ჰოენვარტის სამინისტრო განადგურდა და გერმანიის ჰეგემონიამ ავსტრიაში დიდი გერმანიის კონცეფცია გადაარჩინა. ეროვნული ურთიერთობების ცენტრალისტურ-ატომისტურმა წესრიგმა ერს, სახელმწიფოში ძალაუფლების გარდა, კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების სხვა გარანტია ვერ მისცა. კონსტიტუციამ ეს ძალაუფლება ისტორიულ ერებს თავიდანვე მონარქიის დუალიზმითა და ავსტრიისათვის ხმის მიცემის პრივილეგირებული უფლების მეშვეობით მიანიჭა. ისტორიის არმქონე ერები ძალაუფლების ბრძოლისაკენ მიმართულ კონსტიტუციას დაუპირისპირდნენ და ამავე კონსტიტუციით ძალაუფლებისგან გამოირიცხნენ. ამ ყოველივემ ერებს შორის, განსაკუთრებით, მაღალგანვითარებულ ჩეხებს შორის, სახელმწიფოს მიმართ მტრობა და ავსტრიისადმი დაუოკებელი სიძულვილი გააღვივა. თუ არსებობს ერი, რომლის ინტერესებში ავსტრიის სახელმწიფოს არსებობის გაგრძელება შედის და რომლის ფიქრებიც ავსტრიის დანგრევაზე არა ეროვნული ერთიანობის იმედს, არამედ უცხოს ბატონობის შიშს აღვიძებს, ეს ერი ჩეხეთია. არცერთ ავსტრიულ ერში ავსტრიული სახელმწიფოსადმი მსგავსი სიძულვილი და მტრობა არ სუფევს, როგორც ჩეხ ერში. რაც უფრო იზრდებოდა და ღრმავდებოდა შმერლინგისეული კონსტიტუციით გამოწვეული სიძულვილი, მით უფრო მეტად ასაზრდოებდა მას ავსტრიული ბიუროკრატია დევნის, კონფისკაციის, ადმინისტრაციული შევიწ- 364 როებისა და პარტიული მართლმსაჯულების უხეში საშუალებებით. ჩეხ ხალხში ისეთი ემოციური განწყობა შეიქმნა, რომელმაც ყველა ეროვნული საკითხის მიმართ ჩეხების აგრესიული რადიკალიზმი გამოიწვია და ისეთი მძაფრი ატმოსფერო შემოიტანა, რაც ეროვნული საკითხების ობიექტურ განხილვას შეუძლებელს ხდიდა. პირველი კლასი, რომელმაც ეროვნულ ბრძოლებს თავისი ნიშა დაასვა, მიწათმფლობელი თავადაზნაურობა იყო. ამ კლასში უაღრესად არაერთგვაროვანი ძალები ერთიანდებოდა. ერთი მხრივ, ლატიფუნდიის დიდი მფლობელები, რომლებიც ავსტრიის ყველა მხარესა და, ხშირად, იმპერიის ფარგლებს გარეთაც უზარმაზარ მიწებს საკუთრად მოიხსენიებდნენ. აქ უნდა გავიხსენოთ შვარცენბერგი და მისი 99 მამული. წარჩინებული მთავრები, რომელთა წარმომავლობაც, სულ მცირე, დინასტიის ტოლფასი იყო და, შესაბამისად, თავიანთ წოდებას გვირგვინის თანასწორად თვლიდნენ. მეორე მხრივ, მცირე თავადაზნაურობა მიწის შედარებით მცირე საკუთრებით, რომელიც უხსოვარი დროიდან ბიუროკრატიასა და ოფიცერთა კორპუსში მაღალ ან საშუალო პოზიციებს იკავებდა და რომელმაც კაპიტალიზმის აყვავების შემდეგ ბურჟუაზიასთან მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობა დაამყარა, შესაბამისად, ბურჟუაზიის იდეოლოგიით იყო განმსჭვალული. ეს კლასი დიდ სოციალურ ძალაუფლებას ფლობდა ჯერ კიდევ კონსტიტუციური ეპოქის დასაწყისში. ბურჟუაზიის ეკონომიკური ძალაუფლება და სოციალური ავტორიტეტი, რომელსაც სენიორალური კლასის საზოგადოებაში ტრადიციული პოზიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, კაპიტალისტურად ნელა პროგრესირებად ავსტრიაში თანდათანობით იზრდებოდა. სამოქალაქო თანასწორობის ცნებამ მასების ცნობიერებაში თანდათანობით შეაღწია. სულ რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მოსამართლემ და მოხელემ„მთავრისა“ და„ავტორიტეტის“ ადგილი დაიკავეს. თავადაზნაურობის ეს სოციალური წონა ლანდტაგისა და რაიხსრატისათვის პოლიტიკური პრეროგატივებითა და პრივილეგიური ხმის მიცემის უფლებით გაიზარდა. ეს პრივილეგია მსხვილი მიწის მესაკუთრეებს მათი გერმანული ეროვნების წყალობით მიენიჭათ. არისტოკრატთა ნაწილმა მოლოდინი არ გააცრუა. ის გერმანიის ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის მოკავშირედ იქცა და მათთვის წარმომადგენლობით ორგანოებში უმრავლესობა უზრუნველყო. არისტოკრატიის ძლევამოსილი ნაწილი, ბოჰემიის ლატიფუნდიის მფლობელები, მმართველი 365 გერმანული ლიბერალიზმის მოწინააღმდეგეებს შეუერთდნენ. ფეოდალური არისტოკრატიის ჩეხებთან„ალიანსმა“ ლიბერალიზმის კონსტიტუციის ბატონობის ქვეშ წარმოებულ ეროვნულ ბრძოლებს, თავდაპირველად, თავისი ნიშა დაასვა. მსგავს ფენომენს პირველად განმანათლებლური აბსოლუტიზმის ეპოქაში ვხვდებით. აბსოლუტიზმმა ძველ მთავრებს პოლიტიკური მნიშვნელობის ნარჩენებიც წაართვა. მთელი მისი კანონმდებლობა და ბიუროკრატია განმანათლებლობის რაციონალურ-ბურჟუაზიული გონის გავლენის ქვეშ მოექცა და, შესაბამისად, არისტოკრატიის დიდი ნაწილის ტრადიციულ იდეოლოგიას დაუპირისპირდა. თუ არისტოკრატები აბსოლუტიზმს საკუთრების უფლებების შემცირებასა და იოზეფ II-ის ეკლესიის მიმართ გატარებულ პოლიტიკას შეურიგდებოდნენ, მაშინ სახელწიფოს მის ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩარევას არასოდეს აპატიებდნენ. იმპერიის მოხელეები და კომისრები გლეხის პრეტენზიებს იკვლევდნენ. სახელმწიფომ გლეხებისათვის მიწების ჩამორთმევა აკრძალა, შრომით მომსახურებასა და გადასახადებთან დაკავშირებით გლეხთა ვალდებულებები შეზღუდა, მათ გადაადგილებისა და პროფესიის არჩევის თავისუფლება მიანიჭა და საგადასახადო კანონები ფეოდალის საზიანოდ შეცვალა. ბოჰემიის არისტოკრატებმა ის ბრძოლები გაიხსენეს, რომლებიც 1620 წელს ჩეხმა თავადაზნაურობამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართა და ვინაიდან ეს ბრძოლები გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ ეროვნული ბრძოლების სახით იყო შენიღბული, ბოჰემიის თავადაზანაურობამაც საძულველი სოციალური მტრის წინააღმდეგ ეროვნული ბრძოლების პროვოცირების ხერხს მიმართა. ბოჰემიის ძველი ფეოდალური სისტემის ჩამონგრევის შემდეგ, რასაკვირველია, ურთიერთობები შეიცვლა. ამიტომაც აღელვებული მთავრები მშვიდობიანი გამოსვლებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. ამრიგად, იოზეფ II-ის მეფობის დროს, როგორც ამას გრაფი კასპარ შტენბერგი იუწყება, თავადაზნაურობამ იმპერატორის რეფორმების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა მასზედ, რომ ბოჰემიის ყველა თავად-აზნაური იმპერიის სასახლის კარზე მოლაპარაკებებზე მხოლოდ ჩეხურ ენას იყენებდა, მიუხედავად მცირე ძალაუფლებისა. 1 თავად-აზნაურთა კეთილგანწყობა ჩეხი ერისადმი გამოიკვეთა, როდესაც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩეხებმა ახალი კულტურული ცხოვრება დაიწყეს. თუ მაშინდელი ბოჰემიის ერთი ან სხვა 1 სკენე, სლავური ეროვნული მოძრაობის წარმოქმნა და განვითარება ბოჰემი ასა და მორავიაში მე19 საუკუნეში. ვენა, 1893 , გვ. 55 . 366 არისტოკრატი ახალგაზრდა ჩეხი მწერლების მფარველად გამოჩნდებოდა, შესაძლოა, ეს უბრალო ახირების შედეგი ყოფილიყო, რომელიც ჩეხური ლიტერატურის საწყისების მცირე მხარდაჭერით ისე კმაყოფილდება, როგორც რაიმე კურიოზების შეგროვებით. ბოჰემიის ზოგიერთი არისტოკრატი ერთმნიშვნელოვნად ნათლად ხედავს, რომ ერის კულტურული მოძრაობა პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. ზოგიერთი წარჩინებული ახალ მოძრაობას კაცობრიობისა და ეროვნების იდეების გავლენით მიუახლოვდა, რომლითაც ეს ეპოქა იყო გამსჭვალული, სხვები კი მას გერმანიის ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის სიძულვილის გამო უჭერდნენ მხარს. მალე თავადაზნაურობა თავს არა გერმანელად, არამედ უკვე ორივე ერზე მაღლა მდგომად, დაბადებიდან მათ შუამავლად თვლიდა. გრაფი იოზეფ მათიას ფონ თუნი 1845 წელს წერდა, მას „სრულიად დაბეჯითებით“ შეეძლო, ეთქვა, რომ„არც ჩეხი, არც გერმანელი, არამედ ბოჰემიელი იყო“ 1 , რაზედაც ჩეხმა მიუგო, რომ ეს დიდი პროგრესია, რადგან სულ რამდენიმე წლის წინ არცერთ ბოჰემიელ თავად-აზნაურს თავის გერმანელად აღიარებაზე არ უყოყმანია. 2 მხოლოდ 1860 წლის შემდეგ, როდესაც„გაძლიერებულ რაიხსრატში“ კლამ-მარტინიცმა 3 , ნოსტიც-რინიკი და გოლუჩოვსკიმ 4 „ისტორიულ-პოლიტიკური ინდივიდუალობის“ თეორიას მხარი დაუჭირეს, ეს ხანმოკლე ურთიერთობა გრძელვადიან ალიანსად იქცა. როგორ მოხდა, რომ ფუნდამენტურად ანტიეროვნული დოქტრინა შეგნებულად და ცალსახად„გარიბალდისეულ ეროვნების დოგმას“ დაუპირისპირდა და ჩეხეთის ეროვნული პარტია საბოლოოდ ფეოდალურ თავადააზნაურობასთან ალიანსამდე მიიყვანა. სანამ მსხვილ მემამულეებსა და ბურჟუაზიას პროლეტარიატის სახით საერთო მტერი არ ჰყავდათ, პოლიტიკურ დაპირის1 გრაფი იოზეფ მათიას ფონ თუნი, სლავიზმი ბოჰემიაში. პრაღა, 1845 . მასარიკი აღნიშნავდა, რომ ეს წინადადება ჩეხურ ენაზეც ვერ ითარგმნება, ვინაიდან ჩეხური ენა ჩეხებსა და ბოჰემიელებს(ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს) ერთი და იგივე სიტყვებით აღწერს. 2 ჩეხის სიტყვები, ნათქვამი გრაფი იოზეფ მათიას ფონ თუნის ბროშურის (სლავიზმი ბოჰემიაში, პრაღა, 1845 ) ინსპირაციით. 3 ინდრიხ იაროსლავ კლამ-მარტინიცი( 1826 1887 ) – ცნობილია ასევე როგორც ჰაინრიხ იაროსლავი, ბოჰემიელი პოლიტიკოსი ავსტრიის იმპერიაში(რედ.). 4 აენორ მარია გოლუჩოვსკი( 1849 1921 ) – წარმოშობით პოლონელი პოლიტიკოსი, ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1895 1906 წ.წ-ში(რედ.). 367 პირებებში ამ ორი კლასის ოპოზიცია დომინირებდა. ბურჟუაზიისა და ბიურგერული სახელმწიფოს მზარდი ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში თავადაზნაურობა მოკავშირეებს ეძებს და იმ კლასებში პოულობს, რომლებიც ბურჟუაზიას ეკონომიკურად უპირისპირდებოდნენ. ინგლისში კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლაში ტორები 1 მუშებს დროდადრო მხარს უჭერდნენ, რათა მუშათა კლასი ლიბერალური პარტიისგან გამოეყოთ; ანალოგიურად, გერმანიაშიც იუნკერები 2 და პრუსიის საკონსტიტუციო კონფლიქტის დროს მუშაკების ლიბერალური ბურჟუაზიის წინააღმდეგ განწყობას ცდილობდნენ; თავადაზნაურობის ნაწილი ავსტრიაშიც საშუალო ფენის გადარჩენასა და მუშების დაცვაზე მიმართულ იდეას ეხმიანება, სანამ ისინი ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წვრილბურჟუაზიისა და მუშათა კლასის სოციალურ მოძრაობაში მოკავშირის პოვნას იმედოვნებდნენ. თუ თავად-აზნაურთა სოციალურმა დემაგოგიამ სასურველ წარმატებას ვერსად მიაღწია, ამისთვის ხელსაყრელ პირობებს ავსტრიაში აღმოაჩენდა. თავად-აზნაურთა სოციალურმა დემაგოგიამ აქ ეროვნული დემაგოგიის განსაკუთრებული სახე მიიღო. თავადაზნაურობა ცდილობდა, სლავურ ეროვნულ მოძრაობასა და, განსაკუთრებით, წვრილბურჟუა ჩეხებთან მოკავშირეობით, გერმანიის ბურჟუაზიასა და ბიუროკრატიას დაპირისპირებოდა. ამგვარად, თავადაზანაურობის კონსტიტუციისადმი წინააღმდეგობა ალიანსის შექმნის საშუალებას იძლევა. იმპერიაში თავადაზნაურობას გერმანიის ბურჟუაზიასა და ბიუროკრატიასთან ძალაუფლება უნდა გაენაწილებინა, თუმცა ბოჰემიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება სულ სხვა მოვლენაა. ამ შემთხვევაში, ჩეხეთის წვრილბურჟუაზია გერმანიის ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიას დაუჭერდა მხარს. ჩეხეთის წვრილბურჟუაზიის მიერ ბოჰემიის მმართველობის იდეა არადემოკრატიულ ავსტრიაში შეუძლებლად ესახებოდათ იმ დროს, როდესაც ძალაუფლების მოპოვებისაკენ მხოლოდ მდიდრებსა და დიდებულებს მოუწოდებდნენ და ხმის მიცემის პრივილეგიების სისტემით მსხვილი მიწათმფლობელების კურიას უფლებას აძლევდნენ, ამ ან სხვა ერს უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებოდა და მსხვილი მიწათმფლობელები ერებს შორის შუამავლად, ან 1 ტორები – ინგლისის პარლამენტში არსებული მიწათმფლობელთა საპარლამენტო ფრაქცია(რედ.). 2 ამ შემთხვევაში იგულისხმება გერმანულენოვან მიწებში გავრცელებული თავადთა ტიტული(რედ.). 368 ერების მმართველად ექცია. თუ ბოჰემია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა, მაშინ მართვის სადავეები დიდი ლატიფუნდიის მფლობელების ხელში გადავიდოდა ავტომატურად. ამას ისიც ემატება, რომ თავადაზნაურობის სოციალური ავტორიტეტი, რაც უფრო მცირდებოდა წრე, სადაც სახელმწიფო ძალაუფლებისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა, პოლიტიკურად მით უფრო იზრდებოდა. თავად-აზნაურთა პრესტიჟი იმპერიაში დაეცა, რადგან ბოჰემიის საგვარეულოს წარჩინებული სახელები სხვა ქვეყნის გლეხებისა და წვრილბურჟუაზიისთვის უცხოდ აღიქმებოდა, ვიწრო ადგილობრივ წრეში კი გლეხობასა და წვრილბურჟუაზიას არ შეეძლო„ბატონების" ეკონომიკურ ძალაუფლებასა და ტრადიციულ ავტორიტეტს გაჰქცეოდა, ამიტომ თავადაზნაურობას პოლიტიკურ ერთგულებას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უცხადებდა. საბოლოოდ, ფედერალიზმის ცნება არისტოკრატიის იდეოლოგიისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ კლასისთვის იმპერიის კონსტიტუცია რევოლუციის საზიზღარ პირმშოდ ითვლება, რომელმაც მისი პრივილეგიები და გლეხებზე მმართველობა შეასუსტა. კრონლანდები ისტორიულად ტრადიციული ერთეულებია, რომლებიც მამულების სისტემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თავადაზნაურობის ძალაუფლება ყველგან ისტორიულ ტრადიციას ეფუძნება და ამ ტრადიციის დამცველის როლში გვევლინება. ეს იყო თავადაზნაურობის შუა საუკუნეების წარსულისადმი სიყვარული, რამაც„ისტორიულ-პოლიტიკური ინდივიდუალობის“ დოქტრინის ხელშეუხებლობასა და სახელმწიფოს ფუნდამენტად მის შენარჩუნებას დაუდო დასაბამი. თავადაზნაურობამ კონსტიტუციის საკითხი ამგვარად წამოაყენა: ცენტრალიზმს ფედერალიზმი დაუპირისპირა. ავსტრია ფედერაციული სახელმწიფო უნდა გამხდარიყო და იმპერიის ახალი კონსტიტუცია, თითქმის, დამოუკიდებელი გვირგვინის მიწების თავისუფალი ფედერაციით შეცვლილიყო. ავსტრიის სასურველი ფედერაციული კონსტიტუცია გვირგვინის მიწების ავტონომიად ხასიათდება. ეს შესაძლოა, სიტყვის ბოროტად გამოყენებად ჩაითვალოს: ავტონომია თვითმმართველობას აღნიშნავს. თუ გერმანიისა და ჩეხეთის ინდუსტრიული და აგრარული რეგიონები ისე გაერთიანდება, რომ ერთი მეორეზე დომინირებდეს და ორივე უცხო მიწათმფლობელთა კლასს ემორჩილეობდეს, ეს არა ავტონომიას ან თვითმმართველობას, არამედ ჰეტერონომიას, უცხო 369 სახელმწიფოს ბატონობას ნიშნავს. ფედერაციული კონსტიტუცია ერთა სახელმწიფოსადმი ურთიერთობის ცენტრალისტურ-ატომისტურ კონცეფციასთან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლიდა და ერებს კორპორაციად ვერ ჩამოაყალიბებდა, რადგან ყველა ავსტრიელი ერი ერთზე მეტი გვირგვინის მიწაზე ცხოვრობდა. ამგვარად, გვირგვინის მიწების კონსტიტუცია ყველა ხალხისათვის ეროვნულ გახლეჩას მოასწავებდა. თითქმის ყველა გვირგვინის მიწა ერთზე მეტი ერითაა დასახლებული და ფედერაციული კონსტიტუცია თითოეულ კრონლადში ერთი ერის მეორეზე ბატონობას გულისხმობს. ფედერაციული კონსტიტუციის შემთხვევაშიც, თითოეული ერი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისა და თავისი კულტურული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად იძულებული იქნებოდა, ბრძოლაში ჩაბმულიყო. გვირგვინის მიწებზე ძალაუფლებისათვის ბრძოლა, უბრალოდ, იმპერიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლას ჩაანაცვლებდა. იმპერიიდან ძალაუფლებისათვის ეროვნული ბრძოლების კრონლანდებში გადანაცვლება, ცხადია, ერებს შორის ძალაუფლების განაწილების პოზიციებს ძირეულად შეცვლიდა. ჩეხებმა, რომელთა მდგომარეობა შმერლინგისეულ და დეკემბრის კონსტიტუციის პირობებში აუტანელი იყო, აქ იმ ძალაუფლების მოპოვების იმედი დაინახეს, რომელიც ეროვნული ურთიერთობების ატომისტურ-ცენტრალისტური წესრიგის პირობებში სჭირდებოდათ და მოქმედ კონსტიტუციას უარყოფდნენ. ისინი ისეთ ეკონომიკურ ინტერესს არ გამოხატავდნენ, რომელიც ფედერალიზმს შეეწინააღმდეგებოდა: ჩეხი წვრილბურჟუა პროდუქციას აწარმოებს და ყიდის მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის; ჩეხ ფერმერს ისეთი დიდი ბაზარი არ სჭირდებოდა, როგორც გერმანიის ბურჟუაზიას და კანონით რეგულირებადი ერთიანი დიდი ეკონომოკური რეგიონის არსებობისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენს; პირიქით, მისი ეკონომიკური ინტერესი დაკმაყოფილდებოდა, თუ სუდეტის ხეობის მიწები მის პროდუქციას შეიძენდნენ და მაღალი ფისკალური შესაძლებლობების წყალობით, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხელს შეუწყობდნენ. ჩეხების ეროვნული პოზიცია პროვინციაში ბევრად უფრო ხელსაყრელი ჩანდა, ვიდრე იმპერიაში. ჩეხ ერს იმპერიის ლანდტაგში, სადაც ყოველ ოთხ გერმანელზე ექვსი ჩეხი მოდიოდა, მხოლოდ კურიის ხმის მიცემის უფლებით, უმრავლესობის შექმნა არ შეეძლო და მისი პოლიტიკურ ძალაუფლებაში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უზრუნველყოფილი, თუ თავადაზნაურობასთან ალიანსს შექმნიდა. 370 ამრიგად, ჩეხმა ერმა ფეოდალ თავადაზნაურობასთან ალიანსი შეკრა. პალაცკი ერებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ორგანული მოწესრიგების, ეროვნული ავტონომიის მოთხოვნით გამოვიდა, რომელსაც იგი კრემზირის საკონსტიტუციო კომისიაში წარმოადგენდა და ჩეხეთის წვრილბურჟუაზია დაავალდებულა ფედერალიზმის პროგრამისათვის მხარი დაეჭირა. ჩეხეთის ძველმა პარტიამ ფეოდალიზმის ალიანსის მხარდაჭერა მოიპოვა, რასაც თავისი ეკონომიკური მოთხოვნები და იდეოლოგია მოარგო. პალაცკი, რომელსაც 1848 წელს ტრადიციული გვირგვინის მიწების განადგურება და ეროვნულად გამიჯნული ტერიტორიების მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება სურდა, ახლა ჩეხი ხალხის ცხოველმყოფელ მოთხოვნებს ბოჰემიის დიდი ხნის ჩამოშლილ კონსტიტუციურ სისტემაზე ამყარებს. კულტურის ყველა საკითხში, რომელშიც ეროვნული გულგრილობა შეინიშნებოდა, ჩეხეთის ძველი პარტია ბურჟუაზიულ-ლიბერალურ პოზიციაზე დამყარებულ მოთხოვნებს სულ უფრო და უფრო უკუაგდებდა. სლადკოვსკის და გრეგრის ხელმძღვანელობით ჩეხეთის ბურჟუაზიის მხოლოდ მცირე ჯგუფმა ბურჟუაზიული ლიბერალიზმის მოთხოვნების ფეოდალური თავადაზნაურობისთვის მსხვერპლად გაღებაზე უარი განაცხადა. გერმანელებისათვის გვირგვინის მიწების ფედერალიზმი ბუნებრივად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ეს კი იმპერიაში გერმანული ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის ჰეგემონიას დაარღვევდა და გერმანიის ბურჟუაზიას მონარქიის ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყანაში მისი სოციალური მოწინააღმდეგის, ფეოდალი თავადაზნაურობისა და ეროვნული მოწინააღმდეგის, ჩეხების წყალობაზე გადაიყვანდა, აგრეთვე, ის ბოჰემიაში გერმანიის ინდუსტრიის დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ქვეყნის აგრარული ნაწილის მოთხოვნებს მოარგებდა, გერმანიის ბურჟუაზიას საფრთხეში ჩააგდებდა და იურიდიულად ერთიანი რეგიონის დაშლას ერთიანი ეკონომიკური რეგიონის დაყოფა და, შესაბამისად, მისი სავაჭრო ბაზრების დაკარგვა მოჰყვებოდა. ბრძოლა ცენტრალიზმსა და ფედერალიზმს, უნიტარულ სახელმწიფოსა და ბოჰემიის კონსტიტუციურ სამართალს შორის, გერმანული ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის მსხვილი მიწის მესაკუთრეებთან კლასობრივი დაპირისპირებით გამოიხატა, რომლებიც სარგებლისა და მიწის რენტას შორის ანტაგონიზმის პოლიტიკური გამოვლინების ფორმებს მიეკუთვნებიან. გერმანულ-ლიბერალური კონსტიტუცია 371 თითოეულ ერს ძალაუფლებისათვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა და პოლიტიკური პრივილეგიების გაქნილი სისტემის მეშვეობით ცდილობდა, ჩეხი ერს ამ ძალაუფლებაზე წვდომა არ ჰქონოდა. ჩეხები ამ ბრძოლაში ძველი მიწის მესაკუთრეების კლასს დაემორჩილნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგრძნობოდა ჩეხ გლეხებსა და მუშებზე უცხო, დიდწილად გერმანული წარმოშობისა და ძალაუფლების ექსპლუტაცია და, ამასთანავე, ნადგურდებოდა ძველი თავადაზნაურობის სისტემა. მსხვილი მემამულეების გარდა, უპირველესად, ეროვნული ბრძოლის სადავეები ინტელიგენციამ ჩაიგდო ხელში. ინტელიგენცია ლიბერალური კონსტიტუციური ეპოქის დასაწყისში დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობდა. რაოდენობრივად ყოველთვის ხალხის მცირე ნაწილს შეადგენდა, თუმცა იმის გამო, რომ ხალხის ფართო მასა საგადასახადო ცენზის მიხედვით საარჩევნო ორგანოებიდან ირიცხებოდა,„ინტელექტუალები“ ამომრჩეველთა არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ. მათი ხმების რაოდენობა სასწორის პინას კიდეც გადაწონიდა, ვინაიდან ინტელიგენცია პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ერთვებოდა, ხოლო მასები, როგორც ამას 90-იანი წლების დასაწყისამდე ლანდტაგისა და რაიხსრატის არჩევნებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლი მოწმობს, პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში პასიურობასა და გაურკვევლობაში ატარებდნენ. ამას ისიც ერთვოდა, რომ მასწავლებლები, მღვდლები, ექიმები, ადვოკატები, აფთიაქარები და მცირე მოხელეები, ქალაქებსა თუ პროვინციებში, როგორც წესი, სამრევლო უნიის ლიდერები იყვნენ, რომლებსაც პოლიტიკურად მთელი ელექტორატი ემორჩილებოდა. გარდა ამისა, ინტელიგენციის გავლენა გაიზარდა იმითაც, რომ ავსტრიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაწყებითი სკოლის გაუმართაობისა და პოლიტიკური განათლების ნაკლებობის გამო, ზედმეტად უცოდინარი, უგუნური აღმოჩნდა და საკუთარი პოლიტიკური პოზიციების დასაფიქსირებლად პოლიტიკურ მოვლენებს ძალიან მწირი ცოდნით შეხვდა. ამრიგად, გლეხებსა და წვრილბურჟუაზიაზე პოლიტიკური მმართველობა ყველგან ინტელიგენციის ხელში გადავიდა. ინტელიგენციის პოლიტიკური დამოკიდებულება საწარმოო პროცესებისა და კლასების გარეთ მისი პოზიციით განისაზღვრებოდა. ინტელიგენციას – მეწარმეებსა და მუშებს, კაპიტალისტებსა და ხელოსნებს, სოფლის მეურნეებსა და მრეწველებს შორის 372 დაპირისპირებები არ ეხებოდა და მათი არ ესმოდა. იგი ყველა კლასობრივ ბრძოლას რაიმე განსაკუთრებული ინტერესის გარეშე, გულგრილობითა და აპათიურობით ეკიდებოდა. თუ ინტელიგენცია რეალურ ეკონომიკურ საზრუნავს ყოველგვარი გაგების გარეშე შეხვდებოდა, იგი, განათლების წყალობით, ყველა სხვა კლასზე მეტად თავისი დროის წამყვან იდეებს დაემორჩილობოდა. ინტელიგენცია წინა ხაზზე არ იბრძოდა, იქ, სადაც ბურჟუაზიული საზოგადოების კლასები თავიანთ ძალებს სინჯავდნენ, არამედ იქ, სადაც ხალხი, როგორც განუყოფელი მასა, ბრძოლაში ერთვებოდა. ამიტომ, ინტელიგენცია ყველგან ბრძოლის სათავეში დგება, სადაც ხალხი, როგორც მთლიანობა, აბსოლუტიზმის წინააღმდეგ გამოდის, რაც 1789 წელს – საფრანგეთში, 1848 წელს – გერმანიასა და დღეს რუსეთში ვითარდება. ამავე მიზეზით, ინტელიგენცია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველგან, იმ ბრძოლებში, სადაც ერი, როგორც მთლიანობა, სხვა ერს უპირისპირდებოდა. ამრიგად, ავსტრიაში ყოველივე ინტელიგენციის ეროვნულ ბრძოლაზე მიანიშნებდა. თავისთავად, ინტელიგენციის დიდმა პოლიტიკურმა გავლენამ მოსახლეობას ყურადღება სოციალური ანტაგონიზმებიდან ეროვნული ბრძოლებისკენ გადაატანინა. როგორც კი ისტორიის არმქონე ერების მასებიდან წარმოშობილი ინტელიგენცია ისტორიული ერების კულტურულ საზოგადოებას ვერ შეეთვისება, თუმცა ეროვნებას შეინარჩუნებს, უცხო სახელმწიფოს ბატონობის ქვეშ ყოფნაზე მძაფრი რეაქცია ექნება. ინტელიგენციას, რომელიც ყველგან სოციალური პრესტიჟისთვის იბრძვის, აუტანლად ესახება, რომ თავისი ერი უგულებელყოფილი, კულტურა კი ნაკლებდაფასებულია და პოლიტიკურ ძალაუფლებაში ხალხი ვერ ერთვება. ჩეხმა სტუდენტმა – გერმანული ენა სკოლაში, ხოლო ჩეხმა მოხელემ ოფიციალური სასამართლოს გერმანული ენა თვალსაჩინო ნიშნად, თავისი ერისადმი ზიზღის კონკრეტულ ფორმად,„ეროვნული ღირსების“ შელახვად აღიქვა. ამიტომ ისტორიის არმქონე ერების ინტელიგენციამ ბრძოლა, უპირველესად, ეროვნული განათლებისა და ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოების ენისათვის დაიწყო. თუ მსხვილმა მემამულეებმა ეროვნული საკითხი კონსტიტუციურ საკითხად დააყენეს, ინტელიგენციამ ეროვნული სკოლებისა და ენის საკითხი წამოჭრა. ცხადია, ეროვნული სკოლის საკითხი ყველა სხვა ეროვნულ საკითხზე მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული განათლება ერის 373 შემაკავშირებელი ძალაა. ინტელიგენციამ ამ საკითხის მნიშვნელობას საგრძნობლად გადააჭარბა. ერის განვითარება, გამონაკლისის სახით, ან, თუნდაც, უპირატესად სასკოლო სისტემის ფორმას არ ეფუძნება.„რა უნდა იყოს სკოლაში გატარებული საათები მთელი დღის ხანგრძლივობასთან შედარებით და რა უნდა იყოს სკოლაში სწავლისა და ბავშვობის წლები მთელ ცხოვრებასთან შედარებით?!“ 1 ინტელექტუალები და მათი შვილები, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებდნენ, თავის მხრივ, მთელ ახალგაზრდობას განათლებას უთმობენ, სხვა კლასობრივ ფენებთან შედარებით, სკოლის საკითხით უფრო მეტად ინტერესდებიან. იმ სკოლებში, რომლებისთვისაც ასე იბრძოდნენ, არა დაწყებითი სკოლები, სადაც ფართო მასები სწავლობდნენ, არამედ საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მოიაზრებოდა, სადაც თვითონ, როგორც სტუდენტებმა, მიიღეს განათლება და მასწავლებლობდნენ. მათთვის ეროვნული საკითხი, უპირველეს ყოვლისა, გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებს შეეხო. სასამართლოებისა და მმართველობითი ორგანოების ენის საკითხსაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ისტორიული სარჩული უდევს. გერმანული ენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ისტორიის არმქონე ერების ახალი კულტურული ცხოვრების დონის აღმასვლას ეფუძნებოდა. დღეს ენის საკითხის ირგვლივ ბრძოლა სახელმწიფოში ძალაუფლების მოპოვებისათვის ცენტრალისტურ-ატომისტური სახელმწიფოს იდეის ქვეშ ერების გარდაუვალ ბრძოლას ასახავს. გასაკვირი არაა, რომ საჯარო მოხელეებისათვის, მოსამართლეებისა და ვექილებისათვის, ეს საკითხი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილეში. სხვადასხვა ერის ინტელიგენციამ განათლება და საქმიანობა მხოლოდ სკოლისა და ენის საკითხის მნიშვნელობის გამოკვეთისკენ არ მიმართა, მალე ამ საკითხების გადაწყვეტის პროცესში ეკონომიკური ინტერესი გაუჩნდა. ჩეხი ინტელიგენცია ოდითგანვე გერმანულ ენაზე იღებდა განათლებას. ინტელექტუალები, რომლებიც ოდესღაც დამონებული კლასების ენას ჯერ კიდევ უგულებელყოფდნენ, ჩეხურ ენას იშვიათად ფლობდნენ. ჩეხური ოფიციალური ენის გამოყენებამ ჩეხურენოვანი რეგიონებიდან იქ მყოფი გერმანელი საჯარო მოხელეებისა და ვექილების გამორიცხვა გამოიწვია. თუ ჩეხური ენის ცოდნა თავად გერმანიის რეგიონებში სავალდებულო იქნებოდა, როგორც ეს ბადენისეული 1 რუდოლფ შპრინგერი, საფუძვლები და განვითარების მიზნები, გვ. 67 . 374 ენების კოდექსის შემთხვევაში იყო, მაშინ აქ გერმანელი საჯარო მოხელე თავს ჩეხი კოლეგების კონკურენციის საფრთხის ქვეშ დაინახავდა. გერმანელი ინტელიგენცია ოფიციალური და სასამართლოს გერმანული ენის შენარჩუნებისათვის ბრძოლის გზით ჩეხი კოლეგების კონკურენციისგან თავის არიდებას ცდილობდა, საგანმანათლებლო საკითხსაც მსგავს მნიშვნელობას ანიჭებდა. თუ საშუალო სკოლები და უნივერსიტეტები გერმანული იქნებოდა, მაშინ ჩეხური წვრილბურჟუაზიისა და გლეხის შვილებისათვის სწავლა რთულდებოდა. ჩეხური სკოლების წინააღმდეგ ბრძოლა გერმანული ინტელეგინციისათვის სლავური კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. ეს ბრძოლა მით უფრო მწვავდებოდა, რაც გერმანული ინტელიგენცია სხვა ერების წარმომადგენელი კოლეგებისგან უფრო დიდ საფრთხეს ხედავდა. გერმანელი საჯარო მოხელისათვის რაც უფრო დიდ უსიამოვნებას იწვევდა ჩეხი კოლეგის იერარქიაში უმაღლესი თანამდებობის დაკავება და გერმანელი იურისტებისა და ექიმებისათვის ჩეხი კოლეგების კონკურენცია, მით უფრო ენერგიულად ებრძოდნენ ჩეხურ გიმნაზიებს, უნივერსიტეტებს და ინარჩუნებდნენ ოფიციალურ გერმანულ ენას. ინტელიგენციის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფთა წრეში გერმანული ენის მოთხოვნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მსხვილმა მემამულეებმა ეროვნული საკითხი – კონსტიტუციის საკითხად, ხოლო ინტელიგენციამ სკოლისა და ენის საკითხებად აქცია, მიუხედავად იმისა, რომ კლასობრივი ბრძოლა კონსტიტუციისათვის ბრძოლას დაედო საფუძვლად. მემამულეთა კლასის ბრძოლა ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ არა ოფიციალური ენისა და სკოლის გარშემო კამათით დაფარულ კლასობრივ ბრძოლად, არამედ ერთი კლასის შიგნით და ინტელიგენციაში კონკურენტულ ბრძოლად მოიაზრებოდა. ამრიგად, განვსაზღვრეთ ერებს შორის პოლიტიკური ბრძოლების არსი. პოლიტიკურ სარბიელზე გამოსული შემდეგი კლასი, წვრილბურჟუაზია, ეროვნული პარტიების პროგრამას ახალ შინაარსს კი არ სძენს, არამედ ბრძოლის ენერგიას განსაზღვრავს და იმ ტონს ცვლის, რითიც ეროვნული მოთხოვნები გაისმის. წვრილბურჟუაზიის ზედა ფენის წარმომადგენლები – მდიდარი ვაჭრები და რესტორატორები, მემამულეები და შედარებით მდიდარი ხელოსნები, კონსტიტუციური ეპოქის დასაწყისიდან მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ბრძოლებში. ისინი სხვა კლასების – ბურჟუაზიისა და მიწის მსხვილი მესაკუთრეების, ბიუროკრა- 375 ტიისა და ინტელიგენციის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამიტომაც ეროვნული ბრძოლის არსს ვერ ჩასწვდნენ. მთელმა წვრილბურჟუაზიამ პოლიტიკურად 1882 წლიდან გამოავლინა თავი და ეროვნული ბრძოლებისადმი თავისი დამოკიდებულება გამოკვეთა. ავსტრიის პოლიტიკაში რადიკალიზმი, მიდრეკილება აგრესიული ტონის, ხმამაღალი გამოსვლებისა და შეურაცხყოფისადმი, თავდაპირველად წვრილბურჟუაზიამ შემოიტანა, იგი, საზოგადოებრივი ფორმებით უკმაყოფილო, როგორც კაპიტალიზმის მსხვერპლი, მის მიერ დაჩაგრული და დამონებული, ცდილობდა, მთელი ბრაზი ამოენთხია. თუ წვრილბურჟუაზიას სხვა კლასებთან ეკონომიკური მოთხოვნების, იძულებითი კოოპერატივისა და კვალიფიკაციის დამტკიცებისათვის უნდა ებრძოლა, მაშინ ამ რადიკალიზმს, შესაძლოა, კლასის განსაკუთრებული მოთხოვნებისათვის პოლიტიკური ბრძოლის სახე მიეღო. ამ ბრძოლას ხმის მიცემის პრივილეგირებული უფლება დარჩა. ქალაქების კურიაში ძნელად თუ აირჩევდნენ ვინმეს, ვინც საშუალო ფენის მცირე წარმოების პოლიტიკას არ ემხრობოდა. კლასის ეკონომიკური ინტერესი აქ პარტიულ ძალად აღარ მოიაზრებოდა. სხვა კურიებში, სადაც მსხვილი მემამულეები, ბურჟუაზია და გლეხობა დომინირებდა, წვრილბურჟუაზიის მოთხოვნები ასე ხმამაღლა არ გაისმოდა. კურიების დაყოფამ არჩევნების გზით კლასობრივი ბრძოლა შეუძლებელი გახადა. ამრიგად, ბრძოლა საშუალო კლასების პოლიტიკისათვის თავიდანვე პარლამენტის კურიებად დაყოფით გადაწყდა, რის შედეგადაც ამ ბრძოლაში წვრილბურჟუაზიის რადიკალიზმი არსებობას შეწყვეტდა. წვრილბურჟუაზიულ პარტიებს სახელმწიფოზე საპარლამენტო სამინისტროს მეშვეობით ძალაუფლების შეუზღუდავი კონტროლის იმედი რომ ჰქონოდათ, იძულებულნი გახდებოდნენ, სახელმწიფოს მოთხოვნებისათვის ანგარიში გაეწიათ და თავიანთი რადიკალიზმი შეემსუბუქებინათ. ბიუროკრატიას მმართველობის სადავეები ხელში მტკიცედ უჭირავს და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს ბურჟუაზიასა და მიწათმფლობელ თავადაზნაურობას და არა ნელა განვითარებად წვრილბურჟუაზიულ პარტიებს. წვრილბურჟუაზიის რადიკალიზმს სხვა კლასებთან ბრძოლის აუცილებლობით ეროვნული ბრძოლის კურსიდან არ გადაუხვევია და სახელმწიფო მოთხოვნების გათვალისწინების აუცილებლობით ქცევა არც შეურბილებია. ბრძოლა კონსტიტუციის, განათლებისა და ენის საკითხებისათვის ახლა სრულიად განსხვა- 376 ვებული სიტყვებით, ქცევებითა და პათოსით წარიმართა, ვიდრე – წინათ. ეკონომიკურად ჩაგრული წვრილბურჟუაზიის უკმაყოფილებამ, რომელმაც კლასის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი თავი ვერ გამოავლინა, ეროვნული რადიკალიზმის სახე მიიღო. წვრილბურჟუაზია ეროვნულ რადიკალიზმს ეროვნული სიძულვილით მომზადებული შეხვდა, რომელმაც, როგორც ჩვენ ვიცით, კაპიტალიზმის განვითარება, მოსახლეობის, განსაკუთრებით, წვრილბურჟუაზიის, გადასახლება განაპირობა. ამ ეროვნულმა სიძულვილმა უმიზნო ეროვნული დემონსტრაციებისადმი პათოსი, უცხო ენაზე ტრაფარეტების წინააღმდეგ გამანადგურებელი ომი, უცხო ენის საჯარო გამოყენებისა და უმცირესობათა ფესტივალებისა და შეკრებების აღკვეთა გამოიწვია. წვრილბურჟუაზიამ პარლამენტში ეროვნული დემონსტრაციების პოლიტიკა დანერგა. ახლა უპირატესობა არა საკუთარი ერისათვის ძალაუფლების მინიჭების უზრუნველყოფას, არამედ სხვა ერების დამცირებას ენიჭებოდა. მიზნის მიღწევის საშუალებად გვევლინება არა ბრძოლა, არამედ დემონსტრაცია, როგორც თვითმიზანი, ფორმა, რომლითაც წვრილბურჟუაზიის სოციალური უკმაყოფილებითა და სოციალური რევოლუციით გამოწვეული ეროვნული სიძულვილი, რადიკალური დამოკიდებულება ვლინდება. ეს საბრძოლო განწყობა სახელმწიფოში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობას არ ცვლის, ვინაიდან წვრილბურჟუაზია სახელმწიფოს ან ხალხს არა მთლიანობაში, არამედ პატარა ქალაქად მოიაზრებს, რომელშიც მისი ცხოვრება მიედინება და თუ ჩეხური სკოლა ან ჩეხი მოხელე პატარა ბუდეში მის კეთილდღეობას წინ აღუდგება, მაშინ იმპერიის დაქუცმაცებას მოინდომებს. წვრილბურჟუაზიას ნაკლებად ადარდებდა, რომ თავისი ერის მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნიდა, თუ მხოლოდ ქალაქი ცილი სლოვენიურ გიმნაზიას არ მიიღებდა. ამ წვრილბურჟუაზიულმა რადიკალიზმმა ეროვნული პოლიტიკის მოუქნელობა გამოიწვია: არცერთ ეროვნულ პარტიას, საკუთარი ნგრევის ფონზე, მოწინააღმდეგესთან დათმობაზე წასვლა ან მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა არ სურდა. ეს წვრილბურჟუაზიული ნაციონალური რადიკალიზმი თავდაპირველად არაგერმანულ ერებში გამოვლინდა. გერმანელებს შორის ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის გავლენა უფრო დიდია. 1882 წლის შემდეგაც კი, გერმანული პოლიტიკა შენარჩუნდა იმ მხრივ, 377 რომ მათ ერთ სახელმწიფოში ერებს შორის თანაარსებობა სრულიად შეუძლებელი არ გახადეს. წვრილბურჟუაზია, რაც მეტად იღებდა ხელთ პოლიტიკის მართვის სადავეებს, ხოლო წვრილბურჟუაზიული ამომრჩევლის ფსიქოლოგია მათ მიერ არჩეულთა საპარლამენტო დამოკიდებულებას განსაზღვრავდა, მით უფრო ძლიერდებოდა ეროვნული რადიკალიზმი. გერმანული რადიკალიზმის განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ დასავლეთ ავსტრიაში გერმანულმა უმცირესობამ ერთპიროვნული მმართველობა ვერ შეინარჩუნა. ფეოდალების ჩეხებთან კავშირმა იმპერიაში გერმანული უმცირესობის პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის მზაკვრულ გეგმას შეუშალა ხელი. ქალაქებისა და სოფლის კომუნების კურიაში ხმის მიცემის უფლებამოსილების გაზრდამ ისტორიის არმქონე ერებიდან ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა განაპირობა. სახელმწიფო თანდათან უნდა შეურიგდეს იმ ფაქტს, რომ ერები ისტორიული არსებობისათვის გამოფხიზლდნენ და მან, სულ მცირე, არაგერმანული ერების აუცილებელი კულტურული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. გერმანული წვრილბურჟუაზია პოლიტიკურ ისტორიას გერმანიის ძალაუფლების მუდმივ შესუსტებად აღიქვამს. ავსტრია რაც უფრო ნაკლებად გერმანული სახელმწიფო იქნებოდა ფორმით, მით უფრო ნაკლებად აღიქვამდა გერმანული წვრილბურჟუაზია მის სახელმწიფო ინტერესებს საკუთარი ერის ინტერესებად და მით უფრო იოლად შეძლებდნენ გერმანელები ეროვნულ პარტიად გაერთიანებას სხვებთან ერთად. მაშინ, როდესაც გერმანულ ბურჟუაზიასა და ბიუროკრატიას ოდესღაც ხელთ ეპყრა ძალაუფლება, რომელიც მათ მიერ მართულ სახელმწიფოს სხვა ერების წვრილბურჟუაზიის თავდასხმებისაგან იცავდა, ახლა გერმანული წვრილბურჟუაზია ეროვნულ პარტიებს ქმნის, რომელიც სახელმწიფო მოთხოვნების უგულებელყოფით სხვა ერების ეროვნულ პარტიებთან ერთად ერთ მიწაზე ძალაუფლებისათვის იბრძვის. ძველი ლიბერალური პარტიის განადგურება და გერმანიის ობსტრუქციის დაწყება ბადენის სამინისტროს წინააღმდეგ გულისხმობდა, რომ წვრილბურჟუაზიულმა რადიკალიზმმა გერმანულ ბანაკშიც ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის გავლენა შეასუსტა. ახლა მეტი სიმძაფრითა და ვნებებით მიმდინარე ეროვნული ბრძოლის ქარცეცხლმა ეროვნული ძალაუფლების პოლიტიკაში ფართო მასები, განსაკუთრებით, გლეხები, მიიზიდა. ძველი ყაიდის გლეხს იმ სოციალურ წრესთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონდა, სადაც ეკონომიკური ცვლილებები ეროვნულ სიძულვილს განაპირობებდა. ჩეხი მუშაკი და წვრილ- 378 ბურჟუა თავიანთ პროვინციებში არ შეიჭრებიან. დღესაც კი, ბოჰემიისა და მორავიის ბევრ რეგიონში, გლეხები შვილებისათვის მეორე სახელმწიფო ენის შესწავლისათვის იბრძვიან. ამიტომ გერმანელი გლეხი შვილს ერთი წლის ვადით ჩეხ გლეხს აბარებს, სანაცვლოდ კი მის შვილს პატრონობს. გლეხები ჩაკეტილი ენობრივი რეგიონის შიგნით ეროვნულ მოწინააღმდეგეს არასოდეს შეხვედრიან, ამიტომ ეროვნული ბრძოლით არ ინტერესდებიან. ასეთი ეროვნული ბრძოლის სულისკვეთების არმქონე და ტრადიციებთან მჭიდროდ დაკავშირებული გლეხების იდეოლოგიას კლერიკალიზმი მიეკუთვნებოდა. კათოლიკური ეკლესია ეროვნული ბრძოლისადმი თავიდნავე გაურკვევლად და მტრულად განეწყო. 1849 წლის 17 ივნისის ცნობილ პასტორალურ წერილში, რომელიც გერმანულ-სლავური მემკვიდრეობითი მიწების 35 ეპისკოპოსისაგან შემდგარი სინოდის მიერ გამოიცა, ერები„წარმართობის“ გადმონაშთად შერაცხეს, რადგან„ენობრივი მრავალფეროვნება ცოდვისა და ღვთისგან განდგომის ნაყოფად მიიჩნიეს“. კლერიკალი გერმანელი გლეხები საერთო აგრარული ინტერესებით, ლიბერალიზმის სიძულვილითა და წარსულისადმი იდეოლოგიური მიჯაჭვულობით მსხვილ ფეოდალ მიწათმფლობელებთან მჭიდრო კავშირს გრძნობდნენ, ამიტომაც ფეოდალებს, ჩეხებსა და პოლონელებს, უყოყმანოდ შეუერთდნენ და„რკინის ბეჭედი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც ავსტრიაში გერმანიის მმართველობას დასასრულს უწინასწარმეტყველებდა. რაც უფრო მეტად მიისწრაფოდა გლეხი კაპიტალისტური სასაქონლო წარმოებისაკენ, მით უფრო სწრაფად იცვლებოდა მისი პოზიცია ეროვნული საკითხისადმი. ჩეხი დღიური მუშაკი და წვრილი მესაკუთრე, როგორც ინდუსტრიალისტი, რომლებიც გერმანელი კაპიტალისტების სისტემიდან გამოდევნას ემსახურებოდნენ, ახლა უკვე ნაციონალისტები გახდნენ. როგორც კი გლეხებიც სასაქონლო წარმოებამ მოიცვა, გლეხი ნამდვილი ფერმერი გახდა და ქალაქის მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა, ისიც ურბანულ და წვრილბურჟუაზიულ იდეოლოგიას დაემორჩილა, გარდა ამისა, ინდუსტრიულმა განვითარებამ პროვინციაში ეროვნული კონფლიქტიც გამოიწვია. ჩეხურ სოფლებში გერმანელი ქარხნის მფლობელები და თეთრსაყელოიანი მუშაკები გამოჩნდნენ, ხოლო გერმანულ სოფელში – ჩეხი მუშა და წვრილბურჟუა. უკეთესმა განათლებამ, სავალდებულო სამხედრო სამსახურმა, პოლიტიკურმა ბრძოლებმა, საჯარო შეკრებებმა და გაზეთებმა, 379 გლეხები ქალაქის წვრილბურჟუაზიასთან უფრო და უფრო დააახლოვა. ამ გზით, გლეხი, თავდაპირველად, სწრაფად განვითარებად კაპიტალისური სუდეტის ქვეყნებში ეროვნული პარტიების მიმართულებით წავიდა. ამ მოძრაობამ თანდათან ალპური ქვეყნების გერმანელი გლეხებიც მოიცვა, თუმცა გლეხის ეკონომიკური მდგომარეობა აქაც იცვლება. სარკინიგზო სისტემამ, ერთა დროებითმა გადაადგილებამ, აგრარულმა კოოპერატივებმა, გლეხი თანდათან ნამდვილ ფერმერად აქცია და ქალაქების წვრილბურჟუაზიას დაუახლოვა. ძველი კლერიკალური პოლიტიკის ფორმის განვითარება შეუძლებლად ჩანდა – კლერიკალური პარტია ან გლეხის ახალ სულისკვეთებას უნდა მორგებოდა, ან ნეოკლერიკალური, ქრისტიან-სოციალური პარტიით ჩაენაცვლებინა. ამ პარტიებს ახლა პროვინციაში ეროვნული იდეების გათვალისწინება უწევთ. ისინი ეროვნული ბრძოლის წინა რიგებში არ იდგნენ, თუმცა მას ვერც უგულებელყოფდნენ, აღარ შეეძლოთ ეროვნულ მოწინააღმდეგეებთან მოკავშირეობა და საკუთარი ერის წვრილბურჟუაზიული ნაციონალისტებისათვის ყოველ გადამწყვეტ კენჭისყრაში მხარდაჭერა. ეროვნული ძალაუფლებისათვის ბრძოლის იდეამ არა მხოლოდ გლეხები, არამედ მუშათა კლასიც მოიცვა. როდესაც 1897 წლის საერთო არჩევნებში პირველად მონაწილეობის უფლებით გლეხებმა ახალ კურიას მისცეს ხმა, ბოჰემიაში, ეროვნებების ბრძოლის კლასიკურ ქვეყანაში, სწორედ სოციალ-დემოკრატიამ მოიპოვა გამარჯვება. მათმა დიდმა წარმატებამ ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის რისხვა გამოიწვია. კურიების კონსტიტუციამ ბრძოლის საშუალებები უზრუნველყო. ქონებრივი კლასის ინტერესები საკმარისად დაცულად ითვლებოდა, რადგან საერთო საარჩევნო უფლებით შერჩეულ 72 დეპუტატს საკუთრების პრივილეგირებული კურიის 353 წარმომადგენელი დაუპირისპირდა. ამრიგად, ეროვნულ პარტიებს შეეძლოთ ყოველგვარი საფრთხის გარეშე ბურჟუაზიული კლასობრივი ინტერესების დაცვისათვის ეროვნულ„მუშათა პარტიებს“ შეერთებოდნენ, რითიც მიზნად ისახავდნენ ეროვნული ძალაუფლების ბრძოლისათვის ამ უკანასკნელის მხარდაჭერის მოპოვებას. 1901 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს ფარსი წარუმატებელი არ აღმოჩნდა – გერმანული და ჩეხური სოციალ-დემოკრატია ბოჰემიასა და მორავიაში დამარცხდა. გულგრილად განწყობილი მუშათა კლასის მნიშვნელოვანმა ნაწილმა 380 ეროვნული ბრძოლების ქარცეცხლში პრაგმატულობის შეგრძნება დაკარგა და კლასობრივ მოწინააღმდეგეებს ნებას აძლევდა, მათი პოლიტიკისათვის მხარი დაეჭირათ. ორგანიზებული სოციალ-დემოკრატიული მუშათა კლასიც კი ვერ გაექცა იმ ეპოქის ატმოსფეროს: გამოვლინდა ისეთი ნიშნები, რომ ისინი საერთაშორისო იდეებს ისე მტკიცედ აღარ იცავდნენ და მათ რიგებში ზოგიერთმა ეჭვიც კი შეიტანა საკუთარ თავში. პარტიების გამოსვლა ეროვნული ძალაუფლებისათვის ბრძოლებში მხოლოდ ახლა დასრულდა. ფრიად უცნაური სურათი დაიხატა: მსხვილი მიწის მესაკუთრეების მიერ ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლებსა და შემდგომ ინტელიგენციის კონკურენტულ ბრძოლებში წამოყენებული მოთხოვნების ირგვლივ კიდევ გრძელდება კამათი, რომელიც ცენტრალიზმს, ფედერალიზმს, უნივერსიტეტებს, გიმნაზიებსა და ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოების ენას შეეხებოდა. თუმცა ამ ბრძოლაში მთელი ერების ძალები, განსაკუთრებით, მუშებისა და მუშათა კლასის ნაწილები, ჩაებნენ. ბრძოლის ფორმასა და ენერგიას წვრილბურჟუაზია განსაზღვრავდა, თუმცა მათმა უხეშმა რადიკალიზმმა და ეროვნულმა სიძულვილმა გლეხებისა და მუშათა კლასის უმეტესი ნაწილი აღაშფოთა. რაც უფრო ფართო მასებს მიმართავდა ეროვნული პოლიტიკოსი, მით უფრო ხმამაღალი იქნებოდა მისი ამოძახილი, მისი ქცევები კი – ტლანქი, თითოეული პარტია ძალაუფლების ბუნებრივი საზღვრების შეგრძნებას თანდათან დაკარგავდა და მით უფრო შეუძლებელი იქნებოდა, თითოეული ერისათვის, თუნდაც მცირე ეროვნულ ბრძოლაში მოწინააღმდეგესთან დათმობაზე წასვლა ან მასთან შეთანხმების მიღწევა. ერებმა სახელმწიფოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება დაიწყეს, რათა სახელმწიფოს მათი კულტურული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. სახელმწიფოში ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლა ერებს შორის ბრძოლად იქცა. ეს ბრძოლა უფრო და უფრო ღვივდებოდა, სანამ გერმანიისა და ჩეხეთის საპარლამენტო ობსტრუქციით არ დასრულდა. ახლა თითოეული ერი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ეროვნული მოწინააღმდეგისათვის უმნიშვნელო განვითარების შესაძლებლობა არ მიეცა, თუმცა ეს იმასაც გულისხმობდა, რომ ყველა ერისათვის კულტურული პროგრესისკენ მიმავალი გზა, რამდენადაც მას სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდებობა, ჩაიკეტა. ერებს სახელმწიფოში ძალაუფლების მოპოვება სურდათ და ყველაზე სამარცხვინო – უძლურე- 381 ბა იგრძნეს. არცერთ ერს ახალი უნივერსიტეტის, ახალი საშუალო სკოლისა ან ოფიციალურ ენაზე უმარტივესი საკითხის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, მისი ეროვნული მოწინააღმდეგის კეთილი ნების გარეშე, არ ექნებოდა. უფრო მეტიც! 1901 წელს ავსტრიამ მძიმე ეკონომიკური კრიზისი განიცადა. სავაჭრო ხელშეკრულებების განახლებამ ყველა კლასის წინაშე მნიშვნელოვანი საკითხი დასვა, რომლის გადაწყვეტაც დიდ გავლენას ავსტრიის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობისა და თითოეული ერის კულტურულ განვითარებაზე, მისი კულტურული საზოგადოების მასშტაბურობასა და კულტურის სიმდიდრეზე ახდენს. ავსტრია-უნგრეთის კომპრომისის განახლებამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები წარმოშვა. ძველი კანონები – სისხლის სამართლის ძველი კოდექსი და სამხედრო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლებიც იმდროინდელ მოთხოვნებს აღარ შეესებამებოდა, კვლავ ძალაში რჩებოდა და ყოველწლიურად ათასობით საარსებო წყაროს ანადგურებდა. რეფორმები – ხანდაზმულებისა და ინვალიდების პენსიების დაწესება, რომლებსაც მთელი მოსახლეობა უალტერნატივოდ აღიარებდა და მათი სწრაფი გატარება ათასობით ადამიანის გადასარჩენად აუცილებლობას წარმოადგენდა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ავსტრიას ამ ყველაფრისთვის არ ეცალა. ავსტრიის პარლამენტი შიდა ოფიციალური ენისა და ბრნოს ჩეხური უნივერსიტეტის გამო, არცერთ კლასს, არცერთ ერს, ნებას არ რთავდა, ყველა ამ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ საკუთარი პოზიცია გამოეხატა და სურვილის შესაბამისად, გადაეწყვიტა. კოერბერის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები პარლამენტის გარეშე, მე-14 მუხლის საფუძველზე გადაწყვიტა. ერები პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დაირაზმნენ და მათ მთელი ძალაუფლება დაკარგეს, შედეგად, სახელმწიფო მთლიანად ბიუროკრატიას გადაულოცეს. ასე მოპოვებული ძალაუფლებით დიდად კმაყოფილი ბიუროკრატიაც არ დარჩა, თუმცა მას შეეძლო სახელმწიფოსათვის გადარჩენის გარანტიები მიეცა, სახელმწიფოში გარე მშვიდობა შეენარჩუნებინა და ყველაზე აქტუალური საკითხები მოეგვარებინა. სახელმწიფოს მეტი სჭირდება, იგი უწყვეტ კულტურულ განვითარებასა და მუდმივ რეფორმებს ითხოვს. ყველა რეფორმატორული ღონისძიება შეწყდება, როდესაც პარლამენტი ეროვნული ბრძოლებით სრულიად უფუნქციო გახდება. 382 თითოეული ერი უძლურია, რადგან სხვა ხალხი სახელმწიფოს მათი ნების შესრულების უფლებას არ აძლევდა. ყველა კლასი უძლურია, რადგან ერთა შორის ბრძოლამ მათი ძალაუფლება შეასუსტა და პოლიტიკური მმართველობის სადავეები ბიუროკრატიას გადაულოცა. თვით ბიუროკრატიაც უძლურია, ვინაიდან საკანონმდებლო მექანიზმმა მუშაობა შეწყვიტა. ასეთია ავსტრიის სურათი ბადენის სამინისტროს ენის რეგულაციებიდან მოყოლებული გაუჩის სამინისტროს საარჩევნო რეფორმის კანონპროექტამდე. ყველა ერის, კლასისა თუ სახელმწიფოს სრული უძლურების ასეთი მდგომარეობა ცენტრალისტურ-ატომისტური კონსტიტუციის თვითგანადგურებას მოასწავებდა. ახლა ყველას მზერა ერებს შორის სახელმწიფოში ურთიერთობის მოწესრიგების სხვა შესაძლებლობისკენ იყო მიპყრობილი, რომელსაც შპრინგერმა ორგანული კონცეფცია უწოდა. მუშათა კლასმა პირველმა აღიარა ეს ახალი აუცილებლობა. 1899 წლის სექტემბერში ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბრნოს გენერალურმა კონგრესმა ეროვნული ავტონომია მუშათა კლასის ეროვნულ პროგრამად გამოაცხადა. § 20. მუშათა კლასი და ეროვნული ბრძოლები მუშათა კლასის უპირველესი და ბუნებრივი მოთხოვნილებები მის რევოლუციურ ინსტინქტში გამოვლინდა. ახლად გამოფხიზლებული პროლეტარიატის რევოლუციური განწყობა მის ერისადმი დამოკიდებულებასაც განსაზღვრავს, ამიტომ, მუშა ნაციონალისტია ყველგან, სადაც ერი თავის მჩაგვრელებს უპირისპირდება, სადაც ჩვენი საზოგადოების დიდი და ძლევამოსილი ნაწილი ეროვნულ ბრძოლებში მოწინააღმდეგედ გვევლინება, სადაც ეროვნული პოლიტიკის მიზანს ყოველივე არსებულის განადგურება ემსახურება. მუშათა კლასი ცარიზმის მიერ ყველა დამონებული ერის ეროვნული ბრძოლის სათავეში დგას. სწორედ ამიტომ, პრუსიაში პოლონელი სოციალისტები პრუსიის კლასობრივი სახელმწიფოს მიერ ჩაგრული პოლონელი ერის ინტერესებს იცავდნენ. ამასთან, მუშათა კლასი უნგრეთში გერმანელების, სლოვაკების, რუმინელებისა და სერბების ეროვნული ინტერესებისთვის იბრძოდა. სწორედ ამ მიზეზებით, ისტორიის არმქონე 383 ერების მუშათა კლასი ავსტრიაშიც ნაციონალისტურ ხასიათს ატარებდა. მისთვის სახელმწიფო, რომელმაც ისინი დაამონა, სასამართლოები, რომლებიც მდიდრებს მფარველობდნენ და უპოვრებს დილეგში ყრიდნენ, გერმანულ ხასიათს ატარებდა. ყველა სასიკვდილო განაჩენი გერმანულ ენაზე გამოჰქონდათ. არმია ბრძანებებს გერმანულ ენაზე იღებდა, როდესაც მშიერი, დაუცველი მუშების გაფიცვებში მათ წინააღმდეგ გამოდიოდა. გერმანული ენა, როგორც ერთ დროს ვიქტორ ადლერმა აღნიშნა, ძველი ავსტრიის „სახელმწიფო, ოფიციალურ და ჩაგვრის ენად“ ითვლებოდა. უფრო მეტიც, გერმანული ენა საშუალო კლასის მოწინააღმდეგეების, ფაბრიკანტისა და მისი ქვეშევრდომის, ვაჭრისა და მევახშის ენას მიეკუთვნებოდა. მეორე მხრივ კი, საკუთარი ერის მუშათა კლასის ეროვნული მოძრაობა რევოლუციურ ხასიათს ატარებდა. პოლიტიკური ძალაუფლებისაგან გამიჯნული ერი მოქმედი კონსტიტუციის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ეროვნულ პარტიებს გაზეთები ჩამოართვეს და მათი ლიდერები დააპატიმრეს. ერის წვრილბურჟუაზიაც გერმანული ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ იბრძოდა. რევოლუციურმა ინსტინქტმა ისტორიის არმქონე ერების მუშათა კლასში მმართველი ისტორიული ერებისადმი სიძულვილი და საკუთარი ერის ეროვნული ძალაუფლების პოლიტიკისადმი კეთილგანწყობა გააღვიძა. ისტორიის არმქონე ერების მუშათა კლასის ეროვნული მისწრაფებები განვითარების საწყის ეტაპზე არც გამოკვეთილა და გათვალისწინებულიც არ ყოფილა, არამედ კეთილგანწყობისა და სიძულვილისგან სპონტანურად და გულუბრყვილოდ წარმოიშვა. ამ ერების პირველი პოზიცია ეროვნული საკითხისადმი ნაივური ნაციონალიზმით გამოვლინდა. ავსტრიაში ისტორიული ერები, გერმანელების გარდა, რევოლუციურმა ინსტინქტმა ნაივურ ნაციონალიზმამდე მიიყვანა. პოლონელების, უნგრელებისა და იტალიელების ეროვნული მოძრაობა რევოლუციურ ხასიათს ატარებდა და გაბატონებული სახელმწიფოს მიმართ მტრულად იყო განწყობილი. ამიტომაც, განა გასაკვირი არაა, რომ რევოლუციონერ მუშებს თანაუგრძნობდნენ? სრულიად საპირისპირო მოვლენები ვითარდებოდა ავსტრიის ფარგლებს გარეთ ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებულ ერებსა და ავსტრიის შიგნით თავად გერმანელებს შორის. აქ პროლეტარიატი სხვა ერთა კლასობრივ მოწინააღმდეგეებს არ დაუპირისპირდა, უფრო მეტიც, ის კლასები, რომლებიც მუშებს ავიწროებდნენ და მათ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, ერთი ეროვნებისანი იყვნენ. 384 აქ, ეროვნულ პოლიტიკაში, თავდაპირველად, გაბატონებული სახელმწიფო წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიაზრებოდა. ძველი ლიბერალური პარტიის დაშლამდე გერმანულ ბურჟუაზიას, როგორც სხვა დანარჩენებს, ავსტრიაში ეროვნული პარტია არ ჩამოუყალიბებია, შექმნა ისეთი პარტია, რომელიც მოქმედ კონსტიტუციას იცავდა და მის პრივილეგიებს მხარს უჭერდა. გერმანელი ერი ჩაგრულ ერს არ მიეკუთვნებოდა, მისი ძალაუფლება ბევრად აღემატებოდა მის რაოდენობას. ამ მხრივ, გერმანული პოლიტიკა აქ არა მეამბოხე წვრილბურჟუაზიის მოძრაობად, არამედ კლასების, ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის პოლიტიკად მოიაზრებოდა, რომლებსაც პროლეტარიატი, როგორც მათი შემავიწროებელი და მჩაგვრელი, სძულდათ. აქ მუშათა მოძრაობა ეროვნული ხასიათის მატარებელი ვერ იქნებოდა. მმართველი კლასები მათ პრივილეგიებს, როგორც ეროვნული ძალაუფლების მოცემულობას, ისე იცავდნენ. მაშ, შეიძლება თუ არა, გერმანულ მუშათა მოძრაობას ერის ძალაუფლება ესახებოდეს როგორც ფარსი, რომლის მიზანი მოწინააღმდეგის კლასობრივი მმართველობის მხარდაჭერა იქნებოდა? როდესაც გერმანელმა მუშებმა მდიდარი და ინტელიგენტთა კლასის წინააღმდეგ კლასობრივი ბრძოლა წამოიწყეს, ხელახლა აღმოაჩინეს ის უძველესი იდეა, რომელსაც ბურჟუაზია ოდესღაც მიწათმფლობელი არისტოკრატიის კლასის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა. მუშები ფიქრობდნენ, რომ მოწინააღმდეგეებს მათთან შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობა და განათლება ჰქონდათ, უკეთესად იყვნენ ჩაცმულნი, მჭევრმეტყველურად საუბრობდნენ და გამართულად წერდნენ. საკუთარ თავს მუდმივად ეკითხებოდნენ, სახელმწიფოს წინაშე მათზე ნაკლები უფლებები უნდა ჰქონოდათ თუ არა? განა, მათაც ცხოვრებით ტკბობისა და კულტურით სიამოვნების უფლება არ ჰქონდათ? განა, ისეთივე ადამიანები არ იყვნენ, როგორც ისინი? ამრიგად, მუშათა მოძრაობაში ჰუმანურობის იდეა ღვივდება. წარმოიშვა მოთხოვნა, რომ ყველა, ვინც ადამიანურ სახეს ატარებს, თანასწორია. გერმანელი მუშაკისათვის ერი ახლა„ბურჟუაზიულ სტერეოტიპად“ იქცა. ეროვნული განსხვავებები მის თვალწინ გაქრა და, როგორც ადრე იბრძოდა ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, ახლაც სურს, ყოველივე, იქნება ეს რომელიმე კლასის, სქესის, რელიგიისა თუ ერის წინააღმდეგ მიმართული, აღმოფხვრას. ის თავს მთელი კაცობრიობის განმათავისუფლებლად მიიჩნევს. თუ ჩაგრული ერის 385 რევოლუციური ინსტინქტი ნაივურ ნაციონალიზმს განაპირობებს, მაშინ ის ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული ხალხის მუშათა კლასში ნაივურ კოსმოპოლიტიზმს შობს. ამასთან, გერმანული სოციალ-დემოკრატია ავსტრიაშიც ეროვნულ ტენდენციას ავითარებს. იგი სათავეს არა მუშათა კლასისაგან, არამედ იმ მცირერიცხოვანი ბურჟუაზიული ინტელექტუალებისაგან იღებს, რომლებმაც ბურჟუაზიული დემოკრატიიდან სოციალიზმამდე მისასვლელი გზა იპოვეს. ავსტრიაში გერმანელების ბურჟუაზიული დემოკრატია ეროვნულ ხასიათს ატარებდა. ისინი 1848 წლის ერთიან, თავისუფალ გერმანიასა და დიდ გერმანულ რესპუბლიკაზე ოცნებობდნენ. როგორც ყველგან, ავსტრიაშიც კაპიტალისტურმა განვითარებამ დემოკრატიის ძველი ფორმა მოარღვია და დემოკრატიის საუკეთესო ძალები, საბოლოოდ, მუშათა კლასის მებრძოლ ჯარებთან გააერთიანა. ამრიგად, ბურჟუაზიული დემოკრატია ერთ-ერთი იმ წყაროთაგანი იყო, რომლის შენაკადები სოციალ-დემოკრატიის წყალუხვ მდინარეს ასაზრდოებდნენ. ჩვენთვის, გერმანელი სოციალ-დემოკრატებისათვის, ენგელბერტ პერნერშტორფერსის 1 პიროვნება ისტორიის ამ მონაკვეთის განსახიერებაა. ამ ძალებმა პარტიაში თავიანთი ეროვნული მისწრაფებებიც შეიტანეს. როგორც მდინარის კალაპოტების ექსპერტს შეუძლია ქვის ნამსხვრევები განასხვაოს, რომლებიც ამა თუ იმ ქედის შენაკადებიდან მოედინება, ასევე, ავსტრიაში, გერმანული სოციალიზმის იდეების სამყაროში, იმ განწყობებსა და მისწრაფებებს აღმოვაჩენთ, რომლებიც ბურჟუაზიის საუკეთესო ელემენტებმა მას ბურჟუაზიული დემოკრატიის მემკვიდრეობად დაუტოვა. ეს ბურჟუაზიულ-ეროვნული განვითარება ავსტრიაში, რომელიც თავად მუშათა ცხოვრებისეული პირობებიდან წარმოიშვა, გერმანული მუშათა მოძრაობის ნაივურ-კოსმოპოლიტურ ხასიათს არასოდეს ატარებდა. ავსტრიაში გერმანელი ნაციონალისტი პოლიტიკოსები გერმანულ მუშათა კლასს ადანაშაულებდნენ, რომ მათ სლავ და იტალიელ თანამებრძოლებთან შედარებით ნაკლებად ჰქონდათ „ეროვნულობის შეგრძნება“. ეს მართალია, რადგან გერმანელმა მუშებმა პროლეტარიატის დაბადების მომენტშივე კლასობრივი ცნობიერება გააღვიძეს ეროვნული ინსტინქტის ფორმით და ავსტრიაში, სხვა ერების პროლეტარიატთან შედარებით, განსხვავებული იდეოლოგიური მემკვიდრეობა და განწყობა შემოიტანეს. 1 ენგელბერტ პერნერშტორფერსი( 1850 1918 ) – ავსტრიელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ავსტრიის რაიხსრატის წევრი, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი(რედ.). 386 ამ მოცემულობას დღესაც გარკვეული ეფექტი აქვს. მუშათა რევოლუციური ინსტინქტი თანდათან კლასობრივი დაპირისპირებებისა და ინტერესების მკაფიო გამოხატვაში განვითარდა. ამან მუშათა ეროვნულობის საკითხისადმი დამოკიდებულების შეცვლა განაპირობა. ზოგიერთის ნაივური ნაციონალიზმი, ისევე, როგორც სხვათა ნაივური კოსმოპოლიტიზმი, თანდათან დაიძლევა. ორივე შემთხვევაში ყველა ერის პროლეტარიატის საერთაშორისო პოლიტიკის ნელი, მაგრამ სტაბილური განვითარება შეინიშნება, რომელიც მის განსაკუთრებულობას კარგად აცნობიერებს. თუ ახლა გვსურს, ჩამოვთვალოთ, დავახარისხოთ და გავაანალიზოთ ამ პოლიტიკის მამოძრავებელი იდეები, რომლებიც ათასობით მუშის გონებაში მწიფდება, მაშინ წარმოების სოციალიზაციის პროცესში მუშათა პოზიციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მუშათა კლასი ქმნის ღირებულებებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნის, უფრო მეტიც, მმართველ კლასებს წარმოების საშუალებების ფლობა ისეთ ძალას ანიჭებს, რომ მუშებმა მათი წარმოებული პროდუქტის ღირებულების ნაწილით გადაიხადონ და დანარჩენი ჭარბი მოგება თავად ამ კლასებმა მიითვისონ. ამ ფაქტმა მუშათა კლასის მთელ პოლიტიკაზე იქონია გავლენა. პირველი საკითხი, რომელიც მუშათა კლასმა წამოაყენა, ესაა სოციალური წარმოების პროდუქტის ღირებულების განაწილება. სოციალური პროდუქტის ღირებულების რა ნაწილი უნდა გადავიდეს მუშათა კლასის და რა წარმოების საშუალებების მესაკუთრეების ხელში? კლასების ინტერესები აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა. რაც უფრო მეტი სოციალური პროდუქტის ღირებულების წილს ფლობს მუშათა კლასი, მით უფრო ნაკლები რჩება ის, რისი მითვისებაც მესაკუთრე კლასებს შეუძლიათ და, პირიქით. სოციალური პროდუქტის ღირებულების განაწილების საკითხი სამართლებრივად არ გადაწყვეტილა. მესაკუთრე კლასები მუშათა არსებობის უზრუნველყოფის გარდა, სხვა განაწილებით არ კმაყოფილდებიან. მუშათა კლასი მუშათა ერთობლიობისათვის მთლიანი ღირებულების გადაცემის გარდა, სხვა რომელიმე შეთანხმებით არ ინტერესდება. ამ ორ უკიდურესობას შორის არ მოიძებნება ის პუნქტი, რომელიც სწორი ან სამართლიანი იქნებოდა. არ არსებობს შესაბამისი სამართლიანი ანაზღაურება. ვერცერთი სასამართლო გადაჭრის კლასებს შორის პროდუქტის ღირებულების განაწილების საკითხს. ეს არა კანონისმიერი, არამედ ძალაუფლების საკითხია. სწორედ აქედან იღებს სათავეს მუშათა და მესაკუთრე კლასების დაპირისპირება. ამ კლასობრივი ბრძოლის უშუალო გამოვლინების ფორმად 387 პროფკავშირების მუშათა ანაზღაურების გაზრდისათვის ბრძოლა გვევლინება. ის ფაქტი, რომ მუშები მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულების ნაწილს იღებდნენ, ხოლო დარჩენილი ნაწილი მესაკუთრე კლასების მფლობელობაში გადადიოდა, შემდეგნაირად შეიძლება განვმარტოთ, მუშები სამუშაო დღის გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროდუქტს აწარმოებენ, რომელიც მათი საკუთრება ხდება, ხოლო სამუშაო დღის დარჩენილი დროის შემთხვევაში ისეთ პროდუქტს ქმნიან, რომელიც წარმოების საშუალებების მესაკუთრის შემოსავალს მიეკუთვნება. ამიტომ, სამუშაო დღის მეორე ნახევარში მუშებს ზედმეტი და მესაკუთრე კლასისათვის აუნაზღაურებელი შრომის გაწევა უწევთ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამუშაო დღის ხანგრძლივობის საკითხი დადგა. მუშები მესაკუთრე კლასებისათვის მუშაობაზე უარს ამბობენ. სამუშაო დღე იმდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს, რამდენიც საჭიროა იმ პროდუქტის საწარმოებლად, რომელიც მუშათა კლასის შემოსავალს იძლევა. მესაკუთრე კლასებს კი, პირიქით, სამუშაო დღის გახანგრძლივება სურს: თუ უგუნურები არიან, მაშინ მოითხოვენ, რომ მუშამ საწარმოო დანადგართან იმდენ ხანს დაჰყოს, სანამ კიდურების მოძრაობა შეეძლება; თუ წინდახედულები იქნებიან, მაშინ, სულ მცირე, მოითხოვენ, რომ მუშამ იქამდე იმუშაოს, სანამ სამუშაო დღის გახანგრძლივება მათ შემოსავალს არ გაზრდის. სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ამ ორ უკიდურესობას შორისაც გარკვეული დისტანცია შეინიშნება და ამ ორ უკიდურესობაშიც ვერცერთი სასამართლო ვერ გადაწყვეტს, სამუშაო დღის რა ხანგრძლივობა იქნებოდა უფრო გონივრული და სამართლიანი. ამ საკითხსაც ძალაუფლების საკითხამდე მივყავართ, რომელიც კლასობრივ ბრძოლაში უნდა გადაწყდეს. ეს კლასობრივი ბრძოლა სამუშაო დღის გახანგრძლივებისათვის პროფკავშირების ბრძოლაში ვლინდება. კლასობრივი ბრძოლის გარდაუვალობამ ყველა ერი დაჰყო. მუშებისა და მესაკუთრე კლასების ეკონომიკური ინტერესები თითოეული ერის შიგნით ერთმანეთს შეეჯახა. ერთი ერის მუშათა ინტერესები სხვა ერის მუშათა ინტერესებს დაემთხვა. მუშათა ანაზღაურების ზრდა სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. პირობითად დავუშვათ, რომ ეკონომიკური რეგიონის ერთ ნაწილში, თუნდაც, გერმანულ ბოჰემიაში, სამუშაო ძალის მიწოდება შედარებით დაბალია, ხოლო იმავე 388 ეკონომიკური რეგიონის სხვა ნაწილში, მაგალითად, ჩეხურ ბოჰემიაში მიწოდება მოთხოვნას ბევრად აღემატება. ამ ყოველივეს უშუალო შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა გერმანულ ბოჰემიაში შრომის ანაზღაურება ჩეხურ ნაწილთან შედარებით უფრო მაღალი იქნება. ეს მოცემულობა იმპერიის ჩეხური ნაწილიდან გერმანულ ნაწილში მუშების გადინებას განაპირობებს, რადგან იქ ადვილად და ხელსაყრელი პირობებით დასაქმებას შეძლებენ. ჩეხი მუშების გერმანულ ბოჰემიაში დამკვიდრება სამუშაო ძალის მიწოდების ზრდას გამოიწვევს და იქ ანაზღაურების კლების ტენდენცია წარმოიშობა. მეორე მხრივ, კი ჩეხური ნაწილიდან მუშათა გადინება მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სამუშაო ძალის მიწოდება შემცირდება და, შესაბამისად, ანაზღაურება გაიზრდება. შედეგად, გერმანულ ბოჰემიაში მუშები დაზარალდებიან იმით, რომ ჩეხურ ნაწილში ისინი ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ, ხოლო ჩეხური ნაწილის მუშები უპირატესობით ისარგებლებენ, რადგან გერმანელ მუშებს უფრო ხელსაყრელი სამუშაო პირობები აქვთ. გერმანული რეგიონის მუშებისათვის ხელსაყრელი იქნებოდა, ჩეხურ რეგიონში სამუშაო ძალის მიწოდება უფრო დაბალი და ანაზღაურება უფრო მაღალი რომ ყოფილიყო. ჩეხური რეგიონის მუშების ინტერესებში გერმანული ბოჰემიის მუშათა კარგი ანაზღაურება ექცევა. ჩეხ მუშებს – გერმანელების, ხოლო გერმანელ მუშებს ჩეხების მაღალი ანაზღაურება აინტერესებთ. აქამდე ანაზღაურების დონეზე სამუშაო ძალის გავლენას ვიკვლევდით. იმავე შედეგამდე მივალთ, თუ სამუშაო ძალის მოთხოვნის გავლენებს განვიხილავთ. დავუშვათ, რომ გერმანულ ბოჰემიაში წარმოების სამუშაო ძალაზე მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად, იქ ანაზღაურება გაიზრდება. ჩეხურ რეგიონებში, პირიქით, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია. იქ ანაზღაურების შემცირების საფრთხე ჩნდება. კაპიტალისტი კი ახლა ანაზღაურებას წარმოების ხარჯად მიიჩნევს. სხვა თანაბარ პირობებში, თეორიულად, გერმანულ რეგიონებში წარმოების ხარჯები მაღალია, ჩეხურ ნაწილში კი დაბალი. რაც უფრო ნაკლებია წარმოების ხარჯები, მით უფრო მეტია მოგება. თეორიულად სხვა თანაბარ პირობებში, გერმანულ რეგიონთან შედარებით, მოგების მაჩვენებელი ჩეხურ ნაწილში მეტია. კაპიტალი ყოველთვის იქითკენ იხრება, სადაც მოგების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ახლა მეტი კაპიტალი ჩეხური რეგიონებისკენ გადაინაცვლებს, ვიდრე გერმანულისკენ. მათ რეგიონში უფრო მეტი ახალი საწარმო დაარსდება და უკვე არსებულები სწრაფად გაფართოვდება. კაპიტალის ასეთი 389 გადანაცვლების შედეგი ჩეხურ რეგიონებში ანაზღაურების გაზრდას განაპირობებს, მაშინ, როდესაც გერმანულ ნაწილში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ნელი ტემპით იზრდება, რადგან მუშათა მოსახლეობა მუდმივად იმატებს, შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობაც გაიზრდება და ხელფასებიც შემცირდება. ისევ გერმანული სამუშაო ძალა ზარალდება, ვინაიდან ჩეხურ ნაწილში ხელფასები დაბალია და შედეგად, ისინი იქ ხელფასების მომატებას ითხოვენ. ეს ყოველივე კვლავ იმაზე მიანიშნებს, რომ გერმანელი სამუშაო ძალის მაღალ ანაზღაურებას, საბოლოოდ, მათი ჩეხი მუშათა კლასის თანამემამულეების ხელფასებსაც გაზრდის და ამ უკანასკნელსაც სულ იმის ინტერესი ექნება, რომ გერმანელი მუშები კარგ ანაზღაურებას იღებდნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანაზღაურების მომატება არა მხოლოდ სამუშაო ძალის მიწოდებასა და მოთხოვნაზე, არამედ პროფკავშირის სიძლიერეზეა დამოკიდებული. კაპიტალისტური საზოგადოება ყოველთვის უმუშევართა მთელ არმიას ინახავს. ეს ზედმეტად ბევრია დეპრესიისა და არახელსაყრელი ეკონომიკური პირობების პერიოდში, ხოლო კეთილდღეობისა და ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შემთხვევაში მცირდება, თუმცა მთლიანად არასოდეს ქრება. კაპიტალისტურ საზოგადოებაში უმუშევარს ჭარბი ღირებულების დაცვისა და ანაზღაურების შეკავების ფუნქცია აქვს. უმუშევარი პროლეტარიატი სამყაროს ყოველივე სიკეთეს მოკლებულია. შესაბამისად, ის ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას თანხმდება, მაშინაც, თუ ხელფასი უბრალოდ არსებობის შესაძლებლობას აძლევს; კაპიტალისტს კი ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, სამუშაო ძალის მომხვეჭელობას დაუპირისპირდეს, უმუშევრობის გაზრდის შემთხვევაშიც ხელფასები შეამციროს და მათ დაემუქროს, რომ შიმშილის პირას მყოფი სხვა ადამიანი ნებისმიერ ფასად დათანხმდება სამუშაოს და უკმაყოფილო მუშას ჩაანაცვლებს. ახლა პროფკავშირების ამოცანა უმუშევართა ასეთი დამოკიდებულების შეცვლაა. ამას მხოლოდ ორი გზით მიაღწევენ: ერთი მხრივ, უმუშევართა ფსიქოლოგიის შეცვლით, მუშების დამოძღვრით, რომ მათი კლასის თანამემამულის დაკნინება უღირსი და ამორალური საქციელია და, მეორე მხრივ, უმუშევრობის შემწე ობით კაპიტალისტებისათვის საკუთარი სამუშაო ძალის შეთავაზების გარეშე დაბალი ანაზღაურებითა და უმუშევრობის დროს ეკონომიკურად გადარჩენის შესაძლებლობით. პროფკავშირებს მეტი შეუძლიათ! თუ უმუშევართა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ კაპიტალისტი უუნაროა, თავისი მუშახე- 390 ლი შეცვალოს, ან თუ უმუშევართა მიმართ პროფკავშირული მოძღვრება შედეგის მომტანია და მათთვის გამოცხადებული მხარდაჭერა საკმარისია, რათა მუშებს არ ეშინოდეთ, რომ უმუშევარი კოლეგები მათ ადგილებს დაიკავებენ, მაშინ პროფკავშირი დროებითი უმუშევრობის მდგომარეობას ხელოვნურად შექმნის. გაფიცვების მოწყობით მეწარმე იძულებული გახდება, მიიღოს ხელსაყრელი სამუშაო პირობები. უმუშევართა ფუნქცია ამის საპირისპიროდ, მკვეთრად იცვლება. დროებითი უმუშევრობა ხელფასების შეკავების საშუალებებიდან ხელფასების ზრდის საშუალებად გადაიქცევა. ახლა დავუშვათ, რომ გერმანელი მუშახელი პროფკავშირებში ერთიანდება და პროფკავშირულ ბრძოლებს მართავს, მაშინ დავინახავთ, რომ მათ ჩეხი იაფი მუშა ძალა და შტრაიკბრეხერისაფრთხეს უქმნიან. გერმანელი მუშახელი პროფკავშირულ ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოიწყებს, თუ ჩეხი უმუშევრების ფუნქცია პროფკავშირული მოძღვრებისა და მხარდაჭერის მეშვეობით შეიცვლება. გერმანელ მუშახელს მხოლოდ ის ინტერესი ამოძრავებს, რომ ჩეხმა მუშახელმაც უმუშევრობის შემწეობა მიიღოს. გერმანელები მხოლოდ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებენ, როცა მათი კლასის თანამებრძოლების გაერთიანებას მხარს უჭერენ. პროფკავშირული ბრძოლა მხოლოდ უმუშევართა ფინანსური შემწეობის უზრუნველყოფას არ გულისხმობს, არამედ მუშახელის ფსიქოლოგიის შეცვლას. მუშახელისთვის ამორალურად მიიჩნევა საწარმოში კოლეგების ჩამოქვეითება. ასეთი რამ რომ არ მომხდარიყო, უმუშევართა შემწეობა ანაზღაურების მსგავსად მაღალი უნდა ყოფილიყო, რათა ამით უმუშევართა ხელფასების ზრდის ზეწოლისათვის თავი აერიდებინათ. მოსახლეობის ფსიქოლოგიის ასეთი ცვლილება სხვადასხვა ძალის შედეგია. ეს, უპირველესად, მუშახელის გარკვეულ კულტურულ დონემდე მიღწევას გულისხმობს. ამიტომ, გერმანელი მუშახელის ინტერესებში ჩეხი მუშაკის კარგ სკოლაში სწავლება ექცევა. უმუშევართა შეცვლილი ფსიქოლოგია პირადი ღირსების მაღალ დონე ზე გაცნობიერებას გულისხმობს. მაშასადამე, გერმანელი მუშაკის ინტერესის ობიექტი თავისი კლასის ჩეხი თანამებრძოლია, რომელიც კანონის, ხელისუფლების, სასამართლოსა და ბურჟუაზიის წინაშე არა ზურგში მოხრილ მონად, არამედ თავისუფალ ადამიანად წარსდგება. ყველაფერი, რაც ჩეხ მუშაკს დამფრთხალ ადამიანად აქცევს და საკუთარი ღირსების გაცნობიერებას უხშობს, გე- 391 რმანელი მუშახელის ეკონომიკურ ინტერესებს ზიანს აყენებს და მათ ანაზღაურებას საფრთხეს უქმნის. მუშათა კლასის პოლიტიკური მოძრაობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუშახელის ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ამიტომაც გერმანელი მუშაკი პირდაპირ ჩეხეთის მუშათა პარტიის გაზრდითაა დაინტერესებული. ამით უკვე გამოიკვეთა, რომ მუშათა კლასის ინტერნაციონალიზმი მისი ადრეული წლების ნაივური კოსმოპოლიტიზმისგან არსებითად განსხვავდებოდა. ახლა იგი მრავალეროვნების ფაქტს აღარ უგულებელყოფს, ეროვნულობას აღარ მოიაზრებს„ბურჟუაზიულ სტერეოტიპად“, რომელმაც კაცობრიობის გათავისუფლების მისწრაფებები არ უნდა შეაფერხოს. მისი პოლიტიკა იმ რეალობის გაცნობიერებას ეფუძნება, რომ საკუთარი ერის მუშაკის ინტერესების ხელშეწყობა სხვა ქვეყნის ერის მუშაკის ბრძოლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ეს ყოველივე არა ჰუმანურობის იდეიდან, არამედ კლასის საერთაშორისო სოლიდარობის გაცნობიერებიდან მომდინარეობს. უპირველესად წარმოიშვა მოთხოვნა, რომ ყველა ერის მუშაკი უშუალოდ კლასობრივი მოწინააღმდეგისა და მეწარმის წინააღმდეგ ბრძოლაში გააერთიანდეს, რომ პროფკავშირული ორგანიზაცია ყველა ერის მუშაკს მოიცავს და პროფკავშირებში თითოეული ერის მუშაკი სხვა ერის მუშაკის ინტერესებს თავისად მოიაზრებს. მუშათა კლასის ბრძოლა არა მხოლოდ უშუალოდ კლასობრივი მოწინააღმდეგის, მეწარმის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაც არის მიმართული. სხვადასხვა საშუალებით სახელმწიფო ეკონომიკურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მუშახელი ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითხოვს, რომ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა გაიზარდოს, პროფკავშირულ ბრძოლებს ხელი შეეწყოს და ანაზღაურებამ მოიმატოს. ვინაიდან მუშათა კლასის რეალური შემოსავალი არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ მსყიდველუნარიანობაზეა დამოკიდებული. ამრიგად, ისინი ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის ზომების მიღებას მოითხოვენ, რომლებიც ფულადი ანაზღაურების მსყიდველუნარიანობას ფასების შემცირებით გაზრდის. პროლეტარიატის ეკონომიკის მიზანია დასაქმების კარგი შესაძლებლობები და იაფი პური. დამსაქმებლები კი, პირიქით, ცდილობენ, საკუთარი საქონლის წარმოების ხარჯები შეამცირონ, ხოლო პროდუქტის ღირებულება გაზარდონ. იაფი მუშახელი, მაღალი ფასები – მათი პოლიტიკის მიზანია. მუშახელის ინტერესე- 392 ბი კლასების საკუთრების ინტერესებს აქაც დაუპირისპირდა. ამ ორის ერთობლივი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია; მეორე მხრივ, მუშახელის ინტერესები სხვა ერებისას ემთხვევა. რამდენადაც შეუძლებელია, რომ ნებისმიერი ერის მუშაკი თავისი ერის წარმომადგენელ მეწარმეს საბაჟო ტარიფებზე შეუთანხმდეს, იმდენად ეჭვგარეშეა, რომ ტექსტილის გერმანელი და ჩეხი მუშაკები, ლითონზე მომუშავეები, სახელმწიფოს სავაჭრო პოლიტიკას მსგავსს მოთხოვნებს წაუყენებენ. ეკონომიკური ინტერესების ასეთი დამთხვევა მუშებს აიძულებს, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხებში ყველა ერის კლასების საკუთრების წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოლონ. მალე გამოიკვეთა, რომ მუშათა ინტერესები არა მხოლოდ სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისათვის ბრძოლაში, არამედ კანონმდებლობის სხვა საკითხებთან მიმართებითაც ემთხვევა. თუ, მაგალითად სისხლის სამართლის კანონი განიხილება, არცერთი ერის მუშაკი თავისი ერის კლასის საკუთრებას არ დაეთანხმება იმაში, თუ როგორ უნდა მოექცეს კანონი ქურდს, მაწანწალას ან გაფიცულ მუშაკს, რომელსაც მეწარმე ცუდად ეპყრობა. ამის საპირისპიროდ, ყველა ერის მუშაკებს ამ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი ინტერესები ამოძრავებთ, შესაბამისად, მსგავს მოთხოვნებს წამოაყენებენ. ასეც ხდება ყოველი ახალი კანონის განხილვისას. ყველა პროლეტარული ბრძოლის საბოლოო მიზანი სხვა არაფერია, თუ არა კაპიტალისტური ექსპლუატაციის სრული მოსპობა. ეს მიზანი წარმოების საშუალებების საზოგადოების კერძო საკუთრებად გადაქცევით მიიღწევა. მუშათა კლასი თითოეული ერის შიგნით კვლავ მესაკუთრე კლასების წინააღმდეგობას აწყდება, რომელსაც საკუთარი ქონება, შემოსავლის წყარო, კულტურა და ძალაუფლება არ ეთმობა. თითოეული ერის მოთხოვნები ყველა სხვა ხალხის პროლეტარიატის მოთხოვნებს შეესაბამება. როგორც პროფკავშირულ ბრძოლაში, ისე პოლიტიკურ ბრძოლაშიც, ყველა ერის მუშაკი აუცილებლად გაერთიანდება. ისინი ამას არა მთელი კაცობრიობის გათავისუფლების მიმართ რაიმე ზედმეტი სენტიმენტალური ენთუზიაზმის, არამედ იმ პრაგმატული განსჯის საფუძველზე შეძლებენ, რომ ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ერის მუშათა კლასს საერთო ინტერესი ამოძრავებს და ყველა ერის მესაკუთრე კლასის ინტერესს ეწინააღმდეგება. ისევე, როგორც მუშახელის პოზიცია წარმოების პროცესში პროფ კავშირულ მოძრაობას, კლასობრივ სახელმწიფოშიც საერთაშორისო პოლიტიკურ კლასობრივ ბრძოლას მოითხოვს. 393 ამ მოთხოვნას ეწინააღმდეგება ისიც, რომ ეროვნული ურთიერთობების ცენტრალისტურ-ატომისტური მოწესრიგების პირობებში ყველა ეროვნული საკითხი ძალაუფლების საკითხად განიხილება და ამიტომ მოსახლეობა იძულებულია, დაიყოს ეროვნულ პარტიებად, რომლებიც სახელმწიფოში ძალაუფლების მოპოვებისათვის იბრძოლებენ. კლასობრივი დაპირისპირების ფაქტი ყველა მუშაკის საერთაშორისო კლასობრივ პარტიაში აუცილებელ გაწევრიანებას მოითხოვს; ატომისტურ-ცენტრალისტური კონსტიტუცია ყველა გერმანელის, ჩეხისა და სხვა რომელიმე ერის ინტერსოციალურ ეროვნულ პარტიაში გაერთიანებას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ ნახსენები ორი მოთხოვნა ერთმანეთს არ უპირისპირდება. ჩეხმა მუშაკმა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით გერმანელ მუშებს, ხოლო ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით – ჩეხურ ბურჟუაზიას უნდა მიმართოს. თუმცა, ლოგიკურად, ამ ორი მოთხოვნის გაერთიანება შეუძლებელია. პირველი და ძირითადი პოლიტიკური აქტის, არჩევნების პირობებშივე იქცა შეუძლებლად. მაგალითისთვის, საარჩევნო ოლქებში, სადაც გერმანული ბურჟუაზიის კანდიდატი ჩეხი მუშაკების კანდიდატს უპირისპირდება, გერმანელმა მუშაკმა ამ ორიდან რომელს მოაპოვებინოს გამარჯვება? თუ ხმას გერმანული ბურჟუაზიის წარმომადგენელს მისცემს, ამით საკუთარი კლასის ძალაუფლებას შეასუსტებს, მაგრამ თუ ჩეხი მუშაკებისკენ გადაიხრება, მაშინ საკუთარი ერის ძალაუფლებას შეასუსტებს. მსგავს პრობლემას ვაწყდებით თავად საკანონმდებლო ორგანოებში პარტიათა დაპირისპირების შემთხვევაში, რადგან მრავალენოვან ქვეყანაში თითქმის ყველა სოციალური საკითხი ეროვნულ მნიშვნელობას იძენს. თუ აღმოსავლეთ გალიციაში პოლონელი მიწათმფლობელების სამსახურში მყოფი სახელმწიფო რუსინ გლეხებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებზე სისხლითა და რკინით ბატონობს, მაშინ პოლონელი მუშების წარმომადგენლებმა თავიანთი ერის ძალაუფლების გასაძლიერებლად მიწათმფლობელებს უნდა დაუჭიროს მხარი, თუ რუსინ მუშაკებს – თავიანთი კლასის ძალაუფლების განსამტკიცებლად? იმის გათვალისწინებით, რომ ლოგიკურად შესაძლებელი იყო სოციალური და ეროვნული საკითხების გამიჯვნა, ფსიქოლოგიური კუთხით კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ მუშაკები თავიანთი ერის მესაკუთრე კლასების წინააღმდეგ ეროვნული კეთილდღეობისა და სხვა ერების მუშაკებთან სოციალური სიკეთისათვის ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. ერთა ძალაუფლებისათვის ბრძოლები უკვე დიდი ხანია მთელი თავისი არსით წვრილბურჟუ- 394 აზიული რადიკალიზმითაა განპირობებული. მუშაკები, რომლებიც ეროვნული რადიკალიზმის იდეით არიან შეპყრობილნი, უძლურები აღმოჩნდნენ, სხვა ერების კლასობრივ თანამებრძოლებთან ერთად პროფკავშირულ და პოლიტიკურ ბრძოლებში მხარდამხარ ებრძოლათ. ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული ადამიანებისათვის ყველა საკითხი, რომელიც პროლეტარული ბრძოლის მიზნობრიობის მკაფიო განსაზღვრებასა და მისი მიღწევისათვის მტკიცე საშუალებების ამორჩევას გულისხმობს, ტაქტიკისა და ორგანიზაციის ყოველი საკითხი ეროვნულ საქმედ იქცევა. ეროვ ნული ძალაუფლების პოლიტიკისა და პროლეტარული კლასობრივი პოლი ტიკის ლოგიკურად გაერთიანება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ერთი მეორეს გამორიცხავს. პროლეტარულ ძალებს ეროვნული დაპირისპირებები ნებისმიერ დროს საფრთხეს უქმნის. ეროვნული დაპირისპირება კლასობრივ ბრძოლას შეუძლებელს ხდის. ცენტრალისტურ-ატომისტური კონსტიტუცია, რომელიც ეროვნული ძალაუფლებისათვის ბრძოლას გარდაუვალს ხდის, პროლეტარიატისთვის მიუღებელია. მრავალეროვან სახელმწიფოში პროლეტარული კონსტიტუციური პოლიტიკის პირველი მოთხოვნა ისეთი კონსტიტუციის შექმნაა, რომელიც ერებს არ აიძულებს, სახელმწიფოში ძალაუფლებისათვის იბრძოლონ. ყველა ერს სჭირდება ისეთი ძალაუფლება, რომელიც მათი ნების გატარების შესაძლებლობას იძლევა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მხოლოდ ცენტრალისტურ-ატომისტური მოწესრიგება ერებს აიძულებს, ძალაუფლება სახელმწიფოში გავლენისათვის მოიპოვონ და ამ ძალაუფლებისათვის იბრძოლონ. ერთა ძალაუფლებას კულტურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იურიდიული გარანტიები უნდა ჰქონდეს, თუ მოსახლეობა იძულებით არ დაიყოფა ეროვნულ პარტიებად და თუ ეროვნული დაპირისპირება კლასობრივ ბრძოლას შეუძლებელს არ გახდის. მუშათა კლასის პოლიტიკა უპირობოდ დემოკრატიულ ხასიათს ატარებს. პროლეტარიატი, უპირველესად, ხალხის უმრავლესობის მიერ სახელმწიფოს ნების განსაზღვრისათვის იბრძვის. კაპიტალიზმი თანდათანობით მუშათა კლასს ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობად აქცევს. თუ ხალხის უმრავლესობის მმართველობა გარანტირებული იქნება, მაშინ მუშათა კლასი, საბოლოოდ, პოლიტიკურ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს. ავსტრიაში დემოკრატიისთვის ბრძოლა სირთულეებს აწყდება იმ მხრივ, რომ ხალხის ეროვნული ძალაუფლება დემოკრატიის გამარჯვებით შესაძლოა, შესუსტდეს. 395 1848 წელს ისტორიის არმქონე ერები, ჩეხები და სამხრეთის სლავები, რეაქციული ძალის მხარეზე გადავიდნენ და დემოკრატიას უღალატეს. 1861 წლიდან მოყოლებული ძველი ისტორიული ერების, გერმანელების, იტალიელების, პოლონელების – ეროვნული ძალაუფლება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოში, პროვინციებსა თუ სამრევლოებში, უმცირესობა უმრავლესობაზე ბატონობს. დემოკრატიის თითოეული პროგრესი ეროვნული ძალაუფლების საკითხების ასეთი აღრევით ვერ მიიღწევა. ასე, მაგალითად, როდესაც 1867 წელს, შეკრებისა და ასოციაციის შესახებ ახალი კანონი შეიქმნა, დეპუტატთა პალატამ უარყო დებულება, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებები, მათი„სახელმწიფოსათვის საფრთხის შემცველობის“ გამო, უნდა დაშლილიყო. ამ განცხადებიდან მეორე დღეს გერმანულ-ლიბერალურმა უმრავლესობამ იგივე მოთხოვნა კვლავ წამოაყენა, რადგან სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ მუხლების გარეშე ჩეხეთის ოპოზიციას ვერ შეასუსტებდა. მუშათა ორგანიზაციები, რომელთათვისაც ათწლეულების განმავლობაში მოცემული მუხლის გათვალისწინება ყველაზე ხელსაყრელ საშუალებებს იძლეოდა, ამ ეპიზოდიდან ნათლად დაინახავდნენ, თუ რა საფრთხეს უქადის ეროვნული ძალაუფლებისათვის ბრძოლა პროლეტარულ კლასობრივ დაპირისპირებას. ცოტა ხნის წინ თანაბარი საარჩევნო უფლებისათვის ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა არსებული გამოცდილება. რამდენად სუსტ წინააღმდეგობას გაუწევდა გერმანული ბურჟუაზია და პოლონელი თავადაზნაურობა, თუ მათ მტკიცე არგუმენტი არ ექნებოდათ, რომ თანაბარი ხმის უფლება ერებს შორის თანაფარდობას შეცვლიდა. ამ არგუმენტის შესუსტება შეიძლებოდა იმ მხრივ, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფა რაიმე ზოგადი პრინციპისთვის არ მოერგოთ და საერთო გეომეტრიისათვის პრინციპის სტატუსი მიენიჭებინათ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ოლქების თანასწორობა უკუაგდეს და ბურჟუაზიულ ეროვნულ პარტიებს საშუალება მიეცათ, თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად, საარჩევნო ოლქები გაეერთიანებინათ, ბუნებრივია, ეს ყოველივე, ეროვნული საარჩევნო და სოციალური გეომეტრიის თანხვედრას გამოიწვევდა. საარჩევნო ოლქების დაყოფით მუშები დაზარალდნენ. სხვა მრავალ ასეთ გამოცდილებას ეყრდნობა მუშათა კლასის ეროვნული ურთიერთობის მოწესრიგების მოთხოვნა, რომ რომელიმე ერის ძალაუფლება უმცირესობის მიერ უმრავლესობის დომინანტობაზე დამოკიდებუ- 396 ლი არ არის და რომ დემოკრატიის განვითარებით არცერთი ერი საკუთარ ეროვნულ ძალაუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის. მუშათა კლასის მოთხოვნები, თავდაპირველად, თავის არჩეულ საკონსტიტუციო პროგრამას უარყოფითად განსაზღვრავს. ეს პროგრამა ეროვნული ურთიერთობის მოწესრიგებას მოითხოვს, რის მიხედვითაც, ერები იძულებულნი აღარ იქნებიან, სახელმწიფო ძალაუფლებისათვის იბრძოლონ და დემოკრატიის განვითარება არცერთი ერის ძალაუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ პროლეტარული კლასობრივი ბრძოლის საჭიროება მრავალეროვან პროგრამას დადებით მნიშვნელობასაც ანიჭებს. პროფკავშირული ბრძოლის პირობების გაცნობიერებით დავინახეთ, რომ თითოეული ერის მუშები სხვა ერთა მუშაკების კულტურული განვითარების მიმართ ინტერესს იჩენენ. მსგავსი შეიძლება ითქვას პოლიტიკურ ბრძოლაზეც. რაც უფრო განათლებული, განვითარებული, მეტად თავდაჯერებულია სხვა ერის მუშაკი და თავის პიროვნულ ღირსებას აცნობიერებს, მით უფრო იოლია კლასობრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ღირსეულ თანამებრძოლად გამოყენება. აქედან მივიღეთ ის, რომ მუშათა კლასი განათლებისა და ენის საკითხებს, სხვა კლასებთან შედარებით, განსხვავებულად განიხილავს. გერმანული ბურჟუაზიის ინტერესებში ჩეხური და პოლონური სკოლები არ შედის. ეროვნული ძალაუფლებისათვის ბრძოლა საფუძველს ქმნის, ვიფიქროთ, რომ საკუთარი ერის კულტურულ განვითარებას სხვა ერების განათლების სისტემაზე სახელმწიფო შემოსავლების დახარჯვა შეაფერხებს. სახელმწიფო რესურსების არა სხვა ერის განათლების სისტემაზე, არამედ საკუთარზე დახარჯვის სურვილი მესაკუთრე კლასებში თანდათან უცხო განათლების მიმართ სიძულვილში გადაიზრდება. გერმანული ბურჟუაზია და წვრილბურჟუაზია შიშობდა, რომ ჩეხი მუშები, რაც უფრო მაღალ კულტურასა და განათლების დონეს მიაღწევდნენ, მით უფრო სწრაფად გამოფხიზლდებოდნენ მონური მორჩილებისაგან და კლასობრივ ბრძოლაში კაპიტალისტისა და ხელოსნის შემოსავალს საფრთხეს შეუქმნიდნენ. ინტელიგენციაც შიშობდა, რომ სხვა ერების განათლების სისტემის განვითარება კონკურენციას გაზრდიდა. სულ სხვაგვარადაა განწყობილი გერმანული მუშათა კლასი. რასაც მესაკუთრე კლასი უფრთხის, მათ, სწორედ, ის სურთ. ჩეხური მუშათა კლასი რაც უფრო მაღალ კულტურულ დონეს მიაღწევს, გერმანელი მუშები მით უფრო ნაკლებად უნდა უფრთხოდნენ კაპიტალისტებსა და შტრაიკბრეხერებს. ამიტომაც გერმანულ 397 მუშათა კლასის ინტერესებში სხვა ერების განათლების სისტემის განვითარება ექცევა. ანალოგიურადაა გამოკვეთილი მუშათა კლასის პოზიცია ენის საკითხთან დაკავშირებით. გერმანული ბურჟუაზია და გერმანულ ადგილობრივ თვითმმართველობაში წამყვანი წვრილბურჟუაზია სრულიად არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ჩეხი მუშაკები ხელისუფლების წინაშე გარკვეული უფლებებით არ შემოიფარგლებიან. გერმანული ინტელიგენცია ჩეხურ სახელმწიფო ენას მზარდი კონკურენციის საფრთხედ აღიქვამს. მეორე მხრივ კი, გერმანელი მუშაკის ინტერესებში შედის, რომ ჩეხი მუშაკი ხელისუფლებისა და სასამართლოს წინაშე უმწეო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. რაც უფრო მტკიცედ, თავდაჯერებულად შეუძლია მუშაკს, დაუპირისპირდეს სახელმწიფო ინსტანციებს, გაბედულად დაიცვას თავისი უფლებები და პიროვნული ღირსების გაცნობიერებამ წინა პლანზე გადმოინაცვლოს, მით უფრო თამამად დაუპირისპირდება პროფკავშირულ და პოლიტიკურ ბრძოლებში ჩვენი საზოგადოების ძლევამოსილ და წამყვან ძალებს და გერმანელი მუშები, როგორც მოკავშირეს კლასობრივ ბრძოლაში, მით უფრო დიდი სიხარულით მიიღებენ. ამიტომაც, გერმანელი მუშაკები, როგორც კი თავიანთ ინტერესებს ნათლად გააცნობიერებენ, მაშინვე სურვილს გამოთქვამენ, რომ ყველა ერის კულტურული და ენობრივი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. რაც გერმანელ მუშაკს ეხება, ის ეხება სხვა ერების პროლეტარიატსაც. აქედან გამომდინარეობს ყველა ერის მუშათა კლასის მოთხოვნა ეროვნული ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ, რომ თითოეულ ერს კულტურული განვითარების შესაძლებლობა და ყველა ერის მუშაკს ეროვნულ კულტურაში ჩართვის გარანტიები უნდა ჰქონდეს. ეს მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ყველა ერის მუშაკის ინტერესების ლოგიკურ გათვალისწინებასა და პროლეტარიატის უნიკალურ იდეოლოგიაში მისი კლასობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს. ყველა კულტურის საფუძველი სიმდიდრე და თავისუფლებაა. ამიტომაც მმართველი მესაკუთრე კლასი, უპირველესად, ინტელექტუალური კულტურის მატარებელია. სინამდვილეში მფლობელობა და ბატონობა წარმოადგენს ინტელექტუალური კულტურის საყრდენს. ყველა მესაკუთრე კლასი ბატონობისა და მფლობელობის მოთხოვნების უმაღლეს განათლებაზე მორგებით ასეთი ურთიერთობის შეცვლას ცდილობდა. მიწათმფლობელთა კლასი 398 ბურჟუაზიის წინააღმდეგ წავიდა, რადგან მათ მეტი განათლება და, შესაბამისად, მმართველობისა და ექსპლუატაციის უფლებები ჰქონდათ. დღესაც ბურჟუაზია ერის ფარგლებში თავის ძალაუფლებას ანალოგიურად ამყარებს იმ არგუმენტით, რომ სწორედ ის მიიჩნევა მაღალი ინტელექტუალური კულტურის წარმომადგენლად. არგუმენტი, რომელიც თავდაპირველად ერის შიგნით კლასობრივ ბრძოლას ემსახურებოდა, ეროვნულ ბრძოლაშიც გამოიყენეს. მდიდარი ერების მმართველი კლასები თავიანთ უფლებებს სხვა ერებზე ჩაგვრითა და ექსპლუატაციით ხსნიან – რომ მათი ერი კულტურის უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა და სხვა ერები დაბალ დონეს მიეკუთვნებოდნენ. მუშაკები ასეთი ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ფსევდოსამართლებრივ უფლებამოსილებას არ ემხრობოდნენ – ერის შიგნით კლასობრივ ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგის არგუმენტად შეიძლება ჩათვლილიყო. აქ კი მუშახელი მაშინვე აცნობიერებს და ოპონონტებს მიმართავს: თქვენ ამბობთ, რომ მუშებზე ბატონობისა და მათი ექსპლუატაციის უფლება გაქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული განათლება მიიღეთ, სინამდვილეში კი, პირიქით, რადგან თქვენ ჩვენზე ბატონობთ და ექსპლუატაციას ეწევით, ინტელექტუალური კულტურის განვითარებაში ჩართულობის მეტი უფლება გაქვთ. ეს იმ უმაღლეს კულტურას არ მიეკუთვნება, რომელიც ექსპლუატაციის ნებას, უფრო სწორედ, იმ ფაქტს განაპირობებს, რომ თქვენ ჩვენი შრომის პროდუქტის ნაწილს ისაკუთრებდეთ, რაც უმაღლესი კულტურული განვითარების საშუალებას გაძლევთ. თქვენს მართლწესრიგს ვუპირისპირებთ სამუშაო პროცესისგან გამიჯნულ კულტურას, რომელიც გაერთიანდება საფუძველ შრომასთან. ამ პრინციპით, თითოეულს, ვინც შრომობს, ინტელექტუალურ ღირებულებებზე წვდომის უფლება აქვს, ხოლო ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის კულტურულ ფასეულობებზე წვდომის უფლება მხოლოდ მის შრომით საქმიანობაზეა დამყარებული. თუ ერის შიგნით კლასობრივ ბრძოლაში ჩართული მუშაკი მაღალი დონის კულტურის კონცეფციას, როგორც ექსპლუატაციის, სხვათა შრომის უფლებას დაუპირისპირდება, მაშინ ეროვნულ ბრძოლაშიც წინააღმდეგობა უნდა გამოავლინოს. აქაც, მუშაკის თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ გერმანელ ხალხს თავისი კანტი, ჰეგელი, გოეთე და შილერი ჰყავს, იმ დროს, როდესაც ჩეხი ერი გერმანელი მსხვილი მიწათმფლობელისა და ბურჟუაზიის ბატონობის ქვეშ არსებობდა და, სწორედ ამიტომ, მაღალ კულტურულ 399 განვითარებას ვერ ახერხებდა, გერმანელი ერის მესაკუთრე კლასებს ჩეხი ხალხის ექსპლუატაციისა და ჩაგვრის უფლება არ ჰქონდათ. თუ გერმანიის ბურჟუაზია, როგორც ეროვნულ, ისე სოციალურ ბრძოლაში, იმ პრინციპს მიემხრობა, რომ კულტურის მაღალი დონე სხვათა შრომის გამოყენების უფლებას იძლევა, მაშინ ყველა ერის მუშაკი, გერმანელების ჩათვლით, ამ მოსაზრებას საკუთარი მორალური კონცეფციით დაუპირისპირდება, რომ ყოველი სოციალური შრომითი საქმიანობა საკუთარი კულტურის ფლობის საშუალებას იძლევა. მოთხოვნა, რომელიც ამ პროლეტარისტული ეთიკისაგან წარმოიშვა, იგივეა, რაც ჩვენ უკვე მუშათა კლასის პროფკავშირული და პოლიტიკური ბრძოლის საჭიროებებიდან გამოვაპირობეთ. კონსტიტუცია თითოეულ ერს თავისი კულტურის განვითარებისა და ყველა მუშაკს თავისი ერის კულტურული ღირებულებების გაზიარების იურიდიულ გარანტიას აძლევს; კონსტი ტუცია თითოეულ ერს საკუთარი კულტურის განვითარების უფლებას აძლევს; კონსტიტუცია არ აიძულებს ერებს სახელმწიფო ძალაუფლები სათვის ბრძოლაში ამ უფლების მოპოვებასა და დამტკიცებას; კონ სტიტუცია არცერთი ერის ძალაუფლებას უმცირესობის მიერ უმრავლე სობის ბატონობაზე არ აფუძნებს. – ეს ყოველივე პროლეტარიატის ეროვნულ-პოლიტიკური მოთხოვნებია. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცენტრალისტურ-ატომისტური კონსტიტუცია მისი რომელიმე ფორმით, იმპერიული ცენტრალიზმითა თუ გვირგვინის მიწების ფედერალიზმით, ვერ უზრუნველყოფს. ეს კონსტიტუცია, უპირველეს ყოვლისა, პროლეტარიზმის იდეალებს უპირისპირდება. თუმცა, ეს არცერთ ერს საკუთარი კულტურის თავისუფლად განვითარების გარანტიებს არ აძლევს და ერებს სახელმწიფოში ძალაუფლებისათვის ბრძოლას აიძულებს, განსაკუთრებით, ძველ ისტორიულ ერებს დემოკრატიის წინააღმდეგ განაწყობს. ამრიგად, პროლეტარიატის ყურადღება ერების სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების სხვა ფორმაზეა მიმართული, იმ ფორმაზე, რომელსაც რუდოლფ შპრინგერი ორგანულ კონცეფციას უწოდებდა. თითოეულმა ერმა თავისი ეროვნული კულტურული მოთხოვნები თავისუფლად უნდა დააკმაყოფილოს და თავად მართოს. სახელმწიფო უნდა შემოიფარგლოს იმ ინტერესების დაცვით, რომლებიც, ეროვნული თვალსაზრისით, გულგრილობად შეიძლება, ჩაითვალოს, თუმცა ყველა ერისთვის საერთოა. ამგვარად, ეროვნული ავტონომია, ერთა თვითგამორკვევა მრავალეროვან სახელმწიფოში აუცილებლად ყველა ერის მუშათა კლასის საკონსტიტუციო პროგრამად განიხილება. 400 შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ლიბერალიზმი ცენტრალისტურ-ატომისტური კონცეფციის შესაბამისად, ეროვნული ურთიერთობების მოწესრიგებას ცდილობდა, რადგან მოწესრიგების ეს ფორმა სახელმწიფოს მთლიან კონცეფციას ეფუძნებოდა და ეროვნული ავტონომიის პროლეტარული მოთხოვნა მუშათა კლასის ზოგად კონცეფციასთან სახელმწიფოს ამოცანების შესახებ თანხვედრაშია. მუშათა კლასის მთელი ეს ბრძოლა თვითგამორკვევისა და ავტონომიისათვის ბრძოლად შეიძლება, გავიაზროთ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში მუშათა კლასი მესაკუთრე კლასებს ემორჩილება. წარმოების საშუალებების ფლობა ამ კლასებს ისეთ ძალაუფლებას ანიჭებს, რომ საზოგადოების მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულების ნაწილი მიითვისონ, მუშახელზე იბატონონ, მათზე ბრძანებები გასცენ და რაიმე აუკრძალონ. ეკონომიკური განვითარების პროცესებზე მუშათა კლასი ვერანაირ გავლენას ახდენს და, შესაბამისად, არც ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომ კულტურულ განვითარებას რაიმე მიმართულება მისცეს. მხოლოდ სოციალიზმს ახლავს ინდივიდთა თვითგამორკვევა: ის მუშაკებს ანიჭებს ძალაუფლებას, თავიანთი შრომის პროდუქტი თავადვე გააკონტროლონ; სოციალიზმი არ აღიარებს ისეთ კლასს, რომელიც მუშახელზე მბრძანებლობს; ხალხს სძენს ძალაუფლებას, რომ საქმიანობა მეთოდურად წარმართოს და კულტურის შემდგომი პროგრესი შეგნებულად განსაზღვროს. სწორედ ამიტომ, ფრიდრიხ ენგელსმა კაპიტალისტური რეჟიმის სოციალისტურ რეჟიმად გარდაქმნას თავისუფლების სფეროში ნახტომი უწოდა. ამ თვალსაზრისით, მუშათა კლასის კაპიტალიზმის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა თვითგამორკვევისა და ავტონომიისათვის ბრძოლად მოიაზრება. აღნიშნულ ბრძოლაში უპირველესი მიზანი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაა. მას ემსახურება დემოკრატია – ხალხის მმართველობა. ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავის მხრივ, უცხო სახელმწიფოს – აბსოლუტისტური მონარქიის, ბიუროკრატიისა და ბურჟუაზიული უმცირესობის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლას მოიაზრებს. დემოკრატიის ყველა ფორმის არსი ხალხთა თვითგამორკვევასა და ავტონომიაში მდგომარეობს. ლიბერალიზმი მიზნად, უპირველეს ყოვლისა, ბურჟუაზიული სამართლებრივი სისტემის შექმნას ისახავდა. მის ყველაზე დიდ მიღწევად საყოველთაო კოდიფიკაცია – სამოქალაქო კოდექსი, სავაჭრო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა ითვლება. 401 ძველი ლიბერალიზმი ცდილობდა, სახელმწიფო მმართველობა მხოლოდ კანონების აღსრულებით შეეზღუდა. რაც უფრო ნაკლებს აკეთებდა სახელმწიფო, მით უფრო კარგი ჩანდა ლიბერალიზმის თვალში. მისი პრინციპის მიხედვით, სახელმწიფო მოქალაქის პირადი თავისუფლებისა და საკუთრების დაცვით შემოიფარგლებოდა, ცდილობდა, ეკონომიკურ ძალთა თავისუფალი თამაში არ შეეზღუდა. მუშათა კლასს კი, პირიქით, ახალი სამართლებრივი სისტემის შემუშავება არ სჭირდებოდა, არამედ სურდა, ძველი ბურჟუაზიული სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის ახალი შინაარსი მიეცა. იგი საჭიროებს არა პირადი თავისუფლების დაცვის შესახებ ახალი კანონების მიღებას, არამედ ლიბერალიზმით ნაკარნახევ პირად თავისუფლებას, საჯარო მმართველობაზე დაქვემდებარებით აშენებს ეკონომიკას და ამით დაამხობს ძალაუფლებას, რომელიც თავისუფალ მუშაკებს იმონებს და მათ ექსპლუატაციას ეწევა. მუშები საკუთრების ახალ კანონს კი არ მიიღებენ, არამედ კერძო საკუთრებას საჯარო მმართველობით ჩაანაცვლებენ, ქონებას ხალხი მიისაკუთრებს და მას საჯარო მმართველობის საგნად აქცევს. პროლეტარიატი ახალ სამართლებრივ სისტემას არ შექმნის, არამედ სამართლის სუბიექტებს შეცვლის. დღესდღეობით, მუშათა კლასისათვის სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც კანონმდებლობა და დიდ გარდამავალ ეპოქაში, რომელიც ახალ სოციალისტურ საზოგადოებას წინ უძღვოდა, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამრიგად, მუშათა კლასი მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის წარმართვით ვერ დაკმაყოფილდება, მას სურს, ვისთვისაც იქმნება ადმინისტრაციული აპარატი, თავად ისინიც საჯარო მმართველობის ორგანოებად აქციოს. ამიტომ მუშები თვითმმა რთველობას, ვიწრო გაგებით, ავტონომიას ითხოვენ. ამას სხვა მიზეზებიც უდევს საფუძვლად. ბურჟუაზიამ უმეტეს სახელმწიფოში ჯარი, ადმინისტრაციული აპარატი და ბიუროკრატია მონარქიას გადაულოცა. ამგვარ დემოკრატიას რუდოლფ შპრინგერმა„კოჭლი დემოკრატია“ უწოდა, რომელიც ერთ ფარატინა ფურცელს წარმოადგენს. ნებისმიერ დროს, ძალაუფლების მქონე პირებს შეუძლიათ დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესებისა და პარლამენტის გაუქმება. ჯარი მათ ხალხისგან იცავს. ბიუროკრატიული ადმინისტრაციული აპარატი სახელმწიფო სისტემას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მომართავს, რათა სახელმწიფო მექანიზმმა 402 მუშაობა არ შეწყვიტოს. პროლეტარიატს ასეთი დემოკრატია არ აკმაყოფილებს. იგი დასახულ მიზნებს მმართველთა ინტერესებისა და ძალაუფლების შესუსტების გარეშე ვერ მიაღწევს. მის ძალაუფლებას საკანონმდებლო ორგანოში უფრო მტკიცე საფუძველი ჭირდება, ვიდრე ფარატინა ფურცელი, რომელიც ჯარისკაცებისა და ბიუროკრატების მხარდაჭერით, ნებისმიერ დროს შეიძლება, დაიხეს. ამ მიზნით, მუშათა კლასი, ერთი მხრივ, მუდმივი არმიის სახალხო მილიციად გადაქცევას, მეორე მხრივ, ბიუროკრატიის თვითმმართველობით შეცვლას ითხოვდა. დემოკრატია მისი დამხობის ყოველგვარი მცდელობისგან დაცულია იმ შემთხვევაში, თუ ორივე ფეხზე მყარად დგას. თვითმმართველობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ავტონომია. ავტონომია ყველა პროლეტარული ბრძოლის, სოციალური წარმოებისა და დემოკრატიის არსია. პროლეტარიატისათვის იგი, ვიწრო გაგებით, იმ ძალაუფლების მოპოვების საშუალება და საფუძველია, რომლისკენაც მიისწრაფვის. ამ რეფლექსიაში ეროვნული ავტონომიის პროლეტარული მოთხოვნა ექცევა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ე.წ. გვირგვინის მიწების ავტონომია თვითმმართველობის ჭეშმარიტ ფორმას არ მიეკუთვნება, ვინაიდან მას ავტონომიური მმართველობის უპირველესი წინაპირობა, ინტერესთა შედარებითი ერთგვაროვნება, აკლია. უმცირესობისათვის ყოველთვის და უმრავლესობისათვის ძალიან ხშირად ჩვენი პრივილეგირებული საარჩევნო უფლების წყალობით, ის უცხოურ ბატონობად იქცევა. ერთა ავტონომია რეალურ თვითმმართველობას გულისხმობს, ვინაიდან ეროვნული კულტურის პროგრესი ერის თითოეული წევრის საერთო ინტერესში ექცევა. კაპიტალისტურ საზოგადოებაში, ასევე თითოეულ ერში, ინტერესთა მწვავე კონფლიქტი წარმოიშობა. მუშათა კლასი, მესაკუთრე კლასისაგან განსხვავებით, ერის მოთხოვნების შესაბამის საშუალებებს სხვაგვარად შექმნის და გამოიყენებს, ეროვნულ სკოლებს ახლებურად მოაწყობს, ეროვნული კულტურის განვითარებას სხვა მიმართულებას მისცემს. ჩვენი საზოგადოების ფარგლებში ეროვნული ავტონომია ერთა თვითგამორკვევისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც სოციალისტური წარმოების მყარ ფუნდამენტზე მიიღწევა. მუშათა კლასი კაპიტალისტურ საზოგადოებაში ეროვნული ავტონომიის მოთხოვნას აყენებს. ის იძულებულია, მრავალეროვან სახელმწიფოში კლასობრივი ბრძოლა წარმართოს. ავსტრიის 403 მუშათა კლასმა ეს ყოველივე ნათლად გააცნობიერა. ის, თანდათანობით, ჯერ ნაივურ კოსმოპოლიტიზმს და, შემდეგ, ნაივურ ნაციონალიზმს დაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ განვითარების ეს პროცესი ეროვნული ბრძოლის შუაგულში წარუმატებლობის გარეშე ვერ წარიმართება. 1897 წელს ვიმბერგის პარტიის ყრილობამ დაამტკიცა ეროვნული ავტონომია პარტიის შიგნით. მაშინაც კი, თუ დავინახავთ, რომ პარტიის შიდა სტრუქტურა, სახელმწიფო კონსტიტუციის გარდა, სხვა კანონებსაც ემორჩილება, თვითგამორკვევის კონცეფცია პარტიული კონსტიტუციის ახალ რეგულირებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. 1898 წელს გაზეთ„Neue Zeit“-ში(„ახალი დროება“) გამოქვეყნდა კარლ კაუცკის შესანიშნავი სტატია ავსტრიული ეროვნების საკითხის შესახებ, რომელიც„ერთა ფედერალიზმს” მოითხოვდა. 1899 წელს გამოჩნდა„Synopticus“-ის ბროშურა სახელწოდებით„სახელმწიფო და ერი“, რომელმაც განსახილველად პიროვნების პრინციპი შემოიტანა. იმავე წელს ეროვნული ავტონომიის მოთხოვნამ ავსტრიის პარტიული გაზეთების, უპირველეს ყოვლისა,„Arbeiter-Zeitung“ის რამდენიმე სტატიაში წინა პლანზე წამოიწია. ბრნოს პარტიის ყრილობამ კი ერთხმად მიიღო ეროვნების პროგრამა, რომელიც ავსტრიის კონფედერაციად გარდაქმნასა და ყველა ერის სრული თვითგამორკვევის იურიდიულ გარანტიას მოითხოვდა. ეროვნული ავტონომია მხოლოდ გონიერი ადამიანების მიერ შემუშავებულ პროგრამას არ მიეკუთვნება, რათა სახელმწიფო გაჭირვების დროს იხსნას, იგი მოთხოვნაა, რომელსაც პროლეტარიატი მრავალეროვან სახელმწიფოში აუცილებლად წამოაყენებს; მოთხოვნა, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის საჭიროებიდან წარმოიქმნება. მისი კონცეფცია საჯარო პოლიტიკის შესახებ, საბოლოო ჯამში, კონკრეტული იდეოლოგიიდან, კულტურისა და შრომის ურთიერთმიმართების კონცეფციიდან გამომდინარეობს. ეროვნული ავტონომია პროლეტარული კლასობრივი ბრძოლის აუცილებელ მიზანს წარმოადგენს, რადგან კლასობრივი პოლიტიკის უპირობო საშუალებად ითვლება, რომელიც, ამავე დროს, ეროვნული პოლიტიკის განსაკუთრებულ ფორმას – ეროვნულ ევოლუციურ პოლიტიკას მიეკუთვნება, რომლის საბოლოო მიზანი ხალხის ერად გადაქცევაა. ამგვარად, მრავალეროვან სახელმწიფოში ყველა ერის მუშათა კლასი მესაკუთრე კლასების ეროვნული ძალაუფლების პოლიტიკას ეროვნული ავტონომიის მოთხოვნით ეწინააღმდეგება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი- 2022 0128 თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1 1 Ilia Tchavtchavadze Avenue, Tbilisi 0128 Tel+995(32) 225 04 84, 6284, 6278 https://www.tsu.ge/ka/publishing-house