სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა II პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი ზურაბ გაიპარაშვილი რედაქტორი და კომენტარების ავტორი გიორგი ჯავახიშვილი გამოცემაზე მუშაობდნენ: თამარ გიორგაძე , ნათია დვალი, მარიამ ებრალიძე , ქეთევან ქუსიკაშვილი , თამარ ხეტაშვილი © ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022 © ფრიდრიხ ებერტის ფონდი ISBN 978-9941-36-051-0(ყველა წიგნის) ISBN 978-9941-36-053-4(II წიგნის) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა II ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გარეშე. შინაარსი წინათქმა – ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება (გიორგი ჯავახიშვილი) 7 ხარიტონ შავიშვილი, სამშობლო, ციხეები, გადასახლება. რუსი რევოლუციონერები ჟენევაში, 1908 წელი (ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან ქუსიკაშვილმა) 9 ხარიტონ შავიშვილი, რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელი (ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხეტაშვილმა) 275 7 ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება ხარიტონ შავიშვილის სახელი გასული საუკუნის დასაწყისში იცოდა რუსეთის იმპერიის ყველა სოციალისტმა, რევოლუციონერმა და ემიგრანტმა – თბილისიდან ციმბირამდე და ციმბირიდან ჟენევამდე. იშვიათია მოაზროვნე და პოლიტიკოსი, რომელიც თავის თავში აერთიანებს პოეტურ ბუნებასა და პოლიტიკური მრწამის ერთგულებას, მეგობრებისა და თანამებრძოლთა სიყვარულს, სამშობლოზე დარდსა და ისტორიიდან განდევნილი ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის იდეალებს. თქვენ წინაშე წარმოდგენილია იმ ავტორის ორი მოგონება, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში, რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, გურიაში დგამს პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს და პოლიტიკურ კარიერას ასრულებს სამშობლოდან შორს, შვეიცარიაში. ხარიტონ შავიშვილი 1886 წელს დაიბადა გურიაში, სოფ. ქვედა ბახვში. ბავშვობიდანვე, უფროსი ძმის კვალდაკვალ, ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, იყო დაპატიმრებული და გადასახლებული, თუმცა საბედნიეროდ 1908 წელს პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა და შვეიცარიაში ჩავიდა. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ, შავიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში დაიწყო სამსახური. თავდაპირველად ბერნში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩევლის რანგში შეუდგა მუშაობას. 1920 წლიდან ხარიტონ შავიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, ჟენევაში გადავიდა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი გახდა ერთა ლიგაში, სადაც ასევე დააარსა საქართველოს პრესის ბიუროს. საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, შავიშვილი ერთა ლიგაში ბრძოლას განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ლოზუნგით. ის აქტიურად აშუქებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის საკითხს საერთაშორისო პრესაში, იყენებდა საკუთარ პოლიტიკურ გავლენებს, რათა პოლიტიკური ველიდან არ გამქრალიყო საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ხ. შავიშვილი 1934 წლამდე მოღვაწეობას აგრძელებდა ერთა ლიგაში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი. 1925 წელს შვეიცარიელ თანამოაზრე ჟან მარტენთან ერთად დაარსა საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი, რომლის მიზანი ბოლშევიკური პროპაგანდისა და საქართველოს შესახებ გავრცელებული ცრუ ინ- 8 ფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ემიგრაციის წლებში შავიშვილი ატარებდა საქართველოს შესახებ გაცნობით კვირეულებს, 1927 წელს, მისი თაოსნობით, ჟენევაში საქართველოს კვირეული ჩატარდა, რომელსაც ნოე ჟორდანია, შვეიცარიის მთავრობისა და 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟენევისა და ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორები დაესწრნენ. მისივე ინიციატივით, 1937 წლის 4 ნოემბერს ჟენევის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საზეიმო იუბილე აღინიშნა. ხარიტონ შავილიშვილი 1975 წელს გარდაიცვალა შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში. ხარიტონ შავიშვილის მემუარები XX საუკუნის საქართველოსა და გლობალური ისტორიის გასაგებად საუკეთესო მეგზურია. ავტორი პირველ წიგნში საინტერესოდ ყვება იმ რთულ და ამაღელვებელ პერიოდს, რომელიც ქართველმა ხალხმა, სხვა ჩაგრულ ერებთან ერთად, გაიარა XX საუკუნის დასაწყისის პირველ ათწლეულში, როდესაც რუსეთის შიგნით გაჩაღდა ბრძოლა დემოკრატიული გარდაქნების დასაჩქარებლად, რაც, სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიის რეპრესიულმა სისტემამ ჩაახშო და მშვიდობიანი ლოზუნგების დევნით, სიკვდილით დასჯითა და გადასახლელებით უპასუხა. მეორე წიგნის მკითხველი იმოგზაურებს 1908 წლის ჟენევაში და აღმოაჩენს თუ როგორ მსჯელობდნენ, კამათობდნენ და იცავდნენ საკუთარ პოზიციებს რუსეთის იმპერიიდან განდევნილი სოციალ-დემოკრატები. პოლემიკა, რომელიც მენშევიკ-ბოლშევიკების ბრძოლის სახელით არის ცნობილი, ხარიტონ შავიშვილმა სიზუსტით, ლაკონურობითა და მწერლური ოსტატობით გადაგვიშალა თვალწინ. თქვენ წინაშე არსებული გამოცემა აერთიანებს ორ ტექსტს –„სამშბობლო, ციხეები, გადასახლება(1946) და„რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს“(1974). მიუხედავად იმისა, რომ ხარიტონ შავიშვილი არ იყო განათლებით ისტორიკოსი, ის გულდასმით ჰყვება იმ ამბავს, რომელსაც თავად შეესწრო და ისტორიკოსის სიზუსტით დაალაგა ფაქტები, მათი ანალიზი და დასკვნა შემოგვთავაზა. წარმოდგენილი მემუარები თავდაპირველად ფრანგულ ენაზე გამოიცა და პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე გვჯერა, წარმოდგენილი გამოცემა ხელს შეუწყობს XX საუკუნის ისტორიის გადააზრებას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი რწმენის განმტკიცებას და კარგ მეგზურობას გაუწევს როგორც მეცნიერებს, ისე მკითხველთა ფართო წრეს. გიორგი ჯავახიშვილი ხარიტონ შავიშვილი სამშობლო, ციხეები, გადასახლება 1 რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელი წინათქმის ავტორი ალბერ მალში (ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან ქუსიკაშვილმა) 1 ფრანგული ენიდან თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Khariton Chavichvily , Patrie , Prisons , Exil . Défense de la France , 1946 . სარჩევი პირველი ნაწილი 17 თავი I. გამგზავრების სიმღერა 19 თავი II. ჩემი პირველი ნაბიჯები რევოლუციაში 30 თავი III. საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა 43 თავი IV. რუსეთ-იაპონიის ომი 55 მეორე ნაწილი 65 თავი I. მენშევიზმი თუ ბოლშევიზმი 67 თავი II. სომხებსა და თათრებს შორის სისხლისღვრა შევაჩერეთ 85 თავი III. ჭიათურის საბადოების ცენტრში სტუმრობა 91 თავი IV. წინააღმდეგობრივი თათბირები კობასთან (სტალინთან) 96 თავი V. როდესაც სტალინი იყო გულცივი კობა 105 თავი VI. ბოლშევიზმის ციხესიმაგრე 115 მესამე ნაწილი 119 თავი I. წყვდიადმა დაფარა ბათუმი 121 თავი II. სიხარული და შიშის ზარი ქუთაისში 125 თავი III. დაკითხვის მოლოდინში 139 თავი IV. ქუთაისის ციხეში 141 თავი V. მეტეხის ციხეში 158 თავი VI. ტფილისის დეპარტამენტის ციხეები 168 თავი VII. ციმბირისკენ 175 მეოთხე ნაწილი 185 თავი I. ტიუმენის ციხეში 187 12 თავი II. ტიუმენიდან ტარამდე 193 თავი III. ზედამხედველობითი თავისუფლება ტარაში 199 თავი IV. ისევ ციხეში 205 თავი V.„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ 212 თავი VI. ტობოლსკი 217 თავი VII. თავზარდაცემათა ჯაჭვი 230 მეხუთე ნაწილი 243 თავი I. ჩავარდნილი გაქცევა 245 თავი II. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 250 თავი III. საზღვარი გადავკვეთე და ჟენევაში ჩავედი 267 13 ნაშრომი მხურვალე გულის ადამიანს ეკუთვნის. პატრიოტიზმმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, შეუქცევად რევოლუციურ მოძრაობაში ჩართო. გაითვალისწინეთ, ამას რევოლუციონერი არ გეუბნებათ. ხარიტონ შავიშვილი ქართველია. მისი მშობლიური გურია ღირ სებისა და სიმამაცის მიწაა. ეს თვისებები და ცარიზმთან დაპირის პირების ტრადიცია მოჰყვება ოჯახიდან, რომელიც ერთდროულად მი წათმოქმედიც იყო და პატრიარქალურიც. მთელი ქვეყანა იზიარებდა მოსაზრებას, რომ ღირსეული კაცის პირველი მოვალეობა ფეოდალური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო, – ეს იყო უცხოური ბატო ნობა – მისი განადგურება და სოციალური დემოკრატიით ჩანაცვლება. ამ გადმოსახედიდან უნდა აღინიშნოს, რომ ტრეპოვების 1 და სტო ლიპინების 2 რეჟიმი, რასპუტინის 3 გაბრწყინებამდე, ამ ბრალდებას იმსახურებდა. წიგნში თავმოყრილია 1903-1908 წლების პოლიტიკური ცხოვრება კავკასიაში. შევხვდებით სტალინს, კარიერის დასაწყისში; ნოღაური წკეპლით მიღებულ აჯანყებულთა კორტეჟებს. სამწუხაროდ, შავიშვილ თან ერთად, შევიხედავთ ცარისტულ საპყრობილეებში და შუაგულ ციმ ბირში. ჩემი სიტყვა შთამბეჭდავი ფილმის კომენტირებას არ ისახავს მიზნად. მე მსურს, მომავალ მკითხველს წიგნის ავტორი წარვუდგინო. გულწრფელად რომ ვთქვა, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, სანამ 1908 წლის აგვისტოში შვეიცარიაში არ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მთელი რუსეთი გადმოჭრა, ტობოლსკიდან პოლონეთამდე, ძალიან მოხერხებუ 1 ტრეპოვები – რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოჯახი. ფიოდორ ტრეპოვი( 1809 1889 ) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოხელე იყო. მისი სამხედრო კარიერა დაიწყო 1830 1831 წლების პოლონეთის მოვლენების დარბევით; მოგვიანებით მსახურობდა აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებაზე; 1873 1878 წლებში მსახურობდა სანკტ-პეტერბურგის ქალაქის თავად; ცნობილია 1878 წლის ტერაქტით, როდესაც ვერა ზასულიჩი თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა. მისი ერთ-ერთი შვილი – დმიტრი ტრეპოვი( 1855 1906 ) – მოსკოვის პოლიციის ხელმძღვანელისა და მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. დმიტრი ტრეპოვის სახელს უკავშირდება 1905 წლის რუსეთის რევოლუციის ჩახშობა და რეპრესიები. ტრეპოვების ოჯახიდან იყო ასევე ალექსანდრ ტრეპოვი( 1862 1928 ), რუსეთის იმპერიის პრემიერ-მინისტრი 1916 წელს(რედ.). 2 პიოტრ სტოლიპინი( 1862 1911 ) – რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე. რუსეთის მესამე პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი 1906 1911 წ.წ-ში(რედ.). 3 გრიგორ რასპუტინი( 1869 1916 ) – რუსი მისტიკოსი, ნათელმხილველი და თვითგამოცხადებული წმინდანი, იმპერატორ ნიკოლოზ II -ის კარზე მიღებული ფიგურა, რომელიც გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე(რედ.). 14 ლად ორგანიზებული გაქცევისას. სწორედ პოლიტიკური ნიშნით ლტოლ ვილ ადამიანს დავუმეგობრდი და ჩვენი მეგობრობა ახლა უკვე დიდი ხნისაა; თუმცა არასდროს მინახავს ჩემი მეგობარი, პოლიტიკურად დამარცხებული ადამიანი მეოცნებედ ქცეულიყოს ერთი წუთითაც კი კომპრომისზე წასულიყო ან ეწუწუნა მაინც. აი, უკვე ორმოცი წელია ის ერთსულოვნად იტანს განსაცდელსა და გადასახლებას. ხარიტონ შავიშვილი იცნობდა სტალინის საქმიანობის საწყის ეტაპებს, უპირისპირდებოდა ტროცკის, ცდილობდა, შეეჩერებინა რუსუ ლი რევოლუციის გავლენების დანერგვა; ჩვენთან, დასავლეთში კავშირ ში იყო პლეხანოვთან, 1 ლიბკნეხტთან, 2 ჟორესთან, 3 ალბერ ტომასთან 4 . ეს ადამიანები მას ემეგობრებოდნენ და მხარს უჭერდნენ სოცია ლისტურ თუ მარქსისტულ მოსაზრებებში. განა მისთვის პოლიტიკუ რი დოგმები იყო მნიშვნელოვანი? ის სოციალისტურ და მარქსისტულ მოსაზრებებში დარწმუნებული იყო. მე მასში ყოველთვის ვხედავდი თავისუფლების დამცველს, მსხვერპლის მეგობარს, ბრუტალური ძალის მტერს, ერთი სიტყვით, ადამიანს, ყოველგვარი ეტიკეტის გარეშე, ვისთვისაც ადამიანური ღირებულებები ყველაფერზე მაღლა დგას. ჩემი აზრით, შავიშვილში არსებობს თავგადასავლებისა და რისკის ინტერესი, რაც ადრე მისი რასის ადამიანებს უბიძგებდა ევროპის ყე ლის დაცვისკენ, რომელსაც მათი სამშობლო წარმოადგენდა. თამარ მე ფეს ჯერ ისევ ჰყავს უშიშარი და შეუდრეკელი რაინდები. რატომაც არა? მაგალითი არც ისე გავრცელებულია. ის მისაბაძია. 1 გიორგი პლეხანოვი( 1856 1918 ) – რუსი მოაზროვნე, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი. რუსული სოციალ-დემოკრატიის გამორჩეული ლიდერი; რუსეთის სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი(რედ.). 2 კარლ ლიბკნეხტი( 1871 1919 ) – გერმანელი სოციალ-დემოკრატი; გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და ერთერთი გამორჩეული სახე; რაიხსტაგის წევრი 1912 1914 წ.წ-ში; 1919 წლის „გერმანიის რევოლუციური ზამთრის“ მონაწილე; გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გამოირჩეოდა რადიკალური მოწოდებებითა და ლოზუნგებით, მოკლეს 1919 წლის 15 იანვარს ქალაქ ბერლინში სამხედრო შეტაკებისას(რედ.). 3 ჟან ჟორესი( 1859 1914 ) – ფრანგი სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი; ადრეული XX საუკუნის ფრანგული სოციალიზმის უპირობო ლიდერი. ცნობილია ანტიმილიტარისტული და ანტიკოლონიური რიტორიკითა და პროლეტარიატის დიქტატურის თეორიის კრიტიკით. მის პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენდა პატრიოტიზმი, ინტერნაციონალიზმი, კლასობრივი ბრძოლა და დემოკრატიზაცია(რედ.). 4 ალბერ ტომა( 1878 1932 ) – ფრანგი სოციალისტი და სახელმწიფო მოხელე; 1920 წელს საქართველოში ჩამოსული ევროპული სოციალისტების დელეგაციის წევრი(რედ.). 15 ყველას არ გააჩნია მსხვერპლშეწირვის თვისება. და მიუხედავად ამისა, თუ მსოფლიო კვლავაც დასახლებული იქნება, ეს მხოლოდ მათი დამსახურებით, ვისაც დათმობას შხამის მიღება ურჩევნია; გამორჩე ული პირების, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი სიცოცხლე უფრო სხვებს ეკუთვნით, ვიდრე თავად მათ. წაიკითხეთ ხარიტონ შავიშვილის მოგონებები და თავად განსა ჯეთ, ეკუთვნის თუ არა სწორედ ამ ადამიანთა რიგებს. ალბერ მალში 5 ჟენევა, 20 თებერვალი, 1946 5 ალბერ მალში( 1876 1956 ) – შვეიცარიელი პედაგოგი და პოლიტიკოსი; შვეიცარიის თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის წევრი(რედ.). პირველი ნაწილი ქუთაისი. ბაზარი თავი I გამგზავრების სიმღერა წარმოიდგინეთ ზაფხულის პირველი დღეების ერთი მშვენიერი დილა საქართველოში, ბუნება აყვავებულია. წარმოიდგინეთ ჩემი ბავშვობის უკიდეგანო ბაღი მზის ამოსვლისას, როდესაც ათასო ბით სახეობის მცენარე, ხეხილი და უთვალავი ყვავილი ოქროსფე რი სინათლის შუქშია გახვეული. იმ დილას, სიჭაბუკის ენთუზიაზმის ხიბლით გატაცებული, ბაღ ში დავრბოდი, აღტაცებული მაგიური სცენით, რომელსაც ედემის ფრინველთა გალობა, ბულბულთა ორკესტრის ბრწყინვალე სო ლისტობით აცოცხლებდა და, აი, სწორედ ამ დროს რაღაც ხმა, რომელიც ჯერ შორეული იყო და კონცერტის ჟრეღადობაში ირე ოდა, ნელ-ნელა უფრო გარკვევით გაისმა, უფრო გამოკვეთილი და უიმედო გახდა:„ხარიტონ!.. ხარიტონ!..“. ეჭვგარეშეა, მეძახიან. თუმცა ჯერ სადილის დრო არ არის. და ლახვროს ეშმაკმა, ვის შეეძლო ჩვენს ბაღში შემოღწევა და ჩემი ბედნიერებისთვის შფოთის მიყენება? რა უნდათ ჩემგან?... მით უარესი მათთვის! აქ არ ვარ. დაე, სხვაგან მეძებონ. მაგრამ ხმა უკან არ იხევდა, აბეზარი; ყველა კუთხეში ძებნის შემდეგ, მომია ხლოვდა. დამალვა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე და დამალვა?! ეს საერთოდ არ მხიბლავს. თექვსმეტი წლის ასაკში ყველას აქვს თავისი სიამაყე! კაცი ვიწრო ხეივანში მოაბიჯებდა, რა თქმა უნდა, ეს ხომ ყარამანია! ის უცხო არ არის ჩვენს სახლში. მის იერს ორი გინალურობა არ აკლია, – უზარმაზარი თავი მომცრო ტანზე, გრძე ლი და სქელი წვერი, რომელიც ქამრის ბალთამდე სწვდება. – – ჰეი, ჩემო პატარა ხარიტონ, გამარჯობა! ხმა ჩამეხლიჩა შენი ძახილით, შენ კი პასუხს არ მცემ! ამ მისალმებაში საყვედური იგრძნობა, მაგრამ უეცრად ისევ სიტყვას აგრძელებს, თითქოს ეშინია, რომ ცუდად არ გაუგონ და ძალიან მშვიდად, სითბოთი აღსავსე ხმით აგრძელებს: – – იცი, ჩემო ძვირფასო, დიდი, ძალიან დიდი და შესანიშნავი მისია მაქვს შენ წინაშე, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით შემი ძლია მისი შესრულება: შენ ეს არავის უნდა უთხრა, რადგან ეჭვი 20 არ მეპარება, შენი მშობლები აღტაცებულები არ დარჩებიან. მე ტიც, მინდა, ეჭვიც არ შეეპაროთ, რომ მე მსტოვრის როლი ვიკის რე. მპირდები, რომ ჩუმად იქნები ? – – რა კითხვაა, ყარამან ? ! – წამოვიყვირე და მიწას ფეხი დავარტყი. – – კარგი, სხვა პირობას არ გთხოვ. ვიცი, როგორი მამაცი ბიჭი ხარ და გენდობი... – – რა იცით ჩემ შესახებ, როცა ასე იშვიათად მხედავთ ? – – ვანომ მითხრა და ეს საკმარისია. ის ჩემს ძმას შეხვდა! ბათუმიდან მოდიოდა და ახალი ამბები მოჰქონდა ჩემთვის! ეს სულ სხვა ამბავი იყო! – – მას შეხვდით ? როგორ არის ? – – როგორც ყოველთვის, მხნედ, საოცრად. ყველა მმართველ თან ისე იქცევა, როგორც თანასწორთან, როგორც მე შენთან. – – რა გითხრათ მან ? – – ის შენობით მიმართავს კარლოს, 1 გრიგოლს 2 ... – – მაგრამ რაკი თქვენ ის ნახეთ... – – დიახ, ვნახე! შესანიშნავო ბიჭუნავ! მეტიც, სწორედ მან მო მცა კონფიდენციალური მისია შენთვის. ოჰ! მისი დარი არავინაა... – – რა მისია, ყარამან, რა მისია ? – – არ ვიცი. მოუთმენლობამ შემიპყრო. ის კი თავისი თეთრი აბრეშუმის ჟილეტის შიდა ჯიბეში იქექებოდა. იქ რაღაცას ეძებდა, აუჩქარებ ლად. ბოლოს ხუთი ბეჭდით დაბეჭდილი კონვერტი ამოიღო, რო მელზეც ვანოს სახელი ეწერა. – – აი! მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვანო და ქართველი რევოლუციონე რები ერთნი არიან. 1 ნიკოლოზ(კარლო) ჩხეიძე( 1864 1926 ) – ქართველი სოციალ-დემოკ რატი, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე 1919 1921 წლებში; 1907 1921 და 1912 1917 წლებში რუსეთის მე3 და მე4 სახელ მწიფო სათათბიროების წევრი და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე; ერთ-ერთი პირველი მარქსისტი და ქართული სოცია ლ-დემოკრატიის გამორჩეული ფიგურა(რედ.) 2 გრიგოლ ლორთქიფანიძე( 1881 1937 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო და განათლე ბის მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; რუსეთის იმპე რიის პერიოდში დააპატიმრეს მემარცხენე იდეებისა და რევოლუციური მოძრაობის მხარდაჭერის გამო(რედ.). 21 ყოველ ფრაზას იმავე რეფრენით ასრულებდა:„ოჰ, რა საოცარი ბიჭია“; გადაკეცილი ქაღალდი გამომიწოდა და სადღესასწაულო ხმით მამცნო:„ყველაფერი აქ არის ახსნილი“. პირველად მოხდა, რომ ამგვარად დაბეჭდილი წერილი მივი ღე, მისი გახსნისას ხელი მითრთოდა... სასწრაფოდ ვანოს უნდა შევხვედროდი ბათუმში. ის უნდა გამგზავრებულიყო და ჰქონდა საქმეები, რისი მინდობაც მხოლოდ ჩემთვის შეეძლო. ამწამს, ჩემი მოზარდობის გარიჟრაჟზე, კაცის თვისებები შევი გრძენი. ღმერთო! რა ნდობაა! ოთხი წელი იყო ჩვენ შორის სხვაო ბა. უკვე თორმეტი თვე ხდებოდა, რაც ერთმანეთი არ გვენახა და, აი, საიდუმლო საქმის გასაგრძელებლად მიხმობდა. იმედოვნებ და, რომ –სარწმუნო მიზეზით – ჩემით მოვაგვარებდი მშობლებ თან ბათუმში გამგზავრებისა და პასპორტის აღების საკითხს. პა სპორტის მიღება! როგორ მოგონებებს აღძრავდა ეს მოზარდის ცინცხალ გონებაში! *** თოთხმეტ წელზე ოდნავ მეტის ვიქნებოდი, ეს იყო 1901 წელი. ვანო ჩვენთან ერთად აღარ ცხოვრობდა, ის უკვე ბათუმში იყო. ერთ დღეს, მიხაკომ, ოჯახის შვიდ შვილს შორის უფროსმა(მიხაკო, იესე, ჩვენი და პოლაკრი, სევასტი, ვანო, ერემი და მე), მშობლებს უთხრა: – – ხარიტონი რომ წავიყვანო ბათუმში ? სასიამოვნო სანახაო ბებს ვაჩვენებდი. თანხმობა მალე მივიღეთ და მამა ჩემთვის აუცილებელი პა სპორტის საკითხით დაკავდა. ამაოდ! ორი დღის შემდეგ ზედა-ბახვიდან სამწუხარო ამბავი მივიღეთ, ზრდილობიანი, მაგრამ კატეგორიული უარი კანცელარი იდან:„ბავშვებს პასპორტს მხოლოდ მშობლებთან ერთად მოგზა ურობის შემთხვევაში ვაძლევთ“. ახლაც თვალწინ მიდგას ვახშამი, რომლის დროსაც მამამ, თხუტმეტიოდე ადამიანის თანდასწრე ბით ეს პასუხი გაგვაცნო. გაშმაგებულმა, გადავწყვიტე პასპორტი მომეპოვებინა. მეორე დღეს ორი ცხენი შევკაზმე და ბიძაშვილთან, ფოთელ გოგილოსთან ერთად გავემგზავრე. კანცლერმა შესაბამისად მიგვიღო და განგვიცხადა, რომ წინა დღის უართან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლიდა. მე დაბეჯი - 22 თებით ვითხოვდი ცვლილებას. მაშინ მან მითხრა, რომ ხელახ ლა განიხილავდა საკითხს ოლქის უფროსთან, ბატონ გაბილთან, რომელიც იერარქიულად მასზე მაღლა იდგა. ეს გადასახადების ამკრეფი რუსული ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული ხალხის მიერ არჩეული მმართველის, ინწკირველის ადგილზე. – – სად არის ახლა ? – – შეხვედრაზეა და ვერ შევაწუხებ, მიპასუხა მოხელემ და კა რზე მიმანიშნა. – – სთხოვეთ, მიმიღოს, გეთაყვა! – – აზრი არ აქვს, რადგან გუშინ მან თავად მიიღო გადაწყვეტი ლება თქვენს საქმეზე. – – საქმე მხოლოდ ეს არ არის. საკონფერენციო დარბაზისკენ გავემართე და იქვე დავსძინე: – – ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გავაცნო! კანცელარიის მოხელე დაწინაურდა. კარი გახსნა და განაცხა და:„სასწრაფო საქმე!“ უფროსი გააოგნა ჩვენმა ასეთმა შეჭრამ. მა გიდის გარშემო მსხდომი ექვსი თუ შვიდი კაცი გაოგნებული გვი ყურებდა. მე ავუხსენი, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა პასპორტი. გაბილმა მიპასუხა, რომ მხოლოდ მშობლების თანხლებით შემეძ ლო მოგზაურობა და საერთოდაც, არ მიცნობდა. სიტყვა მოვუჭერი და ამგვარად დავასრულე: – – იმ მეზეზით, რომ პატარა ვარ, უარს მეუბნებით ისეთ საქმე ზე, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და ასევე ამტკიცებთ, რომ არ მიცნობთ! თუმცა ძალიან კარგად მიცნობთ, რადგან ჩემი ოჯახი ხშირად გმასპინძლობთ, შემდეგ ჩვენი ბაღის ხილს აგემო ვნებთ და ქებით მავსებთ! ვხედავდი, როგორ წითლდებოდა უფროსი. მოგვიანებით ჩემ მა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ბატონი გაბილი ძალიან შეცბუნდა, იქ მსხდომნი კი თავის გადაქნევით ერთმანეთს ეჩურჩულებოდ ნენ. ამით დავასრულე პრეტენზიული გამოსვლა, გოგილოს მო ვკიდე ხელი და კარი გამოვიჯახუნე. ფარდა! დაჯდომა ძლივს მო ვასწარით, რომ კანცელარიის მოხელემ დაგვიძახა და პასპორტი გადმომცა. – – გავიმარჯვეთ! – ყვიროდა ჩემი ბიძაშვილი და ხტოდა. – თუ მცა ამას მას შემდეგ გავამხელთ, რაც ერთად შევიკრიბებით. ამ უახლოეს წარსულსა და ჩემს გასაოცარ წარმატებაზე ვფიქრობდი. ჩემი მამაცი მსტოვარი ღობეზე აკრული მოიწევდა 23 წინ, თან ხილით იტკბარუნებდა პირს. როდესაც მომიახლოვდა, ჩვეული ალერსით შენიშნა:„დამძიმებული იერი უფრო გაქვს, ვი დრე გახარებული!“. შემდეგ ჩაახველა. არ ვიცი, პატივისცემის ნი შანი იყო თუ თანაგრძნობის, სასაცილოდ აათამაშა წვერი, იმის ნიშნად, რომ მადლობაც არ ვუთხარი! – – მაპატიეთ, ყარამან, ზრდილობიანად ვერ მიგიღეთ; სინა მდვილეში ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა კეთილგანწყობამ. წვერი ათრთოლდა. მან მხოლოდ ვალდებულება შეასრულა, მაგრამ, როგორც ბათუმის მერიის თანამშრომელს, სურდა რაც შე იძლება ცოტა ხნით გამოსთიშოდა თავის საქმეს და ამიტომ ღა მით გაემგზავრა, რათა მეორე დღეს უკვე ადგილზე ყოფილიყო და ჩემი ძმა, ვანო ენახა:„ოჰ, რა ბიჭია!“. ის ლაპარაკობდა, მე კი ჩემს ფიქრებში ჩავიძირე. რა კარგია, რომ დედა ცოტა ხნით ჩემს დასთან არის, თორემ ყველაფერს მი მიხვდებოდა. მაგრამ მამასაც როგორ მოვაჩვენო თავი მშვიდად, როდესაც ერთი ლუკმის გადაყლაპვაც არ შემიძლია? შუადღისას მოვიბოდიშებ და ძიმითში წავალ, დედის სანახავად, ასე დროს მოვიგებ. ამ დროს საბედისწერო მსტოვარმა, რომელმაც, გაუცნობიე რებლად, ჩემი ცხოვრება სხვანაირად აამოძრავა, წასვლა მოისუ რვა. ხელი ჩამოვართვი. ძალიან გთხოვთ, ვანოს გადაეცით, რომ მის განკარგულებაში ვარ და რაც შეიძლება მალე ჩამოვალ. ამ სიტყვებზე ყარამანი დამეძგერა და მთელი თავისი წვერით გადამკოცნა. – – მივემგზავრები, უკანა კარით გავალ, რომ მამაშენმა არ დამინახოს. მას მივჩერებოდი. სანამ ამ ბანალურ სიტყვებს წარმოთქვა მდა, უეცრად, როგორც რემინისცენციათა სიღრმეში, – სადაც ყვე ლას ერთად მოეყარა თავი: ბათუმს, ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას, ჩემს ძმებს, მოწყენილ და იმედით სავსე ხალხს – ეს ჩვეულებრივი კაცი უფრო მშვენიერი მომეჩვენა, ვიდრე სხვა დროს თავისი ფა რთო შუბლით, მდინარესავით წვერით და წინასწარმეტყველისა თუ წმინდანის იერით. ოჰ! როგორი მგრძნობიარეა მოზარდი შინა განი სახე-ხატების მიმართ! 24 *** როგორც კი ყარამანი თვალს მიეფა რა, გიჟივით გავიქეცი მდელოზე და მე ორე მხრიდან ჩემი საყვარელი ცხენი, ჯანა, გამოეშურა ჩემთან შესახვედრად. „ოჰ, ჯანა, შევძახე ემოციურად, რა ბედ ნიერებაა შენზე ამხედრება!“. მანაც მო კლე ჭიხვინით მიპასუხა და დიდგვარო ვანი თავი დახარა. სამწუხაროდ, შვიდი თვის შემდეგ ავად გახდა და მხოლოდ სიკვდილის პირას ვნახე. ძიმითამდე მისასვლელად მდინარე სუფსა უნდა გადაგეკვეთათ ბორნით. და საკარგი დრო არ მქონდა, ამიტომ მდი ნარე ცურვით გადავიარე. ერთი საათის ვანო შავიშვილი (1882-1928) ავტორის ძმა. ქართველი სოციალ-დემოკრატი. შემდეგ ჯანა ჩემი სიძის სახლის კარიბ ჭესთან ჭიხვინებდა. დედა ჩემკენ გამო იქცა და როდესაც მთლად სველი დამი ნახა, იფიქრა, რაღაც საშინელი ამბავი 1905 წლის მოვლენების შემდეგ ემიგრანტი შვეიცარიაში. მივიტანე. სწრაფად ვიმოქმედე, რომ ყველა საპირისპიროში დამერწმუნები ნა. მკითხეს, ნაჭამი ვიყავი თუ არა. მეც ვუპასუხე, რომ ნოყიერად ვისადილე. აუცილებლად უნდა დამემალა ჩემი მღელვარება. ახლა რო გორ მოვიქცე, ერთი სული მაქვს დედას როდის დაველაპარაკები, მაგრამ მეშინია, რაიმე დარდი არ შთავუნერგო. ამავდროულად, მან უნდა იკისროს მამაჩემის წინაშე პასუხისმგებლობა ჩემი სა სწრაფოდ გამგზავრების შესახებ. დაბოლოს, კულმინაცია, მას არ უნდა ვუთხრა, რომ ვანო მიხმობს, სხვა მიზეზი უნდა მოვიფიქრო... მომეცა შემთხვევა. ხილის მოსაგროვებლად გავიდა. მეც ავდექი და მასთან ერთად წავედი, დედას ესიამოვნა. ძალიან ფრთხილად წარმოვთქვი სიტყვები, რომ მიმხვდარიყო, მასთან დიდი სათხო ვარი მქონდა. ეს სიტყვები ისე ჩუმად წარმოვთქვი, რომ თავადაც ვერ გავიგე. მაგრამ დედის გუმანი სულ სხვაა! იმავე წამს სულის შემძვრელი რეაქცია ჰქონდა. ორივე ხელი შემომხვია და გულში ჩამიკრა თვალცრემლიანმა, ტკბილი ხმით მომმართა:„მითხარი!“. მისი თვალების მისტიკურმა დარდმა შიშის ზარი დამცა, არ ვი ცოდი რა გამეკეთებინა. აჰ, ნეტა გამბრაზებოდა, დავეტუქსე, ასე 25 მეტ ენერგიასა და წინააღმდეგობას გამოვიჩენდი... პირიქით, მისი დედისეული სითბო უსაზღვრო იყო, კიდევ უფრო ნაზი ხმით განა გრძო:„ჩემო ძვირფასო ხარიტონ, ნუ მალოდინებ, მითხარი, გევე დრები“. მთელი ძალა მოვიკრიბე და მოქნილი მოძრაობით და ვუსხლტი:„მნიშვნელოვანი არაფერია. ჯერ საქმეში დაგეხმარები“. – – აი, მეც მოვედი, – ვუთხარი ცოტა ხნის შემდეგ და ხილით ხელში დავდექი მის წინ. გავაგრძელე საუბარი: – – იმის ნაცვლად, რომ ზაფხულში სახლში ჯდომაში დავკარგო დრო, ხომ არ აჯობებს, ძვირფასო დედილო, სიმწიფის ასაკისთვის მოვემზადო, შემოდგომისა და გაზაფხულისთვის ? – – კი, მაგრამ შენს ასაკში მეჩვენება, რომ ეს გამორიცხუ ლია. ამასთან, დაფიქრდი, ასე ხომ საერთოდ ვერ დაისვენებ ამ ზაფხულს. – – ეს შესაძლებელია, შესანიშნავი მიზეზი მაქვს. ამ დილით ყა რამანი შემხვდა, ცოტა ხანს ვისაუბრეთ და ბათუმში გამგზავრება შემომთავაზა, რაც შეიძლება მალე. ეს შესაძლებლობა სახელოვა ნი პროფესორის, რამიშვილის 1 წყალობით მეძლევა. მე ის შარშან გავიცანი. გაითვალისწინე, რომ, როგორც ყარამანმა აღნიშნა, ეს შეთავაზება ვანომ მიიღო და ისიც დათანხმდა! მიხაკო მუდამ ხოტბას ასხამდა რამიშვილს და დედაც მისი ნა ამბობიდან იცნობდა პროფესორს. შარშანდელი მოგზაურობის შე მდეგ ხშირად ვსაუბრობდით მის შესახებ. – – თუ ასეა, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩემო ძვირფასო. ჩვეული სიმშვიდით ფრაზა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ სა შინლად გაფითრდა და ცრემლნარევი ხმით ბუნდოვნად დაამატა: – – მაგრამ... არის რაღაც... რაც მაშფოთებს: კიდევ გნახავ ? ისეთი შეშფოთებული, დადარდიანებული იყო, რომ გულიდან სისხლი დამედინა... და დღემდე მდის... დედის თანხმობის შემდეგ ზურგგამაგრებულს, მამასთან სირთულეები აღარ მქონია; ის პასპორტის საქმით არ დაკავებუ ლა. რაკი წინა წელს თავად მოვახერხე პასპორტის აღება, არც ახლა დამჭირდებოდა მისი ჩარევა. როგორც კი ამ დაბრკოლე ბას გადავლახავდი, გამგზავრებისთვის მზად ვიქნებოდი. მაგრამ 1 ისიდორე რამიშვილი( 1859 1937 ) – ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. მისი მოწაფეები იყვნენ ნოე ჟორდა ნია და ნოე რამიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები. 1937 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა (რედ.). 26 უარი რომ მიმეღო? არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა, ეს საშინელება იქნება! ამასთან, შანსები მცირეა: გაბილი, ეს ღვარძლიანი კაცი, ჩემთვის სამაგიეროს გადახდას მოისურვებს შარშანდელი დამცი რების გამო. იმ ამბის შემდეგ ათასჯერ მოვიდა ჩვენთან ნადიმზე, თუმცა ყოველთვის ზურგს მაქცევდა, რათა არ დავენახე. ამას ჩემი მშობლები ამჩნევდნენ და იურისტის ბავშვურ საქციელზე ბევრს ხალისობდნენ. ჩემი ცხენი კანცელარიასთან გაჩერდა. აივანზე კაცი შევნიშნე, რომელიც ჩვენი დანახვისთანავე შენობაში შევიდა. ჩემი ცხენი, პროტესტის ნიშნად, მოუსვენრობამ შეიპყრო. – – კანცელარიის მოხელესთან მსურს შეხვედრა, – ვუთხარი კარისკაცს. – – ახლახან გავიდა, – მიპასუხა მან. – – და მისი უფროსი ? – – ახლავე ვიკითხავ. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა და მითხრა: – – ბატონი გაბილი ძალიან დაკავებულია და განკარგულება მომცა გავარკვიო, რა მოტივით ხართ მოსული. – – თქვენთვის გადმოსაცემი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და სასწრაფოდ მსურს მასთან შეხვედრა... სწორედ ამ დაძაბულ მომენტში კანცელარიის მოხელე გამოჩ ნდა. მან ვიზიტის მიზეზი მკითხა და რაპორტი მოამზადა. ერთი სა ათის შემდეგ დაბრუნდა და მითხრა, რომ გაბილს ჩემი ნახვა აღარ სურდა... მე არ მოვეშვი. მოხელე უფროსთან სათათბიროდ გაბრუ ნდა და საბოლოოდ ჩემთვის სასურველი პასუხი მივიღე:„უფროს მა დამავალა, გამონაკლისის სახით, ამჯერადაც გადმოგცეთ თქვე ნი პასპორტი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს უკანასკნელია!“. „გასაგებია!“, ვუპასუხე. სიხარულით აღვივსე, რომ ეს პრობლემა მოვაგვარე და ხვალვე შემეძლო გამგზავრება. რამდენიმე საქმის მოსაგვარებლად, გვიან საღამოს გავემგზა ვრე წერეთში, დუაბზუში, ასკანაში. სახლში დაბრუნებისას მამაჩე მისგან ავიღე ნებართვა. მეორე დღეს ადრე გამგზავრების გამო, თავის მხრივ, ისიც დასაძინებლად ემზადებოდა და ამიტომ მას მეორე დღეს აღარ ვუნახივარ. 27 *** ძალიან კმაყოფილს გამეღვიძა, ბედნიერი ვიყავი, რომ ამდენი საქმე ერთ დღეში მოვასწარი... მაგრამ, ჰოი, უბედურებავ! საღამოს ფულის გარეშე როგორ გავემგზავრო? ეს საკითხი მოუგვარებელი იყო. დედა ჩემს დასთან იყო, რომელიც ბოლო დროს ავადმყო ფობდა, მას არაფრის გამო აღარ შევაწუხებდი. მამა დილით ადრე ჩემს საყვარელ ცხენთან ერთად გაემგზავრა. მეორე ცხენი კი არც ისე კეთილგანწყობილი ჩემ მიმართ, მრავალგზის დამანარცხებ და მიწაზე, სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდი. ამიტომ, გადავწყვიტე, ზედა ბახვში წავსულიყავი ფეხით. იქ მამიდა კესა ცხოვრობდა, მას ვესესხებოდი ფულს, ამაზე უარს არ მეტყოდა. მისგან წამოსვლის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რაც შეი ძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი, რათა საღამომდე დრო მქო ნოდა მოგზაურობის სრულად მოსამზადებლად. დავფიქრდი რა გავაკეთე და კიდევ რა მქონდა გასაკეთებელი ამ„სამყაროსთვის“, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, ერთი სიცოცხლე სრულდებო და და მეორე იწყებოდა.„სხვა სამყაროსკენ“ მივდივარ, იქ კი რა ღაც, ჯერ უცნობი მელოდება... ოჰ, რა დიდია მიზიდულობა„შეუცნობლის“ მიმართ, განსაკუთ რებით კონკრეტულ ასაკში. იმედით აღსავსეა თუ უიმედო, მაინც მისკენ ვისწრაფვით, სწორედ მისგან ველით დიდებას და გამარ ჯვებას. არასდროს ვართ საკმარისად კონსერვატორები ან საკმა რისად ასაკოვანები, რომ მასზე უარი ვთქვათ. ჩვენთვის კი, რევო ლუციონერებისთვის, ეს უმაღლესი იდეაა, ოცნება!.. ქუჩის აურზაურში უამრავი ადამიანი შემომხვდა. შეხვედრებმა უძვირფასესი დრო წამართვა. როდესაც ბოლო„ნახვამდის“ ვთქვი, იმ იმედით, რომ ეს უკვე იყო„მშვიდობით“, ჩამესმა ჩემთვის ყო ველთვის სასიამოვნო ხმა:„ჰეი, ხარიტონ, მოიცადე!“. „ეს ნესტორია“, წარმოვთქვი ხმამაღლა. ის უკვე ჩემკენ მოდიო და, თანმხლებ პირთან ერთად, რომელიც მასზე ბევრად მაღალი იყო. ახოვანი, ტანწერწეტა, სწორედ მასზე იტყოდნენ, მშვენიერი კაციო. ჭკვიანი, მუდამ სერიოზული თანამოსაუბრე, სკოლის დი რექტორი და ჩემი მასწავლებელი, გიგო შარაშიძე 1 – სასწავლო 1 გიგო შარაშიძე( 1848 1932 ) – ქართველი პედაგოგი, პოლიტიკური აქტი ვისტი და საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა გურიაში პედაგოგად, იკვლე ვდა გურიის ისტორიასა და კულტურას(რედ.). 28 პროცესისადმი გულმოდგინებითა და შესაძლებლობებით ყველა სთვის სამაგალითო. მისი მეუღლე, ნინო ქიქოძე, კარგად აღზრდი ლი და შეიძლება განათლებით ქმარზე მაღლა მდგარი, ნიჭიერი პედაგოგი, ჩემი პირველი მასწავლებელი იყო. ოთხი შვილი ჰყა ვდათ, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ნიჭი მშობლებისგან ერგოთ მემკვიდრეობით, ოთხივე ეროვნულ სამსახურში იყო ჩართული. უფროსი, შალვა, ქართულ ლიტერატურას სწავლობდა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიჰყო საქმეს ხელი და მალე გამორჩეულ იუ მორისტ პოეტად ჩამოყალიბდა. 1 უმცროსი, დათიკო, ჩემი მეგო ბარი, ცოტა ჩემზე უფროსი, ჟენევაში სწავლის დასრულების შე მდეგ, ბრწყინვალე ჟურნალისტი და პირველი რიგის პოლიტიკოსი დადგა. 2 და ნესტორი? კალანდაძე, 3 აგრონომიის მასწავლებელი იყო სკოლაში, რომელსაც შარაშიძე მართავდა. მანაც მასწავლა რა ღაც, მაგრამ მხოლოდ ამაში არ იყო მისი ღვაწლი. ჯერ კიდევ ძა ლიან ახალგაზრდამ(დაახლოებით ოცდაათი წლისამ), შეადგინა სამეცნიერო ნაშრომი ასტრონომიის შესახებ და უამრავი იუმო რისტული ლექსი, რომელიც ინტელექტუალთა წრეებში და მოსწა ვლეებში ტრიალებდა. ჩემი გამგზავრებიდან ორი წლის შემდეგ მან დატოვა ზედა ბახვი და საცხოვრებლად ტფილისში გადავიდა, რათა პოეზიისთვის მიეძღვნა თავი. როგორც ორიგინალურმა პო ეტმა, საკუთარი გაზეთი დააარსა,„ეშმაკის მათრახი“, თავად„ეშმა კის“ ფსევდონიმი აიღო და იშვიათი ღირებულების პოეზია შექმნა. პატარა ტანის პატრონი კონტრასტს ქმნიდა გიგანტი გიგოს ფონ ზე, საუბრის ლაკონიური მანერითაც კი. ყოველთვის ახერხებდა 1 შავიშვილი გულისხმობს შალვა შარაშენიძეს( 1882 1934 ), იმავე„თა გუნას“, რომელიც იყო ქართველი სოციალ-დემოკრატი, სატირიკოსი, მწერალი. შალვა 1911 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით; 1918 1921 წლებში მუშაობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ„ეშმაკის მა თრახში“. 1924 წელს დააპატიმრეს აჯანყების მხარდაჭერის გამო, თუ მცა მალევე შეიწყალეს(რედ.). 2 დავით(დათიკო) შარაშიძე – ქართველი სოციალ-დემოკრატი, საქა რთველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რომანოვების იმპერიის დროს ორჯერ( 1907 და 1912 ) დაპატიმრებული. რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ რუსულენოვან ორგანოს„ Борьба “. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო (რედ.). 3 ნესტორ კალანდაძე( 1874 1942 ) – ქართველი პუბლიცისტი, მწერალი, მხატვარ-კარიკატურისტი,„ეშმაკის მათრახის“ რედაქტორი. 1921 წლი დან ემიგრანტი, დაკრძალულია ლევილში(რედ.). 29 სხვების გაცინებას იმგვარად, რომ თავად მხოლოდ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და არასდროს იცინოდა. მცირე სახუმარო საუბრის შემდეგ გამოვემშვიდობე მათ და უცებ გამახსენდა, რომ წიგნები უნდა დამებრუნებინა ბიბლიოთე კაში. გავიქეცი. აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ტომი უკვე წამიკი თხავს, მაგრამ სხვადასხვა პასაჟის გადაკითხვა მსურს. სიურპრი ზი! თითოეულ ტომში პროკლამაცია აღმოვაჩინე, რომელიც ამ სი ტყვებით სრულდებოდა:„ძირს ცარისტული მთავრობა! გაუმარჯოს დემოკრატიულ რესპუბლიკას!“, ბოლოში ბეჭდით:„ბათუმის სოცი ალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაცია“. ამ უკანასკნელმა კონ სტატაციამ განსაკუთრებულად აღმაფრთოვანა. სახლში დავბრუნდი. როგორი გადასხვაფერებული მომეჩვენა! მივირბინე და ჩემს უმცროს ძმას, ერემის გადავეხვიე, რომელიც შიდა ეზოში ცემენტის ქარხნის აწყობით ერთობოდა. ჭიშკრიდან გამოსამშვიდობებელი სიტყვა მივაწვდინე ყველას და ყველაფერს. გამოსვლისას თვალი შევავლე ჯერ მარცხენა მხა რეს, კოჯორას(ჩვენი მამულის გარე ნაწილს), ბორცვს, რომლი დანაც ულამაზესი ხედი იშლება ყველა მხარეს და რომელზეც ასე ხშირად ვთამაშობდი. შემდეგ მარჯვენა მხარე შევათვალიერე, აჭა რა-გურიის ულამაზესი მთები, რომლის მწვერვალიც 4 000 მეტრს აღწევს. ამ მთებში ბევრჯერ საზაფხულო არდადეგები გამიტარე ბია. მშვიდობით ბავშვობავ! მსოფლიო მიხმობს. მივემგზავრები... თავი II ჩემი პირველი ნაბიჯები რევოლუციაში აი, უკვე მეორედ ვარ ბათუმში. პირველი რეაქცია, გაოგნებაა. ჩემი ძმა გაახარა ამ ამბავმა. რაც შეეხება ჩვენს გულღია ყარამა ნს, ძალიან გამხიარულდა: – – ისეთი მოგზაურობა გამოგივიდა, რომელსაც დიდი ძა ლისხმევა სჭირდებოდა, როგორ მოახერხე ეს ? გუშინწინ ქვედა ბახვში დაგტოვე დიდ გაურკვევლობაში და ამ დილით უკვე აქ ხარ, ბრავო! ამ სიტყვებმა უახლოესი დღეები გამახსენა, რომელნიც შო რეულ წარსულად ქცეულიყვნენ. მეჩვენება, თითქოს, ჩვენი ბაღ ში შეხვედრის დღიდან მრავალი თვე გავიდა. ამაყიც ვარ და და რცხვენილიც. ამაყი იმით, რომ ყველა დაბრკოლება გადავლახე და მოვახერხე მეთქვა ძმისთვის:„არ შემცდარხარ ნდობის გამო ცხადებაში“. ამავდროულად დარცხვენილიც, რადგან დედისგან თნხმობა ისეთი ხერხებით მივიღე, რომელიც ყოველთვის მიუღე ბელი იქნება ჩემთვის. ახლაც თვალწინ მიდგას მისი მშვენიერი, მშვიდი, ხალისიანი თვალები, უსიტყვო მწუხარებას მოეცვა. მისი დარდი მხოლოდ მე უნდა ვატარო, მას ვანოს ვერ გავუზიარებ, რა დგან გულს მოუკლავს, ისევე, როგორც – მე. 1 – – რა დაგემართა, ხარიტონ, რატომ გაფითრდი და მოიწყინე ? – გადმომიჩურჩულა ყარამანმა. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა, გავიაზრე, რომ მარტო არ ვარ და ახლა ფიქრებს ვერ მივეცემი. შემეშინდა, ვანოს არ შეემჩნია ჩემი შფოთი. – – გაჩუმდი, ყარამან, გთხოვ, – ვუთხარი და ხელი მოვუჭირე. – პირველად მივმართე შენობით. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთა დერთი ქართველი იყო ამ წრეში, ვისაც თქვენობით მივმართავდი. 1 1926 წელს ბრიუსელის პარკში მე და ჩემი ძმა წარსულს ვიხსენებდით. მაშინ პირველად შევეხე ამ მოგონებას და ძალიან ვინანე, რადგან ჩემი ძმა ამ ამბავმა შეძრა(ხ. შავიშვილი). 31 – – სადაც შუადღისას ვიკრიბებით( 7 : 30 იყო) პავლესთან სადი ლისთვის, – მითხრა ვანომ. აქ იყო ყარამანი და კაპიტონ ვაშალომივმართავდი. ახლა ხარიტონს ფარცხანაყანევში წავიყვან, მიძე, მიხაკოს სიძე. – – გასაგებია, – უპასუხეს მათ. ჩემმა ძმამ მანქანაში ჩამსვა. ფარცხანაყანევში, ქალაქგარეთ, მუშათა დასახლებაა. ამ ნა წილს ქარხნები ესაზღვრება. პავლე ჩემი ძმის ნდობით აღჭურვი ლი პირია, რაიონში არსებული სამი ყველაზე ხალხმრავალი რე სტორნიდან ერთ-ერთის მფლობელი. სწორედ მასთან იბარებდა სოსო 1 ბათუმის ავანგარდის მუშებს, მათთან ერთად სადილობდა სიღრმეში არსებულ დარბაზში, და რაკი საარსებო შემოსავალი არ ჰქონდა, ამხანაგების დაპატიჟებაზე უარს არ ამბობდა. თავდაპირ ველად ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი იყო, თუმცა ასეთი რეჟიმის მერე ფერი მიეცა. – – პავლე! – შესძახა ჩემმა ძმამ შესვლისას. მასპინძელმა ხმა იცნო და ჩვენკენ გამოიქცა, ცალ ხელში ხელ სახოცი ეჭირა, მეორეში – ფინჯანი, მოგვიბოდიშა, რადგან სწო რედ ახლა საუზმობდა. – – წარმოგიდგენ უმცროს ძმას, ხარიტონს. – – მასზე მსმენია და მოხარული ვარ მისი პირადად გაცნობის. სამწუხაროა, შარშან რომ არ გამაცანი. – – საიდან იცი, რომ აქ იყო ? – – ოჰ, მე მასზე ბევრი რამ ვიცი... და დაჟინებით მომაშტერდა მეგობრული მზერით: – – რა შემოგთავაზოთ ? უკვე ისაუზმეთ ? ახლავე მოგართმევთ. მაღალი კაცი იყო, ახოვანი, სიმპათიური, პატარა ულვაშითა და შავი წვერით, რომელიც კარგად ფარავდა მის სიყვითლეშეპარულ სახეს. – – არა, ზემოთ ოთახი მიეცი, სადაც შუადღემდე დაძინებას შეძლებს. უკანასკნელ დღეებში ბევრი იმოგზაურა, რასაც მთელი ღამის მგზავრობაც ემატება. შუადღის მერე ბევრი საქმე ექნება ჩემთან ერთად მოსაგვარებელი. – – მართლა ? – წამოიძახა პავლემ. 1 შავიშვილი გულისხმობს იოსებ სტალინს(რედ.). 32 მკლავი გამომდო ემოციურად, თითქოს მისი ძმა ვიყავი, რომე ლიც რამდენიმე წლის გაუჩინარების შემდეგ დაბრუნდა სახლში. შევეცადე ცოტა დამესვენა, თუმცა თვალიც ვერ მოვხუჭე. ძალი ან აღელვებული ვიყავი. მოუთმენლად ველოდი შეხვედრის საათს. ერთი სული მქონდა, როდის მოვუყვებოდი ვანოს, თუ რა განცხა დებები ვიპოვე ბიბლიოთეკის წიგნებში და როდის გავიგებდი, რა საიდუმლო უნდა ეთქვა ჩემთვის ძმას. დრო როგორ სწრაფად გა დის ხოლმე, ახლა კი საშინლად მიიზლაზნებოდა. ადგილზე ვეღარ ვისვენებდი და ქვევით ჩამოვედი. თერთმეტი საათიც არ იყო, რესტორანში მხოლოდ მომსახურე ბიჭები იყვნენ, ქუჩაშიც არავინ მოძრაობდა. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ბარაკები შევნიშნე. გარეთ სრული სიჩუმე სუფევდა. ეს სიკვდი ლია. რა სამწუხაროა, როდესაც ერთ სულიერსაც ვერ ხედავ უბან ში, არაფერი გესმის... ქარხნებიდან წამოსულმა სასიგნალო ხმებ მა გამაწყვეტინა ფიქრი. უეცრად ქუჩები და რესტორნები მუშათა ჯგუფებით აივსო. სასწრაფოდ უკან დავბრუნდი. ჩემი ძმა უკვე იქ იყო. ცოტა ხანს ვერც მივუახლოვდი, რადგან თითოეულ მუშას რა ღაც ჰქონდა მისთვის სათქმელი და მასთან მიდიოდა. და, აი, რო გორც იქნა ერთი მაგიდის გარშემო აღმოვჩნდით ყველა. მეზობელ მაგიდებთან მსხდომნი ჩვენთვის ხელის ჩამოსართმევად მოდი ოდნენ და თავის მაგიდასთან გვეპატიჟებოდნენ. როგორი სიცოცხლისუნარიანები და ენთუზიაზმით აღსავსენი არიან, მხიარულები! გეგონებოდათ, სახალხო დღესასწაულს ეს წრებოდით ან ფანტასტიკურ სპექტაკლს. მართლაც საოცრება იყო სადილზე ერთად შეკრებილი ამდენი მუშა, რომელთაგან ყველა პოლიტიკურ თუ სოციალურ თემას განიხილავდა ასე ანთებულად და სწორი განსჯით. 1 – – ესენი ყველანი შენიღბული სტუდენტები არიან, როგორც ისინი, შარშან რომ ვნახე ქალაქში ? – გულუბრყვილოდ ვკითხე ჩემს ძმას. – – არა, ესენი ყველანი მუშები არიან, – მიპასუხა მან ღიმილით. უმრავლესობას გურულებისთვის დამახასიათებელი, ჩემთვის ძალიან ახლობელი, სწრაფი საუბრის მანერა ჰქონდა. ყველანი ქართველები იყვნენ. 1 ოციოდე წლის შემდეგ, ფრანგი სახელმწიფო მოხელეები, პარიზში იმი გრირებული მუშების გაცნობის შემდეგ, ხშირად გვისვამდნენ მე და ჩემს ქართველ მეგობრებს შეკითხვას:„თქვენთან ყველა მუშა მინისტ რობის კანდიდატია?“(ხ. შავიშვილი). 33 სადილის დასრულების შემდეგ ჩემმა ძმამ უცხო სახლში წამი ყვანა. ადგილი, ერთი შეხედვით, მიტოვებულს ჰგავდა, თუმცა ასე არ იყო. სწორედ აქ მალავდა ვანო აკრძალულ ნივთებს, რომელსაც ასე ეძებდა ცარისტული პოლიცია. მან ყველაფერი მაჩვენა, რათა მცოდნოდა„საჭიროების შემთხვევაში“. შემდეგ მანქანა მოიხმო და ქალაქში წავედით. იქ ერთი ოთახი ჰქონდა, ერთ-ერთი ეზოს უკან. ისეთ რამეებს ინახავდა, რომლის გადატანაც იმ შემთხვევა ში შეიძლებოდა, თუკი იქ არავინ იყო ან ყველას ეძინა:„რათა ავა რიული შემთხვევა თავიდან ავიცილოთ“, მითხრა ღიმილით. ვიზიტების დასრულების შემდეგ ჩემმა ძმამ გადმომცა გასაღე ბები და დამისახელა ადამიანები, რომელთაც უნდა დავკავშირე ბოდი საჭირო ინფორმაციისა და მასალის გადატანისას(როგორც ამას ეძახდნენ, გარემოებათა„მატერიალური მხარე“). დაბოლოს შევეხეთ მთავარ საქმეს,„იდეალურ მხარეს“. ეს კი ყველაზე მეტად მიტაცებდა. *** – ყველაფერს მოგიყვები, რაც შენი წასვლის შემდეგ მოხდა, – მითხრა მან. – კარლოს მიერ წამოწყებული შეუდარებელი ბრძო ლა ივანოვის წინააღმდეგ, – ივანოვი ხომ გახსოვს, რუსეთის მიერ წარდგენილი მერი – კარლოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა ქა რთველი მერი გვყავს, კანონიერი გზით არჩეული. ძალიან საინტე რესო მოძრაობები განხორციელდა, რომლის შესახებაც ყარამა ნი მოგითხრობს. კანონის ძალით სურდათ ჩვენთან ბრძოლა, ამ კანონის დამახინჯების გზით, რაც არ უნდა არახელსაყრელი ყო ფილიყო ჩვენთვის. კარლოს საქმიანობის მხარდამჭერი დემონ სტრაციები გავმართეთ; ეს საჭირო იყო, მაგრამ, ვშიშობ, ძვირად დაგვიჯდა. საბოლოოდ, ჩვენი გამორჩეული მეთაურები დაიჭირეს და გადაასახლეს. ამ დაკავებების გამო ჩვენმა საქმიანობამ კრიზისი განიცადა, რადგან საკმარისი პროპაგანდისტები არ გვყავს. მაგრამ ციმბი რიდან გამოქცეული ამხანაგის სულ მცირეხნიანი გამოჩენაც კი საკმარისი იყო მუშათა მორალურად გამხნევებისთვის. ჩვენ ორი კვირის განმავლობაში ვახერხებდით მის გადამალვას. უფრო მეტი ხნით შეუძლებელი იყო, რადგან მას კარგად იცნობდნენ ხელი სუფლებაში. გურიისთვის შევქმენით ორგანიზაცია და ჩვენი გამო - 34 ნოე ხომერიკი(1882-1924) სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მეთაური. საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის(1918-1921) სოფლის მეურნეობის მინისტრი. ემიგრირებული საფრანგეთში. საქართველოში აჯანყების მომზადების მიზნით დაბრუნდა. 1924 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. რჩეული ხალხი მუშაობს იქ, ბენია (ჩხიკვიშვილი) 1 და ხუნხუზი(ნოე ხომერიკი). 2 ბენია ჩხიკვიშვილი გამორჩეუ ლი ორატორია, მაღალი, ღია ფერის თმით, წვერ-ულვაშით, გამოკვეთი ლი არწივის ცხვირით, პირდაპირი და სწრაფი მზერით. მისი ძლიე რი, ენერგიული ხმა და შეუპოვარი სიმამაცე აუცილებელი იყო დიდი მანიფესტაციებისთვის და იმ უთა ნასწორო თათბირებისთვის, სადაც კაზაკების მხრიდან გაჟლეტის სა ფრთხე ემუქრებოდათ. ხუნხუზი, იგივე ნოე ხომერიკი, ასევე ტიპური ქართველი იყო, თუ მცა შედარებით დაბალი ტანის, ჩა მოსხმული, შავი თმითა და წვერით, გამჭოლი მზერითა და გამორჩეული მომხიბვლელობით. სიტყვა სწრაფი ჰქონდა, როგორც საქციელი. ისეთი ვე კარგი მჭევრმეტყველი არ იყო, არც ისეთივე ხმა ჰქონდა, როგორც ჩხიკვიშვილს, მაგრამ, დაბადები დან ორგანიზატორი, ჩვენს წრეში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ჩვენი პატივცემული წარმომა დგენლისა და პარტიის ლიდერის, 1 ბენია ჩხიკვიშვილი( 1880 1924 ) – ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დე მოკრატი, 1905 წლის გურიის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1919 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩი ეს თბილისის ქალაქის თავად. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო, თუმცა 1924 წელს დაბრუნდა ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. წარუმატებელი ამბოხის შემდგომ დააკა ვეს ბოლშევიკებმა და დახვრიტეს(რედ.). 2 ნოე ხომერიკი( 1883 1924 ) – ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკ რატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედე ბის მინისტრი, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი; დახვრიტეს 1924 წელს ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობის გამო (რედ.). 35 სილიბისტრო ჯიბლაძის 1 შემდეგ. ჯიბლაძემ მთელი ეს პერიოდი ციმბირში გაატარა, თუმცა იქიდანაც ახერხებდა ჩვენი საქმია ნობისთვის სული შთაებერა. ეს ორი ადამიანი, ჩხიკვიშვილი და ჯიბლაძე, საოცრად ავსებდნენ ერთმანეთს და გურიაში ქართველი პოლიტიკოსის სახეს ქმნიდნენ(ორივე მათგანი 1924 წლის აჯანყე ბისას დახვრიტეს). 2 ერთწლიანი შეუპოვარი ბრძოლა დასჭირდა ჩხეიძეს იმისთვის, რომ რუსული ავტოკრატია ეიძულებინა კანონს დამორჩილებოდ ნენ, ივანოვი უკან გაეწვიათ და მუნიციპალიტეტში ქართველი მერი, ანდრონიკაშვილი აერჩიათ. ჩხეიძემ ის თავად ჩამოიყვანა ტფილისიდან, ძალიან დრამატულ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რუსული ავტოკრატია ქედს იხრიდა კანონის წინაშე, მაინც ცდილობდა კანონის გაბათილე ბას. კანონის თანახმად, მერის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო საკუთრება და ამომრჩეველი, რომელიც, თავის მხრივ, საგადა სახადო სისტემის გათვალისწინებით იქნებოდა არჩეული. გუბერ ნატორი, თავის სურვილისამებრ, აპროტესტებდა არჩევნების ლე გიტიმურობას იმ მიზეზით, რომ მერი დიდი მიწის მესაკუთრე არ იყო. ეს პროცესი წამოწყებული იყო ანდრონიკაშვილის წინააღ მდეგ, მაგრამ მცდელობამ ფიასკო განიცადა ჩხეიძის დაუღალავი საქმიანობის წყალობით: ერთ მამულზე ინტერესები წარმოადგი ნეს და უკანასკნელ წუთს მეორე მიწაც მოუძიეს! ეს მომენტი ყველასთვის ამაღელვებელი იყო, რუსებისთვი საც და ქართველებისთვისაც ერთნაირად: დეპუტატები საზეიმო სხდომაზე იყვნენ ივანოვის თავმჯდომარეობით და ახალ მერს უნდა მიეღო თავისი დადგენილება. თუ ახლად არჩეული შუაღა მემდე არ ჩამოვიდოდა, ყოველ მიზეზგარეშე, პოსტზე ივანოვს დაამტკიცებდნენ. ქართველები ჩხეიძეზე ამყარებდნენ იმედს, ის სასწრაფო წესით გაემგზავრა ტფილისში ანდრონიკაშვილის ჩამოსაყვანად. მათი მატარებელი სხდომის დაწყებისთვის უნდა ჩამომდგარი ყო, 21:00 სთ-თვის. ასე არ მოხდა. ამ ფაქტმა ერთნი სიხარულით აავსო, მეორენი კი დაამწუხრა. მოლოდინის ციებ-ცხელებაში სხდომა 21:00-ზე დაიწყო და თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა. 12 1 სილიბისტრო ჯიბლაძე( 1859 1922 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყველაზე მხცოვანი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამ ფუძნებელი კრების წევრი(რედ.) 2 სილიბისტრო ჯიბლაძე გარდაიცვალა 1922 წელს, ხოლო ხომერიკი და ჩხიკვიშვილი მართლაც დახვრიტეს 1924 წელს(რედ.). 36 საათს 5 წუთი აკლდა, ფაქტობრივად, ყველა იმედი გადაწურული იყო. ივანოვი საზეიმოდ სწევს მერიის ორდენს(ერთგვარი კოლი ეს ტიპის ჯაჭვი, რომელიც, წესით, ანდრონიკაშვილისთვის უნდა ჩამოეკიდებინათ). კიდევ ერთი წუთი... და ივანოვი მას კისერზე ჩამოიკიდებდა, რითიც გამოუსწორებელ აქტს შეასრულებდა... კარი იხსნება: ჩხეი ძე ტრიუმფალურად შემოდის ანდრონიკაშვილთან ერთად! ცარიზმმა მას ეს საქციელი არ აპატია. სამაგიერო გადაუხადა, მისი მანდატის კანონიერება გააპროტესტა; ბათუმის მუნიციპა ლიტეტიდან დაითხოვა ქართველი დეპუტატები. *** პოლიტიკური იარაღის გადაცემის შესახებ ჩემი ძმის მონა თხრობის შემდეგ, ჩვენ ბევრი საიდუმლო თათბირი გვქონდა, რომელიც ასევე ფარული კრებით გაგრძელდა. კრება ისიდორე რამიშვილმა მოიწვია მისი მმართველობის ქვეშ მყოფ სკოლაში. პირველად იყო, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვიღებ დი მონაწილეობას. დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, იდგა ეროვნულობის საკითხი, მთელი თავისი სირთულეებით. ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის მიერ მიღებული უახლესი გა დაწყვეტილებები არ გვქონდა, ამიტომ მისი განხილვა დროებით გადავდეთ გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა ძალიან მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ამასთან და კავშირებით კარლო და ისიდორე. მათი მსჯელობის მანერა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. შეხვედრა რამიშვილმა გახსნა, მისი სიტყვა მკაფიო იყო. გა ნსაკუთრებულ დამაჯერებლობას ფლობს. მისი საუბრის მანერა მომაჯადოებელია, თბილი ხმით ლოგიკურად ავითარებს არგუმე ნტებს. თითოეული სიტყვა სრული სიზუსტითაა გათვლილი და რაც უფრო მეტად ანთებულად საუბრობს, მით უფრო მეტად მშვიდი აქვს თვალები. ბოლო პერიოდში ჩავთვალეთ, – ამბობს ის, რომ ეს ტაქტიკის საქმე იყო. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ჩვენი და მოკიდებულების შეცვლა. ყველა ამხანაგი, ჩემი ძმის ჩათვლით, რიგრიგობით იღებს სი ტყვას. მხოლოდ ჩხეიძეს არ უთქვამს არაფერი. ბოლოს ისიდორემ შესძახა: 37 – – ამხანაგო კარლო, მოგეხსენებათ, მოუთმენლად ველით შენ გამოსვლას. ალბათ არ დაუშვებ, რომ შენი მოსაზრების გაგების სიამოვნება დაგვაკლო. ეს ხომ ინტერესს დაუკარგავს შეხვედრას, დიდი იმედგაცრუება იქნება. – – გარწმუნებ, არაფერს დაკარგავთ, – უპასუხა ჩხეიძემ ჩვეული თავმდაბლობით. გასასვლელად მოემზადა, რადგან ჩათვალა, რომ სხდომა და სრულებული იყო. მთელმა დარბაზმა მისი სიტყვა მოითხოვა და მქუხარე, სითბოთი სავსე ტაშის ფონზე დააბრუნა ადგილზე. ჩხეიძე ტანით რამიშვილზე სულ ცოტათი იყო დაბალი, წელში ოდნავ მოხრილი და ფერმკრთალი. რამიშვილი, ჭაღარა წვერითა და ფართო შუბლით მქადაგებელს ჩამოჰგავდა, ჩხეიძეს კი გამო რჩეული ინტელექტუალის იერი ჰქონდა. დასაწყისში მის სიტყვას განსაკუთრებული არაფერი ეტყობოდა, მაგრამ საუბრისას მეტი სიღრმე მიეცა, ხმა უფრო ნათელი გაუხდა, აზრიც უფრო მარტივად გასაგები გახდა. სიმშვიდეს ინარჩუნებდა და, ამასთან, აუდიტო რია მონუსხული, ჩართული და ოჯახურ გარემოში მოქცეული ჰყა ვდა. ისიდორემ ყველას სახელით მადლობა გადაუხადა. გასვლი სას რამდენიმე ამხანაგმა ზრდილობიანად მკითხა შთაბეჭდილე ბა კარლოს შესახებ. ჯერ კიდევ მისი გამოსვლით მონუსხულმა, წავჩურჩულე,„კაჟია“. ეს ზედმეტსახელი შერჩა კიდეც. ამ სამახსოვრო შეხვედრის ერთადერთი ცოცხალი შემსწრე ვარ. თუ პატივცემული ისიდორე რამიშვილი ცოცხალია, შორს, გა დასახლებაში მყოფი, ახლა 94 წლის იქნება. რაკი ჩემი მონათხრო ბის მოწინააღმდეგეს ვერსად ვნახავ, ამიტომ უმცირეს უზუსტო ბასაც არ დავუშვებ, რომ ამბის ჭეშმარიტება არ დავაზიანო. მახ სოვს, ყველანი თანახმა ვიყავით მიგვეღო ერთიანი რესპუბლიკა, ჭეშმარიტად დემოკრატიული, როგორც ეროვნული თავისუფლების უფლებისა, ასევე სამოქალაქოსი. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ უარს ვამბობდით კოლა ბორაციის სხვა ფორმებზე(„ფედერაცია“,„ავტონომია“, მათი არ სის რუსული, ანუ შეზღუდული გაგებით), თუ დემოკრატიული რეს პუბლიკის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა რუსებთან ერთად. მხოლოდ შეუზღუდავი უფლებების პირობით, მთავარი იდეის გარ შემო შეკრებილი პარტიზანები ვიყავით: სრული დამოუკიდებლო ბა. რაც შეეხება ფინეთსა და პოლონეთს, მომხრეთა მოსაზრება ერთსულოვანი იყო, ყველა მათ დამოუკიდებლობას უჭერდა მხა რს. ახლაც მახსოვს ჩხეიძის მიერ წარმოთქმული შეუვალი სიტყვა: 38 – – ჩვენ ვიბრძვით ძალადობრივი და მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ, ეროვნული იქნება ეს თუ კოსმოპოლიტური. შევეწი ნააღმდეგებით ყველა მთავრობას, რომელიც ხალხს ვალდებუ ლებებს მოუმატებს, რათა ეს უაზრო ბიუროკრატია გააძლიეროს, რომელიც უკვე ძალიან მოგვბეზრდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუპი რისპირდებით ცარისტულ ავტოკრატიას, რომელიც ჩაგრავს ხალ ხს, მათ შორის რუსებსაც. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ მოთხო ვნებს, – მოცემულ შემთხვევაში, ეროვნული კუთხით – ჩვენი დამოკიდებულება ნათლად განისაზღვრა 1893 წელს ჩვენი პროგ რამის მეორე მუხლით: სრული ეროვნული თავისუფლება. მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენთვის ერთიანი ბრძოლაა საერთო მტრის წი ნააღმდეგ, მუშათა კლასის უფლებებისა და ყველა დაჩაგრული ხალხის უფლებების დაცვა. ამ საქმეში გამარჯვება განამტკიცებს ხალხთა თავისუფლებასა და უფლებებს. ჯერ კიდევ კარგად არ მქონდა გაანალიზებული ეს შთაბეჭდი ლება, რომ ერთ თვეში მოვიდა სამთავრობო ბრძანება ისიდო რეს თანამდებობიდან დათხოვნისა და გადასახლების შესახებ. რამიშვილი საიდუმლო თათბირზე გამოგვემშვიდობა. სათანადო პასუხს სცემდა მისი მისამართით წარმოთქმულ ხოტბას, ამბობდა: „ვიცი, როგორი ადამიანი უნდა უძღვებოდეს საქმეს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს ადამიანი მე არ ვარ“. ამ ფაქტს სხვა ინტელექტუალთა გადასახლებაც მოჰყვა. მა გრამ ზოგიერთმა გადასახლებულმა გაქცევა მოახერხა და ჩვენ სა ნახავად მოდიოდნენ ფარულად. რა თქმა უნდა, ეს სახიფათო იყო, ამასთან, ძალიან საინტერესო. მათ შორის იყო ერთი სტუდენტი, რომელიც მუშის ფორმაში იმალებოდა. ამხანაგებს ის ძალიან უყვარდათ, რადგან სწორედ მან გაუწია სოსოს დახმარება ცნობი ლი გაფიცვის დროს. სტუდენტი ჩემმა ძმამ გამაცნო. ვანომ სხვა თანამებრძოლებთანაც დამაკავშირა. ბევრი ადამიანი იყო რევო ლუციური მოძრაობის კულუარებში, რომელთა შორის ყველაზე სა ინტერესონი იყვნენ ალექსიევი და გერვასი, ორივე როტშილდის ქარხნის დირექციის წევრი. ალექსიევი მამით რუსი იყო, დედით – ოსი, კავკასიური იერის გახლდათ. სიმპათიურიც იყო და ნიჭიერიც. ურთიერთობდა ვანოსთან. რათა ქართველ მუშათა შორის ცუდი წარმოდგენა არ შეექმნა, ქართულად ლაპარაკსაც ცდილობდა და ძალიან სასაცილოდ„ვანო-ძმას“ მეძახდა. გერვასი! ჩვენი კავშირი თითქოს„თანდაყოლილი“ იყო. ბათუ მში მას შემდეგ გადმოასახლეს, რაც სასჯელი მიწისქვეშა საკა - 39 ნში მოიხადა, სადაც ხუთი წელი გაატარა ისე, რომ ერთხელაც არ უნახავს დღის შუქი. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში მის თმას, წვერს და ფრჩხილებს მაკრატელი ერთხელაც არ მიჰკა რებია. ერთი ფოტო მაჩვენა, მართლაც შემაძრწუნებელი. ოცდა ხუთი წელია ბათუმში ცხოვრობდა და ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქა ლაქის დატოვების უფლება. გარეგნობითა და საუბრის მანერით, პატივისცემას იმსახურებდა; მაღალი ტანის, ჭკვიანი და კარგად აღზრდილი, უმაღლესი განათლების მიღება ვერ დაასრულა. სტუ დენტობისას ძალიან აქტიური რევოლუციონერი იყო, ე.წ. ნაროდნიკი. კვლავაც ამ მოძველებულ კონცეფციასთან ასოცირდებოდა, თუმცა აქტიურად აღარ იყო პოლიტიკაში ჩართული, რადგან მას ეს ეკრძალებოდა. *** ზაფხული იწურებოდა. ისე გაცხარებულად ვსაქმიანობდით, ვერც კი შევნიშნე, რაღაც უჩვეულო რომ ხდებოდა ჩემ ირგვლივ. ცოტა უცნაურად კი მეჩვენება, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც წესით ჩემს ძმას უნდა მოეგვარებინა, მაგრამ თავს ვირწმუნებდი:„რო გორ? ნერვები მღალატობს? ამაში არაფერია არანორმალური, ამასთან, ამ ყველაფერს ჩემი ნებით ვაკეთებ!“. პარალელურად ახალ დავალებებს მაძლევდნენ. ორი წლის წინ ჩემმა ძმამ მონაწილეობა მიიღო ზედა-ბახვში გამართულ ქა რთულ, კლასიკურ სპექტაკლში. მას ძალიან უყვარდა თეატრი და ხშირად უბრუნდებოდა სქელტანიან ქართულ წიგნს: თეატრი ცხოვრების სარკეა. უკვე ორი კვირაა ამ წიგნს აღარ ეკარება. საზოგა დოებაში ისევ ჩვეულ მხიარულებას ინარჩუნებს, მაგრამ ზოგჯერ ვამჩნევ, ცუდ ხასიათზეა, შეწუხებული, მოწყენილიც კი. ჩემი და რდი ორმაგდება, როდესაც ვამჩნევ, რომ ვანოს მეგობრები, ალი სო, ერისტო და ტროფინი უფრო მეტ ყურადღებას მე მითმობენ, ვიდრე მას. ჩემ მიმართ უფრო და უფრო მეტ კეთილგანწყობას ამჟღავნებენ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მაკვირდებიან კიდეც. ვანო ერთ-ერთ მოგზაურობაშია, რომელსაც ჩვეულებრივ ახორციელებს ხოლმე, მიმტკიცებს: – – როგორც იცი, ჩემო ძვირფასო ხარიტონ, ვანო გუშინ რამდე ნიმე ამხანაგს უნდა შეხვედროდა ქობულეთში და რაკი დღეს კი დევ სხვებიც უნდა ენახა, შეიძლება შემთხვევით ისარგებლა და სახლისკენ გაეშურა, რათა ეზოს ხილი ჩამოგვიტანოს და მშობლე ბი მოინახულოს. 40 – – მაგრამ მე რატომ არაფერი მითხრა! რაიმეს დავაბარებდი! იქნებ, თავადაც წავსულიყავი, მშობლებს ვნახავდი, მეტადრე დე დას! ისე მოულოდნელად დავტოვე. – – ასეთი ვიზიტი შეუძლებელი იქნებოდა, – მპასუხობს ტრო ფინი, – ურთულესი. ორივემ ერთად რომ დატოვოთ ბათუმი, ეს ჩვე ნი საქმისთვის დამღუპველია! მეორე დღეს, შუადღისას ამხანაგმა პატარა წერილი მომიტანა, რომელსაც მოუთმენლად ველოდი: „ჩემო ძვირფასო ძმაო, ხარიტონ, მაპატიე, ამ საღამომდე ვერ გნახავ. ჩამოსვლისთანავე რამდენიმე ამხანაგმა წამიყვანა სა სწრაფო საქმისთვის. შენი ვანო“. ამ სიტყვების წაკითხვისთანავე ცივმა ოფლმა დამასხა. დავდუ მდი. ალისომ მხარზე მორტყმით გამომაფხიზლა. – – როგორი ბრგე ხარ, მოდი, ვიჭიდაოთ! – მეუბნება ალისო, რომელიც ვერანაირ ფიზიკურ აქტივობას ვერ იტანს, ნებისმიერ შეხებას ყოველთვის ამ რეპლიკით აპროტესტებს:„ველური!“. – – ვიჭიდაოთ ? – გაოცებულმა გავიმეორე, თითქოს ღრმა ძილი დან გამომაფხიზლეს. კვლავ დავდუმდი. მაშინ ჩემთვის საინტერესო თემებზე წამოი წყო საუბარი, რათა მეც ავეყოლიებინე. შუაღამეა. უეცრად ჩემი ძმა გაჩნდა ჩემ წინ, გადამეხვია და ძა ლიან ლაკონიურად, დეპეშის სტილში მითხრა: – – მოკითხვა შემოგითვალეს მშობლებმა, ძმებმა, დებმა, მამი დებმა, ბიძაშვილებმა, სიძეებმა. ისე სწრაფად მიტრიალდა და გამშორდა, მისი თვალების დანა ხვაც ვერ მოვასწარი. – – დედა კარგად არის ? – – ცოტა შეუძლოდაა, – შორიდან მომაძახა, არც კი მობრუნებულა. ღამით სიცხე მქონდა. მოგვიანებით გავიგე სიმართლე. დე დაჩემი ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო. მე რომ გამოვეთხო ვე, არაფერს უჩიოდა, მაგრამ უეცრად ავად გახდა და ჩემი ნახვა მოისურვა. გადაწყვიტეს, სახლში ჩავეყვანე. მაგრამ გაირკვა, რომ ეს მოგზაურობა ჩემთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ დედა წინ აღუდგა ამ განზრახვას, რადგან ჩემი დაკავების მიზეზი ვერ გახდებოდა. სულ რამდენიმე ხანში გარდაიცვალა, ისე, რომ მისი ნახვა ვერ მოვახერხე. ამაზე მეტი ინფორმაცია არ მქონდა მიხაკოს ბათუმში ჩამოსვლამდე. მან მომიყვა, რომ ჩემი გამგზა - 41 ვრებისთანავე ზედა-ბახვის ბიბლიოთეკაში ჩხრეკა ჩატარდა, პროკლამაციები ამოიღეს და ბიბლიოთეკა დაკეტეს. სხვა საკი თხებთან ერთად, მოკვლევამ დაადგინა, რომ ცარიზმის წინააღ მდეგ მიმართული პროკლამაციები იმ წიგნებში იყო, რომლითაც მე ხშირად ვსარგებლობდი, ამიტომ ძიებაში ჩამრთეს. – – შარშანდელმა ინციდენტმა ზიანი მოგაყენა, მითხრა მი ხაკომ. იმ დროს, როდესაც გაბილს მიმართავდი, მის გარშემო იერარქიულად მასზე მაღლა მდგომი პირების გარემოცვაში იყო, რომელთაც აიძულეს, შენთვის პასპორტი მოეცა. ეს ბოღმა არ და ვიწყებია და სამაგიეროს გადახდას ლამობს. ბოლოს პასპორტი მხოლოდ იმიტომ მოგცეს, რომ თავიდან მოეშორებინე. შენ გამო, ვანოსაც უარი ვუთხარით დაკრძალვაზე ჩამოსვლაზე. *** 1902 წლის დეკემბერი იდგა. ჩემს ორ ძმას გამოვუცხადე, რომ, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დედის საფლავზე უნდა მივსული ყავი. მიხაკო თვლიდა, რომ დიდ საფრთხეში ვიგდებდი თავს, მა გრამ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, შუადღის მატარებელ ში ჩავჯექი და ღამით დანიშნულების ადგილზე ვიყავი. სასაფლაო ზედა-ბახვში მდებარეობდა. კანცელარიიდან სამა სიოდე მეტრში. ღამის ძილს მოეცვა ყველაფერი. მხოლოდ მთვა რე ანათებდა გარემოს, პეიზაჟს ეკლესიის თავზე აღმართული ჯვა რი გადმოჰყურებდა სიამაყით. ძალიან შორიდან მოჩანდა მისგან არეკლილი სხივები. დაახლოებით ნახევარსაათიანი გზა დამრჩე ნოდა ფეხით სასიარულო და წყეული კანცელარიის წინ აღმოვჩნ დი. სასაფლაოზე ქურდივით შევიპარე. ფეხის ხმა შემომესმა... თავს უნდა ვუშველო! ერთი საათის შემდეგ ჩემს ბაღთან ვიდექი, ბორცვზე. ჭიშკარი გავაღე. ძაღლი შემომეგება, მიცნო და შემომახტა. ხმაურზე მამა ჩემს გამოეღვიძა და თვალცრემლიანმა შემიყვანა სახლში. ვთხო ვე, ზედმეტად არ შეწუხებულიყო, რადგან ნახევარ საათში უნდა წავსულიყავი. გამოსვლამდე ჯანა მოვიკითხე, მიხაკომ მითხრა, ავად არისო. დობირას ველზე ყოფილა(ფეხით თხუთმეტი წუთის სავალზე). ჩემი მშვენიერი ცხენი ძალიან ააღელვა ჩემმა დანა ხვამ, თავი ასწია და უზარმაზარი ცრემლები გადმოუგორდა, ისე, როგორც ადამიანს, რომელიც დიდი ხნის დაკარგულ მეგობარს შეხვდება. გრძნობების ასეთმა გამოხატვამ ძალიან შემძრა, მით უფრო, რომ სიცოცხლის რამდენიმე დღე დარჩენოდა. რამხელა 42 კეთილშობილებაა ამ ცხოველის ქცევაში! რა ბედნიერება იქნება ყველა ადამიანს მსგავსი რამ შეეძლოს! მოვეხვიე! დავემშვიდო ბე. ბაღის ნაწილი უკან გადავიარე, ეზო გადავჭერი, რათა კიდევ ერთხელ მომევლო თვალი იქაურობისთვის და ჭიშკრიდან გამო ვედი. ყველაფერს ღრმა ძილით ეძინა. მხოლოდ შორიდან ისმო და რამდენიმე ძაღლის ყეფა, ერთმანეთს ეპასუხებოდნენ. კიდევ ერთხელ დავემშვიდობე მშობლიურ სახლს და გავშორდი მას იმგ ვარად, თითქოს მე კი არა, ის მიდიოდა და თან დედის სიტყვებს ვჩურჩულებდი:„კიდევ გნახავ?“. უკანასკნელ ძალებს ვიკრებდი, ღონემიხდილს გათენებამდე ოზურგეთის მატარებლისთვის უნდა მიმესწრო, სხვა შემთხვევაში ჩემი საქმე წასული იყო. რა გავაკეთე? ქურდი ხომ არ ვარ, ბანდიტი, ასეთ იღბალს რა ტომ ვიმსახურებ? ღამით შევიპარო დედის საფლავზე, მშობლიური სახლი მალულად მოვინახულო და ყველაფერი ეს ჩემს ქვეყანაში, ისიც იმიტომ, რომ მე ის მიყვარს... მხოლოდ მთვარე მიწვდიდა დახმარების ხელს და გზას მინათებდა... თავი III საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა პოლიციისგან დევნილი ჩემი ძმა გარბის ჩემი ბათუმში დაბრუნებისას მიხაკომ შვებით ამოისუნთქა:„მა დლობა ღმერთს, მეშინოდა, რომ ვეღარ გნახავდი!“ მამაცი ტემპერამენტის ვანო ნაკლებად ღელავდა. პირიქით, თვლიდა, რომ რისკი აუცილებელი იყო დამწყები რევოლუციონე რისათვის, მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა:„ყოჩაღ, ხარი ტონ! ეჭვიც არ მეპარებოდა, შესანიშნავი გამოცდა ჩააბარე“. სამუშაო გაგრძელდა. ჩვენი რევოლუციური საქმიანობა„ჩვე ულ“ კალაპოტს დაუბრუნდა და, მოძრაობის ზრდასთან ერთად, უფრო ინტენსიური ხდებოდა. ნუთუ, მართლა ეს ზრდა იყო მიზეზი? მისი აჩქარებული რიტმი ჩვენც ყოველთვის გვიყოლიებდა. ჩვენი ძალისხმევა რეალურ შესაძლებლობებს აღემატებოდა; ეს შესაძ ლებლობები კი იმაზე ნაკლებიც იყო, ვიდრე ჩვენი მორალური გა ვლენა ხალხზე. რას გულისხმობდა ჩვენი საქმიანობა? ცოტა რთულია მისი აღ წერა მისი სირთულის, სამუშაოს ჭეშმარიტებისა და პოლიციური სირთულეების ფონზე. შევეცდები ძირითადი გადმოგცეთ რამდე ნიმე სიტყვით: დიდი პროპაგანდისტული წრე გვყავდა მუშებს, მოვაჭრეებს, სამეურნეო მუშებს, სასტუმროსა და რესტორნების, რკინიგზის, მერიის ოფისებისა თუ სხვადასხვა საჯარო დაწესე ბულის თანამშრომლებს შორის. პორტის თანამშრომლების მუდ მივი ცვლა გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიდა, დიდ ყურადღებას ვუთმობდით ქართველ მუსულმან ძმებს; იმ სახის პროპაგანდა, რომელსაც კულტურული და ენობრივი ბარიერი ეღობება, უფრო რთულად გადასალახია, ვიდრე რელიგიური. ჩვენი საქმის სირთუ ლეები ზოგჯერ განუზომლად იზრდებოდა და ზოგჯერ გადაულახა ვადაც კი ჩანდა. ბათუმი, ჩვენი ცენტრალური ქალაქი, რომელსაც პორტი აქვს, ამიერკავკასიის ხალხების და სპარსეთის შეკრების ადგილიცაა დასავლეთთან საკომუნიკაციოდ. ასევე, იზიდავს ჩვე - ბათუმის ხედი ნიკოლოზ ჩხეიძე(1864-1926) მესამე(1908) და მეოთხე(1912) მოწვევის დუმის წევრი. 1917 წლის თებერვლიდან პეტროგრადის დროებითი სათათბიროს პრეზიდენტი, 1917 წლის ზაფხულში დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს. 1921 წლის 20 მარტს დატოვა საქართველო. 1926 წლის 11 ივნისს თავი მოიკლა. 45 ნი ქვეყნის მრეწველებსა და მუშებს. ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი ადამიანები, რომელნიც ამ მრავალფეროვან წრეებში შეაღწევ დნენ. ქართულ ენაზე ყველა არ საუბრობდა(გარდა სომხებისა და ბერძნებისა, რომელნიც თითქმის ჩვენსავით ფლობდნენ მას), აუცილებელი იყო აუდიტორიისთვის მათ მშობლიურ ენაზე მიგვე მართა. თუმცა ყველაზე რთული და სახიფათო რუსულ ჯგუფებთან მუშაობა იყო, რომლებსაც რუსული ცარიზმის წინაშე ერთგულების ფიცი ჰქონდათ დადებული. რუსული ენისა და ჩვენი საქმის უბა დლო ცოდნა, ორატორული ნიჭი, უკულტურო ჯარისკაცებისთვის მიმართვის საჭირო ფორმა არ კმაროდა. ქართველი შეიძლება მისთვის დამახასიათებელმა აქცენტმა გასცეს. ასეთ შემთხვევაში საქმე წაგებულია. ჩვენს რიგებს შორის ცოტა გვყავდა ისეთი ლიდერი, ვისაც ამ საქმის გაკეთება შეეძლო. საკითხის მოსაწესრიგებლად მუდამ რუსი რევოლუციონერების ძიებაში ვიყავით. ერთ დღეს, ჩვენმა ამხანაგებმა, მუშებმა გვითხრეს, რომ მათ რიგებში არის ერთი რუსი, სტუდენტის უნიფორმით, რომელიც საინტერესოდ საუბრობს. ის უეჭველად სოციალისტი უნდა იყოს, რაკი ასე უშიშრად საუბრობს სოციალიზმზე და, ამასთან, ცარიზ მის გადაგდების მიზანიც უნდა ჰქონდეს. ჩვენთან მოვაყვანინეთ. კარგად წარადგინა თავი, აზრსაც ნათლად გამოხატავდა, საქმეს საკმარისად იცნობდა, ამასთან, კარგად იყო განწყობილი. მისი გვარი იყო პეტროვი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახ ლდათ.„აი, ადამიანი, რომელიც გვჭირდება“, განაცხადეს ჩვენმა კომპეტენტურმა ამხანაგებმა. ჩვენმა ორგანიზაციამ საქმეში ჩა რთო და მას მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი მიანდო. გაურკვე ველი მიზეზით, მასზე შთაბეჭდილება ჯერ არ შემქმნოდა. გაცნო ბიერებულად არ შემეძლო ჩემი განწყობა გამომეხატა; ამგვარად, ეს მხოლოდ ჩხეიძეს გავანდე. 1 ჩემო პატარა, მითხრა მან, პეტროვი კარგ შთაბეჭდილებას ახ დენს ყველაზე; შენ ერთადერთი ხარ, ვინც გაურკვევლად განეწყო მის მიმართ. მის შესახებ უნდობლობა რომც გამოხატო, ყველა გკითხავს მიზეზს, რომელიც არ გაქვს. შენი ცუდი წინათგრძნობა შეიძლება იმით არის განპირობებული, რომ საკმაოდ კარგად არ იცნობ რუსებს. 1 თხრობის ამ ნაწილში, თითქოს, ქრონოლოგიური წესრიგი დარღვეუ ლია(მთარგმ. შენიშვნა). 46 ძირითადად თვითშემეცნებით ვიყავით დაკავებულები, რაც საკმარისი არ იყო. საქმე გვქონდა ერთმანეთისგან ძალიან გან სხვავებულ წრეებთან, თუმცა, ზოგადად, კულტურის თვალსაზრი სით, ზედა საფეხურზე მდგომნი იყვნენ. ამ წრეებში ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული თეორიები მუდმივად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყა ვით აუდიტორიის შეკითხვებისთვის პასუხი გაგვეცა, რაც გვაიძუ ლებდა გავცნობოდით წიგნებს, რომელშიც ზემოაღნიშნულ საკი თხებზე იყო საუბარი. ეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. პროპაგანდისტისთვის სამი ვრცელი სასწავლო პროგრამა არ სებობდა, რომელიც სხვადასხვა საფეხურს მოიცავდა. რა თქმა უნდა, მათ შორის ფანტასტიკური სფეროც იკვეთებოდა, თუმცა იყო მყარი რეალობებიც. პროგრამებს შორის ყველაზე უფრო ვრცელი მოიცავდა მსოფლიოს სერიოზულ წიგნებს. სამივე პროგრამის ფა რგლებში აუცილებლად ისწავლებოდა: ბელტოვი, ვოლგინი(აქ იყო რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და თეორეტიკოსის გვარიც, პლეხანოვი), სტრიუვე, ბერდიაევი, ტ. ბარანოვსკი, ილინი(ლენინი), ჟელეზნოვი, ჩუპროვი, მარქსი, ენ გელსი, კაუცკი, ჰ. სპენსერი, ოლარი და სხვ. ბუნებრივია, ჩვენი უდიდესი ძალისხმევა მიმართული იყო დიდი ფრანგული რევოლუციისა და მისი იდეების შესწავლაზე. ასევე, ქართულ ენაზე არსებობდა ჩხეიძის ნათარგმნი„ინგლი სის ისტორია“. ეს ხელს უწყობდა ინგლისის ლიბერალური ინ სტიტუციების პოპულარიზაციას. ყველაზე უფრო მოკრძალებულ პროპაგანდისტსაც კი უნდა შესძლებოდა, აუდიტორიისათვის აეხსნა ვისი სოციალისტური და ფილოსოფიური თეორიების წა რდგენა ევალებოდა. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ქართული ნაწარმოებების ცოდნა, მათ შორის„ვეფხისტყაოსნის“, რომელიც ზეპირად ვიცოდით. ყველა წრეში, იქნებოდა ეს მუშათა თუ ინტე ლექტუალთა, აუცილებელ პირობად ითვლებოდა ჟურნალ„კვა ლის“ ბოლო ხუთი წლის გამოცემების გაცნობა. ის ყველას ჰქონდა წაკითხულიც და გადაკითხულიც. ამ პერიოდული გამოცემის რე დაქტორი, ნოე ჟორდანია, 1 ძალიან დახვეწილად წარმოადგენდა 1 ნოე ჟორდანია( 1868 1953 ) – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი კის ერთ-ერთი დამაარსებელი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე( 1918 1921 ), პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, პოლიტი კის თეორეტიკოსი და XX საუკუნის ქართული პოლიტიკური იდეების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი(რედ.). 47 ყველა პრობლემას და პასუხს სცემდა პერიოდის საჭირბოროტო საკითხებს, რაც ასე აინტერესებდა ჩვენს ხალხს. ჟურნალი ტფი ლისში იბეჭდებოდა და ცოტა ხნის წინ დაეხურა ცარისტულ ხელი სუფლებას, ნოე ჟორდანია კი, რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილი იყო, დაჭერას გადაურჩა და უცხოეთს(ჟენევას) შეაფარა თავი. *** დაჭერა და გადასახლება ნელ-ნელა უფრო გახშირდა. პოლი ციას ჰყავდა დამსმენები. ჩვენი ორგანიზატორები და პროპაგა ნდისტები მუდამ მათგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ჩვენ ვახერხებდით, სხვადასხვანაირად შეგვეფუთა ჩვენი შეხვედრები, რათა საიდუმლოება არ გამჟღავნებულიყო და დაჭერას ავცდე ნოდით. შეხვედრის ადგილები მუდმივად უნდა შეცვლილიყო. სი ტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ცარისტულმა მთავრობამ მიზანში ამოიღო ეროვნულ-შოვინისტური მოედანი, ერთი მხრივ იმისათვის, რომ ჩვენ წინააღმდეგ განეწყო„არამკვი დრი“ მოსახლეობა, ყველა რუსი; მეორე მხრივ კი, შური დაეთესათ სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის, ერთმანეთისთვის დაე პირისპირებინათ და ხოცვა-ჟლეტა გამოეწვიათ. ჩვენი რუსი ამხა ნაგები რუსეთში ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, ჩვენს მდგომარეობას არ იცნობდნენ და ამ სიძნელეების წარმოდგენაც არ შეეძლოთ. აღნიშნულ დაბრკოლებას ყოველდღიური მატერიალური პრო ბლემებიც ემატებოდა: ჩვენი სამუშაო დიდ ხარჯებთან იყო დაკა ვშირებული. სხვადასხვა წრე თავის ორგანიზაციებს მხარდაჭერას უცხადებდა მათი საწევროს გადახდით, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. პროპაგანდისტები თავის ძალებს იდეალებში ხარჯავდნენ და მუდამ შიმშილობის მოლოდინში იყვნენ. ამ შემთხვევაშიც რუსები პრივილეგირებულები იყვნენ. როდესაც ჩვენთან ერთად მუშაობა უწევდათ, ჩვენ იმდენად კმაყოფილები ვიყავით თანამშრომლო ბით, ყველაფერს ვაკეთებდით, რათა ჩვენს„სტუმრებს“ არაფერი დაკლებოდათ. ასე მაგალითად, ჩხეიძე სტუდენტ პეტროვს მუდმივ ხელფასს უხდიდა, იმ მიზეზით, რომ ის რუსულს ასწავლიდა მის ვაჟს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 48 ბევრი ჩვენგანი შეხვედრას, რესტორნებისა და ფარცხანაყა ნევის გარდა, ქალაქშიც ვნიშნავდით, ვარლამ რუხაძესთან, 1 ქა რთველ პოეტთან, რომელიც ღვინით ვაჭრობით იყო დაკავებუ ლი. მისი სიძის მფლობელობაში არსებული დაწესებულების დი რექტორი იყო. იმ პერიოდის ბევრი ამხანაგის გვარი წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან. მხოლოდ ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, რა ფიელ ჩიხლაძე, 2 გ. ერაძე, 3 ალ. დგებუაძე, 4 ლადო ჯიბლაძე, 5 კონ სტანტინე კანდელაკი 6 მახსოვს. უკანასკნელი ოთხი გვარი მუშათა გამორჩეული ლიდერებისაა. სწორედ ამ ბანაკში განვიხილავდით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, ცოტას ვერთობოდით კიდეც, ვსარგებლობდით ხელგაშლილი პოეტის სტუმართმოყვარეობით. 1 ვარლამ რუხაძე( 1874 1935 ) – ქართველი მწერალი და მთარგმნელი. XIX XX საუკუნეების მიჯნაზე რუხაძე თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ გამოცემასთან(„კვალი“,„მოამბე“ და სხვ.). მის ლექსებს 1902 წელს რუსულმა ბიუროკრატიამ ცენზურა დაადო. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ აქტიურად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას(რედ.). 2 რაფიელ ჩიხლაძე( 1877 1919 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, 1919 წლის არჩევნების შემდეგ გახ და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი(რედ.). 3 გიორგი ერაძე( 1882 1971 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, საქართვე ლოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 1919 წლებში იკავებდა შრო მის მინისტრის მოადგილის პოსტს, 1919 წლიდან საქართველოს დე მოკრატიული რესპუბლიკის შრომისა და მომარაგების მინისტრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ემიგრაციის პერიოდში იყო ლევილის ქართული მამულის საზოგადოების მმართველი. მის სა ხელს უკავშირდება დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შენახვა-გადარჩენა. გარდაიცვალა პარიზში 1971 წელს(რედ.). 4 ალექსანდრე დგებუაძე( 1882 1937 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; საქართველოს დემოკ რატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. 1921 წლის შემდეგ მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყებებში. დახვრიტეს 1937 წელს(რედ.). 5 ვლადიმერ(ლადო) ჯიბლაძე( 1879 1938 ) – ქართველი სოციალ-დემოკ რატი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დახვრიტეს დიდი ტერორის დროს 1938 წელს(რედ.). 6 კონსტანტინე კანდელაკი( 1883 1958 ) – ქართველი პოლიტიკოსი, სო ციალ-დემოკრატი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად; 1919 წლიდან იკავებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პოსტს. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. გარდაიცვალა 1958 წელს ლოზანაში(რედ.). 49 *** 1903 წელი, ზაფხულის დასაწყისი. უკვე ერთი წელია, რაც ბათუ მში ვარ. ვანო მეხუმრება, რომ აუცილებლად საზეიმოდ უნდა აღ ვნიშნოთ ერთი წლის იუბილე. მისი რამდენიმე მეგობარი, რო მელნიც უკვე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, მისი წამბაძველობით, ამ „დიდი დღესასწაულის“ თემაზე ბევრს ხალისობდნენ. აი, ერთი ასეთი ხუმრობა: ამ დღისთვის მეტი სერიოზულობის მისანიჭებ ლად, გეგმა ფურცელზე ჩამოწერეს: „დღესასწაული გაიმართება მერიის დიდ დარბაზში, სადაც მუ ნიციპალიტეტი მართავს თათბირებს(ეს შენობა ახალი აშენებუ ლია და დარბაზი ბათუმში ყველაზე დიდია). მთავარი ორგანიზა ტორები: ჩვენი პატივცემული ისიდორე(რამიშვილი) და კარლო (ჩხეიძე). ისიდორემ უკვე მიიღო ბათუმში დაბრუნებისა და საღა მოს წაძღოლის ნებართვა. ბათუმის ოლქის გუბერნატორი მას სადგურზე დახვდება და საკუთარი მანქანით მოიყვანს. ყარამანი პროტოკოლის უფროსია. კარლოს კი – რამდენიმე ხანია, მას რუ სულად გამოსვლის შესაძლებლობა აღარ აქვს(მუნიციპალიტეტის დეპუტატი აღარ არის, ხელისუფლებამ გაათავისუფლა) – საშუალე ბა მიეცემა ერთ-ერთი შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვას. გუბერნა ტორი, თანმხლებ პირებთან, ივანოვთან და პალმთან(რუსი შო ვინისტები) ერთად, ისიდორეს სიტყვით გამოსვლისას შემოვლენ, რათა ქართული ენის ჟღერადობის სიამოვნებას არ დააკლდნენ“. – – და რაკი ხარიტონი ქალთმოძულეა, ამ დღისთვის მას ბერის სამოსი უნდა ჩავაცვათ, – თქვა ალისომ. – – თავზე მეტის ქუდს დავახურავთ, ასე უფრო სერიოზული და მშვენიერი იერი ექნება, – დაამატა ერისტომ. ეს იუმორი ჩემი ძმის გემოვნებაში იყო, ამიტომ ბევრს იცინო და. თუმცა მე ეს არ მომწონდა. ტროფინე ჩაერთო: – – მხიარული იერიც უნდა მივცეთ, სხვა შემთხვევაში ძალიან პირქუში იქნება ასეთი საზეიმო დღისთვის. – – რას გვთავაზობ ? – იკითხა ალისომ. – – ხარიტონი მოვათავსოთ სამი მეტრის სიმაღლის სკამზე, რომელიც შევუკვეთეთ და ტრიბუნაზე ავიყვანოთ. მიბმული იქნე ბა, რომ არ ჩამოვარდეს. შეკითხვებსაც იქიდან უპასუხებს. ტროფინე აღტკინებულად და თეატრალურად საუბრობდა, ვე რავინ, მათ შორის ვერც მე, სიცილს ვეღარ იკავებდა. უნდა ვაღია როთ, კარგი მსახიობი იყო, კომიკურიც და დრამატულიც. 50 ტროფინე ალისოსა და ერისტოსგან გამოირჩეოდა, წარმოსა დეგი, მშვენიერი, წაბლისფერი თმით, აპრეხილი ულვაშითა და სერიოზული გამომეტყველებით. როდესაც ჩვენთან საუბრობდა, მისი ფიზიონომია სრულად იცვლებოდა. ერთადერთი გახლდათ, ვინც პოლიტიკური საქმიანობით არ იყო დაკავებული. ძალიან და მწუხრებული იყო, რადგან სამხედრო ვალის მოხდა მაინც უწევდა, მიუხედავად ბევრჯერ გადავადებისა. იმ დროს ამიერკავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდე ბოდა: საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა მთელ რეგიონში, რო მელიც დეკრეტით დაამტკიცა ჩვენმა ცენტრალურმა კომიტეტმა (ტფილისში). პარტიას სურდა თავისი რეალური შესაძლებლობები ენახა. შედეგი დამაჯერებელი იყო: მატარებელთა და მანქანათა მოძრაობა სრულად შეჩერდა; ქარხნები, ფაბრიკები, სავაჭრო სა ხლები, კერძო ბიუროები და საჯარო დაწესებულებები დაცარიე ლდა. არც გაზმომარაგება, არც ელექტრომომარაგება, არც საგზაო მომსახურება. ყველა ქალაქი სიბნელემ მოიცვა, სრული უძრაობა. მხოლოდ ასეული კაზაკი შეინიშნებოდა ცხენით, სასროლად შემა რთული იარაღით ხელში. საბჭოს ინსტრუქციის თანახმად, წესრიგი არსად დარღვეუ ლა. გეგმის თანახმად, გაფიცვა სამ დღეს გაგრძელდა. მეთაურე ბი სხვადასხვა ადგილზე კრებდნენ ხალხს და გეგმას აცნობდნენ. დაშლას ისე ახერხებდნენ, რომ მათთვის არც კაზაკებს მიესწროთ და არც რეგულარულ ჯარს. სწორედ ამ ფორმით, ბათუმში, თით ქმის შუაგულ ქალაქში, რ. ჩიხლაძემ, თავისი მაღალი ხმით, სი ტყვით მიმართა ხალხს, თუმცა სიტყვის დასრულებისთანავე ისე გაიფანტნენ, სისხლისღვრა აიცილეს თავიდან. გაფიცვას ტრაგიკომიკური სიტუაციაც ახლდა. ჩვენი ახალგა ზრდები ტელეგრაფების ხაზებზე კიდებდნენ წარწერებს:„ძირს ნიკოლოზ II! ძირს ცარისტული ავტოკრატია! გაუმარჯოს სრულიად რუსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას!“. როგორც კი კაზაკები შე ნიშნავდნენ წარწერებს, მაშინვე ჩამოხევდნენ და ჩვენს ახალგა ზრდებს დასდევდნენ, სამი მათგანი მოკლეს კიდეც. თუმცა უკან მიბრუნებულებს წარწერები ისევ ადგილზე ხვდებოდათ. ერთხელ კაზაკებმა ტელეგრაფის ბოძზე შენიშნეს კაცი და მი ზანში ამოიღეს. მან რუსულად ჩამოსძახა:„ჯერ გაიგეთ ვინ ვარ!“. მეთაურმა იარაღის დაშვების განკარგულება გასცა და იკითხა: „ვინ ხართ?“. კაცმა წარბშეუხრელად უპასუხა:„ნიკოლოზი“. მეთა ურმა დაბლა ჩამოსვლა უბრძანა და რაკი შენიშნა, კაცი ჩამოსვ ლას არ აპირებდა, გაბრაზებულმა შესძახა:„ძირს ნიკოლოზ!“. მა - 51 შინ, კმაყოფილმა იმ ფაქტით, რომ კაზაკებს იგივე გაამეორებინა, რაც ტელეგრაფის ხაზებზე ეწერა, კაცი ნელ-ნელა ჩამოვიდა. *** ჩიხლაძე, ჩემი ძმა და კიდევ მათი რამდენიმე მეგობარი ძებ ნილები იყვნენ, ამიტომ იძულებულები გახდნენ, პოლიციას გაქ ცეოდნენ და გაუჩინარებულიყვნენ. ნებისმიერი მოგზაურობა სა რისკო იყო, ამიტომ თავდაპირველად ბათუმის შემოგარენში იმა ლებოდნენ. სამი კვირის განმავლობაში ვანოს რეგიონის ტყეებში ვმალავდი. ყოველ ღამე იცვლიდა სამალავს იმ დღემდე, სანამ მის ბაქოში გამგზავრებას არ გავუწიე ორგანიზება. ჩემი ძმა იპარებოდა, რადგან მისი და ასევე, ჩიხლაძის თავები ხელისუფლებამ ძვირად შეაფასა. მარტო დამტოვა, დადარდიანე ბული. კიდევ ერთხელ თუ მომეცემოდა მისი ხილვის საშუალება?! დამატებით განსაცდელი ნამდვილად აღარ მჭირდებოდა. ჩემი ძმის გამგზავრება დიდი კაეშანი იყო ჩემთვის. ის ჩემი მორალური და მატერიალური საყრდენი იყო. დღეიდან როლები შეიცვალა. მე მას უნდა დავხმარებოდი და თავიც გამეტანა. გერვასის სანა ხავად წავედი. იქნებ, რაიმე შემოსავალი მოეფიქრებინა ჩემთვის. მან ზედამხედველის პოსტი შემომთავაზა როტშილდის ქარხნის ხის დეპოს განყოფილებაში, რომლის დირექტორიც თავად იყო. ხის მასალა გამოიყენებოდა კონტეინერის ფაბრიკაციისთვის, რო მელსაც ორი 16-ლიტრიანი ნავთობის ბიდონი უნდა დაეტია. – – ეს სამუშაო მარტივი არ არის, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, რადგან განსხვავებულ კომპეტენციებს მოითხოვს. მაგრამ არ იდარდოთ, შეუმჩნევლად დაგეხმარებით. – – არ შეწუხდეთ, – ვუპასუხე, – მალე შევეგუები. უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ ეს სამუშაო მთელ ჩემს დროს წაიღებს... – – მაშინ როგორ მოვიქცეთ ? გინდათ, თქვენ ნაცვლად ვიმუ შაო ? – გამეხუმრა. მადლობის თქმას და გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ის მიხვდა განზრახვას, გზა გადამიღობა და მითხრა: – – მისმინე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. სერიოზულად ნუ მიი ღებ ჩემს ნათქვამს. – – მაგრამ თქვენი შეხედულება ზუსტია. – – ჯერ ერთი, თქვენობით აღარ უნდა მომმართო. მეორეც, შე ნთვის რა მნიშვნელობა აქვს, ზუსტია ის თუ არა. მთავარია, რომ მე 52 მოვახერხებ ისე, რომ გექნება დრო, რომელიც მნიშ-ვნე-ლო-ვანი საქმისთვის გჭირდება. – – პირველ საკითხზე გეთანხმებით, მაგრამ... – – მეთანხმები, მაგრამ არც ასრულებ, რადგან ისევ თქვენო ბით მელაპარაკები. ახლა წადი, ჩემო ძვირფასო, და თვის ბოლოს მოდი. შენი კოლეგა საქმის კურსში ჩაგაყენებს. ამ სიტყვებით დავტოვე ჩემი მეგობარი. ამ დღის მერე სულ ასე მომმართავდა. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი და ვერ ვიგებდი რისი თქმა უნდოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი შემოთავაზება ხელს არაფერში მიშლიდა და მხოლოდ სარგებე ლი მოჰქონდა: მთელი დღითაც შეეძლო შევეცვალე ყოველ ჯერზე, როცა ეს მჭირდებოდა. დილით და შუადღისასაც შემეძლო დრო მქონოდა სამუშაოს დაწყებასა და დასრულებას შორის. ამასთან, ჩემი კვალიფიკაცია საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა ქარხანა ში მემოძრავა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კავში რები გამება. *** შემოდგომაზე ჩემი ძმა სევასტი მეწვია, ის ვანოზე უფროსი იყო. ოდესაში სამხედრო სამსახური დაასრულა, მას შემდეგ, რაც მო ნაწილეობა მიიღო კოალიციური ძალების ჩინეთის წინააღმდეგ ომში. ბაქოს გავლით ჩამოვიდა და ვანოს ამბებიც ჩამოიტანა. სა ხლში ჩასვლამდე, შემოვლითი გზა აირჩია ჩემ სანახავად. სტუმ რობა ძალიან ხანმოკლე იყო. შენიშნა, რომ კარგად არ ვიყავი. გარეთ გამოვედი მის გასაცილებლად. თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ეს რომ დამემალა, დავეყრდენი. არ მახსოვს როგორ აღმოვ ჩნდი მის მხარზე. უეცრად მივხვდი, რომ ჩემი მოღალატე ფეხები მის ოქროს მედალზე იყო ჩამოკიდებული, რომლითაც ახლახან დაეჯილდოებინათ. რა თქმა უნდა, ჩემმა ასეთმა უეცარმა გაუჩინარებამ, თან სა მხედროს მხარზე მისვენებულის სცენამ, ხალხს აფიქრებინა, რომ დამიჭირეს. უამრავმა დავალებამ, მრავალმა ემოციამ, მათ შორის ძალა დობრივმა, მთელი ჩემი ენერგია წაიღო. ექიმებმა სასწრაფოდ სა ავადმყოფოში დამაწვინეს და ეს ყველაფერი მხოლოდ ორი კვი რის შემდეგ გავიგე, როდესაც გონზე მოვედი. 53 *** გამოჯანმრთელების პროცესში ყოფნისას სამჯერ მეწვია ჩხე იძე. ერთხელ წიგნები მომიტანა თავისი ბიბლიოთეკიდან და რო დესაც ნახა, საფრანგეთის რევოლუციის ისტორიას ვკითხულობ დი, მითხრა: – – ჩემო პატარა, ეს ჯერ ძალიან ადრეა შენთვის. ეს ეპითეტი საწყენი იყო:„ჩემმა საქმიანობამ და საქმისად მი ერთგულებამ მის თვალში იმ სიმაღლემდე არ ამიყვანა, რომ „ამხანაგო“ მიწოდოს?“ – ვეკითხებოდი თავს. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩხეიძე სიტყვა„ამხანაგს“ მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისას იყენებდა. ამ ფაქტმა ხასიათზე მომიყვანა და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული გახადა. საავადმყოფოში მოსულ მნახველთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის მეგობარი, სემინარიე ლი სტეპკო ინწკირველი, რომელიც მოგვიანებით, ბოლშევიკების პერიოდში, კობას 1 თავდადებული ლეიტენანტი გახდა. წლის ბოლოს, ძლივს გამოჯანმრთელებული, საქმეს დავუბრუ ნდი. სევასტიმ ორი თვე სახლში გაატარა და ბათუმში დაბრუნდა, ჩემთან ერთად საცხოვრებლად. საინტერესოა, რომ შეცვლილი მეჩვენებოდა, ვაკვირდებოდი ისე, რომ არ შეემჩნია. მასაც გადა სხვაფერებული ვეჩვენებოდი, მაგრამ, როგორც უფროსი ძმა, ამის თქმას არ მორიდებია. მისმა ფიცმა ცარიზმის წინაშე, ოთხწლია ნმა სამსახურმა, გარემომ, სადაც ეს დრო გაატარა, პოლიტიკური თვალსაზრისით მასში ისეთი პიროვნება ჩამოაყალიბა, რომელიც შორს იყო იმ პერიოდის გარემოსგან, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ძილის წინ, დილით, სადილის წინ და შემდეგ ყოველთვის ლოცუ ლობდა. მე ეს ბუნებრივად მეჩვენებოდა, თუმცა ჩვენი რევოლუ ციონერები ასე არ ფიქრობდნენ. ალისო დროებით ჩემთან ცხო ვრობდა. ერთხელ თავს უფლება მისცა, მისთვის შენიშვნა მიეცა ამ თემაზე. მე შევევედრე, მეორედ ამ თემას აღარ შეხებოდა. მა გრამ, როდესაც ჩემმა ძმამ მოითხოვა მისი იდეების მოზიარენი გავმხდარიყავით, სიტუაცია, როგორც ხვდებით, დაიძაბა. მეტიც, ერთ დღეს თითქმის დამემუქრა: – – რევოლუციურ საქმიანობას თუ არ მიატოვებ, პოლიციაში დაგასმენ. 1 კობა – ამ სახელით იხსენიებდნენ ახალგაზრდა სტალინს(რედ.). 54 – – ამ სიტყვების გაგონებაზე ალისო კინაღამ თავს დაესხა. მე ის შევაჩერე და ჩემს ძმას ვუთხარი: – – არა, შენ ამას არ იზამ. – – რატომ გგონია ? და რომ გავაკეთო ? – – არა, დარწმუნებული ვარ. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემს ამხანაგებს ვთხოვე, არასდროს შესულიყვნენ მასთან კონფლიქტში, რაც არ უნდა ეთქვა. ამასთან, დავარწმუნე, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. მე კი მტკიცედ გავაგრძელე ჩემი საქმე და თავისუფლება მივეცი, ჩემ თვის თვალყური ედევნებინა. შედეგი მოულოდნელი იყო: ორი თვის შემდეგ ახალმა ტალღამ იფეთქა მასში, სრულიად უცხომ. სურვილი წვავდა, ჩვენთვის სა სიკეთო საქმე გაეკეთებინა; გვთხოვა, ჩვენს რიგებში გაგვეწევრი ანებინა. არალეგალური ლიტერატურის გავრცელებით დაკავდა და ცოტა ხანში პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. მოგვი ანებით ბაქოში გამოსცა სოციალ-დემოკრატიული გაზეთი რუსულ ენაზე„Бакинский гудок“. ჩემი უცხოეთში ემიგრაციისას მთხოვდა, მისთვის სტატიები მიმეწოდებინა ევროპაში მიმდინარე პოლიტი კური მდგომარეობის შესახებ, მეტადრე საფრანგეთში. ამ თემებზე 1911-1913 წლებში წერდა. მოგვიანებით ტრიბუნალის წინაშე წარ სდგა და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ამ საქმიანობისთვის და შემდეგ... ისტორია იგივე იყო. მიუხედავად ძიებისა, მასზე აღა რაფერი მსმენია... როგორც ვხედავთ, ორი თვის ჩვენს წრეში გატარება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოთხწლიანი, სასტიკი რუსული სამხედრო სამსა ხურის ნაკვალევი სრულად განადგურებულიყო და კვლავაც ძვე ლი, ქართველი სევასტი დაბრუნებულიყო. თავი IV რუსეთ-იაპონიის ომი ამბოხი-სასაკლაო 1904 წლის დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას შიდა და გარე სფეროებში, ვინიშნავთ მოსაზრებებს, ვისმენთ ყველაფე რს, საიდანაც რაიმე რეალობის გამოდნობა შეიძლება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რევოლუციური მიმდინარეობისთვის სა სარგებლო არაფერი გამოგვრჩეს, რათა გავათავისუფლოთ დაჩა გრული ხალხი და მუშები. რა თქმა უნდა, არც ერთ შანსს არ ვტოვებდით, რომ ადგილობ რივი პოლიციის სისასტიკე და ადმინისტრაციის თვითნებობა არ გაგვეპროტესტებინა. ჩვენი ბრძოლა უმეტესწილად მიმართული იყო დევნისკენ, რისი მსხვერპლიც სომხები გამხდარიყვნენ. 1 ხმას ვიმაღლებდით ამ სისხლიანი რეპრესიების წინააღმდეგ, რომელ თაც ეწირებოდნენ: პოლონელები, უკრაინელები, ლიეტუველები, ლატვიელები და ესტონელები. ჩვენი პარტია უყურადღებოდ არ ტოვებდა ასევე პოგრომებს ებრაელთა წინააღმდეგ, რომელსაც ცარისტული ხელისუფლების აგენტები ახორციელებდნენ. ამგვა რად, ჩვენ ვიყენებდით ყველა შეცდომას, რომელსაც სანკტ-პე ტერბურგის მთავრობა უშვებდა. ძირითადი საბრძოლო საშუალებები შემდეგი იყო: 1. საიდუმლოდ დაბეჭდილი ცნობის ფურცლების გავრცელება ყველგან. ყოველგვარი ეჭვის გასაქარვებლად, ჩვენ პრიმიტი ულ საბეჭდ მოწყობილობებს სხვადასხვა ადგილას ვამონტა ჟებდით, პოლიციის უფროსის ან მთავრობის წარმომადგენ ლის სახლში. ამ ფურცლებს„პროკლამაციებს“ ვუწოდებდით. 2. დღის წესრიგზე ისეთ ხალხთან ვსაუბრობდით, ვისაც საზოგა დოების სხვადასხვა წრესთან ჰქონდა ურთიერთობა, ამიტომ 1 მათი დევნა იმდენად სასტიკი იყო, რომ სომხები უიმედოდ რეაგირებ დნენ. სწორედ მათი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მოეწყო თა ვდასხმა კავკასიის მთავარმართებლის, გოლიცინის წინააღმდეგ 1904 წელს, ტფილისში(ხ. შავიშვილი). 56 კონკრეტული თემა ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. საზოგა დოებრივ აზრს ჩვენ ვაძლევდით მიმართულებას. 3. მანიფესტაციების გამართვა ქუჩებში და მოედნებზე. ასეთ ადგილებში, ბუნებრივია, სიცოცხლით ვრისკავდით, რადგან, ბრძანების თანახმად, მანიფესტანტისთვის სროლა ყოველ გვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლებოდა. ამიტომ ამ საშუა ლებას უკიდურესი აუცილებლობისას მივმართავდით. სხვა ერების სოციალისტური პარტიებისგან განსხვავებით, რო მელთაც რუსული იმპერიალიზმი ჩაგრავდა, ჩვენი საქმიანობის ამ პერიოდში ეროვნული ნიადაგის პრეტენზიები არ წამოგვიწევია და წინა პლანზე ვაყენებდით ჩაგრულ ხალხთა სოლიდარობას. მოვითხოვდით უფლებების დაცვას და თავისუფლებას ყველა სთვის, მათ შორის რუსებისთვის. და თუ ჩვენი ამხანაგები ან რუსი ლიბერალები ვერ ახერხებდნენ იმავე საქმის კეთებას, ის ფაქტი გვაკმაყოფილებდა, რომ ისინიც ჩვენნაირად ფიქრობდნენ. იმ დროს საგარეო საქმეებიდან ყველაზე მეტად შორეული აღმოსავლეთის საკითხი გვაღელვებდა. ჯერ კიდევ 1903 წლის საყოველთაო გაფიცვისას ერთ-ერთი ჩვენი პროკლამაცია ამ სა კითხს აფასებდა, როგორც„ძალიან სერიოზულს“, რომელიც შეია რაღებულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. გეოგრაფიული მდება რეობიდან და მსოფლიოს საუკეთესო ჯარის არსებობის ფაქტო რიდან გამომდინარე, რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოალიციური ძალების ომში ამომავალი მზის იმპერიის წინააღ მდეგ. ომმა ჩინეთიც გაანადგურა, ნაწილებად დაშალა, რაშიც ლო მის წილი რუსეთს მიუძღოდა. უდიდესი მანჯურია ანექსირებულია. ხალხის უფლება მხოლოდ ფორმალურად იქნა დაცული, რადგან ერთი ტრაქტატი ხელმოწერილი იყო ამომავალი მზის იმპერიის მიერ, დანარჩენი კი გამარჯვებულებმა წარადგინეს. თუმცა ძალიან მალე, საერთაშორისო კონვენციების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ლიუიშუნი მიიტაცა. იაპონელებმა მიიჩნიეს, რომ საფრთხის წი ნაშე იყვნენ და სანკტ-პეტერბურგს მოლაპარაკებები მოსთხოვეს. ნიპონის 1 პირველმა ცდამ კრახი განიცადა. თუმცა აღმოსავლური მოთმინებით, ყველაფერი იმ დღემდე გრძელდებოდა, სანამ ია პონიის საელჩოს დაჟინებულ მოთხოვნას მოლაპარაკებების თა ობაზე, ნიკოლოზ II-ის მრჩევლებმა 21 იანვარს არ უპასუხეს, რომ მოლაპარაკებებისთვის შეუსაბამო დრო იყო, რადგან„დედოფალს ყური სტკიოდა“! ამჯერად ნიპონის საპასუხო შეტევამ არ დააყოვნა 1 იგულისხმება იაპონიის იაპონური სახელწოდება(რედ.). 57 და, ომის გამოუცხადებლად, ლიუიშუნში რუსული საბრძოლო გე მები ჩაძირა. ომი მეორე მხარემ გამოაცხადა და ძლიერი კამპანია დაიწყო. იმპერიული პროკლამაციები განსაკუთრებულ საზეიმო ფონზე უნდა გავრცელებულიყო ბათუმში, ომის პორტში, ოსმალეთის იმ პერიის მეზობლად. ეს უკანასკნელნი რუსეთის მოწინააღმდეგე ნი იყვნენ და ბათუმი ადრე მათ ეკავათ. მოგვიანებით ეს ქალაქი რევოლუციონერთა კერად გადაიქცა, რომელთაც ექვსი თვის წინ უპატიებელი რამ ჩაიდინეს, საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა მოაწყვეს. 25 იანვარი სადღესასწაულო დღედ უნდა ქცეულიყო, რომელიც მეფის იდეოლოგიის ქვეშ გააერთიანებდა ყველას, რუსული პატ რიოტიზმით დამუხტავდა და ომის ენთუზიაზმის ცეცხლში გაახვე ვდა. ეს კი რევოლუციის განადგურების პროლოგი იქნებოდა! ამგვარად, რუსი ხელისუფლების წარმომადგენელნი თუ სამო ქალაქო პირნი ძალიან აქტიურები იყვნენ ბათუმში. ისინი ემზადე ბოდნენ... ჩვენც! *** მშვენიერი დილა იდგა. ამომავალი მზე დიდებულად ანათებდა ლამაზ პარკს, სადაც სხვადასხვა სახეობის პალმები საოცარ ბულ ვარს ქმნიდნენ ზღვის ნაპირზე. აღმოსავლეთით, არც ისე შორს, მოჩანდა რუსული კათედრალი, რომელიც ახლახან აშენდა ცა რისტული იმპერიის ბრძანებით. დღეს ოფიციალური პროკლამა ცია სწორედ იქ შედგება. რუსული ქვედანაყოფები ყველა მხრიდან მოიჩქაროდნენ შე სანიშნავ მწყობრში. ჯარისკაცები ციცაბო ფერდობებიდან ეშვე ბოდნენ, ციხეებიდან, რომელიც გარს აკრავს ბათუმს; იარაღი მხა რზე ჰქონდათ გადაკიდებული, ხიშტები მზეზე ბრწყინავდა. მათ შემდეგ გამოჩნდა კაზაკების პოლკი და ჟანდარმერია(პოლიტიკუ რი პოლიცია). გუბერნატორი, ციხეების გენერალ-მეთაურები, უმა ღლესი ოფიცრები, ყველა ეკლესიაში იკრიბებოდა და პირველ რი გებში თავსდებოდა ჯარისკაცებით, კაზაკებითა და ჟანდარმერიით გარშემორტყმულნი. დანარჩენი, 4 თუ 5 ათასი ჯარისკაცი ეკლესი ის გარშემო იდგა. ისინი ისე იყვნენ შეიარაღებულნი, თითქოს სა ბრძოლო ველს უახლოვდებოდნენ, ძალიან შთამბეჭდავი იყო. 58 ბევრი სამოქალაქო პირიც მოსულიყო. მიუხედავად სუსხიანი დილისა, მაინც ხალვათად ვიყავით ჩაცმულები. დაახლოებით ათნი, სათავეში ბენია და ხუნხუზი(ნოე ხომერიკი) გვყავდა, ორი ვე მათგანი გამორჩეული სიმამაცითა და მახვილგონიერებით. ცალ-ცალკე შევედით, რომელიმეს დაჭერის შემთხვევაში, ყველა ერთად არ ჩავცვენილიყავით. რა თქმა უნდა, სამოქალაქოებს შე ვერიეთ. საბოლოოდ ერთმანეთის შორიახლოს უნდა განვლაგებუ ლიყავით ისე, რომ ჯგუფურად მაინც არ ვმდგარიყავით. თითოე ულს საკუთარი რევოლვერი გვედო ჯიბეში. ლოცვას ბოლო არ უჩანდა... როგორც იქნა! ვიღაცამ ომის გა მოცხადების ბრძანების კითხვა დაიწყო. სწორედ იმ დროს, იარა ღი ჰაერში გავცალეთ და დავიძახეთ:„ძირს ომი! ძირს ავტოკრა ტიული ცარიზმი! გაუმარჯოს სრულიად რუსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას!“. ხალხი ენით გამოუთქმელმა პანიკამ მოიცვა. საყოველთაო არეულობა დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენელნი ჯარისკა ცებში გაერივნენ, ისინი კი მხოლოდ აქედან თავის დაღწევაზე ოც ნებობდნენ. ამ აყალმაყალში ომი აღარავის ახსოვდა. საოცნებო მდგომარეობაში არ ვიყავით, შემოსვლა ადვილი არ იყო, თუმცა გასასვლელისკენ გზის გაკვალვა წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ბევრი ფიქრის დრო არ გვქონდა, ჩვენი სამოქმე დო გეგმა ისედაც გადაწყვეტილი იყო. როგორც კი იარაღები ვის როლეთ, ისინი დაბლა დავყარეთ ისე, რომ არავის შევენიშნეთ და რევოლვერებს აღარ გავკარებივართ. ერთ წუთს ბენია და ხუნხუზი შევნიშნე კართან, რაც იმის ნიშა ნი არ იყო, რომ გასვლას მოახერხებდნენ, თუმცა მალევე გაქრნენ ჩემი მზერიდან. მას შემდეგ, რაც დაკისრებულ მისიას შევასრუ ლებდით, თითოეულ ჩვენგანს თავის თავზე უნდა ეზრუნა. ეს ერთა დერთი მითითება იყო, რაც ამგვარ ვითარებაში მოქმედებდა. აი, მოვახერხე გარეთ გამოსვლა! ჯარისკაცები ერთმანეთთან და სამოქალაქო პირებთან ძალიან ახლოს განლაგდნენ. სამხე დროები, კაზაკები და ჟანდარმერია ერთმანეთში ირეოდა. გარშე მო მხოლოდ საბრძოლო ხიშტები ჩანდა. უეცრად გაისმა სტვენა, გუგუნი, რაღაც კონფლიქტში მოვყევი. მერე აღარაფერი... მოგვიანებით გავიგე, რომ ვიღაცამ გამომიყვანა. თუმცა ამ უცნობმა გამჟღავნება აღარ ისურვა. ასევე მითხრეს, რომ სამხე დროებმა ხალხის მიმართულებით ისროლეს, 15 ადამიანი მოკლეს და უამრავი დაიჭრა. რა თქმა უნდა, მათ შორის არ იყვნენ ისინი, ვინც დარეგისტრირება არ ისურვა რეპრესიების შიშით. ძალიან 59 მაინტერესებდა რა დაემართა ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით კი მამაცი ბენიასა და ხუნხუზის ბედი მაღელვებდა. მაგრამ აუცილე ბელი იყო წინდახედულობა, არავის უნდა შევხვედროდით, არცე რთ ამხანაგს. ქალაქი ალყაში იყო. განრისხებულები ეძებდნენ დღესასწაულის ჩამშლელებს. ასეულობით კაზაკი განუწყვეტლივ დადიოდა ქუჩებში. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შევიტყვე, რომ ბენია, ხუნხუზი და კიდევ ერთი ახალგაზრდა მუშა, რომელიც ყველაზე მოხერხე ბული იყო, იმავე დღეს გაემგზავრნენ ბათუმიდან, ცოცხლები და საღსალამათები. ბენია ერთი წლის მერე ვნახე, როდესაც ბათუ მში ჩამოვიდა, ომის გამოცხადების ერთი წლისთავზე. ჩვენს ორ განიზაციას ორატორი სჭირდებოდა, რათა ხალხი მოეზიდა მანი ფესტაციაზე. ხუნხუზს კი შორაპანში შევხვდი, 1905 წლის დეკემ ბერში, ჩვენს უბანში, სადაც ის გურიის წითელი არმიის სათავეში მოდიოდა. ჩვენი ჯგუფის დანარჩენი წევრები კი, რომელნიც მუშებს შო რის შევარჩიეთ, უკლებლივ დაიღუპნენ მანიფესტაციისას. მე მათ არ ვიცნობდი, ისინი სწორედ იმ დღეს ვნახე პირველად და უკანასკნელად. ეს გამორჩეული მოვლენა იყო ომის ისტორიაში და გადამწყვე ტი როლი შეასრულა რუსეთ-იაპონიის ომში. ამბავი მთელ იმპე რიაში გავრცელდა და რუსული ჯარის დემორალიზება გამოიწვია. ექვსი თვის თავზე, 1904 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში კავკასი აში მდგარი რუსეთის ჯარი მანჯურიისკენ გაგზავნეს, ისინი კი ურა ლთან მისვლამდე ამბოხდნენ. მათი უკან გამობრუნების აუცილებ ლობა დადგა. მოგვიანებით, ამბოხი და აჯანყება უფრო ხშირი გახ და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. 1905 წლის 5 იანვარს რუსეთის დედაქალაში, სანკტ-პეტერბურგში, ყველაზე უფრო სასტიკი და სისხლიანი დემონსტრაცია ჩატარდა. მანიფესტაციას მართავდა მნიშვნელოვანი დაწესებულება, პუტილოვის ქარხანა, რომელიც საბრძოლო იარაღს ამზადებდა. ეს იყო უზარმაზარი ოდენობის ხალხი, რომელთაც სათავეში მღვდელი გრიგორი გაპონი 1 ედგა. ხალხი სასახლისკენ დაიძრა და მეფის ნახვას მოითხოვდა. ხელი სუფლება იძულებული იყო მათ წინააღმდეგ ჯარი გამოეყვანა. ჯა რისკაცები იარაღითა და ტყვიამფრქვევებით აღჭურვეს, თითქოს 1 შავიშვილი გულისხმობს მღვდელ გიორგი გაპონს. გიორგი გაპონი ( 1870 1906 ) – რუსი მართლმადიდებელი მღვდელი და რუსეთის მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლის რუსეთის რევოლუციის უპი რობო ლიდერი(რედ.). 60 ფრონტის ხაზზე აგზავნიდნენ. ხალხის მიმართულებით ნასროლ ტყვიებს უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. ამგვარ ხოცვა-ჟლეტას ისე თი გამოძახილი ჰქონდა მთელ რუსეთში, რომ სწორედ ამას შეი ძლება ვუწოდოთ„1905 წლის რევოლუციის“ დასაწყისი. ამგვარად, საქვეყნოდ ცნობილი მოსაზრება, რომ 1905 წლის რე ვოლუციის მიზეზად რუსეთის მიერ მანჯურიაში განცდილი მარცხი იქცა, ყავლგასულია. პირიქით, სწორედ ის მარცხი იყო რევოლუცი ური მოძრაობის შედეგი. მიზეზები შედეგებში არ უნდა აგვერიოს. რევოლუციური მოძრაობა, რომელიც თანმიმდევრულად ვითა რდებოდა და იზრდებოდა, ამ მოვლენებამდე თითქმის ოცი წლით ადრე უკვე აწუხებდა ცარისტულ მთავრობას. 1900 წლიდან ყველა ფერი დაჩქარებული ტემპით ვითარდებოდა: გაფიცვები და სტუ დენტთა მანიფესტაციები, სისხლიანი შეხლა-შემოხლები, უნივე რსიტეტების დახურვა, მმართველების დაჭერები და გადასახლე ბები, არეულობები ინდუსტრიულ ცენტრებში, ქარხნების მუშათა გააფთრებული გაფიცვები პოლიტიკური მოთხოვნებით – ასეთი იყო რევოლუციური მოძრაობის ბუნებრივი მოცემულობა რუსე თ-იაპონიის ომამდე ოთხი წლით ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში არა მხოლოდ რევოლუციური პარტიები – სოციალ-დემოკრატიული, სოციალ-რევოლუციური – ეწეოდნენ ფარულ, გაშმაგებულ პროპაგანდულ საქმიანობას, აკრძალული ლიტერატურის გავრცელებას, არამედ, რუსი ლიბე რალებიც, რომელშიც ინტელექტუალური წრეები, მაღალი საზოგა დოების ნაწილი, მეტიც, სახელმწიფო მოხელეების და ოფიცრე ბის ნაწილიც კი ერთიანდებოდა. რევოლუციონერების მსგავსად, მათი ხელმძღვანელიც, პეტრე სტრუვე, უცხოეთში გამოსცემდა გაზეთს„ Освобождение“. მან გაბედა და ერთ-ერთ სტატიას დაარ ქვა„სისხლს მოწყურებული მეფე, ნიკოლოზ II“; სათაური მართლაც სახასიათოა. სტატია 1905 წლის 5 იანვრის მანიფესტაციისა და მუ შათა სისხლისღვრის შემდეგ მომხდარ არეულობას ეძღვნებოდა. ცხადია, ისეთი პატრიოტების მხრიდან, როგორიც რუსი ლიბერა ლები იყვნენ, ამგვარი რეაქცია ომის პერიოდში წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა პრევენციული მიდგომა ომის წინააღმდეგ და რუსეთ-იაპონიის ომამდე პერიოდის მოქმედებები. მტრული დამოკიდებულება კულისებში მიმდინარე რეალობი თაც აიხსნებოდა. ისინი მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ იმპერი ალური კარის ზოგიერთ მაღალჩინოსანთან, დიდ ჰერცოგთან და 61 ერთ-ერთ მინისტრთანაც კი; ეს უკანასკნელი სიმპათიას იჩენდა რევოლუციური მოძრაობის მიმართ; მათ არ მოსწონდათ მთავრო ბის პოლიტიკა და მეგობარ ლიბერალებს ინფორმაციას აწვდიდ ნენ. დემორალიზებამ ჯერ კიდევ ომამდე შეაღწია რუსეთის იმპე რიის მმართველთა რიგებში, რასაც ხელი უნდა შეეწყო რუსეთ-ი აპონიისა და შემდეგ 1914-1918 წლის ომების წაგებისთვის, ისევე, როგორც რომანოვების დინასტიის დამხობისთვის. ისტორია სავსეა ანალოგიებით: სხვადასხვა დინასტიის დაცე მას, რეჟიმის ჩამოშლასა და ომის წაგებას სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის წინ უძღოდა კორუფციის ტალღა და დემორალიზაცია. *** დავუბრუნდეთ სამხედრო და პოლიტიკურ საქმეს: 1905 წლის ზაფხულის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის გან შერყეული ცარისტული ხელისუფლება გადაუჭრელი სირთუ ლის წინაშე აღმოჩნდა, საფრთხე შეექმნა თვით აბსოლუტური რეჟიმის არსებობასაც კი. ერთადერთი ალტერნატივა არსებობდა: რევოლუციის ჩახშობა ან გაქრობა. შიდა პრობლემებს ამძიმებ და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეუძლებელს ხდიდა იაპონიის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას, ეს კი ზარალს აყენებდა რუსულ ჯარს და ისიც მარცხს მარცხზე განიცდიდა. სანამ ფინანსური პრო ბლემა და ომის ბედი არ მოგვარდებოდა, რევოლუციის წინააღ მდეგ ბრძოლა თავიდანვე განწირული იყო. თუმცა ამ საკითხების მოგვარება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. სწორედ ახლაა ხელსაყრელი დრო ჩვენი მოთხოვნების წამო საყენებლად: სახალხო თავისუფლება და ომის სასწრაფო შეწყვე ტა. ამგვარად, მთავრობას გამოუვალ მდგომარეობაში ვაგდებდით და განსაკუთრებული დაჟინებით ვუსვამდით ხაზს უმნიშვნელო ვანეს საკითხს: ცარისტული ავტოკრატიის გაუქმება და დემოკ რატიული რესპუბლიკის შექმნა; ამასთან, ფართო ავტონომიის მიცემა იმპერიის ყველა ხალხისთვის. პასუხად ცარისტული ხელი სუფლებისგან მივიღეთ რეპრესიები, რამაც კიდევ უფრო გაამწვა ვა მოსახლეობის უკმაყოფილება და ძალა შემატა რევოლუციურ მოძრაობას. 62 რუსეთის პრემიერმინისტრი ვიტე 1 მახეში არ გაება: თავიდან აიცილა შეტაკება, ჩახშობის ნაცვლად შეიწყნარა თავისუფლების მოპოვებისთვის გამართული მანიფესტაცია და შექმნა შთაბეჭდი ლება, თითქოს აბსოლუტიზმის კონსტიტუციურ მონარქიად ტრა ნსფორმაცია სურდა. კეთილი ნების დასამტკიცებლად კომიტეტს საკითხის შესწა ვლა დაავალა: შედგა ე.წ.„ბულიგინის კომისია“ და ლიბერალური პრესა დამშვიდდა. კლასიკური მეთოდი: საზოგადოების დამშვი დება, რაც მთავრობას უცხოეთიდან სესხის აღების საშუალებას მისცემდა და ამგვარად, წინ აღუდგებოდა ცარისტული ფინანსური სისტემის გაკოტრებას და განამტკიცებდა გამარჯვებულთა მშვი დობას. მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის ფინანსური მდგომარეობა ისეთი კარგია, რომ საშუალებას იძლევა ომი გაა გრძელონ მთელი წლის განმავლობაში. სინამდვილეში კი ხაზინა ცარიელი იყო. მან მოახერხა და სესხი აიღო შეერთებული შტა ტებისგან. ვიტეს განცხადებამ ძალიან შეაწუხა იაპონია, თავის მხრივ, მათაც ჰქონდათ ფინანსური პრობლემები. სწორედ ამგვარი ხელსაყრელი პირობების ფონზე, აგვისტოს თვეში, ვიტემ მოლაპარაკებები წამოიწყო ტოკიოსთან. ცდილობ და რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინა მათთან საკითხი, რათა ქვეყნის შიდა საქმეებისთვის მოეცალა. სექტემბერში სამშვიდო ბო ზავს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ნიპონმა გამარჯვების შესაბამისი მოგება ვერ ნახა. რუსეთის იმპერატორმა მადლობის ნიშნად ვიტეს გრაფის წო დება უბოძა. ამ უეცარი დარტყმის ავტორი მომავალში იტრაბახებ და, თუ როგორ მოატყუა იაპონელები და რუსეთის მიერ წინააღ მდეგობრივი ბრძოლის გაწევის შესაძლებლობაში როგორ დაარ წმუნა. მოჩვენებითი დამთმობი პოლიტიკით, გრაფმა ვიტემ ასევე შეაცდინა ლიბერალები და ამგვარად, გადაარჩინა ნიკოლოზ II-ის ტახტი. მის მიერ გაბითურებული ადამიანები ქება-დიდებას ასხა მდნენ; როგორც ვალდებულება მოითხოვდა, მან 17 ოქტომბრის მანიფესტზე მოაწერა ხელი, რის შემდეგაც რუსეთის იმპერატორი უნდობლად განეწყო თავისი მინისტრის მიმართ. 1 სერგეი ვიტე( 1849 1915 ) – რუსი სახელმწიფო მოხელე, რუსეთის პირვე ლი პრემიერმინისტრი. მის სახელს უკავშირდება რუსეთის აღმავალი ინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკური რეფორმები(რედ.). 63 როგორც ვნახეთ, ნიკოლოზ II-მ ვიტე დააჯილდოვა განხო რციელებული ოპერაციის პირველი, კონტრრევოლუციური ნაწი ლისთვის, ხოლო მეორე ნაწილზე, რამაც სიცოცხლე და ტახტი შე უნარჩუნა, გულისწყრომით უპასუხა. 1917 წლის თებერვალში ნიკო ლოზ II-ს უნდა ენანა ვიტესეული მრჩევლის გარეშე ყოფნა, მაგრამ ისტორიისგან განწირული ყველა რეჟიმი მსგავსი შეცდომებით ხა სიათდება: ჩამოიშორებს იმ ადამიანებს, რომელთაც კარგი მსახუ რება შეუძლიათ და მიმართავს მათ, ვისაც დამხობისკენ მიჰყავთ. მეორე ნაწილი ჭიათურის მანგანუმის მაღაროები თავი I მენშევიზმი თუ ბოლშევიზმი რამიშვილი-ჯუღაშვილის(სტალინის) დუელი გარკვეული თვალსაზრისით, ომის პირველი თვეები, შეიძლე ბა ითქვას, ერთი წელიც კი იმპერიული რუსეთის მთავრობის გათვლებს ხელს უწყობდა:„სამშობლოს საფრთხეში ყოფნის“ მიზეზით რუსი პატრიოტები იმპერიული პოლიტიკის გარშემო გა ერთიანდნენ. ისინი გამარჯვებაშიც დარწმუნებულები იყვნენ და აღნიშნული გაერთიანება რევოლუციური მოძრაობის გაქრობასაც მოასწავებდა. ამ მანევრს იმპერია წარმატებით განახორციელებ და, იაპონელების წინააღმდეგ წარმატება რომ მოეპოვებინა. შო რეულ აღმოსავლეთში განცდილმა მარცხმა, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა და ჩვენ„მოკავშირე“ ლიბერალ რუსებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მთავრობა აიძულა სასწრაფოდ უარი ეთქვა თავის ტაქტიკაზე, წაგებას შეგუებოდა და ხმამაღლა გამოე ცხადებინა ე.წ.„ყვითელი საფრთხე“. საზოგადოებრივი მღელვარების ტალღა, რომელსაც მანამდე არასდროს შეუწყვეტია მატება მთელ იმპერიაში, ახლა პირველად დაეცა; ვეღარ გაიგებდით საუბარს საყოველთაო გაფიცვაზე, სის ხლიან მანიფესტაციებზე. რუსი ლიბერალების უმრავლესობამ რევოლუციური მოძრაობები დატოვა. სწორედ ამიტომ, ჩვენმა პარტიამ გადაწყვიტა 1905 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის გამოცხა დების ერთი წლის იუბილეზე, მოეწყო მიტინგი. ჩვენი ორატორები გააკრიტიკებდნენ„მოკავშირეთა“ ღალატს. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ბათუმის ბაზართან, ნორია ში, მერიასთან ახლოს. გლეხის სამოსში გადაცმულმა ჩვენმა მამა ცმა ბენიამ, რომელიც ერთი წელია არსად გვენახა, გაკიცხა რუსი ლიბერალების დამოკიდებულება.„ისინი შთაგონების წყაროს სა ფრანგეთის ისტორიაში ეძებდნენ და ამით ცარისტულ მთავრობას ბაძავდნენ“, ამბობდა ბენია. სახალხო შეკრებამ ხელისუფლება გააკვირვა. მას შემდეგ, რაც მანიფესტანტებს დაშლისკენ მოვუწო - 68 დეთ, მათი დისციპლინა კი შეუდარებელი იყო, კაზაკებმა ქუჩებში ჩვენი დევნა დაიწყეს, კეტებით შეიარაღებულები შიშს თესავდნენ გამვლელებში. ამ დღის შემდეგ მსგავსი შეკრებები ამიერკავკასიის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში გაიმართა და ჩვენმა მოძრაობამ თავისი წინანდელი რევოლუციური აღმავლობა დაიბრუნა. პარტია ერთგ ვარ სახელმწიფოს წარმოადგენდა სახელმწიფოში და იმდენად კარგად ფუნქციონირებდა, რომ სასამართლო და პოლიცია ში შობდა, უსამსახუროდ არ დარჩენილიყო, რადგან ხალხი სადავო საკითხებს მეგობრულად აგვარებდა და რჩევისთვის პარტიის კო მიტეტს მიმართავდა. მხოლოდ სამი ოფიციალური ინსტიტუცია მტკიცედ იკავებდა პოსტს, ესენი იყვნენ: პოლიტიკური პოლიცია, ანუ„ჟანდარმერია“, კაზაკების ჯგუფები და ჯარი. ჩვენს მანიფესტაციებს რუსული ხე ლისუფლება სხვადასხვა ერს შორის ინტრიგების ხლართვით პა სუხობდა, უამრავ აგენტ-პროვოკატორს აგზავნიდა ხოცვა-ჟლეტის გამოსაწვევად. ჩვენი სუსტი წერტილი მუსულმანი და ქრისტიანი ხალხით დასახლებული ადგილები იყო. თებერვლის ბოლოს ბაქო ში სომხებსა და თათრებს შორის მკვლელობების სერია დაიწყო; შეიარაღება პოლიციისგან ჰქონდათ. ორმხრივი დაპირისპირების საზარელი ტრაგედია რამდენიმე კვირა გაგრძელდა. პოლიცია და სამხედრო ხელისუფლება სპექტაკლს შორიდან ადევნებდა თვალს და მის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა. სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ბაქოს ორგანიზა ციის დელეგატი, რუსი სტუდენტი, ბაბუშკინი ბათუმში ჩამოვიდა, რათა შექმნილი ვითარება გაეცნო ჩვენთვის და ჩემი ძმის, ვანოს ამბავიც გადმოეცა. მან პატარა წერილი მომაწოდა. ვანო მთხო ვდა სტუდენტს დავხმარებოდი. მასზე დაკისრებული მისიის გამო უცხოეთში უნდა გაპარულიყო. ამის გაკეთება კი მხოლოდ ბათუმის გავლით შეეძლო, რა თქმა უნდა, ჩემი შუამავლობით. ესღა მაკ ლდა, თავადაც, როგორც„ეჭვმიტანილს“, ხშირად მიწევდა საცხო ვრებლის გამოცვლა. რაიმე გეგმა გაქვთ? – ვკითხე. არანაირი. თუმცა თქვენმა ძმამ მითხრა, რომ თქვენ შეძლებთ დახმარებას ჩემი როტშილდის გემებზე მუშად გაფორმების გზით; პირველივე უცხოური პორტის სანაპიროზე გემიდან გავიპარები! 69 – – ღმერთმანი, მშვენიერი იდეაა! ჩემს ძმას დიდი გამოცდი ლება აქვს, მე კი – არანაირი. თუ გაქცევის საკითხს მოვაგვარებ, სახარჯო ფული გაქვთ ? რაიმეს მოელით ? – – საერთოდ არაფერს, ამხანაგო. პირველ თვეებში მხოლოდ თქვენს იმედად ვარ. მოგვიანებით კი რაღაც საშუალებას ვიპოვი, რომ სწავლა გავაგრძელო ბერლინის ან პარიზის უნივერსიტეტში. საქმეს უნდა შევდგომოდი. ხის საამქროს ზედამხედველის პო ზიცია გარკვეულ უფლებებს მანიჭებდა. წავედი კაპიტანი ნოდიას სანახავად. ის თავად არ მოგზაურობს, თუმცა როტშილდის ქარხ ნის პორტს განაგებს. ეს უკანასკნელი კი მთელი სავაჭრო ფლოტის მფლობელია. ნოდიამ მოსალოდნელი საფრთხეები გამაცნო: პო ლიცია აკონტროლებს ეკიპაჟს; კაპიტანი, ქარხნის დირექტორთან ერთად, პასუხისმგებელია ამ ადამიანებზე. მიუხედავად ყველაფ რისა, დაჟინებით მოვითხოვდი დახმარებას, ამიტომ ნოდია და მპირდა, რომ პირადად მიადევნებდა ამ საქმეს თვალყურს, მაგრამ ყველაფერი მაინც გარემოებებზე იყო დამოკიდებული. ყოველდღე ან ყოველკვირა ხომ არ ხდება მსგავსი შემთხვევა! მე„მოგზაურო ბას“ ვამზადებ, თუმცა„გარემოებები“ ჯერ არსად ჩანდა. მანამდე კი ეს ადამიანი უნდა დამემალა და მერჩინა. მამაცი ამხანაგი ბაბუშკინი! ასკეტური ადამიანი. ჩემთან ერთად რესტორანში სადილობისას ძალიან მოეწონა ჩვენი ღვი ნის გემო, იმდენად, რომ ჩემ გარეშეც სვამდა. ხუთი კვირა გავიდა. ბოლოს, გერვასის ჩარევის წყალობით, რომელსაც ჩემზე მეტად გაუმართლა, ბაბუშკინი გემზე დასაქმდა, როგორც„მექანიკოსის დამხმარე“. რა თქმა უნდა, ამ საქმეში გამოცდილება არ ჰქონდა. ამგვარად, გაემგზავრა. რაკი არანაირი საბუთი არ ჰქონდა, დიდი საფრთხის წინაშე იდგა. თუმცა ისტორია აქ არ სრულდება: ერთი თვის შემდეგ, გემი თავისი„ტექნიკოსის“ გარეშე დაბრუნდა, ხე ლისუფლებამ აღნიშნულ თანამდებობაზე გაფორმებული ადამი ანის ჩაბარება მომთხოვა. მან კი, სავარაუდოდ, ალექსანდრიაში დატოვა გემი. *** ამ პერიოდში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ამხანაგი ნოე ჟორდანია ფარულად ჩამოვიდა ბათუმში ჟენევიდან. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ჟენევა ყველა სახის რევოლუციონე რის თავშესაფრად ქცეულიყო, ამიტომ დიდი მოწიწებით წარმოვ - 70 თქვამდით მის სახელს. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მცირერიცხოვანი თათბირი ჩატარდა სანდო პირთა შორის. პირ ველად სწორედ იმ საღამოს გავიგეთ ამხანაგი ჟორდანიასგან, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში აზრთა სხვადა სხვაობაა, რაც პარტიას ორ ფრაქციად ყოფს: მენშევიკებად და ბოლშევიკებად. ჟორდანია მონაწილეობდა ლონდონის კონგრესში, 1 სადაც ეს განხეთქილება წარმოიშვა და„კასტროვის“ ფსევდონიმით, ერთერთი პირველი დაუპირისპირდა ლენინის 2 სახიფათო წამოწყებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროს პარტიის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, დიდი თეორეტიკოსი, პლეხანოვი, ლენინს უჭერდა მხარს. თუმცა მოგვიანებით ჩამოშორდა მას, რათა მარტოვის 3 მენ შევიზმს დაკავშირებოდა. მაგრამ ბოროტება უკვე ჩადენილი იყო. კონგრესზე ლენინმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, რაც საკმარი სი იყო მისი რეზოლუციის მისაღებად, რაც, თავის მხრივ, პარტიის ბერკეტებს მის ხელში აქცევდა, რითიც ისარგებლა და დიქტატუ რა დაამყარა რუსეთის მიწისქვეშა პარტიაზე. ამის საპირისპიროდ, ცენტრალური ორგანო„ისკრა“ უცხოეთში მენშევიკების ხელში რჩებოდა, მაგრამ ეს გამოცემები რუსეთამდე არ აღწევდა. ლენინ მა მისი გავრცელების აკრძალვით ხელში ჩაიგდო გაზეთიც. ამგვა რად, გარე სამყაროს მოწყვეტილები იყვნენ. შერჩეული კომიტე ტები პარტიის„დისციპლინას“ ემორჩილებოდნენ. მე უკვე ვიცოდი ლონდონში მომხდარი ამბები: ჩემი ერთი მე გობარი ჟენევაში იყო და მან გამომიგზავნა მთელი ლიტერატურა, რაც კონგრესს ეხებოდა. სპეციალურ თხელ ქაღალდზე იყო და ბეჭდილი და, როგორც ყოველთვის, თან ახლდა ფურცელი, სადაც მსხვილი ასოებით ეწერა:„ბატონო, თქვენი მისამართი შემთხვე ვით მოხვდა ჩვენთან, თავს უფლებას ვაძლევთ ჩვენი გამოცემები გამოგიგზავნოთ“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გზავნილი პოლიციას ჩაუვარდებოდა ხელთ. 1 1905 წლის აპრილ-მაისში ლონდონში გაიმართა რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის რიგით მესამე კონფერენცია(რედ.). 2 ვლადიმერ ლენინი( 1870 1924 ) – რუსი კომუნისტი, მარქსიზმის თეორე ტიკოსი, რუსეთის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების ლიდერი, საბჭოთა რუსეთისა და საბჭო თა კავშირის ლიდერი(რედ.). 3 იული მარტოვი( 1873 1923 ) – რუსი რევოლუციონერი და მენშევიკების ლიდერი, რუსული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა (რედ.). 71 ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ჟორდანიას მხოლოდ ფოტოთი ვიცნობდი, რომელიც ქართულ კალენდარში მქონდა ნანახი, ოთხი წლის წინ. ის იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა, რათა ხელი სუფლების დევნისთვის თავი დაეღწია. მაღალი და ფართო შუბლი, შავი თმა და წვერი – ასე გამოიყურებოდა ფოტოზე, მაგრამ ახლა იერი შეეცვალა, რათა პოლიციას არ ეცნო. ამ საქმეს მისი წვე რი შეეწირა. ვიცოდით, რომ ჟორდანიას სიტყვა მკაფიო არ ჰქო ნდა, მაგრამ ნათელი გონებისა და საღი აზრის მატარებელი იყო. იფიქრებდით, თითქოს, განზრახ ბორძიკობდა საუბრისას პერიო დულად, რათა აუდიტორიას უკეთ გაეაზრებინა იდეა, რომელსაც ავტორი მნიშვნელობას ანიჭებდა. გამოსვლა ცხადი და ობიექტუ რი იყო, ჟორდანია გვეუბნებოდა, რომ პარტია სრულად უნდა გა დაწყობილიყო და ამხანაგებს დაავალა ეს საქმე. ზოგიერთი ჩვენ განი შეეცადა შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მას იმდენად ძლიერი არგუმენტები ჰქონდა, რომ ყველაზე მჭევრმეტყველებმაც ვერა ფერი გააწყვეს ჩვენი ნოეს წინაშე. *** ვიფიქრე, აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, პარტიის ორგანიზაცი აში, რომელიც ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, აუცილებე ლი ცვლილებები შევიდოდა. ლენინის ხელდასმით, ორი თუ სამი ამხანაგი უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საკითხში; მათ რევოლუციურ მოძ რაობასთან პირდაპირი შეხება არც კი ჰქონდათ, შეიძლება ით ქვას, არც რეალურ ცხოვრებასთან, რადგან მუდამ დამალულები იყვნენ და არ მონაწილეობდნენ არცერთ ჩვენს სახიფათო საქმე ში, ამგვარად, არც არაფრით რისკავდნენ. მათ კი, ვისაც, სიცო ცხლის ფასად, მათი გადაწყვეტილებები სისრულეში მოჰყავდა, ვინც თავს სწირავდა, ხმის უფლება არ ჰქონდა, აზრსაც კი არ ეკი თხებოდნენ. ჩემი აზრით, მმართველი კომიტეტის ეს სამი ადა მიანი დაცული იყო ყოველგვარი რისკისგან, ისე, როგორც ჩვენი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ვიცავდით ჩხეიძეს და უკანო ნო საქმიანობაში არ ვრევდით, რადგან მისი დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი განსაკუთრებული საქმისთვის. ძალი ან კარგად გვესმოდა, რომ ე.წ.„ბნელი“ ამხანაგები გვჭირდებო და ფარული საქმიანობისთვის, ყველაზე კარგად გადაცმულები, რომელნიც საფრთხეს თავს დააღწევდნენ. როდესაც რომელიმე მათგანი ჩავარდებოდა, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, 72 მაგრამ მათი ჩანაცვლება ხერხდებოდა და საქმეც გრძელდებო და. თუმცა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ საჭირონი, მით უფრო იმ პერიოდში. ჩხეიძის პიროვნებაში ერთიანდებოდა გონიერება და ქართუ ლი ტრადიციები, გამორჩეული ნიჭის ადამიანი, რომელიც უამრავ ინფორმაციას ფლობდა. ერთადერთი იყო თავის სფეროში და კო მიტეტი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მისგან იღებდა რჩევას, ისევე როგორც ჩვენ. თუკი რჩევაზე უარს ამბობდა, ეს მხოლოდ თავისი მოვალეობისა და პასუხისმგებლობის წინაშე არსებული სინდისიერებით აიხსნებოდა, რაც ნაკლადაც შეიძლება ჩაითვა ლოს. ეს ალბათ, მისი ერთადერთი ნაკლია. სწორედ ამ მახასია თებელმა მოიტანა შედეგად შემდეგი: 1917 წლის რევოლუციისას თავმჯდომარე ჩხეიძე რუსეთის სათავეში იყო, თავდაპირველად აირჩიეს პეტროგრადის საბჭოში და შემდეგ მთლიანად რუსეთის. მან, დიდი სინდისიერებით, უარი თქვა ხელისუფლების სადავეე ბის აღებაზე და დროებითი მთავრობის ვიცეპრეზიდენტის პოსტი კერენსკის 1 გადასცა. დავუბრუნდეთ ბათუმის ამბებს. როგორც მახსოვს, ჩხეიძე არ ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც ჟორდანიამ სიტყვით მოგვმა რთა. ეს ორი მეგობარი სხვა ადგილას შეხვდა ერთმანეთს სასა გიორგი პლეხანოვი (1856-1918) რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი. მწერალი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. საერთაშორისო სოციალიზმის უდიდესი თეორეტიკოსი. 1 ალექსანდრ კერენსკი( 1881 1970 ) – რუსი რევოლუციონერი, რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე 1917 წლის ივლისიდან 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამდე(რედ.). 73 უბროდ. რამდენიმე კვირა გავიდა და, ჩემდა გასაოცრად, ცვლი ლებები, რომელიც ჩვენი პარტიის აქამდე არსებულ ორგანიზაცი ულ საკითხებს(რომელიც ქართული ადათისთვის უცხო იყო) უნდა შეხებოდა, არ ხორციელდებოდა. ლონდონის კონგრესზე ლენინის მიერ ხმათა უმრავლესობით გამოთქმული იდეის თანახმად, პა რტია კომიტეტებამდე უნდა დასულიყო და თითოეულ კომიტეტში მხოლოდ სამი„ინტელექტუალი მმართველი“ უნდა ყოფილიყო. თუმცა სანამ ლონდონის კონგრესის შედეგებს გავიგებდი, ჯერ კიდევ ბათუმის საყოველთაო გაფიცვისას ვიგემე ამ სისტემის არსი: ყველანი საბრძოლო მდგომარეობაში ვიყავით, სიცოცხლით ვრისკავდით და ამ დროს ჩვენმა ერთ-ერთმა„ინტელექტუალმა მმართველმა“ გადაწყვიტა არდადეგები აეღო და ბახმაროში გამ გზავრებულიყო. ყველაზე უფრო სახიფათო მომენტში მიგვატოვა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ტრადიციებს! ქართველი უფროსები არასდროს იქცეოდნენ ასე. მაგრამ ლენინის აზრით, კო მიტეტის წევრების საქციელის გაკრიტიკება პარტიის„დისციპლი ნის შეურაცხყოფა იყო“ და სანქცირებულ ქმედებად ითვლებოდა. *** 1905 წლის მარტის დასაწყისში ამხანაგებს ვესაუბრე იმ დას კვნების შესახებ, რაც ჟორდანიას საუბრიდან გამოიტანეს. ძალი ან გავოცდი, როდესაც ამხანაგმა ანდრომ მითხრა, რომ თათბირი „არალეგალური“ იყო. ვიფიქრე, ცარისტულ კანონთან მიმართებას გულისხმობდა და ვუპასუხე: – – ბუნებრივია, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს ჩვენს გადაწყვე ტილებებთან ? ეს თათბირიც უკანონოა, რადგან მთელი ჩვენი საქ მიანობა დაწესებულ კანონს ეწინააღმდეგება და ფარულია. – – არა, პოლიციაზე არ ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ჩვენი პარტია. თათბირი არალეგალურად ჩვენმა კომიტეტმა ცნო. – – ჩვენმა მეხუმრები ? კომიტეტმა ? ... ორმაგად უკანონო თათბირი ? – – არა, რა თქმა უნდა. სიმართლეს გეუბნები. საქმე ისეთ მნიშვნელოვან პირს რომ არ ეხებოდეს, როგორიც ნოეა, პარტი იდან გარიცხავდნენ და ჩვენს კი, როგორც მსმენელებს, მართა ლია, ვერ გაგვრიცხავდნენ, მაგრამ დისციპლინური სასჯელი არ აგვცდებოდა. – – ჩვენი გარიცხვა რატომ არ შეუძლიათ ? 74 – – რადგან, სტატუსების ახალი ინტერპრეტირების თანახმად, ყველანი ჩვენ, ვინც პარტიისთვის ვმუშაობთ, მხოლოდ დამატე ბით პირებად განვიხილებით და არა როგორც პარტიის წევრებად. ეს პრეროგატივა მხოლოდ კომიტეტის წევრებს ეკუთვნით. განა წყენებისთვის მიზეზი არ გაქვს. კარლოც კი პარტიის კადრს გარეთ დარჩა(ჩხეიძეს გულისხმობდა, მას კარლოს ვეძახდით). – – არც კარლო ? და ნოე რატომ დატოვეს ? – – როგორც იცი, პარტიის ყველაზე კარგი თეორეტიკოსია, ამ სტატუსით ის წევრია სარედაქციო საბჭოსი, რომელიც საფეხურე ობრივად კომიტეტს უთანაბრდება. – – და ჩვენ, ჩვენს სისხლს არ ვღვრით ცარისტული აბსოლუტი ზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ? ჩვენ არ ვიბრძვით თავისუფლებისა და უფლებებისათვის და ჩვენი მმართველები კი ორივეს გვართმე ვენ. ამ რეალობის წინაშე ასეთი ალტერნატივა გვაქვს: ან უარს ვი ტყვით ასეთ ქმედებაზე, ან ამჟამინდელ კონცეფციას დავამხობთ. – – მისმინე, ყურში მეუბნება ამხანაგი, ვიზიარებ შენს აზრს, მა გრამ სხვაგან არ თქვა, გაიგე ? ეს მითხრა და საუბარი ისევ ხმამაღლა განაგრძო: – – და მაინც, განსხვავებაა ცარისტულ ჩაგვრასა და პარტიულ დისციპლინას შორის. – – რა თქმა უნდა, განსხვავება ნამდვილად არის. ერთი თავი სუფლების მტრის, ცარიზმის წისქვილზე ასხამს წყალს, სამწუხა როდ, და ლოგიკურია ჩვენი ბრძოლა მისი განადგურების მიზნით. ასეა და რაკი მთხოვე, ამაზე არავისთან არაფერს ვიტყვი. ხუთი დღის შემდეგ იგივე ამხანაგი მოვიდა და„საიდუმლოდ“ მამცნო, რომ, ნოეს მოხსენების შემდეგ, რაც რუსეთის სოციალ-დე მოკრატიული პარტიის მდგომარეობასა და ლონდონის კონგრეს ზე წარმოქმნილ უთანხმოებას შეეხებოდა, კავკასიის რეგიონულ მა კომიტეტმა(რომელიც ტფილისში მდებარეობდა) ბათუმში ორი მომხსენებელი გამოგზავნა, ერთი ჟორდანიას მოსაზრებას დაიცა ვდა, მეორე კი – ლენინის. ჩვენ ვიცნობდით მათ სახელებს, ესენი იყვნენ ამხანაგი პეტრე და კობა. შეხვედრის დღე და ადგილი ჯერ ჩანიშნული არ იყო.„პარტიული დისციპლინის“ მხრივ საეჭვო არა ფერი იყო, რადგან შეხვედრას ტფილისის უმაღლესი ინსტანციი დან ნიშნავდნენ, რომლის წინაშეც ჩვენი კომიტეტი ქედს იხრიდა. სხვა საფრთხე არსებობდა, რომელიც უნდა აგვეცილებინა: უმძი მესი საფრთხე, ცარისტული პოლიციისგან თავის დაძვრენა. 75 შესაძლო დაბრკოლებების გადასალახად საჭირო ზომები მი ღებული გვქონდა: გათვალისწინებული იყო ამოცნობისა და ზედა მხედველობის სერვისი, ხოლო ჟანდარმების შემოჭრის შემთხვე ვაში, საქმეში ჩაერთვებოდა შეიარაღებული ძალა. ერთ საღამოს საკმაოდ ადრე შევიკრიბეთ ფარცხანაყანევში, ივანე მგელაძის სახლში. ივანე ერთ-ერთი იმ„დაწინაურებულ მუ შათაგანი“ იყო, რომელსაც სირთულის გარეშე შეეძლო ესაუბრა ყველანაირ საკითხზე, ფილოსოფიურზე, სოციოლოგიურზე, ეკონო მიკურსა თუ პოლიტიკურზე, ასევე, იცნობდა დასავლეთ ქვეყნების ისტორიას. ეს სწორედ ის პროგრესული მუშები იყვნენ, სამი წლის წინ„გადაცმული სტუდენტები“ რომ მეგონა და ამ შეცდომისთვის ჩემი ძმის, ვანოსგან შემწყნარებლური შენიშვნაც მივიღე. ოდნავ ირონიული ღიმილი, რომელიც მაშინ სახეზე გამოესახა, სამუდა მოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. უკვე სამი წელია ამ ადამიანე ბს ვაკვირდები, მათთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. ჩემი ცოდნა ამ საკითხში უსაზღვროდ გაიზარდა: ჩემი პირველი შთაბეჭდილე ბა არ შეცვლილა, ნამდვილი სტუდენტები არიან, გონებრივად კი დევ უფრო გაზრდილან, რიცხობრივადაც მომატებულან. ორი, ერთმანეთში გამავალი დარბაზი პირველ სართულზე მდე ბარეობდა. აქ თავი მოეყარათ ბათუმში არსებულ ყველა ორგანი ზაციის წარმომადგენლებსა და„პროფესიონალ რევოლუციონე რთა“ პროპაგანდისტებს. მხოლოდ კომიტეტი აკლდა შეხვედრას, თავისი მთავარი ინსპირატორით: გრიშა[სოღარაშვილის] წარმო მადგენლობით. შეხვედრას არც კარლო(ჩხეიძე) ესწრებოდა: ხე ლისუფლებისთვის იმდენად ნაცნობი, რომ მისი უბანში გამოჩენა ყველას საფრთეს შეგვიქმნიდა. დარბაზი იმდენად აჟიტირებუ ლი იყო, დღესასწაული გეგონებოდათ. გარკვეული მოუთმენლო ბით ველოდით მომხსენებლებს. ისინი ზუსტად დანიშნულ დროს გამოჩნდნენ. ამხანაგი პეტრე(ნოე რამიშვილი 1 ) პირველი შემოვიდა, მას ჩვენი ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი ახლდა. რამდენი მე ჯგუფი ძალიან თბილად მიესალმა. ზოგიერთნი გადაეხვივნენ 1 ნოე რამიშვილი( 1881 1930 ) – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთაგანი, საქართველოს დე მოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე( 1918 ), საქა რთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან და სამხედრო საქმე თა მინისტრი(რედ.). 76 კიდეც და მისალმების სცენა ამით დასრულდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი ჩემპიონი ნაკლებ ცნობილი იყო ამ წრეში. ის დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, უფრო მაღალი ეთქმო და, თხელი, თვალები ოდნავ უღიმოდა, ხმა – ენერგიული, საუბრის მანერა – კატეგორიული და თავდაჯერებული. სამი-ოთხი წუთის შემდეგ გამოჩნდა ამხანაგი კობა(იოსებ ჯუ ღაშვილი). ჯერ კიდევ გუშინ„სოსოს“ ვეძახდით, მომავალში კი „სტალინი“ გახდა. საიდან მოსდიოდა ამდენი სახელი?„სოსო“ იო სების შემოკლებული ფორმაა და მხოლოდ ბავშვობის მოგონებად დარჩა; სახელი„კობა“ ყაზბეგის შემოქმედების ერთ-ერთი გმი რისგან ისესხა; მოგვიანებით კი თავისი ფოლადისებური მისწრა ფებები კარგად გამოხატა სახელში„სტალინი“, რომელიც თავად შეირჩია რუსეთის დიქტატორობისთვის. დარბაზში შემოსვლისას ყველა მხრიდან გაისმა„სოსოს“ შეძახილები; ბევრი მუშა მისკენ დაიძრა, რომ რიგრიგობით მისალმებოდნენ. ნოე რამიშვილი(1882-1930) – სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი(1918-1921). მოკლეს პარიზში 1930 წლის ზაფხულში. 77 ამგვარმა შეხვედრამ ცოტა შეაწუხა ამხანაგი პეტრე, რადგან ამგვარად ახლად მოსულისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნებო და. კობამ ფამილარული და, ამასთან, ავტორიტარული ხმით„კმა რაც!“ შესძახა. ერთი შეხედვით, თითქოს კობას ვიცნობდი, თუმცა ეს აბსურდულად მომეჩვენა და ეს ფიქრიც გვერდზე გადავდე, მა გრამ მისმა შემოხედვამ და ხელის ჩამორთმევის მანერამ დამარ წმუნა პირველ მოსაზრებაში. მე მას ბათუმის ერთ-ერთ საიდუმლო თათბირზე შევხვდი. რაკი მაშინ არანაირი„სტატუსი“ არ მქონდა, არ გამანდეს, რომ ეს ის ცნობილი„სოსო“ იყო. კობა პეტრეზე ოდნავ დაბალი იყო, ისეთივე გამხდარი, ნაკლებ მკვირცხლი, მაგრამ ღრმა მზერით, თუმცა მისი სახის ნაკვთები უბრალო იყო; შეიძლება, კანის დაავადების ნაკვალევი ჯერ სრუ ლად არ წაშლილიყო. თვალების განსხვავებული ხამხამი და მისი ირონიული ღიმილი შეძენილ ჩვევად არ მეჩვენებოდა, ეს მასში ბუნებრივად არსებობდა. რა თქმა უნდა, კობა ქართველია. ის ჰგავს ქართველებს, განსა კუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთის ნაწილის ხალხს. მისი მანე რები, სახასიათო ჟესტები, ფამილარული მეტყველება ქართული იყო. მიუხედავად ამისა, არის მასში რაღაც ასპექტი, რაც თანამე მამულეებისგან გამოარჩევს, რაღაც მოუხელთებელი, ერთდროუ ლად ლომისებრიც და კატისებრიც. პეტრე უფრო მეტად გამოირჩევა. ინტელექტუალია, არისტოკ რატსაც იტყოდით. მის საპირწონედ, კობას არაფრით გამორჩეუ ლი იერი აქვს, თუმცა ორივე გლეხის ოჯახიდანაა. ეს ახოვანი, სი ცოცხლით სავსე მუშები, არწივის ცხვირებითა და ცეცხლანთებუ ლი თვალებით, რომელნიც მათ გარშემო იდგნენ, ასევე კავკასიის მიწის შვილები იყვნენ. ნელ-ნელა სიმშვიდემ დაისადგურა. გაკვირვებას იწვევდა ჩვენში ფაქტი, რომ კობა პეტრესთან შეჯიბრებას ბედავდა. ეს შთაბეჭდილება ძალიან მალე გაქრა: ძალიან მარტივი გამომე ტყველებით, ჩვენ წინაშე გამორჩეული ადამიანი იდგა. გარემომ ჩაგვაფიქრა: თვრამეტი წლის ასაკში მყოფი, ამბოხებული სემინა რიელი არ შეიძლებოდა ისეთი გულუბრყვილო ყოფილიყო, რომ თავი სატანჯველში ჩაეგდო სიმშვიდისა და ნუგეშის მოლოდინში. მან სკოლიდან გამოარიცხვინა თავი, კარიერა გაინადგურა, რათა პროპაგანდისტული მიზნით ტფილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი გამხდარიყო. რისი იმედი უნდა ჰქონოდა სანა ცვლოდ? – ყველა სახის შეზღუდვა და მუდმივი საფრთხე. ამტანი ხასიათის წყალობით, ეს ახალგაზრდა კაცი, მომავალი ლიდერი, 78 უკვე წარმოაჩენდა განსხვავებულ სახასიათო შტრიხებს: ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა, იმ ფონზე, რომ არა ნაირი მომზადება, არც გამოცდილება არ ჰქონდა. ის უარს ამბობ და მეთოდს მიჰყოლოდა, რომელსაც მისი მეტრები, დიდი კულ ტურისა და ნიჭის რევოლუციონერები ადგენდნენ. მოგვიანებით, როდესაც ოცი წლის ასაკში ყველა სოციალისტური ორგანიზაციი დან გარიცხეს, კიდევ ჰყოფნიდა გამბედაობა ბათუმისკენ წამოსუ ლიყო, ქალაქში, რომელიც ყველაზე დიდ ინდუსტრიულ სივრცედ მოიაზრებოდა იმ პერიოდში და გარკვეული სახის დოქტრინები გაეცნო იქ მყოფი მუშებისთვის, რომელნიც, თავის მხრივ, მუდმივ კონტაქტში იყვნენ მაღალი ღირებულებების მქონე ინტელექტუ ალებთან. ამხანაგი სოსო უკან არ იხევდა მისთვის გამანადგურე ბელი მოგონების წინაშეც კი, რომლის გახსენებაც სიამაყით აღა ვსებდა მუშებს. საქმე ეხებოდა ცნობილ მწერალს, ნინოშვილს, რომელსაც ისე უნდოდა მათთან ცხოვრება, რომ მუშის ფორმა მოირგო. „გუშინ გამომცხვარი“ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც იერზე ეტყობა, არც მორალური და არც მატერიალური საყრდენი არ აქვს, როგორ ახერხებს ადამიანების ნდობის მოპოვებას, – ვეკითხე ბოდი საკუთარ თავს. ამ ადამიანებს გაფიცვისკენ, აჯანყებისკენ და ციხეზე შეტევისკენ უბიძგებს, დატყვევებული ამხანაგების გა თავისუფლების მიზნით. მის გადაწყვეტილებებს შედეგად სის ხლისღვრა მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა ამ ხალხის სიყვარულს მა ინც იმსახურებდა. მათი საქმისადმი ერთგულება სულ რამდენიმე წუთში წარმო ჩინდა.„მენშევიზმი“ თუ„ბოლშევიზმი“?, ჟორდანია თუ ლენინი?, ყველაფერი მუშების არჩევანზე იყო დამოკიდებული. ამ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იწყება დებატები, რომელ საც მოუთმენლად ველოდი. დრო აღარ მაქვს ერთამენთის საპი რისპირო მოსაზრებები დავალაგო, რომელიც თავში მიდუღს. აუ დიტორიას შეწუხებული და, ამავდროულად, იმედიანი თვალით ვუყურებ. კიდევ ერთხელ გადავხედე მომხსენებლებს... დუელი დაიწყო! ცეცხლი პეტრემ აანთო:„ამხანაგებო, კავკასიის რეგიონულმა კომიტეტმა შეისწავლა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტი ის მდგომარეობა, ორად გახლეჩილი მოსაზრებები და მე გამომ გზავნა, რათა თქვენ წარმოგიდგინოთ კომიტეტის მოსაზრება... – – მენშევიკების მოსაზრება, – შეაწყვეტინა კობამ. 79 – – კომიტეტის მოსაზრება, – ხაზი გაუსვა პეტრემ, – და ამხანაგი კობა კი – ბოლშევიკების მიდგომების წარმოსადგენად. ორატორის მიმართვა დაახლოებით სამსაათ-ნახევარი გა გრძელდა, მხოლოდ ფაქტებსა და ციტატებს ეყრდნობოდა, ანტა გონისტურ მოსაზრებებს იდეოლოგიისა და სოციალისტური წყო ბის შესახებ. შეძლებს კი მუშათა კლასი სოციალიზმისკენ სვლას ინტელექტუალების მართვის გარეშე? ლენინს ამაში ეჭვი ეპარება, მისი პასუხია: არა. მის თვალში მუშათა კლასი„გაუცნობიერებლად სოციალისტია“; სრულად გასაცნობიერებლად კი აუცილებელია ის„ინტელექტუალებმა მართონ“. თუმცა რუსი მენშევიკების ლი დერის, მარტოვის აზრით, ინტელექტუალთა როლი„მეორეულია“; მენშევიკები პარტიის წევრად აღიარებენ ყველას, ვინც მის პროგ რამას იზიარებს, იხდის შესაწირს და პარტიის ერთ-ერთ სექციაში ყოფნის სურვილს გამოთქვამს. ლენინი ეჭვის თვალით უყურებს მუშათა კლასს. კობამ გააპროტესტა:„მოვინიშნოთ ეს სიტყვა!“ – შესძახა მან. პეტრემ ანთებული თვალებით გადახედა აუდიტორიას და სა მჯერ გაიმეორა:„დიახ! მოვინიშნოთ ათასგზის!“. კობა ხშირად აწყვეტინებდა პეტრეს სიტყვას და ყველა ჯერზე პეტრე ახერხებ და, გამარჯვებული რეპლიკა თავად ეთქვა. ბუნებრივი დამოკიდებულება, აუდიტორიაზე დაკვირვების მა ნერა და საპასუხო შეტევა თითოეულ რეპლიკაზე, რამიშვილისგან შემდგარი ორატორის სახეს ქმნიდა. ზოგჯერ რისხვა ერევა, თუ მცა ითვალისწინებს დარბაზის მიერ კობას გულთბილ მიღებას და გამონათქვამებში ზომიერების შენარჩუნებას არჩევს. რამდე ნიმე გარღვევას თუ არ ჩავთვლით, რომელიც კობას მოხერხებუ ლმა ჩარევამ გამოიწვია, პეტრეს სიტყვა იყო დოკუმენტირებული და მყარი. შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ საკითხი ამოიწურა და შეგვეძლო კენჭისყრის პროცესზე გადავსულიყავით ამავე ღამით. გამარჯვებაში დარწმუნებული პეტრე ხელახლა წამოდგა და აუდი ტორიის სიცილს ოდნავ ეშმაკურად უპასუხა:„თუ რამე გამომრჩა, ამხანაგი კობა დაამატებს“. ამხანაგი კობა ამას არ ელოდა, მაგრამ ძალიან არ შეწუხებუ ლა. მშვიდად წამოდგა, არანაკლები ეშმაკური მზერით, თითქოს ამ დარბაზში არც არაფერი მომხდარიყოს, თითქოს მას უნდა გაეხ სნა შეხვედრა. მანაც მიმართვა ასე დაიწყო:„ამხანაგებო“, თუმცა ეს მხოლოდ მიმართვა იყო და არა მოხმობა. ცბიერი და ჭკვიანი თვალებით მხოლოდ მაშინ უყურებდა ამხანაგებს, როდესაც პო ზიციის შეცვლა სურდა ან შეკითხვას პასუხობდა. მისი ქცევით თუ 80 ვიმსჯელებდით, სხვებს საერთოდ არ უსმენდა, თუმცა ყველაფერს იმახსოვრებდა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდა. ორატორის თვისებები საერთოდ არ ჰქონდა. არც საზოგადო ებაში თავის დაჭერას აქცევდა ყურადღებას, არც ჟესტებს, არც მსმენელებს. თუმცა მისი სიტყვა იყო ლაკონიური, ნათელი, აქ ცენტებს სწორად სვამდა და გარმოჩეული მეხსიერება ჰქონდა, ძალიან დამაჯერებელიც გახლდათ. საუბრისას ოდნავ წაბორძი კებას კი ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, აზრის უკეთ ჩამოყალიბები სა და აუდიტორიასთან სიტყვის უკეთ მიტანის. პატარა თვალებს ბოლომდე არასდროს ახელდა და ეს იმიტომ, რომ უკეთ დაენახა. ასე გამოიყურებოდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბოლშევიკურ თეზისებს წარმოადგენდა ამ საღამოს. მოსმენა შუაღამის მერეც გაგრძელდა. კობა სამ საათზე მეტხა ნს საუბრობდა და ამ პერიოდში ერთნაირად მოხიბლა მოწინაა ღმდეგეებიც და თავისი პარტიზანებიც სოციოლოგიური მეცნი ერებების, ეკონომიკისა და პოლიტიკის ცოდნით. მოსაზრებებს ამყარებდა კარლ მარქსის, ენგელსის, ლასალის, კაუცკის ციტირე ბით, უყურადღებოდ არ დატოვა არც პლეხანოვის, აქსელროდის, მარტოვის და მარტინოვის წიგნები, რომელსაც ლენინის მოსა ზრებებთან აპირისპირებდა.„ლენინი ამბობს“, იმეორებდა მთელი ძალით,„ლენინი გვეძახის, გვიხმობს!“. სწორედ იმ ლენინზე იყო საუბარი, ამხანაგი პეტრეს მტკიცებით, მუშათა კლასის შესაძლებ ლობებში ეჭვი რომ ეპარებოდა. ლენინს სოციალიზმის წინაშე ცოდვა არ მიუძღოდა, მან მხოლოდ ისტორიული ფაქტი მოიყვანა, რომ„უტოპიური სოციალიზმის“ პირველი სამი მეტრი – სენ-სიმო ნი, ფურიე და რობერ ოუვენი – ინტელექტუალები იყვნენ და არა მუშები; ამასთან, უტოპიური სოციალიზმი სამეცნიერო ჭრილში გა დმოიყვანეს მისმა მამამთავრებმა: კარლ მარქსმა და ენგელსმა, ორივე მათგანი კი ინტელექტუალი იყო. ახლა კი კობა უნდა შეხებოდა ყველაზე მტკივნეულ საკითხს, პარტიის ორგანიზების თემას. პარტიის წევრების რიცხვი მცირე უნდა იყოს წინდახედულობისა და სიფრთხილის მიზნით, ამბობ და ის. ცარისტული ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა რაც შეიძლება მეტი პროვოკატორი აგენტი შემოგზავნოს ჩვენს რიგებში, რათა შიგნიდან გაგვთიშონ. უმჯობესია – და აქ ლენინის ფორმულირება გაიმეორა –„გარეთ დავტოვოთ ამხანაგები, ვიდრე პარტიაში შემოსულ ყოველ ათ ამხანაგზე ერთი პროვოკატორი აგენტი შემოგვეპაროს“. 81 კობა გაჩერდა. დაღლილობის არცერთი ნიშანი არ შეინიშნე ბოდა. უფრო მხიარულიც კი ჩანდა, ვიდრე შემოსვლისას, ისეთივე მხნე, როგორც შვიდი საათის წინ. მისი მზერა აღარ იყო გაყინული, ახლა მსმენელების სახეებს აკვირდებოდა, ალბათ, თავისი სი ტყვის ეფექტის შესამოწმებლად. ასამბლეას ჰკითხა, გაეგრძელე ბინა თუ პეტრეს საპასუხო გამოსვლას უნდა დალოდებოდნენ. დი ლის ხუთის ნახევარი იყო, კობას სურდა სასწრაფოდ მიეღო პასუხი პეტრესგან. თუმცა პეტრე, კობას სიტყვით გამოსვლისას, მთელი სამსაათ-ნახევარი, ყველა დეტალს გულდასმით ინიშნავდა და ორატორს ხშირადაც აწყვეტინებდა სიტყვას, ახლა კი არ სურდა კობასთვის დაეთმო და ენერგიულად განაცხადა:„დებატების ამ დილით დასრულება შეუძლებელია. საჭიროა შევწყვიტოთ. მაგრამ თათბირს სხვა დღეს ვერ გადავიტანთ, რადგან საფრთხე იქმნება, რომ პოლიცია დაგვიჭერს, ამასთან, მომხსენებლების საბუთები მოუწესრიგებელია და მათთვის სარისკოა ბათუმში დიდი ხნით დარჩენა. ერთადერთი გამოსავალია, საღამოს უნდა შევიკრიბოთ“. კობა დებატების გაგრძელებას მოითხოვდა. საკითხს კენჭი უყა რეს და ხმათა უმრავლესობით თათბირი საღამოსთვის გადაიდო. დილის ხუთი საათია. სიფრთხილის მიზნით, პატარა ჯგუფე ბად გამოვდივართ. პირველი პეტრე გადის, რამდენიმე მეგობა რთან ერთად, რომელთაც მეც გამოვემშვიდობე და დავცილდი. შემდეგ საუბარში შევყოვნდი იმდენ ხანს, რომ თითქმის ყველა გავიდა. ბოლოს ოთახის კუთხისკენ წავედი, რათა ამხანაგ კობას გამოვმშვიდობებოდი. გარს ერთგული ხალხი ეხვია, საღამოს მძი მე შეხვედრისთვის თავის პოზიციებს ამზადებდა.„დაუღალავი!“, გავიფიქრე. ღამის განმავლობაში უამრავი ენერგია დახარჯა და გამთენიიდან უკვე ახალი ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც სა ღამოს უნდა გაიმართოს. როგორც გამჭრიახმა ფსიქოლოგმა, კო ბამ ნამდვილად იგრძნო ჩემი უნებლიე აღტაცება მისი ამტანობის მიმართ და მითხრა:„გმადლობთ!“. განზრახ ავირიდე მისთვის სი ტყვა„გამარჯობის“ თქმა, რადგან ის გამარჯვებას უკავშირდება და მდგომარეობიდან გამოვედი უჩვეულოდ, ვუთხარი„ნახვამდის“. შევნიშნე, მსუბუქად შეფიქრიანებულიყო. უფრო ყურადღებით დავაკვირდი და გამაოცა მისმა ხელოვნებამ, თუ როგორ შეეძლო საიდუმლო ფიქრების დამალვა და თავის კონტროლი. 82 *** საღამოს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა„პატრულმა“ და„დაცვამ“ მი სასვლელი გზები და გასასვლელები შეამოწმა, ასამბლეა ხელა ხლა შეიკრიბა. გამოვარჩიე პეტრე, ცოტა ხნის წინ კობას გამოს ვლით დაბნეული, ახლა უკვე ამაყი იერით, რომელიც სიტუაციის ფლობაზე მიანიშნებდა. კობას სახე კი პირიქით, წინასწარ ვე რაფერს გაფიქრებინებდათ. ჩვეული ნაკვთები, მსუბუქი ღიმილი პირზე, მეგობრულ დამოკიდებულებას მზერით ავლენდა, რომელ საც ხან ერთ მოსაუბრეზე შეაჩერებდა, ხან მეორეზე, რათა უკეთ შეესწავლა ისინი. უეცრად სიჩუმემ დაისადგურა. თათბირის და წყებამ შეწყვიტა ცოცხლად და საინტერესოდ მიმდინარე ყველა ნაირი საუბარი, რაც დიდად ართობდა მათ, ვისაც შეეძლო რამდე ნიმესთვის ერთად ესმინა. თანაგამომსვლელის მიმართ ოდნავ გამომწვევი ტონით პე ტრემ განაცხადა, რომ დიდი მუშაობა დასჭირდა გაუგებრობების გასაფანტად, რომელიც კობას გამოსვლამ შექმნა. ეს სიტყვები, გა რკვეული თვალსაზრისით, წინასწარ იყო გათვლილი. მას უნდა გა ემართლებინა ახალი გამოსვლა, რომელსაც ახლა მოვისმენდით. „ამხანაგმა კობამ, ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ჩიხში შეიყვანა!“ და იქვე დაამატა:„ გარწმუნებთ, ამის ნიჭი აქვს!“. ამ სიტყვებმა სა ყოველთაო ჟრიამული გამოიწვია. პეტრე ამ გამოთქმას ხშირად იყენებდა. რამიშვილის ახალმა, ნათელმა, ზუსტმა, დამაჯერებელმა მოხ სენებამ სრულიად განსხვავებული ატმოსფერო შექმნა. ნუთუ კობა ამ არახელსაყრელ პირობებში გამოსვლას გარისკავს მეთქი, ვფიქრობდი. თუმცა სითამამე და თავდაჭერილობა შეინარჩუნა და ახალ დებატებში ჩაერთო. უამრავი მახვილგონივრული არ გუმენტით მოახერხა და დინების საწინააღმდეგოდაც კი წავიდა ნელ-ნელა. მიუხედავად ყველაფრისა, რთული ამოცანა ჰქონდა: მის წინაშე შეუპოვარი მოწინააღმდეგე იყო, რომელიც სიტყვას ხშირად აწყვეტინებდა და მთელი შემართებით იწყებდა გამოსვ ლას, როდესაც მისი ჯერი დგებოდა. უკვე მეორე ღამე გავიდა გააფთრებულ დისკუსიებში და მესა მეც წინ გვქონდა, როდესაც ემოციებმა კულმინაციურ წერტილს მიაღწია. 83 *** რამ გამოიწვია ორ ბანაკს შორის ასეთი დაპირისპირება? რა სიღრმისეული განხეთქილებაა მათ შორის? უპირველესად მენტა ლური წინააღმდეგობა, რაც ისტორიული და გეოგრაფიული ნიშნე ბის შედეგია. რაც შეეხება ისტორიას: საუკუნეების განმავლობაში საქართვე ლო დასავლეთთან იყო დაკავშირებული ფილოსოფიური და ლი ტერატურული კუთხით, ინტელექტუალური მისწრაფებებით, დიპ ლომატიური კავშირებით; მიუხედავად ერთსაუკუნოვანი ცარისტუ ლი ტყვეობისა, მისი ხალხი, თავისი არსით, დასავლეთს ეკუთვნო და. რუსეთი, პირიქით, ყველა თავისი კონცეფციით აღმოსავლურ ქვეყნად რჩებოდა, მიუხედავად პეტრე დიდის მცდელობებისა სამეფო სხვა გზაზე დაეყენებინა. როგორც აღვნიშნეთ, მენტალურ განსხვავებას გეოგრაფიაც ქმნიდა: გვავიწყდება ის განსხვავება, რაც პატარა ხალხის კონ კრეტულ აზროვნებასა და მრავალრიცხოვანი ერის აბსტრაქტულ აზროვნებას შორის არსებობს; პირ ველი მათგანი მთის ცხოვრებით ცხოვრობს, მოქმედების, ინდივი დუალური ინიციატივებისა და თა ვისუფლების ხალხია; ხოლო მეო რე, რუსები, გაჟღენთილნი არიან უსასრულო სტეპების ცხოვრებით, რომელნიც ოცნებებისკენ და მო რჩილებისკენ უბიძგებენ მათ, უარს ათქმევინებენ წინააღმდეგობის გაწევაზე. პარტიის ორ ტენდენციას შორის სილიბისტრო ჯიბლაძე (1858-1922) სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და მისი ერთი-ერთი მეთაური განსხვავება ძირეული და შეუქცე ვადი ჩანდა, რაც თავს იჩენდა პრი ნციპებში, პროგრამაში, ორგანიზა ციასა და ტაქტიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პა რტიას მორალურობის ინსტიტუციის ჭრილში არ აღვიქვამდით, მაგრამ ლენინის მოსაზრება, რომელსაც ამხანაგი კობა წარმოადგენდა –„მი - 84 ზანი ამართლებს საშუალებებს“ – ჩვენთვის მიუღებელი იყო. ის წინააღმდეგობაში მოდიოდა არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ განათ ლებასთან, რომელიც ჩვენი პარტიის ფუძემდებელმა, სილიბისტ რო ჯიბლაძემ(ყველაზე მაღალი მორალის მატარებელი ადამიანი. მიუხედავად ციმბირში გადასახლებისა, მაინც პარტიის ტვინად და ცნობიერებად რჩებოდა) მისცა მუშებს, არამედ, უპირველე სად, სრულიად შეუსაბამო იყო ქართველი ხალხის მენტალობასა და ტრადიციებთან. ჩვენ მხოლოდ ერთი პოლიტიკური კონცეფცია გაგვაჩნდა: ყველაფერი ხალხისთვის და ხალხის მიერ! ვიბრძოდით, რათა ამ იდეალის განხორციელებისთის ყველა პირობა შეგვექ მნა. ვერანაირი ძალაუფლება, მორალური თუ სხვა, ვერ მოახე რხებდა ჩვენი მუშებისთვის თავს მოეხვია რაიმე საწინააღმდეგო, უცხო კონცეფცია ან დიქტატურისკენ მიმავალი ტენდენცია. სწორედ ამიტომ, როდესაც მესამე ღამეც დასრულდა, კენ ჭისყრის დროს, ასამბლეა თითქმის ერთხმად გამოვიდა ლენინის წინააღმდეგ და ჟორდანიას კონცეფციას დაუჭირა მხარი; იქვე დანიშნა სხდომა, რათა აერჩიათ ამხანაგები, რომელნიც კომი ტეტისგან გამოითხოვდნენ პარტიის დოკუმენტებს და წევრების კოლექტიური გადადგომის საბუთებს. ეს ყველაფერი კომიტეტის შემდგომი კომისიის ხელში აღმოჩნდებოდა. დილა დაუვიწყარი სცენით დასრულდა: მუშები, რომელთაც თავის„სოსოსგან“, ახლანდელ„კობასგან“ და მომავალში„სტა ლინისგან“ განდგომის გადაწყვეტილება მიიღეს, რიგრიგობით მიდიოდნენ მასთან, ცრემლიანი თვალებით ეხვეოდნენ და ემშვიდობებოდნენ. თავი II სომხებსა და თათრებს შორის სისხლისღვრა შევაჩერეთ ამხანაგები, რომელთაც პარტიის რეორგანიზება დაევალათ, მეორე დღესვე შეუდგნენ ინსტრუქციების შესრულებას, თუმცა ისინი სხვადასხვა სახის დაბრკოლებას შეეჩეხნენ. თავისი პირვე ლადი გადაწყვეტილების მიუხედავად, ამხანაგმა კობამ ბათუმი არ დატოვა. მე ის რამდენჯერმე შევნიშნე და მივხვდი, რომ დანებე ბას არ აპირებდა. წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდა ყველას, ვის ზეც ჯერ კიდევ შერჩენოდა გარკვეული გავლენა, უპირველესად კი კომიტეტს, რომელიც წინააღმდეგი იყო ჩვენი დელეგატებისთვის გადაეცათ პარტიის სიმბოლიკა და დოკუმენტაცია. შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, ამხანაგი კობას პარტიზანების საქმიანობა პირდაპირ ჩვენ წინააღმდეგ იყო მიმა რთული, იმ დროს, როდესაც მთელი რევოლუციური საქმიანობის სიმძიმე ჩვენს მხრებზე იდგა. ამასთან, ჩვენ უნდა გვებრძოლა რუ სული პან-სლავიზმის ორი მნიშვნელოვანი აგენტის, რომელთაც მთავრობა უმაგრებდა ზურგს, პალმის და ივანოვის წინააღმდეგ. როდესაც ცარისტული მთავრობა ქართველებს მშობლიურ ენაზე გაზეთის გამოცემას უკრძალავდა ბათუმში, პარალელუ რად, მის ნაცვლად რუსულ გამოცემას აფუძნებდა, მაგალითად „Черноморский Вестник“, 1 რომლის სათავეში ჩასადგომად სპეცი ალურად სანკტ-პეტერბურგიდან პროვოკატორი პალმი გამოგზა ვნა. მთავრობამ ის ბათუმის მუნიციპალიტეტშიც კი წარადგინა. ეს საბჭოს უბრალო მრჩეველი, რომელსაც ქართველები„ივანოვის დამცველ ძაღლს“ უწოდებნენ, თავისი უფლებებისთვის იბრძოდა, ხან საჯაროდ, ხან კი პოლიციასთან საიდუმლო შეთანხმებების გზით. საბჭოს ქართველ წევრებს სიტყვით გამოსვლისას ხელს უშ ლიდა. ყარამანს ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი სახალისო ისტორია ჰქონდა. მათ შორის ყველაზე ბანალურს მოგიყვებით, 1 Черноморский Вестник – ყოველკვირეული ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა ქ. ბათუმში 1895 1909 წლებში(რედ.). 86 მაგალითად, პალმს გასხივოსნებულ საქციელად მიაჩნდა ჩხეი ძის სიტყვით გამოსვლისას, მისთვის დაბრკოლების შექმნის მიზ ნით, გაუთავებელი ყვირილი:„კარლ მარქსი, კარლ კაუცკი, კარლ 1 ბათუმსკი!“. დაუნდობელი ბრძოლის ფასად, ჩვენმა ტიპოგრაფიულმა ორ განიზაციებმა„Черноморский Вестник“-ის გამოცემა შეაჩერეს. პირველ ეტაპზე ბათუმის გამომცემლობებისგან მიიღეს პირობა, რომ ამ გაზეთს არ დაბეჭდავდნენ; შემდეგ მუშების დასაქმება შეწყვიტეს სამთავრობო სტამბებში; დაბოლოს, პალმი, თავის თა ნამშრომლებთან და მატერიალურ რესურსთან ერთად, რომელიც რუსეთიდან ჩამოიტანეს, აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ამ პერიოდში როტშილდის ქარხნის მუშები გაიფიცნენ ხელ ფასის მომატების მოთხოვნით. დირექცია მზად იყო დათმობაზე წასულიყო, რათა პრობლემა არ შექმნოდა ნავთობის ექსპორტს. მაგრამ უეცრად ცარისტული ხელისუფლება წინ აღუდგა ამ საქმეს და კატეგორიული ვეტო დაადო; ქარხნები დაიკეტა, მუშები გაიფა ნტნენ, მდგომარეობით ისარგებლეს ცარისტულმა აგენტებმა და შეტაკებების წაქეზება დაიწყეს ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. ბაქოს სისხლიანი შეტაკებები ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო და ამიტომ სომხები გულგრილები ვერ დარჩნენ აჟიოტაჟის მიმართ, რომელსაც პროვოკატორი აგენტები აღვივებდნენ. ისინი ძალიან ადვილად შეშფოთდნენ. არც მუსულმანებში სუფევდა სიმშვიდე. ხელისუფლებამ, დიდი ალბათობით, ვერ გაითვალისწინა, რომ ქართველი ქრისტიანები ჩაერთვებოდნენ მიმდინარე მოვლენებ ში. ბათუმის ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამურია, ისინი ემეზობლებიან თათარ, ირანელ, თურქ და ჩრდილო კავკა სიის მუსულმანებს. ერთ ღამეს მოკლეს მოხუცი მუსულმანი ქართველი, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ აჭარლები და მუსულმანები. მეორე დილით ხმა გავრცელდა, რომ მკვლელობა სომხური ორგანიზაციის, დაშ ნაკცუთუნის 2 დაკვეთით შესრულდა. ამბობდნენ, მკვლელი სომეხი იყო და ის უკვე დაეჭირათ და მის თანამზრახველთა კვალზეც იდ გნენ. სომხები პანიკას მოეცვა და ვერ ბედავდნენ ხელისუფლე 1 ალუზია ჩხეიძის საომარ სახელთან, კარლოსთან(ხ.შავიშვილი). 2 დაშნაკცუთუნი – 1890 წელს თბილისში დაფუძნებული სომხური სოცი ალისტური პარტია; პოპულარულ ენაზე ეძახდნენ ასევე„დაშნაკებს“ (რედ.). 87 ბისთვის ამ ფაქტის სინამდვილის გადამოწმება მოეთხოვათ. ქა რთველებს კი საქმეში ჩარევის არანაირი უფლება არ ჰქონდათ. ასეთ ვითარებაში, ჩხეიძემ ერთ მამაც, ქართველ მუსულმანს, ას ლან ბეი აბაშიძეს, დაავალა საკითხის შესწავლა. მეორე დღეს, გამთენიისას პანიკა დაიწყო: ყველა სახლზე გა მოჩნდა ჯვრის ნიშანი. თეთრი ჯვრები – ქრისტიანების სახლებზე, ხოლო შავები – მუსულმანების სახლებზე. საზარელი მკვლელო ბების დაწყების მოლოდინი სუფევდა. ჩვენს ორგანიზაციებს უკვე ხელთ ჰქონდათ მნიშვნელოვანი სამხილები, თუმცა ჯერ არ ვიცო დით, როგორ გამოგვეყენებინა. ღამით ჩვენმა„პატრულებმა“ პოლიციის რამდენიმე პროვო კატორი აგენტი გააოცეს, როდესაც სახლებზე ჯვრების დასმაში გამოიჭირეს. მაგრამ ეს მტკიცებულებები ვისთვის უნდა მიგვეწო დებინა, ან რა გზით? მეორე მხრივ, სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ რამდენიმე მუსულმანი სომხების მკვლელობისკენ წააქეზა. როგორ გაგვესაჯაროებინა ეს ამბავი? საბოლოოდ, ასეთი რამ მოხდა: გულადმა ასლან ბეიმ პოლიციის ორ აგენტს დანაშაულზე წაასწრო. ჩვენ ასლან ბეის 1 გამოჩენა არ გვინდოდა, რადგან მისი სიცოცხლე ისედაც საფრთხეში იყო, არისტოკრატი და თან პოპუ ლარული, ეს ხომ უკვე დანაშაულია! საბედნიეროდ, ბათუმში იმყოფებოდა ტფილისის ცენტრალუ რი კომიტეტის საგანგებო პირი, მისი ერთ-ერთი საუკეთესო მმა რთველი, ამხანაგი ა., მაღალი ტანის, ღრმა და ჭკვიანი თვალებით, შავი წვერით შემოსილი მოგრძო სახით. გონებაგახსნილი, დახე ლოვნებული ტაქტიკოსი, უამრავი წამოწყების ავტორი, რომელიც მუდამ სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებდა. ის ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან და სწრაფად მოიპოვა შეუდარებელი ავტორიტეტი ამხანაგებს შორის. მისი ნამდვილი სახელია არჩილ ჯაფარიძე. 2 1 ავტორი გულისხმობს ასლანბეგ აბაშიძეს( 1877 1924 ). ასლანბეგ აბაში ძე 1905 წლის რევოლუციის მონაწილე იყო, იბრძოდა რუსული იმპერი ალიზმის წინააღმდეგ, თუმცა 1905 წლის მოვლენებიდან მალევე ემი გრაციაში წავიდა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. მისი ძმა იყო მემედ აბაშიძე. აბაშიძე მონაწილეობ და 1924 წლის აჯანყების ორგანიზებაში. 1924 წელს სტამბულში მოწა მლეს, დიდი ალბათობით – ბოლშევიკებმა(რედ.). 2 1907 წელს სანკტ-პეტერბურგში ქართული დეპუტაციის ლიდერად აირჩიეს; იქ, მეორე მოწვევის დუმაში, სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს უძღვებოდა ცნობილ ორატორთან, წერეთელთან ერთად. მისი გავლენებით შეშინებულმა ცარისტულმა ხელისუფლებამ მთელი ჯგუფი დააკავა. ჯაფარიძე და წერეთელი სიის თავში იყვნენ, როგორც ლი - 88 რაკი„Черноморский Вестник“ ლიკვიდირებული იყო და მისი დირექტორიც – ქვეყნიდან გაძევებული, ცეცხლზე ნავთის დამ სხმელი ორგანიზაციაც აღარ არსებობდა, რაც კიდევ ერთ წარმა ტებად გვეთვლებოდა. თუმცა სიტუაცია ჯერ ისევ ძალიან მძიმე იყო, კრიზისი ყოველ წუთს შეიძლებოდა აფეთქებულიყო. სწორედ მაშინ, ჩვენი დახელოვნებული ტაქტიკოსი, ჯაფარიძე, შეხვდა ჩხე იძეს, რომელიც იმ დროს ქალაქის მერის, თავადი ანდრონიკაშვი ლის თავმჯდომარეობით, დელეგაციას ქმნიდა. თუმცა რა უნდა გაეკეთებინა ამ დელეგაციას? ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დე ლეგაცია მთავრობის წინაშე გამოცხადდა, რათა მისი ყურადღება გაემახვილებინა იმ მძიმე პასუხისმგებლობაზე, რაც მთავრობას დაეკისრებოდა, თუ კატასტროფის შესაჩერებლად არაფერს მოი მოქმედებდნენ. დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა უსაფრთხოე ბის ზომების მიღებას. რაკი ჯაფარიძემ მთავრობის უარი წინასწარ გათვალა, დელეგაციამ მოითხოვა, ამ„უმადური საქმის“ შესრულე ბა მუნიციპალიტეტისთვის დაევალებინათ და დასძინა, რომ საქ მის ეფექტურად შესრულებისთვის ქალაქის მმართველობას და სჭირდებოდა მოქმედების მაქსიმალური თავისუფლება, რათა ყველა წრესთან რაც შეიძლება სწრაფი წვდომა ჰქონოდა. უფრო კონკრეტუ ლად კი, საჭირო იყო საჯარო შეხვედრების გამართვა, საიდანაც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. მიღება საკმაოდ გულცივი აღმოჩნდა, საუბარი კი – დრამატუ ლი. თუმცა ჯაფარიძემ ზუსტად გათვალა, რაკი მთავრობას არ ხე ლეწიფებოდა შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის მოგვა რება, ეს საქმე ქალაქის მმართველობას გადააბარა და ქალაქის მერს, ანდრონიკაშილს პასუხისმგებლობის აღებაზე დაეთანხმა. ეს ტრიუმფად ითვლებოდა! პირველი სხდომა ძალიან სწრაფად გაიმართა რკინის თეატრში (იმ დროს ის ბათუმის ერთადერთი თეატრი იყო). საოცარი სურათი იყო, ერთმანეთისგან განსხვავებული და აღელვებული ხალხი ავ სებდა თეატრის დარბაზსა და ეზოს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული! სხდომა გახსნილად გამოცხადდა და ასამბლეას პრეზიდენტის არჩევა დაევალა.„ნიკოლოზ ჩხეიძე!“, ვყვიროდით დარბაზის კუ თხიდან. შეკრებილთაგან ექოდ დაგვიბრუნდა:„ჩხეიძე! ჩხეიძე!“. დერები და იძულებითი შრომა მიუსაჯეს. ციმბირში ჩასვლამდე, გზად, ერთ-ერთ ციხეში, ჯაფარიძემ მეგობრის, წერეთლის ხელში დალია სული(ხ. შავიშვილი). 89 ჩხეიძე საპრეზიდენტო სავარძელში განთავსდა და ასამბლეას სამი ვიცეპრეზიდენტი აარჩევინა: სომეხი(დრ. ვართანოვი), მუსუ ლმანი და რუსი(ერთ-ერთი ჩვენი პროპაგანდისტი) და მდივანი. შემდეგ ენერგიული სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც პატივცემული მუსულმანის მკვლელობის საკითხს ხაზგასმით შეეხო, ხალხს საღი აზროვნებისკენ მოუწოდა და ორატორებს მისცა სიტყვა. დრ. ვართანოვი, მაღალი ტანის, წარმოსადეგი და ისეთი ბრგე, რომ სომეხს არც ჰგავდა; მისი წარსული რევოლუციური იყო, რუს „ნაროდნიკებს“ უკავშირდებოდა. სიტყვა უნაკლო რუსულით წა რმოთქვა, დახვეწილი ხმით. მიუხედავად იმისა, რომ სომხური პა რტიის წევრი არ იყო, თავს უფლებამოსილად აცხადებდა სომეხი ხალხის სახელით ელაპარაკა და მთელი ძალით გაეპროტესტები ნა საშინელი ცილისწამება, რომელიც მისი ხალხისკენ იყო მიმა რთული. მან თავის ხალხს მოუწოდა ქედი მოეხარათ პატივსაცემი მუსულმანის ხსოვნის წინაშე; ის შეეწირა პროვოკატორებს, რო მელთაც ბათუმში ძმათა შორის იმგვარი ომის წამოწყება სურდათ, როგორიც ბაქოში.„მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენმა მუ სულმანმა ძმებმა იციან, თუ რატომ უნდათ შავ ძალებს ერთმანეთი დაგვახოცინონ“ – თქვა მან. შემდეგ წამოდგა მეორე ვიცეპრეზიდენტი, გამბედავი იერით, ტრადიციულ, აჭარულ სამოსში გამოწყობილი, მას პასუხი უნდა გაეცა წარმოთქმულ სიტყვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართვე ლი იყო, თავაზიანობის კარნახით, დარბაზს რუსულად მიმართა. ის ამბობდა, რომ მისი რელიგიის წარმომადგენლებს, მუსულმანე ბს, არანაირი მიზეზი არ აქვთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი მათგა ნის მკვლელობა სომხებს დააბრალონ. სინამდვილეში, მათ იციან, რომ ამ საკითხში სისხლის დაღვრის ინტერესი დევს; მან დააფიცა მუსულმანებს, შეცდომაში არ შესულიყვნენ. სიტყვის დაწყება გარდაცვლილის მიმართ პატივის მიგებით და სიტყვის დასრულება ძმობისკენ მოწოდებით სხვა ორატორებ მაც წესად აქციეს. თუმცა თითოეულ გამომსვლელს თავისი მისია ჰქონდა, რაც ყველამ უნაკლოდ შეასრულა. გამომსვლელთა შორის უნდა გამოვყოთ ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც უკვე ვიცნობდით; რ. არსენიძე, 1 ახალგაზრდა, საშუა ლო სიმაღლის, სტუდენტი, მჭევრმეტყველი; ხმის ტემბრი თითქოს 1 მოგვიანებით არსენიძე ნიჭიერ ჟურნალისტად ჩამოყალიბდა და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იუსტიციის მინისტრი იყო(ხ. შავიშვილი). 90 ცოტა მსტვინავი ჰქონდა, მაგრამ საუბარი ერთნაირი სიმსუბუქით შეეძლო რუსულად და ქართულად. ხალხის დიდი ნაკადის მიზეზით შემდეგი შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართა, მერიის ბაღში. ჩვენი საქმიანობის ეს ახალი ფო რმა ექვსი კვირა გაგრძელდა, სანამ ბათუმის გუბერნატორი სა ნკტ-პეტერბურგიდან არ გაიკიცხა„რევოლუციური საქმიანობის ლეგალიზაციისთვის“. ამის შემდეგ თათბირები აგვიკრძალეს. მე ტიც, მოკვლევა დაიწყო, საქმე გაიხსნა, თუმცა ის დასაწყისშივე განწირული იყო: ასამბლეის პრეზიდენტს, ჩხეიძეს, შეეძლო ეთქვა ქალაქის მერისთვის, ანდრონიკაშვილისთვის, 1 რომ მის მიერ და შვებული თათბირების თავმჯდომარეობისას მას არანაირი ინფო რმაცია არ ჰქონდა დამსწრე რევოლუციონერთა შესახებ; ამგვა რად, ჩხეიძეს ზურგს მერი უმაგრებდა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დაკისრებული ვალდებულების შესრულებით კმაყოფილი იყო, რადგან მან თავიდან აიცილა სისხლისღვრა და კანონიც არ დარღვეულა. რაში ხედავდნენ სამართალდარღვევას? მიუხედა ვად ყველაფრისა, ორი ვიცეპრეზიდენტი, სომეხი და მუსულმანი, მაინც დააკავეს; მათ შორის მამაცი დრ. ვართანოვი, რომელმაც მოგვიანებით დატოვა ბათუმი. პოლიციამ ვერ შეძლო დაეკავები ნა რუსი ჩვენი ორგანიზაციიდან. 1 ივანე ანდრონიკაშვილი( 1862 1947 ) – ქართველი აგრონომი და საზოგა დო მოღვაწე, 1902 1916 წლებში ქალაქ ბათუმის თავი(რედ.). თავი III ჭიათურის საბადოების ცენტრში სტუმრობა – – იცი, ამჯერად როგორ აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს ? – მეკითხება ალისო, – ამხანაგო ხარიტონ, შენ გელაპარაკები. – – ალისო, გულწრფელად, იმდენად სულელი არ ხარ, რომ არ გესმოდეს, ადრინდელი ხუმრობების გამეორების დრო არ არის, მოვლენები ძალიან მძიმე ფორმებით ვითარდება. – – სულაც არა! პირიქით, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. – – აშკარად გინდა გამაბრაზო. დაფიქრდი, შეკრების აკრძალ ვა, ამხანაგების გაფანტვა, დაჭერები, ეს ყველაფერი კარგია ? ამასთან, ჩემი ძმისგან, ვანოსგან, აღარაფერი მსმენია უკვე ექვსი კვირაა. უეჭველად, ბაქოში ერთ თვის წინ დაკავებულთა რიგებშია. და ნეტავ, ამაზე უარესიც არ იყოს კიდევ... – – კიდევ რა ? – – როტშილდის ქარხნების დაკეტვა, ქუჩაში დარჩენილი ამდე ნი საუკეთესო მუშა! რამდენიმე კვირაა უმუშევრად არიან, უკანას კნელ ძალებს ღაფავენ და ნელ-ნელა ქვეყნის სხვადასხვა მხარეს იფანტებიან. – – იფანტებიან ? სწორედ ეს მიმაჩნია საუკეთესო მოვლენად. ვეთანხმები ამხანაგ სოსოს. პირველი გაფიცვისას საიდუმლოდ გვეუბნებოდა, რომ ქარხნების დაკეტვა ძალიან კარგ შედეგს მო იტანდა; მუშები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადავიდოდნენ და პროპაგანდისტული მანქანებით, რევოლუციისთვის ნიადაგს შეამზადებდნენ. – – ასეც რომ იყოს, ეს საკითხი მაინც დიდ უბედურებად მესახე ბა. თუმცა, რასაც ამხანაგი სოსო სამი წლის წინ ამბობდა და რასაც დღეს ამხანაგი კობა ამბობს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვა ვებულია. ვფიქრობ, ამ საკითხზე ვერ შეჯერდებიან. – – შენ არც კი იცი, რომ სოსო და კობა ერთი და იგივე პიროვნებაა! 92 – – ვიცი. მაგრამ დღევანდელი კობა ბოლშევიზმის დაბადება მდე არსებული სოსო აღარ არის. მაშინ ის მხოლოდ რევოლუცია ზე ფიქრობდა. ახლა კი ბოლშევიზმის ბედი უფრო ადარდებს. მან იცის, რომ ეს მუშები ანტიბოლშევიკები არიან. რამდენიმე დღის შემდეგ ტფილისიდან ფარულად ჩამოსულ მა ისიდორე რამიშვილმა კავკასიაში ჩვენი პარტიის შესახებ დე ტალური ანგარიში გაგვაცნო:„ბათუმში, როგორც საქართველოს ყველა ქალაქში, ბოლშევიკურ კომიტეტებს უარი ეთქვათ, პარტი ას აკლია ინტელექტუალები ორგანიზაციებში მათ ჩასანაცვლებ ლად. ბათუმის მუშები, რომელნიც აქ აღარაფერს აკეთებენ, დიდ სამსახურს გაგვიწევენ, თუ რეგიონებში წავლენ“. რამიშვილმა ყუ რადღება გაგვამახვილებინა საქართველოს სხვა ინდუსტრიულ ცენტრზე, ჭიათურაზე, სადაც ყველა ქალაქის ბოლშევიკები შეკრე ბილიყვნენ, ამხანაგი კობას თაოსნობით. ეს პროპაგანდისტები ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ და აქ მოქმედი ჩვენი ორგანიზა ციები კი ძალიან სუსტი იყო მათთვის სერიოზული წინააღმდეგო ბის გაწევისათვის. მაშინ ამხანაგმა ჯაფარიძემ მთხოვა, ხელი შე მეშველებინა ამ ორგანიზაციისთვის. შემდეგ რამიშვილმა მთხო ვა, ჭიათურაში წავსულიყავი, რათა„ბოლშევიკები განმედევნა უკა ნასკნელი თავშესაფრიდან, რომელიც ციხესიმაგრედ ექციათ და შიგნით გამაგრებულიყვნენ“. მუშათა ავანგარდმა დიდი ენთუზიაზმით უპასუხა რამიშვილის შეთავაზებას; მატარებლებში ჩასხდნენ, ქალაქებისა და სოფლე ბისკენ აიღეს გეზი. მათ ყველგან თბილად ხვდებოდნენ. მუშათა ავტორიტეტულმა საუბრებმა ჩვენს ამხანაგებს ძლიერი მხარდა ჭერა მოუტანა. *** ორი დღის შემდეგ ჭიათურისკენ გავეშურე. იმდენად ცოტა დრო მქონდა, ყველა მეგობარს ვერც კი დავემშვიდობე, თუმცა არც მი ფიქრია, რომ მათ ვეღარ შევხვდებოდი. სამტრედიაში ჩავედი და იქ ისიდორე რამიშვილთან შეხვედ რის ბედნიერება მხვდა წილად. ის კონფერენციისთვის ქუთაისში მიდიოდა, შემდეგ ტიფლისში და იქიდან ბაქოსკენ ჰქონდა გეზი. ჩვენი გზები იყოფოდა, მხიარულად და იმედიანად გამოვემშვი დობეთ ერთმანეთს. მატარებელში ჩემი ადგილი დავიკავე, ფა ნჯრიდან დავინახე, გაზეთს კითხულობდა ცრემლიანი თვალებით. 93 შეძრწუნებულმა დავუძახე, მიზეზი ვკითხე.„ჩემი ძმიშვილი...“ და მიძახა. ჩამოსვლა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, მატარებელი უკვე დაძრული იყო. ვერ გავარკვიე, საქმე მამაც„პეტრეს“, ბათუმში ბოლშევიზმის დამმარცხებელს ხომ არ ეხებოდა. ჭიათურის სადგურში რამდენიმე ამხანაგი მელოდებოდა. სა იდან გაიგეს ჩემი ჩამოსვლის შესახებ? სწორედ აქ ვნახე პირვე ლად„შავი ქართველები“; დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ყვე ლანი მანგანუმისგან იყვნენ გაშავებულნი. მას სალაპარაკო ენაში „შავ ქვას“ უწოდებდნენ. ინჟინერი ჭოჭუას ოჯახმა ღვთისნიერი და კეთილი განწყო ბით მიმიღო, როგორზე ოცნებაც მხოლოდ დაკარგულ და ახლახან ნაპოვნ ნათესავს შეეძლო. ინტელექტუალთა ოჯახი იყო. ლადო მანგანუმის საზოგადოების ინჟინერთა უფროსი იყო, მშვენიერი ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 35 წლის, საშუალო სიმაღლის, წვერით. მისი მეუღლე მასზე ახალგაზრდა იქნებოდა, ძალიან ლა მაზი, გრაციოზული; მათი სამი შვილი კი ნამდვილი მარგალიტები იყვნენ. წარმოიდგინეთ, მოგზაურის გრძნობები, რომელმაც უკვე სამი წელია არც დასვენება იცის, არც ოჯახი, ბათუმის კოსმოპო ლიტთა ცენტრიდან მოდის, ცხოვრება კი მუდმივად აფორიაქებუ ლი აქვს; უეცრად კი ასეთ მომხიბვლელ ოჯახში ხვდება, რომელ საც უნდა ასიამოვნოს, მასზე იზრუნოს და სათანადოდ მოასვენოს. დასვენება! მიუხედავად ჩემი ფერმკრთალობისა და სიგამხდ რისა, დასვენება მკრეხელობად მიმაჩნდა. ჩემი გრძნობები ამხა ნაგებს გავანდე და მოკრძალებით ვუსაყვედურე, ასეთ უხერხულ სიტუაციაში ჩაყენებისთვის.„ასეთი პატრიოტი ქართველი ოჯახი რას უნდა ელოდეს ჩვენნაირი სოციალისტებისგან?“ – ვუთხარი მათ. „ძველმა მარქსისტებმა“ ეშმაკური ღიმილით მომისმინეს და მიპასუხეს, რომ, თუ ყველა„ამხანაგი“ ისეთი მგრძნობიარე იქნე ბოდა, როგორიც მე ვიყავი, ვერანაირი სამუშაო ვერ შესრულდებო და, რადგან ორგანიზაციას ფული არ ჰქონდა, ჩვენს მებრძოლებს კი უნდა ეცხოვრათ! მეტიც, ჭეშმარიტ ქართველ პატრიოტებს ჩვე ნი მხარდაჭერა შეუძლიათ, რადგან ჩვენ ქართველი ხალხის თავი სუფლებისათვის ვიბრძვით; უკვე გრძნობენ, რომ ჩვენ ეროვნული საქმის პიონერები ვართ. და დასძინეს, რომ ლადოს კარგად ესმის, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ანტიეროვნული ბოლშევიზმი და ბედნიერია ჩემი ჭიათურაში ჩამოსვლით. 94 ასე აფასებდნენ შექმნილ ვითარებას ძველი თაობის„ქართვე ლი მარქსისტები“. ტერენტი წერეთელი და სამსონ კილაძე, ორი დახვეწილი, ინტელექტუალი და სასიამოვნო კაცი, აპოლიტიკურნიც, რომელ თაც ცოტა ენერგია და საორგანიზაციო ნიჭი აკლდათ, მაგრამ მათი ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მუდამ დადებითი განწყობით შეიძლებოდა მათგან რჩევის მიღება. მათი სახელები ჩემთვის უკვე ცნობილი იყო; სამსონი მაღალი, ბრგე, ჭაღარა და თეთრწვეროსანი იყო; ტერენტი, პირიქით, დაბა ლი, მელოტი, ასევე წვეროსანი. ყველაფერზე მსგავსი მოსაზრება ჰქონდათ, საუბრის ტემბრიც იგივე, ოდნავ მელანქოლიური. პატი ვისცემის ნიშნად გამოველაპარაკე, თუმცა არ ვნანობდი. *** კონკრეტული საქმიანობის დაწყებამდე საორგანიზაციო საკი თხებში უნდა გავრკვეულიყავი, რომელსაც ორი ამხანაგი განაგებ და: ნესტორ ჩხიკვაძე და ზ. გურული. 1 ნესტორი მაღალი კაცი იყო, წაბლისფერი თმითა და წვერით, ოდნავ გაჭაღარავებული, გამჭ რიახი, არწივისებრი მზერით; გურული უფრო ახალგაზრდა იყო, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, ასევე წვერით, დაბადებიდან ორატორი. ორივე მათგანი ნიჭიერი, მკვირცხლი გონების პატრო ნები, რაც მათ გაუნათლებლობას აბალანსებდა. ნესტორი ჭიათურის მდგომარეობას მაცნობდა, გურული კმაყო ფილებით შესცქეროდა, პირდაღებული და მხოლოდ მაშინ სა უბრობდა, როცა რამეში უნდა დათანხმებოდა. „ადგილზე მანგანუმის თორმეტი შახტაა, დაახლოებით, 15 000 მუშა. ჩვენს ხელში ორი შახტაა, დანარჩენი ბოლშევიკებს უკავი ათ. მათ ძლიერი ორგანიზაცია აქვთ. თითოეულ შახტაში უამრავი პირველი რიგის პროპაგანდისტია განთავსებული მუდმივად, რომ ჩვენ იქ ვერ შევაღწიოთ. მათთან მიმართებით სუსტები ვართ არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხითაც. ჩვენ იმდენი პროპაგანდისტი საერთოდ არ გვყავს, რაც მათ ჰყავთ ერთ შახტა ში. ავლაბრელი„კინტო“ მართავს სიტუაციას. 1 ზაქარია გურული( 1878 1937 ) – ქართველი პოლიტიკოსი, სოციალდემოკრატი, 1905 წლის რევოლუციის მონაწილე; 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ებრძოდა რეჟიმს. 1937 წელს ბოლშე ვიკებმა დახვრიტეს(რედ.). 95 – – კინტო ვინ არის ? ვიკითხე, თითქოს ვერ ვხვდებოდი; დამცი რების ნიშნად გამოყენებული ეს სიტყვა არ მომწონდა. – – როგორ, არ იცნობ მას, ბათუმში რომ დამარცხდა, კობაზე გელაპარაკები... აქ ის მასზე ორჯერ მეტად დახვეწილ და ასაკიან ადამიანთა გარემოცვაშია და რკინის დისციპლინა შექმნა. ყველა ერთხმად ემორჩილება მის მთავარსარდლობას. ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ ამ... წინააღმდეგ. არა, ისინი ჩვენი ამხანაგე ბი აღარ არიან, რადგან ყველანი გარიცხულნი არიან პარტიიდან. ყველგან დამარცხდნენ და ახლა ამ მთის წიაღში ეძებენ სანგრე ბს, სურთ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია შექმნან. თუ მცა, სინამდვილეში, მხოლოდ ბანდაა... სამწუხაროდ, მუშათა ცხრა მეათედი მათ უბამს მხარს და სწორედ ესაა პრობლემა, აუცილებე ლია მუშებს ავუხსნათ, რას წარმოადგენს ეს ხალხი... ამგვარი ლოგიკა ჭკვიანური იყო, მეც დავემოწმე. გადავწყვი ტეთ, ბოლშევიკური ორგანიზაციები„გაგვეთიშა“, იქ ნელ-ნელა შეგვეღწია. თავი IV წინააღმდეგობრივი თათბირები კობასთან (სტალინთან) მთელი დღე და უფრო მეტად კი მთელი საღამო ვბჭობდით, ჯგუფთან ერთად, რათა ნიადაგი მოგვემზადებინა. თუმცა„კობას უმაღლეს სარდლობას“ ყოველ თვის ჩამოვრჩებოდით, რადგან მათ მუდამ სტრატეგიული პოზი ციები ეკავათ.„მხარდამჭერები“ შემოგვიერთდნენ ქუთაისიდან და ბათუმიდან: ორი სტუდენტი კო ლეჯიდან და სამი მუშა! მათ შემო ემატა ორი სემინარიელი; გამოვა რჩევდი შალვა აბდუშელიშვილს, 1 სტალინი, ჯუღაშვილი(სოსო), რომელსაც მოგვიანებით საქა რთველოს მუშათა პროფესიულ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი იგივე კობა, იგივე სტალინი როლი უნდა შეესრულებინა. მიუ ხედავად ყველაფრისა, კომიკური სიტუაციებიც ვითარდებოდა. ერთ დღეს, ჩვენი ამხანაგი კეთილ სინდისიერი და გააზრებული სიტყვით მიმართავდა მუშებს და მენშევიკების მოსაზრებას აცნობდა. ამ დროს, ერთ-ერთი ბოლშე ვიკი, ტურია(ქემალი), ნამდვილი სახელით – კოტე ცინცაძე, – ტრა გიკული ხმით ჩაერთო: – – ამხანაგებო, სთხოვეთ, აგვიხსნას, რას წერს კარლ მარქსი მენშევიკების შესახებ„კაპიტალის“ პირველი ტომის 126 141 გვე 1 შალვა აბდუშელიშვილი(აბდუშელი)( 1889 1966 ) – ქართველი პოლი ტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რეს პუბლიკის დროს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდი ვანი და ჟურნალ„მუშათა ცხოვრების“ რედაქტორი. 1921 წლის ოკუპაცი ის შემდეგ გაასახლეს საზღვარგარეთ. დაკრძალულია ლევილში(რედ.). 97 რდებზე! სთხოვეთ, განგვიმარტოს მარქსის მოსაზრება ბურჟუაზი ის დამქაშებზე, რომელნიც ჩვენი თავისუფლებისა და რევოლუცი ის წინააღმდეგნი არიან! ამგვარი დემაგოგიური გამოსვლა საკმარისი გახდა, რათა ჩვენ წაგებულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. ჩვენს ამხანაგს დასახელებული წიგნი წაკითხული არ ჰქონდა, რამაც დააბრკოლა ეპასუხა მოწინააღმდეგისთვის, რომ კარლ მარქსი მენშევიზმის დაბადებამდე დაახლოებით ორმოცი წლით ადრე გარდაიცვალა. არც ჩვენს ჩამორჩენილ აუდიტორიას უფიქრია ამ საკითხზე. ამჯე რადაც მათ კენჭი უყარეს სტატუსკვოს, ანუ ბოლშევიკებს დაუჭი რეს მხარი. სხვა დღეს ერთ-ერთი სემინარიელის გამოსვლამ განგვაცდე ვინა მარცხი. ბოლშევიკი ორატორი ლენინს ხოტბას ასხამდა და მისი ბროშურიდან,„რა უნდა გავაკეთოთ?“, ციტირებდა. ჩვენმა სემინარიელმა გადაწყვიტა, მომხსენებელი გამოუვალ მდგომა რეობაში ჩაეგდო და დაიძახა: ამხანაგებო, აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული! ბოლშევიკმა ეს სიტყვები სასაცილოდ აიგდო, მენშევიკებს რევოლუციისთვის„ძაღლის თავი“ სჭირდებათო. ისეთ ამაღლებულ ნოტაზე წარმოთქვა დამცინავი სიტყვები, რომ დამსწრეები ძალიან გაართო და კენჭისყრაც ბოლშევიკთა თე ზისების სასარგებლოდ დასრულდა. ეს მოხერხებული ორატორი თავად ამხანაგი კობა გახლდათ; ამჯერად გამარჯვება მარტივად მოიპოვა. ჭიათურაში პირველი ნაცნობი ადამიანი სწორედ ამხანაგი კობა იყო, რომელიც სადგურშივე შემხვდა. ორმაგად გაკვირვე ბული დავრჩი; არ მეგონა ასე უცებ თუ მომეცემოდა მასთან შე ხვედრის საშუალება. ამასთან, მისმა მეგობრულმა შეხვედრამ საგონებელში ჩამაგდო, მე ხომ სტატუსი არ მქონდა. სადგურში ჩავდიოდი, ბარგის მოსაძებნად, რომელიც ჩემი ყურადღებიანი მასპინძლის, ლადოს მოთხოვნით, უკვე სახლისკენ გაეშვათ. იქ მისაბრუნებლად მოკლე გზა ავირჩიე და უცებ ვიღაცის ხმა შემო მესმა, მე მეძახდა, ეს კობა იყო. ის-ის იყო თავის პროპაგანდისტე ბს დაშორებოდა, რომელთაც გარკვეული მითითებები მისცა და მაღაროებისკენ გაუშვა. მისმა მეგობრულმა სალამმა და ჩემდამი გამოჩენილმა ინტერესმა მაფიქრებინა, რომ ჩემი მისიის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც საუბრისას აღმოვაჩინე, რომ სწორედაც ძალიან კარგად იყო ინ ფორმირებული. უნდა ვაღიარო, თუკი ჩვენი შემდეგი შეხვედრები 98 კვლავაც მეგობრულ ხასიათს ატარებდა, ეს მხოლოდ მისი დამსა ხურება იყო. დაახლოებით ორკვირიანი საგულდაგულო პროპაგანდისტუ ლი სამუშაოების შემდეგ, კობასთან შეთანხმებით, რცხმელურის მაღაროში დაინიშნა შეხვედრა მენშევიზმსა და ბოლშევიზმზე სა საუბროდ. ერთ მშვენიერ საღამოს მუშები ღია ცის ქვეშ, სოფლის ეკლესიასთან ახლოს შეკრებილიყვნენ. აი, დებატების დასაწყისი. ამხანაგებს შევთავაზე, კობა სთვის დაგვეთმო სიტყვა. დამეთანხმნენ. თუმცა კობამ, როგო რც ტაქტიკოსმა, რა თქმა უნდა, არჩია ყველაზე ბოლოს ესაუბრა და მოახერხა სიტყვა მოწინააღმდეგისთვის მიეცათ, ჩვენები არ შეეწინააღმდეგნენ. სამწუხაროდ! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორატორი ნათელი, მკაფიო ენით საუბრობდა და აუდიტორია ჩვენ მიმართ დადები თად განეწყო, მუშებმა მაინც არ მოინდომეს ბოლშევიკებისთვის ზურგის შექცევა, რადგან კობამ კარგად შეისწავლა თითოეულის რეაქცია ჩვენი ორატორის მოსმენისას და მაქსიმალურად გამო იყენა ეს რეაქციები. რაკი დებატების ხელახლა გახსნის უფლება არ გვქონდა, უმრავლესობამ, კობას სურვილითა და რეკომენდა ციებით, კვლავ ბოლშევიკებს დაუჭირა მხარი. ვერც ამჯერად მოვახერხეთ ბოლშევიკების ციხესიმაგრის აღება, დადებითი გარემოებების მიუხედავად. ჩვენმა ორგანი ზატორებმა მარცხის მიზეზად ჩვენი ორატორის არასაკმარისი მზადყოფნა დაასახელეს და აღფრთოვანებით გადაწყვიტეს კობა სთვის მომავალ კვირას აეღოთ რევანში ნასაკირალის მაღაროში. დაგეგმეს მისთვის ამხანაგი მოხევე დათიკო დაეპირისპირები ნათ, ძველი მებრძოლი, პოპულარული ორატორი; ძლიერ პროპა განდისტად მიიჩნეოდა,„კობაზე უფრო ძლიერად“. მე ამ აზრს არ ვიზიარებდი, რადგან მას ბათუმიდან ვიცნობდი, იქაურ თათბირებზე რამდენჯერმე ვუსმინე. მართალია, მას ჰქო ნდა დადებითი თვისებები: მკაფიო სიტყვა, ძლიერი და სასიამო ვნო ხმა, თუმცა ის მაინც არ იყო პირველი ხარისხის ორატორი. თა ვის თვისებებზე გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა და საუბრი სას დეტალებში იძირებოდა. არ მსურდა ჩემი პესიმიზმით იმედი გამეცრუებინა ორგანიზატორებისთვის, ამიტომ თავს ძალა დავა ტანე ცუდზე არ მეფიქრა; ვცდილობდი დათიკო დამერწმუნებინა, არასდროს აეღო სიტყვა პირველს ისეთი საეჭვო მოწინააღმდეგის წინაშე, როგორიც კობა იყო. 99 მომდევნო შაბათს, დათიკოს მოსვლის შემდეგ, ნასაკირალის კენ ავიღეთ გეზი, სადაც, კობასთან შეთანხმებით, ზოგად დისკუ სიებს ვმართავდით. ყველაფერი კარგად იყო მომზადებული: მე თაურები ჩვენ მხარეს იყვნენ. მათ გულითადად და გონივრულად იმუშავეს და მუშები მენშევიკური კონცეფციის სასარგებლოდ გა ნაწყეს. მეორე მხრივ, დათიკო ჩემ მიერ მიცემულ ყველა რჩევას იზიარებდა. ჩვენი გუნდის წევრები სიხარულით ივსებოდნენ და თიკოს მოსმენისას და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ პარტიას მოიგებდნენ, რადგან დათიკო ღრმად იყო დარწმუნებული საკუ თარ უპირატესობაში და კობა„არარად“ მიაჩნდა. დრო მოვიდა. შემაღლებულზე ავედით, საიდანაც დავინახე, როგორ მოდიოდა კობა თავის ერთგულ ხალხთან ერთად. ერთ მანეთს მივესალმეთ, შემთხვევით ვისარგებლეთ და რამდენიმე სასიამოვნო სიტყვაც ვუთხარით ერთმანეთს. დათიკოს ყურში გა დავუჩურჩულე, არ დავიწყებოდა პირობა და სიტყვა პირველს არ აეღო; ნესტორის ყურადღებაც ამ ფაქტის მნიშვნელობაზე გავა მახვილებინე და გავერიდე მათ, რათა კობას და სხვა ამხანაგების შეკითხვებზე მეპასუხა. კრება გაიხსნა. დათიკომ, ძლიერი და მტკიცე ხმით, სიტყვა კობას შესთავაზა, რაზეც მან მიუგო: – – ამხანაგო დათიკო, შენ რატომ არ ხსნი დებატებს, რატომ ყოყმანობ ? ხომ არ გეშინია, რომ ასეთი შეუდარებელი ორატორი და მამაცი ადამიანი დამარცხდები ? ამ სიტყვებზე დათიკო სიამაყით აინთო და აუდიტორიას მი მართა ვრცლად და მჭევრმეტყველურად, მაგრამ ის ძალიან და მღლელი აღმოჩნდა მუშებისთვის, რომელნიც მთელი დღე მაღა როში მუშაობდნენ და, საბოლოოდ, იძულებულები გახდნენ, მო მხსენებლისთვის სიტყვის შემოკლება ეთხოვათ. ამგვარად, და თიკოს სხვა გზა არ დარჩა, საუბარი შეწყვიტა ისე, რომ სათქმელი ვერ დაასრულა. მაშინ„ამხანაგ მუშებს“ კობამ მიმართა და უთხრა, იმისთვის რომ არ გადაგღალოთ, გამოსვლაზე უარს ვამბობო. რამდენიმე მუშამ სთხოვა ეს არ გაეკეთებინა(სცენა ნამდვილად მისი და დგმული იყო). ისიც დასთანხმდა.„ძვირფას ამხანაგებს“ დაჰპირ და, თხუთმეტ წუთზე მეტს არ გააგრძელებდა საუბარს. სწორედ ამ დროში შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელის არსებითი ნაწილი. ასეთი პირობა მუშებს აწყობდათ, მათ ხელის აწევით უყა რეს კენჭი – იმ მოსაზრების საწინააღმდეგო თეზისს, რომელსაც 100 თათბირის დასაწყისში ემხრობოდნენ –„რევოლუციის ბოლშევი კურ ტაქტიკას!“. არავის მოუვიდოდა აზრად, კობას აშკარა სიმარტივეში რაიმე სახის უხეშობა დაენახა. ისინი ვერ ხედავდნენ მისი ქცევის ძლი ვსშესამჩნევ დახვეწილობას. ღამდებოდა. სანამ გარემოს წყვდიადი შთანთქავდა თავისი უზარმაზარი მკლავებით, კობამ, თითქოს შემთხვევით, ჩემ ახლოს ჩაიარა, გაჩერდა და მითხრა: – – დიდი ორატორია, არა ? ალუზია დათიკოზე ჰქონდა. – – შენ სხვაზე უკეთ იცი, ვინც არის, მე რატომ მეკითხები ? – მივუგე. – – შენი რჩევით არ გამოუყენებიათ მძიმე არტილერია, რადგან შენ კარგად იცი, რომ ის არაფრად ვარგა მოკლე მანძილზე სრო ლისთვის, – მიპასუხა ნუგეშისმცემელი და ირონიული ტონით. კობას ჭეშმარიტ ბუნებას, რომელიც ასეთი შეფუთულია, ნე ლ-ნელა უფრო მკვეთრად ვარჩევდი. ყოველთვის თავს აჩვენებს, თითქოს ვერაფერს ხედავს, ვერაფერს ამჩნევს, მაგრამ ყველაფე რს აკვირდებოდა საუბრისას; კარგად დაინახა, სადაც ვიყავი და ჩემი უკმაყოფილებაც შენიშნა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩემ თან მოსულიყო და ნიადაგი მოესინჯა, რათა გაეგო, მენშევიკური ნაგებობა ჩამოშლის პირას ხომ არ იყო. ამ სცენის შემდეგ დავუცადე ჩვენს მთავარ ორგანიზატორს, ნე სტორს, რათა მასთან სამომავლო ნაბიჯებზე მესაუბრა და დათი კოს, რათა მისთვის მეთქვა ყველაფერი, რაც გულში მქონდა. ამ უკანასკნელს დისკუსიებში აღარასდროს უნდა მიეღო მონაწილე ობა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც, როდესაც გამოსვლის დრო შეზღუდული იყო. მან უნდა გაიგოს, რომ ისეთი ძლიერი მოწინა აღმდეგის წინ, როგორიც კობაა, წინასწარ კარგად განსაზღვრუ ლი ტაქტიკა უნდა ჰქონდეს და ბრძოლა ენერგიულად უნდა წარ მართოს. ამ საკითხებზე ვსაუბრობდით ერთი საათის გზაზე, რაც ჭიათურამდე გვქონდა. იქ კი, სისტემური და ეფექტური სამუშაოების წყალობით, მუშა თა დიდი ნაწილი ჩვენ მხარეს იყო. თუმცა დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ ვიღებდით ზოგადი დისკუსიებისას, კობას მანევრები ყოველთვის ჩრდილავდა ჩვენს ძალისხმევას. ნესტორს ვუთხარი, რომ წარმოუდგენელი იყო მოვლენების ამგვარი განლაგება. 101 – – სრულიად გეთანხმები. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ? რას მთავაზობ ? ის ცოტას საუბრობს, გარშემომყოფთა აზრის დაჭე რა შეუძლია და პირდაპირ მოქმედებაზე გადადის. ორი სიტყვით იძულებულს მხდის გეგმა წარვადგინო და ამგვარად, შედეგებზე პასუხისმგებლობაც ავიღო. ის ასევე კარგი პოლიტიკური სტრატე გია: თუ სვლას განვაგრძობ, მას პასუხისმგებლობისგან გავათავი სუფლებ, ამასთან, სავარაუდო წარმატებასაც ვუმზადებ; თუ პასუხს თავს ავარიდებდი, მაშინ ჩემი კრიტიკაც აღარ სჭირდება! საკმაოდ დიდი ხნის დუმილის შემდეგ ნესტორმა მკითხა, თუ რატომ არ ვპასუხობდი: – – რადგან შენი შეკითხვა საკმაოდ რთულია ასეთი სწრაფი პასუხისთვის. თუმცა თავდაპირველად, თუ ნებას მომცემ, გე ტყვი, რისი გაკეთება არ ღირს. რაც ამ საღამოს მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. „მარცხის გმირი“, დათიკო გვისმენდა და დავამატე: – – ყოველთვის არ უნდა დავმარცხდეთ, მაგრამ ჯერ ნათლად არ მაქვს ჩამოყალიბებული, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ამი ტომ ხვალ ვისაუბროთ. მეორე დღე გათენდა და ჩვენ კვლავ შევეხეთ ამ მწვავე საკითხს. – – ვილაპარაკოთ ცოტა და კარგად! – შემახსენა ნესტორმა. – – რაც შეიძლება ცოტა და კარგად, როგორც შენ გსურს. კობა სთან დაპირისპირების შეხვედრებზე დათიკო არასდროს აღარ უნდა გამოვიდეს. მართალია მჭევრმეტყველება არ აკლია და ხმაც კარგი აქვს, მაგრამ ის არის ორატორი, რომელმაც არ იცის, როგორ აარიდოს თავი დეტალებს მთავარი სათქმელის სასარგებლოდ. მსმენელს სიტყვების ნაკადში ძირავს, ისეთ მდინარეში, საიდა ნაც საბრალო მუშებს მთავარი აზრი ვეღარ გამოაქვთ. გუშინ კა რგად გამოჩნდა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დათიკო კობას დონის არ არის. არ მინდოდა შენთვის სასოწარკვეთა შთამეგო ნებინა, როდესაც ამ ორი კვირის წინ, ენთუზიაზმით აღსავსე, მე საუბრებოდი დათიკოს შესახებ. ახლა კი ფაქტი სახეზეა და მწვავე რეალობის დასაფიქსირებლად არანაირი ეჭვი აღარ მაქვს. – – კი, გეთანხმები, მართალი ხარ, მაგრამ ეს ძალიან უარყოფი თია. არაფერია დადებითი. შენ არ მეუბნები, როგორ ვუთხრა უარი ჩვენს ამხანაგს კობას წინააღმდეგ სიტყვის აღებაზე, როდესაც ის აქ სპეციალურად ამ საქმისთვის მოვიწვიეთ ? შენ არაფერს მთავა ზობ, რომელი ამხანაგი დავუპირისპირო კობას ? და როგორ უნდა ჩავრთოთ ის საქმეში ? 102 – – სწორია, შენთვის არაფერი შემომითავაზებია. თუმცა შენ იცი, რომ უარყოფით საკითხებზე მსჯელობით, კონსტრუქციულ შე თანხმებამდე მივდივართ. გარწმუნებ, რომ გამოსავალს ვიპოვით. ერთი სიტყვით, ასე შეგვიძლია საქმის მოგვარება: ისეთი ფართო გაქანების ადამიანი, როგორიც დათიკოა, ცენტრში უფრო საჭი როა, ტფილისში, ვიდრე ისეთ მიყრუებულ ადგილას, როგორიც ჭი ათურაა. ამ შეთავაზებით ძალიან კმაყოფილი იქნება და საქმეც შეგვიმსუბუქდება. – – მხოლოდ შენ შეგეძლო მსგავსი კომბინაციის მოფიქრება... – – გთხოვ, დამასრულებინე. მხოლოდ ტფილისში, პარტიის ლი დერებს ან ახალგაზრდა მებრძოლებს შორის, როგორიც პეტრეა, 1 შეგვიძლია მოვძებნოთ ადამიანი, რომელიც სათანადოდ დაუპი რისპირდებოდა კობას დისკუსიებში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჭიათუ რის მდგომარეობა ბათუმისას და ქუთაისისას არ ჰგავს, სადაც გა დაწყვეტილების მიღება ერთი შეკრებისას შეიძლება. მაღაროები გაფანტულია, ერთმანეთისგან დაშორებული, მუშების საყოველ თაო თათბირზე დაბარება წარმოუდგენელია. კრება თითოეულ მა ღაროში ცალ-ცალკე უნდა ჩატარდეს, ტფილისიდან კი ვერცერთი ლიდერი ვერ მოახერხებს რამდენიმე კვირით წამოსვლას, ხოლო მანძილი ტფილისსა და ჭიათურას შორის იმის საშუალებას არ მოგვცემს, რომ თითოეულ კრებაზე დავიბაროთ ვინმე. ამგვარად, მხოლოდ ქუთაისის ვარიანტი გვრჩება, იქიდან შეიძლება ჩამოვი დეს ჩვენი ამხანაგი სწორედ დისკუსიების საღამოსთვის, მეორე დღეს კი უკან გაემგზავროს. მგზავრობა ორსაათ-ნახევარი თუ სამი საათი გრძელდება. – – კარგი იდეაა. კონკრეტულად ვის გულისხმობ ? ყველაზე უკეთ ვინ შეგვესაბამება ? – – ქუთაისში დიდი არჩევანი არ გვაქვს. მხოლოდ გრიშა ლო რთქიფანიძე 2 გვაწყობს იმ მახასიათებლებით, რაც მის შესახებ ბათუმში მომაწოდეს. თუმცა, რაკი შეხვედრა უკვე მომავალ შაბათ საა ჩანიშნული, ამიტომ ამ დღისთვის გრიშასთან უნდა მოვაგვა როთ საქმე. – – გასაგებია. ყველა საჭირო ზომას მივიღებ. 1 იგულისხმება ნოე რამიშვილი(რედ.). 2 გრიგოლ ლორთქიფანიძე( 1881 1937 ) – ქართველი პოლიტიკოსი, სოცი ალ-დემოკრატი, 1918 1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რეს პუბლიკის სამხედრო და განათლების მინისტრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში; დახვრიტეს 1937 წელს(რედ.). 103 *** დათიკო ტფილისში გაემგზავრა. შაბათს გრიშა ჩამოვიდა და საღამოს კობასთან შეთანხმებულ ადგილისკენ გავეშურეთ. გრიშა რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა ოდესიდან; იქ ორი წლის განმავლობაში სტუდენტთა მოძრაობას ედგა სათავეში. რუ სეთში ხშირად უძღვებოდა დიდ ყრილობებს. კარგი გამოცდილება აქვს და მასების ფსიქოლოგიასაც იცნობს. მას ჯერ არ დაუსრულე ბია სწავლა უნივერსიტეტში, მაგრამ ძალიან დახვეწილი და გა ნათლებული, უკვე პოლიტიკოსია. მაღალი შუბლი, ნათელი სახე, პირდაპირი მზერა, ღია ფერის თმა და დაბალი წვერი, თითქმის ისეთივე ფერმკრთალი, როგორიც კობა, ოდნავ მასზე ახალგაზ რდა. ნამდვილად დიდსულოვანი ადამიანი. ერთი უცნაურობა: მი უხედავად ამ ორ ადამიანს შორის არსებული დიდი განსხვავებისა, მათ რაღაც საერთო ჰქონდათ. ორივე მათგანში იყო მაღალი მო წოდების სახელმწიფო მოხელე. მათი შეხვედრის პირველი შემთხვევა იყო, თუმცა ერთმანეთს ხელი ისე გაუწოდეს, როგორც ძველმა ნაცნობებმა. კობამ შესთა ვაზა სიტყვა პირველს მას აეღო. გრიშამ დიდებულად თქვა უარი ამ პატივზე ზრდილობის კანონების მიზეზით, რომელთა თანახ მადაც, პირველობა უფროსს ეკუთვნის. მან შეკრებილთა თანდა სწრებით განსაზღვრა დისკუსიების ჩარჩო და დრო თითოეული მოხსენებისთვის. გრიშამ ნახევარი საათი შესთავაზა, რაზეც კო ბას წინააღმდეგობა არ გაუწევია და დარბაზიც დაეთანხმა. პირველად კობამ ისაუბრა, შემდეგ – გრიშამ. ორივე ორატორს ძალიან მკაფიო და ზუსტი გამოსვლა ჰქონდა, ერთმანეთის მიმა რთაც პატივისცემით იქცეოდნენ. რთულია იმის თქმა, რომელი უფრო ძლიერი იყო. მიუკერძოებელი თვალსაზრისით, თითქოს, უპირატესობა კობას მხარეს იყო, იმდენად გაბედულად და უნა კლოდ გამოიყურებოდა ბოლშევიკური თეზისების სასარგებლო არგუმენტების წარდგენისას. მაგრამ, როგორც ნესტორს დავპირ დი, ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწია. დიდი უმრავლესო ბით მენშევიკური ტაქტიკის დღის წესრიგს დაუჭირეს მხარი. გადა წყვეტილებამ ორგანიზაციის დირექციის დაუყოვნებლად შეცვლა გამოიწვია და მუშები ახალი წევრების არჩევნებში ჩაერთვნენ. პირველად მოხდა, რომ დისკუსია ჩვენთვის სასარგებლო შე დეგით დამთავრდა და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის შედე გი ვიხილეთ, რაც ურთულეს ბრძოლაში გამოიხატებოდა. ფანჯარა 104 გაჭრილი იყო ბოლშევიკურ ციტადელში. არცერთი ფრონტი აღარ რჩებოდა უმოძრაოდ. მომდევნო მსგავს კრებებზე ბოლშევიკები გამაგრებულ პოზიციებს დაკარგავენ. ყოველდღიური თუ პერიო დული დისკუსიები უფრო და უფრო გაშმაგებული ხდებოდა. უკანა სკნელი კი სამწუხარო ინციდენტით დასრულდა. თავი V როდესაც სტალინი იყო გულცივი კობა ჭიათურის შემოგარენი ისევე, როგორც რკინის საბადოს სხვა რეგიონები, ძირითდად, მთიანი ტერიტორიაა. თავად ქალაქი ორი ფერდობის შუაშია მოქცეული, შორაპნიდან ორმოცდაათიოდე კი ლომეტრში – სადაც გადის ტფილისი-ბათუმის დამაკავშირებელი მთავარი სარკინიგზო ხაზი – ხოლო საჩხერიდან კი ოცდაათ კი ლომეტრშია, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე. მანგანუ მის აღმოჩენამდე საჩხერე პატარა, არისტოკრატული დასახლება იყო, რომელიც რეგიონის დიდგვაროვანთა შორის დიდი პოპულა რობით სარგებლობდა, აქ ცხოვრობდნენ თავადი წერეთლები და ციციშვილები. XIX საუკუნის დიდი პოეტი, თავადი აკაკი წერეთელი სწორედ აქ დაიბადა. დღეს ყვირილას სანაპიროზე, მცირე ზეგანზე, ჭიათურა საბა დოების ცენტრად იქცა. მარცხენა სანაპიროზე, აღმართის თავზე, შენიშნავთ მანგანუმის დეპოებს და მადანის გასარეცხ მოწყობი ლობებს. იქვეა ადმინისტრაციული ნაწილი და ფოსტა, სადგური კი, მოპირდაპირე მხარეს, უფრო ქვემოთ მდებარეობს. სწორედ ამ მთიან ადგილებში მოიწყო კობამ სამმართველო შტაბი, ათი წუთის სავალზე სახლიდან, სადაც მე ვცხოვრობდი. ყოველთვის, როდესაც დეპოებისკენ მივდიოდი, აუცილებლად ვხვდებოდით ერთმანეთს. ამგვარად, შეხვედრის შესაძლებლობები არ გვაკლდა. შეხვე დრისას მუდამ დადებით განწყობას იჩენდა და ამხანაგურად გა მომელაპარაკებოდა ხოლმე. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო მასთან იდეების გაცვლა. ძალიან ბევრს მუშაობდა და მხოლოდ საჭირო დროს გამოდიოდა. ერთ დილას, ჭიათურისკენ მიმავალ გზაზე შევნიშნე, რომ სა მუშაოები შეჩერებული იყო. მუშებს სამუშაო ადგილები მიეტო ვებინათ და გაფიცვას მხოლოდ ხელფასის მომატების შემდეგ შეწყვეტდნენ. მეპატრონეთა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნ დნენ, მათ ექსპორტზე გამტანთათვის განსაზღვრულ ვადაში უნდა ჩაებარებინათ პროდუქტი. ზეგანზე შეკრებილი მეპატრონეები ბჭობდნენ. 106 მსურდა, უკეთ გავრკვეულიყავი სიტუაციაში და მათკენ გავე შურე. მათ შორის შევნიშნე კობა. აქ რას აკეთებდა? როგორც კი დამინახა, ჩემკენ წამოვიდა. შეკითხვა დავუსვი, რაზეც კითხვითვე მიპასუხა: – – იცი, რას მეუბნებიან ? ამხანაგო, მუშები ჩვენს ექსპლუატა ციას ეწევიან! – – კობა, შენ აუცილებლად ყველა სიტუაციიდან მონახავ გამო სავალს! – მივუგე. რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ბოლშევიკური ორგანიზა ციები ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და მატერია ლურ მხარდაჭერას საბადოების უფროსებისგან ელოდნენ. მუშები ნელ-ნელა ტოვებდნენ ბოლშევიკებს, რამაც აღნიშნული პრობლე მა გამოიწვია. ამხანაგი კობა არაამქვეყნიური გამოწვევის წინაშე იდგა: როგორ უნდა გამოეკვება ათეულობით პროპაგანდისტი, რო მელთაც უკვე„უიარაღო გენერლებად“ მოიხსენიებდნენ? გამოუ ვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი, ყველა ღონეს ხმარობდა თა ვისი„შტაბის“ შესანარჩუნებლად, რისთვისაც დამსაქმებლებსაც დაუკავშირდა. სხვა წყაროებსაც მიმართავდნენ, მათ შორის, პროპაგანდასაც. ბოლშევიკებმა ხელოვნებისადმი მიძღვნილი საღამოც გამართეს, პირველი ხარისხის მსახიობისა და ნიჭიერი მოყვარულის კონკუ რსით. საღამოს პროგრამით გათვალისწინებული ქართული, პატ რიოტული სიმღერები შესანიშნავ შედეგებს უქადდათ. დაახლოე ბით ორიკვირიანი მომზადების შემდეგ წარმოდგენა გადაჭედილ დარბაზში დაიწყო. უეცრად, სპექტაკლის მსვლელობისას, დარ ბაზში ოდესის ტრაგიკული ამბები გავრცელდა: ქალაქი საშინე ლი დარბევების სცენად ქცეულიყო. რაზმებში მყოფი ქართველი სტუდენტები ჯალათების წინააღმდეგ იბრძოდნენ,„პოტიომკინის“ მეზღვაურები პირდაპირ ქალაქის მიმართულებით ისროდნენ აჯა ნყებულთა მხარდასაჭერად. ამაოდ! ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი აიღო და წინააღმდეგობრივი გამოსვლები სისხლში ჩაახშო,„პოტიომკინი“ იძულებული გახდა, რუმინეთის წყლებში მოეძებნა თავშესაფარი. წარმოდგენა ბათუმელმა მუშამ, პროკოფი დოლიძემ, შეწყვიტა, რათა ახალი ამბავი ეცნობებინა. დღესასწაულის ორგანიზატორე ბს მიმართა:„არ გრცხვენიათ, აქ რომ ერთობით, მაშინ, როდესაც სისხლის მდინარეები დგას ოდესაში!“ დარბაზი შეშფოთდა, ყვე ლა მხრივ კრულვის ხმა ისმოდა, საღამო ჩაიშალა! 107 მეორე დღიდან ბოლშვიკები საპასუხო შეტევაზე გადავიდნენ. გაავრცელეს კობას მიერ შედგენილი ტექსტი:„ჩვენ და გოდება?“, რათა პროტესტი გამოეხატათ„მენშევიკი რეაქციონერი ამხანა გების“ მიმართ. ამოსავალი იდეა იყო, რომ რევოლუციონერებმა საკუთარი თავის დაძლევის უფლება არავის უნდა მისცენ. ეს პამ ფლეტი ცინიზმშიც კი გადადიოდა განცხადებით, თითქოს, რევო ლუციონერებს, საბრძოლო საშუალებების შერჩევისას, უფლება არ აქვთ საკუთარ ეჭვებს მოუსმინონ. ამგვარი კონცეფცია ჩვე ნთვის მუდამ მიუღებელი იყო. *** იმ პერიოდში ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ მართუ ლი რევოლუციური მოძრაობა აღმასვლას განიცდიდა კავკასიის ხელისუფლებაში, რამაც ბოლო მოუღო ერის შევიწროვებას და სომხებს დაუბრუნა ერთი წლით ადრე ეკლესიებიდან კონფის კებული ქონება. სრული პოლიტიკური თავისუფლება იდგა, დიდი ქალაქების გარდა, იკრიბებოდნენ სადაც მოისურვებდნენ და რა ფორმითაც მოისურვებდნენ. ჩვენც ვისარგებლეთ შექმნილი მდგომარეობით, რომელიც ხალხს ეროვნულობის იდეის დაცვის კენ უბიძგებდა. ჩამოყალიბდა ყველანაირი პოლიტიკური ჯგუფი: ეროვნული, ავტონომიური, ფედერალისტური, სოციალ-რევოლუციური, ანარ ქისტულიც კი. ეს უკანასკნელნი, ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნე ბულნი, ვარაუდობდნენ, რომ სხვაგან არსად არსებობდა ასეთი სრულფასოვანი თავისუფლება. მთავრობებს ყველგან ბოროტი განზრახვა ამოძრავებდათ და სოციალ-დემოკრატები მოუწოდებ დნენ კიდეც ჩვენს ხალხს, იარაღით ხელში დაპირისპირებოდ ნენ არსებულ ხელისუფლებას. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხი სოციალ-დემოკრატების მიერ მართულ ძლიერ მიმდინა რეობაში იყო ჩართული. უმრავლესობა სოციალიზმს ეროვნული თავისუფლებისა და სა მშობლოსთვის ბრძოლის ახალ ფორმად მიიჩნევდა. სხვა პარტი ების დაფანტული ჯგუფები მყარად ვერ იკიდებდნენ ფეხს. თუმცა, ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება. სტრატეგიული კანონზომიერების გათვალისწინებით, ისინი სუსტ წერტილს ეძე ბენ, მთელ ძალას აერთიანებენ და მოქმედებენ. 108 ერთ დღეს პარტიზანების მთელი მატარებელი ჩამოვიდა ჭი ათურაში. ჩვენც გვქონდა ტაქტიკა: ჩვენი აზრით, მოსახლეო ბისთვის პოლიტიკური განათლების მიცემის საუკეთესო გზა მისი დისკუსიებში ჩართვა იყო. როგორც კი საშუალება მოგვეცემოდა, ხალხს ვრთავდით ღია ცის ქვეშ მოწყობილ კრებებში. უამრავი ადამიანი იყრიდა თავს ჩვენს მოწოდებაზე. სივრცე ტყის პირამდე ივსებოდა, იძულებუ ლები ვხდებოდით, ათამდე ჯგუფად დაგვეყო აუდიტორია და ორა ტორები თითოეულ ჯგუფში გამოცხადებულიყვნენ. ძალიან ანთე ბული, ზუსტი და საგულდაგულო დებატები იმართბოდა. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე სსრკ-ის მომავალი დიქტატორის ახალი სახე. ერთი ჯგუფიდან მეორეში გადავდიოდი, სადაც სოციალისტ-რე ვოლუციონერი ანარქისტთან გაერთიანებულიყო, რათა ჩვენზე იერიში მოეტანა, მათ კობა პასუხობდა. რას ამბობს ის? ორივე მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატიას რევოლუციისა და თავი სუფლების ღალატში სდებდა ბრალს. კობა უკვე გარიცხული იყო პარტიიდან, მაგრამ მაინც პარტიის მხარე დაიჭირა და უდრეკად გააბათილა წარმოთქმული მოსაზრებები. მისი სიტყვა ლიტერატუ რისა და ზედმეტი სიტყვებისგან დაცლილი იყო, მხოლოდ მოქმე დების შედეგები იკვეთებოდა. როდესაც გარშემო ყველა ანთებუ ლი, აღტყინებული ხმამაღლა საუბრობდა, ის მაინც ინარჩუნებდა გამაოგნებელ სიმშვიდეს და ცივ გონებას. „თქვენ, ანარქისტები, საუბრობთ დასავლეთსა და მის რეჟი მებზე. ამბობთ, რომ ამ დემოკრატიულ ქვეყნებში თავისუფლე ბა არ არის. თავად კი, ყველაზე უფრო დიდ პატივს მიაგებთ თა ვისუფლებას, რომელიც ახლა ჩვენთან დისკუსიის საშუალებას გაძლევთ და პარალელურად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ღალატში სდებთ ბრალს პარტიას, რომელმაც თქვენი და ჩვენი თავისუფლება მოიპოვა და დღესაც აგრძელებს შეუწყნარებელ ბრძოლას. ორმაგი გაუგებრობაა, თქვენ შეცდომას უშვებთ დე მოკრატიული ქვეყნების წყობისა და თავისუფლების არმქონე, დესპოტური ქვეყნების ერთმანეთში არევით. თქვენ ხალხისგან მოითხოვთ, დაუპირისპირდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და სახელმწიფო წყობას. თუმცა თავისუფლება, რომელიც თქვენ გსურთ, მხოლოდ მაშინ შენარჩუნდება, თუ მისი მომპოვებელი პა რტია საჭირო ორგანიზაციას შექმნის. დამიჯერეთ, ხალხი ძალიან 109 ჭკვიანია იმისთვის, რომ თქვენ რჩევას მიჰყვეს, რაც რევოლუციუ რი მონაპოვარის დაკარგვამდე მიიყვანს“, – ამბობდა კობა. ამ სიტყვებზე ორატორი სოციალისტ-რევოლუციონერებისკენ მიბრუნდა და ამგვარად მიმართა:„არა რევოლუციონერების სტა ტუსმა ან სიტყვებმა, არამედ ქმედებამ მოგვცა თავისუფლება; ეს ქმედება კი მხოლოდ სოციალ-დემოკრატებმა განახორციელეს. სად იყავით გმირული ბრძოლის პერიოდში, რომელსაც ისინი უძღვებოდნენ ცარიზმის ჩაგვრის წინააღმდეგ და დემოკრატიუ ლი და სოციალისტური იდეალების განსახორციელებლად? სო ციალ-დემოკრატიულ პარტიას კრიტიკის არ ეშინია, ძალიან სასა რგებლოდაც კი მიაჩნია ის. თქვენი საუბრები ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის არსებული უთანხმოების შესახებ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს გაყოფა სისუსტე არ არის, არამედ ჩვენი პარტიის ძალაა. ის ძლიერი და შეძლებულია„რაო დენობრივად და ხარისხით“, მას შეუძლია შიდა მრავალფეროვნე ბის ფუფუნების უფლება მისცეს თავს. თქვენ კი რა გაქვთ საერთო ნაციონალისტებთან და ანარქისტებთან, თუ არა სისუსტე?“ ამ დღეს კობას სრულიად განსხვავებული საუბრის მანერა ჰქო ნდა, ეს ჩვეულებრივ კრებებზე წარმოთქმულ სიტყვებს არ ჰგავდა. მართალია, ჩვეულ შეუვალობასა და სიმტკიცეს ინარჩუნებდა, თუმც, მეტად ყურადღებით იყო. როგორც ჩანს, სიყვარულით მი მართავდა ახალგაზრდა სტუდენტებს, რომელნიც ახალი გაწევრი ანებულები იყვნენ ჯგუფში. ყოველგვარ აგრესიულობას მოკლებუ ლი, ცდილობდა გულწრფელი და მშვიდი სიტყვა შეენარჩუნებინა. მისი გამოსვლა იმდაგვარი იყო, ვერაფერს დავამატებდი; უკეთე სად არც კი შეიძლებოდა ჩემი პარტიის წარმოჩენა, ბევრი ჩვენგა ნი შუა საუბრისას სხვა წრეებში გადავდიოდით. *** რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ამჯე რად კობა მშვენიერ სტუდენტ გოგონას ეპაექრებოდა, ლამაზად ჩაცმულსა და მჭევრმეტყველს. გოგონა, წარმოსადეგი ჟურნა ლისტისა და კიდევ ერთი ყმაწვილი სტუდენტის თანხლებით, თა ვის ფედერალისტურ მოსაზრებას იცავდა, არგუმენტირებულად და საქმის სიღრმისეულად ცოდნით. ნათელი იყო, გოგონა კარგად იცნობდა საკითხს, ხოლო კობასთვის, შესაძლოა, ეს სიახლეც კი ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს, რომ კობა საკმაოდ კარგად იწყებდა 110 და პოზიციას სოციალ-დემოკრატიული იდეებით იცავდა; თუმცა, როდესაც გამოსვლის თეორიულ ნაწილში გადავიდა, ფედერალი ზმის ყოველგვარი წარმოჩინება უარყო და ის შეაფასა, როგორც „ბურჟუაზიული წარმონაქმნი“, რამაც მისი კრიტიკა ზედაპირული გახადა. ნაციონალისტებმა და ავტონომისტებმა ეს მაშინვე შე ნიშნეს, იმ წამსვე შეუტიეს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ერო ვნული საკითხის უგულებელყოფისა და პატრიოტული გრძნობების დანაკლისის ბრალდებით, ისინი მათ ქართული საქმის ღალატსა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ. იმდენად მძიმე შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რამდნიმე ამახა ნაგმა მთხოვა, ჩავრეულიყავი. ერთ-ერთი მათგანი კობას გამოს ვლაში პროვოკაციას ხედავდა:„მან მხოლოდ ჩვენი კომპრომე ტირებისთვის ისაუბრა!“ თუმცა, როგორ უნდა წამომეწყო მასთან პოლემიკა, როდესაც ჩვენი სამშობლოს დამცველად წარმოჩინდა! დაველოდოთ მის რეაქციას! ჩურჩული ისმის. ბრბო მღელვარებამ მოიცვა. იმედგაცრუებულთა ნაწილი წასვლას ლამობდა, ნაწილი კი აღშფოთებას ვერ მალავდა:„რას აკეთებს კობა? რას იტყვის?“ ყველა მას შესცქეროდა. კობას სახე ისე უბრწყინავდა, როგორც არასდროს, ისე გამოიყურებოდა, თითქოს მზად იყო, ყველაზე სა შინელი ეჭვებიც კი გაეფანტა. მის პატარა, დახრილ თვალებში მხოლოდ ეშმაკობა იხატებოდა. ვიღაცამ რაღაც დაიძახა, მაგრამ არავის გაუგია საერთო აურზაურში. ჩვენებმა, საზრიანებმა და მარჯვეებმა, სიწყნარისკენ მოუწოდეს ყველას. კობა წინ წამოიწია. რაღაც სულიერი სარკაზმი სდევდა მის ქმე დებას, ერთი ხელის მოსმით ისეთი განწყობა შექმნა, თითქოს მა ნამდე გამომსვლელი ორატორები სულელები იყვნენ და მისი სი ტყვების ვერაფერი გაიგეს. ეს როგორ? ნუთუ წარმოუდგენიათ, რომ სოციალ-დემოკრატული პარტია მოკვდა და ჩვენ მის დაკრძალ ვაზე გვიხმობენ? პირიქით, ძალიან ცოცხალია და ვითარდება! თვალსაჩინო მაგალითებით, აუდიტორიამ დაამოწმა, რომ სოცი ალ-დემოკრატია, რომელშიც ხალხის მასებია ჩართული და რომე ლმაც შეუდარებელი გამარჯვებები მოიპოვა, ყველაზე მყარი გა რანტია ხალხის თავისუფლებისათვის:„მთელი საუკუნეა, ამბობს ის, ქართველი ხალხი არ ყოფილა ასე ერთიანი, როგორც დღეს, ის ერთიანია ჩვენს მოძრაობასთან, რომელიც, მიუხედავად თა ვდასხმებისა, მუდმივად იზრდება და ძლიერდება. საქართველოს ეროვნული კულტურაც სოციალ-დემოკრატული გაძლიერების კვა ლდაკვალ ვითარდება. გაზეთების, წიგნებისა და ბროშურების ქა - 111 რთულ ენაზე გამოცემამ იმატა, ცარისტული ხელისუფლება ვეღარ ბედავს, როგორც ადრე, თავს დაესხას ქართულ ენას. სახალხო ზე წოლის ფონზე, იძულებულები გახდნენ, სომხური ეკლესიისთვის კონფისკებული ქონება დაებრუნებინა და წერტილი დაესვა დევ ნისთვის. ქართველი გლეხები და პროლეტარიატი აღიარებს სო ციალ-დემოკრატიული პარტიის დამსახურებას; სწორედ მათ წა მოიწყეს პროგრესის გზა და მომავალშიც გაყვებიან მას. სწორედ ამისთვის ენდობიან პარტიას“. კობამ შუბლი ასწია. ბრძოლა მოგებულია. მის სიტყვებს მძვინ ვარე აპლოდისმენტები შეაგება აუდიტორიამ, რომელსაც ის ცოტა სძულდა კიდეც. ამჯერად მან საერთო საქმე დაიცვა. აღსანიშნავია, რომ უკვე ამ ეპოქიდან კობას ჩვევად ჰქონდა საუბრისას სამხედრო ტერმინები გამოეყენებინა – სექტორი, ფრონტი, ბრძოლა: რა თქმა უნდა, ამ ლექსიკამ ყოველდღიურობის სახე მიიღო სსრკ-ში და ეს სტალინის დამსახურება იყო. ვნახოთ დაბრკოლებები, რომელთა განჭვრეტაც აუცილებელი იყო: ბოლშევიკების მხარდამჭერმა ათასობით მუშამ, დატოვა მათი რიგები. დარკვეთის თორმეტი მაღაროდან მხოლოდ ერთი დარჩა მათი ერთგული. გრიშას სიტყვით გამოსვლის დროც დადგა, ყვე ლამ ვიცოდით, რომ დისკუსია ამაო იყო. გრიშა ქუთაისიდან ჩამო ვიდა, შაბათს, შუადღისას გამომიარა, მხოლოდ მე ვახლდი. დარ კვეთში ჩასვლისას ვნახეთ, რომ კობა შეხვედრაზე იყო და რამდე ნიმე სტუდენტი ახლდა. მას გამბედავი იერი ჰქონდა, რაც ენიგმა ტურად მეჩვენა. მის დახვედრას სიმშვიდე აკლდა, რაც უცხო იყო მისთვის, აშკარად რაღაც საეჭვო ხდებოდა მის თავს. მუშები უკვე შეკრებილიყვნენ და გასაუბრების დრო არ გვქო ნდა. კობას თხოვნით, პირველი გრიშა გამოვიდა სიტყვით. ჩვეუ ლებისამებრ, კარგად ისაუბრა. გამოსვლა ნახევარ საათში დაას რულა. გრიშას მოსმენის პარალელურად კობას ვაკვირდებოდი, უჩვეულო მოძრაობები შევნიშნე, ისიც კი ვიფიქრე, რომ ავად იყო, რაღაც აწუხებდა. თუმცა, როგორც კი პასუხის გასაცემად გაეშუ რა, თავი ხელში აიყვანა, პრეამბულა ჩვეული სიმშვიდით დაიწყო. პატარა თვალებს დამახასიათებელი ღიმილით არ ახამხამებდა, უშუალობაც სადღაც გამქრალიყო, ძალიან დამძიმებული იყო. საუბარი დაიწყო. რას ამბობს? ბოლშევიკური თეზისის დაცვი სა და მენშევიკურის კრიტიკის შემდეგ დროებით მთავრობაში ჩა - 112 რთვის საკითხს შეეხო. ეს ძალიან მწვავე თემა იყო, ბოლშევიკები, მენშევიკების საწინააღმდეგოდ, იმ მოსაზრებას ემხრობოდნენ, რომელსაც მომავალი საბჭოთა დიქტატორი იზოლირებული პო ზიციით ამყარებდა: ის უარს ამბობდა რაღაც დოზით მაინც დათა ნხმებოდა ბურჟუების მთავრობაში ყოფნას ნებისმიერი ფორმით. ამასთან, ხაზს უსვამდა, რომ რევოლუციის სწორი მიმართულებით წარმართვა მხოლოდ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შეეძლო და მხოლოდ ლენინის მეთაურობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობაში მოსული ბურჟუები უღალატებენ რევოლუციის პრი ნციპებს და მას სისხლში ჩაახშობენ. ამ გესლიანი სიტყვის მოსმენამ მუშები სასტიკად აღაშფოთა ბოლშევიკების წინააღმდეგ:„ჩვენ გვსურს, მუშებს თავიდან ავა რიდოთ მსხვერპლი, რასაც რევოლუცია ითხოვს, ამასთან, მაქსი მალურად ვასარგებლოთ რევოლუციური მონაპოვრით. როგორც ამხანაგმა გრიშამ განგვიმარტა, მენშევიკებს არ სურთ, რომ ჩვენ დროებით რევოლუციურ მთავრობაში შევიდეთ, რომლის მმა რთველობასაც ბურჟუებს უთმობენ. ამგვარად, მათ სურთ, ბურჟუ ების სასარგებლოდ, პროლეტარიატის სისხლის მდინარეები დაა ყენონ. ჩვენ კი, პირიქით, ბურჟუალიზული სისხლის დაღვრა გვსუ რს, პროლეტარიატის სასარგებლოდ!“ რეალობის ასეთი მოხერხებული შენიღბვით აღტყინებული მუშები გრიშას წინააღმდეგ დაიძრნენ, მისი ლინჩის წესით გა სამართლებას აპირებდნენ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მხოლოდ მცირე დაზიანებებით გამომერიდებინა იმ სივრციდან. მთელი ამ სცენის მიმდინარეობისას კობა ჩვეულ უემოციო მდგო მარეობას, ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. როდესაც გრიშა დარბაზიდან გამყავდა, მაშინ ხელახლა მიმართა აუდიტორიას. უკანასკნელი სიტყვები, რასაც ყური მოვკარი, თითქოს ჩვენი ამხა ნაგის მიმართ გამოჩენილ ძალადობას ამართლებდა,„მუშები, რო მელნიც ტოლერანტობას არ აღიარებენ...“ გრიშა მაშინვე ქუთაისს გაემგზავრა, მე კი მისიით წავედი მთა ში რამდენიმე დღით. მცირე დაჯგუფებამ პროვოკაციულად, ძალადობრივად და ცუ დად ორგანიზებულად იმოქმედა. რაც შეეხება კობას, დიდხანს აღარ დარჩენილა, მიზანმიმართულად დატოვა ჭიათურა. მოტივი ჩემთვის უცნობია, თუმცა გარკვეული ვარაუდების დაშვება შესაძ ლებელია. ერთი რამ ცხადია, კობას გაუმართლა, რომ ტფილისში 113 შეხვდა ლენინის სპეციალურ კორესპონდენტს, კამენევს 1 , თუ ლი ადოვს, ასევე რუს მენშევიკებს, რომელნიც ჩვენს მეთაურებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს პარტიის გაერთიანებასათან დაკავშირებით. მსგავსი თანხმობა რუსეთში მიღწეული იყო და ქა რთველებს სთხოვდნენ, დაბრკოლება არ შეექმნათ. საქმის მოგვარებას შემდეგნაირად სახავდნენ: პარტიიდან გა რიცხულთა დაბრუნება. რაკი კობაც გარიცხული იყო, ეს საკითხი ხელს უმართავდა, რადგან სწორედ ის განაგებდა ყველაფერს კულისებიდან. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენც დავეთანხმეთ რეინტეგრაციის იდეას, თუმცა არა გარდაუვალს და უპირობოს. 1 ლევ კამენევი( 1883 1936 ) – რუსი კომუნისტი და რევოლუციონერი, ლე ნინის თანამოაზრე; 1917 1923 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი. დიდი სტალინური ტერორის დროს დახვრიტეს(რედ.). ტფილისი- მეტეხის ციხე თავი VI ბოლშევიზმის ციხესიმაგრე გავლენებისთვის მძვინვარე უდრეკი ბრძოლის შემდეგ საქა რთველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში ლენინის მიმდევრები პოლიტიკურ დებატებში დამარცხდნენ, ამიტომ ჭიათურა დატო ვეს, თუმცა სამხედრო სტრატეგიის წესები არ დაივიწყეს. წაგებუ ლი ომის შემდეგ თავშესაფრისთვის ნამდვილი ანგარი შექმნეს. აღნიშნულ რეგიონში ჩვენც ძალიან აქტიურები ვიყავით, მოსა ხლეობას აშკარა სიმპათიები ჰქონდა ჩვენ მიმართ, ისინი კი, ცდი ლობდნენ, ცალკე მდგომი სამყარო შეექმნათ, რასაც ირონიულად, „მფრინავ ციხესიმაგრეს“ უწოდებდნენ. სახელი ბოლშევიკების სწრაფ გადაადგილებასა და სპონტანურ, გაუთვლელ გადაწყვეტი ლებებს უკავშირდებოდა. ბოლშევიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეც კი, მასში შეუპოვარ ახალგაზრდებს არჩევდნენ. ხალხში არ ერე ოდნენ, მაგრამ მუდამ ჯგუფებად მოძრაობდნენ. მხოლოდ საჭი როებისამებრ იცვლიდნენ ადგილს, კრებებზე გამოსვლის მიზნით, მხოლოდ ერთ მოსაზრებას იცავდნენ, რომელიც მათ ბატონს, ლე ნინს ეკუთვნოდა. ყველა ერთ მანერას, ერთი და იმავე არგუმენტე ბს იყენებდა, ყოველთვის ძალიან კონცენტრირებულები იყვნენ. ყველაზე ასაკიანები ამ წესებს არ გადადიოდნენ. მხოლოდ ამხა ნაგი კობა აძლევდა თავს უფლებას სურვილისამებრ წარმოეჩინა მოსაზრებები, თუ არგუმენტები. ყველა დანარჩენისთვის კი, ცხადი იყო, საჭირო ტექსტი ზეპირად უნდა ესწავლათ. ამ ფაქტს ადასტუ რებდა ჩვენ ხელთ ჩავარდნილი რვეული სათაურით„ზოგიერთი რამ პარტიაში წარმოშობილ დავაზე“. ყველას ერთად მხოლოდ ერთი იდეა დაგვებადა,„ლენინის მიერ შექმნილი კატეხიზმო!“ ხელნაწერი ქართულ ენაზე იყო შესრულებული, კობას სტილში. ვი ვარაუდეთ, რომ ეს რუსული ტექსტის თარგმანი იყო. თუმცა, ერთი კითხვა მაინც რჩებოდა, როგორ ახერხებდა კობა თავისუფლების შენარჩუნებასა და ლენინის კატეხიზმოდან გადახვევას? 116 მხოლოდ ეს საკითხი არ იყო ბურუსით მოცული. ასევე გვაი ნტერესებდა, რა როლი ჰქონდა ქარფო მოდებაძეს ბოლშევიკე ბის წრეში: მაღალი ტანის, გამჭოლი და სიმპათიური მზერა, ფა რთო შუბლი, ვერცხლისფერი წვერი, უნაკლო, ყველასთან კარგ დამოკიდებულებაში მყოფი. მიახლოვებაც კი საკმარისი იყო მის მოსაწონებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურის ეკონომიკის სისტემაში მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა, პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონდა. თითქოს, ბოლშევიკთა წრის გარეთ იყო, თუმცა ისი ნი ზოგჯერ სტუმრობდნენ მოდებაძეს. ერთ დღეს ბოლშევიკთა სახელით შესრულებული განცხადების შემდეგ, კიდვ უფრო იმატა ჩვენმა ინტერესმა. კიდევ ერთი საკვირველი საკითხი. მწვავე პოლიტიკური დისკუ სიების ფონზე, ბოლშევიკები პირად ურთიერთობებში, ერთმანეთ თან, თუ გარე სამყაროსთან, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რომ არაფერი ადამიანური არ აინტერესებდათ, აბსრაქტულები, გაუცხოებულები იყვნენ. რას ნიშნავდა ეს? ბოლშევიკთა წრეებში ბავშვობის მეგობარი მყავდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული, მას უნდა მოეცა ამ ენიგმების გასაღები. ლამაზი ყმაწვილი, საშუალო ტანის, მეტყველი თვალე ბით, კისერზე ოპერაციის შემდგომი იარა ჰქონდა, რაც მის ფიზი ონომიას აუშნოებდა. ეს სწორედ ის სტეპკო ინწკირველი იყო, რო მელიც 1903 წლის შემოდგომაზე ჩემ სანახავად მოვიდა ბათუმის საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ბოლშევიკი იყო. გულწრფელობა და მგრძნობიარობა მისი კოდექსის შემადგენლ ნაწილს არ წარმოა დგენდა. მიუხედავად ამისა, მუდამ მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჩემ მიმართ. აღსანიშნავია, რომ შუაგულ ქალაქში და დღის სინათლეზე არასდროს ვხვდებოდით ერთმანეთს, რა დგან ეს მისიანების მიმართ უპატივცემულობად ჩაეთვლებო და. ამიტომ მთაში დაბურული ადგილი შევარჩიეთ, სადაც ღამით ვხვდებოდით. მთვარის შუქზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, ტყეში, სადაც ფო ცხვერები და დათვები ბინადრობენ, ყველაზე უფრო საიდუმლო გულიც კი იხსნება და თავისუფლად საუბრობს. ვერავითარი დოქ ტრინა წინ ვერ აღუდგება ინტიმურ გარემოსა და ბუნების ძალას. სტეპკო ყოველთვის ამბობდა, რომ მისი წრის ხალხზე არაფერს გამანდობდა, მაგრამ ამგვარი მაგიის წინაშე დათმობაზე წავიდა. სწორედ ასე შევიტყვე, რომ ხელნაწერი„კატეხიზმოს“ ავტორი არა ლენინი, არამედ კობა იყო. ასევე გავიგე, რომ კობას მატე - 117 რიალურად ქარფო მოდებაძე უზრუნველყოფდა, ფულს მის გარ შემომყოფთაც აძლევდა სესხად. ქარფო იგივე იყო კობასთვის, რაც კრასინი ლენინისთვის, რაკი ის მას აფინანსებდა. სტეპკომ ასევე გამანდო ბოლშვიკური ციხესიმაგრის საიდუმლო ცხოვრება. ის ჩვეულებრივი იყო, უბრალოდ თანხმობაში ვერ მოდიოდა მაც დურ ფასადთან. ბოლშევიკები დიდი შემართებით აცოცხლებდნენ საკუთარ თავში იდეალიზმსა და ასკეტიზმს. საბოლოოდ კი, ისი ნიც ადამიანები იყვნენ, ბუნების წარმონაქმნები. კობა, წმინდა თა წმინდაა მიმდევართა თვალში, ქარხნების ქრისტე, რომელიც მიწიერ ცდუნებებს არ სცნობდა. კობა სიძულვილს არ განიცდიდა ქალების მიმართ, ხოლო ბოლშევიზმი ქალების გარეშე არსებული მილიცია არ იყო. სტეპკოს ისტორია ამ თემის ირგვლივ შემეცნებითი აღმოჩ ნდა. ორ ახალგაზრდა ქალს, ფაციას და ანეტს, უსაზღვროდ შეუყ ვარდათ კოტე ცინცაძე. ახლაც თვალწინ მიდგას ორი ქართველი გოგონას ანთებული სახეები, შავგვრემნები, ჩამოსხმულები, შავი, მეტყველი თვალებით. ბოლშევიკთა რიგებში მხოლოდ იმიტომ ჩა ეწერნენ, რომ მეგობრებთან თავი მოეწონებინათ, ყველაზე უფრო გაბედულ კაცებსაც არ უდებდნენ ტოლს, აქტიურად ერთვებოდნენ გამოცემებისა, თუ ასაფეთქებლების ფარულად გადატანის პრო ცესში, მზად იყვნენ, ცეცხლშიც ჩავარდნილიყვნენ, კობას და სა ყვარელი ლეიტენანტების გამო. 1907 წლის 26 ივნისს კობას მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო ქონების მითვისების ცნობილ ოპერაციაში ფაცია და ანეტი აქტიუ რად იყვნენ ჩართულნი სტეპკოსთან ერთად; ხოლო კოტე იმ დროს ციხეში იყო. ტფილისში, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა შეიქმნა, 14 გარდაცვლილი და 50 დაჭრილი. მრავალი ანალოგიუ რი შემთხვევა იყო რუსეთში – 372, მათ შორის პილსუცკისა და ბეზ დანის ძარცვები 1908 წლის 27 სექტემბერს, თუმცა, ყველაზე მას შტაბური და ცნობილი, თავისი დრამტულობითა და შესრულების ხარისხით, ტფილისის ძარცვაა. ერთხელ, ჩვენი ღამის საუბრებისას სტეპკომ მითხრა: – კობას კარგად რომ იცნობდე და იცოდე, როგორ პატივს გცე მს, მენშევიკებთან აღარ დარჩებოდი; ჩვენ გვერდით იქნებოდი და თავგანწირვის მზადყოფნაც გექნებოდა, თუ მეთაური ამის აუ ცილებლობას დაინახავდა! ჩემმა პასუხმა არ დააყოვნა. მეგობარს ამ თემაზე საუბარი ავუკ რძალე. ჩვენი პოლიტიკური გზები ძლიერ განსხვავდებოდა. მესამე ნაწილი ტფილისი, ბოტანიკური ბაღი და ნარიყალა თავი I წყვდიადმა დაფარა ბათუმი ჭიათურის წითლების რაზმებს კოწია ჭოჭუა ხელმძღვანელობ და. მაღალი, შავგვრემანი, ენერგიული, ლიდერობა უყვარდა, ძლი ერ განსხვავდებოდა უფროსი ძმისგან, ლადოსგან. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სწორედ კოწია იყო დაკავებული ახალწვე ულთა გაწვრთნით, დღე და ღამე მუშაობდა. ჩვენ შორის ერთ-ე რთი უიშვიათესი ადამიანი იყო, ვინც საბრძოლო ხელოვნებას იცნობდა, ახალი მიღებული ჰქონდა ჯილდო ცარისტული არმიის სამსახურისთვის. თითქმის პირველები ჩავედით შორაპანში. მო გვიანებით წითლების რაზმები მოვიდნენ იმერეთის სხვადასხვა კუთხიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან დაბოლოს, გურიიდან. ბუნებრივია, ამდენი რაზმის ერთ ადგილას შეგროვება მეთაურებს აიძულებდა წესრიგსა და საკვებით მომარაგებაზე ეზრუნათ. გურიის რაზმების სათავეში ნოე ხომერიკი იყო. ჩვენი მეგობარი ბენია ჩხიკვიშვილი კი, გურიაში დარჩა, როგორც გურიის ახალგაზ რდა რესპუბლიკის თავმჯდომარე. ხომერიკმა მითხრა, რომ ბათუმში სისხლიანი სცენები ვითა რდებოდა, ჯერ კიდევ უცნობი მიზეზით, მოსახლეობა ნაადრევად აჯანყდა. ქუჩები სავსეა ბარიკადებით, შეუწყნარებელი ბრძოლა მიმდინარეობს. მიტრალიეზებითა 1 და ქვემეხებით აღჭურვილი რუსული ჯარი დიდ წინააღმდეგობას არ ელოდა შეუიარაღებელი მოსახლეობისგან. ამბოხს კარლო ხელმძღვანელობდა და ქუთაი სამდე მოსვლა შეძლეს. ამ ამბის შემდეგ აღარაფერი შეგვიტყვია. ბათუმი დანარჩენი ქვეყნისგან გამოყოფილი დარჩა, მის შესახებ ინფორმაციას ვეღარ ვიღებდით. ხომერიკმა ბათუმში წასვლა და სიტუაციის შესწავლა მთხოვა. ამასთან, ინფორმაცია უნდა მიმეწოდებინა ჩხეიძისთვის, რომე ლიც გრიშა ლორთქიფანიძესთან ერთად ადგილზე უძღვებოდა მოძრაობას. თავად კი ტფილისში წავიდოდა, როგორც კი ბანაკე 1 ძველებური მრავალლულიანი იარაღი(რედ.). 122 ბის ორგანიზება დასრულდებოდა და გურიის რაზმების მეთაურო ბას ყოფილ სამხედროს გადააბარებდა. – – თუ ბათუმში ვერავინ შეაღწია, მე როგორ უნდა ჩავიდე ? – ვუ პასუხე მე. – – აქამდე ეს ვერავინ შეძლო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერა სდროს მოხერხდება ბათუმში შესვლა. შენ კარგად იცნობ ბათუ მს და მის შემოგარენს. თავს გაართმევ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, უკან გამოსვლაც უნდა შეძლო. დემარკაციის ხაზი ჩაქვშია 1 . შენი იმედი გვაქვს! იმევე დღეს გამომიყვეს„დელეგატების მატარებელი“ 2 ჩაქვში ჩასასვლელად. მაგრამ აქ არაფერი ხდებოდა, ყველა მცდელობა მარცხისთვის იყო განწირული. ამგვარად,„საზღვარი“ მთიდან გა დავჭერი, ციხესიმაგრის მხრიდან გავიარე; სწორედ იმ მწვერვა ლებიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებ მელოდნენ. სრული ერთი დღე და ღამე ტყეში და გზებზე გავატარე. მხოლოდ მეორე დღის საღამოს მივაღწიე ბათუმში. მარტივი საქმე არ იყო! შვიდი თვის წინ ბათუმი წარმატებული ქალაქი იყო, სიცო ცხლით სავსე, ქუჩაში უამრავ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე დადიო და. ახლა კი, ქალაქი უფერული, ყრუ და დამუნჯებული მეჩვენა. ქუ ჩები უკაცრიელი, ტროტუარები დანგრეული, სახლები გადამწვა რი, სასტუმროები ქვემეხებს დაენგრია, ან სხვა ნანგრევებით იყო დაზიანებული. მწუხარე, აოხრებული ბათუმი იშლებოდა ჩემ წინ, ყველგან სიკვდილი სუფევდა, ყველაფერი წყვდიადს დაეფარა. თუმცა, დაკვირვება არ შედიოდა ჩემს მისიაში. ღამის ქალაქში გატარება საშიში იყო ჩემთვის. მეორე დღეს რამდენიმე ადგილი უნდა მომენახულებინა, უკვე ღამდებოდა. დაღლილობამ შემი პყრო. ჩემთვის ნაცნობი სასტუმროსკენ გავემართე, დაკეტილია; მეორესკენ – ისიც დაკეტილია! ისეთ ადგილას წავიდე, სადაც არ მიცნობენ? მაშინ უნდა დამარეგისტრირონ და ეს საქმეს გააფუ ჭებს. ის ფაქტიც მაოგნებს, რომ არავინ მხვდება. უეცრად, ჩემი მზერა აფიშამ მიიპყრო. დიდი ხანია მსგავსი რამ არ მინახავს! ვკითხულობ შემდეგს:„სასტიკად აკრძალულია 20:00-ის შემდეგ სახლიდან გამოსვლა... აკრძალვის დამრღვევნი... უმაღლესი სას ჯელი...“ ეშმაკმა დალახვროს! საგანგებო მდგომარეობა ყოფილა. ახლა 22:00-ია და მე ისევ ქუჩაში დავიარები! უეცრად კაზაკების 1 ჩაქვი ბათუმიდან დაახლ. 30 კმ-შია(ხ.შავიშვილი). 2 ასე ეძახდნენ ვაგონს, რომელიც ლოკომოტივს ებმოდა და მნიშვნელო ვანი გზავნილის გადასაცემად გამოიყენებოდა. ტრანსპორტის ყველა სხვა საშუალებას რევოლუციონერები კრძალავდნენ(ხ.შავიშვილი). 123 ცხენების ხმა შემომესმა. თავის დაღწევის მიზნით, პირველივე სა ცხოვრებლის ეზოში უჩუმრად გადავხტი. კონსიერჟის ყურადღება არ უნდა მიმექცია, რომელსაც უცხო პირის გამოჩენის ანგარიშგე ბა ევალება პოლიციის წინაშე. კარის ხმა შემომესმა. ვიღაც გამოდის ბინიდან, წასულია ჩემი საქმე.„მით უარესი ჩემთვის“, – გავიფიქრე. გაისმა ხმა:„რას აკე თებ აქ?“ არ ვპასუხობ იმ იმედით, რომ დამეხსნება.„ხარიტონი ხარ, არა? – რა თქმა უნდა!“ და აქვე დაამატა,„სწრაფად, მოდი, სწრაფად! სახიფათოა! შეიძლება, კონსიერჟი გამოვიდეს მაცხო ვრებელთა კონტროლის მიზნით!“ ძალა მოვიკრიბე, რამდენიმე საფეხურზე ავხტი და ჩემი ნათესავისის, პუპიეს ბინაში შევედი. სწორედ მისმა მეუღლემ, ალექსანდრე ჩხარტიშვილმა მიცნო. ჩვენი შეკითხვები ერთმანეთს ეკვეთებოდა:„სად არის ჩემი პუ პიე?“ –„საიდან ჩამოხვედი?“ –„სახლი რატომ შეიცვალეთ?“ – მა რთლა საოცრება არ არის, რომ სწორედ ასეთ დროს გამოვედი და გადაგარჩინე? კიდევ კარგი, კონსიერჟს ქართული არ ესმის, თო რემ მოვიდოდა და გიპოვიდა! 1 “ პუპიე საავადმყოფოში ყოფილა. ისინი სხვა უბანში ცხოვრობ დნენ, მაგრამ მათი სახლი დაზიანდა და ახლა ამ ბინაში გადმოსუ ლან. ამ საღამოს მეზობლებთან შესულა შეთხვევით, რაკი მათთან არასდროს შედიოდა და სწორედ იმ წამს გამოვიდა, როცა კიბის უჯრედს შევაფარე თავი. ხარიტონ, სხვა შემთხვევაში არაფრის გამო არ დაგტოვებდი გარეთ, მაგრამ ხელისუფლება ძალიან მკაცრად იქცევა, ორივეს სიკვდილით დაგვსჯიან. მაგრამ არ შეგეშინდეს, ხვალ ერთ სა სტუმროში წაგიყვან, სადაც ერთი, ან ორი ღამით შეგიფარებენ. ჩემი არც ერთი ნაცნობი აღარ ცხოვრობდა ბათუმში. მიუხე დავად ამისა, ხუთ დღეში შევაგროვე საჭირო ინფორმაცია. ერთა დერთი პრობლემა მრჩებოდა მოსაგვარებელი, ჩაქვში„საზღვა რზე“ ისე უნდა გადავსულიყავი, რომ სამხედროებს ხელში არ ჩავვარდნოდი, ორასკილომეტრიანი გზა ქუთაისამდე მშვიდობით უნდა გამევლო. დიდ სირთულეს წარმოადგენდა ტრანსპორტის შოვნა. სამტრედიამდე მივაღწიე. იქ უნდა შევხვედროდი გრიგოლ ვოლსკის 2 , ბათუმის მერის შე მცვლელს. ტფილისიდან ახალი ჩამოსული იყო ქუთაისის მერთან, 1 საქართველოში მყოფი ყველა კონსიერჟი რუსი იყო(ხ.შავიშვილი). 2 გრიგოლ ვოლსკი( 1860 1909 ) – პოლონური წარმოშობის ქართველი ექი მი, მწერალი და პუბლიცისტი. მოღვაწეობდა ქალაქ ბათუმში. ეწეოდა სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობას(რედ.). 124 კანდელაკთან ერთად. მომიყვა მეფისნაცვალ გრაფ ვორონცო ვ-დაშკოვთან საქმიანი შეხვედრის შესახებ, რომელიც ბათუმის საზარელ სიტუაციას შეეხებოდა. ცბიერმა დაშკოვმა დელეგაციას უპასუხა, რომ მას„არანაირი გავლენა არ ჰქონდა ბათუმის სამხე დრო ხელისუფლებაზე“. ვოლსკიმ ბათუმისკენ გააგრძელა გზა, მე და კანდელაკი კი, ქუთაისისკენ წავედით. ხარიტონ შავიშვილი და ლეონ ჟუო თავი II სიხარული და შიშის ზარი ქუთაისში დაკავება ქუთაისში ჩასვლისას მე და კანდელაკი გავიყავით, ის მერია ში წავიდა, მე კი – ამხანაგების სანახავად. კოლხეთის ძველი დე დაქალაქი, ბათუმისგან განსხვავებით, სიცოცხლით იყო სავსე, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ქუჩებში სიმღერები ისმოდა. ქალაქი, რომელიც ჩვენს ერამდე ბევრად ადრე აშენდა რიონის ნაპირზე და, რომელიც დავით აღ მაშენებელმა XI საუკუნეში განაახლა, ანტიკური ეპოქის ღირშესა ნიშნავი ელემენტებითა და დახურული ქვის, ერთმეტრიანი სისქის ტერასებით მხიარულად და ბედნიერად გამოიყურებოდა. მეორე დღეს ჩხეიძესა და გრიშა ლორთქიფანიძეს წითელი რაზმების მთავარ უბანში ანგარიში წარვუდგინე ბათუმის მდგო მარეობის შესახებ. თუმცა მთელი ჩვენი ყურადღება მოსკოვიდან მოსულმა ამბავმა მიიპყრო: მოსკოვში მოწყობილ ამბოხს რეპრე სიები და სანკტ-პეტერბურგში საბჭოს თავმჯდომარისა და მუშათა დაკავება მოჰყვა. დაკავებულთა რიგებში იყვნენ: ხრუსტალევ-ნო სარი, ავქსენტიევი, ტროცკი. ამ ფაქტმა ბედის ბორბალი ცარიზმის სასიკეთოდ დაატრიალა. გრაფი ვიტე, ნიკოლოზ II-ის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, მოხერხებულ პოლიტიკას იყენებდა: რადიკალური რეფორმების დაპირებას გასცემდა(17 ოქტომბრის მანიფესტი ხომ რეალური დაპირება იყო?), რათა ოპორტუნისტი ელემენტები ჩამოეშორებინა რევოლუციური მოძრაობისთვის; ეს უკანასკნელი კი, საკმაოდ დიდ მხარდაჭერას წარმოადგენდა რევოლუციისთვის. მათი დამოკიდებულბა ყველგან მსგავსი იყო: ბევრის მოთხოვნა და ცოტათი დაკმაყოფილება. ექსტრემისტებს სათავეში ბოლშევიკები ედგნენ, ეს უკანასკნელნი კი, რუს მენშე ვიკებსაც რთავდნენ საქმეში და სრულიად საპირისპირო პოზიცი აზე იდგნენ: ყველაფერი ან არაფერი. სახასიათოა, რომ 1905 წლის 126 ოქტომბერ-ნოემბერში მენშევიკების გაზეთი„ Начало“ 1 პოლიტი კური რევოლუციით(რომელიც მაქსიმალურ გამარჯვებად ითვლე ბოდა) კმაყოფილდებოდა, მაგრამ პარალელურად„მუდმივ რევო ლუციას“ ქადაგებდა. ამგვარად, სამოქალაქო ომი გრძელდებოდა 2 . ამ პირობებში გრაფი ვიტეს პოლიტიკას არეულობის მომწყობი ექსტრემისტების განადგურების შესახებ წარმატებისთვის უნდა მიეღწია. „სრულიად რუსეთში“ რევოლუცია უკვე სისხლში ჩაახშვეს ბა ლტიისპირეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ციმბირშიც კი. სამხე დრო-საველე სასამართლო უწყვეტად მუშაობდა, განაჩენი მუდ მივად სიკვდილით დასჯა იყო. თეთრი ტერორი გამეფდა მთელ იმპერიაში... გარდა კავკასიისა. მთელ ტრანსკავკასიაში, ბათუმის ცარისტული პლაცდარმის გარდა, თავისუფლება და წესრიგი შე ნარჩუნებული იყო. მეფისნაცვალი კავკასიაში, ვორონცოვ-დაშკო ვი, იძულებულია ისიდორე რამიშვილს სთხოვოს დახმარება ტფი ლისში სომხებისა და თათრების მკვლელობის შეჩერების საკი თხში, რისთვისაც ათასი სამხედრო მუშკეტი გადასცა. რამიშვილს განუცხადა,„ჩვენ არ გვყავს ისეთი სანდო რაზმები, რომ მკვლე ლობები შევაჩეროთ“; ამავდროულად, ცარისტული აგენტები შო რეულ პროვინციებში თათარ მოსახლეობას მტრულ გაწყობას უქმ ნიდნენ, იარაღს ურიგებდნენ და ტფილისში სომხების დასახოცად აგზავნიდნენ; აქ კი, იმავე აგენტების მიერ წაქეზებული სომეხი მოსახლეობაც იარაღით ხელში იბრძოდა. ჩვენი პარტია ეფექტურად ჩაერთო. შეაჩერა სისხლისღვრა და წესრიგი დაამყარა თავისუფლების გზით. თუმცა ჩვენი მხრიდან ამ საქმეს დიდი მსხვერპლი მოჰყვა; ჩვენი ახალგაზრდები, იარაღით ხელში ჩადგნენ სომხებსა და თათრებს შორის, ამგვარად, ტყვიებს ორივე მხრიდან იღებდნენ. ჩემი სკოლის ამხანაგების დიდი ნაწი ლი გარდაიცვალა ამ ოპერციისას, მათ შორის, ყველაზე გამორჩე ულები ხარსუმ ჭანუკვაძე, სეილამ ჭეიშვილი. ახალი რაზმების მოლოდინში, მეფისნაცვალი ჩუმად ადევნებ და თვალს თავისი სასახლის ფანჯრიდან, თუ როგორ აკვლევინებ და ქუჩაში თავისუფლებას. 1 მენშევიკური ფრაქციის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოველდღიური გაზეთი. იბეჭდებოდა სანკტ-პეტერბურგში(ხ. შავიშვილი). 2 ამ აბსურდული ფორმულის ავტორები, პარვუსი და ტროცკი„ Начало“-ს გავლენიანი რედაქტორები იყვნენ(ხ. შავიშვილი). 127 *** რუსეთიდან უწყვეტად ვიღებდით ცუდ ამბებს. მარყუჟი უფრო და უფრო მეტად ვიწროვდებოდა. საშინელი რეპრესიები მზადდე ბოდა კავკასიის წინააღმდეგ. სწორედ ამ მოლოდინის პერიოდში გამანდო ჩხეიძემ პესიმისტური მოსაზრება. მე მას ვუამბე ჭიათუ რის სადგურში გაგებული ახალი ამბის შესახებ, რომელიც მეორე საყოველთაო გაფიცვას ეხებოდა, ვუამბე, თუ როგორი სიხარულით შეხვდნენ ამხანაგები სიახლეს და როგორი დარდი დამეუფლა ამის შემყურეს. – – არ ინერვიულო, მართალი იყავი, – მითხრა ჩვეული იუმორით. შემდეგ განაგრძო: – – მეც შენ აზრზე ვარ, მაგრამ მაინც ცდები... – – ვერ გავიგე, როგორ შეიძლება, თან მართალი ვიყო და თან ვცდებოდე ? – მორცხვად შევნიშნე. – – ძალიან მარტივია. როგორიც არ უნდა საუკეთესო იყოს იდეა, არაფრად ღირს, თუ მას ვერ გაიგებენ. ამგვარად, უმჯობესი იქნება, თუკი არც გაჟღერდება. რატომ ვიგლოვოთ, თუ ყველა ხარობს ? სი ხარულში სიკვდილის უფლება დაუტოვე... – – დაჟინებით მომაცქერდა, რათა თავისი სიტყვების შედეგი ეხილა. – – ხარიტონ, მე არ მითქვამს, რომ შეცდი, როდესაც ის აზრი გაგიჩნდა, არამედ შეცდომა მაშინ დაუშვი, როდესაც ეს აზრი ხმა მაღლა გააჟღერე. რევოლუციის დასაწყისშიც და ახლაც, როდესაც ის თითქმის ბოლომდეა მისული, უმრავლესობა რეაქციონერად შეგრაცხავდა. შენ არ იცი, რომ საყოველთაო გაფიცვის მეთაურე ბის დაკავება წარმატებაა, მოსკოვის აჯანყების ჩახშობა რევოლუ ციის გამარჯვებაა... კარგ იუმორსაც კი არ აქვს ფასი, თუ მისი გაგე ბა შეუძლებელია... ახლა ჩემ წინაშე პედაგოგი იყო, რომელიც ფსიქოლოგიას მიხ სნიდა. ბოლოს ვუთხარი, რომ ყველაფერი გავიგე. – – ხარიტონ, სანუგეშოდ გეტყვი, – თქვა და ტონი შეიცვალა, – არა მხოლოდ მე ვიზიარებ შენ აზრს, არამედ ყველაზე დიდი რუსი თეორეტიკოსი, გიორგი პლეხანოვიც იმავე აზრზეა. – – კარლო, თავაზიანი საქციელი არაა ჩემი დაცინვა, – ვუთხა რი, სანამ ჯიბეში რაღაცას ეძებდა. 128 ჯიბიდან რუსული გაზეთი ამოიღო, რომელიც ოდესაში იბეჭდე ბოდა –„ Южный Курьер“ 1 . – – ნახე, რა მივიღე! პლეხანოვის სტატია წაიკითხე! პირველ გვერდზე დიდი სტატია იყო, სან-რემოდან გამოგზავ ნილი. ავტორი რუსეთის მოვლენებს აანალიზებს და ხისტად აკ რიტიკებს რევოლუციონერების მეთაურების ტაქტიკას 17 ოქტომ ბრის შემდეგ. ავტორი მტკიცედ ეყრდნობა მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ახალ ოპერაციებს არ იწყებენ, სანამ მიღებული პო ზიციები არ გამყარდება. მეფის 17 ოქტომბრის მანიფესტი დიდი წარმატებაა, მაგრამ რევოლუციის სრულყოფილ გამარჯვებად არ ითვლება. ამასთან, მხარდამჭერთა უმრავლესობის დაკმაყო ფილების მიზნით, მათ რეაქციული პლატფორმის გაფართოების ხარჯზე შეამცირეს რევოლუციური პლატფორმა. ამ პირობებში მეორე საყოველთაო გაფიცვა, უპირობო დათმობების მოთხოვნე ბით, ნამდვილი სიგიჟეა. სტატიამ დიდად გამაოცა. კიდევ ერთხელ გადავიკითხე, სანამ ჩხეიძე მაკვირდებოდა და თან თავის საქმეს განაგრძობდა. – – მან ეს იდეები ჩემზე უკეთ ჩამოაყალიბა, ვუთხარი ჩხეიძეს. სრული ჭეშმარიტებაა. სწორედ ამ დროს, მხიარული ბუდუ მდივანი 2 ქარიშხალივით შემოვარდა. ის ქართველი ბოლშევიკი-ლიდერი იყო, კარგი ორა ტორი, ძლიერი ხმით, ჩინებული თანამოსაუბრე, საზოგადოებას ყოველთვის ამხიარულებდა სხვადასხვა მახვილგონივრული ამ ბით. სტალინზე შვიდი, თუ რვა წლით უფროსი იყო, ყოველთვის აძლევდა მას თავშესაფარს ხონში და ყველანაირ საქმეში ეხმა რებოდა. კარგი მეგობრები გახდნენ. ბუდუ მოწიწებით მიესალმა„ამხანაგ კარლოს“. შემდეგ მე მომი ბრუნდა, ხელი გამომიწოდა და გამაყრუებელი ხმით წარმოთქვა: – – ამხანაგო ხარიტონ, აქ რას აკეთებ ? საერთო საჯარისო შტაბ ში ხარ ? (მართლაც, წითლების რაზმების მთავარ სამმართველოში ვი ყავით; ის შტაბის წევრი იყო, მე – არა.) გაზეთი ხელიდან გამომგლიჯა. ჩხეიძემ ღიმილით მომიგო: – – აჰ, ხომ გითხარი, ასეთი გაზეთის ამ ადგილას გამოჩე ნა წინდაუხედაობაა. მაგრამ ნახავ, როგორ გაგეცინება ბუდუს რეაქციაზე. 1 ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა 1906 წ.(რედ.). 2 ბუდუ მდივანი( 1877 1937 ) – ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთი ინიციატორი და ლი დერი. 1937 წელს დახვრიტეს თავად ბოლშევიკებმა(რედ.). 129 ბუდუმ ყურადღებით დაიწყო პლეხანოვის სტატიის კითხვა. აშკარად, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. გადაიკითხა კიდეც. თუმცა, ჭეშმარიტი ბოლშევიკი არ აღიარებს საკუთარი ფრაქციის (ლენინის) შეცდომებს, ამიტომ ბუდუმ აღშფოთება გაზეთის ძირს დაგდებით გამოხატა და წამოიძახა: – – რეაქციონერი გახდა და სულ გასულელდა ეს თქვენი პლეხა ნოვი. რევოლუციას დასრულებულად და დამარცხებულად აცხა დებს მაშინ, როდესაც ის ახლა იწყება. – – ჩხეიძემ გააწყვეტინა და ირონიულად მიუგო: – – ბუდუ, უნდა აირჩიო, სულელი, თუ რეაქციონერი. ორივე ერთად არა, გეთაყვა! – – მაგრამ ბუდუ აღარ უსმენდა და მე მომმართავდა: – – შენც პლეხანოვივით რეაქციონერი გამხდარხარ, რაკი ასეთ გაზეთებს იღებ და მის სტატიას კითხულობ... – – ბუდუ, აჭარბებ, – მიუგო კარლომ. – პირველ რიგში, გაზეთი მე მივიღე, ამასთან, სად ხედავ დანაშაულს ? პლეხანოვს უკეთესი არ სურს, ვიდრე შენ ლენინს ? ის ხომ უფრო განათლებულია, უფრო ჭკვიანი და სიღრმისეულად აღიქვამს მოვლენებს. შენ და ლენი ნი ხომ სწორედ მასთან ეწაფებოდით სოციალისტური იდეების წყაროს ? – – კი, მართალი ხარ, – პასუხობს ბუდუ, – მაგრამ მისი პოლიტი კა არაფრად ღირს. ჩხეიძემ სქელტანიანი გამოცემა აიღო და კითხვაში ჩაიძირა, ჩვენ კი, საუბარი განვაგრძეთ. ბუდუს ვუთხარი, რომ მისი მეგობა რი კობა ჭკუით ვერასდროს აჯობებდა პლეხანოვს. ამაზე მომიგო, რომ სინამდვილეში, ამხანაგი კობა, მიუხედავად პლეხანოვის დიდი დაფასებისა, ლენინთან შედარებას არასდროს დაეთანხმე ბოდა. შემდეგ ბათუმის მდგომარეობის შესახებ გამომკითხა დიდი ინტერესით. ჩვენი საუბარი შეწყვიტა რევოლუციური სამხედრო ქვედანა ყოფის სარდლის გამოჩენამ. აღნიშნული ქვედანაყოფი ზუსტად რუსული გარნიზონის პირისპირ იდგა. შეშფოთებული მივიდა ჩხე იძესთან ანგარიშის წარსადგენად. კარლომ კითხვა შეწყვიტა და ყურადღებით უსმენდა. ბოლოს ურჩია სიფრთხილე გამოეჩინა. სარდალი სირბილით გავიდა. როგორც აღმოჩნდა, ქართულ და რუსულ დანაყოფებს შორის დაპირისპირება მომხდარა. ქართვე ლებს სათანადო შეიარაღება არ ჰქონდათ; რუსების დანაყოფი კი, რეგულარულ ჯარს წარმოადგენდა, შესაბამისად, საომარი აღჭუ - 130 რვის პრობლემა არ იდგა. საფრთხე ნათელი იყო მტერთან პირდა პირი დაპირისპირების შემთხვევაში, შესაბამისად, ჩხეიძის რჩე ვაც გასაგები იყო. იმ დროს, როდესაც ორმოცდაათამდე ადამიანი მოუთმენლად მორბოდა გენერალურ შტაბში იარაღის მოსაძიებლად, ჩხეიძე სრული სიმშვიდით განაგრძობდა კითხვას. მისი შფოთის ერთა დერთი გამოხატულება სიგარეტის მოქაჩვის მანერაში გამოი ხატებოდა. მისი რჩევის თანახმად, წითლების რაზმმა ცეცხლი არ გახსნა, ხოლო რუსულმა არმიამ ბრძოლის წამოწყების ინი ციატივა არ აიღო, ამგვარად, ინციდენტი სისხლისღვრის გარეშე დასრულდა. *** ჩხეიძეს გამოვემშვიდობე. იქიდან(ერთ-ერთი საუკეთესო სა სტუმრო იყო იმ ადგილებში) გამოსული სამ ახალგაზრდა ამხანა გს შევხვდი. ისინი ჩემs საძებნელად იყვნენ მოსულნი, თავისთან უნდა წავეყვანე. თხუთმეტიოდე ნაბიჯის გადადგმა მოვასწარით, რომ საოცარმა სცენამ მიიპყრო ჩემი ყურადღება: ასამდე ძაღლი, თითქოს რაღაც ძალით შეპყრობილები, გარკვეული წესრიგით გან ლაგებულნი, კონკრეტული მიმართუულებით მთავარ ქუჩაზე მორ ბოდნენ. ყოველ წუთს კიდევ ახალი ძაღლი ჩნდებოდა, ისიც ჯგუფს უერთდებოდა. ჩემი მეგობრები გაკვირვებულები არ ჩანდნენ. ამ ბით დავინტერესდი. ყოველ შეკითხვაზე ერთხმად წამოიყვირებ დნენ ხოლმე:„ეჰეი, ღადომ ჩამოიარა!“ და თავადაც სირბილს იწყებდნენ, მეც იმავესკენ მომიწოდებდნენ. სუნთქვაშეკრულებმა მივირბინეთ სკვერის კარამდე, მთავარი შესასვლელიდან, ეკლე სიის მხრიდან შევედით. რა სანახაობაა! ყველა ძაღლი იქ იჯდა, თავები წინ ჰქონდათ წაწეული და პატარა ტანის კაცს მისჩერე ბოდნენ, რომელიც მათ შუაში იდგა პატარა სკამზე. ჩვენs ორატო რებს ბაძავდა ჟესტებით. დაიწყო:„ამხანაგებო და მოქალაქეებო!“ ძაღლები სულგანაბულები უსმენდნენ. – – ინგლისის მეფემ ტელეგრამა გაუგზავნა იაპონიის მეფეს, სა დაც სწერს:„როგორ არის თქვენი აღმატებულება ? “ მაგრამ ის არ კითხულობს,„როგორ ხარ, ღადო ? 1 “ უკანასკნელ სიტყვებზე ძაღლები ერთიანად აყეფდნენ. დამ სწრეები იცინიან, ის კი, სახეს მალავს, რომ ღიმილი არ შეამჩნი 1 ზედმეტსახელი(ხ.შავიშვილი). 131 ონ. შემდეგ ისევ სერიოზულ სახეს იღებს და აგრძელებს. საზეიმო გამოსვლის შემდეგ ძაღლები მოწესრიგებულად დაიშალნენ. რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ადგილას შევნიშნე, იმავე სი ტყვით გამოდიოდა. თუმცა ამჯერად მთელი ქალაქის კატები იყ ვნენ შეკრებილნი და საოცრად დისციპლინირებულად კნაოდნენ. ამ კაცს მისტიკური გავლენა ჰქონდა ცხოველებზე და„გიჟად“ მოიხსენიებდნენ... *** კავკასიიდან გამოქცეულები თავშესაფარს ეძებდნენ და ქუთა ისს აფარებდნენ თავს. ძირითადად, რუსი სამხედროები, ოფიც რები, ჯარისკაცები ბაქოდან, რომელთაც რევოლუციონერებს იარაღი მიაწოდეს. მათ გულთბილად ვიღებდით და დახმარებას ვუწევდით. თუმცა სამოქალაქო პირებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ნდობას არ იმსახურებდა. ჩვენი კომიტეტი ვალდებული იყო სახიფათო სიტუაცია კარგად შეესწავლა. როგორც კი კვალზე გავი დოდით, ინფორმატორს, ან პროვოკატორს გამოვააშკარავებდით, ის ამხანაგ„ჟელეზნისთან“ მიგვყავდა, ეს რუსული ზედმეტსახე ლი იმიტომ უწოდეს, რომ ის„რკინას“ ნიშნავს. მაღალი, ახოვანი, შავგვრემანი, გაბედული, ბოლშევიკი, ჩვენი კობას დიდი მოყვა რული, მუდამ მოქმდებისთვის იყო მზად, ემოციები ვერ ერეოდა. საბედნიეროდ, მხოლოდ ხუთი ადამიანი ჩაუვარდა დაუნდობელ ხელებში. რაც შეეხება მეექვსე ადამიანს, ფაქტობრივად, ხელი დან გამოვგლიჯე როდესაც განაჩენის აღსრულების ადგილისკენ მიჰყავდა, რადგან მისი დანაშაული საეჭვოდ ჩანდა. ეს ახალგა ზრდა კაცი ბაქოდან იყო, ისე იქცეოდა, რომ მართლაც გააჩინა ეჭვები. თუმცა, მისი ნათქვამის გადამოწმების საშუალება მქონდა. ბოლო მომენტში ჩავერიე და კონტრ-მტკიცებულებები მოვიპოვე. ცნობებზე დაყრდნობით, რომელიც მან მომაწოდა(სხვათა შორის, ისე, რომ არც იცოდა ვინ ვიყავი, ჩემი ძმის, ვანოს წერილიც მაჩ ვენა), მისი უდანაშაულობა დამტკიცდა. საბრალო ბიჭი! არ იცო და, რა„გასეირნებაზე“(ასე უწოდებდნენ სასჯელის აღსრულების ადგილამდე მისვლას) ვათქმევინე უარი და მოეჩვენა, რომ რაღაც „სასიამოვნოს“ გაკეთების საშუალება არ მივეცი. მრავალფეროვანი და მძიმე დღეები გვიახლოვდებოდა: თავბ რუდამხვევი სიხარული, რევოლუციური ტალღის მატებით, რომე ლიც თავისუფლებამდე მიდიოდა. მართალია, თავისუფლება სრუ - 132 ლად ჩაკლული იყო რუსული გავლენით, მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად მოქმედებდა ამგვარი ყოფის წინააღმდეგ. ნაბიჯ-ნა ბიჯ აღდგენილ თავისუფლებას ხელახლა ეჩვეოდა. მრავალი თვის განმავლობაში, გახარებული ხალხი ქუჩებში, კონცერტებსა და თეატრებში იყო მოფენილი. ეიფორია მეფობდა ყველაგან. გარშემო სიმღერების ხმა ისმო და, ხანში შესული მოსახლეობა ახალგაზრდებთან ერთად ცეკვა ვდა. ხალხი პატარა ბავშვს დაემსგავსა, მცირედიც საკმარისი გახ და მათ გასაცინებლად. შემთხვევას არავინ ტოვებდა, დადებითი განწყობა არ გამოეხატა: ქუჩაში ცნობილ მსახიობს რომ დაინახა ვდნენ, გარს შემოეხვეოდნენ და, ქალების თაოსნობით, ყვავილე ბს ჩუქნიდნენ შეძახილებით:„მესხიშვილს გაუმარჯოს!“ მომღერ ლისა, თუ მუსიკოსის დანახვაზეც ასე იქცეოდნენ. ასეთივე სიხარულით ხვდებოდნენ პოლიტიკოსებსაც. ყველას სურდა მათი სახლში მიპატიჟება, დიდი კონკურენცია იყო შექმ ნილი, ვინ მიიპატიჟებდა მათ პირველად და ვინ შესთავაზებდა საუკეთესო ვახშამს. ვახშამზე ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები იკრიბებოდნენ და გაცეცხლებული კამათი იმართებოდა ხოლმე. სიმღერით და ცეკვით მთელ ღამეს მაგიდასთან ატარებდნენ. დები მეძმარიაშვილების მიერ გამა რთულ საახალწლო ნაძვის ხეზე ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. მუდამქმნადობისკენ მისწრაფება, ეროვნული ცეკვა, ამ ყვე ლაფერმა გაშმაგებული სახე მიიღო. საღამო დამსწრეთა შორის გამართული სილამაზის კონკურსით დასრულდა. კოლეჯის სამმა სტუდენტმა – ვარდომ, აგნესამ და ტასიამ – ყველაზე მეტი ხმა მო აგროვეს; ქუთაისის მეფუნთუშეებმაც არ დააყოვნეს, მეორე დღი დან შექმენს ნამცხვრები მათი სახელებით. მეორე დღეს ქალბატონმა მეძმარიაშვილმა გალა საღამოზე მიგვიწვია. სწორედ აქ გავიცანი თავადი ლევან დადეშქელიანი, 1 რომელსაც ახალგაზრდა, წვეროსანი, ლამაზი ვარცხნილობით, ხავერდის პიჯაკში გამოწყობილი კაცი ახლდა, სოსიპატრე ასა თიანი 2 . რაც შეეხება თავად დადეშქელიანს, ისიც ახალგაზრდა, 24 წლის იქნებოდა. თითქმის ორმეტრიანი ყმაწვილი. ყველა მხრივ გამორჩეული აღნაგობის, რევოლუციური პათოსით. 1 ლევან დადეშქელიანი( 1873 1918 ) – ქართველი პუბლიცისტი და პოლი ტიკური მოღვაწე, წერდა სტატიებს ქართული პრესისთვის, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1918 წელს ლეჩხუმის აჯა ნყების დროს მოკლეს ბოლშევიკებმა(რედ.). 2 სოსიპატრე ასათიანი( 1872 1971 ) – ქართველი პოლიტიკოსი და დიპ - 133 ამგვარი გართობისა და ბავშვურობის შემყურე, იფიქრებდით, რომ ამ ხალხის იდეალური ყოფა დროის უსარგებლო ხარჯვა იყო, თუმცა სინამდვილე სრულიად სხვა გახლდათ: აქ მყოფი მუშე ბი იმაზე მეტს შრომობდნენ, ვიდრე ოდესმე. ინდუსტრია, მაგა ლითად, მიტროფანე ლაღიძის საქმე, საოცარი სისწრაფით ვითა რდებოდა. ცხოვრება ინტენსიური იყო. *** რას აკეთებს ცარისტული ხელისუფლება ამ დროს? ჟანდა რმები, პოლიციელები, მათი მეთაურები, ან მთავრობა? თუ მათი ბატონობის ხანაში გარეთ მხოლოდ ესკორტით გამოდიოდნენ, ახლა თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, რადგან თავი სუფლების პერიოდში არ დაფიქსირებულა კრიმინალი, თავდასხ მა. სტუდენტი სულაქველიძის მიერ ორგანიზებული სახალხო მი ლიცია უზრუნველყოფდა წესრიგს. ის, ვისაც ქუთაისი ამ პერიოდში არ უნახავს, ვერასდროს შეიცნობს მას. სიკეთის მიჩვევა ადვილია, გადაჩვევა – რთული და მტკივნე ული. მოპოვებული წარმატებით ვხარობდით და იმავდროულად გვაწუხებდა უსამართლობა, რომელიც, კავკასიის გარდა, მთელ იმპერიაში გამეფებულიყო. ეს ტანჯვა სულიერად ანადგურებდა ადამიანურობას, ფიზიკური ტკივილი კი, ისე აწრთობდა, როგორც ცეცხლი – თიხას. სწორედ ამაში იხატება იზოლირებული ადამიანის ნააზრევი, რაც არაფერს ცვლის მიმდინარე მოვლენებში. მხიარული ხალხი ცეკვას და სიმღერას აგრძელებს. თუმცა საგანთა ევოლუცია რთულ სახეს იღებს. მარყუჟი ვიწროვდება. რუსი კონტრრევოლუ ციონერები უდიდეს ინდუსტრიულ ქალაქს, ბაქოს დაეპატრონნენ. მის შემდეგ კი, კავკასიის სხვა ქალაქებიც მათ ნადავლად იქცა. საქართველოს ჯერიც დამდგარიყო, მაგრამ აგვიანებდა ამ წრეში მოხვედრას. ტფილისი, ჩვენი მშვენიერი დედაქალაქი მძვინვა რე, ნახევრად გიჟი გენერლის, გრიაზნოვის ხელში ჩავარდა. მისი სისასტიკე და შეუბრალებლობა უსაზღვრო იყო. ამაყი და აქამდე თავისუფალი ხალხი ვეღარ იტანდა მას, რამაც სოციალ-დემოკ ლომატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1919 წლიდან პარიზში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ლეგაციის წევრი, 1921 წლის თებერვალში ასათიანი იკავებდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებო ბას(რედ.). 134 რატიულ პარტიას მოქმედებისკენ უბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ ტერორს, გადაწყვიტეს, ქა ლაქი შეურაცხადისგან გაეთავისუფლებინათ. ახალგაზრდა მუშამ, ჯორჯიაშვილმა, იკისრა ეს მოვალეობა. მან ყუმბარა ესროლა გრი აზნოვის ეტლს და მტვრად აქცია იგი. თავდასხმის ავტორი შეი პყრეს და ჩამოახრჩეს. თუმცა ის ეროვნულ გმირად იქცა. მთელი რიგი ლექსები მიეძღვნა მის გმირობას, რაც სიმღერით უკვდავ ყვეს. 1 ერთ დღეს მადლიერმა ხალხმა ძეგლი დაუდგა აფეთქების ადგილზე. *** ჩაქვში გამართული„საზღვარი“ რუსი და ქართველი მეთაუ რების მეთვალყურეობით სტაბილურად არსებობას განაგრძობ და. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთი გარა ნტირებულად ჩათვალეს, ქუთაისისკენ დაიძრნენ. გზა ორ კვირას გაგრძელდა. ჩვენმა ორგანიზაციამ კლუბში თათბირი მოიწვია, რომელსაც ბოლშევიკებიც ესწრებოდნენ. ჩხეიძე და გრიშა არ იყ ვნენ, ამიტომ კრებას ექიმი ჭიჭინაძე თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგის ყველაზე მძიმე საკითხი კარს მომდგარი საფრ თხე იყო. გაშმაგებული დისკუსიები გაიმართა. უამრავმა ადამიან მა წარმოთქვა სიტყვა. ორატორთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ რევოლუცია ჯერ ბოლომდე არ იყო მიყვანილი და სამხედრო შე ნაერთებისა და თავდაცვის რეჟიმის შენარჩუნებას გვირჩევდა. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით იცავდა სამი ბოლშევიკი სტუდენტი: კოლია ქარცივაძე 2 , პეტია და სერგო ქავთარაძეები. სამივე მჭევ რმეტყველი ყვაწვილი გახლდათ და თავგამოდებით იცავდა ერ 1 სიმღერაში ჯორჯიაშვილი მშობლებს მოუწოდებს, არ იტირონ, რაკი მას მუდამ უყვარდა ვაშლებით(ალუზიაა ყუმბარასთან) თამაში, რაც უფრო საშიში იყო, ვიდრე ქალაქის ნაგვისგან გათავისუფლება(ხ. შავიშვილი). 2 ქარცივაძე დაჭერას გადაურჩა და თავი ჟენევას შეაფარა, სადაც სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მენშევიკებთან გაერთიანდა, პოლიტი კურ ასპარეზზე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა დამოუკიდებლობის პერიოდში. საბჭოთა პერიოდში ეროვნული მოძრაობის მეთაურობა წა უყენეს ბრალად და სიკვდილით დასაჯეს(ხ. შავიშვილი). ნიკოლოზ ქარცივაძე( 1884 1937 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი და დიპლომატი. 1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევ რი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი( 1917 1918 ), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის დემოკრატიულ 135 თსა და იმავე იდეებს. მე ამ პოზიციას არ ვეთანხმებოდი და ვთა ვაზობდი, ან შეტევაზე გადავსულიყავით, ან აღნიშნული რაზმები დაგვეშალა, რათა მათი წევრები გაფანტულიყვნენ. თავმჯდომარე ამ მოსაზრებას იზიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგები „ლიბერალად“ შერაცხავდნენ. იასონ ნიკოლაიშვილი, მოციქუ ლის იერით, ურყევად უჭერდა მას მხარს. თუმცა გარემო ძალიან დაძაბული იყო იმისთვის, რომ ცივი გონებით აზროვნება შეგვძლე ბოდა. ამიტომ გადაწყდა,„თავდაცვის პოზიცია“ უნდა გვქონოდა. ამასთან, ათი დღის შემდეგ, როდესაც რუსული ჯარი ორმოცდაა თიოდე კილომეტრში იყო, მიღებული გადაწყვეტილების საპირის პიროდ, მაინც გაიშალნენ, ხოლო ყველაზე გამორჩეული ლიდერე ბი იძულებულები გახდნენ, დამალულიყვნენ. აღსანიშნავია სირთულეები, რომლებიც თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ წითლების რაზმების სვანურ შენაე რთებთან გაჩნდა. ყველამ ვიცით, რომ სვანებმა დღემდე შეინა რჩუნეს შუასაუკუნოებრივი რაინდობა, ჯვაროსნულ ომებში მონა წილეობის სამოსიც კი. როდესაც ეს დიადი მთის ხალხი შემოგვი ერთდა, მაშინვე მოისურვეს ბრძოლაში ჩართვა, შეძახილებით: „გვაჩვენეთ მტერი!“ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მათ დროებით შესაკავებლად. თუმცა, როდესაც გაიგეს, შეტევას არ ვაპირებდით, გააპროტესტეს,„უკან ბრძოლის გარეშე და შერცხვენილები ვერ დავბრუნდებით. რას იტყვიან ჩვენი ცოლები ჩვენს დანახვაზე?“ მათი მეთაურის, ლევან დადეშქელიანის, ავტორიტეტის ჩართვა დაგვჭირდა მათ დასამშვიდებლად. ყველაზე უფრო თავლშისაცემი პირები ტოვებდნენ ქუთაისს, ბუდუ მდივანის გარდა, რომელიც ავად იყო და თოფურიას კლი ნიკაში რჩებოდა. ერთ დღეს ბუდუმ დაჩაქრებულად მიხმო თა ვისთან. აინტერესებდა, მის მდგომარეობაში, როგორ მოახერხებ და ქალაქის დატოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე ჰქონდა, მაინც არ კარგავდა ჩვეულ იუმორს, კალამბურებით, ხუმრობებით. მაგიდაზე ნინოშვილის შემოქმედების სრული კრებული ედო. გამოცემას შესავალში სი ლიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა ერთვოდა, რომელიც 1894 წელს, მწერლის დასაფლავებაზე წარმოთქვა ეროვნული ელიტის წინა შე. ლიტერატურის ისტორიის მიმოხილვის მიზეზით, სილიბისტრო ჯიბლაძემ ტანჯვა-წამებაზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ერი უცხო რესპუბლიკაში. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მონაწილეობდა ანტისაბ ჭოთა საქმიანობაში. ბოლშევიკებმა არაერთხელ დააპატიმრეს, საბო ლოოდ კი 1937 წელს დიდი ტერორის დროს დახვრიტეს(რედ.). 136 ური ზეწოლის ქვეშ განიცდიდა. აქვე განმათავისუფლებელ ძალად სოციალ-დემოკრატთა ფარულ საქმიანობას სახავდა. ჯიბლაძე ვა რაუდობდა, რომ ცხოვრების ევროპული კონცეფცია ყველაზე მე ტად შეესაბამებოდა ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ ნინოშვილის ხედვა დასავლეთისკენ იყო მი პყრობილი, – ამბობდა ის. დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში ფაქტმა, თუ როგორ სრულყო ფილად ჩამოაყალიბა ჭეშმარიტება ბოლშევიკმა. ამ წუთიდან პი რადი სიმპათიები გამიჩნდა ბუდუ მდივანის მიმართ. *** რამდენიმე ჩვენგანი, რომელიც ნაკლებ ცნობილად ითვლე ბოდა, ქუთაისში დავრჩით. ჩვენ დაგვევალა ორგანიზაციების მოვლა-პატრონობა, რაკი ისინი, შექმნილი მდგომარეობიდან გა მომდინარე, ფარული გახდა. ამასთან, ახალ ყოფას უნდა შევგუ ებოდით, რაც დიდ ძალისხმევას ითხოვდა. დღისა და ღამის გა ნმავლობაში კრებებს ვმართავდით, ვხვდებოდით ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას, რომ აგვეხსნა არსებული კატასტროფული მდგომარეობა და გაგვემხნევებინა. ამისთვის კი, სულ რამდენიმე დღე გვქონდა, სანამ რუსული ჯარი მოგვადგებოდა. 1906 წლის ინავრის დასაწყისი იდგა. იმ დროს ცაბაძის მამულში ვცხოვრობდი. სახლის გასაღები მე გადმომცა და თავად, ცოლთან ერთად, სოფელში წავიდა. სახლი ქუთაისის მთავარ უბანში მდე ბარეობდა და მთელ ქალაქს გადმოჰყურებდა. ჩემმა მეგობრებმა განზრახ შეარჩიეს, რადგან საფრთხის შემთხვევაში, თუ გაქცევა დამჭირდებოდა, აქედან ყველაზე მარტივი იქნებოდა სოფელში წასვლა. თავიდან კოლია ჭუმბურიძესთან ერთად ვცხოვრობდი. მას შემდეგ, რაც ტყიბულში გადავიდა, მარტო დავრჩი ცაბაძის ცო ლის ძმასთან ერთად. დამღლელი თათბირის შემდეგ თითქმის ჩაძინებული ვიყავი, როდესაც შუაღამისას იარაღის ხმა შემომესმა. ამას ყოველ დღე ველოდით.„აი, ალიხანოვის არმიის ტრიუმფალური შემოსვლა ქა ლაქში“, ვუთხარი ამხანაგს და საწოლიდან გადმოვხტი, რათა ჩა მეცვა და მენახა, რა ხდებოდა. გარეთ გასვლისას გავიგეთ უიმედო ყვირილი, აფეთქებების ხმა, ცას თითქოს, ცეცხლი ეკიდა. სხვა არაფერი. ქალაქის ცენტრ - 137 ში ეზო-ეზო გადავედით, რომ ქუჩაში კაზაკები არ გადაგვყროდნენ. ქალაქში ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. შემაძრწუნე ბელი სცენა დაგვხვდა. უკან იმავე გზით დავბრუნდით. ცხენების ხმაზე მიწაზე ვწვებო დით. ორი საათის შემდეგ სახლამდე მივაღწიეთ და ისევ დავწე ქით. ასიას მაშინვე დაეძინა. თავს საფრთხეში ვგრძნობდი. ავდე ქი და შევეცადე, ასია გამეღვიძებინა, მაგრამ ამაოდ. ჩავიცვი და კიდევ ერთხელ ვცადე, ისიც გარეთ გამეყოლებინა. მიუხედავად მცდელობებისა, არაფერი გამომივიდა. სახლს ცოტათი მოვშორ დი, მაგრამ უკან მივბრუნდი. ვცადე, ზურგზე მომეკიდებინა. ასია გამიბრაზდა და მთხოვა, მარტო წავსულიყავი. მას არაფრის ეში ნოდა, რაკი თავის სახლში იყო. გადაბრუნდა და ძილი გააგრძელა. მხოლოდ ბაღში გადახტომა მოვასწარი, რომ ჭიშკარს ორმოც დაათამდე კაზაკი მიუახლოვდა. ცოცვით გავაგრძელე გზა. მეორე ბაღში გადავძვერი. იქიდან კი, სოფლისკენ გავეშურე. დილის ხუ თის ნახევარი იყო. ინტერესი მკლავდა გამეგო, წავიდნენ, თუ არა კაზაკები. გაფიქრებაც არ მინდოდა, რა დაემართებოდა ასიას. შვიდ საათზე სახლთან მივედი, თვალდახუჭული ვუახლოვდებო დი და მეგონა, მის ადგილზე მხოლოდ ნანგრევები დამხვდებოდა. თუმცა, სახლი ადგილზე იყო. ყველა კარი ღია. შიგნით რამდენიმე კაზაკი შევნიშნე. უეცრად ჩემი მზერა მიიპყრო სახლის გვერდით მდგარმა ხემ, რომელზეც თოკით ჩამოკიდებული ახალგაზრდა კაცი ირხეოდა. უფრო მეტად ვეღარ მივუახლოვდი... იმ დღეს ბევრი ჩემი ამხანაგი ემსხვერპლა ტყვიებს. მომდევნო დღეებში სისხლისღვრამ იმატა. პროცედურა მარტივი იყო, ქუჩაში გამვლელს აჩერებდნენ, წინ წაწევას სთხოვდნენ და ზურგში ეს როდნენ. ამგვარად მოკლეს რიჟანაშვილი, ზუალიშვილი და ვინ იცის კიდევ რამდენი! ჩემს საქმეს ვაგრძელებდი. ორი კვირის შემდეგ ქუჩაში პოლი ციელს გადავაწყდი. სპეციალურად ჩემს დასაჭერად იყო გამოგ ზავნილი. ხელში რევოლვერი ეკავა. მიბრძანა, მის წინ მევლო. გადაწყვეტილი მქონდა, ზურგში სროლით არ მოვმკვდარიყავი, ამიტომ არ დავმორჩილდი. იარაღი დამიმიზნა. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა უნდა ესროლა, ძლიერად დავარტყი მარჯვენა მკლავში. ტკივილით აღსავსე ხმა აღმოხდა. გინებით დაიხია უკან და კვლავ მიზანში ამომიღო. თუმცა სანამ ისროდა, გაისმა ხმა: „სდექ!“ 138 ქუთაისის პოლიციის უფროსი მოგვიახლოვდა, ცხენზე ამხე დრებული, თან ათამდე პოლიციელი და კაზაკების რაზმი ახლდა. ჩემი აყვანის ბრძანება გასცა. მათ ხელში დავრჩებოდი, სანამ პი რადად არ დაჰკითხავდა„ძებნაში მყოფს“. ხარიტონ შავიშვილი და პიერ რენოდელი თავი III დაკითხვის მოლოდინში გამთენიისას პოლიციაში მიმიყვანეს და მიწისქვეშა დილეგ ში ჩამკეტეს. მთელმა დღემ დაკითხვის მოლოდინში გაიარა. მო მდევნო ღამე და დღეც უსაგნოდ გავიდა. რატომ არ მკითხავენ? რამდენი ხანი დავრჩები აქ? რა მელის? სიკვდილით დასჯა სულ არ მაშინებდა, ეს აზრი მიზიდავდა კიდეც; პოლიციის უფროსზე ვბრაზობდი კიდეც, რაკი თავის თანამშრო მელს ჩემი მოკვლის უფლება არ მისცა. რა თქმა უნდა, ჩემი შეც დომაც იყო, მისთვის რომ არ დამერტყა, სროლასაც შეძლებდა. ჩემი ცოცხლად აყვანა იმიტომ მოისურვეს, რომ ინფორმაციები მიეღოთ. მაგრამ, შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ, ჩემგან ვე რაფერს შეიტყობენ! საღამოს დილეგიდან გამომიყვანეს. ნუთუ დაკითხვაზე მივდი ვართ, რომელსაც ასე ესწრაფვოდა პოლიციის უფროსი? არა. ეზო ში გავჩერდით, იქიდან კი, სხვაგან გადამიყვანენ. ამ დროს გარს შემომეხვია თხუთმეტამდე შეარაღებული პოლიციელი, ალყაში მომაქციეს. ჩემი ინტერესი„რა მელის?“, შეიცვალა კითხვით –„როდის შე ასრულებენ საქმეს?“ რაღაცას ელოდნენ, მეც გაუნძრევლად ვი დექი... დრო გაიწელა. არც კი ვიცი, რამდენი ხანი ვიდექით ასე. უეცრად ბრძანება გაბათილდა და ისევ დილეგში დამაბრუნეს. თან მხოლოდ რამდენიმე ქაღალდი მქონდა და იმისი განადგურებაც შეუმჩნევლად შევძელი. პირველადი მოხმარების ნივთებიც კი არ გამაჩნდა. ღამით ვფიქრობდი, რა უცნაურად ამიყვანეს, შეიძლება, არც კი იცოდნენ, ვინ ვიყავი. არც ახლა მეკითხებოდნენ ვინაობას, ან ამ ქალაქში რას ვაკეთებდი, როდიდან ვცხოვრობდი აქ. ეს სამი საკითხი ხელმძღვანელობას უნდა აინტერესებდეს! ამ მოსაზრებებმა ერთ იდეამდე მიმიყვანა: რაკი გადაწყვტილი მქონდა, არანაირი ცნობა არ მიმეწოდებინა, ვინაობის შესახებ ჩე მებურად მივაწვდიდი ინფორმაციას. 140 1) პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ აქვთ. გვარს დავასახელებ, თუმცა სხვადასხვა დანაშაულებისთვის ალიბის მიზნით, ჩემი უმცროსი ძმის სახელს გამოვიყენებ, რაკი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას მამისეული სახლი არ დაუტოვებია. ეშმაკსაც წაუღია„ხარიტონი!“ ნებისმიერ საქმეში შეეძლო მონაწილეობის მიღება, მე კი, არაფერ შუაში ვიყავი. 2) აქ ჩემი ნათესავის, თავად წულუკიძის მეუღლის, ქრისტინეს მოსანახულებლად ვიყავი. 3) რამდენიმე დღეა, რაც გურიიდან ქუთაისში ჩამოვედი. ეს ისეთი ფაქტებია, რომლის საწინააღმდეგოსაც ვერაფერს დამიმტკიცებდნენ. ამგვარად ყველა ბრალდებას ავიცილებდი, რაც„ხარიტონს“ ძალიან გაუჭირდებოდა. დილით პოლიციელმა სამხედრო პირთან ერთად დილეგიდან გამიყვანა და შენობის პირველ სართულზე ავედით, პოლიციის უფროსის კაბინეტში. ამ უკანასკნელმა ძლიერი ხმით მკითხა: – – გვარი ? – – შავიშვილი. – – სახელი ? – – ერემი მქვია. – – როდიდან ? – – ყოველთვის. – – სხვა სახელი არ გაქვთ ? – – არა. მაშინ უმკაცრესი მზერით გადმომხედა და შემდეგი ბრძანება გასცა:„სამხედროებთან ჩააყენეთ“ და ციხეში წაიყვანეთ“. 1 1 მოგვიანებით გავიგე, რომ„სამხედროებს შორის ჩააყენეთ“ ნიშნავდა, რომ გზაში არ უნდა მოვეკალი(ხ. შავიშვილი). თავი IV ქუთაისის ციხეში ჩემი კარიერა იწყება ქუთაისის ციხის უფროსი რუსი მოხელე იყო. შენობის პირველ სართულზე, დიდი დარბაზის ცენტრში იჯდა. სამუშაო მაგიდასთან უნიფორმაში მჯდომი კუბივით გამოიყურებოდა, რომელსაც თავზე წრე ედგა. მის სახეზე მხოლოდ თვალები და პირი ჰგავდა ადამია ნურ ელემენტებს. ზურგს მოადგილე, გვარდიის სარდალი და რამდენიმე ზედა მხედველი უმაგრებდნენ. ამ გეომეტრიულმა ფიგურამ მიმიღო, და ითხოვა ისინი, ვინც იქ მიმიყვანა, მე კი, მთავარ მეციხოვნესთან, მეორე რუსთან გამგზავნა; ამ უკანასკნელს ნორმალური ფორმა ჰქონდა. პირველი სართულის საკანში მიმიყვანეს. საკანი ერთა დგილიანი იყო, მაგრამ იქ უკვე სამი ადამიანი დამხვდა. როდესაც სამივე დავწვებოდით, იატაკზე ადგილი აღარ რჩებოდა. ვაგლახ, ციხეში უამრავი ადამიანი ეტევა! შენობა სამასამდე პატიმარზე იყო გათვლილი, ახლა კი, 16 ათასამდე ვიყავით. საკანში შევხვდი რუს პროპაგანდისტს, რომელიც დეკემბერში, ბაქოს დაცემის შემდეგ ჩამოვიდა და ჩვენ ქუთაისში შევიფარეთ. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. პატარა ტანის სტუდენტი, ბა ვშვური სახითა და ეშმაკური გამოხედვით, თვალებში არასდროს გიყურებდათ. გაუგონარ ისტორიებში ეხვეოდა. ჩვენი შეხვედრა ძალიან გამომადგა, მისგან გარკვეული ინფორმაციები მივიღე ამ „სამეფოს“ შესახებ. მთელი ქართული ინტელქტუალური კლასი, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც აყვანისას დახვრეტას გადაურჩა, ციხეში იყო, მწერლები, ადვოკატები, ექიმები, პროფესორ-მასწა ვლებლები... ისიც გავიგე, თუ რა ბედნიერება მხვდა წილად. რო გორც მითხრეს, ქუთაისის ციხეში ვინც ხვდება, მისი სიცოცხლე გადარჩენილია... სასჯელის გამოტანამდე. სეირნობებისას ამხა ნაგები გულწრფელად მილოცავდნენ ამ„სამოთხეში“ მოხვედრას. ორი დღის შემდეგ, როდესაც მეგონა, რომ ჩემი პატიმრობის ამბავი არავინ იცოდა, ჩემმა ნათესავმა, თავად წულუკიძის მეუღ - 142 ლემ, ქრისტინემ 1 მომაკითხა. მათი ოჯახი იმერეთის უკანასკნელ მეფეს, სოლომონის შტოს ენათესავებოდა. ქრისტინემ დააზუსტა, რისი გაკეთება შეეძლო ჩემთვის.„საერთოდ არაფრის“, – ვეუბნე ბოდი მე. შემდეგ თავდაცვის გეგმა გავუზიარე. ძალიან მომიწონა. ჩემმა უფროსმა მეგობრებმა ციხის შიგნით ცხოვრების საორ განიზაციო საკითხები და მის გარეთ კავშირების დამყარება მომა ნდეს. ასობით პატიმარს სიკვდილი ელოდა, თუ სასწრაფოდ კარგ ალიბის არ მოგვაწვდიდნენ მათი წარმოშობის ადგილიდან. და ტყვევებულს როგორ უნდა მომეძებნა პარტნიორები, როგორ და ვკავშირებოდი შორეულ რეგიონებს? შიდა სივრცეში ყველაფერი კარგად იყო. ჩემმა ამხანაგებმა დამაკავშირეს პატიმრებთან, რომელთაც მორალური ძალაუფლე ბა მომანიჭეს ერთგვარ ანარქიულ სიტუაციაში წესრიგი დამემყა რებინა. რაც შეეხება გარე სივრცეს, მაღალი საზოგადოების ქალ ბატონებმა ფეხზე დააყენეს„წითელი ჯვრის კომიტეტში“ არსებუ ლი საიდუმლო ორგანიზაცია. სწორედ ეს გუნდი დამეხმარებოდა ფარულ დაჯგუფებებთან დაკავშირებასა და მსჯავრდადებულთა დასახმარებლად მოწმეების მოძებნაში. ჩვენი გამარჯვება უნდა გადამერჩინა, ნებისმიერ ფასად. აუცილებელი იყო საქმეების სი ღრმისეული შესწავლა, გამოსავლისა და წყაროების მოძებნა, ან შექმნა, არარსებობის შემთხვევაში. მცირე შეცდომაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულებულიყო. ათასი მიზეზი მჭირდებოდა, რომ ციხის შიგნით ტერიტორიაზე გადაადგილება შემძლებოდა, ოთახებში, საკნებში, აფთიაქში, სა მედიცინო პუნქტში. ადმინისტრაციამ მომცა ამის უფლება, ინტე ლექტუალური ვიზიტების მიზეზით. რაკი ამას მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩემი საკნის ხმაური ხელს მიშლიდა მუშაობაში. ამიტომ ჩვენმა დელეგაციამ, მწერა ლი იასონ ნიკოლაიშვილის მეთაურობით, მოახერხა და სხვა საკა ნში გადამიყვანეს, მოპირდაპირე ფლიგელში. საოცნებო ადგილი იყო ჩემი ღამის საქმიანობებისთვის. საკანში ორი განათლებული ამხანაგი ცხოვრობდა. ღამით მშვიდი ძილით ეძინათ. საწოლთან იატაკზე დამაგრებული მაგიდა იყო. 2 ამგვარად, ახლა შემეძლო ჩემ 1 პუპიეს და. პუპიეს მეუღლემ ბათუმში სიცოცხლე გადამირჩინა(ხ. შავიშვილი). 2 ამ საკანსა და მაგიდას თავისი ისტორია ჰქონდა. ეს ციხის ერთადერთი მაგიდა იყო. 1904 წელს პირადი ხასიათის დანაშაული მოხდა. მის ჩამდენს, ქო ნიშვილს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რადგან ის ხანჯლით დაესხა თავს რუს მოწინააღმდეგეს, რომელმაც ქონიშვილის შეყვარებულის 143 მიერ მომზადებული უდიდესი წერილები დანიშნულების ადგი ლამდე მიმეწოდებინა. ღმერთო, ახლა რომ ჩავიჭრა, ცხოვრება გაფლანგულად ჩაითვლება! *** პირველი სართულის დერეფანში სეირნობისას მოპირდაპირე სახლის ეზოში ლამაზი ქალბატონი შევნიშნე, რომელიც, თითქოს, თანაგრძნობით იყურებოდა ჩემკენ. ჩემთან ერთად მყოფი პატი მრები, ღლონტი და სარაძე, ამის გამო მეხუმრებოდნენ, ამბობ დნენ, რომ იმ ბაღში ორი ფერია ცხოვრობს და მე მხოლოდ ერთს მიმართ ძალადობრივი ქმედების განახორციელება სცადა. დანაშაუ ლის ყველა ფაქტი ქონიშვილის სასარგებლოდ მეტყველებდა, მაგრამ... აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა მის მიმართ დიდი სიმპათიები გააჩინა. სწორედ ამიტომ, გამონაკლისის სახით, ხელისუფლებამ მის საკანში მაგიდა განათავსა. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაგიდა იატაკში ჩაამაგრეს, როგორც საწოლები. ასეთივე გამონაკლისი იყო ქონიშვი ლის შეყვარებულის ვიზიტები საკანში დაბოლოს, საკანში შემდგარი ჯვრისწერა. მოგვიანებით ამ საკანში ცნობილი ადვოკატი, გელაზარიშვილი„ცხო ვრობდა“. მისი რევოლუციაში მონაწილეობა ვერ დამტკიცდა, ამიტომ დაახლოებით, ოცი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მის შემდეგ საკანი დაეთმო ლიტერატურული ნიჭის ახალგაზრდა კაცს, ღონონაშვილს, რომელმაც ხელისუფლება შეაშფოთა ხელნაწერებით,„ციხის გაზეთი“. ტექსტებს იუმორისტული სტილით ადგენდა. ორი დღის წინ ამ გაზეთის მეხუთე ნომრის შედგენაში ჩამრთო. ბრა ლად ედებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატული აგრესია. მისი შემთხვევა მძიმე იყო, რადგან არავითარი მოწმე არ არსებობდა, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა. დიდად უიმედოდ გრძნობ და თავს. თუმცა, წინა დღეს უეცრად გაათავისუფლეს. რა საოცარია! მისტიკური გზებით, ამხანაგმა ოკუჯავამ შეძლო მისი დახსნა. ოკუჯავა ჩვენი პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენელი იყო. დაახლოებით, ოცი წლის ახალგაზრდა კაცი ერთადერთი ბოლშევიკი ჩვენ რიგებში, კობას მიმართ დიდ სიმპათიებს განიცდიდა. დიდი სია მაყით მიყვებოდა, რომ მისი კერპიც იჯდა ამ საკანში. ამ ამბის სისწო რეს ვერ დავადასტურებ, თუმცა ცნობილია, რომ სტალინი მრავალჯერ მოხვდა ქუთაისის ციხეში 1902 , თუ 1903 წლის დასაწყისში. ბათუმში ორ განიზებული მუშათა გაფიცვისთვის დაიჭირეს, ჯერ ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ – ციმბრიში. ბოლშევიკებმა ღონონაშვილისთვის ასეთი ძალისხმევა იმიტომ გამოიჩინეს, რომ გაბედული ნაბიჯისთვის სჭირდებოდათ, შეიარაღებული ჯგუფისთვის ფული უნდა წაერთმია, რასაც თავად კონფისკაციას უწოდებდნენ. გათავისუფლებიდან დაა ხლოებით ერთ თვეში მისი ტრაგიკული სიკვდილის ამბავი შევიტყეთ (ხ. შავიშვილი). 144 ვხედავ. ერთ-ერთს სულიკოს ეძახდნენ, აკაკი წერეთლის ლექსის ალუზიით. სწორედ სულიკო გაუძღვებოდა მეორე ფერიას და ერთ ღამეს რკინის გისოსებს მიღმა გამიყვანდა. თავად კი სილფიდებს შეებრძოლებოდნენ. ნაკლებ ფანტასტიკური იყო ექიმ ჯაფარიძესთან დამეგობრე ბა. ის ყოველ დილას მოდიოდა საავადმყოფოში. თავდაპირვლად დიდი სიმპათიები არ მქონდა ამ მშვენიერი გარეგნობის კაცთან, მისი კარგად მოვლილი წვერი და ელეგანტურობა მაშფოთებდა. შევცდი, მერე მივხვდი, რომ ჭკვიანი და მამაცი იყო. გარკვეულ რისკზე წავედი და პირდაპირ ვკითხე, აიღებდა თუ არა წერილე ბის გატანისა და შემოტანის პასუხისმგებლობას. გაკვირვება იმ საფრთხეების ახსნით გამოხატა, რაც ორივეს გვემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩხრეკისას წერილებს აღმოაჩენდნენ. პასუხად პატიმართა ტრაგიკული განაჩენის შესახებ მოვუყევი, რამაც აშა კარად შეაცვლევინა აზრი. – – დიდი გამბედაობა გაქვთ, ექიმს ამგვარ საქმეში რომ რთა ვთ; ასე იყოს, ვიღებ გამოწვევას. როგორი ემოციური იყო! მაგრამ ეს ყველაფერი არაა. სანამ წერილებს ჩექმაში დამალავდა, ავუხსენი, რომ ციხესთან ახლოს მჭირდება ადამიანი, რომელსაც მარტივად დავეკონტაქტები მის მოსვლამდე, თუ რაიმე სასწრაფო საქმე აღმოჩნდა. ექიმმა გამაწყვეტინა. – – რა ? მეტისმეტს ნუ მომთხოვთ! სხვას ვერაფერს დაგპირდებით! – – მოითმინეთ, ექიმო! მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, გასვლი სას მარჯვნივ გახვევის ნაცვლად, მარცხნივ წადით და პირველივე სახლის ბაღში შედით. ბაღში ქალბატონი დაგხვდებათ, სთხოვეთ, დღეს, შუა დღის მერე, ნახვის საათებისას მოვიდეს. გაოგნებულმა შემომხედა: – – როგორ, თქვენ ქალბატონ ფანცხავას იცნობთ ? – – არა! მისი გვარი ფანცხავაა ? კარგი. გადაეცით, რომ ეს მნიშ ვნელოვანია და აუცილებლად მოვა. – – სწორედ ამ დროს ოთახში ბადრაგი შემოვიდა ორ ჯარისკა ცთან ერთად. ექიმს უკვე თავი ჰქონდა მოდებული და ფილტვებს ისმენდა, მთხოვდა, დამეხველებინა. ოფიცერის ზედამხედველო ბით, ექიმმა რეცეპტი დამიწერა და მას გაჰყვა. ვიზიტები 14 სთ-ზე იწყებოდა. ბევრ ხალხში ერთი შევნიშნე, რომელიც ბრბოში წინ მოიწევდა, შორიდან ვერ შევიცანი, უეცრად მომიახლოვდა და რუსულად მითხრა: – – გამარჯობა, როგორ ხარ ? 145 როგორი ჭკვიანურია, ასეთი მომართვით ყველა ეჭვს გაფანტა ვდა. ჩასუქებული დირექტორი მოგვიახლოვდა და ბუტბუტით და გვშორდა. ამის შემდეგ უკვე დაბალ ხმაზე, ქართულად გავაგრძე ლეთ საუბარი. – – ვიცოდი, რომ რამით დახმარებას შევძლებდი, არ ვიცი რო გორ, მაგრამ მზად ვარ. ახალგაზრდა ქალი ძალიან ლამაზი იყო, დახვეწილად ჩაცმუ ლი, გამორჩეული შესახედაობის. მაგრამ მისი დამსახურებები სხვა რამეში გამოიხატებოდა, სიკეთე და დიდსულოვნება გამეფე ბულიყო მის საოცნებო თვალებში. – – ნუ გეშინია, – ვუთხარი, – შეუძლებელს არაფერს გთხოვ. – – არ მეშინია, შეუძლებელსაც შევძლებ. მაშინ ავუხსენი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო აქ„მაცხო ვრებელთათვის“ მისი სახლის სიახლოვე. ნახევარი სიტყვით მი მიხვდა სათქმელს: – – გამოიყენე ჩემი სახლი! სწორედ ეს იყო ჩემი გეგმის ნაწილი. ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი პატიმრებისთვის გვირაბი უნდა გაგვეთხარა ფანცხავას სახლამდე, საიდანაც ისინი გაქცევას შეძლებდნენ. 1 – – კიდევ რისი გაკეთება შემიძლია ? – – თუ წერილებს შენ ბაღში გადმოვაგდებ, დანიშნულების ადგილზე მიიტან ? – – რა თქმა უნდა, სიამოვნებით. სწორედ აქედან უნდა დაგეწყო. კავშირების დამყარების საკითხი მოგვარებულად ჩავთვა ლე, მაგრამ არ შემეძლო საოცარი თანამოაზრე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ არ გამეფრთხილებინა. მისმა პასუხმა არ დააყოვნა: – – ასეთ სიტუაციაში საფრთხე არ ითვლება! ამგვარად, შეთანხმება შედგა. ამ დღის შემდეგ, ყოველ დღე, საღამოს ოთხი საათის შემდეგ, ქალბატონ ფანცხავას ბაღში პურის ბურთულებს ვაგდებდი, რომე ლიც პატარა წერილებს შეიცავდა. ხან ჩვენი მშვენიერი მეზობელი და ხანაც – ტასიკო, ამ ტექსტებს აგროვებდნენ ყვავილების კრე 1 გეგმა მომავალში განვახორციელეთ და 25 -მა პატიმარმა შეძლო ცხი დან გაქცევა. მათგან ორმა, ასათიანმა და სულიაშვილმა ჟენევას შეა ფარეს თავი და უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ(ხ. შავიშვილი). 146 ფისას. უფრო დიდი, მნიშვნელოვანი, წერილები და გეგმები ექიმს მიჰქონდა. საქმის ამგვარი განაწილება რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ერთ დილას შეხვედრების დარბაზში დამიბარეს. გავოცდი, არც ვიზიტების საათი იყო და არც – დღე. დარბაზში ქალბატონი ფა ნცხავა მელოდა, ძალიან აფორიაქებული ჩანდა. საბრალო ქალი! გასვლისას ექიმი გაჩხრიკეს და 46 წერილი უპოვეს. ექიმმა მოა ხერხა ჩვენი თანამოაზრისთვის მიეწოდებინა ეს ინფორმაცია იმ იმედით, რომ კატასტროფის თავიდან აცილებას შევძლებდი. მა გრამ რა უნდა გავაკეთო? საიდან დავიწყო? ექიმს სასამართლო ზე გაიყვანდნენ. ყველა, ვისი გვარებიც ამ ფურცლებზე იყო, ჩა ვარდებიან. რა პასუხი გავცე ღვთიურ ქმნილებას, რომელიც თავს სწირავს? ვთხოვე, ერთ საათში ბაღში გამოსულიყო და პურის ბუ რთულები შეეგროვებინა. ალტერნატივა ასეთი იყო: ან საქმიანობა უნდა შემეჩერებინა, ან თავი მომეკლა. ეს ძალიან მარტივია, რადგან არც ერთი შემეძ ლო და არც მეორე. გამოსავალი უნდა მომეძებნა. საკანში ჩამო ვჯექი. დავფიქრდი. იმგვარად ვიმოქმედო, რომ უფროსი ვაიძულო, წერილები დამიბრუნოს. თუ ეს არ გამოვა, სასწრაფოდ მოვითხო ვო ადვოკატები, რომელნიც მოსამართლეს, ან მთავარ პროკურო რს სთხოვენ, საქმეს მსვლელობა არ მისცენ და შეაფასონ, როგო რც უბედური შემთხვევა. სხვა თუ არაფერი, ყველაზე მაკომპრომა ტებელი წერილები მაინც ამოიღონ საქმიდან. დაახლოებით, ამ შინაარსის შეტყობინებები მოვამზადე ჩვენი მეგობრისთვის. კა ნცელარიაში გავიარე დეტალური ინფორმაციისთვის. სამართლის აღსრულების საქმე უკვე დაწყებულიყო და წერილები დღესვე გა დაიგზავნებოდა. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა ჩამემატებინა შეტყობინებებში, წერილები აუცილებლად უნდა განადგურებული ყო. პურის ნაჭრები ბაღში გადავყარე, მამაცი ქალბატონი მათ შე საგროვებლად გამოეშურა. უეცრად გაისმა ყვირილი, იარაღის ხმა და ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს ბაღი. მე დავიმალე, ვეღარა ფერს ვხედავ, არაფერი ვიცი. სიმამაცის გამოჩენის გარდა აღარაფერი დამრჩენოდა. ორი წარმოსადეგი ამხანაგი გავიყოლე, ნესტორ წერეთელი ეროვნული სამოსით გამოირჩეოდა. ციხის უფროსის წინაშე წარვსდექით. მას დილით ჩამორთმეული ყველა წერილი მოვთხოვე. მიპასუხა, რომ ეს საქმე მე არ მეხებოდა და წერილები უკვე გამოძიებას გადასცა. გავცოფდი, ვურჩიე, გამოუსწორებელი შეცდომის ჩადენამდე სა - 147 დაზღვეო ზომები მიეღო. პასუხად ღრიალი დაიწყო, ათამდე ჯა რისკაცი იხმო. ალყაში მომაქციეს და იარაღი დამიმიზნეს. უცნა ურია, ამ ფაქტმა უფრო დამამშვიდა და კმაყოფილებაც მომგვარა, სადღაც მიღმიერში ვიგრძენი თავი, ამხანაგები გაოგნებულები მი ყურებდნენ. იგივე განცხადება მეტი სიცხადით გავიმეორე. რეაქცია საზარელი და ამავდროულად, გროტესკული იყო. ერთი მხრიდან რევოლვერი, მეორე მხრიდან ხმალი, ჩემ გარშემო შე კრებილი მასა ხმაურობდა, ირხეოდა, მუქარების შეძახილები ისმოდა. – – ახლავე სამუდამოდ კარცერში 1 ჩაგსვამთ. აჰ, ჩემი სიკვდი ლი გინდათ ? ახლა ნახავთ! გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ კი არ ვემუქრებოდი, ეს მხო ლოდ მისთვის სასარგებლო გაფრთხილება იყო. 2 ვამჩნევდი, ნე ლ-ნელა მშვიდდებოდა. ხმაც დაუწყნარდა და ბადრაგს უბრძანა, ოთახი დაეტოვებინათ. – – ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. მე არ გავნძრეულვარ. ამ სავსე კაცმა ჩემ მეგობრებს ანიშნა, ოთახი დაეტოვებინათ. როდესაც მარტო დავრჩით, მითხრა: – – ყველა წერილს ვერ მოგცემთ, რადგან გამოძიება უკვე საქ მის კურსშია. მხოლოდ იმას დაგიბრუნებთ, რაც ყველაზე მნიშვნე ლოვნად გესახებათ. თანახმა ხართ ? – – თუ ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება გინდათ, თანახმა ვარ, იმ პირობით, რომ ამ საქმეს უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვება, არავინ დაზარალდება, განსაკუთრებით კი, ექიმი. მან არ უნდა ზღოს ჩვენ გამო. – – ანგარიში უკვე შედგენილია და არაფერი შემიძლია. თუ მცა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქმე მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საუბრისას თან წერილებს ვარჩევდი, იმასაც მივაღწიე, რომ მეციხოვნეს ანგარიშის ტექსტში ოდნავი ცვლილებები შეეტანა. ბევრი ყოყმანის შემდეგ ორი კონვერტი შევარჩიე, სადაც ასიოდე პატიმრის დაცვის გეგმა იყო შედგენილი, ასევე სხვა ოთხი წერი ლი, რომელიც მონიშნული მქონდა, როგორც ყველაზე მნიშვნე ლოვანი. უჰ, შორიდან დავბრუნდი! 1 ძალიან ვიწრო დილეგი, სადაც პატიმარი იძულებულია, სულ ფეხზე იდგეს(ხ. შავიშვილი). 2 სანამ ციხეში ვიყავი, თავისუფლად გადაადგილდებოდა. მოგვიანებით ესკორტით იწყო სიარული. ქალაქში საომარი მდგომარეობის გამოცხა დების შემდეგ ქუჩაში მოკლეს(ხ.შავიშვილი). 148 საკანში დაბრუნებისას, დერეფანს გავდიოდი და ბაღს გადა ვხედე. თავში შემოვირტყვი, მამაცი ფანცხავა?! როგორც მითხრეს, ჯარისკაცებს ციხეში გადაუყვანიათ. გაცეცხლებული თავს და ვესხი ციხის უფროსს, გაშმაგებული ვყვიროდი, რომ შეთანხმება დაარღვია და ახლა პასუხისმგებლობა მას ეკისრება. საუბარი იყო მრისხანე. როგორც გაირკვა, დაპატიმრებული ჯერ დაკითხვაზე არ იყო გაყვანილი, ხელთ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, ამიტომ მისი გათავისუფლება ახლავე შეიძლებოდა. ისეთმა სიხარულმა მომიცვა, რომ ამ მონსტრს გადავეხვიე! მინოტავრმა არიანეს უხმო, რომელიც დიდებულად შემოვიდა, ღვთაების იერით. მის ბრწყინვალე სახეზე არავითარი საყვედური ან შიში არ იხატებოდა. ციხიდან ისე გამოვიდა, როგორც სასახლი დან. მოგვიანებით შევიტყვე, რომ როდესაც ჯარისკაცები თავს და ესხნენ, პურის ნაჭერი დაღეჭა და გადაყლაპა, რათა დაემტკიცები ნა, რომ შიგნით არაფერი იყო. აღვნიშნავ, რომ ამ საგანგებო მდგომარეობას მისი ენთუზიაზმი არ ჩაუკლავს. ორი საათიც არ იყო გასული, რომ ახალი ინსტრუქცი ები გადავუყარე ფანჯრიდან. ქალბატონმა ფანცხავამ ის დანიშნუ ლების ადგილზე წაიღო. *** მთელი ამ დროის განმავლობაში რას წარმოადგენდა დატყვე ვებული ხალხი, რომელიც ინტენსიურ საქმიანობას იყო მიჩვეუ ლი? მოქმედებისთვის მზადყოფნაში, ცეცხლოვანი რაზმი: მამები, ქმრები, შვილები და საქმროები, მოწყვეტილნი შვილებს, ცოლე ბს, მშობლებს, შეყვარებულებს; თავისუფლებაზე გასვლის სურვი ლი წვავდა ყველას. დუმადან სიახლეებს ვიღებდით, დეპუტატე ბი მთავრობისგან პოლიტიკურ ამნისტიას ითხოვდნენ. ეს ამბავი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და მოლოდინის დაძაბულობა ნერვულ სახეს იღებდა. დრო, თითქოს, არ გადიოდა. დებატები სხვას ვერაფერს აღწევდა, თუ არა პატიმართა დასტრესვას. ციხის რუტინა გრძელდებოდა ადგილისთვის ჩვეული ელემე ნტებით, გაუგებრობებითა, თუ სასაცილო ამბებით. ნებისმიერ პატარა ამბავზე წარმოსახვა ერთვებოდა, ეს კი, მხოლოდ დრო ის გაყვანის მიზნით. ყველაზე გამაოგნებელ მთხრობელად რუსი სტუდენტი, პეტროვი ითვლებოდა. ეს ის პეტროვი იყო, რომელსაც 149 ბათუმში შევხვდი და სწორედ მასთან შეხვედრამ შთამინერგა შფოთი. მთავრობის წევრების ქალიშვილებს თავის საცოლეებად წარმოგვიგდენდა ხოლმე, ხან ერთს, ხან – მეორეს. მსმენელებს ძალიან ართობდა მხიარული ამბებით. ზოგიერთს სიმპათიას უღ ვივებდა, ზოგსაც – პატივისცემას. უზომოდ დაგვადარდიანა მისი ტფილისში გადაყვანის ამბავმა. მისი სიცოცხლე სერიოზული სა ფრთხის ქვეშ იყო.„მამაცი პეტროვი, გულმხურვალე სოციალისტი, თავდაჯერებული მებრძოლი, ნუთუ ცარისტული აბსოლუტიზმი მას მსხვერპლად შეიწირავს?“ ჩემი თავდაპირველი ანტიპათია უფრო დამძიმდა. თუმცა, სი ტუაციის ტრაგიკულობამ მაინც იმოქმედა. გულგრილად ვერ ჩავა ტარე საერთო თანაგრძნობა, რომელსაც ყველა პატიმარი გამოხა ტავდა პეტროვის ციხიდან გაყვანის დროს. სად მიდიოდა? ნუთუ, ვეღარასდროს ვნახავდი ამ უცნაურ სახეს? *** ღამე იყო მღელვარე. რევოლუციის დროს შექმნილი გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი და მოადგილე, ბენია ჩხიკვიშვილი და ერქომაიშვილი 1 შემოიყვანეს. რუსული არმია თავს დაესხა გურიას, გადაწვა სახლები, დახოცა მოსახლეობა და დაიჭირა რესპუბლი კის ორი მეთაური. დღეს ისინი ოზურგეთიდან ქუთაისს ციხეში გადმოიყვანეს, რათა არ გაქცეულყვნენ. ერთი თვის თავზე, ერთ საღამოს ციხის ზედამხედველმა, რომელიც მანამდეც დამეხმა რა, კარზე მსუბუქად მოაბრახუნა და წერილი გადმომცა. წერილში ეწერა:„ძვირფასო ძმაო, ხარიტონ, შუაღამემდე აქედან გაგვიყვა ნენ, იმ მიზეზით, რომ სამხედრო ციხეში უნდა გადაგვიყვანონ. სი ნამდვილეში, სიკვდილით დასასჯელად მივყავართ. რამე იღონე ჩვენს გადასარჩენად. გემშვიდობებით. გულთბილი სალამი, შენი ბენია“. თავზარი დამეცა. რა გავაკეთო? შემოწმების შემდეგ საკნიდან გასვლა არ შეიძლება. მეგობრების გასაფრთხილებლად ფანჯრი დან წერილის გადაგდება შეუძლებელია. ციხეში მყოფ მეგობრებ თან კონსულტაციაც კი ვერ მოხერხდება. ბადრაგმა ნახევარ სა ათში ჩამოიარა. სრულიად დაბნეულმა, ფურცელზე მივაჯღაბნე: 1 ალექსანდრე ერქომაიშვილი( 1887 1937 ) – ქართველი სოციალ-დემოკ რატი, რევოლუციონერი, დამოუკიდებლობის წლებში მუშაობდა თბი ლისში, 1921 წლის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1937 წელს დახვრიტეს(რედ.). 150 „ძვირფასო ძმაო, ბენია, საზარელი ამბავი შემატყობინე. როგორ მინდა შენ ადგილას ვიყო, შენ კი – ჩემს ადგილას. შეგიძლია მე ნდო, მართლაც ასეა. შენი ერთგული ხარიტონი.“ თუმცა ეს პასუხი არ იყო. როდესაც ბადრაგმა მომაკითხა, პატარა წერილი გავუწო დე, თუმცა უკან გამოვართვი. ვთხოვე, უფროსისთვის დაეძახა, ეს შეტყობინება ჩხიკვიშვილისთვის გადაეცა და ორ საათში დაბრუ ნებულიყო. ფურცელზე მივამატე:„მივიღე შენი წერილი. ორ საათ ში გიპასუხებ.“ ბადრაგის უფროსი მოვიდა. მას ვთხოვე ციხის უფროსთან მი ვეყვანე. მან კანონი შემახსენა, რომლის მიხედვითაც, შემოწ მების მერე ციხეში გადაადგილებები იკრძალებოდა. მე უკან არ ვიხევდი. უეცრად თავად ციხის უფროსი მოუახლოვდა ჩემს კარს. დრამატული ვაჭრობა! ისინი ხომ სწორედ ორი პატიმრის გადაყვა ნისთვის იყვნენ შეკრებილნი. იარაღის დამიზნების გარეშე უფრო თავისუფლად ვისაუბრეთ. ჩემი თანამოსაუბრე დამპირდა, რომ ამხანაგების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. – – შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს ? – – სრულებით. მეტი დამაჯრებლობისთვის თავად გავყვები მათ და თქვენი მეგობრისგან წერილსაც მოგიტანთ. რა წერილს დაწერდა ჩხიკვიშვილი, რა მდგომარეობაში იქნე ბოდა, იმედიანად, თუ ეჭვებში! მე მას დავუდასტურე, რომ უსაფრ თხოდ იყო. ვიყავი კი თავად ამაში დარწმუნებული! შუაღამე დადგა. მეც შფოთვა დამეწყო. პირველი საათი გახდა. ორ საათამდე დრო ძალიან გაიწელა. ყველანაირი იმედი გადა მეწურა, როდესაც მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა, ჩვენი კარის სარკმელი გაიღო და უფროსმა ჩემი მეგობრების წერილი შემომა წოდა. წერილში ეწერა, რომ ეს ადამიანი რომ არ დახმარებოდათ, გზაში მოკლავდნენ, როგორც ყველა დანარჩენი, რომელიც ასეთ ხელსაყრელ დროს გადაჰყავთ. ახლა ისინი სამხედრო ციხეში იყ ვნენ უსაფრთხოდ. მეორე დღეს ჩვენი ორგანიზაციები გავაფრთხილე, ფანჯრი დან გადაგდებული წერილით მივაწოდე მათ ჩვენი ორი გურულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. ძალიან გახარებულები ვიყავით, თუმცა, როგორც კი ერთი სირთულეს გადავლახავდით, მეორე იჩენდა თავს. 151 *** ამჯერად ციხიდან გაქცევისა და მკვლელობის ამბავია. ქალბატონი ფანცხავასა და ექიმის შეუფასებელი სამსახურის წყალობით, მიზანს მივაღწიეთ, პატიმართა უმრავლესობის წინაა ღმდეგ ხელისუფლება დანაშაულის დამამტკიცებელ ფაქტებს ვერ აგროვებდა. თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ, პატიმართა დიდი ნა წილი ადმინისტრაციული გზით გადაესახლებინათ და ციხე კვლავ ზეშევსებული ყოფილიყო. ახალშემოსულთა რიცხვი ციმბირში გა დასახლებულთა რაოდენობაზე ბევრად მეტი იყო. ეს განუწყვეტე ლი მოძრაობა საქმეს მირთულებდა. მით უფრო, რომ ახალშემოსუ ლთა შორის მრავლად იყო პროვოკატორი და დამსმენი. გაქცევის გეგმა ყოველთვის უსაფრთხოდ არ გამოიყურებოდა. ასევე ვმუშაობდი ფანცხავას სახლიდან გასვლის გეგმაზეც. ყველა ეს გეგმა სრული საიდუმლო უნდა ყოფილიყო. მაგრამ რო გორ უნდა შემეშალა ხელი ჩემთან შეუთანხმებელი გეგმებისთვის? რამდენიმე კვირით ადრე შევიტყვე, რომ ჰიგიენური მოტი ვებით, ადმინისტრაცია აპირებს, ოთახები და საკნები ღია და ტოვოს მთელი დღით. ძალიან კარგი, მაშინაც კი, როდესაც კარი ჩაკეტილი იყო, პატიმარი ბადრაგს სთხოვდა, მისთვის კარი გაე ღო, რათა ამხანაგთან სასაუბროდ გასულიყო რამდენიმე საათით. პატიმრები გადიოდნენ და ნამდვილი პოლიტიკური შეხვედრები იმართებოდა. პატიმრები თავისუფლად გამოხატავდნენ აზრებს, გაქცევაზეც საუბრობდნენ და წუხდნენ, რომ აქამდე არც ერთი მნიშვნელოვანი, თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი გაქცევა არ შემდგა რა. რამდენჯერმე ჩავერიე კიდეც, არ მინდოდა ამ უკმაყოფილებას საერთო სახე მიეღო. ვუხსნიდი, რომ ასეთი მცდელობა არასასი ამოვნო შედეგებით დასრულდებოდა, ყველანაირად უარვყოფდი რაიმე გეგმის არსებობას. სწორედ ამ დროს შევიტყვე, რომ გარკვეული ჯგუფი გაქცე ვისთვის ემზადებოდა ფარულად. მით უკეთესი, ჩემი გეგმა საიდუმ ლო დარჩება. ვამჩნევდი, რომ უამრავი ჩვენგანი რამდენიმე საა თით გვტოვებდა და დაღლილი ბრუნდებოდა. სამი კვირის შემდეგ შეთქმულებმა მითხრეს, რომ მზად იყვნენ. რამდენიმე პატიმარი, იძულებითი სამუშაოებისთვის, საკნიდან N5 დარბაზში გაჰყავდათ და მათ ჩასანაცვლებლად სხვა პატიმრები შემოჰყავდათ, ფეხებზე ჯაჭვებით. თავის დაძვრომა შესაძლებელი იყო, რადგან შემოწმე ბისას, კარის სარკმლიდან ჯაჭვით დაბმულ ადამიანებს ითვლიდ ნენ, იდენტიფიცირების გარეშე. 152 დარბაზი N5 სამოცამდე პატიმარს იტევდა, დეპოს ტიპის სივ რცის თავზე მდებაორეობდა. გათხრა სწორედ იქიდან მიმდენა რეობდა, უკვე გალავნის იმ ნაწილს გასცდნენ, სადაც შეშა ინა ხებოდა. მოთხრილ მიწას ჩანთებში ყრიდნენ და ერთმანეთზე ალაგებდნენ. ასეთი ფართო სამუშაოები სარისკოდ მეჩვენებოდა, მის შე მოქმედთ ვთხოვდი, უარი ეთქვათ გეგმაზე. წარმატებაში დარწუ ნებულები იყვნენ და საქმეს აგრძელებდნენ. გაქცევის საღამო ახლოვდებოდა. ზოგიერთი მემშვიდობებოდა, ზოგიც, სამახსო ვროდ მიგზავნიდა რაიმეს. სრულიად უშედეგოდ ვუხსნიდი მათ ყველაფერს. მხოლოდ ლოდინი დამრჩენოდა. საათები მიედი ნებოდა, არც მუშაობა შემეძლო, არც ძილი. შუა ღამეს გადასცდა. დღის სინათლე შეაყოვნებდა გეგმას? საზარელმა ხმაურმა გამო მაღვიძა. ანგარიდან უიმედო ყვირილი ისმოდა. რუსულ ენაზე ღრი ალი გავიგე:„მამა ტიხონ, გვიშველე!“ ერთ-ერთი გაქცეული საშვე ლად ტიხონს ეძახდა. ტიხონი დაცვის უფროსი იყო, რომელთან თითქმის დამეგობრებულებიც კი იყვნენ. გაქცეულებს გვარდია და ჯარისკაცები დაესხნენ თავს და სასტიკად უსწორდებოდნენ ცივი იარაღით. აშკარად, ჩასაფრებულები იყვნენ; ვინ იცის, კონსპირა ტორებს შორის მოღალატეებიც ჰყავდათ?! ამხანაგების გადარჩე ნა მინდოდა, კარზე ძლიერად მივაბრახუნე, სხვა რა უნდა მექნა? სისხლი ამიდუღდა, სხვა საკნებსაც მოვუწოდებდი, იგივე გაეკეთე ბინათ. ყველა ასე მოიქცა, ჩვენი ხმაური ექოდ გავრცელდა. ბად რაგი შეშინდა, იფიქრეს, რომ შეიძლება, აჯანყება ყოფილიყო და სადმე იარაღიც გვქონოდა დამალული. იატაკის ქვეშ შემზარავი შეტაკება შეწყდა. თითოეული საკნის წინ თითო ჯარისკაცი და აყენეს და უბრძანეს, ესროლათ, თუ რომელიმე ჩვენგანი კვლავ დააბრახუნებდა. გათენდა. მინდოდა ინფორმაცია მქონოდა. თითოეული მკაც რად ვიყავით გამოკეტილი. მოგვიანებით სამედიცინო პუნქტში ჩასვლის ნებართვა მივიღე. ღმერთო! რა საბრალონი იყვნენ! გუ შინ ჯერ კიდევ მშვენიერი და ახლაგაზრდა ხალხი, სიცოცხლით აღსავსენი, დღეს ნაკუწებად ქცეულნი, თავგატეხილები, მხარმოჭ რილები, აგონიაში მყოფნი იწვნენ. რა თქმა უნდა, ჯარების გაყვანის შემდეგაც შენარჩუნდა სასტი კი რეჟიმი. ძლივს მოპოვებული პრივილეგიები მოგონებად და რჩა. სწორედ მათი გაქრობის შემდეგ დავაფასეთ და გავიაზრეთ ძველი ყოფა. 153 *** ამ ურთულეს პერიოდში გამორიცხული იყო ექიმისთვის დახ მარების თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთგული ფანცხავა ხშირად ჩნდებოდა ბაღში, ძალიან დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი მისთვის წერილის მიწოდების საქმეში. რამდენჯერმე ვცადე სა უბარი გამება რკინით ჩასისხლიანებულ, ჩასუქებულ კაცთან, მან წამოიყვირა:„თქვენ ზურგს გვიმაგრებთ, მაგრამ ეს საქმეს არ შვე ლის. მორალური თვალსაზრისით, სიტუაცია დღითი დღე უარე სდება. ჩვენ შორის საუკეთესოთა დიდი ნაწილი ბნელმა იდეებმა მოიცვა“. თუმცა ყველას გვაქვს იმდენი ენერგია, რომ არ დავნებ დეთ. ნელ-ნელა ყველა დარწმუნდება, რომ მოლაპარაკებებში განცდილი მარცხის შემდეგ, ისღა დაგვრჩენია, ღია ბრძოლაზე გადავიდეთ. თუმცა, როგორ? ალტერნატივა შემდეგი გვაქვს – ან ელემენტარული, ასატანი პირობები უნდა შეიქმნას ან სიკვდილი. ამგვარად, შიმშილობაზე გადავდივართ. ქალბატონ ფანცხავას პატარა წერილი მივაწოდე, რათა ჩვენი ფარული ორგანიზაციები და ადვოკატები საქმის კურსში ჩაეყენე ბინა. მან იმავე დღეს მოახერხა შეხვედრა და უმნიშნელოვანეს ამბებთან ერთად მაცნობა, რეაქციები, რომელიც ჩვენმა ქმედე ბამ გამოიწვია. ჩვენი მოთხოვნების თორმეტ პუნქტად ჩამოწერა დამევალა. ვითხოვდით შემდეგს: საკვების რაოდენობისა და ხარისხის გაზ რდას, საკნების გახსნასა და პატიმართა თავისუფლად გადაადგი ლებას, თავხედი ზედამხედველების გახმობას, რომელნიც შეურა ცხყოფას აყენებდნენ პატიმრებს, ეზოში სანაგვე ორმოს გაუქმე ბას, რომელიც ჰაერს აბინძურებდა, გაზეთების მიღების უფლებას; სხვადასხვა მოთხოვნას ხელს აწერდა გაფიცვის კომიტეტის ყვე ლა პატიმარი. როდესაც ადმინისტრაცია საქმეში გაერკვა, გადაწყვიტა, მოღა ლატეობრივი პროვოკაციები გამოეწვია და პატიმრებს საკნებში მიაწოდა საკვები. გავაპროტესტე და დამემუქრნენ. მაშინ ტელე გრამა გავუგზავნე სანკტ-პეტერბურგში დუმის დეპუტატს, ისიდო რე რამიშვილს. მას სასწრაფო წესით მთავრობის საქმეში ჩართ ვას ვთხოვდი. თუმცა, ადმინისტრაციამ უარი მითხრა დეპეშის გა გზავნაზე. გადავწყვიტე, სხვა ხერხისთვის მიმემართა და წერილი, შემოვლითი გზით, ქუთაისის ფოსტით გამეგზავნა. ხელისუფლებამ წერილი აღმოაჩინა და გამოძიება დაიწყო. სრულიად შემთხვევით, 154 ჩემმა მეგობრებმა წერილის ასლის ტფილისიდან გაგზავნა მოა ხერხეს. ამაოდ! როდესაც ამ უძვირფასესმა ფურცელმა თავრიდის სასახლეში მიაღწია, დუმა დათხოვნილი იყო სტოლიპინის მიერ. ქუთაისში ჩვენი გაფიცვის ამბავმა ყველგან მიაღწია. ნამდვი ლი შიმშილი? ვისაც შიმშილი არ განუცდია, ამას ვერასდროს მიხვდება. პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა. მეორე დღიდან გარკვეული შემთხვევების რიცხვმა იმატა. ადმინისტრაციამ რეპრესიების გზა გამოიყენა. პატიმრები ბადრაგის მხრიდან დამცირებას უპასუხოდ არ ტოვებდნენ; ამისთვის კი, კარცერში გადაყვანით ისჯებოდნენ. რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, სტოიციზმი უნდა გაგვეორმაგები ნა, რათა შიმშილით უკვე დაუძლურებული ხალხი გადაგვერჩინა. ავადმყოფთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა. თვალყურს ვა დევნებდი, რომ ისინი სხვა ოთახში გადაეყვანათ და საჭმელი მიეწოდებინათ, რათა არ დახოცილიყვნენ. ჩვენი მცდელობები ხელისუფლების დამოკიდებულებასთან წინააღმდეგობაში მოდი ოდა, ყოველ დღე გვიმეორებდნენ მეფის მინისტრის ფრაზას, რომ „ციხე სასტუმრო არ არის!“ ადმინისტრაცია ამბობდა: – – საკვებზე უარს ამბობენ ? მით უარესი მათთვის, მოკვდნენ შიმშილით! თუმცა მათ მკაცრ დამოკიდებულებაში ბზარებიც ჩანდა. ჩვენ გან სრულ კაპიტულაციას მოითხოვდნენ, მაგრამ, ცხარე კამათის შემდეგ, მცირე დათმობებზე მიდიოდნენ, რაც დასუსტებული პა ტიმრების მოვლაში გამოიხატებოდა. ამგვარად, მიწევდა დაუსრუ ლებელ დაპირპისპირებაში ვყოფილიყავი გენერალურ პროკურო რთან, მოსამართლესთან, სამოქალაქო და სამხედრო გუბერნა ტორებთან და კიდევ სხვა ბევრთან! დღე სრულდებოდა. იწყებოდა ღამის სამუშაოები. შიმშილობის მეთოთხმეტე დღე იყო. მეხუთე დღეს მომეჩვენა, რომ რეპრესიებს მოლაპარაკებები ჩაანაცვლებდა. ხელისუფლება დათანხმდა საკვების გაუმჯობესე ბასა და ეზოში არსებული სანაგვე ორმოს გაუქმებას. თუმცა ისინი უარს ამბობდნენ საკნების გახსნასა და ჩვენთვის გადაადგილების თავისუფლების მოცემაზე, რადგან მათი აზრით, სწორედ ამ თავი სუფლების შედეგი იყო გაქცევა. მეექვსე დღეს ცხარე კამათი გაიმართა ოდიოზური ზედამხედ ველების გაწვევის შესახებ. ადმინისტრაცია დათმობაზე არ მოდი ოდა და ყველანაირად ცდილობდა მათი დაქვემდებარებულების დაცვას. ადამიანურმა ღირსებამ გვაიძულა, მოლაპარაკებებზე 155 უარი გვეთქვა. ეს საბოლოო განხეთქილებაა, მოხდეს, რაც მოსახ დენია. ბედს მივენდობით. ყველანაირი იმედი დაკარგული იყო, როდესაც, შუა დღისას კანცელარიაში დამიბარეს. ძალები მღალატობდა, თუმცა მაინც ვცდილობდი სიარულს. გაფიცვის დელეგაციის წევრებიც მოვიხმე. ხუთი წევრიდან, მხოლოდ ორს შეეძლო მოძრაობა. მათი მდგომა რეობაც რთული იყო, საღად განსჯაც უჭირდათ. ჩაგვიყვანეს დარ ბაზში, სადაც ყველა მაღალი მოხელე შეკრებილიყო. კრებას გენპ როკურორი თავმჯდომარეობდა. ის ყველას სახელით საუბრობდა. წამოყენებული მოთხოვნები იმდენად ფართო იყო, რომ საჭიროდ მიიჩნია, პასუხისმგებელი სამსახურები მოეხმო, რათა გამოსავა ლი მოგვეძებნა. ჩვენი უკმაყოფილების საკითხები ჩამოთვალა და განაცხადა, რომ ათივე საჩივარი დაგვიკმაყოფილეს, ამიტომ შიმ შილობა უნდა შეგვწყვიტა. – – ორი სხვა საკითხი ? – ვიკითხე. – – ჩვენ არ გვაქვს უფლება პატიმრებს გაზეთების მიღების უფლება მივცეთ. ეს კანონით იკრძალება და მას კონსტიტუცია გა ნკარგავს. მიუხედავად ყველაფრისა, ამ საკითხზეც კი, დათმობა ზე წავედით და ფარულად მიღებულ გაზეთებზე თვალს ვხუჭავთ. გამოდის, ამ მოთხოვნაზეც სანახევრო თანხმობა გაქვთ იმ პირო ბით, თუ ხვალიდან შიმშილობას შეწყვეტთ. ამ საღამოს უკვე ძა ლიან გვიანია საკვების მოწოდებისთვის. მის სიტყვებს დუმილით შევხვდით. პროკურორმა გვკითხა: – – არ გვპასუხობთ. თანახმა ხართ ? თუ არა, მაშინ ისე მოვიქცე ვით, როგორც მოგვესურვება. ძალები მოვიკრიბე: – – არაფრის პასუხი არ შეგვიძლია. – – რატომ ? – – რაკი არაფერი გითქვამთ მთავარ საკითხთან დაკავშირებით. – – რომელ მთავარ საკითხზე, ყველა მოთხოვნა დაგიკმაყოფი ლეთ, ისეთიც კი, რომლის უფლებაც არ გვქონდა, გაზეთების ფა რულად კითხვის ნება დაგრთეთ! – – ვერ დავუშვებთ, რომ ბადრაგი პოლიტიკურ პატიმრებს ავიწროვებდეს, ამიტომ შიმშლობას განვაგრძობთ სიკვდილამდე. ამ სიტყვების წარმოთქმისას უკანასკნელი ძალები გამოვიყენე ფეხზე წამოდგომისთვის. პროკურორს დავეყრდენი. მან განაცხა და, რომ ბადრაგის დათხოვნა არ შეუძლია, რადგან ისინი მოვალე - 156 ობას ასრულებდნენ. თუმცა ყველაფერს გააკეთებდა შესაძლებ ლობის ფარგლებში. დაბალ ხმაზე პატარა კონსულტაცია გაიარა კოლეგებთან და ციხის უფროსთან. რის შემდეგაც საბოლოო გა დაწყვეტილება გაგვაცნო: – – მაქსიმუმი რაც შეგვიძლია, ბადრაგს ვუბრძანოთ კორექტუ ლები და ზრდილობიანები იყვნენ პოლიტპატიმრების მიმართ. ამგვარად, სრული წარმატება გვქონდა ათ მოთხოვნაზე და სა ნახევრო – ორ დანარჩენზე. დავეთანხმე, მეტი აღარ შემეძლო. მეორე დილას დიდი მონდომებით დაიწყეს პატიმართა გამო კვება. 16 000 პატიმრიდან თითქმის ორასი მძიმედ დაავადდა. შე გვეძლო გაგვეხარა გამარჯვებით, მაგრამ ამ გზაზე მიღებული და რტყმების მოსაშუშებლად დიდი დრო გვჭირდებოდა იმდენად ვი ყავით დაღლილები და დასუსტებულები. ჩემთვის ყველაზე რთუ ლი პირველი ორი დღე იყო, შემდეგ დაჭიმული ნერვული სისტემის წყალობით, ბოლომდე აქტიურად ვმუშაობდი. თან ვკვდებოდი და ამავდროულად, ჩემი სიკვდილის მაყურებელიც ვიყავი. ჩვენ შო რის ყველაზე ნაკლებად ის ამხანაგები დაშავდნენ, ვინც შიმში ლობას უძრაობაში ატარებდა. *** რაც შეეხება ჩემს კერძო შემთხვევას. პირველ თვეებში, რო დესაც ჩემი ნათესავის ქრისტინეს მოწონებული გეგმა განვახო რციელე და დაკითხვისას კონკრეტული ცნობები მივაწოდე გამო მძიებელს, გადავწყვიტე, სიჩუმე შემენარჩუნებინა, რათა„გამოძე ბისთვის ხელი არ შემეშალა“. ქრისტინე კი, ყველაფერს აკეთებდა, რაც ჩემი უმცროსი ძმისთვის იყო აუცილებელი. მოსალოდნელი შედეგების მიღების შემდეგ სასამართლოზე გასვლა მოვინდო მე, თავისუფლებაზე გასვლის მიზნით. ამგვარი ტაქტიკა საუკეთე სო საშუალება იყო წარმატებისთვის. თუმცა, ერთი უხერხულობა არსებობდა, ჩემი აქტივობების ყველანაირ მტკიცებულებას ვერ გავაქრობდით. ამიტომ ხელისუფლება მუდმივ ძიებაში იყო. მო სამართლე გენერალურ პროკურორს გადასცემდა ჩემს საქმეებს, ის გუბერნატორს აყენებდა საქმის კურსში. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საქმის შესწავლისა და გაგრძელების ბრძანებას იძლეოდა და კვლავ მოსამართლესთან ბრუნდებოდა. უკვე ექვსი თვე იყო, რაც ციხეში ვიყავი. გამოკვეთილი მიზეზი არ ჩანდა, რისთვისაც გამათავისუფლებდნენ. ერთ საღამოს მამ - 157 ცნეს, რომ ტფილისში გადაყვანისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. დილით ადრე, ისე, რომ გმირ ფანცხავას გამოსამშვიდობებელი წერილიც კი ვერ მივაწოდე, საკნიდან გამიყვანეს. ესკორტად ჯარისკაცთა დიდი რაოდენობა მახლდა. მიმიყვანეს ქუთაისის სადგურში და სპეციალურ ვაგონში ჩამსვეს. საღამომდე იქ ვრჩებოდი. ამგვარი მოგზაურობა სხვა ამხანაგებს არ ჰქონიათ. როგორც წესი, ბაღში გადაგდებული პატარა წერილის წყალობით, ყველას ჰქონდა მცირედი საგზალი და ცოტაოდენი ფული. მე ამ ყველაფერს მოკლებული აღმოვჩნდი. ვცდილობდი, მივმხვდა რიყავი ჩემი ასეთი სწრაფი გადაყვანის მიზეზს, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი ირონიული პასუხი მიტრიალებდა თავში, რომელიც ღიმილს მგვრიდა:„უეჭველი, შეწუხდნენ ჩემი ჯანმრთელობის გა უარესებული მდგომარეობით, რაც ქუთაისის ციხეში განხორციე ლებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.“ უეცრად ჩემი ძმა, სევასტი შევნიშნე, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მცველებს ჩემთან შემოსვლის ნება მიეცათ. როგორც ჩანს, ამ პატივზე უარს ეუბნებოდნენ. იმედგაცრუებულმა, სცადა სივრცე გამოერღვია. ვაგონისკენ გამოიქცა. სამხედროები გარს შემოე ხვივნენ. გაისმა ბრძანება და იარაღი შემართეს. ერთი წამიც და ყველაფერი დასრულდება. სწორედ ამ წამს ოფიცერმა მის მკე რდზე მბზინავი ოქროს მედალი შენიშნა, რომელიც ბოლო ომის შემდეგ ჰქონდა მიღებული. ჯარისკაცი ჯარისკაცის პირისპირ. მე თაურმა იარაღის დაშვების ბრძანება გასცა და სევასტი იქაურო ბას გაშორდა. უდიდეს უიმედობაში მყოფმა, ბედნიერება ვიგრძენი. სევასტი ცოცხალია, გადარჩა. ჩემი საბრალო ძმა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ბათუმის გა ზეთში ამოუკითხავს ცნობა ჩემი დეპორტაციის შესახებ. იმ დი ლით, ქუთაისში ჩამოვიდა, რომ თავად წულუკიძისთვის ჩემი ამბავი ეკითხა. ჩემი ადგილსამყოფელიც შემთხვევით შეიტყო. სადგურში ის უკანასკნელად ვნახე ჩემი ვაგონის კარის პატარა ღიობიდან. მისი ხმაც კი ვერ გავიგონე. თავი V მეტეხის ციხეში გვიან ღამით ჩემი ვაგონი მატარებელში ჩააბეს, ჩემი„ბანაკის გვარდიაც“ თან მახლდა. გამთენიისას ტფილისის სადგურში შევე დით, აქ კი, მეტი თავდაცვისთვის, ცხენებზე ამხედრებული ათამდე კაზაკი დაგვხვდა. ევროპაში ამგვარი დახვედრა რომ დამემსახუ რებინა, მეფე ან რესპუბლიკის პრეზიდენტი უნდა ვყოფილიყავი. კორტეჟი გარს მეხვეოდა. შუაში მომიქციეს. ციხის კედლებ ში გატარებული შვიდი თვის შემდეგ ჩემ თვალწინ მიმდინარე სპექტაკლით აღტაცებული ვიყავი. საქართველოს დედაქალაქს დილის მზის სხივი ანათებდა და გამჭვირვალობას მატებდა, გა ნსაკუთრებულად დიდებული ატმოსფერო სუფევდა. ჰარმონიული სურათი იხატებოდა. ვეღარც ქუჩებს ვცნობდი, ვერც სახლებს, ვერც მბრწყინავ შუქს. რიტმულად ვმოძრაობდი, ხან – აღამრთზე, ხან – დაღმართზე. თვალებს ხან მარჯვნივ ვაცეცებდი, ხან – მა რცხნივ. განსაკუთრებით წინ ვიყურებოდი, რომ ჩემი„საყვარელი მცველები“ არ შემეშფოთებინა. ცვალებადი სურათები მავიწყებ და ჩემი გარემოცვის არსებობას და ზოგჯერ, საკუთარ არსებობა საც კი. ჩემი წარმოსახვა დახეტიალობდა, გული კი, გამალებით მიცემდა. თვალებით საოცარ ყვავილებს ვკრეფდი... სამწუხაროდ, ილუზია დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო საფეხურებს ავდიო დით, რამდენიმე წამში ციხეში ვიქნებოდი. ნუთუ სამუდამოდ დავემშვიდობები ტფილისს, ჩემი ქვეყნის სიამაყეს? ტფილისი, ჩემი საყვარელი ტფილისი, დაე, ყველა და მპყრობლის თარეში ისეთივე ხანმოკლე იყოს, როგორც ჩემი აქ ყოფნა! როგორი კონტრასტია! ციხის კანცელარიაში მიმიყვანეს. ამა ოდ ვეძებდი რაიმე მსგავსებას ქუთაისის ციხესთან. მსუქანი ცი ხის უფროსის ნაცვლად, აქ ჩონჩხივით კაცი დამხვდა. მისი სახის ძვლები ისე იყო ამოშვერილი, როგორც მუზეუმებში. ტუჩები ისეთი თხელი ჰქონდა, მის მიღმა კბილები უჩანდა, მზერა კი – უძრავი. მიუხედავად ყველაფრისა, მოძრაობს და საუბრობს კიდეც, თუმცა მისი ხმა მეტალისებურია. ეს გახლდათ რუსი ბორისოვსკი. 159 საკანი N8, თქვა მან და თავის მოადგილეს გადამაბარა. ეს უკანასკნელი ბადრაგის უფროსად ითვლებოდა. მან ციხის პირველ სართულზე მიმაცილა. ცრუმორწმუნე არ ვიყავი, მაგრამ მაინც ყურადღება მივაქციე ამ უცნაურ დამთხვევას.„იღბალია, თუ ფატალური ნიშანი?“ ქუთაისის ციხეშიც პირველ სართულზე ვიყა ვი, N8 საკანში, ექვს თვეზე მეტხანს. *** ამხანაგებმა გულთბილი დახვედრა მომიწყვეს. მათ შორის ბე ვრი ნაცნობი იყო, რამდენიმე მეგობარიც. თუმცა, თითქოს, ყველა პოლიტმატიმარს ვიცნობდი. ისინი ინტლექტუალურ და მუშათა წრის ელიტას წარმოადგენდნენ. მრავალი მენშევიკის გვერდით იყო ერთადერთი ბოლშევიკი, ოთაროვი, ნამდვილი გვარით – ბო ჭორიშვილი. ოთაროვი ყალბი პასპორტის მონაცემებიდან შერჩა. ჩვენი გაცნობისას ჯერ კიდევ ჰქონდა გაქცევის მცდელობისას მი ღებული იარები. თავადები კოტე ანდრონიკაშვილი 1 და მაჩაბელი 2 გამორჩეუ ლი ინტელექტისა და შარმის ადამიანები იყვნენ. მაჩაბელი იყო შავგვრემანი, არც ისე ახოვანი, თუმცა, ძალიან ძლიერი, საოცარი ფიზიკური ძალა ჰქონდა(პატიმართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ერთიანი ძალებით ცდილობდა მასთან დაჭიდებას, თუმცა ადგლი დანაც ვერ ძრავდნენ). ანდრონიკაშვილი საშუალოზე ოდნავ მაღა ლი იყო, ფერმკრთალი და გამხდარი, ინტელექტუალი, განათლე ბული, ასევე, კარგი ტაქტიკოსი. ორი წლის შემდეგ ციმბირში გა დაასახლეს, უვადოდ, ყველა უფლების ჩამორთმევით. 1913 წელს გაქცევა მოახერხა და 1916 წ. ბერნში შევხვდი, მის გრაციოზულ მე უღლესთან ერთად. 1917 წლის რევოლუციისას საქართველოში და ბრუნდა და დამოუკიდებლობის პერიოდში მნიშვნელოვან როლს 1 კონსტანტინე ანდრონიკაშვილი( 1876 -?) – ქართველი პოლიტიკოსი, სა ქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, 1921 წლის ოკუპაციის შემ დგომ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი(რედ.). 2 გიორგი მაჩაბელი( 1879 1918 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი და რე ვოლუციონერი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, 1917 წლის შემდეგ მაჩაბელი აქტიურად ჩაება ქართულ პოლიტიკაში. 1918 წლის მარტში გორის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების დროს, მაჩაბელი შუ ამავლობდა მოლაპარაკებას ბოლშევიკებსა და ქართველ სოციალ-დე მოკრატებს შორის, თუმცა უშედეგოდ, რადგან ბოლშევიკებმა მოკლეს (რედ.). 160 ასრულებდა. 1924 წლის აჯანყებისას ანდრონიკაშვილი მოძრაო ბის სათავეში იყო. ის„საქართველოს დამოუკიდებლობის კომი ტეტის“(რომელსაც მეთაურობდა) სხვა წევრებთან ერთად შეი პყრეს. 1925 წელს სასამართლოს წინაშე წარსდგა. ჩვენების მიცე მისას ეროვნული აჯანყების შემაძრწუნებელი მიზეზები აღწერა, რასაც ოკუპანტების ზეწოლა და სისხლისმღვრელი შევიწროვება იწვევდა.„ფიზიკურად გვაჯობეთ, მაგრამ მორალურად ჩვენ ვართ გამარჯვებულები!“ – განაცხადა სასამართლოზე. გამოჩენილმა ღირსებამ და სიმამაცემ შთაბეჭდილება მოახ დინა მოსამართლეებზე და სიკვდილით დასჯა არ მიუსაჯეს. მესამე გამორჩეული პირი იყო ლადო დარჩიაშვილი, 1 ქართვე ლი პუბლიცისტი, ევროპული კულტურის მატარებელი. კიდევ გა მოვარჩევდი ერთ სომეხს და სამ რუსს: მასალკინი, ბრეხნიჩევი, სუვაროვა და ქარაჯიანი. პირველი მათგანი ცნობილი იურისტი იყო, სოციალ-დემოკრატი, ჩვენი პარტიის წევრი. მეორე – ახალგა ზრდა მღვდელი, ერუდირებული, კარგად აღზრდილი, დახვეწილი (რაც დიდი იშვიათობა იყო რუსულ ეკლესიაში). მღვდლის ჭილობს ელეგანტურად ატარებდა, კისერზე დიდი ჯვარი ეკიდა, მაღალი, შავგვრემანი, მოწესრიგებული, შავი წვერით, გამოკვეთილი, მო ციმციმე თვალებით. ბრეხნიჩევი ენაწყლიანი ადამიანი იყო. თუ მცა ხელისუფლების თვალში სწორედ ეს იყო მისი დიდი ნაკლი. როგორც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენ ლის მხრიდან, მისი„დანაშაული“ იყო ქართველ მართლმადიდებ ლებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. მისი წინამორბედები მკაცრად იცავდნენ ცარისტული პოლიციის მითითებას, სიძულვი ლი გაეღვივებინათ ადგილობრივ და მათთვის უცხო ხალხს შო რის, შეექმნათ დამსმენელთა ჯგუფი, მათი საქმიანობისთვის თვა ლყური ედევნებინათ. ქალბატონი სუვაროვა რუსი გენერლის, სუვაროვის შვილთა შვილი იყო. საშუალო ტანის, ძალიან გამხდარი, ქერა, სწრაფი და მშრალი საუბარი იცოდა, რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი გახლდათ. ჩვენგან განსხვავებით, მხარს უჭერდა „პირდაპირ ქმედებებს“(ტერორის გზას) ცარისტული მოხელეების მიმართ. ჩვენ ამაოდ ვსაუბრობდით მასთან და ვცდილობდით, 1 ვლადიმერ დარჩიაშვილი( 1872 1916 ) – ქართველი სოციალ-დემოკრა ტი, პუბლიცისტი და მემარცხენე მოაზროვნე, აქტიურად თანამშრომ ლობდა გაზეთ„კვალთან“. მისი ხედვები ნაციონალურ საკითხთან და კავშირებით ხშირ შემთხვევაში არ ემთხვეოდა პარტიის ოფიციალურ პოზიციას(რედ.). 161 მისი პარტიის არასწორი ხედვის ახსნას. დასახელებული მეოთხე პირი სომხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის(ჩვენთან აფი ლირებული) წევრი იყო; დაბალი ტანის, მრგვალი სახის, პატარა, აპრეხილი ცხვირით, მშვიდი იერის ადამიანი; ნელა საუბრობდა. განათლება ჟენევაში მიიღო. დაკავებისას ტფილისში არსებული სომხური ბანკის დირექტორის პოსტი ეკავა. მასალკინმა, როგორც კარგმა ადვოკატმა, თავი გაითავისუფლა. ბრეხნიჩევი სამარაში გადაასახლეს, იქ კი კვლავ იყო ხელისუფლე ბის სასტიკი რეპრესიების სამიზნე. საბოლოოდ თვითმკვლელობა მდე მიიყვანეს, თავი ვოლგაში დაიხრჩო. ქ-ნი სუვაროვა ციმბირში გადაასახლეს. ჩვენ ერთმანეთს ტარაში შევხვდით; იქიდან სამი კვირის თავზე გაიქცა, რათა რუსეთში საქმიანობას დაბრუნებოდა. სამშობლოში ჩამოახრჩეს. ქარაჯიანსაც ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მოახერხა და უცხოეთში გადასახლების მოთხო ვნა დააკმაყოფილებინა. 1917 წლის რევოლუციამდე ჟენევაში ცხო ვრობდა, შემდეგ კი ტფილისში დაბრუნდა 1 . პოლიტმატიმართა შორის დიდი სიხარული გამოიწვია ანდრო ნიკაშვილისა და მაჩაბელის მიერ მოპოვებულმა სიახლეებმა, რომლის თანახმადაც, კავკასიაში წარმოდგენილი რუსული ხელი სუფლება, განსაკუთრებით კი, გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი ძალიან შეწუხებულები იყვნენ, ფაქტით, რომ სანქტ-პეტერბურგში დუმის დაშლას ყველა კავკასიელი წევრი ეწინააღმდეგებოდა 2 . რა თქმა უნდა, სწორედ ჩვენმა დეპუტაციამ შესთავაზა დუმას ვიბორგში წასვლა. ჟორდანიამ, მილუკოვთან(ის ჯერ არ იყო დეპუტატი, ის გახლდათ პარტიის უმცროსი წევრი, რომელიც დიდი უპირატე სობით შევიდა პირველ რუსულ პარლამენტში) ერთად, შეადგინა მიმართვა მეფის ქმედებების საპროტესტოდ განწყობილ რუსი ხალხისთვის. ისინი მოუწოდებდნენ მოსახლეობას, უარი ეთქვათ გადასახადების გადახდაზე. აღნიშნული მიმართვის(ცნობილი, როგორც„ვიბურგის მანიფესტი“) ხელმომწერი ყველა დეპუტატი, მურუმცევის თავმჯდომარეობით, შეიპყრეს, მიესაჯათ ხუთთვიანი იზოლაცია, ყველა სამოქალაქო უფლების ჩამორთმევით. მათ შო რის იყო რამიშვილიც. მხოლოდ ჟორდანიამ შეძლო თავის გადა 1 ჟენევაში ქარაჯანიანმა 1909 და 1916 წლებში ორი წიგნი გამოაქ ვეყნა,„რევოლუციური მოძრაობა კავკასიაში“ და„მსოფლიო ომი“ (ხ.შავიშვილი). 2 პირველი დუმის არჩევნები თანადროული არ იყო. კავკასიასა და ციმ ბირში არჩევნები დუმის გახსნიდან სამი თვის შემდეგ გაიმართა. ადვი ლი მისახვედრია, თუ რა დიდი გაოცება გამოიწვია დუმის წევრთა მიერ ამ რამდენიმე კვირაში მოპოვებულმა გავლენებმა(ხ.შავიშვილი). 162 რჩენა და წელიწადნახევარი ფარულად აგრძელებდა საქმიანო ბას. მისი პროცესი ცალკე გაიმართა, 1908 წელს. *** მეტეხი ციხესიმაგრე გახლდათ. შუა საუკუნეებში აშენდა საქა რთველოს მეფეთათვის. მიუხდავად თანამედროვე ჩარევებისა, მაინც ინარჩეუნებს გამორჩეულ სტილს. დღესაც„მეტეხის ციხეს“ უწოდებენ. წარსულის დიდების ნაკვალევი ჯერაც არ გამქრალა მისი კედლებიდან, თუ ეზოდან. მდებარეობს მტკვრის ნაპირზე, შემაღლებულ ადგილზე და ზოგჯერ ჩვენი საკნებიდან მდინარეში მობანავე ხალხს ვხედავდით. ციხესიმაგრის ეზო არასდროს ყო ფილა გათვილილი საპყრობილესთვის, მაგრამ დამპყრობლებმა ქვეყნის წაბილწვისთვის ეს ადგილი განზრახ აირჩიეს. ძველი, ლამაზი ბაღის ნაცვლად აფთიაქი და სამედიცინო პუნქტი ააშენეს, შესასვლელში კი ციხესიმაგრემდე მისასვლელის ნაცვლად, ე.წ. ახალი შენობა დადგეს. სწორედ ეს შენობა ფარავს ციხესიმაგრის ყოფილ შესასვლელსა და ფასადს. ეს სამი ნაწილი(ძველი ციხესიმაგრე, საავადმყოფო და„ახალი შენობა“) ერთმანეთისგან შესასვლელებით გამოიყოფოდა, თითო ეულს თავისი ზედამხედველი აკონტროლებდა. პოლიტპატიმრებს ზოგჯერ აღნიშნულ შენობებში გადაადგილების ინდივიდუალუ რი უფლება ეძლეოდათ. საპყრობილის მეოთხე ნაწილი საერთო უფლებების პატიმრებს ეთმობოდა. მათთან საზიაროდ გვქონდა ეზო. მათი შენობა სამ, თუ ოთხსართულიანი იყო, კანცელარიის თავზე, ზუსტად ჩვენი შენობის მოპირდაპირედ. იქ კრიმინალური სამყარო იმყოფებოდა. მათ განსაკუთრებუ ლი, ოკულტური წესრიგი, საკუთარი მორალი და დისციპლინა ჰქო ნდათ დამყარებული, ჰყავდათ ერთი მთავარი, რომელსაც ყველა ემორჩილებოდა. აღნიშნული სტატუსი კი მას ენიჭებოდა, ვისაც უფრო მეტი და სასტიკი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ამ კრიმი ნალთა უმეტესობა რუსი იყო, ისინი მთელი იმპერიის ტერიტორი აზე იყვნენ მიმოფანტულნი. მათ ძალიან დიდი გამოციდლება ჰქონდათ. ადამიანურ ბუნე ბასაც კარგად იცნობდნენ. მათი მოსმენისას გვეგონა, დოსტო ევსკის ვუსმენდით(აღსანიშნავია, რომ მანაც სწორედ ციხეში, კრიმინალებთან გატარებული ბევრი წლის შემდეგ შეიცნო მათი ფსიქოლოგია). 163 გვერდით შენობაში მყოფი დამნაშავეები დიდ პატივს გვცემ დნენ და დარწმუნებულები იყვნენ, არ ვუღალატებდით, ამიტომ იმდენად გვენდობოდნენ, ყველაფერს გვიზიარებდნენ, ერთგვარ „აღსარებასაც“ კი გვაბარებდნენ. ზოგიერთი ამბის მოსმენაც კი არ შემეძლო, იმდენად შემზარავი იყო, თუმცა ამხანაგები მაინც მაცნობდნენ მათ. მათი უფროსი, დაბადებით მკვლელი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. მის ანგარიშზე არსებულ უამრავ მძიმე მკვლელობას 23 ისეთი შემთხვევაც ემატებოდა, რომელიც 10 კაპიკისთვის შეას რულა და მათი დამტკიცება საბოლოოდ მაინც ვერ შეძლეს. თვე ების განმავლობაში ღამით დიდ ოპერაციას ასრულებდა, მესამე სართულის სარკმლიდან ძვრებოდა, მეორე სართულის კარს აღებ და, იქიდან კანცელარიის დარბაზში ჩადიოდა, სალაროს ხსნიდა და იქ შენახული 150-200 რუბლიდან 10-20 რუბლს იღებდა, შემდეგ უკან ბრუნდებოდა. არასდროს ჩავარდნია ხელში ზედამხედველე ბს. კითხვაზე, თუ რატომ არ წამოიღო თანხა სრულად, პასუხობდა: „სრულად რომ ამეღო, თანხა აღარ დარჩებოდა და შემოსავლის წყაროს დავკარგავდი“. ერთ დღეს სამედიცინო პუნქტში წასვლის უფლება მოვიპოვე. ანდრონიკაშვილმა მთხოვა, ათ-ათი რუბლი დამერიგებინა ცხრა ამხანაგისთვის. რაკი ეს მისია დამეკისრა, საქმე ისე უნდა გამეკე თებინა, რომ ბადრაგის ყურადღება არ მიმექცია. წინასწარ მოვემ ზადე, ფული წვრილად დავახვიე, სიგარეტებივით და ისე ჩავილა გე ჯიბეში, რომ დანიშნულ დროს სწრაფად გადამეცა კონკრეტული პირისთვის. ორი ამხანაგი საავადმყოფოს სივრცეში არ დამხვდა, ამიტომ მათი წილი თანხა დამრჩა. უკან დაბრუნებულმა აღმოვა ჩინე, რომ ეს თანხა ჯიბეში აღარ მედო. ძალიან შევწუხდი და ეს ამბავი რამდენიმე ამხანაგს მოვუყევი. ორი კვირის შემდეგ იგივე მისია დამეკისრა. მაშინ თანხა სრუ ლად დავარიგე. როდესაც საკანში დავბრუნდი, ვნახე, რომ წინა ჯერზე დაკარგული 20 რუბლი ადგილზე იყო. როგორც შევიტყვე, თანხა კრიმინალების„უფროსის“ ბრძანებით დააბრუნეს. *** ციხეში ჩემი მისვლის შემდეგ პოლიტმატიმრებსა და ადმი ნისტრაციას შორის დაპირისპირება გამწვავდა. სიტუაცია უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც საკვებში მატლები აღმოაჩინეს. ან - 164 დრონიკაშვილმა სათათბიროდ მიგვიწვია N5 ოთახში(ყველაზე დიდი სივრცე იყო ციხესიმაგრეში). კრება გახსნა იმ ინფორმა ციით, რომ მე იქ ვიმყოფებოდი, დიდი გამოცდილება მქონდა და ამით უნდა ესარგებლათ. კრების თავმჯდომარეს ვთხოვე, ჯერ სხვებისთვის მიეცა აზრის გამოთქმის საშუალება. გაირკვა, რომ მათი იდეები საქმეს ვერ მოაგვარებდა. თავმჯდომარემ კვლავ მე მომმართა. როგორც კი საუბარი დავიწყე, სიჩუმემ მოიცვა დარ ბაზი. ეს კატასტროფა იყო... ფსიქოლოგიურად მაინც რთული იყო ისეთი ადამიანისთვის, ვინც განუზომელ უბედურებას განიცდის. ეს გრძნობა შეიძლება შევადარო უნივერსიტეტის გამოცდაზე გა სული ადამიანის მდგომარეობას, რომელიც უეცრად გრძნობს, რომ სულ მარტო დატოვეს. პირველი შოკი მაშინ დამეუფლა, როდესაც ვიგრძენი, რომ ისე თივე დიდი ინტერსით აღარ მისმენდნენ. თავზარს მცემდა იმის გააზრება, რომ ჩემი სიტყვები ლოგიკურ ბმაში არ იყო. ეს აზრები კი კიდევ უფრო მირევდა გონებას. ეჭვგარეშეა, ეს შიმშილობის შედეგი იყო. მეორე დღეს ექიმმა დამამშვიდებლები გამომიწერა. კრების შედეგად გადაწყდა ბრძოლა და შემუშავდა მოთხოვნე ბი, რომელზეც ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. ჩვენ ისინი აუ ცილებლად უნდა დაგვეთანხმებინა, მაგრამ ამისთვის შიმშილობა არ გამოგვიყენებია, როგორც ქუთაისში, აქ საშუალება გვქონდა, ციხესიმაგრის მდებარეობით გვესარგებლა. საკნების სარკმლე ბის რკინებზე ბრახუნით ისეთ ექოს გამოვიწვევდით, რომ მთელი ქალაქი გაიგებდა. ასევე, ზოგი სარკმელებიდან იყვირებდა კიდეც. ჩვენს გასაჩუმებლად ეზოში რაზმებს გამოიძახებდნენ და ციხის მიმართულებით სროლას უბრძანებდნენ, რის შედეგადაც იქნე ბოდნენ გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც. შემდეგ კი ჯა რისკაცებს ჩააყენებდნენ დერეფნებში... და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება იძულებული იქნებოდა მოთხოვნებს დათანხმებოდა. განსაკუთრებით კი, სამზარეულოს კონტროლის უფლებას მოგვცემდა. ჩვენი მზარეული გვეყოლებო და და სადილს სურვლისამებრ შევუკვეთავდით. ამგვარად, ორი მძიმე კვირა გავიდა. შემდეგ უეცრად შევი ტყვეთ, რომ რამდენიმე საუკეთესო ამხანაგი, მათ შორის, თავადი ანდრონიკაშვილი და მაჩაბელი ციხიდან გაიყვანეს, მაგრამ რა ბედი ეწიათ, არ ვიცოდით. ამ პერიოდში მკურნალობის კურსს გავდიოდი. ერთ დღეს ჩემი ექიმის ნაცვლად, ექიმი მიხაილოვსკი მოვიდა. პირველი, რამაც 165 გამაკვირვა ის იყო, რომ საკანში მომაკითხა. ეს არასდროს მომ ხდარა. დიდხანს მსინჯავდა, გადაწყვიტა, რომ ნერვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს და დიდი დოზის დამამშვიდებელი გა მომიწერა. ამის შემდეგ ხშირად მოდიოდა. ყოველ მოსვლაზე დო ზას უმატებდა და სამი კვირის თავზე დღეში თორმეტ ფლაკონზე ავიდა. მაქსიმალური დოზის შემდეგ, ძალიან„თავაზიანად“ გამო ცხადდა და მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნახა, რომ პაციენტი ცოცხალიც იყო და მეტიც, მის ნერვულ სისტემასაც არაფერი დაშავებია ამ„სანუკვარი სითხის“ ამგვარი დოზების გა მოწერის შემდეგ. საბრალო ნარკოტიკის დამრიგებელი, ვერ გათ ვალა, რომ ცხენის წყალთან მიყვანა შეიძლება, მაგრამ დალევას ვერ აიძულებ! 1 კიდევ ერთხელ გამომიკვლია და კანცელარიას განუცხადა, რომ მკურნალობა დაასრულა. იმავე დღეს, 15:00-ზე(ეს ვიზიტების დრო იყო) ბადრაგმა დაიძა ხა:„შავიშვილი, ვიზიტების დარბაზში!“ არც გავნძრეულვარ, რაკი არავისი მესმოდა. მაშინ საკანში შემოცვივდნენ, მითხრეს, რომ „მართლაც“ მოსულები არიან ჩემს სანახავად. ეზოში ჩავედი და მარცხნივ, შეხვედრების ოთახისკენ გავემართე. გზა გადამიღო ბეს და მარჯვნივ მიბიძგეს, სადაც სამასამდე პატიმარი იყო თა ვმოყრილი ეშელონით დეპორტაციისთვის იყვნენ გამზადებულნი. გარს შემოჯარვოდათ დაცვა, რომელთაც უნდა წაეყვანათ. იქ მიმიყვანეს და მითხრეს, რომ მეც უნდა წავსულიყავი. პი რადი ნივთები გამოეტანათ საკნიდან(ფეხსაცმლიც კი არ მეცვა, ფაჩუჩებში ვიყავი). ექიმი მიხაილოვსკის ქცევით აღშფოთებული, ამ ხრიკების წინაშე ავმბოხდი და უარი ვთქვი დამორჩილებაზე. ბადრაგმა ხელი მკრა, მიწაზე დავეცი. ჯარისკაცებმა ჩემი შეპყრო ბის ბრძანება მიიღეს. ცდილობენ, წამომაყენონ, მაგრამ მე არ ვი ნძრევი. მომიახლოვდნენ და იარაღით დამემუქრნენ. მცველების მეთაურმა მოთმინება დაკარგა. იმის შიშით, რომ სადგურში არ და გვიანებოდათ, ჩემი სიიდან ამოღების ბრძანება გასცა. ჩემ გარეშე გაემგზავრნენ. ავდექი და საკანში დავბრუნდი, ჩემი ნივთები უყურადღებოდ დავტოვე. ერთადერთი კითხვა მაწუხებ და, ახლა რა გამოიგონეს? 1 როგორც კი მივხვდი ექიმი მიხაილოვსკის ჩანაფიქრს, ყოველ საათში ვღვრიდი გამოწერილ დოზას. ციმბირში ყოფნისას გავიგე, რომ 1907 წელს მოკლეს, როდესაც საავადმყოფოში პაციენტთა„გამოჯანმრთე ლებით“ იყო დაკავებული(ხ.შავიშვილი). 166 რკინის საწოლზე დავწექი და ჭერს ვუყურებდი. საწოლი საკნის ბოლოში იდგა. საკანი სამჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე ქუთაის ში. იქ სამნი ვიყავით, აქ კი მარტო ვარ. გადავწყვიტე, დამესვენა. ერთი საათი გავიდა. დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და ჩემს საკანთან გაჩერდა. ამხანაგები არ იყვნენ, ისინი პირდაპირ შემო ვიდოდნენ, ესენი კი კართან გაჩერდნენ და რუსულად ლაპარა კობდნენ. ბევრნი იყვნენ. ვინ უნდა იყვნენ? თუ ჩემს საძებნელად იყვნენ, რატომ არ შემოდიან? თუ არა, მაშინ აქ რა უნდათ? კარი იხსნება. ციხის უფროსის მოადგილე შემოდის, თან ახლავს ოთხი ჯარისკაცი, თოფებითა და ხიშტებით. ოთახი გადმოჭრეს, მომია ხლოვდნენ და ადგომა და მათთან ერთად წასვლა მიბრძანეს. არც გავნძრეულვარ, ვკითხე, სად აპირებდნენ ჩემს წაყვანას. ციხის უფროსის მოადგილემ მიპასუხა, რომ არ იცოდა. მაშინ ბრძანებას არ დავემორჩილე. მომიახლოვდა, ჯარისკაცებიც მოყვნენ, დაი ხარა და დაჟინებით მთხოვა, ავმდგარიყავი, თან დააყოლა„ჩემო ძვირაფასო“. ციხის ზედამხედველისგან ასეთი სიტყვებით შეურაცხყოფილი წამოვხტი და მარჯვენა ხელი ავწიე, მისთვის უნდა გამერტყა. მან ხელი წამოავლო ხმალს და უკან დაიხია ისე სწრაფად, რომ ხელი ვერ მივაწვდინე. მისკენ გავიწიე, მაგრამ უკან-უკან იხევდა და ჯა რისკაცებიც მიჰყვებოდნენ. მეც ფეხდაფეხ მივსდევდი. უკვე ზღუ რბლზე იდგა და როდესაც ვიფიქრე, რომ ახლა კი ნამდვილად მივ წვდებოდი, დაიყვირა,„აი, თქვენი მეტრიც მოვიდა!“ პატივისცემით მიესალმა. ვიფიქრე, ეს თეატრალური ჟესტი რაღაც ფარსი იყო და კიდევ უფრო გავცოფდი. თუმცა ინსტიქტურად, მეც მივიხედე და დავინახე, ორ მცველს ახალი პატიმარი მოჰყავდა ჩემი საკნისკენ. სილიბისტრო ჯიბლაძე, საუკეთესო ორატორი, რევოლუციის პერი ოდში გამორჩეული პიროვნება, რომლის მოსასმენადაც ტფილის ში მყოფი რუსი მოხელეები, გადაცმულები, მოდიოდნენ. ციხის უფროსის მოადგილე ნამდვილად ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა. სილიბისტროს მეგობრულად სილიას ვეძახდით. საშუალოზე მაღალი იყო, ლამაზად მოვლილი, ჭაღარაშეპარული შავი წვერით, ფართო შუბლით. სასიამოვნო ხმა მეტ დამაჯრებლობას ანიჭებდა მის სიტყვებს. თვალები ექსპრესიული და მშვიდი ჰქონდა, მისგან იდეალიზმის ერთგულება გამოსჭვიოდა. მზერა ჩემკენ ჰქონდა მოპყრობილი. სირცხვილით დავიწვი, ასეთმა პატივცემულმა ადამიანმა ამ მდგომარეობაში რომ მიხი ლა. შეძრწუნებულმა სილიამ შთამბეჭდავი სიტყვებით მომმართა, 167 მათ საოცარი გავლენა მოახდინეს ჩემზე და ზედამხედველზეც, რომელსაც ქართული არ ესმოდა. ისე დამელაპარაკა, როგორც დედა დაელაპარაკებოდა პატარა შვილს, რომელიც ფაიფურის ნი ვთის დამტვრევას აპირებს. მომიწოდა, ძალები შემომენახა,„რაც ძალიან დაგვჭირდებოდა“. მისგან კარგი რჩევების მოსმენის შემდეგ, ცოტა ხნით დავე თხოვე, მამასავით გადამეხვია. საკანი დავუთმე და ციხის უფროსის მოადგილესა და ოთხ ჯარისკაცს გავყევი უცნობი მიმართულებით. მეტეხის ციხე თავი VI ტფილისის დეპარტამენტის ციხეები ციხის უფროსი ბორისოვსკი ეზოში, ფურგონთან ახლოს იდგა, როდესაც გამიყვანეს. მისი მოადგილე სწრაფად გაგვშორდა. ზი ზღნარევი ჟესტით ითხოვა ჩემი დოსიე. შემდეგ თავისი გამყინავი ხმით უბრძანა ბადრაგის უფროსს:„წაიყვანეთ!“ ჩაბნლებულ ფუ რგონში ჩამსვეს, ოთხი ჯარისკაცის ესკორტითა და უნტერ-ოფიც რის მეთაურობით. ბუნდოვნად მესმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა. მანქანა დაი ძარა, მე კი თვალიც ვერ შევავლე ეზოს, რომელიც ასე ახლობელი გახდა ჩემთვის. ვტოვებდი ამხანაგებს, ძვირფას მეგობრებს, რო მელნიც ასე გულთბილად მეპყრობოდნენ. ისე წამიყვანეს, ვერც კი დავემშვიდობე, ვერ ვუთხარი ქართული, ტრადიციული„გამარ ჯვებით!“ ან„ნახვამდის!“, მომავალი შეხვედრის იმედით. ციხესიმაგრის დატოვებისას დაღმართს შევავლე თვალი. შე მდეგ ისე გვარხევდა მანქანა, ხან ერთ მხარეს მახეთქებდა, ხან – მეორე. ვერ ვხვდებოდი, ასეთი ცუდი გზა რატომ შეარჩიეს. დიდი გზა იყო და ჩემი წარმოსახვა მუშაობდა. უეცრად შევჩერდით. გა საღებების ხმა შემომესმა. ისევ დავიძარით, ისეთივე რხევით. საბოლოოდ გავჩერდით და გადმომიყვანეს. ჯარისკაცებს დერე ფანი შეექმნათ. მათ შორის გავიარე და პატარა სახლის ბიუროში შევედი. თავად სახლსაც მაღალი გალავანი ერტყა. ციხეს არ ჰგა ვდა, სად განმამწესებენ? რა მელის? ბიუროში ყველა ფეხზე იდგა, მკაცრი და საქმიანი სახეები ჰქონდათ, თუმცა, სინამდვილეში, უსაქმოდ იყვნენ. აქაურობა არაფრით ჰგავდა მეტეხის ან ქუთაისის ციხის კანცელარიებს. უამრავი ადამიანი იყო. დიდი ალბათობით, რუსულ ავტოკრატიას თავისი ადმინისტრაციული ხელოვნების წარმოდგენა სურდა. მეც ფეხზე ვიყავი, გარს მეხვივნენ ჩემი ჯა რისკაცები. ვუყურებდი და ვფიქრობდი:„საწყალი ხალხი, როგორი დაღლილი სახეები აქვთ, არავინ შემხვდა, თან ჩემი დატოვებაც არ შეეძლოთ!“ 169 უეცრად გაისმა ხმა:„შავიშვილი!“ ყველანი სწრაფად გაიწივნენ. მაგიდასთან სამხედრო ფორმასა და დეკორაციაში გამოწყობილი კაცი იჯდა, სამი ადიუტანტით. სათვალე გაისწორა და ჩემი განა დგურების სურვილით შეპყრობილი მზერით შემომხედა.„თქვენი გვარი? – თქვენ ის ახლახანს წარმოთქვით“. ამ პასუხმა გააბრაზა. ასისტენტებს მიმართა:„პასუხის გაცემა არ შეუძლია!“ შემდეგ გა აგრძელა ჩემი გამოკითხვა:„ვინ არის მამათქვენი?“ პასუხი არ გა ვეცი. გაცოფდა და გააგრძელა კითხვების სერია, მეკითხებოდა, რა ერქვა დედას, რომელ წელს დაიბადა და ა.შ. რაკი ვერანაირი პასუ ხი ვერ მიიღო, შეურაცხმყოფელი რეპლიკები ისროლა და დაცვას უბრძანა, ციხეში წავეყვანე,„საკანი N9!“ სამი შეიარაღებული ტიპი დამესხა თავს. იქ მყოფი ხალხი კი გაიფანტა. ეზო ფერდობზე იყო შეფენილი. ასვლისას ერთ კარიბჭესთან შევჩერდით, რომელსაც ორი ჯარისკაცი იცავდა. სამჯერ მკვეთრად დარეკეს ზარი და კარი გაიხსნა. მეორე ეზოში შევედით. გალავანი სახლზე მაღალი იყო. ამჯერად ციხეში მოვედით. ჩემს ახალ„სა ცხოვრებელს“ უცნაური იერი ჰქონდა, პირველი სართული მიწი დან შემაღლებულზე იყო და შესვლისას რამდენიმე საფეხურით ჩავედით. მთელ შენობაში მხოლოდ ორი დიდი ოთახი იყო, სავსე პოლიტმატიმრებით. როგორც კი ბადრაგი გავიდა და კარი გადა კეტა, ყველანი შემომეხვივნენ და კითხვებით მომმართეს. როცა გაიგეს, რომ აქამდე არაფერი მქონდა ნაჭამი(სადილის დროც კი გადასული იყო, როდესაც ბიუროში ჩემი შეხვედრა და დაკითხვა დაიწყეს), თითოეული საკვების მარაგებისკენ გაიქცა. თუმცა იმდე ნად დაღლილი ვიყავი, ყველაფერზე უარი ვუთხარი. ჩემთვის უცნობი ამხანაგების მხრიდან ასეთმა თბილმა დახვე დრამ ძალები შემმატა. ღამე დადებითად დაიწყო. *** შეხვედრის ეიფორიამ გადაიარა. ერთი ასაკოვანი კაცი, შესა ხედად ძლიერი, მელოტი, კოჭლი, გამორჩეული ნაკვთებით, ულ ვაშითა და თეთრი წვერით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, მომიახლოვდა: – – ხარიტონი არ ხარ, როსტომ შავიშვილის შვილი ? – – დიახ, მაგრამ... – – ვერ მიცანი ? შენი მეზობელი ვარ, თავადი სამუელ ნაკაშიძე, მამაშენის მეგობარი! კარგი, არ აქვს მნიშვნელობა. ალბათ, ვერც 170 მე გიცნობდი, შენი მეგობრებისა და ძმისგან შენ საქმიანობაზე ინ ფორმაციები რომ არ მქონოდა. მას მერე, რაც შენი გვარი გავიგე, მოუთმენლად გელი. გულში ჩამწვდომი ამბავია, მით უფრო ისეთი დამთხვევების გამო, რაც სპექტაკლივით აწყობილი ჩანდა. უეცრად გაჩუმდა. ერთი სული მქონდა გამეგო, რა„გულში ჩა მწვდომ ამბებს“ გულისხმობდა, რომელ მეგობრებზე საუბრობდა, მე ხომ აქ მეგობრები არ მყავდა. ჩემს ძმას აქ რა უნდოდა? რაღაც საეჭვოდ გამოიყურებოდა. იქნებ, ის თავად იყო„სპექტაკლში“, რომელზეც საუბრობდა? და მაინც... ფიქრებმა მოიცვა ჩემი ისედაც გადაღლილი გონება. ამოცანის ამოხსნის თავი არ მქონდა. სავარაუდოდ, საუბარი იმიტომ შეწყვი ტა, რომ ბადრაგის ხმა გაიგო. ამ დროს პატიმრებს უნდა დაეძი ნათ, ან ყოველ შემთხვევაში, ჩუმად ყოფილიყვნენ. გადავწყვიტე, მასთან ახლოს შემერჩია საწოლი, სადაც ისედაც დაკავებული ჰქონდა ჩემთვის ადგილი. სხვებმაც შემომთავაზეს ადგილები, მა გრამ რაკი მოხუცს ყველა პატივს სცემდა, მას დაუთმეს. დამპირ და, რომ„ძალიან საინტერესო“ ამბებს მომიყვებოდა და ბადრაგის თვალის ასახვევად, თავი მოიმძინარა, მეც იგივე მირჩია. სიტუაციამ ძალიან ამაღელვა, სრულად დაცლილი ვიყავი ენე რგიისგან, თორემ, ალბათ, დავარტყამდი კიდეც. რა კარგად მო ვიქეცი, რომ მოვითმინე. რამდენიმე წუთში ბადრაგმა ჩამოიარა, კარის სარკმლიდან შეამოწმა, რომ გვეძინა და წავიდა. გვერდით მყოფს შევეხე, რათა გამეგო, ეძინა, თუ არა. ჩემკენ მოიწია და ჩა მჩურჩულა:„მოიცადე, ჯერ ისევ კართან არიან. სარკმლის დახუ რვის შემდეგ ცოტა ხანს ყოვნდებიან, თავს გვაჩვენებენ, რომ წა ვიდნენ, რათა მოსაუბრეები გამოიჭირონ“. იმედი დავკარგე, მეგონა, ეს მოლოდინი აღარასდროს დასრუ ლებოდა. სწორედ ამ დროს, სამუელმა გადმომილაპარაკა: – – იცი, შენი ძმა აქ იყო ? მომეჩვენა, რომ ეს სიტყვები ძილში ჩამესმა და სამუელს კი თხვები დავაყარე:„რომელი? როდის? სად?“ სევასტიზე გავიფიქრე, რაკი ქუთაისის სადგურში ჩემს სანახავად მოვიდა და კინაღამ მო კლეს. იქნებ დაიჭირეს ჩემ გამო? – – შენი ძმა, ვანო ორ თვის წინ ბაქოში დაიჭირეს. დამატები თი დაკითხვისთვის ოზურგეთში გაგზავნეს. აქ კი გუშინ დილით ჩამოიყვანეს, სწორედ ამ ადგილას გაატარა ღამე, სადაც ახლა შენ წეხარ. წესით, ამ ღამესაც აქ უნდა ყოფილიყო და ხვალ გაეყ ვანათ. თუმცა მის ადგილას შენ ხარ. რა უცნაურია, არა ? ეს გაუგე - 171 ბარი ამბავი შენი შემოსვლის მერე გავიაზრე. შენ შემოსვლამდე ზუსტად ერთი საათით ადრე გაიყვანეს. – – ამგვარად, ოზურგეთში წაიყვანეს ? – – არა, ჩემო კარგო, მას ხვალ დილამდე არსად წაიყვანენ. ახლა ის აქვეა, N7 ციხეში, თუმცა მაინც ვერ შეხვდები. მართლაც საწყენია. მთელი ღამე ვსაუბრობდით. ოზურგეთის ციხიდან გაქ ცევის გეგმა აქვს. დასახმარებლად პატარა წერილი მივეცი ჩემი მეგობარი ერისთავისთვის, გურიის თავად-აზნაურთა წარმომა დგენელია და მის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. ცი ხიდან გაქცევის შემდეგ ცოტა ხანს მიმალვაში იქნება, შემდეგ კი უცხოეთში წასვლამდე, მეტეხის ციხეში მივა, შენ სანახავად. მა გრამ შენ იქ აღარ იქნები! – – საიდან იცოდა, რომ მეტეხის ციხეში ვიყავი ? – – არ იცოდა. მე ვუთხარი. ეს კიდევ სხვა ამბავია, ისიც გაგა ოცებს და იმედია, სასიამოვნოდ. ვანომ იცოდა, რომ ქუთაისის ციხეში იყავი და გაქცევის შემდეგ, იქ აპირებდა მოსვლას. თუმცა ახლა ძალიან დაღლილი ხარ ყველა ამ ამბის მოსასმენად, მე კი მათ მოსაყოლად. ამ ღამით ცოტა უნდა დაისვენო და დაიძინო. – – სამუელ, აღმომხდა უიმედოდ, არ ვიცი შევძლებდი თუ არა დაძინებას, ჩემს ძმაზე რომ არაფერი გეთქვა, მაგრამ ახლა ნამ დვილად ვერ დავიძინებ. ხვალ რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ, მაგრამ ახლა, გემუდარები, მითხარი, როგორ გაიგე, რომ მეტეხის ციხეში ვიყავი ? – – ამ ისტორიის ხვალისთვის გადადება იმიტომ მინდოდა, რომ ზედმეტი ემოციებისგან დამეცავი. ვაღიარებ, ცოტა ეგოისტუ რი მიზეზიც მქონდა. ყველაფერს ახლავე მოგიყვები, მაგრამ ერთი პირობით, დამპირდი, რომ სამი დღე არ დამტოვებ. – – სად უნდა წავიდე ? განა ეს ჩემზეა დამოკიდებული – ვკითხე გაოგნებულმა. მან მომიგო: – – შენი გაოცება გასაგებია. მართლაც, სად უნდა წავიდეთ, როცა ცოცხლად ვართ ამ ციხეში დამარხულები. თუმცა, არის რა ღაც, რაც არ იცი. უამრავი რამ მაქვს შენთვის სათქმელი. ეს სამი დღე მართლაც მჭირდება. მაგრამ, როგორც კი შენი მეგობრები გა იგებენ, რომ აქ ხარ, მაშინვე შენ გადაყვანას მოითხოვენ N10 ცი ხეში, სადაც თავად იმყოფებიან და რაკი ძალიან გავლენიანები არიან, უარს ვერ ეტყვიან. 172 პირობა დავდე, რომ არსად წავიდოდი. სამუელმა თხრობა და იწყო. პირველი ისტორია პოლიტიკურ პროცესს შეეხებოდა, რო მელსაც შარშან დაესწრო ტფილისში. „უმძიმესი საქმე იყო. ყველა იურისტის აზრით, მსჯავრდადე ბულს ან სიკვდილით დასჯას შეუფარდებდნენ, ან სამუდამო იძუ ლებით სამუშაოებს. დამნაშავის წინააღმდეგ ათობით მოწმეს უნდა მიეცა ჩვენება. თავმჯდომარემ ისინი ერთმანეთის მიყოლე ბით გამოიძახა, თუმცა არც ერთი არ გამოეპასუხა. ის საშინლად განრისხდა და განაცხადა, რომ მოწმეები დამნაშავემ დააშინა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მის ისედაც რთულ მდგომარეობას. მაშინ, დარბაზიდან ვიღაც წამოდგა და დაიყვირა:„ბატონო თავმჯ დომარევ, თქვენ სიცოცხლე გარანტირებული გაქვთ?“ „სხდომა მაშინვე შეწყდა და სასამართლო დარბაზში მხოლოდ იმისთვის დაბრუნდა, რომ საქმის დახურვის განაჩენი წაეკითხათ. დამნაშავე გახლდათ თავადი მაჩაბელი. როდესაც ვიზიტების და რბაზში მიხმეს, იქ თავად ანდრონიკაშვილს შევხვდი, თქვენ მეგო ბარს; სწორედ მისგან შევიტყვე თქვენი მეტეხის ციხეში ყოფნის ამბავი“. *** ამგვარად, ანდრონიკაშვილი, მაჩაბელი და მეტეხის ციხიდან მათთან ერთად გამოყვანილები ცოცხლები იყვნენ და მეტიც, ჩემ ახლოს ყოფილან, შეიძლება, შევხვდე კიდეც! ამ სიახლემ სიხარუ ლი მომგვარა. ორი დღის შემდეგ, სეირნობისთვის გამოყოფილი საათისას სადღაც ზეციდან სამჯერ მომესმა ჩემი გვარი, რომელსაც ძალით ამახინჯებდა მაჩაბელი:„შავიშვილია!“ ეს სწორედ მისი სტილი იყო, რომლითაც საიდუმლოდ მაფრთხილებდა ხოლმე. მესამე დღეს, როგორც სამუელმა მიწინასწარმეტყველა, N10 ციხეში გა დამიყვანეს, საიდანაც მაჩაბელი მეძახდა. მასზე ამბობდნენ, ჩი ტივით ხმა ამოსდისო. როგორც კი გაიგო, რომ იქ ვიყავი, ანდრო ნიკაშვილმა მაშინვე ითხოვე ჩემი მათთან გადაყვანა. ეს ციხე ინტელექტუალებს ეთმობოდა. ის უფრო პატარა ჩანდა, ვიდრე ცხრა დანარჩენი. მაგრამ ისეთივე დაბალი იყო, როგორც წინა. მასშიც წყვდიადი და ნესტი სახლობდა. მიუხედავად ყველა ფრისა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი მეგობრების წრეში, სადაც უმცროსებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ. ასეთი გარე მო ამშვიდებს. 173 სამწუხაროდ, ბედნიერება არ გრძელდება. მეტეხის ციხიდან მის გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე, დის დახმარებით, ბი ძაშვილს, ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, სანკტ-პეტერბურგის შვიდი გამორჩეული ადვოკატიდან ერთ-ერთს, გაუგზავნა დეპეშა, სა დაც სთხოვდა, სასწრაფოდ გადაედგა ნაბიჯები ჩემს სასიკეთოდ სტოლიპინის წინაშე. მან გამოსცა პრემიერ-მინისტრის ცირკუ ლარი, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა პატიმრები, რომელ თა წინააღმდეგ სარჩელი არ არსებობდა, უცხოეთში გაეგზავნათ სწავლის გასაგრძელებლად. სტოლიპინის ამგვარი ლიბერალობა ორ მიზანს ემსახურებოდა: ერთი მხრივ, ზეგადატვირთული ციხე ების სიტუაცია შემსუბუქდებოდა და მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიც ნაკლებ ხარჯს გაიღებდა, ახალგაზრდები კი სწავლას დაასრულებდნენ. ამგვარად, ეს იქნებოდა ერთგვარი„გასახლება“ (ორი, სამი ან ოთხი წლით) და არა, ციმბრიში გადასახლება. ასეთი შემწყნარებლური პოლიტიკის გამოცდილება არსებობდა, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში. მე ამაზე უარი მეთქვა ქუთაისშიც და ტფილისშიც. ამიტომაც გაჩნდა იდეა გავლენიანი ადვოკატი ჩარეულიყო პირდაპირ სტოლიპინთან. მეგობრები შედეგში დარწმუნებულები იყვნენ. მათ განწყობას აძლიერებდა მეტეხის ციხიდან ციმბირში ჩემს გადასახლებაზე საბოლოო უარი. წინა დღითაც ანდრონიკაშვილმა კიდევ ერთხელ სთხოვა დას, ბიძაშვილისთვის საქმე შეეხსენებინა და ეთხო ვა, უფრო გაეაქტიურებინა სტოლიპინის მიმართ პროცედურები. ხოლო დილით დიდმა უიმედობამ მოგვიცვა, როდესაც ერთ-ე რთმა ჩვენმა მეგობარმა გაიგო, რომ შუადღის შემდეგ„ეტაპით“ წამიყვანდნენ. ანდრონიკაშვილმა გადაწყვიტა, შეუძლებელი მოეხერხებინა. ზედამხედველს სთხოვა, ციხის უფროსთან მიეყვანა, რათა მას ჩემი გადაყვანის თარიღი გადაეწია. სწორედ ამ დროს, უფროსიც გამოჩნდა.„შავიშვილი, მოემზადეთ, ხვალ მიემგზავრებით.“ ან დრონიკაშვილი ჩაერთო. გადაჭრით გამოაცხადა:„ჩვენ სტოლიპი ნის პასუხის მოლოდინში ვართ, ცოტა დროს ვითხოვთ.“ კატეგო რიული უარი მივიღეთ, დირექტორს არაფერის შეცვლა არ შეეძ ლო, უმაღლესმა ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, ის კი მხოლოდ შემსრულებელი იყო. საერთოდ არ ვიყავი მზად ნოემბრის ბოლოს ასეთი მგზავრო ბისთვის. დაახლოებით, ერთი დღე დაგვჭირდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელად, სადაც ძლიერი სიცივე დაგვხვდებო - 174 და. ხოლო რუსეთში კიდევ უარესი იქნებოდა. აღარაფერს ვამბობ ციმბირის საშინელ ყინვაზე. ამიტომ ზოგმა ფეხსაცმელი მომცა, ზოგმა – თბილი საცვალი და სამოსი. თუმცა თბილი მოსაცმელი არ მქონდა. სანამ გავიდოდი, ერთ-ერთმა ამხანაგმა მატყლის მა ნტო მომადო მხრებზე. საერთოდ, ისიც ჩემთან ერთად უნდა წა მოსულიყო, მაგრამ მისი გვარი გამორჩათ. საუბრის დრო არ იყო, ბადრაგი მაჩქარებდა და ხელით მიბიძგებდა დერეფანში, სადაც ათიოდე დღის წინ შემოვედი. ეზოში ორასამდე პატიმარი გამოეყ ვანათ, ყველა გასამგზავრებლად მოემზადებინათ. ციხის უფროსი, მისი მოადგილე და ოფიცრებიც ეზოში იყვნენ. წინ და უკან დადი ოდნენ. ჯგუფი მხოლოდ მე მელოდა, მეც რიგში ჩავდექი. ახლა, როდესაც ბედს შევეგუე, ერთი რამ მაწუხებდა, ახალგაზრდა ამხა ნაგის მანტო. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, ყველაფერი გაი ღეს, რომ შვილისთვის თბილი მოსასხამი მოეტანათ, რათა სიცი ვისთვის გაეძლო. მას რამდენიმე დღეში წამოიყვანდნენ ციმბირ ში, მე კი არ შემეძლო მანტო ვინმესთვის გადამეცა, რომ მისთვის დაებრუნებინათ. ფიქრები გამაწყვეტინა ჩემი მისამართით წამოსროლილმა სა ყვედურებმა რუსულ ენაზე, რომელსაც გინებაც ახლდა. ჩვენ დედის შეურაცხყოფას არავის ვპატიობთ. ყველაფერი იმწამს ხდებოდა, როდესაც ბრძანებას დავმორჩილდი და რიგში ვდგებოდი, მათ კი დაგვიანების გამო ბრაზი გამოხატეს და დედაჩემი შეურაცხყვეს! ამის ატანა არ შემეძლო. მინდოდა მეყვირა, მაგრამ ბრაზისგან ყელში ბურთი მეჩხირებოდა. ჩემი რისხვა ბოლომდე უნდა გამო მეხატა და მეიძულებინა, მოვეკალი. ჩემი რეაქცია გამოვხატე, როგორც შემეძლო. რაკი ჯაჭვით ვი ყავი მიბმული, რიგიდან გამოვედი და დაღმართზე, მიწაზე დავეცი. საერთო არეულობა გამოვიწვიე. მეთაურმა მოირბინა და წესრიგის დამყარების ბრძანება გასცა. ჯარისკაცები ჩემკენ დაიძრნენ, ხიშ ტები შემართეს. ძალები მოვიკრიბე და მეთაურს დავუძახე რუსუ ლად:„კნიაზ, უბრძანეთ, მესროლონ!“ თავზარდაცემულმა მეთაურმა ჯარისკაცებს უკან დახევა უბრძანა. სრული სიჩუმე გამეფდა. შეიძლება, ეფიქრათ, რომ მოვკვ დი. რამდენიმე ხნის შემდეგ მოძრაობა განახლდა. გადასახლე ბისთვის მომზადებულნი კარიბჭისკენ დაიძრნენ, ისინი ციხის უფროსმა გააცილა. მე კი მიწაზე გაუნძრევლად ვიწექი. თავი VII ციმბირისკენ პატიმართა და ბადრაგთა ჯგუფი დაიძრა, რკინის კარი დაიკეტა. ეზოში მოძრაობამ იმატა, ფურცლის ჭიები ოფისებისკენ მიიჩქა როდნენ. ადგილზე რამდენიმე ჯარისკაცი და ზედამხედველი და რჩა. მე კვლავ მიწაზე ვიყავი, დაღმართზე ვეგდე, არავის აწუხებდა ჩემი მდგომარეობა, რომელიც თითქმის ორი საათი გაგრძელდა. შემდეგ ვიღაც გამოვიდა კანცელარიიდან და ზედამხედველებს ბრძანება მისცა. რამდენიმე წუთში გარს შემომეხვივნენ, წამო მაყენეს და ჩემი ნივთებიც წამოკრიფეს. N10 საკანში წამიყვანეს. როგორც კი საკანში შევედი, პირველ რიგში მანტო დავუბრუნე ჩემს ხელგაშლილ ამხანაგს, რომელიც სამ დღეში ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო ციმბირისკენ. ჩემს დანახვაზე მეგობრები გა ხარებულებიც იყვნენ და გაოცებულებიც, ასეთ რამეს არ ელოდ ნენ. მაბედნიერებდა მათი ემოციები. გაურკვევლობა და გაოცება დიდხანს არ გაგრძელებულა, ანდრონიკაშვილი და მაჩაბელი კა ნცელარიაში დაიბარეს. ციხის უფროსმა გამოუცხადა, რომ ისინი მოითხოვდნენ ჩემს სასწავლებლად გაგზავნას და ამიტომ, სწო რედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი ჩემს საქციელზე. მომავალში რაიმე სახით დაუმორჩილებლობას თუ გამოვხატავდი, N10 ციხის ყველა პატიმარი სასტიკად დაისჯებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხმაურიანი საუბარი გავმართეთ. ჩემი მეგობრები ყველაფრისთვის მზად იყვნენ, მთავარი იყო, ჩემი ინტერესები და სურვილები დაეცვათ. მე არ მსურდა მთელი ჯგუფის გაწირვა რეპრესიებისთვის, ამიტომ მათ შეთავაზებებზე უარს ვამბობდი. ანდრონიკაშვილმა გამიგო და დააფასა ჩემი მი დგომა. საღამოს გაფრთხილება მივიღე, რომ ორ დღეში გასამგზა ვრებლად უნდა მოვმზადებულიყავი. მაჩაბელმა ცალკე გამიხმო: გაითვალისწინე, რაკი ორჯერ მოხერხდა, მესამედაც გამოვა. კოტე და მე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ სტოლი პინის პასუხის მოსვლამდე აქ დაგტოვოთ. 176 ვუპასუხე, რომ ზოგიერთი რამის გამეორება შეუძლებელია. სი გიჟე იქნებოდა, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. მეტიც, ამხანაგებს განსაცდელში არ ჩავაგდებდი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, არაფერს დაველოდებოდი და გავემგზავრებოდი. ზუსტად ჩემი გა მგზავრების დროს სანკტ-პეტერბურგიდან პასუხი მოვიდა, უარყო ფითი პასუხი! კოკისპირულად წვიმდა. ჩემს ძვირფას მეგობრებს ვემშვიდო ბებოდი. ადმინისტრაციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზო მები მიიღო, რაკი ჩემგან უჩვეულო შემთხვევებს ელოდნენ, თუმცა ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. საბედისწერო წამი იდგა. სამასამდე ადამიანი ვიყავით, კა ცებიც და ქალებიც, ყველა ასაკის. ტფილისის სადგურამდე ფე ხით უნდა მივსულიყავით, ჯარისკაცების ესკორტით. ჩვენი ჩა ვლისთვის ქუჩები დაცარიელებული იყო, ერთი ადამიანიც არ და მინახავს. მთელი ჯგუფი მხოლოდ ქართველებისგან შედგებოდა. ჩვენთან ერთად ერთადერთი რუსი უნდა წამოსულიყო, თუმცა მძი მედ ავად იყო(განზრახ შეჭამა ერთი შეკვრა ჩაი და მაღალი სიცხე ჰქონდა) და ციხეში დატოვეს. თუმცა მას მოგვიანებით ციმბირში შევხვდები. ყოველ დიდ სადგურზე ჩვენს მატარებელს გადასახლებისთვის მომზადებული პატიმრებით სავსე ვაგონი ემატებოდა. ბილიჯარ ში შემოგვიერთდნენ ბაქოს, გროზნოს და ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის პატიმრები, განსაკუთრებით, ვლადიკავკაზიდან. ამგვა რად, როდესაც დონის როსტოვში ჩავედით, უკვე 500-ამდე ვიყა ვით. რამდენიმე დღით როსტოვის ციხეში გამოგვკეტეს. როსტოვის ციხე როსტოვის ციხეს ტყუილად არ ეძახდნენ კავკასიელების„განსაწ მენდელს“ ციმბირის გზაზე. მათი სიამაყის გასატეხად, დასამცი რებლად და„დისციპლინირებისთვის“ უამრავ მოხელეს იყენებ დნენ. მათი მხრიდან ნებისმიერი ლიბერალური დამოკიდებულე ბა, ოდნავი„სისუსტე“, თუ მცირედი ადამიანური დამოკიდებულე ბა პატიმართა მიმართ სასტიკად ისჯებოდა. აქ ზედამხედველის პოსტზე მოსახვედრად სისასტიკე და ცნობილი დანაშაულებრივი წარსული იყო საჭირო, ყველანაირი ზღვარგადასულობა მოეთხო ვებოდათ. მეტი სისასტიკისთვის პოლიტმატიმრების საკანში აუ ცილებლად უშვებდნენ კრიმინალებს, რომელთაც ევალებოდათ 177 პოლიტმატიმრის გაქურდვა. იპარავდნენ ყველაფერს, ფეხსა ცმელს, თეთრეულს, ტანსაცმელს, განსაკუთრებით კი, მატყლის ნივთებს. თუ საკანში ვერ ახერხებდნენ ძარცვას, მაშინ ტუალეტში უდარაჯდებოდნენ და თეთრეულში გადახვეული ტუალეტის ქვის ჩარტყმით უსწორდებოდნენ. ნადავლის დიდი ნაწილი ციხის ად მინისტრაციაში მიდიოდა. თუ ვინმე ჩივილს გაბედავდა, კიდევ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ! ჩვენ ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე ჩემს ქართველ მეზობელს სწორედ ამგვარად დაესხნენ თავს. თუმცა, საკმაოდ დიდი ძალის პატრონი იყო, ამიტომ ქურდებისგან თავის დაცვა შეძლო. მაშინ ადმინისტრაციამ ჯარისკაცები შემოგზვნა, რომ ადგილზე ეცემათ. ამხანაგები, ვინც ეს ფაქტი გააპროტესტეს, მკაცრად დასაჯეს. იმ პერიის არც ერთ ციხეში ასე არ უსწორდებოდნენ ადამიანურობის გამოვლინებას, როგორც როსტოვში. ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემი იქ ყოფნის ხანმოკლე პერიოდ ში ასეთ ისტორიას შევესწარი, ბადრაგების თვალწინ საეკლესიო პირი მორალური წამების მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთმა კრიმი ნალმა მღვდელი სასაუბროდ ოთახის შუაგულში გაიყვანა. იქვე მყოფმა მეორე კრიმინალმა თითქოს გონება დაკარგა, იატაკზე დავარდა და პირიდან დუჟს უშვებდა დროდადრო. თანაგრძნო ბის ნიშნად, მღვდელი მის დახმარებას შეეცადა. თუმცა„ავად მყოფი“ უეცრად წამოხტა, დანა ამოიღო(იარაღი მკაცრად იკრძა ლებოდა), ხან ვისკენ იწევდა ცივი იარაღით, ხან – ვისკენ. ყველა ცდილობდა თავის დაღწევას. საბრალო მღვდელს ამ სცენამ ჭკუა დააკარგვინა, რის შემდეგაც აიძულეს, ისეთი დანაშაულები ეღი არებინა, რომლის წარმოდგენაც კი დამამცირებელია 1 . სწორედ ამ გზებით მოიპოვებდნენ ხოლმე კრიმინალები„აღსარებას“ უდანაშაულოთაგან. აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთმა მოწმემ გაბედა და ადმი ნისტრაციაში იჩივლა, რის შემდეგაც ბადრაგმა გაჩხრიკა და სამი კვირით კარცერში გადაიყვანა. დავუბრუნდეთ როსტოვში ჩასვლის დღეს. თითოეულისთვის წინასწარ ჰქონდათ მომზადებული„სამაჯური“. მატარებლიდან „უნაკლო წესრიგით“ ჩამოვედით, სიცივე ძვალ-რბილში ატანდა; მრავალი ქუჩა გადავჭერით, ყველა ერთმანეთს ჰგავდა, ცივი და არარეალური იერი ჰქონდა; ბოლოს შთამბეჭდავი ჭიშკრით ისე 1 ამ აღიარების საფუძველზე მღვდელი დამნაშავედ გამოაცხადეს და ჩა მოახრჩვეს(ხ.შავიშვილი). 178 თივე გაყინულ შენობაში შევედით, როგორიც ამინდი იყო. „საზეიმო“ მიღებებისთვის განკუთვნილ დარბაზში აღმოვჩნ დით. გვაჩვენეს, როგორია მიღება. სინამდვილეში, მიღება ისეთი ვე მკაცრი იყო, როგორც ახლახან გადმოკვეთლი რკინის ჭიშკარი. დარბაზში რამდენიმე გრძელი მაგიდა იდგა. ციხის ადმინისტრა ციის ყველაზე რეპრეზენტაბელური, დაახლოებით, ათამდე თანამ შრომელი იჯდა. ყველანი უნიფორმებში იყვნენ გამოწყობილნი და შეიარაღებულნი: საომარი მდგომარეობაა. ამ სახლის დამქაშებს უკან ჯარისკაცები ჩამწკრივებულიყვნენ ხიშტიანი ცეცხლსასრო ლი იარაღითა და დამატებითი ტყვია-წამლით. ჩვენი ესკორტის მეთაური ადიუტანტთან ერთად მაგიდას მი უახლოვდა. მაგიდაზე აკინძული დოსიეების უზარმაზარი შეკვრა დადო და ციხის უფროსს პატიმართა სია გადასცა, ასლი კი დაიტო ვა. სიის კითხვა დაიწყეს. თითოეული ჩვენგანი უნდა წარმდგარი ყო მკაცრი დამკვირვებლის წინ. ცერემონია ზედმიწევნით ზუსტად ტარდებოდა. პატიმრები ნამდვილ დაკითხვაზე იყვნენ. რამდენიმე ათეული კოლეგა გავიდა ჩემ წინ, ამ დროს მე ვე საუბრებოდი ეკატერინედარის, გროზნოს, ვლადიკვკაზის რუსუ ლი კომიტეტების უფროსებს. გაირკვა, რომ მათი ორგანიზაციები საბოლოოდ დაშლილა; აინტერესებდათ, ჩვენი პარტიის მდგო მარეობა. განსაკუთრებით აინტერესებდათ დუმაში მყოფი დეპუ ტატების – რამიშვილის, გომართელის, ჟორდანიას – ბედი. ისინი ხომ განსაკუთრებულად იცავდნენ ყველას თავისუფლებას. ამხა ნაგებს რუსეთში არსებული მდგომარეობაც გავაცანი, რადგან უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც გაზეთები არ წაეკითხათ. მათ შორის ერთ-ერთი, ინტელექტუალი, მაღალი, ძლიერი, უხეში ნაკვთებითა და პენსნეთი, განსაკუთრებულად საინტერესოდ გამოიყურებოდა. უეცრად, ციხის უფროსმა სიას გადაუხვია და ჩემი გვარი გააჟ ღერა, რომელიც ბადრაგმაც გაიმეორა. მის წინაშე წარვსდექი. უფროსმა გვარი მკითხა; ვუპასუხე; სახელიც დავურთე. ყველა კა ნონიერ კითხვაზე ვუბრუნებდი პასუხს, მაგრამ როგორც კი ისეთ შეკითვებზე გადავიდა, რაც ჩემი აზრით, მას არ ეხებოდა, დამოკი დებულება შევცვალე. როდესაც მკითხა, თუ რას ვაკეთებდი, ვუპა სუხე:„არაფერს!“ ამაზე გაბრაზდა; – – მაშინ აქ რა მიზეზით ხართ ? – – არაფრისთვის. – – კიდევ უფრო გამწარდა: – – დები გყავთ ? 179 – – არა. – – ძმები ? – – არა. – – რა ჰქვიათ ? – – არაფერი. – – დედას რა ჰქვია ? ჩუმად ვიდექი. – – მამა ვინ არის. კვლავ დუმილი. გაცოფდა და ყვირილი დამიწყო: – – გაიძულებთ, მიპასუხოთ! გეკითხებით, ვინ არის მამათქვენი ? – – დოსიეში ნახეთ! გაცეცხლებულმა შემომხედა და შენიშნა, რომ მასთან საუბ რისას ქუდი არ მომიხდია. ბადრაგს გაუბრაზდა. ისინი მეცნენ და ქუდი მომხადეს. წყობიდან გამოსულმა უფროსმა მითხრა, რომ მიწისქვეშა კარცერში ჩამაგდებდა ერთი კვირით. მე მივუგე, რომ შეეძლო იქამდე დავეტოვებინე იქ, სანამ ჩემი ესკორტი არ და ტოვებდა როსტოვს, მერე კი უნდა გავეშვი. ჩემი შეპყრობის მო მენტში თეატრალური სცენა გათამაშდა. ციხის უფროსი სხვა პა ტიმარზე გაბრაზდა და ყურადღება გადაიტანა. საშუალება მომეცა, გვერდით გავსულიყავი, სანამ ახალ მსხვერპლს წარუდგენდნენ. რა იყო ამ საბრალოს დანაშაული? ამბოხი ციხის უფროსის მიმართ და ჩემი საქციელის მოწონება. ეს ყველაფერი თავისი პენსნედან გამოხედვის მანერით დააფიქსირა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა ცი ხის უფროსის გასაბრაზებლად. რატომ ეშინოდა ასე ამ კაცის? რაკი მას ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურად მიიჩნევდა, ეს გამოხედვა კი ბოროტი განზრახვების მომასწავებელი იყო, მისი აზრით. როგორც ხვდებით, პატიმარი სწორედ ის ინტელექტუალი იყო, ცოტა ხნის წინ რომ ვესაუბრებოდი და, რომელიც ამ სიტუაცი აში განტევების ვაცად იქცა. მიღების დასრულების შემდეგ საკნებში უნდა გავენაწილები ნეთ კრიმინალებთან ერთად. ამხანაგები ამის შესახებ გავაფრ თხილე და დაუმორჩილებლობისკენ მოვუწოდე. დამეთანხმნენ. გადაწყდა, რომ პოლიტპატიმრებისთვის ცალკე ოთახებს მოვი თხოვდით. ბადრაგი კარცერით დაგვემუქრა. მე კი ქართულად მივ მართე(რაკი რუსებს ქართული არ ესმოდათ) თანამემამულეებს და ავუხსენი, რომ ამდენი კარცერი არ ექნებოდათ, ამიტომ საშიში 180 არაფერი იყო. საბოლოოდ, კავკასიიდან ჩასულ პოლიტპატიმრებს ორი ცალკე ოთახი გამოგვიყვეს. ფართო ოთახში პირველი შევედი. მშვენიერი, მაღალი, ლამა ზი, შავი წვერ-ულვაშით კაცი ქართულად მომესალმა. არ ველო დი. უკვე სამი კვირაა აქ ყოფილა. ყველაფერში ერკვეოდა და მეც გამათვიცნობიერა. შემდეგ გულითადად გამომკითხა. ექიმი გახ ლდათ, ამიტომ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, რი თაც მეც მასარგებლა. ექიმი მამია ორახელაშვილი 1 სტალინს ტფილისის სემინარი იდან იცნობდა და მისი პოლიტიკური მეგობარი გახლდათ. ისე, სოსოდ მოიხსენიებდა და არა – კობად. მის მიმართ დიდ პატივი ცემას გამოხატავდა. გამორჩეულად საინტერესო უამრავი ისტო რია მომიყვა სსრკ-ის მომავალ დიქტატორზე. ამხანაგი ორახელა შვილი სანკტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა. ის იქ დაიჭირეს და ტფილისში გამოგზავნეს, სადაც სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო. ბრალად ედებოდა საი დუმლო გაზეთთან,„პროლეტარიატის ბრძოლასთან“, თანამშრომ ლობა. გაზეთს მოუხელთებელი სტალინი რედაქტორობდა. ტფი ლისის პოლიციამ ორახელაშვილის სტატიის ხელნაწერი აღმო აჩინა. ექიმთან შეხვედრა ძვირფასი იყო ჩემთვის, რადგან მან სრულად გადმომცა პირველი დუმის პერიოდი. ესწრებოდა სხდო მებს, რომელსაც ჩვენი დეპუტატები, ჟორდანია და რამიშვილი უძღვებოდნენ; ხოლო რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები, მარტოვი, ლენინი და სხვები, მხოლოდ საკონსულტა ციოდ იყვნენ მიწვეულნი. შემოწმების დრო მოვიდა. ყველანი იატაკზე დავწექით. ბად რაგთან ერთად ციხის უფროსი შემოვიდა. ფეხზე უნდა წამოვმდგა რიყავით. ამხანაგი ორახელაშვილი ადგა, როგორც ყველა სხვა. მე ისევ იატაკზე ვრჩებოდი. ორახელაშვილი დაიხარა და ჩამჩურჩუ ლა, რომ უნდა ავმდგარიყავი. უარი ვთქვი. ციხის უფროსმა შემნიშ ნა და იყვირა:„ადექი!“ არ გავინძერი. მჭექარე ხმით, მე და ყვე ლა ამხანაგს მუქარა გამოგვიცხადა. სხვები შეწუხდნენ. უფროსმა ბრძანება გასცა, მთელი ღამის განმავლობაში არავინ გაეშვათ ტუალეტში და ოთახებში გეჯა დაედგათ. ამგვარად, გაბრაზებულ 1 მამია ორახელაშვილი( 1881 1937 ) – ქართველი ბოლშევიკი და საბჭო თა პარტიული მოღვაწე. 1921 წლის ანექსიის ერთ-ერთი ინიციატორი. მიუხედავად მისი ბოლშევიკური მრწამსისა 1937 წელს, დიდი ტერორის დროს, დახვრიტეს(რედ.). 181 მა ციხის უფროსმა საჩვენო გადაწყვეტილება მიიღო, ფაქტობრ რივად, თავიდან აგვაცილა გაყინულ დერეფანში სიარული და იქ კრიმინალებთან შეხვედრის საფრთხე. მამია ორახელაშვილი კობას ერთგული დარჩა საბჭოეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც და ამგვარად, იმ ქვეყნისა და ტრანსკავკასიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების 1 ბო ლშევიკური მთავრობების თავმჯდომარეც გახდა. *** სოციოლოგიური, ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკუ რი წიგნების პატარა კოლექცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ციმბირში ძალიან გამომადგებოდა, ამიტომ ტფილისიდან წამოვიღე. რო სტოვის ციხეში შემოსვლისას ადმინისტრაციამ ჩამომართვა და მითხრა, რომ გასვლისას დამიბრუნებდა. თუმცა, წასვლის დრო რომ დადგა, უარი მითხრეს. გამგზავრებისას ისევე ყინავდა, როგორც ჩამოსვლისას. ჩვე ნს ჯგუფს კიდევ ასამდე პატიმარი შეემატა. ჩემ გვერდით 15 წლის რუსი გოგონა აღმოჩნდა, ტენტანიკოვა. ჭკვიანი იყო, მაგრამ მხო ლოდ როსტოვს იცნობდა, იქ იყო დაბადებული. შორეულ რუსეთ ში გადასახლების მიზეზად პოლიტიკური აქტივობა სახელდებო და, რაზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა. ჩემთან ერთად იყო ასევე, ქ-ნი ელიავა, რომელსაც გოგონაზე მზრუნველობა ვთხოვე. ელი ავა ახალგაზრდა სტუდენტი გახლდათ ტფილისიდან, ლამაზი და კარგად აღზრდილი. სიამოვნებით დამთანხმდა და რუს გოგონას ისეთი ენთუზიაზმით აუხსნა რევოლუციური მოძრაობის პოლიტი კური და სოციალური კონცეფცია, რომ შუადღის შემდეგ გოგონა უკვე რევოლუციური სიმღერების სწავლას გვთხოვდა. – – ხშირად გვედება ბრალად იდეები, რომელიც აზრადაც არ მოგვსვლია, – ვუთხარი ელიავას. ამ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ელიავა თავის ისტორიას მიყვება, მეც ჩემი ამბავი მახსენდება. ჩვენი მატარებელი თვალუ წვდენელ მინდვრებზე მიდიოდა. ახალგაზრდა რუსი გოგონა, ფა ნჯარას დაყრდნობოდა, არემარეს გაჰყურებდა და მელანქოლიუ რად მღეროდა: „ რუსეთო, რუსეთო, მეცოდები. რამდენად საბრალო და მწარეა შენი ხვედრი“. 1 აღნიშნული გაერთიანება 1936 წ. გაუქმდა(ხ.შავიშვილი). 182 მატარებელი გზას აგრძელებდა ციმბირისკენ. რიაჟაკის ციხეში მივედით. ეს დეპორტირებულთა დიდი გა დაკვეთის წერტილი იყო. მსჯავრდადებულები მოსკოვიდან, კიე ვიდან, რიგადან, ვარშავიდან, რომ აღარაფერი ვთქვა ტფილის ზე, ყველა აქ ჩამოყავდათ, 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის ელიტა. მიუხედავად ხანგრძლივი ტანჯვისა, რაც ამ წელს შეხ ვდათ, მაინც არ გადაუხვევიათ იდეალისგან. ციხეში შევხვდი ესტონელებს, პოლონელებს, ებრაელებს,„ბუ ნდისტებს“, 1 ლატვიელებს, უკრაინელებს, ლიეტუელებს. რუსებიც იყვნენ, მაგრამ ცოტანი. ერთმანეთს ისე თბილად და ძმურად შევ ხვდით თითქოს, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული. ერთმა პოლონელმა მითხრა:„თქვენ, ქართველებმა რევოლუ ციური მოძრაობის ღირსება გადაარჩინეთ, როდესაც დუმაში წარ გზავნეთ ამხანაგები რამიშვილი და ჟორდანია.“ ამხანაგებმა რიგადან მითხრეს:„თქვენი დეპუტატები ჩვენი ყველას დეპუტატები არიან, მათ ყველას ინტერესები დაიცვეს, ჩვენიც და რუსი ამხანაგებისაც; მამაცურად აღუდგნენ წინ ყოველ გვარ უსამართლობასა და ძალმომრეობას.“ ამ წუთიდან ვგრძნობდი ხელსაყრელ მდგომარეობას, რაც ჩვე ნი დეპუტატების რეპუტაციას მოჰყვებოდა, მათ ბრძოლას ყველას თავისუფლებისათვის. უამრავი შეკითხვა დაისვა. ბოლოს, ყველამ ერთად მკითხა, „ამხანაგო„კნიაზ“, შეგიძლიათ გვითხრათ, ვის გაგზავნით მეორე დუმაში? ჟორდანიას და რამიშვილის მსგავსი ხალხი გყავთ? სა მწუხაროა, რომ მათი ხელახლა არჩევა შეუძლებელია.“ „კნიაზ!“ – რა გავაკეთე ისეთი, რომ თავადის წოდება მომცეს? არაფერი. ასეთი პატივი ალბათ, იმას უნდა მივაწეროთ, რომ სუ რდათ უმცროსი ამხანაგისთვის სუპერ-ამხანაგის სტატუსი მიე ცათ, რაც ჩემი თანამემამულეების პრესტიჟს უკავშირდებოდა. დეპორტირებულთა თვალში ყველა ქართველი ამხანაგი-თავადი იყო! ქართველი რევოლუციონერი„თავადი“, რომელიც ყველანა ირი პრივილეგიის წინააღმდეგ იბრძვის, ნამდვილად სასაცილო ამბავია, ჩემი პრინციპების აბუჩად აგდება. თუმცა,„თავადი“ ვიყავი, თუ არა, შეკითვაზე პასუხი უნდა გამე ცა. ჯაფარიძე და წერეთელი დავასახელე. კიდევ რამდენიმე სხვა 1 ბუნდი – რუსეთის იმპერიის ფარგლებში მცხოვრებ ებრალეთა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც არსებობდა 1897 1921 წ.წ-ში. (რედ.). 183 გვარიც. მსგავსი წინასწარმეტყველური საუბრის შემდეგ კიდევ უფრო ავმაღლდი მათ თვალში. როგორი განსხვავება იყო რიაჟსკის და როსტოვის ციხეებს შო რის. ციხის უფროსიდან დაწყებული, რიგითი ბადრაგით დამთა ვრებული კარგად აღზრდილი ადამიანები იყვნენ. ჩემი აქ ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა, ორი დღის შემდეგ დავტოვეთ რიაჟს კის ციხე. *** როგორც ვოლგას შენაკადები, ისე უერთდებოდნენ ჩვენს ჯგუფს ახალი პატიმრები; მატარებელი უსასრულობაში მიდიოდა. სამა რას ციხისკენ მივემართებოდით, სარატოვის ციხემ გამოგზავნა რუსი პატიმრები. პოლიტმატიმრები სიმპათიური ხალხი ჩანდა, მაგრამ მათთან ერთად მყოფმა კრიმინალებმა როსტოვის კოშმა რი გამახსენა. მატარებელში დამატებითი ვაგონების ჩაბმა უკვე შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი არსებულ ვაგონებში გადაანაწი ლეს. ჩვენი ვაგონი ისედაც სავსე იყო, თუმცა, თავისი წილი მაინც დაიმატა. რიაჟსკის ციხიდან წამოსულები დღე და ღამე ვმოძრა ობდით, ჩამოსაჯდომი ადგილიც კი არ იყო, რომ ცოტა დაგვესვენა. დულია(ასე ჰქვია მანტოიან ბიჭს ტფილისის ციხიდან) წრფელი გულის ბიჭია, თუმცა მორცხვი, ათლეტური აღნაგობის მიუხედავად – გაუბედავი. ამასთან, რუსული არ იცის. ამიტომ ყურადღებას ვაქ ცევ და ვიცავ კიდეც. ჩემ წინ იჯდა. ცოტა ხანში ახალმოსულებს დაუთმო ადგილი და თავად ფეხზე დარჩა. არ მინდა, მისი ალტრუ იზმი დავთრგუნო, ამიტომ ვდგები და ადგილს ვუთმობ, რომ ცოტა დასვენება შეძლოს. დღემ ჩაიარა, საღამო ახლოვდება. ჩემი მეგობრის ადგილს წყვილი იკავებდა, მათი საუბრიდან და საშინელი სუნიდან გამო მდინარე, ყველაზე საზარელი კრიმინალები უნდა ყოფილიყვნენ. რამდენიმე ხანში ქალი სხვა ჯგუფში გადაიყვანეს, კაციც წამოდგა და კარამდე მიაცილა. დულიას ვუთხარი, ისევ თავისი ადგილი და ეკავებინა. ძალიან დაღლილი იყო, ჩამოჯდა და დაეძინა. კრიმი ნალი დაბრუნდა, მას ხელი ჰკრა და აიძულა, ამდგარიყო, რადგან დაწოლა უნდოდა. დულიას ნახევრად ეძინა და ინსტიქტურად წამოდგა. მას ქართულად ვუთხარი, რომ ეს სკამები მხოლოდ და საჯდომადაა და თუ თავისუფალი ადგილები იქნება, მხოლოდ მა შინ შეიძლება დაწოლა. დულია ისევ ჩამოჯდა. მადლობა ღმერთს, ბიჭს მისი მეზობლის ენა არ ესმოდა. ისევ ჩაეძინა და კრიმინალ - 184 მა ისევ ძლიერად უბიძგა. კვლავ ჩავერიე და დულია უკან დავსვი. დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში კრიმინალი თავისი ნაგვის ფრქვევას აგრძელებდა. ზრდილობიანად ვთხოვე, შეეწყვიტა. უეცრად წამოხდა, ჩემს მეგობარს ისევ ხელი ჰკრა და მე შეურა ცხმყოფელი სიტყვებით მომმართა. უკანასკნელად ვუბრძანე, და მშიდებულიყო. ჩემკენ მობრუნდა და ხელი შემართა, მე დავარტყი, დაეცა. ჯარისკაცები მოცვივდნენ, იარაღი ჩემკენ ჰქონდათ მომა რთული. პატიმრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისროდნენ და უკან დაიხიეს. უნტეროფიცერი მოვიდა და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩემთვის ბორკილები დაედოთ. განვაცხადე, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ამას ვერ გააკეთებენ. ნახევარი საათი გავიდა ამ დრამატულ დაძაბულობაში. იმ დროს, როდესაც ჯარისკაცებმა ჩემი აყვანის ბრძანება მიიღეს, შუაღამემ ჩამოჰკრა. მატარებლის მთავარმა ოფიცერმა მოირბინა, უნტეროფიცერს უხეშად მიმართა:„საქმე მანამდე უნდა მოგვარებულიყო, სანამ სა ათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავდა და შობას გვამცნობდა!“ შემდეგ მე მომიბრუნდა და მითხრა,„სიცოცხლე გმართებთ!“ სიცოცხლე ჩემს საშობაო საჩუქრად იქცა. მეოთხე ნაწილი თავი I ტიუმენის ციხეში პირველი შეხვედრა ტროცკისთან სამარას 1 შესახებ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი, რომე ლიც ჩემს დღიურში მქონდა ჩაწერილი. მოგვიანებით დღიური და ვკარგე და მხოლოდ რამდენიმე გვერდი შემომრჩა:„ეს ციხე სხვა დანარჩენისგან სისუფთავით გამოირჩევა. შენობა ახალი და მყა რია, მოხელეები – მკაცრები, მაგრამ სამართლიანები. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მაინც შეიქმნა გაუგებრობა, ვერაფრით ავხსენი, რატომ გამიყვანეს ცალკე საკანში, როცა ჩემი ამხანაგები ათობით და ასობით ისხდნენ ერთ სივრცეში და კომუნიკაციის სა შუალება ჰქონდათ“. მხოლოდ იქიდან გამგზავრებისას შევხვდი ამხანაგებს. შეუ რაცხყოფილები იყვნენ ჩემდამი დამოკიდებულებითა და ჩემი იზოლაციით. პატარა ქერა გოგონამ, ტენტენიკოვამ ჩემი დანახ ვით გამოწვეული სიხარული შეძახილებით გამოხატა; დაკარგუ ლი ვეგონე. საბოლოოდ, ყველამ ერთად განვაგრძეთ მგზავრობა ციმბირისკენ. არასდროს დამავიწყდება ლამაზ რუს გოგონასთან გამომშვი დობების სცენა; ის ჩელიაბინსკში პატიმართა სხვა ჯგუფს უნდა შე ერთებოდა, ჩვენ კი ეკატერინბურგის გავლით ტიუმენის ციხისკენ მივდიოდით, სადაც თერთმეტი წლის შემდეგ მეფე და მისი ოჯახი დახოცეს. გოგონა ჩემ გვერდით იდგა და როდესაც უნტერ-ოფიცე რი გვარების ამოსაკითხად გამოცხადდა, მისი გვარის წარმოთ ქმისას ბევრჯერ წაბორძიკდა, მხოლოდ პირველ მარცვალს იმეო რებდა:„ტენ... ტენ...“ თავდაპირველად, გოგონას გაეცინა, შემდეგ კი იყვირა:„ტე ნტენიკოვა!“ სწორედ მაშინ დავიმახსოვრე მისი გვარი. ძალიან მკვეთრად გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ბგერას 1 ახლანდელი კუიბჩევი, კომისარის გვარის პატივსაცემად(ხ.შავიშვილი). 188 კარგად ვერ ამბობდა.„რუსეთის“ ნაცვლად„ლუსეთს“ ამბობდა. თუმცა მსგავსი საუბარი უფრო მეტ მომხიბვლელობას აძლევდა. მახსენდება ასევე, ქალბატონი ელიავა, საქართველოში ცნო ბილ ინტელექტუალთა ოჯახიდან; მისი ორივე ძმა რევოლუციურ მოძრაობაში იყვნენ ჩართულნი. უფროსი, ნიკოლოზი, გამორჩე ული ჟურნალისტი გახლდათ, გამოსცემდა ჟურნალს„მოგზაური“. უმცროსი, შალვა თვალსაჩინო ბოლშევიკი ლიდერი რამდენჯერმე იყო საბჭოთა საქართველოს მთავრობის სათავეში. ქალბატონ ელიავას სამარასკენ წამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე ვეღარ ვხვდებოდი, რაკი ის ტურუხანსკის ოლქში გაგზავნეს. გამო მშვიდობებამდე შევთანხმდით, კონტაქტი არ დაგვეკარგა; ერთმა ნეთის ბედი გვადარდებდა. თუმცა სამომავლო მისამართები არ ვიცოდით, ამიტომ ძალიან გაგვიჭირდებოდა დაკავშირება. სამი წლის შემდეგ შევიტყვე, რომ 1908 წელს გადასახლებაში გარდაცვლილა. *** სამარას შემდეგ მრავალი ჯგუფი გამოგვეყო, თუმცა იმდენივე გვემატებოდა. კვლავ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ვიყავით, როდე საც ტიუმენის ციხემდე მივაღწიეთ. ადგილზე დიდხანს დაგვჭირდა ლოდინი, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენი დეპორტაცი ის ადგილს განსაზღვრავდა. ტიუმენი ტობოლსკის დეპარტამენტის პირველი დიდი ქალაქია, რომელზეც ტრანს-ციმბირული რკინიგზა გადიოდა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ცენტრალური ადგილი იყო, სა იდანაც ციმბირის სხვადასხვა ადგილას ანაწილებდნენ პატიმრე ბს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა ევროპაზე ოთხჯერ დიდია. მეტ-ნაკლებად თავისუფლად გვამყოფებდნენ, ოთახები მხო ლოდ ღამით იკეტებოდა, ერთმანეთს საკნებში ვსტუმრობდით პირადი, თუ ჯგუფური საუბრებისთვის, საქმიანად, ან თავშესაქცე ვად. ეზოში გასეირნება დღეში ორჯერ იყო ნებადართული. თუმცა ისეთი მკაცრ კლიმატში(-30 o /-35 o ) ღია ცის ქვეშ ნახევარი საათი სეირნობის ბევრი მოყვარული არ მოიძებნებოდა ხოლმე. იქ ყველა სოციალურ ფენას ნახავდით, რა თქმა უნდა, დომი ნანტი პროფესიებიც არსებობდა: მწერლები, ადვოკატები, პროფე სორები, სტუდენტები. ჩვენი მომხსენებლები ამ ინტელექტუალთა წრიდან იყვნენ. რაკი პოლიტიკური პრობლემები ყველას ყურა - 189 დღების საგნად ქცეულიყო,„მოწინავე“ მუშები და სხვა თვითნა სწავლი ადამიანები საკუთარ წვლილს არ აკლებდნენ დებატებს. აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც უფრო მეტად არ იც ნობდნენ თვითნასწავლები კამათის საგანს, მით მეტი ამბიციითა და კატეგორიულობით ცდილობდნენ ამ საკითხის სხვებისთვის ახსნას. მეტეხის ციხეში მიღებული უსიამოვნო გამოცდილება მაიძუ ლებდა, სიჩუმე შემენარჩუნებინა. რამდენიმე დღის შემდეგ მე გობრების მხრიდან ძალდატანებას ვეღარ გავუძელი და დავთა ნხმდი; სიტყვა ისეთი კატასტროფული არ იყო, როგორც ტფილის ში, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც არეულად ვსაუბრობდი. თუმცა ჩემს გამოსვლას მაინც კარგი რეპუტაცია ჰქონდა. მინინი, ასე ვეძახდი ხუმრობით რუს ამხანაგს(მოსკოვური ამ ბების გმირს) პოჟარსკის. მაღალი, წარმოსადეგი, ოქროსფერი თმითა და ღია ფერის წვერით, მელანქოლიური, ოდნავ მომღი მარი თვალებით, ინტელექტუალი, კარგად აღზრდილი, ამასთან პოჟარსკის სასიამოვნო და ძლიერი ხმა ჰქონდა. მან რუსული სო ციალ-რევოლუციური პარტიის პოლიტიკურ-აგრარული პროგრამა გაგვაცნო. მინინი სარატოვოდან იყო, იქ პარტიას ედგა სათავეში. სარა ტოვო-სამარას მატარებელში გავიცანი 25 დეკემბრის ღამეს, რო დესაც ცნობილი ინციდენტის მერე მომიახლოვდა და ხელი ჩამო მართვა. ახალგაზრდა, დახვეწილი კაცი, 25 წლის უნდა ყოფილიყო, რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლად მომეჩვენა. ტარას ციხიდან 1907 წლის გაზაფხულზე გაიპარა ისე, რომ კვალიც არ დაუტოვებია... *** ასეთ დიდ აგლომერაციაში ვიღაც აუცილებლად ხდება ავად. ექიმიც შემოივლიდა ხოლმე. ხშირ შემთხვევაში წინა დღეს ვეწე რებოდით, რომ მეორე დღეს ციხის ეზოში არსებულ დაწესებულე ბაში კონსულტაციაზე გასვლის უფლება გვქონოდა. ერთ დღეს თავი შეუძლოდ ვიგრძენი. ბადრაგმა შესვლის უფლება მომცა. მოსაცდელში უამრავი პაციენტი იცდიდა. ექიმმა შეგვათვალიერა და მერე სათითაოდ იძახებდა მომლოდინეთ. მე ბოლოს დავრჩი. ექიმმა საეჭვო მზერით შემომხედა, მითხრა, რომ არაფერი მჭირდა, კონსულტაცია საჭირო არ იყო და კარი ცხვირ - 190 წინ მომიხურა. გავბრაზდი, გავაპროტესტე, ვუთხარი, რომ მართ ლა ავად ვიყავი და უნდა გავესინჯე. ჩემმა ქცევამ გააღიზიანა. გა მომიცხადა, რომ მშვენივრად გამოვიყურებოდი, ავადმყოფობის არაფერი მემჩნეოდა. გადაწყვიტა, ბადრაგისთვის დაეძახა და გა ვეგდე. წინ წავიწიე, რათა მისთვის გასასვლელი გადამეკეტა, კა რის გაღების საშუალება არ მივეცი. როდესაც ხელით შევეხე, სა ვარაუდოდ, ჩემი სიმხურვალე იგრძნო და ოდნავ მშვიდი და მაინც მკაცრი ხმით მითხრა; – – ვნახავ, მართლა ავად ხართ თუ არა! სიცხე გამიზომა. თერმომეტრმა 39.7 აჩვენა. რამდენიმე წუთის წინ ასე გაცეცხლებული ექიმი ბოდიშს მიხდიდა. როგორც ამიხ სნა, ასეთი პაციენტი არასდროს უნახავს, ეს ალბათ იმით აიხ სნებოდა, რომ სამხრეთიდან ვიყავი. ამის შემდეგ მეგობრულად ვურთიერთობდით. *** ორი კვირის თავზე ისევ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. რამდენი მე ათეული პატიმარი, ბადრაგის თანხლებით გაუშვეს დანიშნუ ლების ადგილას. ციხე ახალი პატიმრებით ივსებოდა. სანქტ-პე ტერბუგიდან ჯგუფი ჩამოვიდა, რომელშიც„მუშათა დელეგატთა საბჭოს“ ოცამდე წევრიც იყო. სწორედ მათ მოაწყეს სრულიად რუ სეთში საერთო გაფიცვა; თუმცა მისი კარგად მართვა ვერ შეძლეს. თავმჯდომარე, ხრუსტალევ-ნოსარი 1 გაფიცვის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაიჭირეს, მას მიჰყვა ტროცკიც 2 ; თავმჯდომა რის პოსტი ავქსენტიევმა 3 დაიკავა და იგივე ბედი გაიზიარა. ეს ამ ბები 1905 წლის ნოემბერში ხდებოდა. სასამართლოს წინაშე 1906 წელს წარსდგნენ, მათ ყოველგვარი სამოქალაქო უფლება ჩამო ერთვათ და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიესაჯათ. ისინი 1 გიორგი ხრუსტალევ-ნოსარი( 1877 1919 ) – რუსი პოლიტიკოსი, იურისტი და სზოგადო მოღვაწე. 1905 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე ხელმ ძღვანელობდა სანკტ-პეტერბურგის მუშათა საბჭოს(რედ.). 2 ლევ ტროცკი( 1879 1940 ) – რუსი მარქსისტი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი, საბჭოთა რუსეთის სა გარეო საქმეთა და სამხედრო საქმეთა კომისარი. 1929 წელს სტალინის ბრძანებით გაასახლეს სსრკ-ის საზღვრებიდან. 1940 წელს მოკლეს მექ სიკაში სტალინის დაკვეთით(რედ.). 3 ნიკოლაი ავქსენტიევი( 1878 1943 ) – რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის სოცი ალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი(რედ.). 191 ტობოლსკის დეპარტამენტის ორ ოლქში გადაანაწილეს, ობდო რსკი და ბერეზევსკი. მათმა ჩამოსვლამ ჩვენი მონოტონური ლოდინი შეამსუბუქა. ლევ ტროცკის, ნამდვილი გვარით ბრონშტეინს, მხოლოდ მისი ბროშურით –„ ჩვენი პოლიტიკური საქმე“ – ვიცნობდი. ეს ნაწარმოე ბი ორი წლით ადრე გამოაქვეყნა და ფარულ ლიტერატურათა რი ცხვს მიეკუთვნებოდა. მისი გვარი, ისევე როგორ სხვების, ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა რევოლუციის განმავლობაში. პირველი შეხვედრისას ვისაუბრეთ. შთამბეჭდავი სიტყვები სა, თუ ჟესტების მიუხედავად, მაინც გამიცრუა იმედი. მის მჭევ რმეტყველებას დამაჯერებლობა აკლდა. უდიდეს ინფორმაციას ფლობდა, რომელსაც ზეპირსიტყვიერებასა და ნაწერებში იყე ნებდა. მაღალი, წარმოსადეგი, გამბედავი და ძლიერი. სახასიათო ბლანჟეს ატარებდა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა მის ჩავარდნილ პირთან. გაუცნობიერებლად, თხაზე გეფიქრებოდათ. ცოცხალი თვალები ჰქონდა, მიუხედავად ყალბი გამოხედვისა, ხმა – ძლიერი, ენაწყლიანი საუბარი კი მისგან საშიშ აგიტატო რს აყალიბებდა... რომელსაც მხოლოდ სულსწრაფების წაქეზება შეეძლო. მოგვიანებით, ტროცკის ხშირად ვხვდებოდი უცხოეთში, უფრო ახლოსაც გავიცანი და უკეთ შევაფასე მისი ღირსებები: ტროც კის, როგორც დიდი კულტურის მატარებელს, ძალიან სწრაფად შეეძლო საქმეზე კონცენტრირება, საკითხების გაანალიზება, ათ ვისება, დედუქციის გზით, დაუჯერებელი სისწრაფით, დასკვნის გამოტანა. მისი მჭევრმეტყველება შეუდარებელი იყო. თითქოს, საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად ყველა საჭირო ინფო რმაციას აგროვებდა. გასაოცარია, როდესაც გარემო პირობები შეიქმნა, სიმაღლეებისკენ არ წასულა და დაბლა დარჩა. რატომ? რადგან მის გონს აკლდა შემოქმედებითობა და კეთილშობილება. ტროცკის მიერ წითელი არმიის„შექმნა“ ლეგენდაა, 1 მას ორ განიზატორული ნიჭი არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ პოლიტიკურად მალე განადგურდა. რუსეთის სოცალ-დემოკრატიულ ორივე მიმდინარეობაზე მა ღლა ეჭირა თავი, ცდილობდა, გაეერთიანებინა და სათავეში ჩა სდგომოდა. მიზანს ვერ მიაღწია და თითქმის თხუთმეტი წელი ირხეოდა მენშევიკურ და ბოლშევიკურ იდეებს შორის. სინამდვი 1 შეცდომით, ყველამ ტროცკის მიაწერა წითელი არმიის„შექმნა“(ხ. შავიშვილი). 192 ლში ერთი მიმდინარეობის მოსაზრებებს იზიარებდა, მაგრამ მეო რეს დაუდგა გვერდში, როდესაც მათ გაიმარჯვეს. თუმცა ამ ნაბი ჯმა ხელი ვერ შეუშალა მის ვარდნას. ტროცკი გონებრივად ბევრს მუშაობდა, თუმცა მისი დახასიათება მისივე ფრაზით შეიძლებო და, რომელსაც სტალინის მისამართით ხშირად იყენებდა:„გიგა ნტური სიმდარე.“ ახალმოსულები ციხის სხვა ნაწილში გაანაწილეს. შესასვლე ლიც ცალკე ჰქონდათ და ეზოშიც სხვა დროს გამოჰყავდათ. თუმცა, რამდენიმე ოთახის ფანჯარა ეზოში გადმოდიოდა და როდესაც გა რეთ ვიყავით, ჩვენი დანახვა შეეძლოთ. შემთხვევით ვსარგებლობდით და მათი ფანჯრის ქვეშ ვიკრი ბებოდით. ტროცკი პირველი თავმჯდომარის, ხრუსტალევ-ნოსა რის სახელით ბოდიშს გვიხდიდა, რაკი ყელი ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა და თავად გვესაუბრებოდა თავისი ძლიერი ხმით. სიტყვა ში მთელ თავის პროპაგანდისტულ ხელოვნებას დებდა. რეალო ბის შეგრძნება მისთვის ყოველთვის გამოწვევად რჩებოდა. დიდი პათოსით განგვიცხადა, რომ„რევოლუციური სხივი ჯერ არ ჩამ ქრალა“ და მეტიც,„რევოლუცია ახლა იწყებოდა“ და ა.შ. სინამდვი ლეში კი უკვე ერთი წელი იყო, რაც რევოლუციური ტალღა უკვე გა ტეხილიყო, ხოლო რეაქციული მოძრაობა აღმასვლას განიცდიდა. შემდეგ ტროცკიმ წარგვიდგინა ხრუსტალევ-ნოსარი, კუნიანცი და ავქსენტიევი. ხრუსტალევ-ნოსარი მაღალი და წაბლისფერთმიანი გახლდათ, კუნიანცი – უფრო შავგვრემანი, ხოლო ავქსენტიევი – ქერა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავრობას სათავეში ჩაუდგებოდ ნენ რევოლუციის ტრიუმფის პირობებში. ისინი მარხილებით ტობოლსკისკენ წაიყვანეს, ობდორსკისა და ბერეზევსკის მიმართულებით. ჩვენ კი გზა გვქონდა ეკატერინ ბურგსა და ჩელიაბინსკზე, შემდეგ ომსკისა და ტარასკენ(ტობოლ სკის დეპარტამენტი). თავი II ტიუმენიდან ტარამდე სპეციალისტი ყალბი საბუთებით საბოლოოდ განსაზღვრეს ჩვენი დეპორტაციის ადგილი: ტარა, ტობოლსკის ოლქი. ამ სეზონზე ტარაში მოსახვედრად მხოლოდ რკინიგზის გამოყენება შეიძლებოდა, ამისთვის კი რამდენიმე ასეული კილომეტრი უკან უნდა გაგვევლო, ტიუმენში დავბრუნებუ ლიყავით და იქიდან წავსულიყავით შემდეგი მარშრუტით: ეკატე რინბურგი – ჩელიაბინსკი – კურგანი – პეტროპავლოვსკი – ომსკი. მოგზაურობას ხუთი დღე და ღამე დასჭირდა, ეს დრო უსასრულოდ მეჩვენებოდა. მივაღწიეთ ომსკში. მოგვიანებით ომსკი ცნობილი გახდა, რადგან სამოქალაქო ომის დროს იქ იყო კოლჩაკის მთა ვრობის ადმინისტრაციული შენობა. ყველაფერი თოვლსა და ყინ ვაში გახვეულიყო. მიღების ცერემონიის ხელახალი რუტინა უნდა გაგვევლო. საინტერესო დეტალი: ციხის ყოფილი უფროსიც დააკავეს გაქ ცევის წახალისების მიზეზით. უფლებაჩამორთმეულ ერთ-ერთ დამნაშავეს ხშირად სტუმრობდა თავადი. ამ ფაქტმა ციხის უფრო სის დადებითი განაწყობა გამოიწვია პატიმრის მიმართ. როგორც პრივილეგირებულს, თავადის პასუხისმგებლობით, მთელი საღა მო შეეძლო ციხის დატოვება. მსგავსი ნდობა ათჯერ გამართლდა, მაგრამ მეთერთმეტედ პატიმარი გაიქცა. ყველა პატიმარი დიდი ენთუზიაზმითა და სიმპათიით საუბრობდა გაქცეულზე, თავადსა და პატიმარს გმირებად მოიხსენიებდნენ. ისტორიამ ჩემი ცნობისმოყვარეობა გააღვივა და უფრო მეტი დეტალის გაგება გადავწყვიტე. როგორც გაირკვა, გაქცეულები ქართველები იყვნენ. თავადის შესახებ სამუელიც მესაუბრა, თა ვად მელქისედ მახარაძეს მეც ვიცნობდი, საქართველოში ჩემი მეზობელი იყო. მისი გარეგნობა და საუბრის მანერა იმდენად და ხვეწილი იყო, რომ ყველას პატივისცემას იმსახურებდა. მაღალი, წარმოსადეგი, თავისი რასის კარგი წარმომადგენელი, მსმენელს ყოველთვის ხიბლავდა. მეორეს,„დიდ ბატონს“, მახარაძის პრო - 194 ტეჟეს, აშორდიას არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გვარი გაგებული მქონდა. ვის არ სმენია მასზე? *** აშორდიას 1 უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ქუთაი სის გუბერნატორთან მისმა შეხვედრამ შედეგი გამოიღო და კა ნცელარიის მდივნად დანიშნეს. გონიერებისა და განსაცვიფრე ბელი შესაძლებლობების წყალობით გუბერნატორი ნდობით გა ნაწყო და იმედიც არ გაუცრუებია. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ გუბერნატორი შეცვალეს და ახალმა გუბერნატორმა მისი ერთგუ ლი რამდენიმე რუსი მოხელე მოიყვანა. დასაწყისში აშორდია პო სტზე რჩებოდა, თუმცა მის წინააღმდეგ ინტრიგებმა იმატა. შურით აღვსილმა მისმა ახალმა კოლეგებმა სხვადასხვა დანაშაული მი აწერეს. ცილისწამებამ რუსი ბიუროკრატის, გუბერნატორის ყუ რამდეც მიაღწია. აშორდია თავს კარგად იცავდა, ამიტომ მისი და თხოვნა ვერ მოახერხეს. საუბედუროდ, მსგავსმა მძიმე ატმოსფე რომ მის ირგვლივ, თვითშეფასებაზე იმოქმედა, მისი შესაძლებ ლობებისთვის ეს დიდი გამოცდა იყო. მაშინ, აშორდიამ უფროსის ხელმოწერის გაყალბება სცადა და იმიტაცია შესანიშნავად გამო უვიდა. კოლეგებისგან შევიწროვებულმა, გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა და მაკომპრომატებელ საბუთებს ამზადებდა. მიზანს მიაღწია, მასთან დაპირისპირებულები დაითხოვეს. წარმატებამ ამ გზით ფულის შოვნის იდეა გაუჩინა. ყველანაირ საბუთს ამზადებდა, მყიდველსაც შოულობდა. წლების განმავლო ბაში ამ„ინდუსტრიაში“ იყო ჩართული. მისი მდგომარეობა იმდე ნად კარგი იყო, რომ სხვებისთვისაც შესამჩნევი გახდა და ყურა დღება მიიპყრო. ყველაფერი ცუდად დამთავრდა: ერთ დღეს გამოიჭირეს. მძიმე შემთხვევა იყო. სასამართლო პროცესის წინა დღეს ციხის უფროს მა მისი სასწრაფოდ გათავისუფლების ბრძანება მიიღო. საბუთი ფალსიფიცირებული იყო, მაგრამ მიზანი – მიღწეული. აშორდია გაიქცა. რამდენიმე წლის შემდეგ მსგავს დანაშაულზე ბაქოში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების თანახმად ეს აშორდია იყო, ყალბი პასპორტით ცხოვრობდა იქ. ახალი დანაშაული ძველსას დაემატა და შემთხვევა კიდევ უფრო დამძიმდა. რაკი მას უკვე იცნობდნენ, 1 იგულისმხება სოლომონ აშორდია(რედ.). 195 ყველა გაფრთხილებული იყო და უსაფრთხოების ზომები მიღებუ ლი ჰქონდათ. მიუხედავად ყველაფრისა, აშორდიამ მოახერხა და გენერა ლური პროკურორის ბრძანება გააყალბა. საბუთი ბაქოს ციხის უფროსს წარუდგინეს და აშორდიამ კვლავ შეძლო თავის დაღწევა. ხუთი დღის შემდეგ პოლიციამ მისი სამოსი, ფეხსაცმელი და ქუდი შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში იპოვა. პრესამ შემთხვევა 1903 წლის გაზაფხულზე დააფიქსირა. 1906 წლის ზაფხულში მელქისედ მახარაძემ მანჯურიაში იმოგ ზაურა. იქ შეხვდა მდიდარ, ხელგაშლილ, სტუმართმოყვარე ქა რთველს. ისინი დამეგობრდნენ. მახარაძის თანამემამულე ყვე ლაზე მსხვილ მილიონერად ითვლებოდა, ყოველ დღე დღესასწა ულებს მართავდა, ყველას ეხმარებოდა: ეს აშორდია იყო! შემოდგომაზე აშორდიამ მელქისედს რუსეთში მოგზაურობა შესთავაზა, ყველა ხარჯს თავად გაიღებდა. მეგობრები გაემგზა ვრნენ. აშორდია ციმბირის ყველა დიდ ქალაქში გაჩერდა, ჩეკებს ანაღდებდა და დიდ თანხებს ხსნიდა. ჩელიაბინსკის სახელმწი ფო ბანკში 300 000 რუბლის ჩეკი წარადგინა. თანხა იმდენად დიდი იყო, რომ ბანკის მმართველმა ჩეკი გამოართვა, მოუბოდიშა და სთხოვა, მეორე დღემდე მოეცადა. როდესაც აშორდია მეორედ გამოცხადდა ბანკში, მმართველი პოლიციასთან ერთად დახვდა, ის დაიჭირეს და ომსკის ციხეში წა იყვანეს. იქ კი გენერალური პროკურორის ნებართვით, მელქისედი აშორდიას სანახავად შევიდა. აშორდია მეგობარს გადაეხვია სი ტყვებით:„ჩემო ძვირფასო მეგობარო!“ ამგვარმა შეხვედრამ ციხის უფროსზე შთაბეჭდილება მოახდინა და ცივი გონებით განსჯის სა შუალება დააკარგვინა. მახარაძემ გადაკვრით მიანიშნა, რომ მის მეგობარს განსაკუთრებული კვება სჭირდებოდა, რის გამოც გარე დან უნდა შემოეტანა საჭმელი და ამასთან, მასთან ერთად უნდა ეჭამა.„თავადო, უარს ვერაფერზე გეტყვით“ – ჩაიბურყტუნა ციხის უფროსმა. სახელმწიფო მოხელემ საკუთარი კაბინეტი დაუთმო შე ხვედრებისთვის, თავადაც მიპატიჟებული იყო ხოლმე სადილებ ზე, სადაც შამპანურებიც კი იხსნებოდა. ციხის უფროსთან ურთიერთობამ შინაურული სახე მიიღო. ბო ლოს მელქისედმა ჰკითხა, ომსკში თეატრი თუ არსებობდა. დადე ბითი პასუხის მიღების შემდეგ კი ციხის უფროსს განუცხადა, რომ მის მეგობარს სპექტაკლებზე სიარულის ტრადიცია ჰქონდა, ამი ტომ სასურველი იქნებოდა, თუ დროდადრო თეატრში გასვლის უფლებას მისცემდნენ. ციხის უფროსი დაეთანხმა. ამის შემდეგ კი 196 მომზადებული სცენარი განვითარდა: აშორდია საღამოს რვა საა თისთვის გადიოდა და შუაღამემდე ბრუნდებოდა ციხეში, მაგრამ ერთ მშვენიერ საღამოს ჩიტი ბუდიდან გაფრინდა. *** ერთ დილას ციხიდან გამოგვიყვანეს, ჯარისკაცთა გაძლიერე ბული ესკორტით ფეხით უნდა წავსულიყავით ტარაში, დაახლო ებით, 1000 კმ. უნდა გაგვევლო. მსვლელობა ოცდახუთი დღე გა გრძელდებოდა. ჩვენი ნივთები მარხილით წავიდოდა. ჯგუფი ოცდახუთამდე პოლიტიკურ პატიმარს ითვლიდა. მათ შორის იყო ამხანაგი, რომელიც რიაჟსკის ციხეში გავიცანი. უმრა ვლესობა მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან იყვნენ, ასევე იყვნენ საზოგადო უფლებაჩამორთმეული პირებიც, რომელთაც ჩვენს კონცეფციებს თავს ვერ მოვახვევდით. საშინელი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით:-35 გრადუსში, ძლიერ ქარში დღეში 30-40 კმ. უნდა გაგვევლო ფეხით. როგორ დავძლევდით ამ პირობებს? თუნდაც ძალიან ელემენტარული, მაგრამ კვება და თავშესაფარი უნდა გვქონოდა, რათა ღამით და გვესვენა, ამ საკითხის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იყო, სხვაგვარად, დასუსტებულები და გაყინულები ვერ გავუძლებ დით მოგზაურობას. ჩვენი პრინციპების ერთგულების სახელით, ერთგვარი თემობ რივი გაერთიანებები შევქმენით. ასეთ დიდ ჯგუფში დისციპლინის შენარჩუნებაზე ვღელავდი, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ მინინს გავენდე. პირველი სამი დღე ჩვენი„კომუნა“ შესანიშნავად ფუნქციონი რებდა. რის გამოც ამხანაგი ირონიულად იხსენებდა ჩემს ღელვას და„სკეპტიკოს სოციალ-დემოკრატს“ მიწოდებდა. როგორც კი სპეციალურ თავშესაფარში მივედით, ფუნქციები განვსაზღვრეთ: ზოგს რძის საკითხი დაევალა, ზოგს – პურის, ხო რცის, საკვები უნდა მომზადებულიყო. მე და მინინმა გადავწყვი ტეთ, თავშესაფრის ნაწილებში პატიმრები ისე გადაგვენაწილები ნა, რომ პოლიტპატიმრები ცალკე ყოფილიყვნენ, ამგვარად, ღა მით კრმინალებთან არეულობას ავიცილებდით. თითოეული ყურადღებით ასრულებდა დაკისრებულ დავალე ბას. ყველა თავშეკავებული იყო, როგორც ეს მაღალი იდეალე ბისთვის მებრძოლ პოლიტიკოსებს შეეფერებოდა. 197 პირველი ეტაპი ჩემს პესიმიზმს აქარწყლებდა, მაგრამ ნე ლ-ნელა მორალურმა რღვევამ იჩინა თავი, განსაკუთრებით კი ღა მით, სოფლებში. ჩემთვის და მინინისთვის ეს ამბავი შეუმჩნევე ლი დარჩა. სვლას დილის რვა საათზე ვიწყებდით და სამ საათზე ადგილზე ვიყავით ხოლმე. ამტანობისა და თმენის საზღვარი მიღწეული იყო; ამ დროს დაღლილობა პიკს აღწევდა და პატიმრებს ვნებების დაკ მაყოფილების სურვილი უჩნდებოდათ. ზოგიერთი„პოლიტიკოსი“ სკანდალურად იქცეოდა ქალების დანახვაზე. ჩემი მამაცი ამხანაგი მინინი, ჩემსავით აღშფოთებული იყო მომხდარით, აღიარებდა, რომ ჩემს პესიმიზმს რეალობამ გადაა ჭარბა. ამაოდ ცდილობდა სიტუაცია მოეწესრიგებინა. „კომუნა“ დაიშალა. ზოგიერთი ამხანაგის ქცევა მოსახლეო ბისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის აუტანელი ხდებოდა. პატიმრებთან ერთად სმისა და მიუღებელი ქცევის თანამონაწი ლენი იყვნენ ჩვენი ესკორტის ჯარისკაცებიც. სანკტ-პეტერბურგელი მუსიკოსის, ბოგდანოვის აგრესიული ქცევა ინტელექტუალებისა და ებრაელების წინააღმდეგ ყოველ გვარ ზღვარს აჭარბებდა, ის მათ რუსეთის ყველა უბედურების სა ბაბად მიიჩნევდა. მისი დამოკიდებულებები განსაკუთრებით შე მაშფოთებელი ხდებოდა. ერთ საღამოს მინინი ტიუმენის ციხეში წარმოთქმულ სიტყვას აწესრიგებდა. ოთახის ბოლოში, მეორე ოთახის შესასვლელის მოპირდაპირედ იჯდა, იქიდან კი პირდაპირ შეიძლებოდა გასვლა მესამე ოთახში, სადაც ჩვენი ესკორტი განთავსებულიყო. მეც მი ნინის მარჯვნივ ვიჯექი. რკინიგზის ყოფილი მოხელე, კოვალენკო, რომელიც 1905 წელს მოსკოვის აჯანყებაში იყო ჩართული, რის გა მოც თხუთმეტი წლით მიესაჯა ციმბრიში გადასახლება, თითქმის ორსაათიანი სეირნობის შემდეგ დაბრუნდა, პირდაპირ მინინის კენ აიღო გეზი და შეურაცხყოფა მიაყენა. მინინი არ გაბრაზებულა და მისთვის ჩვეული, უფრო დამცინავი პასუხი გასცა. კოვალენკო არ გაჩერდა, მიუხედავად ჩვენი საყვედურებისა. მე გაჩუმება მო ვთხოვე. მან ჩემზე მუქარის ხელი აღმართა. ჯარისკაცები არც გან ძრეულან, რაც საეჭვოდ მეჩვენა. მეც ადგილზე ვრჩებოდი. როდე საც კოვალენკო ჩემთვის ხელის დასარტყმელად დაიძრა, ავდექი და წიხლი ჩავარტყი მუცელში. კოვალენკო ძირს დაეხეთქა. მე ადგილს დავუბრუნდი, ის კი წამოდგა და ანგარიშის გასასწორებ ლად გამოემართა. ჯარისკაცები იარაღებით გამოიქცნენ„წესრი - 198 გის დამყარების“ მიზნითა და ერთ-ერთის დანაშაულის პროცესში გამოჭერის სურვილით. განსხვავებული სურათი დახვდათ, ამიტომ კოვალენკოს აყვანის ბრძანება მიიღეს. მე და მინინი კოვალენკოს სასარგებლოდ ჩავერიეთ. უნტეროფიცერმა დაგვითმო და გაათა ვისუფლა კოვალენკო, თუმცა ინცინდენტი ყველასთვის ცუდად დამთავრდა, შუაღამისას ჩვენი სამყოფელი დაგვატოვებინეს და საერთო ოთახში გადაგვიყვანეს, სადაც მთელი ღამე ფეხზე გავა ტარეთ, საზარელ, ბინძურ კრიმინალებთან. თავი III ზედამხედველობითი თავისუფლება ტარაში (ციმბირი) ტარამდე ჯგუფის ნახევარმა მივაღწიეთ, გაყინულები და და ქანცულები ვიყავით. დასვენებას ვერ ვახერხებდით, საკმარისი ადგილი არ იყო, რომ დავწოლილიყავით. ხელისუფლება მარხი ლებს აგზავნიდა მათთვის, ვისაც სიარული აღარ შეეძლო. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, ჯერ ფორმალური მხარე მოაგვარეს, ერთ დიდ ოთახში შეგვკრიბეს. ბრძანებებს მსუქანი, წვერიანი და მკაცრი კაცი გასცემდა, პოლიციის თანამშრომლე ბსაც ეშინოდათ მისი. ეს გახლდათ ე.წ.„ისპრავნიკი“, დანაყოფის უფროსი. აღნიშნული ცერემონიის დასრულების შემდეგ გადა სახლებაში მყოფმა პოლიტმატიმრებმა მიგვიღეს. დამხვდურებს გამოეყო ერთი ახალგაზრდა ქალი, ლამაზი, მუქი ფერის თმით, უკან მოჰყვა მისივე ასაკის კაცი, გრძელი ულვაშით. ქალმა მომმართა:„ამხანაგო კნიაზ!“ მე მივუგე:„ამხანაგო!“ ცოტა დაიბნა, მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე„ამხანაგ კნიაზს“ ეძებ დნენ, რათა თავისთან მიეპატიჟებინათ ვახშამზე და ღამის გასა თევად, სანამ შესაბამის ოთახს მოუძებნიდნენ. სანამ მეუღლეს გამაცნობდა, მივხვდი, ვინც იყვნენ, ევგენი პისარევსკი, ფილო ლოგი, რუსეთის ისტორიის სპეციალისტი; ჩემი ახალი მეგობარი, გამორჩეულ გაკვეთილებს ატარებდა. არსებულ ისტორიას ფალ სიფიცირებულად აფასებდა და გაკევთილის ჩატარების საკუთარი მეთოდები ჰქონდა, მისი ცნობები პოკროვსკის მასალას ეყრდნო ბოდა. მეუღლე ევგენიაც უნივერსიტეტელი იყო. ორივე პოლონე ლი გახლდათ, ვარშავიდან. ქალბატონმა პისარევსკაიამ კვლავ თხოვნით მომმართა. ვუპა სუხე, რომ იძულებული ვიყავი მიპატიჟებაზე უარი მეთქვა, რადგან მარტო არ ვიყავი, უკვე სამი კვირაა ერთ ამხანაგს ვეხმარები, რო მელსაც პირველადი საჭიროების ნივთების ყიდვის საშუალებაც 200 არ აქვს, ამიტომ გადამწყვეტ მომენტში ვერ დავტოვებდი. პისარა ვსკებმა შემომთავაზეს, ამხანაგიც მათთან წამეყვანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ანოსოვი გავაცანი. 22 წლის ყმაწვი ლი, ქერა, საშუალო სიმაღლის, ოვალური სახით, მაღალი შუბლით, ნაცრისფერი თვალებით, მისი მზერა ჭეშმარიტებასა და იდეალე ბის ცეცხლს ასხივებდა. ჩვენმა მასპინძლებმა პოლიციას უთხრეს, რომ ჩვენზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იღებდნენ და თა ვისთან წაგვიყვანდნენ. *** პისარევსკები მოაზროვნე და მოსიყვარულე წყვილი გახლდათ. მსგავსი ოჯახური გარემო დიდი ხანია აღარ გვენახა. ცალკე საძი ნებელიც გამოგვიყვეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირვე ლად მეძინა კარგად. გაღვიძებისას ეს პერიოდი შევაფასე: თებე რვალია, ამგვარად, ცამეტი თვეა, რაც დამიჭირეს. ახლა კი, თავი სუფალი ვარ, მართალია, თავისუფლება სრულფასოვანი არ არის, ზედამხედველობის ქვეშ ვარ, მაგრამ მაინც თავისუფალი! მეორე დღეს ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი. გონება მოვიკ რიბე, ავდექი და მასპინძლებთან გავედი, რომელნიც უკვე ორი საათი გველოდნენ სადილისთვის. პისარევსკი ჩემი საცხოვრებ ლის მოსაძებნად აპირებდა გასვლას. მან დაითანხმა„ისპრავ ნიკი“ ჩემი ტარაში დატოვების საკითხზე. ასე გადავურჩი აქედან დაახლოებით სამას კილომეტრში გამგზავრებასა და ოლქიდან მოშორებით ყოფნას. ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პისარევსკიმ ერთი ამბავი მომიყვა: როდესაც შეიტყვეს, რომ მთავრობამ სწო რედ ამ ოლქში გადასახლება მომისაჯა, ჩემი ამხანაგები ტობოლ სკიდან დაუკავშირდნენ გუბერნატორ განდატის, რომელსაც„კო ლექტიური პასუხისმგებლობის“ შეთანხმება ჰქონდა მათთან და მოსთხოვეს, დეპარტამენტის ყველაზე სამხრეთ ნაწილში გავენა წილებინე. განდატიმ თანხმობა მისცა და ამის შემდეგ ამხანაგებ მა პისარევსკის მიაწოდეს ცნობა.„ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ორი თვის წინ მატარებელში მომხდარ კნიაზისა და ჯარისკაცების საოცარ ამბავს“, დაამატა ჩემმა თანამოსაუბრემ –„ციმბირის სხვა დასხვა მხარეში გადანაწილებულმა გადასახლებულებმა ყველგან გაავრცელეს ეს ამბავი, ირკუცკში, სახალინზე, ენისეისკსა, თუ ტო - 201 ბოლსკში.“ შემდეგ საუბარი დავიწყეთ მეორე დუმის არჩევნებზე, როდესაც ჯაფარიძის 1 , წერეთლისა 2 და მახარაძის 3 გვარები ვახ სენე, სკეპტიკური იერი მიიღო, თუმცა ორი კვირის შემდეგ სწორედ ამ ახალი გვარების გამარჯვებას იუწყებოდა დეპეშები. სულ ცოტა ხანში ყველა რუსისთვის ძალიან ახლობელი გახდა მათი გვარები. სანამ ანოსოვს ღრმა ძილით ეძინა, პისარევსკიმ, მეუღლესთან ერთად, ჩემი ოთახის სანახავად წამიყვანა. ადგილზე პოლიციე ლიც დაგვხვდა. თანამედროვედ მოწყობილი ოთახი იყო სახლის მეორე სართულზე, ფართო, კარგი ავეჯით, დამოუკიდებელი კიბით. საცხოვრებლის დანარჩენ ნაწილში კი, მეპატრონე, კუსკოვი ცხო ვრობდა. პირველ სართულზე მათი სასურსათო მაღაზია მდებარე ობდა. ოჯახი ხუთი წევრისგან შედგებოდა – მისი ზორბა, სიმპათი ური ცოლი და სამი ქალიშვილი. ყველაზე პატარა ცამეტი წლის იყო და დაწყებით სკოლაში სწავლობდა. უფროსი ავადმყოფობდა და დედას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. შუათანა ჭკვიანი და ლამაზი გოგონა იყო, თვრამეტი წლის ასაკში დაწყებითი სკოლის მასწავლებლის გამოცდას ამზადებდა. ხშირად მოდიოდა ჩემთან რჩევების მისაღებად; ბავშვურად ეცინებოდა, როდესაც ჩემი პა სუხი ეუცხოებოდა. წვეროსანი კუსკოვი პირქუში კაცი იყო, თუმცა ციმბირელის პირობებზე, საკმაოდ სტუმართმოყვარე. შევთანხმდით, ოთახისთვის თვეში 7 რუბლს გადავუხდიდი. შუ ადღისას მარხილი დავიქირავეთ, ანოსოვიც აქ უნდა გადმომეყვა ნა, სანამ რაიმე თანხას მიიღებდა. 1 სერგო ჯაფარიძე( 1871 1937 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, იუ რისტი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრე ბის წევრი, რუსეთის პირველი სათათბიროს წევრი( 1906 ), საქართვე ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე (რედ.). 2 ირაკლი(კაკი) წერეთელი( 1881 1959 ) – ქართველი პოლიტიკოსი, პუბლი ცისტი, ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი გა მოკვეთილი ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძ ნებელი კრების წევრი(რედ.). 3 გერასიმე მახარაძე( 1881 1937 ) – ქართველი პოლიტიკოსი, სოციალდემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუ ციასა და გურიის რესპუბლიკის პოლიტიკურ საქმიანობაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წლიდან სა ქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1937 წლის დიდი ტერო რის დროს მენშევიკობის ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს (რედ.). 202 *** თავისუფალი ვიყავი, თუმცა ყოველ დილას და საღამოს პოლი ციელი მოდიოდა, საკმაოდ თავშეკავებული ვიზიტით, მეპატრო ნეებისგან ჩემი დღის რეჟიმის შესახებ დამატებით ინფორმაციას იღებდა. ტარა პატარა ქალაქია, პოლიტმატიმრების რიცხვი კი ისეთი დიდი იყო, პირველივე დღეებიდან შეიქმნა რევოლუციური სუ ლისკვეთების ორგანიზაციები. ყველაფერი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ბიბლიოთეკა, საფუნთუშე, საკონდიტრო, სასურსათო, რესტორანი! გამოკვეთილ ფიგურებს შორის იყვნენ იურისტი ლიბერმანი და პოლკოვნიკი მაქსიმოვსკი, აღარაფერს ვამბობ ჩვენთვის უკვე ცნობილ პისარევსკების წყვილსა და სოციალისტ-რევოლუციო ნერ სოლოვეიჩიკზე. ლიბერმანი და მაქსიმოვსკი ჭკვიანი და სიმ პათიური ადამიანები იყვნენ. პირველი მათგანი ახალგაზრდა მენ შევიკი გახლდათ, გამორჩეული ორატორი; ხოლო მეორე, უკვე ასა კოვანი, აქ განცალკევებით მოქმედების ბრალდებით იყო, თუმცა მამაცი: პირველი დუმის დაშლას აპროტესტებდა. მათი მეუღლე ები რევოლუციონერი აქტივისტები არ იყვნენ, როგორც ქ-ნი პი სარევსკაია, თუმცა საკუთარი სურვილისამებრ გამოჰყვნენ ქმრებს გადასახლებაში. ბიბლიოთეკა და რესტორანი მნიშვნელოვან როლს თამაშობ და. ინტელექტუალები ბიბლიოთეკის საქმიანობით იყვნენ და კავებულნი, ეს ხელს არ უშლიდათ თავის რჩენაში. რესტორნის მართვა უფრო სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს ითხოვდა. გენერლის არყოფნაში საქმიანობა პოლკოვნიკ მაქსიმოვსკის ებარა. ორად გაყოფილი წვერით, ფართო ღიმილითა და მშვიდი მზერით, დიპ ლომატიური მანერებით ყველას ხიბლავდა, განურჩევლად პა რტიისა. სოციალ-დემოკრატებს, სოციალ-რევოლუციონერებს, თუ ანარქისტებს, ყველას კარგი კვება სჭირდებოდა. პოლკოვნიკი საქმეს წარმატებით ართემვდა თავს. კარგი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან, განსაკუთრებით კი, ინტელექტუალებთან, მათ მეტრებად მივაჩნდით. ტარას უმა ღლესი სასამართლოც, გარდა„ისპრავნიკისა“, მათ შორის, გენე რალური პროკურორიც კი, ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს შეკრებებს ხან რესტორანში, ხანაც – სამკითხველო დარბაზში, რომელსაც პროკურორის ჩარევით გვითმობდნენ. მოსამართლე 203 დაახლოებით ისეთივე რევოლუციონერი იყო, როგორც ჩვენ. სწო რედ მისგან მივიღეთ ტელეგრაფით გამოგზავნილი წერეთლის ცნობილი გამოსვლის ანგარიში, რომელიც ჯერ პრესას არ ჰქონდა გაშუქებული. პირველები ვეცნობოდით სიახლეებს! წერეთლის სიტყვაში ერთად იხარშებოდა ერთწლიანი რეპრე სიებისას დაგროვებული ტანჯვა და აღშფოთება, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც დეპორტირებულებზე, ასევე მთელი რუსეთის მოსახლეობაზე. დუმაში ეს ერთადერთი პასუხი იყო სტოლიპინის მიერ წაკითხული იმპერიალისტური მთა ვრობის დეკლარაციაზე. წერეთლის პასუხმა ცარისტულ მთავრო ბაში მორალური რღვევა გამოიწვია. ქართული დეპუტაცია კი, კი დევ ერთხელ მოექცა რუსული ოპოზიციის სათავეში, რამაც გადა სახლებულთა რიგებში ენთუზიაზმი გააღვივა. უამრავი შეხვედრა, დისკუსია, თუ კონსულტაცია გაიმართა ბოლშევიზმსა და მენშევი ზმზე, პარლამენტის ტაქტიკაზე, ლენინის დამოკიდებულებებზე, თუ როგორ არ უცხადებდა ბოიკოტს მეორე დუმას, პირველისგან განსხვავებით. მას ეყო გამბედაობა ტაქტიკური შეცდომა ეღიარე ბინა და შეუპოვრად დამდგარიყო. თუმცა საკუთარი პარტიზანების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და ბოლშევიკების არყოფნი სას მათ შეხედულებებს მენშევიკი კლიმოვი იცავდა. *** ერთ დღეს მოსკოვიდან მხატვარი ალტუხოვი მეწვია, მინინისა და ქ-ნი პისარევსკაიას რეკომენდაციით. ჩემი პორტრეტის ხატვას შეუდგა. პროცესი ათი დღე გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში სამწუხარო ამბავი მოხდა, ჩვენი ერთ-ე რთი ამხანაგი გარდაიცვალა. რაკი ეს პირველი ფაქტი იყო, გადა ვწყვიტეთ, გამორჩეული ცერემონია მოგვეწყო. მოსამართლეთა მხარდაჭერაც გვქონდა. თავად„ისპრავნიკიც“ კი საღამოობით გა დასახლებულებთან ერთად ატარებდა დროს, ბანქოს თამაშობდა. პროკურორს უთხრა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სავსებით ბუნებ რივად მიაჩნდა და დაბრკოლებას არ შეგვიქმნიდა. ბოლო დეტალებს ვაგვარებდით, როდესაც, ჩვენდა გასაოცრად, „ისპრავნიკმა“ დაკრძალვის ღონისძიებებში ჩარევა და მონაწი ლეობა აგვიკრძალა და კრება დაშლილად გამოაცხადა! ხელახლა ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, უარი არ გვეთქვა ჩანაფიქრზე. 204 მეორე დღეს, სამ საათზე ქალაქის ცენტრში, საავადმყოფოს წინ შევიკრიბეთ, საიდანაც სამგლოვიარო პროცესია უნდა დაძრული ყო. უამრავი ხალხი შეიკრიბა ჩვენ მხარდასაჭერად. რაკი„ისპრა ვნიკმა“ ცერემონიაში მონაწილეობა აგვიკრძალა, იძულებულები გავხდით, ბრძანებას არ დავმორჩილებოდით. კორტეჟი შეირხა, დროშა გაიშალა და სამგლოვიარო, რევოლუციური სიმღერა გაის მა:„თქვენ მსხვერპლად შეეწირეთ...“„ისპრავნიკმა“ ძალაუფლება პოლკოვნიკ მედვედიევს, ქვეითი პოლკის მეთაურს, გადააბარა. ამ უკანასკნელმა გზა გადაგვიღობა. დროშების ირგვლივ შეხლა-შე მოხლა დაიწყო. ჯარისკაცებმა მოახერხეს ჩვენი ალყაში მოქცევა და პოლკოვნიკი მედვედიევის ბრძანებით, ასე მიგვაცილეს სასა ფლაოზე. საფლავთან სოლოვეიჩიკმა, გარდაცვლილი ამხანაგის პატივსაცემად გაბედული პოლიტიკური სიტყვა წარმოთქვა. ამგვარად, საკადრისი პატივი მივაგეთ გადასახლებულთა კო ლონიის პირველ გარდაცვლილს. თავი IV ისევ ციხეში დიდი ჩრდილოეთისკენ ემოციური დღის შემდეგ დასვენება უფრო გვინდოდა, თუ ხე ლისუფლების მხრიდან უეცრად დამოკიდებულების შეცვლის სა კითხის განხილვა? პისარევსკის მოწოდებით, მდინარე ირტიშის სანაპიროზე, ბუჩ ქნარში შევიკრიბეთ. რამდენიმე ვიყავით, პისარევსკების წყვილი, ლიბერმანი, მაქსიმოვსკი. ყველა ანთებული იყო მიმდინარე მო ვლენებითა და საუბრით. შენატანების უფროსი კონტროლიორი, დზიუბინსკი აღშფოთებული იყო და ღიად ადანაშაულებდა ხელი სუფლებას; პროკურორი კი, პირიქით, გვეწინააღმდეგებოდა და რაზმების გამოსვლას ამართლებდა. ქალაქის მოსახლეობა ჩვენს მხარეს იყო, ვერ ხვდებოდნენ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას რეპრესიული ზომების მიღება. პროკურორი მკაცრად გაკიცხეს. ნელ-ნელა მსმენელები გვემატებოდნენ. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. ზაფხულის ცხელი დღის დასასრული გრილ ადგილას, მთვარის შუქზე. ქალაქის მაღაზიის მფლობელი, გრაბოვსკიც გა მოჩნდა. ის ალექსანდრე II-ის 1 მეფობისას გადასახლებული პო ლონელის შთამომავალი იყო. არ ვიცოდი, თუ ცუდი ამბის მაცნედ მოდიოდა, ამიტომ როგორც კი მოგვიახლოვდა, შევეგებე და მის ცხენზე დავჯექი. სანამ ჩვენს ჯგუფს მიუახლოვდებოდა, ადგილი დან მოვწყდი და უკვე ჰორიზონტზეც აღარ ვჩანდი. მდინარის ნაპირს მივუყვებოდი, შესანიშნავ, ახალგაზრდა და ძლიერ ცხენზე ამხედრებული. საათნახევრის შემდეგ დავბრუნდი, მხიარული ჭენებით. მეგობრები ჩემკენ გამორბოდნენ; შუბლზე დარდი აღბეჭვდოდათ. მომხიბვლელი ქ-ნი პისარევსკაია დაწინაურდა, რათა ჩემ თვის ახალი ამბავი ეცნობებინა. მეორე დუმა დაიშალა, ჯაფარიძე 1 ალექსანდრე II ( 1818 1881 ) – რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ I -ის მემ კვიდრე, მის სახელს უკავშირდება რუსეთის იმპერიის ფარგლებში ბა ტონყმობის გაუქმება და მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა(რედ.). 206 და წერეთელი, ასევე, პარტიის წევრები, დრამატულ პირობებში აიყვანეს. მთავრობამ მათ საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა მოსთხო ვა. მიზეზი ნათელი იყო, მათ დაჭერას აპირებდნენ. დუმა ღირსე ბის დაკარგვასა და დაშლას შორის ორჭოფობდა. წერეთელი ტრი ბუნაზე ავიდა, მაგრამ თავმჯდომარემ სიტყვის უფლება არ მისცა. წერეთელი ჩამოსვლას აპირებდა, როდესაც ჯაფარიძე წამოდგა და დაიძახა:„მოტივი, მოტივი!“ წერეთელიც მიჰყვა ამ მუხტს და გაბედული, ძლიერი სიტყვა წარმოთქვა, რამაც დუმის წევრებს გა დაწყვეტილება მიაღებინა, მთავრობას უარი უთხრეს. წერეთელი 25 წლისაც არ იყო, როდესაც პირველმა წარმოთქვა სიტყვა თავ რიდის სასახლეში და ახლა მისი სიტყვა ბოლო იყო. გამონათქვა მი„მოტივი“ მომავალი დუმის და რუსთის ყველა ასამბლეის რეგ ლამენტში შევიდა. მთავრობამ დუმა დაშლილად გამოაცხადა და მისი წევრები დაიჭირა, უპირველესად კი, ჯაფარიძე და წერეთელი. ტარას პროკურორმა დუმის დათხოვნის შესახებ დეპეშა მი იღო, რამაც„ისპრავნიკში“ სისასტიკის ენთუზიაზმი მყისიერად გააღვივა. *** ჩვენთვის მოვლენები დაჩქარდა: გამთენიისას, 4 საათზე კუსკო ვის სახლი ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს, პოლიციელები ჩემს ოთახში შემოვიდნენ და გამაღვიძეს, მიბრძანეს, მათ გავყოლოდი. დავემორჩილე. ანოსოვი, რომელიც პოლიციელებს წინააღმდე გობას უწევდა, დავამშვიდე. ტარას ციხეში გადამიყვანეს, დაახლ. 500 მეტრში. 9 საათისთვის ანოსოვი და კიდევ ოცდაათამდე პირიც მოიყვანეს. შუადღისას უკვე 150 ვიყავით. ქალბატონები პისარევ სკაია და ფრიაუ იქვე, ციხის საავადმყოფოს ეზოში, მიიყვანეს. პისარევსკის, რაბინოვიჩს და ლიბერმანს შევთავაზე, ციხის უფროსისთვის მოგვეთხოვა, პროკურორთან და„ისპრავნიკთან“ შეხვედრა, რათა ჩვენი ბრალეულობა აეხსნათ. ამხანაგებმა საჭი რო ზომები მიიღეს და მე დამევალა სახელმწიფო მოხელეებთან საუბარი. შეხვედრა ციხის ეზოში შედგა და მას ყველა პატიმარი, პოლი ციელი და ციხის უფროსი ესწრებოდა. აქ სიტყვის სრული თავი სუფლება გვქონდა, ზრდილობის განსაკუთრებული ნორმების და ცვა არ გვჭირდებოდა, როგორც მაშინ, როდესაც მოხელეები მე - 207 გობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ ჩვენ მიმართ. ყველა საკითხში ერთიანი და მყარი პოზიცია გვქონდა. მაგრამ რა უნდა მეთქვა მათთვის? ჯმუხი, წვერებიანი„ისპრავნიკი“ ღირსებას ინა რჩუნებდა, როგორც ეს პოლიციის უფროსს შეეფერებოდა: შორი დან მოგვესალმა მკაცრი იერით. პროკურორი კი მოღიმარი სახით ყველას ხელს ართმევდა, ვისაც ახლობლად თვლიდა. სწორედ ამ უკანასკნელს მივმართე: „ბატონო, თქვენი მისალმების მანერა ხაზს უსვამს თქვენ მე გობრულ დამოკიდებულებას გადასახლებაში მყოფი ელიტის მი მართ. თქვენ ჩვენს შეკრებებს ესწრებოდით, სიტყვითაც გამოდი ოდით, ერთვებოდით პოლიტიკურ დისკუსიებში, ზოგიერთ ჩვენგა ნზე უფრო მემარცხენე პოზიციას იჭერდით, თქვენ თანამესაუბრე ზე უფრო მემარცხენესაც კი. ეს ბატონიც(და თითით„ისპრავნიკზე“ მივუთითე) საკმაოდ კარგ ურთიერთობაში იყო ზოგიერთ ჩვენგა ნთან, მათ ბანქოს ეთამაშებოდა, თუმცა მას ცალსახად პოლიციე ლის როლი აქვს. გუშინ გამოჩენილმა შეუბრალებლობამ ხელი არ შეუშალა, საღამოს იმავე ადამიანებთან ეთამაშა ბანქო. ჩემი კითხვა შემდეგია: როგორც სახელმწიფოს წარმომადგე ნელსა და კანონდამცველს, დუმის გახსნის სეანსზე წერეთლის წარმოთქმული სიტყვის ანგარიში რა მისიით დაგქონდათ კარდა კარ დაახლოებით სამი თვის წინ, ხოლო გუშინწინ თქვენ მეგო ბრებად წოდებულ ხალხს წერეთლის მიერ დუმის დათხოვნისას წარმოთქმული ბოლო სიტყვა დაუმალეთ, რატომ?“ სამარისებური სიჩუმე იდგა, ყველა მისმენდა, თუმცა, როგორც კი პროკურორმა პასუხის გაცემა დაიწყო და თავის გასასამართლებ ლად„პროკურორის მოვალეობები“ ახსენა, ხმაური ატყდა, პატი მრები ბრაზსა და შეშფოთებას მოურიდებლად გამოხატავდნენ. ამ ხმაურისა და ალიაქოთის ფონზე ველოდით, რას გვიმზადებ დნენ და ამისთვის ვემზადებოდით. თავდაპირველად შევქმენით „თავსუფალი რესპუბლიკა“. მხოლოდ ღამით გვკეტავდნენ ოთა ხებში, დღის განმავლობაში კი სურვილისამებრ ვმოძრაობდით შენობასა, თუ ეზოში, არც საკითხავი მასალა გვაკლდა და არც გა ნსახილველი თემები. ჩვენს ეზოსა და საავადმყოფოს შორის არ სებულ პატარა სახლში სამზარეულო იყო განთავსებული. ჩვენი „შეფ-მზარეული“სასურველ სადილებს გვიმზადებდა. სწორედ ამ გამყოფ ზოლზე, რკინის მესერის მიღმა ვესაუბრებოდით ხოლმე ქალბატონებს პისარევსკაიასა და ფრიაუს. ღამე ვახსენე, მაგრამ სინამდვილეში, ამ სეზონზე ციმბირში ღამე არ არსებობს. შუაღამისასაც კი განათების გარეშე შეგვეძლო 208 გაზეთების კითხვა. ამ პოლარულ ზონაში ზაფხული ისეთი ცხელია, ტემპერატურა 50 0 -ზე ადის, ზამთარში კი ძლიერი ყინვაა,-40 0 . ეზო, სადაც ზაფხულის ხვატს ვერსად შევეფარებოდით, სულს გვიხუთა ვდა, ამიტომ დღის განმავლობაში საკნებში ვისხედით. სამი კვირა ისეთი აუტანელი სიცხე იყო, ადმინისტრაცია საკ ნების კარებს აღარ კეტავდა ღამითაც კი. კვლავ არ ვიცოდით, რა გველოდა.„ისპრავნიკი“ და პროკურორი ჩვენს შეკითხვებზე გაუ რკვევლად პასუხობდნენ და ამბობდნენ, რომ არაფერი იცოდნენ. ამ პერიოდში ბევრი პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის, პისა რევსკების წყვილი, პოლკოვნიკი მაქსიმოვსკი, ლიბერმანი. მინი ნი გაქცეული იყო, სოლოვეიჩიკი სემიპალატინსკში იყო წასული ჩვენი დაკავების დღეს. ამგვარად, ტარას ციხეში საყურადღებო ფიგურათა შორის მხოლოდ რაბინოვიჩი მრჩებოდა. უმაღლეს სასამართლოში დზიუბინსკი ერთადერთი იყო, ვინც ბოლომდე უერთგულა გადასახლებულთა მეგობრობას. სოლიდა რობის ნიშნად, ხშირად გვსტუმრობდა. რაც შეეხება პროკურორს, მან პირველი დღიდან მტრული პოზიცია აირჩია; თუმცა, ორივე მა თგანის კარიერაზე დადებითი გავლენა მოვახდინეთ, ჩვენთან მე გობრობის გამო დზიუბინკის ადგილობრივმა მოსახლეობამ მხა რი დაუჭირა და მესამე დუმაში ტარას წარმომადგენლად აირჩიეს, „ტრუდოვიკის“ გუნდის თავმჯდომარე გახდა. პროკურორიც დაწი ნაურდა და დიდ ქალაქში გადაიყვანეს. ხშირად, ერთის უბედურება სხვის ბედნიერებას ქმნის, მაგრამ იშვიათობაა, რომ წარმატება ერთნაირად მოუტანოს მსხვერპლის მეგობარსაც და მტერსაც! *** ორი თვის შემდეგ ყველა პატიმარი გაუშვეს ციხიდან და სა ცხოვრებლებს დაუბრუნეს, ხუთი ადამიანის გარდა: ორი სოცია ლ-რევოლუციონერი, გუსიევი და ანოსოვი, ერთი ანარქისტი, ქ-ნი ფრიაუ, რაბინოვიჩი და მე. მესამე თვის ბოლოს სანკტ-პეტერბუ რგიდან წერილი მოვიდა, რომელიც ჩვენს ობდორსკში დეპორტა ციის ბრძანებას იძლეოდა. ობდორსკი ტობოლსკის ჩრდილოეთს წარმოადგენდა, ჩრდილოეთის ოკეანესთან მდებარეობდა. ზა მთარი იქ ბევრად მკაცრი იყო, ვიდრე ტარაში. მდინარე ირტიში ცხრა თვის განმავლობაში გაყინულია, შესაბამისად, მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. 209 იქამდე ჩასვლა კი, ურთულესი საქმეა. ტარადან 3000 კმ. უნდა გაგვევლო ფეხით. მსგავს სამთვიან მოგზაურობას გავუძლებდით? ჩვენი მეგობრები საქმეში ჩაერთნენ. ცდილობდნენ, გუბერნატო რი ეიძულებინათ, ჩვენთვის გემით მგზავრობის ნებართვა მოეცა, ასეთ შემთხვევაში 1 კვირა, ან 10 დღე დაგვჭირდებოდა დანიშნუ ლების ადგილზე მისასვლელად. ზუსტი მითითებების მოლოდინ ში,„ისპრავნიკმა“ მოისურვა, ორი დღით გადაედო ჩვენი გამგზა ვრება, თუმცა, კატეგორიული უარი მიიღო. არჩევანი აღარ გვქო ნდა, ბრძანებას უნდა დავმორჩილებოდით. ციხის უფროსმა გამგზავრების ზუსტი დრო გვამცნო. ჩვენთან ერთად ათიოდე პატიმარიც წამოვიდოდა კონკრეტულ პუნქტამდე. გამგზავრების საათი მოახლოვდა. მეგობრებს ვუთხარი, რომ არ გავინძრეოდი, რაკი გზაში სიკვდილს აქ სიკვდილი მერჩივნა. ისინი შეშფოთდნენ. თავშესაფარში დავბრუნდი, ისე ვიქცეოდი, რომ ადმინისტრაციას წინასწარ არ გაეგო ჩემი ჩანაფიქრი. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ესკორტმა მალე მომაკითხა. მე არ გამოვდიოდი. ციხის უფროსმა ბადრაგი გამოგზავნა. ვერც მათ დამარწმუნეს. გარედან პანიკური ტირილის ხმა შემოდიოდა(ქ-ნი ფრიაუს ხმა იყო). ნაბიჯების ხმა გავიგე, ჯარისკაცები შემოვიდნენ, გასვლა მიბრძანეს. ნახევარი საათის შემდეგ ციხის უფროსი შემო ვიდა და მთხოვა, ჩემი ნებით ავმდგარიყავი და გავყოლოდი ესკო რტს. ვუპასუხე, რომ მე არ ვიყავი ვალდებული გადაწყვეტილება შემეცვალა. – – აბა, რას მთავაზობთ ? ხვდებით, რა მდგომარეობაში გვაგ დებთ, ჯგუფი უნდა გავიდეს და თქვენც მათთან ერთად. მხოლოდ თქვენ გელოდებიან, მე უფლება არ მაქვს, თქვენ ამოგაგდოთ ჯგუ ფიდან, ეს ბრძანებაა, ვერ გადავუხვევ. რის იმედად ამბობთ უარს გამგზავრებაზე ? – – არაფრის იმედი არ მაქვს. უფრო სწორად, ამის იმედად ვარ, – ვუპასუხე და ჩემი მიმართულებით შემართულ იარაღზე მივანიშნე. ამ ფრაზამ ჯარისკაცებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უფროსიც მოლბა. – – ალბათ ხვდებით, რომ ეს არაა გამოსავალი. მითხარით, რა გზას ხედავთ და მზად ვარ, მოგისმინოთ; სხვაგვარად, მე რა პასუხი უნდა გავცე ჩემს ზემდგომს ? – – მოიხმეთ ის, მივუგე, – მე გავესაუბრები მას. – – ბ-ნი„ისპრავნიკი“ განრისხებულია, ვერ გავბედავ მის შეწუ ხებას. ამასთან, მას ეშინია პროკურორის, რომელიც ახლახანს და აწინაურეს. ის რომ არ ყოფილიყო... 210 და უეცრად გაჩუმდა პასუხის მოლოდინში: – – დეპეშა გაუგზავნეთ მის აღმატებულება გუბერნატორს, სთხოვეთ, ობდორსკში გემით გამგზავრების ნება დაგვრთოს, ჩვე ნი ხარჯით. – – ეს უკვე გამოსავალია. თუმცა, სამწუხაროდ, მე არ მაქვს ამის უფლება. ამის გაკეთება პროკურორს შეუძლია, რომელიც არას დროს დაგვთანხმდება. ამასთან, ეს იდეა უარყოფილი იყო მისი აღმატებულების დეპეშაში. – – მაშინ, ან ახლავე მესვრით, ან ჩემი პასუხისმგებლობითა და ხელმოწერით გაგზავნით დეპეშას. მან მეორე ვარიანტი აირჩია. მე კი ტობოლსკის გუბერნატორის სახელზე დეპეშა მოვამზადე; გთხოვთ, პირადი მიზეზით, ტობოლსკში გემით გამგზავრების უფლება მოგვცეთ. ხარჯებს ჩვენ დავფარავთ. შავიშვილი უფროსმა სასწრაფოდ გამომგლიჯა დეპეშა, ჯარისკაცები გვერდზე გასწია და ფოსტაში გაიქცა. საქმის ამგვარმა მობრუნებამ ყველას შეუცვალა განწყობა; ჩემი ოთხი ამხანაგი, ისევე როგორც უფროსი, გუბერნატორის პასუხის მოლოდინში იყო. ორი დღის შემდეგ„ისპრავნიკი“ ეზოში შემოვიდა პროკურო რთან და ციხის უფროსთან ერთად. საზეიმო იერით მომმართა: – – ახლახან მივიღე მისი აღმატებულება, ბატონი გუბერნატო რის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ტობოლსკში გემით ჩასვლის უფლება გეძლევათ. თქვენივე ხარჯით, გამოგყვებათ ხუთი ბადრა გი. ოფიციალურად გევალებათ, მისი აღმატებულების წინაშე წა რმოადგინოთ„პირადი მიზეზი“, რის შემდეგაც გზას განაგრძობთ ობდორსკისკენ. „პირადმა მიზეზმა“, რომელიც საკმაოდ მისტიური გამონათქვა მია რუსულ ენაში, ჩვენი ბედი გადაწყვიტა. „ისპრავნიკი“ ჩვეულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა. პრო კურორი უფრო თავშეკავებული და პირქუში იყო, ხოლო ციხის უფროსს სახეზე გამოჰხატვოდა კმაყოფილება.„ისპრავნიკი“ და პროკურორი თეატრალურად გავიდნენ ეზოდან. ციხის უფროსი მო მიახლოვდა და მომილოცა, მითხრა:„გადავრჩით!“ იმავე დღეს ციხიდან გასვლის ნება დაგვრთეს, რათა ნივთები შეგვეგროვებინა და ომსკიდან მომავალ გემს დავლოდებოდით. 211 ციხიდან გამოსვლისას მომხიბვლელი პოლკოვნიკი მაქსიმოვ სკი დავინახე. საჩუქრად გადმომცა თავისი შესანიშნავი ხელჯოხი: მასიური, მსხვილი, ვერცხლის დაბოლოებით. ჩემი ციხეში გადა ყვანის პერიოდში საცხოვრებლის ლიკვიდაცია განუხორციელე ბიათ, წაუღიათ ჩემი დაუსრულებელი პორტრეტი, რომელიც ახლა რესტორანში ეკიდა, ყველაზე შეუმჩნეველ ადგილას. დიდი სირთულე შეგვექმნა, რომელზეც არც კი გვიფიქრია, გემის ბილეთებისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა. თითქმის არაფერი გაგვაჩნდა და ჩვენი ხუთი ადგილის გარდა, ბადრაგის ბილეთებზეც უნდა გვეზრუნა. გემი იმავე დღეს ჩამოდგებოდა და თუ ჩვენ გარეშე წავიდოდა, ისევ ციხეში მოგვიწევდა დაბრუნება. სწორედ ამ დროს, სასწაულმა გამომაფხიზლა პესიმისტური მედიტაციიდან: ციმბირის მდინარეთა ნავიგაციის კომპანიის წარმომადგენელი, ნამდვილი უფრთო ანგელოზი, მესტუმრა. მი თხრა, რომ კომპანიამ შეიტყო ჩვენი გემით მგზავრობის ამბავი და გადაწყვიტა, მგზავრობის სასიამოვნო პირობები შემოეთა ვაზებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ ჩვენი გასაჭირის შესახებ, თავაზიანად შემომთავაზა ხუთი ადგილი პირველ კლასში ჩვენთვის, ხუთი კი მესამე კლასში – ესკორტისთვის. ამ მშვენიერ დღეს გემზე ავდიოდით, მას შემდეგ, რაც პლატ ფორმაზე მეგობრებს დავემშვიდობეთ ერთდროულად მოწყენი ლებიც ვიყავით და მხიარულებიც. თავი V „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ კაპიტანი შეგვხვდა გემბანზე. საშუალო ტანის, ქერა წვერით, ქუდითა და მომხიბლავი ღიმილით. ყველა იღიმოდა, მგზავრები, მეზღვაურები, ჩვენი ბადრაგიც კი. კაპიტანმა გემი დაგვათვალიე რებინა და პირველ კლასში გაგვაცილა. სასიამოვნო გარემო იყო. გვითხრა, რომ ყველგან შეგვეძლო სეირნობა. განსაკუთრებულად დაგვემშვიდობა და დაგვტოვა. დიდი გემი იყო. მასზე ათასამდე მგზავრი ვიყავით და ყველა გაჩერებაზე გვემატებოდა ხალხი. უმრავლესობა ახალგაზრდა და კარგად გამოწყობილი. ძირითადად, ინტელექტუალები იყვნენ, რომელნიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. ახალგაზრდა და ლა მაზი მასწავლებლები თავის საქმროებს, ან კოლეგებს ესაუბრე ბოდნენ; უფრო ასაკიანი მასწავლებლები კი მეუღლეებსა და ბავ შვებთან ატარებდნენ დროს. სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები მხიარულად ლაპარაკობდნენ. ყველა მხიარულობდა, მოძრაობდა, ერთობოდა, მხოლოდ ჩვენ ვრჩებოდით თავშეკავებულად. თუმცა ჩვენც მალე შევუერთდით საერთო განწყობას. როგორი კონტრა სტი იყო ციხის გარემოსთან: ლაჟვარდისფერი მდინარე, თვალწა რმტაცი სანაპირო. ახალგაზრდა ელეგანტურმა ქალბატონმა ბავშვები ძიძას მი აბარა და მეგობრებთან ერთად ჩვენი მიმართულებით დაიძრა. მოგვიახლოვდა და კითხვები დაგვისვა სხვადასხვა თემაზე; შე მდეგ შემოგვთავაზა მათთან ერთად გვეთამაშა. მე მოვუბოდი შე და ჩემმა მეგობრებმა ჩათვალეს, რომ ჩემს მაგალითს უნდა მიჰყოლოდნენ. – – არ თქვათ უარი, ითამაშეთ, – ვუთხარი მათ. ჩემს მეგობრებს გაეცინათ და დასთანხმდნენ. ქალბატონებმა გადაწყვიტეს, ჩემი უარის მისტიკური მიზეზი მოეძებნათ. თუმცა, მიზეზი ძალიან მარტივი იყო, მათ მიერ შემოთავაზებულ თამაშს არ ვიცნობდი. 213 კიდევ ერთი მშვენიერი, ქერა მასწავლებელი მომიახლოვდა და თამაშზე მიმიწვია. ამაოდ, ისიც უარით გავისტუმრე. დეფილე გრძელდებოდა: ახლა სანკტ-პეტერბურგელი ფილოლოგიის სტუ დენტი მომიახლოვდა და საუბარი წამოიწყო: – – თქვენ ჩვევებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რატომ არ დათა ნხმდით ჩემი მეგობრების შემოთავაზებებს, შენიშნა ღიმილით, მაგრამ მე სამი შემოთავაზება მაქვს, რომელთაც აუცილებლად დათანხმდებით. მამაჩემმა თქვა, რაკი თამაშებზე უარი თქვით, ე.ი. მათ პირობები არ გაწყობდათ. მე გთავაზობთ, ჩემი მშობლე ბის გაცნობას. – – სხვა ორი შეთავაზება რას ეხება ? – – დანარჩენი ორი ამ პირველშია ჩართული, ისეთი დიდებუ ლებით მომიგო, რომ მაშინვე გავყევი. სტუდენტი გოგონა გახლდათ ოლგა. მისი მამა, ნიკოლაი ივა ნეს ძე ნიკოლსკი თითქმის ოცი წელია ტობოლსკში ცხოვრობდა. ლათინურის შესანიშნავი სპეციალისტი, ამასთან, გიმნაზიის დი რექტორი იყო და იქვე რუსულსა და ზუსტ მეცნიერებებს ასწავლი და. განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული. ამ პოსტს კონკრეტული უპირატესობების გამო დასთანხმდა: ორმაგი ხელფასი, საპენსიო ასაკი კი განახევრებული. ნიკოლაი წარმოსადეგი კაცი გახლდათ, გრძელი, თეთრი წვე რით. მის მეუღლეს გულის მძიმე დაავადება აწუხებდა, ამიტომ ყველა დიდ ყურადღებას აქცევდა. ნიკოლსკებს ოთხი შვილი ჰყა ვდათ. ვაჟი, პაველი მათემატიკის მასწავლებელი იყო, დედას ჰგა ვდა, დაბალი ტანის და ავადმყოფური იერით. სამი ქალიშვილი, უფროსი – ოლგა, ვერა და უმცროსი მარუსია საოცარ ტრიოს ქმნიდ ნენ. ოლგას ღია წაბლისფრი თმა ჰქონდა, მას უკვე ვიცნობთ. ვერა 17 წლის იყო, მაღალი, წაბლისფერი თმით, შავი თვალებით, საოც რად მშვიდი და მელანქოლიური; საკუთარი აზრი გააჩნდა, თუმცა ცოტას ლაპარაკობდა, ისმენდა და აკვირდებოდა. მარუსია ქერა იყო, ცოცხალი, მხიარული თვალებით, ენაწყლიანი, მოაზროვნე. მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ გააზრებული საუბარი ჰქონდა. ერთი სიამოვნება იყო ინტელექტუალთა წრეში ყოფნა. აღფრ თოვანებით ვპასუხობდი მათ კითხვებს. შემდეგ გადავწყვიტე, მე ხუმრა და შევახსენე: – – ოლგა, დანარჩენი ორი შეთავაზება სად არის ? შესანიშნავმა მარუსიამ მიპასუხა: – – როგორი სულსწრაფი ხართ! კიდევ ორი დღის მოგზაურობა გვაქვს წინ! 214 ოჯახი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო გოგონას რეპლიკამ. დედამ ძალიან მშვიდად, ჩურჩულით უსაყვედურა. მე მარუსია დავიცავი. – – ქალბატონო, ნუთუ უარს ეტყვით თქვენ ქალიშვილს განე ბივრებული ბავშვის პრივილეგიაზე, რაც თავში გაუელვებს, ის თქვას ? მით უფრო, რომ მისი შენიშვნა სამართლიანია, მართლაც, რატომ ვჩქარობ ? ოლგამ კეკლუცად მომიგო: – – კნიაზ, ჩვენ გაცნობასა და ჩვენთან საუბარს რომ დათა ნხმდით, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე შეთავაზება მიიღეთ. რო გორც ვხვდები, დროს სასიამოვნოდ ატარებთ. ჩემი შეთავაზებე ბის რიცხვი ისევ სამია – ოლგამ თითებზე გადათვალა: პირველი – ჩვენთან სადილი, მეორე – შემდეგ გაჩერებაზე ჩვენთან ერთად სეირნობა. აქ პატარა ტყეა, რომლის ჩვენებაც გვინდა; და მესამე – მამაჩემი ვარაუდობს, რომ ჭადრაკის თამაში იცით. რამდენიმე პა რტიას ეთამაშებით... რას იტყვით ? ! ჩემი წინადადებები იმგვარა დაა აწყობილი, ან ყველას უნდა დათანხმდეთ, ან ყველაზე ერთად თქვათ უარი. ეს თქვა და ღიმილიანი სახით მაგიდაზე, რომელზეც ჩაი მოგვა რთვეს, პატარა მუშტი დაარტყა. – – ოლგა, მე აქ მემარჯვენე დიქტატურის წინააღმდეგ შეუბრა ლებელი ბრძოლის საწარმოებლად ვარ. მემარცხენეთა დიქტატუ რას უკვე შევუტიე. საიდან უნდა მქონდეს ძალა, ახლა თქვენ დიქ ტატურას ვებრძოლო ? ეს ტირანია ისეთი მშვიდია, რომ გატაცებით დავემორჩილები. სწორედ ამ დროს გემი გაჩერდა. ჩაი დავტოვეთ და გასასვლე ლად მოვემზადეთ. მეგობრებსაც დავუძახე, მაგრამ გემიდან ჩამო სვლისგან თავი შეიკავეს, ნამდვილად, ჩვენი ბადრაგის მიზეზით, არ უნდოდათ კონფლიქტური სიტუაცია შექმნილიყო. მე კი ბადრა გის არსებობა დამვიწყებოდა კიდეც. პატარა ტყე გემბანიდანაც ჩანდა, შემაღლებულზე, ნაძვებით დაფარული. დაახლოებით, ნა ხევარსაათი ვიარეთ, საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით. შესანიშნავი ხედი იშლებოდა. უეცრად შევწუხდი,„გემზე დაბრუნება ხომ არ დაგვა გვიანდება?“ მარუსიამ მიპასუხა:„გავიქცევით, თქვენთვის კი სირ ბილი სასარგებლო იქნება!“ ნიკოლსკების მამამ დაბალი, ავტორიტეტული ხმით მიპასუხა: – – კნიაზ, არ იღელვოთ, გემი თქვენ გარეშე არ დაიძვრება, ეს ერთგვარი გარანტიაა ჩემთვის, რადგან ჩემი შვილებივით და თქვენსავით სწრაფად ვერ ვირბენ. 215 მართლაც, კაპიტანი თითქმის ოცი წუთი გველოდებოდა. სა სიამოვნოდ მოგვესალმა და მადლობა გადაგვიხადა, რომ უფრო დიდხანს არ ვალოდინეთ, ამის შემდეგ კი დაძვრის ბრძანება გასცა. კაპიტანმა ჩვენი ბადრაგიც დაარწმუნა, რომ არანაირი პრო ბლემა არ შეიქმნებოდა. ჩემი მეგობრებიც ღელავდნენ. ჩვენმა დაბრუნებამ ყველა დაამშვიდა. როდესაც ტობოლსკს მივუახლო ვდით, მეგობრებმა მკითხეს, თუ რა უნდა გვეთქვა, რა„პირადი მი ზეზი“ უნდა წარგვედგინა გუბერნატორისთვის. მე საერთო ეიფორიაში ვიყავი და ეს კითხვა დიდად არ მაწუხებდა. – – მოდი ამ სასიამოვნო წუთებს ნუ გავფლანგავთ, დავტკბეთ მშვენიერი ხედებით; დანარჩენს ადგილზე ვნახავთ. მდინარე ირტიშში მივცურავდით, ის უფრო ღრმაა, ვიდრე ვოლ გა. კალაპოტი უფრო ვიწრო აქვს, ამიტომ უფრო მეტი ტალღაა, 3500 მეტრზეა სანაოსნოდ ვარგისი და უამრავი მსხვერპლი ჰყავს. სწო რედ ამაზე გვიყვება ადგილობრივი სიმღერები, ყველაზე ცნობი ლი კი ერმაკს 1 , ციმბირის დამპყრობელს ეძღვნება. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში თათრულ სახანოს წარმოადგენდა, მისი მმართვე ლი იყო ყუჩუმ ხანი. 1528 წელს ივანე მრისხანემ, კაზაკი ატამანის, ერმაკის მეთაურობით ჯარი გაგზავნა და ციმბირი აიღეს, თუმცა თავად ერმაკი მდინარე ირტიშმა„დაამარცხა“. ხალხური სიმღე რა ქებას ასხამს ერმაკის ტალღებთან მებრძოლ„ძლიერ მკლავს“. ერმაკი მღერის და ნიჩბებს ძლიერად უსვამს, მაგრამ ნელ-ნელა ძალას კარგავს და მისი გემი ფსკერისკენ მიდის. ეს სიმღერა ყველგან გვესმოდა. ბავშვები წკრიალა ხმით მღე როდნენ სანაპიროებზე. სამწუხაროდ, მივედით დანიშნულების ადგილას. გემბანიდან მშვენიერი ქალაქი მოჩანდა. სხვადასხვა შენობა, ორი დიდი სა ხლი ბორცვზე, მათგან ერთი გუბერნატორის სახლია, მეორე კი – იძულებით სამუშაო მისჯილთა სამყოფელი. ორი, თუ სამი ეკლე სიაც იკვეთებოდა. მთავარი ქუჩა სანაპიროდან იწყებოდა, კვეთ და ქალაქის ცენტრს, გადიოდა ერმაკის ძეგლთან და ბორცვზე ადიოდა. ტობოლსკის ფართობმა და განშლამ პოლიტიკური დარდი გა გვიღვივა, სანაპიროზე ამსვლელი ხალხი სისხლიან შეტაკებაზე 1 ერმაკი ტიმოფეევიჩი( 1542 1585 ) – კაზაკთა ატამანი, რუსული ფოლკლო რისა და მითოლოგიის პერსონაჟი, მოღვაწეობდა ივანე IV მრისხანის დროს. ერმაკის სახელს უკავშირდება ციმბირის დაპყრობა(რედ.). 216 საუბრობდა, რომელიც ჯარისკაცებსა და პატიმრებს შორის მოხდა მეორე დუმის დათხოვნის შემდეგ. გარდაცვლილები თხრილში ჩა ყარეს, ხოლო მძიმედ დაჭრილებს ნამდვილად სიკვდილი მიუსაჯა ირკუცკიდან მოსულმა სამხედრო სასამართლომ. მთავარი დამნა შავე ოდესელი სტუდენტი, ტაგჩოგლო იყო. უცნაური დამთხვევაა, როდესაც კავკასიის რეგიონს ვტოვებდი, კონკრეტული მისია და მეკისრა მის მიმართ. ეჰ, პოლიტიკა! ნუთუ, დამავიწყებ„შეღერებულ ქალიშვილებს“? თავი VI ტობოლსკი სამხედრო სასამართლოს ოფისი სამდღიანი კომფორტული მოგზაურობა, სასიამოვნო ექსკურ სია, მომხიბლავი საზოგადოება, სიზმარი იყო, თუ რეალობა? გვი ჭირდა დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა. მხოლოდ მესამე დღეს გაგვახსენდა, რომ ბადრაგიც გვახლდა, როდესაც გასასვლელთან კორიდორი შექმნეს. კაპიტანი ჩვეული გალანტურობით გვემშვიდობებოდა. ნიკოლსკების ოჯახიც მოგვი ახლოვდა ჩურჩულით, თუმცა მათი თავშეკავებულობა მარუსიას შეძახილმა დაარღვია:„კნიაზი ჩვენ სანახავად მოვა!“ მშვენიე რი ვერა, იმის შიშით, რომ ჩასვლის აურზაურში ერთმანეთს და ვკარგავდით და ვეღარ დაგვემშვიდობებოდა, მოგვიახლოვდა. ბა ტონ ნიკოლსკის კი ოლგამ უბიძგა, მანაც ჩვეული სერიოზულობით მომმართა: – – არ გემშვიდობებით, სამწუხარო იქნება, თუ სასიამოვნოდ გატარებული დღეების შემდეგ ვეღარ შევხვდებით. გვეწვიეთ შა ბათს საღამოს ვახშამზე, შემდეგ ჭადრაკი ვითამაშოთ. მეორე ქალიშვილზე ხელი ეკიდა, ოდნავ წინ უბიძგა და დაამატა: – – ჩემს საყვარელ ვერას თქვენთვის რაღაც აქვს სათქმელი ოჯახის სახელით. ვერამ თავისი მშვენიერი, თბილი ხმითა და ლამაზი დიქციით, თითქოს ენის გაკვეთილს ატარებდა, წარმოთქვა: – – კვირას მთავარანგელოზის ხეივანში ვგეგმავთ ექსკურსიას. ბედნიერები ვიქნებით, თუ თქვენც შემოგვიაერთდებით. თქვენ მეგობრებსაც ვიწვევთ კნიაზ, თავი უხერხულად არ იგრძნოთ. შემდეგ მამას გადახედა სიყვარულით სავსე თვალებით და დაამატა: – – საკვების საკითხს მამა მოაგვარებს, თავი არ შეიწუხოთ. – – რა თქმა უნდა, ძვირფასო ვერა, – უპასუხა ნიკოლაი ნიკოლსკიმ. 218 ძალიან შთამბეჭდავი სცენა იყო, წარმოსადეგი მასწავლებე ლი თავზე ხელს უსვამდა შვილს, გოგონას თვალები კი ღიმილს ასხივებდა. *** ჩვენს გემს პლატფორმაზე უამრავი ხალხი ელოდა, მათ შორის ჩვენი მეგობრები, პოლიტპატიმრები. მათ გვერდით გველოდნენ პოლიციის წარმომადგენელნიც. საბედნიეროდ, გემმა ხუთი საა თით დაიგვიანა, ამიტომ პირდაპირ გუბერნატორთან მისვლას გა დავრჩით. ამ საღამოს საქმე არ გვქონდა. რაკი ჩვენ კოლექტიური კონტრაქტით ვსარგებლობდით, რომლის თანახმადაც„თავდებო ბის ვალდებულება“ გვეკისრებოდა, ჩვენი ჩაკეტვა საჭირო აღარ იყო. პოლიციამ ტარას ბადრაგი მოვალეობისგან გაათავისუფლა და ჩვენ სანაპიროდან გადაგვაბარა გადასახლებულ მეგობრებს, ექიმ რენოსა და ბ-ნ პუჟაის. პუჟაი სოციალ-რევოლუციონერი იყო, მა თემატიკის მიმართულების სტუდენტი, მაღალი, ქერა, ლამაზი წვე რით, შუბლი და მზერა მტკიცე და მშვიდი. სწორი ცხვირი ჰქონდა, რაც მის უკრაინულ ფესვებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამხა ნაგთან ცხოვრობდა, რომელმაც ვახშამზე დაგვპატიჟა. ექიმი რენო ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცის შთამომავალი იყო, ისიც სოციალ-რევოლუციონერი, მოსკოვიდან. დაბალი ტა ნის, კარგად გაპარსული პირისახით, ცოტას საუბრობდა, მაგრამ ყველაფრით ინტერესდებოდა. კარგი რეპუტაციის ექიმი იყო, ყველას პატივისცემას იმსახურებდა. მეუღლე საშუალოზე მაღა ლი ტანის იყო, წაბლისფერთმიანი. ბერძნული ცხვირითა და შავი თვალებით კლასიკურ მშვენიერებას წარმოადგენდა. ცხრა წლის შვილი ჰყავდათ, ძალიან ჭკვიანი. ადგილზე დაგვხვდნენ ასევე, მეგობრები პისარევსკების წყვი ლი და ლიბერმანი, მათ თავშესაფარში წაგვიყვანეს(ყველა, ქ-ნი ფრიაუს გარდა). ტობოლსკში 5000-მდე პოლიტიკურად დევნილი იმყოფებოდა. ამ პატარა ქალაქში, რომელიც 25000 მოსახლეს ითვლიდა, ასეთი რაოდენობა საცხოვრებლის პრობლემას ქმნიდა. თავშესაფრები ძალიან გადატვირთული იყო. მხოლოდ ერთი ოთახი დაგვხვდა, სადაც იატაკზე რიგებად იყო გაშლილი ლოგინი და 30, თუ 40 ადამიანს ეძინა. რამდენიმე მა - 219 თგანს გაეღვიძა კიდეც, ზოგმა უკმაყოფილოდ, ზოგმა კი ინტერე სით შემოგვხედა. ძლივს მოხერხდა სადღაც კუთხეში ჩვენთვის ადგილის მონახვა. ახალგაზრდა პოლონელი სტუდენტის გვე რდით მოვხვდი. რუსულად ცუდად საუბრობდა. იმდენად სასიამო ვნო ადამიანი იყო, რომ მეზობელი მისწია გვერდით, რათა ჩემ თვის დისკომფორტი არ შეექმნა. ამგვარად, ჩვენი სიზმრებიდან გამოვფხიზლდით და რეალობას დავუბრუნდით: ტობოლსკში დარჩენის უფლებას მოგვცემენ? ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენთვის, რომ კითხვის და სმასაც ვერავინ ვბდავდით. გაღვიძებისთანავე გუბერნატორთან შეხვედრაზე ვფიქრობდით, სადაც ახსნა-განმარტებები უნდა წა რგვედგინა. მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი აღარ მქონდა. მეგობრებმა შემახსენეს, რომ შეხვედრა გარდაუვალი იყო. კონსი ლიუმი მოვაწყეთ. რაბინოვიჩი გუსევისა და ანოსოვის მოსაზრე ბებს გადმოსცემდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოგვემზადებინა სიტყვა, რადგან ეს ჩვენთვის„სიკვდილ-სიცო ცხლის საქმე იყო“. სწორედ ამ საუბარში ვიყავით, როდესაც შევი ტყვეთ, რომ კვირაობით გუბერნატორი არავის იღებდა, ამგვარად, მეტი დრო გვქონდა მოსამზადებლად. მთელი დღე წინ იყო პო ლიტიკური ელიტის გასაცნობად, ქალაქის დასათვალიერებლად და მთელი ღამე – სიტყვის მოსამზადებლად. ორშაბათიც მოვიდა! „ანრი, – ვუთხარი რაბინოვიჩს, – გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ მოგზაურობისას აქამდე არაფერ დაგვიკარგავს. მე არაფერი მაქ ვს გუბერნატორისთვის სათქმელი, გარდა იმისა, რომ ფეხით მოგ ზაურობა ავიცილეთ თავიდან. გზის დიდი ნაწილი სასიამოვნოდ გამოვიარეთ, უარესი, რაც შეიძლება შეგვემთხვას, გზის დარჩენი ლი ნაწილის არასასიამოვნოდ დაფარვაა. გუბერნატორი ჩვენთან საუბარს თუ მოისურვებს, პოლიციას გამოგვიგზავნის, ჩვენც ვი სარგებლებთ შემთხვევით და ან აქ დარჩენას ვთხოვთ, ან ობდო რსკამდე გზის ისევ გემით გაგრძელებას. ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის.“ რაბინოვიჩი დაეთანხმა იდეას, ისევე როგორც დანარჩენები, მათ შორის ქ-ნი ფრიაუ. ახალგაზრდა პოლონელმა ახალი ოთახის ძებნა დაიწყო, რათა ამ ბინძური სამყოფელიდან გავეყვანე. დიდი ოთახი იპოვა, საკმა ოდ კარგი. მადლობის ნიშნად ჩემთან ერთად გადასვლა შევთავა ზე, რაზეც სიხარულით დამთანხმდა. ციმბირში სახლების უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხისაა. თუმცა კედლები ისეთი თხელი არაა, როგორც სამ - 220 ხრეთის ქვეყნებში. ისინი თითქმის ერთი მეტრია და მათში პატა რა ფანჯრებია გამოჭრილი სიცივის გამო. ადგილობრივებს მცენა რეების კულტი აქვთ შექმნილი, სახლებში უამრავი მცენარე აქვთ, რითიც ავეჯის ნაკლებობას ფარავენ. ორკვირიანი დასვენების შემდეგ გამოგვიძახეს. რაბინოვიჩს ჩვენი სახელით საუბარი ევალებოდა. თუმცა გუბერნატორმა მასთან შეხვედრა არ მოისურვა და პირადად გამომიძახა. ეს ცნო ბა პოლიციამ ჩვეული მუქარით გვამცნო. მიღების საათი იყო. უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო, სამასი, თუ ოთხასი ადამიანი ელოდებოდა მის ბრწყინვალებასთან შეხ ვედრას. ვფიქრობდი, რომ აქ მთელი დღე მომიწევდა ჯდომა და შეიძლება, დღეს არც კი მიმიღოს მეთქი. ამ დროს კარი გაიღო. საშუალო ტანის კაცი გამოვიდა, შავგვრე მანი, მოკლე, ჭაღარაშერეული თმით, პატარა ულვაშით. არავინ ახლდა. მანდატური უნდა ყოფილიყო. ერთი რამ იყო უცნაური, მთავარი მოსამართლის ფორმა ეცვა. უამრავი ადამიანი შემოეხ ვია, ყველა ერთად ახალი კრედიტის დამტკიცებას სთხოვდა, რაკი მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა მიწების მოსაწესრიგებლად და დასამუშავებლად. საქმე ეხებოდა ათასობით ადამიანს, რომელნიც არც ისე დიდი ხანია, რაც ციმ ბირში გადმოასახლეს კოლონიზაციისთვის. სწრაფი პასუხი მომესმა:„რის გაკეთება შემიძლია თქვენთვის?“ ასობით ხმამ ხვეწნით მიმართა:„თქვენო ბრწყინვალებავ, გთხო ვთ, მიმართეთ ეროვნულ ბანკს კრედიტი გაგვიხსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით“. გუბერნატორმა უპასუხა:„ვწუხვარ, არაფრის გაკეთება არ შემიძლია თქვენთვის, არანაირი გავლენა არ მაქვს ეროვნულ ბანკზე.“ მართლაც, გუბერნატორს კრედიტებ ზე წვდომა არ ჰქონდა. თუმცა, სანკტ-პეტერბურგში„ციმბირის კოლონიზაციის“ სამინისტრო იყო. ეს ხალხი საშინელ მდგომარე ობაში იყო მთელი წელი და ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მი ნისტრმა გურკომ ათასობით მილიონი გახარჯა. ვფიქრობდი, რომ განცალკევებით ვიდექი და ბრბოში არ ვე რეოდი, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, გუბერნატორი ხალხს გამოეყო და ჩემი მიმართულებით წამოვიდა, საყვედურით მომმართა: – – ტობოლსკში ჩამოსვლისთანავე ჩემთან უნდა მოსული ყავით, შემდეგ კი ობდორსკში გამგზავრებულიყავით. უკვე სამი კვირა გავიდა, რაც აქ ხართ! ვუპასუხე, რომ სამხრეთელი ადამიანისთვის ტობოლსკშიც კი ძალიან ცივა, ამასთან სამედიცინო დახმარებაც მჭირდებო - 221 და და ვთხოვე, ტობოლსკში დავეტოვებინე. გუბერნატორმა უარი მითხრა:„შეუძლებელია, თქვენთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. უფლებამოსილებასაც გადავამეტე, როდესაც ტობოლ სკამდე გემით წამოსვლის ნება დაგრთეთ. თქვენ საქმეში სამხე დრო ხელისუფლებაა ჩარეული, ამიტომ ეს ჩემს კომპეტენციებს სცდება. აქამდე გემით ჩამოსვლის უფლებაც იმიტომ მოგეცით, რომ თქვენთან შეხვედრა და თქვენი ახსნა-განმარტების მოსმენა მაინტერესებდა. თუმცა რაკი თავად არ გამოცხადდით, გამოდის, არც არაფერი გქონდათ სათქმელი. მიუხედავად ყველაფრისა, მო ხარული ვარ, რომ ფეხით სასიარული გზა შეგიმსუბუქეთ. მზად ვარ, ობდორსკამდეც გემით გაგიშვათ“. ასეთი ინტელექტუალური საუბრით მოხიბლული დავრჩი, რა დგან მსგავსი რამ რუსულ ადმინისტრაციაში დიდი იშვიათობაა. სათანადო მადლობა გადავუხადე და თავი ვალდებულად ჩავთვა ლე, მისთვის ახსნა-განმარტებები წარმედგინა. – – ჩვენ ფაქტებს კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან. როდესაც ბრძოლის ველზე ვმარცხდებით, მაშინ არ ვწუწუნებთ. ბედნიერი ვარ, რომ ახლა საშუალება მაქვს, ტარას მანიფესტაციაზე მოგა ხსენოთ, რომ მისი ორგანიზების უფლება ადგილობრივმა ადმი ნისტრაციამ მოგვცა და შემდეგ, იმავე ადმინისტრაციამ ჩაახშო ის. ვერ მივხვდი, რატომ ჩაგვატარებინეს მანიფესტაცია, თუ ამას სასტიკი რეპრესიები უნდა მოჰყოლოდა ? ჩვენი აზრით, ასეთ ვი თრებაში, მანიფესტაციის ჩატარების უფლება საერთოდ არ უნდა მოეცათ. ჩემი მსმენელი თითქოს, კმაყოფილი იყო არგუმენტების მოს მენით. მას აქამდე არ ჰქონდა ეს ინფორმაცია. სინანულით შენიშ ნა, რომ ჯერ კიდევ არ გასცნობოდა ამ სამწუხარო დოსიეს. ორი კვირის ვადა მოგვცა და გამგზავრებამდე შეხვედრა დაგვინიშნა. ამ პერიოდში მდინარე ირტიში გაიყინა. ამგვარად, გემით მგზავრობა გამოირიცხა. ფეხით ობდორსკში ჩასვლას კი ორი თვე დასჭირდებოდა. დათქმულ დღეს გუბერნატორთან მივედი. კატეგორიულად მი თხრა, რომ ტობოლსკში ვერ დაგვტოვებდა, მაგრამ ობდორსკის სხვა ადგილით ჩანაცვლება შესაძლებელი იყო. მე ტიუმენი შევთა ვაზე. ამ სიტყვებზე გუბერნატორი წამოწითლდა, თავი ხელებში ჩარგო და წამოიყვირა: – – ოღონდ ეს არა! ტიუმენი ძალიან მოსახერხებელი ადგილია მატარებლით გასაქცევად! 222 საბოლოოდ ახალი ვადა მომცა, მე და ჩემი ოთხი მეგობარი ზა მთარს და გაზაფხულს ტობოლსკში გავატარებდით. 1 ზამთარი ამ რეგიონში უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ტარაში. არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან წინა წლის გაზაფხულზე თბილი მანტო და ქუდი მეგობარს ვაჩუქე, ის გაქცე ვას გეგმავდა და ღია ცის ქვეშ მოუწევდა ღამეების გათენება. რაკი არსად მივდიოდი, პისარევსკიმ მგლის ბეწვის ქურთუკი მომიტანა, თავიდან ფეხებამდე ვეხვეოდი მასში. მხოლოდ თვალები მიჩა ნდა. ასეთი იარაღი მქონდა სიცივესთან საბრძოლველად. *** ამ დროის განმავლობაში ნიკოლსკების ოჯახს დავუმეგობრდი. საინტერესო ექსკურსიებს ვაწყობდით, მათ შორის მოვინახულეთ სოფელი პოკროვსკი, რომელიც ცნობილი გახდა არც ისე სასიამო ვნო ფაქტით, იქ დაიბადა რასპუტინი. ჩემი რამდენიმე მეგობარი გავაცანი ოჯახს, გოგონებმა კი თავისი მეგობრები გამაცნეს. ისეთ მივიწყებულ ადგილას, როგორიც ციმბირია, ასეთი ურთიერთო ბები ბანალური არ არის, მეტიც, პარადოქსადაც შეიძლება ჩაით ვალოს. წარმოიდგინეთ ეს ეპოქა, საზოგადოება ორ დაპირისპი რებულ ბანაკად იყოფა: რეაქციონერები და რევოლუციონერები, რომელთა შორის დაუნდობელი ბრძოლაა. რეაქციული ტენდენცია რევოლუციურზე იმარჯვებდა. დამარცხებული რევოლუციონერები კონტრრევოლუციონერთა, ცარისტული მთავრობის სადამსჯელო ღონისძებების ქარცეცხლში ხვდებოდნენ. ნიკოლსკების მამა გარკვეულმა გარემოებებმა აიძულა სახელმწიფო მოხელედ ქცე ულიყო. მას პატივს სცემდნენ და კოლეგებიც ხშირად სტუმრობ დნენ. ამასთან, მასპინძლობდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც მუ დამ წითელ პერანგში იყო გამოწყობილი, ეს კი რევოლუციის ნიშ ნად ითვლებოდა. ამ ადამიანსა და ჩემ შორის მცირე საერთო იყო, ადამიანური და ინტელექტუალური... და ჭადრაკი. ყოველთვის განსაკუთრებულად მმასპინძლობდნენ, სუფრაც საოცრად იყო გაწყობილი, არასდროს მიგრძვნია მცირედი უხერხულობაც კი ეს ყველაფერი ნამდვილად 1 ტობოლსკის გუბერნატორი, ბ-ნი განდატი კეთილი და გულწრფელი პიროვნება გახლდათ, რაც იშვიათობა იყო იმ ეპოქაში, ამასთან – მეც ნიერი. ტობოლსკში ჩამოსვლამდე ირკუტსკის გუბერნატორი იყო, იქ სამეცნიერო კვლევები ჩაატარა, რაც შემდგომში მისი ეთნოგრაფიული ნაშრომების საფუძვლად იქცა(ხ.შავიშვილი). 223 მის კეთილშობილებაზე მიანიშნებდა. მაშინ ახალგაზრდა და გა მოუცდელი ვიყავი, ყველაფერს ვამჩნევდი და ვაფასებდი, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩიარა, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი შევისწავლე, სხვადასხვა ადამიანს შევხვდი, თუმცა ნიკოლაი ივანეს ძეს ვერავის შევადა რებდი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მემატება მისდამი პატივისცემა. აღნიშნულის წარმოსადგენად იმ ეპოქის რუსეთში უნდა იმოგ ზაუროთ. იერარქია უძირო უფსკრულს ქმნიდა ხალხსა და სახე ლმწიფო მოხელეებს შორის. ამ უკანასკნელთ კი სძულდა მოსა ხლეობა და საშინლად ექცეოდა მათ. ბიუროკრატია ყოველმხრივ გადადიოდა უფლებამოსილების საზღვრებს. საშინელი კორუფცია გამეფებულიყო. ამგვარად, კეთილსინდისიერი ადამიანები ასეთი არჩევანის წინაშე იყვნენ: ძლიერი სისტემის წინააღმდეგ უთა ნასწორო ბრძოლა წამოეწყოთ და ნებისმიერ მსხვერპლს დათა ნხმებოდნენ, სიკვდილსაც კი ან გაქცეულიყვნენ. ვფირქობ, ნიკო ლსკიმ სწორედ მეორე გზა აირჩია და ნებით წამოვიდა ემიგრაცი აში ციმბირში. *** ერთ საღამოს, წითელ პერანგში გამოწყობილი, ნიკოლსკების ოჯახში სუფრასთან ვიჯექი ოლგას, ვეროჩკას და მარუსიას გვე რდით. ვახშამს ველოდით, რომელიც წესისამებრ, შუაღამის 12 სთზე უნდა მოერთმიათ. ქ-ნი ნიკოლსკაია თავს უკეთ გრძნობდა და შემოგვიერთდა. გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ პაველი ჯერ არ დაბრუნებულიყო, მიუხედავად მიცემული სიტყვისა. უეცრად კარი გაიღო და ნიკოლსკების მამა გამოჩნდა თავისი ლამაზი, თეთრი წვერით, თან ახლდა გენერალი, ოთხი პოლკოვ ნიკი და თავისი ვაჟი, პაველი. ნიკოლაი ივანეს ძემ წარმიდგინა სტუმრები:„მისი აღმატებულება, გენერალი კრიეგერი, სრულიად ციმბირის სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე, სათაო ოფისი ირკუტსკში აქვს.“ ერთ-ერთი პოლკოვნიკი სამხედრო პროკურორი გახლდათ, მეორე – ადვოკატი, დანარჩენი ორი სასამართლოს წე ვრები. პაველმა იგრძნო, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის სასიამოვნო არ იყო. ამიტომ ამიხსნა, რომ წინა წლის ზამთარში ირკუტსკში თითქმის ყოველ საღამოს მათთან ერთად ბანქოს თამაშში ატა რებდა. ისინი ტობოლსკში ჩამოსვლისთანავე დაუკავშირდნენ, 224 ერთმანეთს შეხვდნენ. პაველმა სტუმრები მამას გააცნო, მან კი ვახშმად დაპატიჟა. პოლკოვნიკები მაღალი ტანისანი იყვნენ, გამხდრები. პროკუ რორი ენერგიული და კატეგორიული საუბრის მანერით გამოირ ჩეოდა. შეუდარებელი ბრალმდებლის პროფესიული ტენდენციე ბი შეინიშნებოდა მასში. გენერალი უფრო ასაკოვანი იყო, ვიდრე პოლკოვნიკები, უფრო ძლიერი აღნაგობის, მაგრამ მათზე დაბა ლი. მრგვალი სახე ჰქონდა, ღრმა თვალები, მკაცრი მზერა. თი თოეულ სიტყვას ავტორიტარული აქცენტით გამოთქვამდა. თით ქოს, სწორედ ის ქმნიდა ამინდს. გერმანული წარმოშობის იყო, ბალტიისპირეთიდან. თითოეულ მათგანს მარცხნივ ხმალი ეკიდა, მარჯვნივ – რე ვოლვერი, ყველანი მუნდირებში იყვნენ. უცნაური საზოგადოება მაგიდას მიუჯდა, ერთ მხარეს – ახალგა ზრდები, მეორე მხარეს – ასაკიანები(პაველის გარდა). რა საერთო გვქონდა ამ ბატონებთან? განსხვავებული ასაკი გვყოფდა ერთმანეთისგან, რაც მთავარია, ისინი სხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ, ჩემსა და მათ შორის გადაულახავი უფსკრული იყო. ჩემგან მარჯვნივ ოლგა იჯდა, ვეროჩკა და მარუსია მოპირდაპი რედ; ერთმანეთში ვსაუბრობდით. ეს ბატონები ჩემგან მარცხნივ ისხდნენ, გენერალი – ჩემ გვერდით. ახალმოსული სტუმრების საზოგადოება ჩემთვის შემაწუხებელი იყო. მასპინძლები ამჩნევ დნენ ამას. ახალგაზრდებმა თვალით მანიშნეს, ისეთი სახე მიმე ღო, თითქოს, არც ვუსმენდი მათ. მაგრამ თავშეუკავებელმა მარუ სიამ, ხმამაღლა მისაყვედურა: – – კნიაზ(ამ სიტყვის გაგონებაზე სამხედროები ინსტიქტურად წამოდგნენ), გუშინ საღამოს სად იყავით, რატომ არ მოხვედით, მე თავისუფალი ვიყავი და არც სამეცადინო მქონდა ? ! თავდაჭერილი ვეროჩკა საუბარში ჩაერთო, სიტუაციის გამო სწორების მიზნით, თუმცა უფრო გაართულა: – – მარუსია! – ხმამაღლა მიმართა, შემდეგ მომიბრუნდა და წა მჩურჩულა:„კნიაზ(სამხედროებმა მხოლოდ ეს სიტყვა გაიგეს, მა გრამ ისევ წამოდგნენ), თუ ეს უხერხულობას გიქმნით, ჩემ დას არ უპასუხოთ! შეცბუნებული, სხვა შემთხვევაში ამ საუბარს ავიცილებდი, მა გრამ ვეროჩკას დელიკატურმა ყურადღებამ, მისმა მუქმა თვალებ მა, რომელიც საყვედურით შეჰყურებდა მარუსიას, მაიძულა ბავშვი უხერხული მდგომაროებიდან დამეხსნა: 225 – – ძვირფასო ვერა, მშვენიერ მარუსიას არაფერი დაუშავებია, შემაწუხებელი არაფერია. ოლგამ და ვეროჩკამ მხიარულად შესძახეს,„კნიაზ, ისეთი კმაყოფილი ვარ“. მეც შევუდექი წინა საღამოს ამბის მოყოლას: „გუშინ საღამოს ექიმმა რენომ ახალჩამოსული პოლიტიკური ხაზით გადმოსახლებულებთან შესახვედრად მიმიწვია. დაახლო ებით, ათი ადამიანი გამაცნო. მათგან ორმა მიიქცია ჩემი განსა კუთრებული ყურადღება. ოცდაათ წლამდე იქნებოდნენ. დიდხანს ვისაუბრეთ, იმდენად საინტერესოდ, რომ გარეთაც განვაგრძეთ, სიცივემაც ვერ შეგვიშალა ხელი. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ, ერთმანეთისგან ფიზიკურადაც განსხვავდებოდნენ და ტემპერამე ნტითაც. მოგილევსკი წარმოსადეგი აღნაგობის ახალგაზრდა იყო, დიდი, მეტყველი თაფლისფერი თვალებით. უამრავი ინფორმაცია ჰქონდა ჩემთვის საინტერესო პოლიტიკოსებზე. დინჯად და სასი ამოვნოდ მომითხრობდა მათზე. ლიახევეცკი შედარებით დაბალი ტანის კაცი იყო, ცოცხალი, მკვირცხლი თვალებითა და გონებით, უბრალო საუბრის მანერა ჰქონდა და კონცენტრირებული აზრო ვნება. ნიჭიერი ჟურნალისტი იყო, წარმოშობით სარატოვიდან. იქ რუსულენოვან გაზეთთან თანამშრომლობდა, რომლის რედაქტო რიც ჩემი თანამემამულე, დიომიდე თოფურიძე გახლდათ. ლიახე ვეცკი სტატიებს„მაისკის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა. სხვა ამბებ თან ერთად ისიც მომიყვა, რომ ცარისტული ხელისუფლება ხშრად დევნიდა სტატიების გამო და დიდ ჯარიმას აკისრებდა, თოფურიძე მის გამოსახსნელად მეუღლის სამკაულებს დებდა ხოლმე. 1 თხრობას ხან ოლგა მაწყვეტინებდა, ხან – ვეროჩკა და კითხვე ბს მისვამდნენ. ყველა ჯერზე, როდესაც პოლკოვნიკები„კნიაზს“ იგებდნენ, სამხედრო მისალმების პოზაში წამოდგებოდნენ ხოლ მე. უფროს დებს ძალიან აწუხებდათ ეს ამბავი, რადგან უმცროსი დის რეაქციის ეშინოდათ. საბედნიეროდ, დასაწყისში მარუსიამ ვერაფერი შენიშნა. ახლა კი ეცინებოდა, მაგრამ სიცილის გამომ წვევი სხვა მიზეზიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ საშიშროე ბა აღარ იდგა. ოფიცრები თავისთვის საუბრობდნენ, ჩვენ-ჩვენ წრეში. ბ-ნი ნიკოლსკი მათ ადგლობრივ ინტელექტუალურ ცხოვრებას აცნობ და, კლუბსა და ბანქოს თამაშზე უყვებოდა. პაველმა კლუბში წა 1 დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებული თოფურიძე დამფუძ ნებელ კრებაში აირჩიეს, გახდა ქუთაისის მერი. ლიახევეცკიმ გვარად ფსევდონიმი დაიტოვა და ლონდონში საბჭოთა ელჩის პოსტი დაიკავა (ხ. შავიშვილი). 226 სვლა და ბანქოს თამაში შესთავაზა. ბ-ნმა ნიკოლსკიმ გენერალ კრიეგერს მიმართა: – – თქვენო ბრწყინვალებავ, ნამდვილად პატივი იქნებოდა თქვენთან თამაში. რამდენ ხანს გეგმავთ ტობოლსკში დარჩენას ? – – აქ კონკრეტული პროცესისთვის ჩამოვედით, საკმაოდ მა რტივი საქმეა და ბევრ დროს არ საჭიროებს. დაახლოებით, სამი დღე დავრჩებით. შემდეგ ომსკში გვაქვს საქმე, ოცამდე ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოვუტანოთ. ომსკის საქმე ბევრად მნიშვნელოვანია, ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ. ამ სიტყვების გაგონებაზე ცივმა ოფლმა დამასხა. ვეროჩკამ მო რიდებულად მკითხა:„კნიაზ, რა დაგემართათ?“ დებმაც იმავე კი თხვით მომმართეს. პაველი გენერლის გამოკითხვას აგრძელებდა: – – თქვენო ბრწყინვალებავ, ომსკის საქმე ტობოლსკის საქმე ზე უფრო რთული რატომ არის ? ვისურვებდი, აქაური საქმეც ასევე რთული ყოფილიყო! პოლკოვნიკები პაველის სურვილის მიზეზით დაინტერესდნენ, მან უპასუხა: – – რაკი უფრო დიდხანს დარჩებოდით ტობოლსკში. ყველა მოიხიბლა პაველის წინადადებით. გენერალმა კი უპასუხა: – – აქ საქმე უბრალო ფორმალობასთან გვაქვს. უბრალოდ, განა ჩენი უნდა გამოვუტანოთ ყველა მსჯავრდებულს. თუმცა იმისთვის, რომ გასიამოვნოთ, პაველ, დამატებით ერთ დღესაც დავრჩებით – დაამატა ღიმილით. პროკურორმა, რომელიც არასდროს იცინოდა, ირონიული ღი მილით დასძინა: – – ამ საქმეში ჩემი როლი მარტივია, მხოლოდ სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა წავიკითხო, მოტივაციის გაჟღერებაც არ დამჭირდება. მაგრამ ომსკში, პირიქით, საქმე უნდა შევისწავლო. დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა ამ„უსაგნო ყბედობის“ მშვი დად მოსასმენად, რომელიც თითქოს, შესანიშნავ ვახშმამდე თავ შესაქცევად იყო გამიზნული. – – ეს როგორ, წამოვხტი და წამოვიყვირე, ზოგი დახოცეს, ზო გიც დაჭრეს და სცემეს და ახლა ისევ ისინი უნდა გასამართლდნენ ? ქ-ნი ნიკოლსკაია სასწრაფოდ ჩაერია: – – არა, ეს შეუძლებელია, მათ სიკვდილით არ დასჯიან, დამ შვიდდით, კნიაზ! 227 გოგონებმა დედის მაგალითს მიბაძეს. ქალბატონს ბოდიში მოვუხადე მას შემდეგ, რაც გენერალმა განმარტებები მომაწო და. სასამართლო საქმის გამარტივებისთვის შედგებოდა. საქმე თავის მხრივ მარტივი იყო, რადგან„პატიმრებმა ხელი აღმართეს სამხედროებზე.“ – – მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს„ხელის აღმართვას“, თუ ეს ხელი შეუიარაღებელია, ხოლო ჯარისკაცები კბილებამდე შეიარა ღებულნი იყვნენ ? – მივუგე. სასამართლოს თავმჯდომარეც წამოიმართა და მიპასუხა: – – ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. თუ ინებებთ, ნებას დაგრთავთ პროცესს დაესწროთ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სანამ გენერალი სავიზიტო ბარათზე პროცესზე დასწრების ნე ბართვას მიწერდა, უმძიმესი გრძნობა დამეუფლა, ვორჭოფობდი, დავთანხმებოდი, თუ მეყვირა:„მკვლელებო, მკვლელებო!“ თუმცა ნიკოლსკების ქალიშვილებისა და დედის შეშფოთებულ თვალებს რომ შევხედე, თავი შევიკავე, გენერალ კრიეგერს ბარათი გამოვა რთვი; მოხდეს, რაც მოსახდენია, წავალ. *** დილით, ცხრა საათზე 40 0 ყინვაში გამოვედი, ერმაკის ძეგლს ჩავუარე და გორაკისკენ ავუყევი გზას, სადაც გუბერნატორის რე ზიდენცია იყო განთავსებული. შენობა ყველა ოფიციალურ ინსტი ტუციას აერთანებდა. 1 შესასვლელში ჯარისკაცები იდგნენ მცვე ლებად; დამიყვირეს:„სდექ!“ მათ ბარათი ვაჩვენე. ერთი სართული ავიარე, დერეფანს ჯარისკაცები იცავდნენ და იქაც იგივე ცერემო ნია გავიარე. აუდიენციების დარბაზის შესასვლელთან მანდატუ რები იდგნენ, გაოცდნენ ჩემს დანახვაზე. მკაცრად მომთხოვეს იქ მისვლის მიზეზი და ჩემი ვინაობის დადგენას შეეცადნენ. ვუთხა რი, ზედმეტი გარჯა საჭირო არ იყო, მე პოლიტმატიმარი ვიყავი. ამის გაგონებაზე, განმიცხადეს, რომ გადასახლებულებს აქ არა ფერი ესაქმებოდათ და შენობის დატოვება მომთხოვეს. მაშინ თავმჯდომარე კრიეგერი ვახსენე და მისი დაწერილი ბა რათიც ვაჩვენე. პროკურორს ჩემ შესახებ აცნობეს, ისიც გამოვიდა, თავაზიანად ჩამომართვა ხელი და დარბაზში შემიყვანა. 1 ათი წლის შემდეგ სწორედ ამ შენობაში დაატყვევეს ნიკოლოზ II თავის ოჯახთან ერთად(ხ. შავიშვილი). 228 სწორედ ამ დროს ბრალდებულნი შემოიყვანეს, მათი ბორკი ლები და ჯაჭვები ავბედით ხმას გამოსცემდა. გვარების ამოკი თხვის ფორმალური ნაწილი უნდა ჩატარებულიყო. ველოდებოდი, როდის გამოაცხადებდნენ ტაგჩოგლოს. პროკურორმა საბრალდებო დასკვნის კითხვა დაიწყო. ტაგჩოგ ლო მთავარ დამნაშავედ გამოაცხადეს, როგორც პატიმართა ბუ ნტის ორგანიზატორი, თითქოს, მათი გაქცევა იგიგმებოდა, ხოლო მცველებმა ისინი დაიჭირეს და ამბოხი ჩაახშეს. ბრალდებულებმა ბადრაგთან და ჯარისკაცებთან შეპასუხება სცადეს და ბარიკადე ბიც აღმართეს. ბოლოს პროკურორმა უფერული ტონით წაიკითხა ყოველგვარ აზრს მოკლებული საბრალდებო დასკვნა. პროკურორ მა სიტყვა მომხდარი ამბის აღწერით დაიწყო და თქვა:„მძვინვარე ხმაური დაიწყეს“, ეს სიტყვები თხუთმეტჯერ მაინც გაიმეორა და ბოლოს ამით დაასრულა:„ერთი სიტყვით, რასაც ჰქვია ხმაური და მძვინვარება.“ პროკურორი უმაღლეს სასჯელზე მიანიშნებდა,„გა საჩივრების გარეშე“. ამ დროის განმავლობაში თავმჯდომარე ხშირად მიყურებდა გაურკვეველი მზერით, არ ვიცი რას გამოხატავდა, სიმპათიას, სი ძულვილს, ინდიფერენტულობას? პროცესი შეწყვიტა, თავშეკავე ბულსა და ენიგმატურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა; თავად შემაღლებულ ადგილას რჩებოდა, ხოლო სასამართლოს სხვა წე ვრები დარბაზში მოძრაობდნენ. რამდენიმე მათგანი მომიახლო ვდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა:„რა სასიამოვნო საღამო გავა ტარეთ გუშინ!“ პროკურორთან შეხვედრით ვისარგებლე, ვთხოვე, პატიმრების ბარიერთან მივეყვანე და ტაგჩოგლოსთან გასაუბრების უფლება მოეცა.„ამ დარბაზში მსგავს გადაწყვეტილებებს თავმჯდომარე იღებს, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი ექნება. მიბრძანდით“, – მიპასუხა მან. მთავარი იყო, ბარიერამდე მივეცილებინე, დანარჩენი ჩემი საქმე იყო. ტაგჩოგლოს მივუახლოვდი. ძნელი იყო მისი ცნობა, მსჯავრდებულის სამოსში, იძულებით სამუშაოებგამოვლილი და გადაპარსული თავით. მხოლოდ მისი ძლიერი ხმით, თავისუფალი საუბრის მანერით, ჭკვიანური მზერით ვიცანი. მითხრა, რომ არა ნაირი ილუზიები არ ჰქონდა მიმდინარე პროცესზე.„დაგროვებუ ლი ბრაზის გადმოსანთხევად“, გადაწყვიტა, მხოლოდ მას ესაუბრა. პროცესი განახლდა. მსჯავრდადებულები გამოიძახეს და თა ვდასაცავად სიტყვის უფლება მისცეს. სიტყვაზე ყველამ უარი 229 თქვა, მათი სახელით ტაგჩოგლოს უნდა ესაუბრა. მისი დისკურსი მკაცრი, მიზანმიმართული იყო. თავმჯდომარემ რამდენჯერმე მი მართა საკონსულტაციოდ კოლეგებს, მკაცრი იერით უყურებდა დამნაშავეს, მოთმინებით უსმენდა ცარისტული რეჟიმის მკაცრ კრიტიკას. ტაგჩოგლო ამბობდა:„ელემენტარული თავისუფლე ბაც არ გვაქვს, თავნებობა და ძალადობა მეფობს, ესაა დამპალი ავტოკრატიის იარაღი. ამ მოძველებული საზოგადოების საწინა აღმდეგოდ ახალი საზოგადოება ვითარდება, ის იბრძვის და გა მარჯვებასაც მიაღწევს. ძირს ძველი საზოგადოება, ძირს ცარიზმი, გაუმარჯოს ახალ თაობას!“ სწორედ ამ დროს, როდესაც ტაგჩოგლომ დაასრულა სიტყვა, თავმჯდომარე ჩაერია და მას აუკრძალა მსგავსი სიტყვების წარმოთქმა. ვერდიქტი მეორე დღეს გამოიტანეს, რამაც დიდი სენსაცია მო ახდინა ტობოლსკში. არც ერთი უმაღლესი სასჯელი, მხოლოდ და მატებითი ექვსთვიანი იძულებით სამუშაოები. ამას კი არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა პატიმართათვის, რომელთაც კიდევ 15 თუ 20 წელი უნდა გაეტარებინათ ციხეში. თავი VII თავზარდაცემათა ჯაჭვი უკვე ექვსი თვეა, რაც მშვიდად ვცხოვრობ. ამგვარი სიმშვიდე შემაშფოთბელიც კია, სიზმარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ამდენი ქარიშხლის შემდეგ ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. ამგვარად, ცხოვრება ჰარმონიულად მიედინება, არა მხოლოდ ჩემი, ყველა პოლიტპატიმრის. ამას ემატება ნიკოლსკების ოჯახის გულთბილი ყურადღება. პოლიტმატიმართა ელიტა ხუთი ათასამდე ადამიანს მოიცა ვდა. სამ სხვადასხვა ჯგუფად იყოფოდნენ. ერთმანეთს ზრდილო ბის გამო ხვდებოდნენ და ოფიციალური კავშირებიც ჰქონდათ. ჯგუფები შემდეგი იყო: ექიმი რენოს(სოციალ-რევოლუციონერი), პისარევსკი-ლიბერმანის(სოციალ-დემოკრატ-მენშევიკები) და პროფ. ვოლკოვის(წმინდა ინტელექტუალი). თითოეული ჯგუფი ითხოვდა, რომ მათთან შეხვედრაზე მივსულიყავი, ოდნავი ეჭვი ანობაც შეიმჩნეოდა, როდესაც რომელიმეს უარს ვეუბნებოდი და სხვაგან მივდიოდი, თუმცა არც ერთი არ აპროტესტებდა ნიკოლს კებთან ვიზიტს. მესამე დუმის არჩევნების მოახლოვება დიდ მღელვარებას იწვევდა. იმედი და შფოთვა ჩემს მეგობრებს გაშმაგებულ დისკუ სიებში რთავდა. ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ეს ცხარე კამათები საღამოს იმართებოდა. დელიკატური მდგომარეობა შე იქმნა, არც სურვილი მქონდა და არც საბაბი, მათი უკმაყოფილე ბა გამომეწვია. ყველას მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი. გარანტიას მთოხვდნენ, რომ საქართველოში კიდევ მოვძებნი დით ელიტარულ, კვალიფიციურ ადამიანებს, რომელნიც რუსეთში ოპოზიციის ლიდერთა ჯგუფს შექმნიდნენ. ეს ურთულესი საკითხი იყო, ვერ ვუმხელდი, რომ ჩემი ქართველი მეგობრებისგან არანაი რი ინფორმაცია აღარ მქონდა მას შემდეგ, რაც კავკასია დავტოვე; ამის გაგების შემდეგ რა ნდობა უნდა შერჩენოდათ ჩემ მიმართ? თუმცა, ბოლოს გადავწყვიტე, პირდაპირ მეთქვა, რომ სიახლეებს არ ვიცნობდი. 231 ამგვარად, ბევრი გამორჩეული კრება ჩატარდა. თითოეული ჯგუფი გაოცებული რჩებოდა, როდესაც ვამბობდი, რომ ჩემი ინ ფორმაცია ცნობებად კი არა, უბრალოდ, იმ ადამიანის მოსაზრე ბებად მიეღოთ, რომელიც კარგად იცნობს თავის ქვეყანასა და ხალხს. მეგობრები ყურში მიჩურჩულებდნენ ხოლმე: – – გეთაყვა, თქვით, რომ ახლახანს მიიღეთ ინფორმაცია! თავაზიანი ქ-ნი პისარევსკაია ჩემსკენ გადმოიხარა და მითხრა: – – ძვირფასო მეგობარო, გთხოვთ, ჩვენთვის უდიდესი სი ამოვნება იქნება, თუ იტყვით, რომ დადებითი ამბები გაქვთ საქართველოდან! – – ძალიან ვწუხვარ, ამ ეტაპზე არაფერი მიმიღია ჩემი პარტიისგან! რამდენიმე თავშეკავებული ჩურჩული მომესმა:„ბოროტი!“ ქვეყნის მდგომარეობის აღწერას შევუდექი და ბოლოს განვუ ცხადე, რომ კავკასიიდან კვლავ გაიგზავნებიან დეპუტატები მე სამე დუმაში, ისინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.„და გვიზუსტეთ, ვინ იქნებიან?“ – გაისმა შეძახილები. – – დეპუტაციის სათავეში ამჯერად ამხანაგი კარლო იქნება! – – იტალიელია, თუ ბერძენი ? უცებ მივხვდი, რომ კარლოს გვარი ჰქონდა და გვარით უნდა დამესახელებინა, შეცდომა დავუშვი. – – არა, ქართველია, მისი გვარია ჩხეიძე, – ხაზგასმით წარმოვ თქვი გვარი. ჩვენი თათბირები ძალიან ცოცხალი და მძვინვარე იყო ხოლ მე. თუმცა, ზოგჯერ კომიკური სიტუაციებიც იქმნებოდა. ამჯერად მე შევქმენი სასაცილო მდგომარეობა ჩემი გამოსვლით, როდესაც მსგავსი შეცდომა დავუშვი და მერე მეტი დამაჯრებლობით განვა ცხადე სამომავლო კანდიდატები. თუმცა სამი კვირის შემდეგ მი ღებულმა დეპეშებმა ჩემი სიტყვები გაამართლა. *** აღნიშნულ ამბავს ჩემი მორალური მდგომარეობა უნდა გამო ესწორებინა; თუმცა დეპრესია მემატებოდა, კიდევ უფრო მეტად მინდოდა განცალკევებით ყოფნა. დარდის დიდი ტალღა მიტევდა და მეც ვერ ვხვდებოდი, რატომ. უფრო და უფრო ხშირად მიტივტი ვდებოდა გონებაში ჩემი ქვეყნის ძველი თუ თანამედროვე გმირე - 232 ბის სახეები, კინოს კადრებივით ვხედავდი მთებსა და სოფლებს, ბავშვობაში ნანახ ადგილებს, სადაც ბედნიერი და სამწუხარო ამ ბებიც გადამხდენია! უცნაურია, რომ ამ მოგონებებისას ყველაზე უფრო ძვირფასად სწორედ სამწუხარო ამბები მექცა. ჩემი ბავშვობის მეგობრები, უფროსები... ჩემი პირველი მეტრე ბი, ნინო, გიგო, ნესტორი... მშვენიერი ზღაპრები, რომელთაც ბა ვშობაში მიყვებოდნენ. სიცოცხლეს დავთმობდი, კიდევ ერთხელ რომ მომესმინა, ან ეს ზეპირსიტყვიერი საგანძური ვინმეს რომ ჩაეწერა, რათა მომავალი თაობებისთვის შეენახათ. რატომ უნდა გამქრალიყო, როდესაც საუკუნეების განმავლობაში შემონახულა და გამდიდრებულა კიდეც?! ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, ვაანალიზებდი წარსულს, აწმყოს, ჩემს სამშობლოსა და ქვეყანას, სადაც ახლა ვიმყოფებოდი. საპირისპირო პოლუსზე ვიყავი, დაახლოებით ათი ათას კილო მეტრზე. ნუთუ სამხრეთისა და ჩრდილოეთის დისტანციის გამო ვიყავი ამ მდგომარეობაში? იქნებ, დაუნახავი ვიყავი ყველაფერი იმის მიმართ, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა? თუმცა მხოლოდ ეს არ იყო, ჩემთვის სრულიად უცხო ქვეყანაში ვიმყოფებოდი. აქ ყველა ზე ახლო მეგობრებისთვისაც კი არ შემეძლო გამეზიარებინა მო გონებები, რომელიც ნებისმიერ ქართველს გულის სიმებზე შეეხე ბოდა. ეს ნოსტალგიაზე მეტია. ჯარისკაცებით დაცულ ოთხ კედელს შეეძლო ჩემი სამშობლოსგან იზოლაცია, მაგრამ ამ მშვიდ, წყნარ ცხოვრებას არ შეეძლო უმოქმედოდ დავეტოვებინე ძალდატანე ბით უძრაობაში. საკმარისად დავისვენე, ახლა უნდა გავქცეული ყავი და სამშობლოში დავბრუნებულიყავი, რაც შეიძლება მალე. ამგვარი შესაძლებლობა ორ თვეში მესახებოდა, მას შემდეგ, რაც ნაოსნობა განახლდებოდა. გეგმა ასეთი იყო: პირველივე გემით დამეტოვებინა ტობოლსკი, ომსკის გავლით მდინარე ირტიშს ავუყვებოდი სემიპალატინსკამდე. მოგზაურობას ათი-თხუთმეტი დღე დასჭრდებოდა. იქიდან თურქესტანში, შემდეგ კავკასიაში. დაახლოებით, ერთ თვეში საქართველოში ვიქნებოდი და ვნახა ვდი ტფილისს, ქუთაისს, ბათუმს. ასეთი გეგმით ავიცილებდი ურალსა და ცენტრალურ რუსეთს, რომელიც ყველაზე სახიფათო გზად ითვლებოდა. გეგმას საიდუმლოდ შევინახავდი და მეგობრებს გაქცევამდე ერთი კვირით ადრე გავუმხელდი. ისინი სწორად გაიგებენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ჩემ კავკასიაში დაბრუნებას მოითხოვს, რომ რევოლუციისა და ჩვენი იდეალის,„მომავლის სამეფოს“ ხორ - 233 ცშესხმა აღნიშნული გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული. ისინი უდიდეს ნდობასა და დახმარებას გამომიცხადებენ. მაგრამ რა ვუთხრა სათნო და სასიამოვნო ნიკოლსკების ოჯახს? ისინი არც ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი და არც ჩვენს იდეალთან, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილების გაგება მათ თვის რთული იქნება. ჩვენ ერთმანეთის ინტელექტუალური და ჰუ მანური ღირებულებების დონეზე გვესმის. ერთი კითხვა მიღრღნიდა გულს, მათთან დაუმშვიდობებლად და მადლობის გადაუხდელად ვერ გავემგზავრებოდი, ხომ არ ვა წყენინებდი, თუკი პირდაპირ ვეტყოდი, თუ რა მიხმობდა ჩემს ქვეყანაში? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს! მიზნის განხორციელებაში ხელს ვერაფერი შემიშლიდა! *** გრძელი ღამეების პერიოდი გავიდა, მარტის ბოლოა, ნელ-ნე ლა დღე გაიზარდა. ერთ დილას საქართველოდან წერილი მივიღე, ეს პირველი იყო ჩემი გადასახლების განმავლობაში. კონვერტის დანახვამ სიხარული და ამავდროულად, სევდა მომგვარა. ჟრუა ნტელმა დამიარა, როდესაც ჩემი ძმის, მიხაკოს ლამაზი ხელწერა ვიცანი. ერთი სული მქონდა, როდის წავიკითხავდი წერილს... თან ვაყოვნებდი კონვერტის გახსნას. მიხაკო ჩემდამი სიყვარულს გამოხატავდა, ამასთან, ჩვენს სა უკუნეს და„განშორების ექვს წელს“ წყევლიდა. საბედნიეროდ, ვა ნოს ამბებსაც მაცნობდა: სამუელის რეკომენდაციით, ოზურგეთის ციხეში გურიის თავადი ერისთავი ეწვია; ვიზიტიდან ათი დღის შემდეგ ვანო ციხიდან გაიქცა და 1906 წლის ბოლოს ბაქოში და ბრუნდა. 1907 წლიდან პარტიას ახალი სიცოცხლე შთაბერა, სწო რედ მისი წყალობით გაიმართა კავკასიის სოციალ-დემოკრატთა კონგრესი, რომელსაც სილიბისტრო ჯიბლაძე და ნოე ჟორდანია უძღვებოდნენ. კონგრესი ხუთი დღის განმავლობაში ფარულად მიმდინარეობდა ბაქოში. შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელო ვანი გადაწყვეტილებები მიიღეს არჩევნებში მონაწილე კანდი დატებისა და დუმაში ჩვენი დეპუტატების საქმიანობის შესახებ. კონგრესს ვერ ესწრებოდა ჩხეიძე, მისი გვარი დუმის კანდიდატე ბს შორის დასახელდა, ხოლო წერეთელი და ჯაფარიძე უკვე დაპა ტიმრებულები იყვნენ. ისიდორე და ნოე რამიშვილებს, ნოე ხომე - 234 რიკს განსაკუთრებული როლი ჰქონდათ კონგრესზე. ამის შემდეგ ვანო ბაქოში საერთო გაფიცვას ხელმძღვანელობდა, რომლის შე მდეგაც მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ამიტომ იძულებული გახდა, ყველასგან დაფარული ადგილმდებარეობა აერჩია. სევასტიც ბაქოში იყო, თუმცა რამდენიმე დღეში მშობლიურ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რათა მიხაკოს სასწრაფო საქმეე ბის მოგვარებაში დახმარებოდა. ჩემი ძმა ყველა ამბავს საოცარი მოხერხებულობით გადმომცე მდა და მამის, როსტომის გარდაცვალებისთვის მამზადებდა; დე დის ანდერძიც ჩაერთო წერილში: „ჩემი პატარა, ძვირფასი ხარიტონი, რომელიც საჭმლის წილზე მაშინაც კი უარს ამბობდა, როცა შიოდა, არასდროს დაიცავს პი რად ინტერესებს, ამიტომ ჩემს შვილებს მოვუწოდებ, მის განსა კუთრებულ ხასიათს მიაქციონ ყურადღება და ვთხოვ, მისი ინტე რესების დაცვას თვალყური ადევნონ“. მიხაკო აქვე ამატებდა:„მამის სიკვდილის შემდეგ იძულებულე ბი ვართ ქონება გავინაწილოთ, გთხოვ, დედის პატივისცემის ნიშ ნად, ამ საკრალური მისიის შესრულებაში დამეხმარო(როგორც იცი, მისი უკანასკნელი სურვილი მე შევადგინე) და შენი სურვილი მაცნობო. ჩვენი ძმები დამეთანხმებიან, რომ სწორედ შენ აირჩიო საუკეთესო ჩვენი ქონებიდან“. მამის გარდაცვალების ამბავმა შემძრა, დედის ანდერძმა კი საბოლოოდ გამანადგურა. არც კი ვიცი, იმ დროს რა ხდებოდა ჩემში. როცა გონს მოვედი, თითქმის ერთი საათი გასულიყო, სა სწრაფოდ მივწერე მიხაკოს, თუ რამდენად ამაღელვებელი იყო მისი წერილი; ვთხოვე, ანდერძის აღსრულების საქმის კურსში არ ჩავეყენებინე(ადამიანის გონება ზედაპირულია, თუ კონკრეტულ საქმის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ჰგონია, რომ ის არც კი მო მხდარა). ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაც მივწერე, ქონებაზე უარს ვაცხადებდი და მათ ძმებს ვუთმობდი, ვთხოვდი, ის თანა ბრად გაენაწილებინათ. ვერ გავბედე, მისთვის გაქცევის გეგმის შესახებ მიმეწერა, თუმცა ბოლოში მივუწერე„დროებით". წერილი შუა დღემდე მივიტანე ფოსტაში. იქიდან გამოსულს უდიდესი წუხილი დამეუფლა. არც კი ვიცი, დრო როგორ გავიდა, ჩემი პოლონელი თანადამქირავებელი ჩვეულებისამებრ დაბრუ ნდა სახლში, თუ არა? საღამოს ხუთ საათზე ღრმა ძილიდან გამო რკვეულივით წამოვვარდი სავარძლიდან. მოულოდნელად რაბი ნოვიჩი და პისარევსკი მესტუმრნენ. რაბინოვიჩი გაკვირვებული 235 იყო, რომ შუადღისას მათემატიკოს ვერეჩაგინებთან არ მივედი სადილზე, ამიტომ პისარევსკის გაუარა და ორივე ჩემთან მოვიდა, რათა ექიმ რენოსთან ჩაიზე დავეპატიჟებინე. გავედით. პისარევსკიმ თევზსაშენში გავლა მოისურვა, სადაც სექტემბერში ობდორსკში დაჭერილი თევზი ჰყავდათ. 1 რამდენი მე იყიდა, იმ მიზნით, რომ ექიმ რენოსთან მაინც მოემზადებინათ ჩემთვის საჭმელი. ექიმმა თბილად მიგვიღო, მთელი საათი საუ ბარში გავატარეთ. ამ დროის განმავლობაში თევზები ლღვებოდ ნენ. საოცარი იყო, ექვსი თვის წინ გაყინული თევზი, მაშინვე გაცო ცხლდა, როგორც კი გადნა, ახტნენ და იატაკზე დაეცნენ. ამ ამბით ყველაზე მეტად ქ-ნი რენო და მისი პატარა შვილი გა ერთნენ. საქმეში სასწრაფოდ ჩაერთო პუჟაი, მან„მკვდრეთით აღ მდგარი“ თევზები დაიჭირა და ქ-ნ რენო სამზარეულოში მიიწვია მათ მოსამზადებლად. სწორედ მაშინ ჩემმა სამმა მსმენელმა ერთმანეთს გადახედა. ექიმმა რენომ პისარევსკის რაღაც ანიშნა, მანაც მითხრა: – – ძვირფასო ამხანაგო, გვსურს, გულწრფელად გესაუბროთ. თქვენ მიმართ მხოლოდ პატივისცემა და კეთილგანწყობა გვამოძ რავებს; ძალიან გვაშფოთებს თქვენი ქცევა უკანასკნელ ხანებში. ჩემი მეუღლე, ჟენია, რამდენიმე ხანია მთხოვს გკითხოთ თქვენი შფოთისა და წუხილის მიზეზი. სწორედ დღეს, სადილის დროს, ვაპირებდი დელიკატურ საკითხზე საუბარს, თუმცა, თქვენ არ მო ხვედით. ასეთი რა გავაკეთეთ, რომ თქვენი ნდობა დავკარგეთ ? რატომ არ გვეუბნებით, რა გასაჭრი გიდგათ და რით შეგვიძლია დახმარება ? – ამ სიტყვებზე ულვაში გაისწორა, თავი ასწია და სათვალის მიღმიდან თავისი ღრმა მზერა მომაპყრო, განსაკუთრე ბული ტონითა და ღიმილით დაამატა – ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ძალიან გვაწუხებს თქვენი მდგომარეობა. მძიმე სიჩუმემ დაისადგურა. ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, რომ ეს შეკითხვა მიხაკოს წერილის მოსვლამდე არ დამისვეს. პისარევსკის ვუთხარი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემ თვის მათ მიერ გამოხატულ ყურადღებას. ავუხსენი, რომ კავკასიი დან სიახლეების უქონლობა ძალიან მაწუხებდა და მადარდიანებ და, თუმცა დღეს მივიღე წერილი, საიდანაც ბევრი საინტერესო და ამასთან მძიმე ამბავიც შევიტყვე. ვკითხე, თუ მენდობოდნენ, ერ თხმად მიპასუხეს –„სრულებით“ – მეც განვაგრძე, ჩემი ძმის წერი ლი ქართულ ენაზეა, ამიტომ მხოლოდ მისი თარგმანი შემიძლია გაგაცნოთ. 1 ახლანდელი მდინარე ობი(ხ.შავიშვილი). 236 ემოციურად და ინტერესით ისმენდნენ წერილის შინაარსს, ამასთან, ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ ქართულ და მწერლობას. ბოლოს მთხოვეს, კავკასიაში ჩემი ყოფნის აუცილებ ლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად მეც ნობებინა მათთვის. ჩემი გაქცევის გეგმა არ გავაცანი. გვიან ღამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. – – კნიაზ, ამ დღეებში რატომ არ გვსტუმრობდით ? – ერთდროუ ლად მკითხეს ოლგამ და ვეროჩკამ. ბ-ნმა ნიკოლსკიმ კი ხელი გამომიწოდა და დასძინა:„რადგან კნიაზმა დაგვივიწყა!“ ოჯახის თავნებამ შორიდან შეჰყვირა: – – მამილო, არ ვეთანხმები, რომ კნიაზმა დაგვივიწყა! – – ძვირფასო, მაბრაზებს შენი თავხედობა, უპასუხა მამამ, დებ მა კი მკაცრი მზერა მიაპყრეს. – – ნიკოლაი ივანოვიჩ, მე ვერ დავეთანხმები ასეთ რამეს – ვთქვი და მივხვდი, რომ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, ხაზი გავუსვი დაძაბულობას, ამიტომ დავამატე – თქვენი დავიწყების ფაქტს ვერ დავუშვებ, თუ მარუსიაზე გაბრაზდებით, ე.ი. ჩემზეც უნდა გაბრაზდეთ. საბედნიეროდ, ყველა გამხიარულდა და საუბარში ჩაერთო; სიამოვნებით ვპასუხობდი შეკითხვების ნაკადს. ვახშამიც მოგვა რთვეს. თუმცა კიდევ ერთმა გარემოებამ შეარყია საერთო მხია რულება: აპრილის დასაწყისი იყო, ამ პერიოდში მდინარე ირტიში დნობას იწყებდა და ეს რეგიონში წლის მოვლენად ითვლებოდა. ამ პროცესებით გამოწვეული ხმა ათეულ კილომეტრზე აღწევდა. ხალხი შორიდან მოდიოდა, სპექტაკლს რომ დასწრებოდა. – – ირტიშის დნობის სანახავად ერთად წავალთ, კნიაზ ? ეს ისე თი ლამაზია – თქვა ვეროჩკამ და ამით ყველას ფიქრები გამოხატა. – – რა თქმა უნდა, ვუპასუხე და საერთო მხიარულებას შევუერთდი. სიტყვა„დნობამ“ ჩემი გეგმა გამახსენა. უკვე ნათლად ვხედა ვდი პირველ გემს, რომელიც ომსკში გაივლიდა და სენიპალატი ნსკში მიმიყვანდა, შემდეგ თურქესტანში და იქიდან – ბაქოში, აქ კი, იქნებ, ვანო და სევასტი მენახა. ტფილისში ყველა მეგობარს შევხვდებოდი, აუცილებლად შევივლიდი მეტეხის ციხესა და ტფი ლისის სხვა ციხეებში, სადაც პატიმრობაში ვიმყოფებოდი. ასე შე მოვივლიდი ჩემს ქვეყანას და საქმიანობასაც დავუბრუნდებოდი... საოცარ სიხარულს მწუხარების ჩრდილი მიადგა, რადგან ამ ყველაფერს გარშემომყოფთ ვერ ვუზიარებდი. უეცრად მარუსიამ მომმართა: 237 – – კნიაზ, რაზე ფიქრობთ ? თქვენი მზერა სადღაც სხვაგანაა, თითქოს, ჩვენ არც კი ვარსებობთ! შეკითხვამ მედიტაციიდან გამომიყვანა, ახალგაღვიძებული ვით ვიყავი, რომელიც ძლიერად შეანჯღრიეს. ჩემი სულიერი მდგომარეობა ნამდვილად ყველამ შენიშნა, განსაკუთრებით კი, ვეროჩკამ, თუმცა მისი თავდაჭერილობა უფლებას არ აძლევდა რაიმე ეკითხა. ამგვარად, მარუსიამ კიდევ ერთხელ შექმნა უხერხულობა. სუ ლელურად ვუყურებდი მეგობრებს, რომელნიც მარუსიას კიცხავ დნენ. ბოლოს გონს მოვეგე და კვლავ მარუსიას დავუჭირე მხარი, ვთქვი, რომ მისი შენიშვნა მართებული იყო და მაგიდაზე მიხაკოს წერილი გავშალე. ვთქვი, თუ რამდენად რთული იყო ყველანაირი ინფორმაციის გარეშე ყოფნა და რამდენად მძიმე იყო მიღებული ამბები, მამის სიკვდილი, უძვირფასესი დედის მოგონება. მოზღვა ვებულმა გრძნობებმა ყელში მომიჭირა და საუბარი ვეღარ გავა გრძელე. ნუთუ მაპატიებენ, რომ სრული სიმართლე ვერ ვუთხარი? კეთილშობილი ოჯახი ბოდიშს მიხდიდა, რომ კიდევ ერთხელ გა ნმიახლეს ჭრილობა. სინამდვილეში, ყველაფერი კარგია, რაც კა რგად მთავრდება! ნიკოლსკების ამგვარი დამოკიდებულება მამხნევებდა; სწო რედ ეს დამეხმარა გამგზავრების წინ გამეფრთხილებინა ისინი და მეგობრულად გამოვმშვიდობებოდი. *** დღეები ნელა გადიოდა, მაგრამ მაინც ხომ გადიოდა. საქა რთველოდან ერთდროულად ორი წერილი მივიღე, ერთი ქუთაი სიდან, მეორე – ფოთიდან. ჩემი მეგობრის თხოვნით, კონკრეტუ ლი პიროვნება მატყობინებდა, რომ ხელისუფლებამ ჩემ წინააღ მდეგ საბრალდებო მასალები შეაგროვა და გადაწყვიტეს, სასამა რთლოში გამოვეძახებინე, რის გამოც ცენტრალურმა მთავრობამ ჩემი ციმბირიდან ქუთაისში ჩაყვანა მოითხოვა.„იმედი გვაქვს, მწერდა წერილის ავტორი, სანამ სანკტ-პეტერბურგიდან ტობო ლსკში მოვა ბრძანება, თავის დახსნას შეძლებ. საბუთების მი ხედვით, უმაღლესი სასჯელია გათვალისწინებული. ამასთან, გზა ციმბირიდან არანაკლებ რთული იქნება, რადგან სულ ცოტა ერთი წელი გაგრძელდება.“ 238 მეორე წერილი ბიძაჩემს, ერემი დოლიძეს ეკუთვნოდა. ისიც იმავე ინფორმაციას მაწვდიდა, რომელიც ქუთაისიდან მიეღო. მირჩევდა, უცხოეთში წავსულიყავი, რათა სიცოცხლე შემენარჩუ ნებინა.„ეს შენი ხსნის ერთადერთი გზაა. თუმცა რჩევების მოცე მის უფლება არ მაქვს, რადგან წესით, შენ უცხოეთში გამგზავრე ბასა და იქ სწავლის გაგრძელებას მე უნდა ვაფინანსებდე, თუმცა არანაირი შემოსავალი აღარ მაქვს. სამი წლის წინ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ნამდვილი კატასტროფა იყო ჩემთვის. ჩემი ვაჟი, გოგილო იძულებულია, დურგლის ხელობა შეისწავლოს, პურის ფული რომ იშოვოს. გოგილოც გამოგიგზავნის წერილს.“ წერილს პათეტიკური ტონით აგრძელებდა, ჰყვებოდა მამაც ქართველებ ზე, რომელნიც თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას ეწირებოდნენ, ახალგაზრდებზე, რომელნიც„ყინულოვან ციმბირ ში“ იხოცებოდნენ –„ჩემო ძვირფასო ხარიტონ, რით დაიმსახურე ასეთი მძიმე ხვედრი? როგორც ვიცი, ვანო გაქცეულია, ჩემი დანა რჩენი დისშვილები როგორ არიან? ღმერთმა დაგიფაროთ ყველა!“ მიხაკოს წერილის შემდეგ მიღებული ეს ორი წერილი მძიმე დარტყმაა იყო. თუმცა მათ უარი ვერ მათქმევინეს სამშობლოში დაბრუნების გეგმაზე. Alea jacta est. 1 მეტიც, გადავწყვიტე, რაც შე იძლება სწრაფად განმეხორციელებინა გეგმა. ყინულის დნობის მოლოდინში, ერთი სული მქონდა, პირველივე გემზე ავსულიყავი და საქართველოსკენ წავსულიყავი. მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იყო. გემი ტობოლსკიდან სენიპალატინსკში ჩამი ყვანდა, დაახლოებით სამი ათასი კილომეტრი იყო გასავლელი. იქ კი მეგობრები მყავს(სხვათა შორის, სოლოვეიჩიკმა დაჭერას ტარაში დააღწია თავი), ისინი დამეხმარებოდნენ ბაქოში ჩასვლა ში, იქიდან კი – აშხაბადში. დღეებსა და საათებს ვითვლიდი. სწო რედ ამ პერიოდში სანკტ-პეტერბურგიდან მანდატურთა ჯგუფი ჩა მოვიდა, რომელთაც პოლიტმატიმრები ჩამოიყვანეს, მათ შორის, ორი სოციალისტი აქტივისტი. რაკი მოლოდინის ფაზაში ვიყავი, ამიტომ ყველაფრისგან განცალკევებით მეჭირა თავი და ახალი ნაცნობობის დროც არ მქონდა. თუმცა ეს ორი სოციალისტი დიდი მონდომებით ეძებდა ერთადერთ ქართველს, რომელიც იქ იმყო ფებოდა. ვიფიქრე, რომ ქართველმა მეგობრებმა რაიმე დაავალეს ჩემთან და ამიტომ გადავწყვიტე, შევხვედროდი. 1 ლათინური გამოთქმა,„კამათელი გაგორებულია“(რედ.). 239 *** შეხვედრა შედგა. ეს ორი ადამიანი დიდი ხნის მიჩვეული იყო გადასახლებაში ყოფნას, ამიტომ ახალ ადგილზე მოხვედრისას, ახალი სანაცნობოს ძიებას იწყებდნენ. სიმპათიურები იყვნენ, ერთი უფრო მაღალი და ავტორიტარული გარეგნობის, მეორე – საშუალო ტანის, მუდამ მოღიმარი. ორივეს მოსწონდა წარსულზე საუბარი. ორივე მმართველის როლში იყვნენ, მიმაგრებულები იყ ვნენ ყველაზე დიდ რუსულ ქარხანას, პუტილოვს. არანაირი სპეციალური საქმე არ ჰქონდათ ჩემთან, რამაც ცოტა იმედი გამიცრუა. თუმცა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მომა წოდეს. ისინი ყველა ჩემს თანამემამულეს იცნობდნენ, 1906-1907 წლებში დეპუტატებს: ჟორდანიას და რამიშვილს, წერეთელსა და ჯაფარიძეს(ჩხეიძის არჩევის ამბავი ციხეში გაეგოთ), დიდი პატი ვისცემით საუბრობდნენ მათზე. თუმცა ერთ ქართველზე განსაკუთ რებული რიდით ახსენებდნენ:„დიდი რუსი, თუ უცხოელი ორატო რების გამოსვლები გვაქვს მოსმენილი, მათ შორის, თქვენი თანა მემამულეების, რამიშვილისა და წერეთლის, მაგრამ ამ ადამიანის სიტყვას ვერავინ შეედრებოდა. ათი წლის წინ, 1898 წელს, ჩვენი პარტიის შექმნისას, გადავწყვიტეთ, პირველი მაისის ღონისძი ებისთვის გამორჩეული ელფერი მიგვეცა. პუტილოვის ქარხანა რევოლუციური მოძრაობის სათავეში იყო, ამიტომ მთელი ყურა დღება მასზე უნდა ყოფილიყო. ფართომასშტაბიანი ორატორი გვჭირდებოდა. ამხანაგი ლენინი, რომლის დიდება მწვერვალებს აღწევდა, შესაფერისი არ იყო, არც სტაროვერი(პოტროსოვი), არც მარტოვი. შემთხვევით, დითირამბები მოვისმინეთ ქართული სო ციალ-დემოკრატიის მეთაურზე და გადავწყვიტეთ, ის შეგვერჩია. შესანიშნავი არჩევანი იყო, შეუდარებლად ისაუბრა. ძლიერი ხმა არ ჰქონდა, თუმცა საოცარი დამაჯერებლობით საუბრობდა. ის აგიტატორი არ იყო, მაგრამ ყველა მსმენელი მონუსხული უსმენდა. თითოეულ სიტყვას პირდაპირ გულში უდებდა აუდიტორიას და სა მუდამოდ ამახსოვრებინებდა. ჩვენს მუშებს დღესაც ახსოვთ მისი გამოსვლა და ციტატებსაც კი მოგიყვანენ“. ეს ქართველი ფსევდონიმით მოღვაწეობდა, ამიტომ მათ ვერ შეძლეს მისი გვარის გახსენება. თუმცა, როდესაც ვუთხარი, რომ ის ნამდვილად სილიბისტრო ჯიბლაძე იქნებოდა, მათაც აღიდგი ნეს სახელი და გვარი და მისი ამბები გამომკითხეს. გაირკვა, რომ სწორედ ამ მიზეზით სურდათ ჩემთან შეხვედრა. შუაღამისას გამო - 240 ვემშვიდობე და სანამ დავტოვებდი, ერთ-ერთმა ღიმილით შემო მხედა და მითხრა: – – თქვენი კარგი ფოტო შეურჩევია Illustré -ს. – – რომელი ფოტო ? რა Illustré? – ვიკითხე შეწუხებულმა, სწორედ გაქცევის წინა პერიოდში ჩემი ფოტოს გამოქვეყნება ნამდვილად ხელის შემშლელი იქნებოდა. – – ისეთი არაფერია, რაც თქვენ გულისწყრომას გამოიწვევს, მომიგეს ღიმილით. მოსკოვში გამომავალი ყოველთვიური გაზეთის, Русское Слово-ს დამატება გამომიწოდეს. პირველივე გვერდზე, ფოტოების ბოლოში ეწერა:„პოლიტპატიმრების ჯგუფი, თავადი ანდრონიკა შვილი და მღვდელი ბრეხნიჩევი სათავეში.“ ჩამონათვალში ჩემი გვარიც იყო, რა უბედური დამთხვევაა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მეოთხე დარტყმა იყო. ეს კი საბოლოოა. კიდევ რა უნდა მოხდეს? ამ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც ერთმა იკითხა: – – თვითონ გაზეთი სად არის ? იქ ერთი სტატიაა, რომელმაც შე იძლება ჩვენი მეგობარი დააინტერესოს. ვინმე პეტროვს იცნობთ ბათუმიდან, თუ ქუთაისიდან ? – – დიახ. რა ხდება ? გაზეთიც მოიძიეს და გაშალეს. ეს სწორედ ის პეტროვი იყო, ქუთაისის ციხიდან დაჩქარებით რომ გაიყვანეს, რათა ტფილისში გადმოეყვანათ, რათა 1906 წლის ადრეულ გაზაფხულზე იქ გაესამა რთლებინათ. ეს ინფორმაცია თავად პეტროვმა მოგვაწოდა საკმა ოდ დრამატული გამომშვიდობებისას. პეტროვი მოსკოვთან დასახლებულა, ოვსიანიკო-პეტრენკოს გვარით; საავადმყოოს ექიმი და დირექტორი გახლდათ. მოსკოვში ყოფნისას ორი სტუდენტი შემოხვდა, მათ იცნეს პეტროვი, ისინი ერთად სწავლობდნენ გიმნაზიაში. ერთ-ერთი გახლდათ კაპლუ ნოვი. პეტროვმა ისინი საავადმყოფოში წაიყვანა, კარგად მიიღო. თუმცა სტუდენტები კარგად იცნობდნენ მის საქმიანობას, ამიტომ მოუწოდეს, სასწრაფოდ დაეტოვებინა ქალაქი, წინააღმდეგ შემ თხვევაში სიმართლეს ფარდას ახდიდნენ. კაპლუნოვი ბათუმში მომუშავე პროვოკატორი აღმოჩნდა. 1905 წლის ნოემბრის ნაადრევად აფეთქებული ამბოხის შე მდეგ, რომელიც ცარისტულმა რაზმებმა ჩაახშო, ლიდერებმა, ჩხე იძის თაოსნობით, ბიურო ქუთაისში გადაიტანეს, მათთან ერთად 241 წავიდა„ამხანაგი პეტროვიც“. ჩემი ამხანაგები ენდობოდნენ პე ტროვს, რომელიც მათთან ერთად იჯდა ქუთაისის ციხეში. მაგრამ ციხე უეცრად დატოვა, ჩვენ ის დაკარგულად მივიჩნიეთ, რაკი არა ნაირი ცნობა არ გვქონდა. თუმცა, ცარისტულ რაზმებთან ერთად „კახეთის სადამსჯელო ექსპედიციაში“ მონაწილეობდა, ექიმის რანგში, ოვსიანიკო-პეტრენკოს გვარით. პეტროვმა იცოდა, რას ვსაქმიანობდი ქუთაისის ციხეში, როგორ ვქმნიდი ალიბის სხვადასხვა პატიმრისთვის, ვისი სიცოცხლეც სა ფრთხის ქვეშ იყო. ახლადჩამოსულები გამთენიისას, ორ საათზე დავტოვე. ახალმა ამბებმა სრულად შეცვალა ჩემი გაქცევის გეგმა. სხვადასხვა დაბ რკოლებას წარმოსახვაში ვეწინააღმდეგებოდი, რათა საბოლოოდ მაინც დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ამაოდ! სამშობლოსკენ კი არა, სხვა მიმართულებით უნდა წავიდე, ახალ გადასახლებაში, უცხოეთში! მეხუთე ნაწილი თავი I ჩავარდნილი გაქცევა ნაოსნობა ძალიან მალე აღდგებოდა, თუმცა ჩემი მომზადებუ ლი გეგმა ერთი ხელის მოსმით ჩავარდა. დაჭერის ბრძანება კი დღე-დღეზე მოვიდოდა სანკტ-პეტერბურგიდან. ჩემი ერთადერთი იმედი რუსული ბიუროკრატიის ნელი მუშა ობა იყო, რამდენიმე დღეში მოსაგვარებელ საქმეს კვირეებს და თვეებსაც კი ანდომებდნენ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება თვი თმკვლელობის ტოლფასი იყო. თუმც, სიკვდილი არ გვაშინებდა. მეტიც, სიცოცხლეს ვწირავდით ჩვენი იდეალისთვის ბრძოლას, თავისუფლებისა დემოკრატიის აღდგენას, იმ ჯაჭვების გაწყვეტას, რომელსაც ხალხის თავისუფლება ჰყავდა ტყვედ. ასევე ფსიქო ლოგიური კანონიც მოქმედებდა, რაც უფრო მეტს ვიტანჯებოდით იდეალისთვის, უფრო მეტად ვეჯაჭვებოდით მას და უფრო მეტად გვიპყრობდა აზრი, რომ ჩვენი საქმე ფუჭად არ ჩაივლიდა. ჩვენი იდეალი, მცდარიც რომ ყოფილიყო, ფარად გვენთო და მორალურად გვამხნევებდა. მსგავსი რამ არასდროს განმიცდია, საშინელმა ეჭვებმა შემიპყრო და ჭიასავით მღრღნიდა, როგორ უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა, თუ უცხოეთში წავიდოდი? რა აზრი ექნებოდა ჩემს სიცოცხლეს ჩვენი იდეალისთვის? უმჯობე სი არ იქნებოდა, ირტიშში დამეხრჩო თავი, ვიდრე ჩემს ქვეყანას დავშორებოდი? ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით კი, ისტორიკოსი პისარევსკი ამ სატანჯველიდან თავის დაღწევაში დამეხმარნენ და ამიხსნეს, რა სარგებელი ექნებოდა გაქცევას. ახალი გეგმა შევადგინე. ადვილი საქმე როდი იყო, ასამდე პა ტიმარი გაიქცა უცხოეთში, თავისი სურვილის მიხედვით. თუ დაი ჭერდნენ, ერთადერთი საფრთხე ისევ დეპორტაციის ადგილზე მო ბრუნება იქნებოდა. მე განსაკუთრებული მდგომარეობა მქონდა. ჩემი გამგზავრება ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ იგეგმებოდა, ამასთან, თუ გეგმა ჩავარდებოდა და დამიჭერდნენ, ყველაფერი დასრულდებოდა. 246 ევროპაში გასვლისთვის უმოკლესი გზა ურალზე და ცენტრალურ რუსეთზე გადიოდა. ამ გზას გადიოდნენ ჩემი წინამორბედები კო ნტრ-რევოლუციის პირველ პერიოდში. მოგვიანებით, თეთრი ტე რორისას, როდესაც ყოველ დილას გაზეთებში რუსეთის სხვადას ხვა ქალაქში ჩამომხრჩვალთა დიდ სიას ვეცნობოდით, პოლიციამ მეტი ყურადღება გამოიჩინა აღნიშნულ გზებთან მიმართებით, ეს გზა მეტად იყო გაკონტროლებული. გასაქცევად სხვა მიმართლე ბებიც იყო, აღმოსავლეთ ციმბირიდან ჩინეთში, ან ვლადივოსტო კი იქიდან კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში. ამ უკანასკნელ ვარიანტს ჩემი მეგობრები ნაკლებ სახიფათოდ მიი ჩნევდნენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დავთანხმებო დი. თუმცა ჩემი ღრმა დაკვირვებით, პირველი ვარიანტი ჯობდა, რადგან აღარავინ რისკავდა უკვე კარგად ნაცნობი გზით გაქცევას, რაკი ცნობილი იყო, რომ მაქსიმალურად კონტროლდებოდა, ამი ტომ ჩემი აზრით, პოლიციის ყურადღებაც მეორე გზაზე უნდა ყო ფილიყო გადმოტანილი. მაინც პირველი გზა შევარჩიე და მეგო ბრები გავაოცე. ერთ კვირაში პირველი გემი ჩამოივლიდა. *** ჩემი მეგობარი პოლონელის მოლოდინში, მის მიერ შექმნილ რუსულ სიმღერას ვიმეორებდი. ერთი სიტყვაც არ იცოდა რუსუ ლად, მაგრამ განუწყვეტლივ ღიღინებდა ამ სიმღერას:„საიდან გაჩნდი? – მე მუჰომიტიდან ვარ.“ უკანასკნელ სიტყვებს მისტიკურ დატვირთვას ანიჭებდა, გამორჩეულად წარმოთქვამდა, მაგრამ როდესაც შენიშნა, რომ ამის მოსმენა არ მსიამოვნებდა, მითხრა: – – შევწყვეტ სიმღერას, თუ ერთი მშვენიერი გოგონას დაპა ტიჟების უფლებას მომცემ. ყველა მას დასდევს, ყოველ საღამოს დაპატიჟებულია. – – დაპატიჟე, ვინ გიშლის, ძვირფასო ? თუ იმ დროს სახლში არ ვიქნები, არც ესაა პრობლემა. – – ჰო, მაგრამ ის არ მოვა, თუ შენ არ იქნები სახლში, ამიტომ გთხოვ, ერთი დღე დავნიშნოთ. – – სტანისლას, გთხოვ, მაპატიო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს დავგეგმავ წინასწარ. მშვენიერი გოგონა, რომელზეც სტანისლასი მესაუბრებოდა, მოსკოვიდან ახლადჩამოსული პოლონელი სტუდენტი იყო. ყველა პატიმრის ყურადღება მისკენ იყო მიმართული, ნამდვილად მშვე - 247 ნიერი იყო, როგორც ეს პოლონელებს სჩვევიათ. განათლებული იყო და ინტელექტუალებთან საუბრის გაბმაც შეეძლო. ის ექიმ რე ნოსთან გავიცანი და შემდეგ ლიბერმანთანაც შევხვდი. სწორედ წინა საღამოს პისარევსკებთან იყო მიწვეული და მეც მთხოვეს მისვლა. იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. ჩემი ოთახის ამხანა გს ბევრი სმენოდა ამ გოგონაზე, თუმცა ჯერ არ იცნობდა. ჩემი და სტანისლასის საუბრის დღესაც კი პროფესორმა ვოლკოვმა მთხო ვა, საღამოს მასთან მივსულიყავი სტუმრად, თან დასძინა: – – გვექნება სიამოვნება, მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ გო გონასთან წარგადგინოთ. მოვუბოდიშე და ავუხსენი, რომ საღამოს ვერსად გავიდოდი. მომდევნო დღეს, პისარევსკებმა ვიზიტის შესახებ გამაფრ თხილეს, თუმცა არ უთქვამთ, რომ„პოლიტიკური კოლონიის სი ამაყეც“ უნდა მოეყვანათ. პირველივე სიტყვებისას დიდი ნდობა გამოიწვია ყველა მსმენელში. პისარევსკებმა წუხილი გამოთქვეს ჩემი გამგზავრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ყველა დამერწმუნებინა, რომ ჯერ არაფერი იყო დაზუსტებული, ნებისმიერი საუბრის საგანი ჩემი გამგზავრება ხდებოდა. ახალგა ზრდა პოლონელმა შემომთავაზა, ცოტა გადამედო მგზავრობა, რა დგან ისიც გეგმავდა წასვლას. სწორედ ამ დროს, პისარევსკი მიხ ვდა, რომ ეს საუბარი უხერხულობას მიქმნიდა, ამასთან, გეგმის ამ გვარად გაცხადება სარისკო იქნებოდა, ამიტომ საუბარში ჩაერთო და თქვა, რომ ეს მხოლოდ„გამგზავრების გეგმა“ იყო და არაფერი ჰქონდა საერთო გაქცევასთან. იმპულსურმა პოლონელმა გოგო ნამ წამოიძახა,„პორტის პლატფორმამდე გავაცილებ!“ ოთხშაბათს, 00:30-ზე ტიუმენიდან მდინარე ტურაზე პირვე ლი გემი დაიძრა. ამ მდინარეში მოსახვედრად გემი ირტშისა და მის შენაკადს, ტობოლს მიუყვება. დღის განმავლობაში ჩემს პო ლიტიკურ თანამოაზრეებს გამოვემშვიდობე, საღამოს კი ნიკოლს კებთან წავედი გამოსამშვიდობებელ ვახშამზე. გემზე ბოლო წუთს უნდა ავსულიყავი, პლატფორმაზეც მარტო უნდა მივსულიყავი, რომ პოლიციას არ შევენიშნე. სტანისლასმა ჩემი პატარა ჩემოდა ნი ნაპირთან ახლოს დატოვა. პისარევსკის გამოთქმულ აზრს ვი მეორებდი, რომ ეს დაგეგმილი მგზავრობა იყო, რათა სწავლა და მემთავრებინა. ნიკოლსკებს გული სწყდებოდათ, რომ მივდიოდი, თუმცა კმაყოფილები იყვნენ, რომ უცხოეთში მშვიდად შევძლებ დი ინტელექტუალური სამუშაოების განხორცილებას. 248 სასიამოვნო საღამო შედგა. დამშვიდობების სცენა ძლიერ ამაღელვებელი გამოვიდა. ზუსტად შუაღამეს გამოვედი მათგან. ვეროჩკამ და მარუსიამ 1 ნებართვა ითხოვეს, ერმაკის ძეგლამდე მივეცილებინე, საიდანაც ეტლით გავაგრძელებდი გზას. გოგონებ მა ცოტა ხანს შემაყოვნეს ძეგლთან. მეეტლე ნელი სვლით დაი ძრა. პორტის მიმდებარედ ჩამოვედი და დარჩენილი გზა ფეხით განვაგრძე. პლატფორმას მივუახლოვდი და შევნიშნე, გემი უკვე დაძრული ყო. უეცრად უამრავი ადამიანი დაიძრა ჩემი მიმართულებით. ჩემი ამხანაგი პოლიტმატიმრები; ჩემს დანახვაზე სიცილი წასკდათ. გოგონები ჩემკენ გამოიქცნენ და ყვავილებს მესროდნენ, მათ შო რის ცნობილი პოლონელი სტუდენტიც შევნიშნე. ქუდი მომხადეს, თმას მქაჩავდნენ, მე კი მხრებჩამოყრილი ვიდექი. რაღაც დროის შემდეგ გონს მოვეგე და ვკითხე, ნუთუ ეს არის ჩემი გამხნევების საუკეთესო საშუალება მეთქი. ამ დროს პისარე ვკსკები მომიახლოვდნენ, დამამშვიდეს და წამჩურჩულეს:„გილო ცავთ, საუკეთესო შემთხვევა იყო, რადგან პოლიცია იყო მოსული ბაქანზე თქვენ დასაჭერად. თუმცა, სად გინახავთ, ადამიანი გასაქ ცევად ემზადებოდეს და ამდენი ხალხი აცილებდეს?“ მეტ-ნაკლებად უკეთ ვიგრძენი თავი. ამასთან, მიუღებელი იყო ასეთ მხიარულ საზოგადოებაში მოწყენილი სახის მიღება. შევა გროვე ჩემთვის მოტანილი ყვავილები, რომელიც ასეთი იშვიათო ბა იყო ამ მხარეში. ერთი სიტყვის თქმის თავიც არ მქონდა, ამი ტომ, მადლობის ნიშნად, ხელზე ვაკოცე ქალბატონს, რომელმაც თაიგული მომართვა. იმპულსური პოლონელი სტუდენტი გადამე ხვია და დანარჩენებმაც მიბაძეს. როდესაც პისარევსკი ჩაერთო სცენაში, სწორედ მაშინ დავაფასე კლასიკური პოლონური ულ ვაშის მიმართ საერთო პატივისცემა; მან ჩემ გარშემო შექმნილი წრიდან გამომიყვანა და თავისთან წამიყვანა. ჩვენი მისვლით გამოწვეულმა ხმაურმა მისი ათი თვის გოგო ნა გააღვიძა და დედას მოუხმო. რაც ერთგვარად კარგიც იყო, მა რტო დავრჩით სასაუბროდ, როგორც პისარევკსიმ შენიშნა,„მა რტო უფრო მშვიდად ვისაუბრებთ და მომხდარს შევაფასებთ. სა სწრაფოდ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. პირველ რიგში პოლიციის მოქმედებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხომ არ ჯობს, თქვენი 1 მარუსიამ მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და 1917 წლის რევოლუციისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რის გამოც დროები თმა მთავრობამ გმირად გამოაცხადა(ხ.შავიშვილი). 249 დეპორტაციის პირველად ადგილზე, ობდორსკში გადაყვანა შეუ თანხმოთ ხელისუფლებას? რაკი ეცოდინებათ, რომ მიემგზავრე ბით, პოლიციაც აღარ მოგაქცევთ ყურადღებას, თქვენ კი სხვა მი მართულებით გამგზავრებას შეძლებთ.“ ეს იდეა გონივრულად მეჩვენა, სხვადასხვა ასპექტში გამიმა რტივებდა გაქცევას, გადასახლებულთა კოლონიას მოეხსნებოდა პასუხისმგებლობა, რაც ტერიტორიის არდატოვების ზედამხედვე ლობას გულისხმობდა, აღარც სინდისი დამტანჯავდა, რომ ჩემი გაქცევით შეიძლებოდა, ჩემს მეგობრებს რაიმე საფრთხე შექ მნოდათ. ხელისუფლებისთვის ჩემი მოთხოვნა სასიამოვნოც კი იქნებოდა. მეორე დილითვე ვესტუმრე გუბერნატორ განდატის. გაირკვა, რომ სწორედ იმ დილით ჩემი ადმინისტრაციაში მიყვანის ბრძა ნება გაუცია. ჩემს შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა. მეც კმაყოფილი ვიყავი, რადგან გავიგე, რომ ობდორსკისა და ომსკის მიმართულებით წამსვლელი გემები ერთ დროს გადიოდა. გავითამაშებდი, რომ ობდორსკის გემზე ავედი და სინამდვილეში მეორე გემზე ავიდოდი. თავი II აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოსკოვური თავგადასავალი ადმინისტრაციული სამსახურებისთვის თვალის ასახვევად ობ დორსკის ბილეთი შევიძინე. როგორც კი გემი ჩამოდგა, დიდი ბა რგით ავედი(ლეიბი, გადასაფარებლები, ბალიშები და სხვ.); იმდე ნად ბევრი რამ მქონდა, რომ ატანაშიც მომეხმარნენ. შემდეგ გე მბანზე სეირნობას მოვყევი. გემის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოვედი, ბარგიდან არაფერი წამომიღია, გამცილებელთა ბრბოს შევერიე და მეორე გემისკენ დავიძარი. ერთადერთი საკითხი მაღელვებდა, როგორ უნდა ამეღო პირ ველი კლასის ბილეთი და როგორ განვთავსებულიყავი, ისე, რომ გემის გასვლამდე არ შევემჩნიე. გვერდით მოხუცი ქალბატონი მედგა, იქვე მყოფ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭს მი მართა:„ძვირფასო, აი, 20 რუბლი და ომსკის გემის, პირველი კლა სის ბილეთი მიყიდე, გასამრჯელოსაც მიიღებ.“ მეც იმავეს გაკეთება დავაპირე, ხელი ჯიბისკენ წავიღე, რათა საფულე ამომეღო. მაგრამ თან ბოლომდე ვერ ვენდობოდი ამ ახალგაზრდას. ამასთან, ბიჭი უკვე დაგვშორდა. ვიდექი და გამოსავალს ვეძებდი. ბიჭი ორი ბილეთით დაბრუ ნდა. ქალბატონმა 50 კაპიკი აჩუქა. სანამ მიბრუნდებოდა, მე შე ვაყოვნე,„ერთი პირველი კლასის ბილეთი ომსკისკენ“, – ვუთხარი მორიდებულად. 20 რუბლი გავუწოდე, ხელით ერთი ვანიშნე და დავამატე,„ორმაგი გასამრჯელო გექნება“. ვიგულისხმე, რომ ერთ რუბლს მივცემდი, თუმცა ბიჭმა ეს ბილეთის გაორმაგებულ ფასად მიიღო. უკან დაბრუნებულმა არც ხურდა დამიბრუნა და კიდევ 10 რუბლის დამატებაც მომთხოვა. გემი უკვე ადგილზე იყო, კამათის დრო არ მქონდა. 5 რუბლი მივეცი. გემზე ავედი და ხალხს შევერიე. მშვიდობით ტობოლსკო! 251 *** ირტიში კალაპოტიდან გადადიოდა, ზოგიერთ ადგილას კაპიტა ნს უჭირდა კიდეც ტრაექტორის დაცვა. გზად გემებს ვხვდებოდით, ზოგი გორაკებს შეჯახებოდა, ზოგიც, კლდეებს შორის იყო გაჭედი ლი და დახმარებას ითხოვდა. ჩვენი გემიც ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა და ხელახლა დაძვრისთვის დიდი ძალისხმევა იყო სა ჭირო. შვიდი დღის განმავლობაში ვიბრძოდით დინების საწინა აღმდეგოდ. ჩვენ შორს ყველაზე გამოცდილებსაც კი აკვირვებდა უდიდესი ტალღები. მე ერთი რამ მადარდებდა: რამდენ ხანს გა გრძელდებოდა ეს მგზავრობა და თუ დამრჩებოდა ფული გზის გა საგრძელებლად? მართლაც ძალიან ბევრი დავხარჯე, ერთი მხრივ ობდორსკის ბილეთში და მეორე მხრივ გასამრჯელოს გადახდი სას. თუმცა ასეთი მოგზაურობისთვის ჩვენ თავად არ ვიხდიდით ყველა ხარჯს. მთავარი იყო, ომსკამდე ან ტიუმენამდე ჩავსული ყავით, იქ კი ფარული ორგანიზაციები ერთვებოდნენ საქმეში და ჩელიაბინსკში, სამარაში, ან კიდევ სხვაგან აგზავნიდნენ გაქცეუ ლებს. შემდეგ მისამართზე სხვა ორგანიზაციები უწევდნენ დახმა რებას და ა.შ. მაშ, რატომ უნდა მენერვიულა, მე ხომ ყველა დიდი ქალაქის ორგანიზაციაში მიცნობდნენ, მე კი მათი მისამართები მქონდა. მაგალითად, ომსკში უნდა მივსულიყავი ამხანაგ სედოვთან, ის კი ყველა საკთხს მოაგვარებდა. გემზე ყოფნისას ხშირად ვხვდებოდი ორ ქალბატონს, რომელ ნიც ყურადღებით მიყურებდნენ და ეს ფაქტი მაშფოთებდა. მიუ ხედავად იმისა, რომ სიმპათიურად გამოიყურებოდნენ, შთაბეჭდი ლება მექმნებოდა, რომ მაკვირდებოდნენ. ათი დღის შემდეგ ომსკში ჩავედით. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჟენევიდან გამოგზავნილ საფოსტო ბარათს, ჩემი ძმის, ვანოს ხელნაწერს ვცნობდი, მაგრამ სამწუხაროდ, გამომგზავნის მისამართი არ ეწერა, მხოლოდ გვარი:„თავადი ამილახვარი“. იქვე საპასუხო ბარათი დავწერე:„ჟენევისკენ მოვდივარ, არ ვიცი, რა გზით. დროებით. ხარიტონი“. მისამართის ადგილას მივუთითე „თავადი ამილახვარი, შვეიცარია“. ჩემი თანამგზავრი ორი ქალ ბატონი გემბანზე დამხვდა. მხოლოდ ერთი რუბლი მქონდა და რჩენილი, ამიტომ ქალაქში გავედი, რომ ამხანაგი სედოვი მენახა, მისთვის ფული გამომერთმია და ჩელიაბინსკის მატარებლის ბი ლეთი მეყიდა. ვერავინ მიმასწავლა მისი ზუსტი მისამართი. ქალა - 252 ქი ჭაობზე იდგა და რაკი საღამო ახლოვდებოდა, მე კი ორიენტა ციას ვერ ვიღებდი, ეტლი დავიქირავე. გზად ორჯერ ჩაეფლო ტალახში და იძულებული ვიყავი მე ეტლეს დავხმარებოდი. იმედგაცრუებულმა, ბოლოს ვთხოვე, მი თითებული ქუჩა მიესწავლებინა. მას ჩემი უკანასკენელი ფული გავუწოდე, ის კი დაბნეული მიყურებდა და არაფერს მპასუხობდა. ბოლოს მივაგენი სედოვის სახლს. ადგილზე მაღალი, წვეროსანი კაცი დამხვდა. მითხრა, რომ სედოვი ამ მისამართზე აღარ ცხო ვრობდა და ვერც ვერანაირად გავიგებდი მის ახალ ადგილსამყო ფელს. თუმცა ეს კაცი თავად სედოვი იყო. დაღლილი და უიმედო, პორტის პლატფორმაზე მივბრუნდი. მა ტარებელი ერთ საათში გავიდოდა. უბედურების სრულყოფისთვის, შევნიშნე, ის ორი უცნაური ქალბატონი ისევ პორტში რჩებოდნენ. მით უარესი ჩემთვის, მაინც ჩავარდა ჩემი გეგმა, რაკი ვეღარ გავა გრძელებ გზას. უეცრად, ახალგაზრდა ქალმა ბარგი უფროსს ქალ ბატონს მიაბარა და მომიახლოვდა: – – ბატონო, რა დაგემართათ, ასე რამ დაგაღონათ ? რით შემი ძლია დაგეხმაროთ ? – – ასეთმა მოურიდებელმა კითხვამ შემაშფოთა, თუმცა ზრდი ლობიანად მივუგე: – – არაფერია, ქალიშვილო, არაფერზე ვდარდობ, არაფერი მჭირდება, გმადლობთ. – – დაჟინებით შემომხედა და მითხრა: – – გათხოვილი ვარ, ამიტომ, ქალბატონო... – – შევაწყვეტინე: – – ბოდიშს გიხდით, ქალბატონო... – – გმადლობთ. სწორედ ჩემს ქმართან შესახვედრად წამოვე დი ტობოლსკიდან, დედა თან მახლავს. ჩემი მატარებელი მალე გავა, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავტოვო პორტი. სა ვარაუდოდ, თქვენც სადგურში მოდიხართ, გთავაზობთ, ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ. ნებისმიერ ვარიანტში, პლატფორმა უნდა დატოვოთ, რაკი ეს ადგილი რამდენიმე წუთში იკეტება. როგორც ვხედავ, ბევრი ბარგი არ გაქვთ და მადლობელი დაგრჩებით, თუ დამეხმარებით. ტობოლსკიდან გამომგზავრებისთანავე ეს ქალები მეუცნაურ ნენ. მოგზაურობის პერიოდში კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა ეს გრძნობა, ახლა კი სულ დავიბენი. საშუალებას არ მიტოვებდა, შეუ მჩნეველი დავრჩენილიყავი. ეს ქალი საოცრად კეთილი, ან საოც - 253 რად ბოროტი განზრახვით იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, არჩევანი აღარ მქონდა. ნებისმიერ ვარიანტში სადგურში უნდა წავსულიყა ვი. ჩემს საშინელ იღბალს ვეღარაფერი დააზარალებდა ამაზე მე ტად. ამიტომ ვუპასუხე: – – მართლაც, მეც სადგურში უნდა წავიდე და სიამოვნებით დაგეხმარებით. – – როგორც იქნა! დედა, მოდი, მივდივართ! იმ მოცურავეს ვგავდი, უკანასკნელი ძალებით რომ ებრძვის ტა ლღებს, ბოლოს კი უიმედოდ ნებდება. როდესაც ადგილზე მივე დით, ახალგაზრდა ქალმა მითხრა: – – ჩვენ ტომსკისკენ მივდივართ, თქვენ, ალბათ საპირისპი როდ, არა ? – – როგორ გითხრათ, სამარამდე. ქალბატონი ბილეთების საყიდლად წავიდა და მთხოვა, ბა რგისთვის ყურადღება მიმექცია. შემდეგ დედას ოდნავ მოშორდა და ჩუმად მითხრა: – – სრულ სიმართლეს არ ამბობთ. განვრისხდი, თუმცა ბრაზი მოვთოკე და იმავე ტონით მივუგე: – – ქალბატონო, გეთაყვათ, რისი თქმა გინდათ ? არაფერი მიპასუხა, თუმცა, გამარჯვებულის ღიმილი მომაგება. ძალიან შევშფოთდი. როდესაც უკან მობრუნდა, მითხრა: – – კნიაზ, გამომყევით. ასეთმა მომართვამ გამაოგნა და დაბნეული გავყევი. მან დარ ბაზი გადაჭრა, რკინიგზის ხაზის მეორე მხარეს გადავიდა და ახ ლად ჩამომადგარ მატარებელთან გაჩერდა. აქამდე არც კი დავკ ვირვებივარ, მხოლოდ ახლა შევნიშნე, როგორი გრაციოზული იყო. მომიბრუნდა და ავტორიტარული ტონით მომმართა: – – თქვენ ამ მატარებლით გაემგზავრებით. ჩემი მატარებელი ოცი წუთის შემდეგ მოვა. გადავწყვიტე, ბილეთის გარეშე მემოგზაურა. გააზრებული მქო ნდა, როგორი სახიფათო იყო ეს საქმე. მასთან დამშვიდობებას ვა პირებდი, როდესაც მეგობრული ხმით მითხრა: – – დამშვიდობება გადაკოცნის გარეშე არ შეიძლება, თუ ნებას მომცემთ, სამჯერ გაკოცებთ შუბლზე. დავიბენი, ხელზე ვეამბორე, მან კი, შეთანხებისამებრ, შუბლზე მაკოცა. ვაგონში რომ ავედი, იქიდან ვკითხე სახელი. – – ანასტასია პეტრეს ასული. 254 მივანიშნე, რომ ეს ინფორმაცია სრული არ იყო და გვარი არ უთქვამს. მიპასუხა, რომ გვარს მოგვიანებით მომწერდა და პატარა პაკეტი გამომიწოდა. მატარებელიც დაიძრა. ‒ მადლობთ, ნახვამდის, გამოვძახე დაძრული მატარებლიდან. – – მშვიდობით, კნიაზ! ასე მხოლოდ პოლიტმატიმრები მეძახდნენ და გავოცდი, რო დესაც უცხო ადამიანმაც ამგვარად მომმართა. შეცბუნებული ვი ჯექი. მარცხენა ხელში ის პატარა შეფუთვა მეჭირა, რომელიც ანა სტასიამ მომაწოდა. ვერც გარშემომყოფთ ვამჩნევდი, ვერც გასუ ლი დრო შევნიშნე. უეცრად, ვიღაცამ შემანჯღრია: – – უკვე მესამედ გთხოვთ ბილეთს, წარმოადგინეთ ის! კონტროლიორს ვუთხარი, რომ არაფერი გამიგია და ჯიბიდან ცარიელი საფულე ამოვიღე, შემდეგ ძებნა განვაგრძე. კონტრო ლიორმა გზა განაგრძო და დამიბარა, რომ მობრუნდებოდა ჩემი ბილეთისთვის. ბილეთით, თუ მის გარეშე, უახლოეს ქალაქამდე, პეტროპავლევსკამდე უნდა მივსულიყავი. იქ კი ფარულ ორგანიზა ციას მივმართავდი. ინსტიქტურად არარსებული ბილეთის ძებნა შევწყვიტე. ცოტა ხანში კონტროლიორი დაბრუნდა. – – სამი გაჩერება გამოვიარეთ. რაკი დამარწმუნეთ, რომ ბილე თი გქონდათ, ამიტომ დაგტოვეთ მატარებელში, ახლა კი პოლიცი ას ჩაგაბარებთ. – – მით უარესი! მზერა პატარა შეფუთვაზე გადავიტანე, რომელიც მარცხენა ხელში მეჭირა. გაუაზრებლად გავხსენი. უეცრად, დავინახე, რომ შიგნით იდო სამარას ბილეთი, მესამე კლასი, 5 რუბლი და 50 კაპ. თანხა, 10 რუბლის ოდენობით და პატარა ბარათი:„ძვირფასო კნიაზ, ტობოლსკიდან გამომგზავრებისთანავე ბევრი ფული და ხარჯეთ, სავარაუდოდ, ომსკში თანხა აღარ გეყოფოდათ. ვიფიქრე, რომ დაგეხმარებოდით და ომსკში იმიტომ გელოდებოდით პო რტში. მეგონა, მიხვდებოდით. არ გითხარით, არ მინდოდა ამეფო რიაქებინეთ, ჩემი ქმარი ოფიცერია. ერთ თვეში უნდა შევხვდე და ამიტომ წამოვედი ტობოლსკიდან. ჩემს გვარს თქვენთვის მნიშ ვნელობა არ აქვს. მე ვიცი, ვინც ხართ და თავად მოგწერთ. აქ მოგ ზაურობისთვის აუცილებელ ატრიბუტებს ნახავთ. მაპატიეთ, რომ მეტად ვერ გეხმარებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!“ 255 ვერაფერი გავიგე. უეცრად მატარებელი გაჩერდა. გიჟივით წამოვფრინდი და კონტროლიორთან გავეშურე, რათა პოლი ცია არ გამოეძახა. ტრიუმფალური ჟესტით ბილეთი გავუწოდე და ვუთხარი: – – როგორც იქნა, ვიპოვე! – – უკეთესი თქვენთვის. რაკი სამარამდე მქონდა ბილეთი, პეტროპავლევსკში, ან კუ რგანში ჩამოსვლა აღარ დამჭრდებოდა. ახლა ჩელიაბინსკში ჩა ვიდოდი და იქ შევიცვლიდი მატარებელს. ამასთან, შემთხვევით ვისარგებლებდი და დამატებით ფინანსებს მოვიძიებდი. ორგანი ზაციის უფროსის მოსაძებნად გავედი. ქალაქში ორ დეპორტირე ბულს შევხვდი. ახალგაზრდა ქართველი გლეხები, უპოვრები, და ღლილები და მშივრები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ კურგანიდან იყ ვნენ გამოქცეულები ერთი კვირის წინ და საქართველოში ფეხით მიდიოდნენ. იქვე გავუყავი ყველაფერი, რაც მქონდა. მაგრამ რაკი ომსკის გამოცდილება უკვე მქონდა, მხოლოდ ორი რუბლი მივეცი, დიდი წუხილით გამოვემშვიდობე და ჩემს გზას დავადექი. *** შუადღისთვის უკვე სამარაში ვიყავი. სასწრაფოდ სალარო სთან მივირბინე, სანამ მოსკოვის ბილეთს არ ვიყიდდი, ვერ გა ნვსაზღვრავდი, სახარჯოდ რა ოდენობის თანხა მქონდა. ომსკი დან წამოსვლის მერე არაფერი მეჭამა და ჯერ ვერაფრის ყიდვას ვბედავდი. აქ ფარული ორგანიზაციის სამი კომიტეტის მისამართი მქონდა და ისინი დამეხმარებოდნენ მოგზაურობის უცხოეთში გა გრძელებაში. ბილეთი შვიდი რუბლი ღირდა, გზაში, დაახლოებით, ოთხი დღე დაგვჭირდებოდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათი მქონდა, ამიტომ ქალაქში გავედი ორგანიზატორებთან შესახვე დრად. ამაო მცდელობა აღმოჩნდა. მოვბრუნდი და ხიდზე შევჩერდი, ვოლგას ვაკვირდებოდი. პირველად ვნახე ასეთი გრძელი ვიადუკი. სურვილი გამიჩნდა, გამესეირნა ხიდზე, მაგრამ მარტო თუ გავიდო დი, მომეჩვენა, რომ თვალშისაცემი ვიქნებოდი. უეცრად ახალგა ზრდა, ლამაზი ქალი მომიახლოვდა ბავშვთან ერთად, ხელში ჩა ნთები ეკავა. ჩანთები დაალაგა და მომმართა: – – ბატონო, ხომ ვერ დამეხმარებოდით ? ბავშვი დაიღალა, ხელში აყვანას მთხოვს. 256 ვორჭოფობდი, რადგან ვშიშობდი, მატარებელზე არ დამგვია ნებოდა. ქალბატონს ეგონა, რომ ვერ გავიგე და წინადადება გამი მეორა. ამ დროს შევნიშნე, ჩემკენ პოლიციელი მოდიოდა, ამიტომ ჩავიბუტბუტე, რომ სიამოვნებით დავეხმარებოდი. ბავშვი სასწრაფოდ ავიყვანე ხელში და ყველაზე მძიმე ჩანთაც ავიღე. ჩქარი ნაბიჯით შევუდექი გზას. ქალმაც აიღო ჩანთა და სიტყვის უთქმელად გამომყვა. ამ სურა თის დანახვისას პოლიციელმა ალბათ ჩათვალა, რომ მისი ქმარი ვიყავი და აღარ აგვდევნებია. ქალბატონი მიხვდა, რომ დელიკატურ მდგომარეობაში ვი ყავი. სახლში მისვლისას ჩანთიდან მსხლები ამოიღო და გამო მიწოდა, შემდეგ სადგურამდე გამომყვა, რათა ხიდზე მარტო არ გადმოვსულიყავი. ნამდვილად მფარველი ანგელოზივით გამომეცხადა. ადა მიანთა ცხოვრება შემთხვევითობის ჯაჭვს ჰგავს. ჩვენ კი გვეჩ ვენება, რომ ყველაფერი ვიცით! ზოგჯერ იღბალი დაუძლეველი დაბრკოლების გადალახვაში გვეხმარება, ზოგჯერ კი სულ მცირე ინციდენტი გვიფუჭებს საქმეს. ორივე შემთხვევაში სცენაზე ქალი ჩნდება... რაც უფრო ღრმად შევდიოდი ცენტრალურ რუსეთში, უფრო იზ რდებოდა ჩემი დაჭერის საფრთხე, ამიტომ მეტი წინდახედულობა უნდა გამომეჩინა. დავჯექი მატარებელში. ჩემ წინ რუსი ქალი იჯდა, ქერა, საშუა ლო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის, მხიარული და ენაწყლი ანი. საშინელმა სიცხემ შუაწუხა და მოსწყურდა. მე მსხალი შევთა ვაზე, მან კი ყველი და პური მიწილადა. ასე გავიცანით ერთმანე თი. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მქონდა ნაჭამი, ამიტომ ეს სასიამოვნო გამასპინძლება იყო. თუმცა, ოთხი დღისთვის – ძალიან ცოტა. დღესაც კი მაშფოთებს ქსენიას მიერ ცინიზმით მოყოლილი საზარელი ამბები; გარშემომყოფებში შიშს თესავდა, ქმარი დატე რორებული ჰყავდა,„კანონების კარგი ცოდნით“ ემუქრებოდა. მიუ ხედავად ყველაფრისა, ეს მონსტრი ჩემმა დემონმა გამომიგზავნა, რათა დაჭერას გადავერჩინე. პოლიციელებმა ოთხჯერ ჩამოიარეს მგზავრთა შესამოწმებლად. ყველა ჯერზე ქსენია არშიყობით უწ ვდიდა პასპორტს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა პოლიციე ლებზე. ამიტომ მორიდებით ეკითხებოდნენ, ამ მძინარე ბატონს თუ იცნობთო. 257 – – დიახ, ჩემი თანამგზავრია, – ავტორიტარული ტონით პასუ ხობდა ქსენია. პოლიციელებიც ბოდიშს იხდიდნენ და გზას აგრძელებდნენ. რა თქმა უნდა, ქსენიას ქცევა ქალური თავმოყვარეობით იყო გა მოწვეული, მან ნამდვილად არ იცოდა, ვინ ვიყავი. ქსენია მოსკოვიდან იყო და ახლა ეკატერინბურგიდან ბრუნდე ბოდა, იქ პოლიციაში მდივნად მუშაობდა. ასეთი ადამიანის გვერდით მგზავრობა დამეხმარა მოსკოვა მდე უვნებლად ჩავსულიყავი. სადგურში დამშიდობებისას თავისი მისამართი დამიტოვა და ისე გამშორდა. ასე დასრულდა კოშმარი. *** ქალაქი დიდი და თანამედროვეა, თუ არ ჩავთვლით გარეუბნე ბს, სადაც ჯერ ისეც ვიწრო ქუჩებია, რომელთა ნახვაც ყველა ქა ლაქში შეიძლება. აქ მხოლოდ ხის სახლები იყო, რომელიც ნაპო ლეონის შემოჭრისას კუტოზვმა გადაწვა. ვცდილობდი, სწრაფი ნაბიჯით მემოძრავა ქალაქში და რაც შე იძლება მალე მეპოვა ამხანაგები ფარული ორგანიზაციიდან, თუ მცა ერთი ქუჩიდან მეორეზე უფროდაუფრო ნელა გადავდიოდი. ძალიან მშიოდა და დაღლილი ვიყავი. შუადღე გადავიდა. კიდევ ერთხელ უნდა გადამეჭრა ქალაქი, რადგან მითითებული მისამა რთი არასწორი აღმოჩნდა, სხვა მისამართზე გადასულა ახალი „სედოვი“. ერთ სკვერში გრძელ სკამზე წამოვწექი, ცოტა ძალები რომ აღმედგინა. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, თავზე არავინ წამომ დგომოდა. იმედი მქონდა, რომ მეორე მისამართზე მაინც მივაგ ნებდი ვინმეს და ამ საღამოს მაინც შევძლებდი ჭამას და დასვე ნებას. ამაო იმედი! მესამე მისამართზეც ვეძებე„სედოვი“. მზე ჩა დიოდა. სამწუხაროდ, მეტი აღარ შემეძლო. თავშესაფრის გარეშე ვერსად შევძლებდი დასვენებას. ძალისხმევა უნდა გამომეჩინა და კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. თავს ვირწმუნებდი, რომ ეს მისამართი ნამდვილი აღმოჩნდებო და. ქუჩაში ვიკითხე და აღნიშნული მისამართი საკმაოდ შორს იყო. გზა განვაგრძე. სახლი ვიპოვე. მაგრამ...„აქედან გაემგზავრა!“ ყველანაირი მიზანი დამეკარგა. მაგრამ მაინც განვაგრძე სვლა, რათა ვინმეს ყურადღება არ მიმექცია. ქუჩები ერთმანეთს მიყვე ბოდა, ხან აღმართები იყო, ხან – დაღმართები. ჩემნაირ გაუცხოე - 258 ბულ მდგომარეობაში მყოფს, ქალაქის განათებაც თვალს ჭრიდა. შორიდან მუსიკის ხმა მომესმა. რუსული სამხედრო ორკესტრი იყო. ხმას გავყევი. ინსტიქტურად, იმ ადგილში გადავწყვიტე მოსა სვენებლის პოვნა. სკვერში შევედი. უამრავი მოსეირნე დამხვდა. ამ ბრბოსთვის თავი უნდა დამეღწია; სკვერი გადავკვეთე, ძალა აღარ მქონდა და საბედნიეროდ სკამი შევნიშნე, ჩამოვჯექი. ცოტა ხანში რამდენიმე ჩრდილი შევნიშნე. აშკარად მიახლოვდებოდნენ, შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა. საქმე ცუდად იყო, ვიფიქრე, რომ ეს„ოხრანკა“ უნდა ყოფილიყო. უნიფორმები გავარჩიე. ისინი ისევ შორს გავიდნენ, თუმცა უეც რად მობრუნდნენ და ერთ-ერთი ჩემ წინ დადგა. თავი დავხარე, თითქოს, ვერ ვხედავდი. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა. მან კი მითხრა: – – გამარჯობა, ხარიტონ! ქუთაისის კოლეჯის სტუდენტი, ნასარიძე აღმოჩნდა. ვერც ვიც ნობდი, რომ არ ეთქვა. მისი მეგობარი კი პატარიძე. სწორედ მან შემნიშნა პირველმა. სასწრაფოდ წამიყვანეს, დამმალეს და სა ჭმელიც მომცეს. კერძო გაკვეთლებიდან მიღებული შემოსავლის გარდა არაფერი ჰქონდათ. ამგვარად, გზის გასაგრძელებლად სა ჭირო ფულს ვერ მომცემდნენ. ქალაქში მყოფ ქართველებთან და კავშირება გადაწყვიტეს, თუმცა, სამწუხაროდ, არდადეგების გამო, ცოტანი იყვნენ ადგილზე. ცნობილ ქართულ რესტორან„კახეთში“ წამიყვანეს. მმართველი გამაცნეს. იქვე ერთი საინტერესო შეხვე დრაც მქონდა. გამოსვლისას გენერალს დავეჯახე, მისმა მზერამ უეცრად შემაშინა. მმართველმა სასწრაფოდ მიჩურჩულა, რომ ეს თავადი ორბელიანი იყო. გენერალმა ქართულად მომმართა: – – შვილო(ქართველები ხომ მუდამ ერთმანეთის მამები და შვილები ვართ), რით დაიმსახურეთ ამდენი ტანჯვა ? ჩვენი ხალხის საუკეთესო შვილები ციხეებში კვდებიან, ან ციმბირში არიან გა დასახლებულნი. როგორც ცარისტულ არმიაში მომსახურე, გეუბ ნებით, რომ რუსული იმპერიალიზმი ჯერ ისევ ძლიერია იმისთვის, რომ გადავატრიალოთ. სხვა მხრივ, თქვენ გვერდით ვართ ჩვენი ძვირფასი საქართველოს გათავისუფლების საქმეში. ასეთი მაღალი რანგის თანამემამულეები ყოველთვის მოღა ლატეებად და მტრებად მიგვაჩნდა, ისევე, როგორც რუსი მოხე ლეები. თუმცა, ამ შემთხვევაში„საქართველოს გათავისუფლების“ 259 საკითხმა ჩემი ყურადღება მიიზიდა. თავადის სიტყვებმა ბიძაჩემი ერემის მოსაზრებები გაამხსენა. – – თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენი სიტყვები ძალიან მნიშვნე ლოვანია ჩემთვის. ნება მიბოძეთ აგიხსნათ, რუსეთის ახალგაზ რდობა, რომელიც თავისუფლბისკენ ისწრაფვის, ჩვენ მხარდამხარ იბრძვის რუსული დესპოტიზმის წინააღმდეგ. ძალა ერთობაშია! – – კარგად დაფიქრდით, ახალგაზრდავ, მომმართა თავაზია ნად, ახალგაზრდა რუსეთს მოხუცი არაფრით ჩამოუვარდება, ამ უკანასკნელს გარკვეული ტრადიციებიც აქვს, პირველს კი მხო ლოდ სათავგადასავლო ამბიციები. პატარა საქართველოს არ შეუძლია იმავეს უფლება მისცეს თავს, რაც დიდ რუსეთს. რუსეთს შეუძლია მილიონობით სიცოცხლე გასწიროს ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს მისი მომავალი. მაგრამ თუ ჩვენ მთელ ახალგა ზრდობას შევწირავთ რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლას, რო გორ გადარჩება ქართველი ხალხი და რა მომავალი გველის ? მეჩვენებოდა, რომ მამაცი, პატრიოტი გენერლის პირით საქა რთველოს ისტორია მელაპარაკებოდა, რომელსაც ჩვენი ეროვნუ ლი ძალების გადარჩენა სურდა, ჩვენ კი მას არ ვუფრთხილდებო დით. ჩემი მომზადება და შექმნილი მდგომარეობა ხელს არ მაძ ლევდა, დისკუსიაში შევსულიყავი. თავი დავუკარი და გავედი. მო გვიანებით შევიტყვე, რომ გენერალი მარანში მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ ჩემი მოსკოვში ჩასვლის შესახებ ამცნეს და უნდოდა ხუთი რუბლი დაეტოვებინა ჩემთვის. *** ჩემი ორი მეგობარი მოსკოვის დატოვებას ჩქარობდა. ქალაქის შემოგარენში გაკვეთილების ჩასატარებლად უნდა წასულიყვნენ, რათა არდადეგების პერიოდში ზამთრის სემესტრისთვის თანხა შეეგროვებინათ. ამასთან, ძლივს მოახერხეს ჩემი მოსკოვიდან გასამგზავრებელი ბილეთის ფულის შეგროვება; სახარჯოდ ათ რუბლზე მეტი მომცეს. პატარიძის ოთახში ვივახშმეთ. იქვე დავრჩი დასაძინებლად. ჩემი მატარებელი დილით გადიოდა სმოლენსკაიას სადგურიდან. სადგურთან ახლოს დიდ თაღში გავიარე და დავინახე, რომ შესა სვლელში პოლიცია იდგა და მგზავრების საბუთებს ამოწმებდა. უკან დავიხიე, თუმცა არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, ასეთ დროს კი ქუჩაში დარჩენა სახიფათო იყო. 260 დაახლოებით, ოცი წუთის სიარულის შემდეგ შევნიშნე საჩა იე. პირველივე სართულზე იყო და შორიდან კარგ შთაბეჭდილე ბას ტოვებდა. შევედი. დარბაზი სავსე იყო კარგად გამოწყობილი ხალხით. თითოეულ მრგვალ მაგიდაზე თითო ჩაიდანი იდგა და ფა იფურის ფინჯნები. კართან ახლოს მაგიდასთან ადგილი იყო და იქ ჩამოვჯექი. მაგიდის გარშემო მეექვსე ადამიანი ვიყავი. მეც მომი ტანეს ცნობილი რუსული ჩაიდანი, უამრავი ლიტრი ცხელი წყლით და ფინჯანი. წარმოიდგინეთ, როგორი დატვირთული იყო მაგიდა. მაგიდასთან მსხდომნი იმდენად თავაზიანები იყვნენ, რომ ჩემით არ დაინტერესებულან, არც მე გამომიჩენია მათდამი ინტერესი. ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი. იქვე გაზეთები შევნიშნე და თვალიერება დავიწყე. ამ დროს ძველი წიგნების გამყიდველმა გა იარა, ხელში რამდენიმე რულონი ეკავა. იმითაც დავინტერესდი, ვერ გავიაზრე, რომ ასე ყურადღებას მივიქცევდი. რაკი არაფერი ვიყიდე, დამსწრე საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ებრაელი ვიყა ვი და შემომეხვივნენ შეძახილებით:„სიკვდილი ებრაელს!“ მაშინ მივხვდი, რომ რასისტების კაფეში ვიყავი. ეს იყო რასისტების პა რტიის„ნამდვილ რუსი ხალხის ერთობის“ თავშეყრის ადგილი. მათ „შავი ასეულის“ 1 სახელითაც მოიხსენიებდნენ. ისინი პოგრომებს 2 უწყობდნენ ებრაელებს. თავის გადარჩენის მიზნით, არ მაწყობდა მეთქვა, რომ ებრაელი არ ვიყავი. მაგიდაზე ავხტი, ყველანი მიმო იფანტნენ. ჩაიდნები და ფინჯნები გადმოვყარე, სასწაული ხმაური იყო. პოლკოვნიკი მაქსიმევსკის ხელჯოხი მოვიქნიე და ყველას ვემუქრებოდი, ვინც მოახლოებას გაბედავდა. ზოგი წინ მოიწევდა, ზოგიც უკან იხევდა. დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა. ერთი განაწყენებუ ლი ბიჭი მოიწევდა ჩემკენ, თავს ვერ პატიობდა, რომ„ეს ბინძური ებრაელი ჯერ ვერ მოკლა“, მიახლოვდებოდა და იფიცებოდა, რომ „მიზანს მიაღწევდა“. უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა, სხვებმა კი შესძახეს:„ფრთხილად, ვალოდია! ამ საშინელ ხელჯოხთან ყუ რადღებით! ებრაელი ასე არ მოქმედებს!“ ვიგრძენი ამ ფრაზის ეფექტი, რომელიც დარბაზში მყოფთ მო ედო, აჟიოტაჟი მწიფდებოდა. მაგიდიდან ჩამოვხტი, კიბე ჩავირ ბინე, იქვე მივაგდე ჩემი ხელჯოხი და გარეთ გავედი. ქუჩაში სირ 1 ანტისემიტური, ნაციონალისტური და ულტრა-მემარჯვენე მონარ ქისტული მოძრაობა, რომელიც რუსეთის იმპერიაში 1905 წლის შემდეგ შეიქმნა(რედ.). 2 პოგრომი – XIX XX საუკუნეების მიჯნაზე გავრცელებული ძალადობა ებ რაული თემის წინააღმდეგ, პოგრომებმა ფართო მასშტაბი მიიღო რუსე თის იმპერიაში(რედ.). 261 ბილისგან თავი შევიკავე, ყურადღება რომ არ მიმექცია, თუმცა, შევნიშნე, ორი პოლიციელი მომყვებოდა. ქუჩიდან გადავუხვიე, ერთი კვლავ უკან მომყვებოდა, მეორემ კი წრეზე წასვლა განი ზრახა, რათა ჩემთვის გზა გადაეღობათ. სწორედ ამ დროს, სამი ჟანდარმი შევნიშნე, გზაზე გადმოდიოდნენ. მათკენ გავეშურე და მივმართე: – – ბატონებო, პრეფექტურისკენ ყველაზე მოკლე გზას ხომ ვერ მიმასწავლით, გეთაყვა ? მისი აღმატებულება, პრეფექტი ჯონკოვ სკი მელოდება, პირადად მიმიწვია, არ მინდა, დავაგვიანო. ინსტიქტურად საათს დახედეს და მკითხეს: – – რომელ საათზე უნდა იყოთ პრეფექტურაში ? – – 11 საათზე. – – პირდაპირ წადით, მეხუთე შესახვევთან მარჯვნივ შეუხვიეთ, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ისევ მარჯვნივ შეუხვიეთ და და ნიშნულ დროს მიხვალთ. თუმცა სწრაფად უნდა იაროთ. რაც შემეძლო ხმამაღლა გადავუხადე მადლობა, ვგრძნობდი, პოლიციელები გვიახლოვდებოდნენ და მსურდა, მათაც გაეგოთ. შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით გავუყევი მითითებულ მიმართულებას. მესმოდა, პოლიციელები შეკითხვებს უსვამდნენ ჟანდარმებს, მათ კი უპასუხეს, რომ იმ მომენტში შეუძლებელი იყო ჩემი დაკავება, რაკი პრეფექტი მელოდებოდა, ურჩიეს, პრეფექტურამდე გამო მყოლოდნენ და იქიდან გამოსვლისას ავეყვანე. ამ წუთამდე ჩემი გონება პრეფექტურის სახით ხსნას ხედავდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ მართლა უნდა წავსულიყავი იქ. ვი ზიტის სარგებელს ვერ ვხედავდი, მეტიც, ეს სახიფათო იყო. მაინც წავედი პრეფექტურისკენ. უზარამაზი, ბრწყინვალე შენობა დამ ხვდა, შესასვლელს ჯარისკაცები იცავდნენ, მისვლის მიზეზი მკი თხეს. ვუპასუხე, რომ დამაგვიანდა და საფულე ამოვიღე, თითქოს საბუთს ვეძებდი. იქ ბარათი აღმოვაჩინე,„ივანე ნასარიძე, მოსკო ვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი“. ბარათი ჯარისკაცებს გავუწოდე. მათი წერა-კითხვის უცოდინარობა დამეხ მარა, ბარათისთვის არც კი დაუხედავთ, პირდაპირ შემიშვეს. რა თავგადასავალში ამოვყავი თავი?! რა გავაკეთო? შუადღი სას, როგორც კი გავალ, დამიჭერენ, ესაა ერთადერთი მშვენიერი პერსპექტივა. მანდატურს ვუთხარი, რომ მის აღმატებულებასთან სასწრა ფო საქმე მქონდა(აქ უკვე ვეღარ ვაღიარებდი, რომ სინამდვი - 262 ლეში პრეფექტურაში მოსვლის მიზეზი არ მქონდა). მანდატურმა კოლეგასთან გამგზავნა, რომელთანაც შეხვედრის საკითხი უნდა გამერკვია. სხვა გზა არ მქონდა, ერთი სართულით ზევით ავედი. არავითარი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეფექტი აუ დიენციას დათანხმებოდა, ადმინისტრაციის თანამშრომლები არ დაეთანხმებოდნენ ჩემს მოთხოვნას. მანდატური გაოგნებული მიყურებდა, მთხოვა, გამემეორებინა. შემდეგ მუქარის ტონით მიპასუხა: – – აზრი არ აქვს სასწრაფო, თუ პირადი საქმის მომიზეზებას, მისი აღმატებულება თქვენნაირებს არ ღებულობს. თქვენ რომ მა რთლაც სტუდენტი იყოთ, ფორმა გეცმებოდათ. მე ფორმულარს შე გავსებინებდით, ორ კვირაში დაბრუნდებოდით და პასუხსაც მიი ღებდით. ახლა თუ გაჯიუტდებით, ძალის გამოყენებით გაგაგდებთ. იმედგაცრუებული გამოვბრუნდი, მისაღები დარბაზისკენ მი ვდიოდი, უკან მანდატურის ჩხუბის ხმა კვლავ ისმოდა. უეცრად, ერთ-ერთი კარი გაიღო და ათიოდე კაცი გამოვიდა. დასაკარგი აღარაფერი მქონდა, ამიტომ მივუახლოვდი და ცენტრში მდგომს მივაწოდე ჩემი ბარათი, ეს კაცი პრეფექტი ჯონკოვსკი აღმოჩნდა. ფორმაში იყო გამოწყობილი, სასიამოვნო გარეგნობის, მაღალი კაცი გახლდათ. ბარათი გამომართვა და ხმამაღლა წაიკითხა: „ივანე ნასარიძე, მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულ ტეტის სტუდენტი“. შემდეგ შემომხედა და მკითხა:„რა გნებავთ?“ მას ნასარიძის რეალური მდგომარეობა მოვუყევი: თქვენო აღმატებულებავ, ღარიბი სტუდენტი ვარ, მომდევნო სემესტრში სწავლას ვერ გავაგრძელებ, თუ ზაფხულში კერძო გაკვეთილე ბი არ ჩავატარე. ტოპოროვის ოჯახმა დამასაქმა, როგორც მათი შვილების მასწავლებელი. ისინი უკვე გაემგზავრნენ ქალაქ გარეთ, მეც დღესვე უნდა გავემგზავრო, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოთავაზებას დავკარგავ. პასპორტი გასაახლებლად ქუთაისში გავგზავნე და ჯერ არ მიმიღია, საბუთების გარეშე კი ვერ გავემ გზავრები. გთხოვთ, დროებითი საბუთი მომცეთ, სანამ პასპორტი ჩამოვა. ჯონკოვსკიმ ყველა მოხელისა და განსაკუთრებით კი, ჩემ გა საოცრად, ბრძანება გასცა, ჩემთვის დროებითი საბუთი დაემზა დებინათ:„წინამდებარე საბუთის მფლობელი, ივანე ბესარიონის ძე ნასარიძე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, პრეფექტურის მიერ უფლებამოსილია გაემგზავროს X-ში და დარჩეს იქ ათი დღე, ისე, რომ არავინ შეაწუხოს.“ 263 იმ დროში ეს დაუჯერებელი ამბავი იყო.„რუსეთი სიურპრიზე ბის ქვეყანა იყო“, როგორც ჩხეიძემ განაცხადა დუმის ყრილობაზე, რის გამოც ათი ყრილობა გამოატოვებინეს. ახალი საბუთით შეიარაღებული გასასვლელისკენ წავედი, იმედი გამიჩნდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდი. გარეთ ორი პოლიციელი მელოდა. შევეცადე, ინდიფერენტული იერი მი მეღო, მაგრამ მაინც გამაჩერეს. საბუთი სიამაყით გავუწოდე. შეც ბუნდნენ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა: „არავინ შეაწუხოს“, რამაც მათ თვალში რაიონის პოლიციის უფრო სის ბრძანება ჩემი აყვანის თაობაზე, გააბათილა. დაჭერის ბრძა ნება ეხებოდა უცნობ პირს, რომლის იდენტობაც დადგენილი არ იყო, ჩემი პიროვნების შესახებ კი სრული ინფორმაცია ჰქონდათ. გამოუვალ მდგომარეობას თავი დავაღწიე. თუმცა ამ შემთხვე ვამ ფინანსურად დამაზარალა. სმოლენსკის გზით ვეღარ წავიდო დი, ეს იყო პირდაპირი გზა ვერჟბოლოვოსკენ. უფრო ძვირიანი ბილეთი უნდა მეყიდა, ამასთან მიღებული საბუთი მაიძულებდა რჟევსკის სადგურში წავსულიყავი, საიდანაც ნამდვილი ნასარიძე გაემგზავრა. ეს კი დანიშნულების ადგილს მაშორებდა. ყველა სი კეთესთან ერთად, მოსკოვში აღარავინ იყო, ვისაც რჩევას ვკითხა ვდი, ან დახმარებას ვთხოვდი. ამ ფიქრებით სადგურამდე მივედი. მატარებლების განრიგსა და ბილეთის ფასებს გადავხედე. მგზავრობისთვის საჭირო თანხა არ მქონდა. ამასთან, უნდა მეჭამა კიდეც. გაზეთების დახლთან შევჩერდი. ამ დროს ვიღაც კაცი მომიახლოვდა, დაბალი ტანის, თითქმის მელოტი, კოჭლი, უზარმაზარი ჩანთით, სადაც ბევრი ფურცელი ელაგა, ოფლში იწურებოდა. მისი გახშირებული სუნ თქვა მსუყე სადილზე მიანიშნებდა, ამასთან ალკოჰოლის სუნიც ასდიოდა. – – გაღმერთებთ, დამიძახა. პასუხი არ გავეცი და თავი შევაბრუნე. – – თქვენ ხომ რამიშვილი ხართ, ქართველი, ეს სიტყვები უფრო დაბალი ხმით მითხრა და მომიახლოვდა. – – ბატონო, მე არც რამიშვილი ვარ და არც ქართველი, – ვუპასუხე. უცნობი არ მეშვებოდა. ამბობდა, რომ კარგი ფიზიონომისტი იყო. შემდეგ თავისი ქაღალდების გაშლა განიზრახა. დახმარების სურვილი არ გამოვთქვი, ამიტომ სკამისკენ მიმიწვია. უამრავი გა - 264 მოცემა აღმოაჩნდა ცნობილი ქართველების შესახებ. რამიშვი ლის ფოტო ამოიღო: – – მართლაც, რამიშვილს ჭაღარა წვერი აქვს, თქვენ ახალგაზ რდა ხართ; მაგრამ ნამდვილად ქართველი ხართ! მაშინ ვუთხარი, რომ ჩემი წარმოშობის უარყოფას არ ვაპირებ დი, მაგრამ რაკი არ ვიცოდი, ვინ იყო, ამიტომ ვერ ვენდე. ამ აღ სარებამ სიამოვნება მოჰგვარა და კაფეტერიაში დამპატიჟა, რათა ჩვენი შეხვედრა აღგვეღნიშნა. სწორედ ამ დროს მეტეხის ციხის პატიმრების ფოტო იპოვა და სიამაყით შესძახა; – – აჰ! ვიცოდი, რომ„რამი“ თუ არა,„შვილი“ მაინც იქნებოდით! – აქვე შენიშნა: მოწყენილი ჩანხართ, რაც თქვენი გაცნობის სიხა რულს ჩრდილს აყენებს. გთხოვთ, მითხარით, რით დაგეხმაროთ ? მოსკოვის შემოგარენში არსებულ მამულში დამპატიჟა, ჩემს პატარა ბლოკნოტში თავისი ხელით ჩამიწერა მისამართი და ტი ტული:„ბურჟუა დე...“ რაკი ერთმნიშვნელოვნად ჰქონდა გადაწყვეტილი ჩემი დახმა რება, ვუთხარი, რომ ბილეთზე ფული მაკლდებოდა. დანიშნულე ბის ადგილი მკითხა. პირველი, რაც აზრად მომივიდა, ის ადგილი დავუსახელე. წავიდა და ცოტა ხანში ბილეთით დაბრუნდა, ხუთი რუბლი გადაეხადა. კაფეტერიაში ანგარიშის გადახდისას აღმოა ჩინა, რომ მხოლოდ საჭირო თანხა დარჩენოდა. ვუთხარი, ბილეთი უკან მიებრუნებიდა და ფული აეღო. ამაზე მკაცრი უარი მითხრა, ამასთან, ერთ საათში სახლში ბრუნდებოდა. მატარებლამდე მი მაცილა და ერთმანეთს გამოვეთხოვეთ. *** გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენი დრო დამჭირდა მოსკო ვიდან ვერჟბოლოვომდე ჩასასვლელად, ან რა ადგილები გავია რე. დაახლოებით, ორი კვირა გაგრძელდა მრავალგზის შეწყვეტი ლი მოგზაურობა. სხვადასხვა ქალაქიდან ახლა მხოლოდ ორი მახ სენდება, ვილნა, სადაც ორი დღე ვიმალებოდი და კოვნო. ასევე კარგად მახსოვს მამაცი პოლონელი კონტროლიორი, რომელიც ოთხი საათი მმალავდა საწოლ ვაგონში, სადაც ოფიცრებს ეძინათ; მიზეზად უთხრა, რომ ავად ვიყავი და დასვენება მჭირდებოდა. ვერჟბოლოვოში ებრაელი კონტრაბანდისტის,„ კაც“-ის მისამა რთი მქონდა; გზად ყველა მხოლოდ მას მისახელებდა. აგენტები სახელმწიფო მოხელეებშიც ჰყავდა და სამოქალაქო პირებშიც, ეს 265 კი იმით აიხსნებოდა, რომ რუსულ მთავრობასთან შეთანხმებით მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ანტისემიტი იყო. შემოსავლის ნახევარზე მეტი მესაზღვრეებთან მიდიოდა. და რჩენილი თანხის დიდი ნაწილის დახარჯვა მაინც შეეძლო ღვინის კასრებში. ამგვარად, საზღვრის გადაკვეთის საქმეში დიდ იმედს ვა მყარებდი აღნიშნულ პიროვნებაზე. როგორც კი დანიშნულების ადგილზე ჩავედი, მის ძებნას შევუდექი. ადვილი არ იყო. თითქმის მიუწვდომელი გახლდათ. შეხვედრას, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა დასრულებულიყო, დიდხანს ამზადებდნენ მისი აგენტები. თუ ეტყოდით, რომ დასახელებული ფასი ძალიან ძვირია, გი პასუხებდათ:„აქ სიკვდილი გირჩევნიათ? მეტი დრო არ მაქვს თქვენთვის.“ საბოლოოდ, ჩვენი შეხვედრა შედგა: – – საზღვრის გადაკვეთა გსურთ ? ჩემი ტარიფი იცით, 1000 რუბლი. ექსპერტის თვალი ჰქონდა, მაშინვე შეაფასებდა მსხვერპლს. თუმცა ამჯერად ჩვეულ კლიენტურასთან არ ჰქონდა საქმე. ამიტომ შეცდომა გამოასწორა, როგორც კი ჩემი მიზნები გავანდე: – – გამონაკლისის სახით, თქვენთვის ამ საქმეს 500 რუბლად გავაკეთებ. ვუპასუხე, რომ ფული საერთოდ არ მქონდა. მირჩია, თანხა შე მეგროვებინა, თუ არ მინდოდა, აქ მოვმკვდარიყავი. როგორც მითხრეს, სანამ მასთან მოლაპარაკებები არ დას რულდებოდა, მესაზღვრეებთან პრობლემები არ შემექმნებო და, ამიტომ დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი და ფულს ვიშოვიდი. აი, ისევ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. უიმედოდ მყოფი, სამი დღე ვიმალებოდი, მხოლოდ ფარულად გამოვდიოდი. საბედნიეროდ,„ამხანაგებისთვის გამორჩეულ გზაზე“ აღმოვჩნდი. ერთ დილას შევხვდი დაბალი ტანის კაცს, შავ, ლამაზ წვერს ატა რებდა და ინტელექტუალური გარეგნობა ჰქონდა, იმ პერიოდის რუსეთში ნამდვილად გამორჩეული. უცნობი გამცდა, თხუთმეტიო დე ნაბიჯი გადადგა და მობრუნდა; მეგობრული ტონით მომმართა: – – ქართველი ხართ, არა ? – – არა, ბატონო. – – მისმინეთ, სიმართლის თქმით საფრთხე არ გემუქრებათ. ქა რთველებს ვიცნობ და ძალიან ვაფასებ მათ. 266 უცნობმა მითხრა, რომ მისი გვარი იყო ბრონშტეინი 1 და სა ნკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. სწორედ ახლა ბრუნდებოდა იქ ბერლინიდან. პირველი ქართველი, რომელიც მან დიდი აღტაცე ბით დაასახელა, გახლდათ სილიბისტრო ჯიბლაძე. ისინი ირკუცკ ში შეხვდნენ. ბრონშტეინიც გადასახლებაში იყო და ცნობილ პროცესში მონაწილეობდა. ასევე დამისახელა კალისტრატე გო გონაძე. თუმცა ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამ ფუძნებლის გვარი საუკეთესო გარანტიას წარმოადგენდა. ამიტომ ყველაფერზე გულწრფელად ვესაუბრე და რამდენიმე დღის წინა ნდელ შეხვედრაზეც ვესაუბრე. თავდაპირველად ჩემი საქმის სიმძიმემ შეაშფოთა. შემდეგ იფიქრა და გამიღიმა: – – მხნეობას გისურვებ, ჩემო ძვირფასო! დღესვე ვიპოვით გა მოსავალს! საზღვარს ისე გადაკვეთთ, რომ ის სალახანა ერთ რუბლსაც ვერ მიიღებს თქვენგან. თუმცა მაინც ვწუხვარ, რადგან ფული არ მაქვს და საზღვარგარეთ უფულოდ რას გააკეთებთ ? როგორც იცით, გერმანიის პოლიცია პოლიტიკურ ემიგრანტებს ყოველ მიზეზგარეშე რუსეთის ხელისუფლებას გადასცემს. თქვე ნთვის საშიშია ამ რეგიონში დარჩენა. თუ დედაჩემი ადრე ჩამოვა, საკითხი მოგვარებული იქნება. ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო საზღვარი გადა მეკვეთა და უცხოეთის მიწაზე აღმოვჩენილიყავი. 1 ლევ ტროცკი(ხ. შავიშვილი). თავი III საზღვარი გადავკვეთე და ჟენევაში ჩავედი სრული ტარიფის გადამხდელთა შორის გამრიეს. ჩვენი მიახლო ებისას მცველები ცოტა ხნით გავიდნენ და რამდენიმე წუთში უკვე გერმანიის მიწაზე ვიყავით, აიდკიუნენთან 1 ახლოს. გეგმის თანახმად, აქ რამდენიმე დღე უნდა დავრჩენილიყავი და გზის გა საგრძელებელ თანხას დავლოდებოდი. კიდევ ერთხელ გავგზავნე წერილი ჟენევაში, თავადი ამილახვრის სახელზე, კვლავაც ზუსტი მისამართის გარეშე. ფულის მოლოდინში, იმედი მქონდა, ცოტა დასვენებას შევ ძლებდი, თუმცა, ყოველი მატარებლის ჩამოდგომისას ბაქანზე ისე უნდა დავმდგარყავი, თითქოს მივემგზავრებოდი, ამიტომ დასვე ნების დრო არ მქონდა. ორი დღის შემდეგ სადგურში უცნობი კაცი მოვიდა ჩემს სანახავად. გერმანული არ ვიცოდი, ამიტომ რუსუ ლად ვკითხე მოსვლის მიზეზი. ისიც რუსულად გამეცნო, ადგილო ბრივი ადვოკატი აღმოჩნდა; როგორც სოციალ-დემოკრატი, რუს ემიგრანტებს იცავდა, ამიტომ მოვიდა ჩემს სანახავად. – – პოლიციელმა ამხანაგმა მითხრა, რომ სადაცაა თქვენ დასა ჭერად მოვლენ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სადგური, აქ ვერ დაგიცავთ. – – მაგრამ მე არაფერი ჩამიდენია. – – ვიცი, მაგრამ პოლიტიკური ემიგრანტი ხართ და ეს საკმარი სია თქვენ დასაჭერად, რადგან რუსეთი ამას ითხოვს და ჩვენი ხე ლისუფლებაც მზადაა მათ საამებლად ასე მოიქცეს. – – ფულის გარეშე სად წავალ ? დღე-დღეზე ველოდები და შე მდეგ გავემგზავრები. – – დღე-დღეზე კი არა, წუთიწუთს მოვლენ თქვენ დასაჭერად; სანამ ამხანაგები ბებელი 2 და ლიბკნეხტი ჩაერთვებიან საქმე ში, უკვე რუსეთში იქნებით, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე. 1 პოლონურად და რუსულად„ჩერნიშევსკოე“. 1945 წლამდე იყო სასა ზღვრო ზონა გერმანიასა და რუსეთს შორის(რედ.). 2 ავგუსტ ბებელი( 1840 1913 ) – გერმანელი სოციალ-დემოკრატი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და II ინტერნაციონალის დამაარსებელი(რედ.). 268 თხუთმეტ წუთში გადის კენიგსბერგის 1 მატარებელი, ბილეთი 6 მა რკა და 10 პენსი ღირს. ფული საერთოდ არ მქონდა, ამიტომ ადვოკატმა მომცა 7 მარკა და მითხრა, რომ მოგვიანებით შემეძლო დაბრუნება. გზად ებრაელი მოგზაური გავიცანი, როდესაც გაიგო, რომ კე ნიგსბერგში მივდიოდი, ერთი პანსიონი მირჩია, სადაც მშვიდად შემეძლო დავრჩენილიყავი ფულის მიღებამდე. ისე გავემგზავრე, რომ ჩემს ოთახში შევლაც ვერ მოვასწარი, რათა პირადი ნივთები ამეღო, მათ შორის ხელნაწერები. პანსიონში თბილად მიმიღეს. დაღლილობისგან პირველი ხუთი დღე საერთოდ ვერ მოვახერხე ადგომა. როდესაც მეპატრონეს ვკითხე, რამდენი უნდა გადამეხა და, მან მიპასუხა:„ამას არავითარი მნივნელობა არ აქვს!“ *** თავს სუსტად ვგრძნობდი. ფული არსად ჩანდა. პანსიონის გა დასახადი მაწუხებდა. დაახლოებით, ათი დღე გავიდა. ქალაქში გავედი რუსი ემიგრანტების შეხვედრის იმედით. პატარა ქალაქში ეს საქმე მარტივი უნდა ყოფილიყო, თუ თავს არ ამარიდებდნენ, პოლიციის შიშით. რუსულ ბიბლითეკაში წავედი. იქ ჩემთან გამო ლაპარაკების სურვილი არავის გაუჩნდა. ერთ დღეს, ბიბლიოთე კიდან დაბრუნებისას აიდკიუნენში გაგზავნილი პიროვნება და მხვდა. მას ფოსტაში ჩემი ფულის საკითხის გარკვევა დავავალე დილით. ფული მართლაც ჩამოსულა, მაგრამ მიმღების არგამოჩე ნის გამო უკან დაბრუნდა. ვინ, ან საიდან გამოგზავნა თანხა, ჩემმა ინფორმატორმა არ იცოდა. გადავწყვიტე, პანსიონთან გასასწო რებელი ანგარიში მომეთხოვა. აღმოჩნდა, რომ 160 მარკა უნდა გა დამეხადა(წესით, ეს თანხა 60 მარკაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, 4 მარკა დღეში). აღვშფოთდი, თუმცა სიტყვის უთქმელად გამოვე დი. საღამო იყო; როგორც გათამამებული ბავშვი სჯის მშობლებს, გადავწყვიტე, მეც ასე მოვქცეოდი მეპატრონეს და ვახშამზე არ მივსულიყავი. ქალაქში გავედი. უეცრად შორიდან მომესმა რუსული შეძახი ლი, მეგონა მომეჩვენა და მივაყურადე, მართლაც: – – კნიაზ, კნიაზ! აქ რას აკეთებთ ? მოიცადეთ! ხმა ვიცანი. გავეპასუხე. ეს გახლდათ მამაცი ურინოვსკი, რო მელსაც 1907 წელს ტარადან გაქცევისთვის ყველა საჭირო საშუ ალება მივეცი. 1 ახლანდელი კალინინგრადი(რედ.). 269 ჩემს ქვითარს დახედა და წამოიძახა: – – ქურდი, სალახანა! ამ საღამოსვე უნდა დატოვოთ მისი პანსიონი. – – არა, გადაუხდელად ვერ წავალ; არც ვიცი, ამხელა თანხა სად ვიშოვო. – – ის ქურდი უნდა დაისაჯოს, გადაუხდელად უნდა წამოხვიდეთ. მირჩია, უკან დავბრუნებულიყავი და იქ დავლოდებოდი. ური ნოვსკი პანსიონში 8:30-სთვის მოვიდა, თან ახლდა ებრაელი მწე რალი, მელიმედი. სწორედ ის გაესაუბრა მეპატრონეს ივრითზე. საუბრის მიზანი იყო გადასახდელი თანხა სამ ნაწილად გაეყოთ. ურინოვსკიმ 50 მარკა გადაიხადა, ხოლო მელამედი გარანტად დადგა, რომ დარჩენილ თანხასაც გადავიხდიდი. შემდეგ სხვა სა სტუმრო-პანსიონში გადამიყვანეს, სადაც დღეში 3 მარკას გადა ვიხდიდი და უკეთესადაც ვიკვებებოდი. კიდევ ათი დღე დავრჩი. სხვა ემიგრანტებს ვერ ვხვდებოდი, მათ არ სურდათ პოლიციის ყურადღება მიექციათ. ურინოვსკიმ ემიგრანტებში ფული შეაგროვა, რაც ბერლინში წასვლაში დამეხ მარებოდა. იქ კი ჩვენი კომიტეტი ყველაფერს გააკეთებდა ჩემ თვის. თუმცა კომიტეტის წევრები უჩინარნი იყვნენ და ყველა თავს მარიდებდა. დამნაშავის სტატუსით ცხოვრება მორალურად რთული იყო ჩემთვის. ურინოვსკის გარდა, არავინ მაქცევდა ყურადღებას. ის კენიგსბერგიდან ჩამოდიოდა ჩემს სანახავად. მხოლოდ იქიდან გამგზავრებისას შევიტყვე რუსი სოციალ-დემოკრატების ქცევის მიზეზი. გაირკვა, რომ გიორგი პლეხანოვმა შეადგინა ცირკულარი, მდივნის, პანტელეის ხელმოწერით და ჟენევის ჯგუფის, რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით გაუგზავნა უცხოურ ორგანიზაციებს. ტექსტი იყო შემდეგი: „ამხანაგი შავიშვილი ქუთაისში, ბარიკადებზე შეტაკებებისას დაიჭრა, ის დავაკავეთ და ციმბირში გადავასახლეთ, საიდანაც გაქცევა შეძლო. მას ყველაგან ვეძებთ. ვთხოვთ, ჩვენს ორგანი ზაციებს მას დახმარება გაუწიონ და სასწრაფოდ გვაცნობონ მისი ადგილსამყოფელი. ცირკულარმა ყველა ამხანაგი შეაშინა და გასაგებიცაა, რატომ. იმ პერიოდში რუსულ პოლიტიკურ ემიგრაციას გერმანიის პოლი ცია საფრთხეს უქმნიდა. ლუნაჩარსკი 1 პარიზიდან ჩავიდა ბერ 1 ანატოლი ლუნაჩარსკი( 1875 1933 ) – რუსი მარქსისტი და რევოლუციო ნერი, საბჭოთა რუსეთის განათლების სახალხო კომისარიატის პირვე ლი ხელმძღვანელი(რედ.). 270 ლინში და ის ქვეყნიდან გააძევეს. გერმანიის დედაქალაქში მყო ფი ემიგრაცია ძალიან შეაშინა ამ ფაქტმა. ამიტომ ვერ ბედავდნენ ჩემთან დაკავშირებას. *** ფრანკფურტში საქმე ბევრად მარტივად იყო. დილის რამდენიმე საათი დამჭირდა ყველაფრისთვის. ბებელის რეკომენდირებულმა პარტიის სამდივნომ ბაზელის ბილეთი გადმომცა. დიდი სიხარუ ლით ვუახლოვდებოდი შვეიცარიის საზღვარს. შვეიცარია! ჟენევა! ბავშვობიდან ეს ორი, ერთმანეთისგან განუყოფელი სიტყვა გულს მიჩქარებდა, სულ უფრო მემატებოდა მათდამი სიყვარული. დასა წყისში კალვინის 1 ქალაქმა ცოტა იმედგაცრუება ჩამისახა; მე ჟე ნევას ვიყავი ჩვეული, აიდკიუნენში მას„ჟენფს“ უწოდებდნენ. ბაზელში ჩასვლისას ერთი სუც არ მქონდა. თუმცა აღთქმულ მიწაზე დავდგი ფეხი და ისეთი სიხარულით ვიყავი სავსე, ვეღარა ფერი გამიცრუებდა იმედს. მშვენიერი დილა იყო. ქუჩას შევუყევი, მეორე ქუჩაზე გავედი და რუსი ემიგრანტების ბიბლიოთეკას მი ვადექი. ვხედავ უცნაურ წარწერას:„დილით ბიბლიოთეკა მუშაობს მხოლოდ ქალებისთვის“. აბანოა, თუ ბიბლიოთეკა, გავიფიქრე. ეშმაკმა დალახვროს! რუსები დაგვცინიან?! ჩვენი პროგრამის მთავარი ღერძი სწორედ სქესთა თანასწორობაა. ამგვარი დაყოფა რას ემსახურება? ძალიან უკმაყოფილოდ გამოვბრუნდი და გზა განვაგრძე. დავი ნახე მინიშნება Herr Präsident der Russischen Emigranten Organisation 2 . ადგილზე ტანდაბალი კაცი დამხვდა(პენტმანი). ენას უკიდებდა, თითქმის არ მესმოდა, რას მეუბნებოდა. რამდენიმე მეგობრული რჩევა მივეცი, მეტყველების გამოსასწორებლად და დავემშვიდო ბე, რაკი ჩემთვის არაფრის გაკეთება შეეძლო. შვეიცარულმა სო ციალ-დემოკრატიული პარტიის სამდივნომ ბილეთი მომცა ბერ ნამდე. ადგილზე რუსული სოციალ-დემოკრატიული ბიუროს მდი ვანს შევხვდი. ამ ახალგაზრდა კაცთან ბევრი საერთო ნაცნობი აღმომაჩნდა. მან„სახალხო სახლში“ განმათავსა დროებით. სხვა ქვეყნების ქალაქებისგან განსხვავებით, ბერნი ფედერა ლური ქალაქია. ბაზელთან შედარებით პატარა, ასევე, ნაკლებ მდიდარიც, თუმცა მშვენიერი ხედებითა და პეიზაჟებით. 1 იგულისხმება ჟან კალვინი, თეოლოგი, კალვინიზმის ფუძემდებელი (რედ.). 2 რუსი ემიგრანტების ორგანიზაციის თავმჯდომარე(რედ.). 271 მეორე დღეს პარტიის ადმინისტრაციამ საუზმეზე დამპატიჟა და სარეკომენდაციო წერილი გამიმზადა ლოზანის ჯგუფისთვის. მოგვიანებით სადგურში გამაცილეს და ლოზანის მატარებელშიც ჩამსვეს. სადგურიდან გამოსვლის შემდეგ ფერდობზე დავეშვი, რომელ საც შაილიში მივყავდი, სწორედ იქ იყო პარტიის სამდივნო. იქ შევხვდი ახალგაზრდა, დაქორწინებულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. როგორც გავიგე, ადგილობრივ სამდივნოს მხოლოდ ის წა რმოადგენდა და ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა. ამგვარად, წარმოუდგენელი იყო ის თხოვნა შეესრულებინა, რასაც კოლე გა სწერდა ბერნიდან. მე სიტყვა არ დამიმატებია, არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეგდო. თუმცა, ბევრი არც არაფერი მჭირდებოდა, მხოლოდ რამდენიმე ფრანკი ჟენევამდე მისაღწე ვად. ვთოხვე, რუსული ბიბლიოთეკა მიესწავლებინა. მისამართი მომცა და მომიბოდიშა, ვერ გამომყვებოდა. გამაფრთხილა, რომ შეიარაღებული ძარცვების გამო, ადგილობრივები უარყოფითად არიან განწყობილნი რუსების მიმართ. ემიგრანტებიც შეშინებუ ლები არიან და უცხოებთან კონტაქტს ერიდებიან. მოცემული ინ ფორმაცია ნათელს ჰფენდა ქალაქში არსებულ წარწერებს:„ქირა ვდება. არარუსებზე. ბიბლიოთეკაში შევედი და გაზეთების კითხვა დავიწყე. თან გარშემომყოფთ ვაკვირდებოდი. არავინ იჩენდა ჩემთან გამოლა პარაკების სურვილს. არც მე მინდოდა ინიციატივის აღება. მეტიც, შევნიშნე, რომ გარშემო ხალხი მეცლებოდა. დაღლილი ვიყავი, ამიტომ სუფთა ჰაერზე გამოვედი. საღამოს ისევ დავბრუნდი და გაზეთების კითხვა განვაგრძე. უეცრად დაბალი ტანის კაცი მომია ხლოვდა და ღიმილით მომმართა:„გამარჯობა, კნიაზ!“ ეს კაცი გახლდათ ლიახავეცკი(მაისკი), რომელიც ტობოლსკი დან წინა წლის იანვარში გაემგზავრა და პირდაპირ ლოზანაში ჩავიდა; იქ კი უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მახვილი გონე ბა და სწრაფი საუბარი ჰქონდა, თან ჩემს ამბებს მეკითხებოდა, პარალელურად კი საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა. ბოლოს მასთან დარჩენა შემომთავაზა. ავუხსენი, რომ ჟენევაში ჩასვლას ვჩქარობდი. მაისკიმ განრიგი გადაამოწმა, უშის ნავსადგურში წა მიყვანა, ბილეთი მიყიდა, პლატფორმაზე მიმაცილა და მითხრა: „ნახვამდის, ჟენევამდე!“ 272 *** ღამეა. ტბის ნაპირებზე მხოლოდ გამწვანება შეინიშნება. სა ნაპიროზე გადმოსვლითანავე თავი მაგიურ ბაღში მეგონა. ჟენევა სხვანაირი არც შეიძლება ყოფილიყო! ქალაქი კარგად იყო განათებული. პლენპალეს უბნისკენ ავიღე გეზი. მისამართს გამვლელებთან ვაზუსტებდი, ხშირ შემთხვევაში საპირისპირო მიმართულებით მიშვებდნენ. პარტიის მდივნის, პა ნტელეის მისამართი მქონდა, რომელიც ბერლინში მომცეს: ცენტრის ქუჩა N2, ქ-ნ დიკთან. ზარი დავრეკე, თუმცა არავინ გამომხე და. პანტელეისთან შეხვედრის უშედეგო მცდელობების შემდეგ, შენობიდან გამოვედი. უეცრად რუსული საუბარი შემომესმა და გამოველაპარაკე. სტუდენტები იყვნენ. ისინიც ცენტრის ქუჩაზე მიდიოდნენ და არც მათ გაუხსნეს კარი. სხვაგან იკითხეს საჭირო ცნობები. უთხრეს, რომ ეს არის შეხვედრების ადგილი, მაგრამ კო ნკრეტულ საათებზე. არ უნდოდათ, ქუჩაში დავეტოვებინე, ამიტომ ჩემთვის ღამის გასათევი ადგილის ძებნა დაიწყეს. ვკითხე, სტუდე ნტს თუ იცნობდნენ, გვარად შავიშვილს. ეს გვარი ცოტას ჰქონდა გაგებული, მაგრამ ვანოს ყველა იცნობდა. თუმცა მისი მისამართი არ იცოდნენ. თავდაპირველად კარლ ვოგის ქუჩაზე ცხოვრობდა, თავისთან მასპინძლობდა რევოლუციის ლიდერებს, მათ შორის, ლენინსაც(ეს უკანასკნელი ჟენევაში ჩამოსვლისას, სანამ ბინას იქირავებდა, სამი კვირა ცხოვრობდა ვანოსთან და იატაკზე ეძინა). მსგავს ამბებს მიყვებოდნენ, მაგრამ ეს არაფერში მეხმარებოდა, შუაღამე ახლოვდებოდა. უეცრად მაღალმა კაცმა გამოიარა, გრძელი შავი წვერით. სტუ დენტებმა შეაჩერეს: – – ვანოს ხომ იცნობ, ხომ არ იცი, სად ცხოვრობს ახლა ? – – რა თქმა უნდა. დათიკო შარაშიძესთან ერთად ცხოვრობს. – – დათიკო ? ის ხომ ჩვენი ბავშვობის მეგობარია. – – მაშინ ეს ახალგაზრდა კაცი მასთან წაიყვანე. მისი ძმაა, აქ ღამის გასათევიც კი არ აქვს. – – ვანოს ძმა ? – ამ სიტყვებით გადამეხვია. – აბა რა, აბა რა, ვიცნობ ვანოს! ბაქოში ერთად ვმუშაობდით, აქაც ხშირად ვხვდე ბით ერთმანეთს. წარმოსადეგი ყმაწვილია, შეუპოვარი, კარგი ამხანაგი, ოქროს გული აქვს! – – ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან მინდა მისი ნახვა! 273 ვანო დათიკოსთან ერთად ცხოვრობს კლუზის ბულვარის 45 ნო მერში, მაგრამ ახლა გვიანია. შესასვლელი კარი დაკეტილი იქნე ბა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ისინი ჯერ არ დაბრუნებულან. სასტუმრო-პანსიონში წაგიყვან, ხვალ კი ძმასთან მიგიყვან. პანსიონის წინ გავჩერდით, ჩემმა კომპანიონმა არ ისურვა ზა რის დარეკვა, რათა მძინარე სტუმრები არ გაეღვიძებინა, ამიტომ ქუჩიდან დაუძახა მეპატრონეს ისეთ ხმაზე, რომ მთელმა უბანმა გააპროტესტა შექმნილი ხმაური. რუსი ემიგრანტი წყვილი გამოვი და და დიდი ენთუზიაზმით მიგვიღეს. წვეროსანმა დამტოვა და დამპირდა, რომ დილით მომაკითხა ვდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დასვე ნება მჭირდებოდა, მთელი ღამე ვერ დავიძინე, ციებ-ცხელების მდგომარეობაში ვიყავი. დილა უსაშველოდ გაიწელა. ჩემი მასპი ნძლები ცდილობდნენ, მოლოდინი შეემსუბუქებინათ. ჩემი წვე როსანი ნაცნობი შუადღეზე მოვიდა. ისეთი ამბები მოიტანა, რომ მასთან საუბარში ორი საათი შეუმჩნევლად გავიდა. მაინტერესებ და, ვინ იყო„თავადი ამილახვარი“, ან ჩემმა ძმამ თუ მიიღო ჩემი გამოგზავნილი ბარათები ომსკიდან და აიდკიუნენიდან. ჩემმა თა ნამოსაუბრემ მოყოლა დაიწყო: – – მე არხანგელსკში ვიყავი გადასახლებაში. შარშან, ზაფხუ ლის ბოლოს ჩამოვედი ჟენევაში. ორი თვის შემდეგ ვანოს შემ თხვევით შევხვდი ქუჩაში. იცი, მითხრა მან, მე შავიშვილი არ ვარ, თავადი ამილახვარი ვარ. ბათუმიდან იყო წამოსული და საბერ ძნეთის გავლით შვეიცარიაში ჩამოვიდა. ბაქოდან გამოქცევი სას საზღვარზე ფარულად გადასვლა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ბათუმში პოლიცია ძალიან მკაცრი იყო და ისიც იძულებული გახ და სამი კვირის განმავლობაში ბათუმში დამალულიყო. სწორედ იმ დროს, როდესაც იმედი გადაეწურა, ტფილისის გუბერნატორის მიერ დამოწმებული რეგულარული პასპორტი მიუტანეს, ამილახ ვრის სახელზე. იცი, ვინ მოაგვარა პასპორტის საკითხი ? ახალგაზ რდა გიმნაზიელმა, ტასიკო ყორღანაშვილმა, რომელიც ქუთაისში ქ-ნი ფანცხავას გვერდით იყო, მორცხვად. როგორც ჩანს, დიდი სიმპათია ჰქონდა შენ მიმართ, ამიტომ მთელი ორგანიზაცია ფეხ ზე დააყენა, რათა ციხიდან გაეთავისულებინე. შენი უცხოეთში გა ყვანისთვის პასპორტი უკვე მზად ჰქონდა, როდესაც ტფილისიდან გადაყვანის ბრძანება შეგეხო. ტასიკომ შეიტყო, რომ ვანო შენი ძმა იყო, შენ შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ამიტომ მან პასპო რტი ვანოს გადასცა. თუმცა, ამ გაზაფხულზე ვანომ თავისი გვარი დაიბრუნა, რათა ჟენევის უნივერსიტეტში უფრო მარტივად ჩაწე - 274 რილიყო. შენი პირველი ბარათი მიიღო, თუმცა მეორე ბარათთან გართულებები შეიქმნა. ამ ამბებმა ახალგაზრდა გოგონას შესახებ ინტერესი გამიღვივა, თუმცა ჩემმა თანამოსაუბრემ მის შესახებ სხვა არაფერი იცოდა. დაბოლოს, დადგა ძმასთან შეხვედრის წუთიც. კლუზის ბულვა რის 45 ნომერში მივედით, საბავშვო ბაღის მხრიდან გავჩერდით. ჩემმა წვეროსანმა ამხანაგმა ხან ვანოს დაუძახა, ხან – დათიკოს. არავინ გააგონა. მესამე სართულზე ავედით. მეპატრონემ კარი გა გვიხსნა და დაგვტოვა. ოთახი ფართო და გრძელი იყო. ჩემს ძმას ფანჯარასთან მიედ გა მაგიდა, იჯდა და თავდახრილი წერდა, არაფერი გაუგია. მივუა ხლოვდი... დამინახა, ფეხზე წამოხტა, წამოიყვირა: – – ხარიტონ, ახლა მივიღე შენი წერილი ბერლინიდან და პა სუხს გწერდი! – – ჩემკენ გამოიქცა და ძლიერად გადამეხვია. ხარიტონ შავიშვილი რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელი 1 (ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხეტაშვილმა) 1 ფრანგული ენიდან თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მი ხედვით: Khariton Chavichvily , Révolutionnaires russes à Genève en 1908 . ჟენევა, Poésie Vivante , 1974 . სარჩევი წინათქმა 279 თავი I 282 პირველი დღეები ჟენევაში – მიმოხილვა 282 მოვლენებით დატვირთული მოგზაურობა 282 ჟენევაში ჩასვლა 284 გადასახლებაში ძმას ვპოულობ 285 მეგობრული საღამო 286 პლეხანოვთან სტუმრობა 289 თავი II 291 პლეხანოვი 291 გენიალური თეორეტიკოსი და ბრწყინვალე ორატორი 291 წიგნებისა და ფოტოების გარემოცვაში 292 პლეხანოვი და ქართველი სოციალისტები 294 დიდი ბელადის ღირსებები და შეცდომები 296 თავი III 298 მარტოვი 298 მენშევიკების საგაზეთო ორგანოს რედაქციაში 299 ჟენევის ემიგრანტთა შეჯიბრი ორატორობაში 300 მარტოვი – მომხიბლავი და გატანჯული საზოგადო მოღვაწე 303 აბსურდული და სახიფათო გეგმა 304 თავი IV 308 ლენინი 308 278 როგორ მიმიწვიეს ლენინის სანახავად 309 შეხვედრა კაფე ლანდელოტში 310 მცირე აზნაურობიდან გამოსული რევოლუციის ბელადი 311 რუსული უბრალოებისა და აზიური სიჯიუტის ნაზავი 313 სავალალოდ დასრულებული მეგობრული საუბარი 314 ამხანაგი სერგეის შეშფოთება 316 შემთხვევით ვესწრები პარტიის საიდუმლო კრებას 317 თავი V 319 გაცხოველებული დებატები მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ჟენევა 1908 319 მარტოვმა ექსპროპრიაციის საკითხი წამოჭრა 321 ლენინის მანევრები და დივერსია 323 პლეხანოვის პოზიცია 323 მარტოვის საბრალდებო აქტი 324 ლენინის კონტრ-შეტევა 325 რამიშვილის გამოსვლა 326 მასების დისციპლინის შესანიშნავი შემთხვევა 328 ლენინისგან მოტყუებული მენშევიკები 329 ქართველი რევოლუციონერის საინტერესო სახე 333 ჟენევაში ნანახი სხვა მეგობრები 338 დასკვნა 341 279 წინათქმა მოცემული ნაშრომი რუს რევოლუციონერ თავკაცებთან სა უბრების მოგონებებს გადმოგვცემს, ამასთანავე ორ რევოლუციას შორის არსებული პერიოდის ერთადერთი მოწმობაცაა: ერთი ეს ესაა კრახით დასრულებულიყო(1905) და მეორეს ტრიუმფი ელო და(1917). რუსეთის ისტორიაში სწორედ ყველაზე შავ-ბნელ ეპოქას (1908 წელს) მოგვითხრობს, როდესაც რეაქციამ კულმინაციას მი აღწია ცნობილი სტოლიპინის მიერ შექმნილი სამხედრო სასამა რთლოს გამო, რომელმაც ასი ათასობით ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. რუსული რევოლუციური მოძრაობის აღმასვლისას(1905) მასებს რუსი მენშევიკები მეთაურობდნენ, ბოლშევიკებსაც იგივე პოზი ცია ეკავათ და რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის (რ.ს.დ.მ.პ.) ერთიანობაც შენარჩუნებული იყო. 1905 წელს, რევო ლუციის კრახით დასრულების შემდეგ, მარტოვის მეთაურობით მენშევიკებს შორის უიმედობამ იჩინა თავი, ხოლო, ბოლშევიკები თავიანთი ბელადის, ლენინის, სიმტკიცის წყალობით, არ დანებ დნენ. დამარცხებამ გავლენა ვერ მოახდინა ლენინზე, რომელმაც პირვანდელი სიმამაცე შეინარჩუნა და მთელი ძალები მიზნისკენ მიმართა. ამ დროს კი მენშევიკები მარცხის მიზეზების უნაყოფო ძიებას ეძლეოდნენ, რაც ბოლშევიკებს საერთოდ არ აღელვებ დათ(სიმართლე რომ ვთქვათ, არც აინტერესებდათ). ლენინისა და მარტოვის განსხვავებულმა ტემპერამენტმა და შეხედულებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს რ.ს.დ.მ.პ.-ის ორ მიმართულებად დაყოფაში, რომელთა გზები ხან გაიყრებოდა და ხან იკვეთებოდა. რექაციის პერიოდში უკვე არსებული განხეთქი ლება განსაკუთრებული სიმძაფრით გაცხადდა, უფრო გართულდა და გამწვავდა. რუსეთში პარტიის ყველა მიწისქვეშა ორგანიზაცია განადგურდა კავკასიის რეგიონალური ცენტრალური კომიტეტის გარდა. პარტიის წევრებით სავსე იყო ციხეები და გადასახლების ადგილები, ამ დროს საზღვარგარეთ ემიგრანტები თავ-თავიანთი, ორი, ოპოზიციური ბელადის გარშემო გაერთიანდნენ, რომლებიც ზოგჯერ ცალ-ცალკე გამაგრებული ბანაკების შთაბეჭდილებას 280 ტოვებდნენ. ასეთი გახლდათ 1908 წელს თეთრი ტერორით 1 გამო წვეული უკანდახევის შედეგები. პლეხანოვი ორივე მიმდინარეობასთან უფრო ზომიერ, ოფიცი ალურ, კავშირს ინარჩუნებდა. მენშევიკებმა თავიანთი პარტიული გაზეთის„სოციალ-დემოკრატის ხმის“ პირველ გვერდზე, ბოლშე ვიკებისთვის ძლიერი დარტყმის მისაყენებლად, პლეხანოვის ფი ლოსოფიური სტატიები გამოაქვეყნეს სათაურით„პასუხი ბატონ ბოგდანოვს 2 “. გრძნობდნენ, პლეხანოვი არ დაახანებდა – უმალ „პარტიის ლიკვიდატორებად“ გამოაცხადებდა. ეს იყო პასუხი ბოგდანოვის„ღია წერილზე“, რომელშიც პლეხანოვს ხშირად წა მოსროლილი სარკასტული სიტყვების გამო –„მახიზმი მარქსიზმი არ არისო“- ახსნა-განმარტებას სთხოვდა. სურდათ ამით ლენინი მახისა და ავენარიუსის ფილოსოფიის პროპაგანდისტი ახლო კო ლეგების, ბოგდანოვისა და ლუნაჩარსკის, პოზიციას დაპირისპი რებოდა. თავის დროზე მარქსისტმა პლეხანოვმა ეს ფილოსოფია უარყო. თავის მხრივ ლენინი პლეხანოვს„მენშევიკების მფარველ ანგელოზს“ უწოდებდა. ორ ცეცხლშუა აღმოჩენილი პლეხანოვი მენშევიკებს ჩამოშორ და და ლენინიც კმაყოფილი დარჩა. ლენინს რაც შეეხება, პლეხა ნოვის საინტერესო და დამაჯერებელი სტატიების გავლენით და წერა ბოგდანოვისა და ლუნაჩარსკის წინააღმდეგ მიმართული ფილოსოფიური ნაშრომი:„მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიცი ზმი“. ნაშრომის გამოქვეყნებდამე პლეხანოვმა შეიტყო, რომ ზო გიერთს ლენინი პირველი კლასის ფილოსოფოსად მიაჩნდა და ამ სიახლეს კალამბურით შეხვდა:„ლენინს არასდროს უმოგზაურია პირველი კლასითო!“ ასეთი იყო იმ დროს რუს ემიგრანტთა წრეში შექმნილი გარემო. 1 „თეთრი ტერორი“ გულისხმობს მასობრივ ძალადობას და რეპრესიებს იმპერიული ხელისუფლებების, მემარჯვენე ექსტრემისტების, რელიგი ური ჯგუფებისა და თავადზნაურობის მიერ. სწორედ„თეთრ ტერორს“ უწოდებს შავიშვილი რომანოვების რუსეთში წამოწყებულ რეპრესიებს. საპირსიპირო ცნებაა„წითელი ტერორი“, რომლის ფარგლებშიც კომუ ნისტები და მემარცხენე ექსტრემისტები ძალადობენ მათგან განსხვა ვებულ ჯგუფებზე და ინდივიდებზე.(რედ.) 2 ალექსანდრ ბოგდანოვი( 1873 1928 ) – რუსი საბჭოთა ფიზიკოსი, ფილო სოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერა ლი და რევოლუციონერი. 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ დაარსებდა არტისტული მოძრაობა„პროლეტკულტი“, რომლის გარშემოც გაერთია ნდნენ კომუნისტური მრწამსის ხელოვანები.(რედ.) 281 მოცემული ნაშრომი გვთავაზობს ავტორის დოკუმენტურ ინტე რვიუებს ერთობ გამორჩეულ რევოლუციონერ ბელადებთან, ასევე, რ.ს.დ.მ.პ.-ის შინაგანი ცხოვრების მოწმობებს, გვიყვება რა მისი ცენტრალური კომიტეტის მნიშვნელოვან სხდომაზე; პარტიის თა ვმჯდომარეებს შორის მოსაზრებებისა და განწყობების გამოთქმი სას გამართულ პაექრობებზე, რამაც ისეთი მოვლენები გამოიწვია, რომლებმაც ყოველგვარ ადამიანურ მოლოდინს გადააჭარბეს. მეორე მხრივ, მწვავე პრობლემებთან ერთად მონათხრობში საინტერესო დეტალებს ვხვდებით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მოყოლილია ავტორის შეხვედრა იმ ეპოქის შესანიშნავ მო ღვაწეებთან: რამიშვილთან, ზალევსკისთან ან ტრიად წოდებულ ვლასა მგელაძესთან. ხარიტონ შავიშვილი ვენა, 1915 წ. თავი I პირველი დღეები ჟენევაში – მიმოხილვა მომდევნო სტრიქონების სიცხადისთვის აუცილებელია მოკლედ შეგახსენოთ გარემოებები, რომლებმაც 1908 წელს ციმბირიდან სასწრაფოდ გაქცევა მაიძულეს. მოვლენებით დატვირთული მოგზაურობა 1906 წლის იანვარს ქუთაისში დამაკავეს. იატაკქვეშეთში ვმუშა ობდი, რა თქმა უნდა ვინაობის დამადასტურებელი საბუთი არ მქონდა. ჩემი უმცროსი ძმის, იერემიას, სახელი დავირქვი. ძმას გურიის სახლი არასდროს დაუტოვებია და მასზე ეჭვსაც ვერავინ მიიტანდა, რომ 1905 წელს მომხდარ ბათუმის, ქუთაისისა და ჭი ათურის რევოლუციურ მოვლენებში იყო გარეული. დაკითხვებიც ამ ვერსიას ამტკიცებდა. ჩემ წინააღმდეგ არსებული არასრული საბრალდებო დასკვნების გამო, იძულებული გახდნენ გავენთავი სუფლებინე. ცარისტულმა მთავრობამ რამდენიმე თვე ქუთაისის ციხეში მაინც გამაჩერა; მოულოდნელად ჯერ თბილისში, მეტეხში, შემდეგ, ქალაქგარეთ მდებარე ციხეებში გადამიყვანეს, ბოლოს ადმინისტრაციული ზომები მიიღეს და ციმბირში გადამასახლეს. მაინც ვერ დაადგინეს რამდენი ხანი უნდა გამეტარებინა გადა სახლებაში(ჩვეულებისამებრ სამი წელი გრძლედებოდა ხოლმე), რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე კლასიფიცირებული არ იყო. 1908 წლის შემოდგომაზე, ადვოკატებმა, ფაღავამ და გელია ზაროვმა, ქუთაისიდან ტობოლსკში ცალ-ცალკე წერილებით მაც ნობეს, რომ გამოძიება თავიდან დაუწყიათ და სანკტ-პეტერბურგი დაუყოვნებლივ გასცემდა ჩემი დაკავებისა და ქუთაისის ციხეში გადაყვანის ბრძანებას. ამგვარად, ხსნა მხოლოდ ციხიდან დაუ ყოვნებლივ გაქცევას შეეძლო. დასავლეთისკენ წასვლა ცენტრალურ რუსეთზე გავლით გადა ვწყვიტე. სასოწარკვეთილი მეგობრები გეგმას სიგიჟედ და გარდა უვალ საფრთხედ თვლიდნენ; უფრო ახლო და ნაკლებ სახიფათო, ჩინეთის საზღვრის გავლას მირჩევდნენ. პოლიციის თანამშრომე - 283 ლმა(მოპარული) ოფიციალური სამოგზაურო საშვი მიშოვა და მო სკოვის უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა, სახელად ალექსეე ვმა, რომელიც გუბერნატორის ხელმოწერას კარგად იცნობდა,„გე ნერალ-გუბერნატორის“ ქვეშ განდატის სახელით მოაწერა ხელი. ეს ისე მარჯვედ გააკეთა, რომ ყალბს ნამდვილისგან ვერ გაარჩე ვდით. მიუხედავად ყველაფრისა, გადავწყვიტე დოკუმენტი არ გა მომეყენებინა – გზაში თუ დამიჭერდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში დავიღუპებოდი, ყალბი საბუთი კი, მხოლოდ ჩემს ღირსებას შეუ რაცხყოფდა და საქმეს დამიმძიმებდა. ამგვარად, დაჭერის შემ თხვევაში დაუყოვნებლივ გავანადგურებდი. ორი თვის განმავლობაში ტობოლსკში, ომსკში, სამარაში, მო სკოვში, ვერჟბოლოვოში, ეიდგუნენში, კიონიგსბერგში, ბერლინში, ბალსა და ლოზანაში მოგზაურობისას თავსგადახდენილი მრავა ლი პერიპეტიისა და თავგადასავლის მოყოლას აღარ შევუდგები. ლოზანაში ამხანაგ ლიახავეტსკის 1 შევხვდი(მაისკი-საბჭოთა კა ვშირის მომავალი ელჩი ლონდონში), ექვსი თვით ადრე ტობო ლსკში გავიცანი. გადასახლებულს, სწავლის დასასრულებლად, საზღვარგარეთ წასვლის უფლება მისცეს და ახლა ლოზანაში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ლიახავეტსკის გულთბი ლმა მიღებამ დიდად მანუგეშა, განსაკუთრებით იმ„მომწამლავი უნდობლობის“ შემდეგ, რაც კიონიგსბერგში და ბერლინში მაცხო ვრებელი რუსი ამხანაგებისგან ვიგრძენი. ვფირობდი, ალბათ ეჭ ვმიტანილი ვეგონე-მეთქი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემთან კონტაქტისთვის თავი გერმანული პოლიციის შიშით აურიდებიათ, რომელიც ეჭვმიტანილებს ცარისტულ პოლიციას გადასცემდა. მი უხედავად ამისა, სწორედ ჩემი გამგზავრებისას, გამოსამშვიდო ბებლად სადგურზე ყველა მოვიდა! ლიახავეტსკს უნდოდა თავისთან დავეტოვებინე; რადგან ვუ თხარი – ჟენევისკენ მივიჩქაროდი, უხიში ჩამიყვანა, ბილეთი მი ყიდა, დამშვიდობებისას იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომა ვალში შევხვდებოდით.(მოგვიანებით, ჩემს სანახავად მართლაც ჩამოვიდა ჟენევაში). 1 ივან მაისკი( 1884 1975 ) – რუსი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ისტორი კოსი. საბჭოთა კავშირის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში( 1932 1943 ). მაისკი ადრეულ წლებში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას უჭერდა მხარს, მოგვიანებით კი ბოლშევიზმისკენ გადაიხარა.(რედ.) 284 ჟენევაში ჩასვლა სამწუხაროდ, გემს თითქმის სამი საათი დასჭირდა ჟენევაში ჩასასვლელად. ნაპირზე გადმოსვლისთანავე პლენპალეს უბნის კენ გავემართე. ბერლინში მოცემულ მისამართზე – ცენტრის ქუ ჩის 2 ნომერში – ვერავის მივაგენი. შუაღამეს გადაცილებული იყო, ვშიშობდი – ქუჩაში დარჩენა მომიწევდა. ამ დროს პონ დ’არვის ბულვარიდან პლენპალეს ტაძრისკენ მიმავალ რუს სტუდენტებს გადავეყარე და ვკითხე – შავიშვილის საცხოვრებელს ხომ ვერ მი მასწავლიდნენ. შავიშვილს არავინ იცნობდა. სწორედ ამ დროს, ჯგუფიდან გრძელი, შავწვერებიანი კაცი გამოვიდა და დაიძახა: – – „აიოლო, ვინმე შავიშვილს იცნობ ? “ – – „რა თქმა უნდა! ბაქოში ერთად ვმუშაობდით. ვანოა.“ – გა ისმა პასუხად. ვანოს კი ყველა ცნობდა. აიოლო 1 გულთბილად გადამეხვია. ჩემი ძმის საცხოვრებელი კი იცოდა, მაგრამ რადგან ძალიან გვი ანი იყო, ამიტომ ცენტრის ქუჩაზე, 2 ნომერში მდებარე საცხოვრე ბელი სახლის მეოთხე სართულზე, რუსულ პანსიონში მიმიყვანა. ღამის გასათევად დამაბინავა, თან მითხრა, რომ შუადღისას მოვი დოდა და ჩემს ძმასთან წამიყვანდა. დაღლილობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, წამითაც ვერ დავიძინე. დილა უსაშველოდ გრძელი მეჩვენა. შუადღისკენ აიოლო მოვი და. მომდევნო ორმა საათმა, ძმასთან შეხვედრის პირველ წუთებს რომ მაშორებდა, სწრაფად გაირბინა აიოლოს ამაღელვებელი ნაამბობის მოსმენაში: გადასახლებულს თეთრი ზღვისკენ აუღია გეზი.„ჟენევაში გასულ წელს ჩამოვედი, ორი თვის შემდეგ ქუჩაში მოულოდნელად ვანოს შევხვდი. გამაფრთხილა – შავიშვილი კი არა თავადი ამილახვარი ვარო“. ბაქოდან გაქცეული ვანო ბათუმში ჩასულა, ქალაქს კარგად იც ნობდა და იქიდან უცხოეთში ჩუმად გადასვლას იმედოვნებდა, მა გრამ უმკაცრესი კონტროლის გამო საზღვრის გადაკვეთაზე ხელი აუღია. ამ დროს, ციდან მოვლენილი სასწაულივით გამოჩნდა ხსნა და საზღვარგართ გასამგზავრებელი პასპორტი გადაუციათ, რომ ლის წყალობითაც ვანო„თავადი ამილახვარი“ ხდებოდა. პასპო რტზე თბილისის გუბერნატორის ხელმოწერა იყო. „წარმოგიდგენია, ეს პასპორტი შენთვის გაუკეთებიათ ქუთა ისის ციხიდან გასაქცევად. ამ ყველაფრის მოწყობას გიმნაზიის 1 იგულისხმება გიორგი აიოლო, საქართველოს დემოკრატიული რეს პუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი ჩეხოსლოვაკიაში(რედ.) 285 სტუდენტი, ტასიკო კორგანოვა, აპირებდა ქალბატონი ფანცხავას დახმარებით! მაგრამ თბილისის მეტეხის ციხეში შენი ნაუცბათე ვი გადაყვანის შემდეგ, ჩანაფიქრი ვეღარ განახორციელეს“.(მა რთლაც მივიღე ასეთი შემოთავაზება – გზის ნაპირა საკანში უნდა დავრჩენილიყავი, ქალბატონი ფანცხავას სახლიდან გვირაბს გა თხრიდნენ და წასაყვანად მომაკითხავდნენ). გადასახლებაში ძმას ვპოულობ 14:00 საათისკენ, გეგმის თანახ მად, აიოლომ ჩემი ძმის სანახავად, კლუზის ბულვარის N45-ში წამიყვა ნა დათიკო შარაშიძესთან, რომე ლიც მეოთხე სართულის ოთახში ცხოვრობდა. მეპატრონემ კარზე დააკაკუნა და დათიკო დერეფანში გამოვიდა. ჩემი დანახვისას ძალიან აღელდა, გულთბილად მიმიღო, მა გრამ ოთახში არ შემიშვა. გამიკვირ და, ჩემი ძმა თუ მართლა მასთან იყო, დერეფანში რატომ მაჩერებ და? როგორც ამიხსნა ვანოს გახა რება უნდოდა –„ეს ესაა ბერლინში შენი მისამართი მიიღო და სწორედ ახლა გწერსო. ოთახში მარტო შედი, იფიქრებს მე მივბრუნდი, წერაში დათიკო შარაშიძე(1885-1935). საქართველოს გამოჩენილი გართული სანამ არ დაასრულებს სოციალ-დემოკრატი ვერ შეგამჩნევსო“. ჟურნალისტი თვითონ კარს უკან დარჩა და ოთახში მიბიძგა. ვანო მართლაც ფანჯარასთან მდგომ მაგიდას მიჯდომოდა და გამალებით წერდა, ჩემი იქ ყოფნა არც უგუმანია. წერა რომ დაამთავარა, შემობრუნდა, დათიკოსთვის უნდოდა ეკი თხა მისამართი თუ სწორედ იყო გერმანულად დაწერილი(დათი კომ კარგად იცოდა გერმანული). ზურგსუკან საკმაოდ დიდხანს ვედექი! ჩემი უფროსი ძმის ნახვით ისე ავღელდი, სხვას ვეღარაფერს ვგრძნობდი და ვხედავდი. აღარ ვიცოდი ჩვენი ბავშვობის მეგო ბარი, დათიკოც, თუ ჩვენთან ერთად იყო ოთახში, არც ის მახსო - 286 ვდა ერთმანეთს თუ მივესალმეთ, ძმასავით თუ გადამეხვია. დათი კო ვანოზე ორი წლით უმცროსი და ჩემზე ერთი წლით უფროსია, ამიტომ თანატოლებს გვჩვეოდა შინაურულად ერთხმაში საუბარი. ვანოსავით გამალებით დამაყარა კითხვები საერთო, ერთდრო ულად ასე შორეულ და ახლობელ მოგონებებზე. მოსაუბრეების ცნობისწადილის დაკმაყოფილებას ვცდილობდი, მათსავით ემო ციური ვიყავი. თავიდან, სანამ საერთო მოგონებებს ვიხსენებდით, მხოლოდ მშობლიურ ენაზე, ქართულად, ვსაუბრობდით. თუმცა, როგორც კი კერძო რისკებისა და საფრთხეების, იმ პოლიტიკური საკითხებისა და მოვლენების განხილვას შევუდექით, რომლებშიც თითოეული ვიყავით გარეული, ენაზე მხოლოდ რუსული სიტყვები და ფრაზები გვადგებოდა. ხშირად რუსულად გამოვთქვამდით მოსაზრებას, გა ნსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარი 1905 წლის რუსული რევოლუციის კრახის შემდეგდროინდელ ზოგად ვითარებას ეხებოდა. მახსოვს, ჩემი მოსაუბრეები ზოგჯერ სიტყვას წყვეტდნენ და ერთმანეთს გადახედავდენ, თითქოს ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ხარიტონი ასევე კარგად წერს რუსულად, როგორც საუბრობსო?“ ვაკვირდებოდი ასეთ ხანმოკლე პაუზებს. ალბათ ახსნა-განმარტე ბის მოსმენის იმედი ჰქონდათ. თუმცა, რაკი ჩემი თავშეკავებული ბუნების ამბავი იცოდნენ, საუბარს გატაცებით აგრძელებდნენ. დრო და დრო ვანო ჩუმად, შეშფოთებით შემავლებდა თვალს, თითქოს ვერ დაეჯერებინა, რომ მე, მისი ძმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ეგონათ, მართლა იქ ვიყავი. საუბარ ში ისე გავერთეთ, გვიან საღამომდე ოთახიდან ფეხი არ მოგვიც ვლია, ხან დათიკოსა და ხან ვანოს შენიშვნის მიუხედავად, რომ ალბათ სულის მოთქმა და დასვენება მჭირდებოდა. მეგობრული საღამო ასე გავაგრძელებდით უსასრულოდ, ხმაური რომ არ გაგვეგონა და მოულოდნელად კარი არ შემოეღოთ. ჩია ტანის ახალგაზრდა ქალი დაუკაკუნებლად შემოვიდა, უკან მომღიმარი, ზორბა კაცი მოჰყვებოდა. დათიკოს ჰკითხა„რამე თუ აჭამეთ ამხანაგ ხარიტო ნსო?“ საიდან იცოდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი? წამიერი, საყოველ თაო გაოცების შემდეგ დათიკომ უპასუხა:„ექვსი თვეა რაც ერთ შე ნობაში ვცხოვრობთ, დღეში რამდენჯერმე ვხვდებით ერთმანეთს და არასდროს გინებებიათ ჩემთვის„ამხანაგო“თი ან სახელით მომართვა. ეს კი ახლახანს ჩამოვიდა და არც კი იცნობთ! ესეც არ 287 იყოს, ხარიტონს ციმბირიდან ფული არ ჩამოუტანია და საჭმელიც არაფერი გვაქვს“. შემდეგ, ახალგაზრდა ქალის თანმხლები ბუმბე რაზი გამაცნო:„ ამხანაგი სერგეი – ვლადიმერ ილიჩის(ლენინის) მდივანი – და სერგეის მეუღლე“. მელოტი და წითური ამხანაგი, ქვეშქვეშა მზერით, დაახლოე ბით 40 წლისა იქნებოდა. ასაკობრივი სხვაობის გარდა ჩემს მე გობართან თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა – დათიკო 23 წლის გახლდათ, საშუალო ტანისა, შავგვრემანი, შავი თვალებითა და თბილი მზერით. სერგეიც ქვემოქირავნე იყო და მეზობელ ოთა ხში ცხოვრობდა. მეუღლესთან ერთად ევახშმა და 11 საათისკენ დაბრუნდა შინ, გზად ამხანაგ ლენინთან შეუვლია ინსტრუქციების მისაღებად. პატარა, ლამაზი, შავგვრემანი, ერთობ თავაზიანი თა ნამგზავრი ჰყავდა. დათიკოსა და სერგეის მეზობლობა ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა. სინამდვილეში, 1907 წელს ლონდონში გამართულმა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ყრილობამ(რ.ს.დ.მ.პ.) კომისიას სხდომის სრული პროტოკოლის ერთ ტომში გაერთიანე ბა დაავალა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ძირითადად მენშევიკი და ბოლშევიკი მეთაურების წარმოთქმული სიტყვების მოწესრიგება იყო საჭირო. მრავალი მოხსენება ერთმანეთში არე ულიყო, ამიტომ ლენინმა სერგეის ბოლშევიკების გამოსვლების დაწყობა დაავალა, ხოლო დათიკო მენშევიკების გამოსვლებით დაკავდა. ამგვარად, ორივეს ხშირად სჭირდებოდა ერთმანეთის რჩევა. დათიკომ ხუმრობით მიახვედრა ქალბატონი სერგეი, რომ სა ჭმელი არაფერი გვქონდა, ამ უკანასკნელმა კი მომხიბლავი ღი მილით შეუძახა:„ბოროტო, ბეღურებს საკენკად ზღაპრებს არ უყ რიან“(რუსული გამოთქმა). ეს თქვა და გულმოწყალედ თავისთან მიგვიწვია. სერგეიმ ხელკავი გამომდო, ჩემი ძმა და დათიკო უკან გამოგვყვნენ. პატარა ოთახი ეჭირათ. ერთი მაგიდა წიგნებითა და ჟურნალებით გაევსოთ, მეორეს, შედარებით მომცროს, ჩაის დასა ლევად და წასახემსებლად იყენებდნენ. ამ მაგიდასთან სამი კაცი ძლივს მოვთავსდით, ქალბატონმა სერგეიმ კარადიდან რამდენი მე კვერცხი გამოიღო, უცბად ერბოკვერცხი შეწვა და პურის ნაჭე რთან ერთად შემოგვთავაზა. მაშინ დათიკომ ჩვენი მასპინძლის ხუმრობით გაჯავრება დაი წყო:“ამ საზეიმო ვახშამს ხარიტონს უნდა ვუმადლოდეთ, რომ არ ჩამოსულიყო, კარგად იცი, ტანია შიმშილით მოგვკლავდაო“. სანამ 288 მეუღლე კისკისით პასუხობდა ამ სახუმარო სიტყვებს, სერგეი უსი ტყვოდ, დაღვრემილი იჯდა. შემდეგ დათიკოსთან საქმეზე საუბა რს შეუდგა – სირთულეებზე, რომლებსაც სიტყვების გაშიფვრისას აწყდებოდნენ. დათიკო ძირითადად გაურკვეველ ნაწერსა და აქ სელროდის 1 აზრის ბუნდოვანებას ჩიოდა. სერგეი იგივეს უწუნებდა როზა ლუქსემბურგს 2 , თან მის გამგზავრებას სწუხდა, რადგან კონ გრესზე სპეციალურად ლენინის მხარდასაჭერად მისულა:„გარდა ამისა, თავის გამოსვლებს უგულოდ მოეკიდა და პლეხანოვის მწა რე შენიშვნების გამო, ყრილობა დახურვამდე დატოვაო“. მსგავსი მოსაზრებები მენშევიკების თავკაცის, მარტოვის, სი ტყვაზეც გამოთქვეს. სამაგიეროდ, ორივე ერთხმად ასხამდა ხოტ ბას ლენინისა და პლეხანოვის ბრწყინვალე გამოსვლებს. ეს უკა ნასკნელი, ბოლშევიკებთან მძვინვარე პოლემიკის მიუხედავად, მაინც ორივე პარტიის იდეურ ლიდერად იყო მიჩნეული, როგორც რუსული მარქსიზმის დამფუძნებელი და საერთაშორისო სოცია ლიზმის აღიარებული თეორეტიკოსი. ვანო მოუთმენლობას ამჟღავნდებდა, უნდოდა ჩემი ჩამოს ვლის ამბავი ყველასთვის ეცნობებინა და ჩემი ბედით დაინტე რესებულ ყველა ამხანაგს პირადად გავეცნე, განსაკუთრებით კი გიორგი ვალენტინოვიჩს(პლეხანოვს). მაშინ სერგეის უსანდომო სახეზე ირონიული ღიმილი გამოისახა –“რისთვის უნდა გააცნოთ ხარიტონი იმ ოლიმპიელს, რომელიც მხოლოდ საკუთარ აზრებს ითვალისწინებს? უკეთ გაგიგებდით თუ ილიჩს 3 წარუდგენდით, რომელიც კმაყოფილი დაგრჩებოდათ.“ „კმაყოფილი? უხეშად შეაწყვეტინა ჩემმა ძმამ, კი, მაგრამ ლე ნინმა საერთოდ არ იცის რა ხდება! არც ის იცის, რომ ხარიტონი დაკარგული ეგონათ, არც ის, რომ იპოვეს და ელოდნენ. გიორგი ვა ლენტინოვიჩი კი ჩვენს დარდს იზიარებდა. სწორედ მან დააგზა ვნინა თავის მდივანს, პანტელეის, პარტიის ყველა ორგანიზაცი ასთან ცირკულარი ხარიტონის პოვნისა და მისთვის დახმარების აღმოჩენის მოწოდებით. სამი კვირის წინ, როგორც კი გერმანიის საზღვარზე ხარიტონის ყოფნა შეატყობინეს, მაშინვე სამგზავრო ფული გააგზავნა ეიდგუნენში. ძალიან დამწუხრებული გახლდათ თანხამ ადრესატამდე რომ ვერ ჩააღწია და უკან დააბრუნეს. 1 პაველ აქსელროდი( 1850 1928 ) – რუსი მარქსისტი რევოლუციონერი, რუსი მარქსისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის(მენშევი კების) ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი.(რედ.) 2 როზა ლუქსემბურგი( 1871 1919 ) – პოლონური წარმოშობის გერმანელი რევოლუციონერი, სოციალისტი და მოაზოვნე.(რედ.) 3 იგულისხმება ვლადიმერ ლენინი.(რედ.) 289 „სცდებით, ამხანაგო ვანო!“ – მჭახედ შეჰყვირა მისმა თანამო საუბრემ, რომელიც ღიმილს კი ინარჩუნებდა, მაგრამ ჩამქრალი თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა.„ილიჩმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე გგონიათ. ყველაფრის საქმის კურსშია. ამ დილით, როცა თავად თქვენ და თქვენმა გიორგი ვალენტინოვიჩმაც კი არაფერი უწყოდით, უკვე იცოდა ამხანაგი ხარიტონის ჩამოსვლის ამბავი“. აქამდე სასიამოვნო საუბრის ჩხუბში გადაზრდის შემეშინდა და სერგეის, რომელიც ცოტაც და შეურაცხყოფაზე გადავიდოდა, სიტყვა შევაწყვეტინე; ჩემი ძმის აგრესიაც მაშფოთებდა. ამი ტომ, დაღლილობისა და გვიანი საათის გათვალისწინება ვთხო ვე. მასპინძელმა ქალბატონმაც კვერი დამიკრა – სწორედ იგივეს თქმა მინდოდაო. ამაზე თავყრილობა დავასრულეთ, მთელი ფინ ჯანი ჩაის დალევის შემდეგ, წყვილს დავემშვიდობეთ. ღამის სამი საათი იქნებოდა, ოთახში დაბრუნებულებმა ოთხი საათის წინ, სერგეისა და მისი ცოლის მოსვლით შეწყვეტილი სა უბარი რომ გავაგრძელეთ. შემდეგ დამდეგი დღის განრიგი შევა დგინეთ: პირველ რიგში, პლეხანოვი უნდა მოგველნახულებინა; მენშევიკების ორგანოს, სოციალ-დემოკრატის ხმის რედაქცია და ადმინისტრაცია; ასევე, პარტიის გენერალურ მდივანს, პანტელეის უნდა ვწვეოდით, რომლის ნახვას ჩამოსვლის დღიდან ვაპირებდი, მაგრამ ვერ მივაგენი – მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და მხოლოდ მოდღევებულზე მიდიოდა ხოლმე ადგილზე. პლეხანოვთან სტუმრობა პლეხანოვმა როგორც კი ჩემი ჩამოსვლა შეიტყო, მაშინვე შეხვედრა დამინიშნა. ნაშუადღევის სამ საათზე ჩემმა ძმამ შეხ ვედრაზე წამიყვანა. კადოლის ქუჩის ექვს ნომერში, პირველ სა რთულზე, კარი მედდის ფორმაში გამოწყობილმა ქალმა გაგვიღო, სიტყვის უთქმელად ხალხით სავსე დარბაზში შეგვიძღვა. ამდენი ხალხი სწორედ პლეხანოვის მეუღლის, სახელგანთქმული ექიმის, როზალია მარკოვნას 4 პაციენტი იყო. საკუთარ მეუღლეს, რომელიც უკვე რამდენიმე წელი ავადმყოფობდა, განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესა. ყველაფერი მისი რეცეპტის მიხედვით იყო განწესებული: საჭმლის მენიუ და საათები, სამუშაო საათებისა და დასვენების ხანგრძლივობა, ვიზიტები და ა. შ. ქმრის უამრავ კორესპონდენ ციას კითხულობდა, მის მაგივრად პასუხობდა ტელეფონს. ძალიან კულტურული, განათლებული, ენერგიული და ერთობ დახვეწილი ქალბატონი გახლდათ. 4 როზალია ბოგრადი( 1856 1949 ) – გიორგი პლეხანოვის მეუღლე.(რედ.) 290 ჩემს ძმას ვუთხარი, თუ გავითვალისწინებთ ჩვენამდე რამდე ნი ადამიანი მოვიდა მის სანახავად, შეიძლება მეტრმა ვერც მიგვიღოს-მეთქი. მეც ასე ვფიქრობო, მომიგო, ახლა გიორგი ვალენტოვიჩის სა მუშაო საათებია და არა – მიღების. როზალია მარკოვნამ შენი წა რდგენა უდაოდ შენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გა მოსაკვლევად მთხოვა. ესე იგი ჩვენი ჯერი მხოლოდ მაშინ მოვა, როცა... სწორედ ამ დროს კარი გაიღო, ექიმის პერანგში გამოწყობილი, საშუალო ტანის, ამაყი ქალბატონი გამოჩნდა. შეკრებილ საზოგა დოებას სწრაფად მოავლო თვალი. ჩემი ძმა შენიშნა და დაუძა ხა:„ტოვარიშ ვანო, პოჟალუიტე ვ მოი კაბინეტ“(ამხანაგო ვანო, ჩემს კაბინეტში შემობრძანდითო). კაბინეტში შეგვიძღვა, თან დიდი კმაყოფილება გამოთქვა მოგზაურობის კეთილად დასრუ ლებისთვის,„რომელიც ამდენ სანერვიულოს უჩენდა ყველა ამხა ნაგსა და განსაკუთრებით მის ქმარს“. ჩვენი ვარაუდი არ გამართ ლდა, წინ წაგვიძღვა და გვითხრა –“გიორგის გაგაცნობთ, ძალიან კმაყოფილი იქნება თქვენი ნახვით, გელოდებათო.“ მერე ვანოს მიუბრუნდა და დაბალ ხმაზე გადაულაპარაკა:„შემდეგ ჩემთან შე მოდით, ციხიდან ასეთი შფოთიანი გაქცევის შემდეგ მინდა გამო ვიკვლიო და გავიგო ყველაფერი წესრიგში თუ აქვსო“. თავისივე დადგენილი განრიგის დაარღვითა და დაუყოვნებ ლივ პლეხანოვთან ჩვენი წარდგენით განსაკუთრებული ყურა დღება გამოიჩინა. ჩვეულებისამებრ ასეთმა თავშეკავებულმა მისმა მეუღლემ მშვენივრად მიგვიღო, დაუყოვნებლივ მუშაობა შეწყვიტა, რასაც იშვიათად აკეთებდა; მდივანი, ამხანაგი ბაბინი, რომელსაც თავისი ერთ-ერთი მთავარი ნაშრომიდან,„სოციალური აზრის ისოტირია რუსეთში“, პასაჟს კარნახობდა, მოსაცდელში დაითხოვა. თავი II პლეხანოვი საშუალო ტანის, ზორბა არ ეთქმოდა, მაგრამ ბრგე კაცი იყო. ასაკთან ერთად ოდნავ გაღიავებული, შევერცხლილი თმით გა რშემოვლებული სახე ლამაზ იერს აძლევდა. შავ ულვაშსა და ეს პანურ წვერს ატარებდა. ფართო, დაძარღვული შუბლი აზრის და ძაბულ მუშაობასა და კონცენტრაციაზე მეტყველებდა. ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი შავი, გამჭრიახი თვალები კი უჩვეულო გონიე რებაზე მოწმობდა. გენიალური თეორეტიკოსი და ბრწყინვალე ორატორი 51 წლის პლეხანოვი ამ დროს დიდების ზენიტში იყო, ზურგს 30 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა უმაგრებდა. – ახალგაზრდობაში იატაკქვეშა ტეროროსტულ ორგანიზციას„ნაროდნაია ვოლიას“ 1 (ხალხის ნება) მეთაურობდა, ამიტომ იძულებული გახდა ქვეყნი დან გადახვეწილიყო. გამოცდილება ორგანიზაციის ბრძოლის მეთოდების, მისი პოპულისტური დოქტრინისა და რუსეთში გა ბატონებული აღმოსავლური დოქტრინების ზედმიწევნით შესწა ვლისთვის გამოიყენა. სასტიკად გააკრიტიკა ბაკუნიზმი(ანარქიზ მი) და რუსული„სლავოფილური“ ავტოქტონიზმის საწინააღმდე გოდ გულანთებული„ზაპადნიკი“(ოქსიდენტალისტი) გახდა. 25 წლის ასაკში უკვე დაწერილი ჰქონდა თავისი ცნობილი ნაშრომი „სოციალიზმი და პოლიტიკური ბრძოლა“, შესანიშნავი თეორეტი კოსის სახელი მოიხვეჭა, რასაც 1883-1885 წლებში ჟენევაში და წერილი უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომი„ჩვენი უთანხმოებები“ მოჰყვა. ქვეყნისთვის ახალი ენის შენარჩუნება შესძლო და გა 1 ხალხის ნება-(რუს. Нар�дная в�ля ) – რუსული ხალხოსნურ-რევოლუცი ური მოძრაობა, რომელიც დაარსდა 1879 წელს. მოძრაობის წევრები საკუთარ თავს ახასიათებდნენ როგოროც აგრარულ სოციალისტებს, მემარცხენე ტერორისტებსა და რევოლუციურ სოციალისტებს. მათ სა ხელს უკავშირდება ბრძოლა XIX ს-ის II ნახევრის რეფორმების წინააღ მდეგ და ტერორისტული აქტები ალექსანდრე II -ის მისამართით.(რედ.) 292 ვლენა მოახდინა ჟურნალისტების, მწერლებისა და ხელოვანთა მთელს ელიტაზე. პიოტრ აქსელროდთან, ვერა ზასულიჩსა 1 და დოიჩთან 2 ერთად, 1883 წელს, ჟენევაში დაფუძნებული„შრომის განთავისუფლების ჯგუფი“ რუსეთში ფარულად ავრცელებდა მის ნაწერებს, იქვე მო ახერხეს სხვადასხვა ფსევდონიმით მისი თეორიული ნაშრომების გამოქვეყნება. მთელს ევროპაში აფასებდნენ ისეთი სამეცნიერო ნაშრომების გამო, როგორებიცაა„ესსე მატერიალიზმის ისტორიაზე, ისტორიის მონისტური კონცეფციის განვითარებასა და ისტორიაში ინდივიდის როლზე“ , 3 რომელიც ლენინმა, პლეხანოვთან ყველა ზე მწვავე პოლემიკისას უყოყმანოდ შეაფასა, როგორც„მთელი ინტერნაციონალის ლიტერატურის საუკეთესო ნაშრომი“. პლეხანოვმა, როგორც თავისი სტილით, ასევე აზრის სიღრმითა და სიმდიდრით, თანამემამულე მწერლებზე, ფილოსოფოსებზე, სოციოლოგებზე, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების კრიტიკოსებ ზე უკეთ გაუთქვა სახელი რუსულ ლიტერატურას. პირველი რანგის ორატორმა 1889 წლის საერთაშორისო სოციალისტური კონგრესის გახსნაზე წარმოთქვა წინასწარმეტყველური სიტყვა, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ რუსეთში მი მდინარე მოვლენების შეფასებისას. ამ სიტყვაში აღნიშნავდა, რომ„რუსეთში რევოლუცია მუშათა მოძრაობის სახით გაიმარჯვე ბსო“. მეორე მხრივ, საკმაოდ გენობამახვილი მოსაუბრე გახლდათ, რომელიც ერთდროულად გასწავლიდათ და გართობდათ, მწარე იუმორით იჭერდა ყველა პრობლემის არსს. წიგნებისა და ფოტოების გარემოცვაში უბრალოდ მოწყობილი სამუშაო ოთახი მდიდარი ბიბლიოთე კით, რამდენიმე ნახატითა და მრავალი სურათით იყო შემკული. ფოტოებს შორის, მარქსისა და ენგელსის პორტრეტების გვე რდით, შენიშნავდით ინტერნაციონალ სოციალისტთა ბიუროდან 1 ვერა ზასულიჩი( 1849 1919 ) – რუსი სოციალისტი, რევოლუციონერი და აქტივისტი.(რედ.) 2 ლევ დოიჩი( 1855 1941 ) – რუსი მარქსისტი მოაზროვნე და ერთ-ერთი წა მყვანი სოციალისტი რუსეთის იმპერიაში(რედ.) 3 საფრანგეთში ჟულ გეზდეს მოთხოვნით დაწერა ცნობლი ანარქიზმი და სოციალიზმი; გერმანიაში ლიბკნეხტისა და კაუცკის თხოვნით ჩაე რთო სამეცნიერო დებატებში. 293 ევროპელი კოლეგების – ავგუსტ ბებელის, ვილჰელმ ლიბკნეხტის, ჟიულ გედეს 4 , ჟან ჟორესის, კეირ ჰარდის 5 , ემილ ვანდერველდეს 6 , ვიქტორ ადლერის 7 – სურათებს. ყოველ ფოტოზე მიძღვნა იყო წარწერილი. შემდეგ მოდიოდა საუკეთესო რუსი ავტორების, პო ეტების, მწერლებისა და დიდ ხელოვანთა სუართები, რომელთა შორის ერთგული თაყვანისმცემლების, ნემიროვიჩ-დანჩენკო 8 და სტანისლავსკის 9 , ფოტოებიც კი იყო, რადგან მნიშვნელოვანი გა ვლენა ჰქონდათ ყველა ბანაკის ინტელექტუალებზე. პლეხანოვმა შენიშნა, მზერა იმ დროს ძალიან მოდაში მყოფ, გენიალური რუსი მომღერლის, შალიაპინის, ფოტოზე შევაჩერე, რომელიც გაბრწყინებული სახით სწრაფად ჩამოხსნა კედლიდან და ახლოდან მაჩვენა. სურათზე შემდეგი მიძღვნა ამოვიკითხე: „გიორგი ვალენტინოვიჩ პლეხანოვს ღრმა თაყვანისცემის ნიშ ნად. ფიოდორ შალიაპინი“. ფოტო შალიაპინმა პირადად მოუტა ნა 1905 წელს და საპასუხო პატივიც სთხოვა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემედეგ, ეს სურათი სანკტ-პეტერბურგში ფოსტით დაბრუ ნდა, როგორც კი აღშფოთებულმა პლეხანოვმა შეიტყო შალიაპინს ნიკოლოზ II-ის წინაშე დაჩოქილს შეუსრულებია რუსეთის ჰიმნი „ღმერთო დაიფარე ცარი“. სურათზე წაეწერათ:„დაუბრუნდა ბატონ შალიაპინს, ნიშნად მისი შემდეგი შენახვის უსარგებლობისა“. გი ორგი პლეხანოვი შეიძლება ასე არც მოქცეულიყო შალიაპინს ცა რის კომპლიმენტზე რომ არ ეპასუხა:„თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი მეგობარი გორკი(საზღვარგარეთ გადასახლებაში მყოფი) ახლა აქ რომ იყოს, ასევე მოიქცეოდაო“. 4 ჟიულ გედე( 1845 1922 ) – ფრანგი სოციალისტი და ჟურნალისტი, ერთ-ე რთი წამყვანი ფრანგი მარქსისტი(რედ.) 5 კეირ ჰარდი( 1856 1915 ) – შვედი იუნიონისტი და პოლიტიკოსი, ლეიბო რისტული პარტიის დამაარსებელი და მისი საპარლამენტო ლიდერი 1906 1908 წწ-ში.(რედ.) 6 ემილ ვანდერველდე( 1866 1938 ) – ბელგიელი სოციალისტი, ბელგიის ლეიბორისტული პარტიისა და საერთაშორისო სოციალიზმის ერთ-ე რთი წამყვანი ფიგურა.(რედ.) 7 ვიქტორ ადლერი( 1852 1918 ) – ავსტრიელი პოლიტიკოსი, მუშათა მოძ რაობების ლიდერი და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი.(რედ.) 8 ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო( 1858 1943 ) – რუსი ხელოვანი, რუსული და საბჭოთა თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, დრამატურგი, მწერალი და მოაზროვნე.(რედ.) 9 კონსტანტინ სტანისლავსკი( 1863 1938 ) – რუსი ხელოვანი, რუსული და საბჭოთა თეატრის მოღვაწე.(რედ.) 294 პლეხანოვი და ქართველი სოციალისტები დაუვიწყარი შეხვედრის დასასრულს პლეხანოვი გამომემშვი დობა და კიდევ ერთხელ მომილოცა შავი რეაქციისგან თავდახ წევა, რაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხდებოდა. რისთვის უნდა მიმეწერა ეს განსაკუთრებული პატივი? პლეხა ნოვთან ჩემი ძმის კარგმა ურთიერთობამ უდავოდ გარკვეული როლი ითამაშა, ისევე, როგორც ციმბირიდან გამოქცევით გამო წვეულმა აურზაურმა, რომელიც წინ უძღოდა ჟენევაში ჩამოსვლას: ეგონათ გზაში დავიკარგე და მარტვილად გამომაცხადეს. თუმცა, პლეხანოვის დადებით დამოკიდებულებაზე უფრო ზოგად და მა ღალფარდოვან მოსაზრებებსაც უნდა ჰქონოდათ გავლენა. კერძოდ, 1905 წელს რუსეთის რევოლუციამ კრახი განიცადა. ამ ისტორიული დრამის ცუდად მომზადებულმა მსახიობებმა ვერ შეძლეს საზოგადოების მოხიბვლა, რომელიც აპლოდისმენტებით მათი მხარდაჭერის ნაცვლად, პირველი მეხის გავარდნას აღარ დაელოდა და აქეთ-იქით მიმოიფანტა. ზოგი იძულებული გახდა გადასახლებულიყო, სხვები ან ციხეებში ჩაყარეს ან სიკვდილით დასაჯეს. რუსეთში რევოლუციის დამარცხების შემდეგ პარტიის ყველა ორგანიზაცია სასტიკი რეაქციის ტალღაში დაინთქა. ნოეს კიდობანი კავკასიონის კლდეებზე გაჩერდა, იმ დროიდან მოყო ლებული ეს უკანასკნელი ყოველგვარი პოლიტიკური მიმდინა რეობის – ბოლშევიკების, მენშევიკების, ანარქისტების, ფედერა ლისტებისა და სოციალ-ფედერალისტების – სურვილის საგნად უნდა ქცეულიყო. რ.ს.დ.მ.პ.-სთან დაკავშირებული ორგანიზაციე ბიდან ერთადერთი ქართული სოციალ-დემოკრტია გადარჩა – გა ჩაღებული რეაქციის წინააღმდეგ სანამ თავგამოდებით იბრძოდა, ნებისმიერი დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ და სანაცვლოდ პა რტიიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ უთანასწორო ბრძოლას გაუძლო. რუსი ამხანაგების დახმარებაც კი მოახერხა და 1906 წელს, იმპერიის დუმას მაღალი ტრიბუნიდან პოლიტიკური თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის „სახარების“ საქადაგოდ სანკტ-პეტერბურგში ნოე ჟორდანიას, ივანე გომართელისა და ისიდორე რამიშვილისგან შემდგარი ძლიერი გუნდი გააგზავნა. პირველმა რამიშვილმა გააგებინა მსო ფლიოს რუსი სოციალისტის ხმა, რომელიც ღიად უპირისპირდე - 295 ბოდა ცარისტული ხელისუფლების მიერ მოწყობილ„პროგრომე ბს“(ებრაელთა ჟლეტას), ღიად აცნობა პარტიის პროგრამა, რო მელიც მოითხოვდა დესპოტური რეჟიმის დამხობას და დემოკრა ტიული რესპუბლიკის დამყარებას; ამოცანა დიდი სიმამაცითა და მჭერმეტყველებით შეასრულა. ბოლშევიკების მსგავსად არც რუსი მენშევიკები ეთანხმებოდ ნენ ამ ინიციატივას. მეთაურები ქართველ ამხანაგებს„პარტიის დისციპლინის დარღვევაში“ ადანაშაულებდნენ, ამიტომ I დუმის არჩევნებში მონაწილეობაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. რამდენი მე თვის შემდეგ, აზრი შეიცვალეს, შეცდომა აღიარეს და II დუმის არჩვენებში მონაწილეობის სასარგებლო რეზოლუცია მიიღეს(I დუმა, რომელშიც ათი სოციალ-დემოკრატიც არ შედიოდა, დროთა განმავლობაში დაიშალა). თუმცა, 63 დეპუტატში ერთი მსოფლიო დონის მეთაური ვერ იპოვეს. 1907 წელს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ისე ბრწყინვალედ მართავდნენ ქართველები, წერეთე ლი და ჯაფარიძე, რომ მათი მწვავე გამოსვლების შემდეგ, თავის მხრივ II დუმა დაიშალა, მათ კი, იძულებითი შრომა მიუსაჯეს. ასევე II დუმის არჩევნებში – რუსი ბოლშევიკებიდან და მენ შევიკებიდან ერთმაც ვერ მოახერხა ღირსებებით გამორჩეული ერთი კაცის არჩევა. საარჩევნო კანონის –„1907 წლის 3 ივნისის სახელმწიფო გადატრიალება“ – კავკასიის საზიანოდ შეცვლის მიუხედავად, მაინც ქართველები აირჩიეს – ჭელიძე და გეგეჭკო რი, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში თავისუფლებისა და დემოკ რატიისთვის კვლავ მამაცურად და თავდადებით იბრძოდნენ. 1908 წელს, რუსეთის ისტორიაში ყველზე ბნელი და რთული ეპო ქა იდგა, ყოველდღე ქვეყნდებოდა იმპერიის თითოეულ ქალაქში დაარსებული სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამო ხრჩობილ პირთა გრძელი სიები. რუსი ბოლშევიკებისა და მენშევიკებისგან განსხვავებით პლეხანოვი, რომელიც თანაბრად მენშევიკიც იყო და ბოლშევი კიც, ყოველთვის ეთანხმებოდა კავკასიური სოციალ-დემოკრა ტიის ინიციატივებს. ხშირად მენშევიკების მხარეს იხრებოდა და მათი მეთაური ხდებოდა, რადგან ეჭვი ეპარებოდა ბოლშევიკების მისწრაფებებში. თვლიდა, რომ თავიანთი პოპულიზმით, 30 წლის წინ დასამარებული ავტოქტონიზმის გაცოცხლება შეეძლოთ. პლეხანოვისთვის რუსი მენშევიკები უფრო მოკავშირეები იყვნენ, ვიდრე სხვა რამ. სამაგიეროდ, ერთნაირი იდეები და მისწრაფე ბები ჰქონდათ მასა და მტკიცედ ორგანიზებულ ქართველ სო - 296 ციალ-დემოკრატებს, რომელთაც საქმის გამკეთებელი ხალხი ჰყავდათ. ბოლოს, 1909 წლიდან 1914 წლამდე, პირველი მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე პლეხანოვთან გავერთიანდით და თავად პარტიის არსებობის საკითხთან დაკავშირებით რუს მენშევიკებს დავუპი რისპირდით, რომელთაც პარტიის იატაკქვეშა აპარატის ლიკვი დაცია უნდოდათ. დიდი ბელადის ღირსებები და შეცდომები ფართო ერუდიცია, პუბლიცისტისა და ორატორის ნიჭი, უკვდა ვი ნაშრომებით საერთაშორისო პროლეტარიატისთვის გაწეული სამსახური, ერთი სიტყვით, ყველა სხვა სოციალისტ ლიდერთან შედარებით განუზომელი უპირატესობა, პლეხანოვს იმ პარტი ის ორივე ბანაკის უპირობო ბელადად ადგენდა, რომლის სულის ჩამდგმელიც თავად იყო. ორივე მხარე გულში ჩუმად ინახავდა „რუსული მარქსიზმის ბრწყინვალე დამაარსებელისა“ და დიდი თეორეტიკოსის მისაკუთრების იმედს. წესით, პლეხანოვს უდავო ლიდერობისთვის საკმარისზე მეტი ღირსებები და ნება გააჩნდა. თუმცა, ბელადი სწორედ იმიტომ არ იყო, რომ გამორჩეულ ოქსი დენტალისტს არსებითად ორიენტალისტურ პოლიტიკასა და სო ციალურ ფენომენებთან ჰქონდა საქმე. მრავალი ეროვნებისგან შემდგარმა უზარმაზარმა ცარისტულმა იმპერიამ დესპოტიზმის სეკულარული რეჟიმით ეკონომიკური, პოლიტიკური და სოცია ლისტური ცხოვრების განსაკუთრებული პირობები შექმნა, რომ ლებმაც თავის მხრივ სპეციფიური მენტალიტეტი წარმოშვეს. 21 წლის ასაკში პლეხანოვი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტო ვებინა. ემიგრაციაში განმარტოებულმა ვერ შესძლო პოლიტიკუ რი ლიდერის თვისებების მომწიფება. მასები ვერასდროს ხედავ დნენ და უშუალო შეხება არასდროს ჰქონიათ, ყოველთვის უცხოდ რჩებოდა. დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მარქსივით და ენგელ სივით მხოლოდ მისი სახელი ესმოდათ. მეთაურისთვის საჭირო მოქნილობა აკლდა, რომელიც მხოლოდ თანამებრძოლთა სადა რდებელსა და მისწრაფებებზე ყოველდღიური ზრუნვით შეიძლე ბა შეიძინონ; მოქნილობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში არასასიამოვნო საქმესაც დააძლევინებდა და ხალხისგან მიღე ბულ სიყვარულში დაათმენინებდა გარკვეულ უპატივისცემლობას. ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, თავისი გონიერებითა და უჩვეულო უნარებით, არახელსაყრელი ვითარებების მიუხედავად, უთუოდ დაძლევდა ყველა დასახელებულ სიძნელეს, შეინარჩუნებდა პა რტიის ერთიანობას, შეძლებდა ვითარების მართვას. მაგრამ 1905 წლიდან მოყოლებული მძიმედ ავადმყოფობდა, რის გამოც, რევო ლუციის დროს რუსეთში ვერ დაბრუნდა. რუსული რეალობისგან მოწყვეტილი პლეხანოვი ვერ შეძლებ და მომრიგებელ-მოსამართლის როლის თამაშს. მაშასადამე, ვერ შეძლებდა გაყოფილი პარტიის კვლავ გაერთიანებას. ამ უკანას კნელს მხოლოდ ერთი ორგანიზატორი და საქმის გამკეთებელი კაცი ჰყავდა – ლენინი. ლენინი კი პარტიის ორიდან ერთ მიმდი ნარეობას უნდა ჩასდგომოდა სათავეში და ამით წონასწორობა დაერღვია. თავი III მარტოვი ერთმანეთს დავემშვიდობეთ, თუმცა პლეხანოვმა უკვე განხი ლული საკითხების შესახებ თავისი მოსაზრებების დასაზუსტებ ლად და ახალ თემებზე სასაუბროდ ცოტა ხნით შეგვაყოვნა. ჩემი ძმისთვის მიცემული პირობა მოაგონდა – თავისი ბოლო ნაშრომი „მარქსიზმის ფუნდამენტური საკითხები“ უნდა ეჩუქებინა. ნაშრო მი ახლახან გამოეცათ სანკტ-პეტერბურგში; უჯრიდან ამოიღო, ზედ მიძღვნაც წაეწერა, და ვანოს გადასცა. სწორედ ამ დროს პასუხად მესროლა თავისი ცნობილი კალამბური კითხვაზე თუ რა დამოკი დებულება ჰქონდა ლენინთან, რომელიც მოგვიანებით ჩემმა ძმამ გაავრცელა მთელს რუსულ წრეში:“ჩამოსვლისთანავე ლენინმა თავის გაშემო სივრცე შექმნა“, რუსულად წარმოთქმულ ამ ფრაზას მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა, ამავდროულად ლენინს ახასია თებდა, როგორც გენიალურ ორგანიზატორს, რომელიც არასდროს კარგავს დროს. მეუღლის კაბინეტამდე მიგვაცილა, ჩემს შესახებ რამდენიმე კეთილი სიტყვა უთხრა, შემდეგ დაგვტოვა და მუშაობა გააგრძელა. როზალია მარკოვნამ ზედმიწევნით გამომიკვლია. ზოგადი და ღლილობა და მოჭარბებული ნერვოზულობა დამიდგინა. ჩემს ძმას უთხრა, რომ საფრთხე დაუყოვნებლივ არ მემუქრებოდა, თუმცა მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული იყო პრევენციული ზომების მისაღებად. წამლები, დასვენება და კარგი კვება გამომიწერა, თან დასძინა, ერთი კვირის შემდეგ მივსულიყავი. რამდენჯერმე დავბ რუნდი – მოსალოდნელი გაუმჯობესება არ დასტურდებოდა. მუდამ კეთილგანწყობილი ზრუნვას არ მაკლებდა, წამლებსა და სხვა და სხვა ძალის აღმდგენებს მაძლევდა, თუმცა უშედეგოდ. აღელვე ბულმა თავის მეგობარსა და კოლეგას, იმ დროს ძალიან ცნობილ, პროფესორ ბარტს მიმართა. ერთად გამომიკვლიეს, საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს და გაოცებულები იყვნენ საუკეთესო შე დეგებს რომ ვერ მიაღწიეს. ბოლოს გადაწყვიტეს – აუცილებელი იყო ჰავის გამოცვლა და მთაში წასვლა მირჩიეს, რასაც როზალია მარკოვნა დაჟინებით მოითხოვდა. საქმის ფინანსური მხარეც კი 299 იკისრა. გადაწყვიტეს რამდენიმე ხნით დავოსში გავეგზავნე. მკურნალობის წარუმატებლობას რამდენადმე სხვა მიზეზი ჰქონდა: ექიმის დანიშნულებას ვერ ვასრულებდი, განსაკუთრე ბით კვების საკითხში. როზალია მარკოვნა, რა თქმა უნდა, ამას ხვდებოდა და ცდილობდა ჩემს უზრუნველყოფას, რაც ზღვაში წვეთი იყო. ფაქტობრივად, ხშირად სამ კაცზე მეტი ვიყოფდით რაციონს. იმ დროს ჟენევის ქართულ ორგანიზაციაში სრული სი ღატაკე სუფევდა – ასამდე ემიგრანტიდან და სტუდენტიდან მხო ლოდ ხუთს შეეძლო დანაყრება მთელი საზაფხულო არდადეგების განმავლობაში. რაც მეტად ვფიქრობ, მით უფრო მიკვირს თუ რა ღირსეულად ითმენდნენ ამ სიღატაკეს. კარგად შემოსილები ჯგუ ფებად დადიოდნენ, მხიარულად მღეროდნენ და საუბრობდნენ. ამასთანავე გამოსცემდნენ ხელნაწერ იუმორისტულ ჟურნალს, „კუჭი“, რომელიც კარგი გასართობი იყო მტანჯველი შიმშილის დასავიწყებლად. რამდენადაც ვიცი ქურდობის ერთი შემთხვევაც არ უცნობებიათ. იდეალიზმის ეპოქა იყო, რომელიც აღარასდროს განმეორდება. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ცარიზმის დროს სა ერთაშორისო დაცვა საერთოდ არ არსებობდა, არც რამე დამხმა რე ორგანიზაცია, და დევნილები მათი სამწუხარო ბედის ანაბრად იყვნენ მიტოვებულები. ვითარებიდან გამომდინარე პარტიას ემიგრანტებისთვის ძალიან მწირი ურთიერთდახმარების ფონდი ჰქონდა. ციმბირიდან ჩამოსვლის შემდეგ ჟენევაში გატარებული სამი თვე მოვლენებით იმდენად მდიდარი იყო, რომ თუ გავბედავ და დეტალურ აღწერას შევუდგები – ტომეულები დაიწერება. მხო ლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას დავჯერდები. მენშევიკების საგაზეთო ორგანოს რედაქციაში რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, როგორც იქნა, ამხანაგი პანტელეი ვიპოვე. თავად მას მერე მეძებდა, რაც ჟენევაში ჩემი ყოფნის შესახებ შეიტყო. დიდი ინტერესითა და სითბოთი მიმიღო. საერთო საქმის დიდად ერთგული კაცი გახლდათ. მარჯვე, სასი ამოვნო პირისახისა და საშუალო ტანის. გარემოებებზე საუბრის, მილოცვებისა და მადლობის შემდეგ, ერთმანეთს პირადი მოსა ზრებები და ინფორმაცია გავუზიარეთ. მოგვიანებით ჩემმა ძმამ მენშევიკების საგაზეთო ორგანოს, სოციალ-დემოკრატის ხმის, რედაქციაში წამიყვანა. აქ პირველ რიგ - 300 ში მენშევიკების თავკაცი და აღნიშნული გამოცემის მთავარი რე დაქტორი, ამხანაგი მარტოვი, უნდა მენახა. შეხვედრის შესახებ ვანოს წინასწარ არ გაუფრთხილებია, როგორც ამხანაგ პანტელე ის უთხრა – უნდოდა შეხვედრა მოულდნელი ყოფილიყო. მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია. თუმცა მარტოვი ამ დღეს რედაქცია ში არ ყოფილა. ჩვეულებისამებრ, როგორც მისი არყოფნის დროს ხდებოდა, ადმინისტრატორმა, ამხანაგმა ორლოვსკიმ, და მისმა თანაშემწემ, ამხანაგმა მიხაილოვმა, მიგვიღეს. ამ უკანასკნელს სანკტ-პეტერბურგში ტროცკისთან ერთად ტუმენის ციხეში გადა ყვანისას შევხვდი(1907 წლის დასაწყისში).„მუშა დეპუტატების საბჭოს“ სხვა წევრებთან ერთად სამუდამო გადასახლება მიუსა ჯეს და ობდოსკისკენ მიჰყავდათ. ჟენევის ემიგრანტთა შეჯიბრი ორატორობაში ორლოვსკი, ნამდვილი სახელი – ვარლამ შავდია, ოდესის ქართველი სტუდენტი იყო. 1905 წელს, 23 წლის ასაკში, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ციმბირში სამუდამო გადასახლე ბა მიუსაჯეს და ყველა მოქალაქეობრივი უფლება ჩამოართვეს. ოდესის სტუდენტებს შორის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და არწივს ეძახდნენ, აქედან წამოვიდა მისი ფსევდონიმი„ორლოვ სკი“. დანარჩენებივით კარგ დროს, 1907 წელს გაიქცა, როცა ზედა მხედველობა ნაკლებად მკაცრი იყო და თეთრი ტერორი ჯერ არ აზვირთებულიყო. ზორბა ტანი, ფართო შუბლი, გრძელი, შავი, მხედრული ულვა შები, არწივისებური გამჭოლი მზერა და ძლიერი ხმა ჰქონდა. ამ ყველაფერს სხარტი გონება ერთვოდა, მჭერმეტყველი და, გარდა ამისა, განსაკუთრებულად მომხიბვლელიც გახლდათ. მაშინ მხო ლოდ 26 წლისა იქნებოდა, მაგრამ ყველა შეკრებასა და სხდომაზე, სადაც გამოჩნდებოდა, თავმჯდომარედ ირჩევდნენ. ჩემს ჩამოსვ ლამდე ორი თვით ადრე, ჟენევაში, სხვა და სხვა ფილოსოფიური კონცეფცციის მქონე სოციალისტების საჯარო დებატებს თავმჯ დომარეობდა. მოგვიანებით ამ ცხარე ორატორულ შეჯიბრს„კო რიდა“ დაარქვეს. ჩემი იქ ყოფნის დროს, კიდევ ერთ, დიდი ისტორიული მნიშვნე ლობის მქონე, კრებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ქართველი მეცენატის, პეტრე ზუბალაშვილის, მიერ კარლ ვოგის ბულვარზე დაარსებულ და დაფინანსებულ ქართული ბიბლიოთეკის სამკი თხველო დარბაზში შედგა. რამდენიმე დღიან კრებას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა – ჩვენს რიგებში არასდროს ყოფილა ერო - 301 ვნული საკითხის გარშემო ასეთი ღრმა დისკუსიები. ბოლშევიკე ბი და მენშევიკები, ნაციონალისტები და ფედერალისტები, ანარ ქისტები და სოციალისტ-რევოლუციონერები, შერკინებაში ყველა მონაწილეობდა. სხდომა აკაკი ჩხენკელის მოსასმენად მოიწვიეს, რომელსაც ეს ესაა ბერლინში დაწყებული სწავლა ვენაში დაეს რულებინა და პარიზსა და ლონდონშიც აპირებდა განათლების მიღებას. 1910 წელს საქართველოში დაბრუნდა, 1912-ში ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძესთან ერთად მეოთხე მოწვევის დუმის დეპუტატად აირჩიეს, იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლოს – საფრა ნგეთში საქართველოს სრუ ლუფლბიანი დესპანი. ბიბლიოთეკის კედელზე ქა რთულენოვანი ცნობის გარდა, მოხსენებასთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც არ გაუსა ჯაროებიათ. მიუხედავად ამისა, მთელმა რუსულმა წრემ იცო და კრების ჩატარების შესახებ, რომელიც ცხოველ ინტერესს იწვევდა. მიზეზი?! სმენოდათ, თბილისის პრესაში ეროვნულ საკითხზე გამოქვეყნებული იმ მრავალი სტატიის ავტორის შე სახებ, რომელზეც ხელი არ მი უწვდებოდათ. თუმცა, ამ გასა აკაკი ჩხენკელი(1874-1959). ჭირს ვერ გაამხელდნენ. ჩხენ კელის მიმართ მტრული გან წყობის მიზეზიც ეს გახლდათ. მეოთხე მოწვევის დუმის წევრი. დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკებზე მეტად რუსი ბო ლშევიკები ბრაზობდნენ. საკი თხთან დაკავშირებით ბოლშე (1918) საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პარიზში 1920-1930 წწ. ვიკების მოსაზრება რამდენიმე სანდო ქართველმა კეთილსი ნდისიერად გვაუწყა, თუმცა ლენინმა მაინც საჭიროდ ჩათვალა მასზე ხუთი წლით უფროსი, ძველი ქართველი ბოლშევიკისთვის, მიხა ცხაკაიასთვის, დაევალებინა კრებაზე დასწრება, დებატებში მონაწილეობის მიღება და განცხადების გაკეთება. 302 ბუნებრივია ცხაკაიამ მწვავედ გააკრიტიკა ჩხენკელის მოსა ზრება, შემოთავაზებული ეროვნული ავტონომია„ბურჟუაზიული იდეოლოგიიდან“ გამომდინარეობსო. მდივნის ტიპაჟი იყო, კატე გორიულად საუბრობდა. წვერიანს, ცოტა გაბურძგნულსაც კი, სქე ლი ლურჯი სათვალე ეკეთა, ორი გარე ჯიბე მუდამ ჟურნალებით ჰქონდა გაძეძგილი, შიდა ჯიბეებში კი წერილების ტევა არ იყო. მასხარას შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველაზე მგზნებარე მოხსენებათა შორის იყო ერთი ქართვე ლის, ტანით მომცრო, ლამაზი ვარცხნილობის მქონე, მემარჯვე ნე სტუდენტის მოხსენება. მისი გრძელი განცხადებიდან შემდე გი დასკვნა გამომდინარეობდა:„თქვენი ეროვნული ავტონომია ერთობ სუსტი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთის ქარი ერთი დაქროლვით გააცამტვერებსო.“ 1917 წელს, ტელეგრაფის მეშვეობით რუსეთის დროებითი მთა ვრობის უმაღლეს კომისართან, პროფესორ სვატიკოვთან, მი მიწვიეს პარიზში იმპერიის ელჩის პოლიტიკური დოკუმენტების შესამოწმებლად.(მაშინ ბერნში ვცხოვრობდი.) რუსეთის ელჩის არქივში, ცარისტული„ოხრანკის“ აგენტებს შორის, ამავე სტუდე ნტის, ვიქტორ ქავთარაძის, სახელი და გვარი აღმოვაჩინე. ჩხენკელი საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი კაცი გახლდათ. უკვე საკმაოდ გამელოტებული დიდი თავით, შავი პატარა ულვაში თა და წვერით შემკული, ჯერ კიდევ ახალგაზრდა იერსახის მიუხე დავად, თავის ქართულ წარმომავლობას მხოლოდ თვალებით მო გაგონებდათ. საკუთარი თეზისის სამართლიანობაზე ღრმადსარ წმუნო ენთუზიაზმით საუბრობდა, რაც განხილული საკითხის შესა ხებ მის დიდ ცოდნაზე მოწმობდა. მრავალრიცხოვანი ოპონენტე ბისთვის პასუხის გასაცემად წამომართული მეტოქის დასაგლეჯად ეშვებალესილ გარეულ ტახს ჰგავდა. ამ გაცხოველებულმა, ზოგჯერ ბობოქარმა, კრებებმა ორლო ვსკის ღირსებების დაფასების შესაძლებლობა მომცა. ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბრწყინვალედ დასრუ ლების შემდეგ ბერლინს შეაფარა თავი. 32 წლის ასაკში, ბერლინ შივე რომ არ განეგმირა ნაადრევ სიკვდილს, უდაოდ მნიშვნელო ვან როლს შეასრულებდა მრავალი უცხოელისა თუ ქართველის ცხოვრებაში. 303 მარტოვი – მომხიბლავი და გატანჯული საზოგადო მოღვაწე სოციალ-დემოკრატის ხმის რე დაქციის მონახულებიდან რამდე ნიმე დღის შემდეგ, ორლოვსკიმ ჩემს ძმას უთხრა- იული ოსიპო ვიჩს სინანული გამოუთქვამს ჩემი სტუმრობა რომ გამოტოვა და ესი ამოვნებოდა თუ შემოთავაზებუ ლი სამი თარიღიდან ერთი მაინც აღმოჩნდებოდა ჩვენთვის ხელსა ყრელი რედაქციაში მისაბრუნებ ლად. იული ოსიპოვიჩ ცედენბაუმი სხვა არავინ იყო თუ არა მარტოვი. ახალგაზრდა ქალზე, სახელად მა რთაზე, შეყვარებულმა, გულისწო რის საპატივცემულოდ ფსევდონი მად მარტოვი დაირქვა. შეხვედრა დავნიშნეთ. მარტოვ მა დანიშნულ დღეს ერთობ თავა ზიანად გვიმასპინძლა. ენამახვი ლი, ცოტა მელანქოლიური პირო ვნება გახლდათ: შუქურასავით ხან იული ოსიპოვიჩ ცედენბაუმი, მარტოვი აინთებოდა, ხანაც მიინავლებოდა. საშუალოზე მაღალი იყო, მარჯვენა მხარი ჩამოწეული ჰქონდა, პენსნეს მიღმა ჭკვიანი თვალები უბრ წყინავდა. მზერიდან ჰუმანურობა გამოსჭვიოდა, მოუვლელი შავი წვერით სანდომიანი მოციქულის იერი ჰქონდა, თუმცა, მხოლოდ 35 წლისა გახლდათ, ლენინზე სამი წლით უფროსი. ამ უკანასკნე ლის მსგავსად მრავალი თვე გაატარა ციხესა და გადასახლებაში. ყველა ახალგაზრდა მარქსისტივით, განსაკუთრებით ლენინივით, მეტისმეტად მოეხიბლა პლეხანოვს – გადასახლების უკანასკნე ლი ადგილიდან გაქცევა მასთან მისამხრობად გადაწყვიტა. რაც მოახერხა და 1900 წელს, ლენინის დაბრუნების შემდეგ, ორი ვემ ისკრის(ნაპერწკლის) რედაქციაში, პლეხანოვთან დაიწყო თანამშრომლობა. მარტოვის საუბარს ორიგინალობა არ აკლდა: ტანით რაც მე ტად ირხეოდა, მით უკეთ ახერხებდა თავისი აზრის გამოთქმას 304 და ზოგჯერ მჭერმეტყველიც ხდებოდა. დასავლეთის მუშათა მოძ რაობისა და პროლეტარიატის საქმისადმი განსაკუთრებული ერ თგულებით გამოირჩეოდა. სათქმელს მოკლედ და ზუსტად გამო ხატავდა და რ.ს.დ.მ.პ.-ის პარტიის ყველაზე მარჯვე ჟურნალისტი გახლდათ. სწორედ ამით გახდა მენშევიკების თავკაცი. თუმცა პარტიაში თავის შეხედულებებს ვერ გაამარჯვებინა, რადგან მხო ლოდ რუს მუშათა ფსიქოლოგიის ცოდნა კი არ აკლდა, არამედ ორ განიზების შნოც, რომელიც პოლიტიკური ლიდერის თანდაყოლი ლი თვისებაა. სხვადასხვა თემებზე საუბრის შემდეგ, პარტიის საკითხების, კერძოდ, ორ მიმდინარეობას შორის არსებულ აზრთა სხვადას ხვაობას და რუსეთის პოლიტიკური ვითარების განხილვას შევუ დექით. ზოგად საუბარში ორლოვსკი და ჩემი ძმაც მონაწილეობ დნენ. თუმცა, გამიკვირდა, როცა მარტოვმა ორჯერ შეგვაწყვეტინა საუბარი და ცხადი მიზეზის გარეშე ჩემი ძმა გვერდით გაიყვანა. ვიფიქრე, გადაუდებელი და საიდუმლო საქმეები ჰქონდათ მოსა გვარებელი და რამდენჯერმე ქართულად გადავუჩურჩულე ვანოს – იქნებ სჯობს გავიდე-მეთქი. ორლოვსკიმ ყური მოჰკრა ნათქვამს და გადათარგმნა. მარტოვმა გააპროტესტა, დამარწმუნა – საიდუმ ლო საქმე არ ჰქონდა და, გარდა ამისა, ამხანაგ ვანოსთან განხი ლული საკითხი უმნიშვნელო იყო. ორლოვსკიმ კვერი დაუკრა და შეწყვეტილი საუბარი ლენინის მიმართ დამოკიდებულების გა ნხილვიდან გავაგრძელეთ. მარტოვს მიაჩნდა, რომ ლენინისთვის რუსეთში არაფერი შეცვლილიყო და პარტიას რევოლუციამდე ლი(1905) ტაქტიკის გაგრძელებისკენ უბიძგებდა, ხოლო მარტო ვისთვის იმდენად დიდი და სიღრმისეული ცვლილებები ხდებო და, რომ პარტია აქამდე არჩეული გეზისგან სრულიად განსხვავე ბულ, ახალ გზას უნდა დასდგომოდა. ბოლოს დასძინა – ცენტრა ლური კომიტეტის მომავალ კრებამდე ლენინი იძულებული იქნება სამუდამოდ შეიცვალოს დამოკიდებულებაო. აბსურდული და სახიფათო გეგმა ხანგრძლივად ისაუბრა თავის მოსაზრებებზე, ყურადღებით მო ვუსმინე, დავრწმუნდი – მარტოვის მიერ არჩეული გზაც ისეთივე მცდარი იყო, როგორც ლენინისა. თუმცა, სიტყვა არ დამცდენია. შეიძლება ჩემი დუმილი მტრობის ნიშნად მიიღო. რაც არ უნდა ყო ფილიყო, ვიგრძენი – ჩემით მაინცადამაინც კმაყოფილი არ გახ - 305 ლდათ. მას მერე უშუალო კონტაქტი არასდროს გვქონია 1 . შეხვედ რის დროს მომხდარი ინციდენტი თუმცა უმნიშვნელო იყო, მაინც საგონებელში ჩავვარდი. ვცდილობდი ამ გაუგებრობის ნამდვილი მიზეზების მიკვლევას, ბოლოს, როცა შევიტყვე რაც ხდებოდა, ჩემი შეცბუნება ერთობ ძლიერ შეშფოთებად გადაიქცა. მომდევ ნო კვირას ორლოვსკიმ, რომელიც სოციალ-დემოკრატის ხმის ად მინისტრატორი და ამავე გამომცემლობის შენობაში ჩატარებული მენშევიკების ყველა ყრილობის თავმჯდომარე გახლდათ – მაშასა დამე კარგი თანამდებობა ეჭირა საიმისოდ, რომ მენშევიკთა თა ვკაცების ჩანაფიქრი სცოდნოდა – ზემოხსენებული პატარა ინცი დენტი ამიხსნა. მაუწყა, რომ რუსეთში პარტიული ორგანიზაციების შექმნის მიზნით მარტოვი და დანი 2 ჩემს ძმასთან მოლაპარაკებე ბს აწარმობდნენ, პეტერბურგში წასვლზე დასაყოლიებლად. მოცემულ მომენტში მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შე სულიყო. რუსეთში სასწრაფოდ უნდა დაეკავებინათ მტკიცე პო ზიციები იმ ბოლშევიკების ლიკვიდაციისთვის, ვისთან ბრძოლაც უკვე სახიფათო სახეს იღებდა.„არაფერი გაგვაჩნია(ხალხსა და ორგანიზაციებს გულისხმობდა) და ამ არაფრით მათ წინააღმდეგ ვერ ვიბრძოლებთ“. იული ოსიპოვიჩი ყველაზე მეტად იმას შიშობ და, რომ„ბოლშევიკები ამ მხრივ წინ უსწრებდნენ და მენშევიკე ბის ყველანაირი ძალისხმევა უშედეგო იქნებოდა.“ საუბარი შევაწყვეტინე და ვკითხე:„ბრწყინვალე ჩანაფიქრია, მაგრამ მართლა ფიქრობთ, რომ ჩემს ძმაზე არჩევანის შეჩერება ნამდვილად სწორია თუ გავითვალისწინებთ მის მკვეთრად გამო 1 მეორედ, 1910 წელს, ლოზანის კონფერენციაზე შევხვდით, სადაც შეხე დულებები გავუზიარეთ ერთმანეთს. აშკარად მტრული დამოკიდებულე ბა მქონდა„ლიკვიდატორების“ მიმართ, რომელთა წარმომადგენელიც იყო. შემდეგ, 1917 წლის მარტში, ბერნში შევხვდით, რევოლუციას ეს ესაა ცარიზმი დაემხო, შესაბამისად პოლიტიკურ დევნილთა ქვეყანაში დაბრუნების საკითხი წამოჭრილიყო. საკითხის შესახებ მოხსენებებში ბოლშევიკები და მენშევიკები გერმანიის გავლით რუსეთში ჩასვლას ემხრობოდნენ.„ეროვნული დაცვის ორგანიზაციის ყრილობამ, რომელ საც ვეკუთვნოდი, ამგავრი მოგზაურობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მკაცრად დაგმო. ბოლოს მე და მარტოვი ერთმანეთს აზრთა მწვა ვე დაპირისპირებით გამოწვეული ამ მძვინვარე დებატების გამო შევ ხვდით. გერმანიის გავლით მის ჯგუფთან ერთად გამგზავრება შემომ თავაზა. აღშფოთებულმა უარი ვუთხარი, იქვე აღვნიშნე, რომ ამგვარ მოგზაურობასთან უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი არ მქონდა. ამასთანავე დავსძინე, რომ, ჩვეულებისამებრ, ამ თავაზიან შე მოთავაზებაშიც, ლენინმა დაასწრო, რომელსაც არ ვუპასუხე. 2 ფიოდორ დანი( 1871 1947 ) – რუსი რევოლუციონერი და პოლიტიკური მოხელე, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი.(რედ.) 306 ხატულ ქართულ აქცენტს, რუსული ენის არასაკმარის ცოდნას და იმ ფაქტს, რომ არასდროს უცხოვრია რუსეთში?“ პასუხს დაეშურა-„ძალიან საჩოთირო კითხვაა, ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ რა გინდა! ახლა, ბლოკადის რეჟიმისა და სამხედრო სასამართლოს პირობებში, არავინაა ისეთი, ვინც რუ სეთში სამუშაოდ წასვლას გაბედავს“. მაშინ კი ვკითხე:„პატივი დამდე, ძვირფასო, და მითხარი ჩემი ძმა რას ფიქრობს?“ ხუმრობის ტონით მომიგო:„შენს ძმას არ იცნობ? ოდესმე გი ნახავს სახიფათო საგმირო საქმის ჩადენა შეეთავაზებინოთ მისთვის და უკან დაეხიოს? მით უმეტეს ეს საქმე თუ რევოლუციის ინტერესებშია და სიმამაცეს მოითხოვს. განსაკუთრებით თუ ეუბ ნებიან – სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას და ქართველი ტყუილად ხომ არა ხარო? რა თქმა უნდა შეთავაზებას ერთი თვის წინ დაუყოვნებლივ დათანხმდა.“ მიკვირდა, თუ ვანო გამგზავრებას დათანხმდა, უკვე რუსეთში რატომ არ იყო. ორლოვმა როგორც ამიხსნა:„ჯერ ერთი, შენს ჩა მოსვლამდე გამგზავრება არ უნდოდა. მეორეც, ბუნებრივია, მუ შაობის დასაწყებად ცენტრალურ კომიტეტს სანკტ-პეტერბურგში ჩვეულებრივი კავშირების დამყარება მოსთხოვა და ამის პირობაც მისცეს“. საამისოდ იმ ამხანაგების წინასწარი თანხმობა ყოფილა საჭირო, რომლებიც ვანოს უმასპინძლებდნენ, მაგრამ რუსეთში მძვინვარე თეთრი ტერორის გამო, ვერავინ ბედავდა მის მიღებას. საჭირო ინფორმაციით ვიყავი აღჭურვილი. ორლოვსკისგან მი ღებული ცნობები ვანომაც დამიდასტურა და დამატებითი ინფორ მაციაც მომაწოდა: შეუმდგარი კავშირების მოლოდინით სასოწარ კვეთილი მარტოვი გამოსავალს ეძებდა. შექმნილი ვითარების მი უხედავად ჩემი ძმისთვის პეტერბურგში წასვლა და დუმაში ჩვენი დეპუტატის, ჩხეიძის, პოვნა შუთავაზებია, რომელიც დაეხმარებო და და ამხანაგებთან დააკავშირებდა.„გარწმუნებ, მარტოვი იმა ზე მეტად სასიამოვნო პიროვნებაა, ვიდრე იმ დღეს ჩანდა!“ ირო ნიული ღიმილით დასძინა –„იცი, ხუმრობის გარეშე, ამაში შენს ჩამოსვლასაც მიუძღვის წვლილი, რომელსაც ალბათ უადგილოდ მიიჩნევენო.“ ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი საუბარის შემდეგ ყველა გაუ გებრობა მოვსპეთ, ჩემს არგუმენტებს ვანო მეტი ყურადღებით მოეკიდა. არგუმენტები კი შემდეგში მდგომარეობდა: მარტოვის შემოთავაზებაზე დათანხმება ჩვენი მეგობარი ჩხეიძის მიმართ 307 უსამართლობა იქნებოდა, ჩანაფიქრი შეიძლება ტრაგიკულად და სრულებულიყო. ჩხეიძის საქმეში გარევას III დუმის დეპუტატების მთელი ჯგუფის დაპატიმრება, დასჯა და დაშლაც კი შეიძლება გა მოეწვია, როგორც ეს მეორე დუმის შემთხვევაში მოხდა. ცარიზმი საამისოდ მხოლოდ საბაბს ეძებდა. ამით ქვეყანას თავისუფლე ბის ყველაზე დიდ ქომაგს დააკარგვინებდნენ და გამანადგურე ბელი რეაქციაც უფრო გაძლიერდებოდა. მაშასადამე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ცარიზმისთვის ამ სამსახურის გაწევისგან თავშეკავება, რომლის პირველი მსხვერპლი თავად საქმის შემს რულებელი იქნებოდა. ასე დავაეჭვე ჩემი ძმა ამგვარი გმირობის წარმატებაში და შესაბამისად მოლაპარაკებებმაც აზრი დაკარგა. მოლაპარაკე ბების კრახი მარტოვმა ჩემს უდროო ჩამოსვლასა და საკუთარი საიდუმლოს გამხელას მიაწერა. ამიტომ,„სოციალ-დემოკრატის ხმის“ რედაქციის ჟენევიდან პარიზში გადატანისას, არ წაუყვანია თავისი ადმინისტრატორი, ორლოვსკი, რომელსაც წინათ დიდად აფასებდა. თავი IV ლენინი ორ თვეზე დიდხანს, ტობოლ სკიდან გერმანიის საზღვრამდე, ეიდგუნენამდე, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობისას, საშინელ სი ზმარში ვცხოვრობდი – გამუდმებით საფრთხე მემუქრებოდა, შეიძლება ცარისტულ პოლიციას აღმოვეჩინე და სხვების მსგავსად ჩამოვეხრჩვე. ორთვიანი საშინელებების შემდეგ აგერ უკვე ორი კვირა უსაფრთხოდ ვცხოვრობდი ჟენევაში. განსაცდე ლმა კი ჩაიარა, მაგრამ ჰოჰენცო ლერნის იმპერიაში 1 თავს ბოლომდე უშიშრად ვერ ვგრძნობდი. ჟენევაში, ლენინი. ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი (1870-1924) რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრაქციის დამაარსებელი და თავმჯდომარე როგორც იქნა, ბავშვობის მეგობა რს, დათიკოს, და ჩემს ძმას, ასევე სხვა ბევრ ძველ ნაცნობსა და მეგობარს შევხვდი. ჩამოსვლიდან მეორე დღეს პლეხანოვთან საუბრის ბედ ნიერება და პატივი მხვდა წილად. ინტერნაციონალური სოციალიზმის დიდი თეორეტიკოსი და ფილოსო ფოსი გახლდათ, რომლის მნიშვნე ლობას ყველა აღიარებდა. ვნახე მისი მდივანი, პანტელეი, რომელიც რუსეთის მშრომელთა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახე ლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ რუს ემიგრან ტთა ორგანიზაციებს დაუკავშირდა. ბოლოს მოვალეობა მოვიხადე და მენშევიკთა მეთაურს, მარტოვს, ვესტუმრე. მაინც რაღაც მაკლდა, რაც მაღელვებდა – ჯერ კიდევ არაფე რი მეღონა იმ ადამიანის სანახავად, ვინც პირველმა შეიტყო ჩემი ჟენევაში ჩამოსვლა. ვგრძნობდი, ვალდებული ვიყავი ლენინს შე 1 გერმანიის იმპერია(რედ.) 309 ვხვედროდი. მეტიც, მის მოწაფეებთან კამათით, სტალინის თაოს ნობით, მის შეხედულებებს ვებრძოდი. ცნობისმოყვარეობა მაქე ზებდა ამ ადამიანის სანახავად წასვლას, რაც მასზე მიუკერძოებე ლი აზრის ჩამოყალიბებაში დამეხმარებოდა. ბოლშევიკებისა და მენშევიკების მოძრაობებს შორის მწვავე დაძაბულობა სუფევდა, ლენინი ბოლშევიკების ნამდვილი თავკაცი იყო, მე კი, მენშევიკე ბს ვეკუთვნოდი. ბუნებრივია, თავს ვეკითხებოდი – ამ შეხვედრას რამე ქვეტექსტი ხომ არ ჰქონდა და მახე ხომ არ იყო. ეჭვი გამიჩნდა: იქნებ ლენინთან შეხვედრა უნდა გადამედო და ჩემს მიმართ მარტოვის, მენშევიკების მეთაურის, თავშეკავებული დამოკიდებულების გამორკვევას დავლოდებოდი. თუმცა, შეხვედ რის გადადებით შეიძლება სამუდამოდ დამეკარგა ლენინის გაც ნობის შესაძლებლობა. გადავწყვიტე აღარ გავძალიანებულიყავი. ამხანაგი სერგეის რამდენიმე ცდაზე არც დავთანხმებულვარ და არც უარი მითქვამს, ამიტომ არ მაწყობდა ამ საკითხის ხელახლა წამოწევა. მერჩივნა მისთვის მიმენდო ლენინის მოწადინებული შეხვედრის მოწყობის ინიციატივა. არ დაახანა და შეხვედრის შე საძლებლობა ასეთ გარემოებაში მომეცა: როგორ მიმიწვიეს ლენინის სანახავად დიდი ხნის განმავლობაში დარიანი ამინდები იდგა. ერთი ხვა ტიანი დღის შემდეგ, მზე გადაწვერვას იყო, მე და სერგეი ჭადრა კის ჩვეულ პარტიას ვთამაშობდით. დედოფალი დაკარგა და მატის თავიდან აცილებას ცდილობდა, ფიქრებს ისე მისცემოდა, დივა ნზე წამოწოლილი ცოლის ყვრილიც კი არ ესმოდა – ძვირფასო, გაყარე ბუზები!. მართლაც, დაფაზე დახრილი თავი მწერებს ისე დაეფარათ, შავ ბუშტს მიუგავდა. როცა დაინახა ქმარს რეაქცია არ ჰქონდა, დივნიდან წამოვარდა, ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა და თავში მთელი ძალით სდრუზა. ბუზები დაფრთხნენ სრულიად მელოტ თავის ქალაზე შავ ლაქებად თითებით მიჭყლეტილი მწე რების გარდა. მაშინ თავი ასწია და მძვინვარე მეორე ნახევარს უსიცოცხლო ღიმილით უთხრა:„შეეშვი, ძვირფასო!“. შემდეგ შე მომხედა და შეჰყვირა„ერთად რომ წავიდეთ ილიჩის სანახავად? რას ფიქრობთ ამხანაგო ხარიტონ?“ დასტურის მიღების შემდეგ, დიდი ალბათობით უკვე წაგებული პარტიის შეწყვეტა შემომთავაზა და ლენინის განრიგის შესატყო ბად გაეშურა. ილიჩისგან სასიკეთო პასუხით უკან დაბრუნებულს 310 ჩემი ძმა დახვდა, კიდევ ცოტაც და ახალი შეხლა-შემოხლა დაი წყებოდა. სერგეი ამბობდა„თუ ილიჩს ეცლება....“ ვანომ სიტყვა გააწყვეტინა:„უკაცრავად! ჩვენ თუ გვეცლება“. ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებისამებრ ასეთმა მოუხერხებელმა და დონდლო სერგეიმ მოსწრებულად უპასუხა:„არა, ამხანაგო ვანო, მინდოდა მეთქვა, რომ ამხანაგ ილიჩს ხვალ სცალია, ნაშუადღევის სამ საათზე, ლა ნდელოტის კაფეში გველოდება.“ საიმისო თავაზიანობაც ეყო, ჩემი ძმისთვის წამოსვლა შეეთავაზებინა-„თქვენ გარეშე შეხვე დრა ხიბლს დაკარგავსო“. შეხვედრა კაფე ლანდელოტში სერგეიმ ღამით გადაიფიქრა და ლენინთან კაფეში შეხვედრას ჩვენი პირისპირ წარდგენა არჩია. წასაყვანად ერთი საათით ადრე მოგვაკითხა, უნდოდა მეზობლად მაცხოვრებელ ამხანაგთან ლე ნინისთვის მიგვესწრო. ფილოსოფოსთა ბულვარის 15(თუ 17) ნომ რის მეორე სართულზე აგვიყვანა, რამდენიმე წუთი გარეთ მოცდა გვთხოვა, თან ბოდიში მოგვიხადა გეგმის შეცვლის შესატყობი ნელბად მარტო რომ შედიოდა. ლენინი ადგილზე არ დახვდა და იმედგაცრუებული გამობრუნდა. ლანდელოტში მისასვლელად ძალიან ადრე იყო, თუმცა, ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, მაინც კაფისკენ გავემართეთ. ადგილზე მისულებს დარბაზის სიღრმეში, ბუფეტისა და სატელეფონო ჯიხურს შორის მდგარი, ნაჩვევი მა გიდისკენ წაგვიძღვა. მაგიდა მაღალი, ოთხკუთხედი, ფართო და ნაჩხაპნებით დაფარული იყო – ლენინის გარდა ზედ ყველა რუსი ემიგრანტის სახელი ამოეკაწრათ, ვინც კი მის გარშემო ოდესმე შეკრებილა. თანდათან მაგიდასთან მჯდომი კაცის მელოტი თავი გამოჩნდა, წინ წიგნები და ქაღალდები გადაეშალა და გაცხარე ბით იწერდა შეიშვნებს. სერგეის მისასალმებელი შეყვირების გა გონებმდე თავი არ აუწევია.„ძალიან პუნქტუალური ხარ, ამხანაგო სერგეი“ – შენიშნა და ქაღალდების მოსაწესრიგებლად დაიხარა. შემდეგ მოკლე და მარტივი წარდგენა დაიწყო. ყოველგვარი უდიერებისა და ქედმაღლობის გარეშე მიგვიღო, პირიქით, საკმაოდ თავაზიანი მეჩვენა. მაგრამ, ცოტა გავვოგნდი, როცა დავინახე საუბრისას ფეხზე არ წამოდგა. ნათქვამთან შეუ საბამო მისმა უცნაურმა, გაზვიადებულმა სიცილმა გამაკვირვა, თუმცა ნევროზული და ისტერიული არ მეჩვენა. ჩემმა გაოცებამ იმატა, როცა წამოიმართა, მაგიდას შემოუარა და ჩვეულებისამებრ ამათვალიერა. წამომდგარიც იმ სიმაღლე ჩანდა, რაც დამჯდარი. 311 ჩემს ძმას ფრთხილად შეუტია. შენობით მიმართავდა და საყვე დურობდა ორი თვის განმავლობაში რატომ არ ჩანდიო. ვანომ სი ტყვა შეუბრუნა –„იცი....“, ლენინმა სიცილით წამოიყვირა –„ვიცი, ვიცი!“ როგორც ჩანს ლენინმა იცოდა მარტოვი ჩემს ძმასთან საი დუმლო მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდა. ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავეჭვდი ლენინის პიროვნება სთან დაკავშირებით. შეუძლებლად მეჩვენებოდა, რომ ნამდვილი ლენინი, რომელიც ასპროცენტიანი რუსი იყო, სრული განათლება რუსეთში მიეღო, მათ შორის სამართალიც იქ შეესწავლა, ადვო კატად მუშაობდა და მხოლოდ 30 წლის ასაკში გაიქცა ქვეყნიდან, ასეთი ყოფილიყო. შეუძლებელი მეჩვენებოდა ლენინს რუსულის კარგი მცოდნე უცხოელის აქცენტი ჰქონოდა. ამ საკითხს ნათელი მას მერე მოეფინა, რაც შევიტყვე – ბევრი უცხო ენა სცოდნია, რაც მის გამოთქმაზეც აისახებოდა. მცირე აზნაურობიდან გამოსული რევოლუციის ბელადი ვლადიმერ ილიჩი(ილიას ვაჟი) ულიანოვი, მართალია მცირე აზნაურობას ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი რევოლუციური მოღვაწე ობა ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო. მშობლები და მათი გარემო ცვა ტერორისტული ორგანიზაციის„ნაროდნაია ვოლიას“(ხალხის ნება) პოპულისტური იდეებით იყვნენ განმსჭვალული. ამასთანავე, უფროსი ძმა, ალექსანდრ ულიანოვი, 1887 წელს ალექსანდრე III-ის თავდასხმაში მონაწილეობისთვის მოკლეს – ოჯახური ტრადიცია გახლდათ. პლეხანოვის ნაწერების გავლენით, 1890 წელს, როცა მარქსიზმი პოპულარობით სარგებლობდა, რუსი ინტელექტუალე ბის უმრავლესობის მსგავსად, ორგანიზაცია დატოვა და მარქსი ზმს მიემხრო. 1892 წელს, 22 წლის ასაკში გატაცებით ჩაერთო მარ ქსისტულ პროპაგანდაში. სხვების დარად მოძღვარ პლეხანოვის სანახავად და მოსასმენად უცხოეთში წასვლაზე ოცნებობდა. მა რთლაც, 1895 წელს ჟენევაში ჩავიდა, მოინახულა და სოციალ-დე მოკრატიული პარტიის დაფუძნებაზე შეუთანხმდა, რომლის ყრი ლობა 1898 წელს მინსკში ფარულად გაიმართა. ლენინის მოთხოვ ნით პლეხანოვმა პარტიის პროგრამა შეადგინა, მაგრამ უშედეგოდ – ლენინი უკვე ციხეში იყო, ცარისტულ პოლიციას ყრილობის მო ნაწილეები დაეკავებინა და ყველა მასალა ამოეღო. 312 ერთი წლის შემდეგ ციმბირიდან გამოქცეული ლენინი ჟენევა ში სტაროვერთან(პოტრესოვთან) ერთად დაბრუნდა. პლეხანოვი ინახულა და მოქმედების კონკრეტული გეგმა გადასცა, იმ დროი დან დაარსდა პოლიტიკური ჟურნალი„ისკრა“(ნაპერწკალი), რო მელიც 1900 წლის დეკემბრიდან გერმანიაში გამოიცემოდა. ჟურ ნალში სტატიებს აქვეყნებდნენ პლეხანოვი, აქსელროდი, ზასუ ლიჩი, ლენინი, პოტრესოვი და მარტოვი. სანამ გადასახლების ბოლო ადგილიდან გაიქცეოდა, ვლადი მერ ულიანოვმა, ლენას ნაპირებზე ფარულად მოიწვია პოლიტი კური ნიშნით დაპატიმრებულები, მდინარის შთამბეჭდავმა ძლე ვამოსილებამ ფსევდონიმიც შთააგონა –„ლენინი“. ადრე ლიტე რატურულ ფსევდონიმად„ვ. ლინი“ ჰქონდა აღებული.(მდინარის სახელის გამოყენების იდეა შეიძლება იქიდან გაუჩნდა, რომ პლეხანოვის ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო„ვოლგინი“- მდინარე ვოლგას სახელი). ლენინს ვუცქერდი და ძლივს ვაცნობიერებდი – ჩემ წინ ბო ლშევიკების ცნობილი, ხორცშესხმული ბელადი იდგა, ესოდენ განსხვავებული წარმოსახვაში შექმნილი სურათისგან, რომელიც ბოლშევიკებთან ხანგრძლივი საუბრების განმავლობაში დავხატე. მაღალი, მკაცრი, ჯიუტი, ყოველგვარი ადამიანურისგან გაუცხოე ბული წარმომედინა. თანაც სურათებში შავგვრემანი ჩანდა, სინა მდვილეში კი ჟღალი პატარა წვერ-ულვაში ჰქონდა. ერთი შეხედ ვით დიდი ფრანგი ტრიბუნის, ჟან ჟორესის მსგავსად მიმზიდვე ლობით არ გამოირჩეოდა. მხოლოდ ეს იყო, საუბრისას უფრო და უფრო სასიამოვნო და მომნუსხველიც კი ხდებოდა. უდროო მისვლით მუშაობა შევაწყვეტინეთ, უმაყოფილო მეჩვე ნა. მერჩივნა მუშაობა გაეგრძელებინა – მოვუბოდიშე და მისთვის ხელსაყრელ დროს სხვა შეხვედრის დანიშვნა შევთავაზე. მი თხრა ასეთ დეტალებზე ფიქრით თავი არ შემეწუხებინა და ამ უკვე ისტორიულ მაგიდასთან დასასხდომად მიგვიწვია. მაშინ არ ვიცო დი, რომ 30 წლის შემდეგ კვლავ ამ მაგიდასთან აღმოვჩნდებოდი ჩემი ძველი, ლიტველი და ესტონელი ამხანაგების გარემოცვაში, რომლებიც ჟენევაში ერთა ლიგაში წარგზავნილი მათი ქვეყნების განსაკუთრებული წარმომადგენლების სტატუსით იქნებოდნენ ჩამოსული. 313 რუსული უბრალოებისა და აზიური სიჯიუტის ნაზავი ვანო და სერგეიმაგიდის აქეთ-იქითა მხარეს, ჩემს პირისპირ აღმოჩნდნენ, ლენინი ჩემთან საუბრისას ხან მარჯვნივ მიტრია ლდებოდა, ხან – მარცხნივ, რაც საშუალებას მაძლევდა ახლოდან იმაზე უკეთ დავკვირვებოდი აზრის გამოთქმისა და მიხრა-მოხრის მისეულ მანერას, ვიდრე ამას სხდომებზე წარმოთქმული სიტყვის მოსმენისას შევძლებდი – ყოველთვის ფეხზე იდგა, ორივე ხელი ჯიბეში ეწყო და ჟესტიკულაციის გარეშე საუბრობდა. მხოლოდ 38 წლის იყო, მაგრამ ნაოჭები ასაკს მატებდნენ. რუ სული სახე, მონღოლური თვალები ერთმანეთს კარგად შეთვისე ბოდნენ და ხასიათისა და გონების წყობაზე წარმოდგენას მიქმ ნიდნენ: ლენინის ძალაუფლების მთავარი წყარო რუსული უბრა ლოებისა და აზიური სიჯიუტის შერთვა იყო. შეეძლო წინა დღეს ნათქვამისგან სრულიად საპირისპირო მოსაზრება მეორე დღეს ჩაგონების ისეთი ძალით ემტკიცებინა(ტაქტიკა), რომელიც გა ოგნებულებსა და იარაღაყრილებს გვტოვებდა. თუმცა, არასდროს ეწინააღმდეგებოდა მთავარ მიზანს. სულაც არ აღელვებდა, როცა ამგვარ ქცევას საყვედურობდით და ფაქტების უარყოფაზე მიუთი თებდით. პირიქით! ამაყი ჩანდა და სანახევროდ ხუმრობით გპასუ ხობდათ:“მით უარესი ფაქტებისთვის! გადატრიალებისას ძალები არ უნდა დაზოგო“! აქედან მოდის ბოლშევიკებისთვის მიწერილი ანდაზად ქცეული გამოთქმა:„მით უარესი ფაქტებისთვის!“ ლენინს სხვა სოციალისტ ბელადებთან შედარებით დიდი უპი რატესობა ჰქონდა: რუს ხალხთან და მშრომელთა მასებთან უშუ ალო და მჭიდრო კავშირი სხვებთან შედარებით დიდხანს შეინა რჩუნა. სინამდვილეში ეს კავშირი მხოლოდ ხასიათის საბოლოოდ ფორმირებისა და უნარების სრულად განვითარების შემდეგ გა წყვიტა – უცხოეთში გადასახლებისას 30 წლის იყო.(მაგალითად, პლეხანოვს 20 წელიც არ შესრულებოდა, როცა იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა). მეტიც – ხალხთან კავშირის განახლება ხუთი წლის შემდეგ, 1905 წლის რევოლუციის წყალობით შესძლო. რევოლუციამ, შეცდომების მიუხედავად, ამ უნარების გამოცდის შესაძლებლობა მისცა. ამგვარად, დაბადებით ორგანიზატორს, ბრძოლაში გამოწრთობილს, უზარმაზარი გამოცდილება და ადა მიანის ბუნების ცოდნა გამოადგა – პირადად ბევრ ამხანაგს იც ნობდა და ბევრი ენახა სხვადასხვა გარემოებაში – მიწისქვეშა 314 მუშაობისას, ციხეში, გადასახლებაში; საერთო უქონლობამ მყარი კავშირები გამოჭედა და ხანგრძლივი ერთგულება წარმოშვა – იცოდა ვისი იმედი უნდა ჰქონოდა. მარტოვის მსგავსად არც ლენინი ყოფილა დიდი ორატორი. თუმცა, მასავით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. მარტოვზე გუ ლმხურვალედ სწამდა თავისი იდეალისა, რაც ორატორულ ნაკლს უნაზღაურებდა: მიზნისკენ მსწრაფი ზოგჯერ მჭრმეტყველების უმაღლეს მწვერვალს აღწევდა და ხალხის გულს იგებდა. ტანით პატარა, მაგრამ მხნე და ენერგიით სავსე, მოქმედე ბისთვის მუდამ მზად მყოფი. შეუპოვრობის გარდა რუსული ხასი ათისგან ზედმიწევნითი სიზუსტე გამოარჩევდა, რაც ნაყოფიერი საქმიანობისთვის აუცილებელი იყო, განსაკუთრებით იატაკქვეშა მუშაობის დროს. ეს ყველაფერი მის უდაო უპირატესობას განაპი რობებდა. ერთი მუჭა უმაღლესი კლასის ინტელექტუალები ახლდა მხოლოდ, მაშინ როდესაც მენშევიკებს ბევრი მოაზროვნე ადამი ანი ჰყავდათ და პარტიაშიც რიცხობრივად ბოლშევიკებზე მეტნი იყვნენ. ლენინი თითქმის ყოველთვის ახერხებდა მათთვის საკუ თარი ნების თავსმოხვევას. ისიც უნდა დავსძინოთ, რომ ამ ნების ყოფით ეკიდებოდა საკუთარ თავსაც. ტურგენევის ბაზაროვივით ირჯებოდა საკუთარ თავში წმინდად რუსული სენტიმენტალობის (რომელიც არ ეკლდა) აღმოსაფხვრელად; შხამსაწინააღმდეგოდ მეორე რუსული ფენომენის – ნიჰილიზმის – დიდ დოზას იღებდა. მაგალითად, ლენინს ძალიან უყვარდა პლეხანოვი და დიდ პატივს სცემდა, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია ყოველი პოლემიკისას პლეხანოვისთვის ყველაზე შხამიანი ისრები ესროლა. სავალალოდ დასრულებული მეგობრული საუბარი ჟენევაში, ლანდელოტში შეხვედრისას ლენინმა დაწვრილე ბით და მეთოდურად, ხანგრძლივად გამომკითხა ტობოლსკში პო ლიტ. გადასახალებულთა ამბავი, მათი სულიერ მდგომარეობა, ჩემი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი თავგადასავლები. გულის-ყურით მისმენდა. ვუამბე, სულზე რომ მივუსწარი და სიკ ვდილით დასჯისგან ვიხსენი ციხეში პოლიტ. პატიმრების ჟლეტას გადარჩენილი, კატორღა მისჯილი 16 ადამიანი ამხანაგ ტაგჩოგ ლოს მეთაურობით(ეს ისტორია იცოდა). იმდენად ააღელვა ამ ამბავმა – უნდოდა გადამხვეოდა, მაგრამ მაგიდამ ხელი შეუშალა და შესძახა –„ჩემი ტაგჩოგლო ცოცხალია!“ 315 ამხანაგ სედოვის შესახებ ნაამბობმა ძალიან აღაშფოთა – ომ სკში გავლისას სედოვმა არ მოინდომა ვინაობის გამჟღავნება და არ დამეხმარა. ამ სიტყვებზე გზნებით წამოიყვირა„სწორედ ამა შია, ამხანაგო, საშინელი უკუსვლა... საძულველი სილაჩრე მთელს რუსეთს ტვირთად დასწოლია!“ მოსკოვის შფოთიანი ეპიზოდით განსაკუთრებით დაინტერე სდა. პრეფექტ ჯუნკოვსკის დამოკიდებულება აშკარად ესიამო ვნა. კვლავ თავისებურად ჩაიცინა და შენიშნა – რუსეთის ყვე ლა პრეფექტი ასე უნდა იქცეოდესო.(ჯუნკოვსკი მეფის რუსეთის ერთადერთი მინისტრი იყო, რომელიც ბოლშევიკებმა 1918 წელს არ დახვრიტეს; ციხე მიუსაჯეს და რამდენადმე დახმარებაც კი აღმოუჩინეს). ჩემი მონათხრობის მიმართ ლენინის ცხოველმა ინტერესმა იმდენად მეგობრული გარემო შექმნა და ჩვენი საუბარი ისეთი თავისუფალი იყო, რომ დაგვავიწყდა – ყველაფრის მიუხედავად მაინც პარტიის დაპირისპირებულ ბანაკებს ვეკუთვნოდით. გასა ოცარი გულწრფელობით მესაუბრა, როცა მოგვიანებით პარტიის ტაქტიკასა და პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებული ზოგა დი საკითხების განხილვაზე გადავედით. არც ის მწვავე სირთულე ები დავიწყებია, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა. ბოლომდე ვერ მივხვდი როგორ დავიმსახურე ასეთი ნდობა – თავისი სადარდებე ლი მომიყვა, რომელსაც ჩვეულებისამებრ გულდასმით მალავდა. მკითხა იული(მარტოვი) თუ მენახა, დასტურის შემდეგ მოუ ლოდნელად მითხრა:„ძვირფასო ამხანაგო, რუსეთში ამ საში ნელი რეაქციის ჟამს, რომელიც თავის გამოძახილს ევროპაშიც ჰპოვებს, მენშევიკებმა ექსპროპრიაციის საკითხები წამოჭრეს, რომლის ავტორებიც ჩვენი ამხანაგები უნდა იყვნენ! ახლა, როცა ათეულობით ამხანაგია დაკავებული(გერმანიაში შვიდი ბოლშე ვიკი დააკავეს ოლგა კარპინსკის, ზინოვიევის მომავალი მეუღლის, თაოსნობით; საფრანგეთში – ლიტვინოვი, რომელსაც ლენინისგან დავალებული ჰქონდა თბილისიდან მიღებული დახმარების, 500 რუბლის ქაღალდების, გადაცვლა), როცა ასობით დატყვევებულ და რუსეთში გადასახლებულ ადამიანს ჩამოხრჩობა ემუქრება, დანაშაულია ცენტრალურ კომიტეტში ამგვარი საკითხების გან სახილველად წარდგენა. მენშევიკები მეფის რუსეთის პოლიციის აგენტებად გადაიქცნენ!“ ამ მძიმე სიტყვებმა გამაოგნა. მომეჩვენა, ამ ახალ სამყაროს, რომლის ასაშენებლად ამდენი გავაკეთეთ და კვლავ ერთობლი ვად ვაგრძელებდით მსხვერპლის გაღებას, უკვე სასიკვდილო სა - 316 ფრთხე ემუქრებოდა. ძლიერ გავაპროტესტე, გარკვევით ვუთხა რი, რომ ვერ მივიღებდი ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს. ჩემს პროტესტს თანამეინახეები განსხვავებული, მოწონებისა და წი ნააღმდეგობის, შეძახილებით შეხვდნენ, ამასობაში ლენინმა მისთვის დამახასიათებელი განსაცვიფრებელი გულწრფელობი თა და მომხიბლავი ღიმილით განაგრძო, თითოეული სიტყვა ენე რგიულად, ჩაქუჩის დარტყმასავით ისმოდა, თითქოს გაქვავებულ ხეში ლურსმნებს აჭედებდა:„ცენტრალური კომიტეტის ყრილობა მოითხოვეს, რომელიც ჟენევაში უნდა შედგეს. ეს საქმეები დღის წესრიგშია შეტანილი. გესმით ძვირფასო ამხანაგო, რომ ეს ბევრ საზრუნავს მიჩენს?“ ქაღალდების დასტაზე მიმითითა –„ამ წუთას სწორედ ამაზე ვმუშაობდი, ასეთი რეზოლუციის დამტკიცება თუ გამოუვიდათ, ჩვენი საუკეთესო ამხანაგების, მათ შორის რამდენი მე კავკასიელის, სიცოცხლე შეეწირება ამ ამბავს.“(კერძოდ სტა ლინზე ფიქრობდა, რომელიც ბაქოს ციხეში იჯდა). რა უნდა მეპასუხა? ეტყობოდა გაცოფებული იყო, მისი სამა რთლიანი თუ უსამართლო განცხადებიდან გულწრფელი ამბოხი გამოსჭვიოდა. ჩემი თავშეკავებისა და პროტესტის მიუხედავად, მეგობრულად დავშორდით. მიმახვედრა, რომ ჩემთან შეხვედრა კვლავ სურდა. პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე. ამხანაგი სერგეის შეშფოთება ლენინისგან წამოსვლის შემდეგ ძალიან გვიანი იყო ამხანაგი ორლოვსკის მიერ დანიშნულ შეხვედრაზე წასასვლელად. მე, ვანო და სერგეი, სამივე მდუმარედ მივდიოდით, სხვა და სხვა მიზეზის გამო, ჯერ კიდევ ამ შეხვედრით გამოწვეული ძლიერი შთაბეჭდი ლების ქვეშ ვიყავით. განსაკუთრებით სერგეი მისცემოდა თავის საფიქრალს. ჩემმა ძმამ ეს შენიშნა თუ არა, გაჯავრება დაუწყო: „ამხანაგო სერგეი, იმის ნაცვლად დიდად კმაყოფილი იყოთ, პირიქით, ძლიერ ჩაფიქრებულხართ. გსურდათ თქვენს ილიჩს შე ვხვედროდით და მისით აღვფრთოვანებულიყავით, ასეც მოვიქე ცით. ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ასე ძლიერ რატომ ღელავთ? რა დაგემართათ?“ მაგრამ სერგეიმ წაუყრუა. ვანოს საუბრის მიმართულების შეცვლა უხაროდა, სერგეის უპა სუხობით გულმიცემულმა, კვლავ გაიმეორა მცდელობა. სერგეი თუ იმედგაცრუებული და ძლიერ შეშფოთებული ჩანდა, მისი დუ მილი რაღაც გათვლითა და ფარული მოტივით იყო გამოწვეული. საქმე მისთვის დელიკატურ საკითხს ეხებოდა. კერძოდ, ლენინმა 317 ხომ არ ჩათვალა, რომ ჩვენი შეხვედრა ცუდად იყო მოწყობილი? რა თქმა უნდა, ცხარე დაპირისპირებით ნიშანდებული საუბრის შედეგი აღელვებდა, განსაკუთრებით კი – ლენინთან შეხვედრაზე ჩემი უსიტყვო უარი. ამიტომ, როცა ჩემი ძმა სერგეის გაჯავრებას შეუდგა, ჩავერიე და ჩვენს მშობლიურ ენაზე შევეხვეწე მეტი აღარ გაეგრძელებინა. მაშინ სერგეიმ ხმა ამოიღო, აღელვებულმა მკითხა კმაყოფი ლი თუ ვიყავი ლენინთან შეხვედრით და კარგი შთაბეჭდილება თუ დამრჩა? მადლობა გადავუხადე კარგად მომზადებული შეხვე დრისთვის და კმაყოფილებაც გამოვხატე. რაც შეეხება ლენინზე ჩემს შთაბეჭდილებას, ძალიან ახალია საიმისოდ, რომ აზრი გა მოვთქვა-მეთქი. განმარტებამ ცოტა დაამშვიდა და დაგვარწმუ ნა – პარტიის დელიკატური ვითარების შესახებ განხილული სა ჭირბოროტო საკითხების გამო, ლენინთან შეხვედრაზე კრინტი არ დაგვეძრა. ამგვარად, ლენინთან კვლავ შეხვედრის საკითხი ღიად რჩებოდა და სერგეიც და ჩემი ძმაც სრულიად კმაყოფილები იყვნენ. შემთხვევით ვესწრები პარტიის საიდუმლო კრებას ამ მართლაც ორაზროვანი შეხვედრიდან გაურკვეველი განცდა დამრჩენოდა, თითქოს ისეთი სარგებელი მივიღე, რომელიც არც მიძებნია და არც დამიმსახურებია. ლენინმა უსიტყვოდ დაუშვა გა მონაკლისი და უფლება მომცა მხოლოდ პარტიის წევრებისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან კრებას დავსწრებოდი. ეს ამბავი დაუჯერებლად რომ არ მოგეჩვენოთ, შევეცდები შეძ ლებისდაგავარდ მარტივად მოგიყვეთ. ერთ დღეს პოლიკლინიკის უკან დავიკარგე, კითხვა კითხვით ვცდილობდი გზის გაგნებასა და სწორი მიმართულების პოვნას. ამ დროს ჩემ წინ ერთი კაცი გაჩნდა და რუსულად მომესალმა. შეც ბუნება რომ შემამჩნია, სწრაფად დასძინა:„ამხანაგი მარტოვი. რამდენიმე დღის წინ შევხვდით“. გამიკვირდა – ისეთი თავშეკავე ბული აღარ ჩანდა, როგორც ამასწინათ და მოვუბოდიშე – ფიქრებ ში ვიყავი გართული-მეთქი. აქეთკენ წამოდითო, მკლავში ხელი მომკიდა და წინ მდგომ სახლში(კაფე ჰანდვერკში) შემიყვანა. პირველი სართულის დარბაზში ხალხი ისხდა. ერთი ამხანაგი გა მოეგება, დანარჩენები მისასალმებლად ფეხზე წამოდგნენ. განზე 318 გავდექი –„ხელი რომ არ შეგიშალოთ საუბარში-მეთქი“, ავუხსენი. მოსახდენის მოლოდინში სულ უკან, კუთხეში, ჩამოვჯექი. ჯერ-ჯე რობით მარტოვის გარდა არავის ვიცნობდი და არავინ მიცნობდა. შეკრების მიზეზზე ვფიქრობდი, როცა ლენინი გამოჩნდა, დამ სწრეები გულითადად მიესალმნენ. უცებ გამახსენდა ცენტრალუ რი კომიტეტის მომავალი კრების შესახებ მისი ნათქვამი. რამდე ნიმე წუთში დარბაზში პლეხანოვიც შემოვიდა, მასაც თბილად შე ხვდნენ. დავრწმუნდი – ცენტრალური კომიტეტის ცნობილი კრება იყო. აქ ყოფნისთვის არანაირი სტატუსი არ მქონდა, ამიტომ უნდა ავმდგარიყავი და ჩუმად გამოვსულიყავი, მაგრამ ცნობისმოყვა რეობამ არ გამიშვა. ბოლოს და ბოლოს რა ჩემი ბრალი იყო – მა რტოვმა შემომიყვანა, სრულუფლებიანი წევრის, ჟორდანიას(რო მელიც სანკტ-პეტერბურგის ციხეში იჯდა), შემცვლელი ვეგონე. კრების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ სახლის წინ რომ მიპოვა, ძალიან გაუხარდა. პლეხანოვს არ შევუნიშნივარ, არც ლე ნინს – შეიძლება თვალი ამარიდა. ამგვარად, ასე შეუმჩნევლი და ვრჩი და„დელეგატის ადგილი დავიკავე.“ თავი V გაცხოველებული დებატები მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ჟენევა 1908 ლენინი იძულებული გახდა მენშევიკების ბელადების, მარტო ვისა და დანის, ხანგრძლივ, ენერგიულ კამპანიას დათანხმებოდა –„რუსეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ სასწრაფო კრების მოწვევას ითხოვდნენ. 1908 წლის აგვისტოში, კომიტეტის სხდომა, როგორც იქნა, ჟენევაში, ვნებათაღელვით დამუხტულ გა რემოში შედგა. 1907 წელს ლონდონში ჩატარებული ბოლო ყრილობის გადა წყვეტილებით ლენინს კომიტეტში ხმების უმრავლესობა ჰქონდა – კრების მოსაწვევად არანაირ ზეწოლას არ დანებდებოდა, თავი სივე ფრაქციის წიაღში სირთულეებს რომ არ შეჯახებოდა. ორივე მიმდინარეობას აღელვებდა პლეხანოვის პოზიციის საკითხი – რომელ მხარეს მიემხრობოდა? პლეხანოვი კი რამდენიმე შესანიშნავი სტატიის გამოქვეყნე ბას აპირებდა, რომლებშიც შეუბრალებლად გააკრიტიკებდა ლე ნინის მთავარი თანამოაზრეების ფილოსოფიურ კონცეფციებს: მაქსიმოვს, რომლის ნამდვილი გვარი მალინოვსკია 1 , თუმცა ყვე ლა ფსევდონიმით იცნობდა, ბოგდანოვსა და ვოინოვს(ლუნაჩა რსკის) 2 , რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავდა. მათთან პრინციპული დამოკიდებულება უნდა გამოეჩინა და ფრაქციის უმრავლესობას ღიად დაპირისპირებოდა, მაშინ, როცა მენშვიკებთან ბრძოლაში მათი დახმარება სჭირდებოდა. მით უფრო დიდი გასაჭირი ედგა 1 რომან მალინოვსკი( 1876 1918 ) – რუსი ბოლშევიკი, რომელიც ითვლებო და ერთ-ერთ წამყვან ფიგურად პარტიაში. გვიან პერიოდში აღმოაჩი ნეს რომ იგი მუშაობდა რუსეთის იმპერიის უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ.(რედ.) 2 ალექსანდრ ლუნაჩარსკი( 1875 1933 ) – რუსი რევოლუციონერი, ბოლშე ვიკი და საბჭოთა რუსეთის პირველი განათლების სახალხო კომისარი. (რედ.) 320 ნოე ჟორდანია(1868-1953). მწერალი, პოლიტიკოსი. სოციალიზმის თეორეტიკოსი. პირველი მოწვევის დუმის (1906) დეპუტატი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დამაარსებელი. ვიბორგის ცნობილი მანიფესტის ავტორი. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარე – არ შეეძლო პლეხანოვის გა მოთქმული კონცეფციების გარდა სხვა მოსაზრებისთვის დაეჭირა მხარი. წლების გან მავლობაში პლეხანოვის გე სლიანი სარკაზმის სამიზნე გახლდათ:„ამხანაგ ლენინს ფოლოსოფიისა და დოქტრი ნების საკითხში ცოდნა რომ ჰქონოდა, მარქსისტების ნაცვ ლად თანამოაზრეებად მახისა 1 და ავენარიუსის 2 შეგირდებს შეიწყნარებდაო.“ თავის მხრივ ლენინი პლეხანოვის გადმოსაბირებ ლად მისი სუსტი ადგილის პოვნას ცდილობდა – პარტიის (სინამდვილეში ბოლშევიკური ფრაქციის) მთავარ ორგანოში, „სოციალ-დემოკრატი“, წერდა, რომ პლეხანოვი მენშევიკე ბის მფარველი ანგელოზი იყო. ლენინის საუბედუროდ, ზე მოხსენებულ სტატიები მენშე ვიკების საგაზეთო ორგანოში „სოციალ-დემოკრატის ხმა“-ში უნდა გამოექვეყნებინათ. ამ გარემოებებისა და იმ ფაქტის გამო, რომ სტატიების ავტორი, პლეხანოვი, ოფიცი ალურად ჯერ კიდევ მათთან იყო, მენშევიკებმა მნიშვნე ლოვანი უპირატესობა მოი პოვეს ბოლშევიკებზე. ჩვენი 1 ერნსტ მახი( 1838 1916 ) – ავსტრიელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი. (რედ.) 2 რიხარდ ავენარიუსი( 1843 1896 ) – გერმანელ-შვეიცარიელი ფილოსო ფოსი, პროფესორი, იდეალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდევა რი.(რედ.) 321 დასამახსოვრებელი შეხვედრისას მარტოვმა სწორედ ამიტომ გამომიცხადა გადაჭრით –„ლენინი იძულებული იქნება ერთხელ და სამუდამოდ მიატოვოს თავისი პოზიციაო“. თავად მარტოვი კი მეორე რეალობას ვერ ამჩნევდა(თუ დანახვა არ უნდოდა), კერ ძოდ, არც მენშევიკებთან იყო ყველაფერი რიგზე. დავიწყოთ მასა და პლეხანოვს შორის არსებული უთანხმოებით.... მენშევიკების მიერ ცენტრალური კომიტეტის კრების მოწვე ვის მოთხოვნას გამჭრიახი ლენინი მოულოდნელად დათანხმდა და ამით დიდად საჩოთირო მდგომარეობაში ჩააგდო. მენშევიკე ბისთვის უადგილო იქნებოდა შეხვედრის გადატანა, როცა თავად გაიძახოდნენ საჩქაროაო. სტრატეგიული მანევრი ისეთი მომე ნტის შერჩევას გულისხმობდა, როცა ზოგიერთი გამოჩენილი მენ შევიკის დასწრება შეუძლებელი იქნებოდა. ნოე ჟორდანია(დამო უკიდებელი საქართველოს მომავალი მთავრობის თავმჯდომარე) სწორედ იმ დროს სანკტ-პეტერბურგის ციხეში იჯდა – პირველი დუმის დათხოვნისთანავე, რუსი ხალხის მისამართით დაწერილ „ვიბორგის მანიფესტზე“ 3 ხელმოწერისთვის სასჯელს იხდიდა. სა მაგიეროდ ბოლშევიკების დასწრება იყო გარანტირებული. ასეთ საჩოთირო ვითარებაში გახსნეს ცნობილი კრება. სხდო მის დაწყებისას ლენინმა ხაზი გაუსვა, რომ დღის წესრიგში პარტი აში შექმნილი ვითარების განხილვა იყო. ამხანაგების ყურადღება შეაჩერა საკითხის მნიშვნელობაზე, წინდახედულობასა და პასუ ხისმგებლობაზე, რომელიც ცენტრალური კომიტეტის თითოეულ წევრს ეკისრებოდა:„პარტია არასდროს ყოფილა ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, ერთ უხეშ სიტყვასაც კი შეიძლება მწვავე შედეგები მოყვეს“. შემდეგ მარტოვს მისცა სიტყვა, რომელმაც რუსეთში შექ მნილი ვითარების საოცარი სურათი დახატა, სადაც თეთრი ტერო რი ბატონობდა და სამხედრო სასამართლოები სიკვდილის განა ჩენის გამოსატანად შეუჩერებლად მუშაობდნენ. მარტოვმა ექსპროპრიაციის საკითხი წამოჭრა მარტოვი ჭკვიანურად მოიქცა და საკითხის განხილვას სანამ შეუდგებოდა, წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ რევოლუციის დროს აუცილებელი იყო მთელი ძალების მობილიზება, შეიარაღე 3 ვიბორგის მანიფესტი გამოქვეყნდა 1906 წლის ზაფხულში, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო პასიური წინააღმდეგობა გაეწიათ იმპერიული რუსეთის რეპრესიული სისტემის მიმართ.(რედ.) 322 ბული დანაყოფების შექმნა და ცარიზმის წინააღმდეგ დარაზმვა. მაშასადამე, შემტევი ტაქტიკა უნდა შეემუშავებინათ. რევოლუციის კრახით დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლო ბაში, მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის, ღია პოზიციებიდან ამხანაგების უკანდახევის დასაცავად და დანაკარგების შესამცი რებლად საჭირო იყო შეიარაღებული დანაყოფების შენარჩუნება. ამოცანის შესასრულებლად შეიარაღებული ამხანაგები იძულებუ ლები იყვნენ გასაჭირში ეცხოვრათ, ტყეებში დამალულიყვნენ, სა მხედრო კომუნიკაციების გარეშე თვითმომარაგებისთვის ზოგჯერ ძარცვა-გლეჯვას მისცემოდნენ. საუბედუროდ, ამ გარდამავალი პერიოდის გავლის შემდეგ, ზოგიერთმა იარაღი და ავაზაკობა არ მიატოვა. მაშინ რევოლუციის სახელს ამოფარებულმა ყველა ნა სამართლევმა და„ლუმპენპროლეტარმა“ ყაჩაღობას მიჰყო ხელი. ყოველგვარი დისციპლინა განადგურდა და საქმე იქამდე მივიდა – დემორალიზაცია თავად პარტიის რიგებშიც კი დაიწყო. ამხა ნაგთა უმეტესობა შეშფოთდა და ფრაქციების ყრილობაზე(სტოკ ჰოლმი, 1906 წ.) ყაჩაღობამდე დეგრადირებული ყოველგვარი რე ვოლუციური აქტივობის აკრძალვა მოითხოვა. მარტოვმა თითქმის ერთხმად მიღებული დადგენილების ტექსტი გაიხსენა, რომელიც გმობდა„კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას, იძულებით კონტ რიბუციას, ქურდობასა და სხვ.“, შემდეგ განაცხადა, რომ„ექსპროპ რიაციის“ საბაბით იმდენად გახშირდა ძარცვა-გლეჯა – მხოლოდ ერთ თვეში 362 შემთხვევას ითვლიდნენ. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობდა პირობები, რომელთა მიხედვითაც ყრილობა აღია რებდა„ხაზინის კონფისკაციას რევოლუციური ხელისუფლების მქონე რეგიონებში“. მარტოვს მხარს უჭერდა ფიოდორ დანი, რომელიც კარგი ორა ტორი გახლდათ. იგორევი, რომელიც მართალია ჩია ტანის, მაგრამ ენამახვილი კაცი იყო. ორნატსკის(იგივე ჩიჩერინი) 1 ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა ამ საკითხზე და მისი გამოსვლაც გადამწყვე ტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს. ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრზე, მათ შორის ლენინზე, დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მარტოვის მიერ საკითხის ობიექტურად წარმოჩენასა და დებატების მთავარი საგნის მტკიცე ლოგიკით განხილვას. მაგრამ უმრავლესობას, წინდაწინ მიღებუ ლი გადაწყვეტილების გამო, მხოლოდ მარტოვის ნათქვამთან და პირისპირება შეეძლო. 1 გიორგი ჩიჩერინი( 1872 1936 ) – რუსი მარქსისტი და სახელმწიფო მოხე ლე, საბჭოთა რუსეთის პირველი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. (რედ.) 323 ლენინის მანევრები და დივერსია ლენინმა ორაზროვანი პასუხი გასცა. საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობდა ან მის შებურვას მარქსისტული ბრძოლის მეთოდების წმინდად თეორიული საკითხებით, რომელიც კონკრე ტულ, რეალურ ვითარებებზეა მორგებული და მტერთან ბრძოლის ყველა მეთოდს აღიარებს. ხშირად იმოწმებდა მარქსს, ენგელს, კაუცკისა და იქ დამსწრე პლეხანოვსაც კი, რომელზეც მეტად სა ქებარი სიტყვებით ისაუბრა. მისი გამოსვლა დივერსიებითა და მანევრებით იყო სავსე. ერთ რამეში კი სწორი გახლდათ: მართალია, ბოლშევიკების მონაწი ლეობა ქურდობებში უარყო და მარტოვის მტკიცებულებები უსა ფუძვლოდ მიიჩნია, ფრაქციათა ყრილობის დადგენილების ციტი რებისას მაინც უსაყვედურა – ამ რეზოლუციების დასკვნები აღარ ჩამოთვალეთო:„მართალია ამხანაგო მარტოვ, პარტიის წევრებს ავუკრძალეთ ყაჩაღობა, მაგრამ იგივე რეზოლუციამ დაგვაკისრა ბრძოლა ხელისუფლების ტერორისა და შავი ასეულების ძალმო მრეობის წინააღმდეგ“. ლენინის სიტყვას მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი გამოს ვლები მოჰყვა, რომელთა შორის მთავარი იყო მაქსიმოვის(ბოგ დანოვი), ვოინოვის(ლუნაჩარსკის), ტიჩკოსა 2 (პოლონეთის სოცი ალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე) და, თუ არ ვცდები, ნიკიტიჩის(კრასინის) 3 მოხსენებები, რომელთა მიზანი დისკუსი ისთვის მიმართულების შეცვლა გახლდათ. განსაკუთრებით მაქ სიმოვი ირჯებოდა ლენინისთვის თავის მოსაწონებლად(რომლის რისხვა მაინც არ აცდებოდა), ამავდროულად თითქოს თავის გამა რთლებას ცდილობდა. უმრავლესობის ყველა ორატორმა კატეგორიულად უარყო ბო ლშევიკების როლი მარტოვის მიერ დაბრალებულ მოვლენებში. პლეხანოვის პოზიცია პლეხანოვი ყურადღებით უსმენდა ორივე დაპირისპირებულ მხარეს, გულწრფელად უნდოდა, როგორც ხდება ხოლმე, მოცემულ 2 იგულისხმება ლეო იოგიხესი. ლეო იოგიხესი( 1867 1919 ) –(პარტიული სახ. იან ტიჩკა) პოლონელი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი. ცნობი ლია მისი რომანტიკული ურთიერთობით როზა ლუქსემბურგთან.(რედ.) 3 ლეონიდ კრასინი( 1870 1926 ) – საბჭოთა პოლიტიკოსი, ბოლშევიკი, 1924 წლიდან საბჭოთა კავშირის ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში.(რედ.) 324 შემთხვევაში მენშევიკები შემცდარიყვნენ. წამოდგა და თავისი ფოლადის ხმით საზეიმოდ განაცხადა – თუ დადასტურდებოდა ექსპროპრიაციაში პარტიის წევრების მონაწილეობა, მაშინ უარს იტყოდა ამგვარი პარტიის სოციალისტების საერთაშორისო ბიუ როში წარმომადგენლად ყოფნაზე. განცხადებამ დამსწრე საზოგადოება შეაშფოთა, ლენინმა მასთან ახლოს, გვერდით მსხდომთ ხმადაბლა გადაულაპარაკა: „პლეხანოვის გარეშე სოციალისტური ინტერნაციონალი ვერ წა რმომიდგენია.“ იმ დროს ზემოხსენებული ინტერნაციონალი სა ყოველთაოდ აღიარებული და დაფასებული გახლდათ, უმაღლე სი ზნეობრივი ძალა და იმედი იყო, რომელსაც ყველა დევნილი მიმართავდა, ვინც ციხესა თუ, მეფის რუსეთში, გადასახლებაში იტანჯებოდა. პლეხანოვი ამ ინტერნაციონალის ერთ-ერთი ყვე ლაზე გამორჩეული წევრი გახლდათ, რომელიც სოციალ-დემოკ რატიული პარტიის ჩამოყალიბებმადე და მას მერეც ყოველთვის პარტიას წარმოადგენდა. მისი განცხადების ერთადერთი მი ზანი იყო ბოლშევიკები ეიძულებინა თავიანთი უდანაშაულობა დაემტკიცებინათ. მარტოვის საბრალდებო აქტი მარტოვმა აღელვებული ხმით გააგრძელა სიტყვა. ხელები უკა ნკალებდა და ტანით ჩვეულებრივზე მეტად ირხეოდა. ლენინის განცხადებების უარყოფას, საკუთარის დამტკიცებას და რამდენი მე საკითხის დაზუსტებას ისეთი მჭერმეტყველებით შეეცადა, რომ მისი გესლიანი საყვედურები ნამდვილ საბრალდებო აქტად გა დაიქცა:“რუსეთში მძვინვარე რეაქციით გამოწვეული ტერორი პა რტიის ხელმძღვანელობის მიერ კონგრესის გადაწყვეტილებების დაუცველობის პირდაპირი შედეგი იყო“. ლენინისადმი მიმართვი სას განაცხადა:„ამბობთ, რომ სტოკჰოლმის ყრილობაზე მენშე ვიკები იყვნენ უმრავლესობაში და მიღებული რეზოლუცია თქვე ნთვის სავალდებულო არაა, მაგრამ ლონდონის კონგრესზე მიღე ბული რეზოლუცია, სადაც უმრავლესობას ბოლშვიკები ქმნიდნენ, სტოკჰოლმის ყრილობაზე მეტად გმობს ექსპროპრიაციას“ . სი ტყვა-სიტყვით მოიტანა ლონდონის რეზოლუცია, რომელიც გა მონაკლისის გარეშე კრძალავდა„ექსპროპრიაციაში ყოველგვარ მონაწილეობასა და მისი მომხრე პარტიზანების ქმედებების ხელ შეწყობას“, ასევე გაიხსენა დადგენილება„პარტიაზე მიმაგრებული 325 საბრძოლო ქვედანაყოფების(ტერორისტთა სპეციალური ორგანი ზაციების) დაუყოვნებლივი დაშლის შესახებ“. მარტოვმა გონივრუ ლად შენიშნა„1906 წელს სტოკჰოლმის ყრილობაზე თავდაცვითი მიზნებისთვის შეიარაღებული დანაყოფების შენარჩუნება გადა ვწყვიტეთ, რადგან ახლახანს მომხდარი 1905 წლის რევოლუციის მუხტი თითქოს არ დაშრეტილიყო. მაგრამ 1907 წელს, ლონდონის კონგრესზე გაცხადდა, რომ ეს თავშეკავება დიდი შეცდომა გახ ლდათ და საბედისწერო შედეგები მოჰყვა“. კონგრესზე დაშვებული შეცდომის გახსენებით, სადაც მენშევი კები უმრავლესობაში იყვნენ, მარტოვი ხაზს უსვამდა პარტიის ბო ლშევიკური მმართველობის პასუხისმგებლობას, რომელმაც საკუ თარი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარი თქვა. სიტყვა დაა სრულა ბოლშევიკების მიერ მოწყობილი ან მათი მონაწილეობით ჩადენილი ექსპროპრიაციის დანაშაულებითა და ურალში, პეტერ ბურგში, მოსკოვსა და კავკასიაში მოწყობილი მრავალრიცხოვანი ტერორისტული აქტის ჩამოთვლით. კრებაზე მძიმე და დამთრგუნ ველი ატმოსფერო შეიქმნა. ლენინისა და მისი მეგობრების კონ ტრ-შეტევა სუსტი იყო, განადგურებულები ჩანდნენ, თუმცა არანა კლები თავგანწირვით აგრძელებდნენ თავის მართლებას. მარტოვი მიხვდა როგორ გასაჭირში ჩააგდო მოწინააღმდეგე ები და ამიტომ რეზოლუციის დაუყოვნებელი მიღება მოითხოვა, რომელიც განაახლებდა და განამტკიცებდა ლონდონის კონგრე სის რეზოლუციას და გმობდა პარტიის ხელმძღვანელობის პოზი ციას. წარმატება უდავო იყო. დებატები მეორე დღისთვის გადადეს. ლენინის კონტრ-შეტევა დილა საღამოზე ბრძენიაო, ამბობენ, ლენინმა ამასობაში გა იხსენა, რომ იურიდიული განათლება თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა. მეორე დღეს ძლიერი კონტრ-შეტევა წამოიწყო. დაადასტურა, რომ წინა დღეს ნახსენები ქმედებები უპასუხისმგებ ლო ადამიანების – ანარქისტებისა და მაქსიმალისტების – ჩადე ნილი იყო, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ პარტიასთან. გაგულისებით შეუტია მარტოვს – ვარაუდებსა და იურიდიულ ღი რებულებას მოკლებულ, პოლიტიკურ მოსაზრებებზე დამყარებუ ლი ბრალდების გამო უსაყვედურა. თავგამოდებით უარყო ყველა დაბრალებული ფაქტი და მარტოვს მატყუარა უწოდა, მტკიცებუ - 326 ლებების მოტანა მოსთხოვა, ურომლისოდაც განსჯა და რეზოლუ ციის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. მარტოვს, კოლეგების უმრავლესობის მსგავსად, იურიდიული განათლება არ ჰქონდა. გუშინ თუ გამარჯვებას ზეიმობდა, დღეს გასაჭირში აღმოჩნდა. როგორ უნდა დაემტკიცებინა ესა თუ ის ბო ლშევიკი ექსპროპრიაციისა თუ ტერორისტული აქტის კონკრეტულ დროს სად იყო – პეტერბურგში, მოსკოვში, ურალსა თუ თბილისში? მაშინ ბოლშევიკების მასზე ბევრად თავგამოდებულ მოწინააღ მდეგეს, ორნატსკის, მიუბრუნდა, რომლისგანაც ამ ცნობებს იღებ და. არც ორნატსკის შეეძლო მოთხოვნილი მტკიცებულებების და უყოვნებლივ წარდგენა. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილ მა მარტოვმა შენიშნა, რომ ნამდვილად არსებული, მოთხოვნილი მტკიცებულებების მოსატანად დრო იყო საჭირო და რამდენიმე დღის ვადა მოითხოვა. ცხარე პროტესტის მიუხედავად, ამ მტკი ცებულებების მოტანის შეუძლებლობაში დარწმუნებული ლენინი და მისი კოლეგები„დიდსულოვნად“ დათანხმდენენ მოთხოვნას. რამიშვილის გამოსვლა ვისი იმედი უნდა ჰქონოდა მარტოვს? ქართველი ამხანაგე ბისგან ეს ესაა შეეტყო ევროპაში ამხანაგი„პიოტრის“(ნამდვილი გვარი – რამიშვილი, ქართველებისთვის – პეტრე 1 ) ყოფნის ამბავი. სწორედ მან იკამათა კობასთან 1905 წელს ბათუმში. ამ გადმწყვე ტი კამათის მომსწრე და მონაწილეც ვიყავი. რამიშვილი ცენტრა ლური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრის, ჟორდანიას, შემცვ ლელი იყო, რომელიც იმ დროს პეტერბურგის ციხეში იჯდა. ლაიფ ციგში მყოფ პეტრეს მარტოვმა ტელეგრამით მიაწვდინა ხმა. ცენტრალური კომიტეტის ხელახლა შეკრებისთანავე რამიშვი ლი ჟენევაში ჩამოვიდა და დისკუსიებიც განახლდა. ლენინმა, ბოგ დანოვმა, მიკიტიჩმა და ტიჩკომ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს რამიშვილის მიერ წარდგენილი ახალი ფაქტების ეჭვქვეშ დაყენე ბა. ამჯერად საქმე აღარ ეხებოდა ორნატსკის(ჩიჩერინის) მოწოდე ბულ ინფორმაციებს ისეთ საკითხებზე, რომლებზეც არც მტკიცე ბულებები არსებობდა და არც რამე კონკრეტული დეტალები. რა მიშვილმა კონკრეტული ფაქტების სახით წარმოადგინა კავკასიის ცენტრალური კომიტეტის გრძელი და ზედმიწევნით შედგენილი 1 იგულისხმება ნოე რამიშივლი.(რედ.) 327 გამოძიება, დეტალური გარემოებებით, მიზეზებითა და შედეგე ბით. აღნიშნულმა კომიტეტმა თავი ვალდებულად მიიჩნია მკაცრი პასუხი მოეთხოვა ყაჩაღობად გადაგვარებულ„ექსპროპრიაციის“ აქტებზე, რომელმაც პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, დემორალი ზაციის საშიშროება შეუქმნა და ხალხი მეფის ხელისუფლების საშინელი რეპრესიების საფრთხეში ჩააგდო. პარტია თავდასაცა ვად იძულებული გახდა თავისი რიგებიდან ყველა ნდობადაკარ გული წევრი გაერიცხა:„გარწმუნებთ ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ვალდებულები გახლდით ასე მოვქცეულიყავით, რადგან საქმე პარტიის უსახელო წევრებს კი არ ეხებოდა, არამედ გამოჩე ნილ მებრძოლებს, ყველა ჩვენი პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციას ეკუთვნოდა. ისიც უნდა გითხრათ, გაოგნებულები ვიყავით, როცა ვუსმენდით თავიანთ ქმედებებს როგორ ამართლებდნენ ზემოდან მიღებული მითითებებითა და მანდატებით. ამავდროულად ვიცო დით, რომ საჭირო იარაღს ადგილზე კი არ აწარმოებდნენ, არამედ პეტერბურგიდან და ფინეთიდან იღებდნენ.“ კრებაზე მრავალი შეხლა-შემოხლა მოხდა. წამოყენებული დე ბულების მხარდასაჭერად საჭირო იყო საბრალდებო აქტის ავტო რების გვარებისა და პარტიიდან გარიცხულთა სიის შეტყობინება. როცა რამიშვილმა სია წაიკითხა, რომელშიც შედიოდნენ კოტე (ცინცაძე), სტეპკო(ინწკირველი), ვანო(კალანდაძე), კამო(ტე რ-პეტროსიანი), იქვე აღნიშნა, ყველას ამხანაგი კობა(სტალინი) ხელმძღვანელობდა. ლენინმა შეაწყვეტინა და სთხოვა ამ უკანას კნელის გვარი არ გაემხილა. რამიშვილმა ღიმილით უპასუხა:„არც ვაპირებდი – დასახელების გარეშეც საკმაოდ ცნობილია, როგორც კავკასიელი ლენინი“! მაშინ ლენინმა ჰკითხა –„ამხანაგო პეტრე, პასუხისმგებლობას იღებთ იმაზე, რომ ამ გვარებს პოლიციას არ გაუმხელთ?“ – – „სრულიად!“ უპასუხა რამიშვილმა. – – „პროტოკოლში ვწერ ფაქტს – ოფიციალურად პასუხისმგებ ლობას იღებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამხანა გებს საფრთხე არ შეექმნებათ“. – – თუნდაც ათასჯერ ჩაწერეთ! შეჰყვირა რამიშვილმა და თა ვის მხრივ ჩაეკითხა რატომ ფიქრობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდათ. – – ლენინმა მიახალა:„რადგან დაკავებულები არიან. მეფის ხელისუფლებამ რომ იცოდეს რატომ გარიცხეს პარტიი დან, ყოველმიზეზგარეშე სიკვდილს მიუსჯიან“. 328 მასების დისციპლინის შესანიშნავი შემთხვევა მაშინ რამიშვილმა ისეთი რამ განაცხადა, რომელმაც საყო ველთაო გაოცება გამოიწვია, ამავდროულად, სრულიად დააკმაყო ფილა ლენინი:„უკვე ორი წელია, უკვე ორი წელია, ყველა ჩვენს ორგანიზაციაში აქტივისტების პოზიციაზე ვკამათობთ: ბათუმში, ფოთში, გურიასა და განსაკუთრებით თბილისში“ რამდენიმე წამოძახილმა სიტყვა შეაწყვეტინა –„რატომ ორი წელი?“ იმიტომ რომ, კოტე ცინცაძის„მოულოდნელი სამხედრო ოპერა ცია“ 1906 წლით თარიღდება(საფოსტო ვაგონიდან 21000 რუბლის მოპარვა), რასაც მთელს პროვინციაში საშინელი რეპრესიები მოჰ ყვა. ორი წლის განმავლობაში მრავალი განხილვის მიუხედავად, პოლიციას არაფერი შეუტყვია. თუმცა, ეს აქტივისტები შედარებით უმნიშვნელო დანაშაულებისთვის რამდენჯერმე დააკავეს, მცირე ეჭვიც კი კმაროდა ფორმალობის გარეშე მათი სიკვდილით დას ჯისთვის. ახლა მე გთხოვთ თქვენ, კომიტეტის წევრებს, ისეთივე წინდახედულობა და სიფრთხილე გამოიჩინოთ, როგორც ათასო ბით მუშამ ამ წევრების საქმეების განხილვისას და დისციპლინის დასაცავად პარტიიდან გარიცხვისას. ამავდროულად დამსმენლე ბისგან მალავდნენ და მეფის ჯალათებისგან იცავდნენ.“ ცხადია, ამ გრძელი დიალოგიდან მხოლოდ არსებითს ვციტი რებ, კერძოდ, იმ ადგილებს, სადაც რამდენიმე საათიანი ხანგრ ძლივი, გაცხარებული დისკუსიის განმავლობაში მოწინააღმდეგე ებისთვის დამახასიათებელი ურთიერთპატივისცემა ჩანს. თუმცა, ლენინს ოპონენტების შებრალება არ სჩვეოდა. გამოვტოვებ იმ მომენტებს, როცა სიტყვას გააფთრებით აწყვე ტინებდნენ და რამიშვილიც ასევე გახელებით პასუხობდა, რაც აყალ-მაყალში გადაზრდის საფრთხეს ქმნიდა. წერეთელივით ტრიბუნი და დიდი თავყრილობის ორატორი არ იყო. სამაგიეროდ, ამგვარ კამათში ძლიერი კამათში ძლიერი ოპონენტი თავის სტი ქიაში იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა დავინახე – ისეთივე ავტორიტეტული ტონით მიმართავდა პარტიის ქურუმე ბს, როგორც სამი წლის წინ, ბათუმში, კობასთან დებატების დროს. მართლაც გასაოცარი განცხადება იყო: წლების განმავლობა ში ჩადენილი ასეთი სერიოზული დანაშაულები ისე განიხილეს და ამხანაგები პარტიიდან ისე გარიცხეს, რომ პარტიის სახელი სუფლებო ორგანოებსა თუ მათ შპიონებს არაფერი გაუგიათ. მსო- 329 ფლიო ისტორიაში მასების ასეთი დისციპლინა გაუგონარი გახლდათ. რამიშვილივით ამდენი წელი ხელთ გეპყრას მოწინააღმდეგეების ბედი და მკაცრ საიდუმლოდ შეინახო, მაშინ, როცა ინფორმაციის მცირე გაჟონვაც კი საკმარისია მათი ლიკვიდაციისთვის! ყოველ გვარ წარმოსახვას სცდებოდა ხასიათის ასეთი სიმტკიცე. კავკა სიის რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის რეგიონალური კომიტეტის სხდომებითა და გადაწყვეტილებებით გამოვლენილი უდავო ფაქტებით გამყარებულმა რამიშვილის ოსტატურმა მოხსე ნებამ რუსი მენშევიკები გადაარჩინა და მარტოვს გაამარჯვებინა – მისი დებულებებისთვის საჭირო მტკიცებულებები მოიტანა. თუ მცა, ეს გამარჯვება მხოლოდ კავკასიაში მოიპოვეს. მარტოვმა თავად რუსეთში – პეტერბურგში, მოსკოვსა და ურა ლში – ბანდიტიზმის შემთხვევებსა და პარტიის ყოფილ წევრებზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ მტკიცებულებებისა და დეტალე ბის წარდგენა ვერ შესძლო – ორნატსკიმ(ჩიჩერინმა) იმედები გა უცრუა. ეს შეცდომა განდგომილთა ცვალებადი ბუნების უცოდინ რობით აიხსნება. უნდა სცოდნოდა, რომ მენშევიზმზე მოქცეული „მეფის შეუმდგარი მოხელე“(ლენინის გესლიანი შენიშვნა ჩიჩე რინის მიმართ) დიდხანს არ დარჩებოდა მენშევიზმში. მისი საბრა ლდებო სიტყვა, რომელიც გადამწყვეტად მიაჩნდა, გაგრძელდა დიდხანს და უნაყოფოდ დასრულდა: ცენტრალური კომიტეტისგან ვერ მიაღწია ლენინის, ესე იგი თავად კომიტეტის, დაგმობას – ამ უკანასკნელს 1907 წელს ლონდონში ჩატარებულ კონგრესზე მხა რს უჭერდა უმრავლესობა, რომელმაც პარტიის მართვა ლეგიტი მურად მიანდო. გარდა ამისა, ამ ინსტანციას საჭირო კომპეტენცია არ გააჩნდა – დირექციის საქმიანობის შეფასება პარტიის ყრილო ბაზე უნდა მომხდარიყო. ლენინისგან მოტყუებული მენშევიკები სამაგიეროდ, 1906 წლის სტოკჰოლმის ყრილობაზე აბსოლუტუ რი უმრავლესობა მოიპოვეს და პარტიის მმართველობამ არჩევ ნებზე კანდიდატებადაც წარადგინა. ლენინმა სწორედ ამ წელს მაქსიმოვთან(ბოგდანოვთან) და ნიკიტიჩთან(კრასინთან) მჭი დრო თანამშრომლობით საიდუმლოდ დააფუძნა პარტია პარტი აში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა. ფინეთში გენშტაბიც დაარსა. ნიკიტიჩი(კრასინი) მაღალი რანგის ინჟინერი გახლდათ – მოხე რხებული და უშიშარი, პეტერბურგში გახსნილ ლაბორატორიაში 330 სხვადასხვა ჯურის ბოლშევიკი და არაბოლშევიკი აქტივისტებისა და მეამბოხე დანაყოფებისთვის ჩუმად აწარმოებდა დღეში 150 ასაფეთქებელს(მარტივად გამოსაყენებელ ბომბებს). ამგვარად, ლენინმა, რომელსაც თეორიულად სასტიკი ბრძოლა გაეჩაღე ბინა ყველასთან, ვინც ზედმიწევნით არ იცავდა მარქსისტსულ დოგმებს, ცარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად პრაქტიკულად საერთო ფრონტი შეკრა მარქსიზმის ყველაზე საშინელ მოწინააღ მდეგეებთან, ყველა ტიპის ანარქისტსა და მაქსიმალისტთან. მისი ბრძანებით ხსენებული ლაბორატორიიდან იღებდნენ ყოველგვარ იარაღსა და საომარ ხელსაწყოს. ტერორიზმის,„ექსპროპრიაცი ის“, ძარცვის აქტები თავიდან თითქოს ამართლებდნენ ლენინის აჯანყების თეორიას. შედეგებმა სამთავრობო წრეებში პანიკა გააღვივა – ასეულობით მსხვერპლიდან ნახევარი უდანაშაულო იყო, აღირიცხებოდა შეიარაღებული ძარცვის ათეულობით შემ თხვევა. ამის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა, მარტივ ყაჩაღობად და ქურდობად გადაგვარდა, გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა, ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში, რომელმაც უარი თქვა რევოლუციის გზაზე. ამას ცარისტული ტერორიზმის მძვინ ვარება მოჰყვა: უამრავი ჩამომხრჩვალი, პატიმრებით გაძეძგილი ციხეები, ათეულობით ათასი გადასახლებული. ასე აღიკვეთა რუ სეთში ყოველგვარი რევოლუციური აქტივობა. ლენინის აჯანყების თეორიამ რევოლუციის დაჩქარების ნაცვლად, რასაც მისი ავტო რი იმედოვნებდა, მარცხი განიცადა და რამდენიმე წლით უკან გა დაგვისროლა. საფრთხისგან გაქცეულმა პარტიის მმართველებმა პეტერბურგი და ფინეთი დატოვეს და შვეიცარიას შეაფარეს თავი. დღის წესრიგში დაყენებული საკითხი შეეხებოდა ცარისტების მიერ სისხლში ჩახშობილ მოძრაობას, რომელიც ერთი წლის წინ განადგურდა. ამგვარად, ეს მოძრაობა მხოლოდ ისტორიუ ლი ინტერესის საგანი იყო, მისი განხილვა ობიექტური მოსაზრე ბის ჩამოსაყალიბებლად ჯერ ძალიან ადრე, ხოლო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად კი ძალიან გვიანი იყო. როგორც ბრძოლის ველზე, ისე აქ, დროის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსი მენშევიკები ყოველთვის იგვიანებდნენ, ამას პლეხანო ვი სასოწარკვეთამდე მიჰყავდა. ბერნისა და ნიცის შემდეგ გამა რთულ შეხვედრებზე რამდენიმე სახასიათო ამბავი მიამბო, რო მელთაგან იმ დროს ერთი განსაკუთრებით ცნობილი იყო: ვიცით, რომ ლენინი თავისი სტრატეგიით ორი მიზნისკენ მი ისწრაფვოდა: შეძლებისდაგვარად ბევრი ფული სჭირდებოდა 331 ერთი მხრივ აჯანყებულთა რაზმების ჩამოსაყალიბებლად და რევოლუციური საქმიანობის გასაშლელად, მეორე მხრივ კი, მენ შევიკების დასაუძლურებლად. მდიდარმა ინტელექტუალმა, სახე ლად კუკლინმა, ჟენევაში რუსი ემიგრანტების განკარგულებაში მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა დატოვა. მენშევიკები მეტად მო სწონდა, ამიტომ გარდაცვალებამდე ამ უკანასკნელებს დიდი სა ხლი უანდერძა მოსკოვში. ანდერძის ამსრულებელი მენშევიკების თავკაცი მარტინოვი იყო. ეს უკანასკნელი ჟენევაში დაიარებოდა და ამხანაგებს ანდერძის დოკუმენტს აჩვენებდა – ლენინს კი სა ხლი 80000 რუბლად(დღევანდელი 250000 ოქროს ფრანკი) უკვე გაეყიდა და თანხა დანიშნულებისამებრ კიდეც გამოეყენებინა. ამ ისტორიას როცა ახსენებდნენ მარტინოვს, გამუდმებით ერთსა და იმავეს პასუხობდა:„ტყუილია, შეუძლებელია, ანდერძის აღმსრუ ლებელი მე ვარ-მოწმობა ჯიბეში მიდევსო!“ ლენინს როცა ეს ამბავი უამბეს, ბუნებრივია ყველაფერი უარყო, ამავდროს სიცილისგან მთელი ტანით ისე ცახცახებდა და„ჰმ... ჰმ...ჰმ“-ო გაიძახოდა, რომ უსიტყვოდ დაადასტურა ბრალდება. ცენტრალური კომიტეტის დისკუსიებს დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ რამიშვილის მიმართ ლენინი დიდ თავაზიანო ბას იჩენდა. როცა მისი კოლეგები გამუდმებით სიტყვას აწყვეტი ნებდნენ, თავად დიდი ყურადღებით უსმენდა. ლენინმა კეთილი ნება გამოიჩინა და„ექსპროპრიაციებთან“ დაკავშირებით„კა ვკასიაში მიღებულ მითითებებზე“ ცხადი მინიშნება აპატია. მისი მხრიდან, ეს კავკასიის ბოლშევიკ ხელმძღვანელებთან დაკავში რებით რამიშვილისგან მიღებული გარანტიების საზღაური იყო. საქმე ეხებოდა იმ დროს ბაქოში, ბაილოვის ციხეში მყოფ ამხანაგ კობას(სტალინს) და თბილისის ციხეში მჯდომ კოტეს(პირველმა შეასრულა ლენინის მითითებები სახაზინო ფონდების„ექსპროპ რიაციის ბოლშევიკური წრის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და სანკტ-პეტერბურგის დუმაში ბოლშვიკური ფრაქციისთვის ჭია თურის რკინიგზის დაყაჩაღებით აღებული 21000 რუბლიდან 15000 რუბლის გაგზავნის შესახებ). მარტოვის დებულების მხარდასაჭერად რამიშვილის მოტანი ლმა მტკიცებულებებმა მოულოდნელი შედეგები გამოიღო: იმის ნაცვლად, რომ მარტოვის მოსაზრებები განემტკიცებინა და ლე ნინის ბრალეულობასთან დაკავშირებული საკითხები გადაეჭრა, ორივე უკანა პლანზე გადასწია. პირიქით, ხელი შეუწყო პარტიაში სოციალისტთა საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლის თანა მდებობაზე ლენინის წინსვლას. 332 ფაქტობრივად პლეხანოვმა განაცხადა, რომ თანამდებო ბას საბოლოოდ ტოვებდა, რადგან არ შეეძლო ექსპროპრიაციის საქმეებით სახელგატეხილი პარტიის წარმომადგენელი ყოფი ლიყო. ამან საყოველთაო აღელვება და დაბნეულობა გამოიწვია. ყველა აზრის შეცვლას სთხოვდა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებით ბოლშევიკები მენშევიკებზე მეტად დათრგუნული ჩანდნენ. ლე ნინმა მარტოვზე ადრე გულწრფელად სცადა პლეხანოვისთვის გადაწყვეტილების გადათქმევინება. მარტოვი რომ დარწმუნდა პლეხანოვი საბოლოოდ ამბობდა უარს, ლენინის კანდიდატურა წამოაყენა(ლენინის ასალაგმად!)! ამ უკანასკნელმა ბევრი იუარა, თუმცა, მაინც დათანხმდა.... ახლა ზედმეტი არ იქნება ერთი პატარა თავშესაქცევი ამბის მოყოლა: ზემოთ როგორც ვთქვით, რამიშვილს უხეშად აწყვეტინებდნენ სიტყვას, ამას აკეთებდა პოლონეთის პარტიის ბოლშევიკური ფრაქციის წარმომადგენლი – ტიჩკო, რამაც ამავე პარტიის მენშე ვიკური ფრაქციის წარმომადგენლის, ჟალევსკის, სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჟალევსკი სხდომის შემდეგ, როცა აღფრთოვანებით ყვებოდა მოხერხებული პასუხებით რამიშვილმა როგორ მიუჩინა საკადრისი ადგილი თავის მოწინააღმდეგეს, მის დამსახურებას თავშეუკავებლად აზვიადებდა და ამავდროულად ტიჩკოს მიმართ აღშფოთებას გამოხატავდა. მხოლოდ ის იყო, რომ ჟალევსკისგან განსხვავებით, ტიჩკო ნიჭიერი ორატორი გახ ლდათ და ზალენსკი ამ საქციელით მხოლოდ საკუთარ სიმდაბლეს უსვამდა ხაზს. ამაში იყო რაღაც კომიკური, მით უმეტეს, ზოგიერთი მზაკვრულად ამტკიცებდა, რომ ამ ორს შორის მტრობა პოლიტი კის საზღვრებს სცდებოდა და პირად ინტერესებში გადადიოდა: ჟალევსკის ტიჩკოს წინააღმდეგ გულში ბოღმად ჩაედო, საკუთარი ცოლის, როზა ლუქსემბურგის მოხიბვლა, რაც არ უნდა იყოს, ჟა ლევსკის მიერ ტიჩკოს ასეთ მხილებას შეიძლება მწვავე შედეგები მოყოლოდა, რაც ძლიერ მაშფოთებდა: ვშიშობდი ჩემთვის არ მო ეწერათ ეს სიტყვები, ამიტომ მეგობრებთან კრინტი არ დამცდენია კრებაზე დასწრების შესახებ. რაც თავისთავად არ მსიამოვნებდა, თუმცა მეტად მტანჯველი ის იყო, რომ იძულებული გახლდით ჩემი ძმისთვისაც არფერი გამემხილა. 333 ქართველი რევოლუციონერის საინტერესო სახე ამ კრებებმა, სხვათა შორის, ორმაგად გამახარა. პირველ რიგ ში, 1905 წლის გაზაფხულზე კობასთან(სტალინთან) გამართული ცნობილი დებატების შემდეგ პირველად მომეცა ნოე რამიშვილის ნახვის შესაძლებლობა(არ იცოდა კრებას რომ დავესწარი და მის მოხსენებას მოვუსმინე), რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. ცა რისტული ხელისუფლების სიფხიზლის მიუხედავად, მაინც შეძლო იატაკქვეშა საქმიანობის გაგრძელება, ამ დროს, 1906 წლის და საწყისში, ქუთაისში დამაკავეს, წლის ბოლოს გადამასახლეს და ციმბირიდან გაქცევა მხოლოდ 1908 წლის მაისში მოვახერხე. საუკეთესო ორგანიზატორთან ერთად შესანიშნავი რევოლუცი ონერი ბელადი და სახელმწიფო მოღვაწეც გახლდათ. სხვა მეგობარსაც შევხვდი, ვისთვისაც გადაჭარბების გა რეშე შემეძლო„მოვლენა“ მე წოდებინა. ახოვანს, ჰერკულე სის ძალისა და დაუჯერებელი მოქნილობის პატრონს, შეეძლო ერთ ჯერზე რამდენიმე კილო პური ან მთლიანი ცხვარი ეჭამა ან რამდენიმე დღე პირი არაფ რისთვის დაეკარებინა. თუმცა, თავისი ძალა და მოხერხება ბოროტად არასდროს გამოუყე ნებია. რადგან„ექსპროპრია ციებთან“ დაკავშირებით გაჩა ღებულ დებატებზე ვისაუბრეთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზო გიერთი ამხანაგის დაჟინების მიუხედავად, არასდროს ჰქონია „ტრია“. ვლასა მგელაძე (1865-1943). ქართველი აქტივისტი. ორატორი, პოეტი, რევოლუციონერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ასეთი სახის საქმიანობასთან. მწერალი და პოეტი, ამასთანავე ორატორად დაბადებული და დახვეწილი სტილის, ფართო თვალ საწიერის მქონე თვითნასწავლი კაცი იყო. 334 სინამდვილეში ვლასა მგელაძე ერქვა 1 , თუმცა, ყველა – რუსი რევოლუციონერები, ევროპელი სოციალისტი ლიდერები და ქა რთველები, ტრიას(ციყვის) ფსევდონიმით იცნობდნენ. გურიიდან (დასავლეთ საქართველო), ღარიბი გლეხის ოჯახიდან იყო. 14 წლის ასაკში, როცა წერა-კითხვაც არ იცოდა, თბილისში წასვლა შეძლო. შემოსავალი სჭირდებოდა, მაგრამ, რადგან არც ხელობა ჰქონდა და არც ქალაქს იცნობდა, სამუშაოს ვერ შოულობდა. საბოლოოდ ერთი სამსახური იპოვა, რომელიც ბიუროს დაგვა-დასუფთავება ში მდგომარეობდა. ხედავდა ყოველ დილით ამ სახლიდან ქაღა ლდების რულონები გამოჰქონდათ, ადამიანები ამ რულონების გახსნასა და დათვალიერებას ეშურებოდნენ. აინტერესებდა რაში იყო საქმე, ხალხი გამოკითხა. ეს ბიურო დიდი ქართველი პოეტისა და პატრიოტის, თავადი ილია ჭავჭავაძის გაზეთის, ივერიის, რე დაქცია გახლდათ. მაშინ ამ გაუნათლებელმა ბიჭმა კითხვის სწავლა გადაწყვიტა. სწავლაში ტიპოგრაფი მუშები ეხმარებოდნენ. მიზანს მალევე მი აღწია, ერთბაშად ხელობაც ისწავლა და ჭავჭავაძის ნაწარმოების კითხვაც შესძლო. რევოლუციურ მოძრაობაში დაწყებისთანავე ჩაება. მამაცი, ჭკვიანი და ერთგული, იატაკქვეშა სტამბის ხელმ ძღვანელად სიხარულით მიიღეს. თავის ახალ„კარიერაში“ ყველა ზე სახიფათო თანამდებობებს იკავებდა(დაბეჭდილი გაზეთების, ხშირად თავად სატამბისა და... ბომბების გადატანა უწევდა). ამხა ნაგების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა, თუმცა ცარისტული პოლიცია მტრად მოიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საგ მირო საქმეების ჩასადენად დამალვა უწევდა, ცარისტული პო ლიცია ხშირად პოულობდა და იჭერდა. გადასახლებული რაღაც სხვა პასპორტით ბრუნდებოდა უკან და საიდუმლო საქმიანობას აგრძელებდა. მიმართულების განურჩევლად ყველა რუს რევოლუციონერ ბე ლადს უყვარდა. ყველასთან მეგობრობდა და შენობით მიმართა ვდა, მათ შორის მაქსიმ გორკსა და შალიაპინთანაც. მის სახელს დაუჯერებელი ლეგენდები უკავშირდებოდა. სწორედ 1908 წელს, ჟენევაში ჩვენი შეხვედრისას, სპარსეთში რევოლუცია დაიწყო. ტრიას სპარსეთისკენ მიუწევდა გული, მა გრამ ჩასასვლელი ფული არ ჰქონდა. პლეხანოვმა საჭირო თანხა გადასცა და ტრიაც დაუყოვნებლივ გაემგზავრა. აქტიურად მონა 1 ვლასა მგელაძე( 1868 1943 ) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, პოლი ტიკოსი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, 1921 წლის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში გარდაიცვალა პა რიზში, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.(რედ.) 335 წილეობდა რევოლუციაში და ისეთი რეპუტაცია შეიქმნა, რევო ლუციონერების მეთაურს, სატრახანს, დაუმეგობრდა და პირველი იყო, ვინც სპარსული პარლამენტი(მეჯლისი) გახსნა! 1906 წელს, თავის საიდუმლო სტამბასთან ერთად სხვაგან უნდა დამალულიყო. თბილისიდან გამგზავრების წინ, ეროვნულ კოსტუ მში გადაცმულმა და კარგად შენიღბულმა, ეჭვების გასაფანტად პირველი კლასის ვაგონში აიღო ადგილი. თავადი ილია ჭავჭავა ძის პირისპირ აღმოჩნდა, რომელიც, კავკასიის წარმომადგენლის სტატუსით, პირველად მიემგაზვრებოდა იმპერიის სენატის სხდო მაზე დასასწრებად სანკტ-პეტერბურგში. სახელოვანმა პოეტმა „ახალგაზრდა ბატონთან“ საუბარი წამოიწყო კავკასიისა და ზოგა დად რუსეთის სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, არც საქა რთველოს ეროვნული პრობლემები დავიწყებია. ყველა საჭირ-ბო როტო საკითხზე საფუძვლიანი პასუხი რომ მოისმინა, გაუკვირდა და ჰკითხა რომელ უნივერსიტეტში სწავლობდა. ტრია წამოდგა, მოწიწებით თავი დაუკრა და უაპსუხა:„თქვენს რედაქციაში, ბატო ნო“. გაოცებული და აღელვებული თავადი თვითონაც წამოიმართა და მკლავი ძმურად შემოაჭდო ზორბა ვაჟკაცს, რომლის არსებობა ზე უწინ არაფერი სმენოდა. ცარისტულ მთავრობას სენატში კავკასიის წარმომადგენლად დიდი ქართველი პატრიოტის ყოფნა არ აწყობდა, ამიტომ, 1907 წელს სოციალისტად გადაცმულ რეჟიმის აგენტს ჭავჭავაძე მოა კვლევინა. აღშფოთებული ქართველი ხალხის დასაწყნარებლად მთავრობამ თვალთმაქცური თანაგრძნობის შეტყობინების შე მოთვლა იჩქარა და საზეიმო დაკრძალვის ბრძანება გამოსცა. ხელისუფლება ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდა კავკასიაში მე ფის ნაცვლის ვორონცოვ-დაშკოვის 2 უმაღლესი პატრონაჟით. დაკრძალვაზე საქართველოს ყველა პარტიის წარმომადგენელი მოვიდა, მაგრამ ცბიერმა მეფის-ნაცვალმა თადარიგი ადრევე და იჭირა და მკაცრი პროტოკოლი დაადგინა, რომლის თანახმად არც ერთ საზოგადოებასა თუ პარტიას არ შეეძლო ერთზე მეტი ორატო რის ყოლა, რომელსაც თავისი სიტყვა წინასწარ უნდა წარედგინა. ცერემონია დაიწყო, სამალავიდან გამოსულმა ტრიამ ხალხში გზა გაიკვლია, ანაზდად ვორონცოვ-დაშკოვის გვერდით აღმოჩნდა, რომელსაც ეს ესაა ოფიციალური მიმართვა დაესრულებინა და 2 ილარიონ ვორონცოვ დაშკოვი( 1837 1916 ) – რუსი სახელმწიფო და სა მხედრო მოხელე, რუსეთის იმპერიის გენერალი, რუსეთის მეფისნაცვა ლი კავკასიაში 1905 1916 წწ-ში.(რედ.) 336 მჭექარე ხმით ქართულად მგზნებარე სიტყვა წარმოსთქვა, ისეთი განსაკუთრებული პატივი მიაგო გარდაცვლილს, რომ დიდი პატ რიოტის ყველა დამფასებელი ცხარე ცრემლებით ტიროდა. სი ტყვის დასრულების შემდეგ ელვასავით გაქრა. ჭავჭავაძე საქართველოს პატრიარქალური ელიტის მხცოვა ნი თაობის წარმომადგენელი იყო, ტრია კი, ახალგაზრდა თაობას ეკუთვნოდა – იატაკქვეშეთში ჩამოყალიბებულს, რომელსაც სო ციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კლასთა ბრძოლის დოქტრინა ჩაუნერგა. სოციალურ ნიადაგზე გაჩაღებული მწვავე კონფლიქტის გამო თაობები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სოციალ-დემოკრატიუ ლი პარტია ჭავჭავაძეს აქტიურად უტევდა იმ ტრადიციების გასა ნადგურებლად, რომელსაც განასახიერებდა. ჭავჭავაძე პატრიოტი კონსერვატორი იყო, ტრია – უპირატე სად რევოლუციონერი. ჭავჭავაძისთვის პატივის მისაგებად ტრი ამ იშვიათი მორალური სიმამაცე გამოიჩინა – პოლიციის საფრ თხეს არ შეუშინდა და ოფიციალური პროტოკოლი არაფრად ჩააგ დო, მეტიც, საკუთარი პარტიის დისციპლინა დაარღვია. პარტიამ ერთადერთ ორატორად ნიკოლოზ ჩხეიძე დანიშნა, მისი სიტყვა, პროტოკოლის თანახმად, წინასწარ წარადგინეს. ტრიას ხელი სუფლებისგან დაპატიმრება თუ ასცდა, ამხანაგებისგან სასჯელი მაინც ელოდა. რა თქმა უნდა, დისციპლინის სერიოზული დარღვე ვის გამო, რაც პარტიიდან გარიცხვას გულისხმობდა, საიდუმლო ტრიბუნალის წინაშე განსაჯეს.„ამხანაგებო, სხვანაირად მოქცე ვა არ შემეძლო, დამსაჯეთ!“ ასეთი ღირსეული პასუხის პირისპირ მსაჯულებმა გააცნობიერეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისი საქციელი და იძულებული გახდნენ ეთქვათ – ეს ხომ ტრიაა, ვე რაფერს გავხდებითო! ამ სანახაობით გაოგნებულმა მეორე დიდმა პოეტმა, ასევე პატრიოტმა, აკაკი წერეთელმა, განაცხადა – ხალხი, რომელმაც ასეთი მუშა შექმნა, არასდროს მოკვდებაო! უწინ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიმართ მტრულად განწყო ბილი, იმ დღიდან„ტრიას პარტიას“ აძლევდა ხმას. 1907 წლის ოქტომბერში, იმპერიის დუმაში ნიკოლოზ ჩხეიძის აბსოლუტური უმრავლესობით არჩევა საქართველოში ცარიზმის საბოლოო და მარცხებას და ქართველი მოსახლეობის გამარჯვებას ნიშნავდა (მოგვიანებით იგივე მოხდა რუსეთში, როცა ათი წლის შემდეგ ჩხეიძე რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა). გამარჯვების აღსანიშნავად ტრიას თაოსნობით სახელდახელო მსვლელობა მოეწყო, პოლიცია ვერაფერს გახდა და ჯარი გამოიძახა. ერთი ჯა - 337 რისკაცი წინ მოიწევდა, ტრიამ ელვის სისწრაფით ისე გამოგლიჯა იარაღი ხელიდან რომ სხვებიც შეშინდნენ. თოფი დემონსტრაცი ის ბოლომდე შეინახა, შემდეგ კი უკან დაუბრუნა, რადგან არ სუ რდა საწყალი დაესაჯათ. ტრიას გმირობის მრავალი ეპიზოდიდან ეს მხოლოდ ერთ-ერთია და ამ განსაკუთრებულ ადამიანის კეთი ლშობილ გულს კარგად ახასიათებს. ცნობისმოყვარემ, როცა გაიგო„ჟენევის ბაღის“ სახელით მთა არსებობდა, ბაღის მოსანახულებლად წაყვანა ითხოვა. ჩემმა ძმამ „გრანდ-სალევზე წაგვიყვანა, ტრია აღფრთოვანებული უყურებდა ფერხთქვეშ გადაშლილ მთელ ჟენევას. მოულოდნელად ვანოს მთის სიმაღლეზე დაჭიდება შესთავაზა, ჩემი ძმაც ჯანიანი იყო, დასთანხმდა. ხალხმა ორი დაჭიდებული გიგანტი რომ შენიშნა, მთელი ბრბო შემოიკრიბა. ხან ერთი იგებდა, ხან – მეორე. მაყუ რებელი აღფრთოვანებული იყო. ეს ამბავი მთელი ერთი საათი გაგრძელდა, ტრიას ეს ესაა უნდა მოეგო, ოვაციები და შეძახილე ბი გაისმა, მაგრამ ტრია გაჩერდა, მოწინააღმდეგის მიწაზე წაქ ცევის ნაცვლად ხალხისკენ შებრუნდა, ვიღაცის ქუდს წამოავლო ხელი და მაყურებელს ჩამოუარა. ზოგმა ოთხი სუ ჩააგდო, ზოგმა – ოცი და ასე შეგროვდა 100 ფრანკი. იმ დროს ფულს ყველგან ერთი ღირებულება ქონდა, ამიტომ სიღატაკეში ამ თანხამ ცოტაოდენ გაგვამდიდრა. ერთობ საინტერესო იქნებოდა ვლასა მგელაძის ბიოგრაფია, მაგრამ ამ ჩანაწერების თემაში არ ჯდება. თუმცა, მაინც უნდა ვა ხსენოთ, რომ ამასობაში მაქსიმ გორკიმ კაპრზე დაპატიჟა, სადაც რამდენიმე კვირა გაატარა, აქვე დაუმეგობრდა ცნობილ რუს მო მღერალ შალიაპინს. მასპინძლის დაჟინებული თხოვნით ქართუ ლად დაწერა შალიაპინის მემუარები. გორკი მემუარების ოთხ ევროპულ ენაზე გამოქვეყნებაში დახმარებას სთავაზობდა, რაღაც ნაწილი უკვე ეთარგმნა და ტრიაზე მოთხრობა თავადაც დაეწერა, როცა გააცნობიერა – მემუარების გამოცემა საკმაოდ სახიფათო იყო. ამგვარად, გამოქვეყნება ცარისტული რეჟიმის დამხობამდე გადაიდო. ხელნაწერი გორკის დიდი რუდუნებით უნდა შეენახა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ტრია ნიცაში მესტუმრა, დე პეშა მივიღეთ, – გორკის გადასახლება დასრულებია და რუსეთში გადაუწყვიტავს დაბრუნება, მთელი თავისი არქივიც თან წაუღია, მაგრამ საზღვარზე რუს ჟანდარმებს ჩამოურთემივიათ. კეთილ შობილმა ტრიამ, რომელიც თავს მრავალი მეგობრის დაკარგვის მიზეზად მიიჩნევდა, თავის მოკვლა სცადა – ყელზე ყულფი შემო იჭდო და ფანჯრიდან გადახტა. ძლივს გადავარჩინეთ. 338 ჟენევაში ნანახი სხვა მეგობრები სინამდვილეში ამ ეპოქის ჟენევა ორ სამყაროს მაგონებს: ერთი – ძველი და მეორე – ახალი, უკვე დაწყებული თუ დასაწყები მეგობრობისა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი რამდენიმე მე გობრისა და ამხანაგის ნახვით. აი, ზოგიერთი მათგანი: გიორგი ყარაჯიანი 1 , სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და კავშირებული სომხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავ მჯდომარე, რომელთან მეგობრობა 1906 წელს მეტეხისა და უწყებ რივ ციხეში ერთად გატარებული რამდენიმე თვის შედეგად გავაბი. 1906 წლის ნოემბერში მოულოდნელად ციმბირში გადამიყვანეს, ყარაჯიანი კი თბილისის ციხეში დარჩა. იმ დროიდან მოყოლე ბული უშედეგოდ ვცდილობდი მისი ამბების შეტყობას. მრავალი მცდელობის შემდეგ, ქვეყნიდან ხუთი წლით წასვლის უფლება მისცეს, ციმბირში გადეპორტების ნაცვლად, ჟენევაში დაბრუნდა და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. ვალოდია ოკუჯავა – ქართველ სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თავმჯდომარე. 1905 წელს ერთად გადავკვეთეთ ჭიათუ რისა და ქუთაისის რკინიგზა, ნამდვილად კი მომდევნო წელს ცი ხეში გავიცანი. მეოცნებე მზერით, მომცრო ტანის, ბავშვური სახის ახალგაზრდა სტუდენტი იყო. ძვირფას ფილოსოფოსად აღიარეს. მის ფართო ერუდიციასა და ფენომენალურ მეხსიერებას ორიგი ნალური და ღრმააზროვანი იდეები ერთვოდა. საზარელ გენერალ ალიხანოვზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ციხიდან სახრჩობელის თავიდან ასაცილებლად გაიქცა. უზადო სიცხადით გაიხსენა ყველა ამაღელვებელი მოგონება, მო ულოდნელად მკითხა – ნორმალურ პიროვნებად თუ მიმაჩნდა და კიდეც გაბრაზდა, ეჭვობდა სიმართლეს არ ვეუბნებოდი. სინამ დვილეში დარწმუნებული იყო – სიგიჟე იპყრობდა. სამწუხაროდ, სამომავლოდ ეს წინათგრძნობა უნდა გამართლებოდა. სოსიპატრე ასათიანი, ნიკოლოზ კიკნაძე, დათიკო შარაშიძე,ბიქტორ თევზაია, კოლია ქარცივაძე სოსიპატრე ასათიანი, როგორც იცით, 1905 წლის დეკემბერში დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქუთაისში ვნახე. დაჭე 1 გევორგ ყარაჟიანი( 1861 1936 ) –(პარტიული სახელი ს.ტ არკომედი) სო მეხი პოლიტიკოსი და რევოლუციონერი. სომხეთის სოციალ-დემოკრა ტიიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი.(რედ.) 339 რის შემდეგ ოცდაათიოდე სხვა დაკავებულთან ერთად ციხიდან გაქცევა შესლო ქუთაისის ციხესა და მეზობელ სახლს შორის გა თხრილი გვირაბით, რომელიც მასობრივი გაქცევის ერთადერთი საშუალება იყო. მეორე, ნიკოლოზ კიკნაძე, იმთავიდან ბოლშევიკი ჭიათუ რაში ჩვენი დიდი დისკუსიების დროს სტალინის დაცვის წევრი გახლდათ. დათიკო შარაშიძე, ბიქტორ თევზაია, კოლია ქარცივაძე ქუ თაისიდან თბილისში ჩემი გადაყვანისას ახალი დაკავებულები იყვნენ. მტკიცებულებების არქონის გამო ტრიბუნალზე ვერ გა დასცეს, ამიტომ ხელისუფლებამ ციმბირში გადასახლება მიუსა ჯა, რომელიც საბოლოოდ ხუთი წლით უცხოეთში გადასახლებით შეუცვალეს. ქარცივაძე ცნობილი ბოლშევიკი იყო – ერთობ მჭერმეტყველი, გონიერი და მოხერხებული. 1905 წლის დეკემბერში გაცხოველე ბული დისკუსია გვქონდა საფრთხის შემცველი რეაქციის წინააღ მდეგ არსებული ტაქტიკის შესახებ. ამიტომ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა ჟენევაში შევესწარი ეს კაცი როგორ ქადაგებ და ქართველ სტუდენტებს შორის სოლიდარობასა და მენშევიკურ და ბოლშევიკურ ფრაქციებზე დებატებს არ იწონებდა. მოახერხა და ისეთი ბრწყინვალე ურთიერთობა შეინარჩუნა ჩემი ბავშვობის მეგობარ შარაშიძესთან რომ 1913 წელს ქვეყანაში დაბრუნებულმა „ალიონისტთა“ ჯგუფი დაარსა და წმინდად ეროვნული ტენდენცი ების ჟურნალი გამოსცა. ამ ეპოქაში მრავალი კრება, შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. მეხსიერებამ იმდენი მოგონება შემომინახა რომ ყველას სიტყვა-სიტყვით ვერ მოვყვები. კიდევ ორ მოგონებას გავიხსენებ: ჟენევის ქართულ წრეებში ხშირად აღფრთოვანებით სა უბრობდნენ პროფესორ„მილოზე“. ეს უკანასკნელი მარქსისტი არ გახლდათ, თუმცა მისი მომხრეების უმეტესობა„მარქსისტული დოგმების“ ქომაგები იყვნენ. წარმოიდგინეთ ჩემი ცნობისმოყვა რეობა! ერთ დღეს, ქართველი სტუდენტების ჯგუფმა, მათ შორის ჩემმა ძმამ, თევზაიამ, ქარცივაძემ და შარაშიძემ ჟენევის უნივერ სიტეტში წამიყვანეს საყვარელი„მოწინააღმდეგის“ მოსასმენად. კათედრაზე ახალგაზრდა პროფესორი დავინახე, პატარა ულვაშე ბითა და ქერა წვერით. ლექციის თითოეულ სიტყვას ისე გარკვე ვით გამოთქვამდა, თითქოს ფრანგული დიქციის მაგალითს იძლე ოდა. მიუხედავად ამისა, ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, 340 რადგან ზოგიერთ ეკონომიკურ დებულებებსა და კონცეფციებს აკ რიტიკებდა, ავტორების ჩამოთვლისას, გვარებს ფრანგულ ყაიდა ზე წარმოთქვამდა, მაგალითად, კაუცკის„კოცკიდ“ მოიხსენიებდა, მე კი გერმანულ ხმოვანებას ვიყავი შეჩვეული. განხილვის თემას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა დათიკომ მარქსისტი თეორეტი კოსის დასაცავად დისკუსია წამოიწყო. ლექციის დასრულების შე მდეგ დათიკომ მოწიწებით გამაცნო თავისი მასწავლებელი. საქმე ეხებოდა გამოჩენილ პროფესორს ედგარ მილოს, რომელთანაც მომავალში ხანგრძლივ და მტკიცე მეგობრობას დავამყარებდი. ამხანაგი სერგეი დაჟინებით ცდილობდა ჩემთან კარგი დამო კიდებულების შენარჩუნებას, ერთ საღამოს(ლენინთან დაუვიწყა რი შეხვედრის შემდეგ) მასთან და მის მოხდენილ მეუღლესთან ერთად სავახშმოდ მიმიწვია. ქალაქში ვახშმობა დაიჩემა, თანაც უნდოდა საკმაოდ ადრე დაგვეწყო, რათა საკმარისი დრო ჰქონო და, როგორც თავის მეუღლეს ეუბნებოდა,„ამხანაგ ხარიტონთან სასიამოვნო საღამოს გასატარებლად და მისთვის მოულოდნელი საჩუქრის მოსაწყობად“. რესტორნიდან გამოსულებს შენობისკენ გაგვიძღვა, უამრავ ადამიანს მოეყარა თავი – თეატრის შენობა ში ჟენეველებს ვერ შეეღწიათ, აღშფოთებულები გაჰყვიროდნენ „ადგილები რუსებმა დაიკავესო“. განწყობას ჩემი გულისხმიე რი კომპანიონიც იზიარებდა, რადგან თადარიგი არ დაეჭირა და წინასწარ ადგილები არ დაეკავებინა. საღამოს ვარსკვლავი თა ვად ცნობილი იტალიელი ტენორი კარუზო 1 გახლდათ ‒ რუსეთის ბრწყინვალე ტურნეს შემდეგ, რომლის შესახებაც რუსულ პრესა ში ბევრი ისაუბრეს, ჟენევაში ჩამოსულიყო. ოდესაში სპექტაკლის დასასრულს ერთ სტუდენტს თავიც კი მოუკლავს და გენიალური მომღერლისთვის ამაღელვებელი წერილი მიუძღვნია – ღრმა მა დლიერებას გამოხატავდა ასეთი ღვთაებრივი სიხარულის მინი ჭებისთვის, და ამ ნოტაზე სურდა სიცოცხლის დასრულება. ჟენევე ლი საზოგადოების სავალალოდ ჟენევის ორიათასამდე სტუდენტი კარუზოს მოსასმენად გაეშურა. 1 ენრიკო კარუზო( 1873 1921 ) – იტალიელი საოპერო მომღერალი, საოპე - 341 დასკვნა რთულია დროის მოკლე – მხოლოდ სამკვირიან- მონაკვეთში ამდენი მოულოდნელად ნანახისა და გაგონილის ორი სიტყვით შეჯამება. მხოლოდ ორი მოვლენა გავიხსენე: რუსეთის მუშათა სო ციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან შეხვედრა და მო გვიანებით, ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყრილობა. ლიდერებთან განსაკუთრებულ გარემოებებში სხვადასხვა დროს შემდგარმა შეხვედრებმა მათ ხასიათზე, ტემპერამენტზე, უნარებსა და მენტალიტეტზე სწორი აზრის ჩამოყალიბების საშუ ალება მომცა. ცენტრალური კომიტეტის ყრილობის დებატებში ამა თუ იმ პი როვნების პოზიციამ წარმოდგენა შემიქმნა და ბუნდოვანი წინა თგრძნობით რ.ს.დ.მ. პ.- ის პირქუში მომავალი, და შესაბამისად, მათი ქვეყნის სამწუხარო ხვედრი ვიგრძენი. გახმაურებულმა ყრილობამ მწვავე პრობლემების გადაჭრისა და მშვიდობის დამყარების ნაცვლად უფრო მეტად გამოკვეთა არ სებული ანტაგონიზმი და ბიძგი მისცა პარტიის დანაწევრებას. ლენინმა ამ დროს დაწერა ნაშრომი„მატერიალიზმი და ემპი რიოკრიტიციზმი“, რომელშიც მთავარი თანამოაზრეების, ბოგ დანოვისა და ლუნაჩარსკის, საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირა; ამვდროულად პლეხანოვმა მენშევიკები„პარტიის ლიკვიდაციის კენ“ მისწრაფებაში ამხილა. ამას თითქოს ლენინი და პლეხანოვი უნდა დაეახლოვებინა და ლენინისთვის საკუთარი ფრაქციის ფი ლოსოფოსთა წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლით გამოწვეული დიდი დანაკარგი აენაზღაურებინა. თუმცა, სანამ ინტელექტუალი წევრების წმენდით იყო დაკავებული, ამ უკანასკნელებმა„ესთეტ თა“ ჯგუფი ჩამოაყალიბეს და 1910 წელს ანონიმური პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, რომელიც პარტიის ხელმძღვანელების განმაქიქე ბელი ერთობ გონებამახვილური კარიკატურებით იყო შემკული და მათ ლიკვიდაციას იუწყებოდა. შერცხვენილმა ლენინმა პლეხა ნოვს მიანდო პასუხის გაცემა და რ.ს.დ.მ.პ.-ის(სინამდვილეში ბო ლშევიკური ფრაქციის) ცენტრალურ ორგანოსთვის – სოციალ-დე მოკრატისთვის – შესანიშნავი სტატიაც მიიღო ამ ორი ადამიანის დაახლოებით შეიქმნა გამოთქმა„ლენი ნ-პლეხანოვის ბლოკი“, თუმცა, პლეხანოვი ამის შემდეგაც კვლავ ძველებურად აგრძელებდა პარტიის ორივე ფრაქციის კრიტიკას. რიო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტენორი.(რედ.) 342 1912 წლის იანვარში ლენინმა პრაღაში რ.ს.დ.მ.პ.-ის(უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ვინც პარტიიდან„მამების“ გარიცხვის შემდეგ დარჩა) კრება მოიწვია, რომელზეც მიიღეს„პარტიის გამოსწორე ბის“ რეზოლუცია. აღნიშნულ კონფერენციაზე მიღებული გადა წყვეტილებების შემდეგ ლენინმა პარიზი დატოვა და რუსეთის სა ზღვართან ახლოს, გალიციაში, დასახლდა, საიდანაც იმავე წლის 5 მაისიდან მოყოლებული სანკტ-პეტერბურგში ჟურნალ„პრავდას“ ლეგალური გამოცემა მოახერხა. შეიძლება გაგიკვირდეთ – პარტიის თავკაცებზე საუბრისას ტროცკის გვარი არ მიხსენებია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არას დროს ყოფილა პარტიის ხელმძღვანელებს შორის. საკმარისია შე გახსენოთ – პრაღაში ლენინის„წარმატების“ მოშურნემ და მისი წა მოწყების განადგურების მსურველმა, ბოლშევიკების ყველა დაჯ გუფებების წარმომადგენლებისა და მათი მეთაურების, მარტოვის, აქსელროდის, მარტინოვის, დანისა და ბუნდის ვენაში შეკრების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. კრება 1912 წელს შედგა. ტროც კიმ შესავალი სიტყვა წარმოთქვა და რეზოლუცია შესთავაზა, რომლის მიღების შემთხვევაში, მოზრაობის სათავეში ჩადგომას და მენშევიკების აღიარებულ თავკაცად გახდომას იმედოვნებდა, მაგრამ კენჭისყრისას მხოლოდ ერთი ხმა მიიღო – საკუთარი. კრე ბა დატოვა და„აგვისტოს ბლოკის“ წინააღმდეგ სასტიკი კამპანია დაიწყო. აგვისტოს ბლოკი ყველა მენშევიკს აერთიანებდა ვენაში არსებულ სამდივნო გენშტაბთან ერთად. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რომელიც პარტიის ორ ფრაქციას ერთმანეთს უპირისპირებდა, რ.ს.დ.მ.პ. კვლავ ძველებუ რად, ოფიციალურად აგრძელებდა არსებობას და სახელწოდებას ორივე ფრაქცია იყენებდა. თუმცა, საუკეთესო მდგომარეობაში ლენინი იყო – ისეთ ძლიერ იარაღს ფლობდა, როგორიც ცენტრალური კომიტეტია. ამავდრო ულად, როგორც პარტიის წარმომადგენელი საერთაშორისო სო ციალისტურ ბიუროში, ყველაზე მაღალ თანამდებობას იკავებდა. მისდა სამწუხაროდ, 1914 წლის დასაწყისში, სახელმწიფო დუმაში მისი პრესმდივანი, დეპუტატი მალინოვსკი, ცარისტული ოხრანკის (პოლიტიკური პოლიცია) სამსახურში მყოფი აგენტი-პროვოკატო რი აღმოჩნდა. ბუნებრივია, პარტიაში ამას მოწინააღმდეგეების პოზიცია უნდა გაეძლიერებინა და ლენინისა შეესუსტებინა. მოწინააღ - 343 მდეგეებისთვის კარგი საბაბი იყო შარის მოსადებად. რიგგარეშე ყრილობაზე საერთაშორისო სოციალისტთა ბიუროსა და ყველა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ბრიუსელში მოწვევას ითხოვდნენ. ყრილობის მიზანი პარტიის ერთიანობის აღდგენა და რუსეთის ავტოკრატიის წინააღმდეგ სა ბრძოლველად უკეთესი პირობების შექმნა იყო. წარმომადგენლე ბი ბრიუსელში შეიკრიბნენ ლენინის გარდა, რომელიც მიუხედა ვად ყველაფრისა, ბიუროს წევრად რჩებოდა. ამის მიზეზი კი მისი მყიფე მდგომარეობა გახლდათ. ისინიც კი დაუპირისპირდნენ, ვინც როზა ლუქსემბურგივით, ყველა ყრილობაზე მხარს უჭერდა და კეთილგანწყობილები იყვნენ. აქსელროდი, პლეხანოვი და მარტოვი საკუთარ კატეგორიულ სიტყვაში კვლავ პარტიის ერთი ანობას ემხრობოდნენ. ს.ს.ბ-ის მდივნის, ჩემი მეგობარი კამილ ჰიუსმანსის 1 , მოწმობის თანახმად, ტროცკი იქ არმყოფი ლენინის შეუბრალებელ დადანაშაულებას მიჰყვა. დებატების შემდეგ ერთხმად მიიღეს შემდეგი რეზოლუცია: ყველა პარტიული ორგანიზაციისთვის, ისევე, როგორც რუსეთის მუშათა კლასისთვის, პარტიის ერთიანობის აღდგენა მოეწოდები ნათ. ამ დოკუმენტზე ხელმოწერას ყველა მონაწილე დათანხმდა. ომი დაიწყო. მომავალ 1915 წელს, პლეხანოვის გარდა, ბრიუ სელის კრების ყველა მონაწილე, ამავე ლენინთან ერთად, რე ზოლუციისთვის კენჭის საყრელად ზიმერვალდის ყრილობაზე შეკრებილიყო. რეზოლუცია ბელგიელ და ფრანგ სოციალისტებს – ემილ ვანდერველდეს, ჟიულ გედეს, მარსელ სემბას 2 – მუშათა კლასის საქმის მოღალატეებად აცხადებდა და გერმანელებისგან დაპყრობილი სამშობლოს დაცვის უფლებას არ აძლევდა. 1917 წელს, ცარისტული რეჟიმის დამხობიდან ხუთი კვირის შე მდეგ, როცა დემოკრატიული რევოლუცია გამყარებული, ხოლო თავისუფლება გარანტირებული იყო, ზიმერვალდელი ბოლშევი კები და მენშევიკები ლენინისა და მარტოვის მეთაურობით, იმავე გზით, გერმანიაზე გავლით, ცნობილი, ე.წ.„დალუქული მატარებ ლით“ შევიდნენ რუსეთში. 1 კამილ ჰიუსმანსი( 1871 1968 ) – ბელგიის სოციალისტური პარტიის ლი დერი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი 1946 1947 წწ-ში, მეორე სოცია ლისტური ინტერნაციონალის მდივანი, 1920 წელს ეწვია საქართველოს ევროპელ სოციალისტებთან ერთად.(რედ.) 2 მარსელ სემბა( 1862 1922 ) – ფრანგი სოციალისტი, საფრანგეთის ერო ვნული ასამბლეის წევრი 1893 1922 წლებში და საფრანგეთის მთავრო ბის წევრი 1914 1916 წ.წ-ში.(რედ.) 344 გავიხსენოთ რომ 1917 წელს პეტროგრადის საბჭოს სახელგან თქმულ თავმჯდომარე ჩხეიძესთან ერთად, რევოლუციის სათავე ში მენშევიკებიც იდგნენ. მოკავშირეების მიმართ მტრულად გან წყობილი ზიმერვალდელი, ბოლშევიზმის სულით გაჟღენთილი, თავკაცების უცხოეთიდან ჩამოსვლა საქმეს ნამდვილად არ გა უმარტივებდათ. პირიქით – ხელს შეუწყობდა თებერვლის რევო ლუციის რღვევას და რუსეთში საკვების დეფიციტით გამოწვეულ უკმაყოფილებას გააღვივებდა. ამ სირთულეებისა და დროებითი მთავრობის ზოგიერთი წევ რის, კერძოდ მილიუკოვის, მიერ გამოწვეული პირველი სამთა ვრობო კრიზისის მიუხედავად რევოლუციამ სექტემბრამდე გა სტანა. თუმცა, იმ დროს თავიდანვე განეიტრალებული პოლიცია მოვალეობას ვერ ასრულებდა, ჯარი სრულიად დემორალიზებული იყო, ამიტომ ოქტომბრის გადატრიალება არაფერს დაუბრკოლე ბია. ამან ათქმევინა ლენინს – ხელისუფლების გადაბარება ბუმბუ ლის აწევაზე მარტივი იყოო. ხელისუფლებაში მოსული ლენინი, ჩვენთვის ცნობილი ხერხე ბით, მოკავშირეებთან დადებულ შეთანხმებებს გაემიჯნა და კერ ძო მშვიდობისთვის დიდ იმპერიებთან მოლაპარაკებები წამო იწყო, მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკის ყრილობაზე, საგარეო საქმეთა კომისარმა ტროცკიმ პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ ზავის ხელმოწერაზე უარი თქვა აბსურდული ლოზუნგით„არც ორმი, არც მშვიდობა“ და საბჭოების არსებობას სასიცოცხლო საფრთხე შე უქმნა, ყველა ქვეყნის მუშებს უგუნურად მოუწოდა საყოველთაო აჯანყებისკენ. გერმანელები ზავის დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვდნენ, ამავდროულად შეტევა განაახლეს და მალე დაი კავეს უკრაინა, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი; საფრ თხეს უქმნიდნენ პეტროგრადს, რომელიც საბჭოთა მმართველებ მა სიჩქარეში დატოვეს, მოსკოვში გადავიდნენ და იქვე დარჩნენ. ლენინმა გამოსავალი კვლავ იპოვა – ტროცკის მანდატი ჩამო ართვა, ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმებას ხელი მოაწერა და„ტილ ზიტის ზავი“ უწოდა. ამგვარად აღმოჩნდა რომ მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილება სრულიად მართე ბული იყო. ერთი შეხედვით დაუძლეველი სირთულეების წინაშე ლენინი სულიერად არასდროს ეცემოდა, ყველაზე ჩახლართული ვითარებებიდანაც კი პოულობდა გამოსავალს. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ამ მხრივ რუსეთში ტოლი არ ჰყავდა. ამ კაცის დრამა ის გახლდათ, რომ გაუსაძლისი უღელისგან რუ სეთის, განსაკუთრებით, მუშათა კლასის, განთავისუფლება დაისა - 345 ხა მიზნად, საბოლოოდ კი იმას მიაღწია, რომ„ცარების“ ავტოკრა ტული რეჟიმი ძალადობაზე დაფუძნებული დიქტატურით შეცვალა. სწორედ მაშინ გარდაიცვალა(1924 წლის იანვარში), როცა„მსო ფლიო რევოლუციის“ ამ შეცდომის გამოსწორება საკუთარ პარტი აში ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო, რომელსაც „კომუნიზმის ინფანტილურ ავადმყოფობად“ მოიხსენიებდა და 1922 წლის იანვარში თავისუფალი, კერძო კომერციის ცნება შე მოიტანა(ახალი ეკონომიკური პოლიტიკა), რასაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების საგრძნობი გაუმჯობესება მოჰყვა. ლენინის სამართალმემკვიდრეობისთვის ბრძოლით რუსეთში ხანგრძლივი არეულობა დაიწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე 1924 წლის ოქტომბერში ლენინის რეფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და პოლიტბიუროში დაძაბული დისკუსიები გამოიწვია. ტროცკი ახალი პოლიტეკონომიკის განვითარების საფრთხეს ხე დავდა, ამიტომ თქვა„ორ წელში კულაკების მოწყალების იმედად ყოფნა მოგვიწევსო“. სტალინმა შეაწყვეტინა – ბოდიშს გიხდით, ამხანაგო ტროცკი, მაგრამ წითელ არმიას ვინ განკარგავს – თქვენ თუ კულაკები? ერთგულმა მსოფლიო რევოლუციისა, რომლის კრახი ახალ პო ლიტეკონომიას უფრო გაემყარებინა, ტროციკიმ მკვირცხლად მი უგო: – უბირი მსჯელობაა – წითელი არმია უმეტესწილად გლეხე ბისგან შედგება! სტალინმა მშვიდად განაგრძო: – – 1917 , 1919 , 1920 წლებში ? სამოქალაქო ომის დროს იგივე უმრავლესობა იყო და მაინც გავიმარჯვეთ! პოლიტიკაში მთავარია უმრავლესობის საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით მისი მართვის უნარი. ესაა ლენინიზმი! ტროცკი გაცოფდა და მუქარით შეჰყვირა: – – ეს ლენინის ცილისწამებაა! ვაპროტესტებ და ვტოვებ აქაურობას! გაცეცხლებული კარისკენ გაეშურა, გასვლისას გაჯახუნება უნდოდა, მაგრამ ვერ გააღო(კრემლში ყველა კარი მძიმეა!) და სა ხელურზე ჩამოკიდებულივით დარჩა. ასე მხოლოდ პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრის ირონიული შენიშვნები გამოიწვია. 0128 თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1 1 Ilia Tchavtchavadze Avenue, Tbilisi 0128 Tel+995(32) 225 04 84, 6284, 6278 https://www.tsu.ge/ka/publishing-house