ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები. თელავი ჩე ჩ მ ე ი მი ქუ ქ ჩ უ ა ჩ , ა ჩ , ვ ჩ ე ვ ნ ენ ი ი ქ ქ ა ა ლ ლ ა ა ქ ქ ი ი ‒ ‒ მა მ წ ა ა წ ნ ა წ ნ რ წ ი რ ს ის უ უ ბნ ბნ ი ი ს ს ა ა მ მ ბ ბ ე ე ბ ბ ი ი თთეელლაავვიი 1 1 ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები. თელავი 2022 ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები. თელავი. წიგნი პირველი იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი ანა მარგველაშვილი ავტორები ანა მარგველაშვილი, თენგიზ სიმაშვილი, თამარ სიხარულიძე მხატვარი ლევან როსტომაშვილი დიზაინერი მაგდა ცოცხალაშვილი ფოტო ყდაზე ი. ჭავჭავაძის გამზირი, 2020 წელი/ სათემო განვითარების ცენტრი. წიგნი„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი- მაწანწრის უბნის ამბები. თელავი“ – წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროექტის დოკუმენტაციას, რომელიც განახორციელა სათემო განვითარების ცენტრმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და მედია ცენტრ კახეთთან თანამშრომლობით. წიგნში წარმოდგენილი მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდის პოზიციას. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული მასალის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის ფონდისა და სათემო განვითარების ცენტრის თანხმობის გარეშე. © სათემო განვითარების ცენტრი(CDC), 2022. © ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 2022. ყველა უფლება დაცულია. satemocdc@gmail.com ISBN: 978-9941-8-4750-9 სარჩევი ინიციატივა ცვლილებისათვის ‒ ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი ‒ მაწანწრის უბნის ამბები. თელავი. 8 ხელოსნობა თელავში 20 ხელოსნები საბჭოთა პერიოდში: არტელები, უშრომელი შემოსავალი და საარჩევნო ხმა – აღკვეთილთა შავი სიები 33 თელაველი ხელოსნები მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ წლებში 39 თელაველი ხელოსნების სია ოქრომჭედელ ჯემალ სანდოშვილის მასალის მიხედვით 42 მაწანწარა ‒ ის, რასაც მის შესახებ ჰყვებიან 54 უბნის დასახელებისა და საზღვრების შესახებ 56 ილია ჭავჭავაძის გამზირი – მაწანწრის უბნის მთავარი არტერია 61 ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანება 64 ქუჩის მოასფალტება და სავალი ნაწილის ამაღლება 69 მაწანწრის უბნის დუქანი, პოლიკლინიკა, სასაფლაო 69 მაწანწრის უბნის ბუნებრივი წყლები და წყაროები 73 ერთ მუშტად შეკრული უბანი 76 გართობა მაწანწარაზე – ლოტო, სეირნობა და მოტოშეჯიბრი 80 კვირაცხოვლის ეკლესია 85 ხელოსნების უბანი გუშინ და დღეს ‒ ტრადიცია სუსტად, მაგრამ გრძელდება! 94 გამქრალი ხელობა – მკალავი ლეკები საქართველოში, თელავსა და მაწანწარაზე 102 თითქმის გამქრალი ხელობა – უბნის ხარაზები 107 უბნის დურგლების შესახებ 111 ხის ხარატის სახელოსნო ჭავჭავაძის გამზირზე 118 მეორე თაობის დურგალი მაწანწარაზე 126 მაწანწრელი მჭედლების შესახებ 127 ოქრომჭედელი მაწანწრის უბნიდან 132 ხელსაქმე მაწანწრის უბანში და თეთრად მოფრიალე შალები 137 შალის თავშლის ქსოვის პროცესი და ტექნოლოგია 141 სამკერვალო„ციცი“ 150 კულინარია მაწანწარაზე 151 ტკბილი მაწანწარა – ტორტებისა და ნამცხვრების საცხობი 161 მებაღე-დეკორატორები მაწანწრის უბნიდან 162 ფერადი საყვავილეები მეორადი საბურავებისაგან 165 დაბახნები ‒ მეტყავეთა დასახლება ხევის პირას 172 ქვაზე ხატვის სახელოსნო დაბახნებზე 185 მაწანწრის უბნის თიხისა და კირის ამბები 192 მეჭურჭლე„ბელტიყლაპია“ გიორგის ამბავი 202 მეთუნე ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილის ამბავი 204 მეჭურჭლე ონიკაძეების ამბავი 214 მესაკირე დოდაძეების ამბავი 220 მეთუნე რატიანების ამბავი 224 მეჭურჭლე ღარიბაშვილების ამბავი 229 ლექსო გენგაშვილი – მეთუნეობის სახელოსნო„კერა“ 234 მაწანწრის უბნის რევოლუციური წარსული და საძმო სასაფლაო 242 ჭავჭავაძის №186 – აივაზაშვილების სახლი 246 ქოხსამკითხველოდან – საქალაქო ბიბლიოთეკამდე, მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის საუკუნოვანი ისტორია 256 მაწანწრის უბნის სკოლა 268 „ქსუის ბაღი“ ‒ მაწანწრის უბნის შინმოუსვლელთა მემორიალი 281 მაწანწრის უბნის განვითარების შესაძლებლობების კვლევის ანგარიში 290 მწვანე მაწანწარა – მაწანწრის უბნის რეკრეაციული ზონების განვითარების შესაძლებლობა 318 რეკომენდაციები მაწანწრის უბნის განვითარებისათვის 344 ძველი სახლების აღდგენის ახალი გამოცდილება მაწანწარაზე 360 როდესაც სახლი გიყვება ისტორიას, ჭავჭავაძის №160-ისა და მაია მამულაშვილის ამბავი 364 დაკარგული ისტორიის ძიებაში – ჭავჭავაძის №185-ისა და ანა მარგველაშვილის ამბავი 369 ძველი სახლის ახალი ისტორია – ჭავჭავაძის №195-ისა და თიკო თუშიშვილის ამბავი 384 ინიციატივა ცვლილებისათვის- ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი მაწანწრის უბნის ამბები. თელავი სათემო განვითარების ცენტრი – გამოცდილების 12 წელი სათემო განვითარების ცენტრი(CDC), 2010 წლიდან, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ადგილობრივი, სასოფლო განვითარების მხარდაჭერა, სამოქალაქო და სათემო თვითორგანიზების ისტორიული თუ თანამედროვე კვლევები, ქალთა თვითდასაქმების, მიკრომეწარმეობის, ხალხური რეწვის სახელოსნოების შექმნის წახალისება და უშუალოდ ხელოსნების/ხელოსნობის პოპულარიზაცია; ასევე, მუნიციპალური კულტურის სერვისებისა თუ ადგილობრივი კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და სხვ. ამ ხნის განმავლობაში სათემო განვითარების ცენტრი ძირითადად სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ნუკრიანში მუშაობდა. პარტნიორებთან ერთად, მის სახელსაც უკავშირდება, დღეს უკვე სოფლის სავიზიტო ბარათად ქცეული„ნუკრიანის სახელოსნოების“ შექმნისა და განვითარების ისტორია. რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, აქ„სათემომ“ 2010 წლიდან დაიწყო მცირე პროგრამებით მუშაობა – თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან ერთად ვსჯელობდით ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის გაუმჯობესებაზე; ასევე, სოფელ ნაფარეულში, გერმანელი პარტნიორების დახმარებით მოხერხდა სახლის შეძენა, რომელიც დღემდე სოფლის არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული და სათემო თავშეყრის სივრცეა. ამავე შენობაში საქმიანობს მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი კონკურსის მონაწილე ნაფარეულის ანიმაციური სტუდია, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტი უჭერს მხარს. აქვეა განთავსებული მცირე სახელოსნოები, რომელთა ხელახალ ამუშავებასაც უხლოეს მომავალში ვგეგმავთ. 2016 წელს„სათემოს“ მხარდაჭერით შეიქმნა კისისხეველ ქალ-მეფუტკრეთა კოოპერატივი„თაფლიანი“, რომელიც დღესაც განაგრძობს მუშაობას;„სათემო“ იყო 2014 წელს თელავში ჩატარებული ფესტივალის,„ახალი ნადიმი“, თანაორგანიზატორიც, რომელიც ადგილობრივი კულტურის რესურსების ახლებურ გააზრებას ისახავდა მიზნად და სხვ. 8 „სათემოს“ გამოცემები 2010-2022 წლებში, სათემო განვითარების ცენტრმა, რამდენიმე წიგნი გამოსცა და ამით საგამომცემლო საქმე ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მოინიშნა. სწორედ წიგნებში იყრის ხოლმე თავს„სათემოს“ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები, იქნება ეს ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოების და თვითდასაქმების მხარდაჭერა 1 თუ მიკრომეწარმეობასთან დაკავშირებული საკითხები, 2 თემის თვითორგანიზებისა და სოლიდარობის ისტორიული კვლევები, 3 მუნიციპალური კულტურის პოლიტიკის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ძალისხმევა 4 თუ კახეთის მხარეში ისტორიული და კულტურის ტურიზმის მხარდაჭერა. 5 ამჯერადაც ასე მოხდა, 2020 წელს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით თელავის ერთ-ერთ ძველ უბანში დაწყებული პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“, პირველი, კვლევითი ეტაპი, სწორედ ამ კრებულის გამოცემით დასრულდა. კრებულისა, რომელიც ორწლიანი სამუშაო პროცესის ერთგვარ შემაჯამებელ დოკუმენტაციად იქცა, ერთი უბნის ახლო წარსულსა თუ დღევანდელობაზე მოგვითხრობს და მის ხვალინდელ დღეზე დაგვაფიქრებს. პროექტი –„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები. თელავი“ პროექტის ძირითადი მიზანი ქალაქ თელავის ერთ-ერთი ისტორიული, დღეს თითქოს ფუნქცია დაკარგული, მაწანწრის უბნის წარსულისა და დღევანდელობის კვლევა იყო, ასევე, მისი სამომავლო განვითარების გზებზე მსჯელობის დაწყების წახალისება, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით. ანუ პროექტი, სათემო განვითარების ცენტრის სამუშაო პროფილის რამდენიმე კომპონენტს აერთიანებდა: სათემო კვლევებსა და თემის თვითორგანიზების მხარდაჭერას. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი(ისტორიული, სოციოლოგიური და მწვანე სივრცეების) კვლევა და რამდენიმე მცირე ფორმატის(პანდემიის შეზღუდვების გათვალისწინებით), არაფორმალური საუბნო შეხვედრა-დისკუსია; ასევე ჩაიწერა 40მდე ინტერვიუ უბნის მცხოვრებლებთან და შეგროვდა საოჯახო არქივებში დაცული ფოტომასალის დიგიტალური ასლები. 9 თელავი მთლიანად და მისი ძველი უბნები, მათ შორის, მაწანწარა, უაღრესად საინტერესო და ამოუწურავი შეიძლება იყოს სხვადასხვა დარგის მკვლევრებისათვის. არც ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ უბნის ისტორიის და დღევანდელობის კვლევის პროცესში კიდევ უამრავი ამბავი თუ პიროვნება დარჩა აღმოსაჩენი. 6 აქ, ამ ისტორიულ უბანში, ალბათ თითოეულ ოჯახში ინახება უნიკალური გამოცდილება და ცოდნა. ცხადია, ვერც დროის სიმცირის გამო და მით უმეტეს, ვერც პანდემიის ფონზე, ყველას ვერ მივწვდებოდით. თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩატარებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევები საკმარისია მაწანწრის უბნის უახლესი ისტორიის აღსადგენად, უბანში დღეს არსებული მთავარი პრობლემების გასაანალიზებლად და უბნის სამომავლო განვითარებაზე, მის მწვანე, კულტურულ თუ ტურისტულ პოტენციალზე ფიქრის დასაწყებად. აქვე უნდა ითქვას, რომ მაწანწრის უბნის საზღვრებთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებებს შევხვდით. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მაწანწარად ე.წ.„ხიდიდან-ხიდამდე“(იგულისხმება ვარდისუბნის ხიდიდან მაწანწრის ხიდამდე) ტერიტორიას მოიაზრებს, ნაწილი კი ვარდისუბნის ხიდიდან – თელავის ხევამდე მონაკვეთს. კვლევის ძირითად ფოკუსში, მართალია, ძირითადად სწორედ პირველი, ხიდიდან – დაბახნებამდე ტერიტორია მოხვდა, თუმცა თხრობა მაინც შეეხება ი. ჭავჭავაძის ქუჩის მთლიან მონაკვეთს(ვარდისუბნის ხევიდან – თელავის ხევამდე), და დაბახნებსაც, რადგან ეს ტერიტორია ერთი სოციალური და კულტურული მთლიანობაა და, შესაბამისად, მაწანწარა აქ უფრო ფართოდ, მეზობელ უბნებთან ურთიერთკავშირითაც განიხილება. ეს პერიოდი(2020-2022 წლები) გახლდათ ერთგვარი საცდელი მუშაობა, რომელიც, სამწუხაროდ, პანდემიისას დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო, დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ამის მიუხედავად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხერხდა თითქმის ყველა დაგეგმილი კომპონენტის შესრულება და ვფიქრობთ, პროექტის პირველადი შედეგები არაერთი ადამიანისათვის, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებისათვის იქნება საინტერესო და შთამაგონებელი. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ მაწანწრის უბნის უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობაში სწორედ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მოიაზრებენ თავს და თავიანთ აგურს დადებენ იმ საერთო საქმეში, რასაც ქალაქის განვითარება ჰქვია. ქალაქი კი, ჩვენთვის სწორედ ჩვენი ქუჩიდან იწყება. ცხადია, ლომის წვლილი, უბნის განვითარებაში მოსახლეობისა და ადგილობრივი 10 ხელისუფლების თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევაზე, სათემო თვითორგანიზებაზე უნდა მოდიოდეს. თავის მხრივ, სათემო განვითარების ცენტრიც, მაწანწრის უბანში წამოწყებულ ამ ერთგვარ„სამეზობლო ინიციატივას“, გრძელვადიანი პროგრამის ნაწილად, მის საწყის ეტაპად განიხილავს და იმედოვნებს, რომ 2020-2022 წლებში გაწეულ ძალისხმევას, სამომავლოდ არაერთი სასიკეთო საქმე და ინიციატივა დაეშენება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მაწანწრის უბნის განვითარებას და აქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. საამისოდ კი, მნიშვნელოვან ფუნდამენტს, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებიც შექმნის. უბნის ისტორია და ხელოსნური წარსული უბნის უახლესი წარსულის შესწავლა, სამეზობლოს მეხსიერების კვლევის მეშვეობით, სათემო განვითარების ცენტრის ინიციატივით და ძალისხმევით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის და ხელოვნებათმცოდნე თამარ სიხარულიძის ჩართულობით მოხერხდა. კვლევისათვის მაწანწრისა და დაბახნების 40-მდე მცხოვრებთან ჩაიწერა აუდიო ან ვიდეოინტერვიუ და შეგროვდა ვიზუალური მასალა(საოჯახო არქივებში დაცული ფოტოები, დოკუმენტები, ეთნოგრაფიული მასალა და სხვ.) უბნის წარსულის აღსადგენად. მრავალფეროვანი დოკუმენტაცია თემატურად, მეტ-ნაკლებად განსხვავებული მოცულობით და მინიმალური სტილისტური ჩარევით შეირჩა, საარქივო დოკუმენტებთან და სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად დამუშავდა, რესპონდენტებთან დაზუსტდა და წინამდებარე წიგნის დიდი ნაწილიც შეადგინა. ცხადია, ვერც შეგროვებული და ვერც აქ წარმოდგენილი ფოტომასალის სრული იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა, რადგან შთამომავლობა აღარ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში პროექტის ფოკუსში უბნის წარსული და, მით უმეტეს, ხელოსნობის ისტორია არ ყოფილა მოქცეული, კვლევამ ეს მიმართულება თვითნებურად და ბუნებრივად შეიძინა, რადგან ხელოსნობა ამ უბნის მთავარი ისტორიული ქვაკუთხედი გახლდათ და მაწანწრელების მეხსიერებაში ეს ხელოსნური წარსული დღემდე განსაკუთრებით ცოცხალი და მნიშვნელოვანია; აქ მცირე ხელოსნური ინიციატივები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და მათ, წესით, განვითარების დიდი 11 პოტენციალიც აქვთ. სამომავლო განვითარების ხედვების შესახებ, წიგნის დასკვნით, ე.წ. რეკომენდაციების ნაწილში წაიკითხავთ. უბნის დღევანდელობა – ილია ჭავჭავაძის ქუჩის განვითარების პოტენციალის კვლევა 2020-2022 წლებში, პანდემიის მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, არაერთ მაწანწრელს მივუკაკუნეთ კარზე და უბნის შესახებ მეხსიერების, ხოლო აწმყოსა და მომავლის შესახებ მოსაზრებების გაზიარება ვთხოვეთ. მაწანწრის უბნის მთავარი არტერიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი 2020 წლის შემოდგომაზე იკვლია სოციოლოგიის დოქტორმა თამარ ზურაბიშვილმა. კვლევამ 133 რესპონდენტი მოიცვა. მის შედეგად გამოიკვეთა და აღიწერა უბნის დღევანდელი დემოგრაფიული შემადგენლობა, არსებული(მათ შორის, ინფრასტრუქტურული) პრობლემები და მოინიშნა განვითარების შესაძლო ხედვები. სოციოლოგიური კვლევა და მისი ანგარიში კრებულშია შესული და დაინტერესებულ მკითხველს არაერთ საინტერესო დეტალზე თუ საკითხზე დააფიქრებს. კვლევას წიგნის შემაჯამებელ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ. მწვანე მაწანწარა – მაწანწრის უბნის რეკრეაციული სივრცეების განვითარების პოტენციალის კვლევა მაწანწრის და მისი მომიჯნავე უბნების(ყადორი, ზუზუმბო) მწვანე სივრცეები, იქ გავრცელებული მცენარეული საფარი, არსებული მდგომარეობა, მათ შორის, დაბინძურების კუთხით, იკვლია ეკოლოგმა და გარემოსდამცველმა, ორგანიზაციის, მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა კახა სუხიტაშვილმა. მანვე შემოგვთავაზა ამ სივრცეების განვითარების ხედვა და პერსპექტივები. კვლევა განვიხილეთ მაწანწრისა და თელავის მცხოვრებლების ნაწილთან ერთად. ერთობლივად დაზუსტდა და შემუშავდა ის ნაბიჯები, რაც სასარგებლო იქნებოდა უბნის რეკრეაციული ზონების განსავითარებლად და, შესაბამისად, აქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. უბნის მწვანე სივრცეები, მისი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესს, მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი, სამომავლოდაც მიჰყვება. 12 „სამეზობლო ინიციატივა“ – უბნის ხვალინდელი დღისათვის გარდა კვლევებისა, პროექტი მოიცავდა არაფორმალურ შეხვედრებს უბნის მცხოვრებლებთან(პანდემიის გამო მხოლოდ მცირე ჯგუფებში), პასუხების ძიებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: განვითარების რა შესაძლებლობები აქვს დღეს მაწანწრის უბანს? რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ მხრივ მისმა ისტორიულმა ფუნქციამ და გამოცდილებამ? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა მაწანწრელებს უკეთესი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ? როგორ მივხედოთ ამ მშვენიერი და ძველი უბნის მწვანე სივრცეებს, საერო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, კახური ხუროთმოძღვრების სტილით ნაშენ საცხოვრისებს? როგორ შეიძლება უბნის მრავალი წყაროს აღდგენა და მოწესრიგება? აქვს თუ არა უბანს ტურისტული განვითარების პერსპექტივები? და სხვ. კითხვა ბევრი იყო, პასუხები – ფრაგმენტული. ფიქრი და მსჯელობა, საუბნო შეხვედრები და სამეზობლო დისკუსიები ალბათ სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს, ამ შეხვედრებს ყოველთვის ინტერესით უმასპინძლებენ აქ, ამ უბანში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ან ეგებ, უბნის საუკუნოვანი ბიბლიოთეკა შეიძლება იქცეს სამეზობლო შეხვედრების, ანუ ერთგვარ სათემო ცენტრად? სამომავლოდ, მსჯელობა ისეთ საკითხებსაც უნდა შეეხოს, როგორიცაა: მაწანწრის უბნის ადგილის დანიშნულების გააზრება და გაზიარებული ხედვის ჩამოყალიბება ფართო, მონაწილეობითი პროცესის ფარგლებში; ადგილობრივი, საუბნო ორგანიზაციების (სკოლა, ბაღი, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მცირე ბიზნესი, სასტუმრო) როლი უბნის განვითარებაში, უბანში მიკრომეწარმეობის და ხელოსნობის წახალისების შესაძლებლობები და სხვ. წიგნის შესახებ წინამდებარე წიგნი უბნის წარსულზეც მოგვითხრობს და დღევანდელობაზეც; აქ მომავალზე მსჯელობასაც შეხვდებით და უბნელების გულისტკივილსაც არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ისე გამოვიდა, რომ ისტორიული პერსპექტივა ჭარბობს, რაც კვლევის პროცესში გამოვლენილი მასალის სიუხვის„ბრალია“, რომელიც შესამცირებლად დაგვენანა და ვიფიქრეთ, რომ განვითარების ხანგრძლივი პროცესის დასაწყისისთვის, წარსულის დეტალური გახსენება ცუდი სულაც არ იქნებოდა. აქ უბნელები უბნელებს, ხელოსან წინაპრებს ან მეზობლებს იხსენებენ; 13 უცნობი პირები იზოლდი ჯამასპიშვილისივსივაძის საოჯახო არქივიდან ადამიანების ხმა ისმის, მათი, ვის შესახებაც იშვიათად მოგვითხრობს ისტორია – იმ ხელოსნების, ვაჭრების თუ მუშა-მოსამსახურეების ხმა, რომლებმაც თავიანთი ყოველდღიური შრომით და ფუსფუსით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ხეების დარგვით თუ სხვა გზით, ეს ქვეყანა დღემდე მოიტანეს, მის წინსვლაში წვლილი შეიტანეს, ეპოქა შექმნეს, ან – ეპოქის სულისკვეთება აირეკლეს. ჩვენი კვლევის ფოკუსში სწორედ რიგითი მაწანწრელები იყვნენ, მათი ოჯახები(მათ შორის, არცთუ იშვიათად, ქვეყნის შიდა მიგრაციის ისტორიით), რომელთა ამბებიც„დიდი ისტორიის“ პერსპექტივიდან, შესაძლოა, ვინმეს უინტერესოდ და უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, ჩვენ კი გვინდოდა, სწორედ მათი ხმა შემოგვენახა უბნისა და ქალაქის მეხსიერებისთვის. იმედი გვაქვს, ცოტა მაინც გამოგვივიდა. აქ წაიკითხავთ თელავისა და მაწანწარა-დაბახნების უბნების ხელოსნობის, მათ შორის, უკვე თითქმის გამქრალი ხელობების ისტორიას; გაეცნობით ამბებს უბნის ბიბლიოთეკის(რომელიც უკვე ას წელზე მეტს ითვლის!), მე-6 საჯარო სკოლის(მალე მასაც საუკუნე შეუსრულდება), მაწანწრის რევოლუციური წარსულის, ქსუის ბაღის ანუ მაწანწრის უბნის შინმოუსვლელთა მემორიალური სკვერის შესახებ; სოციოლოგიური და მწვანე კვლევების ანგარიშებს და პროექტის საკონსულტაციო საბჭოს უკუკავშირით შემუშავებულ, უბნის განვითარების რეკომენდაციებს; ასევე – აქ თქვენ გაეცნობით მაწანწარაზე მდებარე რამდენიმე ძველი სახლის განახლების და ახალი სიცოცხლის ისტორიებს, რომლებსაც მათი მესაკუთრეები ყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ კრებულის დიდი ნაწილი უბნის სახელოსნო წარსულს ეხება, პროექტის მთავარი მიზანი სწორედაც რომ მის სამომავლო განვითარებაზე ფიქრი გახლდათ, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც განვაგრძობთ, რადგან პროექტს,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“,„სათემო“ გრძელვადიან პროცესად მოიაზრებს. ამიტომ, თუკი ჩვენს მკითხველს უბნის ისტორიასთან დაკავშირებით საკუთარი მოგონებების ან ოჯახში დაცული ფოტო თუ სხვა დოკუმენტების გაზიარება მოუნდება, სიხარულით გავაგრძელებთ მაწანწრის უბნის ცალკეული ამბების შეგროვებას და ერთად აკინძვის მცდელობას. წინამდებარე წიგნი ასეთი საინტერესო ალბათ არ იქნებოდა, რომ არა გულღია მაწანწრელები, რომლებიც სიხარულით გვიზიარებდნენ ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან უბნის დღევანდელობას და ინახავენ ძვირფას მეხსიერებას მის შესახებ. 16 სათემო განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ასევე: ყველა რესპონდენტს(მაწანწრელებს) და განსაკუთრებით პროექტის ისეთ გულშემატკივრებს, როგორებიც არიან – ბატონები ჯემალ სანდოშვილი, მალხაზ ონიკაძე, ქალბატონი ეკა კობიაშვილი. ფრიდრიხ ებერტის ფონდს, ამ უნიკალური შესაძლებლობისათვის, გვეკვლია თელავის ძველი უბნ(ებ)ის ისტორია და დღევანდელობა და დაგვეწყო ფიქრი მის მომავალზე. პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას – მედიაცენტრი კახეთი და მედიაორგანიზაციას –„კახეთის ხმა“ – ინტერვიუების ჩაწერის პროცესში გაწეული ტექნიკური დახმარებისათვის და სამეზობლო შეხვედრებისთვის ნამდვილი კახური, მე-19 საუკუნის მარნის სივრცის დათმობისათვის, რომელიც ყოველ ჯერზე ხდება მონაწილეების შთაგონების წყარო. პროექტის მკვლევრებს, სოციოლოგ თამარ ზურაბიშვილს და ეკოლოგ კახა სუხიტაშვილს – საინტერესო კვლევებისა და მოსაზრებებისათვის. ე.წ. ახალ მაწანწრელებს, მაია მამულაშვილსა და თიკო თუშიშვილს – სახლების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ემოციის გაზიარებისათვის. პროექტის საკონსულტაციო საბჭოს წევრებს(2020-2021) – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს – თამარ ამაშუკელს, ურბანისტს – ვახტანგ კასრელიშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს – ნიკოლოზ შარვაშიძეს, ჟურნალიტს – მაია მამულაშვილს, კულტურის მენეჯერს, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომელს – რუსუდან ძამუკაშვილს. საქმისადმი თითოეულის უპირობო სიყვარულის და ენთუზიაზმის გარეშე, ვფიქრობთ, ეს წიგნი ასეთი საინტერესო არ გამოვიდოდა. ანა მარგველაშვილი სათემო განვითარების ცენტრი 17 პ.ს . მაწანწრის უბანში კვლევითი პროექტის განხორციელება შემთხვევითი იდეა არ ყოფილა. სულ მალე აქ დაიდებს ბინას სათემო განვითარების ცენტრიც, აქ, ამ უბანში მოქმედი კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის – მედიაცენტრ კახეთისა და„კახეთის ხმის“ რედაქციის მეზობლად. სწორედ ამ ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მეზობლობის ფაქტი იქცა შთაგონებად – მაწანწრის უბნის წარსულსა და მომავალზე მიმართული კვლევითი პროექტის განხორციელებისათვის. სამომავლოდ სათემო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი მიზანი ისევ იქნება საუბნო, სამეზობლო ინიციატივის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლებისა და შეხვედრების სივრცის შექმნა, უბნის მცხოვრებლებისათვის საინტერესო შეხვედრა-დისკუსიების მასპინძლობა, კონსულტაციების, ფილმის ჩვენებების თუ ლიტერატურული საღამოების მოწყობა და სხვ. ასე რომ პროექტს,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“, რომელიც ამ წიგნის გამოცემით თითქოს დასრულდა, ჩვენ მხოლოდ დასაწყისად მივიჩნევთ და ვფიქრობთ, მაწანწრელების გვერდში დგომით ამ ისტორიულ უბანში არაერთი სასიკეთო პროცესის წახალისებასაც შევძლებთ. 18 შენიშვნები 1 იხ. ხელნაკეთები კახეთიდან. ნუკრიანისა და ნაფარეულის სახელოსნოები(2012-2014); ქართული ანბანი, ქართული ორნამენტი. 2014 წ. 2 იხ. მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება. 2013 წ. კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის პროდუქციის კატალოგი. 2015 წ. 3 იხ. ინიციატივა ცვლილებისათვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე, ორ წიგნად. 2015-2016. ინიციატივა ცვლილებისათვის. სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე. 2021 წ. ინიციატივა ცვლილებისათვის. სათემო და სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითები თანამედროვე საქართველოში. 2022 წ.(აქვე იხ. საქართველოში 2019-2020 წლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების აღწერა). 4 იხ. მაგ., სიღნაღი კულტურისათვის. მუნიციპალური კულტურის რესურსების აღწერა 2014 წ. კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. 2017 წ. 5 იხ. ალტერნატიული კულტურული მარშრუტები: სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების მეგზური(2015). წითელი ტერორის ტოპოგრაფია- თელავი(2015),(საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით). სოფელ მაჩხაანის კულტურის რესურსების რუკა(2015). 6 მაგ., ამ ეტაპზე, ბოლომდე ვერ მივყევით უბნის პირველი საავადმყოფოს ისტორიას, რომელიც, გადმოცემით, მაწანწარაზე, არუთინოვების სახლში უნდა ყოფილიყო ქირით. პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, კვლევით ეტაპზე ვერ მოხერხდა არქივში მუშაობა, უშუალოდ მაწანწარაზე მიმდინარე მშენებლობების პროექტების გამოსავლენად. ასევე, სურვილის მიუხედავად, ვერ მოესწრო უბანში საბჭოთა დროს გახსნილი სამკერვალო ფაბრიკის ისტორიის რეკონსტრუქცია და სხვ. 19 ხელოსნობა თელავში გვიანფეოდალურ ხანაში, როდესაც საქართველო დაყოფილი იყო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, კახეთის სამეფოს დამოუკიდებელი მმართველობის შექმნისას თელავი იმდენად დასუსტდა, რომ სამეფოს ცენტრმა, თელავიდან გრემში გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, თელავი მაინც ინარჩუნებდა ეკონომიკურ მნიშვნელობას, რაც იმითაც დასტურდება, რომ შაჰ-აბასის შემოსევისას(1616 წ.), როდესაც ქალაქი გრემი მთლიანად განადგურდა, კახეთის სამეფოს სატახტო დედაქალაქი ისევ თელავი გახდა, თუმცა მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქალაქმა ფეხზე წამოდგომა მხოლოდ XVIII საუკუნიდან მოახერხა. ქართული არქიტექტურის მკვლევრის, ხელოვნებათმცოდნე ლევან რჩეულიშვილის შეფასებით,„ჯიუტი სიცოცხლის უნარიანობა, ღრმად ფესვგადგმული სიყვარული მიწა-წყლისა იყო ის ფაქტორი, რამაც თელავში ვერ მოშალა ცხოვრება და ოდნავ ხელსაყრელი პირობების შექმნისას ქალაქი კვლავ წელში სწორდება, ხელახლა შენდება“. 1 თელავის საინტერესო აღწერას ვხვდებით 1886 წლით დათარიღებულ ხელნაწერში,„კახეთის აღწერა“, სადაც ავტორი„ქსნის-ხეველის“ ფსევდონიმით შემდეგს გვაუწყებს: 2 „სივრცე ამ ქალაქისა იქმნების – სიგრძე ორ ვერსზე და სიგანე ერთი და მეოთხედი ვერსისა; შიგ ქალაქში ყოველ ქუჩებში ჩამოჩხრიალებს წყარონი სამი და ოთხნი კარგნი. აქ აქვს ოთხი გალავანი: ერთი ვახვახოვებისა, მეორე- რუსიაანთი, მესამე – ძველი გალავანი და მეოთხე – მეფის გალავანი. ამ გალავანში არის ძველი შენობები და გადაკეთებული ახლად. ამ მეფის გალავანში ცხოვრობდა ნეტარ ხსენებული ერეკლე მეფე გარდაცვალებამდე. ამ ციხეში არის კარგი წყარო მთიდან ღარებით ჩამოტანილი, არის ძველადგან სადგომები მეფისა და მის ამალისა, აგრეთვე პალატაც, რომელნიც გადაკეთებულია ახლა საქალო სასწავლებლათ[...] ამავე ციხეში არის სემინარიის სასწავლებელი, ხაზინა, სობორის ეკლესია და სატუსაღონი. თელავში სცხოვრობს ათას ხუთასი მოსახლე, 3 მათ შორის თექვსმეტი თავადიშვილის სახლობა; არის ბულვარი პატარა, კლუბი, გოსტინნიცა, ბიბლიოთეკა, ბანკი, დეპო, აფთექა ორი ექიმით, აბანო, ორი ფაეტონი, ოთხი დილიჟანი, ორი ფურგონი და ერთი კარეტა, დუქანი არის სამას სამოცი, კარგი მაღაზიებით და ფარჩით, მომატებული ჩოხის მკერავები და ხარაზები, ასევე ხუთი ბულოშნიკი, ერთი კანდიტერი, ექვსი ოქრომჭედელი, ორი მესაათე, ერთიც პარიკმახერი, კარეტნიკი და სხვანი. ვაჭრობა აქვთ ზომიერად და სინდისიანათაც ვაჭრობენ. თელავს აქვს სამივ მხრივ 22 შემოზღუდული ვენახები[...] თანდათან კარგის არქიტექტურით აშენებენ სახლებს. თელავში არის ათი ეკლესია, მათ შორის ოთხი სობორი. თელავში დგას მესტნის კამანდა და სცხოვრობენ კაზარმაში, რომელიც ჩრდილოეთის მხრივ აძლევს ქალაქს შნოს, აქ არის სამი შკოლა...“. 4 ქალაქი თავისებური ცოცხალი ორგანიზმია და მისი ცხოვრების სხვადასხვა სფერო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ქალაქების, მათ შორის, თელავის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხელოსნობას, რასაც მოწმობს კიდეც გამოვლენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. განსაკუთრებით გამოარჩევენ მეთუნეობას. ხელოსნობის განვითარებას ავლენს თელავში სხვადასხვა დარგის წარმოების ხალხური წესების შესწავლაც. დასტურდება როგორც მრავალდარგობრიობა(დერციკი, ხაზარი, მჭედელი, დურგალი, ქვისმთლელი), ისე შრომის ვიწრო სპეციალიზაცია(დაბაღი, ხარაზი, მეწაღე, ჭონი, ოქრომჭედელი, ნალბანდი, მესპილენძე, მკალავი). 5 თელავში, საქალაქო ცხოვრებისა და მისი შემადგენელი ნაწილის – ხელოსნობის განვითარებაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალაქში არსებობდა ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები – ამქრები თავიანთი იერარქიით და წესებით. საგულისხმოა ისიც, რომ თელავისთვის დამახასიათებელია ე.წ.„ამქრის ბაღები“, ანუ სპეციალური ბაღები, სადაც შესაბამისი დარგის ხელოსნები დროგამოშვებით იკრიბებოდნენ და ნადიმებს მართავდნენ. აქვე ხდებოდა შეგირდების ოსტატად დალოცვა – შეგირდების ამა თუ იმ დარგის ოსტატთან მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება. 6 მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ბაღი უნდა ყოფილიყო ყადორის ბორცვზე, ე.წ. ძველ გალავანში. 7 „ჰამქრის წევრი ამ უბანში საქულა არუთინოვია. ამქარი დღესასწაულობდა 1 მაისს. ამ დღეს უსტაბაში – ყველა ამქრების უფროსი გამოვიდოდა დროშით. ზურნა დაუკრავდა, ეს უკვე ნიშანი იყო – ყველა დაჰკეტავდა დარაბას, დუქანს, სახელოსნოს და შეუერთდებოდა ამქარს. შეგროვდებოდნენ ამქრის ბაღში და რიტუალიც დაიწყებოდა. ამ დღეს უნდა მომხდარიყო ოსტატების ნათლობა, უკეთ შეგირდების გაოსტატება. საამქრო ბაღში დაჰკლავდნენ საღმრთოს“. 8 XIX საუკუნის ქალაქის ურბანული განვითარების წარმოსადგენად მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის 1851 წლის„ Kавказский Kалендарь “; იმ დროისთვის„ქალაქი 200 დესეტინა ფართობზე ყოფილა გაშენებული, აქედან ქალაქის შენობებს ეჭირა 63 დესეტინა, ქუჩებს, მოედნებს, მდინარეს, გამოუყენებელ ადგილებს- 35, დანარჩენი კი- ბაღებს“. 9 როგორც ვხედავთ, 23 ქალაქში ბაღების ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია, და აქედან გამომდინარე, მართებული უნდა იყოს თელავის მკვლევართა მოსაზრება ქალაქში ბევრი ამქრის ბაღის არსებობის შესახებ:„თელავში უამრავი ამქრის ბაღი ყოფილა, ისინი თელავის სხვადასხვა კუთხეში მდებარეობდა. თელავის მკვიდრის, 80 წლის დავით ლუარსაბიშვილის გადმოცემით: დერციკების ამქრის ბაღი, ძველ კომისარიატთან იყო, მიასნიკოვის ქუჩაზე, იქ სადაც V საშუალო სკოლაა ამჟამად. დურგლების ამქრის ბაღი – გივი ჩოხელის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. თელავის პედინსტიტუტის, დღეს თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა ამქრის ბაღი, რომელსაც„ტრინკას ბაღს“ ეძახდნენ“. 10 შესაძლებელია, დაბახნებისა და კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარედ ყოფილიყო კიდევ ერთი ამქრის ბაღი; როგორც ჩანს, თავშეყრის ადგილი ყოფილა ე.წ. თელავის სომხების სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაც: „ხელოსნები და განსაკუთრებით მესაკირეები სომხურ სასაფლაოზე იკრიბებოდნენ ხოლმე და რომელიღაც დღესასწაულს აღნიშნავდნენ“ – იხსენებს მაწანწრელი მიხეილ ონიკაძე ინტერვიუში, რომელიც პროექტის, „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“, ფარგლებში ჩაიწერა. 11 ზოგადად, ბაღების სიმრავლის შესახებ, საგულისხმოა თელავის იაკობ გოგებაშვილისეული დახასიათებაც:„თელავი იყო სატახტო ქალაქი კახეთის მეფეებისა, მის გაშენებაზე ბევრს ზრუნავდა ერეკლე მეფე XVIII საუკუნეში, ეს ქალაქი ძევს ცივ-გომბორის მთის კალთაზედ აღმოსავლეთის მხარით და ძალიან მაღლობი ადგილი უჭირავს. შორიდან თელავს ქალაქად არ ჩააგდებ და ერთ დიდ ბაღად გეჩვენება. როცა ქალაქში შეხვალ, იმის მიზეზს მაშინ შეიტყობ. მთელი ქალაქი ბაღებით არის მოფენილი, თითქმის ყველა სახლში ცალკე ბაღი სდგას, სადაც ბევრნაირი ხეხილია არიგებ-ჩარიგებული. თელავს მეტად საამური სახე აქვს“. 12 თუკი 1851 წლის სტატისტიკურ აღწერას გადავხედავთ, თელავის მოქალაქეთა 89% ხელოსნებისა და ვაჭრების ფენისგან შედგებოდა, რამაც გავლენა იქონია ქალაქის არქიტექტურულ სახეზეც. XIX საუკუნეში, ქალაქის სხვადასხვა უბანში განლაგებული არაერთი სავაჭრო ფარდული, დუქანი და სახელოსნო სწორედ ცოცხალი საქალაქო ცხოვრების განვითარების დასტურია. რა ხელობა გინდათ, თელავში არ ყოფილიყო? მკერავები ანუ თერძები – დერციკებად წოდებულნი, ხარაზები ანუ ფეხსაცმლის მკერავ-შემკეთებლები, მეწაღე-მეჩექმეები, დურგლები, ხარატები, რომლებიც ხეს 24 ხელოსანი საქულა ბაღუაშვილი ცხენის მოსართავების დამზადების დროს. თელავის ისტორიული მუზეუმი. მხატვრულადაც ამუშავებდნენ და ქალაქისთვის დამახასიათებელ – მოჩუქურთმებულ აივნებსაც ამზადებდნენ, კალატოზები – ქვითხუროები, სახლის მშენებლები, მჭედლები – რკინისგან საყოფაცხოვრებო იარაღის და ნივთების დამამზადებლები, ოქრომჭედლები – ოქროსა და ვერცხლისაგან სამკაულების ოსტატები, მეჭურჭლეები, იგივე მეთუნეები – თიხისგან საოჯახო ჭურჭლის ან ქვევრების ამომყვანები; მე(სა)კირეები – კირს რომ სწვავდნენ სპეციალურ საკირეებში; მეკრამიტეები – სახლის გადახურვის მასალის დამამზადებლები, დაბაღები ანუ ტყავის დამუშავება-დამზადების ოსტატები, მეუნაგირეები – მხოლოდ უნაგირების და შესაბამისი აღკაზმულობის დამზადებით რომ იყვნენ დაკავებულნი, მექვაბეები – სპილენძისაგან საოჯახო და არყის სახდელ ქვაბებს ამზადებდნენ, ჭონები ანუ საქონლის ტყავისგან თასმების მკეთებელნი და ბეწვეულის გამომყვანნი, ნალბანდები – შინაურ პირუტყვზე ნალების დამკვრელნი, მეკუპრეები – ღვინის ტიკების(რუმბების) დამამზადებლები, თოკის მგრეხელები, მეფარდაგეები და სხვ. ხელოსნები საქმეს ხან საკუთარ სახლებსა და ეზო-კარში მისდევდნენ, ხან ქალაქის ცენტრში აიღებდნენ სივრცეს სახელოსნოსთვის, და ხანაც ამა თუ იმ ხელობისათვის შესაფერის სპეციალურ უბანში სახლდებოდნენ. გარდა სახელოსნოებისა, ქალაქში მუშაობდა ფურნეები, აგურის, კრამიტისა და ჭურჭლის მცირე ზომის ქარხნები და სხვ. 13 მაგალითად, 1852 წელს, თელავში უცხოვრია 6 დურგალს, 5 ოქრომჭედელს, 3 მღებავს, 19 მეჩექმეს, 13 მჭედელს, 2 ფეიქარს, 2 თოკის მგრეხელს, 19 მკერავს, 4 მეუნაგირეს, 3 მეკრამიტეს და 10 მეჭურჭლეს. 14 ხოლო, 1863 წლისათვის, ქალაქ თელავში თურმე 31 აგურის და 8 კრამიტის ქარხანა, 7 საკირე, 3 დაბახანა, 6 სამღებრო მუშაობდა. 15 XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ხელოსნობისა და ვაჭრობის ზრდასთან ერთად, თელავში მოსახლეობის რიცხვიც იზრდებოდა. ქალაქს ემატებოდა საცხოვრებელი სახლები, პირველ სართულზე ან ნახევარსარდაფში ქუჩისაკენ გამავალი დარაბებიანი ფანჯრებითა და სივრცეებით, სადაც ფარდულები და სახელოსნოები იყო განთავსებული. ამ მხრივ გამოირჩევა დღევანდელი ჩოლოყაშვილის, ასევე, დღევანდელი თეიმურაზ ბაგრატიონისა და ი. ჭავჭავაძის(მაწანწარა) ქუჩები. აქ, უკვე მრავალჯერ გადაკეთებულ, ამოშენებულ და გადალესილ სახლებს, ჯერ კიდევ შემორჩენიათ სახელოსნო თუ სავაჭრო ფარდულად მოქმედი სამეურნეო დანიშნულების სივრცეების ხშირად თაღოვანი კონტურები; დილით დარაბებს ასწევდნენ, 26 ხის კარებს ფართოდ გახსნიდნენ და პატარა ქალაქის ხელოსნების უბნებშიც ყოველდღიური ფუსფუსი იწყებოდა. 1895 წლის გაზეთ„ივერიაში“ დაბეჭდილი სარეკლამო განცხადება საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ რიგითი თელავური სახლის კეთილმოწყობა XIX საუკუნის მიწურულისთვის:„ქ. თელავს, იაფად ისყიდება ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი ეზოთი, ბაღჩითა და ქვითკირისავე გალავნით. ძირის სართულში მოთავსებულია დუქნები, ხოლო ზევითი სართული მოწყობილია საცხოვრებლად...“ 16 გარდა სახელოსნო-ფარდულებისა, ხშირი იყო შემთხვევა, როცა ესა თუ ის ხელოსანი თავის საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ნაწარმს და იქვე, სახლის წინ გაჰქონდა გასაყიდად. ასეთი შემთხვევები, მაგალითად, მრავლად გვხვდება მაწანწრის უბნის, კერძოდ, ახლანდელი ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებთა ზეპირ მეხსიერებაში, რის შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ. 17 თელაველი ხელოსნები ზრუნავდნენ ქალაქის საზოგადო საქმეების საკეთილდღეოდაც, რომლის შესახებაც ხშირად გვხვდება ცნობები XIX საუკუნის ქართულ პრესაში, ერთ-ერთი საინტერესო ამბავი ხელოსანთა დრამატული წრის შესახებ, წარმოდგენილია 1888 წლის გაზეთ„ივერიაში“. თელავის კორესპონდენცია სათაურით,„თელავიდგან“, გვაუწყებს:„27-ს დეკემბერს თელავში გამართეს ქართული წარმოდგენა თელავის საზოგადო„წიგნთ-საკითხავის“ სასარგებლოდ. წარმოადგინეს„არსენა“, სამ მოქმედებიანი დრამა, ა. მოჩხუბარიძისა, და პირველი მოქმედება კომედია„კაპიშონიდამ“. ეს წარმოდგენა იმითი არის შესანიშნავი, რომ იგი გამართეს არა იმათ, ვინც საზოგადოდ წარმოდგენებს მართავს, არამედ უბრალო ხელოსანმა მუშა ხალხმა. ეს გარემოება დიახაც სასიამოვნო და საგულისხმოა, მაგრამ სრულიად სასიამოვნო არ არის ისა, რომ აქაური საზოგადოება მედიდურად და უკადრისად მოეპყრო ამ მუშა ხალხის კეთილ განზრახვას, აქაური საზოგადოება იმას ამბობდა, რომ სად მუშა-ხალხი და სად წარმოდგენა, მუშის საქმე ხელეჩო-რანდი არის და არა წარმოდგენაო. ასე ამბობდა აქაური საზოგადოება და კიდევაც იუკადრისა მუშა ხალხის სცენაზე გამოსვლა – თითქმის სრულიად არ დაესწრო წარმოდგენაზე. მაგრამ ჩვენდა სასიამოვნოდ წარმოდგენამ მეტად მშვენივრად ჩაიარა. საზოგადოდ ყველა მოთამაშეებს კარგად შეუსწავლიათ როლები და რიგიანად ასრულებდნენ კიდეც თავ-თავის როლებს. მომეტებული ყურადღება საზოგადოებისა მიიზიდა ქ. ტ. გოცირიძისამ და კ. ჩოდრიშვილმა, რომლებმაც მართლა-და ღირსეულად აღასრულეს თავისი როლი. აგრეთვე 27 მადლობის ღირსნი არიან ბბ-ნი ს. ჩოდრიშვილი, ვ. ზაალიშვილი და სხვები. ერთის სიტყვით: მოთამაშეებმა დამსწრე საზოგადოება სულით და გულით კმაყოფილი გაისტუმრეს. აქ ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ ადგილების ფასი ჩვეულებრივ დაკლებული იყო“. 18 მუშების და ხელოსნების დაარსებული სახალხო თეატრები იმ დროის საქართველოს სინამდვილისთვის სიახლე იყო. როგორც ჩანს, თელავის შემთხვევა ერთ-ერთი პირველია და ამის გამო თელაველთა ნაწილი უნდობლად უყურებს ამ წამოწყებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად არაერთგვაროვანი რეაქციისა, ამ ფაქტმა გაგრძელება პოვა და თელაველმა ხელოსნებმა კიდევ რამდენჯერმე გამართეს წარმოდგენა საქველმოქმედო მიზნით. 19 საქართველოში ამქართა და ხელოსანთა ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის 20 ინიციატივით განხორციელებულ 1867 წლის ამქართა რეფორმას, რომლის მიხედვითაც ამქრებს მოეთხოვებოდათ, საკუთარი წესები იმპერიის კანონებისთვის მიესადაგებინათ. ამქრებს საქალაქო სამმართველოსგან ოფიციალური აღიარებისთვის გარკვეული გზის გავლა მოუხდათ.„ამის შემდგომს არა ვითარი ახალი საზოგადოება და ამქრობა, რა გვარიც არ უნდა იყოს ვერ შესდგება, თუ წინათვე დასტური არ გამოითხოვა მთავრობისაგან. ეხლა კი აქაურ ამქრებს რაც ბაირაღები აქვთ, შეუძლიათ იქონიონ როგორც იმათი განვლილის საისტორიო დროის სახსოვარი“. 21 ამავე რეფორმის თანახმად, გაიმიჯნა ხუროების, კალატოზების, ქვის მთლელების, მეთულუხჩეების და მუშების ჯგუფი, რომლებსაც შეეძლოთ შეედგინათ ცალკე საზოგადოება – არტელის სახით. 22 ამ მოვლენებს წინ უძღოდა 1865 წლის 28 ივნისის ამქართა ამბოხი, რომლებიც გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებდნენ. 23 შეკრებილ ხელოსნებს ჟანდარმერიამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, ხელოსანთა ნაწილი კი დააპატიმრეს. 24 XIX საუკუნისთვის საქართველოში დაიწყეს ევროპული ნაწარმის შემოტანა და წარმოება, რამაც ადგილობრივი ოსტატებისთვის კონკურენტული გარემო წარმოშვა. ამქრების ფეოდალურ საწყისებზე დაფუძნებული იერარქია და ოსტატსა და შეგირდს შორის ურთიერთობის მოძველებული ფორმა, ერთგვარად აფერხებდა განვითარებას. შეგირდები წლების განმავლობაში რჩებოდნენ ოსტატის სახელოსნოში, ხელობის შესწავლას კი, რისთვისაც, შესაძლოა, ორი წელიც საკმარისი ყოფილიყო, 28 29 5-10 წელს ანდომებდნენ. სახელოსნო წარმოების განვითარება, თავის მხრივ, რეფორმებს(უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის ჩამოყალიბება და საკანონმდებლო რეფორმა) საჭიროებდა. ქართულ პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა საზოგადო მოღვაწეთა კრიტიკული წერილებიც, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორის არის ილია ჭავჭავაძის 1880 წლით დათარიღებული პუბლიცისტური წერილი„ჩვენი ხელოსნობა და ხელოსნები“, სადაც სწორედ ამ პრობლემებზეა საუბარი:„ერთი ისეთი სახელოსნო სასწავლებელი არა გვაქვს, სადაც ჩვენს ხალხს შეეძლოს ხეირიანად შესწავლა სხვადასხვა ხელოსნობისა და ნამდვილ, მცოდნე, დახელოვნებულ ოსტატად გამოსვლა. ჩვენ გვაოცებს, გვაწუხებს მხოლოდ შედეგი ჩვენი მდგომარეობისა. როცა ვხედავთ, რომ ჩვენის სიმდიდრით და ავლა-დიდებით სხვები სარგებლობენ და არა თვითონ ჩვენ. ყოველი ამგვარი გაკვირვება და წუხილი სულ უნაყოფო და უადგილოა; ჩვენი ვალია გამოვიკვლიოთ მიზეზი ჩვენი ეკონომიურ სიღარიბისა, ჩვენი დაჩაგრულობისა და შემდეგ ვეცადნეთ, რომ ეს მიზეზი თვით სათავეშივე მოვსპოთ. ბევრი, ბევრი საქმე და მოვალეობა აქვთ ჩვენ მოწინავე პირთ, ჩვენ ხალხის ბედის მზრუნველთ; უბედურება ის არის, რომ სანთლით საძებნელნი არიან ჩვენში ისეთი პირები, რომელთაც ესმოდეს საზოგადო საჭიროება რა არის და ცდილობდნენ ამ საჭიროების დაკმაყოფილებას!“ 25 XX საუკუნის დასაწყისში ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებულა კიდეც ხუთი სახელოსნო სასწავლებელი, თუმცა ფაბრიკულ წარმოებაზე გადასვლამ და იმპორტმა„თითქმის მოსპო ზოგიერთი დარგის ხელოსანი“. 26 ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ხელოსნობის განვითარების ისტორიაზე, ისტორიული, ეთნოგრაფიული, კულტუროლოგიური კვლევებიდან პირველწყაროდ მიიჩნევა ივანე ჯავახიშვილის ხუთტომეული, „მასალები საქართველოს შინა-მრეწველობისა და წვრილ ხელოსნობის ისტორიისათვის“ და ნიკო ბერძენიშვილის„მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის“; ქალაქური ხელოსნობის სხვადასხვა დარგების შესაბამისი ხელოსნური ორგანიზაციის – ამქრების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემებია დაცული ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაშრომში,„ხელოსნობა საქართველოში“ და ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემაში –„ქართველი ხელოსნები და ხელოსნობა საქართველოში“. ასევე მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის იოსებ ნანობაშვილი, წიგნში,„ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში“ და სხვ. ამ საკითხთან დაკავში30 რებით უნდა აღინიშნოს კარლო კუციას ნაშრომიც –„ამქრები XVII-XVIII საუკუნის საქართველოს ქალაქებში“, სადაც თავმოყრილია ვაჭრობა-ხელოსნობის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი მასალა. უშუალოდ თელავის სახელოსნო წარმოების ისტორიისთვის, მნიშვნელოვანია გიორგი მელითაურის 27 კვლევები; ამასთანავე, სხვა ქართველ მკვლევრებთან, ძირითადად ქალაქის ურბანული განვითარების განხილვისას, ცალკეულ თავებად გვხვდება თელავში ხელოსნობის განვითარების ისტორიის მიმოხილვა. მაგალითად, ი. ნანობაშვილის„საამქრო ნაგებობანი თელავში“(1963), საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა(ტ. 1-II, თბ., 2015), თეიმურაზ ვახტანგიშვილისა და თენგიზ სიმაშვილის„თელავი – წარსული და თანამედროვეობა“(2020), თამარ თამარაშვილის„თელავი(XX-ს 40-50-იან წლებში)“(2007) და სხვ. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების მიუხედავად, დღემდე არ არსებობს ერთიანი ბაზა იმის დასადგენად, თუ რომელი ხელობა გაქრა ქალაქიდან დროთა განმავლობაში, რომელი ჩანაცვლდა და თუნდაც დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ. არავის აღურიცხავს, გამოუვლენია და უკვლევია ქალაქში დღეს მოქმედი სახელოსნოები, ხელოსნები. პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“, ფარგლებში ჩატარებულმა ისტორიულ-სოციოლოგიურმა კვლევამ მხოლოდ მაწანწრისა და დაბახნების უბნები მოიცვა, გამოვლენილი მასალა მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის ურბანიზაციის შესასწავლად, ისე ამ უბნების სამომავლო განვითარების განსასაზღვრად. ხელოსნები საბჭოთა პერიოდში: არტელები, უშრომელი შემოსავალი და საარჩევნო ხმა- აღკვეთილთა შავი სიები საბჭოთა პერიოდში, ერთი მხრივ, ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობის ზრდამ, სადაც დიდი რაოდენობით და, შესაბამისად, უფრო იაფადაც მზადდებოდა თანამედროვე საქონელი, და, მეორე მხრივ, საბჭოთა პოლიტიკისა და იდეოლოგიის კვალდაკვალ ინდივიდუალური შრომის შეზღუდვის დაწესებამ, მცირე ხელოსნებსა და მეწარმეებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. უკვე 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქში მცხოვრები ხელოსნები იძულებულნი გახდნენ ე.წ. არტელებში გაწევრიანებულიყვნენ. არტელი ამა თუ იმ პროფესიის, ხელობის ადამიანთა გაერთიანება იყო ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის, და 10-დან, ზოგჯერ 200მდე წევრისგანაც შედგებოდა. ეს იყო ერთგვარი სოციალისტური ტიპის კოლექტიური გლეხური მეურნეობა, კოოპერაციული საწარმოს ფორმა, რომელიც 1920-1956 წლებში განსაკუთრებით იყო გავრცელებული. XIX საუკუნის II ნახევრისთვის, არტელი, როგორც ხელოსანთა და მუშათა შრომითი ამხანაგობის, შეკავშირების ფორმა, ნებაყოფლობითი გაერთიანება იყო რუსეთის იმპერიაში საერთო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებისათვის. არტელის წევრები ირჩევდნენ ლიდერს და წევრებს შორის შემოსავალს ანაწილებდნენ შეთანხმებული წესების მიხედვით. საქართველოში პირველი არტელები XIX საუკუნის II ნახევრიდან გვხვდება. მათი გაჩენა შესაძლებელია დავუკავშიროთ 1867 წლის რეფორმას, რომელზეც წინა თავში ვისაუბრეთ. არტელები უმეტესად სახლების მაშენებელ, გზისა და რკინიგზის გაყვანაზე მომუშავე ჯგუფად გვევლინებიან. არტელის ჯგუფში გაერთიანებული მომიჯნავე ხელობის ადამიანები ფუნქციების გადანაწილებით საკუთარ თავზე იღებდნენ ფართომასშტაბიანი სამუშაოს შესრულების პასუხისმგებლობას. სამუშაოს საძებნელად არტელები, რომლებშიც უმეტესად სოფლად მცხოვრები ხელოსნები ერთიანდებოდნენ, ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორეში მიდიოდნენ, ასეთი გადაადგილების საინტერესო ისტორიას გვაწვდის ფილიპე გოგიჩაიშვილი, ქვევრების ამომყვანი არტელის შესახებ. 28 1902 წლის გაზეთი„ივერია“ მეთაურ წერილს უთმობს ხელოსნებს და ხელოსანთა პრობლემებს და გამოსავალს მათ არტელებში გაერთიანებაში ხედავს:„ახლა ავიღოთ შინაური მოქიშპენი, ის ბატონები, რომელთაც 33 არც კი უნახავთ როგორ იჭრება ფეხსაცმელი, მაგრამ, აბა შეხედეთ იმათ მაღაზიების ზედწარწერას: ფაბრიკა ადელხანოვისა და ამხანაგობისა და ამისთანა მრავალი კიდევ სხვა. აბა ახლა შებრძანდით მაღაზიაში, დაათვალიერეთ საქონელი და შეადარეთ აქაური ნამუშევარი სხვა ქვეყნის ნამუშევარს. თუ ისე არ სჯობდეს აქაური ნამუშევარი სხვა ქვეყნის ნამუშევარს, როგორც დღე ღამეს. ცოტა სულგრძელობაც იქონიეთ და ამ ქარხნების მომუშავე ხალხიც დაათვალიერეთ, ცოტა მოშორებით მაღაზიების სახელოსნოში[...] სხვა თუ არა გვქონდა-რა, ამქრული წეს-წყობილება ხომ გვქონდა! მაშ, მივმართოთ ამქრულ წესს, შევერთდეთ და ამხანაგურად მოვაწყოთ ჩვენის ხელობისა და ხელოსნობის საქმენი. თითოეულ ხელოსნობის მიმდევართ ერთად თავი მოვიყაროთ და დავიარსოთ ამხანაგობები, არტელები და ისე გავუძღვეთ საქმეს, თუ არ გვინდა ცოლ-შვილის ცოდვაში ჩავდგეთ“. 29 ბაზარზე ქარხნული ნაწარმის გამოჩენამ საფრთხე შეუქმნა ხელოსნობის ამა თუ იმ დარგს და არტელებში გაერთიანება ამ საფრთხისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება იყო. არტელებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროსაც. 30 კომუნისტურმა წესწყობილებამ, არტელი თავისი სოციალური და კოოპერაციული ხასიათიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო წარმოების ძირითად ფორმად აირჩია, მასობრივად დაიწყო მისი დანერგვა და თან სახელმწიფო კონტროლსაც დაუქვემდებარა. 31 არტელები იქცა კოლექტივიზაციის ერთგვარ წინარე ეტაპად და ფორმად, თუმცა არსებობა შემდეგშიც განაგრძო. თუკი ესა თუ ის ხელოსანი სხვადასხვა მიზეზის გამო უარს იტყოდა არტელში გაწევრიანებაზე, ეს უარი 1920-იანი წლების ბოლოს მათზე გარკვეული სახის უფლებრივი შეზღუდვების და ერთგვარი რეპრესიების მიზეზად იქცეოდა ხოლმე. 1929-1933 წლებში, საბჭოთა ხელისუფლების კოლექტივიზაციის პოლიტიკის კვალდაკვალ, სოფლად უქმდებოდა კერძო საკუთრება და ჩამოყალიბებას იწყებდა საზოგადოებრივი საკუთრების ყოვლისმომცველი სისტემა. რამდენადაც ეს პროცესი ხშირად გლეხების მკვეთრი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა და ზოგჯერ სისხლისღვრამდეც მიდიოდა, მას თან ახლდა ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიებიც. ქალაქებში შეზღუდვისა და კოლექტივიზაციის პროცესი სხვა ფორმით ხორციელდებოდა – საბჭოთა ხელისუფლებამ ინდივიდუალური, დაქირავებული ხელოსნური შრომა და ვაჭრობა„უშრომელი შემოსავლის“ მიღების სა34 შუალებად მიიჩნია და მათ მიმართ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა, საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევით. ამგვარივე მიდგომა შეეხოთ შედარებით მოზრდილი სახლების მფლობელებსაც, რადგან მათი საცხოვრებელი ფართი შეუსაბამოდ დიდად ჩაითვალა. 1920-იანი წლებიდან დაწყებულმა კერძო საკუთრების ნაციონალიზაციისა და ე.წ. Cамоуплотнения -ს(რუს. თვითშემჭიდროება, თვითშევიწროება) პროცესი ითვალისწინებდა კერძო საკუთრების შემდეგი ფორმებით ხელყოფას: ნაციონალიზაცია ანუ სახელმწიფოს მიერ ჩამორთმევა, რომლის დროსაც ამა თუ იმ ჩამორთმეულ სახლში ბინას საჯარო დაწესებულება, მაგალითად, სახლმმართველობა, სკოლა, ბაღი და ა.შ. იდებდა; ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ მესაკუთრეს ან ახალ ადგილას სთავაზობდნენ დადგენილი ნორმის(სულზე 8 კვ.მ) საცხოვრებელ ფართს, ან იმავე შენობაში. ხოლო, ე.წ.„თვითშევიწროების“ დროს მესაკუთრეს ბინაში სხვა ოჯახებს შეუსახლებდნენ ხოლმე. ამის თავიდან ასაცილებლად, არაერთი ოჯახი ცდილობდა დაესწრო ხელისუფლებისათვის და თავისივე ნათესავები შეჰყავდათ დიდ სახლებში საცხოვრებლად. ბინების ნორმებად დადგენამ, კერძო საკუთრების ერთგვარ საერთო საცხოვრებლად ქცევამ ანუ ე.წ. თვითშემჭიდროებამ სამომავლოდ არაერთ პრობლემას დაუდო საფუძველი და მათ შორის შენობების ნაადრევი ცვეთაც გამოიწვია. რაც შეეხებათ დიდი,„ბურჟუაზიული“ სახლების მეპატრონეებს, ხელოსნებთან ერთად(ხშირად შეძლებული ხელოსნები და ვაჭრები იყვნენ კიდეც მსგავსი სახლების მფლობელები), ისინიც საარჩევნო ხმის აღკვეთას ექვემდებარებოდნენ. 1922 წლის საბჭოთა კონსტიტუციის თანახმად განისაზღვრა, რომ„მუშები, მშრომელი გლეხობა და წითელი არმია[...] ამყარებენ პროლეტარიატის დიქტატურას“, სოციალისტურ წყობაზე გადასვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია განურჩევლად სქესისა, რწმენისა, ეროვნებისა და წარმომავლობისა, საბჭოთა საქართველოს 18 წლის მოქალაქეებს ანიჭებდა აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას ყველა მშრომელის, გლეხისა და წითელარმიელისათვის, იმავე დროს, დადგინდა, რომ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება არ ჰქონდა მოქალაქეთა საკმაოდ ფართო ჯგუფს, 32 მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით იყენებდნენ 33 და ამის გამო ამ სიაში აღმოჩნდა ხელოსანთა დიდი ნაწილიც. სიები უმთავრესად იბეჭდე35 ბოდა პერიოდული გამოცემების სახით, როგორც„საარჩევნო უფლებას მოკლებულ პირთა სია“, რომლებიც კონკრეტული გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით დგინდებოდა და იბეჭდებოდა. მაგალითად, ერთერთია 1930 წელს დაბეჭდილი„საარჩევნო უფლებას მოკლებულ პირთა სია(ქალაქ ტფილისში)“, რომელიც 364 გვერდისგან შედგება. 34 რაც შეეხება თელავს, საარჩევნო ხმა აღკვეთილთა სახელობითი, ე.წ. შავი სიები 1933 წლისათვის, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში(კახეთის რეგიონული არქივი, ფონდი №6(თელავის რაიონული აღმასკომი) ანაწერი №1, საქმე №3). არქივებში ასევე დაცულია უამრავი განცხადება, სადაც რეპრესირებული, ანუ, საარჩევნო ხმის უფლებააღკვეთილი ადამიანები ითხოვენ „დაკარგული ხმის უფლების“ აღდგენას. ისინი განცხადებებში ხშირად ცდილობდნენ იმის დასაბუთებას, რომ არ ფლობდნენ„ნორმაზე“ 35 მეტ საცხოვრებელ ფართს, ან რომ საკუთარი ხელოსნური ნაწარმის პირდაპირ რეალიზაციას არ ეწეოდნენ. მაგალითად, თელავში, პირველი მაისის (ამჟამინდელი ჩოლოყაშვილი) ქუჩაზე, №50-ში მცხოვრები, საარჩევნო ხმის უფლებააღკვეთილი, თერძი(დერციკი) ავეტიკ ავეტიკოვი, თელავის იმდროინდელი ხელმძღვანელობის სახელზე წარდგენილ განცხადებაში წერდა:„გასაბჭოებიდან არაფერი დამოკიდებულება ვაჭრობასთან არ მქონია, არც დაქირავებული მუშით მისარგებლია, შემიძლია წარმოგიდგინოთ ცნობა„ფინგანიდან“ რომ წარსულ წლებში მე ვსწავლობდი ხელობას მამაჩემთან“. 36 1930 წელს, შავი სიიდან ამოღებას ითხოვდა ნერსეზა აჯმამუდოვიც, რომელიც ფ. მახარაძის ქ.(დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირი) №2-ში ერთოთახიან ქვითკირის ბინაში ცხოვრობდა და ხმა 1929 წელს აღეკვეთა. 37 მკერავი არტაშა მირველოვიც ფ. მახარაძის №6 ცხოვრობდა ოთხოთახიან ქვითკირის სახლში. თელავის აღმასკომის თავმჯდომარეს ისიც წერილობით სთხოვს შავი სიიდან ამოღებას და დაკარგული ხმის უფლების აღდგენას. 38 რაც შეეხება 1905 წლის ქუჩაზე(დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირი), №15-ში მცხოვრებ მჭედელს, შაქრო ივანეს ძე მარქაროვს, იგი 1930 წელს თელავის ხმის აღმდგენი კომისიის თავმჯდომარეს სწერდა:„გაუწყებთ შემდეგს, მე თელავის მცხოვრებელი შაქრო მარქაროვი ვარ ხელობით მჭედელი, რომელიც ვმუშაობ 1905 წლის ქუჩაზე. ჩემს პატარაობიდან ვარ ამ ხელობაზედ მომუშავე და არავითარი ვაჭრობა ან ექსპლოატაცია არ მიწარმოებია, რაზედაც 1922 წლიდან მქონდა საარჩევნო ხმის უფლება 1928 36 კახეთის რეგიონალური არქივი, თელავის რაიაღამასკომის მასალები, ფონდი №1469, საქმე №12. წლამდე, მაგრამ უკანასკნელ არჩევნებში ხმის უფლება ჩამომართვეს ვითომ ყველის ვაჭარი ვყოფილვარ, რაც სრულიად სიცრუეს შეეფერება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ არასოდეს ვაჭრობა არ მიწარმოებია, ეს არის შეთხზული კერძო ინტერესით, ანუ ერთგვარი შეცდომაა დაშვებული და თუ რომელიმე თუშს ხშირი შემოხვევა ჩემს სახლში მოუტანია ან მიბარებით, ან სტუმრად ვინაიდან ნაცნობი თუშები ბევრი მყავს, რადგანაც რამოდენიმე წელიწადი ალვანში ვცხოვრობდი და ჩემს სახლიდან გაუყიდიათ, ეს ხომ არ შეადგენს ჩემი მხრიდან ვაჭრობას, რომ ამის გამო მქონდეს ხმის უფლება წართმეული, რომელიც ვარ ნამდვილი მშრომელი და არავითარი შემოსავალის წყარო არა მაქვს. ამისათვის მოგმართავთ განცხადებით, გთხოვთ აღმიდგინოთ ხმის უფლება.“ როგორც ჩანს, ზემოთ მოყვანილი განცხადებების მსგავსად, არც მარქაროვის განცხადება დაკმაყოფილდა, რაც დასტურდება დადებული რეზოლუციით –„უარი ეთქვას როგორც ვაჭარს“. 39 რამდენადაც დაქირავებული შრომის გამო, ხელოსნებს ამდენი პრობლემა ხვდებოდათ, ისინი იძულებულები იყვნენ, ხელობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო შეგირდებზე და დამხმარეებზე უარი ეთქვათ და მარტოებს ემუშავათ ან საერთოდ სხვა სამსახური მოეძებნათ. ხელოსნობის ამა თუ იმ დარგის დაცემის მიზეზი შეიძლება ესეც იყოს, რადგან ამას მოჰყვა ცოდნის გადაცემის ჯაჭვის რღვევა, ინდივიდუალური ვაჭრობახელოსნობა კი, რაც საკუთარი ნაწარმის გაყიდვასაც გულისხმობს, იმხანად სისტემის მიერ ფაქტობრივად იდევნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში„არა შრომით ელემენტებს“, ანუ ვაჭრებსა და„თავისუფალი პროფესიების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, ხელოსნებს, მაღალი გადასახადებით ბეგრავდნენ. 40 ამგვარი პოლიტიკა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების კვალდაკვალ შერბილდა. 38 თელაველი ხელოსნები მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ წლებში მეორე მსოფლიო ომმა, შეიძლება ითქვას, ხელსაყრელი პირობები შეუქმნა ხელოსნური წარმოების გამოცოცხლებას. საბჭოთა კავშირში 19411945 წლებში გაჩენილი სხვადასხვა ნაწარმის დეფიციტის შევსება ძველმა ხელოსნებმაც ითავეს. ამ ტენდენციის გამოძახილი უნდა იყოს, რომ მაგალითად, 1954 წელს თელავში კვლავ დიდი რაოდენობის სხვადასხვა დარგის ხელოსანი მუშაობდა: მეტყავე – 11, მეწაღე – 96, მეჩექმე – 15, ქვის მთლელი – 8, მეაგურე – 22, მეუნაგირე – 2, მეტიკე – 5, შალის მქსოველი – 60, ხარატი – 32, მეჭურჭლე – 22, მენახშირე – 5, მესაკირე – 11, და ა.შ. 41 როგორც ჩანს, ამ რაოდენობის და განსხვავებული დარგების ძველმა ხელოსნებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდშიც, როდესაც წარმოებები ნელ-ნელა ისევ ამუშავდა, სხვადასხვა სახის პროდუქციაზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო მაინც შეინარჩუნეს თავიანთი ადგილები, როგორც ქალაქ თელავის, ისე მთელი კახეთის მასშტაბით. თელაველი ხელოსნები თავიანთ ნაწარმს არა მარტო თელავში და ახლო-მახლო ბაზრობებზე, არამედ სოფელ კაბალში, ველისციხესა და სხვა იმხანად ცნობილ ბაზრობებზეც ჰყიდდნენ. 42 აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდის კიდევ ერთი თავისებურება, კერძოდ, 1950-იან წლებში, ხელოსნებს უხდებოდათ ე.წ.„პატენტის“, ანუ საქონლის დამზადების და ვაჭრობის ნებართვის აღება; ნებართვაში აღინიშნებოდა ის კონკრეტული ბაზრობები, სადაც ხელოსნებს ვაჭრობის ანუ საქონლის გატანა-გაყიდვის უფლება ჰქონდათ. გაყიდვის შეზღუდული უფლებების გამო, დაინერგა კანონის გვერდის ავლის პრაქტიკა, რასაც არაერთი ხელოსანი მიმართავდა. ისინი საკუთარი სახლის წინ მდგარ სკამებს სავაჭრო დახლებად იყენებდნენ. მაგალითად, მაწანწრის უბანი და უშუალოდ ჭავჭავაძის ქუჩა, იმ დროს, არა მარტო ხელოსნური წარმოების დამზადების ადგილად, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას – პატარა„ქუჩის ბაზრობადაც“ იქცა, სადაც ამვლელ-ჩამვლელნი, ასევე სპეციალურად ამ ნივთების საყიდლად მოსული ადამიანები, ყიდულობდნენ ხელოსნურ ნაწარმს. ჩვენს ხელთ არსებული საარქივო მასალის მიხედვით, 1950-იანი წლების შუა პერიოდში თელავში კვლავ საკმაოდ ბევრი სახელოსნო იყო, რომელთა ნაწილიც ხელახლა გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს შექ39 მნილი სასაქონლო დეფიციტის კვალდაკვალ, ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. 1950-იან წლებში ქალაქში არსებობდა სამი არტელი: 1) არტელი„გაერთიანება“- 220 წევრით, 2) არტელი „წითელი თელავი“- 107 წევრი და 3) არტელი„კახეთის კასრი“(წევრთა რაოდენობა უცნობია). 43 ქალაქის ხელოსნების უმრავლესობა ამ არტელებში იყო გაერთიანებული. გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვაცნობა, შესაძლებელია, ხელოსანი არ ყოფილიყო არტელის წევრი, მაგრამ მისთვის ჩაებარებინა დამზადებული საქონელი. როგორც გიორგი ჯაშიაშვილი 44 წერდა, მოქმედი„სახელოსნოები თითქმის აკმაყოფილებდნენ ქალაქის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნილებას სახელოსნო მომსახურების საქმეში“. 45 საინტერესოა, რომ 1950-იან წლებში, თელავში მოქმედი სახელოსნოების, არტელების და ხელოსნების საკმაოდ დიდი ნაწილი,„1905 წლის ქუჩაზე“, ანუ მაწანწარაზე ინიშნება. უფრო ზუსტად კი, 1957 წლის მონაცემებით, თელავში შემდეგი სახელოსნოები მოქმედებდა: • თიხის ჭურჭლის შემკეთებელი სახელოსნო – 1905 წლის ქუჩა • ჭურჭლის მკეთებელი სახელოსნო – 1905 წლის ქუჩა • ვენახის საბერველის მკეთებელი სახელოსნო – 1905 წლის ქუჩა • ფეხსაცმლის სახელოსნო – 1905 წლის ქუჩა • ფეხსაცმლის მკერავი – 1905 წლის ქუჩა • საბონდარო(კასრის დამზადება) ყველმრეწვის(მუნჯიშვილის) სახელოსნო – 1905 წლის ქუჩა • ჯღანების(ძველმანები) დასაკერებელი დუქანი – 1905 წლის ქუჩა • აკვნის მკეთებელი ფარდული- 1905 წლის ქუჩა • ფოტოსახელოსნო – 1 მაისის ქუჩა • ფოტოსახელოსნო – ლენინის ქუჩა • ფოტოსახელოსნო – ჯუღაშვილის ქუჩა • ფოტოგრაფი ბაღში(როინიშვილი) – ჯუღაშვილის ქუჩა • ტყავის გამომყვანი სახელოსნო – 1 მაისის ქუჩა • ქვის მთლელი ღია ფარდული – 1905 წლის ქუჩა • მკალავთა 46 სახელოსნო – 1 მაისის ქუჩა 47 • ამავე ქუჩაზე ცხოვრობდნენ კირის დამამზადებელი ხელოსნებიც. 48 40 მაშინდელ 1905 წლის, ანუ დღევანდელი ჭავჭავაძის, და 1-ლი მაისის, ანუ დღევანდელი ჩოლოყაშვილის ქუჩებზე თავმოყრილი იყო სახელოსნოების უდიდესი ნაწილი. ეს ორი ქუჩა ერთმანეთს დაბახნების ხევით უკავშირდება და ერთიან ტერიტორიას, ერთიან სამეურნეო და სოციალურ სივრცეს ქმნის. ქუჩისა და უბნის, აქ არსებული სახელოსნო ტრადიციის შესახებ საინტერესო ჩანაწერები შემოგვინახა ჭავჭავაძის ქუჩის მკვიდრმა, ისტორიკოსმა და ოქრომჭედელმა, ბატონმა ჯემალ სანდოშვილმა. 1980-იანი წლების მიწურულს ის დაინტერესდა ქალაქში ხელოსნობის ისტორიით და იმხანად თელავში და განსაკუთრებით მაწანწრის უბანში მომუშავე ხელოსნების სია შეადგინა. გარდა ჩამონათვალისა, ზოგიერთი ხელოსნის შესახებ ავტორს ჩაწერილი აქვს მოკლე ბიოგრაფიული ცნობებიც და ამა თუ იმ ხელობასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, ტექნოლოგიური თუ ისტორიული კუთხით. ეს, უკვე ისტორიად ქცეული ჩანაწერები ავტორმა 2020 წელს, პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“, მკვლევართა გუნდს გადასცა. მიუხედავად ამ მასალის ფრაგმენტული და არასრული ხასიათისა, ეს ჩანაწერები, ვფიქრობთ, კარგად შეავსებს უბნის შესახებ კვლევის პროცესში მოძიებულ ინფორმაციას და მთლიანი სურათის აღდგენაშიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ამიტომ, დაინტერესებულ მკითხველს, ამ ცნობებს იმ სახით ვთავაზობთ, როგორადაც მან ჩვენამდე მოაღწია და თან იმედს ვიტოვებთ, რომ ხელოსანთა სიაში, მაწანწრელები თავიანთ წინაპარსაც აღმოაჩენენ, რაც ისტორიების მეტად შევსებაში დაგვეხმარება. 41 თელაველი ხელოსნების სია ოქრომჭედელ ჯემალ სანდოშვილის მასალის მიხედვით 1. აბდულა – ლეკი ოქრომჭედელი(„ბრილიანტშიკი“); 2. არუთინოვი გიორგი გეურქას ძე 49 –(დოხაბური. 1884 წ.) – მჭედელი, ნალბანდი; ქ. თელავი, გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. აკეთებდა რკინის ნაწარმს, თოხს, ბარს, ცელს, ნიჩაბს, გუთნის ნალს, ყაირას, 50 ეხმარებოდა სოფლებს და კოლმეურნეობებს საქონელს უნალავდა. ათი წლის მიაბარეს შეგირდად მჭედელთან(ნალბანდი): პირველად სამჭედლოში აწესრიგებდა სამუშაო პროცესს, ეხმარებოდა საბერველზე. თექვსმეტი წლისას უკვე ჩაქუჩით დარტყმა ასწავლეს. 19-20 წლისა ქარგლად გადაიყვანეს, უკვე დამოუკიდებლივ ფლობდა ხელობას. რევოლუციამდე მომთაბარე საქმიანობას ეწეოდა თელავის რაიონის სოფლებში. აკეთებდა ნალს და სხვადასხვა რკინის ნაწარმს, აგრეთვე ნალბანდობდა. 20 წლის ასაკში დაოჯახებულ გიორგი არუთინოვს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, თელავში უკვე საკუთარი სამჭედლო ჰქონდა, ახლანდელი უნივერმაღის,„ყადორის“ ადგილზე. ყავდა სამი შეგირდი(1. ბაღინოვი იოსება, ბოღლორწოშვილი ალექსი, 3. დიასამიძე ლადო(ძგვლიბას ბიჭი)) და ერთი ქარგალი(ქიტიაშვილი ნიკა ველისციხიდან). 1933 წელს, კოლექტივიზაცის პერიოდში, მუშაობდა სხვადასხვა სოფლებში სამჭედლო და სანალბანდო საქმეზე. 1940იან წლებში, 14 წლის განმავლობაში პატენტით მუშაობდა არტელში, სოფლებში – ნასამხრალში(ნასომხარი), ვანთა, წინანდალი, შალაური, ბუშეტი, აკურა. 1945-47-ში სამჭედლო გადაიტანა ჯერ ახლანდელი თელავის 51 „სანტექნიკის“ მაღაზიის ადგილზე. შემდეგ კი მის ქვემოთ ახლანდელი თევზის მაღაზია„ოკეანის“ ადგილზე აკეთებდნენ ყოველგვარ რკინის ნაწარმს. დავალებული ჰქონდა წელიწადში გამოეზარდა ერთი კაცი – შეესწავლებინა სამჭედლო საქმე სხვადასხვა კოლმეურნეობიდან, ე.ი. წელიწადში რამდენიმე(10-12 შეგირდი) კაცი, რომლის გამოც სახელმწიფო უხდიდა ხელფასს, კოლმეურნეობა კი უწერდა შრომადღეებს. ლითონისგან ამზადებდნენ – იარაღებიდან: ცელს, წალდს, სავაზნეს, ნამგალს, სათულეს(ხორცის საჭრელი), გუთნის სახნისებს, თოხს, ბარს, ყაირს, ნალს. პენსიაზე გასვლის შე42 მდეგ მუშაობდა სახლში პატენტით და ამზადებდა იგივე პროდუქციას, რომელსაც თელავისა და ველისციხის ბაზარზე ყიდდა(გადაღებულია კინოში„მაია წყნეთელი“). დილით სამუშაოდ გადიოდა ხუთ საათზე (ქარხნის საყვირის მიხედვით), იყო ცნობილი, როგორც სუფთა ხელოსანი, განთქმული მომლხენი, მოქეიფე, მომღერალი კაცი, იყო სტუმრის მოყვარე. სვამდა ნორმალურად ხელადას(ორი ლიტრა). 1950-იან წლებში ცული ღირდა 5 მანეთი; ნაჯახი, წალდი და თოხი – 3 მანეთი; ნალი 4 ცალი ე.ი. ერთი დანალვა ღირდა 3 მანეთი; 3. არუთინოვი ერვანდა გიორგის ძე – მჭედელი. თელავი – 1926 წ. 13 წლისა მიიყვანა მამამისმა თავისთან. შეგირდად მუშაობდა 5-6 წელი, შემდეგ ქარგლად გიორგი არუთინოვის სიცოცხლის ბოლომდე. შემდეგ დამოუკიდებლივ ოსტატად. იყო მჭედელი-ნალბანდი; 4. ახპატელოვი გიორგი – მეთუნე; 5. ბაბოევი ლავრენტა – მეჭურჭლე; 6. ბეგიჯანოვი არტემა – მეტიკე, ტყავის გამომყვან-შემკერი; 7. ბეგიჯანოვი შამონა არტემის ძე – დაბადებულა 1880 წელს, გარდაცვლილა 1962 წელს. იყო მეტიკე – ტიკის გამკეთებელი, ტყავის გამომყვანი, შემკერი; 8. ბეგიჯანოვი გრიგოლ შამონას ძე 52 – დაბ. 23.10.1926 – მეთუნე, მეტიკე. მეჭურჭლეობა დაიწყო 1944 წელს, 18 წლის ასაკში; ერთი წელი შეგირდად იდგა ტიტია ნოდარის ძე ქურციკაშვილთან, თელავში, 1905 წლის ქუჩაზე. თიხას მოიპოვებდნენ ლიტრებისთვის, სურებისთვის იყალთოდან; ქოთნებისათვის წითელ, ცეცხლგამძლე თიხას კი – თელავიდან და[...] ხევიდან. მზადდებოდა ქოთანი ლობიოსთვის, კეცები თონესთვის; 9. ბეგიჯანოვი აბელა 53 – მეთუნე; 10. ბეგიჯანოვი აბესა(ღლაცანა) – მეჭურჭლე – შვილი მზარეული; 11. ბიძულაშვილი ალექსა – მეაკვნე, სიძე მეაკვნე; 12. ბუიშვილი მიხაკა – თელავი, ხის ოსტატი; 13. გაძაბულაძე ვალოდია – ბონდერი, ომის ვეტერანი; 14. გვიმრაძე ნიკო – მეთუნე; 15. დევიძე ვანო – მეთუნე-მოლექსე. ცხოვრობდა სამკერვალო ფაბრიკის წინ; 16. დევიძე დავითი – მეთუნე(ჰყავდა ცხრა შვილი, ქალები); 17. დევიძე გიგლო – მეჭურჭლე, მეთუნე; 43 18. დევიძე სანდრო გიორგის ძე(ჩიტო/ჩიტუა) – დაბაღი, 1884 წ., 76 წლის გარდაიცვალა. 17 წლის გახდა შეგირდი ოსტატ დარჩია ვარდიაშვილთან. ასევე იყო დაქირავებული ხელოსანი სხვადასხვა„ხაზეინებთან“. ხელფასი 4 მანეთი; 19. დოდაძე პავლე – მესაკირე; 54 20. დოვლათოვი არტემა – მეჭურჭლე; 21. დოვლათოვი აკოფა – მეჭურჭლე; 22. ეღუფოვი არშაკა – მოწაფე, დაბაღი- არ დაბრუნდა მეორე მსოფლიო ომიდან; 23. ვაწაძე გიორგი – მეურმე, ხელოსანი; 24. კევლიშვილი ალექსი შალვას ძე – ოქრომჭედელი. დაიბადა 1946 წლის 4 თებერვალს, ქ. თელავში. დაამთავრა თელავის ხატვის 4-წლიანი სკოლა 1966 წელს. გააგრძელა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1969 წელს, რომელიც დაამთავრა 1974 წელს; 25. კიკნაძე ალექსი(ცქვიტი) ფირუზის ძე – დაბაღი, დაბადებულა 1907 წლის 1 ივნისს, 81 წლის. იგი 11 წლის მიუბარებიათ შეგირდად ოსტატ აბელა(ქორაანთი) ავეტიკოვთან. სამი წლის შემდეგ გადაიყვანეს ოსტატად. შეგირდობისას ხელფასი კვირაში ჰქონია 10 შაური. ამუშავებდნენ ყველანაირ ტყავს: ცხენის, სახედრის, ცხვრის, ბოჩოლის, კამეჩის, ხარის, ღორის, თხის ტყავს; 26. ლეგაშვილი შალიკო – მეჭურჭლე, შვილი მზარეული; 27. ლეგაშვილი მიშა – კრამიტის ოსტატი, მეპურე, შვილი მზარეული; 28. ლეგაშვილი დათა ილოს ძე – მეთუნე-მეკრამიტე, სოფელი ვარდისუბანი; 29. ლეგაშვილი ნიკო ილოს ძე – დაბაღი, ხარაზი(1888, 10, 12), ცხოვრობდა „ხერგილის“ სასადილოს გვერდით, პირველი სახლი; 30. ლეგაშვილი ვასილი ილოს ძე – ხარაზი, დაბაღი, დაიბადა ვარდისუბანში 1900 წელს, გარდაიცვალა 78 წლის ასაკში, 1978 წელს, თელავში. 13-14 წლისა შეგირდად მისულა ვინმე ხანჯალაანთან. შეგირდად ყოფილა 3-4 წელი. შემდეგ დამოუკიდებლად გაუხსნია სახელოსნო ზემო ხოდაშენში. რამდენიმე ხნის შემდეგ გაერთიანდა არტელში, რომელიც მდებარეობდა ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან, ცოტა ქვემოთ. ბოლო წლებში პატენტით მუშაობდა კახეთის სოფლებში – მატანში, პანკისის ხეობაში, სოფელ ალვანში. ნაწარმს ასაღებდნენ, ყიდდნენ, ცვლიდნენ ახმეტაში. გამოჰყავდა ტყავი – საპირე და საძირე, კერავდა ყურიან ჩუსტებს; 44 31. ლეგაშვილი მიხეილი ვასილის ძე – აგურის, კრამიტის მჭრელი(მეთუნე), დაბადებული 1925 წელს, 2 მარტს ქ. თელავში, ამჟამად 64 წლისაა. ხელობა ისწავლა ბიძისგან(დათა ლეგაშვილი, სოფელი ვარდისუბანი). 30 წლის ასაკიდან მუშაობდა ბინაზე. ჭრიდა 55 ქართულ კრამიტს, ქართულ აგურებს, რუსულ აგურს; 32. მარტირუზოვი გიორგი ტიგრანას ძე – გრავიორი – დაბად. 1940 წ. სწავლობდა თოიძეში(1960) ფერადი ლითონების გრავირებას. 1964-1989 წლებში მუშაობდა თელავის ხატვის სკოლის მასწავლებლად. 1. ძირითადი გატაცება ხეზე გრავირება. 2. გრავირება ლინოლიუმზე(ლინოგრავირება). 3. გრავირება ორგანულ მინდაზე(ცელოვიდი). 4. ცარციანი მუყაო(გრაფიკა) 5. შავი მანერა(წერტილოვანი მეთოდი)... ლითონში გრავირება – ვიღებთ ფერადი ლითონის(სპილენძი, თითბერი, ალუმინი) 0,3 მმ. ფურცელს(სასურველ ზომას). ლითონს წავუსვავთ თეთრ გუაშს. შავი კაპიროვკით გადაგვაქვს კომპოზიციის კონტურები და ვიწყებთ ტიხრებით კონტურების ამოკვეთას. შემდეგ ვიწყებთ ჩრდილ-განათების შექმნას. შტრიხების სახეობები: წვერიანი შტრიხელები სხვადასხვა ზომის 1-დან 7 ნომრამდე(უფრო 4 ნომრამდე); 33. მარქაროვი ალექსი(პეტრუზაანთი) – დაბაღი; 34. მეტრეველი ერმანა – მჭედელი, ნალბანდი; 35. მექვაბე შოთა – განჯელების წყალთან; 36. მიკირტუმოვი ბაღდია – დაბაღი; 37. ნაზაროვი ალექსი – დაბაღი; 38. ონიკოვი(ონიკაძე) მიხაკა სტეფანეს ძე – მეთუნე,(1909 – 1987 წწ.) მეთუნეობა ისწავლა მამისგან, სტეფანესგან. პირველად მუშობდა მესაკირედ, შემდეგ 50-60 წლის ასაკში დაუწყია ჭურჭლის ჭრა; 56 39. ოსეფოვი ტიგრანა – მეჭურჭლე; 40. პოღოლოვი გიო – დაბაღი; 41. რატიანი გრიშა მიხეილის ძე – მეთუნე, მეჭურჭლე; 42. რატიანი იოსება – დაბაღი; 43. რევაზოვი შაქრო – დაბაღი; 44. რევაზოვი მალხაზი(შაქრო და მალხაზი იყვნენ ძმები) – დაბაღი; 45. რევაზოვი გიგო – მოწაფე – დაბაღი; 46. სანდოშვილი ტიტია(დიმიტრი) 57 – მეთუნე-მეჭურჭლე; 47. სანდოშვილი ელიზბარ(სანდოშვილი ტიტიას ვაჟი) – დურგალი, მშენებელი. იცოდა 20-ზე მეტი ხელობა; 58 45 პავლე დოდაძე მეგობრებთან(მათ შორის, მაწანწრელ ხელოსნებთან) ერთად, საკუთარი ფაეტონით. დოდაძეების საოჯახო არქივი. 46 47 48. საფაროვი გრიშა – ხეზე მჭრელი; 49. სეიფულა, ლეკი – ოქრომჭედელი – მაწანწარა(შვილი ქალი, 60 წლის); 50. სერებრიაკოვი იგორი –„ბრილიანტშიკი“. ჰქონდა საკუთარი დუქანი (ძლიერი მედუქნე); 51. სერებრიაკოვი დიმიტრი იგორის ძე(1890-1963 წ.) – ოქრომჭედელი მამა-პაპა- ოქრომჭედელი იყო. ათი წლიდან დაიწყო ხელოსნობა. აკეთებდა ქამრებს, ხანჯლებს, სამაჯურებს, დახვრეტილ ფულებს(ღილებს). ბეჭდებს, კოვზებს, ხანჯალს – გრავირებული სევადით, საყურეს ბურთულით, ჯვარს – ოქროსა და ვერცხლის, ქამარი ბითუმის – მთლიანი ვერცხლი მოუოქროვებია; 52. სერებრიაკოვი ალექსანდრე იგორის ძე(1897-1975 წ.) – ძმები[ძმა, სერებრიაკოვი დიმიტრი] მუშაობდნენ ერთად. ყავდათ ორ-ორი შეგირდი [...]. ხანჯლის ტარები კეთდებოდა ვერცხლით, ასევე რქის. რქის ტარს დამზადებულს ყიდულობდა. აკეთებდნენ ცხენის უნაგირს – მოსართავებით. სეზონზე, 3-4 თვით მიდიოდნენ მთაში – ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში. მუშაობდნენ გაცვლაზე – ერბო, ყველი, კარაქი; 53. უთმელიძე მირიანი – მეჭურჭლე; 54. ფარნაოზოვი შაქრო(ზახარა) გიორგის ძე – ხარაზი, ყავდა ქარგლები, იყო კარგი ხელოსანი, კერავდა ხარაზულ ჩუსტებს კაცებისა და ქალებისათვის. 60-62 წლის ასაკში დაავადდა ციებ-ცხელებით; 55. ფარნაოზოვი ალექსი გიორგი ძე – ხარაზი; 56. ქურციკაშვილი დიტო ვასილის ძე – მეთუნე-მეჭურჭლე. დაიბადა 1888 წელს სოფელ ვარდისუბანში, გარდაიცვალა 1970 წელს თელავში, 72 წლის ასაკში. 16 წლისა მიუბარებიათ ოსტატთან, გიორგი ახპატელოვთან. შეგირდად ყოფილა 2 წელი, შემდეგ კი აიყვანეს ამხანაგად სახელოსნოში, დაახლოებით 4-5 წლით. დაქორწინების შემდეგ დაიწყო პატენტით მუშაობა საკუთარ სახელოსნოში, ბინაზე. შემდეგ, სამიოთხი წლის განმავლობაში მუშაობა არტელში,„წითელი თელავი“, გადავიდა„კომუნისტურ საწარმოთა კომბინატის არტელში“. ერთი წლის განმავლობაში ავადმყოფობის გამო არ უმუშავია. მორჩენის შემდეგ კი ბინაზე გააგრძელა მუშაობა პატენტით. თიხას ალბობდა ორმოში, რომელსაც„ტოლას“ ეძახდნენ. დამბალი იყო თუ არა, სინჯავდა ჯოხით. ჯოხს ჩაურჭობდა თიხაში, თუ ჯოხი რბილად ჩავიდოდა, ე.ი. დამბალი იყო, ხოლო თუ მაგარი იყო, ე.ი. ეკლდა წყალი და ჩაუმატებდა წყალს. ერთი ქურისთვის ამზადებდა 50 კოკას, 100 სურას, 150-200 ლიტრს, 48 ტოლჩას, სახაშეს, 40 ყვავილის ქოთანს, 3-4 ლიმონის ქოთანს. ღვინისთვის აკეთებდა„გოზაურებს“(ჩაფიანებს, 18 ხელადა) დაახლოებით ორი კოკის სიმაღლე(საყურე თიხას ტასტკელი ერქვა). ხელის ფიცრიდან დარჩენილ თიხას ერქვა ლოხმა. ლოხმა იხმარებოდა ხელის დასასველებლად, ჭურჭელზე წასასმელად გაკეთების პროცესში. სჭრიდა: გოზაურს, სადღვებელას, კოკას, მწნილის ქილას, სურას, ლიტრა-ხელადას, ჩარექას(ლიტრიანი) ჭინჭილას, სახაშეს, ღვინის ფიალებს, ჯამებს, ლობიოს ქვაბებს, ლიმნის ქოთნებს, თიხის სტვირს, ჩანახის ქვაბს, კეცებს, ღამის ვაზას(„გორშოკი“). ჭურჭელს ყიდდა ქუჩაში სახლის წინ, გაჰქონდა დღეობებში, მიჰქონდა სოფლებში, ველისციხის ბაზრობაზე; 57. იკაშვილი ტიტია(ტიტა) ნოდარის ძე, მეჭურჭლე, ცხოვრობდა თელავში –„1905 წლის ქუჩაზე“. 58. ღარიბაშვილი ლადო – მეჭურჭლე; მისი შვილი ვალიკოც ამ ხელობას გაჰყოლია, შვილიშვილი კი მზარეული ყოფილა; 59 59. ღარიბაშვილი ვალიკო ლადოს ძე – მეჭურჭლე; მისი შვილი – მზარეული; 60. ღვთისიაშვილი ვასო – მექვევრე(წარმოშობით ვარდისუბნელი); 61. ყარაულაშვილი ვანო – მჭედელი(მიშას მამა); 60 62. ჭიჭიკოშვილი გიორგი – მეაკვნე; 61 63. ძამუკოვი, ძამუკაშვილი მიხა(ფიფლო) 62 – ქვის მთლელი. ქვა მოჰქონდა ლოპოტას ქვა-მთიდან. ოქრომჭედელ ჯემალ სანდოშვილის მიერ, 1980-იანი წლების მიწურულს აღრიცხულ ხელოსნების ნაწილს, 2019-2020 წლებში, ჯერ კიდევ იხსენებდნენ მაწანწრისა და მისი მომიჯნავე, დაბახნების, უბნების მცხოვრებლები. ჩვენი რესპონდენტები ძველი თაობის ხელოსნების ან უშუალო შთამომავლები, ან მეზობლები არიან. მათი მონათხრობიდან აშკარად ჩანს, რომ აქ, ამ უბნებში, უმეტესად ერთი გვარი, ოჯახი მისდევდა ერთ ხელობას, თუმცა გვხვდება ოჯახები სხვადასხვა დარგის ხელოსნებით. მეთუნეები და დაბაღები მაწანწარა-დაბახნებში ყველაზე მეტნი ყოფილან, თუმცა ხარაზები, დურგლები და მჭედლებიც ხშირად გვხვდებიან. მაწანწარა-დაბახნების უბნები ერთიან კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეს ქმნიდნენ და ამის დასტური თავად უბნების გეოგრაფიაა. თელაველი ვანო ფეიქრიშვილი, რომელმაც ბავშვობა სწორედ 49 მაწანწარაზე გაატარა, იხსენებს, რომ უბნიდან 63 ცენტრისკენ თითქმის არასოდეს დადიოდნენ ჭავჭავაძის ქუჩით და დასძენს –„ჩვენი გზა დაბახნებზე იყო“. სამომავლოდ აქ, ალტერნატიული კულტურული და ტურისტული მარშრუტების განვითარებაზე მუშაობის პროცესში, მაწანწარა-დაბახნები(და მთლიანად ჩოლოყაშვილის ქუჩის და ძველი გალავნის მიდამოები), ასევე ერთიან კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, მანამდე კი ქალაქის ამ უძველესი და კოლორიტული უბნების უახლესი ისტორიაც გავიხსენოთ. მეთუნე მიხეილ სტეფანეს ძე ონიკაძე. მამუკა რატიანის საოჯახო არქივი. შენიშვნები 1 ლ. რჩეულიშვილი,„თელავი“, თბ. 1963 წ., გვ. 12. 2 ქართულ ლიტერატურაში„ქსნის ხეველის“ ფსევდონიმს იყენებდა გრიგოლ ორბელიანი, ამის გამო თელავის შესახებ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში, ეს კონკრეტული ხელნაწერი,„კახეთის აღწერა“, მიწერილი აქვს გრიგოლ ორბელიანს, რაც, შესაძლოა, მცდარი იყოს, რადგან,„ქსნის-ხეველის“ ფსევდონიმით წარმოდგენილი ტექსტი, ავტორის მიერვე დათარიღებულია 1886 წლით, გრიგოლ ორბელიანი კი 1883 წელს გარდაიცვალა. ქართულ სინამდვილეში ხშირია, რამდენიმე პირის მიერ ერთი ფსევდონიმის გამოყენების შემთხვევები და, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე. პიროვნების ვინაობის დადგენა კონკრეტული სამეცნიერო წრის სამომავლო საქმეა. 3 უნდა იგულისხმებოდეს კომლი. 4 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინსტიტუტი,„ქსნის ხეველი“, 12 მაისი, 1886 წ., ხელნაწერი „კახეთის აღწერა“ 5 256, VIII გვ. 4-6. 5 ნ. აბესაძე,„კახეთის ქალაქების ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლისათვის“, წიგნში, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, თბ. 1975 წ., გვ. 5. 6 ნ. აბესაძე,„ქალაქ თელავის ხელოსანთა ამქარი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, ტ. XX, თბ. 1979, გვ. 45-50; ი. ნანობაშვილი,„საამქრო ნაგებობანი თელავში“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. II, თბ. 1963 წ., გვ. 511-513. 7 ძველ გალავანში შემორჩენილია კახეთის მეფე კვირიკე დიდის(კვირიკე III, 1010-1037 წწ.) დროინდელი ციხე-გალავნის ნაშთები, რის გამოც ამ უბანს ძველი გალავნის უბანსაც უწოდებენ; ხოლო„ახალი გალავანი“ ეწოდება თელავის ცენტრში მდებარე მეფე არჩილის მიერ აშენებულ„ბატონის ციხეს“. 8 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„მასალები თელავის ქუჩების ისტორიისათვის“, წიგნი პირველი, 1967 წ., გვ. 107. 9 გ. მელითაური, გაზეთი„კოლმეურნის ხმა“, 1957 წ., 17 ნოემბერი, №136, გვ. 3. 10 მ. თვალიაშვილი,„თელავი“, განაშენიანება, ქუჩები, ბაზრები, ხელოსნობა, ამქრები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში:[მონოგრაფია], თბ. 2018 წ., გვ. 20. 11 მიხეილ ონიკაძის მონათხრობი, 11.08.2020. 12 გაზეთი„ახალი განათლება“, 2019 წ., 24.30.10, მ. გოგბაიძე,„იაკობ გოგოებაშვილი და თელაველი სახალხო მასწავლებლები“. 13 თ. ვახტანგიშვილი, თ. სიმაშვილი,„თელავი- წარსული და თანამედროვეობა“, თბ. 2020 წ., გვ. 59. 14 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„თელავი“ მეგზური, 1972 წ., გვ. 2. 15 გაზეთი„ალაზნის განთიადი“, 22 აპრილი, №49, 1967 წ.,„თელავისა და მისი შემოგარენის აღწერა“. 16 გაზეთი„ივერია“, 1895 წ., 11 ნოემბერი, №245, გვ. 4. 17 მიხეილ ონიკაძის მონათხრობი, 11.08.2020. 18 გაზეთი„ივერია“, 1888 წ., 5 იანვარი, №2, გვ. 2. 51 19 გაზეთი„ივერია“, 1888 წ., 9 ივნისი, №120, გვ. 2. 20 მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი კავკასიის მეფისნაცვალი იყო 1862-1882 წლებში. 21 გაზეთი„დროება“, 1867 წ., 21 აპრილი(3 მაისი) №16, გვ. 3. 22 იქვე, გვ. 3. 23 პროფ. ლეონ მელიქსეთ-ბეგი,„მასალები თბილისის ამქართა 1865 წლის„გამოსვლის“ ისტორიისათვის“, თბ. 1947 წ., გვ. 7. 24 იქვე, გვ. 32. 25 ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტომი XV, პუბლიცისტური წერილები, თბ. 2007 წ., გვ. 27-28. 26 ფილიპე გოგიჩაიშვილი,„ხელოსნობა საქართველოში“, თბ. 1976 წ., გვ. 103. 27 გიორგი მელითაური – თელავის მაზრის განათლების განყოფილების თანამშრომელი 1920-იან წლებში. 28 ფილიპე გოგიჩაიშვილი,„ხელოსნობა საქართველოში განსაკუთრებით წარმოების პრიმიტიული ფორმების გათვალისწინებით“/ თარგმ. გერმ. ნ. გამრეკელისა, თბ. 1967 წ., გვ. 121. 29 გაზეთი„ივერია“, 1902 წ. 21 აპრილი, №84, გვ. 1-2. 30 გაზეთი„საქართველოს რესპუბლიკა“, 1918 წ., 20 სექტემბერი, №46, გვ. 1-ელი. 31 დ. კომახიძე,„არტელი საკოლმეურნეო წარმოების ძირითადი ფორმაა“; გაზეთი„მშრომელი ქალი“, 1935 წ., ივნისი, №6, გვ. 13-14. 32 ჟურნალი„არჩევნები და დემოკრატია“ №1; 2020 წ., გვ. 7. 33 საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის 120-ე მუხლის თანახმად, ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ: 1) მოქალაქეებს, რომლებიც დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით იყენებდნენ; 2) მოქალაქეებს, რომლებიც შრომის გარეშე მიღებული შემოსავლით ცხოვრობდნენ, როგორებიცაა: კაპიტალიდან მიღებული პროცენტი, საწარმოდან მიღებული შემოსავალი, ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და ა.შ.; 3) კერძო მოვაჭრეებს, სავაჭრო და კომერციულ შუამავლებს; 4) მონაზვნებსა და საეკლესიო ან რელიგიური კულტის სასულიერო პირებს; 5) მენშევიკური ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს პერიოდში – პოლიციის ან განსაკუთრებული დანაყოფის მოსამსახურეებსა და აგენტებს; 6) პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ფსიქიკურად ან გონებრივად დაავადებულად იყვნენ ცნობილი, ასევე, მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს; 7) პირებს, რომლებიც გასამართლებული იყვნენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ანგარებისა და ცილისმწამებლური დანაშაულებისთვის. 34 მაგ., იხილეთ,„საარჩევნო უფლებას მოკლებულ პირთა სია(ქალაქ ტფილისში)“, ტფ., 1930 წ. 35 Лебина Н.Б. Повседневная жизнь советского города: Нормы и аномалии. 1920-1930 годы. СПб.: Журнал„Нева“ – Изд.-торг. дом„Летний сад“, 1999. Ст.101. 36 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, თელავის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტი, ფონდი №1469 წ., საქმე №20, გვ. 31. 37 იქვე, გვ. 22. 38 იქვე, გვ. 21. 39 იქვე. 40 Кабо Е.О. Очерки рабочего быта: Опыт монографического исследования домашнего рабочего 52 быта. Т. 1. М.: Книгоиздательство ВЦСПС, 1928 г., Страница 118. 41 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი 491, წიგნი 2, საქმე №3, ,,ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება“, 1957 წ., გვ. 20. 42 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი. 04.08.2020. 43 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი 491, საქმე №2,„ზოგიერთი ცნობები ქალაქ თელავის ცხოვრებიდან. 1954 წლის 1 იანვრისთვის“, გვ. 14-15. 44 გიორგი ჯაშიაშვილი- ქალაქ თელავის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი 1950-იან წლებში. 45 იქვე, გვ. 15 46 მოკალვა- სპილენძის ჭურჭლის ზედაპირების დამუშავება კალით. იხ. აქვე. გვ. 102. 47 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი 491, საქმე №2,„ზოგიერთი ცნობები ქალაქ თელავის ცხოვრებიდან. 1954 წლის 1 იანვრისთვის“, გვ. 17. 48 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი 491, საქმე №8,„დასაწყისიდან“, 1973 წ., გვ. 14. 49 ჩანაწერი გაკეთებულია 12.01.1989 წელს. 50 ყაირი- ცხენის, ხარის და სხვ. დასაჭედი მსხვილთავა ლურსმანი. 51 იგულისხმება 1980-იანი წლების მეორე ნახევარი. 52 ჩანაწერი გაკეთებულია 09.12.1988 წელს, ამ დროისთვის რესპონდენტი 62 წლის იყო. 53 იხ. აქვე, გვ. 200. 54 იხ. აქვე, გვ. 220. 55 სიტყვა„ჭრა“ იყო ხელოსნების ტერმინი და აღნიშნავდა თიხის ჭურჭლის ან სხვა ნივთების დამზადებას. 56 იხ. აქვე, გვ. 214. 57 ოქრომჭედელ ჯემალ სანდოშვილის პაპა. 58 ოქრომჭედელ ჯემალ სანდოშვილის მამა. 59 იხ. აქვე, გვ. 229. 60 იხ. აქვე, გვ. 128. 61 იხ. აქვე, გვ. 111. 62 იხ. აქვე, გვ. 163. 63 რესპონდნენტი გულისხმობს მონაკვეთს ვარდისუბნის ხევიდან მაწანწრის ხევამდე ანუ დღევანდელ სასტუმრო„რჩეულამდე“. 53 54 მაწანწარა- ის, რასაც მის შესახებ ჰყვებიან 55 უბნის დასახელებისა და საზღვრების შესახებ ილია ჭავჭავაძის გამზირი მაწანწრის უბნის მთავარი არტერიაა. ქუჩა, რომლითაც თბილისის და ახმეტა-თიანეთის მხრიდან მოსული სტუმარი ქალაქში შემოდის. მაწანწარა, თელავის ეს ერთ-ერთი უძველესი უბანი, ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, ან უნდა იყოს და ამისათვის ბევრია სამუშაო. ამ უბანს განსაკუთრებულობას აქ მცხოვრები ადამიანები, გამორჩეული ისტორია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების სიმრავლე სძენს. თანამედროვეთა განმარტებით, უბანს„მაწანწარა“ ისტორიულად აქ მრავლად მომდინარე წყლის(ხევისა თუ ქუჩის წყაროების) გამო ეწოდა. 1 ტერიტორიის სწორი რელიეფიდან გამომდინარე, აქ მდებარე ხევებში მთებიდან მომავალი ხევის წყლები ძალას კარგავენ და შედარებით ნელა მიედინებიან – მიწანწკარებენ. მაწანწარა ეწოდება თელავის რიყის შენაკადს, პერიოდულ მდინარეს, რომელიც მაწანწრის ხევში მოედინება და უბანს თითქოს ორ ნაწილად ყოფს. 2 ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა„მაწანწარა“ მაწანწალადან მომდინარეობს:„მაწანწარა, როგორც დასახლება, დაარსებულა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, დაახლოებით 1830-40 წწ. მანამდე ამ ტერიტორიაზე ყოფილა სახნავ-სათესი ადგილები და ტყეები, რომლებსაც ეძახდნენ ე.წ.„ახოებს“. მათ შორის ყოფილა ხევი, რომელიც ახლაც არის„მაწანწრის ხევის“ სახელწოდებით. ამ ხევს არ ჰქონია კალაპოტი და წარამარა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და ამიტომ მისთვის დაურქმევიათ„მაწანწალა ხევის“ უბანი. შემდგომში შეცვლილა ეს სახელწოდება და დღემდე შემორჩა„მაწანწარა“, – ვკითხულობთ მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკაში დაცულ წერილობით მასალაში, რომელიც ამ ბიბლიოთეკის ისტორიას ინახავს. რაც შეეხება უბნის საზღვრებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. ნაწილი„მაწანწარად“ მიიჩნევს ტერიტორიას ე.წ.„ვარდისუბნის ხევიდან“(ქალაქში შემოსასვლელი გომბორის მხრიდან) დაბახნების აღმართამდე. 3 ხოლო, სხვანი –„მაწანწარად“ მოიხსენიებენ„ვარდისუბნის ხევიდან“ დაწყებული ბაზრის გზაჯვარედინამდე, ანუ ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთს მთლიანად და მიმდებარე პატარა ქუჩებსა და ჩიხებს. 4 ვარდისუბნის ხევიდან ქუჩის შემოსასვლელში ერთ-ერთ მონაკვეთს ხერგილად 56 კახეთის რეგიონალური არქივი, ფონდი № 491, საქმე № 3, (ქალაქ თელავის დაგეგმარების და რეკონსტრუქციის პროექტი) 57 აღწერა №1, გვ. 16. 58 მოიხსენიებენ. ხერგილი ნიშნავს მოჭრილი ან წაქცეული ხეების გროვას, რომლითაც გზა საჭიროებისამებრ იხერგებოდა, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს. ომიანობის დროს ის მტრის ჯარის შემაფერხებელ ფუნქციას ასრულებდა, მშვიდობიანობის დროს კი, აქ სავარაუდოდ, საპოლიციო დანიშნულების პუნქტი იყო განლაგებული, რომელიც ქალაქში შემომავალ მგზავრებს აკონტროლებდა. ამ ადგილას, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მდებარეობდა კვების ობიექტი, დუქანი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჯერ სასადილოდ, შემდეგ კი რესტორნად გადაკეთდა და დღემდე „ხერგილი“ ეწოდება. „უფროსი თაობის მაწანწრელებმა მითხრეს, რომ მაწანწარა იწყებოდა მეჭურჭლე შალიკო პოღოსოვის სახლით და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხიდთან მთავრდებოდა. იქ, სადაც მეაკვნეები სახლობდნენ“, – იხსენებს ისტორიკოსი, მაწანწრელი თამარ თამარაშვილი. მაწანწარას სხვა ისტორიული უბნებიც ესაზღვრება – ყადორის ბორცვი თავისი ძველი გალავნით, ზუზუმბოს ბორცვი და დაბახნები. ამ უბნებს ერთმანეთთან ქუჩების, შესახვევების, ვიწრო კიბეებისა და ჩიხების ქსელი აკავშირებს და მთელი ეს მიდამო ერთიანობაში ძველი ქალაქის უნიკალურ იერსახეს ქმნის. წინამდებარე კვლევაში უბნის ფართო საზღვრებით ვიხელმძღვანელეთ და კვლევის ფოკუსი მაწანწარა-დაბახნებზე, როგორც ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ არეალზე მივმართეთ. ამ ერთიანობას, სხვა მიზეზთა შორის, ერთმანეთთან დაკავშირებული ხელოსნური წარმოებებიც განაპირობებდა. აქაურობის ხელოსნური წარსულის ხელახალი აღმოჩენა კი, პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. მაწანწარაზე ისტორიულად სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა, რამაც ამ უბანში ვაჭრობა-ხელოსნობის ტრადიციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. თუმცა აქ ხელოსნობის რიგი დარგების განვითარება დამატებით წყალთან, მაწანწრის ხევთან სიახლოვემაც განაპირობა. დროთა განმავლობაში მაწანწარა ხელოსნების კომპაქტურად დასახლებულ უბნად ჩამოყალიბდა. ასეთივე უბანი იყო მომიჯნავე დაბახნები, სადაც ტყავის ოსტატები ცხოვრობდნენ და ძველი გალავნის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც სხვადასხვა დარგის ხელოსანი სახლობდა. XVIII-ს-დან მოყოლებული, მაწანწრის ქუჩა, საკმაოდ მოძრავი და ხალხმრავალი უნდა ყოფილიყო, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიმოდიოდა: აქ შემოდიოდნენ თბილისიდან, ახმეტიდან მომავალი 59 მგზავრები:„ეს იყო ამ მხრიდან ქალაქში ერთადერთი შემომსვლელი და გამსვლელი გზა. სხვა ქუჩა მაშინ არ იყო. ახმეტის ან თიანეთის მხრიდან რომ მოდიოდნენ და ბაზარში გასაყვანად საქონელი მოჰყავდათ, ღამეს აქ ათევდნენ ხოლმე, რომ ვერ ასწრებდნენ ერთ დღეში მიმოსვლას“. 5 ამავე ქუჩას გადიოდნენ კახეთის აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ყვარლის, გურჯაანის, საგარეჯოს მხრიდან მომავალი მომლოცველები, რომლებიც ალავერდში, აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიასა და შუამთაში მიემართებოდნენ:„ეს ქუჩა ძალიან ძველი ქუჩაა. დღეობების დროს, ალავერდობა იყო თუ სხვა, თურმე სულ ამ ქუჩაზე დადიოდნენ ცხენებიანი და გადაფარებულთავიანი ურმებით. გამოვიდოდნენ ქუჩის მცხოვრებები გარეთ და დიდი მისალმებებით ჩაივლიდნენ ეს ურმები. ძალიან მხიარული სვლა ყოფილა. სოფლებიდან მოდიოდნენ და სალოცავად მიემართებოდნენ. ასე ვიცი გადმოცემით“. 6 მაწანწრის უბნისა და დაბახნების აღმართის მიმდებარედ,„ძველ გალავანში“, რომელიც შაჰ-აბასის შემოსევების 7 (1614-1617 წ.წ.) შემდგომი პერიოდიდან გაუდაბურებულ ადგილს წარმოადგენდა, ერეკლე II-მ ყარაბაღიდან და განჯიდან საცხოვრებლად მიიღო 60-მდე სომხური ოჯახი: „გასული საუკუნის ბოლოს(იგულისხმება XVIII საუკუნე) მეფე ერეკლემ გამოიძახა ყარაბახიდან და ელიზავეტოპოლიდან 60 ოჯახამდე ადგილობრივი სომხები, რომლებიც ეძებდნენ მასთან დაცვას მუსულმანებისგან და აჩუქა მათ ძველი ქალაქის ყველა ადგილი“, – ვკითხულობთ 1851 წლის „ Kавказский Kалендарь “-ში გამოქვეყნებულ თავად ანდრონიკოვის წერილში. 8 თელავის ისტორიკოსი გიორგი მელითაური იმეორებს ამ მოსაზრებას და ასე აღწერს XVIII საუკუნის II ნახევრის მოვლენებს:„მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ერეკლე მეორემ ყარაბაღიდან და განჯიდან გადმოასახლა სომხების 60 ოჯახი, რომლებიც შველას სთხოვდნენ ერეკლეს, რადგან მუსულმანი ბეგებისგან ძალიან შეწუხებულნი იყვნენ. ამ სომხების 60 კომლს ერეკლემ აჩუქა ძველი გალავნის მიწა-წყალი“. 9 1950-იან წლებში თელავის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ჯაშიაშვილი, თელავში ორი, ქართული და სომხური სამარხის არსებობაზე მიუთითებს. მისი სიტყვებით, 1760 წელს ერეკლე II-მ თელავში ჩამოსახლებულ სომხურ ოჯახებს, ძველი ქალაქის მხარეს, იმ დროისთვის დაკეტილი გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაუთმო დროებითი სარგებლობისთვის.„თელავში სომეხი 15% ცხოვრობს, მათი ჩვევები იგივეა, რაც ქართველების, რადგან მათ დროთა განმავლო60 ბაში ქართველთა ჩვევები აითვისეს. სომეხი მუქთად ქართველივით არ გადაყრის. ქართველებს და სომხებს კარგი ურთიერთდამოკიდებულება და ნათესაობა აქვთ“, – წერს მელითაური. 10 თელავში ჩამოსახლებულმა სომხურმა ოჯახებმა ხელი მიჰყვეს ხელოსნობასა და ვაჭრობას. ამ პერიოდიდან მაწანწრის ხევში არსებულ მაწანწრის წყაროს, დამატებით განჯელების წყაროდაც მოიხსენიებენ, უბნის მოსახლეობის განჯადან ჩამოსახლების გამო. დასახლების დღემდე შემორჩენილი სახელწოდება – დაბახნები კი, იმის მაჩვენებელია, რომ აქ მოსახლეობა მეტყავეობას მისდევდა და ე.წ. დაბახანებში, ანუ სპეციალურ შენობებში, ტყავს ამუშავებდა. მაწანწარა დასავლეთით მეთუნეობის და მექვევრეობის ტრადიციულ სოფელს, ვარდისუბანს, ესაზღვრება. მართლაც, არცთუ ისე იშვიათად, მაწანწარაზე სწორედ ვარდისუბნელი და სხვა, მიმდებარე სოფლებიდან წამოსული სხვადასხვა დარგის ხელოსნები სახლდებოდნენ და ებმებოდნენ სამუშაო თუ სავაჭრო ფერხულში. აქვე უნდა ითქვას, რომ დაბახნები-მაწანწარაზე ძირითადად ქართველები და სომხები ცხოვრობდნენ:„სულ ხელოსანი ხალხი იყო. ქურდი და მამაძაღლი აქ არა გვყავდა“, – მეოცე საუკუნის მეორე ნახევარზე მოგვითხრობს მაწანწრელი ივანე კობიაშვილი. 11 „აქ არაერთი ეთნიკური განსხვავებულობის მქონე ადამიანი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, რუსი ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით, მეზობლობდნენ, მეგობრობდნენ და ურთიერთობდნენ; იმ პერიოდის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ზოგს განსხვავებული აღმსარებლობაც ჰქონდათ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდათ იმაში, რომ ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ“, – ჰყვება ისტორიკოსი თამარ თამარაშვილი. ილია ჭავჭავაძის გამზირი – მაწანწრის უბნის მთავარი არტერია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დღევანდელ ჭავჭავაძის გამზირს –„მაწანწარის ქუჩა“ ეწოდებოდა. 12 1919 წლის საარქივო მასალაში, კერძოდ, თელავის სამაზრო ერობის სხდომის ერთ-ერთ ოქმში ვკითხულობთ:„ქალაქის ქუჩების მოკირწყვლა-შეკეთება – მოსაკირწყლია მაწანწრის, ნოე ჟორდანიას სახელობის, ყვარლის და ვაგზლის ქუჩები, რასაც დასჭირდება 2. 399.063 მანეთი. სულ 7 626 საჟენია მოსაკირწყლი“. 13 61 ი. ჭავჭავაძის გამზ. №178, 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია ი. ჭავჭავაძის გამზ. №64, 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია ჩოლოყაშვილის ქ. №82(დაბახნების აღმართი), 2020 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი ი. ჭავჭავაძის გამზ. №227, 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია საბჭოთა პერიოდში მაწანწრის ქუჩას ჯერ –„1905 წლის ქუჩა“ დაერქვა, შემდეგ –„შოთა რუსთაველის“, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი –„ფილიპე მახარაძისა“. მაგალითად, 1954 წლისთვის ქალაქ თელავის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, გიორგი ჯაშიაშვილის პირად არქივში, თელავის ქუჩების ჩამონათვალში, ჭავჭავაძის გამზირი ჯერ კიდევ ძველი დასახელებით იხსენიება:„1905 წლის ქუჩა“ – ერთი შესახვევით და ორი ჩიხით“. 14 კვლევის პროცესში მოძიებული„ი. ჭავჭავაძის“ №183-185 არქიტექტურულ ნახაზებში, ქუჩა 1967 წელს უკვე„ფ. მახარაძისად“ იწოდება.„ი. ჭავჭავაძის“ გამზირი მას, სავარაუდოდ, 1980-იან წლებში ეწოდა. ძველ დროში, ქუჩას ხალხი ახპატელოვების სახელითაც მოიხსენიებდა, რადგან აქ, ამ გვარის არაერთი წარმომადგენელი ცხოვრობდა და მისდევდა ხელოსნობას – ისინი ძირითადად მეჭურჭლეები ყოფილან. 15 ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანება დღეს მაწანწარა, მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა, ორსართულიანი სახლების რიგს, შიგადაშიგ ერთსართულიანი, მცირე ზომის სახლები ენაცვლება. სამშენებლო მასალად უმეტესად აგური და რიყის ქვაა გამოყენებული, გადახურვა კრამიტისა იყო. არაერთი სახლი ორსართულიანია, ადრე ქუჩის მხარეს თითქმის ყველა მათგანს ხის ჭვირული აივნები ჰქონია. სახლის პირველ სართულზე სახელოსნოები ან სხვა სამეურნეო დანიშნულების სივრცეები იყო მოწყობილი, დღესაც შეიმჩნევა სახელოსნოებისთვის თუ ფარდულებისთვის დამახასიათებელი აგურის თაღოვანი სტრუქტურა. ორფერდა გადახურვაში მოქცეული სახლების სამკუთხა ფრონტონები უმეტესად შემკულია აგურის წყობის ვარიაციებით მიღებული, გეომეტრიული ორნამენტული მოტივებით. თავდაპირველად მაწანწრის ქუჩა ერთსართულიანი სახლებით უფრო იქნებოდა გაშენებული, სადაც სხვადასხვა ხელოსანი მისდევდა რეწვას. აქაური მცხოვრებლები ამბობენ, რომ აქ მომუშავე ხელოსნები ხშირად სხვაგან ცხოვრობდნენ, მაწანწარაზე კი, სახელოსნოები და სავაჭრო ფარდულები ჰქონდათ მოწყობილი:„მაწანწრელები ზემოთ ცხოვრობდნენ და მერე და მერე ჩამოსახლდნენ და აქვე დასახლდნენ, რადგან ბუნებრივი წყალი გვქონდა“. 16 მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად ჩნდება ორსართუ64 ლიანი, ქვითა და აგურით ნაშენი ხის აივნიანი სახლები, თუმცა, დღეს მათი პირვანდელი იერსახე შეცვლილია:„რაც მახსოვს და დამახასიათებელი იყო, ქუჩისკენ ჰქონდა ყველას ქართული აივანი“, 17 – გვიყვებიან მაწანწრელები. დღეს ქუჩაზე სულ რამდენიმე სახლსღა შერჩა ხის აივანი, არადა თანამედროვეთა მეხსიერებით, აქ მდგომი გაცილებით მეტი სახლი იყო აივნიანი და ზოგადად, ქუჩაზე მეტი ორსართულიანი სახლიც მდგარა.„ამ ჩვენ „1905 ქუჩაზე“, აქედან ბოლომდე აივნიანი ბინები იყო. ორსართულიანები, სილამაზე ჰქონდათ. იყო ერთსართულიანი ბინებიც. ზოგს უკვე აღარც აივანი აქვს და აღარც არაფერი“. 18 უკანასკნელ, ერთი შეხედვით, მშვიდობიან, ასწლეულში, შენობების ასეთი დრამატული ცვეთა და მათი იერსახის ცვლილება სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული და აქ გვერდს ვერ ავუვლით საბჭოთა პერიოდში (განსაკუთრებით, პირველ ათწლეულებში)„ბურჟუაზიული ელემენტების“ დევნის და ზოგადად, ამ პერიოდის საბჭოთა საბინაო პოლიტიკის საკითხებს. სწორედ იმ პოლიტიკის, რომელიც საკუთრების ნაციონალიზაციას, ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცეების დადგენილი ნორმების შესაბამისად განაწილებას გულისხმობდა. თანმდევი რეპრესიების გამოძახილი უნდა იყოს ის, რომ არაერთ სახლს შეგნებულად მოხსნეს აივანი, არ მოუარეს ფასადს და აგური„ბურჟუაზიული“ იერის დაფარვის მიზნით გადალესეს. რეპრესიული პოლიტიკა, გარდა ბინათმფლობელობის საკითხებისა, თავისუფალ ვაჭრობა-ხელოსნობასაც შეეხებოდა. 19 ის ხელოსნები ან სავაჭრო დუქნების მფლობელები, რომლებსაც მცირე მეწარმეობა საკუთარ სახლებში, ძირითადად სწორედ თაღოვან ნახევარსარდაფებსა და პირველ სართულებზე ჰქონდათ მოწყობილი, თავსაც კი ანებებდნენ საქმეს. ამ ყოველივემ ხელი შეუწყო ქუჩის ტრადიციული ფუნქციისა და იერსახის შეცვლას. მართალია, მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით, 1950-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა„უშრომელი შემოსავლით“ მოსარგებლე პირებთან მიმართებით შერბილდა და სწორედ იმ პერიოდში, მაწანწარაზე არაერთი ორსართულიანი სახლი აშენდა. თუმცა, რესპონდენტთა ნაწილს, ქუჩაზე არცთუ ბევრი ორსართულიანი სახლი ახსოვს:„საინტერესო უბანი იყო ძალიან. ეს ქუჩა იყო ხელოსნების ქუჩა, შემოქმედი ხალხის. ქალაქის ცენტრალური ქუჩა იყო, უძველესი. 65 66 ი. ჭავჭავაძის გამზ. №108, 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია 67 სახლები როგორ არის განლაგებული? ზედ ქუჩის კიდეზეა აშენებული. აქ ძირითადად, ცხოვრობდა ღარიბი მოსახლეობა, ამიტომ ორსართულიანი სახლი რამდენიმე იყო მხოლოდ. ეს იყო ქართული აგურით ნაშენები, ქართულ სტილში ნაშენი სახლები. ძალიან ლამაზად აგებული. ორი მწკრივი რომ აგური იყო, ორი მწკრივი ქვა მიდიოდა, კიდე ორი მწკრივი აგური და ქვა და გადახურვა იყო სამკუთხა სახურავით. ახლა ძირითადად, ოთხფერდა სახურავს უკეთებენ, მაგრამ მაშინ სამკუთხა იყო, ანუ ორი დახრილი ფერდი იყო კრამიტით დახურული. კრამიტსაც ბევრი წვავდა. აი, ლეგაშვილები იყვნენ ძმები, ერთი მეჭურჭლე იყო, ერთი კრამიტს სწვავდა“. 20 ჭავჭავაძის ქუჩაზე შემორჩენილი ბევრი სახლი დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, თუმცა ეს გარემოება მათ ნგრევისაგან ვერ იცავს. სახლების გარეგნული იერი ჯერ კიდევ მიგვანიშნებს ამ ქუჩის განსაკუთრებულ სავაჭრო-სახელოსნო ისტორიაზე. აქაური შენობების ნაწილს, პირველ სართულზე თაღოვანი სამეურნეო სივრცე შემორჩენია, სადაც ოჯახი საქმიანობდა, მეორე სართულზე კი ცხოვრობდნენ. ზოგიერთ შენობას(მაგ., №108) ქუჩის მხრიდან დღემდე აქვს შემორჩენილი სავაჭრო ფანჯარა, რომელიც ძველად„დარაბით იხურებოდა. ახდიდნენ ხოლმე და შეუყენებდნენ ფიცარს. ახლაც ეგრეა შემორჩენილი, მაგრამ მაშინ ბინა ასე არ იყო ჩავარდნილი. ფანჯარა სადღაც მუცლამდე მაინც სწვდებოდა იმხელაზე იყო ბინა მაღლა აწეული. მთავრობებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ მიწაში ჩაეფლოთ ეს ბინები. მიწა დაიყარა და ჩაიმალა“, 21 – იხსენებს უბნის მკვიდრი გიორგი ფეიქრიშვილი და თავისი სახლის, ჭავჭავაძის №108-ის ისტორიას მოგვითხრობს: „ეს სახლი მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მგონია აშენებული, თუმცა ძელგთა დაცვა 1900-იანი წლებით ათარიღებს. დედაჩემი, თამარ შიუკაშვილი, აქ რომ გადმოვიდა საცხოვრებლად 1930 წელს, 8 წლისა ყოფილა და მისგან ვიცი, მაშინ სახურავის კოჭები შეუცვლიათ. ანუ სახლი უკვე ძველი იყო. სულ ქართული აგურით არის ნაშენი, არცერთი რუსული აგური არ აქვს და არც რკინებია გამოყენებული. 1930 წელს, კოჭები რომ შეიცვალა, მას მერე ხელიც არ დადებია. პაპაჩემი, მეცხვარიშვილი გიორგი, სანამ აქ გადმოვიდოდა საცხოვრებლად, უკრაინაში ცხოვრობდა და ვაჭრობდა. მერე იქ ფული გაუქმდა, მგონი ლენინმა რომ დენიკინი და კოლჩაკი დაამარცხა, მაგის მერე. პაპამ იქ ცხოვრება და საქმე ვეღარ ააწყო და დაბრუნდა 50 წლის ასაკში. ჩვენ არ ვიცოდით, და მერე, გვიან, სახურავში„ჩორნაპოლს“ რომ ეძახიან, იქ ვიპოვეთ ხუთლიტრიანით ეს 68 გაუქმებული ფული.„როსტოვ ნა დონუ“ ეწერა და რომ დავთვალეთ, ნახევარ მილიონს აკლდა სამასი რუბლი“. 22 ქუჩის მოასფალტება და სავალი ნაწილის ამაღლება ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლების მოგონებებით, 1960-70-იან წლებამდე, სანამ ქუჩაზე ასფალტს დააგებდნენ, ის მთლიანად ქვით ყოფილა მოკირწყლული. 23 მოსაზღვრე დაბახნების აღმართზე დღემდე შემორჩენილია ძველი ქვაფენილი. თელაველებს კარგად ახსოვთ, ჯერ კიდევ 60-70იან წლებში აქ ხარ – თუ ცხენშებმული, ჩარდახიანი ურმებით გამვლელ-გამომვლელნი. მოასფალტებამ გზის სავალი ნაწილი აამაღლა, რადგან ასფალტი პირდაპირ ძველ ლოდებზე დაეგო და მას მერე არაერთხელ შეკეთდა:„მე მახსოვს ეს ქვაფენილი, რომელიც ბოლო პერიოდში ამოიღეს. უშველებელი ლოდები იყო ჩაწყობილი. იმისი არც გაცვეთა შეიძლებოდა არც გაფუჭდებოდა. ძალიან მიკვირს, რატომ მოხდა ასე. მართალია, თითქმის ყველა ქალაქი მაღლდება და თელავიც ამაღლდა, მაგრამ, ნახეთ ახლა რა საშინელებაა“. 24 მართლაც, დღეისათვის ზოგიერთი სახლის პირველი სართულის და ნახევარსარდაფების ფანჯრები მთლიანად ან ნაწილობრივ მიწის ქვეშ არის მოქცეული, გაუქმებულია ცენტრალური ქუჩიდან სახლში შესასვლელი არაერთი კარი, მიწის ქვეშ მოექცა სახლების ნახევარსარდაფები თუ პირველი სართულები და შეცვალა ისტორიული უბნის პირვანდელი იერსახე. ამის გამო მეპატრონეების ნაწილმა, პირველი სართულების ფანჯრები სულ ამოგმანა და ამოაშენა, რათა უამინდობისას შიდა სივრცეები, მიწისა და წყლის შევარდნისაგან დაეცვა. მაწანწრის უბნის დუქანი, პოლიკლინიკა, სასაფლაო მაწანწარაზე, ქალაქში სავაჭროდ თუ სხვა საქმეებისთვის მიმომსვლელი მოსახლეობის მომსახურებისათვის არსებობდა სპეციალური ადგილები, მათ შორის, სავაჭრო დუქნები. ერთ-ერთი მათგანი XIX საუკუნის მიწურულს, ჭავჭავაძის ქუჩის №158-ში მდებარე სახლის თაღებიან სარდაფში იყო განთავსებული, სადაც ღვინით ვაჭრობა იყო გამართული. დღეს, ძველი სარდაფის სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, კედლები შემკულია აგურის 69 თაღებითა და ნიშებით, ერთ სივრცეში ქვევრებია გამართული, სადაც ღვინოს აყენებდნენ და იქვე ჰყიდდნენ. ქუჩაზე გამავალი კარი და სარკმლების რიგი ამოშენებულია. სახლი ეკუთვნის მაწანწრელი დალაქის, ბუღდანა არზუმანოვების შთამომავლებს, დალაქს საკუთარი სახლი XX საუკუნის 20-იან წლებში, გაკულაკებისას ჩამოართვეს. იქ სკოლა გაიხსნა და მის ნაცვლად ამ სახლში გადმოიყვანეს, რომლის პირველ სართულზე უკვე გაუქმებული ღვინის სავაჭრო დუქანი დახვდათ, მისი სივრცე თითქმის თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. უბნის ამბულატორია, რომელიც მე-6 სკოლის წინ უნდა ყოფილიყო და დიდი ალბათობით ერთ ოთახს იკავებდა, გამართული იყო ე.წ. აივაზაშვილების სახლში. 25 მაწანწარაზე მდებარე, მე-6 სკოლის პედაგოგი, ფატი თეთრაშვილი ბებიის მონათხრობს იხსენებს:„სკოლის პირდაპირ, უძველეს სახლში, რომელიც ახლა კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ერთი დიდი ოთახი ყოფილა, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი და იქ სამედიცინო პუნქტი მუშაობდა. იყვნენ კბილის ექიმი, გინეკოლოგი, თერაპევტი. ფაქტობრივად, თავისი ქონდა მაწანწარას ყველაფერი – მედპუნქტიც, სკოლაც, ბაღიც“. მაწანწრელი ივანე კობიაშვილის გადმოცემით, სკოლის მიმდებარედ არსებულ მედპუნქტს, სკოლის სამედიცინო მზრუნველობაც ეხებოდა. დალი ღამბაშიძე კი იხსენებს, რომ აქ, ამ ერთოთახიან პოლიკლინიკაში ერთი ექიმი და ერთი ექთანი მუშაობდნენ. მაწანწრელების მონათხრობი დასტურდება მაშინდელი პრესითაც, 1926 წლის გაზეთი„მუშა“ საზოგადოებას მაწანწარაზე ამბულატორიის გახსნის შესახებ ამცნობს. 26 ზუზუმბოს ასახვევში, სადაც ადრე უბნის სასაფლაო ყოფილა, მოგვიანებით, 60-70-იან წლებში, გზა გაიყვანეს და სასაფლაოს ნაწილი გზის ქვეშ მოექცა. მაწანწრელებისთვის კი ახალი სასაფლაო გაიხსნა. ვარდისუბნის ხევის ხიდთან იხსენებენ ასევე„ტიფიანების სასაფლაოს“. 70 71 72 მაწანწრის უბნის ბუნებრივი წყლები და წყაროები თელავი ზოგადად გამოირჩევა ხევებისა და წყაროების სიუხვით. თავის დროზე, ქალაქის სილამაზით მოჯადოებული ალექსანდრე ორბელიანი, 1857 წელს თელავის შესახებ წერდა:„თელავი მაღალს ადგილზედ პატარა ქალაქი, გაშლილი ქვიშიან, წვრილქვიან და ვაკეზედ საშუალო შენობით მოფენილი თეთრი ეკლესიებით, თავის ქუჩა-ბაზრებით... თელავის ქალაქი მეტად მდიდარია საუცხოო წყაროებით, სხვადასხვა ადგილებში გამომდინარე და ჰაერი უკეთესი აღარ უნდა ინატროს ადამიანმა“. 27 მოგვიანებით, თელავში XX საუკუნემდე შემორჩენილ ბუნებრივ წყაროებზე, 1950-1960-იან წლებში თელავის აღმასკომის თავმჯდომარე გიორგი ჯაშიაშვილი წერდა:„შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში არსად მოიპოვება ბუნებრივი წყაროები იმდენი, რამდენიც ქალაქ თელავში და მარადიულად მომდინარე“. 28 ქალაქის მსგავსად, წყაროების სიუხვით გამოირჩევა მაწანწრისა და დაბახნების უბნებიც; აქ ვხვდებით, როგორც ისტორიულ, ისე უფრო გვიან პერიოდში ნაგებ წყაროებს. დღეს, ზოგიერთი მათგანი უკვე დამშრალი ან ადგილშეცვლილია, 29 მათი ნაწილი კი მოქმედია. ამ ორი უბნის ბუნებრივი წყლების და წყალსადენის შესახებ ვხვდებით ჩანაწერს გიორგი ჯაშიაშვილის მასალებშიც, სადაც ის რამდენიმე წყაროს ადგილმდებარეობაზე მიუთითებს, კერძოდ: დაბახნების აღმართთან ანუ ქვისმთლელ მიხასთან 30 , მაწანწრის ხევის, გოგვაძიანთი, ზუზუმბოს ფერდობის დასავლეთით გომურაშვილების სახლის წინ. 31 გიორგი ჯაშიაშვილი მოგონებებში აღნიშნავს, რომ 1950-იან წლებში „განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თელავის გემრიელი და ცივი წყაროების აღდგენას. დაწყებული იქნა თაღოვანი ნაგებობის აგება წყაროს წყლის სადენად თეთრიანზე, განჯელების, ზუზუმბოს, მაწანწრის, სამლულიანთან 32 და სხვა მრავალ ადგილებში.[...] ზუზუმბოს ფერდობზე გამოდის მრავალი წყლები, რომლებიც იგივე ცივის მთის პირმშოა. თელავის მაწანწრის უბნის მცხოვრებლებმა ეს წყლები თავიანთ სამსახურში გამოიყენეს და წყაროს სახით ხმარობენ. მიუხედავად ამისა, მოვლა-პატრონობა აკლია მაინც. იგი 6 ადგილას გადმოდის მუდმივად და 300 ოჯახზე მეტ მოსახლეობას აკმაყოფილებს, ხოლო რუსთაველის 33 ქუჩაზე მდგომი სამი წყალი თაღების ქვეშ მუდამ მომდინარეობს[...]„ხოდაბუნი“ დახურულ, გაუვალ ტყეს ნიშნავს. ეს ყოფილა წინათ, მაგრამ ეს ხოდაბუნები აღარ არიან. მის 73 მაგიერ გაშენდა ფიჭვნარი, რომელიც გარდა იმისა, რომ მიწას სინესტეს უნარჩუნებს, ამავე დროს, საამო სუნსაც უგზავნის მაწანწარას“. 34 აქ იგულისხმება ზუზუმბოს გორის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც 1970-იან წლებში გააშენეს ფიჭვნარი. გ. ჯაშიაშვილის მიხედვით, სწორედ„ხოდაბუნაანთ“ წყაროდან გაიყვანეს წყალი მაწანწრის უბნის რამდენიმე კვანძზეც: ვარდისუბნის, ზუზუმბოს და რუსთაველის 35 ქუჩებზე: ა) რატიანის სახლის წინ[ამჟამინდელი ჭავჭავაძის №209. წყარო არსებობს, თუმცა წყალი გამქრალია], ბ) კობიაშვილის სახლის წინ[ამჟამინდელი №187, წყარო არსებობს, თუმცა წყალი გამქრალია], გ) 8-წლიანი სკოლის 36 წინ და თვით დ) მაწანწრის პარკში.[სკოლის მიმდებარედ იყო ასევე მაწანწრის ბაღი. წყაროები დღეს აქ აღარ არსებობს, თუმცა ის ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მაწანწრელთა მეხსიერებაში]. რაც შეეხება„დაბახნების წყაროს“, ამ უბანში, როგორც ზემოთ ითქვა, ცხოვრობდნენ ტყავის დამუშავების ოსტატები(დაბაღები) და, შესაბამისად, წყაროც – დაბახნების სახელით მოიხსენიება, ამასთანავე, გვხვდება მაწანწრისა და განჯელების წყლის სახელითაც. ამჟამად მაწანაწრის უბანში რამდენიმე წყარო ისევ არის შემორჩენილი, თუმცა ბევრი მათგანი დამშრალია. „ამ უბანში, აი, მაგალითად, ეს ზუზუმბოს ტერიტორია ძალიან წყლიანი ადგილია. საცა კი ნიჩაბს ჩაარტყავ, ყველგან წყალი ამოდის. ამიტომ, ჩვენს უბანს, თითქმის სულ საკუთარი წყალი აქვს. ძალიან მდიდარია წყლით და როგორც ვიცით, ეს ზუზუმბო 70-იან წლებში გამოცხადდა ტყე-პარკად. და, ჩვენც, სტუდენტები წამოგვიყვანეს, რომ იქ დაგვერგა მცენარეები, ნაძვები და ცაცხვები. მე, მაგალითად, ძალიან დაინტერესებული ვიყავი, ძალიან მიყვარდა ხეების დარგვა და სიამოვნებით წამოვედი, წამოვიყვანე სტუდენტები და მაშინ ინსტიტუტში კომკავშირის მდივანი ვიყავი და შაბათობა მოვაწყეთ. მაშინ, მოგეხსენება, რომ შაბათობა იყო ხოლმე კომუნისტების დროს, და დაგვავალეს, რომ იქ ყველას 3-3 ძირი ხე და გვერგო. ბიჭებს ვუთხარი, რომ სტუდენტები ვართ, მეტი გვმართებს, ჩვენ უფრო ყურადღებიანი უნდა ვიყოთ ჩვენი ქალაქის მიმართ და სამის მაგივრად 5-5 დავრგათ-მეთქი და ყველამ 5-5 ძირი ხე დარგა. და, მალევე ეს ადგილი გამოცხადდა ტყე-პარკად.[...] ამ ქუჩაზე, ალბათ ხუთგან იყო ბუნებრივი წყლები, რომლებიც მუდმივად მოდიოდა. ასახვევი რომ არის ზუზუმბოს 74 ქუჩის, ამჟამად არის ძალიან ლამაზი, თაღოვან სვეტებზე დაყენებული წყალი. მე, ბავშვობაში, ეს წყალი რომ დაწყდებოდა ხოლმე, მაინტერესებდა სადა ჰქონდა სათავე და ეს ჩვენი უბნის კაცები რომ წავიდოდნენ სათავეს გასაკეთებლად, მეც მივდევდი ხოლმე. ეს წყალი იწყებოდა ზუზუმბოს ზევით. აქ ხევი რომ არის სასადილოს გვერდზე, ამ ხევის თავში ჰქონდა სათავე, მაშინ ეს ლითონის მილები არ იყო თიხის მილებში იყო გაკეთებული, დაახლოებით ეს არის 10-12 სმ დიამეტრის მილები და ამ მილებით მოდიოდა ეს წყალი, ამიტომ იყო გემრიელი, ცივი. მაგრამ ხდებოდა ერთი რამ, რამდენიმე თვეში ერთხელ წყდებოდა ეს წყალი და მე მაინტერესებდა, რატომ? ერთხელ, რომ თქვეს, რომ წყალი დაწყდა, წამო გავაკეთოთო, გავყევი და დავინახე, რომ სადღაც მოთხარეს და ნახეს, რომ ეს მილები ხავსით იყო სულ სავსე. საიდან შეაღწია ხავსმა, როგორ შევიდა? ეტყობა, გადავიდა თესლი, განვითარდა იქ, მერე გაიზარდა, გაიზარდა და ამოავსო მილი. ისეთი დაინტერესებით ვუყურებდი, ამ ხავსის სიგრძე იყო ზოგი მეტრანახევარი, ზოგი 2 მეტრა და ზოგი 3 მეტრა. ეს შიგ მილში იყო ჩაზრდილი და რა თქმა უნდა, წყალს აღარ ატარებდა. მიდიოდნენ ხოლმე ეს ჩვენი მამაკაცები, გაასუფთავებდნენ და მერე მისხდებოდნენ ხოლმე იქვე წყალთან. დიდი ქვები ელაგა. აი, უზარმაზარი ქვები და ჩამოსხდებოდნენ იქვე და პურმარილს მიირთმევდნენ“, – გვიყვება მაწანწრის მკვიდრი, ისტორიკოსი და ოქრომჭედელი ჯემალ სანდოშვილი. ერთ-ერთი ზეპირი ისტორიის მიხედვით, ჭავჭავაძის გამზირზე, №153ის გვერდით დღემდე არსებული ე.წ.„მკალავიანთ წყარო“, ჯერ კიდევ ერეკლე II-ის პერიოდში გამოუყვანიათ. მისი შემკრები აუზი აგურით იყო ნაშენი და იქ საშუალო სიმაღლის ადამიანი თავისუფლად შეეტეოდა. 37 წყაროს სახელწოდებას მის სიახლოვეს მცხოვრებ მკალავიშვილების გვარს უკავშირებენ, მაწანწრელ დარჩო მკალავიშვილს შეუკეთებია კიდეც ერთხელ წყარო და ასე შემორჩა სახელი – მკალავიანთი. უბანში, მის შესახვევებსა და ჩიხებში, სახლების წინ, მრავლად ვხვდებით მოქმედ თუ დამშრალ წყაროებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მოსახლეობამ თავად მოაწყო და ამით ქალაქს გარე წყაროების ტრადიცია შეუნარჩუნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღესდღეობით ქალაქს არ აქვს ზუსტი სია ფიზიკურად არსებული, მომდინარე თუ დამშრალი, ისტორიული თუ გვიან პერიოდში ნაშენი წყაროებისა. სამომავლოდ კარგი იქნებოდა ამ საკითხის შესწავლა და დეტალურად აღრიცხვა. 75 ერთ მუშტად შეკრული უბანი ზოგადად, მაწანწარა შეკრული და მეგობრული უბანი ყოფილა. მეზობლებმა ერთმანეთის გვერდში დგომა იცოდნენ ლხინშიც და ჭირშიც, „ფულითაც და ხელითაც“. ქალაქში, ზემო უბანში, რომ გაიგებდნენ მაწანწრელი იყო, ჩვენი უბნის გოგოს გადაბრუნებულს და ზედმეტს ვერ ეტყოდა ვერავინ, იცოდნენ, მთელი უბანი გვერდში დავუდგებოდითო 38 – ასეთ ამბებსაც იხსენებენ აქ. „შეკრული უბანი იყო ძალიან, თუ ერთს უჭირდა, ყველას გვიჭირდა, თუ ერთს ულხინდა, ყველას ულხინდა. არავინ არა გვჭირდებოდა,[ურთიერთ]დახმარება იყო მაგარი. ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით და მაწანწრელებს არ გასჭირვებიათ ამოთხრაო, გადათხრაო. მე,„პოვარიც“ ვიყავი, არაფრისა არ მეხათრება, მთხრელიც ვიყავი და ზურგით კარგა მანძილზე მიტარებია სასახლე პირადად“, – იხსენებს გამოცდილი მაწანწრელი მზარეული, მიხეილ ყარაულაშვილი. ის, რომ მაწანწარა მართლაც ერთმანეთის გვერდში მდგომი ხალხის უბანი იყო, იმაშიც ვლინდება, თუ როგორი სითბოთი იხსენებენ მაწანწრელები თანაუბნელ მარტოხელა კაცს, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კოლა აივაზაშვილს. მას უბნის კოლორიტად, უწყინარ და მეზობლების დამხმარე ადამიანად ახასიათებენ:„ყველას ეხმარებოდა, თუ სადმე მუშახელი იყო საჭირო. ზუზუმბოს სასაფლაოზე პირველი ვინც დაიკრძალა, იყო კოლა აივაზაშვილი, მარტოხელა კაცი იყო, უბანმა დაკრძალა დიდი პატივით. ზუზუმბოს სასაფლაოზე მის საფლავთან ტყემალი იდგა, სადაც შესანდობარს სვამდნენ ხოლმე, ისეთი ტრადიცია იყო და ისეთ ადგილად იქცა მერე აქაურობა, სკოლიდანაც„შატალოზე“ კოლას საფლავზე ვიპარებოდით, სადაც პატარა მაგიდაც იდგა ტყემლის ძირში“. 39 მეზობლის გარდაცვალების შემთხვევაში, თითქოს დაუწერლად იცოდა ყველამ, ვის რა ევალებოდა, კონკრეტულად რა საქმეზე და უბნის რომელი მონაკვეთის მობილიზებაზე იყო პასუხისმგებელი ესა თუ ის პირი. ამ ურთიერთდახმარებაში მთელი სამეზობლო ერთვებოდა, დიდიც და პატარაც:„ეს ახლა აღარ არის ასე. ადრე კი, ტერიტორიულად ვიცოდით წინასწარ, სად უნდა გვემსახურა. იმასაც ეკუთვნოდა ჩემთან და ასე იყო ტრადიციად ჩამოყალიბებული უკვე თემში.[...] ეს ზოგადად თელავური მოვლენაა და ყველა უბანში ასე იყო, ლხინშიც ასე ხდებოდა. მარტოხელა კოლას შემთხვევაში მთლიანი უბანი იყო ჩართული“. 40 76 მაწანწრელები იხსენებენ ამ ურთიერთდახმარების, კეთილმეზობლობის ისტორიებს და ამავე დროს, გულისტკივილს გამოთქვამენ ახალი დროის მიერ შეცვლილი ცხოვრების რიტმის გამო:„[...] ძალიან შეკრული და გამტანი უბანი იყო. როგორ შეიძლებოდა გვერდში არ დასდგომოდნენ ერთმანეთს მაწანწრელები. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ისეთნაირად, მაგრამ კარგი იქნება, თუ გინდაც ტრადიცია დავარქვათ, ისევ აღდგეს და გატანა შეგვეძლოს ერთმანეთის“. 41 კოლა აივაზაშვილი(მარცხნივ). დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი. ლხინი ალავერდში. სავარაუდოდ 1970-იანი წლები. დავით 78 ღარიბაშვილის საოჯახო არქივი. 79 გართობა მაწანწარაზე ლოტო, სეირნობა და მოტოშეჯიბრი ჩვენთვის უცნობია, რითი ერთობოდნენ მაწანწრელები დიდი ხნის წინ, როგორ ატარებდნენ თავისუფალ დროს. უბნელების მეხსიერებამ ძირითადად საბჭოთა პერიოდის ამბები შემოინახა. მხოლოდ ერთ ოჯახში ახსოვთ გადმოცემით დიდ პაპასთან დაკავშირებული ამბავი, რაც კრივს(ჭიდაობა, ჩხუბი) შეეხება:„ერთი პერიოდი ალბათ 1912-13 წლებში, თელავის დღევანდელი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კრივი იმართებოდა. სტეფანე 42 არ გადიოდა ხოლმე კრივზე და ერთხელაც გასულა, ოჯახში რაღაც გაჭირვება ჰქონიათ, დედა დაეღუპა თუ რაღაც და წასულა გულმოსული და უჩხუბია. ისე კარგად უჩხუბია, რომ თამარ ჩოლოყაშვილს თათრული ქისა გადმოუგდია. სტეფანე ამის ღირსი ხარო“. მაწანწრელთა მოგონებების მიხედვით, მაწანწარაზე გავრცელებული იყო ქალაქური ყოფისთვის დამახასიათებელი გართობის საშუალებები, რომლებიც„ვეჩერების“ მოწყობაში, სეირნობის გამართვასა და ლოტოს თამაშში გამოიხატებოდა. „ქალები ცალკე იკრიბებოდნენ ხოლმე, ასეთ შეკრებებს„ვეჩერებს“ ეძახდნენ. ნამცხვარს გააკეთებდნენ და ერთობოდნენ.„ვეჩერებზე“ იკრიბებოდნენ ბინებში. ჩაი სამოვარით იდგა. სამოვარი ჩვენც გვქონდა შემორჩენილი. ძალიან კარგი ვითარება იქმნებოდა. ლოტოსაც თამაშობდნენ ამ შეხვედრებზე. მეც მოვესწარი ამ„ვეჩერებს“. ერთი პაპიდა გვყავდა, მოვიდოდა ხოლმე, გაავსებდა პატარა საფულეს ხურდა ფულით და ვთამაშობდით. ბავშვები ვიყავით და გვიხაროდა ძალიან, თუ რამეს მოვიგებდით. ეს, რაც მე მახსოვს და დანარჩენი ბებიისგან ვიცი გადმოცემით“, – იხსენებს მაწანწრელი ლალი ნახუცრიშვილი. „თელაველი მოსახლეობა მაისობას ქალაქგარეთ მართავდა. ჩვენი უბნის ხალხი ზუზუმბოზე მიდიოდა ოჯახურად. უფრო ხშირად სვამდნენ ჩაის“. 43 ზუზუმბოს გორა გრილი ჰავით იყო ცნობილი. ამავე მასალებიდან ვიგებთ, რომ იმ დროს„გასული ბიჭები იმალებოდნენ მუხიანში, ზუზუმბოს რიყის გაღმა. იქ იდგა რამდენიმე ათეული ძველი მუხა“. საუბარია ხარება ჯიბუტისა და გოგია კენკიშვილის დაჯგუფებაზე და, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია ეხება იმდროინდელი მაწანწრის უბნის დასავლეთით მდებარე ე.წ. მუხიანს, სადაც XX საუკუნის დასაწყისისთვის მოსახლეობა იკრიბებოდა და ანტისაიმპერიო სულისკვეთების მიტინგებს მართავდა. 80 მოტოშეჯიბრი მაწანწარაზე. ფოტო: ი. ტორი, თელავის ისტორიული მუზეუმი 82 მეჭურჭლე ვალიკო ღარიბაშვილი(მარცხნიდან პირველი). დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი 83 გარდა„ვეჩერებისა“, მაწანწრელი ქალები ხელსაქმისთვისაც იკრიბებოდნენ, სახლის წინ გამოიტანდნენ საქსოვს, თან ქსოვდნენ, თან ამ ქვეყნის ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ასაკიანი ადამიანებისთვის ბავშვობის სასიამოვნო მოგონებად დარჩა უბნის ბოლოს(ვარდისუბნის ხევთან) არსებული კალოს ამბავიც:„ჩემს პატარაობაში იყო მაწანწარაზე ასე. იქით ხერგილზე ხორბალი მოჰქონდათ და კალოს ეძახდნენ, ცხენზე იყო დამაგრებული კევრი, ჩვენ, ბავშვებს დაგვსხავდნენ ხოლმე და ესე გვატრიალებდა, ჩვენც გვიხაროდა, ხორბალი ილეწებოდა.[...] ძალიან სპორტული სკოლა იყო ჩვენი შვიდწლიანი სკოლა. მაგარი ფეხბურთელები გვყვავდა. რაიონში, ჩემი ძმის თამადობით, პირველი ადგილი დაიკავა საშუალო სკოლებში ამ სკოლამ. მაწანწრის შვიდწლიანმა სკოლამ გაიმარჯვა თელავის რაიონის ათწლედის სკოლებში. აქ იყვნენ კობიაშვილი, ესიტაშვილი, ჩემი ძმა ყარაულაშვილი, ხეცოიძე, ძაან ბევრი ფეხბურთელები. ეს, სუყველა ბავშვები გადაიყვანეს მერე მესამე სკოლაში, რომელიც მდებარეობს ნადიკვრის გვერდზე. იმ წლის შემდეგ, ახლა ის სკოლა იმარჯვებდა ყოველ წელიწადს, ეს ბავშვები იმარჯვებდნენ და უხაროდა იმ დირექტორს.[...] ჩემ პატარაობას, განთქმული დამრტყმელებიც ვიყავით, მაწანწრელები. და, ჩვენ გვქონდა ჩხუბი ხოლმე, ამხანაგური, რა თქმა უნდა, შურისძიება და ეს რაღაცეები არ იყო, ნადიკვრის უბანთან, სხვადასხვა უბნელი ბიჭები დავირეოდით ხოლმე და ვაჟკაცურად გავსწორდებოდით და მეორე დღისით ერთნი ვიყავით. თითო ძლიერი გვყავდა ხოლმე უბნიდან, მაგ., ბაჯაჯა – ჩვენი შოთა ჯავახიშვილი, თუში გივია, ძმა იყო ჩემი – თუშიშვილი გივია, კუნძა, ჩემზე პატარა იყო ბევრით, კიდე ბურძუკას ვეძახდით, ოთარა იყო კაი დამრტყმელი, ესენი იყვნენ კაი დამრტყმელები. ხევსურები ჩამოდიოდნენ იქ და იმათ ვაჩხუბებდით ხოლმე. და, თითქმის 90% სულ გამარჯვებულები ვიყავით. ფეხბურთსაც ვთამაშობდით, რა თქმა უნდა, სოფელში გადავიდოდით ვარდისუბანში, ან სხვა უბანში და აქაც, უბნელები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ჩვენი პატარა უბანია და ვარდისუბანი კი დიდი სოფელი და მაინც ხან ვჯობნიდით მეტწილად“. 44 „[...] მახსოვს ისიც, რომ ძველი უბანია ჩვენი მაწანწარა და როგორც ვიცი, ქვიშანაჭამებს ეძახდნენ მაწანწრელებს. იმიტომ, რომ ძალიან მაგარი, ძლიერი ხალხი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს. მაგარი ბიჭობა რა იყო? ბავშვები ვინც მეტ თუშურ ქუდს მოიტანდა: წავიდოდნენ საქმის გასარჩევად ბაზარში, ახლა მაღაზია„განთიადი“ სადაც არის იქ და ვინც 84 იმარჯვებდა ჩხუბში, იმას მეტი ქუდი მოჰქონდა თან. კარგად ჰყვებოდნენ ამ ამბებს, მაგრები ვართ მაწანწრელებიო“, – გვიყვება ფატი თეთრაშვილი. „ქვიშანაჭამი იმიტომ, რომ თურმე წყალი არასოდეს სუფთა არ მოდიოდა და თან ქვიშა მოჰყვებოდა. ასეთი ტრადიციაც არსებულა, ჩვილი რომ დაიბადებოდა, წითელ ღვინოში ოდნავ დასველებულ თითს, ქვიშაში ამოავლებდნენ და ჩვილს ტუჩებთან მოუსვამდნენ: ახლა ნამდილი მაწანწრელი არისო, ქვიშანაჭამიო. ეს არის ძალიან ძველი ტრადიცია“ – გვიყვება თამარ თუშიშვილი. მაწანწრელთა მოგონებების მიხედვით, ცნობილია, რომ დაახლოებით XX საუკუნის 60-70-იან წლებში უბანში პირველი მოტოშეჯიბრებებიც გამართულა:„ეს ქუჩა ჩემი ბავშვობის დროს არ იყო, გვიან გაკეთდა, დაახლოებით 60-იან წლებში ხერგილის სასადილოდან რომ ადის გზა ზუზუმბოზე. მახსოვს, რომ მანდ პირველი მოტოშეჯიბრებები დაინიშნა. მთელი თელავი იქ იყო ერთი პერიოდი. რამდენჯერმე მოაწყეს და მერე მიივიწყეს. მერე აქ ქუჩა გააკეთეს, მერე ტყე პარკად გამოაცხადეს“ 45 , – გვიყვება ჯემალ სანდოშვილი. ამავე მოვლენას იხსენებს მიხეილ ყარაულაშვილიც: „ჩემს პატარაობას, აქ იყო მოტოტრასა. ჩვენ მანდ მოტოციკლეტების ხმას რომ გავიგებდით, მთელი ბავშვები ვიყავით იქ. თელაველებიც იყვნენ, ბუსუსა იყო, კიმა იყო. ესენი აქ, ჩვენ ქალაქელებს ხო ვიცნობდით, არა? შეჯიბრი რო იყო, აქ ჭყანტობები იყო და რო ჩავარდებოდნენ იქ, აბა მაწანწრელები, ისევ მაწანწრელები მივეშველებოდით თელაველებსა. რომ ამოიყვანდნენ, იქაც ვაწვებოდით, ვაწვებოდით, ვაწვებოდით. იმდენი იკავებდნენ პირველ-მეორე ადგილებს. იმის შემდეგ ჩაკვდა ეს ამბავი“. კვირაცხოვლის ეკლესია დაბახნების უბნის დასავლეთით, მაწანწრის ხევის და ზუზუმბოს ბორცვის საზღვარზე, დაბახნების წყაროს მახლობლად მდებარეობს კვირაცხოვლობის ეკლესია, სადაც კვირაცხოვლობის დღესასწაულზე მთელი უბანი – სხვადასხვა ხელობის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, ეკლესიის საკურთხეველი სწორკუთხაა, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში მართკუთხა ნიშია გაჭრილი. ეკლესიას კარი დასავლეთით აქვს, სივრცე 85 86 87 კვირაცხოვლის ეკლესია ზუზუმბოს ბორცვზე, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი 88 ნათდება ორი სარკმლით, ერთი აღმოსავლეთითაა და მეორე – სამხრეთის კედელზე. საგულისხმოა ეკლესიაში სათოფურების არსებობის ფაქტი. მშენებლობისას ხუროთმოძღვარს ინტერიერში ოთხი სათოფური გადაუნაწილებია, ორი საკურთხევლიდან იცავდა საჭიროების შემთხვევაში ეკლესიაში თავშეფარებულ ხალხს, ორი კი, დასავლეთით მდებარე კარს ამაგრებდა. ეკლესია გადაკეთების კვალს ატარებს, ჩამოქცეულია მთლიანი კამარა, თუმცა კედლების რიგი აგურის კბილანებიანი კარნიზის ჩათვლით შემორჩენილია, ეს წყობა გვიან პერიოდში ჩატარებული რესტავრაციის შედეგია. 46 საინტერესოდაა გადაწყვეტილი ფასადთა წყობა, რიყის ქვისა და ქართული აგურის რიგები ჰარმონიულად ენაცვლება ერთმანეთს. არქიტექტურულ დეკორად გვევლინება აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებში აგურის წყობითვე გამოსახული ჯვრები. ინტერიერში სამი საფლავის ქვაა შემონახული, მხედრული წარწერით, ერთზე, გვარად შაყულოვის საფლავზე გვხდება თარიღიც – 1891 წელი. ეკლესიის სიახლოვეს შეინიშნება რიყის ქვით ნაშენი, დაბაღების ტყავის გამომყვანი აუზების ფრაგმენტები. ქართულ რეალობაში სათოფურებიანი ეკლესიები უმეტესად ქართლსა და კახეთში გვხვდება, სათავდაცვო ფუნქციის მქონე ეკლესიების უმრავლესობა გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. ზოგადად ეს პერიოდი, XIV-XVIII საუკუნეები უმძიმესი ეტაპია ქართველი ერის ისტორიაში, რასაც უკავშირდება ქვეყნის მთლიანობის დარღვევა, მისი სამეფოს სამთავროებად დანაწილება, მტერთა გახშირებული თარეში, შინაური აშლილობა, პოლიტიკური კრიზისი და სხვ. ამ ყველაფერს ემატება ლეკიანობა საქართველოში, რომლებიც მარბიელ რაზმებად დათარეშობდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მათ წინააღმდეგ ხალხი შეძლებისდაგვარად იცავდა თავს, ამ პერიოდში გვხვდება სათოფურებიანი მარნები, საცხოვრისები, სახიზარი გალავნები. ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარი, პარმენ ზაქარაია, თავის ნაშრომში,„ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია“, ახსენებს ეკლესიათა იმ ჯგუფს, რომელთა კედლებშიც სათოფურებია დამატებული:„ქვეყანას რომ ძლიერ გაუჭირდა, ფაქტობრივად ყოველი სახის ნაგებობა – სასიმაგრო, საკულტო თუ სამეურნეო, ქვეყნის დაცვისთვის გამოუყენებიათ“. და ახსენებს კიდეც, ციხესიმაგრეებთან ერთად, რამდენიმე ასეთ ეკლესიას. თელავის აღწერისას, მაგალითად, ღვთისმშობლის საყდარს, რომელზედაც შემდეგს წერს:„იგი ამჟამად იმითაა საინტერესო, რომ ლარგვისისა და ქოლაგირის ეკლესიების მსგავ89 სად, სახურავქვეშ, გვერდით კედლებში სათოფეებია დამატებული. ეს თავისთავად XVIII საუკუნის დაძაბულ ცხოვრებაზე მიუთითებს, ეს ეკლესია ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, მეფე ერეკლეს აუგია“. 47 თელავის კვირაცხოვლის ეკლესიაც, არქიტექტურული მახასიათებლების მიხედვით(აგურის ჯვრები ფრონტონებზე, კედლის წყობა, კარ-სარკმელთა ფორმები, სათოფურები), სავარაუდოდ, XVIII საუკუნეს განეკუთვნება, გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ლეკთა შემოსევებმა იკლო და სათოფურებიანი ეკლესიების მშენებლობის საჭიროებაც აღარ იდგა. კვირაცხოვლის ეკლესია სიმცირის გამო, მხოლოდ ახლო-მახლო მცხოვრებთა შეფარებას თუ შეძლებდა, თან მაშინ, როდესაც ეს ტერიტორია ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობდა და კიდევ უფრო საჭიროებდა თავდაცვას. სათავდაცვო ფუნქციის მქონე ეკლესიებს ხუროთმოძღვრების მკვლევრები სამ ჯგუფად წარმოგვიდგენენ. 48 კვირაცხოვლის ეკლესია მესამეს, ანუ იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომლის ხუროთმოძღვარიც თავიდანვე ხედავდა საკრალურ სივრცეში სათავდაცვო ფუნქციის შერწყმის აუცილებლობას, დაბახნების კვირაცხოველიც ამ ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საქართველოს რთული პოლიტიკური ვითარების დასტურად შემოგვრჩა. 90 შენიშვნები 1 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, საქმე №2,„ზოგიერთი ცნობები ქალაქ თელავის ცხოვრებიდან. 1954 წლის 1 იანვრისთვის“. 2 უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი:[3 ტომად]/ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- I-ლი გამოც.-[თბ.]: ფანტაზია, 2006. – 28 სმ.[MFN: 136149]. 3 მიხეილ ყარაულაშვილის მონათხრობი, 11.08.2020. 4 გურამ კირვალიძის მონათხრობი, 21.10.2020. 5 ივანე კობიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 6 ნანა ნახუცრიშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 7 1614 წლის შაჰ აბას I-ის(1571-1629) შემოსევამ კახეთს დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა მრავალი ქალაქი და სოფელი, ცეცხლს მიეცა ეკლესია-მონასტრები და საცხოვრებლები; მოიშალა სამეურნეო ცხოვრება, გაწყდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დამპყრობლებმა თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს. 8 „Kавказский Kалендарь“, Тифлис, Гл. упр. Кавказ. наместника, 1845-1916, на 1852 год, 1851, გვ . 387-388. 9 კახეთის რეგიონული არქივი. მასალები თელავის რუსული საშუალო სკოლის ისტორიისათვის. 1932 წლიდან 1957 წლების მონაცემებით. გიორგი მელითაურის ფონდი. ფონდი №475, აღწერა №1, საქმე №10, გვ. 3. 10 გიორგი ჯაშიაშვილი,„ზოგიერთი ცნობები ქალაქ თელავის ცხოვრებიდან, 1954 წლის 1 იანვრისთვის“, კახეთის რეგიონული არქივი. ფონდი №491, საქმე №2, ანაწერი №1, გვ. 5. 11 ივანე კობიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 12 საქართველოს ერონული არქივი, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი №1923, ანაწერი №1, საქმე №186, გვ. 19. 13 იქვე. 14 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, წიგნი 2, საქმე №3,„ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება“, 1957 წ. გვ. 2. 15 ისტორიკოსი თ. ვახტანგიშვილის ზეპირი მოგონება. 16 ივანე კობიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 17 მიხეილ ონიკაძის მონათხრობი, 11.08.2020. 18 მიხეილ ყარაულაშვილის მონათხრობი, 11.08.2020. 19 საარჩევნო ხმის ჩამორთმევისა და შავ სიაში მოხვედრის საკითხებზე, იხ. აქვე, გვ. 33. 20 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 21 გია ფეიქრიშვილის 21.10.2020 და მიხეილ ონიკაძის 11.08.2020 მონათხრობი. 22 გია ფეიქრიშვილის მონათხობი, 21.10.2020. 23 მიხეილ ონიკაძის მონათხრობი, 11.08.2020. 24 მიხეილ ონიკაძე, იხ. აქვე, გვ. 214. 25 აივაზაშვილების სახლის შესახებ იხ. აქვე, გვ. 246. 26 გაზეთი„მუშა“ 1926 წელი, 13 აპრილი, №1017, გვ. 7. 91 27 ალექსანდრე ორბელიანი,„თელავი“, გამომცემლობა„ლომისი“, თბილისი, 1997 წ. გვ. 9. 28 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი,„ბუნებრივი წყაროები ქალაქ თელავში“, 1960 წ. 29 (მაგ.,]. ჭავჭავაძის №185, სადაც ჩანს, რომ თავდაპირველად წყარო ღობის ერთ მხარეს იყო, ახლა კი ღობის დასავლეთ კიდეშია გადატანილი, №185 და №187 მიჯნაზე). 30 იგულისხმება მიხეილ ძამუკაშვილი. 31 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, წიგნი 2, საქმე №3,„ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება“, 1957 წ. გვ. 5. 32 იგულისხმება„სამლულიანი წყარო“ – თელავის სამხრეთ-დასავლეთით ცივის მთის კალთების დაქანებიდან, მაწანწრის ხევის სათავეების ჩამოყოლებით მოდის მთის წყალი, რომელსაც უძველესი დროიდან მოიხმარენ. 33 ჭავჭავაძის გამზირის ძველი სახელწოდება. 34 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი,„ბუნებრივი წყაროს წყლები თელავში“. თელავი, 1960 წ. გვ. 10. 35 ამჟამინდელი ი. ჭავჭავაძის გამზირი. 36 საუბარია მაწანწრის სკოლაზე, ანუ მე-6 საშუალო სკოლაზე. 37 გურამ კირვალიძის მონათხრობი, 21.10.2020. 38 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 39 დავით ღარიბაშვილის მონათხრობი, 10.01.2022. 40 ეკა ონიკაძის მონათხრობი, 10.01.2022. 41 ფატი თეთრაშვილის მონათხრობი, 26.04.2021. 42 იგულისხმება მაწანწრელი მეთუნე, სტეფანე ონიკოვი. იხ. აქვე გვ. 214. 43 თელავის ისტორიული მუზუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„მასალები თელავის ქუჩების ისტორიისთვის“, ნაწილი მეორე, 1968 წელი, გვ. 115. 44 მიხეილ ყარაულაშვილის მონათხრობი, 11.08.2020. 45 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 46 რაც შეიმჩნევა კედლის წყობის ხასიათზეც, ასევე, კამარის ჩამოქცევა გამოიწვევდა კარნიზის ნაწილობრივ ჩამორღვევასაც, ამიტომ, სავარაუდებელია, რომ მოგვიანებით თავად მოსახლეობამ შეაკეთა ეკლესია და ამ დროს გადალაგდა და აღდგა ნაგებობის დაზიანებული დეტალები. 47 პ. ზაქარაია,„ქართულ სიმაგრეთა ისტორია“, თბ., 2002, გვ. 202. 48 ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები/ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი; თბილისი, 2016. №3. გვ. 59-76. 92 დაბახნების(იგივე მაწანწრის, განჯელების) წყარ 9 ო 3 , 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი 94 ხელოსნების უბანი გუშინ და დღეს ტრადიცია სუსტად, მ ა გ რ ა მ გ რ ძ ე ლ დ 95 ებ ა! დღეს უცნობია, როდის დასახლდა აქ, ამ მიდამოებში პირველი ხელოსანი და რა ხელობას მისდევდა ის, თუმცა ერთი კი ცხადია, ორი მომიჯნავე უბანი – მაწანწარა და დაბახნები – ეტაპობრივად ჩამოყალიბდა ხელოსნობისა და ვაჭრობის კერებად, რაც უბნის არქიტექტურაზეც აისახა. ილია ჭავჭავაძის გამზირის იმ მონაკვეთში, რომელსაც მაწანწარას ვუწოდებთ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი თაღოვანი ფორმის სივრცეები შენობების პირველ სართულებზე ან ნახევარსარდაფებში, სადაც სახელოსნოები თუ სავაჭრო ფარდულები იყო გამართული. 1920-60-იან წლებში, მაწანწრელი ხელოსნები ქალაქ თელავის ერთერთი მთავარი მომმარაგებლები იყვნენ საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლით, ეს საქმე აქ„მძიმე-მძიმედ გაჩერდა 80-იანი წლებიდან მოყოლებული. ქარხნული კერამიკა განვითარდა და ოჯახურ პირობებში დამზადებულზე მოთხოვნა დაეცა, იქ ზოგიერთი ნივთი, მაგალითად, გუდა, ტიკი, რუმბი, პატარა კასრები და სხვა, სულ გამოვიდა ხმარებიდან და ხელობის სწავლაც აღარავის უნდოდა. ასე ნელ-ნელა ქრებოდა სახელობო ტრადიციები“. 1 აქ საქმიანობდნენ და ცხოვრობდნენ ტყავის ოსტატები, ვიწროდ სპეციალიზებული მეტიკეები ან ყველის გუდების გამომყვანები, ფართო პროფილის მეთუნეები, რომლებიც კრამიტს, აგურს, თონეებს და ქვევრებს ამზადებდნენ ან მხოლოდ მეჭურჭლეები და მესაკირეები; მეწაღეები, მეაკვნეები, დურგლები, ბონდრები, ქვის მთლელები, სათევზაო ბადეების და ფარდაგების მქსოველები, მკერავები. უბანში ყველანი ერთად ფუსფუსებდნენ და აქაურობას განსაკუთრებულ კოლორიტს სძენდნენ. ქუჩის დასავლეთ ნაწილში, ვარდისუბის ხევისკენ, მჭიდროდ სახლობდნენ მეთუნეები, მეჭურჭლეები და მესაკირეები, დაბახნებზე – მეტყავეები, ხოლო დანარჩენი, სხვადასხვა პროფილის ხელოსნები მთელ ჭავჭავაძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხებსა თუ ქუჩებში ბინადრობდნენ და საქმიანობდნენ. 2020-2022 წლებში, კვლევის პროცესში ტყავის ოსტატებისა და მეთუნეების ისტორიები გამოკვეთილად სჭარბობდა და ამიტომ მათ შესახებ ჩვენც მეტი ინფორმაციის შეგროვება მოვახერხეთ. 2 ამ ორი ძირითადი სახელობო მიმართულების გარდა, უბანში მცხოვრებ სხვა ხელოსნებსაც გავიხსენებთ, მათ, ვის შესახებაც მოგონებები თანამედროვე მაწანწრელებმა უფრო ფრაგმენტულად შემოინახეს. გვინდა ქალაქის ისტორიას სხვადასხვა ხელოსნის სახელი და მათი 96 ამბები შემოვუნახოთ, რათა ამით უბნის თუ ქალაქის ისტორიაში მეტად გამოიკვეთოს იმ ადამიანების როლი, რომლებიც, მართალია, ქალაქის ყოველდღიურობას ქმნიან და მისი განვითარებისთვის ყოველდღიურად შრომობენ, თუმცა ისტორია მათ შესახებ იშვიათად გვიყვება. აქვე გვინდა მოგითხროთ დაკარგული ხელობისა და ხელოსნების – მკალავი ლეკების შესახებაც, რომლებიც მაწანწარაზე ხშირად ჩნდებოდნენ და გადმოცემები მათზე არაერთი მაწანწრელის მეხსიერებამ შემოინახა. მაწანწრის უბნის ისტორიას ინახავს ოჯახებში დაცული ფოტოები, დოკუმენტები, და რაც მთავარია, დღეს აქ მცხოვრები ადამიანების მეხსიერება. ჩვენი ზოგიერთი რესპონდენტი წინაპრების და სამეზობლოს ისტორიას გვიყვება, ან დღემდე თავადაც მისდევს ამა თუ იმ ხელობას და უბნის დღევანდელ პრობლემებზეც გვესაუბრება. 2020-2021 წლებში ჩაწერილი თანამედროვეთა ზეპირი ისტორიების მიხედვით, შევეცადეთ წარსული და აწმყო ისე დაგვეკავშირებინა, როგორც ამას ჩვენი რესპონდენტები აკეთებენ თხრობის დროს, უცებ რომ გადებენ ხიდს გუშინდელ და ხვალინდელ დღეებს შორის:„ძველი ქუჩაა. კარგი ხალხი ცხოვრობდა თურმე, მშრომელი. ზოგი სახლში აკეთებდა ტყავს, მგონი დათვის და მელიისაც. ხელოსნები ცხოვრობდნენ. იმთავითვე ძალიან კარგი ქუჩა და უბანი იყო და მოსდგამს დღემდე. სამომავლოდ კარგი იქნება ეს ქუჩა რომ გაკეთდეს და ეს ძველი უბანი აღდგეს“. 3 თანამედროვე მაწანწრის მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ საბჭოთა თელავის ამბები და მათ შორის ისიც, თუ როგორ გამოჰქონდათ ხელოსნებს სახლების წინ, ვიწრო და გრძელ სკამებზე თავთავიანთი პროდუქტი გასაყიდად და როგორ ემსგავსებოდა ქუჩა ღია ცის ქვეშ გამოფენას, რომლის მნახველიც უცებ მიხვდებოდა, თუ რომელ სახლში რა ხელობას მისდევდნენ. მაწანწრელი ოქრომჭედელი და ისტორიკოსი, ჯემალ სანდოშვილი, ლამის მთელ უბანს თვალწინ წარმოგვიდგენს იმ სურათხატების გაზიარებით, რაც მას ბავშვობიდან ჩარჩა მეხსიერებაში: „საათობით ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა მთელი დღე მჭედელი. ხან სამეურნეო იარაღს, ცულისპირებს, ნალებს ჭედავდა და ხანაც ცხენებს აჭედებდა ამ ნალებს. მე კი პატარა ვიყავი, ვიდექი და ვუყურებდი დიდი ინტერესით. გარშემო მეჭურჭლეებიც ბევრნი იყვნენ. თითქმის ყველა ოჯახი ამ საქმეს მისდევდა. აქვე მეტყავეები – ძმები ბეგიჯანოვებიც ცხოვრობდნენ. დაგრეხილი დიდი ულვაშები ჰქონდათ და 97 ყველის გუდებს და ღვინის ტიკებს ამზადებდნენ. პაპაჩემიც ცნობილი ხელოსანი იყო, ფეხსაცმელს კერავდა. ბონდრების დაკვირვებაც მაინტერესებდა, როგორ კრავდნენ კასრებს, კარაქის სადღვებელებს.[...] თუნუქის ღუმელების დამზადების ოსტატები კი ღუმელებსაც ამზადებდნენ და სახურავებზედაც მუშაობდნენ. რამდენიმე კაცი იყო ჩვენს უბანში, რომლებიც ამ საქმეს მისდევდნენ. ასევე იყო ხელოსანი, თაგვების ხაფანგის გამკეთებელი და ჯაჭვების დამწნავი. ასეთი კაციც იყო, რომელიც მთელი დღე და ღამე ბაზარში იჯდა და ხაფანგებსა და სხვადასხვა ზომის ჯაჭვებს ყიდდა. […] ჩვენს უბანშივე ცხოვრობდა კაცი ხელოსანი, დარჩო ერქვა, სომხური გვარი ჰქონდა, 4 რომელიც ამზადებდა საბერველებს, რომლითაც გოგირდს აბნევდნენ ვაზს, ასევე აკეთებდა დაზიანებულ საწამლ აპარატებს. მთელი კახეთი აქ მოდიოდა. მარტო ეს იყო ამ უბანში.[…] საინტერესო უბანი იყო ძალიან. ეს ქუჩა იყო ხელოსნების ქუჩა, შემოქმედი ხალხის, ქალაქის ცენტრალური, უძველესი ქუჩაა“. მაწანწრელები ხშირად იხსენებენ ქვის მთლელ მიხა პაპას(ძამუკაშვილი). ის ჭავჭავაძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა, ძველ, სარდაფიან სახლში. სარდაფში მიხა პაპას სახელოსნო ჰქონდა, სადაც სასაფლაოს ქვებს ამზადებდა.„გამოვიდოდა მიხა პაპა და სახლთან ჩამოჯდებოდა ხოლმე“ 5 – ეს კადრი არაერთი მაწანწრელის მეხსიერებამ შემოინახა უახლესი წარსულიდან:„ოდესღაც ეგ შენობა ეკუთვნოდათ ქვის მთლელებს, ვინმე მიხო პაპას, რომელსაც ფიფლოს ეძახდნენ. იმ პერიოდში მოთხოვნადიც იყო ეს პროფესია, ვინაიდან საფლავის ქვებზე საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ათავსებდნენ ხოლმე. ხშირად გარდაცვალების მიზეზსაც წერდნენ და ცხადია, ეს ქვის მთლელის საქმე იყო. დღეისათვის იმ ძველი ბინის ფასადი შეცვლილია“, – იხსენებს მაწანწრელი თამარ თამარაშვილი. 6 უბნის, ანუ მე-6 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი, ეკა კობიაშვილი 1980-90-იანი წლების უბანს ასე იხსენებს: „ეს ჩემი უბანია, მე აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ სკოლაში დავიწყე სწავლა 1981 წელს და 1992 წელს დავამთავრე, 11 წელი ამ სკოლაში ვისწავლე. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია და მთლიანად უბანი. ჩემი ბავშვობიდან, მამასა და პაპის მონათხრობიდან მახსოვს, რომ ამ უბანში განვითარებული იყო ხელოსნობა და ხელოსნობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ხარაზები, დურგლები, მეთუნეები და სხვ.[...] ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც მუშაობდა 98 99 მეჭურჭლე აბელ ბეგიჯანოვი და მისი მეუღლე სოფიო ხითაროვი(მარჯვნიდან). ლამზი 1 რ 00 ა დანელიას საოჯახო არქივი 101 ქვაზე, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს მისი ზუსტი სახელი, მაგრამ საინტერესოა თავად ის ფაქტი, რომ აქ, ამ უბანში, ქვაზე მომუშავე ადამიანებიც ცხოვრობდნენ. აქვე ცხოვრობდნენ ის ადამიანები, ვინც ნარდს ამზადებდა, მაგალითად, ალბერტ მანუკოვის მამა, თუ არ ვცდები, ვანო ერქვა, თვითონ ალბერტიც ამზადებდა ხელნაკეთ ნარდს, სამწუხაროდ, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროა, რომ ეს დარგები თანდათან იკარგება და ძალიან კარგი იქნება პროფესიული განვითარებისთვის შევასწავლოთ ბავშვებს, მომავალ თაობას, რომ არ დაიკარგოს სხვადასხვა ხელობა.[...] 90-იანი წლები საკმაოდ მძიმე იყო საქართველოსთვის და მძიმე იყო ალბათ ყველა ოჯახისთვის მთელ საქართველოში. მახსოვს, მიეზიდებოდნენ თურქეთში ძალიან ბევრ რამეს[...] ჩემს გვერდზე მეზობლად ცხოვრობდა ქალი, რომელთანაც ქუჩაში იყო გამოტანილი და იყიდებოდა სხვადასხვა ნივთები, მარტო თავისი ოჯახიდან კი არა, სხვა მეზობლებიც აყიდინებდნენ და მათ შორის იყო ალბათ თიხის ჭურჭელიც“. 7 მართლაც, არაერთი ხელობა უკვე დაკარგულია. მაწანწრელები სიყვარულით იხსენებენ მაგალითად, აბრამა ყარაულაშვლს, რომელიც სათაგურების დამზადებით იყო ცნობილი. მას ბაზარში თავისი ადგილი ჰქონია და მისი გარდაცვალების შემდეგ, სათაგურების ხელოსანი ლამის მთელ თელავში აღარ დარჩენილა. დღემდე, გაზაფხულის დადგომასთნ ერთად, როცა თაგვები საჭმლის ძიებას სახლებში იწყებენ, მეზობლები ერთმანეთს სათაგურს ეთხოვებიან ხოლმე და თან აუცილებლად აბრამასეულს და არა,„უბრალოს“ – გვიყვება მაწანწრელი თამარ თუშიშვილი. გამქრალი ხელობა – მკალავი ლეკები საქართველოში, თელავსა და მაწანწარაზე „ძალიან კარგად მახსოვს სპილენძის ჭურჭელი, იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობაში, დღევანდელ ნაფარეულის ქუჩაზე, მაშინაც ასე ერქვა ამ ქუჩას, ცხოვრობდა ერთი კაცი, ეროვნებით ლეკი და ის ამზადებდა სპილენძისგან თუნგებს და სხვადასხვა ნივთს. მახსოვს, პაპაჩემი თუნგს რომ შეიძენდა, აუცილებლად მოკალული უნდა ყოფილიყო, რათა სასმელისთვის უვნებელი გამხდარიყო და მასთან მიჰქონდა მოსაკალად“, – იხსენებს ეკა კობიაშვილი. 102 მართლაც, საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, მკალავებად ძირითადად ლეკები მუშაობდნენ, რომლებსაც ქალაქებში სახელოსნოები ჰქონდათ მოწყობილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან 8 ჩანს, ისინი უბან-უბან დადიოდნენ და აგროვებდნენ სპილენძის ჭურჭელს. ლეკთა უმრავლესობა დაღესტნიდან სეზონურად გადმოდიოდა, აქ რჩებოდნენ გარკვეული ხნით და ზამთარში ისევ უკან ბრუნდებოდნენ, თავიანთ სამშობლოში. ლეკები გაწევრიანებულები იყვნენ ამქარშიც. 1891 წლის გაზეთი„ივერია“ გვაუწყებს:„ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ლეკებს-მკალავებს, რომლებიც დადიან და თხოულობენ, მოგვეცით სპილენძ-ჭურჭელი მოსაკალავადო. მკალავების ამქრების უსტაბაშის თხოვნით, ქალაქის სახელოსნო გამგეობას უცნობებია პოლიციისათვის, რომ ზოგიერთი მკალავი ლეკი ამქარში ჩარიცხული არ არის და მოწმობა არა აქვსო. ამიტომ, გთხოვთ ამისთანებს აღეკრძალოს სახლებში სიარული და ჭურჭლების მოსაკალვად აღება, რადგან ხშირად ხდება, რომ ჭურჭელი მიაქვთ და პატრონებს აღარ უბრუნებენ, და ამის გამო მკალავებს სახელი გვიტყდება და ნდობას ვკარგავთო...“ 9 მკალავი ლეკები სამუშაოს საძებნელად დადიოდნენ საქართველოს სოფლებშიც, მათი მუშაობის სპეციფიკის წარმოსადგენად საინტერესო დაკვირვებას შეიცავს ქართველი მწერლის, ფრიდონ ხალვაშის მოთხრობა –„მამაჩემი კალაიჯთან“, სადაც მოთხრობილია აჭარის სოფლებში მკალავი ლეკი ჰოვანას სტუმრობის ამბავი.„ყედირ ეფენდის ტურაბეღელას ქვეშ მკალავები ათ დღეს მუშაობდნენ. ათი დღე რაა,- ააფერი, მაგრამ მთელი სოფლის მოსაკალავი ათ დღეში მოიკალა. ხალხს ფული არ ჰქონდა. ჰოვანა ყველაფერს იღებდა! ქათამს, კვერცხს, სიმინდს, ლობიოს, თუთუნსაც კი. წასვლის დღეს, აღებული რაც იყო, ჩააწყო-ჩაალაგა ყუთებში და კალათებში, ხოლო საბერველი და სხვა იარაღები დიდ შავ-შავ ტომრებში თავმოკოჭილები გვერდით მიაყენა...“ 10 საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მოვლენასთან, რომელიც„ლეკიანობის“ სახელითაა ცნობილი და მძიმე ისტორიული კვალი დატოვა ქართველი ხალხის მეხსიერებაში. ამ მხრივ, საინტერესოა 1877 წლის მოვლენები, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის მიმდინარე ომის ფონზე, ათწლეულების შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველო, ისევ ლეკთა მორიგ თავდასხმას ელოდებოდა. ლეკთა დასახვედრად ემზადებოდა ქალაქი თელავიც, ამ მოვლენების შესახებ, 1877 წლის 8 თიბათვის გაზეთ„დროების“ კორესპონდენტი –„ზემო მხარელი“ გვაუწყებს: 103 „დააგდეს ხმა(მართალი თუ ტყუილი, არ ვიცი), რომ მთებში თუშებსა და ლეკებს შეტაკება ჰქონიათ და თუშის მხარეს მომკვდარა რამთვენი კაცი, რომ სამი თუ ოთხი ფარა მცხვარი წაუყვანიათ ლეკებს... ამის შიშით თელავს ერთი მოქალაქე არ რჩება, რომ არ დაკეტოს დუქანი და არ გაემართოს ქალაქ გარეთ. ზოგნი კი შედიან ციხეში ცოლშვილით და იქ დგებიან. ახალგაზრდა ხალხი დაიარაღებული დადის შუა ქალაქში და არ იციან რა წამალი დაადონ ამ შემთხვევას. სოფლების მცხოვრებლები სულ დედაინ-ბუდიანათ იკრიფებიან და ტყეში მიდიან. ამ საგანზედ, როცა დაწვრილებით გავიგებ, თუ სხვამ ჩემზე წინ არ შეგატყობინოთ, უფრო ვრცლად მოვიწერები“. 11 ამ ამბის გაგრძელებას წარმოადგენს სამი დღის შემდეგ, 11 თიბათვეს დაბეჭდილი ფელეტონი იმავე გაზეთში, სადაც თელავში მომხდარი ამბები უფრო დაწვრილებითაა გადმოცემული.„თელავის ქალაქის მცხოვრებთ რაც მოასწრეს შეიტანეს თელავისვე გალავანში, შეცვივდნენ გულ-ხეთქებით შიგ და დაიწყეს ბაასი თუ როგორ გამაგრდნენ აქ, რომ გადაარჩინონ თავინთი თავი, ცოლ-შვილი და სარჩო საბადებელი. ამ ჰაზრით მონახეს თელავის მოქალაქეებმა ერეკლეს ხანის თოფები, რომლებიც ბებერა ბუდეებით იყვნენ გაჭედილნი, და ისრეთი სითალხის ფერით იყვნენ შემოსილნი, რომ მნახველი მაშინვე იფიქრებდა: ეს თოფები ან ერეკლეს დროს გლოვობენო და თავიანთ ძველებურს პატრონებსაო, რომლებიც ჯეროვნის წესით ინახდნენ და ხმარობდნენ, ან ახლანდელს დროს და მხედრობასო!... ღმერთმა უშველოს თ. მ. ჭავჭავაძეს და მღვდელს ი. შ., თუ ესენი არ გამოსდგომოდნენ ამ შეშინებულ ხალხს, რომლებიც მირბოდნენ მთებისკენ და არ შეეგონებინათ, რომ ყველა ეს ამბავი ტყვილია და არ დაებრუნებინათ...“ 12 მიუხედავად მსგავსი ისტორიული მეხსიერებისა, ხელოსანი ლეკები XIX საუკუნიდან აქტიურად იკიდებენ ფეხს საქართველოში, ისტორიკოს ლოვარდ ტუხაშვილს შემდეგნაირად აქვს დახასიათებული ლეკების საქმიანობა:„თანდათან ცნება„ლეკი“ გახდა ნაბდის მთელავის ან„მკალავის“ აღმნიშვნელი. ქიზიყი სავსე იყო ასეთი მოხეტიალე„მკალავებით“, ისინი ქირაობდნენ სოფლებში ბინებს და ჰკალავდნენ სპილენძის ქვაბებს. სპილენძი და სპილენძის ჭურჭელი კეთილშობილ ლითონად ითვლებოდა. სპილენძი შეადგენდა ყველა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს. მკალავი ლეკები გამოირჩეოდნენ გულღია ხასიათით, მშვიდობიანი ბუნებით. ისინი თვეობით რჩებოდნენ ქართულ სოფლებში, შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ ენას, ადვილად შედიოდნენ კონტაქტში. მკალავები 104 105 სახალხო დიპლომატიის ჭეშმარიტი დესპანები იყვნენ, მათი მეშვეობით იქმნებოდა ეკონომიკური და კულტურული, უღალატო ხიდი მთიან დაღესტანსა და კახეთს შორის. მკალავებთან განსაკუთრებით დაახლოებული იყვნენ ახალგაზრდები. ჯერ კიდევ 50-იან წლებამდე 13 ჩვეულებრივი სურათი იყო ქართველი ბავშვებით გარსშემორტყმული ლეკი მკალავი. ამ მკალავებისაგან ვრცელდებოდა დაღესტნური ლეგენდები და ხალხური გადმოცემები, განსაკუთრებით პოპულარული იყო ლეგენდები შამილის შესახებ“. 14 მსგავსი ურთიერთობა იყო თელავშიც, ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იან წლებში, ჩვენს რესპონდენტებს, ელენე და არჩილ სოზაშვილებს კარგად ახსოვთ მაწანწარაზე მცხოვრები მკალავი ლეკები, რომლებიც აქ პერიოდულად ჩამოდიოდნენ და ნაქირავები სახლის პირველ სართულზე, საკუთარი სახელოსნო ჰქონდათ გახსნილი. „მკალავები ამ ქუჩაზე იყვნენ, მაგრამ იყვნენ უფრო ლეკები, ჩამოსულები, სარდაფში ცხოვრობდნენ, საბავშვო ბაღის ჩასახვევში სასტუმრო რომ არის,„რჩეული მარანი“, მაგის იქიდან არის ჩასახვევი საბავშვო ბაღის გზაზე, იქა დგებოდნენ სარდაფში, ქირაობდნენ, ეტყობა, იაფი იყო ის სარდაფი ხოლმე და იქ იდგნენ, ქართლოსაანთ ბინაში,(ქართლოს იმერლიშვილი) ჩამოივლიდნენ ესე დრო და დრო და ბავშვები დავიძახებდით ხოლმე,„მკალავი ლეკები მოდიან, მკალავი“, და სახლში ვისაც ჰქონდა სპილენძის ქვაბები თუ თუნგები, გაარბენინებდა. მიდიოდა დედაც, ისე კარგად მახსოვს, და რომ მოუკალავდნენ თეთრად და ვერცხლისფრადა ბზინავდა მერე სპილენძის ჭურჭელი. კარგი ხალხი იყო ეს ლეკები, რაღაცნაირად დაბეჩავებულები იყვნენ, წესიერები, პატიოსანნი, სამუშაოდ ჩამოდიოდნენ, დაღესტნიდან გადმოდიოდნენ, ვინმეს გათოხნა თუ უნდოდა ან რამეში მიხმარება, ჭუჭყიანი საქმე თუ რაიმე იყო, მუშაობდნენ, ქუჩის შემოსასვლელში იყო ასფალტის ქარხანა და იმათა ჰქონდათ აი, როგორც საერთო საცხოვრებელი, ესეთი რაღაცა და იქ დააყენებდნენ ხოლმე და მუშებადაც მუშაობდნენ“. მაწანწარაზე მდგომი დაღესტნელი მკალავი ლეკის შესახებ საგულისხმოა თამარ თუშიშვილის მოგონებაც, რომელმაც ერთ-ერთი მათგანის სახელიც შემოგვინახა – ლეკი ვაჟა, მეუღლესთან, მაყვალასთან ერთად ნაფარეულის ქუჩაზე ცხოვრობდა და საკუთარი სახლის სარდაფში სპილენძის ჭურჭელს კალავდა. „ლეკი ვაჟა აბრამას(ყარაულაშვილი) უბანში, ნაფარეულის ქუჩის 14 106 ნომერში ცხოვრობდა, კარდაკარ, უბან-უბან დადიოდა, აგროვებდა სპილენძის ნივთებს და კალავდა თავისი სახლის სარდაფში მოწყობილ სახელოსნოში. ზამთარში სარდაფში იყო, ზაფხულში ეზოში იჯდა, მისი სახლკარიდან სულ კაკუნის ხმა გამოდიოდა ხოლმე. მრავალშვილიანი ოჯახი იყო, ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდათ, ფატი, ორი ბიჭი მახაჩკალას ჩემპიონები იყვნენ ძიუდოში. მაყვალა დროდადრო ჩამოდიოდა, ტრადიციულ, ჭრელ-ჭრელი აბრეშუმის კაბებში გამოწყობილი ქმარს ჩამოხედავდა ხოლმე, ძირითად დროს კი, შვილებთან ატარებდა“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 1898 წლით დათარიღებულ ჯემალ სანდოშვილის ჩანაწერებშიც ნახსენებია თელავში მცხოვრები ოქრომჭედელი ლეკი აბდულა(„ბრილიანტიშიკი“) და მაწანწარაზე მდგომი სეიფულა ლეკი, რომელიც ასევე ოქრომჭედლობას მისდევდა. მოკალვის ტექნოლოგიური პროცესი უსიამოვნო სუნთან იყო დაკავშირებული, მათ სახელოსნოებში მჟავისა და დამწვარი ნახშირის სუნი ირეოდა ერთმანეთში, მიწისქვეშა სარდაფებში ვენტილაცია კიდევ უფრო რთული იყო, მაგრამ მკალავები მაინც სარდაფებს ქირაობდნენ სიიაფის გამო. 15 თელავის მოქალაქეებს, ოჯახებში ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი მოკალული სპილენძის ძველი ჭურჭელი, რომელიც ქართული ყოფის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალას წარმოადგენს. მაწანწარაზე, მკალავ ლეკებს, დღეს მხოლოდ იქაურთა მეხსიერება თუ ინახავს, თუმცა შემორჩენილია ძველი წყარო, რომელიც„მკალავიანთ წყაროს“ სახელითაა ცნობილი, მისი აღდგენა იქვე მცხოვრებ მკალავიშვილებს უკავშირდება, უშუალოდ მკალავებთან წყაროს სახელის კავშირი მაწანწრელების მოგონებებით არ დასტურდება. 16 თითქმის გამქრალი ხელობა- უბნის ხარაზები უბნელების გადმოცემით, მაწანწარა-დაბახნებზე, ტყავის ოსტატების სიახლოვეს არაერთი მეწაღე და ხარაზი სახლობდა და საქმიანობდა. ზოგიერთი მათგანის შესახებ ინფორმაცია შთამომავლებმა გაგვიზიარეს, ზოგიერთის შესახებ კი მეზობლებმა შემოინახეს მეხსიერება. იზოლდი ჯამასპიშვილი-სივსივაძე მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკაში 1983 წლიდან მუშაობს. აქ, ამ უბანში, შინმოუსვლელთა მემორიალური პარკის 107 ივანე ღამბაროვი, მაწანწრელი მეწაღე. იზოლდი 10 ჯ 8 ამასპიშვილი-სივსივაძის საოჯახო არქივი მოპირდაპირედ, დედის(ღამბაროვი მარუსა) ოჯახი ცხოვრობდა და მასაც აქ აქვს მთელი ბავშვობა გატარებული, ამჟამინდელი ჭავჭავაძის №123-ში, იქ, სადაც დედა დაიბადა და გაიზარდა. პაპა, ივანე ღამბაროვი მეწაღე იყო. მას სახელოსნო თავის სახლში ჰქონდა მოწყობილი და თან სამი დამხმარეც ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც ტყავს ამუშავებდნენ. ამ სამი თანამშრომლიდან, ერთ-ერთი იყო გიორგი სივსივაძე, რომელიც ღამბაროვის სახელოსნოში მეწაღედ მუშაობდა:„ჩვენს ოჯახში დაცულ ძველ საბუთებში ასეა ნაჩვენები, რომ ჩემი პაპა იყო მეტყავე და ერთ-ერთი შვილი თადეოზ ღამბაროვი მეჩექმედაა დასახელებული. იქ წერია:„ეძლევა ესე ქალაქ თელავის მცხოვრებ ვანო გიორგის ძე ღამბაროვს, მასზედ, რომ მისი ოჯახი შედგება შვიდი სულისგან, ერთ-ერთი შვილი ერვანდი 21 წლის – ხარაზი, თადეოზა 18 წლის-მეჩექმე“. უშუალოდ ივანე ღამბაროვი ჭონად იხსენიება. 17 ხარაზი იყო მაწანწრელი ლუკა კიმოთიძეც და მის შესახებაც შვილიშვილი, მაწანწრის სკოლის პედაგოგი, თამარ კიმოთიძე გვიამბობს:„პაპაჩემი, ლუკა კიმოთიძე, იყო ძირძველი მოსახლე ამ უბნის. გარდაცვლილა 1951 წელს. იყო ხარაზი, უაღრესად განათლებული პიროვნება. ერთადერთი კაცი ყოფილა თელავში, რომლის ოჯახშიც ინახებოდა ილია ჭავჭავაძის სურათი. ეს დასტურდება იქიდან, რომ როცა ილია ჭავჭავაძის იუბილე გადაიხადეს თელავში, თურმე მთელ თელავში ვერ მოიძიეს სურათი და წაუღიათ ჩვენი ოჯახიდან. არაჩვეულებრივი კოლექცია ჰქონდა მწერლების. ოთხივე კედელზე ოთახში მწერლების პორტრეტები ჰქონდა გაკრული. თითოეულზე შეეძლო დაუსრულებლად ესაუბრა. ჰქონდა ძალიან ძველი ბიბლიოთეკა, მაგრამ როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, ძალიან ბევრი გაუნადგურებიათ და დაუწვიათ. ყავდა მოსწავლეები, რომლებსაც ასწავლიდა თავის ხელობას. თავისი შვილები დაჰყავდა გიმნაზიაში. მამაჩემს, ალექსი კიმოთიძეს, თურმე ასწავლიდა ვასილ ბარნოვი და ბევრი სასიამოვნო მოგონება ჰქონდა თავის მასწავლებელთან დაკავშირებით. შემიძლია გავიხსენო ისიც, რომ თურმე ინახებოდა ჩვენს ოჯახში წიგნი –„გლეხი კაცის ისტორია“, რომელსაც ძალიან უფრთხილდებოდა პაპაჩემი და თავის შვილებს და შვილიშვილებს უკითხავდა. იცოდა მსოფლიო ისტორია, რუკა ჰქონია და თავის შვილიშვილებს ყველა ქვეყანა, სად რა იყო მნიშვნელოვანი იმ ქვეყანაში, რა ხდებოდა, განსაკუთრებით, ინგლისზე ამბობდა ძალიან„რაზბოინიკი“ ხალხიაო. სურათებიდანაც დასტურდება როგორი დახვეწილი, შინაგანი კულტურის მქონე ოჯახის წევრები და 109 შვილები ჰყავდა. ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონიათ და-ძმებს ერთმანეთთან. მოდიოდნენ პაპის ოჯახში ჩაიზე, იხილავდნენ საქვეყნო საქმეებს და იგრძნობოდა, როგორი პატრიოტები იყვნენ. თვითონ მამაჩემსაც და ბიძაჩემსაც გადმოედოთ ეს სულისკვეთება. მაგალითად, მამას ახლო ურთიერთობა ჰქონდა და წერილებს წერდა ლევან გოთუას. დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით. ჩანაწერები ჰქონდა თვითონაც. დიდი მეცენატი იყო, ყოველთვის უნდოდა, რომ ვინმეს მიხმარებოდა, დაერგო ხეები, ტყეშიც კი. თვითონ დედაჩემიც, ვერა ელიზბარაშვილი, ანალოგიური ინტერესების მატარებელი იყო; გეოგრაფია-გეოლოგიური ჰქონდა დამთავრებული და მოსწავლეები სად აღარ დაყავდა ფეხით, მათ შორის, ცივზე. თვითონ ასული იყო მყინვარწვერზე სტუდენტობის პერიოდში და ჰყავდა პირველი მანქანა თელავში„პობედა“. იგი პირველი ქალი მძღოლი იყო თელავში“. პაპის ამბავს იხსენებს მაწანწრის სკოლის პედაგოგი, ფატი თეთრა110 შვილიც:„ჩვენი პაპა ანუ დედის მამა იყო ხარაზი, მელიქ ალექსანდრეს ძე მელიქოვი. აქვე, სკოლის წინვე იჯდა ხოლმე, დღევანდელ ჭავჭავაძის გამზირზე, თავისი სამუშაო მაგიდა ქონდა გამოტანილი და იქ აკერებდა ფეხსაცმელებს. მაშინ, რა თქმა უნდა, ჭირდა ცხოვრება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო. პაპა სხვადასხვა სოფლებშიც დადიოდა ხოლმე[სამუშაოდ], მიდიოდა და აკერებდა[ფეხსაცმელს]. შეიძლება ფული არ აეღოთ ამ ადამიანებს, მაგრამ გადაეცვალათ პროდუქტზე. მახსოვს ასეთი ისტორია: პაპა ყვარელში იყო და იქ აკერებდა ფეხსაცმელებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდია, არის ქარცეცხლი ომის და ერთმა კაცმა გამაჩერა და მითხრაო, რომ ძიაკაცო, რა სპეციალობის ბრძანდებითო? მე ვუთხარი, ხარაზი ვარო. მალადეც თქვენს კაცობასო, მე ვექილი ვარო და მჭადი მენატრებაო. პაპას მოჰქონდა ხოლმე გამტკიცული პურები გადაცვლით, ხან ქათამს მისცემდნენ, ხან ღვინოს მოიტანდა ტიკით. ომის გამო უჭირდა ხალხს და მთელი ჩვენი ნათესაობა ჩვენთან იკრიბებოდა.[...] ჩვენ გვარს„გალუაანთს“ ეძახდნენ. მელიქოვები იყვნენ გვარად, მაგრამ მაშინ ხომ გადაკეთდა გვარები და სინამდვილეში მელიქიშვილები ვართ დედის მხარე, მოვიძიეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს არქივიდან ამის შესახებ. პაპაჩემი მელიქ ალექსანდრეს ძე მელიქოვი(1898-1968)„სომხების სასაფლაოზე“, ეკლესიის ზემოთ, მარჯვნივ თავში არის დაკრძალული, მათი საგვარეულოს„გალუაანთ“ საფლავები სულ მანდ არის. პაპა პირველ მსოფლიო ომშიც იბრძოდა“. უბნის დურგლების შესახებ მაწანწრელი დურგლების შესახებ მოგონებებს სხვადასხვა რესპონდენტი გვიზიარებს. მაგალითად, ბატონი ივანე(ვალიკო) კობიაშვილი 18 მამის, დურგალ ალექსი კობიაშვილის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში სოფელ ვარდისუბნიდან გადმოსახლებულა და მაწანწარაზე დასახლებულა(ი. ჭავჭავაძის გამზ. №187). ალექსი კობიაშვილმა ეზო დავით ჭიჭიკოშვილისგან(ი. ჭავჭავაძის გამზ. №185) 1948 წელს იყიდა და იქ სახლი ააშენა. 1954 წელს, აშენებული სახლის პირველ სართულზე სადურგლო სახელოსნო მოაწყო, რომელიც ნაწილობრივ დღემდეა შემორჩენილი სხვადასხვა სამუშაო იარაღით. 19 ალექსი ძირითადად კარ-ფანჯარას, სამზარეულოს სკამებს(ე.წ. ტაბურეტს) ამზადებდა. 111 გარდა ამისა, ახლობელთა შეკვეთით კრავდა კუბოებსაც(უფასოდ, მხოლოდ მასალა მოჰქონდათ):„კუბოს ის„სასახლეს“ ეძახდა, მისი გაკეთება გარკვეულ დარდს გვრიდა, მაგრამ უარს ვერ ამბობდა. პაპა მეგობრობდა უბნელ ხელოსნებთან, შესაძლოა, დურგლებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მისი მეგობრები იყვნენ სხვა ხელობის წარმომადგენლებიც. მე მახსოვს მეთუნე გულო ბეგიჯანოვი, რომელიც ხშირად მჩუქნიდა თავის შექმნილ პატარა დოქებს. დურგლები ერთმანეთის ნახელავს ნახულობდნენ, აფასებდნენ, ეხმარებოდნენ კიდეც“, – იხსენებს შვილიშვილი, ეკა კობიაშვილი. 20 უბანში სხვა დურგლებიც ცხოვრობდნენ, ზოგი მხოლოდ აკვნებს ამზადებდა, ზოგი უფრო ფართო პროფილით მუშაობდა. ისინი აკეთებდნენ საოჯახო ნივთებს, მაგიდებს, კარ-ფანჯარას, აკვნებს, ჩარხავდნენ კიბის მოაჯირის რიკულებს. მაწანწარა, ზოგადად, ძალიან შეკრული უბანი ყოფილა, თუმცა ერთი პროფესიის მეზობლებს უფრო მჭიდრო მეგობრობა ჰქონიათ, ასე ყოფილან მაწანწრელი დურგლებიც. 21 ალექსი კობიაშვილის გარდა, ჩვენამდე მოაღწია დურგალ გიორგი ჭიჭიკოშვილის სახელმაც(ი. ჭავჭავაძის გამზ. №195-ში მცხოვრები), რომელსაც გამორჩეული ხელი ჰქონია და დახვეწილი აკვნებით ყოფილა ცნობილი. 22 აკვნები იმხანად ძალიან პოპულარული იყო. უბანში უცხოვრიათ ბონდერებსაც(მაგ., ვალოდია გაძაბულაძე), რომლებიც კასრებს კრავდნენ:„ძალიან დავინტერესდი ბონდერებით და მთელი დღე იქ ვიდექი და ვუყურებდი ხოლმე და ეხლაც შემიძლია დავამზადო მეთვითონ“, – იხსენებს მაწანწრელი ჯემალ სანდოშვილი. მაწანწრელი მეთუნეების შთამომავალი, მამუკა რატიანი იხსენებს, რომ მეექვსე სკოლის მიდამოებში, ზუზუმბოს ქუჩაზე, გამოჰყავდათ გარეული ცხოველის ტყავი, ბეწვეული და იქვე დურგლებიც მუშაობდნენ. ისინი ხისგან კრავდნენ აკვნებს, ამზადებდნენ კარ-ფანჯარას და საყოფაცხოვრებო ავეჯს. მაწანწრის ქუჩაზე, მოსახლეობაში დღემდეა შემორჩენილი მათი ნაქონი აკვნები, ძველი ხის ავეჯი, ჭურჭლის და ტანსაცმლის ხელნაკეთი კარადები:„კირიონის ქუჩაზე, მეორე შესახვევში, წყალი რომ არის, კუთხის სახლში, წყლის მარჯვენა მხარეს, იქაც ხელოსანი იყო, დურგალი, მიცვალებულის დასაკრძალ კუბოებს ამზადებდა, ფულზე არ იყო ლაპარაკი, მიჰქონდათ მასალა უბნისთვის და საჭიროებისას ოსტატი თლიდა კუბოს“. მზადდებოდა სარიტუალო დანიშნულების მომცრო ზომის, დეკორატიული აკვნებიც, რომლებსაც თელაველები ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიას სწირავდნენ. 112 113 მსგავს მოგონებას გვიზიარებს ისტორიკოსი თამარ თამარაშვილიც: „ჩემი ბავშვობის პერიოდიდანაც კარგად მახსოვს სხვადასხვა ზომის, ნაირფრად აჭრელებული აკვნები, თავისი აქსესუარებით, რომლებიც გასაყიდად იყო მზად. აკვნებს ყიდულობდნენ როგორც ახალშობილისთვის, ჩასაწვენად, ასევე საჩუქრებადაც იყიდებოდა მინიატურული აკვნები. დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება. დღეს, აკვნები, ალბათ, სამუზეუმო ექსპონატებადღა მოიაზრება“. 23 მეზობლები იხსენებენ ჭავჭავაძის ქუჩის №197-ში მცხოვრებ დურგალ დიმიტრი(დავითის ძე) სოზაშვილსაც. იგი წარმოშობით ვარდისუბნელი კაცი ყოფილა, 1960-იან წლებში საცხოვრებლად მაწანწარაზე გადმოსულა და თავისი საქმიანობაც აქ გაუგრძელებია. მის შესახებ, შვილებმა, არჩილ და ელენე სოზაშვილებმა გვიამბეს. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე დურგლის სახელოსნო იყო გამართული, სადაც საოჯახო ავეჯი: კარადები, ბუფეტები, რიკულებიანი ტახტები და ხის სხვა ნივთებიც მზადდებოდა, მათ შორის, კარ-ფანჯარა. „მახსოვს მამაჩემის სახელოსნო, რომელიც გატენილი იყო იარაღებით: აკეთებდა კარადებს, საოჯახო ავეჯს, სიპრიალე ავეჯისა სულ ხელით კეთდებოდა მაშინ, ეხლა რომ ლაკებს უსვამენ, მაშინ არ იყო ეს ლაკები, მრგვალი ხელსაწყო ჰქონდა, სახელი არ მახსოვს, რაღაცაში აწობდა, ავეჯს ბზინვარებას აძლევდა ხელით. ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე, ავეჯის ჩუქურთმები და რიკულები სულ ხელით კეთდებოდა. კარადები, ბუფეტები, ტახტები რიკულებიანი, ამ ყველაფერს ხელით აკეთებდა თვითონ ამ სახელოსნოში, იყიდებოდა ჩეჩნებში, ოსებში, აქეთ ოსური სოფლები რო არის, იქ ჰყიდდა. შემდეგ ავეჯის გაყიდვა რომ გაჭირდა და თვითონაც აღარ შეეძლო ფიზიკურად, ხელი მიჰყო მეაკვნეობას.[...] მიჰქონდა გასაყიდად თელავის ბაზარში, ბაზართან ერთი ადგილი იყო ამ მეაკვნეების, ყველას იქ მიჰქონდათ აკვნები და ან სახლში მოდიოდნენ შეკვეთისთვის მსურველები. ბავშვის საწოლებსაც აკეთებდა, პატარა სათამაშო აკვნებსაც. მამას რომ ბაზარში მიჰქონდა გასაყიდად, დედას აქ, სახლის წინ გამოჰქონდა, რაღაცაზე ჰკიდებდნენ ხოლმე ამ აკვნებს და იყო ასე გამოფენილი, მოდიოდნენ და ჰყიდულობდნენ“ – იხსენებს ელენე სოზაშვილი. 24 მაწანწარაზე მცხოვრებ სხვადასხვა დარგის ხელოსნებს კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, ასე იყო დურგლების შემთხვევაშიც. არჩილ სოზაშვილს კარგად ახსოვს, როგორ მეგობრობდნენ მამამისთან ამ უბნის სხვა ოსტატები:„მასალა აქაც იყიდებოდა და თვი114 თონაც ჩამოჰქონდა ახლო-მახლო ტყიდან, დურგლებს, აქაურებს, წავიდოდნენ, მოსჭრიდნენ. იყვნენ ჭიჭიკოშვილები, იყო მანუკოვი, აკეთებდა ხოლმე ნარდებს, აქვე ცხოვრობდა მესამე სახლში, არჩილ მეორის ქუჩაზე, დურგლებს ერთი მეორესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს გამოიხატებოდა საუბარში, ქეიფში, ურთიერთდახმარებაში, ქეიფი უყვარდათ, ზუზუმბოზე იკრიბებოდნენ, შეკრებდნენ ვისაც რა ჰქონდა, ღვინოს აიღებდნენ, პურს აიღებდნენ და ზუზუმბოზე დასხდებოდნენ და ქეიფობდნენ ხოლმე. ერთმანეთს, თუ შეკვეთები ბევრი ჰქონდათ, მასალის მოტანაში ეხმარებოდნენ, ერთად წავიდოდნენ ხოლმე და მოიტანდნენ, ეგ მახსოვს“. დიმიტრი სოზაშვილს დურგლობა თელავში, ყადორის მახლობლად არსებულ ხელოსანთა გაერთიანებაში უსწავლია, სადაც სასწავლებლად უფროსმა ძმამ, არჩილ სოზაშვილმა მიაბარა. შემდგომში, დამოუკიდებლად მუშაობისას, მასაც ჰყოლია შეგირდები. როგორც მისი შთამომავლები იგონებენ, ერთ-ერთი, გვარად დურგლიშვილი, დიმიტრი სოზაშვილთან, ხელობის დასაუფლებლად ქისტაურიდან დადიოდა. დიმიტრი სოზაშვილის მეუღლე, იმერლიშვილი სარა, ისევე როგორც ამ უბნის სხვა ქალები, ხელსაქმით ყოფილა დაკავებული, ახალგაზრდობაში ფარდაგებიც უქსოვია, მათი ქსოვა კი დედისგან, ელენე სულხანიშვილისგან უსწავლია. მატყლისგან ძაფს თვითონვე ართავდა, ქსოვდა და ნაწარმი გასაყიდად თელავის ბაზარში მიჰქონდა, ნაქსოვი იყიდებოდა შავიზღვისპირეთშიც. ქსოვდა შალებს, წინდებს, მაისურებს, სოზაშვილების ოჯახში მისი ნაქსოვები დღესაც ინახება. ჩვენამდე თელაველი და მაწანწრელი დურგლების, მეაკვნეების და ბონდერების სახელებმა არასრულად მოაღწია: ბიძულაშვილი ალექსა – მეაკვნე, ბუიშვილი მიხაკა – ხის ოსტატი, გაძაბულაძე ვალოდია- ბონდერი, ომის ვეტერანი, ვაწაძე გიორგი- მეურმე ხელოსანი, სანდოშვილი ელიზბარ ტიტიას ძე – დურგალი, საფაროვი გრიშა – ხეზე მჭრელი, ჭიჭიკოშვილი გიორგი – მეაკვნე. 25 ერთ-ერთი ცნობილი მეაკვნის, ალექსა ბიძულაშვილის შვილიშვილი, გიორგი გომელაური, დღესაც მისდევს პაპის ხელობას და ჭავჭავაძის გამზირზე ხის სახელოსნოს ამუშავებს. 115 ი. ჭავჭა 1 ვ 16 აძის გამზირი №93, 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია 117 ხის ხარატის სახელოსნო ჭავჭავაძის გამზირზე გიორგი გომელაური 1979 წელს, თელავში დაიბადა, მშრომელი და გამრჯე ხალხის ოჯახში. ის ოჯახში უკვე მესამე თაობის ხის ოსტატია, ხის ხარატია. ხელობა თავდაპირველად, პაპას – ალექსი ბიძულაშვილს უსწავლია, 14 წლისა რომ ყოფილა. შემდეგ თავისი სიძისთვის, გიორგის მამისთვის – ნოდარ გომელაურისთვის უსწავლებია. ამ დროს ის 18 წლის ყოფილა. სიძე-სიმამრი ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობდა აქ, ამ ადგილზე, ამჟამინდელი ჭავჭავაძის №93-ში. მოგვიანებით გაიყვნენ.„მამამ კიბის და აივნის რიკულების კეთებას მიჰყო ხელი და მეორე ბებია-პაპის ბინაში მოიწყო სახელოსნო, აქედან ცოტა მოშორებით, ზედა უბანში. კვირიკეს ქუჩაზე“, – გვიყვება გიორგი. გიორგის ბუნდოვნად ახსოვს, როგორ მუშაობდა პაპა. ალექსი ბიძულაშვილი 1997 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აქვე, მაწანწარაზე ცხოვრობდა, მაგრამ სახელოსნო სხვა სახლში, №93-ში ჰქონია მოწყობილი. მაშინ გიორგი 18 წლის იყო და მამას უფრო დაჰყვებოდა სახელოსნოში. პაპის გარდაცვალების შემდეგ, მამაც ამ სახელოსნოში გადმოვიდა სამუშაოდ და მას მერე გიორგიც აქ მუშაობს. „რომელ ბავშვს არ აინტერესებს, როგორ ტრიალებს თვითონ ეს ჩარხი. მამა აკეთებდა, აკვნის დეტალებს ამზადებდა, მე ვუყურებდი ხოლმე. ხანდახან თუ მომიყვანდნენ, იმიტომ რომ არ შეიძლება, პატარა ბავშვისთვის არ არის უსაფრთხო აქაურობა დანადგარების და იარაღების გამო. ვუყურებდი, როგორ ჩარხავდა, მაგალითად, დეტალებს. მერე როგორ მზადდებოდა ასაწყობად, უკვე აქ იხვრიტებოდა, აეწყობოდა, საბოლოოდ ლაკი წაესმეოდა დიდი რაოდენობით. მამა რასაც შეძლებდა, აკეთებდა დაუღალავად. დღეში, რა ვიცი, ალბათ, სავარაუდოდ, 2–3 აკვანს მაინც ასწრებდა. დიდი მოთხოვნა იყო და უცებ იყიდებოდა“. 26 თვითონ გიორგის, სადღაც 10–12 წლის ასაკში გასჩენია ხელობის მიმართ ინტერესი და დაუწყია ცოტ-ცოტა რაღაცების კეთება გართობის მიზნით. დაახლოებით 2002 წლიდან კი, დურგლობას უფრო სერიოზულად მოკიდებია და, მართალია, სულ სხვა მიზნები ჰქონია, მაგრამ ამ საქმეს ვეღარ შეშვებია და ბოლომდე მიჰყოლია:„როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, უფრო სისტემატიური მუშაობა დავიწყე, ძალიან შემიტყუა, დამაინტერესა, თავიც ვეღარ დავანებე; სრული სერიოზულობით მოვეკიდე ამ საქმეს და მალე მაღალ ხარისხსაც მივაღწიე. ძირითადად აივნისა და კიბის მოაჯირის 118 რიკულებს და პატარა აკვნებს ვამზადებდი“,- გვიყვება გიორგი. მისივე თქმით, პატარა აკვანი მზადდებოდა სათამაშოდ; ასევე, მოგვიანებით გაუგია, რომ უშვილო წყვილები სწირავდნენ პატარა აკვანს ბოჭორმას და სხვა სალოცავებს, შვილის შეძენის იმედით. გარდა პატარა აკვნებისა, სამი თაობის ხელოსნები დიდ, საბავშვო აკვნებსაც ამზადებდნენ და მის ატრიბუტიკას, ანუ შიბაქებსაც; ასევე- ჭოჭინას, მაგიდის ფეხებს, მოგვიანებით კი- საბავშვო ხის ლოგინებსა და რიკულებს აივნებისა თუ კიბეებისთვის. მცირე ზომის აკვნებზე მოთხოვნა დღესაც არის, თუმცა გაცილებით ნაკლები. ახლა ისინი ევროპაში მიაქვთ. აკვნის კეთება ძალიან შრომატევადი საქმეა და გიორგი მას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა უკვეთავენ. ბოლო პერიოდში ის უფრო რიკულების გამოჩარხვაზეა გადართული, თუმცა აკვნების კეთება უფრო საინტერესო და სახალისო საქმედ მიაჩნია. რიკულების შეკვეთა, როგორც წესი, დიდი რაოდენობით მოდის და ამ დროს პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია. 100-200 ზუსტად ერთნაირი, მილიმეტრებში ერთი ზომის რიკული უნდა დამზადდეს:„რთულია კიდევ ის, რომ 17-18 წლის განმავლობაში ერთი და იგივე რამეზე მუშაობ. სულ ეს რიკულები იყო, ხან დიდი, ხან პატარა და შეკვეთები დიდ რაოდენობაზე. უკვე ისე მქონდა არეული თავში, რომ რეალურად ვაკეთებდი თუ სიზმარში, ვეღარ ვიგებდი. ეგეც, თავის მხრივ, ცოტა მოსაბეზრებელია. ამიტომ, მინდა ახლა სხვადასხვა დეტალებზე გადავიდე“. მართლაც, გიორგის სახლი თავისი გაკეთებული ნივთებით აქვს მოწყობილი, რაც სტუმრების მოწონებას იმსახურებს. ახლო მომავალში სოციალურ ქსელში გვერდის გაკეთებასაც აპირებს- სანათებზე, აბაჟურებზე, პატარ-პატარა ფიგურებზე და ხის სუვენირებზე ფიქრობს, თუმცა რიკულებსა და მაგიდებსაც ამზადებს, სანამ მოთხოვნა არის, უბრალოდ, ამ ბოლო დროს მეტს ფიქრობს პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე. შიდა კიბეების რიკულებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო 1980იანი წლების ბოლოსკენ:„მაშინ არც გაჭირვება იყო და არც არაფერი; ხალხიც უფრო გადასული იყო მაგ შიდა კიბეებზე. მერე რაღაცა პერიოდი გაჩერდა, ეს არეულობა-დარეულობა რომ დაიწყო მაგიტომაც და უდენობის გამოც. კარგად მახსოვს, მაგ პერიოდში ცოტა-ცოტა შემეძლო უკვე კეთება და მოვდიოდი ხოლმე ღამე ამ სახელოსნოში, რადგან ღამე 11 საათზე მოდიოდა დენი დილამდე. ბევრჯერ ყოფილა, რომ დილამდე გვიმუშავია და მერე წავსულვართ სახლში“. ეს საქმე, გიორგისთვის, გარდა შემოსავლის წყაროსი, გატაცება და ჰო119 ხის ხარატი გიორგი გომელაური სახელოსნოში, ი. ჭავჭავაძის №93-ში. 2021 წ. ფოტო: 1 ა 2 ნ 0 ა მარგველაშვილი 121 ბიც არის. ის ფიქრობს, რომ კარგი იქნება, ახალგაზრდები რამე ხელობასაც სწავლობდნენ, ან ოჯახის ტრადიციას აგრძელებდნენ და წინაპრებს შრომას არ უკარგავდნენ, ან რაიმეს თავიანთი ინტერესის მიხედვით არჩევდნენ. ისიც კარგად ახსოვს, 18-19 წლის ასაკში, სახელოსნოდან დამტვერილი გარეთ რომ გასულა და თანატოლების ცოტა უცნაური მზერაც დაუჭერია, ამ ახალგაზრდა კაცმა მეტი საქმე ვერ ნახეო? –„მიუხედავად იმისა, რომ კარგადაც ვსწავლობდი და შემეძლო სერიოზული წარმატებისთვისაც მიმეღწია, ვსწავლობდი ისტორია-სამართალმცოდნეობაზე, ინტერესი მაინც აქეთკენ მქონდა და ამ საქმეში თავი წარმატებული მგონია. დარწმუნებული ვარ, ჩემი სპეციალობითაც რომ მემუშავა, იმასაც ზუსტად იგივე სიყვარულით გავაგრძელებდი და იგივე სიყვარულით ვიმუშავებდი. მაგრამ ეს მიზიდავს და აი, ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდოდა რომ ვყოფილიყავი [...] თითქოს ბევრს უნდა, რომ ხელობა ისწავლოს, მაგრამ თან ეზარებათ [...] მე კი, მადლობა ღმერთს, რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის და მეხალისება. თავიდანვე, როცა დავიწყე ამ ხელობის სწავლა, არა მქონია იმის ინტერესი, შეკვეთიდან რამდენ ფულს ავიღებდი. სხვათა შორის, ეს, მამაჩემმა არ დამაინტერესა მაგით. მაინტერესებდა თვითონ პროცესი, მიღამდებოდა აქ, არ ვიცი, რომელ საათამდე, გვიანობამდე ვმუშაობდი, მეზობლებმაც იციან, იმ პერიოდში ხან 11-12 საათამდე ვიჯექი, ღამე მომდიოდა ხოლმე და მე კიდე ვაკეთებდი ამას ინტერესით. შეიძლება ვიღაცას ეგონა, რომ ფულის გულისთვის ვიყავი აქ ამ დრომდე, მაგრამ ამ დროს ხან ჩემთვის ვაკეთებდი რაღაცას დიდი სიყვარულით, ან ვსწავლობდი რაღაც-რაღაცებს, რაც არ მესმოდა“. გიორგისაც უნდა, სახელობო ცოდნა თავის შვილს გადასცეს და ამით ოჯახის ტრადიცია გააგრძელოს:„ჯერ პაპაჩემი მუშაობდა, თვითონ 14 წლის ასაკში უსწავლია ხელობა და სიკვდილამდე მისდევდა, 87 წლისა იყო. მამა 18 წლის იყო, პაპამ რომ ასწავლა და ერთად მუშაობდნენ წლების მანძილზე. მერე მამა ცალკე მუშაობდა და ხელობას 63 წლამდე მისდევდა. მე რომ ხელობა ვისწავლე, მამასთან ერთად ვმუშაობდი და ახლა მარტო ვაგრძელებ. მესამე თაობა გამოვდივარ და მინდა ჩემს შვილსაც ვასწავლო ცოტა რომ წამოიზრდება. ელემენტარული მაინც ისწავლოს, რომ თავისთვის იცოდეს. ბევრისთვის ეს ჰობია. ვუყურებ ხოლმე ვიდეოებს „იუთუბზე“. აკეთებ და რაღაცნაირად სულიერად ისვენებ ადამიანი. ინტერესისთვის აკეთებ და რაც უფრო ხარისხიანი გამოგდის, კიდევ უფრო საინტერესოა.[...] ბავშვობაში, მამა დიდ ხერხთან ახლოს არ მიშვებდა, რად122 გან მისი ხმარება არ ვიცოდი. ერთხელაც, ის დრო იყო, დენი ცოტა ხნით მოდიოდა ხოლმე და ვეშურებოდით საქმეს. ამ სიჩქარეში დიდ ხერხზე ერთი თითი მოვიჭერი, მაგრამ მაინც, მეოთხე დღეს სამუშაო გავაგრძელე. [...] ეკოლოგიურად სუფთა საქმეა. არც პაპას და არც მამას ერთი არ წამოუხველებიათ. ამ ხელობაზე, ხეზე ვინც მუშაობდა, საერთოდ ღრმა მოხუცებულობამდე აღწევდნენ და დღესაც ასეა. ვფიქრობ რომ ვასწავლო, რატომაც არა. თავისთვის მაინც ეცოდინება, რაღაცას მაინც გააკეთებს“. ბავშვობაში მამა სახელოსნოში რომ წაიყვანდა, ფანჯარასთან დასვამდა ხოლმე და იქიდან უყურებდა, როგორ იკვეთებოდა ნელ-ნელა ფორმები. სასიამოვნო პროცესად დაამახსოვრდა ეს ყურება და დაკვირვება. ახლა, როდესაც თვითონ მუშაობს, არაერთხელ შეუნიშნავს, როგორ გაჩერებულა გამვლელი ფანჯარასთან, ჭავჭავაძის №93-თან და აკვირდება მის მუშაობას, ჩარხის ტრიალს. ხან შემოიპატიჟებს ხოლმე, მეზობელი იქნება, ბავშვი თუ ტურისტი, და ისინიც ინტერესით შედიან სახელოსნოში, ცოტა ხანი უყურებენ, იმტვერებიან კიდეც და მაინც კმაყოფილები გადიან. უკეთესი პირობები რომ ჰქონდეს, ალბათ, მნახველიც მეტი იქნებოდა. დაახლოებით 10 წელია გიორგი დამოუკიდებლად მუშაობს ამ ძველ სახელოსნოში:„ეს სახლი მდებარეობს ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის 93 ნომერში. ნიშნეულად რომ გითხრათ, ბევრმა თბილისშიც კი იცის, რომ აი, აქ, ძველად, ე. წ. ჩანგლებზე(იგულისხმება საკიდი კავები), აივნის ქვეშ, სახლის ფასადზე ეკიდა აკვნები, პატარა მაგიდები, ჭოჭინები და სუყველაფერი, რასაც ვამზადებდით. ეს სახლი 150 წელს ითვლის. მარტოკანა ვმუშაობ ახლა და ვიყენებ ჩემი მიზნებისთვის. დიდი ინტერესით და სიყვარულით ვაგრძელებ საქმეს“. გიორგი გომელაურს სახელოსნოში ვსტუმრობთ და ვფიქრობთ, რა კარგი იქნებოდა, ჭავჭავაძის №93-ში გიორგის სახელოსნო ისე მოეწყოს, რომ მას შეგირდების აყვანაც შეეძლოს და ტურისტების მიღებაც. სახელოსნო-საამქროც იქვე იყოს; აქ დამზადებული ნივთები კი, ამ საუკუნოვანი სახლის ფასადს უწინდელივით ამშვენებდნენ და გამვლელ-გამომვლელს თვალს სტაცებდნენ. გიორგის მეუღლეს, თეა სუმბაძეს თელავში თავისი სამკერვალო აქვს –„მაქმანი“. ეს ორი მიმართულება, ხელოსნების ძველ უბანში, ამ დიდებულ და ისტორიულ შენობაში, იქვე, ბაზრის გზაჯვარედინთან – ქალაქს ალბათ სულ სხვანაირად გაამრავალფეროვნებდა. 123 მარცხნიდან: სარა იმერლიშვილი, თალიკო სოზაშვილი, სოფიო სოზაშვილი და უცნობი ქალი. არჩილ და ელენე სოზაშვილების საოჯახო არქივი. მარჯვნიდან: დურგალი დიმიტრი სოზაშვილი მეგობრებთან ერთად. არჩილ და ელენე სოზაშვილების საოჯახო არქივი დურგალი ალექსი კობიაშვილი მეუღლესთან, მარიამ(მარგო) გრემელაშვილთან და შვილთან, ივანესთან ერთად. კობიაშვილების საოჯახო არქივი. დურგალი მარტია ჩობანიანი და ესმა ბეგიჯანოვი. სერგო ჩობანიანის საოჯახო არქივი. მეჭურჭლე სერგო და მარგო ბეგიჯანოვები. სერგო ჩობანიანის საოჯახო არქივი 125 მეორე თაობის დურგალი მაწანწარაზე ხშირად ხელობა ხომ თაობიდან-თაობაზე გადადიოდა, ასე იყო დურგლების შემთხვევაშიც, სერგო ჩობანიანი მაწანწრელი მედურგლეა, რომელმაც ხელობა მამისგან, მარტია ჩობანიანისგან ისწავლა. ამ უბანში ძველი თაობის ხელოსნებს შორის დღესაც ახსოვთ ძმები, ალექსი და მარტია ჩობანიანები, რომლებიც დურგლობას მისდევდნენ. ჩობანიანთა ოჯახი 1934 წელს გადმოვიდა თელავში საცხოვრებლად და ზუზუმბოს ქუჩაზე დასახლდა. მანამდე, სომხეთში, სპიტაკში ცხოვრებდნენ, სადაც ზეთის სახდელ ქარხნებს და წისქვილებს ფლობდნენ, გასაბჭოებისას გააკულაკეს, ჩამოართვეს ქონება და გადაასახლეს. საქო, სარქის ჩობანიანი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თელავში გადმოსახლდა. ერთი პერიოდი ლეგიონში მზარეულადაც იმუშავა, მერე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს და იქიდან აღარ დაბრუნებულა. შვილებმა, ალექსიმ და მარტია ჩობანიანებმა დურგლობა თელავში ისწავლეს, თავისი ოსტატობით მალე გაითქვეს სახელი, ძირითადად საოჯახო ავეჯს ამზადებდნენ. მარტია ჩობანიანის შვილი, სერგო ჩობანიანი მამის ხელობას გაჰყვა –„მე დურგლობით ალბათ აკვნიდან დავინტერესდი, დედაჩემი იძახდა ხოლმე, მამაშენს რომ ვეხმარებოდი, შენს აკვანსაც მივიდგამდით იქ, რომ ერთადა ვყოფილიყავითო, ალბათ, რომ მეტირა და მოეხედათ ჩემთვისაც. ესე გამოდის, აკვნიდან დამიწყია ეს ხელობა. მიყვარდა უბრალოდ დურგლობა. ინსტიტუტშიც მოვეწყე, 1977 წელს დავამთავრე გეპეის სამშენებლო ფაკულტეტი, მაგრამ ისევ ამ საქმეზე გადავერთე, რადგან დურგლობა უფრო მაინტერესებდა“, – გვიყვება სერგო ჩობანიანი. ის დღეს თელავის ძაფის სახვევის, ძველი ქარხნის ეზოში მოწყობილ სადურგლოში მუშაობს, ძირითადად საოჯახო ავეჯს, კარ-ფანჯარას, აივნებს, კიბეებს ამზადებს. სახლის პირველ სართულზე დღესაც აქვთ თავდაპირველი სახით მოწყობილი მამამისის, მარტია ჩობანიანის სახელოსნო, სადაც ახლა თვითონ მუშაობს და ძველ, მამის დამზადებულ ავეჯს უკეთებს რესტავრაციას. გარკვეულ წლებში ემიგრაციაშიც იყო, დურგლად მუშაობდა სომხეთსა და რუსეთში, მესამე წელია, სამშობლოში, თელავში, მამის სახელოსნოს დაუბრუნდა. სერგო ჩობანიანს კარგად ახსოვს ძველი თაობის ხელოსნები მაწანწარაზე. დედამისი, ესმა ბეგიჯანოვი, მეთუნე სერგო ბეგიჯანოვის ქალიშვილი იყო, ამ უბნის სხვა ქალებივით, ისიც ხელსაქმობდა, ქსოვდა ძირითადად შალებს, რომლებიც გასაყიდად მიჰქონდათ. დღეს ხელსაქმეს 126 მისი რძალი, ჯემა ჩობანიანიც მისდევს, რომელიც სპიტაკიდან 17 წლის ასაკში გამოთხოვდა თელავში, ქართულიც აქ ისწავლა. აქვე ისწავლა ქარგვა და ყაისნაღით ქსოვა დედამთილისგან, მეზობლებისგან და იმხანად გამომავალი ჟურნალ-გაზეთებიდან. ჩობანიანების სახლში მრავლად შეხვდებით მაწანწრელი ძველი ოსტატის, მარტია ჩობანიანის და მისი ვაჟის, სერგო ჩობანიანის ხელით დამზადებულ საოჯახო ავეჯს, მოჩუქურთმებულ მაგიდებს, ბუფეტებს, საწოლებს, რიკულებიან ტახტებს, ხის მოაჯირიან კიბეებს, სამზარეულოს კარადებს. დურგლობა ის პროფესიაა, რომელსაც მაწანწარაზე საკუთარი ტრადიცია აქვს, დურგალი სერგო ჩობანიანიც ამ ისტორიის ნაწილია. დღეს გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ახალგაზრდები აღარ ინტერესდებიან, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ამ საქმეს კიდევ გამოუჩნდება გულშემატკივარი, თავისი სახელოსნოს აღჭურვილობის გადაიარაღების საჭიროებაზეც საუბრობს და უკეთესი მომავლის იმედი აქვს. მაწანწრელი მჭედლების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით უბნის მჭედლების შესახებ. მაწანწრელი ოქრომჭედლისა და ისტორიკოსის, ჯემალ სანდოშვილის 1980-იან წლებში შეგროვებულმა ინფორმაციამ თელაველი და მაწანწრელი მჭედლების არასრული სია შემოგვინახა: 1. აბდულა ლეკი – ოქრომჭედელი; 2. არუთინოვი გიორგი გეურქას ძე – მჭედელი, ნალბანდი; 3. არუთინოვი ერვანდა გიორგის ძე – მჭედელი; კევლიშვილი ალექსი შალვას ძე – ოქრომჭედელი; 4. მარტირუზოვი გიორგი ტუგრანას ძე – გრავიორი; 5. მეტრეველი ერმანა – მჭედელი ნალბანდი; 6. მექვაბე შოთა – განჯელების წყალთან; 7. სეიფულა ლეკი – ოქრომჭედელი; 8. სერებრიაკოვი იგორი – ოქრომჭედელი; 9. სერებრიაკოვი დიმიტრი იგორის ძე – ოქრომჭედელი. 10. სერებრიაკოვი ალექსანდრე იგორის ძე – ოქრომჭედელი; 11. ყარაულაშვილი ვანო – მჭედელი. ცხადია, უბანში მჭედლობას გაცილებით მეტი ადამიანი მისდევდა, თუმცა კვლევის ამ ეტაპზე მათი ვინაობა მხოლოდ ფრაგმენტულად დადგინდა. რამდენიმე რესპონდენტი იხსენებს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამჭედლოსა და ნალბანდის ეზოს. მათ შორის არის მაწანწრელი გურამ კირვალიძე, რომელიც მეზობელი მჭედლის, ნიკო მეცხვარიშვილის სახელოსნოზე გვიყვება: 127 „სახელოსნო მდებარეობდა ყაზახაშვილის №2-ში(ჭავჭავაძის 122ის მოპირდაპირე მიდამოებში). ეზოში, ძველებური სახლი ედგა და სამჭედლოც მანდ ჰქონდა მოწყობილი. ძველებური სამჭედლო იყო, ტყავის საბერველიანი ქურით, გრძელი, უროთი და სხვა ინსტრუმენტებით, რაღაცნაირად არქაული გარემო იყო და პატივისცემას იწვევდა. აკეთებდა ნაჯახებს, წალდებს, ბარებს, თოხებს, ყაირებს, ნალებს... საინტერესო სანახავი იყო, ბავშვები მივდიოდით და ვუყურებდით, ხელის საბერველითაც დავუბერავდით ხოლმე“, – გვიყვება ის. გარკვეულ პერიოდში, მჭედელი ნიკო მეცხვარიშვილი სამჭედლო სახელოსნოს სოფელ გულგულაშიც ამუშავებდა, სადაც დილაობით ფეხით მიდიოდა და საღამოს უკან ბრუნდებოდა. ამ საქმეში მას მეუღლე ეხმარებოდა. „ამ ბინას ეზოთი თურმე აქირავებდნენ ხოლმე და ბევრი ხელოსანი იდგა ეზოში. იყო ნალბანდიც. ქვემოთ, ბოსტანში კამეჩის ძველი ნალებიც გვიპოვნია, სხვანაირია და დამხმარე იარაღებიც. ნალბანდის მუშაობას ხელს ალბათ ის უწყობდა, რომ ეს ქუჩა ქვაფენილიანი იყო და ჩარდახიანი ურმებით დადიოდა ხალხი. გვერდს ვერ აუვლიდი ამ გზას. ქვემოთ, დღევანდელი აღმაშენებელი მაშინ ეკალ-ბარდით იყო დაფარული. მეც მახსოვს მოჩარდახებული ურმები, ზოგში კამეჩი იყო შებმული, ზოგში – ცხენი. ამ ქვაფენილიან ქუჩაზე გაივლიდნენ ურმებით, როცა სალოცავებში მიდიოდნენ, აი, შუამთაში, თეთრ გიორგიში. ჰოდა, ნალი თუ აუვარდებოდათ, შემოვიდოდნენ ნალბანდთან. ჩარდახიან ურმებს ზოგი უკან ფეხით მისდევდა. ესეც მახსოვს. ამას ალბათ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა რაღაც. ეტყობა არგებდათ ხოლმე ფეხით სიარული. აქვე, ეზოში ვაჭრობდნენ ეტყობა, ბევრი ხურდა ფული გვაქვს ნაპოვნი, სხვადასხვა დროის – 1872, 1901, 1915, 1932 წლების. სულ ერთ ადგილას ვიპოვეთ. ძველ საძირკველში. ისე კი, ვაჭრობა-ხელოსნობა უფრო დაბახნებზე იყო და მაწანწრის შემოსასვლელში“. 27 „მამაჩემი იყო ძაან განვითარებული, თვითგანვითარებული ადამიანი. არა ჰქონდა დამთავრებული არც სკოლა, არც ისა, მაგრამ ძაან ნაკითხი კაცი იყო. უყვარდა სიმღერები, თითონაც მღეროდა გიტარაზე კარგად.[...] 7 წლისა უკვე ნახირში დადიოდა, ცოტა ჯანზე მოიდა და 15-16 წლისამ უკვე დაიწყო მჭედლობა. თელავის გამგეობის გადმოსწვრივ იყო გრძელი სამჭედლოები და ერთ-ერთში, მუშისგან ისწავლა ეს ხელობა, იქ მუშაობდა. მეც მივდიოდი და ქშუტუნა რომ იყო, საბერველში მეც ვეშველებოდი. პატარა ვიყავი, მაგრამ წამიყვანდა ხოლმე კვირაობით. ყველაფერს 128 129 ოქრომჭედელი ჯემალ სანდოშვილი თავის სახელოსნოში, ი. ჭავჭავ 1 ა 3 ძ 0 ის №221. 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი 131 ამზადებდა.[...] ყოველ კვირას გაჰქონდა ბაზრობებზე. ადრე ქვემოთ ხიდი არ იყო, იქ იყო ბაზრობა და იქ იყიდებოდა ეს ნალებიც, სუყველაფერი იყიდებოდა. 28 იყო სასწორი იგეთი, რომ დაარტყავდი ის აჩვენებდა ძალას. რომ გაივლიდა მამაჩემი, დაარტყავდა და მაღლა ააფრენდა ხოლმე. და, იმათ უთხრეს რო, ძიაო, აღარ დაარტყაო გეხვეწებიო, რომ არ გაგვიფუჭოვო“, – გვიყვება მაწანწრელი მზარეული, მიხეილ ყარაულაშვილი. მეზობელი მჭედლის, ერმანა მეტრეველის ეზო-კარს და სამუშაოს იხსენებს ოქრომჭედელი ჯემალ სანდოშვილიც. მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკარი, ქეთევან ჩანგაშვილი, მაწანწარაზე ცხოვრობს და კარგად ახსოვს როგორ გაიხსნა უბანში შინმოუსვლელთა მემორიალური სკვერი, ე.წ. „ქსუის ბაღი“. მემორიალურ დაფაზე მისი მამამთილის, ნალბანდ ალექსანდრე ბაინდუროვის ფოტო დღემდეა შემორჩენილი. ის 1944 წლის მიწურულს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 5-6 თვით ადრე დაიღუპა ფრონტზე. ოქრომჭედელი მაწანწრის უბნიდან ოქრომჭედელი, ქართული ტრადიციული იარაღის ოსტატი და ისტორიკოსი ჯემალ სანდოშვილი მაწანწარაზე დაიბადა და დღემდე აქ ცხოვრობს. მის პაპას, მეწაღე გრიგოლ ფარნაოზოვს, ამ უბანში იმხანად ჯერ კიდევ გზის პირას მდგარი, პატარა სახლი-სახელოსნო 1925 წელს უყიდია და ხელოსნების უბნის შრომით ფერხულში ჩაბმულა. გრიგოლის მეუღლეც, ანა ბადურაშვილი, მეთუნეების ოჯახიდან იყო – ქსოვდა ფარდაგებს და სათევზაო ბადეებს. პაპა კი იქვე, სახლის ეზოში მუშაობდა და სხვადასხვა ფეხსაცმელს, წაღებს, ქალამნებს კერავდა:„ქალამანი მაშინ ძალიან მიღებული იყო, მსუბუქი ფეხსაცმელი იყო, დიდხანს ძლებდა, ღორის ტყავისგან კეთდებოდა, მაგარი იყო და თან ძალიან მსუბუქი. მთაში სასიარულოდ იყო კარგი. მაშინდელი გლეხები ძალიან თავისუფლად ხმარობდნენ ქალამნებს. წაღებს კი უფრო ქალაქელები ყიდულობდნენ“. სახლი, რომლის განაპირა ოთახშიც მისი პატარა და მყუდრო სახელოსნოა მოწყობილი, ახლა ცოტა სიღრმეში დგას. აქ უამრავ მოწესრიგებულად ჩაწიკწიკებულ სამუშაო იარაღს და დაზგას მოუყრია თავი. კედელზე, ბებიის მოქსოვილი ძველი ფარდაგი კიდია და ზედ ქართული საბრძოლო იარაღია გამოფენილი: ხანჯლები, ხმლები, დანები, ნინძასა და სამურაის 132 ხმალი, მშვილდ-ისარი, საბრძოლო ვარსკვლავებიც კი. სწორედ ამ მიკროსამყაროში გვიზიარებს ოსტატი თავის ისტორიას. მაწანწარაზე, სისხამ დილით იწყებოდა ფუსფუსი ნახევარსარდაფებსა თუ ღრმა სარდაფებში მოწყობილ სახელოსნოებში ან ქარხნებში, როგორც თავად საოჯახო სახელოსნოებს ეძახდნენ და ბავშვობაში ბატონი ჯემალი ამ ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მეზობლად უამრავი ხელოსანი ცხოვრობდა და ბავშვობაში მათ მუშაობას საათობით ადევნებდა თვალს. ჯემალ სანდოშვილი ჯერ თელავის სამხატვრო სკოლის პირველი თაობის კურსდამთავრებული გახდა; აქ მას ხატვის გარდა, ძერწვა, ქანდაკება და ხელოვნების ისტორიაც ასწავლეს, ამის შემდეგ კი სწავლა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. ამავე ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა 1972 წელს, სადაც ხატვასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა და თან კახელი ოქრომჭედლების და ხალხური ოსტატების შესახებ ამუშავებდა თემას. ცდილობდა, თელავსა და მის შემოგარენში მცხოვრები ხელოსნები და მოქმედი სახელოსნოები შეესწავლა. თანდათანობით სურდა მთელი კახეთი მოეცვა, მაგრამ მერე სამოქალაქო ომი დაიწყო და მისი კვლევითი საქმიანობაც შეჩერდა. ისე კი, თელავში მეთუნეები ჭარბობდნენ ოქრომჭედლებს. თუმცა მცირე შემოსავლის გამო, დამატებით საქმიანობაზე დაიწყო ფიქრი. ბევრი რამე ეხერხებოდა და გამოსდიოდა და ამიტომ კარგა ხანს იფიქრა კონკრეტულად რომელ ხელობას დაუფლებოდა:„მაშინ, 1972-იან წლებში, ინსტიტუტში ძალიან დაბალი ხელფასები გვქონდა და არ მყოფნიდა, ამიტომ გადავწყვიტე გამომეჩინა დამატებითი საარსებო წყარო ოჯახის დასახმარებლად. ხელობები ბევრი ვიცოდი, ჩხირკედელა ვიყავი და უამრავი რამე მეხერხებოდა. ამ არჩევანს რომ ვაკეთებდი, ასე ვიფიქრე: ქალებს სამკაული სულ ეყვარებათ და უფრო გაიყიდება-მეთქი. თან ოქრომჭედლობა უბრალოდ ხელობა კი არა, ხელოვნებაა და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევდა. ძალიან კარგად შევისწავლე ოქრომჭედლობა, მე თვითონ მთელი ორი წელი ვამუშავებდი ლიტერატურას ქართული ოქრომჭედლობის შესახებ“. ადგილზე კი ამ მიმართულებით არავინ მუშაობდა, ვერავის დაუდგებოდა შეგირდად. მასთან ერთად სამხატვრო სკოლაში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, ალექსი კევლიშვილი სწავლობდა, რომელმაც შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა ლითონ-ქანდაკების სპეციალობით და უკან დაბრუნებულმა ოქრომჭედლობას მიჰყო ხელი:„ძი133 134 135 რითადად მელქიორში მუშაობდა, ოქრო-ვერცხლსა და იარაღს შედარებით იშვიათად კიდებდა ხელს. მის მუშაობას ვაკვირდებოდი ხოლმე, და უფრო და უფრო გამიმყარდა ოქრომჭედლობის სურვილი. ძალიან მორიდებული ვიყავი და ასე ვერ ვთხოვე, მასწავლე-მეთქი, მაგრამ ვუყურებდი, როცა შემეძლო. თბილისშიც მივლინებით რომ გამიშვებდნენ, საქმეებს მოვრჩებოდი თუ არა, ნაცნობ ხელოსნებთან მივდიოდი, ოქრომჭედლებთან და ახლა იმათ საქმიანობას ვაკვირდებოდი. ასე ვისწავლე ხელობა, ყურებით, დაკვირვებით, ცდით და ლიტერატურის დამუშავებით. თვითნასწავლი ვარ“. ჯერ სამკაულის კეთება დაიწყო და სახელოსნოს აღჭურვა. დედა ნერვიულობდა, მთელ შენს ხელფასს რომ მანდ უშვებ, რომ არ გაამართლოსო? გაამართლა, თანაც ძალიან. 1975 წელი იქნებოდა და თავისი პირველი ნაკეთობები, ბეჭდები, სამაჯურები და სხვა სამკაულები სტუდენტებს და თანამშრომელ ქალებს აჩვენა. აღფრთოვანებულან და ყველაფერი უცებ გაყიდულა. თვითონ კი, სამკაულებზე მეტად ქართული, ტრადიციული იარაღის დამზადება აინტერესებდა. ამ დარგის ოსტატი არვინ იყო:„ვფიქრობდი, ამ ხელობასაც შევისწავლი, მერე სხვას გადავცემ ცოდნას და ადგილზე ტრადიციაც დამკვიდრდება და გაგრძელდება-მეთქი“. ძველი იარაღის შეკეთება-რესტავრაციით დაიწყო და შემდეგ უკვე თავად ამზადებდა ლამაზად მოვარაყებულ საბრძოლო იარაღს.„საბჭოთა დროს სამკაულს ქალები მიკვეთავდნენ, იარაღს კი – კაცები. ზოგს თავისთვის უნდოდა, ზოგს – საჩუქრად. იყო შემთხვევები, ძველი, მამა-პაპისეული იარაღი მოჰქონდათ შესაკეთებლად და მეც სიამოვნებით ვაკეთებდი. აქ, ამ სახელოსნოში უამრავი ღამე მაქვს გათენებული. ისე გამიტაცებდა ხოლმე მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე ახალს და განსხვავებულს წამოვიწყებდი, რომ ყველაფერი მავიწყდებოდა. ვეღარც დაღლას ვგრძნობდი და დროც უცებ მიფრინავდა; მოულოდნელი მამლის ყივილი თუ გამახსენებდა გათენებას. ამ საქმით ვცხოვრობდი, შეკვეთის იმდენი მსურველი იყო, კვირები იცდიდნენ რიგში“. კითხვაზე, თუ რომელი ნაკეთობა დაამახსოვრდა განსაკუთრებით, ბევრიო, გვპასუხობს და თხრობას განაგრძობს:„ყველაფერი მიყვარდა, კარგად გამოდიოდა, კვეხნაში არ ჩამითვალოთ. არ ვჩქარობდი, დიდხანს ვაკეთებდი და გულდასმით. ერთი წერტილი თუ არ მომეწონებოდა, შემკვეთს, რომელიც ამ წუნს ვერასოდეს შეამჩნევდა, მაინც არ გავატანდი, 136 გამოვასწორებდი, სხვას გავაკეთებდი. ამიტომ მეც კმაყოფილი ვიყავი და შემკვეთიც“. მართლაც, ბატონ ჯემალს ყველა ნაკეთობა ეყიდებოდა. ამ ხელობით 90-იან წლებშიც კი, ჰქონდა შემოსავალი; მერე შეკვეთები ნელ-ნელა შეწყდა, ხალხს გაუჭირდა, ინტერესები შეიცვალა, ახალმა დრომ ახალი უნარები და მიდგომები მოითხოვა და ახლა ათასში ერთხელ თუ აქვს შეკვეთა, დღეს ამ ხელობით ვეღარ ცხოვრობს. ხალხს ძალიან გაუჭირდა და იარაღისთვის აბა ვისღა სცალიაო. ბატონი ჯემალი იმას უფრო განიცდის, რომ დღეს ქართული იარაღის ოსტატი კახეთში არავინაა მის გარდა და, მე რომ აღარ ვიქნები, ეს ხელობა ჩვენს მხარეში სულ დაიკარგებაო. მის მოსწავლეებს შორის ოქრომჭედლობა კი ბევრმა ისწავლა, მაგრამ იარაღის კეთება, სამწუხაროდ, არავინ. „სამი გოგო მყავს, მაგრამ ჩემი ხელობა არ აინტერესებთ. ვოცნებობდი ბიჭიც მყოლოდა. ვფიქრობდი, ხელობას შევასწავლი-მეთქი. ჩვენ ხომ ხელოსნების ოჯახი ვართ, ერთი პაპა მეწაღე იყო, ბებია – მქსოველი, მეორე პაპა – მეთუნე და მამა – ხურო. ჯერჯერობით არც შვილიშვილს აინტერესებს და არც სხვა შეგირდები მყავს. ნეტა ვისმე ესწავლა! მინდოდა გამეკეთებინა სამხატვრო სკოლასავით, სულ მცირე ანაზღაურებაზეც თანახმა ვიყავი და ავიყვანდი მოსწავლეებს, ხელობას შევასწავლიდი. რამდენიმეჯერ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებებს, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება, არადა, კახეთში აღარავინ დარჩება ამ საქმის ხელოსანი. ამაზე ძალიან ვწუხვარ“. ხელსაქმე მაწანწრის უბანში და თეთრად მოფრიალე შალები „ამ უბანში ცხოვრობდნენ მქსოველი ქალები, ისინი ქსოვდნენ წინდებს, ზედებს ე.წ. მაისურებს(მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის) ბაწრისგან და ასევე შარფებს. შალებისთვის(შარფებისთვის) მახსოვს სპეციალური გასაკრავი მოწყობილობა ჰქონდათ – ქარგა(ბებია ასე მოიხსენიებდა), სადაც გარეცხვის შემდეგ აკრავდნენ შალს და ისე აშრობდნენ. ბაწრის შარფის გასარეცხად 72% სარეცხის საპონს იყენებდნენ. მეც მახსოვს, ბებია როგორ ამუშავებდა მატყლს, სპეციალური მატყლის დასაჩეჩი ხელსაწყო ჰქონდა, შემდეგ ხის„თითისტარზე“ ართავდა და მატყლის გორგალს ამზადებდა. გორგალი მოსართავად მზად იყო. ჩვენ სახლში ახლაც გვაქვს ბებოს მოქსოვილი ნივთები. 137 ძალიან ბევრი ქალი იყო, რომლებიც მიდიოდნენ შარფების გასაყიდად შავიზღვისპირეთში, ძირითადად, აფხაზეთში. ეს ქალები თვითონაც ქსოვდნენ, მაგრამ დამატებით ყიდულობდნენ ნაქსოვ ნივთებს. აგროვებდნენ უბანში და ალბათ მთელი თელავის ტერიტორიაზე, სოფლებშიც, ყიდულობდნენ ბაწრისგან მოქსოვილ შალებს, წინდებს, მაისურებს, შარვლებს და ზაფხულში მიჰქონდათ აფხაზეთში, იქ ჰყიდდნენ. ძირითადი მყიდველები ტურისტები(რუსი ტურისტები, როგორც თვითონ ამბობდნენ) იყვნენ. საქართველოში მატყლისგან ნაქსოვ წინდებს და მაისურებს 90-იან წლებში უფრო მეტად მოიხმარდნენ, ალბათ ძნელი იყო გათბობა. ამ პერიოდში ქვეყნიდან ბევრი რამ გაჰქონდათ თურქეთში და ბაწრისგან ნაქსოვებსა ჰყიდდნენ მაწანწრელი ქალები“, – იხსენებს მაწანწრის უბნის მცხოვრები ეკა კობიაშვილი. მართლაც, ქალთა ხელსაქმის შესახებ არაერთმა რესპონდენტმა გაგვიზიარა თავისი მოგონებები. ქალები საოჯახო მეურნეობაშიც იყვნენ ჩართულები, კაცებთან ერთადაც მისდევდნენ საოჯახო ხელობას, თუმცა ხელსაქმითაც იყვნენ დაკავებულები – ამუშავებდნენ მატყლს, ქსოვდნენ ფარდაგებს, წინდებს, შალებს, ტანსაცმელს, საცვლებსა და სათევზაო სასროლ ბადეებსაც კი, რაც მაშინ საკმაოდ პოპულარული ყოფილა. სახლის წინ, გარეთ დასხდებოდნენ და ისე ქსოვდნენ, იქვე გამოფენდნენ უკვე მოქსოვილ პროდუქციას და ამვლელ-ჩამვლელიც ყიდულობდა. 29 თუმცა მაწანწრელი ქალების ნაქსოვი ნაწარმი მხოლოდ აქ, ქუჩაზე არ იყიდებოდა, არამედ საკვირაო საუბნო თუ სხვა ბაზრობებზეც და მეტიც, ზაფხულობით აფხაზეთშიც დაჰქონდათ. „ქალები ქსოვდნენ. მატყლს ამუშავებდნენ. ბებიაჩემი, მაგალითად, წინდებს, მაისურებს, საცვლებს ქსოვდა და ოჯახშიც იყენებდნენ, სამკურნალოს ეძახდნენ. დღესაც შემორჩნენ მქსოველები. 90-იანებში კი, ძალიან გაჭირვებაში ჩვენც ვქსოვდით და ვართავდით. მერე მოდიოდა მოვაჭრე ვინმე, თელავიდან მიჰქონდა თბილისში და ზღვაზე და იქ ყიდდნენ“, 30 – გვიყვება ნანა ნახუცრიშვილი. ხელსაქმით არჩენდა სამ ობოლს ლუსიკა ბაინდუროვიც. მისი ნაქსოვი დიდი გასავლით სარგებლობდა:„შარფებს ყიდდა, იყალთოს ქუჩა რომ ადის ზემოთ, ეგ ქუჩა იმხანად, ომის წინა და შემდგომ პერიოდში ჯერ არ ყოფილა ძალიან მჭიდროდ დასახლებული. მანდ კვირაობით მიჰქონდათ პროდუქტი, ნაქსოვი, შალი იქნებოდა, თავსაფარი თუ მატყლეულობა და იქ ყიდდნენ. ლუსიკა თავის ნაკეთობებსაც ყიდდა და სოფლიდან ჩამო138 139 მეჭურჭლე ვალიკო ღარიბაშვილის მეუღლე, მარიამ ქევხიშვილი (მარცხნიდან მესამე), მაწანწრის სამკერვალო ქარხანაში. ფოტო: დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი სული ქალებისგანაც ყიდულობდა პროდუქტს, რომელსაც მერე თბილისში წაიღებდა ხოლმე ბაზრობებზე გასაყიდად“, – იხსენებს მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკარი ქეთევან ჩანგაშვილი. „ნატურალური მასალისაგან იქსოვებოდა შალები. მახსოვს, როგორ ართავდნენ ბებიას თანატოლი ქალები ძაფს, აბზრიალებდნენ თითისტარს, თან ბაასობდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს ამბებს. მახსოვს, ბებია დაჩეჩილი მატყლის ლამაზ ფუმფულა ფთილებს როგორ აწყობდა, მერე ართავდა. ბებია ერთ ღერს ბამბის ძაფს მიურთავდა ხოლმე, უკვე დართულ ბაწრის ძაფს ამოახვევდა და მერე იწყებოდა ქსოვა. მისი მეგობრებიც შალებს ქსოვდნენ, ნაწარმს, ცხადია, რეალიზება ჭირდებოდა, რაშიც მარია ჭიჭიკოშვილი ეხმარებოდათ, მასთან იყრიდა თავს ეს ნაწარმი. ის სპეციალურ დამუშავებას უტარებდა, ათეთრებდა, დიდ ოთხკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმავდა და ეზოში მიუფიცხებდა მზეს. ულამაზესი იყო ამ შალების ყურება, რომლებიც მრავალი ორნამენტით იყო მორთული: რომბებით, სხვადასხვა სახის ყვავილებით და ბოლოები კი ლამაზი არშიით მთავრდებოდა. მარია ბებოს კოხტა ეზო ჰქონდა ფერად-ფერადი ტიტებით, 140 ზამბახებით და ვარდებით სავსე. ზემოდან კი ლამაზი ყურძნის ხეივანი... მისი ეზო გამოფენას ემსგავსებოდა ხოლმე და ეზოში გამოფენილი ეს ქათქათა შალები ძალიან უხდებოდა ყვავილებში ჩაფლულ ეზო-კარს. მარიას ზღვისპირეთში მიჰქონდა ნაწარმი. სულ გარუჯული იყო ხოლმე მზისგან“, – გვიყვება თამარ თამარაშვილი. მოგვიანებით, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, შინმოუსვლელთა მემორიალის უკან სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, მაწანწრელების დიდი ნაწილი სწორედ იქ და ქალაქში არსებულ სხვა ისეთ დიდ წარმოება-დაწესებულებებში დასაქმდა, როგორებიც იყო ძაფსაღები ფაბრიკა, სამკერვალო ფაბრიკა, აბრეშუმის წინდების საქსოვი ფაბრიკა და სხვ. შალის თავშლის ქსოვის პროცესი და ტექნოლოგია მაწანწარაზე, ხელოსნობას ძირითადად მამაკაცები მისდევდნენ, ქალების უმრავლეოსობა კი ხელსაქმით იყო დაკავებული, ძირითადად მატყლის გადამუშავებით. თუშეთიდან ჩამოტანილ მატყლს გარეცხვის შემდეგ ჯერ საჩეჩელაზე ჩეჩავდნენ, შემდეგ ძაფს ართავდნენ და სხვადასხვა სამოსს ქსოვდნენ. იქსოვებოდა შალები, შარფები, საწელე-სამუხლეები, წინდები და ბევრი სხვა. თამარ თუშიშვილი მაწანწარაზე, ნაფარეულის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა, ოჯახიც ამავე უბანში შექმნა და ზუზუმბოს ქუჩაზე დასახლდა. მას კარგად ახსოვს მაწანწრის უბნისთვის დამახასიათებელი სახელობო ყოფა-ცხოვრება და მქსოველი ქალების თავშეყრასა და ხელსაქმესთან დაკავშირებული თითოეული დეტალი, რადგან თვითონაც, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ ისწავლა ქსოვა უბნის ასაკოვანი ქალებისგან. ხელსაქმის ნიჭი, როგორც თვითონ გვიყვება, ვარდისუბნელი დიდი ბებიისგან, ნინა თუშიშვილისგან გამოჰყვა, რომელიც თელავში სახელგანთქმული მკერავი ყოფილა. ვარდისუბანში, ორსართულიანი ქვითკირის სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში, ნინა თუშიშვილს ჭრა-კერვის სახელოსნო ჰქონდა გამართული, საგულისხმოა, რომ ქართული ტრადიციული სამოსის კერვის მცოდნე თერძით, სუხიშვილების ანსამბლიც დაინტერესდა და ნინა თუშიშვილი მათ პერიოდულად გარკვეული რაოდენობის კოსტიუმებსაც უკერავდა. „პაპა, ფირუზი თუშიშვილი, იტყოდა ხოლმე, დედის ხაზით,„ხისტიბრუუანთ“ ცნობილი ქალები ჰყავთ ჭრა-კერვაშიო. მახსოვს, ბავშვობაში, 141 მაწანწრ 1 ე 4 ლ 2 ი ქალები. მალხაზ ონიკაძის საოჯახო არქივი. როდესაც შევდიოდი დიდი ბებიის სახელოსნოში, ძალიან მომწონდა გარემო, ძაფების გროვა, სულ მინდოდა და მაინტერესებდა მისი საქმიანობა, მაგრამ კომუნისტების დროს გაზრდილ ბავშვებს ძირითადად სახლი, სკოლა, მუსიკალური სასწავლებლის სამკუთხედზე უნდა გვევლო და ნაკლები დრო გვრჩებოდა სახელობო განათლებისთვის, მერე, რომ წამოვიზარდე, მეცხრე-მეათე კლასში რომ ვიყავი, ჩემი უბნის ასაკოვანი ქალების ხელსაქმით დავინტერესდი, რომლებიც იკრიბებოდნენ ხელსაქმისთვის და წლიდან წლამდე ქსოვდნენ შალებს, გააფითქინებდნენ, ქარგებზე გააკრავდნენ, შემდეგ ჩამოხსნიდნენ, ჩაალაგებდნენ ჩემოდანში და მიჰქონდათ სოჩაში გასაყიდად. ქალები შეთანხმებულად შრომობდნენ, არ არსებობდა მე მეტი მოვქსოვე და შენ ნაკლები, ხომ შეიძლებოდა ვიღაცას სწრაფი ხელი ჰქონოდა და ვიღაცას ნელა ექსოვა, არა, ყველაფერი საერთოში იქსოვებოდა და იყიდებოდა, ნდობაც სხვანაირი იყო. კარგად მახსოვს, რომ ჩამოვიდოდა ბაბუცა ბებო, ჯავახიშვილი, და თანხას გაყოფდა. მახსოვს, ერთხელ ერთი მეზობელი ეუბნება, მე ძალიან ნელი ხელი მაქვსო, თქვენ, სანამ ერთ შალს მოქსოვთ, მე ნახევრამდეც არ ვარ მისულიო და ამდენი თანხა არ მეკუთვნისო, მაგრამ ბაბუცა ბებომ მაინც თანაბრად გაანაწილა ფული; სხვანაირი ურთიერთობები იყო იმ უშუქობასა და საშინელ პერიოდში, მე ამ დროს მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი და გარდა საქმისა, რომელიც მომწონდა, ჩემთვის ფინანსური სარგებელიც იყო, ჩემი სკოლის გამოსაშვები საღამოს სამოსი, ჩემი ნაქსოვი შალების გაყიდვით აღებული თანხით შევიძინე...“ მაწანწრის უბნისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული შალის ქსოვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური დეტალები თამარ თუშიშვილმა გაგვაცნო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: მატყლის შეძენა და ძაფის დართვა – ქალებს, რომლებიც ხელსაქმეს მისდევდნენ და ვისთანაც მე ვსწავლობდი, ჰქონდათ მატყლის დართვის დღე, ყველა ერთად ართავდა ძაფს და შემდეგ ყველა ერთად იწყებდა ქსოვას; შარფის მატყლი აუცილებლად ბატკნის უნდა ყოფილიყო, მატყლი თელავში თუშეთიდან ჩამოდიოდა, როდესაც წავიდოდნენ მატყლის საყიდლად, ტომრის რამდენიმე ადგილიდან ნემსის წვერით გამოიღებდნენ ხოლმე მატყლის ბეწვს და ამის მიხედვით არჩევდნენ მათთვის საჭირო მატყლს, თუ გრძელი და უხეში ბეწვი იყო, ამბობდნენ, რომ ცხვრისაა და რომ შალი ამით არ მოიქსოვებოდა და ამას გადასდებდნენ მერე მაისუ143 რების მოსაქსოვად, მაგრამ თუ ბეწვი მოკლე და ღუნღულა იყო, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მატყლი ბატკნისა გახლდათ და თავშლის საქსოვად გამოდგებოდა; მოტანილი მატყლისგან ძაფი ერთვებოდა, შალის მოსაქსოვად საჭირო იყო თმის ღერივით წვრილი და წმინდა ძაფი, ძაფი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო სქელი, რადგან ნაქსოვ ორნამენტში სადღაც სქელი, სადღაც წვრილი ძაფი ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა, და ასე წმინდად ართავდნენ მატყლისგან ძაფს. ერთი შალის მოქსოვას 200250 გრამი მატყლი სჭირდებოდა. ხელსაწყოები – მატყლის დასართავად საჭირო ხელსაწყოები იყო: საჩეჩელი, კვირისთავი და საქსოვად აუცილებლად ბამბუკის ჩხირები; ჩხირებს ბამბუკის ჯოხებისგან ჩვენვე ვთლიდით, შემდეგ მინის ნატეხებით ვაპრიალებდით და ბოლოს ჩხირებს ვუსვამდით ნიგვზის ლებანს და ქსოვისას სულ გველაგა ნიგვზის ლებნები, რომ შიგადაშიგ ჩხირი გაგვეპრიალებინა და მასზე ძაფს ადვილად ესრიალა. ჩხირებს ხმარებაში თუ თავი გაუფუჭდებოდა, ისევ წავუთლიდით და ასე ხელში ქსოვა-ქსოვაში პატარავდებოდა ჩხირები; დაპატარავებულ ჩხირებს ქალები სულ ინახავდნენ და იშვიათად გაიმეტებდნენ ნაშრომ ჩხირებს გადასაყრელად. შალის გადასაჭიმად საჭირო იყო ჩარჩო, მისი გვერდების სიგრძე და სიგანე ერთ მეტრს უდრიდა, ჩარჩოს 40 ცალი ლურსმანი სჭირდებოდა, მასზე უნდა გაჭიმულიყო კუწუბი, გადაჭიმვისას ნაქსოვი ორნამენტული მოტივები უფრო იკვეთებოდა და შალს საბოლოო ფორმა ეძლეოდა. გოგირდის დასანთებად აუცილებელი იყო დიდი ზომის კასრი, რომელშიც ლაგდებოდა შალგადაჭიმული ქარგები, სადაც ერთი დღე-ღამე ჩერდებოდა. ორნამენტები – შალს სხვადასხვა ორნამენტული მოტივებით ვქსოვდით, მაგრამ ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო„თევზის ფხასა“ და„რომბებზე“, ასე ეძახდნენ ამ ორნამენტებს; ქალები საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა მოტივებსაც ამატებდნენ ხოლმე, ორნამენტის წინასწარ გამზადებული სქემები არ არსებობდა, თუმცა შემონახულები ჰქონდათ ორნამენტული მოტივები ნაქსოვების სახით. მახსოვს, ერთი ძალიან ლამაზი და რთული ორნამენტი იყო, რომელიც ქუდზე ჰქონდათ გადატანილი, ეს ორნამენტები ვიღაცას ქუდის სახით ჰქონდა შემორჩენილი, ვიღაცას მაისურზე ჰქონდა გადატანილი, რომ არ დაკარგულიყო, სქემები რადგან არ არსებობდა, ასე ინახავდნენ საინტერესო ორნამენტს და შემდეგ ერთმანეთშიც ცვლიდნენ. სოჩაში ხომ მიჰქონდათ შალები გასაყიდად, ერთხელ, ისე კარგად მახ144 სოვს, რომ ერთ წაღებაზე ჩვენმა ქალებმა იყიდეს და თან ჩამოიტანეს უკრაინელი ქალის ნაქსოვი შალი, უცხო ორნამენტით იყო ნაქსოვი, მოეწონათ, იყიდეს და ჩამოიტანეს, რომ შემდეგ თვითონაც განევითარებინათ და მრავალფეროვნება შეეტანათ ნაქსოვში. შალის შუა ნაწილს ერქვა შალის გული, ბოლოს – კუწუბი, ორივე ნაწილი ცალკე იქსოვებოდა და როცა მოვრჩებოდით ამ ნაწილების ქსოვას, შემდეგ გადავაბამდით ერთმანეთზე. გათეთრება – სტანდარტული ზომის შალის მოქსოვას დაახლოებით სამი დღე სჭირდებოდა, თავის დართვიან-ქსოვიანად. ცხვრის მატყლი ბუნებრივად მოყვითალო ფერისაა, თუმცა შალი საბოლოო სახით, ბამბასავით თეთრი და ქათქათა უნდა ყოფილიყო, ამისათვის შემდეგი პროცედურა ტარდებოდა: მოქსოვილი შალი იჭიმებოდა სპეციალურ ქარგაზე, ქარგა ხის ფიცრებისგან იყო შეკერილი და ოთხკუთხა ფორმა ჰქონდა, რომელზედაც 10-სანტიმეტრიანი შუალედებით დაჭედებული იყო ლურსმნები. ლურსმნებს ზემოდან შემოხვეული ჰქონდა მატყლის ძაფი, რკინა რომ არ დაჟანგებულიყო და შემდეგ ქსოვილი რომ არ გაეფუჭებინა. გარეცხილ თავშალს გასაშრობად ამ ჩარჩოზე გადაჭიმავდნენ. შემდეგ იდებოდა დიდ 500-ლიტრიან კასრში, ასეთი თავღია ხის დიდი კასრები ყველა უბანში იყო, სადაც კი შალები იქსოვებოდა; კასრის სიფართე ისეთი იყო, რომ ქარგა შიგ თავისუფლად იდგმებოდა, კასრში აბოლებდნენ გოგირდს, შემდეგ კასრს მუშამბის სქელი ქსოვილით უკრავდნენ თავს, თითო ქარგაზე 5-6 შალი ეტეოდა, შალსა და შალს შორის თითის სიმსხო დაშორება უნდა ყოფილიყო. თითოეულ კუწუბს რომ გადავჭიმავდით, შემდეგ თავი ქალი ვინც იყო, ბაბუცა ბებო, გადახედავდა ხოლმე ყველა დეტალს, შალებს შორის დაშორებას შეამოწმებდა, რადგან ყველას თანაბრად უნდა გასვლოდა გოგირდის კვამლი და თვითონვე ჩადებდა კასრში. 24 საათი ვაჩერებდით ხოლმე ქარგაზე გადაჭიმულ შალებს კასრში, მერე ამოვიღებდით, ჰქონდა სპეციფიკური სუნი, თუმცა ორპირზე ვდებდით, რომ ნიავს გაევლო და გოგირდის სუნი გასვლოდა, ამის შემდეგ, შალი უკვე მზად იყო გასაყიდად. ჩემოდნებში ჩალაგების პროცესი – განიავების შემდეგ ქარგიდან ვხსნიდით შალებს, ოთხზე მეტად არ შეიძლებოდა რომ გადაკეცილიყო, სპეციალური კოხტა ჩემოდნები ჰქონდათ, იმ ჩემოდანში ჩაალაგებდნენ, სტანდარტულად თითო ჩემოდანში 20 ცალი შალი უნდა შენახულიყო, მეტი არ უნდა ჩაგედო, რომ შალი არ დატკეპნილიყო და გაფუჭებულიყო, ასე 145 ბაბუცა ჯავახიშვილის ნაქონი ჩემოდნები, ინახება თამარ თუ 14 შ 6 იშვილთან, 2022 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი ჩემოდნებით ელაგა ნაქსოვი შალები წლიდან წლამდე, და შემდეგ ერთიანად მიჰქონდათ გასაყიდად; ჩემოდანში ჩალაგებისას, ჩრჩილისგან დასაცავად, ყოველთვის აყოლებდნენ ნედლი კაკლის ფოთოლს, რომ მოწყვეტდნენ კაკლის ფოთოლს, აკვირდებოდნენ, ყუნწის ბოლოში აუცილებლად უნდა ჰქონოდა სიმრგვალე, თორემ დალპება ფოთოლიო, ამბობდნენ, ჩემოდანში, ყოველ შალს შორის ორი კაკლის ფოთოლი იდებოდა. დღეს მაწანწარაზე ძირითადად ასაკოვანი ქალები ქსოვენ, თუმცა თავშლებს ნაკლებად. საგულისხმოა, რომ პანდემიისას გაჩნდა ქალთა ჯგუფი, რომლებიც ხელსაქმეს დაუბრუნდნენ, მათთვის ქსოვასა და ქარგვას ერთგვარი თერაპიული ხასიათი ჰქონდა. დღეს ეს ჯგუფი კვლავ ახერხებს ხელსაქმისთვის ერთად შეკრებას, რაც მაწანწრული ტრადიციის გაგრძელების იმედად გვესახება. მაწანწრელი ქალები ხშირად აღნიშნავდნენ ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს. ამ ისტორიას ჩვენამდე მოღწეული ერთი ფოტოც ადასტურებს. საგანგებოდ გამოწყობილი ქალები ფოტოს გადასაღებად სტუდიაშიც ყოფილან. ფოტო 1952 წლის 8 მარტს არის გადაღებული და უკან მიწერილი აქვს, თუ რომელ ოჯახებს წარმოადგენდნენ. 147 სხედან პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: 1. კობიაშვილი სონა – მეუღლე კობიაშვილი არჩილი, დაიღუპა ომში. 2. ოსეფოვი თიკო – მეუღლე ოსიფოვი ტიგრანა, მეჭურჭლე. 3. შარმაზანაშვილი მარუსა – მეუღლე რატიანი ვანო, მუშაობდა ძაფსაღებ ფაბრიკაში ცეცხლფარეშად. 4. ქურციკაშვილი ზიზი – მეუღლე, ელექტრიკოსი. 5. ფარნაოზოვი(სანდოშვილი) ვერა – მეუღლე სანდოშვილი ელიზბარი, დურგალი, მშენებელი, ომის ვეტერანი. სხედან შუა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: 6. არუთინოვი ლიზა – მეუღლე სერგო(გაუცინარი) არუთინოვი, ფეხსაცმლის ხელოსანი. 7. დოვლათოვი არფო – მეუღლე ვალიკო დოვლათოვი, მეჭურჭლე, მძღოლი. მამამთილი დოვლათოვი არტემა, მეჭურჭლე. 148 8. დიდებაშვილი ნინო – მეუღლე დავით ონიკაძე, ბიოლოგი, მამამთილი მეჭურჭლე მიხაკა ონიკაძე. 9. რამიშვილი მარგო – მასწავლებელი. 10. დოვლათოვი ნინა – მეუღლე აკოფა დოვლათოვი, მეჭურჭლე. 11. ლეგაშვილი თამარა – მეუღლე ლეგაშვილი ნიკო, ფეხსაცმლის ხელოსანი. 12. ფარსადანიშვილი ვარსენიკა – მეუღლე ფარსადანოვი გიგია, მესაკირე, შვილი მზარეული. დგანან მესამე რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: 13. ბეგიჯანოვი ესმა – მეუღლე მარტია ჩობანიანი, დურგალი. 14. ძამუკაშვილი მარიამი – მეუღლე გრიშა რატიანი, მეჭურჭლე. 15. ფარსადანოვი ელო – მეუღლე ციხის თანამშრომელი. 16. კაცხრიკიანი-ლეგაშვილი ვერა – მეუღლე კაცხრიკიანი მიკიჩა, „რადიატორების“ ხელოსანი. 17. სოზაშვილი მარო – მეუღლე ბეგიჯანოვი გულო, მეჭურჭლე, შეთავსებით მზარეული. 18. მეტრეველი ეთერი – ექთანი, მეუღლე მოსამსახურე. დღესაც, უბანში მცხოვრებმა არაერთმა ქალმა იცის ხელსაქმე, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რამდენად იყენებენ ისინი ამ ხელობას. მხოლოდ ერთი სამკერვალო ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს, რომელიც სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და ჩვენც მის შესახებ მოგიყვებით. სამომავლოდ კი, ჰაეროვანი შალების ქსოვის ტრადიციის გაცოცხლება, უბნის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაც შეიძლება იყოს. 149 სამკერვალო„ციცი“ 2021 წლის აგვისტოდან, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 105-ე ნომერში, ორსართულიანი სახლის ნახევარსარდაფში, სამკერვალო„ციცი“ გაიხსნა, რომელიც წარმოშობით კისისხეველ ცისანა ხუციშვილს ეკუთვნის. ცისანა ადრე დაოჯახდა და საცხოვრებლად კისისხევიდან რუისპირში გადავიდა. ხელსაქმისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, ჯერ კიდევ ბაღის ასაკში სცადა ქსოვა და კერავდა თავისი თოჯინებისთვის. ჭრა-კერვა დამოუკიდებლად ისწავლა, დედის დახმარებით, რომელმაც კერვა საოჯახოდ იცოდა, ისევე როგორც იმ დროის ქალთა უმრავლესობამ საქართველოში. დაოჯახების შემდეგ, ცისანა სხვადასხვა პერიოდში თელავში საქორწინო კაბებისა და ფარდების სამკერვალოში მუშაობდა მკერავად, პროფესიულადაც ამ პერიოდში დაოსტატდა. საკუთარი სამკერვალოს გახსნა დიდი ხნის სურვილი იყო, რომლისთვისაც დაფინასება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდისგან მიიღო – 3000 ლარის ოდენობით. დაფინასებით პირ150 ველადი საჭიროების ნივთები შეიძინა – სარკე, საკერავი მანქანა, უთო. პატარა სამკერვალოს აწყობაც მოახერხა, ქირით გადმოვიდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. სამკერვალოში სამოსის კერვის გარდა სადღესასწაულო დეკორაციებსა და საქორწინო თაიგულებსაც საკუთარი ხელით ამზადებს. „ძალიან გულით მინდოდა ჩემი საწარმო მქონოდა, ეს იყო ჩემი ოცნება, ბავშვობიდან ვკერავდი, ის, რომ გაფასებენ, შენი ნამუშევარი მიაქვთ და მოსწონთ, იმხელა სითბოა, რომ არ ვიცი, ძვირად არ ვაკეთებ... კარგი მკერავი ხელმარჯვე და გულიანი უნდა იყო აუცილებლად, 3000 ლარი დამირიცხა პროექტმა, ამ თანხაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რაც გულით მინდოდა, ისინი უნდა მეყიდა, ერთი მანქანა შევიძინე, სარკე შევიძინე, უთო შევიძინე, ავერკოლი და ორი სკამი... მერე მეორე მანქანა მე შევიძინე და მივუდგი გვერდზე, რო ვინმე დავსვა ჩემს გვერდზე და ვამუშაო, მარტოკანა ძალიან რთულია, შენ იდეები რომ მოგდის არა, გინდა ვიღაცას გაუზიარო, „არა ეს ასე გავაკეთოთ, ასე გვეცადა“, – მითხრას ვინმემ, იქნებ მეც მომეწონოს მისი აზრი, ვეძებ პარტნიორს, ჩემნაირს...“ დღეს„ციცის“ სამკერვალოში, სამოსთან ერთად საოჯახო დანიშნულების ნივთებიც იკერება, გამორჩეულია მის შემოქმედებაში საბავშვო სამოსის ხაზი, რომლის განვითარებასაც ცისანა ხუციშვილი სამომავლოდ გეგმავს. კერვით დაინტერესებული თელაველი ახალგაზრდებიც უკვე გამოჩნდნენ, რომელთაც საკუთარ გამოცდილებას ქალბატონი ცისანა უსასყიდლოდ უზიარებს. კულინარია მაწანწარაზე მაწანწარაზე ასევე ცხოვრობდნენ მეპურეები, ძეხვის, კუპატის და შაშხის გამომყვანები:„ყველას ჰქონდა ჩვენს უბანში თონე. რადგან ტყე ახლოს გვქონდა, შეგვეძლო ფიჩხისა და შეშის მოტანა, ძალიან იოლი იყო ეს, ყველა აცხობდა სახლში. იშვიათი, რომ ვისმე ფურნეში ეყიდა. შეკვეთებს აძლევდნენ, მაგალითად, იყო ქორწილის სუფრა, თუ სხვა.[...] იყვნენ ძეხვის, ხაშის და კუპატის დამამზადებლები. სხვათა შორის, რამდენიმე იყო ჩვენს უბანში ასეთი და თან ცნობილები იყვნენ, რომ საუკეთესო ძეხვს და კუპატს ამზადებდნენ. ცოტა ქვემოთ იყო ვინმე სილაგაძე ალექსი. აქ ზევით სომხები იყვნენ – ხაშს ამზადებდნენ. მიდიოდნენ სასაკლაოზე, მოჰქონდათ პროდუქტი, რითაც უნდა დაემზადებინათ. გაასუფთავებდნენ, გააწკრიალებ151 152 თელაველი მესაკირეები, მეჭურჭლეები და სხვა ხელოსნები. მიხეილ(მიხაკა) ონიკაძე(მარცხიდან პირველი). ფოტო: მალხაზ ონიკაძის საოჯ 1 ა 5 ხ 3 ო არქივი დნენ და ან ადგილზე ყიდდნენ სახლში, თავისი კლიენტები ყავდათ, ან ბაზარზე გაჰქონდათ და ყიდდნენ“, – ყვება მაწანწრელი ჯემალ სანდოშვილი. აქაურობას სახელი მზარეულებითაც ჰქონდა განთქმული. ამ პატარა უბანში, საბჭოთა პერიოდში მართლაც არაერთი მზარეული ცხოვრობდა – მოყვარულიც და პროფესიონალიც, რომელთათვისაც ეს პროფესია შემოსავლის მთავარი წყარო იყო. 31 „თელავში ზოგადად ბევრი მზარეული იყო. ახლაც არიან კიდეც, მამაჩემის, დავით ღარიბაშვილის გარდა, იყო ლეგაშვილი ოთარი, გივი ძია, გვარად დოვლათიძე, რიბა ეპიტოვი, ნიკო ეპიტაშვილი, გოდერძი ფარსადანოვი, მაგის ბიჭიც მზარეული იყო – ვიტა, იყო კიდევ მარლენა. უფროსმა თაობამ დაიწყო და ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მათ ხელობას.[...] მაწანწარაზე ხელოვანი ხალხი ცხოვრობდა და ალბათ იმან განაპირობა ამ პროფესიის წინ წაწევა, კერძო შეკვეთებზეც მუშაობდნენ, ქორწილი იქნებოდა თუ სამძიმარი. ამის გარდა, თითოეული ეს მზარეული რაღაც ობიექტზე იყო მიმაგრებული, საკუთარ სახლშიც ჰქონდათ, გივი ძიას მაგალითად, რაღაც რესტორანი, გოდერძი ფარსადანოვი რუისპირში სახინკლეში მუშაობდა. [...] ახლაც ბევრი მზარეულობს – ვაშეყაშვილი ვაკო არის, მაგალითად, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, აქაური, მაწანწრელი. ჩემთან იყო თავიდან ვაკო, მერე ოთარ ლეგაშვილის ბიჭი შაკო წამოვიდა, ახლა„რედისონში“ მუშაობს; მე ვარ მზარეული და კოლეჯში ვასწავლი კულინარიას; მე თვითონ მზარეულობა„რიბას“ ბიჭთან ვისწავლე, ეპიტაშვილთან, ბეჟანასთან, ასე წამოვედი და ძველი მზარეულები გამოვიარე, მასწავლეს იმათ. [...] თვითონ ძველი თაობა პაპა ზაქარიაძესთან სწავლობდა, იმან აღზარდა ძირძველი მზარეულები: ნიკო ეპიტაშვილი, აბო ყარაულაშვილი, მამაჩემი (დავით ღარიბაშვილი). ბეჟანას მამა იყო რიბა; ძველი თაობის მზარეული იყო ასევე – ჟერომა ჯაფარიძე, რომელიც თავისი ხაშით იყო ცნობილი. ერთმანეთისგან სწავლება და შეგირდების გაზრდა ტრადიციულად დამკვიდრდა“, – გვიზიარებს ახალგაზრდა მზარეული, ცნობილი მეთუნეების ოჯახის შთამომავალი დავით ღარიბაშვილი –„ძირითადად ჭირის სუფრები იშლებოდა და ბოზბაში იყო პირველი! მაგას თუ აკეთებდი, ჩათვალე, რომ მაგარი მზარეული იყავი. მეხაშეები არიან კიდე უბანში ბევრი, მაგალითად, ნავრათიძე გივი, ხაშს აკეთებდნენ და მერე ბაზარში ყიდდნენ; იყო კიდევ მარლენა. რომ დაკლავდნენ საქონელს, ხაშის მასალას ასუფთავებდნენ. ესეც ძველი ისტორიაა. თავიდან გლეხებმა მოიგონეს[იგულისხმება ხაშის დამზადება] და მერე მოეწონათ ამ თავადებს და გახდა პოპულარული ეს 154 155 ხაში; თუმცა ღორის ხაშიც მზადდებოდა, რომლის დამუშავებასაც ცოდნა უნდა თავისებური.[...] ჭირის სუფრას სხვანაირი შეკვეთით აკეთებდნენ, აი ეხლა ჭირის სუფრაზე ჩვენ ვიცით ბოზბაში, გურჯაანში იციან„ჟარკოვი“. ლხინის სუფრას სხვადასხვანაირად აკეთებენ, ჭირის სუფრას წესი აქვს და ლხინის სუფრა ინდივიდუალურია, თავისუფალია უფრო. თელავს თავისი სპეციფიკა ჰქონდა, გარდა ამისა, სუფრის მომსახურებაც კი ჭირისუფლისა, თელავისა განსხვავდება მაგალითად, ყვარლისაგან.[...] ამ უბანში მეთევზეებიც იყვნენ ჩვენ დრომდე, მათ შორის ზუზუმბოს ქუჩაზე, სახლშიც ჰქონდათ თევზის აუზი. მეთევზეების არსებობა მაწანწარაზე განაპირობა იმან, რომ მოთხოვნა იყო თევზზე მზარეულების სიმრავლის გამო და ეს თემი თვითთორგანიზდა, აქვე დაიწყეს მოყვანა და აქვე ყიდდნენ“, – გვიყვება მზარეული დავით ღარიბაშვილი. პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“, ფარგლებში ინტერვიუ ჩავწერეთ გამოცდილ მზარეულთან, ბატონ მიხეილ ყარაულაშვილთანაც. 1947 წლის 2 სექტემბერს დაბადებულმა მიხეილ(ივანეს ძე) ყარაულაშვილმა მზარეულობა ჯერ ჯარში ისწავლა, როცა ჯარისკაცებისთვის უწევდა მზადება და შემდეგ, ამ ცოდნის დამადასტურებელი საბუთიც რომ ჰქონოდა, თბილისის კულინარიული სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც ვაკეში, სტუდქალაქის მოპირდაპირედ მდებარეობდა. მოგვიანებით თელავში დაბრუნდა და სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. 1968-1980-იან წლებში კი, თელავის ძაფსაღები ფაბრიკის ტერიტორიაზე, №4 სასადილოს გამგე-მზარეულად მუშაობდა. 1980-იან წლებში, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის მიმდებარედ არსებულ, თელავის №5 სასადილოს გამგე-მზარეულად იწყებს მუშაობას. იგი არაერთი მადლობის სიგელის და ჯილდოს მფლობელია.„ჩემი ცხოვრების მანძილზე ვმუშაობდი მზარეულად და აგრეთვე უბანში, თელავში, კახეთში, საცა კი დამიძახებდნენ, ვმუშაობდი უმწიკვლოდ. ვასრულებდი მზარეულის მოვალეობას. ზოგს ქორწილი ჰქონდა, ზოგს ქელეხი, ზოგს ნათლობა, ზოგს რა, ზოგს რა და ყველას ვეხმარებოდი. ასევე, ვეხმარებოდი, ღმერთმა დაიფაროს, ყველას გვაშოროს – სასაფლაოზე. ბევრიც გამიკეთებია, უფასოთაც და ჩემი პროდუქტითაც გამიკეთებია ქელეხები“. თელავში მან 45 წელი იმუშავა და ამ პერიოდში არცერთი გადაცდომის აქტი არ დაწერილა მის სახელზე –„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქ ამას. არცერთი ბავშვი არ მოწამლულა, არცერთი კაცი არ მოწამლულა“. ქალაქვაჭრობის №5 სასადილოს შემდეგ, 25 წელი თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა. 156 „იმ პერიოდში მოდიოდნენ სპორტული გამაჯანსაღებელი ბანაკები ჩემთან და იმათ სადილს ვუმზადებდი. ხან 300 ბავშვი იყო, ხან 200 ყოველდღე. ყოველდღე დილით 4 საათზე ვდგებოდი და სახლში მოვდიოდი 10 საათზე, ესეთი დაძაბული მუშაობა მქონდა.[...] ქელეხს რო გავაკეთებდი, აუცილებლივ მაინც ვინც გინდა დაღუპულიყო, თუ ძაან ახლობელი იყო, მე თვითონ მივიდოდი, არავის არ დაუძახოთ-მეთქი, თვითონ გავაკეთებ ყველაფერს-მეთქი,[ვეუბნებოდი], უსასყიდლოდ.[...] იყო მომენტი, რომ ორი სუფრა გამიკეთებია დღეში. ქელეხს რომ ვამზადებდი არა, ჯერ დილით უნდა მივიდე, რომ გავამზადო ქელეხი, ამას სჭირდება მუშაობა, ხორცის დაჭრა, იქ გუფთის გაკეთება, ბოზბაშის გაკეთება, ფლავის გაკეთება, სალათების გაკეთება, ამ ყველაფერს რო ვაკეთებდი, თევზის გაკეთება. ამის მერე, რა თქმა უნდა, მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები და ყველაფერს ვაკეთებდი საუკეთესოდ, მაგრამ ეს ხალხმა უნდა შეაფასოს ჩემი გაკეთებული.[...] ქელეხი მაწანწარაზე კეთდებოდა ესე, სხვადასხვა რაიონში სხვადასხვანაირად კეთდება, მაგრამ მანდ მაწანწარაზე იყო აუცილებლივ ბოზბაში, ფლავი, ხაშლამა, ლობიო, წანდილი, კორკოტი, თევზი, შილაფლავი. რომ მოვდიოდი სახლში, მატანდნენ[საჭმელს], კვირაში 3-ჯერ რომ გავაკეთებდი ქელეხს, ამას ხო მატანდნენ, სახლში მომქონდა. ისეთი გაჭირვება იყო უბანშიც 90-იან წლებში.[...] მე რომ მომქონდა, ფლავს, ბოზბაშს, ხაშლამას, დავალაგებდი და დავარიგებდი, ვისაც ძაან უჭირდა უბანში.[...] არ მიჭირდა, მზარეული ვიყავი და ვანაწილებდი სუყველაზე. ამაზე დიდი კმაყოფილია მთელი უბანი, მთელი თელავი. თელაველებს ვუყვარვარ. მაწანწრელებს ვუყვარვარ ძალიან. ერთმანეთს ყველა მხარში ვედექით, მაწანწრელები“. ძირძველი მაწანწრელი ოჯახის შთამომავალი, ლალი ნახუცრიშვილიც მაწანწრელი მზარეულია, აქაური ძველი თაობის დალაქის, ბუღდანა არზუმანოვის შთამომავალი. კულინარიისადმი ინტერესი ბავშვობიდან მოჰყვება. ბებია, სირანა არზუმანოვი მისი პირველი მასწავლებელი იყო, რომელიც საუცხოოდ ამზადებდა კერძებს. ლალი ნახუცრიშვილმა საოჯახო ცოდნა და გამოცდილება პროფესიად აქცია, ჯერ მზარეულის დამხმარედ მუშაობდა, შემდეგ სპეციალური კურსებიც გაიარა და პროფესიონალი მზარეული გახდა:„კარგი მზარეული რომ იყო, დიდი ცოდნა გჭირდება ადამიანს, უნდა ერკვეოდე ყველაფერში, მე მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი გია ახმოდიშვილი, რომელმაც მასწავლა ყველაფერი, მეც მქონდა ჩემი ცოდნა, ბავშვობიდან, რომ იტყვიან, სულ ვამზადებდი კერძებს. 157 158 ცენტრში ზის მზარეული დავით ღარ 15 ი 9 ბაშვილი. ფოტო: დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივიდან. მზარეულობა დიდ შრომას მოითხოვს და რამდენი ხანიც არ უნდა იმუშაო, სულ საჭიროა განვითარება, თუნდაც, 40 წელი მუშაობენ მზარეულად და მაინც არ ამბობენ, კარგი მზარეული ვარო. ეს ისეთი სფეროა, რომ რაც დრო გადის, სულ ახალ-ახალ რაღაცას სწავლობ და ვითარდები ადამიანი. [...] ბებიაჩემი სომეხი იყო, სირანა არზუმანოვი, მისგან ვისწავლე ძალიან ბევრი რამე, ხელი ჰქონდა კარგი და იტყვიან, რომ ხელზე ბევრია დამოკიდებული, ხელი გამომყვა ბებიასგან, ჩიხირთმას აკეთებდა განსაკუთრებულს“. კახური სამზარეულო ძირითადად მამაკაცებზე დგას, ქალისთვის თავის დამკვიდრება მარტივი არ იყო, თავიდან მუდმივად უწევდა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება, შემდეგ ქალაქში ყველამ გაიცნო შეფ-მზარეული ქალი, რომელიც მარტო უძღვებოდა რესტორნის სამზარეულოს: „120 კაციანი სუფრები რომ გვქონდა და გამომიძახებდნენ, ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა მზარეული, ქალია მზარეულიო, რომ გაიგებდნენ, ვაიმე, არაო, არ გვინდაო, უარობდნენ. მერე მიწევდა გასაუბრება და საკუთარ შესაძლებლობებზე საუბარი. ბევრს, ქალი რომ გაუგიათ მზარეულად, გაჰკვირვებიათ, მწვადს ქალი შეწვავსო?“ – იხსენებს ლალი ნახუცრიშვილი. სახლში, სადაც ლალის ოჯახი ცხოვრობს, პირველ სართულზე XIX საუკუნის ძველი ღვინის სავაჭრო დუქანია შემორჩენილი, მისი სამომავლო გეგმებიც ამ სივრცის კეთილმოწყობას და გაცოცხლებას უკავშირდება. იდეის განხორციელების შემთხვევაში, ძველი დუქნის სივრცის ახალი ფუნქციით დატვირთვა და გაცოცხლება, დიდი შენაძენი იქნებოდა მაწანწარასთვის. 160 ტკბილი მაწანწარა- ტორტებისა და ნამცხვრების საცხობი კულინარიული ტრადიციები მაწანწარაზე დღესაც გრძელდება. მაგალითად, ჭავჭავაძის №216-ში მეგი შათირიშვილის საკონდიტრო მოქმედებს. ქუჩის მხარეს სარეკლამო აბრით გაფორმებული ერთი ოთახი აქვს მოწყობილი, სადაც გამვლელებს თავისივე დამზადებულ ტორტებსა და ნამცხვრებს სთავაზობს – შეკვეთით. მეგი შათირიშვილი წარმოშობით ახმეტიდანაა. ის უკვე თექვსმეტი წელია, რაც დაოჯახდა და თელავში გადმოვიდა საცხოვრებლად. მეუღლის, მაწანწრელი დავით მამაცაშვილის წინაპრებიც, ისევე როგორც ამ უბნის მცხოვრებლები, ხელოსნები იყვნენ: სომხიევი დარჩო საბერველებს ამზადებდა, მამაცაშვილი ცირა კი, ქსოვდა. „ბავშვობიდან მაინტერესებდა ტორტები, ნამცხვრები, შემდეგ მუშაობა საკონდიტროში დავიწყე და იქიდან მოყოლებული, 14 წელია ვმუშაობ ამ საქმეზე, ტორტი რომ მოამზადო, პირველ რიგში, სურვილია საჭირო, რო მოამზადო გემრიელი, გულით... ასევე მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, და კიდევ ნიჭია საჭირო. დედაჩემიც ამზადებდა ტორტებს, ბავშვობიდან ვუყურებდი, აცხობდა ნამცხვრებს, გავთხოვდი, ჩემი დედამთილიც ამზადებდა ნამცხვრებს-ტორტებს, გემრიელს ყველაფერს...“ მეგი შათირიშვილის დედამთილმა, ნინო ბაღათრიშვილმაც, ნამცხვრებისა და ტკბილეულის დამზადება დედისგან ისწავლა, რომელსაც ცოდნა ასევე წინა თაობიდან მოსდევდა და დღეს ეს ხელობა მათი ოჯახისთვის ის საქმიანობაა, რომელიც უკვე თაობათა გამოცდილებას ეფუძნება. ოჯახმა თავისივე სახსრებით მოაწყო საკონდიტრო მაღაზია, რომელიც უკვე ორი წელია მუშაობს. სამომავლოდ გაფართოებას და მაღაზიასთან ერთად სამზარეულოს მოწყობასაც გეგმავენ. მოსახლეობაში ტორტებისა და ნამცხვრების ცხობით დაინტერესებულები მრავლად არიან, გაფართოებისა და კეთილმოწყობის შემთხვევაში მეგი შათირიშვილი მოსწავლეების აყვანასაც აპირებს, იგი მსურველებს დღესაც ყოველთვის უზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. 161 მებაღე-დეკორატორები მაწანწრის უბნიდან აგრონომ-დეკორატორები, მამა-შვილი ფარნა და ვანო ლოლაძეები ამჟამად მაწანწარაზე ცხოვრობენ. ფარნა ლოლაძე ქალაქის მთავარი დეკორატორი იყო ლამის 54 წლის განმავლობაში და ფიქრობს, რომ თავისი მისია ქალაქის სასიკეთოდ, შეასრულა კიდეც:„უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემს ქალაქზე, ძალიან მიყვარს ქალაქიც და თვითონ მოსახლეობაც ისეთია, რომ გიფასებს, გხედავს, რას აკეთებ და რას არ აკეთებ. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი გამეკეთებინა. ბევრი ყვავილი დამერგა, ბევრი ხე დამერგა. იშვიათია ხე, რომ მე ხელში არ მჭეროდეს და საკუთარი ხელით არ დამერგოს“. ახსოვს ქალაქის გამწვანების ისტორია, მისი უშუალო მონაწილე იყო. ყვავილების 162 სიყვარული კი, ბებიისგან მოსდგამს. ბებია„ოძელაანთ ქალი იყო, ბარბარა ერქვა, მარაბდიდან, არსენას შთამომავალი. ძალიან უყვარდა ყვავილები, ეზო-ყურე უყვარდა“. ფარნა ლოლაძე დაბახნების მიდამოებში გაიზარდა, სადაც მდგმურად იყვნენ:„ერთ ოთახში ვცხოვრობდით მდგმურად, პირველი მაისის ქუჩაზე, კუთხეში რო სახლია. ფიფლუას ეძახოდნენ, ქვის მთლელი იყო ის კაცი. იმის გვერდზე ცხოვრობდა კუჭანი. კუჭანი იყო ტყავების გამკეთებელი კაცი. კარგი ხალხი იყო ძალიან, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდნენ.[...] იქით იაგორა ცხოვრობდა, მეტყავე.[...] საიდან სად არ მოდიოდა ხალხი ტყავების გაკეთებაზე. კუჭანი იმით გამოირჩეოდა, რომ ჯორი ჰყავდა და იმით დადიოდა ხოლმე. სადაც ჩვენა ვცხოვრობდით, ქვის მთლელი საფლავის ქვებს აკეთებდა, ეზიდებოდა. მოჰქონდა და აკეთებდა წარწერებით ფარნა და ვანო ლოლაძეების საყვავილე მაწანწა 1 რ 63 აზე, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი თავისი სულყველაფრით და ძალიან განთქმული იყო მიხაკა, გვარი დამავიწყდა. 32 [...] აქედან ცილინდრაანთ ეძახდნენ. ისინიც ტყავების გამომყვანები იყვნენ. ტყავები გამოჰყავდა მაგ უბანში სუყველას. ცილინდრაანი„ზაპოშნიკები“ იყვნენ.[...] იქ ცხოვრობდა ხელოსანიც, ბუფეტებსა და რაღაცეებს აკეთებდა. სულ თავში კიდევ ცხოვრობდა მოხუცი დედაკაცი, ისინი კიდევ მკერავები იყვნენ. ამ სახლში[გულისხმობს ამჟამინდელ საცხოვრებელს, ჭავჭავაძის №214] ოსეფოვები ცხოვრობდნენ. ესენი მეჭურჭლეები იყვნენ. ჭურჭელს აკეთებდნენ და იმის მერე რომ გაიყიდა, ცხოვრობდა ხელოსანი კაცი, რომელიც ავეჯის აღდგენაზე მუშაობდა. დიდი ხანი არ არის, რაც აქ გადმოვედით, 5-6 წელიწადი იქნება დაახლოებით. ჯერ მარტო ვიყავი, ბიჭი წასული იყო უკრაინაში. მერე ჩემს ბიჭს ვუთხარი, ჩამოდი შვილო, ჩემი სპეციალობით იმუშავე ან რაღაცა, ადრე მეტყოდა ხოლმე, ნეტა რა სპეციალობა გაქ, რა არისო?“ მოგვიანებით ვანო ლოლაძემ მამის საქმე მაინც შეისწავლა, რათა ხელობა არ დაკარგულიყო; მას უკვე რამდენიმე წელია საყვავილე აქვს მოწყობილი სახლის ეზოში, სადაც ყვავილები გამოჰყავს – ვარდები, ქრიზანთემები, პელარგონიები და ყიდის:„რომ არ დაკარგულიყო ეს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე მისი ხელობა მესწავლა და გავყევი ამ საქმეს. ვარ ლანდშაფტის დიზაინერი და აგრონომ-დეკორატორი. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, შემოქმედებას, ასე დავარქვათ, თუნდაც ხელოსნობას, ერთი და იგივეა პრინციპში, სამი წელია, რაც აღვადგინე მამაჩემის პროფესია. საბედნიეროდ, ძალიან ბევრმა ხალხმა გაიგო. რიგითი თელაველები, ვინც იგებს, მოდიან და ყიდულობენ ჩემს გამოყვანილ ყვავილებს, რომელიც არის ადგილობრივი“. 1972 წელს დაბადებულ ვანო ლოლაძეს ახსოვს, რომ მაწანწარა ყოველთვის ხელოსნობითა და შემოქმედებით გამორჩეული უბანი იყო, სადაც ქუჩაში დახლებზე ელაგა ადგილობრივი წარმოების ჭურჭელი. ჭურჭლის ნამტვრევებს სახლის ეზოში მუშაობისას ახლაც გადააწყდება ხოლმე და ძველი თიხის ჭურჭელი(დოქი) სახლის სხვენშიც კი იპოვა:„რელიქვიათ ვინახავ, იმიტომ რომ ის შესანახია. დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ აქ ყოველთვის დუღდა ცხოვრება. იმედია, რომ შემდგომშიც ასე იქნება. [...] იმედს ვიტოვებთ ყველანი, რომ ამჟამინდელი პანდემია როგორმე დამთავრდება, დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და ის ადამიანი, რომელიც შემოვა ამ უბნიდან, იმედია, დაინახავს ამ სილამაზეს, რომელსაც ვქმნით“. 164 ფერადი საყვავილეები მეორადი საბურავებისაგან „კარგი კუთხეა ძალიან თელავი, განსაკუთრებით ჩემი უბანი. 25 წელია ვცხოვრობ ამ უბანში, ჭავჭავაძის 193-ე ნომერში, მეუღლის სახლია და გამოვთხოვდი აქ სოფლიდან, რუისპირიდან“, – გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, ხათუნა გლახოშვილი. მაწანწარაზე, ჭავჭავაძის ქუჩის №193-ში გამვლელ-გამოვლელი აუცილებლად შეამჩნევს სახლის წინ, ქუჩაზე გამოკიდულ ნაირფრად მოყვავილე ქოთნის ყვავილებს, იქვეა ძველი საბურავებისგან გამოჭრილი ფერადი საყვავილეებიც. ამ ყველაფერს მაწანწრელი ხათუნა გლახოშვილი უძღვება. ხათუნა წარმოშობით რუისპირელია, ყვავილების სიყვარულიც ბავშვობიდან მოსდევს:„მოვლა ვისგან ვისწავლე, არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ჩემი მამა-პაპიდან მოდის ეს ყვავილების სიყვარული, მცენარეების მიმართ, ხეების მიმართ სიყვარული, ჩემებსა ჰქონდათ დიდი მეურნეობა, დიდი მამული ვენახითა და ხეხილით და ეს სიყვარულიც იქიდან გამომყვა, მამაჩემის მხრიდან, ისიც ესეთი მოფუსფუსე იყო, ლამის ნახევარი რუისპირი ეკავა პაპაჩემს, სვიმონ სუმბაძეს“. ხათუნამ მომავალი მეუღლე დავით გლახოშვილი თელავის თეატრში, ერთ-ერთ სპექტაკლზე გაიცნო, ერთ წელიწადში დაქორწინდნენ კიდეც და საცხოვრებლად ზუზუმბოს ქუჩიდან, მაწანწარაზე, ამ სახლში გადმოვიდნენ. საცხოვრისი ადგილობრივი მოსახლისგან, ნიკალა პაპუნაშვილისგან შეიძინეს და მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. „1990 წელს თელავში გამოვთხოვდი, ჩემი მეუღლე თელაველი კაცია, აქ დაბადებული და გაზრდილი დავით გლახოშვილი, მამამისს ნიკოლოზი ერქვა, იმისი პაპა კიდე – გრიშა გლახოშვილი განთქმული იყო მაწანწარაზე, თელავში, მეგარმონე კაცი იყო, გარმონს უკრავდა, მუსიკოსი იყო, დაჰყავდათ დღეობებზე და ქორწილებში“, – როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, მეუღლის პაპა, გრიშა გლახოშვილი, თვითნასწავლი მუსიკოსი ყოფილა, თელავის კოლორიტი, რომელიც დღეობებსა და ქორწილებში ყოველთვის ამშვენებდა ლხინის სუფრას. ყვავილების მოვლა მისი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც ნელ-ნელა შემოსავლის წყაროდ აქცია და ათი წელია, რაც თავისი გამრავლებული ყვავილები გასაყიდად გამოიტანა. ყვავილების მოშენების საქმეს მეზობლები – ჯულიეტა გიუნაშვილი და ნანა მამნიაშვილიც შეუერთდნენ და ხშირად თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, მეზობლების შეკ165 რებისას მთავარი სასაუბრო თემაც ყვავილებია. „მეყვავილეობას მივდევ ბავშვობიდან. სულ ვრგავდი, მეზობელთან რომ ყვავილს დავინახავდი, მომქონდა, მაგრამ არა აი ესე, რომ გამეფართოებინა და ქუჩაში გადავსულიყავი სავაჭროდ. უკვე ალბათ ათი წელია, რაც გავედი ქუჩაში, მინდა, რომ ქუჩაც ლამაზი იყოს. გვერდზე ჩემი მეზობელი ქალაქში ცხოვრობდა. რომ ჩამოვიდა, იმანაც გამოიტანა ყვავილები, დარგო ლამაზად, მერე მეორე მეზობელიც შემოგვიერთდა გაყოლებაზე, ამას ჯულიეტა ჰქვია გიუნაიძე, ძალიან კარგი მეყვავილე გოგოა, ამის გვერდზე ცხოვრობს ნანა, ისიც ძალიან კარგი გოგოა, ისიც ესე ყვავილებში ფუსფუსობს, ერთმანეთში ჯიშებსა ვცვლით, მე თუ რამე მაქვს ცოტა უკეთესი, იმას უნდა მივცე, იმან ახალი შეიძინა, იმანაც უნდა მომცეს, რომ გადავცვალოთ და გავამრავლოთ და რა ვიცი, მოვდივართ ასე[...] ამისთანა სასიამოვნო საქმე არ ვიცი, რაც მცენარეების მოვლა და ამათთან ლაპარაკია[...] ფოთოლს რო გამოიტანს, ისე გვიხარია, ამათ უნდა ელაპარაკო, უნდა მოეფერო, თან თუ ახალი ფოთოლი გამოიტანა! დედა რა სიხარულია, ესენი არიან ჩემი გოგოები, იმიტო რო ყველა გოგოა, ბიჭი ყვავილი არ არსებობს, ვერ წარმომიდგენია ყვავილს დაარქვა ბიჭი, მხოლოდ გოგოები არიან, იმიტომ რომ ლამაზია, შვილები ჰყავთ და თან ასე მრავლდებიან“. ხათუნამ მეორადი საბურავებისგან საყვავილეების დამზადება ინტერნეტ რესურსებიდან ისწავლა, შვილების დახმარებით ფორმებიც გამოჭრა და ფერადად შეღება. სახლის წინ, კოხტა ქოთნებში გამრავლებულ ყვავილებთან ერთად, ძველი საბურავებისგან დამზადებულ საყვავილესაც სთავაზობს მყიდველს:„აი, ეს დეკორაციები ტელეფონში ვნახეთ, ინტერნეტში, მერე გადავწყვიტე, რადგან მცენარეებს ვყიდდი, ბარემ ქოთნებიც გამეკეთებინა, ვამრავლებ, ვაფესვიანებ მცენარეებს და ქოთნებიც აქა მაქვს და ჩემი შემოსავალი მაქვს, არ მინდა რომ ისე ვიჯდე.[...] მე, მაგალითად, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი საქმით, შემოსავალიც მაქვს, ყველამ უნდა იშრომოს, ვისაც რა შეუძლია, ყველამ უნდა გამოიყენოს თავისი ნიჭი“. ჭავჭავაძის ქუჩის ისტორია ხათუნასთვის კარგადაა ცნობილი, ის ამ ქუჩის ძველ ოსტატებს არ მოსწრებია, თუმცა სამეზობლოს შესახებ გადმოცემით იცის, სად რა ხელობის ადამიანი ცხოვრობდა და როგორ ხვდებოდა ქალაქში მომსვლელ სტუმარს თელავის ხელოსნების უბანი – მაწანწარა: „ძველად ხომ ასე იყო და დღეს მაწანწარაზე არაფერი გვაქვს, უბრალოდ ქუჩაა და იყენებს ხალხი ქალაქში შემოსასვლელად. დაინგრა ეს ძველი სახლები, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა ამათი პატრონები... ძალიან ბევრი 166 167 ი. ჭავჭავაძის N 215. 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია რამე უნდა ამ ქუჩას, ლამაზი რომ იყოს, ბოლოს და ბოლოს თელავის შემოსასვლელია, ცოცხალი უნდა იყოს, აბა, ყველა ზევით გარბის ქალაქში, არადა აქ ულამაზესი ნაძვების ტყე გვაქვს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სასეირნოდ დადის ყოველ დილით სუფთა ჰაერზე. ბევრი ტურისტიც შეგხვდებათ. ამ უძვირფასესი ნაძვნარის უკეთესად გამოყენებაც შეიძლება ჩვენთვისაც, მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვისაც“. 33 ხათუნა გლახოშვილის მეზობლად, კიდევ ერთი სახლის წინ შენიშნავთ გარეთ გამოტანილ, მეორადი საბურავებისაგან დამზადებულ ფერად საყვავილეებს. ეს მაწანწრელი არჩილ სოზაშვილის სახლია. იგი ძველი მაწანწრელი დურგლის, დიმიტრი სოზაშვილის შვილია, რომელიც გამორჩეული დურგალი ყოფილა, და შეგირდებიც ჰყოლია მიბარებული, თუმცა ბატონი არჩილი მამის ხელობას არ გაჰყოლია და თავის მომავალ პროფესიად სამშენებლო საქმე აურჩევია:„ისწავლე შვილო, ისწავლე, გამოგადგება რამეშიო, მეუბნებოდა მამაჩემი, მე ვუთხარი, არ მინდა-მეთქი, მშენებლობა უფრო მომწონდა და ბოლოს საგარეჯოს სამშენებლო ტექნიკუმი დავამთავრე, მერე ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი, არმატურის ქარხანაში, თუ რამე კეთდება არმატურიდან, სულ ყველაფერს ვაკეთებდი“. პენსიაზე გასვლის შემდეგ, არჩილ სოზაშვილისთვის საბურავებისგან საყვავილეების დამზადება თავშესაქცევთან ერთად შემოსავლის წყაროდაც იქცა. საკუთარი სახლის წინ, ჭავჭავაძის 197-ში, ფერადად შეღებილ, მეორადი საბურავებისგან დამზადებულ საყვავილეებს ყიდის:„საყვავილეების კეთება გადავწყვიტე, როცა უკვე აღარ შემეძლო მუშაობა. არმატურას რო სწნავს ადამიანი, დიდი ძალა უნდა, მერე შევეშვი, იქნება ერთი ხუთი წელი, რაც საყვავილეების კეთება დავიწყე, თავიდან ისე ვაკეთებდი ხოლმე, ვიღაცა მეტყოდა, გავაკეთებდი და ვაჩუქებდი, თავიდან არ იყიდებოდა, მერე მომივიდა თავში რო შევხედე, სხვაგან შეღებილები იყო და შეღებილებს უფრო ეტანებოდნენ, ყვითელი, მწვანე და მერე გაიყიდა, გაიყიდა...“ დღეს საქართველოში ძველი, მეორადი საბურავებისა და რეზინის სხვა ნარჩენების გადამუშავება დიდ პრობლემად რჩება, ამიტომ სპეციფიკური ნარჩენებისგან, ძველი საბურავებისგან დეკორაციების დამზადება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებული მიდგომაა, რადგან მათი მეორადი ფუნქციით გამოყენება გარემოსდაცვით მნიშვნელობასაც იძენს. ასეთი საყვავილეების შეძენით, დღეს ქალაქის მცხოვრებლებს საკუთარი ეზოების გალამაზება და გარემოს დაცვა ერთდროულად შეუძლიათ. 168 ფარნა და ვანო ლოლაძეების საყვავილე მაწანწა 1 რ 69 აზე, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი შენიშვნები 1 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 2 იხ. აქვე, გვ. 173 და გვ. 193. 3 ლალი და ნანა ნახუცრიშვილების მონათხრობი, 12.10.2020. 4 იგულისხმება დარჩო სომხიევი. 5 ნანა მამნიაშვილი-კობიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 6 თამარ თამარაშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 7 ეკა კობიაშვილის მონათხრობი, 26.04.2021. 8 XIX-XX საუკუნის საქართველოს პრესა, ეთნოგრაფიული ჩანაწერები, მოგონებები და მხატვრულ-ლიტერატურული ნაწარმოებები. 9 გაზეთი„ივერია“ 1891 წელი, 16 თებერვალი, №37, გვ. 1. 10 ფრიდონ ხალვაში,„დღე კაცისა“[მოთხრობები], თბ. 1968 წელი, გვ. 55. 11 გაზეთი„დროება“, 1877 წელი, 8 თიბათვე, №66, გვ. 2. 12 „დროება“, 1877 წელი, 11 თიბათვე, №9 გვ. 1-3. 13 იგულისხმება XX საუკუნე. 14 ლოვარდ ტუხაშვილი – ლეგენდა შამილის შესახებ(შამილი: ერეკლე II-ის შვილიშვილი?) https://georoyal.ge/?MTID=101&TID=80&id=2825 ბმულის შემოწმების თარიღი: 31.05.2022 წ. 15 გაზეთი„მუშა“, 1928 წელი, 10 თებერვალი, №1567, გვ. 5. 16 საგულისხმოა, რომ ისტორიულ ლაზეთში, თურქეთის შავი ზღვის ზოლში, დღესაც არსებობს გვარიkalaycı „მკალავი“ და Kalaycıoğlu „კალაიჯიშვილი“, რომლის წარმოშობასაც მკვლევრები მკალავთა პროფესიას მიაწერენ(იხ. ბაკურ გოგოხია,„აღმოსავლეთ ლაზეთის ისტორია და გვარსახელები“, თბ. 2019 წელი, გვ. 70). მკალავიშვილთა გვარს და მკალავის ხელობას ერთმანეთთან აკავშირებს ისტორიკოსი ლევან ფრუიძეც (იხ. http://georoyal.ge/?MTID=5&TID=45&id=1405). 17 ქალბატონ იზოლდის ბიძა, ერვანდა ღამბაროვი, მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა.„დიდხანს მას ყველა უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდა, თუმცა 1961 წელს, ერთ-ერთ თელაველ ოჯახს ესტუმრა ქუთაისელი გრიშა აბდალაძე, რომელიც ავსტრალიაში იყო ნამყოფი. მან თქვა, რომ იგი იცნობდა ავსტრალიაში მცხოვრებ თელაველ კაცს, სახელად ერვანდას, ვისთან ერთადაც 19 წელი უცხოვრია ქალაქ სიდნეიში. რა თქმა უნდა, იმ თელაველმა ოჯახმა, რომელსაც ქუთაისელი კაცი სტუმრობდა, გააგებინა დედაჩემის ოჯახს ეს ამბავი და სასწრაფოდ, ჩემი ბიძაშვილი, ერვანდას შვილი და დეიდაჩემი წავიდნენ ქუთაისში გრიშა აბდალაძესთან, რომელმაც მათ ფოტოები აჩვენა, რომლითაც დადასტურდა დაკარგული ძმის ავსტრალიაში ყოფნა. დეიდაჩემმა გაიგო მისამართი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რთული იყო საზღვარგარეთ დაკავშირება, მაინც მიწერა წერილი ავსტრალიაში ძმას. მეორე წერილზე მოვიდა პასუხი და ასე დამყარდა ურთიერთობა ბიძაჩემთან“. რამდენადაც საბჭოთა პერიოდში, თავის ისტორიას ერვანდა ღამბაროვი იმხანად წერილში ვერ დაწერდა, მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ქუთაისელმა გრიშა აბდალაძემ გაუზიარა ოჯახს:„მას[ერვანდას] ჰყავდა გერმანელი ცოლი, ომში იბრძოდა და როგორც ჩვენ ვიცით, ტყვედ ჩავარდა, როგორღაც გამოპარულა.[...] დაჭრილი მისულა ერთ-ერთი სახლის კიბეებთან, ამ სახლის პატრონმა, რომელიც ექთანი ყოფილა, შეიყვანა 170 თავის სახლში, დამალა, უმკურნალა და მოხდა ისე, რომ დაოჯახდნენ. ტყვედ ჩავარნილი ადამიანები ვერც სამშობლოში ჩამოდიოდნენ და არც გერმანიაში დაედგომებოდათ, ამის გამო ბიძაჩემი და მისი გერმანელი მეუღლე ჯერ საფრანგეთში წასულან და საფრანგეთიდან შემდეგ გადავიდნენ ავსტრალიაში. საბჭოთა კავშირიდან როდესაც სუხიშვილების ანსამბლი ჩადიოდა გასტროლებზე, იყო ასე შემთხვევა, მათ ავსტრალიაში სტუმრობისას შეხვდა ბიძაჩემი, თუმცა ვინც უშუალოდ მას ესაუბრა, აღმოჩნდა, რომ მოცეკვავეები კი არა, აგენტები იყვნენ, მოცეკვავეებს არც ჰქონდათ უფლება ვინმე უცხოს დალაპარაკებოდნენ. ისინი არწმუნებდნენ კიდეც ბიძაჩემს, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნებულა, ჰქონდა შიში, რომ დაბრუნების შემდეგ მის ოჯახს დაემუქრებოდა საფრთხე, ორი შვილი ჰყავდა მას საქართველოში. საბოლოოდ ბიძაჩემი, ერვანდა ღამბაროვი სამშობლოში ვერ დაბრუნდა და ავსტრალიაში გარდაიცვალა“. 18 ივანე კობიაშვილი გარდაიცვალა 2021 წელს, ინტერვიუს ჩაწერიდან ერთ წელიწადში. 19 ივანე კობიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 20 ეკა კობიაშვილის მონათხრობი, 26.04.2021. 21 ნანა კობიაშვილი-მამნიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 22 ვანო ფეიქრიშვილისა და ნანა მამნიაშვილი-კობიაშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 23 თამარ თამარაშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 24 ელენე და დიმიტრი სოზაშვილების მონათხრობი, 20.04.2022. 25 ჯემალ სანდოშვილის არქივი. 26 გიორგი გომელაურის მონათხრობი, 30.03.2021. 27 გია ფეიქრიშვილის მონათხრობი, 21.10.2020. 28 იგულისხმება ამჟამინდელი ე.წ.„ალაზნის უნივერმაღის“ მიმდებარე ტერიტორია. 29 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 30 ნანა ნახუცრიშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 31 დავით ღარიბაშვილის მონათხრობი, 10.01.2022. 32 იგულისხმება მიხეილ(მიხაკა, მიხო) ძამუკაშვილი(ძამუკოვი). 33 ხათუნა გლახოშვილის მონათხრობი, 20.04.2022. 171 172 დაბახნები – მეტყავეთა დასახლება ხევის პირას 173 დაბახნების აღმართი, ჩოლოყაშვილის ქუჩის იმ ნაწილს ეწოდება, მაწანწარას რომ უერთდება და მასთან ერთად ერთიან ურბანულ ქსოვილს ქმნის. მოკირწყლული აღმართი მაწანწრის ხევის პირას იყო გაშენებული; აქ ტყავის ოსტატები სახლობდნენ და მუშაობდნენ. დაბაღი – მეტყავეს, ტყავის დამამუშავებელ ხელოსანს აღნიშნავს, ხოლო დაბახანა მეტყავეების სამუშაო სივრცეს, მცირე ზომის, ხშირად საოჯახო ტიპის, საწარმოს, სახელოსნოს. სახელოსნოები დაბაღებს, როგორც წესი, წყალთან ახლოს, ხევის პირებზე ჰქონდათ მოწყობილი, რადგან ტყავის დამუშავებას წყალი ესაჭიროებოდა. ასე იყო თელავშიც – დაბახნების უბანი, სწორედ ხევის პირას მდებარეობდა და აქ ტყავის რამდენიმე სარეწი ანუ დაბახანა(დაბაღანა) იყო განთავსებული. საქართველო, ისტორიულად, ყოველთვის იყო კულტურისა და ტექნოლოგიების მხრივ კავკასიაში ერთ-ერთი დაწინაურებული ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრაქტიკული და ხელოსნური ქიმიური პროცესების შესწავლისა და განვითარების საქმეში. ქართულ ყოფაში ტყავის ნაწარმს უაღრესად მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. ტანსაცმლის გარდა იგი გამოიყენებოდა კარვების, ნავების, მუსიკალური საკრავების, უნაგირების დასამზადებლად, მზადდებოდა წყალგაუმტარი ჭურჭლებიც, დღეს მათი უმრავლესობა ეთნოგრაფიულ მასალას წარმოადგენს. წერილობითი წყაროებისა და ეთნოგრაფიული მონაცემების საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ისტორიულ ქალაქში, მათ შორის თელავშიც, განვითარებული იყო პრაქტიკული ქიმიის ეს უძველესი დარგი – ტყავის წარმოება. თავის მხრივ, ტყავის სახელოსნოების მოწყობა ქალაქის ეკონომიკურ სიძლიერეზე მიუთითებდა. საინტერესოა, რომ XIX საუკუნეში საქართველოში უკვე იყო ტყავის ტექნოლოგიების შესახებ სახელმძღვანელო წიგნები, 1 სადაც ტყავის წარმოების წესებია აღწერილი, მსგავსი სახელმძღვანელოების არსებობა ამ დარგის პოპულარობაზე მეტყველებს. მაიორ გურსკის 2 მიერ 1863 წელს შედგენილ თელავის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქში იმ დროისათვის ყოფილა 31 აგურის, 8 კრამიტის ქარხანა, 7 საკირე, 3 დაბახანა და 6 სამღებრო. 3 დაბახნების რიცხვმა შემდგომ უფრო მოიმატა. დაბახნებზე გაზრდილი და ამჟამად მაწანწარაზე მცხოვრები ცნობილი თელაველი აგრონომ-დეკორატორი ფარნა ლოლაძე დაბახნების დასახლების შესახებ გვიამბობს:„ხელოსნების უბანი ერქვა მოყოლებული აქედან 174 [იგულისხმება ამჟამინდელი ჭავჭავაძის გამზირის ბოლო მონაკვეთი, ვარდისუბნის ხევის მიდამოები] დამთავრებული ყოფილი პირველი მაისის, ამჟამინდელი ჩოლოყაშვილის ქუჩით, სადაც მანამდის ვცხოვრობდი 77 ნომერში. ძველი უბანი იყო, დაბახნების უბანს ეძახდნენ, ახლაც მასე ჰქვია; დაბახნების უბანი ცნობილია თავისი წყლით, რომელიც გამოყვანილია თიხის მილებით მთიდან. ძირითადი სათავე არავინ არ იცის, შემკრები ადგილები იციან, მაგრამ ძირითად სათავეს ვერავინ მიაგნო. ეს იყო უძველესი უბანი, სადაც განჯიდან ჩამოსახლებული სომხები ცხოვრობდნენ; ისინი ჩამოასახლა ერეკლემ იმის გულისთვის, რომ განევითარებინა ხელოსნობა. მანდ მისდევდნენ ტყავის გამოყვანას. იყო დიდი„ბასეინები“[...] შემორჩენილია კიდევ იმ აუზების ნანგრევები, სადაც ტყავი გამოჰყავდათ. შემდეგ მოხდა დასახლება ამ უბნის და ამჟამად ერთ-ერთ კოლორიტულ ადგილად ითვლება თვითონ ჩოლოყაშვილის ქუჩა და დაბახნების უბანიც“. 4 მართლაც, დღეს დაბახნები ჩოლოყაშვილის ქუჩის ბოლო ნაწილია და ამავე სახელს ატარებს; ქვაფენილით მოკირწყლულ დაღმართს თელაველები დაბახნებს უწოდებენ. ის ძველი გალავნის სამხრეთ დასავლეთით და ჭავჭავაძის გამზირის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზოგადად, თელავის მაზრაში(და არა მარტო) მეტყავეობის განვითარებას ხელი შეუწყო ქალაქის მიმდებარე სოფლებში გავრცელებულმა მესაქონლეობამ, რის გამოც დიდი რაოდენობით საქონლის ტყავი გროვდებოდა. სწორედ ტყავზე ხელმისაწვდომობამ და ტყავის ნაწარმზე მაღალმა მოთხოვნილებამ განაპირობა თელავში დაბაღების ხელობის ტრადიციის შექმნა 5 ამ წყლიან და მოსახერხებელ ადგილას. სახლებში სახელდახელოდ მოწყობილ ტყავის სახელოსნოებს, აქაურები საბჭოთა დროს„ქარხნებს“ უწოდებდნენ(მათ შორის მეთუნეებიც). 6 საარქივო მასალებიდან და ზეპირი ისტორიებიდან გამომდინარე, დაბახნების დაღმართზე, მდინარე მაწანწრის ხევში უნდა ყოფილიყო დაბაღების ამქრის ბაღიც. სავარაუდოდ, დაბაღების ამქარი ძველი გალავნის ბაღითაც სარგებლობდა. გიორგი მელითაურის მიხედვით, საბჭოთა პერიოდში, საუბარი უნდა იყოს 1920-იან წლებზე –„დაბახნების სარეწები, სადაც ტყავი მზადდებოდა, ძირითადად ოთხ პიროვნებას – ვასილ ჩიკვაიძეს, აბრამ ჭაჭალაშვილს, მარტია ნერსეზაშვილს და გეორქ ჭაჭალაშვილს ეკუთვნოდა“. 7 მოგვიანებით, XX საუკუნის 40-50-იან წლებში, თელავში, 1-ლი მაისის ქუჩაზე, მართლაც იყო„ტყავის გამომყვანი სახელოსნო“. ამავე პერიოდის მონაცემების 175 მიხედვით, ქალაქში 11 მეტყავე, 96 მეწაღე და 15 მეჩექმე ირიცხებოდა. 8 რაც შეეხება საბჭოთა დროის გვიანდელ პერიოდს, უბნის ერთ-ერთ მცხოვრებს – დალი ღამბაშიძეს დაბახნებზე 5-6„ქარხანა“ ახსოვს. 9 ის თავად არის ცნობილი დაბაღების ოჯახიდან და 1980-იან წლებში მამის, დაბაღ იაგო რევაზოვ/რევაზიშვილის მიერ დამზადებულ ტყავის ნაკეთობებს დღესაც ინახავს. დალი ღამბაშიძე დაბადებიდან აქ ცხოვრობს და კარგად ახსოვს დაბახნების, ამჟამინდელი ჩოლოყაშვილის ქუჩის ამ მონაკვეთის განაშენიანების ისტორიაც: „მეტი წილი დაბაღები იყვნენ აქა. მამაჩემიც დაბაღი იყო. ცეხები ქონდათ ჩვენს ზევით, სადაც მამაჩემი მუშაობდა. ტყავს ისე პრიმიტიულად აკეთებდნენ, ქარხნული წესით არ იყო, აქ სუ თავიანთი ცოდნით ამუშავებდნენ ტყავს. კერავდნენ და მერე ხარაზებს ეძახდნენ, ვინც ჩუსტებსა კერავდა. 10 კიდე, ზაპოშნიკებს, მიქონდათ ხოლმე ტყავი და კერდნენ[...] მერე დაიწყო მამაჩემმა ბეწვეულის გამოყვანა. ბეწვეულს აკეთებდა, მელიები მოყავდათ, მგელი, ტურა, კვერნები და იმით კიდე ქურთუკებს იკერავდნენ. 72 წლის ასაკში იყო, რომ გარდაიცვალა. მერე დაბახანა დაიკეტა და აღარავინ აღარ მუშაობდა იქა და სახლში მუშაობდა ხოლმე. დაბახანა იყო, სადაც ტყავებს ამუშავებდნენ. იქ მიჰქონდათ გასაკეთებელი ტყავი, რო გაატყავებდნენ ცხოველს, ეს ცხვარი იყო, ღორი იყო, ძროხა თუ რა და მერე იქიდან სხვადასხვა ტყავებს აკეთებდნენ. ზოგს„ტუფლის“ შესაკრავათ აკეთებდნენ, ზოგს ჩუსტის ძირებისთვის, საძირეს ეძახდნენ, რომელსაც ძირად ხმარობდნენ. ძირითადად, მაგ ტყავებს აკეთებდნენ ესენი. აქ იყო ერთი კიკნაძე ალექსა, ეგეც დაბახანაში მუშაობდა, გიგო იყო რევაზოვი, მამაჩემის ძმა, ეგეც ტყავებზე მუშაობდა. აქ მეზობელი იყო მიხო ჰქვიოდა, მიხაკას ეძახდნენ, ქვის მთლელი იყო. 11 მიცვალებულებისთვის ქვებს აკეთებდა. მაწანწარაზე აკეთებდნენ თიხის კერამიკულ ჭურჭელს, სურებს, პატარა დოქებს. კიდე ტიკებს აკეთებდნენ ღვინის ჩამოსასხმელად. აი, რო გაატყავებდნენ ცხვარს, უმთავრესად ცხვრისგან აკეთებდნენ, მერე იქიდან ამუშავებდნენ, რომ ღვინო ჩაესხათ. რომ ჩაასხავდნენ ღვინოს, აესეთი ფორმა ქონდა ცხოველისა, თხა იყო, ცხვარი იყო, იმის ფორმაზე ისხმებოდა ეს ღვინო.[...] როგორც ხელოსანი, მამაჩემი პირველ კაცად ითვლებოდა უფრო. მამაჩემის მამაც დაბაღი იყო. მამაჩემი 13 წლისა იყო, როდესაც დაეწყო დაბღობაზე მუშაობა. გამზადებულ ტყავებს აბარებდნენ არტელში. ჩვენ გვქონდა სურათი გადაღებული, სადაც დაბღები იყვნენ, მამაჩემიც იყო იქ და მერე მუზეუმში წაიღეს და მოგვიტანეს გადა176 177 აბელ რევაზოვი, დაბაღი. ფოტო: თელავის ისტორიული მუზეუმი თელაველი დაბაღები. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ეღუფოვი არშაკა(შეგირდი), რევაზოვი იაგორა(ოსტატი), რატიანი ვანია(ოსტატი), კიკნაძე ალექსი(ოსტატი). დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ათაბეგოვი ერვანდა, ხიზანიშვილი გიგლო, პოღოლოვი გიო(უსტაბაში). თელავის ისტორიული მუზეუმი. ბეჭდილი ახალი სურათი, ძველი იქ დაიტოვეს კიდე.[...] ტყავს ჩაალბობდა აგერ იმ აუზში, მერე ამოიღებდა გაფხეკავდა, გაასუფთავებდა, რაღაც წამლებს წაუსმევდა რო მაღლიდან ბალანი გადაეცალა და უკვე სუფთა იყო სხვადასხვა წამლებით გამოჰყავდა. მერე შეღებით ღებავდა ხოლმე კიდევ. ბალანზეც უსვავდა წამლებს. ეს როგორც გინდა წყალში, წვიმაში, არსად არ გადადის. როგორც ფაბრიჩნი, ისეა“. დაბახნების უბანში თავის დროზე მხოლოდ სახელოსნოები უნდა ყოფილიყო, ხოლო საცხოვრებელი სახლები ამ და სხვა ხელოსნებს მოშორებით ჰქონიათ:„ტყავის დამუშავებას სჭირდებოდა წყლის გარკვეული რაოდენობა და სპეციფიკური სუნიც ჰქონდა, ამდენად, მოცილებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობისაგან. შემდეგ ტყავებს ამუშავებდნენ და სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარდნენ. ჩვენს სამეზობლოში კარგად მახსოვს გიგო და იაგო რევაზიშვილები, რომლებიც სწორედ ტყავის გამოყვანით იყვნენ დასაქმებულნი, შემიძლია გიჩვენოთ მათი სახლი. ძმები იყვნენ ისინი და დღესაც თვალწინ მიდგას, როგორ იყო ხოლმე გაჭიმული 178 ეს სხვადასხვა ცხოველის ტყავი გასაშრობად, დასამუშავებლად და ასე შემდეგ. სწორედ, აი, ამ დაბაღების სიმრავლიდან გამომდინარეობს დაბახნების სახელწოდება. დღეს აღარ არსებობს თითქმის ეს მიმართულება, მაგრამ შემოგვრჩა დაბახნების სახელწოდება. შემოგვრჩა განჯელების წყალი, რომელიც ზამთარში სასიამოვნო დასალევია, ხოლო ზაფხულში ყინულივით ცივია. მის გადასწვრივ, მოპირდაპირედ არის მცირე სამლოცველო, წმინდა ბარბარეს ეკლესია, რომელსაც ამ უბნის მკვიდრნი ხშირად აკითხავდნენ, განსაკუთრებით კი, დღესასწაულებზე. ბარბარობა 17 დეკემბერს აღინიშნება, მოგეხსენებათ“, – გვიყვება მაწანწარაზე დაბადებული და გაზრდილი, ისტორიკოსი თამარ თამარაშვილი. 12 მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის(თელავის №1 საქალაქო ბიბლიოთეკა) ამჟამინდელი თანამშრომელი მარიამ ვართანოვი-ჯიდალიშვილი გვიამბობს:„დაბახნებზე ცხოვრობდა პაპიდაჩემი, დედის მამიდა თამარ ბაბოევი. მამამთილი ჰყავდა, ჭონ-გიოს ეძახდნენ. ჭონი არის ტყავის გამომყვანი და მაგიტომაც, ტყავი გამოჰყავდა მასაც, გიორგი ბაბოევსაც. მე კიდე, მეგონა, ჭონგიო იყო სახელი. ყველანაირი ტყავი გამოჰყავდა. სახლში დათვის ტყავიც ჰქონდა და ძალიან მეშინოდა, პატარა რომ ვიყავი. კბილები ჰქონდა დაკრეჭილი და თვალები გადმოკარკლული. გული მისკდებოდა, ბავშვი ვიყავი. პაპიდაჩემმაც ისწავლა ხელობა, მამამთილმა ასწავლა, რაღა სხვას ვასწავლო შვილო, მოდი, შენ ისწავლე ხელობაო – ასე უთქვამს. პაპიდაც დათანხმდა, დიდხანს მისდევდა ამ საქმეს, ამუშავებდა ცხვრის ტყავსაც, მელის და ტურისასაც. ყველაფერს აკეთებდა. მეუღლეს ჰქონდა „ლინეიკა“, მოედნიდან-რკინიგზის სადგურამდე, როგორც ტაქსი, ისე ჩაყავდა ხალხი და ამოყავდა“. ჭონებიც ტყავის ოსტატები იყვნენ, როგორც ქართული ხელოსნური წარმოების მკვლევრები მიიჩნევენ, ჭონსა და დაბაღს მხოლოდ ტყავის დამუშავების ტექნიკური მიდგომა განასხვავებდა.„ჭონი თითონ ამუშავებდა ტყავს ქატოთი იმ ვარაუდით, რომ ტყავს ბეწვი შერჩენოდა. ქატოდაყრილ ტყავს ერთ კვირას აჩერებდა, მერე გაფენდა, კვლავ ქატოს დააყრიდა, შემდეგ რამდენჯერმე კარგად გარეცხავდა გამდინარე წყალში. ჭონები კერავდნენ ქართულ ქურქებს-ტყავებს და ბეწვის ქუდებს. ტყავს ბეწვი შიგნიდან ჰქონდა, ქუდს გარედან. სახმარად ყველაზე მოხერხებული, მთხრობელთა ცნობით, ბატკნისა და ცხვრის ტყავი იყო. ტყავები იკერებოდა მოკლე და გრძელი, სახელოებიანი და უსახელო, მას სარჩულად გამოაკრავდნენ მაუდს, ან ლეკურ შალს, თელავში ტყავს ქულაჯასაც უწოდებდნენ“. 13 179 1980-იან წლებში, მაწანწრელი ოქრომჭედლის, ქართული საბრძოლო იარაღის ოსტატისა და ისტორიკოსის, ჯემალ სანდოშვილის ჩანაწერებმა მხოლოდ ნაწილობრივ 14 შემოგვინახა დაბახნები-მაწანწარასა და თელავის შემოგარენში მცხოვრები დაბაღების, ხარაზების და მეტიკეების სახელები: 1. ბეგიჯანოვი არტემა – მეტიკე, ტყავის გამომყვან – შემკერი. 2. ბეგიჯანოვი(ტალიური) – ტიკის გამკეთებელი, ტყავის გამომყვანი, შემკერი. 3. დევიძე სანდრო გიორგის ძე(ჩიტო/ჩიტუა) – დაბაღი. 4. ეღუფოვი არშაკა – მოწაფე, დაბაღი. 5. კიკნაძე ალექსი(ცქვიტი) ფირუზის ძე – დაბაღი. 6. ლეგაშვილი ვასილი ილოს ძე – დაბაღი, ხარაზი. 7. მარქაროვი ალექსი(პეტრუზაანთი) – დაბაღი. 8. მიკირტუმოვი ბაღდია – მოწაფე- დაბაღი. 9. ნაზაროვი ალექსი – დაბაღი. 10. პოღოლოვი გიო – დაბაღი. 11. რატიანი იოსება – დაბაღი. 12. რევაზოვი შაქრო – დაბაღი. 13. რევაზოვი მალხაზი(და მისი ძმა შაქრო). 14. რევაზოვი გიგო – მოწაფე – დაბაღი. 15. ფარნაოზოვი ალექსი გიორგი ძე – ხარაზი. 16. ფარნაოზოვი შაქრო(ზახარა) გიორგის ძე – ხარაზი. 17. ფარნაოზოვი ალექსი გიორგის ძე ხარაზი. გარდა ოსტატების ვინაობისა, ამავე ჩანაწერებში ვხვდებით ინფორმაციას მეთუნეობის და ტყავის დამუშავების უბანში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“, მიზანი არ გახლავთ ცალკეული ხელობის ტექნოლოგიების კვლევა, რამდენიმე ამონარიდს აქ მაინც მოვიყვანთ: თელაველი დაბაღები ყველანაირ ტყავს ამუშავებდნენ – ცხენის, სახედრის, ცხვრის, ძროხის, კამეჩის, ღორის, თხის, ასევე მუშავდებოდა ბოჩოლისა და ხარის ტყავი. ცხენის ტყავი იყო უპირატესად თხელი და კეთდებოდა ფეხსაცმლის ან ჩექმის საპირე, ცხენის ზურგის მხარეს კი ტყავი უფრო სქელი იყო და მისგან მზადდებოდა საძირე. ცხენის ტყავისგან კეთდებოდა ასევე დასაკრავი ინსტრუმენტის, დოლის პირი. რაც შეეხება 180 ქალამნებს, რომლებსაც უფრო მეტად სოფლის მცხოვრებლები მოიხმარდნენ, ის ღორის ტყავისგან მზადდებოდა. ცხადია, ტყავის დამუშავება-გამოყვანას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა. თავდაპირველად ცხოველის ტყავი უნდა დაელბოთ წყალში. ტყავი ახალი იყო თუ ძველი, იმის მიხედვით განისაზღვრებოდა მისი წყალში მოთავსების ხანგრძლივობა. ახალ ტყავს წყალში ერთი დღეღამე აჩერებდნენ, ხოლო ძველს – რამდენიმე დღე მაინც და თანაც ხშირ-ხშირად უცვლიდნენ წყალს, რათა ტყავი მაქსიმალურად გასუფთავებულიყო ჭუჭყისაგან. ამის შემდეგ, გასუფთავებული ტყავი მუშავდებოდა სხვადასხვა მასალით(მარილისა(0,5 კგ) და მჟავის(სერნისტი – 2 სუფრის კოვზი) ნარევში ჩალბობა ერთი დღე-ღამით), შემდეგ იწყებოდა ტყავის გასაწურად დაკიდება, ხელახალი რეცხვა და საშრობად გაფენა. გაშრობის შემდეგ ტყავი ისევ ინამებოდა თბილი წყლით, იხვეოდა ნაჭერში და მეორე დღეს, დადუღების შემდეგ იჭიმებოდა დაფაზე და ა.შ. თელაველი დაბაღების მიხედვით, განსხვავებულად მუშავდებოდა სხვადასხვა ცხოველის და ასევე, ერთი ჯიშის დედალ-მამალი ან სხვადასხვა ასაკობრივი ცხოველის ტყავი. დამუშავებაში გამოიყენებოდა მჭადის ფქვილიც, ქატოც, მარილიც, თრიმლიც, ტყავის გასაფხეკად საჭირო იყო ბლაგვი ცელი და სხვ. მაგ., თრიმლის მწვანე ფოთოლი იკრიფებოდა; გახმობის შემდეგ იფქვებოდა და ერეოდა თბილ წყალში(თრიმლი სიღნაღიდან მოდიოდა გამზადებული). სწორედ ამ სითხეში იდებოდა ტყავი 24 საათით, რადგანაც თრიმლს ჭუჭყი გამოჰქონდა და ტყავი გამოჰყავდა, ეს პროცესი მეორდებოდა ორ-სამჯერ. შემდეგ კი, საბოლოოდ გასუფთავდებოდა, მარილი მოეყრებოდა და ტყავი მზად იყო. ტყავის გამოყვანის წესი განსხვავდებოდა იმის მიხედვითაც, თუ რა სახის ფეხსაცმლის ან ფეხსაცმლის რა ნაწილისთვის იყო იგი განკუთვნილი. თუ საჭირო იყო ფეხსაცმლის საპირის, ანუ ფეხსაცმლის გარე ნაწილის ტყავის დამზადება, ამ შემთხვევაში, მაგალითად, ციკნის ტყავს ასე ამუშავებდნენ:„ციკნის ტყავს ჩააგდებდნენ წყალში, დალბებოდა, შემდეგ წაუსვამდნენ გასქელებულ კირს ტყავის მხრიდან, რომ ბალანი გასცვენოდა. ამის შემდეგ გათქვეფილ კირში იდო ორი კვირის განმავლობაში, რომ მთლად გასუფთავებულიყო, შემდეგ გაიფხიკებოდა, გაირეცხებოდა წყალში, გათქვეფილ ქატოში, ჭუჭყისგან გასაწმენდად. ქატოსგან გასუფთავდებოდა, გაირეცხებოდა, შემდეგ თრიმლში გადადიოდა, რამდენჯერმე გაირეცხებოდა, თრიმლიდან ამოიღებდნენ და მარილს მოაყრიდნენ, 181 შემდეგ მზეზე გაიფინებოდა და კარგად გაშრებოდა. შემდეგ, იმ მხრიდან, სადაც ხორცი იყო, ესმება ქონი თხის, ძროხის – ქონი არბილებდა. ეს ირეცხებოდა ცხელ წყალში, ზედმეტი ქონი გასდიოდა, ამის შემდეგ ირეცხებოდა ცივ წყალში, შემდეგ იღებებოდა შავი ფერით, საღებავი მოდიოდა გამზადებული. გაშრებოდა და მზად იყო საპირე. სხვანაირად მუშავდებოდა ტყავი ღვინის ტიკისთვის. ღვინის ტიკი მზადდებოდა თხის და ბოჩოლის ტყავისგან. ბოჩოლა უნდა ყოფილიყო 2-4 თვის. თხის ასაკს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ტყავის გამომყვანი ოსტატები ასე აღწერდნენ ამ პროცესს: ,,ციკანის ტყავი უნდა შემობრუნდეს-ბეწვი წინიდან, ტყავი გარედან, რომელსაც მაშინვე უნდა დაეყაროს დაფქვილი თეთრი შაბი და მარილი(სუფრის) 2 წილი შაბი(თეთრი) ერთი წილი მარილი(დაყრის წინ ტყავი მუშავდება საფხეკი იარაღით, რომელსაც ჰქვია ჯაფა). ზოგიერთი ხელოსანი ხელით ამუშავებს. შემდეგ ტყავი ამობრუნდება ბეწვით გარეთ. შემდეგ იკეცება და ინახება მშრალ ადგილას დაახლოებით 10 დღე, რომ შაბი და მარილი გაუჯდეს. 10 დღის მერე გაიშალოს, გაიფინოს მზეზე. დაახლოებით 1-2 კვირა. შემდეგ დუქარდით უნდა გაიკრიჭოს დაბლობით 1,5 ან 2 სანტიმეტრით. შემდეგ ბეწვის მხრიდან კანაფით უნდა შეიკრას სამი ფეხი. მეოთხე ფეხს უკეთდება მასრა, საიდანაც ღვინო უნდა ჩამოისხას. უკანა ტანთან უნდა გამოეკრას ხარტული კანაფით ბრტყელი და მასრა კეთდება კუნელის ან პანტის ხისგან. შემდეგ ესმება კუპრი – კუპრი მოაქვთ, შირაქში, სოფელ ქესემში ამოდის მიწიდან. მოაქვთ სახლში და ადუღებენ ლითონის ჭურჭელში ნახევარი დღე. დუღილის დროს ჭუჭყს დაილექავს ძირში. სუფთას გადაწურავენ სხვა ჭურჭელში და ესმება გამზადებულ ტყავს, რომელიც დევს გაშლილ ფიცარზე. ესმება კუპრი ნელ-ნელა ხის კოვზებით, დაახლოებით ისე, რომ ბეწვი ტყავის არ უნდა ჩანდეს. სანამ კუპრი გაცივდება, ტიკი უნდა გადმობრუნდეს. გადმობრუნებამდე ტყავის შიგნით ხელით გვიჭირავს ხარატულზე, მეორე ხელით კარგად უნდა დაიზილოს კოვზის დახმარებით, რომ სადმე არ დარჩეს კუპრი წაუსმელი. ბოლოს გადმობრუნდება კისრიდან და გაიბერება. თუ შემთხვევით ხარატულიდან მასრიდან გაუშვა ჰაერი, მაშინ გადმობრუნდება ჯოხის დახმარებით და ხელმეორედ ჩაებმება კანაფი ხარატულში. გაშრება გარეთა მხარე 1 დღეში და უკვე შეიძლება ხმარება. ხმარების წინ პირველად ირეცხება ნელ-თბილი წყლით რამდენჯერმე, შემდეგ გამოევლება ერთი-ორი ჭიქა არაყი, რომელიც დეზინფექციას უშვრება. 182 183 არყის მერე ცივი წყლით გამოირეცხება, რომ სუნი ამოვიდეს, შემდეგ ჩაისხმება ღვინო. ტიკი რომ რბილი იყოს, უსვამენ გამდნარ ქონს(ცხვრის, თხის). ინახავენ ისეთ ადგილზე, რომ თაგვმა ან კატამ არ გააფუჭოს. ხმარების მერე უნდა გაიბეროს და დაიკიდოს მშრალ ადგილზე. ერთი კვირის მერე ჩამოიღებენ, დაკეცავენ და დაკიდებენ მშრალ ადგილზე. ტიკი იხმარებოდა არყისთვის, ღვინისთვის“. 15 ტყავის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის ამსახველი ეს მასალები, საინტერესოა არა მარტო მეტყავეების ოსტატობის, არამედ ძველ საქართველოში პრაქტიკული ქიმიის ისტორიის თვალსაზრისითაც. დღეს დაბახნებზე მეტყავეები, ცხადია, აღარ მუშაობენ, თუმცა შემორჩენილია რამდენიმე წყარო, რაც ტყავის გამოყვანა-დამუშავებისათვის მნიშვნელოვანი იყო. ერთი თავად დაბახნების ისტორიული წყაროა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ხოლო მეორე, თელავისათვის დამახასიათებელი გარე წყარო ჩოლოყაშვილის №94-თან მოედინება. „იქ არის განჯელების წყალი, რომელიც თელავში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალი იყო. აი, როგორც ბატონის წყალი იყო ცნობილი, როგორც ძალიან ცივი და გემრიელი, ეს წყალიც – განჯელების წყალიც ასეთი იყო – პირდაპირ მიწიდან ამოდიოდა და იქვე ხევში უნდა ჩასულიყავი და აგეღო ეს წყალი და ძალიან გემრიელი და ცივი წყალი იყო. ხალხი უფრთხილდებოდა და ყველა ცდილობდა, რომ არ დაზიანებულიყო ან ვისმე არ მიეთვისებინა. სამწუხაროდ, მერე მოიპარეს ეგ წყალი, მიითვისეს. ეხლა ამოდის ისევ იმ ადგილზე, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ისეთი ცივი აღარ არის“, – იხსენებს ჯემალ სანდოშვილი. 16 დაბახნელი ხელოსნები, სრულებით აკმაყოფილებდნენ ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნილებას. დღეს მათგან მხოლოდ ადგილის ტოპონიმი და ქალაქის უხუცესთა შორის შემორჩენილი ისტორიები დაგვრჩა, რომელთა თავმოყრა და საერთო კონტექსტში გააზრება მნიშვნელოვანია მაწანწარადაბახნების უბნების ურბანული განვითარების შესასწავლად. მართალია, აქ ტყავის ოსტატებს და მათ„ქარხნებს“ ვეღარ შეხვდებით, მაგრამ დაბახნებზე დღეს მაინც მოქმედებს ერთი სახელოსნო, რომელიც 2021 წელს გაიხსნა და მომხმარებელს საფლავის ქვაზე ხატვას სთავაზობს. 184 ქვაზე ხატვის სახელოსნო დაბახნებზე დაბახნელმა მერაბ კუპრაშვილმა სახელოვნებო განათლება ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, ფერწერის ფაკულტეტი 1979 წელს დაასრულა და თავისი პროფესია ქვაზე ხატვას დაუკავშირა:„ნიკოლაძის ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე 1979 წელს, დაახლოებით, მერე ალერგია მქონდა საღებავებზე, დავანებე თავი და დავიწყე ქვებზე ხატვა და უკვე 45 წელია ამ ხელობას მივსდევ. უკრაინაში ვცხოვრობდი, უკრაინის მოქალაქე ვარ, იქ მაქვს სახლი და ახლახან ჩამოვედი აქ და შემოვრჩი...“ მერაბ კუპრაშვილი უკრაინაშიც ქვაზე ხატვის სახელოსნოში მუშაობდა, თავისი პროფესია შვილს – პაატა კუპრაშვილსაც ასწავლა და დაბახნებზე მდებარე სახელოსნოს ახლა ერთობლივად უძღვებიან. მერაბ კუპრაშვილის წინაპრები მეტყავეები, დაბაღები იყვნენ, გვარად – დინიბეგოვები(დანიბეგაშვილები). საინტერესო ისტორიულ ცნობას გვაწვდის წინაპართა შესახებ მისი მონათხრობი, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ:„თელავში ჩვენი წარმოშობა აქედან იწყება, პაპის მამას ერქვა აბრამა, თბილისში რაფიელ დანიბეგაშვილი გეცოდინებათ, საქართველოს მოგზაური, იმის ძმის შთამომავლობა ვართ. მას შვილები არა ჰყავდა. მის ძმას ერქვა იოსებ დინიბეგოვი და ამ იოსების შვილი ან შვილიშვილი იყო აბრამა. თბილისში მაცხოვრებელი ხალხი იყო, ჩვენ ბევრი ვიკვლიეთ, მამაჩემი და ჩემიანები სანამ ცოცხლები იყვნენ, სუყველას ვეკითხებოდით ამ ისტორიას. თუშ-აბრამა ერქვა, რანაირად შეიძლება სომეხს ერქვას თუშ-აბრამა, შესაძლებელია, მეფის რუსეთის მთავრობის დროს მოხდა უკვე ეს ყველაფერი, როცა ერეკლეს სიკვდილის შემდეგ რუსეთი შემოვიდა და მეფისნაცვალი დააყენა საქართველოში. რაფიელ დანიბეგაშვილი როცა ჩამოვიდა მოგზაურობიდან, მეფე ერეკლე უკვე გარდაცვლილი იყო და აქ რუსეთის მთავრობა დახვდა. შესაძლოა, იქ რაღაც უთანხმოება მოხდა, აბა რა უნდოდა, თბილისიდან თელავში? რატომ წამოვიდოდა? ან ეგებ თუშეთშიც იყო დამალული და ამიტომ ეძახდნენ თუშ-აბრამას, თორე თუშ-აბრამა საიდან უნდა რქმეოდა თბილისელ კაცს? იქ დაბადებულს და გაზრდილს? ან ეგებ თელავში რომ ჩამოვიდა, აქ დაარქვეს თუშ-აბრამა? ცოტა ძნელი გასაგებია მთელი ეს ამბავი. შესაძლოა კიდეც, თუშებისგან ისწავლა ეს მეტყავეობის ხელობა, თორე აზნაურების შთამომავლობა ყოფილან დანიბეგაშვილები, აზნაურები კი ხან ზარმაცი ხალხი იყო და არა მგონია აზნაურის შვილს მეტყავეობა ესწავლა თბი185 186 თელავის ე.წ. სომხების სასაფ 1 ლ 87 აო, 2021წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი ლისში. ეს კიდე, თუ ფიზიკურ მუშაობას შეეგუა, ალბათ რაღაცამ აიძულა, დასჭირდა და რომ ჩამოვიდა თელავში, მერე აქ გააკეთეს ტყავის დამამუშავებელი ცეხი, გადმოსახლდა აქა, წყალთან, ამ უბანში“. რაფიელ დანიბეგაშვილი(1770-1827) ქართველი მოგზაური გახლდათ, რომელმაც 28 წლის განმავლობაში ხუთჯერ იმოგზაურა აზიის ქვეყნებში. მისი სახელი შესულია მსოფლიოს მოგზაურთა სიაში,„რაფიელის მამა იოსები, ერეკლე მეორის დავალებით რამდენჯერმე ყოფილა ინდოეთში. მოგზაურობისას თან ხლებია რაფიელიც. საერთოდ, დანიბეგაშვილების მთელი საგვარეულო მიეკუთვნებოდა მოგზაურ ვაჭართა იმ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო ვაჭრობას ეწეოდნენ უცხოეთის სახელმწიფოებთან, არამედ დიპლომატიურ დავალებებსაც ასრულებდნენ“. 18 57 წლის ასაკში გარდაცვლილ მოგზაურს შთამომავლობა არ დარჩენია, თელავში მცხოვრები დინიბეგოვები(დანიბეგაშვილები) მისი ძმის შთამომავლები არიან, რომლებიც უცნობი მიზეზების გამო, სახეცვლილი გვარით XIX საუკუნის I ნახევარში საცხოვრებლად თბილისიდან თელავში გადავიდნენ და დაბახნებზე ტყავის საწარმო დაარსეს, რომელსაც მერაბ კუპრაშვილის პაპის პაპა, აბრაამ დინიბეგოვი ხელმძღვანელობდა. მისმა სამივე შვილმა, ალექსიმ, არტემმა და გიორგიმ თავის პროფესიად მეტყავეობასთან დაკავშირებული ხელობა აირჩიეს: „სამი ვაჟიშვილი ჰყავდა, უფროსს ალექსა ერქო, შუათანას არტემა და პაპაჩემს ერქვა კიდე გრიგოლი, გიორგი. ალექსი ცხენის უნაგირებს აკეთებდა, პაპაჩემიც და არტემაც მეტყავეობიდან ჩუსტებზე, ხარაზობაზე გადავიდნენ დროთა განმავლობაში, პაპაჩემს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი, მამაჩემი და უფროსი მირიანი, ცაცოს ეძახდნენ მეტსახელად. მისი შთამომავლობა ახლა ზევით უბანში ცხოვრობს. კიდევ ჰყავდა ოთხი ქალიშვილი, გათხოვილები იყვნენ. მამაჩემმა ხარაზობა იცოდა, შემდეგ მეწაღედ მუშაობდა, ბაზარში ჰქონდა სახელოსნო და იქ. მეც კი ვისწავლე კერვა, ინტერესი მქონდა, მაგრამ როგორც პროფესიონალმა კი არა, ისე ვისწავლე ცოტ-ცოტა და ძირითადად მხატვრობას მივყევი...“, – გვიყვება მერაბ კუპრაშვილი. მერაბ კუპრაშვილს თავისი ბავშვობიდან კარგად ახსოვს მაწანწარადაბახნების კუთხეში მცხოვრები ასაკოვანი ხელოსანი, ქვის მთლელი მიხა (ძამუკაშვილი), რომელიც ძველ ტრადიციულ საფლავის ქვებს თლიდა: „ქვის მთლელი მაწანწარაზე მახსოვს მიხო, ფიფლუას ეძახნენ, ეს კაცი იყო ძირითადად ამ ხელობისა, მაგის მეტი არავინ არ მახსოვს, საფლავების 188 ქვებსა თლიდა, ადგილობრივი რბილი ქვებით, ამ ქვებისგან ითლებოდა ქვის საფლავები, რომელიც ზედ მიწაზე ედგმებოდა და დღეს თელავის ძველ სასაფლაოებს თუ ნახავთ, ამ ძველ საფლავის ქვებს ახლაც შეხვდებით. ეს ქვები სამარხზე ედებოდა ზევიდან, ფორმა ზოგს ჰქონდა ნახევრად კონუსური, ზედ წარწერა ეწერა“. მართლაც, დღეს თელავის ძველ სასაფლაოებზე მრავლად არის შემორჩენილი ძველი ტრადიციის მიხედვით გამოთლილი საფლავის ქვები, რომლებიც საქართველოს მემორიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და სპეციალურ აღრიცხვას, დაცვასა და შესწავლას საჭიროებს.„სასაფლაო მთლიანად შესასწავლად ფრიად საინტერესო და საგულისხმო მასალა შეიძლება იყოს საზოგადოების მეურნეობის, ყოფა-ცხოვრების, ხელოსნობისა და რელიგიის ისტორიისათვის. საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური აღნაგობაც საინტერესო თვალსაზრისით არის ხოლმე წარმოდგენილი ამ სახისა და ხარისხის ძეგლებზე... ჩვენ დღემდე არც კი გვიფიქრია ამ ისტორიული მასალის შეგროვება და მისი განადგურების გულგრილი მოწმეები ვრჩებით“ 19 , – ჯერ კიდევ XX საუკუნეში, აღნიშნავდა ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი. დღეს საფლავის ქვები თანამედროვე მეთოდებით მუშავდება, ქვიშაქვის ქვაც გრანიტმა ჩაანაცვლა, თუმცა მისი დამუშავებაც დიდ შრომას, ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. მერაბ კუპრაშვილმა საკუთარი ხელობა შვილს გადააბარა, რაც ამ ხელობის გაგრძელებაც იქნება და დაბახნების ფუნქციური დატვირთვაც – საფლავის ქვაზე ხატვის სახელოსნოს არსებობის შემთხვევაში. 189 შენიშვნები 1 ანა დარჩიაშვილი,„ტყავის დამუშავება ძველ საქართველოში“, თბ. 2006 წელი, გვ. 6. 2 მაიორი გურსკი- იხსენიება ქალაქ თელავის მოურავად 1860-იან წლებში. დამატებითი ინფორმაციის მოძიება კვლევის ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. 3 გაზეთი„ალაზნის განთიადი“, აპრილის თვე, №49, 1967 წელი,„თელავისა და მისი შემოგარენის აღწერა“, გვ. 3. 4 ფარნა და ვანო ლოლაძეების მონათხრობი,(19.10.2020). აუზების ნანგრევები, მდინარე მაწანწრის აყოლებაზე, ახლა უკვე ატყევებულ ხევში ალაგ-ალაგ მართლაც შეინიშნება. 5 ვახტანგიშვილი, თ. სიმაშვილი, თ.„თელავი- წარსული და თანამედროვეობა“, თბილისი, 2020, გვ. 61. 6 დალი ღამბაშიძის მონათხრობი, 11.08.2020. 7 იქვე. 8 თ. თამარაშვილი- თელავი(XX-ს. 40-50-იან წლებში), 2007 წელი, გვ. 40-43. 9 დალი ღამბაშიძის მონათხრობი, 11.08.2020. 10 არაერთი ხარაზი ცხოვრობდა იქვე მაწანწარაზე და უშუალოდ დაბახნების მიდამოებში. მათ შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ ალექსი ფარნაოზოვიც, მცხოვრები ჭავჭავაძის №183-ში. ჭავჭავაძის №185-ში კი დაბაღი დათა ჭიჭიკოშვილი ცხოვრობდა. 11 იგულისხმება ქვის მთლელი მიხეილ(ძამუკოვი) ძამუკაშვილი, რომელიც სხვა მეზობლების მოგონებებშიც გვხდება 2020-2021 წლებში ჩაწერილ ინტერვიუებში. 12 თამარ თამარაშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 13 ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში: XIX ს. II ნახ.- XX ს. დასაწყისი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი, 1986 წელი, გვ. 22-23. 14 მაგ., ამ სიაში არ არის ჩაწერილი იაგო რევაზოვი/რევაზიშვილი ან დათა ჭიჭიკოშვილი, რომელიც ასევე ხევის პირას(ამჟამინდელი ჭავჭავაძის 185) მცხოვრები დაბაღი ყოფილა. 15 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 16 დაბახნების(განჯელების) წყაროსთან მდებარე, მაწანწრის ხევის მიმდებარე ტყე პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენ ქალაქი. მაწანწრის უბნის ამბები“, დამატებით შევისწავლეთ. ეკოლოგ კახა სუხიტაშვილის კვლევა შეგიძლიათ იხ. აქვე, გვ. 319. 17 ვანო ლოლაძის მონათხრობი, 19.10.2020. 18 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003. გვ. 102-104. 19 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი I, თბ., 1964, გვ. 56. 190 სოფიო ხითაროვი(ცენტრში) ძმასთან, მეწაღე სერგო ხითაროვთან ერთად. 1905 წ. ლამზირა დანელიას საოჯ 1 ა 9 ხ 1 ო არქივი 192 მაწანწრის უბნის თიხისა და კირის ამბე 193 ბი მაწანწარა-დაბახნების უბნებში მცხოვრები სხვადასხვა ხელობის ოსტატების შესახებ უკვე გიამბეთ. საკვლევი მასალის სიმრავლიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, ცალკე წარმოგვედგინა ამ უბნის ტრადიციული ხელობის – მეთუნეობის უახლესი ისტორია. მართლაც, მაწანწრის უბნის შემოსასვლელში, ვარდისუბნის მხრიდან, მეთუნეების, მეჭურჭლეებისა და მესაკირეების კომპაქტური სამეზობლო სახლობდა. პროექტის ფარგლებში, მეტ-ნაკლებად მოხერხდა უბანში მცხოვრები ზოგიერთი ოჯახის ისტორიის აღდგენა. ინტერვიუები ჩაიწერა უბნის უხუცეს ხელოსნებთან, მეთუნეების შთამომავლებთან და იმ ოსტატებთან, რომლებიც დღესაც მისდევენ ამ ხელობას და ამით ქალაქის უნიკალურ ისტორიას ინარჩუნებენ. სამწუხაროდ, კვლევის პროცესში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ დავუკავშირდით ყველა იმ ოჯახს, რომელიც ტრადიციულად მისდევდა მეთუნეობა-მესაკირეობას(ლეგაშვილები, პაპუნაშვილები, ფარსადანოვები და სხვ.), თუმცა აქ, თქვენს წინაშე წარმოდგენილი მასალა, ვფიქრობთ, საკმაოდ დეტალურად აცოცხლებს უბნის მეთუნეობა-მეჭურჭლეობის ისტორიას. მიუხედავად სირთულეებისა, რის შესახებაც ხელოსნობის განვითარების ისტორიის თავშია მოთხრობილი, საბჭოთა პერიოდში მაწანწრის უბნის მეთუნეობის ტრადიცია ისევ გაგრძელდა. ოჯახებშიც ჰქონდათ მოწყობილი სახელონოები, ე.წ.„ქარხნები“ და სამუშაო პროცესში ხშირად მთელი ოჯახი იყო ჩაბმული. 1960-იან წლებში, აქ, ამ უბანში, კერამიკის ქარხანაც გაიხსნა(ახლანდელი მეგობრობის ქუჩა №70). უბნის ხელოსნების ნაწილი სწორედ ამ ქარხანაში დასაქმდა. ამის მიუხედავად, ისინი სახლშიც განაგრძობდნენ ჭურჭლის გამოწვას და ნახელავი გასაყიდად სხვადასხვა ბაზარზე გაჰქონდათ, მათ შორის, ველისციხეშიც. გარდა ბაზრობებისა, მეთუნეებს თიხის ჭურჭელი საკუთარი სახლების წინაც გამოჰქონდათ გასაყიდად. მაწანწრელი ხელოსნები ხშირად იყვნენ ერთმანეთის მასწავლებლები; მეზობელთან შეგირდად არაერთი მაწანწრელი მდგარა, ასე გადაეცემოდა ხელობა თაობიდან-თაობას, ოჯახიდან-ოჯახს. ვარდისუბნისა და თელავის შესაყარის მეთუნეობის ერთგვარ ცენტრად ქცევა, უცნაური არ უნდა იყოს, რადგან ისტორიულად სწორედ იყალთო, რუისპირი და ვარდისუბანი გამოიჩეოდა მეთუნეობა-მესაკირეობით და აქ, ამ ტრადიციულ ხელობებს ერთეულები დღესაც მისდევენ. კერამიკული წარმოების ყოველ დარგს კახეთში საკუთარი, ამ ხელობაში საგანგებოდ 194 განსწავლული ოსტატი ჰყავდა, მეჭურჭლე, მექვევრე, მეთონე, მეკრამიტე, მეაგურე, მაგრამ წარმოებათა შორის ორგანული კავშირის გამო, მეჭურჭლე ორივენაირი ჭურჭლის მჭრელად(წითლისა და ქაშანურის) და მექვევრე კი თონის მკეთებლადაც გვევლინებოდა. 1 კახური კერამიკის თითქმის ყველა დარგის წარმოებას ორგვარი სახისა და დანიშნულების ნაგებობა ემსახურებოდა: ოსტატის სამუშაო და კერამიკულ საგანთა დასაწყობად განკუთვნილი და ნაწარმის გამოსაწვავად განსაზღვრული ნაგებობები. ოსტატის სამოქმედოდ განკუთვნილი შენობის საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო„ქარხანა“, გამოსაწვავად განკუთვნილისა კი – ქურა. 2 ე.წ. ქარხნებში ყველაზე განათებულ ადგილას მეთუნეებს ჭურჭლის საჭრელი ჩარხი ჰქონდათ მოწყობილი, მის მახლობლად ბრტყელი მაგიდის მსგავსად დაზგას გამართავდნენ, რომელიც რამდენიმე ფიცრისგან იყო შეკრული და მიწაში მყარად ჩასმულ ბოძებს ეყრდნობოდა. სახელოსნოს კედლებზე უხვად იყო თაროები, სადაც მეჭურჭლე ახლად მოჭრილ ჭურჭელს აწყობდა. იქვე შეხვდებოდით თიხის დასალბობ ადგილს, ქაშანური ჭურჭლის დასამზადებლად განკუთვნილ ლამს. რახან ყველაზე დიდტანიანი საგნის, ქვევრის დამზადება მექვევრეს უხდებოდა, ყველაზე დიდი სახელოსნოც მას ესაჭიროებოდა. შორიახლო მოწყობილი იყო გამოსაწვავი ქურები, რომელთაგან ყველაზე პატარად ერთურმიანი(ერთურმიანი ქურა ერთ ურემ ჭურჭელს იტევს) ქურა იყო მიჩნეული. 3 ქურა უმეტესად რამდენიმე ოსტატს საზიარო ჰქონდა, ასე ყოფილა მაწანწარაზეც:„ყველა ხელოსანს არა ქონდა ქურა. აქ, ჩვენს ახლომახლო მარტო ონიკაძეებს და ლეგაშვილებს ქონდათ. სხვა ხელოსნები სთხოვდნენ ხოლმე, გამოგვიწვიო და ხშირად თანამშრომლობდნენ და წვავდნენ კირსაც და ჭურჭელსაც.[...] ჩემს წინ ცხოვრობდა ლეგაშვილი შალვა, მთელი თავისი ცხოვრება ჭურჭელს ჭრიდა. სახლის სარდაფში ქონდა ჩარხი მოწყობილი და ხშირად ვუყურებდი, როგორ ჭრიდა ჭურჭელს. ძალიან საინტერესო კაცი იყო, კარგი ხელოსანი, შესანიშნავი მომღერალიც იყო, სხვათა შორის. ტანით დიდი იყო, ზორბა, ასე 2-მეტრიანი, მაღალი, ნაღდი კახელი, გასუქებული, ლამაზი კაცი. მე ვიცი, რომ მას თიხა იყალთოდან მოჰქონდა და მეუბნებოდა, რომ იყალთოს თიხა საუკეთესოა ჭურჭლის დასამზადებლადო. მახსოვს, მოიტანდა ხოლმე ამ თიხას, ჯერ გაშლიდა, გააშრობდა, მერე დაასხავდა წყალს, დაალბობდა, ამოკრეფავდა კენჭებს ხელის გასმით, დამუშავებით. ერთ კენჭს არ შეურევდა. შემდეგ გუნდებს ამზადებდა და სხვადასხვა 195 ჭურჭელს ჭრიდა. მზადდებოდა კოკა, სურა, ლიტრები, ჯამები, დოქები, ცალყურა, ღვინის ჯამები, თითქმის ყველაფერი, რასაც მაშინ ხალხი იყენებდა. ომი ახალი დამთავრებული იყო, ჭურჭელი იმდენად არ იყო და უჭირდა ხალხს. ძირითადად, თიხის ჭურჭელს ხმარობდნენ“. 4 თელაველი(და მაწანწრელი) თიხის ოსტატები და ტექნოლოგიები ჯემალ სანდოშვილის მასალების მიხედვით: 5 1. ახპატელოვი გიორგი – მეთუნე. 2. ბაბოევი ლავრენტა – მეჭურჭლე. 3. ბეგიჯანოვი გრიგოლ შამონას ძე(ტალიური) – მეთუნე, მეტიკე. 4. ბეგიჯანოვი აბელა – მეთუნე. 5. ბეგიჯანოვი აბესა(ღლაცანა) – მეჭურჭლე. 6. გვიმრაძე ნიკო – მეთუნე. 7. დევიძე დავითი – მეთუნე. 8. დევიძე გიგო – მეთუნე, მეჭურჭლე. 9. დოდაძე პავლე – მესაკირე. 10. დოვლათოვი არტემა –მეჭურჭლე. 11. დოვლათოვი აკოფა – მეჭურჭლე. 12. იკაშვილი ტიტია(ტიტა) ნოდარის ძე – მეჭურჭლე. 13. ლეგაშვილი შალიკო – მეჭურჭლე. 14. ლეგაშვილი მიშა – მეკრამიტე. 15. ლეგაშვილი დათა – მეთუნე, მეკრამიტე. 16. ლეგაშვილი მიხეილი ვასილის ძე – აგურის, კრამიტის მჭრელი, მეთუნე. 17. ონიკოვი(ონიკაძე) მიხაკა სტეფანეს ძე – მეთუნე. 18. ოსეფოვი ტიგრანა – მეჭურჭლე. 19. რატიანი გრიშა მიხეილის ძე – მეთუნე, მეჭურჭლე. 20. სანდოშვილი ტიტია(დიმიტრი) – მეთუნე, მეჭურჭლე. 21. უთმელიძე მირიანი – მეჭურჭლე. 22. ქურციკაშვილი დიტო ვასილის ძე – მეთუნე, მეჭურჭლე. 23. ღარიბაშვილი ლადო – მეჭურჭლე. 24. ღარიბაშვილი ვალიკო ლადოს ძე – მეჭურჭლე. 25. ღვთისიაშვილი ვასო – მექვევრე. 196 მაწანწრის უბნის ყოფილი კერამიკის ქარხანა, მეგობრობის ქუჩა 1 , 9 № 7 70. 2021 წ. ფოტო: ანა მარგველშვილი თიხის დამუშავება – თიხას მზიან ამინდში 1 დღე სჭირდებოდა. მას ორმოში ყრიდნენ, დასალბობად წყალს ასხამდნენ და ერთი დღე-ღამე აჩერებდნენ. შემდეგ„ლაფატკით“ იღებდნენ ორმოდან, მიწაზე ფენდნენ და ფეხით ზელდნენ(სამ-ოთხ დაზელას, ერთი საშუალო ქურის). თიხა რომ არ დაკრულიყო, მიწაზე რიყის გაცრილ შლამს უფენდნენ. შემდეგ იღებდნენ დიდ გუნდებად, რომელსაც უწოდებდნენ„ლაფს“. ერთ ლაფს დებდნენ დაზგაზე(ფიცარი სისქით 8,9 სანტიმეტრი, სიგანით 70-80) და არჩევდნენ და ზელდნენ; ხელით აცლიდნენ კენჭებს და შემდეგ აკეთებდნენ გუნდას. ჩარხი შედგებოდა თავისგან, ღერძისა და დაფისაგან, რომელსაც ფეხით ატრიალებდნენ. ჩარხის ღერძს, კარგად რომ ესრიალა, იფნისგან ან შინდისგან თლიდნენ. თავი კაკლის ხის ჰქონდა, დაფაც კაკლისა(მძიმე უნდა ყოფილიყო, ინერციით რომ ებრუნა). დაფა ჩარჭობილი იყო კამეჩის ბეჭის ძვალში, რომელიც მიწაში იყო ჩაფლული. ბეჭზე ღორის ქონს უსვამდნენ. ჩარხს ჰქონდა თავისი იარაღები, ხელის ფიცარი, რომელიც ჭურჭელს ასუფთავებდა. ჩარხის თავზე გუნდას დადებამდე რიყის შლამს უყრიდნენ, ჭურჭელი რომ არ დაეკრა. ჭურჭელს ხატავდნენ წერნაქით, 6 რომელიც გამოწვის დროს წითლდებოდა. წერნაქი არის ყვითელი მიწა, რომელიც წყალში ჩაყრიდან 30 წუთში იშლებოდა. მისი შოვნა შეიძლებოდა მარტყოფსა და უჯარმაში. ჭურჭელი იხატებოდა კალმით(ფუნჯით), რომელსაც ბოლოში სახედრის ფაფრისგან გაკეთებული ბეწვი-ბალანი ჰქონდა. წითელი თიხისგან(ქოთნის თიხა) მზადდებოდა ლობიოს ქოთანი, კეცი მჭადისთვის, ქადისთვის, პურისთვის, თონისთვის. წითელ თიხას ურევდნენ ლამს(რომელსაც შოულობდნენ მინდორში ან რიყის პირებში, რომ არ დამსკდარიყო შრობაში(ორი წილი წითელი თიხა, ერთი წილი ლამი). წითელი თიხა ჩვეულებრივზე ერთი-ორი საათით ადრე იწვის, ამიტომ, ქურაში შემაღლებულზე ალაგებდნენ, თანაბრად რომ გამომწვარიყო. დაბლა ზედმეტად იწვოდა და ლურჯდებოდა. ერთი საქურე ჭურჭლის მომზადებას ერთი თვე, თვენახევარი სჭირდებოდა. ქურა ყველა ხელოსანს არ ჰქონდა და მეზობლის ქურაში წვავდნენ, საფასურად კი, 1 კოკას, ორ სურას იღებდნენ. ბოლო წლებში, იმის გამო, რომ გადაზიდვა ბევრ შრომასა და დროს მოითხოვდა, საკუთარ ქურას აშენებდნენ. ქურა შედგებოდა ორი სართულისგან, აშენებდნენ აგურითა და მინდვრის ლამით. პირველი სართული მეორეზე მომცრო იყო(ფართობი: შეშის შესაკეთებელი ადგილი – სიგრძე 2 მ., სიგანე 80-90 სმ. წინა კარში 198 (ქურის ყელი) ლაგდებოდა შეშა, გულში – ჭურჭელი. მეორე სართული შედარებით დიდი იყო და იქ მხოლოდ ჭურჭელი ეწყობოდა. პირველი პირი ფეხზე დაყენებით, მეორე – ყურზე დაყრდნობით, რომ არ გატეხილიყო(4-7 ფენად). თიხას იღებდნენ სოფელ გულგულის მახლობლად, რომელსაც ლამიან თიხას ეძახდნენ. ამ თიხისგან მზადდებოდა აგურიც. თიხას ყრიდნენ მიწაზე, ასხამდნენ წყალს და ალბობდნენ მეორე დღისთვის, შემდეგ ზელდნენ ფეხით ან საზელი მანქანით, ცხენის ან სახედრის მეშვეობით. დამზადებული კრამიტი შრებოდა და 7-8 დღეში უკვე გამოწვაც შესაძლებელი იყო ჩვეულებრივ მეჭურჭლის ქურაში. დღე-ღამის განმავლობაში ქურის თაღზე რომ სუფთა ცეცხლი ამოვიდოდა, კრამიტი უკვე გამომწვარი იყო. კრამიტს აწყობდნენ პირველ და მეორე სართულზე. პირველი კრამიტის წყობა თუ დაიწყებოდა ვიწრო ძირით, მეორე რიგი მიდიოდა უკვე განიერი ძირით, რომ კრამიტი კარგად ჩაწყობილიყო, ადგილის მაქსიმალური გამოყენებით. ქურა ცივდებოდა ორ დღეში. ერთი ქურიდან ზოგჯერ გამოდიოდა რამდენიმე უხარისხო კრამიტი, რომელშიც შეერეოდა კენჭები. ერთი სახეობის კენჭი იყო, რომელიც კრამიტს ტეხდა წვის დროს, მეორე კი წვის დროს იშლებოდა და(თეთრი) კრამიტი იჩვრიტებოდა. ორივე შემთხვევაში კრამიტი უხარისხო იყო და ასეთ კრამიტს ყრიდნენ. როცა კრამიტი მზად იყო გასაყიდად(100 ცალი 3 თუმანი(30 მანეთი)), მყიდველები მოდიოდნენ. შეკვეთები იყო ქალაქიდანაც და სოფლიდანაც. თუ დამკვეთი არ იყო, კრამიტი სოფლებში ბაზრობაზე მიჰქონდათ. ასევე იწვებოდა აგური: იმავე მასალით, მხოლოდ განსხვავდებოდა გაშრობის ვადა და გამოწვის ხანგრძლივობა. აგურის გაშრობას დაახლოებით 8-10 დღე სჭირდებოდა, ხოლო გამოწვას – 2-2,5 დღე-ღამე. ფორმა მზადდებოდა ხისგან(წიფელი, ცაცხვი, თელა და სხვ.). აგურის ყალიბი იყო ოთხიანი. ქართული აგურისაგან აშენებდნენ სახლებს, მოაპირკეთებდნენ მარნის ან სახლის იატაკებს. 100 აგური – 20 მანეთი. გამოწვა:(ლეგაშვილი დათა ილოს ძე) თავიდან ფუტურო შეშით იწყებდნენ შებოლებას, რომ ჭურჭელი დინჯად შემთბარიყო(ერთი ღამე), შემდეგ თანდათანობით ცეცხლი ძლიერდებოდა(საღი შეშით). ერთი ქურის გამოწვას ერთი დღე-ღამე უნდოდა, ჭურჭელი რომ კარგად გაწითლდებოდა(მეჭურჭლე თვალით ატყობდა), ქურას აღარ უკეთებდნენ შეშას. ქურა ერთ დღე-ღამეში ცივდებოდა. პირველ რიგში ნაკვერჩხალს გამოიღებდნენ რომ მალე გაცივებულიყო, შესასვლელს გაასუფთავებდნენ და 199 მალე გამოჰქონდათ ჭურჭელი, თუ შუა წვაში ჭურჭელი არ იყო შეწითლებული, ზედმეტი ალის დროს ჭურჭელი სქელდებოდა. ამიტომ მეჭურჭლე მთელი დღე-ღამის განმავლობაში ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რომ ზედმეტი ალი არ წასულიყო ჭურჭელთან. ჭურჭელზე ყურის შებმა: მშრალ ამინდში შეიძლებოდა საღამოზე შებმულიყო, წვიმიან ამინდში – 2-3 დღის მერე, რადგან ჭურჭელი ვერ ასწრებდა გამოშრობას და დაახლოებით 20-30% მუცელთან ყურის მილში სკდებოდა. ჭურჭელს, რომელსაც წვა დააკლდება, ეძახიან„უხნდელს“. ასეთი ჭურჭელი წყალს ცივად ინახავს, მაგრამ ჩვეულებრივთან შედარებით, ადვილად ტყდება. ჯემალ სანდოშვილის მასალის მიხედვით, ბეგიჯანოვების ოჯახის არაერთი წარმომადგენელი მისდევდა მეთუნეობასა და მეჭურჭლეობას. ერთ-ერთი მათგანის, აბელა ბეგიჯანოვის შესახებ ცნობები, ოჯახის წევრმა, მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ლამზირა დანელიამ მოგვაწოდა:„ეს იყო მაწანწრელი ბეგიჯანოვის ოჯახი. ჩემ მამამთილს გიორგი/გოგი ბეგიჯანოვი ერქვა და მზარეულად მუშაობდა შუამთის რესტორნებში. მამამისი იყო მეჭურჭლე აბელა ბეგიჯანოვი, 1878 წელს დაბადებულა და ამ ხელობით ინახავდა ოჯახს. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, რომელსაც შვიდი წელი გაუტარებია გერმანიაში და შვიდი კი – საფრანგეთში. იქ ფრანგი ცოლი შეურთავს, მაგრამ სიმამრს საქართველოში არ გამოუტანებია, ეს ერთი შვილი მყავსო და მოდი, შენ დაბრუნდი უკანო. ჩამოვიდა და აბა ეგ ვეღარ დააღწევდა ბოლშევიკებს თავს და რა თქმა უნდა, დარჩა აქ. მეჭურჭლე იყო. მოჭრიდა ჭურჭელს და მიჰქონდა გასაყიდად ველისციხეში, გურჯაანში. დედამთილისაგან გამიგია, რომ იქ ცვლიდა ნატურალურ პროდუქტზე. ამით იყო დაკავებული სიცოცხლის ბოლომდე ეს ადამიანი“. აბელა ბეგიჯანოვის პიროვნება(1878-1961), ლამზირა დანელიას ყოველთვის ძალიან აინტერესებდა. ოჯახში იმასაც ამბობდნენ, საფრანგეთში ორი ბიჭი დარჩაო. ერთი ხანობა ისიც იფიქრეს, ეგებ გავიგოთ რომელ ქალაქში იყო და მივაკვლიოთ იქ ნათესავებსო, მაგრამ არ გამოვიდა. 200 201 მეჭურჭლე„ბელტიყლაპია“ გიორგის ამბავი მაწანწრელი მეჭურჭლის და მისი ოჯახის, გიორგი ახპატელოვის ამბებს (ჭავჭავაძის №181) იხსენებს შვილიშვილი, ისტორიკოსი თამარ თამარაშვილი. მას უბანი კარგად ახსოვს. ისიც კარგად ახსოვს, როგორ მისდევდნენ უბნელები ხელოსნობას და ისიც, რაც აქაურობას განსაკუთრებულ კოლორიტს სძენდა:„აქ ცხოვრობდნენ ხელოსნები სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა პროფილის, დაბაღები, მეჭურჭლეები, თუნუქის ხელოსნები, ხის ოსტატები, კალატოზები, მლესავები. ეს მამაკაცების პროფესიები იყო, ქალები კი, ძირითადად, ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. გარდა ამისა, საინტერესოა არტელების ისტორიაც, რომელიც ამ ქუჩას უკავშირდება. [...] აქ მცხოვრები არაერთი პიროვნება გაერთიანებული იყო არტელებში, რომელიც არსებობდა თელავში გასული საუკუნის 30-40-იან წლებში. ჩემი წინაპრების ისტორიაც სწორედ ამას უკავშირდება. მამაჩემის მამა გიორგი, იგივე გრიგოლი სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა და სახლობდა საუკუნის დასაწყისში. ის მეჭურჭლე იყო“. გიორგის დედა, ნინო პირველივე მშობიარობას გადაჰყოლია. უდედოდ დარჩენილმა გიორგიმ კი პატარაობაშივე ისწავლა ხელობა იქვე, მაწანწარაზე, ქუჩის დასაწყისში მცხოვრებ მეჭურჭლესთან – ლადო ღარიბაშვილთან, რომელიც თან ასწავლიდა და თან ზრუნავდა კიდეც ობოლზე. გიორგიც კარგი მეჭურჭლე დადგა. მისი პროფესიონალიზმი ყველას აკვირვებდა. ისედაც გამორჩეული კაცი ყოფილა ახოვნებით, სილამაზით, ძლიერი ფიზიკური მონაცემებით:„მას თანამედროვენი ბელტიყლაპიას ეძახდნენ აი, ამ აღნაგობისა და ფიზიკური მონაცემების გამო. თიხის დამუშავება ხომ საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. ჯერ უნდა მოეტანათ მასალა, შემდეგ გადაეზილათ, დაემზადებინათ ჭურჭელი, შემდეგ გამოწვაზე უნდა ეზრუნათ. სხვათა შორის, როდესაც ვმუშაობდი არტელების ისტორიაზე, იქ ერთ-ერთ კრების ოქმში ვნახე პაპას სიტყვა, როდესაც ის მსჯელობს გამოწვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გამოეწვათ ჭურჭელი, რომ ხარისხიანი ყოფილიყო“. გიორგიმ ცოლად შეირთო თამარ ფიცხელაური(1908-1990) და მათ სამი შვილი შეეძინათ. დანარჩენი უბნელების და თანაქალაქელების მსგავსად, 33 წლის გიორგი ომში გაიწვიეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ყირიმში, ქერჩში დაეცა. მისი ერთადერთი ფოტოა შემორჩენილი, რომლის ასლიც მაწანწრის უბნის შინმოუსვლელის მემორიალზეა განთავსებული. სამწუ202 ხაროდ, მისმა ნაკეთობებმა, ჭურჭლის ნიმუშებმა დღემდე ვერ მოაღწია. თამარს სამი მცირეწლოვანი შვილის(ნუნუ, ვერგეზი და კარლო) აღზრდა მარტოს მოუწია ომის ურთულეს და გაჭირვებულ წლებში. ის საგულდაგულოდ ინახავდა ლამაზი, ჩიხტიკოპიანი ნინოს(გიორგის დედა) ფოტოს გიორგის ფრონტიდან მიღებულ სამკუთხა ბარათებთან ერთად. უბნელი ქალების მსგავსად, თან ხელსაქმეს მისდევდა:„მატყლს ყიდულობდნენ, სჩეჩავდნენ, ართავდნენ, ქსოვდნენ შალებს და ყიდდნენ. აი, ასე არჩენდა ოჯახს. ბებიამ მაწანწარაზე გაატარა მთელი ცხოვრება ღრმა სიბერემდე. რამდენადაც შეეძლო, შვილებს განათლებაც მისცა. მათ შორის მამას – კარლო თამარაშვილსაც. მამამ ბათუმში ისწავლა, იქ გაატარა სტუდენტობა და ცოტა ხანი იცხოვრა კიდეც. შესაბამისი განათლება არ მიუღია, მაგრამ საუკეთესო მუსიკალური სმენის და კარგი ხმის წყალობით აჭარის სახელმწიფო ანსაბლის სოლისტი იყო. მოგვიანებით, 1960-იანი წლების შუა ხანებში თელავში დაბრუნდა და აქაც გააგრძელა მუსიკალური სასიმღერო მოღვაწეობა:„შვიდკაცას წევრიც იყო, ძაფსაღებ ფაბრიკასთან არსებული გუნდის წევრიც, პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული გუნდის წევრიც... ქალაქში სხვადასხვა დროს არსებული უამრავი სიმღერის გუნდის წევრი. ბოლოს კი ვეტერანთა გუნდში მღეროდა ჩემი ძმის, გელა თამარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე.[...] სწორედ ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულმა შეახვედრა და დააკავშირა ჩემი მშობლები ერთმანეთს. დედას, ელენე მწარიაშვილს და მამას, კარლო თამარაშვილს ფირუზ მახათელაშვილის გუნდში გაუცვნიათ, მოსწონებიათ ერთმანეთი და შეუღლებულან. [...] მამას სხვადასხვა დროს ლოტბარობას უწევდნენ აწ განსვენებულნი გიგლა პაპალაშვილი, პავლე დემურიშვილი, ლევან აბაშიძე ანსამბლ„წინანდლის“ ხელმძღვანელი, და საერთოდაც, უამრავი სიხარულით სავსე მოგონება აკავშირებდა მუსიკალურ ხელოვნებასთან. მრავალი ჯილდო და ლაურეატის წოდება ქონდა მიღებული.[...] განსაკუთრებით იხსენებდა ხოლმე სტუდენტობის წლებს, 50-იანი წლების მეორე ნახევარს, როდესაც ბათუმიდან, აჭარის სახელმწიფო ანსამბლიდან გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყანაში გემით უხდებოდათ მოგზაურობა. ეს ის წლები იყო, როდესაც საკმაოდ მკაცრი და რეგლამენტირებული იყო საზღვარგარეთ გასვლა და კონტროლდებოდა თითოეული ადამიანის უცხოეთში ვიზიტი“. კარლო თამარაშვილი 1937 წლის 26 მაისს იყო დაბადებული. ომის დაწყებისას ის იმდენად პატარა იყო, რომ მამა არც კი ახსოვდა. ამის მიუხედავად, პაპისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მოკრძალება სწორედ მან ჩაუნერგა თავის შვილებს. მეთუნე ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილის ამბავი ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილი, დღეს მაწანწრის უბნის ქვედა წელში, აღმაშენებლის ქუჩაზე(№65) ცხოვრობს და სახლში კვლავაც ამუშავებს კერამიკის სახელოსნოს. მასვე ეკუთვნის მაწანწრის ძველი კერამიკის საწარმო, რომელსაც უბნელები„ქარხანას“ ეძახდნენ. ის, უბანში, სახელოსნო, და განსაკუთრებით, მეთუნეობა-მეჭურჭლეობის უახლესი ისტორიის მონაწილე, დროის მოწმე და მემატიანეა. 1938 წელს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა, ყველა 204 საშიკოს ეძახდა, მაგრამ ჯარიდან მოყოლებული, რადგან იქ მოფერებითი სახელით მიმართვა არ შეიძლებოდა, ალექსანდრეთი მიმართავდენ. სკოლის დასრულების შემდეგ, 1954 წლიდან, სწავლა მცხეთაში, კერამიკულ სკოლაში განაგრძო, სადაც ორი განყოფილება მოქმედებდა: მხატვრების და მოდელიორ-დამყალიბებლების, ალექსანდრემ ეს უკანასკნელი აირჩია და მას მერე თიხასთან კავშირი არ გაუწყვეტია. „მამაჩემი ჯარში წაიყვანეს და დაიკარგა იქ, დაიღუპა. მცხეთის კერამიკულ სკოლაში ომში დაკარგულის შვილებს, უფასოდ აჭმევდნენ, ტანსაცმელს აძლევდნენ. ხოდა, დედაჩემმა მირჩია, რომ ჩვენთვის იქ იოლი იქნებოდა. აი, ამ ამბავმა განაპირობა ეს და წამიყვანა იქ დედაჩემმა. აი, ეს იყო, ჩვენი დახმარება, ვისაც ჯარში ჰყავდა მამები დაღუპული. სინამდვილეში მამაჩემი ქერჩში მოკვდა, თუ სად, არ ვიცი, იმიტომ, რომ მაგათი ცენტრი იყო სოხუმი. სოხუმიდან უნდა გადაეყვანათ კუნძულზე[...]. მცხეთაში, კერამიკულ სკოლაში 1954 წელში მოვეწყე. იმ დროისთვის ჩვენი სკოლის დირექტორი იყო მიშა ბერიაშვილი. თბილისში ცხოვრობდნენ, მოდიოდა იქა. დახურულ ბაზარს ეძახდნენ, აი, სადაც კოლმეურნეობის მოედანია, იქვე ახლოს ცხოვრობდა. მასწავლებლები იყვნენ ხელობის, მაგალითად, ლუდი გივანიჩი, პოლონელი კაცი, აი, ამ ჩარხზე ვინც ასწავლიდა. თაბაშირზე ჩარხვას ვინც გვასწავლიდა, ეს იყო იური ბახტინი, ისიც თბილისში ცხოვრობდა. შემდეგში ჩარხზე მუშაობას კიდევ შაქრო მაჩხანელი გვასწავლიდა. მხატვრები იყვნენ, სოსო ვაჯიაშვილი, ისიც თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცხოვრობდა. იქ ვერცხლის ქუჩაა ერთ-ერთი, სადაც ის ცხოვრობდა. ეს მასწავლებლები რატომღაც ჩემში ხედავდნენ, თუ რა იყო და, მეხმარებოდნენ ხოლმე ყოველთვის სხვადასხვა საქმეში“. თიხის დამუშავებისადმი შემოქმედებითი მიდგომა ალექსანდრე ქუმსიაშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მცხეთის კერამიკულ სასწავლებელში სწავლისას გამოამჟღავნა. დღეს ასე იხსენებს სტუდენტობის პერიოდს და საქართველოს პირველი კერამიკული სასწავლებლის 7 მეთოდოლოგიას:„როცა ვსწავლობდი მცხეთაში, 3 წელიწადი უნდა გვესწავლა. იქ ფორმები მოდიოდა თავში, ვხატავდით. ძირითადი სამხატვრო გაკვეთილები როცა გვქონდა ხოლმე, სპეციალურად მოჰქონდათ სხვადასხვა ნიმუშები, ეს, ვინც ხატვას გვასწავლიდა, ბერიაშვილი უშუალოდ და მერე გოგო იყო ერთი გულო თბილისიდან, ჩამოგვიკიდებდნენ ნიმუშს და ვხატავდით. შეიძლებოდა თავადაც, ჩვენი წარმოდგენით დაგვეხატა, როცა მუზა მოდიოდა. ვხატავდი და ვაკეთებდი. როცა ეს ორგანიზაცია 205 ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილი. ქუმსიაშვილების საოჯახო არქივი. გაუქმდა, დაიშალა, მერე უკვე მეტი დრო მქონდა ჩემი სურვილებისთვის. ხოდა, ამ სურვილის მიხედვით, რაც მომივიდოდა თავში, დავჯდებოდი და ვაკეთებდი. სხვათა შორის, კმაყოფილები იყვნენ, ვინც მოდიოდნენ და ნახულობდნენ, მნახველები იყვნენ იქა, იმ დროისთვის“. ალექსანდრე ქუმსიაშვილი მცხეთის კერამიკულ სკოლაში 1954-დან 1957-მდე, 3 წელი სწავლობდა, შემდეგ ჯარში წაიყვანეს თელავში. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ მცხეთაში დაბრუნდა და„ადგილმრეწველობის კომბინატში“ დაიწყო მუშაობა, სადაც სამი წელი დაჰყო, შემდეგ კი ოჯახის გვერდში დგომის მიზნით კახეთში გადმოვიდა საცხოვრებლად:„ამ პერიოდში, ვმუშაობდი ველისციხეში, სადაც ჩემი ამხანაგი მუშაობდა თეთრ თიხაზე, მე კი წითელ თიხაზე გავხსენი იქ ასეთი პატარა ოთახი სახელოსნოდ. ველისციხეში მუშაობისას თელავიდან ადგილმრეწველობის კომბინატიდან ჩამომაკითხეს, არ ვიცი, ამათ ვინ უკარნახათ და ვინ მოასწავლა ჩემთან, ჩამოვიდნენ იქ. იმ დროისთვის სოზაშვილი ნასყიდა მუშაობდა აქ[იგულისხმება თელავი], იმას ჰყავდა ეგეთი ჭიჭიკო, მანქანას რო ეძახდნენ, ჩამოვიდნენ იქ და მთხოვეს, წამოდი, ესეთი ამბავია, ფეჩი დაგვიწვი ხოლმეო. კი ბატონო, წამომიყვანდნენ ხოლმე იქიდან და ფეჩს დავუწვავდი, დავამთავრებდი ფეჩის წვას. ფეჩს უნდოდა დაახლოებით კინაღამ სუტკა, ხან თითონ წამიყვანდნენ, ხან ჩემით, მაგალითად, ელექტრიჩკას მივდევდი. ბოლოს მთხოვეს, ჩვენთან გადმოდი სამუშაოდო. მაშინ 200 მანეთი კარგი ხელფასი იყო, ამიტომაც, კი ბატონო-მეთქი, დავთანხმდი. 64 წლიდან 70 წლამდე, ქირით ვცხოვრობდი აივაზაშვილების სახლში, სკოლის წინ არის, რომ ინგრევა. იშვიათად მიხდებოდა ბინაში მისვლა, მაგრამ მაინც ქირით ვიყავი. ნარეკლიშვილი იყო ჩვენი ადგილმრეწველობის კომბინატის დირექტორი. რამდენიმეჯერ მოიყვანეს კომისია, რომ ჩამებარებინა ცეხი და უარს ვამბობდი. არ ვიბარებდი. ერთხელაც დამიბარა და მითხრა, ჩაიბარე როგორც არიო, არადა, ბევრი გატეხილი რაღაც იყო, იმისი გასაღება არ შეიძლებოდა და ამიტომაც არ ვიბარებდი. ჩავიბარე მაინც ერთ მშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა, და იმის მერე გამაფორმეს კიდევაც, 65 წლიდან, და იმის მერე ვმუშაობ[...] ნასყიდაც ქვევით გადავიდა წითელ თიხაზე. მე თეთრი თიხა ჩამაბარეს, აქ ვმუშაობდით ჩვენ თეთრ თიხაზე, დოქებს ვამზადებდი ჩამოსხმით, სხვადასხვა ნაწარმსაც. 72 წლამდე ვმუშაობდი“. 207 208 209 ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილი. ქუმსიაშვილების საოჯახო არქივი. ალექსანდრე ქუმსიაშვილის თელავში გადასვლის დროისთვის, კერამიკის ქარხანაში ახალი დაწყებული იყო თეთრ თიხაზე მუშაობა. რადგან წითელი და თეთრი თიხა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალ-ცალკე მუშაობას მოითხოვდა, სახელოსნოც ორ ნაწილად იყო გაყოფილი, სადაც წითელი თიხის მიმართულებას დავით ასადაშვილი ხელმძღვანელობდა, თეთრი თიხისა კი, ალექსანდრე ქუმსიაშვილს ჩააბარეს. ვინ ააშენა მაწანწარაზე კერამიკის საწარმო, ალექსანდრე ქუმსიაშვილს არ ახსოვს, თუმცა თავად ესწრებოდა აქ პირველი პროდუქციის გამოწვას და ისიც ახსოვს, როგორ ჩაალაგეს დიდი ფეჩი და სულ ჩაენგრათ და გაუფუჭდათ. კერამიკის საწარმოში ძირითადად მაწანწრელი ხელოსნები მუშაობდნენ, ისინი, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამეზობლოს რომ ქმნიდნენ: ლეგაშვილი, ბეგიჯანოვი, ღარიბაშვილი და სხვები. ცეხშიც მუშობდნენ და სახლშიც ამზადებდნენ პროდუქციას –„ისე რო ორმაგად იყვნენ დატვირთულები“. ეს ხელოსნები ძირითადად წითელ თიხაზე მუშაობდნენ, ცეხში კი თეთრი თიხის განყოფილებაც იყო და რადგან სივრცე დიდი არ იყო, ყურადღება და ზედამხედველობა იყო საჭირო, რომ სხვადასხვა ფერის თიხის ნატეხები ერთმანეთში არ არეულიყო, იმიტომ რომ, თეთრ თიხას ერთი ნატეხი წითელი თიხაც რომ შერეოდა, ნაწარმის ხარისხი გაფუჭდებოდა. მერე, წითელი თიხის ოსტატები იქვე მახლობლად ძველ შენობაში გადავიდნენ სამუშაოდ„გომური“ ერქვა იქაურობასო, ბატონი საშა იხსენებს:„რადგანაც ჩაირთო ეს თეთრი თიხა მათ კერამიკულ წარმოებაში, უკვე ერთიმეორესთან მუშაობა არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ თეთრ თიხას სჭირდებოდა სხვა ღუმელი და სხვა ტემპერატურა და სხვა ღუმელი გვქონდა კიდე პატარა, რომელიც 900–950 გრადუსზე იწვებოდა და იმით კმაყოფილდებოდნენ ისინი. ისინი შეშით იწვებოდნენ, ჩვენ – დიზელით. მაშინდელ დროში დიზელი ძალიან იაფი ღირდა, ტონა ღირდა 40 მანეთი და, რა თქმა უნდა, ორგანიზაციას ეს აწყობდა კიდევაც“. ალექსანდრე ქუმსიაშვილის მონათხრობი საინტერესო ცნობებს გვაწვდის ტექნოლოგიური კუთხით, როგორც საბჭოთა დროს სამუშაო მასალის მოპოვებაზე, ისე ჭურჭლის მოხატვისა და გამოწვის პროცესებზე. „წითელი თიხა არის დაბალდნობადი, დაახლოებით 900-950-1000 გრადუსამდე თუ მიიყვანე, ძალიან მცოდნე უნდა იყო, რომ 1000 გრადუსამდე მიიყვანო, თუ არა, 1000 გრადუსს თუ გადაცდა 5 გრადუსიც, როგორც წყალი, ისე გახდება, დადნება. თეთრი თიხა, რა თქმა უნდა, 1200 გრადუსს უძლებს, ჩვენ 1250-ზეც ვწვავდით. იმათი ერთად ყოფნა არ შეიძლებოდა, 210 ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილი მეუღლესთან, გალინა გაძაბულაძესთა 2 ნ 11 ერთად მაწანწარაზე, საკუთარი სახლის წინ. ჭავჭავაძის ქუჩა №202 პატარა ნატეხი რომ მოხვედრილიყო წითელი თიხისა თეთრ თიხაში, სულ გააფუჭებდა იმას და თავის თავსაც აფუჭებდა. თეთრ თიხასაც და წითელსაც, ვხატავდით. ანგობა ერქვა იმ კრასკებს, რასაც წითელი თიხისთვის ვხმარობდით. თეთრი თიხისთვის რასაც ვიყენებდით, იმას ანგობა არა ჰქვია. ის უკვე სპეციალური კრასკებია, რომელიც დულევოს ქარხნიდან მოგვდიოდა. დულევო იყო მოსკოვის მახლობლად ქალაქი, იქ იყო სპეციალური საბჭოთა კავშირის კრასკების ქარხანა და იქიდან მოგვდიოდა კრასკები, გარედან მოხატვა იყო თუ გრაზური, იქიდან იგზავნებოდა. თბილისის კერამიკული კომბინატიდან მარტო თეთრ კრასკას ვიღებდით. დანარჩენი მოხატულობა, დულევოს გარდა, არსად არა მზადდებოდა. მთელი საბჭოთა კავშირი დულევოს ქარხნით მარაგდებოდა. დასავლეთში არის თეთრი თიხის მარაგი, რომელიც შეიძლება გასუფთავდეს და მიიღო ის ნამდვილი თეთრი თიხა, რომლიდანაც მაგალითად, მზადდებოდა პროდუქცია. მაგრამ, რადგანაც არც მოწყობილობა გვქონდა და არც არაფერი მაშინდელ საბჭოთა კავშირში, თავისუფლად შემეძლო დამზადებული თიხა მომეტანა და იმ დამზადებული თიხით მემუშავა და, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო“. მაწანწრის უბნის კერამიკის კომბინატის დირექტორები იცვლებოდნენ, ბატონი საშა კი მუშაობას განაგრძობდა. ბოლოს, 1990-იანებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წარმოებაც დაიშალა და საწარმოს გაყიდვაზე დაიწყო ლაპარაკი:„მე არც 90-იანებში მქონდა რამე და არც მანამდე, თუმცა ტერიტორიას სულ ვუვლიდი, ხეებს ვრგავდი და ვაწესრიგებდიო“, - იხსენებს საშა ქუმსიაშვილი. მერე ისე მოხდა, რომ კომბინატის რეალური მყიდველი გამოჩნდა, რომელმაც საწარმოს ერთად შესყიდვა და ამუშავება შესთავაზა. გაფორმებით კი გაიფორმეს, მაგრამ მეპატრონე მას მერე აღარ გამოჩნდა და წარმოების მართვის პასუხისმგებლობა მთლიანად საშა ქუმსიაშვილს დაეკისრა:„დავრჩი მე მარტო, მუშაც მე ვიყავი, ვწვავდი და ვამუშავებდი და ყველაფერი მე მეხებოდა. ეს იყო 1995 წელში. აღარც მოვიდა, წავიდა და წავიდა ეს კაცი, იმას სულაც არ აინტერესებდა, რავი, ეს ჩემი კერამიკა, თუ რა მოხდა, არ ვიცი. ბოლოს დადგა უკვე საქმე, რომ იყიდებოდა ეს ორგანიზაციები და 2000 წელში მივედი მეც იქ, გამყიდველობის ის იყო დაბლა პირველ სართულზე. კოტე იყო იქ ამათი უფროსი გაყიდვის ორგანიზაციისა. ასეთი ამბავია, კი ბატონო, გავავრცელეთ ხმა, მაგრამ ვინაიდან ძაან დიდი მოთხოვნა არ ქონდა, მსურველები მაინცდამაინც ბევრი არ აღმოჩნდნენ, ისევ შევისყიდე მე. შევისყიდე ტერიტორია და გადმომეცა ამასთან ერთად ის დანგრეული შენობაც, ის სუყველაფერი. 212 ხოდა, იმის მერე ვმუშაობდი იქ იმ პერიოდში. დღესაც, თუ მსურველი ვინმე არის, იქ ვმუშაობ ხოლმე“. მაწანწრის უხუცესი მეთუნე, რომელმაც მთელი ცხოვრება თიხას მიუძღვნა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, საბჭოთა დროის კერამიკის საამქროში გაატარა, სადაც მასობრივად ამზადებდნენ თეთრი და წითელი თიხის კერამიკულ ნაწარმს, ასე აფასებს დღევანდელობას: „ჩარხზე რომ ვზივარ, თავში რაც მომივა, იმას ვაკეთებ. მომივა პატარა ჭინჭილა, ვაკეთებ იმას, ქვევრი მომივა, ვიფიქრებ, გავაკეთებ. დიდი ჭინჭილა მომივა, გავაკეთებ. ყულაბა მომივა თავში, გავაკეთებ. რაც მომივა თავში, ყველაფერს ვაკეთებ აი, ამ თიხით ჩარხზე. ისე, რომ სხვასთან შეთანხმებაც არა მჭირდება. კომუნისტების დროს უნდა დაგემტკიცებინა ფასი. თბილისში იყო ფასთა კომიტეტი, იქ უნდა ჩაგეტანა და მთავრობის ფასი უნდა დადებოდა და რაკი ეს კერძოობა გაჩნდა, უკვე აღარავინ გედავება, გააკეთე, რაც გინდა და ფასიც დაადე...“ თიხის მოპოვება, დამუშავება, მხატვრული მიდგომა და ტექნოლოგიების ფლობა, ის მნიშვნელოვანი ცოდნაა, რომელსაც მეთუნეობა მოითხოვს. დღეს ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილის სურვილია, ეს ცოდნა მომავალ თაობებს გადასცეს, მისი პირველი მოსწავლეები მისივე შვილიშვილები არიან, რაც ამ ჯაჭვის სამომავლოდ გაგრძელების იმედად გვესახება. ალექსანდრე(საშა) ქუმსიაშვილი, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი 213 მეჭურჭლე ონიკაძეების(ონიკოვების) ამბავი „ამ ქუჩაზე ძირითადად ყველა იყო მეთუნე. აქეთ მხარეს ქურციკაშვილი, მეთუნე. ლეგაშვილები, მეთუნეები. სხვათა შორის, ტიტია ქურციკაშვილი ყოფილა ძალიან ბრწყინვალე ხელოსანი. პაპაჩემმა იცოდა ხოლმე, არასოდეს ის ხელს არ ააჩქარებსო, ყოველთვის ხარისხიან ნაწარმს ქმნისო. [...]სხვა ხელოსნებიც იყვნენ. მჭედელიც იყო, ტიკის დამამზადებელიც.[...] ძირითადად ამათი რეალიზაციის ბაზარი იყო ველისციხის ბაზარი. ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდნენ ორ-ორნი და იქ ყიდდნენ“, – უბნის უახლეს წარსულს იხსენებს მაწანწრელი, 1951 წელს დაბადებული მიხეილ ონიკაძე 8 , რომელიც ცნობილი მეთუნის, სტეფანე ონიკოვის შთამომავალია. 9 სტეფანე ონიკოვმა მაწანწარაზე, ჭავჭავაძის ქუჩის №200-ში მდებარე სახლი 1922 წელს იყიდა და მეთუნეობის სახელოსნოც აქ მოაწყო. ოჯაში მეთუნეობას და მეჭურჭლეობას არაერთი თაობა მისდევდა:„მამაჩემი იყო დავით ონიკაძე, პაპაჩემი მიხეილ ონიკაძე, მისი მამა სტეფანე ონიკოვი, სტეფანეს მამა მიხა ონიკოვი, მიხას მამა იყო ვანო ონიკოვი, ხოლო ვანოს მამა იყო ჩვენი წინაპარი – ვინმე მიხა(გლახა) ფეიქრიშვილი. აი, აქედან მომდინარეობს ჩვენი გვარი.[...] ეს მიხა(გლახა) ფეიქრიშვილი, თელეთიდან ჩამოვიდა, ცოლი კი ყავდა, მაგრამ უშვილო იყო, ხოდა, თელეთიდან გამოყვა შალაურის ურმების კოლონას და აქ იქორწინა ამ კაცმა სონა ონიკოვზე. სხვა არაფერი ვიცით. სასაფლაოზე ქვები იდო და იქ ვნახეთ, ეწერა მიხა-გლახა ფეიქრიშვილი და სონა ონიკოვი და ჩემი ვარაუდია, რომ აქედან მომდინარეობს ეს გვარი. ჩემი წინაპრები ყველა თითქმის იყო მეჭურჭლე და მესაკირე. უახლოესი წინაპარი, რომელთანაც მე შეხება მქონდა, ეს არის პაპაჩემი“. სწორედ პაპის ნაამბობიდან სმენია მიხეილ ონიკაძეს – მეთუნე სტეფანე ონიკოვის ამბავი: „საკმაოდ მაღალი ტანის კაცი ყოფილა, კარგი მესაკირე და მეჭურჭლე. 1900-იან წლებშია ეს ბინა აშენებული. პაპა სტეფანეს და ამათ ყავდათ ძალიან ბევრი საქონელი და ურმები. მთელი სამშენებლო მასალა, აქ თუ რამეა, მათი მოზიდულია ურმებით. მაშინდელი სატრანსპორტო საშუალებებით და მერე ამათ შეიძინეს უკვე 1922 წელს, როდესაც საქართველოში ბონები 10 იყო, აი, ამ ფულზეა შესყიდული.[...] 1900-იან წლებში, სახლი ვინმე არუთინოვებს აუშენებიათ და სტეფანე ონიკაძე აქ უბრალოდ, დამხმარე მუშად მუშაობდა. არუთინოვების სახლი მოგვიანებით შეიძინა ჩემმა მამამთილმა. თვითონ არუთინოვები მგონი 214 215 მალხაზ ონიკაძის საოჯახო არქივი. სომხეთში გადავიდნენ და მოგვიანებით, როცა ერთხელ ჩამოვიდნენ, მოვიდნენ ჩვენთან და გაკვირვებულები დარჩნენ ეს იატაკი ხომ მაშინდელია, ჩვენი დაგებულიო“, – გვიყვება მალხაზ ონიკაძის დედა, 1928 წელს დაბადებული ნინო დიდებაშვილი, რომელიც უკვე 72 წელია ამ სახლში ცხოვრობს და ამ უბნის ლამის საუკუნოვანი ისტორიის მოწმეა:„ჩემი მამამთილი, მიხეილ სტეფანეს ძე ონიკაძე, იყო მეჭურჭლე კაცი, ჭურჭელს აკეთებდა. დაბლა სათავსო გვაქვს ერთი დიდი, ამას ვეძახდით ქარხანას, ეხლაც ქარხანას ვეძახით. ამ ქარხანაში მუშაობდა ჩემი მამამთილი და სჭრიდა ჭურჭელს. ამ ჭურჭელს ჰყიდიდნენ მერე, მიჰქონდა ველისციხეში და აქაც[სახლის წინ] ალაგებდნენ, სკამი გვქონდა გრძელი და უბანშიც ჰყიდიდნენ ამ ჭურჭელს. ის ამავე დროს იყო მესაკირე კაცი. ამ კირს ჩემი მეუღლეც[დავით ონიკოვი] აწარმოებდა: ქვას კრეფდნენ რიყეში და მოჰქონდათ, თეთრს ქვას ეძახდნენ. შავი ქვაც მოჰქონდათ. საკირე ჰქონდა ეზოში. ამ საკირეში იწვებოდა შავი კირიც და თეთრიც. თეთრ კირს ჰყიდიდნენ, სოფელშიც მიჰქონდათ ან ახლომახლო სოფლებიდან თავად მოდიოდნენ საყიდლად და ასე ცხოვრობდნენ. ასე ვცხოვრობდით. თიხის ჭურჭელს ქმარიც ჭრიდა და მამამთილიც: ლიტრებს, სურებს, კოკებს, ქურაში ვალაგებდით, მეც ვშველოდი. მერე შეშით სწვავდნენ რამდენიმე დღე ამ ჭურჭელს. კირსაც ასევე. საკირეც გვქონდა ჩვენ ეზოში და მეჭურჭლის ქურაც და ორივეს ხმარობდნენ. აი, ჩვენ უბანში არა ჰქონდათ ძალიან ბევრს ეს ჭურჭლის ქურა და სამეზობლოდან მოჰქონდათ ჭურჭელი, ალაგებდნენ შიგ და სწვავდნენ. ჩვენი მეზობელი იყო გრიშა რატიანი, ახლო ნათესავი. ამასაც მოჰქონდა თავისი ჭურჭელი და ჩვენ ქურაში სწვავდა. ისე რომ უბანი ხმარობდა ამ ქურას, ასე იყვნენ. ჩემი მამამთილი მეგობრობდა აქვე მცხოვრებ მეჭურჭლეებთან: ღარიბაშვილი ვლადიმერი იყო, რატიანი გრიშა. მეგობრობდნენ და დახმარებაც იცოდნენ ერთიმეორის, ჭურჭელს უკეთებდნენ ერთმანეთს. გრიშა ძია უკეთებდა ჭურჭელს ჩემს მამამთილს, ეხმარებოდა. ჰოდა, ესე მეგობრობაში იყვნენ. აქეთ მხარეს ცხოვრობდა კიდევ ბეგიჯანოვი გულო, შამონის 11 ძე. ეს კაციც მეჭურჭლე კაცი იყო“. „ქარხანაში“ ონიკაძეებს ჩარხიც ედგათ, ღუმელიც და ჭურჭლის საშრობი თაროებიც. დავით ონიკაძეს მთელი ეს აღჭურვილობა მოგვიანებით ინტერნატისთვის, ომარ ფეიქრიშვილისთვის გადაუცია. მანამდე კი, ჭურჭლის ჭრაში მთელი ოჯახი იყო ჩართული:„პაპა მიხეილი საკმაოდ კარგი ხელოსანი იყო, წარმატებული. ხელოსნობაში სიდიადეს და კარგს რას ვუ216 წოდებ, იცით? თვითონ თიხა უნდა ყოფილიყო თხელი და ჭურჭელი ყოფილიყო სუფთა“, – იხსენებს მიხეილი. მეჭურჭლეები და მეთუნეები ტრადიციულად მესაკირეობასაც მისდევდნენ:„მესაკირეობა ძალიან ძნელი, რთული პროფესია და მძიმე„კატორღული შრომაა“. ეს პროცესი მოითხოვს ჯერ სპეციალური ქვის მოზიდვას, ასევე შეშის მოპოვებას და შემდეგ ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად უძილობას, რადგან წვის პროცესისთვის თავის მინებება არ შეიძლება“. ხელოსნები საბჭოთა დროს პატენტით, ანუ სარეგისტრაციო მოწმობით მუშაობდნენ, სადაც ისიც კი იყო განსაზღვრული, თუ რომელ ბაზარზე შეეძლოთ პროდუქციის გაყიდვა. ამ მითითებული ადგილის გარდა სხვაგან ვერ გაიტანდნენ ნაწარს, მხოლოდ სახლის წინ თუ გამოფენდნენ დამატებით. მაწანწრელებს ძირითადად ველისციხის ბაზარი ეწერათ და მართლაც, იქ დადიოდნენ სავაჭროდ. ჭურჭლის გადასაზიდად და სატრანსპორტო საშუალებად მაშინ გამწევი საქონელი ჰყავდათ:„სტეფანე წასულა ლეკებში და იქიდან გადმოუყვანია ტონანახევრის გამწევი კამეჩი. ურმები არსებობდა საშეშე და საძნე. ამ კამეჩს საძნე ურემი დიდი მოუვიდა მოცულობით და საშეშე ურემში მოუწია შებმა ძლიერი კამეჩებისო“. სტეფანე ონიკოვი გარდა კარგი ოსტატისა, დეგუსტატორიც ყოფილა. ოჯახში გადმოცემა არსებობს, რომ თბილისიდან ყურძნისა და ღვინის საყიდლად მოსულ სირაჯებს, სწორედ სტეფანე მიჰყავდათ ხოლმე გემოს გასასინჯად. ერთხელაც გაუსინჯავს სტეფანეს ღვინო და უთქვამს:„ღვინო კარგია, მაგრამ რკინის გემო აქვსო“, მართლაც, ის ქვევრი ბოლომდე რომ ამოხაპეს, ძირში, ქვევრში ჩავარდნილი კამეჩის ნალი უნახავთ“. დეგუსტატორის გარდა, ღონიერი კაციც ყოფილა. 1910-იან წლებში, თელავში, დღევანდელი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კრივი იმართებოდა. მართალია, სტეფანე ონიკოვს კრივში მონაწილეობა არ ჰყვარებია, მაგრამ ერთხელაც, როცა დედა გარდაეცვალა –„გასულა და ისე კარგად უჩხუბია, რომ თამარ ჩოლოყაშვილს თათრული ქისა გადმოუგდია: სტეფანე, ამის ღირსი ხარო“. ჭავჭავაძის ქუჩის №200-ში, მაწანწრელი ოსტატების, ონიკაძეების სახლში, სახელოსნო სივრცე ე.წ.„ქარხანა“ დღემდეა შემორჩენილი, იქვეა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებული მარანი, ტრადიციული ღვინის ქვევრებით, სახლის უკან მდებარე ვენახს დღემდე უვლის მალხაზ ონიკაძე. ადრე ოჯახს გაცილებით დიდი ვენახი ჰქონია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა დავით და მიხეილ ონიკაძეებს, ვენახში, ხეივნის ქვეშ მეგობრებთან ერთად ჰყვარებიათ მოლხენა: 217 „მერე მთავრობამ ჩამოგვართვა ეს ვენახი, იქ რაღაც გააკეთეს, არ ვიცი რა ერქვა იმას, რაღაცა ააშენეს. ტრაქტორი რომ შეიყვანეს, მეც იქ ვიყავი. მეცოდებოდა ეს კაცი. მამამთილმა, რომ დაინახა, რომ ხეივანი გამოთხარეს და დაუნგრიეს, კაცი გადავარდა. მივვარდი, მივეხმარე, ავაყენე, დავაწყნარე, რისთვის გინდა, ვეუბნებოდი კიდეც, მე ამ ვენახში არ ვიმუშავებ და ჩემი მალხაზი. ვაწყნარებდი. წაიღონ, რათ გვინდა. ჰოდა, ასე ჩამოგვართვეს.[...] მეზობლებსაც ჰქონდათ პატარ-პატარა ვენახები, ხელოსნებნინო დ 2 ი 1 დ 8 ებაშვილი, ი. ჭავჭავაძის N 200, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი საც და იმათაც ჩამოართვეს“, – იხსენებს ნინო დიდებაშვილი. 12 რამდენიმე ხნის წინ მალხაზ ონიკაძემ ისევ ჩაყარა 300 ძირამდე ვაზი ეზოში. დღეს ონიკაძეების მარანში, ღვინო ისევ ყენდება და ჭაჭაც იხდება. მთლიანობაში ეს სივრცე: ისტორიული სახლი, ძველი„ქარხანა“, მარანი და ეზოში გაშენებული ვენახი საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა სტუმარ-მასპინძლობისათვის, მით უმეტეს, რომ სტუმრიანობა აქაურობას არც ადრე აკლდა და ქალაქში მოსული ტურისტების დიდ ინტერესსაც იწვევ219 და:„ამ სახელოსნოში ხშირად სტუმრობდა კოლაუ ნადირაძე, ვინც მახსოვს... ასევე, იოსებ ნონეშვილი რამდენჯერმეა აქ ნამყოფი. საქმე იმაშია, რომ, აქ რომ ჭურჭელი ელაგა, ყველას აინტერესებდა, როგორ ხდებოდა მისი წარმოება და შემოდიოდნენ.[...] ჩემი ახალგაზრდობის სათაყვანებელი პიროვნება იყო ავთო ვარაზი, მე რამდენჯერმე ვარ მის სახელოსნოში თბილისში ნამყოფი. მახსოვს, როდესაც თელავში იღებდა გიორგი შენგელაია ,,ფიროსმანს“, აქ ჩვენს უბანში მოხდა მისი ერთი ეპიზოდის გადაღება. ღრუბლიანი ამინდი იყო და იმ სცენისთვის კი მზე უნდოდათ და ამიტომ ისვენებდნენ. ავთო ვარაზი წამოვიყვანე პაპაჩემის გასაცნობად“, – გვიყვება მალხაზ ონიკაძე. დღეს, ონიკაძეების მემკვიდრეობა მაწანწრის ქუჩას ჩვეულ ინდივიდუალობას მატებს და ქუჩის ისტორიული მეხსიერების მატარებელ მნიშვნელოვან ობიექტად გვევლინება. მესაკირე დოდაძეების ამბავი ანიჩკა ჭილაშვილი 13 ახმეტიდან არის. მაწანწარაზე 25 წლის ასაკში გამოთხოვდა; ახლა უკვე 87 წლისაა და აგერ თითქმის 64 წელია აქ ცხოვრობს, ჭავჭავაძის №215-ში. მეუღლე, ავთო, მამამთილი პავლე და დედამთილი მანია დოდაძეები მესაკირეები იყვნენ, ანუ„საკირესა სწვამდნენ“. ჯერ ახმეტაში მუშაობდა მამა-შვილი, იქ კირის საწარმო ყოფილა. შემდეგ, თელავში რომ გადმოვიდნენ და თან ანიჩკაც წამოიყვანეს, საკირის გათხრა აქ, მაწანწარაზე, თავიანთ ეზოში გადაუწყვეტიათ. პავლე დოდაძე მალე გარდაიცვალა და საკუთარ ეზოში საკირის მოწყობას ვეღარ მოესწრო; გარდაცვალებამდე კი,„საკირეს რომ თავი გაანება, ფაიტონი ჰქონდა. გააგრძელა ფაიტონით სეირნობა, ფულზე კი არ მუშაობდა, ძმაკაცები ყავდა და ალავერდში დადიოდნენ, ქეიფობდნენ. მუსიკა ყავდა, არღანი“. ოჯახმა კირის გამოწვა გააგრძელა:„ჩემი დედამთილი და მეუღლე მუშაობდნენ ხოლმე. მეც ვეხმარებოდი და ჩემი შვილებიც ქვის მიზიდვაში რომ[საკირეში] ჩაედგათ. ეს ქვა რომ მოტანილი იყო, ჩვენ მივუზიდავდით, ჩემი ქმარი შიგ[ამოთხრილ საკირეში] იყო ჩასული და ვაწვდიდით იქ[ქვას], რო დაედგა კირი[...] თვითონ იცოდა ჩადგმაც, დაწვაც და ყველაფერი[...] ჩემი ქმარი სანამ საკირეს დაიწყებდა, ჭურჭელსაც აკეთებდა, ქვევრებსაც აკეთებდა, დოქებს. წინათ კოკები იყო ხოლმე თიხისა, ამეებზედაც მუშაობდა“. 220 მანქანა ჰყავდათ დაქირავებული და თეთრ ქვას წითელწყაროს მხარიდან ეზიდებოდნენ. ეზოში, გომურის ზემოდან გათხრილ საკირეში იწვებოდა ეს სპეციალური ქვა:„ამ საკირეს კარები ჰქონდა აქეთ გამოთხრილი და შეშის შესაკეთებელი ადგილი ჰქონდა დარჩენილი და შიგნიდან საკირეს ქვით აშენებდნენ, ეს ქვა ეგრე იყო აშენებული აგურით, რო ეს ქვები ესე მისდევდა და შეშის ცეცხლის ამოსასვლელი ადგილი რჩებოდა აი, ამ საკირეში. რო შეუკეთებდით ცეცხლს საკირეზე, ეს ცეცხლი მიდიოდა ამ ქვებში და მერე მაღლა ადიოდა კიდევ ეს ცეცხლი. ქვას მძიმე მძიმედ ეკიდებოდა ცეცხლი და იწვებოდა ასე. ქვაში აღარ იყო ცეცხლი, როცა უკვე იწვებოდა კირი. ცეცხლი უკვე მაღლა მიდიოდა, ქვებში აღარ შედიოდა და უკვე იცოდა, რო დამწვარი იყო“. თვითონ, ანიჩკა ჭილაშვილი მკერავი იყო, ეს საქმე ახმეტაშივე ისწავლა. თელავში რომ გადმოვიდა, ერთი თვეც არ იყო გასული და კლიენტი მოუვიდა:„გაეგო ხალხს, რო მკერავი მოვიდა უბანში რძალიო და მოდიოდა და მოდიოდა კლიენტი[...] თუ რამე ჩასაცმელია ქალის, ყველაფერს ვკერავდი“. მოგვიანებით, როცა შორიახლოს სამკერვალო გაიხსნა, იქ დაიწყო მუშაობა, მაგრამ სახლშიც კერავდა. სულ ჰქონდა შეკვეთები. ხანდახან სამკერვალოში მორიგეობა უწევდა და ღამე, 4 საათზე ბრუნდებოდა სამუშაოდან. ქმარი დაღლილი თუ დახვდებოდა საკირის ყარაულობით, დასაძინებლად გაუშვებდა და თვითონ მიხედავდა საკირეს დილამდე: გაათენებდა, შეუკეთებდა და წვავდა. კირის გამოწვას ოთხი დღე უნდოდა. კვირას რომ დაანთებდა, მეორე კვირას უკვე დიდ მანქანაზე დატვირთავდნენ გამომწვარ კირს და ველისციხის ბაზარში მიჰქონდათ გასაყიდად. სახლიდანაც ყიდდნენ ხოლმე ცოტ-ცოტას. სოფლებში იცოდნენ, რომ მაწანწარაზე კირი იწვებოდა და მოდიოდნენ. ოჯახს ერჩივნა ერთიანად გაეყიდათ, ვიდრე ასე ცოტ-ცოტა:„დიდ მანქანას დაუტვირთავდა და მიჰქონდათ. თუ დარჩებოდა, ცხენის ურემიც იყო მზად და იმითაც მიჰქონდათ ხოლმე“. „შაბიამანის მაღაზიებში გამოსვლამდე, კირს ძალიან კარგი გასავალი ჰქონია; მერე კი, შაბიამანი შემოვიდა მოდაში და ჩემმა ქმარმაც დაანება საკირეს თავი, აღარ იყიდებოდაო“, – იხსენებს ქალბატონი ანიჩკა. ავთო დოდაძე 59 წლის ასაკში გარდაიცვალა და ორი წლის დანებებული ჰქონდა თავი ხელობისთვის. თამარ დოდაძე ანიჩკა ჭილაშვილის რძალია და უკვე 33 წელია ამ სახლში ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს, როგორ საქმიანობდა მამათილი, ავთო დოდაძე და როგორ სწვავდა კირს. ამ, საოჯახო საქმიანობაში თა221 ვადაც მონაწილეობდა 1980-იან წლებში:„კირის გამოწვა ორი მეთოდით ხდებოდა – ნახშირით და შეშით. ნახშირით ფენა-ფენა ხდებოდა ჩალაგება, შეშით კი, სპეცილურად შეუკეთებდნენ, მერე ქვას ჩააწყობდნენ, ამოაშენებდნენ კოკოლასავით და მთელი დღე-ღამე ბოლში ხდებოდა გამოყვანა. მერე, ნელ-ნელა ცეცხლი ძლიერდებოდა და ამ ცეცხლს უნდა დაეწვა ჩალაგებული ქვა. [...] დამწვარ ქვას იყენებდნენ შესაწამლად, ხეხილისთვის, ვენახისთვის, ვაზისთვის[...] სამი დღე მაინც უნდოდა, როცა შეშაზე იწვებოდა.[...] ნახშირით როგორ ხდებოდა იცით? მაგალითად, ჩაიხედავდა ჩემი მამამთილი და უკვე იცოდა იმან[მზად იყო თუ არა]. საკირეს ქვემოდან საშეშე ჰქონდა გამოთხრილი, ბუხარს რომ აქვს ისე. შეშაც იქ იწვებოდა ხოლმე. სპეციალურ რკინას შეუყოფდნენ და თუ ჩამოიშლებოდა, კიდე მიაყრიდნენ ზემოდან ნახშირს და ქვას. შეშას ეს არ სჭირდებოდა, სულ მთლიანად უნდა ჩამწვარიყო. მამამთილი ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა, როდის იყო მზად. მერე გამომწვარი კირის გაგრილება შიგნითვე, საკირეში ხდებოდა და ამის მერე მოხსნიდნენ თავს. ეს ხომ ფენა-ფენად იყო ჩაწყობილი და ამიტომ, შეიძლებოდა მაღლითა ფენა არ ყოფილიყო ბოლომდე დამწვარი, მაგრამ დაბლა უკვე სულ დამწვარი იყო. აი, რომ დააგდებდა ქვას ხო, წკრიალი გაჰქონდა. აი, რაღაცა ზარივით ხმა ჰქონდა დამწვარს. ადგილზევე ვყიდიდით ძალიან ბევრს, ძალიან ბევრი კლიენტი მოგვდიოდა, მე თვითონა ვარ მონაწილე და მე თვითონა მაქვს გაყიდული ძალიან ბევრი. გაჰქონდათ კიდე მანქანითაც. მეც ვმუშაობდი ფიზიკურად, ვაყრიდით ხოლმე ნახშირს, ქვას. ჩემი მამამთილი ამტვრევდა ხოლმე სპეციალური ჩაქუჩით. იყო ორნაირი ქვა. მაგალითად, იყო, რომელსაც არ უნდოდა დამტვრევა, იყო, რომელიც მოჰქონდათ წითელწყაროდან და იმას უნდოდა დამტვრევა. რაღაცა სამკუთხედი ჩაქუჩი იყო. რომ დაარტყავდა, ქვა სკდებოდა. მეც ვიჯექი აქ, ღამეებს ვათენებდი და ვეხმარებოდი. ბევრჯერ უთქვამს ჩემს მამამთილს, შვილო, წადი, დაიძინე და მე მივხედავო. ღამის 3, 4, 5 საათი ყოფილა და საკირესთან ვისხედით ხოლმე, ვყარაულობდით. როცა მით უმეტეს, შეშაზე იწვება, არ შეიძლება თავის დანებება – რომ არ ჩაქრეს. თუ ჩაქრა, დამთავრდა, იმას ვეღარ აანთებ, არარსებულია. ამ ყველაფერმა გაიარა ჩემს დროს, ჩემს წლებში. ძალიან შრომატევადი და საჯაფაოა. მაგრამ, მაშინ ამ ოჯახს ესე ეცხოვრებოდა და ამით ირჩენდა თავს. ჭურჭელსაც წვავდნენ საკირეში. 222 ქვასთან ერთად ჩაწყობა არ შეიძლება, ცალკე უნდა ჩალაგდეს ჭურჭელი, სხვანაირად, ფეხზე მდგმოიარე და სხვა ტემპერატურა სჭირდებოდა გამოწვას. ერთხელ შევესწარი ჭურჭლის გამოწვას, დოქები, ჭინჭილები და სხვა ჭურჭელი იყო ჩალაგებული. მაგრამ ჩვენი ოჯახი ძირითადად უფრო ქვას ვწვავდით. ქვის მოთხოვნა გვქონდა, გაჰქონდათ ალვანში, დაჰქონდათ სოფლებში. ერთი პიროვნება ცხოვრობდა დაბახნებზე, იხვს ეძახდნენ, ცხენის ურმითაც დაჰქონდა იმას. დაუტვირთავდა ჩემი მამამთილი, მეც ვეხმარებოდი ხოლმე და წაიღებდა, სოფლებში ჩამოატარებდა, გაუყიდიდა და ფულს მოუტანდა. იმას თავის გასამრჯელოს აძლევდა და ასე“, – იხსენებს თამარ დოდაძე. საკირის ნაშთები კი, ჭავჭავაძის 25-ში დღესაც არის შემორჩენილი. სწორედ მაწანწრის უბნის მომიჯნავედ, სოფელ ვარდისუბანში, ერთ-ერთი სახლის წინ, გამომწვარი კირიც იყიდება, ანუ ეს ტრადიცია და ცოდნა ჯერ კიდევ არის შემონახული. მარცხნიდან პირველი- პავლე დოდაძე, მესაკირე, მეფაიტონე. ანიჩკა კილაშვილის საოჯახო არქივი. 223 მეთუნე რატიანების ამბავი მაწანწარაზე მცხოვრები რატიანების ოჯახიც მეთუნეობა-მეჭურჭლეობით იყო ცნობილი. ოჯახის ისტორია მათმა შთამომავალმა, მამუკა რატიანმა გაგვიზიარა. მისი მონათხრობის მიხედვით, წინაპრები ზემო სვანეთიდან, მესტიიდან ჩასახლებულან ჯერ რაჭაში და შემდეგ უკვე პაპამისი გრიშა და მისი ძმა თელავში გადმოსულან, რადგან იმხანად მთაში დიდი გაჭირვება ყოფილა, რის გამოც ძმებმა ქალაქში ცხოვრება არჩიეს. აქ შექმნეს ოჯახები და მაწანწარაზე გვერდიგვერდ სახლებში დასახლდნენ. მამუკას წინაპრების სახლი ჭავჭავაძის ქუჩის №211-ში მდგარა. ძმებმა რატიანებმა, ხელობა მეზობელი მიხა ონიკაძისგან ისწავლეს(ჭავჭავაძის №200). „მაწანწრის უბანი მოისაზღვრება ხიდიდან ხიდამდის, შემოსასვლელის ხიდი რომ არის ვარდისუბნის და მეორე ხიდი, საიდანაც დაბახნებზე ადის გზა. აქ მეზობლად სხვა მეჭურჭლეები და მესაკირეები ცხოვრობდნენ. იქითა მხარეს კიდევ სწვავდნენ კირს, დოდაძეები იყვნენ გვარად. აქეთ ჭურჭელი იჭრებოდა, იქით კირი... მახსოვს, ტურისტები დადიოდნენ, დაახლოებით 1980 წელში, შემოდიოდნენ, აინტერესებდათ, ათვალიერებდნენ მოჭრის პროცესსაც... ონიკაძეების სახელოსნოში მახსოვს ეს პროცესი. მე რომ პაპა დამეღუპა(მისი მოჭრილი ძველი ჭურჭელი ახლაც მაქვს შემორჩენილი), სადღაც ორი-სამი წლისა ვიყავი, ამიტომ პაპას შესახებ ამბები მეხსიერებაში მკრთალადღა შემომრჩა. ონიკაძე მიხას ამბავი კი ძალიან კარგად მახსოვს. 86 წლისა იყო, მაგრამ კიდევ სჭრიდა ჭურჭელს. პაპაჩემს ორი შვილი ეყოლა – გოგო და ბიჭი, მამაჩემს ერქვა შამილი, მამიდაჩემს ციალა, გვარად რატიანები. სამკერვალო ფაბრიკა რომ დაარსდა მაწანწარაზე, იქ მუშაობდნენ. მე კი ვეწევი ფერმერობას, მესაქონლეობას, მეფუტკრეობას. მინდოდა დამეწყო პაპასთან მიმგვანებული ხელობა და თიხასთან მქონოდა საქმე. ავირჩიე აგურის გამოშვება. მე და ჩემმა მეგობარმა, თელავში(ვარდისუბნის მიმდებარედ) ავაწყვეთ ჩარხი და გამოვიყვანეთ აგურის მოსაჭრელი ფორმები. ჯერ გამოვუშვით ცემენტის აგური, რომელიც ძვირიც ჯდებოდა და რეალიზებაც ჭირდა. შემდეგ გადავერთეთ თიხაზე, ავაშენეთ აგურების მოსაჭრელი ჩარხი და გამოსაწვავი ღუმელი, მივიტანე მასალა, შეშაც, რომელიც გამოწვისათვის დაგვჭირდება და ახლა დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში ვარ, თუ მომცეს ლიცენზია, სერტიფიკატი, გავაგრძელებ ამ საქმიანობას, თუ არადა, ალბათ გამოვუშვებ ჩემთვის საჭირო რაოდენობის აგურს, ძველი ადგილები გვაქვს 224 მეჭურჭლე გრიშა რატიანი. მამუკა რატიანის საოჯახო 22 ა 5 რქივი. 226 შემორჩენილი და იმის გასაახლებლად, აღსადგენად მოვჭრით“, – ამბობს მამუკა რატიანი. 14 ჭავჭავაძეზე(№211) გრიშა რატიანს ორსართულიანი სახლი ჰქონდა, რომელიც მამუკამ მემკვიდრეობით მიიღო:„ნელ-ნელა გავფართოვდით, მეზობლის ნაკვეთიც ვიყიდე, არ მინდოდა, რომ უცხო ჩამოსახლებულიყო. დიდი ტრადიცია აქვს ამ უბანს, შეკრული ურთიერთობები ჰქონდათ. ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარესაც ვიყიდე ეს ადგილი №202-ში, აქაც ძირძველი მეჭურჭლეები ცხოვრობდნენ, გვარად რუსიები, ჩამოსახლებულები. აღმოჩნდა, რომ პაპაჩემის, პაპაჩემის ქვისლის და კიდევ ეს ნაგებობა, სამივე, მეჭურჭლეების სახელოსნო იყო. ვაპირებთ ტურისტული ობიექტის გაკეთებას. აქ(№202-ში) იდგა ჭურჭლის გამოსაშვები ჩარხი, პაპასაც ედგა ქურა, უფრო დიდი ქვის ქურა ჰქონდა პაპის ქვისლს, ონიკაძე მიხას, თუ დიდი შეკვეთა ჰქონდათ, მაშინ დიდ გამოსაწვავ ქურას აამუშავებდნენ, თუ არადა პატარა ქურაშიც შეიძლებოდა გამოწვა“. გვერდიგვერდ მცხოვრები მეჭურჭელეები საკუთარ ნაწარმს ძირითადად ველისციხისა და თელავის ბაზრებში ჰყიდნენ, სხვა დღეებში კი თავიანთი სახლების წინ ელაგათ, გარეთ, სადაც დახლები ჰქონდათ მოწყობილი ქუჩის ორივე მხარეს. აივნების ქვეშ დამწკრივებულ ჭურჭელს გამვლელ-გამომვლელი ყიდულობდა. ეკლესიაში მიმავალი გზა ამ ქუჩაზე გადიოდა და ტურისტულად დატვირთული გზა იყო, ჭურჭელიც კარგად იყიდებოდა.„მზადდებოდა დოქები, ფიალები, რომლებშიც, ფსკერზე, ძირითადად ეკლესია იყო ჩახატული. დოქები ღვინისა, წყლისა, მწნილის ქილები, შემორჩენილები მაქვს ყველა მათგანის რამდენიმე ცალი, დაახლოებით 70 წლის წინ გაკეთებული ჭურჭელი, პაპაჩემის მოჭრილი, შეიძლება ზოგი 80 წლის მოჭრილიც იყოს“. მეთუნე გრიშა რატიანი ერთი პერიოდი კრამიტსაც ჭრიდა. ადრე აქ, სამშენებლო მასალად, სახურავისთვის, ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, ქუჩაზე ყველა სახლი კრამიტით იყო დახურული, მეთუნეების ძირითადი ნაწილი საჭიროებისამებრ კრამიტისა და აგურის მოჭრასაც ახერხებდა, გასაყიდად თუ ვერ, საკუთარი მოხმარებისთვის სამყოფს მაინც. ხელოსანთა ცოლებიც, მაწანწრელი ქალები ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი, ძირითადად ქსოვდნენ. ასე იყო გრიშა რატიანის მეუღლეც, მარიამ ძამუკაშვილი, ქსოვდა მისი დაც, მეჭურჭლე მიხა ონიკაძის მეუღლეც. ქალები ძაფს, ცხვრის მატყლისგან თვითონვე რთავდნენ, ქსოვდნენ წინდებს და შალს, ქალის თავშლებს. ხელსაქმის ნაწარმს უმეტესად ადგილობრივ ბაზარზე 227 ჰყიდნენ, ნახელავი გასაყიდად მიჰქონდათ საზღვაო კურორტებზეც, დასასვენებლად გამგზავრების დროსაც –„მახსოვს, დაახლოებით 1986 წელს დასასვენებლად წამიყვანეს აფხაზეთში, ზღვის ნაპირზე დაალაგებდნენ ხოლმე ქალები თავიანთ ხელსაქმის ნაწარმს და იქ ტურისტები ყიდულობდნენ და დასვენების ფულს ასე გამოიმუშავებდნენ. მარტო ბებიაჩემი კი არა, ამ უბნის სხვა ქალებიც ქსოვდნენ. ბაზართან დადგებოდნენ ხოლმე და ჰყიდდნენ თავიანთ ხელსაქმის ნიმუშს – წინდებსა და შალს ძირითადად...“ მაწანწრელი ოსტატების შთამომავლის, მამუკა რატიანის მონათხრობი მაწანწრის უბნის სურათს სხვა კუთხითაც გვიცოცხლებს. იქ, სადაც მეექვსე სკოლაა, ზუზუმბოს ქუჩაზე, გამოჰყავდათ გარეული ცხოველის ტყავი, ბეწვეული, აქვე ყოფილან დურგლებიც, მეექვსე სკოლის გაყოლებაზე, ხიდამდე, ხელმარჯვნივ, გვარად კობიაშვილები, მათ მეზობლად- ჭიჭიკოშვილები. დურგლები ხისგან უმეტესად აკვნებს, ხის კარ-ფანჯარას და საყოფაცხოვრებო ავეჯს აკეთებდნენ. მაწანწრის ქუჩაზე, მოსახლეობაში დღემდეა შემორჩენილი მათი ნაქონი აკვნები, ძველი ხის ავეჯი, ჭურჭლის და ტანსაცმლის ხელნაკეთი კარადები, ალბათ მათი დამზადებული.„კირიონის ქუჩაზე, მეორე შესახვევში, წყალი რომ არის, კუთხის სახლში, წყლის მარჯვენა მხარეს, იქაც ხელოსანი იყო, დურგალი, მიცვალებულის დასაკრძალ კუბოებს ამზადებდა, უსასყიდლოდ მიჰქონდათ მასალა უბნისთვის და საჭიროებისას ოსტატი თლიდა კუბოს“. თელავში ასევე არსებობდა სარიტუალო დანიშნულების მომცრო ზომის, დეკორატიული აკვნების დამზადების ტრადიციაც, რომლებსაც თელაველები ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიას სწირავდნენ. „მთელს ქუჩაზე ერთმანეთზე მჭიდროდ იყო მიდგმული ბინები, აივნებიანი სახლებით... თითქმის ყველა ორსართულიან სახლს აივანი ჰქონდა, დანარჩენს არა. სახლები აგურის თაღოვანი დიდი ფანჯრებით... მახსოვს, აივნის ქვეშ ჩამოკიდებული წინდები, აკვნები, გასაყიდად დალაგებული თიხის ჭურჭელი... ვისი ბინაც დაბალი იყო და აივანი არ ჰქონდა, მაშინ გადმოსწვრივ მეზობლის სახლს ან გვერდზე ბინას მიმართავდნენ და იქ, იმ აივნის ქვეშ ალაგებდა. ქალამნებიც კი იყიდებოდა, ვინ აკეთებდა, არ მახსოვს. მეც მქონდა ჩემს ბავშვობაში. კარგი იყო ის ცხოვრება, ძალიან ტკბილი ხალხით, ვინმეს რამე თუ გაუჭირდებოდა, მთელი უბანი ეხმარებოდა. მთელი უბანი ერთმანეთს გვერდში ედგა- ლხინი იყო თუ ჭირი“. 228 მეჭურჭლე ღარიბაშვილების ამბავი თელავში, მაწანწარაზე მცხოვრებ ცნობილ მეთუნეებს განეკუთვნებოდა რატიანების, ქუმსიაშვილების, ონიკაძეების და დოდაძეების მეზობლად, ჭავჭავაძის ქუჩის №213-ში მცხოვრები ღარიბაშვილების ოჯახიც. მათი თავდაპირველი საცხოვრისი არ შემორჩენილა. მეთუნე ლადო და ვალიკო ღარიბაშვილების ისტორია მათმა შთამომავალმა, დავით ღარიბაშვილმა გვიამბო. ლადო ღარიბაშვილი დავითის დიდი პაპა იყო და თავის შვილთან, ვალიკოსთან ერთად ამუშავებდა სახელოსნოს მაწანწარაზე, ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც მაწანწარაზე დასახლდნენ და მეთუნეობას მიჰყვეს ხელი. ძველი თელავური სახლი, საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ღარიბაშვილებმა 1902 წელს იყიდეს.„პაპაჩემის მამა, ლადო ღარიბაშვილი, მთიანეთიდან ჯერ რუისპირში დასახლებულა და შემდეგ გადმოსულა თელავში“, – იხსენებს დავით ღარიბაშვილი. ღარიბაშვილებმა მეთუნეობის სახელოსნო ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გამართეს, სადაც ჭურჭელს ჭრიდნენ, წვავდნენ და იქვე მოწყობილ მაღაზიაში აწყობდნენ გასაყიდად. ძირითადად დოქებს, ფიალებს და ჭინჭილას აკეთებდნენ, თიხა მეზობლების მსგავსად იყალთოდან მოჰქონდათ, ნახელავი კი ველისციხის ბაზრობაზე გაჰქონდათ გასაყიდად, როგორც ჩანს, ისევე როგორც ამ ქუჩის სხვა მეთუნეებს, პატენტით იქ ეძლეოდათ ნაწარმის გაყიდვის უფლება. 1922 წელს მაწანწრის სამეზობლოს ჭავჭავაძის ქუჩის №200-ში კიდევ ერთი მეჭურჭლე, სტეფანე ონიკოვი შემოემატა, მეჭურჭლეებს ერთმანეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდათ და ხშირად ერთმანეთსაც ეხმარებოდნენ. „ჩემი მამამთილი მეგობრობდა აქვე მცხოვრებ მეჭურჭლეებთან: ღარიბაშვილი ვლადიმერი იყო, რატიანი გრიშა. მეგობრობდნენ და დახმარებაც იცოდნენ ერთიმეორის, ჭურჭელს უკეთებდნენ ერთმანეთს. გრიშა ძია უკეთებდა ჭურჭელს ჩემს მამამთილს, ეხმარებოდა. ჰოდა, ესე მეგობრობაში იყვნენ. აქეთ მხარეს ცხოვრობდა კიდევ ბეგიჯანოვი გულო, შამონის ძე. ეს კაციც მეჭურჭლე იყო“, – იხსენებს მეჭურჭლე ონიკაძეების რძალი, ნინო დიდებაშვილი. ამასთანავე, რადგან ქურა თავის კარმიდამოში ყველას არ ჰქონდა გამართული, შეეძლოთ თავიანთი მოჭრილი ჭურჭელი მეზობელთან ერთად გამოეწვათ, რაც შრომის განაწილებასაც გულისხმობდა, რადგან ჭურჭლის გამოწვა შეშის მომარაგებასთან ერთად ღამისთევასაც ითხოვდა და ტემპერატურის მუდმივ კონტროლსაც, რომ 229 მეჭურჭლ 23 ე 0 ვალიკო ღარიბაშვილი. დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი მეჭურჭლეს ჭურჭელი ქურაში არ ჩამოსდნობოდა. მამაკაცები მეთუნეობას მისდევდნენ, ქალები ქსოვდნენ, ასე იყო ღარიბაშვილების ოჯახშიც: „ქალები ძირითადად ოჯახში შრომობდნენ, ბებიაჩემი სამკერვალოში მუშაობდა, პაპაჩემის დედა ქსოვდა, თევდორაძეების, იმერელი ქალი იყო და ის მახსოვს, რომ ქსოვდა, თვითონ ართავდა მატყლს და ქსოვდა შალებს, ჩვენი უბნის ქალების უმრავლესობა ქსოვდა, კობიაშვილები, რატიანები, სხვებიც, აფხაზეთში მიდიოდნენ და იქ ჰყიდნენ თავიანთ ნახელავს, მახსოვს ასევე, ამ ქუჩაზე რატიანების მოპირდაპირედ ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელიც თოკებსა წნავდა“. მამა, დავით ღარიბაშვილი მზარეული იყო და უმცროსი დავით ღარიბაშვილიც მის კვალს გაჰყვა. მაწანწარაზე მზარეულობა გავრცელებული პროფესია იყო, ადგილობრივ მცხოვრებთა მეხსიერებაში დღემდე შემორჩა მაწანწრელი მზარეულის რიბა ეპიტოვის სახელი, რომელმაც თავისი ოსტატობა აქაურ დაინტერესებულ შეგირდებსაც გადასცა, მათ შორის იყო დავითის მამაც. საინტერესოა, რომ სახელოსნოს და მაღაზიის გარდა, ღარიბაშვილებს სახლში საყასბეც ჰქონდათ მოწყობილი, სადაც საკლავს კლავდნენ და მოსახლეობაში ყიდდნენ. სახლის ისტორიის კიდევ ერთი საგულისხმო პერიოდია 1980-იანი წლების მიწურული, როდესაც ღარიბაშვილების სახლის პირველ სართულზე მდებარე კერამიკის მაღაზია იჯარით აიღო მაწანწრელმა კაცმა და სადალაქო გახსნა.„კირკიტა იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა იჯარით გადაცემული ჩვენი მაღაზია და ჰქონდა იქ საპარიკმახერო, კირკიტას„პრიჩოსკა“ ცნობილი იყო მთელს თელავში“, – იხსენებენ ღარიბაშვილები. მალე მაღაზიის ვიტრინასთან გაჩნდა ინგლისურენოვანი წარწერაც, რომელიც ძველმა ფოტოებმა შემოგვინახა. 231 232 მარცხნიდან პირველი მაწანწრელი დალაქი ვანო ახპატ 2 ე 3 ლ 3 ოვი და მეჭურჭლე ლადო ღარიბაშვილი. დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი. ლექსო გენგაშვილი – მეთუნეობის სახელოსნო„კერა“ „მეთუნეობაზე კეთილი და კარგი საქმე შეიძლება ბევრი არც არის, რომ მოძებნოს ადამიანმა“, – გვიყვება მაწანწრელი მეთუნე ლექსო გენგაშვილი, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მაწანწარაზე გაატარა. მის ბავშვობაში ამ ქუჩაზე თხუთმეტამდე მეჭურჭლე ცხოვრობდა, ლექსოსთვის მათი ხელობა ჯადოსნობასთან იყო დაკავშირებული და ამან განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი პროფესიული არჩევანიც. სკოლის დასრულების შემდეგ, 1987 წელს, ხალხური რეწვის პროფესიულ სასწავლებელში შევიდა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. პროფესია სახელგანთქმული კახელი მეთუნისგან, ოსტატ გაბრიელ ჭიბალაშვილისგან შეისწავლა.„თუნდაც იმან, რომ მაწანწარაზე დავიბადე, მაწანწარაზე ვსწავლობდი, მოვესწარი იმ ხალხს, ძველ მეთუნეებს, რომლებიც ჯადოსნურ ადამიანებს ჰგავდნენ და ერთგვარ მოკრძალებას და ინტერესს იწვევდა ჩემში, განსაზღვრა კიდეც ჩემი ცხოვრების არჩევანი“. 15 ლექსოს თიხასთან მუშაობა ჯარში ყოფნის დროსაც არ მიუტოვებია: „1987 წელს მივდივარ ჯარში და ერთადერთი რამ, რაზეც მეფიქრება, ისაა, რომ სადაც ჩავალ, იქნება თიხა იყოს იქ!“ პოლონეთში, ორი წლით ჯარში მსახურებისას მართლაც გადააწყდა თიხას, თიხის ცნობის პროცესი ოსტატისგან ჰქონდა ნასწავლი და მეგობრების დახმარებით მოაწყო კიდეც კერამიკის სახელოსნო.„მე უკვე ვიცოდი ჩემი ოსტატისაგან, გაბრიელ ჭიბალაშვილისაგან, როგორ შემემოწმებინა ხელით თიხა. ეს ისეთი საინტერესო პროცესი იყო, დღეს ეს ლაბორატორიულად მუშავდება, მაშინ კი ხელით მოწმდებოდა თიხა... აი, მაგალითად, დღეს რომ უთხრა ვიღაცას, აიღე თიხა, დაამრგვალე, მოუჭირე ხელი და გაუშვი და რა კვალსაც დაგიტოვებს, ამით მიხვდები თიხის ავკარგიანობას, მაშინ საქართველოში სპეციალური ლაბორატორიები არ იყო. თუმცა არ იყო საჭიროება, რადგან მეთუნეობისათვის ჯერ კიდევ არსებობდა თიხის ძველი საბადოები, რომლის ვარგისიანობა ეჭვქვეშ არ იდგა“. ასე გასტანა წელიწად-ნახევარმა, მეთუნე ლექსო გენგაშვილი სახელოსნოში„გადაცხოვრდა“ და თიხაზე მუშაობას შეუდგა, პროცესის სანახავად ყოველდღე ათეულობით ადამიანი მიდიოდა, მათთვის აღმოჩენა იყო ჭურჭლის ამოყვანის ცოცხალი პროცესის ხილვა. ნაკეთობები იყიდებოდა ადგილობრივ პოლონელებს შორისაც. 1989 წელს, ჯარის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა:„1989 წელში დამთავრდა ეს ყველაფერი და მე საქართველოში დავბრუნდი. 234 რთული პერიოდი დამხვდა... პირველი, რაც მოვიკითხე, მოვიკითხე ჩემი ოსტატი და მინდოდა მენახა არსებობდა თუ არა ისევ იყალთოს სასწავლებელი და მოკლედ ყველაფერი დამხვდა გაპარტახებული და დაფანტული... მაშინ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე თიხით უნდა მეშოვნა ფული... ვის უნდოდა შენი თიხის ჭურჭელი...“ ამ მძიმე პერიოდში, მალევე, 1993 წელს, იგი ოჯახთან ერთად სოჭში გადავიდა, საიდანაც საბოლოოდ 2016 წელს დაბრუნდა. დაბრუნებისას მისი მთავარი ამოცანა ოსტატისთვის, გაბრიელ ჭიბალაშვილისთვის მიცემული პირობა იყო, რომ მომავალი თაობებისთვის მეთუნეობა ესწავლებინა. ლექსო გენგაშვილის მოგონებები მაწანწრის ქუჩის ძველი ცხოვრების წარმოსადგენად განსაკუთრებით ღირებულია, რადგან იგი მნიშვნელოვან პროფესიულ დაკვირვებებსაც მოიცავს: „იცით, რა მახსოვს? მეთუნეებს ჭურჭელი გარეთ ჰქონდათ დალაგებული ფიცრებზე. არჩევანი იმხელა იყო, დაწყებული ჭინჭილათი(ჭიჭლათი), რომელსაც ბავშვები უფრო იყენებენ, ყულაბები, მაწვნის ქილები ეწყოთ.[...] მაწვნის ქილების უმეტესობა დაახლოებით ერთი ლიტრი იყო და ფორმა ისე იყო ამოყვანილი თავისი ყელით, რომ მაწვნის გადატანისას ის არ იდღვიბებოდა და ყველა მაწვნის ქილას, ვინც მეთუნესთან ყიდულობდა, მეთუნის ნიშნის გარდა ჰქონდა მემაწვნის ნიშანი, რომ შემდეგ მყიდველს ცარიელი ქილა მარტივად დაებრუნებინა.[...] მეთუნეობა მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, თუმცა ეს პროფესია ფასობდა და მეთუნე, ურმით თავის გამომწვარ ჭურჭელს რომ წაიღებდა ქალაქისკენ, ხშირად პროდუქტშიც კი სცვლიდა.[...] მეთუნეები პატივსაცემი ხალხი იყო და მათ ჯადოქრებს უფრო ადარებდნენ.[...] რაც ფოტოებზე მინახავს და მოვსწრებულვარ კიდეც, ძალიან დინჯი, სერიოზული, კარგად მოსაუბრე და ბევრის მცოდნე ხალხი იყო.[...] ვინც ჯდება ჩარხთან და თიხა ამოჰყავს, იმდენი დრო აქვს ფიქრისთვის.[...] თიხა რომ ამოგყავს, თიხასთან ხარ, სხვასთან ვერავისთან იქნები; იმდენი საფეხურებია თვით სწავლისა და ამოყვანის პროცესში და იმდენი წინაღობაა, თავისდა უნებურად დინჯდები, ვითარდები, ყოველთვის მიდიხარ სადღაც მაღლა. ჭურჭლის ამოყვანას, ფორმის მიცემას, თავისებური ინჟინერია სჭირდება. მაგ., თითზე ჩამოსათვლელი იყო ის ადამიანები, ვისაც ერთ ნაწილად ამოჰყავდა გოზაური“. საინტერესოა კერამიკოს ლექსო განგიშვილის დაკვირვებები კახური კერამიკის მახასიათებლებზე, მაწანწრელი მეთუნეების ნახელავი ჭურ235 236 კერამიკის სახელოსნო„კერა“ ჩოლოყაშვილის ქ. №14. 2 2 3 0 7 20 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი ჭლის სახეობის, გამოწვის და თიხის მოპოვების შესახებ, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ: „დღეს დოქს ვარქმევთ, ჩარექას ვარქმევთ, ასე არ არის სინამდვილეში, ჩანიშნული მაქვს 38 დასახელების განსხვავებული ფორმისა და ზომის ღვინის ჭურჭლები. ზომები ჭურჭლის სახეობის შესაბამისად სტანდარტული უნდა ყოფილიყო, რადგან ერთგვარად სარწყაულად გამოიყენებოდა. ბეგიჯანოვების, არუთინოვების, მრელაშვილების, ძველი მეთუნეების ჭურჭლები მხოლოდ 2-3 სანტიმეტრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ადამიანი, რომ გაყიდდა ღვინოს, სარწყაულიც საყოველთაო იყო შესაბამისად. განსხვავდებოდა მაღალი ჭურჭლისა და დაბალის ამოსაყვანი თიხები, მაღალი ჭურჭლის თიხა უფრო მეტ კირქვას შეიცავდა. იყო სასუფრე და მარნის ჭურჭელი, ქვევრიდან მისატანი სუფრამდე და სუფრაზე დასადგმელი, იყო სხვადასხვანაირი ტოლჩები. ყველაფერს ჰქონდა თავისი დანიშნულება. საერთოდ კახური კერამიკა და ჩვენი, მაწანწრული, რუისპირის, იყალთოს და ვარდისუბნის კერამიკა ლაკონური ხასიათით გამოირჩეოდა, ჭურჭლის ზედაპირი სადად იყო დაჭრელებული, მთავარია, რომ ყოფილიყო რომელიმე ფერი, რითაც შტრიხების სხვადასხვა ვარიანტს გამოსახავდნენ. ეს კერამიკა ძირითადად საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო, რა თქმა უნდა, ოსტატი თავიდანვე არ ფიქრობდა, რომ აი, ახლა, მისი შექმნილი კერამიკა იქნებოდა ხელოვნების ნიმუში... იქიდან გამომდინარე, რომ კახეთში თიხის ჭურჭლის შემკობას დაჭრელებას ვარქმევდით, რაც უმეტესად სადა ხასიათით გამოირჩეოდა, ინსტრუმენტებიც მარტივი იყო, ისეთი მარტივი, რომ გამორჩეული სახელები არც კი დაურქმევიათ. მაგალითად,„ხელჯოხი“ – ხელში რომ ჯოხი გიჭირავს, თან ხომ უბრალოა და თან ამას თუ ხელში დაიჭერ, ისეთ სასწაულ ხელჯოხად იქცევა, რომელიც თითქოს თვითონ ამოგაყვანინებს ფორმას. სინამდვილეში, ყველა მეთუნე, თავის იარაღს თითონ აკეთებდა. ბევრი ინსტრუმენტები არც გამოიყენებოდა, იყო მოსაჭრელი, და საერთოდ მეთუნეები ფორმის ამოყვანას ასევე ეძახიან მოჭრას,„ჭურჭელსა ვჭრი“, იტყვიან ხოლმე. ბევრი სიტყვაა ქართულ ენაში ძალიან საინტერესო, რომელიც მეთუნეობას უკავშირდება, ვაპირებ, რომ ამოვბეჭდო ეს ძველი ქართული სიტყვები და გამოვფინო სახელოსნო-მუზეუმში, მინდა, რომ ყოველთვის შემეკითხონ, რას ნიშნავს ამოყვანა, რას ნიშნავს მოჭრა, რას ნიშნავს ქაშანური, ჭიქური, ხელჯოხი და ა.შ. 238 კერამიკოსი ლექსო გენგაშვილი. 2017 წ. ფოტო: ნატალია სოროკინა. საინტერესოა თვითონ გამოწვის პროცესიც, რომელიც ხშირად მეგობრების თავშეყრითა და ქართული სუფრის თანხლებით მიდიოდა, რადგან მეთუნეს მთელი ღამე უნდა გაეთენებინა, 24 საათი და ზოგჯერ, მეტი დროც უნდოდა გამოწვას, ჭიქურზე კიდე სხვანაირად, მეორე გამოწვა იყო საჭირო. გამოწვა ხდებოდა შეშაზე, იყო შემთხვევები, როცა ასეთი გათენების დროს ზედმეტადაც შეუკეთებიათ ცეცხლისთვის ღუმელში, რა დროსაც, გადაჭარბებული სიმხურვალის გამო დადნობიათ ჭურჭელი და ამ ჭურჭლის ნაწილმა ჩვენამდეც კი მოაღწია, ე. წ. წუნიანმა ჭურჭელმა. მეთუნესთვის მძიმე ამბავი იყო ჭურჭლის ჩამოდნობა, ყოფილა შემთხვევები, ერთი ურემი ან უფრო მეტიც ჩამოსდნობიათ“. ქართველ მკვლევრებთან, რომლებიც მეთუნეობას იკვლევენ, კახეთთან დაკავშირებით, ძირითადად ფრაგმენტულ ცნობებს თუ წააწყდებით ქაშანურის ტექნიკის შესახებ. ცნობილია, რომ იყო სპეციალური ღუმელები, ჭიქურის გამოსაწვავად, რაც ძნელი საქმე იყო და განსხვავებული პირობები ესაჭიროებოდა. ასევე საჭირო იყო წისქვილი ჭიქურისთვის, ტყვიისთვის, თოგალისთვის, ჟანგის მისაღებად. ასევე მოიპოვებდნენ წერნაქს. ჩვენამდე მოღწეული არტეფაქტების საფუძველზე მიჩნეულია, რომ ამ ტექნიკას კარგად იცნობდნენ საქართველოშიც; ამას თუნდაც ეკლესია-მონასტრების მოჭიქული კრამიტები მოწმობს, სადაც რამდენიმე ფერის გამოყენების 239 შემთხვევებიც გვაქვს. ძნელბედობის ჟამს ფერის მიღების ტრადიციული მეთოდი დაიკარგა, დღეს ეს საკითხები ლექსო გენგაშვილის საკვლევი თემაა, ძველი მეთოდის მოძიება და გაცოცხლება თავისთავად დიდი შენაძენი იქნება ქართული მეთუნეობისთვის. ლექსო გენგაშვილი საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა, თბილისში დასახლდა და კერამიკის სახელოსნოს დაფუძნებას შეუდგა, პანდემიის დროს კი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და მეგობრის დახმარებით, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გახსნა მეთუნეობის სახელოსნო„კერა“, რომელიც მეთუნეობის შესწავლასა და ტრადიციის გაგრძელებას ემსახურება. „ჩემმა ერთ-ერთმა თელაველმა მეგობარმა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, აქ ამ ისტორიულ უბანში შემომთავაზა სახელოსნოს მოწყობა, რაც ამ უბნის გამოცოცხლებაც იქნებოდა და ასე გავხსენით„კერა“.[...] მე თელავში დაბადებული კაცი ვარ, 25 წელი აქ ვცხოვრობდი, ყოველთვის მეჭიდებოდა აქაურობა და მიზეზიც, რომ გინდა დარჩენის და თან რაღაცა რომ გინდა გააკეთო, შეპირებული ხარ ოსტატს.[...] ჩამოვედი მოსწავლეებით და აქ დავიწყეთ მუშაობა.[...] თელაველი ხალხი ცოტა მორცხვია, უცხოელი ეგრევე შემოაღებს კარებს და თელაველმა უნდა გაიაროს და ჩუმად, ჩურჩულით ჩაილაპარაკოს –„აქ რა არის?“ და მე გავდივარ და ვეპატიჟები – შემოდით, ნახეთ, მოგიყვებით, გასწავლით.[...] ახლა გადაწყვეტილი მაქვს, თვეში ერთხელ, უნდა გავაკეთო უფასო მასტერკლასები, რომ მოვიდნენ თელაველები და თან ნახონ, აქ რაც ხდება, უახლოეს ხანში ამას დავაანონსებთ, თუმცა ის, რომ კულტურის სამსახურმა 10 ბავშვი უკვე ჩამაბარა, ეს ძალიან კარგი საქმეა.[...] სახელს რაც შეეხება, თავისთავად უნდა დარქმეოდა სახელოსნოს„კერა“, თუმცა კერამიკიდან არ მომდინარეობს, არამედ როგორც მეთუნის, მეჭურჭლის„კერა“. აღსანიშნავია, რომ მეთუნე ლექსო გენგაშვილი კერამიკის მორთულობაში დღეს ტრადიციულთან ერთად იყენებს თანამედროვე მიდგომებს, ადგილობრივი ტრადიციული ხელობის სპეციფიკის შესწავლა კი კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას კახური კერამიკის მხატვრული მახასიათებლების შესახებ. „კერამიკის მორთულობაში დღეს შეგვიძლია ჩავრთოთ ქართული ორნამენტული მოტივები, განვითარების გზაა საპოვნი და არა მხოლოდ იმის კეთება, რაც იყო, ახალი სამეტყველო ენაა საძიებელი, იმისთვის რათა სიცოცხლემ განაგრძოს არსებობა თიხაში. დღეს რასაც ვაკეთებთ, ხელოსნობაა, მეჭურჭლეობაა, გამოყენებითი ხელოვნებაა, იმის გაგრძელებაა, რაც ორგანულად იყო კახეთში, რაც იყო თელავში და ვარდისუბანში...“ 240 შენიშვნები 1 ლ. ბოჭორიშვილი,„ქართული კერამიკა“ ტ. I, კახური, თბ. 1949 წელი, გვ. 15. 2 იქვე, გვ. 24. 3 იქვე, გვ. 26-38. 4 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 5 სია არასრულია, მაწანწარასა და მის შემოგარენში მეთუნეობას გაცილებით მეტი ადამიანი მისდევდა. მათი ვინაობების ნაწილობრივ დადგენა რესპონდენტთა მონათხრობით გახდა შესაძლებელი. უფრო დეტალური კვლევა პროექტის მიზანი არ ყოფილა. 6 თიხის ჭურჭლის მოსახატად განკუთვნილი, წითელი, მეწამული ფერის საღებავი. 7 მხატვრული კერამიკის აღორძინებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მცხეთის კერამიკული სკოლის დაარსება(1912) და მხატვრული კერამიკის წარმოება, რომელსაც მხატვარკერამიკოსი ბორის შებუევი(1879-1964) ხელმძღვანელობდა. 8 მიხეილ ონიკაძის მონათხრობი, 11.08.2020. 9 მაწანწარაზე და კერძოდ, ონიკაძეების ოჯახში, თიხის დამუშავების ტრადიციის შესახებ იხ. მეთუნეობა თელავში(ერთი ოჯახის მაგალითზე), დოდო ონიკაძე. ენა და კულტურა: სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი/ ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი. ქუთაისი, 2014. 1987-7323 №11, გვ. 186-189. 10 ბონები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა – ქაღალდის დროებითი ფულადი ნიშანი, ლეგალური საგადამხდელო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე 1919 წლის ივლისიდან- 1922 წლამდე. 11 ბეგიჯანოვი შამონი ტიკებს ამზადებდა. ხელობა მისმა შვილმა, გულომაც გააგრძელა. 12 ნინო დიდებაშვილის მონათხრობი, 11.08.2020. 13 ანიჩკა ჭილაშვილისა და თამარ დოდაძის მონათხრობი, 06.05.2021. 14 მამუკა რატიანის მონათხრობი, 23.01.2022. 15 მასალა მომზადებულია ლექსო რატიანის მონათხრობის მიხედვით, 12.05.2021. 241 242 მაწანწრის უბნის რევოლუციური წარსული და საძმო სასაფლაო 243 მუდამ ხალხმრავალი ქუჩა, სადაც მკვიდრი მოსახლეობის გარდა, დღის განმავლობაში უამრავი შემომსვლელ-გამვლელი ტრიალებდა, ხელსაყრელი ადგილი უნდა ყოფილიყო იატაკქვეშ მოქმედი არალეგალური ორგანიზაციებისა და რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის და არა მარტო. აქაურობას იდეურად მებრძოლი რევოლუციონერების, ტერორისტების და ბოლშევიკების გარდა, თავს ალბათ არაერთი ავაზაკიც აფარებდა. სხვადასხვა წყარომ შემოინახა ცნობები, მაწანწრის უბნის რევოლუციურ წარსულზე და იმ განწყობებზე, რომლებმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, პატარა ქალაქის ერთ გარეუბანშიც შეაღწია და დიდი ცვლილებების საფუძვლადაც იქცა. საბჭოთა პერიოდში მიიჩნეოდა, რომ 1905 წლისათვის კახეთის სოფლებში შედარებით ნაკლებად ჰქონდა ადგილი მასობრივ რევოლუციურ გამოსვლებს, შეიარაღებულ ბრძოლასა და ტერორს, თუმცა როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, თელავის მაზრაში და უშუალოდ ქალაქ თელავში რევოლუციურმა მოძრაობამ საკმაოდ სწრაფად მოიცვა მოსახლეობის ფართო ფენები. გლეხთა მიტინგები იმართებოდა სოფლებშიც და ქალაქშიც, მათ შორის, მაწანწრის უბანშიც. ის, რომ ამ პერიოდში, თელავი კახეთში ყველაზე„რევოლუციური“ ქალაქი იყო, სხვა მასალებთან ერთად დასტურდება თელავის მაზრის უფროსის, კარახანოვის 1906 წლის აპრილში თბილისის გუბერნატორის სახელზე გაგზავნილი მოხსენებითაც:„ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მხრივ ქალაქ თელავშია, რომელიც, როგორც მე დავრწმუნდი რევოლუციური მოძრაობის ლიდერების და აგიტაციის ბუდეა“. 1 თბილისში მყოფი მეფის ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე მიიჩნევდნენ, რომ იმხანად ქალაქი თელავი, ფაქტობრივად,„რევოლუციური მთავრობის“ მმართველობაში იმყოფებოდა და ადგილობრივი ადმინისტრაციისგან უპატრონოდ იყო მიტოვებული, ქალაქის„რევოლუციურ მთავრობას“ კი სწორედ რევოლუციური პარტიების წარმომადგენლები შეადგენდნენ. 2 1905 წლის 2 აპრილს, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი პოლიციის დეპარტამენტს სწერდა:„ამა წლის 21 მარტს თელავის საქალაქო სასწავლებლის უფროსი კლასების მოსწავლეებმა დაამტვრიეს სამელნეები, დახიეს ჟურნალები, დაამტვრიეს მერხები. ამავე საღამოს მოსწავლეები და სემინარიელები დაახლოებით ათას კაცამდე, ბაზრის ქუჩაზე დადიოდნენ და„გაუმარჯოს თავისუფლებას“ ყვიროდნენ“. 3 244 მართლაც, ქალაქის მცხოვრებლები – სხვადასხვა ხელობის ხელოსნები და მათი შეგირდები, დაბალი რანგის ჩინოვნიკები, მცირე საწარმოებში დასაქმებული მუშები, თელავის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების და სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლები, მოწაფეები, მომსახურე პერსონალი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა რევოლუციური პარტიების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებსა და მიტინგებში, სადაც ორატორებად გამოდიოდნენ ილია ზარაფიშვილი(ნადიკვრელი) 4 , კირილე გელოვანი 5 , გიორგი ხირსელი 6 და სხვები. თუმცა თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ ხოლმე სხვადასხვა რევოლუციური პარტიების წარმომადგენლები – აგიტატორები და გლეხებს აგიტაცია-პროპაგანდისტულ შეხვედრებს უწყობდნენ. ამბობენ, თელავში სააგიტაციოდ და„წითელი რაზმების“ შესაქმნელად სტალინიც კი იყო ჩამოსულიო. ეს ისტორია სხვადასხვა ზეპირი გადმოცემით და საარქივო დოკუმენტით დასტურდება და გვაფიქრებინებს, რომ კახეთის „ბოლშევიკურ რელსებზე“ გადაყვანას საკმაო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს ის დრო იყო, როცა ბოლშევიკი სტალინი ტერორისტული გზებით ებრძოდა რუსეთის იმპერიას და თანამოაზრეებს რეგიონებშიც სტუმრობდა ხოლმე. მაგალითად, იგი თელავში 1906 წელსაც ყოფილა 7 ჩასული და როგორც წყაროებიდან ჩანს, 7-8 იანვარს გამართულ კონფერენციებს ესწრებოდა სხვადასხვა სოფელსა 8 და უშუალოდ თელავში. ის 7 იანვარს, თელავში, გლეხი სუხიტაშვილის სახლში, მწყემსის ტანსაცმელში გამოწყობილი დასწრებია შეხვედრას, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ რევოლუციური მოძრაობის სხვა ადგილობრივი წევრებიც. 8 იანვარს თელავის კლუბში 9 ჩატარდა კონფერენცია, სადაც სტალინი დამსწრე საზოგადოებას შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოუწოდებდა. 10 კახეთში იოსებ ჯუღაშვილის ვიზიტით ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დაინტერესდა საბჭოთა ხელისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიულ არქივში დაცულია„საქ.კპ.(ბ) ცეკასთან არსებული მარქსენგელს-ლენინის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ი. ბ. სტალინის ცხოვრების და მოღვაწეობის შემსწავლელი სექტორის“ 1945 წლის თებერვლით დათარიღებული ცხრაგვერდიანი დოკუმენტი –„ცნობები ი. ბ. სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905-1907 წლებში“, რომელიც მთლიანად ეძღვნება იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი) კახეთში„მოღვაწეობას“. 11 ამ დოკუმენტის მიხედვით, სტალინი თელავსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე – გორიჯვარი, მაწანწარა, მუხიანი, ნადიკვარი და სხვ. ესწრებოდა კრებებსა და მიტინგებს, თვითონაც გამოდიოდა სიტყვით, შედიოდა 245 კამათში მენშევიკებთან, სოციალისტ-ფედერალისტებთან და სხვ. ღამეს ის ვინმე დათა ბურჭულაძისა და მაწანწრელი გიორგი აივაზაშვილის სახლში ათევდა, ხოლო თელავიდან ცივზე ხარება ჯიბუტის, ვანო ალიხანაშვილისა (მეტსახელები: გურული და ხუნხუზი) და გიორგი აივაზაშვილის თანხლებით გაემგზავრა. 12 ასე რომ, მაწანწრის უბანში რევოლუციურ მოძრაობას და ბოლშევიკურ იდეებს თანამოაზრეები ნამდვილად ეგულებოდათ. ჭავჭავაძის №186 – აივაზაშვილების სახლი აივაზაშვილების ნახევრად დანგრეული სახლის ნაშთები ჭავჭავაძის №186-ში დღესაც შემორჩენილია და მიუხედავად იმისა, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, სავალალო მდგომარეობაშია. საძმო სასაფლაო მაწანწარაზე, 2019 წ. ფოტო: ირაკლი ხვადაგიანი 246 სოსო აივაზოვი(აივაზაშვილი) თავის დროზე აქტიური ბოლშევიკი და ტერორისტი, თელავში მოქმედი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო, შესაბამისად, რევოლუციურ მოძრაობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, ის ამ საქმეში ერთადერთი არ ყოფილა აივაზაშვილების მრავალრიცხოვანი ოჯახიდან. მისი თანამებრძოლი და თანამოაზრე ძმა – გიორგი აივაზაშვილი გახლდათ და ზოგადად, აივაზაშვილების ოჯახის ყველა წევრი, აქტიურად იყო ჩართული 1905-1907 წლების რევოლუციაში. ამ ოჯახის ორი წევრის, სოსო აივაზაშვილის და დედის, დარია ჩხუბიანაშვილი-აივაზაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიული არქივის ფონდებშია დაცული და არაერთ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. 13 დარიას მეუღლე, სტეფანე აივაზაშვილი, 1904 წელს გარდაეცვალა და ხუთი შვილი – გიორგი, სოსო, ელო, ნატო და თამარი დარჩა. გოგოებს, დარია აივაზაშვილის მიხედვით,„ქალთა გიმნაზიაში“ უსწავლიათ, სოსოს – თელავის საქალაქო სასწავლებელში, ხოლო გიორგის – თბილისის გიმნაზიაში. 14 ნატო, იგივე ნატაშა აივაზაშვილი მაწანწრის ბიბლიოთეკის გამგე ყოფილა 1920-იან წლებში. რაც შეეხება გიორგი აივაზაშვილს, იგი სასწავლებლიდან რევოლუციური მოღვაწეობისათვის გაურიცხავთ და განჯაში წასულა, სადაც რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმულა. იგი სხვა ქალაქებშიც განაგრძობდა საქმიანობას და შემდეგ თელავში დაბრუნებულა: „ოჯახში, სადაც გიორგი თავის ამხანაგებთან ერთად ცხოვრობდა, მას და მის ამხანაგებს შემდგარი ჰქონდათ ბიურო. ეს ბიურო მოხერხებულად და ფარულად სჭრიდა სხვადასხვა საკითხებს“, 15 – წერს დარია აივაზაშვილი. აქ საუბარი უნდა იყოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების თელავის ორგანიზაციის შესახებ, რამდენადაც, გიორგი აივაზოვი მასალების თანახმად, სწორედ ბოლშევიკი იყო. აივაზოვების სახლს თავს სხვადასხვა ბოლშევიკი და რევოლუციონერი აფარებდა – არშაკა არუთინოვი, ილია სუხიტაშვილი, აქვსენტი სიდამონიძე, ხარება ჯიბუტი, ვანო ალიხანაშვილი, გიო ძულიაშვილი და კიმო გელოვანი, გიორგი ხირსელი და სხვ. 16 გიორგი აივაზოვი, 1906 წლის 14 იანვარს მოკლეს, სავარაუდოდ, პოლიციის„სტრაჟნიკებმა“, მაშინ როდესაც სოფელ პატარძეულიდან ხაშმის გზაზე ბრუნდებოდა. დარია აივაზაშვილის სიტყვებით, მაწანწარაზე მდებარე მათ სახლში სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ბოლშევიკების თელავის ორგანიზა247 ციას ჰქონდა მოწყობილი ე.წ.„ბიურო“ და მათთან ოჯახში თავს აფარებდნენ რევოლუციონერები. მას საკუთარი სახლის ეზოში ჩაფლული ჰქონია არალეგალური სტამბა და იარაღი. 17 პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“, ფარგლებში ჩაწერილ ზეპირ ისტორიებში რესპონდენტებიც აღნიშნავენ, რომ აივაზაშვილების სახლის ეზოში სამშენებლო საქმიანობის დროს ძველი იარაღის ნაშთები იპოვეს:„სტალინი მოდიოდა თურმე, აქ ისვენებდა და იძინებდა. სტამბაც ქონიათ, სკოლის იქით, აივაზაშვილების ბინაში. დილით გადიოდნენ ზუზუმბოსკენ, ტყეში ჰქონიათ რაღაცეები, ხალხს გაერიდებოდნენ ხოლმე. ძველი ხალხი იტყოდა ხოლმე ასე, იმათ ყველაფერი იცოდნენ. ეზოში ძველი იარაღი უპოვიათ“. 18 იოსებ აივაზაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებებში რამდენიმეჯერაა ნახსენები მაწანწრისა და დაბახნების უბნები:„1906 წლის დეკემბერში თელავში ჩამოვედი ამხანაგებით ძიძიგური და ბარამიძე მაზრის უფროს ანტონოვის მოსაკლავად. ღამე გავათენეთ დაბახანაში დილით გავედით აჩინებულში სადაც გვქონდა იარაღები. შეიარაღებული გვნახა კობიაშვილმა, რომელმაც შეატყობინა პოლიციას. დილის 10 საათზე პოლიციის ცხენოსანმა რაზმმა შემოგვარტყეს ალყა და დაგვიწყეს სროლა. სროლის დროს ჩემი ორი ამხანაგი სასიკვდილოდ დაიჭრნენ, მე ხმლით მკვლავში დამჭრეს. შეგვიპყრეს ყველანი და წამოგვიყვანეს... ორ ჩემს ამხანაგს გადაუწყვიტეს სიკვდილით დასჯა... მე 6 წლით კატორღაში გაგზავნა. 1928 წელს ავადმყოფი შრომის უუნარო დავბრუნდი ციმბირიდან. მიუხედავად ამისა მზად ვარ რევოლუციის ინტერესების დასაცავად თავი გავწირო“. 19 ამ ისტორიას ადასტურებს თელაველი ხელოსნის, მღებავ კოსტა ხუციევის მოგონება თელავში„დაშნაკების“ პარტიის მიერ მოკლული ერთ-ერთი პირის შესახებ, 1905-1907 პერიოდში: „მაწანწარაზე ხერგილთან 20 ვნახეთ ბიჭებმა მკვდარი, ამბობდნენ ჯაშუშიაო,... ატარებდა ორ რევოლვერს სმიტ-ვესონის სისტემისას. თვითონ კლასიკური გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ რაღაც სულიერი ნაკლი ახასითებდა. ეს ჯაშუში სომხურ სასაფლაოზე მოჰკლეს.[…] თელავში სამი დაჭრილი კაცი ჩაბალახმოხვეულები მოიყვანეს, ამბობდნენ გურულები არიანო, ესენი გამოგზავნილი ყოფილიყვნენ პარტიის დავალებით ადგილობრივ ორგანიზაციაში სამუშაოდ, მაგრამ უჯარმაში მოსვლიათ პოლიციასთან შეტაკება და დაჭრილან. დაკავებულები თელავში ჩამოეყვანათ. აქ დახვრიტეს გიგოს გორაზე. გურულების მეგზური ყოფილა სოსო აივაზაშვილი, რომელიც გაციმბირებული იყო და რევოლუციის შემდეგ 248 დაბრუნდა. ის თელავში მუშაობდა კარგა ხანს მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტში, თელავის ისტორია ეთნოგრაფიის მუზეუმში“. 21 კოსტა ხუციევის მოგონებაში, მაწანწარასთან კავშირში, ნახსენები არიან„ხარებას და გოგიას“ 22 დაჯგუფების წვერებიც –„1918 წელს პირველი მაისის ქუჩაზე თბილისიდან ჩამოსულა ულუხანოვის ოჯახში დასასვენებლად ერთი ოჯახი. ოჯახის შვილს მაუზერიც ჰქონია და ბლომად ფულიც. „გასული ბიჭებიდან“ კიდევ დარჩენილიყვნენ ოთხნი – ბაგრატა, თხაჭამია, და ორიც სხვა. ამათ მოუწადინებიათ მოაგარაკის გაძარცვა, მაგრამ ვერაფერს გამხდარან, სროლაც ყოფილა მხოლოდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. კოსტას და მის ამხანაგებს დაუნახიათ, როგორ გარბოდნენ დაბახნებისკენ ეს ქურდბაცაცები. პოლიციამ შეიტყო ამათი ოინბაზობა დაატუსაღა და დახვრიტა კიდეც“. 23 1958 წელს,„მაწანწრის“ უბნის დასავლეთით მდებარე საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს იოსებ(სოსო) აივაზაშვილი. აქვე, მემორიალური ადგილი მოეწყო საბჭოთა პერიოდში. ისტორიულად ეს ადგილი ცნობილია როგორც კალო, ხორბლის გასალეწი ადგილი, სადაც მოსახლეობა ხორბალს ნამჯისაგან ათავისუფლებდა და ამისათვის ცხენებსა და კევრს იყენებდა. ადგილობრივი მცხოვრების, ჯემალ სანდოშვილის, ზეპირი ისტორიიდან ჩანს, რომ 1950-იანი წლების დასაწყისში ამ ტრადიციას ჯერ კიდევ მისდევდნენ მაწანწრელები. შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩენილმა პურის დეფიციტმა განაპირობა მოსახლეობის მიერ ხორბლის პირადი მოთხოვნებისათვის მოყვანა და ამ ადგილას დამუშავება. 24 ძმათა სასაფლაო აქ 1929 წელს მოაწყო საბჭოთა ხელისუფლებამ. იქ დაკრძალულნი არიან საბჭოთა ხელისუფლების„განმტკიცებისათვის“ მებრძოლი ადამიანები, 25 გიორგი ჯაშიაშვილის მიხედვით კი, კოლმეურნეობათა განმტკიცებისათვის მებრძოლი პირები – კულაკებისა და მათ მიერ დაქირავებული ბანდიტების ხელით დაღუპული 7 პიროვნება და ერთი ძველი საზოგადო მოღვაწე, პირველად 1905 წელს კომუნის დამაარსებელი სოფელ გულგულაში ივ. კოლელიშვილი 26 არიან დაკრძალულები. ბანდიტებში იგულისხმებიან ვარდისუბნელი, 27 იმხანად ტყეში გასული ანუ ყაჩაღად გავარდნილი ძმები ვანო და რამანა სუმბაძეები, რომლებიც კომუნარების(აქ კომუნარებად იხსენიებიან სოფელ ვარდისუბნის ახლად შექმნილი კოლმეურნეობის წევრები) მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ. თელავის აღმასკომის თავმჯდომარე 1928-31 წლებში ილიკო ჭურღულაშვილი 28 იყო და სუმბაძეები სწორედ მასზე ყოფილან განაწყენებულები, 249 ი. ჭავჭავ 2 ა 5 ძ 0 ის N 186. 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია დიდი ალბათობით ძალდატანებით მიმდინარე კოლექტივიზაციის გამო. კოლექტივიზაციის პროცესს, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, სოფლებში ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ და არ არის გამორიცხული, საკუთრება ჩამორთმული და გამწარებული მოქალაქე ყაჩაღადაც გავარდნილიყო. ძმები სუმბაძეების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე და არა უბრალოდ კრიმინალურ მიდრეკილებებთან. თუმცა მეტსახელად ჯაფარებად წოდებული ძმები ძალიან სასტიკი სახელით სარგებლობდნენ. მათ დაშინებული ვარდისუბნის მოსახლეობა ინახავდა და სამოცამდე ადამიანი ჰყავდათ მოკლულიო. 29 მოგონებები და ინფორმაცია ძმების შესახებ, უკვე არაერთხელ ნახსენებმა გიორგი მელითაურმა შემოგვინახა, რომელიც საბჭოთა მოხელე და კოლექტივიზაციის მხარდამჭერი იყო, შესაბამისად, მისი ცნობების უაპელაციოდ მიღება მართებული არ იქნებოდა. დასაშვებია ვარაუდი, რომ სოფელი სუმბაძეებს არა შიშის, არამედ თანაგრძნობის გამო ინახავდა, იძულებით კოლექტივიზაციას სოფლად უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა და არაერთს ამ წინააღმდეგობის გამო, რეპრესიებიც კი შეეხო. ეს ვარაუდი მეტ-ნაკლებად დასტურდება უკვე გიორგი ჯაშიაშვილის მოგონებებში, რომელიც წერს:„საკოლმეურნეო საქმე ზოგს არ მოსწონდა. ამ მტრულად განწყობილმა პირებმა 1929 წელს ტყეში გავარდნილი ძმები სუმბაძეები დაიქირავეს და სოფლის ცენტრში, არყის გამოსახდელ ქვაბს როდესაც ამუშავებდნენ კოლმეურნეები და მათთან ერთად იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე, დაესხნენ თავს და ღამე ამოხოცეს – კოლმეურნეობის თავმჯდომარე სოსო თუშიშვილი, სერგო და შაქრო ჯაშიაშვილი და სოზაშვილი. ყველა ესენი საქმის ერთგული ხალხი იყო. რაღა თქმა უნდა, მკვლელები იმხანად დაუსჯელად დათარეშობდნენ, მაგრამ მათი დამქირავებლებისა და კოლმეურნეობის მოწინააღმდეგეთა მიმართ გატარდა სათანადო ღონისძიებები... თვით ის ბოროტ-მოქმედები, ვანო და ზაქრო სუმბაძეები, მოგვიანებით დაიხოცნენ, როდესაც სამხედრო ნაწილს გადაუდგენენ გზაზე გასაიარაღებლად, გასაძარცვავად. ამ დროს ეს ავაზაკები კი მოსპეს სამხედროებმა, მაგრამ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. სოფელმა ვარდისუბანმა, მთელმა ხალხმა და ახლო სოფლის მცხოვრებლებმა ვერაგულად დახოცილი კოლმეურნეები მაწანწარაზე ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს იყო 1929 წლის 15 ნოემბერს, შემდეგ იქვე დაკრძალეს ჯარისკაცი, რომელმაც ამ ავაზაკების მოთავე ვანოს მოუსპო სიცოცხლე, მაგრამ თვითონაც შეეწირა“. 30 251 მაწანწრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულები არიან: 1. ზაქარია მიხეილის ძე ჯაშიაშვილი, 1902-1929; 2. იოსებ ალექსის ძე თუშიშვილი, 1900-1929; 3. სერგო ალექსანდრეს ძე ჯაშიაშვილი, 1910-1929; 4. არჩილ დავითის ძე სოზაშვილი, 1905-1929; 5. ვახტანგ ეფრემის ძე დანიელოვი, 1906-1929; 6. ივანე თევდორეს ძე კოლელიშვილი 1860-1930; 7. ივანე სტეფანეს ძე აივაზა(ი)შვილი 1888-1958. 1955 წელს, საძმო სასაფლაოზე, თელავის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღიმართა ობელისკი და განთავსდა დაფები, სათანადო წარწერით.„ეს მსხვერპლი საკოლმეურნეო მოძრაობაში ყველაზე დიდი იყო კახეთის სინამდვილეში“, – წერს გიორგი ჯაშიაშვილი. 31 საბჭოთა იდეოლოგიით განმსჭვალული ამ ჩანაწერის საპირწონედ უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, ტოლსტოის ფილოსოფიის მიმდევარი, ივანე კოლელიშვილი, ნამდვილად არ იყო საბჭოთა ხელისუფლების ან საკოლმეურნეო საქმის განმტკიცებისთვის მებრძოლი ადამიანი; სოფელ გულგულაში პირველი კომუნის(1906 წ.) დამაარსებელს, თავისი იდეები და იდეალები აინტერესებდა; საბჭოთა ხელისუფლება მას აძლევდა მოქმედების და მუშაობის საშუალებას, რადგან 1928 წლისთვის ხელისუფლება თავად უწყობდა ხელს კომუნებისა და არტელების, როგორც კოლექტიური მეურნეობის ფორმებს და გულგულას კომუნას სწორედ ამ კატეგორიაში განიხილავდა, რის გამოც ტექნიკურად ეხმარებოდა კიდეც. 1920-იანი წლების ბოლოდან იძულებით და ძალდატანებით გატარებულმა კოლექტივიზაციამ და შეძლებული გლეხობის„კულაკებად“ გამოცხადებამ, მათთვის საკუთრების ჩამორთმევამ სოფლებში დიდი დაძაბულობა გამოიწვია. ამ პროცესისა და პოლიტიკის მიმართ ივანე კოლელიშვილი დაუფარავ კრიტიკას გამოთქვამდა –„მე თქვენი ანბანი არ მესმის, სულ სხვა ჭკუაზე ხართ დამდგრები, მე ასე არ მეგონა, ვინ რას აკეთებს ჩვენთვის გაუგებარიაო“, საქმიანობას ჩამოშორდა და 1930 წელს გარდაიცვალა. 32 დღეს საძმო საფლავის ტერიტორიის მახლობლად შპს„სავანეს“ ქართული ღვინის სახლი –„ღვინის ტყეა“ აშენებული. დასუფთავდა და კეთილმოეწყო საძმო სასაფლაოს ტერიტორიაც, რაც მას, იმედია, შემდგომი დაზიანებებისა და განადგურებისგან დაიცავს. 252 სოსო(იოსებ) სტეფანეს ძე აივაზაშვილი. ფოტო: შსს არქივი, ფონდი №93, აღწერა №2, საქმე №11. შენიშვნები 1 სეა, სცსს, ფონდი №17, ანაწერი №1, საქმე №5557, გვ. 116. 2 სეა, სცსს, ფონდი №26, ანაწერი №2, საქმე №8595, გვ. 12. 3 სეა, სცსს, ფონდი №153, ანაწერი №1, საქმე №692, გვ. 6. 4 ილია ზარაფიშვილი(1856-1909) – პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე. თელავის სასულიერო და წმინდა ნინოს სასწავლებლებში ასწავლიდა ქართულ ენას. ამავე დროს, აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით. თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთთან და წერილებს აქვეყნებდა ,,ნადიკვრელის“ ფსევდონიმით. იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი. 5 კირილე(კირო) გელოვანი(1888-?) – წარმოშობით თიანეთის მაზრიდან იყო და აქტიურად მონაწილეობდა თელავის მაზრაში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში. 1908 წელს გადაასახლეს, საიდანაც გამოიქცა, თუმცა იმავე წელს ხელმეორედ დააპატიმრეს. მისი ძმის, შაქრო გელოვანის დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონების მიხედვით, რომელიც დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიული არქივის ფონდებში, კირო გელოვანი საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. 6 გიორგი ხირსელი(?-1917) – თელავში მოღვაწე რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. ჯერ კიდევ რევოლუციის დასაწყისში, თელავში მიმდინარე გაფიცვების მონაწილე და თბილისის სემინარიის ყოფილი მოსწავლე იყო. მასთან ერთად რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმული იყო მისი და – ანა კონსტანტინეს ასული ხირსელი. ცნობილი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ისიდორე რამიშვილი მოგონებებში წერდა:„თელავში ორგანიზაციის ხელმძღვანელად იყო გიორგი ხირსელი, კაცი დიდი საქმეებისათვის გაჩენილი და რევოლუციონერი, კარგი მოლაპარაკე და ტაქტიკოსი.“ გ. ხირსელს, იხსენიებენ ძველი თაობის რევოლუციონერი ტერორისტები არშაკა არუთინოვი და ვერა სიდამონიძეც. 1909 წელს იჯდა მეტეხის ციხეში, შემდეგ იყო გადასახლებული. 1913 წლიდან ის ისევ თელავშია და ექიმად იწყებს მუშაობას, თუმცა როგორც საარქივო წყაროებიდან ჩანს, არ შეშვებია რევოლუციურ საქმიანობას. 7 შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი №8, აღწერა №2, ნაწილი 1, საქმე №17, გვ. 38-40. 8 ქალაქ თელავში იოსებ ჯუღაშვილის ჩასვლას ადასტურებს„თელავის რაიონის ძველი რევოლუციონერების თათბირის“ მასალებიც. 9 თელავის კლუბი, იგივე კულტურის სახლი მდებარეობდა თელავის ცენტრალურ მოედანზე, აქ მდგარი შენობები 1960-იანი წლების ბოლოს დაანგრიეს. 10 საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის არქივი, ფონდი 2417, აღ. 1, საქ. 236, გვ. 3-5. 11 შსსპა, ფონდი №8, აღწერა №2, ნაწილი 2, საქმე №24, გვ. 38-45. 12 შსსპა, ფონდი №8, აღწერა №2, ნაწილი 2, საქმე №24, გვ. 45. 13 შსსპა, ფონდი №93, აღწერა №2, საქმე №9, გვ. 1-6. 14 იქვე, გვ. 3. 15 იქვე, გვ. 4. 16 იქვე, გვ. 4. 254 17 იქვე, გვ. 5. 18 ივანე(ვალიკო) კობიაშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 19 შსსპა, ფონდი №93, აღწერა 2, საქმე №9, გვ. 15. 20 ხერგილი – მოჭრილი ან წაქცეული ხეების გროვა, რომლითაც გზა საჭიროებისამებრ იხერგებოდა, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს. ომიანობის დროს მტრის ჯარის შემაფერხებელ ფუნქციას ასრულებდა, მშვიდობიანობის დროს კი, აქ, სავარაუდოდ, საპოლიციო დანიშნულების პუნქტი იყო განლაგებული, რომელიც ქალაქში შემომავალ მგზავრებს აკონტროლებდა. ამ ადგილას, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან, მდებარეობდა კვების ობიექტი, დუქანი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჯერ სასადილოდ, შემდეგ კი რესტორნად გადაკეთდა და დღემდე ამ სახით და სახელწოდებით„ხერგილი“ არის შემორჩენილი და მოქმედი. 21 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„მასალები თელავის ქუჩების ისტორიისათვის“, წიგნი მეორე, 1968 წ., გვ. 117. 22 „ხარება და გოგიას“ დაჯგუფება – 1906-1913 წლებში თელავის მაზრაში მოქმედი ტერორისტული ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებულნი იყვნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თელავის ორგანიზაციასთან. ახლოს იყვნენ იმ დროს თბილისში მოქმედ ბოლშევიკურად განწყობილ, ე.წ.„მთაწმინდის ჯგუფის“ წევრებთან. სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებში„თელაველი ჯგუფისტების“ შეიარაღებულ ძალად მოიხსენიებიან. ამ პერიოდში თელავის მაზრაში და უშუალოდ ქალაქ თელავში, ბევრი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს. 1908-1910 წლებში კი ყაჩაღურ ბანდად გადაიქცნენ, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა, ისინი, მათგან შეწუხებული მოსახლეობის დახმარებით გაენადგურებინა სოფელ მაღრანის მიმდებარე ტერიტორიაზე. 23 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„მასალები თელავის ქუჩების ისტორიისათვის“, წიგნი მეორე, 1968 წ., გვ. 117. 24 ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 25 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„მასალები თელავის ქუჩების ისტორიისათვის“, წიგნი პირველი, 1967 წ., გვ. 159- 160. 26 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, წიგნი 2, საქმე №3,„ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება“, 1957 წ., გვ. 7. 27 ვარდისუბანი, შალაური და კურდღელაური იმხნად ადმინისტრაციულად თელავთან იყო გაერთიანებული. 28 ილიკო ჭურღულაშვილი – აქტიური ბოლშევიკი 1920-იანი წლების დასაწყისში. 29 თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის ფონდი,„მასალები თელავის ქუჩების ისტორიისათვის“, წიგნი პირველი, 1967 წ., გვ. 159- 160. 30 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, საქმე №8,„დასაწყისიდან“, 1973 წ., გვ. 35. 31 იქვე, გვ. 13. 32 ი. ხვადაგიანი,„ინიციატივა ცვლილებისათვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე“, წიგნი პირველი. სათემო განვითარების ცენტრი, 2015 წ., გვ. 22. 255 ქოხსამკითხველოდან – საქალაქო ბიბლიოთეკამდე. მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის საუკუნოვანი ისტორია 256 257 ადგილობრივი მცხოვრებლების გადმოცემით, უბანს მაწანწარა იქ მრავლად მომდინარე წყაროების და ხევში მოწანწკარე წყლის გამო ეწოდა. ზოგიერთის აზრით კი, მაწანწარა სიტყვა მაწანწალადან მოდის:„მაწანწარა როგორც დასახლება დაარსებულა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში. დაახლოებით 1830-40 წწ. მანამდე ამ ტერიტორიაზე ყოფილა სახნავ-სათესი ადგილები და ტყეები, რომლებსაც ეძახდნენ ე.წ.„ახოებს“. მათ შორის ყოფილა ხევი, რომელიც ახლაც არის„მაწანწრის ხევის“ სახელწოდებით. ამ ხევს არ ჰქონია კალაპოტი და წარამარა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და ამიტომ მისთვის დაურქმევიათ„მაწანწალა ხევის“ უბანი. შემდგომში დახვეწილა ეს სახელწოდება და დღემდე შემორჩა„მაწანწარა,“ – ვკითხულობთ უბნის ძველ ბიბლიოთეკაში დაცულ თხელ, მწვანე რვეულში, სადაც აქ მომუშავე ქალების რამდენიმე თაობას, ბიბლიოთეკის ისტორია აღუწერია და ჩვენამდე მოუტანია. ხევისა არ იყოს,„მაწანწარა“ ისტორია აქვს თავად ბიბლიოთეკასაც. ერთი საუკუნის განმავლობაში, მან ამ უბანში სამი მისამართი გამოიცვალა. 1 გარდა ხელოსნებისა, მაწანწარა რევოლუციონერების თავშესაფარიც ყოფილა. აქ, ყოველდღიურ ფუსფუსსა და შრომაში ჩაბმულ მოქალაქეებს ახალ-ახალ იდეებს თეთრებიც უქადაგებდნენ და წითლებიც. წითლებს იქვე, მაწანწრის ქუჩაზე(დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირი) მცხოვრები, ცნობილი რევოლუციონერების – აივაზაშვილების ოჯახის სახით დიდი დასაყრდენი და საიდუმლო შეხვედრებისთვის თავშესაფარიც ჰქონდათ. 2 შრომაში ჩაბმული, ხალხმრავალი და ჭრელი უბანი კარგ წინაპირობას ქმნიდა არაფორმალური განათლების გასავრცელებლად და პოლიტიკური ცნობიერების ასამაღლებლად. ამ საქმიანობისთვის კი, სამკითხველოზე კარგი ადგილი რა უნდა ყოფილიყო? საუბნო სამკითხველოს შესახებ, ჩვენს ხელთ არსებული პირველი დადასტურებული ინფორმაცია 1919 წლით თარიღდება. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი თელავის ერობის ერთერთ დოკუმენტში 3 ვკითხულობთ, რომ მაწანწრის უბნის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველოსთვის ერობამ გარკვეული ფინანსები გამოყო. ჩვენთვის უცნობია მაწანწრის უბანში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება-სამკითხველოს დაარსების თარიღი, თუმცა საუბნო ბიბლიოთეკის ისტორიის ათვლა სულ ცოტა ამ პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, რადგან სწორედ სამკითხველო უნდა ყოფილიყო ის პირველი საუბნო-საგანმანათლებლო 258 მაწანწრის უბნის ქოხსამკითხველო. მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის არქივი სივრცე, რომელიც 1921 წლიდან უკვე ქოხსამკითხველოს შექმნას დაედო საფუძვლად. 1920-იანი წლების ბოლოს, ბიბლიოთეკა„მაწანწრის ქუჩის სამკითხველოდ“ და„კლუბად“ იხსენიება. ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში 4 თელავის„თემ-აღმასკომის თავმჯდომარე“, მაწანწრის ქუჩის სამკითხველოს გამგე ამხ. გ. ნარეკლიშვილი, განაცხადით მიმართავს თელავის აღმასკომს: „მოგმართავთ, რომ მაწანწრის კლუბი არის დარჩენილი შესაკეთებელად და გთხოვთ, რომ გამოგვიწეროთ 50 მანეთი, რომ შევაკეთოთ კლუბი“. ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობის გამო, შუამდგომლობა იმხანად არ დაკმაყოფილდა. გადმოცემით, მაწანწრის უბნის ქოხსამკითხველო, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პირველსავე წელს, ამჟამინდელი ჭავჭავაძის №158-ის ადგილას გაიხსნა და ქალაქ თელავის №1 საქალაქო ბიბლიოთეკის სახელით დღემდე მოქმედებს ჭავჭავაძის №150-ში. მიუხედავად იმისა, რომ ცნობებს უბნის სამკითხველოს შესახებ ჯერ კიდევ 1919 წლიდან ვხვდებით, ბიბლიოთეკის ისტორიის ათვლა, ისევე როგორც„ახალი საქართველოსი“ – 1921 წლიდან იწყება. ეს იმ ხანისთვის დამახასიათებელი მიდგომაა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ამბებს სრულიად უგულებელყოფდა. როგორც ჩანს, არც სამკითხველოს ისტორია აღმოჩნდა გამონაკლისი. ბიბლიოთეკის ამბები პირველად მისმა რიგითმა თანამშრომელმა და შემდეგ გამგემ – ქეთევან დევიძემ 5 ჩაწერა და თხრობა სწორედ 1921 წლიდან დაიწყო. ქეთევან დევიძის ჩანაწერები, 2004 წლიდან გადაწერა, შეავსო და განავრცო ბიბლიოთეკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა იზოლდი ჯამასპიშვილმა-სივსივაძემ და ამით, ქალაქს ბიბლიოთეკის 100-წლიანი ისტორიის ქრონიკა შემოუნახა. უშუალოდ დევიძისეული ჩანაწერები ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გადაბარგების დროს დაიკარგა. ქეთევან დევიძემ ქოხსამკითხველოში მუშაობა 1948 წელს დაიწყო; ამ დროს ბიბლიოთეკის გამგე ქალბატონი ნატაშა აივაზაშვილი ყოფილა:„ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა ძალიან მცირე იყო, სულ რაღაც ორიოდე რვეულში ყოფილა მოთავსებული. ქოხსამკითხველო მკითხველთა დარბაზს მოგაგონებდათ. კედლების ირგვლივ ჩამწკრივებული იყო წიგნებით ჩაწყობილი, ჩაკეტილი კარადები, შუაში კი ერთი უშველებელი, გრძელი მაგიდა ყოფილა თავისი სკამებით. ღონისძიების დროს აქ ხალხი ვერ ეტეოდა. ზოგი კარებიდან უყურებდა მის მსვლელობას. ღონისძიების 260 მეორე ნაწილი მიდიოდა სიმღერითა და აკორდეონით“. 6 ანუ ბიბლიოთეკა, გარდა სამკითხველოსი და არაფორმალური განათლების ცენტრისა, საუბნო კულტურის სივრცის, კლუბის ფუნქციასაც ასრულებდა:„ბიბლიოთეკა გამოირჩეოდა საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდით. მამა, ლუკა თამარაშვილი, ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, რომ წიგნს არ ვტოვებდი წაუკითხავს, ისე მიყვარდა მხატვრული და ასევე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვაო. ამდენად წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას სწორედ ამ ბიბლიოთეკის საშუალებით ეზიარა, როგორც ჩემი ოჯახის უფროსი თაობა, ასევე მაწანწრის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა“, – გვიზიარებს ისტორიკოსი თამარ თამარაშვილი. 7 1958 წელს, მაწანწრის უბნის ქოხსამკითხველოს საქალაქო ბიბლიოთეკა ეწოდა. ეტაპობრივად იზრდებოდა წიგნადი ფონდიც. ბიბლიოთეკა გადასული იყო პროაქტიულ მუშაობაზე და მკითხველებს არაერთ დამატებით ღონისძიებას სთავაზობდა:„ნაყოფიერად და ხალისიანად მუშაობენ მაწანწრის ბიბლიოთეკის მუშაკები. ბიბლიოთეკაში რეგულარულად ტარდება ლიტერატურული წრის საღამოები, ეწყობა ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი გამოფენები“, – წერდა გაზეთი„ალაზნის განთიადი“ 1959 წელს. თუმცა, ქეთევან დევიძის მიხედვით –„მხიარულების გარდა დიდი საწუხარიც გვქონდა, გვაწუხებდა ჭერიდან ჩამოსული წვიმა, გვიწევდა ჩამწკრივებული კარადების გაწევა და გადაადგილება“. ეს პრობლემა კარგად არის ასახული ბიბლიოთეკაში დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ შთაბეჭდილებების წიგნში, რომელიც მკითხველთა ჩანაწერებს აერთიანებს და ბიბლიოთეკის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის დამატებით, მნიშვნელოვანი წყაროა:„ორი წელი იქნება, რაც ჩაწერილი ვარ თელავის მაწანწრის საქალაქო ბიბლიოთეკაში. ამ ხნის მანძილზე, მე როგორც პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტს, ბევრჯერ დამჭირვებია სახელმძღვანელო, მეთოდური და მხატვრული ლიტერატურა. მე მაშინვე შემოვიდოდი ამ ბიბლიოთეკაში, სადაც მეგულებოდა საჭირო ლიტერატურა და ამასთანავე კარგი და გულისხმიერი ბიბლიოთეკარ-თანამშრომლები[...] მაგრამ უნდა აღინიშნოს ამ ბიბლიოთეკის სივიწროვეც. კერძოდ, აუცილებელია სამკითხველო დარბაზი, სადაც მკითხველს საშულება ექნება თავისუფალ დროს კითხულობდეს საჭირო და საინტერესო წიგნებს. ამ მხრივ, მე მინდა აღვნიშნო ჩემი უკმაყოფილების შესახებ, რომ სამკითხველო დარბაზის არარსებობის გამო, მე ვერ გამოვიყენე ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც წესი261 ზედა: მაწანწრის უბნის ქოხსამკითხველო ახალ შენობაში გადადის. მანქანაზე ბიბლიოთეკის გამგე ქეთევან დევიძე. ქვედა: წიგნების გაცემა ხორცკომბინატის ძეხვეულის ცეხში. მაწანწრის უბნის ბიბლითეკის არქივი. სამებრ სახლში არ გამატანეს“, – წერდა 1973 წელს მოქალაქე ა. აბაზოვი. სამკითხველო სივრცის არარსებობა და შენობის ამორტიზაცია, უფრო და უფრო უშლიდა ხელს კულტურული თუ ლიტერატურული ღონისძიებების ჩატარებას, რაც უბნის ერთგვარ ტრადიციად იყო ქცეული. შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერები ხშირად ერთმანეთს ჰგავს შინაარსითა და აქცენტებით. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერები ბიბლიოთეკის მესვეურებისა და მკითხველების ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგიის ნაწილიც იყო – უკმაყოფილების მითითებით მიექციათ გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღება და დაეჩქარებინათ პრობლემის მოგვარება. ამ მოსაზრებას გარდა ერთგვაროვანი ჩანაწერებისა, შთაბეჭდილებების წიგნის წარმოების პერიოდიც გვაფიქრებინებს. ჩანაწერები აქ 1973 წლის 16 მაისით იწყება და 1975 წლის 14 ივნისით სრულდება და კამპანიურ სახეს ატარებს. 1980 წელს, ქეთევან დევიძის ძალისხმევით და მონდომებით ბიბლიოთეკას ახალი შენობა გამოუყვეს, იქვე, ჭავჭავაძის №139-ში, რომლის ფართობიც 250 კვადრატული მეტრი იყო. ამ დროს ქეთევან დევიძე უკვე ბიბლიოთეკის გამგე გახლდათ. ჭავჭავაძის №158-ის, უბნის ბიბლიოთეკის მომიჯნავედ, 1920-იან წლებში, მეწარმის და ვაჭრის, ნიკოლოზ არზუმანოვის ოჯახი მას შემდეგ გადმოასახლეს, რაც მას იქვე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე დიდი, ორსართულიანი სახლი ჩამოართვეს მასში სკოლის გახსნის მიზნით. ოჯახს ბიბლიოთეკის გვერდით ოთხოთახიანი ბინა გამოუყვეს, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა არზუმანოვების ოჯახი.„ჩვენს საცხოვრებელ სახლსა და ბიბლიოთეკას თურმე ერთი კედელი ჰყოფდა“, – იხსენებენ მეწარმე არზუმანოვების დღემდე აქ მცხოვრები შთამომავლები, ლალი და ნანა ნახუცრიშვილები. ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თხოვნით თუ საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოებს – გაფართოების უფლების მიღების თაობაზე. მართლაც, 1980 წელს, ბიბლიოთეკა, იქვე, ჭავჭავაძის №139-ში გადაიტანეს(ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში), ქოხსამკითხველოს ტერიტორია კი – არზუმანოვების ოჯახს მიაკუთვნეს. მოგვიანებით სახლი გადაკეთდა. 1980 წლიდან, შედარებით მოზრდილ სივრცეში, ბიბლიოთეკამ ახალი შემართებით განაგრძო საქმიანობა და აქტიურად ჩაერთო, მაგალითად, იქვე, მეზობლად მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა მემორიალის მოწყობის პროცესში. უბნიდან ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოალბომი ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება. ამავე პერიოდს მიეკუთვნება 263 ბიბლიოთეკაში დაცული ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონ ლამარა ჩეკურიშვილის მიერ 1980-იან წლებში შედგენილი, სამი თხელი რვეულისგან შემდგარი ერთგვარი კონსპექტიც, ინსტრუქციები საბიბლიოთეკო მუშაობისთვის, სადაც, მაგალითად, ვკითხულობთ:„ბიბლიოთეკის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ერთ-ერთი ქმედითი ფორმააა ბიბლიოთეკის საბჭო. ბიბლიოთეკა ვალდებულია მჭიდრო კავშირი იქონიოს მოსახლეობასთან, იცნობდეს მშრომელთა მასების მოთხოვნილებებს, გაუღვიძოს მათ ინტერესი საბიბლიოთეკო საქმისადმი. თავის ირგვლივ ბიბლიოთეკამ უნდა შემოიკრიბოს მკითხველთა ფართო აქტივი და ორგანიზაცია, რადგან ბიბლიოთეკის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ფართო მასები იღებენ მასში მონაწილეობას“. „ფართო მასებამდე“ წიგნის მიტანის, ანუ მათი საბიბლიოთეკო ცხოვრებაში ჩართვის სტრატეგია პრაქტიკაშიც ხორციელდებოდა – 1960-იანი წლებიდან ბიბლიოთეკას რამდენიმე გაცემის პუნქტი ჰქონია:„მათ შორის ხორც-კომბინატთან, სამკერვალო ფაბრიკასთან, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებასთან, პურკომბინატთან, გაზების სამმართველოსთან“. 2007 წელს, მაწანწრის ბიბლიოთეკას შეუერთდა თელავის №3 საქალაქო ბიბლიოთეკა თავისი წიგნადი ფონდით, რომელიც 16000-მდე წიგნს ითვლიდა. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის შენობა უკვე ავარიული იყო. ჭერიდან ბათქაში ცვიოდა, ოთახებში მტვერი და წვიმა ჩადიოდა. შემოერთებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დალაგებას, თანამშრომელმა ქალებმა მთელი წელი მოანდომეს. მუშაობა საკმაოდ მძიმე პირობებში უწევდათ:„2008 წლის ბოლოს დავამთავრეთ აღნიშნული ფონდის მიღება და თითოეული წიგნი განვათავსეთ თავის ადგილზე. ეს იყო ძალიან, ძალიან დამღლელი და შრომატევადი საქმე[...] 2008 წლის მერე ჩვენი მუშაობა გაგრძელდა ჩვეული რეჟიმით. შემოსული ფონდი შევაერთეთ. ჩავრთეთ კატალოგში. მოხდა ისე, რომ რუსული ფონდის ოთახში ჩამოწვა ჭერი, ჩამოდის წვიმა პირდაპირ წიგნებზე. განადგურდა უამრავი ლიტერატურა[...] 2012 წელს მომხდარმა სტიქიამ ჩვენი მდგომარეობა უფრო დაამძიმა. სტიქიამ ადგილ-ადგილ გადახადა სახურავი. წვიმა დაიძრა თითქმის ყველა ოთახში. ჩვენი ამ შენობაში ყოფნა უკვე დიდი რისკის ფასად მიმდინარეობდა“, – გვიყვება მწვანე რვეული. მიუხედავად შენობის ავარიულობისა, რაც იქ მომუშავეების სიცოცხლეს საფრთხესაც კი უქმნიდა, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ 2012 წლიდან მოხერხდა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ამ მხრივ, თელავის 264 მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს – გივი მეტრეველსა და კულტურის სამსახურის უფროსს – ფიქრია ყურშიტაშვილს ემადლიერებიან. სწორედ ამ პიროვნებების მონდომებით, ფართობი გამოინახა მაწანწრის უბნის ბაგა-ბაღის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში, გარემონტდა და 2014 წლის მაისში ბიბლიოთეკამ №139-დან იქვე, ჭავჭავაძის №150-ში დაიწყო გადაბარგება:„40 ათასზე მეტი წიგნი გადმოვიტანეთ. სულ ჩვენმა ხელებმა გააკეთა ყველაფერი. იმას ხომ დახარისხება უნდოდა. დამხმარე არ გვყავდა. დავალაგეთ როგორც იყო“, – იხსენებს ბიბლიოთეკის თანამშრომელი მარიამ ვართანოვი-ჯიდალიშვილი. „ერთ წელში დავალაგეთ წიგნადი ფონდი თაროებზე. თვითეულ წიგნს მივუჩინეთ სათანადო ადგილი. ცალკე თაროზე გამოვყავით ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული ძველი გამოცემები 1924 წლიდან 1950 წლამდე“, – ვკითხულობთ იზოლდა ჯამასპიშვილის ჩანაწერებში. 2015 წლის 5 მაისს ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა. მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკისათვის ახალი ცხოვრება დაიწყო, განახლდა ღონისძიებები, მკითხველების მიღება და ჩვეული მონდომებით გაგრძელდა გადარჩენილ წიგნად ფონდზე ზრუნვა. ბიბლიოთეკას მუდმივი კონტაქტი აქვს ბაგა-ბაღის როგორც პატარა აღსაზრდელებთან, ისე პერსონალთან. კვირაში ერთხელ შედიან ჯგუფებში ბავშვებთან, მიაქვთ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ზღაპრებს უკითხავენ, ბავშვების დახმარებით კროსვორდებს ავსებენ.„ისინიც მოდიან, მასწავლებლებს მოჰყავთ და უხარიათ. თუ დაგვინახეს, რომ მივდივართ –„ბიბლიოთეკაო“ ასე გვეძახიან“, – გვიყვება ქალბატონი მარიამი, რომელიც პროფესიით ბიბლიოთეკარია. ის 1971 წლიდან თელავის №3 საქალაქო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და მისი ლიკვიდაციის შემდეგ, 2006 წელს სამუშაოდ მაწანწრის №1 საქალაქო ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. 2020 წლიდან, ბიბლიოთეკამ, გასაგები მიზეზების გამო, შეფერხებით განაგრძო მუშაობა:„დაიწყო 2021 წელი და ჩვენ ისევ სახლებში ვართ. მდგომარეობა ძალიან გართულდა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გადავიდნენ დისტანციურ მეცადინეობაზე. 2021 წლის 1 მარტს დავბრუნდით ბიბლიოთეკაში და ყოველგვარი წესების დაცვით გავაგრძელეთ მუშაობა. პირბადის გარეშე არ ვიღებთ მკითხველებს, ვუზომავთ – სპეციალური თერმომეტრით – სიცხეს. მიღებულ წიგნებს ვათავსებთ„საკარანტინო“ ოთახში 72 საათის განმავლობაში“, – ვკითხულობთ ბიბლიოთეკის დღიურში. სხვადასხვა დროს მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ყო265 ფილან: ნატაშა აივაზაშვილი, ქეთევან დევიძე, ბაბულია იმერლიშვილი, ქეთევან ანთაური, გულიკო მეჟევიძე, გულო ჭუაძე, ლამარა ჩეკურიშვილი, ნანა ყარაულაშვილი და, შესაძლოა, სხვებიც, რომელთა სახელებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამჟამად ბიბლიოთეკაში ოთხი ქალი მუშაობს, იზოლდი ჯამასპიშვილი-სივსივაძე, ქეთევან ჩანგაშვილი, ლამზირა დანელია და მარიამ ვართანოვ-ჯიდალიშვილი. საუკუნეზე მეტ ხანს ბიბლიოთეკაზე ზრუნვისა და მისი ისტორიის შენარჩუნებისათვის, მადლობაც თითოეულ მათგანს ეკუთვნის. შენიშვნები 1 სტატია„მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის ამბავი“ პირველად დაიბეჭდა ჟურნალ„ინდიგოში“, 20.12.2021 2 იხ. აქვე, გვ. 241. 3 სსეა, სცსსა, ფონდი №1923, ანაწერი 1, საქმე №186. 4 კახეთის რეგიონული არქივი, ფონდი №1469, საქმე №20, გვ. 85. 5 ქეთევან დევიძის მამა გახლდათ ჭავჭავაძის №119-ში მცხოვრები გიორგი დევიძე – მეთუნე, მელექსე. 6 ბიბლიოთეკის ისტორია დაცულია მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკაში. 7 თამარ თამარაშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 266 267 მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკა, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი 268 მაწანწრის უბნის სკოლ 26 ა 9 ჭავჭავაძის ქუჩის №201-ში თელავის მე-6 საჯარო სკოლა მდებარეობს, რომელსაც ორი – ძველი და ახალი შენობა უკავია. ძველი შენობა ამ სახით 1902 წელს არის აშენებული და ეს მის ფასადზე დატანილი თარიღითაც დასტურდება. აგურით ნაშენი, ორსართულიანი, ქალაქური ტიპის სახლი – ვაჭრისა და მცირე მეწარმის, ნიკოლოზ არზუმანოვის საკუთრება, მისი საცხოვრებელი სახლი იყო. მაწანწარაზე მდგარი იმ დროის ყველაზე დიდი და მაღალი ორსართულიანი შენობა არზუმანოვს 1925 წელს ჩამოართვეს აქ სკოლის გახსნის მიზნით. ცნობები ამ ამბავზე გიორგი მელითაურის პირად ფონდში დაცულმა დოკუმენტმა შემოგვინახა: 1 „მაწანწარა თელავის ერთ-ერთი გარეუბანია. თელავთან დაშორებულია 1-1.5 კმ-ით. ცენტრთან შედარებით დაბლობზეა. 1924 წელს აქ არ იყო სკოლა. როცა განათლების განყოფილებაში მომიხდა მუშაობა, მაშინვე მივაქციე ამ გარემოებას ყურადღება და მოვიწადინე სკოლის გახსნა ამ უბანში, მაგრამ საშუალება არ იყო. ერთადერთი ბინა იყო ორსართულიანი შენობა და ისიც დაკავებული იყო სახლის პატრონის მიერ[...] 1925 წელს ფილიპე მახარაძე ეწვია თელავს. პანკისის ხეობაში ქისტებს შორის სისხლის აღების ნიადაგზე გახშირდა მკვლელობა. ფ. მახარაძე ჩამოვიდა ამ საკითხის მოსაგვარებლად. რამდენიმე დღეს დაჰყო დუისოფელსა და ჯოყოლოში, ჩაატარა მიტინგები და საუბრები, ჩამოართვა პირობა, რომ ხელს აიღებდნენ ამ საშინელ ადათზე და დაბრუნდა თელავში. მოიწადინა თელავის გაცნობა.“ 2 ფილიპე მახარაძე იმხანად საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის(ცაკი) თავმჯდომარე იყო. მან თელავში სახელწიფო შენობები, მათ შორის – სავალალო მდგომარეობაში მყოფი თელავის საავადმყოფო დაათვალიერა და განკარგულებაც გასცა ქალაქში სხვადასხვა შენობების ნაციონალიზაციის შესახებ. ამის გამო, თელავში შეიქმნა„დიდი კომისია შენობების დასათვარიელებლად სანაციონალიზაციოდ განკუთვნილი სახლებისა. შედგა სია ცაკ-ში წარსადგენად.“ ჩამოსართმევად შერჩეულ შენობებს შორის აღმოჩნდა მაწანწარაზე მდებარე ორსართულიანი სახლიც, რომლის მეპატრონის გვარიც მელითაურს ჩანაწერების მიხედვით, აღარ ახსოვდა. 3 მელითაურისგან განსხვავებით, სახლის მეპატრონის გვარ-სახელი და სხვა გადმოცემები შემოგვინახა საოჯახო მეხსიერებამ, ანუ ნიკოლოზ არზუმანოვის შთამომავლებმა, ქალბატონებმა ნანა და ლალი ნახუცრიშვი270 ლებმა, რომლებიც დღემდე მაწანწარაზე, ჭავჭავაძის №158-ში ცხოვრობენ. საოჯახო გადმოცემის მიხედვით, ნიკოლოზ არზუმანოვს თავდაპირველად აშენებული სახლი არ მოსწონებია და დაუნგრევია, შემდეგ კი 1902 წელს ხელმეორედ აუშენებია: 4 „ჩემი წინაპარი მამის მამა ყოფილა ბუდღანა არზრუმანოვი, ომის მონაწილე იყო, ტყვედ ნამყოფი. ომიდან რომ დაბრუნდა გომბორში პარიკმახერად მუშაობდა. მისი სადალაქო სკამი ახლაც გვაქვს შენახული. მამამისი კი, გადმოცემით ვიცით, ძალიან მდიდარი კაცი იყო. ნიკოლოზი ერქვა და ამჟამინდელი მე-6 სკოლის ძველ შენობაში ცხოვრობდა თავისი ოჯახით. იმდენად მდიდარი კაცი იყო, რომ ეგ შენობა რომ ააშენა ანუ ძველი სკოლისა, ერთ დღისითაც გამოსულა გარეთ და არ მოსწონებია შენობა. დაუნგრევია და თავიდან აუშენებია 1902 წელში.[...] ამ შენობაზე დადის ლეგენდები, რომ მშენებლობა რომ დაიწყო, ოთხივე კუთხეში ოქრო ჩააყოლაო. არ ვიცი რამდენად მართალია, ასე ამბობდნენ ხოლმე უბანში“, გვიყვება ნიკოლოზ არზუმანოვის შვილთაშვილი, მაწანწრელი ნანა ნახუცრიშვილი. სწორედ ამ, 1920-იანი წლების დასაწყისში ჩამორთმეული სახლის ეზოში, ვაჭარ ნიკოლოზ არზუმანოვს, საპნის წარმოება, როგორც მაშინ უწოდებდნენ – ქარხანა ჰქონია, 5 რაც მას თავის დროზე დიდ შემოსავალსაც აძლევდა. ხელისუფლებამ ოჯახს ჩამორთმეული სახლის სანაცვლოდ, იმავე ქუჩაზე უფრო მცირე მოცულობის, დაახლოებით ოთხოთახიანი სახლი გადასცა, მაწანწრის უბნის ქოხსამკითხველოს მომიჯნავედ. 6 ნიკოლოზ არზუმანოვი ძველ სახლს და ახლა უკვე საუბნო სკოლას რომ გახედავდა ხოლმე, დარდისგან ტიროდა, ისე განიცდიდაო. არზუმანოვების ოჯახი ახალ ბინაში, წლების განმავლობაში საკმაოდ შემჭიდროებულად ცხოვრობდა, ასე გაგრძელდა 1980-იანი წლების დასაწყისამდე. შემდეგ კი, თავად ბიბლიოთეკის მესვეურებისა და ადმინისტრაციის მოწადინებით, ბიბლიოთეკა უკეთეს სივრცეში გადავიდა და ოჯახმა გაფართოება მოახერხა. რაც შეეხება სკოლის შემდგომ ისტორიას, ის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა, ქალბატონმა თამარ კიმოთიძემ გაგვიზიარა, რომელიც სკოლაში 1974 წლიდან მუშაობს:„ეს სკოლა მაქვს დამთავრებული. 1959 წელს შემოვედი პირველ კლასში. დედაჩემი ვერა ელიზბარაშვილი ამავე სკოლის მასწავლებელი იყო, ასწავლიდა გეოგრაფიას და გარკვეული წლების მანძილზე ყოფილა სასწავლო ნაწილის გამგეც. მთელმა ჩემმა ბავშვობამ აქ გაიარა, ამ სკოლაში. გადმოცემის მიხედვით ვიცი, რომ სკოლა იყო ჯერ შვიდწლიანი, შემდეგ კიდევ ერთი კლასი დაემატა და 271 გახდა რვაწლიანი. მეც 8 კლასი აქ დავამთავრე, შემდეგ გადავედი მეოთხე საშუალო სკოლაში, როგორც მაშინ ერქვა. რაც შეეხება ამ სკოლას, მეც და ჩვენი პედაგოგიური კოლექტივიც ძალიან დაინტერესებული ვიყავით მისი ისტორიით. ქეთევან აჩუაშვილმა, ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მოიძია არქივში ცნობები ყოფილი დირექტორების შესახებ. ამ საარქივო მასალების მიხედვით, სკოლის დირექტორი 1938 წელს იყო ვანო მანველიშვილი. მაგრამ სკოლის პირველი დირექტორი ვინ იყო, ამის შესახებ ცნობები არ აღმოჩნდა. შემდეგ დავუკავშირდი უბნის მაცხოვრებლებს და მათი მეშვეობით გავიგეთ, რომ სკოლა დაარსებულა 1925 წელს და 1938 წლამდე მისი დირექტორი იყო ვინმე ვანო მაისურაძე, რომლის შესახებ, როგორც მოგახსენეთ, ცნობები არქივში არ მოიპოვება. ეს დასტურდება მხოლოდ უბნის მოსახლეობის მიერ მოწვდილი ცნობებით. იგი 1937 წელს გადაუსახლებიათ.[...] შემდეგ დირექტორი იყო მიხეილ აივაზაშვილი, შემდეგ – გიორგი ჯავახიშვილი, თამარ ქამქაძე, რომლის პერიოდშიც მე ვსწავლობდი ამ სკოლაში და 8 კლასი დავამთავრე. შემდეგ აწ გარდაცვლილი დოდო კიკნაძე. მასთან უკვე როგორც მასწავლებელი ისე ვმუშაობდი და შემდეგ სკოლის ორგანიზატორიც ვიყავი. ასევე სკოლის დირექტორები იყვნენ გელა აზიკური, ლევან მრელაშვილი. ამ ფოტოზეც წარმოდგენილი არიან სწორედ ის მასწავლებლები, რომელთაც მოღვაწეობა 1937-1990-იან წლებში უხდებოდათ და ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეები. ამ ფოტოზე პედაგოგიური კოლექტივია. 1958 წელშია ეს სურათი გადაღებული. ცენტრში დირექტორია და მასწავლებლები და სასწავლო ნაწილის გამგე [...]“. ამავე სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ეკა კობიაშვილი იხსენებს:„სკოლა დაარსებულია 20-იანი წლების ბოლოს. შენობა ეკუთვნოდა არზუმანოვების ოჯახს; ეს ოჯახი დღესაც ამ უბანში ცხოვრობს. პირველად დაწყებითი სკოლა შეიქმნა, შემდეგ შვიდწლედი იყო. აი, მამაჩემი, მაგალითად, ამ სკოლაში დადიოდა და მისგან ვიცი, რომ შვიდწლედი იყო, შემდეგ რვაწლედად გადაკეთდა და უკვე 70-იან წლებში იქცა საშუალო სკოლად. სკოლაში ძირითადად ამ უბნის ბავშვები დადიოდნენ, ასევე დადიოდნენ ვარდისუბნიდანაც, იმიტომ რომ ვარდისუბანში 90-იან წლებამდე იყო მხოლოდ რვაწლედი და ამიტომ ის ბავშვები აქ გადმოდიოდნენ და აქ ამთავრებდნენ სკოლას. ჩემს კლასშიც სწავლობდნენ ვარდისუბნელები. აქვე სწავლობდნენ ბავშვები, სხვადასხვა ხელოსნის ოჯახიდან“. 272 მაწანწრის სკოლის პედაგოგიური კოლეტქივი, 1950 და 1958 წლები. თამარ კიმოთიძის საოჯახო არქივი. სკოლის შენობას, უკან ქალაქის კუთვნილი სივრცე ესაზღვრებოდა, სადაც 1950-იან წლებში, 1800 კვადრატულ მეტრზე სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თელავის 1957 წლის დაგეგმარების პროექტი გვამცნობს, რომელიც, თავის მხრივ, თელავის განვითარების გენერალური გეგმის(მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1934 წელს დაუწყიათ და 1957-58 წლებში დასრულებულა) ნაწილი გახლდათ. სწორედ ამ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იმ პერიოდისთვის ქალაქის ბაღებსა და სკვერებს 55000 კვადრატული მეტრი ფართობი ეკავა. მათ შორის აღნიშნულია –„მაწანწრის ახალი ბაღი 1800 კვადრატული მეტრი“. 7 კერძოდ,„გეგმის მიხედვით გაშენდა ახალი ბაღები – სკვერები ნათქვამ დროში. მაწანწარაზე პირუტყვის საძოვებელი ადგილი – მაწანწრელთა დასასვენებელ პარკად იქცა, ეზოში ცივი გემრიელი წყლის მიყვანით. დაიწყო გამწვანების სამუშაოები ზუზუმბოზე 8 , ილიას გორაზე“ 9 გარდა ამისა, მაწანწრის ახალ ბაღში დაიდგა ლენინის ძეგლი. 10 დღეს სკოლის ეზოში ლენინის ძეგლი აღარ დგას. სავარაუდოდ ის 1990-იან წლებში აიღეს. იმხანად სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ ქამქაძე იყო. მაწანწრის სკვერში იგულისხმება სწორედ მე-6 სკოლის ეზო, რომელიც არაერთი მაწანწრელის მეხსიერებამ შემოინახა, როგორც განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველი საჯარო სივრცე. ზოგიერთ მათგანს სკვერის შესახებ მხოლოდ უფროსი თაობისაგან სმენია. მაგალითად, სკოლის პედაგოგი თამარ კიმოთიძე იხსენებს:„ეს ეზო, სანამ მე სკოლაში მოვიდოდი, ალბათ 50-იან წლებში, ეკუთვნოდა ქალაქს. როგორც ნადიკვარი, ისეთი იყო, ძალიან კარგად იყო გამწვანებული, გაფორმებული. არაჩვეულებრივი დასასვენებელი ბაღი იყო, რომელიც მოგვიანებით გადაეცა სკოლას. ის იერსახე რა თქმა უნდა, დაკარგა[...]“. სკოლის მიმდებარე ბაღს ხშირად ახსენებენ უბნელები, როგორც კარგად მოვლილ, ძალიან ლამაზ პარკს, სადაც უბნის ბავშვებიც თამაშობდნენ ხოლმე, რადგან წლების განმავლობაში ის ღია, საჯარო დანიშნულებისა იყო:„გვქონდა არაჩვეულებრივი პარკი, სკოლის გვერდზე იყო, ძალიან კარგად უვლიდნენ. უბნის ბავშვებიც მანდ თამაშობდნენ და იმის შემდეგ აკრძალულია, კანონით იქ შესვლის უფლება არ აქვთ[გარეშე პირებს]“. 11 თელავის №6 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა, ფატი თეთრაშვილმა მაწანწრის სკვერის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის:„ულამაზესი ეზო ყოფილა. და აქვე იყო წყარო, პირდაპირ სკოლის გალავანთან. ჩვენი პაპების ასაკის ხალხი მიდიოდა ხოლმე და წყაროს წმენდდა. წყალი თიხის მილებით გამოდიოდა. ეს იყო მათი საქმე. სამწუხაროდ, დღესდღეობით 274 დამშრალია ეს წყალი და აი, თუკი ოდესმე აღდგება, ნამდვილად ვიცი, რომ აქ არის, თიხის მილები გადის და აი ასე, მთელი უბანი ამ წყლით სარგებლობდა. [...] მე ბავშვი ვიყავი და მახსოვს, რომ ზემოთ მხარეს გათხრები ტარდებოდა, მაგრამ რას ეძებდნენ, ნამდვილად ვერ გეტყვით. რა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, რამდენჯერმე იყო ეს გათხრებიც. რამდენიმე წლის წინაც აპირებდნენ, დაიწყეს ეგ საქმე და ეძებდნენ, არქეოლოგები იყვნენ ჩამოსულები. ის ნამდვილად ვიცი, რომ აქ თიხის მილები გადის და წყალი მოდიოდა. [...] უფრო ადრე, 1930-40-იან წლებში ამ შენობაში დაწყებითი სკოლა ყოფილა. უძველესი შენობა და აივაზაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. ზედა სართულზე სამი ძმა ცხოვრობდა ოჯახებთან ერთად. პირველი სართული კი(1-3 კლასები) სკოლას ჰქონდა დაქირავებული. მე-4 კლასიდან სწავლა მაწანწრის სკოლაში გრძელდებოდა მე-8 კლასის ჩათვლით. მაწანწრის დაწყებით სკოლაში, აივაზაშვილების სახლში ჩემი დედა და დეიდა დადიოდნენ“. სკოლისთვის სკვერის გადაცემა სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით მოხდა. ეზოს გამწვანებაში არაერთი თაობის პედაგოგს აქვს მიღებული მონაწილეობა. სკოლის ეზოში სტადიონის მშენებლობის პროცესში, არქეოლოგების ჩართვა გახდა საჭირო. თელაველი ვანო ფეიქრიშვილი, რომლის პაპა და ბებია მაწანწარაზე ცხოვრობდნენ, იხსენებს: „სტადიონის მშენებლობის პროცესში აღმოჩნდა ქვევრები. უფრო სწორედ, ქვევრი-სამარხები. ამიტომ, როგორც მახსოვს, უცბათ გააჩერეს მშენებლობა. ბავშვები მივდიოდით ხოლმე და ჩავყურებდით, ჩავძვრებოდით – ძვლები ეყარა. ახლა მანდ სტადიონია. რომ გაითხაროს, შეიძლება კიდევ რაღაც-რაღაცეები აღმოჩნდეს“. 12 მაწანწრის უბნის გათხრების შესახებ გთავაზობთ ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, თელავის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ცისანა ჩიკოიძის დაწვრილებით სტატიას, რომელიც 1977 წელს ადგილობრივ გაზეთში,„ალაზნის განთიადი“, დაიბეჭდა და კარგ წარმოდგენას გვიქმნის მე-6 სკოლის ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის მნიშვნელობასა და შედეგებზე. 13 275 მაწანწრის სკოლის მოსწავლეები – ივანე(ვალიკო) კობიაშვილი და მისი მეგობრები. ეკა კობიაშვილის საოჯახო არქივი. სავარაუდოდ, მაწანწრის უბნის დაწყებითი სკოლის აღსაზრდელები. დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი. უძველესი სამარხები თელავში „ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის II ნახევარში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება აღმოსავლურ ქართველ ტომთა ისტორიაში. ძვ.წ. IV საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში ხდება„ერთიანი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს შექმნა. ეს ეპოქა მსოფლიოს ისტორიაში ელინიზმის სახელითაა შესული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ელინისტური ხანის მეტად საინტერესო მასალებია აღმოჩენილი როგორც დასავლეთ საქართველოში – კოლხეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლში. შედარებით ნაკლებადაა აღმოჩენილი ამ ხნის არქეოლოგიური მასალები დღევანდელი კახეთის ტერიტორიაზე. ამდენად, ამ პერიოდის ერთ-ერთი სამარხის აღმოჩენაც კი მეტად მნიშვნელოვან მასალას იძლევა ამ კუთხის ისტორიისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩვენ მხედველობაში გვაქვს თელავისა და მისი შემოგარენის ისტორია. თელავის ისტორიული უბნების გათხრის შედეგად შესწავლილია ერთმანეთის მონაცვლე სხვადასხვა დროის და ხასიათის მრავალი ძეგლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა არა მარტო ქალაქის ისტორიის აღდგენა, არამედ ამ კუთხის სოციალ-პოლიტიკური ისტორიის მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ თელავი და მისი მიდამოები ინტენსიურად ყოფილა დასახლებული გვიანბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. II ათასწლეულში). საკმაოდ ძლირი ნამოსახლარი ჩანს ამ ადგილებში გვიანანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში(II-IX საუკუნეები), რომლის ბოლო ეტაპზეც იგი ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი ხდება და ერთ-ერთი დაწინაურებული ქალაქია მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. მაგრამ, არქეოლოგიური მასალების უქონლობის გამო, თითქმის არაფერი ვიცოდით ანტიკური ხანის თელავის, ე.ი. იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ძირითადად უნდა დაწყებულიყო ამ უძველესი სამოსახლოს გაქალაქების პროცესი. ამდენად, უაღრესად დიდი მეცნიერული მნიშვნელობის მქონეა გვიანელინისტური ხანის ქვევრსამარხები, რომლებიც აღმოჩნდა ძველი ქალაქის უბანში, მაწანწრის ხევის მარცხენა ნაპირზე, VI საშუალო სკოლის ეზოში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოვახსენო იმ კოლმეურნეობებს, რომლებიც დაგვეხმარნენ მუშახელით, განსაკუთრებით, VI სა278 შუალო სკოლის პედკოლექტივს – თამარ ქამქაძეს, ელგუჯა ბასილაშვილს, ნიკო ჩუბინაშვილსა და სხვებს, რომლებმაც უყურადღებოდ არ დატოვეს მშენებლობის დროს აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური ნივთები და დროულად აცნობეს თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელთა ინიციატივითაც შემდგომში აქ გათხრები აწარმოა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ(ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ც. ჩიკოიძე, გ. მაისურაძე, ბ. აბდუშელიშვილი, ო. ჭიჭაშვილი). აქვე მინდა მადლობით მოვიხსენიო არქიტექტორი რ. სარალიძე, რომელიც დაგვეხმარა განათხარის აზომვაში და აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დ. თვალიაშვილი, ვ. სუმბაძე, გ. ჩაფიძე, ა. იშხანოვი, ა. სუმბაძე, ზ. ეპიტაშვილი, ა. რევაზიშვილი და სხვები, რომლებიც დიდი გულისყურითა და ინტერესით მონაწილეობდნენ არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში. მიცვალებულის ქვევრში დამარხვის წესი მრავალგან არის დამოწმებული. სამარხად იყენებდნენ ჩვეულებრივ ნამარხ სამეურნეო ქვევრს, რომელშიც მიცვალებულს მარხავდნენ მოხრილ მდგომარეობაში. ქალებს აწვენდნენ მარცხენა გვერდზე, მამაკაცებს კი – მარჯვენაზე და თან ატანდნენ საიქიო ცხოვრებისათვის საჭირო ნივთებს – თიხის ჭურჭელს, იარაღსა და მონეტებს. სწორედ ამ ტიპის სამარხებია გათხრილი აღნიშნულ ტერიტორიაზე. გაითხარა 10 სამარხი ქვევრი და ერთიც – ორმო-სამარხი. ქვევრები მუცელთან იყო წინასწარ გადახერხილი და ჩაფლული მიწაში ვერტიკალურად, ძირით მიწისაკენ, ამოვსებული იყო რიყის ქვებით. მიცვალებული დასვენებული იყო ხელ-ფეხ მოხრილი. მას ზემოდან ეფარა ქვევრის პირისა და კედლის ნატეხები. ორ ქვევრში იმავე წესით დაკრძალული იყო ირმის რქები(ირმის კულტი საქართველოში უძველესი დროიდანაა ცნობილი. მიცვალებულის გვერდით საკულტო ცხოველის რქების დაკრძალვა იმდროინდელ რწმენა-წარმოდგენებთან და რელიგიურ რიტუალებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ქვევრებში ადამიანის ჩონჩხისა და ცხოველის ძვლების გარდა აღმოჩნდა თიხის მთელი ჭურჭელი, მათი ნატეხები, ბრინჯაოს საყურე, რგოლები, რკინის შუშისპირი და რკინის დანა. სწორედ ამ ინვენტარის მიხედვით ქვევრსამარხები დათარიღდნენ ძვ.წ. I და ახ. წ. I საუკუნეებით. 279 დაკრძალვის წესში ასეთმა რადიკალურმა ცვლილებებმა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ძვ.წ. III საუკუნიდან ჩნდება, მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მრავალი საინტერესო მოსაზრება. დღეისთვის მეცნიერთა მიერ დადგენილად ითვლება, რომ დამარხვის ეს წესი დამახასიათებელია ბარის მოსახლეობისათვის და მევენახეობა-მექვევრეობის განვითარებას უკავშირდება. ამდენად, იგი ერთ ადგილზე დიდხანს მოსახლე ხალხის კულტურად უნდა მივიჩნიოთ და ადგილობრივად მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფს დავუკავშიროთ, ხოლო დამარხვის წესში მომხდარი ცვლილებები კი რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შეცვლით უნდა ავხსნათ. ამდენად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ამ ტიპის სამარხების აღმოჩენა თელავში უნიკალური შემთხვევაა და იშვიათია კახეთისთვისაც. აღსანიშნავია ისიც, რომ გვიანელინისტური ხანის სამარხების აღმოჩენა თელავში ამავე ხანის სამოსახლოს არსებობაზე მიგვანიშნებს, რაც შემდგომი არქეოლოგიური ძიების ამოცანაა. ყოველივე ეს კი, საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ ქალაქის გენეზისი და მისი განვითარების მთლიანი ისტორია“. 280 შენიშვნები 1 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი,„მელითაურის მოგონება თავის უშუალო მოღვაწეობაზე თელავში მაწანწრის სკოლის დაარსების და მშენებლობაზე“, გ. მელითაურის ფონდი №475, აღწერა №1, საქმე №4, გვ. 3. 2 იქვე. 3 იქვე. 4 ნანა ნახუცრიშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 5 გურამ კირვალიძის მონათხრობი, 21.10.2020. 6 ნანა ნახუცრიშვილის მონათხრობი, 12.10.2020. 7 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, წიგნი 2, საქმე №3,„ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება“, 1957 წ., გვ. 3. 8 საუბარია ფიჭვის ხეების გაშენებაზე, რაშიც უბნის ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულები. ჯემალ სანდოშვილის მონათხრობი, 04.08.2020. 9 საუბარია თელავის აღმოსავლეთით მდებარე ადგილზე, რომელსაც 1957 წელს სახელად ეწოდა ილიას გორა, თუმცა მოსახლეობის მეხსიერებაში, მისი ადრინდელი მფლობელის, გიგო ვახვახიშვილის სახელის გამო, გიგოს გორად შემორჩა. საბჭოთა პერიოდში, 1920იან წლებში, აქ ხვრეტდნენ იმ თელაველებს და თელავის მაზრის მცხოვრებლებს, ვინც ხელისუფლების მტრად მიაჩნდათ. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი დახვრიტეს 1924 წლის სექტემბერში, აგვისტოს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. 10 კახეთის რეგიონული არქივი, თელავის რაიონი, გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი №491, საქმე №3, წიგნი 2, საქმე №3,„ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება“, 1957 წ., გვ. 9 და საქმე №8,„დასაწყისიდან“, 1973 წ., გვ. 13. 11 მიხეილ ყარაულაშვილის მონათხრობი, 11.08.2020. 12 ვანო ფეიქრიშვილის მონათხრობი, 12.10.2021. 13 „ალაზნის განთიადი“ №5(1783), 11 იანვარი, 1977 წ., გვ. 4. 282 „ქსუის ბაღი“ − მაწანწრის უბნის შინმოუსვლელთა მემორიალი 283 ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის მიჯნაზე, ჭავჭავაძის და თურდოსპირელის(ყოფილი ახატლის) ქუჩების კვეთაზე, დღემდე შემოინახა მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა მემორიალი და მისი მიმდებარე სკვერი. მსგავსი მემორიალების მშენებლობა საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში, უფრო 1960-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირში, ხელისუფლების სათავეში ბრეჟნევის მოსვლით, იწყება ე.წ.„ზასტოის“ ანუ უძრაობის ხანა, რაც ეკონომიკურ სტაგნაციას აღნიშნავს. ამის ფონზე, შესაძლოა, ხელისუფლებას სჭირდებოდა ახალი თემები, რათა საზოგადოებაში აქტიური ცხოვრების, წინსვლის და განვითარების განცდები წამოეწია წინ. გარდა შინმოუსვლელთა მემორიალებისა, რომელთა მასიური მშენებლობაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 20 წლისთავიდან იღებს სათავეს, როგორც წესი, ამ პერიოდშივე(1970-იანი წლებიდან მოყოლებული) იწყება სასოფლო კლუბების, კულტურის სახლების და სახლ-მუზეუმების(მათ შორის, რეაბილიტირებულთა) 1 მშენებლობა. ბრეჟნევის ეპოქას ისედაც დაემთხვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ოცი წლისთავი და ხრუშჩოვის პერიოდში დაგმობილ სტალინსაც ამ ფორმით მიეცა საჯარო სივრცეებში დაბრუნების უფლება: შინმოუსვლელთა მემორიალებზე სწორედ სტალინის ბარელიეფი ან ფოტო იყო გამოსახული. არცთუ ისე იშვიათად, მემორიალებთან მისი ბიუსტიც იდგმებოდა. მეორე მსოფლიო ომის მემორიალების ასაგებად არჩევდნენ დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ადგილებს, ქუჩებს, პარკებს, სკვერებს. მარმარილოს დაფასა თუ ქვის სვეტზე, როგორც წესი, დაიტანებოდა, სტალინის გამოსახულება, საბჭოთა ატრიბუტიკის სხვა ელემენტები და ასევე, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან – უბნიდან, კონკრეტული ქუჩიდან და ა.შ. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების პორტრეტები, გვარ-სახელებად ჩამოწერილი სიები და ხშირად მთელი რიგი ლოზუნგებიც, მაგალითად,„არავინ და არაფერი დავიწყებული არ არის“ და სხვ. მაწანწრის უბნის შინმოუსვლელთა მემორიალის შესახებ შემონახულია, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი წყაროები. მემორიალური დაფა, 1983 წლის 9 მაისს, საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების აქტიური მონაწილეობით გაიხსნა, უბნის მცხოვრებთა ინიციატივის საფუძველზე. იმდროინდელი პრესის მიხედვით,„მემორიალის მოთავე და ინიციატორი მაწანწრელი ოთარ გოგიაშვილი იყო. მან ხორცი შეასხა თავისი უდროოდ დაღუპული შვილის, თელავის რაიკომის მუშაკის, 284 თამაზის, ჩანაფიქრს. თვითონ ოთარიმ ომში დაკარგა ძმა მიხეილი, ბიძა ილო, ბიძაშვილი იორდანე გოგიაშვილები. მემორიალის ავტორია ინჟინერი მიხეილ სულხანიშვილი. მშენებლობაში პირადი წვლილი შეიტანეს ომში დაღუპულთა ნათესავებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა[...] მაწანწარა თელავის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ამ გზით თელავში შემოდის თბილისიდან, ახმეტისა და თიანეთის რაიონებიდან მომავალი მგზავრი. აქ მებრძოლი, ინიციატივიანი, მშრომელი ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს. მაწანწრელებმა ახლაც თავიანთი ინიციატივით საფუძველი ჩაუყარეს და საკუთარი სახსრებით ააშენეს შინმოუსვლელთა ხსოვნის შესანიშნავი მემორიალი. მისი გახსნა საზეიმოდ გამარჯვების დღეს მიეძღვნა“.. 2 მემორიალის გახსნის დღეს გამართული საზეიმო ღონისძიება სიტყვით გახსნა მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის გამგემ, ქეთევან დევიძემ. ამავე სტატიიდან ირკვევა, რომ ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის გახსნას სრული შემადგენლობით დაესწრო თელავის რაიონის იმდროინდელი ხელისუფლება. როგორც ჩანს, მემორიალზე გაკეთებული იყო სპეციალური ჩირაღდანი, სადაც ე.წ.„მარადიული ცეცხლი“ აანთო ომის ვეტერანმა ალექსი ასათაშვილმა. მემორიალის გახსნისას პირველი ყვავილები ოთარ გოგიაშვილმა მიიტანა, რომელსაც„დიდი შრომა და სიყვარული ჩაუქსოვია“ ამ სკვერის კეთილმოწყობაში. მოგვიანებით საზეიმო ღონისძიებები მაშინდელ სახელმწიფო თეატრში გაგრძელებულა.„მემორიალი კარგად შეერწყა სამკერვალო ფაბრიკის წინა ფასადს. იგი დამშვენებულია სკვერით. მემორიალიდან 60-ზე მეტი შინმოუსვლელ ვაჟკაცის სახე იცქირება. ყველას აქვს თავისი წარწერა“. 3 მაწანწრის უბნის მემორიალის შესახებ მოგონებები გაგვიზიარა, ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა ქალბატონმა ირინა მაჩნევა-კუზნეცოვამ. ის ჭავჭავაძისა და იყალთოს(ახლანდელი თურდოსპირელის) ქუჩების კვეთაზე ცხოვრობდა და კარგად ახსოვს მემორიალური დაფის განთავსებისა და მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობის ისტორია. მისი გადმოცემით, იმხანად უბანში, უშუალო სამეზობლოში მცხოვრები პირები იყვნენ: მაჩნევი ნიკოლოზ(მეტსახელად კირჩო), სულხანიშვილი მიშა, ოსეფოვი გრიშა(პარიკმახერი), მიკირტუმოვი არტაშა(მეტსახელად კრუხი), არაბაშვილი ნუნუ, ღამბაროვი ანო, დევიძე ქეთინო, გოგიაშვილი ოთარი(მეტსახელად ქსუი), ბრაგვაძე სონია და სხვები. სწორედ უბნის და სამეზობლოს ინიციატივა დაედო საფუძვლად 1980იან წლებში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მაწანწრელების მემორია285 ლური სკვერის გაშენებას:„მოზარდი გოგონა ვიყავი და მახსოვს, როგორ დავდიოდით კარდაკარ ფულის შესაგროვებლად. ვისი ოჯახიდანაც ომში წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ, მათ მოამზადეს სურათები მარმარილოს ფილებზე. ჩვენი ძალებით სამკერვალო ფაბრიკის წინ გავასუფთავეთ ტერიტორია“. მემორიალური სკვერისთვის განკუთვნილი ფართობი ოთხ პირობით ნაწილად დაიყო: 1) ხეივანი, მაგიდით და სკამებით ირინა მანჩევა-კუზნეცოვას მამამ, ნიკოლოზ მანჩევმა, კეთილმოაწყო, რომელიც პროფესიით შემდუღებელი ყოფილა. 2) უშუალოდ მემორიალური დაფა, დაღუპულთა სურათებითა და გვარ-სახელებით. აქვე ყოფილა გამოყვანილი გაზი, ხსოვნის„მარადიული ცეცხლის“ დასანთებად, აქვეა მოწყობილი წყაროც, რომელიც ახლა დამშრალია. 3) მესამე ნაწილში ბავშვებისთვის მოეწყო საქანელები(დღეს აღარ არის შემორჩენილი). 4) სკვერის მეოთხე მონაკვეთში განთავსდა დამატებითი მაგიდა და სკამები. ტერიტორია მთლიანად გამწვანდა. დაირგო მრავალწლიანი ნარგავები და ბევრი ვარდი. უბნელები სკვერში ყოველ 9 მაისს იკრიბებოდნენ; გროვდებოდა ფული და იშლებოდა სუფრა, შინმოუსვლელი მაწანწრელების მოსაგონებლად. ირინა მანჩევა-კუზნეცოვას გადმოცემით, გარდა 9 მაისის შეკრებისა, სკვერში საახალწლო ნაძვის ხე და სცენაც იდგმებოდა, სადაც ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. 1983 წელს გახსნილ მემორიალზე 2010-იანი წლების შუამდე, საბჭოთა ატრიბუტიკა(ნამგალი, ურო და ვარსკვლავიანი სამხედრო ჩაფხუტი) და სტალინის პორტრეტი იყო გამოსახული. ახლა ნამგალისა და უროს ბარელიეფი მოხსნილია, ხოლო სტალინის პორტრეტი ჯვარმა ჩაანაცვლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მემორიალური სკვერი განახლებას საჭიროებს; შეკეთებისა და განახლების პროცესში, სასურველია, საბავშვო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც მიექცეს ყურადღება. მემორიალზე, დღემდე, დაუზიანებლად არის დატანილი იმ 80-მდე მაწანწრელის(ვარდისუბნის ხევიდან ვიდრე ბაზრის ხიდამდე ტერიტორია) პორტრეტი, სახელისა და გვარის მითითებით, ვინც მეორე მსოფლიო ომიდან შინ ვეღარ დაბრუნდა. მათ შორის არაერთი ის ხელოსანია, რომლებიც ომამდე ქუჩის სახელოსნო ტრადიციას აგრძელებდნენ ან ქმნიდნენ. 286 მაწანწრის უბნიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები: 4 აკოფოვი გ.დ. არაქელოვი გ.ი. არაქელოვი ტ.ნ. არუთინოვი კ.კ. ახპატელოვი ა.ი. ახპატელოვი გ.გ. ახპატელოვი გ.ი. ახპატელოვი ნ.დ. ახპატელოვი პ.დ. ბაინდუროვი ა.ი. ბურდული ა.გ. გელაშვილი გ.ზ. გოგიაშვილი ი.ა. გოგიაშვილი ი.ი. გოგიაშვილი მ.გ. დავიდოვი გ.ზ. დევიძე შ.ი. დიასამიძე ვ.ლ. დიასამიძე ზ.ლ. დიასამიძე ს.ი. დიაჩენკო ა.ფ.(,,ჩაჩანო“) დოვლატოვი კ.ა. ებიტაშვილი მ.ი. ზუბიევი ს.ზ. იარალოვი ი.ბ. კალავიშვილი გ.მ. კალმახელიძე ლ.ზ. კობახიძე ვ.ს. კობახიძე მ.ს. კობიაშვილი ა.ი. მეტრეველი ა.ი. მირველოვი ა.ს. მკალავიშვილი ე.დ. ოსეფოვი ი.გ. პაპუნოვი ა.ა. პაპუნოვი მ.ა. რატიანი ი.მ. სააკოვი ე.გ. სალუქვაძე მ.ა. სილაგაძე გ.მ. სილაგაძე ვ.მ. სოღროევი გ.ნ. სტეფანოვი ს.მ. სუმბაძე ა.გ. ტყუპები მარკოზაშვილები მ.შ.ნ. ფარესიშვილი ვ.ფ ფიცხელაური ზ.ა. ქარუხლიშვილი გ.მ. ქოვლიევი ა.გ. ქოქორიშვილი კ.მ. ღამბაროვი ი. ა. ღამბაროვი კ.ა. ღარიბაშვილი გ.ლ. ღონიაშვილი ვ.ა. ყურშიტაშვილი შ.ს. ჩიკვაიძე რ.ზ. ცქიფურიძე ვ.რ. ჭიჭიკოშვილი ვ. თ. ჯიმუხაძე ა.ლ. კოლელიშვილი გ.ნ. კოლელიშვილი შ.ნ. ლაბაძე გ.პ. მაისურაძე ა.ი. 287 2010 და 2021 წლები. ფოტო: ანა მარგველაშვილი შენიშვნები 1 პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა რეაბილიტაცია − საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეების საქმეების გადასინჯვა საპროკურორო ზედამხედველობის წესით; სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ რეპრესირებულად გამოცხადება და უფლებებში აღდგენა(უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ). საბჭოთა რეჟიმის დროს, რეპრესირებულთა მასობრივი რეაბილიტაციის კამპანია(შერჩევითი დამოკიდებულებით) მიმდინარეობდა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ინიცირებული დესტალინიზაციისა და დათბობის ხანაში, 1956-1958 წლებში და საბჭოეთის არსებობის ბოლო ეტაპზე, 1988-1990 წლებში. 2 გაზეთი„ალაზნის განთიადი“,„გამარჯვების ზეიმი თელავში“, 1983 წ., 12 მაისი. №56(2759) გვ. 2 3 იქვე, გვ. 2 4 მემორიალურ დაფაზე ზოგიერთი ფილის დაზიანების გამო, ინიციალები შეიძლება შეცდომით იყოს ამოწერილი. 289 გაშლა დანართები 290 მაწანწრის უბნის განვითარების შესაძლებლობების კვლევის ანგარ 2 ი 91 ში კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია კვლევა ჩაატარა, სოციოლოგმა თამარ ზურაბიშვილმა, პროექტის,„ჩემი ქუჩა – ჩემი ქალაქის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სათემო განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით და მედია ცენტრ კახეთთან თანამშრომლობით. კვლევის მიზანი იყო თელავის ერთ-ერთი ისტორიული ქუჩის – ილია ჭავჭავაძის ქუჩის – განვითარების პოტენციალის შესწავლა. ქუჩის განვითარება, იქ მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების, მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოვლენის და გააზრების გარეშე, შეუძლებელია და კვლევის ამოცანაც სწორედ ის იყო, რომ გაგვეგო, თუ როგორ ხედავს მოსახლეობა საკუთარი ქუჩის განვითარების შესაძლებლობებს; რა საჭიროებები აქვთ აქ მცხოვრებლებს; თავად რა შესაძლებლობები და გამოცდილება გააჩნიათ, იქნება ეს განათლება, ხელობა თუ ბიზნესგამოცდილება; რა ტიპის ბიზნესის განვითარებას ისურვებდნენ და სხვ. კვლევის მეთოდოლოგია აღწერის მიდგომას დაეფუძნა და ჭავჭავაძის ქუჩის(მიზნობრივი ნაწილის: ვარდისუბნის ხევიდან – თელავის ხევამდე) და ჩოლოყაშვილის ქუჩის დაღმართის, იგივე დაბახნების ყველა შინამეურნეობის გამოკითხვა მოიცვა. შემუშავდა კითხვარი, რომელიც რამდენიმე ბლოკისგან შედგებოდა. 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა 133 ინტერვიუ პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. ანალიზის პროცესში, ჩოლოყაშვილის ქუჩის დაღმართის მონაცემები გაერთიანებულია ჭავჭავაძის ქუჩის მონაცემებთან მათი მცირე რაოდენობის(14 ინტერვიუ) და დაღმართის ჭავჭავაძის ქუჩასთან ორგანული კავშირის გამო. ინტერვიუერებმა მონიშნეს ის სახლები, რომლებიც მიტოვებულია, ინგრევა ან კომერციული დანიშნულება აქვს. ინტერვიუების შედარებით მცირე რაოდენობის გამო, მონაცემები მოყვანილია როგორც სიხშირეების, ისე პროცენტული სახით. ჭავჭავაძის ქუჩის პროფილი ჭავჭავაძის ქუჩა თელავის ერთ-ერთი ისტორიული ქუჩაა, რომლის დღეისათვის არსებული ფორმით ფორმირება მე-19 საუკუნეში ხდება. ქუჩას თელავის ხევი –„რიყე“ – ორ ნაწილად ყოფს. ეს გაყოფა, ქუჩის ორივე ნახევარს, გარკვეულწილად, განსხვავებულ დატვირთვას და იერსახეს 292 სძენს. ჭავჭავაძის ქუჩა, თელავის ცივგომბორის გზის შემოსასვლელიდან ხევამდე, საცხოვრებელ ქუჩას წარმოადგენს, სადაც უმთავრესად განთავსებულია საცხოვრებელი სახლები. ამავე მხარეს მდებარეობს თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლა(№6) 1 , რამდენიმე საოჯახო მაღაზია თუ სახელოსნო/სალონი. 2 ერთ-ერთი შედარებით დიდი ზომის სასტუმრო, 3 რომელიც ჭავჭავაძეზე რამდენიმე წლის წინ გაიხსნა, ბოლო 2-3 წელია, რაც, ფაქტობრივად, დაკეტილია, თუმცა შენობა შენარჩუნებულია. სასტუმროს გაუქმებამ ქუჩის ფუნქციური მნიშვნელობა და ტურისტული დატვირთვა უკან დასწია. ქუჩის ამ მონაკვეთში შემორჩენილია მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლების საკმაოდ დიდი ნაწილი, და მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, მათი ნაწილი დანგრევის პირას არის მისული. სახლების ნაწილი კი მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული შთამომავლების მიერ, და ამის გამო ქუჩის პირვანდელი იერი შეცვლილია, თუმცა ბოლომდე გამქრალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრები თელავში დედაქალაქის მხრიდან სწორედ ამ ქუჩის გავლით შემოდიან, მას მაინც უფრო ტრანზიტული ფუნქცია აქვს, ვერ ხდება მგზავრების„დაკავება“ ადგილზე ან დაინტერესება, რომ ამ ქუჩას დაუბრუნდნენ. ამის გამო, ჭავჭავაძის გამზირის ეს ნაწილი გარიყულია ქალაქის ტურისტული განვითარების პროცესისაგან და კვლევის მიზნობრივი ნაწილი გარკვეულწილად მოწყვეტილია ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ აქაურობა ისტორიული ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხევთან, და ბაზართან მიახლოებისას, ქუჩის იერსახე იცვლება და თანდათან კომერციულ დატვირთვას იძენს, ჩნდება სხვადასხვა სახის მაღაზიები, მომსახურების ცენტრები და ა.შ. ხევის მეორე მხარე და უშუალოდ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია კი, თელავის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კომერციული ადგილია. ქუჩის ბოლომდე ეს მახასიათებლები გარკვეულწილად ნარჩუნდება, რასაც ემატება სხვადასხვა სახის საჯარო დაწესებულებები – სახანძრო, საბავშვო ბაღი, სკოლა. თუმცა ხევს გაღმა ნაწილი პროექტისა და კვლევის ფოკუსი არ ყოფილა და არც აქ შევეხებით. 293 რესპონდენტების პროფილი გამოკითხული რესპონდენტების ასაკი 18-დან 90-მდე მერყეობს, ხოლო მათი საშუალო ასაკი თითქმის 56-ს აღწევს. ასეთი შედეგი იმითაც არის განპირობებული, რომ ინტერვიუები ტარდებოდა ოჯახის ისეთ წევრთან, რომელიც კარგად იყო გათვითცნობიერებული ოჯახისა და უბნის ისტორიაში, და, როგორც წესი, ეს ოჯახის უფრო ასაკოვანი წევრი იყო. რესპონდენტების განათლების დონე საკმაოდ მრავალფეროვანია – და საკმაოდ მაღალიც – თითქმის ნახევარს უმაღლესი განათლება აქვს. რესპონდენტების მეორე ნახევარს სრული საშუალო და პროფესიული განათლება აქვს მიღებული(31% და 18%, შესაბამისად). ცხრილი 1. რესპონდენტების განათლება სიხშირე% არასრული საშუალო 4 3.0 სრული საშუალო 41 30.8 პროფესიული/ტექნიკური 24 18.0 არასრული უმაღლესი 2 1.5 სრული უმაღლესი 60 45.1 მეცნიერული ხარისხი(მაგისტრი, დოქტორი) 2 1.5 სულ 133 100.0 შინამეურნეობის წევრების რაოდენობა ჭავჭავაძის ქუჩაზე საკმაოდ განსხვავებულია, გვხვდება როგორც ერთი წევრისგან შემდგარი შინამეურნეობები, ისე ოჯახები, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს და წევრების რაოდენობა 7-ს აღწევს. საშუალოდ, ოჯახების წევრთა რაოდენობა თითქმის სამია – 2.97. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამზირის ჩვენს მიერ შესწავლილ მონაკვეთზე დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც თელავის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ია. მნიშვნელოვანია, რომ შინამეურნეობების თითქმის მეხუთედი(31 შინამეურნეობა, ანუ, 24%) ერთი წევრისგან შედგება – ესენი ძირითადად საპენსიო ასაკის მოქალაქეები არიან. შინამეურნეობების მეხუთედი კი – 2 წევრისგან – ესენიც, მეტწილად, საპენსიო ასაკის ადამიანები არიან. შინამეურნეობების მესამედში(34%) არიან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და 294 მოზარდები, ხოლო მოსახელობის დაახლოებით მეათედს(12%) 5 წლამდე ბავშვები ჰყავს. 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 70-ს უდრის, მათგან 5 წელზე მცირე ასაკის, მხოლოდ 20-ია. შესაბამისად, შემდგომ კითხვებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ქუჩის ინფრასტრუქტურული საჭიროებების დადგენას, ქუჩის მცხოვრებლები ნაკლებად საუბრობენ საბავშვო სივრცეების ნაკლებობაზე. ამრიგად, ქუჩის მცხოვრებთა დემოგრაფიული პროფილი საშუალო და საპენსიო ასაკის მოსახლეობის სასარგებლოდ იხრება, და, შესაბამისად, სწორედ ისინი არიან პროექტის ძირითადი ბენეფიციარები. თუმცა პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ თანაბარი ზეგავლენა იქონიოს ქუჩის ყველა მცხოვრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. იმ შინამეურნეობებში, სადაც 2 და 2-ზე მეტი წევრია, უმრავლესობა შვილებთან და მეუღლეებთან ერთად ცხოვრობს(ცხრილი 2). ცხრილი 2. ოჯახების შემადგენლობა 4 სიხშირე% მეუღლე 58 57.4 შვილი/შვილები 72 71.3 რძალი/სიძე 14 13.9 შვილიშვილი/შვილიშვილები 16 15.8 დედა/მამა 15 14.9 პაპა/ბებია 4 4.0 მეუღლის მშობლები 5 5.0 მეუღლის სხვა ნათესავები 3 3.0 და/ძმა 10 9.9 სხვა 3 3.0 გამოკითხული რესპონდენტების 45%(60 რესპონდენტი) აცხადებს, რომ მათი ოჯახები 100 და 100 წელზე მეტია, რაც თელავში ცხოვრობენ. რესპონდენტების მეხუთედი(28 რესპონდენტი) კი ამბობს, რომ მათი ოჯახები 50 წელზე მეტი, მაგრამ 100 წელზე ნაკლები ხანია, რაც თელავში ცხოვრობენ. დანარჩენი 42 რესპონდენტის ოჯახი თელავში 50 წელზე ნაკლებია, რაც ცხოვრობს. საშუალოდ, რესპონდენტების ოჯახები თელავში თითქმის 87 წელია, რაც ცხოვრობენ, ანუ, თელავში რამდენიმე თაობაა უკვე დაბა295 296 თელაველ მოქალაქეთა სახლის ნახ 29 ა 7 ზი. 1883 წ. საქართველოს ეროვნული არქივი დებული და გაზრდილი. რაც შეეხება ჭავჭავაძის უბანში ცხოვრებას, საშუალო მაჩვენებელი მცირედით დაბალია, და 75 წელს შეადგენს. ხოლო შეკითხვაზე, თუ რამდენი წელია, რაც ოჯახი ამ კონკრეტულ სახლში ცხოვრობს, საშუალო მაჩვენებელმა 60 წელი შეადგინა. რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი – 38%(50 რესპონდენტი) – პენსიონერია, 26% ან სრულ ან არასრულ განაკვეთზეა დასაქმებული, კიდევ 10%-ს აქვს საკუთარი ბიზნესი და ერთი რესპონდენტი თავს თვითდასაქმებულად მიიჩნევს. ამავე დროს, რესპონდენტების მეხუთედზე ცოტა მეტი უმუშევარია, მათგან ნახევარი არ ეძებს სამსახურს, ხოლო მეორე ნახევარი – ეძებს(ცხრილი 3). ცხრილი 3. რესპონდენტების დასაქმების სტატუსი დიახ, სრულ განაკვეთზე დიახ, არასრულ განაკვეთზე არა, არ ვმუშაობ და ვეძებ სამსახურს არა, არ ვმუშაობ და არ ვეძებ სამსახურს ვარ მოსწავლე/სტუდენტი ვარ დიასახლისი ვარ პენსიონერი მაქვს ბიზნესი თვითდასაქმებული სხვა სიხშირე% 32 24.2 3 2.3 14 10.6 14 10.6 2 1.5 1 0.8 50 37.9 14 10.6 1 0.8 1 0.8 62 რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი/წევრები დასაქმებულები არიან, ხოლო 43 რესპონდენტის თქმით, მათი ოჯახის წევრები არ მუშაობენ. 5 როგორც რესპონდენტების, ისე მათი ოჯახის წევრების შემთხვევაში დასაქმების სფეროებიდან გამოიკვეთა საჯარო და კერძო სექტორები (მრეწველობა, ვაჭრობა, საბანკო სფერო, ტურიზმი/მომსახურება და ა.შ.). ამრიგად, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფს შეადგენენ, როგორც განათლების, ოჯახური შემადგენლობის, ისე თელავში და ჭავჭავაძეზე ცხოვრების ისტორიით. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახების ნახევარზე ცოტა მეტი(53%) 100 და 100 წელზე მეტია, რაც თელავში ცხოვრობს, ხოლო რესპონდენტების ოჯახების ნახევარზე ცოტა 298 ნაკლები(45%) – 100 და 100 წელზე მეტია, რაც ჭავჭავაძეზე ცხოვრობს. რესპონდენტების თითქმის მესამედი(29%) კი – 100 და 100 წელზე მეტია, რაც ამ კონკრეტულ სახლში ცხოვრობს, რაც, გარკვეულწილად, მიანიშნებს შიდა-საუბნო მობილობაზე. ოჯახისა და სახლის ისტორია კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ცოდნა სახლის ისტორიაზე, ან, თუ ვინ ააშენა სახლი, სადაც ცხოვრობენ, წინაპრებზე და მათ საქმიანობაზე, რესპონდენტებში ნაკლებად არის შემორჩენილი. რესპონდენტების პასუხები თანაბრად გაიყო კითხვაზე –„თუ იცით თქვენი სახლის ისტორია“ – 66 რესპონდენტმა უპასუხა დადებითად, ხოლო 66-მა – უარყოფითად. მიუხედავად ამისა, რესპონდენტების დიდმა ნაწილმა მაინც შეძლო პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ დაახლოებით რომელ წელს/საუკუნეში აშენდა ეს სახლი(ცხრილი 4). ცხრილი 4. სახლების აშენების წლები მე-19 საუკუნეში მე-20 საუკუნეში 1883 1905 1930 1939 1952 1973 1978 1983 1984 1990 არ ვიცი სიხშირე% 20 15.2 68 51.5 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 1 0.8 34 25.8 299 დურგალი ალექსი კობიაშვილის ძველი სახელოსნო მაწანწარაზე, 2022 წ. ფოტო: 30 ა 0 ნა მარგველაშვილი. 301 იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩაზე განთავსებული სახლების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეშია აშენებული, ზოგი მათგანი, მიუხედავად იმის, რომ, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი ჰქონდეს მინიჭებული, დანგრევის პირასაა – წინამდებარე კვლევის ფარგლებში ჩატარებული შენობების აღწერის მიხედვით, ასეთი 12 სახლი აღიწერა. 6 ის, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების გარკვეული ნაწილი ისტორიული თელავის ნაწილია, 2018 წელს შემუშავებული თელავის გენერალური გეგმის დოკუმენტებითაც დასტურდება, 7 რომლის მიხედვითაც, ჭავჭავაძის ქუჩაზე 22 სახლს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, კიდევ 12 სახლი აკმაყოფილებს ასეთი სტატუსის კრიტერიუმებს. ისტორიულ ძეგლებს მიეკუთვნება ჭავჭავაძესა და დაბახნებზე მდებარე ძველი წყაროებიც, რომლებიც ცალკე ისტორიულ კვლევას და რეაბილიტაციას საჭიროებენ. სახლების 7%-ს(9 სახლს) აქვს ძველი ღვინის მარანი 8 , 4 სახლს(3%) – ისტორიული სარდაფი, 9 ერთ სახლს კი – ისტორიული გვირაბი. 10 ოჯახების მცირე ნაწილს აქვს შემორჩენილი ძველი ფოტოები, ნივთები თუ იარაღები, რომლებზეც მათი წინაპრები არიან აღბეჭდილნი ან მათი წინაპრები იყენებდნენ. ის, რომ ჭავჭავაძის ქუჩა ხელოსნების ქუჩა იყო, რესპონდენტების მიერ თავიანთი წინაპრების 11 საქმიანობის აღწერითაც მტკიცდება(ცხრილი 5). როგორც ვხედავთ, წინაპრების საქმიანობად ყველა ხშირად სოფლის მეურნეობა და ხელობა სახელდება, ხოლო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელოსნები ყიდდნენ კიდეც საკუთარ პროდუქციას, შესაძლოა, ბიზნესი/მეწარმეობა/ვაჭრობაც ამ საქმიანობის„ნაწილად“ ჩაითვალოს. ქალი წინაპრების შემთხვევაში – პატრიარქალური წყობის დამახასიათებელ დასტურად დასახელდა„დიასახლისის“ საქმიანობა. განსხვავება რესპონდენტების წინაპრებისა და მშობლების საქმიანობას შორის ნათლად ჩანს – მშობლების შემთხვევაში ჩნდება ახალი დასაქმების სფეროები – მცირდება სოფლის მეურნეობაში, ხელობაზე მომუშავეთა და დიასახლისების რაოდენობა და იზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი. ლოგიკურად, რესპონდენტების წილი, ვინც არ იცის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები მათი მშობლები, მხოლოდ სამ ადამიანს შეადგენს, მაშინ როდესაც წინაპრების საქმიანობა რესპონდენტების 16.7%-მა(22 რესპონდენტი) არ იცოდა. 302 ცხრილი 5. რესპონდენტების წინაპრებისა და მშობლების საქმიანობა ბიზნესი/მეწარმეობა/ვაჭრობა ხელობაზე მუშაობდნენ საჯარო სამსახურში მუშაობდნენ ეკლესიაში მსახურობდნენ სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ განათლების სფეროში მუშაობდნენ სოფლის მეურნეობა დიასახლისი კულტურის სფეროში მუშაობდნენ ტრანსპორტი/გადაზიდვები ემიგრანტი სხვა არ ვიცი წინაპრები სიხშირე% 9 6.8 39 29.5 11 8.3 2 1.5 5 3.8 1 0.8 45 34.1 47 35.6 - - - 4 3.0 22 16.7 მშობლები სიხშირე% 19 14.4 27 20.5 45 34.1 - 3 2.3 5 3.8 34 25.8 36 27.3 1 0.8 10 7.6 5 3.8 8 6.1 3 2.3 რესპონდენტების თითქმის ნახევარმა(63 რესპონდენტი, 48%) არ იცის, ვინ ააშენა სახლი, სადაც ცხოვრობს. დაახლოებით 10%-ს სახლი ნაყიდი აქვს, დანარჩენ შემთხვევაში, სახლი ან თავად რესპონდენტის მიერ, ან მისი ოჯახის წევრის მიერ არის აშენებული – დიდწილად, ერთი-სამი თაობის წინაპრების მიერ. 303 ცხრილი 6. თუ იცით, ვინ ააშენა ეს სახლი? დედ-მამამ პაპა-ბებიამ დიდმა პაპა-ბებიამ ვიყიდეთ, წინაპრებს არ აუშენებიათ მეუღლის მშობლებმა მეუღლის დიდმა პაპა-ბებიამ თავად რესპონდენტმა სხვა არ ვიცი სულ: სიხშირე% 14 10.7 18 13.7 6 4.6 12 9.2 12 9.2 4 3.1 1 0.8 1 0.8 63 48.1 131 100.0 შეიძლება ითქვას, რომ, მართალია, ქუჩის მცხოვრებლების დიდი ნაწილი განაგრძობს მშობლების და წინაპრების მიერ აშენებულ სახლებში ცხოვრებას, თუმცა ცოდნა იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად ვინ ააშენა ეს სახლი, ან თუნდაც რომელ საუკუნეშია ის აშენებული, შემდგომ თაობებში ნაკლებად არის შემორჩენილი. თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ქუჩაზე სახლების საკმაოდ დიდი რაოდენობა ისტორიული ძეგლია, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ისტორიული მეხსიერების თაობიდან თაობაზე გადაცემის პრობლემასთან, რაც საქართველოში ჩატარებული სხვა კვლევებითაც დასტურდება. 12 ქუჩის განვითარების საჭიროებები და შესაძლებლობები ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლების შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით შეიძლება შემდგომში ქუჩის განვითარება, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქუჩის განვითარების კონცეფციის შემუშავების, ისე ადგილობრივი განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით. ნათელია, რომ ქუჩა, უპირველეს ყოვლისა, იქ მცხოვრებთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს უნდა პასუხობდეს – როგორი უნდა იყოს 304 ი. ჭავჭავაძის გამზირი №98. 2020 წ. ფოტო: ირინა მ 3 ა 0 ს 5 ხულია ი. ჭავჭავა 3 ძ 0 ი 6 ს გამზ. 170. 2020 წ. ფოტო: ირინა მასხულია მისი ფუნქციური დატვირთვა, რა ინფრასტრუქტურული თუ კულტურულსაგანმანათლებლო საჭიროებები აქვს მოსახლეობას, რას მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად – ამ საკითხების გაგება კვლევის ერთერთი უმთავრესი ამოცანა იყო. ცხრილი 7. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა სჭირდება თქვენს ქუჩას კეთილმოწყობის თვალსაზრისით?(კითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა და% ჯამი 100%-ზე დიდია) სიხშირე% საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 52 39.4 წყალმომარაგების მოწესრიგება 9 6.8 პატარა სკვერი/საბავშვო მოედნების კეთილმოწყობა 20 15.2 ძველი სახლების რეაბილიტაცია 66 50.0 მანქანების მოძრაობის შეზღუდვა გარკვეულ საათებში ქუჩის განათების მოწესრიგება 7 5.3 3 2.3 მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟება 12 9.1 ჭკვიანი კამერების დამონტაჟება 13 9.8 აფთიაქი 2 1.5 კანალიზაცია 4 3.0 სისუფთავე 2 1.5 ქუჩის წყაროს რეაბილიტაცია 2 1.5 საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 0.8 გორიჯვრის გუმბათის რეაბილიტაცია 1 0.8 სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება 1 0.8 არაფერი 7 5.3 ქუჩის მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, საჭიროა ძველი სახლების რეაბილიტაცია და ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, იქნება ეს განათება, ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირება თუ რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ისევე როგორც თელავის სხვა უბნების მოსახლეობისთვის, აქაც აქტუალურია წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტე307 მების მოწესრიგება. ამ საჭიროებების დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში ხვდება. რაც შეეხება ქუჩის ეკონომიკურ და ბიზნეს პოტენციალს, მოსახლეობის წარმოდგენები ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს იშვიათად თუ სცილდება(ცხრილი 8). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქუჩაზე უკვე არსებობს ეკონომიკური აქტივობის რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა მეყვავილეობა, ავტოსერვისი/სამრეცხაოები, თუ საცხობები. ამავე დროს, მოსახლეობის განსაკუთრებულად პესიმისტურად განწყობილი ნაწილი – 14 რესპონდენტი – მიიჩნევს, რომ ქუჩაზე„არაფერი“ არ შეიძლება რომ განვითარდეს, და 7 რესპონდენტს კი, გაუჭირდა საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ცხრილი 8. პირადად თქვენ, როგორ ფიქრობთ, თქვენს ქუჩაზე, თქვენს სამეზობლოში, რა ტიპის ბიზნეს-საქმიანობა შეიძლება განვითარდეს?(კითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა და% ჯამი 100%-ზე დიდია) სიხშირე% ტურიზმი /მცირე/დიდი სასტუმროები 44 34.6 სხვადასხვა სახის ხელოსნობა 9 7.1 მცირე ვაჭრობა 47 37.0 მეყვავილეობა 11 8.7 რესტორნები/კაფეები 3 8.7 პურის საცხობები/კაფეები 11 8.7 საოჯახო მარნები 4 3.1 სილ ა მაზის სალონი 3 2.4 მანქანების ტექმომსახურების ცენტრები/ სამრეცხაოები 3 2.4 აფთიაქი 1 0.8 ოქრომჭედლობა 1 0.8 არაფერი 14 11.0 არ ვიცი 7 5.5 308 ამავე დროს, რესპონდენტების თითქმის მესამედი აღნიშნავს(42 რესპონდენტი), რომ მან თავად იცის ესა თუ ის ხელობა, ხოლო რესპონდენტების კიდევ 8%(10 რესპონდენტი) – რომ მისი ოჯახის წევრმა იცის ესა თუ ის ხელობა. ხელობა ამ შემთხვევაში გაგებულია საკმაოდ ფართოდ და სია საკმაოდ მრავალფეროვანია(ცხრილი 9); გვხვდება როგორც„ტრადიციული“, ისე თანამედროვე ხელობა და საქმიანობები. ცხრილი 9. რომელი ხელობა იცით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრმა?(სიხშირეები) 13 ქსოვა/კერვა/ქარგვა ელექტროტექნიკის/ კომპიუტერის შეკეთება ტყავის წარმოება მზარეული მშენებლობა მანქანების შეკეთება სტილისტი დურგალი ცხობა ეზოს კეთილმოწყობა/ მეყვავილე/ დეკორატორი მაცივრების შეკეთება ქვაზე ხატვა/ ხატვა კომპიუტერზე ოქრომჭედლობა ელექტროშედუღება თქვენ სიხშირე 21 1 1 2 1 3 1 3 1 3 1 1 1 2 თქვენი ოჯახის წევრმა სიხშირე 1 1 1 1 2 1 1 1 2 ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტში იციან ღვინის დაყენება – ან თავად რესპონდენტმა, ან მისი ოჯახის წევრმა. როგორც ჩანს, ქუჩის ისტორიული ფუნქციური დატვირთვა, რომელიც მას ახასიათებდა და ხელოსნების ქუჩად აქცევდა, მაინც შენარჩუნებულია 309 ხილ-ბოსტ 3 ნ 1 ე 0 ულის დახლი, დანგრეული სახლის ადგილას. ი. ჭავჭავაძის გამზ. №202-ის გვერდით. 2020 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი გარკვეული ფორმით. და თუმცა, შეიძლება მოსახლეობა აღარ მისდევს ტრადიციულ ხელობებს,„ხელოსნობის“ კულტურა მთლად დაკარგული არ არის და არსებობს მისი„გამოცოცხლების“ პოტენციალი. ეს კი, შესაძლოა, იქცეს შემდგომი განვითარების საწყის საფუძვლად, რომელიც ძველი ხელობების აღდგენა-მოდერნიზაციასთან ერთად ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ქუჩის განვითარების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, აქვთ თუ არა ქუჩის მცხოვრებლებს რაიმე გამოცდილება ბიზნესის სფეროში. შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა – რესპონდენტების 30%-ს აღმოაჩნდა კერძო ბიზნესის დაწყების გამოცდილება, და რესპონდენტების კიდევ 5%-ის შემთხვევაში, ბიზნეს გამოცდილება მისი ოჯახის წევრს აქვს. საერთო ჯამში საუბარია 46 ადამიანზე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვისაც აქვს ბიზნესის წარმოების გამოცდილება. აქედან, 28 რესპონდენტმა აღნიშნა, რომ დღესაც აქვს ეს ბიზნესი, რაც შეიძლება შეფასდეს საკმაოდ კარგ მაჩვენებლად. როგორც ვხედავთ, რესპონდენტების და მათი ოჯახის წევრების ბიზნესები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ვაჭრობის და კვების ობიექტები ჭარბობს. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს ბიზნესი არ არის განთავსებული ჭავჭავაძის ქუჩაზე. ცხრილი 10. რესპონდენტების და რესპონდენტების ოჯახის წევრების მიერ წამოწყებული ბიზნესების სახეობები ტურიზმი კვების ობიექტი მანქანების ტექმომსახურება/ ავტოსამრეცხაო სოფლის მეურნეობა მეყვავილეობა სახელოსნო ვაჭრობა სტომატოლოგიური კაბინეტი მაცივრების შეკეთება შეშის დამზადება კერძო საბავშვო ბაღი სულ: სიხშირე% 3 6.7 8 17.8 3 6.7 5 11.1 3 6.7 4 8.9 15 33.3 1 2.2 1 2.2 1 2.2 1 2.2 45 100.0 311 აღსანიშნავია, რომ რესპონდენტებისა და რესპონდენტების ოჯახის წევრების ნაწილის სამეწარმეო საქმიანობა სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იღებს – კითხვაზე, თუ როდის წამოიწყეს თავიანთი ბიზნესი, ერთმა რესპონდენტმა 1961, ერთმა – 1970 და კიდევ ერთმა – 1975 წლები დაასახელა. 40-მა რესპონდენტმა კი ბიზნესი 1990 და შემდგომ წლებში დაიწყო, მათ შორის, ბოლო 5 წელში – 11-მა რესპონდენტმა. კითხვაზე,„ახლა რომ გქონდეთ ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა, დაიწყებდით თუ არა რაიმე ბიზნესს“, 71 რესპონდენტმა – 54% – დადებითად უპასუხა. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქუჩის მოსახლეობაში არსებობს სამეწარმეო საქმიანობის სურვილი და გარკვეული გამოცდილებაც. საკმაოდ მრავალფეროვანი შედეგები მივიღეთ კითხვაზე, თუ რა ბიზნესს განავითარებდნენ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები შესაძლებლობის შემთხვევაში(ცხრილი 11). ცხრილი 11. რა ტიპის ბიზნესს დაიწყებდით? ტურიზმი კვების ობიექტი მანქანების ტექმომსახურების ცენტრები/ავტოსამრეცხაო მშენებლობა/რემონტი სოფლის მეურნეობა მეყვავილეობა მეღვინეობა სახელოსნო ვაჭრობა სათნოების სახლი სილამაზის სალონი მეკურდღლეობა ხე-ტყის დამუშავება ღვინის მარანი აფთიაქი არ ვიცი სულ: სიხშირე% 17 23.9 13 18.3 2 2.8 1 1.4 6 8.5 5 7.0 2 2.8 4 5.6 12 16.9 1 1.4 2 2.8 1 1.4 1 1.4 1 1.4 1 1.4 2 2.8 71 100.0 312 სავარაუდოა, რომ რესპონდენტების ნაწილი, როგორც უკვე არსებული საკუთარი ბიზნეს/ხელობის გამოცდილებიდან, ისე ქუჩაზე განვითარებული სხვა ბიზნესების და ზოგადად, თელავში განვითარებული ბიზნესების ზეგავლენით, ასახელებს ახალ შესაძლო ბიზნესის სახეობას და ძირითადი აქცენტი მაინც ტურიზმზე, კვების და ვაჭრობის ობიექტების გახსნაზე, ანუ, მომსახურების სფეროზე კეთდება. იმის დადგენა, თუ რამდენად შესაძლებელია ან რამდენად ფიქრობენ რესპონდენტები მათი შესაძლო ბიზნესის ჭავჭავაძის ქუჩაზე გახსნას, აქვთ თუ არა შესაბამისი სივრცე სახლში ან ეზოში, ჩვენი კვლევის კიდევ ერთი მიზანი იყო. როგორც აღმოჩნდა, იმ 71 რესპონდენტიდან, ვისაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვს, 42-ს აქვს სახლში/ეზოში საამისოდ საკმარისი ფართი, 27 რესპონდენტის შემთხვევაში, სხვა/დამატებითი ფართის/სივრცის ყიდვა ან დაქირავება დასჭირდებათ, ხოლო კიდევ 2 რესპონდენტს სხვა ფართიც აქვს, სადაც ფიქრობს ამ ბიზნესის წამოწყებას. რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ, თუ დაახლოებით რა თანხა დასჭირდებათ ამ ბიზნესის დასაწყებად. დასახელებული თანხები მერყეობს 1,000 და 500,000 ლარს შორის. ყველაზე ხშირად – 15-ჯერ – დასახელდა 50,000 ლარი, ხოლო საშუალო მაჩვენებელი 56,300 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტების მიერ დასახელებული თანხების იმ ნაწილს გავაანალიზებთ, ვინც 50,000 ლარზე ნაკლები დაასახელა – ასეთი 39 რესპონდენტია, საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 13,300 ლარს შეადგენს. ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხების მიხედვით, რესპონდენტები შემდეგნაირად გადანაწილდნენ. ცხრილი 12. რესპონდენტებისათვის საჭირო თანხები ბიზნესის დასაწყებად 14 (სიხშირეები) საჭირო თანხა ლარებში 1,000-8,000 10,000-20,000 25,000-40,000 50,000-100,000 120,000-500,000 სიხშირეები 13 21 5 25 6 313 როგორც ვხედავთ, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებს აქვთ როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარების სურვილი. დიდი დაფინანსების მოპოვებისგან განსხვავებით, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ისეთი სახელმწიფო სამეწარმეო პროგრამების, როგორიცაა მაგალითად,„აწარმოე საქართველო“, მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების გაცნობა მოსახლეობისთვის, მათთვის ტექნიკური დახმარების გაწევა განაცხადების და ბიზნესგეგმების მომზადებაში, შესაძლოა წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუჩის სამომავლო განვითარებას. შეჯამება ჭავჭავაძის ქუჩა თელავის ერთ-ერთი ისტორიული ქუჩაა, რაზეც არა მარტო აქ განთავსებული ისტორიული ძეგლები, არამედ ოჯახებში შემორჩენილი მეხსიერება, დაცული ძველი ფოტოები და ნივთები, მარნები და სარდაფები მეტყველებს. ქუჩის შესწავლა, სამწუხაროდ, იმასაც ადასტურებს, რომ ისტორიული მეხსიერების და გამოცდილების ნაწილი დაკარგულია, შთამომავლებმა ზოგჯერ იციან, მაგალითად, იმ სახლების ისტორიები, სადაც დაიბადნენ და შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარეს. ქუჩაზე გავლისას ასევე აშკარაა ძველი სახლების გადაკეთების, გათანამედროვების ტენდენცია, რაც უბანს თავის ისტორიულ ხასიათს უკარგავს და აუბრალოებს. თუ გავითვალისწინებთ თავად ქუჩის კონკურენტულ უპირატესობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის არის პირველი ქუჩა, რომელზეც მგზავრები ხვდებიან თელავში ცივგომბორის გზით შემოსვლისას, შესაძლებელია მისი ისეთი ფუნქციებით დატვირთვა, რომელიც მას არა მარტო შემოსული მგზავრისთვის, არამედ თავად თელავის მოსახლეობისთვის მიმზიდველს გახდიდა. ამისთვის კი, აუცილებელია ქუჩაზე ეგრეთწოდებული„მიზიდულობის წერტილების“ შექმნა და უბნისათვის დამახასიათებელი, სპეციფიკური მომსახურებისა თუ პროდუქციის შეთავაზება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ინფრასტრუქტურულად, სახლები ქუჩაზე საკმაოდ ახლო-ახლოს არის განთავსებული, რაც სამოსახლოების გამსხვილების გარეშე ართულებს შედარებით დიდი ზომის ახალი სივრცეების მოწყობას. ჭავჭავაძის გამზირზე არსებობს რამდენიმე სივრცე, რომელიც ფაქტობ314 რივად არ არის გამოყენებული, თუმცა მოსახლეობის მოძრაობის სიხშირის/ინტენსივობის(ე.წ. ტრაფიკი) გაზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ასეთია ჭავჭავაძის 154-ში არსებული სასტუმრო„რჩეული მარანი“, რომელიც ბოლო წლებში, ფაქტობრივად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ქუჩის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მე-6 საჯარო სკოლის როლი, რომელიც, დღესდღეობით თელავის ერთ-ერთი ნაკლებკონტინგენტიანი სკოლაა(ჭავჭავაძის გამზირი №201, დაახლოებით 100 მოსწავლე). უშუალოდ გამზირზე ერთადერთი სკვერია(ე.წ. ქსუის ბაღი), რომელიც არ არის დატვირთული მცირეწლოვანი ბავშვების ან მოზარდებისთვის საინტერესო ფუნქციებით, რაც მას დამატებით შინაარსს და დანიშნულებას შესძენდა. სკვერის უკან განთავსებულია ყოფილი სამკერვალო ქარხანა, რომელიც კერძო საკუთრებაშია და დიდწილად ფუნქციურად დაუტვირთავია. ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის მთავარი გამოწვევები, რომლებიც მის განვითარებას უკავშირდება, ძირითადად ინფრასტრუქტურული ხასიათისაა და თელავის სხვა უბნების მოსახლეობის საჭიროებების მსგავსია – წყალმომარაგება, კანალიზაცია, თუ მოუწესრიგებელი ქუჩის ინფრასტრუქტურა. თუმცა, ერთი განსხვავებით – გამზირზე ისტორიული შენობების სავალალო მდგომარეობის გამო, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი საჭიროება სწორედ მათი რეაბილიტაციაა. ეს გადაარჩენს ამ შენობებს ფიზიკური განადგურებისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება ამ ისტორიული ძეგლების მნიშვნელობისა და მათი შენარჩუნების აუცილებლობის თაობაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მრავლადაა ძველი ისტორიული შენობების„გადაკეთება-გათანამედროვების“ შემთხვევები, რაც იწვევს ისტორიული ქალაქის იერსახის შეუქცევად ცვლილებას, იერსახისა, რომელიც თელავს ასე უნიკალურს და მიმზიდველს ხდის. ამავე დროს, მოსახლეობის საჭიროებები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ქუჩის რომელ მხარესაა მათი სახლი განთავსებული. მაგალითად, გზის ზემოთა მხარეს მცხოვრებლებს არ აწუხებთ კანალიზაციის პრობლემა, ქუჩის ქვემოთა მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის კი, ის მნიშვნელოვანი პრობლემაა. როგორც კვლევამ აჩვენა, ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა იცის ესა თუ ის ხელობა, აქვს ბიზნესის წარმოების გამოცდილება და სურვილი, რომ 315 წამოიწყოს როგორც მცირე, ისე დიდი მასშტაბის სამეწარმეო საქმიანობა, რაშიც მიმდინარე პროექტმა, შესაძლოა, ინსტრუმენტული როლი შეასრულოს ბიზნესგეგმების მომზადებაში კონსულტირებისა და შესაძლო დონორი ორგანიზაციების მოძიებით. ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი ბაზრამდე დღემდე ინარჩუნებს თავის ისტორიულ მახასიათებლებს, და ისტორიული თელავის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა ქუჩაზე ეკონომიკური აქტივობა მწირია და ის, გარკვეულწილად,„მოწყვეტილია“ თელავის საქმიან ცენტრს. ქუჩისა და ქუჩის მოსახლეობის პოტენციალის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა განვითარების შესაძლო მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად. შენიშვნები 1 №201. 2 მაგ.: №62(სტომატოლოგია), №77(მაღაზია), №144(საცხობი), №156(მაღაზია), №163 (ავტომანქანების სამრეცხაო).(2020 წლის ზაფხულის მონაცემები). 3 №154, სასტუმრო„რჩეული მარანი“. 4 შეკითხვაზე შესაძლებელი იყო ყველა შესაძლო პასუხის გაცემა, ამიტომ% ჯამი 100-ზე მეტია. 5 ამ კითხვაზე პასუხები არ გაუციათ იმ რესპონდენტებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. 6 შემდეგი ნომრები: 72, 109, 111, 155, 170, 178, 186, 188, 189, 202, 211, 213. 7 http://telavi.gov.ge/sites/default/files/telavi_mgg_ganmartebiti_barati.pdf 8 №№- 92,114, 152, 158, 160, 162, 200, 221, 227. 9 №№- 152, 158, 200, 227. 10 №227. 11 კითხვის ფორმულირებაში საგანგებოდ იყო მინიშნებული, რომ ეს კითხვა ეხებოდა არა რესპონდენტების მშობლებს, არამედ პაპა-ბებიებს. 12 Stamou, E., Popov, A. and Soytemel, E.(2019)„National Curriculum review(UK)’ in E. Marmer and T. Zurabishvili(eds), National/Federal Curriculum Review: Deliverable Report, Cultural Heritage and Identities of Europe’s Future. European Commission, pp. 241-280. 13 პასუხების მცირე რაოდენობის გამო მოყვანილია მხოლოდ სიხშირეები. 14 კატეგორიები დაჯგუფებული რესპონდენტების პასუხების მიხედვით, შესაბამისად, კატეგორიებს შორის არის„ჩავარდნები“, რადგან, მაგალითად, არავინ არ დაასახელა 9,000 ან 55,000 და ა.შ. 316 მეჭურჭლეები დავით ღარიბაშვილი და ოთარ ლეგაშვილი. დავით ღარიბაშვილის საოჯახო არქივი მწვანე მაწანწარა – მაწანწრის უბნის რეკრეაციული ზონების განვითარების შესაძლებლობა 318 319 პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“, ფარგლებში, ეკოლოგმა და გარემოსდამცველმა კახა სუხიტაშვილმა მაწანწრისა და მიმდებარე ტერიტორიების მწვანე სივრცეები გამოიკვლია და აღწერა. მანვე შემოგვთავაზა დღეს აქ არსებული პრობლემების მოგვარების ხედვა და რეკომენდაციები. ვფიქრობთ, დოკუმენტი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და შესაძლებელს გახდის მწვანე სივრცეების შემდგომი განვითარების ნაბიჯებზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებას. კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. დაინტერესებულ მკითხველს შემოკლებულ ვერსიას ვთავაზობთ. ქალაქ თელავის ეკო, ისტორიული და საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების ფართო დიაპაზონი, ამ ეტაპზე თითქმის აუთვისებელი, კარგად დაგეგმილი მუშაობის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის პირობებში, ერთიორად გაზრდის ქალაქის რეკრეაციულ და ტურისტულ დანიშნულებას. სწორედ ამ მრავალფეროვნებაში მოიაზრება ისეთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეები, როგორებიცაა დაბახნების, გორიჯვრის და ყადორის ბორცვები და მდინარე მაწანწრის ხევი, თავისი ურბანული ბიომრავალფეროვნებით. დაბახნების ბორცვი და მდინარე მაწანწრის ხევი ერთიან კომპლექსად შეგვიძლია განვიხილოთ. ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისათვის ზოგადად, ასევე, კონკრეტულ უბნებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ტურიზმის და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების კუთხითაც. ამ პერიმეტრზე ტურისტული საქმიანობის რამდენიმე თემატური მიმართულება იკვეთება: ეკოტურიზმი, ურბანული ტურიზმი, ისტორიული ტურიზმი და სხვ. მაწანწრის უბნის და მიმდებარე მწვანე ზონების კვლევა და განვითარების პერსპექტივები საკვლევმა არეალმა თელავის მწვანე, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი კომპონენტი მოიცვა. ის არის კომპლექსური პროდუქტი, რომელიც იყენებს არეალში არსებულ ისტორიულ/კულტურულ, ბუნებრივი მემკვიდრეობის და რეკრეაციულ/ტურისტულ პოტენციალს, მის ეკონომიკურ და ესთეტიკურ მნიშვნელობას, მრავალფეროვნებას და უნიკალურობას. 320 ზოგადი მონაცემები საკვლევი არეალის შესახებ მდებარეობა: კახეთის რეგიონი, თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. თელავი. არეალის უკიდურეს წერტილებს შორის პირდაპირი დაშორება: 1,020 მ. მანძილი თბილისიდან: 100 კმ. რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი. საფეხმავლო სირთულე: მარტივი, საშუალო/გორაკ-ბორცვიანი. ბუნებრივი ღირებულება: ურბანული ბიომრავალფეროვნება, პანორამული მნიშვნელობა. კულტურულ/ისტორიული ღირებულება: ხუროთმოძღვრების ძეგლები, არქეოლოგიური ძეგლები. ღირებულება: ტურისტული, რეკრეაციული, შემეცნებითი, გამაჯანსაღებელი, საბავშვო-გასართობი. საკვლევი არეალი ცივგომბორის ქედის ჩრდილო ფერდობის ძირში მდებარეობს. ჰიპსომეტრიული ამპლიტუდა მერყეობს ზღვის დონიდან 718 მ-დან 752 მ-მდე და მოიცავს სამ ბორცვს: დაბახნების, გორიჯვრის და ყადორის ბორცვები. ასევე, მდინარე მაწანწრის ხევის მონაკვეთს. დაბახნების ბორცვი დაბახნების ბორცვი თელავის იმ 7 ბორცვთაგანია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ საკვანძო ტურისტულ და რეკრეაციულ ზონად მიიჩნევა. ფართობის მიხედვით ის მეორეა ზუზუმბოს ბორცვის შემდეგ და 3 ჰექტარზე მეტი ფართობი უჭირავს. დაბახნების ბორცვი მთლიანი საკვლევი არეალის ყველაზე დიდი მონაკვეთია. მისი საზღვრები კოორდინატთა სისტემაში, კვლევისთვის საინტერესო ფორმატში შემდეგნაირად გამოიყურება: X 538290 Y 4641170/ X 538254 Y 4641181/ X 538200 Y 4641172 X 538170 Y 4641186/ X 538159 Y 4641199/ X 538138 Y 4641152 X 538136 Y 4664139/ X 538133 Y 4641107/ X 538177 Y 4641095 X 538139 Y 4641087/ X 538161 Y 4640986 წინამდებარე კვლევისთვის მნიშვნელოვანი ნაწილის ფართობია 2.35 ჰა, რომელიც მოიცავს ბორცვის ჩრდილოეთ ფერდობს და მის თხემურ ნაწილს. საკვლევი არეალი ფართობის სიმცირის მიუხედავად, საკმაოდ მრავალფეროვანია. 321 მთავარი შესასვლელი მდებარეობს დაბახნების ბორცვის ჩრდილოაღმოსავლეთ კიდეზე X 538325 Y 4641186, საიდანაც, ბილიკი ეშვება ე.წ. დაბახნების(განჯელების) წყაროსთან X 538331 Y 4664157. განჯელების წყაროს ოდნავ წინ არის პატარა რიყე და ამის მერე ბილიკი უკვე აღმოსავლეთით ბორცვის ჩრდილო ფერდს მიუყვება, რომელიც დაახლოებით 10 მ-ში ორად იყოფა X 538297/ Y 4641168. ერთი მათგანი აღმოსავლეთით არეალის ჩრდილო ნაპირს მიუყვება და ჩადის არეალის უკიდურეს ჩრდილო აღმოსავლეთ კიდემდე, ხოლო, მეორე – სამხრეთისკენ ფერდს აუყვება ხელოვნურ ფიჭვნარში და სიგრძეზე კვეთს ბორცვს. ფიჭვნარში გამავალი ბილიკი იტოტება, სამხრეთისკენ მკაფიოდ უხვევს და ადის ბორცვის თხემზე, რომლის ბოლოშიც არქეოლოგიური მონაკვეთი მდებარეობს. მართალია, ეს ბილიკი დაკავშირებულია ფიჭვნარში გამავალ ბილიკთან, თუმცა ალაგალაგ ჩამოშლილია ან ბარდით არის დაფარული, შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ერთ წერტილში X 538186 Y 4641123 ეს ორი ბილიკი დაკავშირებულია ერთმანეთთან განივი ბილიკით, რომელიც ზონის ბილიკების სისტემას კრავს. ზედა ბილიკი, რომელიც ბორცვს სიგრძივ კვეთს, წყდება მაწანწრის ხევის კიდეზე, ზოგადად, სკვერის ეს კიდე საკმაოდ ციცაბოა და ზოგან კლდიანიც კი, ხოლო მისი ჩრდილო ნაწილი დაბალია და დამრეცი. დაბახნების ბორცვის დიდი ნაწილი განაშენიანებულია ხელოვნური ფიჭვნარით, რომელიც კონსერვაციული თვალსაზრისით ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც ქალაქგამწვანების ნაწილი, რეკრეაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ეს ფიჭვნარი საშუალო ასაკის ხევნარია და მის ქვეტყეში განვითარებულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო ფერდობის მთისწინეთის მეორადი ბუჩქნარებისთვის დამახასიათებელი ფლორა. ბორცვის სამხრეთი ნაწილი, ჩვეულებრივ, მოკლებულია ფიჭვნარს და მეორადი ბუჩქნარით არის წარმოდგენილი. დაბახნების ბორცვზე თანამედროვე ტიპის რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება: დასუფთავება და ნარჩენების მართვა პირველ რიგში, აუცილებელია ტერიტორიის გასუფთავება ნარჩენებისგან, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია საპიკნიკე ადგილებში და მაწანწრის ხევის პირას, მთელ სიგრძეზე. 322 მიზანშეწონილია კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლის, როგორიცაა„დაბახნების წყარო“, მცენარეებისგან გასუფთავება და რესტავრაცია(ძეგლის რესტავრაციის წესების დაცვით); მაგალითად, სასურველია, დღეს იქ არსებული პლასტმასის მილი ჩანაცვლდეს თიხის ან სხვა ტიპის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული მილით. ეკალ-ბარდისგან(და არა ყველა ტიპის მცენარისგან) უნდა გაიწმინდოს დაბახნების წყაროს კალაპოტიც, რომელიც სასტიკად არის დაბინძურებული და გავერანებული. ეს კალაპოტი პატარა ხევია, რომელიც მაწანწრის ხევს უერთდება და ერთიანობაში ამ მწვანე სივრცის უნიკალური და ჯანსაღი იერსახე უნდა შექმნას. იმის მიუხედავად, რომ ამ ხევის კალაპოტის გადალახვა ძნელი არ არის, შესაძლოა, მაინც გამართლებული იყოს მასზე სიპის ქვის ან ხის კონსტრუქციის დეკორაციული ხიდის მოწყობა. ზონის შესასვლელში უნდა განთავსდეს ურნები – ცალ-ცალკე პლასტმასის, ქაღალდისა და საკვების ნარჩენისთვის. სასურველია, ნარჩენის სისტემატურ გატანაზე პასუხისმგებლობა აიღოს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა. კარგი იქნება, თუ ურნებზე დაიტანება ინფორმაცია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მნიშვნელობის შესახებ(ნარჩენების მენეჯმენტის საკითხში, შესაძლებელია, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა). რეკომენდებულია საკვების ნარჩენების გადაცემა მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის ან ცხოველების მეურვეებისთვის, მაგრამ მენეჯმენტის თვალსაზრისით, ეს ადვილი საკითხი არ არის. მითუმეტეს, რომ თელავში ჯერჯერობით არ არსებობს მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი, თუმცა სასურველი იქნებოდა ამ მიმართულებით ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყება მაინც. საინფორმაციო მანიშნებლები, საფეხმავლო ბილიკები და სხვა ინფრასტრუქტურა სასურველია, მთავარი შესასვლელის მიმდებარედ X 538331/ Y 464177 დამონტაჟდეს საინფორმაციო ბანერი და ზედ განთავსდეს საჭირო ინფორმაცია სკვერის მნიშვნელობის, ისტორიის, ქცევის წესების(რომელი ბილიკი გამოდგება საფეხმავლოდ, რა სირთულისაა ან ცეცხლის დანთება სად შეიძლება) შესახებ. იქვე X 538326/ Y 4641155 შემორჩენილია ადრეული შუა საუკუნეების 323 შენობის ნაშთები. დამთვალიერებლისთვის აქ საინტერესო იქნება პატარა ზომის მანიშნებლის დამონტაჟება, იმის დასტურად, რომ ეს ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლია. იქ, სადაც ბილიკები იყოფა, X 538290/ Y 4641170, სასურველია, ასევე დამონტაჟდეს ერთი მანიშნებელი, რომელიც მიუთითებს გზების მიმართულებას და დანიშნულების წერტილებს. მანიშნებელი, შესაძლოა, დაიდგას გზების გაყოფის ადგილიდან რამდენიმე მეტრშიც X 538293/ Y 4641163, სადაც კიდევ ერთი ბილიკი გამოიყოფა და არქეოლოგიური მონაკვეთის გავლით ბორცვის თხემზე ადის. ამ ბილიკიდან იშლება ლამაზი ხედები, როგორც თელავის, ისე ალაზნის ველის მიმართულებით. ყველა ბილიკზე, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, რომლებიც ციცაბოა, ან კლდის სიახლოვეს გადის, თუნდაც მხოლოდ ერთ მხარეს, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, სასურველია გაივლოს ხის დაბალი ჯებირები. საკვლევი არეალის დასავლეთი, ყველაზე დადაბლებული ნაწილი თავისუფალია ხე-მცენარეებისგან, აქ განლაგებულია ერთი საპიკნიკე წერტილი და იქვეა ნიში. მონაკვეთის ცენტრალური ნაწილი უკავია ბავშვთა გასართობ ატრაქციონს, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაშია და თან ბეტონის წილი იმაზე მაღალია, ვიდრე სკვერის სპეციფიკას შეესაბამება, ხოლო მონაკვეთის დასავლეთი ოდნავ დამრეცი მონაკვეთი, თავისუფალია ინფრასტრუქტურისგან. ვფიქრობთ, რომ სკვერის საბავშვო გასართობი ნაწილი უფრო გამრავალფეროვნდეს და დაემატოს სხვადასხვა ელემენტები, თან ისე შეირჩეს ატრაქციონის დეტალები, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან იყოს დამზადებული(მაგალითად, ხის მეორადი გამოყენების მასალები). რაც შეეხება თავისუფალ სივრცეს, აქ შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი, რაც სამეზობლოსთან ერთად, დამატებითი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს. დაბახნების ბორცვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, იქ არსებული არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებია. არქეოლოგიური სამუშაოები ამ ტერიტორიაზე ნაწილობრივ ჩატარებულია და საკმაოდ საინტერესო მასალებიც არის გამოვლენილი, რაც ქალაქ თელავის ისტორიას ახალ ფურცლებს მატებს. ამ ადგილების(ბორცვის თხემზე რომ მდებარეობს) გარშემო, სასურველია, გაკეთდეს დაბალი დამცავი ჯებირი და დამონტაჟდეს 1 ან 2 საინტერპრეტაციო დაფა, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ამ მონაკვეთის ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების შესახებ. 325 ასევე მისასალმებელი იქნებოდა, უფრო თანამედროვე და ვიზუალურად გარემოსთან მისადაგებული გადახურვაც. საკვლევ არეალში, სულ ორი საპიკნიკე ადგილია(X 538277/ Y 4641153 და X 538131/ Y 4641124), სადაც დგას მაგიდა და სკამები, რომლებიც კუსტარულად არის გაკეთებული. მათი ვიზუალური მხარე და ის ფაქტი, რომ ამ ადგილების ირგვლივ სივრცე დაბინძურებულია, ქმნის აუცილებლობას, რომ ეს საპიკნიკე ადგილები მოპირკეთდეს, შეიცვალოს დიზაინი, გახდეს უფრო კომფორტული, უსაფრთხო, განთავსდეს მცირე ზომის დაფები, მოწოდებით,„არ დაანაგვიანოთ“ და ა.შ. საკვლევი არეალის წერტილი X 538209/ Y 464108 მდებარეობს ფიჭვების შუაგულში და წარმოადგენს სწორ ტერიტორიას, რომელიც, როგორც ჩანს, ცეცხლის დასანთებად და საქეიფოდ არის გამოყენებული. ეს ადგილი კარგია ღია ტიპის სადისკუსიო სივრცის მოსაწყობად, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა საველე გასვლისა და ღონისძიების მოწყობა. დაბახნების ბორცვის ჩრდილოეთით, მოსწორებულ მინდორზე X 538263 / Y4641174, მდებარეობს კვირაცხოვლის ეკლესია(იხ. აქვე გვ. 85). სასურველია, ამ ეკლესიის წინ მდებარე მოლზე განთავსდეს რამდენიმე მოსასვენებელი სკამი, რომელსაც გამოიყენებენ არა მხოლოდ სკვერის სტუმრები, არამედ მომლოცველებიც. რეკომენდებულია, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყოს შტატი, რომელიც ყოველდღიურად მიაქცევს ყურადღებას სკვერს და პასუხისმგებელი იქნება სკვერის/ინფრასტრუქტურის და ინვენტარის უსაფრთხოებაზე, ისე, როგორც ეს მეზობელ უბანში კეთილმოწყობილი ყადორის სკვერის შემთხვევაში ხდება. აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ დაბახნების სკვერის განვითარების შესახებ, როგორ ესახებათ მისი მომავალი. ამით ასევე იქნება გათვალისწინებული მათი უფლებები. ყადორის და გორიჯვრის ბორცვები ჩვენი აზრით, დაბახნების ბორცვისა და ზოგადად თელავის ამ ნაწილის რეკრეაციული პოტენციალის განუყოფელი ნაწილია კიდევ ორი ბორცვი: ყადორის და გორიჯვრის. იმის მიუხედავად, რომ ეს ბორცვები ფართობით გაცილებით მცირეა და თანაც, მეტად არის ათვისებული, განსხვავე326 ბულია მათი ინსტიტუციური მდგომარეობაც, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამივე ბორცვისა და მაწანწრის ხევის ერთიან კომპლექსურ ტურისტულ/ რეკრეაციულ და შემეცნებით კონტექსტში განხილვა. ყადორის ბორცვის ფართობი დაახლოებით 0.33 ჰა-ს უტოლდება, ხოლო გორიჯვრის ბორცვის ფართობი – 0.55 ჰაა. ორივე ადგილი თელავის ისტორიულ უბანს მიეკუთვნება და გარდა წმინდა რეკრეაციული ფუნქციისა, დიდია მათი ისტორიული ღირებულებაც. დაბახნების ზონისაგან განსხვავებით, ეს ორი მონაკვეთი უფრო მეტად არის ათვისებული და მოკლებულია მწვანე რეკრეაციული ზონებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და უფრო ქალაქური სკვერის ფუნქციის მატარებელია. ორივე მონაკვეთი საკმაოდ კარგად არის მოვლილი, დაცულია სისუფთავე, განსაკუთრებით, ყადორის სკვერში. ყადორის სკვერი მუნიციპალური საკუთრებაა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მერიის მიერ გამოყოფილია შტატი, რომელიც სკვერს უვლის. ვფიქრობთ, რომ ყადორის სკვერის პოტენციალი თითქმის სრულად არის ათვისებული და ეს ფაქტი მისასალმებელია. რაც შეეხება გორიჯვრის გორას, მისი პოტენციური შესაძლებლობები უფრო მეტია, ვინაიდან ზონის ტერიტორიაზე გამოიყოფა რამდენიმე ფუნქციური ზონა: 1) გორიჯვრის ეკლესია. 2) სამოქალაქო შენობის კარკასი და ეზო. 3) თავისუფალი სივრცე. გორიჯვრის ზონა ამ ეტაპზე საპატრიარქოს ბალანსზეა და სრულიად შესაძლებელია მას საგანმანათლებლო/რეკრეაციული და სასულიერო დატვირთვა მიენიჭოს. ყადორის და გორიჯვრის ბორცვებზე თანამედროვე ტიპის რეკრეაციული ზონების მოსაწყობად საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების, მათ შორის, ინფრასტრუქტურულის, განხორციელება: ყადორის სკვერში მოწესრიგდეს და უფრო გამრავალფეროვნდეს საბავშვო ატრაქციონი, მწვანე გაზონებზე დაემატოს დეკორატიული ყვავილოვანი მცენარეების ზოლები. გორიჯვრის ეზოს შესასვლელში დამონტაჟდეს მცირე საინტერპრეტაციო დაფა, რომელზეც მითითებული იქნება სრული ინფორმაცია ამ ზონის მნიშვნელობის შესახებ. გორიჯვრის ბორცვიდან იშლება ალაზნის დაბლობის ულამაზესი, პანორამული ხედი. წერტილში X538521 Y 46412067 მოეწყოს გადასახედი 327 ფიჭვნარი ზუზმბოს ბორცვზე, 2021 წ. ფოტო: კ 3 ა 2 ხ 8 ა სუხიტაშვილი მოედანი და დამონტაჟდეს ტელესკოპი, ასევე დაიდგას მრავალისრიანი მანიშნებელი, რომელზეც დატანილი იქნება, თუ რომელი მიმართულებით რომელი სოფლის, ძეგლის და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის დანახვა შეიძლება, მიეთითოს შესაბამისი მანძილებიც. მაწანწრის ხევის ურბანული ბიომრავალფეროვნების ზონა დაბახნებისა და მიმდებარე ზუზუმბოს ბორცვებს შუაში ჩამოუდის პატარა მდინარე – მაწანწრის ხევი, რომელიც ვარდისუბნის ხევის შენაკადია და თელავის ხევთან ერთად, ერთ წყალშემკრებ აუზს ქმნის. მაწანწრის ხევი იწყება ცივგომბორის ქედის თხემური ნაწილის ჩრდილო ფერდობიდან ზ. დ. 1430 მ და მისი სიგრძე დაახლოებით 7 კმ-ია. სამივე ხევი მნიშვნელოვანია იმით, რომ თელავის და მიმდებარე რამდენიმე სოფლისთვის მიკროკლიმატის შემქმნელი და ბუნებრივი ლანდშაფტის შემანარჩუნებელი გარემოა. სამივე ხევს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი კატასტროფებისა და საჭირო ბუნებრივი ჰარმონიის დასაბალანსებლად. ყოველივე ეს განსაზღვრავს ამ ხევების წყალშემკრები აუზების ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მნიშვნელობას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მართლაც სტრატეგიული ღირებულებებისა, მნიშვნელოვანია მათი და ამ შემთხვევაში – მაწანწრის ხევის, ტურისტული/რეკრეაციული/ბუნების შემეცნებითი ღირებულება. მაწანწრის ხევის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი იწყება X 538115 Y 4641127 წერტილში და აუყვება ხევის კალაპოტს. ბილიკის სიგრძე დაახლოებით 580 მეტრია, მარტივი გასავლელი და, რაც მთავარია, ბუნებრივი ჭალის მცენარეულობით დაფარული. ბილიკის ბოლო წერტილია X 537866 Y 4640711. ბილიკის კეთილმოსაწყობად და თანამედროვე სტანდარტებთან მის მისასადაგებლად, საჭიროა: • ბილიკის მარკირება უნდა მოხდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და სასურველია მის დასაწყისში დაიდგას ერთი საინტერპრეტაციო დაფა, რომელზეც მითითებული იქნება ინფორმაცია ამ ბილიკის შესახებ(ბიომრავალფეროვნება, მოქცევის წესები და სხვ.). შესაძლებელია ტექსტის ილუსტრირება ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლების ორიგინალური ფოტოებით და რუკით. • ბილიკის სიგრძივ შუა ადგილას უნდა დამონტაჟდეს კიდევ ერთი 329 გორიჯვ 3 რ 3 ი 0 ს ეკლესია ყადორის ბორცვზე, 2021 წ. ფოტო: ანა მარგველაშვილი 331 საინტერპრეტაციო ბანერი, რომელზეც მითითებული იქნება ინფორმაცია ბილიკის არეალში არსებული წითელი ნუსხის მცენარეებისა და ცხოველების შესახებ. • ბილიკის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის საჭიროა: ფრინველების სპეციალისტის, ენტომოლოგის მიერ, ზონის ცხოველთა სამყაროს შესწავლის მიზნით, კვლევა-ძიების ჩატარება, რათა საინტერპრეტაციო ბანერებზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის დატანილი იყოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, კვლევების ჩატარება საშუალებას მოგვცემს შევიცნოთ ქალაქ თელავის ურბანული ბიომრავალფეროვნების არსი, მნიშვნელობა და უფრო მიზანმიმართულად ვიმუშაოთ დაცვისა და მართვის მდგრად მექანიზმებზე. • სასურველია, მომზადდეს დაბახნების ბორცვისა და მაწანწრის ხევის ტერიტორიების შესახებ ადაპტირებული დოკუმენტი, მაგალითად, მომცრო ზომის წიგნი თელავის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ და ის გახდეს სასკოლო არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – ეკო და სამოქალაქო კლუბებისთვის. • შეჯამების სახით ვიტყვით, რომ სასურველია, გაგრძელდეს უბნის და ზოგადად, ქალაქის მწვანე სივრცეებზე, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოგვარების გზებზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა, რაშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეზობლოებთან ერთად, სპეციალისტები, მედია და გადაწყვეტილების მიმღები პირებიც ჩაერთვებიან. • მწვანე ზონების განვითარებაზე და ამ ზონებში რაიმე ტიპის მშენებლობებზე მსჯელობისას კი, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მთელი რიგი ფაქტორები, დაკავშირებული ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ბუნებრივ გარემოზე მინიმალური ზეგავლენის მოხდენა; მერქნიანი მცენარეების, წითელ ნუსხაში შესული მცენარეების, ფრინველთა ბუდეების, ცხოველთა სოროების შენარჩუნება(გარდა კანონით სპეციალურად დადგენილი გამონაკლისებისა, მაგალითად, როდესაც მერქნიანი მცენარე ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს); უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვა(მაგალითად, ბილიკების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ჯებირის და ა.შ. გათვალისწინება); ბუნებრივი და/ ან ხელოვნური საფრთხეების(მაგალითად, ხრამი, ნაშალი მიწა ან 332 მეწყერსაშიში ზონა) საინფორმაციო უზრუნველყოფა, ასევე, ტერიტორიაზე სასურველი ქცევის წესები. • მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული სანიტარიული პირობები და შესაბამისად დაინერგოს ადგილზე წარმოქმნილი ნარჩენების პირველადი განთავსების და შეგროვების თანამედროვე სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას. მინიმუმამდე უნდა შემცირდეს რკინის და რკინა-ბეტონის და/ან სინთეზური სამშენებლო მასალების გამოყენება და უპირატესობა მიენიჭოს ხეს, ქვას და სხვა ბუნებრივ მასალას. მაწანწრის ხევის და მიდამოების ფლორა ცხრილი 1. საკვლევი არეალის მერქნიანი მცენარეები ქართული სახელწოდება # 1 დიდგულა 2 ჩვეულებრივი სურო 3 ნაცარა მურყანი 4 რცხილა 5 ჯაგრცხილა 6 ჩვეულებრივი თხილი 7 ჯიქა 8 წერწა 9 ევროპული ჭანჭყატი 10 განიერფოთლიანი ჭანჭყატი 11 შინდი 12 შინდანწლა 13 ქაცვი 14 ქართული მუხა 15 კაკალი 16 ტყის ცოცხი ლათინური სახელწოდება S ambucus edulus Hedera helix სტატუსი წითელი ნუსხა Alnus incana Carpinus betulus Carpinus orientalis Corulus avelana Lonicera caprifolius Lonicera caucasica Euonimus europ aea Euonimus l atifolia Cornus m ass Cormus sanguine Elaeagnus rhamnoides Quercus iberic a Juglans regia + Cytisus caucasica ენდემუ- იშვიათობა რობა და სხვა + + გავრცელება ბუნებ- კულტურულ/ რივი ინვაზიური + + + + + + + + + + + + + + + + 334 17 ცაცხვი Tilia cordata 18 ლეღვი Ficus carica 19 თუთა Morus alba 20 იფანი Fraxinus excelsior 21 კვიდო Ligustrum vulgare 22 ხეჭრელი Frangula alnus 23 ხეშავი Rhamnus cathartica 24 კატაბარდა Clematis vitalba 25 წითელი კუნელი Crataegys kirtostyla 26 შავი კუნელი Crataegus pentagyna 27 ზღმარტლი Mespilis germanica 28 მაჟალო Malus orientalis 29 ტყემალი Prunus cer as ifera 30 კვრინჩხი Prunus spinos a 31 ბალამწარა Prunus cer a sus 32 პანტა Purus caucasica 33 ჩიტაკომშა Piracantha coccinea 34 ასკილი Rosa canina 35 ანატოლიის მაყვალი Rubus anatolica 36 ჩვეულებრივი მაყვალი Rubus c a nescens 37 ნაფიფქიანი მაყვალი Rubus candicans 38 თამელი Sorbus terminals + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + 335 39 შავი ვერხვი Populus hybridus 40 მთროლავი ვერხვი Populus tremul a 41 მდგნალი S alix caprea 42 წნორი S alix alba 43 სამმტვირიანიანი S alix triandra ტირიფი 44 ჩვეულებრივი ნეკერჩხალი Acer campestre 45 ქორაფი Acer laetum 46 ხემყრალა Ailathus altissima 47 ეკალღიჭი Smil ax esxelsa 48 პატარა თელადუმა Umus minor + 49 თეთრი აკაცია Robinia pseudoacacia 50 სამეკლიანი გლედიჩია Gleditsi a triacanthos 51 ფითრი Viscum album 52 ღვერდკეცი Periploca greaca 53 უცვეთელა Phyladelpus caucasica + + + + + + + + + ++ + + + + + ცხრილი 2. საკვლევი არეალის ბალახოვანი მცენარეები # სახეობის ქართული სახელწოდება სახეობის ლათინური სახელწოდება სტატუსი წითელი ნუსხა ენდემურობა იშვიათობა და სხვა გავრცელება ბუნებრივი კულტურულ/ ინვაზიური 1 წყლის Alisma planta+ მრავალძარღვა go aquatic 2 ჯიჯლაყა Amaranthus + hybrida 336 3 ნაცარქათამა Chenopodium album 4 ყანის ნიორი Alium atroviolaceum 5 ლაგოდეხის G alanthus თეთრყვავილა lagodechianus 6 ჭყიმი Anthriscus nemorosa 7 ტყიურა L aser trilobum 8 ყაზახა Muscari armeniacum 9 ცისთვალა Scill a sibirica 10 შავჩოხა Anchusa arvensis 11 ციურა Brunera macrophylla 12 კაკბის საკენკელა Buglossoides purpurocaerulea 13 ძაღლის ენა Cynoglossum creticum 14 ძირწითელა Echium rubrum 15 ლურჯი ძირწითელა Echium vulg are 16 კესანე Myosotis arvensis 17 ლაშქარა Symphytum c aucasica 18 ნივრისდედა Alliaria petiolata 19 არაბულა Alyssum desertorum 20 ტყის ბოლოკა Cardamine quinquefolia 21 გაზაფხულის ქუდუნა Erophila verna 22 ღამის ია Hesperis matronalis 23 წყლის წიწმატი N asturtium officinale + + +++ + + + + + + + + + + + + + + + + + + 337 24 გონგოლა 25 ხახია 26 ბუსკანტურა 27 მაჩიტა 28 ჰოჰენაკერის მაჩიტა 29 სვია 30 ჭინჭარი 31 მინდვრის პირთეთრა 32 ჭყიპანტა 33 არენარია 34 მიხაკი 35 ლამაზა 36 ჟუნჟრუკო 37 ენძელა 38 ტყის ფარსმანდუკი 39 ფარსმანდუკი 40 ამბროზია 41 კამანია 42 ოროვანდი 43 ავშანი 44 ეკლიანი ნარშავი Sisymbrium officin ale Thlaspi obriculatum Campanula aliariifolia Campanula rapunculoides Campanula hohenackeri Humulus lupulus Urtica dioica Cerastium arvense Silene vulgaris Arenaria serpylifolia Dianthus armeria Silene comp acta Stell aria media Merendera trigyna Achillea biserrata Achillea fillipendula Ambrosia artemisiifolia Anthemis candidisima Arctium lappa Artemisia vulgaris Carduus acanthoides 338 + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + 45 ჩვეულებრივი ნარშავი 46 ოჩოპინტრე 47 ნარცეხლა 48 წითელი ღიღილო 49 ვარდკაჭაჭა 50 ცხენისკუდა 51 ვარდკანაფა 52 გალინსოგა 53 ღონის ქადუნა 54 მინდვრის გვირილა 55 გვირილა 56 ბუერა 57 გაზაფხულის თავყვითელა 58 ჩვეულებრივი თავყვითელა 59 ღიჭა 60 სტენაქტისი 61 ბურბუშელა 62 ვირისტერფა 63 მინდვრის ხვართქლა 64 ხვართქლა 65 აბრეშუმა Carduus nutans Casperium abrotanoides Centaurea iberica Centarea salicifolia Cicorium inbytus Erigeron Canadensis Eupatiorium cannabinus G alinsoga parviflora L actuca serriola Leucanthemum vulgare Marticaria marticaroides Petasites albus Senecio leuc anthemifolius Senecio vulg are Sonchus asper Stenactis anua Taraxacum campyloides Tossilago farfara Calystegia silvatica Convolvus arvensis Cuscuta europaea + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + 339 66 მტევანყვავი- Sedum stolon+ ლედიანი iferum სქელფოთოლა 67 სავარცხელა Erodium cicu+ t atium 68 ნემსიწვერა Geranius + pretense 69 ქათმისკუჭა Geranium + pyrenaicum 70 უჟმურა Geranium + robertianum 71 კრაზანა Hypericum + perfolatum 72 პირწმინდა Ajuga reptans + 73 ჭინჭრის დედა L amium album + 74 ვაზისძირა L amium am+ plexicaule 75 ტყის პიტნა Mentha longi+ folia 76 თავშავა Origanum + vulgare 77 გობისცხვირა Prunera vul+ garis 78 შალამანდილი S alvia gluti+ nosa 79 დაჯირა S alvia verti+ cillata 80 სალბი S alvia + nemorosa 81 ბეგქონდარა Thymus + tiflisiensis 82 ხუთყურა Dorycnium + herbaceum 83 არჯაკელი L athyrus digi+ tatus 84 კურდღლის- Lotus cornicu+ ფრჩხილა l atus 85 პატარა იონჯა Medicago + minima 86 ყვითელი ძიძო Melilotus + officin alis 340 87 ყვავისფრჩხილა Securigera varia 88 ბურტყლა სამყურა Trifolium arvense 89 მინდვრის სამყურა Trifoium c ampestre 90 მდელოს სამყურა Trifolium pr a tense 91 ვიწროფოთოლა Linum tenuifoსელი lium 92 სელი Linum bienne 93 ცოცხამაგარა Lythrum s ali caria 94 ტუხტი Alcaea rugosa 95 ბალბა Malva neglecta 96 ტყის ბალბა Malva sylvestris 97 თეთრძირა Circaea lutetiana 98 დოდონის თხაწართხალა Epilobium dodon aei 99 წყალნაწყენი Epilobium hisrutum 100 გრძელფოთოლა Cephalanthera ცეფალანთერა longifolia 101 გუგულისკაბა Dactylorhiza romana 102 ჩიტიბუდა Neotti a nidus avis 103 წითელი ჯადვარი Orchis purpure a 105 კორდისკბილა Euphrasia caucasica 106 ჩაწყობილა L athraea squamaria 107 კელაპტარა Orobanche gracile 108 ქრისტესისხლა Chelinodium m ajus + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + 341 109 კავკასიური ბუჩქისძირა Corydalis caucasica 110 შავთარა Fumaria officinalis 111 ყაყაჩო Papaver rhoeas 112 ძაღლისპირა Antirrhium majus 113 ფუტკარა Digitalis feerruginea 114 მრავალძარღვა Plantago major 115 ჩაღანდრი Veronica annagalis – aquatic 116 ვერონიკა Veronica baccbunga 117 კავკასიური ვერონიკა Veronica caucasica 118 დედოფლისთითა Veronica officinalis 119 ჭიკარტი Veronica polita 120 წიწინაური Polygala transcacasica 121 ბოსტნის წალიკა Persicaria maculosa 122 წიაღა Polygonum patulum 123 ღოლო Rumex ace tosa 124 დანდური Portulaca oleracea 125 საპონელა Anagallis arvensis 126 ყოჩივარდა Cyclamen coum 127 გაზაფხულის ფურუსულა Primula veris 128 ტყის Primula wor+ ფურუსულა onowii 129 კავკასიური Anemone + ფრინტა caucasica 342 + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + 130 ჩაწყობილა ბაია Ficaria verna 131 ხარისძირა Helleborus + c aucasicus 132 ბაია Ranunculus bulbosus 133 დუგუმი Ranunculus muricatus 134 ბირკავა Agrimonia eupatoria 135 მარწყვი Fragaria versa 136 მარწყვა ბალახა Potentila recta 137 ურაშა S anguisorba minor 138 ნიგვზისძირა Geum urb a num 139 ტყის ჩიტისთვალა G alium odoratum 140 ენდრო Rubia tinctorum 141 შავწამალა Scropularia rupestris 142 ქერიფქლა Verbascum oreophilum 143 პირამიდისებური Verbascum ქერიფქლა Pyramidatum 144 შმაგა Atropa belladonna 145 ონტკოფა Physalis alkekengi 146 ხებალახა Sol anum preudopersicum 147 ძაღლყურძენა Sol anum americanum 148 თეთრი ია Viola alba 149 სურნელოვანი ია Viola odorata 150 ძაღლის ია + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + 343 რეკომენდაციები მაწანწრის უბნის განვითარებისათვის 344 345 ილია ჭავჭავაძის გამზირი ის პირველი ქუჩაა, რომელსაც გომბორის მხრიდან ქალაქში შემოსული სტუმარი გაივლის. მაწანწარა − ასე ეწოდება ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ის ვარდისუბნის ხევიდან იწყება და უმრავლესობის აზრით, თელავის ხევამდე ვრცელდება(არსებობს მოსაზრება, რომ მაწანწარა უფრო მჭიდრო ტერიტორიას, კერძოდ, ვარდისუბნის ხევიდან − მაწანწრის ხევამდე არსებულ ტერიტორიას ეწოდება). გარდა პირველობისა, ეს თელავის ერთერთი ძველი, მდიდარი წარსულისა თუ სახელობო ტრადიციების მქონე უბანია, სადაც ისტორიულად სავაჭრო საქარავნო გზა გადიოდა, რაც ამ მიდამოებს განსაკუთრებულ სოცოცხლისუნარიანობას სძენდა. ჭავჭავაძის გამზირი დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გამტარი ხაზია ქალაქში გომბორის მხრიდან შემომსვლელებისთვის, თუმცა აქაურობას თავისი ისტორიული შინაარსი დაკარგული აქვს, ისე, რომ ჯერ ახალი არ უპოვია. ოდესღაც ცოცხალი და ხალხმრავალი მაწანწარა, დღეს თითქოს ჩამქრალა და თავის ადგილს ეძებს თანამედროვე თელავის ერთიან კონტექსტში. ბოლო წლებში, რამდენიმე ტურისტული ობიექტის მშენებლობისა და ქალაქის ტურისტული განვითარების შესახებ მიმდინარე მსჯელობისა თუ შემუშავებული გენერალური გეგმის მიუხედავად, უბანი თითქოს მაინც გარიყულია ქალაქის განვითარების პროცესებიდან. ბოლო პერიოდში, თელავში განხორციელებულმა ისტორიული ძეგლების შტრიხ-კოდებით ე.წ.(QR კოდი) მარკირების პროცესმა მაწანწარაც მოიცვა, რადგან აქ, ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია განთავსებული. სამომავლოდ, ამ სისტემაში თითოეული ობიექტის შესახებ, გაცილებით მეტი და საინტერესო ინფორმაციის დამატება იქნება შესაძლებელი. და მაინც, ამ უბანში განხორციელებული კერძო თუ სახელმწიფო მცდელობები ფრაგმენტული ხასიათისაა და უბნის განვითარების ერთიან ხედვას არ ეფუძნება. მაწანწარა, ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია ან ასეთი უნდა იყოს. ის თელავის სტუმრებს პირველ შთაბეჭდილებასა და წარმოდგენასაც უნდა უქმნიდეს ქალაქზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარ ქუჩას, ჯერ კიდევ შერჩენია ძველი, თელავისთვის დამახასიათებელი განაშენიანების სტილი და იერსახე, თუმცა სახლების არცთუ მცირე ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, დღითი დღე ზიანდება და ინგრევა კიდეც. იმისათვის, რათა ქალაქმა, ეს ძველი უბანი, როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, და ამით, თელავის გამორჩეული იერსახე შე346 ინარჩუნოს, აქ, მაწანწარაზე, არაერთი პრობლემა საჭიროებს მოგვარებას. პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი − მაწანწრის უბნის ამბები“ ფარგლებში, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ, რომლის მიზანიც უბნის არსებული ვითარების შესწავლა და განვითარების პერსპექტივებზე მოსახლეობის აზრის კვლევა იყო, აჩვენა, რომ უბნელების ხედვაში მაწანწარას მხოლოდ ტურისტული ან გასტრონომიული განვითარების პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა კვლევამ ასევე გამოავლინა არაერთი არსებული პრობლემა, მათ შორის, წინ წამოსწია ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო საკითხები და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების მძიმე ფიზიკური მდგომარეობის საკითხებიც აირეკლა. მაწანწრის უბნის ისტორიულმა კვლევამ(2020-2022), უბნის ტრადიცია კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და ის ხელოსნებიც მონიშნა, რომლებიც დღესაც მუშაობენ და უბნის განვითარების ხედვის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროთ აქაურობის, როგორც ტრადიციული ფუნქციის აღდგენისა და განვითარების საკითხებში. რაც შეეხება მაწანწრის უბნის რეკრეაციული ზონების განვითარების პერსპექტივების კვლევას(2021), მან არა მხოლოდ უშუალოდ მაწანწრის ხევი, არამედ მისი მომიჯნავე ყადორისა და ზუზუმბოს ბორცვებიც მოიცვა და აქ არსებული მდგომარეობა თუ განვითარების რიგი მიმართულებები ერთიან კონტექსტში დაგვანახა. სწორედ ამ სამი კვლევის შედეგების შეჯერების და გაანალიზების, ასევე პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის მხრიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე შემუშავდა ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც პირველ რიგში, ცხადია, ადგილობრივი თვითმმართველობის კონკრეტულ სამსახურებს მიემართება, თუმცა არა მარტო მათ. რეკომენდაციათა ნაწილი, სამომავლო სამუშაო პროცესების დასაგეგმად, შესაძლოა, გამოადგეთ თელავის საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ზოგადად, კერძო სექტორის დაინტერესებულ წარმომადგენლებსაც. არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაშიც უშუალოდ უბნის მოსახლეობის მონაწილეობაა სასურველი და სხვა ვერავინ შეძლებს მათ გადაჭრას, ასე რომ, წინამდებარე რეკომენდაციებს რამდენიმე ადრესატი ჰყავს. 347 პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი − მაწანწრის უბნის ამბები“, მიზანი არ ყოფილა უბნის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე ფიქრი, არამედ მისი მიზანი დღევანდელობის შესწავლა გახლდათ. მაგრამ, რამდენადაც უბანი დღეს აღარ მისდევს მისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ საქმიანობას, წინა პლანზე წამოიწია სწორედ ისტორიულმა მეხსიერებამ და ახლო წარსულის შესახებ მოგონებებმა. თუკი უბნის განვითარებაზე მსჯელობის პროცესში, რომელიმე მაწანწრელი სწორედ ამ ახლო წარსულიდან მოინდომებს ამა თუ იმ სახელობო ან სხვა მიმართულების გაცოცხლებას და მის დაკავშირებას დღეს არსებულ მოთხოვნებთან, მხოლოდ მისასალმებელი იქნება, რადგან მსგავსი ინიციატივები, თავის მხრივ, ტრადიციების უწყვეტობასაც შეუწყობდა ხელს და ქუჩის გამოცოცხლებასაც. რამდენიმე ასეთი მაგალითი(დურგალი, მეყვავილე, ოქრომჭედელი და სხვ.) მაწანწარაზე უკვე არსებობს და მათ შესახებ ინფორმაციას ამ წიგნში შეგიძლიათ გაეცნოთ. მაწანწრის უბნის განვითარების ხედვის ფორმირება და მონაწილეობითი კულტურის წახალისება ზოგადად, არ იქნებოდა ურიგო, ჭავჭავაძის გამზირის მიზნობრივი მონაკვეთის და მისი მიმდებარე ქუჩების, როგორც ცალკე დანიშნულების მქონე ადგილის, მონიშვნა და მისი განვითარების ხედვის ფორმირება, რომელიც კომპლექსურად და მიზანმიმართულად მიუდგებოდა უბანში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას და ქალაქის შემოსასვლელის შესაფერის განვითარებას. რამდენადაც, გასულ წლებში შემუშავდა ქალაქ თელავის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც შედარებით ნაკლებად ეხება მაწანწრის უბანს, სასურველია, უბნის განვითარების ხედვა თანხმობაში მოვიდეს გენერალური გეგმის პროექტთან და მისი ერთიანი სულისკვეთება გაიზიაროს და ამავე დროს, ასახოს ის სპეციფიკური ისტორიული ტრადიციები თუ თანამედროვე მოცემულობაც, რაც სწორედ აქაურობისთვის არის დამახასიათებელი. უბნის განვითარების ხედვაზე მსჯელობის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით უნდა წარიმართოს. ამ მხრივ, კარგი იქნება, თუკი სამომავლოდ გაგრძელდება თუნდაც მცირე საუბნო, 348 თემატური შეხვედრა-დისკუსიები, რაც ხელს შეუწყობდა მოსახლეობის ჩართულობას, მონაწილეობის კულტურის წახალისებას და მათი მოსაზრებების ასახვას ქალაქისა თუ უბნის განვითარების კონცეფციებში. უბნის განვითარების ხედვის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობდა აქ განსახორციელებელი პროგრამების და პროექტების უფრო თანმიმდევრულ და ეფექტიან დაგეგმვას, სპეციალური პროგრამების შემუშავებას, ფიქრს სერვისების, მცირე მეწარმეობის განვითარებაზე და დაინტერესებული მონაწილე მხარეების მოზიდვას. ხედვა უნდა ასახავდეს უბნის მცხოვრებლების მოსაზრებებს და შეჯერებული იყოს ობიექტურ შესაძლებლობებთან. ხედვის არსებობა ამ ისტორიულ უბანს სტიქიური მიდგომებისა და მშენებლობისგან, მათ შორის, ისტორიული იერსახის დაკარგვისაგან დაიცავდა. კულტურული მემკვიდრეობა დაცვა და ცნობიერების ზრდა ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, მრავლადაა წარმოდგენილი ისტორიულ-არქიტექტურული თუ მემორიალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტები. ქუჩაზე არსებულ 22 საცხოვრებელ სახლსა და ერთ წყაროს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სამწუხაროდ, ობიექტების ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და თუ შესაბამისი ცენტრალური თუ ადგილობრივი სამსახურები უახლოეს დროში არ მიაქცევენ ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას, ქალაქი ისტორიული განაშენიანების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. ქუჩაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად აუცილებელია დაიგეგმოს და გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები. პირველ ეტაპზე, სასურველია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, შესაბამის ინსტიტუციებთან კოორდინირებით(ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, კულტურის, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო და სხვა დაინტერესებული მხარეები), ჩაატაროს ქუჩაზე არსებული ობიექტების ინვენტარიზაცია, რაც უზრუნველყოფს: ისტორიული, მემორიალური, არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული ობიექტების დაზუსტებას, ახლის გამოვლენას; არსებული ძეგლების კონსერვაციას, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ამ ძეგლების ავთენტურობის შენარჩუნებას და, მეორე მხრივ, ნგრევის პირას მისული ნაგებობებისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას; 349 ძეგლებისა და ფონური განაშენიანების ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებების შეფასებას; ობიექტების ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას; ამ სამუშაოების შედეგად ღირებული ობიექტების და ისტორიული განაშენიანების დაცვისა და ადეკვატური განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების გამოვლენას – დაგეგმვას; მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების მხრივ, რათა ჭავჭავაძის ქუჩის განვითარების/ახალი განაშენიანების დროს გათვალისწინებული და დაცული იყოს ქუჩის ისტორიული იერსახე და არქიტექტურული ღირებულება. ისტორიული განაშენიანების ადეკვატური განახლების წინაპირობა ძეგლთა დაცვის პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. ამისთვის კი აუცილებელია მათ გათვითცნობიერებული ჰქონდეთ და აღიარებდნენ მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ხედავდნენ შესაძლებლობებს(მათ შორის, ეკონომიკურ), რომელიც თან ახლავს მსგავსი ტიპის შენობებსა და ისტორიულ არეალებს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, კულტურული მემკვიდრეობისა და სამოქალაქო განათლების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ემუშავათ თავად ძეგლის სტატუსის მქონე სახლების მეპატრონეებთან ცნობიერების ამაღლების და ინფორმაციის(უფლებებისა და რეგულაციების) გაცნობის კუთხით. გაეზიარებინათ მათთვის ძეგლებისა და ღირებული ობიექტების დაცვისა და განვითარების წარმატებული მაგალითები. ტრანსპორტი და საგზაო საკითხები ჭავჭავაძის გამზირზე, მაწანწრის უბნის საკვლევ მონაკვეთზე, ცალმხრივი საავტომობილო მოძრაობაა. ვარდისუბნის ხევიდან მაწანწრის ხევამდე ქუჩა შედარებით ფართოა, ხოლო შემდეგ, ვიდრე თელავის ხევამდე, საკმაოდ ვიწროვდება. ეს ორი მონაკვეთი საგზაო გეგმარების მხრივ განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. თუკი გამზირის უფრო ფართო მონაკვეთზე ფეხით სეირნობა შესაძლებელია და პრობლემას მხოლოდ 350 დასახლების კვალობაზე არსებული, ხშირ შემთხვევაში, მოძრაობის სრულიად შეუფერებელი სისწრაფე ქმნის, ქუჩის ვიწრო ნაწილში, ზოგ ადგილას, ფეხით გავლა ტროტუარების უკიდურესი სივიწროვის და ზედ გაჩერებული მანქანების გამო, უსიამოვნო და არასასურველია. ზოგადად, ი. ჭავჭავაძის გამზირის მიზნობრივ მონაკვეთზე, პირველ რიგში, სასურველია მოძრაობის სისწრაფის რეგულირება და ამისთვის საგზაო სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და კონტროლი, ეს განსაკუთრებით შეეხება მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და არა მარტო; აღსანიშნავია, რომ ავტომობილების საფრთხის შემცველ, სწრაფ გადაადგილებაზე არაერთი ადგილობრივი მცხოვრებიც საუბრობს. გამზირის ვიწრო(სასტუმრო„რჩეულიდან“ თელავის ხევამდე) მონაკვეთში, მოსაწესრიგებელი(ან გასაფართოებელია) ტროტუარები, სადაც ფეხმავალი ან ეტლით მოსარგებლე თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას. პარკინგის საკითხი ქუჩაზე საკმაოდ მძიმედ დგას, ისედაც ვიწრო ტროტუარებზე ხშირად არის გაჩერებული ავტომობილები; ამიტომ, საფეხმავლო ზონების დაცვა(თუნდაც მცირე ზომის ბოძებით, რაც ავტომობილების გაჩერებას დააბრკოლებდა) და მოწესრიგება(ეტლით მოსარგებლეებისათვის) აუცილებელია გამომდინარე პრინციპიდან, რომ ტროტუარი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ეკუთვნის. შეიძლება მსჯელობა იმაზეც, რომ უბნის ტურისტული განვითარების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ამ ისტორიულ ქუჩაზე დიდი სატვირთო მანქანებისა და ტურისტული ავტობუსების გადაადგილება; ქუჩა მაქსიმალურად მორგებული უნდა გახდეს სწორედ ფეხით მოსიარულეებზე, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ აქ მცხოვრებლების სამანქანო მოძრაობის და პარკინგის საკითხები უკანა პლანზე უნდა გადავიდეს. 2021 წლიდან მაწანწრის უბნის მიზნობრივ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც დადის, თუმცა სატრანსპორტო გაჩერებები ჯერ არ დამონტაჟებულა, სადაც მოქალაქეებს წვიმიან და მზიან ამინდში შეეძლებოდათ თავის შეფარება და ჩამოჯდომა. დაბახნებისა და ჭავჭავაძის გამზირის კუთხეში, სასტუმრო„რჩეულის“ და ხიდის მიდამოებში ფორმირდება ერთგვარი მცირე მოედანი, რომელიც სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლოა, მცირე, წრიულ მოედნად განვითარდეს და ავტობუსის ერთი გაჩერებაც ხიდთან მოეწყოს. ზოგადად, მაწანწრის უბნის სატრანსპორტო საკითხების, მათ შორის, მოძრაობის შესაძლო განტვირთვის სტრატეგიაზე ფიქრი და განხილვა ქა351 ლაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს და, სასურველია, ქალაქში ამ მხრივ დისკუსიები და ღია შეხვედრები გაიმართოს და სპეციალისტებთან ერთად, მათში უბნების მოსახლეობაც ჩაერთოს. მაწანწრის უბნის წყაროები ქუჩის წყაროების სიმრავლე თელავის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია. თავის მხრივ, მაწანწარაც გამოირჩევა ისტორიული თუ გვიანდელი პერიოდის წყაროების რაოდენობით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღესდღეობით ქალაქს არ აქვს ზუსტი სია ფიზიკურად არსებული(მომდინარე და დამშრალი) წყაროებისა. სასურველი იქნება გაკეთდეს ე.წ.„mapping“(აღწერა ზუსტი კოორდინატების მითითებით) ზოგადად მთელი ქალაქის და, მათ შორის, მაწანწრის უბნის მასშტაბითაც. ამავე დროს, საგულისხმოა წყაროებთან დაკავშირებული ისტორიებისა და მეხსიერების კვლევა, ამ თემაზე არსებული საარქივო მასალის უფრო სიღრმისეული დამუშავება და მოკლე ისტორიების ამა თუ იმ ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ქალაქის ისტორიის გამდიდრებას და მოქალაქეთა ინფორმირებას. მაწანწრის წყაროების ნაწილი დღეს დამშრალია, რამდენიმე მათგანი აღდგენას საჭიროებს. მსჯელობაში, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, შესაძლებლობის ფარგლებში − წყლის დაბრუნება ან წყაროების ფიზიკურად შენარჩუნება, ფუნქციური დატვირთვა და სხვ. − მაწანწრელებიც უნდა იყვნენ ჩართულები. მაგალითად, ჭავჭავაძის 185187-ის მიჯნაზე შემორჩენილი, აწ უკვე გადალესილი(არა ისტორიული) წყაროს აღდგენა თავდაპირველი იერსახით თუ ვერ მოხერხდა, შესაძლოა, იქცეს წყაროს თანამედროვე ნაგებობად, რომლის დაპროექტებაშიც, სასურველია, ჩაერთონ(ადგილობრივი) უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად იმუშავებენ ახალ სარეკომენდაციო იდეებსა და ფორმებზე. ეს ყოველივე ხელს შეუწყობდა ადგილობრივი სტუდენტების სამოქალაქო ჩართულობას, ქალაქის ისტორიის ხელახალ გააზრებას და ახალი, ცოცხალი არქიტექტურული სამუშო პროცესების წახალისებასაც. 352 „მწვანე მაწანწარა“ უბნის„მწვანე“ პერსპექტივა და განვითარების ხედვა, თანმდევი რეკომენდაციებით დაწვრილებით არის მოცემული კვლევაში(იხ. გვ. 318). აქ მხოლოდ მაწანწრის ხევის სამშენებლო მასალებით უკიდურეს დაბინძურებას გამოვყოფთ, რაც ამ მიდამოებს ძალზე აზიანებს. ამ პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტის უშუალო ჩართულობისა და სათემო(სამეზობლო) მობილიზების გარეშე შეუძლებელია. მწვანე სივრცეებსა და ზოგადად, საკუთარ უბანზე ზრუნვის წასახალისებლად, შესაძლოა, მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შემუშავებული წამახალისებელი პროგრამა: წლის ყველაზე სუფთა უბნის ტიტულის მოსაპოვებლად, რომლის ფარგლებშიც, მთელი წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობით უბნებს შორის გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ჯილდოს სახით, ტიტულთან ერთად, მაგალითად, დამატებით გარკვეული რაოდენობის თანხის ფარგლებში დაფინანსებულ საუბნო პროექტს მიიღებს. შინმოუსვლელთა მემორიალური სკვერი სასურველი იქნებოდა, მეორე მსოფლიო ომის მემორიალური სკვერის, ე.წ. ქსუის ბაღის რეაბილიტაცია, მისი შემოღობვა უსაფრთხოების მიზნით და სკვერის რომელიმე მონაკვეთში საბავშვო სათამაშო სივრცის მოწყობა. შეიძლება ფიქრი ამავე სკვერში, მცირე, თუნდაც სეზონური საუბნო საკვირაო ბაზრობის(სეზონური და პერიოდული) ან ზაფხულის პერიოდში, თუნდაც რამდენიმე კულტურული ღონისძიების ორგანიზებაზეც, იქნება ეს ფილმის ჩვენება(საკმარისია პორტატიული ეკრანი და პროექტორი) თუ სხვ. მითუმეტეს, რომ ამ სკვერს ისტორიულად მსგავსი გამოცდილება აქვს და ცნობილია, რომ სკვერში საახალწლო ნაძვის ხეც ირთვებოდა და სცენაც იმართებოდა, სადაც ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებები ტარდებოდა. 353 უბნის ბიბლიოთეკა, სკოლა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მაწანწრის უბნის განვითარებისათვის, საინტერესო იქნებოდა აქ მოქმედი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება და მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ბიბლიოთეკა საუბნო, სათემო ცენტრად ან როგორ შეიძლება სკოლა მეტად იყოს ჩართულო საუბნო ღონისძიებებში, კვლევებსა და სხვ. ამ მხრივ, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს აქვს მოსწავლეთა საუბნო კვლევებში ჩართვის გამოცდილება და, შესაძლოა, სწორედ ეს გამოცდილება ქცეულიყო სამომავლოდ არაფორმალური სწავლების პროგრამის ბაზად. პროგრამისა, რომლის მიზანიც უბნის განვითარებაში აქ მოქმედი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა და მოსწავლეების ჩართულობა იქნებოდა, მისი განმხორციელებელი კი, აქ მომუშავე საჯარო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასურველია, მცირე მეწარმეობის და სხვ კომპეტენციების გაუმჯობესებაზე მიმართული არაფორმალური განათლების კომპონენტი შეეთავაზებინათ მაწანწრელებისათვის, სამეზობლოსთვის, როგორც პროექტის ფარგლებში მოვიხსენიებთ, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო დახმარების პროგრამაში მონაწილეობა და მეტად იყვნენ ინფორმირებულები ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. კულტურული ტურიზმი და მცირე მეწარმეობა „ხელოსნების უბანში“ დღესდღეობით მაწანწარაზე რამდენიმე მოქმედი ხელოსანი ცხოვრობს, გარდა ამისა, არაერთ ოჯახშია შემორჩენილი ტრადიციული ხელსაქმის ცოდნა. სამომავლოდ მიზანშეწონილი იქნებოდა, ამ მიმართულებით უფრო სიღრმისეული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება უბანში არსებული სახელობო და სხვა(მზარეული, მეყვავილე, დურგალი, მჭედელი და სხვ.) ცოდნის გამოყენება უბნის სამომავლო განვითარებისათვის. რა სტრატეგიული ფორმით შეიძლება ითანამშრომლონ და გა354 აძლიერონ ერთმანეთი მეყვავილეებმა, დურგლებმა, მქსოველებმა და ა.შ როგორ შეიძლება განვითარდეს მსგავსი გაერთიანება. სასურველია იმის შესწავლაც, ახლა, ამ მომენტისთვის რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქციას ქმნიან და განვითარების რა პოტენციალი არსებობს. უმჯობესი ხომ არ იქნებოდა მცირე ზომის კლასტერის შექმნა და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით კლასტერის წევრებისა და ამით მთლიანად უბნის განვითარების მხარდაჭერა? სხვადასხვა პროფესიის და საუბნო წამოწყების ურთიერთკავშირი უბანში კულტურული ტურიზმის განვითარებასაც წაახალისებდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის,„ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“ ფარგლებში, მოინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელოსნო და ხელოსანი, ასევე კულტურული ტურიზმის კუთხით საინტერესო(არქიტექტურა, ისტორია, მარანი, სახელოსნო) ობიექტები, ამ მხრივ, საჭიროა უფრო სიღრმისეული კვლევის ჩატარება. კვლევის საფუძველზე, აღიწერებოდა სწორედ აქ, ამ უბანში დღემდე შემორჩენილი ტრადიციული ხელობები, შეიქმნებოდა ადგილობრივი სივრცისთვის სახასიათო პროფესიების ერთგვარი ბაზა, რაც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს შემდგომ განვითარებას, მათ შორის არაფორმალური განათლების პროგრამების დაგეგმვას სამეზობლოსთვის(კულტურული ტურიზმის, მცირე მეწარმეობის და სხვა სფეროებში). ასეთი ბაზის არსებობა, უბნის განვითარების გეგმასაც მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევდა. მაწანწრის უბანი, აქ არსებული უნიკალური ინფრასტრუქტურის შენარჩუნების, მაღალი სტანდარტით რეაბილიტაციის და არსებული ადამიანური კაპიტალის გააქტიურების შემთხვევაში, კულტურული მარშრუტების დანერგვის და ამით მცირე სამეწარმეო ინიციატივების განვითარებისთვის საინტერესო სივრცეს წარმოადგენს. უბანი სამომავლოდ ალტერნატიული საფეხმავლო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მას აქვს მოსაყოლი ისტორია − ეს ხელოსნობის,„გასაბჭოების“ და მისი შედეგების ისტორიაა. აქ, ამ უბანში არაერთ სახლს უკავშირდება სხვადასხვა სფეროს ხელოსნობის(და ქვეყნის შიდა მიგრაციის) ისტორია. ამ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ოჯახები და გვარებიც კი. უბანში დღემდე არის შემორჩენილი რამდენიმე ტრადიციული სახელოსნო და ხელოსანი, შესაბამისად, მათი ჩართვა კულტურულ მარშრუტებში განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა. ეს, ერთი მხრივ, თავად ამ 355 სახელოსნოების, როგორც მცირე მეწარმეობის კერების განვითარებას შეუწყობდა ხელს და, მეორე მხრივ, უბნის სტუმრებს, არა მხოლოდ ისტორიას მოუყვებოდა, არამედ სახელოსნო განვითარების უწყვეტ ტრადიციასაც გააცნობდა. ზემოხსენებული კულტურული მარშრუტი უნდა იწყებოდეს ვარდისუბნის ხევთან და, ერთი მხრივ, სრულდებოდეს ჭავჭავაძის №93, ხის ხარატის, გიორგი გომელაურის ისტორიულ სახლსა და სახელოსნოში, ხოლო, მეორე მხრივ, ადიოდეს დაბახნებზე(ქვის სახელოსნო, წყარო, ზუზუმბოს ბორცვის არქეოლოგიური გათხრები), გაივლიდეს კერამიკის სახელოსნოს „კერა“, რომელიც ტრადიციის უწყვეტობის საუკეთესო ნიმუში და ქალაქის ნამდვილი სახელოვნებო-სახელოსნო მარგალიტია და სრულდებოდეს ჩოლოყაშვილის ქუჩისა და თელავის ხევის კუთხეში. ზოგადად, საპილოტე, საფეხმავლო მარშრუტმა, შესაძლოა, მოიცვას მაწანწარა-ზუზუმბო-ყადორის უბნების ტერიტორია და აქ, ამ ერთიან სოციოკულტურულ სივრცეში ერთმანეთთან დააკავშიროს მსგავსი და განსხვავებული ისტორიები(ხელოსნობის ისტორია, მოქმედი ხელოსნები, გასტრონომიული ობიექტები, დეკორაციული ეზოები ან მეყვავილეები, წყაროები, ე.წ.„სომხების სასაფლაო“, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა და სხვ.). ზოგიერთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან და გამორჩეული ისტორიის სახლზე, სასურველია განთავსდეს საინფორმაციო დაფა ან უკვე არსებული QR-კოდების სისტემა განვითარდეს და განივრცოს ინფორმაციული ნაწილი. საინფორმაციო დაფები შეიძლება განთავსდეს ქუჩის შემოსასვლელსა და დაბახნების ასახვევთან, სადაც მოკლედ იქნება გადმოცემული უბნის ისტორია ქართულ და ინგლისურ ენებზე. დღეს იმ რამდენიმე სახელოსნოს და ხელოსანს, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს შეინარჩუნოს ტრადიციული ხელობა, აღჭურვილობის, ბაზრის და მარკეტინგის ცოდნის და გაყიდვების ორგანიზების პრობლემებიც უდგათ. საინტერესო იქნებოდა ფიქრი(მუნიციპალურ ან კერძო) პროგრამაზე, რომელიც პირველ რიგში, სწორედ არსებული სახელოსნოების განვითარებას(გადაიარაღებას) და მათ არაფორმალური, სახელობო სწავლების ცენტრებად ქცევას შეუწყობდა ხელს. პროგრამა უნდა მოიცავდეს როგორც ძლიერ სასწავლო კომპონენტს, ასევე მცირე გრანტებს ან ტექნიკურ აღჭურვას და დახმარებას. მაგალითად, შესაძლებელია, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ნაწილობრივ„გაცოცხლდეს“ მაწანწრის უბნის ისტორიული ფუნქცია და იქ, 356 სადაც ამის სივრცობრივი თუ სახელობო რესურსი და შესაბამისი სურვილი მოიპოვება(მსგავსი რესურსი მოინიშნა სულ ცოტა სამ სახლში: ოქრომჭედელთან, მკერავთან და დურგალთან), ხელი შეეწყოს სახელოსნოების დაფუძნებასა და განვითარებას. მაწანწრის უბნის განვითარების პროგრამა გარდა სახელოსნოების მხარდაჭერისა, კარგი იქნება ითვალისწინებდეს სუვენირების თუ სხვა პროდუქციის წარმოებასა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებით საკონსულტაციო ფუნქციას. სახელოსნოების ბაზაზე, შესაძლებელია სახელობო-სასწავლო თანადაფინანსებული სერვისის განვითარება, რათა ცოდნა მომავალ თაობას და დაინტერესებულ პირებს გადაეცემოდეს. ამისათვის კი საჭიროა მოქმედი სახელოსნოების გაძლიერება-განვითარების მხარდაჭერით და მათ ბაზაზე სასწავლო კურსების ინტეგრირებით. ეს პროგრამა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა უბნის ტურისტული და ეკონომიკური მნიშვნელობის ზრდას და თვითდასაქმებას. შესაძლებელია ფიქრი ამ პროგრამით ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესებაზეც. ამა თუ იმ სახელოსნოს მუშაობა დღეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის მოთხოვნა ამ სახელოსნოში წარმოებულ პროდუქციაზე. ბაზრის კვლევის გარეშე, ხელოვნურად რომელიმე სახელობო მიმართულების მხარდაჭერა მიზანშეწონილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი საქმე ტრადიციის წყვეტას და ხელობის დაკარგვას ეხება. ასეთ შემთხვევაში, მისასალმებელიც იქნებოდა მუნიციპალიტეტის მხრიდან სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც, ჯერ კიდევ არსებულ სახელოსნოში და მოქმედ ოსტატთან, ახალი თაობის ერთი ჯგუფის გადამზადება და დაინტერესება თუ მაინც მოხერხდებოდა. ასეთი სასწავლო სახელოსნოები მაწანწარაზე შეიძლება იყოს: ქართული იარაღი და საოქრომჭედლო საქმე, ხის მხატვრული დამუშავება, დურგლობა, ტრადიციული ხელსაქმის(შალის მოსასხამების ქსოვა, იხ. გვ. 141) აღორძინების ხელშეწყობა და ამ სახელოსნოებში სახელობო სწავლების კომპონენტის დანერგვა. ზოგადად, დასავლეთის და, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს ხელოსანთა ქუჩის, მანუფაქტურის უბნების, ხელოსნობის ტრადიციის შენარჩუნება-განვითარების, მისი კულტურის ტურიზმთან დაკავშირების საკმაო გამოცდილება. სასურველი იქნებოდა ასეთი მაგალითების უფრო სიღრმისეული შესწავლა და საქართველოს რეალობასთან ადაპტირებით, ანალოგიური განვითარების პროგრამებზე ფიქრი, მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე. 357 გასტრონომია მეოცე საუკუნის ბოლო ოცწლეულში(და უფრო ადრეც) მაწანწარაზე არაერთი მზარეული ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობენ. სხვა ხელობის მსგავსად, მზარეულობაც აქ ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მზარეულის პროფესიის სიმრავლეს თან ერთვის უბნის უნიკალური არქიტექტურა და აქ, ისტორიულ სახლებში მცირე გასტრონომიული ობიექტების განვითარების რესურსი. ამ ორი კომპონენტის ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით, სასურველი იქნებოდა, მზარეულებისა და ისტორიული სახლების მეპატრონეებისთვის სპეციალური არაფორმალური სასწავლო კურსის შეთავაზება და მცირე საოჯახო ტურისტულ ობიექტებში მათთვის სასწავლო ვიზიტის ორგანიზება. ֎ და ბოლოს, მაწანწრის უბნის განვითარებას, ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება, რომელიც, უბნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც გულისხმობს და უბნის ისტორიისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის კარგად გააზრებას, მისი გადარჩენის და დაცვის აუცილებლობასაც. განვითარების პროცესი თან მწვანე სივრცეებსაც მოიცავს, როგორც რეკრეაციულ ზონებს და სამეზობლოსთვის თემატური, არაფორმალური განათლების შესაძლებლობასაც. უბნის განვითარების პროგრამა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს უნდა აერთიანებდეს და საჯარო თუ კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხსა და კულტურას ეყრდნობოდეს. მნიშვნელოვანია მსგავს პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა, მათი ხედვის, მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება. კოორდინირებული სათემო ცხოვრების წასახალისებლად და ინფორმაციის უკეთ გასაცვლელად, კარგი იქნებოდა უბანში 2-3 ადგილას(სკოლის მიდამოებში, დაბახნების აღმართთან, ქსუის სკვერთან და სხვ.) ხის საინფორმაციო დაფების განთავსება, რომელთა დახმარებითაც, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტი მიაწვდიდა ინფორმაციას მაწან358 წრელებს და, მეორე მხრივ, თავად უბნელები შეძლებდნენ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციის მიღებასა და გაცვლას. და ბოლოს: ძალიან მნიშვნელოვანია, უბანს მიეწოდებოდეს წყალი, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ სისტემატურად და განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, აქ, მაწანწარაზე, გართულდება მცირე ინიციატივების განვითარება. წყლის არეული გრაფიკი ან სულაც ხშირი უწყლობა, აქ მცხოვრებლებს არაერთ პრობლემას უქმნის. 359 360 ძველი სახლების აღდგენის გამოცდილება მაწანწარაზე 361 „ხალხთა თაობების მიერ შექმნილი ისტორიული ძეგლები, რომლებიც წარსულის გზავნილის მატარებელია, დღემდე რჩება მათი საუკუნოვანი ტრადიციების ცოცხალ მოწმედ. კაცობრიობა დღითი დღე რწმუნდება, რომ ადამიანებს საერთო ღირებულებები გააჩნიათ და პატივს მიაგებს ისტორიულ ძეგლებს, როგორც საერთო მემკვიდრეობას. მომავალი თაობებისათვის მათი დაცვის საერთო პასუხისმგებლობა ასევე არის აღიარებული. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა – ეს მემკვიდრეობა მისი ავთენტურობის მთელი სიმდიდრით გადავცეთ მომავალ თაობებს“. ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო „ვენეციის ქარტიიდან“(ვენეცია, 1964 წ.) თითოეულ კულტურაში საცხოვრისი, მნიშვნელოვნად ასახავს საზოგადოების განვითარების ეტაპებს და სოციალ-ეკონომიკური ყოფის სურათს. საერო არქიტექტურის ეს ნაწილი მკვეთრად გამოხატავს ევოლუციის იმ გზას, რომელიც საზოგადოებამ განვლო. საცხოვრისი უძველესი დროიდან დღემდე სვამს და პასუხობს ანთროპოლოგიისთვის საკვანძო კითხვებს, ის გვიმხელს ყველა იმ დაფარულ დეტალს, თუ როგორ ვითარდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოტიპი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ის და რა იყო მისი ინტერესის საგანი. საცხოვრისის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ადგილობრივ ყოფასთან, სოციალურ ინტერესებსა და გეოგრაფიულ მახასიათებლებთან. მის ფორმას წარმოშობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა და გვაძლევს საერთო ისტორიულ კონტექსტს. საცხოვრისი გამოხატავს ჩვენი წინაპრების წარმოდგენასა და სამყაროს გააზრებას იმ მცირე მოდელში, რასაც მისი სამყოფი სივრცე ჰქვია. დღეს, როდესაც განაშენიანების სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა და თანამედროვე ადამიანს სხვა ტიპის მოთხოვნები გაუჩნდა, ეს მოცემულობა გვაფიქრებს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული საცხოვრისების იმ ნიმუშებზე, რომლებმაც ქართული კულტურის მახასიათებლები შემოინახეს, ამავე დროს, გვაფიქრებს სამომავლოდ მათი ადაპტაციის გზებზეც. საერო არქიტექტურის ამ ნიმუშების აღდგენენისას, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ისტორიული საცხოვრისების ფუნქციურობა და მეორე მხრივ კი, მათი ნამდვილი, პირველადი იერსახის მაქსიმალური შენარჩუნება. საყურადღებოა ისტორიული სახლების ამჟამინდელი მდგომარეობის გამოკვლევა და იმის დადგენა, თუ რა ტიპის ფიზიკურ ჩარევას საჭიროებენ ეს ნიმუშები სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის დაინტერესება ამ ტიპის მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნების მიმართ. ამ კუთხით თვითორგანიზების მაგალითებს თვალნათლივ ვხედავთ დედაქალაქისა და რეგიონების მაგალითზე, თუმცა არსებობს მანკიერი პრაქტიკაც და უმეტეს შემთხვევაში ჩვენს თვალწინ ნადგურდება საცხოვრისის უძველესი ნიმუშები, იშლება ისტორიული კვალი, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სამშენებლო-ტექნოლოგიური ნიშნები და ის სპეციფიკა, რაც ქართული კულტურის ორიგინალობას ქმნის. ქალაქ თელავის ერთ-ერთი ისტორიული უბნის, მაწანწრის მაგალითზე შეგვიძლია გავეცნოთ იმ მნიშვნელოვან და ღირებულ პრაქტიკას, რასაც ისტორიული საცხოვრისების გადარჩენა-შენარჩუნება ჰქვია იმ ურბანული ქსოვილისთვის, რომელსაც დღემდე აქვს შემონახული ის მახასიათებელი, რასაც ადგილის სულს ვუწოდებთ. ამ საცხოვრისების გადარჩენა კარგი მაგალითია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ასეთი რესურსი და ჯერ კიდევ ფიქრობს, თუ რა პრინციპების დაცვით შეინარჩუნოს მისი ორიგინალობა და ხასიათი, ამავე დროს, პრაგმატულად იაზრებს მის ფუნქციურ დანიშნულებასაც. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ თხრობას უშუალოდ მეპატრონეთაგან, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთი ისტორიული, ხან ძეგლის სტატუსის მქონე სახლების შენარჩუნების პროცესს და თანმხლებ პრობლემებსაც. 363 როდესაც სახლი გიყვება ისტორიას, ჭავჭავაძის №160-ისა და მაია მამულაშვილის ამბავი გომბორის მხრიდან ქალაქ თელავის ცენტრალური შესასვლელი ისტორიული მაწანწრის უბანზე გაივლის. სწორედ ეს არის ილია ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც ქალაქში შემოსვლისთანავე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს გამვლელზე თუ ქალაქის სტუმარზე. ძველ, ისტორიულ განაშენიანებაში ყურადღებას იპყრობს ერთ- და ორსართულიანი აგურის სახლები, ეზოს სიღრმეში ყვავილებით, ვენახებით თუ ტალავრით; აქა-იქ ბოსტანსაც მოკრავთ თვალს. ამ ქუჩის ხიბლი ის არის, რომ თითოეულ სახლს, ეზოსა თუ შუკას, საკუთარი, გამორჩეული და საინტერესო ისტორია აქვს. თავისი ისტორია აქვს იმ სახლსაც, რომელზეც ახლა მინდა გიამბოთ. 2017 წელს, როდესაც ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციისათვის, ანუ „მედია ცენტრი კახეთისათვის“ შესაფერის სამუშაო ადგილს ვეძებდით დასამკვიდრებლად, მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ადგილი ორგანიზაციის სტუმრებისათვის მოსასვლელად მარტივი ყოფილიყო; გარდა ამისა, 364 გვსურდა სახლს მცირე ეზოც ჰქონოდა, რათა ჩვენი მრავალფეროვანი, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო თუ კულტურული ღონისძიებებისათვის ადგილი გამოგვეყო და შეხვედრებიც დაუბრკოლებლად ჩაგვეტარებინა. ასე დაიწყო ჩვენი და ილია ჭავჭავაძის გამზირის №160-ში მდებარე ძველი სახლის ისტორია. სახლის, სადაც ამჟამად მედია ცენტრი და„კახეთის ხმის“ ონლაინ რადიოს რედაქციებია განთავსებული. თავდაპირველად, როდესაც სახლის კეთილმოწყობის გადაწყვეტილება მივიღეთ, მისი ისტორიაც მოვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სახლი 1900 წლის დასაწყისში აშენდა. ნაგებობა სართულნახევრიანად ითვლება და მას საკმაოდ მაღალჭერიანი სარდაფი აქვს. სახლის მთავარ ფასადს ამჟამად, სამხრეთი მხარე წარმოადგენს და ეს ფასადი მაღალი პარაპეტით სრულდება. სახლის ორივე სართულზე ორ-ორი ფანჯარაა, რომელიც ერთიმეორეს თავზეა გაჭრილი. სახლი რიყის ქვითა და აგურით არის ნაგები, რაც საფასადე გადაწყვეტის მთავარი მხატვრული მახასიათებელია. ფანჯრების საპირეები და ზღუდარები აგურით არის გაწყობილი. აგურის წყობა ფასადს ორნამენტულად მიუყვება, რომლის ქვეშ აგურისავე მართკუთხა ნიშებია გამოყვანილი. სახლის მეპატრონეები თავადი ჯანდიერები ყოფილან, გასაბჭოების შემდეგ, ჯანდიერების კვალი დაიკარგა. სახლთან დაკავშირებული ჯანდიერების ოჯახის ისტორია ცალკე მოკვლევის საგანია და იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან, ამის დროც მოვა. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ის ვიცით, რომ მოგვიანებით, სახლი ზაუტოვის(ზაუტაშვილი) ხელში გადავიდა. ოჯახმა ყვარლელი 5 წლის გოგონა იშვილა და გაზარდა. ქალბატონი ქეთევან ზაუტაშვილი 1936 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა. მისი მეუღლე უკრაინელი სტეფან კორლიენკო იყო, რომელიც გაკულაკების შემდეგ თელავში დაფუძნებულა. გადმოცემით ვიცით, რომ გასული საუკუნის დასაწყისში სახლის ეზოს დიდი მუხის ხე ამშვენებდა, რომელსაც„სიცოცხლის ხეს“ ეძახდნენ. ხე მოგვიანებით მოუჭრიათ და სახლის მარნის კოჭებად გამოუყენებიათ. იგივე გადმოცემა ამბობს, რომ„სიცოცხლის ხის“ ბოძები ამ სახლის მცხოვრებლებისათვის ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. მას შემდეგ, სახლის ბედი ჩვენ ხელში აღმოჩნდა, როგორც ჭირვეულ ბავშვს, ისე ვუვლით. ძველი ჭერი შევაკეთეთ, დანგრეული ღობე და მორყეული ჭიშკარი ახლით შევცვალეთ, ამოშენებულ-ამოგმანული ბუხრები აღვადგინეთ, სახელდახელოდ მიშენებული საჯინიბოს ადგილას სატრენინ365 გო სივრცე შევქმენით; ახლა აქვეა განთავსებული რადიო„კახეთის ხმის“ სტუდიაც. ძველი მარანი სახლის ყველაზე დიდი მშვენებაა და სწორედ აქ, ხელუხლებლად„ბინადრობს“ ძველი„სიცოცხლის ხის“ ბოძებიც და ძველი ხის დარაბებიც. მარნის სიღრმეში, იატაკზე, ცემენტი დაგვხვდა დასხმული. ვინ იცის, ცემენტის ქვეშ უამრავი ქვევრია ჩაყოლილი… ოდესმე სახლის ყველა დაფარულ შრეს მოვძებნით და სათანადოდ გამოვაჩენთ მტვერმიყრილ, ან, ვინ იცის, ეგებ საგულდაგულოდ დამალულ ისტორიას. მანამდე კი სახლის თითოეული ნაწილი, მათ შორის, რკინა-ბეტონის მიშენებებიც კი, უნიკალური და განუმეორებელია − ის მთელ მეოცე საუკუნეს აირეკლავს და ეპოქების თუ იმ ცვლილებების შესახებ გვიყვება, ქვეყანასთან ერთად ცალკეულმა სახლებმაც რომ აირეკლეს. ამჟამად სახლის განვითარების კონცეფციაზე ვმუშაობთ: ძეგლის კონსერვაცია დასრულებულია, რომელზეც საუკეთესო ხელოვნებათმცოდნეებმა იმუშავეს. თელაველი არქიტექტორი ვასო ვასაძე და ჩვენი გუნდი ერთად ვმუშაობთ, რათა კულტურული მემკვიდრეობის ეს პატარა ძეგლი ისე განვავითაროთ, რომ სტუმარსაც და მასპინძელსაც სიამაყე და ბედნიერება მიანიჭოს. ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა კი, მოგვაწოდა ამ კონკრეტულ სახლთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენც ზედმიწევნით მივყვებით. მათი მიხედვით, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს სახლის დღემდე მოღწეული ისეთი ორიგინალური ნაწილები, როგორებიცაა სარდაფი და ზედნაშენი სართული; მათი რესტავრაცია სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვითა და ტრადიციული სამშენებლო მასალით უნდა მოხდეს. ეზოში დასაშვებია ახალი მოცულობების პროექტირებაც, თუმცა ამ პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია სახლის ისტორიული გარემო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი კონცენტრაცია მის სიახლოვეს. შესაბამისად, სასურველია, ნებისმიერი რეკონსტრუქცია ქუჩის განაშენიანების თანაფარდი იყოს, მათ შორის, ეზოს სიღრმეში დარჩენილი ძველი შენობის თავზე დაშენების შემთხვევაშიც. დაშენების კონსტრუქციულმა გადაწყვეტამ არ უნდა დააზიანოს ძეგლის მდგრადობა, მისი სიმაღლე კი, თელავის ამ ნაწილში არსებულ ისტორიულ განაშენიანებას უნდა შეესაბამებოდეს. 366 368 დაკარგული ისტორიის ძიებაში – ჭავჭავაძის № 185-ისა და ანა მარგველაშვილის ამბავი 1 ჭავჭავაძის №185-ში, სართულ-ნახევრიანი სახლი, ნელ-ნელა მეხსნებოდა და მეცნობოდა; მეც ნელ-ნელა მიყვარდებოდა. ოდესღაც ერთ სახლად აშენებული შენობა დღეს ორ ნაწილად არის გაყოფილი. №183 და №185. ორივეს თავისი ისტორია აქვს, დასაწყისი კი, საერთო, ჩემთვის უცნობი, თუმცა ისეთი, სულ რომ მაინტერესებდა და მაფიქრებდა. ჭავჭავაძის ქუჩა, თელავის ერთ-ერთი უძველესი, მაწანწრის უბნის მთავარი არტერიაა. ძველად ორი ხევით შემორაგულ ამ ისტორიულ უბანში, სავაჭრო-საქარავნე გზა გადიოდა და ძირითადად ხელოსნებს, მედუქნეებს და ვაჭრებს დაედოთ ბინა; რა ხელობის ადამიანს არ შეხვდებოდით თურმე აქ? მჭედლებს, ნალბანდებს(ნალების მჭედელი), ქვის მთლელებს, დურგლებს, მეაკვნეებს, მეწაღეებს, მეკირეებს, მეთუნე-მეჭურჭლეებს, დაბაღებს(ტყავის გამოყვანის და დამუშავების ოსტატები), ფარდაგების ან სათევზაო ბადეების მქსოველებს და სხვ. დღეს მათი კვალი სრულად გამქრალია და მხოლოდ ძირძველი მაწანწრელების მეხსიერებაში თუა შემორჩენილი. აქაურობასაც მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციაღა შერჩენია. ეს არის პირველი ქუჩა, რომელსაც გომბორის მხრიდან ქალაქში შემოსული მგზავრი გაივლის. თელავის აღქმაც წესით სწორედ აქედან იწყება. 2010 წელს, მეც ჭავჭავაძის ქუჩით გავიცანი და სამუდამოდ შევიყვარე თელავი. აქ, მაწანწრის უბნის შუაგულში მდებარეობდა იმხანად ლამის ერთადერთი სასტუმრო„რჩეული“. პირველივე საღამოს, ცენტრისკენ ფეხით მივსეირნობდით და ქუჩის ძველ, აგურით ნაშენ სახლებს ფოტოებს ვუღებდი. უბნის ბიბლიოთეკაშიც შევედით და თანამშრომლებს ველაპარაკეთ, შინმოუსვლელთა სკვერშიც გადავიღე ფოტოები. ყურადღებით ვაკვირდებოდი ძველ სახლებს, ზოგიერთისთვის შესასვლელი კარი გაეუქმებინათ, დროთა განმავლობაში ასფალტის დონის აწევის გამო, ზოგიერთს თაღოვანი პირველი სართულები ჰქონდა და ზოგის ფასადიც, მიუხედავად იმისა, რომ საგულდაგულოდ გაელესათ − სახლის სიძველეს ვერ მალავდა. ჭავჭავაძის №185-ში მდებარე სახლი მაშინ ჩემს ობიექტივში ვერ მოხვდა და მას მოგვიანებით, 2019 წელს შევხვდი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მედიაორგანიზაცია„კახეთის ხმას“ ვსტუმრობდი, რომელმაც რამდენიმე წელია სწორედ აქ, ჭავჭავაძის №160-ში დაიდო ბინა და ფანჯრიდან ატყე369 370 371 ვებული, სუროთი დაბურული ეზო დავინახე; სახლი არ ჩანდა, ჭიშკარზე კი − იყიდებაო, ეწერა. ეტყობოდა, ჭიშკარი დიდი ხანია არ შეეხსნათ, სახლი მიტოვებულს ჰგავდა. იმხანად სამუშაო სივრცეს ვეძებდით და სანახავად მაინც გადავედით. მოგრძო სახლი და მისი ეზო შუაზე გაეყოთ – №183-185 და ერთი ნაწილი, ანუ №185, იყიდებოდა. სახლის ფერმკრთალ ცისფერ ფასადზე წითელი, ხვიარა, ნახევრად გაველურებული ვარდი ყვაოდა. აქ, 30 წელია არავის უცხოვრია და სუროს მთელი ეზო-კარი ჰქონდა მიტაცებული, ხეებიც კი შთაენთქა, ძლივსღა ესხათ ფოთოლი. იატაკი და ჭერიც გაეხვრიტა ალაგ-ალაგ, ოთახებში გაწოლილიყო და გაფოთლილიყო. ვიდექი და მარკესის ცნობილი რომანის დასასრული მედგა თვალწინ – ფათალო მალე მთელ სახლს დაეპატრონებოდა, არადა ოდესღაც აქ ხალხი ცხოვრობდა, სიცილი, ტირილი და ჟრიამული ისმოდა, ახლა კი... ნეტა ვინ იყვნენ? მეგობარმა, ეს სახლი წლებია ასეა და არავინ ყიდულობსო. გასაგები იყო, რატომაც. მაინც დავრეკეთ და მიუხედავად ნაცნობ-მეგობრების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რომ აქაურობა უსაშველო და ნგრევისთვის განწირული იყო, შევიძინეთ. ვიფიქრე, ერთ ქუჩაზე, ორი მეგობარი ორგანიზაცია არ იქნება ურიგო დასაწყისი, აქაურობას კი ნელ-ნელა მიეხედება მეთქი. მამაჩემი ამბობდა, სახლები ადამიანებივით არიან, დროთა განმავლობაში იცვლებიან და შეიძლება ვერც კი იცნოო. ასე იყო №185-იც და რომ არა ჩემი და თელაველი მშენებელ-არქიტექტორის, ბიძინა ვახვახიშვილის, დაჟინება − ყველგან ჩამოგვეხსნა ძველი ნალესობა, სახლის ნამდვილ სახეს ვერასოდეს აღმოვაჩენდით. ნალესობის ჩამოხსნა კი, მას მერე გადავწყვიტეთ, რაც ნახევარსარდაფი ნაგვისგან გამოვასუფთავეთ, გავანათეთ და იქ ტრადიციული, კახური, თახჩებითა და ბუხრით დამშვენებული მარანი დაგვიხვდა, ათამდე პატარა ქოცოთი. სახლი, გარეგნულად ისე საფუძვლიანად იყო შეცვლილი, ვერაფრით ვიფიქრებდით, რომ ძველი კახური წყობის, დიდი ალბათობით მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე აშენებული შენობა იქნებოდა... ისედაც მაინტერესებდა ვისეულ სახლში ვიწყებდი ჩემი იდეების ხორცშესხმას და ახლა, ნაცრისფერი, უხეში ცემენტის უკან ნაპოვნი, აგურისა და რიყის ქვით ნაშენი კედლების პოვნამ, მართალია, ჩემი სამშენებლო ამოცანა გაართულა და გააძვირა, რადგან ძველის უპირობოდ შენარჩუნება დადგა დღის წესრიგში, მაგრამ თან კიდევ უფრო გამიმძაფრა ცნობისმოყვარეობა და აქაურობის შესახებ მეტის გაგება მომანდომა. 372 წლების განმავლობაში კლიტედადებულ ჭიშკარს ღიას რომ ხედავდნენ, მეზობლებიც შემოივლიდნენ ხოლმე. ვისი სახლი იყო, ვინ ააშენა, ვინ ცხოვრობდა, რა ხალხი იყო? ვეკითხებოდი ყველას; მათ შორის სახლის მეორე ნაწილში(№183) მცხოვრებლებს. მეზობლებისა და დროის მოწმეების მონაყოლს, მოგონებებსა და ამბებს კი, მძივივით ვკინძავდი და ნელ-ნელა სახლის ბიოგრაფიის ფერმკრთალი კონტურები უფრო და უფრო იკვეთებოდა. მეც მას უკვე მაწანწრის უბნის მთლიან კონტექსტში ვხედავდი, როგორც ერთიანი სოციალური, სავაჭრო-სახელოსნო ქსელის ნაწილს და ასეც იყო. მე-19 საუკუნის მიწურულს, როცა ქალაქი იზრდებოდა, მაწანწრელმა ხელოსნებმა და ვაჭრებმა ფარდულების და ფიცრულების გარდა, ნელ-ნელა უფრო მედიდური, იმ დროისთვის დამახასიათებელი სახლების შენება დაიწყეს ქვითა და აგურით. ზოგს ალბათ შუშაბანდი ამშვენებდა და ზოგს კი − ხის მაქმანებიანი აივანი. გარე ფასადებზე მოლურჯო და მომწვანო ფერი ალაგ-ალაგ ახლაც იკითხება. ორსართულიანებს იტყვიან, მაგრამ სართულ-ნახევრიანიც ბევრი იყო. თუკი მეორეზე ოჯახი ცხოვრობდა, პირველზე ან დაბალჭერიან ნახევარსარდაფებში სამეურნეო ფუსფუსი იყო გაჩაღებული. სწორედ იმ პერიოდში, მე-19 საუკუნის ბოლოსკენ უნდა იყოს აშენებული ახლა უკვე ორ ნაწილად გაყოფილი სახლიც ჭავჭავაძის №183-185-ში. ერთი ვერსიით, ის ძმებმა სარქისოვებმა ააშენეს, მერე რა მოხდა აღარავის ახსოვს და ამ ვერსიის დამადასტურებელი სხვა არანაირი წყარო არ გაგვაჩნია. სახლი თავიდანვე ორად გაყოფილი რომ არ იყო, ამას დიდ ოთახებს შორის, მოგვიანებით, ქვითა და კირით ამოგმანული კარიც მოწმობს, რომელიც ახლაც შემორჩენილია, როგორც ზღვარი და ფაქტი ოჯახის და შენობის გაყოფისა. როდის და რატომ გაიმიჯნა ორ ნაწილად სახლი, ახლა უკვე რთული დასადგენია. ის კი ვიცით, რომ ბოლოს, ერთი ნაწილი (№185) ჭიჭიკოშვილებს ეკავათ, ხოლო მეორე(№183) დღემდე ყურაშვილებს ეკუთვნით. ყურაშვილები მეწაღე ალექსი ფარნაოზოვის შთამომავლები არიან. ალექსი კი ის კაცია, სახლის ნაწილი 1931 წელს რომ შეისყიდა ვინმე მაშო არუთინას ასულ ფათალოვისგან. ეს ამბავი მისი შვილიშვილის საოჯახო არქივში დაცულმა რამდენიმე დოკუმენტმა შემოგვინახა, რომელიც გარდა ნასყიდობის ხელწერილებისა, შენობის 1954 და 1967 წლების ნახაზებს და ალექსის მიერ, შვილისთვის სახ373 374 375 ლის ჩუქების დოკუმენტსაც ინახავს. შეკითხვებით რომ მივმართე, მეზობელმა ოჯახში შემონახული დოკუმენტები გადმომცა, ეგებ აქ უფრო მეტი პასუხი იპოვოო. კვლევა-ძიებაზე ლამის ხელი რომ გაქვს ჩაქნეული, ასეთი საოჯახო არქივები ნამდვილ ხსნად შეიძლება გექცეს და მოულოდნელად, ნაწილობრივ მაინც დაგეხმაროს აკვიატებულ კითხვებზე პასუხების გაცემაში. სახლის ისტორიის გამორკვევა კი, ნამდვილ აკვიატებად მექცა. მინდოდა მცოდნოდა, ვისეულ სახლს შევძენდით ახალ სიცოცხლეს, მისი ამბავი მაინტერესებდა. ვინ იყო მაშო ფათალოვი და რატომ გაყიდა სახლი, ჩვენთვის უცნობია. ალბათ ჩვენს ერთ-ერთ მეხსიერების წყაროს გვარი ერევა და სახლი თავის დროზე ძმებმა ფათალოვებმა ააშენეს და არა სარქისოვებმა. მერე თვითონვე გაიყვეს, მაშო კი ერთ-ერთის ქალიშვილი იყო? ასეა თუ ისე, სახლის ორივე ნაწილი გაიყიდა. არ მტოვებს განცდა, რომ მაშო მარტოხელა ქალი უნდა ყოფილიყო, ან უფრო მარტო დარჩენილი. განცდებს ვერ დავეყრდნობი, სხვა პასუხები კი, ამ კითხვებზე არ მაქვს და, დიდი ალბათობით, არც არასდროს მექნება, რადგან დროის მოწმეები ცოცხლები აღარ არიან... სახლის მაშენებლების ამბავი ჩემთვის დაფარული რჩება, კვლევამ მხოლოდ მეორე თაობის ბინადართა ისტორიის აღდგენა გახადა შესაძლებელი. მაშ ასე, 1931 წელს, როცა მაშო ფათალოვმა სახლის კუთვნილი ნაწილი ალექსი გიორგის ძე ფარნაოზოვს მიჰყიდა, დასავლეთის მხარეს (დღევანდელი №185), მეზობლად დათა ჭიჭიკოშვილს უკვე უცხოვრია. ჭიჭიკოშვილები კი თავის დროზე ვარდისუბნიდან მოსულან და როგორც მათი შთამომავალი, გ.ჯ. იხსენებს, პაპა ანუ დათა, ტყავის ოსტატი ყოფილა. ვარდისუბნიდან ჩამოსულმა სწორედ დაბახნების(მეტყავეების უბანი) მიდამოები შეარჩია საცხოვრებლად და სამუშაოდ. მაწანწარაზე ვარდისუბნელების დასახლება იშვიათი ამბავი არ იყო, აქაურობა ხომ ფაქტობრივად ზედ ეკვრის სოფელს და მათ მხოლოდ ერთი, ვარდისუბნის ხევი ჰყოფთ. ეს ალბათ 1920-იან წლებში უნდა მომხდარიყო და ამ ამბავზე სხვა არაფერი ვიცით, მათ შორის, არც ის, თუ ვისგან იყიდა სახლი დათა ბატონმა. დათას მეუღლე მარია ჩანგაშვილი კი, ფარდაგებს ქსოვდა და მისეული ფარდაგი, დედისგან სახსოვრად ახლაც ჰქონია სათუთად შემონახული ერთ-ერთ ქალიშვილს – ზედ„1941“ აწერიაო, ჩემი სახლის ძველმა პატრონმა მითხრა. მეწაღე ალექსიმ სახლში, რომელიც ორი საძინებლისაგან, სამზარეულოსა და ეზოსგან შედგებოდა, 1931 წლის მკათათვის 30-ში − 3100 მანეთი 376 გადაიხადა და ნასყიდობა მაშო ფათალოვთან ხელწერილით დაამოწმა. ალექსის ალბათ იქვე, ტიპურ სამეურნეო ნახევარსარდაფში ჰქონდა მოწყობილი თავისი სახელოსნო. 2020 წელს, როცა გვერდითა, ანუ ჭიჭიკოშვილებისეული ეზო-კარის რემონტი დავიწყეთ, მიწაში ღრმად ჩამარხული ძველი და უცნაური, ქალის ფეხსაცმლის რკინის ქუსლი ვიპოვეთ და ყოველი შემთხვევისთვის შევინახეთ კიდეც. მეზობლის მეწაღეობის ამბავი იმხანად არ ვიცოდით. ახლა კი, ყოველ ჯერზე, როცა რკინის ქუსლს დავხედავ, მაწანწარაზე მოფუსფუსე ხელოსნებზე ვფიქრობ: დაბაღ დათიკო ჭიჭიკოშვილზე და მეწაღე ალექსი ფარნაოზოვზე, მეზობლებზე, რომლებმაც ერთი ძველი სახლის სხვადასხვა ნაწილი შეისყიდეს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მიწას ფეხსაცმლის ქუსლის გარდა, დოქის ყურები, ქვევრის ყელის, მოჭიქული სამაწვნეებისა და სამწნილეების ნატეხები ამოჰყვა. მოგვიანებით ისიც დავადგინეთ, რომ მეზობელ სახლში, ანუ ამჟამინდელი ჭავჭავაძის №181-ში მეთუნე გიორგი(გრიგოლ) ახპატელოვს უცხოვრია, რომლისთვისაც ღონის და გამორჩეული აღნაგობის გამო, ბელტიყლაპია შეურქმევიათ. გრიგოლი ომში გაუწვევიათ, საიდანაც არ დაბრუნებულა. ფარნაოზოვებმა მაშო ფათალოვისგან სახლი რომ იყიდეს, აღმოსავლეთით ახპატელოვები უკვე სახლობდნენ და ალბათ მეთუნეობასაც მისდევდნენ. შთამომავლებისგან ვიცით, რომ სახლის პირველ სართულზე კერამიკის ღუმელი იყო გამართული. ქუსლის და თიხის ნამტვრევების გარდა, №185-ის რემონტის დროს სხვა არაერთი აღმოჩენაც გვქონდა, მაგალითად, ქვით ამოვსებულ-ამოგმანული და სქლად გადალესილი ბუხრები თითქოს საგულდაგულოდ დაემალათ. მე-19 საუკუნის ბოლოს ხომ სწორედ ბუხრებით თბებოდნენ და რა გასაკვირია, რომ აქაც თითქმის ყველა ოთახში ჩაეშენებინათ კედელში. დაბლა, სამეურნეო ნაწილში უფრო პატარები და საცხოვრებელ ოთახებში კი − დიდი და დიდებული. სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მაგრამ ყველა ბრტყელი, ქართული აგურით ნაშენი. პირველი ასეთი ბუხარი მარანში გავხსენით, თავის დროზე ალბათ სანიავო მიზნით იყო აშენებული და შემდეგ გაუქმებული, რადგან, დიდი ალბათობით, სახლის გარშემო სადრენაჟო სისტემა მოირღვა და ბუხრიდან მარანში წყალი შედიოდა. ერთი-ორჯერ, ძლიერი წვიმის შემდეგ მეც დამხვდა იქ პატარა გუბეები და ამის გამო, წყლის შეკავებას გარედან ვეცადეთ, ბუხარი კი ღია დავტოვეთ და დღეს ის მოქმედია. 377 378 აღდგენილი ოთახი ჭავჭავაძის №185-ში. კედელზე: თინა ცხადაძის ნახატი სერიიდან„ქართული მუქი“ 379 მარნის გვერდით, პატარა სამეურნეო ოთახში მეორე გამოჩნდა მოულოდნელად. ბიძინა ვახვახიშვილმა დამირეკა, ჩამოდი, ნახე, რა ვიპოვეთ, ვიცი, გაგეხარდებაო. პატარა ბუხარი იატაკის პირზე იყო ნაშენი, ხშირად მინახავს ასეთები კახურ სახლებში. ეს მოსამსახურის ოთახი იქნებოდაო, ქვითხურო გოგიტამ მითხრა. ვიკითხე, ნეტა ამ სარდაფში რაღათ უნდოდათ ბუხარი-მეთქი და ვახ, მაშ გათბობა არ უნდოდა, ვისაც აქ ეძინაო? ახლა კი, ვფიქრობ, ამ პატარა ოთახში, სადაც სამომავლოდ მინანქრის სახელოსნომ მინდა დაიდოს ბინა, ვინძლო დათა ჭიჭიკოშვილის ტყავის საამქრო იყო განთავსებული? მეტყავე რომ იყო, მისმა შვილიშვილმა მითხრა და არც გამკვირვებია. სახლი ხომ მართლაც დაბახნების, ანუ მეტყავეების უბნის დასაწყისში დგას, იქვე ხევში მოწანწკარე წყალზე ტყავს რეცხავდნენ და მერე თავთავიანთ სახელოსნოში აგრძელებდნენ დამუშავებას. ვინ იცის, ეგებ მეზობელი ალექსი ფარნაოზოვი, სწორედ დაბაღი დათას გამოყვანილი ტყავით კერავდა ფეხსაცმელებს? მესამე ბუხარი საცხოვრებელ ოთახში აღმოჩნდა, აი, იქ, სახლის მეორე ნაწილთან დამაკავშირებელი კარი რომ არის ამოგმანული. ეს ბუხარიც ქვით ამოეშენებინათ და სქლად გადაელესათ. გამორჩეულად დიდებული ფორმის ბუხრის გარდა, ოთახში თაღოვანი ფანჯრები და კარებიც ამოქოლილი იყო. ყველაფერი გავხსენით და თვალსაჩინოდ დავტოვეთ. ახლა სახლში შესული, თითქოს მის ისტორიასაც კითხულობ, სხვადასხვა ეპოქას და ეპოქის სამშენებლო ტენდენციებს, რომელიც აქაურობის იერ-სახეს ნიშნად დაედო. არ ვიცი რატომ ამოაშენეს ასე პირწმინდად ბუხრები ან თაღოვანფანჯრიანი კარები? საერთოდ, ვინ ამოაშენა და როდის? რა მოხდა ჭიჭიკოშვილებამდე? არ მტოვებს განცდა, რომ რაღაც მოხდა, − გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი. სხვა შემთხვევაში, უკვე მოგვიანებით, ალბათ ასე 60-იან წლებში, ჭიჭიკოშვილები ხის იატაკის გამოცვლისას, ფიცრებს ქვეშ დამალულ, აწ უკვე გაცუდებულ ნიკოლოზის ფულს ხომ ვერ იპოვიდნენ? მეზობელმა, ძია ვალიკო კობიაშვილმა მითხრა, მაგ ფულით მერე ბალღები ვთამაშობდით ეზოშიო, აბა ფასი მაგას აღარ ჰქონდაო. აუჰ, ნეტა მე მეპოვნა, როგორ ვოცნებობ მთელი ცხოვრება დამალული განძის პოვნაზე-მეთქი და გაეცინა, აბა, ეგ რა განძი იყო, გამოუსადეგარი ფულიო. ძია ვალიკომ არ იცოდა, რომ ჩემთვის ფეხსაცმლის ძველი, ჟანგიანი ქუსლიც განძი შეიძლება იყოს და შთაგონების წყარო. 380 ჰოდა, იატაკში ნაპოვნი ფულის ამბავი მაფიქრებს − რაღაც მოულოდნელი და არცთუ ისე კარგი რომ არ მომხდარიყო, ასე ფულს ვინ დატოვებდა? ეგებ სულაც ისე გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, რომ თქმა ვერ მოასწრო შთამომავლებისთვის, იმათ კი ბინა გაყიდეს, ვინ იცის გაჭირვების გამოც? ან ეგებ რევოლუციის მერე უცებ შეშინდა და დამალა ფული, ამასობაში კიდე ბოლშევიკები მოშავდნენ და აბა, იმ ფულის გამოჩენა ხო აღარც იქნებოდა? მოკლედ, არ ვიცი და დიდი ალბათობით ამ ისტორიას ვეღარც აღვადგენ. დღეს ალექსი ფარნაოზოვების ნაწილში(№183), მისი შვილიშვილის, სოფო ყურაშვილის ოჯახი ცხოვრობს, ჭიჭიკოშვილებისაში კი(№185) მალე„საამქრო ურემი“ დაიდებს ბინას, სათემო და სოციალური პროექტებით. სახელოსნოების გახსნაზეც ვფიქრობთ, აბა, ხელოსნების უბანში ისე როგორ იქნება? შენიშვნები 1 სტატია„ჭავჭავაძის №183-185 ამბავი“, პირველად დაიბეჭდა ჟურნალ„ინდიგოში“, 12.05.2021 წ. 381 382 383 ძველი სახლის ახალი ისტორია. ჭავჭავაძის №195-ისა და თიკო თუშიშვილის ამბავი „რაღაცნაირად მიყურებდა, საბრალო გამოხედვა ჰქონდა, თითქოს მეძახდა, გადამარჩინეო! უსუსური იყო და განწირული! დღეს ის მე მეკუთვნის, მასზე მე ვზრუნავ...“ თელავი ჩემი ქალაქია, თუმცა აქ არ დავბადებულვარ...(ცოტა დავფიქრდი კიდეც,„იქ“ დამეწერა, თუ„აქ“). ჩემი ძირია, წინაპრების მიწა, და ალბათ ამიტომაც უხილავი ძაფები მაკავშირებს მასთან. პაპა, სულ რაღაც 16 წლის იყო, სასწავლებლად ბაქოში რომ წავიდა და სახლ-კარი, რომელიც დღესაც ამშვენებს ერეკლეს მოედანს, თავის ორ დას დაუტოვა. წამოვიდა და წამოვიდა... კავშირი ყოველთვის მქონდა ამ მხარესთან და როცა წამოვიზარდე, ოცნებად მექცა – ცხოვრების ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი(ბოლო წლები) აქ გამეტარებინა. ამ ოცნების შესახებ ყველას ვუამბობდი და ერთ დღესაც, ამავე მიზნით თბილისიდან თელავში გადასახლებულმა მეგობარმა, ანა მარგველაშვილმა დამირეკა... თურმე ახსოვდა ჩემი ნათქვამი და შემატყობინა, რომ ერთი პატარა ძველი სახლი, რომელიც წლების მანძილზე მაწანწარაზე იყო მიტოვებული, იყიდებოდა და ფოტოებიც გადმომიგზავნა. არც დავფიქრებულვარ, დავინახე თუ არა, შემიყვარდა. მართლა შემიყვარდა... ვიცოდი, რომ ასეთ სახლებს აგურებად შლიან(უფრო სარფიანი საქმე გამოდის) და მივხვდი, რომ მე უნდა მეშველა მისთვის, მე უნდა გადამერჩინა. ჩანგრეული სახურავით, უფანჯრო, უკარო, ნაგვით სავსე, ჩამოხეული კედლებით, ჩავარდნილი იატაკით... უწყლოდ, უშუქოდ, კომუნიკაციების გარეშე გადმოვიბარე. მალულად შემომძვრალი სურო მოწიწებით გამოვაბრძანე ოთახიდან და სახლის პატრონი გავხდი! რად გინდოდა ასეთი სახლი?! ალბათ, დაანგრევ და ახალს ააშენებ... თუ არ დაგანგრევინეს, საძირკველი მოურყიე და თვითონ დაიშლება! კარგი მასალაა და სარფიანად გაყიდი! მე კი, უკვე გააზრებული მქონდა რას ვყიდულობდი და ისიც თავიდანვე ვიცოდი, თუ როგორ მოვიქცეოდი! ასე დაიწყო ახალ-ახალი აღმოჩენები... პირველ რიგში იმან დამაინტერესა, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში და 384 როგორი ადამიანები იყვნენ. მაწანწარაზე უხუცესებს გავესაუბრე და გავარკვიე, რომ სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისში მაწანწარელი მეთუნის, კარაპეტ ფარსადანოვის შთამომავლებმა შეიძინეს. ოჯახი საკირეზე მუშაობდა და მეჭურჭლეობას ეწეოდა. ხელობა შვილებსაც უსწავლიათ. მეზობელი, ირმა ჩობანიანი იხსენებს ბავშვობაში სარქისა პაპას სარდაფის თაროებზე შემოწყობილ თიხის სტვირებით სავსე ტომრებს. სახლის და ოჯახის უახლესი ისტორია როგორ წარიმართა, ვეღარ დავადგინე, თუმცა საბუთების მიხედვით სახლი მოგვიანებით უკვე მესტვირიშვილებს ეკუთვნოდათ, ბოლო წლებში კი იქ აღარავინ ყოფილა, მიტოვებული იყო. კარგი, მშრომელი ხალხი ცხოვრობდა ჩემს სახლში! კვლევა გავაგრძელე... სარდაფში, რომელსაც დღეს უკვე„მარანი“ ჰქვია, მიწაში ჩაფლული 3 ქვევრი ვიპოვე. მარნის უძველეს კედლებზე სახლის ისტორიაც ამოვიკითხე. ჩემი ვარაუდით, სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთმა მეპატრონემ შენობა ბევრჯერ გადააკეთა და ჭერი მაღლა ასწია. სწორედ ამ ძველი მარნის ჭერზე აკრული 1935 წლის გაზეთი„ზარია ვასტოკა“ ვიპოვე. აქედან დავასკვენი, რომ სახლის რეკონსტრუქცია(რიგით რომელი, არ ვიცი) 1935 წლამდე მოხდა და ფასადი, რომლითაც გამოირჩევა ჩემი სახლი, მანამდე უნდა მოეპირკეთებინათ აგურით. როგორც ჩანს, სწორედ იმ დროს, გზის დაგებისას ქუჩის დონემ ცვლილება განიცადა, მარნის ცენტრალური კარი მოგვიანებით მიწაში აღმოჩნდა და გაუქმდა – დღეს მხოლოდ მისი ღიობია დარჩენილი. საბედნიეროდ, არსებობს მარნის მეორე კარიც, რომელიც ეზოში გამავალი ძველი აგურის კიბეებით სამყაროსთან გვაკავშირებს... სწორედ ამ მოცემულობამ, სახლის სიძველემ და ისტორიულმა ღირებულებამ მიბიძგა იქითკენ, რომ მისი იერსახე შემენარჩუნებინა, არ დამეზიანებინა ძველი ნაგებობა და რეკუნსტრუქციის პროექტიც ამ კონცეფციით გავაკეთე. ყველა დეტალზე ნაფიქრი მაქვს. იოლი არ იყო... ლელა ჩემი და გვერდში მედგა თავისი იდეებითა და ხედვებით. მთელი ამ პროცესის განმავლობაში შვეიცარიიდან ჩემი მეგობარი არქიტექტორი – ნინო ჩაჩხიანი მეხმარებოდა, თელავში კი, რეკონსტრუქციის პროცესს არქიტექტორი ბიძინა ვახვახიშვილი გაუძღვა. ძველი სახლის თითოეულ აგურს, ქვას, ფიცარს თუ ბათქაშს ვუფრთხილდებოდი და შეძლებისდაგვარად ვეცადე შემენარჩუნებინა. სხვადასხვა პერიოდის აგურით და ქვით ნაშენ კედლებს და მათ მიღმა აღმო385 ჩენილ ბუხრების სისტემას იმ ძველ ეპოქაში, დღეს უკვე არარეალურ რეალობაში გადაჰყავხარ. ხელოსნები და მუშები თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რატომ არ მინდოდა ძველი დაბზარული კედლის თაბაშირმუყაოთი შეცვლა, რატომ ვცდილობდი დამეტოვებინა ხის ძველი იატაკი, ჭერის„ლამფა“ თუ კედლის ნალესი, ძველი კრამიტით რატომ მინდოდა გადახურვა(თუნუქი ხომ უფრო ხელსაყრელი იყო), რატომ ვტოვებდი მიწის კედელს სარდაფის შესასვლელში და რატომ ვსვამდი ხის ფანჯრებს – მეტალოპლასტმასი, ფაქტია, უფრო ჰერმეტული და იაფი იქნებოდა! მე კი, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ძველი შენობის შენარჩუნება და თანამედროვე არქიტექტურის ელემენტების დამატება უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდიდა აქაურობას, და რაც მთავარია, არც ისტორიული და კულტურული ღირებულება დაეკარგებოდა. ამით ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, საერო არქიტექტურის შენარჩუნებაში მეც შევიტანდი ჩემს მოკრძალებულ წვლილს. იმაზეც კი გული დამწყდა, რომ სულ მცირე ნაწილი, მათ შორის ჭერის„ლამფა“ მაინც ვერ შევინარჩუნე, მაგრამ იმდენი კი გადავარჩინე, რომ სახლის ისტორიის წაკითხვა შესაძლებელი ყოფილიყო და ხელოსნები კი,„ახალი ხედვით“ გავისტუმრე. ამ სახლს, ალბათ, ჩემი ხელწერაც დაეტყობა, რაც ძველის და ახლის ექსპერიმენტულ თანაარსებობაში გამოიხატება და სხვადასხვა ეპოქას ჰარმონიულ ჭრილში დაგვანახებს! სამეზობლოში ძალიან გამიმართლა და მათ გვერდში დგომას ყოველდღიურად ვგრძნობ. მშენებლობა-რესტავრაციის დაწყების პირველივე დღიდან, გამვლელები და მეზობლები საქმეში ჩართულს რომ მხედავენ, მოდიან და სულ მლოცავენ თვითონაც იმით გახარებულები, რომ ამ ძველ მიტოვებულ სახლს ახალ სიცოცხლეს ვუბრუნებ. და მეც იმედით ვარ სავსე, იმ იმედით, რომ ჩემი ოცნებები აქ, ამ პატარა, თუმცა აშკარად კულტურული და ისტორიული ღირებულების სახლში, ახდება! დროს თავისი მიაქვს, სახლის პატრონები იცვლებიან და ჩემი ძველი სახლის ახალი ისტორიაც ოდესღაც დაძველდება. ამ სახლის სქელმა, საუკუნოვანმა ფუნდამენტმა თუ კიდევ გაუძლო ჩემს იქ ყოფნას, ჩემი მეგობრებისა და სტუმრების სილაღეს, იმ წვეულებებსა თუ ვერნისაჟებს, რაც ჩემს ოცნებებშია და რასაც აუცილებლად განვახორციელებ, 22-ე საუკუნის დამდეგს სახლის ახალ მეპატრონეს ხელახლა ექნება ამოსახსნელი ის „ამოცანები“, მე დღეს რომ ვცდილობ ამოვხსნა. ახლა თუ მეთუნეს სახლად იხსენიებენ ამ პატარა სახლს, ნეტავ მე რა 387 კვალს დავამჩნევ მას?! მინდა ვიყო ის მორიგი თელაველი, რომელმაც ეს სახლი გადაარჩინა, გააცოცხლა და 22-ე საუკუნის თელავს დაუტოვა! 388 389 ხედი კავკასიონზე ჭავჭავაძის № 185-დან, 2021 წელი. ფოტო: ანა მარგველაშვილი