ᲔᲙᲝᲜᲘᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ რატომ არ მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სალომე თოფურია ტატო ხუნდაძე 2022 ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო დინამიკა არ გაუმჯობესებულა, მიუხედა ვად იმისა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ (DCFTA) 2014 წელს. მას შემდეგ ქართული საექსპორტო კალათის ხარისხი გაუა რესდა. კერძოდ, შემცირდა საქართვე ლოს საექსპორტო კალათის სირთულის დონე და გაიზარდა დაბალტექნოლო გიური და რესურსებზე დაფუძნებული პროდუქტების წილი. უფრო მეტიც, სა ქართველოს ექსპორტი ევროკავშირში უფრო კონცენტრირებული გახდა. ევროკავშირი საკმარის ყურადღებას არ აქცევს ხელმომწერი ქვეყნის ადგილობ რივ კონტექსტს. ხელშეკრულება ხშირად ავრცელებს სწორედ იმ დისკურსებს, რომლებმაც საქართველო სტაგნაციურ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. საქართველოს სჭირდება ძლიერი ინდუსტრიული პოლიტიკა ექსპორტის მოცულობის გასაზრდელად და საექს პორტო კალათის გასაუმჯობესებლად. მან უნდა გამოიყენოს სტრატეგია „აირჩიე გამარჯვებული“ და შეიმუ შავოს გეგმა, რათა მხარი დაუჭიროს ინდუსტრიულ ლიდერებს ექსპორტის გაძლიერებაში. სახელმწიფო მხარ დაჭერა უნდა ეფუძნებოდეს„ექსპორ ტის დისციპლინის“ ინსტრუმენტს. ᲔᲙᲝᲜᲘᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ რატომ არ მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სარჩევი მოკლე მიმოხილვა 2 1. ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ 4 2. ᲛᲐᲙᲠᲝᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ: ᲞᲐᲚᲘᲐᲢᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲩᲐᲙᲔᲢᲕᲐ 6 2.1 ზრდა და პროდუქტიულობა 6 2.2 უმუშევრობა 9 2.3 მოსახლეობის დინამიკა 10 3. ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ 14 3.1 ვაჭრობის მოცულობა: ექსპორტი და იმპორტი 14 3.2 ექსპორტის სირთულე 16 3.3 საექსპორტო პროდუქტის კონცენტრაცია 18 4. DCFTA-Ს ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲐ- ᲪᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ? 20 4.1 სანიტარიული და ფიტოსანიტარული(SPS) ზომები 22 4.2 წარმოშობის წესები(RoO) და დიაგონალური კუმულაცია 23 4.3 სავაჭრო ზომები: ანტიდემპინგის(AD), საპირისპირო 23 (ანტისუბსიდიური) და საკომპენსაციო ზომები(დამატებითი ტარიფები იმპორტზე) 4.4 მომსახურების ლიბერალიზაცია 24 4.5 საჯარო შესყიდვები 25 4.6 შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ:(რატომ) იყო მნიშვნელოვანი? 26 5. ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲙᲣᲠᲡᲘᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ: ᲤᲝᲜᲘ, ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ 27 5.1 მითები და შეუსაბამობები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია 28 5.2 ინსტიტუციური დონე 29 5.3 სტრუქტურული დონე: ადგილობრივი ბიზნესის პოზიცია 29 6. ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ? ᲠᲐᲢᲝᲛ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲐᲐᲠᲩᲔᲜᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲣᲠᲘᲖᲛᲘ: ᲐᲠᲒᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡᲗᲕᲘᲡ 33 7. ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ 36 8. ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ 38 1 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ მოკლე მიმოხილვა წინამდებარე ანგარიში აანალიზებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმე ბას. მისი მიზანია, გამოავლინოს გამოუყენებელი შესაძ ლებლობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკა ციასა და განახლებაში. გარდა ამისა, ანგარიში დეტალუ რად განიხილავს შეთანხმების ზოგიერთ გამორჩეულ მახასიათებელს, როგორიცაა არასატარიფო ბარიერები (NTBs), რათა გაიგოს მათი გავლენა ქართულ ექსპორტზე. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავ შირში 2016 წლიდან 26 პროცენტით გაიზარდა, თუმცა, ძნელია ეს ცვლილებები მივაკუთვნოთ საქართველო -ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ფაქტობრივად, 2016 წლიდან საქართველოს ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში გაცილებით მაღალია. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ადგილობრივი ექსპორტის წილი 1 ევროკავშირში 2 პროცენტით შემცირდა(კერძოდ, შეად გენდა დაახლოებით 22 პროცენტს და შემცირდა 20 პრო ცენტამდე). ხარისხობრივად გაუარესდა ქართული საექს პორტო კალათაც, რაც ექსპორტის სირთულისა ინდექსით იზომება. კონკრეტულად, საქართველოს საექსპორტო კალათის სირთულე რომელიც იზომება EXPY ინდექსით, შემცირდა და დაბალტექნოლოგიური და რესურსებზე დაფუძნებული პროდუქტების წილი მნიშვნელოვნად გაი ზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფრო მეტიც, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში უფრო კონცენტ რირებული გახდა, რასაც ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექ სის ზრდა აჩვენებს. ევროკავშირში ექსპორტირებული მთავარი 10 პროდუქტი მთლიანი საექსპორტო კალათის 85 პროცენტს იკავებს და ეს მაჩვენებელი 2014 წლიდან 4 პროცენტით გაიზარდა. მეწარმეები, რომლებიც გამოვკითხეთ კვლევის პერი ოდში, ამტკიცებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულების არსებობა სიმბოლურად აუ ცილებელია, თუმცა ის არსებითად არ ცვლის სიტუა ციას. ბიზნესის ლიდერებთან საუბრისას ყველაზე ხში რად ნახსენები ძირითადი პრობლემებია: კაპიტალის 1 „ადგილობრივ ექსპორტში“ ვგულისხმობთ ექსპორტს რეექსპო რტის გამოკლებით. ის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმ ქვეყნე ბისთვის, სადაც საქონლის რეექსპორტს უჭირავს მთლიანი ექს პორტის მნიშვნელოვანი წილი(როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად). ხელმისაწვდომობა, სამთავრობო აქტორების მხრიდან კოორდინაციის ნაკლებობა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის საჭირო სტანდარტებისა და შესაძლებ ლობების მიღწევის სირთულე. ეს პრობლემები ერთ მანეთთანაა დაკავშირებული: ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს ესაჭიროება უფრო მაღალი სამრეწველო შე საძლებლობები და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი ბაზრის სტანდარტების დასაკმაყოფი ლებლად. თავის მხრივ, სამრეწველო სიმძლავრისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლება მოითხოვს ქართველი მწარმოებლებისგან განხორციელებული ინვესტიციების მაღალ მაჩვენებელს, რაც ძნელად მისაღწევია რეგიო ნული და შიდა პოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა ისეა ფორმი რებული, რომ თითქმის შეუძლებელია ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარება, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე და არასაკმარისი ტექნოლოგიური განვი თარება. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს პროდუქ ციის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი(რო გორიცაა ფინანსური მომსახურება) არის ის სექტორები, რომლებიც ქმნიან ყველაზე ნაკლებ სამუშაო ადგილებს. ამ კონტექსტში, ქართული ელიტა ევროკავშირთან და დებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იყენებს იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, ერთგვარ„ჯადოსნურ ჯო ხად“, თითქოს მას შეეძლოს საქართველოს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. ფაქტობრივად, ქვეყანას სჭირ დება ძლიერი ინდუსტრიული პოლიტიკა ექსპორტის მო ცულობის გასაზრდელად და საექსპორტო კალათის გასა უმჯობესებლად. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენი რეკომენდაციაა იმ სამთავ რობო აპარატის რესტრუქტურიზაცია, რომელიც პასუ ხისმგებელია საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პოლიტიკაზე. კერძოდ, აუცილებელია რეფორმირდეს პროგრამა„აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდეს სა პარტნიორო ფონდთან და გარდაიქმნას სამრეწველო დაგეგმარების სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც უშუა ლოდ დაექვემდებარება პრემიერს. საქართველომ უნდა გამოიყენოს სტრატეგია„აირჩიე გამარჯვებული“ და შეი მუშავოს გეგმა, რათა მხარი დაუჭიროს ინდუსტრიულ ლი დერებს ექსპორტის გაძლიერებაში. სახელმწიფო მხარ დაჭერა უნდა ეფუძნებოდეს„ექსპორტის დისციპლინის“ ინსტრუმენტს. და ბოლოს, საქართველომ უნდა ჩამოაყა ლიბოს ინდიკატური დაგეგმვის მეთოდოლოგია, რათა 2 დაეხმაროს ინდუსტრიებს ეროვნულ დონეზე კოორდი ნაციაში და ეკონომიკური აქტივობების დუბლირების თა ვიდან აცილებაში. გარდა ამისა, ინდიკატური დაგეგმვა საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს კოორ დინირება გაუწიოს სახელმწიფო, კერძო და აკადემიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედებას და ამით თავი დან აიცილოს კოორდინაციის ჩავარდნა. საინვესტიციო სტრატეგიაც ასევე უნდა ეფუძნებოდეს ინდიკატურ და გეგმვას. საქართველომ კონკრეტულად უნდა შეიმუშავოს საინვესტიციო პოლიტიკა, რათა მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოების სექტორებში და ხელი შეუწყოს ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის ინიციატივებს. ძლიერი ინდუსტრიული პოლიტიკისა და სახელმწიფო მობილიზაციის გარეშე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმე ბა მხოლოდ„მცირე მოგებას“ მოიტანს, რაც ქვეყანას სა ექსპორტო და ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლაში არ დაეხმარება. ამჟამინდელი მოცემულობის მიხედვით, სა ქართველო გააგრძელებს ნეოლიბერალურ სტატუს-კვოს, ხოლო მაღალი უმუშევრობისა და მასიური გარე მიგრა ციის პრობლემა კვლავაც გადაუჭრელი დარჩება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ მეტი ყურად ღება მიაქციოს ხელმომწერი ქვეყნის ადგილობრივ კონ ტექსტს. ხელშეკრულება ხშირად ავრცელებს სწორედ იმ დისკურსებს, რამაც საქართველო პირველ რიგში სტაგნა ციურ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. სამართ ლებრივი ჰარმონიზაციის პროცესის ტექნიკურ მხარეზე მუდმივი ხაზგასმით, DCFTA ხელს არ უწყობს ქვეყნისთვის აუცილებელი სტრუქტურული ეკონომიკური ტრანსფორ მაციის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ DCFTA-ს ზოგიერთი საკვანძო პუნქტი აძლი ერებს ეკონომიკური ძალაუფლების ასიმეტრიას, რაც იწვევს ევროკავშირის ეკონომიკურ დომინაციას, ხოლო ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭ რობის შეთანხმებები ხშირად აძლიერებენ დომინაციის ახალ ფორმებს, რამდენადაც სარგებლობენ განვითარე ბადი პერიფერიების რესურსებითა და შრომით. ევროკავ შირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა ეფუძნე ბოდეს საერთო კეთილდღეობის იდეას და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას. ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ შეიცვლება მიდგომა აღმოსავლე თის მეზობელი ქვეყნების მიმართ –„ჯუნგლები ბაღის წინააღმდეგ“. 2 2 ამ ნარატივის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ჯოსეფ ბორელის მისალმების სიტყვა ევროპის დიპლომატიურ აკადემიაში, 2022 წლის 13 ოქტომბერს. 3 ᲛᲝᲙᲚᲔ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 1 ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ პოსტსაბჭოთა საქართველომ მასიური დეინდუსტრია ლიზაცია განიცადა, რამაც გამოიწვია როგორც მუშათა კლასის, ისე მოსახლეობის ზოგადი შემცირება და მრე წველობის დარგების გაქრობა. ეს ნიშნავდა ეკონომიკური აქტივობების გაუარესებას და წარმოების ნაცვლად სასო ფლო-სამეურნეო პროფესიებთან დაბრუნებას, რასაც ძი რითადად თვითგადარჩენა ედო საფუძვლად(ქრისტოფი, 2003 წ., ვეიდი, 2016 წ.). დამოუკიდებლობის შემდეგ მო სულმა მთავრობებმა, განსაკუთრებით კი 2000-იანი წლე ბის შუა პერიოდიდან, გამოსავალი ფართო ლიბერალი ზაციისა და დერეგულაციის პოლიტიკების გატარებაში იპოვეს. ასევე მიღებული გახდა უცხოური კაპიტალის ხელში ჩაგდება საჯარო აქტივების პრივატიზებით(გუგუ შვილი, 2016 წ.). თავისუფალი ვაჭრობა და მოლაპარაკე ბები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ, ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარ პრინციპად იქცა. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებ სა და საქართველოს შორის დროებით ძალაში შევიდა 2014 წელს, ხოლო სრულად – 2016 წელს. ასოცირების შეთანხმება შედგება 8 ნაწილისგან –„I-VIII თავისგან“ და მოიცავს შესაბამის 432 მუხლს, რომლებიც უზრუნველ ყოფს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის მიერ შერჩეულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ღრმა და ყოვ ლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე(DCFTA) 3 ასოცირების შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც კონკრეტულად ვაჭრობას და მასთან დაკავ შირებულ საკითხებს ეხება. DCFTA-ს უმეტესი ტექსტი და ასოცირების შეთანხმების ნაწილები, რომლებიც დაკავ შირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობასთან,„პარტ ნიორ ქვეყანას ავალდებულებს გამოიყენოს, განახორცი ელოს ან თავის შიდა სამართლებრივ წესრიგში ჩართოს ევროკავშირის კანონმდებლობის 4 წინასწარ შერჩეული ნორმები, რომლებიც დანართად ახლავს შეთანხმებას“ (ვან დერ ლუ და ახვლედიანი, 2020 წ. გვ. 4). მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმება არის ვრცელი დოკუ 3 ჰოკმანი(2016 წ.) აღნიშნავს, რომ DCFTA-ს აკრონიმში ასო A-ს მნიშვნელობა ყოველთვის არ არის ნათელი, რადგან ევროკომი სია და ანალიტიკოსები ურთიერთშემცვლელ ტერმინებად იყენე ბენ„სივრცეს“ ან„შეთანხმებებს“. 4 ჰოკმანი ამას განსაზღვრავს შემდეგნაირად: ევროკავშირის ნო რმები და კანონმდებლობა- ანუ კონკურენციის პოლიტიკა, სო ციალური ნორმები, მომსახურებაში თავისუფალი ვაჭრობის მხა რდამჭერი დებულებები და ა.შ. მენტი, რომელიც მოიცავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომ ლობას, სამართალს, ტრანსპორტს, ენერგეტიკას და ა.შ., DCFTA არის შეთანხმების ყველაზე დიდი(15 ქვეთავისგან შემდგარი) და დეტალური ნაწილი.„ასოცირების შეთან ხმების ძირითადი მიზანია, გააღრმავოს პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორებს შორის. ამ მიზნის მისაღწევად, DCFTA უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და პროგრესულ მარეგულირებელ შესაბამისობას ევრო კავშირის კანონმდებლობასთან – ვაჭრობასთან დაკავში რებულ სფეროებში და ითვალისწინებს ბაზრის ორმხრივ გახსნას ეტაპობრივად“(ევროპული პოლიტიკის კვლევე ბის ცენტრი, CEPS, 2022 წ., გვ. xi). 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან DCFTA-ზე მოლაპა რაკება მიმდინარეობდა ევროპის მიმდებარე ქვეყნებ თან, მათ შორის მაროკოსთან, ტუნისთან და სომხეთთან; თუმცა, ხელშეკრულებას რეალურად მხოლოდ სამმა ქვე ყანამ მოაწერა ხელი: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართვე ლომ. DCFTA განიხილება, როგორც ყველაზე სიღრმისე ული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელზეც ევროკავშირი ოდესმე შეთანხმებულა(CSD-ის შეხვედრის ოქმი, 5 2022 წლის ივლისი). DCFTA ბევრად მეტია, ვიდრე სავაჭრო შეთანხმება – ის სცილდება ბაზრების გახსნას და მოიცავს პოლიტიკის მჭიდრო და, გარკვეულწილად, წინასწარ განმსაზღვრელ მექანიზმებს, რომლებიც გა ვლენას ახდენს პარტნიორი ქვეყნის სამართლებრივი ჰა რმონიზაციის პროცესებზე. ზოგადად, DCFTA იწვევს ინს ტიტუციურ ტრანსფორმაციას. შესაბამისად, მოიაზრებს არა მხოლოდ„საზღვარს-მიღმა“ 6 პოლიტიკას(რაც ზოგა დად შედის ყველა ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებაში), არამედ„DCFTA სხვა სახის PTA-ებისგან იმით განსხვა ვდება, რომ გულისხმობს ევროკავშირის ნორმებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მაღალ ხარისხს“ (ჰოკმანი, 2016 წ., გვ. 2). მეორე მხრივ, DCFTA„პარტნიორ ქვეყნებს არ აძლევს აზრის გამოხატვის უფლებას თამა შის წესებზე. ამას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ პა რტნიორი ქვეყნებისთვის განსაზღვრული ნორმები არის 5 ონლაინ შეხვედრა Civil Society Dialogue(CSD) ფორმატში. რომე ლიც მიზნად ისახავდა ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტ რის CEPS(2022) შეფასების პრეზენტაციას 6 არასატარიფო პოლიტიკა, რომელიც სცილდება საბაჟოს(სა ზღვრებს), მაგრამ არსებითად მოქმედებს ვაჭრობის დინამიკაზე. 4 ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ შესაბამისი, თუნდაც ეს ქვეყნები არ იყვნენ გაწევრიანე ბის კანდიდატები“(იქვე). ამ დროისთვის ევროკომისიას 78 ქვეყანასთან უკვე და დებული აქვს 7 ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება, 24 ქვეყა ნასთან მიღებული აქვს შეთანხმება, რომელიც არ არის საბოლოოდ გაფორმებული, ხოლო 5 სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უნდა აღი ნიშნოს, რომ ეს შეთანხმებები არ არის იდენტური და ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა დროთა განმავლობა ში შეიცვალა. ჰოკმანი(2016 წ., გვ. 1) აღნიშნავს, რომ 2004 წელს ევროკავშირის„ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ (ENP) ნაწილი იყო„’ზედაპირულიდან’ 8 ‘ღრმა’ სავაჭრო შეთანხმებებზე გადასვლა, რომლებიც ახდენს ვაჭრობის ლიბერალიზებას სერვისებში, სახელმწიფო შესყიდვე ბის ბაზრებზე და ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებზე და მოიცავს მიმართულებებს ეროვნული მარეგულირებელი რეჟიმების დანერგვის შესახებ“. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში კარგი მმარ თველობის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. ამ მიზნით, აღნიშნული პოლიტიკა ქვეყნებს სთავაზობს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას და ჰარმონიზაციის მექანიზმებს.„ძირი თადი საკითხია პარტნიორი ქვეყნებისთვის შესაძლებ ლობის შეთავაზება, რომ მიუახლოვდნენ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს რეგულირების კონკრეტულ სფეროებში. ეს უნდა მოხდეს ცალკეული ქვეყნების კონ ტექსტის(à la carte) საფუძველზე, თუმცა ნორმების შემუ შავების მაგიდასთან ქვეყნებს ადგილი არ უნდა ეკავოთ. ეს მიდგომა ხშირად ხასიათდება ლაკონური ფრაზით: „ყველაფერი, გარდა ინსტიტუტებისა“ 9 (იქვე, გვ. 3). ვლენად ვიყენებდით ფართო აღწერით სტატისტიკას. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ასევე გადავამოწმეთ, იყო თუ არა სტრუქტურული ცვლილება საქართველოს ექსპორტში 2016 წლიდან. ამასთან, განვიხილეთ ევრო კავშირის ქვეყნებში გატანილი ქართული ექსპორტის სტრუქტურა და მოცულობა. ამისთვის გამოვიყენეთ ექს პორტის ხარისხის საზომი სხვადასხვა ინსტრუმენტები. ამ ინსტრუმენტების დეტალური აღწერა მოცემულია „ვაჭრობის ანალიზის“ თავში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ფარგლებს სცილ დება ევროკავშირის საკანონმდებლო ნორმების, სა ვაჭრო რეჟიმების ან ეკონომიკური მექანიზმების ანა ლიზი(რომლებსაც იგი იყენებს ფართო კონტექსტში), ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რამდენად სწორი სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტი იყო DCFTA საქართველოს რეალობაში. უფრო მეტიც, პროექტი მიზ ნად ისახავს ნათელი მოჰფინოს DCFTA-ს ნაკლებად შეს წავლილ(მონასტერიოტისი& ბორელი, 2012 წ.; ჰოკმენი, 2016 წ.) ასპექტს: ძალაუფლების სტრუქტურები და მისი პოლიტიკური ეკონომია. უფრო კონკრეტულად, მიზნად ვისახავთ გავარკვიოთ: ვინ იღებს სარგებელს DCFTA-დან? და ბოლოს, ვიძლევით რეკომენდაციებს. კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ პირველადი და მე ორადი წყაროები, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების სიღრმისეული ანალიზი. კერძოდ, შე ვისწავლეთ ასოცირების ხელშეკრულება და სხვა სა მართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკას. გამოვიყენეთ დისკურსის ანალიზის მეთოდი ოფიცია ლური განცხადებებისა და სახელმწიფო პროგრამების შესამოწმებლად. გავაანალიზეთ პოლიტიკის სხვა დო კუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს ევროკავშირთან. გარდა ამისა, ჩავატა რეთ არასტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუ ები ქართველ ბიზნეს ლიდერებთან, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის და მსხვილი საწარმოების წარმო მადგენლებთან. ავტორებმა ასევე გამოკითხეს მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხის მგებელნი არიან(იყვნენ) საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პოლიტიკაზე. საქართველოს საექსპორტო მაჩვენებლების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსა 7 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკავშირის სა ვაჭრო მოლაპარაკებები და შეთანხმებები. 8 ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რომელიც შემოიფარგლება მხო ლოდ საქონლით, და არ მოიცავს სერვისებს 9 იგულისხმება„ყველაფერი გარდა გაწევრიანებისა“, ფრაზა, რო მელიც რომანო პროდიმ 2002 წელს გააჟღერა„ევროპის სამეზო ბლო პოლიტიკის“(ENP) კონტექსტში. 5 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 2 ᲛᲐᲙᲠᲝᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ: ᲞᲐᲚᲘᲐᲢᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲩᲐᲙᲔᲢᲕᲐ 10 დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართვე ლო იმყოფება მუდმივი„ნეოლიბერალური ჩაკეტვის“ 10 მდგომარეობაში, რომელიც ხასიათდება უმუშევრო ბის მაღალი მაჩვენებლით, მასიური გარე მიგრაციით, მუდმივი ნეგატიური სავაჭრო ბალანსით და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ტურიზმზე ჭარბი დამოკი დებულებით. ეს თავი აჯამებს ყველაზე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მონაცემებს, რომლებიც ნათელს ჰფენს„პოლიტიკის ჩაკეტვის“ მახასიათებლებს. თეორი ულად,„ჩაკეტვის ეფექტი“(lock-in effect) არის წონასწო რობის მდგომარეობა, რომლის ჩანაცვლება მაშინაც კი ძნელია, როცა ის საზიანოა ეკონომიკური განვითარების მიზნებისთვის. კონცეფცია სათავეს იღებს საბუნებისმე ტყველო მეცნიერებებიდან, ასევე ხშირად გამოიყენება ტექნოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებების აღწე რისთვის.„ჩაკეტვის ეფექტის“ ერთ-ერთი ხშირად გამო ყენებული მაგალითია QWERTY-ს კლავიატურის შემო ღება, რომელიც შეიძლება არ იყოს ყველაზე ეფექტური ბეჭდვის თვალსაზრისით, მაგრამ მისი ჩანაცვლება არც ისე ადვილია, რადგან მომხმარებლები უკვე მიჩვეულები არიან. ჩაკეტვის პრობლემა შეიძლება დაიძლიოს, თუ აქტო რებს აქვთ ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და სტიმული, რომ შეცვალონ ძველი ტექნოლოგია. თუმცა, ახალი გამოგონების(ან პოლიტიკის) ტექნიკური უპირატესობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რადგან ჩაკეტვის რეჟიმის დაძლევა ძნელია. უფრო ფართო ეკო ნომიკურ კონტექსტში, ჩაკეტვის მდგომარეობა ხშირად აღწერილია, როგორც პოლიტიკური სტატუს-კვო, რო მელიც გულისხმობს მაღალ უმუშევრობას და შემოსავ ლებისა და დოვლათის ზედა ფენებში გადანაწილების უწყვეტ ტენდენციას. თუმცა, თუ პოლიტიკური უკუკავში რის მექანიზმი არ მუშაობს, მოქმედი არაოპტიმალური პოლიტიკა არ იწვევს პოლიტიკურ ცვლილებებს მაშინაც კი, თუ სოციო-პოლიტიკური შედეგები დესტრუქციულია (პელი, 2017 წ.). 2.1 ᲖᲠᲓᲐ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲣᲚᲝᲑᲐ არსებობს საერთაშორისო დონეზე გაზიარებული მითი საქართველოს შესახებ, თითქოს მან გაატარა საუკეთესო ეკონომიკური რეფორმები. ეს მითი პოპულარობით სარ გებლობს დასავლურ მედიაშიც. საქართველოს მართ ლაც ჰქონდა მაღალი ზრდის ეტაპები: მაგალითად, სა მოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში – 1995-2003 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 8,3 პროცენტი იყო. 2003-2011 წლებში ქვეყ ნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 6,9 პროცენტით იზრდებოდა, ხოლო ქართული ოცნების ხელმძღვანე ლობის პერიოდში(2012-2021 წწ.) – წლიური 4 პროცე ნტით. თუმცა, საქართველოს ზრდის ტემპების განხილ ვისას ორი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ. პირველი, ქვეყნის ეკონომიკის დაღმასვლა უფრო მაღალი იყო მეზობლებთან შედარებით პოსტსოციალისტური გარ დამავალი პერიოდის პირველ წლებში(1991-1995 წწ.): კონკრეტულად, 1991-1995 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო-19%, ხოლო სომხეთში, ბელორუსიასა და აზერბაიჯანში,-16%, -8% და-8%(შესაბამისად). მეორე, როგორც ზემოთ აღი ნიშნა, საქართველოს ჰქონდა მაღალი ზრდა პოსტსაბ ჭოთა გარდამავალი ეტაპების განმავლობაში, თუმცა სა დავოა, რამდენად შეიძლება ეს მივაწეროთ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებს, ვინაიდან მეზობელი ქვეყნე ბის ეკონომიკაც იზრდებოდა მსგავსი ან ზოგ შემთხვე ვაში უფრო მაღალი ტემპებით. 10 სიტყვა„ჩაკეტვას“ ვიყენებთ, ინგლისური ტერმინის lock-in აღსა ნიშნად, რადგან უკეთესი თარგმანი ვერ ვნახეთ. 6 ᲛᲐᲙᲠᲝᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ: ᲞᲐᲚᲘᲐᲢᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲩᲐᲙᲔᲢᲕᲐ დუაგრამა 1 ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო ზრდა(1991-2021 წწ.), მონაცემთა წყარო: საქსტატი, 2022 წ. 5 4.48 4.19 4 3 2 1 0 -1 ესტონეთი მოლდოვა ბელორუსი წყარო: საქსტატი, 2022 წ. 3.78 3.73 3.69 2.83 2.81 2.08 ერთ სულ მოსახლეზე მშპ- ს ზრდა(%) საშუალოზე მაღალი შემოსავალი პოლონეთი საქართველო სომხეთი აზერბაიჯანი უკრაინა -0.39 დიაგრამა 2 აჯამებს საშუალო პროდუქტიულობის ზრდას 1992 წლიდან 2021 წლამდე. ის ეფუძნება შრომის საერ თაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, რომელიც აჩ ვენებს შრომის პროდუქტიულობის გამოთვლას ერთ მუშაკზე გამოშვებული პროდუქციის მიხედვით მსყიდ ველობითი პარიტეტის გათვალისწინებით(მშპ 2017 აშშ დოლარის ფასი PPP), რაც ქვეყნებს შორის შედარებებს უფრო ზუსტს ხდის. შრომის პროდუქტიულობა არის პროდუქციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავე ბელი ფაქტორი და ეკონომიკური განვითარების მაჩვე ნებელი, განსაკუთრებით, თუ პროდუქტიულობის ზრდას თან ახლავს ხელფასის გადანაწილების შესაბამისი პო ლიტიკა(მოთხოვნის სტიმულირებისთვის). ფაქტობრი ვად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაიზრდება შრომის პროდუქტიულობის ზრდის გა რეშე(ოკამპო, რადა,& ტეილორი, 2009 წ.). შრომის პრო დუქტიულობის ზრდის თვალსაზრისით, საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა სხვა პოსტ-სოციალისტურ ქვე ყნებთან შედარებით, როგორებიცაა აზერბაიჯანი, ბე ლორუსია და მოლდოვა. თუმცა, ის ჩამორჩება სწრაფად მზარდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი და ლიტვა, რომლებმაც ასევე აჩვენეს მნიშვნელოვანი პროგრესი მოსახლეობის დონის განვითარებაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. გამოშვება ერთ სულ მოსახლეზე (მშპ მუდმივ ფასებში 2017 $ PPP) დიაგრამა 2 საშუალო პროდუქტიულობის ზრდა(1992-2021 წწ.) 8 6 4 2 0 ჩინეთი ესტონეთი ლიტვა აზერბაიჯანი მოლდოვა წყარო: შსო 2022 წ., ავტორების საკუთარი გამოთვლები. ქვეყანა საშუალოზე მაღალი შემოსავალი თურქეთი საქართველო ბელორუსი 7 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ DCFTA-ში გაწევრიანებამდე სხვადასხვა კვლევებში პროგნოზირებული იყო, რომ საქართველოს მნიშვნე ლოვან სარგებელს მოუტანდა ევროკავშირთან თავისუ ფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება. მაგალითად, ECORYS-ის ნაშრომში პროგნოზირებულია, რომ საშუ ალო შემოსავალი გაიზრდებოდა 3.6 პროცენტით და სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდებოდა 0.6 პროცენტით. გრძელვადიან პერსპექტივაში(ანგარიშში ეს განსაზღვრულია, როგორც სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს შორის კაპიტალის გადაადგილებისთვის სა ჭირო დრო) საქართველოს მშპ 4.3 პროცენტით უნდა გაი ზარდოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთან ხმების წყალობით. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით საქართველოს მთლიანი ექს პორტი 12 პროცენტით უნდა გაიზარდოს სავაჭრო აქტი ვობების ფარგლებში(ECORYS, 2012 წ.). თუმცა, როგორც შემდეგ თავშია ნაჩვენები, ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ დივერსიფიკაციისა და სირთულის დონე არ შეცვლილა. უფრო მეტიც, ეროვნული შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა რეალურად არც მომხდარა. როგორც ქვემოთ მო ცემულ გრაფაზეა ნაჩვენები, 2016 წლიდან ოჯახების რეა ლური შემოსავალი შემცირდა. დიაგრამა 3 საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ოჯახზე 1000 900 800 700 600 500 400 300 200 100 0 2000 შინამეურნეობების შემოსავლები(2010 წლის ფასებში) 2005 2010 2015 2020 წყარო: შსო 2022 წ., ავტორების საკუთარი გამოთვლები. 20 15 10 5 0 -5 -10 -15 2025 შინამეურნეობების შემოსავლები შინამეურნეობების შემოსავლების ზრდა (%) საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ანგარიშებში მიუთითებს მშპ-ის ზრდისა და დასაქმების ფაქტორებს შორის არსებულ შეუსაბამობაზე, კერძოდ, ხაზს უსვამს უმუშევრობის ზრდის ტენდენციას საქართველოში(IMF, 2021). ქვემოთ მოყვანილი გრაფა აჩვენებს, რომ, საშუ ალოდ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითად კონტრიბუტორებს მცირე წილი უკავიათ მთლიან და საქმებაში. კერძოდ, ოთხმა ძირითადმა ზრდის მამოძ რავებელმა სექტორმა(როგორიცაა, ფინანსური და სა დაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, უძრავი ქონების საქმიანობა, განსახლებისა და კვების სერვისები) წარ მოების ზრდაში დაახლოებით 40 პროცენტით შეიტანა წვლილი, ხოლო დასაქმებაში მათი წილი საშუალოდ 13 პროცენტზე ნაკლებია. საინტერესოა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოების ზრდაში ფინან სური სექტორის საშუალო წვლილი იყო დაახლოებით 11%, მაშინ როცა ამ დარგში საშუალოდ დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 2.4 პროცენტია დასაქმებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური გან ვითარების მოდელი სტრუქტურულად არის მიდრეკილი ისეთი ზრდისკენ, რომელიც არ იწვევს სამუშაო ადგილე ბის ზრდას. 8 ᲛᲐᲙᲠᲝᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ: ᲞᲐᲚᲘᲐᲢᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲩᲐᲙᲔᲢᲕᲐ დიაგრამა 4 დარგობრივი წვლილი პროდუქციის ზრდასა და დასაქმების წილში წყარო: საქსტატი 2022 წ., ავტორების საკუთარი გამოთვლები 2.2 ᲣᲛᲣᲨᲔᲕᲠᲝᲑᲐ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამო კითხვები უმეტესად აჩვენებს, რომ ქართველებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობაა.„კავკასიის ბარომეტრის“ პერიოდული მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა საქართველოს უმთავრეს გამოწვევად სა ხელდება წლების განმავლობაში. სიღარიბე კი მეორე ყვე ლაზე მწვავე პრობლემაა(CRRC, 2022 წ.). ამ გამოკითხვის მიხედვით, საშუალოდ(2008-2019) გამოკითხულთა 46 პროცენტმა უმუშევრობა ყველაზე მთავარ პრობლემად დაასახელა. როგორც გრაფადან ჩანს, ტერიტორიული კონფლიქტების საკითხი ქვემოთ იწევს 2008 წლიდან, ხოლო იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც უმუშევრო ბას საქართველოს მთავარ პრობლემად ასახელებენ, სტაბილურიად მაღალია. დიაგრამა 5 საქართველოს ყველაზე მთავარი პრობლემა მთავარი პრობლება საქართველოსთვის 60 40 20 0 2005 2010 2015 დროითი მწკრივი (%) 2020 უმუშევრობა ტერიტორიული კონფლიქტები ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა მზარდი ფასები / ინფლაცია პასუხის გარეშე სიღარიბე დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან დაბალი პენსიები სხვა მონაცემების წყარო : CRRC, 2022 წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი 9 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ამის მიზეზი გასაკვირი არ არის: უმუშევრობის დონე სა ქართველოში მუდმივად მაღალია – საშუალოდ 18 პრო ცენტი 1998 წლიდან. გარდა ამისა, ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ არასწორა დაა გამოთვლილი და მალავს უმუშევრობის რეალურ პრობლემას, რადგან დასაქმების კატეგორიაში შეჰყავს თვითდასაქმებულებიც(კაკულია& კაპანაძე, 2016 წ.). 2021 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულების მთლიან რაოდენობაში იყო 30 პროცენტი, რაც ორჯერ აღემატება თვითდასაქმების მაჩვენებელს ევროკავშირ ში, სადაც ის შეადგენდა 15 პროცენტს 2019 წელს. გარდა ამისა, საქართველო მუდმივად განიცდიდა შრომის მიწო დების არასაკმარის გამოყენებას: 2021 წელს შრომის არა საკმარისი ათვისების კომპოზიტური მაჩვენებელი იყო 39,3 პროცენტი, რაც მოიცავს კონკრეტულ პერიოდთან დაკავშირებულ უმუშევრობას და რეალურ უმუშევრობას. შრომის არასაკმარისი გამოყენების ეს კომპოზიტური მაჩვენებელი ამ პრობლემას განვითარებად ქვეყნებში უფრო დეტალურად ასახავს, ვიდრე განვითარებულ სა ხელმწიფოებში. ამის მიზეზი განვითარებად ქვეყნებში არსებული არაფორმალურობის მაღალი დონეა(შსო, 2018 წ.). დიაგრამა 6 უმუშევრობის დინამიკა საქართველოში დასაქმების დინამიკა(1998-2021) 80 60 40 20 0 1995 2000 2005 2010 2015 2020 2025 წყარო: საქსტატი, 2022 წ. Share of Self-employed in Total Employment Unemployment Rate 2.3 ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲘᲜᲐᲛᲘᲙᲐ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოსახლეო ბის მიგრაციის დინამიკა ეკონომიკური განვითარების საინტერესო სურათს იძლევა. ადგილობრივი ეკონო მიკური ბირთვის განადგურებამ, მასიურმა პრივატიზე ბამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ დიდწილად განაპირობა საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გადინება. საქართველოს მოსახლეობა 1994 წლიდან დღემდე 25 პროცენტით შემცირდა. მოსახლეობა შე მცირდა ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, გარდა ბათუმისა. ეს უკანასკნელი ტურისტულ ცენტრად იქცა, მისი მოსა ხლეობა 17 პროცენტით გაიზარდა და გაუსწრო ქუთაისს – მეორე ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ქუთაისმა, რომელიც ცნობილია როგორც საქართველოს სამრეწველო ცენტრი, დაკარგა მოსახლეობის 44 პრო ცენტი, ძირითადად, მასიური გარე მიგრაციის შედეგად. იგივე ეხება კიდევ ერთ ინდუსტრიულ ცენტრს – რუს თავს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა. დედაქალაქ თბილისში მოსახლეობის კლება შედარებით ნაკლები იყო ღარიბი ინდუსტრიული ქალა ქებიდან და სოფლებიდან შიდა მიგრაციის წყალობით. ქვემოთ მოცემული გრაფა აჯამებს მოსახლეობის ამ ნე გატიურ ცვლილებას ყველა ქალაქში, ბათუმის გარდა, 1994 წლიდან. პერსპექტივა საგადამხდელო ბალანსის ანგარიშიდან ნეოლიბერალური‘პოლიტიკის ჩაკეტვა’ ძალიან კარგად ვლინდება საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანგარიშის კომპონენტებში. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 1 გვიჩვენებს საგადასახდელო ბალანსის ძირითადი კომპონენტების დინამიკას ნომინალურ მშპ-ში წილის სა ხით. როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველო განიცდის მიმდინარე ანგარიშის მუდმივ დეფიციტს, რაც ძირითა 10 ᲛᲐᲙᲠᲝᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ: ᲞᲐᲚᲘᲐᲢᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲩᲐᲙᲔᲢᲕᲐ დიაგრამა 7 მოსახლეობის ცვლილება მოსახლეობის რაოდენობის პროცენტული ცვლილება 1994-2022 წლებში 30 20 10 0 სრული -10 თბილისი ქუთაისი ზესტაფონი რუსთავი ბათუმი -20 -30 -40 -50 წყარო: საქსტატი, 2022 წ. დად გამოწვეულია საქონლის სავაჭრო დისბალანსით. ტურიზმს შეაქვს მთავარი წვლილი მომსახურების ექს პორტის პოზიტიურ დინამიკაში. პირველადი შემოსავლის კომპონენტში ნეგატიური ბალანსი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი გვერდითი მო ვლენა. კერძოდ, პირველადი შემოსავლის ქვეკატეგორია არის საინვესტიციო შემოსავალი, რომელიც ითვალისწი ნებს შემოსავალს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პირ დაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, პორტფოლიოდან და სხვა ინვესტიციებიდან. მეორე მხრივ, საქართველოს მეორადი შემოსავლების დადებითი დინამიკა აქვს, რაც ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებს უკავშირდება. ცხრილი 1 საქართველოს საგადასახდელო ბალანსი საგადამხდელო ბალანსი (საგადამხდელო ბალანსის კომპონენტების შეფარდება მშპ-სთან) წელი მიმდინარე ანგარიში საქონელი და მომსახურება საქონელი მომსახურება პირველადი შემოსავალი მეორადი შემოსავალი კაპიტალის ანგარიში წმინდა დაკრედიტება(+)/ წმინდა სესხება(-)(მიმდინარე ანგარიშისა და კაპიტალის ანგარიშის ბალანსი) ფინანსური ანგარიში პირდაპირი ინვესტიციები პორტფელური ინვესტიციები ფინანსური წარმოებულები და თანამშრომელთა ოფციონები აქციებზე სხვა ინვესტიციები სარეზერვო აქტივები წმინდა შეცდომები და გამოტოვებები წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, 2022 წ. 2017 -8,06 -11,02 -23,51 12,50 -4,90 7,86 0,51 -7,55 -7,75 -10,56 0,47 0,00 0,85 1,49 -0,20 2018 -6,77 -10,64 -23,39 12,75 -3,88 7,75 0,43 -6,34 -6,92 -5,55 0,27 0,01 -3,23 1,58 -0,59 2019 -5,84 -9,23 -21,67 12,43 -4,46 7,86 0,27 -5,57 -6,00 -6,02 -4,74 -0,02 3,63 1,16 -0,43 2020 -12,53 -19,25 -20,03 0,79 -4,73 11,45 0,26 -12,27 -12,72 -3,48 -0,47 -0,17 -10,54 1,93 -0,46 2021 -10,06 -16,39 -20,26 3,87 -5,98 12,31 0,20 -9,85 -9,76 -4,44 1,66 0,00 -9,40 2,42 0,09 11 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ფაქტობრივად, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებიდან, ტურიზმიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ფინანსების შემოდინება არის მყარი ვალუტის სამი ძირი თადი წყარო, რამაც საქართველოს საშუალება მისცა თა ვიდან აეცილებინა საგადასახდელო ბალანსის კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ვალუტის ეს წყაროები მნიშვნელოვანია მოკლევადიანი პერსპექტივიდან, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად ეფექტურია განვითარების ასეთი მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში. კერძოდ, ფულადი გზავნილების მაღალი დონე დაკავშირებულია მიგრაციის დონესთან, რომელმაც ბოლო სამი ათწლეუ ლის განმავლობაში მართლაც შემაშფოთებელ მაჩვენე ბელს მიაღწია. გარე მიგრაციის მაღალი დონე, როგორც წესი, დაკავშირებულია ადამიანური კაპიტალის შემცირე ბასთან, რაც შესაძლოა პრობლემად იქცეს ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობისთვის. მეორე მხრივ, არსე ბობს გარე მიგრაციის ბუნებრივი ლიმიტი: არ შეიძლება ყველა მოქალაქის სამუშაოდ საზღვარგარეთ გაგზავნა. გარდა ამისა, ტურიზმზე გადაჭარბებული დამოკიდებუ ლება ასევე შეიძლება პრობლემად იქცეს ორი მიზეზის გამო: ა) რომელიმე სექტორზე გადაჭარბებული დამო კიდებულება და ეკონომიკის დივერსიფიკაციის არარსე ბობა იწვევს პროდუქციის უფრო დიდ რყევას, განსაკუთ რებით ეკონომიკური კრიზისის დროს; და ბ) ტურიზმის სექტორი განიცდის ე. წ.„გაჟონვას“: ეს არის პროცესი, როდესაც ტურისტული დანახარჯების შედეგად მიღე ბული შემოსავლის ნაწილი იმპორტის გზით„გაჟონავს“ საზღვარგარეთ. ამ თემაზე ჩატარებული ემპირიული სა მუშაოები მიუთითებს, რომ ტურიზმიდან„გაჟონვის“ გა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური წინსვლისა და დასაქმების შენელება და შემოსავლების უთანასწო რობის გაფართოვება(ვირანათა, ანტარა& სურიავარდა ნი, 2017 წ.). ზრდა. 11 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო მიჰ ყვება მოხმარების ეკონომიკურ მოდელს(consumption-led growth), სადაც მშპ-ის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მოხმარებაა, რომელიც საზრდოობს უცხოური ფუ ლადი გზავნილებით, ტურიზმითა და პირდაპირი უცხო ური ინვესტიციებით(მათ შორის, მასიური პრივატიზების გზით). შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მოქცეულია ნეოლიბერალური„პოლიტიკის ჩაკეტვის“ მდგომარეო ბაში: ეკონომიკური განვითარების არსებული მოდელი ვერ გადაჭრის უმუშევრობისა და დასაქმების პრობლე მებს. ქვეყანა ზედმეტად არის დამოკიდებული ტურიზმ ზე, უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. რადიკალიზმს, რომელიც საქა რთველომ საბაზრო პოლიტიკის განხორციელების დროს გამოავლინა, არ გამოუწვევია სიღარიბის ან უმუშევრო ბის შემცირება. საქართველოს ამჟამინდელი ეკონომი კური მდგომარეობა ყველაზე კარგად შეიძლება აისახოს მეტაფორით„პალიატიური ეკონომიკა“(რეინერტი, 2006 წ.). ქართულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკა არ იწვევს ეკონომიკის მყისიერ ნგრევას(სიკვდილს), მაგრამ აქცევს ქვეყანას განუვითა რებლობის შეუქცევად მდგომარეობაში. ქვემოთ მოცემულ გრაფაზე ნაჩვენებია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გამოყენების კატეგორიების მიხედვით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეროვნუ ლი ეკონომიკის ძირითადი ნაწილი უკავია საბოლოო მოხმარების ხარჯებს, ხოლო ინვესტიციების წილი მცი რეა. გარდა ამისა, ბოლო წლებში მოხმარებისა და მშპ-ის თანაფარდობა იზრდებოდა და მოხმარების ზრდა რეა ლური თვალსაზრისით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მშპ-ის 11 მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დეფინიციები ემპირიული პერსპექტივიდან- დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ხაროუბი, ე., კოჰლშინი, ე., მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა, BIS კვარტალური მიმოხილვა, მარტი, 2017 წ. დიაგრამა 8 მშპ გამოყენების კატეგორიების მიხედვით 80000 60000 40000 20000 0 -20000 მთლიანი შიდა პროდუქტი კატეგორიების მიხედვით (2010-2021) 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 საბოლოო მოხმარებაზე გაწეული დანახარჯი კაპიტალის ფორმირება 2019 2020 2021 წმინდა ექსპორტი წყარო: საქსტატი, 2022 წ. 12 ᲛᲐᲙᲠᲝᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ: ᲞᲐᲚᲘᲐᲢᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲩᲐᲙᲔᲢᲕᲐ მცირე და საშუალო საწარმოები (SME) საქართველოში: ძირითადი ფაქტები „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2021-2025 წლებში“ მცირე და საშუალო ბიზნესის კლასიფიცირებას შემდეგნაირად ახდენს: – მცირე: 50-მდე თანამშრომელი და 12 მილიონ ლა რამდე წლიური ბრუნვა – საშუალო: 50-დან 250-მდე თანამშრომელი და 12 მილიონი ლარიდან 60 მილიონ ლარამდე წლი ური ბრუნვა. მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ცენ ტრალური ეკონომიკური პოზიცია უჭირავთ. ეკონომიკის სამინისტროს(2021 წ.) მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 2019 წელს 99,7% იყო და ასაქმებდა მთლიანი დასაქმებული მოსახლეო ბის 65%-ს. საქსტატის(2021 წ.) მონაცემებით, 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამომუშავებული დამატებული ღირებულების წილი 60,7% იყო. თუმცა, გაყიდვების მაჩვენებლებიდან მიღებული უფრო დეტა ლური მონაცემები ცხადყოფს, რომ იმავე წელს მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვის წილი მთლიან ბრუნვაში მხოლოდ 41,7% იყო(მაგალითად, ეკონომიკური თანამ შრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) საშუალო მაჩვენებელი 60%-ია). სამი ეკონომიკური საქ მიანობა, საიდანაც მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნ ვის უმეტესი წილი გამომუშავდა, არის უძრავი ქონება (SME 95,3%, დიდი ფირმები 4,7%), სოფლის მეურნეობა (SME 83,7%, დიდი ფირმები 16,3%) და მშენებლობა(SME 77,0%, მსხვილი ფირმები 23,0%). ჰერი და ნეტეკოვენი (2017 წ.) განსაზღვრავენ მცირე და საშუალო ბიზნესის/ საწარმოების სამ ტიპს, ესენია: ეგრეთ წოდებული„შუმპე ტერიანული მცირე და საშუალო ბიზნესი“, რომელიც ახ დენს ინოვაციებს და ქმნის რაღაც ახალს;„ნორმალური მცირე და საშუალო საწარმოები“, რომლებსაც შეუძლიათ შუმპეტერიანული ფირმების მიერ წამოჭრილ გამოწვე ვებთან ადაპტირება; და„სიღარიბიდან წარმოქმნილი მცირე და საშუალო ბიზნესი“, რომელიც წარმოიქმნება შეზღუდული ეკონომიკური განვითარების, უმუშევრო ბისა და არასაკმარისი კეთილდღეობის მქონე სახელ მწიფოს პირობებში. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მონაცემები აჩვენებს, რომ მისი დარგობრივი კონცენტრაცია არ არის ინოვაციურ ან ცოდნაზე დაფუძ ნებულ ინდუსტრიებში, რაც მიუთითებს მის„სიღარიბი დან წარმოქმნილ“ ბუნებაზე. გარდა ამისა, ამ სექტორე ბიდან მხოლოდ ერთს აქვს ექსპორტის პოტენციალი. საქართველოს პარლამენტის პუბლიკაციის მიხედვით (2022 წ.), ქვეყანაში რეგისტრირებული 232 000 მცირე და საშუალო საწარმოდან, მხოლოდ 1000 ფირმა ახერხებს ევროკავშირში ექსპორტს. მეორე მხრივ, მსხვილი ფი რმების ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცენტრა ცია არის სამთო სექტორში(მსხვილი ფირმები- 71,9%, მცირე და საშუალო საწარმოები- 28,1%), რომელიც წარ მოადგენს ქვეყნის ძირითად საექსპორტო ინდუსტრიას, მათ შორის ევროკავშირში. რესურსებზე დაფუძნებული ექსპორტი ორჯერ გაიზარდა 2010 წლიდან, რამაც დამა ტებითი სარგებელი მოუტანა მსხვილ კომპანიებს(დეტა ლურად იხილეთ თავში„ვაჭრობის ანალიზი“). ჰერის და ნეტეკოვენის(2017 წ.) მიხედვით, არსებობს ოთხი ძირითადი წინაპირობა მცირე და საშუალო ბიზ ნესის მდგრადი განვითარებისთვის: 1) ფინანსების ხელმისაწვდომობა; 2) საგანმანათლებლო სისტემა; 3) ინდუსტრიული კლასტერები და გლობალური ღირებუ ლების ჯაჭვები; და 4) სოციალური კაპიტალი. ქართული მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობას უჭირს განვითარდეს, გაფართოვდეს და, საბოლოოდ, გაიტანოს ექსპორტი, რადგან არ აქვს წვდომა ზემოთ ჩამოთვლილ რესურსზე. რაც მთავარია, მათთვის ხელმისაწვდომი არაა ფინანსები. ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო განვითარების ბანკი, ადგილობრივი კომპა ნიების აბსოლუტური უმრავლესობა დამოკიდებულია კომერციულ ბანკებზე, რომელთა დაფინანსება ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მოიცავს(დაწვრილე ბით იხილეთ თავში„პოლიტიკის ანალიზი“). 13 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 3 ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ 3.1 ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ: ᲔᲥᲡᲞᲝᲠᲢᲘ ᲓᲐ ᲘᲛᲞᲝᲠᲢᲘ ეს ნაწილი აჯამებს საქართველოს ექსპორტის ანალიზს ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, ის განიხილავს ექსპორტის ღირებულების ტენ დენციებს და ასევე, თუ როგორ პროგრესირებს ექსპორ ტი ხარისხის კუთხით ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. განვიხილავთ ძირითად მაჩვენებლებს, როგორიცაა ექსპორტის წილი და ზრდის ტემპები, ასევე ექსპორტის სირთულისა და კონცენტრაციის ინდექსები. მთლიანი ექსპორტი ევროკავშირში(რაც მოიცავს რე ექსპორტს) იზრდება ასოცირების შეთანხმების ხელ მოწერის შემდეგ, კერძოდ, ის 26 პროცენტით გაიზარდა 2016 წლიდან. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად გამომდინარეობს ეს ზრდის ტენდენცია თავად თავისუ ფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, ვინაიდან მთლიანი ექსპორტის მატება ბევრად აღემატებოდა ევროკავშირ ში ექსპორტის ზრდას. გარდა ამისა, 26% უმნიშვნელო ცვლილებაა დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდასთან შე დარებით, რომელიც 2016 წლიდან 172 პროცენტით გაი ზარდა. ზრდის ტემპის დინამიკა ნათლად ასახავს, რომ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სა ქართველოს ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ექსპორტის ზრდის ტემპები ევროკავში რისა და დსთ-ს ქვეყნებში კორელაციაშია. შესაძლოა არსებობდეს გარკვეული მამოძრავებელი ფაქტორები, რომლებიც ორივე მიმართულებას განაპირობებს და ევროკავშირის ვაჭრობასთან ცვალებადობა არ იყოს და კავშირებული DCFTA-სთან. დიაგრამა 9 საქართველოს ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით. წყარო: საქსტატი, ავტორთა საკუთარი გამოთვლები. 14 ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ ადგილობრივი ექსპორტი მეტწილად ეს არის ადგილო ბრივი წარმოების საქონლის ექსპორტი – ეს უკეთესი საზომია ადგილობრივ წარმოებასა და დასაქმებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. 2014 წლიდან ევროკავ შირის ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტი, როგორც მთლიანი შიდა ექსპორტის წილი, შემცირდა 22-დან 20 პროცენტამდე. 2014 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებ ში ადგილობრივ ექსპორტში(წინა მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივ ექსპორტზე) შეინიშნება სწრაფი ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა და კლება დაიწყო 2020 წელს. ევროკავშირში ადგილობ რივი ექსპორტის წილი დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით სტაბილურად დაბალი იყო და ასე დარჩა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. დიაგრამა 10 მთლიანი შიდა ექსპორტის წილი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ადგილობრივი ექსპორტი ქვეყნების ჯგუფის მიხედვით (წვლილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში) 50 40 30 20 10 0 2013 2014 2015 2016 ევროკავშირი წყარო: საქსტატი, ავტორების საკუთარი გამოთვლები 2017 2018 დსთ 2019 2020 სხვა 2021 2022 ვიზუალური გამოკვლევის გარდა, საინტერესოა იმის შემოწმება, არის თუ არა სტრუქტურული ცვლილებები ექსპორტის დონეზე ან მისი ზრდის ტემპებში. საშუალო ცვლილების წერტილების დასადგენად, გამოვიყენეთ ბინარული სეგმენტაციის და სეგმენტირებული სამეზო ბლო ალგორითმები. შემდეგ შევამოწმეთ, გამოვლინდა თუ არა ცვლილებები საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების შემდგომ პერიოდში. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამები ასახავს სა შუალო ცვლილებებს სხვადასხვა პერიოდში: შეინიშნება კლების ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის საშუალო ცვლილებაში, რაც საშუალოდ არ შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შე თანხმების დადების შემდგომ პერიოდს. დიაგრამა 11 ორობითი სეგმენტაცია და სეგმენტირებული სამეზობლო ალგორითმები. ინდექსის საწყისი წელია 1996. წყარო: საქსტატი, გამოყენებული R პაკეტი: პაკეტი„ცვლილება“, ავტორები რ. კილიქი, 2022 წ. 15 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 3.2 ᲔᲥᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔ ექსპორტის სირთულის ინდიკატორები იძლევა საზო მებს ეკონომიკური განვითარების დონისა და ტრა ექტორიისთვის. ჩვენ ვიყენებთ ორ საზომს ექსპორტის სირთულის ტენდენციების დინამიურად და შედარებითი გამოკვლევისთვის: ა) ექსპორტის ტექნოლოგიური კლა სიფიკაცია(TCE) და ბ) ექსპორტის დახვეწა(EXPY). TCE ახარისხებს საექსპორტო კალათას ხუთ განსხვავებულ კატეგორიად: მაღალტექნოლოგიური, საშუალო ტექნო ლოგიების, დაბალი ტექნოლოგიების, პირველადი და რესურსებზე დაფუძნებული პროდუქტები(ლალი და სხვა, 2000 წ.). თავად მაჩვენებელი დაფუძნებულია ლა ლის(2000 წ.) ნაშრომებზე. TCE შეიძლება გამოიხატოს მათემატიკურად შემდეგნაირად: დიაგრამა აჯამებს საქართველოს ექსპორტის ტექნოლო გიურ კლასიფიკაციას ევროკავშირის ბაზრებზე 2010-2021 წლებისთვის: გრაფის მარცხენა მხარეს გამოსახულია სხვადასხვა ექსპორტის კატეგორიის წილები, ხოლო მარ ჯვენა გრაფა აჩვენებს ცვლილებებს ექსპორტის წილე ბის ტექნოლოგიურ კლასიფიკაციაში. გამოიკვეთა რესუ რსებზე დაფუძნებული პროდუქციის ექსპორტის ზრდის ზოგადი ტენდენცია: 2010 წლიდან მისი წილი საექსპორ ტო კალათაში გაორმაგდა. 2010 წლიდან დაბალტექნო ლოგიური პროდუქტების წილი საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო მაღალტექნოლოგი ური პროდუქტები უცვლელი დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ამ ინდიკატორის მიხედვით, ქართულ საექსპორტო კალა თაში ტექნოლოგიური განახლების ნიშნები არ შეიმჩნევა. (1) ამ ფორმულაში x არის k პროდუქტის ღირებულება i ქვეყ ნიდან j პარტნიორ ქვეყანაში, X აღნიშნავს ექსპორტის სა ერთო ღირებულებას i-დან j-მდე. Ω_tec აღნიშნავს ყველა პროდუქტის სიმრავლეს და აქვს ხუთი ქვეჯგუფი(კატე გორია): მაღალტექნოლოგიური, საშუალო ტექნოლოგიე ბის, დაბალი ტექნოლოგიების, პირველადი და რესურ სებზე დაფუძნებული პროდუქტები. TCE-ის გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას გვაძ ლევს ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა ექსპორტის დახვეწა ისტორიულად(მსოფლიო ბანკი, 2013 წ.). საექსპორტო კალათის კრიტერიუმების დახარისხებას ტექნოლოგიური სირთულის კუთხით თან ახლავს წი ნააღმდეგობები. ამ მიზეზით, ასევე გამოვიყენეთ სხვა კრიტერიუმები. კერძოდ, EXPY ინდექსი, რომელსაც აქვს განსხვავებული მიდგომა პროდუქციის სირთულის გასა ზომად. EXPY ინდექსი ეფუძნება ჰაუსმანის და სხვების მეთოდოლოგიას(2006 წ.) და ზომავს ექსპორტის სირთუ ლეს. EXPY ინდექსის მათემატიკური გამოსახულება შემ დეგია: ექსპორტის ტექნოლოგიური კლასიფიკაცია , 2010-2021 ნედლეული პროცენტული ცვლილება , 2010-2021 დაბალი ტექ . საშუალო ტექ . რესურსებზე დაფუძნებული რესურსებზე დაფუძნებული დაბალი ტექ მაღალი ტექ . 0 10 20 30 40 წილი 2010 წილი 2021 წყარო : WITS, ავტორთა გამოთვლები , 2022 მაღალი ტექ , საშუალო ტექ . ნედლეული -50 0 50 100 150 ცვლილება (%) 16 ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ (2) სადაც, (3) ამ გამოსახულებაში Y აღნიშნავს i ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, x არის k საექსპორტო პროდუქტის ღირებულება, ხოლო X აღნიშნავს i ქვეყნის სრული ექსპორტის მთლიან ღირებულებას. ქვეშ მიწე რილი w წარმოადგენს მსოფლიოს. მაგალითად, X_w აღ ნიშნავს გლობალური ექსპორტის მთლიან ღირებულე ბას. მდიდარი ქვეყნების მიერ წარმოებული საქონელი ითვლება რთულ პროდუქტად, ხოლო ღარიბი ქვეყნების საქონელი – ნაკლებად რთულად. ამ გამოსახულებაში PRODY(გამოითვლება თითოეული პროდუქტისთვის) არის მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი იმ ქვეყნების ერთ სულ მოსახლეზე, რომლებიც აწარმოებენ მოცემულ პრო დუქტს. EXPY არის ყველა PRODY-ს ღირებულების ჯამი მოცემული ქვეყნის თითოეული ექსპორტირებული პრო დუქტისთვის(პროდუქტები გამოთვლილია მათი წილის მიხედვით მთლიან ექსპორტში). რაც უფრო მაღალია EXPY, მით უფრო მაღალია ქვეყნის საექსპორტო კალათის სირთულე(მსოფლიო ბანკი, 2013 წ.). დიაგრამა 12 ექსპორტის დახვეწა(EXPY), მსოფლიოს ინტეგრირებული ვაჭრობის გადაწყვეტილება, 2022 წ. 9.75 9.7 9.65 9.6 9.55 9.5 9.45 9.4 1995 2000 2005 2010 2015 2020 EXPY- ის ინდექსი(ნატურალური ლოგარითმი)- ევროკავშირი EXPY- ის ინდექსი(ნატურალური ლოგარითმი)- მსოფლიო 2025 ზემოთ მოცემული გრაფა აჯამებს საქართველოს EXPY-ს ევროკავშირისა და მსოფლიოს ბაზარზე(კონკრეტულად, EXPY-ის ნატურალურ ლოგარითმს). ეს აჩვენებს, რომ საქართველოს საექსპორტო კალათის სირთულე მსო ფლიო ბაზარზე უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ბაზარზე. მეორე, 2000 წლიდან 2010 წლამდე შეიმჩნევა ექსპორტის სირთულის ზრდის დადებითი ტენდენცია, მაგრამ მას შემდეგ EXPY კლებულობს და უახლოვდება 2000 წლის მაჩვენებელს. EXPY ინდექსი საინტერესოა შედარებითი თვალსაზრისით. ქვემოთ ნაჩვენები გრაფა დან ჩანს, რომ ბელორუსიას საქართველოსთან შედარე ბით, უფრო რთული საექსპორტო კალათა ჰქონდა. 12 12 თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელორუსიის ექსპორტის 70%-ს. 17 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ დიაგრამა 13 პროდუქტის დახვეწილობის(EXPY) მონაცემები ევროკავშირის ქვეყნებში EXPY ქვეყნების მიხედვით(გამოსახული ნატურალური ლოგარითმით) 9.9 10 9.81 9.85 9.83 9.89 9.8 9.7 9.6 9.5 9.38 9.38 9.4 9.54 9.46 9.49 9.3 9.2 9.1 2015 2020 2015 2020 2015 2020 2015 2020 2015 9.51 2020 სომხეთი ბელორუსი ესტონეთი საქართველო მოლდოვა წყარო: WITS, 2022 წ. 3.3 ᲡᲐᲔᲥᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲙᲝᲜᲪᲔᲜᲢᲠᲐᲪᲘᲐ ქართული საექსპორტო კალათის პრობლემა იმაშია, რომ ის კონცეტრირებულია ნაკლებად რთულ პროდუქტებზე. საექსპორტო პროდუქტის კონცენტრაციის გამოკვლევის რამდენიმე გზა არსებობს. უფრო მარტივი გზაა HS6 კოდე ბის მწკრივების რაოდენობის გამოთვლა. თუ მწკრივების რაოდენობა გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ მოცემულ ქვეყა ნას უფრო მეტი პროდუქტი გააქვს ექსპორტზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამის მარცხენა მხარე აჩვენებს, რომ სა ქართველომ გაზარდა ექსპორტირებული საქონლის რა ოდენობა, რაც წარმოდგენილია HS6 კოდის მწკრივების რაოდენობის სახით. დიაგრამა 14 HS6 ხაზების რაოდენობა და შიდა ექსპორტის კონცენტრაცია ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირში HS6, 2014-2021 ადგილობრივი ექსპორტის კონცენტრაცია ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი 2014-2021, HS6 0 ნ . ო 1 რმალიზებული ინ . დ 2 ექსი .3 1,000 HS6 კოდის მწკრივთა რაოდენობა 800 600 400 200 0 2014 2021 2018 წყარო : ავტორთა გამოთვლები ; GEOSTAT, 2022. წყარო: საქსტატი 2022 წ, ავტორების საკუთარი გამოთვლები 18 2014 2021 2018 ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ თუმცა, პროდუქციის რაოდენობის გაზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ საექსპორტო კალათა უფრო დივერსიფიცი რებული გახდა წილების კუთხით. ჰერფინდალ-ჰირშმა ნის(HH) პროდუქტის კონცენტრაციის ინდექსი გვთავა ზობს ალტერნატიულ გზას პროდუქტის კონცენტრაციის გასაზომად. ამ განტოლებაში, X არის i ქვეყნიდან გან ხორციელებული ექსპორტის ჯამური ღირებულება, n არის i ქვეყნის ექსპორტირებული პროდუქტების რაოდე ნობა, ხოლო x აღნიშნავს i ქვეყნიდან ექსპორტირებული k საექსპორტო პროდუქტის ღირებულებას. ნორმალი ზებული HH ინდექსი(როგორც მითითებულია ქვემოთ) მერყეობს 0-დან 1-მდე: რაც უფრო მაღალია მისი მნიშ ვნელობები, უფრო კონცენტრირებულია ქვეყნების სა ექსპორტო კალათა(მსოფლიო ბანკი, 2013 წ.). როგორც დიაგრამის მარჯვენა მხარეს ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტირებული(შიდა ექსპორ ტი ევროკავშირში) პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა, მისი საექსპორტო პორტფოლიო უფრო კონცენტრირე ბული გახდა. (4) ქვემოთ მოცემული ცხრილი კიდევ უფრო აძლიერებს არგუმენტს, რომ ევროკავშირში გატანილ საქართველოს შიდა ექსპორტს მეტი დივერსიფიკაცია და ტექნოლო გიური განახლება სჭირდება. კერძოდ, ეს აჩვენებს, რომ ადგილობრივი ექსპორტის ტოპ 10 პროდუქტს უჭირავს ევროკავშირში გატანილი მთლიანი ადგილობრივი ექს პორტის დაახლოებით 85 პროცენტი, რაც თითქმის 4%ით მეტია 2014 წელთან შედარებით. გარდა ამისა, რო გორც გრაფადან ჩანს, რესურსებზე დაფუძნებული და ნედლეული ამ სტატისტიკაში ძირითად წილს იკავებს. ცხრილი 15 შიდა ექსპორტის ტოპ 10 პროდუქტი ევროკავშირში S HS წილი ექსპორტში წილი ექსპორტში ტექნოლოგიური კლასიფიკაციტაექნოლოგიური კლასიფიკაცია ილენძის მადნები და კონცენტსპრიალტენბძიის მადნები და კონცენტრატები 49,24 ნედლეულზე დაფუძნებუ 4 ლ 9,2 ი 4 წანრემდოლებეაუ:ლსხზვაე დაფუძნებული წარმოება: სხვა ალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილაიხ,ატლყისანკახკმაელლიიანაუჭთუჭხგიალცლი ი(Cლorიy,lტusყიsსppკა.)კალი ანუ თხილი(Coryl us s pp.) 10,07 ნედლეული 10,07 ნედლეული ონიუმის ნიტრატი, მათ შორიასმწოყნაილუმხისსნანრიშტირ(ამტინიე, რმაათლშუორრიიასნ წქყიამლიუხრსინ,არაზშოიტ(მოივნაენრიასლასუურქიი)ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქი) 7,4 საშუალო ტექნოლოგიური ნ 7 ა ,4 წასრამშიუალო ტექნოლოგიური ნაწარმი ურძნის ნატურალური ღვინოებყიურ(ყძუნრიძსნნიასტცუქრრაილალურა იღღვივნიონოებეიბსიგ(ყარურდძან),ი2სლცქრანიანლაკალღევბიინოტებვიადს ოგაბრიდს აჭ)უ,რ2ჭლელანშინაკლები ტევადობის ჭურჭელში 4,38 ნედლეულზე დაფუძნებულ 4,3 ი 8 წანრემდოლებეაუ:ლსაზსოე ფდლაფოუ-ძსნაემბეულრნიეოწარმოება: სასოფლო-სამეურნე ეროსილიკომანგანუმი ფეროსილიკომანგანუმი 3,7 საშუალო ტექნოლოგიური ნ 3 ა ,7 წასრამშიუალო ტექნოლოგიური ნაწარმი ყლები მინერალური და გაზიაწნყილები მინერალური და გაზიანი 3,13 ნედლეულზე დაფუძნებულ 3,1 ი 3 წანრემდოლებეაუ:ლსაზსოე ფდლაფოუ-ძსნაემბეულრნიეოწარმოება: სასოფლო-სამეურნე ალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელახია,ლტიყიანს ხკამკეალლიინაანჭუუთჭგხაიულცლი ე(Cლorიy,lტusყიsსppკა.)კალი ანუ თხილი(Coryl us s pp.) 2,42 ნედლეული 2,42 ნედლეული ის ნაწარმი დანარჩენი ხის ნაწარმი დანარჩენი 1,78 ნედლეულზე დაფუძნებულ 1,7 ი 8 წანრემდოლებეაუ:ლსაზსოე ფდლაფოუ-ძსნაემბეულრნიეოწარმოება: სასოფლო-სამეურნე ანარჩენი ნარჩენები და ჯართდი,აძნვაირრჩფენაისინალრიჩთენოენბეიბდისა ჯანარმთათიი, ძნვაიერრფთაესბიილს შიეთმოცვნეელბიოსბაინთმ,აძთიირნიათეარდთაედბიმსათშეგმანცვძევლიროფბაისთი,ლძიირთიოთნაედბაიდს ამმაოთსგააღნეძბვაიდრფგაამსოისლ 1 აყ ,6 იე 7 თნენობენედელბლისეუალმოზსეაღდეაბფადუძგნაემბოუსლ 1 აყ ,6 იე 7 ნწეანრბეემდლოლეიბეაუ:ლსხზვაე დაფუძნებული წარმოება: სხვა ლატინის ნარჩენები და ჯართიპ,ლპლატაიტნიინსინთარმჩიეტნკეებციიდლაიჯლარითთიო,ნპელბიატს იჩნათითვლმიტთკ,ემცაიგლრაიმლსხივთა ოძვნიერბფისასჩიათლვილთიოთნ,ემბაიგსრშაემმსცხვვეალძივინრაფრჩასეინელბიისთგოამნოებკილსეშბეიმთცვე 1 ლ ,3 ი 8 ნნაერდჩელნებუილს ზგაემდოაკფლუეძბნიეთბულ 1,3 ი 8 წანრემდოლებეაუ:ლსხზვაე დაფუძნებული წარმოება: სხვა წყარო: საქსტატი 2022 წ., ავტორების საკუთარი გამოთვლები 19 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 4 DCFTA-Ს ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲐ- ᲪᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ? ეს თავი ეთმობა ხელშეკრულების ზოგიერთი საკვანძო პუნქტის დეტალურ განხილვას. მისი მიზანია, გამოა ვლინოს ნახსენები პუნქტების გავლენა საქართველოს ექსპორტსა და მთლიან ეკონომიკაზე. საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზა ციის(1994 წ.) წესებითა და საზომებით და მიჰყვება ზო გად დებულებებს GATT-ის შეთანხმების შესაბამისად. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ის სცილდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საბაზისო ნიშნულს(ჰოეკმანი, 2016 წ.). DCFTA რთული დოკუმენტია. საქართველომ უნდა შეა სრულოს სურსათის სტანდარტებთან და სამრეწველო საქონელთან დაკავშირებული პუნქტები და ტექნიკური დეტალები, თუ სურს სრულად ისარგებლოს ევროკავ შირის ბაზარზე წვდომით. შეთანხმება მოიცავს თავებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნულ, „საზღვარს მიღმა“ პოლიტიკაზე და ასევე ითვალისწი ნებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც ქართულმა მცირე და საშუალო საწარმოებმა უნდა განახორციელონ ევროკავშირში ექსპორტისთვის.„ჯეოველის“(GeoWel) მიერ ჩატარებულ კვლევაში(2021 წ., გვ. 74-75) აღნიშნუ ლია, რომ„საქართველოს მოყვანა ევროკავშირის პრო დუქტის სტანდარტებთან შესაბამისობაში[…] მოიცავს მინიმუმ სამ ნაწილს. პირველი, ეს პროცესი მოითხოვს სამთავრობო ინსტიტუტების განვითარებას, რათა მათ მხარი დაუჭირონ ევროკავშირის სტანდარტების შესა ბამის წარმოებას, სერტიფიცირებასა და კონტროლს. მეორე, აღნიშნული პროცესი საჭიროებს ადგილობრივი შესაბამისობის შეფასების ორგანოების(CABs) განვითა რებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ პროდუქ ციის რეალური ტესტირება და ევროკავშირისგან განსა ზღვრული სერტიფიცირება. მესამე, კერძო სექტორის მოთხოვნაა შემოიღოს წარმოების ახალი პროცესები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და ამოწმებს საბოლოო პროდუქტებს.“ ევროკავშირის ნორმებთან ეტაპობრივი, მაგრამ წარმატებული დაა ხლოების შემდეგ(შერჩეული) ქართული პროდუქცია ჩაითვლება ევროკავშირის პროდუქციად, იგივე პირობე ბით. სახდელს მეორე მხარის მიერ წარმოებულ საქონელზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან“. მიუხედავად იმისა, რომ DCFTA ნამდვილად გულისხმობს თითქმის ყველა საბაჟო ტარიფის მოხსნას, ევროკავშირს აქვს მრავალი არასატარიფო ბარიერი(NTBs), რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ქართულ ექს პორტზე. UNCTADS-ის TRAINS 13 მონაცემთა ბაზაზე დაყ რდნობით, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) შეფასება(2022 წ., გვ. 14-15) ზედაპირულად აღ ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულმა 414-მა არასატარიფო შეზღუდვამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს საქართველოს სრულმასშტაბიანი წვდომა ერთიან ბაზარზე. ამ ტექნიკური ბარიერების დასაძლე ვად, საქართველოს დასჭირდება საკუთარი კანონმდებ ლობა შეუსაბამოს ევროკავშირის კანონმდებლობას (CEPS, 2021 წ.). მომდევნო ნაწილში ჩვენ განვიხილავთ DCFTA-ს რამდე ნიმე საკვანძო მუხლსა და დებულებას, რომლებმაც შე იძლება გავლენა იქონიონ ევროკავშირსა და საქართვე ლოს შორის არსებულ სავაჭრო დინამიკაზე. იმისათვის, რომ გავიგოთ, ეს ჩანაწერები ხელს უწყობენ თუ პირიქით, ხელს უშლიან ქართული პროდუქციის თავისუფალ გადა ადგილებას, ვაწარმოებთ მათ ახლო შესწავლას. გარდა ამისა, კვლევის პროცესში გავესაუბრეთ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს, ეკონომიკის სამინის ტროს წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხა რეებს. ასევე, შემთხვევის უკეთესი ანალიზისთვის გა მოვიყენეთ DCFTA-ზე არსებული ლიტერატურა(ჰოკმანი, 2016 წ.; რიაჰი& ჰამოუჩენე, 2020 წ.; ჯეოველი, 2021 წ.). ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲑᲐᲠᲘᲔᲠᲔᲑᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐᲨᲘ, ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲘᲖᲐᲪᲘᲐ, ᲛᲔᲢᲠᲝᲚᲝᲒᲘᲐ, ᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ თავი„ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების“(TBT) შესახებ ეხება„სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციების და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მომზადებას, მიღებას და გამოყენებას“(ასოცირების შეთანხმება, L 2 6-ე მუხლში(ასოცირების შეთანხმება, L 261/15)„იმ პორტზე საბაჟო გადასახდელების გაუქმების შესახებ“ ნათქვამია:„მხარეები გააუქმებენ ყველა საბაჟო გადა 13 გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNC TAD) ონლაინ პორტალი მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის რეგულაციების, არასატარიფო ღონისძიებების(NTM) შესახებ მონაცემებზე წვდომისთვის. 20 DCFTA-Ს ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲐ- ᲪᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ? 261/20). იგი ითვალისწინებს საქართველოს პასუხის მგებლობას შეასრულოს ევროკავშირის ნორმები მზა საქონელთან დაკავშირებით, ვაჭრობის მსოფლიო ორ განიზაციის„ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების“ შეთან ხმების შესაბამისად. ეს თავი ასევე კარგად ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც DCFTA ანიჭებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაციას. მაგალითად, 47-ე მუხლი(ასოცირების შეთანხმება, L 261/20-21) აღნიშნავს, რომ საქართველო:„პროგრესულად დააახლოებს თავის კანონმდებლობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებ ლობასთან“;„ევროპული სტანდარტების ერთობლიობას (EN) პროგრესულად გადააქცევს ეროვნულ სტანდარტე ბად“ და„ამგვარი ტრანსპოზიციის პარალელურად, გაა უქმებს წინააღმდეგობრივ ეროვნულ სტანდარტებს“. ევროკავშირის ბაზარზე შესვლამდე, ქართული მზა პრო დუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას: ა) პროდუქციის ჯგუფის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო ების ზომები(მაგ. სათამაშოები) უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და ბ) თავად პროდუქტი (მაგ., ხის სათამაშო სახლი) უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის 2021 წლის კვლევა განასხვავებს ევ როკავშირთან დაახლოების პროცესის ორგვარ ბუნებას: 1. დირექტივები (რეგულაციები), რომლებიც შეიძლება იყოს: ჰორიზონტალური –პროდუქციისთვის დაწესე ბული ზოგადი პრინციპები და რეგულაციები ევროკავში რის კანონების შესაბამისად; და ვერტიკალური(სექტო რული) – ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გამოიყენება დიდი პროდუქტების ჯგუფე ბისთვის, როგორიცაა ლიფტები, საბაგირო გზები, სამ შენებლო პროდუქტები, სამედიცინო მოწყობილობები და ა.შ.(ასოცირების შეთანხმება, დანართი III, L 261/174). საქართველომ უნდა შეასრულოს ეს ჰორიზონტალური და სექტორული დირექტივები, როგორც სავალდებულო კანონები, სანამ მისი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე განთავსდება. შესაბამისად, ამ რეგულაციების სრულყო ფილად განხორციელება ეროვნული მასშტაბით და მათი ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან არის საქართველოს მთავრობის და არა მწარმოებლის პასუ ხისმგებლობა. უფრო მეტიც, მთავრობამ„უნდა უზრუნ ველყოს, რომ მწარმოებლებმა შეასრულონ ეს წესები და აკონტროლონ პროდუქტის შესაბამისობა ევროკავშირის მოქმედ მოთხოვნებთან“(CEPS, 2021 წ., გვ.71). 2. ჰარმონიზებული სტანდარტები – პროდუქტზე მორ გებული დაახლოებით 25 000 სტანდარტი, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტექნიკურ მახასიათებელს, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ჰორიზონტალური დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშ ნული სტანდარტების დანერგვა/ არ-დანერგვას წყვეტს ქართველი მწარმოებელი. იმ შემთხვევაში, თუ ის გა დაწყვეტს არ დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები, „მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე, რათა დაამტკიცოს იმ მიდგომის„შესაბამისობა“, რომელსაც ირჩევს დირექტივის მოთხოვნების დასაკმაყოფილებ ლად. როგორც წესი, ეს უფრო ძვირი პროცედურაა, ვი დრე ევროკავშირის ჰარმონიზებული სტანდარტების გამოყენება“(CEPS, 2021 წ., გვ. 69). მიუხედავად იმისა, თუ რომელ გზას აირჩევენ, ქართველმა მწარმოებლებმა უნდა გაიარონ შესაბამისობის შეფასების ძვირადღირე ბული და რთული პროცესები, 14 რომლებსაც განახორ ციელებს ევროკავშირის მიერ აღიარებული ორგანო ან ლაბორატორია. ევროკავშირში პროდუქციის გაყიდვის უფლება აქვთ მხოლოდ ექსპორტიორებს, რომლებიც იღებენ„Conformité Européenne(CE) მარკირებას პროდუქ ტისთვის“(იქვე, გვ. 70). ამ გარკვეულწილად რთული პროცესის შეთავსების მთა ვარი არგუმენტია, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება„გაზრდის საქართველოს სამრეწველო წარ მოების პოტენციალს, რათა გახდეს უფრო მოდერნი ზებული და საერთაშორისო დონეზე კონკურენტული“ (CEPS, 2021 წ., გვ. 68). თუმცა, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველომ ხელი არ მოაწერა DCFTA-ს შეთანხმებას სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე(ACAA)(ასოცირების შეთანხ მება, მუხლი 48, L261/21). ეს უკანასკნელი შეამსუბუქებდა შესაბამისობის შეფასების დამატებით ღონისძიებებს და გაამარტივებდა ქართული სამრეწველო პროდუქციის თა ვისუფალ გადაადგილებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ACAA ავალდებულებს პარტნიორ ქვეყანას(საქარ თველოს) მხოლოდ ის სამრეწველო პროდუქცია შემო იტანოს მესამე ქვეყნებიდან, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. იმის გათვალისწინებით, რომ სამრეწველო საქონლის აბსო ლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია ჩინეთიდან და დსთ-დან, TBT პუნქტის(და ACAA თავის) შესაბამისი სრული დაახლოება და სავაჭრო ხარჯების შემდგომი ზრდა ამ იმპორტს კიდევ უფრო გააძვირებს. 15 სწორედ ეს გახდა წინაპირობა იმისა, თუ რატომ არ დაიდო შეთანხ მება სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასე ბასა და აღიარებაზე(ACAA)(CEPS, 2021 წ.). ევროკავშირისკენ საქართველოს მისწრაფების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის კანონმდებლო ბასთან თანდათანობითი ადაპტაცია კარგი იდეაა. მარ თალია, ეს სადავო საკითხია, თუმცა, უკვე შესამჩნევია, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობა ყოყმანობს რეგულაციების სრულად შესრულებაზე; მეორე მხრივ, ქართული კომპანიები ერიდებიან ევროკავშირის სტან დარტების მიღებას, ძირითადად, ფინანსური რესურსე ბის ნაკლებობის გამო. ჯეოველის კვლევაში(2021 წ., გვ. 12) აღნიშნულია, რომ„საქართველოს მთავრობაც და კომპანიებიც„ქათმის და კვერცხის დილემის“ წინაშე დგა ნან. როგორც წესი, კომპანიებს არ სურთ სტანდარტების მიღება, თუ ისინი არ აღსრულდება, რადგან ქართული ბაზარი ფასისადმი მგრძნობიარეა და სტანდარტების შე მოღება იწვევს ხარჯების ზრდას, რაც მათ კონკურენტებ თან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყე ნებს. მთავრობას არ სურს სტანდარტების აღსრულება, თუ რამდენიმე კომპანიამ მიიღო ისინი, რადგან ეს გამოი წვევს მრავალი კომპანიის დახურვას“. 14 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკავშირის ერთი ანი ბაზარი და სტანდარტები: შესაბამისობის შეფასება 15 დამატებითი ინფორმაციისთვის CEPS, 2021 გვ.68-73 21 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ Წ4.1 ᲡᲐᲜᲘᲢᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲤᲘᲢᲝᲡᲐᲜᲘᲢᲐᲠᲣᲚᲘ(SPS) ᲖᲝᲛᲔᲑᲘ თავი„სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომები (SPS)“ ითვალისწინებს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის ჯანდაცვის სტანდარტებთან და უსაფრ თხოების ნორმებთან სურსათის, ცხოველური და მცე ნარეული პროდუქტების კუთხით. DCFTA-ს მიხედვით, საკანონმდებლო დაახლოების დასრულების შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს უნდა მიეცეს ევროკავშირის ბაზარზე წვდომა. თუმცა, ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. მიახლოების მიღწევის შემდეგაც კი, ქარ თველი ექსპორტიორები კვლავ ვალდებულნი იქნებიან „მიიღონ სერტიფიკატი საქართველოს„კომპეტენტური ორგანოსგან“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ დაწესებულება აკმაყოფილებს ევროკავშირის შესაბა მის უსაფრთხოების მოთხოვნებს და რომელსაც ექნება უფლებამოსილება, შეაჩეროს დაწესებულების ჩამონათ ვალი შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში“(CEPS, 2021 წ., გვ. 83). ადვილი მისახვედრია, რომ სანიტარიული და ფიტოსა ნიტარული ზომების(SPS) კუთხით, საქართველოს მარე გულირებელი სისტემის დაახლოება ევროკავშირის ერთერთ კარგად დამკვიდრებულ ნორმასთან არის რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი. მთავრო ბამ ჯერ უნდა განახორციელოს რეგულაციები და შემდეგ უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების, ლაბორა ტორიების ან სხვა საზედამხედველო სახელმწიფო ორგა ნოების არსებობა, ხოლო ქართულმა მცირე და საშუალო საწარმოებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის მიერ რეგული რებული სტანდარტები საკვები პროდუქტების ჰიგიენისა და უსაფრთხოების შესახებ და იმოქმედონ მათ შესაბამი სად. საქართველოში DCFTA-ს განხორციელების CEPS-ის ობიექტური შეფასების მიხედვით(2022 წ., გვ. 28), ქვეყა ნაში უკვე მოხდა ძირითადი სანიტარიული და ფიტოსანი ტარული ნორმების ჰორიზონტალური დაახლოება,„მა გრამ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ე. წ. ვერტიკალური რეგულაციების კუთხით, კონკრეტული სექტორებისა და/ ან პროდუქტების მიმართულებით“. სწორედ აქ ჩნდება მთავარი გამოწვევა: ქართულ მცირე და საშუალო საწარ მოებს არ გააჩნიათ ფინანსური რესურსები ევროკავში რის პროდუქტის სტანდარტების დასანერგად. მიუხედა ვად იმისა, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას(EU4Georgia, 2022 წ.),„ევროკავ შირის მსგავსი“ სისტემის ჩამოყალიბებისთვის განკუთ ვნილი სახსრები არც საკმარისია და არც მიზნობრივი. მაგალითად, პროექტი„სანიტარიული, ფიტოსანიტა რიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში“, რომე ლიც 2 წელია ხორციელდება, გულისხმობს 1,4 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. კიდევ ერთი ამბიციური სასოფლო-სამეურნეო პროექტი,რომელიც მიზნად ისა ხავს„იმ სტრუქტურული და სისტემური გამოწვევების მოგვარებას, რომლებიც აფერხებს საქართველოს რე გიონის განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მოსახლეობასა და ბუნებრივ გარემოზე“ – და ფინანსებულია 10 მილიონი ევროს ოდენობით 5 წლის განმავლობაში. უდავოა, რომ ეს ფინანსური რესურსები არ არის საკმარისი. უფრო მეტიც, ეს თანხები ძირითა დად ემსახურება„კარგი მმართველობის“ ხელშეწყობას, ინსტიტუციების გაძლიერებას ან მუნიციპალიტეტების დახმარებას, ხოლო ეკონომიკის სტრუქტურული პრობ ლემების მოგვარება ხშირად იგნორირებულია. ჯეოვე ლის კვლევა(2021 წ., გვ. 76-77) მართებულად აღნიშნავს: „ევროკავშირი კერძო სექტორის ზოგიერთ სუბიექტს სთავაზობს მხარდაჭერას თავისი განვითარების პროგ რამით, თუმცა არა იმ მასშტაბით, რომელიც შეესაბამება საჭირო ობიექტების ფიზიკურ განახლებას[…] განსხვავე ბით 2000-იანი წლების ევროინტეგრაციის პროცესებისა, არ არსებობს სტრუქტურული კორექტირების ფონდი, რომელიც დააფინანსებს ქარხნებისა და აღჭურვილობის განახლებას, სამუშაო პრაქტიკის შეცვლას, ახალ ადმი ნისტრაციულ მოთხოვნებს და ა.შ.“ ევროკავშირის სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ზო მებთან ეტაპობრივი დაახლოება ასევე გულისხმობს შე საძლებლობების არათანაბარ განაწილებას, ადგილობ რივი მცირე და საშუალო საწარმოების ხარჯების ზრდას და, ზოგ შემთხვევაში, მათ სტაგნაციას. სურსათის, ცხო ველური და მცენარეული პროდუქტების ეროვნული საკა ნონმდებლო სტანდარტების დანერგვის გარდა, შეთანხ მება ქვეყანას ავალდებულებს სექტორულ დაახლოებას, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც მთავრობის, ისე ადგილობრივი ფირმებისთვის(CEPS, 2021 წ., გვ. 8294). მაგალითად, თუ საქართველოს მთავრობას რძის პროდუქტებისთვის X ღონისძიება შემოაქვს, სექტორის ყველა მცირე და საშუალო საწარმო უნდა შეესაბამებო დეს რეგულაციას, თუნდაც ევროკავშირში ექსპორტს არ გეგმავდეს. საქართველოს აგრო სექტორი ძირითადად შედგება ძალიან შეზღუდული ფინანსური შესაძლებ ლობების მქონე მიკროსაწარმოებისგან. ახალმა ღონის ძიებამ, შეიძლება გამოიწვიოს მისი შეუსრულებლობა, ან/და ადგილობრივი საწარმოების ბაზრის წილის და კარგვა და საბოლოოდ გაქრობა. ჰოკმანი(2016 წ., გვ.9) აღნიშნავს, რომ:„ევროკავშირის კანონმდებლობის ნო რმების მიღებამ შეიძლება გაზარდოს შიდა წარმოების ხარჯები და, შედეგად, გამოიწვიოს ნაკლებად ეფექტური საწარმოების დახურვა. ფირმებს, რომლებსაც შეუძლი ათ კორექტირების ხარჯების გაწევა, შეიძლება გაუჭირ დეთ კონკურენცია თავიანთ ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე, თუ იქ მომხმარებლები არ აფასებენ უფრო მაღალი სტანდარტების პროდუქტებს. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას შეიძლება მოჰყვეს უფრო მეტი ხარჯი, ვიდრე სარგებელი“. ამ ფონზე, მთავ რობა გარკვეულწილად თავს იკავებს ყველა რეგულაციის განხორციელებისგან. ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრმა(2021) დაადგინა, რომ საქართველომ ჯერჯე რობით შეძლო მხოლოდ 40%-ით მიახლოვებოდა მთელ სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ნორმებს. ამყარებენ რა თავიანთ არგუმენტს ტუნისის DCFTA მოლაპარაკებე ბის შემთხვევის ანალიზზე, რიაჰი და ჰამოუჩენე(2020 წ., გვ. 15) ამტკიცებენ, რომ ასეთი შეთანხმებებით წამოყე ნებული სამართლებრივი ჰარმონიზაციის მექანიზმები კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირის კომპანიებს. ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან ევროპული სტანდარტები, თუ სურთ ევროკავშირში ექსპორტი. თუმცა, ეს ადგილობრივ და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მწარმოებლებს, რომლებსაც შესა 22 DCFTA-Ს ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲐ- ᲪᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ? ბამისი სერტიფიკატი არ გააჩნიათ, უთანასწორო მდგო მარეობაში აყენებს. ეს კი DCFTA-ს დისკრიმინაციულს ხდის(ჰოკმანი, 2016 წ.). ევროკავშირის ზოგიერთი დირექტივა იწვევს ხარჯების ზრდას, რაც სცილდება შიდა ბაზარს. ამის კარგი მაგა ლითია აღწერილი საქართველოში DCFTA-ს განხორცი ელების CEPS-ის ობიექტურ შეფასებაში(გვ. 40-42). ანგა რიში განიხილავს ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციას –„სურსათის ინფორმაცია მომხმარებელთათვის“, რო მელიც 2016 წელს იქნა მიღებული, მაგრამ საქართვე ლოში მხოლოდ 2019 წელს განხორციელდა. საბაზრო კონკურენციის უზრუნველსაყოფად, რეგულაცია ითვა ლისწინებს სურსათის დამატებით ეტიკეტირებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკვები პრო დუქტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია იმ ქვეყნე ბიდან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროკავშირის ეტიკეტირებას(მაგ., დსთ), ასეთი რეგულაციის შემო ღებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები მიწო დების მთლიან ჯაჭვში, რაც პირველ რიგში(მაგრამ არა მხოლოდ) შიდა ბაზარზე აისახა. ითხოვს რა მიწოდე ბის ჯაჭვის დივერსიფიკაციას, ანგარიში ასკვნის(გვ. 41): „ქართული ბაზრის სიმცირის გათვალისწინებით, მიმ წოდებლებისთვის კომერციულად მიმზიდველი არ არის ევროკავშირის მარკირების გამოყენება საქართველო ში ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის მცირე მოცულობაზე“. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა ხშირად გუ ლისხმობს ქართველი მწარმოებლების ინფრასტრუქ ტურის განახლებას, რაც მეორე მხრივ, ხარჯების ზრდას გულისხმობს. ფაქტობრივად, მესერლინის და სხვების (2011 წ.) შეფასებით, სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პროცესების ევროკავშირის დონემდე ჰარმონიზაციამ შეიძლება 90 პროცენტით გაზარდოს სურსათის ხარჯები საქართველოში(ჰოკმანი, 2016 წ., გვ.9). 4.2 ᲬᲐᲠᲛᲝᲨᲝᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ(R o O) ᲓᲐ ᲓᲘᲐᲒᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲣᲛᲣᲚᲐᲪᲘᲐ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებას იმსახუ რებს, არის პუნქტი წარმოშობის წესების(RoO) შესახებ. ამ მუხლის თანახმად,„მოპოვებული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს ექსპორტიორი მხარის მიერ წარმოებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ დამატებული ღირებუ ლება აღემატება მეორე მხარის მიერ წარმოებისთვის გამოყენებული მასალების ღირებულებას“(ასოცირების შეთანხმებას, ოქმი I, L261/615). ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ზოგიერთი სექტორისთვის, რო გორიცაა ავეჯი და ტანსაცმელი. ამ სექტორის მცირე და საშუალო საწარმოებს ნედლეულის უმეტესი ნაწილი თურქეთიდან ან ჩინეთიდან შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პროდუქტი შეიძლება დამზად დეს/აიწყოს საქართველოში, შიდა დამატებული ღირე ბულება ძალიან დაბალია, ამიტომ RoO კრძალავს ეს სა ქონელი ექსპორტზე გავიდეს, როგორც„დამზადებული საქართველოში“. შესაბამისად, ეს პროდუქტები ვერ მიიღებენ საქართველოსთვის DCFTA-ს მიერ მინიჭებულ შეღავათიან ტარიფებს. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგადი წე სები შესაბამისი პროდუქციის ტარიფებით. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დრომდე ბევრი ქართული მცირე და საშუალო საწარმოსთვის ეს იყო მნიშვნელო ვანი საკითხი და სავაჭრო დაბრკოლების ნათელი მაგა ლითი. ვან დერ ლუ და ახვლედიანი(2020 წ., გვ.14) აღნიშ ნავენ, რომ უკვე 2018 წელს, DFCTA-ში წარმოშობის წესები (RoO) შეიცვალა რეგიონული კონვენციით პან-ევრო -ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესა ხებ(PEM კონვენცია). 16 თუმცა, საქართველომ, თურქეთმა და ევროკავშირმა მხოლოდ 2021 წელს დადეს შეთანხმე ბა დიაგონალური კუმულაციის შესახებ. დიაგონალური კუმულაციის წესი თურქული მასალით წარმოებულ ქარ თულ პროდუქციას საშუალებას მისცემს გავიდეს ექს პორტზე ევროკავშირში„წარმოშობის“ სტატუსის დაკარ გვის გარეშე. „DCFTA-ით გათვალისწინებული დიაგონალური კუმულა ცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, თუ გავითვალისწინებთ ეკო ნომიკის შეზღუდულ ნედლეულის რესურსებს. ამგვა რად, თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის გააქტი ურება მნიშვნელოვნად გაზრდის DCFTA-ს სარგებელს ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით. ტექსტილის ინდუსტრიაში უკვე არის თურქული ინვეს ტიციები, რომლებიც ძირითადად ექსპორტზეა ორიენ ტირებული. მოსალოდნელია, რომ დიაგონალური კუმუ ლაციის ამოქმედების შემდეგ ეს ბიზნესები კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალი ინვესტიციებიც შემოვა“(CEPS, 2021 წ., გვ.54). 4.3 ᲡᲐᲕᲐᲭᲠᲝ ᲖᲝᲛᲔᲑᲘ: ᲐᲜᲢᲘᲓᲔᲛᲞᲘᲜᲒᲘᲡ(AD), ᲡᲐᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠᲝ(ᲐᲜᲢᲘᲡᲣᲑᲡᲘᲓᲘᲣᲠᲘ) ᲓᲐ ᲡᲐᲙᲝᲛᲞᲔᲜᲡᲐᲪᲘᲝ ᲖᲝᲛᲔᲑᲘ (ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲢᲐᲠᲘᲤᲔᲑᲘ ᲘᲛᲞᲝᲠᲢᲖᲔ) შეუზღუდავი ბაზრებისა და თავისუფალი ვაჭრობის რე ჟიმის ეპოქაშიც, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პოლი ტიკის სივრცე სავაჭრო დაცვის მექანიზმების(სავაჭრო ზომების) გამოყენებისთვის. რეალურად, დაცვის მექა ნიზმებს სწორედ ის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყ ნები იყენებენ, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოში თავი სუფალი ვაჭრობის ცნებებს ავრცელებენ(ჩანგი, 2002 წ.; ჩანგი, 2007 წ.). ზოგადად, ქვეყნებმა შეიძლება გამოიყე ნონ სავაჭრო ზომები, რათა დაიცვან შიდა ინდუსტრია იმპორტით გამოწვეული ზიანისგან. ეროვნული მთავ რობები მიმართავენ ზომებს, ისევე როგორც შემოწმე ბის პროცედურებს, მათი რეგულაციების შესაბამისად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დებულებების მი ხედვით. მაგალითად, იმპორტიორ სუბიექტს ეკისრება 16 ეს გულისხმობს დიაგონალური კუმულაციის წესის გამოყენებას პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის(PEM) ქვეყნებს შორის(ევროკავ შირი, EFTA, თურქეთი, ბარსელონას დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთი და ფარერის კუნძულები); ანუ საბოლოო პროდუქტი, რომელიც იქმნება ერთ PEM ქვეყანაში, არ დაკარგავს თავის„წარმოშობის“ სტატუსს მაშინაც კი, თუ გამოყე ნებული მასალები წარმოშობილია სხვა PEM ქვეყანაში. 23 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ანტიდემპინგური გადასახადი მას შემდეგ, რაც ეროვნუ ლი ორგანო აჩვენებს მის მავნე გავლენას შიდა წარმო ებაზე.„ანტიდემპინგის ზომები მიზნად ისახავს მავნე დემპინგთან დაპირისპირებას და შესაბამისი პროდუქ ტის ბაზარზე არადემპინგური კონკურენციის აღდგენას“ (კოციუბსკა, 2011 წ., გვ. 6). საკომპენსაციო ზომები შექმნი ლია იმპორტის ზრდის რისკის თავიდან ასაცილებლად და, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია კვოტებში(ევროპული კომისია: სავაჭრო თავდაცვა). DCFTA მოიცავს მოკლე, მაგრამ ნათლად ჩამოყალიბებულ თავს სავაჭრო ზომების შესახებ(ასოცირების შეთანხმე ბა, L261/18-19). მისი უმეტესი ნაწილი ეფუძნება ვმო-ს წე სებს და ადგენს მექანიზმებს, რომელთა განხორციელე ბაც თითოეულ მხარეს შეუძლია სერიოზული ზიანისგან შიდა ინდუსტრიების დასაცავად. ფაქტობრივად, ევრო კავშირი დიდ ყურადღებას აქცევს ამ ზომებს და იყენებს სხვადასხვა დროს. მაგალითად, ევროკომისიამ დააწესა საბოლოო დამცავი ღონისძიება 2015-2017 წლებში ფო ლადის იმპორტის საშუალო 105%-ის კვოტის სახით. კვო ტაზე ზემოთ(EUROFER) იმპორტზე მოქმედებდა 25%-იანი ტარიფი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გადაუდებელი/ მოკლევადიანი ღონისძიება, ადგილობრივ კომპანი ებს საშუალებას აძლევს მოერგონ სავაჭრო ნაკადების ცვლილებებს(ევროკომისია, 2006 წ.). მთლიანობაში, ევროკავშირი იყენებს ანტიდემპინგის, ანტისუბსიდიურ და საკომპენსაციო ზომებს მისი სავაჭრო თავდაცვის ინსტრუმენტების(TDS) მიხედვით(ევროპული კომისია: სავაჭრო თავდაცვა). თეორიულად, საქართველოსაც შეეძლო ამ ზომების გა მოყენება. DCFTA-ს 40-ე მუხლი ადასტურებს ანტიდემპინ გურ ვალდებულებებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზა ციის„ანტიდემპინგის შეთანხმების“ და„სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შეთანხმების“ შესაბამისად (AA, L 261/19). თუმცა, ლიბერალური ეკონომიკური პოლი ტიკის მიმდევარმა საქართველომ, კანონი„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ მხოლოდ 2021 წლის იანვარში დაამტკიცა: თავისუფალი ვაჭრობის გახსნიდან ოცდაათი წლის შემდეგ. საქართვე ლომ ეს DCFTA-ის ვალდებულებების შესასრულებლად 17 გააკეთა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სა ვაჭრო ზომები ამ დრომდე არ გამოყენებულა(CEPS, 2021 წ., გვ. 58). უფრო მეტიც, საქართველოში არავის წარმო უდგენია განცხადება ფასის დემპინგის გამოკვლევის მოთხოვნით(ბიზნეს მედია, 2022 წ.). 4.4 ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ (DCFTA-ს უდიდესი თავი)-„დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია“ ეძღვნება ევრო კავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის სერვისების ლიბერალიზაციის წესების განსაზღვრას, ახსნასა და უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ DCFTA-ს თავების 18 ყველა დეტალის განხილვა არც ჩვენი განზრახვაა და არც არის შესაძლებელი მოცემული პროექტის ფარგლებში, აღმოვაჩინეთ გავრცელებული მახასიათებელი, რომელიც მთელ დოკუმენტს ხაზად გასდევს: სხვადასხვა მუხლით განმტკიცებული ძალა უფლების ასიმეტრია. გამონაკლისი არც მომსახურების ლიბერალიზაციის თავია. 79-ე მუხლი(ასოცირების შეთანხმება, L 261/38) როგორც ევროკავშირს, ასევე საქართველოს ავალდებულებს მომ სახურებაში(ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის) ეროვნული რეჟიმის და უპირატესი ხელშეწყობის რეჟი მის დაფუძნებას. 19 „ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა და საქართველომ„დამკვიდრებულ“ საწარმოებს უნდა მი ანიჭონ იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებენ საკუთარ საწარმოებს ან რომელიმე მესამე ქვე ყნის კომპანიებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება“(CEPS, 2021, გვ. 95). მიუხედავად ამისა, იმავე მუხლში ნახსენე ბია ეგრეთ წოდებული„დათქმები“, რაც გულისხმობს, რომ ევროკავშირს აქვს იმ სექტორებისა და ეკონომიკური აქტივობების სია, სადაც ეროვნული რეჟიმი და უპირა ტესი ხელშეწყობის რეჟიმი არ გამოიყენება ან მეტწილად შეზღუდულია. შეზღუდვები ეხება ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა მომსახურებას:„DCFTA-ში აღნიშნული დათქ მები ჩამოთვლილია უარყოფით სიაში. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი და საქართველო გახსნიან მომსახურების ყველა სექტორს, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც ჩა მოთვლილია დათქმებში“(CEPS, 2021 წ., გვ. 96). ეს კრიტი კული საკითხია, რადგან სია გრძელი და კონკრეტულია. იგი მოიცავს ჰორიზონტალურ დათქმებს ინვესტიციებში, დაწესებულებების ტიპებს, უძრავი ქონების შეძენასა და ფლობას და ა.შ., ასევე დარგობრივ დათქმებს ეკონო მიკური საქმიანობისთვის სოფლის მეურნეობაში, მა ღაროში, წარმოებაში და ა.შ.(ასოცირების შეთანხმება, დანართი XIV-A, L 261/203- 216). უფრო მეტიც, ზოგიერთი შეზღუდვა ვრცელდება ევროკავშირის მასშტაბით, ხოლო ზოგი(დამატებითი) შეზღუდვა მომდინარეობს კონკრეტული წევრი ქვეყნიდან. აღნიშნული შერჩევითი მიდგომა კარგად აჩვენებს იმ არსებულ ძალთა ასიმეტ რიას, რომელსაც DCFTA ხელს უწყობს; ის ასევე ავლენს ევროკავშირის(და წევრი სახელმწიფოების) შესაძლებ ლობას დაიცვას მისთვის მნიშვნელოვანი შიდა სექტო რები, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრ ცის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი გამორჩეული მახა სიათებელია ის, რომ იგი გულისხმობს არა მხოლოდ საქონლით, არამედ მომსახურებით ვაჭრობის ლიბე რალიზაციასაც. საკმაოდ დეტალური და ვრცელი თავი 17 უფრო დეტალურად იხილეთ საქართველოს მიერ მიღებული ნო რმატიული აქტები DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების მიზნით. 18 DCFTA-ს საკანონმდებლო ნორმების დეტალური მიმოხილვა გა ნხორციელდა CEPS-ის მიერ(2021 და 2022 წწ.). 19 DCFTA განსაზღვრავს„დაფუძნებას“:(i) იურიდიულ პირებთან მი მართებაში, ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების და განხორ ციელების უფლებას, იურიდიული პირის შექმნის, მათ შორის შეს ყიდვის გზით და/ან ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნით; (ii) ფიზიკურ პირებთან(ინდივიდებთან) მიმართებაში, ფიზიკური პირების უფლებას, წამოიწყონ და განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა, როგორც თვითდასაქმებულებმა და შექმნან მეწარმე სუბიექტები, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებსაც ისინი აკო ნტროლებენ. 24 DCFTA-Ს ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲐ- ᲪᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ? შვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ, DCFTA-ს(ასოცირების შეთანხმება, დანართი XIV-E) თანახმად, საქართველოსაც აქვს დათქმების უფლება. 20 თუმცა, ნეოლიბერალური ტენდენციებისა და ეკონომიკური ღირებულებების ერთ გულმა საქართველომ, დიდი ხანია შეარბილა მარეგუ ლირებელი ჩარჩო. შესაბამისად, ევროკავშირს აქვს 161 დათქმა ეროვნული რეჟიმის და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დაფუძნებისთვის მომსახურებაში, მაშინ როცა საქართველოს აქვს მხოლოდ 32(CEPS, 2021 წ.). შესაბა მისად, ევროპულ საწარმოებს ან/და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ განახორციელონ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში(მათ მიენიჭებათ ეროვნუ ლი რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი), მაგრამ მათი ქართველი კოლეგები იმავეთი ვერ ისარგებლებენ ევროკავშირში. შეთანხმების ეს თავი ასევე მოიცავს სხვა საინტერესო ასპექტს:„მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება“ (ასოცირების შეთანხმება, L 261/40-41). ეს პუნქტი ითვა ლისწინებს მომსახურების მიწოდებას:„(i) ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე(რეჟიმი I); ან(ii) ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მო მხმარებლისათვის(რეჟიმი II)“(ასოცირების შეთანხმება, L 261/38). დათქმები აქაც მოქმედებს. CEPS-მა(2021 წ., გვ. 98) დაითვალა ევროკავშირის 196 დათქმა პირველ რეჟიმ ში და 72 – მეორე რეჟიმში; მაშინ, როცა საქართველოს აქვს მხოლოდ 14 დათქმა პირველ რეჟიმში და 0 – მეორე რეჟიმში. 4.5 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘ სახელმწიფო შესყიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის გამოყენებაც ქვეყ ნებს შეუძლიათ ადგილობრივი კომპანიების დასახმა რებლად. ის განსაკუთრებით სასარგებლოა განვითარე ბადი ქვეყნების შემთხვევაში, რადგან მათ საშუალებას აძლევს უზრუნველყონ ზრდის შესაძლებლობები ადგი ლობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ფაქტობ რივად, სახელმწიფო შესყიდვები ბევრ შემთხვევაში გა მოიყენება როგორც ინდუსტრიული პოლიტიკის ნაწილი „ჩვილი ინდუსტრიების“ დასაცავად და/ან გასავითარებ ლად(ჩანგი& ანდრეონი, 2016 წ.). ამ მექანიზმის გამო ყენება საკმაოდ რთული ხდება, როდესაც ქვეყანა დებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც, რო გორც წესი,„სახელმწიფო შესყიდვების“ თავში შეიცავს ეროვნული რეჟიმის პუნქტს. მიზეზი ნათელია: თავისუ ფალი ვაჭრობის შეთანხმებები გულისხმობს უცხოური კაპიტალის გახსნას, შესაბამისად, ადგილობრივი კომპა ნიებისთვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მინიჭება აღარ არის დაშვებული. საქართველო-ევროკავშირის DCFTA ამ წესს ემორჩილება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზო ნის შესახებ შეთანხმების მე-8 თავში ნათქვამია:„ეს თავი ითვალისწინებს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე როგორც ტრადიციული სექტორის, ასევე კომუ ნალური მომსახურების სექტორის საჯარო ხელშეკრუ ლებებისა და კონცესიებისათვის ეროვნული რეჟიმის პრინციპის საფუძველზე საჯარო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ ხელმისაწვდომობას.“ მიუხედავად იმისა, რომ იგი ნათლად აღნიშნავს„ორმხრივ ხელმისაწვდომობას“, სინამდვილეში ეს ასე არ არის. საქართველოს სახელმწი ფო შესყიდვების ბაზარი დერეგულირებული იყო DCFTAმდე(CEPS, 2021 წ.) დიდი ხნით ადრე და ევროკავშირის კომპანიებს თავიდანვე ჰქონდათ სრულმასშტაბიანი წვდომა. მეორე მხრივ, საქართველოს ენიჭება ეტაპობ რივი და პირობითი წვდომა, რომელიც აღწერილია ქვე მოთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზო ნის შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, ასახოს ევროკავშირის კანო ნები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში. ეს გულისხმობს მოქმედი კანონის არსებითად შეცვლას, 34-მდე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის გზით. 21 საწყისი წერტილი არის 2016 წელი – DCFTA-ს სრული ამოქმედება – 8 წლიანი ვადით„ინსტიტუციური რეფორმისთვის, დაახლოებისთვის და ბაზარზე წვდო მისთვის“(ასოცირების შეთანხმება, დანართი-XVI-B). პროცესი ხუთი ეტაპისგან შედგება, რაც საქართველოს ავალდებულებს, განახორციელოს წინასწარ შერჩეული შესაბამისი კანონმდებლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდება(იგი განიხილება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მიერ ვაჭრობის კონფიგურაციაში. CEPS, 2021 წ., გვ. 111), სა ქართველოს ეძლევა უფლება გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. თითოეული დასრულებული ფაზა ქართულ კომპანიებს აძლევს ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარ ზე წვდომის შემდგომ შესაძლებლობას, კერძოდ: 1. მიწოდება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოე ბისთვის(3 წლის შემდეგ) 2. მიწოდება სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობ რივი ხელისუფლებისთვის და საჯარო სამართლის პირებისთვის(5 წლის შემდეგ) 3. მიწოდება ყველა ხელშემკვრელი პირისთვის(6 წლის შემდეგ) 4. მომსახურება, ხელშეკრულებები და კონცესიები ყველა ხელშემკვრელი ორგანოსთვის(7 წლის შემ დეგ) 5. მომსახურება და სამუშაო ხელშეკრულებები კომუნა ლური სექტორის ყველა ხელშემკვრელი პირისთვის (8 წლის შემდეგ) 20 მაგალითად, საქართველოს ჰორიზონტალური დათქმა პრივატი ზაციის შესახებ აცხადებს: ორგანიზაციას, რომელშიც მთავრო ბის წილი აღემატება 25%-ს, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიი ღოს პრივატიზაციის პროცესში, როგორც მყიდველმა(ბაზარზე წვდომის შეზღუდვა). 21 დეტალებისთვის იხილეთ: საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. 25 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ დადგენილი ვადის მიხედვით, საქართველოს უნდა განე ხორციელებინა 3 ეტაპი, თუმცა, CEPS-ის ბოლო ანგარიში საქართველოში DCFTA-ს განხორციელების ობიექტური შეფასების შესახებ(2022 წ., გვ. 36) ცხადყოფს, რომ დაა ხლოების პროცესს მნიშვნელოვანი შეფერხებები აქვს. საქართველომ ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის დასრუ ლება შეძლო(რაც თავდაპირველად 2019 წლისთვის იყო დაგეგმილი) და მოიპოვა პირველი„ჯილდოს“ უფლება. შესაბამისად, 2022 წლის ივლისში ევროკავში რმა(ოფიციალური ჟურნალი, L 195/104) გამოაცხადა თა ვისი გადაწყვეტილება„ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიწოდებისთვის ბაზარზე ორმხრივი ხელ მისაწვდომობის მინიჭების შესახებ[…] ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთია ნებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“. ამის არსი საქართველოსთვის ის არის, რომ ქვეყანას არ აქვს სივრცე დაეხმაროს ადგილობრივ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვების მექანიზმით, თუნდაც ეს სურდეს. მას არც ევროკავშირის შესყიდვების ბაზარზე წვდომის სრული უფლება აქვს. და თუნდაც ეს უფლება არსებობდეს, ქართულ კომპანიებს ევროპული კომპანიე ბისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. ჯეოველის კვლევა(2021 წ., გვ. 121) ასახავს ქართული კომპანიის შემთხვევას, რომელიც აწარმოებს განათების მოწყობი ლობებს და ასკვნის:„მათი აზრით, ევროკავშირი წარმოუ დგენლად რთულია შესყიდვების თვალსაზრისით. ისინი ამბობენ, რომ წარმოუდგენლად ძნელია ევროკავშირის ბევრ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა, რომელიც წესით ღია უნდა იყოს“. 4.6 ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ ᲦᲠᲛᲐ ᲓᲐ ᲧᲝᲕᲚᲘᲡᲛᲝᲛᲪᲕᲔᲚᲘ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲡᲐᲕᲐᲭᲠᲝ ᲖᲝᲜᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ: (ᲠᲐᲢᲝᲛ) ᲘᲧᲝ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ? საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლი ბერალიზაციის შესახებ შეთანხმება DCFTA-მდეც არსე ბობდა. მანამდე არსებული პრეფერენციების გენერალი ზებული სქემა(GSP), 22 რომელიც საქართველოს მიენიჭა 1995 წელს, ისევე როგორც შემდეგი GSP+, 23 გულისხმობდა იმპორტის გადასახდელების მოხსნას 7200-მდე ქართულ პროდუქტზე(მესხია და სეთურიძე, 2013 წ.). აქედან გა მომდინარე, DCFTA-მ ვერ შეცვალა და ვერც შეძლებდა არსებითად შეეცვალა მოცემულობა იმპორტის გადა სახდელებთან და ბაზრის ლიბერალიზაციასთან მიმარ თებაში. DCFTA-ს გამორჩეული მახასიათებელი მდგო მარეობს იმაში, რომ ის ავალდებულებს საქართველოს განახორციელოს ეროვნული პოლიტიკის რეფორმები ისეთ სფეროებში, რომლებიც ამცირებდნენ ვაჭრობის ღირებულებას ფირმებისთვის. თუმცა, საინტერესოა, რომ 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან საქართველოს უკვე გატარებული ჰქონდა მთელი რიგი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ეკონომი კის მნიშვნელოვან დერეგულირებას ითვალისწინებდა (მონასტერსკი, 2007 წ.). ჰოკმანი(2016 წ., გვ. 7) მართებუ ლად შენიშნავს, რომ:„დიდი ნაწილი, რისი მიღწევაც შე საძლებელი იყო DCFTA-ს მეშვეობით, პრინციპში, ასევე შეიძლება მიღწეული იქნეს ცალმხრივი, ავტონომიურად განხორციელებული პოლიტიკის ცვლილებებით. ამ სა კითხს ასახავს საქართველო, რომელიც უფრო ღია იყო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ვიდრე ევროკავშირი, როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა DCFTA-ზე.[...] ეს აჩენს კითხვას, რა მნიშვნელობა აქვს DCFTA-ს პარტ ნიორი ქვეყნისთვის.“ ავტორი ასევე განმარტავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობისა და სტანდარტიზა ციის მექანიზმების მიღებას ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ისეთი პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლის ვაჭრობის დიდი წილი ევროკავშირთან ხორციელდება. საქართვე ლოს შემთხვევაში, ეს ასე არაა. ფაქტობრივად, 2012 წელს უკვე დაფიქსირდა:„საქართველო სრულად ვერ სარგებ ლობს GSP+ შეღავათებით. 2012 წელს ამ შეთანხმებით მხოლოდ 34 ქართულმა საქონელმა ისარგებლა. 2012 წელს აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ექსპორტი რებული მთლიანი საქონლის თითქმის 73% მოდიოდა თხილსა და მინერალურ სასუქებზე; 2011 წელს ეს მაჩ ვენებელი 84%-ს შეადგენდა, 2010 წელს კი 70%-ს აჭარ ბებდა“(მესხია და სეთურიძე, 2013 წ. გვ. 1420). საქართველოში და მოლდოვაში DCFTA-ს განხორციელე ბის CEPS-ის ბოლოდროინდელი ობიექტური შეფასება ადასტურებს 24 ჩვენს დასკვნებს: არსებული ეკონომიკური სტრუქტურის ფონზე, ქვეყნისთვის DCFTA-ზე ხელმოწე რას მცირეოდენი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთანავე, DCFTA უპირველეს ყოვლისა ხელს უწყობს წარმოებული საქონლით ვაჭრობას, მაშინ, როცა საქარ თველოს გააქვს არასამრეწველო პროდუქტები. ეს ნიშ ნავს, რომ საქართველო„ვერ ახერხებს DCFTA-დან სრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას“(CEPS, 2022 წ., xi). მაშინ, რატომ იყო საქართველო ასე მონდომებული ხელი მოეწერა შეთანხმებაზე? 22 ევროკავშირის GSP ხსნის იმპორტის გადასახადებს დაუცველი გა ნვითარებადი ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე შესულ პრო დუქტებზე. 23 საქართველოს ჩართვა ევროკავშირის„ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში“(2004 წ.). 2008 წელს GSP გაგრძელდა GSP+-ით, რა მაც გამოიწვია ტარიფების შემდგომი შემცირება და მდგრადი გა ნვითარებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა(მესხია და სეთურიძე, 2013 წ.). 24 CSD-ის შეხვედრაზე წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით (ონლაინ, 2022 წლის ივლისი). 26 ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲙᲣᲠᲡᲘᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ: ᲤᲝᲜᲘ, ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ 5 ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲙᲣᲠᲡᲘᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ: ᲤᲝᲜᲘ, ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ ქართველი პოლიტიკური ლიდერები წლების განმავლო ბაში იცვლებოდნენ, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მათი ნა რატივები საქართველოს ისტორიულ მისიაზე – საბჭოთა/ რუსული 25 წარსულისგან თავის დაღწევისა და„ევროპულ ოჯახში“ დაბრუნების შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა არგუმენტაციის ეს ხაზი, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებაზე:„ეს არის[საქარ თველოსთვის] ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი, ეგზისტენციალური პოლიტიკური პროცესის დასაწყისი; საწყისი ჩვენი ერის ისტორიული ოცნების მატერიალი ზაციისა“(civil.ge(a)); იგივე დისკურსი გააგრძელა წლების შემდეგ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას/ღრმა და ყოვლისმომცველო სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხ მებას:„დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს“(civil.ge(b)). ეს უაღრესად აბსტრაქტული და სადავო ცნებები ხშირად გამოიყენებოდა მეტად კონკრე ტული, მაგრამ ვრცელი ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესების გასამართლებლად, რომლებიც ქვეყანაში 2000-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო. ისეთი კომ პლექსური ცნებები, როგორიცაა„ლიბერალიზმი“,„ვე სტერნიზაცია“ ან„ევროპეიზაცია“ ხშირად იყო მოქცეული მარტივ ეკონომიკურ გზავნილებში: ევროკავშირთან/და სავლეთთან დაახლოების მიზნით, საქართველოს სჭირ დება ეკონომიკის უფრო ფართოდ დერეგულირება(civil. ge(c)). როგორც წესი, საქართველოს(საკამათოდ) წარმა ტებული რეფორმები ხშირად ფასდებოდა„ბიზნესის კე თების სიმარტივით“ და„ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგებით(civil.ge(d),(e)). მეორე მხრივ, ჰოკმანი(2016, გვ. 8) აღნიშნავს:„პრაქტი კაში, ღრმა და ყოვლისმომცველო სავაჭრო სივრცის შესა ხებ შეთანხმების განხორციელების გადაწყვეტილებებს შესაძლოა ნაკლები კავშირი ჰქონდეს ეკონომიკასთან და უფრო მეტად იყოს ორიენტირებული პოლიტიკურ და სა გარეო პოლიტიკურ მოტივებზე – მაგალითად, ევროკავ შირში საბოლოოდ გაწევრიანების იმედზე(მიუხედავად ევროკავშირის მკაფიო განცხადებებისა, რომ ეს არ არის განსახილველად გამოტანილი მაგიდაზე); ან სურვილზე, 25 საქართველოში ხშირად გამოიყენება ურთიერთშენაცვლებით. გახდეს ნაკლებად დამოკიდებული რუსეთზე“. მიუხედა ვად იმისა, რომ ევროკავშირთან უფრო დაახლოებულ პა რტნიორად გახდომის მიზეზები ნამდვილად არსებობდა - მაგალითად, 2005 წლის რუსული ემბარგო ქართულ პროდუქტებზე ან 2008 წლის აგვისტოს ომი- ამ დისკურ სის მთავარი გამტარებელი პოლიტიკური ელიტა(და მათი ეკონომიკური იდეები) იყო, რომელმაც საქართვე ლოს პოსტსაბჭოთა განვითარების ტრაექტორია განსაზ ღვრა. უპირობო ნდობა ბაზრებისა და‘მეინსტრიმული’ ეკო ნომიკური ეთიკის მიმართ, რა თქმა უნდა, არც მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ემბლემაა და არც შემ თხვევითია. ის მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ძალიან სპეციფიკურ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ახორციელებს, ლეგიტიმაციას ანი ჭებს და იცავს კონკრეტული პოლიტიკური და ბიზნეს კლასის მატერიალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც ერ თმანეთისგან ძნელად განირჩევა. ეკონომიკურ განვითა რებაში სახელმწიფოს როლის დაკნინება და შესუსტება, გარდამავალი მთავრობების გავრცელებულ მახასია თებლად იქცა. ამის ყველაზე ნათელი ილუსტრირებაა ყოფილი პრეზიდენტის – სააკაშვილის წარმატებული მცდელობა შეეცვალა საქართველოს კონსტიტუცია 2009 წელს და გაენადგურებინა სახელმწიფო პოლიტიკის წარ მოების სივრცე.„წინადადებების პაკეტი, როგორც მან [სააკაშვილმა] პარლამენტს განუცხადა,„შეზღუდავს ხე ლისუფლების აღმასრულებელ შტოს, ჩამოშორდეს ლი ბერალური ეკონომიკის კურსს“;„მთავრობას არ უნდა შე ეძლოს ისარგებლოს არსებული გადასახადის გაზრდის უფლებით ან შემოიღოს ახალი საზოგადოების თანხმო ბის გარეშე“, – თქვა მან[სააკაშვილმა] და ამ წინადადებას უწოდა„ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი“(civil.ge(c)). გავრცელებული აზრია, რომ საქართველოს პოსტსაბ ჭოთა განვითარების ტრაექტორია„ბუნებრივი“ მოცემუ ლობა იყო, სისტემის დაცემით შექმნილი კატაკლიზმე ბის გამო. ჩვენ საპირისპიროს ვამტკიცებთ – ბუნებრივი არაფერი იყო. პირიქით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვე ტილების შედეგი, რომელიც, ერთი მხრივ, ანადგურებდა კომპლექსურ ინდუსტრიებს, მეორე მხრივ კი მიზანმი მართულად აწარმოებდა კამპანიას მომსახურების, სა ფინანსო სექტორისა და ტურიზმისთვის. გარდამავალი პერიოდის პირველ წლებში საქართველომ გაიარა კონ ფლიქტებისა და მასიური ქაოსის პერიოდები, რომლის 27 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ დროსაც გაჩნდა კრიმინალი და გახშირდა ქარხნების ძარცვა. თუმცა, მიზანმიმართული არჩევანი არ შენარჩუ ნებულიყო ყოფილი საბჭოთა შრომის დანაწილება, და კავშირებული იყო ნაციონალური„იდენტობის“ პოლი ტიკასთან და არა კრიმინალთან. ბოჰლე და გრესკოვიცი (2012 წ.) სამართლიანად აჩვენებენ, რომ გარდამავალ პერიოდებში, ზოგიერთმა ქვეყანამ(ვიშეგრადის ჯგუფი, სლოვენია) აირჩია მიეღო პოსტ-სოციალისტური მემკვი დრეობა, რაც მოიცავდა„სოლიდური რესურსების მობი ლიზებას სოციალიზმისგან მემკვიდრეობით მიღებული შიდა ფირმების ტრანსფორმაციის ხარჯების კომპენ საციისთვის, მათი საწყისი საქმიანობის მხარდაჭერას; ხოლო მოგვიანებით ხელი შეეწყო ახალი ტრანსნაციო ნალური ინდუსტრიების გაფართოებისთვის“(ibid. p.22). ხოლო სხვებმა(ბალტიისპირეთის ქვეყნებმა) გადაწყვი ტეს უარი ეთქვათ ყველაფერზე, რაც საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული, და დაეცვათ„ეროვნული იდენტო ბის“ პოლიტიკა.„ისინი ხაზს უსვამდნენ აღმოსავლეთის დაუყოვნებლივ დატოვების აუცილებლობას და სოცი ალიზმის უსარგებლო და აშკარად სახიფათო მემკვი დრეობასთან კავშირის გაწყვეტის დადებით მხარეებს; მათ დააკნინეს ნეოლიბერალური რესტრუქტურიზაციის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზა რალი“(ibid. p.72). ეს არჩევანი ლეგიტიმირებული იყო პოლიტიკური ნარატივებით, როგორიცაა დასავლეთში, შესაბამისად„ნორმალურ გარემოში“ დაბრუნება. ავტო რები ასკვნიან, რომ შეითავსეს რა საკუთარი წარსული, ვიშეგრადის ქვეყნებმა შეძლეს ნეოლიბერალიზმის‘ჩა შენება/მიმაგრება’(embedding) აწ უკვე ახალ რეალობაში. ხოლო წარსულის სრული გაკიცხვით, ბალტიის ქვეყნები მოექცნენ„წმინდა ნეოლიბერალიზმში“. ბალტიისპი რეთის„ტენდენციის“ ანალიზს, შეუძლია ნათელი მოჰ ფინოს საქართველოს გარდამავალ პროცესს, ნაწილობ რივ მაინც. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ეროვნული იდენტობისა და სუვერენიტეტის შესახებ ძლიერი სიმ ბოლოების(მაგალითად, ეროვნული ვალუტის, ახალი ეროვნული დროშის, ეროვნული ჰიმნის და ა.შ.) შემოღე ბით, საქართველო ცდილობდა გაექრო თავისი საბჭოთა წარსული და მემკვიდრეობა; შემდგომში ქვეყანამ დაიწყო სწრაფი ლიბერალიზაციის პოლიტიკის გატარება პოლი ტიკური და ეკონომიკური განხეთქილების დასაძლევად და დასავლეთთან დაახლოების მიზნით. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება „ნაციონალიზმის“ დამკვიდრებასთან დაკავშირებით, თანხვედრაში იყო იმ ეკონომიკური რეჟიმის განხორციე ლებასთან, რომელიც დიდწილად სარგებელს მოუტანდა ადგილობრივ ბიზნეს ელიტებს, ანუ კომპრადორ ბურჟუა ზიას 26 (რანტიე ოლიგარქებს). 27 5.1 ᲛᲘᲗᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲣᲡᲐᲑᲐᲛᲝᲑᲔᲑᲘ: ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲡ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ საველე კვლევისას, ინტერვიუები ავიღეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენ ლებისგან. 28 ჩვენი მთავარი ინტერესი იყო იმის გაგება, თუ როგორია ეროვნული პოლიტიკა ვაჭრობის, ეკონომიკის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. ასევე გვინდოდა გაგვეგო ის ძირითადი პრინციპები, ნა რატივები ან მიდგომები, რომლებსაც სამინისტრო ით ვალისწინებს. უფრო მეტიც, კვლევის ერთ-ერთი უმიშვნე ლოვანესი ნაწილი იყო იმის გარკვევა, თუ როგორი აღქმა, გამოწვევები და პოლიტიკის გადაწყვეტილებები აქვს სამინისტროს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეო ბასთან დაკავშირებით. ინტერვიუები ავლენს შედეგებს, რომლებიც კორელაციაშია საქართველოს ზოგადი ეროვ ნული პოლიტიკის ტენდენციებთან და სტრატეგიებთან: ეკონომიკური განვითარების ძირითად(მეინსტრიმულ) გაგებასთან. ვაჭრობის დივერსიფიკაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მასშტაბები და ბაზრის დერე გულაციის ინტენსივობა სამინისტროს თანამშრომლე ბისგან აღიქმება, როგორც„ეკონომიკური განვითარების სწორი გზის“ მაჩვენებელი. გარდა ამისა, მეტი თავისუ ფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა დასახელებული იყო, როგორც განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ფუნდა მენტური პრინციპი. სამინისტროს მიხედვით, საქართვე ლოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია(განსაკუთრებული რიგითობის გარეშე): – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ვაჭრობის დივერსიფიკაცია – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მცირე და საშუალო ბიზნესის და შრომითი უნარების განვითარება – ბიზნესის კეთების თავისუფლება(მაღალი საერთა შორისო რეიტინგი) – ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორი – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მომსახურების სექტორი – ენერგეტიკის დარგი – ტრანსპორტი და ლოგისტიკა(რეგიონული ცენტრი) – სახელმწიფოს მცირე როლი საინტერესოა, რომ ჩვენმა საველე გამოკვლევამ აჩვენა ის, რაც შეიძლება კონკრეტულად არ იყოს ნახსენები არცერთ სამთავრობო დოკუმენტში: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს 26 დრაჰოკუპილი(2008 წ.) კომპრადორ მომსახურების კლასს განსა ზღვრავს, როგორც ადგილობრივ ძალებს, რომლებიც დაკავში რებულნი არიან უცხოურ კაპიტალთან; ისინი გარდაიქმნენ მთა ვარ ელიტურ სეგმენტებად და სარგებლობენ მნიშვნელოვანი გავლენით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოცია ლისტურ რეგიონში. 27 რიაჰი& ჰამოუჩენე(2020 წ.) რანტიე ოლიგარქებს(rentier oligarchs) განსაზღვრავენ, როგორც გარე-კაპიტალზე ორიენტი რებულპოლიტიკურ ელიტას. 28 გამოკითხულთა ნაწილი ამჯობინებს ანონიმურად დარჩენას, ამიტომ კვლევაში მხოლოდ დეპარტამენტების სახელები იქნება ნახსენები. ეკონომიკის სამინისტროს 5 დეპარტამენტი(ეკონომი კური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი; საგარეო ვაჭ რობის პოლიტიკის დეპარტამენტი; ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარე ბის დეპარტამენტი; ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დე პარტამენტი), სამინისტროს 1 სააგენტო(ენთერპრაის ჯორჯია); სულ გამოიკითხა რვა თანამშრომელი. 28 ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲙᲣᲠᲡᲘᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ: ᲤᲝᲜᲘ, ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ ფსევდო-ინდუსტრიულ პოლიტიკას(ჩვენ ასე ვუწო დებთ). კერძოდ, დადასტურდა, რომ„აწარმოე საქართვე ლოში“ – ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტო, რომელიც შეიქმნა DCFTA-ს ვალდებულების ფარგლებში 2014 წელს, არის საქართველოს ინდუსტრი ული პოლიტიკის მიმართულების ჩამოყალიბებაზე პასუ ხისმგებელი ორგანო. „აწარმოე საქართველოში“ სამი ძირითადი განყოფი ლება აქვს: 1. ბიზნესის განყოფილება: ანუ პროგრამა„აწარმოე საქართველოში“, რომელიც მხარს უჭერს ადგილო ბრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსური დახ მარების გაწევის გზით. სააგენტოს მიერ ფინანსური დახმარებისთვის პრიორიტეტული სექტორების ჩა მონათვალი იწყება„სასტუმრო ინდუსტრიით“; მას მოსდევს სამშენებლო მასალები, მანქანათმშენებ ლობა, რეზინი და პლასტმასი, ქაღალდი და მუყაო, ტექსტილის წარმოება, ფარმაცევტიკა, ხის დამუშა ვება, ელექტრომოწყობილობები და ა.შ. 2. ექსპორტის განყოფილება: ქართული ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო თანადაფინანსე ბას უწევს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებსა და მისიებში მონაწილეობის მისაღებად. ის ასევე მხარს უჭერს განათლებას და ტრენინგს„საქართველოში ექს პორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან მომუშავე ექსპორტის მენეჯერების პროფესიული შესაძლებ ლობების გაზრდის მიზნით“. მოდგენილია ინდუსტრიული პოლიტიკის ზედამხედვე ლად. რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკას კოორდინა ციას უწევს არა უმაღლესი ხელისუფლება(როგორიცაა პრემიერ-მინისტრი), არამედ სააგენტო, რომელიც ექ ვემდებარება სამინისტროს მრავალი დეპარტამენტი დან ერთ-ერთს. მიდგომა პრობლემურია დისკურსიულ დონეზეც კი. ენა, რომელსაც სააგენტო იყენებს იმის აღ საწერად, თუ რა უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშ ვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკა, დაფუძნებულია კომერციულ/ბიზნესის ენაზე. ის წარმოდგენილია არა ოფიციალური დოკუმენტის ან ფორმალური სტრატეგიის სახით, არამედ, როგორც რამდენიმე„პუნქტი“ ვებგვერდ ზე, რომელიც აღწერს სააგენტოს ზოგად საქმიანობას. მას აკლია სანდოობა, ღირებულება და მნიშვნელობა. ᲐᲠᲐᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲝᲑᲐ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს აქვს წინასწარ შერჩე ული პრიორიტეტული დარგები, რომელთა მხარდაჭერა საც აპირებს, ის შორს არის„შერჩევითი ინდუსტრიული პოლიტიკის“ მოდელისგან, რადგან სიაში 300 ეკონო მიკური საქმიანობაა(ენთერპრაის ჯორჯია, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა). ეს არ არის ვერტიკალური ან მიზანმიმართული პოლიტიკის მაჩვენებელი, რადგან ორაზროვანია და არ აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა სახის ეკონომიკა სურს განავითაროს. 5.3 ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲓᲝᲜᲔ: ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ 3. საინვესტიციო განყოფილება: ეს განყოფილება აცხადებს, რომ არის„მოდერატორი უცხოელ ინ ვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, უზრუნველყოფს წვდომას განახლებულ ინფორმაცი აზე, რაც წარმოადგენს სამთავრობო ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას, და ფუნქციო ნირებს როგორც„ერთი ფანჯარა“, რომელიც მხარს უჭერს ინვესტორებს მთელი საინვესტიციო პროცე სის განმავლობაში“. ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პრობლემას ინდუსტრიული პოლიტიკის ამ ინსტიტუციურ და სტრუქტურულ წყო ბაში. 5.2 ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲓᲝᲜᲔ ᲨᲔᲣᲡᲐᲑᲐᲛᲝᲑᲐ ინსტიტუტებს და დეპარტამენტებს შორის არ ჩანს კოორ დინაციის აშკარა ნიშნები. ვერ ვხედავთ მკაფიო მინიშ ნებას, თუ რა სახის ინდუსტრიულ პოლიტიკას ანიჭებს ქვეყანა პრიორიტეტს ან რა მიზნით. ერთი მხრივ, ოფი ციალური სახელმწიფო დოკუმენტები, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები საუბრობენ, თუ რა ღირსებები აქვს თავისუფალ ბაზარს და როგორი მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ ჩაერიოს; მეორე მხრივ,„აწარმოე საქართველოში“ წარ ᲕᲔᲠᲢᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ ინტერვიუებში ჩვენი რესპონდენტები – მცირე და სა შუალო ბიზნესის წარმომადგენლები – მიუთითებენ, რომ კომპანიები იძულებულნი არიან ჰქონდეთ ვერტი კალური ინტეგრაცია, რადგან არ არსებობს შესაბამისი საწარმოო ეკოსისტემა, რომელიც მათ გარკვეული მომ სახურების აუთსორსინგის საშუალებას მისცემს. ეს მო მსახურება შეიძლება დაკავშირებული იყოს ლოგისტი კასთან, საჯარო სერვისებთან ან კონკრეტულ საინჟინრო გადაწყვეტილებებთან. მაგალითად, ერთ-ერთმა რეს პონდენტმა მოიყვანა შემდეგი მაგალითი:„ამის კარგი მაგალითია ფაქტი, რომ ქალაქ რუსთავის ტერმინალს არ აქვს სტაციონარული ამწე მძიმე ტვირთის გადასაზიდად. თუ კომპანიას სჭირდება მძიმე ტვირთის გადაზიდვა, ჯერ უნდა მიიყვანოს ნავთლუღის ტერმინალში, შემდეგ კი ტრანსპორტით გადაიტანოს, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ინდუსტრიულ ქვეყნებში ამ სახის ლოგისტიკური და ტექ ნიკური მომსახურება იოლად ხელმისაწვდომია. საქარ თველოს შემთხვევაში, არ არიან საკმარისი ინჟინრები, არც ლოგისტიკური მხარდაჭერა, რემონტი და სხვა სახის მომსახურებაა რომლის აუთსორსინგიც შესაძლებელია“. ჩვენი რესპონდენტების აზრით, ზემოაღნიშნული მომ სახურების ნაკლებობა აძვირებს წარმოების პროცესს, ასევე ამცირებს ინვესტიციების განხორციელების სურ ვილს. ერთმა რესპონდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიებისთვის გადაულახავ ბარიერს და უზარმაზარ რისკს წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებული 29 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ პროდუქციის ნულიდან წარმოება. ზოგადად, კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ ეროვნული წარმოების ეკო სისტემით და საჯარო თუ კერძო სერვისებით მოწოდე ბული მომსახურებით, შეუძლიათ შეამცირონ თავიანთი ხარჯები გარკვეული მომსახურების აუთსორსინგით. ᲗᲐᲜᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲣᲚᲝᲑᲐ (ᲡᲢᲐᲑᲘᲚᲣᲠᲘ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ) ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიან კომპანიებს მოე თხოვებათ საქონლის მიწოდება სტაბილური ხარისხითა და მოცულობით. ჩვენი რესპონდენტები მიუთითებენ, რომ ქართული კომპანიებისთვის პრობლემურია ამ მხრივ სტაბილურობის შენარჩუნება. ერთ-ერთმა რეს პონდენტმა აღნიშნა, რომ მსხვილი ევროპული საცალო კომპანიები ექსპორტიორებისგან ითხოვენ პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას, რათა გააფორმოს გრძელვადი ანი შეთანხმება საქონლის ექსპორტზე. მისი თქმით, პრო ცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: თავდაპირველად მწარმოებელი საცალო ვაჭრობის წარმომადგენელს აც ნობს თავის პროდუქტებს და შემდეგ შესაბამისმა ქა რხანამ(გადამამუშავებელმა) უნდა გაიაროს ტექნიკური აუდიტი. თუ ქარხანა ვერ აწარმოებს საკმარის პროდუქტს სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, უცხო ელი საცალო მოვაჭრეები მწარმოებელთან არ დადებენ გრძელვადიან ხელშეკრულებებს. როგორც ჩვენი რეს პონდენტი წუხდა, მაშინაც კი, თუ საწარმოო ქარხანა აკ მაყოფილებს სიმძლავრის ნორმებს, საკმარისი რაოდე ნობის საქონლის წარმოება მაინც შეიძლება გაძნელდეს ნედლეულის ნაკლებობის გამო. მაგალითად, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი კომპანიები იძულე ბულნი არიან იქონიონ საკუთარი პლანტაციები, რათა განაგრძონ წარმოება ნედლეულის ნაკლებობის შემ თხვევაში. ამ ეტაპზე წარმოშობის წესები ევროკავშირში საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან წარმოების მოცულობა მცირეა და ქართული მრეწველობა არ საჭიროებს ნედლეულის იმ პორტს მესამე ქვეყნებიდან. თუმცა, მომავალში ეს შესაძ ლოა პრობლემური გახდეს, თუ წარმოების მოცულობა გაიზრდება, ამტკიცებს ჩვენი რესპონდენტი. მეორე რეს პონდენტმა აღნიშნა წარმოების ხარისხის შენარჩუნების პრობლემა, რაც ასევე მოითხოვს თანმიმდევრულობას ნედლეულის კუთხით. მაგალითად, ადგილობრივ დო ნეზე მაღალი ხარისხის ნედლეულის საბეჭდი მასალების ნაკლებობა რისკს წარმოადგენს; თუმცა, ეს პროცესი შე საძლოა გადაიჭრას გრძელვადიანი დაგეგმვისა და საერ თაშორისო მომწოდებლების შეძენის გზით, განაცხადა ერთ-ერთმა გამოკითხულმა. ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲚᲖᲔ ᲬᲕᲓᲝᲛᲐ კაპიტალის ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავ შირებით, საქართველოს საჯარო მოხელეებსა და მეწარ მეებს შორის ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები არსებობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან ვითარების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კა პიტალზე ხელმისაწვდომობა ქართული ფირმებისთვის მთავარი პრობლემაა. ინტერვიუში მან ხაზგასმით აღ ნიშნა, რომ ქართულ ბანკებს აქვთ ჭარბი ლიკვიდობის პრობლემა, ანუ კერძო აქტორების მხრიდან არ არის საკმარისი მოთხოვნა კრედიტზე. მან აღნიშნა, რომ ადგი ლობრივ ბანკებს შეუძლიათ გაასამმაგონ საკრედიტო მიწოდება, თუ ბაზარზე მოთხოვნა იქნება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნევა კერძო სექტორისთვის საბანკო განაკვეთების შემცირე ბაში. 2012 წელს საშუალო საკრედიტო განაკვეთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაახლოებით 20 პროცენტი იყო(ლარში). საკრედიტო განაკვეთი ლარში და უცხოურ ვალუტაში 10,89 და 6,5 პროცენტია(შესაბამისად). საპრო ცენტო განაკვეთის დონე არ გამომდინარეობს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მონეტარული პოლიტიკი დან. განაკვეთები ასევე განისაზღვრება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებით და რისკის პრემიით. რისკის გათვალისწინებით, საქართველოს საპროცენტო განა კვეთი 3-3,5 პროცენტია, შესაბამისად, ქართულ ბანკებს, რომლებიც საერთაშორისო სესხს იღებენ, ამ განაკვეთზე დაბალი სესხის გაცემა არ შეუძლიათ. ქართული ბანკები ამ საბაზისო განაკვეთს უმატებენ პროცენტს და საბო ლოო განაკვეთიც ასე ყალიბდება. ამიტომ, საქართვე ლომ უნდა გააუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგი, რათა ადგილობრივ დონეზე მიაღწიოს უფრო დაბალ სასესხო განაკვეთს, რადგან სხვა ინსტრუმენტების, მა გალითად, საჯარო ფინანსების გამოყენება შეიცავს კო რუფციის რისკებს. ეს ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებებს, რომლებიც მოვის მინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. საწარ მოო სიმძლავრის გასაზრდელად, საჭიროა მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ძირითად კაპიტალში. თუმცა, საქართველოში ფულის ღირებულება ძალიან მა ღალია ევროპელ კონკურენტებთან შედარებით. ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ საშუალო ზომის ქარხნის ასაშენებლად და ევროპულ ბაზარზე სტაბილური მიწოდების კრიტერიუმების დასაკმაყოფი ლებლად, საჭიროა საშუალოდ 30-35 მილიონი ევროს ინვესტიცია. სახელმწიფო ფინანსური ინსტრუმენტები არსებულ საინვესტიციო საჭიროებებთან შედარებით მცირეა და ვერ აკმაყოფილებს მეწარმეების საჭიროე ბებს. სამთავრობო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების მოცულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საექს პორტო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრი სით. სახელმწიფო ფინანსური ინსტრუმენტი„აწარმოე საქართველოში“, რომელსაც„ბიზნეს უნივერსალი“ ჰქვია, ითვალისწინებს საკრედიტო პროცენტის სუბსიდი რებას, თუმცა თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ ლარს. საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია გამოითვლება შემდეგი ფორმულით: ⅈ=b-(m-5%), სადაც ⅈ არის კერძო ბანკისთვის საბოლოო გადასახდელი საპროცენტო გა ნაკვეთი, b აღნიშნავს საბანკო განაკვეთს, ხოლო m- სა ქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეფი ნანსირების განაკვეთს. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო სა კრედიტო განაკვეთი საქართველოში დაახლოებით 12 პროცენტი იყო(მსოფლიო ბანკი, 2022 წ.). სახელმწიფო საკრედიტო პროცენტის სუბსიდირების შემთხვევაშიც 30 ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲙᲣᲠᲡᲘᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲐ: ᲤᲝᲜᲘ, ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲔᲑᲔᲑᲘ კი, კერძო სექტორისთვის საპროცენტო განაკვეთი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებიდან სესხე ბა. შეგახსენებთ, რომ, როგორც მხარდაჭერის, ისე საპრო ცენტო განაკვეთის სუბსიდირების კუთხით, სუბსიდირე ბის მექანიზმი„აწარმოე საქართველოში“ არ აგვარებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობის პრობლემას. ქართველი პოლიტიკოსები შეპყრობილნი არიან სტარ ტაპების დაფინანსების იდეით, რაც შესაძლოა არაე ფექტურობის კიდევ ერთი მიზეზი იყოს. ბიზნესის ლი დერები სამართლიანად მიუთითებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსების კრიტერიუმები ხელახლა უნდა განისა ზღვროს სტარტაპების მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამთავრობო პროგრამები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც აქვთ ბიზნესის კეთების ცოდნა და უნარები. ჩვენმა ერთ-ერთ მა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაში მთავრობა ეხმარება ფერმერებს, რომლებმაც მიიღეს პროფესიული განათლება ფერმერულ მეურნეობაში. საქართველოს საჯარო მხარდაჭერის სქემებს კი არ გააჩნია ასეთი კრი ტერიუმები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვა. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, მთავრობამ უნდა დააფინანსოს „გამარჯვებული“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეწარმე ები, რომლებსაც აქვთ როგორც ბიზნესის მართვის უნა რები, ისე კონკრეტული დარგის ცოდნა. ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲪᲘᲘᲡ ᲜᲐᲙᲚᲔᲑᲝᲑᲐ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველ პოლიტიკოსებს მტკიცედ სწამთ ნეოლიბერალური იდეოლოგია. ყოფილ მა მაღალჩინოსანმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი ღია ეკონომიკა და ბიზნესის კეთების სიმარტივეა. მისი თქმით, კერძო სექტორში მთავრო ბის ჩართულობა არაეფექტურია და შესაძლოა კორუფ ციის რისკებიც ახლდეს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც შეიძლება გადაიჭრას პრივატიზაციის ახალი ტალღით. მისი აზ რით, პრივატიზაციის ახალი ტალღა მომგებიანი იქნება, რადგან შეუძლია ქვეყანაში ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს ყოველთვის ახლავს რისკი, რომ მენეჯერებმა შეიძლება დაასაქმონ თავიანთი ნათესა ვები ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ადამი ანები, რაც კლავს სხვა დასაქმებულების მოტივაციას და, საბოლოოდ, ამცირებს ამ საწარმოების პროდუქტიულო ბას, აღნიშნა რესპონდენტმა. ზემოთ ნახსენები იდეებისგან განსხვავებით, ერთ-ერთ მა ბიზნეს ლიდერმა გვითხრა, რომ პოლიტიკის შემქმნე ლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკონომიკური განვი თარება და საგარეო ვაჭრობა ეხებათ, არ აქვთ საჭირო უნარები და ხედვა ინდუსტრიული პოლიტიკის განსახორ ციელებლად. ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ იყო არაე რთი მცდელობა ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციე ლებისთვის, მაგრამ არც ერთი მათგანი აღმოჩნდა წარმა ტებული. 2015-2018 წლებში ეკონომიკის სამინისტროში მოქმედებდა მრეწველობის განვითარებაზე მომუშავე ექსპერტთა მცირე ჯგუფი(საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი), რომელიც აწარმოებდა კვლევებს სხვადასხვა სექტორში და აფასებდა ზრდის პოტენციალს საქართვე ლოს ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით. ჯგუფი დაახლოებით 20 კაცისგან შედგებოდა და ძალიან მცირე წლიური ბიუჯეტი ჰქონდა(დაახლოებით 1 მილი ონი ლარი). თუმცა, ჯგუფმა მოახერხა 21 კონკრეტული მი მართულების აღმოჩენა და შესაბამისი ბიზნეს გეგმების შემუშავება. უფრო მეტიც, ინდუსტრიული პოლიტიკის იდეის წინსვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჯგუფმა მოაწყო კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღო ჰარ ვარდის ეკონომისტმა დანი როდრიკმა, რომელმაც და დებითად შეაფასა სამრეწველო განვითარების ჯგუფის დიზაინი და მუშაობა. თუმცა, ჯგუფს საქართველოს მთავრობის მხრიდან მცირე მხარდაჭერა ჰქონდა და ის 2018 წელს დაიშალა, ამტკიცებს ჩვენი რესპონდენტი. მან საქართველოს პოლიტიკური ელიტის პრობლემა ეკონო მიკურ აზროვნებაში შემდეგნაირად განიხილა: „ქართული პოლიტიკური ელიტის პრობლემა ისაა, რომ მას არ ესმის ინდუსტრიული პოლიტიკის საჭიროება – ვერ ხვდება, რომ არ არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარება ინდუსტრიული პოლიტიკის გარეშე. ბა ზრებზე წვდომა თავისთავად არ ქმნის ახალ ეკონომი კურ საქმიანობას. უცხოური ფირმები პროდუქციას არ გამოგზავნიან და ნულიდან არ შექმნიან ღირებულების ჯაჭვებს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს თა ვისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან.“ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო სექტორის წარ მომადგენელი ჩვენი რესპონდენტი სახელმწიფოს მხარ დაჭერას ინდუსტრიის განვითარებაში კონკურენციის რისკად არ აღიქვამს. ერთ-ერთმა რესპონდენტმა ხაზ გასმით აღნიშნა, რომ უკვე არსებულმა ბიზნეს სექტორმა შეიძლება წინააღმდეგობა არ გაუწიოს აქტიურ ინდუსტ რიულ პოლიტიკას, რადგან მთავრობა ამ პოლიტიკით მხარს დაუჭერს მხოლოდ ახალ ეკონომიკურ საქმიანო ბას(და ახალი სექტორების შექმნას), რაც საფრთხეს არ შეუქმნის უკვე არსებული ბიზნესის ინტერესებს. უფრო მეტიც, ერთი რესპონდენტის აზრით, ექსპორტის მხარ დაჭერის მნიშვნელოვანი სქემები შეიძლება იყოს ინ სტრუმენტი ქართული კომპანიების ექსპორტის წახალი სებისთვის. მაგალითად, ფინანსური წახალისება თითო ექსპორტირებულ კონტეინერზე შეიძლება იყოს საქონ ლის ექსპორტის სტიმულირების ეფექტური ინსტრუმენ ტი. თუმცა, ამ ტიპის პოლიტიკას სჭირდება მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და კერძო სექტორის კოორდინი რებული ქმედება, როგორც ეს ხდება ინდუსტრიულ ქვეყ ნებში, აცხადებს რესპონდენტი. ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲐ რესპონდენტთა უმეტესობა ამტკიცებდა, რომ ევროკავ შირის ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია და ევროკავ შირის ფირმებს აქვთ მრავალმხრივი უპირატესობები ქართულ კომპანიებთან შედარებით. ჩვეულებრივ, ადგი ლობრივი ევროპელი კონკურენტები მსხვილი კომპანი 31 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ები არიან და, შესაბამისად, რთულია მათთან ფასებით კონკურენციის გაწევა, რადგან მასშტაბის ეკონომია მათ სასარგებლოდ მუშაობს. მეორე, ადგილობრივი ეკო სისტემა ხელმისაწვდომი მომსახურების, ცოდნისა და უნარ-ჩვევების საშუალებით, უპირატესობას ისევ ევრო პულ კომპანიებს ანიჭებს ქართველ კონკურენტებთან შე დარებით. ეს მოსაზრება შეესაბამება ჯეოველის კვლევის დასკვნებს, სადაც პრობლემა შემდეგნაირადაა ასახული: „მწარმოებლები, რომლებსაც ევროკავშირში ექსპორტი სურთ, კონკურენციაში შედიან არსებული კომპანიების კარგად განვითარებულ ეკოსისტემასთან. მათ უნდა აწარმოონ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, გა იგონ კონკრეტული ქვეყნის გემოვნება და განავითარონ კლიენტების ქსელები თავიანთი პროდუქციისთვის. შემდეგ მათ უნდა დაამზადონ პროდუქტები და მიაწო დონ ამ კლიენტებს ბაზარზე სტაბილური ხარისხითა და მოცულობით. თითოეული ეს გამოწვევა – წარმო ება, სტანდარტები, მარკეტინგი, კლიენტებთან ურთი ერთობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრავალი სხვა – კიდევ უფრო რთულდება ევროკავშირთან საქართვე ლოს ფიზიკური დაშორების და რეგიონში ქსელების ნაკლებობის გამო. გამოწვევების გათვალისწინებით, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ეს აქამდე შედარებით მცირე რაოდენობის ქართულმა კომპანიამ შეძლო.“ (ჯეოველი, 2021 წ., გვ. 8) უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელმა გვითხრა, რომ ევროკავშირის ბაზარი უკვე გაჯერებული და კარგად დაცულია და ფარმაცევტული მწარმოებლე ბისთვის მასზე წვდომა ადვილი არ არის. მან აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო მე დიკამენტების რეგისტრაცია ბულგარეთში და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება – წამლის ევროკავშირში დარე გისტრირება ძალიან გრძელი პროცედურაა. მარეგული რებელი სტანდარტების შესასრულებლად კომპანიებს ესაჭიროებათ ახალი ინვესტიცია და ეს შეიძლება იყოს სარისკო პროცესი. შესაბამისად, ისინი ჩაკეტილნი არიან ტრადიციულ ბაზრებზე, რომლებიც ნაკლებად გაჯერე ბულია და უფრო ადვილად ხელმისაწვდომია რეგულაცი ების თვალსაზრისით. 32 ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ? ᲠᲐᲢᲝᲛ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲐᲐᲠᲩᲔᲜᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲣᲠᲘᲖᲛᲘ: ᲐᲠᲒᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡᲗᲕᲘᲡ 6 ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ? ᲠᲐᲢᲝᲛ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲐᲐᲠᲩᲔᲜᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲣᲠᲘᲖᲛᲘ: ᲐᲠᲒᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡᲗᲕᲘᲡ საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიის 29 განხილვის შემდეგ – განურჩევლად იმისა, მოქმედმა თუ წინა მთავრობებმა შეიმუშავეს ის – მარტივად შესამჩნე ვია, რომ მასში არ არის ნახსენები ცნებები, როგორიცაა ინდუსტრიული პოლიტიკა, ინდუსტრიალიზაცია ან ინდუსტრიული განვითარება. განვითარების პროგრამა არ საუბრობს და არც პრობლემად წარმოაჩენს ისეთ სა კითხებს, როგორიცაა ქვეყნის მასიური დეინდუსტრი ალიზაცია და„ტვინების გადინება“, ასევე ქართული ექსპორტის სირთულის უკიდურესად დაბალი დონე (დაწვრილებით იხილეთ თავში„ვაჭრობის ანალიზი“). ის, რაც მასში მუდმივადაა ნახსენები, არის თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული განვითარება, დაფუძნებული ძირითად ეკონომიკურ ღირებულებებზე. მაგალითად, პოსტ-კოვიდ-19-ის სამთავრობო პროგრამაში(2021 წ., გვ. 3 და გვ. 23), რომელიც მიზნად ისახავს„პანდემიით შექმ ნილი კრიზისის დაძლევას“, ნათქვამია:„ქვეყნის ეკონო მიკური პოლიტიკა კვლავ დაფუძნებული იქნება თავისუ ფალ ბაზრის პრინციპებზე, სადაც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორია“. გარდა ამისა, სტრატეგია იშვიათად განიხილავს ქვეყნის დამოკიდე ბულებას პრობლემურ და არასტაბილურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ფულად გზავნი ლებზე. პირიქით, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი გან ვითარების სამინისტროს ინტერვიუებისა და ეროვნული განვითარების პროგრამის წაკითხვის შემდეგ, ნათლად ჩანს, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორია. 2019 წლის„საერთაშორისო ტუ რიზმი, გადახდების 30 (მთლიანი ექსპორტის პროცენტი)“ მონაცემებით, 2019 წელს 31 საქართველოს წილი ტურიზ 29 განხილული დოკუმენტები: ა.„სამთავრობო პროგრამა 2021-2024 წლებში: ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ“; ბ.„2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამა: თავისუფლება, სწრაფი განვი თარება და კეთილდღეობა“. 30 მსოფლიო ბანკის მიხედვით: საერთაშორისო ტურიზმიდან შემო სული შემოსავალი არის უცხოეთიდან შემომავალი ვიზიტორების ხარჯები, მათ შორის საერთაშორისო ტრანსპორტისთვის გადახ დები ეროვნული გადამზიდავებისთვის. ეს ქვითრები მოიცავს ნებისმიერ სხვა წინასწარ გადახდას, რომელიც განხორციელდა დანიშნულების ქვეყანაში მიღებული საქონლისა თუ მომსახურე ბისთვის. 31 მსოფლიო ბანკის მონაცემებით: შემომავალი ტურიზმი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო კატეგორია. მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის ის არის უცხოური ვალუტის გა ცვლის ერთ-ერთი მთავარი წყარო და ექსპორტის მთავარი კომპონენტი, რაც ქმნის დასაქმებისა და განვითარების შესაძ ლებლობებს. ეს ღონისძიება ასახავს ტურიზმის, როგორც საერ მში იყო 39.3%, ექსპორტის მთლიანი წილისგან განსხვა ვებით(შედარებისთვის: იტალია – 7.3%, საფრანგეთი – 8.4%). ირონიული ფაქტია, რომ, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა თურნავამ განაცხადა(ნეტგაზეთი, 2020 წ.), ის სიამოვნებით გადააქ ცევდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტ როდ. ფაქტობრივად, 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში სიტყვა„ინდუსტრია“ მხოლოდ„ტურიზმის“ და„სასტუმროს“ შემდეგ არის ნახსენები. ზემოთ ილუსტრირებული მოდელი რამდენიმე პრობლე მას მოიცავს: 1. დამოკიდებულება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაღაც თვალსაზრისით, შეიძლება იყოს შემეცნების სა სარგებლო წყარო, მაგრამ ეს არ არის ავტომატური პროცესი. ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა შე საძლოა მართლაც გადასცენ შედარებით ახალი ტექ ნოლოგიები მასპინძელ ქვეყანას. თუმცა, როგორც ჰერი(2019 წ.) აღნიშნავს, აღნიშნული ტექნოლოგიე ბის ტიპი გამოდგება მხოლოდ მარტივი ამოცანების გადასაჭრელად და მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ფირმა მიაღწევს წამყვანი ფირმისგან დადგენილ დამაკმაყოფილებელ დონეს, არ არსებობს დამა ტებითი მიზეზები ამ ტექნოლოგიების ან უნარების გადასაცემად. თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას არ დახვდება ადგილობრივი ასიმილაციური შესაძ ლებლობები(როგორიცაა სავაჭრო პოლიტიკა, რო მელიც უფრთხილდება ადგილობრივ სექტორებს; ამ სახის ინვესტიციების პოლიტიკა, რომელიც უზრუნ ველყოფს მათ ადგილობრივ გამოყენებას და ადა მიანური კაპიტალის განვითარებას) და ეროვნული ინოვაციური ინსტიტუტები(რომლებიც მჭიდროდ დაკავშირებულია კვლევასა და განვითარებასთან, მეცნიერებასთან, საგანმანათლებლო სისტემებთან და ინოვაციების შემუშავების მიზნობრივ პოლიტი კასთან(სამპათი& ვალეიო, 2018 წ.)), ტრანსფერი ვერ განხორციელდება და დადებითი შედეგები ძალიან თაშორისო ვაჭრობის მომსახურების მნიშვნელობას ექსპორტის სხვა კატეგორიებთან შედარებით. ასეთი ღონისძიება ცხად ყოფს ტურიზმის სპეციალიზაციის ხარისხს ქვეყნის საექსპორტო სტრუქტურაში და ტურიზმის შედარებით შესაძლებლობებს უცხოური შემოსავლების გამომუშავებაში. 33 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ მცირე იქნება. საქართველო აღმოჩნდა გლობალური ღირებულების ჯაჭვის(GVC) დაბალ პოზიციაზე, რა დგანაც ვერ განახორციელა მექანიზმები და ეროვნუ ლი პოლიტიკა, რომლებიც ხელს შეუშლიდა პირდა პირ უცხოურ ინვესტიციებს დაბალი კვალიფიკაციის შრომის ექსპლუატატორ ინდუსტრიებში. ამის კარგი მაგალითია თურქული პირდაპირი უცხოური ინვეს ტიციები ტანსაცმლისა და ტექსტილის სექტორში. საქართველოს შედარებითმა უპირატესობამ იაფ მუ შახელსა და იაფ რესურსებში, რომლის აღმოფხვრა ზეც არცერთ მთავრობას უზრუნია, განაპირობა ქვე ყნის პოზიცია ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიის ყველაზე დაბალი დამატებითი ღირებულების საქ მიანობაში: გაჭრა, დამზადება, მორთვა(CMT). გარ და ამისა, ჰერი(2019 წ.) აღნიშნავს, რომ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შიდა ეკონომიკაზე. კერძოდ, ამ ინვესტი ციებმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრიდან„გაძევება“, რადგან ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ კონკურენცია გაუ წიონ უცხოურ კომპანიებს. კიდევ ერთი მაგალითია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორში, რამაც შეიძლება ეს სფერო ესკალაცი ამდე მიიყვანოს. 2. დამოკიდებულება ტურიზმზე(და მომსახურებაზე). ეს უაღრესად პრობლემური საკითხია. გარ და არამდგრადი ბუნებისა(როგორც კოვიდ-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა), ტურიზმის სექტორი არ არის დაფუძნებული ცოდნაზე ან ინოვაციებზე. წარმოების სექტორისგან განსხვავებით, მას არც ფართო დადებითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია. ჰირშმანის წვლილის საფუძველზე, ჰაუგე და ჩანგი (2019 წ., გვ. 25) აცხადებენ:„წარმოების სექტორს ახასიათებს უფრო ძლიერი უკუკავშირი და პირდა პირი კავშირები, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებს, რის გამოც ის წარმოადგენს ეკონომიკური განვითა რების მთავარ ძრავას“. და ამ კავშირების გამო, მას აქვს უფრო მაღალი„გამრავლების“ ეფექტი, ვიდრე სერვისებს. უფრო მეტიც,„კუანის კვლევამ(2017 წ.) აჩვენა, რომ სინგაპურში წარმოების დარგმა უფრო მეტი დამატებითი ღირებულების შედეგები გამო იწვია მომსახურების სექტორში, ვიდრე პირიქით: წარმოების ყოველი ახალი 100 სამუშაო ადგილი ასოცირდება 27 ახალ არასაწარმოო სამუშაოსთან. ამის საპირისპიროდ, მომსახურების სექტორის ყო ველი 100 ახალი ვაკანსია ასოცირდება მხოლოდ სამ დამატებით საწარმოო სამუშაოსთან“(იქვე). ჰა უგესა და ჩანგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნე ბაა ის, რომ მიუხედავად 1980-იანი წლებიდან მომ სახურების სფეროში ვაჭრობის ზრდისა, რეალური ზრდა ძალიან მცირეა: 1980 წლის 20%-დან 2016 წელს 22.5%-მდე. საქონლით ვაჭრობა კვლავ რჩება საერთაშორისო ვაჭრობის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელად. ამდენად, ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდისთვის დამოკიდებულნი არიან მომსახურების სექტორებზე(როგორიცაა, ტურიზმი ან სტუმარმასპინლობა),„საბოლოოდ გაუჭირდე ბათ სავაჭრო ბალანსის შეზღუდვების ატანა“(იქვე). გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ასპექტი, კერ ძოდ, ჰოლანდიური დაავადება. საწყის კონცეფციაში ჰოლანდიური დაავადება გულისხმობს ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაციის პროცესს, რომელიც გამო წვეულია ბუნებრივი რესურსების აღმოჩენით. პალმა (2014 წ.) გვიჩვენებს, რომ დამოკიდებულებამ ფუ ლად გზავნილებსა და სერვისებზე ორიენტირებულ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი ან ფინანსები, შეიძლება გამოიწვიოს ჰოლანდიური დაავადების მსგავსი ეფექტი, რაც საბოლოოდ მოიტანს ქვეყნის ცუდ ეკონომიკურ მაჩვენებელს. ყველაზე ვიწრო გაგებით, ეკონომიკური განვითარება გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმა ციას: ახალი ტექნოლოგიების, ინდუსტრიების, უნარე ბისა და შესაძლებლობების დანერგვას. ამას, ბაზრები ან კერძო ბიზნესი ვერ ახორციელებს, ამიტომ საჭიროა სა ხელმწიფოს მნიშვნელოვანი ჩართულობა. ჰერი(2019 წ.) ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის ეს ასე: ა) ინფორმაციული ფაქტორები – ახალი ტექნოლოგიე ბისა და დარგების დანერგვა სარისკოა; როგორც წესი, კერძო ბიზნესი ამას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს. ამის კარგი მაგალითია 2000-იან წლებში გერმანიის სვლა განახლებადი ენერგიის წარმოებისკენ, რაც ძირითადად განპირობებული იყო„რეკონსტრუქციის საკრედიტო ინ სტიტუტით“(KfW) – სახელმწიფო განვითარების ბანკით. ბ) საკოორდინაციო ფაქტორები – ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განახლება მოითხოვს ახალი ინვესტი ციების მობილიზებას, რაც სცილდება ერთი ფირმის შე საძლებლობებს. გარდა ამისა, აუცილებელია მუშახელის გადამზადება და უნარების განვითარება:„ახალი ინვე სტიციებისთვის, თანამშრომლებსა და ფირმებს, რომ ლებიც აწარმოებენ დამატებით საქონელს ან პროდუქტს, შესაძლოა დასჭირდეთ სპეციფიკური უნარები“(იქვე, გვ. 3). გ) მასშტაბის შიდა და გარე ეკონომიკა – მასშტაბის შიდა ეკონომიკა გულისხმობს, რომ დიდი ფირმები უფრო ეფექტური არიან, ვიდრე მცირე(ზოგადად, დიდი ფი რმებისთვის წარმოება იაფია). შესაბამისად,„მასშტა ბის შიდა ეკონომიკა ხელს უშლის ფირმებს, რომ მცირე ზომიდან დაიწყონ ფუნქციონირება და შემდეგ ნელა გა იზარდონ“(იქვე, გვ. 4). მასშტაბის გარე ეკონომიკის შემ თხვევაში არგუმენტი არის ის, რომ ეკონომიკური კლას ტერები ბევრად უფრო დინამიური და პროდუქტიული არიან, რადგან ეფუძნებიან ქსელის ეფექტებსა და თანა მშრომლობას. დ) ეკოლოგიური მიმართულება – აღარ არის შესაძლე ბელი გარემოს ხარჯზე ზრდა. ბაზარი ამ პრობლემას არ წყვეტს. თავისუფალ ვაჭრობაზე, გლობალური ღირებულების ჯაჭვებზე ან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დამო კიდებულება ავტომატურად არ იწვევს განვითარებას. განვითარებად ქვეყნებს აკლიათ ინდუსტრიული შესაძ ლებლობები და ტექნოლოგიები(სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ). შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე ვაჭრობის ლი ბერალიზაციის დაწესება ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები, რა 34 ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ? ᲠᲐᲢᲝᲛ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲐᲐᲠᲩᲔᲜᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲣᲠᲘᲖᲛᲘ: ᲐᲠᲒᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡᲗᲕᲘᲡ თქმა უნდა, გაებმებიან ძალაუფლების ასიმეტრიულად განაწილებულ სისტემაში, რომელიც კვლავაწარმოებს წამყვანი ეკონომიების დომინირებას. აკადემიური ლი ტერატურა(ჩანგი 2002 წ., ჰაუგი& ჩანგი 2019 წ., როდრიკი, 2004 წ., ჩანგი& ანდრეონი, 2020 წ. და ა.შ.) გვიჩვენებს, რომ კაპიტალიზმის ისტორიის განმავლობაში, ქვეყნებ ში ეკონომიკური განვითარება ყოველთვის ინდუსტრი ალიზაციის გზით მიიღწეოდა. ჰაუგი და ჩანგი(2019 წ., გვ. 21-22) შენიშნავენ:„მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის სამყარო აშკარად იყო დაყოფილი ეკონომიკის ორ ჯგუ ფად: ერთი მდიდარი და ინდუსტრიული იყო, მეორე კი – ღარიბი, სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივ რესურ სებზე დამოკიდებული. ინდუსტრიალიზაცია განიხილე ბოდა, როგორც ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა.[…] ამიტომ ტერმინები„ინდუსტ რიალიზებული ქვეყანა“ და„განვითარებული ქვეყანა“ ხშირად ურთიერთშენაცვლებით გამოიყენება“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყა ნამ მოახერხა ეკონომიკური განვითარების რეალიზება, ესენი იყვნენ„აზიური ვეფხვები“ და ჩინეთი. მათ ეს აქტი ური და მიზანმიმართული ინდუსტრიული პოლიტიკით შეძლეს. სტრატეგიული პოლიტიკის განხორციელებით, რომელიც მოიცავდა ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას, კვლევასა და განვითარებაში ინვესტი ციებს, ასევე უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, მათ მოახერხეს‘ჩვილი’ ინდუსტრიების და ცვა და საექსპორტო კალათებისა და წარმოების დივერ სიფიკაცია, რამაც გამოიწვია ინდუსტრიალიზაცია. როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, გარდამავალი ქვეყნების კონტექსტში, როგორიცაა საქართველო, გადამწყვეტია ინსტიტუციონალიზებული ინდუსტრიული პოლიტიკა. თუმცა, ამჟამად განვითარების სტრატეგიაში ჩნდება ახალი გამოწვევები და შეზღუდვები, რომლებიც დაკავ შირებულია კლიმატის ცვლილებასთან, ფინანსიალიზა ციასთან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და თავი სუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წესებით გამოწვეულ შეზღუდვებთან. უფრო მეტიც, საქართველოს პერიფერი ული პოზიცია და უცხოურ კაპიტალზე მისი დამოკიდებუ ლება დიდ გამოწვევას უქმნის ქვეყნის მონეტარულ სუ ვერენიტეტს შიდა რესურსების მობილიზების კუთხით. ამიტომ, ეს საკითხები გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე და მდგრადი ინდუსტრიული პოლიტიკის კონტექსტში. 35 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 7 ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ შეიძლება იყოს იზოლირებული საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და ის უნდა განიხილებოდეს„პოლი ტიკის ჩაკეტვის“ უფრო ფართო კონტექსტში. ამის უკე თესად გასაგებად, შეგვიძლიამეტაფორა გამოვიყენოთ. წარმოიდგინეთ, რომ ოჯახს აქვს მოძველებული მაცი ვარი. მაცივარს ხშირად სჭირდება შეკეთება: ხან შუქი არ ინთება, ხან კი გაგრილების სისტემა ფუჭდება; ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით ხდება და მთელი პროდუქტი ზედმეტად იყინება. მაცივარი ხშირად რემონტდება, მა გრამ ყველა გაურბის ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღებას ანუ მის შეცვლას. ამის მიზეზი ტრივიალურია: ახალი მაცივრის ყიდვა ნიშნავს დამატებით ხარჯებს; ამიტომ ოჯახის წევრებმა სხვა რამეზე უნდა დაზოგონ თანხები. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა ძველ მაცივარს ჰგავს; ყველას ესმის, რომ ის არ მუშაობს, მაგრამ გარკვეული ბუნდოვანი მიზეზების გამო, თავს არიდებენ მის შეცვლას. თუმცა აქ არის რამდენიმე მნიშ ვნელოვანი განსხვავება: ოჯახში ყველა ზარალდება მო ძველებული მაცივრის ხმარებით, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არსებული ნეოლიბერალური პოლიტიკის სტატუს-კვოს შენარჩუნებას ჰყავს გამარჯვე ბულები და დამარცხებულები. გამარჯვებულები არიან პოლიტიკური კლასი და მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუ ფები, რომლებიც სარგებლობენ არსებული პოლიტიკით. ძლიერი ინდუსტრიული პოლიტიკისა და გადანაწილე ბის მექანიზმების გარეშე, ქართული საწარმოები ვერ გაუძლებენ საერთაშორისო კონკურენტებთან კონკურენ ციას. მეტიც, არ გაჩნდება ახალი ეკონომიკური აქტივო ბები, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირ თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ვერ ითამაშებს „ჯადოსნური ჯოხის“ როლს და ვერ იხსნის საქართვე ლოს ეკონომიკას 30-წლიანი ნეოლიბერალური ეკონომი კური ექსპერიმენტებით წარმოქმნილი ნანგრევებიდან. უფრო მეტიც, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლოა კიდევ უფრო შეარყიოს სოცია ლურ-ეკონომიკური სტრუქტურა და შეინარჩუნოს არსე ბული„პოლიტიკის ჩაკეტვა“. წინამდებარე პოლიტიკის ანგარიშის მიზანი იყო, შეესწა ვლა რა გავლენა მოახდინა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ქვეყნის ეკონომიკასა და ვაჭ რობის დინამიკაზე, მას შემდეგ რაც მას ხელი მოეწერა 2014 წელს. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს ექსპორ ტის ზრდა ევროკავშირში უმნიშვნელოა, ხოლო ადგი ლობრივით ექსპორტი ევროკავშირში, როგორც მთლი ანი ადგილობრივი ექსპორტის წილი, შემცირდა. ქვეყნის საექსპორტო სირთულე დაბალი დარჩა, ხოლო საექს პორტო პროდუქტის კონცენტრაცია- მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ვერ მოახერხა სტრუქტუ რული ეკონომიკური ტრანსფორმაციის განხორციელება. რაც მთავარია, აღმოვაჩინეთ, რომ არსებითად გაიზარდა რესურსებზე დაფუძნებული პროდუქტების ექსპორტი, ხოლო მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტი პრაქტიკულად არ არსებობს. გარდა ამისა, ანგარიშში დეტალურად იქნა განხილული შეთანხმების ზოგიერთი გათვალისწინებული პუნქტი და თანდართული პირობა. გვინდოდა გაგვეგო, რამდე ნად აფერხებს ე.წ.„არასავაჭრო ბარიერები“ ქართულ ექსპორტს. დავადგინეთ, რომ შეთანხმება ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს სამართლებრივი ჰარმონიზაციის მექა ნიზმებზე. ეს, ერთის მხრივ, არბილებს ქვეყნის ძალიან საჭირო სტრუქტურულ ეკონომიკური ტრანსფორმაციის აქტუალობას და, მეორე მხრივ, ზრდის სხვადასხვა ოპე რაციულ და ადმინისტრაციულ ხარჯებს. შედეგად, რო გორც მთავრობა, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოები ერიდებიან ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების სრულად დანერგვას. ანგარიშში ნათქვამია, რომ DCFTA-ს აქვს ასიმეტრიული ხასიათი – დოკუმენტის პირობების უმრავლესობა აძლიერებს ევროკავშირისა და ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ უპი რატესობას. ჩვენ ასევე ვასკვნით, რომ ევროკავშირმა უნდა გადახე დოს თავის„სამეზობლო პოლიტიკას“ და შეცვალოს იგი. თუ ევროკავშირი დაინტერესებულია აყვავებული და მშვიდობიანი სამეზობლოთი, უნდა მიატოვოს ნარა ტივი„ჯუნგლები ბაღის წინააღმდეგ“ და სამეზობლო პოლიტიკა ააგოს საერთო კეთილდღეობისა და ინკლუ ზიური ეკონომიკური განვითარების იდეაზე. ეს ნიშნავს აღმოსავლეთის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სა ქართველოს, განვითარების მიზნების მხარდაჭერას: კონკრეტულად, ინდუსტრიული და შემოსავლის/სიმდი დრის გადანაწილების პოლიტიკის ხელშეწყობის გზით. ამ მხრივ, ევროპას დიდი გამოცდილება აქვს გასაზიარე ბელი: განვითარების დაგეგმვისა და ფინანსების წარმა ტებული გამოცდილება(განვითარების ბანკი, როგორი 36 ცაა გერმანული KfW), ეფექტური საჯარო მმართველობა, ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი, პროგრესული საგადასახადო სისტემა და მდგრადი ინფრასტრუქტურა. აღმოსავლეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, საჭიროებენ საერთაშორისო დახმარებას, რომელიც ეფუძნება მარშალის გეგმის სუ ლისკვეთებას. ეს ნიშნავს ეროვნული პროდუქტიული შე საძლებლობების განვითარებას, ნაცვლად მხოლოდ სა მოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მხარდაჭერისა, რომელიც ადგილობრივი ელიტების კონტროლისა და დამშვიდების ინსტრუმენტს წარმოადგენს და ხელს არ უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ 37 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ 8 ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ აღწერილი შემთხვევის ანალიზის ფონზე, ჩვენ შევა დგინეთ პოლიტიკის რეკომენდაციები. – კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებას თან, პროფკავშირებთან და კერძო სექტორთან; საქართველოსთვის: • ქვეყნის განვითარების სტრატეგიის გადახედვა: საჭიროა შემცირდეს თავისუფალი ბაზრის უპირა ტესობებზე აქცენტი და ეკონომიკური განვითარე ბის ძირითადი კონცეფცია. უნდა მოხდეს საქართვე ლოს პერიფერიული პოზიციის აღიარება შრომის გლობალურ დანაწილებაში და მის შედეგებში. • ეროვნული ინდუსტრიული პოლიტიკის განხორ ციელება, რომელიც კოორდინირებული იქნება უმა ღლესი ხელისუფლების დონეზე. უფრო კონკრეტულად, სტრატეგია უნდა მოიცავდეს შემდეგს: – „აწარმოე საქართველოში“ უნდა რეფორმირ დეს, გაერთიანდეს საპარტნიორო ფონდთან და გარდაიქმნას სამრეწველო დაგეგმარების სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. – საქართველომ უნდა აირჩიოს სტრატეგია „აირჩიე გამარჯვებული“(“Pick the Winner”) და შეი მუშავოს გეგმა, რათა მხარი დაუჭიროს ინდუსტ რიულ ლიდერებს ექსპორტის გაძლიერებაში. სახელმწიფო მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს „ექსპორტის დისციპლინის“ ინსტრუმენტს. – მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს შერჩევით (მიზ ნობრივ) და არა ჰორიზონტალურ ინდუსტ რიულ პოლიტიკაზე: საჭიროა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობების გამოკვლევა, შერჩევა და მხარდაჭერა(არა 300 სექტორი). აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ამ საქმიანობაში. – ყველა დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუ ტისა და დეპარტამენტის მობილიზება და ჩარ თულობა; – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეროვნუ ლი დაგეგმვა : პირდაპირი უცხოური ინვესტიცი ები უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივ საჭი როებებსა და ცოდნის გადაცემას(ნაწილობრივ მაინც),შრომის ან გარემოს ექსპლუატაციის გა რეშე. საქართველოს პირდაპირი უცხოური ინ ვესტიციების პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვაზე მაღალი დამა ტებითი ღირებულების სექტორებში. – ხელშეწყობა და ინვესტირება კლასტერების შექმნაში – რომლებიც მოიცავს მცირე და საშუ ალო საწარმოებს, კვლევით ინსტიტუტებს, პრო ფესიული მომზადების ცენტრებს. – ეროვნული ინოვაციური სისტემების შექმნაში ინვესტირება(მაგ., GITA-ს გარდაქმნა;„წარმო ებაში სწავლის“ ხელშეწყობა – ეკოსისტემის შექმნა GITA-ს, STC DELTA-ს 32 და კვლევითი ინსტი ტუტების გაერთიანების გზით); – სავაჭრო პოლიტიკა უნდა იყოს ინდუსტრიული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი; – საჭიროა DCFTA-ს პუნქტების გამოყენება(მაგ., უსაფრთხოების ზომები) დაუცველი (მაგრამ სტრატეგიული) შიდა ინდუსტრიების დასაცავად . უნდა განხორციელდეს იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია. – გარემოსა და შრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. • არცერთი ზემოაღნიშნული არ იქნება შესაძლე ბელი კაპიტალზე მარტივი წვდომის გარეშე: ამი ტომ საჭიროა ეროვნული განვითარების ფინანსური ინსტიტუტის(NDFI) ჩამოყალიბება განვითარების 32 საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი 38 ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ ბანკის სახით. უნდა შემცირდეს მცირე და საშუალო ბიზნესის დამოკიდებულება მოგებაზე ორიენტი რებული კომერციული ბანკების ფინანსურ რესურ სებზე. • საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა ინტეგრირ დეს ქვეყნის განვითარების გეგმაში. მისი პასუხის მგებლობა უნდა გასცდეს ინფლაციაზე ორიენტი რებას და ფასების დასტაბილურებას. • ეს არის გრძელვადიანი პროექტი და მყისიერ სარ გებელს არ უნდა მოველოდეთ. ევროკავშირისთვის: • უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ პერიფერიულ ქვეყნებს განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი აქვთ. მათ არ გაუვლიათ განვითარების იგივე გზა და არ არიან ეკონომიკურად თანაბარი პარტნიორები ევროკავ შირისთვის. მათ უნდა მიეცეთ მეტი სივრცე ინდივი დუალური პოლიტიკისთვის, ასევე მეტი სტრატეგი ული შესაძლებლობები. • DCFTA/FTA აძლიერებს ძალაუფლების ასიმეტრიულ ურთიერთობებს და წარმოქმნის ევროკავ შირის ეკონომიკურ დომინაციას . უნდა შეწყდეს FTA-ების გამოყენება პერიფერიაში ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად; ამის ნაცვლად შემუ შავდეს მარშალის გეგმა . უფრო ზუსტად: – განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ სტი მული, განახორციელონ სახელმწიფოს მიერ წარმოებული (და მდგრადი) ინდუსტრიული პოლიტიკა სტრუქტურული ეკონომიკური საკი თხების, უმუშევრობის და უთანასწორობის მო საგვარებლად. – საჭიროა მათი წახალისება, შექმნან განვითარების ეროვნული ბანკები , რათა მიიღონ გრძელ ვადიანი და იაფი კაპიტალი. – შეწყდეს ისეთი ეკონომიკური რეჟიმების და წესება და მხარდაჭერა, როგორიც სარგებელს მოუტანს მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესსა და პოლიტიკურ ელიტას. საერთო კეთილდღეობა უნდა იყოს მიზანი. – წინ უნდა წამოიწიოს სოციალური ასპექტები: შრომის საკითხები, მინიმალური ხელფასი, პროფკავშირები, საგანმანათლებლო და სასწავ ლო პროგრამები და გარემოსდაცვითი სტან დარტები. შემცირდეს მშპ-ის ზრდის, კონკუ რენციის კანონისა და თავისუფალი ვაჭრობის უნივერსალურობის ხაზგასმა. – ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა. – საშუალო და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ეკონომიკური საქმიანობის წა ხალისება. 39 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲐ AA (n.d.). Association Agreement(AA) between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part. Retrieved from https://eur-lex.europa. eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A22014A0830%2802%29 Bohle D.,& Greskovits B. (2012), Capitalist Diversity on Europe’s Periphery. New York: Cornell University Press. Business Media (2022, September 9), Retrieved from https://bm.ge/ka/article/ratom-ar-shedis-dempingis-shesaxeb-ganacxadebi-konkurenciis-saagentoshi---leqvinadzis-ganmarteba/116244 CEPS (2021), Deepening EU–Georgian Relations: Updating and upgrading in the wake of Covid-19. 3rd Edition. London: Rowman& Littlefield International. CEPS (2022), Ex-post evaluation of the implementation of the Deep and Com prehensive Free Trade Area between the EU and its Member States and Georgia.. Retrieved from https://circabc.europa.eu/ui/group/09242a36-a438-40fda7af-fe32e36cbd0e/library/9ac285b6-e91d-4 prisegeorgia.gov.ge/en/home/about EU4Georgia (2022), Retrieved from https://eu4georgia.eu/projects/?search=&filter=ongoing&country%5B%5D=1&country%5B%5D=2&topic%5B%5D=1 EUROFER (n.d.). Safeguarding EU Steel. Retrieved from The European Steel Association: https://www.eurofer.eu/assets/Uploads/EUROFER-Infographic-Safeguarding-EU-Steel.pdf European Commission: Trade Defence (n.d.). Retrieved from https://policy. trade.ec.europa.eu/enforcement-and-protection/trade-defence_en European Union (2022, July 22), Official Journal of the European Union. Re trieved from https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=OJ:L:2022:195:FULL&from=EN GeoStat (2021), Business Sector in Georgia. Retrieved from https://www.geostat.ge/media/41840/Business-sector-in-Georgia-2021.pdf Chang, H. (2002), Kicking Away the Ladder: How the Economic and Intellectual Histories of Capitalism Have Been Re-Written to Justify Neo-Liberal Capitalism. Post-Autistic Economics Review. Chang, H. (2007), Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret His tory of Capitalism. London: Random House Business Books. GeoWel (2021), An Assessment of the Challenges of Enhancing Georgian Trade with the EU. Tbilisi: GeoWel. Government of Georgia (2018), Government Program for 2018-2020: Free dom, Rapid Development and Welfare. Retrieved from http://extwprlegs1. fao.org/docs/pdf/geo185567ENG.pdf Chang, H.,& Andreoni, A. (2016), Industrial Policy in a Changing World: Basic Principles, Neglected Issues and New Challenges. Cambridge Journal of Eco nomics 40 Years Conference. Government of Georgia (2021), Program for 2021 – 2024, Towards Building a European State. Retrieved from https://www.gov.ge/files/41_78149_280277_ GP.pdf Chang, H.,& Andreoni, A. (2020), Industrial Policy in the 21st Century. Devel opment and Change, 324–351. Christophe, B. (2003), From Hybrid Regime to Hybrid Capitalism? The Politi cal Economy of Georgia under Eduard Shevardnadze. In J. Koehler,& C. Zurcher, Potentials of Disorder. Manchester: Manchester Univeristy Press. Civil Society Dialogue(CSD) (2022, July 20), Georgia and Moldova: Draft fi nal report of ex-post evaluation. Retrieved from https://circabc.europa.eu/ ui/group/e0f56e8c-171c-489e-9421-9987745376ae/library/00524d9d-3774409d-a7cd-2bd55 civil.ge (a).(n.d.). Unimaginable Geopolitical Turning Point for Georgia. Re trieved from https://old.civil.ge/eng/article.php?id=24261 civil.ge (b).(n.d.). Georgia, EU Sign Association Agreement. Retrieved from https://old.civil.ge/eng/article.php?id=27417 Gugushvili, D. (2016), Lessons from Georgia‘s Neoliberal Experiment: A Ris ing Tide Does Not Necessarily Lift All Boats. Communist and Post-Communist Studies, 1-14. Hauge, J.,& Chang, H. (2019), The role of manufacturing versus services in economic development. In C. D. P. Bianchi, Transforming Industrial Policy for the Digital Age(pp. 12-36). Edward Elgar. Hausmann, R., Hwang, J.,& Rodrik, D. (2006), What You Export Matters. London: CEPR Discussion Papers. Herr, H. (2019), Industrial Policy for Economic and Social Upgrading in Devel oping Countries. Friedrich-Ebert-Stiftung. Herr, H.,& Nettekoven, Z. (2017), The role of small and medium-sized enter prises in development: what can be learned from the German experience?. Friedrich-Ebert-Stiftung. civil.ge (c).(n.d.). Saakashvili Lays Out‘Act on Economic Freedom’. Retrieved from https://old.civil.ge/eng/article.php?id=21541 Hoekman, B. (2016), Deep and Comprehensive Free Trade Agreements. EUI Working Paper. civil.ge (d).(n.d.). PM Garibashvili’s 76th UN General Assembly Address. Re trieved from https://civil.ge/archives/442705 civil.ge (e).(n.d.). Saakashvili‘s Speech at the UN General Assembly – 2011. Retrieved from https://old.civil.ge/eng/article.php?id=23958 Commission, C. f. (2006), Europe‘s Trade Defence Instruments in a Changing Global Economy. Retrieved from https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ TXT/HTML/?uri=CELEX:52006DC0763&from=DA CRRC (2022, September 20), CRRC. Retrieved from The Caucasus Research Re source Centers: https://caucasusbarometer.org/en/cb-ge/IMPISS1/ Drahokoupil, J. (2008), Who won the contest for a new property class? Struc tural transformation of elites in the Visegrád Four region. Journal for East Eu ropean Management Studies, 360-377. ECORYS (2012), Trade Sustainability Impact Assessment in support of negoti ations of a DCFTA between the EU and Georgia and the Republic of Moldova. Rotterdam: ECORYS. Enterprise Georgia (n.d.). Micro and Small Business Support Program. Re trieved from https://www.enterprisegeorgia.gov.ge/en/business-development/ microgrants ILO (2018), Avoiding unemployment is not enough. ILOSTAT. IMF (2021), 2021 ARTICLE IV CONSULTATION—PRESS RELEASE;. The Interna tional Monetary Fund. Kakulia, M.,& Kapanadze, N. (2016), Structure of unemployment and struc tural unemployment in Georgia. Tbilisi: Friedrich-Ebert-Stiftung. Kotsiubska, V. (2011), Public Interest Consideration in Domestic and Interna tional Anti- dumping Disciplines. World Trade Institute. Lall, S. (2000), The Technological Structure and Performance of Developing Country Manufactured Exports, 1985-98. Oxford Development Studies, 337369. Meskhia, I.,& Seturidze, R. (2013), The European Union’s Generalized System of Preferences(GSP) and the Prospect of a Unified Database.. International Journal of Social, Education, Economics and Management Engineering. MoESD (2021), SME Development Strategy for Georgia. Retrieved from http://www.economy.gov.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/2022/sme_strategy_2021_2025_eng_2.pdf Monasterski, C. (2007, April), How Georgia became the world‘s best reformer. Enterprise Georgia (n.d.). About us. Retrieved from https://www.enter40 Retrieved from https://blogs.worldbank.org/psd/how-georgia-became-theworlds-best-reformer Monastiriotis, V.,& Borrell, M. (2012), Political and political economy litera ture on the ENP: issues and implications. Barcelona: Working papers(WP1/05). SEARCH. Netgazeti (2020, February 17), Retrieved from https://netgazeti.ge/ news/427536/ Ocampo, A. J., Rada, C.,& Taylor, L. (2009), Growth and Policy in Developing Countries. New York: Columbia University Press. Palley, T. (2017), A theory of economic policy lock-in and lock-out via hyster esis: rethinking economists’ approach to economic policy. The Open-Access, Open-Assessment E-Journal, 1–18. Palma, J. (2014), De-industrialization,‘premature’ de-industrialization and the Dutch-disease.. Revista NECAT, 7-24. Parliament of Georgia (2022), Committee on European Integration: Thematic Inquiry. Retrieved from https://parliament.leavingstone.club/storage/files/ shares/tematuri-mokvleva/evrointegracia/mcire-sashualo-biznesi/angarishi.pdf Reinert, E. (2006), Development and Social Goals: Balancing Aid and Devel opment to Prevent‘Welfare Colonialism’. Tallinn: The Other Canon Foundation, Norway& Tallinn University of Technology, Estonia.. Riahi, L.,& Hamouchene, H. (2020), Deep and Comprehensive Dependency: How a Trade Agreement with the EU Could Devastate the Tunisian Economy. Amsterdam: Transnational Institute. Rodrik, D. (2004), Industrial Policy for Twenty-First Century. Retrieved from https://drodrik.scholar.harvard.edu/files/dani-rodrik/files/industrial-policy-twenty-first-century.pdf Sampath, P.,& Vallejo, B. (2018), Trade, Global Value Chains and Upgrad ing: What, When and How?. The European Journal of Development Research, 481-504. Stiglitz, J. (2019), US trade deals were designed to serve corporations at the expense of workers. Retrieved from https://www.cnbc.com/2019/04/22/joseph-stiglitz-us-trade-deals-helped-corporations-and-hurt-workers.html The World Bank (2022, September 10), The World Bank Data. Retrieved from https://data.worldbank.org/indicator/FR.INR.LEND?locations=GE The World Bank (2013), Online Trade Outcomes Indicators. The World Bank. Van der Loo, G.,& Akhvlediani, T. (2020), Catch me if you can: Updating the Eastern Partnership Association Agreements and DCFTAs. Retrieved from https://www.ceps.eu/ceps-publications/catch-me-if-you-can/ Wade, R. (2016), Georgia: Neoliberalism and Industrial Policy. Retrieved from La Monde diplomatique: https://mondediplo.com/outsidein/georgia-neoliberalism-and-industrial-policy#top Wiranatha, S. A., Antara, M.,& Suryawardani, G. (2017), Impact of tourism leakage on the growth of economic sectors, employment, and income distribu tion in Bali, Indonesia. International Journal of Economic Research, 11-27. WTO (1994), Agreement on Implementation of Article VI of the General Agree ment on Tariffs and Trade(Anti-Dumping Agreement, ADA). Retrieved from https://www.wto.org/english/docs_e/legal_e/19-adp_01_e.htm 41 ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲐ ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ: ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ᲘᲚᲣᲡᲢᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲐᲑᲠᲔᲕᲘᲐᲢᲣᲠᲔᲑᲘ 7 დიაგრამა 1. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო ზრდა(1991-2021 წწ.) 7 დიაგრამა 2 საშუალო პროდუქტიულობის ზრდა(1992-2021 წწ.) 8 დიაგრამა 3 საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ოჯახზე 9 დიაგრამა 4 დარგობრივი წვლილი პროდუქციის ზრდასა და დასაქმების წილში 9 დიაგრამა 5 საქართველოს ყველაზე მთავარი პრობლემა 10 დიაგრამა 6 უმუშევრობის დინამიკა საქართველოში 11 დიაგრამა 7 მოსახლეობის ცვლილება 12 დიაგრამა 8 მშპ გამოყენების კატეგორიების მიხედვით 14 დიაგრამა 9 საქართველოს ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით 15 დიაგრამა 10 მთლიანი შიდა ექსპორტის წილი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით 15 დიაგრამა 11 ორობითი სეგმენტაცია და სეგმენტირებული სამეზობლო ალგორითმები 17 დიაგრამა 12 ექსპორტის დახვეწა(EXPY) 18 დიაგრამა 13 პროდუქტის დახვეწილობის(EXPY) მონაცემები ევროკავშირის ქვეყნებში 18 დიაგრამა 14 HS6 ხაზების რაოდენობა და შიდა ექსპორტის კონცენტრაცია ევროკავშირში 19 დიაგრამა 15 შიდა ექსპორტის ტოპ 10 პროდუქტი ევროკავშირში AA ADA CEE დსთ DCFTA DG EaP ENP EC EU FDI FTA GATT GITA GSP GVC ICT შსო MFN MoESD NDFI NTB’s PM PTA R&D SMEs SOE SPS TBT TNCs TRIPS UNCTAD WTO ასოცირების შეთანხმება(ჩვენს შემთხვევაში: ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის) „ანტიდემპინგის შეთანხმება“(WTO) ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე(შეთანხმება) გენერალური დირექტორატი აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ევროკომისია ევროკავშირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ზოგადი შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პრეფერენციების განზოგადებული სქემა გლობალური ღირებულების ჯაჭვი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო(საქართველო) ეროვნული განვითარების ფინანსური ინსტიტუტი არასატარიფო ბარიერები პრემიერ-მინისტრი შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულება კვლევა და განვითარება მცირე და საშუალო საწარმოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში ტრანსნაციონალური კორპორაციები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტები(WTO) გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 42 ᲘᲛᲞᲠᲔᲡᲐᲠᲘᲣᲛᲘ ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲛᲞᲠᲔᲡᲐᲠᲘᲣᲛᲘ სალომე თოფურია არის კასელის უნივერსიტეტის პო ლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტი. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკურ ეკონომიაში ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში(HWR). იგი არის ბერლინის საერ თაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ინსტიტუტის(IPE) HWR ასოცირებული წევრი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პროგრესული ინდუსტრიული პოლიტიკის პო ლიტიკურ ეკონომიას, საერთაშორისო ვაჭრობას, პოსტ საბჭოთა სივრცის გარდამავალ ეკონომიკებს და განვი თარების სახელმწიფოს. ტატო ხუნდაძე არის სოციალური კვლევის ახალი სკო ლის(ნიუ-იორკი) დოქტორანტი, სადაც ასევე ასწავლის რამდენიმე კურსს და მუშაობს კვლევის ასისტენტად. მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში სოციალური კვლევის ახალ სკოლაში. აქვს ფართო კვლევითი გა მოცდილება საჯარო პოლიტიკასა და ეკონომიკურ გან ვითარებაში. იყო საქართველოს საზოგადოებრივი მა უწყებლის ანალიტიკური განყოფილების უფროსი და საქართველოს სოციალური კვლევის ცენტრის მკვლე ვარი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მდგრად ეკო ნომიკურ განვითარებას, შემოსავლების უთანასწორობას და ეკონომიკური ზრდის მოდელებს. მისი ბოლო პუბლი კაციები ეხება პროგრესული დაბეგვრის დანერგვის პო ტენციალს, საქართველოს ინდუსტრიული განვითარე ბის ისტორიას და საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობას. ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ., 1 ჩიხი, სახლი 1 0179 თბილისი| საქართველო პასუხისმგებელი პირი: მარსელ როთიგი| სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ.:+995 32 225 07 28 http://southcaucasus.fes.de/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: georgia@fes.de დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. ავტორები მადლობას უხდიან პროფ. დოქტორ ჰანსიორგ ჰერს – ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის ემერიტუს პროფესორს – კვლევის მრჩევლის რო ლის შესრულებისთვის. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ რატომ არ მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრო ბენ, რომ DCFTA ფიგურალური შეთან ხმებაა. ეს შეთანხმება მათ მდგომა რეობას არსებითად არ ცვლის. მცირე და საშუალო საწარმოების განვითა რების მთავარ დაბრკოლებად კვლავ რჩება კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, სამთავრობო აქტორების მხრიდან კოორდინაციის ნაკლებობა და ევრო კავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის საჭირო სტანდარტებისა და შესაძ ლებლობების მიღწევის სირთულე. DCFTA-ს მნიშვნელობის შესახებ დისკურსებს ქართული პოლიტი კური და ბიზნეს ელიტა ხელმძღვანე ლობდა. DCFTA-ზე ხელმოწერას მცირე ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მნიშვნელობის შესახებ ნარა ტივები განსაზღვრეს პოლიტიკურმა ელიტებმა და იმ ეკონომიკურმა იდე ებმა, რომლებიც იქცა საქართველოს პოსტსაბჭოთა განვითარების გადა მწყვეტ საყრდენად. DCFTA აძლიერებს ეკონომიკური ძა ლაუფლების ასიმეტრიას, რაც იწვევს ევროკავშირის ეკონომიკურ დომი ნაციას, ხოლო ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. თავისუ ფალი ვაჭრობის შეთანხმებები ხში რად აძლიერებენ ეკონომიკური ძა ლების ასიმეტრიის ახალ ფორმებს და სარგებლობენ განვითარებადი ქვეყნების საარსებო რესურსებით. თუ მიზანი ნამდვილად საქართველოს მხარდაჭერაა, მთავარ ადგილზე უნდა დადგეს არსებული სტრუქტურული დისბალანსის დაძლევა. ამის მიღწევა შეუძლებელია თავისუფალი ვაჭრო ბის შეთანხმებებით. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული ტრანსფორმაცია. ამ ჟამად, მისი სტრუქტურა თითქმის შეუძლებელს ხდის ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას, როგო რიცაა უმუშევრობის მაღალი დონე და არასაკმარისი ტექნოლოგიური განვითარება. ნეოლიბერალური პა რადიგმის გავლენის ქვეშ, მაქსიმუმი, რისი მიღწევაც საქართველოს შეუძ ლია, არის ეკონომიკის ზრდა სამუშაო ადგილების ზრდის გარეშე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://southcaucasus.fes.de/