2023 ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲝᲑᲐ: ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲣᲠᲙᲕᲔᲕᲚᲝᲑᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲛᲘᲒᲜᲔᲑᲔᲑᲘ · აქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, მეტწილად, მათი გარშემომყოფებისა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალური მდგომარეობის მსგავსია. ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი(65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. ახალგაზრდები თავის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო არასტაბილურად მიიჩნევენ, ვიდრე მამაკაცები და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. 1 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023 · შეეხება შემოსავლის წყაროებს, ახალგაზრდების ორი მესამედი(65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე(მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი.„ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს. · თითქმის სამი მეოთხედი(72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. სწავლის პროცესში მყოფ გამოკითხულთა ორი მესამედი(69%) მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები(43%), თბილისში მცხოვრებები(45%), შედარებით უფროსი(49%) და უმაღლესი განათლების მქონე(59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები(26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები(30%), 18-24 წლის(38%) და საშუალო განათლების მქონე(41%) ახალგაზრდები. · წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში. · დაახლოებით მეოთხედს(24%) მოხალისეობრივად გაუკეთებია არაანაზღაურებადი სამუშაო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. ოდნავ მეტი ალბათობაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, დასაქმებული და დაუოჯახებელი ახალგაზრდები შეიძლება ჩართულიყვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. · რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ დემოკრატიას ახალგაზრდა ადამიანები სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად მიიჩნევენ. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა(44%) საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით(33%), სადაც საქართველოში დემოკრატიის დონეს შედარებით ნაკლებ დადებითად აფასებენ, დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა(47%) და სოფლებში(50%). · შედეგები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები დემოკრატიას უფრო მეტად უკავშირებენ პიროვნულ და სიტყვის თავისუფლებას და ხალხის მმართველობას. თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებად ითვლება. გარდა ამისა, ახალგაზრდები დემოკრატიას აიგივებენ პოლიტიკაში ჩართულობასა და აქტიურ მოქალაქეობასთან, ასევე ხალხის მმართველობასთან და სხვისი აზრის პატივისცემასთან. დემოკრატიის მაგალითებად ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს ხედავენ. 2 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023 · ახალგაზრდების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკით არ ინტერესდება. მათგან დაახლოებით 38% აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად დაინტერესებულია პოლიტიკით. რესპონდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ, უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით, ვიდრე საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ახალგაზრდები. · მიმართ დაფიქსირებული აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ინფორმირებულია პოლიტიკური მოვლენების შესახებ. გამოკითხულთა ერთი მესამედი(34%) პოლიტიკურ მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი(22%) კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა პოლიტიკურ მოვლენებს. ეთნიკური ქართველები, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები პოლიტიკურ ახალ ამბებს უფრო ხშირად ეცნობიან. · 63 პროცენტს სჯერა, რომ ახალგაზრდების ინტერესები მწირად, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა(80%) ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ (62%) ან საერთოდ არ(18%) ჩაერთვებოდა. · დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელიც. ახალგაზრდების მინიმუმ 75% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ აქტივობაში(მაგ. მოხალისეობა, შემოწირულება, პეტიციების ხელმოწერა, დემონსტრაციებში მონაწილეობა, და ა.შ.). ყველაზე ხშირად დასახელდა დასახლების ან მეზობლების წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა(17%). · მონაწილეები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას, მზარდ ფასებსა და განათლების საკითხებს ასახელებენ. ამას ნაწილობრივ ადასტურებს ფოკუს-ჯგუფების შედეგებიც, ეკონომიკურ პრობლემებსა და განათლების დაბალ დონესთან ერთად, ახალგაზრდები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ კოვიდ 19-ის პანდემიას, ჯანდაცვის სისტემის პრობლემებსა და მიგრაციას. · რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ბოლომდე არ ესმით მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ცნებების არსი. ბევრი ახალგაზრდა ვერ ასახელებს მემარჯვენე და მემარცხენე პოზიციებს სწორედ გამოკითხვის დროს გამოკითხულთა 34% თავს ცენტრისტად მიიჩნევს, ხოლო 28 პროცენტს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მსგავსი შედეგები გამოიკვეთა ფოკუსჯგუფების ანალიზისას, სადაც მონაწილეებს ასევე უჭირდათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება მემარჯვენეობა-მემარცხენეობის სკალაზე. · ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი(62%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ამ მოსაზრებას შედარებით ნაკლებად ეთანხმებიან 25 წლის და უფრო უფროსი და საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები. ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიისას მონაწილეები, რომლებიც არ გრძნობენ თავს ევროპის ნაწილად, აცხადებდნენ, რომ ქართული კულტურა სრულიად განსხვავდება ევროპული კულტურისგან. ზოგიერთი ახალგაზრდისთვის საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროპის ნაწილი, რადგან მას ჯერ კიდევ აკლია თვითშეგნება და მრავალ სფეროში განვითარება. 3 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023 · ახალგაზრდები ევროპას უმეტესად დადებითად აფასებენ. ახალგაზრდების 45% ევროპას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან აიგივებს, 38% კი- კულტურულ და სამეცნიერო მიღწევებთან. გამოკითხულთა დაახლოებით ერთი მესამედისთვის(35%) ევროპა ეკონომიკური კეთილდღეობისა და სიმდიდრის სივრცეა. მხოლოდ უმნიშვნელო წილი აკავშირებს ევროპას ისეთ უარყოფით სენტიმენტებთან, როგორიცაა არაკეთილგანწყობილება(3%), დემორალიზაცია და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა(5%) ან საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება(3%). · მეხუთე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს უახლოესი მეგობარი ქვეყანა არ ჰყავს. ახალგაზრდები, რომლებიც ასეთ ქვეყანას იხსენებდნენ, ყველაზე ხშირად ასახელებდნენ უკრაინას(28%), ამერიკის შეერთებულ შტატებს(18%) და თურქეთს(11%), ხოლო რუსეთი აღიქმება ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის(84%), ეროვნული უსაფრთხოებისთვის(78%), ეკონომიკური სისტემისთვის(74%) და ეროვნული ღირებულებებისთვის(72%). აღსანიშნავია, რომ ამგვარად უფრო ხშირად ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები ფიქრობენ, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ სისტემას(40%), სახელმწიფოებრიობას(41%), ეროვნულ უსაფრთხოებას(34%), და ღირებულებებს(36%). · ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დადებით როლს თამაშობს ევროკავშირი(79%), საერთაშორისო ორგანიზაციები(75%), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები(73%) და ნატო(73%). ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ფინანსურ და სხვა უპირატესობებთან ასოცირდება. · 63% პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო. ამ აზრს უფრო მეტად ეთანხმებიან თბილისში მცხოვრები და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები, ვიდრე სხვა ქალაქებში მცხოვრები, ან საშუალო განათლების მქონე მათი თანატოლები. ეთნიკური ქართველებისგან განსხვავებით(64%), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები(44%) საბჭოთა კავშირის დაშლას ნაკლებ დადებითად აფასებენ. · დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დადებითი აღქმა უკავშირდება დამოუკიდებლობის აღდგენას და სიტყვის თავისუფლების მოპოვებას. თუმცა, ზოგიერთი რესპონდენტი საუბრობს საბჭოთა კავშირის დაშლის უარყოფით შედეგებზეც, მაგალითად, გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე, იმ განსაკუთრებული ადგილისა და როლის დაკარგვაზე, რაც ქართველებს საბჭოთა კავშირში ჰქონდათ. · შეეხება იდენტობას, ახალგაზრდების უმრავლესობა თავს აღიქვამს საქართველოს მოქალაქედ(94%), საკუთარი ქალაქის, სოფლის ან რეგიონის მკვიდრად(77%), საკუთარი ეთნიკური ჯგუფის(62%) და კავკასიის მკვიდრად (59%). უფრო ნაკლებად აღიქვამენ ახალგაზრდები თავს გლობალურ მოქალაქეებად(50%) ან ევროპელებად(41%). 4 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023 · ახალგაზრდები ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებად ასახელებენ პარტნიორების ერთგულებას(95%), პასუხისმგებლობის აღებას(95%), დამოუკიდებლობას(95%) და წარმატებულ კარიერას(93%). კეთილდღეობასთან დაკავშირებული ისეთი ღირებულებები, როგორიცაა არის ჯანსაღი კვება (91%), გარეგნობაზე ზრუნვა(88%), სპორტი(82%) და გამდიდრება(67%) ასევე მნიშვნელოვანია რესპონდენტთა უმრავლესობისთვის. · ღირებულებები, როგორიცაა შვილების ყოლა(88%) და დაქორწინება (77%) საკმაოდ ან ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება. ეს ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის და 25-29 წლის ახალგაზრდებისთვის. ამასთან, ქორწინება უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა დედაქალაქის გარეთ მცხოვრებთათვის, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით. დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებიც უფრო მეტად აფასებენ ქორწინებას, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით. · და სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებული ისეთი ღირებულებები, როგორიცაა პოლიტიკაში აქტიური ჩართულობა(22%) და სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობა(43%) ნაკლებად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ეს ღირებულებები შედარებით უფრო მნიშვნელოვანია ყველაზე ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფისთვის(14-17), სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. როდესაც ახალგაზრდებს უწევდათ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების არჩევა, ისინი ყველაზე ხშირად ირჩევდნენ „პიროვნულ ღირსებას“ და„კეთილსინდისიერებას“, ასევე„ერთგულებას“ და „პატიოსნებას“. ახალგაზრდები იშვიათად ასახელებენ ტოლერანტობასთან, სოლიდარობასთან/თანაგრძნობასთან, და ალტრუიზმთან დაკავშირებულ ღირებულებებს(7 პროცენტამდე), როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს. · იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასოდეს ამართლებს ფიზიკურ(76%) ან სიტყვიერ(69%) აგრესიას ან ძალადობას ქვიარ ადამიანების მიმართ, მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითია. უფრო მეტიც, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სექსუალურ უმცირესობებს თავიანთი ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ახალგაზრდა ქალები და თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან: ქვიარ ადამიანების მიმართ ფიზიკურ აგრესიას არასოდეს ამართლებს ქალების 82%, მამაკაცების 71 პროცენტთან შედარებით. · ყველაზე სანდო ინსტიტუტებია ჯარი(74%) და ეკლესია/ რელიგიური ინსტიტუტები(67%), ამას მოსდევს პოლიცია(48%) და სასამართლო (39%), ხოლო ყველაზე ნაკლებად სანდო ინსტიტუტებია პოლიტიკური პარტიები(79% უნდობლობა), მედია(74% უნდობლობა), პრეზიდენტი(71% უნდობლობა), პროფკავშირები(67% უნდობლობა) და ეროვნული მთავრობა (66% უნდობლობა). სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდების მხოლოდ 30% ენდობა, ხოლო დაახლოებით 60% უნდობლობას უცხადებს. ზოგადად, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად ენდობიან ინსტიტუციებს, ხოლო ახალგაზრდა ქალები ოდნავ უფრო მეტად ენდობიან ინსტიტუციებს, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცები. 5 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023 · შედეგების თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ადამიანების სამ კატეგორიას უარყოფენ. ეს კატეგორიებია ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები(61%), ქვიარ ადამიანები(46%), და ადამიანები რუსეთიდან (44%), რომელთაც ახალგაზრდები საქართველოში შესვლას აუკრძალავდნენ. მეორე მხრივ, ახალგაზრდები ყველაზე ტოლერანტულები არიან ადამიანთა ისეთი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა მრავალშვილიანი დედები, ძალიან რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები(დევნილები) და ლტოლვილები. · კლიმატის ცვლილება ყველაზე აქტუალურ საკითხად არ ითვლება. კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია(48%), ზოგს კი სჯერა კლიმატის ცვლილებაში ადამიანის წვლილის(49%). · ახალგაზრდების უმეტესობა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლო ღონისძიებების გატარებას ემხრობა(77%). მსგავს მოსაზრებას მეტად ეთანხმებიან ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ქალაქებში, მათ შორის, თბილისში ცხოვრობენ. ფოკურ-ჯგუფის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქუჩისა და ბუნების დაბინძურებისთვის ჯარიმების დაწესების აუცილებლობასაც. · თითქმის 40% აცხადებს, რომ ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ. თანატოლებთან შედარებით, ამგვარი გამოცდილება უფრო მეტად მამაკაცებს, 25-29 წლის, ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს აქვთ. საზღვარგარეთ ნამყოფი ახალგაზრდების მხოლოდ ერთი მეხუთედი ამბობს, რომ ქვეყანა ექვს თვეზე მეტი ხნით დატოვეს. მოგზაურობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდების 46% იმყოფებოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად და/ ან სამუშაოდ. მსგავსი გამოცდილება უფრო მეტად მამაკაცებს, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს, 25-29 წლის და ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებს აქვთ. · უმრავლესობა, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ მოგზაურობდა უმეტესად მუშაობის მიზნით(62%). ამასთან, საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება უფრო მეტად აქვთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს(82%), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ხშირად მიდიან საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოებზე. განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ წასვლის გამოცდილება ახალგაზრდების მხოლოდ მეხუთედს აქვს. · სხვა ქვეყანაში გადასვლის ორ მთავარ მიზეზად ასახელებენ უფრო მაღალი ხელფასის(57%) და უკეთესი განათლების მიღების(45%) შესაძლებლობებს. მაღალი ხელფასის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ყველაზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფისთვის (25-29 წლის ახალგაზრდები), ხოლო განათლება უფრო მნიშვნელოვანია ქალებისათვის და შედარებით უფრო ახალგაზრდა რესპონდენტებისთვის. ემიგრაციისთვის ყველაზე ხშირად დასახელებული მიმართულებებია ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები. 6 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023 · ფოკუს-ჯგუფების მონაწილეები ემიგრაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო უწევთ. ემიგრაციის მიზეზად ასევე სახელდება განათლების დაბალი დონე და საქართველოში პიროვნული ზრდისა და სასურველი მიზნების მიღწევის პერსპექტივის ნაკლებობა. · მომავალს მეტწილად დადებითად უყურებენ. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა(77%) ფიქრობს, რომ მათი ოჯახების ცხოვრების დონე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ამის მიუხედავად, უმრავლესობა(59%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ᲡᲐᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი ნ. რამიშვილის ქუჩის ჩიხი 1,#1, 0179 georgia@fes.de https://southcaucasus.fes.de/ 7 | ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ 2023