კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის გავლენა შრომის ბაზარზე კონტექსტი, სამომავლო განვითარების შესაძლო სცენარები და რეკომენდაციები საქართველოს მაგალითი მოკლე კვლევითი ნაშრომი იანვარი, 2021 წელი ავტორები: ირაკლი სამხარაძე, მაკა ჭითანავა, ნინო ჯანაშია, ქეთევან ვარდოსანიძე რეცენზირება:  გვანცა გვერდწითელი, კახაბერ მდივანი დოკუმენტის დიზაინი და დაკაბადონება:  სოფო მესხიშვილი დოკუმენტი არაკომერციული ხასიათისაა და ხელმისაწვდომია უფასოდ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩამოტვირთვა შესაძლებელია ა(ა)იპ ქლაიმათ ბეიზიქსის ვებგვერდიდან: www.climatebasics.info კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები გამოაგზავნეთ: info@climatebasics.info ეს ნაშრომი არ შეიძლება ჩაითვალოს ამომწურავად ან სრულად. ნაშრომის მიზანია, მკითხველისთვის თვალსაჩინო გახადოს კვლევასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და მიგნებები, რამაც შესაძლოა შექმნას საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკისა და დასაქმების საკითხებზე დისკუსიის საფუძველი. ავტორები მადლობას უხდიან რესპონდენტებს ღირებული კომენტარებისა და პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ეს დოკუმენტი შეიქმნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დათქმა პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს“ფრიდრიხ ებერტის ფონდის” ან/და“ქლაიმათ ბეიზიქსის” მოსაზრებებს. პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე. თბილისი, საქართველო © ფრიდრიხ ებერტის ფონდი(FES) კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის გავლენა შრომის ბაზარზე კონტექსტი, სამომავლო განვითარების შესაძლო სცენარები და რეკომენდაციები საქართველოს მაგალითი მოკლე კვლევითი ნაშრომი იანვარი, 2021 წელი დოკუმენტის სტრუქტურა აბრევიატურები და შემოკლებები 5 დიაგრამები და ცხრილები 7 მკითხველის გზამკვლევი 8 1 შესავალი და კონტექსტი 9 1.1. მეთოდოლოგია და შეზღუდვები 12 2 ტრანზიციის პროცესის განმარტება და გამოწვევები 15 2.1. პარიზის შეთანხმება 15 2.2. დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე ტრანზიცია 17 2.3. სამართლიანი ტრანზიცია 21 3 საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების და შრომისა 25 და დასაქმების პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო 3.1. ქვეყნის პროფილი 25 3.2. კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულებები და პოლიტიკა 26 3.3. შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა 30 4 ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკისა და ევროპის მწვანე შეთანხმების 32 პოტენციური შედეგები 4.1. ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკა და მწვანე შეთანხმება 32 4.2. ევროპის მწვანე შეთანხმების გავლენა საქართველოს კლიმატის ცვლილების 34 კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე 5 საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის ზოგადი ტენდენციები 36 და მისი პოტენციური ზეგავლენა შრომის ბაზარზე 2030 წლისთვის 5.1.  ენერგიის გენერაცია და გადაცემა 41 5.2.  ტრანსპორტი 44 5.3.  შენობები 47 5.4.  მრეწველობა 49 5.5.  სოფლის მეურნეობა 49 5.6.  ნარჩენების მართვა 51 5.7.  სატყეო მეურნეობა 53 5.8.  კონკრეტული შემთხვევები 54 5.8.1. ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს შემთხვევა 55 5.8.2. ქალების როლი და გაძლიერება კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებებში 56 6 რეკომენდებული მოქმედებების არეალები მთავრობისთვის 58 და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის 6.1. რეკომენდებულ ქმედებათა ზოგადი არეალები 58 6.2. ქალთა გაძლიერების რეკომენდებულ ქმედებათა არეალები 63 7 დასკვნა 65 ბიბლიოგრაფია 67 აბრევიატურები და შემოკლებები AA CAP COP CSAP EC EnC ETS EU FAO FES FT GCF GIZ GOG IISD ILO IPCC GHGs MEPA MEPR MESD NDC NECP OECD PIA PwC საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს 2021-2023 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროკომისია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ემისიებით ვაჭრობის სისტემა ევროპის კავშირი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდი ფაინენშალ თაიმსი კლიმატის მწვანე ფონდი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოს მთავრობა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი სათბურის აირები საქართველსო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკრაინის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსი ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 5 RIA SDG UN/გაერო UNGA UNFCCC UK-BEIS WEF WB ა.შ. გგ მაგ. ეკვ. საქსტატი რეგულირების ზემოქმედების შეფასება მდგრადი განვითარების მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაეროს გენერალური ასამბლეა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბიზნესის, ენერგეტიკის და მრეწველობის სტრატეგიის დეპარტამენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მსოფლიო ბანკი ასე შემდეგ გიგაგრამი მაგალითად ეკვივალენტი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 6 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ დიაგრამები და ცხრილები  დიაგრამები დიაგრამა 1: მწვანე სამუშაო ადგილების უპირატესობები 20 დიაგრამა 2: სამუშაო ადგილებზე შერბილების პოლიტიკის გავლენის ახსნა 20  ცხრილები ცხრილი 1:  პარიზის შეთანხმების შესახებ ინფორმაციული ნაწილი 16 ცხრილი 2:  დაბალემისიიან ტრანზიციასთან დაკავშირებული საკვანძო ცნებები 18 ცხრილი 3:  ინფორმაცია ILO-ის„სახელმძღვანელო პრინციპები ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ სამართლიანი 22 ტრანზიციისთვის“ შესახებ ცხრილი 4:  „ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების 41 გაძლიერების“ პოზიტიური გავლენა 2030 წლისათვის ცხრილი 5:  ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში სამუშაო ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო 43 და გრძელვადიან პერიოდში ცხრილი 6:  ტრანსპორტის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის 45 შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ცხრილი 7:  შენობების სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო 48 დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ცხრილი 8:  სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის 51 შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ცხრილი 9:  ნარჩენების მართვის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის 52 შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ცხრილი 10:  ტყის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო 54 დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 7 მკითხველის გზამკვლევი კვლევის მთავარი მიზანი იყო: 1. დისკუსიის წამოწყება თემაზე, თუ რა გავლენა აქვს საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას დასაქმების ტენდენციებზე და დაგვედგინა ამ გავლენის კონტექსტი; 2. თვისებრივად გაგვეანალიზებინა როგორც გლობალური და ეროვნული პოლიტიკის„მწვანე“ ტენდენციები, ისე მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის პოტენციური დადებითი გავლენა შრომის ბაზარზე და ამ გზით გამოგვეკვლია პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირები კლიმატის შერბილების პოლიტიკასა და შრომის ბაზარს შორის; 3. აგვემაღლებინა ცნობიერება თემაზე და სტიმული მიგვეცა ამ სფეროს საკვანძო საკითხებზე კვლევებისთვის. კვლევის საფუძვლების ხაზგასასმელად, პირველ რიგში, საჭირო იყო, განგვესაზღვრა„დასაქმების მწვანე ბაზრის“ ტენდენციებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები, ამჟამინდელი ტენდენციები, ეროვნული პოლიტიკა და კანონები. შესაბამისად, კვლევა სტრუქტურირებულია შემდეგნაირად: I თავი გვაცნობს ზოგად კონტექსტს და კვლევის დიზაინს. II თავში თავმოყრილია კვლევის ძირითად თემასთან დაკავშირებულ ინფორმაცია და მთავარი ცნებები. III თავში მოკლედაა აღწერილი ის ძირითადი შრომითი კანონმდებლობა, პოლიტიკის დოკუმენტები, კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა, რაც ქმნის ეროვნულ ჩარჩოს, მიმართულებას აძლევს განვითარებას, ასტიმულირებს ცვლილებებს და აყალიბებს ტენდენციებს. IV თავი აანალიზებს ევროკავშირის კლიმატის ცვლილების პოლიტიკას და აფასებს ევროპის მწვანე შეთანხმების პოტენციურ გავლენას როგორც საქართველოს გრძელვადიან კლიმატის ცვლილების გეგმებზე, ისე შრომის ბაზარზე. V თავში შესულია ის მიგნებები და შედეგები, რომლებიც სიღრმისეული ინტერვიუებიდან და კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორებში შესაძლო პოზიტიური ტენდენციების პროგნოზიდან მივიღეთ. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების მთავარ სექტორულ სამიზნე მაჩვენებლებსა და ამოცანებს ეყრდნობა. VI თავი მოიცავს მოკლე(5 წლიან) და გრძელვადიან(10 წლიან) პერიოდში განსახორციელებელ რეკომენდებულ ქმედებებს. VII თავი აჯამებს ნაშრომს და გამოკვეთს სამომავლოდ საკვლევ საკითხებს. ეს კვლევა განკუთვნილია საქართველოში შესაბამის სფეროში მომუშავე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, აგრეთვე, სამთავრობო უწყებებისთვის, ინდუსტრიების, სოციალური პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. საკითხის კომპლექსურობისა და შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, წინამდებარე დოკუმენტი არ განიხილება როგორც ამჟამინდელი პოლიტიკის მოსალოდნელი გავლენის წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება. ის, ძირითადად, ამ თემაზე დიალოგის წამოწყებისთვისაა განკუთვნილი. კვლევა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის(FES) „მცირე გრანტების პროგრამის“ ფარგლებში. საკვანძო სიტყვებია: კლიმატის ცვლილება   შერბილების პოლიტიკა   პარიზის შეთანხმება დაბალემისიიანი ტრანზიცია   სამართლიანი ტრანზიცია   მწვანე ეკონომიკა   მწვანე სამუშაო ადგილები დასაქმება   შრომის ბაზარი   პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება   ქალთა გაძლიერება ევროპის მწვანე შეთანხმება 8 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ შესავალი და კონტექსტი კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და ჩვენი დროის განმსაზღვრელი კრიზისია. როგორც გაერო აღნიშნავს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სათბურის აირების (GHGs) ემისიები კვლავ გლობალურად იზრდება (UNGA, 2018). კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის(IPCC) განცხადებით,„ადამიანის გავლენა კლიმატზე აშკარაა.[...] ბოლოდროინდელი ანთროპოგენური[სათბურის აირები] ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა“, კლიმატის ცვლილება კი ბუნებრივი და ადამიანური სისტემების უკვე არსებულ რისკებს მეტად ამწვავებს(IPCC, 2014). ადამიანის საქმიანობამ, მათ შორის, წიაღისეული საწვავის წვამ და ინდუსტრიულმა პროცესებმა, წინარე ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური დათბობის დაახლოებით 1.0 ° C-ით გაზრდა გამოიწვია. 1 ბუნებრივ და ადამიანურ სისტემებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისათვის აუცილებელი და გადაუდებელია კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა(IPCC, 2018). კლიმატის ცვლილება კარგად ცნობილი გლობალური მეგატრენდია, მაკროეკონომიკური და გეოსტრატეგიული ძალა, რომელიც გავლენას ახდენს დედამიწის აწმყოსა და მომავალზე, გლობალურ ეკონომიკაზე, ბიზნესზე, საზოგადოებებსა და ინდივიდებზე(PwC, 2016). თუმცა, გარდა ამისა, ის საინვესტიციო მეგატრენდიც გახდა. აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ინვესტორთა 78% დაინტერესებული იყო საკუთარი ინვესტიციების გზით ხელი შეეწყო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისთვის(Morgan Stanley, 2019). უფრო და უფრო პოპულარული ხდება ინვესტიციების ახალი ტალღაც, გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობიდან და განახლებადი ენერგიიდან დაწყებული, ალტერნატიული ხორცით(ე.წ. ხელოვნური ხორცი) დამთავრებული(FT, 2019). 2011 წლიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილება მუდმივად სახელდება გლობალურ საფრთხეთა მთავარ ხუთეულში და თან „მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად მწვავდება“ (WEF, 2020). კლიმატის ცვლილების პირდაპირი ზეგავლენა ადამიანსა და ეკოსისტემაზე, ასევე, მის ეფექტებთან საადაპტაციო და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე, სამუშაო პირობებზე, უსაფრთხოების სტანდარტებზე, ზემოქმედებს ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროებზე და შესაბამისად, მოითხოვს სათანადო მიდგომასა და ყურადღებას(ILO, 2020). 2015 წელს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის(UNFCCC) მხარეთა კონფერენციამ(COP), მიიღო პარიზის შეთანხმება- კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო მესამე ხელშეკრულება, რომელიც ვრცელდება ყველა სახელმწიფოზე, მათი განვითარების დონის მიუხედავად(UNFCCC, 2015). პარიზის შეთანხმება ადგენს, ერთი მხრივ, ოპერაციულ მიზანს, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 ° C-მდე შეზღუდვა წინარე ინდუსტრიულ დონესთან შედარებით და, მეორე მხრივ, სასურველ მიზანს, ტემპერატურის ზრდის 1.5 ° C-მდე შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით (Bodle, Donat, Duwe, 2016). მიუხედავად იმისა, რომ მიზანი არ აწესებს ვალდებულებას და გრძელვადიან გეზსა და მიმართულებას აღნიშნავს, მისი გზავნილი 1 წინარეინდუსტრიული/პრეინდუსტრიული დონე(ინგ. Pre-industrial level) გულისხმობს განვითარებულ ქვეყნებში ან ზოგადად, მასიური მრეწველობის დაწყებამდე პერიოდს. ტერმინი არ არის განსაზღვრული არც პარიზის შეთანხმების ტექსტში და არც COP-ის გადაწყვეტილებაში, თუმცა, IPCC იყენებს 1850-1900 წლების პერიოდს, ვინაიდან ეს არის ყველაზე ადრეული პერიოდი, რომელზეც მოიპოვება მონაცემები (თითქმის) გლობალური ტემპერატურის დინამიკის შესახებ. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 9 ნათელია- მიზნის მისაღწევად საზოგადოებისა და გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაცია გარდაუვალია(Thorgeirsson, 2016). შესაბამისად, ამ გამოწვევასთან გამკლავება მოითხოვს ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროების რესტრუქტურიზაციას, როგორიცაა ენერგია, ტრანსპორტი, შენობები, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვ. პარიზის შეთანხმებისა და სხვა განვითარებების საპასუხოდ, ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისათვის კლიმატ-ნეიტრალური იყოს და ჰქონდეს ისეთი ეკონომიკა, რომელშიც სათბურის აირების ჯამური ემისიების ბალანსი ნულს გაუტოლდება(EC, 2020). ჩინეთი პირობას დებს, რომ პიკს 2030 წელს მიაღწევს და უკვე 2060 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა იქნება(BBC, 2020). იაპონია და კორეა ეცდებიან, რომ ნულოვან ემისიებს 2050 წლისთვის მიაღწიონ(IISD, 2020). ამერიკის შეერთებული შტატები ხელახლა შეუერთდა პარიზის შეთანხმებას. მისი 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აქტიურად უჭერს მხარს იმას, რომ ქვეყანამ არაუგვიანეს 2050 წლისა, 100%-ით სუფთა ენერგიის ეკონომიკასა და ნულოვან ემისიებს მიაღწიოს(Biden, 2020). გაერთიანებული სამეფო გეგმავს, 2024 წლისთვის ენერგეტიკული სისტემიდან საერთოდ ამოიღოს ქვანახშირი(UK-BEIS, 2020). ამგვარად, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაპირებებისა და მოცემული ვითარების გათვალისწინებით, გლობალური ტენდენცია 20502060 წლისათვის დეკარბონიზაციისა და ნულოვანი ემისიებისკენ მიდის. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მთავრობები არ დებენ კლიმატთან დაკავშირებულ, მათ შორის, სათბურის აირების შემცირების პირობებს. იგივე ტენდენცია შეიმჩნევა კერძო სექტორშიც. ბევრმა მსხვილმა კომპანიამ მიზნად დაისახა სათბურის აირების ემისიების შემცირება ან დადო ნულოვანი ემისიების პირობა, შეუერთდა ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სქემებს, თავადვე დაიწესა საკუთარი ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა, ტყის ნულოვანი გაჩეხვის სტანდარტები და სხვ. ზოგადად, სათბურის აირების შემცირების პოლიტიკა მნიშვნელოვნად იმოქმედებს შრომის ბაზარსა და სამუშაოზე(ILO, 2010). მწვანე და დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა შექმნის ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს კვალიფიციური ადამიანური რესურსისთვის. თუმცა, ისეთ ინდუსტრიებში, სადაც ნახშირბადისა და წიაღისეული რესურსების გამოყენების ინტენსივობა მაღალია, ეს პროცესი სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს(ILO, 2018). დაბალი ნახშირბადის, ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკასა და საზოგადოებებზე გადასვლა შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნის, უნარ-ჩვევების ამაღლების, სიღარიბის აღმოფხვრისა და სოციალური სამართლიანობის ძლიერი მამოძრავებელი გახდეს, რაც, ასევე, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს(ILO, 2020). შრომის ბაზრის მოქნილობა და მისი მაღალი ხარისხი შეუფერხებელი სამართლიანი(მწვანე) ტრანზიციის წინაპირობაა. ზოგადად, ქვეყნისთვის სპეციფიკური შრომის ბაზრის ნაკლოვანებები და მოქნილობა განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენის დონეს შრომის ბაზარზე(OECD, 2011). მსოფლიოში წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული და დამოკიდებული სისტემიდან ისეთ სისტემაზე გადასვლის პროცესში, რომელიც სუფთა, დაბალნახშირბადიან განახლებად წყაროებსა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა, არსებითად მნიშვნელოვანია სამართლიანი და ინკლუზიური მიდგომების გამოყენება სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, გარემოსდაცვით, გენდერულ და ეთნიკურ თანასწორობაზე მკაფიო ფოკუსირებით. სხვადასხვა ინტერსექტორული და პანელური კვლევები, უკვე არსებული ტრანზიციის წარმატებული შემთხვევებიდან მიღებული გამოცდილება და გაკვეთილები, ასევე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) რევოლუცია(ან სტრუქტურული ცვლილებების წარმმართავი წინა განმაპირობებელი და მაფორმირებელი ფაქტორები) მიუთითებს, რომ მხოლოდ კარგად დაგეგმილი, ინკლუზიური და სამართლიანი ტრანზიციის პროცესი შეიძლება გახდეს პოზიტიური ცვლილებების განმაპირობებელი(ILO, 2016; OECD 2011). 10 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ საქართველო, შეუერთდა UNFCCC-ს, როგორც დანართ I-ში არ შესული ქვეყანა, 2 კიოტოს პროტოკოლს, კიოტოს პროტოკოლის დოჰას ცვლილებას და დაამტკიცა პარიზის შეთანხმება. ამიტომ საქართველოსთვის ძალაშია კლიმატის ცვლილების ყველა საერთაშორისო და სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულება, რაც მას შესაბამის ვალდებულებებს აკისრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოამზადა„განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“(NDC) და კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის(CSAP) პროექტები, როგორც NDC-ის განხორციელების ინსტრუმენტი. 3 უფრო ზუსტად, საქართველომ განსაზღვრა მისი მთავარი და სექტორული სათბურის აირების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები, მიმართულებები და ღონისძიებები 2030 წლისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს არ აქვს„მწვანე ზრდის სტრატეგია“, მაგრამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული. ხოლო, რაც შეეხება სამართლიანი ტრანზიციის პოლიტიკას, 2018 წელს ქვეყანა არ შეუერთდა„სოლიდარობისა და სამართლიანი ტრანზიციის სილეზიის დეკლარაციას“. 4 ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კლიმატის პოლიტიკასა და ამ სფეროში განხორციელებულ ქმედებებზე დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირი, პირობითობაზე დაფუძნებული ევროპეიზაციის პროცესით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით(AA) და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის გზით. შესაბამისად, მოსალოდნელია ევროპის მწვანე შეთანხმების გავლენაც, განსაკუთრებით საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკაზე. გარდა აღნიშნულისა, საქართველომ განახორციელა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნაციონალიზაცია, პრიორიტეტად განსაზღვრა 17-ვე მიზანი და დაადგინა ქვეყნისთვის სპეციფიკური კონკრეტული მიზნები და ინდიკატორები(GOG, 2019). როგორც უკვე აღინიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის არამდგრადი ეკონომიკური აქტივობებითა და თანმდევი სათბურის აირების ემისიებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეკონომიკურ აქტივობებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. აქედან გამომდინარე, იკვეთება დილემა: როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის და კეთილდღეობის ხელშეწყობა ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებების შემცირების პარალელურად. ამ დილემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად მიჩნეულია მწვანე ზრდა და მწვანე ეკონომიკა, რომლებიც რესურსების მოხმარებასთან და ემისიებთან დაკავშირებული ზრდის შეჩერებას მოიაზრებენ. რესურსებზე დამოკიდებულების ზრდის შეჩერება, ასევე, გახლავთ ცენტრალური იდეა გაეროს SDGs-ისა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა შეთანხმებისათვის 1980 წლიდან დღემდე. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა მომზადდა COVID-19-ის გლობალური პანდემიის პირობებში. ამჟამად ბევრმა სახელმწიფომ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაში უკვე შეიტანა„მწვანე აღდგენის“ ზომებიც. 5 მათ სოლიდური ფინანსები მიმართეს სუფთა ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ცირკულარული ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ. წამყვანი ექსპერტები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები დღეს ხმამაღლა საუბრობენ„მწვანე აღდგენაზე“, რომელიც„აშენებს უკეთესს“. ისინი ამტკიცებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი როდია და ის 2 იგ. Non-Annex I Country. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია ქვეყნებს ჰყოფს სამ კატეგორიად: დანართ I-ში ჩამოთვლილი/ შესული ქვეყნები, დანართ I-ში არ ჩამოთვლილი/არ შესული ქვეყნები, დანართ II-ში ჩამოთვლილი/შესული ქვეყნები. 3 NDC-ის და CSAP-ის სამუშაო ვერსიები 2019-2020 წლებში მომზადდა და სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვალში მიიღებს. 4„სილეზიის დეკლარაცია სამართლიანი ტრანზიციისა და სოლიდარობის შესახებ“ არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების საპასუხო და შერბილების ღონისძიებების თანდმევ, მოსალოდნელ სოცალურ-ეკონომიკურ ნეგატიურ შედეგებს და მიზნად ისახავს ამ პროცესის სოლიდარულად და სამართლიანი მეთოდებით წარმართვას. 5 იგ. Green Recovery ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 11 არ ფარავს ან აქრობს კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობას (Carbonbrief, 2020). პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში, ემისიების შემცირების გზით უნდა მოხდეს დეკარბონიზაცია და გაძლიერდეს ეკონომიკა დაბალნახშირბადიანი ინვესტიციებით. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად უთანასწოროა ჩვენი საზოგადოება და რამდენად დაუცველები ვართ კრიზისულ სიტუაციებში, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად და ნაკლებად უსაფრთხო,„არსებითი მნიშვნელობის არ მქონე“ სექტორებში მომუშავე ადამიანები, რომელთა საქმიანობის შესრულება სახლიდან შეუძლებელია(WB, 2020). 1.1. მეთოდოლოგია და შეზღუდვები კვლევა მიზნად ისახავდა გაეანალიზებინა თვისებრივად საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის პოტენციური გავლენა კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორებში დასაქმების ტენდენციებზე. ძირითადი ფოკუსი მიმართული იყო საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის ანალიზზე, იმისკენ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის ფარგლებში განხორციელებულ ინტერვენციებს სამუშაო ადგილებსა და პროფესიულ უნარებზე. ასევე, დასაქმებისა და, ზოგადად, შრომის ბაზრის მწვანე ტენდენციებზე. კვლევის პროცესი მოიცავდა სამაგიდო კვლევას, ორი შემთხვევის(ქეისის) ანალიზსა და შერჩეულ დაინტერესებულ მხარეებთან 11 სიღრმისეულ ინტერვიუს. კვლევა არ მოიცავს კლიმატის ცვლილებისა და მასთან ადაპტაციის ღონისძიებების პირდაპირ გავლენას დასაქმებაზე, ისევე, როგორც შერბილების პოლიტიკის ეფექტს ეკონომიკის სხვა სექტორებზე (მაგ.: ტურიზმი, განათლება და ა. შ.). მკვლევართა გუნდს არ შეუსწავლია საქართველოს შრომის ბაზრის სპეციფიკა, ნაკლოვანებები, სირთულეები და არ განუხორციელებია საილუსტრაციო სიმულაცია ან მოდელირება. გარდა ამისა, ექსპერტთა ჯგუფს არ გაუკეთებია კრიტიკული ანალიზი, ეკონომიკური შეფასება, შედარება, კლიმატის ცვლილების შერბილების დამატებითი ღონისძიებების და მათი სოციალურეკონომიკური სარგებლის კარგი პრაქტიკის კვლევა. შესაბამისად, აქ მოცემული მიგნებები და რეკომენდაციები ეყრდნობა ინტერვიუებს და კლიმატის ცვლილების შერბილების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზს. კვლევის პროცესის მთავარი დაბრკოლებები იყო თემის სირთულე, ურთიერთგადამკვეთი საკითხების სიმრავლე, რაოდენობრივი მონაცემების არარსებობა, ამ თემაზე და, ზოგადად, კლიმატის ცვლილების მიმართულებით, უშუალოდ საქართველოზე კვლევების სიმწირე, პანდემია, მასთან დაკავშირებული გაურკვევლობები და შეზღუდვები. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პანდემიის გამო, რესპონდენტები ყოყმანობდნენ და ეჭვით უყურებდნენ მომავალთან დაკავშირებულ პროგნოზებს. ასევე, ხელისშემშლელი გამოდგა საქართველოში ისეთი მაკროეკონომიკური მოდელების, ხარჯ-სარგებლიანობის და ხარჯეფექტიანობის ჩარჩოების არარსებობა, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებდა კლიმატის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ჰაერის ხარისხის, ტრანსპორტის, მიწათსარგებლიანობისა და ეკონომიკის მსგავს სფეროებს. როგორც წესი, ასეთი მოდელები და ჩარჩოები რაოდენობრივად აფასებს გავლენას და შესაძლებელს ხდის ინფორმირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს. 12 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ სამაგიდო კვლევა CSAP-ის და NDC-ის სამუშაო ვერსიები იყო ის ძირითადი წყაროები და საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა ქვეყნის კლიმატის ცვლილების შერბილების სამიზნე მაჩვენებლები და შრომის ბაზარზე პოტენციური გავლენა და ტენდენციები. პარიზის შეთანხმების მკაცრი რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველო ამჟამად ამზადებს გრძელვადიან დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიას (LT-LEDS), რათა განისაზღვროს შერბილების მთავარი სამიზნე მაჩვენებლები და მიმართულებები 2050 წლისათვის. ამასთან ერთად, ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველო ამზადებს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მოიცავს 2050 წლის პერსპექტივასაც. ორივე დოკუმენტის შექმნა, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამიტომაც საქართველოს ტრანსფორმაციის სიჩქარე და მიმართულება, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი. ამ კვლევაში, შესაბამისად, არ არის ასახული 2050 წლის შედეგები, გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის, მათი სამუშაო ვერსიების არარსებობის გამო. სამაგიდო კვლევა მოიცავდა ლიტერატურისა და მეორადი წყაროების ანალიზს. ამ ეტაპზე მთავარ ინტერესს წარმოადგენდა შემდეგი მიმართულებები: პარიზის შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკა, ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოტენციური გავლენები საქართველოზე, საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და დასაქმების პოლიტიკა (ძირითადი ტენდენციები და მაფორმირებელი ფაქტორები), კლიმატის ცვლილების შერბილებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო, სამართლიანი ტრანზიციის დისკურსები, კვლევითი ცენტრებისა და ორგანიზაციების მიერ მწვანე და დაბალნახშირბადიან სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები(მათ შორის ILO, UNFCCC, OECD, IISD, EU და ა. შ.). სიღრმისეული ინტერვიუები მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუები ჩატარდა CSAP-ის სექტორის შესაბამისად. შეზღუდული დროის გამო, რესპონდენტები განსაკუთრებით ფრთხილად შეირჩნენ, წარმოადგენდნენ ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ სფეროსა და კერძო ბიზნესს. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ყველა სიღრმისეული ინტერვიუ ონლაინ ჩატარდა. სიღრმისეული ინტერვიუს კითხვარს ჰქონდა შემდეგი სტრუქტურა: ა სტატუს-კვოს შეფასება- რესპონდენტებს ეთხოვათ, შეეფასებინათ კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის სექტორებში არსებული ამჟამინდელი ტენდენციები და გამოეთქვათ საკუთარი მოლოდინები ამ სექტორის მომავალი განვითარების შესახებ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში(2025, 2030 და 2050 წლისათვის, შესაბამისად); ბ ცნობიერების დონის შეფასება- რესპონდენტებს დაუსვეს კითხვები საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკისა და ამ კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ, რათა შეეფასებინათ, თუ რამდენად იყვნენ დაინტერესებული მხარეები ინფორმირებულნი ქვეყნის კლიმატის შერბილების პოლიტიკისა და მისი სამომავლო მიმართულების შესახებ; ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 13 გ საქართველოს შრომის ბაზარზე კლიმატის შერბილების პოლიტიკის შესაძლო გავლენის იდენტიფიცირება და შეფასება- რესპონდენტებს დაუსვეს კითხვები, თუ რა გავლენა ექნებოდა უკვე დაგეგმილ შერბილების ღონისძიებებს და ქვეყნის მიერ მწვანე ეკონომიკისკენ მისწრაფებით აღებულ ვალდებულებებს შრომის ბაზარზე, დასაქმებაზე, განათლებაზე, პროფესიულ უნარებსა და ა. შ. ეს გავლენები უნდა დაესახელებინათ დროის სამი- მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი- პერიოდისათვის; დ კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკასთან დაკავშირებული საფრთხეები და შესაძლებლობები დასაქმებისათვის- რესპონდენტებს ეთხოვათ, ჩამოეთვალათ შესაბამის სექტორში მათ მიერ აღქმული საფრთხეები, შესაძლებლობები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; ე ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით სტატუს-კვოსა და შესაძლებლობების შეფასება – რესპონდენტებს ეთხოვათ, გამოეკვეთათ ტრანზიციის პროცესში ქალთა გაძლიერებისა და ქალთა დასაქმების შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი იმ დარგებში, სადაც კაცები დომინირებენ. ინტერვიუები ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილების შერბილების შვიდ სექტორზე(შერჩეული CSAP-ის მიხედვით):  ენერგიის გენერაცია და გადაცემა;  ტრანსპორტი;  შენობები;  ნარჩენების მართვა;  სოფლის მეურნეობა;  სატყეო მეურნეობა;  მრეწველობა. 6 კონკრეტული შემთხვევის(ქეისის) კვლევა შეირჩა ორი მაგალითი შემდეგი საკითხების სადემონსტრაციოდ: 1. სამუშაო ადგილები, რომლებიც გაქრება; 2. ტრანზიციის პროცესში ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესაძლებლობები. აქედან პირველი არის ტყიბულის შემთხვევა, რომელზეც შეიძლება ნეგატიურად აისახოს კლიმატის ცვლილების გლობალური საპასუხო ზომები და კლიმატის ცვლილების შერბილების გლობალური ტენდენციები, ხოლო მეორე შემთხვევა, განიხილავს ტრანზიციის პროცესში კაცებით დომინირებულ დარგებში ან/და თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის შესაძლებლობებს და კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორებში, გენდერულ მეინსტრიმინგს. 6 CSAP-ის სამუშაო ვერსიის მიხედვით, საქართველო ესწრაფის 2030 წლისათვის შეამციროს მრეწველობის სექტორის სათბურის აირების ემისიები 5%-ით, საბაზისო სცენართან შედარებით. ამისათვის სახელმწიფო განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მიაქცევს დაბალნახშირბადიანი მრეწველობის მხარდაჭერას, კერძოდ, სამრეწველო პროცესებიდან წარმოქმნილი ემისიების და სამრეწველო ობიექტების მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების წახალისებით, ასევე, კლიმატ-მეგობრული ტექნოლოგიების წახალისების გზით. ამგვარად, ინდუსტრიის ის ნაწილი, რომელიც ენერგიის მოხმარებას ეხება, ზუსტად შეესაბამება შენობების, ენერგიის გენერაციისა და გადაცემის ქვეთავებში წარმოდგენილი ენერგოეფექტურობის ტენდენციებს. სამრეწველო პროცესების თვალსაზრისით, CAP-ში არის მხოლოდ ერთი ღონისძიება, რაც გულისხმობს კონკრეტულ ქარხანაში, რუსთავი აზოტში, ფილტრების გამოცვლასა და ქარხნის აზოტის ოქსიდის ემისიების დაახლოებით 95%-ით შემცირებას, რაც დიდ ცვლილებას არ მოახდენს დასაქმებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევის მთავარი ინტერესი არ ყოფილა კლიმატმეგობრული ინდუსტრიული ტექნოლოგიები და მათი განვითარება, შესაბამისად, არცერთი ინტერვიუ არ ჩატარებულა სამრეწველო სექტორის წარმომადგენელთან და ეს დარგიც ცალკე თავში განხილული არ არის. 14 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ტრანზიციის პროცესის განმარტება და გამოწვევები მოცემულ თავში მოკლედ იქნება წარმოდგენილი ის ძირითადი ცნებები და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საკვლევი საკითხის უკეთ გასაგებად. იმის გამო, რომ ქვეყანაში კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და მწვანე ეკონომიკის შესახებ ცნობიერება დაბალია და, თანაც, ამ სფეროში საქართველოში ჩატარებული კვლევა პრაქტიკულად არ მოიპოვება, ავტორებმა საჭიროდ ჩათვალეს, განემარტათ ის ძირითადი ცნებები, რომლებიც კვლევის საყრდენია და უზრუნველეყოთ მკითხველი საკითხთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის„მწვანე ზრდა“ და „მწვანე ეკონომიკა“ კლიმატის ცვლილებაზე საპასუხო დომინანტურ პოლიტიკად განიხილება. სწორედ ამიტომ, წინამდებარე თავში წარმოდგენილია ინფორმაცია პარიზის შეთანხმების, ტრანზიციის პროცესის, დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის, მწვანე ეკონომიკის, დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის, მწვანე სამუშაო ადგილების, ღირსეული სამუშაო ადგილების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და სამართლიანი ტრანზიციის შესახებ. 2.1. პარიზის შეთანხმება პარიზის შეთანხმება, რომელიც ისტორიულად გარდამტეხი წერტილია, სამ ძირითადად მიზანს განსაზღვრავს:(1) გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 ° C-მდე შეზღუდვას, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 ° C-მდე შეზღუდვის მცდელობას, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით;(2) კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ხელშეწყობას და(3) ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას სათბურის აირების დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზებთან. პარიზის შეთანხმება(სხვადასხვა მასშტაბით) მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების შერბილება, ადაპტაცია, დანაკარგები და ზიანი, ფინანსები, ტექნოლოგიების გადაცემა, შესაძლებლობების განვითარება, განათლება, გამჭვირვალობა, შესაბამისობა, პროცედურული საკითხები, ინსტიტუციური მოწესრიგება. პარიზის შეთანხმების გამჭვირვალობის მოთხოვნები, გადახედვის პროცესები, გლობალური შედეგების შეფასება, შესაბამისობა და შესრულების მექანიზმები, ამ შეთანხმების განმსაზღვრელი საფუძვლები და მთავარი არსია. უპირველეს ყოვლისა, პარიზის შეთანხმება წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დონეზე დარეგულირების მცდელობასა და ძალისხმევაში პარადიგმის ცვლილებას. მისი მთავარი ელემენტებია: 1. პარიზის შეთანხმება მოითხოვს მხარეებისგან ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების განვითარებასა და წარდგენას(NDC),„თუმცა მხარეები არ არიან ვალდებულნი ამას მიაღწიონ“; 2. ადგენს საერთაშორისოდ მოლაპარაკებულ, პროცედურულ ვალდებულებებს, რათა ყველა მხარემ გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულებით შეიტანოს წვლილი ემისიების შემცირებაში; 3. დგას ამბიციის ზრდის ციკლზე, მხარეებმა დროთა განმავლობაში გაზარდონ ამბიციები და გააძლიერონ მოქმედებები; 4. ადგენს დიფერენცირებისადმი ნიუანსირებულ მიდგომას, მორგებულს თითოეული საკითხისადმი, რომელიც შერბილების პოლიტიკის კონტექსტში ეყრდნობა მხარეების მიერ თვითდიფერენცირებას (განვითარებულ ან განვითარებად) NDC-ებში და ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 15 მოქნილობას შესაბამისი ეროვნული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით(Bodansky, Rajamani, 2019). პარიზის შეთანხმებას ჰყავს 189 მხარე, მათ შორის ევროკავშირი. 7 შვიდმა ქვეყანამ ხელი მოაწერა, თუმცა ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული. შესაბამისად, ამ სახელმწიფოებისათვის შეთანხმება ძალაში შესული არ არის. მათ შორის არიან საქართველოს ახლო ეკონომიკური პარტნიორები, თურქეთი და ირანიც. იმავე 21-ე UNFCCC-ის მხარეთა შეხვედრაზე(COP21), რომელმაც პარიზის შეთანხმება მიიღო, აგრეთვე მიიღეს 11/CP.21 გადაწყვეტილება„საპასუხო ზომების იმპლემენტაციის გავლენაზე ფორუმის და სამუშაო პროგრამის“ გაგრძელებისა და გაუმჯობესების შესახებ. მასში შედის ორი სფერო:(1) ეკონომიკური დივერსიფიკაცია და ტრანსფორმაცია;(2) სამუშაო ძალის სამართლიანი ტრანზიცია და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. ცხრილი 1:  პარიზის შეთანხმების შესახებ ინფორმაციული ნაწილი ē პარიზის შეთანხმება არის მკაცრი, რბილი და არა-სამართლის ნორმების ნაკრები, უფრო ზუსტად კი ვალდებულებების, რეკომენდაციებისა და სისტემის მხრიდან მოლოდინების მიქსი; ē პრეამბულაში, სხვა თემებთან ერთად, ნახსენებია„სამუშაო ძალის სამართლიანი ტრანზიცია“, „ღირსეული და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“,„ადამიანის უფლებები“ და „განვითარების უფლება“; ē მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს სათბურის აირების ემისიებმა პიკს, თუმცა, ამასთანავე, აღიარებს, რომ განვითარებად ქვეყნებს მეტი დრო დასჭირდებათ ამისთვის; ē მიზნად ისახავს პიკის შემდეგ სათბურის აირების ემისიების სწრაფ შემცირებას, საუკეთესო ხელმისაწვდომი მეცნიერების გზით და საუკუნის მეორე ნახევარში მიიღწეს ბალანსი ანთროპოგენური ემისიების წყაროებსა და სათბურის აირების მშანთქმელებს შორის; ē განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს ანიჭებს თვითდიფერენცირების თავისუფლებას. განვითარებად სახელმწიფოებთან მოქნილია შემდეგი საკითხების მიმართ: ემისიების პიკი, ამბიცია, კლიმატის ცვლილების შერბილების ძალისხმევა, იმპლემენტაცია, საჭიროებები, მხარდაჭერა და ა. შ.; ē თითოეული წევრისგან მოითხოვს,„მოამზადოს, შეატყობინოს და შეინარჩუნოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, რომელის მიღწევასაც აპირებს“. მხარეების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ NDC-ებს მიაღწევენ და პროგრესულად გაზრდიან ამბიციებს; ē მოლოდინია, რომ მხარეები აგრეთვე შეიმუშავებენ გრძელვადიან სტრატეგიებს; ē არ იძლევა დეკარბონიზაციისათვის შაბლონს, მოდელს ან გეგმას. მხარეები თავისუფლები არიან თავიანთი მეთოდის და გზის არჩევაში; 7 2020 წლის 4 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დატოვა პარიზის შეთანხმება, თუმცა ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკვე ხელახლა შეუერთდა მას. 16 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ē იძლევა ემისიების შემცირების შედეგების საერთაშორისო ტრანსფერის გზით დანერგვის შესაძლებლობას, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიმართ. აგრეთვე, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და უზრუნველყოფს გარემოს მთლიანობას და გამჭვირვალობას ძლიერი ანგარიშგების გზით; ē არასაბაზრო მიდგომები(შერბილება, ადაპტაცია, ფინანსები, ტექნოლოგიური ტრანსფერი და შესაძლებლობების განვითარება) იმპლემენტაციის ინტეგრირებული, ჰოლისტიკური და დაბალანსებული საშუალებებია; ē შეთანხმება ხორციელდება იმგვარად, რომ ასახოს სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი, განსხვავებული ეროვნული გარემოებების პრინციპების გათვალისწინებით. 2.2. დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე ტრანზიცია ეკონომიკის ტრანზიცია, უპირველესად, გულისხმობს დაგეგმვის, წარმოების, დისტრიბუციის, მოხმარების, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ცვლილებას, თუმცა, ამასთანავე, მოიაზრებს იმ მექანიზმების გარდაქმნას, რომლითაც ეკონომიკური ზრდა, ბიზნესის ორგანიზება და სახელმწიფო თუ კერძო ინვესტიციების წარმართვა ხორციელდება. როგორც აღვნიშნეთ, მწვანე ზრდის/დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის დღის წესრიგის განხორციელება შრომის ბაზარზე იმაზე გაცილებით უფრო მასშტაბური ცვლილებებით აისახება, ვიდრე ე. წ.„მწვანე სამუშაო ადგილების“ შექმნაა. მწვანე ზრდასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს თან ახლავს დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის ხარჯებიც. შესაძლებლობებში სამუშაო ადგილების შექმნა მოიაზრება, თუმცა, დანახარჯები„ყავისფერ სექტორებში“ 8 სამუშაოების გაქრობას და იმ სირთულეებს გულისხმობს, რომლებიც ასეთ ინდუსტრიებზე ძლიერდამოკიდებულ ადგილობრივ ეკონომიკასა და საზოგადოებას შეექმნება. ზოგადად, დადგენილია, რომ, სულ მცირე, მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში, შერბილების პოლიტიკის ფარგლებში გატარებულ ბევრ ღონისძიებას ექნება წმინდა ხარჯები, მათ შორის, ტრანზიციისა თუ რეგულირების. თუმცა, ისინი მომავალი ზიანის თავიდან არიდების საზღაურია, ზიანი კი შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს(WB, 2013). ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კლიმატის პოლიტიკის ისე შემუშავება, რომ ხარჯების დონე რაც შეიძლება დაბალი დარჩეს და, ამავდროულად, მაქსიმალურად გამოიყენებოდეს დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის მიერ მოტანილი ეკონომიკური უპირატესობები და სარგებელი(WB, 2013). მწვანე ზრდის კონცეფცია ადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა შეიძლება მდგრადი და თავსებადი იყოს გარემოს დაცვასთან. ამიტომაც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა უნდა აღიქმებოდეს არა როგორც ტვირთი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ მასთან სრულიად თავსებადი რამ. 8 უმეტესად წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული(ასევე, მათი წარმოების კუთხით) დარგები, მაგ. ქვანახშირი, ნავთობის და გაზი. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 17 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ(OECD) თავის კვლევაში გამოყო გლობალიზაციასა და/ან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების რევოლუციასთან დაკავშირებული შრომის ბაზრის რეგულირების ოთხი თავისებურება, რომელიც, სავარაუდოდ, დამახასიათებელი იქნება მწვანე შრომის ბაზარზე ტრანზიციის პროცესისთვისაც: 1 ის განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს რამდენიმე კონკრეტულ დარგში დასაქმებულ ადამიანებზე; 9 2 სამუშაო ძალის გადაადგილება უსათუოდ მთავარ როლს ითამაშებს მწვანე ზრდაზე ტრანზიციის პროცესში; 10 OECD-მ ხაზი გაუსვა, რომ მწვანე ეკონომიკაზე შეუფერხებელი გადასვლის წინაპირობა შრომის ბაზრის მოქნილობაა(OECD, 2011). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა, გაცხადებულად თუ გაუცხადებლად, მისი მწვანე/დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილია(OECD, 2011) და ის სამუშაო ადგილებზე სამი გზით მოახდენს გავლენას-„შექმნით“, „გაქრობითა“ და„გარდაქმნით“, თუმცა, ხარისხობრივად- ოთხგვარად: სამუშაო ადგილების შექმნით, სამუშაო ადგილების ჩანაცვლებით, მათი გაქრობითა და სამუშაო ადგილის გარდაქმნა-ხელახლა განსაზღვრით(UNFCCC, 2018).(იხ. დიაგრამა 1: მწვანე სამუშაო ადგილების უპირატესობები). 3 მწვანე ტექნოლოგიების განვითარება, სავარაუდოდ, იმოქმედებს დასაქმებულებსა და სამუშაო ადგილებზე; 11 4 არაპირდაპირი ეფექტები იქნება პროდუქციის ფასებისა და რეალური ხელფასების ცვლილება, რომელიც გამოწვეული იქნება კონკრეტული მრეწველობებისათვის პროდუქტებზე ფასების ზრდით. ცხრილი 2: ცხრილი 2:  დაბალემისიიან ტრანზიციასთან დაკავშირებული საკვანძო ცნებები კლიმატის ცვლილების შერბილება- ანთროპოგენური ჩარევა სათბური აირების წყაროებიდან ემისიების შესამცირებლად ან სათბურის აირების მშთანთქმელების გაზრდის გზით(IPCC, 2006). 9 შედარებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ანალოგია: მწვანე სექტორში დასაქმებული ადამიანები ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორც ICT რევოლუციით პირდაპირ მოსარგებლე პირები, მაგ.: პროგრამული ინჟინრები და წარმატებული საექსპორტო ინდუსტრიის თანამშრომლები, მაშინ როცა ყველაზე დამაბინძურებელ ინდუსტრიებში დასაქმებულები ჰგვანან ჩანაცვლებულ ტექნოლოგიებში სპეციალიზებულ კადრებს, მაგ.: საბეჭდი მანქანის მბეჭდავი. 10 გულისხმობს დასაქმების სექტორულ ბალანში მოსალოდნელ ცვლილებებს. 11 ახალი მწვანე ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა საჭიროებს, თანადროულად დაიხვეწოს სპეციალიზებული და მაღალკვალიფიციური მკვლევარები და წარმოების მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი იქნებიან ეკო-ინოვაციების მიმართულებით მომუშავე კომპანიებში ან თანამედროვე გარემოს დაცვითი საქონლისა და სერვისების წარმოებაში. 18 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ შერბილების სექტორები- სათბურის აირების ემისიები და მშთანთქმელები დაყოფილია სექტორების მიხედვით, რომლებიც ჯგუფდება შესაბამისი პროცესების, წყაროებისა და რეზერვუარების მიხედვით: ენერგეტიკა, სამრეწველო პროცესები და პროდუქტების გამოყენება(IPPU), სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და მიწათსარგებლობა(AFOLU), ნარჩენები(IPCC, 2006). მწვანე ეკონომიკა- დაბალნახშირბადიანი, რესურსეფექტიანი და სოციალურად ინკლუზიური ეკონომიკა. მასში დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა განპირობებულია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების ისეთი ეკონომიკური აქტივობების, ინფრასტრუქტურისა და აქტივებისაკენ მიმართვით, რომლებიც ხელს უწყობენ სათბურის აირების ემისიების და დამაბინძურებლების შემცირებას, აუმჯობესებენ რესურსებისა და ენერგო ეფექტურობას, თავიდან ირიდებენ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების კარგვას(UNEP, 2019). მწვანე ეკონომიკა, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკის ფორმულირების, შეფასებისა და განხორციელების ისეთი მიდგომა, რომელიც უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას(GIZ, 2016). მწვანე ზრდა- ეკონომიკური ზრდა მწვანე ეკონომიკის პირობებში ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწვანე ეკონომიკის მიდგომების დანერგვის შედეგი(GIZ, 2016). დაბალნახშირბადიანი ეკონომიკა- ეკონომიკა, რომელშიც ენერგია უმეტესად იწარმოება არა ნახშირბადის ინტენსიური წყაროებიდან, როგორიცაა, მაგალითად, წიაღისეული საწვავი(მათ შორის, ქვანახშირი, ნავთობი და გაზი), არამედ იწარმოება უფრო სუფთა ან ნახშირბადის ნაკლებად ინტენსიური წყაროებიდან. ესენია ქარის, მზის, ჰიდროელექტრო, გეოთერმული და ტალღების ენერგია (Linnenlueck et al., 2018). ენერგეტიკის სექტორის ეს ფუნდამენტური რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, რესურსინტენსიური წარმოება და წიაღისეული საწვავიდან უფრო სუფთა წყაროებზე გადასვლა, იწვევს შრომის ბაზრის„გამწვანებას“, აგრეთვე, გარდაქმნის გარკვეულ სამუშაო ადგილებსა და მოთხოვნილ პროფესიულ უნარ-ჩვევებს. საგრძნობ ტრანსფორმაციას განიცდიან ისეთი დარგებიც, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის და სატყეო მეურნეობა, თევზის რეწვა, წარმოება, მოხმარება, ნარჩენების მართვა, მომსახურება, მშენებლობა, ტრანსპორტი და სხვ. მწვანე სამუშაო ადგილები- ღირსეული, ხარისხიან სამუშაო ადგილები, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს დაცვასა და აღდგენას, იქნება ეს სამუშაო ადგილები ტრადიციულ დარგებში(წარმოება და მშენებლობა) თუ ახალ, მწვანე სექტორებიდან წარმოშობილ დარგებში ახალი„მწვანე პროდუქცითა ან მომსახურებით“, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა(ILO)(იხ. დიაგრამა 1: მწვანე სამუშაო ადგილების უპირატესობები). დაბალნახშირბადიანი სამუშაო ადგილები- სამუშაოები ისეთ დარგებში, რომლებიც ქმნიან სუფთა ენერგიის ეკონომიკას, მათ შორის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, ალტერნატიული ტრანსპორტისა და საწვავის მიმართულებით. ღირსეული სამუშაო- ისეთი სამუშაო, რომელიც„პატივს სცემს როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ისე დასაქმებულთა უფლებებს შრომითი უსაფრთხოებისა და შრომის ანაზღაურების სფეროში,[…] აქვს პატივისცემა დასაქმებულის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომაროებისა და მის მიერ შესრულებული საქმის მიმართ“(CESCR, 2006). ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 19 დიაგრამა 1: დიაგრამა 1:  მწვანე სამუშაო ადგილების უპირატესობები სათბურის აირების ემისიების შეზღუდვას ენერგიისა და ნედლეულის ეფექტურობის გაუმჯობესებას   ნარჩენებისა და დაბინძურების მინიმალიზაციას კლიმატის ცვლილებების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციას  მწვანე სამუშაო ადგილები ხელს უწყობს  ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას დიაგრამა 2:  სამუშაო ადგილებზე შერბილების პოლიტიკის გავლენის ახსნა  სამუშაო ადგილების შექმნა ნახშირბადის დაბალი ინტენსივობის პროდუქტების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება გამოიწვევს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას რიგ სექტორებში. ეს მოსალოდნელია ისეთ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ენერგო ეფექტურობა, ორგანული სოფლის მეურნეობა და სხვ.  სამუშაო ადგილების ჩანაცვლება ეკონომიკის დაბალიდან უფრო მაღალ ეფექტურზე, მაღალი ინტენსივობის ნახშირბადიანიდან დაბალნახშირბადიანზე და მაღალიდან ნაკლებად დამაბინძურებელ ტექნოლოგიებზე გადასვლის გამო. მაგ.: სატვირთო მანქანებით გადაზიდვის ჩანაცვლება რკინიგზით, შიდაწვის ძრავების ავტომობილების ჩანაცვლება ელექტრომობილებით და ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოთავსებიდან გადამუშავებაზე.  სამუშაო ადგილების გაქრობა წარმოების დახურვის ან მასიურად შემცირების შედეგად, პირდაპირი ჩამნაცვლებლის გარეშე. მოსალოდნელია იმ დარგებში, რომლებშიც ენერგო და რესურსების ინტენსიური მოხმარება სრულად შეწყდება ან საგრძნობლად შემცირდება. მაგ.: ქვანახშირის ფართომასშტაბიანი მოპოვება და წვა.  სამუშაოების გარდაქმნა- ხელახლა განსაზღვრა დასაქმებულების დიდი, შეიძლება, უმეტესი ნაწილისათვის(სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, ლითონსა და მშენებლობაზე მომუშავე ადამიანები) სამუშაო უბრალოდ ტრანსფორმირდება და მათი ყოველდღიური პრაქტიკა, უნარები, მეთოდები და სამსახურის პროფილები„მწვანედ“ გარდაიქმნება. 20 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 2.3.  სამართლიანი ტრანზიცია „სამართლიანი ტრანზიციის“ კონცეფცია ახალი არ არის, ის შრომითი უფლებების შესახებ მოძრაობებიდან იღებს სათავეს, თუმცა, კლიმატის ცვლილების შერბილებით გამოწვეულ დისკურსში ხელახლა იძენს მნიშვნელობას. როგორც აღვნიშნეთ,„სამართლიანი ტრანზიცია“ ნახსენებია პარიზის შეთანხმების პრეამბულაში, თუმცა, არ არის განმარტებული. მიუხედავად ამისა, პრეამბულაში ყოფნა მაინც მიანიშნებს კლიმატის პოლიტიკის უარყოფითი გავლენების მინიმუმამდე დაყვანის და პოზიტიური სოციალური გავლენების მაქსიმალიზაციის მნიშვნელობაზე დასაქმებულთათვის და თემებისათვის(Grantham, 2019). ის მიზნად ისახავს შეამციროს მსოფლიოს მასშტაბით ზრდადი უთანასწორობა და წარმოადგენს უთანასწორობის შესამცირებლად გატარებული წარუმატებელი პოლიტიკის გამოსწორების საშუალებას(Heffron, McCauley, 2017). ერთი მხრივ, სამართლიანი ტრანზიცია გულისხმობს ისეთი მოწყვლადი თემების საჭიროებების გათვალისწინებას, რომლებიც დამოკიდებულები არიან არამდგრად და ნახშირბადინტენსიურ პრაქტიკებზე და/ან დასაქმებულნი არიან არამდგრად და ნახშირბადინტენსიურ ინდუსტრიებში. მეორე მხრივ, ითვალისწინებს იმასაც, რომ გატარდეს ისეთი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს ადამიანების საარსებო წყაროებს, და არ გაზრდის სიღარიბის დონეს. სამართლიანი ტრანზიცია, არ არის უბრალოდ მორიგი ან დამატებითი ტრანზიცია, არამედ მწვანე/დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე სამართლიანი გადასვლა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია(ILO) და საერთაშორისო პროფკავშირები აქტიურად ლობირებენ „სამართლიან ტრანზიციას“ და ისეთ ქვეყნებს, რომლებშიც„კლებადი ინდუსტრიები“ დომინირებენ, 12 მოუწოდებენ ტრანზიციის სამართლიანი გზით დაგეგმვისა და რაც შეიძლება მალე დაწყებისაკენ, რადგან ცვლილებები დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ეს პროცესი. უპირველეს ყოვლისა, ყველა ტიპის დაინტერესებული მხარეების ჩართულობას გულისხმობს(Heffron, McCauley, 2017). 2013 წელს ILO-მ მიიღო სამართლიანი ტრანზიციის ჩარჩო, 2015 წელს კი მისმა მმართველმა საბჭომ აამოქმედა სარეკომენდაციო არასავალდებულო „სახელმძღვანელო პრინციპები ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ სამართლიანი ტრანზიციისთვის.“ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ საორიენტაციოს მთავრობებისა და სოციალური პარტნიორებისათვის, არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, განხორციელდეს და მონიტორინგი გაეწიოს პოლიტიკის ჩარჩოს სამართლიანი ტრანზიციის პრინციპებს, ეროვნული გარემოებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად(ILO, 2015). 12„კლებადი ინდუსტრია“ არის ისეთი ინდუსტრია, სადაც მოთხოვნა და ეკონომიკური ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნეგატიურია. კლიმატის ცვლილების კონტექსტში, იგულისხმება ისეთი ინდუსტრიები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის გამო მოთხოვნისა და ეკონომიკური ზრდის კლების ტენდენციას განიცდიან. მაგ.: ქვანახშირის ინდუსტრია ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 21 ცხრილი 3: ცხრილი 3:  ინფორმაცია ILO-ის„სახელმძღვანელო პრინციპები ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ სამართლიანი ტრანზიციისთვის“ შესახებ პრინციპები: პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის ერთდროულად გასათვალისწინებლად: ძირითადი სახელმძღვანელო მითითებები მთავრობისა და სოციალური პარტნიორებისათვის: მთავრობებმა უნდა: ē უზრუნველყონ ეროვნულ გეგმებსა და პოლიტიკაში სამართლიანი ტრანზიციის დებულებების ინტეგრაცია, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვითი ეროვნული სამოქმედო გეგმებით გაწერილი მიზნები. ეს დებულებები უნდა ინტეგრირდეს ყველა სამინისტროს დღის წესრიგში და მხოლოდ ერთ რომელიმე მათგანს არ უნდა დაეკისროს მათი აღსრულება; 22 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ მაკროეკონომიკური და ზრდის პოლიტიკა ინდუსტრიული და სექტორული პოლიტიკა სამეწარმეო პოლიტიკა უნარების განვითარება შრომის უსაფრთხოება და ჯანდაცვა სოციალური დაცვა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა უფლებები სოციალური დიალოგი და ტრიპარტიზმი მყარი სოციალური კონსესუსი მიზნებისა და მიმართულებების შესახებ სოციალური დიალოგი, როგორც პოლიტიკის წარმოების განუყოფელი ნაწილი მდგრადობა არის ფუნდამენტი მუშაობისას ძირითადი პრინციპებისა და უფლებების პატივისცემა, წახალისება და შესრულება მყარი გენდერული პარამეტრი პოლიტიკასა და პროგრამებში სპეციფიკური გენდერული პოლიტიკა სამართლიანი შედეგების ხელშესაწყობად თანმიმდევრული პოლიტიკა ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური, საგანმანათლებო და სამუშაო პორტფოლიოების მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკა სამართლიანი ტრანზიციის ჩარჩოს ყველასთვის უზრუნველყოფისთვის არ არსებობს „ერთი ზომა ყველასთვის“ პოლიტიკა ქვეყნების სპეციფიკური პირობების პარალელურად ē საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ან გააძლიერონ შრომის ბაზრის ძირითადი მონაცემების არსებობა და მათზე ხელმისაწვდომობა, წინასწარ შეაფასონ გარემოსდაცვითი პოლიტიკის სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება და მისი გავლენა დასაქმებაზე, რათა სწორად აირჩიონ პოლიტიკის კურსი; ē პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მისი აღსრულებით და შეფასებით დამთავრებული, ყველა ეტაპზე აქტიურად ჩაერთონ დიალოგში. ნებისმიერ დონეზე შეუწყონ ხელი დიალოგის მექანიზმებისა და სტრუქტურის შექმნას, განვითარებასა და ფორმალიზაციას, რათა განხილულ იქნას საუკეთესო საშუალებები სახელმწიფოში სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. მთავრობებმა სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით უნდა: ē განახორციელონ მდგრადი განვითარებისა და სამართლიანი ტრანზიციის მაკროეკონომიკურ და ზრდის პოლიტიკაში ინტეგრაცია, მის შესაბამისობაში მოიყვანონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნები, დანერგონ შესაბამისი რეგულაციები და ინსტრუმენტები, რითაც წაახალისებენ ეკონომიკურად მდგრად აქტივობებზე გადასვლას, განახორციელონ ინვესტირება სახელმწიფო სახსრების ეკონომიკის გამწვანებაში, განავითარონ ვაჭრობა და საინვესტიციო პოლიტიკა მწვანე ტექნოლოგიებზე, მწვანე ინოვაციებსა და სამუშაო ადგილებზე წვდომის გასამარტივებლად; ē წაახალისონ, დაავალონ და, საჭიროების შემთხვევაში, შემოიღონ რეგულაციები მწვანე ეკონომიკისთვის რელევანტურ დარგებსა და ქვედარგებში მოთხოვნის, ინვესტიციებისა და საბაზრო განვითარების სტიმულირებისათვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ინდუსტრიებს, რეგიონებს, თემებს და მომუშავეებს, რომელთა საარსებო წყაროც დამოკიდებულია ტრანზიციის ნეგატიურ შედეგებზე; ē გარდაქმნან და გააძლიერონ საჯარო დასაქმების ცენტრები, მათ შორის, მათი, როგორც ტრანზიციის აგენტების, როლის განვითარება. ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაცია, მითითებები, შესაბამისი მომსახურება და ტრენინგები. ამ მომსახურების გაუმჯობესება შესაძლებელია სამუშაოს მაძიებელთა დახმარების ინოვაციური შეთავაზებების გაფართოებით; ē ჩამოაყალიბონ პოლიტიკა სოციალური დაცვის მექანიზმებით, მათ შორის, უნდა იყოს უმუშევრობის დაზღვევა და შეღავათები, ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სამუშაო ძალის გადაჯგუფების შესაძლებლობა და სხვა შესაბამისი ზომები, რათა მხარდაჭერილ იქნან მდგრად განვითარებაზე გადასვლით დაზარალებული საწარმოები და მუშაკები; ē ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ეროვნულ, ადგილობრივ, საწარმოო და განსაკუთრებით ინდუსტრიების დონეზე, სადაც სოციალურ პარტნიორებს შეუძლიათ, წამყვანი როლი ითამაშონ სოციალური დიალოგის, მათ შორის, კოლექტიურ შრომით მოლაპარაკებაში, ღირსეული სამუშაოს შექმნაში, საჭირო უნარებისა და დასაქმების გამოწვევების პროგნოზირებაში, ადეკვატური და განგრძობადი ტრენინგების შემუშავებაში და სხვ.; ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 23 ē გადადგან ნაბიჯები და შეიმუშაონ სამოქმედო ზომები ღირსეული სამუშაოს ფორმალიზაციისა და ხელშეწყობისათვის, განსაკუთრებით კი, თუმცა არა მხოლოდ, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სექტორში; ē უზრუნველყონ დახმარება და მხარდაჭერა იმ მენეჯმენტისა და მუშაკებისათვის, რომლებიც მაღალნახშირბადიან, მაღალდამაბინძურებელ და რესურსინტენსიურ ოპერაციებისგან გარდამავალ ბიზნესაქტივობებს ახორციელებენ. ასეთი მხარდაჭერა უნდა მოიცავდეს ერთხმად შეთანხმებულ ხელსაყრელ პირობებში ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმებს ისევე, როგორც წახალისებას ინოვაციებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარებისთვის, ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკაზე სამართლიანი გადასვლის ხელშესაწყობად; ē ჩამოაყალიბონ კვალიფიკაციის ამაღლების ჰოლისტიკური პოლიტიკა მწვანე სამუშაოებისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად, მათ შორის, კოორდინირება გაუწიონ პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემას გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ეკონომიკის გამწვანების შესაბამისად, აგრეთვე, განიხილონ აღნიშნულ საკითხზე ორმხრივი ან სამმხრივი ხელშეკრულების დადება. გარდა ამისა, საჭირო უნარების შეფასების, შრომის ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაციისა და განვითარების ძირითადი უნარების საშუალებით ერთმანეთს შეუსაბამონ ბაზარზე უნარების მოთხოვნა-მიწოდება და ამ თემაზე ითანამშრომლონ ინდუსტრიასა და გადამზადების ინსტიტუტებთან; ē განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კლიმატის ცვლილებით, რესურსების დეგრადაციით ან სტრუქტურული ცვლილებებით დაზარალებულ უმუშევარ ან უმუშევრობის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის, არაფორმალური ეკონომიკაში. სოციალური პარტნიორებმა უნდა: ē აამაღლონ ცნობიერება თავიანთ წევრებში და მისცენ მათ სამართლიანი ტრანზიციის შესაბამისი მითითებები, ხელი შეუწყონ სოციალურ დიალოგში მათი წევრების აქტიურ მონაწილეობას წარმოების, სექტორულ და ეროვნულ დონეზე, რათა შეძლონ ტრანზიციის შესაძლებლობების შეფასება და გამოწვევების გადაჭრა. 24 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების და შრომისა და დასაქმების პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო ამ თავში წარმოდგენილია საქართველოს პროფილი, ასევე, შრომის, დასაქმებისა და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის რელევანტური ის მთავარი ეროვნული კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ამავე პოლიტიკის მიერ სტიმულირებულ განვითარების ტენდენციებს, მოქმედების არეალსა და ჩარჩოს. აღსანიშნავია, რომ ამ თავში არ არის გათვალისწინებული და ასახული კონსტიტუციური ნორმები და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებები. ზოგადად, კლიმატის ცვლილების კანონი გულისხმობს ნებისმიერ ზოგად ან მეორად კანონმდებლობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება კლიმატის ცვლილებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. კლიმატის ცვლილების მრავალსექტორული ბუნებიდან გამომდინარე, სექტორული კანონები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება კლიმატის ცვლილების ელემენტებს, განიხილება, როგორც კლიმატის ცვლილების კანონი(მაგ.: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, სატყეო და ა.შ.). შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს არ აქვს უშუალოდ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონი, 13 კლიმატის ცვლილების შერბილების შესახებ რელევანტური ინფორმაცია ფრაგმენტირებულია სხვადასხვა სექტორულ კანონებში(ენერგიის გენერაცია და გადაცემა, შენობები, ტრანსპორტი, სატყეო, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მრეწველობა), რომელებიც იქნება წარმოდგენილი მომდევნო ქვეთავებში. 3.1. ქვეყნის პროფილი 1991 წელს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გამოეყო საბჭოთა კავშირს და მას მერე არის დემოკრატიული სახელმწიფო დეინდუსტრიალიზაციის გამოკვეთილი ტენდენციით. ამჟამად საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 720 161 ადამიანს, მოსახლეობის 48% კაცია, ხოლო 52% ქალი(საქსტატი, 2019). ქვეყანაში იკვეთება ურბანიზაციის მზარდი ტრენდი(59%), მაღალი უმუშევრობის დონე(ბოლო პერიოდში პოზიტიური დინამიკით, თუმცა მაინც ორნიშნა მაჩვენებლით), ქვეყნიდან მზარდი მიგრაციის ნაკადი, მოსახლეობის დაბერება, კლებადი კვალიფიციური სამუშაო ძალა, მოსახლეობის ნელი კლება(საქსტატი, 2020). უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ბოლო წლებში, ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს(MESD, 2019). ეკონომიკური შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა წლიურად იყო 5.3% 2005-დან 2019 წლებში. ამჟამად, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო მაღალი-საშუალოშემოსავლის ქვეყანაა. ასევე, გაეროს მიერ საქართველო კვალიფიცირებულია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნად(UN, 2020). 2019 წელს, მოსახლეობის 19,5% ცხოვრობდა ეროვნულად განსაზღვრული სიღარიბის ზღვარს მიღმა(WB, 2020). საქართველოში ადამიანის განვითარების ინდექსი(HDI) 2019 13 უშუალოდ კლიმატის ცვლილებაზე არის ორი ზოგადი ნორმა, პირველი- მუხლი 51. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში და მეორე- მუხლი 53. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 25 წელს 0,812 იყო, რაც ქვეყანას მაღალი ადამიანის განვითარების კატეგორიას მიაკუთვნებდა, 189 ქვეყნიდან 61-ე ადგილზე. 14 რაც შეეხება, საქართველოს გენდერული უთანასწორობის ინდექსს(GII), 15 2019 წელს ის 0.331 იყო, 162 ქვეყნიდან 76 ადგილზე. 2015 წელს საქართველომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი, 2020 წელს კი მოამზადა განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის პროექტი, სადაც განაახლა უპირობო და პირობითი სათბურის აირების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები. რაც ნიშნავს, რომ პარიზის შეთანხმების რეჟიმისთვის, საქართველო თვითდიფერენცირებას ახდენს როგორც განვითარებადი ქვეყანა. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ შექმნა მრჩეველი ორგანო-„კლიმატის ცვლილების საბჭო“(საქართველოს მთავრობის დადგენილება №54), რომლის მანდატიც მოიცავს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეროვნული კლიმატის ცვლილების შერბილებისა და საადაპტაციო ძალისხმევის კოორდინაციას. 3.2. ბოლო პერიოდში საქართველომ მიიღო მთელი რიგი სექტორული კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები, 16 რომლებიც გავლენას იქონიებენ შრომის ბაზარზე, ვინაიდან ისინი არეგულირებენ და ეხებიან მანამდე დარეგულირებულ სფეროებს, ადგენენ ისეთი სფეროების მართვას, რომლებიც მანამდე მართვას არ ექვემდებარებოდა, მოითხოვენ არაფორმალური სექტორის გაფორმალურებას. აღსანიშნავია, რომ უკვე შეიქმნა რამდენიმე სავალდებულო პოზიცია (მაგ. გაიზარდა ან/და გადაკვალიფიცირდა ტყის მდგრადი მართვისთვის სატყეო სექტორში ჩართული პერსონალის რაოდენობა, გარემოსდაცვითი მენეჯერი რიგი კომპანიებისთვის, მდგრადი ნარჩენების მართვისთვის, ენერგო აუდიტორები და სერტიფიცირებული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში და სხვ.). 3.2. კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულებები და პოლიტიკა საქართველოს კლიმატის ცვლილების მთავარი ვალდებულებები და სტრატეგიული მიმართულებები არის როგორც ზოგად, ასევე სექტორულ კანონებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე, იმ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში, რომლებიც ძალაში შევიდნენ ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად და წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს. 17 14 განმარტება: HDI არის ადამიანის განვითარების მთავარ მიმართულებებში მიღწევების შეჯამებული გაზომვა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ჯანმრთელობა, განათლების დონე და ღირსეული ცხოვრება. ადამიანის განვითარების 2020 წლის ანგარიში„ადამიანის განვითარების შემდეგი ზღვარი და ანთროპოცენი“ მთლიანად ეხება კლიმატის ცვლილებასა და კლიმატის კრიზისს. 15 განმარტება: GII არის ქალებისა და კაცების მიერ მიღწევების პროცესში უთანასწორობის შედგენილი გაზომვა შემდეგ მიმართულებებში: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გაძლიერება და შრომის ბაზარი. 16 ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ითვალისწინებს მთელი რიგი რეფორმების დღის წესრიგს. შესაბამისად, ამ სამართლებრივი დაახლოების ფარგლებში საქართველომ მიიღო ახალი ნორმატიურლი აქტები, ცვლილებები შეიტანა არსებულ ნორმატიულ აქტებში, დაადგინა ახალი სტანდარტები და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მიმართულებით ენერგეტიკის და შრომის კანონმდებლობა. 17 მათ შორის, ზემოთ აღნიშნული, სამივე კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ხელშეკრულება. 26 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ კლიმატის ცვლილების შერბილების ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტებია განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის პროექტი და კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. ეს დოკუმენტები 2030 წლისთვის შემდეგ სამიზნე მაჩვენებლებს განსაზღვრავენ: 1 საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს; 18 2 საქართველო იღებს პირობიან ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 50-57%-ით შეამციროს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთაშორისო მხარდაჭერას მიიღებს. 50%იანი შემცირება საჭირო იქნება, თუ მსოფლიო გაჰყვება გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 ° C სცენარს, ხოლო 1.5 ° C-მდე ტემპერატურის შეზღუდვის სცენარის შემთხვევაში, საჭირო იქნება 57%-ით შემცირება, 1990 წლის დონესთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ განახლებულ ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილში არის გენდერისა და კლიმატის მოქმედების თავი. მართალია, დოკუმენტში არ არის განსაზღვრული გენდერის სპეციფიკური სამიზნე მაჩვენებელი, თუმცა, კლიმატის ცვლილების მთავარ ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტში გენდერის საკითხის არსებობა საკითხის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. კლიმატის ცვლილების სტრატეგია განსაზღვრავს თითოეული სექტორის მიხედვით სექტორულ ამოცანებს, 2030 წლისათვის. ეს სექტორული სამიზნე მაჩვენებლები და ამოცანები აღნიშნული იქნება მე-5 თავში, შესაბამის ქვეთავებში. საქართველოს კანონი„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“(2019 წ.) ქმნის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი აირის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი აირის ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული კანონი, ასევე, აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე, ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი აირის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, კრიტერიუმებსა და პროცედურებს. კანონი მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგობაზრების შექმნას. 18 სათბურს აირების ემისიების დონე: 1990 წელს – 45, 606 გგ CO 2ეკვ . , 2015- წელს- 17,591 გგ CO 2ეკვ . , 2030 წლის სამიზნე მაჩვენებელი- 29, 655 გგ CO 2ეკვ . . ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 27 საქართველოს კანონი„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“(2019 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების და ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების განსასაზღვრად. კანონის მიხედვით, 2030 წლისთვის დადგენილი ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებალია 35%. როგორც აღინიშნა, კანონის მთავარი მიზანია საზოგადოებისათვის სუფთა ენერგიის მიწოდება და ენერგეტიკული სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა, ის, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლას, განახლებადი ენერგიის ბაზრის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. საქართველოს კანონი„ენერგოეფექტურობის შესახებ“(2020 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოში ენერგოეფექტურობის ზომების წახალისებისა და დანერგვისათვის, რათა მოხდეს საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე შეერთების ოქმის მიზნების მიღწევა და ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა და, აგრეთვე, ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრისა. ასევე, კანონი ადგენს პროცედურებს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისათვის. როგორც აღინიშნა, კანონის მთავარი მიზანია ენერგიის დაზოგვა და ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრა, თუმცა, ის, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს და შეცვლის მშენებლობის პრაქტიკებს, ენერგოსერვისების მიწოდებას, ფორმალიზაციას და სამუშაო/უნარების მოთხოვნებს. საქართველოს კანონი„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“(2020 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობისა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის შენობების გარე კლიმატური და ადგილობრივი პირობების, შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნილებისა და ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით. კანონის მთავარი მიზანია ენერგიის დაზოგვა, თუმცა, ის, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მშენებლობის პრაქტიკებსა და სამუშაო/უნარების მოთხოვნებზე. 28 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ საქართველოს კანონი„ენერგოეტიკეტირების შესახებ“(2018 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შესახებ, აგრეთვე, არეგულირებს აღნიშნული პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული ინფორმაციისა და დამატებითი ინფორმაციის პროდუქტზე მითითების უზრუნველყოფას, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირების მიზნით, უფრო ეფექტიანი პროდუქცია შეარჩიოს. კანონის მთავარი მიზანია მომხმარებლის ინფორმირება, მომხმარებლის ინფორმირებული არჩევანი და ენერგიის დაზოგვა, თუმცა, კანონი ასევე ქმნის საფუძველს გარემოს მდგრადი მოხმარებისა და სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლისათვის. საქართველოს კანონი(ახალი)„საქართველოს ტყის კოდექსი“(2020 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების შესასრულებლად მისი თვისებრივი მახასიათებლების განსაზღვრისთვის, ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დადგენისთვის. ახალი კოდექსის მთავარი მიზანია ტყის დაცვა და მდგრადი მართვა, თუმცა, ის, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას. საქართველოს კანონი„ნარჩენების მართვის კოდექსი“(2015 წ.) ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს ნარჩენების მართვის სფეროში ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას(რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას). კოდექსი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს სფეროს არაფორმალური მუშაკების ფორმალიზაციას და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 29 კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის რელევანტური პოლიტიკის დოკუმენტებია: საქართველოს 2019-2020 წლების ენერგო ეფექტურობის სამოქმედო გეგმა, საქართველოს 2020 წლის განახლებადი ენერგიის სამოქმედო გეგმა, საქართველოს 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის სტრატეგია და 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა, საქართველოს 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა, მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმები(SEAP-ები) და მომავალი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები(SECAP). ყველა ეს პოლიტიკის დოკუმენტი შეიცავს მწვანე ეკონომიკაზე ტრანზიციის ნიშნებს, შესაბამისად, მწვანე სამუშაო ადგილების საჭიროებებს. თუმცა, შეიმჩნევა ტრანზიციის ან მწვანე სამუშაო ადგილების მიმართ ჰოლისტიკური და სისტემური მიდგომის ნაკლებობა. 3.3. შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა ბოლო პერიოდში საქართველოს შრომის კანონმდებლობამ და პოლიტიკამ ცვლილებები განიცადა. ბოლო „შრომის საკანონმდებლო პაკეტში“(29.09.2020), რომელიც გულისხმობდა როგორც ახალი კანონების მიღებას, ასევე, არსებულში ცვლილებების შეტანას, გაუმჯობესებულია შრომის რეგულირების ჩარჩო და სამართლებრივი საფუძვლები ღირსეული სამუშაოს შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის აღდგენა, მისი მანდატის გაძლიერება და ახალი სავალდებულო შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები, შესაბამისობაშია მწვანე სამუშაო ადგილების(იხ. დიაგრამა 1: მწვანე სამუშაო ადგილების უპირატესობები და ცხრილი 2: დაბალემისიიან ტრანზიციასთან დაკავშირებული საკვანძო ცნებები) დეფინიციასთან და სტანდარტებთან. საქართველოს ორგანული კანონი„საქართველოს შრომის კოდექსი“(2010 წ.) ქმნის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოს ტერიტორიაზე შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობებისათვის. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კოდექსის ცვლილებები და დამატებები. ამ ცვლილებებით დარეგულირდა შედარებით დაურეგულირებელი შრომის ბაზარი და ჩამოყალიბდა მეტად ინკლუზიური ჩარჩო შრომითი უფლებების დაცვის მყარი გარანტიით. კოდექსის ძირითადი ფუნდამენტებია: დისკრიმინაციის აკრძალვა, დასაქმებულთა დაცვის გაძლიერებული გარანტიები, შრომით პირობებზე გაზრდილი ზედამხედველობა და სავალდებულო ზომები, რომელიც დასაქმებულმა უნდა მიიღოს მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, მათ შორის, ის ვალდებულია გონივრულ ვადაში დაიწყოს კონსულტაციები დასაქმებულთა გაერთიანებასთან(მისი არარსებობის შემთხვევაში – დასაქმებულთა წარმომადგენლებთან) შესაძლო შეთანხმების მიღწევის განზრახვით. კონსულტაციები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილების ან დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გზებსა და საშუალებებს და დათხოვნილ დასაქმებულთა კვლავ დასაქმების ან მათი გადამზადების მხარდაჭერის შესაძლებლობას. შრომის კოდექსი ხელს უწყობს შრომის ბაზარზე ეფექტიანობის გაზრდასა და თანასწორობას, რაც, თავის მხრივ, სარგებლიანია კომპანიებისა და საზოგადებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში. 30 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ საქართველოს ორგანული კანონი„შრომის უსაფრთხოების შესახებ“(2019 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრისათვის, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას. კანონი ხელს შეუწყობს მძიმე სამუშაო პირობების მქონე სამუშაო ადგილების ღირსეულ სამუშაოდ გარდაქმნას. საქართველოს კანონი„შრომის ინსპექციის შესახებ“(2020 წ.) ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპების და მიმართულებების, შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებების, ამ უფლებამოსილებების განხორციელებისა და შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხების განსასაზღვრად. კანონი ხელს შეუწყობს ღირსეული სამუშაო ადგილების არსებობას და შექმნას. საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგია(2019 წ.) წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ხედვას შრომისა და დასაქმების სფეროებში განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმების და ზომების შესახებ. სტრატეგიის მიზანია სახელმწიფოს უფრო აქტიური როლის განსაზღვრა შრომის ბაზარზე მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის შემცირებაზე აქცენტით. ფოკუსი არის ინოვაციაზე, ქალების მონაწილეობაზე, სამუშაო მაძიებლებისთვის ტრენინგების-გადამზადების პროგრამებზე, სამუშაოს შექმნის და დასაქმების ხელშეწყობაზე, მათ შორის, მაღალპროდუქტიულ სექტორებში და ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვალიფიციური ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობაზე. დაბალნახშირბადიანი ტრანზიცია, სამართლიანი ტრანზიცია, მწვანე სამუშაო ადგილები (გარდა ზოგადი მითითებისა ენერგეტიკის სექტორის ზრდისა და სექტორთან დაკავშირებული უნარებისა) არ არის ასახული ტექსტში. გლობალური მდგრადი განვითარების მიზანი 8 „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ არის ნაციონალიზებული როგორც„სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის“ და აქვს ორი მნიშვნელოვანი ეროვნულად განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებელი: 8.3. განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოო საქმიანობას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, მეწარმეობას, კრეატიულობას და ინოვაციას, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ჩამოყალიბებისა და ზრდის წახალისებას, მათ შორის, ფინანსურ მომსახურებაზე მათი წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით; და 8.5. 2030 წლისთვის ყველა ქალისა და კაცისათვის, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, სრული და პროდუქტიული დასაქმების და ღირსეული სამუშაოს, ასევე, თანასწორი ღირებულების სამუშაოსთვის თანასწორი ანაზღაურების მიღწევა. შესაბამისად, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა შესაბამისობაშია მე-8 მიზნის სამიზნე მაჩვენებლებთან. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 31 ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკისა და ევროპის მწვანე შეთანხმების 19 პოტენციური შედეგები ამ თავში მოკლედ არის მიმოხილული ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკასა და ევროპის მწვანე შეთანხმებას, ასევე, მათ პოტენციურ გავლენას საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების მომავალ პოლიტიკაზე, რათა განვსაზღვროთ ქვეყნის დეკარბონიზაციის და, შესაბამისად, მწვანე სამუშაოების შექმნის ტემპი და მთავარი მაფორმირებელი ფაქტორები. ევროკავშირის მიერ 2050 წლისათვის კლიმატ-ნეიტრალურობის მიზანი მთელი ევროპის კონტინენტისათვის და არა მარტო, უპრეცედენტო ამბიციაა. ევროკავშირს თავად მოუწევს მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაპირისპირება ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნების შესასრულებლად, ეს კი აუცილებლად აისახება მის მეზობლებზე, მათ შორის, საქართველოზეც. ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკას ყოველთვის ჰქონდა გარე განზომილება. ბოლო კვლევების თანახმად, ევროპის მწვანე შეთანხმებაც არ იქნება გამონაკლისი. ევროკავშირი შეეცდება, თავიდან აიცილოს„ნახშირბადის კედლები“ 20 (Eyl-Mazzega, 2020) და თავის მიზანს მეზობელ ქვეყნებში ემისიების შემცირების პარალელურად მიუახლოვდეს(Eyl-Mazzega, 2020a). ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური და სამართლებრივი ფორმატები კვლავაც იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები და იდეალურად მოერგება მის გაზრდილ კლიმატის და ენერგეტიკის პარამეტრებს. დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევის გარდა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და დიალოგის გაგრძელების სურვილი ევროკავშირისა და საქართველოს კლიმატის ცვლილების დღის წესრიგის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ფაქტორად რჩება. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა მასშტაბით და რომელი არხებით შეეცდება ევროკავშირი მეზობლებსა და პარტნიორებზე, ამ შემთხვევაში, საქართველოზე, თავისი „ნახშირბად-ნეიტრალურობით“ გავლენის მოხდენას. 4.1. ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკა და მწვანე შეთანხმება ევროპის მწვანე შეთანხმება არის ევროკავშირის უახლესი გეგმა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის სფეროში. 2050 წლის დეკარბონიზაციის ეს გეგმა, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა ევროპა, ევროპის კომისიამ 2019 წლის ბოლოს წარადგინა. მწვანე შეთანხმება ეკონომიკის ძირეულ ტრანსფორმაციასა და ევროპის კონტინენტზე კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევას ითვალისწინებს. ეს კი მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისა და, ზოგადად, რეგიონის მასშტაბით, რისკებსა და შესაძლებლობებს შორის გონივრულ ბალანსს(Catuti, Kustova, Egenhofer, 2020). ვციტირებთ:„ეს არის ზრდის ახალი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის გარდაქმნას სამართლიან და წარმატებულ საზოგადოებად, თანამედროვე, რესურსების მიმართ ეფექტურ და კონკურენტუნარიანი ეკონომიკით. სადაც 2050 19 იგ. European Green Deal, ევროპის მწვანე შეთანხმება ან ევროპის მწვანე გარიგება. ორივე თარგმანი გვხვდება ქართულ ინტერნეტ და აკადემიურ სივრცეებში. 20„ნახშირბადის კედლები“ ავტორის მიერ გამოყენებული მეტაფორაა ნახშირბადით გარშემორტყმული ევროკავშირის აღსაწერად, თუკი მისი მეზობლები ისევ გააგრძელებენ სათბურის აირების ინტენსიურ გაფრქვევებს. 32 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ წლისათვის სუფთა სათბურის აირების ემისიების და მშთანთქმელების ბალანსი ნული იქნება და სადაც ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების მოხმარებაზე.“ 21 ევროპის მწვანე შეთანხმების იდეოლოგიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ის არ ქმნის რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ან სამართლებრივ პროცესს, უბრალოდ, წარმოადგენს ევროკავშირის განახლებულ მიდგომას პარიზის შეთანხმების, გაეროს 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად(UNGA, 2015). მწვანე შეთანხმება, როგორც ევროკავშირის ეკონომიკის სტაბილური მომავლისკენ გარდამქმნელი მექანიზმი, წინა პლანზე წამოწევს გრძელვადიან ხედვას ისეთ არეალებში, რომლებიც გადაჯაჭვულია მყარ ფინანსურ სქემებსა და ევროკავშირის კლიმატის ღონისძიებების საკვანძო პარამეტრებთან:  ბიომრავალფეროვნება;  საკვების მდგრადი სისტემები;  მდგრადი სოფლის მეურნეობა;  სუფთა ენერგია;  მდგრადი ინდუსტრია;  მდგრადი მობილობა;  დაბინძურების აღმოფხვრა. მწვანე შეთანხმება არ არის კანონი, არამედ არის ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა- ევროპის ისტორიაში დეკარბონიზაციის ყველაზე დიდი დაპირება. იმისათვის, რომ ეს მიზანი სამართლებრივ ვალდებულებად გადაიქცეს, აუცილებელია უკვე ძალაში შესული კანონებისა და შესაძლო სცენარების გათვალისწინება, რამაც შეიძლება ევროპაში ახალი საკანონმდებლო ფოიერვერკი გამოიწვიოს, მაგალითად, ახალი რეგულაციები და ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობაში. უკვე არსებული საკანონმდელო ჩარჩო, დანარჩენ სხვასთან ერთად, მოიცავს ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის(EU ETS)(EC), ოზონის შრის დაცვის(ECa) და ფტორირებული სათბურის აირების კანონმდებლობას(ECb). ამის მიუხედავად, მწვანე შეთანხმების ხერხემალი კლიმატის ევროპული კანონია(ECd), რომელიც ამჟამად ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკებების ბოლო ფაზაშია და 2021 წელს უნდა დასრულდეს. მისი მიზანია 2050 წლისათვის კანონით იყოს გარანტირებული სათბური აირების ნულოვანი ემისიები და მიღებულ იქნას ზომები მის მისაღწევად. როგორც 2020 წლის მარტში კომისიამ აღინიშნა, კლიმატის ევროპული კანონი ესწრაფვის კანონმდებლობაში შეიტანოს ევროპის მწვანე შეთანხმების დეკარბონიზაციის ხედვა და 2050 წლისათვის ევროკავშირის კლიმატ-ნეიტრალურობის იდეა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მეცნიერული მიგნებების შესაბამისად. 22 მწვანე შეთანხმება, კლიმატ-ნეიტრალიტეტისკენ გეზის დაწესების გარდა, მიზნად ისახავს ბიზნესის, დასაქმებულების, ინვესტორების ევროკავშირის მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდას და გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით უზრუნველყოს კეთილდღეობა და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა ამჟამინდელ კონტექსტში, რადგან მოსალოდნელია, რომ 2050 21 ევროკომისიის უწყება ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს, საბჭოს, ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტისა და ევროპის მწვანე შეთანხმების რეგიონული კომიტეტის მიმართ COM/2019/640. 22 ევროპის კლიმატის ცვლილების კანონის პროექტი, მუხლი 2. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 33 წლის მიზნებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ შრომის ბაზარზე შემდეგი რამდენიმე ათწლულის განმავლობაში. შესაბამისად, საჭიროა ეფექტური პოლიტიკური ზომებისა და ინსტრუმენტების შემუშავება ცირკულარულ ეკონომიკასა და მწვანე სამუშაო ადგილებზე გადასვლისათვის. ევროკავშირისათვის ფუნდამენტური სოლიდარობის პრინციპი ხშირად გამოიყენება კლიმატისა და ენერგო პოლიტიკის კონტექსტშიც. კლიმატის ცვლილებასთან ერთსულოვანი ბრძოლა ემყარება საერთო მიზნების შესასრულებლად აღებულ საერთო ვალდებულებებს, მაგრამ, ამავდროულად, წევრ-სახელმწიფოთა შორის ტვირთის სამართლიან გადანაწილებასაც(Andoura, 2013). სოლიდარობა კლიმატისა და ენერგიის საკითხში არ მთავრდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებთან. მწვანე შეთანხმების უკანასკნელი ვალდებულებებით ეს ნათლად ჩანს, რომელიც მხოლოდ ევროპული ხედვა არაა. დოკუმენტი, ასევე, განსაზღვრავს ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის თანამშრომლობის ერთგვარ ხედვას. კლიმატის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები გლობალურია, მას არ გააჩნია ეროვნული საზღვრები, შესაბამისად, შეუძლებელია შეკავდეს განცალკევებული გზით. როგორც ევროკომისიის უწყებაშია მოცემული, ევროკავშირს შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა, კომპეტენტურობა და ფინანსური რესურსები მეზობელი სახელმწიფოებისა და პარტნიორების მობილიზაციისთვის, რათა ისინიც შეუერთდნენ მდგრადი განვითარების გზას. ეს ყოველივე გადაჯაჭვულია პოზიტიური პირობითობის პრინციპთან 23 და ასახავს ევროკავშირის შესაძლო ბერკეტს, ჩამოაყალიბოს მოკავშირეობა თანამოაზრე მესამე მხარეებთან სამართლებრივი, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ვალდებულებებისა და პროცედურების საშუალებით. 4.2. ევროპის მწვანე შეთანხმების გავლენა საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე მწვანე შეთანხმებას არსებითი გავლენა ექნება საქართველოში კლიმატის პოლიტიკის განვითარებაზე, თუმცა, ეს გავლენა მხოლოდ არაპირდაპირი გზით - ევროკავშირის რბილი ძალის ელემენტებითა და პირობითობის პოლიტიკით- განხორციელდება, რადგან საქართველოს მოუწევს დააკმაყოფილოს ევროკავშირთან ასოცირების პირობები. ევროპის კომისიის მსგავსად, მწვანე შეთანხმებასაც შეუძლია ძლიერი იდეოლოგიური ზემოქმედება ადგილობრივ წესებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად შეიძლება მას პირდაპირი და სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდეს. საქართველოს შესახებ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიშში 24 ყურადღება არის გამახვილებული ენერგეტიკისა და კლიმატის მხრივ განხორციელებულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით კი ხაზგასმულია ევროკავშირს და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა(AA) და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში გატარებულ საკანონმდებლო მოქმედებები. ამრიგად, კლიმატისა და ენერგეტიკის ევროპული გზა მაინც 23 პოზიტიური პირობითობის პრინციპი უნდა განვასხვაოთ ნეგატიური პირობითობისაგან. აქედან პირველს აქვს პროგნოზირებაზე დაფუძნებული ბუნება და ცნობილია, როგორც„სტაფილოს მეთოდი“, რომელიც მიმღებ ქვეყანას ჰპირდება გარკვეულ სტიმულს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის, მაშინ, როცა მეორე მიზნად ისახავს უკვე არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენას და სანქციების დაწესებას. ამ საკითხის დეტალური ანალიზი ჩვენი კვლევის ფარგლებს სცდება, თუმცა, მასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ V. Veebel, European Union’s Positive Conditionality Model in Pre-accession Process, TRAMES, No. 13 2009. 24 ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში საქართველოს შესახებ, ბრიუსელი, 05.02.2021. 34 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ იქნება ასახული AA-ისა და ენერგეტიკული გაერთიანების ფორმატებში, მაგრამ არსებულ ფორმატებს მწვანე შეთანხმება დაუმატებს პოლიტიკურ წნეხს. საქართველო ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოა და მის საშინაო სამართლებრივ სისტემას ევროკავშირის რეგულაციები ავტომატურად არ ეხება. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სტანდარტები უკვე არსებული კანონმდებლობის განახლებით ან ახლის მიღებით დაამკვიდროს, რათა ეროვნული კანონმდებლობა ასოცირების შეთანხმებაში გაწერილ და ევროკავშირის რეგულაციებით მოთხოვნილ პირობებს აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება ენერგეტიკული გაერთიანების ჩარჩოს, საქართველო ე. წ. მესამე ენერგეტიკული პაკეტის (EC, 2019) და 2009 წლის განახლებადი ენერგიის დირექტივისა(EU, 2009) და 2012 წლის დირექტივისა (EU, 2012) დანერგვის პროცესშია. მექანიზმს, რომელსაც მწვანე შეთანხმების განხორციელების საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ეწოდება სუფთა ენერგიის პაკეტი, ანუ სუფთა ენერგია ყველა ევროპელისათვის. დოკუმენტი 2015 წელს გამოქვეყნდა და მისი დახმარებით ენერგეტიკული კავშირის სტრატეგიის განხორციელებისათვის არსებითი ნაბიჯები გადაიდგა(EC, 2017). სუფთა ენერგია ყველა ევროპელს- ეს პაკეტი მოიცავს 8 საკანონმდებლო აქტს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და დიდი წვლილი შეაქვთ ევროკავშირის გრძელვადიან სტრატეგიაში- 2050 წელს მიაღწიონ ნახშირბად-ნეიტრალურობას. შესაბამისად, პაკეტი უზრუნველყოფს სპეციფიკურ სამართლებრივ მოქმედებებს მწვანე შეთანხმების პოლიტიკური დათქმების შესახებ. ამ სამართლებრივ აქტებში შედის: განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა, ენერგო ეფექტური შენობები, ზემოთ ნახსენები კლიმატის და ენერგიის მართვის განახლებული სისტემა და ელექტროენერგიის ბაზრის ახალი დიზაინი. საქართველო ფორმალურად არ არის ვალდებული შემოიღოს სუფთა ენერგიის პაკეტი, თუმცა, ქვეყანა, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ემზადება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის(NECP) წარსადგენად. 25 როგორც უკვე აღინიშნა, ეს გეგმა გადამწყვეტ როლს ითამაშებს პროგნოზირებისა და პერსპექტივების უზრუნველყოფად, რათა დაცული იქნეს გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკის მიზნებსა და ინვესტიციებთან შესაბამისობა. 26 25 ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების მიერ ეკონომიკისა და კლიმატის ერთიანი ეროვნული გეგმების განვითარებისთვის მომზადებული რეკომენდაცია. 26 საქართველოსათვის ეს ხელშეკრულება არასავალდებულოა და ქვეყანა არ წარმოადგენს ევროკავშირის სამიზნე სუბიექტს. არსებობს ორი შესაძლო გზა, თუ როდის და რა გზით შეიძლება ევროპულ კანონმდებლობას(მაგალითად, სუფთა ენერგიის პაკეტს) საქართველოზე სავალდებულო იურიდიული ძალა ჰქონდეს: 1) ევროკომისია ოფიციალურ წინადადებას წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2030 წლის კანონმდებლობის 2021 წელს მიღების შესახებ. ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭო ამტკიცებს ამ კანონმდებლობასა და მიზნებს 2021 წელს. ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის საქართველოს, გადააქვთ და ნერგავენ კანონმდებლობას. 2) ევროკავშირი და საქართველო გადახედავენ ასოცირების შეთანხმებას. ამ შეთანხმების განახლება ოფიციალური პროცესია, რომელიც ტარდება არასწორი განვითარების თავიდან ასარიდებლად. ამ გზით აკონტროლებენ, რომ დანართებში მითითებული კანონები ძალიან არ მოძველდეს და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლდეს. ამრიგად, რეკომენდებულია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმება გადაიხედოს ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკისა და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. AA-ის 406-ე მუხლის მიხედვით, ასოცირების საბჭოს აქვს შეთანხმების დანართების განახლების ან შეცვლის უფლებამოსილება. შესაბამისად, XXVII დანართის გადასინჯვა ისევე, როგორც მისი განხორციელების ვადები, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების საგანია, რომლის მიზანიცაა, მიჰყვეს ევროკავშირის კანონებთან დინამიური მიახლოვების პრინციპს. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 35 საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის ზოგადი ტენდენციები და მისი პოტენციური ზეგავლენა შრომის ბაზარზე 2030 წლისთვის ამ თავში შეჯამებულია სიღრმისეული ინტერვიუების ძირითადი მიგნებები. ქვემოთ ჩამოთვლილი კლიმატის ცვლილების შერბილების სამიზნე მაჩვენებლები და ამოცანები კი წარმოდგენილია კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტებიდან(CSAP, 2021). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველომ CSAP დოკუმენტი მონაწილეობრივი მიდგომით განავითარა, პროცესში როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით, აგრეთვე, დოკუმენტის სექტორული თავების მომზადებისათვის სექტორული ტექნიკური სამუშაო ჯგუფების შექმნით. აღნიშნული დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს და აძლიერებს სექტორულ სტრატეგიულ გეგმებს და სრულ თანხვედრაშია მე-3 თავში წარმოდგენილ შესაბამისი სექტორების პოლიტიკასთან და კანონებთან. შესაბამისად, მწვანე და დაბალინახშირბადიანი შრომის ბაზრის ტენდენციების და შესაძლებლობების გამოკვლევით და კლიმატის ცვლილების შერბილების ინტერსექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია პირდაპირ დავუკავშიროთ ჩვენი მიგნებები საქართველოს ამჟამინდელი კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას. მოცემული ურთიერთკავშირის გამო, თითქმის ყველა რესპონდენტისთვის, შესაბამისი სექტორებიდან, ცნობილი იყო კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მითითებული ღონისძიებები და ზოგადი სტრატეგიული მიზნები. საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკისადმი მათი დამოკიდებულება, უმეტესწილად, დადებითი იყო. რესპონდენტები ამ გეგმას აღიქვამდნენ დამატებით ჩარჩოდ, რომელიც აძლიერებს მწვანე და მდგრად სექტორულ პოლიტიკას. ინტერვიუებში მონაწილე ექსპერტები აღიარებენ, რომ საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკას მცირე გავლენა აქვს ეროვნულ და დარგობრივ პოლიტიკაზე, თუმცა, ადასტურებენ ევროკავშირის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ენერგეტიკული გაერთიანების წევრობისა და კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ხელშეკრულების გავლენასა და მაფორმირებელ როლს საქართველოს ეროვნულ და დარგობრივ პოლიტიკაზე (განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში). აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში რესპონდენტებმა ვერ დაინახეს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გავლენა შრომის ბაზარზე, თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში, მნიშვნელოვან ზეგავლენას ელიან. გარდა ამისა, რესპონდენტებმა ერთმანეთისგან მკაფიოდ ვერ განასხვავეს 2025 და 2030 წლების შერბილების მიმართულებები და ტემპი. შესაბამისად, ამ თავში, ძირითადად, შეჯამებულია სიღრმისეული ინტერვიუების შედეგები საშუალოვადიანი პერიოდისათვის. აღსანიშნავია, სიღრმისეული ინტერვიუებისას გამოკვეთილი ყველაზე თვალსაჩინო გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთაც თითქმის ყველა დარგობრივმა ექსპერტმა ხაზი გაუსვა მწვანე შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის მკვეთრად გამოხატული ტენდეციებისა და მოთხოვნადი პროფესიონალი ადამიანური რესურსების შესახებ საუბრისას. 36 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ  ყველა რესპონდენტმა შემდეგი ძირითადი ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲰᲧᲝ: ē შრომის ბაზრის მონაცემების, უფრო კონკრეტულად კი, მწვანე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული საქართველოზე მორგებული კვლევების, პროგნოზებისა და შეფასებების სიმცირე ē საქართველოში ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი დარგობრივი შრომის ბაზრების დეტალური მონაცემები, აგრეთვე, საშუალო ან გრძელვადიანი პერიოდების საჭირო ანალიზები, კვლევები ან მწვანე პროფესიული უნარების შეფასებები. ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები ჯერ კიდევ არაა კლასიფიცირებული სექტორების მიხედვით. მაგალითისთვის, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში, როცა ადამიანი ქაღალდის საწარმოში მუშაობს, მიიჩნევა, რომ ის მეტყევეობის სექტორშია დასაქმებული. ē დაბალნახშირბადიანი განვითარების საჭიროებებსა და მოთხოვნებთან ადაპტირებული უმაღლესი, ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადებების ნაკლებობა ē დაბალნახშირბადიანი და მდგრადი განვითარების საჭიროებებსა და მოთხოვნებთან ადაპტირებულ განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კარგად დაგეგმილ სისტემებს შეუძლიათ დააჩქარონ ტრანზიცია სამართლიანი და ინკლუზიური გზით და ამასთანავე, შეამცირონ„ნახშირბადის კვალი“. 27 პრაქტიკულად ყველა რესპონდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს უნივერსიტეტების, პროფესიული, კვლევის ან გადამზადების ცენტრების მიერ შემოთავაზებული ისეთი პროგრამები, მოდულები და კურიკულუმები, რომლებიც შეძლებენ ამჟამინდელი ეროვნული და საერთაშორისო მწვანე შრომის ბაზრებისთვის ტექნიკოსების, ექსპერტებისა და პროფესიონალების მომზადებას. შრომის ბაზარზე უკვე არსებობს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შერბილების შესაბამის დარგებში მომუშავე კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შესაბამისად, მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდა კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ დეფიციტს, თუკი საგანმანათლებლო სისტემა არ ადაპტირდება და უპასუხებს მწვანე ტენდენციებს. ē ეროვნულ პოლიტიკაში, მათ შორის, შრომის ბაზრის პოლიტიკაში, რეგიონული და გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინების ნაკლებობა ē პოლიტიკოსებმა მხედველობაში უნდა მიიღონ რეგიონული და გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციები. უნდა გაანალიზდეს არა მხოლოდ ის, თუ რა გავლენას მოახდენს მწვანე ზრდა საქართველოს შრომის ბაზარზე, არამედ ისიც, თუ როგორ შეიძლება ევროპულმა და გლობალურმა მწვანე ზრდის ტენდენციებმა გავლენა მოახდინონ საქართველოს სამუშაო ბაზარზე. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა რესპონდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ჯერ კიდევ თავს თვლის ნავთობისა და გაზის„ტრანზიტულ ქვეყნად“. თუმცა, ბუნდოვანია, თუ რა გავლენას იქონიებენ გლობალური დეკარბონიზაციის ტენდენციები საქართველოს პოლიტიკურეკონომიკურ სტაბილურობაზე გრძელვადიან პერიოდში. მეტიც, ევროკავშირში უკვე არსებობს მზარდი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ნავთობსადენებში ინვესტიციის ჩადებას ცალსახად არამდგრადად მიიჩნევს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო 20 წელში ევროკავშირი ზურგს შეაქცევს წიაღისეულ საწვავს. 27 ნახშირბადის ნაკვალევი ან კვალი(ინგ. Carbon footprint) შეესაბამება სათბურის აირების მთლიან რაოდენობას, პირდაპირ და ირიბად წარმოებულს ადამიანის ცხოვრების წესისა და საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 37 ē არასაკმარისი ციფრული უნარები ამჟამინდელ აქტიურ სამუშაო ძალაში ē მაშინ, როდესაც მწვანე და დაბალნახშირბადიან ეკონომიკურ სექტორებში ციფრული ტექნოლოგიების როლი ექსპონენციურად იზრდება, საქართველოს მთავრობა არასაკმარისად ფოკუსირდება შერბილების პოლიტიკის შესაბამის სექტორებში სამუშაო ძალის ციფრული უნარების განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტიანი ოპერირება მზარდ ციფრულ და ავტომატიზირებულ სამყაროში. მაგალითად, აგრარული სექტორის წარმომადგენელმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ხშირად, სწორედ ციფრული უნარების არქონის გამო, სოფლებში ფერმერები არ ფლობენ ინფორმაციას ამჟამინდელი დაბალნახშირბადიანი ფერმერობის და კლიმატ გონივრულ სოფლის მეურნეობის პრაქტიკებსა და ტენდენციებზე. ამგვარად, ისინი ხელიდან უშვებენ შესაძლებლობას, რომ გადაინაცვლონ კლიმატისადმე მედეგ და გონიერ აგრარულ წარმოებაზე და შესაბამისად დაგეგმონ, წარმართონ და შეფუთონ თავიანთი პროდუქცია. ē ქალების დაბალი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და წინაღობები ქალებისთვის კაცების მიერ დომინირებულ სფეროებსა და დარგებში ē არა მხოლოდ კაცების, არამედ ქალების მიერ დომინირებულ მიმართულებებშიც კი, გადაწყვეტილებების მიმღებნი უმეტესად კაცები არიან. ეს ფუნდამენტურად არასამართლიანია, რადგან, ამის შედეგად, უმეტეს შემთხვევებში, ქალების საჭიროებები და ინტერესები იგნორირებულია. ამასთან ერთად, კაცებით დომინირებულ სფეროებში შესაღწევად, სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური მიზეზებისა და ბარიერების გამო, ქალები დასაქმების ძიების პროცესში ჯერ კიდევ აწყდებიან წინაღობებს. ē COVID-19 პანდემია და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ē კორონავირუსის გლობალური პანდემია, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში მაინც, დაბალნახშირბადიანი განვითარებითვის ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება. რესპოდენდენტთა განმარტებით, მომავალი ბუნდოვანია, რადგან, შესაძლოა, ეკონომიკური აღდგენისა და კრიზისიდან გამოსვლის პროცესს ეროვნულ დონეზე არსებული საკითხებისათვის პრიორიტეტების ახლიდან მინიჭება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად გადანაწილება დასჭირდეს. შედეგად, შესაძლებელია, რომ ეს პროცესი დარგობრივი მწვანე შრომის ბაზრის განვითარებაზეც აისახოს. ē ჩართულობისა და დიალოგის შესაძლებლობების ნაკლებობა და არასაკმარისი დარგთაშორისი კოორდინაცია პოლიტიკის დაგეგმვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის პროცესებში ē არსებობს სხვადასხვა ცალკეული დარგობრივი პლატფორმები, თუმცა, არ არის დარგთაშორისი პლატფორმები, საკოორდინაციო მექანიზმები ან დიალოგის სხვა შესაძლებლობები, სადაც განიხილება კლიმატის ცვლილებასა და შრომის ბაზარს შორის არსებული კავშირები. 38 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ  რესპონდენტების უმრავლესობამ შემდეგი ძირითადი ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ გამოჰყო: ē მწვანე ტექნოლოგიების განვითარება და წარმოება ē როცა საქმე მწვანე/სუფთა ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებს ეხება, უმჯობესია, საქართველო მთლიანად სხვა ქვეყნებზე არ იყოს დამოკიდებული. რამდენადაც ეს სეგმენტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ვითარდება, საქართველოს შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, გახდეს ერთ-ერთი პიონერი და დაიწყოს კლიმატ-მეგობრული სუფთა ტექნოლოგიების, მაგალითად, სუფთა ენერგიის გენერაციისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების წარმოება. ē დაგროვილი ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკები და საერთაშორისო გამოცდილება ē საქართველოს შეუძლია დაგროვილი გამოცდილებიდან და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებიდან ისწავლოს, იდეალურ შემთხვევაში, კერძო სექტორთან და ექსპერტებთან ახლო კომუნიკაციით განსაზღვროს სპეფიციკური სფეროები და დაგეგმოს მწვანე სამართლიანი ტრანზიციის პროცესი, მათ შორის, რელევანტური პროგრამები დაბალნახშირბადიანი სამუშაო ადგილებზე დასაქმებული მაღალი- და დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალა. ē არაფორმალური სამუშაო ძალის ფორმალიზაცია ē პოლიტიკის კარგი დაგეგმვისა და იმპლემენტაციის შედეგად, კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის სექტორებში, არსებობს არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული დიდი რაოდენობით ადამიანური რესურსების ფორმალიზაციის შესაძლებლობა. დარგებზე დაფუძნებული ფორმალიზაციის პროცესი გულისხმობს არაფორმალურად დასაქმებულების ფორმალური ეკონომიკის ქვეშ მოქცევას, სადაც გარანტირებული იქნება შემოსავლის დაცულობა, საარსებო წყაროები, აგრეთვე, სხვადასხვა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები და პირობები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ე. წ.„ყველაფრის ხელოსნები“ ელიავას ბაზრობიდან, სადაც ადამიანი იპოვის გათბობისა და გაგრილების სისტემების დამმონტაჟებელს, მშენებელს და სხვ. საქართველოში დაბალ ნახშირბადიანი ენერგოეფექტური სტანდარტების გავრცელების პარალელურად, შესაძლებელია, ელიავას ბაზრობის არაფორმალური დასაქმებულების გადამზადება, სერტიფიცირება, ოფიციალურ ბაზებში დარეგისტრირება და ფორმალურად დასაქმება. არსებობს მსგავსი გამოწვევა ნარჩენების მართვის სექტორის მარგინალიზებული წარმომადგენლების(ნარჩენების ამკრეფი და ნარჩენების შემგროვებლის) შემთხვევაშიც, თუმცა, შესაფერისი მიდგომით, ესეც შეიძლება შესაძლებლობად გარდაიქმნას. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 39 ē ცირკულარული სამუშაო მიგრაციის შესაძლებლობები მწვანე სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის 28 ē სეზონური მიგრაციაც(3, 9 ან 12 თვიანი) და სხვა ქვეყანაში დროებითი გადასვლა(9 ან 12 თვიდან 5 წლამდე) ცირკულარული მიგრაციის ფორმებს განეკუთვნება. რადგანაც დაბალნახშირბადიანი სამუშაოები უმეტესწილად ახალია და მათზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეს შანსი გამოიყენონ, კარგად დაეუფლონ ამ სფეროს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ისეთ ქვეყნებშიც იმუშაონ, რომლებთანაც საქართველოს შრომითი მიგრაციის შეთანხმება აქვს დადებული, მაგალითად, ევროპის ქვეყნებთან. საზღვარგარეთ მუშაობის დროს შეძენილი კომპეტენცია და უნარებ-ჩვევები კი უკან დაბრუნებულებს დაეხმარებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში. ē ახალი სამუშაო ადგილები, როგორც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უმუშევრობის შემცირების შესაძლებლობა ē კაცების მიერ დომინირებულ დარგებში მიმდინარე ცვლილებმა შეიძლება განავითაროს გენდერულად მეტად დაბალანსებული, ახალი სამუშაო ადგილები, შეცვალოს დასაქმებასთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები, შექმნას სამუშაო ადგილები და დაუსაქმებელი ქალებისათვის უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა. ē ნახშირბადზე ფასის დადება 29 და ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმების განხილვა ē საქართველოში ნახშირბადის გადასახადი და ემისიებით ვაჭრობის სისტემა ჯერ არ არის დანერგილი, თუმცა, საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს ნახშირბადის ფასის დადგენის და დადების მექანიზმისა და ერთობლივი ემისიების სავაჭრო სქემების განხილვა ევროკავშირსა და/ან ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეებთან ერთად. თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ახლახან გამოქვეყნებული კვლევა„ნახშირბადის ფასის დადგენის მექანიზმები ენერგეტიკული გაერთიანებისთვის“ აფასებს და გვთავაზობს ნახშირბადის ფასის დადგენის ეფექტურ მექანიზმს, რომელიც ხელს შეუწყობს დეკარბონიზაციის პროცესს ხელშემკვრელ მხარეებში, მათ შორის, საქართველოშიც(EnC, 2021). 30 აღსანიშნავია ისიც, რომ ნახშირბადით ვაჭრობის გავლენა შრომის ბაზარზე ძალიან კომპლექსურია და შესწავლას საჭიროებს. როგორც იკვეთება, ნახშირბადით ვაჭრობაზე გადასვლის დროს, სამუშაო ადგილები, ხშირ შემთხვევაში, კი არ ქრება, არამედ ერთი სფეროდან მეორეში ინაცვლებს(Hafstead, Lauren, Dunlap, 2020). 28 საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან დადებული აქვს შრომითი მიგრაციის შეთანხმება. ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ სამუშაო ძალის ცირკულაციური მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს ბალანსის დაცვის აუცილებლობა მასპინძელი ქვეყნისა და დასაქმებული ქვეყნის საჭიროებებს შორის(მაგ., Goos, 2016). 29 იგ. Carbon Pricing 30 როგორც აღნიშნულ კვლევაშია ნახსენები, ნახშირბადზე ფასის დადება განაპირობებს ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას, რაც მათი კონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ფაზებში სხვადასხვა ინტენსივობით სამუშაო ადგილებს ქმნის. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ნახშირბაზე ფასის დადება საქართველოში დასაქმებაზე მცირედ, თუმცა პოზიტიურ გავლენას მოახდენს. დამატებითი სამუშაოების ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორია მზის ბატარეები, რომლის დროსაც 20 მოკლევადიანი და 8 მუდმივი სამუშაო ადგილი იქმნება. 40 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორების მიხედვით, კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის დასაქმებაზე პოტენციური გავლენის მიმოხილვამდე, გამოვყოფთ ამოცანას-„ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელიც წარმოდგენილია ამოცანად CAP-ის ყველა სექტორში და რომელსაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოში გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნაში. ცხრილი 4: „ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერების“ პოზიტიური გავლენა 2030 წლისათვის CSAP-დან შერჩეული ამოცანები/ ღონისძიებები ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერება შერბილების პოლიტიკის პოტენციური პოზიტიური გავლენა დასაქმების ბაზარზე (ძირითადად სამუშაოების შექმნა/ხარისხის გაუმჯობესება) 2030 წლისათვის. შერჩეული მაგალითები: კლიმატის შერბილების პოლიტიკისა და სტრატეგიის ექსპერტები, პროექტის მენეჯერები და ადმინისტრაციული პერსონალი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები, სათბურის აირების გაფრქვევების მოდელირების ექსპერტები, კლიმატის მონაცემების ტექნიკური ექსპერტები, დარგობრივი ექსპერტები, ნახშირბადის ბაზრის/ნახშირბადით ვაჭრობის ანალიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების პერსონალი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კოორდინატორები, დარგობრივი მკვლევარები და სხვა. მოკლედ, კლიმატის ცვლილების შერბილების შესაბამის სექტორში მომუშავე ადამიანები პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.  5.1. ენერგიის გენერაცია და გადაცემა  კლიმატის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიზნები 2030 წლისთვის საქართველო გეგმავს საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით, ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში, სათბურის აირების ემისიების 15%-თ შემცირებას. სექტორული შერბილება, უმეტესად, შემდეგი ამოცანების საშუალებით განხორციელდება: ē განახლებადი ენერგიის(ქარის, მზის, ჰიდრო, ბიომასა) წარმოების ხელშეწყობა; ē თბოელექტროსადგურების საშუალო ეფექტიანობის გაუმჯობესება; ē საქართველოს გადამცემ ქსელში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობების გაძლიერება. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 41  სექტორის მიმდინარე და განვითარების ტენდენციები საქართველოში ენერგეტიკის სექტორის ოფიციალური მონაცემები(GeoStat) ერთ ტენდენციას გამოკვეთს - ელექტროენერგიის მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობით გამოწვეული დეფიციტი, თანდათან, უფრო და უფრო იზრდება. მოხმარებაში მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო წლებში, 2017 წლიდან კი ქვეყანა წარმოების დეფიციტს განიცდის. წარმოებასა და მოხმარებას შორის არსებულ ამ უარყოფით დეფიციტთან ერთად, საქართველოს ამჟამინდელი ელექტროენერგიის სისტემა იმპორტის არსებითი გაზრდისათვის მოუმზადებელია. გარდა ამისა, ენერგიის იმპორტის ზრდა და მასზე დამოკიდებულება ქმნის სულ უფრო მაღალ რისკს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, განსახორციელებელია გადაუდებელი ზომები. საქართველოში ელექტროენერგიის დაახლოებით 80%-ს ჰიდროელექტროსადგურები აწარმოებენ, დანარჩენს კი რამდენიმე თბოელექტრო და ერთი ქარის სადგური. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება გაცილებით უფრო დივერსიფიცირებული და მწვანე გახდეს. ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრია ტრანსფორმაციას განიცდის და საქართველოც არ იქნება გამონაკლისი, მით უფრო, თუკი გავითვალისწინებთ მისი ენერგეტიკული გაერთაინების წევრობას და მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს, რაც ენერგეტიკის დარგის რეფორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების პროცესსაც გულისხმობს. ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა გამოკვეთილი ტენდენციის შესახებ, რომ მალე დიდი და მცირე კომპანიები ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებების შექმნას დაიწყებენ ან შეისყიდიან განახლებად ენერგიას დამოუკიდებელი მცირემწარმოებლებისგან. ახლა ბიზნეს სექტორს აქვს შანსი დაიწყოს დიდი თუ პატარა ელექტროენერგიის სადგურების შენება საკუთარი მოხმარებისთვის ან ააგოს განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების სადგურები და მიჰყიდოს ინვესტორებს. ეს პროცესი შესაძლებელია დაჩქარდეს 2021 წლის გაზაფხულიდან, როდესაც ფუნქციონირებას დაიწყებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, საათობრივი ბაზრებითა და საბალანსო მექანიზმებით. 31  გავლენები შრომის ბაზარზე მოკლე და გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რისთვისაც საქართველოს შრომის ბაზარი ჯერ მზად არ არის. მაგალითად, ქვეყნის შრომის ბაზარზე უკვე არსებობს მცირე მოთხოვნა მზისა და ქარის ენერგიის წარმოების დარგზე, თუმცა, ამ სფეროებიდან კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე მცირე მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი რთულია. ქვეყანაში ამჟამად თითქმის არავინ არ მოიძებნება ისეთი, ვისაც ქარისა და მზის ენერგიის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება შეეძლება. შედეგად, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, როცა განახლებადი ენერგიების სფეროს კერძო სექტორი, დაინტერესებული პირებისათვის, საკუთარი სახსრებით ატარებს პრაქტიკულ და თეორიულ კურსებს ან საზღავრგარეთ გადამზადებას სთავაზობს(ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში). გადამზადების დროს დასაქმებულები პრაქტიკულად სწავლობენ, მაგალითად, როგორ უნდა დაამაგრონ მზის პანელები ან რა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო ამ პროცესამდე(ქსელისა და ტრანსფორმერის მომზადება/მონტაჟი, პროექტის დაგეგმვა და სხვ.). აქედან გამომდინარე, საქართველომ რომც გადაწყვიტოს მეგავატების წარმოება 31 საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 42 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ მზისა და ქარის მსგავსი განახლებადი ენერგიით, ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება გამოცდილი პროფესიონალი ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანე წყალბადის ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, საჭირო გახდება შესაბამისი ტექნოლოგიის შემოტანა, ეს კი ძალიან რთულია. თანაც, ამ ეტაპზე, მწვანე წყალბადის წარმოება მაღალ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ დანაკარგების რისკი მაღალია და, ალბათ, საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა და სუბსიდია. ენერგეტიკის გენერაციისა და გადაცემის სექტორში კლიმატის შერბილების პოლიტიკა პირდაპირ ან ირიბად იმოქმედებს საქართველოს შრომის ბაზრის შემდეგ სფეროებზე: ცხრილი 5:  ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში სამუშაო ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში CSAP-დან შერჩეული შერბილების პოლიტიკის ღონისძიებები და მიმართულებები ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში სამუშაო ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში (იკვეთება სამუშაო ადგილების შექმნა/რედეფინიცია/მოთხოვნილ უნარებში ცვლილება). შერჩეული მაგალითები: განახლებადი ენერგიის(მზისა და ქარის) ხელშეწყობა საქართველოს გადამცემ ქსელში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობების გაძლიერება განახლებადი ენერგიის ინდუსტრია შეიძლება დავახასიათოთ როგორც„სამუშაო ადგილებით მდიდარი“ სფერო. ის მოიცავს პროფესიათა ფართო სპექტრს, კვლევებით დაწყებული და საჭირო მასალების წარმოებით დამთავრებული, აგრეთვე, ელექტროსადგურების მშენებლობა-ექსპლუატაციასა და მათ მოვლას. გაყიდვების სფეროც კი, განუყოფელი ნაწილია მზისა და ქარის ენერგიის წარმოების ინდუსტრიაში. განახლებადი ენერგიის გამოყენების, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ელექტროობის მწვანე და ჭკვიანი გადაცემის სისტემა მთავარი კომპონენტია. ამგვარი სისტემის შექმნისა ან გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ენერგეტიკის მომსახურების სისტემისა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურად შეცვლა.(მწვანე) გადაცემის სისტემებისთვის დამახასიათებელი სამუშაო ადგილებია: ჭკვიანი ქსელის ინჟინრები, ენერგოსისტემების პროგრამულ ინჟინრები, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერები, მენეჯერები, კოორდინატორები, გადამზადებულ მშენებლები, ელექტრიკოსები და ა. შ. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 43  5.2. ტრანსპორტი  CSAP სექტორული მიზანი და ამოცანები საქართველო გეგმავს 2030 წლისთვის, ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით, 15%-ით შემცირებას. სექტორული მიზანი ძირითადად მიღწეული იქნება შემდეგი ამოცანების შესრულებით: ē ავტოპარკში დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე, ტექნიკურად გამართული კერძო ავტომობილების წილის გაზრდა(ტექდათვალიერება, დაბალი გადასახადები ელ. ავტომობილებისთვის, იმპორტის გადასახადის გაზრდა ძველი მაღალი ემისიების მქონე ავტომობილებისთვის და ა.შ.); ē წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირებისა და ბიოსაწვავის გამოყენების წახალისება; ē მობილობის არამოტორიზებული საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული შემარბილებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ქვეყნის შიდა მთლიან სატრანსპორტო საქმიანობას მოიცავს, ჩვენი კვლევის ვიწრო ჩარჩოებში, შესაძლებელი იყო დეტალურად გავცნობოდით მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ურბანული ტრანსპორტის მწვანე ტრანზიციის ტენდენციებს.  სექტორის მიმდინარე და განვითარების ტენდენციები თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, ასევე მოცულობით ქვეყნის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი, დღესდღეობით, ურბანული ტრანსპორტის სისტემების თვალსაზრისით განიხილება, როგორც საქართველოს მოწინავე და განვითარებული ქალაქი. თუმცა, თბილისს ჯერ არ აქვს განვითარებული ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიული პოლიტიკის ჩარჩო. დიდი დრო არ გასულა, რაც არსებული პარადიგმის ცვლილებისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. აშკარაა, რომ ქალაქს სჭირდება კომპლექსური სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტი და ასევე, ურბანული მობილობის სამართლებრივი ჩარჩო. ამჟამად მიმდინარეობს მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება, მოსალოდნელია, რომ პირველი პროექტი უკვე რამდენიმე თვეში გახდება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ტრანსპორტის ერთგვარი გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს ზოგად მობილობის წესებს და სისტემას, ასევე, მოძრაობის ყველა მონაწილეს. დოკუმენტი ადგენს „გადაადგილების იერარქიას“ და განსაზღვრავს პრიორიტეტებს შემდეგნაირად: ფეხით მოსიარულეები, არამოტორიზირებული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომერციული ტრანსპორტი (დისტრიბუცია და ლოგისტიკა), მოტორიზირებული კერძო ავტომობილები და გაჩერებული ძველი ავტომობილები. 44 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ  გავლენები შრომის ბაზარზე მწვანე და მდგრად ურბანულ მობილობაზე გადასვლა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სწორი დაგეგმვის, არამედ პოლიტიკის ან/და ინვესტიციების ჩადების გამოწვევაა. ეს გადასვლა, ასევე, მოითხოვს მოქალაქეების ქცევის შეცვლას ცნობიერების ამაღლების გზით, საზოგადოების მენტალიტეტის და მობილობის კულტურის ცვლილებას. საქართველოს ურბანული ტრანსპორტის პოლიტიკა ამ მხრივ ჯერ კიდევ შემუშავების საწყის ეტაპზეა. თუმცა, ამასთანავე, შეგვიძლია დავაკვირდეთ პირველ მცდელობას შეიქმნას ერთიანი, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პოლიტიკა, ისეთი ძირითადი მიმართულებებით და ღონისძიებებით, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პოლიტიკის ჩარჩოს რეფორმა და შინაარსობრივი(ხარისხობრივი) რეფორმა, კერძოდ კი, ხაზების დაგეგმვა, ახალი ქსელის შექმნა, თბილისის ავტობუსის პარკის განახლება, მეტროს განახლება, გაჩერებაზე ლოდინის დროის შემცირება, ზონალური პარკირების შემოღება და სხვა მრავალი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ სათბურის აირების შემცირების ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოება, მისი ეფექტურობის გაუმჯობესების ან მასშტაბური ჰიბრიდიზაციის გზით, კერძო ავტომობილების ელექტრიფიკაცია და სხვა, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ექნება რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საქართველოს დასაქმების ბაზარზე, უპირველესად იმ მიზეზის გამო, რომ საქართველო არ არის(წვის ძრავიანი) ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა. გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 21 ქალი გადამზადდა და მათ მიიღეს D კატეგორიის მართვის მოწმობები, შედეგად მათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის(ავტობუსების) მძღოლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. ავტობუსების ქალ მძღოლებს, ასევე, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ტრენინგები ჩაუტარდათ. მოსალოდნელია, რომ თანამედროვე მწვანე და დაბალნახშირბადიანი სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად შეცვლის ტრანსპორტთან დაკავშირებული შრომის ბაზარის რიგ სფეროებს. ცხრილი 6:  ტრანსპორტის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში CSAP-დან შერჩეული შერბილების პოლიტიკის ღონისძიებები და მიმართულებები ტრანსპორტის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში(იკვეთება სამუშაო ადგილების შექმნა/რედეფინიცია/მოთხოვნილ უნარებში ცვლილება). შერჩეული მაგალითები: ავტოპარკში დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე, ტექნიკურად გამართული კერძო ავტომობილების წილის გაზრდა ეს მიზანი ძირითად გავლენას მოახდენს ავტომობილების მოვლა-პატრონობასთან, შეკეთებასთან, ექსპლუატაციასთან ტექდათვალიერებასთან და კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ სამუშაოზე. გარდა ამისა, კერძო ელექტრო სამგზავრო მანქანების რაოდენობის ზრდა, გამოიწვევს ელექტრომობილების ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე მოთხოვნის ზრდასაც. ავტომექანიკოსის სამუშაო შეიძლება ითქვას„მწვანდება“, როდესაც ავტომექანიკოსის უნარები არა მარტო სტანდარტული წვის ძრავის მქონე ავტომობილზე გამოიყენება, არამედ ასევე ჰიბრიდულ ან ელექტრომობილებზე. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 45 წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირებისა და ბიოსაწვავის გამოყენების წახალისება მობილობის არამოტორიზებული საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება ბიოსაწვავზე მაღალმა მოთხოვნამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოსაწვავის ინდუსტრიის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ბიოსაწვავი გამოიყენება არა მხოლოდ ძრავაზე მომუშავე ავტომობილებისთვის, არამედ სითბოს და ელექტროენერგიის წარმოებისთვისაც. საქართველოში წარმოების შემთხვევაში, ეს მოითხოვს მომარაგების ინტეგრირებული, განგრძობადი და უწყვეტი ჯაჭვების შექმნას, სადაც დასაქმდება ადამიანური რესურსების ფართო სპექტრი სხვადასხვა პროფესიით, მაგალითად, სფეროებიდან როგორიცაა მეცნიერება და კვლევა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და გაყიდვები(ქიმიური, გარემოსდაცვითი და ელექტრო ინჟინრები და ტექნიკოსები, მშენებლობის მენეჯერები, ოპერატორები და მუშები ჩართული საწარმოების და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში, ფერმერები და სხვა სოფლის მეურნეობის მწარმოებლები და ა.შ.). ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოება ზრდის დასაქმებულების რაოდენობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში (მაგალითად, მძღოლები, ოპერატორები, ზედამხედველობა, მარშრუტის დიზაინი და ა.შ.), ასევე, ამ სექტორთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში. მეორე მხრივ, ამან შეიძლება შეამციროს დასაქმება სექტორებში, რომლებიც დაკავშირებულია კერძო მოტორიზებული მანქანების გამოყენებასთან(მაგ., საწვავის საცალო ვაჭრობა და ავტომობილების წარმოება, რეალიზაცია და შენარჩუნება). საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების შენარჩუნება, გაუმჯობესება და ექსპლუატაცია შეიძლება იყოს დასაქმების მნიშვნელოვანი წყარო. გარდა ამისა, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნა და მოძრაობის მართვა თანამედროვე ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების(ITS) გამოყენებით, საჭიროებს გადამზადებულ პროფესიონალებს (მონაცემთა შეგროვება, ანალიზი, დამუშავება და ა.შ.). აღსანიშნავია, რომ მრავალი საერთაშორისო კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომი და კარგად დაკავშირებული სისტემები/ მარშრუტები, როგორც წესი, აუმჯობესებს დასაქმების ხელმისაწვდომობას და ზრდის აქტიურ სამუშაო ძალას. გარდა ამისა, თუ ველოსიპედით გადაადგილებას მასიურად განვავითარებთ(არამოტორიზირებული ტრანსპორტი), ამ ქვესექტორმა შეიძლება ასევე გააჩინოს ახალი სამუშაო ადგილები, როგორიცაა ველოსიპედის მექანიკოსი, ტექნიკოსი, ადამიანები, რომლებიც აგეგმარებენ ველო-ბილიკებს, მუშაობენ ველოსიპედის მაღაზიებში და საცალო ბიზნესში და ა.შ. 46 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ  5.3. შენობები  CSAP სექტორული მიზანი და ამოცანები CSAP-ში არ არსებობს რაოდენობრივი მიზანი შენობების სექტორისთვის. ამასთანავე, რადგან შენობების სექტორი საქართველოს ერთი-ერთი ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელია, ამ სექტორში დაბალემისიებიანი მიდგომების შემუშავების მხარდაჭერა უახლოეს წლებში სულ უფრო პრიორიტეტული გახდება.  სექტორის მიმდინარე და განვითარების ტენდენციები 2021 წლიდან საქართველოში, შენობების სექტორში, მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილებებია მოსალოდნელი, გარანტირებული ორი ახალი კანონით -„ენერგოეფექტურობის შესახებ“ და„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“. ამ ორი საკანონმდებლო ჩარჩოს ქვეშ და ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ღონისძიებების ეტაპების განხორციელებით, ამასთანავე, საქართველო უკვე გახდა ენერგეტიკული კავშირის წევრი, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა ძველი შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაციისთვის დიდი ინვესტიციები მოიზიდოს. ექსპერტები ხაზს უსვამენ შესაძლებლობებს, რაც ამ ცვლილებას მოაქვს, ახალი ჩარჩოს ქვეშ გაჩნდება მეტი და უკეთესი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული სერვისი, გატარდება შენობა-ნაგებობების თბოიზოლაციის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მწვანე-დაბალემისიებიანი ენერგიის წყაროების გამოყენებას გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის(EnC, 2020). საუკეთესო შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის საქართველო დააკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს და დაიწყებს ე.წ. დაბალნახშირბადიანი და ნახშირბადნეიტრალური-„პასიური სახლების“ მშენებლობას, არამედ, ასევე, ეტაპობრივად დაიწყება არსებული ძველი შენობის მოდიფიცირება ენერგოეფექტური სტანდარტების შესაბამისად. ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება სტრუქტურული, ტექნიკური და სისტემური ზომების გატარება, რომლებიც მიზნად ისახავენ გათბობისთვის ან/და გაგრილებისთვის მოხმარებული ენერგიის დაზოგვას, შენობების თბოიზოლაციას და შენობების ენერგოეფექტურობის კონვერტებს(ფანჯრები, იატაკები, კედლები, სახურავები და ა.შ.). ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 47  გავლენები შრომის ბაზარზე ბოლო წლებში„მწვანე“ მშენებლობისა და შენობის რეაბილიტაციის ტენდენციები ბევრ ქვეყანაში მკვეთრად იზრდება და ამ ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი კვალიფიციური აქტიური სამუშაო ძალა. არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შეიძლება ამ სექტორის მთავარ გამოწვევად ჩაითვალოს. მეორე მხრივ, ამ საკმაოდ რთული ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური გამოწვევის დაძლევამ შეიძლება შექმნას ბევრი ახალი სამუშაო ადგილი, გაიზრდება მოთხოვნა სპეციალისტებზე, რომლებიც შეძლებენ ენერგოეფექტური შენობების ან/და პასიური სახლების პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას, როგორც უკვე აშენებულ შენობებში, ასევე, ახალი მშენებლობის დროს. ცხრილი 7:  შენობების სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში CSAP-დან შერჩეული შერბილების პოლიტიკის ღონისძიებები და მიმართულებები შენობების სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში(იკვეთება სამუშაო ადგილების შექმნა/რედეფინიცია/მოთხოვნილ უნარებში ცვლილება). შერჩეული მაგალითები: შენობის სერტიფიცირების სისტემის განვითარება შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების პროგრამების გამო, იქნება ორი ახალი პროფესია: გათბობა-გაგრილების სისტემის ინსპექტორები და ენერგოაუდიტორები. ისინი არიან სერტიფიცირებული პროფესიონალები განახლებადი ენერგიის, გათბობისა და გაგრილების სისტემების ინსპექტირების, აგრეთვე, რეგულაციების, სტანდარტებისა და კოდების შესაბამისობის შემოწმების მიმართულებით. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტური განათება და ენერგოეფექტური მიდგომები საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში, აგრეთვე, წყლის და მზის გამაცხელებელი სისტემები შენობებში მომხმარებელთა ინფორმირებულობა და ცნობიერების მაღალი დონე განახლებული ენერგიისა და, ზოგადად, მდგრადი საცხოვრებლის შესახებ, ზრდის მოთხოვნას ამ სფეროში მომსახურებებზე. ამრიგად, ეს არაპირდაპირი გზით ზრდის მოთხოვნას სამუშაო ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ მომსახურებებს. ენერგოეფექტური, მწვანე ტექნოლოგიების დამონტაჟება და შენახვაშეკეთება შეუქმნის სამუშაო შესაძლებლობებს მშენებლებს და ინჟინრებს, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიების ინსტალაცია და შენობა-ნაგებობების თბოიზოლაცია, ასევე, სერტიფიცირებული მზის(სოლარ) ცხელი წყლის სისტემის მწარმოებლებს, ტექნიკოსებს/ სანტექნიკებს, მემონტაჟეებს და ა.შ. აგრეთვე, იზოლაციის ექსპერტებს, ინჟინრებს, ტექნიკოსებს და ინსტალაციის ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ ჭკვიან და მწვანე განათებაზე. მოკლედ, სამუშაოები დაკავშირებული ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დამონტაჟება-შენახვასთან და კომპლექსური ობიექტებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ეფექტურად მართვასთან. 48 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ  5.4. მრეწველობა  CSAP სექტორული მიზანი და ამოცანები 2030 წლისათვის საქართველო გეგმავს მრეწველობის სექტორში 5%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა საბაზისო სცენარში პროგნოზირებულ რაოდენობასთან შედარებით. სექტორული სათბური აირების შემცირების მიზანი ძირითადად მიღწეული იქნეს შემდეგი ამოცანების შესრულებით: ē სათბურის აირების ემისიების შემცირება სამრეწველო პროცესებიდან და ენერგიის მოხმარებიდან (მაგალითად, ცემენტის წარმოების ენერგოდამზოგველი მშრალი მეთოდით ჩანაცვლებისა და აზოტმჟავას მწარმოებელი საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვის საშუალებით- აზოტის ქვეჟანგის ემისიების შესამცირებლად). როგორც მეთოდოლოგია და შეზღუდვებში აღვნიშნეთ, მრეწველობის სექტორი არ იქნა ჩართული ამ კვლევაში, რადგანაც კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმაში მრეწველობის სექტორის ღონისძიებები მწირად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, მცირეა მოსალოდნელი გავლენა შრომის ბაზარზე. აქვე, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, სამრეწველო ქარხნების უმეტესობა პრივატიზირდა. შესაბამისად, ინდუსტრიის სექტორში ყველა ტიპის ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება კერძო სექტორის რეგულირების გზით და შეიძლება ჩაითვალოს სენსიტიურ სფეროდ.  5.5. სოფლის მეურნეობა  CSAP სექტორული მიზანი და ამოცანები საქართველო გეგმავს ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორის დაბალნახშირბადიან განვითარებას, კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისების გზით. სექტორული მიზანი ძირითადად მიღწეული იქნება შემდეგი ამოცანების შესრულებით: ē ნიადაგისა და საძოვრების მდგრადი მართვა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების მდგრადი პრაქტიკის ხელშეწყობა  სექტორის მიმდინარე და განვითარების ტენდენციები ტრადიციულად საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის ისტორიისა და მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ხშირად ასახელებენ სოფლის მეურნეობას, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მთავარ მიმართულებას, მაგრამ რეალობა და ფაქტები საპირისპირო ტენდენციებს აჩვენებს. დღესდღეობით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა და მისი წილი ქვეყნის მშპ-ში საკმაოდ დაბალია. 1998 წლის ოფიციალური მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2008 წელს ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 49 - 9,4%, ხოლო 2018 წელს- 8%(საქსტატი). გარდა ამისა, საქართველოში საშუალო მოსავალი რიგ შემთხვევებში 2-3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იგივე კულტურებში ევროპაში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი სამუშაო ძალის 15.7% მუშაობს სოფლის მეურნეობაში(საქსტატი). 32 სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, მათი შემოსავალი შედარებით დაბალი და არასაიმედოა, მოწყვლადობა, სიღარიბე და დაბალი პროდუქტიულობა საშუალოზე მაღალია. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა განსხვავდება ყველა სხვა კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორისგან იმით, რომ ეს ორი არის ორგანული, ანუ ამ სექტორებში ნახშირბადი სრულად არასოდეს აღმოიფხვრება. ამიტომ დარგობრივი ექსპერტები უფრო მეტად საუბრობენ კლიმატ-გონივრულ პრაქტიკის დანერგვაზე, პროდუქტიულობისა და რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებით(FAO, 2019). საქართველოც ამ გზას მიჰყვება.  გავლენები შრომის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება ურბანიზაციის მზარდი ტენდენცია. სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება სოფლად და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გამო და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი აწარმოებს სულ უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. საქართველოშიც ნელ-ნელა იზრდება ურბანიზაციის ტენდენცია. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, მდგრადი და მწვანე სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, მომგებიანი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სერტიფიკაციის სქემები(ბიო/ორგანული საკვები) დაინერგება. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განავითაროს და გადავიდეს კლიმატ-მეგობრულ, ბიო, ორგანულ სოფლის მეურნეობაზე, რადგანაც ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს მიწები და ბუნებრივი საძოვრები, სადაც ათწლეულების მანძილზე არც პესტიციდები და არც სასუქებია გამოყენებული. ამრიგად, მდგრადი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რაც გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის შემოსავალს და შექმნის ღირსეულ სამუშაო ადგილებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების და შესაძლებლობების, ინოვაციური მწვანე ტექნოლოგიების, დაფინანსებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ, სამწუხაროდ, ფერმერთა დიდ უმრავლესობას აქვს მხოლოდ მწირი ინფორმაცია, ისინი გამოკვეთილად ვერ ხედავენ კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის(FAO) სარგებელს, არ აქვთ შესაძლებლობები გამოიყენონ ინოვაციური მიდგომები და არ იციან მსოფლიოს კარგი პრაქტიკების შესახებ. 50 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ცხრილი 8:  სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში CSAP-დან შერჩეული შერბილების პოლიტიკის ღონისძიებები და მიმართულებები სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში (იკვეთება სამუშაო ადგილების შექმნა/რედეფინიცია/მოთხოვნილ უნარებში ცვლილება). შერჩეული მაგალითები: ნიადაგისა და საძოვრების მდგრადი მართვა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების მდგრადი პრაქტიკის ხელშეწყობა სათბურის აირების ემისიების შემცირება მიწის, წყლის, მოსავლის, პირუტყვის, სასუქისა და საძოვრების გაუმჯობესებული მენეჯმენტის საშუალებით შექმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის კონსერვაცია, მავნებლების ინტეგრირებული მართვა და მდგრადი მექანიზაცია, პირუტყვის მართვა კლიმატ მეგობრული მეთოდებით, მოსავლის აღების შემდგომი მდგრადი შენახვა და დამუშავება, აგრეთვე, საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებულ ადგილებს, როგორიცაა მცირე მეწარმეობა ბიო-ორგანული პროდუქტის ფერმერებისთვის და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქციის გაყიდვა შესაძლებელია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ამის მზარდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, კლიმატგონივრული ტექნოლოგიით ორგანული პროდუქტების წარმოება მოსალოდნელია, რომ ხელს შეუწყობს სერტიფიცირებასთან და ბრენდინგთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების შექმნას, რაც, მაგალითად, მოიცავს მდგრადი და ორგანულად წარმოებული საკვებისა და სასმელების მარკირებას.  5.6. ნარჩენების მართვა  CSAP სექტორული მიზანი და ამოცანები საქართველო გეგმავს ხელი შეუწყოს ნარჩენების სექტორის დაბალნახშირბადიან განვითარებას, სექტორული მიზანი ძირითადად მიღწეული იქნება მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების გაუმჯობესებით, ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობით, ნაგავსაყრელების მოწყობითა და მართვით(ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობა).  სექტორის მიმდინარე და განვითარების ტენდენციები დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არ არის დიდი რაოდენობით ნარჩენები და სათბურის აირების შემცირების, ზოგიერთი სხვა სექტორისგან განსხვავებით, ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისევე, როგორც ნარჩენების მართვის კანონმდებლობა, უკვე არსებობს. უახლოეს მომავალში, დონორების დახმარებით, დაგეგმილია 8-9 რეგიონული ნაგავსაყრელის ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 51 მშენებლობა. შესაბამისად, რეგიონებში არსებულ ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება. კერძო სექტორის გარკვეულ ნაწილს უკვე ევალება ნარჩენების მდგრადი მართვის გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისად ნარჩენების მართვა. ამ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ნარჩენების მართვა საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ნარჩენების მდგრადი მართვა სისტემური საკითხია და მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს, პროდუქტის წარმოებიდან, მისი ნაგავსაყრელზე განთავსების ჩათვლით.  გავლენები შრომის ბაზარზე ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემის შექმნა მოითხოვს შესაბამისი ტექნიკური განათლებისა და გადამზადებული ადამიანური რესურსების ჩართულობას. ამ მხრივ საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტების, საჭირო განათლებითა და ნარჩენების მართვის პროფესიული გამოცდილებით, სერიოზული დეფიციტია. ქვეყანაში ნარჩენების თანამედროვე სტანდარტების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე ჯერჯერობით უმეტესად უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ, რასაც აქვს მრავალი დადებითი მხარე, მაგრამ, ასევე, ეს ხშირად ქმნის გამოწვევებს, რადგან საერთაშორისო ექსპერტებმა და ტექნიკოსებმა თავიანთი გამოცდილება უნდა მოარგონ საქართველოსთვის სპეციფიკურ ადგილობრივ გარემოებებს. ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, მდგრადი და დაბალნახშირბადანი ნარჩენების სისტემას შეუძლია შექმნას უამრავი ახალი სამუშაო ადგილი და ბიზნეს შესაძლებლობა. ნარჩენების მდგრად მენეჯმენტზე გადასვლის პროცესში, კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, იქნება გადამწყვეტი ფაქტორი და შექმნის ბევრ ახალ სამუშაო ადგილს. მნიშვნელოვანია, რომ მრავალი კვლევა ადასტურებს- ნარჩენების გადამუშავება გაცილებით მეტ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე ნარჩენების უსაფრთხო განთავსება. ცხრილი 9:  ნარჩენების მართვის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში CSAP-დან შერჩეული შერბილების პოლიტიკის ღონისძიებები და მიმართულებები ნარჩენების სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში(იკვეთება სამუშაო ადგილების შექმნა/რედეფინიცია/მოთხოვნილ უნარებში ცვლილება). შერჩეული მაგალითები: ემისიების შემცირება ნაგავსაყრელებიდან (ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და მათი ახალი ნაგავსაყრელებით ჩანაცვლება) ნარჩენების მდგრადი მართვა და ნაგავსაყრელიდან ემისიების შემცირება მოითხოვს ნარჩენების მდგრადი მართვის სპეციალისტებს, დარგობრივ ტექნიკოსებს, ექსპერტებს, ინჟინრებს, მეცნიერებს, ნაგავსაყრელების ოპერატორებს/რაიონის მენეჯერებს, გადამზადებულ ნაგავსაყრელის მუშაკებს, სპეც-აღჭურვილობის ოპერატორებს, დამხარისხებლებს, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ოპერატორებს და ა.შ. 52 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა ნარჩენების სექტორის„გამწვანება“, ძირითადად, გულისხმობს სამ-R(3R - Reduce, Reuse and Recycle) იერარქიას- შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება. გადამუშავების ინდუსტრია ქმნის სამუშაო ადგილებს, რომლებიც დაკავშირებულია მასალების შეგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან, გადამუშავებასთან, დახარისხებასთან და გასაყიდად მომზადებასთან, ასევე, ემატება უამრავი სამუშაო ადგილი მატერიალური ნაკადების მართვისა და კოორდინაციისთვის, დაკავშირებული გადამუშავებული მასალებისგან ახალი პროდუქციის წარმოებასთან, მარკეტინგთან და რეალიზაციასთან.  5.7. სატყეო მეურნეობა  CSAP სექტორული მიზანი და ამოცანები ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ხედვის განსახორციელებლად, 2030 წლისთვის, საქართველო გეგმავს ტყეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობის 10%-ით გაზრდას, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. სექტორული მიზანი ძირითადად მიღწეული იქნეს შემდეგი ამოცანების შესრულებით: ē დეგრადირებული ტყის აღდგენა; ē ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა.  სექტორის მიმდინარე და განვითარების ტენდენციები საქართველოში ტყეს ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 43,5% უკავია, აქედან 95-98% ბუნებრივი ტყეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ(იხ. კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულებები და პოლიტიკა), შესაბამისი კანონები, პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა მკაცრად არეგულირებს ტყის ფუნქციებს, მართვისა და აღდგენის ღონისძიებებს. ისინი ასახავენ ზოგადად სექტორის განვითარების ხედვას და ეხმიანებიან ეკოსისტემის მომსახურების მთავარ ასპექტებს. როდესაც ბუნებრივი ტყეები მდგრადად იმართება, როგორც წესი, ასევე, შესაძლებელი ხდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაც. ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე, ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ტყით სარგებლიანობის შესახებ, რომ მათაც დაინახონ ეკოსისტემების სარგებელი, მრავალმიზნობრიობა და მრავალფუნქციურობა. თუკი ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება, მოსალოდნელ შედეგად საქართველოში ტყის ფართობი არ შემცირდება და, ამასთანავე, გაუმჯობესდება ტყეების ხარისხი და სანიტარული პირობები. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 53  გავლენები შრომით ბაზარზე საქართველოში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვით (ეკოლოგიური ასპექტი) და სამომხმარებლო საჭიროებების გათვალისწინებით(ეკონომიკური, სოციალური ასპექტები), შეიქმნას უფრო მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი და ბიზნეს შესაძლებლობები. ცხრილი 10:  ტყის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში CSAP-დან შერჩეული შერბილების პოლიტიკის ღონისძიებები და მიმართულებები ტყის სექტორში შრომის ბაზარზე შერბილების პოლიტიკის შესაძლო დადებითი გავლენა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში(იკვეთება სამუშაო ადგილების შექმნა/რედეფინიცია/მოთხოვნილ უნარებში ცვლილება). შერჩეული მაგალითები: დეგრადირებული ტყის აღდგენა და ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა ჯანსაღი ტყეების შენარჩუნების და კონსერვაციის ღონისძიებებში ჩართულია სხვადასხვა ტიპის პერსონალი, მაგალითად, ტყის კონსერვაციის მეცნიერები და მეტყევეები, გარემოს დაცვის ექსპერტები და სპეციალისტები, დარგობრივი ტექნიკოსები და ტყის დაცვის მეცნიერები და სპეციალისტები, პროფესიონალები, რომლებიც აკვირდებიან და აგროვებენ ტყის მონაცემებს(ტყის ინვენტარიზაციის სპეციალისტები), პერსონალი ხანძარსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის, ტყის ხანძრების სამართავად, ტყის მეხანძრე დარაჯები, ხე-ტყის მოწყობილობების ოპერატორები, ხის მჭრელები, რომლებიც აშენებენ ხეებს და აწარმოებენ ხის პროდუქციას, მდგრადი პლანტაციური მეუნეობები. აღნიშნული ცვლილებები, ასევე, ხელს უწყობს ეკო, ურბან და აგრომეტყევეობის და მასთან დაკავშირებული მდგრადი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას.  5.8. კონკრეტული შემთხვევები ამ ქვეთავში, შესწავლილი და მოკლედ გადმოცემულია ორი კონკრეტული შემთხვევა. პირველი შემთხვევის შერჩევით, ყურადღება გამახვილებულია და წარმოჩენილია კლიმატის ცვლილების შერბილების გლობალური ძალისხმევის, კერძოდ, დეკარბონიზაციის ტენდენციის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს გარდაუვალი მომავლის და მეორე მხრივ, სამართლიანი ტრანზიციის დაგეგმვის აუცილებლობა. მეორე შემთხვევა ეხება არსებულ შესაძლებლობებს, დაკავშირებულს დასაქმების სფეროში გენდერული თანასწორობის მისაღწევასთან და ქალების, კაცებით დომინირებული სექტორების სამართლიანი და გარდაუვალი ტრანზიციის დროს, გაძლიერებასთან. 54 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 5.8.1. ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს შემთხვევა ტყიბულის(იმერეთი) და ტყვარჩელის(აფხაზეთი) მაღაროები საბჭოთა პერიოდში საქართველოს ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრიის ცენტრი იყო. ტყიბულ-შაორის ნახშირის საბადოები ექსპლუატაციაში 1846 წლიდანაა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქვანახშირის მოპოვება დღესაც ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი და დასაქმების ძირითადი წყაროა. მძიმე და დაბალანაზღაურებადი შრომა, უბედური შემთხვევებისა და აფეთქებების სერია, არაადამიანური და შეუთავსებელი უსაფრთხოების სტანდარტები და სამუშაო პირობები, ძველი ტექნიკა და სამთო მეთოდები, ტყიბულის მაღაროების ძირითადი მახასიათებლებია. ამას გარდა, უკანასკნელ პერიოდებში, ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირების გამო, წარმოებაც შემცირდა, რაც, ასევე, ბოლო წლების გლობალურ ქვანახშირზე მოთხოვნილების მნიშვნელოვან ვარდნას ეხმაურება. ნიშანდობლივია, რომ ტყიბულში ვხვდებით უამრავ ადამიანს„მაღაროელის იდენტობით“, მაღაროელობა აღქმულია როგორც მემკვიდრეობა, ტრადიცია და ძირითადი საქმიანობა. ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მოსახლეობის შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია მაღაროებზე. ქალაქს დღემდე ახსოვს 90-იანი წლები, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია მრეწველობის ვარდნა და ტყიბული, ისევე, როგორც სხვა(მონო) სამრეწველო ქალაქები საქართველოში, სოციალურად და ეკონომიკურად პარალიზებული იყო. შესაბამისად, მაღაროების მყისიერი დახურვა არ არის გამოსავალი მაღაროში დასაქმებულთა და მათი ოჯახებისათვის, რადგან, ამ ეტაპისთვის, მათ ეკონომიკური გადარჩენის სხვა საშუალება და წყარო არ აქვთ. ტყიბულის მაღაროებს ორი ძირითადი გამოწვევა აქვთ: ერთი, უსაფრთხოების სტანდარტები და მეორე, დეკარბონიზაციის გლობალური ტენდენცია და ქვანახშირის მოხმარების და მოთხოვნის შემცირება. მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი უზრუნველყოფს უსაფრთხოების საჭირო სტანდარტებს და დააკმაყოფილებს შრომის ინსპექტირების მოთხოვნებს, დეკარბონიზაციის გლობალური ტენდენცია და ქვანახშირზე კლებადი მოთხოვნა, სახელმწიფომ სერი-ოზულად უნდა აღიქვას. „ფოლადის საერთაშორისო სავაჭრო კომპანია“(Steel International Trade Company) ტყიბულის მაღაროების ახალი მფლობელია და გეგმავს წარმოების გაზრდას, ექსპორტს უკრაინასა და თურქეთში(BM, 2019). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თურქეთმა არ მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება, მაგრამ ხელი მოაწერა, ხოლო უკრაინა ამჟამად იწყებს განხილვებს საკუთარი ქვანახშირის მოპოვების საწარმოების ეტაპობრივ დახურვაზე(MEPR, 2020). კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული ღონისძიებები, ადრე თუ გვიან, გამოიწვევენ ტყიბულის მაღაროების ეტაპობრივ დახურვასაც. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყოს სამართლიანი ტრანზიციის დაგეგმვის პროცესი, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შეფასდეს და შეირჩეს ტყიბულის განვითარების ალტერნატივები და განხორციელდეს დაგეგმილი პროცესების ხელშეწყობა. პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე უნდა იყოს პროფკავშირი/ები, მშრომელთა ინტერესებისა და საჭიროებების წარმოსადგენად. დაგეგმვის პროცესში მხედველობაში უნდა მიიღონ კარგი პრაქტიკების, იმ ქალაქების გამოცდილება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრანზიციის პროცესი, ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის(ITUC) მითითებები და სახელმძღვანელო პრინციპები. არ არსებობს ერთი უნივერსალური გზა ყველასათვის. თუმცა, არსებობს წარმატებული მაგალითები, რომლებმაც შეიძლება მიმართულება მოგვცეს, თუ როგორ მივიდეთ სასურველ შედეგებამდე. გერმანიაში, რურის რეგიონმა გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამართლიანი ტრანზიცია, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჯერ კიდევ„ევროპის უმსხვილესი ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 55 ინდუსტრიული(ქვანახშირისა და ფოლადის მოპოვების) რეგიონიდან“, 2010 წელს გამოცხადდა ევროპის კულტურულ დედაქალაქად. ტრანზიციის პროცესი იმით დაიწყო, რომ 1980-იანი წლების შუა პერიოდში რეგიონს უკვე ჰქონდა მწვავე ეკოლოგიური პრობლემები და, შესაბამისად, აღარ შეიძლებოდა ქვანახშირისა და ფოლადის წარმოება დარჩენილიყო რეგიონის ძირითად საქმიანობად. თუმცა, ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების ისტორიული დომინირების გამო, როგორც უმეტეს(მონო) სამრეწველო ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი, რეგიონში მცირე ეკონომიკური მრავალფეროვნება იყო. სახელმწიფომ დაიწყო მიზანმიმართული ინვესტიციების სერია სამ სფეროში, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მომავალი წარმატებისა და განვითარებისათვის:(1) ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით შიდა და რეგიონულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გზებში;(2) ინვესტიცია ახალ უნივერსიტეტებსა და ტექნიკურ ინსტიტუტებში; (3) ინვესტიცია გარემოს დაცვაში(Taylor, 2015). რეგიონმა შემდგომში გააგრძელა ტრანზიცია 1990-იანი წლების განმავლობაში, ინოვაციური და ტექნოლოგიური ინვესტიციების ხელშეწყობით(Taylor, 2015). გელსენკირხენი, ქალაქი, სადაც ადრე ქვანახშირის მრეწველობა დომინირებდა, გადაიქცა„მზის ენერგიის ქალაქად“, რომელიც მზის ენერგიის უდიდესი მომწოდებელია ევროპაში(Peterson, 2015). რურის რეგიონის შემთხვევაში, სამართლიანი ტრანზიციის პოლიტიკის კატეგორიებად დაყოფა შეიძლება: 1. მოკლევადიანი პოლიტიკა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულების საჭიროებებზე; 2. გრძელვადიანი ქმედებები რეგიონის ეკონომიკისა და დასაქმების ბაზის დივერსიფიკაციისთვის. ამ პროცესში აშკარა იყო, რომ ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს ხშირად ახალი პროფესიული უნარები სჭირდებოდა. შესაბამისად, ტრანზიციას თან ახლდა მნიშვნელოვანი სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ძლიერმა პროფკავშირებმა მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. თუ შევაჯამებთ, იკვეთება შემდეგი წარმატების ფაქტორები: გადაწყვეტილება ტრანზიციის შესახებ, მკაფიო მიზნები, ზუსტი და მონაწილეობითი დაგეგმვა, გონივრული ვადები და დრო, ძირითადი დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობა, პროფკავშირების, როგორც ცენტრალური მოთამაშეების მონაწილეობა. 5.8.2. ქალების როლი და გაძლიერება კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებებში გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება მთელ მსოფლიოში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კლიმატის ცვლილების შერბილების, ძირითადად კაცებით დომინირებული, სექტორების ტრანზიცია, გარდაუვალია. ამრიგად, მწვანე/დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა შეიძლება ჩაითვალოს როგორც გამოწვევა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს გენდერული უთანასწორობა, მძიმე ტვირთად დააწვეს დასაქმებულ ქალებს და შეზღუდოს ქალების მონაწილეობა დისკუსიებში, გადაწყვეტილებების მიღებაში და საგანმანათლებლო პროგრამებში(IISD, 2015). ამის საპირისპიროდ, თუ საჭირო გენდერული პოლიტიკის შემუშავება თავიდანვე მოხდება, მწვანე/დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა შეიძლება ჩაითვალოს შესაძლებლობად გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად და გენდერული სოციალური ნორმების გარდასაქმნელად(ILO, 2017). ILO-ს რეკომენდაციაა, მთავრობებმა ტრანზიციის პროცესში განიხილონ და გაითვალისწინოთ გარემოსდაცვითი გამოწვევების გენდერული ასპექტი და შესაბამისი გენდერული პოლიტიკა განავითარონ სამართლიანი ტრანზიციის მხარდასაჭერად. 2012 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია (2012/2035(INI)) მწვანე ეკონომიკაში ქალის როლის შესახებ, სადაც ზუსტად აღინიშნა, რომ დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა შექმნის მზარდ 56 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ მოთხოვნას პროფესიონალ ადამიანურ რესურსებზე და შექმნის მწვანე სამუშაო ადგილებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სერვისები, მეცნიერება, ტექნოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მშენებლობა და ნარჩენები. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყონ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ამაღლდეს ქალთა ჩართულობა, არ გაგრძელდეს დარგობრივი და პროფესიული სეგრეგაცია, აღმოიფხვრას სახელფასო და უნარ-ჩვევების სხვაობები, წარიმართოს ინკლუზიური სოციალური დიალოგი, წახალისდეს ამ სექტორებში ქალთა წარმომადგენლობა, ამასთანავე დაბალანსდეს ქალების გადაჭარბებული ჩართულობა საოჯახო და ზრუნვის„ანაზღაურების გარეშე უხილავ შრომაში“, გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები, სოციალური დაცვა, წვდომა ღირსეულ სამუშაო ადგილებზე და შესაბამის საგანმანათლებო პროგრამებზე(EU, 2012). ქალები და მწვანე ეკონომიკა, ქალები და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკა, ქალები და დარგობრივი წარმომადგენლობა, უკვე დიდი ხანია კვლევის საგანი. ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების აბსოლუტური უმრავლესობა რეკომენდაციას აძლევს მთავრობებს შეიმუშაოს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და სტრატეგიები, სოციალური და კულტურული ნორმების გააზრებით, რომლებიც საფუძვლად უდევს გენდერულ ურთიერთობებს. პარალელურად, აუცილებელია გენდერული მეინსტრიმინგი მიზნობრივ პროგრამებსა და ინტერვენციებში და ამ საშუალების გამოყენება გენდერული თანასწორობის მისაღწევად(iied, 2015, UNFCCC,). ეს არის რთული თემები, რომლებიც მოითხოვენ ცალკეული შემთხვევებისა და ქვეყნის სპეციფიკის შესწავლას. თემის სირთულის, შემდგომი კვლევის აუცილებლობისა და CSAP-ში გამოკვეთილი გენდერული განზომილების არარსებობის გათვალისწინებით, ქვეთავში გამოვყოფთ კლიმატის მწვანე ფონდის(GCF) პროექტიდან„საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების შემცირებისთვის“(GCF, 2020) ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითს. პროექტი მიზნად ისახავს ტყეების დეგრადაციიდან ემისიების შემცირებას ტყეების მდგრადი მართვის საშუალებით, აგრეთვე, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაციას, რათა შეამციროს შეშის, როგორც საწვავის მოხმარება, რაც საქართველოში ტყის დეგრადაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის აქტივობები, ამავდროულად, წარმოადგენს CSAP-ის სატყეო სექტორის ინტერვენციებს. GCF-ის წესების გათვალისწინებით, საქართველომ წარადგინა გენდერული ანალიზი და გენდერის სამოქმედო გეგმა საპროექტო წინადადებასთან ერთად. ეს პროექტი შეიძლება არ იყოს საუკეთესო შემთხვევა ქალების დასაქმებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების საჩვენებლად. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გენდერული შეფასება და სამოქმედო გეგმა მომზადდა კლიმატის ცვლილების შერბილების ინტერვენციებისთვის საქართველოში კაცების დომინირებულ სექტორში. გენდერული შეფასების საფუძველზე გამოვლინდა ხუთი ინტერვენციული სფერო: 1) პარტნიორ სტრუქტურებში გენდერული კომპეტენციების გაძლიერება; 2) გენდერული რეაგირების ჩარჩო პირობები; 3) ქალები, როგორც მთავარი მოქმედი პირები და სამიზნე ჯგუფი; 4) ქალთა ხელმისაწვდომობა პროექტის რესურსებსა და სარგებელზე: 5) გენდერული მეინსტრიმინგი და მონაცემთა შეგროვება. შესაბამისი გენდერის სამოქმედო გეგმა შეიქმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროექტს თავიდანვე აეცილებინა გენდერზე უარყოფით გავლენებთან დაკავშირებული რისკები, ჩაერთო ქალები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შეექმნა მათი ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენის შესაძლებლობა, ხელი შეეწყო გენდერული უთანასწორობის შემცირებისთვის, გაეთვალისწინებინა ქალთა და გოგოების საჭიროებები და შეზღუდვები. ქალები, როგორც ცვლილებების აგენტები, ქალების მიღება მათთვის „არატრადიციულ“ სამუშაო ადგილებზე და კლიმატის ცვლილებით გამწვავებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მოწყვლადობის გენდერული ხარვეზის შემცირება. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 57 რეკომენდებული მოქმედებების არეალები მთავრობისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ამ თავში წარმოდგენილია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც გამოიკვეთა ინტერვიუებიდან და სამაგიდო კვლევიდან. ზოგადი რეკომენდაციები არის დაჯგუფებული მოკლე(5 წლიანი პერიოდი) და საშუალოვადიანი(10 წლიანი პერიოდი) მოქმედების არეალების მიხედვით. ამას მოსდევს, რამდენიმე ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. მოკლევადიანი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი იგულისხმება, რომ დაიწყება შესაბამის პერიოდში, თუმცა, მათი შესრულება გაგრძელდება შემდეგაც. ამას დამატებული, მოკლევადიანი რეკომენდაციები ჩაფიქრებულია როგორც მოსამზადებელი სამუშაო და ფუნდამენტი, შემდგომში, საშუალო ვადიან პერიოდში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია სახელმწიფო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ასევე, შესაბამისი ინდუსტრიების, პროფესიული კავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ამ თემაზე დიალოგის, კვლევების და დაგეგმვის პროცესების დაწყებას(იხ. ცხრილი 3: ინფორმაცია ILO-ის„სახელმძღვანელო პრინციპები ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ სამართლიანი ტრანზიციისთვის“ შესახებ). 6.1. რეკომენდებულ ქმედებათა ზოგადი არეალები  მოკლევადიანი რეკომენდებულ ქმედებათა არეალები: ē მწვანე სამუშაო ადგილებისა და სამართლიანი ტრანზიციის პოლიტიკის დაგეგმვისთვის პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების იდენტიფიცირება და სამუშაო ჯგუფის შექმნა ē აღნიშნულ პროცესში ჩართული მთავარი სამთავრობო უწყებები უნდა იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. თუმცა, პროცესი უნდა იყოს დელეგირებული მთავრობის ხელმძღვანელის მიერ. ē რეკომენდებულია სამუშაო ჯგუფი შეიქმნას საქართველოს კლიმატის ცვლილების საბჭოს ფარგლებში, რომლის წევრები დაკვირვებით შეირჩევიან. წევრები არ უნდა იყვნენ მხოლოდ სამთავრობო უწყებებიდან, არამედ პროფესიული კავშირებიდან, კერძო სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან. მანდატი და ამოცანები მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. 58 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ē კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან პოლიტიკის დოკუმენტებში დასაქმებასთან დაკავშირებული(მათ შორის, გენდერთან) აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხების შესაბამისი ასახვა. ასევე, პირიქით, დასაქმებისა და შრომის პოლიტიკის დოკუმენტებში კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხების გათვალისწინება ē როგორც აღინიშნა, საქართველოს ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა (NECP) შესაბამისობაში უნდა იყოს კლიმატის ცვლილების სხვა პოლიტიკის დოკუმენტებთან, მათ შორის, მიმდინარე LTS-თან, განახლებულ NDC-თან და CSAP-თან. ზოგადად, პარალელურად რამდენიმე კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკის სტრატეგიების არსებობა და დაკავშირებული სირთულეები, შეძლებისდაგვარად, უნდა გამარტივდეს UNFCCC-ის და ევროკავშირის ვალდებულებების გათვალისწინებით და მოხდეს მათში შრომის ბაზარზე გავლენების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება. რაც შეეხება გენდერს, პოლიტიკის შემქმნელებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დასაქმების სფეროში გენდერთან დაკავშირებული გამოწვევების მიზეზებს და შემდეგ მოახდინონ შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში გადაჭრის გზების ინტეგრირება. ē პოლიტიკის შემდგომი დაგეგმვისათვის საკვანძო კონცეპტების განმარტება ē პოლიტიკის დაგეგმვამდე აუცილებელია ეროვნულ დონეზე საკვანძო დეფინიციების განსაზღვრა, სამუშაოების ოფიციალური და ნიუანსური კატეგორიზაცია და ხედვების და კონცეპტების საჭიროების მიხედვით მეინსტრიმინგი. უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს„დაბალნახშირბადიანი სამუშაო ადგილები“ და„მწვანე უნარები“ და უნდა შემუშავდეს მეთოდოლოგია სამუშაო ადგილების კატეგორიზაციისათვის. დამატებით, უნდა იდენტიფიცირდეს თავისებურებები და სპეციფიკური მახასიათებლები„კლებადი ინდუსტრიების“, ასევე, დაზარალებული ჯგუფების იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია, მათ შორის, მუშაკების, მოწყვლადი ადგილობრივი მოსახლეობების, ადგილობრივი ბიზნესების და საწარმოების. ē ქვეყანაზე ორიენტირებული კვლევების, მონაცემთა შეგროვების და ანალიზის წახალისება ē აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. სამაგიდო კვლევამ გამოავლინა, რომ დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლით გამოწვეული შრომის ბაზრის გამოწვევები და შესაძლებლობები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, ეროვნულ დონეზე მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და პოლიტიკის მონაცემებსა და ანალიზზე დაფუძნებული დაგეგმვა. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს საჭირო მონაცემები და მეთოდოლოგია და ამოქმედდეს სისტემურად და შეუქცევადად მონაცემთა შეგროვება. ē რაც შეეხება მოდელირებას, კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების შრომის ბაზარზე ზეგავლენის შესაფასებლად და რაოდენობრივი ანალიზის ჩასატარებლად, შემოთავაზებულია გამოთვლადი ზოგადი წონასწორობის მოდელი(CGE). ეს არის სტანდარტული, ემპირიული ეკონომიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც ავლენს პოლიტიკისგან გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ სექტორთაშორის, რეგიონთაშორის და პერიოდთაშორის ეფექტებს. ამჟამად ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს მოდელის გამართვაზე და მალე ის საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნება. რეკომენდებულია მომავალი კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მოდელირება(განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე სექტორში, მაგ. ენერგეტიკაში) პოტენციური სცენარების სანახავად და პოლიტიკის ინკლუზიურად და სამართლიანად დასაგეგმავად. ასევე, რეკომენდებულია სიმულაციური სავარჯიშოების გაკეთება NECP და LT-LEDS-ის განვითარების პროცესში, სხვადასხვა შერბილების სცენარების შრომის ბაზარზე ზეგავლენის დასადგენად. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 59 ē შრომის ბაზრის, მათ შორის, დასაქმების პროექცირება ē ამ ეტაპისთვის არ არსებობს კვლევა, რომელიც შეეხება საქართველოს შრომის ბაზრის მომავალ მოთხოვნებს, მის განვითარებას, მის მთავარ მაფორმირებელ ფაქტორებსა და მომავალი სამუშაო ადგილების პროგნოზებს. შრომის ბაზრის ამჟამინდელი კვლევების ფოკუსი ყოველთვის არის სტატუს-კვოს ან წინა პერიოდის ანალიზი. რეკომენდებულია საქართველოს შრომის ბაზრის განვითარების და პროგნოზის კვლევა მეგატრენდების(კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება, რესურსების დეფიციტი, დიგიტალიზაცია, ტექნოლოგიების ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება, მოსახლეობის დინამიკა, სწრაფი ურბანიზაცია, კონსიუმერიზმი და სხვ.), ეროვნული გეგმებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ქვეყანაზე ორიენტირებული მეტი მონაცემები და კვლევები გააქტიურებს და ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და ინფორმირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე, დაეხმარება საგანმანათლებლო და დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის ინკლუზიურად და სამართლიანად დაგეგმვას. ē მწვანე ეკონომიკის ტენდენციებზე მონაწილეობრივი და ინკლუზიური დიალოგის დაწყება, დიალოგისთვის ფინანსების განსაზღვრა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება ē თუ დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე ტრანზიციის პროცესი არ იქნება კარგად დაგეგმილი და ხელშეწყობილი, მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის უთანასწორობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსფორმაციის პროცესში მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს საჭიროებები და მოთხოვნები განათლებაზე, შრომასა და ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელ უწყებებთან ახლო თანამშრომლობით. თუმცა, თუ ტრანზიციის პროცესი იქნება კარგად დაგეგმილი და ინფორმირებული, მოსალოდნელია, რომ ეს შეამცირებს სიღარიბეს და უთანასწორობას სხვადასხვა გზებით. კერძოდ, ბუნებაზე ორიენტირებული კლიმატის ცვლილების გადაჭრის გზებით(მაგ.: ტყის მდგრადი მართვა), მწვანე სამუშაო ადგილების შექმნით(მაგ.: ნარჩენების მართვა), ციფრული ინკლუზია(მაგ.: მონაცემები პოლიტიკის უკეთესი დაგეგმვისთვის), წვდომა სუფთა ენერგიაზე და სოციალური დაცვის ღონისძიებების გაძლიერება. ē კვლავ უნდა აღინიშნოს, მნიშვნელოვანია დაბალნახშირბადიანი ტრანზაციის დაგეგმვა. ასევე, ამ და სხვა თანმდევი პროცესების შესახებ დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების, მათ შორის, კერძო სექტორის, საგანმანათლებლო და პროფესიული ინსტიტუტების და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ē შრომის(მწვანე უნარების) მოთხოვნების წინასწარი შეფასება, უნარების შეუსაბამობის გამოსწორება, უნარების შეძენისა და განვითარების სტრატეგიების მორგება და განახლება ē როგორც მე-5 თავში აღინიშნა, მწვანე და დაბალნახშირბადიანი სამუშაოები ზრდიან ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში ყველა კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორში 2030 წლისათვის. აღნიშნული ტრანზიციის პროცესი, ასევე, მოიცავს რამდენიმე სერტიფიცირების პროცესს და არაფორმალურად დასაქმებულების ფორმალიზებას. შესაბამისად, შეიქმნება მეტი ღირსეული და ხარისხიანი სამუშაო ადგილი. ზოგ შემთხვევაში, მარტივად მოხდება გადანაცვლების პროცესი, სპეციალური მომზადების გარეშე. თუმცა, ზოგი ახალი მწვანე სამუშაო ადგილი მოითხოვს სპეციალურ მომზადებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა, არის შრომის ბაზრის მოთხოვნის და უნარების შეუსაბამობა და შრომის ბაზარზე არის საჭირო უნარებისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსის დეფიციტი. შესაბამისად, იკვეთება საჭიროება, რომ მოხდეს ქვეყანაზე ორიენტირებული და ქვეყნისთვის სპეციფიკური მწვანე უნარების 60 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ განმარტება, ამჟამინდელი სიტუაციის შეფასება და ანალიზი, მომავალი ნაბიჯების დაგეგმვა, მათ შორის, ცვლილებების განხორციელება საგანმანათლებლო სისტემაში(საგანმანათლებლო და პროფესიულ დაწესებულებებში, დატრენინგება-გადამზადების პროგრამებში). ē მოსალოდნელია, რომ მდგრადი განვითარების, ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის მეინსტრიმინგი გავლენას მოახდენს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე, მათ შორის, საჭირო უნარების და კვალიფიკაციის მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ტრანზიციის დაგეგმვის და ტრანზიციის პროცესში უნარების შეფასების კვლევა ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის შინაარსისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. ē საგანმანათლებლო პროგრამების დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის საჭიროებების მიხედვით ადაპტირება(საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება და ტრენინგპროგრამები) ē გამომდინარე იქიდან, რომ განათლება თამაშობს მთავარ როლს დასაქმების ბაზრის მოთხოვნაზე რეაგირებაში, რეკომენდებულია საგანმანათლებლო პროგრამების„გამწვანებაც“. უფრო კონკრეტულად, გადაიხედოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამები და კურიკულუმები და მოხდეს მათში თანამედროვე და მდგრადი მიდგომების ინტეგრირება (მაგ.: ამჟამინდელ ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამებში ფოკუსი იყოს განახლებად ენერგიაზე, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამებში- ენერგოეფექტურ დაპროექტებასა და მშენებლობაზე/მდგრად ურბანულ დაგეგმარებაზე, სასოფლო-სამეურნეო საგანმანათლებლო პროგრამებში- კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე) და, ასევე, მოხდეს ახალი პროგრამების შეთავაზება(მაგ.: ნარჩენების მართვა, მდგრადი ურბანული მობილობა, მდგრადი ნიადაგის მართვა, მდგრადი სასურსათო სისტემა, მდგრადი ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები და წიაღისეული მდგრადი განვითარებისათვის, მდგრადი არქიტექტურა და სხვ.). ē პროფესიული განათლების პროგრამებსა და დაწესებულებებში უნდა იყოს ასახული დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის ტრენდები და ინკორპორირებული საჭირო უნარების განვითარება. ē რეგულირების ზეგავლენის შეფასება(RIA) და პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება(PIA) კლიმატის ცვლილების შერბილების და დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათავისება და ინტეგრაცია ē RIA და PIA წარმოადგენს სისტემურ მიდგომას მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნისათვის. ეს არის პოლიტიკის ან რეგულირების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკის საკითხების სტრუქტურულად განსაზღვრასა და რეგულაციის ან არამარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების შეფასებას. საქართველოს მთავრობის 2020 წლის №35 დადგენილებით„რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, განისაზღვრა იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება. აღსანიშნავია, რომ RIA/PIA მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ინტერვენციების შემთხევაში, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს მანამდე დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებასთან ან არის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის მაღალი რისკი. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 61  საშუალოვადიანი რეკომენდებულ ქმედებათა არეალები: ē სამართლიანი ტრანზიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და დაბალნახშირბადიანი განვითარების და სამართლიანის ტრანზიციის მაკროეკონომიკურ და ზრდის პოლიტიკაში ინტეგრირება ē მთავრობამ უნდა მიიღოს სამართლიანი ტრანზიციის შესახებ გადაწყვეტილება იმ კვლევებზე, პროექციებსა და ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოდგენილია მოკლევადიან რეკომენდებულ მოქმედებათა არეალებში. მთავრობა უნდა იყოს პროცესის მთავარი წარმმართველი. ē არსებითად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისა და სამართლიანი ტრანზიციის მაკროეკონომიკურ და ზრდის პოლიტიკაში ინტეგრირება, ასევე, ეკონომიკური ზრდის სოციალურ და გარემოსდაცვით ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანა, შესაბამისი რეგულაციებისა და ინსტრუმენტების მიღება ტრანზიციისათვის მდგრადი აქტივობების წასახალისებლად, საჯარო ფინანსების მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება, ვაჭრობის და საინვესტიციო პოლიტიკის განვითარება მწვანე ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობისთვის. ē მხარდაჭერის პროგრამების იმპლემენტაცია და ინტენსიური გადამზადება„კლებადი ინდუსტრიების“ დასაქმებულების, ბიზნესებისა და საწარმოებისთვის ē მთავრობამ უნდა მოახდინოს„კლებადი ინდუსტრიების“ დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ბიზნესებისა და საწარმოებისთვის მხარდაჭერის პროგრამებისა და ინტენსიური მომზადების და გადამზადების იმპლემენტაცია. განხორციელებასთან ერთად, პერიოდულად საჭიროა იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება. ē „კლებადი ინდუსტრიების“ დასაქმებულებისთვის მხარდაჭერის პროგრამების ფორმულირება და საწარმოებისა და ზოგადად, კერძო სექტორის კონსულტირება ē სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეიცავდეს სოციალური დაცვას და მომზადება/გადამზადებაზე ხელმისაწვდომობას, რათა„კლებად ინდუსტრიებში“ დასაქმებულებმა, ადგილობრივმა ბიზნესებმა და საწარმოებმა მზარდ მწვანე სექტორებში გადასვლა მოახერხონ. ē მწვანე(ღირსეული) სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისთვის ფინანსური წახალისების მექანიზმების შექმნა ē მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი და წარმატებული ტრანზიციის პროცესი, ფინანსური წახალისების მექანიზმების, უფლებამოსილებების, რეგულაციების შექმნა, და ასევე, მწვანე ეკონომიკისთვის რელევანტური სექტორების მოთხოვნის, ინვესტიციების, საქონლისა და მომსახურების ბაზრების განვითარების სტიმულირება. 62 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ē ევროპის მწვანე შეთანხმების კურსის გაყოლის შემთხვევაში, გრძელვადიანი(კლიმატის ცვლილების და შრომის) პოლიტიკის დაგეგმვის და განვითარების პროცესებში გამოკვეთილი სოციალურეკონომიკური კონტექსტი ē ევროპის მწვანე შეთანხმებას აუცილებლად ექნება გავლენა საქართველოს დეკარბონიზაციის გზაზე. თუმცა, ამ ეტაპისთვის, მოცულობა და სიჩქარე არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს შესაძლო განვითარება, ასევე, მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის კონტექსტში, ვინაიდან, სავარაუდოდ, გავლენა ექნება შრომის ბაზრის მოთხოვნასა და დეფიციტზე. რეკომენდებულია საქართველომ გამოიყენოს რეგიონული ტრანსსასაზღვრო მიდგომა ევროპის მწვანე შეთანხმების ეროვნულ კონტექსტში გააზრებისა და გადმოთარგმნისას და მოიცვას დასაქმების ბაზრის ასპექტიც. ამავდროულად, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობებს. ē სამართლიანი ტრანზიციისთვის ფინანსების განსაზღვრა და დამატებითი დაფინანსების მოძიება ē სამართლიანი ტრანზიცია მოითხოვს რესურსებსა და ინვესტიციებს მოკლე ვადაში, თუმცა, მომგებიანია გრძელ ვადაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსების გამოყოფა სამართლიანი ტრანზიციისთვის და ამის პარალელურად, ქვეყანა ფინანსურ დახმარებას ეძიებდეს სხვადასხვა ფონდებიდან და განვითარებული ქვეყნებიდან. 6.2. ქალთა გაძლიერების რეკომენდებულ ქმედებათა არეალები ē გადაწყვეტილების მიღებასა და სამართლიანი ტრანზიციის დიალოგში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ē როგორც წესი, ქალები, ჩამოშორებულები არიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. ამის შედეგად, მათი ხედვები, საჭიროებები და ინტერესები არ არის გათვალისწინებული პროცესსა და გადაწყვეტილებებში. როგორც აღინიშნა, ძირითად გარდაქმნები კაცების მიერ დომინირებულ სექტორებში იქნება მოსალოდნელი. შესაბამისად, ეს ზრდის ქალების სამართლიანი ტრანზიციის შესახებ დიალოგებიდან დისტანცირების/ჩაურთველობის რისკებს. მნიშვნელოვანია სამართლიანი ტრანზიციის, დაბალნახშირბადიანი ტრანზიციის და მწვანე სამუშაო ადგილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დიალოგში ქალებმა ითამაშონ ცენტრალური როლი. ასევე, ამ პროცესებში უნდა იყვნენ ინფორმირებულნი და ჩართულნი საჯარო უწყებების და მუნიციპალიტეტების გენდერზე პასუხისმგებელი პირები. ē სექტორებისა და უნარების შეფასებისას და კვლევებში გენდერის ასპექტის უზრუნველყოფა ē გენდერული უთანასწორობა არის სისტემური საკითხი და პრობლემა, რომელიც გამომჟღავნებულია სხვადასხვა ფორმით და სფეროში, როგორც ზოგადი, ასევე სპეციფიკური მახასიათებლებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მუშაობა როგორც სისტემურ, ისე, გამომჟღავნების დონეზე და გენდერის ასპექტის გათვალისწინება შერბილების სექტორებში, მწვანე სამუშაო ადგილებში, მწვანე უნარების შეფასებაში, პროექციებსა და კვლევებში. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 63 ē საგანმანათლებლო პროგრამებსა და მწვანე სამუშაო ადგილებზე ქალთა ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა ē ქალებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მწვანე სამუშაო ადგილებზე. ამას დამატებული, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენისათვის. სპეციალურ პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის, მათ შორის, სამუშაო ადგილთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპების გაქრობა. ē დასაქმების ბაზარსა და განათლებაზე ხელმისაწვდომი შესაძლო განსაკუთრებული ზომების განხილვა ē სექტორების გენდერული ბალანსი უნდა შეიცვალოს და გადანაცვლდეს. მთავრობამ, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად, უნდა განიხილოს შესაძლო განსაკუთრებული ზომები სექტორების გენდერული ბალანსის და მწვანე სამუშაო ადგილებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია ინტერსექტორული პერსპექტივების ყველა ეტაპზე გათვალისწინება, შეფასებიდან საგანმანათლებლო პროგრამებსა და მწვანე სამუშაო ადგილებზე წვდომამდე. ē კლიმატის ცვლილების შერბილების ინტერვენციებში გენდერის შეფასებისა და სამოქმედო გეგმის ინტეგრირება ქალების გაძლიერების და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ē რეკომენდებულია მწვანე ეკონომიკაზე ტრანზიციის გავლენების გამოსარკვევად, გენდერის შეფასებისა და გენდერული უთანასწორობის გაუმჯობესებისათვის, გენდერის სამოქმედო გეგმის მომზადება, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებაში, საგანმანათლებლო პროგრამებსა და შრომის ბაზარზე მონაწილეობაზე. 64 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ დასკვნა კვლევაში განიხილებოდა ეროვნული კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის და დასაქმების ბაზრის ურთიერთკავშირი და ურთიერთგავლენები. ამის შედეგად მომზადდა რეკომენდაციები სამართლიანი ტრანზიციის და დეკარბონიზაციის გზაზე აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხებისა და ღონისძიებების შესახებ. კვლევა ეყრდნობა ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოების, საერთაშორისო ინსტრუმენტების, დარგის ექსპერტებთან სიღრმისეული ინტერვიუების შედეგების და შერჩეული შემთხვევების(ქეისების) ანალიზს. თვისებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ, ზოგადად, კლიმატის ცვლილების შერბილების ინტერვენციებს, უპირატესად, პოზიტიური გავლენა აქვს საქართველოს შრომის ბაზარზე. ამასთანავე, კვლევამ ცხადყო, რომ არსებობს გადაუდებელი საჭიროება გათვალისწინებულ იქნას ტენდენცია და მოხდეს შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება(მათ შორის, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზება, საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა) და ამით გარდამავალ პერიოდთან წარმატებით ადაპტირება, რათა ქვეყანამ თავიდანვე მოამზადოს სამუშაო ძალა ე.წ. მზარდი„მწვანე“ დასაქმების ბაზრისთვის და თავიდან აიცილოს საჭირო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანური რესურსების დეფიციტი. გარდა ამისა, დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში გამოყენებული უნდა იქნას ქალთა გაძლიერების შესაძლებლობა და წახალისდეს კაცებით დომინირებულ კლიმატის ცვლილების შერბილების სექტორებში გენდერული ბალანსი. ანალიზის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საქართველოში ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით ცვლილება არ არის დაგეგმილი, კლიმატის ცვლილების შერბილების გლობალური ტენდენციები დიდ გავლენას მოახდენს ტყიბულში ქვანახშირის წარმოებასა და მოთხოვნაზე. შესაბამისად, აუცილებელია დაიწყოს სამართლიანი ტრანზიციის პროცესის დაგეგმვა და ტყიბულის მაღაროს დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ალტერნატივების ძიება. კვლევის თანახმად, ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თავისი სამართლებრივი სივრცის გაფართოებას, ხოლო ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მზარდი პრიორიტეტიზაცია და ევროპის მწვანე შეთანხმება პირდაპირ გავლენას მოახდენს საქართველოს კლიმატის პოლიტიკაზე. ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ტექნიკური დახმარებაზე წვდომა, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამები და ღონისძიებები, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების ახალი პოლიტიკისა და კანონმდებლობის აღსრულებას და საქართველოს შესაძლებლობას განახორციელოს ამბიციური ეროვნული დეკარბონიზაციის გეგმები. შემდგომი კვლევისთვის შემდეგი სფეროებია იდენტიფიცირებული: ē კლიმატის ცვლილების დასაქმებაზე პირდაპირი ზემოქმედების შესწავლა, კლიმატთან ადაპტაციის ღონისძიებების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების გავლენა სხვა სექტორებზე; ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 65 ē დასაქმებაზე კლიმატის პოლიტიკის შესაძლო გავლენის შესახებ რაოდენობრივი ანალიზის ჩატარება და შესაბამისი პროგნოზების გაკეთება; ē ევროპული და გლობალური„მწვანე ზრდის“ ტენდენციების და საქართველოს დასაქმების ბაზარზე მათი შესაძლო გავლენების შესწავლა; ē საქართველოში, კლიმატის პოლიტიკის გავლენით შექმნილი სამუშაო ადგილების და„უნარების გამწვანების“ პოტენციალის შესწავლა და საჭირო საგანმანათლებლო პროგრამების იდენტიფიცირება; ē გენდერულ ჭრილში კვლევის ჩატარება, მათ შორის, საქართველოში კაცებით და ქალებით დომინირებული სექტორების სიღრმისეული ანალიზი, საქართველოს შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება კაცებით დომინირებულ სექტორებში „კლებად ინდუსტრიებზე“ აქცენტით; ē კარგი პრაქტიკების ანალიზის საფუძველზე საქართველოსთვის სამართლიანი ტრანზიციის გეგმის შემუშავება; ē ამბიციური კლიმატის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მქონე კლიმატის ცვლილების დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების შესწავლა; ē ამ ნაშრომში განხილული ტრანზიციის პროცესების ადამიანის უფლებების განზომილებების შესწავლა, შრომის უფლების ჩათვლით. 66 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ ბიბლიოგრაფია* 1. Andoura, 2013: Andoura Sami, Energy Solidarity in Europe: From Independence to Interdependence, Jacques Delors Institute, ხელმისაწვდომია: https://www.institutdelors.eu/wp-content/uploads/2020/08/energysolidarity-andoura-ne-ijd-july13.pdf 2. BBC, 2020: McGrath Matt“Climate change: China aims for‘carbon neutrality by 2060’”, ხელმისაწდომია: h t t p s:// w w w. b b c. c o m/ n e w s/ s c i e n c e- e n v i r o n ment-54256826 3. Biden, 2020: Joe Biden’s official website,“The Biden Plan for a clean energy revolution and environmental justice,” ხელმისაწდომია: https://joebiden.com/climate-plan/ 4. BM, 2019: Business Media Georgia,“Who Became the New Owner OF Saknakhshiri- Interview with the Manager of Steel Internationa Trading Company,” ხელმისაწდომია: https://bm.ge/ka/article/vin-gaxda-saqnaxshiris-axali-mflobeli---interviu-steel-interna tional-trading-company-s-menejertan/41011 5. Bodle, Donat, Duwe, 2016: Bodle Ralph, Donat Lena, Duwe Matthias,“The Paris Agreement: Analysis, As sessment and Outlook” Carbon& Climate Law Review (CCLR) 2016, no. 1: 5-22, ხელმისაწდომია: https://www. jstor.org/stable/43860128?seq=1 6. Carbonbrief, 2020: O’Callaghan Brian and Hepburn Cameron,” Leading economists: Green coronavirus recovery also better for economy” ხელმისაწდომია: https://www.carbonbrief.org/leading-econo mists-green-coronavirus-recovery-also-better-for-economy 7. Catuti, Kustova, Egenhofer, 2020: Catuti Mihnea, Kustova Irina, Egenhofer Christian,“Delivering the European Green Deal for southeast Europe,“CEPS, ხელმისაწდომია: https://www.ceps.eu/ceps-publications/delivering-the-european-green-deal-for-southeast-europe/ 8. CESCR, 2005: Committee of Economic, Social and Cultural Rights,“General comment No. 18- The Right to Work, Article 6 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights”, ხელმისაწდომია: https://www.refworld.org/docid/4415453b4.html 9. EC, 2017: ევროკომისიის ვებგვერდი,“Energy union” ხელმისაწდომია: https://ec.europa.eu/energy/topics/ energy-strategy/energy-union_en 10. EC, 2019: ევროკომისიის ვებგვერდი,“Clean energy for all Europeans package,” ხელმისაწდომია: https://ec.europa.eu/energy/topics/markets-and-consumers/market-legislation/third-energy-package_en 11. EC, 2020: ევროკომისიის ვებგვერდი,“2050 long-term strategy”, ხელმისაწდომია: https://ec.europa.eu/clima/ policies/strategies/2050_en 12. EC: ევროკომისიის ვებგვერდი,“EU Emissions Trading System(EU ETS),” ხელმისაწდომია: https://ec.europa. eu/clima/policies/ets_en#tab-0-1 13. ECa: European Commission website,“Protection of the ozone layer,” ხელმისაწდომია: https://ec.europa.eu/clima/policies/ozone_en#tab-0-1 14. ECb: European Commission website,“Fluorinated greenhouse gases,“ ხელმისაწდომია: https://ec.europa. eu/clima/policies/f-gas_en#tab-0-1 15. ECd: ევროკომისიის ვებგვერდი,“European Climate Law,” ხელმისაწდომია: https://ec.europa.eu/clima/ policies/eu-climate-action/law_en#:~:text=With%20 the%20European%20%20Climate%20%20Law,greenhouse%20gas%20emissions%20by%202050.&text=By%20September%202023%2C%20and%20 every,and%20the%202030%2D2050%20trajectory 16. EnC, 2021: Energy Community,“A carbon pricing design for the Energy Community Final Report,” ხელმისაწდომია: https://energy-community.org/news/ Energy-Community-News/2021/01/20.html * General remarks: The bibliography or the references don’t follow any citation style. However, the authors think that the sources are sufficiently indicated. All the links were accessed on 30 January 2021. ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 67 17. EU, 2009: Directive 2009/28/EC of The European Par liament and of the Council of 23 April 2009 on the promotion of the use of energy from renewable sources and amending and subsequently repealing Directives 2001/77/EC and 2003/30/EC. 18. EU, 2012: Directive 2012/27/EU of the European Par liament and of the Council of 25 October 2012 on energy efficiency, amending Directives 2009/125/EC and 2010/30/EU and repealing Directives 2004/8/EC and 2006/32/EC Text with EEA relevance. 19. EU, 2012: European Parliament Resolution on the role of women in the green economy(2012/2035(INI)), ხელმისაწდომია: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-7-2012-0321_EN.html 20. Eyl-Mazzega, 2020: EYL-MAZZEGA Marc-Antoine,“The Green Deal’s External Dimension. Re-Engaging with Neighbors to Avoid Carbon Walls”, ifri ვებგვერდი, ხელმისაწდომია: https://www.ifri.org/en/publications/ editoriaux-de-lifri/edito-energie/green-deals-external-dimension-re-engaging-neighbors 26. საქსტატი, 2020: დასაქმების სტატისტიკა, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/37/dasakmeba-khelfasebi 27. საქსტატი: მშპ სტატისტიკა, ხელმისაწვდომია: https:// www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp 28. GIZ, 2016: GIZ,“Green Growth Policy Paper for Georgia” 29. GOG, 2019: საქართველოს მთავრობა, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის თაობაზე, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/document/view/4732470?publication=0 30. GOG, 2020: საქართველოს მთავრობა, კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ, ხელმისაწვდომია: https:// www.matsne.gov.ge/document/view/4780380?publication=0 31. Goos, 2016: Goos Anna,“Manual on Circular Migration Scheme,” GIZ, ხელმისაწდომია: http://migration.commission.ge/files/pcms_en_final.pdf 21. Eyl-Mazzega, 2020a: EYL-MAZZEGA Marc-Antoine, “EU Green Deal: meeting targets by lowering nonEU neighbour emissions too,” energypost ვებგვერდი, ხელმისაწდომია: https://energypost.eu/eu-green-dealmeeting-targets-by-lowering-non-eu-neighbour-emissions-too/ 22. FAO, 2019: Food and Agriculture Organization of the United Nations,“Five practical actions towards low-car bon livestock,” ხელმისაწდომია: http://www.fao.org/3/ ca7089en/ca7089en.pdf 23. FT, 2019: Ross Alice,“Tackling climate change— an investor’s guide,” Financial Times ვებგვერდი, ხელმისაწდომია: https://www.ft.com/content/fa7a4400d940-11e9-8f9b-77216ebe1f17 24. GCF, 2020: Gender action plan for GCF funded project “Enabling Implementation of Forest Sector Reform in Georgia to Reduce GHG Emissions from Forest Degradation,” ხელმისაწდომია: https://www.greenclimate. fund/document/gender-action-plan-fp132-enabling-implementation-forest-sector-reform-georgia-reduce-ghg 32. Grantham, 2018: Nachmany Michal and Setzer Joana,“Policy brief Global trends in climate change legislation and litigation: 2018 snapshot”, Grantham Research Institute on Climate Change and Environment, ხელმისაწდომია: http://www.lse.ac.uk/GranthamInstitute/wp-content/uploads/2018/04/Global-trends-in-climate-change-legislation-and-litigation-2018-snapshot-3.pdf 33. Grantham, 2019: Robins Nick, Rydge James,“Why a just transition is crucial for effective climate ac tion,” ხელმისაწდომია: https://www.unpri.org/download?ac=7092 34. Hafstead, Lauren Dunlap, 2020: Hafstead Marc, Dunlap Lauren,“Carbon Pricing 106: Effects on Employment”, https://www.rff.org/publications/explainers/carbon-pric ing-106-effects-employment/ 35. Heffron, McCauley, 2017: J.Heffrona Raphael, McCau leyc Darren,” What is the‘Just Transition’?”, Geoforum Volume 88, January 2018, Pages 74-77, ხელმისაწდომია: https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/ S0016718517303287?via%3Dihub 25. საქსტატი, 2019: მოსახლეობის და დემოგრაფიისთან სტატისტიკა, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia 36. IISD, 2015: Fisher Susannah, Mohun Rachel,“Low carbon resilient development and gender equality in the least developed countries,” ხელმისაწდომია: https://pubs.iied.org/sites/default/files/pdfs/migrate/10117IIED.pdf 68 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 37. IISD, 2020: IISD website,“Japan, Republic of Korea Pledge to Go Carbon-neutral by 2050”, ხელმისაწდომია: h t t p s:// s d g. i i s d. o r g/ n e w s/ j a p a n- re p u b l i c- o f- ko re a pledge-to-go-carbon-neutral-by-2050/ 38. ILO, 2010:“Climate change and labour: The need for a“just transition,” International Journal of Labour Research 2010 Vol. 2 Issue 2, ხელმისაწდომია: https:// www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_dialogue/---actrav/documents/publication/wcms_153352.pdf 39. ILO, 2015: ILO,“Guidelines for a just transition towards environmentally sustainable economies and societies for all,” ხელმისაწდომია: https://www.ilo.org/wcmsp5/ groups/public/---ed_emp/---emp_ent/documents/publication/wcms_432859.pdf 40. ILO, 2015a: ILO Governing Body,“Formalization of the informal economy: Area of critical importance,” GB.325/ POL/1/1, ხელმისაწდომია: https://www.ilo.org/wcmsp5/ groups/public/---ed_norm/---relconf/documents/meetingdocument/wcms_412833.pdf 41. ILO, 2016:“Just transition, decent work and climate resilience in Asia“, ხელმისაწდომია: https://www.ilo. org/wcmsp5/groups/public/---dgreports/---dcomm/documents/publication/wcms_589098.pdf 42. ILO, 2017: ILO Governing Body,“Addressing the impact of climate change on labour,” GB.329/POL/3, ხელმისაწდომია: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/ public/---ed_norm/---relconf/documents/meetingdocument/wcms_543701.pdf 43. ILO, 2017: Kumar Dhir Rishabh,“Gender, labour and a just transition towards environmentally sustainable economies and societies for all”, ხელმისაწდომია: https://www.ilo.org/global/topics/equality-and-discrimination/publications/WCMS_592348/lang--en/index.htm 44. ILO, 2018:“World Employment Social Outlook 2018 Greening with jobs”, ხელმისაწდომია: https://www.ilo. org/global/publications/books/WCMS_628654/lang--en/ index.htm 45. ILO, 2020, ILO Governing Body,“The role of the ILO in addressing climate change and a just transition for all,” GB.340/POL/1, ხელმისაწდომია: https://www.ilo. org/wcmsp5/groups/public/---ed_norm/---relconf/documents/meetingdocument/wcms_756858.pdf 46. ILO: ILO website,“Green Jobs,” ხელმისაწდომია: https:// www.ilo.org/global/topics/green-jobs/lang--en/index. htm 47. IPCC, 2006: 2006 IPCC Guidelines for National Greenhouse Gas Inventories, ხელმისაწდომია: https://www. ipcc-nggip.iges.or.jp/public/2006gl/index.html 48. IPCC, 2014: Climate Change 2014 Synthesis Report Summary for Policymakers, ხელმისაწდომია: https:// www.ipcc.ch/site/assets/uploads/2018/02/AR5_SYR_FINAL_SPM.pdf 49. IPCC, 2018: IPCC“Summary for Policymakers— Glob al Warming of 1.5 ºC- IPCC”, ხელმისაწდომია: https:// www.ipcc.ch/sr15/chapter/spm/ 50. Kazmierkiewicz, 2013: Kazmierkiewicz Piotr,“Opportunities for Developing Circular Migration Schemes between Georgia and the EU,” ხელმისაწდომია: http:// migration.commission.ge/files/cipdd-gyla-circular_mi gration-en.pdf 51. Linnenlueck et al., 2018: K.Linnenlueck Martina, Han Jianlei, Pan Zheyao, Smith Tom,“How markets will drive the transition to a low carbon economy,“Economic Modelling Volume 77, March 2019, Pages 42-54, ხელმისაწდომია: https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0264999318304619?via%3Dihub 52. Manguiat, Raine, 2018: Manguiat Maria Socorro, Raine Andy,“Strengthening National Legal Frameworks to Implement the Paris Agreement.” Carbon& Climate Law Review(CCLR), no. 1(2018): 15-22 53. MEPR, 2020: Ministry of Environmental Protection and Natural Resources of Ukraine,“Ukraine 2050 Green Energy Transition Concept”, ხელმისაწდომია: https:// m e p r. g o v. u a/ f i l e s/ i m a g e s/ n e w s_ 2 0 2 0/ 1 4 0 2 2 0 2 0/ eng_pdf_%D0%B7%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B0%2%D0%BA%D0%BE%D0%BD%D1%86%D0%B5%D0%BF%D1%86%D1%96%D1%8F%20(1).pdf 54. MESD, 2019: Ministry of Economy and Sustainable Development,“Labour Market Analysis 2019”, ხელმისაწდომია: http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis. Po r t a l. We b/ H a n d l e r s/ G e t Fi l e. a s h x? Ty p e= U s e r Re port&ID=30ad9f6d-7c9e-48f2-b90c-d56bc719d0bd ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ 69 55. Morgan Stanley, 2019: Morgan Stanley’s Institute for Sustainable Investing Climate Change as an Investment Megatrend”, ხელმისაწდომია: https://www.morganstanley.com/ideas/climate-change-investment-megatrend 63. UN, 2020: United Nations,“World Economic Situation and Prospects 2020”, ხელმისაწდომია: https://www. un.org/development/desa/dpad/publication/world-economic-situation-and-prospects-2020/ 56. OECD, 2011: Château Jean, Saint-Martin Anne, Manfredi Thomas,“Employment Impacts of Climate Change Mitigation Policies in OECD A General-Equilibrium Perspective,” ხელმისაწდომია: https://www. oecd-ilibrary.org/docserver/5kg0ps847h8q-en.pdf?expires=1614020645&id=id&accname=guest&checksum=2C5DB259E899FDF8E5DE85533387A975 57. Peterson, 2015: Peterson Erica,“In Germany, A City Moves Away From Coal,” ხელმისაწდომია: http://energyfuture.wfpl.org/in-germany-a-city-moves-away-fromcoal/ 58. PwC, 2016: PwC,“Five Megatrends And Their Implica tions for Global Defense& Security,” ხელმისაწდომია: https://www.pwc.com/gx/en/government-public-services/assets/five-megatrends-implications.pdf 59. Rajmani, Bodansky, 2019: Rajamani Lavanya, and Bodansky Daniel.“The Paris Rulebook: Balancing In ternational Prescriptiveness With National Discretion.” International and Comparative Law Quarterly 68, no. 04(2019): 1023–40. Ხელმისაწდომია: https://www. cambridge.org/core/journals/international-and-comparative-law-quarterly/article/abs/paris-rulebook-balancing-international-prescriptiveness-with-national-discretion/673318361F0CFCCE4D41FE3DC46C72BF 60. Taylor, 2015: Taylor Robert,“Case Study: A Review of Industrial Restructuring in the Ruhr Valley and Relevant Points for China’, Institute for Industrial Productivity,” ხელმისაწდომია: http://www.cleanairchina.org/file/load File/160.html 64. UNDP, 2020: Human Development Report 2020,“The next frontier Human development and the Anthropocene,” ხელმისაწდომია: http://hdr.undp.org/sites/all/ themes/hdr_theme/country-notes/GEO.pdf 65. UNFCCC, 2015: The Paris Agreement, UN Doc FCCC/ CP/2015/L.9, ხელმისაწდომია: https://unfccc.int/sites/ default/files/english_paris_agreement.pdf 66. UNFCCC, 2018: UNFCCC,“Just Transition of the Work force, and the Creation of Decent Work and Quality Jobs,” ხელმისაწდომია: https://unfccc.int/sites/default/ files/resource/Just%20transition.pdf 67. UNGA, 2015: UN General Assembly,“Transforming our world: the 2030 Agenda for Sustainable Development”, A/RES/70/1, ხელმისაწდომია: https://www.un.org/ga/ search/view_doc.asp?symbol=A/RES/70/1&Lang=E 68. UNGA, 2018: UN General Assembly,“Protection of Global Climate for Present and Future Generations of Humankind,” Res 73/232, UN Doc A/RES/73/232, ხელმისაწდომია: https://undocs.org/en/A/RES/73/232 69. WB, 2013: Deichmann Uwe, Zhang Fan,“Grow ing Green- The Economic Benefits of Climate Ac tion” ხელმისაწდომია: http://documents1.worldbank. org/curated/en/501061468283462662/pdf/Growing-green-the-economic-benefits-of-climate-action.pdf 70. WB, 2019: WB database, ხელმისაწდომია: https:// datahelpdesk.worldbank.org/knowledgebase/articles/906519-world-bank-country-and-lending-groups 61. Thorgeirsson, 2017: Thorgeirsson Halldór in Klein Dan iel R., Carazo María Pía, Meinhard Doelle, Bulmer Jane, and Higham Andrew.“The Paris Agreement on Climate Change: Analysis and Commentary.” Oxford: Oxford University Press 62. UK-BEIS, 2020: UK Government’s web-site,“End of coal power to be brought forward in drive towards net zero”, ხელმისაწდომია: https://www.gov.uk/government/news/ end-of-coal-power-to-be-brought-forward-in-drive-towards-net-zero#:~:text=Britain’s%20reliance%20 on%20coal%20for,to%20less%20than%203%25%20 today.&text=The%20deadline%20for%20the%20 phase,a%20speech%20to%20launch%20COP26%20 71. WB, 2020: Garrote Sanchez Daniel, Gomez Parra Nicolas, Ozden Caglar, and Rijkers Bob,“Which Jobs Are Most Vulnerable to COVID-19? What an Analysis of the European Union Reveals”, ხელმისაწდომია: http://documents1.worldbank.org/curated/ en/820351589209840894/pdf/Which- Jobs-Are-MostVulnerable-to-COVID-19-What-an-Analysis-of-the-European-Union-Reveals.pdf 72. WEF, 2020: World Economic Forum,“The Global Risks Report 2020, ხელმისაწდომია: https://www.weforum. org/reports/the-global-risks-report-2020 70 ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ