პროექტის ავტორი და სამეცნიერო რედაქტორი: ლელა გაფრინდაშვილი პროექტი„ევროპელი ქალების საქართველო 1823-1923“ განახორციელა კავშირმა„ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გარეშე. © ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის(WIE) მთარგმნელები: ლელა ფიროსმანიშვილი, ნინო მიქაშავიძე, ელენე მარგველაშვილი, თამარ ონოფრიენკო, ლია ვიტეკი, ლელა დუმბაძე, ნიკა გელოვანი რედაქტორები: ელზა ნაბახტეველი, ნინო ბექიშვილი მხატვარი: ლუიზა ლაფერაძე ყდის დიზაინი: გია არაბული დამკაბადონებელი: მაკა ცომაია თბილისი 2021 ISBN 978-9941-8-2887-4 ლელა გაფრინდაშვილი ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ფრედერიკა ფონ ფრაიგანი წერილები კავკასიიდან და საქართველოდან ანგელა შტაიდელე ჯენტლმენი ჯეკი: ენ ლისტერის ბიოგრაფია ანა დრანსე შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები კარლა სერენა მოგზაურობა კავკასიაში: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 ბერტა ფონ ზუტნერი მოგონებები მარჯორი უორდროპი ჯონ ოლივერ უორდროპი წმინდა ნინოს ცხოვრება ოდეტ კენი ოქროს საწმისის ქვეყანაში 7 49 83 137 177 265 339 409 წინასიტყვაობა მოგზაური ქალების სამყარო ქალთა კულტურის ერთ-ერთი ნაწილია, მისი ყველაზე მრავალფეროვანი და მოულოდნელი შენაკადია. იგი გვიჩვენებს, თუ როგორ დაუს­ ხლტნენ ქალები შინაურ ყოფას და როგორ დაეწაფნენ ახალი ცოდნის, გამოცდი­ ლების, ინფორმაციის, თავგადასავლის, სიყვარულის და შემოქმედების სივრცეებს. XIX-XX საუკუნეებში, რუსეთის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რეს­ პუბლიკაში დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელთა სტუმრობას პოლიტი­ კური მნიშვნელობაც ჰქონდა. ისინი ამჩნევდნენ, აღწერდნენ და თანამემამულეებს უზიარებდნენ ქართული და დასავლური კულტურების შეხვედრისა და განსხვავების წერტილებს, მონათესავე და განხეთქილების ველებს, რუსული თვითმპყრობელო­ ბის ასიმილაციური პოლიტიკის ვერაგულ ბუნებას. ევროპელმა ქალებმა, როგორც ინტელექტუალურმა პილიგრიმებმა, გაიტანეს ქარ­ თული კულტურა თავიანთ ქვეყნებში და ბიძგი მისცეს ქართველი ქალების სულიე­ რი და გონებრივი ემანსიპაციის მიზანსწრაფვას. ჩვენი ქვეყნის სტუმართა ნააზრევი უნიკალური წყაროა საქართველოს ეკონომიკუ­ რი, სოციალური, პოლიტიკური, ყოფითი, ადათწესობრივი, ეკოლოგიური თავისე­ ბურებების შესაფასებლად. მათგან პირველის, ფრედერიკა ფრაიგანგის„წერილები კავკასიიდან და საქართველოდან“ 1823 წელს გამოიცა. ასი წლის შემდეგ კი, პარიზ­ ში დაიბეჭდა ოდეტ კენის წიგნი„ოქროს საწმისის ქვეყანაში – მენშევიკურ, დამოუ­ კიდებელ საქართველოში“. უცხო თვალით დანახული, ქართული სინამდვილის ამსახველი ტექსტები არაჩვეუ­ ლებრივად სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც ქალების კულტურას, ისტორიას იკვლევს, ვისაც საკითხების და პრობლემების ინტერდისციპლინური პერსპექტივა აინტერესებს და არ არის შეზღუდული ვიწრო და მშრალი ისტორიოგრაფიით. ეს ტექსტები უნიკალურ მასალას გვაწვდის გენდერის კვლევის კურიკულუმისთვის, რომელიც ძალიან ღარიბია ქართული ან ქართულად თარგმნილი მნიშვნელოვანი კვლევებით და წიგნებით. „ევროპელი ქალების საქართველო – 1823-1923“ გაგაცნობთ ფრედერიკა ფონ ფრაი­ განგის, ენ ლისტერის, ანა დრანსეს, კარლა სერენას, ბერტა ფონ ზუტნერის, მარჯო­ რი და ოლივერ უორდროპების, ოდეტ კენის თვალით დანახულ საქართველოს და, 4 წინასიტყვაობა ამავე დროს, შთაგაგონებთ შეადაროთ მათი ხედვა თანამედროვე მოაზროვნეთა, მოგზაურთა, მკვლევართა, პოლიტიკოსთა ინტერესებსა და თვალსაზრისებს. პროექტის წარმატება განაპირობა მთარგმნელთა, რედაქტორთა, დიზაინერისა და ილუსტრატორის მუყაითმა შრომამ და მონდომებამ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ამ ძალისხმევისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლი­ კის ფრიდრიხ ებერტის ფონდის(FES) წარმომადგენლობას საქართველოში და მის დირექტორს, ქალბატონ ია თიკანაძეს, პროექტის მხარდაჭერისათვის. ლელა გაფრინდაშვილი კავშირის„ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 5 ლელა გაფრინდაშვილი მედეა როკუს პოცის გრავიურა, XVIII საუკუნე, ტიმომაქე ბიზანტიელის მიხედვით 6 ლელა გაფრინდაშვილი ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ქალები და პატრიარქალური წესრიგი ბოლო ორი საუკუნეა, სწავლულებს ცნებაში –„კულტურა“ სულ უფრო მეტი გარ­ კვეულობა შეაქვთ: აღმოაჩენენ და ადგენენ მის ესთეტიკურ, ანთროპოლოგიურ და სოციალურ განზომილებებს. ისინი აღიარებენ, რომ ცოდნა და კულტურა ძალაუფ­ ლების ფორმებია და არ არის ნეიტრალური სქესის, ასაკის, რასის, ეთნიკური, რე­ ლიგიური და გენდერული იდენტობების მიმართ. აზროვნება, ცნობიერებისა და შეც­ ნობის თავისებურებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გადაადგილდეს, აამოძრაოს და გადასცეს საკუთარი იდეები, მიზნები, ეჭვები, პოზი­ ციები, რამდენად აქვს უფლება, წინ აღუდგეს ამ პროცესში წარმოქმნილ დაბრკო­ ლებებს. ადგილმონაცვლე ადამიანი, ნომადი, გადის შემოსაზღვრული, ზღვარდადებული აზროვნებიდან, რაც შემეცნების თეორიული და მეთოდოლოგიური თავისუფლების საწინდარია. ეს ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური დეტერიტორიზაციის პროცესია. მასში ჩართული ადამიანი ფიქრობს, წერს და ლაპარაკობს რაციონალუ­ რის და ირაციონალურის, გონებისა და გრძნობის, საკუთარისა და უცხოს გადაკვე­ თაზე, ეძებს და მონიშნავს ახალ ჰორიზონტებს და არღვევს ცოდნის კანონიზაციის ტრადიციულ კალაპოტს. ცხადია, ადგილმონაცვლეობა კაცობრიობის გარიჟრაჟზე და თანამედროვე, გლო­ ბალიზებულ სამყაროში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. XIX საუკუნემ­ დე ქალებს უკიდურესად შეზღუდული ჰქონდათ სამოქმედო არეალი – საჯარო, სა­ მოქალაქო, პოლიტიკური სივრცე დახშული იყო მათთვის. ეს შეზღუდვა მოქმედებდა, სანამ ქალების შრომაზე არ გაჩნდა მოთხოვნილება„გარეთ“, ურბანისტურ და ინდუს­ ტრიულ სამყაროში. მანამდე კი თუნდაც განათლებული, წარჩინებული ქალების შრო­ მა და ნააზრევი მკვდრადშობილი ან დავიწყებისთვის განწირული იყო. ქალების ასპარეზის დეტერმინაცია იკითხება მითებშიც, რომელთა გმირების თავგადასავალი ყველაზე ძველი დასტურია იმისა, თუ როგორ წარმოშობს, იმორ­ ჩილებს, როგორ განაიარაღებს კულტურა ადამიანებს, როგორ ავიწროებს ან ათა­ ვისუფლებს მათ, როგორ განარჩევს ვაჟებს და გოგონებს, დაბადებისთანავე ახ­ 7 ლელა გაფრინდაშვილი ვედრებს რა ფიზიკური და სულიერი პერფორმანსის განსხვავებულ სივრცეს. ერთი მათგანი ცოდნის მფლობელი, მომპოვებელი და გამზიარებელი, კანონმდებელი, შემოქმედი, მეომარი, მოსამართლე და მსაჯულია, მოაზროვნე და მოლაპარაკეა, ხოლო მეორე – პირველის სიცოცხლის მიმნიჭებელი, მისი ცოდნის მსმენელი, გა­ დამწერი და შემნახველი. ქალი მიჯაჭვულია საკუთარ კერას, აცილებს, ელოდება და ეგებება სალაშქროდ, სალაღობოდ ან სააზროვნოდ წასულ მამას, მეუღლეს ან ვაჟს, ზრუნავს მათი გზის, მოძრაობის უდრტვინველობაზე. როგორ უკავშირდება კასანდრას სახე ნომადიზმის იდეას? მისან ქალს ფეხდა­ ფეხ დასდევს მამაკაცური წესრიგი: სასიყვარულო სარეცელზე უარის გამო წყევ­ ლის აპოლონი, შეშლილად და მატყუარად ნათლავენ თანამემამულეები, ვისაც იგი ტროას განადგურებას უწინასწარმეტყველებს. ურჩი ქალიშვილი მამამ, ტროას ომის (ძვ. წ. XIII-XII საუკუნეები) შემდეგ, ევრიფილუსზე გაათხოვა, აიაქსმა გააუპატიურა, ხოლო ეგისთემ მას და მის ვაჟებს სიცოცხლე მოუსწრაფა. ქალის ეს უძველესი სახე დღეს უკვე ჰეგემონური პატრიარქატის კრიტიკისაკენ გვიბიძგებს, რათა დავძრათ და ავამოძრაოთ ჩვენი კაპიტულანტური აზროვნება და გადავლახოთ სივრცული და ინტელექტუალური, რეალური და ვირტუალური საზღვრები. ფინიკიელი ევროპა ზევსის რჩეულია. უზენაესის ძალითა და ძალმომრეობით, თეთრ ხარზე ამხედრებულმა„ღმერთთა და კაცთა მამამ“ იგი საკუთარ ფესვებს მოსწყვიტა და კრეტაზე გაიტაცა. აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიგრირებული ქალი-ევროპა თითქოს ჩაეწე­ რა გეოპოლიტიკურ მამა-ევროპის კანონში: სისხლიანი დაპირისპირებების, იმპე­ რიული და კოლონიური ომების ისტორიაში. თითქოს ქალი-ევროპის ნებაზე არცაა დამოკიდებული მისი ისტორია, თითქოს საკუთარი თავგადასავლის მდუმარე დამ­ კვირვებელი, დამტირებელი ან დამადასტურებელია. ზევსის ქალიშვილი, პერსეფონე – თვალწარმტაცი მინდვრების, ყვავილნარების ტრფიალი, მიცვალებულთა სულების მბრძანებელმა ჰადესმა მოიტაცა. სასოწარკვე­ თილი ქალწული ამაოდ უხმობდა ცათა მბრძანებელ მამას დასახმარებლად. ქმარმა მას ქორწინების დაურღვევლობის გარანტია, ბროწეულის მარცვალი გადააყლაპა და თავისად დაიგულა. აქედან მოყოლებული, პერსეფონეს მამისეულ კერაზე ყოფ­ ნა ბუნების აყვავების საწინდარია, ხოლო ქმართან დაბრუნება – ბუნების ჭკნობასა და კვდომას იწვევს. ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, ანტიკური ხანის ხელოვნებაში პერსეფო­ ნე ნაყოფიერების ღვთაებაა, მიცვალებულთა სულების და მიწისქვეშა ურჩხულე­ ბის მბრძანებელი. ქვესკნელის ტახტზე მჯდომი, იგი სულების საჩივრებს ისმენს და ქმრის განაჩენს აღასრულებს. პერსეფონეს ძალმოსილება ჭიპლარითაა მიბმული მამისა და ქმრის ძლიერე­ ბაზე და მათთან კავშირით საზრდოობს. მის ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რასაც 8 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება დამოუკიდებელი, იმანენტური მნიშვნელობა და საზრისი აქვს, რადგან იგი უპირვე­ ლესად ზევსის ქალიშვილი და ჰადესის ცოლია, ისინი ახდენენ პერსეფონეს ქცევი­ სა და გავლენის ინიციაციას. ანტიგონეც პატრიარქალურ წესრიგში მოძრაობს. იგი თან ახლავს თებედან გან­ დევნილ, დაბრმავებულ მამას. თებეში დაბრუნებულს კი ახალი განსაცდელი ელო­ დება: დაღუპული ძმები, რომელთაგან ერთ-ერთი, პოლინიკე დაუმარხავი უნდა დარჩენილიყო, როგორც მშობლიური ქალაქის მოღალატე. ასეთი იყო კრეონტის ვერდიქტი. მეფის გადაწყვეტილებას აუმხედრდა ანტიგონე: ყოველი ბერძენისთვის წმინდა ადათის, დაწერილ კანონზე მაღლა მდგომი, დაუწერელი კანონის ძა­ ლით მან თავად მიაბარა მიწას საყვარელი ძმა. ამ საქციელისთვის იგი აკლდა­ მაში ცოცხლად უნდა დაემარხათ. საბოლოოდ ეს ვერდიქტი კრეონტმა კი შეცვა­ ლა, მაგრამ დააგვიანდა: ანტიგონემ თავი ჩამოიხრჩო. მისმა სატრფომ, ჰენონმა კი მეფის/მამის თვალწინ დალია სული. „ჩვენ ამქვეყნად სუსტ ქალებად ვიშვით და ჩვენი ხვედრი მორჩილებაა. ღმერთებს პატივს ვცემ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა არ შემიძ­ ლია“ – უთხრა ისმენემ ანტიგონეს და ამით საკუთარი და საერო კანონებს გან­ მგმირავ მახვილს შეატოვა. აქ თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება კანონმორ­ ჩილი და სამართლიანი, შეშინებული და გაბედული ქალი. მაგრამ ადათთა საა­ ღაპოზე სიცოცხლის მიმტანი ანტიგონე ნუთუ მსხვერპლი არ არის?! მისი სიყვა­ რული ხომ აღაპეა, თვითგანადგურების მომთხოვნი სიყვარული?! შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ იმდროინდელ საბერძნეთში იყვნენ ძმე­ ბი და მამები, რომლებიც იმავეს ჩაიდენდნენ საკუთარი დებისა და ქალიშვილების­ თვის? რას მოგვითხრობენ მათზე ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე ან უფრო გვიან­ დელი ტრაგიკოსები? სამწუხაროდ, არაფერს, რადგან არსებობს დაძმური და მამაშვილური თავგანწირვა, სადაც დის ძმისთვის და ქალიშვილის მამისთვის თავდადე­ ბა პატრიარქატის კანონია, მაგრამ პირუკუ ვერსიაზე ჩვენი გონება არ თანხმდება, ჩვენი კალამი არ წერს და ჩვენი სიტყვა არ ისმის. კასანდრას, ევროპას, პერსეფო­ ნესა და ანტიგონეს ბედში საერთოა მათი ნების, სურვილისა და სიცოცხლის წინას­ წარმეტყველება, წინასწარ ცოდნა იმისა, თუ რა მოხდება, როცა ქალების სამშობ­ ლოს და მამაკაცებს საფრთხე დაემუქრებათ? სწორედ ამას მოგვითხრობენ მითე­ ბიც, მითოლოგიურ გმირთა თავგადასავლების გამლექსავებიც და მეიგავენიც. რუტინული, ლიმიტირებული, შემოსაზღვრული სივრციდან ქალები მაინც გადიან, მაგრამ ამ„გასვლას“ ისევ მათი„მამაკაცები“ აკონტროლებენ. სახლს მიღმა მოძ­ რავი ქალი ინტუიციით და ემოციებით მოქმედებს, რადგან ცოდნა და გონება მისი სამკალი არ არის. ასეთ გინოფობიურ წესრიგს დაუპირისპირდა XIV საუკუნის მწერალი ქალი, 9 ლელა გაფრინდაშვილი ქრისტინ პიზელი თავისი რომანით„წიგნი ქალების ქალაქის შესახებ“. ავტორმა ააშენა სიმბოლური ქალაქი, სადაც ქალები დაფასებულები და დაცულები არიან. იგი ესაუბრებოდა, თავისკენ უხმობდა არა მხოლოდ სამეფო კარის ქალბატონებს, არამედ ვაჭარ, მოსამსახურე, გლეხ, გუვერნანტ, ქვრივ და მეძავ ქალებსაც კი. სამი ალეგორიული ფიგურის: გონების, სამართლის და სათნოების(Reason, Justice and Rectitude) ერთმანეთთან დაკავშირებით გამოიცდება ქალებში სამართლიანობა, სათნოება და საკუთარი იდენტობის წახალისება. ტექსტი წარმოგვიდგენს მხოლოდ ქალურ ხმებს, მაგალითებს და შეხედულებებს. მთავარი პერსონაჟი, ქალბატონი გონება აცხადებს, რომ ქალების შესახებ სტე­ რეოტიპები სიცოცხლისუნარიანია, რადგან ქალები არ მონაწილეობენ საუბარში/ დებატში/მსჯელობაში მაშინ, როცა დამაჯერებელი მეტყველებითა და ქცევით გა­ მოირჩევიან ყოველდღიურობაში. ამიტომ ქალებმა უნდა აღიარონ და გამოაჩინონ/ ფართოდ გაასაჯაროონ საკუთარი შესაძლებლობები ადამიანებს შორის მშვიდო­ ბის დამყარებისას. ქრისტინი ხედავს, თუ რამდენად მავნებელი და დამაკნინებელია სამეფო კარის და საზოგადოების ინტრიგებში ქალების მონაწილეობა, რამდენად ვნებს ეს მათ ღირსე­ ბას და ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას, სოლიდარულ ერთობას...„დისკუსიის უნარი ყოველი ქალის მორალური რეპერტუარის ნაწილი უნდა იყოს!“ მისი აზრით, ქალის გავლენა გაიზრდება, როცა მის ენაში/საუბარში/აზრში შეთანხმებული იქნება უმანკოება, სიკეთე და თავშეკავება. ყველა უთანხმოებას და თვითპრეზენტაციის სირ­ თულეს ქალი ადვილად გაუმკლავდება, თუ რიტორიკის ძალას მოიშველიებს. 1 კაცობრიობის სიჭაბუკეში არსებულ გინოფობიას იმდროინდელი ადამიანის გარე სამყაროსთან დამოკიდებულება ასაზრდოებდა – დაპყრობისა და დამორ­ ჩილების ვნება. ხმლისა და ძალმომრეობის პერიოდი ნელ-ნელა დაჯაბნა შესწავ­ ლის, გაცნობის, აღმოჩენის, ამოხსნის ინტერესმა, რომელიც საკუთარი და სხვების კულტურათა, იდეათა ცნობისწადილით საზრდოობდა. ამ გარდატეხათა შუაგულში ისევ მამაკაცები ტრიალებდნენ, რადგან ქალებმა ჯერ ვერ შეაღწიეს გონების სავა­ ნეში. რელიგიურმა, საქველმოქმედო სწავლებებმა და ინსტიტუტებმა დაიახლოვეს, მიიღეს ქალები, ამ მოძრაობებისთვის აუცილებელი ერთგულებისა და თავგანწირ­ ვის გამო, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა გონებაზე, ცოდნაზე, კულტურაზე მათი წვდომა. თუმცა, თანასწორობის ქრისტიანული იდეა ვრცელდება უფრო სულიერ ცხოვრებაზე და არა – საეროზე. სულიერი ლიდერების მოწაფეები და ნამოწაფარი ქალები/დედები, მოწყალე­ ბის/თანალმობის კერებთან ერთად, ცოდნისა და განათლების სურვილსაც აღვი­ ვებდნენ ეკლესია-მონასტრების წიაღში. აქვე იბადებოდა ან საფუძველი ეყრებოდა 1. Christine de Pisan, Le Livre de la Cite des Dames, 1405. 10 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება თეოლოგიური ტექსტების არა უბრალოდ გადამწერთა და მკითხველთა, არამედ ინტერპრეტატორთა და შემდეგ უკვე – კრიტიკოსთა ნააზრევსაც. სავარაუდოდ, სწორედ პილიგრიმი, მისიონერი და საგალობლების შემსრულებელი ქალები გარდაისახნენ მოგზაურ, მომთაბარე სახალხო მთქმელებად, აშუღებად, რო­ მელთა ტექსტები ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში უხვად მოიპოვება, მაგრამ სახელები უკვალოდ გაქრა. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა XII-XIII საუკუნეების საფრან­ გეთში მცხოვრები ტრობაირიცები(trobairitz), ქალი ტრუბადურები, რომლებიც არღვევენ ქალური სივრცის საზღვრებს და თავისუფლად შე/მოქმედებენ, ხდებიან სიყვარულის სუბიექტები და არა მხოლოდ – ობიექტები. მათში გამორჩეულები: აზალე დე პორტე­ რაგი, ნა(ა) კასტელოზა, გერსენდა დე ფორკალკი, კომტესა დე დია, ნა გორმონდა დე მონპელიე – გრძნობების, სიყვარულის, ცოცხალი და ვნებიანი თავდავიწყების მომღერ­ ლები არიან. ასეთივე აშუღი ქალები, Minnesänger-ები იყვნენ გერმანიაშიც. საქართველოში აშუღი მამაკაცების, მენესტრელების გარდა, იყვნენ ქალი აშუ­ ღებიც . ქამრიანი სონა, სატრფოს ჭირისუფალი და დამწუხრებული ყარიბი, საკუთარ ბედს დამღეროდა და ფოთიდან თბილისში და თბილისიდან ფოთში მოძრაობდა. ნინო ორბელიანი, სიყვარულის მარადი მაძებარი და დამკარგავი, ვნებისა და მუზის გამნიავებელი, სამიკიტნოების ხშირი სტუმარი და სალაღობო-სატრფიალო მუხამ­ ბაზების მოყვარული იყო. ვინ იცის, რამდენი დაირა გაცვდა და რამდენი მოცეკვავე სხეული დაიქანცა ნინოს სახლში გამართულ ბოჰემურ თავყრილობებზე?! კულტურის მოხელთებას ემსახურებოდა ქალების ლიტერატურული, არტისტული სალონები, რომლებიც„ერის მამებს“ საკუთარ სივრცეში შემოიტყუებდნენ. პატი­ ვის, თვალისა და ყურის სიამეთა, ხორციელ და სულიერ ვნებათა სავანეში მონე­ ბივრე„ცოდნის მპყრობელები“ ამ ადგილებს ეჩვეოდნენ, ეჯაჭვებოდნენ და ხშირად თავიანთი ნაშრომები და შემოქმედება პირველად აქ გამოჰქონდათ თანამოაზრეთა და კრიტიკოსთა სამსჯავროზე. ასე მუშაობდა გონებასთან ზიარების ქალური სტრა­ ტეგია, რომლის წყალობითაც ქალები ესწრებოდნენ და ეზიარებოდნენ სწავლულ­ თა და შემოქმედთა ნააზრევს, იდეების გაცვლასა და გადასინჯვას. ისინი თავად ამ პროცესში არ ერთვებოდნენ, იყვნენ განაპირა და არა – ცენტრალური სუბიექტები, მაგრამ ერთმანეთში ხანგრძლივად, გულდასმით და რუდუნებით განიხილავდნენ და განსჯიდნენ იმ თემებს, რომელთა დაბადებას, გამომზეურებას, სამსჯავროზე გამოტანას შეესწრნენ. ასე იბადებოდა პირველი ფრთხილი, მაგრამ გულწრფელი და განსხვავებული ტექსტები – რაყიფი ან მიჯნური ქალების პოეზია და პროზა, არა­ ნაკლებ საინტერესო სასიყვარულო და საარშიყო წერილები, ფუნაგორიები, ეპიგ­ რამები. ქალების პირველი პოეტური სტრიქონები, ბუნების წიაღში ყარიბთა დარი ხეტიალი და ციურ მნათობთა მესაიდუმლეობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ისინი„საზღვრებს“ არღვევენ და თავისუფლდებიან. ცხადია, ქალების ეს ნააზრევი უმრავლეს შემთხვევაში დაკარგული, დავიწყებული ან შეუსწავლელია. 11 ლელა გაფრინდაშვილი როცა ქალები კულტურის კვლავმწარმოებლებიდან(procreate) მის შემოქმედე­ ბად(create) გარდაისახნენ, როცა წერა და ლაპარაკი დაიწყეს, თავდაპირველად მაინც საკუთარ ყოფაში, ენაში ჩაიძირნენ. ისინი აღიქვამდნენ, აგროვებდნენ, ით­ ვისებდნენ, გადაამუშავებდნენ, გადასცემდნენ ცოდნას საკუთარი„სხვების“ ფარ­ გლებში ან მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრებოდნენ. მაგრამ პოეტი და მწერალი მაინც გადის მშობლიური ენის საზღვრებიდან, წარმოქმნის ან წარმოშობს ახალ ენას, სიტყვების და აზრების პოლიფონიურ, პოლისაზრისულ მიმდევრობას. ამ ეტაპზე უკვე ირღვევა ფალოცენტრული კულტურა, რომელიც ფოკუსირებულია მამაკაცური საწყისის, ტრადიციისა და აზროვნების ლოგიკაზე. იწყება გრძნობების, ემოციების, ირაციონალური და„მამის“ წესრიგის მიღმური წერა და ლაპარაკი. მედეა, ქეთევანი და თამარი ევროპაში ევროპელების საქართველოსადმი ინტერესი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე წარ­ მოიშვა. მას საფუძველი ჩაუყარა პლუტარქეს, ციცერონის, ქსენოფონტეს, ჰომერო­ სის, აპოლონიოს როდოსელის და სხვათა ცნობებმა ქართველი ტომების შესახებ. VII-XIII საუკუნეებში კი ბერძნულ, რომაულ და არაბულ წყაროებს დაემატა სხვადას­ ხვა ქვეყნის ელჩების, მისიონერთა და მოგზაურთა, ევროპული საგმირო ეპოსისა და სარაინდო რომანების ცნობები კავკასიელ ხალხებზე. „...აღმოსავლეთის მზეზედ გაბრწყინვებული კულტურა უფრო მშვენიერდებოდა დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოვებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყ­ ვარდით. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე-15 საუკუ­ ნეში ჩვენ უახლოვდებით საფრანგეთს – საბა სულხან ორბელიანი ელჩად მიდის ლიუდოვიკო მე-14-სთან და თავის იგავ-არაკებში თითქოს ლაფონტენის გავლენი­ თაც გაიმსჭვალა. კრებიონი თავის ტრაგედიის რადემისტის დედა აზრს სესხულობს ჩვენი ისტორიიდან...“ 2 ასე ახასიათებს ელისაბედ ორბელიანი ქართულ-ევროპულ დაახლოებას, საუბ­ რობს სულხან საბას და ლაფონტენის ნააზრევზე და პროსპერ ჟოლიო დე კრებიო­ ნის ტრაგედიაზე„რადამისტი და ზენობია“, სადაც აღწერილია ეპიზოდები ფარსმან პირველის ცხოვრებიდან. მარჯორი უორდროპიც ხაზს უსვამს ქართული და დასავლური კულტურების სიახლოვეს: 2. ჟურნალი„თეატრი და ცხოვრება“, 1918, N6, გვ. 4. ეს არის ფრაგმენტი სიტყვიდან, რომელიც ელისა­ ბედ ორბელიანმა 1918 წელს, თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნების დღეს წარმოთქვა. 12 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება „...საქართველო ნამდვილად დიდი ყურადღების ღირსია... კავკასიის ქრისტია­ ნულმა სამეფომ, ბუნების მიერ განსაკუთრებული ნიჭით უხვად დაჯილდოებულ­ მა, შეითვისა აღმოსავლური და დასავლური კულტურა და ჯერ კიდევ ადრეულ წლებში მიაღწია სრულყოფილებას განათლებაში, მიუხედავად ომებისა და ძნელბედობისა, ლიტერატურის შუქურა ცოცხლად შეინარჩუნა.“ 3 მარჯორის აზრით, განდეგილი შუა საუკუნეებს განასახიერებდა, ხოლო გლე­ ხის ქალი – აღორძინების ეპოქას. მისთვის„განდეგილის“ ავტორი განა კლეო­ პატრას, სემირამიდას, ძველი ბუდისტური ლეგენდების ან ფრანგული რომანების მაცდურ ლამაზმანს გვიხატავს, არამედ – საკაცობრიო სიხარულისა და სიყვარუ­ ლის ერთგულ არსებას. ილიას პერსონაჟი ძალდაუტანებლად უპირისპირდება განდგომას, აფხიზლებს მოჰყავს მასპინძლის მთვლემარე გონებას და აღვიძებს მასში ცვლილებისა და განახლების წადილს. ილია ჭავჭავაძის პოემის მთარგმნელს სურდა ინგლისელი მკითხველი ქარ­ თველების ცოდნის, გონების და დასავლურ ცივილიზაციისაკენ სწრაფვაში დაერ­ წმუნებინა. სწორედ ამ მისწრაფებას წამოწევს წინ ოლივერ უორდროპიც„ვეფ­ ხისტყაოსანზე“ საუბრისას: „...ასეთი წიგნი განძად უნდა ჩაითვალოს მთელი კაცობრიობისათვის, განსა­ კუთრებით კი ისეთი ერებისათვის, რომლებიც მსგავსად ქართველთა, ბერძნების და ქრისტიანობის იდეალების გავლენას განიცდიდნენ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქ­ მე გვაქვს არა უცხო ენის ფსიქოლოგიასთან, არამედ თვით ხალხისავე სულიერ ცხოვრებასთან, რომელიც, მართალია, მეზობელი აზიის გონებრივი მოძრაობის გავლენას განიცდიდა, მაინც მთელი ათასი წლის ბრძოლის განმავლობაში ცხა­ დად ამტკიცებდა, რომ მისი ბუნებრივი მისწრაფება მიმართული იყო ევროპისა­ კენ, გამუდმებით მისთვის მიეპყრო თვალნი...“ 4 დასავლურ ლიტერატურაში მრავლადაა ქართული ისტორიული გმირებისა და კულტურული ფენომენების ასახვის მაგალითები. შუა საუკუნეების მოაზ­ როვნე, სნორი სტურლუსონი 5 თავს უყრის უძველეს მითებს, ლეგენდებს, თქმუ­ ლებებს, რომელთაგან ზოგიერთი აუცილებლად მოგვაგონებს ამირანისა და პრომეთეს თავგადასავალს. საფიქრებელია, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი 3. ეს არის ფრაგმენტი წინასიტყვაობიდან, რომელიც მარჯორიმ თავისსავე თარგმნილ„განდეგილს“ დაურთო, The Hermit, A Legend by Prince Ilia Chavchavadze, Translated from the Georgian by Marjory Wardrop, Bernard Quaritch, 15 Piccadelly, London, 1895, გვ. 7. 4. ეს არის ფრაგმენტი მარჯორის მიერ ინგლისურად თარგმნილი„ვეფხისტყაოსნის“ წინასიტყვაო­ ბიდან. The Man in the Panter’s Skin. A Romantic Epic by Shota Rustaveli. A close rendering from the Georgian attempted by Marjory Scott Wardrop. London, 1912. 5. Snorri Sturluson, 1179-1241, ისლანდიელი ისტორიკოსი, პოეტი და პოლიტიკოსი. აქ საუბარია მის ნა­ წარმოებზე„Prose Edda“/„უმცროსი ედა“. 13 ლელა გაფრინდაშვილი წყაროა იმ მკვლევართათვის, რომლებიც პრომეთეს მითის კავკასიურ წარმო­ მავლობაზე საუბრობენ. ვარაუდობენ, რომ XIII საუკუნის ისლანდიურ თქმულებებშიც„ინგვარ საგა“, სადაც საუბარია აღმოსავლეთის ქრისტიან დედოფალზე, სწორედ თამარ მე­ ფე იგულისხმება. 6 ცნობილია ასევე ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის პიესა „დედოფალი თამარი“,„ვეფხისტყაოსნის“ არტურ ლაისტისეული(1889) და მარ­ ჯორისეული თარგმანები(1912). მარჯორი უორდროპი თავის წერილში„ტრანსკავკასიური ხალხური თქმულე­ ბები პრომეთეს შესახებ“ საუბრობს ამირანზე, როგორც ქართველ პრომეთეზე. მისთვის ცნობილია ბესარიონ ნიჟარაძის მიერ სვანეთში ჩაწერილი მითი მონა­ დირე დარჯელანის და ნადირობის ქალღმერთ დალის ვაჟზე. 7 დღემდე ცოცხა­ ლია სვანური ფერხული„დალა კოჯარს ხელღვაჟალე“ და მრავალი სახეცვლილი თქმულება კლდეთა ბინადარ ლამაზმანზე. „დიდება სვანეთის ღმერთებს! ნათელი ადგას თქვენს საბრძანებელს! დიდება შენდა, ნადირთ მფარველო, შენ გემორჩილება ზვავი და გრიგალი. კარგი მონადირის მარჯვენა ხელი ხარ, ცუდი მონადირის მტერი და დამსჯელი. საჯიხვეებში ჯიხვი გყავს მრავალი, საშურთხეებში – შურთხის ქარავანი. დიდება შენ, დალ ბედნიერო!“ 8 სვანური გივერგილის ისტორიაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ამირანის და პრო­ მეთეს თავგადასავალს. გივერგილის დედაც თვალუწვდენელი კლდის ბინადარი დალია, რომელმაც შეუძლებელია არ გაგვახსენოს გერმანელი ლორელაი, მამა­ კაცების სულთა მპყრობელი, ოქროსთმიანი სირინოზი. ქართველი პრომეთეს შესახებ მოგვითხრობს ფრანც კაფკას„პრომეთე“, რო­ ბერტ შლაიჰშტაინერის„ქართული ბალადა ამირანზე“ და ჰუგო ჰუპერტის„უშბა – პრომეთეს სამყოფელი“ და მრავალი სხვა გამოკვლევა თუ მოგონება, რომლებიც საქართველოს შესახებ დაუწერიათ ჩვენი კულტურით დაინტერესებულ ევროპე­ ლებს. 6. ეს ვარაუდი გამოუთქვამს შვედ ისტორიკოს კარლ გრიმბერგს. იხილეთ: ნოდარ კაკაბაძე, ვინ იყო იოანე ხუცესი?, ჟურნალი„ჯვარი ვაზისა“, 1989. 7. ბესარიონ ნიჟარაძე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, ტომი I, თბილსი, 1962, გვ. 150-161. 8. გივერგილი, სვანური ეპოსი, თბილისი, 1969, გვ. 4. 14 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ქართული კულტურისადმი ინტერესის გაღვივებაში არავინაა ისეთი ღვაწლმოსი­ ლი, როგორც კოლხი მედეა. თქმულებები არგონავტებსა და ოქროს საწმისზე ჯერ კი­ დევ XIII საუკუნეში იქცევს შემოქმედთა ყურადღებას. შუა საუკუნეების გერმანელმა პოეტმა ჰერბორტ ფონ ფრიცლარმა თავისი რომანით„ტროას სიმღერა“ 9 ევროპულ ლიტერატურაში გააცოცხლა მედეას სახე. XVII საუკუნიდან მოყოლებული კი ამ ტრა­ გედიას მწერლების, დრამატურგებისა და მოგზაურების მრავალი თაობა უბრუნდება. ფრანც გრილპარცერის„ოქროს საწმისი“ 10 არგონავტების მითსა და ევრიპიდეს ტრაგედიას ეფუძნება. მედეა აქ უფრო ამორძალი ქალია, მონადირე და ქალღმერთ დარიმბას თაყვანისმცემელი, იგი მამაკაცთა მოდგმის უარმყოფელია და ამიტომ უპირისპირდება ძიძიშვილ პერიტას, რომელსაც მეცხვარე შეუყვარდა: „რა უნდა მითხრა? ნადირობას რომ განერიდე, მერე მწყემსებთან, მწვანე ველზე ამოჰყავ თავი? ასეა, არა? უმადურო, დაუნახავო! გასტეხე ფიცი, მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი და არა კაცის? მიპასუხე, უარჰყავ აღთქმა?“ 11 მამისა და კოლხეთის ქალიშვილი მალე საკუთარ მშობელსაც უარყოფს და სა­ კუთარ სამშობლოსაც. მათი სიყვარული იასონის სიყვარულმა დაამარცხა. ნაცნობ­ მეგობრებს და ნათესავებს დაშორებული მედეა ახალ კერას ეძებს საბერძნეთში, მამულივით თბილსა და სანდოს, თავისუფალსა და ნუგეშისმცემელს. მაგრამ ყვე­ ლა მისი წადილი და მოლოდინი მიწას ენარცხება – სატრფომ, რომელსაც ცხოვ­ რების ყველა განძი ანაცვალა, უღალატა და შეურაცხყო. ფესვებს მოწყვეტილი მე­ დეასათვის მეუღლის საქციელი ერთგულების ფიცის დარღვევა კი არ არის, არამედ იასონის ანგარებისა და ცბიერების აპოთეოზია. ლაფში ამოსვრილი დედა ღვიძლი შვილების მოკვდინებით იასონსაც იმავეს განაცდევინებს, რასაც თავად განიცდის: ხორციელ, სულიერ და ზნეობრივ სიკვდილს ერთდროულად: „მედეა: ცოდვამ გიწია და მოგეზღო მოსაზღვეველი! იასონი: შენს ფეხთით ვწევარ ქედმოხრილი, დამარცხებული. მედეა: გაუძელ ტანჯვას! 9. Herbort von Fritzlad,“Liet von Troye.” 10. Franz Grillparzer, Das Goldene Vlies, 1818-1820, სამმოქმედებიანი დრამა, რომელიც გერმანულიდან თარგმნა ვიქტორ კახნიაშვილმა, დაიბეჭდა კრებულში„კოლხ მედეადან თანამედროვე საქართვე­ ლომდე“, თბილისი, 1984. 11. ფრანც გრილპარცერი, ოქროს საწმისი, წიგნში„კოლხ მედეადან თანამედროვე საქართველომდე“, თბილისი, 1984, გვ. 37. 15 ლელა გაფრინდაშვილი იასონი: ასეთ ტანჯვას სიკვდილი მიჯობს! მედეა: რაც ცხოვრებაში ჩაიდინე, მოინანიე! ახლა მშვიდობით, ვერ მიხილავ ვეღარასოდეს!“ 12 მედეა დაემშვიდობა ავი ბედისწერის მთავარ შემოქმედს. წავიდა და მწარე სა­ ფიქრალი დაუტოვა ყველა ქალს, ვინც მშობლიურსა და უცხოს, სიყვარულსა და ვალდებულებას სასწორზე შედებს და რომელიმე მხარის სასარგებლო გადაწყვე­ ტილებას მიიღებს. ეს დილემა მარადიულია ქალებისათვის, როგორც მცნება-შეხსე­ ნება და ამავე დროს ორაკულის გაფრთხილებაა. ევროპელ სწავლულთა დიდი ინტერესი გამოიწვია ქეთევან დედოფლის მოწა­ მეობრივმა აღსასრულმა. ეს ამბავი კათოლიკურ სამყაროში იტალიელი მისიონე­ რის, პიეტრო დე ლა ვალეს მეშვეობით გავრცელდა. აღმოსავლეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, 1626 წელს იგი ვენეციაში დაბრუნდა და შეადგინა„ინფორმა­ ცია საქართველოს შესახებ“ და„ანგარიში სპარსეთის მეფის აბასის სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ“. ამ უკანასკნელში პადრე საუბრობს შაჰის პიროვნულ თა­ ვისებურებებზე, იგონებს მის სასტიკ ქმედებებს და მათ შორის – ქეთევანის დასჯას. 1633 წელს კი ანდრეას გრიფიუსის დრამა„ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“ გამოქვეყნდა. ანტიოსმალურად განწყობილი ავტორი ხოტბას ასხამს ზნეობრივი სტოიციზმითა და თავგანწირვით გამორჩეულ ქართველ ქალს, შაჰის ავ­ ხორცულ გულისთქმასთან დაპირისპირებულს და სარწმუნოების დამცველს. გრი­ ფიუსის ტექსტი ქრისტიანული მისტიკისა და ქართველი ხალხის თავისუფლებისათ­ ვის ბრძოლაში ქალების წვლილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიშანსვეტია. გერმანელმა მეცნიერმა, ებერჰარდ ვერნერ ჰაპელმა თავის კვლევებში ყურად­ ღება მიაქცია ქართველების მაჰმადიანებთან ბრძოლის ისტორიას და ქეთევან დე­ დოფლის წამების ამბავიც გაიხსენა. 13 ამირანმა, მედეამ და ქეთევან დედოფალმა ყველაზე მყარი ხიდი გადეს ქართვე­ ლებსა და ევროპელებს შორის. ამ ხიდით გავიდა საქართველოდან ჩვენი ეროვნული გონის ნაჭირნახულები აზრები და აღიძრა ინტერესი ჩვენდამი. ეს ხიდი დაეხმარა ევ­ როპულ მეცნიერებასა და ხელოვნებასთან საზიარებლად დაძრულ ჩვენს თანამემა­ მულეთ და მანვე უწინამძღვრა იმ ქალებს, რომლებსაც ანდამატივით იზიდავდა აღ­ მოსავლეთი, – ჯერ კიდევ შეუცნობელი, იდუმალი და შთამაგონებელი საგანძური. 12. ფრანც გრილპარცერი, ოქროს საწმისი, წიგნში„კოლხ მედეადან თანამედროვე საქართველომდე“, თბილისი, 1984, გვ. 71. 13. საქართველოს შესახებ გერმანულენოვან წყაროებზე საუბრობს ვიქტორ კახნიაშვილი წერილში „ქართული თემა გერმანულენოვან მწერალთა შემოქმედებაში“, წიგნში„კოლხ მედეადან თანამედ­ როვე საქართველომდე“, თბილისი, 1984, გვ. 5-21. 16 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ევროპელი ნომადები საქართველოში – ფრედერიკადან ოდეტამდე რას ხედავენ და აღმოაჩენენ საქართველოში ევროპელი ნომადები? რა არის მათთვის ნაცნობი ან უცხო? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს იმ ქალების ტექსტე­ ბი, რომლებიც 1811 – 1921 წლებში ჩვენს ქვეყანაში ახალი ცოდნის, გამოცდილე­ ბის და თავგადასავლის საძიებლად ჩამოვიდნენ. ცხადია, არანაკლებ საინტერესოა იმ ქალების პერსპექტივაც, რომლებიც ჩვენში ბედმა ან ბედუკუღმართობამ გადმოტყორცნა და დაამკვიდრა: კავკა­ სიელი, აღმოსავლელი ან დასავლელი დევნილები, დიასპორული სუბიექტები. სამწუხაროდ, ახლა ამ ისტორიის რეანიმაცია უკვე ძნელია, რადგან თავის დრო­ ზე ეს შეხედულებები, ფიქრები, შეფასებები, სატკივარი ან სიხარული არავის ჩაუწერია. მეხსიერების შემნახველთაგან არავინ დაინტერესდა, რას განიცდიდ­ ნენ და როგორ მოეწყვნენ გერმანელი, ვაინახი, სომეხი, ოსი, ლეკი, უდი, ებრაე­ ლი ან სხვა ხალხების წარმომადგენელი ქალები საქართველოში? მოგზაური ქალების ტექსტები კი დიდი მოთმინებით გველოდნენ, როდის მივაკითხავდით და დავეწაფებოდით მათი კალმით აღწერილ და შემონახულ საუნჯეს. თავიანთ შთაბეჭდილებებს ისინი გულუხვად გვიზიარებენ ყველაფერ­ ზე, რაც საქართველოში ნახეს, მოისმინეს, განიცადეს და შეისწავლეს. მათი უმ­ რავლესობა დაწინაურებული საზოგადოების წარმომადგენელია: მკვლევრები, მწერალი, დიპლომატიური ან საქმიანი წრეების წარმომადგენლები. მათგან განსხვავებულია ანა ჰაფნერ-ფორნერისი , ჰიმელბერგელი ფერმერის ქალიშვილი, რომელმაც 1805 წელს, 22 წლისამ დაიწყო მოგზაურობა და მრავალი წელი აღმოსავლეთში გაატარა. მცირე ხნით თბილისშიც იცხოვრა. სავარაუდოდ, ევროპელ ქალთაგან ის პირველი დასახლდა თბილისში და აქაური ყოფა აღწერა. ანას თავგადასავლის ამსახველი წიგნი„კარინტიელი ქალის ბედი და გამოც­ დილება სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს და თითქმის 30-წლიანი ყოფნისას აღმოსავლეთში, როგორიცაა: მალტა, კორფუ, კონსტანტინეოპოლი, სმირნა, ტფილისი, თავრიზი, იერუსალიმი, რომი“ 14 1849 წელს გამოიცა. დაწყებითი სკოლისა და ტრადიციული საოჯახო აღზრდის შედეგად მიღებული ცოდნა ანას მასპინძელ ქვეყნებში გამოადგა საიმისოდ, რომ წარმატებული ძიძა, მზარეული, ხელსაქმის ოსტატი, მეურნე და ვაჭარი ყოფილიყო. შინ დაბრუნებულ ქალს კვლავ გარე-გარე მიუწევს გული. ის უკვე მომთაბარეა, ახალ-ახალი ადგილე­ 14.“Schicksale und Erlebnisse einer Kärntnerin während ihrer Reisen in verschiedenen Ländern und fast 30jährigen Aufenthaltes im Oriente, als: in Malta, Corfu, Constantinopel, Smyrna, Tiflis, Tauris, Jerusalem, Rom”, 1849 herausgegeben von der Villacher Familie(Dr. Franz) Ressmann. 17 ლელა გაფრინდაშვილი ბის და გამოცდილების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია:„მრავალწლიანმა მოხეტია­ ლე ცხოვრებამ ჩამომიყალიბა ჩვევა, რომ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გავჩერდე. ამიტომ პატარა ეტლი და ცხენი შევიძინე და კუთხე-კუთხე შემოვიარე ჩემი ქვეყანა“. 1811 წელს საქართველოს ესტუმრა ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი . იგი ვენაში დაი­ ბადა 1790 წელს, აფანასი კუდრიავსკისა და კატარინა კრიუნეს ოჯახში. მისი მეუღ­ ლე ცნობილი მეცნიერი და დიპლომატი, ვილჰელმ ფონ ფრაიგანგი, იმხანად რუ­ სეთში მსახურობდა და სამშვიდობო მოლაპარაკების საწარმოებლად სპარსეთში იყო მივლინებული. სწორედ მას გამოჰყვა ფრედერიკა, სამი წლის ანდრესა და სამი კვირის კატერინასთან ერთად. ამ მოგზაურობის ამსახველი წიგნის პირველი ნაწილი„წერილები კავკასიიდან და საქართველოდან“ ფრედერიკას ეკუთვნის, ხოლო სპარსული ნაწილი – ვილჰელმს. 15 ფრედერიკამ იცის, რომ ამორძალების, წმინდა ნინოს, თამარ დედოფლის, იოანე პეტრიწის ქვეყანაში მიემგზავრება, მაგრამ პოლიტიკურად უფრო რუსეთს თანაუგ­ რძნობს, კავკასიაში იმპერიული პოლიტიკის სიკეთეში დარწმუნებულია და განსჯის აქაურ მმართველებს მათი ურჩობისა და დაუმორჩილებლობის გამო. უცხო არ არის მისი გეორგიევსკის ტრაქტატზე და 1801 წლის საქართველოს ანექსიაზე საუბრისას გამოვლენილი ენთუზიაზმი. თბილისში ფრედერიკამ სამთო დაზვერვების სამეცნიე­ რო ექსპედიციების ხელმძღვანელის, გრაფ მუსინ პუშკინის კაბინეტიც მოინახულა. ეს ჩინოვნიკი იმპერიის ერთგული მსახური და საქართველოს რუსეთთან შეერთე­ ბის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელსაც სჯეროდა, რომ საქართველოს შემოერთებით და მთიელთა განადგურებით რუსეთი მნიშვნელოვან რესურსებს დაეპატრონებოდა, გაააქტიურებდა თურქეთთან და სპარსეთთან ვაჭრობას და სა­ ჭიროების შემთხვევაში დაემუქრებოდა ამ ორ ქვეყანას. ფრედერიკა წერილებით ესაუბრება ნამდვილ თუ გამოგონილ მეგობარს. მოგ­ ზაურობის დასაწყისშივე ემშვიდობება მას: „...მშვიდობით, ჩემო საყვარელო მეგობარო, მშვიდობით, ნევის ნაპირებო, წინ გრძელი გზა გვიდევს. იმის წარმოდგენისას, რომ პირქუში კავკასის ქედი უნდა გა­ დავლახოთ, ყველაზე მეტად ანდრეზე ვდარდობ – ის ხომ ჯერ სამი წლისაც არ არის. ვდარდობ პატარა კატერინაზე, რომელიც სულ რაღაც სამი კვირის წინ დაიბადა. მხოლოდ ის გარემოება მამშვიდებს, რომ მათი მამა ჩვენთან არის, ასე რომ, ბნელი ფიქრები უკუვაგდე და დამშვიდება ვცადე. 15. წიგნი 1816 წელს ჰაინრიხ კრისტიან გოტფრიდ ფონ შტრუვემ ფრანგულად თარგმნა და გამოსცა, 1817-1818 წლებში გერმანულად, ჰოლანდიურად და შვედურად გამოიცა, 1823 წელს კი ჯონ მურიმ ინ­ გლისური ვერსია გამოსცა ლონდონში –„Letters from the Caucasus and Georgia; to which are added the Account of a journey into Persia in 1812, and an abridged history of Persia since the time of Nadir Shah“, London, John Murray, 1823. 18 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება რა სიგიჟეა წელიწადის ამ დროს ტფილისში გამგზავრება, – წამოიძახებს მავა­ ნი, – თან ორ პაწიასთან ერთად, რომელთაგან ერთი ახალშობილია! ეჰ, მეგობარო, ჩემს გრძნობებს ადვილად მხოლოდ მაშინ ჩასწვდები, თუ გათხოვილი ხარ და ქმა­ რი გიყვარს...“ 16 ვალდაი, მოსკოვი, ტულა, ვორონეჟი, აზანსკაია, ნოვოჩერკასკი, აკსაი, სტავრო­ პოლი, გეორგიევსკი, მოზდოკი, ვლადიკავკაზი – ეს არის ადგილები, რომლებიც ფრაიგანგებმა გამოიარეს მანამ, სანამ ლარსს მოადგებოდნენ, დარიალის და არაგ­ ვის ხეობებს დაუყვნენ და მცხეთაში ჩამოვიდნენ. 1811 წლის 25 დეკემბერს, ცოლ­ -ქმარი გენერალ-გუბერნატორის, ფილიპ პაულიჩის სახლში დაბინავდა, საიდანაც მთელი თბილისი მოჩანდა, შადრევნებისა და ბაღის არაჩვეულებრივი ხედი იშლე­ ბოდა. ფრედერიკა ჩამოსვლისთანავე დაინტერესდა ვაჭრობისა და ბუნებრივი რესურ­ სების საკითხებით. რუსეთსა და ირანს შორის ვაჭრობის განვითარებით დაიმედე­ ბული, კავკასიელთათვის გარე ვაჭრობას დაბალშემოსავლიანად მიიჩნევს. მისი აზრით, აქაურებს უფრო მეტ სარგებელს შემოტანილი პროდუქცია მოუტანს, რო­ გორიცაა: ტილოს ქსოვილი, რკინა, ფოლადის ნაწარმი, რუსული ტყვია და დენთი. საქართველოს სავაჭრო პოტენციალზე საუბრისას, რუსეთის კეთილისმყოფელ გავ­ ლენაზე მისანიშნებლად, ასეთ რამეს ამბობს: „ამ დრომდე ძირითადი საქონელი, რომელიც ამ ქვეყნიდან გადიოდა, იყო ცოცხალი – ადამიანები, ქალები და კაცები, რომლებსაც მონებად ყიდდნენ, ძირი­ თადად – თურქეთისა და სპარსეთის სერალებისთვის. ხშირად ლამაზ ქალს ცხენ­ ში ან ხმალში გადაცვლიდნენ ხოლმე. ამჟამად ეს სამარცხვინო ვაჭრობა თით­ ქმის ამოიძირკვა...“ 17 ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით, ავტორი დიდი ინტერესით მოგვით­ ხრობს საქართველოსა და კავკასიაში გავრცელებულ მცენარეებზე, როგორიცაა კოპიტი, თელა, თუთა, კოწახური, კაპარი, ძირტკბილა, კანაფი, ენდრო, სეზამი. იგი მოხიბლულია ხეხილის მრავალფეროვნებით, ვაზის და ღვინის წარმოების კულტუ­ რით, აბრეშუმისა და ბამბის წარმოების, მეფუტკრეობის პერსპექტივით. საჯარო დაწესებულებების(საქველმოქმედო ორგანიზაციები, ბოტანიკური ბაღი, საჯარო სკოლა) მონახულების შემდეგ, ფრედერიკა, როგორც ევროპელი, საუბ­ რობს ქართველებზე, როგორც აზიელებზე და ზარმაც ხალხზე. ასეთი სულისკვეთე­ ბა უცხო არ არის იმ დროის რუსი სახელმწიფო და მოხელეებისთვისაც და ეს და­ ღი აზის ფრაიგანგის ტექსტსაც. ამიტომ, ბუნებრივია, მისი ჰეროიკული ინტონაციები 16. Frederika von Freygang, Letters from the Caucasus and Georgia p:3. 17. იქვე, გვ. 123 19 ლელა გაფრინდაშვილი ყოფილი გენერალ-გუბერნატორის, პავლე ციციანოვის(რომელმაც მთელი სამეფო ოჯახი ძალდატანებით გაასახლა რუსეთში, ხოლო ბაქოს ხანმა გამოასალმა სიცოც­ ხლეს) დაკრძალვის აღწერისას. „...მათ მთელი ქალაქი სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით გამოიარეს და სიონს მიადგნენ. ამ პრფოცესის სანახავად მთელი თბილისი გამოეფინა, სახლების სახუ­ რავებიც კი ხალხით იყო სავსე. ძალზე შთამბეჭდავი იყო გენერალ ციციანოვის კუბოს სამარეში ჩაშვების მომენ­ ტი – ეკლესიის წინ განლაგებულ ჯარისკაცები იარაღის სამი ზალპით უკანასკნელად მიესალმნენ ამ მამაც ოფიცერს. ეს იყო ნაღვლიანი ცერემონია და ამასთანავე გულ­ წრფელი გამომშვიდობება...“ 18 იმპერიული ქედმაღლობა იგრძნობა აღმოსავლური რიტუალებისა და სტუმარმასპინძლობასთან დაკავშირებული წესების შეფასებებში. ჯაფირ ყული ხანის მიერ გამართული ლხინის აღწერისას იგი წერს: „...სპარსელებს აქვთ კიდევ ერთი უსიამოვნო ჩვევა – ისინი იღებენ კერძის ყვე­ ლაზე გემრიელ ნაწილს, სულ პაწაწინა ნაჭერს, ცოტა ხანს ხელში აგუნდავებენ, გა­ მოარჩევენ ერთ ადამიანს და პირში ჩაუდებენ – ეს მათებურად დიდ პატივისცემას ნიშნავს. შაჰის წვეულებას იმდენად დიდებულს ვერ დავარქმევდი, რამდენადაც გა­ სართობს. თვითონ შაჰმა რამდენჯერმე შეასრულა პოლონეზე, შეიძლება ითქვას, სპარსელისთვის არცთუ ისე ცუდად. აღმოსავლური ცეკვებიც მინახავს, სპარსულიც, ქართულიც და ლეკურიც. რა მანჭვა-გრეხაა! მუსიკაც ველურია და ილეთებიც. ამის შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს ბაიადერების ცეკვა...“ 19 მცირეწლოვანთა დანიშვნის წესისა და გლოვის რიტუალების გაცნობისას, ფრე­ დერიკაში ქალი იღვიძებს. შაჰის ჰარამხანების არსებობას იგი თავისუფალი ქალე­ ბისადმი მამაკაცთა შიშს უკავშირებს და ესმის, რომ დარაჯების, მოსამსახურეების, მოხუცი ქალების, მსტოვრებისა და საჭურისების ზედამხედველობაში გამომწყვდეუ­ ლი ქალების ასეთი იზოლაცია საბოლოო ჯამში ქალების გონებრივ და ზნეობრივ დეგრადაციას იწვევს: „...დედამიწის ამ ნაწილში ქალის ცნობიერება მოწამლულია მამაკაცთა დესპო­ ტური მბრძანებლობის შხამით, რომელიც აზროვნების გასაქანს არ აძლევს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ, რა სახის ძაფები აკავშირებს ორ სქესს – კაცს, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს და ქალს, რომელიც ან სულელია, ან ფარისეველი“. 20 18. იქვე, გვ. 160 19. იქვე, გვ. 167 20. იქვე, გვ. 196 20 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება საკმაოდ საინტერესოა ბაქოსთან დაკავშირებული ცნობები, რომლებიც კონცენ­ ტრირებულია ნავთობის რესურსებზე და ცეცხლთაყვანისმცემელთა ყოფის აღწერა­ ზე: სატანის დამთრგუნველი წმინდა ცეცხლი და ღვთაებისადმი აღვლენილი ლოცვა და საგალობლები, რომელთაც დიდი რუდუნებით ასრულებენ მორწმუნეები. ფრედერიკა კახეთის აჯანყებასაც შეესწრო. ხალხი ფილიპ პაულიჩის მიერ გატა­ რებულ რეფორმებს აუმხედრდა: კაპიტან-ისპრავნიკების თარეშს და ადგილობრი­ ვი მოსახლეობის დაწიოკებას საიმისოდ, რომ რუსების 30-ათასიანი ჯარი გამოეკ­ ვებათ. ამას ემატებოდა საქართველოდან განდევნილი, რუსულ ბატონობასთან შეურიგებელი ალექსანდრე ბატონიშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგობა. ალექ­ სანდრე რუსების დაუძინებელი მტერი იყო და სწორედ ამიტომ უდიდესი ავტორი­ ტეტი ჰქონდა კავკასიაში. რუსები კი მის სახელს სულ სპარსეთისა და ოსმალეთის ინტერესებს უკავშირებენ. ამ აზრს ემხრობა ფრედერიკაც და მზრუნველი, იმპერიუ­ ლი სულისკვეთებით წერს: „...კახეთისთვის ამბოხი ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ამ მხარეში არეულობა ხელს აძლევს როგორც სპარსეთის მთავრობას, ისე ალექსანდრეს – საქართველო­ დან გადახვეწილ მეფეს... რა დასანანია, რომ ეს ყოველმხრივ შემკული ქვეყანა მუდმივად შიმშილის, შავი ჭირისა და აჯანყების მსხვერპლია. ყოველგვარმა ბოროტებამ და უბედურებამ აქ მოიყარა თავი... აქვე მახლობლად ჩასაფრებული თურქები და სპარსელები, ამბო­ ხება და შავი ჭირი ქვეყნის გულში, საყოველთაო სიდუხჭირე და ხელმოკლეობა...“ 21 ფილიპ პაულიჩმა კახელების წინააღმდეგობა ჩაახშო, მაგრამ ამბოხებულები მაინც ვერ დაიმორჩილა. მათთან მოლაპარაკებების შედეგად, აღადგინა მოურავე­ ბი, ამნისტიასა და რეფორმებს დაჰპირდა, რაც მას უფლებამოსილების გადაჭარბე­ ბად ჩაუთვალა ხელმძღვანელობამ და უკან გაიწვია. ფრედერიკას თბილისში ყოფნისას დაინიშნა ახალი მთავარმართებელი, ნიკო­ ლაი თედორეს ძე რტიშჩევი, რომელმაც ვილჰელმ ფრაიგანგი სამშვიდობო მოლა­ პარაკებების საწარმოებლად სპარსეთში გადაიყვანა. ფრედერიკამ ქმარი გაისტუმრა და თავად შვილებთან ერთად გეორგიევსკისკენ გაემგზავრა, სადაც ვილჰელმის ბიძა იყო მმართველი და რამდენიმე დღით შეყოვ­ ნებასაც გეგმავდა. თუმცა, ბედი მას საზარელ განსაცდელს უმზადებდა: უკანა გზაზე, 1812 წლის 1 სექტემბერს, პატარა კატერინა ავად გახდა და 12 სექტემბერს კისლო­ ვოდსკში გარდაიცვალა. „ანდრეს გამუდმებით სურდა პატარა დის მოფერება და მის ხანგრძლივ ძილზე ჩიოდა. კატერინას ნამდვილად ეძინა და იძინებს მანამ, სანამ არ მოხდება ბედნიე­ 21. იქვე, გვ. 200 21 ლელა გაფრინდაშვილი რი გამოღვიძება, რომელიც ამქვეყნიურ ძილს მოსდევს და რომელიც ასე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის. შეძრული გავხედავ ხოლმე მთავარი გზის შორიახლო მდებარე მის სამარხს. აი, წამოვიყვირებ, სამუდამო განსასვენებელი იმ არსებისა, რომელსაც მკერდში ვიკრავდი, ვაპურებდი, შევხაროდი და ვუფრთხილდებოდი. იტირე, ჩემო მეგობარო, ჩვენი ძვირფასი ეკატერინესთვის, მაგრამ, ოჰ! უფრო მე­ ტად მისი უბედური მშობლებისთვის იტირე! 22 ასე დაასრულა ფრედერიკამ პირველ ოქტომბერს მეგობართან მიწერილი წერი­ ლი და გააგრძელა გზა შინისაკენ. ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგად დანგრეულ მოსკოვში იგი 1813 წლის 16 იანვარს ჩავიდა. შვილის დაკარგვითა და მისი სათაყვა­ ნებელი ქალაქის იავარქმნით შეძრული ფრედერიკა ასე ასრულებს ტექსტს: „ყველაფერი მდუმარე ნანგრევებშია მოქცეული, მაგრამ მათი წიაღიდან ისმის ხმა, რომელიც რუსი ხალხის სიმამაცესა და სიდიადეს, ქვეყნისა და იმპერატორი­ სადმი ერთგულებას ღაღადებს. აქვე, ქალაქის ფერფლიდან, შეგიძლიათ გაიგონოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდადებულთა ღვთაებრივი სამართლიანობის ხმა, რომელიც სიტყვის მჩაგვრელის დასჯას მოითხოვს. დაე, მოსკოვმა იამაყოს თავისი ბედით – იგი ადგილს დაიკავებს რუსეთის დიდე­ ბის მატიანეში, პირველ ადგილს მის ყველა ქალაქთა შორის: მართალია თავიდან აშენებული, მაგრამ მაინც იმპერიისთვის სახელოვანი თავდადებულობით ოდით­ განვე ცნობილი, ძველებური მოსკოვი იქნება. 23 მამის შინ დაბრუნების შემდეგ კარლი დაიბადა და ოჯახი პეტერბურგში გადასახ­ ლდა. ფრედერიკა 1863 წელს გარდაიცვალა და ვიბორგის კათოლიკურ სასაფლაო­ ზეა დაკრძალული. ვილჰელმი დიპლომატიურ სამსახურში იყო ჯერ ნიდერლანდებ­ ში, შემდეგ კი – ვენეციაში, სადაც 1849 წელს აღესრულა. მოგზაურ ქალთაგან, ქრონოლოგიურად, მესამე ინგლისელი ენ ლისტერია , ჯეიმს ლისტერისა და რებეკა ბეთლის ქალიშვილი. მისი დღიურები, როგორც უნიკალური არტეფაქტი, კოდიფიცირებული ენის გამო, დღემდე თავსატეხია მკვლევართათვის. ენი მთელი ცხოვრების მანძილზე აწარმოებდა დღიურს, სადაც საკუთარ ცხოვრე­ ბას, ეკონომიკურ პრობლემებს, ლესბოსურ ურთიერთობებს და მოგზაურობის შთა­ ბეჭდილებებს ასახავდა. ენი და მისი თანამგზავრი ანა უოკერი საქართველოში დარიალის ხეობით შე­ მოვიდნენ. თბილისში, გუბერნატორ გოლოვინის მეუღლის წყალობით, თავიანთი მოგზაურობისთვის საჭირო ხალხს დაუკავშირდნენ. ექვსთვიანი მოგზაურობის(1840 წლის თებერვალი – სექტემბერი) შთაბეჭდილებები საინტერესოა მრავალი კუთ­ 22. იქვე, გვ. 244 23. იქვე, გვ. 258 22 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ხით: კულტურის და რელიგიის კვლევა, მოგზაურობა და ტოპოგრაფია, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, არქიტექტურა და არქეოლოგია, სამხედრო საკითხები. გერმანელი მეცნიერი ანგელა შტაიდელე ენ ლისტერის შემოქმედების საუკეთე­ სო მკვლევარია. მისი წიგნი„ჯენტლმენი ჯეკი: ენ ლისტერის ბიოგრაფია“ არაჩვეუ­ ლებრივი სიზუსტით და შთამბეჭდავად აღგვიწერს ინგლისელი მწერლის ინტელექ­ ტუალურ გზას: საკუთარი სხეულის, ვნებების, მისწრაფებებისა და სამყაროს შეცნო­ ბის ისტორიას. 24 ქალებმა მოგზაურობა 1839 წლის 26 ივლისს დაიწყეს. ჯერ მათ დანია, ნორ­ ვეგია, შვედეთი და ფინეთი მოიარეს, შემდეგ ჩავიდნენ რუსეთში. იქ შეხვდნენ გენერალ-გუბერნატორ გოლიცინს, სხვა დიდებულებს და წარჩინებულებს, ადა­ მიანებს, მაგრამ საიმპერატორო ოჯახი ვერ გაიცნეს. მოინახულეს უნივერსიტეტის სტამბა, ბუნების ისტორიის მუზეუმი, ქოლერის ინსტიტუტი, ბავშვთა სახლი. დაეს­ წრნენ მართლმადიდებლურ და მუსლიმურ ლოცვებს, ციმბირში გადასახლებულ­ თა მსვლელობას. ერთ-ერთ წვეულებაზე გაცნობილი მოსკოველი ვენერა – სო­ ფია ალექსანდრეს ასული ურუსოვა-რადზივილი, ენს გულში ჩაუვარდა, მაგრამ თვალცრემლიანი დაემშვიდობა. ენმა კავკასიაში გამგზავრების წინ ეტლი საგულდაგულოდ გამართა და ჰამერ­ სლის აკრედიტივები რუბლებზე გადაცვალა. ქალებმა მუხლებამდე მომდგარი ტყავის ჩექმა და სქელი პალტოები შეიკერეს და შვედი მისტერ გროსის, გიორგი ჩაიკინის და მისი მეუღლის, დომნას თანხლებით გზას გაუდგნენ. ათი დღე დასჭირდათ ყაზანში ჩასასვლელად. აქაური თათარი თაფლით მო­ ვაჭრის, არსაიეფის, ჰარამხანის ნახვამ ენში აღძრა წინააღმდეგობისა და უსა­ მართლობის განცდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება და უპირისპირდე­ ბა ქალების იზოლაციის ამ სივრცისადმი მამაკაცების რომანტიკულ და პოეტურ დამოკიდებულებას: „თავიდან ყველა ქალს გაქცევა უნდოდა, მაგრამ მალევე დაამშვიდეს. საცო­ დავი არსებები! რამდენი ადამიანია ნამდვილი ცხოველი! სულით ავადმყოფთა თავშესაფრის გარდა, არასდროს მინახავს ისეთი დამთრგუნველი, ნაღვლიანი და შეურაცხმყოფელი სანახაობა, როგორიც ამ ჰარამხანაში ვნახე. ისინი არ დაიშვე­ ბიან საზოგადოებაში და არც შეუძლიათ ამის მოთხოვნა – რა საშინელ დეგრადა­ ციას განიცდის კაცობრიობის ნახევარი!“ 25 24. Angela Steidele, Gentleman Jack: A Biography of Anne Lister: Regency Landowner, Seducer and Secret Diarist, 2017, Berlin. 25. Angela Steidele, Gentleman Jack: A Biography of Anne Lister: Regency Landowner, Seducer and Secret Diarist, p:238. 23 ლელა გაფრინდაშვილი გზადაგზა ქალებმა გაიცნეს ყალმუხელი პრინცი სერებჯაბ ტიუმენი, ქვემოვოლ­ გელი გერმანელები, ასტრახანში მცხოვრები ბელგიელი მკერავი და გაეცნენ მათ ყოფას, სამზარეულოს. თითქოს ენ ლისტერს ეს ახალი სამყარო ეუცხოება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მახვილი თვალი და გონების სიძლიერე მასში შეუმეცნებლისა და გაუგე­ ბრის შემეცნების, წვდომის სურვილს ბადებს: „ყველაფერი მაინტერესებს – ყველგან კარგია – მე ნაკლს ვერ ვპოულობ. კარ­ გად მძინავს იატაკზე და ჯერჯერობით არც იატაკის მდგომარეობა მაღელვებს, გინდ ასეთი იყოს, და გინდ ისეთი. ანას ყველაფერი ბინძური ეჩვენება და აქაურობას ინ­ გლისის ფუნდუკებს ადარებს. უსამართლობაა. ამას არც რუსებს ვაკადრებ და არც საკუთარ თავს. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის შემადგენლობაში შემავალი სხვა­ დასხვა ხალხის ცივილიზაციის რეალურ მდგომარეობას და იმას, თუ რამდენად არ იცნობენ საკუთარ მხარეს მაღალი წრის წარმომადგენლები და რამდენად იშვია­ თად მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში, იმ კომფორტისა და პირობების არსებობა უფრო მიკვირს, რაც ჩვენ გვაქვს, ვიდრე ის, რომ რაღაც გვაკლია“. 26 22 მარტს, თბილისში ჩასასვლელ საშვში ასტრახანში 125 რუბლი გადაიხადეს. როცა ბადრაგზე უარი უთხრეს, ენმა ერთ-ერთი პისტოლეტი გადატენა, მაგრამ მოზ­ დოკში მაინც აიყვანა ოთხი კერძო მოსახლე ბადრაგად. 1840 წლის 8 აპრილს ქალები უკვე დარიალის ხეობაში იყვნენ. ენი გაოგნებულია ყაზბეგის მთების მშვენიერებით და შემდეგ უკვე მცხეთით: „აქ ყველაფერს შორეული ანტიკურობის სუნი დაჰკრავს![...] სახლები, მიწაში ჩაფლული ღუმელები, საქონლის ტყავისგან დამზადებული ღვინის ჭურჭელი, რომ­ ლის ერთ-ერთი ფეხიდანაც ღვინო გადმოდის, ხის მერქნისაგან გამოთლილი ნავე­ ბი, ნამდვილად ისეთივეა, როგორიც ჰომეროსის დროს იყო“. 27 13 აპრილს ენ ლისტერი და ანა უოკერი უკვე თბილისში ჩამოვიდნენ და, ქალ­ ბატონი გოლოვინას(გენერალ-გუბერნატორის მეუღლე) წყალობით, ჩინებულად მოეწყვნენ, მალევე გაიცნეს ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები. ეკატერინემ ისინი ზუგდიდში დაპატიჟა. თბილისურ შთაბეჭდილებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბაზარს, გოგირ­ დის აბანოს, ბოტანიკურ ბაღს. გრაფინია პანინამ თავის ბიძაშვილს, ქალბატონ გო­ ლოვინას მისწერა ენისა და ანას შესახებ და ამიტომ მათი პირობები გაუმჯობესდა. ენს თეირანსა და ბაღდადში წასვლა მოუნდა. იქით წასასვლელად შარვლების ჩაცმა და ჯორებზე გადაჯდომა მოუხდებოდათ და თეირანიდან ბაღდადში მხოლოდ 26. იქვე, გვ. 242-243 27. იქვე, გვ. 246 24 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ქარავანს შეიძლებოდა გაჰყოლოდნენ. უკვე ფულიც შემოაკლდათ. ამას ისიც დაე­ მატა, რომ ანამ ენი მოგზაურობის ეგოისტურად დაგეგმვაში ამხილა. ამიტომ 18 მაისს ქალები ბაქოში ჩავიდნენ. ქალწულის კოშკი, შირვანშაჰების სასახლის ნანგრევები, ნავთობით მდიდარი აფშერონის ნახევარკუნძული, ათეშგიაჰის ტაძარი, კრიშნაიდი და ინდოელი მორ­ წმუნეების რიტუალები... სტუმრებში ცხოველ ინტერესს იწვევდა… შემახის ბაზარში ენმა ინა შეიძინა, თმა­ ში მოულოდნელად გამორეული ჭაღარის შესაღებად. აქვე დააგემოვნა და მოიწონა მამაკაცის ხელით მიწოდებული ქლიავის ჩირის ნამცხვარიც და ბაქოს კომენდან­ ტის, ჩეკმარევის ცოლის დამზადებული გარეული ფრინველის მარინადი. ბაქოდან დაბრუნებულმა ენმა ახალი მარშრუტი თავისი სამოგზაურო„ბიბ­ ლიის“, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს„კავკასიაში მოგზაურობის“ 28 მიხედვით შეადგინა: გორი, ატენის სიონი, უფლისციხე, სურამის უღელტეხილი, ბაგრატი, გე­ ლათი, მოწამეთა, ნიკორწმინდა, ღები. ყველა ეს ადგილი, ბუნება, არქიტექტურა, კლიმატი, მოსახლეობის ხელგაშლილობა სასიამოვნო და ღირსსახსოვარი აღმოჩ­ ნდა სტუმრებისთვის. ლაილაშში ენმა ერთი ცხენი შეიძინა, სვანეთში წასვლაზე უარი თქვა და რიონის ხეობით ქუთაისში დაბრუნდა. მალევე მოგზაურები ეკატერინე ჭავჭავაძეს ეწვივნენ ზუგდიდში. აქაც ჩინებული გარემო დახვდათ: სპარსული ხალიჩებით, კომფორტული ავეჯითა და პარფიუმერიით გაწყობილი ოთახი, დადიანების ბოტანიკური ბაღი. მაგ­ რამ ეკატერინე ენს ფერმკრთალი ეჩვენა, მისი ქალიშვილიც ავად იყო. იქაური სიცხის გამო, სტუმრები კვლავ მთისკენ წავიდნენ: ავიდნენ ჯვარში, საჩინოსა და ჯგალში. „6:05 საათზე სოფელ ჯაყალისკენ[ჯგალი] გავემართეთ და 6 ¾ საათზე ჩავე­ დით. 2 კოტეჯი. ინდური სიმინდის ბეღელში(პატარა მოწნულ ქოხში, ალბათ ზო­ მით 4 ½ იარდი 3 იარდზე) მოვეწყვეთ. ჩვენი ნაბდები ჩალაზე გავშალეთ და ახლა, 8:25, დავწერე ეს ბოლო 19 სტრიქონი. ჩრდილოეთით მაღალი ბორცვები მოჩანს და ალაგ-ალაგ ტყიანი გორაკებით დაფარული ქედები, პატარა ტყიანი კონუსისებური მწვერვალებივით რომ ამოშვერილან. ბორცვები ორივე მხარეს დაღარულია და ქე­ დებს გვერდზე მცირე ზომის კონუსისებური მწვერვალები ამშვენებს. 8:25 საათზე ჩაი და ა.შ. 9 ½ დავწექი“. 29 ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც ენ ლისტერმა თავის დღიურში ჩაწერა. 1840 წლის 22 სექტემბერს, ქუთაისში, იგი ცხელებით(ტიფი ან მწვავე მალარია) გარ­ 28. Frédéric Dubois de Montpéreux, Voyage autour du Caucase, Paris, 1839. 29. Angela Steidele, Gentleman Jack: A Biography of Anne Lister: Regency Landowner, Seducer and Secret Diarist, p:258. 25 ლელა გაფრინდაშვილი დაიცვალა. ანა უოკერმა იგი კონსტანტინეპოლის გავლით, ლონდონში გადაასვე­ ნა და 29 აპრილს სამრევლო ეკლესიის აკლდამაში დაკრძალა. ამ ადგილის ნახვა დღეს შეუძლებელია. ასე დამთავრდა ენ ლისტერის, დაუდეგარი და ღრმად მოაზროვნე, მშფოთვა­ რე ქალის ცხოვრება. მისი დღიურის მოცულობა და ბუნება ნათელყოფს, რომ იგი არა მხოლოდ წერდა, არამედ აღწერდა საკუთარ არსებობას და რაობას, რადგან ამის ხმამაღალი, საყოველთაოდ მიღებული ხერხებით გამხელა-დემონსტრირება არ შეეძლო. ანა დრანსე საქართველოში 1853 წელს კომერციული საქმიანობის წამოსაწყე­ ბად ჩამოვიდა. პარიზში მან ათი წლის ვაჟი და ხანში შესული დედა დატოვა. როცა მიხვდა, რომ მის გეგმებს ასრულება არ ეწერა და სამშობლოში დაბრუნება გადაწ­ ყვიტა, დავით ჭავჭავაძე გაიცნო და მისი ქალიშვილების გადიობას დათანხმდა. ბავ­ შვებითა და ოჯახით ანა ისე მოიხიბლა, რომ უყოყმანოდ დარჩა თბილისში და ამის შესახებ პარიზში თავისიანებსაც შეატყობინა. დავით ჭავჭავაძის ოჯახი მალე წინანდალში გადასახლდა, სადაც ბლომად ხალ­ ხმა მოიყარა თავი: ანა ილიას ასული ბაგრატიონი-ჭავჭავაძე და მისი შვილები(სა­ ლომე, მარიამი, ელენე, თამარი, ალექსანდრე, ელისაბედი), ბარბარე ბაგრატიონიორბელიანი, ნინო ბარათაშვილი(ნიკოლოზის და), თინა/თინია ჭავჭავაძე-ორბე­ ლიანი, ჭავჭავაძეთა სამი თაობის აღმზრდელი მარინა-გამდელი, ძიძა ალექსანდრა და ანა დრანსე. ფრანგი ქალი აღფრთოვანებულია საქართველოს ბუნებით და იმ ადამიანებით, რომელთაც თბილისში გადაეყარა და მათთვის უკვე შინაურად იქცა. მაგრამ, 1854 წელს, ლეკები თავს დაესხნენ დავით ჭავჭავაძის წინანდლის მა­ მულს, დაარბიეს და გაძარცვეს ოჯახი, ხოლო ქალები დაღესტანში გაიტაცეს. მომ­ ხდურთა გაუგონარ ძალმომრეობასა და უხეშ ქმედებას შეეწირა დავითისა და ანას ნაბოლარა გოგონა – ელისაბედი/ლიდია, რომელიც ამ დროს თვეების იყო. ჩვილი ცხენზე შეგდებულ დედას ხელიდან გაუვარდა და იგი ცხენებმა გადათელეს. ამ ტრა­ გედიით დაიწყო რვათვიანი ტყვეობა, რომელსაც აღწერს ანა დრანსე თავის მოგო­ ნებაში. ტყე-ტყე სიარულითა და უსმელ-უჭმელობით დაქანცული ქალები ერთმანეთს ანუგეშებდნენ, რათა თავს დატეხილი უბედურებისა და მოსალოდნელი იზოლაციის სიმძიმე შეემსუბუქებინათ. შამილის გეგმა ასეთი იყო: მისი შვილი, ჯემალ ედ-დინი, რუსებმა ჯერ კიდევ ყმაწვილი მოიტაცეს და ახლა გიორგი XII-ის შვილიშვილების, ანა და ბარბარე ბაგ­ რატიონების მეშვეობით უნდოდათ მისი დაბრუნება. საქმის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ შამილის ცოლებიც: ზაიდეთი, ამინეთი და შუანეთი, ხოლო ეს უკანასკნელი – თანაუგრძნობდა ტყვეებს. სწორედ მან ურჩია 26 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ღონემიხდილ ანას – ზაიდეთთან მისულიყო და საქმეში მამამისის ჩართვა ეთხოვა, რადგან ამ კაცს შეიძლებოდა დადებითი როლი ეთამაშა. მთიელი ქალის გული რომ მოელბო, ანამ მას თანალმობისკენ მოუწოდა: „...წარმოიდგინე შენი თავი ჩვენს ადგილზე. შენც დედა ხარ, იფიქრე შენს პატარა ნაჯავათზე, ვინც ასეთი სინაზით გიყვარს... შენც ცოლი ხარ... როცა სიკვდილი მო­ გიახლოვდება, ნუთუ არ მოისურვებ, რომ იგი, ვინც გიყვარს, იმ დროს შენ გვერდით იმყოფებოდეს, რათა თვალები საკუთარი ხელით დაგიხუჭოს?..“ 30 ზაიდეთი ძუ მხეცად გადაიქცა. საჭირო თანხა შენმა ქმარმა ქართველებისგან მოწყალების თხოვნით შეგიგროვოსო – მიაძახა ანას. ამ გაავებულმა შეძახილ­ მა ლამის სიცოცხლე მოუსწრაფა ისედაც ძალაგამოცლილ ტყვეს. სააქაოს იგი მხოლოდ შვილების დაკარგვის შიშმა მოაბრუნა:„ყურანის“ მიხედვით„დედა თუ ტყვეობაში მოკვდება, შვილნი მისნი რჩება მაჰმადს“. ზაიდეთის მამა, ხანდაზმული და ბრძენი დერვიში კი შამილს არწმუნებდა, მი­ ლიონი მანეთის მოთხოვნაზე ხელი აეღო და შემოთავაზებულ ორმოც ათასს დას­ ჯერებოდა: „უარი თქვით ყველაფერზე – ჩაიზე, შაქარსა და სხვა ათას გამოუსადეგარ რა­ მეზე, რაც რუსეთიდან შემოაქვთ. ნუ მისცემთ ცოლებს ნებას, აბრეშუმი და ოქრო ატარონ. განერიდეთ ყველაფერს, რაც თქვენი მტრების ქვეყნიდან შემოდის. ნუ ითხოვთ მილიონ რუბლს ტყვეთა გასათავისუფლებლად, დააბრუნეთ ისინი თა­ ვიანთ სამშობლოში, როგორც კი იმამს იმპერატორის ხელით შვილს გადასცემენ...“ 31 რუსებისადმი უნდობლობის გამო, ხასავიურთში შვილის ამოსაცნობად შამილ­ მა თავისი ხალხი გაგზავნა: იმამის მოურავი – ჰაჯი, ჯემალ ედ-დინის ბიძა, ხალხის წარმომადგენელი – ჰასანი და კიდევ სამი მთიელი. ამოსაცნობ ნიშანთა შორის იყო ბავშვობისდროინდელი ტრავმები – მოტეხილი ხელი და ყვავილის კვალი. ამ პრო­ ცედურამ წარმატებით ჩაიარა და ტყვე ქალების განთავისუფლებაც გადაწყდა. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, 1855 წლის 10 აპრილს, ტყვეებმა დაღესტანი დატოვეს. ისინი გულმხურვალედ გამოემშვიდობნენ შამილის ცოლებს, ზაიდეთის სწორუპოვარ მამას, თარჯიმან თამარს, კარიმატს, ჰაჯი რებილს. ქართველი ქალე­ ბიც, რომლებიც ტყვეობაში რჩებოდნენ, ქალბატონებს ევედრებოდნენ, რომ ისინიც მალე გამოესყიდათ. ტყვეთა გაცვლა კურინსკის ციხესიმაგრესთან მოხდა, რომლის კომენდანტს თან ახლდნენ ლეონტი პავლეს ძე ნიკოლაი, დავით ჭავჭავაძე, ივანე ბაგრატიონი და რუსულ მუნდირში გამოწყობილი ჯემალ ედ-დინი და მისი ძმა – ყაზი მაჰმადი, რო­ 30. Anna Drancey, Captive de Chamyl, Paris, 1857, p:114. 31. იქვე, გვ. 102 27 ლელა გაფრინდაშვილი მელმაც მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა და მამის დანაბარების შესაბამისად, ხაზი გაუსვა ტყვე ქალების კეთილშობილებას და ის, რომ შამილის სერალის თითოეული მკვიდრი მათ ღირსეულად ექცეოდა. „...მათ არ შეხებიათ არანაირი ბიწიერება, იმამის ცოლები თავს ევლებოდნენ, უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ დებს. არც ერთი მამაკაცის მზერას არ შეუღწევია მათ რიდეებში. სპეტაკნი არიან, ვითარცა შროშანები და დაცულნი ყველას თვალისგან, ვითარცა უდაბნოს ქურციკები. მათ საყოველთაო პატივის­ ცემა და სიმპათია დაიმსახურეს ჩვენგან და ახლა ისინი უკვე თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან“. 32 ფულის გადაცემის შემდეგ მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ. დავით ჭავჭავაძემ გულში ჩაიკრა შვილები, მეუღლე და ყველა განთავისუფლებული. ადგილობრივე­ ბი თვალცრემლიანები უყურებდნენ უცოდველ ბავშვებს და შორეულ ვედენოში გა­ დახვეწილ ქალებს, რომელთაც მრავალთვიან ტყვეობას გაუძლეს. ანა და ბარბარე ბაგრატიონებს შინ მამის გარდაცვალების ამბავი დახვდათ. ილია ბატონიშვილი სწორედ იმ დღეს გარდაცვლილა, როცა მისი ქალიშვილები დაატყვევეს, 1854 წლის 4 ივლისს. პარიზში დაბრუნებულ ანა დრანსეს დედა ვეღარ მიეგება. საბრალო ქალმა ხან­ გრძლივ დაძაბულობას და დაუსრულებელ ლოდინს ვეღარ გაუძლო. თან თავიდან, გაზეთებმა ქალიშვილის დაღუპვაც კი ამცნეს. შემდგომში ამ ინფორმაციის უარყო­ ფამ ალბათ უკვე ვეღარ გაამრთელა შემზარავი ცნობით დაღდასმული გული. ანას მოგონებები პარიზში გამოიცა 1857 წელს. 33 წიგნს ავტორი არ ჰყავს. თუმცა, შესავალში ედუარდ მერლიუ გვატყობინებს, რომ გამოცემაში მოთხრობილი ამბები მან სიტყვასიტყვით ჩაიწერა ანასგან: „...გადაიარა თუ არა პირველმა ელდამ, თავი ერთად მოვიყარეთ, რომ მის აქ არყოფნის პერიოდზე და დედაზე გვესაუბრა. ჩვენს კითხვებზე პასუხად გვიამ­ ბო, რომ ჩეჩენთა და ლეკთა ერთდროულად ბარბაროსული და გმირი ტომე­ ბი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, რაც ცივილიზებულმა ერებმა ვერ შეძლეს. მან ასევე მოგვითხრო იდუმალებით მოსილ შამილზე და იმამის სერალის პატარ-პატარა ინტრიგებზე. დაწვრილებით მოგვიყვა ტყვეობაზე და ეს წიგნიც, რომელსაც მისივე თანხმობით გამოვცემთ, დაწერილია ანა დრანსეს მონათხრობის მიხედვით“. 34 32. იქვე, გვ. 167 33. Les Princesses Russes Prisonnieres au Caucase. Souvenirs D’une Françoise Captive de Chamyl. Recueillis par Eduard Merlieux. Paris. Ferdinand Sartorius, Editeur, 9, Rue Mazarine, 9; 1957 34. Anna Drancey, Captive de Chamyl, Paris, 1857, p:2. 28 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება უავტოროა 1858 წელს კირილე ძიუბინსკის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი წიგნიც, მაგრამ სათაურშივე წერია, რომ იგი ქალბატონი დრანსეს მოგონებებს წარმოადგენს. 35 ძიუბინსკი გვესაუბრება, როგორც იმპერიული პოლიტიკის მეხოტბე და აპო­ ლოგეტი. მისი აზრით, რუსეთს კავკასიაში დამპყრობლური მიზნები როდი ამოძ­ რავებს, არამედ – აქაურ ველურ ხალხებში განმანათლებლური იდეების გავ­ რცელების ზნეობრივი მიზანი, მათში სამოქალაქო შეგნების, შრომის კულტურის დამკვიდრება. მისი აზრით, ეს აღვირახსნილი ფანატიზმით შეპყრობილი ტომები იოლად არ შეიცვლებიან, მაგრამ დრო მოვა და მადლიერების თვალით შეხედა­ ვენ მათ მტერს – რუსეთს. „ჩვენს სამშობლოს აქვს სხვა, უმაღლესი, უფრო ზნეობრივი მიზანი – დათესოს ამ ტომებში განმანათლებლობის კეთილისმყოფელი თესლი, შეიტანოს მათში სა­ მოქალაქო ცხოვრების წესი, ასწავლოს კეთილშობილი შრომა და ამით აჩვენოს, რომ მტაცებლობით საზრდოს შოვნა, ველური ცხოველებივით, არ არის ადამიანის საკადრისი ქცევა. მაგრამ ჩვენი დიდსულოვანი მეფეების ამ სანუკვარ მიზანს მა­ ლე ასრულება არ უწერია. კიდევ დიდი დრო გაივლის, სანამ დაუმორჩილებელი ტომები, აღვირახსნილი ფანატიზმით ანთებულები და თვით ბუნებისგან დაცულები, ქედს მოიხრიან რუსული იარაღის უძლეველობის წინაშე და სამოქალაქო ცხოვრე­ ბასთან წილნაყარნი, მოწიწებითა და მადლიერების გრძნობით შეხედავენ თავიანთ უწინდელ მტერს – რუსეთს, რომელმაც საყვარელი შვილების დაღვრილი სისხლის, უამრავი მსხვერპლის სანაცვლოდ მატერიალური და სულიერი განძი მოუტანა მათ. დიახ, კიდევ მრავალი წელი გაივლის, მრავალი მსხვერპლი გახდება საჭირო, სანამ ჩვენი კეთილი სამშობლო კავკასიის მთებზე საკუთარი კაცთმოყვარეობის დროშას აღმართავს. მაგრამ ასეთია ყველა დიდი მოვლენის, დიდი გარდატეხის ბედი!..“ 36 ძიუბინსკის შეფასებით, კავკასიელთა საბოლოო მორჯულებამდე რუსებმა მათი ადათები, ზნე-ჩვეულებები უნდა შეისწავლონ. ანა დრანსეს წიგნიც ამიტომ შევარ­ ჩიეთო, თორემ ეს ამბები უკვე სხვებმაც აღწერეს და გამოაქვეყნესო... 37 ფრანგი ნომადის ტექსტი გამორჩეულია ძალდაუტანებელი ნარატივით, შთაბეჭ­ დილებათა და განცდათა სიუხვით, პერსონაჟების უნიკალურობით. კითხვის დასრუ­ ლების შემდეგაც სულ თვალწინ გიტრიალებს: წინანდლის დარბეული კარ-მიდამო, 35. Пленницы Шамиля. Воспоминания Г-жи Дрансе, взятой в плен вместе с княгинями Варварой Ильиничной, вдавой генерал-майора кн. И. Орбелиани, Анной Ильиничной, супругою полковника кн. Д. Чавчавадзе, с детьми их и другими, во время вторжения скопищъ Шамиля в Кахетию, въ 1854 г. Изданная въ Париже въ 1857 году. 36. Пленницы Шамиля. 1858, გვ. 2. 37. აქ უდავოდ იგულისხმება ევგრაფი ვერდერევსკის თაოსნობით 1856 და 1857 წლებში შედგენილი და 1857 წელს უკვე ინგლისურად(ჰ. ედუარდსის თარგმანი) გამოცემული წიგნი. 29 ლელა გაფრინდაშვილი თავდამსხმელთა ტლანქი და უხეში სხეულები, შამილი და მისი იდუმალი სამფლო­ ბელო, ანა ბაგრატიონი და მისი შვილები, ლიდია და ევა – ორი უცოდველი მსხვერ­ პლი, ვედენოელი დერვიში და მისი ქალიშვილი, მელანო და კატერინა, ბარბარე და ნინო ჭავჭავაძეები, სერალში დაბადებული ნიკოლოზი, დაღესტანში დარჩენილი ქართველი ქალები... თითქოს ყურშიც უწყვეტად ჩაგესმის ტყვე ქალების მხურვა­ ლე ლოცვა და ყაზი-მაჰმადის მგზნებარე სიტყვები:„არც ერთი მამაკაცის მზერას არ შეუღწევია მათ რიდეებში. სპეტაკნი არიან, ვითარცა შროშანები და დაცულნი ყველას თვალისგან, ვითარცა უდაბნოს ქურციკები...“ ანას ტექსტით შთაგონებული ალექსანდრე დიუმა 1858 წელს სასწრაფოდ გა­ მოეშურა კავკასიისკენ და აქ ორწლიანი მოგზაურობის შესახებ შესანიშნავი წიგნი გამოაქვეყნა. ბელგიელმა მწერალმა და მოგზაურმა კარლა სერენამ 38 საქართველო 18761878 და 1881 წლებში მოინახულა. ბუნება და ყოფა მან არა მარტო სიტყვიერად აღწერა, არამედ მისი ფოტოების მიხედვით გაკეთებული საუცხოო ილუსტრა­ ციებით დაასურათა. ილუსტრაციებზე თხუთმეტმა მხატვარმა იმუშავა. იმერე­ თის, სამეგრელოს, სვანეთის, გურიის, აფხაზეთის, მესხეთის, ჯავახეთის ბუნება და ხალხი ისეთ პანორამას ქმნის, რომ შეუძლებელია მოსწყდე მანამ, სანამ ბო­ ლო ნამუშევარს არ იხილავ. კოლექციაში შევიდა ფრანგი მოქანდაკის, მარსელ ლანსელოს რამდენიმე გრავიურა. 39 კარლა მსუბუქად და ზედმეტი ეპითეტების გარეშე, გონებამახვილურად ეხმია­ ნება ქართველთა და კავკასიელთა ყველა იმ ადათს, ტრადიციას, რომელიც ევრო­ პელისთვის უცხო ან მოულოდნელია. მისი აზრით, ევროპისგან მოშორებულ ქვეყ­ ნებში მცხოვრები ხალხის თავისებურებები მანკიერებად კი არ უნდა ჩაითვალოს, არამედ – თავისებურებად, რომელიც მათ დანარჩენი სამყაროსგან გამოარჩევს. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ კარლამ გრემიც მოინახულა და იქ ჯორჯაძეების ოჯახი გაიცნო. სავარაუდოდ, ეს ბარბარე ერისთავის და ზაქარია ჯორჯაძის ოჯახია. ეს ორი დაუდგრომელი ქალი ერთმანეთს ვერ შეხვდებოდა, რადგან ბარბარე ამ დროს საინგილოშია. მისმა ნათესავებმა კი კარლას უთუოდ უმასპინძლეს. 38. Caroline Hartog Morgenstein – Serena, 1824-1884. 39. კარლას სტატიები იბეჭდებოდა ჟურნალში„Le Tour du Monde“ 1880 წელს, ხოლო 1881 წელს გამოი­ ცა„Mon Voyage: souvenirs, Vol. I: De la Baltique a la Mer Caspienne“. მხატვარ-ილუსტრატორები იყვნენ: Robert Langlois, Antonie Eugene Ronjat, Achille-Louis-Joseph Sirouy, Achille Granchi-Taylor, P. Sellier, Jean-Paul Laurens, A. Deroy, Gaston Charles Vuillier, Hubert Clerget, Charles Goutzwiller, Illarion Pranishnikoff, Alexandre Ferdinandus, Pierre Fritel, Eugène Burnand, Marie Dronsart, Marcelle Lancelot. კარლამ დიმიტრი ერმაკოვის რამდენიმე ფოტოც გამოიყენა. ფრანგ მოქანდაკე ქალს, მარსელ ლანსელოს ეკუთვნის გრავიურები:„გორის დუქანი“ და„გორელი ხაბაზები“. 30 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება სამურზაყანოსა და აფხაზეთში, ავი სულის, როკაპის, წინააღმდეგ გამართული რიტუალი კარლას იტალიურ jettatore-ს ახსენებს. ეს იგივე„ჭიაკოკონობაა“, რო­ ცა ადამიანები უნდა გაფრთხილდნენ, რომ ჭინკამ მათ გული არ ამოაცალოს და როკაპს არ მიართვას. განსაცდელის თავიდან ასაცილებლად, სახლების წინ ჯვრებს ამაგრებენ და უზარმაზარ კოცონს ანთებენ. სამეგრელოს, სამურზაყანოსა და აფხაზეთის ყოფის გაცნობისას, კარლამ სიღა­ რიბე ყველა წოდებაში დაინახა, გარდა პოლიციელებისა, სტარშინებისა და სხვა ჩინოვნიკებისა. თვალში საცემი იყო გლეხების საკუთრების სიმწირე, რადგან მა­ თი განთავისუფლება 1861 წლის რეფორმის შემდეგ მოხდა. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი და სასოფლო-სამეურნეო სკოლა განათლების საერთო სურათს(არასაკმარისი ვაჟთა სკოლები და საქალებო სკოლების არარსე­ ბობა) ვერ ცვლიდა. კარლამ საინტერესოდ აღწერა ქვეყნის მთავართან სტუმრობა, შერვაშიძეების, დადიანებისა და ანჩაბაძეების ურთიერთობა, საზოგადოებისა და მეურნეობის ორ­ განიზების წესები, მონასტრებისა და ისტორიული ძეგლების სტილი და მხატვრობა, ხალხური თქმულებებისა და ლეგენდების ადგილი მოსახლეთა მეხსიერებაში. მას­ ში ცნობისმოყვარეობას აღძრავდა გლოვისა და გართობის რიტუალები, ცხენოსან­ თა ასპარეზობა და სარისკო ორთაბრძოლები, ჩაცმულობა და სამკაულები, კვების პროდუქტები და სამზარეულო, რელიგიური რიტუალები, სხეულის ენა და ქალების თავისუფლების ხარისხი: „...მეგრელი და სამურზაყანოელი ქალებისგან განსხვავებით, აფხაზი ქალე­ ბი ნაკლებად ჩანან საჯაროდ; ამას ფესვები უნდა ჰქონდეს ისლამში, რომელიც ამ ქვეყნის წინა რელიგია იყო და გარდა იმისა, რომ მისი კვალი ჯერაც ჩანს ადათჩვევებში, ერთგვარად შერევია კიდეც ქრისტიანობას, რომელსაც ახლა აღიარებენ. ამის მიუხედავად, ქალს, რომელსაც არ მოსწონს საკუთარი ქმარი, უფლება აქვს მიატოვოს იგი და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, მიუხედავად ქმრის წინააღმდეგო­ ბისა. ამასთან, ქალი დედოფალია საკუთარ ოჯახში, ქმარი კი მას გულისხმიერებითა და პატივისცემით ეპყრობა და ზოგავს თითქმის ყოველგვარი დამღლელი საქმია­ ნობისაგან. ამ რეგიონში ქორწილი დიდი დღესასწაულია...“ 40 მოგზაურმა მნიშვნელობა მიანიჭა სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას აფხაზეთშიც და ჯავახეთშიც შეამჩნია რუსების ავტორიტარული და მილიტარისტული მმართველობის დაღი ხალხის განვითარებაზე. იგი ერთნაირი ცნობისწადილით უსმენდა დუხობორების 40. Carla Serena, Excursions in the Caucasus from the Black Sea to the Caspian Sea: 1875-1881, Narikala Publications, Inc. New York. London.Tbilisi, 2015, p:195. 31 ლელა გაფრინდაშვილი მეთაურს, მუსლიმ და ქრისტიან გლეხებს ან სამონასტრო ცხოვრებაში ჩართულ პი­ რებს. 1881 წელს,„ენიგმატურ კავკასიაში“ მეორე მოგზაურობიდან სამშობლოში დაბ­ რუნებული ქალი, სიხარულით იგონებდა ჩვენს ქვეყანაში გატარებულ დროს და ადამიანებს, რომლებიც მას გულწრფელი სიყვარულით და სტუმართმოყვარეობით ხვდებოდნენ.„ამას არასოდეს დავივიწყებ“ – ამბობდა იგი და ვინ იცის, იქნებ ისევ თბილისისკენ ან რომელიმე ჩვენი მხარისკენ მოუწევდა გული?! 1876 წლიდან 1885 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა ბერტა კინსკი – ფონ ზუტნერი , ავსტრიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში და მისი მეუღლე – არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი. 1909 წელს გამოქვეყნებულ„მემუარებში“ 41 ბერტამ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საქართველოს. აქ არის მისი შთაბეჭდილებები გორში, ქუთაისში, თბი­ ლისსა და ზუგდიდში მოგზაურობაზე, იქაურ ყოფასა და ქართველებზე. სამეგრელო­ ში მათი მასპინძელი ეკატერინე ჭავჭავაძე, ხოლო თბილისში თამარ ჭავჭავაძე იყო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზუტნერები„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტით დაინტე­ რესდნენ, გაეცნენ მასთან დაკავშირებულ მასალებს და თარგმნაც სცადეს: „ქართული პოემის თარგმნა კმაყოფილებით გვავსებდა. ჩვენ წინაშე გადაიშალა უკვე განვლილი მე-13 საუკუნის სამყარო ამ შორეულ მხარეში. ეს იყო ეპოქა, რითაც ამაყობენ ქართველები, რადგან ამ დროს ქვეყანაში ოქროს ხანა სუფევდა – ეპოქა, როცა დიდი დედოფალი თამარი მართავდა საქართველოს, შოთა რუსთაველი გა­ ლობდა მის კარზე, უმღეროდა მის დიდებას, მის ძალას, მის სილამაზეს. „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენეული თარგმანი არ დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ არ გვინანია ის დრო, რაც ამ სამუშაოზე დაგვეხარჯა. ყოველივე ამის მეშვეობით და იმ მონათ­ ხრობითაც, რითაც გვამდიდრებდა ჩვენი ქართველი პატრიოტი, ჩვენ შევაღწიეთ ქართველი ხალხისა და ამ მომაჯადოებელი ქვეყნის არსსა და სულში, მის ისტო­ რიასა და ლიტერატურაში, სადაც ამდენი ხანი დავყავით.“ 42 „საზოგადოებაში გასვლა“ – ასე დაარქვა ბერტამ მოგონებების იმ თავს, სადაც მისი ოჯახის ვენის პირველ„Societe“-ში მოხვედრის მცდელობებია აღწერილი, რო­ მელთაგან ერთ-ერთი 18 წლის ბერტას 55 წლის ქვრივზე გათხოვების ისტორიაა. მა­ ღალ საზოგადოებაში მოხვედრის სურვილმა ვერ დაჯაბნა თავისუფალი არჩევანისა და ნების სული და საქმროს მტკიცე უარი განუცხადა. ბადენ-ბადენის, ვენეციის, რომის მეჯლისები, მიღებები, თეატრალიზებული წარ­ მოდგენები ერთმანეთს ცვლიდა. ახალგაზრდა, ინტერესიანმა ბერტამ ამასობაში კი­ 41. Bertha von Suttner, Memoiren, Carl Schunemann Verlag, Bremen, 1965. 42. იქვე, გვ. 117-120 32 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება დევ ორი ხელის მთხოვნელი გააწბილა და ამით ძალიან გაიხარა, რადგან დაოჯახე­ ბაში გარე სამყაროსგან მოწყვეტის საფრთხე დაინახა და ვინ იცის, ამ გზით შეიძლე­ ბოდა სამშვიდობო მოძრაობაშიც ვეღარ ჩართულიყო?! ბალ-მასკარადების პერიოდს მალევე მოჰყვა დაღვინებული მკითხველის ეპოქა. მისთვის ეს არის ორი, ერთმანეთის გამამდიდრებელი ცხოვრება: პიროვნული და წიგნისმიერი: „ეს ორმაგი გამოცდილებაა. სწორედ მისგან ამოიზარდა ის პიროვნება, რომელ­ საც მე დღეს წარმოვადგენ.„ათას ერთი ღამის“ ზღაპრები ზუსტად ისევე მიეკუთ­ ვნება ჩემს აღმოსავლურ შთაბეჭდილებებს, როგორც ჩემი რეალური ყოფნა კავ­ კასიაში და არც ერთ ცოცხალ დამსვენებელს ისე არ აუჩქროლებია ჩემთვის გული, როგორც მარკიზ დე პოზას წარმოსახულ სახებას...“ 43 ჰერ ფონ კონიდსვარტერის რჩევით, ბერტამ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი და მისი შვილები: ნიკო, სალომე და ანდრე გაიცნო. ქალები იმდენად დაახლოვ­ დნენ, რომ ბერტა სალომეს მეჯვარეც იყო, როცა იგი პრინც აშილ მიურატზე და­ ქორწინდა. მისთვის ეს ამბავი სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ არაჩვეულებრივი რუდუნებით აღგვიწერს საზეიმო ცერემონიალს: პატარძლის სამკაულების ბრწყინვალებას და შლეიფს, რომელსაც საოჯახო გერბი, ოქროს საწმისი ამშვენებდა. ეკატერინე ჭავჭავაძემ მის ავსტრიელ ფავორიტ გოგოს, რომელსაც სიყვარუ­ ლით„კონტესინას“ ეძახდა, საქორწინო საჩუქარიც შეურჩია და საკუთარი საი­ დუმლოებებიც გაანდო: „...მერე მკითხა, ნუთუ თაყვანისმცემელი არ გყავსო, ნუთუ არავინაა ისეთი, რომ მოგეწონოსო. არა, ჩემი გული თავისუფალი იყო. სულ ახლახან ბეწვზე გა­ დარჩა, რომ თავიდან არ დანიშნულიყო. წინა ზაფხულს ბიარიცში ხელი სთხოვა ჰერცოგ ფონ ოსსუნამ, ესპანეთის უდიდესმა და უმდიდრესმა დიდებულმა. მაგ­ რამ დედოფალმა გათხოვება ვერ გადაწყვიტა. იგი თავისი შვილების მომავლით ცხოვრობდა და ერთი სული ჰქონდა დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, სიდანაც განდევნილი იყო ნიკოს სრულწლოვანებამდე.“ 44 მრავალი წელი იგონებდა ბერტა ერეკლე ბაგრატიონს, რომელსაც სწორედ ამ სანუკვარ ოჯახში დაუახლოვდა და შეუყვარდა. თუმცა ეს ურთიერთობა მალევე დამთავრდა, რადგან ვაჟს სულ სხვა ქალი უყვარდა და ავსტრიელი გოგონასთვის ყალბი დაპირებები არ მიუცია. სასიყვარულო იმედგაცრუებას მოჰყვა საშემსრულებლო წარუმატებლობაც: 43. იქვე, გვ. 47 44. იქვე, გვ. 52 33 ლელა გაფრინდაშვილი ხანგრძლივი მუზიცირებისა და მეცადინეობის შემდეგ, ბერტას პოლინა ვიარდო გარსიამ მოუსმინა და სანუგეშო ვერაფერი უთხრა. შემდეგ პარიზში, მაესტრო დუპრეცისთანაც სცადა ბედი, მაგრამ ამაოდ. მუსიკალური ეპოპეა კი დამთავრდა 18 წლის ინგლისელი ვაჟით, რომლის მამა დაბეჯითებით ითხოვდა 25 წლის ბერ­ ტას ხელს, მაგრამ ნიშნობის დღეს სასიძო არ გამოცხადდა და მხოლოდ მეორე დღეს მოიწერა, რომ ორივე ბატონი ინგლისს გაემგზავრა. საოპერო ხელოვნებისადმი სიყვარულმა დააკავშირა ბერტა პრინც ადოლფ ვიტგენშტაინთან, რომელიც შესანიშნავად მღეროდა და ბედის საძებნელად ამერიკაში გაემგზავრა. ბერტა კი, როგორც მისი საცოლე, ვისბადენში დარჩა იმ იმედით, რომ ადოლფის მიერ ვარსკვლავური კარიერის აწყობის შემდეგ, ისინი კვლავ ერთად იქნებოდნენ. მაგრამ გემით მგზავრობისას ადოლფი გარდაიცვალა და მისი ცხედარი, გულზე საცოლის ფოტოსურათით, ზღვაში ჩაუშვეს. „...ეს იყო ჩემი ცხოვრების მტკივნეული და მაინც მშვენიერი ეპიზოდი – სიმ­ ღერის ჯადოსნობის და იმედგაცრუების მოკლე რომანი. გემის Rhein-ის გემბანზე ასწიეს სამგლოვიარო დროშა, ქორალი შეასრულეს, გემი გაჩერდა და სალუტის თანხლებით ცხედარი ზღვაში ჩაუშვეს. ტალღებში გაუჩინარდა – ხელოვანი, პრინ­ ცი, კეთილი სულის ადამიანი. მას საცოლის სურათი დადუმებულ გულზე დაადეს; ზღვის ტალღები ქვითინით უმღეროდნენ მიცვალებულს და ჩემს სურათს საქორ­ წილო სიმღერას“. 45 ნებისმიერი თავგადასავალი, წარუმატებლობა ან ხელმოცარულობა ბერტას­ თვის წიგნის ერთი ფურცელი იყო, რომელსაც წყაროს წყალივით ეწაფებოდა: რეალური, ცოცხალი ცხოვრების პარალელურად მიდიოდა ახალგაზრდა ქალის ნუგეშისმცემელი მხატვრულ-შემოქმედებითი და სამეცნიერო ცხოვრება. კანტი, შოპენჰაუერი, ჰარტმანი, შტრაუსი, ფოიერბახი, პასკალი, კომტი, ლიტრე, ვიკტორ კუზენი და სხვა მრავალი ავტორი ბერტას სულიერი მეგობრები შეიქნენ და სწო­ რედ მათი დახმარებით აფართოებდა საკუთარ სააზროვნო ასპარეზს. მაგრამ 1870-იანი წლებიდან, ევროპული ომების მიმდინარეობისას, მომა­ ვალ პაციფისტში ჯერ კიდევ არ ჩანდა მილიტარისტულ მსოფლმხედველობასთან დაპირისპირების იმპულსი. ამის მიზეზი კი იყო ომთან პერსონალური კავშირის უქონლობა და არარსებობა რწმენისა, რომ სოციალური სინამდვილე აუცილებ­ ლად შესაცვლელია და შესაცვლელია სწორედ მისი მონაწილეობით. „სიმღერ-სიმღერით“ სიარულის დრო დასრულდა, როცა ოცდაათი წლის ბერ­ ტას უკვე თავი უნდა ერჩინა. გერმანული, ფრანგული, ინგლისური და იტალიური ენების სრულყოფილად მცოდნე და კარგი მუსიკალური განათლების ქალი სა­ მუშაოს ძებნას შეუდგა. ასე მოხვდა ფრაუ კინსკი მისი მომავალი მეუღლის, არ­ 45. იქვე, გვ. 79 34 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის ოჯახში, მისი დების(ლოტი, მარიანე, ლუიზე და მატილდე) აღმზრდელად. არტური შვიდი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ამას დი­ დი გრძნობის დაბადებისთვის არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია. თუმცა, ურ­ თიერთობის დრო მათ აუცილებლად უნდა„მოეპარათ“ და მშობლების თვალს უნდა მორიდებოდნენ. ვაჟის გამიჯნურების ამბავი ბარონესამ მალე შეიტყო და აღმზრდელი სახლიდან წავიდა. ასე აღმოჩნდა ბერტა ალფრედ ნობელთან, პა­ რიზში, საყვარელ არტურთან განშორებით გულდამძიმებული: „ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვტიროდით.„ერთმანეთს უნდა დავშორ­ დეთ!ნუთუ ეს შესაძლებელია? გვეყოფა კი ძალა? იქნებ რამე მოხდეს, რომ დავ­ რჩე? ოჰ, ეს ზედმეტად კარგი იქნებოდა... არაფერიც არ მოხდება... არ შეიძლე­ ბა... და კიდევ რამდენიმე უხმო, მარილისგემოიანი კოცნა, კვლავ ამოოხვრა და ხელახლა ჩივილი, ტკივილით გაჯერებული მოსაფერებელი სიტყვები. წასვლამდე არტური ჩემ წინ დაეცა და კაბის კალთაზე მორჩილად მეამბორა. 46 ასე დაიწყო სატრფოს მონატრებით გამოწვეული კაეშნისა და ნობელთან გა­ მაოგნებლად საინტერესო საუბრების ეპოპეა. ბერტასკენ მოფრინავდა არტურისა და მისი დების უსასრულო წერილები. წყვილი მოიცვა მელანქოლიამ და რადგან მისი დაძლევა ორთავესთვის შეუძლებელი შეიქნა, ბერტა პარიზში დაბრუნდა. სასტუმროს ნომერში მისულ არტურს სიცოცხლე დაუბრუნდა. 1876 წლის 12 ივნისს, გუმპოლდსკირხნერის სამრევლო ეკლესიაში მათ ჯვარი დაიწერეს და მალევე სა­ ქართველოში გამოემგზავრნენ: „ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში ჩასვლა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი მოიპარა. იმ მომენტში, მგონი, ორივე ჩვენაგანში იძალა იაზონის განწყობამ: ერ­ თმანეთში ირეოდა სათავგადასავლო ჟინი, დამპყრობლის თავდაჯერებულობა, იმედებით გაბრუება. წინ გველოდა ახალი, მოულოდნელობებით აღსავსე სამ­ ყარო; ისეთ მიწაზე უნდა დაგვედგა ფეხი, რომელიც გამორჩეული იყო ყველაზე უფრო კლასიკური დიდებულებით; უამრავი ისეთი განცდა გველოდა, რომელთა ბოლომდე წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო. ვიცოდით, რომ გველოდებოდნენ და ხელგაშლილი შემოგვეგებებოდნენ...“ 47 ბერტა უკიდურესად ბედნიერი იყო იმით, რომ მათ ოქროს საწმისის მოტაცება არ სჭირდებოდათ, რადგან ერთმანეთი ჰყავდათ, როგორც ყველაზე მნიშვნელო­ ვანი და სანუკვარი ქონება. ავსტრიელი წყვილი ფოთში ჩამოვიდა. ღამე იქვე გაათიეს. დილით კი ქუთაის­ ში წავიდნენ, სადაც გენერალმა წერეთელმა უმასპინძლა. სტუმრები მოიხიბლნენ 46. იქვე, გვ. 90 47. იქვე, გვ. 90 35 ლელა გაფრინდაშვილი ლხინით, სასმლით და ქართული ცეკვით. მესამე დღეს, გრაფი კომტ დე როზმორ­ დუკის თანხლებით გორდისკენ გაეშურნენ, სადაც მთელი ზაფხული დარჩნენ. შემდეგ წყვილი კვლავ ქუთაისში დასახლდა, ჯერ გენერალ ჰაგემაისტერის სახ­ ლში, ხოლო შემდეგ – ნაქირავებ ბინაში. ბერტა სიმღერისა და ფორტეპიანოს გაკ­ ვეთილებს იძლეოდა, ხოლო არტური – გერმანულისას და ასევე კორესპონდენ­ ციებს, პატარა ჩანახატებს აგზავნიდა გერმანული პრესისათვის. საქართველოში დაიწყო წერა ბერტამაც. იგი წარმატებით ბეჭდავდა Presse-ში, ფსევდონიმით B. Oulot. მისი რომანები„ცუდი ადამიანი“,„ჰანნა“ და„სიყვარუ­ ლის არსენალი“, ხოლო არტურის„დარეჯანი“,„აზნაური“ და„კავკასიის შვილები“ სწორედ აქ შეიქმნა. 1877 წლის 24 აპრილს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ქუთაისელი ქალების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ბერტა ენთუზიაზმით მო­ ნაწილეობდა. ცოლ-ქმარი მზად იყო დაჭრილების მოვლა-პატრონობაში ჩართუ­ ლიყო, მაგრამ იმ პირობით, რომ ორთავეს ერთ ჰოსპიტალში მიამაგრებდნენ. ასე არ გამოვიდა, ამიტომ ამ განზრახვას შეეშვნენ. სამშობლოდან მიღებული ყველა წერილი მოახლოებულ განსაცდელს ამცნობდა და ნათესავებს უკან დაბრუნებას ურჩევდნენ. შიმშილი, საომარი მოქმედებებისა და შავი ჭირის გავრცელების შიში, არტურის უმცროსი დის, მატილდეს გარდაცვალება – ეს ყველაფერი დამთრგუნ­ ველი იყო, მაგრამ ისინი ბედს არ ეპუებოდნენ: „ეს ხომ იმიტომ მოგვეცა, რომ ჩვენი ხასიათი გამოეწრთო და ჩვენში კა­ ცობრიობის ტანჯვისა და ხალხის სიდუხჭირის მიმართ თანაგრძნობა აღეძრა, რამაც მოგვიანებით შექმნა საფუძველი ჩვენი თანამშრომლობისა კაცობ­ რიობის საკეთილდღეოდ და გააგვიღვიძა ერთმანეთზე უფრო სასიკეთო შეხედულებები“. 48 1878 წელს ზუტნერები თბილისში გადმოსახლდნენ. ბერტა მუსიკას ასწავლიდა, არტური ფრანგ ხალიჩების ფაბრიკანტთან და მშენებელთან, მუსიე ბერნესთან მუშაობდა. ბინადაც ამ ბატონთან ცხოვრობდნენ. ხშირად სტუმრობდნენ თამარ ჭავჭავაძეს, რომელიც ბერტას ქართველი სიყვარულის, ერეკლე ბაგრატიონის ქვრივი იყო. მის სალონში იკრიბებოდა მთელი ქართული არისტოკრატია. ზუტნე­ რები გამუდმებით მუშაობდნენ და მოგზაურობდნენ სამეგრელოს, იმერეთსა და თბილისს შორის, უთვალავჯერ შეიცვალეს ბინა. ერთი ხანობა ზუგდიდში, გერმა­ ნულ კოლონიაში დასახლდნენ. არტური აშილ მიურატს ეხმარებოდა სახლისა და საჯინიბოების მშენებლობაში, ბაღის გაშენება-კეთილმოწყობაში, ხოლო ბერტა – პატარა ლუსიენსა და ნაპოს ამეცადინებდა. 48. იქვე, გვ. 105 36 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება 1884 წელს, ბერტამ ორი მეგობარი დაკარგა: ეკატერინე ჭავჭავაძე და დედა, რამაც მისი სამშობლოში დაბრუნება დააჩქარა. წასვლამდე რამდენიმე თვე მამია გურიელთან იცხოვრეს, რათა„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე ემუშავათ და თამარ მეფის მმართველობაზე, ქვეყნის ისტორიაზე უფრო მეტი გაეგოთ. საქართველო ზუტნერებისთვის თავშესაფარიც იყო და სამშობლოც, აზიაც და ევროპაც, მწარეც და ტკბილიც. ისინი მუშაობდნენ და მეურნეობას უძღვებოდნენ, სწავლობდნენ და ასწავლიდნენ, მაგრამ თითქოს ამას ზრდასრულებივით კეთილ­ დღეობისთვის კი არ აკეთებდნენ, არამედ – გასართობად, სათამაშოდ. თითქოს მთელს ცხოვრებას ცხრა წელი ჯიბიდან ამოაცალეს, საქართველოში ჩამოიტანეს და ერთმანეთისთვის, სიყვარულისთვის გაფლანგეს. ოქროს საწმისი კი არ მოიტაცეს, არამედ – შეიტკბეს და თვითგამდიდრებას და სულიერ გამდიდრებას მოახმარეს: „ვტიტინებდით ათას სისულელეზე, ვიქცეოდით უგუნურად, გამოვიგონეთ ჩვენი ენა, ბრალდებებს ვაყრიდით ერთმანეთს, ვასრულებდით ყველაზე ველურ ცეკ­ ვებს და უცნაურ სიმღერებს, ვთამაშობდით... თუ თოჯინებით არა, ჩვენი ფანტა­ ზიით წარმოდგენილი არსებებით, მოკლედ: ბრიყვი, ბრიყვი, ნეტარი ბავშვები...“ 49 1876-1885 წლების თავგადასავალი ბერტა ზუტნერმა თავის მონოგრაფიაში„Es Lowos“ აღწერა. ზოგი მკითხველი საყვედურობდა ავტორს – ინტიმურ ცხოვრებას ასეთი გამომზეურება, სახალხოდ გამოფენა არ უხდებაო. ამ ყვედრებაზე ბერტას ეცინებოდა, რადგან იგი წერდა არა საყოველთაო მოწონებისთვის, არამედ მხო­ ლოდ იმათთვის, ვინც მის ტექსტში საკუთარ თავს აღმოაჩენდა. ასეთები კი იყვნენ და უხვად უგზავნიდნენ წერილებს ბერტას, ფსევდონიმით„ერთი“. მარჯორი და ოლივერ უორდროპების შრომები საქართველოს შესახებ 50 და მთელი მათი ცხოვრება, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მოღვაწეო­ ბის შეუდარებელი მაგალითია. მათ დააფუძნეს ანგლო-ქართული საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა, ხელოვ­ ნების, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის შესწავლას, საქართველოსთან და კავ­ კასიასთან დაკავშირებული წიგნების, თარგმანების გამოქვეყნებას და ამ ლიტე­ რატურის შესახებ საცნობარო ბიბლიოთეკის შექმნას. მარჯორი საქართველოს ორჯერ ესტუმრა, 1894 და 1896 წლებში. მეორედ ჩამოს­ ვლისას მას უკვე ოლივერის გარდა თან ახლდა დედა – მარჯორი კამერონ სკოტი, მამა და ძმა – თომას უფროსი და თომას უმცროსი უორდროპები. ქუთაისში სტუმრებს დათა მიქელაძის სახლში უმასპინძლეს. თამადამ, წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ბაქ­ 49. იქვე, გვ. 113 50. მარჯორი და ოლივერ უორდროპების გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ნაშრომები, წერილე­ ბი ინახება ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში/Oxford Bodleian Library. 37 ლელა გაფრინდაშვილი რაძემ, მარჯორის სადღეგრძელო შესვა: მოუთხრო, თუ როგორ ერგო ღვთისმშო­ ბელს საქართველო წილად და როგორ იქცა იგი ჩვენი კულტურის პირველ წმინ­ დანად და მფარველად, როგორი გამორჩეული იყო ქართველი ქალების გავლენა ჩვენს ისტორიაში. ბოლოს კი მჭევრმეტყველმა ორატორმა დასძინა: „...თუმცა ქალების ეს შესანიშნავი გავლენა დღეს შეწყდა, როცა ქართველების სახელები გამქრალია ისტორიიდან. მიუხედავად ამისა, ქართველები სულიერად არ დაცემულან და ელოდებიან თავიანთ ქალ ნუგეშისმცემელს. იქნებ იმ პირველ­ მა წმინდანმა შეგარჩიათ თქვენ, მარჯორი, რათა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცოს მისი ზრუნვა. შეიძლება ეს თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელსაც მან ეს დიდი საქმე დაავალა. საიდან სად ჩაუგდია თქვენს გულში ნაპერწკალი და აღუძრავს მასში ჩვენდამი სიმპათია და სიყვარული? საიდან სად მოგიმართავთ თქვენ ჩვენ­ კენ, რომ გაგვიცნოთ და შეგვისწავლოთ რიგიანად და შემდეგ გაგვაცნოთ ევრო­ პას, აღძრათ ჩვენდამი სიმპათია, რომ იმით იქნება მივიწყებული დროებით ერი გამოირკვეს წყვდიადიდან... ღმერთმა ქნას შეგესრულებინოთ ეს დიდი და სამძი­ მო საქმე პირნათლად...“ 51 მარჯორი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა ქარ­ თველ მწერალ და საზოგადო მოღვაწე ქალებთან: ანასტასია წერეთელთან, დო­ მინიკა ერისთავთან, ელისაბედ საგინაშვილთან, ოლღა გურამიშვილთან, ტასო მაჩაბელთან, ელენე წერეთელთან, ბაბო ბაგრატიონთან. მას ჰყავდა ქართველი ნათლულები: ელენე გიორგის ასული როსტომაშვილი და ხიდისთაველი ობო­ ლი ბიჭი ალექსი. სოფელ ნიგოითში მას დიმიტრი მაჭუტაძე და მისი ინგლისელი მეუღლე ანა ტარსეი მასპინძლობდნენ. მარჯორი გამუდმებით აქვეყნებდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის ბოროტმოქმედებაზე: 1803 წელს მარიამ დედოფლის ძალადობრივ გადასახლებაზე, სასულიერო პირების შევიწროებასა და მათ დაპატიმრებაზე, 1905-1906 წლების გამოსვლების საპასუხო რეპრესიებსა და ქართველი ხალხის უფლებაზე, იყოს დამოუკიდებელი და სუვე­ რენული სახელმწიფო. და-ძმა ცდილობდა, რუსეთის იმპერიის სასტიკი ქმედებების შესახებ ხმა მიეწვდინა გავლენიანი წრეებისთვის და გაევრცელებინა საპროტესტო წერილები. საყურადღებოა მარჯორის მიმართვა რუსი ქალებისადმი: „რუსო მანდილოსნებო! ნუთუ არ გესმით ქართველთა ქვითინი და კვნესა? ნუ­ თუ არ იცით, რას უშვრებიან თქვენს დებს ლამაზ საქართველოში? მთელი ქვეყანა ალშია გახვეული, არავის იწყალებენ – მოხუც ქალებს, 8 წლის ბავშვებს, სკოლის 51. ეს წერილი უორდროპების არქივში ინახება, თავის სადისერტაციო ნაშრომში იგი შორენა შტოიერ­ მა გამოაქვეყნა, იხ: http://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1441.pdf 38 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება მოსწავლე გოგონებს... საშინელებამ და სიგიჟემ მოიცვა ქვეყანა. ეს ყოველივე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეორდება. ორი თვეა ქალები და ბავშვები ტყეს აფარებენ თავს, დამსჯელი დივიზიებისაგან თავის დასაცავად, მაგრამ იქაც არ არიან უსაფრთხოდ აღვირახსნილი სისასტიკის წინაშე. რამდენი პატარა ბავ­ შვი დაიღუპა ან ძალადობის მსხვერპლი გახდა...“ 52 1900 წელს ინგლისში გამოიცა მარჯორის და ოლივერის ნაშრომი„წმინდა ნი­ ნოს ცხოვრება“. 53 იგი თავს უყრის საქართველოს განმანათლებელი ქალის შე­ სახებ არსებულ წყაროებს და წარმოაჩენს წმინდანის დამსახურებას ქართველი ხალხისა და ქრისტიანული სამყაროს წინაშე. 1912 წელს კი ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი„ვეფხისტყაოსანი“. წიგნს წინ უძღოდა ოლივერის ვრცელი წინასიტყვაობა, აწ განსვენებული მისი დის ცხოვრების, რუსთაველის ქმნილების და რუსთველოლოგიური კვლევების შესახებ. 54 მარჯორის გარდაცვალებას უამრავი ქართველი მოღვაწე გამოეხმაურა: საგა­ ზეთო სტატიები და ლექსები მიუძღვნეს, დასტიროდნენ შინაურსა და უგულითა­ დეს მეგობარს. იმ დროს ინგლისში მყოფმა ქართველებმა კი 1909 წლის 21 დეკემ­ ბერს თავი მოიყარეს, ქალაქ სევენოკისკენ გაეშურნენ და დაესწრნენ საგვარეუ­ ლო აკლდამაში მის დასაფლავებას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან ორი წლის თავ­ ზე საქართველოს ესტუმრა ჰოლანდიელი ფემინისტი და მწერალი ოდეტ კენი , რომლის ნაშრომი„ოქროს საწმისის ქვეყანაში, დამოუკიდებელ, მენშევიკურ სა­ ქართველოში“ ჩვენს ქვეყანაში სწორედ მის მოგზაურობას ეძღვნება. 55 ოქროს საწმისის ქვეყნით დაინტერესება და მისდამი სიყვარული ოდეტს გიორ­ გი(გრიგოლ/გრიშა) წერეთელმა გაუღვივა. მას, როგორც გამორჩეულად პატივსა­ ცემ, მრავალი ღირსებით დაჯილდოებულ მამაკაცს და საკუთარი ერის საუკეთესო შვილს, უძღვნის მწერალი ქალი 1923 წელს პარიზში გამოცემულ მემუარებს. „ამ პირველ ტომს, რომელშიც აღწერილია საქართველო, დიდი სიყვარულით ვუძღვნი ქართველ თავადსა და კაპიტანს, გიორგი(გრიგოლ) წერეთელს; მსურს 52. მარჯორის ხელნაწერი„Memoir conserning events in Georgia in 1906”. იხ: http://iliauni.edu.ge/ uploads/other/1/1441.pdf 53. Marjory Wardrop and J. O. Wardrop, Life of St. Nino, Studia Biblica et Ecclesiastica, Esseys, Chiffly in Biblical and Patristic Criticism by members of the University of Oxford, Volume V, Part I. Oxford, At the Clarendon Press, M DCCCC, 1900. 54. The Man in the Panther’s Skin: A Close Rendering from the Georgian Attempted by Marjory Scott Wardrop. London: The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland, 1912. 55. Odette Keun, Au Pays de la Toison D’or, En Georgie Mencheviste Independante, Ernest Flammarion, Editeur, Paris, 1923. 39 ლელა გაფრინდაშვილი ამგვარად გამოვხატო მოწიწება მისდამი და პატივი მივაგო ამ ჩინებულ ადამიანს, რადგან ფარდა ახადა ყველაფერს და ცხადლივ დამანახა თავისი ერის განუზო­ მელი ღირსებანი, როცა ჩვენი საამური კავშირით ვტკბებოდით; სწორედ ამ ღირ­ სებათა წყალობით, კიდევ უფრო ძლიერ შემიყვარდა მისი შინაგანი სამყარო, შე­ მიყვარდა თავაზიან, სანდომიან, სიყვარულის ღირს მამაკაცთა მოდგმა, რომლის სათაყვანო განსახიერებაცაა გრიგოლ წერეთელი“. 56 ჩვენი ქვეყნის კულტურული თავისებურებების გარდა, ოდეტს აინტერესებს რეფორმები, რომლებიც დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მიმდინარეობს და აღ­ ფრთოვანებულია იმით, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქალებს უკვე მიანიჭა აქტიური და პასიური ხმის უფლება. თუმცა, იცის, რომ პარიზის საერ­ თაშორისო კონფერენციის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის de-jure აღიარებიდან ორი კვირის თავზე, 1921 წლის თებერვალში, ჩვენი ქვეყანა ბოლშევიკებმა დაიკავეს და„გააწითლეს“. ოდეტი კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას. იცის კოლხი მედეასა და თა­ მარ დედოფლის შესახებ, წაკითხული აქვს მარჯორი უორდროპის მიერ თარ­ გმნილი„ვეფხისტყაოსანი“. ამიტომ ქალების ჩაგვრას ან ჩამორჩენილობას არ მოელის და მისი ქართველი დების ძალა და თავისუფლების გამოვლინების ფორ­ მები უფრო აინტერესებს. გარდა ამისა, მას ალბათ ესმის, რომ პრიმიტიული ყოფა თავისთავად წარმოშობს და ამკვიდრებს თანასწორ პასუხისმგებლობას ყოფაში. აქ საქმიანობის სქესურ-როლური განაწილება მკაცრია, ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირად მძიმე ჭაპნის ტარებას აკისრებს. ლანდშაფტით, ქალებისა და მამაკაცების იერით, ბუნების ფერებითა და გარე­ მოს თავისთავადობით მოხიბლული ოდეტი გამაოგნებლად ზუსტად და ძალდაუ­ ტანებლად ბადებს მხატვრულ სახეებს და ტექსტში მარგალიტებივით მიმოაბნევს. ხან დაისია წყალგარეული სისხლის ფერი და ხან – ქვემო სვანეთში მომდინა­ რე ცხენისწყალია ბავშვის თვალებივით კრიალა, ხან ლეჩხუმის პანორამა ჰგავს მოელვარე მუარეს და ხან ცხენის ფლოქვებქვეშ დამსხვრეული კენჭების ხმა – კასტანიეტების ჰანგს. ოდეტის სიყვარული და დასავლეთ საქართველოში მისი მეგზური, გრიშა წერე­ თელი, პლატონ წერეთლისა და დიგორხან დადეშქელიანის ვაჟი იყო. მათ ქართულ თავგადასავალში ყველაზე დრამატული, ფემინისტური და პოლიტიკური საზრისე­ ბით დატვირთული ტექსტი გრიშას დედულეთს ეხება. წყვილი კალაში სწორედ მა­ შინ ჩავიდა, როცა სახალხო გვარდია მთავრობის დავალებით პირველი მსოფლიო ომიდან დემობილიზებულთა განიარაღების ოპერაციას ატარებდა. მთიელები ამ 56. Odette Keun, Au Pays de la Toison D’or, En Georgie Mencheviste Independante, p:4. 40 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება კამპანიას არ ეთანხმებოდნენ, რადგან იარაღის მფლობელთა დიდი ნაწილი არც ქურდი იყო, არც ყაჩაღი და იარაღს თავდაცვითი მიზნით იყენებდნენ. როგორც ჩანს, სვანებმა„მოულოდნელი სტუმრები“ სამტროდ მოსულებად ჩათ­ ვალეს და საღამო ხანს საზარელი სროლა ატეხეს. ოდეტი და გრიშა პოლიციის შე­ ნობაში დაიმალნენ, სააქაოსთან გამომშვიდობების მოლოდინში. ამ მეტაფიზიკურ­ მა, სივრცისა და დროის მიღმურმა ყოფიერებამ სულის ჩარაზული სარკმელი გახსნა და აიძულა გრიშა, ამჟამინდელი სიყვარულისთვის პირველი სიყვარულის ტრაგე­ დია მოეთხრო: როგორ დაუპირისპირდნენ მშობლები მისი და ელენეს სიყვარულს, როგორ ჩაყარა საწამლავი სასოწარკვეთილმა გოგომ საკუთარ და სატრფოს საკ­ ვებში, რის გამოც თავად გარდაიცვალა, ხოლო გრიშას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. თვალცრემლიანი და აქვითინებული გრიშა ცდილობს ოდეტს მოეხვიოს, მაგრამ ქალი უეცრად გარდაიქმნება იაზონთან დაპირისპირებულ მედეად. ჩვენ ვაკვირ­ დებით კოლხი ამორძალის რეინკარნაციას„ოქროს საწმისის ქვეყანაში“: „გონგადასული, შეშლილი ქალივით გავუძალიანდი მის მძიმე ხელებს, აუტანელ ტვირთად რომ დამწოლოდნენ მხრებზე და ჩემს მოდრეკას ლამობდნენ. დამეხ­ სენით ყველანი! მინდა, მოვკვდე თავისუფალი და ეული, მარტოდ შთენილი, არა მწადია ეს მკლავები, მარწუხებივით რომ შემომჭდობიან; არა მსურს მამაკაცის ეს ალერსი და ლაციცი; ვნატრობ, მოვკვდე მეთვალყურეთა მზერისაგან შორს, მა­ თი სიტყვებისაგან შორს... არ მინდა არც ღმერთების ნუგეშისცემა, არც ადამიანთა მოდგმის დახმარება, შემწეობა, შველა, მოწყალება და მფარველობა... არავის ვენ­ დობი, არავისი მწამს ჩემი თავის გარდა – მხოლოდ საკუთარი ხელები გამომადგება ჩემი გონებისა და სულის მტკიცე საყრდენად, და როს, ბოლოს და ბოლოს, დავიხ­ სნი თავს ყოველი საძულველი, უცხო მონობის უღლისაგან და ვიგემებ ნანატრ თა­ ვისუფლებას, ჩემი ეული ცნობიერების განუყოფელი მთლიანობის წყალობით, თა­ მამად გავუსწორებ თვალს შეუცნობელს და გულუშიშრად შევეგებები სიკვდილის იდუმალ სამყაროს. ხელის კვრით მოვიცილე გაოგნებული გრიშა, განვეშორე მილი­ ციელებს, და საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირული, ველოდები, როდის დადგება უკანასკნელი წამი, თუკი მაინცდამაინც ამაღამ უნდა დადგეს“. 57 მეორე დღეს მოსახლეთა უმრავლესობამ უარყო რამენაირი კავშირი იმ ხალხთან, ვინც წინა დღით სროლა ატეხა. ოდეტს წმინდა კვირიკეს და ივლიტას ტაძარში შესვლაზეც უარი უთხრეს მასპინძლებმა. ვერც თხოვნამ, ვერც ამ ის­ ტორიულ ძეგლზე თავდაუზოგავი ზრუნვის დაპირებამ ვერ მოალბო სვანების გული. გრიშამ ალბათ წინაპრების ავტორიტეტიც გამოიყენა მათ დასაყოლიებ­ 57. იქვე, გვ. 275-276 41 ლელა გაფრინდაშვილი ლად, მაგრამ ყველა მცდელობა წყლის ნაყვა გამოდგა იმ რწმენის წინააღმდეგ, რომ ქალებს, თავისთავად იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან, უწმინდურება შეაქვთ წმინდა ტაძარში. ნადირობის ქალღმერთი დალის ძალმოსილების, სვანი ქალების გამორჩეული სიმამაცისა და გმირობის ფონზე მართლა პარადოქსულია ქალების უწმინდურების შესახებ წარმოდგენის სიცოცხლისუნარიანობა. თუმცა გასაგებია, რომ კერპთაყვა­ ნისმცემლობისდროინდელი შეხედულებები საუკუნეებს სწორედ იმიტომ უძლებს, რომ ისინი საკრალურთან და ხელუხლებელთანაა დაკავშირებული და განსჯის სფეროში იშვიათად ხვდება. გრიშა წერეთლის ნათესავი, ნინო/ქეით დადეშქელიანი, რომელიც მამა­ კაცის უნიფორმაში გადაცმული, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, მონაწი­ ლეობდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვ­ რებაში. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ კი საფრანგეთში დასახ­ ლდა და საკუთარი უნიკალური თავგადასავალი ფურცელზე გადაიტანა და მემუარებად გამოსცა. წიგნი 1934 წელს ინგლისურად თარგმნა ართურ ჯ. ეშ­ თონმა სათაურით„პრინცესა“. 58 არავინ იცის, უამბო თუ არა დავითმა ოდეტს ნინოს მეომრული თავგადასავ­ ლის შესახებ ან გააცნო თუ არა იგი. არადა, მწერალი ქალი უდავოდ დიდი ინტე­ რესით მოისმენდა„განკაცებული“ ლამაზმანის მონათხრობს: მისი, ჯარისკაცების, ფრონტის ხაზის მედდების ურთიერთობისა და ბრძოლის ამბებს. ახმეტაში ოდეტ კენი რუს ბოლშევიკებსაც გადაეყარა. მისი მონათხრობი­ დან ვარკვევთ, რომ სერგეი კიროვი ამ დროს თბილისშია და ბოლშევიკურ მისიას ხელმძღვანელობს. მათ უკვე„დიდი ტერორი“ მოაწყვეს ბაქოში: ათა­ სობით ადამიანი დახოცეს და„ჩერეზვიჩაიკას“ ტრიბუნალით გაასამართლეს, სატუსაღოებში გამოკეტეს. ოდეტის შეფასებით, კომუნისტებმა უწინდელი იმპე­ რიალიზმი„მშრომელთა იმპერიალიზმით“ ჩაანაცვლეს და კომუნიზმი, როგორც ინტელექტუალური და მორალური მოძღვრება, პოლიტიკურ-მილიტარისტულ იდეოლოგიად გადააქციეს. რუსებს არ მოეწონათ თანამოსაუბრე ქალის სიმამაცე და პირდაპირობა, მისი შეფასება, რომ ამჟამინდელი ბოლშევიზმი ისევე აზიანებს ჭეშმარიტ კომუნიზმს, როგორც ინკვიზიციამ ავნო ქრისტიანულ რელიგიას. მცირეხნიანი დუმილის შემ­ დეგ კიროვის ერთ-ერთი ხელის ბიჭი ფეხზე წამოდგა და ოდეტს მიმართა: „...როცა ჩვენ მოვალთ და მართვის სადავეებს ჩავიგდებთ ხელში, ტავარიშჩ (ეს სიტყვა ამხანაგს ნიშნავს რუსულად), ციხეში გიკრავენ თავს; ჰოდა, შეგიძ­ 58. Kati Dadeshkeliani, Princesa, London, G.Bell& Sons Ltd, 1934. 42 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება ლიათ, გულდასმით განსაჯოთ ჩვენი მეთოდები სატუსაღოში, დაუსრულებლად იფიქროთ ამაზე“. 59 ამ ეპიზოდში კარგად ჩანს რუსი ბოლშევიკების გამორჩეული თავდაჯერებულო­ ბა და დამანგრეველი სულისკვეთება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი­ კის მმართველთა მიმართ უპატივცემულობა და რწმენა იმისა, რომ ისინი აუცილებ­ ლად გაიმარჯვებდნენ – ცეცხლით და მახვილით მოაშთობდნენ პროლეტარიატის დიქტატურის ხელის შემშლელ და დამაბრკოლებელ ყველა ძალას. აღმოსავლეთ საქართველოში ოდეტის მეგზური დავით ილიას ძე ჭავჭავაძეა: სა­ ქართველოს ლაშქრის ლეიტენანტი. ოცი წლის ჭაბუკს სამხედრო საქმეთა სამინის­ ტრომ ოდეტის უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფა დაავალა კახეთში, თია­ ნეთში, ფშავში, თუშეთსა და ხევსურეთში. 60 კახეთის ერობაში სტუმარს ეტლი გამოუყვეს და დავითის წინაპართა მამულში, წინანდალში წაიყვანეს, სწორედ იმ სახლში, საიდანაც დავითის ბებია და ნათესავე­ ბი გაიტაცეს ლეკებმა. 61 1920 წლის„საქართველოს რესპუბლიკა“ მკითხველს ოდეტის, როგორც საქარ­ თველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერისა და პარიზის ჟურნალ-გაზეთებში მისი აგიტატორის, ჩამოსვლას აუწყებს და სიხარულით აღნიშნავს, რომ ახლა ეს მამაცი ფრანგი ქალი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ადათ-წესების უკეთ გასაცნობად ჩამო­ ვიდა და მალე წიგნსაც მიუძღვნის საქართველოს. „...ეს მამაცი ქალი, ჯერ სრულებით ახალგაზრდაა, იქნება ასე 22-25 წლისა, რუ­ სული და არც ქართული ენები არ იცის, ლაპარაკობს ფრანგულად, სამაგიეროდ დავ. ჭავჭავაძემ ზედმიწევნით იცის ფრანგული ენა და მისი საშუალებით იცნობს და იწერს ყველა ცნობებს. ამავე საღამოთი ძვირფასი სტუმრები ეწვივნენ საზოგადო საკრებულოს, მხო­ ლოდ მეორე დღეს 28 ივნისს გაემგზავრნენ ალვანში, სადაც განაგრძობენ გზას ომალოსკენ, შემდეგ ავლენ ფარსმაში და გადაივლიან მთებს და ჩავლენ ყაზბეგ­ ში, ასეთი მარშრუტი ჰქონდათ შედგენილი ტფილისიდან პროფესორ შანიძის, ექვ. თაყაიშვილის და შ. ქარუმიძის მიერ. 62 59. Odette Keun, Au Pays de la Toison D’or, En Géorgie Menchéviste Indépendante, p:48. 60. დავითის მამას, ილია დავითის ძეს და დედას, ბარბარე/ვერა ასლანის ასულ ვაჩნაძეს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ანა და ნინა. დავითის პირველი მეუღლე იყო ეველინ ჰეილერი, ხოლო მეო­ რე – მარი ჭყონია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. ეს ცნობები მომაწოდა კინორეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა. 61. ამ დრამატულ თავგადასავალზე ზემოთ ვისაუბრე, ანა დრანსეს წიგნის განხილვისას. დიდი ალბა­ თობით დავითმა ამ წიგნის შესახებ იცოდა და ოდეტსაც უამბო. თუმცა, უცნაური კია, რომ„ოქროს საწმისის“ ავტორი ანას და მის წიგნს არ მოიხსენიებს. 62. საქართველოს რესპუბლიკა, 1920, N147, გვ. 2-3. 43 ლელა გაფრინდაშვილი თუშეთში ოდეტს მოსწონს ბავშვების უმანკო ინტერესი და განსაკუთრებული მოწადინება სწავლა-განათლებისადმი, თუში ქალის გულში ჩამწვდომი, გარმონზე დამღერებული სიმღერა და ამ მელოდიით თავდახრილი, დარცხვენილი მამაკაცები და ეუცნაურება უმძრახობის წესი, 63 აფრთხობს მიცვალებულთა სულების პატივ­ საცემი რიტუალები, ქორწინების გარეშე სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ ულმობელი დამოკიდებულება, მშობიარობისა და„ქალის წესის“ დროს ქალების სამრევლოსა და საჩეხში იზოლაცია. თუმცა, საოჯახო ურთიერთობების გარეთ, სა­ ჯარო სივრცეში ქალები და მამაკაცები თანასწორები ჩანან: „...ქალები და მამაკაცები თავისუფლად ირევიან ერთმანეთში, ისე ებაასებიან და ეპყრობიან ერთიმეორეს, როგორც თანასწორთ შეჰფერით. ქალები, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ და თავდაუზოგავად შრომობენ, მიწას ამუშავებენ და არც შინ არა აქვთ მოსვენება, უფრო ინდივიდუალურები არიან; შეინარჩუნეს შინაგანი„მე“; ოჯახური კერის ბატონ-პატრონნი არიან, მართვის სადავეთა მპყრობელნი...“ 64 ოდეტი დიდი გულმოდგინებით აღწერს იმ რეფორმებს, რომელთაც ახალგაზ­ რდა რესპუბლიკის მმართველები ახორციელებენ: სამედიცინო პუნქტებისა და საა­ ვადმყოფოების გახსნა, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კერების დაფუძნება მოზრდილთათვის, ჟურნალ-გაზეთების გავრცელება რეგიონებში, მთიელების დე­ პუტატთა მეცადინეობა საკუთარი ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. სტუმარი სულსწრაფად გადაადგილდება და ყველგან, სადაც კი იყო(კახეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, გურია, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვა­ ნეთი) აკვირდება და დეტალურად აღწერს არქიტექტურული ძეგლების სიდიადეს, ყოველდღიური და საოჯახო ყოფის, სახლების, სამოსის, ცეკვისა და სიმღერის თავისთავადობას. მიუხედავად გზადაგზა წარმოშობილი სიძნელეებისა, მოგზაუ­ რობასთან დაკავშირებული ემოციური დაძაბულობისა და ბრაზისა, ოდეტი მაინც კეთილგანწყობილი და ინტერესით აღსავსეა. ამის მიზეზი სიყვარულია, დაუოკე­ ბელი გრძნობა ადამიანისა და სამყაროს მიმართ, რომელიც მან ერთნაირი ძა­ ლით შეიგრძნო გრიშა წერეთელთან ურთიერთობაშიც და ყველა იმ კუთხეში, სადაც იმოგზაურა. სწორედ ამიტომ ავსებს მესტვირის ჰანგი მწერალ ქალს ამაღ­ ლებული გრძნობით და ახსენებს ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის შეხვედრის ეპიზოდს, მარჯორის„ვეფხისტყაოსნიდან“: „მთვარეს თავი დაეხსნა გველის ტყვეობიდან, მოეშორებინა ის შხამიანი ქვე­ წარმავალი და მზესთან შესახვედრად მიეშურებოდა; ერთი სული ჰქონდა, შეჰგე­ ბებოდა ელვარე მნათობს; კაცმა ასწია თავისი ჩაჩქანი, უკან გადაიყარა გრძელი 63. ამ წე­სის მიხ­ ედ­ვით ქალს გარ­კვეულ­ ი დროით არ აქვს მეუღ­ლის მშობლ­ ებ­თან საუბრ­ ის უფ­ლებ­ ა. 64. Odette Keun, Au Pays de la Toison D’or, En Géorgie Méncheviste Indépendante, p. 53. 44 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება თმა, რომლის თითოეული ღერიც ქორფა ლერწმის სათუთ, მოქნილ ტანს ჰგავდა და კიდევ უფრო ამშვენებდა მას; გულმკერდი გულმკერდს მისწებებოდა, კისერი კისერზე მიბჯენილიყო, ყელი ყელს გადასჭდობოდა...“ 65 თბილისიდან სტამბოლში ჩასული მწერალი ქალი ბრიტანელებმა დააკავეს, რუსების ჯაშუშობის ბრალდებით და სტავროპოლში გადაასახლეს. როცა რუსუ­ ლი უშიშროების სამსახურს თავი დააღწია, იგი პარიზში დაბრუნდა. სავარაუდოდ, 1920 წლის შემდეგ, ოდეტი ქართველ სატრფოს აღარ შეხვედრია. 1924 წელს გრიშა მოკლეს, დიდი ალბათობით ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონა­ წილეობისთვის. 66 მალევე ოდეტი ჰერბერტ უელსს დაუახლოვდა და რამდენიმე წელი მასთან ერ­ თად იცხოვრა. რომანით„თავადი ტარიელი: საქართველოს ამბავი“ მწერალი ქალი მის საყ­ ვარელ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა. სოციალისტი და ფემინისტი მთელი ცხოვრება აკრიტიკებდა ტოტალიტარიზმს, შეუზღუდავ კაპიტალიზმსა და მათდამი შემრიგებლურ დამოკიდებულებას.„ოქროს საწმისის ქვეყანას“ კი ალბათ ხშირად იხსენებდა და ალბათ ხშირადაც კითხულობდა თავისივე წიგნის ამ სტრიქონებს: „საქართველო მოესწრო იმ დღეს, როცა სხვებმა საბჭოთა რესპუბლიკად გა­ მოაცხადეს და მისი მართვის სადავენი მოსკოვმა იგდო ხელთ. ახლა, როცა ამ ტექსტს ვწერ, რუსული ბოლშევიზმი ფესვს იდგამს ამ სულგრძელი, ხელგაშლი­ ლი, გულუხვი, მამაცი, დიდსულოვანი, თვალწარმტაცი, მშვენიერი, მომხიბვლელი, რაინდული სულისკვეთებით განმსჭვალული, ყველასაგან გამორჩეული ხალხით სავსე პაწაწინა ქვეყანაში, რომლის მკვიდრთაც სიბილწის ნატამალი არა აქვთ; იგი იმსახურებს ბედნიერებას, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს ქვეყანა შემოიჭრა ჩემს გულში, ძალზე ღრმად შემოიჭრა და საუკუნოდ დაიდო ბინა იქ...“ 67 ოდეტის შემდეგ, მალევე – 1920 წლის სექტემბერში, საქართველოში ევროპელი სოციალისტები, მეორე ინტერნაციონალის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ: სოციალისტები და აქტივისტები ეთელ ანკანი-სნოუდენი, ლალა სპაიერ-ვანდერველდე და ლუიზე რონსპერგერ-კაუცკი(ასევე კამილ ჰაისმენსის მეუღლე და მისი ქალიშვილი – სარა). ისინი იყვნენ კახეთში, დუშეთში, ჭიათურა­ ში, სამეგრელოსა და გურიაში. ეთელ სნოუდენი სიტყვითაც კი გამოვიდა მუშათა 65. იქვე, გვ. 60 66. გიორგი პლატონის ძე წერეთელს ორი დედმამიშვილი ჰყავდა: არჩილი და ეკატერინე. შთამომავა­ ლი არც ერთს არ დარჩენია. გოგონა, რომელმაც უიმედო სიყვარულის გამო თავი მოიწამლა, იყო ელენე ივანეს ასული გერპინი. გიორგი წერეთლის შესახებ ცნობები ინახება იური ჩიქოვანის არ­ ქივში. ეს ინფორმაცია მომაწოდეს მისმა მეუღლემ, ირინა კვირკველიამ და ლევან თაქთაქიშვილმა. 67. Odette Keun, Au Pays de la Toison D’or, En Géorgie Méncheviste Indépendante, p:7. 45 ლელა გაფრინდაშვილი შეკრებებზე. ქალების საზოგადოებრივი აქტიურობა და რესპუბლიკის მმართველ­ თა მიერ ჩატარებული ქალების სასარგებლო რეფორმები სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა სტუმრებისთვის. შეხვედრების შინაარსის შესახებ მასალა ცოტაა, თუ არ ჩავთვლით საინფორმაციო ხასიათის საგაზეთო პუბლიკაციებს. ეროვნულ-დე­ მოკრატიული პარტიის წევრის, ზურაბ ავალიშვილის შეფასებით, რომ სოციალის­ ტთა ვიზიტი ქართველებში ყალბ ოპტიმიზმს ბადებდა, რადგან ინგლისელებმა უკვე ბათუმი დატოვეს, ხოლო ამიერკავკასიის პოლიტიკურ პროცესს რუსები და თურქები აკონტროლებდნენ: „ევროპიელ ცნობილ სოციალისტების ამ მოგზაურობას(მათ შორის მე-2 ინტერ­ ნაციონალის სამი სტატს დამა ქალბატონი კაუცკისა, ვანდერველდესა და სნოუდე­ ნისა, რომელნიც ლორნეტებით ცნობის მოყვარეობით უცქერდნენ„ამ ტურფა სურა­ თოვან საქართველოს“), დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ გონებაში საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი, როგორც დემოკრატიული„ოაზისის“, ჩასანერგათ... ამ დამოუკიდებლობის განსამტკიცებლათ კი ექსკურსიას, რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია. მან გამოიწვია ან გააძლიერა მეტად უდროოთ ილუზიები შესახებ„დასავლეთის დემოკრატიის დახმარებისა“. 68 სულ მალე, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში წითელი არმია შემოვიდა და ბოლშევიკური მმართველობა დამყარდა. კაცობრიობის ამ ერთ-ერთმა ყველა­ ზე სისხლიანი რეჟიმის დაუნდობელმა ხელმა დიდი ხნით ჩატეხა ის ხიდი, რომელიც უხსოვარი დროიდან ქართველმა და ევროპელმა ნომადებმა ერთმანეთთან დასა­ კავშირებლად გადეს. ბო ლოთ ქმა აჰა, გასრულდა ჩემი მოგზაურობა ევროპელი ქალების ნააზრევში, მათ მიერ ნათქვამი ან ნაარაკალი სამყაროს ლაბირინთებში. ამ ტექსტების მოხელთება ერ­ თჯერადი სამუშაო არ არის, რადგან მათი სხეულები ეს-ესაა გამომზეურდა და ჯერ ყველა დეტალი არ ჩანს, არ იკითხება და არ ითარგმნება. მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია მათთან მრავალჯერადად მიბრუნება და ცხადად დანახვა, რომ ფრე­ დერიკა ფრაიგანგის საქართველო ახლოა მარჯორი უორდროპის საქართველოს­ თან, ისევე როგორც კარლა სერენას, ანა დრანსეს, ბერტა ზუტნერის, ენ ლისტე­ 68. ზურაბ ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტი­ კაში, თბილისი, 1929, გვ. 229. 46 ნომადიზმი: კულტურული და პოლიტიკური განზომილება რისა და ოდეტ კენის თვალთახედვა. ხომ საინტერესოა, თუ რატომ უტრიალებს მათი უმრავლესობა ქართველ ქალებს? რატომ იზიდავს მათ გულსა და გონებას საქართველოს საერო და სასულიერო ისტორიის ქალური შენაკადები, მითებისა და ლეგენდების ქალი-გმირები? რატომ ჩერდება მათი მზერა ქალურ სივრცეებზე, ლოცვებსა და საგალობლებზე? რატომ ემსგავსებიან კოლხ მედეას ქალების ჩაგ­ ვრისა და თავისუფლების შეზღუდვის მომენტში? ეს არის კითხვები, რომელთაც ბიძგი უნდა მისცეს ახალ ქართულ-ევროპულ დიალოგს, გამოკვლევებს და შემოქ­ მედებას. პოლიტიკურად კი თანამედროვე საქართველოში ისევ აქტუალურია XIX საუ­ კუნის დროინდელი პრობლემები: კვლავ დამოუკიდებლობისა და თავისუფლე­ ბისთვის ვიბრძვით. ამ სტრიქონების წერისას აზრები სულ რიონის ხეობისკენ გა­ მირბის, სადაც იქაურები ავის მომასწავებელი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. სსრ კავშირის დროს შექმნილი და იმჟამინდელი ქართველი მეცნიერების ძალის­ ხმევით შეჩერებული პროექტი კვლავ გააცოცხლეს ინვესტორს ამოფარებულმა ხარბმა და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკებმა. მოქალაქეების აზრით კი, ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი მხოლოდ ის გეგმაა, რომელიც სტრატეგიულად და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ამიტომ დგანან ისინი მედგრად და იმ ძალმომრეო­ ბისაგან გვიცავენ, რაზეც მარჯორი უორდროპი 1894 წელს წერდა: „...ჩაგვრასა და დესპოტიზმს, აგრეთვე, სრულ რუსიფიკაციას, რომელიც ქარ­ თველებს დაატყდათ თავს, შედეგად მოჰყვა მაღალი ცივილიზაციის დაცემა და აჯანყებული ხალხი, რომელიც მზადაა იმოქმედოს მის ეროვნულობას დამუქრე­ ბულ ცბიერ და სასტიკ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად. საქართველოს უძვე­ ლესი სამეფო დასავლეთ ევროპისაგან ელის შემწეობას და თანაგრძნობას“. 69 ეს სიტყვები დღესაც ისევე საჭირო და საჭირბოროტოა, როგორც 127 წლის წი­ ნათ. სწორედ რომ ღვთისმშობლის მისიონერს ჰგავდა მარჯორი უორდროპი, ჩვენი თავისუფლების საიმედო დესპანი ევროპაში; ხოლო დღეს, რიონის ხეობის მცვე­ ლების: მაკა სულაძის, მარიტა მუსელიანის და ლალი ეფრემიძის კარ-მიდამოში/ οίκος -ში თითქოს ერთად გამაგრდნენ საქართველოს ტრფიალი ევროპელი ნომადები და ჩვენი მედეა, წმინდა ნინო, თამარი და ქეთევანი, რათა ქართული კულტურა შინაური და გარე კოლონიზატორებისგან გაათავისუფლონ. 69. მარ­ჯო­რი უორ­დრო­პი, მოგზ­ აუ­რო­ბა სა­ქარ­თველ­ ოშ­ ი, ჩან­ ა­წე­რე­ბი, თბილ­ ი­სი, 2012, გვ. 45. 47 თბილისის ხედი პანთეონიდან ილუსტრაცია ფრედერიკა ფონ ფრაიგანგის წიგნიდან „წერილები კავკასიიდან და საქართველოდან“, 1823 ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 48 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი წერილები კავკასიიდან და საქართველოდან მთარგმნელის წინათქმა ამ ნაწარმოების დედანი გერმანულ ენაზე დაიწერა ანონიმი ავტორის მიერ. სანკტ-პეტერბურგის საზოგადოებაში თავიდანვე გავრცელებული იყო აზრი, რომ მისი ავტორები არიან ქალი და მამაკაცი, რომლებმაც წიგნში აღწერილ ქვეყნებში იმოგზაურეს და ერთხანს იქ დაჰყვეს კიდეც. წინამდებარე ნაწარმოების პირველი ნაწილის(რომელიც დასათაურებულია, როგორც„წერილები კავკასიიდან და საქართველოდან“) ავტორი მთარგმნელს წარუდგინეს, როგორც სასიამოვნო და მცოდნე ადამიანი. სწორედ ასეთი შთა­ ბეჭდილება რჩება მკითხველს ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ. მისი ქმარი, წიგნის დანარჩენი ნაწილების ავტორი, არის მისტერ ფრაიგანგი, ვაჟი გერმანელი ექიმისა, რომელიც იმხანად რუსი იმპერატორის სამსახურში იდგა. მისტერ ფრაი­ განგი-უმცროსი, პროფესიით დიპლომატი, ტფილისიდან გამოიხმეს 1812 წელს, რუსეთისთვის ძნელბედობის ჟამს, ფრანგებთან ომის დროს და კარის მრჩევლის რანგში მიავლინეს სპარსეთის ტახტის მემკვიდრის, აბას-მირზას სამეფო კარზე სწორედ იმ დროს, როდესაც იქ ბრიტანეთის საელჩოს ხელმძღვანელს, მის მა­ ღალღირსებას სერ გორ უისლის ელოდნენ. მუსიე და მადამ ფრაიგანგების მოგზაურობათა წიგნის ფრანგული თარგმანი ეკუთვნის მ. დე სტრუვეს, ჰამბურგში მოღვაწე რუს მინისტრს. სწორედ მისი თარ­ გმანი დაედო საფუძვლად წინამდებარე ნაშრომს. ჩვენ ყოველი ღონე ვიხმარეთ, რათა ინგლისური თარგმანი რაც შეიძლება მიგვეახლოებინა დედანთან. ტექ­ სტისთვის არც არაფერი მიგვიმატებია და არც გამოგვიკლია, თუ არ ჩავთვლით იმ ადგილებს, სადაც ერთი და იგივე მეორდება, ან სენტენციებს, რომლებიც მოკლე­ ბულია მტკიცებულებებს. მთარგმნელი პასუხისმგებელია მის მიერ გაკეთებულ შენიშვნებზე, თუმცა მა­ თი მიზანია არა დედანში მოყვანილი ფაქტების დადასტურება ან განმარტება, არამედ აუცილებელი დაზუსტებები და საჭირო ილუსტრაციები. რაოდენ სიმარ­ თლესაც უნდა შეიცავდეს გამოთქმა –„შენიშვნები ავტორის ბარგიაო“, უმეტეს შემთხვევაში, ეს ის ბარგია, რომელიც წიგნის მოგზაურობის დროს გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. 49 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი წერილი I ვალდაი, 1 სექტემბერი, 1811 წელი ...და აი, მოლოდინსა და ფორიაქს ბოლო მოეღო, დადგა განშორების ჟა­ მი. მშვიდობით, ჩემო საყვარელო მეგობარო, მშვიდობით, ნევის ნაპირებო, წინ გრძელი გზა გვიდევს. იმის წარმოდგენისას, რომ პირქუში კავკასიის ქედი უნდა გადავლახოთ, ყველაზე მეტად ანდრეზე ვდარდობ – ის ხომ ჯერ სამი წლისაც არ არის. ვდარდობ პატარა კატერინაზე, რომელიც სულ რაღაც სამი კვირის წინ დაი­ ბადა. მხოლოდ ის გარემოება მამშვიდებს, რომ მათი მამა ჩვენთან არის, ასე რომ, ბნელი ფიქრები უკუვაგდე და დამშვიდება ვცადე. რა სიგიჟეა წელიწადის ამ დროს ტფილისში გამგზავრება, – წამოიძახებს მავა­ ნი, – თან ორ პაწიასთან ერთად, რომელთაგან ერთი ახალშობილია! ეჰ, მეგობა­ რო, ჩემს გრძნობებს ადვილად მხოლოდ მაშინ ჩასწვდები, თუ გათხოვილი ხარ და ქმარი გიყვარს. გამგზავრება. დაგპირდი, რომ ჩვენი მოგზაურობის ანგარიშს გამოგიგზავნიდი. ვერ დავი­ ჩემებ, რომ ჩემი ნაწერი სიტყვაკაზმულობის ნიმუში იქნება, ალბათ უფრო ერთი უბრალო ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობს ოჯახი, რათა უკეთესი მომავლის იმედით ბედი სცადოს უცხო ცის ქვეშ! ასეა თუ ისე, ეს ჩვენი თავგადა­ სავლის დასაწყისია. ვალდაი გორაკებს შორის შემაღლებულ ადგილზე გადაშლილი პატარა ლამა­ ზი ქალაქია. ირგვლივ ტბები აკრავს, ტბებში კუნძულებია მიმობნეული. ერთ ასეთ კუნძულზე, ხშირი ტყის შუაგულში, დგას უძველესი მონასტერი, რომელიც უწინ ძალიან მდიდარი ყოფილა და შემოგარენში საკმაოდ დიდ მიწებსაც ფლობდა. შეუძლოდ გახლდით და ქალთა მონასტრის სამლოცველოში წასვლა ვერ მოვა­ ხერხე, რათა ჩემი შვილების ჯანმრთელობა უფლისთვის შემევედრებინა, მაგრამ საქართველოდან დაბრუნებისას აუცილებლად აღვავლენ გულმხურვალე ლოც­ ვას. უფალმა დაგვიცვას და შეგვიწყალოს! გავჩერდით ერთ დიდ სოფელში, სიმაგორიაში, ვალდაის მახლობლად. ჩვენი სახლი ფერდობზე იდგა, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა. შენთვის არ მომი­ წერია კნატუნა ბლითებზე, რომლებსაც გოგონები ყველა კუთხე-კუნჭულში სთა­ ვაზობდნენ მოგზაურებს?! ჩემი პატარა ანდრე მათ ვალდაურ კანფეტებს ეძახის. ნახვამდის, შემდეგ წერილში მოსკოვურ შთაბეჭდილებებზე მოგწერ. 50 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან წერილი II მოსკოვი, 5 სექტემბერი, 1811 წელი მიხარია, რომ ვნახე მოსკოვი – ეს დიდებული დედაქალაქი, დიდი მთავრე­ ბის უძველესი სამყოფელი, ძლევამოსილი ისტორიის მოწმე, ცნობილი კრემლი – მეფეთა უძველესი სასახლე. მისი დანახვისას გონებაში ცოცხლდება რუსეთის ისტორიის ღირსშესანიშნავი მოვლენები. ეკლესიების სიმრავლე ამ ქვეყნის მა­ მულიშვილთა უფლის სადიდებელ საქმეებზე მეტყველებს, სახლები და გრძელი ქუჩები – ყველაფერი ცნობისმოყვარეობასა და პატივისცემას აღძრავს. სიდიადისა და გრანდიოზულობის გარდა, მოსკოვს გააჩნია რაღაც გასაოცრად სულში ჩამწვდომი ძალა, რომელსაც ადამიანი ღრმა ფიქრებში მიჰყავს. რამდე­ ნი ქარიშხალი გადაუტანია რუსთა ამ უძველეს მეტროპოლისს, რამდენი მტრის­ თვის გაუძლია, რამდენი მომხდური მოუგერიებია. რაოდენ დიდი სიმამაცე უჩ­ ვენებიათ მის შვილებს სხვადასხვა დროს ათასი ჯურის მტერთან, რაოდენ დიდი ჟინით უბრძოლიათ პოლონელ თუ თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ, რომლე­ ბიც შეუპოვრად მოიწევდნენ ქვეყნის შიგნით და დროდადრო, მცირე ხნით, ხელში იგდებდნენ ამ დიდებული ქალაქის სადავეებს. რუსეთი, რომელიც სამი საუკუნის მანძილზე გმინავდა ბარბაროსების უღელქვეშ, წარმოადგენს სიმამაცისა და შეუ­ პოვრობის იშვიათ მაგალითს, რომლის მეშვეობით ერს შეუძლია ნებისმიერი ბა­ რიერი გადალახოს. რუსეთის ისტორიას მხოლოდ ესპანეთის მაგალითი თუ შეედ­ რება – მავრთა წინააღმდეგ ესპანელთა დაუღალავი, ექვსსაუკუნოვანი ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ ესპანელთა გამარჯვებით დაგვირგვინდა. ახალი ღირსშე­ სანიშნავი მაგალითი, რომელიც ესპანეთმა გვაჩვენა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამაღლებული სულისა და დაუცხრომელი ენერგიის ერს ყოველთვის შესწევს ძალა, ღირსეულად გაიაროს ისტორიის ყოველი ბედუკუღმართი მონაკვეთი. მოსკოვის სანახებმა მაიძულა თემიდან ოდნავ გადამეხვია. დროის უქონლობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს რომ მიწყობდეს, სიხარულით განვიხი­ ლავდი ამ დიდებული ქალაქის ყოველ წვრილმანს, მის ლამაზ ქუჩებსა და ევრო­ პულ ხედებს, ჯეროვნად აღვწერდი ყველაფერს, რაც ვნახე. ვგონებ, ამ სიამოვნე­ ბის გარკვეულ დრომდე გადადება მომიწევს. ტულა – ვორონეჟი. 51 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი წერილი III ნოვოჩერკასკი, 331 ვერსი კამენსკაიადან, 10 ოქტომბერი, 1811 წელი როგორც კი ფეხი ველური სტეპების მიწაზე დავდგით, საშინელმა ციებ-ცხელე­ ბამ შემომიტია. ათი დღე შემოვრჩით სტანიცა კამენსკაიაში, რომელიც ვორონე­ ჟიდან 245 ვერსის მოშორებით მდებარეობს. ახლაც სუსტად ვარ, მაგრამ ოდნავი შვება ვიგრძენი თუ არა, მაშინვე ამბის თხრობა განვაგრძე. ვორჟოკში, რომელიც ვალდაისა და მოსკოვს შორის მდებარეობს, დახვეწი­ ლი, დიდი გემოვნებით შესრულებული, საოცარი სილამაზის ტყავის რამდენიმე ნამუშევარი ვნახე. მოსკოვიდან ვორონეჟამდე სხვა ღირსშესანიშნავი არაფერი შემიმჩნევია, თუ არ ჩავთვლით ტულას, სადაც რკინისა და ფოლადის შესანიშნავი საამქროები დავათვალიერეთ. ცოტაოდენი შეუპოვრობაა საჭირო, რათა აქაური ინდუსტრია სხვა ევროპული სახელმწიფოებისას გაუტოლდეს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთი ისედაც შეუდარებელი და თვითმყოფადი ქვეყანაა მდიდა­ რი რესურსებითა და მრავალეროვანი მოსახლეობით. როგორც იქნა, სიცივეს გამოვექეცით. თქვენთან შესაძლოა, ახლა დაზამთრდა, ჩვენ კი დიდი ყინვები უკან მოვიტოვეთ. ვორონეჟში, მეტადრე კი ნოვოჩერკასკში, მშვენიერი დარი დაიჭირა. გზაზე პეტერბურგიდან მოსკოვამდე გვხვდებოდა უამ­ რავი დიდი და მაძღარი სოფელი, სავსე ყველაფრით, რასაც ადამიანის სული და გული ისურვებს, თუმცა მოსკოვს იქით ეს ბედნიერება იკლებს და ვორონეჟისკენ მისგან თითქმის აღარაფერი რჩება. სოფლები იშვიათდება და მხოლოდ ჩალით დახურული ქოხმახები გვხვდება, რომლებშიც ბუხრის კვამლი გარეთ ვერ გადის. ყველას არ შეუძლია ასეთ ქოხში ცხოვრება. სურსათ-სანოვაგე მხოლოდ მახლო­ ბელ ვორონეჟში იშოვება – ეს არის საკმაოდ დიდი და ლამაზი ქალაქი სტეპებში, თუმცა იქამდე კარგა მანძილია, რომლის იქით სტეპებია, გზად დონის კაზაკებით დასახლებული პატარა ქალაქი კაზანსკაია უნდა გაიაროთ. ბევრს სტეპი უნაყოფო მიწად წარმოუდგენია, რაც, რასაკვირველია, სინამ­ დვილეს არ შეესაბამება, განსაკუთრებით, ისეთი ადგილები, როგორიცაა კურსკი, ორიოლი და ვორონეჟი. რაც მართალია, მართალია, აქ საკმაოდ ნაყოფიერი ნია­ დაგია – ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ეს რეგიონი რუსეთის მთავარი ბეღელიცაა. ერთადერთი, რაც ამ მიწას ნამდვილად აკლია, ეს არის სათანადო დამუშავება და მზრუნველი ხელი. კაზანსკაიაში სურსათ-სანოვაგის მარაგისა და გამართული სატრანსპორტო საშუალების გარეშე წასვლა არ ღირს. რაღა შუა ზღვაში გასულხართ და რაღა სტეპებში გიმოგზაურიათ – თუ რამეს წაიღებ თან, თორემ იქ არაფერი დაგხვდება ორი პატარა სოფლის გარდა, რომლებსაც აქ სტანიცებს ეძახიან. ირგვლივ, ასეუ­ 52 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან ლობით ვერსის მანძილზე, მხოლოდ უკიდეგანო ცა და სტეპია. ეს არის დონის კაზაკების მხარე, რომლის დედაქალაქი ნოვოჩერკასკია. ძველი ჩერკასკი ახლის­ გან დაახლოებით 30 ვერსით არის დაშორებული. სტეპებში მოგზაურობა მხოლოდ ზღვაში მოგზაურობას შეიძლება შევადაროთ. იქაური გაშლილი და უდაბური სივრცე დაახლოებით იმავე გრძნობას იწვევს, თითქოს მრავალი თვე ზღვის ერთფეროვან ტალღებს მიაპობდე – მგზავრის დაღ­ ლილ მზერას მხოლოდ ხის, ბუჩქისა და სახლის დანახვა თუ ახარებს, ხანდახან ჩიტი თუ გადაიფრენს, ისიც – კანტიკუნტად. იშვიათად, რომ ეს ყველაფერი ერთად შეგხვდეს, განსაკუთრებით, თუ გზა აგებნა და ამ მივარდნილ მხარეში ჩაიკარგე, თან ქარბუქის დროს, რაც შემოდგომასა და ზამთარში აქ არცთუ ისე იშვიათია. წელიწადის ამ დროს ტრანსპორტის ყოველი საშუალება თოვლში ეფლობა და ყინვა და სუსხი სუნთქვას გიკრავს. თვითონ მიწა ნაყოფიერია, მაგრამ მისი დამუშავება თითქმის შეუძლებელია, რად­ გან აქ არც ტყეა და არც წყალი. ასეთია სტეპი. ხალხიც ზარმაცი და უნიათო სახლობს, როგორც ყველგან, სადაც თბილა და მიწა ნაყოფს იძლევა. იტალიური Dolce far niente (ტკბილი უსაქმურობა. მთ. შენიშვნა) მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიწა კარგად რომ დაემუშავებინათ, ჭები ამოეთხარათ და დონისა და ყუბა­ ნისპირას ატეხილი ტყეებისთვის მიეხედათ, აქაურობა რამდენიმე წელიწადში დაბლობზე გადაშლილი, მხიარული და წელმაგარი ხალხით მჭიდროდ დასახ­ ლებული მშვენიერი მხარე იქნებოდა, მთელ ქვეყნიერებაზე სახელს გაითქვამდა, ყველა გაზეთი მასზე ამბებით იქნებოდა აჭრელებული. ზუსტად ვიცი, მარტო კავ­ კასიის რეგიონში ოთხი მილიონი აკრი(საუბარია ფრანგულ აკრზე. მთ. შენიშვნა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ვარგისი მიწაა – მხოლოდ მზრუნველი ხელი სჭირდება და შედეგიც არ დაახანებს! ამ საშიშ ადგილებში მოგზაურობისას ვცდილობდი, მომავალში გადამეხედა და დამენახა, როგორ შეიცვლებოდა აქაურობა ეპოქებისა და თაობების ცვლას­ თან ერთად. წერილი XXV ტფილისის სანახები ტფილისი, 25 დეკემბერი, 1811 წელი ბინა დავიდეთ გენერალ-გუბერნატორის სასახლეში, საიდანაც ლამის მთელი ქვეყანა მოჩანს, ყოველ შემთხვევაში, აქედან ნამდვილად შეგიძლიათ დაინახოთ მთელი ქალაქი და ვრცელი ველი, რომელიც მას აკრავს. ჩვენი სახლის უკანა მხრი­ 53 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი დან ნაკლები სილამაზის ხედი როდი იშლება – მაღალი მთა, მთის კალთაზე კი ეკ­ ლესია ბაღითა და შადრევნით. შორს, დაახლოებით 150 ვერსის მანძილზე, დაინა­ ხავთ ცად აზიდულ ზვიად მთებს და ისეთი გრძნობა შეგიპყრობთ, თითქოს ვიღაცას ევროპა და აზია უზარმაზარი ფარდით გაუყვიაო. მთებს შორის თეთრად ელვარებს ყაზბეგის დათოვლილი მწვერვალი. ეს სურათი მუდმივად იცვლება – მთები ხან მკაფიოდ ჩანან, ხანაც ნისლით შესუდრულები მნახველის თვალს ემალებიან, მაგ­ რამ ყაზბეგი, ახოვანი და მრისხანე, თითქოს ღრუბლებიდან ეშვებაო, ყოველთვის გარკვევით მოჩანს. მთების კალთები ხან დათოვლილია, ხანაც დამტკბარი ამინდი შავ კალთებს გამოუჩენს. მხოლოდ ყაზბეგი და კიდევ ერთი-ორი სხვა მთა არასო­ დეს იხდის თეთრ ქუდს, პაპანაქება ზაფხულშიც კი, როდესაც მზის სხივები გიგან­ ტური მთების კალთებს გადაანათებს. ამ მთების ხილვისას სრულიად ვმუნჯდები და ვგრძნობ, ჩემი კალამი უძლურია აღწეროს ეს სილამაზე. მთების პეიზაჟი ლამის ყოველ საათში იცვლება, თითქოს ბუნებას სურს, მთელი თავისი დიდებულებითა და მრავალფეროვნებით წარმოგვიდგეს. ხანდახან ცა უცაბედად ისე მოიქუფრება, აქაურობა ისეთი სანახავია, გჯერა, რომ უზენაესის ნებით სწორედ აქ არის ყოველ­ გვარი ღვთაებრივი საიდუმლოს აკვანი. ზამთრის მოსასხამში გახვეული კავკასიის ქედების მიუხედავად, აქ გაცილებით თბილა, დეკემბრის ბოლოა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოთოვა და ისიც მალევე დადნა. ამბობენ, მალე გაზაფხული მოვაო. წერილი XXVI პეტრე დიდი თბილისი, 10 იანვარი, 1812 წელი ახლაც გაოცებული ვარ ისტორიებით, რომლებიც აქ მესმის. თურმე რა იდეები ჰქონია ამ მხარესთან, ისევე როგორც რუსეთის სხვა ტერიტორიებთან დაკავშირე­ ბით, პეტრე პირველს, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ პეტრე დიდი უწოდეს. მას სურდა ვოლგის, დონისა და დვინის გავლით ჯერ შავი და კასპიის ზღვების, შემდეგ კი ამ ორის ჩრდილოეთ ოკეანესთან დაკავშირება. იმ დროისთვის უკვე აპი­ რებდა გაეჭრა არხი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ვოლგას და ნევას, ორივეს კი – ბალტიის ზღვასთან. მისი ჩანაფიქრის მიზანი იყო ასევე, ერთმანეთთან დაეკავშირებინა სამი ზღვა, რაც პეტერბურგს აქცევდა ევროპისთვის მიმზიდველ და ხელსაყრელ ადგილად, აზიაში კი ასეთი იქნებოდა ასტრახანი, ქალაქი, რომელსაც მთელი იმპერია უნდა აეყვავებინა. კასპიის ზღვა შეიძლებოდა გამხდარიყო ყველაზე ხელსაყრელი ადგილი კომერ­ 54 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან ციისთვის, თუმცა მაშინ ცოტა რამ თუ იცოდნენ მისი ნაპირებისა და მისადგომების შესახებ. პირველ ყოვლისა, აუცილებელი იყო ზუსტი ინფორმაციის შეგროვება. იმპე­ რატორმა, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოების წყრომის ეშინოდა, თავისი გეგ­ მები რომ დაემალა, გამოაცხადა, თითქოს მდინარე დორიის, იმავე გორიის სათავეს ეძებდა, რომლის წყლებში ოქრო იყო. ალექსანდრე ბეკევიჩი, ჩერქეზეთის პრინცი, მომდევნო წელს სასურველი ნახაზებით დაბრუნდა. წარმატებით ფრთაშესხმულმა იმპერატორმა პრინცს მეორე დავალება მისცა, რაც მოგვიანებით სპარსეთისთვის ომის გამოცხადების მიზეზი გახდა. ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო კასპიის ნაპი­ რებზე ორი ციხესიმაგრის აგება, რომლებსაც სავაჭრო გემები უნდა დაეცვა. 1716 წელს პრინცი ბეკევიჩი სათავეში ჩაუდგა რეგულარულ არმიას, რომელიც სამი ათასი მებრძოლისგან შედგებოდა, მაგრამ თათრებმა ისეთ დღეში ჩააგდეს, იძულებული გახდა ძალები დაექსაქსა. ისინი თავს დაესხნენ რუსების ჯარს და სულ ნაწილ-ნაწილ გაჟლიტეს, გენერალს კი სასტიკი წამებით სული ამოხადეს. ამ საში­ ნელი ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ იმპერატორმა შექმნილი მდგომარეობით ისარ­ გებლა და კასპიის დასავლეთი ნაწილი, ხოლო საქართველო მთლიანად დაიკავა, რომელიც, მას და ვახტანგს(ქვეყნის მეფისნაცვალი) შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ისედაც რუსეთის ქვეშევრდომი იყო. იმპერატორმა ოსმალეთის იმ­ პერიის ხელისუფლებას აგრძნობინა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ლეკების გამო შურისძიება იყო, თუმცა ბოლოს, ისევე როგორც შვედებთან, თურქეთთან შეთან­ ხმებას მაინც მიაღწია და ზავი დადო, რომელიც ცნობილია, როგორც ნოიშტადტის ზავი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმშვიდა გული და უავგუსტეს მეუღლესთან ერთად 1722 წლის 24 მაისს მოსკოვიდან გაემგზავრა. ასტრახანში მან მოინახულა ექსპე­ დიციისთვის გამზადებული ჯარი, სპარსულ პროვინციებში ჯარისკაცებთან ერთად გაემგზავრა და პირველ რიგში დერბენდი აიღო. თურქები დერბენდს დემირ-კაპის, ანუ რკინის ჭიშკარს ეძახიან. ეს არის პირ­ ველი გამაგრებული ადგილი, საიდანაც დაღესტნის გავლით შირვანში გადადი­ ხარ. ციხესიმაგრე გაშლილია კავკასიის ძირში, ზემოთ კი, ერთ-ერთ მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 იარდის სიმაღლეზე, დგას კოშკი, რომლის ორი კე­ დელი ზღვას გადაჰყურებს. იქვეა ვიწრო ხეობა, რომელსაც რომაელები კასპიის ჭიშკარს ეძახდნენ(პლინიუსი ამ ტერმინს არამართებულად მიიჩნევდა.). პეტრე დიდი, ოსმალეთის მიმართ თავისი ინტერესის გათვალისწინებით, მცდელობას არ აკლებდა, დერბენდი ხელში ჩაეგდო, რადგან, მისი აზრით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გასასვლელი, რომელიც რუსეთს მეზობელ ქვეყნებსა და სამ­ ხრეთ აზიასთან დააკავშირებდა. ვახტანგმა, რომელიც თურქების გავლენას განიცდიდა და დიდად არც თავისი ხალხი სწყალობდა, იმპერატორს დანაპირები ვერ შეუსრულა. ამ უკანასკნელმა, რომელიც თავისი ახალი მდგომარეობით ფრიად კმაყოფილი გახლდათ, გადაწყვი­ 55 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ტა, ლაშქრობა დაესრულებინა და ასტრახანში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც თავისი ნაცვალი დანიშნა და დერბენდის ციხეში ორი ათასი რუსი ჯარისკაცი დატოვა, მდი­ ნარე სულაკზე კი, რომელსაც სახელი გადაარქვა და St. Croix უწოდა, ციხე ააგებინა. შეშფოთებულმა თურქებმა იმპერატორთან სასწრაფოდ აფრინეს ემისარი, რო­ მელმაც რუსებს დერბენდისა და ტარკის დატოვება და ციხესიმაგრის დანგრევა მოსთხოვა. მოლაპარაკებების პარალელურად, ორივე ქვეყანა ომისთვის ემზადე­ ბოდა. პეტრემ ბრძანება გასცა, დერბენდის ციხე თავდაცვით რეჟიმზე გადაეყვანათ, ხოლო დაღესტნის საზღვართან ჯარი ჩაეყენებინათ, თან თურქებს არწმუნებდა, თქვენთან ზავის დარღვევა არ მინდაო. მისი თქმით, ლეკებისა და ასტრახანთან გააქტიურებული უზბეკების დაშოშმინების გარდა, სხვა განზრახვა არ ჰქონდა. ამის­ თვის სჭირდებოდა დაეკავებინა ქვეყანა, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობდა. მარკიზი დე ბონაკი, საფრანგეთის ელჩი კონსტანტინეპოლში, რო­ მელიც იმპერატორსა და ოსმალეთს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, ყოველ ღონეს ხმარობდა, ეს უკანასკნელი დაემშვიდებინა, რადგან რუსებზე მეტად სპარ­ სეთის აგრესიის ეშინოდა. ამასობაში რუსებმა გილანი აიღეს. ოსმალებმა შეკრიბეს 40 000-იანი არმია, რომელსაც სათავეში ერზურუმის ფაშა იბრაჰიმი დაუყენეს და თბილისზე გაილაშქრეს. ქართველები დამარცხდნენ, თურქებისთვის კი ეს გამარ­ ჯვება რუსების მიერ გილანის აღების საპირწონე იყო. ორივე სახელმწიფო თავს გამარჯვებულად გრძნობდა, განსაკუთრებით სპარსეთის ფონზე, რომელიც სამოქა­ ლაქო ომის გამო სისხლისგან იცლებოდა. რუსეთის იმპერატორს ახალი თავსატეხი გაუჩნდა – გილანთან დასაკავშირებ­ ლად ბაქოს ციხე უნდა აეღო. ამ ახალმა ვითარებამ შაჰ-თამაზს ბევრი ვერაფერი არგო. უზურპატორი მუჰამედის მიერ უკიდურესად შევიწროებული შაჰი იძულე­ ბული იყო, საშველად რუსეთისთვის მიემართა. მან პეტერბურგთან დადო ხელ­ შეკრულება, რომლის მიხედვით, თმობდა დერბენდისა და ბაქოს ახლომდებარე დასახლებებს, ასევე გილანის, მაზანდარანისა და ასტრაბადის პროვინციებს. 1724 წელს ხელშეკრულება დაიდო რუსეთსა და თურქეთს შორის. მარკიზ დე ბონაკის ჩარევით ოსმალებმა შაჰ-თამაზის მიერ კასპიის პროვინციების დათმობის ხელ­ შეკრულება ცნეს. პეტრეს სიკვდილისა და თურქების მიერ სპარსეთში წარმოებუ­ ლი დაპყრობითი კამპანიების შემდეგ, რომელიც თავრიზის აღებით დაგვირგვინ­ და, მათი პრეტენზიები კიდევ უფრო გაიზარდა; რუსებმაც საკმაოდ იხეირეს, მაგ­ რამ დედოფალმა ანამ დათმო თავისი ახალი სამფლობელოები ვიდრე კურამდე (იგულისხმება მდინარე მტკვარი. მთ. შენიშვნა), Resht-ის ხელშეკრულების ხელ­ მოწერით დაამტკიცა, სამაგიეროდ კი, სპარსეთთან დაუბრკოლებელი ვაჭრობის უფლება მიიღო. 56 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან წერილი XXVII თეი მუ რა ზი ტფილისი, 12 იანვარი, 1812 წელი დიდი ხელმწიფის, პეტრე პირველის დაპყრობების შემდეგ მინდა გიამბოთ სა­ ქართველოს გმირზე, მეფე ერეკლეზე. 1740 წლის ცნობილი ინდოეთის ლაშქრობის შემდეგ ნადირ-შაჰმა საქართვე­ ლოში მეფისნაცვლად კახეთის მეფე, თეიმურაზი დანიშნა და ცოტა ხანში თავის კარზე მიიწვია, მაგრამ თეიმურაზმა წასვლა ვერ გაბედა – ეშინოდა, რომ შაჰს მი­ სი მოშორება და კახეთის მიტაცება ჰქონდა განზრახული. ამიტომ მშვიდობის შე­ სანარჩუნებლად და ურთიერთობების მოსაგვარებლად თავისი ცოლი გაგზავნა. შაჰმა კეთილად მიიღო თეიმურაზის ცოლი და იმდენად მოიხიბლა მისი მანერე­ ბითა და კეთილშობილებით, რომ არა მარტო დაუდასტურა ქმრის პოზიცია, არა­ მედ ისეთი ფირმანი უბოძა, რომლის თანახმად თეიმურაზი თავრიზის, ერევნის, განჯისა და კასპიის ზღვის მთელი სამხრეთ-დასავლეთის მეფისნაცვალი ხდებო­ და. 1713 წელს დედოფალს გაუჩნდა შვილი, ერეკლე, რომელმაც ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭი გამოამჟღავნა და მალე ნადირ-შაჰის რჩეული გახდა. ვახ­ ტანგ მეფის გადადგომისა და რუსეთში გამგზავრების შემდეგ ტახტის ხელში ჩაგ­ დებას და მისი ადგილის დაკავებას ბევრი სხვა პრეტენდენტი ლამობდა, მაგრამ ნადირ-შაჰის ძალაუფლებისა და ერეკლეს სიმამაცის წყალობით მათი გეგმები ჩაიშალა. 1747 წელს ნადირ-შაჰი მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ სპარსეთში მდგო­ მარეობა ისევ დაიძაბა, საქართველოში კვლავ განახლდა არეულობა და გამუდ­ მებული თავდასხმები, თუმცა თეიმურაზი თავისი ვაჟის, ერეკლეს დახმარებით, სპარსეთისა და ლეკების მოგერიებას ახერხებდა. ორ შაჰს – კუგასა და იბრაჰიმს შორის უთანხმოების პერიოდში ერეკლემ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. კუგამ უკან დაიხია და თავისი პოზიციები ინდოეთამდე დათმო; მაგრამ თეიმურაზსა და მის ვაჟს საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გამო ძლიერი მოკავშირე ესაჭიროებოდათ. 1752 წელს მათ რუსეთში გაგზავნეს ელჩები და დე­ დოფალ ელიზავეტას სთხოვეს, მტრებისგან დაეცვა ისინი, ებოძა ფირმანი, როგო­ რიც ვახტანგ მეფეს ცარმა, ალექსი მიხაილოვიჩმა უბოძა და განეახლებინა ყველა რწმუნება, რაც საქართველოს რუსეთისგან ჰქონდა. ამის სანაცვლოდ, საქართვე­ ლომ რუსეთს ქვეშევრდომობა აღუთქვა და ერთგულების ფიცი მისცა. ამასობაში ერეკლე სპარსეთის ტახტის სამ პრეტენდენტს ებრძოდა. ორ მათ­ განზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მესამესთან დამარცხდა. მისი სიმამაცე თვით სპარსელებსაც კი იმდენად აღაფრთოვანებდათ, ხშირად ერ­ 57 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი თმანეთთან შუამავლობას მას სთხოვდნენ. იმ პერიოდში სპარსეთი ერთი დიდი ბრძოლის ველი იყო, სადაც სამი მემკვიდრე ერთმანეთს ტახტისთვის ერკინებო­ და. იმ ომის ქარცეცხლისა და ძალაუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლის აღწე­ რა ყოვლად წარმოუდგენელია. 1760 წელს თეიმურაზსა და მის ვაჟს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ერეკ­ ლემ ქართლი და კახეთი დაიპყრო, თეიმურაზი კი იძულებული გახდა ჯერ გორ­ ში, შემდეგ კი რუსეთში, პეტერბურგში წასულიყო, სადაც 1762 წელს აღესრულა. დაკრძალულია ასტრახანში. ამ ხნის განმავლობაში ერეკლე საკმაოდ გაძლიერდა. 1761 წელს მან თავის მფარველობაში მოაქცია ასად-ხანი. ქერიმ-ხანსა და აჰმედ-ხანს შორის და­ ნაწევრებული სპარსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. 1763 წელს, როდესაც თურქეთსა და რუსეთს შორის ომმა იფეთქა, ერეკლემ თავისი ჯარი რუსეთს მიაშ­ ველა. ამ საბაბით რუსის ჯარი გრაფ ტოტლებენის მეთაურობით საქართველო­ ში შევიდა და იმერეთი და სამეგრელო თურქეთის უღლისგან გაათავისუფლა, მეფობა აღუდგინა სოლომონს, რომელმაც თურქების შემოჭრის შემდეგ თავი მთებს შეაფარა. 1774 წლის ზავის მიხედვით, ქართლ-კახეთი თურქებისგან გათა­ ვისუფლდა, სამეგრელო კი ისევ მათ მმართველობაში დარჩა. ამ ზავის შედეგად საქართველო მთლიანად გათავისუფლდა თურქთა თავდასხმებისგან, მაგრამ სპარსეთთან ასეთი შეთანხმება არ არსებობდა. ქვეყანამ ამოისუნთქა, თუმცა ში­ ნააშლილობის მოსურნეები ადვილად არ ნებდებოდნენ. ქართლის ტახტის ძიება, რომელიც ერეკლემ თავის სამეფოს, კახეთს მიუერთა, ყოველ წამს შეიძლებო­ და ვახტანგის(რომელიც 1724 წელს გადადგა) მემკვიდრეებთან ახალი შეტაკე­ ბის საბაბი გამხდარიყო. ამ საფრთხის გამო ერეკლემ გადაწყვიტა, ქართლი და კახეთი რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორისთვის ჩაებარებინა. 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწე­ რეს რუსეთის მხრიდან გენერალმა პოტიომკინმა, ხოლო საქართველოს მეფის მხრიდან პრინცებმა, ბაგრატიონმა და ჭავჭავაძემ, საქართველო რუსეთის შემად­ გენლობაში შევიდა. ამ შეთანხმებით გაავებულმა თურქებმა საქართველოს, რომელიც ამიერიდან რუსებს უნდა დაეცვათ, ლეკები შეუსიეს. ეს ამბავი რუსეთსა და თურქეთს შო­ რის ომის მიზეზი გახდა. 1791 წლის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე ქართლკახეთი თურქებისგან გათავისუფლდა. ამიერიდან კავკასიელ ტომებს ამ პროვინ­ ციებზე თავდასხმა აეკრძალათ, თუმცა საქართველო ახალი ჭირისგან ვერც ამ ღონისძიებებმა დაიცვა. ამასობაში სპარსეთის ტახტზე აღზევდა საჭურისი აღამაჰმად-ხანი, რომელიც 1794 წელს საქართველოს შემოესია, 1795 წელს კი ერეკლე მეორის წინააღმდეგ გაილაშქრა. ერეკლე დამარცხდა და თავს გაქცევით უშველა, აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო. რუსების შურისძიებამ არ დაახანა: საომარ 58 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან კამპანიას სათავეში ჩაუდგა გრაფი ვალერიან სუბოვი და 1796 წელს დერბენდი, შემახა, ბაქო და განჯა დაიბრუნა. ასეთი სამხედრო დახმარების გარეშე ერეკლე თავის კარიერას გაურკვეველ ვითარებაში დაასრულებდა და სადმე, თავისი სამ­ ფლობელოსგან შორს, დალევდა სულს. ეკატერინე მეორის სიკვდილმა საფრთხე შეუქმნა რუსეთის მონაპოვარს სპარსეთში. იმპერატორმა პავლემ ჯარი უკან გა­ მოიწვია, საქართველო მეზობელი ბარბაროსებისთვის იოლ ლუკმად იქცა. ეს ვი­ თარება კიდევ უფრო დამძიმდა 1798 წელს, მას შემდეგ, რაც 64 წლის ასაკში, თა­ ვისი მეფობის ორმოცდამეთორმეტე წელს მეფე ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე, რომელიც ასევე ებრძოდა ურიცხვ მტერს, განუწყვეტლივ რომ ესეოდა მის ბედკრულ ქვეყანას. მან იცოდა, რომ თავისი ქვეყნის აღსასრუ­ ლი ახლოვდებოდა და იმპერატორ პავლეს ქვეშევრდომობის თხოვნით მიმართა. იმპერატორმა მისი თხოვნა შეისმინა. შედეგად, 1801 წელს საქართველოს ანექსია გამოცხადდა. ეს მანიფესტი იმავე წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსან­ დრემ განაახლა. საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგის სიკვდილის შემ­ დეგ ქართლისა და კახეთის სამეფოები ხუთ რეგიონად დაიყო: გორი, ლორი, დუშეთი, თელავი და სიღნაღი. თავადმა ციციანოვმა საქართველოს საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა სპარსეთში ლაშქრობებით. წერილი XXVIII ვაჭრობა საქართველოში ტფილისი, 18 იანვარი, 1812 წელი მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ვაჭრობა მათ შორის გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნიდა კავკასიის ქე­ დი, ასევე მანძილი ყიზლარსა და ასტრახანს შორის. მთავარი საკვანძო პუნქტი მოზდოკი იყო. საქართველოდან რუსეთში გაჰქონდათ აბრეშუმი, ძირითადად სპარსეთის მიმდებარე რეგიონებიდან. საქონლით დატვირთული ტრანსპორტი მხოლოდ ხაშურამდე მიდიოდა, კავკასიის ქედზე კი დაქირავებულ მტვირთავებს გადაჰქონდათ. მარშრუტის სირთულის გამო მხოლოდ ძვირფასი და მსუბუქი წო­ ნის საქონლით ვაჭრობდნენ, მაგალითად, სპარსული სანელებლებით, რომლებ­ საც საქართველოში შედარებით დაბალ ფასად ყიდულობდნენ. რუსეთიდან შე­ მოდიოდა საათები, რკინა და ფოლადის ფურცელი, რკინა-კავეული, ბეჟღენდი (cochineal/ კოშინელი – ერთგვარი მწერი, რომელსაც საკვებში, ასევე სასმელ­ ში საღებავად იყენებდნენ, იგივე ჭიაფერი. მთ. შენიშვნა), ინდიგო და ნაირფერი წმინდა ქსოვილი. ამ დრომდე ძირითადი საქონელი, რომელიც ამ ქვეყნიდან გა­ 59 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი დიოდა, იყო ცოცხალი – ადამიანები, ქალები და კაცები, რომლებსაც მონებად ყიდდნენ, ძირითადად – თურქეთისა და სპარსეთის სერალებისთვის. ხშირად ლა­ მაზ ქალს ცხენში ან ხმალში ცვლიდნენ. ამჟამად ეს სამარცხვინო ვაჭრობა თით­ ქმის ამოიძირკვა. ძირითადად, საქართველოდან იყვნენ მამლუქები, რომლებმაც ეგვიპტეში დაახ­ ლოებით მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ბაჰრის დინასტია გაანადგურეს, ტახტი ხელში ჩაიგდეს და 1517 წლამდე, სულთან სელიმის მიერ ეგვიპტის დაპყრო­ ბამდე, მბრძანებლობდნენ. სიტყვა მამლუქი აღნიშნავს ბიჭუნებს, რომლებსაც ვაჭ­ რები და მძარცველები საქართველოდან, ჩერქეზეთიდან დ ანატოლიიდან იტა­ ცებდნენ და კონსტანტინეპოლსა და კაიროში ყიდდნენ. ბავშვებს ყიდულობდნენ ეგვიპტეში მაღალ სამხედრო წოდებამდე აღზევებული მათივე თანამემამულეები, საკუთარ სახლში მიჰყავდათ და თავიანთ მემკვიდრეებად ზრდიდნენ. შესაძლოა, ეს იყო ძველთაძველი ჩვეულება, დაკავშირებული პატრიარქ იოსებთან, რომე­ ლიც პოტიფარმა(ბიბლიისა და ყურანის პერსონაჟი, ფარაონის ამალის უფროსი. მთ. შენიშვნა) თავის სახლში მონად მიიყვანა და მისი ჭკუით იმდენად მოიხიბლა, რომ ეგვიპტის პირველი ვეზირის წოდება უბოძა. ეს ერთ დროს მონად გაყიდულე­ ბი ახლა ბეის ტიტულს ატარებენ და სახელმწიფო მართვაში მონაწილეობენ, მაგ­ რამ მაშინ მათ მიმართ კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ ბეის შვილს არ შეეძლო მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, მას მხოლოდ სამხედრო კარიერის არჩევის უფლება ჰქონდა; მაშინდელი სახელმწიფო ორგანო კარგ ხელფასს უნიშნავდა, დაებნ-ელ-ბალადის სტატუსს ანიჭებდა, რაც„ქვეყნის შვილს“ ნიშნავს. თითქმის ყველა მამლუქი ქრისტიანული წარმოშობის იყო, მაგრამ მყიდველებს ისინი მუს­ ლიმანურ სარწმუნოებაზე გადაჰყავდათ, ასწავლიდნენ თურქულ და არაბულ ენებს, შემდეგ კი – ყურანს, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში ერთსა და იმავე დროს რელიგიაცაა და სამოქალაქო კოდექსიც. დიდი სიზუსტითა და სიმარტივით ჩამოყა­ ლიბებული კანონების ცოდნა მათ საშუალებას აძლევდა, ნებისმიერი სიძნელის გა­ დასაჭრელად ყურანისთვის მიემართათ. ყურანის კანონებში გაწაფულ მუსლიმანს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მოვალეობა ღმერთისა და კაცის წინაშე და ამდენად, შეეძლო საღვთო, საერო და სამხედრო საქმეებს გასძღოლოდა. მამლუქებს ადრეული ბავშვობიდან წვრთნიდნენ და ცხენზე ჯირითს, შუბის ტყორცნას, მახვილის მარჯვედ ქნევასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ; უდაბნოს მწველ სიცხეს და ცხელ ჰავასთან გამკლავების წესებს აჩვევდნენ და მუდმივად სრულყოფისკენ სწრაფვას უღვივებდნენ. მამლუქი აუცი­ ლებლად უნდა ყოფილიყო ფიზიკურად ძლიერი და ამტანი, სულიერად გაუტეხე­ ლი. ერთადერთი, რაც მათ აკლდათ, ეს იყო ევროპული ტაქტიკა. ჩვენი ოფიცრე­ ბის მიერ გაწვრთნილი მამლუქი კონკურენციას გაუწევდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ჯარისკაცს. მათ რიგებში არ იგრძნობა დისციპლინა, წარმოდგენა არა 60 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან აქვთ თანამედროვე არტილერიაზე და უსისტემოდ იბრძვიან. 15-18 წლის ასაკში მამლუქს შეუძლია დაიმორჩილოს ნებისმიერი ზნის ცხენი, ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე, გაწაფულია რელიგიურ და საკანონმდებლო სა­ კითხებში და შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ ამოცანას, რომლის წინაშე შე­ საძლოა მისი მდგომარეობის ადამიანი აღმოჩნდეს. მამლუქს შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერი სამხედრო წოდება თავისი დამსახურებისდა მიხედვით. როგორც კი ბეი ქაშეფის, ანუ ლეიტენანტის წოდებას მიაღწევდა, პატრონს უფლება ჰქონდა, მის კონტროლს დაქვემდებარებული ქალაქის მმართველად დაენიშნა. ლეიტე­ ნანტის წოდების მამლუქს შეეძლო თვითონ ეყიდა მამლუქები, რომლებიც მას­ თან ერთად საქმიანობდნენ და ქონებას ერთმანეთში იყოფდნენ. ლეიტენანტზე აღმატებული წოდებაა ბეი, რომელიც მამლუქს დივანის(პროვინციაში მოქმედი საბჭოს) ოცდაოთხ წევრს შორის მოხვედრის შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა­ ღა ბეი ასეთი პოზიციის დაკავების შემდეგაც კი თავს თავდაპირველი პატრონის ქვეშევრდომად მიიჩნევდა და მისდამი მორჩილებას გამოხატავდა. ასეთი იყო მამლუქების წარმოშობა და მათი სამხედრო კარიერა. კავკასიის საკმაოდ მწირი გარევაჭრობა დიდ შემოსავალს არ იძლეოდა. მათ გაჰქონდათ თაფლი, ცვილი, ტყავი, გაჰყავდათ აგრეთვე ცხენები. სამაგიეროდ, შემოჰქონდათ ტილოს ქსოვილი, ტყვია, რკინა, ფოლადის ნაწარმი, რუსული ტყა­ ვი და დენთი. ყიზლარის ციხესიმაგრე, რომელიც თერგის სათავისგან ორმოცი ვერსით არის დაშორებული, 1735 წელს ააშენეს. იგი საქართველოსა და კავკასიას შორის საკ­ ვანძო სავაჭრო პუნქტია, რომელიც, თავის მხრივ, ასტრახანის სავაჭრო მარშრუ­ ტის ნაწილს წარმოადგენს. თერგი რომ ნაკლებქვიშიანი იყოს და ნავებს ატარებ­ დეს, ყიზლარი უფრო განვითარებულ სავაჭრო ადგილად იქცეოდა, თუმცა მდი­ ნარისა და ზღვის შესართავთან წყლის დონე შვიდ-რვა ფუტს არ აღემატება, ასე რომ, გამტარუნარიანობას ეს მიზეზიც უშლის ხელს. სპარსეთიდან ძირითადად აბრეშუმი გადის, ისიც – უმნიშვნელო რაოდენობით. დერბენდი ათდღიანი ფიცხელი შეტაკებების შემდეგ ხელში ჩაუვარდა რუსეთს. ეს ადგილი სავაჭროდ გამოუსადეგარია – არც უსაფრთხო პორტია და არც წესიე­ რი მისადგომები. გემები რამდენიმე ვერსის მოშორებით ჩერდებიან. აქ ქარის მი­ მართულება წამდაუწუმ იცვლება და გემებს ნაპირისკენ მიაქანებს. გაცილებით მოსახერხებელია ნისავაჯას ნავმისადგომი, რომელიც ნისიბატში, დერბენდის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მოშორებით მდებარეობს. ბაქოში, რომელიც დერბენდიდან ორი ათასი ვერსის მანძილზე მდებარეობს, როგორც უკვე აღვნიშნე, სპარსეთის არეულობის შემდეგ ცხოვრება მინელდა. მიუხედავად ამისა, აქ დღემდე ნახავთ დიდებულ მეჩეთებსა და ლამაზ სახლებს, მოედნებსა და პორტთან ახლოს ჩამწკრივებულ ქარვასლებს, რაც ძალიან მოსა­ 61 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ხერხებელს ხდის ტვირთის გადაზიდვას. ბაქოს ძირითადი პროდუქტი არის ნავ­ თობი, რომელიც იქვე, ქალაქთან ახლოს მოიპოვება. ამ ნივთიერებას გამოსა­ თეთრებლად იყენებენ, ხანდახან გამოსადეგია მედიცინასა და მხატვრობაში. ბა­ ქოდან გადის ოპიუმი, ღვინო, ბრინჯი, აბრეშუმი, ბამბა და ზაფრანა. ბაქოს პორტს მდინარის სათავე ქმნის. ვაჭრობა უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, აქაურობასთან უფრო ახლოს რომ იყოს სალიანი – პატარა დაბა, რომელიც ამავე დასახელების კუნძულზე მდებარეობს. ეს ქვეყანა განთქმულია მარილით, თევზითა და ლერ­ წმით, რომელიც მტკვრის ნაპირებზე იზრდება და ტოლს არ უდებს არასისა და ესპანეთის ლერწამს. ეინსელი – ადგილი კასპიის სამხრეთ ნაპირებზე, სარფიანად ვაჭრობს ასტრა­ ხანთან. ადრე აქ რუსეთის კონსული ცხოვრობდა. ეინსელიდან პროდუქცია გა­ დის რეხტში, რომელსაც მისგან სულ რაღაც ოცი ვერსი აშორებს. ეს ქალაქი ასევე ვაჭრობს გილანთან, იქიდან საუკეთესო აბრეშუმს იღებს – ქსოვილის მასალას, რომლითაც თავრიზს იქით, ყაზვინსა და ისპაჰანთანაც კი ვაჭრობენ. გარდა ამისა, ამ ქალაქებს ეინსელი რუსული პროდუქციითაც ამარაგებს. ბოლო საუკუნეში გილანის აბრეშუმის ექსპორტი წელიწადში 5 000 ფუთას აღემატება, თითოეული 7-9 გირვანქას იწონის. მიმდინარე კურსით თითო ფუთა 90 რუბლი ღირს. პეტრე პირველის ლაშქრობამდე აბრეშუმი თურქეთში გადიოდა. რუსეთსა და სპარსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება უცილობლად გავლენას მოახდენს ვაჭრობის განვითარებაზე; და კიდევ ერთი – ყველაზე მისაღები იქნებოდა საქონელგაცვლა. რუსეთს ნამდვილად სჭირდება ძვირფასი ლითონების ინდუსტრიის განვითარება, ამაში კი მას სპარსეთის ბაზ­ რისთვის აუცილებელი და საჭირო პროდუქციის ექსპორტი დაეხმარებოდა. ეს კომერციული ურთიერთობები რუსეთს გზას გაუხსნის ინდოეთისკენ. მანძი­ ლი არც ისეთი დიდი დაბრკოლებაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩ­ ვენოს. სახმელეთო გზებზე ტვირთის გადასაზიდად აქლემებს იყენებენ. ისინი იკ­ ვებებიან მანანის ბუჩქის ნაყოფით, რომელსაც ყველგან შეხვდებით. სპარსეთში, მაგალითად, ვაჭრებისთვის არსებობს ქარვასლები, სადაც მათ შეუძლიათ საქო­ ნელი უსასყიდლოდ დააბინაონ და თავადაც დაისვენონ. ამ მნიშვნელოვანი ფაქ­ ტორისა და სპარსთა საქმიანი და ფხიზელი ბუნების წყალობით, რომელიც განსა­ კუთრებით მოგზაურობისას ვლინდება, ტვირთის გადაზიდვა ძვირი არ ჯდება, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის ინდოეთთან ვაჭრობას. 62 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან წერილი XXIX საჯარო დაწესებულებები ტფილისი, 25 იანვარი, 1812 წელი აქ უკვე ვესტუმრე ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას, ორივე ძირითადად გე­ ნერალ-გუბერნატორის მეოხებით არსებობს. ერთი მათგანი არის საკმაოდ დი­ დი და მყუდრო, განსაკუთრებულად სუფთა და მოვლილი ლაზარეთი, რომელსაც დღითი დღე სულ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ქალაქისთვის. მისგან არცთუ ისე შორს მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც უამრავი სამკურნალო მცენარე ხარობს. მეორე დაწესებულებაა საჯარო სკოლა ახალგაზრდა ქართველთათვის, რომელშიც არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე სწავლობდა. ზოგადად, აზიელებს ნიჭი არ აკლიათ, მაგრამ ძველთაგანვე მოსდევთ სიზარმაცე, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემა. ეს ნაკლი დამახასიათებელია თბილი კლიმატის ქვეყნების­ თვის და, რა თქმა უნდა, აღმოსაფხვრელია. დღეს სპარსთა ვერაგობის ორი მსხვერპლის დასაფლავებას დავესწარი. თა­ ვადი ციციანოვი, წარმოშობით ქართველი, რომელმაც არაერთხელ გამოიჩინა თავი რუსეთის სამსახურში, 1803 წელს საქართველოს სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. ეს ის ციციანოვია, რომელმაც განჯის ციხე შეტევით აიღო, ქალაქს სახე­ ლი შეუცვალა და ელიზავეტპოლი უწოდა. მან ხელში ჩაიგდო რამდენიმე სახანო, მათ შორის შუშა და ყარაბაღი. თავად ციციანოვის მიმართ მოწიწებას იჩენდნენ თურქები, სპარსელები, ლეკები და ამ რეგიონის ბევრი სხვა ეთნოსი. დღემდე მის სახელს შიშით ახსენებენ, სპარსეთში ბავშვებსაც კი აშინებენ. ციციანოვმა ბაქოს ხანისგან რწმუნება მიიღო ქალაქის ციხის გასაღების ჩაბარების შესახებ და მაშინ­ ვე მასთან შესახვედრად გაემგზავრა, თან მხოლოდ პოლკოვნიკი ერისთავი და კაზაკების პატარა რაზმი იახლა. ისინი ხაფანგში შეიტყუეს, ხანის ბრძანებით და­ ხოცეს, თავები დააჭრეს და სპარსეთის შაჰს გაუგზავნეს, სხეულები კი ადგილზევე დამარხეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაქო რუსებმა აიღეს, გენერლების, გლეის­ ნეფისა და ბულგაკოვის ბრძანებით სამარე გათხარეს და ქართველთა ცხედრები სომხურ ეკლესიაში დასაკრძალად გადაასვენეს. ახლანდელი გენერალ-გუბერ­ ნატორის ბრძანებითა და მისი პირადი მრჩევლის დახმარებით მიცვალებულები თბილისში გადმოიყვანეს და დიდი პატივით სიონში დაასვენეს. დასაფლავებას დაესწრნენ გენერალ-გუბერნატორი, რამდენიმე სხვა გენერალი, სამხედრო და საერო მთავრობის წევრები, თბილისისა და სხვა ქალაქების გარნიზონები. მათ მთელი ქალაქი სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით გამოიარეს და სიონს მიად­ გნენ. ამ პროცესიის სანახავად მთელი თბილისი გამოეფინა, სახლების სახურავე­ ბიც კი ხალხით იყო სავსე. 63 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ძალზე შთამბეჭდავი იყო გენერალ ციციანოვის კუბოს სამარეში ჩაშვების მო­ მენტი – ეკლესიის წინ ჩამწკრივებული ჯარისკაცები იარაღის სამი ზალპით გა­ მოემშვიდობნენ ამ მამაც ოფიცერს. ეს იყო ნაღვლიანი ცერემონია და ამასთანავე – გულწრფელი გამოთხოვება. აი, მისი ეპიტაფიაც: აქ განისვენებს თავადი პავლე დ. ციციანოვი – მუხანათურად მოკლული დაუმარ­ ცხებელი ოფიცერი, რუსული არმიის მთავარსარდალი საქართველოში. მტრებმა ვე­ რაგული ჩანაფიქრი აღასრულეს 1906 წლის 8 თებერვალს, როდესაც ბაქოში ჩავიდა ქალაქის ციხის გასაღების მისაღებად. იქვე დამარხეს. ამჟამად კი, მისი საიმპერატო­ რო უდიდებულესობის, ალექსანდრე პირველის ბრძანებითა და საქართველოს გე­ ნერალ-გუბერნატორის, მარკიზ დე პაულუკის ძალისხმევით აქ განისვენებს ნეშტი ამ დიდებული სარდლისა, რომელმაც დიადი საქმეებით უკვდავყო თავისი სახელი. ამ ცერემონიას ესწრებოდა სპარსეთის ხანი ჯაფირ ყული , შაკის(შექის) (რეგიონი აზერბაიჯანში. მთ. შენიშვნა) ხანი, რომელიც ამჟამად რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდებას ატარებს. ის ახლახან ჩამოვიდა ტფილისში, რა­ თა პატივისცემა დაუდასტუროს ახალ გენერალ-გუბერნატორს. ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ მის შესახებ. შაკის(შექის) ხანი საკმაოდ ხანდაზმულია, თარგმანის მიხედვით თუ ვიმსჯე­ ლებთ, შესანიშნავი მოსაუბრეა, ცდილობს, თავი ევროპულ ყაიდაზე დაიჭიროს. სწორედ ის ედავებოდა სპარსეთის ტახტს ამჟამინდელ შაჰს. მას შემდეგ, რაც იმე­ დები გადაეწურა, სპარსეთში აღარ დაედგომებოდა, მით უმეტეს, რომ რუსებს თა­ ნაუგრძნობს. ხვალ ვაპირებ დაწვრილებით მოგწეროთ იმ სასიამოვნო დროს ტა­ რების შესახებ, რომელიც ხანმა მოგვიწყო. წერილი XXX სპარსული ლხინი ტფილისი, 21 იანვარი, 1812 წელი რამდენიმე დღის წინ ჯაფირ ყული-ხანმა სადილზე მიიწვია გენერალ-გუბერ­ ნატორის მეუღლე, რომელსაც მეც თან ვახლდი. სუფრაზე შემოიტანეს თეფშები და დანა-ჩანგალი, რაც მიანიშნებდა მის სურვილზე, ჩვენ წინაშე ყურადღებიან მასპინძლად წარმოჩენილიყო. თუმცა თავად, სპარსული ჩვეულების თანახმად, ჭამის დროს ამ ნივთებს არ იყენებდა. მაგიდას მთელ სიგრძე-სიგანეზე ბრტყე­ ლი ლავაში ეფარა, რომელიც გადასაფარებლისა და ხელსახოცების როლს ას­ რულებდა. თავად ხანი თეფშისა და ხელსახოცის ნაცვლად უფრო მომცრო ზომის ბრტყელ ლავაშს იყენებდა. 64 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან სადილობა დაშაქრული ხილით დაიწყო, შემდეგ კი სპარსული წვნიანი – ბოზბაში შემოიტანეს. ძალიან მაინტერესებდა მენახა, როგორ დახვრეპდა ხანი წვნიანს, სა­ ნაძლეოზეც კი თანახმა ვიყავი, რომ თავს ვერ გაართმევდა, მაგრამ თურმე ვცდებო­ დი. მისი პურისგან დამზადებული თეფში კოვზის მოვალეობასაც ასრულებდა. მან პური დაამტვრია და წვნიანით სავსე თასში ჩაყარა. ლუკმებს სათითაოდ ხელით იღებდა და ყლაპავდა. ჩვენც კი გვაჯობა, მიუხედავად იმისა, რომ მისგან განსხვა­ ვებით ჩვენ თეფშებსა და კოვზებს ვიყენებდით. ცოტა არ იყოს, უსიამოვნო სანახავი იყო, როგორ სანსლავდა წვნიანს ხელით, მით უმეტეს, თუ იმასაც წარმოიდგენთ, რომ სპარსი თავადები ხელებს ყვითლად, ფრჩხილებს კი მუქ წითლად იღებავდნენ. წვნიანის შემდეგ უხვად დამტკბარი კერძები მოგვართვეს. მერე შემოიტანეს პილპი­ ლითა და ზაფრანით შეზავებული ხორცის რაგუ, რასაც მოაყოლეს დაახლოებით ექ­ ვსი სხვადასხვა სახის ფლავი – აზიელების საყვარელი საჭმელი; ამათგან მხოლოდ ერთის ჭამა ღირდა. ყველას სხვადასხვა ფერი ჰქონდა, ზოგი ცხვრის ხორცისა იყო, ზოგი ქათმის, ზოგი კიდევ წაბლით შეზავებული. ზოგი კერძი ხის შამფურებზე შემ­ წვარი ხორცისგან მოემზადებინათ და ბოლის გემო დაჰკრავდა. შემწვარი ხორცი, რომელსაც ისინი შიშლიკს ეძახიან, ძალიან გემრიელია. უამრავი სახეობის ფლავი არსებობს. ერთ-ერთის რეცეპტს აქვე შემოგთავაზებთ: ექვსი-შვიდი გირვანქა ცხვრის ხორცი დავჭრათ და ორ ქათამთან ან სხვა ში­ ნაურ ფრინველთან ერთად მოვხარშოთ. წყალი გადავწუროთ და შევინახოთ. ქვა­ ბის ძირზე დავადნოთ კარაქი. შემდეგ ფენებად მოვაყაროთ ბრინჯი, თითო ფენა დაახლოებით ორ-ნახევარი სანტიმეტრის სისქის უნდა იყოს. შემდეგ დავამატოთ წაბლი, შუაზე გაჭრილი გაფცქვნილი ნუში, უკურკო ქიშმიში, მიხაკი, დარიჩინი და ილი. ზემოდან დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და ქვაბი ბოლომდე გავავსოთ ბრინჯით, ბოლოს კი დავასხათ ხორცის ნახარში ისე, რომ ბრინჯი მთლიანად დაიფაროს. თხუთმეტ წუთში ბრინჯი მზად არის, ნახარშს მთლიანად ამოიშრობს; ბრინჯს ზე­ მოდან ასხამენ გამდნარ კარაქს. ამის შემდეგ ქვაბს აფარებენ ცხელ წყალში დას­ ველებულ და გაწურულ ქსოვილის ნაჭერს და თავს მჭიდროდ ახურავენ. სუფრაზე მიტანამდე ბრინჯი კარგად უნდა გაიშალოს, ოღონდ ისე, რომ ტენი შეინარჩუნოს. სასმელად სხვადასხვა სახეობის შერბეთი და აირანი მოგვართვეს. თუ გნებავთ, წარმოდგენა შეიქმნათ სპარსელთა ჭამის მანერაზე, უნდა დააკვირდეთ, როგორ ჭამენ ფლავს. თითებს ბრინჯში ჩაყოფენ, კარგა მოზრდილ ლუკმას ამოიღებენ და პირისკენ გააქანებენ. არც ჩანგლის, არც დანის გამოყენება არ იციან. საზიზღრად გაქონილ ხელს იწმენდენ ლავაშის ხელსახოცზე, რომელიც მაგიდას აფარია, ბო­ ლოს კი ამ თავიანთ ხელსახოცსაც ჭამენ. ხანი ჭამის დროს მხოლოდ მარჯვენა ხელს ხმარობს, მარცხენა, თავისი ქვეყნის ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ქამარზე უდევს. სპარსელებს ცხიმიანი და დაშაქრული საჭმელები უყვართ, მათ სამზარეუ­ ლოში ზაფრანა განსაკუთრებული სანელებელია. ხანი, რაც შეეძლო, ცდილობდა, 65 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი თავაზიანად მოქცეულიყო. ჩვენსავით სკამზე იჯდა, თუმცა სპარსელები მაგიდებსა და სკამებს საერთოდ არ იყენებენ. ისინი პირდაპირ იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე სხედან და წინ საჭმელ-სასმლით სავსე დიდი ლანგრები უდგათ. ჯდომის მანერაც უცნაური აქვთ – ფეხებს შიგნით ისე იკეცავენ, საერთოდ არ უჩანთ. რა თქმა უნდა, გარკვეული დროა საჭირო, რომ ადამიანი ასეთ ჯდომას მიეჩვიოს. სადილის შემდეგ ყალიონი შემოიტანეს. პირველად ხანმა მოწია, შემდეგ კი, იმავე მუნდშტუკით იმას მიაწოდა, ვისი გამორჩევაც უნდოდა სტუმრებს შორის. სხვათა შორის, სპარსელებს აქვთ კიდევ ერთი უსიამოვნო ჩვევა – ისინი იღებენ კერძის ყველაზე გემრიელ ნაწილს, სულ პაწაწინა ნაჭერს, ცოტა ხანს ხელში აგუნ­ დავებენ, გამოარჩევენ ერთ ადამიანს და პირში ჩაუდებენ – ეს მათებურად დიდ პატივისცემას ნიშნავს. შაჰის წვეულებას იმდენად დიდებულს ვერ დავარქმევ­ დი, რამდენადაც გასართობს. თვითონ შაჰმა რამდენჯერმე შეასრულა პოლონეზე, შეიძლება ითქვას, სპარსელისთვის არცთუ ისე ცუდად. აღმოსავლური ცეკვებიც მინახავს, სპარსულიც, ქართულიც და ლეკურიც. რა მანჭვა-გრეხაა! მუსიკაც ვე­ ლურია და ილეთებიც. ამის შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს ბაიადერების ცეკვა. ხანის სტუმრობა თბილისში, მთელი თავისი ამალით, სპარსული მანერების კარგი მაგალითი იყო ჩვენთვის. ქალაქიდან გასვლამდე კიდევ ერთი სანახაობა მოგვიწყო: ეს იყო წარმოდგენა სპარსი ცხენოსნების მონაწილეობით, რომლებ­ მაც ჯირითის საოცარი ილეთები გვიჩვენეს, დოღი და შუბებით ბრძოლაც. გაქა­ ნებულ ცხენებზე ჯირითის დროს ერთი მეორეზე სწრაფად ცლიდნენ კარაბინებსა და პისტოლეტებს. ტფილისიდან მოშორებით ხანი ცხენიდან ჩამოხდა და ტახტრე­ ვანზე დაბრძანდა – ფრიად მოსახერხებელ, ფანჯრებიან ტრანსპორტში, რომელ­ შიც ჯორები შეებათ. ტახტრევანმა მომაგონა გადასატანი სავარძლები, რომლებიც მრავლად მენახა ჩვენს საყვარელ ვენაში. წერილი XXXI ქართული გაზაფხული ტფილისი, 15 თებერვალი, 1812 წელი გენერალ-გუბერნატორი პროვინციების მოსანახულებლად გაემგზავრა. მისი სა­ ბოლოო დანიშნულების ადგილი იყო ბაქო, როგორც თავად განაცხადა. გაზაფხული ძალას იკრებს. შეუძლებელია ადამიანი არ აღაფრთოვანოს საქარ­ თველოს არაჩვეულებრივმა ჰავამ. ყოველი დღე წინაზე უფრო მშვენიერია. უღრუბ­ ლო, გაკრიალებული ცის კამარაზე კაცი სამოთხეს დაინახავს. ნუშის ხეების ყვავი­ ლობა აქაურობას კიდევ უფრო ამშვენებს და სიკეკლუცეს მატებს. ყველაფერი ყვავის 66 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან და იფურჩქნება. აქაური მზის ამოსვლა განსაკუთრებულად მშვენიერი და საზეიმო სანახაობაა, უთვალავი სახეობის ფრინველი გალობით ესალმება სინათლის მშობ­ ლის ამობრწყინებას. ჰაერში ტრიალებს ათასგვარი სურნელი, მცენარეები რომ გა­ მოსცემენ, მათი სინორჩისა და სილამაზით ტკბობა ადამიანს არასოდეს მოსწყინდება; მაგრამ, როგორც ცხოვრების ყველა სიამე, გაზაფხული მალე გადის. ამბობენ, მაისის შემდეგ აქ ისეთ სიცხეებს დაიჭერს, ეს სიმწვანე სულ დაჭკნებაო. კავკასიონზე თოვლი აღარ დევს, მხოლოდ თეთრქუდიანი ყაზბეგი და კიდევ რამდენიმე მწვერვალი იწო­ ნებს თავს. კონტრასტი უზარმაზარია: ერთი მხრივ, ხაშური თავისი ჭაღარა მოსასხა­ მით, მეორე მხრივ კი, თავისი სინორჩით ლორთქო სიმწვანე. ზემოთ უკვე ვახსენე ჩვენი სახლის უკან, გორაკის კალთაზე, ბაღში ჩაფლული ეკ­ ლესია, რომელსაც გვერდზე ჩანჩქერი ჩამოუდის. არასოდეს მომწყინდება ამ ულამა­ ზესი პეიზაჟის ცქერა. ყოველ კვირადღეს, ასევე დღესასწაულებზე, ვხედავ აღმართზე გამწკრივებულ მომლოცველებს, რომლებიც ეკლესიისკენ მიემართებიან. ამ ეკლე­ სიიდან, საიდანაც ლამის მთელ ქვეყანას დაინახავთ, სრული დიდებულებით მოჩანს კავკასიონი. ასეთი სანახაობის შემყურემ შეუძლებელია ღმერთის ყოვლისშემძლეო­ ბა არ იწამო, მოწიწებით არ განიმსჭვალო მისი ყოველი ქმნილების მიმართ. ტფილისი მთლიანად ხეხილის ბაღებშია ჩაფლული და ახლა, გაზაფხულზე, ყვა­ ვილებისგან თეთრად გადაპენტილია, გეგონება, თეთრი მანდილი ახურავსო. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ხილის კარგ მოსავალს მოიწევენ. გენერალ-გუბერნა­ ტორმა თავის სახლთან ხეხილის ახალი ბაღი გააშენა, რაც მისთვისაც სასიამოვნო იქნება და მაგალითად გამოადგებათ ქართველებს, რომლებიც, მიუხედავად მშვე­ ნიერი ჰავისა, დღემდე არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, ბუნება რომ იძლევა. გენერალ-გუბერნატორის მეუღლე ყოველ საღამოს სტუმრად იღებს ქართველ ბანოვანებს, ძირითადად, თავადის ასულებს. მათ შორის სამეფო ოჯახიდანაც კი არიან. მათგან ყველაზე საინტერესოა თეკლა, ერეკლეს ასული, იგი თავად ორ­ ბელიანოვზეა გათხოვილი და თავი წარმომავლობის შესაფერისად უჭირავს. ბა­ ნოვანები ცხენით დადიან, ყოველთვის მსახურის თანხლებით. თავით ფეხამდე თეთრ მანდილებში არიან გახვეულები. ცხენზე ამხედრებული და ამგვარად შემო­ სილი ამალა სიბნელეში შეიძლება აჩრდილებადაც კი მოგეჩვენოს. ზოგი მათგანი მოსვლისთანავე მოიხდის მანდილს და ქართული ტანისამოსით გამოგვეცხადე­ ბა ხოლმე. გენერალ-გუბერნატორმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, თავადის ასულებს თავიანთი უცნაური სამოსი ევროპულ კაბებზე გაეცვალათ. რამდენიმემ სიმამაცე გამოიჩინა და ევროპულად გამოწყობილი გამოჩნდა; თუმცა, ისიც უნ­ და ითქვას, რომ აღმოსავლური სამოსი, რომელიც ჩვენ უცნაურად გვეჩვენება, მათ ჰავასა და ცხოვრების წესს მშვენივრად ესადაგება. სპარსეთში, მაგალითად, კაცი, რომელიც თითქმის მთელ დროს ჯირითობასა და იარაღით წვრთნაში ხარ­ ჯავს, ფართო და მოხერხებულ შარვალს ატარებს, ქალს კი, რომელიც საკუთარ 67 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ტახტს არ სცილდება, პირიქით, ვიწრო სამოსელი აცვია. ევროპაში კაცი ქუდს იხ­ დის, სპარსი კაცი კი – არასოდეს. სამაგიეროდ, ისინი სახლში შესვლის წინ ფეხზე იხდიან, რათა არ დააზიანონ ხალიჩა, რომელიც სპარსეთში ყველა ოთახის განუ­ ყოფელი ნაწილია და საკმაოდ ძვირია. აღმოსავლეთში უამრავი ადათ-წესი და ჩვეულებაა, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ქართულ სუფრაზე პირველად ის კერძები შემოაქვთ, რაც ჩვენში დესერტად ით­ ვლება. ზაფხულობით აქ ისე ცხელა, ადგილობრივები მსუბუქი და გამაგრილებე­ ლი საკვების გარდა არაფერს ეკარებიან. ასეთი თავშეკავების შედეგად, საკმაოდ ძლიერები არიან და ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ. მამაკაცები ზაფხულობითაც თბილად იმოსებიან, რადგან საღამოობით საკმაოდ გრილა. ამგვარად, დავას­ კვენი, რომ თურქებს, მოლდაველებსა და ესპანელებს ურჩევნიათ დღისით დას­ ცხეთ, ვიდრე საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ შესცივდეთ. ამ დროს მართლაც საგრძნობლად აცივდება ხოლმე, როგორც სამხრეთული ქვეყნების წესია. ტფი­ ლისში ჯერ კიდევ შეხვდებით ქალებს, განსაკუთრებით დაბალი წრის წარმომად­ გენლებს, რომლებიც ძველებურად სახეს იფარავენ და მხოლოდ თვალები უჩანთ. სპარსელები ქალების სამყოფელს ჰარამხანას, წმინდა ადგილს ეძახიან, თურქე­ ბი კი – სერალს, რაც მათ ენაზე სასახლეს ნიშნავს. არსად ისე მკაცრად არ იცავენ ქალების სამყოფელს, როგორც სპარსეთში, სპარსი კაცების ზღვარდაუდებელი ეჭვიანობის გამო. ასეთ საქციელს ისინი ამართლებენ თავიანთი მოციქულის სიტ­ ყვებით:„დაიცავი შენი მრწამსი და შენი ქალები“. იმის გამო, რომ ამ სენტენციას მეტი წონა შემატონ, ამბობენ: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შე­ გონება მისი უზენაესი დოქტრინებიდან, რომლებსაც ის, მომაკვდავი, სასიკვდი­ ლო სარეცელზე წარმოთქვამდა. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ჩვეულებებია. სპარსეთში ბრძენკაცს ჩვენ­ ში სულელად შერაცხავდნენ, ან იქნებ იმდენად სულელად არა, რამდენადაც სასტიკ და უსამართლო ადამიანად. ქვეყანაში, სადაც სიზარმაცე ლამის სათნოების დონეზეა აყვანილი და ტკბობის უზენაეს წყაროს წარმოადგენს, სინამდვილეში კი მათ სისუს­ ტეს კვებავს და ამართლებს, სავსებით გასაგებია ის საშიშროება, რასაც სპარსი მა­ მაკაცები თავისუფალ ქალში ხედავენ; მაგრამ ნუთუ ამ საშიშროების ასაცილებლად მაინცდამაინც ამ საცოდავი ქალების დატყვევება და ერთ ადგილზე გამოკეტვაა საჭი­ რო?! ასეთი საქციელი ჩვენი მაცხოვრის მცნებებს უარყოფს. განა მთელი კაცობრიობა ქალს არ უნდა უმადლოდეს ყველა იმ სათნოებას, რომლებიც ამკობს ცივილიზებულ საზოგადოებას?! აზიელ ქალებს თავიანთი მონური მდგომარეობა განსჯის უნარსაც კი ართმევს; და თუ ნორმალურ საზოგადოებაში თავისუფალი ნების ადამიანი იქცევა მორალურ-ზნეობრივი კანონების შესაბამისად, დედამიწის ამ ნაწილში ქალის ცნო­ ბიერება მოწამლულია მამაკაცთა დესპოტური მბრძანებლობის შხამით, რომელიც აზ­ როვნების გასაქანს არ აძლევს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეიძლება წარმოიდგი­ 68 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან ნოთ, რა სახის ძაფები აკავშირებს ორ სქესს – კაცს, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფ­ ლებას ფლობს და ქალს, რომელიც ან სულელია, ან ფარისეველი. სერალები და ჰარამხანები შემოსაზღვრულია მაღალი კედლებით, მეტიც, კედ­ ლები ზოგან ორმაგია, ზოგან კი – სამმაგი, რაც კიდევ უფრო მეტად გაგონებს ცი­ ხეს. სპარსელის ეჭვიანობა ცოლის მიმართ ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ქალის საფლავს ირგვლივ ბალდახინი აკრავს, რათა დაკრძალვაზე მისულმა ხალხმა ცხედარი არ დაინახოს. არავინ იცის, რა ხდება ჰარამხანაში, განსაკუთრებით დიდგვაროვანთა, უმაღ­ ლესი იერარქიის ჰარამხანებში – დასავლეთისთვის ეს ადგილი დღემდე გასაიდუმ­ ლოებულია. ამბობენ, იქაურობა სავსეა სახელოსნოებით, სადაც ქალები ტანსაც­ მლისა და ფეხსაცმლის მკერავებად, მზარეულებად მუშაობენ; ამბობენ, მოხუცი აფთიაქარი ქალებიც არიანო. გალავნის შიგნით არის მეჩეთები, სასაფლაოები, ერ­ თი სიტყვით, ყველაფერი, რაც ქალაქს სჭირდება. გამოდის, ჰარამხანა ერთი დიდი ქალთა მონასტერია. ჰარამხანა სპარსული სასახლის საუკეთესო ნაწილია. სწორედ აქ, თავისი ოჯა­ ხით გარემოცული, სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ატარებს მისი პატრონი და მბრძა­ ნებელი. შაჰის ჰარამხანა რამდენიმე ნაწილად იყოფა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ. შაჰის სიკვდილის შემდეგ ქალები ოთხ ჯგუფად ნაწილდებიან და დარჩენილ ცხოვრებას ამგვარად ატარებენ. ადვილი წარმო­ სადგენია, როგორ აძრწუნებთ თავიანთი პატრონის სიკვდილის მოლოდინი და როცა ეს მოხდება, ცას სწვდება მათი ქვითინი და მოთქმა-გოდება. თითოეული ოთახის კარს თითო საჭურისი იცავს და მსახურების გარდა არავის უშვებს. თუ შაჰს ვაჟი დარჩა, მას ასევე ცალკე ათავსებენ, წესისამებრ, დედაც მასთან ერთად რჩება. შაჰის ჰარამხანას ბადალი არ ჰყავს მისი ბინადარი ქალების სილამაზის გამო. ისინი არასოდეს გამოდიან საზოგადოებაში, სპარსეთის ყველაზე დიდებუ­ ლი ბანოვანები არასოდეს ენახვებიან უცხო თვალს და თითქმის არასოდეს ტო­ ვებენ სასახლეს. როდესაც ასეთი დიდებული ქალი სასახლიდან გადის, მას თან ახლავს მოახლეებისა და საჭურისების მთელი ამალა, რომ არაფერი ვთქვათ მისი მბრძანებლის მიერ მიჩენილ მსტოვრებსა და მოხუც ქალებზე, რომლებიც მას შო­ რიდან უთვალთვალებენ. როდესაც ასეთი აღმატებული წოდების ქალი ქუჩაში გადის, რაც მხოლოდ ღა­ მით არის შესაძლებელი, მას ასი ნაბიჯის დაშორებით უკან მიჰყვებიან ცხენოსნები, რომლებიც ხმამაღლა მოუწოდებენ გამვლელებს, გზა დაუთმონ დიდებული ქალის მხლებლებს. სპარსეთში ეს მოწოდება უფრო შემზარავია, ვიდრე სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში. ამ შეძახილის გაგონებისთანავე ხალხი ისე იმალება, თითქოს შავ ჭირს გაურბიანო. ცხენზე ამხედრებული, გრძელი სახრეებით შეიარაღებული საჭურისები დიდის ამბით დარბიან მცველთა რაზმსა და ბანოვანს შორის და სცემენ ყველას, 69 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ვინც გზიდან გადასვლას დროულად ვერ მოახერხებს. სასჯელის ამ ზომის სიმძიმე დამოკიდებულია იმ ბანოვანის რანგზე, რომელსაც ისინი იცავენ. ვინც სერალში ან ჰარამხანაში მცხოვრები ქალბატონის თვალსაწიერში მოხვდება, შესაძლოა, ეს სი­ ცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს. ძველი დროიდან მოყოლებული, ყველა, ვისაც საქართველოში უმოგზაურია, აღნიშნავს, რომ არასოდეს უნახავს ქართველი ქალი ნაყვავილარი სახით. შაჰის ჰარამხანები და სულთნის სერალები ძირითადად სილამაზით განთქმული ქართვე­ ლი და ჩერქეზი ქალებით მარაგდებოდა. მათი მშობლები თვითონ სთავაზობდნენ თავიანთ საცოდავ ქალიშვილებს და, რადგან ფასი მათ სილამაზეზე იყო დამოკი­ დებული, ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ გოგონებს სახეზე ნაყვავილარი არ დარ­ ჩენოდათ. გამოდის, სიხარბე და სარგებლის სიყვარული ყოფილა საუკეთესო აც­ რა, რომელიც იმ საწყლებს ყვავილის გამანადგურებელი შედეგებისგან იცავდა. დე ლა მორტრეიე თავის ჩანაწერებში მოიხსენიებს მარტივ ხერხს, რომელსაც მოხუცი ქალები მიმართავდნენ. 1 წერილი XXXII გრაფი მუსინ-პუშკინი ტფილისი, 10 თებერვალი, 1812 წელი დღეს გარდაცვლილი გრაფის, მუსინ-პუშკინის კაბინეტი და ბიბლიოთეკა და­ ვათვალიერე. გრაფი ნატურალისტი გახლდათ. ყველაზე მეტად მისი კოლექციით მოვიხიბლე. ვნახე საქართველოს ფაუნის უამრავი სახეობა: ცხოველები, ფრინვე­ ლები და სხვა. სამწუხაროდ, ყველაფერი იმდენად გავერანებულია, მალე გრაფის აგრერიგად ნალოლიავები კოლექციიდან აღარაფერი დარჩება. თვალი მოვკარი მინერალებს, ბევრი საკმაოდ ღირებული უნდა იყოს; რა გასაკვირია, გრაფი სპე­ ციალობით მინერალოგი იყო და საქართველოს მაღაროების მმართველობა ებარა. რამდენიმე მაღარო განსაკუთრებულია, თუმცა მათ შორისაც გამორჩეულია ერთი, 1. მთარგმნელისგან: ძნელია დადასტურებით იმის თქმა, რამდენად სარწმუნოა ავტორის განცხადებე­ ბი აცრებთან დაკავშირებით. ენციკლოპედია ბრიტანიკაში შეტანილია ძალიან საინტერესო სტატია ამ საკითხის შესახებ, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ჯეროვნად გამოკვლეული არ არის, ვინ გამოიგონა ან საიდან გავრცელდა აცრების პრაქტიკა ამ კუნძულზე; თუმცა არსებობს აზრი, რომ ლედი მერი უორტლი მონტაგუმ თურქეთიდან შემოიტანა გასული საუკუნის დასაწყისში; თუმცა დოქტორ უილიამ ჰავერფო­ რუესტის 1725 წლისა და დოქტორ ელეგ ზანდერ მანროს მოხსენებებიდან ჩანს, რომ შოტლანდიასა და უელსში აცრებს გაცილებით უფრო ადრე აკეთებდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ხერხი ერთი წყარო­ დან გავრცელდა არაბეთში, ბენგალიასა და არაერთ სხვა ქვეყანაში. ქართველები, მაგალითად, ასეთ აცრებს მხარზე იკეთებდნენ. 70 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან რომელიც ბამბეკის მხარეს, ერევანთან ახლოს მდებარეობს და ცნობილია სპილენ­ ძისა თუ ვერცხლის მდიდარი საბადოებით. ახლახან გავიგეთ, რომ გენერალ-გუბერნატორი ბაქოში ჩავიდა. კიდევ ერთი სიახლე უნდა გაგანდოთ, რომელიც ამ ამბავს უკავშირდება. გებერები, ძველ სპარ­ სელთა შთამომავლები, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, მაგრამ მათი ნაწილი ბაქოს შემოგარენში სახლობს. მათ სწამთ უზენაესი არსების, რომელიც წმინდა ცეცხლისგან წარმოიშვა და რომელსაც ისინი ეთაყვანებიან და ესავენ. მათი რწმენით, მზე არის დიადი სული, მშობელი ყოვლისა, რასაც კი ადამიანის თვალი სწვდება. მთვარე მნიშვნელობით მეორე დიადი სულია, დანარჩენი პლანეტები კი თავ-თავისი რანგის მიხედვით ფასდება. მათი აზრით, მთვარის დაბნელება არის მთვარის მიტაცება ბნელი ძალების მიერ; სწამთ, რომ არსებობენ ანგელოზები, რომლებსაც მცირე ღმერთებად მიიჩნევენ; აღიარებენ ორი მტრული საწყისის – ნა­ თელისა და ბნელის არსებობას, პირველი ღმერთს მსახურებს, მეორე კი – ბოროტ ძალას. მათი ქურუმები არიან მოგვები, რომელთა უპირველეს საზრუნავს წარმოადგენს მარადიული ცეცხლის მოვლა-შენარჩუნება. ეს ქურუმები რაღაცით რომის ვესტა­ ლებს მოგვაგონებენ. მათი მთავარი ტაძარი დგას მთაზე, იეზდის მახლობლად, სა­ დაც მათი Pyreum, ანუ ცეცხლის მთავარი კერა მდებარეობს. მათი მოციქული არის ზოროასტრი, რომელსაც ისინი ზერდუშს ეძახიან. იგი იყო ზოროასტრების უზენაესი ქურუმი, რომელიც, სპარსული მატიანის მიხედვით, წარ­ ღვნიდან დაახლოებით 1 300 წლის შემდეგ ცხოვრობდა. მუსლიმანი მწერლები მის აზერბაიჯანულ წარმოშობაზე მიუთითებენ; მართლაც, ცნობილია, რომ ცეცხლთაყ­ ვანისმცემელთა ყველაზე ცნობილი ტაძრები სწორედ ამ რეგიონშია, გარდა ამისა, თავად ქვეყნის სახელწოდება – აზერბაიჯანი – ცეცხლოვან მიწას ნიშნავს. ადგილი, სადაც დღემდე ანთია მარადიული ცეცხლი, ბაქოდან თხუთმეტი ვერსის დაშო­ რებით მდებარეობს. სადღაც შორიახლოს არის უზარმაზარი გამოქვაბული, სადაც ძლიერი სიცხის დროს საქონელს აფარებდნენ ხოლმე; სწორედ აქ ჰქონდა საიდუმ­ ლო თავშესაფარი მოწყობილი იმ დროისთვის სახელგანთქმულ ყაჩაღს – სტენკა რაზინს. ადრე წმინდა ცეცხლის ახლოს იდგა ქვის შენობა, რომლის ექვსივე ოთახში გებერები ცხოვრობდნენ, თავიანთ წმინდა წიგნს კითხულობდნენ და მორიგეობით მზისადმი საგალობლებს აღავლენდნენ. წმინდა წიგნი იუწყებოდა, რომ მილიონო­ ბით წლის განმავლობაში ამ ადგილას წმინდა ცეცხლი ენთო. მათ სწამდათ, რომ ღმერთმა, რომელსაც სურდა კაცობრიობა ტანჯვისგან გამოეხსნა, აქ, ამ უძირო უფ­ სკრულში ჩააგდო სატანა და სასჯელად მოუვლინა მარადიული ცეცხლი, რომელშიც იგი მილიონი წელია იწვის. გებერები ამ ადგილს იცავენ, რათა დღედაღამ ენთოს და არასოდეს მინავლდეს ცეცხლი, რათა აღსრულდეს ღვთის ნება. ადრე მარადიუ­ ლი ცეცხლი ენთო ორმოში, რომლის სიგრძე – ას ოცი, სიღრმე კი თორმეტი ფუტია. 71 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ცეცხლის ენები დაახლოებით თვრამეტი ფუტის სიმაღლეს სწვდება. გამოქვაბული კლდეშია. საოცარია, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული, რაც ეს ცეცხლი არსებობს, ორმო არ ღრმავდება, მიუხედავად იმისა, რომ იწვის კირქვა, რომელიც ამ მხარე­ ში მრავლად მოიპოვება. ერთ ადგილას აგროვებენ კირქვის უზარმაზარ ლოდებს და ირგვლივ აალებულ ჩალას შემოუწყობენ. ცეცხლი ხმაურით ამოდის მიწიდან, ლოდები კი სამდღიანი წვის შემდეგ იქცევა კირად, რომელიც ბაქოში გადააქვთ. საწვავად იყენებენ ნაფტალინსაც, რომელიც უხვად მოიპოვება ამ რეგიონში, იგი პირდაპირ ნიადაგიდან იფრქვევა და გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ დიდ მა­ რაგს ქმნის. წვის დროს სქელი, შავი კვამლი და საშინელი სუნი ამოდის. მარადიულ ცეცხლს ასეთი რამ არ ახასიათებს. გებერები ამ ცეცხლს თავიანთ საცხოვრისებში იყენებენ: მცირე ორმოებს თხრიან, შიგ ქვაბს ჩაკიდებენ და საჭმელს ამზადებენ. ორმოში ანთებულ ჩალის ღერს ჩააგდებენ თუ არა, ცეცხლი მაშინვე აგიზგიზდება. ასე საჭმლის მომზადება შეშით დანთებულ კოცონზე გაცილებით ადვილია. რო­ გორც კი ამ საქმეს მორჩებიან, ცეცხლს სველი თექის ნაჭრით აქრობენ. ამგვარი მე­ თოდით ჩაქრობის შემდეგ ცეცხლი თავისით არავითარ შემთხვევაში აღარ გაღვივ­ დება. ასეთი ორმოები გებერების საცხოვრისებს განათებით, ზამთარში კი გათბო­ ბით უზრუნველყოფს. სანათის როლს ასრულებს ლერწმის ჯოხი, რომელსაც საწო­ ლის თავთან იატაკში ჩაარჭობენ და ირგვლივ თიხით გაამაგრებენ, წვერსაც თიხას წაუსვამენ. როდესაც ჯოხს ამოიღებენ და აანთებენ, იგი სანთელივით იწვის და არ ქრება, სანამ თიხის ფენას არ მოხსნიან. ლერწმის ღერებით განათებული საცხოვ­ რისი ძალიან ლამაზია. ჩვეულებრივ, სანათები პირამიდის ფორმისაა, რომელსაც ბოლოებში ცეცხლი უკიდია. გასანათებლად, გასათბობად და საჭმლის მოსამზა­ დებლად ცეცხლის გამოყენება დიდი შვებაა ღარიბებისთვის, რადგან მათ საწვავზე ზრუნვა არ უწევთ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც შეშა ძნელად იშოვება. ინგლისელები საწვავად გაზს იყენებენ, რაც ზემოთ აღწერილ ბუნებრივ ფენომენს მოგვაგონებს. ეს მიგნება კარგად გამოიყენა კანცლერმა სობოლევსკიმ, რომელმაც პეტერბურგის გასანათებლად ეგრეთ წოდებული თერმოლამპები დანერგა. მარა­ დიული ცეცხლის სიახლოვეს ხარობს მცენარეები. მისგან დაახლოებით 160 იარდის მოშორებით მშვენიერი ბაღნარია, ორი ჭაც არის, რომლებშიც წმინდა წყალი დგას. ჩაუქრობელი ცეცხლის გარშემო, რამდენიმე ვერსის მანძილზე, ნებისმიერ ადგილ­ ზე, სადაც უნდა გათხარო მიწა და ცეცხლი წაუკიდო, უხვად ამოდის ნავთობი, რო­ მელიც თავისით არ ქრება. ცეცხლთაყვანისმცემლები ხატებს არ აღიარებენ. ცხო­ ველებიდან ეთაყვანებიან ძროხას. საქონელს რუდუნებით უვლიან და არასოდეს კლავენ, ხბოსაც კი. ძროხის რძე მათი ძირითადი საკვებია. ცეცხლის მომვლელები – ქურუმები თითქმის შიშვლები დადიან, წითელი ხის მძივების ყელსაბამს ატარებენ, შუბლზე კი ძროხის ფუნისა და ზაფრანის ნარევს იცხებენ, რაც საკმაოდ გავრცელე­ ბულია ინდოეთში. ისინი ლოცულობენ მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ. 72 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან განიბანებიან და მადლიერების ნიშნად ნაბან წყალში აგდებენ ფულს, რომელსაც ღარიბებს აძლევენ. წმინდა ცეცხლისგან დაახლოებით ხუთი ვერსის რადიუსით შა­ ვი ნავთობის დაახლოებით 52 წყარო იყო, რომლებსაც სპარსელები ფლობდნენ. დღეისთვის მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია. წყაროები ოცი ტუაზის სიღრმისაა( სიგრძის ფრანგული საზომი, უდრის დაახლოებით ორ მეტრს. მთ. შე­ ნიშვნა). თითოეული მათგანი დღეში სამას ბათმან(ბათმანი დაახლოებით 15 რუსუ­ ლი გირვანქაა) ნავთობს იძლევა. საბადოს ასეთი ახლო მდებარეობა ბაქოსთან ქვეყნისთვის შემოსავლის დიდი წყაროა, რადგან მისი ზღვით გადატანა საკმაოდ ადვილია. ქვეყნის მცხოვრებლე­ ბი ამ ნივთიერებას სახურავების გასაპოხად იყენებენ – მშვენივრად იჭერს წვიმას; გარდა ამისა, საქონელს უსვამენ მავნე მწერებისგან დასაცავად. სპარსელები ზედა­ პირების გასაპრიალებლადაც ხმარობენ. ნავთობი წვის დროს შავ კვამლს გამოყოფს. ღარიბები მას გასანათებლად და ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ღია ფერისა უფრო ადვილად აალებადია და წყალ­ ზეც კი იწვის. ზოგისთვის გასართობიც კია: საღამოობით ზღვაში აქცევენ და ცეცხლს უკიდებენ. საოცარი სანახაობაა – ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სანაპირო და ზღვაში მდებარე პატარა კუნძულები ცეცხლის ალშია გახვეული. თეთრი ნავთობის წყაროსგან ოთხი ვერსის მოშორებით მდებარეობს ეგრეთ წოდებული ცეცხლის ადგილი. მასთან მიახლოებისას გოგორდის სუნი იგრძნობა და ერთი ვერსის მან­ ძილზე ცისფერი ალი მოჩანს, განსაკუთრებით ღამით, მშრალ ამინდში. იქვე ახლოს ცხოვრობენ მუშები, რომლებიც ლერწმიანში ღამღამობითაც კი მუშაობენ. ბაქოს შემოგარენში არის კიდევ ერთი სახეობის ცეცხლი, რომელიც შემოდგომაზე, გვალ­ ვიან ამინდში ან ნაწვიმარზე გორაკების მწვერვალებიდან მასიურად იფრქვევა და დაბლობებზე ვრცელდება. ასეთი ცეცხლი არც ანათებს და არც ათბობს. იშვიათად მოიძებნება ადგილი, სადაც ისეთივე ძლიერი ქარი იცის, როგორიც ბაქოში. თავად სიტყვა„ბაქო“ ქარიშხლიან გორას ნიშნავს. ქარიშხალი ზღვისკენ მიაქანებს ყველაფერს, რაც გზაზე ხვდება – ხალხს, საქონელს თუ კლდის ნამტვრე­ ვებს. ამ უძლიერეს ქარიშხალს უზარმაზარი ლოდების დაძვრაც შეუძლია. დაბლობ ადგილებში, ბაქოს მახლობლად, ზამთრის თვეებში გროვდება წყალი, რომელიც აორთქლების შემდეგ ტოვებს მარილს. მისი გაყიდვით ქალაქი მნიშვნელოვან სარ­ გებელს ნახულობს. აი, ეს არის ბაქოს და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები, რომელთა შესა­ ხებ მინდოდა თქვენთვის მომეთხრო. 73 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი წერილი XXXIII ქართული ქორწილი ტფილისი, თებერვალი, 1812 წელი ამ ცოტა ხნის წინ ქორწილში ვიყავი, დღეს კი დაკრძალვას დავესწარი. მსურს ცოტა რამ გიამბოთ ქართული ადათ-წესების შესახებ. ისინი ძალიან ადრე ქორწინდებიან. პატარძალი 12 წლისაა, ნეფე კი – ალბათ თხუთმეტის. ხშირად აკვნიდანვე ინიშნებიან, მაგრამ გარკვეულ დრომდე ერ­ თმანეთს არ იცნობენ. ესეც მათი ადათია. საქორწინო რიტუალი ბერძნული წესის მიხედვით სრულდება, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ პატარძლის სახე მანდილით არის დაფარული. ნეფესაც კი არ შეუძლია მისი დანახვა. ქორწინება აქ გარიგების საქმეა და არა გულის წადილისა. ეკლესიიდან გამოსვლისას ნეფეპატარძალს თოფების სროლით ეგებებიან. ქორწილზე სამკაულებით შემკული, მორთულ-მოკაზმული და თავით ფეხამდე მანდილით შებურვილი პატარძალი ქართველების ჩვეულებისამებრ ფეხმორთხმით ჯდება ხალიჩაზე და ინდური პა­ გოდის მსგავსად მთელი ქორწილის განმავლობაში ერთ პოზაში, გაუნძრევლად ზის, მდუმარე და უჭმელ-უსმელი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, იმისთვის, რომ გათხოვდე, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, მაგრამ იგივე მოეთ­ ხოვება საქმროსაც – ისიც ასევე გაუნძრევლად უნდა იჯდეს. ერთმანეთს ზურგი რომ შეაქციონ, ირგვლივ მყოფები იფიქრებენ, ჩხუბს ხომ არ აპირებენო. სხედან მორჩილად, თითქოს ერთმანეთს ეუბნებიან:„ნუ გამიბრაზდები, მე ამ საქმეში ბრალი არ მიდევს, მათ დაგვაქორწინეს...“ ცერემონიის შემდეგ პატარძალს მან­ დილს გადახდიან და სახეს გამოუჩენენ. ამის შემდეგ იწყება პურისჭამა, რომლის სიუხვე დამოკიდებულია ორივე მხარის შეთანხმებაზე. ძალიან მინდოდა მენახა ნეფე-პატარძლის სახეებზე აღბეჭდილი გრძნობები, რომლებსაც მანდილის ახდის შემდეგ ერთმანეთის მიმართ გამოამჟღავნებდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. პატარძალი ქანდაკივით უძრავად იდგა. რაც შეეხება ნე­ ფეს, მხოლოდ ოდნავ შეეტყო კმაყოფილება ნორჩი პატარძლის საკმაოდ ლამაზი სახის დანახვისას. მე თუ მკითხავთ, გოგონა გაცილებით ლამაზი იქნებოდა, რომ არა ფერ-უმარილი, უგემოვნოდ შეწითლებული ლოყები, ფანქრით უსწორმას­ წოროდ შეერთებული წარბები და უშნოდ აჩონჩხილი თვალ-მარგალიტი. ალბათ ვერასოდეს მივხვდები, როგორ შეიძლება მსგავსი მატრიმონიალური ცერემონია ბედნიერი ოჯახური ცხოვრების დასაწყისი იყოს; თუმცა დიდი ხანია არსებობს მოარული აზრი, რომ ქორწინება ლატარეას ჰგავს – ამ მოსაზრებით თავს ის წყვი­ ლები იმშვიდებენ, რომლებსაც ქორწინებამ ბედნიერება ვერ მოუტანა. უიღბლო ურთიერთობების ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რომ ცოლ-ქმარს ერთი პირი არა 74 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან აქვთ, მათი გემოვნება და პრინციპები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც წესით, რა თქმა უნდა, ქორწინებამდე უნდა გაირკვეს. ასეთი გარიგებები მხოლოდ ისეთ სა­ ზოგადოებაში იდება, რომელშიც ქორწინებას ფინანსები ან რამე სხვა მიზნები უდევს საფუძვლად, სადაც ცოლი მისდამი გულგრილი ქმრის მონურად მორჩილი მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ დაქვრივებული ქალის გლოვა ქმრის სიყვარულის გამოხატულებაა, ქართველებში ამ მხრივაც რთულადაა საქმე. ამ დილით დაკ­ რძალვას დავესწარი. ღრმად დამწუხრებული ქალი რამდენიმე საათის მანძილ­ ზე გაშტერებული იჯდა ქმრის კუბოსთან, ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა, ქვი­ თინებდა და მოთქვამდა, თმას იგლეჯდა, მკერდში მჯიღს იცემდა, ყოველი მისი ქმედება მწუხარებასა და სასოწარკვეთილებას გამოხატავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათთან ასეთი საქციელი ჩვეულებრივი, დამკვიდრებული წესი ყოფილა. ვინმე კაცს მოჰყავს შეკაზმული ცხენი, რომელიც სიცოცხლეში მიცვალებულს ეკუთვნოდა, ახლა კი წინ მიუძღვის ცხედარს. უკან მიჰყვებიან ნათესავები, რომ­ ლებიც გაუჩერებლად მოთქვამენ. ესეც ჩვეულება ყოფილა. მიცვალებულის და­ მარხვის შემდეგ ჭირისუფლები შინ ბრუნდებიან. ახლობელი ქალებით გარშე­ მორტყმული ქვრივი დაჯდება იმ ადგილას, სადაც ცხედარი ესვენა. ხმას არავინ იღებს. ასე გრძელდება ექვსი კვირის მანძილზე. ეს არის მძიმე გლოვის პერიოდი. გულახდილად ვიტყვი, არა მგონია, ასეთი გადამეტებული მწუხარება გულწრფე­ ლი იყოს. წერილი XXXIV საქართველოს კლიმატი ტფილისი, 14 თებერვალი, 1812 წელი საქართველოში წელიწადის ისეთ დროს ჩამოვედი, მის ჰავაზე სრული წარ­ მოდგენა ვერ შევიქმენი, ასე რომ, სხვების მონაყოლს გაგიზიარებთ და ჩემს დაკვირვებებსაც ზედ მოვაყოლებ. აქაური ჰავა ნეაპოლისას ჰგავს, იმდენად თბილა, იანვარში კოლხიკუმი ამო­ დის, თებერვალში კი ნუში და სხვა ხეხილი ყვავილობს. აქაურობა იმდენად მდი­ დარია მცენარეებით, ჩვენს ჩრდილოეთ რეგიონებს ვერც კი შევადარებ. საქარ­ თველოში უხვად მოდის ხილი, მრავლად იზრდება ჩვეულებრივი და ჯუჯა თელა. სწორედ ამ ხის ფოთლებისგან ამზადებენ ციმბირში ჩაის; თერგის ნაპირზე სულ მუხებია, დიდი რაოდენობით იზრდება ჭადარი, რომელსაც თითქმის ყველა რე­ გიონში შეხვდებით, წიფელი ხომ არსად ისე არ ხარობს, როგორც კავკასიაში, 75 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი მთელი კასპიისპირეთი და თერგის მიდამოები სავსეა ზეთისხილით. ამ ნაყოფს ძირითადად თათრები და სომხები ეტანებიან. გარდა ამისა, მისგან ხდიან წვენს, რომელსაც Tolkan-ს ეძახიან. დონის სტეპებში ხარობს უამრავი ჯუჯა ნუშის ხე, ასევე ცირცელი, რომელიც კავკასიაში კიდევ უფრო მეტადაა გავრცელებული. ად­ გილობრივი მცხოვრებლები მისგან საუკეთესო არაყს ხდიან. კავკასიაში ასევე ხა­ რობს კოპიტი, თერგის ნაპირებზე იზრდება თუთა, ძირითადად – ბუჩქის სახით. ადგილობრივი მოსახლეობა თუთის ფოთოლს აბრეშუმის ჭიის საკვებად იყენებს. ამ დარგის შემდგომი განვითარება აქაურობას დიდ სარგებელს მოუტანდა. მთელ კავკასიაში და განსაკუთრებით თერგის ნაპირებზე ხარობს კოწახური, რომლის წვენს ტყავისა და აბრეშუმის შესაღებად იყენებენ, განსაკუთრებით – ასტრახანში. მისი წყალობით იქაურობა ყვითლად ღაღანებს. თერგის ნაპირებზე ასევე იზრდე­ ბა კაპარი. ამ მცენარის ბუჩქი ერთსა და იმავე დროს ისხამს კვირტებს, ყვავი­ ლებსა და ნაყოფს. ძმრითა და მარილით შეზავებული კაპარის ნაყოფი ძალიან გემრიელია. გავრცელებული მცენარეა ასევე ძირტკბილა. თერგის მიდამოებში მშვენიერი ვაზი ხარობს. აქაური ჰავა – მზე, ნიადაგი იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ კულტურას უკეთესად მოუარონ. საერთოდ, ვაზი საქართველოში ყველგან ხარობს და მისგან მშვენიერ ღვინოსაც აყენებენ, მაგრამ კახეთზე უკეთეს ვენა­ ხებს ვერსად შეხვდებით. მაზანდარანში, ძველ ჰირკანიაში, ვაზი ხეებზე ეხვევა, ადამიანის ტანის სიმსხო იზრდება და ისეთ სიმაღლეს აღწევს, ყურძნის მოკრეფა საკმაოდ დიდი თავსატეხია. ამ ლამაზ ქვეყანაში ყველაფერი მოდის: ფორთოხა­ ლი, ნუში, ლიმონი, ბროწეული, კასპიის ზღვასთან ახლომახლო მთელი ტყეები იზრდება. ეს მხარე ერთი უკიდეგანო ბაღნარია, სადაც ბუნება ყვავის, მსხმოია­ რობს და უხვ ნაყოფს იძლევა; თუმცა დედამიწაზე არაფერია სრულყოფილი – ჰაე­ რი ჯანსაღი არ არის, შესაძლოა, ზღვისა და ჭაობების სიახლოვის გამო. მოკლედ, აქ ყველაფერი ხარობს, ადამიანის გარდა. დიდმა აბასმა, რომელსაც მაზანდარა­ ნი ძალიან უყვარდა დედამისის აქაური წარმოშობის გამო, რამდენჯერმე სცადა ეს მიწა ხალხით დაესახლებინა, მაგრამ ამაოდ – აქაურ ჰავას ვერავინ გაუძლო. მნახველის თვალს დღემდე აღაფრთოვანებს მისი ბრძანებით გაშენებული დიდე­ ბული ბაღები, მაგრამ იმ ადგილებს, სადაც ადამიანი ფეხს ვერ იკიდებს, გარეული ცხოველები ეპატრონებიან. „შენი აკვანი კავკასიის მყინვარი იყო, ძუძუ გაწოვა ჰირკანიის მრისხანე ვეფხვმა“. ათქმევინებს ტორკვატო ტასო განრისხებულ და მიტოვებულ არმიდას რინალ­ დოსთვის, რითაც ხაზს უსვამს კაცის ველურ და დაუნდობელ ბუნებას. თერგის ხეობაში ასევე იზრდება შესანიშნავი ბამბა, მაგრამ მორწყვა აკლია, 76 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან სათანადოდ რომ უვლიდნენ, მთელი რუსეთის მანუფაქტურებს მოამარაგებდა. თამბაქოს კულტურაც ასეთსავე გასაჭირშია. თერგის ნაპირებზე იზრდება ველური კანაფი, რომელსაც თათრები და კაზაკები იყენებენ. როგორც ჩანს, აქ ენდროც ენდემური ჯიშია. დიდი რაოდენობით იზრდება სეზამი, რომელსაც აქაურები ქუნ­ ჯუტს უწოდებენ. მისგან გამოხდილი ზეთი პროვანსულზე არანაკლებია, მისგან საუკეთესო მდგოგვი გამოდის. საქართველო და მთლიანად კავკასია მდიდარია გემრიელი ხილით. თერგის ხეობასა და ყიზლარში ნუშის ხეები ხარობს, მაგრამ ბევრგან, მაგალითად, ტფი­ ლისის მახლობლად, ველურად იზრდება, ისევე როგორც მსხალი, ატამი და გარ­ გარი. იგივე შეიძლება ითქვას ვაშლზე, ქლიავსა და ალუბალზე. აქაურები ხეხი­ ლის კულტივირებას მაინცდამაინც არად დაგიდევენ. საზამთრო და ნაირნაირი სახეობის ნესვი საოცრად გემრიელი იცის. დიდი რაოდენობით ხარობს სატაცური. აქ ბუნება იმდენად მრავალფეროვანი და გულუხვია, რომ ადამიანები მიწის და­ მუშავებაზე ნაკლებად ზრუნავენ, ხელის განძრევა ეზარებათ. სიმინდი არა მარტო თერგის ხეობაში, მთელ საქართველოში მოჰყავთ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ფეტვი უფრო კასპიის ნაპირებზეა გავრცელებული, თუმცა თერგის ხეობაშიც თესა­ ვენ. ფეტვი განსაკუთრებით უყვართ სომხეთში, სადაც საკმაოდ გავრცელებულია მისგან მომზადებული კერძები. ბრინჯი კასპიის სანაპიროზეც ხარობს და თერ­ გის ხეობაშიც. ამ კულტურას ბევრი წყალი სჭირდება, შესაბამისად, ბრინჯის ყა­ ნები უნდა დაიტბოროს, რაც მის ირგვლივ არაჯანსაღ გარემოს ქმნის. ერთ დროს ბრინჯს ყიზლარის ახლოს თესავდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ მაღალი ტენიანობა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა, ბრინჯის მოყვანა დაბიდან ორმოცდაათი ვერსის მანძილზე აიკრძალა. კასპიის ნაპირებზე უამრავი მცენარე ხარობს, მაგრამ ოც-ოცდაათ წელიწადში ერთხელ კალიები იქაურობას გამანადგურებელ ზიანს აყენებენ. საქართველოში ჭვავი, ხორბალი, ქერი, შვრია და წიწიბურა უხვი მოსავლით არ გამოირჩევა. თერგის ხეობაში გავრცელებულია ფუტკარი, განსაკუთრებით – კავკასიის მთიან ტერიტორიაზე. ეს მთიანი მხარე ვარდის სამშობლოდ არის მიჩ­ ნეული და საერთოდ, აქ ისეთი არაჩვეულებრივი ჰავაა, დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრი ისეთი მცენარე ხარობს, რომლებიც ბოტანისტებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩე­ ნიათ. 77 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი წერილი XXXV ხალხის აჯანყება 18 თებერვალი, 1812 წელი კახეთიდან ცუდი ამბები მოდის. თუ ამბოხება დასაწყისშივე არ ჩაახშეს, საყო­ ველთაო არეულობა დაიწყება. უკმაყოფილო რეგიონებში შეიარაღებული ხალხი დადის. კახეთისთვის ამბოხი ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ამ მხარეში არეულობა ხელს აძლევს როგორც სპარსეთის მთავრობას, ისე ალექსანდრეს – საქართველო­ დან გადახვეწილ მეფეს( იგულისხმება ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე მეო­ რის ვაჟი. მთ. შენიშვნა). არ ვიცი, თქვენამდე მოაღწევს თუ არა ეს წერილი, ამბოხების გამო კავშირი საკ­ მაოდ გართულებულია და დღითი დღე უარესდება. აჯანყებულებს სხვა კავკასიე­ ლებიც შეუერთდნენ. ყოველგვარი გზა მოჭრილი გვაქვს და შეშფოთებულები ვე­ ლოდებით გენერალ-გუბერნატორის ჩამოსვლას, რომელიც ამჟამად აქ არ იმყოფე­ ბა. რა დასანანია, რომ ეს ყოველმხრივ შემკული ქვეყანა მუდმივად შიმშილის, შავი ჭირისა და აჯანყების მსხვერპლია. ყოველგვარმა ბოროტებამ და უბედურებამ აქ მოიყარა თავი. აქეთ თოვლიან-ყინულიანი მთები, იქით თვალშეუდგამი კლდეები და უფსკრულები, აქვე მახლობლად ჩასაფრებული თურქები და სპარსელები, ამ­ ბოხება და შავი ჭირი ქვეყნის გულში, საყოველთაო სიდუხჭირე და ხელმოკლეობა. ქვეყანა სულ მუდამ ზღვარზეა, ერთი მოუსავლიანი წელი, საზღვრის ჩაკეტვა კავკა­ სიასთან ან ხაშურს ზემოთ და შიმშილობა ჩამოვარდება. ვფიქრობ, კარტოფილის შემოტანა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა ამ მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც მხოლოდ აჯანყებასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე მესმის, ჩემთვის საქართველო ისეთი მიმზიდველი აღარ არის, თუმცა, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვამჩნევ, რა ლამაზია აქაურობა. ძალიან დავსევდიანდი და წერის გუნებაზე არა ვარ. იმაზე ფიქრმა, რომ აჯანყების შუაგულში, ასეთი ველური ადა­ მიანების გარემოცვაში აღმოვჩნდით, ყველგან ხმაური და აურზაურია, მოსვენება დამიკარგა. ვეჭვობ, სიმშვიდე დავიბრუნო მანამ, სანამ ჩვენს პატარებთან ერთად კავკასიიდან არ გავაღწევთ და კვლავ არ დამიბრუნდება იმედი, რომ ოდესმე კიდევ შევხვდებით. 78 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან წერილი XXXVI აჯანყების ჩახშობა ტფილისი, 28 თებერვალი, 1812 წელი რამდენიმე დღის ფორიაქის შემდეგ, როგორც იქნა, გენერალ-გუბერნატორი დაბრუნდა და ჩვენს შიშსაც ბოლო მოეღო. იგი თავად გაემგზავრა კახეთში, აჯანყე­ ბის ჩახშობის მიზნით. როგორც ჩანს, მიღებულმა ზომებმა ნაყოფი გამოიღო – მეა­ მბოხეები დამორჩილდნენ, არეულობა მიწყნარდა. სულ მალე ეს აურზაური შეწ­ ყდება და ქვეყანაში კვლავ სიმშვიდე დაისადგურებს. ვლადიკავკაზის მმართველმა, მამაცმა გენერალმა, პოლკოვნიკ კასიბეკის დახმარებით, კავკასიის გზა სრულიად გაათავისუფლა. ამასობაში სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა კურიერი, რომელმაც გვაცნობა, რომ მთავრობას სურს გენერალ-გუბერნატორი საქართველოდან გაიწვიოს. ეს ამ­ ბავი, ეჭვგარეშეა, ჩემი და ჩემი ქმრის მდგომარეობაზეც იმოქმედებს. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ ფუჭი თავის მტვრევა არაფერს გვარგებს და აჯო­ ბებს, თუ ჩვენს ბედს განგებას მივანდობთ. რაც იქნება, იქნება. გენერალ-გუბერნა­ ტორი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს, შემცვლელი დაინიშნოს და მერე ჩვენი ბედიც გადაწყდება. გუშინ გავიგეთ, რომ მთიდან ზვავი ჩამოწვა და საქართველოსკენ მომავალი მთელი კოლონა დაჩუმქრა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. წერილი XXXVII მომავლის გეგმები ტფილისი, 20 მარტი, 1812 წელი გენერალ-გუბერნატორი ექსპედიციიდან დაბრუნდა. კახეთში სიმშვიდემ დაი­ სადგურა. ძალიან ცუდი დღე დამადგა. ამდენი შფოთვისა და ნერვიულობისგან ჯანმრთე­ ლობა შემერყა. ექიმები საქართველოდან წასვლას მირჩევენ – აქაური ჰავა არ გიხ­ დებაო. გადაწყდა, მაისის დასაწყისში პეტერბურგში დავბრუნდე გენერალ-გუბერ­ ნატორის მეუღლესთან ერთად. რა შესანიშნავი იქნება, შენი ხილვის ბედნიერება თუ მეღირსა! იმდენად აღფრთოვანებული ვარ, ჩემ წინაშე აღმართულ ყველა დაბ­ რკოლებას იოლად ვუყურებ – იქნება ეს კობი, ხაშური თუ სამი ათასი ვერსი, რაც ერთმანეთს გვაშორებს! 79 ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ჩემი ქმარი აქ დარჩება და შემდგომ განკარგულებებს დაელოდება. ერთად გამ­ გზავრება ვერ ხერხდება, ამიტომ ის მოგვიანებით შემოგვიერთდება. წერილი XXXVIII ახალი გენერალ-გუბერნატორი ტფილისი, 15 აპრილი, 1812 წელი ყველაფერი მოგვარდა. ახალი გენერალ-გუბერნატორი ადგილზეა, მისი წინამორბედი მასზე დაკისრებული ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. თავად ძალიან სწყდება გული საქართველოზე, ხოლო ვინც მისი ხელმძღვანე­ ლობით მუშაობდა, ყველა მას მისტირის. გენერალ-გუბერნატორის მეუღლე მო­ მავალი თვის დადგომას ელოდება, რომ ერთად გავემგზავროთ პეტერბურგში. ხაშურის უღელტეხილზე გადასვლა ჯერ კიდევ საკმაოდ საშიშია. ახალი გენე­ რალ-გუბერნატორის მეუღლემ დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია. ის და ახალი გე­ ნერალ-გუბერნატორი ძალიან კარგად გვეპყრობიან, თუმცა, ამ უკანასკნელმა, როგორც კი დაინიშნა, მაშინვე ბრძანება გასცა ჩემი ქმრის სპარსეთში გადაყვა­ ნის შესახებ. ამ ახალი დანიშნულების ძირითადი მიზანი საზავო მოლაპარაკე­ ბები უნდა იყოს. ერთი მხრივ, მიხარია, მეორე მხრივ კი, მწყინს ეს გაუთვალის­ წინებელი განკარგულებები, მაგრამ როდესაც ქმართან განშორებაზე ვფიქრობ, თავს იმით ვინუგეშებ, რომ საინტერესო და საპატიო მისია აკისრია; გარდა ამი­ სა, მას კი ვშორდები, სამაგიეროდ, შენთან ახლოს ვიქნები. ამ ურთიერთსაწი­ ნააღმდეგო გრძნობებისა და შფოთვების წამალი არის იმედი იმისა, რომ ყვე­ ლაფერი კარგად იქნება. წერილი XXXIX ავტორის დაბრუნება ტფილისი, 3 მაისი, 1812 წელი გამგზავრებისთვის ყველაფერი მზად არის. თანმხლებად მოგვყვება ვლადი­ კავკაზის კომენდანტი თავისი ფეხოსანი ამალით. ამბობენ, ხაშურის უღელტე­ ხილზე ჯერ კიდევ თოვლი დევს და ამ თვის ბოლომდე არ დადნებაო. მიუხედა­ ვად ამისა, გენერლის მეუღლე, რომელსაც სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს თავის ქმარს, მგზავრობის გადადებას არ აპირებს. სხვა არაფერი დამრჩენია 80 წერილები კავკასიიდან და საქართველოდან გარდა იმისა, რომ მის სურვილს დავემორჩილო და უზენაეს ძალას ვთხოვო ამ ძნელ გზაზე დაგვიფაროს მე და ჩემი შვილები. ჩემი ქმარი ამ ცოტა ხნის წინ სპარსეთში გაემგზავრა მემკვიდრე პრინცის, აბას-მირზას სამეფო კარზე, თავრიზში, რომელიც უძველესი მიდიის მიწაზე მდებარეობს. აქ უკვე საკმაოდ ჩამოცხა. ჩემმა ქმარმა ცხენით მგზავრობა ამჯო­ ბინა. გზა დამღლელია და არცთუ ისე უსაფრთხო. თან ახლავს ამალა – პირადი მსახური, რამდენიმე დრაგუნი და კაზაკები. მოსიყვარულე მეუღლის ლოცვამ დაიცვას ამ რთულ გზაზე! გეორგიევსკამდე ვერაფერს მოგწერ. ამ ქალაქის მმართველი ჩემი ქმრის ბიძა გახლავთ, ამიტომ, ვფიქრობ, ერთი-ორი დღით დავყოვნდები. მთარგმნელი ლელა ფიროსმანიშვილი, რედაქტორი ელზა ნაბახტეველი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Frederiсa von Freygang, Letters from the Caucasus and Georgia; to which are added the Account of a journey into Persia in 1812, and an abridged history of Persia since the time of Nadir Shah, London, John Murray, 1823(pp: 1-10, 137-206) 81 ენ ლისტერი უცნობი მხატვარი, 1817 ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 82 ანგელა შტაიდელე ჯენტლმენი ჯეკი ენ ლისტერის ბიოგრაფია: რეგენტობის ეპოქის მემამულე, მაცდუნებელი და საიდუმლო დღიურების ავტორი პროლოგი: ენ ლისტერის დღიურების გაშიფვრა ჯონ ლისტერი შვიდი წლის იყო, როდესაც მამამისმა მემკვიდრეობით მიიღო „შიბდენ ჰოლი“. ის და მისი ოჯახი ჰალიფაქსის მახლობლად მდებარე მანორში საცხოვრებლად 1854 წელს გადავიდნენ. ჯონი იზრდებოდა ვეშაპის ძვლების, ვეფ­ ხვის ტყავისა და სათამაშო ნიანგის გარემოცვაში. მას შემდეგ, რაც„შიბდენ ჰო­ ლის“ ლორდი გახდა, ძველი ფურცლების, დოკუმენტებისა და წერილების არაერ­ თი შეკვრა დაათვალიერა, რომლებიც წინა თაობებისგან იყო შემორჩენილი. მას განსაკუთრებით იტაცებდა„მის ლისტერის ოცდაოთხი დღიური და წიგნაკი“. 1 დღიურების მარმარილოსებრ მოხატული გარეკანი ხბოს რბილი ტყავის ყდაში იყო ჩასმული, სქელი ფურცლები კი შავი მელნით შესრულებული ფაქიზი ხელ­ ნაწერით იყო სავსე. მიუხედავად ამისა, წვრილი ნაწერი ძნელად იკითხებოდა; ენ ლისტერს მრავალი აბრევიატურა ჰქონდა გამოყენებული, ზოგიერთი ნაწილი კი საიდუმლო შიფრით იყო დაწერილი. ტექსტის ნაწილებმა, რომელთა გარჩევაც ჯონმა შეძლო, იგი აღაფრთოვანა. ენ ლისტერი მონაწილეობდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმინობაში და ჰა­ ლიფაქსის ლიტერატურული და ფილოსოფიური საზოგადოების ერთადერთი თა­ ნადამფუძნებელი ქალი იყო. მისი დღიური ადგილობრივი ისტორიის საგანძურს წარმოადგენდა. 1887-1892 წლებში ჯონ ლისტერმა 121 ნაწყვეტი გამოაქვეყნა გაზეთ „ჰალიფაქს გარდიან“-ში, სათაურით„სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება ჰალიფაქსში ორმოცდაათი წლის წინ“. ფრაგმენტები, რომელთა გაშიფვრაც ჯონმა ვერ შეძლო, დაუოკებელ ინტე­ რესს აღუძრავდა მას. რას მალავდა ბერძნული ასოების, რიცხვებისა და გამო­ გონილი სიმბოლოებისგან შემდგარი საიდუმლო შიფრი? მან დახმარება სთხოვა მეგობარს, ანტიკვარული ნივთების მკვლევარს, არტურ ბარელს, რომელმაც ორი ასოს ‹h› და ‹e›-ს ეკვივალენტების პოვნა, მათი სიტყვებში გამოყენების სიხშირი­ 83 ანგელა შტაიდელე სა და პოზიციის საფუძველზე შეძლო: შემდეგ, საბუთების კრებულის ნახევარი რომ დავათვალიერეთ, ქაღალდის ნაგლეჯზე აღმოვაჩინეთ ეს სიტყვები –«ღმერთის მაქვს...». ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ შემდეგი სიტყვა იქნებოდა«იმედი i »; 1 ხოლო h და e შეესაბამებოდა ჩემს ვარაუდს. სიტყვა„იმედი“ დაშიფრული იყო. ამ ოთხი ასოს რაობაში თითქმის დარწმუნებულებმა, გვიან ღამით დავიწყეთ საიდუმლოს დანარჩენი გასაღებების ძიება. დღის 2 საათზე მოვრჩით[...]. გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაშიფრული ნაწილების გამოქვეყნება სრულიად შეუძლებლი იყო, 2 რადგან ეს გახლდათ ჰომოსექსუალური პრაქტიკის ინტიმური ისტორიები ენ ლისტერსა და მის უამრავ«მეგობარს» შორის; არც ერთი მათგანი არ გამორჩენია. 3 ენ ლისტერის დღიურებში ყველა ჩანაწერი იწყება იმით, თუ ვისთან და რამ­ დენჯერ ჰქონდა სექსი წინა საღამოს, და განმეორდა თუ არა ის ღამით ან დილით. ენი რეგულარულად ინიშნავდა საკუთარი და პარტიონერების ორგაზმების რაო­ დენობასა და ხარისხს. თუ მარტო გაიღვიძებდა, ინიშნავდა, მასტურბირებდა თუ არა. ბარელმა ეს ყველაფერი მორალური თვალსაზრისით მეტად მიუღებლად 4 მიიჩნია და მეგობარს ურჩია, დაუყოვნებლივ დაეწვა დღიურები. ბარელი გააღი­ ზიანა არა მხოლოდ ამ ფაქტმა და ენ ლისტერის ქალი საყვარლების სიმრავლემ, არამედ მისმა თვითშეფასებამ. იმან, რომ თავს ღმერთის ქმნილებად მიიჩნევდა და არ გააჩნდა არავითარი ლესბოსური სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ, სასოწარკვეთა, ცრემლები ან მარყუჟში თავის გაყოფის სურვილი. პირიქით, ლის­ ტერს ჩამოყალიბებული ჰქონდა ადრეული ფორმის გეი სიამაყე. ენ ლისტერი არ ცდილობდა დაემალა საკუთარი განსხვავებულობა; და ამ იდეით თავს იქცევდა. ჯონ ლისტერი ყოყმანობდა, შეესრულებინა თუ არა მეგობრის რჩევა. მიუხედა­ ვად იმისა, რომ გამოქვეყნებაზე ფიქრი აღარ შეიძლებოდა, უნიკალური დღიურების განადგურება არ სურდა. დღიურები ენ ლისტერის საძინებლიდან გამავალ ოთახში დამალა, რომელსაც, სავარაუდოდ, სამუშაო კაბინეტად იყენებდა. კედლის პანელე­ ბი მოახსნევინა და თაროები გააკეთებინა, შემდეგ ფრთხილად მოათავსა დღიურე­ ბი იქ და პანელები შეცვალა. დამატებითი ხის პანელების მეშვეობით ოთახის კარი აღარ იყო თვალში საცემი. თუმცა, ფანჯრის იმავე ადგილას დატოვებით, ჯონმა უზ­ რუნველყო, რომ შემდგომ მფლობელებს ოთახი აუცილებლად შეემჩნიათ. მისი გარდაცვალების შემდეგ„შიბდენ ჰოლი“ გადაეცა„ჰალიფაქს კორპორეი­ შენს“, რომელმაც სახლი მუზეუმად აქცია. როგორც ჯონ ლისტერს ჰქონდა განზრა­ ხული, ენ ლისტერის დღიურები ამ კარადაში იპოვეს და დაშიფრულმა პასაჟებმა კიდევ ერთხელ აღძრა ცნობისმოყვარეობა. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარმა, ედუარდ გრინმა მიაკვლია მოხუც არტურ ბარელს, რომელმაც მას შიფრი გადას­ i. იმედი –(ინგლ.) Hope(მთარგმნ. შენ.). 84 ჯენტლმენი ჯეკი ცა, მაგრამ გააფრთხილა იმის თაობაზე, რაც მის ლისტერის ძველი სკანდალური ამბების შესახებ იცოდა. 5 შიფრი, რომელიც ჰალიფაქსის ბიბლიოთეკის სეიფში ინახებოდა, ედუარდის ქალიშვილს, მურიელ გრინს, გასული საუკუნის 30-იან წლებში გადაეცა. 1960-იან წლებში კი – ვივიენ ინგემსა და ფილის რამსდენს, მაგრამ მოითხოვეს გარანტია, რომ არასასურველი მასალა არ გამოქვეყნდებოდა. 6 საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ჰალიფაქსის ბიბლიოთეკარებმა და არქი­ ვისტებმა იცოდნენ ის, თუ რას წერდა ენ ლისტერი თავის დაშიფრულ დღიურებ­ ში. მხოლოდ 70-იანი და 80-იანი წლების ქალთა განმათავისუფლებელმა მოძ­ რაობამ შეამზადა იმის საფუძველი, რომ ჰელენა უაითბრედს(1988 და 1992) და ჯილ ლიდინგტონს(1994, 1998 და 2003) მისი დღიურები ცენზურის გარეშე გამოექ­ ვეყნებინათ. ჰალიფაქსისა და მიმდებარე ტერიტორიის თანამედროვე მკვლევ­ რებისა და რედაქტორების ხუთმა თაობამ ენ ლისტერის ხელნაწერის გაშიფვრას წლები დაუთმო და ამოუწურავი სიმდიდრის მასალა აღმოაჩინა. ამ წიგნის წე­ რისას ხშირად ვეყრდნობოდი ზემოთ ხსენებული მკვლევრების, განსაკუთრებით, ჰელენა უაითბრედისა და ჯილ ლიდინგტონის წერილობით ასლებსა და გამოცე­ მებს. მათ დიდ პატივს ვცემ და მათი შრომის გარეშე ამ წიგნის გამოცემა შეუძლე­ ბელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კალდერდეილის არქივში ვნახე ენ ლის­ ტერის დღიურებისა და სხვა ქაღალდების დედნები, თავად არ მიცდია დაშიფრუ­ ლი პასაჟების ასლების გაკეთება ან ახალი გვერდების გაშიფვრა. ჩემი ამოცანა, ლისტერის ერთგული მკვლევრებისგან განსხვავებით, სხვა იყო; ენ ლისტერის განსხვავებული და მრავალფეროვანი ყოველდღიური ქრონიკის სხარტად გად­ მოცემა და მისი დაუმორჩილებელი ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიის ერთ წიგნად ქცევა მსურდა. უმეტესწილად საშუალებას ვაძლევდი მემუარისტს, თავად ესაუბრა, რადგან იგი შეგნებულად წერდა საკუთარი ცხოვრების შესახებ: გადაწ­ ყვეტილი მაქვს, რომ ჩემმა ცხოვრებამ არ ჩაიაროს რაიმე სახის პირადი ქრონი­ კის წარმოების გარეშე, რომელსაც ალბათ ღიმილით წავიკითხავ მას შემდეგ, რაც დრო ყინულივით გააციებს იმ გრძნობების წყაროს, ახლა ასე მჩქეფარედ რომ მოედინება. 7 ჰალიფაქსიდან მოსკოვში ენ ლისტერმა და ანა უოკერმა ბარგი ჩაალაგეს ხანგრძლივი მოგზაურობის­ თვის: რამდენიმე ჩემოდანი აავსეს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ქუდებით ცხე­ ლი და ცივი ამინდისთვის, ლაშქრობებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი შემ­ თხვევისთვის; ხის ყუთებში ჩააწყვეს წიგნები, პატარა ქურა ლაშქრობებისთვის 85 ანგელა შტაიდელე და ქვაბი, დანა-ჩანგალი და ჭურჭელი, სამოგზაურო მაგიდა ზედ მიმაგრებული სამელნით, ქაღალდები, წერილების გასახსნელი, სახაზავი და ორი თერმომეტრი. ენი გამოცდილი მოგზაური იყო და მითითებები გასცა, თუ როგორ მოეთავსები­ ნათ ბარგთან ერთად ეტლი. იგი დაახლოებით 17 ცენტნერს(800 კგ) იწონიდა, ამას ემატებოდა კიდევ 15 ცენტნერი(700 კგ) ბარგი. 1839 წლის 20 ივნისს დაიძრნენ, საბოლოო საყიდლები ლონდონში მოითა­ ვეს. ენმა იყიდა კომპასი, ტელესკოპი და სათადარიგო საათი. ჰამერსლიში, თა­ ვისი ბანკიდან, ენმა გამოიტანა პასპორტი, რომელიც მის, მადმუაზელ უოკერის 1 და მათი მსახურების სახელზე იყო გაცემული. აკრედიტივების i გადაცვლა ადგი­ ლობრივ ვალუტაში დიდ ქალაქებში იყო შესაძლებელი. ამიტომაც მის ლისტერ­ მა ჰალიფაქსის ბანკს დაავალა, რომ მისი ჰამერსლის ანგარიში რეგულარულად მოემარაგებინათ. ჰამბურგში ჰამერსლის აგენტის მეშვეობით შეიქმნა საგანგებო ფონდი 2000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომელზე წვდომაც მოსკოვიდან გაცილებით ადვილი იქნებოდა. დაბოლოს, ენ ლისტერმა და ენ უოკერმა თავიან­ თი ანდერძი იურიდიულად დაამოწმეს და ჰამერსლის ბანკს მიაბარეს შესანახად. მოგზაურ ქალებს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ეტლი 1839 წლის 2 ივლისს, შუა­ ღამისას, ლონდონის დოკის ტერიტორიაზე გადაეტვირთათ და იქიდან პირდაპირ ჰამბურგში წასულიყვნენ. მაგრამ ორივეს საშინელი ჰიდროფობიის შეტევა დაეწ­ ყო. 2 მათ დაუყოვნებლივ გააუქმეს გეგმა – დიდხანს ემგზავრათ გემით და გადაწ­ ყვიტეს უმოკლესი საზღვაო მარშრუტით წასულიყვნენ დუვრიდან კალემდე, რაც გაცილებით ხანგრძლივ სახმელეთო მოგზაურობას ნიშნავდა. ცოტაოდენი დროის დასაზოგად შეუჩერებლად იმგზავრეს კალედან კოპენჰაგენამდე. ისევე, როგორც 1833 წელს, ენ ლისტერი შოკირებული იყო ჰანოვერის სამეფოს ცუდი ქუჩებით; უბრალო ბილიკი ქვიშიან დაბლობზე, აუჩქარებელი ნაბიჯით სიარულს ვერ გავ­ ცდით. ქვიშიანი, ტორფიანი, მანანით დაფარული, ხავსიანი ჭაობები ან საძოვ­ რები – ზამთარში უღიმღამო და პირქუში იქნება. ყველგან ქვიშა, ქვიშა, რომელ­ შიც ეკიპაჟის ბორბლები ეფლობოდა. მდინარეების გადასალახად ცხენები უნდა ჩაეხსნათ და ეკიპაჟი ბორანზე გადაეტვირთათ. კელნამდე ოლდენბურგის, ბრემე­ ნისა და ჰამბურგის გავლით მიაღწიეს. გემის კაპიტანმა კოპენჰაგენში თქვა, რომ არასდროს დაუტვირთავს გემზე ასეთი მძიმე საბარგო ეკიპაჟი. 3 დანიაში 14 ივლისს ჩავიდნენ და სასტუმრო„როიალში“ დაბინავდნენ. ენს იმე­ დი გაუცრუვდა, რადგან 1883 წელს შეძენილი ნაცნობებიდან ქალაქში მხოლოდ მონსენიორ დე ჰაგემანი იმყოფებოდა, მისი მეგობრის, ჰარიეტის ქმარი. მან i. სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს იმ პირის უფლებას, რომელზეც გამო­ წერილია ფასიანი ქაღალდი, მიიღოს ბანკიდან დოკუმენტში მითითებული თანხა(მთარგმნ. შენ.). 86 ჯენტლმენი ჯეკი დაათვალიერებინა ქალებს სამეფო სასახლე და სამხატვრო აკადემია, სადაც მო­ ქანდაკე ბერტელ თორვალდსენს, რომში ორმოცწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დაედო ბინა. ენ ლისტერმა ის დაახასიათა, როგორც კოპენჰაგენის პრაქსიტელე. სამწუხაროდ, ის სახლში არ დაგვხვდა. ჩემმა ძველმა მეგობარმა მის ატელიეში წაგვიყვანა, ბინაში, სამუშაო კაბინეტში. საინტერესო იყო ასეთი კაცის წიგნები­ სა და ჟურნალ-გაზეთების დათვალიერება, რომლებიც აქეთ-იქით მიმოფანტული იყო ისე, როგორც მან დატოვა. ოთხი დღის შემდეგ განაგრძეს გზა როსკილემდე, სადაც მის ლისტერმა მის უოკერს როსკილეს კათედრალი დაათვალიერებინა და ჰარიეტ დე ჰაგემანი გააცნო. აქამდე ენ ლისტერი ნამყოფი იყო ყველგან, სადაც გაიარეს. 1839 წლის 19 ივ­ ლისს კი მისთვის უცნობ ტერიტორიაზე მოხვდა. წყვილმა ფრედერიკსბორგში მოინახულა ჰელსინგორის ძველი ციხესიმაგრე, პატარა ეკლესია, სადაც დანიის მეფეების კორონაცია ხდებოდა. ზაფხულის გრძელი, სკანდინავიური საღამო კრონბორგის სიმაგრეზე ძრომიალში გაატარეს, სადაც„ჰამლეტის“ მოქმედება ვითარდება, თუმცა, ენის აზრით, ეს ფანტაზიის ნაყოფი უფროა, ვიდრე რეა­ ლობა. 4 დილით იქირავეს გემი, რომელსაც მათი ეკიპაჟისთვის ადგილი ჰქონდა და ჰელსინგორისკენ გაემგზავრნენ. ოცდაათი საათის განმავლობაში სანაპი­ როს გასწვრივ, გოტენბურგისკენ მიაპობდნენ ტალღებს. ენს ჰალანდის თეთ­ რი პლაჟები – შვედეთის ახლანდელი ტურისტული ცენტრი, მოსაწყენი ეჩვენა, მაგრამ ყველაფერი, რაც შვედურია, ჩვენთვის ახალი და, შესაბამისად, საინ­ ტერესოა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, აქაურებთან საერთო ენის გამონახვა გამიჭირდა! დამტვრეული გერმანულის გარდა, ერთი სიტყვაც ვერ გავიგეთ და ვერც გავაგებინეთ. მათი მსახური, მისტერ გროსი, თავისუფლად ლაპარაკობდა გერმანულად, მაგრამ ენს იმედი გაუცრუა; ის მშვენივრად ემსახურებოდა მათ „მოძრავ სახლში“, მაგრამ ფოსტალიონებთან, მებაჟეებთან ან სასტუმროს მე­ პატრონეებთან ურთიერთობისას გაუბედავი და მერყევი აღმოჩნდა. მისი მეუღ­ ლე, გროცა კი გაცილებით მარჯვე მოახლე იყო და ყველა სასტუმროში, სადაც ჩერდებოდნენ, მეგობრებს იჩენდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გოტენბურგში ინგლისურენოვან სას­ ტუმროში,„მისის ტოდთან“, დარჩნენ. უნდოდათ, იქიდან შემოვლითი გზით ნორვეგიაში ჩასულიყვნენ. ნორვეგიის გზებიც ქვიშიანი იყო, ამიტომ მძიმე ეკიპაჟი და ბარგის უმეტესი ნაწილი მისტერ და მისის გროსებს დაუტოვეს, რომლებიც გოტენბურგში დარჩნენ. ენმა და ანამ იყიდეს პატარა, ბევრად უფრო მსუბუქი ეტლი და დაიქირავეს შოტლანდიური წარმოშობის შვედი მეეტლე, რათა ნორვეგია დაეთვალიერებინათ ჩრდილოეთ ევროპის გზამკვლევში(1838) რეკომენდებული გზების მიხედვით. მომდევნო თვეების განმავლობაში, ეს სამოგზაურო გზამკვლევი ენის ბიბლიად იქცა – მოგ­ 87 ანგელა შტაიდელე ზაურობის ყველა ეტაპზე იქ მოცემულ რჩევებს მისდევდნენ და რეალობას იქ აღ­ წერილ ფაქტებს ადარებდნენ. მოგზაურობა 1839 წლის 26 ივლისს დაიწყეს. იმის შესახებ, თუ რა გადახდათ თავს 13 ოქტომბრამდე, ვიცით მხოლოდ იმ წერილების წყალობით, რომლებიც ენ ლისტერმა თავის მეგობრებს მისწერა, რადგან მისი დღიურის შემდეგი ოცი გვერდი ცარიელი დარჩა; ამდენი ახალი გამოცდილებისა და განუწყვეტელი მოგზაურობის გამო ენმა ვერ მოახერხა, ფანქრით დაწერილი დაუდევარი ჩანა­ წერები დღიურში გადაეტანა. ჩვენ მოვიხიბლეთ კრისტიანიით – წერდა ენი მა­ რიანა ლოუტონს იმ ქალაქის შესახებ, რომელიც ახლა ოსლოს სახელით არის ცნობილი. მის საუცხოო ადგილმდებარეობას ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მშვენიერი ფიორდის სათავესთან ვერაფერი შეედრება. მაგრამ ყველა გვირჩევდა, წადით ბერგენის, წადით ტრონჰეიმის სანახავადო. გზას გავუდექით – პეიზაჟები კრისტიანიიდან გაუსტას მთამდე[გაუსტა – ნორვეგიის სამხრეთით ყველაზე მაღალი მთა 1883 მ.] ენით აუწერელია – კლაკნილი ფიორდი, პატარა საუცხოო ტბები, კლდეები და ბნელი ფიჭვნარი, მათ თავზე აღმართული მთები და ზედ შეფენილი ნორვეგიული კოტეჯები. მაგრამ ამინდი გაფუჭდა. ტელემარკის რეგიონში, ბოლკეშაში, ძლიერი წვიმის გამო ორი დღე დაკარგეს; და როდესაც ვნახეთ, რომ ამინდის გამოკეთების იმედი აღარ უნდა გვქონოდა, უხალისოდ გა­ მოვბრუნდით უკან. 5 ოსლოში შეიძინეს საჩუქრები ახლობლებისთვის ინგლისში გასაგზავნად(ენმა ვერე კემერონს ანჩოუსებით სავსე პატარა კასრი გაუგზავნა), მსუბუქი ეტლი გაყიდეს და გოტენბურგში გემით დაბრუნდნენ; მადლობელი ვარ, რომ კვლავ„ტერა ფირმაზე“ დავდგი ფეხი. ამაზე უარესი ღამე გემზე არასოდეს გამიტარებია. ისე ცუდად ვიყავი, რომ არც ლაპარაკი შემეძლო, არც მოძრაობა. 6 ეკიპაჟთან და მსახურებთან ერთად, შვედეთი კვლავ აღმოსავლეთით გადაკ­ ვეთეს, ერებრუს, ვესტეროსის და ენშოპინგის გავლით. 22 აგვისტოს ჩავიდნენ სტოკჰოლმში. სამხრეთული კლიმატით ის ნეაპოლსაც კი გაუწევს მეტოქეობას. წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ ჩრდილოეთის ქალაქები ასეთ თვალწარმტაც ადგილებში იყო გაშენებული. 7 გზამკვლევში მოცემული რეკომენდაციების თანახ­ მად, ენმა და ანამ დაიქირავეს ახალი მეგზური; და წავედით ორკვირიან ტურში უფსალის გავლით(უფსალის ვარდისფერი თაფლუჭი ისე გემრიელია, როგორც საუკეთესო ვარდისფერი შამპანური) და ყველა მაღარო მოვიარეთ თავიდან ბოლომდე, რაც მეტად საინტერესო იყო. 8 ენმა დაათვალიერა შვედეთში იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რკინის საბადოები დანემორაში, სპილენძის ცნობილი მაღარო ფალუნში და ვერცხლის მაღარო სალაში. სანამ ენი სამთო ტექნოლო­ გიას სწავლობდა, ლისტერვიკის შახტის მიწისქვეშა წყლების პრობლემების გა­ დაჭრის იმედით, ანა მზის შუქზე ჯდომას და ხატვას ამჯობინებდა. ჩვენ ყველაფერი გვსიამოვნებდა და ყველგან კეთილი ხალხი გვხვდებოდა, 9 88 ჯენტლმენი ჯეკი – აჯამებს ენი შვედეთში გატარებულ დღეებს. მოგვეწონა კარგი, პატიოსანი შვე­ დები, ყოველთვის ძალიან თავაზიანები, რომლებიც მზად იყვნენ, ჩვენი ნებისმიე­ რი სურვილი შეესრულებინათ. 10 მოგზაურები შეეჩვივნენ ოთახებში მიმობნეულ ღვიასაც, მხოლოდ საკვები არ იყო მთლად მათი მოსაწონი; მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გურმანთა ქვეყანა და დიდი ქალაქების გარდა იშვიათად გვი­ მასპინძლდებოდნენ ხორცით, ვსვამდით რძეს, ყავას ან ანკარა წყაროს წყალს, მაგრამ მაინც კარგად ვიყავით და მივირთმევდით ბლინებსა და რბილ ნამცხვარს, ლიმპას რომ უწოდებენ, რომელიც მე ძალიან შემიყვარდა. 11 სტოკჰოლმში დაბრუნებულებმა ენმა და ანამ წყლის შიში დაძლიეს და ბორ­ ნით ორდღიან მოგზაურობაში გაემართნენ ტურკუსაკენ(შვედ. აბო). ამგვარად, რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, რადგან 1809 წელს რუსეთის მეფემ ფინე­ თი დაიპყრო და ფინეთის დიდი სამთავრო რუსეთის ნაწილი გახდა. წინა საუკუ­ ნეების მანძილზე შვედეთის მმართველობის კვალი განსაკუთრებით სანაპიროს გაყოლებაზე შემორჩენილიყო და მოგზაურების შვედმა მეგზურმა საფოსტო სად­ გურებზე მშობლიურ ენაზე შეძლო მოლაპარაკება. სწრაფად გაიარეს კეთილ­ მოწყობილი გზები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი მძღოლი სატვირ­ თო კოფოზე იჯდა, მე კი, რუსული ან ძველი ბერძნული წესით, ერთ მწკრივად შებმულ ოთხ ცხენს მივაჭენებდი. 12 ორი ღამე გაატარეს ჰელსინკიში, ფინეთის ახალ დედაქალაქში, რომელიც საკმაოდ მომხიბვლელად მიიჩნიეს. 13 რათა ბო­ ლო მოეღოთ შვედური აბოს ბატონობისთვის, რუსეთის ახალმა მმართველებმა ჰელსინკი, რუსეთის იმპერიასთან ახლოს მდებარე უმნიშვნელო ქალაქი, დედა­ ქალაქად გამოაცხადეს. რუსებმა პეტერბურგის მიბაძვით ჰელსინკიში ნეოკლა­ სიკური შენობები აღმართეს; სენატის მოედანი ჯერ კიდევ სამშენებლო მოედანს ჩამოჰგავდა. ასე რომ, ჰელსინკი ენმა და ანამ მეტად თანამედროვედ მიიჩნიეს. ჩვენი მოგზაურობა ფინეთის გავლით მართლაც ძალიან სასიამოვნო და მეტად ეკონომიური იყო. ვნახეთ ქვეყანა და ხალხი – ეს უკანასკნელნი ყოველთვის თა­ ვაზიანები იყვნენ და მუდმივად ცდილობდნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ ჩვენი სიამოვნებისათვის; ქვეყანა კი მომხიბვლელი და საინტერესო აღმოჩნდა. 14 ენი წერდა ყოველდღიურ დეტალებზე, როგორებიცაა სახლების კარზე ნაძვის ახალი ტოტების ჩამოკიდება, და ლამაზი თეთრი ხავსისა და გამხმარი ყვითელი ხავერ­ დას ფანჯრების მინების ქვეშ დაწყობა. ვიბორგში(ვიიპური) ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე მათ პირველად შეხვდათ რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობა; ამ დილით შევათვალიერე მამაკაცების სა­ მოსი, ძალიან კოხტა და შთამბეჭდავი – თეთრი სერთუკი წითელი ან ლურჯი ქამ­ რით. ქალების სამოსლის მუქი ფერის სელის ქსოვილს ვიწრო წითელი ზოლები დაჰყვებოდა,[...]თავზე კი თეთრი თავსაფრები ჰქონდათ წაკრული. როდესაც რუ­ სეთის საზღვარს მიაღწიეს, საზღვრის გადაკვეთის უფლება მაშინვე ვერ მიიღეს: 89 ანგელა შტაიდელე მთელი ჩვენი წიგნები ეკიპაჟიდან გადმოიტანეს და დაათვალიერეს. მაგრამ, ჩემი სურვილისამებრ, ჩამოვწერე ნუსხა, ხელი მოვაწერე, კონვერტში ჩავდე და ჩემი ბეჭდით დავბეჭდე, პეტერბურგში ეკიპაჟთან ერთად გასაგზავნად, რათა ექვსი კვირის შემდეგ ცენზურის კომიტეტში მივსულიყავი და სია შემემოწმებინა. ამრი­ გად, გვეძლევა უფლება ჩვენი წიგნები და ნივთები წავიღოთ და კომფორტუ­ ლად ვიმგზავროთ – მაგრამ, საბაჟოს ხელქვეითმა ბარიერი მხოლოდ საზღვარზე იძულებით გატარებული ერთი ღამის შემდეგ, მეორე დილით ასწია და თავი დაგ­ ვიკრა, ჩვენ საზღვარი გავიარეთ და გზა გავაგრძელეთ. 15 1839 წლის 17 სექტემბრის ნაშუადღევს გადალახეს დიდებული ნევა და შეაბიჯეს სასახლეების ქალაქში, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ ჭაობზე ააშენე­ ბინეს ათიათასობით ყმასა და მონას და რუსეთის დედაქალაქად გამოაცხადეს. მოგზაურები დაბინავდნენ ქალბატონი ვილსონის ინგლისურ სასტუმროში და სანკტ-პეტერბურგი ინგლისურენოვანი გიდის დახმარებით დაათვალიერეს. ენი და ანა დაგეგმილზე ორჯერ მეტხანს, სამი კვირით გაჩერდნენ აქ და საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს ყველაფრის ნახვა. ვერ წარმოგვიდგენია ვინმე თავის თავს ნამდვილ მოგზაურს უწოდებდეს ისე, რომ აქ არ იყოს ნამყოფი. ჩანახატების კე­ თების მოყვარული მოგზაური, რომელმაც ისე დახურა თავისი დიდი ტური, რომ ერმიტაჟის სასახლეს არ ესტუმრა, უმჯობესია დაუყოვნებლივ, სინანულისა და ბრაზისგან მოკვდეს. ისინი ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ სამხატვრო კოლექციებით სავსე დარბაზებს. მაშინდელ რუსეთში არსებული ერ­ თადერთი რკინიგზის მეშვეობით ეწვივნენ სამეფო სასახლეებსა და ბაღებს„ცარ­ სკოე სელოში“.„აპტეკარსკის“ კუნძულზე ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ, ქალებმა შეადგინეს იმ ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების გრძელი სია, რომელთა დარგვასაც შემდგომ სახლში აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცენზორებს მათი არც ერთი წიგნი არ გაუპროტეს­ ტებიათ, ენს და ანას მაინც მოუწიათ, ხელისუფლების მიერ დაწესებული რე­ გულაციების თანახმად, თავადაც დარეგისტრირებულიყვნენ პოლიციაში და მსახურებიც დაერეგისტრირებინათ. შედარებით ლიბერალურ ბრიტანეთში მოგზაურებისა და თავისუფალი აზრის ამგვარი შეზღუდვების გამო ნიკოლოზ I-ს მწვავედ აკრიტიკებდნენ, ის XIX საუკუნის ევროპის ავტოკრატ მმართვე­ ლებს შორის ყველაზე უფრო რეაქციონერ ხელისუფლად ითვლებოდა. თუმ­ ცა, რუსებს არ შეეძლოთ წაეკითხათ მისი პოლიტიკის კრიტიკა, რადგან ქვე­ ყანაში თავისუფალი პრესა აკრძალული იყო. ენი ამას არ შეუწუხებია. მხო­ ლოდ იმას ნანობდა, რომ არ გაუმართლათ და ვერ ნახეს იმპერატორის ოჯახი, რომელიც, მისი თქმით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ოჯახი იყო. პეტერბურგიდან ენმა და ანამ შეუჩერებლად იმგზავრეს მოსკოვამდე და ხუ­ თი დღის განმავლობაში 435 მილი დაფარეს. 1839 წლის 12 ოქტომბერს იქირავეს 90 ჯენტლმენი ჯეკი დიდი, შესანიშნავი ბინა ერთ-ერთ პატარა სასტუმროში, რომელსაც ინგლისელების ოჯახი უძღვებოდა, 16 და ცნობილი იყო სახელით„მისის ჰოვარდთან“. მათ დაუყოვ­ ნებლივ დააპირეს მშვიდად გაესეირნათ გარემოს დასაზვერად და თავიანთ ქუჩას, „ბოლშაია დიმიტროვკას“ ჩაუყვნენ, დიდ თეატრს ჩაუარეს, წითელ მოედანზე აღ­ მოჩნდნენ და წმინდა ვასილის ტაძარს წააწყდნენ – რომელიც არაჩვეულებრივად გროტესკული იყო, ამ ეკლესიის მსგავსი არაფერი გვინახავს – და ბოლოს,„სპასკის კარიბჭის“ გავლით შეაბიჯეს კრემლში. რა შეიძლება აღემატებოდეს მოსკოვის ხედს აქედან – ევროპული და აზიური სტილის სიჭრელე, ასობით ეკლესია და გუმბათე­ ბის პომპეზურობა! ასეთი სურათი ვერც კი წარმომედგინა – მოსკოვმა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა! 17 სანამ მოსკოვში არ ჩავიდნენ, ენ ლისტერმა ვერ გამო­ ნახა დრო და სურვილი, რომ თავის დღიურს მიბრუნებოდა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გიდმა არა მხოლოდ ღირსშესანიშნაო­ ბები აჩვენა, არამედ მისცა საშუალება, დაეთვალიერებინათ კერძო სასახლეები იმ დროს, როცა მფლობელები შინ არ იყვნენ. წაიყვანა მოსკოვის წყალსაცავისა და მდინარე მოსკვას გასწვრივ მდებარე ტყიანი ქედის –„ვარაბიოვიე გორის“, სანახავად, რომელიც ბოლო ხანებში უზარმაზარი ქალაქის„მწვანე ფილტვებად“ იქცა და, სადაც ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტე­ ტი მდებარეობდა. იქ ენი და ანა შეესწრნენ ნაღვლიან სანახაობას, ყოველ კვი­ რას რომ ეწყობოდა: გადასახლებულთა მსვლელობას, რომლებიც ციმბირში მიე­ მართებოდნენ. გერმანელმა ექიმმა, დოქტორმა ჰაასმა, განუმარტა, თუ როგორი იყო მთელი პროცედურა და აუხსნა, რომ პატიმრები, რომლებიც ავად იყვნენ[...] საავადმყოფოში იგზავნებოდნენ განკურნებამდე ან, თუ განუკურნებელი სენით იყვნენ ავად, სიმშვიდესა და კომფორტში კვდებოდნენ. ენმა ხუთთვენახევრიანი მარშრუტი ციმბირამდე ასევე კომფორტულად მიიჩნია. დღეში 22 ვერსზე მეტის (14,5 მილი) გავლა არ უწევთ და ყოველ ორ დღეში ერთხელ ისვენებენ. სახელ­ მწიფო იხდის მათი კვებისა და ტანსაცმლის საფასურს, – აღნიშნავს ენი, და არა­ ვის უსჯიან იძულებით შრომას, მძიმე დანაშაულის ჩამდენთა – მკვლელებისა და მგონი მძარცველების, გარდა? შედარებით მსუბუქ სამართალდამრღვევებს მხო­ ლოდ გადასახლება ემუქრებათ კოლონიებში და სამხრეთის ზოგიერთ რეგიონ­ ში, მოსკოვთან შედარებით, ბევრად უკეთესი კლიმატია. ქალისთვის, რომელიც ლონდონის„დასასჯელ ბორბალს“ i არც ისე დიდ საშინელებად მიიჩნევდა, ციმ­ ბირში გადასახლება სანატორიუმში დასვენებას უტოლდებოდა; მით უმეტეს, რომ ყველა, ვინც კოლონიაში იგზავნება, მიუხედავად იმისა, ყმები არიან თუ არა შინ, თავისუფლდება. 18 იმ დროს ბრიტანეთი საკუთარ კრიმინალებს ავსტრალიაში აგ­ i. დასასჯელი ბორბალი –(ინგ.) Penal Treadmill(მთარგმნ. შენ.). 91 ანგელა შტაიდელე ზავნიდა, მათ შორის ჩარტისტებს, რომლებიც ენ ლისტერს დიდად არ ეხატებოდა გულზე. ევროპული პეტერბურგისგან განსხვავებით, მოსკოვის ქუჩები სავსე იყო არა მხოლოდ მართლმადიდებელი რუსებით, არამედ სუნიტი თათრებით, გალიციელი ებრაელებით, შიიტი სპარსელებით, ლუთერანი გერმანელებით, ჩერქეზებითა და ფინელებით. ანას და ენს რუსული მართლმადიდებლური საეკლესიო მსახურე­ ბა უცნაურიც და ამავდროულად მიმზიდველიც ეჩვენათ. ბერძნული კათოლიკური i თაყვანისცემა ბრწყინვალებითა და ანტიკურობით, რომანულ კათოლიკურთან შედარებით, ერთი საფეხურით მაღლა დგას. მე შევეჩვიე ეკლესიების ბიზანტიურ სტილს, მოოქრულ გუმბათებს, ვერცხლს, ცისფერს და ზღვისფერ მწვანეს და ყვე­ ლა ფერს, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. 19 ისინი ასევე დაესწრნენ პარას­ კევის მუსლიმურ ლოცვებს. მოლამ თუ მოხელემ(თეთრი მუსლინის ჩალმით და მოყვითალო ყვავილებამოქარგული ხიფთანით) მხოლოდ ის გვთხოვა, რომ არ გველაპარაკა და ხალიჩებზე ფეხი არ დაგვედგა და თავაზიანად მოგვიჩოჩა ძველი ყუთი ჩამოსაჯდომად. ჩვენთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ – არასდროს მინა­ ხავს ამაზე უფრო მოწესრიგებული ხალხი. 20 ენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდი­ ნა იმ ქალაქმა, რომლის ნახვაც წლების მანძილზე სურდა. ეჭვს გარეშეა, მოსკოვი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს. არანაირი ნაკლი, აქ არაფერია მახინჯი და ცუდი. ყველაფერი მეტ- ნაკლებად კარგია და უმეტესი ნაწილი უჩვეულოდ ლამაზია. პირველი შთაბეჭდილება მეტად შთამბეჭდავია და სულ უფრო მძაფრდება. 21 ოქტომბერში ამინდი საშინლად გაფუჭდა. ანა უოკერს, რომელიც ფიქრობდა, რომ დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ფილის რამსდენის გადმოცემით, მოგზაუ­ რობის გაგრძელება აღარ უნდოდა და სახლში დაბრუნება სურდა. 22 ენ ლისტერი ფიქრობდა, რომ დეკემბერს დალოდებოდა, რათა გაერკვია, თოვლიან გზებზე მარხილი თუ ივლიდა, რომ მერე სამხრეთისკენ აეღო გეზი. კონფლიქტი ინგლი­ სიდან უზრუნველყოფილი ახალი კავშირების იმედად მოგვარდა. ენმა ბრიტანე­ თის ელჩს გაუგზავნა ლორდ სტიუარტ დე როტსეის სარეკომენდაციო წერილი, თხოვნით, მოგზაურები დაეკავშირებინა მოსკოვის გენერალ-გუბერნატორთან, პრინც დიმიტრი ვლადიმერის ძე გოლიცინთან. 7 ნოემბერს, ნაშუადღევის ოთხ საათზე, ქალები გუბერნატორის სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე მიიღეს. მათი მასპინძელი იყო პრინც გოლიცინის დისშვილი, მადამ აფრაქსინა, და ეს ნიშნავდა იმას, რომ ანას და ენს მოსკოვის სხვა არისტოკრატიული ოჯახებიც მიიწვევდნენ, მათ შორის მოსკოვის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ალექსანდრე გრიგორის ძე i. აქ ლისტერი გულისხმობს მართლმადიდებლებს(მთარგმნ. შენ.). 92 ჯენტლმენი ჯეკი ფიშერ ფონ ვალდჰაიმი და მამამისი, ზოოლოგი და პალეონტოლოგი, გოტჰელფ ფიშერ ფონ ვალდჰაიმი, ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მეგობარი, რომელიც, ასევე, იყო ჟორჟ კუვიეს სტუდენტი პარიზში, თუმცა, ენის დამოწაფებამდე ბევ­ რად ადრე. გრაფი და გრაფინია პანინები მოგზაურებს ზრუნვას არ აკლებდნენ. გრაფინია ალექსანდრამ იცოდა ინგლისური, რაც რუსეთის არისტოკრატიის წარ­ მომადგენლებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ ფრანგულად საუბრობდნენ, იშ­ ვიათობა იყო; ამასთან, იგი მეტად სასიამოვნო, ენაწყლიანი და სანდომიანი ქალი აღმოჩნდა. 23 პანინებმა წყვილი წაიყვანეს თეატრში, დაათვალიერებინეს ბუნების ისტორიის მუზეუმი, უნივერსიტეტის სტამბა, ხატვის ტექნიკური სკოლა, ბავშვთა სახლი და ქოლერის ინსტიტუტი. ამას გარდა, გრაფინიამ ისინი რუსულ ორთქლის აბანოში წაიყვანა – ისე გვარიანად გავიხეხე, 24 – წერს ენი. ენს და ანას ეპატიჟებო­ დნენ მიღებებზე ლამაზ სახლებში, საუკეთესო მეჯლისებზე პარიზულ სტილში, სა­ დაც ბევრი ლამაზი გოგონა იყო, განსაკუთრებით ერთი, ულამაზესი ქალია მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს – მოსკოველი ვენერა. 25 ეს„ვენერაც“, სოფია ალექსანდრეს ასული რადზივილი, ქალიშვილობაში ურუ­ სოვა, მისის ჰოვარდთან იყო გაჩერებული. ენ უოკერზე სამი წლით უმცროსი სო­ ფია იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტის ცოლი გახლდათ. პრინცესა, წესით, პე­ ტერბურგში უნდა ყოფილიყო, რადგან ის იმპერატრიცას ფრეილინა იყო, მაგრამ სამეფო კარმა და მეუღლემ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნება დართეს ზამთარი მშობლების სახლში გაეტარებინა. ის სასტუმროში იყო გაჩერებული და ელოდებოდა მშობლების სასახლეში თავისი ოთახების მომზადებას. ძალიან სა­ სიამოვნო, ჭკვიანი, ელეგანტური ადამიანია, 26 – წერდა ენი ჩაიზე მათი პირველი შეხვედრის შემდეგ. ერთი კვირის მერე მათ შორის ორმხრივი მიზიდულობა გაჩ­ ნდა. 12, 14 და 16 ნოემბერს ენი წერდა პრინცესასთან თავისი საუბრების შესახებ შიფრის გამოყენებით, რომლის წაკითხვაც ანას არ შეეძლო, და ფიქრობდა: ნეტავ ერთმანეთს ზედმეტად ხშირად ხომ არ ვხვდებით? სამი დღის შემდეგ, ენმა გადაწ­ ყვიტა, რომ ის და სოფია, პირიქით, მეტად იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს და აღნიშნავს, რომ ა.უ.-ს i მუდმივად ჩვენთან ერთად ყოფნა მეტად უსიამოვნოა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ენი არ ნანობდა, რომ ანამ ფაქტობრივად, არ იცოდა ფრანგული და ამიტომაც არ შეეძლო გაეგო ყველაფერი, რასაც ის და სო­ ფია რადზივილი ერთმანეთს ეუბნებოდნენ. თავის მხრივ, პრინცესა დაინტერესდა ანათი და ენს ა.უ.-ს ცხოვრების ისტორია გამოჰკითხა. 27 მაგრამ ენს სოფია რადზივილის სილამაზეზე მეტად სპარსეთი და ბაღდადი იზიდავდა. იქ ჩასასვლელად, მას განზრახული ჰქონდა გრძელი მონაკვეთი ვოლ­ i. იგულისხმება ანა უოკერი. 93 ანგელა შტაიდელე გამდე მარხილით გაევლო და შემდეგ გაყინული მდინარის ნაპირის გაყოლებით ასტრახანამდე ჩასულიყო და ბოლოს თბილისში ჩასაღწევად დიდი კავკასიონი გადაეკვეთა. არაერთი სასტიკი ომის მეშვეობით, XVIII საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერია შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებამდე ფართოვდებოდა. 1829 წელს ხელი მოეწერა ხანმოკლე სამშვიდობო ხელშეკრუ­ ლებას თურქეთთან, მაგრამ რეგიონს ისევ ელოდა დამანგრეველი კონფლიქტე­ ბი. რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო მთლიანი კავკასიის თავის შემადგენლობაში შეყვანა. 1839 წელს მოულოდნელი თავდასხმები და შეიარაღებული აჯანყებები ყოველდღიური მოვლენა იყო. მოსკოვში ანამ და ენმა გაიგეს ფრანგი წყვილის ამბავი, რომლებიც ჩერქეზებმა გაიტაცეს და, რადგან გამოსასყიდი არ გადაიხა­ დეს, ისინი აღარავის უნახავს. არავინ კვეთდა დიდ კავკასიონს, თუ გადაუდებელი სამხედრო ან პროფესიული მიზეზები არ გააჩნდა. სანამ მათი ნაცნობი მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვინ მისცემდა საუკეთესო რჩევას მოგზაუ­ რობისათვის, ქალები ურჩევდნენ, საერთოდ არ წასულიყვნენ; მათ ენი აბსოლუ­ ტურ შეშლილად გამოაცხადეს, რადგან ზამთარში უნდოდა წასვლა. დეკემბრის შუა რიცხვებში მოსკოვში დღისით ტემპერატურა-26 გრადუსამდე დაეცა; იმდე­ ნად აცივდა, რომ თოვლიც არ მოდიოდა. ყინვამ და სიცივემ და მათი ნაცნობების ხვეწნამ იმოქმედა და ანა უოკერი დარ­ წმუნდა, რომ სახლში დაბრუნება სურდა; მოგზაურობა შინისაკენ ასევე საკმაოდ სახიფათო იქნებოდა. როდესაც ანამ შემდგომი მოგზაურობის ხარჯის გამო ყოყ­ მანი დაიწყო, ენი პანიკაში ჩავარდა და კატეგორიულად განაცხადა, რომ არავი­ თარ შემთხვევაში უკან არ დაბრუნდებოდა. ამასობაში გრაფმა პანინმა ანას შეს­ თავაზა, დარჩენილიყო მოსკოვში, ხოლო ენი თავის ზამთრის მოგზაურობაში სხვა კომპანიონთან ერთად წასულიყო, რაზეც შეძრწუნებულმა ანამ უპასუხა, რომ„აქ დარჩენას, ერჩივნა გზაში მომკვდარიყო“. 28 არც ერთი მათგანი კომპრომისზე არ მიდიოდა. ფილის რამსდენი შექმნილ სიტუაციას კრიტიკულად მიიჩნევს: განიხი­ ლებოდა განშორების გეგმები, როდესაც სახლში დაბრუნდებოდნენ. მაგრამ საზ­ ღვარგარეთ ანამ კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო, რომ ენზე იყო დამოკიდებული, რომელსაც, როგორც ყოველთვის, დასახულ გეგმას ვერ შეაცვლევინებდი. მეო­ რე დღეს ანა დანებდა; ამ ეტაპზე მე და ა.უ . მოვრიგდით. 29 მოგზაურობის საწინააღმდეგო ამდენი გაფრთხილების შედეგად, ენ ლისტე­ რი ერთადერთ დათმობაზე წავიდა და სამოგზაურო აღჭურვილობაზე გულდას­ მით იზრუნა. საკუთარი ეტლი მოსკოვის დატოვების შემდეგ აღარ გამოადგებოდა, ამიტომ ენმა ორი ახალი სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. მსახურებისათვის რუსული„კიბიტკა“ – ტილოთი გადახურული უბრალო ხის ოთხთვალა, რომელიც ზამთარში შეიძლებოდა მარხილზე დაეყენებინათ, ხოლო ზაფხულში – ბორბლებ­ ზე. თავისთვის და ანასთვის ენმა იპოვა რაღაც, რაც არც მთლად„კიბიტკა“ იყო 94 ჯენტლმენი ჯეკი და არც მთლად ეტლი, მგზავრებისთვის გამოყოფილი სალონით, კარითა და ფან­ ჯრებით. ეტლების ხელოსანმა დაამზადა ეტლის შესაფერისი ბარგის შესაფუთი ორი ყუთი, რომლებიც გარეთ – მეეტლეს, ხოლო შიგნით ქალბატონებს დასაჯდო­ მად უნდა გამოეყენებინათ. გრაფ პანინის რჩევით, სალონისთვის ასევე გაკეთდა მატრასები, რომლებიც ზურგს უკან უნდა დაემაგრებინათ და სავარძლების ქვეშ უნდა დაეწყოთ, რომ ეტლიდან არ გადაცვენილიყვნენ. გვირჩიეს, რომ არასდროს დაგვეძინა სხვის დივანზე, დაგვჭამდნენ პარაზიტები; არამედ, ყოველთვის გაგ­ ვეჩოჩებინა საკუთარი მატრასი შუა ოთახში. ასე მკბენარებს დრო დასჭირდებო­ დათ ჩვენამდე მოსაღწევად. ამას გარდა, გრაფმა გვირჩია,„კიბიტკის“ ძირზე თივა დაგვეყარა და ზედ ჩვეულებრივი ხალიჩა დაგვეგო – ამგვარად სულ თბილად გვექნებოდა ფეხები. სამგზავროდ მათ მუხლებამდე მომდგარი ტყავის ჩექმებიც შეიკერეს, რომლებიც ბეწვით იყო გაწყობილი, ისევე, როგორც მათი ახალი სქე­ ლი პალტოები. ასევე, გრაფის რჩევით, შეიძინეს მგლის ტყავი, ეტლში დასაფა­ რებლად 30 და საჭმლის გამაცხელებელი, რომელიც ცხელი წყლის საშუალებით აცხელებდა საკვებს. ენი და ანა მათთვის მიცემული რჩევებისთვის გრაფის დი­ დად მადლიერები დარჩნენ. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ ვის წაიყვანდნენ თან მომსახურე პერსონალად. მათ მოახლეს, გროცას, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტი­ ლი, რომ მოსკოვიდან მხოლოდ ინგლისში დაბრუნდებოდა. ენმა კარგი რეკო­ მენდაცია მისცა, რომ სხვა სამსახურის შოვნა შესძლებოდა მანამ, სანამ ანა და ენი ინგლისში დაბრუნებას გადაწყვეტდნენ. მისი მეუღლე კი მზად იყო, კავკასიაში წაჰყოლოდა მოგზაურებს იმ პირობით, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა მისთვის ძალიან უცხო და რთულ პირობებში აღმოჩნდებოდა, ქალების ხარჯზე უკან დაბ­ რუნებას შეძლებდა. მაგრამ მისტერ გროსის წამოყოლაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივის პოვნა, რომელიც მათ უსაფრთხოდ დააბრუნებდა ასეთი შო­ რეული რეგიონებიდან. მოსკოველი მეგობრების საშუალებით, ისინი დაუკავშირ­ დნენ სახელმწიფო საფოსტო სამსახურის კურიერს, რომელიც უზრუნველყოფდა ყველაფერს, რაც ცხენებს, მეეტლებს, გზებსა და მათ დაბინავებას შეეხებოდა თბილისამდე. ქალების პარიკმახერმა ისინი დააკავშირა ყოფილ ყმასთან, გიორ­ გი ჩაიკინთან, რომელმაც 2000 რუბლად იყიდა თავისუფლება. იგი თავის ყოფილ ბატონთან ერთად ნამყოფი იყო პარიზში, სადაც ისწავლა ფრანგული და წარმოდ­ გენა შეექმნა იმის შესახებ, თუ რას აფასებდნენ დასავლეთევროპელები. გიორგი თავისი საცოლის, ოცდასამი წლის დომინიკას, იმავე დომნას, თავისუფლების გა­ მოსყიდვას ცდილობდა. ნახა რა, რომ დომნა სასიამოვნო შესახედაობის პატარა გოგო იყო, 31 ენმა ის თავის ახალ მოახლედ აიყვანა. დომნა და გიორგი გამგზავრე­ ბამდე აპირებდნენ დაქორწინებას. ბოლოს და ბოლოს, 1840 წლის იანვრის მეორე კვირას, თოვლი წამოვიდა. 95 ანგელა შტაიდელე თავიანთი ახალი ეკიპაჟით, ტექნიკითა და მსახურებით ანა და ენი საცდელად გაემგზავრნენ„სერგიევ პოსადისკენ“, სადაც მოსკოვის ჩრდილოეთით, ორმოც­ დახუთი მილის დაშორებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული მართლმადიდებ­ ლური მონასტერი მდებარეობდა. თავიდან ჩვენს პატარა სამგზავრო საშუალება­ ში სუნთქვა მეკვროდა. დროდადრო ვაღებდი და ვხურავდი პატარა სარკმელს, რომ გარეთ გამეხედა და ჰაერი ჩამესუნთქა. მშვენიერი დღე იდგა და საკმაოდ თბილად ვიყავით მოსასხამებისა და გადახურვის წყალობით. მაგრამ გაყინულ თოვლზე ისეთი ხმაურით მივჯაყჯაყებდით, გემის ძრავასთან მიახლოებისას რომ გსმენიათ. მათ ღამე მონასტრის პანსიონში გაატარეს და მეორე დღეს მონას­ ტერი დაათვალიერეს. რა თვალწარმტაცია! ნამდვილად ღირდა ამის სანახავად ჩამოსვლა! ეს ციხესიმაგრის მსგავსი მონასტერი, ეს საყდარი თავისი 8 ულამაზესი კოშკითა და მაღალი თეთრი კედლებით ძალიან შთამბეჭდავია. 32 ისინი ორ წირ­ ვას დაესწრნენ და მცირე ხნით წინამძღვარსაც შეხვდნენ. უკან ღამით დაბრუნ­ დნენ, რაც ასევე საცდელი გეგმის ნაწილი იყო, და დღის ორ საათზე უკვე მოსკოვ­ ში იყვნენ. ამ გასეირნების შემდეგ, ენ ლისტერს ერთი სული ჰქონდა, თავიანთ გრძელ გზას დასდგომოდნენ. ანა უოკერმა ყურები ჩამოყარა – ე.ლ i . ცდილობს არ შეიმჩნიოს. ამის გამო, მის უოკერი საერთოდ წყვეტს ლაპარაკს, რაც ე.ლ.-ს აღშფოთებას იწვევს –„ასე ხმის გაუცემლად ყოფნას ვერ ვუძლებ“, 33 ციტირებს ენ ლისტერს ფილის რამსდენი მისი დღიურის დაშიფრული ამონარიდიდან. ანას წასვლა არ სურდა, მაგრამ ბეწვის ქუდი და პალტო მაინც შეაკერინა. ენმა დაუბრკოლებლად მიიღო საჭირო საშვები, მარაგიც შეავსო და შეიძინა სანთლები, ჩაი, შაქარი, სა­ მოვარი და ფარანი. ანა ბედს დამორჩილდა. ყველაფერი, რაც თან არ მიჰქონ­ დათ, შეინახეს თავიანთ ეტლში, რომელიც მისის ჰოვარდის ეტლების ფარდულში დატოვეს. ენ ლისტერმა ჰამერსლის აკრედიტივები მოსკოვის ბანკში რუბლებზე გადაცვალა. გააფრთხილეს, რომ ასტრახანის სამხრეთით ამ გზით ფულზე წვდო­ მა აღარ ექნებოდა. გამგზავრების წინა ღამეს ანამ და ენმა არაერთი პირადი და საქმიანი წერილი დაწერეს, რადგან იცოდნენ, რომ დიდი ხნის მანძილზე ამის სა­ შუალება აღარ ექნებოდათ. პრინცესა რადზივილმა გამოსამშვიდობებელი ბარა­ თი მიიღო. მასთან კონფიდენციალური საუბრების შემდეგ, ენი მასთან რომანის გაბმის დადებით და უარყოფით მხარეებს წონიდა. 34 თვალცრემლიანები დაშორ­ დნენ ერთმანეთს; მოგზაურობა გაუსაძლისი იქნებოდა, განშორებისას ადამიანს ხშირად რომ უწევდეს ასეთი ტკივილის განცდა. 35 i. იგულისხმება ენ ლისტერი. 96 ჯენტლმენი ჯეკი მოსკოვიდან კავკასიაში მოსკოვი 1840 წლის 5 თებერვალს დატოვეს. გზის სწრაფად გასავლელად, მხოლოდ ორმოცდარვა საათში ერთხელ ჩერდებოდნენ ცხენების შესაცვლელად. ზუსტად ჩვენი სამყოფი თოვლი დევს, გზას რომ ვუყურებ, ჩემი მხრიდან დახეთ­ ქილი მიწა მოჩანს. ასე გაგრძელდა ასტრახანამდე, რადგან ზომიერი ამინდი, რო­ მელსაც საკმაოდ დიდი თოვლი მოჰყვა, მკაცრმა ყინვამ შეცვალა. მიუხედავად-18 გრადუსისა, დღისით ენი თავის მხარეს სარკმელს ღიას ტოვებდა – რადგან სხვა შემთხვევაში სარკმელი იორთქლებოდა და ხედს ვერ ხედავდა. როდესაც ცხენე­ ბი ნელი ნაბიჯით სიარულზე გადავიდნენ, ენმა კარიც კი გამოაღო. მთელი ოთხი დღისა და 280 მილის გავლის შემდეგ, დღის პირველ საათზე ჩავიდნენ(1932 წლი­ დან 1992 წლამდე გორკის სახელით ცნობილ) ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც პატარა სასტუმროში პირველად დაიძინეს ჩვეულ თეთრეულსა და საღამურებში. მთის თხემის გასწვრივ მდებარე ნიჟნი მშვენიერი და თვალწარმტაცია; და­ სახლება თითქოს ტერასებად შეფენილა მთის კალთებზე მდინარე ოკამდე, რო­ მელიც ვოლგაში ჩაედინება; რა შესანიშნავია ამ ორი კეთილშობილი მდინარის შერთვა. გრაფინია პანინას სარეკომენდაციო წერილის წყალობით, გენერალგუბერნატორმა სადილზე დაპატიჟა და გადასცა ღია ეტლი, რომლითაც ენ­ მა და ანამ დაათვალიერეს ქალაქი, თავისი ცნობილი ბაზრობით, 2635 ქვის და, როგორც მოგვიანებით გენერალ-გუბერნატორთან აღნიშნეს, 2600 ხის მაღაზი ით, სადაც ზაფხულში ერთი თვის მანძილზე იყიდება საქონელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ნედლეულიდან დაწყებული, ფუფუნების საგნებით დამთავრებუ­ ლი;„ დვორის“ სიგრძე სულ რაღაც ერთი ინგლისური მილია და ადამიანი, ვინც გზიდან გადახვევის გარეშე ყველა მაღაზიაში შეივლის, მოგზაურობის ბოლოს 40 ინგლისურ მილს დაფარავს! პატარა მაღაზიებით სავსე საოცარი ქალაქი! 1 ნიჟნიდან ისინი კვლავ გაყინული ვოლგის ნაპირებს გაუყვნენ და ამ მიმართუ­ ლებას მიჰყვებოდნენ ლამის კასპიის ზღვის შესართავამდე. ჩავუარეთ არაერთ დიდ ტყიან კუნძულს და რამდენიმე გაყინულ, პატარა პორტში მდგარი გემების მახლობლადაც გავიარეთ. 1840 წელს ვოლგას ჯერ კიდევ არ აკონტროლებდნენ. მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ დაბალი ბორცვები შემოჯარულიყო. ვოლგის მარ­ ცხენა სანაპიროს, რომელიც მდელოს სანაპიროდ იყო ცნობილი, 1930-იანების დასაწყისიდან მოყოლებული, დაახლოებით ორასი წყალსაცავის აშენებამდე, ბევრგან არ ჰქონდა მკაფიოდ გამოკვეთილი კალაპოტი, და ზოგჯერ გაზაფხულზე, ყინულის გადნობისას, თორმეტი მილის მანძილზე იტბორებოდა. ენი ყოველთვის არ იყო დარწმუნებული, ყინულზე მიდიოდნენ, თუ გაყინულ მიწაზე. სანამ გზაში ვართ, წერა შეუძლებელია, მუდმივი ჯაყჯაყისა და შიგადაშიგ ძლიერი ნჯღრევის გამო. სადგურზე საჭიროზე მეტი ვერ დავწერე, ისე ციოდა, თითები ამტკივდა. ენ­ 97 ანგელა შტაიდელე მა ტემპერატურა შეამოწმა,„ კიბიტკის“ კარში 3 საათსა და 17 წუთზე რეომიურის სკალით-14°(-17.5°C) გრადუსი იყო. 2 ერთი დღის შემდეგ, როცა ტემპერატურა -37.5°C გრადუსამდე დაეცა, ენმა გათოშილი ხელით ეტლის სამი სარკმლიდან ერთ-ერთი ჩატეხა. მდინარეზე მოგზაურობას თან თავისი საფრთხეც ახლდა. ერთხელ, გაჩერები­ სას, ჩაძინებულს დაახლოებით 5 საათზე გამეღვიძა. სარკმლიდან თავი გავყა­ ვი, რომ გამერკვია, სადგურში ვიყავით თუ არა – არავინ მიპასუხა, გარეთ მხო­ ლოდ თოვლიანი ვაკე იყო, შენობა არ ჩანდა. მაგრამ მალე ცხენების წყალში ჩაძირვის, კაცების შეძახილებისა და ყინულის მტვრევის ხმაზე მივხვდი, რომ ჩვენი„სადგური“ ვოლგის ჩატეხილ ყინულზე იყო! საბედნიეროდ, ანა ვერ მიხვდა, რომ საფრთხე გვემუქრებოდა. მსახურების„ კიბიტკამ“(ყოველთვის ჩვენსას რომ მოჰყვებოდა უკან) ცუდ ადგილს თავი აარიდა და ჩვენ წინ, ოცი-ოცდაათი იარდით მარჯვნივ, მყარ ყინულზე გაჩერდა. საბედნიეროდ, საკმაოდ ახლოს ვიყავით მარჯვენა ნაპირთან და ღრმა წყალში არ ჩავიძირეთ. ჩვენი ერთ-ერთი ცხენი თითქმის მთლიანად დაფარა წყალმა – მგონი, ფეხები ფსკერზე ჰქონდა დაბჯენი­ ლი. კიდევ კარგი, ყინულმა, რომელზეც ეტლი იყო გაჩერებული, გაუძლო სიმძიმეს და წყალი შიგნით არ შევიდა. გროსი მოგვიახლოვდა და გვირჩია, ეტლიდან არ გადმოვსულიყავით, რადგან მუხლამდე წყალში იდგა. მსახურების ცხენების დახ­ მარებით დაახლოებით ათ წუთში მყარ ყინულზე აღმოვჩნდით და შეფერხებების გარეშე გავაგრძელეთ გზა. 3 15 თებერვალს, მოსკოვის დატოვებიდან ათი დღის შემდეგ, ყაზანში ჩავიდნენ. როგორც ახლა, მაშინაც ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა თათრები იყვნენ; შავ­ გვრემანები, პატარა, შავი თვალებით, სახის გამოკვეთილი ნაკვთებით, საკმაოდ განსხვავდებიან რუსებისაგან. 4 აქაც მაღალმა საზოგადოებამ იზრუნა ორ ინგლი­ სელ ქალბატონზე; სადილზე დაპატიჟეს, თეატრში წაიყვანეს და უნივერსიტეტი დაათვალიერებინეს. აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე კაზიმის ძე კაზემბეკ­ მა, რომელიც ოთხი წლის შემდეგ ახალგაზრდა ლევ ტოლსტოის მასწავლებელი გახდა, ენისა და ანასთვის განსაკუთრებული მოწვევა მოიპოვა. მათ ჯერ მეჩეთი მოინახულეს; შემდეგ თათარი თაფლის ვაჭრის, არსაიეფის სახლს ვესტუმრეთ. ის აქ ყველაზე მდიდარი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი, მეტად პატივსაცემი და საკმაოდ შეძლებული კაცია – ოთხი ცოლი ჰყავს. მხოლოდ მისი ერთი ვაჟი ვნახე, სასიამოვნო გარეგნობის 7 ან 8 წლის ბიჭი. სამი მაგიდა ძლივს უძლებდა სხვადას­ ხვა სახის საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილეულის სიმძიმეს, შემდეგ ამას მოჰყვა ჩვეული თათრული ვახშამი. ბრინჯის ფლავი ხორცის წვრილ-წვრილი ნაჭრებით, შემწვარი ცხვრის ხორცი, დაჭრილი შემწვარი ინდაური(თუმცა თათრები არას­ დროს არაფერს ჭრიან, ხელით ჭამენ), ცივი თევზი და ა.შ. შემდეგ ქალბატონებს ჰარამხანა დაათვალიერებინეს – ოთხი ცოლი, ქალიშვილი, რამდენიმე დისწული 98 ჯენტლმენი ჯეკი [თუ ძმისწული] და 2 ან 3 მოახლე, მთლიანობაში დაახლოებით 12 ქალი, მდიდ­ რულად გამოწყობილები მარგალიტით, ფირუზითა და ბრილიანტებით შემკულ ფარჩის სამოსელში. ყველაზე ახალგაზრდა ცოლი საკმაოდ ლამაზი იყო, წითლად შეპუდრული ლოყებითა და ჩაშავებული კბილებით. თავიდან ყველა ქალს გაქცე­ ვა უნდოდა, მაგრამ მალევე დაამშვიდეს. საცოდავი არსებები! რამდენი ადამია­ ნია ნამდვილი ცხოველი! სულით ავადმყოფთა თავშესაფრის გარდა, არასდროს მინახავს ისეთი დამთრგუნველი, ნაღვლიანი და შეურაცხმყოფელი სანახაობა, როგორიც ამ ჰარამხანაში ვნახე. ისინი არ დაიშვებიან საზოგადოებაში და არც შეუძლიათ ამის მოთხოვნა – რა საშინელ დეგრადაციას განიცდის კაცობრიობის ნახევარი! 5 მათი შემდეგი მთავარი გაჩერება იყო სარატოვში, თითქმის 430 მილის დაშო­ რებაზე. საფოსტო სადგურებზე კარგი ცხენების შოვნა უფრო და უფრო გაჭირ­ და და მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუარესდა. ფანჯრები ხარის ნაწლავე­ ბისგან იყო გაკეთებული და საწოლები – როგორც მათ გრაფი პანინი აფრთხი­ ლებდა – სავსე იყო ბაღლინჯოებითა და რწყილებით. მაგრამ არც ეტლში ყოფნა იყო უფრო კომფორტული. გატეხილი სარკმლის შეცვლის რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა. ცივი ქარი ქრის, დღეს ყველაზე უფრო მეტად იგრძნობა ზამთარი. სა­ ნამ ჩვენმა მეგზურმა ხალიჩა, რომელზეც თვითონ იჯდა, არ ააფარა(ჯერ კიდევ შეუმინავ) წინა სარკმელს, გვათოვდა – მაგრამ ეს ციდან წამოსული თოვლი კი არ იყო, არამედ გზაზე დამდგარი თოვლის კორიანტელი, რომელიც ეტლში აღწევდა; სამხრეთ-დასავლეთის ძლერმა ქარმა შემაღლებულ ვაკეს გადაუქროლა და ქარბუქი გამოიწვია. ეკიპაჟისა და ცხენების მიერ დაყენებული თოვლის კორიან­ ტელის გამო გარემო ისე იყო დაბინდული, 20 იარდის მანძილზეც კი ვერაფერს ვხედავდით. სარატოვის საგუშაგოს 1840 წლის 28 თებერვალს, 1 საათსა და 11 წუთზე, მიაღწიეს. სიცივეში ექვსდღიანი მოგზაურობის მიუხედავად, ქალებს სუ­ ლაც არ სურდათ კოხტა, პატარა სასტუმროში გამთბარიყვნენ. ერთი სული გვქონ­ და, იქაურობა დაგვეთვალიერებინა; მოგზაურები პირდაპირ ქალაქში სასეირნოდ გაემართნენ. სავაჭრო ქალაქის სიცოცხლით სავსე ბაზრობამ ისე გაგვართო, რომ ანაც კი აღარ უჩიოდა სიცივესა და დაღლილობას. 6 ვოლგაზე შემდეგ გაჩერებას, სარეპტას, დაახლოებით 250 მილის დაშორებაზე, ორმოცდარვა საათში მიაღწიეს. იქ გადაეყარნენ ყალმუხებს, ტიბეტური ბუდიზმის მიმდევარ მომთაბარე მონღოლებს. ანა და ენი ერთ ოჯახს იურთაში ეწვივნენ. ია­ ტაკი მიწისა იყო, შუაში პატარა ცეცხლი ენთო, კვამლი გადიოდა პატარა წრიული ღრიჭოდან, რომლის დიამეტრიც ალბათ ორი ფუტი იქნებოდა.[...] იქ მყოფ ადა­ მიანებს, მათ შორის ქალებსაც, ეცვათ ბინძური„შუბები“[მატყლის ხიფთანები], ამ უკანასკნელთ მხოლოდ ოქროს საყურეებითა და გრძელი, შავი, ორ ნაწნავად გა­ ყოფილი, წელამდე თმით თუ გამოარჩევდი[...] ხალხის სახეები ნახატებზე ნანახი 99 ანგელა შტაიდელე მონღოლების მსგავსია – პატარა, მუქი, ჩაცვენილი თვალები, საკმოდ მაღალი ღაწ­ ვები და წაწვეტებული ნიკაპი, მოყავისფრო სახის კანი და კარგი, თეთრი კბილები. ადგილობრივები, მიუხედავად სიბინძურისა, იმაზე ნაკლებ მახინჯები აღმოჩნდნენ, ვიდრე ველოდი. ამიტომაც ჩვენს მეგზურს ვთხოვე, ერთ-ერთი ქალისთვის ეთქვა, რომ ის მომხიბვლელი იყო – მანაც კმაყოფილების ნიშნად გამიღიმა. 7 ადამიანები, რომელთაც ენი ასე უდარდელად, გულდასმით ათვალიერებდა, არანაკლები ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ მოგზაურებს. ინგლისელი ქალბატონები რაც უფრო უცნობ გარემოცვაში აღმოჩნდებოდნენ, მით უფრო მე­ ტად გამოირჩეოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ხალხი ისე მოდის ჩვენ სანახავად, თითქოს რაღაც უცნაური ცხოველები ვიყოთ, რომელთა მსგავსიც ჯერ არ უნახავთ. მათ ფინელების მსგავსი ადგილობრივებიც ნახეს, უფრო ფართო სა­ ხეებითა და უფრო სულელური გამომეტყველებით. რამდენიმე წუთში ოცზე მე­ ტი კაცი და ბიჭი და იმდენივე ქალი და გოგო, ბრბო, იკრიბებოდა ჩვენ გარშემო; ყველა ცდილობდა რამენაირად თვალი მოეკრა ჩვენთვის. 8 ზოგიერთმა ყალ­ მუხმა ისე მოაბეზრეს თავი, რომ ენმა და ანამ თავიანთი ოთახის კარს მაგიდა და ჩემოდანი მიადგეს; ფანჯარასთან ორი სკამით, რომლებზეც ტანსაცმელი იყო დახვავებული, შირმა გააკეთეს. მაგრამ მეორე დილას, ჩაცმის დაწყებისთანავე, ყალმუხებს ცნობისმოყვარეობამ სძლიათ და ნაზად შემოაღეს ჩვენი დასაკეცი კა­ რები და იქიდან გვითვალთვალებდნენ, ისევე როგორც ფანჯრებიდან, სანამ 8:55 საათზე სასაუზმოდ არ დავსხედით. სანამ იქ ვიყავით, მთელი იმ დროის განმავ­ ლობაში, ბავშვები და ზრდასრულები მუდმივად კუდში დაგვდევდნენ. 9 პროფესორ კაზემბეკის სარეკომენდაციო წერილის წყალობით, ყალმუხის მო­ ნარქმა – პრინცმა სერებჯაბმა, i ორი ქალი თავის ზამთრის რეზიდენციაში, ტიუმენ­ ში მიიღო. ის იყო მეტად სასიამოვნო იერის მქონე, სანდომიანი, კარგი გარეგნო­ ბის, ჩასკვნილი ჯენტლმენი, ბუნებრივი და სასიამოვნო მანერებით. ნაკვთები ზო­ მიერად მონღოლური ჰქონდა, განსხვავებით ქალებისაგან, რომლებიც აშკარად მონღოლური რასისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩეოდნენ. ერთერთი მათგანი განთქმული ყალმუხელი ლამაზმანი იყო. ისინი მიიღეს ევროპული სტილის ავეჯით გაწყობილ მისაღებ დარბაზში, რომელიც მეფისა და დედოფლის პორტრეტებით იყო შემკული. გიორგი მათ რუსულიდან უთარგმნიდა. პრინცმა ისაუბრა ყალმუხებზე და თავის ოჯახზე. ჩინგიზ-ხანის ჩამომავლობა აშკარად ეა­ მაყებოდა. მისი ერთადერთი ვალდებულება მეფის სუვერენიტეტის აღიარება და ომის დროს მეფის სამხედრო სამსახურში ყოფნა იყო. პრინცი სერებჯაბი ლაიფ­ i. სერებჯაბ ტიუმენი(1774-1858) – ყალმუხი თავადი, ხოშეუტოვსკის ულუსის ნოინი, ხოშეუტოვსკის ხურულის(ბუდისტური ტაძრის) დამფუძნებელი, ყალმუხთა პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი(1816) და 1812 წლის სამამულო ომის გმირი. 100 ჯენტლმენი ჯეკი ციგის ალყისას ყალმუხთა პოლკს ხელმძღვანელობდა და მეფე ალექსანდრეს­ თან ერთად პარიზში იყო ნამყოფი. მისი ერთ-ერთი მზარეულიც იქ იყო ნასწავ­ ლი და ენსა და ანას ისეთი ნადიმი გაუმართა, ფრანგული ღვინოც რომ არ აკლდა, როგორც chez un prince Européen i . ბოლოს, დალიეს: ორი ფინჯანი შესანიშნავი ჩაი, რომელიც საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კი რუსეთში გამისინჯავს. ენმა და ანამ ტიუმენში დაათვალიერეს პრინც სერებჯაბის მიერ აშენებული სკოლა და ტაძარი. სანდომიანი, ლამაზი რუსი ქალი ენიზე ზრუნავდა. ქალბატონ­ მა მკლავი მკლავში გამიყარა და მარხილში ჩემ გვერდზე დაჯდა. ხელი შემომხვია, რომ მოულოდნელი შეჯანჯღარებისგან დავეცავი, მე უხელთათმანო ხელებზე მო­ სასხამი გადავაფარე და ძალიან კარგ მეგობრებად ვიქეცით ასე, ხმის გაუცემ­ ლად. სოფელი მხოლოდ კარვებისა და ქოხებისგან შედგებოდა. ისინი გარუსებას ცდილობენ – წერს ენი. ბუდისტური ტაძარი, რომელიც ენს რუსეთში ერთადერთი ეგონა, ოთხ კონუსისებურ სართულზე დადგმული კვადრატული კოშკით, აშკარად ჩინურ სტილში იყო გადაწყვეტილი.[...] როცა კიბეებს მივადექით, დაიწყო მჭექარე მუსიკა, დოლი და საყვირი ახმაურდა. ორი ეგზოტიკური სტუმრისთვის, ოცდაერ­ თმა ყვითელი ფერის სამოსში გამოწყობილმა თავგადაპარსულმა ბერმა შეასრუ­ ლა ცერემონია, თვრამეტი მუსიკოსის თანხლებით, რომელთაც ემოსათ გრძელი, აბრეშუმის ძაფით მოქარგული, ყვავილოვანი ორნამენტებით შემკული, საუცხოო აბრეშუმის მანტიები, რომლებსაც დიდი ხნის ხმარების კვალი ემჩნეოდა, შავი აბ­ რეშუმის თავსაბურავი კი ზურგამდე სცემდათ. განშორებისას პრინცმა სერებჯაბ­ მა საჩუქრად მონღოლური გრამატიკის წიგნი გადასცა. ენს უკვირდა, რომ ასეთი ადამიანი მაინც წარმართი იყო – პატივს სცემდა ბუდას, როგორც წინასწარმეტ­ ყველს, და ტიბეტის დიდ ლამას, როგორც ღმერთის მიწიერ ინკარნაციას! 10 ქვემო ვოლგაზე არა მხოლოდ ყალმუხები, არამედ გერმანელებიც ბინადრობ­ დნენ. ოთხმოცი წლის წინათ ეკატერინე დიდმა მოიწვია ისინი ნაყოფიერი, მაგრამ მეტწილად დაუსახლებელი ტერიტორიის ასათვისებლად. ენი თავს თითქმის სახ­ ლში გრძნობდა და სიამოვნებდა მოწესრიგებული და სუფთა გერმანული სოფლე­ ბის თვალიერება. კოხტა, პატარა, ქვითა და ხით მკვიდრად ნაშენ, მყუდრო ქალაქ სარეპტაში, მსახურმა გროსმა, რომელიც თავადაც გერმანელი იყო, თანამემამუ­ ლეს სთხოვა, მათთვის იქაურობა დაეთვალიერებინა. აქაური ხალხი მდიდარი არ არის, მაგრამ ძალიან კარგად ცხოვრობს. მათ არ უწევთ გადასახადების გადახდა, ყველაფრისგან თავისუფლები არიან. მესაათეს აქ მშვენიერი შემოსავალი აქვს – ასევე, მექვაბეს, მცხობელს, და ყველა სხვას. უამრავი სამუშაოა. ქალებმა ად­ გილობრივი ფეიქრებისგან ღამის ჩაჩები შეიძინეს. მათი ფუნდუკის მეპატრონემ i. chez un prince Européen(ფრანგ.) – ევროპელ პრინცთან(მთარგმნ. შენ.). 101 ანგელა შტაიდელე კი საყინულე ოთახის მუშაობის ჭკვიანური სისტემა აუხსნა მოგზაურებს, რომელ­ თაც, რუსი გლეხების გერმანელებთან შედარებისას, რუსების განუვითარებლობა გააკრიტიკეს. ენი ნანობდა, რომ მისი გერმანული ჯერჯერობით ორიოდე სიტ­ ყვის თქმასა და ორი იმდენის გაგებას არ სცდებოდა. მოგზაურებმა გერმანული კერძებითაც ისიამოვნეს; გემრიელი დარიჩინიანი წვნიანი ნაზი ქათმის ხორცით, შუაზე გაჭრილი და გემრიელად შეკმაზული მტრედები – ანასთვის ნანადირევის ტოლფასი – და ფრინველის ხორცთან ერთად შებრაწული კარტოფილი. ლამა­ ზად მორთული, ჯანსაღი სალათი, ძმრითა და შაქრით შეკმაზული, ერთმანეთში შერეული, ძალიან წვრილად დაჭრილი წითელი და თეთრი კომბოსტო – კარგი იდეაა სახლში ლამაზი სალათის გასაკეთებლად. და შესანიშნავი მსუბუქი კერ­ ძი – შებრაწული დარიჩინიანი ბრინჯი. ასევე, დაკონსერვებული ქლიავი და ვაშ­ ლი მისატანებლად. სამი მტრედი შევუკვეთეთ – ორი მივირთვით და ერთი ჩვენს ქვაბში შევინახეთ. ერთადერთი, რამაც მათზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, იყო გერმანული ფანჯრები – გუშინ ღამით ძალიან ციოდა – რადგან კარგი რუსული ორმაგი ფანჯრების ნაცვლად, ამ ერთმაგში ისეთი ქარი უბერავდა, წისქვილს აა­ მუშავებდა! 11 ერთი თვის მანძილზე ყინულოვან ქარში ეტლის ღია სარკმელთან ჯდომის გა­ მო ენი გაცივდა და კონიუნქტივიტი დაემართა. მას შემდეგ, რაც სარეპტაში, გერ­ მანელების სოფელში, ერთი დღე საწოლში გაატარა, ენი მოემზადა იმისთვის, რომ ვოლგაზე მათი მოგზაურობის ბოლო ეტაპზე, კიდევ ხუთი დღე გაეძლო ცივი ქარისთვის. ძირითადად ნელ სვლაზე ვართ გადასული, ბარდნის[...] ძლივს მივი­ წევთ წინ. იქ, სადაც ქარმა თოვლი მიწიდან გადახვეტა, აღმოვაჩინეთ დიდი, მო­ ტიტვლებული მონაკვეთი, რომელიც წითელი ქვიშით იყო დაფარული. მათ სტეპს მიაღწიეს. ერთადერთი გასართობი კასპიის ზღვიდან მომავალი საქონლით დატ­ ვირთული მარხილები იყო. ეს დიდი თევზი, რომელიც მთელ მარხილს ავსებს, უკნიდან გამოშვერილი კუდით, სვიაა. 12 1840 წლის 12 მარტს, საღამოს, ისინი ას­ ტრახანში ჩავიდნენ. იქ ერთი ფუნდუკიც კი არ იყო. ენმა მიმართა პოლიციის უფროსს, რომელმაც ღამის გასათევად საკუთარ სახლში შეგვიპატიჟა. ცოტაოდენი ფრანგული იცო­ და – მადლიერი ვარ! 13 მეორე დღეს, გიორგი ჩაიკინმა ისინი ბელგიელ მკერავ­ თან დააბინავა, რომელიც ნაპოლეონის რუსულ ლაშქრობაში მონაწილეობდა, ტყვედ ჩავარდა და ბოლოს ვოლგელ გერმანელ ქალზე დაქორწინდა. მიუხედა­ ვად იმისა, რომ ქალაქი და სამეზობლო სილამაზით არ გამოირჩეოდა, 14 დაქან­ ცულები იქ ათი დღით გაჩერდნენ, რადგან ზუსტად 1500 კილომეტრი დაფარეს ხუთ, სასტიკად ცივ კვირაში. ა. უ. დაღლილია და უხასიათოდაა. 15 ენს, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს, საწოლში მოუწია წოლა. კითხვა­ ზე, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე რუსეთში მოგზაურობამ, ის პასუხობს: 102 ჯენტლმენი ჯეკი ყველაფერი მაინტერესებს – ყველგან კარგია – მე ნაკლს ვერ ვპოულობ. კარგად მძინავს იატაკზე და ჯერჯერობით არც იატაკის მდგომარეობა მაღელვებს, გინდ ასეთი იყოს, და გინდ ისეთი. ანას ყველაფერი ბინძური ეჩვენება და აქაურობას ინგლისის ფუნდუკებს ადარებს. უსამართლობაა. ამას არც რუსებს ვაკადრებ და არც საკუთარ თავს. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა ხალხის ცივილიზაციის რეალურ მდგომარეობას და იმას, თუ რამდე­ ნად არ იცნობენ საკუთარ მხარეს მაღალი წრის წარმომადგენლები და რამდენად იშვიათად მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში, იმ კომფორტისა და პირობების არ­ სებობა უფრო მიკვირს, რაც ჩვენ გვაქვს, ვიდრე ის, რომ რაღაც გვაკლია. 16 მათი მსახური, გროსი, ენს არ ეთანხმებოდა. მან უკან დაბრუნება მოინდომა და ენი და ანა იძულებულები იყვნენ, გაეშვათ. საბოლოოდ, ეტლი შეკეთდა და ბორბლებზე დადგა. გიორგი და დომნა ჩაიკი­ ნებმა ახალი„კიბიტკა“ მიიღეს. მარაგი შეივსეს და თბილისში ჩასასვლელი საშ­ ვების თანხა გადაიხადეს – 125 რუბლი 550 მილისთვის. მეფე კარგ ფულს აკეთებ­ და სამგზავრო საშვების გაცემით: ექვს ადამიანს შეეძლო ღამეში რვა რუბლად პა­ ტარა სასტუმროში გაჩერებულიყო, მაგრამ სამგზავრო ნებართვა საცხოვრებლის ღირებულებას არ ფარავდა. ამის გადახდა ცალკე უწევდათ, რასაც ცხენებისა და მეეტლეების ხარჯიც ემატებოდა. 22 მარტს გაუდგნენ გზას. სულ ქვიშიანი ტალახი და სტეპია. ასტრახანიდან წამოსვლის შემდეგ, დავტოვეთ ვოლგა და ამის შემდეგ აღარც გვინახავს. 17 მათ თოთხმეტი დღე იარეს მოტიტვლებულ ნიადაგზე, ძლიერ ქართან ბრძოლაში და ახალ, უარეს საფოსტო სადგურს წააწყდნენ, სადაც სამოვარიც კი არ იყო. კიდევ კარგი, ჩვენ სპირტქურა გვქონდა, და ძალიან კომფორტულად დავლიეთ ინგლისური ჩაი. აქ ნაღები არ იშოვება, წყალიც არ არის ბევრი – არაფერია ოთახის გარდა. 18 ყიზლარიდან, ბინძური, ტალახიანი ადგილიდან, სადაც დაბალი, ღარიბული, შეუღებავი სახლები 19 იყო, შემდეგი 370 მილის მანძილზე, დიდი კავკასიონის მთავარ ქედამდე, მდინარე თერგის დინებას მოჰყვებოდნენ. სამხედროების გარდა, რუსე­ ბი აღარ უნახავთ. სულ მთლად ატალახებულ მოზდოკში პირველი შეიარაღებული ბადრაგი აიყვანეს. ჩვენი მეტად მოხერხებული ორი კაზაკი ერთ სანახაობად ღირს. ქუდებს ან ჯოხს ძირს აგდებენ და გალოპით წამოსულები, ხელში იტაცებენ. ასე ერ­ თობიან მანამ, სანამ მათი საცოდავი ცხენები სულმთლად არ გაიოფლებიან. როდე­ საც შემდეგ სადგურზე, თავდაპირველად, უარი უთხრეს ბადრაგზე, რადგან საბუთი აკლდათ, ენმა გადატენა ერთ-ერთი პისტოლეტი და თითოეულმა ჩვენგანმა 5 ცხენი წამოიყვანა თან. 20 ეკატერინოგრადსკაიაში მოზდოკზე უარესი ტალახი იყო, ბადრაგი არ დახვდათ; სამხრეთიდან ჩერქეზების შემოტევის გამო, ყველა სამხედრო ძალა დაკავებული იყო, ამიტომაც ადგილობრივმა მეთაურმა ენს და ანას მოგზაურობის გაგრძელება უბრალოდ აუკრძალა. ამან ენს მის ორმოცდამეცხრე დაბადების დღეზე დასვენე­ 103 ანგელა შტაიდელე ბის საშუალება მისცა. ის და ანა ეტლით გაემართნენ ქალაქის კარიბჭისკენ და პირ­ ველად დატკბნენ დიდი კავკასიონის ხედით. რა მშვენიერია 2:10 საათზე! თოვლით დაფარული დიდებული გრანიტისქანებიანი მთაგრეხილი. კლდოვანი, წაწვეტებუ­ ლი, ღარტაფებით დასერილი. 21 ენს ერთი სული ჰქონდა, იქამდე მიეღწია, მაგრამ მისი პარტნიორი ასეთი ენ­ თუზიაზმით არ იყო სავსე. საფოსტო მეგზურს არ სურდა მათთან ერთად წასვლა, თავი მოიავადმყოფა და პასპორტი რომ მიმეცა, ეკატერინოგრადსკაიაში დაგ­ ვტოვებდა. მაგრამ ენს მთების გადასალახად ნებისმიერი კაცი სჭირდებოდა და მეგზურიც უნდა წაჰყოლოდათ. გიორგის, მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა, სიტ­ ყვაც არ დაუძრავს და არც კი უფიქრია ჩვენი მიტოვება; და, თუ მის გარშემო შეკ­ რებილი მშიშრების კომპანიას გავითვალისწინებთ, ეს ნამდვილად დიდად დასა­ ფასებელი იყო. დომნამ, პატარა femme de chambre i , თანდათანობით თავი ხელში აიყვანა. 22 ანას კი არავინ არაფერს დაეკითხა. ენმა შეკრიბა ოთხი ადგილობრივი შეიარაღებული ცხენოსნისგან შემდგარი კერძო ბადრაგი და გაუდგნენ გზას. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ჩაუარეს საკარანტინო სადგურს მათთვის, ვინც საპირისპირო მიმართულებით მოგზაურობდა. აქ მათ, ვისაც არ აქვს სამხრეთის მხარის გუბერნატორის ჯანმრთელობის ცნობა, 14 დღე უნდა გაა­ ტარონ. ალექსანდროვსკაიაში ინგლისელ ქალებს შეხვდათ რუსი ოფიცერი, რო­ მელიც მარტო მოგზაურობდა, ტიფლისში მიდიოდა და სიამოვნებით დათანხმდა ჩვენს მწკრივებში მგზავრობას! მეორე დილით მათ ოთხი კაზაკისგან შემდგარი ბადრაგი აიყვანეს. გზად მეეტლემ უცებ წამოიძახა – ჩერქეზები! და ეტლი უეც­ რად გააჩერა. ენმა და ანამ სარკმლიდან მხედრების მრავალრიცხოვანი რაზმი შენიშნეს. ჩვენი კაზაკები საბრძოლველად მოემზადნენ. მე ეტლიდან გადმოვე­ დი და ჩემი ერთ-ერთი დატენილი პისტოლეტი შევმართე. ჩერქეზებმა(მე დაახ­ ლოებით 20 დავითვალე), რომლებიც აშკარად კარგ ცხენებზე იყვნენ ამხედრე­ ბულნი, წრე დაგვარტყეს და ჩვენ უკან, მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას დამწკრივდნენ. დავასკვენი, რომ თავიანთ კავალერიას ჩვენზე თავდასხმისთვის ამზადებდნენ – როდესაც შეჩერდნენ, ერთი წუთით შევშფოთდი. მაგრამ მხედ­ რები ყოყმანობდნენ. ნელი ნაბიჯით მივდიოდით, ხანდახან ჩორთით, ამაზე ჩქარა სიარული არ შეგვეძლო. ეტლის ორივე კარი ღია გვქონდა. გონებაში ჩვენი ძალები გადავთვალე – 4 კაზაკი, 4 მეეტლე, რუსი ოფიცერი, მისი მსახური და მეეტ­ ლეები, რომლებიც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ,„ტელიაგა“ ერთი თუ ორი კაცის თანხლებით, ჩვენი მეგზური, გიორგი და ჩვენ. მეგონა, რომ სათანადო ბრძოლას გავუმართავდით. სულაც არ შემშინებია, არც ანას. რამდენიმე დაძაბული წუთის i. Femme de chambre(ფრანგ.) – მოახლე(მთარგმნ. შენ.). 104 ჯენტლმენი ჯეკი შემდეგ, თავიანთ გზას გაუდგნენ. 23 მოგზაურთა ჯგუფი ვლადიკავკაზში ერთი დღის შემდეგ, 6 აპრილს ჩავიდა. ვლადიკავკაზი, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქი, რუსეთის მთავრო­ ბამ თავდაპირველად კავკასიელი ხალხებისგან თავდასაცავად დააარსა. ანტი­ კური დროიდან, აქედან საცალფეხო ბილიკი მიემართებოდა დიდი კავკასიონის გასწვრივ, რომელიც საბოლოოდ რუსეთის არმიამ გააფართოვა თავისი ლაშ­ ქრობებისათვის; ამის შემდეგ მას„საქართველოს სამხედრო გზას“ უწოდებენ. ენმა სამხედროებს სთხოვა, მათთვის საფოსტო სადგურების მდებარეობა მიეთი­ თებინათ, რათა გზად გასაჩერებელი ადგილი, ცხენები და ბადრაგი ეშოვათ. მათ ასევე იშოვეს სამუხრუჭე ხუნდები„კიბიტკისთვის“ და ბანკნოტები, რომელთაც სამხრეთით ფასი აღარ ექნებოდა, ლითონის ფულზე, ვერცხლის რუბლებზე გა­ დაცვალეს. თოვლის გამო მგზავრობა გადაიდო. ენმა დრო იხელთა დღიურის სა­ წერად და აღნიშნა, რომ საერთოდ არ გახსენებია, ნაკიანი წელიწადი რომ იყო. იმის ნაცვლად, რომ 1840 წლის 29 თებერვლის შემდეგ ყველა თარიღი შეესწორე­ ბინა, მან მეორე„6 აპრილი“ ჩაამატა. 8 აპრილის ნისლიან დილას შეუდგნენ მთაზე დამქანცველ ასვლას; თი­ თოეულ„კიბიტკაში“ ექვსი ცხენი იყო შებმული, ნაცვლად ჩვეული ორი ან სამი ცხენისა. შუადღისას მიაღწიეს ლარსს(1122 მ) და ცნობილ, რვა მილის მანძილ­ ზე გადაჭიმულ, დარიალის ხეობას. კლდეები ორივე მხარეს პარალელური კედ­ ლებივით აღმართულან 24 – წერდა ფრიად აღფრთოვანებული ალექსანდრე პუშკინი, რომელიც თერთმეტი წლის წინ იყო აქ. ენის აზრით, აქაურობა„ქაო­ სივითაა“, უაღრესად ველური და უდაბურია. 25 დღეს ხეობაში რუსული, თურქუ­ ლი და ქართული სატვირთო მანქანები დაქრიან შედარებით უკეთესად მოვლილ საქართველოს სამხედრო გზაზე. საღამოსთვის ჯგუფმა მიაღწია სტეფანწმინდას (1750 მ), სოფელს, რომელიც 5047 მეტრიანი ყაზბეგის 26 ძირში მდებარეობს; მთას, რომელზეც, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კაცობრიობისთვის ცეცხლის ჩა­ ტანის გამო, პრომეთე იყო მიჯაჭვული. ამინდმა, ისევე, როგორც თავის დროზე პუშკინს, ენს საშუალება არ მისცა ცნობილი მწვერვალი დაენახა. გაშეშებული ვიდექი მანამ, სანამ ვერაფერს ვეღარ ვხედავდი, თვალები ყაზბეგისკენ მქონ­ და მიპრობილი. მონასტერმა რამდენიმე წუთით გამიელვა თვალწინ, შემდეგ კი კვლავ ღრუბლებში ჩაიმალა. დღეს ვერ იპოვით ისეთ თანამედროვე ქართულ, ტურისტულ ბროშურას, სადაც არ შეგხვდებათ წმინდა სამების ეკლესიის ფოტო თოვლით დაფარული ყაზბეგის ვულკანური მთის ფონზე. მეორე დღეს გზა ციცაბო და საშიში გახდა; მეგზურს სურს, რომ ჩამოვქვეით­ დეთ.[...] დაცულები არ ვართ იმისაგან, რომ უეცრად ვიწრო გზიდან მდინა­ რეში არ გადავცვივდებით,[...] გაჭირვებით მივიწევთ ზევით, ჰაერში პატარა, გაყინული თოვლის ფანტელები დაფრინავს. მეორე დილით, კობში(1981 მ), 105 ანგელა შტაიდელე პატარა, ლამაზ, შეთეთრებულ ფუნდუკში 27 გატარებული ღამის შემდეგ, საქარ­ თველოს სამხედრო გზის ყველაზე მაღალი წერტილის, ჯვრის უღელტეხილის, გადასალახად, დამატებითი მარხილი და 17 კაცი ავიყვანეთ; რაც მეტად წინდა­ ხედული ნაბიჯი აღმოჩნდა, კიდევ დასახმარებლად 3 ცხენოსანი კაზაკიც და­ ვიმატეთ.[...] ჩვენი ჯგუფი მეტად თვალწარმტაც სურათს წარმოადგენდა თოვ­ ლიანი მთების ფონზე. თოვლი იმდენად ღრმა იყო, რომ მალე ენსა და ანას თა­ ვიანთი ბორბლებიანი„ კიბიტკიდან“ მარხილში მოუწიათ გადაჯდომა. ძალიან ცივა, სახეში ცივი ქარი გვირტყამს.[...] 7:55 საათზე სიძნელეებს გადავეყარეთ – აღმართ-აღმართ მიმავალ ციცაბო, ვიწრო ფერდობებს, რომელთა დანახვა­ ზეც თითოეულ„კიბიტკაში“ შებმული 5 ცხენი კინაღამ ადგილზე გაშეშდა. 8:50 საათზე უფსკრულის პირას, მთის კალთაზე ვიწრო გზას მივუყვებით. ყველგან სქელ ფენებად დევს თოვლი. ცხრა საათზე ჯვრის უღელტეხილს(2379 მ) მიაღ­ წიეს. 9:20 საათზე შევუდექით ციცაბო, ვიწრო დაღმართს, იქვე, მარჯვნივ კი, უზარმაზარი უფსკრულია. ეს გზის ყველაზე ცუდი ნაწილი იყო და აქ შეგვხვდნენ traineaux i , დატვირთული ცხენები და ჩერქეზი გლეხები.[...] საშინელმა გზამ ისინი მიიყვანა გრძელ, ძალიან ციცაბო დაღმართთან, შიშის მომგვრელ, ფრიალო მაღ­ ლობზე, მდინარე არაგნას ii თავზე. 2:35 საათზე ჩამოვქვეითდი და ეს მონაკვეთი ბოლომდე ფეხით გავიარე(ანა ტიროდა და ჩამოქვეითება არ სურდა). როგორც კი ლამაზ ხეობას მიაღწიეს, ნათელი გახდა, რომ გზის ყველაზე რთული ნაწილი უკან ჩამოიტოვეს. შუადღისას, 4:50 საათზე, ფასანაურში(1050 მ) მდებარე ფუნ­ დუკს მიაღწიეს და თავიანთ უამრავ დამხმარეს დაემშვიდობნენ. მძიმე დღის მიუ­ ხედავად, ანა უოკერმა ჩანახატების გასაკეთებლად კარგი ადგილი აღმოაჩინა, ენი კი სასეირნოდ წავიდა; თეთრი, სწრაფი მდინარე, მთების დახვეწილი ფორ­ მები – მშვენიერი პეიზაჟია. 28 ანანურის(712 მ) გავლით, ორი დღის შემდეგ, მათ მიაღწიეს მცხეთას, აზიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, თბილისის აშენებამდე საქართველოს უძველეს დე­ დაქალაქს და დღემდე ქვეყნის სასულიერო ცენტრს. ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილმა ქალაქმა, იმედი გაუცრუა ენს, რო­ მელმაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ნანგრევები და მოუვლელი სოფელი დაინა­ ხა. თუმცა, ხელმეორედ დაკვირვების შემდეგ, მან ხალხში, მათ სამოსელსა და ადათ-წესებში აღმოაჩინა მათი წარსულის კვალი. აქ ყველაფერს შორეული ან­ ტიკურობის სუნი დაჰკრავს![...] სახლები, მიწაში ჩაფლული ღუმელები, საქონ­ ლის ტყავისგან დამზადებული ღვინის ჭურჭელი, რომლის ერთ-ერთი ფეხიდანაც ღვინო გადმოდის, ხის მერქნისაგან გამოთლილი ნავები, ნამდვილად ისეთივეა, i. Traineaux(ფრანგ.) – მარხილები(მთარგმნ. შენ.). ii. არაგნა – ენ ლისტერი ამახინჯებს მდინარე არაგვის სახელს(მთარგმნ. შენ.). 106 ჯენტლმენი ჯეკი როგორიც ჰომეროსის დროს იყო. 29 ისინი იმავე საღამოს გაუდგნენ გზას თბილი­ სისაკენ. 1840 წლის 12 აპრილი იდგა. მოსკოვიდან წამოსვლის შემდეგ, ორი თვი­ სა და ერთი კვირის განმავლობაში მუდმივად გზაში იმყოფებოდნენ. ცოტა ხნით აპირებდნენ გაჩერებას და ძალების აღდგენას აღმოსავლური სტილის ქალაქში, რომელშიც ორმოცდაათი ათასი კაცი ცხოვრობდა და მათ შორის უმეტესობა იყო სომეხი და არა ქართველი; ამასთანავე, ჩერქეზები და სპარსელები, პურისტები ვიტემბერგიდან და რუსები – ძირითადად სამხედროე­ ბი და სახელმწიფო მოხელეები. მათ ფუნდუკში ოთახები ცივი და ნესტიანი იყო; საძინებელ ოთახს ექვსი ფანჯარა ჰქონდა და ექვსი მხრიდან ცივი ქარი უბერავ­ და. 30 მზარეულის მიერ მაღაზიიდან ამოტანილი საკვები უკან დააბრუნეს. ანა უოკერმა სპირტქურაზე იმპროვიზებული წვნიანი, კვერცხი და ბრინჯი დაამზადა. სიცივისა და წვიმის გამო პირველი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გასუ­ ლან. ანა ფიზიკურად და ფსიქიკურად გამოფიტული იყო. ენი ისეთი დაღლილი იყო, დღიურის წერაც კი არ შეეძლო და მხოლოდ პრინცესა სოფია რადზი­ ვილს შეატყობინა თბილისში ჩასვლის ამბავი. ჩვენთვის აქ ყველაფერი ვარ­ დისფერ ფერებშია, მაგრამ ვერაფერი დამავიწყებს შენთან გატარებულ უბედ­ ნიერეს საათებს.[...] მიიღე ჩემი პატარა გამოსამშვიდობებელი ბარათი? ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ჭეშმარიტებას ღაღადებს. თან მაქვს მხოლოდ ერთი პატარა წერილი – წერილი წმინდა სოფიასგან. Adieu! 31 ეს ტყუილი იყო, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი. გრაფინია პანინას მიერ თავისი ბიძაშვილისთვის, რუსი გენერალ-გუბერნა­ ტორის მეუღლისთვის მიწერილი სარეკომენდაციო წერილის წყალობით, მათი პირობები გაუმჯობესდა. ქალბატონმა გოლოვინამ გულთან ახლოს მიიტანა ქა­ ლების ამბავი, მათ ოთახში მუშა ღუმელი დაადგმევინა, საჭმელს უგზავნიდა და თავისი ეტლით ქალაქი შემოატარა. რუსმა მმართველებმა კავკასიის ახლად დაპ­ ყრობილი ტერიტორიების, რომლებშიც, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიდი ნაწილიც შედიოდა, დედაქალაქად თბილისი გამოაცხადეს. მტკვარზე გადასას­ ვლელი ხიდის გვერდზე, ხალხმრავალი და ხმაურიანი ბაზარი მყისვე იქცა ჩვენს საყვარელ ადგილად. 32 ისინი გოგირდის აბანოებით განთქმული უბნის – აბანო­ თუბნის, გავლით გადავიდნენ ულამაზეს ხეობაში, ძველი ნარიყალას ციხის ძირში, სადაც იმ დროს აშენებდნენ ბოტანიკურ ბაღს, რომელიც დღესაც არსებობს. 25 წუთის განმავლობაში ნელი ნაბიჯით მივიწევდით ზევით, შემდეგ კარი გაიღო და ჩვენ თვალწინ საოცარი პანორამა გადაიშალა! გრძელ, ვიწრო თხემზე, თუ კლდის შვერილზე, იდგა ძველი ციხე და სიმაგრეები, რომლებიც ჰყოფდნენ ქალაქს ბაღის ხეობისგან – დიდებულია! აღფრთოვანებისგან დადუმებული ვტკბებოდი – მდი­ ნარე, გერმანული კოლონიის წრიული მოედანი, ხიდთან მიყუჟული ქალაქი, თოვლით დაფარული ქედი და ყაზბეგი. რა მშვენიერია! როგორი ახალი, უცხო 107 ანგელა შტაიდელე და აზიურია ჩვენთვის. 33 მარიანასთვის მიწერილ წერილში ენმა პირველად შეაჯა­ მა თავისი შთაბეჭდილებები, რაც კავკასიონის გადაკვეთის დროს მიიღო. ასევე შთამბეჭდავია პირენეებში საფრანგეთიდან ესპანეთში გადასვლა; მაგრამ აქ ევ­ როპიდან აზიაში ხვდები.[...] ამან ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ქალბატონ გოლოვინას წყალობით, ენი და ანა თავიანთ სახლებში დაპატიჟეს რუსმა სამხედროებმა და ქართველმა არისტოკრატებმა. ჩვენ ყველგან ვხვდებით სასიამოვნო და გაპრიალებულ საზოგადოებას. აქაური გენერლის(ნამდვილი მე­ ფისნაცვლის) მიერ გამართული მეჯლისი ლონდონის ან პარიზის მეჯლისების მსგავ­ სია, ოღონდ, ამას ემატება ქართული სილამაზე და ქართული სამოსის მშვენიერი ნაზავი dernièrs modes de Paris i . 34 ანასა და ენზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდი­ ლება მოახდინა ორმა დამ, საქართველოში დღემდე ლეგენდარულმა, ევროპულად აღზრდილმა ქართველმა ქალბატონებმა, très comme il faut ii , ნინო ჭავჭავაძემ და მისმა დამ, პრინცესა ეკატერინე დადიანმა, jeune, jolie, et très gracieuse iii . 36 ეკატერი­ ნე დადიანმა ენი და ანა ზუგდიდში, თავის სასახლეში დაპატიჟა. მაგრამ ენს სურდა თეირანსა და ბაღდადში წასვლა. ყველანი, ვისაც ხვდებოდ­ ნენ, ამ მოგზაურობას შეუძლებლად მიიჩნევდნენ. თავიანთი„კიბიტკით“ შესაძ­ ლოა თავრიზამდე ჩასულიყვნენ, მაგრამ მერე ჯორებზე უნდა გადამსხდარიყვნენ, რისთვისაც ქალბატონებს მამაკაცის ტანსაცმლის ჩაცმა მოუწევდათ. აუცილებე­ ლი იყო, სპარსი მსახურები და თარჯიმნები ეპოვათ. თეირანიდან ბაღდადში მხო­ ლოდ ქარავნით თუ ჩავიდოდნენ, ხოლო უკან დასაბრუნებლად ერთი წელი მოუ­ წევდათ მოცდა. ამ ამბებს ენი შოკში არ ჩაუგდია. 37 ფილის რამსდენი სიტუაციას შემდეგნაირად აჯამებს: ა.უ. აშკარად განაწყენებულია – ე.ლ.-ს მოგზაურობის გეგმის მიმართ ეგოისტურ მიდგომაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, ენს ფინანსუ­ რი მიზეზების გამო უკან დახევა მოუწია, მით უმეტეს, რომ მათმა მოგზაურობამ ბიუჯეტს უკვე გადააჭარბა. ახლა სპარსეთი არ გამოვა. 38 ამიტომაც, ისინი მოსკოვ­ ში თავიანთ ბანკირს დაუკავშირდნენ, რათა ჰამბურგის საგანგებო ფონდიდან გამოეგზავნა ფული. რადგან სპარსეთში ვერ წავიდნენ, ენს კასპიის ზღვის ნახვა მოუნდა. ჩვეულებ­ რივი საფოსტო გზა ბაქომდე მიდიოდა და ენს გადაწყვეტილი ჰქონდა, იქამდე მაინც ჩასულიყო. ამან გამოიწვია უთანხმოება ა. უ.-სთან, რომელსაც არ სურდა ასე შორს წასვლა, 39 მაგრამ ენმა, როგორც ყოველთვის, თავისი გაიტანა. მხოლოდ დომნას დართეს ნება, დარჩენილიყო, რადგან ორსულად იყო. 13 მაისს, თბილის­ i. Dernièrs modes de Paris(ფრანგ.) – პარიზის უკანასკნელ მოდასთან(მთარგმნ. შენ.). ii. Très comme il faut(ფრანგ.) – მშვენიერია(მთარგმნ. შენ.). iii. Jeune, jolie, et très gracieuse(ფრანგ.) – ახალგაზრდა, ლამაზი და მეტად გრაციოზული(მთარგმნ. შენ.). 108 ჯენტლმენი ჯეკი ში ჩასვლიდან ერთი თვის თავზე, მცირე ბარგით აზერბაიჯანისკენ გაეშურნენ. მათ თან გაჰყვა გიორგი ჩაიკინი, ასევე ოთხი ამხედრებული კაზაკი და დაცვის პოლი­ ციელი. გარკვეული ხნის შემდეგ, მოუწიათ ბადრაგისთვის ოთხი თათრის დამატე­ ბა, რადგან გზა სადავო ტერიტორიებზე გადიოდა. მოგზაურებს ხუთი დღე დასჭირდათ ბაქოში ჩასასვლელად. იქ, ისევე, რო­ გორც ჰანოვერში, არც ისე ბევრი ხიდი იყო და ამიტომ თოვლის დნობის შედეგად ადიდებული მდინარეების გადასალახად ბორანს იყენებდნენ. გზად, მიწურებს ესტუმრნენ. ხუთმა ქალმა, რომელთა სამოსი ისეა შეხსნილი, რომ მოშვებული, დაკიდებული მკერდი და მუცლის დიდი ნაწილი მოუჩანთ, ცნობისმოყვარეო­ ბით ათვალიერეს ჩვენი ტანსაცმელი, აღფრთოვანებულნი დარჩნენ ანას მწვა­ ნე, აბრეშუმგამოკრული, ვარდისფერი ლენტებით მორთული ქუდით. მათ ღამე ორმოცი აქლემისგან შემდგარ ქარავანთან ერთად გაატარეს, მშვენიერ, მშვიდ გარემოში. რამდენიმე წუთი ვიდექი აქლემებთან, ზოგი დაბორიალებდა, ზოგი რაღაცას ცოხნიდა, ზოგს ეძინა, ძაღლური დრუნჩები მიწაზე ჰქონდათ დადებული და უკანა ფეხები უცნაურად ჰქონდათ შეკეცილი, აღმოსავლური ჯდომის ყაიდაზე. 40 შემახის ბაზარში, ენ ლისტერი, რომელსაც თმაში ჭაღარა გამოერია, დაინტერეს­ და ინით – მოყვითალო-მომწვანო ფხვნილით, რომლითაც წვერს შავად იღება­ ვენ. ისინი ადგილობრივი კულინარიითაც დანტერესდნენ, გასინჯეს ქლიავის ჩი­ რით დამზადებული, ნამდვილი ქლიავის ნამცხვარი, რომელსაც ზეთში უნაჭუჭოდ მოხარშულ კვერცხთან ერთად მიირთმევენ. ხუთიოდე კაცი ერთი თეფშიდან ჭამ­ და – ნამცხვარში თითებს აწობდნენ კვერცხის ასაღებად და ერთმა კაცმა პატარა ნაჭერი გამომიწოდა გასასინჯად. მე ნამცხვარი პირდაპირ მისი ხელიდან მივირ­ თვი და ნამდვილად იჭმებოდა. 41 ციცაბო გორაკზე აშენებული ბაქო, იმ დროს, ორმაგი კედლით იყო გარშე­ მორტყმული. ქალაქის რუსმა კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ჩეკმარევმა, ორ ქალს გამოუყო სახლი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში, ზღვასთან იყო ახლოს – ერ­ თი დიდი, ერთი პატარა ოთახი და აივანი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. მთავარ მეჩეთთან და კომენდანტის სახლთან ახლოს, სახლი კარგ და მშვიდ ადგილასაა. ქალბატონი ჩეკმარევა ზრუნავდა მოულოდნელ სტუმრებზე, რომლებიც რუსე­ თის იმპერიის ყველაზე პატარა და ყველაზე შორეულ სამხედრო პუნქტს ესტუმ­ რნენ. მან მოგზაურებს გაუგზავნა ნაღები და პური და გარეული ფრინველის მა­ რინადი(ანას რუსეთში არც ერთი ხორცის კერძი ასე არ მოსწონებია), 42 რომელ­ საც ანა, როგორც მანამდე თბილისში, თავის სპირტქურაზე მომზადებულ ბრინჯს, კვერცხსა და ბოსტნეულს უმატებდა. ანა უოკერი განსაკუთრებით დაუმეგობრდა ქალბატონ ჩეკმარევას. ანა აღ­ ფრთოვანებული იყო მისი თავისუფალი, თურქულ სტილზე შეკერილი კამზოლით, რომელიც გაცილებით უფრო შესაფერისი იყო ცხელი სეზონისთვის, ვიდრე ინ­ 109 ანგელა შტაიდელე გლისელი ქალბატონების სამოსი, რომლის ტარებასაც ენს კლიმატი აიძულებდა. ამ კლიმატს შეუმოსავი ვერ გავუძლებდი! 43 ანამ იყიდა სპარსული აბრეშუმი და ქალბატონ ჩეკმარევას დახმარებით, თა­ ვისთვის ჰაეროვანი კაბები შეიკერა. ის ასევე დაუახლოვდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადიუტანტს, რომელიც მასავით ჩანახატებს აკეთებდა და ბევრი საინტე­ რესო ამბავი იცოდა კასპიის ზღვის ნიჟარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საერთოდ არ ჰქონდა აქ ჩამოსვლის სურვილი, ანა ბაქოში ჩვეულებ­ რივზე მეტად ხალისიანი და მშვიდი იყო. ენ ლისტერმაც ბევრი რამით ისიამოვნა. მოგზაურობისას უკვე მეორედ დაათვალიერა ჰარამხანა, ამჯერად, სპარსელი იუველირის – ჰაჯი ბაბასი; იმდენად გავერთეთ ქალებთან ერთად, რომ დაახლოე­ ბით ერთი საათი, თითქმის 8 საათამდე, იქ ვიყავით. იატაკი ლამაზი ხალიჩით იყო დაფარული და ჩვენთვის 3 სკამი იყო მომზადებული. ოთახში დაახლოებით 20 ქალი იდგა, რაც საკმაო რაოდენობა იყო იმისათვის, რომ ოთახი შევსებულიყო. ვაჟმა(ახლად წვერაშლილმა ჭაბუკმა) და მსახურმა ქალმა ჩაი, ტკბილეული და ფსტა მოგვიტანეს.[...] ორი ან სამი ქალი ლამაზი იყო, დანარჩენი კი – არა. ეცვათ ფართო აბრეშუმის შარვლები(ჩვეულებრივ, მოწითალო ან მეწამული), რომელ­ თაც ძნელად თუ გაარჩევდი ქვედაკაბისგან, მაქმანებითა და ძვირფასი ქვებით შემკული კამზოლები და პირბადეები, ყელსაბამები და სამაჯურები, თავსამკაუ­ ლები და დიდი ზომის საყურეები, რომლებიც ჩინურს წააგავდა, და 3-დუიმიანი, მრგვალი მომინანქრებული ან მოოქრული გულსაბნევები, რომლებიც შუაში, მკერდზე, ჰქონდათ დაბნეული, შემკული ლალებით, ზურმუხტებითა და სხვა ძვირ­ ფასი თვლებით.[...] მათ ჩვენი თხოვნით იცეკვეს ქართული ცეკვა, ტფილისში რომ ცეკვავენ, მაგრამ ბევრად უკეთესად, უფრო ბუნებრივად – განსაკუთრებით კარგი იყო ერთი – შედარებით უფროსი გოგონა(ალბათ 20 წლის), რომელიც ჩვენით ძლიერ მოიხიბლა. ის ქალბატონ ჩეკმარევას ალბათ 2 ან 3 წუთის განმავლობაში ეხუტებოდა, ჩემთან ჩახუტებას კი ამის ნახევარი დრო დაუთმო და განშორები­ სას დაგვპირდა, რომ მათი წინასწარმეტყველის შეგონებათა მიუხედავად, ჩვენს სანახავად მოვიდოდა! როგორ მოახერხა მიმზიდველი რხევისას ქვედაკაბის წა­ მოწევა, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს მშვენივრად გაართვა თავი და მისი ცოცხა­ ლი თვალები და თითების ძალუმი ტკაცუნი აშკარად გამოხატავდა მასში აღძრულ ინტერესს. ქალები ცეკვისას ხელით ტკაცუნის მაგვარ ხმას გამოსცემდნენ ან ტაშს უკრავდნენ და აშკარად სიამოვნებდათ, რომ მეც მათნაირად„ხელით“ ისეთივე ხმას გამოვცემდი. წამოსვლისას გავედით ჰაჯისთან, სადაც კომენდანტი და კიდევ ერთი თუ ორი კაცი იყო. მათ ტკბილეული კი მიირთვეს, მაგრამ, ალბათ, ჩვენზე ბევრად ნაკლებად გაერთნენ. 44 მას შემდეგ, რაც ანამ და ენმა იხილეს შირვანშაჰების სასახლის ნანგრევები და ქალწულის კოშკი, ახალმა მეგობრებმა ნავთობით მდიდარ აფშერონის ნახევარ­ 110 ჯენტლმენი ჯეკი კუნძულზე წაიყვანეს. ნავთობის ბუმამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე, ნედლ ნავთობს ზედაპირთან ახლოს, ოთხმოცდახუთი ჭაბურღილიდან ჯერ კიდევ ხელით მოიპოვებდნენ და ნავთის ლამპრებისთვის, ბორბლების საპოხ ან ნავების დასალუქ მასალად იყენებდნენ. აქ უხვად არის ბუნებრივი გაზი, მის მოსაპოვებლად მხოლოდ გათხრაა საჭირო, 45 მას საწვავად იყენებენ, ზოროასტრულ ტაძრებში დანთებული მარადიული ცეცხლის მსგავსად. რადგან რეგიონი გამაჰმადიანდა, ძველი სალო­ ცავი ადგილები მეჩეთებად გადაკეთდა; ათეშგიაჰის ტაძარი, რომელიც ნავთობისა და გაზის საბადოებთან ახლოს მდებარეობს, ძველი რელიგიის ერთ-ერთი უკანას­ კნელი ძეგლია. იგი ციხესიმაგრის მსგავსი, უჩვეულო ადგილია. დაბალი შესასვლე­ ლი კარიბჭე გადის ეზოში, რომელიც ოთხივ მხრივ გარშემორტყმულია ოცდაერთი უფანჯრო ოთახით. კვადრატულ, ღია, კოშკისებრ ტაძარში არის(ახლაც) 4 საცეც­ ხლური ბუხარი, სადაც იწვის გაზი. შენობის შუაგულში დაახლოებით 5x3 ფუტის ზო­ მისა და 3 ფუტის სიღრმის კვადრატული ჭაა, რომელშიც მარადიული ცეცხლი ანთია, მაგრამ ერთ-ერთმა ინდოელმა იგი ჩვენ გასართობად, ცივი წყლით ჩააქრო და შემ­ დეგ დაუყოვნებლივ აანთო. იმის გამო, რომ ტაძარი ინდუსებსაც იზიდავდა, 1825 წელს ერთმა ინდოელმა ის საფუძვლიანად აღადგინა, ხოლო, ახლახან აზერბაი­ ჯანის მთავრობამ კიდევ უფრო„გააუმჯობესა“. ანა და ენი დაესწრნენ ცერემონიას. მღვდელმთავარს შუბლზე 2 ყვითელ ხაზს შორის მოქცეული წითელი ენა(ცეცხლის ნიშანი) ჰქონდა გამოსახული, თუმცა, საკუთარ თავს კრიშნას თაყვანისმცემელს უწოდებდა. მან და კიდევ ორმა ადამიანმა ძალიან სერიოზული და ღვთისმოსავის­ თვის შესაფერისი გამომეტყველებით შეასრულეს ცერემონია. ლამაზ, პატარა ხალი­ ჩებიან და ტახტებით გაწყობილ ოთახში, რომელიც სტუმრებისთვის იყო განკუთ­ ვნილი და რომელშიც ორი უფრო პატარა ცეცხლი იყო დანთებული, მიირთვეს ვახ­ შამი – ცივი ხორცი, ბურახი და ღვინო. ქალები სახლში საღამოს თერთმეტ საათზე დაბრუნდნენ. ჩაი მივირთვი, ჩამოვჯექი და ერთ მელოდიას ვუსტვენდი დღის 1 ½ საათამდე. 46 ბაქოში ჩასვლიდან ერთი კვირის შემდეგ, მადლიერებით სავსე მოგზაურები დანანებით დაადგნენ უკან დასაბრუნებელ გზას, ქალბატონმა ჩეკმარევამ გამოა­ ტანა უზარმაზარი ხორციანი ღვეზელი, ერთი ბოთლი თეთრი ნავთი(უმაღლესი ხარისხის), ბრინჯით სავსე ტომარა, რომელშიც მინიმუმ 10 ან 12 გირვანქა ბრინჯი მაინც იყო, 18 მაგრად მოხარშული კვერცხი, გარეული ფრინველი, პურის კვერი და 2 ბოთლი ბაქოური თეთრი ღვინო. 47 ენს უნდოდა უკან სომხეთის გავლით დაბ­ რუნებულიყვნენ, რათა კაცობრიობის berceau i , წმინდა არარატი, დაენახა. 48 მაგ­ რამ არც ერთმა მისმა ნაცნობმა მაღალი რანგის სამხედრომ არ გასცა დაპყრო­ i. Berceau(ფრანგ.) – აკვანი(მთარგმნ. შენ.). 111 ანგელა შტაიდელე ბილ, მაგრამ არცთუ ისე მშვიდობიან რეგიონში შესვლის საშვი, და თბილისში იმავე გზით მოუწიათ დაბრუნება. მეტად თვალწარმტაცი განჯის – ამჟამად აზერ­ ბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის – ქარვასლა თავის დროზე ალბათ ლამაზი იყო, მაგრამ ახლა, 6 თუ 7 გადახურული ოთახის გარდა, ნანგრევების გროვაა, და მეტწილად ნაგვით არის სავსე.[...] ვერ დავიძინე სიცხისა და რწყილების გამო. მეორე დღესაც, დღის განმავლობაში გვარიანად დაგვკბინეს. რწყილებზე ასეთი ნადირობა აღარ მქონია 1827 წელს იტალიაში ყოფნის შემდეგ, როდესაც ერთი ღამის განმავლობაში ხშირად 30-ს ან მეტსაც ვიჭერდი. საწყალ ანას ფეხები სულ ბუშტუკებით დაეფარა – ვაიძულე, ერთი ხელი წინდა გაეხადა და ჩექმები ოდნავ შეეხსნა. 49 1 ივნისს ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მოვეწყვეთ ჩვენს ძველ ბინაში (იმავე ოთახში, იმავე ფასად). 50 ჩამოსვლისთანავე მოსკოვიდან გამოგზავნილი ბანკნოტები დახვდათ, რომლე­ ბიც ნაცნობებმა ვერცხლის მონეტებზე გადაუცვალეს. განვიხილეთ მოგზაურობისა და ფულის საკითხები და, როგორც ყოველთვის, ეს კარგად არ დამთავრდა. ათა­ სი გირვანქიდან 650-ის ეკვივალენტი გვქონდა ცირკულარებში; ასევე, ჰამბურგის საგანგებო ფონდიდან მთელი 85 გირვანქა სტერლინგი გამოიტანეს. ამ ფინანსური ოპერაციების შემდეგ, ანა უოკერმა დაჟინებით მოითხოვა სასწრაფოდ შინ დაბრუ­ ნება. ენ ლისტერი კი ფიქრობდა, რომ მათ საკმარისი ფული ჰქონდათ დარჩენი­ ლი და თან მოგზაურობისთვის შესაფერისი სეზონი იდგა. მას სურდა უფრო კარგად ენახათ კავკასია, შავი ზღვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებულიყვნენ შინ. 51 უკან დასაბრუნებელი მოგზაურობისათვის ენმა მოსკოვის შუამავლობით კიდევ 200 გირვანქის გამოტანა მოითხოვა ჰამბურგის საგანგებო ფონდიდან. ენს ზაფხულის სამი ცხელი კვირა დასჭირდა, რათა მათი მოგზაურობის შემდე­ გი ეტაპი დაეგეგმა. ისევე, როგორც გიორგი და დომნა, კაზაკი ოფიცერი, რომელიც მათ თან ახლდა ბაქოში, კვლავ მათთან ერთად იმოგზაურებდა. ეს კაზაკი თურ­ ქულად ლაპარაკობდა – ეს აქ აუცილებელია, თითქმის ყველა ქართველი ფლობს თათრულ ენას, 52 ისევე, როგორც საკუთარ უძველეს ენას. მათ ახლდათ სამი ცხე­ ნოსანი კაზაკისგან შემდგარი ბადრაგი. ენმა მარშრუტი თავისი ახალი სამოგზაუ­ რო„ბიბლიის“, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს –„ Voyage autour du Caucase“ i (1839) მიხედვით შეადგინა. ისინი მტკვრის ხეობის გაყოლებით, დასავლეთისკენ გაემართნენ. მცენარეული საფარი უფრო და უფრო უხვი და მრავალფეროვანი ხდებოდა. მათი გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ზუსტად 12:40 საათზე, საოცარ სილამაზეს წავაწყდით – წერს ენი. ჩვენგან მარჯვნივ ტყეა, დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგანის, მშვენიერი მწვანედ აბიბინებული ხეობა, მარცხნივ კი – i. Voyage autour du Caucase(ფრანგ.) – მოგზაურობა კავკასიის გარშემო(მთარგმნ. შენ.). 112 ჯენტლმენი ჯეკი ტყიანი ბორცვები. 53 მათ სამი ღამე გაატარეს გორში; იქიდან გაემართნენ ატენის სიონის ეკლესიისა და მისი შთამბეჭდავი ფრესკების სანახავად. შემდეგ, უძველე­ სი ქალაქი, კლდეში ნაკვეთი უფლისციხე მოინახულეს, სვეტებით და რომაული, კესონებიანი ჭერით რომ იწონებდა თავს. ანა უოკერმა უმალვე გამოაძვრინა თა­ ვისი სახატავი რვეული ესკიზების გასაკეთებლად და ენ ლისტერმაც კი გააკეთა რამდენიმე იშვიათი ჩანახატი თავის დღიურში. შემდეგ, საფოსტო გზამ მდინარე მტკვრის ნაპირებიდან გადაუხვია ზემოთ, სუ­ რამის უღელტეხილისკენ(949 მ), ამავე სახელწოდების მთის გასწვრივ, რომე­ ლიც აკავშირებს დიდ და მცირე კავკასიონს და საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს. ანამ და ენმა შეამჩნიეს, რომ ქედი წარმოადგენდა წყალგამყოფს და კლიმატურ გასაყარსაც. ეს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილ­ ზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გასეირნება იყო – ღრმა, კლდოვანი ხეობა, გზა ხშირად კლდეში გამოჭრილი თაღის ქვეშ გადიოდა, ხეობის ძირში კი ვიწრო მდინარე მიიკლაკნებოდა. ყოველი მხრიდან მშვენიერი ტყე გვერტყა გარს – წი­ ფელი, ვერხვი და მთის მწვერვალებზე ალაგ-ალაგ შეფენილი pinus sylvestris i . გზის გასწვრივ გვხვდება თეთრყვავილებიანი, წითელი კენკრით დახუნძლული ბუჩქი ნეკერჩხლისებრი ფოთლებით, რომელიც შინ არასდროს მინახავს, და rhododendron ponticum ii , რომელიც პირველად შემხვდა ამ მხარეებში. მრავლადაა მუხა, წიფელი და ევროპული რცხილა, ძალიან ლამაზია; თელა(ასევე, გარეული მსხლისა და გარგარის ხეები), ცხრატყავა, თხილი, ჩვეულებრივი დაფნა(პირვე­ ლად მხვდება) და კვიდო. აზალია, ცხრატყავა და თხილი გზის ორივე მხარეს, ტყის პირს ულამაზესი, ხშირი ბუჩქნარის სახით მიუყვება. 54 28 ივნისს ჩავიდნენ ქუთაისში, რომელიც ახლა სიდიდით მეორე ქალაქია სა­ ქართველოში, ენ ლისტერის წარმოდგენით კი, ის ძველი კოლხეთის დედაქა­ ლაქსა და le séjour de Medée iii წარმოადგენდა. 55 ბერძნული მითის თანახმად, ეს იყო მეფე აიეტის სამშობლო, რომელსაც იაზონმა ოქროს საწმისი მოჰპარა. ქუ­ თაისში ენს და ანას გულთბილად დახვდა ადგილობრივ კაზაკთა კომენდანტის ცოლი, მეტად სასიამოვნო ქალბატონი ბუჟუროვა. ისინი ათი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ რეგიონის მთავრობის პანსიონში, რომელიც მათი ჩასვლისთვის ნაჩქარევად მოაწყვეს. ამ დილას ენმა თქვა, რომ წლების მანძილზე არ უგრძნია თავი ასე კარგად. მისთვის ეს კლიმატი არც ზედმეტად ცხელია, არც ზედმეტად გრილი, ძალიან მოსწონს ქუთაისი. ქუთაისი გაშენებულია მდინარე რიონზე, იგი­ i. Pinus sylvestris(ლათ.) – ჩვეულებრივი ფიჭვი(მთარგმნ. შენ.). ii. Rhododendron Ponticum(ლათ.) – შქერი, როდოდენდრონის გვარის მცენარე(მთარგმნ. შენ.). iii. Le séjour de Medée(ფრანგ.) – მედეას სამშობლო. 113 ანგელა შტაიდელე ვე უძველეს ფაზისზე, რომელსაც მოუყვებოდნენ იაზონი და არგონავტები, იმ ადგილას, სადაც ეს მდინარე მთებიდან კოლხეთის ფართო ვაკეზე გაედინება; აქ წარმოქმნილი ჭაობები მხოლოდ მეოცე საუკუნეში დააშრეს. ვერ ვიტყვი, რომ მე მომწონს აქაური კლიმატი – ძალიან ცხელი და ნესტიანია – მეტისმეტად ხშირი ტყითაა დაფარული. თუმცა, ძალიან ლამაზი და მოგზაურისთვის საოცრად საინ­ ტერესოა. 56 როგორც ყოველთვის, ახალი ადგილების ნახვას მოწყურებულმა მოგ­ ზაურებმა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (ამჟამად რესტავრირებული), გელათისა და მოწამეთას მონასტრები. ქუთაისში სრულდებოდა მთავარი გზა, რომელზეც საფოსტო სადგურები იყო განლაგებული. იქიდან მხოლოდ ცხენით შეიძლებოდა გზის გაგრძელება. შავი ზღვისკენ მიმავალ გზას ართულებდა ჭაობიანი, ნესტიანი, კოღოებით სავსე ვე­ ლები. ამიტომ ენმა და ანამ ჯერ დიდი კავკასიონის მთიანეთის დათვალიერება გადაწყვიტეს. მათი ლაშქრობა რაჭა-ლეჩხუმის პროვინციაში რამდენიმე კვირას გაგრძელდა და დაჩრდილა ყველაფერი, რაც კი აქამდე ენახათ. დაიქირავეს ად­ გილობრივი მეგზური, ადამი, რომელმაც რეგიონში სამოგზაუროდ მოიმარაგა სა­ ჭირო აღჭურვილობა და სურსათი, რადგან იქ არც ფუნდუკები იყო, არც მაღაზიე­ ბი და არც საკვები პროდუქტების დახლები. მას ჰყავდა საკუთარი ცხენი, ხოლო, სხვებისთვის ცხენები იქირავეს მოშესგან, ებრაელი ცხენების მომშენებლისგან, რომელიც ცხოველების მოსავლელად გაჰყვა თან. შედგა მოგზაურთა ექვსკაცია­ ნი ჯგუფი: ენი და ანა, მოსკოველი გიორგი ჩაიკინი, თბილისელი კაზაკი ადამი და მოშე ქუთაისიდან. მათ ბარგის დიდი ნაწილი, წიგნებისა და ბეწვით გაწყობილი ჩექმების ჩათვლით, ფეხმძიმე დომნასთან ერთად ბუჟუროვების სახლში დატო­ ვეს. მოგზაურებმა 1840 წლის 9 ივლისს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი. 11:25 საათზე გავჩერდით ჩრდილიან, აბალახებულ ადგილას, გზატკეცილის განა­ პირას, მდინარესთან ახლოს. კარგად ვისაუზმე ცივი ჩაით, 2 ცივად მოხარშული კვერცხით, კარაქწასმული პურის ნაჭრითა და ნახევარი კიტრით. საუზმე 12:25 საათზე დასრულდა. მე ჩემს ინგლისურ აბგებზე მოვთავსდი და ვწერდი 1 ½ საა­ თამდე, ანას ბალახში(თავის მოსასხამებზე) მიწოლილს მიეძინა. ენი დასვენე­ ბის ჟამს მოგზაურთა ჯგუფის ყურებით ტკბებოდა – ცხენები გვერდით ბალახობენ, ხოლო ჩვენი მხლებლები ოდნავ მოშორებით საუბრით არიან გართულნი. ადამს ჩერქეზული ქუდი ახურავს, შავი მატყლის კანტითა და ყვითელი წვეტით, ჩვენს ებრაელს კი – შავი კრაველის, სპარსული ქუდი, სხვა მხრივ à la Georgienne აც­ ვია. ჩვენი კაზაკი სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი – ლურჯი, თხელი, მოკლე პიჯაკი, ლურჯი შარვალი და თეთრი კარტუზი. გიორგის თეთრი შარვალი და მოკ­ ლე მოყვითალო-მომწვანო პალტო მოსავს, ქამარში –„ კინჟალი“[ხანჯალი]. ანა თავის ამაზონშია და მე – ჩემს გრძელ მანტილიასა და შავ და ჩალისფერ მოსას­ ხამში, მუქი, ლურჯი ქსოვილის(ჯუპი, ლონდონი) კარტუზი მახურავს, დაბოლოს, 114 ჯენტლმენი ჯეკი მე და ანას ფეხზე მამაკაცის მოსკოვური ჩექმები გვაქვს ამოცმული.[...] ხანდახან სასიამოვნოდ წამოუბერავს ნიავი. შუადღის 2 საათზე ჩრდილში, ჩემს ჩანთაში საათზე F 82°[27,8C°] გრადუსი იყო და 90°[32,3C°] გრადუსი იქ, სადაც 3:20 საათზე ვიჯექი და ვკითხულობდი. დაახლოებით ერთ საათში სიცხე გადაივლის და ჩვენც გზას გავუდგებით. 57 კოლხეთის ტყეში, მდინარის გასწვრივ მიმავალი ბილიკის გარშემო, ყველაფერი ისეა მწვანეში ჩაფლული და აყვავილებული, ტროპიკული ტყე გეგონება. გაოგნებულმა ენმა თავისი საზომის მეშვეობით განსაკუთრებით დიდი ზომის ხეების გარშემოწერილობა გაზომა და ჩაინიშნა. საბუთების წყალობით ქალებს შეეძლოთ ადგილობრივი ადმინისტრაციისაგან უფასო დაბინავება მოეთხოვათ. ენი ცარიელ ბეღლებს ან ქოხებს ელოდა, მაგ­ რამ ადამი სოფელში ყოველთვის საუკეთესო სახლს მიადგებოდა ხოლმე. თუმ­ ცა ეს საუკეთესო სახლი, კარგ მდგომარეობაში მყოფი ხის შენობა, შეიძლება ძა­ ლიან ღარიბული, პატარა ქოხი ყოფილიყო. 58 ქალებს უმეტესწილად ცალკე გამო­ ყოფილი, საკუთარი ოთახი ჰქონდათ, თუმცა ზოგჯერ ერთ ოთახს მთელ ოჯახთან იყოფდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, იქ გაჩერება ვერ შევძელით – იქაურობა სავსე იყო„ცხელებით“ დაავადებული ადამიანებით, 2 თუ 3 კაცი, რომლებიც კარ­ თან მოგვეგებნენ, მოჩვენებსავით იყო გაფითრებული. 59 საკვები ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა შეეძინათ, რაც ხშირად არ იყო საკმარისი – ვერცხლის მონეტებსაც კი მთის გლეხებისთვის დიდი ფასი არ ჰქონდა. თავიანთ ჭერქვეშ ხალხი მათ ჩვეულებრივ საუკეთესოდ უმასპინძლდებოდა, ზოგჯერ სადღესასწაუ­ ლო სუფრასაც უშლიდნენ რამდენიმე თავი კერძითა და სხვადასხვა სახის ღვი­ ნით. ასევე, უჩვეულო სანახაობითაც ართობდნენ. გვყავდა მოთვინიერებული დათვის ბელი, რომელიც ჩვენი ხელიდან ჭამდა. 60 საწირეს, ნაქერალის უღელტეხილის(1217 მ) და ხოტევის გავლით ქალები ჩა­ ვიდნენ ნიკორწმინდაში, სადაც აღფრთოვანდნენ ეკლესიის არქიტექტურით, ქვის დამუშავების ოსტატობით – რაც კი ვნახეთ, მათ შორის, ყველაზე მდიდრულია და კარგად ნაშენი. 61 ანამ და ენმა ალბათ მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერ­ თმანეთს, როდესაც შესასვლელის მარცხენა მხარეს ადამისა და ევას უჩვეულო ფრესკას წააწყდნენ; შიშველი, ანდროგინული ფიგურების ერთმანეთისგან გარ­ ჩევა ძნელია. გამომგზავრებიდან ხუთი დღის შემდეგ, ჩავიდნენ მდინარე რიონზე გაშენებულ ქალაქ ონში(800 მ). სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის ნორმალურმა ოთახებმა ქვისგან ნაშენ სახლში, ეგრეთ წოდებულ სასახლეში, და ბაზარმა – ზო­ გიერთ ქალს ეშინოდა, მათ ნივთებს როცა ვეხებოდით 62 – განაპირობა ის, რომ ქალაქი მთაში ლაშქრობისათვის შესანიშნავ საბაზო ბანაკად იქცა. მათი პირველი დანიშნულების ადგილი იყო დიდი კავკასიონის მთავარ მწვერ­ ვალზე მდებარე, დიდებული მთებით გარშემორტყმული, რიონის სათავე. ისინი აზალიის ბუჩქებით სავსე ფოთლოვანი ტყის გავლით გაეშურნენ უწერისკენ(950 მ), 115 ანგელა შტაიდელე სადაც მეორე დილით ოთხი შეიარაღებული კაცისგან შემდგარი ბადრაგი აიყვა­ ნეს, რადგან მარშრუტი გადიოდა ოსეთთან მოსაზღვრე რეგიონზე – მაშინდელ, ისევე როგორც ახლანდელ, საომარ ზონაში. ღების(1337 მ) გავლით, შებინდები­ სას, მიაღწიეს მთის უბრალო სამხედრო ბანაკს. მთელი მოგზაურობის მანძილ­ ზე პირველად უწევდათ გარეთ დაძინება. რამდენიმე გრძელი, თხელი ბოძისგან აგებული ქოხი, ჩრდილოეთის მხრიდან წვრილი ტოტებით დახურული, წინ კი, კოცონი – ეს არის ჩვენი ღამის გასათევი ბანაკი. ფიქრები ჩემთვის შევინახე, ერ­ თი კაზაკი 3 მორის მოსატანად გავგზავნე და ანას მშვენიერი საწოლი მოვუწყვე. ხეზე წოლა ჩემთვის არ არის მოსახერხებელი, ამიტომაც ბურკა[მწყემსის ქურქი] და უნაგირის რბილი ქვეშსადები მიწაზე გავშალე, მსუბუქი მოსასხამი ჩავიცვი და ჩემს წყალგაუმტარ საწვიმარ ლაბადაში გავეხვიე. ანამ კვერცხი მიირთვა, მე კი ღებიდან წამოღებული კვერი და ცოტა ყველი და ძალიან გემრიელად წავიხემსე. მეორე დილით, ოთხზე, ოცდაერთ შეიარაღებულ გლეხთან ერთად რიო­ ნის სათავისაკენ გაემართნენ. ექვსი საათისთვის ბილიკი ცხენებისთვისაც კი რთულად სავალი გახდა და ჯაგნარში გზის გაკვლევა ფეხით უწევდათ. ადგილ­ ზე მისასვლელად ერთი საათი დასჭირდათ. რიონი სათავეს იღებს მყინვარიდან და 2 თვალწარმტაცი ჩანჩქერიდან, ერთი მეორეზე უფრო დიდია.[...] ორი მთა „არენას“ ქმნის და მყინვარი თითქოს ერთმანეთს შორის უნაგირზე შეუსვამთ. [...]ანა დაუყოვნებლივ დავტოვე და 7:55 საათზე უკვე სათავესთან ვიყავი.[...] მყინვარიდან იქამდე, სადაც ანა ზის და ხატავს, გამალებით მოედინება ჩანჩქერი. 10:10 საათისთვის ბანაკში დაბრუნდნენ და თითოეულ თანმხლებ გლეხს ორი ვერცხლის რუბლი გადაუხადეს, რითაც ისინი საკმაოდ კმაყოფილები ჩანდნენ. [...] კარგი, პატიოსანი მთამსვლელები იყვნენ – მათთან ერთად მთელ კავკასიონს მოვივლიდი. ქალები იმავე საღამოს დაბრუნდნენ ღებში, ღია ბეღელში მოუწიათ დაძინება და უნდა ითქვას, რომ ყურადღება ნამდვილად არ აკლდათ – უამრავი ხალხი შეიკრიბა ჩვენ სანახავად. 63 მეორე დღეს ონში დაბრუნდნენ, და რადგან მოახლე არ ახლდათ, ენი იძულებული შეიქნა საკუთარი სარეცხი თავად გაერეც­ ხა – ჩემს ცხოვრებაში პირველად 64 – ორმოცდაცხრა წლის ასაკში. ონიდან მეორე მნიშვნელოვანი გასვლა საჩხერეში იყო; მდინარე ყვირილას აჰყვნენ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით; დღეს ყვირილა 29-ჯერ და ძი­ რულა 19-ჯერ გადავკვეთეთ.[...] ჩექმები სულმთლად დამისველდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს რაც შეიძლება მაღლა ვწევდი. 65 მიუხედავად იმისა, რომ ენმა ამ ლაშქრობებში აღმოაჩინა ულამაზეს ადგილებში მდებარე მონასტრები, იხი­ ლა არქაული, მღვიმეში ნაკვეთი სახლები და უამრავი საოცარი ბუნებრივი ფე­ ნომენი – ღირსშესანიშნაობები, რომლებიც არათუ ქალებს, არამედ თითზე ჩა­ მოსათვლელ ევროპელს თუ ექნებოდა ნანახი, – დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ის წყევლიდა ოთხსაათიან სიესტას, რომელსაც თანმხლები კაცები 116 ჯენტლმენი ჯეკი დაჟინებით მოითხოვდნენ თავისთვის და ცხენებისათვის, რადგან, ეგონა, რომ დღის ძვირფას საათებს კარგავდნენ; ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლო ამ ხანგრძლივი დასვენების დროს, დღიურის წერა იყო. ენი ცოტას ჭამდა, ბევრს წუ­ წუნებდა და ბოლოს შუადღის სიცხეში მარტო მიდიოდა სასეირნოდ. ერთხელ მან ეკალბარდებით დაფარულ ციხესიმაგრეში შეძრომა სცადა. ძლივძლივობით ავბობღდი, მაგრამ ღიობიდან ციხესიმაგრეში შეღწევა შეუძლებელი იყო. ჩამო­ ბობღებისთვის 20 წუთი დამჭირდა – 50 წუთი ტყუილად ვიწვალე. 2-ზე ანასთან დავბრუნდი. ერთი კაცი კიბით გველოდებოდა, რომ ჩვენთან ერთად ციხესიმაგრის დასათვალიერებლად წამოსულიყო. პაპანაქებაში სერპანტინით ვიარეთ მანამ, სანამ დასავლეთის მხარეს არ მივადექით, და 10 წუთში ციხესიმაგრეში აღმოვ­ ჩნდით. ხუთი ძველი ზარბაზანი დაგვხვდა, აქედან ერთი ქართული წარწერით. [...] ძალიან საინტერესო ძველი ციხესიმაგრე იყო. 3 საათზე გავედით და 3:18-ზე ხესთან დავბრუნდით, პირი გამშრალი მქონდა და გასაწური ვიყავი. ნახევრად გა­ შიშვლებული 2 კაცი(გიორგი და ადამი) სიცხისგან იწვოდა. გზის ბოლო ნაწილი სულ თაკარა მზეში ვიარეთ, ჩვენი კაკლის ხის სიახლოვეს, 3:35 საათზე, ტემპერა­ ტურა F. 104 ½ [40,3°C] გრადუსი იყო. 66 ენს ძალიან უკვირდა, რომ ანა გაცილებით უკეთესად იტანს სიცხეს და ხშირად არ სწყურდება, თუმცა, მეც ვცდილობ სიცხეს შევეგუო. ამ დილით ჩემი შალის სამკლავურები გავიხადე. 67 ზოგადად, ანა უოკერი ველურ პირობებში ცხოვრებას თავს უკეთ ართმევდა, ვიდრე ენ ლისტერი. ანას მოსწონდა სისხამ დილით ბუნებაში გასვლა, შუადღისას მადიანად ჭამდა, იძინებდა და მერე ჩრდილიან ადგილს პოულობდა სახატავად. ენისგან განსხვავებით, ის კარგი ცხენოსანი იყო, იცოდა, როგორ გამკლავებო­ და ცხენებს და მათთან ერთად ყოფნა სიამოვნებდა. ამასთანავე, ქალები ფაქ­ ტობრივად შორეულ მთებში ლაშქრობისას უფრო კარგად უგებდნენ ერთმანეთს, მით უმეტეს, რომ ანა უოკერი პირველად გრძნობდა ზრუნვას თავისი პარტნიო­ რის მხრიდან. მათ არაერთხელ აებნათ გზა და კუნაპეტ შავ ღამეში მოუწიათ სია­ რული. ენი დროდადრო ანას გასძახებდა, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ უკან მომყვებოდა. ჯენტლმენი ენი ანას დასაძინებლად ყოველთვის უკეთეს ადგილს უთმობდა – 1 დივანი(ხალიჩით) ანასთვის და გრძელი დაბალი მაგიდა ჩემთვის 68 – და კერძების საუკეთესო ნაწილსაც მას უტოვებდა. ონში დაბრუნებულებს ორი ცხენი დაუკოჭლდათ. იმედი ჰქონდათ, რომ ცხე­ ნებს იშოვიდნენ დასავლეთით, ოცდათხუთმეტი მილის დაშორებაზე, ლაი­ ლაშში, მაგრამ ამ პატარა, ღარიბულ ადგილას მხოლოდ ერთი ცხენის შეძენა მოახერხეს. 69 ადამმა, გიორგიმ და მოშემ უარი თქვეს სვანეთში გამგზავრებაზე. ენ ლისტერი იძულებული შეიქნა, დათმობაზე წასულიყო და მთაში ოცდაექვსდღიანი ლაშქრობის შემდეგ, ულამაზესი რიონის ხეობის გავლით ქუთაისში დაბრუნებუ­ ლიყვნენ. 117 ანგელა შტაიდელე ზაფხულში ქუთაისი დუღდა და ენს ერთი სული ჰქონდა, იქაურობას გასცლო­ და. მათ ოთხი ახალი ცხენი იყიდეს, მოშეს ნება დართეს დაესვენა. გიორგისაც, თავის ორსულ მეუღლესთან, დომნასთან დარჩენისა და მოკეთების საშუალება მისცეს იქამდე, სანამ რამდენიმე კვირის შემდეგ ყველანი ერთად მოსკოვში არ დაბრუნდებოდნენ. ანასთან და ენთან დარჩნენ ადამი – მეგზური ქუთაისიდან და კაზაკი ოფიცერი თბილისიდან, თუმცა, ერთმანეთში საერთო ენაზე ლაპარაკი არ შეეძლოთ. ზუგდიდისკენ გასწიეს დავით და ეკატერინე დადიანის მოსანახულებ­ ლად. გზად მარტვილის მონასტრისკენ გადაუხვიეს, მაგრამ დაღამებამდე ვერ მიაგნეს, მერე კი კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მეორე დღეს ნოქალაქევისკენ მიმავლებსაც გზა აებნათ ველურ ბილიკებზე. იქ ასაკოვანმა პრინცმა, ბეჟან და­ დიანმა ეკალბარდებით დაფარული, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი აკროპოლისი აჩვენა, რომელიც, როგორც შემდგომ დადგინდა, იყო უძველესი ქალაქი, არქეო­ პოლისი. საღამო პრინცესასთან საუბარში გაატარეს, რომელიც მეტად მოიხიბლა ენით და მეორე დილით, ჩაცმისას, საწოლის თავთან დატანებული პატარა სარ­ კმლიდან მითვალთვალებდა. მოსასხამი ისე მივკიდე კედელზე, თითქოს ის ვერც კი შევამჩნიე. 70 ენს არ აინტერესებდა სოფლად მცხოვრები ქალები, რომელთაგან ზოგიერთ ქრისტიანსაც კი ეკეთა თეთრი რაღაც, აწევისას პირს რომ უფარავდა. 71 ეს ქართველი, მეგრელი ქალბატონები მთელი დღის განმავლობაში თავიანთ ხა­ ლიჩებზე სხედან. არაფერს აკეთებენ და უცნაური, ულაზათო შესახედავები არიან. გრძელი, კოჭებამდე კაბების ქვეშ მეწამული ან თეთრი პერანგი აცვიათ. მათი მკერდი კი აქეთ-იქით ბუშტებივით ფართხალებს. 72 იმისთვის, რომ გზა აღარ არეოდათ, პრინცმა ბეჟანმა ინგლისელ ქალებს ზუგ­ დიდში თავისი მსახური, დავითი გააყოლა. დანიშნულების ადგილას 8 აგვისტოს, საღამო ხანს ჩავიდნენ. დადიანების სასახლეში საკმაოდ მოუვლელ მოგზაურებს შესაძლებლობა მიეცათ, თავი მოეწესრიგებინათ. ჩვენი ოთახი სპარსული ხალი­ ჩებითაა გაწყობილი. რამდენიმე მსახური კაცი მოგვიჩინეს და ორმა სასიამოვნო, პატარა მოახლემ ორი კ ​ ომფორტული ტახტი საუცხოოდ გაგვიშალა – ბალიშები, გა­ დასაფარებლები. ველურ პირობებში გატარებული ხუთი კვირის შემდეგ, ქალები საკუთარმა ოთახმა გააოცა: ვერცხლის ტოლჩა და დოქი, დიდი მაგიდა და პატარა, მრგვალი ტუალეტის მაგიდა ზედ ლამაზი სარკით, ოთხი სკამი და ორი მდიდრული სავარძელი, ორი ცვილის სანთელი. ამასთანავე, საპონი, სავარცხლები და ჯაგრისე­ ბი, პენუარები და ღამის ჩაჩები(ძალიან ლამაზი), ტუჩსაცხი და ოდეკოლონი. წუხელ გამალებულ რეცხვასა და(ჩვენი ტანსაცმლით შემოტანილ) რწყილზე ნადირობა­ ში ვიყავით გართული, მაგრამ საერთოდ არ ვართ დაკბენილები. გამგელებულები ეცნენ უგემრიელეს პურსა და ახალ კარაქს, რომლებიც წასახემსებლად მოუტანეს, და მერე, მოულოდნელად გაშლილ სუფრაზე ვერაფერს დააკარეს პირი. მოსკოვის დატოვების შემდეგ ასეთი კომფორტული საწოლი და ოთახი არ გვქონია. მეორე 118 ჯენტლმენი ჯეკი დილა საწოლში გაატარეს. ანამ ვარცხნილობა გააკეთებინა და შემდეგ მეც ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გამიკეთეს. ჩვენი ჩექმები და მანტილიები გავწმინეთ. შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ თავიანთ მასპინძლებს. ახალგაზრდა ეკატერინე დადიანი ფერმკრთალი და დასუსტებული ჩანდა. 73 მი­ სი პირმშო ქალიშვილი ისე ავად იყო, რომ დადიანებმა ქუთაისიდან გერმანელი ექიმი მოიწვიეს. ანა და ენი მას ორ საათზე შეხვდნენ რუსული სადილის დროს, რომელსაც კიდევ ესწრებოდა ორი დადიანის ქალი, რუსი ოფიცრის მეუღლე და ფრანგი სოფლის მეურნეობის სპეციალისტი – ჟოზეფ ლიეტო, რომელიც ახალ­ გაზრდა უფლისწულის მამულის მოდერნიზებას აპირებდა. კიდევ ერთი სტუმარი, გერმანელი ბოტანიკოსი, რომლის სახელიც ქალებმა არ იცოდნენ, ცუდად იყო, საწოლში იწვა და მათ ვერ შეუერთდა. სტუმრებმა ფრანგულ ენაზე მიმოიხილეს პოლიტიკური სიახლეები, რაშიც მგზნებარედ ჩაერთო დავით დადიანი, რომლის სამთავრო, სამეგრელო, რუსეთის მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების საფ­ რთხის ქვეშ იყო. ამის შემდეგ, ანა და ენი სასეირნოდ წავიდნენ დიდ ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც დადიანები აშენებდნენ. პრინცესა ჩაიზე არ იმყოფებოდა და სტუმრებს ბოდიში შემოუთვალა. ენი და ანა აღმოჩნდნენ, მართალია, მდიდრულ, მაგრამ არაჯანსაღ ადგილას. ზუგდი­ დი მდებარეობს ვაკეზე – რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ დაჭაობებული იყო – შავი ზღვიდან მხოლოდ 18 მილის დაშორებით. სწორედ ეს კლიმატი არ უხდება დადია­ ნის პატარა ქალიშვილს, მშვენიერ ბავშვს. პრინცესას ჰაერის გამოცვლა – ლაილაშ­ ში ასვლა ვურჩიე. 74 ენი ძლივს უძლებდა ზუგდიდს; ცხელა, ნესტი და ჩახუთულობაა, 4-იდან საღამოს 7 საათამდე მხოლოდ მანტილია მოსხმული, ისე გავიოფლე, რომ ტანზე მშრალ ადგილს ვერ მიპოვიდით. 75 რადგან ანა უოკერსაც ფერი ჰქონდა და­ კარგული, ქალებმა გადაიფიქრეს შავი ზღვისკენ წასვლა და ამის ნაცვლად, კვლავ მთაში ასვლა მოისურვეს, რათა იქიდან ეპოვათ ქუთაისში დასაბრუნებელი გზა. ისინი მეორე დღის ნაშუადღევს, ხუთ საათზე გაემგზავრნენ. ეკატერინე დადიანმა მათ გაატანა 6 დამარილებული კიტრი, ახალი, დიდი თავი ყველი, 8, 10 თუ უფრო მეტი კვერი და 2 ბოთლი წითელი ღვინო ჩემთვის და 2 თეთრი ანასთვის, 6 თუ 8 ცვილის სანთელი და ახლად დაკრეფილი კიტრი და ვაშლი. 76 მათ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი და რამდენიმე საათის შემდეგ ლიაში, ერთ ფერმაში, მეტად მოკრძალებულ პირობებში დაბინავდნენ. იქაც, ამ ნესტიან, ცხელ ხეობაში ქალები და კაცები, განსაკუთრებით ბავშვები, ფერ­ მკრთალები და გაყვითლებულები იყვნენ, არაჯანსაღად გამოიუყურებოდნენ . რადგან ისინი მთელ ოჯახთან ერთად იყვნენ ერთ ოთახში, როგორც ენი წერს, ა.-მ ექვსამდე გამაღვიძა, ერთი სული ჰქონდა წავსულიყავით. 77 საათზე ნაკლებ დროში მიაღწიეს მდინარე ენგურს და გაუყვნენ მის ფართო, რიყის ქვებით მო­ ფენილ კალაპოტში მოქცეულ თქრიალა დინებას ვაკისაკენ. მოგზაურები გაჩერ­ 119 ანგელა შტაიდელე დნენ ჯვარში, იმ დროს დაცარიელებულ სოფელში. ცხრიდან ორამდე ცარიელ ქოხში ისაუზმეს და მეტ- ნაკლებად კომფორტულად იბანავეს – ალბათ, ინფექციის გადადების შიშით. დღეს, ჯვრის უკან აღმართულია ევროპაში ყველაზე მაღალი კაშხლის კედელი, რომელიც ენგურს თავის ვიწრო ხეობაში აკავებს და ფართო ტბას ქმნის. ჩვენ არ ვიცით, გაუვალი იყო თუ არა იმ დროს ხეობა, თუ ენი და ანა დაიკარგნენ, რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ისინი მდინარის დინების მიმართუ­ ლებით სიარულს შეეშვნენ და სოფელ საჩინოში ჩავიდნენ. შუადღის ხუთ საათ­ ზე წვიმა წამოვიდა, არც ისე ძლიერი, მაგრამ შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და ამ დროს, სამივე კაცმა მიგვატოვა, ვიღაცის ან რაღაცის საძიებლად წავიდნენ. ადამი ნახევარ საათში დაბრუნდა. ანამ ათქვეფილი კვერცხი მოამზადა, მე ცხე­ ნებს ჩემი ბარგი ჩამოვხსენი და საწვიმარი დავაკერე. დავითმა გზა არ იცის – წა­ ვიდა მეგზურის საპოვნელად, რომელიც ჩვენთან ერთად წამოვა სოფელში. ერთი საათი ამაზე დავკარგეთ. 6:05 საათზე სოფელ ჯაყალისკენ[ჯგალი] გავემართეთ და 6 ¾ საათზე ჩავედით. 2 კოტეჯი. ინდური სიმინდის ბეღელში(პატარა მოწნულ ქოხში, ალბათ ზომით 4 ½ იარდი 3 იარდზე) მოვეწყვეთ. ჩვენი ნაბდები ჩალაზე გავშალეთ და ახლა, 8:25, დავწერე ეს ბოლო 19 სტრიქონი. ჩრდილოეთით მა­ ღალი ბორცვები მოჩანს და ალაგ-ალაგ ტყიანი გორაკებით დაფარული ქედები, პატარა ტყიანი კონუსისებური მწვერვალებივით რომ ამოშვერილან. ბორცვები ორივე მხარეს დაღარულია და ქედებს გვერდზე მცირე ზომის კონუსისებური მწვერვალები ამშვენებს. 8:25 საათზე ჩაი და ა.შ. 9 ½ დავწექი. 78 ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც ენ ლისტერმა თავის დღიურში ჩაწერა. 1840 წლის 11 აგვისტო იდგა. ექვსი კვირის შემდეგ ის გარდაიცვალა. რა მოხდა ამ დროის მანძილზე, უცნობია. თავს სუსტად გრძნობდა და წერის გაგრძელება ვეღარ შეძლო? მურიელ გრინის თანახმად, ისინი 31 აგვისტოს კვლავ ჩავიდნენ ლეჩხუმში, ლაილაშში. იქიდან ქუთაისში დაბრუნდნენ იმავე მარშრუტით, რომე­ ლიც ოთხი კვირის წინ გაიარეს. გიორგი და დომნა იქ ელოდებოდნენ და ეკატე­ რინე დადიანის მიერ ზუგდიდში გამოძახებული გერმანელი ექიმიც იქ მუშაობდა. მაგრამ ექიმი ვერ დაეხმარებოდა ვერც ბავშვს და ვერც ენ ლისტერს, რომც შეხ­ ვედროდა. ენის ნეკროლოგის მიხედვით, მისი გარდაცვალების თარიღია სამშა­ ბათი, 22 სექტემბერი, ქუთაისი,„ La fièvre chaude i “. 79 „ცხელება“ იმ პერიოდში სხვადასხვა დაავადების აღმნიშვნელი საერთო ტერმინი იყო. რამდენიმეკვირიანი ავადმყოფობა გვაფიქრებინებს, რომ ეს შეიძლებოდა ტიფი ყოფილიყო, მაგრამ, შესაძლოა, ენი მწვავე მალარიი­ თაც დაავადებულიყო ჭაობიანი კოლხეთის რეგიონში ყოფნისას. მოგზაუ­ i. La fièvre chaude(ფრანგ.) – ცხელება(მთარგმნ. შენ.). 120 ჯენტლმენი ჯეკი რობის განმავლობაში საკუთარი თავისგან ის მეტისმეტად ბევრს ითხოვდა. რამდენადაც დაჟინებული და ძლიერი იყო, ყოველთვის ზედმეტად მაღალი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ტბების მხარეში, დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილზე, მონტე-პერდიდოზე, ვინმალზე და ბოლოს, გაყინულ ვოლგა­ ზე, ენ ლისტერი ბედს ეთამაშებოდა. მისტერ დაფინი i მართალი აღმოჩნდა: მისმა გონებამ მისი სხეული გაცვითა. ქვრივი „ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ პატივცემული ლედის ნეშტი ბალზამირებულია და მის ლისტერის მეგობარი და კომპანიონი, მის უოკერი, კონსტანტინეპოლის გავლით მოასვენებს მას შინ, საგვარეულო აკლდამაში დასასვენებლად“, 1 – წერ­ და„ჰალიფაქს გარდიანი“ 1840 წლის 31 ოქტომბერს ანას მიერ გამოგზავნილი გარდაცვალების ცნობის თაობაზე. ანა, სავარაუდოდ, ენის ბოლო სურვილს ას­ რულებდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელად წარმოსადგენია, რომ მას თავის თავზე აეღო ხანგრძლივი წამება, რასაც ქუთაისიდან ჰალიფაქსში ნეშტის რამდე­ ნიმეთვიანი გადასვენება მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს ბალზამი­ რება ჩაუტარეს – ხელოვნება, რომელსაც ამ რეგიონში უხსოვარი დროიდან მის­ დევდნენ – გვამი, სავარაუდოდ, ჩაასვენეს ნახერხიან თუთიის კუბოში, რომელსაც სახურავი ზედ მიარჩილეს. გემით მგზავრობა, როგორც„ჰალიფაქს გარდიანი“ წერდა, ჩაიშალა. ანა უო­ კერი ინგლისში სახმელეთო გზით დაბრუნდა. დაიქირავა თუ არა მან სატრან­ სპორტო საშუალება სპეციალურად კუბოსათვის? თუ ის დანარჩენ ბარგთან ერ­ თად დაიტვირთა? გიორგი ჩაიკინმა, ალბათ, უკან დასაბრუნებელი მგზავრობის დაგეგმვა საკუთარ თავზე აიღო; მას და ფეხმძიმობის ბოლო თვეებში მყოფ დომ­ ნას მოსკოვში დაბრუნება სურდათ მანამ, სანამ ზამთარი დადგებოდა. ანა უოკერს თბილისში გამოგზავნილი დახვდებოდა ენის მიერ ბანკისთვის მოთხოვნილი მოგზაურობისთვის საჭირო თანხები. გუბერნატორმა გოლოვინმა მის უოკერის, მისი მსახურებისა და კუბოსთვის საშვები დაუშვა, რათა მათ, კავკასიონის გადაკ­ ვეთის შემდეგ ორკვირიანი კარანტინისთვის თავი აერიდებინათ. საქართველოს სამხედრო გზის გავლით უკან დაბრუნება წარმოუდგენლად დამქანცველი იყო; ძნელი წარმოსადგენია, რა გზის გავლა მოუწიათ მძიმე თუ­ თიის კუბოთი დატვირთულებს. თუმცა, წელიწადის ეს დრო უფრო ხელსაყრელი i. მისტერ დაფინი – ენის პირველი შეყვარებულის, ელაიზა რეინის მამობილი(მთარგმნ. შენ.). 121 ანგელა შტაიდელე იყო ჯვრის უღელტეხილის გასავლელად, რადგან ოქტომბერში თოვლი არ იდო. ეკატერინოგრადსკაიაში, შესაძლოა, გიორგიმ მის უოკერს შესთავაზა, ასტრახანის გავლის ნაცვლად უფრო მოკლე გზა აერჩიათ, ვორონეჟის გავლით. ქუთაისიდან 1273 მილის დაფარვის შემდეგ, ისინი, სავარაუდოდ, მოსკოვში ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავიდოდნენ. ანა კვლავ მისის ჰოვარდის სასტუმ­ როში გაჩერდა, სადაც მათი დანარჩენი ბარგი და სამგზავრო ეკიპაჟი ინახებო­ და. ფილის რამსდენის ცნობით, ანამ, რომელიც მოგზაურობის გაგრძელებამდე, ზამთრის დასასრულს უნდა დალოდებოდა, ენი დროებით დაკრძალა. იპოვეს კი ანას სანუგეშებელი სიტყვები გრაფმა და გრაფინია პანინებმა ან პრინცესა სო­ ფია რადზივილმა? ის შინისაკენ 1841 წლის ზამთრის მიწურულს დაიძრა. ნეტავ სამგზავრო ეკიპაჟს მისაბმელზე მოთავსებული კუბო უკან მიჰყვებოდა? ჩვენ არ გვაქვს ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა მარშრუტით გაიარა მის უოკერმა თით­ ქმის ორი ათასი მილი მოსკოვიდან ჰალიფაქსამდე, არც იმის შესახებ, გაჰყვნენ თუ არა მას სახლში მისტერ და მისის გროსები. ანა ჰალიფაქსში 1841 წლის 24 აპრილს ჩავიდა და გადავიდა„შიბდენ ჰოლში“, რომელიც, ენ ლისტერის ანდერძის თანახმად, მისი სიცოცხლის მანძილზე ანას მფლობელობაში იყო. ჩამოსვლიდან ხუთი დღის შემდეგ, 29 აპრილს, ენ ლისტერი სამრევლო ეკლესიის აკლდამაში დაკრძალა. დღეს ამ ადგილის პოვნა შეუძლე­ ბელია. დღეს ენის ნახევრადდამტვრეული საფლავის ქვის ფილა ეკლესიის შესას­ ვლელში, კედელზეა მიყუდებული. მარიან ლისტერი თავისი დის დასაფლავებაზე აუცილებლად ჩავიდოდა მარკეტ უიტონიდან. მისი ურთიერთობა ანა უოკერთან ალბათ საკმაოდ ცივი იყო, რადგან ამ უკანასკნელს დარჩა ის, რაც ენმა საკუთარ დას არ დაუტოვა. მარიანმა კიდევ ორმოცდაერთი წელი გაატარა სიღარიბეში და 1882 წელს გარდაიცვალა. ალბათ, იზაბელა ნორკლიფი და მარიანა ლოუტონი ეწ­ ვივნენ მის უოკერს, რათა უფრო მეტი გაეგოთ ენის გარდაცვალების შესახებ. იზა­ ბელა ხუთი წლის შემდეგ, 1846 წელს, სამოცდაერთი წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიანა ლოუტონმა იცოცხლა 1868 წლამდე და გარდაიცვალა თავისი მეუღლის, ჩარლზის სიკვდილამდე, რომელზეც ერთ დროს ის და ენი ამდენს ოცნებობდნენ. „შიბდენ ჰოლში“ სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო. დღემდე სახლი იმავე მდგომარეობაშია შემონახული, როგორც ეს ენ ლისტერს ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა, დასრულებული ვერსია თავად ენს არასოდეს უნა­ ხავს. მხატვარმა ჯოშუა ჰორნერმა დაასრულა ჯეიმს ლისტერის პორტრეტი, რო­ მელიც ენმა გამგზავრებამდე შეუკვეთა. მის უოკერი, რომელიც იცნობდა ენის ბი­ ძას, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რადგან მან ჰორნერს იმავე ზომის ენის პორტრეტიც დაუკვეთა. ჯოშუა ჰორნერს რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ენ ლისტერი, მაგრამ მას ენი ნატურიდან არ დაუხატავს. ანა დაეხმარა მას ენის გახსენებაში, აუწერა მისი პოზა, ტანსაცმელი, თმის ვარცხნილობა და ნიმუშისათ­ 122 ჯენტლმენი ჯეკი ვის მხატვრს გადასცა სამოყვარულო მინიატურა, რომლის მიხედვითაც ჰორნერმა ზეთის მოზრდილი ტილო შექმნა. დაუდგენელია, თუ რამდენად ზუსტად წარმოა­ ჩინა ჰორნერმა ენ ლისტერი.„შიბდენ ჰოლის“ მეპატრონეს გარდაცვალების ჟამს, ორმოცდაცხრა წლის ასაკში, აშკარად მეტად ეტყობოდა სიბერის ნიშნები, ვიდრე ნახატზე გამოსახულ ოცდაათი წლის ქალის იდეალიზებულ ვერსიას. ზედა ტუჩზე საეჭვოდ არ ჩანს ბუსუსების ნასახი. მხოლოდ იმ მოკრძალებული შემოსავლის წყალობით, რაც ენ ლისტერის ან­ დერძის თანახმად მემკვიდრეობით ერგო მის უოკერს, იგი მიხვდა, თუ რამდენს ფლობდა სინამდვილეში მისი ცოლი. მხოლოდ 4000 გირვანქა იყო დარჩენილი, გა­ ცილებით ნაკლები, ვიდრე ენი იჩემებდა. ანამ ალბათ გააცნობიერა, რომ თავად მან დააფინანსა ენის წარუმატებელი ინვესტიციები. უყვარდა კი იგი ოდესმე ენს? თუ თავიდანვე ატყუებდა მას? პასუხებს ამ კითხვებზე ანა მეუღლის დღიურებსა და წე­ რილებში ეძებდა. არსებობს მინიშნებები იმაზე, რომ სწორედ მან მისცა ცეცხლს ენ ლისტერისა და მარიანა ლოუტონის წერილები. 2 მას რომ ენის საიდუმლო კოდის გაშიფვრა და მათი ურთიერთობის ადრეული ხანის შესახებ ჩანაწერების წაკითხვა შესძლებოდა, შესაძლოა, ენის დღიურებიც დაეწვა. ენ ლისტერის გარდაცვალების შემდეგაც, ანა არ შერიგებია თავის ნათესავებს ჰალიფაქსსა და შოტლანდიაში. რა უნდა ეთქვა მას პრისტლებისა და საზერლენ­ დებისათვის? რომ ისინი ყოველთვის მართლები იყვნენ, როცა ენ ლისტერის შესა­ ხებ აფრთხილებდნენ? ჯორჯ საზერლენდი ანა უოკერს ადვილად მოსანადირებელ მსხვერპლად მიიჩნევდა. ის ჯერ საკუთარ მეუღლეს, ელისაბედს, არწმუნებდა, რომ მის დას კვლავ სჭირდებოდა სტივენ ბელკომბის სამედიცინო დახმარება. შემდეგ მან სათანადო სამართალწარმოებისათვის დაიქირავა ადვოკატი, რობერტ პარ­ კერი, რათა ანა, საკუთარი ნების წინააღმდეგ, იორკის ფსიქიატრიულ საავადმყო­ ფოში დაეწვინათ. 1843 წლის 9 სექტემბერს საზერლენდები, ექიმის, ადვოკატისა და ჰალიფაქსის კონსტებლის თანხლებით„შიბდენ ჰოლში“ შეიჭრნენ. ანა ბოლო სარ­ თულზე, წითელ ოთახში დაიმალა და იქ ჩაიკეტა. სტივენ ბელკომბმა და რობერტ პარკერმა კონსტებლს კარის გაღება სთხოვეს და ისიც ასე მოიქცა – კარი ანჯამები­ დან ამოამტვრია. ოთახში საშინელი სიბინძურე იყო, ხოლო საწოლის გვერდზე იდო დატენილი წყვილი პისტოლეტი. ადვოკატმა შესაძლოა ზედმეტად გაზვიდებულად აღწერა სიტუაცია საკუთარი საქციელის გასამართლებლად. დარაბები დახურული იყო – საწოლის გვერდზე ძველი, ბინძური შანდალი ქონით იყო დაფარული, თით­ ქოს სანთელი ზედ ჩამომდნარიყო – წერდა პარკერი, იმის დასამტკიცებლად, რომ ანას ცეცხლთან მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, და რომ მას საკუთარი თავის­ გან დაცვა სჭირდებოდა. ფურცლები სრულიად უწესრიგოდ იყო მიმოფანტული. წი­ თელ ოთახში უამრავი სისხლით მოსვრილი ცხვირსახოცი დაგვხვდა. 3 რადგან ანას, როგორც პარკერი წერს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ის 123 ანგელა შტაიდელე სტივენ ბელკომბის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს. შეგვიძლია ვივა­ რაუდოთ, რომ ანა უოკერს მართლაც აწუხებდა ფსიქიკური პრობლემები ევროპაში ცოლის ცხედართან ერთად ტრავმული მოგზაურობის შემდეგ. რამდენად სჭირდე­ ბოდა მას კლინიკაში დაწვენა და თვალყურის დევნება, სადავოა. ანა საავადმყო­ ფოში უნდა შეხვედროდა ელაიზა რეინს, რადგან ის გარდაცვალებამდე, 1860 წლამ­ დე, იქ ცხოვრობდა. ენ ლისტერის ორივე სატრფო, პირველი და უკანასკნელი, გიჟე­ ბად შერაცხეს. მას მერე, რაც ანა თავიდან მოიშორა, კაპიტან საზერლენდს გამოუჩნდა სხვა ძლიერი კონკურენტი, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას საზერლენდის ცო­ ლისდის ქონებაზე – ექიმი ჯონ ლისტერი სუონსიდან. ეს უკანასკნელი თავგამო­ დებით გმობდა ენ ლისტერის ანდერძის თანახმად„შიბდენ ჰოლის“ მის უოკე­ რისთვის გადაცემას. საზერლენდს კი თავად უნდოდა ამ ქონების ხელში ჩაგდე­ ბა.„შიბდენ ჰოლის“ მფლობელობაზე მის უოკერის უფლების გასაჩივრებით, ჯონ ლისტერმა საზერლენდი წლების განმავლობაში სამართლებრივ დავებში გახვია. საზერლენდი ამტკიცებდა, რომ მას არა მხოლოდ კანონიერი, არამედ მორალური უფლებაც ჰქონდა„შიბდენზე“ და ხაზს უსვამდა იმას, თუ რა მარტივად შეძლებდა ნებისმიერი ინტრიგანი ან უპრინციპო ადამიანი მის უოკერის მოტყუებასა და შეც­ დომაში შეყვანას; და უყოყმანოდ ვამტკიცებ, რომ მის ლისტერი სწორედაც რომ ასე მოიქცა. მე გამუდმებით ვადევნებდი თვალყურს მოვლენებს. მან ჯერ უახ­ ლოესი ნათესავების მიმართ უნდობლობა და სიძულვილი ჩაუნერგა მის უოკერს; მას მერე, რაც ეს გააკეთა, დაარწმუნა მის უოკერი, რომ მისთვის დაეტოვებინა თავისი ქონება და, თითქოს ეს საკმარისი უსამართლობა არ ყოფილიყო უოკე­ რების ოჯახის მიმართ, დაიყოლია ის, რომ მისი ქონებიდან შემოსული შემოსავა­ ლი მათი საზღვარგარეთ ყოფნის დროს მის(მის ლისტერის) ანგარიშზე ჩაერიცხა. იმედოვნებდა თუ არა მის ლისტერი, რომ მის უოკერი ოდესმე დაბრუნდებოდა მოგზაურობიდან, მხოლოდ ღმერთმა იცის! საზერლენდი ამტკიცებდა, რომ ანა უოკერი კი არ იყო მის ლისტერის მსხვერპლი, არამედ თვითონ: მწვავედ განვიც­ დი იმ ზარალს, რომელიც მის ლისტერმა მომაყენა მე, ჩემს მეუღლესა და ვაჟს, და განა სხვა ჩემს ადგილას ასე არ იქნებოდა განწყობილი? 4 მიუხედავად იმისა, რომ საზერლენდმა მოახერხა ჯონ ლისტერ უფროსის დროებით მოგერიება, მან თავისი წარმატების ნაყოფით ვერ იხეირა. იმავე წელს, როცა მან ანა უოკერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტა, საზერ­ ლენდმა თავისი უფროსი ვაჟი, თორმეტი წლის ჯორჯ სეკვილი დაკარგა. მისი მეუღლე, ანას და, ელისაბედი, ერთ წელიწადში, 1844 წელს, სულ რაღაც ორმოც­ დასამი წლისა გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, ქვრივმა ცოლად მოიყვანა ძა­ ლიან ახალგაზრდა მერი ელისაბედ ჰეი. საზერლენდი საცხოვრებლად„შიბდენ ჰოლში“ გადავიდა ცოლთან, თავის ორ ქალიშვილთან და ცხრა წლის ევან ჩარ­ 124 ჯენტლმენი ჯეკი ლზთან ერთად. მაგრამ მას არ ეწერა დიდი ხნით დამტკბარიყო გამარჯვებით და სოფლის ძველი მამულის ბატონობით. ჯორჯ საზერლენდი ერთი წლის შემდეგ, ორმოცდაცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავის შვილს დაახლოებით 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის მემკვიდრეობა დაუტოვა. ამ დროისთვის, ანა უოკერი საცხოვრებლად ლაითკლიფში დაბრუნდა. იორ­ კის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორი წლის გატარების შემდეგ, უოკერის ოთ­ ხმოცდარვა წლის დეიდას ანა შეეცოდა და 1845 წელს ის„კლიფ ჰილში“ დააბრუ­ ნა. ანა უოკერი უფროსი ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა, კაპიტან საზერლენდის გარდაცვალების წელს. ორმოცდაოთხი წლის ანა უოკერმა მისგან მემკვიდრეო­ ბით მიიღო სამართლებრივი დავა ჯონ ლისტერ უფროსთან, რომელმაც ვეღარ გაასაჩივრა ანას კანონიერი უფლება ქონებაზე. მაგრამ, ანა„კლიფ ჰილში“ დარჩა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა ირლანდიელ მედდასთან ერთად. ის ორმოც­ დათერთმეტი წლის ასაკში, 1854 წელს გარდაიცვალა. მან თავის დისშვილს უან­ დერძა ის, რაც ენ ლისტერმა და ჯორჯ საზერლენდმა დაუტოვეს, დაახლოებით 2000 გირვანქა სტერლინგი – მცირე ნაწილი იმისა, რაც მას ერთ დროს გააჩნდა. ევან ჩარლზ საზერლენდმა უოკერების მთელი ქონება გაანიავა და შოტლანდია­ ში დაბრუნდა. მან უოკერების საგვარეულო მამული ლაითკლიფში –„ქროუ ნეს­ ტი“, მიჰყიდა ტიტუს სოლტს – ბრედფორდში მშრომელებისათვის სოლტერის სანი­ მუშო სოფლისა და„სოლტ მილის“ დამფუძნებელს. ანა უოკერის მშობლების სახ­ ლი აღარ არსებობს; იქაური მიწები გოლფის მოედნებადაა გადაკეთებული. დიდი და ტევადი„კლიფ ჰილი“ ცალ-ცალკე ბინებადაა დაყოფილი. ლიდგეიტი, სადაც ანა ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ენს შეხვდა, ახლა ახალი სახლებით არის გარშემორ­ ტყმული. იმ დროიდან, როცა ენ ლისტერი ხშირად სტუმრობდა იქ, მხოლოდ ძველი მამულის კედლებიღაა შემორჩენილი. ჯონი, მურიელი, ვივიენი, ფილისი, ჰელენა, ჯილი და ანგელა 1855 წელს, ანა უოკერის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯონ ლისტერ უფროსმა„შიბდენ ჰოლი“ დაიკავა. ამის შემდეგ ექიმი დროს ხან უაიტის კუნძულ­ ზე ატარებდა სამუშაოდ, და ხან ჰალიფაქსში, თავის ახალ სახლში, სადაც მისი ცოლი, ლუიზა ანა ლისტერი(ქალიშვილობაში გრანტი), მათ სამ შვილს, ჯონ უმ­ ცროსს, ჩარლზს და ენს ზრდიდა. 1856 წელს ექიმმა ლისტერმა გაყიდა„ნორსგეით ჰაუსი“, სადაც 1961 წელს, მის დანგრევამდე, სასტუმრო ფუნქციონირებდა, რო­ გორც ეს ენ ლისტერს ჰქონდა დაგეგმილი. ენის კაზინოს იყენებდნენ თეატრისა და კინოს დარბაზად. 125 ანგელა შტაიდელე 1867 წელს ჯონ უმცროსი(1847–1933)„შიბდენ ჰოლის“ მფლობელი გახდა. როგორც პროლოგში გიამბეთ, სწორედ ჯონმა დაიწყო ენ ლისტერის ცხოვრე­ ბის კვლევა„ჰალიფაქს გარდიანში“ გამოქვეყნებულ სერიებში„სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება ჰალიფაქსში ორმოცდაათი წლის წინ“(1887–1892). თავისი ტორი დეიდისგან განსხვავებით, ის„დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის“ დამფუძნებელი წევრი და ხაზინადარი იყო, მხარს უჭერდა მუშათა უფ­ ლებებს, აწყობდა უფასო სასადილოებს გაფიცულებისთვის და 1893 წლის საყო­ ველთაო არჩევნებში ერთ-ერთი პირველი ლეიბორისტი კანდიდატი იყო ჰალი­ ფაქსში, მაგრამ ლიბერალ კანდიდატთან წააგო.„ჰალიფაქსის ანტიკვარიატის საზოგადოების“ დამფუძნებელმა პრეზიდენტმა, ათწლეულების მანძილზე იმაზე მეტი ფული ჩადო საქველმოქმედო საქმიანობაში კულტურული დაწესებულე­ ბებისა და სკოლების დასახმარებლად, ვიდრე„შიბდენ ჰოლს“ შემოჰქონდა. 1923 წელს ის გაკოტრების პირას იყო. მისი დიდი მიღწევების გამო ქალაქმა ჰა­ ლიფაქსმა მისგან„შიბდენ ჰოლი“ შეიძინა და მასვე უბოძა მისი მფლობელობა სიცოცხლის მანძილზე. 1926 წელს უელსის პრინცმა ედუარდმა, დედოფალ ელი­ საბედ II-ის ბიძამ, ფართო საზოგადოებისათვის გახსნა ენ ლისტერის დეკორა­ ტიული ბაღი. სამწუხაროდ, მისი ხავსის ქოხი არ არის შემორჩენილი, ალბათ, სარკინიგზო სამუშაოებს შეეწირა. 1934 წელს„შიბდენ ჰოლი“ მუზეუმად გადაკეთდა; ახლა სტუმრებს შეუძლიათ ენ ლისტერის საწერი მასალებისა და ყალბი კულულების ნახვა; სახლისა და ბაღების დათვალიერების შემდეგ, თუ წახემსება ან სადილი მოგინდებათ, შეგიძლიათ გაუყ­ ვეთ იმ საცალფეხო ბილიკს, რომელიც 1837 წელს დედოფალ ვიქტორიას კორო­ ნაციის აღსანიშნავად საზეიმოდ გახსნა ენმა, და გოდლის შესახვევში, ენის„სტამპ ქროს ინში“ შეიაროთ. დღეს იქ უკვე ყველას, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, შეუძლია იქ დალევა. 1933 წელს, ჯონ ლისტერის გარდაცვალების შემდეგ,„შიბდენ ჰოლი“ სტაჟიორ­ მა ბიბლიოთეკარმა – მურიელ გრინმა(1909-1997) დაათვალიერა. თაროები წიგ­ ნებით იყო გადავსებული, რაც თაროებზე არ ეტეოდა, სკამებზე, მაგიდებსა და იატაკზე იყო მიმოფანტული. სახლი სავსე იყო საბუთებით გატენილი მოზრდილი, მტვრიანი ჩემოდნებით; რას არ იპოვიდით აქ – საიჯარო დოკუმენტაციას, ანდერ­ ძებს, ანგარიშებს, რეცეპტებს, გარდაცვალების ცნობებს, დღიურებს, წერილებს და ა.შ. შიგადაშიგ კიდევ ერთი ხელნაწერებით სავსე ყუთი ან ჩემოდანი გამოჩნდებოდა სახლის რომელიმე ნაწილში ნაგვის გროვის ქვეშ მიმალული. 1 რამდენიმე წლის გან­ მავლობაში გრინმა„შიბდენ ჰოლის“ საბუთების ნუსხა შეადგინა და ნაწილებად და­ ყო. თავისი სადისერტაციო კვლევისთვის გრინმა ენ ლისტერის 1850 შემორჩენილი წერილიდან 395 მათგანის ასლი გააკეთა და თან სარედაქციო შენიშვნები დაურ­ თო. მან ჯონ ლისტერის„კარადაში“ ნაპოვნი დღიურები გამოიყენა დათარიღების­ 126 ჯენტლმენი ჯეკი თვის და სხვა შეცდომაში შემყვანი, რთული დეტალების დასაზუსტებლად. არტურ ბარელისეული შიფრის გასაღების წყალობით, გრინი მიხვდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და გადაწყვიტა წერილების კრებულში –„გაბედული იორკშირელი ქალი: „ შიბდენ ჰოლელი ენ ლისტერის წერილები, დ. 1791 გ. 1840“(1938) – არ აღენიშნა ის ფაქტი, რომ ენი ქალების მოყვარული იყო. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ „ეს ლისტერების ოჯახის უმწიკვლო სახელს ჩირქს მოსცხებდა“. 2 შემდეგი მეცნიერი, რომელიც ენ ლისტერს იკვლევდა, იყო ისტორიკოსი ვი­ ვიენ ინგემი(დაახლ. 1918–1969). მას დღიურებთან პირველი შეხება 40-იან წლებ­ ში ჰქონდა, როდესაც ამ პერიოდის კაბების მოდას იკვლევდა. 1958 წლამდე მან დრო ვერ გამონახა და არ მიეცა შესაძლებლობა, დაეწყო მუშაობა ამ უზარმა­ ზარ მასალაზე. ამჯერად, ჩვენდა სასიკეთოდ, ჩემი მეგობარი და კოლეგა, ბა­ კალავრისა და დოქტორის ხარისხის მფლობელი, მისის ფილის მ. რამსდენი შემომიერთდა. ჩვენ დავასკვენით, რომ, სავარაუდოდ, ეს დღიურები აქამდე მთლიანად არავის წაუკითხავს და სწორედ ამის გაკეთება დავისახეთ მიზნად. 3 დოქტორი ფილის მ. რამსდენი(ქალიშვილობაში ქროუთერი) დაქორწინებული იყო„ჰალიფაქს კურიერის“ რედაქტორზე და იმედოვნებდა, რომ დღიურებში მიაგნებდა უფრო ზოგად, ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო მასალას. 4 ვივიენი და ფილისი ერთად თერთმეტი წელი გულდასმით ეცნობოდნენ დღიუ­ რებს; მათ ოცდაოთხნაწილიანი ტომეულის თითოეული ნაწილი ორჯერ წაი­ კითხეს. ენის საიდუმლო შიფრის გასაღების დახმარებით, ერთად გაიკვლიეს გზა ლესბოსური სექსის აუარებელ აღწერებში. ეხებოდა მათი იდაყვები ერთმა­ ნეთს? ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდათ? ჰქონდა რამსდენს მიზეზი, ეჭვი შეეტანა გაუთხოვარ ვივიენ ინგემში? ორი მეგობარი არ შეთანხმებულა იმაზე, თუ როგორ წარმოადგენდნენ ენ ლისტერის სასიყვარულო ისტორიებს მომავალ გამოცემებში. 1967 წელს ინგემ­ მა ლონდონის უნივერსიტეტში დაიწყო დისერტაციის წერა თემაზე –„ენ ლისტე­ რის ცხოვრება“; მრჩევლის, ოლივ ანდერსონის თანახმად, აპირებდა განეხილა ენის ლესბოსელობა( რისი უგულებელყოფაც, ცხადია, არ შეიძლებოდა). 5 ინგემ­ მა რამდენიმე თავის მონახაზი გააკეთა ენ ლისტერის მოგზაურობებზე და 1968 წელს„ალპურ ჟურნალში“ გამოაქვეყნა სტატია ვინმალის მწვერვალის დაპყრო­ ბის შესახებ – ეს იყო პირველი პუბლიკაცია ენ ლისტერზე„ჰალიფაქს გარდიანში“ დაბეჭდილი ჯონ ლისტერის სტატიების სერიის შემდეგ. ინგემმა ენი წარმოსახა უშრეტი ენერგიისა და მასკულინური მიდრეკილებების მქონე ძლიერ ქალად. 6 ჰალიფაქსის ანტიკვარული საზოგადოებისათვის იმავე სტატიის ვრცელ ვერსია­ ში მან თავისი არაპირდაპირი მინიშნება გადაასხვაფერა: თავისი დროის სტან­ დარტების მიხედვით, მაღალი იყო და გრძელ, შავ პალტოსა და სქელი ტყავის ჩექმებში გამოწყობილი, ადვილად შეიძლებოდა, კაცი გგონებოდა. 7 1969 წლის აპ­ 127 ანგელა შტაიდელე რილში, როდესაც ეს მეორე სტატია დაიბეჭდა, ვივიენ ინგემი უკვე ცოცხალი აღარ იყო. მისი დაუმთავრებელი დისერტაცია ფილის რამსდენს ერგო. ინგემის გარდაცვალების შემდეგ, რამსდენმა სცადა ენ ლისტერის დღიუ­ რების დაშიფრული პასაჟებისთვის საკუთარი ინტერპრეტაცია მიეცა. ინგემმა დღიურებში ზოგადი ინტერესისთვის ყურადსაღები არაერთი დეტალი აღმოა­ ჩინა და წერდა, რომ ვერავინ, ვისაც დღიურის კვლევაზე სერიოზული პრეტენ­ ზია ჰქონდა, ამისთვის გვერდის ავლას ვერ მოახერხებდა; 8 ხოლო, ფილის რამ­ სდენი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ მოსაზრებას. ის საკუთარი სქესის მიმართ სასიყვარულო გრძნობებს ამჟღავნებდა, – აღიარებს რამსდენი თავის სტატიაში„ენ ლისტერის დღიური“(1970); მას ბუნებრივად იზიდავდნენ ყველა­ ზე ლამაზი, მხიარული, კეთილგანწყობილი და საშინაო საქმეში დახელოვნე­ ბული ქალები. თუმცა, ამასთანავე აღნიშნავს, რომ: მის დღიურებში დაშიფრუ­ ლია ვრცელი, სენტიმენტალური მიმოწერა მეგობრებთან, რაც თანამედროვე გონებისთვის მეტად მოსაწყენია. ფილის რამსდენი გულმოდგინედ შეუდგა იმ ყველაფრის დაფარვას, რისი გამომჟღავნების იმედიც ვივიენ ინგემს ჰქონდა. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ამ საიდუმლო პასაჟებს განსაკუთრებული მნიშ­ ვნელობა აქვს და ნებისმიერი გზით უნდა მოხდეს მათი გაშიფვრა. საბედნიე­ როდ, ასე სულაც არ არის საქმე. იშვიათი გამონაკლისების გარდა,„დაშიფრუ­ ლი“ ანბანით გადმოცემული მონაკვეთები ისტორიულ ინტერესს სრულებით არ აღძრავს. როგორც წესი, ეს პასაჟები ეხება საოჯახო და ფინანსურ საკითხებს, ამ მონაკვეთების ამოცნობა მათი კონტექსტის მიხედვით მარტივია და მათი გა­ შიფვრაც დიდ დროს არ მოითხოვს. ამასთანავე, სხვა„დაშიფრული“ პასაჟები, რომლებიც წმინდად პირადულ თემებს ეხება, გრძელი და მოსაწყენია; და რაც უფრო გრძელია პასაჟი, მით უფრო დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მის გაშიფვრაზე დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს. 9 მრავალწლიანი კვლევის მიუხედავად, რამსდენმა მხოლოდ ერთი სტატია გამოაქვეყნა ენ ლისტერზე. ოლივ ანდერსონი მიიჩნევს, რომ დასავლეთ იორ­ კშირის არქივში დაცულ კოლექციას –„რამსდენის მასალები“, წესით,„ინგე­ მის მასალები“ უნდა ეწოდებოდეს. კრებულში მოცემულია გრძელი ტექსტები ენ ლისტერის მოგზაურობის შესახებ, ქრონოლოგიები და დათარიღებული ამონა­ რიდები დაშიფრული პასაჟებიდან. რამსდენი 1985 წელს გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოესწრო ენ ლისტერის დღიურებიდან ამონარიდების, მათ შორის დაშიფრული პასაჟებიდან დეტალუ­ რი ციტირებების გამოქვეყნებას. ჰელენა უაითბრედი(დ. 1931 წელს), მოწიფუ­ ლი სტუდენტი და ოთხი შვილის დედა, მასალებს ენ ლისტერის შესახებ შემ­ თხვევით წააწყდა. 1984 წელს თავის მშობლიურ ქალაქ ჰალიფაქსში, კალდერ­ დეილის რეგიონულ არქივში, ის საკვლევ პროექტს ეძებდა. იცოდით, რომ ის 128 ჯენტლმენი ჯეკი დღიურებს წერდა? 10 – ჰკითხა მას არქივარიუსმა და მიკროფოტოფირზე აჩვენა დაშიფრული გვერდი, რომელზეც გული ნამდვილად არ მიგივიდოდა, მაგრამ ჰელენა უაითბრედი მყისიერად მოიხიბლა. ისარგებლა შიფრის გასაღებით და ერთი კვირის მანძილზე ლისტერის დღიურების ორმოცდაათი გვერდის ასლი დაამზადა. 1988 წელს მან გამოაქვეყნა –„საკუთარი გულის ხმა მესმის: ენ ლის­ ტერის დღიურები 1791–1840“, რომელშიც წარმოდგენილი იყო ამონარიდები 1817–1824 წლებიდან. 1992 წელს გამოვიდა –„არ მყავს სხვა ქურუმი სიყვარულის გარდა: ენ ლისტერის დღიურები 1824–1826“. ბრიტანული საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ამბავმა შოკში ჩააგდო. დაირხა ხმები, რომ დღიურები ყალბია, მაგ­ რამ ეს მითქმა-მოთქმა მალევე მიწყნარდა. ენ ლისტერის დღიურმა გამოააშ­ კარავა ქალებს შორის უბიწო„რომანტიკული მეგობრობის“ შესახებ ელისაბედ მავორის(1971) და ლილიან ფადერმანის(1981) იდეის მცდარობა. როდესაც 2010 წელს ბიბისის„ლამაზად შეფუთული“ სატელევიზიო დრამა –„მის ენ ლისტე­ რის საიდუმლო დღიურები“, გამოვიდა, უაითბრედის პირველი წიგნის ახალი გამოცემაც იმავე სათაურით დაიბეჭდა, დამატებითი, 1816 წლის ამონარიდების თან ხლე ბით. ჰელენა უაითბრედის პიონერული გამოცემების შემდეგ, ოთხმოცდასამი წლის მურიელ გრინმა რედაქტირება გაუკეთა საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ 541 გვერდს, შეამოკლა, ნახევარზე მეტი მასალა ამოაკლო და 1992 წელს გამოაქვეყნა:„შიბდენ ჰოლელი მის ლისტერი: რჩეული წერილები(1800–1840)“. ამ დროს, ისტორიკოსმა ჯილ ლიდინგტონმა(დ. 1946 წელს) საკუთარ თავზე აიღო ენ ლისტერის დღიურების მთლიანად გადაწერისა და ციფრულ ფორმატ­ ში გადაყვანის ვალდებულება. დაფინანსების მოსაპოვებელი განაცხადის შევსე­ ბისას, ლიდინგტონი ითვლიდა სიტყვების რაოდენობას და, მისდა გულის გასა­ ხეთქად, 11 ოთხი მილიონი სიტყვა მიიღო. ლიდინგტონის შეფასებით, ენ ლისტე­ რის დღიურების სრული ასლის გაკეთებას ცხრა წელი დასჭირდებოდა. ამიტომ ის თავის პროექტში შემოიფარგლა აქამდე უცნობი პასაჟებით, რომლებიც ანა უო­ კერთან ურთიერთობას ეხებოდა. თავის სხვა გამოცემებში –„ქალთა ბედი: მიწა, სქესი და უფლებამოსილება. ენ ლისტერის დღიურები და სხვა ნაწერები 1833–36 (1998)“,„ ბუნების სამფლობელო: ენ ლისტერი და სურვილის ლანდშაფტი(2003)“, ასევე, არაერთ სტატიაში, ლიდინგტონი იკვლევს ენ ლისტერის პოლიტიკურ და სამეწარმეო საქმიანობას. ენ ლისტერთან იგივე გამოცდილება მქონდა, რაც მის ცხოვრებაში არსებულ არაერთ ქალს – ჯერ მაცდუნა, შემდეგ კი მიღალატა. ის, რაც იმაზე მეტად მომეწო­ ნა, ვიდრე ენ ლისტერის საოცრად გულახდილი საუბარი თავის სურვილზე, მისი საკუთარ თავში დარწმუნებულობაა: ვნებიანი იყო მისი ბუნება, ეს იყო და ეს. მან იცოდა თავისი უცნაურობების შესახებ და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 129 ანგელა შტაიდელე ამის შესახებ ჰალიფაქსსა და იორკში მეტ-ნაკლებად ყველას გაეგო. თუმცა, მისი საყვარლების უმეტესობა თავს უჩვეულო და უცნაურ ქალად არ მიიჩნევდა. კდე­ მამოსილ პრევიქტორიანულ ეპოქაში, როგორც ეს ჩვენ წარმოგვედგინა, ქალთა სიყვარული არ უკავშირდებოდა დიდ რისკს და არ იწვევდა სავალალო შედეგებს, ეს არასწორად არ მიაჩნდათ. ქალები, უბრალოდ, ამაზე არ ლაპარაკობდნენ და შემდეგ რეპუტაციის შელახვის გარეშე ქორწინდებოდნენ. ანა უოკერი ენ ლის­ ტერივით გაბედული აღმოჩნდა, საცხოვრებლად ერთად გადასვლა და ეკლესიის წინა რიგის მერხზე ერთად ჯდომა იმ დროისთვის ნამდვილად თამამი საქციელი იყო. მიუხედავად ანონიმური საქორწინო განცხადებებისა, რომლებითაც კაპიტან ტომ ლისტერსა და ანა უოკერს დასცინოდნენ, ორმა ქალმა ერთად ჩაუყარა სა­ ფუძველი„ნორსგეით ჰილს“. დაუფარავი ურთიერთობის მქონე წყვილის ისტო­ რია მნიშვნელოვანი ემანსიპატორული ეტაპია ლესბოსური სიყვარულის ისტო­ რიაში. მიუხედავად ყველაფრისა, ენ ლისტერი ნამდვილი მხეცი იყო. ისევე როგორც ვერცერთი მისი საყვარელი, ვერც მე გავექეცი ამ დასკვნას და თან, მას მაინც ვერ დავანებე თავი. ძველმოდურ ენაზე დაწერილი პასაჟები სექსზე საოცრად მშვე­ ნიერი იყო. და მერე ყველაფერი დამთავრდა. ეპილოგი: როგორ წავიკითხოთ ენ ლისტერის ნაწერები იტალიაში – ექვსას ორმოცი; გერმანიაში – ორას ოცდათერთმეტი; ასი საფრანგეთში, თურქეთში ოთხმოცდათერთმეტი; ხოლო ესპანეთში – ათას ერთი! i მოცარტისა და და პონტეს ტრაგედიაში,„დონ ჯოვანის“, მექალთანე გმირის მსა­ ხური, ლეპორელო, საოცარი იუმორით უხსნის საცოდავ ელვირას, რომ მხოლოდ ის არ იტანჯება: Madamina, il catalogo è questo ii . დონ ჯოვანის უბრალოდ უყვარს ყველა ქალი, მაღალი და დაბალი, მსუქანი და გამხდარი, ქერა და შავგვრემანი, i. თარგმანი იტალიურიდან, ნაწყვეტი ოპერის„დონ ჯოვანი“ ლიბრეტოდან, აქტი პირველი, სცენა V (მთარგმნ. შენ.). ii. Madamina, il catalogo è questo(იტალ.) – ქალბატონო, ესაა კატალოგი(მთარგმნ. შენ.). 130 ჯენტლმენი ჯეკი ახალგაზრდა და მოხუცი, ლამაზი და მახინჯი, გრაფინია და გლეხის ქალიშვილი. და ის, ლეპორელო, გულდასმით აწარმოებს თავისი ბატონის მიერ დაპყრობილი გულების კატალოგს. ენ ლისტერი თავისი დღიურებით ჰგავდა ორივეს, – დონ ჯო­ ვანის და ლეპორელოს. ენ ლისტერმა დღიურის წერა ელაიზა რეინის წერილებისა და ელაიზა რეინის­ თვის მიწერილი წერილების სიის შედგენით დაიწყო და, ლეპორელოს მსგავსად, ენი წერდა, რათა საკუთარი მოგონებები შემოენახა. მესამე ტომის ის ნაწილი, რომელ­ შიც აღვწერ ჩემს ინტრიგას ენ[ნენც] ბელკომბთან, ყურადღებით გადავიკითხე და გულში გავიფიქრე:„ოჰ, ქალები, ქალები!“ ვფიქრობდი მის ვალენსიზეც, რომელიც, სხვათა შორის, ენს არაფრით ჩამოუვარდება, რომელმაც თამამად მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ასევე, გამართო მის ბრაუნის ამბავმაც, მოკლედ რომ აღვწერ. სულ ასეა, ხან ერთთან ვარ, ხან მეორესთან. როდის უნდა გამოვსწორდე? 1 თუ ლეპორე­ ლო მხოლოდ ქალების აღნუსხვას აწარმოებდა, ენ ლისტერი ისტორიებს ჰყვებოდა და სჯეროდა, რომ ყველაფერს გადმოსცემდა ზუსტად ისე, როგორც სინამდვილე­ ში იყო, რათა შემდგომში შეძლებოდა მათი ცივი გონებით განხილვა. 2 წერისა და ენის მიმართ ყოველგვარ უნდობლობასა და ეჭვს მოკლებული მის ლისტერი თავის სტილს ნეიტრალურად და ობიექტურად მიიჩნევდა. ენ ლისტერს არც საკუთარ თავში ეპარებოდა ეჭვი. არა მგონია, რომ ცხოვრე­ ბაში ოდესმე ჩამედინოს უგულო საქციელი – წერდა ის; მწამს, რომ ჩემთან უფრო ხშირად სცოდავდნენ, ვიდრე მე ვცოდავდი სხვების მიმართ. 3 არ არის სახარბიელო, მაგრამ არაფერზე არ გავცვლიდი. 4 მთელი ცხოვრება სურდა, გვერდით ჰყოლოდა ისეთი ადამიანი: ვისაც პატივს ვცემ და ვისზეც ვიზრუნებ, და მუდამ ჩემთან ერთად იქნება. მაგრამ არც ერთ ქალს, რომელსაც მასზე დაქორწინება უნდოდა, არც ელაიზა რეინს, არც იზაბელა ნორკლიფს და არც მარია ბარლოუს და, რაღა თქმა უნდა, არც ანა უოკერსა და არც მარიანა ლოუტონს, ენი ამ როლისთვის შესა­ ფერისად არ მიიჩნევდა. ენ ლისტერის ცხოვრების სიყვარულს მისივე საკუთარი თავი წარმოადგენდა. მან მთელი თავისი ყურადღება თავის ეგოს, თავის არსებას, სხეულსა და სა­ კუთარ სამყაროს მიაპყრო. სწორედ ეს ეგო იყო მიზეზი იმისა, რომ წერდა: ახ­ ლა, როცა ვწერ, ზუსტად 6:05 საათია და წერაში გატარებული ბოლო 2 ½ საათის განმავლობაში ჭირვეული მელანქოლიიდან კმაყოფილ მხიარულებამდე მივედი. 5 ამისთვის გვერდით სხვა ქალი არ სჭირდებოდა: თითქოს მივმართავ მეგობარს, რომელიც მოთმინებით მისმენს, ერთგულია და ნათქვამს არავის უმხელს და იქი­ დან გამომდინარე, რომ არასდროს არაფერი ავიწყდება, ყოველთვის მზად არის შეადაროს ერთმანეთს წარსული და აწმყო და ამით განამტკიცოს მომავალი. 6 ეს მისმა საყვარლებმაც იცოდნენ. თითოეული მათგანი ეჭვიანობდა ენის დღიურებ­ ზე საკუთარი თავისადმი მიძღვნილ ამ დიდ სასიყვარულო წერილზე. 131 ანგელა შტაიდელე ცხოვრების წვრილმანი დეტალების ჩაწერით გატაცებული ენ ლისტე­ რი წარმოუდგენლად შრომობდა თავის დღიურებზე, ეს მისი დაუძლეველი სწრაფვა იყო. ის წერდა მანამდეც, სანამ თავის მაგიდას მიუჯდებოდა, ის წერ­ და ცხოვრების პარალელურად – როგორც ყოველთვის, ფანქრით ჩანაწერე­ ბის გაკეთება დავიწყე 7 – რეალობას კალმით ხელში განიცდიდა. თავის ყო­ ველდღიურ ჩანაწერებში მის ლისტერი ციტირებდა არა მხოლოდ ნაწყვეტებს იმ წიგნებიდან, რომლებსაც კითხულობდა, არამედ მოჰყავდა გრძელი ამო­ ნარიდები წერილებიდან, რომლებსაც ღებულობდა; ის ხან საკუთარი ხელით იწერდა ციტატებს და ხან ბეჭდურ მასალას ურთავდა თავის დღიურებს. მხო­ ლოდ ის, რასთანაც წერით შედიოდა შეხებაში, ხდებოდა მისთვის ჭეშმარი­ ტი და მნიშვნელოვანი. მისი დღიური საკუთარი ცხოვრების ტექსტის სახით ჩამოყალიბებისა და ამით მისი გაორმაგების მასშტაბური მცდელობაა: ჩემი დღიურის გადახედვა და შევსება ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. თითქოს თავიდან გავდივარ ჩემს ცხოვრებას. 8 რაც შეეხება მის ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციას, შემოკლების გარე­ შე მათ საეჭვო ღირებულება აქვთ და არც მაინცდამაინც საინტერესო არაა. ეგოცენტრული განურჩევლობით ისინი„სელფის“ ბანალურ უნიკალურობას უსწრებენ წინ. ენ ლისტერის დღიურს საერთო არაფერი აქვს საოპერო ლიბ­ რეტოსთან, ლიტერატურასთან – ეს არის ტექსტობრივი ფორმის მქონე სო­ ციო-ისტორიული მოვლენა, რომელშიც აღწერილია ყველა და ყველაფერი. ლისტერს განსაკუთრებით აინტერესებდა საკუთარი სხეული და მასზე ისეთი აქცენტი გააკეთა, როგორიც მანამდე სხვა არც ერთ მწერალს არ გაუკეთებია. მოხიბლული მასში მიმდინარე ნებისმიერი ძვრებით, ნებისმიერი გაფაჩუნე­ ბით, ლისტერი ყველაფერს ჩაწერის ღირსად თვლიდა. და ეს იმ დროს, რო­ დესაც ქალის სხეული სულ უფრო მეტად ხდებოდა ტაბუირებული და კაცების მიერ დომინირებულ დისკურსში მოიხსენიებოდა, როგორც მამაკაცთა ვნების შთაგონების ობიექტი, რომელიც თავად მსგავს გრძნობებს არ განიცდის. გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან გოტლიბ ფიხტე ზემოთქმულს ასე აჯამებდა: არავითარი სექსუალური სწრაფვა არ არის გამოხატული შეურყვნელ ქალში და მასში არ არსებობს არანაირი სექსუალური სწრაფვა, გარდა სიყვარული­ სა; და ეს სიყვარული ქალის ბუნებრივი მისწრაფებაა, დააკმაყოფილოს კაცი. ეს არის მისწრაფება, რომელიც დაჟინებით ისწრაფვის საკუთარი დაკმაყო­ ფილებისაკენ: თუმცა, არა ქალის, არამედ მამაკაცის სენსუალური დაკმაყო­ ფილებისაკენ; ქალისთვის ეს მხოლოდ სულიერი კმაყოფილებაა. 9 ენ ლისტერს ხმამაღლა გაეცინებოდა მისი თანამედროვის მტკიცებაზე. ვიქტორიანული ეპოქის მიჯნაზე მან აღწერა ქალის სხეულებრივი, თამამი გამოცდილება. საკუთარი სურვილებით გამოწვეულმა სიხარულმა და მათი 132 ჯენტლმენი ჯეკი დაკმაყოფილების სირთულეებმა განსაზღვრა მისი ცხოვრება და, შესაბამი­ სად, დღიურების სპეციფიკაც. წერამ მისი სურვილების ადგილი დაიკავა, გა­ ნავრცო, განაახლა. სექსუალური სიამოვნება წერის აქტის დროს მეორდება. მის დღიურში სექსუალობა ტექსტად იქცევა; სხეული და ცხოვრება – ანბანად. როგორც სასურველმა ქალმა და მწერალმა, ენ ლისტერმა თავის დღიურში შექმნა საკუთარი თავი, საკუთარი წერილობითი სხეული, თავისი ცხოვრების რო მა ნი. მთარგმნელი ნინო მიქაშავიძე, რედაქტორი ნინო ბექიშვილი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Angela Steidele, Gentleman Jack: A Biography of Anne Lister: Regency Landowner, Seducer and Secret Diarist, MSB Mattes&Seitz Berlin Verlagsgesellschaftmbh, Berlin, 2017(pp: 1-3, 226-274) 133 ბიბლიოგრაფია: პროლოგი: ენ ლისტერის დღიურების გაშიფვრა 1. Inventory from 1850, item 206, Liddington 1994, 12. 2. Liddington 1994, 15. 3. W1, xiv. 4. Liddington 1994, 15. 5. Liddington 1994, 17. 6. Liddington 1994, 20. 7. Müller 1891. ჰალიფაქსიდან მოსკოვში 1. To Messrs Hammersleys& Co., 28 Apr. 1836, G1, 488. 2. To Vere Cameron, 13 Jan. 1840, G2, 192. 3. Ca. 7/12 July 1839, RAM: 10, 9. 4. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 512 f. 5. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 513. 6. 14 Aug. 1839, RAM: 10, 8. 7. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 513. 8. To Vere Cameron, 13 Jan. 1840, G2, 193 f. 9. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 513. 10. To Vere Cameron, 13 Jan. 1840, G2, 194. 11. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 513 f. 12. To Marian Lister, 3 Feb. 1840, G1, 524. 13. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 513. 14. 16 Sep. 1839, RAM: 10, 12. 15. 8–17 Sep. 1839, RAM: 10, 11 f. 16. To Mariana Lawton, 18 Nov. 1839, G1, 514. 17. 12 Oct. 1839, RAM: 11, 2. 18. 20 Oct. 1839, RAM: 11, 6. 19. To Vere Cameron, 13 Jan. 1840, G2, 196. 20.[Oct.] 1839, RAM: 11, 4. 21.[Late Nov.] 1839, RAM: 11, 7. 22. 31 Oct. 1839, RAM: 52–76. 23.[Nov. 1839], RAM: 11, 14. 24. 28 Jan. 1840, RAM: 11, 14. 25. To Vere Cameron, 13 Jan. 1840, G2, 197. 26. 3 Nov. 1839, RAM: 11, 13. 27. 11/16/19 Nov., 8 Dec. 1839, RAM: 52–76. 28. 16/18 Dec. 1839, RAM: 52–76. 29. 20/21 Dec. 1839, RAM: 52–76. 30.[Dec.] 1839, RAM: 12, 3. 31. 23 Jan. 1840, RAM: 12, 5. 32. 16/17 Jan. 1840, RAM: 12, 9, 10 f. 33. 23 Jan. 1840, RAM: 52–76. 34. 26/27 Dec. 1839, 24 Jan. 1840, RAM: 52–76. 35.[2 Feb. 1840], RAM: 11, 14. მოსკოვიდან კავკასიაში 1. 9–11 Feb. 1840, RAM: 13, 2–5. 2. 12 Feb. 1840, RAM: 13, 6. 3. 5 Mar. 1840, RAM: 14, 7. 4. 24 Feb. 1840, RAM: 13, 13. 5. 21 Feb. 1840, RAM: 15, 3. 6. 28 Feb. 1840, RAM: 13, 16 f. 7. 5 Mar. 1840, RAM: 15, 6. 8. 24 Feb. 1840, RAM: 13, 13. 9. 11 Mar. 1840, RAM: 14, 14. 10. 11 Mar. 1840, RAM: 15, 7-8 and letter to Mariana Lawton, 4 May 1840, G2, 202. 11. 4–6 Mar. 1840, RAM: 14, 6, 8–10. 12. 9 Mar. 1840, RAM: 14, 6, 12. 13. 12 Mar. 1840, RAM: 14, 15. 14. To Mariana Lawton, 4 May 1840, G2, 202. 15. 17 Mar. 1840, RAM: 52–76. 16.[Mid] Mar. 1840 RAM: 16, 3. 17. 22 Mar. 1840, RAM: 16, 7. 18. 30/26 Mar. 1840, RAM: 16, 14, 9. 19. 28 Mar. 1840, RAM: 16, 12. 20. 1 Apr. 1840, RAM: 16, 16 f. 21. 3 Apr. 1840, RAM: 16, 17, 19. 22. To Alexandrine Panina, 23 Apr. 1840, G1, 532. 23. 4/5 Apr. 1840, RAM: 17, 1, 2. 24. Pushkin, 1919. 25. 8 Apr. 1840, RAM: 17, 8. 26. ქართული სახელები მოცემულია თანამედროვე ინგლისური ტრანსლიტერაციის მიხედვით. 27. 9 Apr. 1840, RAM: 17, 9 f. 28. 10 Apr. 1840, RAM: 17, 11 f. 29. 12 Apr. 1840, RAM: 17, 16. 30. 12 Apr. 1840, RAM: 18, 2. 31. To Sophia Radzivill, 29 Apr. 1840, G1, 537. 32. 22 June 1840, RAM: 18, 15. 33. 20 Apr. 1840, RAM: 18, 5 f. 34. To Mariana Lawton, 4 May 1840, G2, 203. 134 ბიბლიოგრაფია 35.[April or May] 1840, RAM: 25, 1. 36. To Sophia Radzivill, 11 May 1840, G1, 537. 37. 1 May 1840, RAM:52–76. 38. 24 Apr. 1840, RAM: 18, 5. 39. 12 May 1840, RAM: 52–76. 40. 3 May 1840, RAM: 19, 2 f. 41. 16 May 1840, RAM: 19, 5. 42. 18 May 1840, RAM: 19, 7, 8. 43. 3 June 1840, RAM: 18, 10. 44.[May] 1840, RAM: 15, 4. 45. 23 May 1840, RAM: 19, 11. 46. 23 May 1840, RAM: 15, 13. 47.[Late May] 1840, RAM: 19, 12. 48. To Mariana Lawton, 4 May 1840, G2, 203. 49. 14/31 May 1840, RAM: 19, 4, 14. 50. 1 June 1840, RAM: 19, 14. 51. 12 June 1840, RAM: 18, 13. 52. 2 May 1840, RAM: 15, 12. 53. 24 June 1840, RAM: 20, 2. 54. 27 June 1840, RAM: 20, 5. 55. To Sophia Radzivill, 29 Apr. 1840, G1, 537. 56. 8 July 1840, RAM: 20, 12. 57. 9 July 1940, RAM: 22, 1. 58. 8/10 July 1840, RAM: 24, 6, 9. 59. 2 Aug. 1840, RAM: 24, 5. 60. 19 July 1840, RAM: 24, 6. 61. 11 July 1840, RAM: 23, 4. 62. 17 July 1840, RAM: 24, 3. 63. 18/19 July 1840, RAM: 22, 11–13. 64.[21] July 1840, RAM: 21, 2. 65. 24 July 1840, RAM: 23, 6. 66. 24 July 1840, RAM: 23, 6. 67. Late July 1840, RAM: 24, 2. 68. 27 July 1840, RAM: 24, 12. 69. 30 July 1840, RAM: 24, 3. 70. 8 Aug. 1840, RAM: 25, 4. 71. 28 July 1840, RAM: 24, 13. 72. 7 Aug. 1840, RAM: 24, 8 f. 73. 8/9 Aug. 1840, RAM: 25, 5 f. 74. 9 Aug. 1840, RAM: 25, 9. 75.[9] Aug. 1840, RAM: 21, 7. 76. 10 Aug. 1840, RAM: 25, 6, 9. 77. 11 Aug. 1840, G2, 205. 78. 11 Aug. 1840, RAM: 25, 10. 79. Halifax Guardian, 31 Oct. 1840, G2, 206. ქვრივი 1. Halifax Guardian, 31 Oct. 1840, G2, 206. 2. Liddington 1994, 60. 3. Memorandum by Robert Parker, 9 Sep. 1843, Liddington 1994, 11. 4. George Sutherland to John Lister senior, 27 Sep. 1844, L1, 238 f. ჯონი, მურიელი, ვივიენი, ფილისი, ჰელენა, ჯილი და ანგელა 1. Shibden Hall. A Visitor’s Guide, 2010, 5. 2. Liddington 1994, 17. მაგალითად, გრინმა დამალა ის მოსაწვევი ბარათები, რომელთა საშუალებითაც ანა უოკერმა და ენ ლისტერმა 1832 წლის შემოდგომაზე საკუთარი შეხვედრა დათქვეს. 3. Ingham 1969, 55. 4. Ramsden 1970, 1. 5. Anderson 1995, 191. 6. Ingham 1968, 199. 7. Ingham 1969, 56. 8. Ingham 1969, 55. 9. Ramsden 1970, 4, 10 f. 10. W1, xvii. 11. Liddington 1994, 24. ეპილოგი: როგორ წავიკითხოთ ენ ლისტერის ნაწერები 1. 18 June 1824, W1, 373. 2. To Sibella Maclean, 3 June 1824, G1, 190. 3. To Sibella Maclean, 21 June 1824, G1, 192. 4. 28 Nov. 1824, W2, 58. 5. 31 May 1824, W1, 371. 6. 22 June 1821, W1, 171. 7. 16 Oct. 1831, RAM: 38. 8. 24 Aug. 1822, W1, 233. 9. Fichte[1796] 1845, 311. 135 შუანეთი და შამილი ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 136 ანა დრანსე შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები 1853 წელს, ჩვენი ნათესავი, მადამ ანა დრანსე ტფილისში კომერციული და­ წესებულების დასაარსებლად წავიდა. იგი სექტემბრის თვეში ჩავიდა მდიდარი ისტორიით გამორჩეულ საქართველოს დედაქალაქში – ქვეყნის მთავარ ადმი­ ნისტრაციულ ცენტრში, რომელიც ახლა რუსეთის ბატონობის ქვეშაა. იქ ჩასულს გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შეექმნა, ამიტომ თავის გეგმებზე უარი თქვა და საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, მოულოდნელად, თავად დავით ჭავჭავაძის ოჯახში ორი პატარა გოგონას აღსაზრდელად მიიწვიეს. დავით ჭავჭა­ ვაძე ქართული თავადური გვარის წარმომადგენელია, მისი მეუღლე ანა ჭავჭა­ ვაძე კი – საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეცამეტის შვილიშვილი. ამ ანგარიშგასაწევი მოცემულობის გარდა, ნახა თუ არა ანა დრანსემ პატარები, მათთან დაახლოების აუხსნელმა სურვილმა მოიცვა. სიხარულით დათანხმდა შე­ თავაზებას და გადაწყვეტილების შესახებ ჩვენც გვამცნო. მადამ დრანსეს ოჯახს მასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონდა. თუმცა 1854 წლის სექტემბერში უკან გაუხსნელი წერილი მიიღეს წარწერით: უკან ბრუნდება მიმ­ ღების გარდაცვალების გამო. იმავდროულად, გაზეთებში წერდნენ, რომ თავადის ქალი ჭავჭავაძე სოფელში დროს საამოდ ატარებდა, როცა ის და მასთან დაახ­ ლოებული რამდენიმე ადამიანი შამილმა გაიტაცა, მადამ დრანსე კი მოკლეს. ეს საშინელი დარტყმა იყო მადამ დრანსეს საბრალო დედისთვის. ამ ამბის გა­ გების შემდეგ მისი ცხოვრება წამებას დაემსგავსა. ამასთან, თავს არ ვზოგავდით, რომ სიმართლე დაგვედგინა და ბოლოს, როგორც იქნა, შევიტყვეთ, რომ მადამ დრანსე ცოცხალი იყო და შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა. გაუსაძლისი იყო დე­ დის ტანჯვა ქალიშვილის რვათვენახევრიანი ტყვეობის განმავლობაში – მას მხო­ ლოდ შვილის დაბრუნებაზე ფიქრი ასულდგმულებდა. მიუხედავად დიდი რწმე­ ნისა, მის გულში ზოგჯერ სრული უიმედობა მაინც ისადგურებდა. როგორც იქნა, მოუვიდა სასიხარულო ცნობა, რომ მისმა შვილმა თავი დააღწია ტყვეობას და დე­ და-შვილი სულ მალე ერთმანეთის ნახვას შეძლებდა. ტანჯულმა დედამ მადლობა შესწირა უფალს, რომ ამ დღეს მოესწრო და რამდენიმე დღეში სული დალია... გათავისუფლდა თუ არა, მადამ დრანსემ საფრანგეთს მიაშურა, რომ რაც შეიძ­ ლება მალე ენახა დედა. იქაური მოპყრობისგან ძალაგამოცლილს ერთი სული 137 ანა დრანსე ჰქონდა, როდის ჩაისუნთქავდა მშობლიურ ჰაერს. თუმცა, ჯერ კიდევ გზად, მოს­ კოვში ჩასულმა შეიტყო, რომ დედა აღარ ჰყავდა და ერთადერთ ნუგეშად მის საფლავზე მისვლა და ლოცვა დარჩენოდა. გადაიარა თუ არა პირველმა ელდამ, თავი ერთად მოვიყარეთ, რომ მის აქ არ­ ყოფნის პერიოდზე და დედაზე გვესაუბრა. ჩვენს კითხვებზე პასუხად გვიამბო, რომ ჩეჩენთა და ლეკთა ერთდროულად ბარბაროსული და გმირი ტომები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, რაც ცივილიზებულმა ერებმა ვერ შეძლეს. მან ასევე მოგვითხრო იდუმალებით მოსილ შამილზე და იმამის სერალის პატარ-პატა­ რა ინტრიგებზე. დაწვრილებით მოგვიყვა ტყვეობაზე და ეს წიგნიც, რომელსაც მი­ სივე თანხმობით გამოვცემთ, დაწერილია ანა დრანსეს მონათხრობის მიხედვით. ედუარდ მერლიუ I თბილისიდან გამგზავრება. წინანდალი თავად დავით ჭავჭავაძის 1 ოჯახში შვილების აღმზრდელად მუშაობას 1854 წლის დასაწყისში შევუდექი და ყოველდღიურობის საამო დეტალებს მათთან ერთად თა­ ნაბრად ვინაწილებდი. დადგა დრო, როცა თავადის მეუღლე ანა ჭავჭავაძისა 2 ჩვეუ­ ლებისამებრ ტოვებდა თბილისის ზამთრის რეზიდენციას, რათა ქალაქის მცხუნვარე დღეებს ქალაქგარეთ გარიდებოდა. ზაფხულს კახეთში, წინანდლის ვრცელ მამულ­ ში ატარებდა, რომელიც დედაქალაქიდან საკმაოდ არის დაშორებული, ხოლო თე­ ლავიდან – სულ რამდენიმე ვერსით. მდინარე ალაზნის გადაღმა დაუმორჩილებე­ ლი ტომებით დასახლებული რეგიონი მდებარეობდა, სადაც შამილი ბატონობდა. ივნისის დამდეგს მოისურვა თავადის ქალმა წინანდალში შვილებთან ერთად წასვლა. მათგან ორი უფროსი გოგონა, სალომე და მარიამი მე მებარა; დანარჩე­ ნები კი ძალზე პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ ჩემი სამსახური დასჭირვებოდათ: თამარი ჯერაც არ შესრულებულიყო ოთხი წლის, ალექსანდრე და ლიდია კი კვლავ ძუძუს წოვდნენ. 1. თავადი ჭავჭავაძე – დავითი, ცნობილი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილი, ეკატერინე ჭავჭა­ ვაძე-დადიანისა და ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვის ძმა, წინანდლის მფლობელი, იმხანად 37 წლისა, პოდპოლკოვნიკი, შემდგომ – პოლკოვნიკი და ფლიგელ-ადიუტანტი. 2. ანა ჭავჭავაძე – ილია ბატონიშვილის ასული, ერეკლე მეფის ჩამომავალი, იმხანად 28 წლისა. 138 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები ქალაქში ხმა დაირხა ლეკების შესაძლო თავდასხმის შესახებ. ამგვარი მით­ ქმა-მოთქმის ნაკლებად გვჯეროდა, მით უფრო იმ საშინელ უბედურებას ვერ წარ­ მოვიდგენდით, რაც შემდეგ ყველას თავს დაგვატყდა. თავადი ჭავჭავაძე ამ ხმე­ ბის დაზუსტებას შეეცადა, სანდო წყაროებმა კი დაარწმუნეს, რომ საშიშროება არ არსებობდა. ეს იყო და ეს, ჩვენს წასვლას აღარ შეეწინააღმდეგა და 1854 წლის 18 ივნისს თბილისიდან გამგზავრება გადაწყდა. მომზადებას რამდენიმე დღე დასჭირდა. აზიაში, ასეთ დროს, არა მხოლოდ გზისთვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი, არამედ ავეჯიც თან მიაქვთ. და ჩვე­ ნი მზადება მგზავრობას კი არა, გადასახლებას დაემსგავსა. გაკვირვებული ვიყა­ ვი, რამდენი რამე ჩამოზიდეს ურმებზე დასაწყობად: დივანი, სკამები, ხალიჩები, კედლის ფარდაგები, სარკეებით დაწყებული ჯამ-ჭურჭლის ჩათვლით; სანელებ­ ლები, ჩაი, შაქარი, ძაფი, აბრეშუმი, სათამაშო ქაღალდის დასტები, ცარცი(რო­ მელსაც რუსეთში თამაშის დროს ანგარიშის აღსანიშნად იყენებენ და კაცმა არ უწყის, რამდენს ხარჯავენ) და სურსათ-სანოვაგისა თუ სხვა საჭირო ნივთების მა­ რაგი, რაც მდიდარ და ხალხმრავალ თავადის სახლობას სჭირდებოდა. ასევე თან უნდა წაგვეყვანა ფარეშები, წაგვეღო ქსოვილის რულონები: ჩითი, ნარმა, ხამი ტილო და შეღებილი ბამბის ქსოვილი, რომელსაც შინამოსამსახურეთა სა­ მოსის შესაკერად იყენებდნენ. ყოველივე ეს დიდი გულისყურით შეფუთეს და ხა­ რებშებმულ საზიდარზე დააწყვეს. ასეთ მთაგორიან ქვეყანაში ეტლი ერთადერთი სამგზავრო ტრანსპორტია, სამანქანო გზას იშვიათად თუ ნახავთ. ცხენები კვირისთვის მოვითხოვეთ, მაგრამ სადგურიდან უარი მივიღეთ და წას­ ვლა სამშაბათამდე გადაიდო. ორშაბათსაც შეგვეძლო გამგზავრება, მაგრამ რუსები და ქართველები ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ერიდებიან, რადგან იგი თარს დღედ მიაჩნიათ. 18 ივნისს, სამშაბათ დღეს, სისხამ დილით თბილისიდან გა­ ვედით. ბედნიერები ვიყავით, რომ ქალაქის ხვატსა და მტვერს თავს დავაღწევდით. მგზავრობამ ორ დღეს გასტანა. პირველივე დღეს ურმის ორჯერ გადაბრუნე­ ბის გარდა სხვას არაფერს დავუბრკოლებივართ. ყოველ სადგურზე დასვენებულ ცხენებს გვახვედრებდნენ, გზადაგზა თავად ჭავჭავაძის გლეხები გვეგებებოდნენ, გვესალმებოდნენ და ცხენზე ამხედრებულები გვაცილებდნენ სახიფათო ადგი­ ლებში, მეგზურობას გვიწევდნენ. მეორე დღეს ეტლი გაგვიფუჭდა და იძულებუ­ ლი გავხდით გზა საფოსტო საზიდრით დაგვესრულებინა. ზედ თივა დააფინეს, ზემოდან ფარდაგი დაგვიგეს და გზა დამშრალი მდინარის 3 ქვიანი კალაპოტით გავაგრძელეთ. ორივე მხარეს ბროწეულის დიდი, აყვავებული ხეები ჩამწკრივე­ ბულიყო. თბილი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ხასხასა მწვანე ფერი თვალს 3. იგულისხმება მდინარე თურდო. 139 ანა დრანსე იტაცებდა. როგორც იქნა, დაახლოებით ორ საათზე, გორაკებს შორის გამოჩნდა ხრამის პირას აღმართული წინანდლის სასახლე. დაქანცულები ვიწრო ბილიკებს ავუყევით და სასახლემდე მივაღწიეთ. მას მერე, რაც სული მოვითქვით, ცოტა ხნით დავისვენეთ და ქალბატონის ნახ­ ვით გახარებულ გლეხებს როგორღაც თავი დავაღწიეთ, თავადის ქალი თავის ულამაზეს ბაღში შემიძღვა. საოცარი სანახავი იყო ვაზის ტალავრები, ჟასმინის მცენარეებით დაფარული ფანჩატურები, სხვადასხვა ჯიშის ასობით ხე – ბროწეუ­ ლი, ლიმონი, ფორთოხალი, აზიური ცხრატყავა... მათი გამაბრუებელი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. ამ ჯადოსნურ ბაღში სეირნობა აღმაფრთოვანებდა და ვინ იფიქრებდა, წინ რა ჯოჯოხეთი გველოდა. აქ ყოფნის მესამე დღეს გვესტუმრა ბარბარე ორბელიანი 4 , ანა ჭავჭავაძის და, შვიდი თვის ვაჟ გიორგი ბატონიშვილთან და თვრამეტი წლის მულიშვილ ნინო ბარათოვთან 5 ერთად. მას თან ახლდნენ გიორგის ძიძა და ორი შინამოსამსახურე ქალი. თავისი დის მსგავსად, ტფილისის ხვატს გამორიდებული ბარბარე ორბე­ ლიანიც წინანდლის ციხესიმაგრეში დასვენებასა და პატარა ბიჭის სუფთა ჰაერ­ ზე გაკაჟებას იმედოვნებდა. სამი თვეც არ იქნებოდა გასული, რაც მისი მეუღლე, ილიკო ორბელიანი 6 თურქებთან შეტაკებისას მოკლეს და ახალდაქვრივებული ბარბარე ოჯახის წევრების გარემოცვაში ცდილობდა ნუგეშის პოვნას. მშვენიერებითა და სიხარულით სავსე რამდენიმე დღემ სწრაფად გაირბინა. ერთხელ, კავკასიის მთების მზის ოქროსფერ სხივებში მოლივლივე ყინულოვან მწვერვალებს გავცქეროდი, როცა თავადმა ხუმრობით მითხრა: – სწორედ მაგ მთებში ცხოვრობს შამილის ტომი. – ნათქვამს მიგიხვდით, თავადო, მაგრამ, მგონი, მეტისმეტად მშიშარა გგონივართ. – ისე გითხარით, – თქვა და ერთხანს შეყოვნდა, მერე კი დასძინა: – რას იზამ­ დით, თქვენს მოსატაცებლად რომ მოსულიყვნენ? – რაღა დროს ჩემი მოტაცებაა, – ვუპასუხე, – მაგრამ თქვენმა შეკითხვამ ჩე­ მი ნაცნობი პოლკოვნიკი გამახსენა, რომელმაც ტფილისში შეხვედრისას მკითხა, ხომ არ ვაპირებდი თქვენთან ერთად სოფელში წამოსვლას. როცა დავუდასტურე, მივდივარ-მეთქი, მირჩია, ხანჯალი თან იქონიე, ლეკებმა არ მოგიტაცონო. ამ ამბავს სიცილით ვუყვებოდი, და ისიც იღიმოდა. 4. ბარბარე ორბელიანი – ილია ბატონიშვილის ასული, ანა ჭავჭავაძის და, მამაცი გენერალ-მაიორის, ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაჭრილი ილია ორბელიანის ქვრივი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიცოლა. 5. ნინო ბარათოვი – ნინო მელიტონის ასული ბარათაშვილი(1829-1906), ნიკოლოზ ბარათაშვილის და. 6. ილიკო ორბელიანი – გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა და სკო­ ლის ამხანაგი, გენერალ-მაიორი. ისიც იმყოფებოდა შამილის ტყვეობაში. 140 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები მეორე დილას თავადმა მიიღო ბრძანება, ალაზანგაღმა გასულიყო და წინან­ დლიდან დაახლოებით ორი დღის სავალზე მდებარე ციხესიმაგრის უფროსობა მიეღო 7 . მაშინვე დაიჭირა თადარიგი, წასასვლელად გაემზადა და დარწმუნებით გვიმეორებდა, არაფრის შეგეშინდეთო. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. – ეს თავსხმა წვიმა ალაზანს აადიდებს, მდინარეს ვერ გადმოლახავენ და ვერც აქამდე მოაღწევენ. ამასობაში კი თბილისიდან ჯარიც ჩამოვა თელავში, – კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი დამშვიდება. წასვლის დღეც დადგა. როცა თავადი ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდა, მის სიტ­ ყვებსა და საქციელში რაღაც განსაკუთრებული სევდა შევამჩნიე. ეს წინათგრძნობა ჩვენი უბედურების მომასწავებელი ხომ არ იყო? თავადის სიმამაცეში ეჭვი არ მეპა­ რებოდა და ვიცოდი, თავის დაცვა შეეძლო. მინახავს, როგორ ეფერებოდა შვილებს ყოველდღე, მაგრამ ახლა ვუყურებდი, რა დაძაბული და აღელვებული იკრავდა ბავშვებს გულში. მდუმარედ, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა თავის პაწია ლიდიას, რომელიც ჯერ ოთხი თვისაც არ იყო. თავს ძალა დაატანა და ბავშვს მზერა მოსწყვიტა. საბრალო მამა! პატარა არსებას უკანასკნელად ხედავდა. მესამე დღეს, საღამოს, მისგან შეტყობინება მოგვივიდა – ციხესიმაგრეს, რო­ მელსაც იგი ოთხასი კაცით იცავდა, ბევრად რიცხვმრავალი ლეკთა ჯგუფები თავს დასხმოდნენ. ამჯერადაც ირწმუნებოდა, საშიში არაფერიაო და მეუღლეს სთხოვ­ და, მომდევნო წერილის მიღებამდე წინანდალი არ დაეტოვებინა. [...] II სომეხი მედუქნე პირველ ივლისს გლეხებმა დაგვანახვეს თელავის მხარეს ცეცხლის ალში გახ­ ვეული ხორბლის ყანები. სათუო აღარ იყო – მტერი ვაკეზე დაეშვა, წინ მოიწევდა, ჩვეულებისამებრ, გზას ხანძრით იკვალავდა და ამით მოახლოებას გვამცნობდა. წინანდლელი გლეხები იარაღის გამართვა-გაპრიალებას შეუდგნენ, თავადის ცოლს კი ტყეში გახიზვნას ურჩევდნენ. უარის მიღების შემდეგ მთელი თავიანთი ავლადიდება ურმებზე გადააკრეს და ცოლ-შვილიც ზედ დასხეს. პარასკევს ცეც­ ხლი ისევ ბობოქრობდა. დღისით თელაველი ექიმი გორლიჩენკო 8 გვესტუმრა. 7. ხანდოს მიდამოებში. 8. გორლიჩენკო – თელავის მაზრის და ჭავჭავაძეთა ოჯახის ექიმი. 141 ანა დრანსე – ლეკები, – თქვა მან, – ალაზნის იქითა მხარეს არიან დაბანაკებული. ახლა მდი­ ნარის გადმოლახვას ვერ შეძლებენ. თელავში სიმშვიდეა, ტფილისიდან ჯარს ვე­ ლოდებით. დარბაზში იმყოფებოდა ქალბატონი თინია, თავადის მოხუცი დეიდა 9 , ისეთი მშიშარა, რომ უმნიშვნელო საშიშროების გაგონებაზეც შფოთავდა. ახლა კი, უჩ­ ვეულოდ მშვიდად იყო, რადგან, თურმე: – ბავშვობიდან გამუდმებით მესმის, – უთხრა მან ექიმს, – ლეკები წინანდალზე თავდასხმას აპირებენო, მაგრამ ეს ხმები არასდროს გამართლებულა და ახლაც ვერ დავიჯერებ. – რაც უნდა მოხდეს, – დასძინა თავადის ქალმა ანამ, – ჩემი ქმრის წერილს უნდა დაველოდოთ. ამასობაში გლეხებმა გახიზვნა მოახერხეს. მეზობელი მემამულეები მოდიოდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ მათ ტყეში გავყოლოდით. თავიანთი მთელი ქონება მიე­ ტოვებინათ და მხოლოდ თავის გადარჩენას ცდილობდნენ. თავადის მეუღლე ისევ უარზე იდგა. ქალბატონისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, მისი მხრიდან წინდაუხედავი საქციელი იყო დაჟინებული შეგონებების უარყოფა და სასახლეში დარჩენა. მასთან ახლანდელივით ახლო ურთიერთობა რომ მქონოდა, ჯერ კიდევ პარასკევს დავარწმუნებდი, გაქცევა აუცილებელია-მეთ­ ქი, მაგრამ იმ დროისთვის ჩვენ მხოლოდ ექვსი თვის ნაცნობობა გვაკავშირებდა. არც ადგილმდებარეობაზე მქონდა რაიმე წარმოდგენა და მეშინოდა, სასაცილო და სულმოკლე არავის ვგონებოდი. ხანძარი შაბათსაც მძვინვარებდა. მდგომარეობა შემაშფოთებელი იყო და სა­ ბოლოოდ თავადის მეუღლემ წასვლა გადაწყვიტა. ვერცხლეულის, ძვირფასი ქვე­ ბისა და სხვა ძვირფასი ნივთების ჩალაგება დაიწყეს. თავადის ძალზე გულადმა გლეხმა, ზურიამ, ქალბატონს დასაზვერად წასვლა შესთავაზა. თანხმობის მი­ ღებისთანავე იმ ადგილებისკენ გაემართა, სადაც ცეცხლი გიზგიზებდა. ზურია მა­ ლევე დაბრუნდა. ტანსაცმელი ტყვიებისგან ერთიანად დაცხრილული ჰქონდა და სიკვდილს იმიტომ გადაურჩა, რომ შორიდან ნასროლ ტყვიებს დიდი ძალა აღარ ჰქონდა. ის ერთადერთი იყო, ვინც თავი არ დაზოგა ბატონებისთვის, მაგრამ მის მონათხრობს დიდი ყურადღება არავინ მიაქცია – სმა უყვარდა და ამიტომ. როგორც კი ზურია დასაზვერად წავიდა, სასახლეში ერთი სომეხი გამოგვეცხადა, მედუქნე ვარ და გთხოვთ, ღამე გამათევინეთო. გვითხრა, სადღაც ფული მაქვს მი­ სატანი, მაგრამ ამ ადგილებში რომ გამოვიარე, ლეკებს გადავეყარე და იძულებული გავხდი, იმავე გზით უკან დავბრუნებულიყავიო. მის მონათხრობში, ერთი შეხედვით, 9. თავადების მოხუცი დეიდა – იგივე თინია. 142 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები უცნაური თითქოს არაფერი იყო, მაგრამ თავადის ქალს ამ კაცის სახე საეჭვოდ მოეჩ­ ვენა და მსახურს უბრძანა: – თვალი ადევნეთ ამ კაცს, არსად გაუშვათ, იარაღი აჰყარეთ და გაქცევას თუ დააპირებს, ესროლეთ! ასეთ სიმკაცრეს შექმნილი მდგომარეობა კარნახობდა, თუმცა მისთვის ჩვეუ­ ლი გულკეთილობით მაშინვე დასძინა: – მიხედეთ და დააპურეთ! მსახურებს მხოლოდ ბოლო ბრძანება დაამახსოვრდათ, პირველი კი სრულიად დაავიწყდათ, რამაც მოსალოდნელ კატასტროფას უფრო დაგვაახლოვა. ამ არასანდო შესახედაობის კაცის მოსვლა, ზურიას მოტანილი ცნობები, ყვე­ ლაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ საშიშროება გარდაუვალი იყო. იმედი ჯერ არ გადაგვწურვოდა, სწრაფი მგზავრობისთვის განკუთვნილი მსუბუქი საზიდრებიც გვქონდა. თავადის ქალმა თელავში დაუყოვნებლივ გაგზავნა ორი შიკრიკი, რა­ თა იმავე საღამოს მოეყვანათ ცხენები. სადგურზე ორივეს უთხრეს, რომ ცხენები მომდევნო დღის, ანუ კვირა დილის შვიდ საათამდე არ ეყოლებოდათ. მოახლეები სკივრებში ალაგებდნენ ყველაფერს, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ისევ მოვიდ­ ნენ გლეხები და დაბეჯითებით კვლავ ტყეში გახიზვნა გვთხოვეს. კეთილი ზურია განსაკუთრებით მე მიკიჟინებდა, მაგრამ განა შემეძლო ასეთი სიმხდალე გამო­ მეჩინა და ამ ყოფაში ჩემი აღსაზრდელები – სალომე და მარიამი მიმეტოვებინა?! სამზადისი დასრულდა. საღამოს თავადის ქალ ორბელიანის საძინებელში მოვი­ ყარეთ თავი. ბავშვები იატაკზე დაგებულ ხალიჩებზე დავაწვინეთ. დაიძინეს თუ არა, სანთლები ჩავაქრეთ და აივანზე გავედით. მდუმარედ შევცქეროდით, ნელ-ნელა როგორ გვიახლოვდებოდა მომხდურის ცეცხლი. მთვარე არემარეს ანათებდა და ეს სინათლე ჩვენს წისქვილზე არ ასხამდა წყალს – დაბრკოლებების მიუხედავად, ლეკები წინ მოიწევდნენ და გაქცევის სულ უფრო ნაკლები შანსი გვრჩებოდა. თავადის ქალი თინია კი ისევ თავისას იმეორებდა: – ლეკები წინანდალში მოსვლას ვერ გაბედავენ! გამთენიისას, ოთხ საათზე, ძილ-ღვიძილში მყოფნი თოფის გასროლის ხმამ ერ­ თბაშად გამოგვაფხიზლა. საფრთხე ახლოს იყო, თითქოს შიში ძვალსა და რბილ­ ში გაგვიჯდა. უფრო მივაყურადეთ, ეგებ კიდევ რამე გაგვეგონა, მაგრამ ჩქამის ხმა არ ისმოდა. იქნებ ეს უეცარი გასროლა შემთხვევითი იყო? ბაღში ჩავედი და ვაზის ფოთლებში ჩიტის ბუდესავით ჩაკარგული სალოცავისკენ გავეშურე. დიდხანს ვლო­ ცულობდი და ვგრძნობდი, თანდათან ძალა მიბრუნდებოდა. ამ ვრცელ ბაღში სიმ­ ყუდროვესა და სიჩუმეს დაესადგურებინა და მეც უნებლიეთ ბოლთის ცემა დავიწყე. მაღალი ხრამის პირას გაშენებულ ტყეს რომ მივუახლოვდი, კაცი შევნიშნე, რომლის იქ ყოფნამ ძალიან დამაფრთხო: თავადის ყველა გლეხს, ცხადია, არ ვიცნობდი, მაგ­ რამ ქართველების ფიზიონომია და სახის ნაკვთები ზედმიწევნით ვიცოდი – მშვიდი და 143 ანა დრანსე რბილი ნაკვთები აქვთ, ამ კაცს კი ავაზაკის სახე ჰქონდა. ხმის გაუცემლად სასახლის ეზოსკენ რომ გაემართა, მაშინ შევამჩნიე – თოფით იყო შეიარაღებული. რადენადაც შეიძლებოდა, სწრაფი ნაბიჯით გავემართე სახლისკენ. ხრამის მხარეს რომ გავხედე, დავინახე, რომ ხევის ძირში მდინარის წყალი თითქმის ამომშრალიყო და ორი კაცი, თითო-თითო ცხენით, ფრთხილად გადადიოდა მეორე ნაპირზე. [...] III ლეკები. ტყვეობა ჩვენი მდგომარეობა კარგს არაფერს გვიქადდა და სასოწარკვეთაში მაგდებდა. გავიქეცი, რომ ქალბატონებისთვის ნანახის შესახებ მომეთხრო, თუმცა მითხრეს, რომ თავადის ქალი ორბელიანი ლოცულობდა, თავადის ქალ ჭავჭავაძეს კი ეძინა. ერთი საათის შემდეგ ანამ თავისთან მიხმო. გასამგზავრებლად ყველაფერი გა­ ვამზადეთ. კორსეტში ჩავიდე ჩემებისგან მოწერილი რამდენიმე წერილი და თმის კულული – ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გამაჩნდა. სახელდახელოდ შეკერილ პა­ ტარა ჩანთაში ჩავაწყვე ფრანგული ენის გრამატიკა და პატარა ლოცვანის წიგნი სათაურით:„ღმერთი არს სიყვარული“, 10 რომელიც ჩემმა ერთმა თბილისელმა მე­ გობარმა ქალმა მისახსოვრა. ჩაის სამზადისს შეუდგნენ – თითქოს შესაფერისი ვი­ თარება ყოფილიყო თავადის ქალის მომსახურებისთვის – ისე იქცეოდნენ, გეგონე­ ბოდა, არსად გვეჩქარებოდა. თელავიდან კვლავ მოვიდა ექიმი და საათზე მეტხანს არწმუნებდა თავადის ქალს, ახლავე დავდგომოდით გზას. ხანში შესული რუსი ძი­ ძების ჯიუტობამ და არხეინობამ, აგრეთვე მათმა ხასიათმა, რომ არავის შეეპუონ და დაემორჩილონ, თავისი შედეგი გამოიღო. ის-ის იყო საზიდარზე ქალბატონის ძვირ­ ფასეულობა(ალმასები) უნდა დაეწყოთ, რომ გავიგონეთ ყვირილის ხმა: ლ ე კ ე ბ ი! დილის რვა საათი იყო. უსათნოესი ექიმი გორლიჩენკო(ერთადერთი კაცი, რომ­ ლის წინაშეც სიცოცხლის ბოლომდე დავალებულნი ვართ მისი გმირული თავგან­ წირვისთვის) ხელში შემართული იარაღით გვთხოვდა, სადმე დაიმალეთო. ქალბა­ ტონმა თქვა, რომ საამისოდ ყველაზე შესაფერისი ადგილი ბელვედერი იქნებოდა. მან არაფერი იცოდა, რა განზრახვა ჰქონდათ ლეკებს და ფიქრობდა, რომ ამ სამა­ ლავისკენ არ წამოვიდოდნენ. ბავშვები, ძიძები, მსახურები, ფარეშები და სახლში მყოფი ყველა ქალი უკან გამოგვყვნენ. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როდე­ 10. ღმერთი არს სიყვარული – წიგნის ავტორი ვერ დავადგინეთ. თვით ეს ფრაზა კი, ქრისტიანობის უმ­ თავრესი რელიგიური იდეა, ამოღებულია სახარებიდან. 144 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები საც თავადის ქალმა ჭავჭავაძემ, ჩემდამი მუდამ გულთბილად განწყობილმა, გულში ჩამიკრა და სინანულით აღვსილმა მთხრა: – ეჰ, ეს რა მომივიდა, მადამ? გთხოვთ, მომიტევოთ ყველა უბედურება, რაც ჩემ გამო შეგემთხვევათ. ღმერთო ჩემო! რატომ არ დაგატანეთ ძალა გაქცეული­ ყავით? – ქალბატონო, ჩემთვის უცნობია, რას მიმზადებს ბედისწერა, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, მზად ვარ, ჩემი სიცოცხლე შემოგწიროთ. – ვილოცოთ, ჩვენი აღსასრულის დრო ახლოვდება. და მართლაც, სულ მალე მკაფიოდ გავიგონეთ მოახლოებულ მთიელთა ნაბიჯების ხმა, რასაც თან სდევდა ბავშვების ყვირილი და ქალების წივილ-კივილი. შემაძრწუნე­ ბელმა სევდამ და სასოწარკვეთამ მოგვიცვა. ას წელს მიტანებული მოხუცი, რომელმაც ოდესღაც თავად ჭავჭავაძის მამაც აღზარდა და რომელიც ოჯახის წევრად მიაჩნდათ, გულმხურვალედ ლოცულობდა თავისი კეთილი ბატონის შვილების გადარჩენისთვის. გიორგი ორბელიანის გამზრდელი, რომელსაც ქმარ-შვილი თბილისში დაეტოვები­ ნა, გულამოსკვნილი ტიროდა. კატერინა, თავადის ქალ ორბელიანის მოახლეც ასევე ქვითქვითებდა, წუხდა ქალბატონის შვილებზე, რომლებიც თავს ერჩივნა. მოხუცმა თავადის ქალმა თინიამ, წინა დღეს რომ თავს ძალზე უშიშრად გრძნობდა, გონება სულ დაკარგა: იმ წუთებში, როცა ყოველგვარი მატერიალური გაუფასურდა, განუწ­ ყვეტლივ ითხოვდა, ჩაის ფინჯნები მომიტანეთ, მეშინია, მძარცველებმა არ მოიპარო­ ნო. თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ძიძა უბრალო ქართველებისთვის დამახასიათე­ ბელი ჟესტებითა და ხელების მოძრაობით ლოცულობდა. შეშინებული სალომე და მარიამი კანკალებდნენ და მეკვროდნენ, მე კი ვემუ­ დარებოდი, არ იტიროთ-მეთქი. ამჯერად უკვე ლეკთა გააფთრებული შეძახილე­ ბი მოგვესმა. გარშემო ყველაფერს ურტყამდნენ და ანადგურებდნენ, იმსხვრეო­ და მინები, ჭრიალებდა ავეჯი, სკივრებში წკრიალებდა ვერცხლეული. ველურები ორივე ფორტეპიანოს კლავიშებს დაუნდობლად და გამალებით უბრახუნებდნენ. ბელვედერიდან ხელისგულივით გადაშლილიყო მთელი ბაღი, რომელიც თანდა­ თან ივსებოდა ჩალმიანი მხედრებით. თავიდან დაახლოებით ორმოცდაათამდე კაცი იყო, მერე კი ერთბაშად მოაწყდნენ და მთელ ბაღს მოედნენ. სასახლეში ერ­ თადერთი გზა დამშრალი მდინარის კალაპოტიდან შემოდიოდა და ისიც აავსეს. აშკარა იყო – წინანდლის მცხოვრებნი სრულ გაჩანაგებას ვერ გადაურჩებოდნენ. ღრმად ჩაფიქრებულ თავადის ქალს კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. შემდეგ პატა­ რა ლიდია ხელში აიყვანა. ყველანი მუხლებზე ვიყავით დაჩოქილი რამდენიმე კაცის გარდა, რომლებიც დაკეტილ კარს შიგნიდან მთელი ძალით აწვებოდნენ. ლეკებს უც­ ნაურად მოეჩვენათ, რომ წინააღმდეგობა არსად გაუწიეს და ამ იოლი გამარჯვებით გულმოცემულნი კიდევ უფრო გახელდნენ. დარბოდნენ სასახლეში, ყოველ კუთხეკუნჭულს ედებოდნენ, კედლებზე აკაკუნებდნენ, გეგონებოდა, საგანძურს ეძებენო... 145 ანა დრანსე და ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ... მხოლოდ თავადის ქალი ორბელიანი იყო მშვი­ დად. ჯერ თავისი ძვირფასი გიორგი დალოცა, შემდეგ ძიძას გადასცა, მივიდა კართან, რომელსაც მთიელები აწვებოდნენ და ასე მედგრად შეეგება თავის ხვედრს. ეგებ უნ­ დოდა, პირველი მსხვერპლი ყოფილიყო და არ მოსწრებოდა შვილის, დის, მულიშვი­ ლისა თუ შვილიშვილების ტანჯვას. ან კიდევ, სურდა, საბედისწერო დარტყმის დად­ გომამდე თავისი მაგალითით გავემხნევებინეთ. კარმა გაუძლო, ოღონდ – რამდენიმე წუთით და გაცოფებულმა მთიელებმა ბოლოს შემოანგრიეს. შეიქმნა დიდი ორომტრიალი, მოგვაწყდა ველურთა ჯგუ­ ფი, ისმოდა გავეშებულთა შეძახილები და სასოწარკვეთილთა გოდება. ყოვე­ ლი ჩვენგანი მტაცებლების ხელში აღმოჩნდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ მბოჭავს მთიელი, რომლის სახის გახ­ სენებაც მას აქეთ შიშის ზარს მცემს, და მივყავარ. ბელვედერიდან გასასვლელი კარი დაბალია, უნდა დაიხარო და ისე გაიარო, მაგრამ ჩემს მომტაცებელს ეს სუ­ ლაც არ ადარდებს და თავს კარის ჩარჩოს ვარტყამ. კაცი, რომლის ნადავლიც აღმოვჩნდი, დგამს თუ არა ფეხს კიბეზე, ისმის საშინე­ ლი ჭახანის ხმა და კივილი. კიბე მომტაცებელთა და მათ მსხვერპლთა სიმძიმეს ვერ უძლებს და ტყდება... ამ საშინელ მომენტში ქალბატონის რომელიღაც მოახლე ჩე­ მი კაბის კალთას აფრინდება. მთიელი უხეშად ჰკრავს ხელს და ისიც კისრისტეხით ქვემოთ ვარდება. საფეხური, რომელზეც ვდგავართ, ისიც ირყევა. მთიელმა მთელი ძალით ჩამბღუჯა და მესამე სართულიდან თავგანწირვით გადავეშვით, ორ სარ­ თულს ჩავუფრინეთ და ეზოში, ნამსხვრევების გროვაში ჩავცვივდით. როგორც კი მიწაზე დავეცით, გვეცა ერთი ჩალმიანი მძარცველი და ჩემს მომტა­ ცებელს ძიძგილაობა დაუწყო. ცდილობდა, იმის ხელიდან გამოვეგლიჯე, ვისი ნა­ დავლიც ვიყავი. ეს კი არაფრით მთმობდა. ხანჯლებმა იელვა. მეგონა, მომკლავ­ დნენ და დავიყვირე: მე ფრანგი ვარ! ამაო გამოდგა ჩემი სასოწარკვეთილი ყვი­ რილი. ჩემს გამტაცებელს ცალი ხელით ვეჭირე და ჩემდა უნებურად მონაწილეობა უნდა მიმეღო ორი ბოროტმოქმედის ცილობაში. სისხლი დაიღვარა, ჩალმიანს ვერ­ გე. ახალმა პატრონმა, რომელიც სამოსისა და მხეცური შესახედაობის გამო ჩეჩენი მეგონა, წინა ეზოსკენ წამათრია და იქ ორ ნუკერს 11 გადამცა. ერთმანეთის ენა არ გვესმოდა. ორი ცხენის აღვირი მომაჩეჩა, მაგრამ ჩემი მოძრაობით მიხვდა, თავს ვარიდებდი ამას და მაშინვე მათრახი მომიღერა. სირცხვილისგან ალმური ამივიდა, თუმცა დავრწმუნდი, რომ ბედს უნდა შევგუებოდი. [...] 11. ნუკერი – მონღოლური წარმოშობის სიტყვაა. აღმოსავლეთის ზოგიერთ ხალხში აღნიშნავს ხანის, მხედართმთავრის პირად მცველს, მებრძოლს. 146 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები IV წინანდლის ძარცვა. გამ გზავ რე ბა თვალებით ვეძებდი ძვირფას მეგობარ ქალებსა და ჩემს საბრალო აღსაზრდე­ ლებს. საშინელი სანახავი იყო ჩვენი ეზო: ცხენები, ხარები, კამეჩები, გადაბრუნებუ­ ლი საზიდრები, ტანსაცმელშემოფლეთილი და თმაგაწეწილი მოქვითინე ქალები... ძალადობის კვალი ეტყობოდა ყველაფერს! პატარა მარიამი, ჩემი მარიამი გამწა­ რებული ხმით მეძახდა; მასთან მირბენა მოვინდომე, მაგრამ ნუკერებმა გამაკავეს... საკუთარი უმწეობის შეგრძნებამ დამთრგუნა, მივხვდი, რომ ამ უბადრუკების ნე­ ბადაურთველად ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი. ვტიროდი, ვევედრებოდი, ჩემს საყ­ ვარელ პატარასთან მიმიშვით-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა – არც ცრემლებმა და არც მუდარამ! მოულოდნელად, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ცხენზე მჯდარი მარიამი ჩემ სიახლოვეს აღმოჩნდა; ერთხელ გადაკოცნა როგორღაც მო­ ვასწარი, გამხნევება მინდოდა, მაგრამ იმწამსვე ჩემგან შორს წაიყვანეს. აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვფიქრობდი, ეგებ სადმე ჩემს სათნო ქალბატონს თვალი მოვკრა-მეთქი და, ბოლოს და ბოლოს, დავინახე... მაგრამ ვაი, ამ დანახვას! მიწაზე გაშხლართულს საბრალო ლიდია მკერდზე ჰყავდა მიკრული. მშვენიერი თმა გასჩე­ ჩოდა, ცალი ფეხსაცმელი ეცვა, მოქარგული პერანგი სანახევროდაც არ უფარავდა სხეულს, საცვლებისა და ქვედაკაბის ამარა დარჩენილიყო. ძუძუზე მისმულ პატარა ლიდიას მხოლოდ პერანგი ეცვა – ჩვილს არც საბურველი, არც სახვევები, არაფერი უფარავდა სათუთ კანს. თავდამსხმელთა ცხენები ქალბატონის გარშემო ისე ახლოს იდგნენ, შემეშინდა, რამე არ დაუშავონ-მეთქი და ანგარიშმიუცემლად მივვარდი, რომ გამეფრთხილებინა. მან თავი წამოსწია და ისე დამიქნია, თითქოს უნდოდა ეთქვა, ახ­ ლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია, ცოცხლებში აღარ ვწერივარო. – ბავშვები! ბავშვები! – ძლივს წარმოთქვა ეს ორი სიტყვა. – მარიამი იქით არის, სალომე კი ცოტა მოშორებით, – ვუთხარი მე. უცებ ხელზე ძლიერად მომქაჩეს. ქალბატონის მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ ტყვეს ჩემს ნებაზე ყოფნის უფლებას ვინ მომცემდა და ჩემს ადგილს დავუბრუნ­ დი. იმან, რაც შემდეგ დავინახე, თითქოს გამაქვავა: ანას სიახლოვეს დაუნდო­ ბელი სისხლიანი შეტაკება გაიმართა, თავად არც კი შერხეულა, მოსალოდნელი საფრთხე თავიდან რომ აეცილებინა. ლეკები მის დასაკუთრებას ცდილობდნენ. იცოდნენ, რომ თავადის ქალი ძვირფასი ნადავლი იქნებოდა და ამიტომ ერთმა­ ნეთს დაუნდობლად უტევდნენ. ჩხუბი დასრულდა და ქალბატონი ჩემსავით ერთერთმა დაისაკუთრა, რომელიც დაიხარა და ჰკითხა: 147 ანა დრანსე – შენ ხარ თავადის ქალი ჭავჭავაძისა? – დიახ, – უპასუხა და თვალებით შვილს დაუწყო ძებნა. ქართულად მოლა­ პარაკე ერთმა კაცმა ბავშვზე მიუთითა. ქალბატონმა ბრილიანტის უძვირფასესი საყურე გამოიძრო და მას გადასცა, შემდეგ კი გონი დაკარგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავადის ქალ ორბელიანს თვალი ვერსად მოვკარი; მისი მულიშვილი კი, თავადის ასული ნინო, ჩემ შორიახლოს საუკეთე­ სო ცხენზე იჯდა. გაკვირვებას ვიყავი, როცა მის მოხდენილ ქართულ ჩაცმულო­ ბას შევხედე – უზადოდ მოწესრიგებულად ეცვა, არც კი დასჭმუჭნოდა. თავადის ასულს ერთი ახალგაზრდა იცავდა, რომელსაც დანარჩენებივით მრისხანე გამო­ მეტყველება არ ჰქონდა. თავადის ასულ ნინოსგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა ქალბატონების ღრმად მოხუცებული დეიდა. კაბა მთლიანად შე­ მოსძარცვოდა, კეთილშობილ სახეზე თეთრი თმა ჩამოშლოდა, ხელები აღეპყრო და თითქოს მამაზეციერს ევედრებოდა, სასჯელი მოევლინა უღირსებო არსებე­ ბისთვის, რომლებიც არც მის ჭაღარას სცემენ პატივს და არც მის ასაკს. ას წელს მიტანებული საბრალო ქალიც თითქმის შიშველი იყო; მთიელები სასტიკად მოექცნენ – ხეზე მიაბეს და მეორე დღემდე ასე დატოვეს. რაც შეეხება თავადის ქალ თინას – ჩვენ რომ წაგვიყვანეს, მერე ტყეს შეაფარა თავი, სადაც გლეხებიც იმალებოდნენ. ჩოხა-ახალუხი ჩააცვეს და თელავში წაიყვანეს. ეს ორი მსხვერ­ პლი ლეკებმა მიატოვეს, ფიქრობდნენ, რომ არაფერში გამოადგებოდათ. ამასობაში სასახლის ძარცვა დაიწყო: სკივრები, ჭურჭელი, ვერცხლეულობა, მაქმანები, ბრილიანტები, ძვირფასი შალეული, ყველაფერი ხარბი მტაცებლების ხელში გადადიოდა, რომლებმაც არც მათი ფასი იცოდნენ და არც იმ ნივთების უნიკალურობისა გაეგებოდათ რამე, რომლებსაც პირველად შეახეს ხელი. სანამ ერთი მათგანი ვერცხლის ლანგრებს ჭეჭყავდა, რათა ტომარაში მოხერხებულად ჩაეტია, მეორე ძველ ხელთათმანს ან ჩვეულებრივ შანდალს ეტანებოდა, რად­ გან ეგონა, კარგ ნადავლს ვიგდებ ხელშიო. უნდოდათ თან წაეღოთ შაქარი, ყა­ ვა, ჩაი. ვიღაც ტუჩსაცხს უსინჯავდა გემოს, სხვა აბუსალათინის ზეთს ყლუპავდა, ალბათ ჩვენი სამზარეულოს სურსათ-სანოვაგე ეგონა. ვიღაც ცდილობდა პირში ცარცის ნატეხი ჩაედო, რომ გაეგო, საჭმელად ვარგისია თუ არა. საშინელი და გუ­ ლისამრევი სანახაობის შემსწრე აღმოვჩნდით; ველურებმა თავიანთი სახე სრუ­ ლად გამოაჩინეს. ძარცვამ საათზე მეტხანს გასტანა. ბოლოს სასახლის ეზოდან გაგვიყვანეს და გზას დავადექით. ფეხით მივდიოდი; ნუკერები კი ამხედრებულნი მგზავრობდნენ. გზის სივიწროვის გამო ერთი ჩემ წინ მიდიოდა, მეორე კი უკან მომყვებოდა. მალე კიდევ ერთი ჩალმიანი მთიელი შემოგვიერთდა. თავში სამზარეულოს ჭურჭლის ტილო მესროლა და შემდეგ ნუკერის უკან ცხენზე კაცივით შემსვა. სხვა ტყვე ქა­ ლებიც ზუსტად ჩემსავით მგზავრობდნენ. 148 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები V ალა ზა ნი ვიწრო გზით მივაღწიეთ მდინარემდე, რომლის ნაპირას თავადის ეკიპაჟები იდგა. ლეკები მიხვდნენ, რომ თან ვერ გაიყოლებდნენ, ამიტომ ცეცხლი წაუკიდეს. წყალი ცხენებით გადავიარეთ. მხოლოდ თავადის ქალი ანა აგრძელებდა გზას ფეხით მკლავზე გადაწვენილ პატარა ლიდიასთან ერთად. მდინარის შუაგულს რომ მიაღწია, თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად წყალში ჩავარდა. ლეკებმა მაშინვე ნაპირზე გაიყვანეს და ძალღონეგამოლეული ცხენზე შესვეს. მისი ხელა­ ხალი ტანჯვაც აქედან დაიწყო. მომტაცებლის უკან მჯდარს ცალი ხელი მაგრად უნდა ჩაეჭიდა მხედრისთვის, რომ ცხენიდან არ ჩამოვარდნილიყო, მეორით კი ლიდია უნდა მიეკრა მკერდზე. საცოდავ პატარას, რომელსაც მხოლოდ პერანგი ემოსა, დაღლილი ხელი საიმედოდ ვერ იჭერდა და უნაგირს ეხეთქებოდა. დედა ტირილით ემუდარებოდა მასთან ერთად მიმავალ მთიელს, რომ მიეცა რამე, რი­ თაც ბავშვს ტანზე მიიკრავდა... მთიელი მის ტანჯვას არად აგდებდა. თავადის ქალი ორბელიანი ბრაზობდა, რომ ლიდია თავისთან არ დაიტოვა. ეს იმიტომაც მოხდა, რომ მისი და ძუძუს აწოვებდა პატარას, თან იმ მდგომარეობა­ ში არ ვიცოდით, ვის რა გველოდა და დედა-შვილის განშორება არაკეთილგო­ ნივრული საქციელი იქნებოდა. მართალია, ალექსანდრე ჭავჭავაძე ძიძას ხელი­ დან გამოსტაცეს, მაგრამ ბედის წყალობა იყო, რომ საიმედო ხელში მოხვდა. დე­ დამისის მოახლე ლუცია, საკვებს რომ ვერ შოულობდა, საბრალო ბავშვს თოვლს აჭმევდა და სიკვდილისგან იხსნა. სამაგიეროდ, ყველაზე იღბლიანი გიორგი ორ­ ბელიანი აღმოჩნდა. მისი ჯანსაღი სხეული მაშინვე თვალში მოუვიდათ მთიელებს: ძიძას დაუტოვეს და ტომარაც მისცეს, ბავშვი სხეულზე მჭიდროდ რომ მიეკრა. დროდადრო სალომე და მარიამი ჩემ შორიახლოს ჩნდებოდნენ და დალაპა­ რაკებასა და დამშვიდებას ვახერხებდი. სალომეს ქცევაში, მიუხედავად პატარა ასაკისა, იგრძნობოდა კეთილშობილური სიამაყე – მასთან ერთად მჯდომ კაცზე ხმამაღლა ბრაზობდა და თავისი პატარა ხელით ემუქრებოდა. მეშინოდა, ცუდად არ მოჰქცეოდნენ და მის დაშოშმინებას ვცდილობდი. მარიამს კი მისი თვინიერე­ ბა და თავაზიანობა წაადგა. თავიდან ტიროდა, შემდეგ ვიღაცამ ვაშლი მისცა, ჭამა დაიწყო და მაშინვე გაჩუმდა. ცოტა ხანში გლეხის ბიჭუნა და თავადის ნებიერა – ელო ახლოს დაუსვეს, რის შემდეგაც უდარდელად ცელქობდა და იცინოდა. ნაჭრებად დაფლეთილი ჩვენი ტანსაცმელი, შლაპები და სხვა ნივთები ცხენისა თუ მთიელის თავებს ამშვენებდა. ჩემი ქოლგა ვიცანი, რომელიც ერთ-ერთს ბაირაღივით მოჰქონდა – მთიელებს, არაბების მსგავსად, ქოლგა კეთილშობილების სიმბოლოდ მიაჩნიათ. 149 ანა დრანსე ხანგრძლივი სიარულის შემდეგ ჩვენი გამტაცებლები ფართოდ გაშლილ მდე­ ლოზე დასასვენებლად შეჩერდნენ. აშკარად ეტყობოდათ, რომ ნადავლით კმა­ ყოფილები იყვნენ. საქმის დამთავრების ნიშნად რამდენჯერმე თოფიდან გაის­ როლეს კიდეც. ამ ხმაზე ბევრმა ჩეჩენმა და ლეკმა მოიყარა თავი, რომლებიც წი­ ნანდალში ძარცვის დასასრულებლად იყვნენ გაგზავნილი. ერთ-ერთი მომიახლოვდა და მაჩვენა სასახლიდან მოპარული ფრანგული წიგ­ ნი სათაურით„ქრისტიანობის სული“. უხეში ხელის უდიერი მოპყრობის გამო წიგნი შელახულიყო. ძალიან მომინდა, მშობლიურ ენაზე დაწერილი ეს ფურცლები თან მქონოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სხვა შესაძლოა ვეღარასდროს მეხილა! მთიელმა მკითხა, რა წიგნიაო. რუსული არ ვიცოდი და ერთი სიტყვით ვუპასუხე – კარგია. ისევ გზას უნდა დავდგომოდით. მთიელი თავის ნადავლიანად წავიდა. თავად ჭავჭავაძის სამი წლის გოგონა თამარი განწირული ხმით ტიროდა, რად­ გან ძიძისთვის წართმევას ცდილობდნენ. მისი ჩხავილით გაბეზრებულმა მტაცებ­ ლებმა ბავშვი ტომარაში ჩასვეს. პატარა, საშიშ სახეებს რომ ვეღარ ხედავდა, გა­ ყუჩდა და დამშვიდდა, მერე კი ძილმა წაართვა თავი. ჩვენი გამცილებლები სამი ათას კაცამდე მაინც იქნებოდნენ. ამ სიმრავლის გამო იყო, რომ ჯგუფები ერთმანეთს ვშორდებოდით. ქალბატონებს და ბავშვებს ვეღარსად ვხედავდი. ყურადღების გადატანა ვცადე და მინდვრების თვალიერე­ ბა დავიწყე. გული მწყდებოდა, რომ მთიელები ამ საუცხოო ყანებს ცხენებით უმოწყალოდ თელავდნენ! არაადამიანები, ნამდვილი ბარბაროსები! ამ მიწის სა­ ბოლოოდ მოოხრება და გაჩანაგება სურდათ. როგორც იქნა, მივაღწიეთ ალაზანს. თავსხმა წვიმის შემდეგ ისე ადიდებული­ ყო, რომ თავზარდამცემი იყო მისი ყურება. ნიაღვრებისგან მთლად გადარეული­ ყო და ნაპირზე გადმოსულიყო. ნუთუ ისეთი უგუნურები აღმოჩნდებიან, რომ აქ გადასვლას გაბედავენ? გაბედეს და თანაც იმგვარი სიმარჯვე და სიმამაცე გა­ მოავლინეს, დღესაც, ამდენი ხნის შემდეგ, გაოცებული ვარ. ბავშვები ცხენების ქედზე შემოსვეს – ასე არ დასველდებოდნენ – ჩვენ კი ჟესტიკულაციით აგვიხ­ სნეს, ასეთ მდგომარეობაში ხელით მაგრად დაიჭირეთო. შემდეგ ცხენები უცებ წყალში შერეკეს; რაც უნდა მაღლა აეწიათ ცხენებს თავები, წყალი მაინც ყურე­ ბამდე სწვდებოდათ. უნდა გენახათ, რა თავგანწირვით ცდილობდნენ სტიქიასთან გამკლავებას! შუაგულ მდინარეში რომ ვიყავით, მარიამმა დამიყვირა:„მადამ, წყალი კაბას წაგართმევთ!“ მართალი აღმოჩნდა – მდინარის მეორე მხარეს გა­ სული პერანგისა და კორსეტის ამარა დავრჩი. სიცივისგან ვძაგძაგებდი. ერთ-ერთ მთიელს შევეცოდე და ნაბადი მომახურა. ალაზნის ნაპირას რამდენიმე წუთით შევყოვნდით. ჩემმა გამყოლმა ჯიბიდან სიმინდის ფქვილი ამოიბერტყა და უნდოდა, ჩემთვისაც ეწილადებინა. მერე ქვასა­ ვით მაგარი კამეჩის მოხარშული ხორცის ნაჭერი გამომიწოდა. უარი ვუთხარი, და 150 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები წყალი ვთხოვე. სწორედ ამ დროს მომიახლოვდა ჩალმიანი მთიელი, რომელმაც ხელზე შერჩენილი ერთადერთი ბეჭედი წამაძრო. მეორე ბეჭედი და სხვა ძვირ­ ფასი ნივთები ჯერ კიდევ თავადის სასახლის ეზოში წამგლიჯა. ნუკერებს რაღაც უბრძანა და გაგვშორდა. ჩემმა გამცილებელმა ხარები და კამეჩები სხვა გზაზე გა­ დაიყვანა, მაგრამ დიდად არ დავშორებივარ ჩემს ძვირფას თანამგზავრ ქალებს. [...] VI თავდასხმა. ლიდიას სიკვდილი ჩვენ სიახლოვეს მოულოდნელად დიდი განგაში ატყდა. ქართველთა მცირე­ რიცხოვანი ჯგუფი ჩვენს გასათავისუფლებლად თავს დაესხა ბადრაგებს და მათ შორის ამტყდარმა ბათქაბუთქის ხმამ იქაურობა გააყრუა. მთიელები ბევრად მეტ­ ნი იყვნენ, მაგრამ ეშინოდათ, ამ პატარა ჯგუფს დიდი ძალა არ მოჰყოლოდა. არც ერთ მუჭა ხალხთან უნდოდათ შებმა და თავიანთი გამარჯვების სასწორზე შეგდე­ ბა. ჩვენ თავზე ნაბდები გადაგვაფარეს და მოკურცხლეს, ისე გარბოდნენ, ყურად­ ღებას არ აქცევდნენ ყანებს, დაბლობებს, თხრილებსა და სხვა წინააღმდეგობებს. ჰაერი შეძრა ძახილმა:„იმამ შამილი! იმამ შამილი“ 12 მათრახებითა და ყიჟინით გადარეული ცხენები ისეთი სისწრაფით მიქროდნენ, რომ სული გვიგუბდებოდა. ეს მართლაც ჯოჯოხეთური სრბოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხოლოდ შე­ ბინდებისას მიუშვეს აღვირს და ცხენებმა ჩორთით განაგრძეს გზა. ჭაობიან ადგი­ ლას მოვხვდით. ლიანები და ეკალბარდები გზას გვიღობავდნენ. თავადის ქალმა ჭავჭავაძემ გვერდით ჩამიარა – ერთიანად გაფითრებულმა და დამწუხრებულმა. თან აღარ ჰყავდა ლიდია, რამაც შემაშფოთა. თავს ვეკითხებოდი, სად შეიძლე­ ბოდა ყოფილიყო თავადის პატარა ასული? პასუხის გამცემი არავინ იყო და მეც მოთმინებით აღვიჭურვე. რამდენი ქართული სოფელიც გავიარეთ, ყველა ცეცხლის ალში იყო გახვეული. თითქმის ყოველი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოჰყავდათ ტყვეები და ჩვენ­ თან მოჰყავდათ. შემაღლებულ ადგილას შევჩერდით. თვალი უზარმაზარი ხან­ ძრის ალმა მომჭრა. საშინელი ყვირილი აღმომხდა. ლეკებმა გამაგებინეს, რომ წინანდლის სასახლე იწვოდა. 12. იმამი შამილი(1797-1871) – შამუილ-ეფენდი, დაღესტნისა და საჩაჩნოს მესამე იმამი(იმამი არაბუ­ ლია, ნიშნავს წინ მდგომს, უწინარესს, სულიერ წინამძღოლსა და საერთო-სახელმწიფო ძალაუფ­ ლების მპყრობელს), მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური. 151 ანა დრანსე საბრალო თავადი! ისიც ხედავს ამ ცეცხლის ელვარებას. მისთვის ყველაფერი ძვირფასი იქ ეგულება: ცოლი, შვილები, და, დისშვილი, მეგობრები, დიდი სიმ­ დიდრე, რაც რამდენიმე საათში ფერფლად იქცეოდა. გული ლამისაა გაუსკდეს, მაგრამ მოვალეობა უფლებას არ აძლევს, მიატოვოს თავისი სამსახურებრივი ად­ გილი. რა უნდა მოიმოქმედოს? ისღა დარჩენია, გამოიტიროს თავისიანები რო­ გორც ქმარმა, როგორც მამამ... გამძვინვარებულმა ცეცხლმა ყოველგვარი იმედი გადაუწურა. ალბათ იფიქრა, რომ ჩვენგან აღარავინ დარჩა ცოცხალი. სხვები გადარჩნენ, მაგრამ ლიდია უკვე აღარ იყო ამქვეყნად. ეს-ესაა გეუბნე­ ბოდით, რა სისწრაფით გარბოდნენ ლეკები. თავადის ქალს ძალა საბოლოოდ გა­ მოელია. ხელი, რომლითაც დილიდან მოყოლებული ბავშვი ეჭირა, მთლად დაუ­ ბუჟდა და – მოულოდნელი ბიძგისგან დედას შვილი ხელიდან უვარდება; ლიდია ბალახზე ეცემა, გაუბედურებული დედა სულის შემძვრელად კივის და ცდილობს ცხენიდან გადმოეშვას ბავშვის ხელში ასატაცებლად, მაგრამ მთიელი მხედარი ისე ძლიერად ბოჭავს, რომ განძრევის საშუალებას არ აძლევს, არად აგდებს მის ყვირილსა და ცრემლებს. მათ უკან ჭენებით მოქრიან ცხენები, რომელთა ფლოქ­ ვებმა გადათელა ჩვილის სხეული. რომელიღაც ჩეჩენმა ხანჯლის დარტყმით ბავ­ შვი სიცოცხლეს გამოასალმა. თავადის ქალი ამ დროს უკვე შორს იყო და ეს არაადამიანურობა არ დაუ­ ნახავს. თავს დიდხანს იმშვიდებდა, ბავშვს ვიღაც მადლიანი აიყვანსო, დედური შფოთვის მიუხედავად, მსგავს ბარბაროსობას ვერ წარმოიდგენდა. კარგა ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ მესამე დღეს ლიდიას სხეული უპოვიათ და მამასთვის მიუ­ ტანიათ. პატარა ახლა წინანდლის პატარა ეკლესიაში განისვენებს. იმავე ადგილას სამოცი გვამი იპოვეს. მათგან სამი წინანდლელის იყო: ლიდია, თავადის მოურავის მეუღლე დარეჯანი და მღვდლის ცოლი. ეს უკანასკნელი თავ­ დაპირველად ყველას მე ვეგონე. გაზეთებში გამოქვეყნდა ცნობა ჩემი სიკვდილის შესახებ. ამ უნებლიე შეცდომამ ძლიერ დაამწუხრა ჩემი ოჯახი. [...] 152 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები VII ღამე ტყეში. ჰაჯი-ქერიმი 13 დაღამდა. დაბურულ ტყეში გზის გასაგრძელებლად შესულებს ტოტები და ლია­ ნები განუწყვეტლივ გზას გვიღობავდა, წინ ძნელად მივიწევდით. ჩვენი გამტაცებ­ ლები ჩქარობდნენ, უნდოდათ, რაც შეიძლება მალე გასცლოდნენ ქართულ მიწას. მიუხედავად გზის სირთულისა, ძალიან დიდხანს შეუსვენებლად მივდიოდით, წუ­ თითაც არ დაგვისვენია. ხანდახან ქალების კივილი ისმოდა, როცა მათი თმა ხეებს ედებოდა, ანდა კეფაში ეკლები ერჭობოდათ. უკუნი სიბნელე იყო. დღესაც გული ყელში მებჯინება, იმ საშინელ პირველ ღამეს რომ ვიხსენებ. ჩვენი ზედამხედველი, მართალია, მთიელი ველური იყო, მაგრამ არაადამიანური შესახედაობა არ ჰქონდა. რა ვიცოდი, წინ რა წვალება ან რისი გადატანა მელოდა. ჰაჯი-ქერიმის(ჩალმიანი მთიელი – ჩემი და ორი ნუკერის ბატონი) ბრძანებით უნ­ და ჩამოვქვეითებულიყავი, დამებრუნებინა ნაბადი, რომელიც ალაზნის გადალახ­ ვის შემდეგ თანაგრძნობის ნიშნად მომახურეს და ფეხით გავყოლოდი მფლობელს. გზას ნაალაფარი პირუტყვი გვიკვალავდა. ქალბატონები ჩემგან შორს იყვნენ. შე­ ვუყევით რომელიღაც მთის ფერდობს და კარგა ხანს ვიარეთ. თანდათან ძალა გა­ მომეცალა და დავვარდი. წარმოიდგინეთ ჩემი სირცხვილი და სასოწარკვეთა, რო­ ცა უმწეო მსხვერპლს ერთი მეორის მიყოლებით მათრახი დამკრეს. სხვა გზა არ დამრჩენოდა, ამ უბედურებისთვისაც უნდა გამეძლო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, უარესი განსაცდელისა და წამების გადატანა რომ მომიხდებოდა. გზის გასაგრძელებლად თავს ძალას ამაოდ ვატანდი. ტყეში გამოვლილმა ერ­ თმა ღამემ არაქათი გამომაცალა... მეორედ დავეცი. ჰაჯი-ქერიმმა ისევ დამარტყა. ავდექი, მაგრამ მან ბრაზიანად ისევ მიწაზე დამაგდო. მეგონა, მოკვლას მიპირებ­ და: ცალი ხელი პირზე ამაფარა, მეორე კი მკერდზე ძლიერად დამარტყა. მუშტი კორსეტში დამალულ მედალიონს მოხვდა, რომელშიც ჩემი შვილის ფოტოს ვინა­ ხავდი. მთიელი მეძგერა, კორსეტი ჩამხსნა, რამდენიმე პატარა ხატთან და წერი­ ლებთან ერთად მკერდიდან ჩამომგლიჯა ჩემი პატარა ვაჟის პორტრეტი, რომელ­ საც როგორც სანუკვარ საგანძურს, ისე ვუფრთხილდებოდი. ხატები თითებიდან დაუსხლტა. ყაჩაღს ფული ეგონა და სიბნელეში ხელის ფათურით ძებნა დაიწყო. გამალებით ხან მათრახს მირტყამდა და ხან მუშტებს, რომ მეც მივხმარებოდი. უშედეგოდ ვეძებეთ და გზას უკმაყოფილონი გავუდექით: ის თავის დანაკარგს დარდობდა, მე კი მისი სისასტიკე მანადგურებდა. 13. ჰაჯი-ქერიმი – შამილის ერთ-ერთი ნაიბი. 153 ანა დრანსე კოცონი დავინახეთ და მისკენ გავეშურეთ. სიარულისა და სიცივისგან ფეხე­ ბი მთლად გამხევებოდა. საშინლად მწყუროდა. დაჟინებით ვთხოვდი ჩემს ჯალათს წყალს და როცა მივხვდი, ჩემი არ ესმოდა, თუნგებზე მივუთითე. სპილენძის ჭურჭე­ ლი შორიახლოს გაჩერებულ ცხენებზე იყო გადაკიდებული. ჰაჯი-ქერიმმა ბრძანება გასცა, მისთვის მიწაზე ნაბდები გაეშალათ; ერთ-ერთი, მისივე მითითებით, ჩემთვისაც დააფინეს, მაგრამ მე ვიუარე – მერჩივნა, ცხენს მივყრდნობოდი, რომლისაც ისე არ მეშინოდა, როგორც ამ ბარბაროსის. ორ საათს მაინც ისვენებდა. მე კი მციოდა და წყურვილი მახრჩობდა. ბოლოს, ჰაჯი-ქერიმმა მთვარეს ახედა, ნაბადი კვლავ ცხენზე გადააფინა და გზა გავაგრძელეთ. ფეხები დამისისხლიანდა. რაც უფრო წინ მივიწევ­ დით, გზა უფრო და უფრო უარესდებოდა; ჩემი სიფრთხილის მიუხედავად, წვეტიანი ქვები და ეკლიანი ბუჩქები მთელ სხეულს მიკაწრავდა. ვცდილობდი, საბაბი არ მი­ მეცა, მაგრამ მაინც მცემდნენ. გზის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი, მიწაზე და­ ცემულმა ღმერთს შევთხოვე, ჩემს ტანჯვა-წამებას ბოლო მოღებოდა. ჰაჯი-ქერიმმა გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ მისი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გავიგე: – შენ თავადის ქალი ხარ? კითხვა რამდენჯერმე გამიმეორა. რასაკვირველია, უნდოდა, წინასწარ სცოდ­ ნოდა, ჩემში რა გამოსასყიდს მიიღებდა. არც კი მიფიქრია, მეთქვა, თავადის ქალი ვარ-მეთქი, რაც, შესაძლოა, აუტანელ მოპყრობას ამარიდებდა. – გუვერნანტი ვარ. ჰაჯი-ქერიმს ფრანგული არ ესმოდა, მაგრამ მაინც შეეძლო კაცთმოყვარეობა გამოეჩინა. ჩემგან საკმაოდ ფასეული ნივთები წაიღო და ვერ იფიქრებდა, რომ შეიძლებოდა უბრალო გლეხის ქალი ვყოფილიყავი. ამიტომაც მკითხა: – შენ ბატონი(ქალბატონი) ხარ? – დიახ, – ვუპასუხე. ბოლოს, იხმო ერთ-ერთი ნუკერი – ივანე და მხრებში შემიდგნენ. რამდენიმე ნა­ ბიჯის გადასადგმელად უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე. როგორც იქნა, მთის მწვერვალზე ავაღწიეთ, მერე თავქვე დავეშვით. არ მახსოვს, ამ გზაზე რამდენ ხანს ვიარეთ. რამდენჯერმე სამივე ერთდროულად დავეცით. განრისხებული ჰაჯი-ქერი­ მი წაქცევას მე მაბრალებდა. ივანე, პირიქით, ყოველთვის ადამიანურად მეპყრო­ ბოდა: როცა ჩემი წამოყენება ან ხელის შემოშველება უწევდა, არასოდეს უხეშად არ მომქცევია. ჩვენი ზედამხედველი ნამდვილი მტარვალი იყო და სიცოცხლეს მხო­ ლოდ იმიტომ არ გამომასალმა, რომ ფიქრობდა, დიდ გამოსასყიდს მივიღებო. მან ხომ არ იცოდა, ვინ და რა ვიყავი. როგორც იქნა, ვაკე ადგილზე გავედით. ივანემ ჰაჯი-ქერიმის უკან ცხენზე შემ­ სვა. უნაგირზე ამოჩრილი ლურსმნები აუტანელ ტკივილს მაყენებდა. რამდენჯერმე წამოვიყვირე, მაგრამ ჰაჯი-ქერიმი ამას ყურადღებას არ აქცევდა. მიბრძანა, მის ქა­ მარს მაგრად ჩავჭიდებოდი. ენით აღუწერელი იყო ჩემი მდგომარეობა – თავის გა­ 154 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები დასარჩენად იძულებული ვიყავი ჩემს ჯალათს შევხებოდი. სხვა ტყვეებს მოწყვეტი­ ლი, ორ კაცს ვყავდი დატყვევებული. ერთი შიშის ზარს მცემდა, მეორეს, პირველის ნების უსიტყვო შემსრულებელს, რომც ნდომებოდა, ვერაფრით დამეხმარებოდა. როცა ერთი ნაკადული გადავიარეთ, უფლება მომცეს ჩამოვქვეითებულიყა­ ვი. საშინლად მწყუროდა და კარგა ხანს უშედეგოდ ვითხოვდი წყალს. ბოლოს გადავწყვიტე ნაკადულის წყალი დამელია, თუმცა ივანემ სასწრაფოდ შემაჩერა, თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი. მინდორზე ნაბადი დააფინა და მანიშნა, დაჯე­ ქიო. დავემორჩილე. ჰაჯი-ქერიმმა თავის უნაგირზე გადაკიდებული ხალიჩა გად­ მოიღო და წყლის პირას გაშალა. მერე მოიტანა თავისი თოფ-ხანჯალი და ჩემ გვერდით კი არა, ზედ დამაწყო – იმის ნიშნად, რომ მისი მონა ვიყავი. თავი მოი­ შიშვლა, ნაკადულს მიუახლოვდა და მთვარის შუქს გაუსწორდა. მუხლებზე მდგა­ რი კარგა ხანს ლოცულობდა. მეც ვლოცულობდი, ღმერთს ვემუდარებოდი, ან ქალბატონებთან დავებრუნებინე, ან სიკვდილი გამოეგზავნა. ლოცვის დასრულების შემდეგ ჰაჯი-ქერიმი ისევ ჩემთან მოვიდა. ივანემ ნაკა­ დულიდან აღებული წყალი მიაწოდა. მან შესვა და მერე მე გამომიწოდა თუნგი, რომელშიც ივანემ რაღაც თეთრი ჩააგდო. გემოთი მივხვდი – შაქარი იყო. წყალს დავეწაფე, ვერა და ვერ ვიკლავდი წყურვილს... ამასობაში ჰაჯი-ქერიმმა ჯიბიდან ჩემთვის წართმეული ძვირფასეულობა ამოი­ ღო, მათ შორის მედალიონიც. გაკვირვებული უყურებდა ჩემი შვილის პორტრეტს. ვერ ხვდებოდა, ვისი გამოსახულება შეიძლებოდა ყოფილიყო. ვცდილობდი ამეხ­ სნა, რომ ჩემი შვილის სურათი იყო და ვთხოვდი უკან დაებრუნებინა. სასოწარ­ კვეთილმა მთვარეზე მივუთითე და ვთქვი: ალლა იია(ღმერთი არს), ჩემთვის ნაცნობი ორად ორი არაბული სიტყვა. განცვიფრდა. ისევ სცადა გამოლაპარაკება, მაგრამ ვერაფერი გამაგებინა. ასე მგონია, სწორედ ამ წუთიდან ჩემდამი თანაგ­ რძნობა გაუჩნდა და აღარ ვუცემივარ. [...] VIII ძი ძა გზა ცხენებით განვაგრძეთ. კვლავ ჰაჯი-ქერიმის უკან ვიჯექი. მაჩვენა, როგორ ჩავჭიდებოდი და ამით დავასკვენი, რომ სწრაფად ვივლიდით. სინამდვილეში, ცხენები ჩორთით მიუშვეს და ასე დიდხანს ვიარეთ. ივანე ჩვენზე წინ მიდიოდა. შორს ბუნდოვნად რაღაც გამოჩნდა, რომელიც მიწას თანდათან გამოეყო და ნელ-ნელა მოგვიახლოვდა. ადამიანი აღმოჩნდა – ლეკ მწყემსს ძონძები სხეულს 155 ანა დრანსე ძლივს უფარავდა. ჰაჯი-ქერიმს მიუახლოვდა, ბეჭედი აჩვენა, ერთმანეთს რამდე­ ნიმე სიტყვა უთხრეს, რის შემდეგაც გაგვეცალა. არ ვიცოდი, ჩემი გამტაცებელი მთიელთა შორის პატივსაცემი კაცი იყო თუ არა, მაგრამ მისი ნაიბური მედლებით თუ ვიმსჯელებდით, საკმაოდ წარჩინებული უნდა ყოფილიყო. გზა მივარდნილ ადგილებში გადიოდა, კოცონები მღვიმეებს ანათებდა. ცეცხლის გარშემო მწყემ­ სები ისხდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ადგილებში მშვიდად შეიძლებოდა მგზავ­ რობა და რუსთა თავდასხმა მოსალოდნელი არ იყო. განთიადზე შესასვენებლად ჭაობიან ადგილას გავჩერდით. ციოდა, ვკანკა­ ლებდი. მიბრძანეს ცხენიდან ჩამოვსულიყავი. ჩემდა გასაკვირად, იქვე რამდენიმე ქართველი ქალი შევნიშნე, რომელთაც მთიელები დარაჯობდნენ. ამ უკანასკნე­ ლებს ჭაობიდან ხის ძირკვები ამოეღოთ, გროვად დაეხვავებინათ და წვავდნენ. ის-ის იყო გასათბობად ცეცხლთან მისვლა დავაპირე, რომ ალერსით ნათქვამი ჩემი სახელი გავიგონე. შევტრიალდი და რას ვხედავ! ქართველ ქალთა შორის ჩემი სათნო თავადის ქალი ორბელიანი დავინახე, რომელიც მიწაზე გაფენილ ნა­ ბადზე იჯდა. მასთან მივირბინე. ფერმკრთალსა და გამხდარს ხელები მომხვია, ცდილობდა, როგორმე გავეთბე. – ოჰ, ქალბატონო! გუშინ რამდენს გეძებდით... – რა მოუვიდა ჩემს შვილს? – იკითხა საბრალო დედამ. – გიორგი სწორედ ტყეში შემოსვლის წინ დავინახე, თავის უშიშარ ძიძას ეჭირა. ჩემმა ნათქვამმა უბედური დედა ოდნავ დაამშვიდა. შემდეგ ჩემს ტანჯვა-წამე­ ბაზე მოვუყევი. ჰაჯი-ქერიმმა მალევე მომაკითხა. – ეს ფრანგი გენერლის ცოლია, – უთხრა მას თავადის ქალმა, – მინდა ჩემთან დარჩეს. გენერლის ცოლი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ქალბატონს სურდა, ჰა­ ჯი-ქერიმი ჩემდამი პატივისცემით განეწყო. – შენ ვინღა ხარ, ასე რომ ლაპარაკობ? – ჰკითხა მან. – მე თავადის ქალი ბარბარე ორბელიანი ვარ. – მასში დიდ გამოსასყიდს გადაიხდიან? – ისევ ჰკითხა ჰაჯი-ქერიმმა, – თუ არა და ჩემთან დავიტოვებ. ამის შემდეგ ჩემთვის წართმეული წერილები აჩვენა თავადის ქალს: – ესენი ქაღალდის ფულია? რუსეთში ხომ ბევრია ასეთები? – არა, ფული არ არის. – აბა, რა არის? – ოჯახის წევრთა წერილებია. – თვითონ ქალია თუ ქალიშვილი? – ქალბატონია. – შვილები ჰყავს? 156 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები – ერთი ვაჟი ჰყავს. – რუსია თუ ქართველი? – არც ერთი. ფრანგია. მისი სამშობლო აქედან ძალიან, ძალიან შორსაა. ჰაჯი-ქერიმმა შეკითხვები დაასრულა და წასვლამდე ჩემი წერილები ცეცხლში ჩაყარა. თუ არ გამოცდის, ვერავინ გაიგებს ჩვენს ტანჯვა-წამებას, რას ნიშნავს ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფთათვის საყვარელი ადამიანებისგან მიღებული ბარათები. ცეცხლმა წამებში ფერფლად აქცია, რაც კი ძვირფასი რამ გამაჩნდა. ჰაჯი-ქერიმი მალევე დაბრუნდა. ჩოხა გაიხადა და თავადის ქალ ორბელიანს დასაკემსად მიუგდო. მისი უდიერი საქციელი იმდენად არ მომეწონა, რომ ქალ­ ბატონს ჩოხა ხელიდან გამოვტაცე. მთიელს წყენა და გაკვირვება არ დასტყო­ ბია. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა, რომელშიც ნემსი და აბრეშუმის ძა­ ფი იდო და ორბელიანის ქალს გადასცა. ისიც ეგრევე შეუდგა კერვას. როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი. ამ დროს მთიელები წინანდლის ნაალაფარ ჩაის სვამ­ დნენ, მაგრამ არც ერთს, თუნდაც სიბრალულის გამო, ჩვენთვის ფინჯანი ჩაი არ შე მოუ თა ვა ზე ბია. ერთი საათის შემდეგ ჭავჭავაძეების ბავშვების ძიძა, ალექსანდრა მოგვიახ­ ლოვდა. მისმა დანახვამ ყველა შეგვაშინა. სასოწარკვეთილი იყო. თავზე, სამ ად­ გილას ნახმლევი ეტყობოდა. როგორც ჩანს, ხშირმა თმამ სიკვდილისგან იხსნა. ზურგი დასისხლიანებული ჰქონდა, მარცხენა ხელი – დასახიჩრებული, მოკვეთი­ ლი თითი ძაფით მიმაგრებულივით ეკიდა ხელის მტევანზე. რა უნდა გვექნა, რით უნდა დავხმარებოდით საბრალო ქალს? ვიცოდით, მთიელები არაფერს მოგვცემ­ დნენ. ჩვენდა გასახარად, ბარბარე ორბელიანს მოუსწრია და თავისი უბრალო, ქვრივის კაბა გადაუნახავს. დაუხანებლად მოახია სახელო და ალექსანდრას ხე­ ლი გადაუხვია. მერე სცადა, თავზე იარებისთვისაც მიეხედა, მაგრამ შემხმარი სის­ ხლი და ჩვენი უმწეო მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევდა. თავადის ქალი იძულებული გახდა, მხოლოდ მცირედით დაკმაყოფილებულიყო და თავი საკუთარი თავსაფრით შეუხვია. ჰაჯი-ქერიმი ჩოხის წასაღებად მოვიდა. სავარაუდოდ, ჩვენი ნახელავი უნდა მოსწონებოდა, მაგრამ ამას როგორ შევამჩნევდით, როცა დასახიჩრებულ და ნა­ წამებ ძიძას ვპატრონობდით. გზას გავუდექით. ცხენზე მჯდარი ორბელიანი წინ მიდიოდა. მე და ალექსან­ დრა ფეხით მივყვებოდით. განსხეულებულ ურჩხულს ჰგავდა ბადრაგი, რომე­ ლიც ალექსანდრას წამდაუწუმ ურტყამდა. სისხლის დაკარგვისა და ტკივილე­ ბისგან დაუძლურებული საბრალო ქალი მთხოვდა, არ მიმატოვოო. ვერაფრით ვეხმარებოდი, მაგრამ ჩემი გვერდით ყოფნაც ანუგეშებდა. ბოლოს, როცა ძალა სრულიად გამოეცალა, მთელი ხმით დაუწყო ძახილი ორბელიანის ასულს: დედა! დედა! მეც ავყევი. თავადის ქალმა ჩვენი ყვირილი გაიგონა და, მისი თანმხლე­ 157 ანა დრანსე ბი მთიელის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხენი შეაჩერა. გაჭირვებით მივლასლასდით მასთან და გამყოლის სისასტიკეზე შევჩივლეთ. თავადმა გარშე­ მომყოფ მთიელებს უთხრა ამის შესახებ, თუმცა მათ წარბიც არ შეუხრიათ. საბო­ ლოოდ, ორბელიანმა მოახერხა, რომ ალექსანდრა ცხენზე შეესვათ, თვითონ კი ფეხით განაგრძო გზა. დიდხანს ივლიდა ასე, მაგრამ ტალახში სიარული გაუჭირდა და ამის გამო გამ­ ყოლებს ჩამორჩა. როგორც კი მთიელებმა ეს შენიშნეს, აიძულეს ძიძასთან ერ­ თად დამჯდარიყო ცხენზე. გასავათებულ ძიძას თავის შემაგრება არ შეეძლო და ორბელიანს ეყრდნობოდა. ძიძა დიდი ტანის იყო, ქალბატონს მისი შემაგრება გაუძნელდა და ძალაგამოცლილს გული შეუღონდა. მთიელები იძულებული გახ­ დნენ, ერთი ცხენი დაეთმოთ ქალბატონისთვის, რომელმაც გზა ცხენით განაგრძო. ივანეს უკან ვიჯექი. ალაგ-ალაგ ჩვენნაირად დატყვევებული ქართველი გლე­ ხის ქალები გვხვდებოდნენ, ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ფეხით მოდიოდ­ ნენ. დაბურული ტყის სიღრმეში შევედით. ისეთი ადგილი იყო, იფიქრებდი, აქ კაცს ფეხი არ დაუდგამსო. მიწას სქელი ხავსი ფარავდა, ხოლო ასწლოვანი ხეე­ ბის გვირგვინს თვალს ვერ აუწვდენდი. ტოტიდან ტოტზე ცისფერ და წითელბუმ­ ბულიანი ჩიტები დაფრთხიალებდნენ; სხვადასხვა მიმართულებით დარბოდნენ ხავსისფერი ხვლიკები. უღრან ტყეში ერთი ბილიკიც არ იყო გაკვალული. ნაკადულის სიახლოვეს წინანდლიდან გატაცებული ახალგაზრდა გოგო ვნა­ ხეთ. ქალიშვილთან ერთად იყვნენ მისი ღრმად მოხუცებული ბებია და ერთ-ერთი ძმა, რომელსაც ხელში ლიდიას ასაკის ოთხიოდე თვის გოგონა ჰყავდა. პატარა უდედოდ და ურძეოდ დარჩენილიყო. როცა მდინარეს მივადექით, რომლის გადალახვა არც ისე იოლი იქნებოდა, საწყალი ალექსანდრას დახმარება არავინ ისურვა. ივანეს ვთხოვე მიშველე­ ბოდა, მაგრამ უარი მივიღე. ჩვენმა კეთილმა ანგელოზმა, თავადის ქალმა ორ­ ბელიანმა მთიელებს სთხოვა, დაჭრილი ქალი მის უკან შემოესვათ ცხენზე. ვერც წარმოედგინა, ამას რა მოჰყვებოდა. ცხენმა იგრძნო, რომ აღვირს ძლიერი ხელი არ მართავდა და შუა მდინარეში გაჩერდა. ქალბატონის მცდელობა, ცხენი რო­ გორმე ადგილიდან დაეძრა, ამაო გამოდგა. ბოლოს და ბოლოს, ივანე და კიდევ ერთი მთიელი ცხენებიდან ჩამოხტნენ და თავადის ქალი გაურჩებულ ცხენთან ერთად ნაპირზე გაიყვანეს. მაგრამ რა წამსაც ფეხი მიწაზე დაადგეს, ალექსანდრა მაშინვე ცხენიდან ჩამოაგდეს. [...] 158 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები XVIII შამილის ცოლები შამილის ცოლებს შორის უფროსს, სხვა ცოლებისგან განსხვავებით, სერალ­ ში განსაკუთრებული უფლებები აქვს მინიჭებული, თუმცა მისი მდგომარეობა და გარეგნობა ერთმანეთს სრულებით არ შეესაბამება. სახეზე ნაყვავილარი ეტყობა. ნელა, მაგრამ სასიამოვნოდ ლაპარაკობს. ძალდაუტანელად, თავისუფლად მოძ­ რაობს და ამ მოძრაობაში ძალაუფლება ჩანს. უფროსი ცოლი ხან ერთ თავადის ქალს ათვალიერებდა, ხან მეორეს. ხელში კრიალოსნის მსგავსი რაღაც ეჭირა და მარგალიტებს თითებით ისე მარცვლავდა, თითქოს ლოცულობსო. შამილის მეორე ცოლი მშობიარობისთვის ემზადებოდა და ამიტომაც არ შეგვეძ­ ლო მისი გარეგნობის შეფასება. სახეზე ფეხმძიმე ქალების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი სიყვითლე დასდებოდა. და ამის მიუხედავად, შეუძლებელი იყო არ გაეოცებინეთ მისი თვალების ცინცხალ მზერასა და ხელების სინატიფეს. ვერ­ ცხლივით წკრიალა ხმა ჰქონდა. მართალია, მისი სახის ნაკვთებით ვერ იტყოდი, დიდგვაროვნული წარმომავლობისააო, თუმცა სიკეთითა და სიწრფელით იყო აღ­ სავსე. შუანეთი ერქვა და წარმოშობით რუსი იყო. იშვიათად ლაპარაკობდა რუსუ­ ლად, მაგრამ, ამის მიუხედავად, შესანიშნავად ახსოვდა მშობლიური ენა. დაბეჯითე­ ბით შეიძლება ითქვას, რომ შამილის ბრძანებას ასრულებდა და ამიტომაც ჩვენთან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს რუსულად. ჩვენი თავადის ქალებიც სიფრთხილეს იჩენდნენ და ერთმანეთთან ძირითადად ფრანგულად საუბრობდნენ, ქართულს მხოლოდ მოახლეებთან ლაპარაკში იყენებდნენ. ჩვენ სანახავად მოვიდა შამილის მესამე ცოლიც – ძალიან ახალგაზრდა და სა­ სიამოვნო გარეგნობის ქალი. საუბარში თითქმის არ ჩარეულა, ჩუმად იდგა ჩვენი ოთახის დედაბოძს მიყრდნობილი. შამილის ცოლებს სუფთად, მაგრამ უგემოვნოდ ეცვათ. ვერც ერთში ვერ აღ­ მოვაჩინეთ ის, რასაც წინასწარმეტყველის ცოლებისგან ველოდით. მათ თან ახ­ ლდნენ შვილები, ისეთი ჭუჭყიანები, შეუძლებელი იყო მიჰკარებოდი. ერთმანეთის შეთვალიერებამ ნახევარ საათს გასტანა. მერე უფროსი ცოლი წამოდგა და ოთახიდან მედიდური გამომეტყველებით გავიდა. მას შუანეთიც მიჰ­ ყვა. მესამე კი ჩვენ სიახლოვეს ჩამოჯდა. ბავშვებს აკოცა, გიორგი ხელში აიყვანა და ჩვენთან მანამდე დარჩა, სანამ კარგად არ შეგვისწავლა. როცა მარტონი დავ­ რჩით, მაშინვე სველი ტანსაცმლის გაშრობა ვცადეთ. თავადის ქალებმა ითხოვეს, რომ მათი მსახურები მოეყვანათ. ჯერ კატერინა გამოჩნდა, მეორე დღეს კი სხვე­ ბიც მოვიდნენ. ძველ ხალიჩებზე დაწოლილებს ძილმა თავი წაგვართვა. ამის შესაძლებლობა 159 ანა დრანსე ხომ დიდი ხანია არ მოგვცემია. 8 აგვისტო იდგა. წინანდლიდან წამოყვანის შემ­ დეგ უკვე თვე და ოთხი დღე იყო გასული. მას შემდეგ დაახლოებით ათასი ვერსი გამოვიარეთ, მუდამ თან გვდევდა ხიფათი. ლიდიას, ევასა და ელოს ჩათვლით რვა ბავშვი გვახლდა. ევა და ელო, შეიძლება ითქვას, თავადის ქალმა ჭავჭავაძემ იშვილა. ელოს დედა მელანოც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ტყვეობაში, მაგრამ ფეხმძიმესა და ავადმყოფს არ შეეძლო შვილზე ზრუნვა. მოლას ყვირილმა ადრე გამოგვაღვიძა. როგორც კი ჩვენი ლაპარაკის ხმა გაი­ გონეს, გუშინდელი მნახველები კვლავ გამოგვეცხადნენ. თავადის ქალის – ანას თხოვნით, მისი ყველა მსახური მოიყვანეს და ჩვენთან დააბინავეს. ოთახში უკვე ოცდასამი ვიყავით და ისეთ სივიწროვეში აღმოვჩნდით, მოძრაობა გვიჭირდა. ამ დროიდან დაიწყო ჩვენი ხელახალი წამება, რასაც მხოლოდ ტყვეობის დასრულე­ ბისას მოეღო ბოლო. სულის მოთქმა განსაკუთრებით ღამე ჭირდა. [...] XXI ზაიდეთი. შუანეთი. ამინეთი ჯემალედ-დინის ქალიშვილი, ზაიდეთი თათარია, ოცდაშვიდი წლის. შამილის პირ­ ველი ცოლია და დიდი პრივილეგიები აქვს მინიჭებული: ყველა ბავშვი, მოსამსახურე პერსონალი ვალდებულია, მის ნებას დაემორჩილოს. მას აბარია სურსათის, საწყო­ ბისა და სამოსის ოთახების გასაღებები. შამილის დანარჩენი ცოლები პატივისცემით ეპყრობიან. როცა რაიმე ისეთი მოუნდებათ, რაც მათ ყოველდღიურ მოთხოვნილე­ ბებს აღემატება, ზაიდეთთან გარბიან, თუმცა ხშირად მისი ხელმომჭირნეობითა და სიძუნწით უკმაყოფილოები რჩებიან. ზაიდეთმა შამილს გოგონა გაუჩინა, სახელად ნაჯავათი. ამთავითვე ჩანს, რომ გოგონა არაჩვეულებრივი სილამაზის ქალიშვილი დადგება. სამწუხაროდ, ფეხები მეტისმეტად დაგრეხილი აქვს. შვიდი წლისაც არ იქნება, მაგრამ გონებრივად გან­ ვითარებულია – ყურანს კითხულობს, წერა და თვლაც ეხერხება. შამილს უზომოდ უყვარს შვილები, მაგრამ პატარა ნაჯავათს, მისი სისუსტისა და დაბრეცილი ფეხების გამო უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, მის მიმართ განსაკუთრებულ სინაზეს იჩენს, ხშირად ხელში აყვანილს დაატარებს ეზოში და ფრთხილად სვამს სკამზე. ნაჯავათს უყვარს მრავალფეროვანი თამაშები და ამ მიდრეკილებით ნამდვილ ბიჭს ემსგავსე­ ბა. სიბრალულით გევსება გული, როცა უყურებ, სხვა ბავშვების მსგავსად, რა სწრა­ ფად დარბის და რა მოხერხებულად დაძვრება ტერასებზე. სულ სახაბაზოშია, სადაც წითლად მოგიზგიზე მუგუზლის ხელში ჩაგდებასა და აივანზე გაქცევას ცდილობს: ეს 160 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები მისი საყვარელი გასართობია. ზაიდეთი ამის გამო ცოტა ტუქსავს კიდეც, შამილი კი ერთ გამკიცხავ სიტყვასაც არ ეუბნება. შამილს შვილები მეორე ცოლისგანაც ჰყავს, რომელიც ძალზე უყვარდა. ფატიმა­ თი 14 დარდით მომკვდარა, მას შემდეგ, რაც რუსებს მათი უფროსი ვაჟი, 9 წლის ჯე­ მალ ედ-დინი ტყვედ წაუყვანიათ. მისგან, ჯემალ ედ-დინის გარდა, შამილს კიდევ ორი ვაჟიშვილი დარჩა: ყაზი-მაჰმადი, რომელიც ლეკთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც წინანდლიდან მოგვიტაცა, და 15 წლის მაჰმად-შაფი, 15 ასევე ორი ქალიშ­ ვილი: მშვენიერი ნაფისეთი, თოთხმეტი წლისა და დედის მოსახელე თორმეტი წლის ფატიმათი. შამილს ახლანდელი მეორე ცოლისგან, შუანეთისგანაც ბევრი შვილი გაუჩნდა, მაგრამ ყველა მოუკვდა; ერთადერთი ზაიდეთი გადარჩა, რომელიც ვედე­ ნოში ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. შამილის საყვარელი ცოლი, შუანეთი, ოცდათორმეტი წლისაა. ძნელად თუ ნა­ ხავთ ქალს, მასზე ლამაზი ტუჩ-კბილი და მასზე ნაზი თმა ჰქონდეს. საშუალო ტა­ ნისაა. სამწუხაროდ, დიდი ტლანქი ხელები და ფეხები მის მდაბიო წარმომავლო­ ბაზე მიუთითებს. შუანეთი მდიდარი მოზდოკელი სომეხი ვაჭრის ქალიშვილია. 16 წლის წინ, როცა შამილი მოზდოკს თავს დაესხა, ვაჭრის მთელი ოჯახი დარ­ გოში წამოიყვანა. გათავისუფლებაზე მოლაპარაკება გაჭიანურდა. ვაჭარი თავის და ოჯახის წევრებში დიდ გამოსასყიდს სთავაზობდა, მაგრამ უშედეგოდ. შამილს მისი პატარა ქალიშვილი ანა, რომელსაც მოგვიანებით შუანეთი დაარქვეს, ისე შეუყვარდა, რომ არ ეთმობოდა. ანას პირობა მისცა, თუ ცოლობაზე დამთანხმდე­ ბი, მთელ შენს ოჯახს გავათავისუფლებო. იმ დროს ანა თექვსმეტი წლის იყო. შა­ მილის პირობა მოეწონა – თუ თავს მსხვერპლად შესწირავდა და ამით ოჯახის დახსნას შეძლებდა. თავისიანებთან განშორება გაუჭირდა, მთელი სისავსით იგრძნო, რა ძნელი ყოფილა ასეთი მსხვერპლის გაღება. შამილთან დარჩენილ­ მა ორ წელიწადში ისწავლა ყურანის კითხვა და საფუძვლიანად გაეცნო ისლა­ მისტური მოძღვრების ძირითად დებულებებს. შამილის ცოლი მას შემდეგ გახდა, რაც უარყო თავისი რელიგია და მუსლიმანობას ეზიარა. სულ მალე თვითონაც შეუყვარდა მეუღლე, რომელმაც სახელი შეუცვალა და შუანეთი დაარქვა. ამ სახე­ ლით იცნობს მას სერალის ყოველი მკვიდრი. ვიდრე ვედენოდან გამოვემგზავრე­ ბოდით, მან თავადის ქალ ორბელიანს სთხოვა, მცირედი სამსახური გამიწიეთო: – აღარც დედაჩემია ცოცხალი და აღარც მამაჩემი. გადაეცით ჩემს ძმებს, გამო­ მიგზავნონ ჩემი წილი მემკვიდრეობა, შამილს მინდა გადავცე. 14. ფატიმათი – ონსოქოლოელი აქიმის, აბდულ აზიზისა და ბაკოს ასული. შამილმა ცოლად შეირთო 30-იან წლებში. 15. მაჰმად-შაფი – შამილის მესამე ვაჟი, ღუნიმის კაპიტულაციის შემდეგ მამასთან ერთად ცხოვრობდა რუსეთში. 161 ანა დრანსე შუანეთის ძმები რამდენჯერმე მისულან ვედენოში და დის ნახვის უფლება მიუ­ ღიათ. გამოსყიდვაც ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ქალი მუდამ უარზე იყო. იმამი უყ­ ვარდა და არაფერში სჭირდებოდა თავისუფლება, რომელიც საყვარელ ადამიანს დააშორებდა. ყოველთვის ინტერესდებოდა შამილის საქმეებით და, იმავდროუ­ ლად, ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, საბრალო ტყვეებს რამეში გამოსდგომო­ და: ჩვენ მიმართაც კეთილი და გულწრფელი იყო. მერგო ბედნიერება, მოვეწონე და ამის წყალობით ერთი წუთითაც არ დავშორებივარ ჩემს ქალბატონებს. შამილის მესამე ცოლი თვრამეტი წლის ამინეთია. შვილები არ ჰყავს. ვედენო­ ში ჩვენ მოსვლამდე ოთხი თვით ადრე მოიყვანეს. იშვიათად ნახავთ ქალს, რო­ მელსაც მასსავით სრულყოფილი ოვალი ექნება, თან დაუდეგარი და მკვირცხლი იქნება. დიდი პირი კი აქვს, თუმცა საუცხოო კბილები ამშვენებს. პაჭუა ცხვირი აქვს, ლოყები და ნიკაპი – ჩაჩუტული. წარმოშობით ქისტია. ხუთი წლის წამოიყ­ ვანეს ტყვედ. დედამისს არანაირი სახსარი არ გააჩნდა, შვილი გამოესყიდა და მასთან ერთად სიცოცხლის ტყვეობაში გატარება ისურვა. ვედენოში ყოფნისას ამინეთის მშობლიური სოფლიდან მოტაცებული ორი ტყვე ქალი მოიყვანეს. გოგონა ტყვეებს უმალ დაუმეგობრდა. როცა გამოსასყიდი 200 მა­ ნეთი იშოვეს, ამინეთის არ გახარებია მათი გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, ქა­ ლებს საკუთარი ხელით მოუმზადა საგზალი, ფეხები მატყლითა და ძველმანებით დაუთბუნა – ციოდა, ხვავრიელად თოვდა – ისინი ხომ საშობაოდ გაათავისუფლეს. შამილის მცდელობის მიუხედავად, ცოლებს შორის თანასწორობა დაამყაროს, ამინეთი მაინც ყველაზე ნაკლებად ბედნიერია. ბევრის მოთმენა და ატანა უწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შამილი წასულია. ზაიდეთი ძალიან მკაცრად ექცევა და გამუდმებით საყვედურობს, ათას რამეს ავალებს. ამინეთი საერთო სამზარეუ­ ლოში საკვებს ამზადებს და პურსაც აცხობს, და ეს მაშინ, როცა ამას ზაიდეთი და შუანეთია არასოდეს აკეთებენ. ქისტ ქალს შრომას უმსუბუქებს დედა – ნანანი, რომელიც სამზარეულოს განაგებს და იქ მომუშავეთა უფროსია. ჩამოთვლილ პირთა გარდა, სერალში ცხოვრობს მოხუცი ქალი ბაკო 16 , ფატი­ მათის დედა, ჯემალ ედ-დინისა და მისი და-ძმების ბებია. შამილი მას დიდი პა­ ტივისცემით ეპყრობა და დღე არ გავა, არ ინახულოს. ბაკო განმარტოებით ცხოვ­ რობს. თავისთვის აქვს მოწყობილი პატარა სამზარეულო, პურსაც თვითონ იც­ ხობს. მოხუცი ბაკო თავს თვითონვე პატრონობს. [...] 16. ბაკო- ფატიმათის დედა, ჯემალედ-დინისა და მისი და-ძმების ბებია. 162 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები XXIII სამი კაბა. შამილი და ამინეთი შამილი ცოლებს თანაბარ ყურადღებას აქცევს და თანაბრად ზრუნავს მათზე. ჩვენი ტყვეობისას, თავადებმა ცოლებისთვის საჩუქრები გამოუგზავნეს – ქარვისა და მარჯნის კრიალოსნები და სამი ლამაზი კაბა: მწვანე, ცისფერი და იისფერი. ხა­ რისხითა და ზომით სამივე კაბა ერთნაირი იყო. ზაიდეთმა და შუანეთმა გულდასმით დაათვალიერეს, რამდენჯერმე ჩაიცვეს, ხელში იმდენ ხანს ატრიალეს, გეგონებოდა, წონიანო. მშვენიერ ამინეთს ხელი შეუხია კი არა, კაბები თვალითაც არ უნახავს. შა­ მილი ექსპედიციაში იყო, არავინ იცოდა, რას უზამდა ამ მდიდრულ საჩუქრებს. ზოგი დარწმუნებული იყო, რომ ფუფუნების მოძულე იმამი ცოლებს საჩუქრების მიღების უფლებას არ მისცემდა. როგორც იქნა, შამილი შინ დაბრუნდა, მაგრამ უხასიათოდ. რუსებმა, ბარონ ვრანგელის მეთაურობით, მის ჯარს დიდი ზარალი მიაყენეს; ბედი კარგს არაფერს გვიქადდა. ზაიდეთმა უფლებებით აღჭურვა შუანეთი და შამილთან მიავლინა მათთვის აგრერიგად მნიშვნელოვანი საქმის – კაბების საკითხის გადა­ საწყვეტად. დაარიგა, შამილისთვის ეთქვა – ამინეთი მესამე ცოლია, ჯერ შვილები არ ჰყავს, სხვა ცოლებს ვერ შეედრება და ამიტომ ერთი კაბა ზაიდეთის რომელიმე ქალიშვილისთვის უნდა გადაინახოს. როცა ამგვარი მნიშვნელოვანი საქმეა მო­ საგვარებელი, შამილთან ყოველთვის შუანეთს გზავნიან – ლამაზი და გულკეთი­ ლია, თან შამილს ძალიან უყვარს, ეს კი წარმატების საწინდარია. როცა ქალმა ამ საბედისწერო საქმეზე მოახსენა, შამილმა ჰკითხა: – ვინ არიან ჩემთვის ზაიდეთი, შუანეთი და ამინეთი? – შენი ცოლები და მონები, – უპასუხა შუანეთამ. – კარგი, – თქვა შამილმა, – რადგან სამივეს ერთი და იგივე წოდება გაქვთ, უფლებებიც ერთნაირი უნდა გქონდეთ. თუ ამინეთს არ შეიძლება ჰქონდეს კაბა, მასასადამე, ზაიდეთსა და შუანეთსაც არ ეკუთვნით. ამინეთი შურდულივით შემოიჭრა ჩვენს ოთახში, რათა მოეყოლა თავისი გა­ მარჯვების ამბავი და ისიც, თუ რა სამართლიანია შამილი. ცოლებს გულმხურვალედ უყვართ იმამი, ოღონდ განსხვავებულად. ზაიდეთი მეტისმეტად ეჭვიანია და სურს, ქმრის გული ერთადერთს მას ეკუთვნოდეს. მაგ­ რამ ვედენოში, ისევე როგორც ევროპაში, ამის მიღწევა რთულია და იშვიათად, რომ მოხერხდეს. ამის მიღწევა განსაკუთრებით მაშინაა რთული, როცა მეტოქე ქალი კეთილი და ლამაზია, მასში ქმრის სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. ყური უნდა დაუგდოთ შუანეთს, როცა შამილზე ლაპარაკობს; უნდა დააკვირდეთ, როგორ ეცვლება გამომეტყველება და როგორ აღებეჭდება სახეზე ფიქრები; უნ­ და მოუსმინოთ, რა სასოებით წარმოთქვამს მისთვის საყვარელ სახელს. 163 ანა დრანსე – თხუთმეტი წელია შამილის ცოლი ვარ, – გვითხრა ერთხელ შუანეთმა, – ვსევ­ დიანდები და ცრემლებს ვღვრი მხოლოდ მაშინ, როცა სალაშქროდ არის წასუ­ ლი და ჩემ წასაყვანად არავის გზავნის. თუ რაიმე მეშლება, არასოდეს მტუქსავს, პირიქით, როგორც პატარა ბავშვს მეალერსება და შემწყნარებლურად მეუბნება საყვედურს. მისი უკიდეგანი გულკეთილობის გამო სირცხვილით ვიწვი. ამინეთს შამილი მამასავით უყვარს. ეგ არის მხოლოდ, ტყვეობაში ყოფნა აღაშფოთებს და ხშირად იხსენებს უწინდელ თავისუფალ ცხოვრებას. ეჭვიანი ზაიდეთი ხანდახან ეუბნება ხოლმე, რადგან შვილი არა გყავს, იმამი შენთან გაყ­ რას აპირებსო. ასეთ დროს ონავარი ამინეთი ჩვენთან მორბის და გახარებული გვარწმუნებს, აქაურობას მალე მოვშორდებიო. ჭორს ისე ოსტატურად ავრცე­ ლებს, რომ შამილის ყურამდეც აღწევს. იმამიც იბარებს თავისთან და მის გა­ დარწმუნებას ცდილობს. შამილი ცოლებს რიგრიგობით ჩამოუვლის ხოლმე. მაგალითად, დილით ზაი­ დეთს ეუბნება, დღეს შენთან მოვალო. მომდევნო დღე-ღამეს ლოცვაში ატა­ რებს. სხვა დროს შუანეთს აცნობებ, დღეს შენთან მოვალო და შემდეგ დღე-ღამეს კვლავ ლოცულობს. ბოლოს ამინეთის რიგიც დგება და ასე შემდეგ. ეს წესი ყუ­ რანში წერია, რაც მხოლოდ კანონიერ ცოლებს აძლევს უფლებას, ეკუთვნოდეთ ქმრის გული. 17 თუმცა სერალში, სადაც უამრავი ტყვე ქალი იყრის თავს, წესებს ქმრის ნება-სურვილი ადგენს და არა რელიგია. შამილი ზაიდეთთან ღამის გათევას რომ დააპირებს, წინა დღე ცოლისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე. უცებ ხალისიანი და თავაზიანი ხდება. სურსათის ოთახის გასაღები ტვირთად აწევს, აღარ არის ადრინდელივით ძუნწი, პირიქით, გულუხვობას იჩენს: გვიგზავნის კაკალს და ვაშლს, ხშირად დამპალსაც, აგრეთვე – ბრინჯს, გარგარისა და ქლიავის ჩირს. შუანეთს იმამის სტუმრობა ახარებს და ამშვიდებს. მასზე უკეთ არავინ იცის, რო­ გორ უყვარს ქმარს; და თვითონ ხომ აღმერთებს შამილს. გაჭიანურებული ლაშ­ ქრობისას იმამი ერთ-ერთი ცოლის წასაყვანად კაცს გზავნის. სუსტი ჯანმრთელობის გამო ზაიდეთი რთულ გზაზე მგზავრობას ვერ უძლებს. ამინეთს დედამისთან დარ­ ჩენა ურჩევნია. ამიტომ წასვლა ყოველთვის მშვენიერ შუანეთს უწევს. ცხენზე ამ­ ხედრებული და ჩადრში გახვეული მიემგზავრება მცველთა დიდი რაზმის თანხლე­ ბით. ბანაკში მისული შამილის ბრძანებით გამზადებულ კარავში ელოდება ქმარს. ამინეთი მთელ დღეს ონავრობასა და ეშმაკობაში ატარებს. მოაწესრიგებს თუ არა თავის ოთახს და ჩაის გააკეთებს, შემდეგ ხან აივანზე დარბის, ხან დედას 17. ყურანში წერია:„...მკაცრად დაიცავით მარხულობა ღამემდე. იმ ხანებში თქვენს ცოლებს არ მიე­ კაროთ. უმჯობესია დრო გაატაროთ სათნო საქმით ჯამეებში. ასეთია ღვთის საზღვრები“. 164 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები ეხმარება სამზარეულოში, ჩვენთანაც ასწრებს შემორბენას, მოხუცი ბაკოს მო­ კითხვასაც, ვისთანაც ნაფისეთი და ფატიმათი ცხოვრობენ. იცინის, თამაშობს, ეძახიან, ეძებენ... ეუბნებიან, შამილმა მოგაკითხა და რომ ვერ გნახა, შენი ოთახის გასაღები თან წაიღოო. – წადი, გასაღები გამოართვი, – ეუბნება დედა. – არსადაც არ წავალ. თვითონ წაიღო და თვითონვე გამომიგზავნოს, თუ არა­ და, დაიტოვოს... ღამეს ნაფისეთსთან გავათევ. ბოლს და ბოლოს, შამილი გასაღებს უბრუნებს: უყვარს ეს ქალი, უყვარს მისი ჭირვეულობებითაც. [...] XXVIII ქორწილი ვედენოში შამილმა წინანდლის ნაალაფარიდან შუანეთს უმშვენიერესი ალმასით შემკუ­ ლი ბეჭედი აჩუქა. ეს ძვირფასი სამკაული მას სერალის სხვა ქალებისგან გამოარ­ ჩევდა. თუმცა ბეჭედს თითის ნაცვლად თავზე შემოხვეულ შარფში ჩამაგრებულს ატარებდა. მთიელი ქალის სამკაულებში ბევრია დიდი გემოვნებით დამზადებული ვერცხლის საყურეები, სამაჯურები და ბეჭდები. ნახევარმთვარის ფორმის საყურე, რაც უფრო მძიმეა, მით მეტად ფასობს. ხშირად ნახავთ ბავშვებს, რომლებსაც მძი­ მე სამკაულების ტარებით ყურის ბიბილოები აქვთ გახეული. სამაჯურები ცხენების შესამკობ რკინის ჯაჭვს წააგავს. მაჯაზე ერთბაშად სამ ცალს იკეთებენ, ისე, რომ საკინძავები ერთ ხაზზე გამწკრივდეს. ბეჭდებიც საყურეებივით მძიმე და სქელია, ზომით კი საფოსტო დამღას ჰგავს. შამილის ცოლები გამუდმებით მარჯნისა და ქარვის კრიალოსნებს დაატარებენ, ხოლო უბრალო ქალები – პარკოსნების ას­ ხმულ მარცვლებს. ვედენოში ყოფნისას შუანეთის ახალგაზრდა მოახლის ქორწილს შევესწარით. ასეთ დროს შამილის სერალში მომსახურე ქალები საჩუქრად იღებენ კაბებს, აგ­ რეთვე სამკაულებს, რომლებზეც უკვე ვწერდი. თავი შუანეთის ოთახში მას შემ­ დეგ მოვიყარეთ, რაც პატარძალი გამოაწყვეს: პერანგი, შარვალი, რბილი ტყავის წითელი დაბალყელიანი წაღები და მაღალქუსლიანი სანდლები ჩააცვეს. სახეს ახალთახალი რიდე უფარავდა. შუანეთმა სადილობა თავისი ხარჯით გამართა. ჩემდა გასაკვირად, პატარძალი საპატიო ადგილას არ იჯდა, სქელი ხალიჩის მიღ­ მა ისე დაესვათ, საერთოდ არ ჩანდა. აგვიხსნეს, რომ ამ დროს პატარძალს ეკრძა­ ლება ჭამა, ხოლო საქმრო ქორწილამდე სამი დღე შიმშილობს. 165 ანა დრანსე სადილი იატაკზე გააწყვეს: ხორბლის პური, თაფლი, მწვადი(შამფურზე შემ­ წვარი ცხვრის ხორცის პატარ-პატარა ნაჭრები) და ქიშმიშიანი ფლავი; ასევე მსხა­ ლი, ყურძენი, სუფთა და თაფლიანი წყალი. სადილად სერალის უკლებლივ ყველა ქალი მოიწვიეს. ქალებს ხელები წითლად ჰქონდათ შეღებილი ონიქსით, რითაც ფრჩხილებსაც იღებავენ ხოლმე. ფლავს ორი პატარა ჩხირით ჭამდნენ, ჩინელე­ ბიც დაახლოებით ასეთ ჩხირებს იყენებენ. შუანეთმა გვთხოვა ჩამოვმსხდარიყა­ ვით და ჩვენც უხალისოდ დავთანხმდით. მათი ხელშენახების ჭამას ვერიდებო­ დით. ისე გვეზიზღებოდა ყველაფერი, გვერჩივნა მშივრები დავრჩენილიყავით. მხოლოდ ცოტა ყურძენი და მსხალი გავსინჯეთ. სადილი ექვს საათზე დაიწყო. ათი საათი მაინც იქნებოდა, როცა ქალები წა­ მოდგნენ – ეს იმას ნიშნავდა, რომ პატარძალი საქმროსთან უნდა მიეცილები­ ნათ. გამცილებელმა ქალებმა ხელი დაავლეს წყლის თუნგს, მატყლით გატენილ ლეიბის მსგავს ქვეშაგსა და ხალიჩებს, თეთრეულის გასარეცხ ხის დიდ ტაშტს და წითელ, მომცრო ზომის სკივრს, რომელშიც ახალდაქორწინებულთათვის ძვირფასი ნივთები ეწყო: ლოგინის გადასაფარებელი, აბრეშუმის თავსაბურავი, ნაირფერი აბრეშუმის საკერავი ძაფები, სარკეები და ორიოდე ფინჯანი. ოთა­ ხიდან გამოსული პატარძალი შეჯდა ცხენზე, რომლის აღვირი ჰაჯის ეჭირა. ცე­ რემონია დროებით შეჩერდა, რადგან საქმრომ 25 მანეთის მაგივრად მხოლოდ 20 მანეთი გამოგზავნა მზითვისთვის. ეს თანხა ქვრივისთვის 12 მანეთია, ხოლო თუ ქვრივი მეორედ გათხოვებას გადაწყვეტს, მხოლოდ 6 მანეთი. მოლაპარა­ კება დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს, როგორც იქნა, დარჩენილი 5 მანეთიც მოიტანეს. როცა პატარძალს კუთვნილი მზითევი სრულად ჩააბარეს, სტუმრე­ ბი წასასვლელად მოემზადნენ. ქალები ფარნით იკვლევდნენ გზას. პატარძალს სახლთან ახლოს შეეგებნენ საქმროს მშობლები, რომლებმაც იგი თავიანთ ვაჟს მიუყ ვა ნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ახალგათხოვილი შამილის ცოლებს ესტუმრა. ზაიდეთმა, როგორც მათ შორის უფროსმა, პირველმა უმასპინძლა. აქვე ვიტ­ ყვი, რომ მუსლიმი ქალები და კაცები ცალ-ცალკე იკრიბებიან, თუმცა შამილი ხშირად თავის ცოლებთან ერთად ლოცულობს. ლოცვის დაწყებამდე ხალი­ ჩას აფენენ აივანზე, რომელიც სერალს გარს აკრავს. ფეხშიშველი და თავ­ მოშიშვლებული შამილი იჩოქებს. ლოცვის წინ აუცილებელ წესს, განბანვას რომ მორჩებიან, ზაიდეთი და შუანეთი შამილის უკან იჩოქებენ. არც ამინეთს და არც სერალის სხვა მკვიდრ ქალებს არ აქვთ უფლება, შამილთან ერთად ილოცონ. ამინეთს ამის უფლება შვილების გაჩენამდე არ ექნება. ერთხელ ზაიდეთმა შამილის ლოცვანი გვაჩვენა და თან წვრილი, ერთფეროვანი ხმით ფსალმუნის მსგავსი ტექსტი წაიღიღინა. ლოცვისას მთელი სხეულით თითქოს მისკენ ირხეოდა, ვისაც ლოცვით მიმართავდა. ახალი მთვარიდან დაღმავა­ 166 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები ლი ნამგალა მთვარის დადგომამდე ქალები და ბავშვები ერთ ადგილას იკ­ რიბებიან სალოცავად, და მაშინ მათი ერთობლივი ხმამაღალი სიმღერა ცას ერწყმის: ენთუზიაზმი ხმის მატებასთან ერთად იზრდება. ქალები ჯერ სხედან, მერე, ექსტაზში შესულნი და მუხლებზე დაჩოქილნი, მკერდზე მჯიღის ცემას იწყებენ. ეს ყვირილი და გოდება მთელ ღამეს გრძელდება. ჩვეულებრივ, კაცები სადილად ჭამენ ცხვრის მოხარშულ ხორცს, ასევე ხის ჯა­ მებში ჩასხმულ ბულიონს, დაკეპილი საქონლის ხორცითა და ხახვით შეზავებულ ღვეზელს, ფლავსა და ქონში გამომცხვარ ცომეულს, რომელთა გახსენება ახლაც ზიზღს მგვრის. შამილთან თითქმის სულ სტუმრიანობაა. მათი ვახშმობისას დროს ვიხელთებთ ხოლმე, უშიშრად ვიხსნით რიდეებს და კართან შექუჩებულნი სუფ­ თა ჰაერს ვსუნთქავთ. ხშირად ყოფილა, სერალის მცველებს სტუმრების წასვლის შემდეგ დარჩენილი ხორცის ნაჭრები და ხილი მოუწოდებიათ. მართალია, საფუძ­ ველი გვქონდა, ჩვენი ტყვედ წამომყვანების სისასტიკეზე მათ უფროსებთან გვე­ ჩივლა. ამას არ ვაკეთებდით, რადგან ვიცოდით – ისინი გატაცებისას სასტიკად იმიტომ გვეპყრობოდნენ, რომ ნაბიჯი აგვეჩქარებინა, ეშინოდათ, რუსები არ წა­ მოსწეოდნენ და ნადავლი არ წაერთმიათ. ლეკების შეფასებისას ველური უფრო სწორი სიტყვაა, ვიდრე სასტიკი. მე მგონია, რომ მთაში მცხოვრები ჩეჩნები მათზე გაცილებით დაუნდობლები არიან. სერალის მცველები თანაგვიგრძნობდნენ და ბავშვებსაც გამუდმებით ეფერე­ ბოდნენ. ალექსანდრე და გიორგი ისე მიეჩვივნენ მათ შავგვრემან სახეებს, გაბურ­ ძგნილ წვერსა და გადაპარსულ თავებს, რომ ხელში აყვანისაც აღარ ეშინოდათ. მათ ხშირად მიჰყავდათ თავადის ბავშვები შამილთან, რომელსაც ძალიან უხა­ როდა მათი ნახვა, ხილით ან ფულით ასაჩუქრებდა. ფულს მალევე ვხარჯავდით – ყველაფერი გვაკლდა, ბავშვებსაც უხეში, მათთვის შეუსაბამო რაციონი ჰქონდათ. დასაჩუქრებული ფულით ქათმის და რამდენიმე კვერცხის ყიდვა განსაკუთრებით გვიხაროდა. მართალია, მცველები დიდ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდნენ, მაგ­ რამ, იმავდროულად, მკაცრად გვდარაჯობდნენ, თვალს არ გვაშორებდნენ. სე­ რალის შიდა მცველები მხოლოდ ხანჯლებითა და დამბაჩებით იყვნენ შეიარაღე­ ბულნი. საკმარისი იყო, შუა ეზოს კართან გამოვჩენილიყავით, მაშინვე ავად გვიმ­ ზერდნენ, თან თოფს წაატანდნენ ხოლმე ხელს და გვიმიზნებდნენ. ამით გვაფ­ რთხილებდნენ, რა გველოდა, თუკი ზღურბლს გადავაბიჯებდით. [...] 167 ანა დრანსე XXXVI ჯემალედ-დინი, ზაიდეთის მამა. დერვიში. გათავისუფლება ზაიდეთთან სტუმრობის მეორე დღეს ზაიდეთი პირადად გვესტუმრა და გაგ­ ვაფრთხილა, რომ მამამისს თავადის ქალებთან მოლაპარაკება სურდა. აივანზე გავედით. კეთილმა მოხუცმა საუბარი ამ სიტყვებით დაიწყო: – დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ვაჟი შამილი, როგორც ადამიანობისა და შვი­ ლის მაგალითი, მამის რჩევას ყურად იღებს და ტყვეებს არ გაყიდის, მაგრამ ხალხს ფული სჭირდება. ომმა, რომელსაც ყოველთვის როდი მოაქვს სიკეთე, ის დიდად დააზარალა. იმის გამო, რომ ტყვე ქალები სამეფო ოჯახის წევრები არიან, შამილი დიდ გამოსასყიდს ელოდება. იგი შვილის დასაბრუნებლადაც მართავს მოლაპარაკებას. გარდა ამისა, ვალდებულია ერთგული ხალხის მოთხოვნებიც გაითვალისწინოს, თავისი ხალხის სარგებელზეც იზრუნოს, მათი აზრი გაიზიაროს. დაველაპარაკები მას, თქვენს ბედზე ვიზრუნებ. ამიტომ შეიშრეთ ცრემლი! ნუ ტი­ რით, ნაზო ყვავილებო! თქვენს ყლორტებს სულ სხვა ცვარი სჭირდება და არა ის, რითაც დღენიადაგ რწყავთ. მალე თავისუფლების მზის სხივებში გაეხვევით. ეს მოხუცის სურვილია, ღმერთი კი ბერიკაცის სურვილებს უგულისყუროდ ვერ და­ ტოვებს. შამილი დიდია, შამილი ძლიერია, შამილი სამართლიანია... შემდეგ ერთ-ერთ ძიძას მიმართა, რომელსაც ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა: – დედაკაცო, განა თვითონაც არ ვაჭრობ ხოლმე, როცა ქარვასლაში რამეს ყი­ დულობ? ვაჭარი თავის ფასს გეუბნება, თუ გეძვირება, მიდიხარ. შემდეგ ფასს ოდ­ ნავ გიკლებს. შენი მხრიდან ახალ, შენთვის მისაღებ ფასს სთავაზობ, ასე აგრძე­ ლებთ ვაჭრობას, სანამ არ შეთანხმდებით. იმედს ნუ გადაიწურავთ!.. ნუღარ ტირით.. ჯემალედ-დინი გთხოვთ, აღარ იტიროთ... აჯობებს ილოცოთ და ალაჰს შეევედროთ, რომ ჩემმა შვილმა გულმოწყალება გამოიჩინოს გადაწყვეტილების მიღებისას. შამილი საბჭოს ხუთშაბათობით მართავს, ხოლო განაჩენს პარასკევს, მეჩე­ თიდან დაბრუნებისას საზეიმოდ აცხადებს. ჯემალედ-დინთან საუბრის შემდეგ, ხუთშაბათ დღეს, საყოველთაო გაცხოველებულმა ფუსფუსმა და უჩვეულოდ ბევ­ რმა გამომცხვარმა პურმა მიგვახვედრა, რომ ვედენოში უამრავ ხალხს ელოდნენ. ჩვენი მოლოდინი გამართლდა – შამილს ნაიბები ესტუმრნენ, რათა იძულებული გაეხადათ, ჩვენი შემდგომი ბედი გადაეწყვიტა. ნაიბთა უმეტესობა ჩვენს გაყიდ­ ვას მოითხოვდა; სხვები ფიქრობდნენ, რომ რუსებმა შამილს თავისი შვილი არ გამოუგზავნეს; ზოგიერთები იმასაც ამტკიცებდნენ, ჯემალედ-დინი თბილისის გავლით იმიტომ წამოიყვანეს, იქ გავრცელებული ქოლერა შეჰყროდა და მისი 168 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები მსხვერპლი გამხდარიყოო; ზოგი ამბობდა, შამილის შვილი დიდხანს ვერ გაატანს, რადგან რუსებმა მოწამლეს, თორემ რატომ დაგვიბრუნებდნენო. ამდენი სისულე­ ლის ლაპარაკი ჩვენს გათავისუფლებას აფერხებდა. კეთილი შუანეთი, რომელსაც ჭორები გაუვრცელეს მეუღლის ერთგულებასთან და­ კავშირებით და ეს მითქმა-მოთქმა საგანგებოდ შამილის ყურამდეც მიიტანეს, ჩვენთან მოსვლას ვეღარ ბედავდა. აშკარად ცდილობდა ჩვენ დაცვას, ოღონდ მოწმეთა დაუს­ წრებლად აღარ გველაპარაკებოდა. ჩვენც ასე ვიქცეოდით, რათა აღგვეკვეთა აულში დარხეული არასასურველი ხმების გავრცელება. თავის მხრივ, ეს არც შამილს სიამოვ­ ნებდა – როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლიდა. განიზრახა, ერთია­ ნად მოესპო ეს მითქმა-მოთქმა და ხალხი ჩვენდამი კეთილად განეწყო. იმამი რამდე­ ნიმე დღით სერალიდან წავიდა და უკან იმ არემარეზე ღვთისმოშიშობით განთქმულ დერვიშთან ერთად დაბრუნდა. მეუდაბნოე განუწყვეტლივ ლოცულობდა. ერთი კარი გვყოფდა და ხმა მკაფიოდ გვესმოდა. მისი ლოცვები, სიმღერა, უცაბედი გაშმაგება და წინასწარმეტყველება ვედენოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალს აღაფრთოვანებდა. ქადა­ გების მოსასმენად საღამოობით იკრიბებოდნენ და თანდათან რელიგიურ ექსტაზში ექ­ ცეოდნენ: მიწას თავს ურტყამდნენ და ქვითინებდნენ. შუანეთი ტიროდა, თავის მარჯნის გრძელ კრიალოსანს მარცვლავდა და დერვიშს საათობით უსმენდა. ამ ქალების შეძა­ ხილები ძაღლების ყმუილს გვაგონებდა და ძილს გვიფრთხობდა. როგორც გვითხრეს, ჩვენ სასარგებლოდაც ქადაგებდა ფანატიკოსი დერვიში – ევედრებოდა ალაჰს, გზააბნეულ ლეკებს გონება გაუნათეო. განდეგილი მოუ­ წოდებდა მათ, ეს უბედური ტყვეები შეიბრალეთ და ისეთ გამოსასყიდს ნუ მოით­ ხოვთ, რასაც ვერავინ გადაიხდისო. – ნუ მიჰბაძავთ ფუფუნების მოყვარულ გიაურებს. მათი ქალები მდიდრულ სა­ მოსში რომ ეწყობიან, ამით კაცებს აცდუნებენ და ალაჰს შეურაცხყოფენ. – უარი თქვით ყველაფერზე – ჩაიზე, შაქარსა და სხვა ათას გამოუსადეგარ რა­ მეზე, რაც რუსეთიდან შემოაქვთ. ნუ მისცემთ ცოლებს ნებას, აბრეშუმი და ოქრო ატარონ. განერიდეთ ყველაფერს, რაც თქვენი მტრების ქვეყნიდან შემოდის. ქადაგება კი ასე დაასრულა: – ნუ ითხოვთ მილიონ რუბლს ტყვეთა გასათავისუფლებლად, დააბრუნეთ ისინი თავიანთ სამშობლოში, როგორც კი იმამს იმპერატორის ხელით შვილს გადასცემენ. პატივცემული დერვიში ან ალაჰის, ან თვითონ იმამ შამილის ჩაგონებით ჩვენ­ თვის სასიკეთოდ ლაპარაკობდა. ძლივს გაილია ხუთშაბათი დღე, რომელიც საბო­ ლოოდ წყვეტდა ჩვენს ბედს. ყველას ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში: რა შედეგს მოგვიტანდა ეს დღე? კეთილმა ბერიკაცმა, ჯემალედ-დინმა იმედი კი მოგვცა, მაგ­ რამ ზაიდეთი და სერალის სტუმარი ქალები თავიანთი ვერსიებით გვაშინებდნენ. ჩვენ ისევ მხურვალედ ვევედრებოდით მას, ვისაც ჩვენი ბედი უნდა გადაეწყვიტა. მესამე დღეს, შუადღისას, შამილი მეჩეთისკენ გაემართა. ორი საათი თუ იქნე­ 169 ანა დრანსე ბოდა გასული, როცა ჰაჯიმ ჩვენი ოთახის ზღურბლთან მოირბინა და შემოგვძა­ ხა:„ჰაიდა! ჰაიდა! მალე, მალე!“(წადით, წადით, მალე, მალე). ამის დაჯერებას გამბედაობა სჭირდებოდა, ჩვენ კი... ჰაჯის წასვლის მერე მალევე გამოგვეცხადა შუანეთი, თავადის ქალი ორბელიანი გულში ჩაიკრა და უთხრა: – შამილს ნაიბებმა თანხმობა განუცხადეს. რამდენიმე დღეში გაგათავისუფლებენ. დავიჩოქეთ და ღმერთს მადლობა შევწირეთ ამ განუზომელი წყალობისთვის. შუანეთი ჩემთანაც მოვიდა და მითხრა: – ანა! შენი ტირილი დასრულდა. მალე შეხვდები შენს ვაჟს და მოხუც დედას. ძველებურად ისევ ბედნიერი იქნები. ყოველი დღე დარდით სავსე როდია, შენს ცხოვრებაში, ცრემლების ღვრის ნაცვლად, სიხარული დაისადგურებს. სიკეთის განსახიერება შუანეთი! შენი წინასწარმეტყველება ნაწილობრივ გამარ­ თლდა. ბედისწერამ თავისუფლება მარგუნა, მაგრამ დედის ხილვა არ მაღირსა. [...] XL გაცვლა. კურინსკის ციხესიმაგრე გორაკის წვერზე ვიყავით, ჰაჯიმ რომ წამოიძახა: – ესეც რუსის ჯარი! ამ უბრალო სიტყვების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დაგვიარა. ჰაჯიმ მო­ პირდაპირე შემაღლებულ მხარეზე მიგვითითა, სადაც მზეზე მბრწყინავი გრძელი ჯაჭვი შევნიშნეთ – თითქოს ნელ-ნელა მოძრაობდა და ჩვენკენ მოემართებოდა. იგი ჩვენი მოძრაობის მიხედვით იცვლიდა მიმართულებას. ბოლოს, როცა ოთ­ ხთვალებიდან გადმოსვლა გვიბრძანეს, რუსების განლაგება მკაფიოდ გავარ­ ჩიეთ. ჩვენგან მარცხნივ შამილისთვის გაშლილი დიდი კარავი იდგა. ლეკები გარს შემოგვერტყნენ, იარაღი ჩახმახებზე შეაყენეს და ჩვენკენ მომართეს: მოულოდ­ ნელი თავდასხმის ეშინოდათ და ძალიან ფრთხილობდნენ. ლეკები და რუსები ერთხანს ერთმანეთს ზვერავდნენ, შემდეგ კვლავ ოთ­ ხთვალებში ჩავსხედით და მდინარისკენ 18 მიმავალ გზას გავუყევით. ეს მდინა­ რე მოწინააღმდეგეთა სამფლობელოს საზღვარი იყო. ჰაჯი უკან მოგვყვებოდა, ლეკური ტანსაცმელი მოჰქონდა, რომელიც ჯემალედ-დინს მამასთან მისვლამდე უნდა ჩაეცვა. რუსთა ჯარის შორიახლო გავჩერდით და გენერალ-მაიორი ბარონი 18. იგულისხმება მდინარე მიჩიკი, რომლის ახლოსაც ტყვეები გაცვალეს. 170 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები ნიკოლაი დავინახეთ. ასევე თავადები: პოლკოვნიკი ბაგრატიონი, 19 დავით ჭავჭა­ ვაძე და კურინსკის სამხედრო სიმაგრის 20 კომენდანტი. თავად ჭავჭავაძის ახლოს იდგა ჯემალედ-დინი – რუსის ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი. იგი მიუახლოვ­ და თავადის ქალ ჭავჭავაძეს, პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა და მოუბოდიშა – უფრო ადრე რომ ვერ შეძლო მოსვლა და მისი დროულად გათავისუფლება. ყა­ ზი-მაჰმადმა ძმური სიყვარულით ჩაიკრა გულში. ოთხთვალებიდან გადმოვედით. შამილის ნაიბები, დანიელ-ბეგის მეთაურობით, ესწრებოდნენ ტყვეთა გაცვლას და ზანდუკების მიღებას, რომლებშიც ჩვენი გამოსასყიდი ფული იდო. ყაზი-მაჰმადის წარმოთქმული სიტყვა რუსულად თარგმნეს. შამილმა მას უბ­ რძანა, დაედასტურებინა იმამის უჩვეულო გაოცება, რასაც მასში ტყვე ქალთა კეთილშობილური ხასიათი იწვევდა, ასევე გამოეხატა გულწრფელი სინანული იმის გამო, რომ ვერ შეძლო უფრო ღირსეულ პირობებში ჰყოლოდა ისინი. თავის მხრივ ყაზი-მაჰმადმა დასძინა:„ყოველ შემთხვევაში, მათ არ შეხებიათ არანაირი ბიწიერება, იმამის ცოლები თავს ევლებოდნენ, უფრთხილდებოდნენ როგორც სა­ კუთარ დებს. არც ერთი მამაკაცის მზერას არ შეუღწევია მათ რიდეებში. სპეტაკნი არიან, ვითარცა შროშანები და დაცულნი ყველას თვალისგან, ვითარცა უდაბნოს ქურციკები. მათ საყოველთაო პატივისცემა და სიმპათია დაიმსახურეს ჩვენგან და ახლა ისინი უკვე თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან. ამას გარდა, შამილმა გვიბრძა­ ნა მოგახსენოთ: უზომო სინანულს გამოთქვამს, რომ ომის სისასტიკე შეეხო იმ ხალხს, რომელთა მიმართაც მტრული დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია“. როცა ორივე საჯარისო შენაერთის უფროსები ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ჯემალედ-დინმა თავად ჭავჭავაძეს ხელი ჩამოართვა და სხვა დანარჩენებთან ერთად გაგვშორდა. თავადმა დავით ჭავჭავაძემ დიდი მამობრივი სიყვარულით ჩაიხუტა შვილები და გამზადებული ეკიპაჟებისკენ წარგვიძღვა. პოლკის ორკეს­ ტრი რუსულ და ქართულ სიმღერებს ასრულებდა. რუსი გენერლები, უკლებლივ ყველა, ჩვენს შეუსაბამო ჩაცმულობას ყურადღებას არ აქცევდნენ და ჩვენ წი­ ნაშე თავს მდაბლად ხრიდნენ, თითქოს ბრძოლის ველზე დაჭრილები ვიყავით. კურინსკის სიმაგრეში მისულთ შემოგვეგებნენ სამხედრო მეთაურთა საზეიმოდ გამოწყობილი ცოლები; ისმოდა დაფდაფების ხმა. მთელი მოსახლეობა გამო­ ფენილიყო ჩვენ შესახვედრად, უამრავ ხიფათს სასწაულებრივად გადარჩენილი და ტანჯვაწამებაგამოვლილი ბავშვების – ამ უცოდველი ანგელოზების დანახვაზე ცრემლებს ვერ იკავებდნენ. მამაკაცები ქუდს იხდიდნენ და პირჯვარს იწერდნენ, ქალები სიხარულით გვესალმებოდნენ. 19. ბაგრატიონი – სავარაუდოდ, იგულისხმება ივ. რომ. ბაგრატიონი, დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის უფროსი, მაიორი, შემდეგ პოლკოვნიკი. 20. კურინსკის სიმაგრე – რუსთა გამაგრების ადგილი დაღესტნის ხაზზე, ჰასავიურთთან ახლოს. 171 ანა დრანსე სიმაგრეში ფეხის შედგმისთანავე კვლავ მძლავრად გაისმა დაფდაფების ხმა, ატყდა ზარების რეკვა. წაგვიყვანეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სადაც ყვე­ ლა ხატს ვემთხვიეთ და უფალს მადლობა შევწირეთ, რომ არ მიგვატოვა და ტან­ ჯვისგან გვიხსნა. ეკლესია სანთლების შუქს ერთიანად გაენათებინა. მღვდელმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, ჯერ ბავშვები დალოცა, შემდეგ თავადის ქალები და ბოლოს ჩვენ. ეკლესიიდან გამოვედით და პოლკოვნიკ ბაგრატიონის სახლისკენ გავემართეთ – მან სიკეთე გამოიჩინა და თავისი ბინა დაგვითმო, თვი­ თონ კი სხვაგან წავიდა. [...] XLI ხასავიურთი. თბილისი. მოსკოვი. იმპერატორი ალექსანდრე II თავადი ჭავჭავაძე ჩვენთან დარჩა. დარბაზში შესვლისთანავე თვალი მოგვტა­ ცა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის პორტრეტმა, რომელსაც შავი კრეპის არშია ჰქონდა შემოვლებული. გავრცელებული მითქმა-მოთქმა მისი გარდაცვალების შესახებ, სამწუხაროდ, სიმართლე აღმოჩნდა. 21 იმპერატორმა ნიკოლოზმა ყვე­ ლაფერი გააკეთა ჩვენი გათავისუფლებისთვის, ჩვენ კი მისი სულისთვის ლოც­ ვაღა დაგვრჩენოდა. თავადი დავითი ყველაფერს მოგვიყვა მის ხანმოკლე ავად­ მყოფობაზე, რომელმაც მოგვტაცა ჩვენი მფარველი და დააობლა მისი ვრცელი იმპერია. მან ასევე გვიამბო იმპერატორ ალექსანდრეს მიერ მისთვის გაღებულ მოწყალებაზე, რამაც ასეთ უსაზღვრო ბედნიერებას აზიარა. მთელი საუბრის გან­ მავლობაში თავადი დიდი სიყვარულით იხუტებდა შვილებს გულში და ამ სიყვა­ რულის ძალას ჩვენც ვგრძნობდით. მეორე დღეს მრავალრიცხოვანი ესკორტის თანხლებით, რომელსაც სათავეში გენერალ-მაიორი ბარონი ნიკოლაი და თავადი ბაგრატიონი ედგნენ, კურინსკის სიმაგრიდან გავემგზავრეთ. დაიწყო ჩვენი უკან დასაბრუნებელი მოგზაურობა. დაწინაურებული მხედრები ყურადღებით ათვალიერებდნენ ბუჩქნარებს, ბორ­ ცვებს, თხრილებსა და მთელ არემარეს. ჯერ კიდევ შამილის ჯარის მხედველო­ ბის არეში ვიყავით მოქცეული. ვფრთხილობდით, ამიტომ ყურადღება მანამდე არ 21. ნიკოლოზ პირველი(ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი) – დაიბადა 1796 წელს, გარდაიცვალა 1866 წლის 18 თებერვალს, ტყვეები კი 10 მარტს გაცვალეს. 172 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები მოგვიდუნებია, სანამ არ დავრწმუნდით, რომ ხიფათი აღარ გვემუქრებოდა. რამ­ დენიმე საათში ხასავიურთში ჩავედით. ჩვენმა ქალბატონებმა აქ, ამ სიმაგრეში შეიტყვეს მამის, მისი ბრწყინვალების, დიდად პატივსაცემი თავადის, ილია ბაგრატიონის 22 სიკვდილის შესახებ, რომე­ ლიც ნადირობისას მოულოდნელად გარდაცვლილა. სამწუხაროდ, ამჯერად მას არავინ ახლდა თან, ერთ-ერთი ვაჟის, 12 წლის ნიკოლოზის გარდა. როგორც კი თავადმა გულისრევა და უძლურება იგრძნო, ერთადერთი, რაც მოასწრო, მა­ მობრივი წინდახედულობა გამოიჩინა და თოფიდან ვაზნები ამოიღო – მცირეწ­ ლოვანი შვილი იარაღით რომ არ დაშავებულიყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა, მიწაზე დაეცა და სული დალია. თავადი ნიკოლოზი მო­ მაკვდავი მამის ყურებამ ისე დაზაფრა, რომ ძლივს მიაღწია შარაპოვოში. იმ­ წამსვე გაეშურნენ თავადის დასახმარებლად, მაგრამ დაგვიანებული იყო. უც­ ნაური დამთხვევაა, რომ თავადი 1854 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, ზუსტად იმ დღეს, როცა მისი ასულები – თავადი ანა ჭავჭავაძე და ბარბარე ორბელიანი წინანდლიდან გაიტაცეს და ტყვედ ჩავარდნენ. ამ ორმა სამწუხარო ამბავმა მა­ თი უბედური დედა, მისი ბრწყინვალება თავადის ქალი ანასტასია ბაგრატიონიც კინაღამ გადაიყოლა. რწმენამ გააძლიერა, თავისი ასულების ტყვედ ჩავარდნის ამბის გაგებისთანავე დაუყოვნებლივ სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. გულ­ მოკლულ ქვრივს, გაუბედურებულ დედას იმპერატორმა და მისმა მეუღლემ დიდი თანაგრძნობა და თანადგომა გამოუცხადეს. იმპერატორმა ნიკოლოზმა ჩვენი დახსნის პირობა მისცა, ხოლო იმპერატორმა ალექსანდრემ ღირსეუ­ ლად დაასრულა მამის, მისი უდიდებულესობის დაწყებული საქმე და მასვე ვუ­ მადლით ჩვენ გადარჩენას. დაე, ამ სიკეთისთვის ღმერთმა დააჯილდოოს ხან­ გრძლივი და მშვიდობიანი მეფობით. ასე ვლოცავ მე, ფრანგი ქალი მას ჩემთვის მონიჭებული თავისუფლებისთვის. მამის სიკვდილმა თავადის ქალი ორბელიანი ძლიერ დაამწუხრა. მთელი გუ­ ლით თანავუგრძნობდი და ვერ წარმოვიდგენდი, მსგავსი უბედურება რამდენიმე კვირის შემდეგ თავადაც დამატყდებოდა და ჩემთვის ერთადერთსა და ამქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს, დედაჩემს ვეღარ ვიხილავდი. ხასავიურთიდან თათარ მილიციონერთა თანხლებით თემირ-ხან-შურაში გავემ­ გზავრეთ და დაღესტნის რაზმის უფროსთან, თავად ილია ორბელიანის ღვიძლ ძმას­ თან, მისი გულითადი მასპინძლობის გამოისობით, საკმაოდ დიდხანს დავრჩით. აქე­ დან გზა დერბენდის, ყუბისა და ელიზავეტპოლის გავლით გავაგრძელეთ. ყველგან გულწრფელი და გულის ამაჩუყებელი სიხარულით გვეგებებოდნენ. ბოლოს, თბილისს 22. ილია ბაგრატიონი – ილია ბატონიშვილი, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძე. 173 ანა დრანსე მივუახლოვდით. თავად დავით ჭავჭავაძის ნათესავები დედაქალაქის მისადგომებთან გველოდებოდნენ, რათა მალე ჩაეკრათ გულში თავადის ქალები. ბაზარიც გავიარეთ. კვირადღე იყო. თავსხმა წვიმის მიუხედავად, იმდენმა ხალ­ ხმა მოიყარა თავი, ეკიპაჟები წინ ძლივს მიიწევდნენ. ჩვენი გავლისას მამაკაცები ქუდს იხდიდნენ, ხოლო ქალები თავსაფრებს აფრიალებდნენ. ქართველები, კეთი­ ლი და ღვთისმოსავი ქართველები, ზეცისკენ ხელებაპყრობილნი, ჩვენი გათავი­ სუფლებისთვის ღმერთს მადლობას სწირავდნენ. მთელი ქალაქი უკიდეგანო სიხა­ რულმა მოიცვა, რადგან ჭავჭავაძეებსა და ორბელიანებს დიდ პატივს სცემენ. ხალ­ ხმა სიონის საკათედრო ტაძართან მიგვაცილა, სადაც წირვას დავესწარით, ხატებს ვემთხვიეთ, ლოცვა-კურთხევა მივიღეთ და თავად ჭავჭავაძის სახლს მივაშურეთ. იქ მისულს ჩემი საყვარელი თანამემამულე ქალები დამხვდნენ; უცებ თავი სახლში, საფრანგეთში წარმოვიდგინე, რომლის ხილვის იმედიც გადაწურული მქონდა. ყველაფერი უკეთესობის იმედს მაძლევდა. სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ დედისგან წერილის მიღება მრჩებოდა, მაგრამ ღვთის შეუცნობელი გა­ ნაჩენი სხვაგვარი ყოფილა. დრო გადიოდა. თავადის ქალები დედის სანახავად მოსკოვს გაემგზავრნენ, შემ­ დეგ კი იმპერატორ ალექსანდრესთვის მადლობის სათქმელად პეტერბურგში ჩა­ ვიდნენ. გზამ თბილისიდან მოსკოვამდე ოცდახუთ დღეს გასტანა. ამ ქალაქში წი­ ლად მხვდა ბედნიერება, გამეცნო თავადის ქალი ანასტასია ბაგრატიონი, რომლის მაგალითმა, მისმა მიდგომამ და რწმენამ განსაცდელის თმენით გადატანა მასწავ­ ლა. მის ბრწყინვალებასთან დავრჩი ჩემს მოწაფეებთან ერთად, როცა თავადის ქალები – ჭავჭავაძე და ორბელიანი დანარჩენ შვილებთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრნენ. იმპერატორმა ალექსანდრემ და მისმა მეუღლემ ექვსი დღით უმას­ პინძლეს მათ პეტერგოფში. ქვრივმა იმპერატრიცამ ბავშვები საგანგებოდ მათთვის გამართულ საუზმეზე მიიწვია, ხოლო თვით იმპერატორმა უმშვენიერესი საჩუქრე­ ბი გამოუგზავნა. იმავდროულად, მისმა უდიდებულესობამ გულუხვი მატერიალური სახსარი გაიღო თავად ჭავჭავაძის ქონებრივი მდგომარეობის გამოსასწორებლად, რადგან შამილის ხალხის თავდასხმისას წინანდალი მთლიანად განადგურდა. თავადის ქალები, მას შემდეგ, რაც მთელი ქალაქის და სამეფო კარის ყურად­ ღება მიიპყრეს, მოსკოვში იმპერატორ ალექსანდრეს დაბადების დღისთვის დაბ­ რუნდნენ. ამ დღის აღსანიშნავად მთელი სამეფო ოჯახი იკრიბებოდა. იმპერატო­ რი ყაზანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისკენ 61 გაემართა, თავადის ქალებმა მეც წამიყვანეს, რათა ჩემი თავისუფლების მომნიჭებელი დამენახა. 23. ღვთისმშობლის მიძინების, იმავე უსპენსკის ტაძარი – მოსკოვის კრემლის ტაძარი. ამ სახელწოდე­ ბის ეკლესია რუსეთში ბევრია. 174 შამილის ტყვე ფრანგი ქალის მოგონებები ის-ის იყო მისი უდიდებულესობების უკანა რიგებში შევაღწიეთ, რომ ხალხმა მათი მოსვლა ხმამაღალი ვაშას ძახილით გვამცნო. დიდი მთავრები მათ რამდე­ ნიმე ნაბიჯით უსწრებდნენ. ხალხი იმპერატორს ირგვლივ შემოერტყა, რათა უკე­ თესად დაენახათ და ტანისამოსზე მთხვევის შესაძლებლობა მისცემოდათ. იმპე­ რატორს მეუღლე ხელკავით გვერდს უმშვენებდა. მათ მოსვლას კვლავ შეძახი­ ლები მოჰყვა. გზაზე კედელივით აღმართულ ხალხში გავერიეთ, გაოცება ძლივს დავფარე, როცა მისი უდიდებულესობები თავადის ქალ ჭავჭავაძის წინ შეყოვ­ ნდნენ, იმპერატორი კი მას დიდი პატივით, თავაზიანად მიესალმა.. იმპერატორი ალექსანდრე მაღალი კაცია, მისი ცისფერი თვალები ერთობ გამჭოლია, ხოლო მზერა – სანდომიანი. მაღალი შუბლი მის მტკიცე ნებასა და ხასიათზე მეტყველებს. სასიამოვნო ხმა აქვს. მისი უდიდებულესობის მეუღლის მშვენიერებას დიდ ხიბლს სძენს ჭკვიანური და სასიამოვნო გამომეტყველება. იმ­ პერატორის მკლავს მსუბუქად ეყრდნობოდა. ჩემი გადამრჩენელის დანახვისას გული მადლიერებით ამევსო, უცებ მომინდა მის ფეხებთან დამეჩოქა და მეთქვა: მადლობა, თქვენო უდიდებულესობავ, რომ თავისუფლება დამიბრუნეთ... დამ­ კვიდრებული წესებით ამის უფლება არ მქონდა. ამასთან, ჩემი სუსტი ხმით რას შევმატებდი იმ სიყვარულსა და პატივისცემას, რომელსაც რუსი ხალხი თავისი ხელმწიფისადმი გამოხატავდა?! ენით აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა ეს სანა­ ხაობა. ახლა, ჩემს სამშობლოში დაბრუნებული, ვიხსენებ ბედნიერ იმპერატორსა და მის მეუღლეს, რომლებსაც საყოველთაო აღტაცებით ეგებებოდნენ. საიმპერატორო წყვილმა თავად ჭავჭავაძის შვილები მოიკითხა, განსაკუთ­ რებით უფროსები, რომლებიც პეტერგოფში მისთვის არ წარუდგენიათ. შემდეგ კვლავ თავი დახარეს მომხიბვლელი თავადის ქალ ჭავჭავაძის წინაშე და ტაძრის­ კენ გზა განაგრძეს. მთარგმნელი ელენე მარგველაშვილი, რედაქტორი ელზა ნაბახტეველი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Les princesses russes prisonièrres au Caucause. Souvenirs d’une FrançaiseCaptive de Chamyl, Recueillis par Edouard Merlieux1857, Paris, Ferdinand Sartorius, Éditeur, rue Mazarine, 9.(თავები: I-VIII, XVIII, XXI, XXIII, XXVIII, XXXVI, XL, XLI). 175 კარლა სერენა ანრი ლე ლიერის ფოტო, 1883 ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 176 კარლა სერენა 1 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ექსკურსია სამურზაყანოსა და აფხაზეთში: ნაწილი I 1881. გამოუქვეყნებელი ტექსტები და ნახატები 1 ჟურნალ Around the World-ის მკითხველი, სამეგრელოში რომ წამომყვა, ალბათ გაიხსენებს აფხაზეთში, 1876 წელს, ენგურის გადაკვეთის შემდეგ გადადგმულ ჩემს პირველ ნაბიჯებს. აფხაზეთის შესახებ ფოტოების ნაკლებობამ ამ მოგზაურობის გა­ გრძელება 1881 წლამდე შეაყოვნა. ეს თითქმის შეუძლებელს ხდიდა მოგზაურობის ილუსტრირებას, რადგანაც კავკასიაში მომუშავე ფოტოგრაფები უარს ამბობდნენ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ აფხაზეთში, ამ ველურ და მეამბოხე პროვინციაში მოგზაურობით. გასულ ოქტომბერს, ვენაში ყოფნისას, ჟურნალისაგან კიდევ ერთი ფორმალური და მტკიცე უარი მივიღე. მიუხედავად ამისა, მსურდა რა ჩემს ამბავსა და მის გაგრძელებას დღის სინათლე ეხილა, ფოტოგრაფად ვიქეცი და ხელმეორედ, ახლა უკვე მარტოდმარტო გავეშურე აფხაზეთისაკენ, რათა მამაცურად გავმკლავებოდი სხვადასხვა და განსაკუთრებით კი, წელიწადის დროთა მიერ მომ­ ზადებულ საფრთხესა და სიძნელეს. ჩემი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდა: აქ დაბეჭდილი სურათები ჩემ მიერ გადაღებული ფოტოების რეპროდუქციებია. ჩემთვის აფხაზეთი სიდუხჭირის ქვეყანაა. სიტყვის უთქმელად უკვე სამი თვე მქონდა გატარებული. 2 მოკლე დღეების გამო, იქ სამი კვირა კიდევ დავრჩი თით­ ქმის უძილოდ, ვმოგზაურობდი ღამით, რათა ფოტოებისათვის დღისით, მზისით ვწვეოდი გადასაღებ ადგილებს. 1. ქალბატონი სერენას აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ იტალიის მეფემ, უმბერტო I-მა იგი საკუთარ გამოსახულებიანი დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვა. იტალიის ვარსკვლავის ქვეშ იტალიურ ენაზე ამოტვიფრულია წარწერა:„კარლა სერენას, ეთნოგრაფიულ კვლევათა გამოჩენილ სწავლულს, კავკასიის რეგიონის მამაც მკვლევარს, 1882“. 2. იხ. ჩემი წიგნი Mon Voyage: De la Baltique ála Caspienne, Souvenirs personneles. Paris, 1881. 177 კარლა სერენა ვენა 16 ოქტომბერს დავტოვე და უკან 23 დეკემბერს დავბრუნდი, გეოგრაფიის საზოგადოების საიუბილეო ზეიმისთვის, რომელზეც მეც ვიყავი მიწვეული. ეს ზეიმი რინგთეატრის თავს დამტყდარი უბედურების[1881 წლის 8 დეკემბერს მომხდარმა ხანძარმა სულ მცირე, 384 ადამიანი იმსხვერპლა] გამო მოგვიანებით გაიმართა. მგზავრობამ ვენიდან ტფილისამდე და უკან ერთი თვე წამართვა. დანარჩენი დრო ცხენზე ვიჯექი და აფხაზეთში ფოტოებს ვიღებდი. კახეთშიც იმავე მიზნით დავრჩი. წინამდებარე ტექსტში ორიოდე სტრიქონია ჩართული 1881 წლის ექსკურ­ სიასთან დაკავშირებით და თან ერთვის რა 1876 წლის მოგზაურობის აღწერას. პირველი მცდელობები ფოტოგრაფიაში – გაჩერება ტფილისში, ნოვო-სენაკში, ზუგდიდში – სადილი რუხის ციხის ძირას – ენგურის გადაკვეთა – ისტორიული ხედი – ენგურის მარცხენა ნაპირი და ორსანტიას ციხე – ფოსტისა და მილიციის ცხენების ცვლა – სოფელი საბერიო – სტუმართმოყვარე გამასპინძლება. ცრურწმენები – მიწის გაყოფა-განაწილება – ვადგილობრივი თავადები – ზნე-ჩვეულებათა დეტალები – ქალაქი ოქუმი – რეგიონული ტიპაჟები. რადგან ჩემი გამგზავრება დაგვიანდა და საკმარისი დრო აღარ მქონდა სახი­ ფათო ექსკურსიისათვის კარგად მოსამზადებლად, მინდოდა ვენიდან კონსტან­ ტინეპოლისაკენ მიმავალი გემით მესარგებლა. როგორც იქნა, გავემგზავრე ნეოფიტი ფოტოგრაფი, არ მქონია საკუთარი უნარის შემოწმების შესაძლებლობა. მომეტებულად ვღელავდი რა საკუთარი პროექტის წარმატებაზე, ბათუმში ხმელეთზე გადმოსვლისთანავე ავირჩიე ჩემი პირველი ნამუშევრის ობიექტი, ავსტრიული ლოიდის გემი ლედა. ამისთვის გა­ მოვიყენე მშრალი, ჟელატინით დაფარული ფირფიტები. ტფილისში ძნელად თუ მოიძებნებოდა ფოტოგრაფი, რომელიც იცნობდა ამ ტექნიკას. მიუხედავად ამისა, მაინც წარმატებით გავართვი თავი და ჩემდა გასახარად, დავინახე, როგორ გა­ მოიკვეთა მკვეთრი და მშვენიერი ლედა მჟავა ხსნარში. შემდგომმა მცდელობ­ ებმა კიდევ უფრო მეტად წამახალისა. ტფილისში ხალხი შეეცადა, ჩემთვის აფხაზეთში წასვლა გადაეფიქრებინა; მა­ გრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული და ხელისუფალთა მფარველობაც მოპოვ­ ებული მქონდა; გენერალი სტაროსელსკი, კავკასიის სამოქალაქო მმართველი თავს ვერ იკავებდა და მიმეორებდა:„თქვენი ჰეროიზმი სიგიჟის ზღვარზეა“. თავდაპირველად, კოკისპირულმა წვიმებმა ტფილისში შემაყოვნა. მერე კი, გავუყევი ნოვო-სენაკის გზას; გზები ერთმანეთს უერთდებოდა. მაზრის უფრო­ სის, კეთილშობილი ქართველის მასპინძლობით უნდა მესარგებლა, რომელიც შუადღისას ყოველთვის სიგარით ხელში იძინებდა ხოლმე. მისი მსახური კი, ამაყი მეგრელი, მარჯვედ ცდილობდა, ჩიბუხი არ ჩამქრალიყო. მე მოვახერხე და პორ­ ტრეტი მძინარეს გადავუღე. 178 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ბაყაყების ბედად, წვიმა ზუგდიდშიც გამომყვა, თუმცა, მაინც ვიხელთე დრო და ერთ მოწმენდილ დღეს რუხისაკენ გავეშურე, სადაც ჩემი კომპანიონები სადი­ ლით გამიმასპინძლდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ღუმელში შემწვარი ცხელი წიწი­ ლა მიყიდა, რომელიც ნაზად, ორი თითით ეჭირა. დაბოლოს, კიდევ ერთხელ გადავლახე ჩემი რუბიკონი, სახელდობრ, ენგური; ამჯერად, უხეშად გამოჩორკნილი ნავით, რომელსაც ადგილობრივები მდინარის ადიდებისას იყენებენ. მზის ბედნიერი სხივი კი ნაპირზე ფეხის დადგმისთანავე მომესალმა. სამეგრელოს სამურზაყანოსგან მჩქეფარე ენგური ყოფს. ეს ორი პროვინცია ხშირად ეომებოდა ერთმანეთს, რადგანაც თითოეული მათგანის მმართველი ტერიტორიის გამთლიანებას მეორის ხარჯზე ცდილობდა. სამურზაყანო აფხაზ­ ეთის ნაწილი იყო, რომელსაც ესაზღვრება და მას თავადი შერვაშიძეები გა­ ნაგებდნენ. ამ მთავართაგან, ერთ-ერთმა, ჯიქეშიამ, იმ ოლქის მმართველობა, რომელზეც ახლა გესაუბრებით, თავის ვაჟს, მურზაყანს მიანდო. მამის გარდაც­ ვალების შემდეგ ვაჟი თავად გახდა ამ მიწების მბრძანებელი და უწოდა საკუთარი სახელი – სა-მურზაყან-ო(წინსართი სამფლობელობაზე მიუთითებს). მურზაყანის შემდეგ ქვეყანას მისი ექვსი ძე განაგებდა. უმცროსი, მანუჩარი 1812 წელს მოკლა ერთ-ერთმა ყმამ. სამეგრელოს მთავრის, ტარიელ დადიანის ქა­ ლიშვილისაგან მას ორი ვაჟი დარჩა – ალექსანდრე და დიმიტრი; მაგრამ დედის მხრიდან ბაბუამ თვალი დაადგა სამურზაყანოს და გადაწყვიტა, თავიდან მოე­ შორებინა დის შვილიშვილები, რაც წარმატებით შეძლო. ის, ვინც პირველად და­ საჯა კავკასიის მთავარმართებლის წინააღმდეგ ამბოხისთვის(1808 წლის შემდეგ რეგიონი ემორჩილებოდა რუსეთს), გააციმბირეს და იქვე გარდაიცვალა; რაც შეეხება მეორეს, – მახე დაუგო და მოკლა. მას შემდეგ სამურზაყანოს, რუსული პროტექტორატის ქვეშ, მეგრელი დადიანი განაგებს. იმავე პერიოდში აფხაზეთში მთავრობდა გიორგი შერვაშიძე, სხვაგვარად, სა­ ფარ ბეი და ერთდროულად ორ – ქრისტიანულ და მუსლიმურ სახელებს ატარე­ ბდა. ცოლის მხრიდან ისიც ენათესავებოდა სამეგრელოს მთავარს და სწორედ ამიტომ მიიღო სამურზაყანოს მართვის უფლება; მაგრამ, მისი სიკვდილის შემდეგ, ჰამიდ ბეიმ, მისმა მეორე ვაჟმა – ასევე ცნობილმა, როგორც მიხეილ შერვაშიძემ (უფროსი ვაჟი რამდენიმეთვიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა), პრო­ ვინცია თავის საკუთრებად გამოაცხადა. ატყდა ბრძოლა, რომელიც რუსეთმა იმით გადაწყვიტა, რომ თავად დაიქვემდებარა სამურზაყანო და იქ საკუთარი მმართ­ ველი დანიშნა. ამის საკომპენსაციოდ, სამეგრელომ რეგიონში შემავალი შვიდი სოფელი მიიღო; აფხაზეთი კი მდინარე ღალიძგასა და კოდორს შორის მდებარე მიწებით გაფართოვდა. ამრიგად, 1836 წელს მომხდარი გაყოფის შედეგად, მან დათმო პირველობა და მეორე მდინარედ იქცა, რომელიც სამეგრელოს ყოფდა 179 კარლა სერენა სამურზაყანოსგან. დაბოლოს, 1867 წელს, ეს რეგიონი, რომელსაც მანამდე საკუ­ თარი მმართველი ჰყავდა, აფხაზეთს მიუერთდა. მმართველობის თვალსაზრისით, აფხაზეთი ჯერაც არ არის ასიმილირებული კავკასიის სხვა პროვინციებთან; ნაცვლად იმისა, რომ მათ მსგავსად ჰქონდეს საკუთარი სასამართლო და სამოქალაქო ხელისუფლება, სამხედრო რეჟიმს ექვემდებარება. ამასთან, დავა სამურზაყანოსა და სამეგრელოს საზღვრების შესახებ კვლავაც გრძელდება. ასე რომ, ამას წინათ შერეული კომისია შეიქმნა, რათა დემარკაციის ზუსტი ხაზი განსაზღვროს. ეს კომისია შედგება ქუთაისის გუბ­ ერნიის(რომლის გავლენასაც ექვემდებარება სამეგრელო) და აფხაზეთის ადმი­ ნისტრაციისგან(რომლის ნაწილიც, როგორც უკვე ვნახეთ, არის სამურზაყანო). მდინარე ენგური, რომელიც მათ შორის მოედინება, ასევე დავის საგანია: რად­ განაც მისი თავნება და სწრაფი დინება, დიდი ზიანის მიყენების გარეშე, ნაპირე­ ბთან ხშირად წარმოქმნის ხოლმე წყალმარჩხ ადგილებს. კიდევ ერთი საკამათო საკითხია, ამ ორი ქვეყნიდან ვის უნდა მიეკუთვნებოდეს მდინარის მიერ წარმოქ­ მნილი კუნძულები. ადრე აღვწერე რუხის ციხის ნანგრევები, რომელიც განლაგებულია მდინარის სამეგრელოს კუთვნილ ნაპირზე; მეორე მხარეს კი მდებარეობს ორსანტიის სახელით ცნობილი სიმაგრე. ამჟამად მიტოვებული ორი ნანგრევი ურთიერთ­ საპირისპირო ნაპირებიდან ჯერაც უცხადებს ერთმანეთს დაუმორჩილებლობას. ვისაუბრე, ასევე, დიდ პოსტებზეც, რომელზეც ამჟამად ინდურ-ბრიტანული სატ­ ელეგრაფო ხაზის საჰაერო სადენებია მიმაგრებული, ლონდონიდან კალკუტამდეა გაჭიმული და მიჰყვება შავი ზღვის ნაპირებს. სამურზაყანოს მხარეს, სანაპირო, მართალია, ისეთი მაღალი ვერ არის, როგორც რუხისა, მაგრამ 70 ფუტს მაინც აღწევს. ისიც, ისევე როგორც მისი მეგრელი ძმა, დაცულია მდინარის მჩქეფარე შემოტევებისაგან. შორიდან ეს ორი უშველებელი სვეტი წააგავს კოლოსალური გემის ანძებს, ჩამოკონწიალებული სადენებით. ადამიანის ფიქრები მდუმარედ, მალულად მისრიალებს გრძელ ელექტროსადენებში, გასაოცრად მიაპობს ჰაერს, ციებცხელებიანივით მიმოდის აქეთ-იქით და კვეთს ამ მარტოსულ რეგიონებს და უხილავი სულების მისტიკურ და დაფარულ დიალოგს ემსგავსება, ფრთხილად რომ საუბრობენ სივრცეში. იმავე დონეზე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, რკინის ბოძი აღუმართავთ, რომელიც სხვა ხის ბოძებს უკავშირდება და ჭიმავს სადენს. ისინი, თავის მხრივ, დაკავშირებულია რუხის ციხესიმაგრის სიახლოვეს აღმართულ ტართან და შესაბამისად, ორსანტიასთან ორი სხვადასხვა ხაზი მიდის. პილონი ამ ადგილას ატარებს ნომერს – 603 და იმ ადამიანთა სახელებს, ვინც მეთვალყურეობას უწევდა პროექტს, ალბათ, ძალიან რთულად განსახორციელებელს, რადგანაც ეს ქვეყანა მოკლებულია ყოველგვარ რესურსს. ერთი ადგილიდან მეორემდე, ტელეგრაფის 180 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ხაზის გაყოლებაზე, სადარაჯო სადგურებია მოწყობილი უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. ქერჩიდან(შავ ზღვაზე) ირანის საზღვრამდე ოცი ასეთი სადგურია, სადაც მეთვალყურეობა იწყება დილის შვიდ და მთავრდება საღამოს ათ საათზე. კავკასიის კანტორებში და განსაკუთრებით კი, შავი ზღვის ნაპირებზე, ღამით მომსახურება შეწყვეტილია(მაშინაც კი, თუკი ხაზის დაზიანებაზე შემო­ ვა სიგნალი), რადგან ამ რეგიონში ღამე მოძრაობა შეუძლებელია, რაც გზების ფაქტობრივი გაუვალობით და ურთიერთგადამკვეთი ნიაღვრებითაა გამოწვეუ­ ლი. დამკვირვებლის მოვალეობაა, ყოველი საათის ჩამოკვრაზე შეამოწმოს გალ­ ვანოსკოპის ნემსის მოძრაობა; მისმა მდებარეობამ უნდა აუწყოს, არის თუ არა კომუნიკაციაში ხარვეზი და შუამავალი სადგური ვალდებულია თუ არა, შეაკეთოს დაზიანება. ყოველდღიური დაკვირვებების შედეგად იქმნება ჟურნალი, რომელიც ცენტრალურ სამსახურს ტფილისში ყოველთვიურად ეგზავნება. ყველა, ვინც ორსანტიას სიმაგრეზე ხედების დასანახად ამძვრალი დამინახა, ძალიან გაკვირვებული დარჩა. ორი ჩაფარი(მილიციელი) წამომყვა, რათა უსა­ ფრთხოდ ავეყვანე ზემოთ. ქარი ქროდა და მამაკაცთა გაკვირვება იმის დანახ­ ვისას, რომ მე არაფრისაც არ მეშინოდა, შემდეგ შიშში გადაიზარდა, რადგან ეს მართლაც სახიფათო ადგილი იყო. ორსანტიის ძველი ციხესიმაგრის მდებარეობა მართლაც რომ საუცხოოა: ერთ მხარეს მოჩანს კავკასიონი, მეორე მხარეს კი – სამეგრელოს მინდვრები; შეუძ­ ლებელია, რაიმეზე, უფრო დიდებულზე იოცნებო. ნანგრევების ძირითადი ნა­ წილი გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც მდინარეს მიუყვება. მაღალი, რამდენიმედონიანი კვადრატული კოშკი და მიწისქვეშა გასასვლელები, სადაც, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის ხელისუფალნი მალავდნენ თავიანთ საგანძურს, ენგურის მიერ ჩამოტანილი ქვებითაა აშენებული. თუკი აქ ხმელეთიდან მოხ­ ვალთ, დიდი გალავნის მარჯვნივ, რომელიც კოშკის ძირს აკრავს გარს, წააწ­ ყდებით კამაროვან ოთახს, რომლის შესასვლელიც სრულყოფილად შემონახუ­ ლი თაღია. თავად კოშკში კი, კიდევ ერთი, უფრო მოზრდილი დარბაზია, ასევე კამაროვანი, რომელიც, სავარაუდოდ, სამლოცველო უნდა ყოფილიყო. აქედანვე ადიხართ ზემო სართულზე. მარცხნივ, მდინარის გვერდით, გალავნის ბოლოში მიადგებით დერეფანს, რომლის გავლითაც შედიხართ წამახვილებულ ოთახში; ის მიწისქვეშა გასას­ ვლელებით რეგიონის სხვა ციხესიმაგრეებთან იყო დაკავშირებული. ყველა ეს თავდაცვითი ნაგებობა, როგორც აფხაზეთსა და სამურზაყანოში, ისე სამეგრელო­ სა და იმერეთის ტერიტორიებზე, თარიღდება ჯერ ბერძენთა და, შემდეგ კი, გენუე­ ლთა კოლონიების დაფუძნებით კავკასიის ფერდობების ძირას. მოგვიანებით, მუსლიმ(ე.ი. თურქ) დამპყრობლებს მათი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდათ. ამ რეგიონში ქრისტიანობის კიდევ ერთი ბურჯი იყო ციხესიმაგრე სათანჯო, 181 კარლა სერენა რომელიც იმავე დასახელების ქედზე მდებარეობდა, ორსანტიიდან რამდენიმე ვერსის მოშორებით; ამბობენ, რომ ამ ორ ადგილს შორის საიდუმლო კავშირი ახლახან აღმოუჩენიათ. მცენარეული საფარი ორსანტიის გარშემო, ისევე, როგორც მთელ ქვეყანა­ ში, მდიდარია; ირგვლივ სხვას ვერაფერს ხედავთ, თუ არა ველურ ყვავილთა ხალიჩებს. ხეხილი იზრდება მხოლოდ ბუნების ძალისხმევით, ვაზის ამონაყარს ყლორტები მძლავრად გადაუხლართავს მუხის, ცაცხვის, კაკლის, წაბლის ხეთა საუკუნოვან ვარჯებზე, რომლებიც კავკასიის ნაყოფიერმა მიწამ კვება. ამ ჯადოს­ ნური სანახების ქვემოთ, მრავლად დატოტვილი ენგური მიგრგვინავს კლდოვან კალაპოტში და თავისი მძლავრი ნაკადებით ქვემოთ ჩამოაქვს აურაცხელი ნაშა­ ლი, რომელიც მთათა ხეობებიდან მოუტაცია, ხოლო ტალღების მრისხანე გოდ­ ება ზღვაზე შტორმის ხმაურს წააგავს. ეს გოდება მდინარის პირას მცხოვრებთა კოშმარია, რომელთაც კარგად უწყიან მდინარის ხმათა ნიუანსების შესახებ და არც არასოდეს ცდებიან უბედურების მოახლოებისას. წყლის მჩქეფარე ნაკადების ზემოთ ამოზრდილი მწვერვალები ჰარმონიუ­ ლად ერწყმის მდინარეს: შორს აღმართულა მარადიული თოვლით დაფარული ქედი, რომელიც საზღვარს ქმნის სამურზაყანოსა და სვანეთს შორის; ამის მიღ­ მა იწყება აბსია საბერიოს(საბერიოს საძოვრები) მაღლობი, სადაც პირუტყვი­ სათვის საკვები ყოველთვის უხვად მოიპოვება. სახელწოდება საბერიო ჰქვია იმ ადგილსაც და სოფელსაც, რომელიც მთაზე გაუშენებიათ; ადგილობრივთა ენაზე სიტყვა აღნიშნავს„ბერთა კრებულს“; თუმცა, ბერების არანაირი ნაკვალ­ ევი აქ აღარ შეინიშნება. სიმაგრის ახლოს რუსი კაზაკების ყოფილი სადგურია. იქვე, სამეზობლოში შეგხვდებათ საფოსტო ფუნდუკი, რომელსაც განაგებენ მშვი­ დობიანი ადგილობრივი მილიციელები და სახელმწიფო სამსახურს ცხენებით უზრუნველყოფენ. დამქირავებელი ცხენში იხდის 5 კაპიკს ვერსზე(უხეშად რომ ვთქვათ, ერთი კაპიკი უდრის ერთ სუს). ეს მილიციელები ასევე ასრულებენ კომი­ სიონერის ფუნქციას. თითოეული მათგანის თვიური ხელფასი ათი რუბლია, ამას ემატება საკვები და საცხოვრებელი. კავკასიის სხვა მამაკაცთა შორის, რომლებიც ყოველთვის კბილებამდე შეიარაღებულნი არიან ხმლით, პისტოლეტით, რევოლ­ ვერითა და ხანჯლით, მხოლოდ მათ აქვთ შაშხანის ტარების უფლება; ესაა ის, რაც სამოქალაქო ჯარისკაცს განასხვავებს უბრალო მოქალაქისაგან. ფოსტის თითო­ ეული ამ სადგურთაგანი, რომლებიც ვლაპარაკობ, შედგება ორი სუსტად ნაგები ქოხისაგან, რომლებსაც აფათჟას უწოდებენ და რომელიც დიდ კვადრატულ კა­ ლათას წააგავს. სახურავი გაკეთებულია ხმელი ბალახისაგან, რომელიც უხვად მოიპოვება ამ რეგიონის ჭაობებში. ერთ ქოხში ცხოვრობენ ადამიანები, მეორეში კი, ცხენებისათვის თავლა მოუწყვიათ; მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ცხენები დღედაღამ ან მინდორში არიან, ანდა, მეზობლად მდებარე ტყეებში; ასე რომ, 182 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მოგზაურმა, რომელსაც ცხენების შეცვლა სჭირდება, სადგურის მცველებს წინას­ წარ უნდა მისწეროს. მილიციელთა უმრავლესობა კეთილშობილთა კლასს მიეკუთვნება და ეს სამსა­ ხური თვით ქვეყნის თავად-აზნაურებისათვისაც კი სასურველად ითვლება. რთული არ არის ამის მიღწევა; ჯარისკაცის გარეგნული ბრწყინვალება საკმარისზე მეტია კავკასიელ არისტოკრატთა საცდუნებლად, რომელთაც იტაცებთ უქმად ყოფნა და უყვართ ძონძები. ეს სახელგანთქმული ჩამოძონძილები ასევე იცავენ გზებს, რომ­ ლებიც, უნდა აღინიშნოს, ისევე უსაფრთხოა დღეს, როგორც რამდენიმე წლის წინ. ორსანტიის სადგურზე, გარდა მილიციის რვაკაციანი შემადგენლობისა, დაგ­ ვხვდა ასევე დუქნის მეპატრონე ოჯახითურთ. დუქანი საკმაოდ ტიპური დაწ­ ესებულებაა, ერთდროულად სასტუმრო, რესტორანი, ღვინის მაღაზია, კვების დეპო, მოკლედ, ის ყოველგვარ რესურსს გვთავაზობს ბუფეტისთვის; სამწუხაროდ, ამ სასადილოს სუნიან კედლებზე ჩამოკიდული, სხვადასხვა ფორმის ნივთებისათ­ ვის უბრალო თვალის შევლებაც კი საკმარისია ყველაზე მძაფრი შიმშილის ჩა­ საკლავად. შეუძლებელია ამ ფანტასტიკური ადგილის სანიმუშო სიბინძურის წარ­ მოდგენა; ცხოველთა რასის ყველა სახეობა, ძაღლები, კატები, ქათმები, იხვები და ღორები აქ, ერთად, ტკბილ ჰარმონიაში ცხოვრობენ და მდინარის ორი ნაპირის ერთმანეთს გადამტერებულ მცხოვრებთ მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითს აძლევენ. კიდევ ერთი სიურპრიზი ორსანტიის კოშკიდან დაშვებისას მელოდა. დუქ­ ნის წინ დავინახე პირდაპირ მიწაზე, სოფლურად გაშლილი გვიანი საუზმე. Pi ѐ� ce de resistance(ძირითადი კერძი) უშველებელი შემწვარი ინდაური იყო. ერთ-ერთი თანმხლები აზნაური მის დანაწევრებას ხანჯლით აპირებდა, რისთვისაც მჭრელ პირს ამოწმებდა. თავაზიანმა სამურზაყანოელმა კი თავისი ყაბალახი მოიხსნა და შემომთავაზა, ბალიშის ნაცვლად მასზე დავმჯდარიყავი. თუკი ორსანტიიდან სოფელ საბერიოს მიმართულებით გაეშურებით, ლან­ დშაფტი მკვეთრად შეიცვლება. ერთიანად ვაკე მიდამო უფრო მეგობრული და უკეთ დამუშავებული მოგეჩვენებათ, თუმცა კავკასიონის შორეული ფონი დიდად არ იცვლება. სიმინდი უხვად ხარობს ამ მინდვრებში. აქა-იქ დაინახავთ ხორბ­ ლის ყანებსაც, რომელიც იშვიათად გამოიყენება, ისიც ქორწილის ან ქელეხის სუ­ ფრაზე, რათა გამოაცხონ პური, რომელსაც ლავაშს ეძახიან. რაც შეეხება როგორც მდიდართა, ისე ღარიბთა ყოველდღიურ საკვებს, ეს არის სიმინდის შეჭამადი, რომელსაც აფხაზები უწოდებენ აფსუა აშტას. თუკი სამეგრელოსა და სამურზა­ ყანოში ხორბალი ჯერ კიდევ იზრდება, აფხაზეთში მას ვეღარსად იპოვით. არადა, სიმინდის ფართოდ მოყვანა იქ, ფაქტობრივად, რამდენიმე წლის წინ დაიწყეს; იქამდე, მხოლოდ დიდებულებს მოჰყავდათ ეს მარცვლეული და ნაკლებად იღ­ ბლიანნი მხოლოდ სტუმართა გასართობად თუ იყენებდნენ მას. მეორე მხრივ, უხ­ ვად მოიხმარდნენ ღვინოსა და ხორცეულს. 183 კარლა სერენა სოფელ საბერიოს სიახლოვეს, მაღლობზე აღმოაჩენთ ციხესიმაგრის ნან­ გრევებს, რომელიც რეგიონის თავდაცვის კორდონის შემადგენელი ნაწილია. ეს ყველაზე სტუმართმოყვარე სოფელია. პირველი მოგზაურობისას ორსანტია დი­ ლით დავტოვე და იქ შუადღისთვის ჩავედი. დაახლოებით სამი საათი დავუთმე ხემსსა და სიესტას, რადგანაც განსაკუთრებით ეს უკანასკნელი აუცილებლად სა­ ჭირო რამ გახლდათ დღის ამ დროსა და ამ რეგიონში. ამჯერად საბერიოში უფრო დიდხანს დავრჩი. იქ კიდევ ერთხელ მიმასპინძლა ამ რეგიონის უმნიშვნელო­ ვანესმა პირმა, თავადმა ზურაბ ჩხოტუამ და მისმა ოჯახმა, რომელთაც ძველი მეგობარივით მიმიღეს. იგი თავისი უშველებელი სიმინდის ყანებისკენ გამიძღვა და მაჩვენა ვეებერთელა ბეღელი, სადაც მოსავალს ინახავენ. კიბე გჭირდებოდა იმისათვის, რომ ამ ბეღელს შევწვდომოდი, რომელიც განგებ იყო მიწიდან და­ შორებული, რათა მოსავალი ნესტისგან დაეცვათ. ყოველდღე მზარეული ადის და იღებს იმ რაოდენობას, რაც მას შეჭამადისთვის სჭირდება. ბევრის თქმა არ არის საჭირო იმის შესახებ, რომ უცნობი, რომელმაც არც გზები იცის და არც ენა, ამ არაცივილიზებულ რეგიონში მარტო მოგზაურობისას ძალიან ბევრს რისკავს; შესაბამისად, მას ჰყავს ოფიციალური ან თავაზიანი მეგზური, ვინც გასაჩერებელ ადგილებს სტუმრობის შესახებ წინასწარ ატყობინებს; რადგან სტუ­ მარმასპინძლობა ღარიბთა და მდიდართათვის ერთნაირად წმინდათაწმინდაა მთელ კავკასიაში, რომელ ზღურბლზედაც არ უნდა შედგას ფეხი, მას ყველგან გულითადად მიიღებენ. სტუმარმასპინძლობის ამ წესის მიუხედავად, ხშირად იძულებული ვიყავი, უკუმეგდო ჩემი ცრურწმენები სისუფთავისა და დახვეწილობის შესახებ; უნდა დამეთმო და შიშისაგან არ შევცბუნებულიყავი, მაგალითად, მაშინ, როცა ჭამის დაწყებამდე ფეხშიშველი, დაკონკილი ადგილობრივი მიახლოვდებოდა გაზინ­ ტლული და დაჟანგული ლითონის ტაშტით. მიუხედავად ამისა, მაინც ვერაფერი მაიძულებდა უცნაური valet de chamber- ის მიერ შემოთავაზებულ ფანტასტი­ კურ ჭურჭელს შევხებოდი. როდესაც მეორე ადგილობრივმა, ზუსტად პირველის ასლმა, დაიწყო კიდევ უფრო გაშავებული რკინის თუნგიდან სუფრის წევრთა ხელებზე რამდენიმე წვეთი წყლის დასხმა, მეორეს კი ქვემოთ ეკავა ჩემ მიერ ზემოხსენებული ტაშტი, ვერაფერმა მაიძულა, ყოყმანი შემეწყვიტა და მივკარე­ ბოდი ჩემთვის მოწვდილ საოჯახო ხელსაწმენდს. ამ ჭუჭყიანი ჩვრის ნაცვლად შემეძლო ჩემი ცხვირსახოცი გამომეყენებინა, რომელიც არც ერთ გარშემომყოფს არ ენახა. როგორც კი ეს რიტუალი დამთავრდა, შემოვუსხედით ხის გრძელ მაგიდას, გაწ­ ყობილს სიმინდის ულუფებით, რასაც იმავე რაოდენობის ხორცი მოჰყვებოდა და რომელთა ზომა მეტყველებდა არა მხოლოდ მასპინძლის გულუხვობაზე, არამედ სტუმართა ძლიერ მადაზეც. ამ მთავარ კერძს ემატებოდა ხბოს ან ქათმის რაგუ და 184 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები აქაურ მენიუს, რომელიც არასოდეს იცვლება, ასრულებდა ცომი კამეჩის ყველით (ხაჭაპური) და არაჟანი რძისგან, რომელსაც ისინი მარწვენს( marcveni) უწოდებენ. ერთადერთი რამ, რასაც თანამეინახენი სადილობისას იყენებდნენ, იყო თითები. პირალესილი დანით(რომელიც ყველა აქაურს მუდამ თან დააქვს) ხელებით ისე აცლიან ძვალს ხორცს, რომ ბოლოს მხოლოდ ცარიელი ჩონჩხიღა რჩება. ერთად­ ერთ დოქი, რომელსაც მუდმივად ავსებს ჭიქების დამტარებელი(ორყოლი/ Orkoli), სუფრაზე წრეს აკეთებს და ყველას ემსახურება. ღვინო, რა რაოდენობითაც არ უნ­ და დალიონ ის ადგილობრივებმა, აქაურობას დათრობის გარეშე აცოცხლებს. ქეი­ ფი ისევე მთავრდება, როგორც იწყება – ხელების დაბანით იმავე ინსტრუმენტებით, რომლებიც ახლა უწინდელზე კიდევ უფრო მეტად ჭუჭყიანია. გარეშე სტუმართა გამოჩენისთანავე, მაშინაც კი, თუ მათ შორის ქალიცაა. აქაური ქალები ქრებიან და სუფრას მხოლოდ კაცები შემოუსხდებიან ხოლმე. ეტიკეტი საპირისპირო სქესს ასევე უკრძალავს, ქალი ან მამაკაცი სტუმრების თან­ დასწრებით დაჯდომას. რაც შეეხება მამასახლისს, ის ფეხზე დგას მანამ, სანამ სუფრა არ დასრულდება და სტუმრებს მასპინძლობს. სხვა აღმოსავლელთა მსგავსად, კავკასიელებიც ძალისხმევას არ იშურებენ უცხოელთა საამებლად. როდესაც ეს უკანასკნელი ტოვებს მასპინძლის სახლს, ოჯახის თავი მაღალფარდოვანი სიტყვებით ემშვიდობება მის ჭერქვეშ ღამის გათენებისთვის; შეიძლება იფიქროთ, რომ მას სამსახური თქვენ გაუწიეთ. სოფელ საბერიოს იქით ლანდშაფტი კვლავ იცვლება: მინდვრები ადგილს უთ­ მობს ტყიან მთებს, რომლებიც რაღაცით მოგაგონებენ თვალწარმტაც და ველურ მხარეს, სტირიას ავსტრიაში, რომელიც მარია-ცელში, პილიგრიმთა საყვარელ ადგილას მდებარეობს. დაბალ, ფოთლოვან ტყეებს მოჰყვება მაღალი, ბუმბერა­ ზი ტყეები, სადაც მუხები, ცაცხვები, ჭადრები და კაკლები საკონცერტო დარბა­ ზის მსგავს სიმწვანის გუმბათს ქმნის, ხოლო ბულბულები და სხვა მგალობლები დაუცხრომლად აჟღერებენ ჰარმონიულ ნოტებს. ფრთოსანი მომღერლები ბუნ­ ებას მარადიულად უგალობენ თავიანთ მხიარულ ჰიმნებს, არ ეშინიათ რა ადა­ მიანისა, რომელმაც შეიძლება თავისი მომაკვდინებელი მარჯვენით შეწყვიტოს მათი აკორდები. ამ ქვეყანაში ხალხი არ ნადირობს ფრთოსნებზე და როგორც აღვნიშნე, მილიციელთა გარდა არავის აქვს შაშხანის ტარების უფლება. პატარა ფრინველთა სასიხარულოდ, შავარდნებით ტრადიციული ნადირობა ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. მიუხედავად ამისა, მტაცებელ ფრინველებს ჯერაც წვრთნიან, განსაკუთრებით კი, მთის ტომთა შორის; რაც არ უნდა იყოს, რეგიონის ტყეები და მდინარეები ფრიად ბარაქიანია, მაგრამ აქაურს არც კი ესიზმრება მათი ათვის­ ება; მის ყველა კვებით საჭიროებას სიმინდი აკმაყოფილებს. ამ ღრმა და მჩქეფარე მდინარეებით დასერილ მიწა-წყალზე მოგზაურისათ­ ვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძალ-ღონე და ცურვის გამოცდილება. ეს მაგალი­ 185 კარლა სერენა თი ყველას გამოადგება: ერთი წყალი, რომელიც სათავეს იღებს გრალაიას მთი­ დან და ჩაედინება შავ ზღვაში, სოფელ გუდავის სიახლოვეს თხუთმეტი ვერს­ ის მანძილზე, ფონს გასვლით, შვიდჯერ მაინც უნდა გადაკვეთოს ადამიანმა აქ ხსენებულ სოფელ საბერიოდან სოფელ ჭირამდე, რომელიც ამ ტერიტორიის გა­ ნაპირას მდებარეობს. რაც შეეხება ხიდებს, ისინი აქ არ არსებობს და თუკი მდი­ ნარის დონე აიწევს, მაშინ კაცი და მხეცი ერთნაირად ებრძვის დინებას და კარგა ხანს იმასაც კი ვერ იგებენ, თუ ვინ იმსხვერპლა მდინარემ. რამდენჯერ მიმტყუნა მხნეობამ ამ ვეება მდინარეთა ცხენით გადაკვეთისას! სამურზაყანოს სოფლები არ არის მჭიდროდ დასახლებული თემების მსგავსი; სახლები გაფანტულია, როგორც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში, და სიმინდის ყანებითაა გარშემორტყმული. ოღონდ, ნაცვლად ხისა, რომლითაც სხვა სახლებია აგებული ამ ქვეყანაში, ისინი აშენებულია წნულებით, მსგავსად ჩვენი მოწნული ნაკეთობებისა. უწინ ყველა ასეთი ყოფილა; უკანასკნელმა სიუზერენმა, რომელსაც ცოტა უფრო ცივილიზებული სიახლეების შემოტანა სურდა, ააშენა სოფელი, სადაც საცხოვრებლები აგებული იყო ხით და ეწოდებოდა აკვასკი, სახელი, რომელიც მას შემდეგ ჰქვია მსგავს სახლებს. იგი შედგება ოთხი კედლისაგან, რომლებიც ქმნის კვადრატს და ახურავს მზეზე გამხმარი მცენარეებისა და ფოთლების დამრეცი ჭერი; არანაირი ფანჯრები; საცხოვრებელ სივრცეს მაღალი შესასვლელი ანათებს; სუფ­ თა ჰაერი შემოდის ჭერში დატანებული ხვრელიდან და საკვამურადაც გამოიყენება; კერია არის ქვა, რომლის თავზეც, რკინის კაუჭზე კიდია სიმინდის სახარში ქვაბი; ეს ერთადერთი საოჯახო ჭურჭელია. ხის დიდი ბოძები, რომლებზეც ქალების მიერ შეკერილი ძალიან მარტივი ლეიბები იშლება, ღამით მთელი ოჯახისათვის საძინ­ ებლად იქცევა. დაბოლოს, ჭერში, რომელსაც იკავებს ხის სვეტები, ზოგჯერ იქმნება ვერანდა, რომელიც დამატებითი ოთახის ფუნქციას ასრულებს. ჭირში ამის მსგავსი რამდენიმე საცხოვრებელი მოიძებნება. მეორე მხრივ, ბუნ­ ება ერთიანად დოვლათით პასუხობს ხალხის პრიმიტიულ ცხოვრებას. იგი მუდ­ მივად აღმოცენება-გახარების პროცესშია. ხე მოჭრილი არ არის, რომ მისი ვარჯი მაშინვე გაფოთვლას იწყებს. სოფლის მიწებს საზღვრებს ოქუმი უდებს. მისი კალა­ პოტი, შექმნილი უშველებელი ქვებისგან, რომლებიც მთებიდან მქუხარე ნაკადებმა ჩამოიტანა, ზოგჯერ ქუჩას წააგავს, ზოგჯერ კი, ახირებულად დახვავებული ლოდ­ ების წყალობით, სხვადასხვაგვარ არქიტექტურულ ფანტაზიებს აღვიძებს. ეს მდი­ ნარე ერთისწყლის შენაკადია, რომელსაც იგი შავ ზღვამდე სამასი მეტრით ზემოთ ერწყმის; სათავეს კი სოფელ გუდავასთან იღებს. ოქუმის სამურზაყანოს ნაპირზე იმავე სახელწოდების სოფელი, მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ისეთ ალაგას, სადაც მდინარე ფრიად მომხიბლავად მიიკლაკნება. საბერიოს დატოვებისას თან მახლდა ჩემი მასპინძლის ვაჟი, რომელმაც მათი ადგილ-მამულის საზღვრებამდე მიმაცილა, იქ კი, მეორე სოფელში, ჭირში, რომ­ 186 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ელსაც შეღამებისას მივაღწიე, სტარშინა(მთავარი) მელოდებოდა. ხანდაზმული პირი პატივისცემის ნიშნად თავისი ქოხის ზღურბლთან მიცდიდა. მისი ანტურაჟი­ დან გამოვარჩიე უზარმაზარი ეპოლეტები, რომლებითაც თავისი ძონძები მოერ­ თო. გავიგე, რომ ისინი მოეპოვებინა აფხაზეთის უკანასკნელი აჯანყებისას, როცა მილიციის კორპუსს მეთაურობდა. ეს აზნაური-მილიციელი ფრიად სახალისო მომ­ ეჩვენა.„იუნკერი ლაკერბეი გახლავართ“, – მითხრა ცუდი რუსულით,„ჩემი სახით შეგიძლიათ მიესალმოთ ქვეყნის მთავარს“. მეორე დღეს დავინახე, როგორ აცლი­ და ფუჩეჩს სიმინდის ტაროებს, თუმცა, ეპოლეტები მაინც ეკეთა. ფრიად ნასიამოვ­ ნები დარჩა, როცა თავის ეპოლეტებში სურათის გადაღება ვთხოვე, მაგრამ ბოლოს მაინც მოიხსნა; ღირსების ეს სიმბოლოები ჩემს სურათს არ შემორჩა. კავკასიის ამ სამეზობლოთა ბევრმა ჩვეულებამ გამახსენა იტალიის პოპუ­ ლარულ ადათთაგან ერთ-ერთი; შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ამ ქვეყა­ ნაში გენუელთა გამოჩენიდან იღებს სათავეს. იგივე შეიძლება ითქვას გარკვეულ ცრურწმენებზე, რომლებიც მსგავსი სახით გვხვდება იტალიაში, განსაკუთრებით კი, მიდის პროვინციაში. ამის მაგალითია jettatore, ავი თვალის მქონე სული, რომელიც სამურზაყანოსა და აფხაზეთში აღინიშნება სიტყვით როკაპი. ზოგადი იდეა ისაა, რომ ეს რაპაპი, სახლობს იდუმალ ადგილას, ტაბაკონს, ხოლო დედამიწაზე ჰყავს დახ­ ელოვნებული მოკავშირეები, რომელთაც მაზაკვალებს უწოდებენ. ყოველ წელს, 14 აგვისტოს, კუდიანების დასს პლენარული სასამართლო აქვს მათი ბელადის საც­ ხოვრისში. შებინდებიდან დაღამებამდე თითოეული ჭინკა მიიპარება გამოქვაბუ­ ლისკენ, ერთი ამხედრებულია მგელზე, მეორე – გარეულ კატაზე, კიდევ სხვა რკინის ქოთნით ანდაც, მოზრდილი ჩაიდნით მიცურავს: ავბედითი და ხმაურიანი კორტეჟი ფრენისას საშინელ ღრიანცელს ქმნის. და ყოველი სტუმრობისას ამ რაზმს რაპაპის­ თვის მიაქვს ადამიანის გული; ეს არის საზეიმო თავყრილობის საგანი. ერთი წელი მაზაკვალი რჩება მიწაზე და ნადირობს სასურველ საგანზე. რწმენა-წარმოდგენის მიხედვით, ამგვარმა არსებამ შეიძლება მძინარე კაცს გული ამოგლიჯოს და მის ნაცვლად ჩვარი ან ნაბდის(აფხაზურში, ოპა) ნაჭერი ჩაუდოს მკერდში. განსაკუ­ თრებული ძალით დაჯილდოებული რაპაპი მთელი სოფლის მოსახლეობას გაანად­ გურებდა, რომ არა ღმერთი, რომელიც ხელს უშლის მას, თავისი ძალა ბოროტად გამოიყენოს და ის მიწაში ღრმად ჩარჭობილ პალოზე ჰყავს მიჯაჭვული. ის მაზაკ­ ვალი, რომელიც ხელცარიელი მივა ტაბაკონის თავყრილობაზე, ვერ გადაურჩება რაპაპის მძიმე უროს, რომლითაც ის არის შეიარაღებული; მაგრამ ამ დროს პაწია ბოლოქანქარა ჩიტი, სახელად სენიტიკა, დაჯდება პალოს თავზე; რაპაპი დააპირებს მის დაჭერას და მისკენ მოიქნევს მკლავს, მაგრამ, ნაცვლად ჩიტისა, უროს ურტ­ ყამს პალოს, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად ერჭობა მიწაში. მორწმუნენი სენიტიკას, როგორც ღვთაებრივ არსებას, ისე ეთაყვანებიან. სა­ ღამოს, როცა მაზაკვალთა საჰაერო კავალკადა ბელადის გამოქვაბულისკენ მიე­ 187 კარლა სერენა მართება, ცრუმორწმუნენი სიმინდისა და საჭმელად ვარგისი სხვა მცენარეების მოსაგროვებლად მიდიან; იმ საღამოსვე ანთებენ დიდ კოცონს. თოთოეული მათ­ განი სამჯერ უნდა გადაახტეს კოცონის ალს, რომელმაც ჰაერში მონავარდე ავ დემონებს ფრთები უნდა დაუწვას და ტაბაკონისკენ მოგზაურობა შეაწყვეტინოს. 13-იდან 14 აგვისტომდე, მოსახლეობა მთელი ღამეს ფეხზე, ცეკვა-სიმღერაში ატარებს. ყურადღებით აკვირდებიან, რომ დაღამების მერე არავის ჩაეძინოს, მა­ ზაკვალმა დრო არ იხელთოს და რომელიმე გაუფრთხილებელს გული არ ამოჰგ­ ლიჯოს. ამასთან, თითოეული ოჯახის თავი ცეცხლს ისვრის ცაში და იმეორებს: „დაე, ამ ბურთმა დაწვას ავსული, რომ ვერაფერი მავნოს“. ყოველი სახლის წინ ჩარგულია ხის ჯვარი, რომლისაც რაპაპსა და მის მოკავშირეებს ძალიან ეშინიათ. აფხაზეთში მილიციური რეჟიმის შენარჩუნება ძირითადად მატერიალურ და მორალურ პროგრესს ემსახურება. ერთი უფროსი, აღჭურვილი შეუზღუდავი ძა­ ლაუფლებით, თავისი ახირებების მიხედვით მართავს მთელ რეგიონს და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ამ დიქტატორის ყველაზე ტრივიალურ კაპრიზსაც კი. ფაქტობრივად, ყველას სიცოცხლე და ქონება ამ პირის ხელშია, რომელიც ყოველთვის ნამდვილად არ არის სამართლიანი და პატიოსანი კაცი და რომლის უკანონობის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გახდება; მასზე წინააღმდეგ გამოთ­ ქმული მცირე საჩივარიც კი მაშინვე იღებს ამბოხის ელფერს და ერთი წამოც­ დენილი სიტყვაც საკმარისია ადამიანის გასაციმბირებლად. ხშირად, პირველად სწორედ მასთან ხვდება საჩივრები იქამდე, სანამ მიაღწევდეს სადაც ჯერ არს, რომ ამ ერთი ადამიანის მიერ ჩაგრულთათვისაც აღესრულოს სამართალი. სამწუხაროა, რომ აფხაზეთის ტერიტორია, ბუნების მიერ ასე უხვად დაჯილ­ დოებული, რჩება მავანი დესპოტის იმედად, რომელიც ყოველივეს, მთელ წვენს გამოწურავს და ყველაზე ლამაზი სამფლობელოს სიკეთეებს საკუთარ პარაზიტებს უზიარებს. რეგიონში არ არსებობს არანაირი გზა, მაგრამ მისასვლელი მაინც გა­ მოჩნდება ხოლმე, როცა საქმე ეხება უფროსის მამულში სტუმრობას. გენერალ­ მა ჰიმანმა, ერთ-ერთმა ყოფილმა გუბერნატორმა, სამართლიანმა კაცმა, პატივ­ ცემულმა ამ ქვეყანაში, თავი მოუყარა გარკვეულ თანხას მადნეულის კარიერთან მისასვლელი გზის ასაშენებლად. რა გააკეთა მისმა მემკვიდრემ? მარტივად გა­ მოიყენა ეს ფული სოხუმ-კალეში საკუთარ ვილასთან მისასვლელი გზის მოსაწ­ ყობად. მოკლედ, აფხაზეთი მისთვის არის ქონება, რომელსაც საკუთარი სარგ­ ებლისათვის იყენებს, საზოგადო ინტერესებზე ზრუნვის გარეშე. 3 მიუხედავად ყველაფრისა, ეს საუცხოო რეგიონი, რომელიც საუკუნეების განმავ­ 3. გენერალი კრავჩენკო სწორედ ის კაცია, რომელმაც არაფერი გააკეთა სოხუმ-კალეს დასაცავად, რომლის საგანძურიც წაიღეს თურქებმა ბოლო ომის დროს და ვინც ამხელა ზიანი მიაყენა აფხაზეთს. 188 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ლობაში თითქმის განუვითარებელი დარჩა, შეჰყურებს უკეთესი მომავლის პერს­ პექტივას. 1876 წელს არსებობდა მიწის განაწილების გეგმა მცხოვრებთა შორის, რომლებიც შედეგად მიწის უბრალო დამმუშავებლებიდან მიწის მფლობელებად იქცეოდნენ; ეს დიდი რევოლუცია იქნებოდა ქვეყანაში, სადაც შერვაშიძეთა მოს­ ვლის შემდეგ არც ერთ კერძო პირს მფლობელობაში მიწის ერთი დუიმიც არ ჰქო­ ნია, გამეფებული მთავრები კი განსაკუთრებულ მიწებს თავისთვის ინახავდნენ. შერვაშიძეების ოჯახი წარმოშობით სპარსეთიდანაა. ეს გვარი აფხაზეთში პირვ­ ელად მმართველის სახით მაშინ გამოჩნდა, როცა ალექსანდრე პირველმა სა­ ქართველო თავის სამ ვაჟს შორის გაყო(1440- 1442 წწ.). აფხაზებმა მას შეარქვეს აჰუ, რაც ნიშნავს უფროსს. რაც შეეხება შერვაშიძის ეტიმოლოგიას, ის უნდა უკავ­ შირდებოდეს შირვანს. რადგანაც პირველი მმართველი სპარსეთის შირვანის პრო­ ვინციიდან იყო, მოგვიანებით კი, საქართველოს დაქვემდებარებული, ამიტომ მას დაამატეს ძე, რაც ქართულად ნიშნავს შვილს, მემკვიდრეს და შეიქმნა გვარი შერ­ ვაშიძე. მაგრამ, მოდით, დავუბრუნდეთ მიწების საკითხს. ფეოდალური სისტემით დესპოტურად მართულ აფხაზებს, ვიმეორებ, არ ჰქონდათ მიწის ფლობის უფლება. ერთ მშვენიერ დღეს, თუკი მთავარს მოესურვებოდა, შეეძლო მიწას მოეშორებინა გლეხი, რომელმაც საკუთარი შრომა და ოფლი შესწირა მამულს. რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის შემდეგ, 1864 წელს კულტივირებული მიწები დარჩა მფლობელთა ხელში, ხოლო დაუმუშავებელი – მოგვიანებით ქვეყნის მცხოვრებთა შორის განაწილების მიზნით – დროებით კონფისკაციას დაექვემდებარა; ამგვარი დაყოფა ახლაც გრძელდება. ამ ღონისძიების თავდაპირველი შედეგი იქნება იმ გაუთავებელი კამათის შეწყვეტა, რომლის მეშვეობითაც აფხაზები მუდმივად აც­ ხადებენ თავს ამა თუ იმ მიწის მესაკუთრედ, მაშინ, როცა მათ არანაირი კანონი­ ერი მფლობელი არ ჰყავთ; ეს ასევე მნიშვნელოვანწილად გაამდიდრებს ქვეყანას და დამუშავდება ის მიწები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა პროდუქტიული. ყველა ალბათობით, აგრარული კომისია, რომელსაც მიანდეს მიწების გაყოფა-განაწილ­ ება, არ იქნება სრულიად უნაკლო; უცდომელი კრიტერიუმების არქონის გამო, ის იმოქმედებს თვითნებურად – ვიღაცას მიანიჭებს უპირატესობას, ხოლო სხვას – და­ ჩაგრავს. თუმცა მაშინ, როცა ეს ყველაფერი აღსრულდება, ფაქტად იქცევა ის, რომ, ასე თუ ისე, თითოეული ადამიანი იქნება მიწის მფლობელი. თავადებს ექნებათ ტიტულისა და თითოეული მამულიდან გათავისუფლებული ყმების რაოდენობის შესაბამისი პროპორციული წილი. უწინდელი ბატონების შთამომავლები უდავოდ მიიღებენ მათ მიერ დადასტურებულ მამულებს; შემდეგ თითოეული ნაკვეთის საზ­ ღვრები დადგინდება და ქვეყნის თავადაზნაურობას რუსეთის იმპერიის დანარჩენ არისტოკრატთა მსგავს პირობებში ჩააყენებენ. ფეოდალური წყობილების დროს აფხაზეთის მოსახლეობა მრავალ კატ­ ეგორიად იყოფოდა. პირველ ყოვლისა, კეთილშობილთა შორის იყო რამდენიმე 189 კარლა სერენა კლასი; პირველი შედგებოდა მთავრის, მისი ცოლის, ვაჟებისა და ასულებისაგან; მეორე შედგებოდა აჰუს ოჯახთან დაკავშირებული იმ პირებისაგან, რომელთა სიკვდილ-სიცოცხლეც მის ხელში იყო; მესამეს მიეკუთვნებოდნენ წარჩინებული ოჯახები და მეოთხეს – უბრალო თავადაზნაურობა. არისტოკრატიასა და ხალხს შორის იდგნენ უბრალო შინაყმები, ერთგვარი მილიცია, რომელიც ვალდებული იყო, ყოველთვის მზად და შეიარაღებული ყოფილიყო. დაბოლოს, უბრალო ხალ­ ხიც, თავის მხრივ, იყოფოდა კატეგორიებად: თავში იყვნენ ანღაივები(Anghaïv ѐ� ), ანუ მშრომელები, რომელთაც, გარდა ხვნა-თესვისა და მოსავლის აღებისა, თავი­ სი დროის ბატონპატრონობა და ბატონის შეცვლაც შეეძლოთ; მეორე რანგს მიე­ კუთვნებოდნენ დაქორწინებული ანხაიუ( ankhayu) ყმები, რომელთა სამუშაო ექვსი დღიდან სამი ბატონის საკუთრება იყო; ისინი წურავდნენ და აბინავებდნენ ღვინოს; ყველაზე ქვემოთ იდგნენ აგკაჩალები(agkachali) – უბრალო მონები, რომელთაც ცხოველებზე ნაკლებ პატივს სცემდნენ. ისინი ხშირად ომის ტყვეები იყვნენ ხოლმე. თხუთმეტი წლის ასაკამდე მონები ატარებდნენ ახაშვალას(akhashwala) სახელს; დაქორწინებისას, ბატონის მოვალეობა იყო, სქესის შესაბამისად, მათთვის ქმრის ან ცოლის ყიდვა – ამით მათ რანგი უმაღლდებოდათ და ხდებოდნენ ახოუიუ(akhou­ yu) და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ საკუთრების ქონა. 4 1871 წლის შემდეგ გათავისუფლებული გლეხები თანასწორნი არიან; თუმცა, რად­ განაც დიდად არა უწყიან რა ამ ცვლილების შესახებ, კვლავაც ისეთივე მორჩილნი და შეშინებულნი დარჩნენ, როგორებიც ყმობისას იყვნენ. ისევე, როგორც თავად-აზ­ ნაურთათვის, მათ შორის მიწის განაწილება, მათი ადრინდელი სტატუსის მიხედვით უნდა მომხდარიყო. მაშინ, როცა ყოველი წარჩინებული ოჯახი იღებს 100-იდან 250-მდე დესეტინას(ეს ცოტა მეტია, ვიდრე ჰექტარი) და ყოველი თავადი – 25-იდან 150-მდე, ანღაივების(anghaïv ѐ� ) თითოეული ოჯახი მიიღებდა 10-იდან 12 დესეტინამდე, ყოველი აგკაჩალი(agkachali) კი – ინდივიდუალურად 3-5 დესეტინას. ამ უკანასკნელ კლასს უკეთ ექცევიან, ვიდრე მშრომელებს, იმ მიზეზით, რომ ისინი მიწას ამუშავებდნენ და შეეძლოთ საკუთარი შრომით სარგებლის მიღება, მაშინ როცა უბრალო მონებს არ ჰქონდათ არაფრის უფლება და არც არაფრის დაზოგვა შეეძლოთ. შარშანდელს შემდეგ ხელახლა გადაანაწილეს მიტოვებული მიწები, რომ­ ლებიც ქვეყნიდან წასულ აფხაზებს დარჩათ. აქ გაბატონებული სიღარიბის მიზეზი სწორედ ეს მიწებია, რომლებიც ჯერაც არ მუშავდება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ტრანსკავკასიურ ოლქს შორის აფხაზეთი იქ­ ნება უკანასკნელი, რომელიც ინდივიდუალური თავისუფლებისგან სარგებელს 4. აფხაზური სიტყვები აქ წერია მათი ჟღერადობის მიხედვით, რადგანაც ენას არ აქვს არანაირი წერითი ფორმა. 190 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მიიღებს; ამის მიზეზი ისაა, რომ უკანასკნელი აჰუ, რომელიც რუსეთის ვასალი გახ­ და, კვლავაც უფლებამოსილი იყო, გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა და არ აპირე­ ბდა რაიმე ცვლილება შეეტანა სისტემაში, რომლითაც ქვეყანა ოთხი საუკუნის მან­ ძილზე იმართებოდა. სწორედ ამიტომ ვერ შეიცვალა რეგიონში წარმოუდგენელი სიველურე. აფხაზეთს, როგორც აღვნიშნე, არ გააჩნია დამწერლობა; 5 მისი სამ­ ეტყველო ენა, გაუგებარი თვით უახლოესი მეზობლებისთვისაც კი(სამურზაყანო­ ში მეგრულად ლაპარაკობენ) სხვა არაფერია, თუ არა ხორხისმეირი და მსტვინავი ბგერების ერთობლიობა, ძალიან მცირე სიტყვებისგან შექმნილი კილოკავი, ჰარმო­ ნიაში მყოფი ამ ხალხის იდეებისა და საჭიროებების უკიდურეს სიღატაკესთან, ჯერაც ნახევრად პრიმიტიულ დონეზე რომ რჩება. არ არსებობს ფრაზები თვით უმარტივესი რაღაცების აღსანიშნავადაც კი. აფხაზებს არ ესმით არც დროის დანაწილება და არც წელიწადის დროებად დაყოფა. ასე მაგალითად, მათთვის დღე იწყება მზის ამოს­ ვლასთან ერთად და მთავრდება ჩასვლით. შეუძლიათ გაარჩიონ ზამთარი ზაფხული­ საგან, მაგრამ არა – გაზაფხული შემოდგომისგან. მოკლედ, ადგილობრივი თავადაზ­ ნაურობა, რომელსაც რუს არისტოკრატიასთან შერწყმას უპირებენ, ვერ შექმნის განსაკუთრებულ ფალანგს იმპერიის ელიტურ საზოგადოებაში. აფხაზი ბატონი საკმაოდ უნიკალური ინდივიდია, რომლის წარმოდგენა მაში­ ნაც კი ჭირს, როცა თქვენთვის ნაცნობია დაუდევრობის, უმეცრებისა და სიბინ­ ძურის ნაზავი, რომელშიც ეს შესანიშნავი არსება ცხოვრობს. არ დაგავიწყდეთ, რომ მიწათმფლობელთა ეს პრივილეგირებული კასტა არ ფლობს არანაირ სიგ­ ელ-გურჯებსა და ეტრატებს; ტიტულები სრულიად უბრალოდ მიეწერებათ ქვეყნის ზეპირი ტრადიციით, ასე რომ, ბევრ შემთხვევაში ზემოაღნიშნული კომისიის მუ­ შაობის ჟამს, ამ მთავრებს ძველმანებში და ამ დაკონკილ თავადებს მათი უფ­ ლებების აღიარებისთვის უწევთ მიმართონ იმ ცოცხალ რეგისტრატურას, რომ­ ელსაც ეწოდება ხალხის მეხსიერება: Vox populi, vox Dei! თუკი ერთმანეთს შეადარებთ ამ სამ, ერთმანეთის მომიჯნავე პროვინციას: სამეგრელოს, სამურზაყანოსა და აფხაზეთს, შეიძლება თქვათ, რომ მათი ცივი­ ლიზაციები ისევე არიან დაწინაურებულნი, როგორც მათ გარშემო აღმართული მთების კულტურა. სამეგრელოს, რომელიც სოციალურად ასე თუ ისე განვითარე­ ბულია, აქვს ტყით დაფარული, შემოსავლიანი სიმაღლეები; საკმაოდ ჩამორჩ­ ენილი სამურზაყანო ნახევრად ველურ ლანდშაფტს წარმოადგენს. დაბოლოს, აფხაზეთს, რომელიც ყველაზე პრიმიტიულ მდგომარეობაშია, აქვს ადამიანისგან სრულიად ხელშეუხებელი, დაუმუშავებელი მთების უთავბოლო მასივი. 5. იყო ერთგვარი, ამაო მცდელობა დამწერლობის შექმნისა, რომელიც შეესაბამებოდა ამ მსტვინავ ბგერებს. 191 კარლა სერენა მიუხედავად იმისა, რომ ხასიათით ბევრად უფრო უხეშები არიან მეგრელებზე, რომლებიც გაშლილ რეგიონში სახლობენ და მეზობელი მიწების მცხოვრე­ ბთაც უკეთ უკავშირდებიან, სამურზაყანოს მთიელნი უფრო მეტად ჰგვანან ძველ კოლხებს, ვიდრე აფხაზებს. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ მათი ენაა მეგრული, რომ­ ელიც ქართულიდან მომდინარეობს და იმავე ანბანით იწერება. ამასთან, ორივე ხალხი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაშინ როცა აფხაზეთში გვხვდება რე­ გიონში გაბატონებული ორი რწმენის – ისლამისა და ქრისტიანობის ნარევი. თუმცა, სამურზაყანოელები გულში მთლად რელიგიურები არ არიან, კულტის შეგრძნება ნაკლებად აქვთ და ეკლესიაშიც იშვიათად დადიან. თვალწარმტაცი სოფ­ ელი ოქუმი, გაშენებული იმავე სახელწოდების მდინარეზე, ამ პროვინციის მთავარი დასახლებაა. 1876 წლის მაისში ამ ადგილის მოსახლეობა შეადგენდა სამი ათას სულს. უმრავლესობა იყო მთავარი ან თავად-აზნაური და ყველა მათგანი ფლობდა დიდებულ მამულს, რომლებიც არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ. სიმინდი, აქა-იქ ცოტაოდენი ხორბალი, რაც, ვიმეორებ, სულ ესაა, რაც ამ არაჩვეულებრივად მორწყულ ნიადაგზე მოჰყავთ, რომლის მკერდიდანაც გონივრულ კულტივაციას შეეძლო აურაცხელი სიმდიდრის მოყვანა. რაც შეეხება რეგიონის გლეხობას, მათი ქონება შედგება მსხვილფეხა საქონლისაგან და თუ შეხედავთ მობალახე პირუტყვს, მოგაგონდებათ ბიბლიური ფარა – მათაც თითქმის იგივე თვისებები აქვთ. თხისა და ცხვრის ფარა მუდმივი და ყურადღებიანი თვალთვალის საგანია, ხოლო ძროხა, ცხენი და კამეჩი თავის ნებაზე დაიარება; ესაა მიზეზი ხშირი და იოლი ქურდობისა, რაც ცალმხრივი არ არის და რის შესახებაც უკვე ვისაუბრე. ზედმეტად ცრუმორწმუნე და ავი თვალის შიშით მუდმივად გატანჯული მწყემსები ჩართულნი არიან სხვადასხვა პრაქტიკაში, რომლებიც უზენაესად ით­ ვლება მათ შორის. სწორედ ამიტომაა, რომ, მაგალითად, როდესაც ცხოველები ზღვისკენ მიჰყავთ მარილის გასალოკად, თვითონაც იწყებენ მარილიანი წყლის დალევას. თუკი ცხოველს გაყიდიან, მაშინ ცოტა ბალანს ამოაგლეჯენ ხოლმე, რო­ გორც თილისმას, რომელმაც დანარჩენი პირუტყვი ავი თვალისგან უნდა დაიცვას. ფულს არ იყენებენ და ნივთების გაცვლას აგრძელებენ: გარკვეული ოდენობის არაჟანს ცვლიან ქათამში, რამდენიმე ღორს – ტანსაცმელში, რომლისთვისაც ქალები ქსოვილს ართავენ და ქსოვენ. ზოგადად, ზარმაცი და უსაქმური სამურზაყანოელი, მისი ორი მეზობლის, მეგრელის და აფხაზის მსგავსად, ცხენის ცნობილი ქურდია და ეს ვნება არის კიდეც ქვეყნის ჭირი და რისხვა. ასე რომ, მთავრობამ, იმისთვის, რომ მდგო­ მარეობა შეემსუბუქებინა, აამოქმედა სასჯელი, რაც ამ მთიელთათვის საშინელი რამ არის, კერძოდ – გადასახლება რუსეთში. ადგილობრივს გული მისდის სა­ კუთარი ოჯახიდან შორს, მოშორებულ გუბერნიაში, პოლიციის თვალთვალსა თუ იმ რუსთა შორის ცხოვრების წარმოდგენაზეც კი, რომლებისაც ეშინია. ამ ტიპის 192 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები სადამსჯელო კოლონიები დასახლებულია მთავრებითა და თავად-აზნაურებით, საზოგადოების იმ კლასით, რომელიც ზემოხსენებული ქურდობისთვის ბრალ­ დებულებს ამარაგებს დამნაშავეებით. თუკი გადასახლებულს აქვს რაიმე, რითიც ცხოვრობს, მაშინ ის თავად აუდის საკუთარ საჭიროებებს, სხვა შემთხვევაში, სახ­ ელმწიფო აჭმევს მას და არც მოელის, რომ იმუშავებს. ასე გადასახლებულ სამურზაყანოელთა უმრავლესობისთვის, რუსეთში დროე­ ბითი გადაცხოვრება ერთგვარად წესრიგთან შეგუების წინაპირობაა, ეს ასევე არის ელემენტარულ ცივილიზაციასთან პირველი შეხებაც. ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ეს მხოლოდ უმცირესობაა, ისე კარგად ეგუება გადასახლებას, რომ რო­ გორც კი უბრუნდებიან თავიანთ მთებს, სხვას ვერაფერს ჰკიდებენ ხელს და ისევ ქურდობენ, იმ ერთადერთი მიზეზით, რომ უკან, რაც შეიძლება შორს გააგზავნონ, რისიც მანამდე ისევე ეშინოდათ, როგორც ციმბირისა. სამურზაყანოს 24 ათას სულ მოსახლეზე 1876 წელს ჰქონდა ვაჟთა ხუთი სკოლა, იმავე რაოდენობის საცხოვრებელი სახლით იმ ბავშვებისათვის, რომელთა მშობ­ ლები არ ცხოვრობდნენ სკოლის ახლოს. თუმცა, ჯერაც არ გაუხსნიათ არც ერთი სკოლა გოგონებისთვის – არც სამურზაყანოში და არც აფხაზეთში, გარდა სოხუმ­ -კალესი. იმ დროისთვის ოქუმის სკოლაში 76 მოწაფე სწავლობდა; იქ არსებული პანსიონი, რომელიც გარშემო მოსახლე ხალხის შემწეობით აშენდა, საკმარი­ სი იყო მხოლოდ 40 მოწაფის საცხოვრებლად. ეს საცხოვრებელი აუცილებელია ქვეყანაში, სადაც გზების ცუდი მდგომარეობა და ადიდებული მდინარეები ხშირად აბრკოლებს სკოლაში სიარულს. იგი უღატაკესი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ნებაყოფლობითი შემოწირულობებით არსებობს, თითოეულისთვის თავისი წილით; მრავალი მტკიცებულება გვაქვს, რომ სწავლის ღირებულებას და ამით მიღებულ სიკეთეს რეგიონის ხალხი გულწრფელად აფასებს. ოქუმის სკოლაში, რომელიც ახლა ოცდაათი წლისაა და კარგად იმართება, პროგრამები იმდენად საფუძვლიანადაა შედგენილი, როგორც შესაძლოა იყოს ცენტრიდან ასე მოშორებულ სოფელში: კითხვა, წერა, არითმეტიკა, ელემენტარუ­ ლი გეომეტრია, ხატვა, გეოგრაფია, რელიგიის ისტორია, ლექსიკონები, ბიბლიური ნაწარმოებები – ამ საგნებს რუსულად ასწავლის ორი ოსტატი, ტფილისში გაზრ­ დილი სამურზაყანოელი და რუსი. ასევე, ისწავლება სიმღერისა და ფიზკულტურის კურსი. ყოველ დილით, ლოცვის შემდეგ სიას კითხულობენ და თუკი რომელიმე ბავშვი აცდენს საპატიო მიზეზის გარეშე, მაშინ მშობელი ჯარიმის სახით ათ კაპიკს უხდის სკოლის ხაზინას. ჩემი პირველი სტუმრობისას მოწაფეები მღეროდნენ „პუშკინის ოდა იმპერატორს“ და რამდენიმე მეგრულ და ქართულ სიმღერას; მა­ გრამ, უნდა ითქვას, რომ ქოროს აშკარად აკლდა ჰარმონია; როგორც ჩანს, ეს ხალხის მუსიკალური სმენით არ გამოირჩევა. ოქუმის სკოლიდან, სადაც სწავლა უფასოა, მოწაფეები, ჩვეულებრივ, გადა­ 193 კარლა სერენა დიან სოხუმის სკოლაში, იქიდან კი, სტავროპოლში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არ სურთ სწავლის გაგრძელება რუსეთის რომელიმე გიმნაზიაში. ოქუმს, ასევე, აქვს მშვენიერი ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვას ატარებს ორი მღვდელი, ერთი – რუსულად, მეორე კი – ქართულად; ეს უკანასკნელი არის სა­ მურზაყანოს ეკლესიების წინამძღვარი, ყველა მათგანი კი, მსგავსად სკოლები­ სა, დაფუძნებულია ტფილისური საზოგადოების მიერ. პატარა ქალაქს ასევე აქვს ბაზარი, სადაც დახლის მფლობელების უმრავლესობა მეგრელია. სამურზაყა­ ნოელები არ ერთვებიან ვაჭრობაში; მცხობელი და მჭედელი ბერძნები არიან; თურქებმა, შესაძლოა, აქ ფეხი ვერ მოიკიდონ, თუმცა კი თავს კარგად გრძნობენ აფხაზეთში, სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და ბიჭვინთის რაიონში. თითო­ ეული სამურზაყანოელი ოჯახი მთავრობას წლიური გადასახადის სახით უხდის ორ რუბლს. სამხედრო ბეგარა ჯერაც არ დაუწესებიათ, თუმცა, ომის დროს ყველა ჯარისკაცია. ადგილობრივი მილიცია ცნობილია თავისი სიმამაცით, რაც ბევრჯ­ ერ დაუდასტურებიათ. განსაკუთრებით, 1841 წელს, დალის, ჩერქეზეთის მეზობ­ ელი სოფლის(მდებარეობს სოხუმ-კალედან 60 ვერსში) აჯანყების დროს; ამის შემდეგ ისინი თვით იმპერატორის წითელი აბრეშუმის დროშითაც კი დააჯილ­ დოვეს, რომელზეც გამოსახულია წმ. გიორგის მიერ დემონის ძლევა, ქართულ და რუსულენოვანი წარწერებით. არსებობს იდეა, სამურზაყანოშიც ჩამოყალიბდეს რეგულარული მილიცია, ისეთი, როგორიცაა ქუთაისსა და დაღესტანში. ოქუმი რუსეთის შექმნილია. შერვაშიძეთა ოჯახის უფროსები ცხოვრობენ ნა­ ბაკევში, ენგურის ნაპირზე, ორსანტიასა და იმ ადგილს შორის, სადაც მდინარეს შენაკადი ერთვის. ეს პატარა სოფელი მდებარეობს თვალწარმტაც ადგილას; ერთ მხარეს იშლება დაახლოებით 25 ვერსის სიგრძის ველი, რომელიც მთავრდ­ ება შავი ზღვით; დანარჩენ სამ მხარეს კი აღმართულია უღრანი ტყით დაფარული მთები; ერთ-ერთ მათგანზე უხვად იზრდება ბალახივით მცენარე, რომლითაც ისინი სახლებს ფარავენ და რომლის მოსაგროვებლადაც ყველა მხრიდან მო­ დიან. ამ მაღლობის სიახლოვეს მდებარეობს ციხესიმაგრე რეჩხის ნანგრევებიც. უკანასკნელი ომის შემდეგ ოქუმი სავალალოდ შეიცვალა. მოსახლეობა იქ ათჯერ შემცირდა, მინდვრები დაცარიელდა, ბაზარი გაუდაბურდა და სიღატაკე მეფობს. სკოლას აღარ ჰყავს რეზიდენტი ოსტატი და მხოლოდ ინსტრუქტორის იმედადაა, ვინც ბედიაში ცხოვრობს და იმ ცნობილი ცხენის ქურდის ვაჟია, რომ­ ელმაც 1876 წელს მიმასპინძლა. ახლა ნანგრევებად ქცეული სახლი სკოლის გვერ­ დით, რუსეთ-თურქეთის 1877- 78 წლების ომში საავადმყოფოს ფუნქციას ასრულ­ ებდა. მართალია, ადგილობრივ მთავართა ოჯახებში გულწრფელ მასპინძლობას მი­ წევდნენ, მაგრამ არანაკლებ გულითადად მიღებდნენ სხვადასხვა ოლქის რუსი მმართველები. და იმ ტურის შემდეგ, როცა გადავეყარე როგორც თავად-აზნაურებს, 194 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ისე გლეხებს, ერთადერთი შიში მეუფლებოდა ხოლმე – სიმინდის უცვლელი შეჭა­ მადისა და ენიგმატური რაგუსი, რომელშიც კრთებოდა სქელი ცომის ნაფლეთები და თითები, და რაოდენ სასიამოვნო სიურპრიზი იყო დაჯდომა მაგიდასთან, სადაც ცივილიზაცია დაბრუნდა. სწორედ ასე მოხდა პირველად ოქუმში, ოლქის მმართ­ ველის სახლში, რომელსაც კაზაკი მზარეული ჰყავდა, სახელად ადამი, რომლის კულინარიული ნიჭი დაამშვენებდა კასეროლის ნებისმიერ ცნობილ მზარეულს. ასე რომ, კვლავ მქონდა ნამდვილი თეფში, ნამდვილი საწოლი და არა ხის მორე­ ბი, სუფთა ფარდები თუ ბალიშის პირი, რომელსაც მანამდე არავინ მიჰკარებოდა და ჯერაც დაულაქავებელი პირსახოცი! და ამ ყველაფერზე უკეთესი იყო ის, რომ გავიცანი ოლქის უფროსის ცოლი, რომელიც ლაპარაკობდა ფრანგულად, მეგრუ­ ლად, რუსულად და შეეძლო ყოფილიყო ჩემი მეგზური. მან ასევე მაცნობა ზოგი­ ერთი ადგილობრივი სიახლის შესახებ, რომელსაც განიხილავდა ოლქის მმართ­ ველი. ამ მიზნით, მის კანცელარიასთან, რომელიც ამავე დროს სასამართლოც იყო, თვეში რამდენჯერმე იკრიბებოდნენ სასამართლოს იქაური მოსარჩელენი, რათა თარჯიმნის პირით შეეტყოთ რუსი მმართველის განაჩენი, რომელმაც ხშირად მა­ თი ენაც კი არ იცოდა. ამ ოლქებში, სადაც უცხოელი დიდი იშვიათობა იყო, ჩემმა ჩასვლამ, გარკვეულწილად, სენსაცია მოახდინა: ჩემს მარშრუტს ყველა ცნობის­ მოყვარედ აკვირდებოდა, რასაც, უნდა ითქვას, რომ ამსუბუქებდა პატივისცემა და თავაზიანი მანერები, თავშეკავებისა და მოწიწების ატმოსფერო, რაც ამტკიცებდა იმას, რომ ამ ხალხს, ვისაც ჯერაც არ დაუღწევია თავი ბავშვობისთვის, აქვს ზრდი­ ლობის ინტუიცური გრძნობა და თანდაყოლილი განსაკუთრებულობა. სამურზაყანოელ ქალებს აქვთ ლამაზი გარეგნობა, ისეთი, რომ ხშირად ანგლოსაქსებს მოგაგონებთ. კაცები, თუმცა კი ცუდად ნაკვებები, მაგრამ ღონიერები არიან, თეთრი პირისახითა და ლურჯი თვალებით. მეგრელთა მსგავსად, ისინიც იცვამენ ჩერქეზულ ჩოხასა და ყაბალახს(ქუდი). ქალები არ ატარებენ ეროვნულ სამოსს, ისინი ევროპულ სტილზე, მეტად შესაბრალისად იცვამენ. რაც შეეხება თმას, ჩამო­ კიდებულ კულულებს ან ნაწნავს ზემოდან, თავზე იხვევენ ფერად თავსაფარს ან, როცა თავს იბანენ, თეთრ მანდილს იხურავენ. მათი სქესისთვის ბუნებრივმა სიკ­ ეკლუცემ ასწავლა თავის გალამაზების შემპარავი ხერხები, რაც გამოიხატება ფერ­ -უმარილის ჭარბ მოხმარებაში. მათი„მათეთრებელი“ მზადდება ცხვრის ქონისგან, რომელსაც უმატებენ კალის ფხვნილს და ცოტაოდენი ოქროს ნამცეცებს და იღებენ საცხს, რომელიც აყვითლებს და ანაოჭებს მათ პირისახეს, და როცა არაფერი უს­ ვიათ, სახე კომშს მიუგავთ. წარბების შესაღებად იყენებენ კვიპაროსის ნაყოფის ნა­ ხარშს. დაბოლოს, მათი ფერ-უმარილი არის კენკრის წვენი, რომელსაც ამ ქვეყანა­ ში ეძახიან ალაჩისფერს( alachisperi). ეს სხვადასხვა ინგრედიენტი საგულდაგულოდ აქვთ შეხვეული ჭუჭყიან ძონძებში და ინახავენ ტანსაცმლის იმ ნაწილში, რომელსაც ინგლისურად ჰქვია„ნიფხავი“. სარკედ ჩვენი ლამაზმანები იყენებენ ახლომახლო 195 კარლა სერენა წყაროს და მათთვის ჩვეული რამაა„საქმის საკეთებლად“ განმარტოება და ანკარა წყლის პირას ერთმანეთთან მოულოდნელად შეხვედრა. ნება მიბოძეთ დავამატო, რომ ქალები აქ ჩართულნი არ არიან მძიმე შრომაში, რაც არ უშლის ხელს მათ იყვნენ ძალიან ქმედითები და იმუშაონ უფრო მეტი, ვიდრე – კაცებმა. ასევე, იმედია, განათლების სიკეთეები მალე მათზეც გავრცელდება. ექსკურსია სამურზაყანოსა და აფხაზეთში: ნაწილი II სოფლები ეშქეთი და ბედია – ჟანრობრივი ჯგუფები და სურათები – ქვეყნის მთავართან სტუმრობა – ცეკვა და გართობა – ბედიის ყოფილი მონასტერი – ანტონ შერვაშიძე – მთებითა და უღელტეხილებით – ტყვარჩელის გოგირდის აბანოები – ქორწილი აფხაზეთში. მართალია, გზები დიდი იშვიათობაა სამურზაყანოში, მაგრამ, სამაგიეროდ, ბუნებას შეუძლია მგზავრი გაართოს თავისი დიდებულებით. არაფერია უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი მცენარეული საფრის თვალსაზრისით, ვიდრე მაღალ ხეთა ეს ტყეები და ვაზით მორთული ეს ტევრები, რომლებიც თითქოს პარკებს ქმნის; ამ სქელ ფოთლეულში კი გზის გაკვლევა გიჭირთ. თითქოს ეს არ იყოს საკმარისი, სოფელ ოქუმის დატოვების შემდეგ გიწევთ იმავე სახელწოდების მდინარის გადალახვა, რომელიც სათავეს მეზობელი მთებიდან იღებს და თავის უშველებელ ლოდებიან კალაპოტში სულ მალე იქცევა ყალყზე შემდგარ, სწრაფ და ბობოქარ დინებად. ის ახალ შესაძლებლობებს აძლევს მოგზაურს, ჯერ კიდევ გამოუცდელ მხედარს, რომ გაიწაფოს და გაუმკლავდეს გასაჭირს; მთები კი, თავ­ გადასავლებით რომ კვებავენ ნაკადებს, ყოველთვის ადვილად არ ატარებენ მათ. მეც არ ვყოფილვარ მშვიდად, როცა ნოემბრის ერთ ღამეს გადავკვეთე ოქუმი იმისათვის, რომ მზის ამოსვლისას ვყოფილიყავი იმ ადგილას, საიდანაც ხედების ფოტოების გადაღებას ვაპირებდი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, იძულ­ ებული ვიყავი დამექირავებინა ჩაფარი, ბაჩო სურგულაძე, თან რომ მახლდა და თავისი სიმარჯვით იხსნა კიდეც ჩემი სიცოცხლე. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, რელიეფის სირთულის მიუხედავად, ქვეყანა, მართლაც, სრულიად უსაფრთხოა. არ უნდა გეშინოდეთ კეთილი და მშვიდობიანი მოსახლეობისა. არც ვიგინდარები არიან გზაზე და არც არანაირი ქურდის აჩრდილია ჰორიზონტზე. თვით ხმაურია­ ნი ჩხუბებიც კი ბევრად უფრო ცოტაა აქ, ვიდრე ევროპაში. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეიარაღებულია, აქაურთა შორის დავის გადაწყვეტა იშვიათად ხდება პისტოლეტის სროლითა და ხანჯლის მოშიშვლებით. 196 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მართალია, დაუმუშავებელია, მაგრამ ქვეყანა მთლიანადაა დასახლებული; აქ მხოლოდ პატარა, მოშიშვლებულ დასახლებებს შეხვდებით, უბრალო წნულებით აგებული ხის სახლებით ან ქოხებით, რომლებიც უშველებელი მინდვრებითაა გარშემორტყმული; ეს მიწები მამიდან შვილს ისე გადაეცემა, რომ შემდეგი თაობ­ ები ბევრს არაფერს ცვლიან. ოქუმიდან ცოტა მოშორებით, ვაკე ადგილას მდებარეობს ლაკერბეების, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოჯახის საგვარეულო სასაფლაო; მათ მსგავსად, სხვებსაც აქვთ მონიშნული დასამარხი მიწა, რომელიც ისევეა მიმობნეული სოფ­ ლების სიახლოვეს, როგორც საცხოვრებლები. ლაკერბეების ოჯახის ახლან­ დელმა თავმა მაჩვენა მამამისის საფლავი, რომელიც გარდაცვლილის გამზრდ­ ელის განსასვენებლის სიახლოვეს იყო მოწყობილი. უკვე აღვნიშნე, თუ როგორ დიდ პატივს სცემენ ამ ქალებს მათი აღზრდილები. იქვე, სიახლოვეს დაინახავთ მშენებარე ეკლესიას, რომელსაც მთავარი ემუხ­ ვარი აგებს. ამ რეგიონში სასაფლაოები მიანცდამაინც არ აღძრავს მელანქოლიას; მათ არ ფარავს საფლავის ქვები თუ მავზოლეუმები; საფლავები დაფარულია მცენარე­ ებით და ყოველთვის კვადრატული ფორმისაა, თითოეული მათგანი კი გარშ­ ემორტყმულია ხის ბარიერებით, ანდა ისეთივე წნულით, როგორიც მათი სახლის კედლებია. ასევე, ხშირად, მიცვალებული დამარხულია ოჯახის მამულში, საცხო­ ვრებელი სახლის სიახლოვეს. შესაძლოა, მათთვის, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი, ერთგვარად მელანქოლიურად მომხიბვლელია იცოდნენ, რომ ის ახ­ ლოს განისვენებს. რადგანაც ამინდი ჯერაც რბილი და ნათელია, ვისარგებლე მთვარიანი ღამით და გზა განვაგრძე ეშქეთისაკენ, მომხიბვლელი ადგილისაკენ. წინასწარ მაც­ ნობეს, რომ ყველაფერი მზად იყო ჩემ მისაღებად სტარშინას(მერის) სახლში, სა­ დაც საკმაოდ გვიან ჩავაღწიე. ყველა ჯერ კიდევ ფეხზე იყო და მელოდა. ქოხის შუაგულში დიდი ცეცხლი იყო გაჩაღებული, ოჯახი კი ვახშამს ამზადებდა. მალევე გამიმასპინძლდნენ საუცხოოდ შემწვარი ქათმით, შეუცვლელი სიმინდის შეჭამა­ დითა და კარგი ღვინით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ჩასვლამ მნიშვნელოვნად შეაწუხა ყველა, მათ მაინც თავაზიანად უბრწყინავდათ სახე. დიასახლისმა სტუმრების ღამისთევისთვის განკუთვნილ საპატიო ქოხში წა­ მიყვანა. ჩემმა თანმხლებმა კაცებმა კი ქოხის გარეთ დალაგებულ ხის გრძელ სკამებზე გაიშალეს ლოგინი. მალევე ჩამეძინა ჩემი მეგზურების მონოტონური სიმღერის ჰანგებზე. მზის ამოსვლისას, ვისარგებლე ქალებისა და ბავშვების მიერ შექმნილი საო­ ცარი სანახაობით – ზღურბლზე მსხდარნი რომ არჩევდნენ მეზობელ მინდვრებში მოკრეფილ ბამბას. ცოტა გამიჭირდა ფოტოების გადაღებისას ისინი მშვიდად გამ­ 197 კარლა სერენა ეჩერებინა; პირველი, რაც სურდათ, გაქცევა იყო, რადგან ჩემმა აპარატმა ძალიან შეაშინა. იმ დილით მეზობლად მდებარე მინდორში ვისაუზმე, სადაც ზაფხულობით თამაში იმართება ხოლმე. ვიჯექი ბალახის გროვაზე, ნაყოფით დახუნძლული ვა­ ზის ქვეშ, რომლის იისფრად დამწიფებულ ნაყოფს ჩემი მეგზურები კრეფდნენ, და ჩინებულ საკვებს ვიმზადებდი(15 ნოემბერი, 1881 წ.). ყოველი თემის სტარშინა ვალდებულია, ხელისუფლების მფარველობით მოგ­ ზაური მოამარაგოს ცხენებითა და ჩაფრებით. ასე რომ, მეც ყველგან მხვდებოდა ცხენი და ესკორტი. ეშქეთიდან ჩემი გამგზავრების დილას სტარშინამ ჩამაბარა მამაც ჩაფარს, რომ­ ელიც რუსულად ლაპარაკობდა და შესაბამისად, მასთან გასაუბრება შევძელი. ეშქეთის დატოვებისთანავე გზა ხდება ძალიან ოღროჩოღრო და ამასთან, ძა­ ლიან თვალწარმტაცი. სოფელ ბედიასთან მიახლოებისას კი ბუნებაც იცვლება, რადგანაც იგი ველზე მდებარეობს. ადგილს, რომელსაც თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა(ვინც ატარებდა ბედიელის ტიტულს), უწინ ერქვა ეგრი, საქართველოს პირველი მეფის, თარგამოსის ვაჟის, ეგროსის სახელი; მოგვიანებით ქვეყნის სხვა ხელმწიფემ, მეფე ფარნავაზმა, ამ მხარის მშვენიერებით მოხიბლულმა, აქ თავი­ სი რეზიდენცია დააფუძნა და თავდაპირველი სახელი შეცვალა სიტყვით – ბედია, რაც ნიშნავს„ბედს“,„ბედნიერებას“. დიდი და ძლიერი მონასტერი, რომლის ნან­ გრევებიც დღესაც არსებობს, აშენდა საქართველოს მეფის, ბაგრატ მესამის დროს (960- 1014წწ.). მეფე აქვეა დამარხული. როგორც ყველგან სამურზაყანოში, მოსახლეობის შეკრების ადგილი აქაც შენობათა კომპლექსია, რომლებიც ასრულებს სკოლის, მოსწავლეთა საცხო­ ვრებლის და სტარშინას კანტორის ფუნქციას. ისინი ვაკე ადგილასაა აგებული და, ანტიკურ ბერძენთა და რომაელთა მსგავსად, ხალხი აქ იმისთვის იკრიბება, რომ დღის საქმეები და ზოგჯერ, პირადი ამბები განიხილონ. ეს ის ადგილია, საი­ დანაც ჩანს სტარშინასთან შემსვლელ-გამომსვლელთა სხვადასხვა ჯგუფი. იგი, თავისი გრძელი წვერითა და მხცოვანი სახით, თავზე იხურავს თეთრ ყაბალახს უცნაური ნაკერებით, მხრებზე მორგებული აქვს მრგვალი, ბეწვიანი მოსასხამი (ოპა), ქამარში კი იარაღი უბზინავს. ამ ყველაფრით ის მოგაგონებთ თავისი ხალ­ ხით გარშემორტყმულ წარსული დროის ბელადს. მოხუცი კაცი ზის კართან, ხის სკამზე, აივანზე, რომელიც სამურზაყანო ყველა სახლის ფასადის განუყრელი ნა­ წილია, ხალხი კი ქუდმოხდილი, პატივისცემით დგას მის წინაშე. სადმე, საოცარი კაკლის ხის ქვეშ არანაკლებ თვალწარმტაც სურათს დაინა­ ხავთ: ცხენოსანთა ჯგუფი ჩამომსხდარა და ისვენებს: თავადი, აზნაური და გლეხი, ყველანი იქ არიან; თანატოლნი და თანამონაწილენი მეზობელი სოფლიდან, ხშირად იმ განზრახვით, რომ ერთმანეთი დაადანაშაულონ: ამან – ცხენის მოპარ­ 198 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ვაში; იმან – ნახირის გარეკვაში; ერთმანეთს შეხვდნენ, მიესალმონ და სანამ გან­ ხილვა-გადაწყვეტილებას ელოდებიან, გულითადად საუბრობენ. ეს ადამიანები წარსულში ცხენის სწრაფი ჭენების დიდოსტატები იყვნენ და მართლა დიდებული სანახავი იყო, როგორ ჩამოქვეითდა ერთ-ერთი ცხენოსანთა რაზმი. თუკი ვინმეს ცხენი არ ჰყავს, ის აქ კაცად არც ითვლება; სხვები მას ძირისძირამდე ღატაკად ჩათვლიან და სწორედ ამიტომ, იგი უყოყმანოდ ისარგებლებს შემთხვევით და თავს ბედაურით დაისაჩუქრებს იმისგან, ვინც თავისზე უფრო იღბლიანად მიაჩნია. ბედიას წილად ერგო პატივი, ქვეყანაში ყველაზე უფრო ცნობილი ცხენის ქურ­ დი ჰყავდეს; ის ყოფილი სამეფო შტოს წარმომადგენელია, რომელმაც, როგორც ჩანს, ავლადიდება სწორედ სხვისი ცხოველების საკუთარ მამულში გადარეკვით იშოვა. საცხენოსნო გმირობებმა მას რუსეთში ოთხწლიანი გადასახლება მოუტა­ ნა; მაგრამ ამ გაკვეთილს იგი დიდად არ შეუცვლია და ქვეყანაში დაბრუნების მერე კიდევ უფრო ბედნიერად განაგრძო თავისი სარფიანი ვაჭრობა. სწორედ ამ კეთილშობილი ცხენის ქურდის სტუმართმოყვარე ჭერქვეშ გა­ ვათენე ღამე ბედიაში ჩემი პირველი სტუმრობისას, 1876 წელს. ოჯახის წევრე­ ბის შინ არყოფნისას, ოჯახის უფროსმა გულითადად მიმიღო. შეძლებულთა და ღარიბთა საცხოვრებლებს შორის არ არის დიდ სხვაობა; იქვე, სიახლოვეში, სა­ დაც ხეხილი იზრდება, ყოველთვის დგას ხის ქოხების ან პატარა სახლების ჯგუ­ ფი. ერთში ცხოვრობს ოჯახი; მეორეში სტუმრებს აბინავებენ; დანარჩენებში ცხო­ ვრობენ მრავალრიცხოვანი მსახურები. სამზარეულოს, ღვინოს, სურსათ-სანო­ ვაგის მარაგს, ყველაფერს თავისი განცალკევებული ადგილი აქვს, რომელთაც, იმავდროულად, დაქირავებულთა მოსასვენებლადაც იყენებენ. როდესაც ვინმე უცნობი გამოჩნდება, მას, ჩვეულებრივ, იღებენ ოჯახის უფროსის საცხოვრებელში, რომელიც, როგორც წესი, ორი უფანჯრო, მაგრამ ერთმანეთის საპირისპიროდ განლაგებული კარიანი ოთახისგან შედგება. მთავარ ოთახში უმასპინძლდებიან და თუ სტუმარი გამორჩეულია, მაშინ მას იმავე ოთახში ძილის განსაკუთრებული პატივი ხვდება წილად. ქვედა რანგის უცნობებს კი განცალკევებით აძინებენ. ამ თავადური სახლების მთელი ავეჯი სხვა არაფერია, თუ არა ხის გრძელი და ვიწრო სკამები, ზოგჯერ ძველი, გახუნებული და ნახვრეტებიანი ხალიჩით მორთუ­ ლი. თითოეულ ოთახს აქვს მაღალი ბუხარი, რომელთანაც დგას ნაცრითა და ათასი სისულელით სავსე თასი და რომელშიც ყრია აქა-იქ გამოხრული ძვლები. ამ ქოხ­ ებში ყოველთვის უთვალავი ძაღლია, რომლებიც შემოდიან და იწყებენ ჩიჩქნას. მათ სიახლოვეს დღედაღამ იღრინებიან ველური მხეცები. ჭამის დროს მსახურებს შემოაქვთ სიმინდისა და ხორცის ულუფებით სავსე დაბალი მაგიდა და დგამენ გრძელ სკამებთან, რომლებზეც მოსადილენი სხდებიან. იმ წეს-ჩვეულების მიუხ­ ედავად, რომლის მიხედვითაც ოჯახის უფროსი პურობისას ფეხზე რჩება, რომ სტუ­ მრებს მოემსახუროს, ჩვენმა მასპინძელმა, რომელსაც ძალიან სურდა ეჩვენებინა, 199 კარლა სერენა რომ რუსეთმა ცივილიზაციას აზიარა, სუფრასთან ჩვენ გვერდით დაიკავა ადგილი. ყოველთვის მემახსოვრება ახალგაზრდა კავკასიელი, რომელმაც თავადის სახლში მსახურის ფუნქცია შეასრულა. ამ მსახურისთვის„არაფერია იმგვარი, როგორც დიდებული კაცი“. ეს valet de chamber, რომელმაც ჩამოატარა ხელსაბანი და რომ­ ლის შესახებაც უკვე ვაცნობე მკითხველს, სრულიად განსხვავდებოდა საკუთარი რასისგან. დაახლოებით თხუთმეტი წლისა, გამხდარი, მაღალი, დიდი გაპარსული თავით, წარმოუდგენლად უხეში ფეხებით, ხელებითა და პირისახით, და ამ ყველაფ­ ერთან ერთად სიბრიყვის სურნელიც ასდიოდა. ის იყო სრულყოფილი სიმახინჯე იქ, სადაც სიმახინჯე, როგორც წესი, დაფარული რჩება ხოლმე. ტანისამოსი საერთოდ არ იყო მის ტანზე შეკერილი. ატარებდა ახალუხს, ბამ­ ბის თეთრი ქსოვილისგან შეკერილ ერთგვარ პერანგს სახელოებით, რომელსაც ხანგრძლივი ტარების შემდეგ ზედ ყოველგვარი არაბესკი ჰქონდა აღბეჭდი­ ლი, ხოლო თავდაპირველი ფონი გაუჩინარებულიყო. ტოტებთან ფოჩებით და­ ბოლოებული, დაძონძილი ქსოვილის ქვეშ მისი მზით დამწვარი კანი მოჩანდა; ახალგაზრდა მსახურის აღკაზმულობას აგვირგვინებდა თავზე გადაფარებული ქსოვილის ტომარა, რომელსაც ყაბალახის(ამასთან, ხელსახოცადაც იყენებდნენ) ფუნქცია უნდა შეესრულებინა, ყელის გარშემო წითელი ტყავის ზონრით შეკრუ­ ლი და მხრებთან მოკრებილი შავი ოპა. ის, როგორც თავადის ნდობით აღჭურ­ ვილი პირი, ეხმარებოდა ჭიქების დამტარებელსაც(მერიქიფე სამეგრელოში), რომელიც ასევე მეტად ჭუჭყიანი იყო, მაგრამ სუფრასთან, ბატონის გვერდით თავის ადგილს მშვენივრად იკავებდა. სწორედ მან შემოიტანა სუფრაზე საპატიო კერძი(ბატკნის თავი და კუჭმაჭი), რომელიც ოჯახის უფროსმა, ღრმა პატივის­ ცემის ნიშნად, საკუთარი ხელით უხვად მიართვა ყველას. სამურზაყანოს თავადთაგან ყველაზე ქვემოთ მდგომს უამრავი მხლებელი ჰყავს და შეიძლება იკითხოთ, რა ფუნქცია აქვს თითოეულ მათგანს, ვინც, დაკონკილი და ბინძური, თავის ბატონს ფეხდაფეხ დაჰყვება და სტუმრის მიწაზე ფეხის დად­ გმისთანავე საათების განმავლობაში რჩება მოხრილი და კედელთან, კერიასთან ან კარის ღიობთან უმოძრაოდ ატუზული, მათრახით ხელში, მოკუმული მუშტით ხანჯალზე, რომელსაც აქ ქამარზე ყველა ატარებს. ამ ცოცხალი ქანდაკებების და­ ნახვაზე მავანმა შეიძლება თქვას, რომ ეს ის ფიგურებია, რომლებსაც ვიყენებთ სა­ ლონების კუთხეებისა და ლავგარდნის თაროების მოსართავად. სიმართლე ისაა, რომ„მსახურთა“ ასეთი სიმრავლე ფეოდალური სისტემის გადმონაშთია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ყვაოდა ამ ქვეყანაში. ეს შეიარაღებული კაცები მახსენებენ ში­ ნაყმებს, იმ მცველებს, რომლებიც ყოველთვის იქვე, ხელმისაწვდომნი არიან. რო­ გორც სამურზაყანოში, ისე აფხაზეთში ეს ყოველი თავადისა თუ აზნაურის სახლის დეკორაცია ან სავალდებულო მორთულობაა, თუმცა კი ბევრი მათგანი გარკვეულ წოდებასაც ატარებს. როგორც კი მთავარი სტუმრები დაასრულებენ ჭამა-სმას, და­ 200 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ქირავებულები იმავე სუფრასთან სხდებიან, მათი რანგის მიხედვით: ჯერ აზნაურე­ ბი, შემდეგ კი ისინი, ვისაც არანაიირ წოდება არ გააჩნია. ამის შემდეგ ახალგაზრდა ლაქიამ საპატიო ოთახში ტახტი მომიმზადა, მაგრამ ზეწრის უბრალო შეხედვითაც კი მივხვდი, რომ რაღაც მწერებს წითელი წინ­ წკლები დაეჩნია მასზე, ამიტომაც გადავწყვიტე, სულაც არ დავწოლილიყავი: ამ გადაწყვეტილებას კი შედეგად უძილო, თეთრად გათენებული ღამე მოჰყვა. ბედია ყველასთვის ნამდვილად არ იყო„ბედნიერების“ ადგილი. სამურზაყანოს ამ კუთხეში, რეალურად, აქამდე შეუსწავლელში, კვლავაც ვიმ­ ეორებ, სტუმარმასპინძლობის ისეთი სული მეფობს, რომ ნებისმიერი მოგზაური, ჩამოსვლისთანავე გადააწყდება სტარშინას, რომელიც საკუთარ ჭერქვეშ სთავა­ ზობს თავშესაფარს, თუკი ფიქრობს, რომ სტუმარი მასთან უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. მასპინძელი, თუკი აირჩევენ, ამ არჩევანს დიდ პატივად მიიჩნევს და ყველაფერს აკეთებს, რომ უცნობის ნდობა გაამართლოს. აქ, 1876 წლის მაის­ ში, კვირადღის მიწურულს მივედი და სამეგრელოს მსგავსად, აქაც მთელ ხალხს მინდორში, ერთად თავმოყრილს წავაწყდი. უბრალოდ, სამურზაყანოში ხალხი ნაკლებად მხიარულია და გართობაც ̶ უფრო უფერული. აქ ვერ შეხვდებით კოპწია მეგრელს, რომელიც ყველაფერს იღონებს, რომ თავი გამოიჩინოს და გამოეწყოს თავის ყველაზე ბრწყინვალე და ახალ სამოსში. სამურზაყანოელის საკვირაო ჩა­ საცმელი ყოველდღიურისაგან დიდად არ განსხვავდება; ეს ყოველთვის ჭუჭყიანი ძონძებია; ამათი შემხედვარე იტყოდით, რომ ორივე სქესს ამ საკითხში შეთან­ ხმებისათვის მიუღწევიაო. ცეკვის ტრადიციები აქ აფხაზურის მსგავსია. მას ერთი ან ორი ადამია­ ნი ასრულებს. ნაბიჯს, წყვეტილსა და მხტომიარეს(ისინი ყოველთვის ტერფით ხტებიან), მოჰყვება შეყვირება მაყურებელთა მხრიდან, ვოკალური ორკესტრი, რომელიც არასოდეს ჩერდება, თუკი თავად მოცეკვავე არ გაჩერდება. ამ­ გვარი ველური სიარულის მანერა სულაც არ არის ორიგინალობას მოკლებული; მკვეთრი, ხრინწიანი შეძახილები ტყეში ქარის სტვენას მოგაგონებს. რაც შეეხება ამ ქვეყნის ქალებს, ქცევასა და მანერებში ნაკლებად თავისუფალნი არიან, ვი­ დრე მათი მეზობელი მეგრელი ქალები და იშვიათად თუ აძლევენ თავს თამაშის უფლებას; იმ დღეს ჩემი იქ ყოფნა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ბუნებრივი სი­ მორცხვე დაეძლიათ. ჩემ პატივსაცემად გამართულ გართობას თავისებური გემო დაჰკრავდა. სტარ­ შინამ გახსნა ცეკვა და მიუხედავად ზურგზე წამოკიდებული სამოცდაათი წლისა, კარგა ხანს არ ჩამორჩა პარტნიორს, თავისი შვილიშვილის საცოლეს. ეს ქერა გოგონა, ლურჯი თვალებით, სქელი, მხრებზე დაყრილი ნაწნავებით, ცდილობ­ და რა, მოეშორებინა ნიკაპის ქვეშ გამონასკვული ხელსახოცი, გოეთეს მიერ გაიდეალებული გრეტჰენის სრულყოფილი სახე იყო, ოღონდ, ეს იყო გრეთჰენი 201 კარლა სერენა ძონძებში. გაცვეთილი ტანსაცმლის ნახევებში შეამჩნევდით მისი ქალწულებრი­ ვი გულის ფეთქვას. თეძოზე შემოდებული მარცხენა ხელით ქვედაბოლო აიწია; მარჯვენაში ეჭირა ხელსახოცი, რომლითაც ცდილობდა სახის დამალვას, რადგან სწორედ ასეთია აფხაზური ცეკვის წესი. პირველი წყვილი სხვებმა შეცვალეს და დღესასწაული კი ღამემდე გაგრძ­ ელდა. არც ერთი საცეკვაო დარბაზი არასოდეს ყოფილა ისე განათებული, რო­ გორც ჩამავალი მზის სხივებით გაცისკროვნებული ბედიის მდელო იყო იმ საღა­ მოს. ამ თვალისმომჭრელი ჯადოსნური ცის აღწერა, რომელიც მრავალფერ და მუდმივად ცვალებად ანარეკლებს აფენდა მთათა ელვარე ფერდობებზე, ერთ­ ნაირად რთული იქნებოდა ფუნჯისა და კალმისათვის. ის ჰორიზონტი თავისი ფან­ ტასტიკური მოცულობით, ის უზარმაზარი მინდორი, მომინანქრებული ყვავილ­ ებით, რომელიც იატაკის მაგივრობას უწევდა მოცეკვავეთ, იმ ჯადოსნურ ხეთა კორომები, რომლებიდანაც ვაზის გრძელი ტოტები ჩამოკიდებულიყო, და შემდეგ, ამ მდიდარი დეკორის შუაგულში გაცხოველებულ მაყურებელთა წრე, წყვილებს ხმითა და ჟესტებით რომ ახელებდა, ეს ყველაფერი ისეთი უცნაური და შთამ­ ბეჭდავი იყო, რომ სრულიად დამაკარგვინა რეალობის შეგრძნება და იდეალურ სამყაროში გადამიყვანა. ამ ყველაფერთან კონტრასტს ქმნიდა მინდვრის მეორე მხარეს, მაღალი მთის წვერზე აღმართული ბედიის ყოფილი მონასტრის სათაყვანო და სიზმარეული ნანგრევები. მინდვრიდან მონასტრისაკენ ციცაბო და რთული ბილიკი მიდის; მაგრამ ზოგან ისეთი მიხვეულ-მოხვეული ხდება, რომ ცხენები წინ ვეღარ მიიწევენ და იძულებუ­ ლი ხართ, აცოცდეთ ნაპრალიან კლდეზე, რომლის წვერშიც უძველესი ეკლესია დგას. ეს ეკლესია, თავისი დიდებული არქიტექტურით, პატარა ჰაგია-სოფიას მო­ გაგონებთ. როგორც გარე, ისე შიდა სკულპტურები კარგადაა შემორჩენილი და რთული არ იქნებოდა აღდგენა ამ ძველი ნაგებობისა, რომელიც თავისი სილა­ მაზით აღემატება გელათის ტაძარს იმერეთში და მარტვილს ̶ სამეგრელოში. ერთ-ერთი გვერდითი სამლოცველო ხელუხლებელია. მხოლოდ ის კამარაა და­ ზიანებული, რომელიც მთავარი შესასვლელის თავზე მდებარეობს და უყურებს საკურთხეველს; ღრიჭოში, სადაც სუროს გამოუყვია ყლორტები, ისევე როგორც უზარმაზარ ლეღვის ხეს ̶ ტოტები, რომლებიც კედლის ქვებს ეკვრის, როგორც ფოთლებიანი გობელენი, თავშესაფარი მოუწყვია უთვალავ ფრინველს, ერთად­ ერთ მომღერლებს, რომელთა გალობას ექოს აძლევს დაცარიელებული ტაძარი. მდებარეობს რა ნაკლებად ცნობილ რეგიონში, გაკვალული გზებისგან შორს, ეს უძველესი საყდარი შეუმჩნეველი დარჩა კავკასიის მკვლევართა უმეტესობას; და მაინც, რამდენი რამ მიუთითებს ხელოვანის ცნობისმოყვარეობაზე! ყველა 202 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ქართული წარწერა სრულყოფილად იკითხება, ზოგიერთი ფრესკაც ხელშეუხ­ ებელია, განსაკუთრებით ერთი, რომელიც ასახავს სამარიტელ დედაკაცს, იესოს რომ სთავაზობს წყალს. სამარიტელი დედაკაცი დგას; მარცხენა ხელი ყვითელი ფერის ამფორაზე უდევს, რომელიც წითელი ქვისაგან აგებული ჭის კედლის პირ­ დაპირ დგას; ჭის თავი თეთრად დაძარღვული მარმარილოსაგანაა გამოკვეთილი და დიდი ხით დაჩრდილული; მარჯვენა ხელი კი გულმკერდზე უდევს. ლურჯ კაბას აქვს ორი ფენა, ზედა – უფრო მუქი, ვიდრე ქვედა, ნაცრისფერი, ოქრომკედით დამშვენებული ფოჩებით. ლურჯებში ჩაცმული მაცხოვარი, ზემოთ აღმართული მარჯვენა ხელით, ჭის წინ ზის. შესასვლელი კარის თავზე დახატული ეს სურა­ თი ნახევარ კედელს იკავებს, რომელსაც ვიწრო, ისრული ფანჯარა ორ ნაწილად ყოფს. ქვემოთ მოჩანს წმინდანთა ექვსი თავი, რომელთაგან მარცხნივ მესამე დაუზიანებელია; თუკი სახის ნაკვთების დახვეწილობით ვიმსჯელებთ, ეს ქალის სახე უნდა ყოფილიყო; მის მოსასხამს აქვს მოყავისფრო თავსაბურავი, შეერთ­ ებული ხელებით კი ჯვარი უკავია. ეკლესიის ექსტერიერი – გუმბათი, ფანჯრები, დიდი კარი, გვერდითი შესას­ ვლელები საოცარი დახვეწილობის ნიმუშია და კარგადაა შემონახული. მოკლედ, უბრალოდ განსაცვიფრებელია ამ ველურ და კულტურას მოკლებულ პროვინციაში არქიტექტურის შეუდარებელი შედევრის, დაკარგული ცივილიზაციის მოწმის აღ­ მოჩენა. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა, სადაც ქვის რამდენიმე მავზოლეუმს დაი­ ნახავთ, რომლებზეც ქვეყნის წინა მმართველი ოჯახების გვარებია ამოტვიფრული; ერთ ასეთ საფლავს ჩარდახად ადგას ოცმეტრიანი დიამეტრის ცაცხვის ხე. ეკლესიის მოპირდაპირედ სხვა შენობა დგას, რომელიც, სავარაუდოდ, ბერთა საცხოვრებელს ჰგავს და რომელშიც თაღიანი კარით შედიხართ. ასევე, შეამჩნევთ გალავნის ნაკვალევს. ირგვლივ ხედები თვალწარმტაცია. მოშორებით ფონად აღმართულა თითქმის ყოველთვის თოვლით დაფარული აფხაზეთის მთები; 1876 წლის 25 მაისს, ჩემი პირველი ვიზიტის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილოდა, ეს მწვერვალები მაინც თეთრად მოჩანდა; ცოტა ქვემოთ, მყინვარე­ ბის ხაზის დაბლა, ნაყოფიერი ველებიდან ამოზრდილი, ტყით დაფარული მთები იკვეთებოდა. კლდოვანი რელიეფის მეორე მხარეს, რომელზეც უძველესი მონას­ ტერი მდებარეობს, უთვალავი შავი ცხვარი ძოვდა ბალახს. ამ ქვეყნისთვის დამა­ ხასიათებელი ჯიში, რომელიც შეუიარაღებელი თვალით დანახული, უშველებელი ჭიანჭველების ლეგიონს წააგავს, საკუთარ თავს უცნაურად რომ მიეზიდება მწვანე, ფაფუკ ხალიჩაზე. დასავლეთისკენ მოჩანს ზღვის შორეული ჰორიზონტი, რომლის მჩქეფარე ტალღებს აქედანაც გაარჩევდით. ამ მხარეს, მინდვრების გადაღმა, მდინარე ოქოდჯი/Ochodji(ფრანგულად, ხარის მდინარე) მიიკლაკნება, რომლის ვერც­ ხლისფერი ნაკადები სიმინდის დიდ მინდვრებს რწყავს, ხოლო ვარჯები – ადა­ 203 კარლა სერენა მიანის სიმაღლე იზრდება. შავი ზღვის მარცხნივ იშლება გორაკები, რომელთა ზემოთაც გამოარჩევთ ენგურის სანაპიროზე მდებარე მთა სათანჯოს, სადაც მი­ სივე სახელობის ციხესიმაგრე მდებარეობს. ჩემი ჩაფარი სოფელ ბედიაში ცხოვრობდა. სურდა, მასთან გავჩერებული­ ყავი და ამის შესახებ თავის ცოლს წინასწარვე აცნობა. ეს უკანასკნელი ქოხის ზღურბლზე შემომეგება, მათ პატარა, მომხიბვლელ ქერა და ლურჯთვალა გოგო­ ნასთან ერთად, რომელიც ისეთი განცვიფრებით მიყურებდა, რომელიც მხოლოდ დედამისის სიმორცხვეს თუ შეედრება. ათი წლის ბიჭი პატივისცემით მიუახლოვ­ და ჩემს მასპინძელს. ყმაწვილი მისი მოწაფე იყო, მისი ერთ-ერთი მეგობრის ვაჟი, ასევე აზნაური. სანაცვლოდ, მეგობარს ეშვილებინა ჩაფრის უფროსი ქალიშვილი; ამგვარი შვილობილობა საკმაოდ გავრცელებულია. მსგავსი არანათესაური ურთიერთობ­ ების შედეგად ჩამოყალიბებული კავშირები კი ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ოჯახის შიგნით წარმოქმნილი. მოწაფე რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება გამზრდელის ოჯახში, რომელიც მასზე ისევე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე. ბედიაში დღის ბოლოს ჩავედით. ჩემი მასპინძლის მსახურები უკვე ამზადებდნენ ვახშამს. ერთი მათგანი ქოხის წინ იჯდა და სიმინდს ტაროს აცლიდა. დანარჩენები შიგნით შექუჩებულიყვნენ და სხვადასხვა საქმე გაენაწილებინათ. მისმა ცოლმა, უეჭველია, პატივისცემის ნიშნად, შემომთავაზა ფერუმარილი, რომელსაც ტან­ საცმლის შიგნით, ბამბის ქსოვილში გამოკრულს ინახავდა. თავის მხრივ, ჩაფარი წავიდა, დაკრიფა და თავისი ყაბალახით მომიტანა ყურძენი. კარგი შესახედაო­ ბის კაცი იყო, გარუჯული პირისახით. სიმამაცემ თურქეთის წინააღმდეგ 1877- 1878 წლების ბრძოლაში ორი მედალი მოუტანა. ყოველ საღამოს, იმ ქოხში მისვლისას, სადაც ღამე უნდა გამეტარებინა, ფო­ ტოაპარატში ფირფიტას ვცვლიდი ისე, რომ მეორე დღისთვის ახალი ფოტოები გადამეღო. ამ ოპერაციის შესასრულებლად წითელშუშიან ფარანს ვიყენებდი, რადგანაც, როგორც ცნობილია, ჟელატინი დიდი რუდუნებით უნდა იქნეს სინათ­ ლისაგან დაცული. ჩემი ჩაბნელებული ოთახი ყველგან დიდ გაოცებას იწვევდა. მაგრამ ეს გაკვირვება არსად ისე მძაფრი არ ყოფილა, როგორც ჩემი მამაცი ჩა­ ფრის ქოხში, როცა დამინახეს ფოტოაპარატთან მოფუსფუსე. ეს ხალხი ძლივს დავარწმუნე, რომ ბელზებელთან არ ვიყავი შეკრული. ჩემი ჩამოსვლის ამბავი მალევე გავრცელდა და უკლებლივ ყველა მცხო­ ვრებს უნდოდა, ვენახე. დარწმუნებულნი იყვნენ რა ჩემს სატანასთან კავშირში, ყველაზე მშიშარაც კი ისე გამამაცდა, რომ უსაშველოდ გამიჭირდა მათი მოგ­ ერიება ფოტოაპარატისგან, რომლის შეხებისა და დათვალიერებისგან თავს ვერ იკავებდნენ. თავიდან რომ მომეშორებინა, ვთხოვე, მონასტრის შესასვლელთან 204 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები დამდგარიყვნენ, რათა მათი პორტრეტები გადამეღო. მელოდნენ მორჩილად, სა­ ნამ მთელი ნანგრევებისა და მისი შემოგარენის ფოტოებს ვიღებდი. რადგანაც ბედიის მონასტერი ფოტოგრაფის განსაკუთრებული ინტერესის სა­ განია, მინდოდა, რაც შეიძლება სრულყოფილად მეკეთებინა ეს საქმე. ამდენად, სოფელი განთიადისას დავტოვე თანმხლებ ჩაფართან ერთად, რომელიც ჩემი აღჭურვილობით იყო დატვირთული. სწორედ მზის ამოსვლისას მივაღწიე პლა­ ტოს, რომელზეც მდებარეობდა საყდარი და მისი მიმდებარე ნაგებობანი. ვერა­ სოდეს შევძლებ აღვწერო და არც არასოდეს დამავიწყდება ჩემ თვალწინ გადაშ­ ლილი ეს ამაღლებული დიდებულება! ელვანაკრავივით ვიდექი! სასაფლაოს კიდესთან აღმოვჩნდი. ჩაფარი მომყვებოდა, მაგრამ წინ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდით, რადგანაც მაღალი მცენარეები და გაუვალი ბუჩქები გვიფარავ­ და ბილიკს. აუცილებელი იყო მათი მოჭრა და წინ წაწევა, რომ ფოტოაპარატი დამეყენებინა; და ეს არ იყო ადვილი საქმე. ჩემი მეგზურიც მიხვდა ამას და შემომ­ თავაზა, რომ დამხმარეთა საძებნელად წავიდოდა. მეც დავთანხმდი და ველოდი მის დაბრუნებას. კარგა ხანს დავრჩი მარტო, ამ უძველესი განსასვენებლის ნაპირას და ნებანება მივყვებოდი ჩემი ფიქრების მატარებელს, აღძრულს ჩემი მდგომარეობის უკიდურესი ორიგინალობითა და იმ ადგილით, სადაც აღმოვჩნდი. რამდენიმე საათი გავიდა, რადგან მზე უკვე ჩემ თავს ზემოთ მოქცეულიყო, როცა ჩაფარი კაცების მთელ ბატალიონთან ერთად დაბრუნდა, რომლებიც მაშინვე შეესივნენ საქმეს და უმოწყალოდ გაკაფეს მცენარეები, ბილიკს რომ ფარავდა. ხისმჭრე­ ლებმა იქამდე არ შეწყვიტეს საქმიანობა, სანამ მზე ჰორიზონტს მიღმა არ გაუჩი­ ნარდა. ასე რომ, მთელი ის დღე დავკარგე. იძულებული ვიყავი, სოფელში დავბრუნებულიყავი და მეორე დღეს კვლავ ავ­ სულიყავი ზემოთ; თუმცა მეორე დღეს უკვე ცნობისმოყვარეთა მთელი პროცესია მომყვებოდა. როგორც იქნა, დავიწყე მუშაობა, რაც უკიდურესად რთული აღმოჩნდა. ამ­ ჯერად, ეკლესიის შიგნით დახვავებული ნაგავი უნდა მომეშორებინა, რათა არას­ წორ ნიადაგზე ფოტოაპარატს ყანყალი არ დაეწყო. დროდადრო, კედლების ფრაგმენტები ქვემოთ ცვიოდა და ჩაფარს უნდა ვუმადლოდე, რომ მიხსნა დიდი ქვის დაცემისაგან, რომელიც ვარდნისას შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ, სასაფლაოზე, მაღალი მცენარეები მოჭრეს, მაინც დარჩა ისეთები, რომლებშიც ჩემი ფოტოაპარატის ფეხები იხლართებოდა. ასევე, შევნიშნე მაღალი ზიზილების გროვა; ეს ერთადერთი ადგილი იყო ამ რე­ გიონებში, სადაც ეს ყვავილები შევამჩნიე. ჩემმა ფოტოგრაფულმა ძალისხმევამ წარმატებით ჩაიარა. ამის შედეგს აქვე გთავაზობთ. ბედიის ეკლესიის რამდენიმე სურათი გადავიღე, რომლებიც ინტერი­ 205 კარლა სერენა ერს სხვადასხვა მხრიდან საკმარისად კარგად აჩვენებს, რაც ადრე არავის წარ­ მოუდგენია და არქეოლოგებისთვის საკმაოდ საინტერესოა. დღე უკვე სრულდებოდა, როდესაც გავეშურე ცნობისმოყვარეთა ჯგუფისაკენ, რომლებიც ორი დღე მორჩილად მელოდნენ მონასტრის შესასვლელთან. ისი­ ნი ჩამომსხდარიყვნენ ლოდებსა და კლდეებზე, რომელთა შორისაც იზრდებო­ და უთვალავი სურნელოვანი ბალახი(ამ რეგიონებში ფლორა ერთობ მდიდარი და მრავალფეროვანია). ჩემს მოდელთაგან ზოგიერთნი ისე წარმტაცად დაჯგუფ­ ებულიყო, რომ ისევე გადავიღე, როგორც დამხვდნენ. თუმცა, ზოგიერთ მათგანს ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეული ცხვირით დაინახავთ. ამგვარად და საკმაოდ ხშირად სწორედ ასე იხოცავენ ცხვირს. ამ შემაწუხებელ ჟესტს რომ გავმკლავებოდი, ვაიძულე, ხელები ზურგს უკან წაეღოთ და პოზა არ შეეცვალათ, რასაც ადვილად დამორჩილდნენ. 1881 წლის 16 და 17 ნოემბრის ეს ორი დღე, რომლებიც ბედიის მონასტრის ნან­ გრევებში გავატარე, ჩემი, როგორც დამწყები ფოტოგრაფის მოგზაურობისას, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. ციცაბო კლდეზე დაშვებისას უკან მომყვებოდა კაცების, ქალებისა და ბავშვების პატარა არმია. ჩემი ცხენის უკან მოდიოდა კაცი, რომელიც ხელმძღვანელობდა ფოტოაღჭურვილობის ყუთებს. შემდეგ მოდიოდა ჩაფარი, რომლის დახმარებაც ჩემთვის ასეთი სასარგებლო გამოდგა. თუმცა, მისი ერთი თვისება ძნელად ასა­ ტანი იყო: ყოველთვის ჩიბუხით პირში მოდიოდა ჩემთან ახლოს, რომელიც სულ კბილებს შუა ჰქონდა გაჩრილი. არ მჯერა, რომ თუნდაც ძილის დროს იშორებდა. როცა ძირს უვარდებოდა და სხვებს გზავნიდა მოსაძებნად, ისინი, უმეტესწილად ვერ პოულობდნენ და როგორც თვითონ ამბობდა, ეს მისი ცხოვრების ერთი დიდი იმედგაცრუება იყო. მთის ძირში დაინახავდით განმარტოებულ, პატარა ქოხს. ეს იყო უბრალო სახ­ ლი, სადაც ცხოვრობდა იმ კაცის შვილთაშვილი, ვისი სახელიც დაერქვა სამურ­ ზაყანოს. მთავართა ეს შტო, სახელად ანტონ შარვაშიძე, ორი რამის გამო იმსა­ ხურებს აღნიშვნას: ბედიაში დაბადებული, ოცდასამი წლის ასაკში გაემგზავრა რუსეთში და ერთი იმათგანია, ვინც 1812 წელს, მოსკოვში, ნაპოლეონის დიდი არ­ მიის უკანდახევის აღსანიშნავი ფეიერვერკები იხილა. ეს მოხუცი, რომელმაც 1876 წელს საინტერესო დეტალები მამცნო თავისი ქვეყნის შესახებ, მარტო და ღარიბულად ცხოვრობდა ამ ქოხში, რომელიც სულ რაღაც 6 ფუტის ფართობის იქნებოდა; რამდენიმე გადასაფარებელი და ბალი­ ში, ქოთნის კაუჭი, რკინის ჩაიდანი სიმინდის ფქვილის მოსახარშად – სულ ეს იყო მისი ავლადიდება. კედლებზე ეკიდა ხეზე ამოკვეთილი ორი სურათი: ერთზე გამოსახული იყო ნაპოლეონი, მეორეზე კი – პეტრე დიდი; მისი ახალგაზრდო­ ბის და შესაძლოა, ბედნიერების სუვენირები, რომლებზეც განდეგილის მეოცნებე 206 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მზერა ჩერდებოდა ხოლმე. ორი კვირა საკმარისი იქნებოდა მისი ქოხის ირგვლივ მდებარე ორიოდე აკრი მიწის დასამუშავებლად. უძველესი ოჯახის ეს შთამო­ მავალი, რომელიც მიატოვა მისმა ხალხმა, უმრავლესობა მათგანმა, მდიდარმა, ჯერაც ელოდა ოდესღაც დაპირებული პენსიის დანიშვნას. ერთადერთი გასარ­ თობი ჰქონდა – დედის საფლავზე გასვლა, რომელიც იქვე, მავზოლეუმისა და გიგანტური ცაცხვის ძირში იყო დამარხული. მისი საკუთარი საფლავის ბორცვი ბევრად უფრო მოკრძალებული იქნებოდა. მოგვიანებით შევიტყვე მისი გარდაც­ ვალების შესახებ, და აფხაზეთში მეორე სტუმრობისას, 1881 წელს, მის მიტოვებულ სახლსაც შევავლე თვალი. როდესაც ბედიიდან აფხაზეთისკენ მიდიხართ, უნდა გადაკვეთოთ სამურზა­ ყანოს საზღვარი, მდინარე ოხურეი. ფიცრებით ნაგები პატარა ხიდი წაიღო მდი­ ნარემ, რომელიც ამჟამად ძალიან ვიწროა. მომხიბლავი მინდორი, საუკუნოვანი ხეებით დაჩრდილული, აფხაზეთის შესასვლელი გზაა. ბუნების მიერ მორთულ ამ პერსიტილს, შეჰყავხართ დიდრონ ტყეში, სადაც ვაზის გირლანდები მუხისა და კაკლის ხეთა ტოტებში ჩაწნულა. აფხაზეთის მხარეს მდებარეობს ყარსოულა(საგუშაგო პოსტი): ეს არის ტოტ­ ებით გაკეთებული ქოხი, ჩალით დახურული დამრეცი ჭერით. ეს სამხედრო პოს­ ტი აფხაზებმა რუსეთ-თურქეთის ომის(1877- 1878 წწ.) დროს დაიპყრეს. ოხურეის ორივე ნაპირი მშვენიერია. ხიდიდან ორიოდ ვერსში მდებარეობს 170 მცხოვრე­ ბით დასახლებული პირველი აფხაზური სოფელი პოკვეში. ტყეებში დავინახე ამ რასის რამდენიმე ოჯახი და გამაოცა განსხვავებამ მათსა და სამურზაყანოელებს შორის; ისინი ერთსა და იმავე ენაზეც კი აღარ ლაპარაკობენ. ბედია სამურზაყანოს ბოლო სოფელია აფხაზეთის მხარეს. ირგვლივ აღმარ­ თული მთები კარგი საძოვრებია და ზაფხულში მათი ფერდობები სავსეა ფარე­ ბით, ნახირებითა და მწყემსებით, რომლებიც იქ ძმურად ცხოვრობენ. ადამიანები ცხოველებივით უზრუნველნი არიან და ბედნიერებისთვის სხვას არაფერს ით­ ხოვენ. კამეჩის ჯიქანი იძლევა ძროხაზე უკეთეს რძეს; მას იყენებენ ჭყინტი ყველის ამოსაყვანად, რაც სიმინდის შეჭამადთან, ნადუღთან და ადგილობრივ თაფლთან ერთად მწყემსთა ძირითადი საკვებია. სამურზაყანოსა და სვანეთის მთებს შორის მდებარეობს მაღალი პლატო და დიდი გუბურა სახელად მოგასქერქოუა(Mogascherchoua), რომელსაც ცრურწ­ მენები უკავშირდება. ვერავინ ბედავს მის ყინულოვან ტალღებში ბანაობას, რომ­ ლებიც, მათი რწმენა-წარმოდგენით, მიწის გულიდან ამოდის, რათა მოსავლის­ თვის საბედისწერო ავდარი და ქარიშხალი გამოიწვიოს. საინტერესოა, რომ ამ წყალში გაზავებული რძე რამდენიმე წამში ცხელდება და დუღდება. კარგი იქ­ ნებოდა, ამ წყაროს წყლის ანალიზის ჩატარება, რადგანაც მთის მრავალი სხვა წყაროს მსგავსად, შესაძლოა, მასაც გააჩნდეს სამკურნალო თვისებები. 207 კარლა სერენა ბედიის მინდვრის დატოვებისთანავე გზა უფრო და უფრო ოღროჩოღრო და ველური ხდება და თხების ბილიკად იქცევა. რაღაც მონაკვეთში ადამიანმაც, მარ­ დი სახეობების მსგავსად, ოთხით უნდა იაროს. ზოგიერთ ადგილას მცენარეული საფარი ისეთი გაუვალია, რომ ხანდახან საჭიროა გასასვლელის გაწმენდა ხან­ ჯლით, რომელსაც აქაურები მუდამ თან ატარებენ. მთავარი ამოცანა ამ ქვეყნის გამბედავი ცხენების ტარებაა უფსკრულზე გამავალ ამ ვიწრო ბილიკებზე. მხდალი მოგზაურისათვის შესაფერისი ასამხედრებელი ცხოველი კამეჩია, თავისი ზოზი­ ნა სიარულით. ეს უსწორმასწორო უღელტეხილები მთავრდება თვალწარმტაცი ტყეებით, სადაც ყველანაირ ხილს გადააწყდებით: ჭერამს, ატამს, ყურძენს; ბუნ­ ებრივი რესურსების ასეთი სიუხვის დანახვისას გაიფიქრებთ, რომ ედემში ხართ, თუმცა ასე დაუმუშავებლად გაზრდილ ამ ხილს განსხვავებული არომატი აქვს, ვი­ დრე სახლისას და ევაც უარს იტყოდა მათ მოკრეფაზე, რითიც კაცობრიობას ბევრ უბედურებას აარიდებდა თავიდან. მთიდან მთამდე, ნაკადულების ნაპირების გასწვრივ, ცხენზე გადამჯდარი მიუყვები გზას და ტკბები ჩანჩქერთა მომხიბვლელობით; და რაც უფრო ღრმად შეაღწევ აფხაზეთში, მით უკეთ გაიცნობ მიწისა და მის მცხოვრებთა ორგვარ სივ­ ელურეს; მაშინვე შეამჩნევთ, რომ რუსებმა აქ უფრო გვიან შეაღწიეს, ვიდრე სა­ მურზაყანოში. ქედის სიღრმეში მდებარეობს სოფელი ტყვარჩელი, რომელმაც თავისი სახელი ახლომდებარე მინერალურ აბანოებს უბოძა, და რომლის მთა­ ვარი სიმდიდრე ირგვლივ მდებარე ტყეებში ფუტკრის უთვალავი ნაყარის თაფ­ ლია. თუკი ბედიას დილით უთენია დატოვებთ, ამ სოფელს შუადღისკენ მიაღწევთ. რადგანაც ჩაფარი, რომელსაც სოფლის სტარშინასთვის ჩემი ჩასვლის შესახებ უნდა ეცნობებინა, დროულად ვერ ჩავიდა ადგილზე, მასპინძლის გასაკვირად, ჩემი ამალით გავჩერდი ოჯახში, რომელთანაც პირველი ჩასვლისას გავათენე ღამე. ვულგარულ გამოთქმას თუ გამოვიყენებ, ამას შედეგად მოჰყვა ალალბედზე გაშლილი სადილი, რამაც შემაძლებინა ეროვნული სამზარეულოს საუკეთესო მხარეები დამენახა. ჩემი მასპინძელი იყო იმ ანჩაბაძის შთამომავალი, რომლის ბრძოლამ სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, შექმნა წინაპირობა ქვეყანაში რუსეთის შემოჭრისათ­ ვის. ორ მთავარს შორის მტრობის მიზეზი პირველის მიერ მეორის მორჩილებაზე უარი იყო. გაჯავრებულმა დადიანმა ხელჯოხი აღმართა თავისი დაქვემდებარებუ­ ლის(ამ დროს აფხაზეთი ემორჩილებოდა სამეგრელოს მთავარს) მიმართ. თავ­ დაცვის მიზნით ანჩაბაძემ ხანჯალი იშიშვლა; ის უმალ დააპატიმრეს და ციხესი­ მაგრეში გამოამწყვდიეს. თუმცა, საპატიმროს თავი დააღწია და სამურზაყანოში გაიქცა, საიდანაც რამდენჯერმე შეუტია სამეგრელოს. დადიანმა, რომელიც უფრო სუსტი აღმოჩნდა, საშველად უხმო წებელდელ მთიელებს, მაგრამ ამაოდ; ეს უკა­ ნასკნელნი თავად ანჩაბაძეს შეეკრნენ და ლევანი იძულებული გახდა, დახმარება 208 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები რუსეთისთვის ეთხოვა. სწორედ მაშინ(1832 წ.) ააგეს რუსებმა მდინარე ენგურის ნაპირას ათანგელოს ციხე, რომელსაც ადგილობრივები სათანჯოს უწოდებენ, მა­ გრამ ეს ციტადელი უძლური აღმოჩნდა, დაეცვა სამურზაყანოს საზღვრები. ომით დაღლილმა სამეგრელოს მთავარმა დადიანმა საკუთარ ვასალთან მშვიდობის დამყარება გადაწყვიტა. და რა იყო ამ დავის შედეგი? ერთით მეტი ციხესიმაგრე კავკასიის ტერიტორიაზე, რუსი ჯარისკაცების შეჭრა ქვეყანაში, შესაძლოა, დიდი უსიამოვნების ფასად იმისთვის, ვინც ისინი მოიწვია! ტყვარჩელელი მთავარი ანჩაბაძე, რომლის სახლშიც მიმასპინძლეს, ამ რე­ გიონისთვის ტიპური თავადი იყო. დაახლოებით სამოციოდე წლის, მაღალი, გამხდარი, თეთრი თმითა და გრძელი, თეთრი წვერით, რომელიც კარგად გამოკ­ ვეთდა მის გარუჯულ პირისახეს. ლურჯი თვალები – ეს ფერი გაბატონებულია ამ ქვეყანაში და არაპროპორციულად გრძელი ცხვირი განსაკუთრებულ შესახედაო­ ბას ანიჭებდა. მის ტანისამოსში არაფერი იყო თავადური: დაკონკილი ჩოხა ნა­ ცრისფერი შალის შარვლის თასმებამდე ეშვებოდა; ცხვრის ტყავის უძირო სან­ დლები, ასევე თასმებით შეკრული, ვერ მალავდა ფეხის თითებს(წინდა აქ უცხო რამაა); შავი ქსოვილის, კრაველით შემკული მაღალი ფაფახი, – ამგვარი იყო მისი ყოველდღიური მორთულობა, და ეს აღკაზმულობა შთამბეჭდავ ფიგურას კიდევ უფრო მაღალს აჩენდა. მისი ცოლი, თავადის ასული, ასევე იყო ჩაცმული; მკერდთან აქაურ მოდაზე ამოღებული, ხმარებისგან გაცვეთილი ნაცრისფერ-შავი ჩამოძონძილი კაბიდან მოკლესახელოებიანი პერანგი უჩანდა, რომლის თავდაპირველი ფერის გარკ­ ვევა ახლა უკვე ყოვლად შეუძლებელი გამხდარიყო. კაბის შესაფერისი თავსა­ ფარი თავსა და შუბლს უფარავდა. ამ პრიმიტიული წყვილის შთამომავალი, ასე თუ ისე, მამის მსგავსად იყო ჩაცმული, გარდა იმისა, რომ დაუვარცხნელ თავზე თხის ტყავის ქუდი განსხვავებულად ეხურა, რაც რობინზონ კრუზოს ამსგავსებდა. ჩვეულებრივ, უცხოელი ქალი სტუმრის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა და მოგროვდა ყველა წოდების თავად-აზნაური და ქალბატონი, ოჯახის სხვა მცხო­ ვრებლები თუ მეზობლები, მსახურები და გლეხები, ჩამოკონკილთა უცნაური ნა­ ზავი, რომლის აღწერაც ჩემს კალამს არ ძალუძს. ყველა ქალი ატარებდა თურქუ­ ლი სტილის გრძელ, თავისუფალ შარვალს/პანტალონს, რაც, როგორც აღვნიშნე, par excellence, ტანსაცმლის ნაწილია, მისი ჩამცმელის რეპუტაციაზე მიუთითებს და ადვილი გასარჩევია ნახვრეტებით, რომლებიც ქვედაბოლოზეა ამოქარგული. ევროპული სტილის, ცუდად გამოჭრილ ამ ქვედაკაბებს ყოველთვის მიკერილი აქვს შლეიფისმაგვარი ძონძი, რომელიც მტვერსა და ტალახში ეთრევა. ზოგჯერ, ქალებს აცვიათ ყელთან ამოჭრილი კაბებიც, რომლებიც ლამაზი ღილებით იკ­ ვრება. ყველა მათგანის თავსაბურავი შედგება რამდენიმე ფერადი ნაჭრისაგან, რომლებიც თავზე თავსაფარივით აქვთ შემოკრული. ფეხები ან შიშველი აქვთ, 209 კარლა სერენა ან აცვიათ უძირო, ხშირად ქალების მიერვე შეკერილი ფეხსაცმელი, იმ ქალები­ სა, რომლებიც ვაჭრობით განთქმულ ამ რეგიონში უფრო მეტ სიყოჩაღესა და ინტელექტს ავლენენ, ვიდრე კაცები. სწორედ ისინი ქსოვენ შალისა და ტილოს ქსოვილებს, რომლისგანაც კერავენ ტანსაცმელს კაცებისათვის და გადასაფარებლებს – სახლისათვის, რომლებიც, სხვათა შორის, უკეთეს მდგომარეობაში და უფრო უხვადაა გლეხების, ვიდრე თა­ ვად-აზნაურების სახლში; კერავენ საჯირითო შარვლებსა და უნაგირებს და წნავენ კალათებს ყურძნის დასაკრეფად. ამ კალათებს ერთობ მოხერხებულად ღებავენ, კიდებენ რა მათ სიმინდის შეჯამადის ქვაბის თავზე ისე, რომ კვამლი ღებავს. აფხაზი მთავრის მეურნეობა ისეთივე იყო, როგორიც ყველა დანარჩენისა ამ ქვეყანაში; სწორედ მაშინ აშენებდნენ ხის სახლს(აკვასკი/ akwaski), რაც თავა­ დისთვის დიდ თავის ტკივილად ქცეულიყო. სანამ მის აშენებას ელოდნენ, ოჯა­ ხი ფაცხაში ან პატარა ქოხში ცხოვრობდა, ყველა ერთად, განურჩევლად სქესისა, ერთსა და იმავე ოთახში. საჭმლის დროს სადღესასწაულო ქათამი არ შემოუტა­ ნიათ. ამის შემდეგ კი მდელოზე მოაწყვეს თამაში, რომელშიც მთავრის შთამო­ მავლებიც მონაწილეობდნენ. სოფელ ტყვარჩელიდან ათ ვერსში იმავე დასახელების გოგირდის აბანოები მდებარეობს. მას მიაღწევთ გზით, რომელსაც ორივე მხრიდან ესაზღვრება უფ­ სკრული, თვით დაღმართი კი ისეთი ციცაბოა, რომ ცხენს უჭირს გზის უსაფრთ­ ხოდ გაგრძელება. წყარო კლდიდან, მთის გვერდიდან გადმოდის და ჩადის ექვსი მეტრის მოშორებით მდებარე ქვის წყალსატევში, რომელსაც ხის კიბე აქვს ჩასას­ ვლელად და სიღრმით ერთი მეტრი ან ცოტა მეტი იქნება. ადგილობრივი ჩვეულ­ ების თანახმად, ამ გადახურულ აუზში რამდენიმე ადამიანმა ერთად უნდა იბანაოს. იქვე, გვერდით აშენებულია გამოსაცვლელი ოთახი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ათბობენ კიდეც. ეს აბანოები უფასოა და მოეწყო აფხაზეთის უკანას­ კნელი აჰუს, მიხეილ შერვაშიძის მიერ, რომელიც აქ განიკურნა კენჭებისაგან და რომელსაც იქ, მწვერვალის თავზე, ჰქონდა საცხოვრებელი, აწ უკვე ხანძრის მი­ ერ განადგურებული. იგივე აჰუს სურდა, რომ აქაურებს ესარგებლათ ამ წყლების სამკურნალო ძალით, რომელიც შედეგიანი იყო ძალიან ბევრი ავადმყოფობის წინააღმდეგ და ეს შენობა მობანავეთათვის ააგო, წყალსატევიდან დაახლოებით თორმეტი მეტრის მოშორებით. ტყვარჩელის ეს წყარო თერმულია და, გარკვეულწილად, წააგავს ტფილისის წყლებს: ამ უკანასკნელის მსგავსად, მასაც ძალიან მძაფრი სუნი აქვს. აუზის სიახ­ ლოვეს, ორ მაღალ მთას შორის ჩამოედინება მდინარე ღალიძგა, რომელიც გამა­ ყრუებელი ხმაურით გადმოდის ციცაბო კლდეებიდან და ამ ადგილს კიდევ უფრო მეტ სიველურეს მატებს. ყოველ ზაფხულს, სიცხის შემოტევისას(ივნისი, ივლისი და აგვისტო) ავადმყოფები ეწვევიან ხოლმე ამ პირველყოფილ სპას; აქ განსა­ 210 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები კუთრებით მეგრელები იყრიან თავს. მობანავეთათვის სიამოვნების მინიჭება არ არის რთული რამ; კლდე ტახტის მაგივრობას უწევს, მღვიმე კი – თავშესაფრისას. მომვლელი, რომელიც იქვე მდებარე ქოხში ცხოვრობს, რესტორატორის როლ­ შია – განა მთის მწყემსები არ არიან ისინი, ვინც შედედებული რძითა და კამეჩის ყველით ამარაგებენ მის table d’hôte-ს? ამას დაამატეთ დიდი ქვაბი, რომელშიც სიმინდის შეჭამადი იხარშება და კიდევ ერთი დიდი ჭურჭელი, რომელშიც ახლად დაკლული ცხვარი თუხთუხებს და თქვენ თვალწინ გადაიშლება ამ სოფლელ სა­ ბრალოთა პატარა კოლონიის ხედი, რომლებიც ერთად ჭამენ ბალახზე, ანდა რომ­ ელიმე დიდი მუხის ჩრდილში. ორკესტრიც კი არ აკლიათ – სულ მცირე, მეგრულ ჩონგურსა და აფხაზურ აფხაიარცას(apkhayartsa, გიტარა აბრეშუმის ორი სიმით) ბანს აძლევს ხეობის ექო. ყოველ პურისჭამას თან ახლავს თამაშით გართობა. რა შემიძლია ვთქვა? ადგილობრივების წესიერების წყალობით შეიქმნა რეგუ­ ლაციების მთელი წყება, რათა ტყვარჩელის საცურაო აუზთან ქცევის წესები და­ ცული ყოფილიყო: წყალსატევის ერთი მხარე მამაკაცებისთვისაა გამოყოფილი, ხოლო მეორე – ქალებისათვის; ორივე სქესი ერთად ბანაობს, მაგრამ ერთმან­ ეთისგან ზურგშექცეულნი ისე, რომ ვერ ხედავენ ერთმანეთს. უფრო მეტიც, წყალ­ ში ჩასვლისა და ამოსვლის წესებიც წინასწარაა განსაზღვრული: უნდა ჩახვიდეთ ზურგით და ამოსვლისასაც ზურგით იყოთ მობანავეებისაკენ; ეს ყველაფერი სა­ ცურაო კოსტიუმის გარეშე ხდება. განა მართალი არ არის, რომ აქ ყველაზე უბრა­ ლო აძლევს მითითებებს ყველაზე დახვეწილს? ტყვარჩელის აბანოებს გასულ ნოემბერს ვერ ვეწვიე, რადგანაც მათკენ მიმავა­ ლი გზა ზამთარში ჩაკეტილია. ამიტომ იმ ადგილების არც ერთი ფოტო არ მაქვს. მდინარე ღალიძგა, რომელიც სათავეს ტყვარჩელის თერმული წყლების სიახ­ ლოვეს იღებს, კვეთს აფხაზეთის ნაწილს და ჩაედინება შავ ზღვაში, ოჩამჩირესა და ილორს შორს. დინება სწრაფი აქვს, ხოლო კალაპოტი – კლდოვანი; როდ­ ესაც პატარა სოფელ ფოქვეშიდან სოფელ ტყვარჩელში ჩადიხართ, ექვსი ვერსის მანძილზე იგი ექვსჯერ უნდა გადალახოთ. ფოქვეში საკმაოდ გაშლილი რეგიო­ ნია და ფლობს მდინარის განაპირა მდიდარ მიწებს; იქ ყველა საცხოვრებელი ერთგვაროვანია: წნულებით აშენებული ქოხები შემოღობილი ეზოს შუაგულში. მინდორზე მდებარე სასაფლაო საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება მწვანე კვადრატებით და საფლავებით, რომლებიც გარშემორტყმულია ხის გალერეებით, მათი სურვილების შესაბამისად, ვინც მოაწყო. რადგანაც ფოქვეშს არ აქვს ბაზარი, სადაც მიმდებარე რეგიონის მცხოვრე­ ბლები გაყიდდნენ პროდუქტს, ამიტომ ხალხს სთავაზობენ აქ ყოველწლიური ბა­ ზრის გამართვას; ეს ახალი მიმართულება იქნება ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ად­ გილობრივებმა, რომელთაც პროგრესის შეგრძნება აქვთ, სურვილი გამოთქვეს, საკუთარი სახსრებით აეშენებინათ იპოდრომი და ბაზრობის დროს გამართული 211 კარლა სერენა დოღისათვის დაეწესებინათ პრიზები; ეს კიდევ ერთი სიახლეა კავკასიაში, რად­ გან ამ დრომდე ამგვარი გასართობი კავკასიაში ოფიციალურად ჯერაც არ დაკა­ ნონებულა. 1881 წლისთვის ამ პროექტთაგან არც ერთი არ განხორციელებულა. თუმცა, ეს ადამიანები უფრო მეტად იყვნენ მზად ამისთვის, ვიდრე ის ადგილო­ ბრივები, რომელნიც, როგორც ვნახეთ, ბრწყინვალე ცხენოსნები არიან(ნამდვი­ ლად, ეს ერთადერთი ხელოვნებაა, რომელსაც ისინი ფლობენ); ნუთუ, მათრახს, მათი მხედრობის სიმბოლოს, არასოდეს მოიქნევენ? ამ მხრივ, ქალები ტოლს არ უდებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთ, თავდაჯერებით მოახტებიან რა ყველაზე ფიცხ ბედაურებს, დაინახავთ, როგორ მხიარულად სხედან მამრთა უბრალო უნაგირზე და დოღში ხშირად თანმხლებ მამაკაცებსაც კი სჯობნიან. აქ დღესასწაული არ გაიმართება საცხენოსნო თამაშების გარეშე და მათი ჯირითი უკან ჩამოიტოვებს ცხენის გაწვრთნის ხელოვნებას, რომელსაც ჩვენ ცირკში ასე მონდომებით ვუკრავთ ტაშს. თუმცა, ისინი ბარბაროსულ და ველურ ტრადიციებს მისდევენ, რომელთა წინააღმდეგაც ღირს პროტესტის გამოთქმა. თითოეული ვერსის ბოლოს დგანან პიკადორები, რომლებიც ბრძოლაში ჩართულ ცხენებს არა მხოლოდ შეძახილებით, არამედ თოფის სროლითა და მათრახის ცემითაც აჩქარებენ. არაერთი მხედარი დაღუპულა ასეთი სასტიკი, დაბრკოლებიანი დო­ ღის შედეგად, აღტაცებას რომ ჰგვრის როგორც მოხუცებს, ისე ახალგაზრდებს. რადგან ღალიძგა ფოქვეშის ველზე მოედინება, დღის განმავლობაში თქვენ დაინახავთ სოფლელი ქალების მომხიბვლელ ჯგუფებს, დოქებით ხელში, რომ­ ლებიც ეს-ესაა მდინარეში აუვსიათ. როგორი წელგამართული კეთილშობილება, როგორი შინაგანი სინარნარე აქვთ ამ გაუთლელ ქალებს და როგორ განსხვავ­ დებიან ისინი ბევრი დასავლელი გლეხი ქალისგან. უკვე ვთქვი, რომ განსხვავ­ ებით მეგრელი და სამურზაყანოელი ქალებისაგან, აფხაზი ქალები ნაკლებად ჩა­ ნან საჯაროდ; ამის მიზეზი ისლამი, ამ ქვეყნის წინა რელიგია, უნდა იყოს; გარდა ამისა, მისი კვალი ჯერაც ჩანს სხვა ადათ-წესებშიც, ერთგვარად რომ შერევია ქრისტიანობას, რომელსაც ახლა აღიარებენ. ამის მიუხედავად, ქალს, რომელსაც არ მოსწონს საკუთარი ქმარი, უფლება აქვს მიატოვოს ის და დაუბრუნდეს საკუ­ თარ ოჯახს, მიუხედავად ქმრის წინააღმდეგობისა. ამასთან, ქალი დედოფალია საკუთარ ოჯახში, ქმარი კი მას გულისხმიერებითა და პატივისცემით ეპყრობა და ზოგავს თითქმის ყოველგვარი დამღლელი საქმიანობისაგან. ამ რეგიონში ქორ­ წილი დიდი დღესასწაულია. როგორც სამეგრელოში, აქაც, ქორწილამდე ცხენზე ამხედრებული შიკრიკები ჩამოუვლიან ნათესავებსა და მეგობრებს. სწორედ იმ დროს ფოქვეშის სტარში­ ნა ათხოვებდა თავის თხუთმეტი წლის ქალიშვილს და შესაძლებლობა მომეცა, ყველა რიტუალი ახლოდან მენახა. როცა სახლს უახლოვდებიან, თავიანთი მის­ ვლის შესახებ სროლით და ერთ-ერთი იმ მონოტონური, უსიტყვო სიმღერით აც­ 212 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ნობებენ ხოლმე, რომლის მახვილიც ვითარების მიხედვით იცვლება: საზეიმო ცერემონია ცხენის ქურდისათვის, ვინც თავისი ნადავლი მშვიდობით მოიყვანა სახლში; იარაღის ასხმისაკენ მოწოდება, როცა მტერი უახლოვდებათ; ხმაურიანი, მხიარული წამოყვირება საქორწინო პროცესიისას; ისიც სიმართლეა, რომ შეუჩ­ ვეველი ყური ადვილად ურევს სხვადასხვა ტონს ერთმანეთში და განმასხვავებელ მახასიათებლებს ყოველთვის ვერ იჭერს. წეს-ჩვეულების თანახმად, მამულში მისვლისთანავე ცხენოსნები მასპინძელს ესალმებიან ცხენის ყალყზე შეყენებით და თითოეული ახალმოსული იმავეს იმ­ ეორებს. ყველანი სხდებიან ხეების ქვეშ – საპირისპირო სქესი მაგიდის სხვადასხვა მხარეს, სხვაგვარად, ზრდილობის წესები დაირღვეოდა. პურობის დასრულებისას რქა, რომელიც ღვინის სამ ან ზოგჯერ მეტ ბოთლსაც კი იტევს, ხელიდან ხელში გადადის; თითოეული სტუმარი ვალდებულია დაცალოს იგი, თუკი არ სურს, სუ­ ფრიდან გააპანღურონ. სასმისების ცლა შემაშინებლად ბევრი საკვების მიღების შემდგომ(მეოთხედი ძროხა, ცხვარი, ბატკანი, ქათმები, სიმინდი, კამეჩის ყველი) თავის საქმეს აკეთებს – ვერ ვიტყვი, რომ სტუმრები ძალიან თვრებიან, რადგან აფხაზებს თავი ღირსეულად უჭირავთ, არამედ იმ მხიარულების გამო, რომელიც ამგვარ შემთხვევებში მეფობს ხოლმე. შემდეგ ტაშის შემოკვრით იძლევიან ცეკვის დაწყების ნიშანს. დროსტარე­ ბა ერევა ცხენოსანთა ფანტაზიას, რომლის შესახებაც ადრე ვლაპარაკობდი და თამაშები, ცეკვები, ქეიფი გვიან ღამემდე გასტანს. მეორე დღეს დღესასწაული ისევ გრძელდება. სტუმრები საჩუქრებს მიართმევენ ახალდაქორწინებულ ქალს, რომელიც ფეხზე მდგომი და თავდაბურული იღებს მათ. თავსაბურავს იქამდე არ იხდის, სანამ მშობლები სათითაოდ არ მიუძღვნიან საკუთარ საჩუქარს. ახა­ ლი პატარძალი მაშინვე არ ტოვებს მშობლების სახლს; ქმარი გადმოდის მასთან საცხოვრებლად იქამდე, სანამ სიძის სახლს პატარძლისთვის მოამზადებენ. ასევე, ზოგჯერ სიძე პატარძლისგან შორს რჩება და მისი ნამდვილი ქმარი იქამდე არ ხდება, სანამ საკუთარ სახლში არ წაიყვანს. ასეთ შემთხვევაში საქორწინო ზეიმი, ზოგჯერ არანაკლებ მშვენიერი, სიძის ოჯახში ისევ თავიდან იწყება ხოლმე. პატარძალს მოაქვს თავისი მზითევი, თავისი ხელით და მეგობრების დახმარე­ ბით შეკერილი ლოგინი; ავეჯის დახვედრება სიძის მოვალეობაა; როგორც თა­ ვადი, ისე გლეხი ერთნაირად უბრალო ავეჯს ახვედრებს ცოლს იმ განსხვავებით, რომ ჩვეულებრივ, შეძლებული გლეხის ოჯახი უფრო მეტად სუფთა და კეთილ­ მოწყობილია, ვიდრე თავად-აზნაურისა. მაგალითად, ჩემი მასპინძლის სტარში­ ნას სახლს ფოქვეშში არაფერი ეცხო მსგავსი დაუდევრობისა და სიბინძურისა, რამაც, სამწუხაროდ, სხვა დიდებული აფხაზების მასპინძლობა წაახდინა. მოგზაურობა ფოქვეშიდან ბესლახუბამდე, ოჩამჩირის თემს მიბმულ სოფ­ ლამდე, მხოლოდ რამდენიმე ვერსს მოიცავს, მაგრამ დიდებული რამ არის, გან­ 213 კარლა სერენა საკუთრებით საღამოს, მზის ჩასვლის ჟამს. როცა მთათა აელვარებული მწვერ­ ვალები ანარეკლს მოისვრის მდინარის ნაკადების, ტყეებისა და მდელოებისკენ, ყველაფერი ზღაპრული სინათლით გაცისკროვნდება. ბესლახუბაში ჩამოვქვეით­ დი მდიდარი გლეხის ოჯახში, ოლქის მერის მეზობლად და რაოდენ კმაყოფილი ვიყავი, როცა დღის ბოლოს, ამ ახალ ჭერქვეშ აღმოვაჩინე ამდენი საინტერესო ამბავი, თეთრი პირსახოცი, კრიალა ჭურჭელი, ბრწყინვალედ შემწვარი ფრინ­ ველი და მასპინძლები, რომელთაც დაკონკილი ტანსაცმელი არ ეცვათ. მეორე დღეს სოფელში ტარდებოდა ცერემონია, რომელიც, ჩვეულებრივ, გვალვის დროს, წვიმის მოყვანის მიზნით იმართებოდა ხოლმე. ვიმეორებ, აფხაზ­ ები ცრუმორწმუნე ხალხია. ესაა პურობა ცეკვებსა და სიმღერებთან ერთად, რის შემდეგაც დამსწრეთა პროცესია მიემართება მდინარისაკენ ჯორზე ამხედრებული თოჯინით, რომელსაც გვერდით მიჰყვებიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები თანაბარი რაოდენობით. გზად ისინი მღერიან ლოცვას მდინარის ღმერთისადმი:„აგერაა თოჯინა, თოჯინა. აჰუს ქალიშვილს სურს, რომ დალიოს. ის არ სვამს ღვინოს და სწყურია წყალი, რადგანაც მდინარე ლამის მთლიანად დამშრალია. იგი არ მო­ დის, რადგან მდინარეში ცოტა წყალია“. ამგვარად მღერისას ისინი ჯორს შეაგდებენ მდინარეში და მთელი პროცესიაც თან მიჰყვება. თითოეული მათგანი წყალს ასხამს თოჯინას, რომელსაც მერე ტალღებში ჩააყურყუმელავებენ ხოლმე. ეს ცერემონია მთელი დღის განმავლობაში მეორდება. ბოლოს, საღამოს, მეორე სუფრა იშლება ჩვეული გართობის თანხლებით. თუკი წვიმა გაჯიუტდება და მაინც არ წამოვა, ისინი სხვა პრაქტიკას მიმართავენ, რომელსაც მხოლოდ უკიდურესი სასოწარკვეთისას ატარებენ, რადგან ცოდვად ითვლება: მინდორში აგდებენ ორ ბაყაყს. ეს ცხოველი უწმინდურად ითვლება და ეჭვი არავის ეპარება, რომ ასეთი მოწოდების შემდეგ ღმერთი მოინდომებს დაბინძურებული დედამიწის წყალდიდობით გარეცხვას. მავანმა შეიძლება თქვას, რომ ნაივური უმეცრებისა და ცრურწმენების მდგო­ მარეობაში დარჩენილა აფხაზი ხალხი იმ იზოლაციის წყალობით, რომელშიც ისი­ ნი ამდენი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ. ოჩამჩირე ბესლახუბიდან ათი ვერსის მანძილზე მდებარეობს; მისკენ მიმავა­ ლი გზა კვეთს ეროვნულ პარკს, რომლის წარმტაცი სილამაზის გადმოცემა ნების­ მიერი ხელოვნების ძალას აღემატება. შეუძლებელია იოცნებოთ უფრო მშვენიერ ხეივნებზე, უფრო მწვანე და ფოთლოვან ტევრებზე, როგორებსაც ამ მარშრუტის გავლისას შეხვდებით. დიდრონი მუხები, ჭადრები და ცაცხვები ქმნიან ჩრდილს ოქროსფერი აზალიების ტერასისთვის და ეს ყველაფერი უცნაურად უპირისპირდ­ ება უკან დარჩენილ ერთიანად ველურ ადგილებს. ასე რომ, აღტაცებიდან განცვი­ ფრებისკენ გადავინაცვლეთ; და უცებ, მოულოდნელად, ამ სიმწვანიდან გამოს­ ვლისთანავე თვალწინ გადაგვეშალა შავი ზღვა – ჩვენ უკვე ოჩამჩირეში ვართ. როდესაც გასულ ნოემბერს აქ ვიმოგზაურე, ღალიძგაში დაღამებისას ჩავაღწიე. 214 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ჩემმა ჩაფარმა დაიჟინა, დღეს დავლოდებოდით და მდინარე ისე გადაგვეკვეთა. მაგრამ მე მინდოდა გზა გაგვეგრძელებინა, დრო არ დამეკარგა და მიმესწრო ფო­ თისაკენ მიმავალი ნავისათვის. ჩემი უსაფრთხოებისათვის მან წელზე მათრახით მიმიბა. ამგვარად დაცული, უნაგირზე მუხლებით დავდექი, რომ არ დავსველებუ­ ლიყავი. მეორე ნაპირს რომ მივაღწიეთ, ჩაფარმა დამარწმუნა, რომ ძალიან სა­ შიში ფონი გადავკვეთეთ. კიდევ ერთხელ უნდა ვუმადლოდე მის გამჭრიახობას, ეს სირთულეც წარმატებით რომ გავიარეთ. ექსკურსია სამურზაყანოსა და აფხაზეთში: ნაწილი III ძველი ოჩამჩირე და აჰუ მიხეილ შერვაშიძის ყოფილი სასახლის ნანგრევები – პატარა სოფლის მოსახლეობა – ოლქის ზოგადი ხედი – ჩემი ჩასვლა ახალ ოჩამჩირეში – ექსკურსია მიმდებარე მიდამოებში – ილორის ეკლესია და წმ. გიორგის ხარი – ღამე აფხაზი ქვრივის სახლში – მუხურთან – კავალკადა – დღესასწაული მოქვში; საყდრის ნანგრევები და ეკლესია – მთა აღარდა. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ იმ ადგილას, სადაც ახლა პატარა სოფ­ ელი ოჩამჩირე მდებარეობს, სხვას ვერაფერს ნახავდით, გარდა კავკასიური ბზის ტყეებისა, რომლებიც ეკუთვნოდა თავად ანჩიბაიებს, ჩერქეზული წარ­ მოშობის ოჯახს და რომლის შტოც დღესაც არსებობს სამურზაყანოში. ამ თა­ ვადებმა, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში უწოდებენ ლოონს, თავიანთი სახელი (ჭილოონი, რაც ნიშნავს ლოონების საცხოვრებელ ადგილს) დაარქვეს ამი­ ერკავკასიის პატარა სოფელს, სადაც ისინი დასახლდნენ; შემდეგ ქონება მიჰ­ ყიდეს მიხეილ შერვაშიძეს, უკანასკნელ აჰუს, რომელმაც მოჭრა მაღალი ხეები და სოფელს დაარქვა ოჩამჩირე(ბზების ადგილი). აჰუს სურდა, შავი ზღვის ამ უდაბურ ადგილას, აზიური სტილის მდიდრული რეზიდენცია აეშენებინა. ამ მიზნით მან თურქეთიდან მოიწვია არქიტექტორი და მშენებლები, რომელთაც გაამართლეს მისი მოლოდინი და ამ დავალებას კარგად გაართვეს თავი. გა­ ვრცელებული ლეგენდა იმასაც კი ამბობს, რომ როდესაც სასახლე დასრულ­ და, არქიტექტორი სიკვდილით დასაჯეს სულთნის ბრძანებით, რადგანაც თავისი ხელოვნება უცხოეთში გაიტანა; მეორენი ამბობენ, რომ თავად აჰუმ დასაჯა, რა­ თა მისი ნაგებობის ახლებური ვერსია აღარ შეექმნა. ეს დიდებული შენობა მდებარეობდა ვეებერთელა ვაკის შუაგულში, რომლის 215 კარლა სერენა განაპირასაც მოედინება აძიკვა(აფხაზურად ეს სიტყვა მდინარეს ნიშნავს). მას ჰქონდა კვადრატის ფორმა ორი სართულით, ბელვედერით, აივნით, ვერანდით – მთლიანობაში ძალიან მომხიბვლელი, დახვეწილი ქანდაკებებითა და ნაზი არაბ­ ესკებით მორთული. პირველი სართული – ქვისა, დანარჩენი შენობა კი წაბლის ხის ნატიფი ნაკეთობაა, ხოლო ვერანდის მზიდი კოლონადა მაჰაგონისგან გაე­ კეთებინათ. ინტერიერი შეესაბამებოდა ექსტერიერის ელეგანტურობას. ურიცხვ სალონებს ჰქონდა ფაქიზად დეტალიზებული ჭერი, კარები კავკასიის წითელი ბზისგან იყო დამზადებული, ხოლო ბუხრები – თეთრი მარმარილოთი ნაკვეთი. ასეთი ნაგებობა ნებისმიერ ადგილს დაამშვენებდა; ამ პრიმიტიულ ქვეყანაში ეს ნამდვილი საოცრება იყო. სურათს ერთადერთი რამ აფუჭებდა – მარნები სატუ­ საღოს დანიშნულებას ასრულებდა იმ უბედურთათვის, ვინც გაბედავდა და გა­ ნარისხებდა მთავარს, ვისი ახირებაც კანონი იყო. როგორც კი ეს შესანიშნავი სასახლე დასრულდა, აჰუმ იჩქარა, დატოვა ექვსი ვერსის მოშორებით მდებარე თავისი იმჟამინდელი საცხოვრებელი და ოჩამჩირე­ ში გადმოსვლით მტრები განარისხა. დარჩენილი ოცი წელიწადი ქვეყანას სწორედ აქედან მართავდა. იმისთვის, რომ ეს ადგილი დაესახლებინა, გადმოატანინა მთელი ხე-ტყე ყველას, ვისაც კი ხის მოჭრა შეეძლო, რათა გარშემო თავადურისთვის შესაფ­ ერისი ხის ქოხები აეშენებინათ, რის შედეგადაც ახლანდელი სოფელი წარმოიქმნა. ეს სასახლე, ოდესღაც მდიდრული ავეჯით გაწყობილი, ახლა დაცარიელებულგაუდაბურებულიყო. ქარი ყველა მხრიდან იჭრებოდა ჩამსხვრეულ ფანჯრე­ ბში(პირველი შუშები, რომლებიც აფხაზეთში ნახეს); მდუმარე ოთახებში ყველა შესაძლო სახეობის ფრინველს დაებუდებინა, ხოლო ძაღლების, კატებისა და ვირთხების მთელი სამხეცე ერთი პირდაბჩენილი კარიდან მეორეში თავისუფ­ ლად დაპარპაშებდა. 1876 წელს შენობა ასეთ მდგომარეობაში ვნახე. ამ მშვენიერი სასახლის ავი ბედი მისი ამაყი მფლობელი თავადის ბედისწერას მოგაგონებთ. 1864 წელს აჰუ, რომელიც რუსეთის ვასალი იყო, შეეცადა, სუზერენის ძალაუფ­ ლება შეერყია. დატყვევების შემდეგ მას რუსეთის ქალაქ კალუგაში დაუპირეს გა­ დასახლება, სადაც წლების შემდეგ ცნობილი შამილი გაამწესეს; მაგრამ მიხეილ შერვაშიძემ გადასახლების ამ ადგილს ვერ მიაღწია, რადგანაც გზაში გარდაიცვა­ ლა; ზოგიერთნი ამბობენ, რომ ბუნებრივი სიკვდილით, სხვების თქმით კი, საკუ­ თარი ხელით დალია საწამლავი. მისი სხეული უკან, აფხაზეთში გადმოასვენეს და მოქვის ტაძარში, ოჩამჩირის მახლობლად დაკრძალეს. მისი ვაჟი და მემკვიდრე გიორგი, პეტერბურგში იყო გადასახლებული და ცხოვრობდა პენსიით, რომელიც რუსეთის მთავრობამ დაუნიშნა და რომელმაც მას რამდენჯერმე შესთავაზა მა­ მის აშენებული სახლი მისთვის მიეყიდა. მაგრამ მან გაყიდვაზე უარი განაცხადა. თუმცა, რუსეთ-თურქეთის 1877 წლის ომამდე, როდესაც კიდევ ერთხელ შესთა­ ვაზეს გაყიდვა, იგი დაყაბულდა, მაგრამ ფასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ვერ 216 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მიაღწიეს; ის მოითხოვდა 1100 რუბლს, ხოლო მთავრობა კი 900 რუბლზე მეტის გადახდას არ აპირებდა. როგორც ცნობილია, ომის დროს აფხაზეთი აჯანყდა რუსების წინააღმდეგ და მხარი თურქებს დაუჭირა. თურქებმა, რომლებიც გად­ მოსხდნენ ოჩამჩირესთან, რუსები გააძევეს და სოფელს ცეცხლი წაუკიდეს, რამაც იქაურობა მთლიანად გაანადგურა. მშვენიერმა სასახლემაც ეს ბედი გაიზიარა; მისგან აღარაფერი დარჩა, გარდა ნანგრევებისა, რომელიც მე გადავიღე. ქვის ეს ჩონჩხი, ერთადერთი ნაშთი სასახლისა, რომელიც მისი გაფურჩქნის პერიოდში ვიხილე, დაჰყურებს უშველებელ გაუდაბურებულ ვაკეს ზღვის პირას. ვეღარსად ნახავთ ყვავილებით მორთული ბორცვების კვალს, სამაგიეროდ, უხ­ ვად წააწყდებით ნამსხვრევების გროვებს და დამწვარი სახლების ნარჩენებს. ამრიგად, თავადმა გიორგი შერვაშიძემ ის თანხაც დაკარგა, რომელიც რუსეთის მთავრობამ ამბოხებამდე შესთავაზა. ბუნტის დროს მხოლოდ ერთადერთი სახლი გადარჩა თავისი მკვიდრებითურთ. იგი ეკუთვნოდა მეგრელ ვაჭარს, გვარად ბარ­ კალაიევს და მასში სახლობდა ჰუსეინ ფაშა, აფხაზეთში თურქეთის არმიის სარდა­ ლი. ეს შენობა აჰუს(რომელსაც ასევე ეძახდნენ ვლადიტელს) სასახლის ახლოს მდებარეობს. 1881 წელს ყოფილი სიუზერინის ვაჟი აფხაზეთში დაბრუნდა, სადაც იგი ქვეყნის რამდენიმე უმდიდრეს ტყეს მართავს ბელგიური კომპანიისთვის. 1876 წლისთვის ოჩამჩირის მოსახლეობას, უმთავრესად, წარმოადგენდნენ მეგრელები და თურქები; ეს უკანასკნელნი, ძირითადად, ლაზები არიან, ანდა კო­ ლონისტები ტრაპიზონიდან. ამ ბირთვს მცირეოდენი ბერძნებიც ემატებიან. რაც შეეხება რუსებს, გარდა მთავრობის მოხელეთა ჯგუფისა, რამდენიმე მათგანს თუ შეხვდებით; მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია სამსახურიდან გადამდგარი რამდენიმე სამხედრო და ორიც ის ოჯახი, რომლებსაც უწინდელ აჰუს ჰყავდა დატუსაღებული და ახლა აქ დამკვიდრებულან. სოფელს აქვს კაფე, თურქულის მსგავსი, რამდენიმე მსგავსი ტიპის სადალაქო და ასევე, პატარა მეჩეთი. აქაური აფხაზები, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე პროფესია და არც ვაჭრობით არიან დაკავებულნი, ცხოვრობენ მეზობელ, პატარა სოფლებში, სადაც ამუშავებენ სი­ მინდის მინდვრებს. რაც შეეხებათ ქალებს, ოჩამჩირეში მხოლოდ რამდენიმე მათგანს თუ დაინახავთ; თითქმის ყველა თურქმა, რომლებიც აქ დასახლდნენ, საკუთარი ქალები თურქეთში გაამგზავრა; ხოლო ვინც ისევ აქ ცხოვრობს, ისინი გარეთ იშვიათად თუ გამოჩნდებიან ხოლმე. ოჩამჩირეში, ასევე, აქვთ ქრისტიანული ეკლესია და სკოლა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყვავის. სამურზაყანოს ოქუმისაგან განსხვავებით, აქაური სკოლა ცუ­ დადაა მართული. ოჩამჩირის სკოლაში მხოლოდ ბიჭები სწავლობენ და გოგონ­ ებისათვის აქამდე არაფერი გაკეთებულა. უნდა აღვნიშნო, რომ ოლქის ადმინის­ ტრაცია აშენებს ჰოსპიტალს, რისთვისაც კონტრიბუციას ადგილობრივი მოსახ­ ლეობა ნებაყოფლობით იღებს. მართალია, კლიმატი ნელ-ნელა უმჯობესდება, 217 კარლა სერენა მაგრამ ჯერ მაინც ციებ-ცხელების ბუდეა ჭაობების წყალობით, რომლებსაც ნელნელა აშრობენ. ყველა ავადობის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება ქი­ ნინია; წამლის ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული კავკასიის პროვინციებში და განსაკუთრებით დიდი დოზით მას ოჩამჩირელები გამოიყენებენ. საინტერესო ისაა, რომ თურქები, დიდწილად, არ ავადდებიან რეგიონული მალარიით. ნუთუ ეს იმუნიტეტი მათი მოლების იდუმალებით მოცულ მეცნიერებას უნდა მივაწეროთ? თუკი წინასწარმეტყველის სექტის რომელიმე წევრი მაინც დასნებოვნდა, იგი ქი­ ნინით არ მკურნალობს, რადგანაც მათი ღვთისმსახური ამას კრძალავს. ამის ნაც­ ვლად, ის დახმარებისთვის მიმართავს მუჰამედის მსახურს; მოლა ყურანიდან რომელიღაც სტროფებს ირჩევს, ქაღალდზე წერს მათ, წვავს ქაღალდს, შემდეგ კი ფრთხილად აგროვებს ფერფლს, გახსნის წყალში და ავადმყოფს ამ წამალს ასმევს. ამბობენ, იშვიათად თუ მოხდება, ნაყენმა ავადმყოფს არ არგოსო. მხო­ ლოდ ბედისწერაა ერთადერთი, რომელიც აქ მონაწილეობს, ანდა ხელმარჯვე ჯადოქარი წმინდა ჩაის რაღაც საიდუმლო საშუალებებს ურევს. ეს ის საკითხია, რომლის ახსნაც ჩემს ძალებს აღემატება. ზღვის თვალწარმტაც სანაპიროზე მდებარე ოჩამჩირე ორი მდინარით ირწ­ ყვება. ერთი მათგანია ლაღიძგა, რომელიც ისეთი მდიდარია თევზით, რომ ან­ კესიც კი არაა საჭირო მათ დასაჭერად; შესაძლებელია მათი დახოცვა შაშხანით, როდესაც ისინი ტალღის ზედაპირზე თამაშს დაიწყებენ, ანდა მავანს შეუძლია ისინი ხელითაც კი დაიჭიროს. მეორე, ძალიან ტალახიანი მდინარე აძიქვა კი, პირდაპირ სამოთხეა ბაყაყებისთვის, წყლის სახეობისათვის, რომელსაც ადგი­ ლობრივები ასეთ საშინელებად მიიჩნევენ. აძი აფხაზურად ნიშნავს წყალს, ქვა კი მდინარეს, ხოლო ქართულში ეს უკანასკნელი აღნიშნავს„გასაჭირს“. სოფ­ ლის გარშემო, დაახლოებით ოცი ვერსის მანძილზე ამოზრდილა მთათა ქედები, რომელთა მწვერვალებიც წელიწადში ათი თვე თოვლითაა დაფარული. მხო­ ლოდ ივნისსა და აგვისტოში გამოჩნდება ხოლმე მათი შუბლი, მაგრამ როგორც კი ოჩამჩირეში გაწვიმდება, მათი მწვერვალები კვლავ თეთრი ქურქით იმოსება. ქედის ზედა დონეზე, ძირითადად, მუხა, ჭადარი და ბზები ხარობს; ქვემოთ კი – წაბლი. ჰაერი კამკამაა, ხოლო ნიადაგი – არაჩვეულებრივი. ოჩამჩირის ოლქი ორ ნაწილად, სამურზაყანოდ და კოდორად არის გაყოფილი; ეს უკანასკნელი ასე იწოდება მდინარის გამო, რომელიც იქ მიედინება. ოლქის თავს, რომელიც ოჩამჩირეშია გამწესებული, ჰყავს ორი მოადგილე, ერთი კოდორის­ თვის, რომელიც ასევე ოჩამჩირეში ცხოვრობს, მეორე კი, სამურზაყანოსთვის, რომ­ ელიც ოქუმში ცხოვრობს. გადასახლებული აჰუ, მიუხედავად მისი დესპოტიზმისა, გარკვეული პრესტიჟით სარგებლობდა, სავარაუდოდ, მისი ძირძველი ოჯახის გა­ მო, რომელიც ამ ქვეყანაში მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ ბატონობდა. შესაბამი­ სად, რუსეთის მთავრობას გაუჭირდა ამ მთიელთა ენერგიული, დარაზმული და 218 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები არაცივილიზებული რასა დაემორჩილებინა, რომელიც ისედაც მტრულად იღებს ახალ რეჟიმს და სამუშაოს, ხოლო ვაჭრობის ნებისმიერ ფორმას პატივის აყრად მიიჩნევს. როდესაც რეგიონში ინდურ-ბრიტანული ტელეგრაფი დაამონტაჟეს, საკ­ მაოდ გართულდა ადგილობრივი მუშახელის მოძიება; ახლახან კი, როცა ოლქის თავმა გადაწყვიტა ოჩამჩირის სიახლოვეს გზის გაკეთება, გლეხებმა ჯიქურად გაუ­ წიეს წინააღმდეგობა მიწის სამშენებლო სამუშაოებს და განაცხადეს, რომ ისინი მიწას მხოლოდ მაშინ თხრიან, როცა მასში საკუთარ მკვდრებს მარხავენ; თუმცა, დათანხმდნენ ხიდების ასაშენებელი მორების მოჭრასა და გამოთრევას. ხელისუფლების ავტოკრატიული და მილიტარისტული სისტემა, რომელსაც, რო­ გორც ვთქვი, ემორჩილება აფხაზეთი, ნაკლებად ცდილობს აქ ცივილიზაციის სიკ­ ეთეების განვითარებას და არც ინდუსტრიისა და ბიზნესის წინსვლას უწყობს ხელს. მთელი ვაჭრობა აქ ბერძნებისა და თურქების(უპირატესად, ამ უკანასკნელთა) ხელშია და ბათუმისა და ტრაპიზონის მიმართულებით გააქვთ ამ ქვეყნის მცირეოდ­ ენი პროდუქტი – სიმინდი, ცვილი, თაფლი, კაკალი და მერქანი. ამასთან, რუსული სანაოსნო კომპანიის პატარა გემი რეგულარულად მოძრაობს სოხუმ-კალესა და ოჩამჩირეს შორის. ის საუკეთესო საშუალებაა მოგზაურისათვის, რომელსაც სურს რომელიმე ამ ადგილიდან მეორეში ჩასვლა; ზღვით მგზავრობას სჭირდება ექვსი საათი, მაშინ როცა ხმელეთით გადაადგილებას მნიშვნელოვნად მეტი დრო მიაქვს. 1876 წლის მაისში, სოხუმ-კალედან ოჩამჩირეში მეც სწორედ ამ გემით გავ­ ემგზავრე. როდესაც ნაპირზე გადავედი, ისევ მეგრელ ვაჭართან, ბარკალაიევთან წამიყვანეს, ვისი სახლიც ისტორიული გამხდარიყო, რადგან თურქი ფაშა სწორედ იქ ცხოვრობდა. იმ განსაკუთრებულ დილას დავინახე, როგორ იღვიძებდა და დგებოდა მთელი ოჯახი. არასოდეს დამავიწყდება, რა ეფექტი მოახდინა ჩემზე აქაურობის „ვაჭრობის პრინცის“ სახლის ინტერიერის დათვალიერებამ. სახლში აფხაზეთის­ თვის დამახასიათებელი არეულობა და სიბინძურე სუფევდა. მთავარი დარბაზი გამოირჩეოდა ერთობ უცნაური თვისებით: მშობლებსა და შვილებს, მამლებსა და დედლებს, ძაღლებსა და კატებს ყველას აქ მოეყარა თავი, რამაც ნოეს კიდობანი მომაგონა. მაგრამ ამ პრიმიტიულმა დაუდევრობამ ოჯახის თავს არანაირად არ შეუშალა ხელი მასპინძლობაში და არც სტუმრები დაუბრკოლებია, ესარგებლათ მისი სტუმართმოყვარეობით. გასულ შემოდგომაზე, ოჩამჩირეში ჩემი მეორე სტუმრობისას, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ძველი ნაცნობების აღმოჩენით. უბრალო გამვლელ მოგზაურს დრო არ აქვს იმის მისახვედრად, სტუმართ­ მოყვარული ღიმილი, რომლითაც პირველი სტუმრობისას შეხვდნენ, შეიცვლება თუ არა უკან დაბრუნებისას. მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ გულღიად შემხვდნენ, ისე, როგორც მეგობარს. მათ შორის იყო ოჩამჩირის ოლქის უფრო­ 219 კარლა სერენა სი და მისი ცოლი. ჩემი ჩასვლისას(ამჯერად, ცხენით) მეგობრულად მომეგებნენ და შემომთავაზეს თავიანთი საცხოვრებელი, როგორც ჩემი შტაბი. თუკი ზოგ­ ჯერ მაინც უბედურებას კარგი რამ მოაქვს თან, ოჩამჩირემ ნანგრევებად ქცევის შემდეგ იმით იხეირა, რომ გაიზარდა და ახლა უკეთაა გაშენებული. ბაზარი, სა­ ჯარო შენობები უფრო დიდია, სახლები კი – სტუმართათვის უფრო კეთილმოწ­ ყობილი. ოლქის მმართველის სახლი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი შენობაა. ბაზარი მეორე მხარეს იშლება. სათვალთვალო კოშკი-შუქურა მეზღვაურებისათვის წყლის პირასაა აღმართული. მის ძირას მდებარეობს კოტეჯი, რომელშიც სახლობენ სამეზობლოს თურქი ხუროები. მინდოდა მათთვის სურათები გადამეღო და ამისათვის ჯგუფიც კი განვალაგე (რომელშიც გამოირჩეოდა წინდის მქსოველი მოხუცი კაცი), მაგრამ ამასო­ ბაში გამოჩნდა მოლა, რომელმაც უბრძანა, ამდგარიყვნენ და შეახსენა, რომ, რელიგიური პრინციპების თანახმად, არავის უნდა მისცენ საკუთარი პორტრე­ ტის შექმნის უფლება. ოჩამჩირე ჩემი სადამკვირვებლო პოსტი იყო, აქედან მივდიოდი ახლომ­ დებარე ადგილების სანახავად და აქედან ვაწყობდი შთამბეჭდავ ექსკურსიებს. ამჯერადაც თან მახლდა რუსი ოფიცერი, რომელიც პირველი სტუმრობისას უკვე იყო ჩემი მეგზური; ამჯერადაც ისეთივე თავაზიანი და ზრდილობიანი გახ­ ლდათ, როგორც ადრე; ენა და ქვეყანა იცოდა, ჩემთვის უკიდურესად სასარგ­ ებლო აღმოჩნდა. თან მოგვყვებოდა ჩემი ფოტოგრაფიული აღჭურვილობით დატვირთული ჩაფარი. ამ ოფიცრის, მ.ვ.ს.-ს თავაზიანობას უნდა ვუმადლოდე, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ამდენი საინტერესო რამ მოვინახულე. ერთ-ერთი მათგანი იყო ჯამიშის ყურე, რომელშიც მისივე სახელობის მდი­ ნარე ჩაედინება, ოჩამჩირესა და მდინარე კოდორს შორის. ეს ყურე, რომელიც თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა, წარმოქმნის ხშირად ნახსენებ ნამგალს. დაბლობი, რომელიც მას გარს აკრავს, მწყემსთა სანატრელი ადგილია. ისინი დი­ დი რაოდენობით საქონელს ერეკებიან აქ, სადაც პირუტყვს არწყულებენ და კარგ საძოვრებსაც ადვილად პოულობენ. ასევე, შევჩერდი ყურედან არცთუ ისე შორს მდებარე გზაზე, სადაც როდოდ­ ენდრონის ტოტებით შეკრულ ქოხში ჩაფრების პოსტია განთავსებული. ამ ბუჩქის ტოტები, მისი სიმტკიცის გამო, დიდადაა დაფასებული. ამაში დავრწმუნდი, როცა გავიგე, რომ ერთი შეხედვით უკიდურესად ფაქიზი ქოხი, თურმე, ნახევარი საუკუ­ ნის განმავლობაში უძლებდა ქარიშხალს. მათ ამის რამდენიმე მაგალითი მოიყ­ ვანეს. როდოდენდრონი ძალიან გავრცელებულია კავკასიაში და გასულ ნოე­ მბერს იგი რამდენიმე ფერად აყვავებული ვიხილე. ოჩამჩირიდან დაახლოებით რვა ვერსში მდებარეობს ტაძარი, რომელსაც 220 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ხალხის ცნობიერებაში კარგა ხანს გარკვეული ცრურწმენები უკავშირდებოდა; ეს ილორის ეკლესიაა, უწინ პილიგრიმთა საყვარელი ადგილი. მასთან მისას­ ვლელად უნდა გაიაროთ დაბლობი, რომელიც მდინარე ღალიძგამდე იშლება, შემდეგ კი, ხიდის უქონლობის გამო, მდინარის გადალახვა მოგიწევთ. მდინარის მეორე ნაპირზე მოხვედრით თქვენ უკვე ილორის თემში ხართ და გზაც არაჩვეულ­ ებრივი ხდება; ეს სამხედრო გზაა, რომელიც გარკვეული ხნის წინ გაიჭრა ოქუ­ მის სამურზაყანოსთან დაკავშირების მიზნით. გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მცენარეული საფარის სიმდიდრე და ხეთა სიდიადე მკვეთრად უპირისპირდება აქა-იქ გაფანტული საცხოვრებელი სახლების სიღატაკეს. გალავნით გარშემორტ­ ყმული ტაძარი უშველებელი დაბლობის ცენტრშია წამომართული; კარის სიახ­ ლოვეს დაინახავთ ნიშას, რომელიც გვირგვინდება ამ ეკლესიის მფარველის, წმინდა გიორგის გამოსახულებით. ძველი სპილენძის სამფეხაზე შესაწირავის ყუ­ თია განთავსებული: გატეხილი სახურავი და დაკარგული ბოქლომი ადასტურებს, რომ კარგა ხანია, შესაწირი აღარავის ჩაუგდია. მონასტრის საცხოვრებელთან შედარებით უფრო ახალი ჩანს ეკლესია, რომ­ ლის გუმბათი მშვენიერი ბიზანტიური სტილითაა ნაგები; ხვეულ კიბეს ოცდაე­ ქვსი ჩამონგრეული საფეხურით კოშკში აჰყავხართ; აქ ხუთი რომაული თაღი გამოუკვეთავთ, რომლებზეც ჯერაც კიდია, უხმოდ და უძრავად, ბრინჯაოს ხუთი დიდი ზარი, რომელთაგან ერთი შერვაშიძის სახელს ატარებს. დაბლა დაინახავთ ეკლესიაზე გადაბმულ სასაფლაოს; წარმოსადგენია, როგორი მელანქოლიური იქნება ეს შემოღობილი ალაგი, სადაც მხოლოდ უყვავილო ბორცვების მწკრივი თუ მიუთითებს ადგილზე, სადაც მიცვალებულნი განისვენებენ. თავისი სტილით ტაძრის ინტერიერი მოგაგონებთ სამეგრელოს მარტვილის მო­ ნასტერს: ორივეს აქვს ბიზანტიური ჯვრის ფორმის კამარა და ორივეს კედლებზე შეამჩნევთ ფრესკების კვალს. ეს ტაძარი, მრავალგზის აოხრებული თურქების მი­ ერ, რომელთაც გაიტაცეს ვერცხლის ჩუქურთმებით შემკული კარი და სხვა მრა­ ვალი ძვირფასი ნივთი, დღეს მხოლოდ იმ გაშიშვლებული კედლების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც ნესტს მწვანე ხავსითა და ობით მოუხატავს. კანკელი, რომელსაც, როგორც ამბობენ, ამშვენებდა ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ფი­ გურები, გაუჩინარებულია. მის ადგილას დგას ტიხარი, ზედ უხეშად გამოსახული წმინდანებით; ორივე მხარეს განლაგებულია ორი პატარა საკურთხეველი, რომ­ ლებიც მოგაგონებთ პატარა მაგიდებს და მორთულია უკანასკნელი აჰუს ცოლის მიერ მოქარგული წითელი ქიშმირის ქსოვილით. ხელმარცხნივ კიდევ ერთხელ ვხედავთ ძალიან ძველ წმინდა გიორგის; შემდეგ, გამოსახულების ზემოთ ძვირ­ ფასი ქვებით მოჭედილი ორი ოქროს მახვილი კიდია; მათს ბასრ პირებს შენიშ­ ნავდით თვით ქარქაშებიც კი, ლალებით რომ შეუმკიათ და ღია ლურჯი ხავერდის ზონრებით მიუმაგრებიათ; ამბობენ, რომ ეს იარაღი მუსლიმი სარდლის ძღვენია, 221 კარლა სერენა რომელიც ტაძრის ასაოხრებლად მოვიდა, მაგრამ ამ საქმის აღსრულებაში ხელი წმინდანის მიერ ჩადენილმა სასწაულმა შეუშალა. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო საეკლესიო სალაროს, ხის მოუხ­ ეშავ კარადაში შელაგებული ერთგვარი ანტიკვარული ნივთების შესახებ, სადაც უზანგის, მათრახისა და ცხენის ლაგამის გარდა ინახებოდა ბეჭდები, სხვადასხვა ვალუტა, უძველესი სამკაულები და თვით მაწვნის საჭმელი რქის კოვზებიც კი. ყველა ეს ნივთი იმ მადლიერ მორწმუნეთა ძღვენია, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს წმინდანის შემწეობა. ილორის ეკლესიის დღესასწაული სათავეს იღებს სასწაულიდან, რომელიც, საუკუნეების განმავლობაში, ყოველ წელს ხდებოდა წმ. გიორგის დღეობის წინა საღამოს. ამ დღეს, ბერძნული სტილით 9 ნოემბერს, ზღვიდან ამოდიოდა მოო­ ქრულრქებიანი ხარი და ტაძარში შედიოდა, არავინ იცის, როგორ, რადგანაც კარს საგულდაგულოდ კეტავდნენ და მეორე დღემდე არავინ უნდა შეხებოდა. კვამლის ღრუბელი, ტაძარს გარშემო ათჯერ რომ ეხვეოდა, მორწმუნეთ სასწაულებრივი ცხოველის გამოჩენის შესახებ აუწყებდა; თუკი ღვთაებრივი ნისლი არ გამოჩ­ ნდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ წმინდა გიორგი უარს ამბობდა მფარველობაზე. დი­ ლით მღვდელი, ქვეყნის მნიშვნელოვან ადამიანთა თანხლებით, უნდა შესულიყო ეკლესიაში და მიახლოებოდა ხარს; თუკი იგი გვერდზე გახტებოდა, ეს ავბედითი ნიშანი იყო; თუკი პირიქით, მათ მშვიდად შეხვდებოდა, მაშინ წინ სასიკეთო და ბედნიერი წელი ელოდათ. წმინდა ცხოველს მსხვერპლად სწირავდნენ დიდ სა­ საკლაოზე, თუმცა არავის ჭამდა. მისი ხორცი მორწმუნეებს შორის ნაწილდებო­ და, ისინიც ინახავდნენ სხვა მრავალთა შორის, როგორც წმინდა ნაწილსა და ამულეტს ავი თვალის წინააღმდეგ. საუბედუროდ, მრავალი წლის განმავლო­ ბაში, აღნიშნულ დღეს ეკლესიის შესასვლელს კეტავდნენ და მთელი ღამე ამაოდ ელოდნენ: ზემოდან კვამლი აღარ ეშვებოდა ხოლმე და არც აპისი-ხარი აღწევდა იდუმალად კედლებში, რათა საკუთარი თავი მსხვერპლად მიეტანა სამღვდელო­ თა დანის ქვეშ. ადგილობრივების თქმით, წმინდა გიორგიმ შეწყვიტა ქვეყნის მფარველობა და მიუთითებდნენ, რომ წმინდანმა მაშინ მიატოვა ქვეყანა, როცა თურქმა ფაშამ ტაძარში დაიბანაკა და წაბილწა იგი. 6 1881 წლის ნოემბერში აქაური მცხოვრებლები მონაწილეობდნენ ილორის ეკლესიის აღდგენაში. იქ ჩასულს სრული რია-რია დამხვდა, მიწაზე საგანძურის შემადგენელი ნივთები ეყარა. მღვდელი სოსიმ ღელაია მათ ერთად მოგროვება­ ში მომეხმარა. დიდი იყო მისი განცვიფრება, როდესაც დამინახა, ამ ex votos სა­ 6. სიმართლე ის არის, რომ ზედმეტად ბევრი ხალხის შეკრების თავიდან არიდების მიზნით, რეგიონის სიმშვიდე რომ შეენარჩუნებინათ, ხელისუფლება ხელს უშლიდა წმინდა ხარის გამოჩენას ილორში. 222 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მრეკლოს ძირში, კედელთან როგორ ვალაგებდი და რომ ვთხოვე, მათ გვერდით დამდგარიყო. როდესაც ეს მოქმედება დასრულდა, მოხუცმა მღვდელმა ის იშვიათი ნივთები, რომლებიც მისი სამწყსო ეკლესიის სიმდიდრეს შეადგენდა, უკან, კუთხეში დაა­ ლაგა. კიდევ უფრო მეტად გაოცდა, როცა ნახა, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭ­ ებდი ამ მცირე საგანძურის რეპროდუქციას, რომელსაც ჩემთვის ღირებულება ჰქონდა ნაივური ორიგინალობისა და დიდი უბრალოების გამო. შემდეგ მიმანიშნა თავის საცხოვრებელზე, სადაც უნდა დაგვესვენა. ამ საკმაოდ კოხტა სახლს ჩრ­ დილავდა უშველებელი ხეები, რომელთაც მთელი თავისი მდიდრული სიმწვანის დიდებულება, მიუხედავად გვიანი შემოდგომისა, სახლზე გადაეშალათ. საცხო­ ვრებელში შეიძლებოდა ერთგვარი კომფორტის პოვნა, რაც ბევრად აღემატებო­ და იმ ეკლესიის კეთილმოწყობას, სადაც ეს სოფლის მღვდელი მსახურობდა. მან შემომთავაზა სიმინდის შეჭამადი, ყურძენი და დიდებული ღვინო, მისი მინდვრე­ ბისა და ვენახების ბრწყინვალე მოსავალი. თუმცა, მოდით, დავუბრუნდეთ ილორს, რომელიც ახალი და მომხიბვლელი სოფელია, მდებარე იმავე სახელწოდების მდინარეზე, დაახლოებით ორი ათასი მოსახლით. საცხოვრებელი სახლები საკმაოდ შორი-შორსაა განლაგებული და თითოეულ მათგანს კარგა გვარიანი მამულიც აკრავს ირგვლივ. ძველ სოფელში, რომელიც ეკლესიიდან რამდენიმე ვერსის მოშორებით მდებარეობს, მავანი ძნელად თუ აღმოაჩენს რამდენიმე ნასახლარს. ღამე გავათენე ერთ-ერთი აფხაზი ბატონის ქვრივის სახლში, რომელთაც არ გააჩნდათ მათი თავადაზნაურობის დამადასტურებელი რაიმე სიგელ-გუჯარი, თუმცა ეს ყველაფერი აღბეჭდილიყო მოხუცთა მეხსიერებაში; და რადგანაც ამ­ ჟამად ისინი მიწების განაწილებით იყვნენ დაკავებულნი, მათი ვაჟი, რომელიც ახლა მილიციელად მსახურობდა ოჩამჩირის ოლქის უფროსთან, რეგიონში მოგ­ ზაურობდა, რათა ხალხს მისი არისტოკრატიული წარმომავლობა ეღიარებინა. ამ სახლს, შედარებით, არ აკლდა კომფორტი; გონივრულად მართული მამული აყვავების გზას ადგა და ახალგაზრდა კაციც, მიუხედავად სავალდებულო ძონ­ ძებისა, საკმაოდ კარგად იყო გამოწყობილი. მოხუცი ქალი, რომელსაც სხვა შვილი არ ჰყავს, გარშემორტყმულია რამდენიმე ახალგაზრდა გოგონათი, მოწაფეებით, რომლებიც დედას ეძახიან; სწორედ ის აძლევს განათლებას. მართლაც, ხშირად ხდება, რომ მშობლები საკუთარი შვილ­ ების აღზრდა-განათლებას მესამე მხარეს ანდობენ ხოლმე და სახლში იქამდე არ მიჰყავთ, სანამ მათი ქორწინების ჟამი არ დადგება. ამ ძვირად ღირებული სწავლების საფასურს, ex post facto, ცხენის, საქონლის ან მიწის ჩუქებით იხ­ დიან. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება ზოგჯერ სასამართლო დავის საგანი ხდება, ოჯახებს შორის ეს ორმხრივი შეთანხმება, სისხლით ნათესაური კავშირის 223 კარლა სერენა გარეშეც კი, მათ შორის ამყარებს ახლო და გულმხურვალე ურთიერთობას, რომ­ ელიც ხშირად სისხლით ნათესაობაზე უფრო ძლიერია. მაგრამ ყველაზე წმინდა კავშირი აფხაზებისა და მეგრელებისათვის ძუძუმტეობაა; გამზრდელი ითვლება არა მხოლოდ მეორე დედად და ოჯახში ძალაუფლების მქონედ, არამედ მისი შვილებიც ისეთივე მიღებულნი არიან ბატონის ოჯახში, ვის შვილსაც ძუძუ აწოვა. ამ ქვეყანაში, სადაც მიწა მიწათმოქმედს არ ეკუთვნის და აჰუს ერთი ახირე­ ბის გამო, შეიძლება, მის მიერ აყვავებული მიწიდან გამოაძევონ, მცხოვრებლებს ჩვეულებად აქვთ ქცეული ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა და თავიანთ საცხოვრებელს დროებით სამკვიდრებლად თვლიან. დღესაც კი, თუკი ადგილი აღარ მოსწონთ ან იმის გამო, რომ მათი საყვარელი ახლობელი გარდაიცვალა, ანდა ადგილობრივთა ცრუმორწმუნე გონება რაიმე ავს მიაწერს ამა თუ იმ ალაგს, სხვაგან გადასახლების გადაწყვეტილებას ადვილად იღებენ და არანაკლები სის­ წრაფითაც აღასრულებენ ხოლმე. რადგანაც სახლები მოძრავი ოთახებია, მათ მხოლოდ ჩალის სახურავის, მოწნული კედლებისა და საყრდენი ბოძების მოშ­ ლა და კამეჩებზე ან ცხენებზე შემოწყობა სჭირდება, მსუბუქ ავეჯთან – ხის გრძელ სკამებთან, ლეიბებთან, ბალიშებთან, გადასაფარებლებთან, ზედადგარსა და ქვაბთან ერთად. არ ავიწყდებათ ეროვნული გიტარაც(აფხაიარცა), რომელიც, ოჯახის ახირების გამო, ავეჯთან ერთად მოგზაურობს ხოლმე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ეს ამ ხალხის პრიმიტიული ცხოვრების ყველაზე მომხიბლავი და მოსახერხებელი ასპექტია; ისინი ჩვენგან განსხვავებით, არ არიან კომფორტს მიჯაჭვულნი და სრულებითაც არ იცნობენ ჭარბ დოვლათს, ცივილიზებული ხალ­ ხისთვის ასე„გარდაუვალს“; სავსებით კმაყოფილნი არიან, თუკი დღევანდელი საჭიროებისათვის სამყოფი ჯამ-ჭურჭელი გააჩნიათ. გზად არ უჭირთ ღამის გა­ სათევი ადგილის მოძებნა, პირუტყვს საძოვარზე უშვებენ, ზოგჯერ აღკაზმულსაც კი, ხოლო მეორე დილას, გამთენიისთანავე, მოგზაურთა ქარავანი კვლავ მთებსა და ველებს შეეფინება. ოჩამჩირის გარშემო მოგზაურობისას, გამაკვირვა სომეხ ოჯახთან შეხვედრამ. ისინი უკან, საქართველოში ბრუნდებოდნენ მას მერე, რაც აფხაზეთში არეულობა მიწყნარდა. სომხებს, როგორ საყოველთაოდ ცნობილია, აქვთ ვაჭრობის ნიჭი. ასე რომ, გასაკვირი არაა მათი ხილვა ოჩამჩირეში, სადაც აღმშენებლობა დაიწყო. სომხე­ ბი, ჩართულები არიან რა ყოველგვარ ვაჭრობასა და მომარაგებაში, კარგა გვა­ რიან ფულს შოულობენ და ოჯახებს მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდებიან. ეს იყო ერთ-ერთი ასეთი ვაჭრის ოჯახი, რომელსაც გზად, მდინარის ნაპირას სადილო­ ბისას გადავეყარეთ. ჩვენი მოგზაურობების გაგრძელების წინ ვთხოვე, ფოტოს გადაღების ნებარ­ თვა მოეცათ, სადაც მათი საცოდაობისა და სიმდიდრის ნაზავი გამოჩნდებოდა. 224 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები კარგად ჩაცმული და ცხენზე ამხედრებული ოჯახის თავი ატარებდა დიდებულ იარაღს, რაც იშვიათობას წარმოადგენს სომეხთა შორის, რომლებიც, ჩვეულებ­ რივ, არ არიან ხოლმე შეიარაღებულნი. ბედაურზე მჯდომს ხელთ უპყრია ჩონგური, ეროვნული გიტარა, რომელსაც დაუნახავთ როგორც მდიდარს, ისე ღარიბს და რომლის სიმებსაც შეუძლია რო­ გორც სუფრის გამხიარულება, ისე ავადმყოფისათვის ძილის მოგვრა. სომეხი, რომელზეც გესაუბრებით, ჩონგურს უკრავდა, რათა თავისი მემკვიდ­ რის ტირილი შეეჩერებინა. ბავშვი დედას კაბაზე ეჭიდებოდა და ასე თრევა-თრე­ ვით მიჰყვებოდა, რადგანაც, სავარაუდოდ, არბაზე(ტრადიციული ქართული ურემი) უნდოდა დაჯდომა, რომლისკენაც უხმობდა მისი გამზრდელი მსახური (ქვეყნის ადათ-წესების მიხედვით). ამ პატარა აზიური გარეგნობის ყმაწვილის შესახედაობა, რომელსაც თავი დიდი ფაფახით დაეფარა, – ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას ემოსა, მაგონებდა იმ პირველ ადამიანს, დარვინმა რომ აღწერა. დე­ დამისის ნაყოფიერება სადავო არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგანაც პერან­ გის ქვეშ კიდევ ჰყავდა ერთი ჩვილი, რომელსაც მკლავებით არწევდა, მესამე კი მხრებზე ეჯდა და მისი გაბმული სიცილი ძმის ტირილს უერთდებოდა. ეს ქალი სადღაც, ფილტვების ზედა ნაწილით, გამყინავი ხმით მღეროდა სომხურ დატირე­ ბას, რომლის ხორხისმიერი სიტყვები ნაკლებად თუ მატებდა ჰარმონიას ამ ოჯა­ ხის უკიდურესად მრავალფეროვან კონცერტს, რომელიც ფოტოს გადაღებისასაც არ შეწყვეტილა და მაშინაც კი ჩამესმოდა, როცა ისინი საკმაოდ დაგვშორდნენ. ამ სანიმუშო დედის ტანისამოსი არ ტოვებდა სისუფთავის შთაბეჭდილებას, მაგრამ ასეთი დაუდევრობა გასაგები იყო ამ პირობებში. მას არ ჰქონდა ქართული თავზე წასაკრავი(თავსაკრავი) პირბადით; ლამაზი, შავი თმა თხელ კულულებად ეყა­ რა მხრებზე, აბრეშუმის ჭრელყვავილებიანი მოსასხამით რომ ჰქონდა დაფარუ­ ლი. ყელი, მკლავები, წელი, ერთიანად ჰქონდა მორთულ-მოკაზმული ნამდვილი სახელოვნებო ღირებულების მქონე სამკაულებით. ეს ძვირფასი ნივთები ქალის უბადრუკ ფეხსაცმელთან მართლაც რომ თვალში საცემ განსხვავებას ქმნიდა. ხელმარცხნივ მიდიოდა მისი უფროსი ქალიშვილი, ღარიბად ჩაცმული და ჩე­ მოდნებით დატვირთული. ოჯახის წევრები ურმის წინ მიდიოდნენ. მთელი ავლა­ დიდება ორი უზარმაზარი ხარისთვის აეკიდებინათ, რომლებსაც ახალგაზრდა მსახური მიუძღოდა, იუმორითა და სომეხთათვის ასე დამახასიათებელი მოთმი­ ნებით სავსე, ვინც მეეტლისა და მზარეულის როლსაც ასრულებდა და თან ატი­ რებული ბავშვის ძიძობასა და აღმზრდელობასაც ითავსებდა. მის დამშვიდებას თბილი სიტყვებით ამაოდ ცდილობდა. ურემში მოეთავსებინათ მოგზაურობისთვის აუცილებელი ნივთები. ზემოდან იდო ქვაბი, შეუცვლელი ჭურჭელი სიმინდის შეჭამანდის მოსამზადებლად. ერთ მხარეს კონწიალობდა ბასკური დოლი, სავალდებულო ინსტრუმენტი, ეროვნული 225 კარლა სერენა ცეკვის, ლეზგინკას შესასრულებლად, რომლის გარეშეც ვერ ნახავდით ვერც ერთ ოჯახს – ვერც შეძლებულსა და ვერც ღარიბს. ძირითად ეკიპაჟს უკან მოჰყვებოდა მეორე მსახური, ნაბადში გახვეული და ფაფახში გამოწყობილი. ის წინ მოუძღოდა ორ ცხენს, მრავალი ფუთით დატვირ­ თულთ ლოგინითა და კავკასიური სახლის მოსართავად საჭირო ნივთებით. ჩემი პირველი ვიზიტისას დავგეგმე ვწვეოდი მუხურს, რათა თავად ანჩაბაძის ღვინის მარანი მენახა. ილორსა და სამურზაყანოს ამ სოფელს შორის მდებარეობს განცალკევებული დაბლობი, დასერილი ბილიკებით, სადაც სრულიად ველური ფლორა ხარობს. მა­ შინ ადმინისტრაცია აშენებდა გზას, რომელიც სოხუმ-კალემდე, აფხაზეთის მთა­ ვარ ქალაქამდე უნდა მისულიყო. ნებით თუ ძალდატანებით, ადგილობრივებმა თავიანთი წვლილი ამ პროექტში სრულიად უფასოდ შეიტანეს. ახალი გზის სიახ­ ლოვეს, რომლის კიდეზეც ოხურეი მიედინება და სამურზაყანოსა და აფხაზეთს შორის საზღვარს ქმნის, ჩაფრების პოსტიდან არცთუ ისე შორს, წააწყდებით წყაროს, რომლის მაღალ ტყეთა შორის მორბენალი გამჭვირვალე ჩქერალები, არემარეს მუდმივი სიგრილით ავსებს. სწორედ აქ ველოდი ცხენების შეცვლას, რომლებიც იქვე, მიმდებარე საძოვრებიდან უნდა მოეყვანათ. დავტოვეთ რა ილორი მზის ამოსვლისას, მუხურში შუადღისას ჩავაღწიეთ და თავად ანჩაბაძის ნათესავის სახლში დავბინავდი, რომლის ბრძოლაც სამეგრელოს მთავრის, და­ დიანის წინააღმდეგ უკვე აღვწერე. მისი სამფლობელო ერთობ კარგად გამოი­ ყურებოდა, თავისი უშველებელი ხეხილის ბაღითა და კარგად მოვლილი ვენა­ ხით, რომლის რიგები თვალუწვდენელ სიგრძეზე იყო გაჭიმული, მისი მარანი კი ამფორებით(ღვინის ჭურჭელი) იყო გადაჭედილი, რომ აღარაფერი ვთქვათ კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ კასრებზე, რომლებზეც შენიშნავდით რუსულ წარწერას„იზაბელა“. ეს განსაკუთრებული ღვინო, ვარდისფერი ელფერით, ოდესის შემოგარენ­ ში მოდის. ჩემმა მასპინძელმა მუხურში შემთხვევით აღმოაჩინა კასრი, ჩაასხა ღვინო და ამავე დროს ამფორაც აავსო, რათა ენახა(რადგანაც იგი გურმანი და პროგრესული ადამიანი იყო), თუ რომელი მეთოდით დავარგება იქნებოდა უფრო წარმატებული. ამ შემთხვევაში კასრმა აჯობა და მას შემდეგ მოხერხე­ ბული სამურზაყანოელი, თურმე, თავის გამორჩეულად საყვარელ მოსავალს კასრში ინახავს. მოულოდნელი შემთხვევის გამო, მუხურში რამდენიმე საათით მომიხდა გაჩე­ რება. თავადის ქალიშვილი, თხუთმეტი წლის მომხიბვლელი გოგონა, დაქორწი­ ნებული ამდენივე დღის წინ, ჩემი ტანსაცმლის ჩაცმის გიჟურმა სურვილმა შეიპ­ ყრო და მოინდომა, საკუთარი მზითვიდან ჩემთვის ყველაზე ლამაზი ტანისამოსი ეჩუქებინა. 226 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები შევეცადე, მისთვის ამეხსნა, რომ მთებში მოგზაურობისას არ შემეძლო ამ გრძელმკლავიანი, მკერდთან ღრმად ამოჭრილი ფარჩის ჩაცმა, მაგრამ სულ ამაოდ. მან მოირგო ჩემი ტანსაცმელი, რომელშიც მომნუსხველად გამოიყურებო­ და და აღარ უნდოდა მისი გახდა. შევთავაზე, რომ შევუკერავდი ასეთივეს, თუკი ქსოვილს მიშოვიდა; ამის გაგონებისას სიხარულით შეხტა. მაშინვე გაგზავნეს მო­ სამსახურე და მოატანინეს წითელი ქსოვილი, დიდი ფოთლოვანი მოხატულობით. მეც გამოვჭერი კაბა თავადურ ყაიდაზე. ქალბატონები მომეხმარნენ მის შეკერ­ ვაში. კაბა მოვაზომე და ისე კარგად მოერგო ჩემი ლამაზი კლიენტის წელს, რომ მისით თვით ცნობილი უორტის 7 სახლიც კი აღფრთოვანდებოდა. რუსი ჯარისკაცების მიერ გაკეთებულ სტრატეგიული გზა მუხურიდან მიგიყვანთ პატარა სოფელში, რომელსაც ჰქვია„წაბლის ხიდი“ ანუ ადგილობრივთა ენაზე – ჭუბურ-ხინჯი. დღეს ხიდი აღარ არსებობს, ვერ გაუძლო დინების ძალას. სახლი კი, სადაც იმ ღამისათვის თავშესაფარი ვიპოვე, ამ რეგიონში ყველაზე შეძლებულ თავადს ეკუთვნოდა; მას საერთო არაფერი ჰქონდა იმ მოწნულ ქოხმახებთან, რომლებში ღამის გათენებასაც ასე შევეჩვიე. ეს იყო მშვენიერი ორსართულია­ ნი შენობა, არაჩვეულებრივი ვერანდისაკენ ამავალი ორმხრივი კიბით. მიწაზე ფეხიც კი არ დაგვედგა, რომ„მხლებელთა“ ამალამ მოირბინა და ჩამოგვართვა ცხენის აღვირი და თვით თავადიც კი გამოგვეგება. სახლიდან აღწევდა გიტარის აკორდები, შერწყმული ქალთა ხმებთან, რაც იქ სათუთი სქესის მყოფობაზე მიუ­ თითებდა. საკუთარ თავს უკვე ვულოცავდი ამ მომხიბვლელ სახლში მოხვედ­ რას; მაგრამ რაოდენ დიდი იყო ჩემი იმედგაცრუება, როგორც კი ზღურბლს გა­ დავაბიჯე! ეს სახლი, რომელმაც გარედან ასეთი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, შიგნით შემაშინებელი სიბინძურით იყო სავსე. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ქალბატონებიც იქვე იყვნენ. მიუხედავად ახალგაზრდობისა, მათ, შესაძლებელს შორის ყველაზე გადაფითრებული პირისახეები ჰქონდათ, ცუდად შენიღბული ფერუმარილით, რომელიც თაბაშირივით ეცხოთ ღაწვებზე. დაუდევრად შემო­ სილნი, წელში გამართულნი ეყუდებოდნენ ჭუჭყიან კედელს, რომელსაც მათი სა­ მოსი კიდევ ერთ ჭუჭყიან ლაქად ემატებოდა. ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ეს ფეთხუმები თავადის ასულები იყვნენ. სიბუნძურის გამო არც ის ვახშამი, რომელზეც თავად მასპინძელმა გასწია მომ­ სახურება, გამოდგა დიდად სასურველი. მიუხედავად ამისა, თავადს ცივილიზაციის გარკვეული ელფერი დაედო რუ­ სეთში, სადაც რამდენჯერმე ყოფილა გამწესებული ცხენის ქურდობისათვის. ცხე­ ნის ამ არაკეთილსინდისიერ ვაჭარს თავის უზარმაზარ მამულში ჰყავდა ცხენთა 7. შარლ ფედერიკ უორთი(1825-1895) – ინგლისური წარმოშობის ცნობილი ფრანგი მკერავი(მთარგმნ.) 227 კარლა სერენა მოდგმის ყველაზე მშვენიერი წარმომადგენლები. ამასთან, იგი ფლობდა ბამბის, სელის, კანაფისა და ჭვავის პლანტაციებს, ყველა იმ პროდუქტს, რომელიც იზ­ რდება სამურზაყანოში, მაგრამ, გავიმეორებ, არა აფხაზეთში. „წაბლის ხიდის“ შორიახლოს, სათანჯოს მთაზე მდებარეობს ათანგელოს ციხე, რომელიც უკვე ვახსენე. აფხაზეთში პირველი სტუმრობისას, 1876 წლის ზაფხულში, ისევე, როგორც გა­ სულ შემოდგომაზე, ჩემი ძირითადი სადგური ოჩამჩირე იყო. ოლქის უფროსმა, რომლის სტუმარიც მაშინ ვიყავი, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანა კარგად დამეთვალიერებინა და მოგზაურობა სასარგებლოსთან ერთად სასია­ მოვნოც ყოფილიყო. როგორც ვნახეთ, ცხენოსანთა წვეულებები ერთობ მოდური რამ იყო. ჩემ გა­ სამხნევებლად ხშირი, სასიამოვნო წვეულებები ტარდებოდა. შედეგად, ექსკურ­ სიების ნაწილი სწორედ რომ ურიცხვ თანმხლებთან ერთად გავატარე. ადგილობ­ რივებისთვის ეს კარგი გასართობიც იყო. ცხენოსანთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო მოქვი, უკანასკნელი აჰუს სა­ ზაფხულო რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს ოჩამჩირიდან 15 ვერსის დაშო­ რებით, მდინარე მერკულაზე; მისი სახელიდანაც მომდინარეობს სახელწოდება მოქვი. ეს მდინარე დასაბამს იღებს შვიდი ვერსის მოშორებით მდებარე პანარას მთიდან, სოფელ გუფის სიახლოვეს და ზღვაში ჩაედინება ოჩამჩირიდან დაახ­ ლოებით ოთხ ვერსზე მდებარე სოფელ არადუსთან. იქამდე კი კვეთს ცაცხვების, მუხების, ბზებისა და ჭადრების თვალწარმტაც ტყეებსა და მინდვრებს, სადაც უჩ­ ვეულოდ მაღალი სიმინდი იზრდება. მოქვისაკენ მიმავალი გზის ნახევარი შავ ზღვას მიუყვება; აქა-იქ, მავანი იძუ­ ლებულია, გადალახოს ტბების მსგავსი გუბურები, რომელთა ნაპირებზე დაინა­ ხავთ კუებს, მშვიდად რომ მიუყვებიან თავიანთ სიზმრისეულ გზას. უკვე აღვწერე ფერადოვანი და ერთგვარად კარნავალური ჩაცმა-დახურვის ყაიდა, რომლითაც ცხენოსნები გამოირჩევიან. აქ, აფხაზეთში, კაცები, მსგავსად კავკასიაში მიღებუ­ ლი წესისა, იცვამენ ჩერქეზულ სამოსს, ოღონდ ჩერკას უხეში ყავისფერი შალით შეკერილი ყაბალახით(აფხაზურად, ახტარპათი) ანაცვლებენ, მათი სამასრეებით (ახუმჟვი) გაწყობილი ტანსაცმელიცა და ფეხებთან ზონრებიანი ვიწრო შარვალიც (აიქუა) იმავე ქსოვილისაა. რაც შეეხება სახელოებიან პერანგს(აკაბა), რომელსაც ატარებენ აქმგიუს ქვეშ, იგი ღია ფერის ანდა თეთრი ბამბის ქსოვილითაა შეკერი­ ლი. ტყავის წინდები აცვიათ, რომლებიც ამოდის კოჭებს ზემოთ და ანაცვლებს გეტ­ რებს; დაბოლოს, ფეხზე მოსავთ უძირო ფეხსაცმელი წვრილი წვერით, რომელსაც უწოდებენ ა-იმაას, ხოლო ცხენის ტარებისას კი, ტყავის მაღალი გეტრები; ყველა ამ საგანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალები ამზადებენ. იარაღი, ხშირად ცუდ დღე­ ში მყოფი, ასრულებს ამ აღკაზმულობას. სუსტი სქესისთვის, როგორც უკვე ვთქვი, 228 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები საერთოდ არ არსებობს ეროვნული სამოსი და ორიგინალობას მათ ვარცხნილობა (ზურგზე ჩამოკიდებული ნაწნავები, თავსახვევი და თეთრი პირბადე) თუ მატებს. კავალკადა, რომელსაც ახლა აღვწერ, იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფალთა მიერ იყო ორგანიზებული, კიდევ უფრო მეტად ბრწყინავდა. მოქვის მთელი მო­ სახლეობა, დაახლოებით ექვსასი ადამიანი, ორ რიგად ჩამწკრივებულიყო ჩვენს შესახვედრად, ერთ მხარეს – კაცები, მეორე მხარეს კი – ქალები. სადილი გაი­ მართა სოფლის მღვდლის ეზოში, სადაც, წინა დღიდან მოყოლებული, მომმარა­ გებელთა, მზარეულთა და მათ დამხმარეთა მთელი ლეგიონი ერთად შეყრილი­ ყო და ფუსფუსებდა. მწვანე მდელოზე, სტუმრებისათვის წინასწარ განესაზღვრათ დიდი წვეულების ათასობით წვრილმანი. მღვდელი, ვისაც ახლა უნდა შეესრულებინა maître d’hôtel-ის შრომატევადი სამუშაო, პატივცემული მოხუცი, მუქი ფერის ტანისამოსით, და რაც ასე იშვიათია მეგრელ და ქართველ სამღვდელოებას შორის, ერთიანობაში სულაც არ იყო გა­ ნათლებას მოკლებული. მას რამდენიმე წიგნი ჰქონდა, ხოლო მოკრძალებული ოთახის კედლებზე, სხვადასხვა მეფის პორტრეტთა გვერდით დავინახე ილუს­ ტრირებული ჟურნალებიდან ამოჭრილი ლითოგრაფიები გოეთეს, შექსპირის, მანძონის, ბეთჰოვენისა და გარიბალდის გამოსახულებებით. ევროპულ ყაიდაზე გაწყობილი სუფრა განსაცვიფრებელი სანახაობა იყო ადგი­ ლობრივებისთვის, რომელთაც აქამდე მსგავსი წვეულება არასოდეს ეხილათ. კედ­ ლის მოპირდაპირედ ჩამწკრივებული აფხაზები, გულუბრყვილო მთიელები, მათრა­ ხით ხელში და მუშტით ხანჯალზე, მათთვის სრულიად ახალი რაღაცის დანახვისას ყველაზე გულწრფელ გაოცებას გამოხატავდნენ. როდესაც უცხოთა წვეულება დას­ რულდა, ოჩამჩირის ოლქის უფროსმა სუფრასთან დამხმარეები მოიწვია; ქვეყნის ეტიკეტის თანახმად, აზნაურები მთავრებისა და თავადების შემდეგ მიირთმევდნენ, მერე – ოჯახის წევრი ქალბატონები; მერე – მოსამსახურეები; მერე – ქალები და გლეხის ქალები, შემდეგ იმავე კლასის კაცები სხდებოდნენ, სულ ბოლოს კი – სახ­ ლის შინამოსამსახურეები. ყველა სტუმარი, მიუხედავად იმისა, თუ რა ადგილს იკა­ ვებდა სოციალურ სკალაზე, ერთნაირად იძაბებოდა, როდესაც მათთვის სრულიად ახალ და უცხო მომსახურებას სთავაზობდნენ. პირველი, რაც გააკეთეს, დანა-ჩანგა­ ლი და ხელსახოცები გადადეს გვერდზე, რათა უფრო მოხერხებულად ეჭამათ. დრო, რომელიც 1876 წელს ჩემდა პატივსაცემად გამართული წვეულების შემ­ დეგ გავიდა, სავალალო იყო ქვეყნისათვის, რადგანაც უკანასკნელი ამბოხისას (1877- 78 წლების რუსეთ-თურქეთის ომი) მოქვი 8 აფხაზთა წინააღმდეგ გამართუ­ 8. აფხაზურად მოქ ნიშნავს წვიმას. ამბობენ, რომ სახელი მოქვი(წვიმიანი ადგილი) ამ ადგილმდება­ რეობას ხშირი წვიმების გამო ეწოდა. 229 კარლა სერენა ლი სისხლიანი ბრძოლების მოწმე გახდა. მაჩვენეს დაბლობი, სადაც ამბოხებული პარტიის მეთაური, ხირიფს მარშანია დააპატიმრა(1877 წლის 21 ივნისი) მისმა ბი­ ძამ, რუსეთის სამსახურში მყოფმა გენერალმა გრიგოლ შერვაშიძემ. საკმაო ძა­ ლის სათავეში მყოფი ამბოხებული მოქვი დარბევას ვერ გადაურჩა და ეკლესია და მღვდლის სახლიც გაძარცვეს. მღვდელი 1881 წელს, ჩემ ჩამოსვლამდე გარ­ დაიცვალა; მე კი არანაკლები პატივით მიმიღო მისმა ვაჟმა, რომელიც კვლავაც მამისეულ, დანგრევის პირას მისულ სახლში ცხოვრობდა; მითხრა, რომ მართა­ ლია, ქვეყნის ერთ-ერთი დიდკაცთაგანი იყო, მაგრამ სახლის აღდგენის საშუალე­ ბა არ ჰქონდა. ჩემი ჩამოსვლის საღამოს სამგლოვიარო განწყობა დამეუფლა, რადგან გაუჩე­ რებლად, კოკისპირულად წვიმდა. ჩემი მასპინძელი და მისი ცოლი, თავადის ქალი, ყველაფერს აკეთებდნენ, სა­ პატიო დარბაზში თავი კარგად რომ მეგრძნო – შეძლებისდაგვარად იზრუნეს, რომ რუსეთ-თურქეთს ომის დროინდელი ამბოხებისას კედლებში გაჩენილი ხვრელე­ ბი ამოეგმანათ. ამისთვის პატარა ნაჭრებად დაჭრილ ცხვრის ტყავს იყენებდნენ. ჩემი ტანსაც­ მლის გასაშრობად კი დიდი ცეცხლი დაანთეს. ამ ღამეულ ფუსფუსში ძილი გა­ მიტყდა და ღამე თეთრად გავათენე. უძილობისას ადამიანის არსებობის წარმავა­ ლობაზე ვფიქრობდი და ერთმანეთს ვადარებდი მოქვში გატარებულ მხიარულ წარსულსა და ნაღვლიან აწმყოს. არც შემდეგი დღე ყოფილა ბევრად ხალისიანი. იმედგაცრუებული მოუთმენლად ველოდი მზის პირველ სხივს, რომელიც შე­ მაძლებინებდა ყველაზე თვალისმომჭრელი კადრები გადამეღო, ასეთს კი ბევრს ვხედავდი ჩემ გარშემო. კვირა დღეს ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა სტარშინას­ თან თავი სხვადასხვა საქმეზე სასაუბროდ მოიყარეს. რადგანაც გარდაცვლილი მღვდლის შვილი ამ არემარეში ყველაზე გამორჩეული კაცი იყო, სწორედ მის სახ­ ლში გადაწყვიტეს ვახშმობა. ამ სამზადისს კი მეც ვესწრებოდი. თემმა ხარის დაკ­ ვლაც მოინდომა. სასაკლაოდ დაბლობი გამოიყენეს. რამდენიმე კაცმა ხარი ჯერ გაატყავა და მე­ რე ორად გააპო. ერთი ნახევარი, გამოშიგნული, გასუფთავებული და შამფურზე აგებული, რაც მის ხის ტოტზე ჩამოცმას ნიშნავს, ცეცხლზე მოათავსეს. რამდენიმე კაცი მიწაზე ჩაცუცქულიყო და ასე ამზადებდა სურნელოვან მწვადს, რომლის მაც­ დუნებელი სურნელი ჩემს საპატიო დარბაზშიც აღწევდა ისე, რომ ამ გემრიელად შებრაწული ხორცის გასინჯვა მომინდა. ამასთან, ის-ის იყო დაასრულეს ყურძნის ბოლო მტევნების მოკრეფა და შე­ მეძლო მენახა, თუ როგორ წურავდნენ წვენს. 230 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მიუხედავად წვიმისა, შევძელი ჩემი მასპინძლის სახლის გადაღება, სადაც მოსადილეთ მოეყარათ თავი. წესის თანახმად, დიასახლისის ვალდებულებაა, სტუმრებს ხელი დააბანინოს და ხელსახოცი შესთავაზოს. საძინებელში თავადის ასული და მისი და მემსახურებოდნენ. ზოგადად, ქალები ყველანაირად ცდილობ­ დნენ, ღირსეულად მოჰქცეოდნენ სტუმრებს და გაერთოთ ისინი. ამჯერადაც ერთი ხმა ქართულ სიმღერას ასრულებდა გიტარაზე(ე.ი. ჩონგურზე), დანარჩენები კი ბანს აძლევდნენ. ეს სიმღერები სამგლოვიარო რიტმებით არცთუ ისე ჰარმონიუ­ ლი მოსასმენია. ყოფილი მღვდლის შვილი მამამისის კვალს არ გაჰყოლია. იგი ვაჭარი და ად­ გილობრივი დუქნის(ჩემი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ამ დაწესებულებას) მფლობელია და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს იქ მცხოვრებლებს, ისევე როგორც ადგილობრივ მოგზაურებს. ახლანდელი მღვდელი, ვინც ჩემი მეგზურიც იყო, მოქველი ქართველია. ომის დროს ის სოფლის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც იქაურთა ფანატიზმმა ის და მი­ სი სამწყსო საფრთხეში ჩააგდო. მან გამანდო, რომ საკუთარმა მოხერხებულობამ გადაარჩინა სიკვდილს. იმ სოფლიდან ოჯახი და მოსამსახურეები უკვე გაეხიზნა და ხელსაყრელ შემ­ თხვევას ელოდა, რომ შეერთებოდა მათ და რადგანაც ასეთი შესაძლებლობა არ ეძლეოდა, შეეცადა, რაღაც მოეფიქრებინა. ერთ მშვენიერ დილას, ერთად შეყარა რეგიონის ყველაზე მეამბოხე კაცები, აჩვენა კონვერტი დიდი ბეჭდით, რომელიც თითქოს ის-ის იყო კონფიდენციალუ­ რად მიიღო ტფილისიდან, და უთხრა, რომ მშვიდობა დამყარდა და მოითხოვ­ დნენ, რომ მღვდლებს, ყველა ადგილიდან მათთვის შეეტყობინებინათ, თუ რო­ გორ იქცეოდა ხალხი. ბუნებრივია, დაჰპირდა, რომ ბრწყინვალე ანგარიშს მოამ­ ზადებდა იქ დამსწრეთა შესახებ და რომ ამავე მიზნით ემზადებოდა ტფილისში წასასვლელად, საიდანაც თავის ოჯახთან ერთად დაბრუნდებოდა უკან. იგი, ასე­ ვე, აპირებდა შეეძინა ურემი, რომლითაც მისი შინამოსამსახურეები უკვე გაპა­ რულიყვნენ; ამისთვის კი სახლიდან ბევრი ნივთის იაფად გაყიდვას აპირებდა. აფხაზები მახეში გაებნენ. მათ შეუძენიათ ყველაფერი, რისი თავიდან მოშორებაც მღვდელს სურდა და ღირსეულად რომ წარმდგარიყო, სადაც ჯერ არს, ცხენიც კი ათხოვეს, რადგანაც თავისი ოჯახი, მსახურთან ერთად, უკვე თბილისში გაეგზავნა. მეორე დღეს, როცა მღვდელი ცხენს მიაჭენებდა სამეგრელოსკენ, სადაც მისი ოჯახი იყო გახიზნული, ამბოხებული აფხაზები თურქებს დაეხმარნენ სოხუმ-კა­ ლეში შესულიყვნენ და აეოხრებინათ. ამ სასულიერო პირმა მაცნობა დეტალები მოქვის მონასტრის შესახებ, რო­ მელიც საკმაოდ ცნობილი და ერთ-ერთი უძველესია აფხაზეთში; მისი ეკლესია, მსგავსად ბედიისა სამურზაყანოში, ოდესღაც მდიდარი ეპისკოპოსის საყდარი 231 კარლა სერენა ყოფილა. მერკულა ანუ მოქვი, ნანგრევების ძირში მიედინება; ეზოში, ნაგებობის წინ აღმართულა წაბლის ხე, რომლის ვარჯიც, სუროს გიგანტური პწკალებით, ხის ზომის კაპებს უშვებს ირგვლივ. სამრეკლოს გუმბათისაგან მხოლოდ დიდებული თაღიღა შემორჩენილა, რომლის ნაპრალშიც ათასნაირი ველური მცენარე იზ­ რდება. ეკლესია 1861- 63 წლებში აღადგინეს და ქვისფრად შეთეთრებული ახლა სავალალო შესახედია, მიუხედავად მშვენიერი ბუნებისა მის ნანგრევებთან. პე­ რისტილის სვეტები, თეთრი ბათქაშით, ამ უსიამოვნო კონტრასტს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის. გემოვნებისა და ჰარმონიის ასეთი შებღალვა, როგორც იტყვიან, ცუდად ჭრის თვალს. ასევეა შებათქაშებული ინტერიერიც და არა მხოლოდ ფრეს­ კებისა და მოზაიკების კვალია გამქრალი კედლებიდან, არამედ დაუმუშავებელი ქვებიც შეუცვლიათ თეთრი მარმარილოს ნამტვრევებით, რომელთაც ტროტუა­ რების მოკირწყვლისთვის იყენებენ ხოლმე. დაბოლოს, შიდა ეზოში ყრია გამო­ ქანდაკებული სვეტების ნარჩენები, რომლებიც მოწმობს როგორი სიმაღლისთვის მიუღწევია იმ დროისთვის ხელოვნებას, როცა ეს ტაძარი აუშენებიათ. რაც შეეხე­ ბა საკურთხევლის კანკელს, მსგავსად ილორისა, მისგან აქაც აღარაფერი შემორ­ ჩენილა, გარდა უხეშად მოხატული შირმისა. მოქვის ეკლესიას, სადაც უკანასკნელი აჰუ თავის ცოლთან და ქალიშვილთან ერთად განისვენებს, არანაირი საგანძური არ გააჩნია; ერთადერთი სიძველე, რასაც იქ ხედავთ, პატარა სურათია, ქართული წარწერითა და სახარების სცე­ ნით, აღმოჩენილი მდინარე დობაში(Doubah), მერკულას შენაკადში. ეკლესიის მომიჯნავედ იდგა დიდი ქვის შენობა ორი სართულით, ამჟამად დანგრეული; აქ, სავარაუდოდ, მონასტერი უნდა ყოფილიყო. მის მოპირდაპირედ მდებარეობს საეპისკოპოსო რეზიდენცია, შემორჩენილია სამრეკლოს ნანგრევებიც; დაბო­ ლოს, არცთუ ისე მოშორებით, მიწის თხრისას, რამდენიმე სახლისა და ძველი ეკლესიის ნანგრევები იქნა აღმოჩენილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ უწინ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა ცივილიზებული მოსახლეობით, რომლის სა­ ხელიც ისტორიამ ვერ შემოინახა. სასაფლაოზე, ძველი ეკლესიის ნანგრევების ირგვლივ და ახალი ეკლესიის სიახლოვეს, ვერ ნახავთ ვერც ერთ უბრალო მავზოლეუმს, რომლებიც ადრე აღ­ ვწერეთ. ის, რაც საფლავის არსებობაზე მიუთითებდა, დაინგრა მაშინ, როცა ეს წმინდა სავანე თვით ადგილობრივთა მიერ გაუდაბურდა. 1881 წლის შემოდგომაზე, ძველი ნანგრევების გვერდით ახალიც შევნიშნე, 1877 წლის რუსეთ-თურქეთის ომის დროინდელი, უკანასკნელი აჯანყების შემდგომი დარბევის შედეგი. მაგრამ, იქ მცხოვრებთა სასიკეთოდ, საყდარი შეაკეთეს... მოქვის შემოგარენი, რომელიც უხვად ირწყვება, წარმოუდგენლად მდიდა­ რია მცენარეული საფრით, ბორცვები კი დაფარულია პირუტყვისათვის უბადლო საძოვრებით. მიუხედავად ამისა, აფხაზი მწყემსები, ცრუმორწმუნეთა რასა, ვერ 232 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ბედავენ ოლქის მიყრუებულ ადგილებში გადასვლას. მაგალითად, პატარა სოფ­ ლიდან ათი ვერსის მოშორებით, სოფელ ჭი-ლოონის/ Tchi-loon(ასე წოდებული ჩერქეზული ოჯახის მიერ, რომელმაც, როგორც ამბობენ, თავისი კერპები აღმარ­ თა იქ) მიჯნაზე, მდებარეობს ავი სულით დასახლებული მთა: ნებისმიერი პირუტ­ ყვი, რომელიც მას მიუახლოვდება, იკარგება. ეს არის აღარდა, პანარას ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალი, საიდანაც მდინარე მერკულა იღებს სათავეს. დაახ­ ლოებით ორი ათასი ფუტის სიმაღლის მთას აქვს უნაგირი, რვა მეტრის ვერტი­ კალური პროექციის კლდე, გაბურღული თხრების შედეგად, რომელიც მღვიმეში შესასვლელს ქმნის. ღიობი დაახლოებთ სამი მეტრია სიმაღლით და ერთი მეტრი – სიგანით. მიწიდან ამოდის წყარო, სახელად აჩიკითისგუ(გამანაყოფიერებელი მდინარე), რომლის წყალიც, ოდნავ მოშორებით, წისქვილს ამუშავებს. ადგილს მღვიმის ახლოს ეწოდება სქარჩუმულა. როდესაც ამ იდუმალებით მოცულ მღვიმეში შეაღწევთ, წყალი მუხლამდე მოგ­ წვდებათ, ზოგიერთ ადგილას – მკერდამდეც კი. ასე რომ, თუ გსურთ, იგი გამოიკ­ ვლიოთ, აფხაზს უნდა მოაჯდეთ ზურგზე. მისი სიგანე ადგილ და ადგილ იცვლება. ზოგიერთ ალაგას კი ორი ადამიანი ძნელად თუ გაეტევა. გრუნტი, რომელიც მუდ­ მივად მაღლდება, ისეთი უხეშია, ზოგან კი, ძალიან მოლიპული, რომ იძულებუ­ ლი ხართ, წყაროს კალაპოტს მიჰყვეთ. ასევე, იცვლება სიმაღლეც: აქ თუ კამარა თქვენს თავს ზემოთ 300 მეტრით მაღლდება, იქ პირიქით – მხოლოდ წელში მოხ­ რილი თუ გაივლით. კამარიდან ეშვება სტალაქტიტები, ყველაზე ზღაპრული ფორ­ მების მქონენი, რომლებსაც ზოგჯერ ერთმეტრიანი გარშემოწერილობის სვეტის ფორმა აქვთ. ჩირაღდნის ან სანთლის შუქზე სამ-ოთხი საათის სიარულის შემდეგ, მიაღწევთ მცირე შემაღლებას, დაფარულს წითელი თიხანარევი მიწით. მერე მიადგებით ორ ხვრელს, სტალაქტიტებით დაჩხვლეტილს. როგორც კი ამ წანაზარდებს გაექ­ ცევით, ორ გალერეას დაინახავთ; სწორედ ერთ-ერთი მათგანიდან გადმოდის თითქმის ყინულოვანი წყარო, მეორიდან კი თბილი წყალი ამოედინება. სანდო მეგზურის დახმარება და ღონიერი მამაკაცი სავსებით აუცილებელია უცხოელისათვის, ვინც, ჩემ მსგავსად, მოისურვებს, ეწვიოს ამ მისტიკურ მღვიმეს; ასეთ დროსაც კი, ზოგჯერ, მაინც შეიძლება გადააწყდეთ მოულოდნელ საფრთხეს. მეორე მხრივ, შეუძლებელია უფრო არამიწიერი და ზღაპრული რამის წარმოდ­ გენა, ვიდრე ეს მოგზაურობაა მთის წიაღში, ორმოცი თუ ორმოცდახუთი ცვილის სანთლის შუქზე, რომელიც კლდეზე აბრჭყვიალებულ წყლის მირიად წვეთს გარ­ დაქმნის იმავე რაოდენობის პაწია მზედ და მათ მთრთოლვარე ანარეკლებს მოა­ ფენს გალერეათა ნამიან სვეტებს; იფიქრებთ, რომ აღმოჩნდით მიწისქვეშა პა­ გოდას გულში, რომელსაც ინდუსები შივას სათაყვანებლად აღმართავენ ხოლმე. ამას დაამატეთ აფხაზთა თავსაბურავიანი თავები, მათი მოელვარე იარაღი, მა­ 233 კარლა სერენა თი კონკები(რომლებიც სანთლის შუქზე ოქროსფერი ბზინებით დაფარულს წაა­ გავდა), და არ გაგიჭირდებათ წარმოიდგინოთ, რომ ამგვარი გასეირნება თვით მრავლისმნახველი ტურისტის ემოციებსაც გადაფარავს, რომელმაც უკვე ბევრი სხვა უცნაური სანახაობა იხილა. და რაოდენ შთამბეჭდავია, როცა ამ ცივი ტარტა­ როსიდან გამოძრომისთანავე გადაეყრებით ლურჯ ცასა და დასავლეთის ქარის თბილ სუნთქვას! არც მეტი, არც ნაკლები, გეგონებათ, რომ სიცოცხლეს თავიდან დაუბრუნდით. განა საჭიროა დავამატო, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებთ არ უყვართ ამ მღვიმეში ჩასვლა? უფრო ხშირად, მხოლოდ ზემდგომთა ბრძანებით თუ გაჰყვე­ ბიან იშვიათ მოგზაურს; ამ ცრუმორწმუნე ადგილობრივთათვის პირქუში მღვიმე ავსული ჯინების სამფლობელოა, რომელთა არსებობაში ეჭვი არ ეპარებათ და რომლებზე ფიქრიც კი შიშით აღავსებთ. აღარდას მთიდან ოჩამჩირემდე მანძილი დაახლოებით 30 ვერსია. სანუკვა­ რი მგზავრობა უკეთესია საღამოს, მთვარის შუქზე, როცა ბარაქიანი ჩერქეზული მხარე მთლიანად გამჭვირვალე ორთქლში ჩაფლულა და ტკბილად ჩაძინებული დიდრონი ტყეები კი პოეტურ სიჩუმეში გახვეულა. ეს განსვენების უნივერსალუ­ რი წამია. მწერთა არანაირი ფაჩუნი ბალახსა თუ ბუჩქებში, ზანტად რომ ჩაურ­ გავთ თავი მიწაში. მხოლოდ ციცინათელები( lampyris italica) დაფუსფუსებენ ურიცხვ გუნდებად ირგვლივ მდებარე ხე-ტყის ლაბირინთებში, მათი ფრთების ფართქალი ყურს იოლად ესმის. ეს მწერები თავიანთი მბრწყინავი სხეულებით ერთდროულად ხეთა ვარჯებსაც ანათებდნენ და ყველაზე მაღალ ტოტებსაც; რო­ ცა ისინი გაუჩინარდებიან, მზეც ამოანათებს. თითქოს ცთომილი ალი ყოფილი­ ყოს, რომელიც სივრცეს ღამით იპყრობს და დღისით კი უჩინარდება. ოჩამჩირიდან ათ ვერსში, იგივე მხარე, რომელზეც მერკულა მიიკლაკნება, ირ­ წყვება კიდევ ერთი, უფრო ღრმა და სწრაფი მდინარით. ეს არის ჯუკუზბურ(dju­ kuzbur), მდინარე, რომლის გადალახვა შესაძლებელია იქ, სადაც იგი შავ ზღვას ერთვის და თურქებს მოძრავი ხიდი გაუკეთებიათ. მზის ჩასვლის ჟამი იდგა, როცა ის გასულ შემოდგომაზე გადავლახე. მებორნის ფარდულთან შევჩერდი, სადაც ყველაზე კარგი რამ შემომთავაზა, რაც კი ებადა – ახალმოკრეფილი ყურძენი მიმდებარე ტყეებიდან. მივიღე მათი შემოთავაზება და მტევანს ნება-ნება ვაგემოვნებდი, გაოცებული ვერ ვწყვეტდი თვალს ტალღების დიდებულ სანახაობას, ბრწყინვალედ განათებულთ ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივებით. ასეთი სურათის ხილვის შემდგომ ამ ზღვას შავი კი არა, ოქროსფერი უნდა ერქვას. 234 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ექსკურსია სამურზაყანოსა და აფხაზეთში: ნაწილი IV ცრემლების რიტუალი ქვითაულში – კესარია დიდი, შერვაშიძე – გამგზავრება ატარაში – ბებერი ტყეები. ღამეული ნავიგაცია – ქალაქი სოხუმ-კალე და მისი არემარე – კელასური და მისი ციხე-სიმაგრე – საერთაშორისო საუზმე – ექსკურსია სანაპიროზე: ლიხნი და ბიჭვინთის ეკლესია; გაგრის ციხე; ჩემ პატივსაცემად გამართული წვეულება სასაფლაოს ბაღში – დასკვნა. მართალია, აფხაზეთის საინტერესო ნაწილი უკვე ვნახე, მაგრამ ჯერ კარგად არ ვიცნობდი მის უცნაურ ადათ-წესებს. მიწვევამ, რომელიც გლოვის ცერემონია­ ზე დასასწრებად მივიღე, რასაც კავკასიელები ტირილს უწოდებენ, შემაძლებინა, მისი მოსახლეობისთვის სხვა თვალით შემეხედა. დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ქვითაულში, ოჩამჩირიდან თორმეტი ვერსის დაშორებით, ყოფილი აჰუს ოჯახის მამულში, რომლის ახლანდელი თა­ ვია თავადი გრიგოლ შერვაშიძე, რუსეთის არმიის სამსახურში მყოფი ის გენერა­ ლი, რომელიც უკვე ვახსენე. ამჯერად, ტირილი მიეძღვნა დედამისს, თავადის ქალ კესარია შერვაშიძეს, და­ დიანის ასულს და მის სხვადასხვა დროს გარდაცვლილ ორ ვაჟს. უკვე ვიცით, რომ აფხაზეთის მმართველები, მონაცვლეობით, იყვნენ ქრის­ ტიანები და მუსლიმები; ამდენად, ქვეყანაც შერეული რელიგიისა გახლდათ. მი­ ხეილის ბაბუისა და მამის ქელიშ ბეისა და სეფერ ბეის(ორივენი თურქეთში იყ­ ვნენ აღზრდილები) დროს, სამთავროში ისლამი აღორძინდა; შემდეგ, სეფერ ბეი დაქორწინდა ლევან დადიანის დაზე და მეგრული შტოს მართლმორწმუნე მარ­ თლმადიდებელი მეუღლის გავლენით ქრისტიანად მოინათლა. აფხაზეთის სხვა მმართველმა ოჯახებმაც უარი თქვეს ისლამზე. მათ შორის იყო ასულ კესარიას ქმარი ალექსანდრე შერვაშიძე(მუსლიმური სახელით, ალი ბეი). შერვაშიძეთა სხვადასხვა შტო ერთმანეთს მუდმივად ექიშპებოდა, თუმცა, მოგვიანებით მოახერხეს და ქვეყანა დაინაწილეს. აჰუ სეფერ ბეის მმართველო­ ბისას, ჰასან ბეიმ, მისმა ძმამ, მიიღო სოხუმ-კალესა და მდინარე კოდორს შორის მდებარე ტერიტორია; ალი ბეიმ, მისმა ბიძაშვილმა – კოდორიდან ოხურეიმდე გადაჭიმული მიწები. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ოლქების მართვისას, არ­ სებითად, დამოუკიდებელნი იყვნენ, ეს ორი თავადი აღიარებდა აჰუს აღმატებუ­ ლებას, რომელიც გუდაუთასა და ბიჭვინთას შორის დამკვიდრებულიყო. გარე აგ­ რესიის შემთხვევაში ვალდებულნი იყვნენ, მისი დროშის ქვეშ ებრძოლათ. ალი ბეის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, რეგენ­ ტობა მის ქვრივს, კესარიას ერგო. თორმეტი წლის განმავლობაში, მისი უფრო­ 235 კარლა სერენა სი ვაჟის, გრიგოლის(1838- 1848) სრულწლოვანებამდე, იგი ქვეყანას ბრძნულად მართავდა და საკუთარი თავი მიუძღვნა ცივილიზაციის გავრცელებასა და განსა­ კუთრებით კი, ქრისტიანობის გაბატონებას; პროზელიტიზმის ამ მცდელობამ მე­ ფე ნიკოლოზის ჯვარიც კი მოუტანა და ქვეყანაში იცნობდნენ, როგორც„კესარია დიდს“. შემდეგ, ძალაუფლება გადაეცა მის ვაჟს, რომელმაც იგი რუსეთის იმპე­ რიის მიერ აფხაზეთის 1864 წლის ანექსიამდე შეინარჩუნა. ჰასან ბეი 1837 წელს გარდაიცვალა და მისი მიწები გადაეცა ჯერ მის ვაჟს, საიდ ბეის(დიმიტრი შერვაშიძეს), ხოლო მოგვიანებით კი, შვილიშვილს, გიორგის, ვინც ახლაც მისი დიდი ნაწილის მფლობელია. რაც შეეხება აჰუ სეფერ ბეის, მას დარ­ ჩა ორი არასრულწლოვანი მემკვიდრე, დიმიტრი და მიხეილი, ხოლო მისი ქვრი­ ვი, მეგრელი დადიანის და – დესპოტი და ამბიციური ქალი, გარკვეული დროის განმავლობაში რეგენტი იყო. დიმიტრი, მისი უფროსი ვაჟი, მმართველობის ერთი წლის თავზე, დაუქორწინებელი გარდაიცვალა. მისი ძმა, მიხეილი, ეჭვმიტანილი იყო ძმის მოწამვლაში და ეს ეჭვი, როგორც ჩანს, დადასტურდა აღიარებით, რო­ მელიც 1876 წელს სასიკვდილო სარეცელზე მის ერთგულ მსახურს, კლაგურზა ჩი­ რიკბას წამოსცდა; როგორც ამბობენ, მას დიმისტრისათვის საწამლავი საკუთარი ხელით მიუტანია. ამგვარად, მიხეილ ბეი, როგორც იმპერატორ ალექსანდრე მეო­ რის მიერ აღიარებული აფხაზეთის აჰუ, მთავრობდა 1866 წლამდე; უკვე მოგიყე­ ვით, როგორ დაამთავრა მან სიცოცხლე. მამამისის, სეფერ ბეის საფლავი ლიხნის იმ სოფლის ეკლესიაშია, სადაც ცხოვ­ რობდა და რომელიც თურქებმა ააოხრეს. ალი ბეი განისვენებს ქვითაულში, სადაც მისმა ვაჟმა, გრიგოლმა, ამჟამად ჯერაც ცოცხალმა, ეკლესია ააშენა. მისი ინაუგუ­ რაცია სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა დედამისი და მისი ორი ძმა დაიტირეს. 9 ეს იგივე მთავარი გრიგოლია, რომელსაც გენერლის ჩინი მიანიჭეს უკანასკნელი აჯანყების შემდეგ, როგორც უკვე ვნახეთ, თავისი დისშვილის, ამბოხებულთა ბე­ ლადის, ხირიბს მარშანიას დაპატიმრების გამო. ქვითაულში თავად გრიგოლსა და მის ოჯახთან ერთად ერთი კვირა გავატარე. დავესწარი ძალიან მნიშვნელოვანი ცერემონიის სამზადისს, ღრმად პატივცემუ­ ლი თავადის ქალის, კესარიას მოსაგონებლად რომ გაიმართა. ამდენად, ვნახე ამ უცნაური ცერემონიის როგორც პროლოგი, ისე ეპილოგი. აქ აღარ დავუბრუნდები საზეიმო დატირების ტრაგიკომიკურ ეპიზოდებს, რომ­ ლებიც დეტალურად უკვე აღვწერე სამეგრელოსთან დაკავშირებით. საკმარისი 9. თავადის ქალის, კესარიას პატივისცემის გამო, მისმა შვილიშვილმა, ხირიფს მარშანიამ, ამბოხების მეთაურმა და მისმა მოწაფემ, ქვითაული იხსნა აოხრებისაგან, მსგავსად მისი ოჯახის კუთვნილი სხვა სამფლობელოებისა. უკვე ცნობილია, რომ აფხაზებისათვის მოწაფე-გამზრდელის ურთი­ ერთობა უფრო წმინდათაწმინდაა, ვიდრე მშობელშვილობა. 236 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები იქნება იმის თქმა, რომ ტირილის რიტუალი მოეწყო დიდ ვაკეზე, სადაც, ეკლე­ სიის მოპირდაპირედ, დგას პატარა სახლი, რომელშიც ერთ-ერთი გარდაცვლილი თავადი ცხოვრობდა. ამ დანგრევის პირას მისული, ოროთახიანი საცხოვრებლის წინ თავი მოეყარა მოტირალთა ჯგროს – მშობლებს, მეგობრებს, მსახურებს, ყო­ ფილ ვასალებს – ნაირფერ კრებულს, რომლის გლოვის მისიასაც დიდი კულინა­ რიული ფაციფუცი ართულებდა. საბანკეტო მაგიდები მდელოზე მოწყობილი ფან­ ჩატურების ქვეშ დადგეს; მცენარეთა კიდევ ერთი გუმბათის ქვეშ, რომელიც ახლა შავი ძაძით შეემოსათ, გრძელი ხის სკამები ქვეშაგებით დაეფარათ და ზედ სამი გარდაცვლილის ტანსაცმელი გაეშალათ. სპეციალური სამგლოვიარო კარავია გამოყოფილი ოჯახის ქალებისთვის, მოტირალთათვის, მოზარეთათვის; სწორედ აქ გაიმართება ტირილის ძირითადი სცენა. ღმერთმა იცის, რამდენ დაკონკილ მგლოვიარეს მოეყარა აქ თავი, მიუხედა­ ვად იმისა, რომ გაუჩერებლად წვიმდა – თვით ზეცა მონაწილეობდა ამ პროცე­ სიაში – დილიდან იკრიბებოდნენ სველ მიწაზე! შვიდ საათზე პირველი პურობა, დამკრძალავი პროცესიის სავალდებულო პროლოგი, შესთავაზეს უამრავ დამ­ სწრეს. ორ ჯანმაგარ ადგილობრივს მხრებზე შემოედო დიდრონი ფიცარი ორი უშველებელი ქვაბით: ერთი სიმინდის ბულიონით/შეჭამადით, მეორე კი – ცხვრის კერძით სავსე. ამ საჭმლის შთანთქმისთანავე, ყველა წავა-წამოვა და გამოსას­ ვლელ ტანსაცმელს ჩაიცმევს. როგორც კი საათი რვას ჩამოჰკრავს(ამ მამულის ბატონის მიერ აშენებული ქვითაულის ეკლესია, გამონაკლისია იმ მხრივ, რომ საათი აქვს), ყველა თავის ადგილასაა გამწესებული. თავადი, როგორც ოჯახის უფროსი, შავ ჩოხაში გამოწ­ ყობილი, იმავე ფერის ვაზნებიანი ქამრით წელზე, ხის ქვეშ, თავის ვაჟებს შორის იდგა და იღებდა სტუმართა სამძიმარს. ორი ქვრივი უკვე შესულა სამგლოვიარო კარავში და მუხლებით დამხობილან მიწაზე, ტახტის წინ, რომელზეც მათ გარ­ დაცვლილ ქმართა ტანისამოსია გაშლილი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უკვე სამი წელია ქვრივია, მშვიდად შეჰგუებია მდგომარეობას; აღარ არის სრულად სამგლოვიაროდ შემოსილი; აცვია შავი ალპაკას კაბა, თავზე უკეთია შავი ფიშუს მსგავსი თავსამკაული, ხოლო მხრებსა და თავზე კი თეთრი რიდე(veil) მოუსხამს. მისი რძალი ქვრივის სამოსს ატარებს: ბამბის შავი კოფთა, რომელიც საკუთა­ რი ხელით შემოიფხრიწა ქმრის დასაფლავების დღეს და რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ უნდა გაიხადოს; დაუვარცხნელი თმა კი მხრებზე აყრია. მო­ ტირალთ, ასევე რომ დამხობილან მიწაზე, ქვრივების მსგავსად ხელში უჭირავთ გარდაცვლილთა ძველი ფეხსაცმელები და თავში ირტყამენ ყოველი მისამღერი­ სას, რომელსაც ცრემლსა და ტირილს უნაცვლებენ. სცენის დანარჩენ ნაწილს მკითხველი უკვე იცნობს. ოღონდ, ნება მიბოძეთ, შევნიშნო, რომ ჩვეულების მიხედვით, ასეთ დროს(ტირილი შეიძლება გაგ­ 237 კარლა სერენა რძელდეს რამდენიმე დღეს) მიძღვნილი საჩუქარი აღწევს 5 000 რუბლს(17- 18 ათას ფრანკს), რომ აღარაფერი ვთქვათ 50 ცხენსა და 150-მდე მსხვილფეხა პი­ რუტყვსა და ცხვარზე; ეს პატარა ცხოველებიც, ასევე, ატარებენ სამგლოვიარო სიმბოლოებს ორი მიზეზის გამო: მათ თითქმის მაშინვე დაკლავენ, რათა გამოკ­ ვებონ მოზარეთა და მოტირალთა ეს ბრბო, რომელიც ძალიან დაიღალა შეკვე­ თილი გლოვის ამ ველური სანახაობით. დაკრძალვის დღესასწაულის მოთავე და წარმმართველი იყო თავად გრიგო­ ლის გამზრდელი, რომელიც აფხაზთათვის წმინდა მოვალეობას სულით და გუ­ ლით აღასრულებდა. დიდი კვერთხით შეიარაღებულმა ორად გააპო ბრბო, რო­ მელმაც მის წინაშე ქედი მოიდრიკა. შემდეგ მოტირალებს მიუახლოვდა და მათაც მის ნიშანზე დატირების კილო შეცვალეს, რაც გამოიხატებოდა„ოვ“ და„ვა“ მარ­ ცვლების სხვადასხვა ინტონაციით, კრეშენდოთი წარმოთქმით. ქვითაულში გატა­ რებული ამ კვირის მერე, კიდევ კარგა ხანს ჩამესმოდა დაკრძალვის ეს მისამღე­ რები, რომელთა სამგლოვიარო ორიგინალობა არასოდეს დამავიწყდება. ქვითაულს ხელმეორედ ნოემბერში ვეწვიე. მოხუცი მღვდელი ჩემთან შესახ­ ვედრად გამოეშურა; კვლავაც ფრიად საპატივცემულო იერი ჰქონდა და ცხვირის­ მიერი ხმაც შეენარჩუნებინა, ასე რომ გამაოცა გარდაცვლილთა ლოცვის წარ­ მოთქმის დროს. თუმცა, ადგილი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა. ის ვაკე დაცა­ რიელებულიყო. სხვა ხმა არა ისმოდა რა, გარდა ბატკნების ბღავილისა. ეს შე­ საბრალისი ბგერები მაგონებდა მელანქოლიურ„ოვ“ და„ვა“ ნოტებს, მოზარე­ თა გუნდის მიერ დატირების დღეს შესრულებულს, გაბმულად უთვალავჯერ რომ მქონდა მოსმენილი. სამგლოვიარო აქცენტების ამ გახსენებამ თითქოს გამიცოც­ ხლა ის დატირება. თავადის სახლი, რომელშიც ადრე გავათიე ღამე, მიეტოვებინათ მისი სავალა­ ლო მდგომარეობის გამო; მღვდელმა და მისმა არისტოკრატმა, მეგრელმა ცოლმა შემომთავაზეს, დავრჩენილიყავი მათ ზამთრის ქოხში, სადაც ერთ ჭერქვეშ იყო განთავსებული სასადილო, სასტუმრო, საძინებელი ოთახები, სამზარეულო და თვით საქათმეც კი. აქ იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ მათ პატარა სახლში, სადაც ცეცხლის ანთება არ შეეძლოთ, ძალიან ციოდა. ამ კეთილმა წყვილმა, რომელთა ასაკმა და ურთიერთსიყვარულმა ფილემონი და ბავკიდე გამახსენა, ყველაფერი იღონეს იმისათვის, რათა მათ ღარიბულ საცხოვრებელში თავი შეძლებისდაგვა­ რად კარგად მეგრძნო. დიასახლისს სამეგრელოდან მზითევში(ალბათ, ნახევარი საუკუნის წინ) მოე­ ტანა საოჯახო ნივთები, ჯერ კიდევ მაშინ რომ იყენებდნენ მის სამშობლოში, მაგ­ რამ ამდენი ხნის შემდეგაც უცხო იყო აფხაზთათვის, რომელთაც ჯერაც არ მიეღ­ წიათ ცივილიზაციის იმ საფეხურისთვის, თანამედროვე კოლხები რომ იმყოფე­ 238 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ბოდნენ. ასე რომ, მან დიდი ყვავილებითა და ტოტებით მოხატული სკივრიდან ამოალაგა ფინჯანი, თეფშები და ჭურჭლის თვით სრული ნაკრებიც კი, რომელიც მისი ოჯახის წევრთა შორის მხიარულებას იწვევდა. მღვდელი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთში გაეტარებინა, მხოლოდ თავისი ქვეყნის ზნე-ჩვეულებებს, ძველ ადათებს იცნობდა. ის დაბადე­ ბულიყო და გაზრდილიყო ქვითაულში და მრავალი წლის განმავლობაში შერვა­ შიძეების კარზე ასრულებდა მოწყალების გამცემის ფუნქციას. აფხაზთა შორის ჯე­ რაც შეხვდებით ყველაზე შორეულ წეს-ჩვეულებათა შენარჩუნების მაგალითებს, განსაკუთრებით კი, ქვეყნის ძნელად მისაღწევ შუაგულსა და მთაში. ხშირად, რო­ ცა მათ ვაკვირდებოდი, თავს ვგრძნობდი ჰომეროსის დროში, რამდენადაც კავკა­ სიელთა პრიმიტიულ ეთნოსთა შორის უძველესი ჩვეულებების მიმართ ყველაზე ერთგული აფხაზეთი დარჩენილიყო. ასე გავატარე ღამე მღვდლის ჩალით დახურულ ჭერქვეშ. მეორე დღეს ის და მისი ცოლი დილით ადრიანად ადგნენ და მომიმზადეს საუზმე, რომლითაც დი­ დი რუდუნებით გამიმასპინძლდნენ. გვერდით ჩემი მეგზური და სტარშინას ვაჟი მოვისვი, რაც ადათ-წესებს ეწინააღმდეგება, რადგანაც კაცები არ სხდებიან იმ სუფრასთან, სადაც ქალი ზის. მინდოდა გამოდარებითა და ნათელი დღით მესარ­ გებლა. სწორედ ამიტომ სუფრა ქოხის წინ გავაშლევინე, რათა დავმტკბარიყავი დაბლობით, რომელსაც წიფლისა და რცხილის ბორცვები ერტყა გარს, რომელთა სიმწვანე და განსაკუთრებული სილამაზე, ბუნების მიერ ასე უხვად დასაჩუქრებუ­ ლი მხარის ერთ-ერთ საოცრებად შეიძლება ჩაითვალოს. სურათი, რომელიც ასახავს ჩემს საუზმეს ქვითაულში, განსაკუთრებული აღ­ ნიშვნის ღირსია. ჩემი მასპინძლის შვილობილს ვაჩვენე, როგორ გაეხსნა და დაე­ ხურა კამერა ობსკურა, რომლის წინაც დავდექით მე და ჩემ მიერ წინასწარ გან­ ლაგებული ჯგუფი და მანაც ფოტო ხუთ წამში წარმატებით გადაგვიღო. ამინდმა ასევე მაცალა ვაკეზე მდებარე ეკლესიის გადაღება, რომელშიც რამ­ დენიმე წლის წინ ინაუგურაციას დავესწარი, იმ დაუვიწყარი ტირილის დროს. ეკლესიაში არის თავადის ქალის, კესარიას საფლავი, რომლის ხსოვნასაც დიდ პატივს მიაგებენ. საფლავის ქვა კი კანკელიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ქვითაულიდან უკვე მეორედ გავუყევი ატარის გზას, წინანდელთან შედარებით უფრო მოკრძალებული კავალკადით. მაშინ, ტირილის მერე, ატარაში მახლდა შერვაშიძეების ოჯახი, რომელთაც საკუთარ კოდორისპირა რეზიდენციაში მიეჩ­ ქარებოდათ. მანამ, სანამ ქვითაულის თავადის ქალებს დავტოვებდი, ჩემთვის სრულიად ახალი გამომშვიდობების სცენის მომსწრე გავხდი. ოთახში, კეთილშობილ მანდილოსნებთან ერთად თავი მოეყარათ რანგით ქვემდგომ ქალებს, მორჩილად რომ ელოდნენ ამ ბოლო მისალმებისათვის შესა­ 239 კარლა სერენა ფერის წუთს. ისინი, წესისამებრ, კედლის საპირისპირო მხარეს დახრილიყვნენ, ზოგიერთს ხელები დაეკრიფა, სხვებს კი ერთმანეთისათვის ხელი წელზე მოეხ­ ვიათ; ამგვარად ფრიად მომხიბლავ ჯგუფს ქმნიდნენ. გაუნძრევლად მდგომნი, თვალს აყოლებდნენ ქალბატონის მოძრაობას. მისგან ნიშნის მიღებისთანავე მათაც დაიწყეს ეს ინტიმური ცერემონია. ყველაზე პატივსაცემ მისალმებად ითვლება ხელების შემოხვევა იმ ადამიანის თავის გარშემო, რომლის წინაშეც ქედს იდრეკთ, სულერთია – კაცია თუ ქალი; ამის შემდეგ თავი მკერდზე, გულის მხარეს უნდა მიაყრდნოთ და ღრმად დაუკრათ თავი მას, ვისაც ემშვიდობე­ ბით. გამგზავრებამდე ქვითაულელი ქალბატონი და ოჯახის სხვა მანდილოსნები ასე გამოემშვიდობნენ თითოეულ ქალსა თუ ახალგაზრდა გოგონას. ინდიფერენტულობა, რომლითაც ამ ღრმა პატივისცემის გამოხატულებას იღებ­ დნენ, ერთადერთი რამ იყო, რაც მათ მორჩილებას არ შეესაბამებოდა. დიდი სიამოვნებით მივიღე თავადის წინადადება, ატარაში გავყოლოდი, რად­ გან მეგზურობა შემომთავაზა თავის მამულში, რომელიც შავი ზღვიდან ანტიკურ, ისტორიულ ტერიტორიებამდე იყო გადაჭიმული. ასე რომ, ჩვენმა დიდმა ჯგუფმა ქვითაული დატოვა. შერვაშიძის ქალბატონებს სიამოვნებით გამოჰყვა რამდენიმე სხვა ქალი. ყველა მანდილოსანი საუცხოო ცხენზე იჯდა. მათ შორის მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც გვერდულად იყო ამ­ ხედრებული ჯორზე. ქალთა ჯგუფს წინ მიუძღოდა და თან ახლდა ბატონთა ბა­ ტალიონი და უკან მიჰყვებოდა მსახურთა არმია. ზოგიერთი მათგანი მიჰყვებოდა ცხოველებს, რომელთაც ტირილის ცერემონიის დროს მიღებული ხურდა ფულით სავსე ტომრები ჰქონდათ აკიდული. რაღაც თვალსაზრისით, ეს კავალკადი მდი­ დარი ალაფით დატვირთული ყაჩაღები დასის შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მაგრამ ეს ექსკურსია საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ ისევ გზაში ვიყა­ ვით, როდესაც კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. როცა ქოლგა გავხსენი, ჩემი ჯორი დაფრთხა და ყალყზე შედგა. მე გადმოვვარდი და კლდეს მივეხეთქე, რამაც ისე სერიოზულად დამაზიანა, რომ ატარაში რამდენიმე თვეს უმოძრაოდ მყოფს მო­ მიწია დარჩენა. 1. ი იმ გულუხვი მზრუნველობისათვის, რომლითაც მანებივრებდნენ, საკმარისად ვერასოდეს შევაქებ ჩემს სათნო დიასახლისსა და მის მომხიბლავ ვაჟს, რომე­ ლიც მაშინ თორმეტი წლის იყო და ახლა, როცა რამდენიმე თვის წინ კიდევ ვნახე, მისი სილამაზე და ახალგაზრდობა კიდევ უფრო გაიფურჩქნა. მაგრამ, მიუხედა­ ვად მათი გულითადი მზრუნველობისა, ჩემი ხვედრი სულაც არ იყო შესაშური. 1.„“, ცხოვრება კოდორის ნაპირას, სადაც, გარდა იმისა, რომ ბევრი რამის ნაკლებობა უნდა ამეტანა, ყველაზე მძიმე იყო მდუმარედ ყოფნა, რადგანაც ჩემი არავის ესმოდა. 240 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ჩემი კომპანიონებისათვის, რომელთაც არ ენახათ სხვა არაფერი, გარდა ატარის ჰორიზონტისა, ზაფხულის ნაწილის იქ გატარება სულაც არ იყო ისეთი სასოწარ­ მკვეთი, როგორიც ჩემთვის. ბოლოს, ისევ მოვიკრიბე ძალა და მასპინძლის თან­ ხლებით ვეწვიე შემოგარენს. ის რუსულად ლაპარაკობდა, ასე რომ, შევძელი მისი ოჯახისა და ქვეყნის ტრადიციების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიმეღო. სტრაბონი გვიყვება, რომ ენგურიდან კოდორამდე არსებობდა ბერძნულ კო­ ლონიათა ჯგუფი, რომელიც ქმნიდა პატარა, აყვავებულ რესპუბლიკას, რომლის ცენტრი 1 , ვაჭრები. ახლა აქ, იმ ცივილიზაციის მცირეოდენი ნიშანწყალიც კი აღარ დარჩა. სტრაბონი ასევე ლაპარაკობს ქვეყნის ამ ნაწილის ადგილობრივებზე, რომელთაც ის Pteriophages(ტილისმჭამელებს) უწოდებს მათი სიბინძურის, სიგამხდრისა და ავადმყოფური იერის გამო. უძველესი მოსახლეობის აღწერა სავსებით მიესადა­ გება თანამედროვე აფხაზებსაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი იმავე წარმო­ მავლობის არიან. მოგვიანებით, როდესაც ქვეყანაში ქრისტიანობამ შემოაღწია, აყვავების ახალი ხანა უნდა დამდგარიყო, რასაც, მიუხედავად ისტორიის დუმი­ ლისა, ადასტურებს ამ მიწაზე აღმოჩენილი შესანიშნავი ნაგებობების ნანგრევები (ეკლესია-მონასტრები). შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთხელ დაიქცა; ამჯერად, იგი უკ­ ვე ვეღარ აღდგა. თუმცა, რომელი რეგიონია ბუნებისგან ასე გამორჩეული, ასე ნაყოფიერი, ასე კარგად მორწყული, ვიდრე აფხაზეთი, რომლისთვისაც შავ ზღვას გასასვლელიც მიუცია? თუკი აქაურებს, ამ თაობებამდე, ვერ აუთვისებიათ მათ მიერ დასახლე­ ბული ნაყოფიერი ნიადაგი, რატომ არ მოვლენ უცხოელი კოლონისტები, მსგავ­ სად ანტიკური ხანისა, კავკასიის ეს დაბლობები ნაყოფიერი რომ გახადონ? რა­ ტომ არ ასწავლიან გაკვეთილს ამ მიწის ზარმაც შვილთ? დაუმუშავებელი მიწის უშველებელი ფართობის ხილვა ამ რეგიონში ნამდვილად გულის მომკვლელია. ცივი წყაროს(წყურღილი Tskurghili, როგორც ისინი ეძახიან) მამულში, რომელიც ეკუთვნის ალი ბეის ერთ-ერთ ვაჟს, ექვს მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მი­ წის ნაკვეთიდან მხოლოდ მცირე ნაწილზეა გაშენებული სიმინდის ყანები, დანარ­ ჩენში კი ერთ დამუშავებულ კვალსაც კი ვერ წააწყდებით. ეს მამული გადაჭიმუ­ ლია კოდორიდან შავი ზღვის სანაპიროს იმ ადგილამდე, სადაც ადრე დიოსკურია ყოფილა აშენებული. ამ უკანასკნელს ახლა ჰქვია წყურჩის(Tskurcha) კონცხი; აქ ბუნებრივი ნავსადგურია შექმნილი, რომელსაც, ცუდ ამინდში, ოცამდე პატარა ნა­ ვი შეაფარებს თავს. 1.(ძვ......),, სადაც გაცვლის მთავარი საგანი იყო მარილი. 241 კარლა სერენა ამჟამად, მთელ ამ არემარეს ველური უდაბნოს იერი დაჰკრავს. ვრცელ ბუჩ­ ქნარს ფესვი გაუდგამს როგორც ელინთა დროინდელი ქალაქის, ისე გვიანი პერიოდის ნანგრევებში. როცა გაშიშვლებულ ქანებზე ხეები მოჭრეს, ეკლესიის ნარჩენები აღმოაჩინეს, თუმცა, თარიღის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. ცოტა უფ­ რო შორს, კოდორის მიღმა, მისი მარჯვენა სანაპიროდან რვა ვერსში, ორი მეტ­ რი გარშემოწერილობისა და შვიდ-ნახევარი მეტრი სიმაღლის ანტიკური კოშკი მდებარეობს, რომელსაც უცნაური და აუხსნელი სახელი„სათამაშა“(გართობის ადგილი) ჰქვია. ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით იქ საგანძურია დამალული, მაგრამ ახლახან მისმა მფლობელმა მის ძირში სულ ამაოდ აწარმოა გათხრები; მან მხოლოდ კლდესა და ქვიშას მიაკვლია. კოდორი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფი მდინარე აფხა­ ზეთში, სათავეს იღებს მთა მარუხიდან, მწვერვალიდან, რომელიც თითქმის ყო­ ველთვის თოვლითაა დაფარული. ხოლო მას მერე, რაც რწყავს წებელდის ველს, რამდენიმე ტოტად იყოფა და შავ ზღვაში ჩაედინება სოფელ ყარაჩაის(Karatchai) სიახლოვეს; 5 ვერსის მოშორებით წყაროდან, რომლის სახელიც დაერქვა წყურ­ ღილის(Tskurghili) მამულს. ორი კონცხი, რომლებთანაც მისი დინება მთავრდება, კოდორისა და ისტურიას კონცხებია; ეს უკანასკნელი ასე იწოდება იმ შენაკადის გამო, რომელიც კოდორს ერთვის იქვე, მის შესართავთან. გზა ქვითაულსა და ატარას მამულს შორის მიუყვება ამ მდინარის კალაპოტს, გაივლის ტყიან მაღლო­ ბებს და ტევრიან მინდვრებს. როგორც ყველგან მთელ აფხაზეთში, ატარაშიც 1 შემოღობილი ალაგი, ეკლესიით, სასაფლაოთი და სხვა საცხოვრებელი ნაგებო­ ბებით(მოწნული ფაცხები, ხის ქოხები), გამიზნული სტუმრებისა და ოჯახისათ­ ვის. წყურღილისაგან განსხვავებით, აქ ბოსტნეულისა და ხილის კულტივირების კვალსაც კი ვერსად მოჰკრავთ თვალს. სანაცვლოდ, მდინარის მეორე ნაპირზე, ამწვანებულ ნაპრალთან აღმოაჩენთ დრანდის(იგივე კოდორის) მონასტრის სამ­ რეკლოს. ამ ბიზანტიური სტილის ნაგებობის ნანგრევებთან მომხიბლავ, დაკლაკ­ ნილ ბილიკებს მიჰყავხართ. ერთადერთი, რაც შემორჩენილა, თეთრი მარმარი­ ლოს სვეტებია, რომლებიც ეკლესიის ინტერიერის ნაწილი იყო. აფხაზები, რომლებიც ლითონებისადმი ვნებით არიან შეპყრობილები, მიუხე­ დავად იმისა, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა მოუხერხონ მათ, ლურსმნის ან რაიმე პატარა ნაჭრის დანახვისთანავე მის წაგლეჯას ცდილობენ. ასევე გამოაცა­ 1.(.),-ფაშა, რობდა. ის იმდენად მოიხიბლა ვითარებით იმ კარ-მიდამოში, რომ სულთანს სთხოვა, საჩუქრად მიეძღვნა მისთვის. მაგრამ აფხაზთა აჯანყებისას ატარა მთლიანად გადაიწვა და ჰუსეინ-ფაშას თხოვნას აღსრულება აღარ ეწერა. მე ატარას 1881 წლის ნოემბერში ვეწვიე და სხვა ვერაფერი ვნახე, თუ არა ნანგრევები. დიდრონი ტყის ნაწილიც კი დამწვარიყო. 242 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ლეს საყრდენ სვეტებს ლითონის ნაწილები, რამაც მათი მტვრად ქცევა გამოიწ­ ვია. თავად ეკლესიას, ოდესღაც ეპისკოპოსის საყდარს, დუღაბის გალავანი აქვს: ბერძნები ფრთხილობდნენ, რადგანაც გზა, რომელზეც ის მდებარეობს, გზა, რო­ მელსაც სოხუმ-კალესკენ, სამეგრელოსა და წებელდის მთებისაკენ მიჰყავხართ, იმ ტომთა მარშრუტიც იყო, რომლებიც აჰუს წინააღმდეგობას უწევდნენ და აფხა­ ზეთს დროდადრო აოხრებდნენ. აფხაზეთის მდიდარი ბუნება კარგად მოჩანს ამ მონუმენტის ნანგრევებიდან, რაც მოწმობს მის წარსულ დიდებულებას. კლემატისი და ყურძენი ამ სათაყვანო ნანგრევებს გარს შემოხვევია და ქმნის ნაზ, გირლანდისებურ გუმბათს, რომლის შიგნითაც ლეღვის, წიფლისა და რცხილის უშველებელ ხეთა კენწეროები ამოწვე­ რილა, თავის მდიდრული, ფოთლოვანი საფარვლის მშვენიერებას ხილით დატ­ ვირთულ ტოტებს რომ მატებენ. ამ არემარის პატრონს, გარდა ატარისა, კიდევ ერთი რეზიდენცია აქვს ზღვის ნაპირას; ორ, ვრცლად გაჭიმულ ახალგაზრდა ტყეს შორის, რომელთა ათვისება ეს-ესაა დაუწყია ინგლისურ კომპანიას. ალბათ, მრავალი საუკუნის განმავლობა­ ში პირველად გაისმა ხისმჭრელის ცულის ექო ამ კორომებში, რომელთა სქელ, მწვანე გუმბათებში მზის სხივი ძნელად თუ აღწევს. გარდა მამულის მბრძანებლი­ სა და მისი მსახურებისა, მხოლოდ რამდენიმე უცხო თუ იმოგზაურებს ამ მარტო­ სული ტყის გავლით, რომელიც წყურჩამდეა(ყოფილი დიოსკურია) გადაჭიმული. ვაზისა და სხვა მცოცავ მცენარეთა წნულები, ტოტებისა და გიგანტური ბუჩქების ხლართები ჩვენს სვლას მეტად შრომატევადს ხდის. ყოველ წუთს ცხენებს ფეხები ეხლართებათ მცენარეთა გზააბნეულ და წებოვან პწკალებში, რომლებიც თით­ ქოს ამბოხებულან და რომელთაგან თავის დახსნის ერთადერთ გზად ხანჯლის მოხმობაღა დარჩენილა. ამ მზაკვარ ტყეებში, ქვეწარმავალთა გარდა, ღამღამო­ ბით მგლები, ტურები და დათვებიც მართავენ ხოლმე კონცერტს, რომელსაც ზოგ­ ჯერ პისტოლეტის გასროლით აწყვეტინებენ ხოლმე. არცთუ იშვიათად, ცხენოსნე­ ბი ქუსლებს ქვემოთ ხედავენ ნახევრად მშიერ ხორცის მჭამელთა ხროვას, რო­ მელთა მანათობელ თვალებსაც ადვილად შეამჩნევთ სიბნელეში და რომელნიც ტყის პირამდე არ წყვეტენ ველურ დევნას. სწორედ ასე მოხდა მაშინაც, როცა ჩემი მასპინძლისა და მისი ამალის თანხლებით გადავიარეთ იგი. ერთ-ერთმა მათ­ განმა ისე გულმოდგინედ დაუმიზნა, რომ დააბრმავა დათვი, რომლის ტყავიც მერე მე შემომთავაზეს. რამდენიმე დღე წყურჩაში გავატარე, დაცარიელებულ პლაჟზე, სადაც უწინ მდიდარი დიოსკურიელები იდგნენ. ტყის პირას, ხის სახლში გავჩერ­ დი, საიდანაც ვხედავდი ველურ ცხოველებს, რომლებიც ღამღამობით თვით ჩემს სამყოფლამდეც კი აღწევდნენ ხოლმე. ამასთან, მის საზღვრებს იცავდა მყეფარე ძაღლების ხროვა, რომლებიც ზღვასთან მდებარე ტყეშიც ბატონობენ. ამ საცხოვ­ რებლიდან არც ისე შორს, ტლანქი სათვალთვალო კოშკი აუშენებიათ, რომლი­ 243 კარლა სერენა დანაც ხედი ისტურიის კონცხის უღრან დეზამდე იშლება. მინდოდა მესარგებლა იმ ფაქტით, რომ ყოფილი სტუმართმოყვარე ზღვა(Euxine Sea), წელიწადის ზო­ გიერთ დროს ეგზომ საშინელი, ასე ნაზად ელამუნებოდა წყურჩის მდუმარე ნაპი­ რებს და მომეწყო ღამეული ექსკურსია თვით სოხუმ-კალემდე, აფხაზეთის მთა­ ვარ პორტამდე. პატარა აფრიანი ნავი ამ მგზავრობას სულ რამდენიმე საათს ან­ დომებდა. ზღვიდან დანახული მზის ჩასვლა ენით აღუწერელი საოცრებაა. ვარსკვლავი უჩინარდება კონუსისებური მთის მიღმა, რომელსაც აქაურები„სეფერ ბეის ქოხს“ უწოდებენ. ზღვის ხავერდოვანი ზედაპირი, რომელშიც მისი სხივები ჩაყურყუ­ მელავდა, ცეცხლოვნად ანათებს და სანაპიროს ტყიდან ამოწვერილი მთვარის ფერმკრთალ სხივებთან კონტრასტს ქმნის. საათები მიიპარებიან აწმყოს ამ სა­ ნახაობათა ცვლისას და ერევიან წარსულის განურჩეველ ოცნებებს; მერე, გარიჟ­ რაჟზე, შორს დაინახავთ მოციმციმე შუქს: ეს სოხუმ-კალეს 13 პორტის შუქურაა. ჯერ კიდევ ყველაფერს სძინავს მშვიდობიან ქალაქში, რომელსაც ეს-ესაა ეხე­ ბა დილის ვარდისფერი არილი; სანაპირო მდუმარებს; ქუჩები ცარიელია და მძი­ ნარე სახლების ირგვლივ, განთიადის კამკამა ჰაერში, შორს გაფრენილი სიზმრე­ ბის ფრთების იდუმალი ფრთქიალი მოგესმებათ. ევროპული სტილის ეს სახლები უმალ აუწყებენ უცნობს, რომ თანამედროვე, ახლანდელ აფხაზეთში შედის, რო­ მელიც ცივილიზაციას 14 დაუპყრია. მთლიანი ხედი მომხიბლავია. საცხოვრებელ სახლთა ჯგუფები ბორცვებისა და გორაკების ფონზე გაუშენებიათ. სანაპიროზე, ყურის პირას, თურქული თუ ბერძნული კაფეები ბუტიკებს ენაცვლება; ბოლოს, ნავსადგურის მოპირდაპირედ, დგას ორი შენობა; ერთი მათგანია ძველი ციხესი­ მაგრე, წარსულს რომ ინახავს, მეორე კი, ახალი საბაჟო სახლი – აწმყოს. ციტადელი, აფხაზეთის მთავარი ბურჯი, 1578 წელს, სულთან მურად მესამის მე­ ფობისას ააშენეს. სამმა სხვადასხვა რეჟიმმა თავისი კვალი დააჩნია ამ ოთხკუთხა ნაგებობას, დღეს რომ ნანგრევებადაა ქცეული: უშველებელი ლოდი ერთ-ერთი ჭიშკრის ზღურბლზე, არაბული წარწერით, ოტომანთა მოსაგონარია; აფხაზ სარ­ დალთა საფლავები შემდეგ პერიოდს გაგახსენეთ, ხოლო რუსული ზარბაზნები მოგითხრობენ, თუ ვინ არიას ქვეყნის ამჟამინდელი ბატონი. სოხუმ-კალეს ახ­ ლანდელი მოსახლეობა თურქების, ლაზების, ბერძნების, სომხებისა და რუსების ნარევია; აფხაზები აქ მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენენ; ისინი მიმდებარე პატარა სოფლებში ცხოვრობენ და ქალაქში ცხენოსანთა რაზმებად მოედინებიან, როცა ამას საქმე მოითხოვს; შემდეგ კი ისევ მინდვრებს უბრუნდებიან. ზაფხულში, ირგვლივ მდებარე ჭაობიანი ნიადაგი იწვევს საშინელ ცხელებას, რომელსაც ლა­ 13. სოხუმ-კალეს დიდი ყურე 15 ვერსზეა გადაჭიმული სოხუმის კონცხიდან კოდორის კონცხამდე. 14. ჩვენ აღვწერთ რუსეთ-თურქეთის ომამდელ სოხუმ-კალეს. ამის შემდეგ იგი ნაწილობრივ დაინგრა. 244 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები მის ყველა უხდის ხარკს და არავინ ცდილობს, საშველად რაიმე იღონოს. ექიმების გაჭირვებასა და ხშირად, ქინინის ნაკლებობასაც განიცდიან, რადგანაც ეს წამალი კავკასიაში ყველა ავადმყოფობის სამკურნალოდ ინიშნება. არემარეს სასიამოვნო ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ჩრდილის ნაკლებობაა და, მიუხედავად ზღვის სიახლოვისა, სულის შემხუთველი სიცხე ჩამოწვება ხოლმე. ბოლო ხანს, უცხოელმა მცხოვრებლებმა დაიწყეს გარეუბანში მდებარე მიწების დამუშავება; და მაინც, აქამდე სამერქნე მასალისთვის ხეები არავის დაურგავს. მეორე მხრივ, ძველი ციხესიმაგრის მეზობლად, ფართო ბარაკები და სამხედრო ჰოსპიტალი აშენდა. როგორც წინა ხაზზე მდებარე პორტი, სოხუმ-კალე, უპირვე­ ლეს ყოვლისა, ჯარისკაცების ქალაქია; ყოველ კვირას, როდესაც ოდესიდან ფოთ­ ში ორთქლმავალი ჩამოდის, გარნიზონის ორკესტრი სპეციალურად ამისთვის დადგმულ პავილიონში ასე თუ ისე მხიარულ ფანფარას ასრულებს. ორთქლმა­ ვალი, საუბედუროდ, ერთადერთი რგოლია, რაც ქალაქს ევროპასთან, ტფილისსა და კავკასიის სხვა ოლქებთან აკავშირებს; სხვა სახმელეთო მარშრუტები, ფაქ­ ტობრივად, არც არსებობს. აქ, როგორც ყველგან აფხაზეთსა და სამეგრელოში, მოსახლეობის უპირატესი გასართობი წმინდა კავალკადები, ქეიფისა და თამაშების მსუყე ამბებია, რომლე­ ბიც ხშირად რეგიონის ცნობილ ეკლესია-მონასტრებში ტარდება. ერთ-ერთი მათ­ განი, მაგალითად, ქალაქიდან სამი ვერსის დაშორებით, არის წმინდა გიორგის სოფლური სამლოცველო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ალმასებითა და ფირუზებით შემკული მებრძოლის გამოსახულება, და რომელსაც სასწაულების აღსრულებას მიაწერენ. ამ წმინდანის დღესასწაული, რომელსაც 28 აპრილს( 9 მაისი ახალი სტილით) ზეიმობენ, პირველი საგაზაფულო დღესასწაულია და ათასობით ადა­ მიანს იზიდავს. ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი ადათ-ჩვეულებების გათვალისწინე­ ბით, ადვილად წარმოიდგენთ, რომ იმ დღეს, ეკლესიასთან მდებარე სასაფლაო გარდაიქმნება საზეიმო სასადილო დარბაზად, სადაც ბრბო ნადიმობს და ცეკვავს ორგიის მსგავსი ცხოველმყოფელობით, რასაც, ამ ადგილის სიწმინდე, ასე თუ ისე ეგუება; საღამოს, ყველა ბრუნდება – სიმღერით, ჭენებით და ამ ქვეყანაში პოპუ­ ლარული საცხენოსნო ტრიუკებით. დღის სავალდებულო დასასრული, ბუნებრი­ ვია, ცხენების დოღია, რომელიც ტარდება ზღვის პირას, ქალაქის და წმ. გიორგის სამლოცველოსთან დამაკავშირებელ გზაზე. სოხუმ-კალეს ნაპირებიდან შესაძლებელია პატარა სანაპირო ადგილის და­ ნახვა, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა: ეს არის სოფელი კელასური, რომლის სახელიც ნიშნავს„გალავნიან ციხესიმაგრეს“. აქ გულუხვი სადილი გამიმართეს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქა­ ლაქში სახლობენ. საათზე ნაკლებ დროში პაწაწინა ნავებით მივაღწიეთ ამ ამბის­ თვის არჩეულ ალაგს. 245 კარლა სერენა [...] კელასურის ციხის მდებარეობა ერთობ თვალწარმტაცია. მის უკანა ფონზე მოჩანს მარადიული მყინვარით დაფარული მწვერვალები, რომელთაგან შვიდი გამოურჩევიათ ადგილობრივებს: მარუხა, შაუდუთი, აბსიძო, ამთაქალი, აჭადო­ პა, მუმფისტო და ჯურივი – სავარაუდოდ, მათი სახელწოდებები უცნობია ჩვენი გეოგრაფებისათვის. მეორე მხარეს, სადაც გზები ნახევარმთვარეს ქმნის, მოჩანს სოხუმი თავისი თეთრი სახლებით. ციხესიმაგრის ახლოს მდებარეობს მამულის ახლანდელი მფლობელის საცხოვრებელი; ესაა ევროპული სტილის, ბაღით გარშემორტყმული ვილა. უფრო შორს, ზღვისკენ, წააწყდებით მუსლიმ ოჯახ­ თა სახლებს, რომლებიც უკიდურესი სისუფთავის გამო, სრულ კონტრასტს ქმნის აფხაზთა ფეთხუმი სახლების ფონზე. თეთრი გადასაფარებლებით დაფარული ლოგინი, სპარსულხალიჩებიანი გრძელი სკამები, თვალისმომჭრელი ფერებით მოხატული ზანდუკები და მოწესრიგებულად დაკიდებული ტანსაცმელი, – ყველა­ ფერს მზრუნველი დიასახლისის ხელი ეტყობა. ერთ-ერთ ასეთ მომხიბვლელ საცხოვრებელს ვეწვიე, რომლის დიასახლისიც სახლის ინტერიერის მორთულობასავით ჩინებულად გამოიყურებოდა. კედლებ­ ზე დაკიდული სამი სარკე მოწმობდა, რომ მათი ქალბატონი თავისი სასიამოვ­ ნო გარეგნობისადმი გულგრილი სულაც არ უნდა ყოფილიყო. ასევე, კედელზე, ნაცვლად ქრისტესი, ყურანის ერთ-ერთი სურა გაეკრათ. შეძლებისდაგვარად სტუმართმოყვარულად შემოთავაზებულმა ხემსმა მას საშუალება მისცა, გამოემ­ ზეურებინა ტყავის ყუთში ჩალაგებული, ვარდისფერბათფიან ქაღალდის ხელსა­ ხოცში საგულდაგულოდ გახვეული, ბრწყინვალედ მოვარაყებული ჯამ-ჭურჭელი. უნდა დავამატო, რომ ნაცვლად სტუმრის წინაშე დამორცხვებისა, ეს ქალები გულ­ გახსნილები ჩანან, გიტარაზე უკრავენ და მღერიან. ამგვარად, ის ინტერნაციონალური სუფრა კელასურის უზარმაზარ მწვანე მოლ­ ზე, უშველებელი ხეხილის ჩრდილქვეშ გაიშალა. მას შემდეგ, რაც იქვე მოაწყვეს სამზარეულო, როგორც აქ, ამ ქვეყანაში იციან, ჩემმა მასპინძლებმა სწრაფად მოამ­ ზადეს საჭმელი. ახლაც ცხადად ვხედავ მიწაზე დადებულ მაყალს, რომელზედაც ჯერ კიდევ სისხლიანი ხორცი(შაშლიკი) შიშხინებდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ბატ­ კნისა თუ თიკნის მეოთხედი კი არ არის, არამედ მთლიანი ცხოველი, შეკრების ადგილას დაკლული და შემოდებული ცეცხლის ტკაცუნა ალზე. ყველაზე ხშირად მონიშნული მსხვერპლი სამგლოვიარო კოცონის დანთებისას იქვე ჰყავთ ხოლმე და ამტკიცებენ, რომ შაშლიკი მაშინაა კარგი, როცა ცხოველს ყელს ბოლო წუთას გამოსჭრიან. სამზადისს ორი კაცი ხელმძღვანელობს: ერთი, მიწაზე ჩაცუცქული, გაუჩერებლად ატრიალებს შამფურებს; მეორე იქვე დგას და კარაქის, წიწაკისა და მარილის ნაზავს ფრთების კონით უსვამს ხორცს. თანდათან ხედავთ, როგორ ოქ­ როსფერდება ხორცი და უშვებს მადის აღმძვრელ არომატს, ხოლო ერთი საათის 246 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები შემდეგ შაშლიკი სრულყოფილადაა მომზადებული. ამის მერე იგი მონადიმეებთან მიაქვთ ან შამფურით, ანდაც მის გარეშე, როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება. მაგრამ, მოდით, ამ ჰომეროსული ნადიმის დეტალებს უფრო თანმიმდევრუ­ ლად მივყვეთ. ისინი, ბუნებრივია, იწყებენ რუსული„ზაკუსკით“ ანუ„კბილში ამო­ სადები ნამცეცებით“, რომელიც მალევე მოგვიტანეს, როცა მოლზე ახალგაზრდა რუსის გვერდით ვიჯექი, რომელსაც ეროვნული ტანისამოსი ეცვა, ე.ი. წითელი კოფთა გაფუყული სახელოებით და მაღალ ჩექმაში ჩატანებული პანტალონები. ეს პატარა, საწყისი ხემსი ლამის რელიგიური დუმილით გადავყლაპეთ. შემდეგ მოიტანეს სუფი(ჩიხირთმა), ქათმის ცხარე ბულიონი, რასაც მოჰყვა ტოლმა, ვა­ ზის ფოთოლში გახვეული, ფარშირებული ბატკნის ხორცის რაგუ, ზაფრანით შე­ ზავებულ არაჟანთან ერთად; ორი ქართული კერძი, რომლებსაც უცხოელის სა­ სა გაჭირვებით ეჩვევა. რაც შეეხება ინდაურს, ის ფლავთან ერთად მოგვართვეს. მოკლედ, თითოეულმა ქვეყანამ თავისი კულინარიული წვლილი შეიტანა ბაბი­ ლონის წვეულებაში, რომელშიც ყველანი ერთად მონაწილეობდნენ, ბალახზე ჩამუხლულები, ეროვნული კერძებითა და ტანისამოსით წარმოდგენილები: ერ­ თი თეთრ ქუდს ატარებდა, მეორე – თურქულ ფეზს, მესამე – აფხაზურ ყაბალახს, ბერძნულ ბერეტსა თუ ქართულ ფაფახს; ყველაფერი სრულყოფილ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ეს ჰარმონია მაშინაც გრძელდება, როდესაც ჯანმრთელობის სად­ ღეგრძელოს სვამენ: მართლმადიდებელი ქრისტიანი სვამს თურქთან, ბერძენი ლათინთან, პროტესტანტი აფხაზთან; თამადის(სადღეგრძელოების ხელმძღვა­ ნელი) წარმოთქმულმა სადღეგრძელოებმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა სუფრა და ქართველებმა, აბუჩად რომ იგდებდნენ ამ მომცრო ჭურჭელს, ჭიქად წოდე­ ბულს, მოითხოვეს გიგანტური ყანწები(ველური ჯიხვის რქები), რომელთაც მალე­ ვე აღასრულეს საკუთარი მისია. ეს პანტაგრუელური საოცრება ცეკვა-სიმღერით დაგვირგვინდა: აქაურობას, ალბათ, დიდი ხანია აღარ სმენია ასეთი მხიარულება. მეორე მხრივ, უკან თუ მივიხედავთ, ამ მწვანე მდელოს სიმშვიდე, ალბათ, ბევ­ რჯერ დარღვეულა ბრძოლის ხმაურით. ტოპოგრაფიულად, ხმელეთის ეს კუთხე დიოსკურიის ბერძნული რესპუბლიკისთვის ბუნებრივ დაცვას ქმნიდა დაუღალავი მეზობლების წინააღმდეგ. იგი, ფაქტობრივად, ევქსინის ზღვის სანაპიროზე ერთა­ დერთი ადგილია, სადაც კავკასიის ქედი ზღვამდე ჩამოდის – განივი დეზი, რო­ მელიც ორად ჭრის რეგიონს და გრძელდება აზოვის ზღვისკენ. ეს ხსნის ქალაქ კელასურის მნიშვნელობას ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, რომლის კედელიც ქართული ქალაქის, ცხუმის(ახლანდელი სოხუმ-კალეს) საზღვარს ქმნიდა. ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ეს სოფელი, ახლა გაუდაბურებული, სიცოცხლით იყო სავსე; მისი თურქების მიერ მართული ბაზარი პატარა საქმიანი ცენტრი იყო, სადაც გარშემო მდებარე ყველა სავაჭრო დაწესებულების მფლობელები მოდიოდნენ საქონლის საყიდლად; 1866 წლის აჯანყების შემდეგ აქაურობა მცხოვრებთაგან 247 კარლა სერენა დაიცალა. საქმიანი მოსახლეობა საცხოვრებლად სოხუმ-კალეში, გუდაუთასა და ოჩამჩირეში გადავიდა; ასე რომ, ძველი სავაჭრო დაბის სამუდამოდ გაუჩინარე­ ბულ კეთილდღეობაზე მხოლოდ მელანქოლიური მოგონებებიღა თუ შემორჩა. სოხუმ-კალეში ყოველთვის მოძრაობს პატარა რუსული ხომალდი, რომე­ ლიც აფხაზეთის კუთვნილ სანაპიროს ემსახურება. ჩემი მოგზაურობისას შხუნა „სალგირი“, კაპიტან კრაკინის მეთაურობით, დაადგა გზას. გემბანზე შესაძლებ­ ლობა მქონდა, მცირე სანაპირო ექსკურსიით დავმტკბარიყავი. მგზავრობას, გარდა ჩემს მასპინძელ ოფიცერთა დახვეწილი თავაზიანობისა, საამოს ხდიდა ასევე ისიც, რომ პორტიდან პორტში ვჩერდებოდით ისე, რომ მეორე დღეს მი­ ვაღწიეთ გაგრას, მაშინ, როცა კომერციული ნავები ამას მხოლოდ რამდენიმე საათს ანდომებენ. სოხუმის შემდეგ პირველი ადგილი ამ მიმართულებით არის გუდაუთა, რომე­ ლიც უწინაც ვახსენე, პატარა, ლაზებით დასახლებული ქალაქი, გამორჩეული თა­ ვისი თურქული კაფეებით. უფრო შორს, დაბლობზე, მიადგებით ლიხნის, საუცხოო მწვანე ბუდეს, რომელმაც ყველანაირი პრესტიჟი უკანასკნელი აჰუს გარდაცვა­ ლების შემდეგ დაკარგა. მისი რეზიდენცია გორაკის თავზე იდგა, სადაც ჯერაც აღ­ მოაჩენდით იმ ანტიკური კოშკის ნანგრევებს, რომელიც თურქებს გადაეწვათ; ისინი აფხაზეთის ამ ნაწილს ხშირად ესხმოდნენ თავს. 1830 წელს, სწორედ ამგვა­ რი თავდასხმებისას, რუსეთის ვასალი მიხეილ შერვაშიძე დაიცვა მისი სიუზერენი ქვეყნის ჯარმა, რომელმაც დაიკავა სოხუმი, ბამბორა, ბიჭვინთა და გაგრა; ერთი სიტყვით, სანაპიროს ყველა გამაგრებული წერტილი. უკვე ვთქვი, რაოდენ თვალწარმტაცი იყო შავი ზღვის ქვედა წელში მდებარე ტყეები, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ გამაოგნა ზედა ნაწილის მცე­ ნარეული საფრის სიმდიდრემ, განსაკუთრებით კი, ლიხნიმ. ლიხნის ეკლესია იმავე შემოგარენში მდებარეობს, სადაც ოდესღაც აჰუს სახ­ ლი(თურქების მიერ დანგრეული) იდგა. ამ რეგიონის ანტიკური რელიგიური მო­ ნუმენტები ბიზანტიური სტილითაა ნაგები. ლიხნის ტაძარი ბევრად უბრალო და პატარაა და, როგორც ჩანს, ბიჭვინთის ეკლესიის ასლია. იგი ახლომდებარე მთე­ ბიდან ჩამოტანილი, მოყვითალო კირქვითაა ნაშენი. გუმბათი რვაკუთხაა, მასში ჩადგმული ფანჯრებით. ინტერიერი საკმაოდ კარგადაა შემონახული, განსაკუთ­ რებით კი, ფრესკები, რომელთაც ადრე ნანახი ყველა კედლის მოხატულობა მო­ მაგონეს. ნაგებობა გარშემორტყმულია მრავალგზის აღდგენილი კედლით. წლის გარკვეულ დროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მე ვეწვიე, საყდარი ისეა დაფა­ რული მცოცავი მცენარეებითა და ფოთლოვანი ბუჩქებით, რომ გაჭირვებით გა­ ვიკვლიე გზა ფოთლეულისა და ყვავილების ლაბირინთში. ბიჭვინთის ეკლესია მდებარეობს ყურეში და ჩრდილოეთის ქარებისაგან საკ­ მაოდ კარგადაა დაცული. ქვიშიან დაბლობზე ფიჭვის დიდრონი ტყე წამომართუ­ 248 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ლა. მისი გადაკვეთს შემდეგ მიადგებით ამ ქვეყნის საოცრებას, მე-6 საუკუნის შუა წლებით დათარიღებულ ეკლესიას, რომლის აგებაც იმპერატორ იუსტინიანეს მიეწერება. 15 [...] შავი ზღვის პორტების გავლით ჩემს ექსკურსიას რომ დავუბრუნდე, ალბათ შეუძლებელი იქნება, აღვწერო ყველა შთამბეჭდავი მომენტი. თოვლიანი მწვერ­ ვალები და მათი ამწვანებული ქვედა ფერდობები, მშვენიერი თხიერი ზეწარი, მათ სიდიადეს რომ ირეკლავს და სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის მოწესრიგე­ ბული, დისციპლინებული ცხოვრება – ეს ყველაფერი წარუშლელი მოგონებებით მავსებს. განსაკუთრებით, ღამის დადგომისას, გემბანზე გამართული სანახაობა იყო ამაღელვებელი. მეზღვაურთა ვახშმის შემდეგ – ჩვეულებრივ, ეს ქერის ფა­ ფაა(რუსულად კაშა), რომელსაც კაპიტანი ყოველთვის პირველი სინჯავს, ყველა­ ნი მლოცველთა კაიუტასთან იკრიბებიან, რის შემდეგაც გემზე მყოფნი საღამოს ჰიმნს მღერიან. ამ გულში ჩამწვდომ ხმათა ჰარმონია იკარგება უსაზღვრო ცის კამარაში და ყველაზე განსაცვიფრებელ მელოდიას ქმნის, რომელიც კი ცასა და წყალს შორის გაჟღერებულა. ბოლოს გაგრას მივაღწიეთ. პირველ ყოვლისა, იფიქრებდით, რომ ნორმან­ დიის რომელიღაც სოფელს მიადექით. გიგანტური ალვების ხეივანი მშვიდ ტალ­ ღებში ირეკლებოდა და ამ ადგილას შავ ზღვას ერთიანად ამწვანებდა. თუმცა, თუ მზერას უფრო შორს გადაიტანდით, 50 ვერსის იქით დაინახავდით ჯადოსნურ პეიზაჟს მაღალი მთების ქედით, აფხაზეთს ჩერქეზეთისგან რომ გამოყოფს. მის მწვერვალებზე ასვლა მეტად რთულია და შესაძლებელია მხოლოდ დაკლაკნი­ ლი გზებით, რომელთა გავლითაც ინგლისურ კომპანიას ხე-ტყე ჩამოაქვს და, ასე ვთქვათ, ექსპლოატაციას უწევს ამ რეგიონის ტყეებს; ჩერქეზთა დამარცხების შემ­ დეგ მათ ტერიტორია დატოვეს და ამის შემდეგ მიწები რუსებსა და უცხოელებს შორის გადანაწილდა. როდესაც გაგრაში ნაპირზე გადმოვედით, დავინახე ზღვის კიდესთან, სანაპი­ როზე დალაგებული ხის მორები, რომლებიც მოეჭრათ და ტრანსპორტირების­ თვის გაემზადებინათ. გაგრა სევდიანად არ გამოიყურება, თუმცა, სოფელი დაცა­ რიელებულია. საქმიანი სამყარო აქ სულ სამი დუქნით(მაღაზიები ცხაურებით), შემოიფარგლება, რომელთა მეპატრონეებსაც შეთანხმება დაუდვიათ რუსეთის მთავრობასთან 250 ახალწვეულისაგან შემდგარი გარნიზონის მომარაგების თაობაზე. კლიმატის შედარებითი სირბილის გამო, ციხესიმაგრეში მოუწყვიათ შა­ 15. იხ. Procopius, De Bella Gothica II 471, 472, 473. 249 კარლა სერენა ვი ზღვის სანაპიროს სამხედროთა საზაფხულო ჰოსპიტალი. აქ ორასი საწოლია ავადმყოფთათვის; რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საწოლები ციტა­ დელის შიდა ეზოში, კარავში გაუშლიათ. ციხესთან ახლოს მდებარეობს პატარა, ათასწლოვანი და კარგად შემონახუ­ ლი ეკლესია. კამარას ერთი ქვაც კი არ აკლია; მხოლოდ საკურთხეველი გაუ­ ჩინარებულა. საეკლესიო სალარო, ასევე ხელშეუხებელი, ბურახის(ხორბლის ან ხილისგან დამზადებული სასმელი) შესანახ მარნად გადაუკეთებიათ. ეს ტაძარი მიუძღვნიათ წმ. იპათიასთვის, მახარობლისა და მოწამისათვის, რომელიც, რო­ გორც ამბობენ, ქრისტიანობის გასავრცელებლად მოსულა ქვეყანაში. აქაურე­ ბი შორიახლო მთის კალთაზე ახლაც გაჩვენებენ მღვიმეს, სადაც იგი გაურბოდა ბარბაროს კერპთაყვანისმცემელთა დევნას. რუსები მას თაყვანს სცემენ, რო­ გორც იპათია გაგრელს. ბიზანტიის იმპერიის დროს, გაგრა გადასახლების ადგილი იყო; გარკვეულ­ წილად, ეს ახლაც ასეა სამხედროებისათვის, ვისაც აქ აგზავნიან მარტოობისა და მოწყენილობისათვის. თუმცა, რაც უნდა სევდიანად გამოიყურებოდეს ეს ადგილი აქ ცხოვრებისათვის განწირულთა თვალში, ტურისტებისათვის მაინც დიდად მომხიბლავია. გაგრანსკა, კალმახით მდიდარი მშვენიერი ნაკადული, ქალაქს რწყავს; წყლის ნაკადს ქმნის თოვლი, ხოლო უშველებელი ლელქაში გარს შემოჯარვია. ციხესიმაგრიდან ორ ვერსში კი იგი ხევიდან გადმოდენილ ჩანჩქერად ეშვება. [...] ვიხსენებ ციტადელთან ახლოს მდებარე დიდი ბაღს, რომელიც 1850-იდან 1864 წლამდე ჩერქეზებსა და რუსებს შორის სისხლიან ბრძოლათა სცენა იყო; ყოველი ხე საფარი ყოფილა, რომლის უკან დამალული მთიელები სასიკვდილო ტყვიებს ესროდნენ სიმაგრიდან გამოსულ ჯარისკაცებს. პაქტის თანახმად, ყოველი მოკ­ ლული ჩერქეზის სანაცვლოდ, ცხრა რუს ჯარისკაცს უნდა შებრძოლებოდა ჩერ­ ქეზის ოჯახის გადარჩენილი წევრი. ამ ადგილას მოკლული რუსი ოფიცრების საფლავები გაუთხრიათ ბაღის ყვავილებით დაფარულ ნაწილში, რომელიც, ამავე დროს, წინააღმდეგობის ცენტრიც ყოფილა. ვინ იეჭვებდა, რომ ამ თვალწარმტაცი ტალავრების ადგილას მოხდა საშინელი ბრძოლები, ამდენი სიცოცხლე რომ იმ­ სხვერპლა! ჩემი სტუმრობისას საუცხოო ამინდი იდგა. ციხისთავი და მისი ცოლი, ორივე ქართველი, ჩემდამი ფრიად ყურადღებიანები აღმოჩნდნენ და ყველაზე შესანიშნავი ადგილებისაკენ ცხენებით წამომყვნენ. სუფრა, რომელიც მათ გაუ­ შალეს სალგირის კაპიტანს, ოფიცრებსა და მათთან ერთად მეც, დიდებული იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დანარჩენი სამყაროსაგან ასე მოწყვეტილ ად­ გილას ამდენ დელიკატესსა და გასტრონომიულ საგანძურს აღმოვაჩენდი. 250 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები რამდენიმე დახვეწილი კერძი, უგემრიელესი ღვინოები, არაჩვეულებრივი ხი­ ლი და ყვავილების სიჭარბე რაოდენობითა და ხარისხით ერთმანეთს მეტოქეობ­ და სუფრაზე, რომელიც აყვავებული ბაღის ჩრდილში ელეგანტურად გაეშალათ. ამ სიამოვნების დასაგვირგვინებლად, ბატალიონის რამდენიმე ხელოვანი არ­ მიელი, ორი დოლის თანხლებით ეროვნულ მელოდიებს გვიმღეროდა; ყავით ფანჩატურში გამასპინძლების შემდეგ, ჯარისკაცებმა შეასრულეს რამდენიმე ორი­ გინალური ცეკვა, მათ შორის, კაზაკური და ჩერემისულ-გლეხური არხანგელსკის პოსტიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ გაგრის გარნიზონის რეკრუტები რუსეთის იმპერიის შორეული პროვინციებიდან ჩამოუყვანიათ. დასასრულს მხიარულება დააგვირგვინა ასევე არმიიდან წამოყვანილმა იმპროვიზატორ მსახიობთა დას­ მა და პატარა ვოდევილის ბუნებრივი და ცოცხალი შესრულებით გაგვახალისა. დეკორაციის როლს გულუხვი ბუნება ასრულებდა; მოკლედ, შემიძლია ვთქვა, რომ თეატრალურ წარმოდგენას იშვიათად თუ მოუხდენია ჩემზე ისეთი წარმტაცი შთაბეჭდილება, ვიდრე ამ შეგირდი მეომრების მიერ გათამაშებულ უპრეტენზიო სცენას, რომელთა თეთრი კოსტიუმები სურნელოვანი ვარდების ტევრის ფონზე კიდევ უფრო ქათქათებდა. დაე, მშვიდობა სუფევდეს რუსეთში! – ვეუბნებოდი სა­ კუთარ თავს მხიარულ ახალწვეულთა გართობის შემხედვარე. ამ სურვილს ასრუ­ ლება არ ეწერა, რადგანაც სულ მალე კავკასიაში ომი ისევ გაჩაღდა. ცოტა ხნის წინ კვლავ ვიმოგზაურე ენიგმატურ კავკასიაში, რომელმაც ასე და­ მაინტერესა. ასე რომ, ორჯერ გავრისკე, მარტოდმარტომ, თავდაჯერებულმა და საკუთარი რესურსების იმედად. არანაირი მიზეზი არ მქონია, რომ ეს მენანა. ყველგან და ყველა სახლში, კავ­ კასიელთათვის დამახასიათებელ ერთნაირად გულითად, გულწრფელ სტუმარ­ თმოყვარეობას ვხვდებოდი. ამას არასოდეს დავივიწყებ. ჩემი მეორე მოგზაურობა აფხაზეთში უფრო სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე პირ­ ველი. თუმცა, სინანულისთვის არანაირი მიზეზი არ გამაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მას რისკისა და ხიფათის გარეშე არ ჩაუვლია, იმ პილიგრიმობად ჩავთვალე, რომლის განხორცილებაზეც უარს ვერ ვიტყოდი. დროის სიმცირემ გარკვეული დაღი დააჩნია იმას, რაც შეიძლებოდა, უფრო სრულყოფილი ყოფილიყო. მაგრამ თუკი Around the World- ის მკითხველი ინ­ ტერესით მომყვებოდა, საფრთხე, რომელიც აფხაზეთში ფოტოგრაფის იმპროვი­ ზებულ, ხანმოკლე მოგზაურობას ახლდა თან, სრულიად გამართლებულია. 251 კარლა სერენა V ახალციხის რეგიონი ახალციხე: ნახევრად გამოქვაბული ქალაქი მოდით, ახლა ახალციხის გზას გავუყვეთ. დილიჟანსით 5- 6- საათიანი მგზავ­ რობის შემდეგ ეს მხარე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. საშინელი ია­ კობი, ანუ საშინელი თხრილი გაჩერებაა ბორჯომის ტერიტორიის ბოლოს; ადრე ის თურქეთსა და საქართველოს შორის საზღვარი იყო. ტრადიცია გვიყვება მრის­ ხანე ბანდიტის, საშინელი იაკობის შესახებ, ვინც თავს ესხმოდა ხალხს და გასაყი­ დად ახალციხეში გადაჰყავდა. გაჩერების შემდეგ, თითქოს, ახალი ზონა იწყება. მარადმწვანე ტყეები ადგილს უთმობს მოშიშვლებულ ანდა მუხით, წაბლითა და არყის ხეებით დაგვირგვინე­ ბულ კლდეებს. ზოგიერთი ველი და დაბლობი შორიდანაც ადვილი გასარჩევია; მათ უკან აღმართულია მაღალი მთები ვიწრო ხეობებით, თითოეულ ფლატეზე კი აშენებულია ციხესიმაგრე, ქვეყნის თავდაცვითი აბჯრის ნარჩენები ნახევარ­ მთვარესთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ რეგიონის ახლანდელი მკვიდრნი, თა­ ვისებური ფიზიონომიით, არიან აჭარლები(Ajaran, ქართველი მუსლიმები), რო­ მელთაც მგზავრობისას მუდმივად შეხვდებით პატარა საპალნე ცხენებით ანდა, როგორც დღიურ მუშებს. მათი ტანსაცმელი წააგავს ბათუმელი ლაზების სამოსს: მოკლე პერანგი, ფესი და თურქული ჩალმა. ბორჯომსა და ახალციხეს შუა მდე­ ბარე აწყურის შემდეგ ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ თურქეთში ხართ. პატარა ქალაქი აწყური(ქართულად ნიშნავს„ახლა ყური!“) მდინარე მტკვარზე, ხეობის შესასვლელთან მდებარეობს. მარჯვენა ნაპირზე დაინახავთ ქართველ­ თა სახლებს, მარცხენა ნაპირი კი სომეხ ვაჭრებს აუთვისებიათ და ქრისტიანული თემი ჩამოუყალიბებიათ; ეს გარეგნობით, ტანისამოსითა და ცხოვრების ყაიდით ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ორი სამყაროა. აწყური იყო თორმეტთაგან ერთ-ერთი საეპისკოპოსო სამცხეში(ზემო ქარ­ თლი), რომელსაც თურქები ახლა აჭარას ეძახიან იმ მთების გამო, მას რომ ესაზ­ ღვრება. ახლახან, ყირიმის ომის დროს, იგი თურქული და რუსული ჯარების ბრძო­ ლის ველად ქცეულიყო, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. აქედან ახალციხემდე მხოლოდ თურქულ სოფლებს თუ შეხვდებით. ზო­ გიერთ მათგანს მეტად თვალწარმტაცი მდებარეობა აქვს, განსაკუთრებით, ცხე­ ნისს – ბაღებისა და ბაღჩების ანტურაჟით მტკვრის ნაპირებზე. ჩადრში გახვეუ­ ლი ქალები კი, გამვლელთა დანახვაზე რომ იმალებიან, უმალ გეტყვიან, თუ სად იმ ყო ფე ბით. 252 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები შორიდან ისინი თეთრ ქსოვილში გახვეულ მოჩვენებებს ჰგვანან. გზაში ყოფ­ ნისას შევნიშნე, რომ ზოგიერთი გლეხი ცხენზე უკუღმა იყო ამხედრებული, ზურ­ გით ცხენის თავისაკენ და ისე ჩანდა, თითქოს პირუტყვს მიჰყავდა ისინი. ამ სანა­ ხაობამ გამახსენა ტანჯულ სულთა გარკვეული კატეგორია დანტეს ჯოჯოხეთიდან. რაც უფრო მეტად უახლოვდებით ახალციხეს, მით უფრო მეტად მოშიშვლე­ ბულია რეგიონი და მთებიც უფრო მეტადაა მოტიტვლებული. აქაურები ამბობენ, რომ აჭარის მთების პირველი მცხოვრებნი ყოფილან იაფეტიანები, ანუ იაფეტის ვაჟთა შთამომავლები, მესხებად წოდებულნი, რომლებიც კავკასიაში, ახალციხის სიახლოვეს მესოპოტამიიდან ჩამოსახლებულან. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს ჯე­ რაც ჰქვია მესხეთი, ანუ მუშტი. მესხეთის დამახინჯებული ვერსიაა სამცხე, რო­ მელიც ასევე ცნობილია, როგორც ზემო ქართლი. ანტიკურობის რამდენიმე ისტორიკოსი ამბობს, რომ იაფეტის შთამომავალნი მეტად მამაცი და მეომარი ხალხი ყოფილა. უნდა დავამატო, რომ სოფელ მუსეხის მკვიდრთა მტკიცებით, ამ სოფელში იშვა მითრიდატე პონტოელი(ეს, შესაძლოა, კამათის საგანი იყოს), ხოლო კიდევ ერთი სოფელი, 60 ვერსის მოშორებით მდებარე კოლა კი, კიდევ ერთი მონარქის, ნაბუქოდონოსორის სამშობლო ყოფილა. იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც იგი ასურეთის ტახტზე ავიდა, იმპერიას თავისი სოფლის, კოლას სახელი დაარქვა. დაბოლოს, პოეტ რუსთაველს, ადრეული საქართველოს ჰომეროსსა და დიდებული თამარ დედოფლის 16 მომღერალს სურდა, რომ მეფის ასულიც აქ, სამცხის ერთ-ერთ სოფელში ყოფილიყო დაბადებული. აქ ჩანს, თუ რაოდენ უცნაური სურვილი აქვს კავკასიის ამ რეგიონს, ცნობილი ადამიანების სამშობლოდ ჩათვალონ. სხვა ტრადიციები, რომლებსაც აქ ვრცლად ვერ შევეხებით, გვიყვება, რომ სახელი მესხეთი წარმოდგება მცხეთოსისგან, საქართველოს მამამთავრის, ქართლოსის ვაჟის სახელიდან. ფაქტია, რომ ზემო ქართლი გააქრისტიანა ან­ დრია მოციქულმა, რომელიც აქ სამეგრელოდან, მთების გამოვლით შემოვიდა. ერთ-ერთ იმ მთას, რომელზეც ის ხალხს ქრისტიანებად ნათლავდა, დღემდე ჰქვია ანდრიას წვერი. სწორედ აწყურში დააარსა მოციქულმა პირველი ქრისტია­ ნული ტაძარი. მოგვიანებით, აქ აშენდა საკათედრო ტაძარი, რომელიც თურქებმა დაანგრიეს(ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი). ამბობენ, რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი ეკლესია ქვეყანაში და რომ მასაც, სხვა საკათედრო ტაძრების მსგავსად, მრავალი სასწაული მიეწერებოდა. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება აწყურის 16. ამ პოეტის ნაშრომი„ვეფხისტყაოსანი“ უმღერის საქართველოს სილამაზესა და ტრადიციებს, ყველაზე მეტად კი განადიდებს მშვენიერ ხელმწიფეს, თამარ დედოფალს, რომელსაც იგი უიმედოდ ეტრფოდა. რუსთაველი, მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში, გახდა ბერი და განდეგილად ცხოვრობდა იერუსალიმში, სადაც 1216 წელს გარდაიცვალა. 253 კარლა სერენა ღვთისმშობლის ხატს, რომლის ისტორიაც ერთიანად ამაღელვებელი ეპოსია. იგი 1488 წელს იაკუბ ხანმა გაიტაცა, თუმცა, მოგვიანებით, დიდი საფასურის ფასად, მანუჩარ ათაბაგმა დააბრუნა უკან; შემდეგ, 1548 წელს, იმერეთის მეფემ, ბაგრატ მესამემ დაისაკუთრა და ციხისჯვრის კოშკში გამოკეტა, საიდანაც მან 1562 წლამ­ დე, ათაბაგ ყვარყვარესა და იმერთა მეფე გიორგი მეორეს შორის სამშვიდობო ზავის დადებამდე, ვერ გამოაღწია. არავინ იცის, რა დაემართა ამის შემდეგ წმინ­ და გამოსახულებას. როდესაც ახალციხეს, თანამედროვე ეკლესიათა სამრეკლოებიან და ძველი მინარეთის ნანგრევებიან ქალაქს შორიდან შეხედავთ, მიხვდებით, რომ თქვენ წინაშეა ადგილი, სადაც ჯვარი და ნახევარმთვარე საბოლოო ტრიუმფისათვის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ერთმანეთს. ახალციხე მდებარეობს 3124 ფუ­ ტის სიმაღლეზე შავი ზღვის დონიდან, მდინარე ფოცხოვისწყლის ნაპირას. უწინ სამთავრო შედიოდა ზემო ქართლის შემადგენლობაში და მის მმართველ ჯაყელს ახალციხელი ეწოდებოდა. მე-12 საუკუნეში ჯაყელმა მიიღო ათაბაგის წოდება და სამთავროს ეწოდა საათაბაგო. 1579 წელს, როდესაც ქვეყანა თურქებმა დაიპყრეს, მმართველობა ტიტულოვან მთავრებს დაუტოვეს; მოგვიანებით, სულთან მურად მეოთხემ(1623-1640 წწ.) ჩამოაყალიბა საფაშო, ახალმა ფაშამ კი თავისი რეზიდენ­ ცია ოლთისიდან(პატარა ქალაქი სამხრეთ-დასავლეთით) ახალციხეში გადმოი­ ტანა, რომელიც კარგად იყო გამაგრებული და ძველი სამცხის სამხედრო თუ სა­ ვაჭრო ცენტრად ითვლებოდა. აქ ყარსიდან და ერზურუმიდან მომავალი საქონე­ ლი მოედინებოდა, აქვე იყო გაჩაღებული მონათა ბაზარიც. 1810 წელს ახალციხეს ალყა შემოარტყა გენერალმა ტორმასოვმა, ხოლო 1828 წელს ფელდმარშალმა პასკევიჩმა აიღო. 1829 წელს, ადრიანოპოლის(თურქეთისთვის ედირნეს) ზავის ფარგლებში ქალაქი რუსეთს გადაეცა. 1831 წელს პასკევიჩი გახდა მეფისნაცვალი პოლონეთში. უფრო მოგვიანებით კი, 1853 წელს, გენერალ-პრინცი ივანე ანდრო­ ნიკოვი კვლავ შეებრძოლა თურქებს ქალაქ სუფლის სიახლოვეს, სადაც მემო­ რიალური მონუმენტი განადიდებს ამ გადამწყვეტ ბრძოლას, რომელმაც მეფის იმპერიის მიერ სამთავროს ანექსია დააგვირგვინა. ადრე საქართველო, ზემო ქართლის ქრისტიანებით დასახლებული მხარე, იძულებული გახდა, ისლამი მიეღო მას შემდეგ, რაც როსტომ ათაბაგი, იმისთვის რომ ამ მხარის ფაშად გაემწესებინათ, თავად გამუსლიმანდა. ქართულ ენას ეს მხარე ყოველთვის ინარჩუნებდა; თუმცა, ამ ბოლო ხანებში თურქულმა ენამ კვლავ დაიწყო აქ გზის გაკაფვა. ახალციხე ორი ქალაქისგან შედგება: ძველი – უფრო ქართველებით, თათრე­ ბითა და თურქებით, და ახალი – სამი-მეოთხედი სომხებით, მცირე რაოდენობა ებრაელებით და კიდევ უფრო ცოტა ქართველებითა და რუსებით(20 ათასამდე სული) დასახლებული. როსტომ ათაბაგის ოჯახი ჯერაც არსებობს, რომელმაც 254 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები თავისი გვარი განავრცო და ეწოდება კობლიანსკი, ახალციხიდან 12 ვერსში მდე­ ბარე ქობლიანის მამულის პატივსაცემად. ოჯახის ყველა წევრი მუსლიმია, ხოლო ერთ-ერთმა წინაპარმა, აჰმედ ფაშამ ძველ ციხესიმაგრეში ააგო მეჩეთი, რომე­ ლიც რუსებმა, მოგვიანებით, ეკლესიად გადააკეთეს. მეორე მხრივ, იმავე აჰმედმა გამუსლიმებამდე თავის ორ ძმასთან ერთად, ქალაქიდან რვა ვერსის მანძილზე, ააგო საფარის მონასტერი. სამონასტრო ტაძარი მთელი წლის განმავლობაში და­ კეტილია და ახალციხელი მომლოცველებისთვის მხოლოდ ღვთისმშობლის მიძი­ ნების დღეს იხსნება 17 . მთელ ამ რეგიონს, აწყურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გამაგრე­ ბული სოფლის, ხერთვისის ჩათვლით, არაჩვეულებრივი ვაშლი მოჰყავს და ძა­ ლიან მდიდარია ხეხილის ბაღებით. მტკვრის ერთ-ერთი შენაკადი, ფოცხოვის­ წყალი თვალწარმტაცად მიიკლაკნება და მთათა ორმაგი ბასტიონი, ერთ მხა­ რეს გურიამდე რომ აღწევს და მეორე მხარეს კი, ერზურუმამდე, ჯაყელთა ყოფილ სამფლობელოს გარს შემორტყმია. შავი ჭირი, აქ რომ ხშირად იცოდა ხოლმე, 1830 წლის შემდეგ აღარ გავრცელებულა. დღეს მის კვალსაც ვეღარ ნახავთ, თუ არ ჩავთვლით კარანტინსა და სპეციალურ სასაფლაოს ციხესიმაგრის გარეთ. 1844 წელს, მსგავსი ეპიდემია კავკასიაში რამდენიმე ადგილას გავრცელდა, განსაკუთრებით, ალექსანდრეპოლოში. გადის კიდევ ოცი წელი და რუსეთის მთავრობა ახალციხის საკარანტინო პუნქტის ექიმს აგზავნის სპარსეთის ქურთის­ ტანში, რომელმაც ამ მომაკვდინებელი სენის მიზეზები და გარემოებები უნდა შეისწავლოს. კვლევის შედეგად იგი დაადგენს, რომ დაავადება წარმოიშვა მთის გამოქვაბულებში, რომელთაც ცხვრის თავშესაფრად იყენებდნენ. განიავების მიზ­ ნით ადგილობრივებმა ისინი ზედა მიმართულებით გაბურღეს, სადაც შავი ჭირის მსხვერპლთა სასაფლაო იყო. ამ გათხრითი სამუშაოებისას, ორმოცი წლის წი­ ნანდელ მიცვალებულთა ძვლები ჩაცვივდა მღვიმეში, და მეცხვარე, რომელმაც პირველმა იპოვა ისინი, შავი ჭირით დასნებოვნდა. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვა­ ნი იყო იმდენად, რამდენადაც მან დაგვანახვა ვირუსის შეუპოვარი მედეგობა თვით ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი. ეს ფენომენი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჰერმეტულად შენახული ორგანული ნაწილები, ჰაერთან შეხების შემდეგ ავლენენ გაცოცხლების უნარს, მსგავსად ეგვიპტურ პირამიდებში ნაპოვნი მარცვლეულისა, რომელიც ახლა დათესვისას უმალ გაღივდება ხოლმე. ფოცხოვზე გადებული ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ძველ და ახალ ახალ­ ციხეს. მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს მეტწილად კათოლიკე ქართველებით, ასევე თათრებითა და ებრაელებით დასახლებული ძველი უბნები; მეორე ნაპირ­ 17. ეს ინფორმაცია მომაწოდა თავად ათაბაგის ოჯახმა, რომელიც ჩემი მასპინძელი იყო ახალციხეში. 255 კარლა სერენა ზე გაშენებულია ახალი ქალაქი, სომეხთა მიერ 1830- 1833 წლებში დაარსებული. ქუჩები ყველგან მიხვეულ-მოხვეულია და სიბინძურითა და სიღატაკითაა სავსე. მდინარის პირას აგებულ, ყოფილ ციხესიმაგრეში ახლა სამხედრო ჰოსპიტალია განთავსებული; თაღოვან ქარვასლაში, უწინ რომ დერვიშები სახლობდნენ, ახლა ტანსაცმლის საწყობი მოუწყვიათ; დაბოლოს, უძველესი მეჩეთი დღეს მართლმა­ დიდებლებს ემსახურება და სამრეკლოში დაკიდებულმა რკინის ზარმა შეცვალა მუეძინის ძახილი. ზუსტად არ ვიცით, როდის ააშენეს ახალციხის ციტადელი. ერთ-ერთი ტრადი­ ცია გვეუბნება, რომ ამ ადგილას უწინ ანდრია მოციქულის მიერ აგებული ეკლესია მდგარა; კედლების რაღაც ნაწილი, ზოგიერთი ქვა, მართლაც რომ მისი ნარჩენი უნდა იყოს. ცხადია, სიმართლეა, რომ უკანასკნელი ალყისას სწორედ ამ ციხიდან გასროლილმა ჭურვებმა გააცამტვერა ქალაქის ძველი უბნები. დღეს, საცხოვრებ­ ლების უმრავლესობა მიწურია და განლაგებულია ტერასებად ისე, რომ ერთის ჭერი მის ზემოთ მდებარე მეორე ოჯახის წინკარია. პირველი კითხვა, რასაც ამ ნახევრად დამარხულ ქალაქში მოხეტიალე უცნობი იკითხავს, არის ის, თუ სად ცხოვრობენ ადგილობრივები? აქ სახლების კვალს ვერსად ნახავთ. აქა-იქ შეიძ­ ლება შეეჯახოთ აყალო მიწაზე ამოშვერილ დაახლოებით ერთიდან ექვს მეტრამ­ დე სიმაღლის კონუსებს, ზედა ნაწილში გაქონილი ქაღალდით დაფარული სარ­ კმლის მსგავსი ღიობი რომ აქვს, საიდანაც ამ უცნაური გამოქვაბულის მთავარი ოთახი ნათდება, რომელსაც პატივს სდებენ და„სახლს“ უწოდებენ. თუკი ცნო­ ბისმოყვარე მოსეირნე კარს შეაღებს, ქვემოთ, მიწაში დაინახავს დარბაზის შუა­ გულში ერთად შეკრებილ მთელ ოჯახს. დარბაზს ისინი საცხოვრებლის საპატიო ოთახს უწოდებენ. მოდით, ახლა შიგნით შევიდეთ: უხეშ კარს, საკეტის ნაცვლად დიდი ხის ურ­ დული რომ აქვს, ბნელი დერეფნით მიჰყავხართ მთავარი საცხოვრებელი სივ­ რცის კართან. იატაკის მოვალეობას ასრულებს ნესტიანი ქვა, რომელიც ხალიჩით დაუფარავთ. მრგვალი ოთახის ირგვლივ, კედლებზე ღრმულებია ხის კარებით; ეს ამ ბინის გარდერობებია, ერთადერთი ავეჯი კი მხოლოდ რკინის ღუმელია. ჭერი ყველაზე ორიგინალური რამაა ამ სახლში. მისი რვაკუთხა გუმბათის კედლები, ზემოთ რომ ერთობ ვიწროვდება, ხის 20 საფეხურითაა დაფარული; თითქოს, ამ კიბემ ცაში უნდა აგიყვანოთ. იმავე დონეზე, ოდნავ დაბლა, სხვა ოთახებიცაა, კვადრატული ღიობებითა და მათზე აკრული გაქონილი ქაღალდებით, ფანჯრების მოვალეობას რომ ასრუ­ ლებს. ამ კატაკომბებში, რომელთა კედლებიც დაფარულია წმინდანთა გამოსა­ ხულებებით, სახლობენ ქართველები ან სომეხი კათოლიკეები, ზოგჯერ საკმაო კეთილდღეობით რომ ტკბებიან. ეს ხალხი, საცხოვრებლების პირქუში ინტერიე­ რის გამო, ხშირად გარეთ, შესასვლელთან ყოფნას ამჯობინებს. მთელი დღის 256 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები განმავლობაში აქ სტუმრობენ ერთმანეთს, აქ ცეკვავენ დაირის ჰანგებზე და აქ­ ვე ჭამენ გოზინაყსა და სხვა ტკბილეულს. პაწაწინა მისაღებ ოთახში მავანი თავს ძნელად თუ შეიქცევს იატაკიდან ამოშვერილი კვადრატული კოშკების, მიწისქვეშ მცხოვრებთა ბუხრის საკვამურების გამო. მონაცრისფრო ოთახის ეს საკვამურები ზემოდან დაფარულია ცხვრის ტყავში გამოკერილი ქვის სარქვლით, რომელსაც სახლის მკვიდრნი ცეცხლის დანთების შემთხვევაში აიღებენ ხოლმე. ახალციხეში ერთადერთი შენობა, რომელიც ამ ერთგვაროვანი საცხოვრებ­ ლებისაგან გამოირჩევა, არის სინაგოგა, ქვის თანამედროვე ნაგებობა, თუნუქის დახრილი გადახურვით. რუსული ეკლესიებივით ისიც ღია მწვანედაა შეღებილი. ისრაელის შვილთ კი, სხვათა მსგავსად, მიწურებში დაუდვიათ ბინა. უნდა აღვნიშ­ ნო, რომ ახალციხელი ებრაელები უფრო ქართველებსა და სხვა კავკასიელებს ჰგვანან, ვიდრე თავის პოლონელ, რუს ან იერუსალიმელ თანამოძმეებს. მათი ქალებიც, მსგავსად მუსლიმი და სომეხი ქალებისა, უცხოს მიახლოებისთანავე იმალებიან. თანამედროვე ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგვარი ელფერი დაჰკრავს, სიუშნოვით ძველ ქალაქს არ ჩამოუვარდება. ადრიანეპოლის ზავის(1829 წ.) შემ­ დეგ თურქეთიდან ახალციხეში გადმოსახლებულ სომეხთა მიერ აშენებული სახ­ ლები თიხისა და უფორმო ქვათა მოკრძალებული ქოხმახებია, რომელთაც ფან­ ჯრების ნაცვლად გაქონილი ქაღალდით დაფარული ხვრელები აქვს დატანებუ­ ლი. არაფერია ბინძურ, მოუკირწყლავ და გაუნათებელ ქუჩებზე მდებარე ამ საც­ ხოვრებლებზე უფრო სევდიანი. თვით ბაზარიც კი უფრო თანამედროვეა, ვიდრე ეს ნაგებობები. ჩემი მოგზაურობის ჟამს, ტფილისის მსგავსად, ახალციხეც(თურქეთის საზ­ ღვრიდან რამდენიმე ვერსში და ალექსანდრეპოლის გზაზე მდებარე) სავსე იყო ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც რუსეთის მეფესა და სულთანს შო­ რის მტრული მოქმედებების დაწყებას ელოდნენ. შესაბამისად, ქალაქის სამ­ ხედრო კლუბი დილიდან საღამომდე ხალხითაა სავსე. უმრავლესობა რუსი ეროვნებისაა; სამოქალაქო კლუბებში მეტწილად ქართველებს შეხვდებით; აქაც, ისევე როგორც ტფილისსა თუ კავკასიის სხვა ადგილებში, მიუხედავად აშ­ კარა ერთობისა, სხვადასხვა ეთნოსისა და ჯურის ხალხი მაინც წარმატებით აყა­ ლიბებს ამდენ დახურულ საზოგადოებას. რუსები ერთგვარად აბუჩად იგდებენ ქართველებს, ქართველი ქედმაღლურად დაჰყურებს სომეხს, რომელიც, თავის მხრივ, სიბრალულით უყურებს ებრაელს. რაც შეეხებათ ქალებს, ისინი საჯარო შეხვედრების ადგილას საერთოდ არ ჩანან; თავისიანთა შორის ცხოვრობენ და შეხვედრებს ცალკე მართავენ, რომლებიც სულაც არ არის ორიგინალობას მოკლებული. სომეხი ქალები, მიუხედავად მათი სამკვიდრებლის ღარიბული ექსტერიერისა, შიგნით ბინას საკმაოდ კომფორტულად აწყობენ და, ტრადიციუ­ 257 კარლა სერენა ლი ტახტის გარდა, ევროპული სკამებიც აქვთ. ბავშვები მონაწილეობას იღებენ წვეულებებში, სადაც ძალიან დაუძაბავი თავისუფლება სუფევს და სადაც ტკბი­ ლეულისა და ჩაის შემდეგ კვლავ და კვლავ მეორდება მონოტონური ნოტი – ცეკვა და კვლავ ცეკვა! თითქმის ყველა აღმოსავლელის მსგავსად, სომხებსაც აქვთ ლამაზი თვა­ ლები, ლამაზი თმა, ლამაზი კბილები; ეს ისაა, რაც მათ გამოარჩევთ. რაც შეე­ ხება სახის კანს, იგი ახალგაზრდა ასაკშივე უნაოჭდებათ, წელში კი ულაზათოდ იხრებიან, რაც შეიძლება აიხსნას ცხოვრების მჯდომარე წესითა და დახურულ კარს მიღმა მუდმივად მოხრილი დგომით. მათი ერთობ ელეგანტური ტანისა­ მოსი შედგება მკერდთან კვადრატულად ამოჭრილი აბრეშუმის ხიფთანისა­ გან, რომლის სწორი, მჭიდრო სახელოების ქვემოდან გამოდის შიგნითა პე­ რანგის სახელოები. ეს შიდა კაბა ალამაზებს მკერდთან ამოჭრილ ზედა კაბას, ოქრომკედით ნაქარგ წითელი ქსოვილის წინსაფარს, ბოლომდე რომ ეშვება; და ასევე, წითელი ფესისაგან, რომელიც გრძელი ფოჩებითა და ზონრით შეკ­ რული ყვავილებიანი ფერადი აბრეშუმის მოსახვევითაა მორთული. ორივე მხარეს, ლოყების გასწვრივ ჰკიდიათ მარგალიტის ასხმულები, რომელთა ბო­ ლოებზე მიმაგრებულია ფულის უთვალავი მონეტა, რომელთა ღირებულება მათი სიძველეა. შუბლიც ნაწილობრივ დამალულია ასეთივე მონეტების რამ­ დენიმე მწკრივით, რომლებიც გრძელდება ნიკაპის ქვემოთ და ფარავს ყელსა და მკერდს. რაც შეეხება თმას, ისინი ნაწნავებად ეშვება ზურგზე. ახალგაზრდა გოგონები პირბადეს არ ატარებენ, მაგრამ გათხოვილი ქალები ფესიზე იმაგ­ რებენ ოქრომკედით ნაქარგ, თითქმის ყოველთვის წითელ, თხელ ქსოვილს. ფეხზე კი ტარსიკონით შეკერილი უძირო თურქული ფლოსტები აცვიათ. ახალციხელი სომეხი ქალი საზოგადოებაში არასოდეს ჩნდება დაუბურავი პირისახით. თურქი ქალების მსგავსად, როცა იგი გარეთ გადის, იხურავს დიდ მოსასხამს, რომელიც მას თავიდან ფეხებამდე ფარავს და რომელსაც ეწოდება ლჩარმი. ეს თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი დამზადებულია თეთრი შალისგან და გარს შემოვლებული აქვს ლურჯი არშია, რომელსაც მხოლოდ ახალციხეში ამზადებენ და რომელიც, სურვილის შემთხვევაში, ჩაცმულობის სიმდიდრესაც უსვამს ხაზს. თავისთავად, ახალი წლის დღე საყოველთაო დღესასწაულია; ყოველი თემი, თვით თათართა ჩათვლით, ცდილობს, ზეიმით სხვას აჯობოს. რუსი ჯარისკაცები, ქართველები, მუსლიმები და სომეხი ვაჭრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ურიცხვ ჭიქა არაყს დალევს. ზოგადად, ისინი პირველი იანვრის გათენებას სხვა­ დასხვა კლუბში ელიან; წვეულების დამსწრე თითოეული პირი იხდის გარკვეულ თანხას, რაც მათ შუაღამის ვახშამზე დასწრების, შამპანურისა და კანფეტების მი­ ღების უფლებას აძლევთ. ამის შემდეგ იწყება ცეკვები, რასაც მოჰყვება ბანკეტი 258 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები და გართობა დილამდე გრძელდება. 1877 წლის პირველივე დღეს ვიხილე, ამო­ მავალი მზის მეწამულმა სხივებმა როგორ ააფერადა ირგვლივ მდებარე მთათა მწვერვალები. მაგრამ მოდით, ამ მოგონებებიდან ჩემი მოგზაურობის შემდეგ ნა­ წილზე გადავინაცვლოთ. VI ხერთვისი და ახალქალაქი: დაბრუნება ტფილისში [...] ახალციხის შემდეგ პირველი, სადაც გავჩერდი, იყო ხერთვისი, თოფორავან­ წყლისა(რედ. ფარავნისწყალი) და მტკვრის შესართავთან ხუთ ვერსში მდება­ რე სოფელი. ოფიციალურმა წერილმა თუ რეკომენდაციამ შესაძლებლობა მომცა, იქაური მერის სახლში გამეთენებინა ღამე. დაძინებამდე მცირე დრო მქონდა იმი­ სათვის, რომ მტკვრის მეორე ნაპირზე საცხოვრებლებს ვწვეოდი. ხიდს გადაღმა საკმაოდ კარგი, ზიგზაგისებური გზა ადის მაღლობზე. მიწისქვეშა დარბაზები, რო­ მელთაც ბორცვის ფერდობი ფარავს, ყველაზე საინტერესო რამაა, რაც კი ოდეს­ მე გიხილავთ: რამდენიმე ჭეშმარიტად სამეფო სალონი გიორგი მესამეს დაუწყია და მის ქალიშვილს, თამარ დედოფალს, მე-12 საუკუნის გამოჩენილ ხელმწიფეს დაუსრულებია. ამ მხარის კიდევ ერთი საოცრებაა ვარძიის მონასტერი, სადაც ზემოაღნიშნუ­ ლი გიორგი მეფე და მისი რამდენიმე შთამომავალია დაკრძალული. გვარწმუნე­ ბენ, რომ ეს მიწისქვეშეთი იმდენივე ოთახისგან შედგება, რამდენი დღეცაა წელი­ წადში. ამ სენაკების გარდა, ამ გასაოცარ მრავალსართულიან ლაბირინთში ეკ­ ლესიაც არის, გვერდით – სამლოცველოებით. ეკლესია ტევადი და კამაროვანია; კედლებზე შეამჩნევთ მხატვრობის კვალს, მათ შორისაა თამარ დედოფლის პორ­ ტრეტიც. რაც შეეხება ორნამენტებს, რომლებითაც, ქართული მატიანის თანახმად, მდიდარი ყოფილა ეს მხარე, აქ მათი კვალიც კი აღარ შემორჩენილა; დროსა და ომებს ყველაფერი გაუნადგურებია. ვარძიის ეს ქვაბულები მოგაგონებთ ჩუფუდ-კალეს(ებრაელთა ქალაქი), რო­ მელიც მდებარეობს ბახჩისარაის შემოგარენში და მრავალ სხვათ, რომლებიც ყირიმშია. მართალია, ისინი თამარ დედოფლის დროით თარიღდება, მაგრამ, შესაძლოა, უფრო ადრეულიც კი იყოს. ამ მრავალრიცხოვანი მარტოსული მღვი­ 259 კარლა სერენა მეების მცველი აუცილებლად გაჩვენებთ ადგილს, სადაც ხელმწიფეს ჰქონდა თა­ ვისი საზაფხულო დარბაზები, საძინებელი, სალონი და სხვა. რაც შეეხება სახელს „ვარძია“, იგი მომდინარეობს სიტყვებისგან„ვარდ-ციხე“, რაც ნიშნავს ვარდების ციხეს. მდიდრული ფლორა მართლაც რომ ალამაზებს ამ საუცხოო ადგილს, საი­ დანაც თქვენ თვალწინ მტკვრის მიერ კარგად მორწყული, მშვენიერი ხეობა იშ­ ლება. წელიწადის გარკვეულ დროს ამ მხარის მღვდელი მსახურებას აღავლენს ყო­ ფილ საკურთხეველში, სადაც ხალხი ძველ ფრესკას ახლოდან ათვალიერებს ხოლმე. ამბობენ, რომ თამარ დედოფლის საფლავი, შესაძლოა, იყოს პატარა, გუმბათით დაგვირგვინებულ, ოთხკუთხა სამლოცველოში, ახლა რომ ნაწილობ­ რივ დანგრეულა და სვეტების გალერეითაა გარშემორტყმული. ახლა მორწმუნე­ ნი გულმოდგინედ სწირავენ ფულსა და სანთლებს დანგრეულ საკურთხეველზე. რაც შეეხებათ უცხოელებს, ცდილობენ, ამ გაუდაბურებული აკლდამის სიჩუმე­ ში, ოდესღაც მდიდრული სამეფო კარი რომ აცოცხლებდა, არსად გადაეყარონ ღრმულებიდან გამომძვრალ წარსულის აჩრდილებს. წლის ამ დროს, გზასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, იძულებული ვიყავი რა, ღამე ხერთვისში გამეთენებინა, უარი ვთქვი სოფლის სტარშინას მიერ შემოთავაზებულ ტრადიციულ შავ პურზე; მეორე დღეს მოგზაურობა გავაგრძე­ ლე ნაქალაქევისკენ, კიდევ ერთი ღატაკი, პატარა ქალაქისაკენ, რომელიც უწინ მნიშვნელოვანი ქალაქი ყოფილა და სადაც ძველ ტაძარში მაჩვენეს ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე მიაკრეს. აქედან ახალქალაქამდე გზა არცთუ ისე ცუდია. შეუმჩნეველი აღმართით ადიხართ პლატოზე, 5545 ფუტის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ახალქალაქს(ახალი ქალაქი) არაფერი აქვს განსაკუთრებული, გარდა მდება­ რეობისა. კლდეზე წამომართული ციტადელი გადაჰყურებს თოფორავნისწყალს, რომელმაც სახელი ქალაქისგან მიიღო. ყველაზე მაღალი მწვერვალი გარშემორ­ ტყმულ მთათა შორის არის აბული, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 11 ათასი ფუტია. ახალქალაქი, ახალციხის მსგავსად, დასახლებულია ისლამზე მოქცეული ქარ­ თველების, სომხების, ებრაელებისა და რუსების ნარევისაგან; ირგვლივ მდებარე სოფლებში შეხვდებით დუხობორებს( Douchoborszki, სულისთვის მებრძოლები), რომელთა სექტაც საუკუნის დასაწყისში ყირიმში ჩამოყალიბდა. ისინი რელი­ გიის ყოველგვარ რიტუალსა და მატერიალურ ნიშანს უარყოფენ; არ ჰყავთ არც მღვდელი, არ აქვთ არც ხატები და არც წმინდა წიგნი; არც არანაირი მსახურება; ქორწინება მათთან ყველაზე მარტივად ხდება მსოფლიოში; წყვილს, რომელსაც შეერთება სურს, შეუძლია თემს უბრალოდ აცნობოს ამის შესახებ, და თუ მეორე დღეს განქორწინებას გადაწყვეტენ, საქორწინო კვანძი ისევე ადვილად იმსხვრე­ 260 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები ვა, როგორც ფორმდება. ხოლო ამ ეფემერულ გაერთიანებებში დაბადებული ბავ­ შვები ან მშობლებს შორის ნაწილდებიან, ანდა, საზოგადოების ხარჯზე იზრდე­ ბიან; უფრო ნაკლებია ტვირთი მშობლებისათვის, როგორც თქვენც წარმოიდგენ­ დით. ამ სექტის წევრებს შორის ყველაფერი მეგობრულად გვარდება და წყდება. მართალია, მათი რელიგიური საქმეების შესახებ არაფერი ვიცით, და არაფრის თქმა არ სურთ; მართლაც, ისინი, ვინც შეწყვიტა ზიარება, ძალიან თავშეკავებულ­ ნი არიან; იფიქრებთ, რომ ფიცით შეკრულან და მდუმარების აღთქმა დაუდვიათ. ახალქალაქიდან ათ ვერსში, სოფელ გორელოვკაში სახლობს დუხობორების მეთაური. იგი ერთობ მდიდარი ქალია, სექტის დამფუძნებლის ნათესავის ქვრივი. ისინი მას დედოფლად მიიჩნევენ. წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი, ან ბოგო­ როდიცა, როგორც მას უწოდებენ, ყველა გამვლელ უცხოელს გულუხვად და კე­ თილად უმასპინძლდება და ასეთ შემთხვევაში, მის სუფრაზე შამპანურიც ყოველ­ თვის მოიძებნება. მეტიც, ამ ქვეყანაში დუხობორები სარგებლობენ პატიოსანი და წესიერი ხალხის რეპუტაციით. ისინი დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობითა და უცხოელთა თუ ვაჭართა ტრანსპორტირებით; აქ საფოსტო ცხენებით მომსა­ ხურება სწორედ მათ აქვთ მინდობილი; კერძოდ – ახალქალაქისა და ალექსან­ დრეპოლის მარშრუტები. ტანისამოსით, ცხოვრების ყაიდითა და სახლების ინტე­ რიერის მომხიბლავი სიფაქიზით ისინი გერმანელ კოლონისტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე რუსებს. გზის იმ ნაწილზე, რომელსაც ისინი ემსახურებიან, ე.წ. პერკლად­ ნაია შეცვლილია დაახლოებით იმგვარი შარაბანით, გერმანელი გლეხები რომ იყენებენ. ტფილისიდან უთვალავი გზა სხივებივით გამოემართება სხვადასხვა მიმარ­ თულებით; დავიწყოთ საფოსტო გზით, რომელიც დილიჟანსით ვლადიკავკაზში ჩაგიყვანთ. იქიდან მატარებლით შეგიძლიათ ჩააღწიოთ როსტოვში, შემდეგ კი აზოვისა და კასპიის ზღვებამდე(ვოლგისა და დონის მეშვეობით); რკინიგზის სხვა ხაზი ტიფლისს აკავშირებს რუსეთთან და ყუბანთან; ასევე, ფოთის ხაზი მიუყვება რიონს და მთავრდება შავ ზღვასთან, საიდანაც ან რუსეთში, ანდაც ანატოლიასა და კონსტანტინეპოლში შეიძლება ჩაღწევა. ამას ემატება მაგისტრალები: ერთი, რომელიც მიემართება სიღნაღისაკენ, კახეთში და ლეზგისტანის გავლით, ბაქო­ ში; საფოსტო მაგისტრალი აღწევს ერევნამდე, სომხეთში და(შედარებით ცუდი გზა) გრძელდება ჯულფამდე, სპარსეთის საზღვრამდე; დაბოლოს, ალექსანდრე­ პოლისა და დაღესტნის დიდი მაგისტრალები. ეს ძირითადი გზები, თავის მხრივ, იტოტება და მიემართება, ერთი მხრივ, ას­ ტრახანისა და პეტროვსკისაკენ და, მეორე მხრივ, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიისაკენ, ყველა მათგანი უერთდება ფოთის რკინიგზას ისე, რომ რომელი მხრიდანაც უნდა მოდიოდეთ და საითაც უნდა მიდიოდეთ, ტფილისი რჩება საბო­ ლოო დანიშნულების ან გამგზავრების ადგილად. 261 კარლა სერენა კავკასიის უმთავრესი ქალაქისაკენ, ტფილისისაკენ მიმავალმა აღმოვაჩინე, რომ თურქეთის წინააღმდეგ მოახლოებული ომისთვის სამზადისი ჩამცხრალა, თითქოს ეს ორი თვე საკმარისი გამხდარიყო თავდაპირველი ციებ-ცხელების დასამშვიდებლად. ყველა დაჰბრუნებოდა თავ-თავის ყოველდღიურ ყოფასა და წვრილმან საზრუნავს; კლუბებში კი კვლავ დაეწყოთ ვისტის პარტიების კიდევ უფრო ხალისიანად თამაში; ქალებს კი გულმოდგინე ქსოვა შეეწყვიტათ და ლო­ ტოს ტომრები მოემარჯვებინათ, რათა თავიანთი საყვარელი გასართობით შეექ­ ციათ თავი. ქალაქის ქუჩებსაც სხვანაირი ელფერი დაჰკრავდა; ისინი გავსებულიყო პრო­ ვინციელებით, რომლებიც ომის მოლოდინს თურქეთის საზღვრებიდან შორს გა­ მოჰქცეოდნენ და დედაქალაქში საცხოვრებელს ეძიებდნენ. შემდეგ, აქვე წააწ­ ყდებოდით მუშათა მთელ რიგებს, ზურგზე წამოკიდებული კარადებით, მაგიდები­ თა თუ სხვა ავეჯით. განსაკუთრებით სომხებს, რომლებსაც სულ თვალი უჭირავთ ფულის შოვნაზე და ცდილობენ, თავიანთი ქონება რაც შეიძლება ძვირად მიაქი­ რაონ მიგრირებულთა ახლად ჩამოსულ ოჯახებს; ახლა კი მათი მთავარი საზრუ­ ნავი გამხდარა კარგი ავეჯის ბინებიდან გატანა, რადგანაც ითვლება, რომ დაუდე­ ვარი მდგმურების ხელში ამ ნივთებს საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, მრავალ ლტოლვილს თან საკუთარი ქონება მოჰქონდა და ჩვეულებრივ მშვიდი ქალაქის ქუჩები დამსგავსებოდა ბობოქარი მდინარის კალაპოტს, წყალდიდობას ნარიყით რომ აუვსია. როგორც კი ჯარის ნაწილები სათანადოდ შეიარაღდა, ისინი მაშინვე თავიანთ პოზიციას დაუბრუნდნენ; იმ დროისთვის ერთ ჯარისკაცსაც კი ვეღარ ნახავდით ქალაქში, თუ არ ჩავთვლით გარნიზონელებს. ეს ახალწვეული ჯარისკაცები, რე­ გიონებიდან საბაზისო წვრთნის მისაღებად რომ ჩამოსულიყვნენ, ეროვნული მილიციის გლეხები იყვნენ, რომლებიც კავკასიის ყოველი ადგილიდან მოჰყავ­ დათ(ასზე 2 კაცი), გარდა სომხეთისა – იგი იარაღით არ დაუპყრიათ და რუსეთს ნებით დანებდა, რათა თავიდან აერიდებინა სპარსთა დევნა. ეს პროვინცია და­ მორჩილების სანაცვლოდ თავისუფლდებოდა სამხედრო სამსახურისგან. თუმ­ ცა, ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა რეგულარული არმია საომარ კამპანიაში იყო ჩაბმული, საკუთარი სახლების დაცვის მიზნით, სომხე­ ბი ფულს უხდიდნენ ქართველებს, რათა მათ ნაცვლად ემსახურათ და ამგვარად ითავისუფლებდნენ თავს გაწვევისაგან. ამასთან, მიუხედავად ხელშეკრულებების ძალაში შესვლისა, რუსეთის მთავრობამ მოხალისეობრივი კონტრიბუცია მაინც მოითხოვა; მათ კი დახმარებაზე უარი არ უთქვამთ. მოსახლეობითა და გლეხებით ფორმირებული და საკუთარი სათემო ხარჯე­ ბით შეიარაღებული ქართული მილიციის გარდა, ასევე ჩამოყალიბდა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი ჰერცოგის, მიხეილ ნიკოლაევიჩის პირადი გვარდია, რე­ 262 ექსკურსია კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე: 1875-1881 წლები გიონის 400 თავადის შემადგენლობით. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ჟესტი მაინც გარდამავალი აღმოჩნდა; ტფილისში გავიგე, რომ ჯანსაღი, მაგრამ დამღლელი წვრთნების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი დაუსხლტნენ მეთაურს და შორეულ რეგიონებში მდებარე საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.„ჩვენ აქ საბრძოლველად მოვედით და არა მწყობრით სიარულისა და შაშხანის სატარებ­ ლად“, – უთქვამთ მათ. ამის გამო ხელისუფლების კომპეტენტურ პირებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩაფრები გაუმწესებიათ დეზერტირთა მოსაძებნად. ზოგიერთი გაქცეული დაუჭერიათ და დაუპატიმრებიათ, მაგრამ სხვები ჯერაც გაქცეულნი არიან! ასეთი სული სუფევდა კავკასიის დედაქალაქ ტფილისში მანამ, სანამ აღმოსავ­ ლეთში სამხედო დრამა გათამაშდებოდა. იმ დროს ვერავინ განჭვრეტდა მოახ­ ლოებული საბრძოლო მოქმედებების მოულოდნელ და ცვალებად ვითარებას, თუმცა კი, ყველა გრძნობდა, რომ დიადი სლავური იმპერიისა და ისლამის საუ­ კუნოვანი დუელის ამ ახალ ეტაპს რაღაც სხვაგვარი, მშფოთვარე და საშინელი ელფერი დაჰკრავდა. მთარგმნელი თამარ ონოფრიენკო, რედაქტორი ნინო ბექიშვილი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Carla Serena, Excursions in the Caucasus from the Black Sea to the Caspian Sea: 1875-1881, Narikala Publications, Inc. New York. London. Tbilisi, 2015(pp: 55-126, 181-197) 263 ბერტა ფონ ზუტნერი, 1873 ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 264 ბერტა ზუტნერი მოგონებანი საზოგადოებაში გასვლა აი, უკვე„საზოგადოებაში“ უნდა გავსულიყავი. ჩვენი გვარი გვაძლევდა უფ­ ლებას, რომ უმაღლეს არისტოკრატიაში გვეტრიალა. არ არსებობდა ავსტრიელ წარჩინებულთა ოჯახი, ჩვენი ნათესავი ან მოყვარე არ ყოფილიყო. მაგრამ ამ წარჩინებულთ ცუდად იცნობთ, თუკი გჯერათ, რომ მათ წრეში მოსახვედრად სახელი და ნათესაობა კმარა. ამისთვის საჭიროა, – სახელდობრ, ასე იყო ჩემს ახალგაზრდობაში, ამჟამად ასეთი შეზღუდვა აღარაა, – უწინარეს ყოვლისა, ექ­ ვსი თაობის წინაპრის არსებობა, ანუ სამეფო კარზე დაშვების უფლება. ეს ჩვენ არ გვქონდა – დედაჩემი არ იყო„წარმოშობით“ დიდგვაროვანი; თანაც, სიმდიდ­ რითაც დიდად ვერ დავიკვეხნიდით. ამდენად, ვერ ვხვდებოდით ვენის პირველ Societe-ში, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ. ეს ამბავი გულს ძლიერ მტკენდა – ოჰ, მაინც რა ქარაფშუტა და პატივმოყვარე ვიყავი! როგორ მჯეროდა, რომ რჩეულ საზოგადოებაში მოხვედრაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არ არ­ სებობდა; მჯეროდა იმისაც, რომ დაუმსახურებელ უსამართლობას შევეჯახე, რაკი ამ ბედნიერებაში მონაწილეობის უფლება არ მომცეს! ისე მოხდა, რომ, მწერალ იოზეფ ფონ ვაილენის შუამდგომლობით, რომელიც ჩვენთან სტუმრად დადიოდა, ვენის ერთ-ერთმა უმდიდრესმა პიროვნებამ ხელი მთხოვა. დედაჩემმა და ჩემმა მეურვემ თანხმობა განაცხადეს. ხელის მაძიებელი, მართალია, არისტოკრატი არ იყო და თანაც უკვე ორმოცდათხუთმეტი წელი შეს­ რულებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემი და დედაჩემის ცხოვრების გაბრწყინებას აპირებდა – ვილებით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით... მე დაბრმავებული ვი­ ყავი და ვთქვი:„დიახ“. არ ვცდილობ არაფრის შელამაზებას. საზიზღარი ფაქტია: თვრამეტი წლის გოგოს უნდა მასზე ამდენად უფროს მამაკაცს, რომელიც არ უყ­ ვარს, ცოლად მხოლოდ იმიტომ გაჰყვეს, რომ მილიონერია! ეს იგივეა – ყველა­ ფერს თავის ნამდვილ სახელს თუ დავარქმევთ – საკუთარი თავი გაყიდო. რომანს რომ ვწერდე, ასეთ გმირზე, თუკი იგი სიმპათიას უნდა აღძრავდეს, ამ ეპიზოდს არ მოვყვებოდი; მაგრამ, რასაც ახლა აქ ვწერ, ესაა განცდები რეალური პიროვ­ ნებისა, რომლის ქცევაზეც პასუხს უკვე დიდი ხანია აღარ ვაგებ, განსხვავებით რომელიმე წარმოსახვითი ფიგურისგან, რომელიც ყალიბდება ჩემი ახლანდელი 265 ბერტა ფონ ზუტნერი შეხედულებებისა და შეგრძნებების მიხედვით; თვრამეტი წლის ბერტა კინსკი კი – მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ვარ – სხვა არაფერია, თუ არა მკრთალი მოგონება; ის, რაც გონებაში წარმოდგენილი ფიგურის ორიგინალმა სინამდვილეში გამოია­ რა, გაცრეცილ აჩრდილად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. განვლილმა ცხოვრებამ ხელი შეუწყო აგრეთვე ჩემი ახლანდელი ხასიათის ჩამოყალიბებას; მაშინდელი ხასიათი კი ჩემთვის ახლა ისევე უმნიშვნელოა, როგორც, მაგალითად, კლეოპატ­ რას ან სემირამიდას გუნება-განწყობა. რამდენიმე სცენა ამ ნიშნობის ეპიზოდიდან: წარდგენა: ჰერ ფონ ვაილენს ჩემი ხელის მაძიებელი დილის ვიზიტით ჩვენთან მოჰყავს. თავდაჭერილი საუბარი სალონში. ერთმანეთის შეთვალიერება. მომ­ წონს? არა, სიბერეშეპარული ბატონია; ვერ ვიტყვი, რომ მომწონს, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ არ მომწონს. სადილად მოპატიჟება მეორე დღისთვის; ფურსტენბერგი ისევ თან ახლავს. ჩემი ხელის მაძიებელი კვლავ თავდაჭერილია. მეოთხე თუ მეხუთე დღეს წერილობითი შეხმიანება დედაჩემთან. მე ვყოყმანობ. იმავე საღამოს ბალზე უნდა წავიდეთ – ჩემი დებიუტია. თავადაზნაურული პიკნი­ კია. ამ ბალს ესწრება Créme საზოგადოება – მაგრამ არა მხოლოდ;„დაბალ-და­ ბალი ელემენტებიც“ გამოერევიან ხოლმე. ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი თეთრი კაბა ვარდის პატარ-პატარა კოკრებით მოჩითული. სიხარულით აღსავსე მოლო­ დინით შევდივარ დარბაზში, შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული გამოვდივარ იქიდან; სულ რამდენიმე მოცეკვავე ვიხილე. კადრილზე გაუწვეველი დავრჩებო­ დი, ბოლოს ერთ საზიზღარ ქვეით ოფიცერს, რომელსაც ყველა უარს ეუბნებო­ და, რომ არ შევცოდებოდი. წარჩინებული დედები ერთად სხედან, დედაჩემი მარტოა. გასათხოვარი გრაფინიები მცირე ჯგუფებად იკრიბებიან და ერთმანეთში საუბრობენ – მე არავის ვიცნობ. ვახშამზე ისინი პატარ-პატარა, მხიარულ საზო­ გადოებებს ქმნიან, მე ყურადღებას არავინ მაქცევს. შინისკენ რომ მივდიოდით, დედაჩემს ვუთხარი: „დედა, გადავწყვიტე, შემოთავაზებას ვიღებ“. შემდეგი სურათი: ფრთაშესხმულმა სასიძომ, რახან ჩემი თანხმობა მიიღო, მოიტანა ერთი საპალნე საპატარძლო საჩუქრები, მათ შორის საფირონებით მორთული სამკაული და მარგალიტის ყელსაბამი. თავისი ქალიშვილიც მომიყვა­ ნა, მალე თექვსმეტი წლის რომ გახდება – ის ხომ ქვრივია – და გოგონამ,„ჩემო საყვარელო, ლამაზო დედიკოო“ – ასე მომმართა, რამაც ძალიან გამამხიარულა. შემდეგი სურათი: ბრწყინვალე ბალი Haute Finance-ში, სადაც ვმონაწილეობთ როგორც დანიშნულები. ახლა ყურადღების ცენტრში ვარ მოქცეული, ბრწყინვალე 266 მოგონებანი კავალერისტი ოფიცრები მეარშიყებიან – მათგან ერთ-ერთი მთხოვს უფლებას, ქორწილის მერე შინ მეწვიოს ხოლმე. აშკარად ფიქრობს, ამას ხომ ბებერი ქმარი ეყოლება და ჩემთვის საინტერესო რამესაც შეიძლება გამოვკრა ხელიო. ჩემი საქ­ მრო ცოფდება და იქვე ეჭვიანობის სცენას მიმართავს, რადგან ვიღაც ულანელ­ თან ერთად ხელკავით დამინახა წვეულებაზე. მე ვიცინი, ვტოვებ ჩემს კავალერს, გაბრაზებული საქმროს მკლავს ვეყრდნობი და ვამშვიდებ: „ყველაფერს დაგიჯერებ“. კიდევ ერთი სურათი: ქალაქში დავდივართ სამნი: დედაჩემი და ჩვენ, დანიშ­ ნულები, სახლის მოსაწყობად სხვადასხვა ნივთის შესარჩევად, ეკიპაჟებისა და ტუალეტის საგნების შესათვალიერებლად; ქალაქგარეთაც გავდივართ, ნამდვი­ ლი თავადური ვილა უნდა ვნახოთ, რომელიც განკუთვნილია ჩემთვის – ეს იქნება პირველი„დილის საჩუქარი“ ქმრისგან. 1 კიდევ ერთი სურათი: ნაშუადღევი ჩვენთან. მე და ჩემი საქმრო მარტონი პირ­ ველად ვრჩებით. „ბერტა, იცი, რა მომხიბვლელი ხარ?“ – მეხვევა და ტუჩებზე მეკონება. ჩემთვის ესაა პირველი სასიყვარულო კოცნა. ბებერი კაცი... მამაკაცი, რომელიც არ მიყ­ ვარს. სუნთქვა შემეკრა, ზიზღით სავსე ყვირილი აღმომხდა... თავს ვითავისუფ­ ლებ და ჩემში ზვირთდება უკიდეგანო პროტესტი: არა, არასოდეს... მეორე დღეს საჩუქრებს უკან ვუგზავნი; ნიშნობა ჩავშალე. მართალია, ჩემებმა სცადეს გაპროტესტება: – უპატივცემულობაა – სიტყვის გატეხაა – არ უნდა დათან­ ხმებულიყავი, ხომ არავინ გაიძულებდა – ახლა უკან დახევა არ შეიძლება – ცოტა ხანს მაინც გეფიქრა... „არა, არა!.. არ შემიძლია, არ შემიძლია!.. მირჩევნია, მოვკვდე!“ და ასე გაიგზავნა უარის წერილი. რამდენიმე საათის შემდეგ მოვარდა მისი ქალიშვილი და ტირილით ფეხებში ჩამივარდა: მემუდარებოდა, მამამისისთვის ასეთი შეურაცხყოფა არ მიმეყენები­ ნა და ეს საშინელი გადაწყვეტილება უკან წამეღო... მაგრამ მე შეუვალი ვიყავი. ჯიუტად ვიდექი ჩემს აზრზე:„არ შემიძლია, არ შე­ მიძლია!“ მალე მთელი ეს ეპიზოდი დავიწყებას ისე მიეცა, როგორც ავი სიზმარი, საიდანაც გამოფხიზლება ღვთის წყალობად მივიღე. ჩემი ნიშნობა და მისი ჩაშლა ყველიე­ რის დროს დაემთხვა. რამდენიმე თვეში ეს ამბები აღარც მახსოვდა. ის ზაფხული ბადენში, ვენასთან ახლოს გავატარეთ, სადაც დედაჩემმა პატარა ვილა შეიძინა. მხიარული პერიოდი იყო – ბუნების წიაღში გასვლით, საკურორტო მუსიკით, საცეკ­ ვაო გვირგვინებით... მომდევნო ზამთარი რომში იცხოვრა ჩვენმა ოჯახმა, ანუ დედაჩემმა, ჩემ­ მა ძმამ და მე. ეს ასე მოხდა: ნეაპოლის იმჟამად უგვირგვინო დედოფალმა 2 ის 267 ბერტა ფონ ზუტნერი ზაფხული, ერცჰერცოგ ალბრეხტის მიწვევით, ბადენის ვაილბურგში გაატარა თავის ამალასთან ერთად. ის ისტორიული ტრაგედია, რომელიც მას მანამდე შეემთხვა, – გაეტას დაცვა თუ დაკარგვა – მე ნაკლებად მაღელვებდა. დიდი ინ­ ტერესით კი ვისმენდი, თუ როგორ ჰყვებოდა ამას დედოფლის უფროსი ჰოფ­ მაისტერი, მოხუცი Principe, რომელიც ხშირად გვსტუმრობდა. სწორედ ის გვიხა­ ტავდა ასე სასიამოვნოდ უცხოელთა ცხოვრებას იტალიაში, კერძოდ კი რომში; ჩვენც აქტიურად მოგვიწოდებდა, მომავალ ზამთარს იქ წავსულიყავით და... მის რჩევას დავყევით. პირადად მე უზომოდ მხიბლავდა ეს პერსპექტივა. ჩემდა სა­ მარცხვინოდ უნდა გამოვტყდე: მარადიული რომის მომაჯადოებელი ისტორია კი არ მიზიდავდა, არამედ იმდროინდელი რომაული საზოგადოების ყოფა და ეს ინტერესი ასევე გამყვა იქ ყოფნის განმავლობაში; ის, რამაც ჩემზე ყველა­ ზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც ჩემთვის„მნიშვნელოვანი“ აღმოჩნდა, იყო არა ვატიკანი ან Castel Sant›Angelo თუ ფორუმი, არამედ Monte Pincio თა­ ვისი ელეგანტური კორსოთი, კონსტანცის თეატრი(Teatro Constanzi) საოპერო სეზონით(Opernstagione), რომლის დროსაც ორი ოპერა ერთმანეთს ენაცვლე­ ბოდა – მახსოვს, ერთ-ერთი„ტრუბადურები“(Trovatore) იყო, ასევე ბალები და საღამოები, რომაელი დიდებულების სასახლეებსა და უცხოელ კოლონისტთა სალონებში რომ ვესწრებოდით. რომს მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია; მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ აღვიქვი და განვიცადე ამ კლასი­ კური მიწის ჯადოსნური ზემოქმედება, რაც ოდნავ მაინც შემთვისებელ გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. რომიდან ბადენში დავბრუნდით, სადაც წინა წლის სეზონური ცხოვრება ახალი ძალით გაჩაღებული დაგვხვდა, ხოლო მომდევნო, 1864 წლის ზამთარში ვენეცია­ ში წავედით, რათა იქ ისევ„მაღალ საზოგადოებაში“ გავრეულიყავით... ოჰ, ვენეცია... მიცვალებულივით გაფითრებული ლაგუნების მშვენიერო დე­ დოფალო, შენი გაგებაც და შეყვარებაც მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შევ­ ძელი. ამ სილამაზისადმი ბოლომდე უგრძნობი არც მაშინ ვყოფილვარ, მაგრამ იმ დროს ჩემთვის„მნიშვნელოვანი“ ხომ საზოგადოებრივი ურთიერთობები იყო. ჩემს გულს ფრიად სიამოვნებდა აგრეთვე ჩემი საყვარელი ბიძაშვილის, ელვი­ რას გვერდით ყოფნა. მისი ქმარი იმჟამად ვენაში იყო გამწესებული და წყვილი განცალკევებულად, მართლაც ბედნიერ ოჯახად ცხოვრობდა. ორი რამე ჩრდი­ ლავდა ამ ბედნიერებას: პირველი – ახალგაზრდა ქმრის გემზე გამოძახება, რაც ერთწლიანი განშორების საფრთხეს ქმნიდა, და მეორე – ელვირას მერყევი ჯანმრთელობა; ხშირად ახველებდა, არცთუ იშვიათად, შიშის პანიკური შეტევე­ ბიც ემართებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ფილტვების დაავადება სჭირდა. მისი გარემოცვა, ექიმები – ყველანი არწმუნებდნენ, ეს შიში უსაფუძვლოაო, და მასაც კვლავ უბრუნდებოდა სიცოცხლის ხალისი. 268 მოგონებანი ცხოვრება ასე მიდიოდა: შუადღისას მარკტპლატცზე სამხედრო მარში უკრავ­ და და ხალხი ზევით და ქვევით ისევე დასეირნობდა, როგორც ბადენის კურპარ­ კში, თანაც დამსვენებლების – ძირითადად საზღვაო ოფიცრების – თანხლებით; ამ დროს გრძელდებოდა წინა საღამოს, ბალის დროს დაწყებული საუბრები. თუ წვიმდა, პროკურაციების 3 პირველ სართულზე, კაფეებში სხდებოდნენ და ერთმა­ ნეთს იქ ნახულობდნენ. ნაშუადღევის შემდეგ, 5 საათიდან იწყებოდა ურთიერ­ თვიზიტები; ყოველ საღამოს იმართებოდა ბალები და მიღებები. ერთი დიდი, კოსტიუმირებული ბალიც მოეწყო; ერთხელ კი, მგონი, ვიმპფენის სახლში, სამოყ­ ვარული თეატრის წარმოდგენა გაიმართა ცოცხალი სურათების თანხლებით. ტუალეტი, რომელსაც ამ ღონისძიებებზე ვატარებდი – კვლავ თვალწინ მიდგას. მის აღწერას არ ვაპირებ, ამ აღიარებით მხოლოდ იმის თქმა მინდა, თუ რა ღრმად იბეჭდება ხოლმე ასეთი რაღაცები გოგონას სულელ თავში; არადა, ყველაზე სუ­ ლელებს შორის არ მოვიაზრები. მე ხომ ჩემი გონებით მაფასებდნენ; საერთოდაც, იმ სეზონზე ვენეციაში ისეთი პატივისცემით მეპყრობოდნენ, რომ თავს დედოფ­ ლად ვგრძნობდი. ნამდვილად დიდ სიამოვნებას განვიცდიდი. ეს ისე ამივარდა თავში, ამ უპირატესობას იმისთვის ვიყენებდი, რომ რამდენიმე ხელის მთხოვ­ ნელი გვარიანად გავაწბილე. ამას მოჰყვა ჩემების ამასოფლურ-ბრძნული საყ­ ვედურები. არადა, რა კარგი ვქენი, ასე რომ მოვიქეცი, თორემ ხომ ვიქნებოდი ახლა ვიღაც ადმირალის თუ კომენდანტის ცოლი და არ მეყოლებოდა მეუღლე, რომლის არსებობაც ჩემთვის ღვთის წყალობის ტოლფასია; ვეღარც სამშვიდობო მოძრაობას დავუკავშირდებოდი, რომელიც ჩემი შემოქმედებისა და მისწრაფე­ ბების მგზნებარე შთაგონების წყაროდ იქცა. რაოდენ ქარაფშუტობად შეიძლება შეფასდეს ერთი ყმაწვილი მდედრის ქცევა, რომელიც მთელი თავისი არსებით არის გადაშვებული მაღალი საზოგადოების გართობებში; რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მსოფლიო საჭირბოროტო საკითხები; სამაგიეროდ, თავისი ტუა­ ლეტის დეტალები, სადღესასწაულო შემთხვევების დროს რომ ატარებს, ორმო­ ცი წლის მერეც ზედმიწევნით ახსოვს... ამას წინათ ერთ ხანში შესულ, თუმცა ჯერ კიდევ ყოჩაღ გენერალს ვკითხე, ახსოვს თუ არა იმ ხმლის წკრიალი, რომელიც პირველად შეარჩია და გაალესინა; ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური დარგის ყველაზე განსწავლული პროფესორისგანაც მაინტერესებდა გამეგო, შემორჩა თუ არა მის მეხსიერებას იმ ბაფთის ფერი, სტუდენტობისას ქუდზე რომ ებნია. ყოვე­ ლივე ამაში – ბალის თაიგული იქნება თუ ლეიტენანტის დაშნა ან სტუდენტური ქუდის ბაფთის ფერი – იმაზე მეტი იგულისხმება, ვიდრე არის – მასში სურნელს აფრქვევს, წკრიალებს და ბრწყინავს სიმბოლო: ბალზე შესასვლელი ბილეთე­ ბი საზეიმო ცხოვრების ყველაზე დიდი განაცხადია; დიდი ლატარიის გათამაშე­ ბის ბილეთები მთავარი პრიზის იმედის განსახიერებაა; ბრწყინვალე მომავალი, ბალზე მიღწეული გამარჯვებები – ახლაც კი მესმის, თუ რა მძლავრი ეიფორია 269 ბერტა ფონ ზუტნერი ახლავს თითოეულ მათგანს. ვამბობ„მძლავრი“ – არადა, ბედნიერი და უზრუნ­ ველი ახალგაზრდული ურთიერთობები ხომ ისედაც ეიფორიაა. თუმცა საზოგა­ დოებრივ სიამეთა მორევში თავდავიწყებით და კმაყოფილებით რომ გადაეშვები, „ამპარტავნობამ“ – ზედაპირული და მარტივი გაგებით – დიდხანსაც არ უნდა შეგი­ ყოლიოს: ამ დროს შენი ნაპერწკლებით სავსე ელექტრული ფლუიდი ვიბრირებს და ეს ნაპერწკლები ან ბედნიერებად უნდა გარდაიქმნას და განიმუხტოს, ან სიყ­ ვარულად, სიხარულად – ეს გარდაუვალია; რაც უფრო სავსეა გოგონას ცხოვრება სათუთი განცდებით, მით უფრო მძაფრად იკვებება მისი გონება პოეტური საზ­ რდოთი, მით უფრო ამაყად აცნობიერებს, რომ ძალუძს ბედნიერების განძის სა­ ხით დარიგება; რაც მეტ ძალას გრძნობს საკუთარ თავში თავდადებული სიყვარუ­ ლისთვის, მით უფრო მზადაა იმ იდუმალი ნაპერწკლიდან გაჩენილი ტკაცატკუცის გასაგონად… ვისაც ამ ტკაცანის ხმა არ ესმის, ვისაც საპნის რგოლები თავბრუს არ ახვევს, ვინც ბედნიერების მგზნებარე იმედებს არ დაუწვავს – ის მთელ ამ ალია­ ქოთს უხამსობად და უგვანობად მონათლავს, უნდობლად და ათვალწუნებით შე­ ხედავს იმ სულელ გოგონებს, რომლებიც ამით იქნებიან გატაცებულნი. რამდენიმე სეზონის შემდეგ ყველას ცხოვრებაში დგება გამოფხიზლების ჟამი. ვინც ამის მე­ რე კვლავ მხოლოდ ასეთი საზოგადოებრივი ზეიმებით დაკმაყოფილდება – მით უმეტეს, თუ ნორჩ ასაკში აღარაა და წინასწარმეტყველებათა აღსრულებაც უგ­ ვიანდება – ვინც მერე სხვა მიზნებში, სხვა ვალდებულებებში, სერიოზულ საქმია­ ნობაში„მნიშვნელოვანს“ არ აღმოაჩენს, ის უცილობლად გამოუსწორებელ„ამ­ პარტავნად“ დარჩება. სხვათა შორის, ახლა ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი მაღალი საზოგადოების ყმაწვილი ქალების შეგრძნებებზე ვსაუბრობ. დღეს უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. ზრდასრული ქალიშვილისთვის ბალი დღეს აღარ არის მაშინდელივით უმაღლესი სიხარულის წყარო და იმის ერთადერთი შესაძ­ ლებლობა, რომ შეიძინოს პროფესია – ბედნიერი მონაპოვარი. ცეკვა სპორტმა შეავიწროვა; დღითი დღე მრავლდება პროფესიები, რომლებიც ქალისთვის ხელ­ მისაწვდომია. მაღალი საზოგადოების ცხოვრებაც მოსაწყენი გახდა – ყმაწვილი კაცები საბალო დარბაზებს თავს არიდებენ; სეზონი იმდენ ხანს არ გრძელდება, ხალხმა ერთმანეთი კარგად გაიცნოს და, შესაბამისად, კეთილგანწყობილი ურ­ თიერთობა დაამყაროს; საზოგადოება მთელი სეზონი ვერც ქალაქად იკრიბება ზამთრობით და ვერც საკურორტო ადგილას ზაფხულობით – ისინი დაფრინავენ ერთი ადგილიდან მეორეზე, მთიდან ზღვაზე, ჩრდილოეთის ქალაქიდან სამხრე­ თისკენ, შევენინგენიდან სან-მორიცამდე, პირენეებიდან ეგვიპტემდე და არც ისე შორსაა ის დრო, როცა უაითის კუნძულიდან წამოსული გზად იაპონიის მოდურ თერმულ კურორტზე შეივლი. 270 მოგონებანი სეზონი ბად-ჰომბურგში 4 1864-ში ავსტრიული ჯარები გერმანელებთან ერთად დანიის წინააღმდეგ ომობდნენ. როდესაც მეხსიერებიდან ამ წელს გამოვიხმობ, ეს მოვლენა საერ­ თოდ არ მახსენდება. არა, რაღაც ხმაურს უეჭველად გავიგონებდი, მაგრამ ამ ომში არცერთი ჩემი ახლობელი ან ნათესავი არ მონაწილეობდა, ამიტომაც ეს ხმაური ისეთი ხმამაღალი არ ყოფილა, რომ ჩემი სულის ფონოგრაფში კვალი დაეტოვებინა. ჩვენ გავემგზავრეთ ბად-ჰუმბორგში. ბინა წინასწარ შევუკვეთეთ „კურზალის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში, რომლის მფლობელი იყო ბანკირი, სახელად ვორმსერი. ფრაუ ვორმსერი იყო საყვარელი, გონიერი, სან­ დომიანი ქალბატონი. ახლა აქ მას სიყვარულით მოვიხსენიებ და ამგვარად მო­ კითხვას გავუგზავნი აჩრდილთა სამეფოში. არ ვიცი, ჰომბურგი მას შემდეგ როგორ განვითარდა. ახლაც თვალწინ მიდგას: ტრამვაის ხაზის გასწვრივ უსასრულობამდე გადაჭიმული გრძელი, ფართო ქუჩა, რომელიც მარჯვენა მხარეს იმ მოედნით სრულდება, სადაც კურზალი დგას. ქუჩის გაყოლებაზე ჩარიგებული ყველა შენობა ან რომელიმე ჩვეულებრივი – ინგლი­ სური, რუსული ან მსგავსი – სასტუმროა, ან ყველა მათგანზეა წარწერა: Apparte­ ments meublés. 5 კურზალს რომ გასცდები, სასტუმროთა რაოდენობა იკლებს; ეს უსასრულო ქუჩა პატარა ქალაქს ემგვანება და მას პატარ-პატარა ქუჩებიც უერ­ თდება, რომლებიც ჰესენ-ჰუმბორგის მმართველი ლანდგრაფის რეზიდენციას ეკუთვნის. ამ ტახტის მაშინდელი მფლობელი ლანდგრაფი უკანასკნელი მარტო იმიტომ კი არ აღმოჩნდა, რომ ორი წლის შემდეგ მის გარდაცვალებასთან ერ­ თად ეს შტო შეწყდა და ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფთა მმართველობა დამ­ თავრდა, არამედ იმიტომაც, რომ 1866 წლის 3 სექტემბრის ზავის პირობების თა­ ნახმად, ეს საგრაფო, ჰესენის პროვინციის ნაწილის სახით, პრუსიის სამეფოს შეუერთდა. ჰესენჰომბურგულ პატრიოტიზმს, თუკი ასეთი რამ არსებობდა, სასწრაფოდ დარმშტადტულ, ნასაურ 6 , პრუსიულ და რაიხსდოიტშურ პატრიოტიზმად მოუწია გარდაქმნა. დიდი ქუჩა კურჰაუსპლატცთან წყდებოდა, გვერდითი ქუჩა მარჯვნივ, კურზა­ ლის მოპირდაპირედ, პარკამდე ჩადიოდა. აქ იყო იმ არემარეზე ყველაზე სასია­ მოვნო სასტუმრო, რომელსაც Bellevue ერქვა; იქვე, უკვე პარკის ზონაში, იდგა დიდი სამსართულიანი შენობა Wedterlin, რომლის პირველ სართულზეც უამრავი მხიარული დრო გამიტარებია, მაგრამ ამის შესახებ – მოგვიანებით. ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა ასე იყო განაწილებული: დილიდან შუად­ ღემდე დედაჩემი„სამუშაოზე“ მიდიოდა, ამ დროს მე სახლში ვრჩებოდი. კატე­ გორიულად გამაფრთხილეს, რომ სათამაშო დარბაზებში არ უნდა შევსულიყავი, 271 ბერტა ფონ ზუტნერი ამიტომ ამ დროის განმავლობაში ძირითადად პიანინოზე დაკვრითა და წიგნების კითხვით ვიყავი დაკავებული. პიანინო ჩასვლისთანავე ვიქირავეთ, ხოლო ფა­ სიან ბიბლიოთეკაში, რომელიც გვერდით შენობაში მდებარეობდა, აბონემენტი ერთბაშად ექვს სხვადასხვა ტომეულზე გავხსენით. ყოველთვის წიგნების ჭია ვი­ ყავი: მხატვრული ლიტერატურის სამი ტომი(მაშინ მრავალტომეული რომანები იყო მოდაში), ტაუჩნიცის 7 ორი ტომი და გერმანული მეცნიერების ენციკლოპედიის ერთი ტომი – ამაზე ნაკლებით როგორ დავკმაყოფილდებოდი! საერთოდაც, ახლა რომ ვიხსენებ, ყოველთვის, ყველა სიტუაციასა და ყველა მდგომარეობაში სულ ორი ცხოვრებით ვცხოვრობდი, საკუთრივ ჩემი ცხოვრებით და ჩემი საკითხავის ცხოვრე­ ბით – ამით იმის თქმა მინდა, რომ განცდილმა და აღწერილმა მოვლენებმა თანაბ­ რად გამიმდიდრა მოგონებათა სკივრი. ჩემთვის რეალურად ცნობილ პიროვნებათა რიცხვი გაიზარდა ჩემი ავტორების გმირთა წყალობით; ეს ორმაგი გამოცდილე­ ბაა. სწორედ მისგან ამოიზარდა ის პიროვნება, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ. „ათას ერთი ღამის“ ზღაპრები ზუსტად ისევე მიეკუთვნება ჩემს აღმოსავლურ შთა­ ბეჭდილებებს, როგორც ჩემი რეალური ყოფნა კავკასიაში და არცერთ ცოცხალ დამსვენებელს ისე არ აუჩქროლებია ჩემთვის გული, როგორც მარკიზ დე პოზას 8 წარმოსახულ სახებას. თითქოს შენ თავად განიცდი იმ წამს, როცა მოაზროვნის ან მეცნიერის სიტყვებიდან იბადება ახალი ჭეშმარიტება, როცა უეცრად გადაიწევა იმ ფარდის კუთხე, რომელიც სამყაროს დიდ მისტერიას ფარავს... მაშ ასე, დილიდან მოყოლებული შუადღემდე დაკავებული ვიყავი სახლში საქ­ მიანობით. დედაჩემი პირველი საათისთვის მოდიოდა„სამსახურიდან“(ოჰ, რო­ გორ დაძაბულად და ზიზღით წარმოთქვამდა ხოლმე ამ სიტყვას!) და ჩვენს ოთახ­ ში ვსაუზმობდით. ნაშუადღევს კონცერტისთვის ლამაზად გამოვეწყობოდით. 7 საათზე კურჰაუზრესტორანში იწყებოდა წვეულება, უმეტესად, რჩეული საზოგა­ დოების მონაწილეობით, კვირაში სამჯერ ოპერა იყო; სწორედ მაშინ სტუმრობდა იქაურობას ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საყოველთაოდ ცნობილი ადელინა პატი (Adelina Patti). იგი ყოველ გამოსვლაზე ჰონორარის სახით ხუთი ათას ფრანკს იღებდა. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერ მოვუსმინე ოპერებში:„სომნამბულა“, „ფაუსტი“,„ლუჩია“,„დონ პასკუალე“,„ტრავიატა“,„ლინდა“, Crispino e la coma­ re. 9 ალბათ როგორი შესანიშნავი გრძნობაა, იდგე სცენაზე, როგორც იდეალური პერსონაჟის განსხეულება, და ხელოვნების ჯადოსნობით ამდენ გულს ატყვევებ­ დე, ამდენ ბრწყინვალებას, ღირსებას, სიმდიდრეს მოიპოვებდე და თან საკუთარი ხმის კეთილხმოვანებით ტკბებოდე... ეს შურის გრძნობით შეზავებული ფიქრები მიტრიალებდა თავში, ვიდრე პატი მღეროდა და მაშინ მივხვდი, თუ რატომ ამ­ ბობდა დედაჩემი – ჩემი ცხოვრებისეული ბედნიერება მაშინ დაინგრა, როცა ხე­ ლი შემიშალეს, მეორე მალიბრანი 10 გავმხდარიყავიო. მალიბრანი ხომ, როგორც ირწმუნებოდნენ, პატიზე ასჯერ დიდი მომღერალი მაინც იყო, ხოლო დედაჩემის 272 მოგონებანი ხმა, მცოდნეთა განმარტებით, ზუსტად იმავე საფეხურს შეესაბამებოდა. ნეტავ, მე ხომ არ გამომყვა ღვთის ეს საჩუქარი?! ერთი კაპელმაისტერი მოვიყვანეთ ჩვენ­ თან, მას უნდა შეემოწმებინა, მქონდა თუ არა ხმა და თუკი მქონდა, მაშინ ჩემ­ თვის სიმღერის გაკვეთილები ჩაეტარებინა. მოვიდა, გამსინჯა, კარგი მასალააო, თქვა და მეცადინეობებიც დამინიშნა. რა თქმა უნდა, ეს იყო ხმის დასაყენებელი ვარჯიშები, რაც ცოტათი მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემთვის – თავიდანვე დიდი სია­ მოვნებით შევისწავლიდი ვირტუოზულ არიებს. როგორ გამიცრუვდა იმედი მაშინ – f ან g ფორტისიმომდე მშვენივრად რომ ავწიე და მერე ასევე ყოჩაღად ნელ-ნელა ჩავანავლე – კაპელმაისტერი რომ არ წამოხტა და აღფრთოვანებულმა რომ არ შესძახა:„ეს ხომ პატისაც სჯობს!“ ამიტომ ერთ კვირაში მეცადინეობას თავი დავა­ ნებეთ, მით უმეტეს, რომ დედაჩემისთვის – რამდენადაც მის სამუშაოს რატომღაც უფრო ხშირად არავითარი შემოსავალი არ მოჰქონდა – თითო გაკვეთილში ოცი ფრანკის გადახდა საკმაოდ მაღალი საფასური აღმოჩნდა. ერთ საღამოს, მუსიკას რომ ვუსმენდით, სწორედ ჰერ ფონ კონიგსვარტერმა, რომელიც ჩვენსავით ბანკირ ვორმსერთან იყო გაჩერებული, გვითხრა:„სამეგ­ რელოს 11 გრაფინია დიდი სიამოვნებით გაიცნობდა ქალბატონებს“. ჩვენ კარგა ხანია ვიცოდით, ვინ იყო სამეგრელოს გრაფინია, რადგან ყოველ­ დღე ვხედავდით კურპარკშიც და თეატრშიც; თანაც ჰერ კონიგსვარტერი უამრავ რამეს გვიამბობდა მის ცხოვრებაზე. ეკატერინე დადიანი, ადრე კავკასიური, ახლა კი რუსეთს მიერთებული ქვეყნის – სამეგრელოს ყოფილი მმართველის მეუღლე, უაღრესად დახვეწილი ქალბატონი ბრძანდებოდა; მაშინ 46-47 წლის იქნებოდა, ჯერ კიდევ შემორჩენოდა მშვენიერი აღნაგობა და ეტყობოდა, ახალგაზრდობაში თვალისმომჭრელი, ნამდვილი ქართული სილამაზის უნდა ყოფილიყო. შვილების გამო, მათთვის საუკეთესო განათლების მისაცემად, ბოლო რამდენიმე წელი სულ ევროპაში გაეტარებინა, პეტერსბურგსა და პარიზს მონაცვლეობით სტუმრობდა. ზაფხულობით სისტემატურად ჩამოდიოდა ჰომბურგში სამკურნალო წყლების­ თვის. ყოველ დილით, 7 საათზე წყაროზე მიდიოდა; სათამაშო დარბაზებში შეი­ სეირნებდა ხოლმე, თუმცა არასდროს თამაშობდა; საღამოს კონცერტებზე სულ ერთსა და იმავე ადგილზე, კურჰაუსის ტერასაზე იჯდა, ყოველთვის თავისი რამ­ დენიმე მხლებლით გარემოცული. ჰყავდა სამი შვილი: ორი ვაჟი და ქალიშვილი. უფროსი ვაჟი, ნიკალაუსი, ნიკოდ წოდებული, მაშინ 17 წლის იყო, ქალიშვილი სა­ ლომე – 16-ის, და უმცროსი ანდრე – 14-ისა. სასტუმრო Weckcrlin inne-ს მთელი პირველი სართული მის განკარგულებაში იყო. ჰყავდა მდივანი, გუვერნანტი ქალი სალომესთვის, გუვერნიორი ყმაწვილთათვის, კამერდინერი და ორი მოახლე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ვაჟიშვილის მეურვემ, მმართვე­ ლობის სადავეები ხელში აიღო. თურქებისგან შევიწროებულ ქვეყანაში ერთხელ თავად წარუძღვა თავის რაინდებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა შეუძ­ 273 ბერტა ფონ ზუტნერი ლებელი აღმოჩნდა დამოუკიდებლად თავის გადარჩენა და იძულებული გახდა რუსეთის პროტექტორატი მიეღო; პროტექტორატი, რაც სინამდვილეში ანექსიას ნიშნავდა. მემკვიდრე სამეგრელოს მთავრის ტიტულს და მიწებს ინარჩუნებდა, ოღონდ მაიორატის სახით, ტახტს კი უნდა დამშვიდობებოდა. მთავრის ქვრივს, დედოფალს, გამოეყო მნიშვნელოვანი აპანაჟი 12 და მიენიჭა რუსული ტახტის უც­ ხოელი სუვერენის წოდება. კმაყოფილი იყო ამით, რადგან სხვა კავკასიურ სათა­ ვადოებს და სამეფოებს – საქართველოს, იმერეთს, სამეგრელოს და სხვ. – გამუდ­ მებით მაჰმადიანების შემოსევა ემუქრებოდათ; ხოლო რუსეთის მფარველობაში ესენი შეძლებდნენ მშვიდად განვითარებას, აყვავებას და თავიანთი უნიკალური წეს-ჩვეულებების, ენებისა და სამოსის შენარჩუნებას. დედოფლის გარშემო შემოკრებილ საზოგადოებაში დაინახავდით რამდენი­ მე კავკასიელ ქალბატონს, რომელთაც ფერადი მშობლიური ტანსაცმელი ემო­ სათ. თავად ეკატერინე ტუალეტის მოწყობილობებს უორთთან 13 იძენდა და დი­ დი ქალბატონის შესაფერისი ბრწყინვალებითა და ელეგანტურობით ატარებდა. თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულად, თუმცა შესამჩნევი რუსული აქცენტით. შვილებს ძირითადად ქართულად ესაუბრებოდა. სასურველი გაცნობის დროც დადგა. ამ საინტერესო ქალს მე ჩემი ბავშვური აღტაცება შევაგებე და იმანაც თავის გულში ადგილი მომიჩინა. მალე მათი სახ­ ლის თითქმის შვილობილად ვიქეცი. თავიდან მხოლოდ კონცერტის დროს ვი­ ჯექი ხოლმე დიდ წრეში. მერე გრაფინიამ მთხოვა, დილას წყაროზე ვხლებოდი, შინ ვსტუმრებოდი, ერთად გვესადილა. დედაჩემს თავი შორს ეჭირა, მხოლოდ რამდენჯერმე სტუმრობა და მასპინძლობა, სულ ეს იყო. მე, პირიქით, გრაფი­ ნიას ყველაზე დაახლოებულ წრეში აღმოვჩნდი, სადაც ახალგაზრდობა განსა­ კუთრებით უყვარდათ. სალომე, მისი ქალიშვილი, რომელიც წლოვანებით უფრო შემეფერებოდა, ნაკლებად დამიახლოვდა, ვიდრე დედამისი. მას თექვსმეტი ახ­ ლახან შესრულებოდა, ჯერ კიდევ ბავშვად მიაჩნდათ და ამიტომ უფრო ხშირად აღმზრდელთან ერთად იყო ხოლმე. დიდი თავადის ქვრივს მისი თანამემულეები მიმართავდნენ ქართული სიტ­ ყვით„დედოფალი“. მე კი ყველა La Contessina-ს მეძახდა. სიმრავლითა და განსაცვიფრელი სიზუსტით გამოირჩევა სურათები, რომლებიც მეხსიერებაში ჩამებეჭდა დედოფლის სიახლოვეს და მის საზოგადოებაში ყოფნის შედეგად. აღმოსავლური, ეგზოტიკური სამყარო, რუსული და პარიზული ელფერით, ზომიერი რომანტიკულობით და მოჩარჩოებული მდიდრული ელეგანტურობით – ერთგვარ ჯადოსნობად მესახებოდა. მართლა ბედნიერი ვიყავი ამ ურთიერთობით, ყოველივე ეს გაურკვეველი და სანუკვარი ოცნებების ახდენას ჰგავდა. როგორც კი ვეკერლინის სახლში შევიდოდი, – სულერთია, რომელი საათიც უნდა ყოფილიყო, – მაშინვე ამაღლებული და ხალისიანი განწყობა მეუფლებოდა. ფოიედან გადიოდი 274 მოგონებანი დიდ, სამფანჯრიან და აივნიან სასადილო ოთახში, მარჯვნივ კუთხის სალონი იყო, სადაც დედოფალი ბრძანდებოდა ხოლმე, იმის იქით – საძინებელი ოთახი. სასადი­ ლო ოთახს მარცხნიდან ბავშვების ოთახი ესაზღვრებოდა, რომელიც ჩვეულებრივი, თუმცა საკმაოდ სასიამოვნო appartement meuble 14 იყო. მას თავადური ბრწყინვა­ ლების არაფერი ეტყობოდა, მაგრამ აქა-იქ მიმოფანტული ათასნაირი საგნის, ყვა­ ვილისა თუ ავეჯის განლაგების მანერის გამო აქაურობას მაინც ინდივიდუალური, დამახასიათებელი ბეჭედი ესვა. ჯერ მარტო როგორი პიროვნული იყო ეს სურნე­ ლება, მთელ ამ სივრცეს რომ ავსებდა – ფორთოხლის ყვავილის სუნამოს, რუსული სიგარეტისა და ტყავის სუნის ნაზავი. წლების განმავლობაში დედოფალს სხვადას­ ხვა ადგილას შევხვედრივარ და ყველგან, სადაც კი გაჩერებულა, ეს სურნელება იგ­ რძნობოდა – მისი პალატები და ყველა მისი ნივთი ამით იყო გაჟღენთილი. უამრავ საათს ვატარებდი კუთხის სალონში და ვისმენდი დედოფლის სიტყვებს, თავისი ცხოვრების რომელიღაც რომანტიკულ ამბავს რომ მიყვებოდა. კიდევ რამდენიმე წლით აპირებდა ევროპაში დარჩენას და მერე თავის ვაჟებთან ერთად მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას. ამასობაში ქალიშვილიც გათხოვდებოდა, ალბათ...„და ერ­ თხელაც, საყვარელო კონტესინა, თქვენც მესტუმრებით კავკასიაში თქვენს ქმარ­ თან ერთად, ხომ ასეა?“ „უკვე 21 წლის ხართ, თანაც ასეთი ლამაზი – მალე ალბათ ბრწყინვალე საქ­ მროს მონახავთ და ბედნიერი იქნებით... მოიწით აქეთ, მინდა განახვოთ, საქორ­ წილო საჩუქრად რა შეგირჩიეთ“. თავის საძინებელ ოთახში წამიყვანა, მოახლეს სამკაულების ზარდახშა მოატა­ ნინა და მაჩვენა თავისი განძეულობა – ბრილიანტების, ძვირფასი ქვებისა და მარგა­ ლიტების ბრწყინვალე კოლექცია. ერთი ლამაზი ბრილიანტის გულსაკიდი ამოიღო: „ნახეთ, ეს არის Cadeau de noce, mais d’abord ii faut avoir>le promis“. 15 მერე მკითხა, ნუთუ თაყვანისმცემელი არ გყავსო, ნუთუ არავინაა ისეთი, რომ მოგწონდესო. არა, ჩემი გული თავისუფალი იყო. თავად სულ ახლახან ბეწვზე გადარჩა, რომ თავიდან არ დანიშნულიყო. წინა ზაფხულს ბიარიცში 16 ესპანეთის უდიდესმა და უმდიდრესმა დიდებულმა, ჰერცოგმა ფონ ოსსუნამ ხელი სთხოვა, მაგრამ დედოფალმა გათხოვება ვერ გადაწყვიტა. იგი თავისი შვილების მომავ­ ლით ცხოვრობდა და ერთი სული ჰქონდა დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, საიდანაც განდევნილი იყო ნიკოს სრულწლოვანებამდე. ერთ ნაშუადღევს, საკურორტო კონცერტის მიმდინარეობისას, ყველანი კვლავ ტე­ რასაზე, დედოფლის ჩვეულ ადგილას ვისხედით. ამბობდნენ, მეფე ალექსანდრე მეო­ რე ჩამოვიდა ჰომბურგშიო. სავარაუდოდ, კურპარკშიც მოვიდოდა. მართლაც, უცბად ჩოჩქოლი ატყდა და ყველა მხრიდან გაისმა შეძახილები: L’Empereur... L’Empereur... და ქვევით, პარკში გამოჩნდა ალექსანდრე მეორის შთამბეჭდავი ფიგურა, რომელიც თავისი ადიუტანტის თანხლებით ტერასის ქვემოთ მოსეირნობდა. როგორც კი მან დე­ 275 ბერტა ფონ ზუტნერი დოფალს თვალი მოჰკრა, მაშინვე ჩქარი ნაბიჯით კიბეებზე ამოვიდა. დედოფალი წა­ მოდგა, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა და მეფეს შეჰგებებოდა; მეფემ ხელზე აკოცა. ჩვენ ყველანი მოწიწებით გავშეშშდით შორიახლოს. თუმცა გავიგონე, ხანმოკლე საუ­ ბარში კაიზერმა ხმის აწევით და ფრანგულად როგორ შესთავაზა დედოფალს: „დარბაზებში ხომ არ გაგვესეირნა?“ და თავისი მკლავი გაუწოდა. ჩვენ ყველანი უკან გავყევით. რულეტის მაგიდასთან ალექსანდრე მეორემ თავისი თანმხლები ქალისგან რამდენიმე ოქროს მონეტა ისეს­ ხა. ალბათ ფული არ ჰქონდა თან, ან ფიქრობდა, რომ ნასესხები ფული იღბალს მოუ­ ტანდა; ფსონი წითელზე დადო, მოიგო, რამდენჯერმე კიდევ დადო, მაგრამ ბოლოს ამ პატარა უძლეველმა კენჭმა თვით ავტოკრატი მმართველიც უკუაქცია. მეორე ეპიზოდიც შემორჩა ჩემს მეხსიერებას, კერძოდ, ადელინა პატის ვიზიტი სამეგრელოს დედოფალთან. ადელინა თავის კომპანიონ ქალთან ერთად მოვი­ და და კუთხის სალონში სულ ნახევარ საათს დაჰყო. სრულიად შემთხვევით მეც გავხდი ამ საუბრის მოწმე. ის კრძალვანარევი მოწიწება, რუსთა თვითმყრობელ­ მა რამდენიმე დღის წინათ რომ აღმიძრა, ახლაც ვიგრძენი, ოღონდ სულ სხვა ხარისხით და თითქმის იმავე სიძლიერით, როცა სიმღერის სამეფოს ამ თავდა­ ჯერებულ, თუმცა ამჯერად ბავშვურად დარცხვენილ დედოფალს ვუმზერდი – ეს იყო სამყარო, რომელიც ბავშვობიდან განსაკუთრებულად დიადად მესახებოდა. სალონში საუბარი ძირითადად მუსიკას უტრიალებდა და როცა მის საყვარელ როლზე ჰკითხეს, ადელინა პატიმ დაასახელა მარგარეტე„ფაუსტიდან“. ხელოვნების ნოვიციატი ბადენში ვბრუნდებით – ორივენი უკიდურესად იმედგაცრუებულნი; დედაჩემის დიდ მოგებასთან დაკავშირებული მოლოდინი არცთუ უმნიშვნელო წაგებით დას­ რულდა; მე დამენგრა სასიყვარულო ოცნებები ქართველი პრინცის მიმართ, რომე­ ლიც დედოფალთან გავიცანი; ამიტომაც ვაპირებდით ჩვენი სოფლის სახლში წყნა­ რად და ხელმომჭირნედ ცხოვრებას და ზამთრის ყველასგან მოშორებით გატარებას. მაგრამ თანდათანობით მუსიკა იქცა ჩემი ცხოვრების მიზნად, ყველაზე„მნიშ­ ვნელოვან“ რამედ. ეს ასე მოხდა: სახლში მდგმურად გვყავდა ერთი ხანში შესული მუსიკის მასწავლებელი, ყო­ ფილი კაპელმაისტერი. ერთ დღესაც ასე მოგვმართა: „მომიტევეთ, ფრაუ გრაფინია და თქვენც, ახალგაზრდა გრაფინია, თქვენთან მოსვლა რომ გავბედე, მაგრამ მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია – და საქმე ეხება რაღაც დიადს, იშვიათს... რაღაც განსაკუთრებულს.. რაც ახალგაზრდა გრაფინიას ბედ-იღბალს... რაღაცას, რაც...“ და სიტყვებს დაუწყო ძებნა. 276 მოგონებანი „აბა, რისი თქმა გინდათ?“ – ჰკითხა დედაჩემმა და მეც არანაკლებ შემიპყრო ცნობისმოყვარეობამ(რაღაც დიადი, იშვიათი... – სიცოცხლემოწყურებულები ხომ მუდამ ამას შენატრიან). „ხშირად მომისმენია, როგორ მღერის ახალგაზრდა გრაფინია – საერთოდ არ იგრძნობა რაიმე სკოლის კვალი, მაგრამ ნამდვილად აქვს ისეთი ხმა, ას წე­ ლიწადში ერთს რომ გამოაჩნდება, ჯენი ლინდის 17 მერე რომ აღარ გამიგონია და სულ ჯენი ლინდს რომ მაგონებს. ისეთივე მორაკრაკე, ისეთივე ძალისა, ისეთივე რაღაც... მოკლედ, ახალგაზრდა გრაფინიას მილიონები აქვს ყელში დამალული, წინ დიდება ელის, თუკი თვითონ მოინდომებს – ეს აუცილებლად უნდა მეთქვა“. მაშ ასე: ბრწყინვალება და ბედნიერება გამოწერილი მქონდა – მუსიკის მას­ წავლებლისა და გამოცდილი კაპელმაისტერის პროფესიული ალღო ჩემში იოტი­ სოდენა ეჭვს არ იწვევდა. დედაჩემიც აღფრთოვანებული იყო. მაშინვე შეუთან­ ხმდა კაპელმაისტერს, რომ ყოველდღე გაკვეთილი ჩაეტარებინა. პროფესორი ბერანეკი მართლაც ასწავლიდა ვოკალს კონსერვატორიაში და რამდენიმე გამო­ ჩენილი საოპერო მომღერალიც გაეზარდა. ასე რომ, თავისუფლად შეიძლებოდა მას ჩემი„ხმის დაყენება“ ჩაჰბარებოდა. ერთი წელი უნდა ვემეცადინებინე, რომ მუსიკალურად სრულყოფილი გავეხადე, ხმისთვის სათანადო კონდიცია, სილაღე და ბუნებრიობა მიენიჭებინა. ამის მერე კიდევ ერთ ან ორ წელიწადს იტალიელ მაესტროსთან ვიმეცადინებდი და პირველი სიდიდის ვარსკვლავადაც ავკაშკაშ­ დებოდი მუსიკალურ ცის კაბადონზე. ასე დადგა ჩემს ცხოვრებაში ისეთი დრო, მთელი წელი, როცა მე უმეტესად ერთი რამისთვის ვცხოვრობდი: ეს იყო სიმღერა. შეთანხმების მეორე დღესვე და­ ვიწყეთ მეცადინეობა. წინ სწრაფად რომ წავსულიყავი და ერთ წელიწადში მო­ მესწრო ის, რასაც სხვები კონსერვატორიის რამდენიმეწლიანი კურსის შემდეგ აღწევდნენ, ყოველდღიურად ოთხსაათიანი მეცადინეობა დაინიშნა: ორი საათი – შუადღემდე და ორიც – ნაშუადღევს, შუალედში სავალდებულო დასვენებით. გამები, ვოკალიზები, პარტიტურის კითხვა, ჰარმონიის სწავლება: საფუძვლიანი მუსიკალური განათლება უნდა მიმეღო. ყოველმხრივ ფენომენალური: როგორც სახელოვნებო განათლების, ისე ხმის მონაცემთა მიხედვით; მოკლედ, საუკუნის უდიდესი მომღერალი ქალი უნდა გავმხდარიყავი. ჰერ ბერანეკი ყოველდღიურად ექსტაზში ვარდებოდა და ჩვენც ილუზიაში გვამყოფებდა, რომ რაღაც ჯადოსნობა მოხდა, რომ ლატარიაში ჯეკპოტი მერგო... ან უფრო სწორად, უეჭველად დიდი საგანძურის პოვნა მელოდა, ოღოდ ჯერ გათხრა იყო საჭირო... და მეც ვთხრიდი და ვთხრიდი ისეთი სიბეჯითით, მოთმინებით, სიხარულით, რომ სისტემად ვაქციე. აღარაფერი არსებობდა დილიდან საღამომდე, არც შემოდგომის, ზამთრის, გა­ ზაფხულის გრძელი თვეების განმავლობაში – გარდა ნამღერი, დაკრული, წაკით­ ხული, დაწერილი ნოტებისა – ეს იყო მთელი სამყარო – აღსავსე სიტკბოებითა 277 ბერტა ფონ ზუტნერი და მშვენიერებთ, აღტაცებით, სიამაყით გამსჭვალული კმაყოფილებით. არ ვიცი, მართლა მოაქვს თუ არა პრიმადონას წარმატებულ კარიერას ამხელა ბედნიე­ რება(მე ხომ ამისთვის არასდროს მიმიღწევია), რასაც გულმოდგინე მეცადინეო­ ბისას, უეჭველი გამარჯვებისთვის მზადებისას განვიცდიდი. ჩვენ ყველასგან მოშორებით ვცხოვრობდით. ჩემი მეურვე თვეში ერთხელ თუ ორჯერ თუ მოვიდოდა. ჩემს მომავალ მომღერლობაზე არაფერს ვეუბნებო­ დით. მხოლოდ Fait accompli 18 – მას შემდეგ გაიგებდა, რაც სცენაზე თავბრუდამ­ ხვევ წარმატებას მივაღწევდი. ურთიერთობა არ გვქონდა ოჯახებთან, რომლებიც ზამთარს ჩვენსავით ბადენში ატარებდნენ და ვენაშიც კი ერთხელაც არ წავსულ­ ვართ. ეს იყო მკაცრი სახელოვნებო ნოვიციატი – არაფერს უნდა მოვეცდინე მე­ ცადინეობისგან, ჩემი დრო სხვას არაფერს უნდა დაეკავებინა; მხოლოდ სწავლა, სწავლა, სწავლა. მე ხომ უკვე პატარა აღარ ვიყავი და ერთ წელიწადში უნდა ამე­ ნაზღაურებინა ის, რასაც სხვები 4-5 წელს ანდომებდნენ. მხოლოდ ერთადერთ ოჯახს ვხვდებოდით ხანდახან – ეს იყო ორი ხანში შესული გენერლის ქალიშვილი და მათი ძმა, ასევე უკვე ჭარმაგი, ჰუსართა პოლკის პენსიონერი ობერლეიტენან­ ტი, ბარიტონი, რომელიც, მისდა სამწუხაროდ, ამ პროფესიას – ოპერის მომღერ­ ლობას – ვერ გაჰყოლოდა. მასთან ერთად ვასრულებდი – ჩემი გეგმების გაუმხე­ ლად – იტალიურ დუეტს. უფრო ზუსტად, ერთ დუეტს, რადგან რეპერტუარში მეტი არც ჰქონდა. ეს იყო დუეტი და-ძმას შორის„ლუჩია ფონ ლამერმურიდან“. 19 ჩვენ ამას დრამატულად წარმოვადგენდით, ზეპირად და გამომსახველად, ამ დროს მე ჩემს მყიფე მომავალში გადავსახლდებოდი ხოლმე, ჩემი პარტნიორი კი თავის წარსულში ბრუნდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ იქ დიდი მომღერალი იყო, ისევე როგორც მეც დარწმუნებული ვიყავი ჩემს მომავალ სიდიადეში... ალბათ მისი მელანქოლიური თავდაჯერება ისეთივე ილუზორული იყო, როგორიც ჩემი ხალისიანი ოცნება. ვიხსენებ, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა იმ დუეტისთვის, ვიდრე გამოგვივიდოდა. ობერლეიტენანტი არცთუ ისე მუსიკალური იყო და ტაქ­ ტსაც ხანდახან ასცდებოდა ხოლმე, მეც კარგად ვფორხილობდი, რადგან არიების შესრულება ჩემს პედაგოგთან ჯერ არც დამეწყო – იგი დაბეჯითებით მოითხოვ­ და, რომ გამებისა და სოლფეჯიოს გარდა არაფერში მევარჯიშა – ლუჩია-დუეტი, რომელიც დები კორტეზების სახლში სრულდებოდა, ჩემი მაესტროსთვის ჩვენს დანაშაულებრივ საიდუმლოდ დარჩა. დაახლოებით წელიწადნახევრიანი მოსამზადებელი კურსის შემდეგ პროფე­ სორმა ბერანეკმა გამოაცხადა, რომ უკვე დამდგარიყო დრო, ჩემი განსწავლა ერთ ცნობილ სიმღერის პედაგოგთან გამესრულებინა. ჩვენი არჩევანი შეჩერდა პოლინა ვიარდო-გარსიაზე. 20 გაგონილი მქონდა, რომ მადამ ვიარდო ძალიან წუ­ ნია იყო და მასთან მეცადინეობის ბევრი მსურველი უარით გაუსტუმრებია. განსა­ კუთრებული, მართლაც ნამდვილი ტალანტისთვის გაღებული ნამდვილი წყალო­ 278 მოგონებანი ბა იქნებოდა მასთან მოხვედრა. ამიტომაც შევეცადე წერილით დამეყოლიებინა. ჩემს სასიმღერო ტალანტზე ბევრს ვერაფერს ვიტყოდი(თუმცა ჩემი მაესტროს თავდებობის წყალობით ამაში ეჭვი არ მეპარებოდა), ამიტომ უფრო მეტად, ეტყო­ ბა, ხელოვნებით გატაცებაზე, პროფესიულ მგზნებარებასა და მსგავს გაცვეთილ/ მაღალფარდოვან რაღაცებზე ვწერდი. რა თქმა უნდა, ისიც ვახსენე, რომ მსოფ­ ლიოს უდიდეს მაესტროსთან მოხვედრა მინდოდა. მადამ ვიარდომ მიპასუხა, შე­ მეძლო მივსულიყავი და გამომცდიდა. ჩვენც წავედით, მე და დედაჩემი დაუყოვნებლივ ბადენ-ბადენისკენ გავემარ­ თეთ. განსაზღვრულ დღეს და განსაზღვრულ საათზე ვიყავით ვიარდოს ვილაში. პირველ სართულზე სალონისკენ მიგვითითეს და ცოტა ხნით მოცდა გვთხოვეს. ახლაც თვალწინ მიდგას ფანჯარასთან, ოთახის მარჯვენა კუთხეში მდგარი პიანი­ ნო. უამრავი თარო – პარტიტურებით სავსე. კედელზე – ხელოვანთა სურათები და ფოტოგრაფიები, აივნის გამოღებულ კარში – ბაღის ხედი. ბაღის უკან პავილიო­ ნი – ალბათ იქ იყო ივან ტურგენევის, მადამ ვიარდოს დიდი ხნის მეგობრის ბინა. ლოდინისას ჯერაც განუცდელი ჯოჯოხეთური შიში დამეუფლა, სუნთქვას რომ შეგიკრავს და გაგაწამებს. ის ხომ არ არის, რასაც სცენის ციებ-ცხელებას – le trace – ეძახიან? იმაზე ნაკლები არაა, გილიოტინაზე ასვლისას რომ ეუფლებათ! ღმერ­ თო, მიშველე... – ამ მდგომარეობაში რომელ სიმღერაზეა საუბარი? „დედა, – ამოვიკნავლე, – ერთ ბგერასაც კი ვერ ამოვთქვამ“. „ბავშვივით ნუ იქცევი! ასეთი ხმის პატრონს რისი უნდა გეშინოდეს? ეს ვიარ­ დო თავს ბედნიერად იგრძნობს, შენნაირი მოსწავლე თუ ეყოლება“. გვერდით ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ის, ვისიც მეშინოდა. სიცოცხლით სავსე, ელეგანტური ქალი, ორმოც წლამდე ან ცოტა მეტისა, არცთუ ისე ლამაზი, თუმცა საინტერესო ნაკვთებით. ერთი-ორი სიტყვით გაბაასება – საერთოდ არაფე­ რი დამმახსოვრებია – და მივყავარ ეშაფოტზე, მინდოდა მეთქვა, პიანინოსთან. „ნოტები თან გაქვთ? რას შემისრულებთ?“ „მე მხოლოდ გამები... სავარჯიშოები ვიცი“. „მაგით ხმას კი შევაფასებ, მაგრამ თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს – ვერა“. „მაშინ დუეტი ბარიტონთან ერთად„ლუჩიადან“. „დუეტი?“ „დიახ, მოწყალეო ქალბატონო, აქამდე ჯერ არც ერთი ნაწარმოები არ შემის­ რულებია. მარტო ეს ვიცი... შემთხვევით“. „როგორც გენებოთ“. მადამ ვიარდომ პარტიტურა მონახა და შესავალი დაუკ­ რა. ყელი ერთიანად დამეხშო. კანკალი ამივარდა. ცოტა ხანში ხმა მომივიდა და რამდენიმე ტაქტის შემდეგ ჩემი თავით თვითონაც კმაყოფილი ვიყავი. დედაჩემი სულ თავს მიქნევდა – მეც მეგონა, რომ ჩემი თავი საუკეთესოდ წარვადგინე. მაესტრომ კი პარტიტურა შუა ტაქტში დახურა და თქვა: 279 ბერტა ფონ ზუტნერი „სინამდვილეში არაფერი იცით“. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლოყაში სილა გამაწნეს და მკერდში დაშნა ჩამცეს ერთდროულად. „მოდით, ახლა ვცადოთ notes filees… რომ ვნახო, რისი გაკეთება შეიძლება ამ მასალისგან – ხმა კი არის...“ და მან დაუკრა ყველაზე დაბალი C. 21 ეს გამოცდა თითქოს უფრო მეადვილა. თუმცა ყველაფერი მაინც ვერ წარმოვაჩინე, რაც შემეძლო – ბგერები ხრინწიანი მქონდა და სუნთქვა მოკლე. მას შემდეგ, რაც ორი ოქტავა მაღალ C.-მდე გავიარე, მაესტრო წამოდგა. „რამდენი წლის ხართ?“ „ოცს გადავცდი“, – ნახევრად ტყუილი ვუთხარი, სინამდვილეში უკვე ოცდაო­ რის ვიყავი. „უკვე დაგვიანებულია ყველაფრის თავიდან დაწყება. ოცი წლისა უკვე გან­ სწავლული უნდა იყოთ. მითხარით, რატომ გინდათ სცენაზე გამოსვლა? თქვენ ხომ, როგორც თქვენი გვარით ჩანს, მაღალ საზოგადოებას ეკუთვნით? მე რაღაც ვუპასუხე ამბიციასა და ხელოვნების სიყვარულზე. „ყოველივე ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, რომ არ დათმოთ თქვენი მდგომარეობა. თქვენი ხმა ცუდი არაა, მაგრამ არც გან­ საკუთრებულია, და ისწავლით თუ არა რამეს, ჯერ კიდევ საკითხავია“. „ნიჭი ნამდვილად აქვს, მადამ, – სცადა დედაჩემმა მისი დარწმუნება, – და თქვენი ხელმძღვანელობით ნამდვილად კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს“. „მაგრამ დღეს ვერ ვიტყვი, რამდენად ვიტვირთებ ამ ხელმძღვანელობას. ჯერ ფროილაინი ჩემთან რამდენიმე გაკვეთილზე უნდა მოვიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ, რამდენად მომინდება გაგრძელება – ან ჰო იქნება, ან არა. დღევანდელი შთაბეჭდილებით ნაკლები შანსია ჰოსთვის“. „აჰ, დღევანდელი გამოცდით ნუ შეაფასებთ, საწყალი ბავშვი ისეთი შეშინებუ­ ლი იყო... ვეღარ ვცნობ“. „თუ შიში ახასიათებს, ხელოვანის ასპარეზისთვის არ გამოდგება – კიდევ ერ­ თი საფუძველი უარის სათქმელად!“ „შიში გაუქრება, როგორც კი ჩვევებს გამოიმუშავებს“, – მიუგო დედაჩემმა. „კარგი. დაე, ასე იყოს. მაშინ, მობრძანდით მომავალ ორშაბათს ამავე საათ­ ზე!..“ – და გამოგვიშვეს. დავბრუნდით სასტუმროში; იქ კი გასაქანი მივეცი ჩემს დაგუბებულ ტკივილს და ცრემლებად დავიღვარე. „აღარასოდეს, აღარასოდეს მივალ ვიარდოს ვილაში! გავემგზავროთ აქედან, 280 მოგონებანი დედა, ამ ქალს აღარასოდეს დავენახვები – მორჩა... ყველაფერი დამთავრდა!..“ ჩემი სამყარო დაინგრა,„მნიშვნელოვანი“ განადგურდა. წელი 1866 ამ წელმა ორი მძიმე დანაკარგი განმაცდევინა: ჩემი ბიძაშვილი ელვირა და ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი ფურსტენბერგი. ეს უკანასკნელი გარდაიც­ ვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ თავის ბინაში, ვენაში; კიდევ ერთი რამე მოიტანა ამ დაწყევლილმა წელიწადმა: ომი. ძალიან მრცხვენია კიდევ ერთხელ იმის თქმა, როგორ იმოქმედა ამ მოვლენამ ჩემზე... საერთოდ არ უმოქმედია! ეს ამბავი, როგორც ამბობენ ხოლმე, ცნობად მივიღე, თითქოს გამეგოს, რომ სადღაც, შორს წყალდიდობა ან ხანძარი მომხდა­ რა, ნამდვილი სტიქიური უბედურება, მართლაც სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ჩვენ რას ვუშველით?! კაცმა რომ თქვას, უინტერესო ნამდვილად არაა, ისტორიული ფაქტია. პრუსიელებს, რა თქმა უნდა, კარგად მოხვდებათ და რომც წავაგოთ, მერე ხომ მაინც ისევ მშვიდობა დაისადგურებს. ჯარში ჩვენთვის ძვირფასი და ახლო­ ბელი ადამიანი არ გვყავდა, ამიტომაც მშვიდად ვიყავით. მე გაზეთებს არ ვკით­ ხულობდი, უფრო ხშირად მიყვებოდნენ ხოლმე – პრუსია იმარჯვებს ჰანოვერში, ფრანკფურტში, მერე უკვე ბოჰემიაშიცო, – ბევრი რამ ჩვენს ყურამდე არც აღწევ­ და. ან იქნებ აღწევდა და დამავიწყდა. მთელი ამ ამბებიდან მეხსიერებაში არა­ ფერი შემომრჩენია, რაც ამტკიცებს, თუ როგორი უმნიშვნელო იყო ყოველივე ეს ჩემთვის. დღეს მიჭირს გავიგო, როგორ შეიძლებოდა ასეთი ბრიყვი ვყოფილიყა­ ვი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, შემდგომ როგორი მგზნებარე პაციფისტური იდეები დამეუფლა, რომლებიც მაშინდელი ოცდასამი წლის გოგოს ცნობიერება­ ში, წესითა და რიგით, მთვლემარე მდგომარეობაში ხომ მაინც უნდა არსებული­ ყო, ამ საბაბით მაინც ხომ უნდა გამოღვიძებულიყო?! ანდა, ამხელა მოვლენას ცოტათი მაინც ხომ უნდა ავეღელვებინე, რაღაც გრძნობებით ავევსე, იქნებოდა ეს პატრიოტული აღფრთოვანება თუ ადამიანური თანაგრძნობა, ან თუნდაც მხო­ ლოდ შიში და ძრწოლა?! – მაგრამ არაფერი, სრულიად არაფერი. ალბათ არ იყო აუცილებელი ომის წინააღმდეგ მომავალი მებრძოლისთვის ორმაგად სამარცხვინო ფაქტის ამ მემუარებში ჩართვა, მაგრამ სწორედ ეს გამოვ­ ლენილი შეუსაბამობა მოითხოვს განმარტებას. მე მგონია, რომ მემუარების მკით­ ხველისთვის ყველაზე საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მზადდება და ვითარდება ამა თუ იმ ადამიანის ბედისწერა, ტალანტი თუ ქმედება, რაც მან მემუა­ რისტის შესახებ იცის; მკითხველს სურს თვალი გაადევნოს, თუ რომელმა შინაგანმა მისწრაფებამ ან გარეგანმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა საერთო სურათის ჩამო­ 281 ბერტა ფონ ზუტნერი ყალიბებაზე. აქედან ყოველთვის შეიძლება სასარგებლო ინფორმაციის ამოკითხვა და სხვისი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუკი ავტობიოგრაფი პატიოსანია. სასარგებლო ცოდნა უტყუარ ფაქტებს უნდა ეფუძნე­ ბოდეს. რაკი თვითონ ვასაჯაროებ მაშინდელი ომის ჩემეულ განცდას, პირადად მე ამაში ვხედავ საინტერესო დაკვირვებას, საყურადღებო გაკვეთილს. მთლიანად კა­ ცობრიობის ისტორიაში, ისევე როგორც ცალკეული პიროვნების ცხოვრებაში, ყო­ ველთვის არის იდეების, ცოდნის, აღქმისა და შეფასების ცვლილებათა ასეთი პე­ რიოდები. განა ბოლომდე არ უნდა მესმოდეს და უპირობოდ არ უნდა ვეგუებოდე, რომ კაცობრიობის უმეტესობა ომს(თუკი უშუალოდ მას არ შეეხება) ისევე გულ­ გრილად, ისევე უდარდელობით ეგებება, როგორც მე შევხვდი ამას რამდენიმე ათ­ წლეულის წინ? განა უნდა მიკვირდეს, რომ იგივე საზოგადოება ომის შემთხვევით დაწყებას ბუნებრივ მოვლენად, კანონზომიერებად აღიქვამს? ამის გამო უნდა ივიშ­ ვიშო, მაგრამ არ უნდა დაგმო და არ უნდა შეებრძოლო? გარდაუვალს ვერ დაგმობ, ვერ შეეწინაღმდეგები. და თუკი რომელიმე ინდივიდი(ამ შემთხვევაში მე) გამოც­ დილების საფუძველზე და განსჯის შედეგად შეძლებს ძირფესვიანად შეიცვალოს შეხედულებები, მაშინ კაცობრიობაც მოახერხებს ამას და შესაბამისად იმოქმედებს. დღეს, როცა სამშვიდობო მოძრაობის მიმართ გარკვეულ წრეებში ფესვგადგმულ მიუღებლობას ვაწყდები, როცა მოჰყავთ საწინააღმდეგო არგუმენტები ომის ბუნებ­ რივი კანონზომიერებისა და ისტორიული აუცილებლობის შესახებ, როცა ბრაზი და უმწეობა ერთდროულად მიპყრობს, მაშინ უნდა დავფიქრდე ჩემს წარსულზე, რათა სიბრაზემ გამიაროს და მხნეობა მომემატოს. თანაც, ომთან და მშვიდობასთან და­ კავშირებით საზოგადოება ძველებურად ხავსმოდებული იდეების ტყვეობაში აღარ არის, რადგან უკვე თითქმის ყველამ იცის ამ მოძრაობის შესახებ და ყოველდღიუ­ რად იზრდება მათი რიცხვი, ვინც ამ მიმართულებას თანაუგრძნობს ან უკვე ჩარ­ თულია კიდეც ამ მოძრაობაში. სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს თავის პოზი­ ციას – ან მომხრეა, ან მოწინააღმდეგე. მაგრამ იმ დროს, რომელზეც ახლა მოგით­ ხრობთ, სამშვიდობო მოძრაობის შესახებ მართლა არავინ არაფერი იცოდა, რად­ გან არც არსებობდა; აქა-იქ ცალკეულ პირთა გამოჩენა, ყოველგვარ ძალადობას რომ გმობდნენ, ომის მოსპობას ქადაგებდნენ,„მოძრაობად“ ვერ იწოდებოდა. 1866 წლის ზაფხული კვლავ ჰომბურგში გავატარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ომი თითქმის კარს მოგვადგა, ამ კოსმოპოლიტური კურორტის ცხოვრებას არა­ ფერი დასტყობია. საკურორტო მუსიკა უკრავდა, პატი მღეროდა, თამაშში საა­ რაკო გამართლების შემდეგ სახელგანთქმული ესპანელი გარსია აგრძელებდა Trente-et-quarante-მაგიდასთან ყოველდღიურად ასიათასობით ფრანკის მოგე­ ბას, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს წაგება არ დაიწყო, მოგებული ფული თანდათა­ ნობით მთლიანად არ დაკარგა და ზედ საკუთარიც არ მიაყოლა. სამეგრელოს დიდი მთავრის ქვრივი კვლავ აქ იყო თავისი ოჯახით და მის 282 მოგონებანი საზოგადოებაში მეც მრავალ საათს ვატარებდი ყოველდღე. მისი ქალიშვილი, პრინცესა სალომე, 18 წლის იყო, ბავშვი აღარ ეთქმოდა და ახლა უკვე მასთანაც ისეთივე აქტიური ურთიერთობა მქონდა, როგორიც დედამისთან. წლოვანებით ჩვენ, გოგოები, უფრო მეტადაც ვეწყობოდით ერთმანეთს. ისე მოხდა, რომ საც­ ხენოსნო გაკვეთილებზეც ერთად დავდიოდით და ცხენოსნობის მასწავლებლის ზედამხედველობით პარკის ხეივანში ცხენით ვსეირნობდით. თან ჭორაობაც გა­ მოგვდიოდა და მალე გულითადი მეგობრობაც დავამყარეთ. სალომეს ზამთარში უკვე პეტერბურგში, სასახლის საზოგადოებაში გამოყვანა ელოდა – იგი იმედითა და სიხარულით აწყობდა სამომავლო გეგმებს. მე კი, პირიქით, სულ მელანქო­ ლიური და იმედგაცრუებული ვიყავი, თითქოს ცხოვრებისგან კარგს აღარაფერს მოველოდი. ორი საყვარელი არსების გარდაცვალებამ ნამდვილი მელანქოლია შემყარა, ხოლო ხელოვნებასთან დაკავშირებული ოცნებების დამსხვრევამ ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო; თუმცა ამაზე არაფერს მოგიყვებით. პარიზში ყოფნა შემოდგომაზე შინ რომ დავბრუნდით, ომი უკვე დამთავრებული იყო. ჩვენს ბა­ დენურ ვილაში ერთი საქსონელი ოფიცერი დაბინავებულიყო. თავაზიანი ვიზიტით გვეწვია. არა მგონია, დასრულებულ სამხედრო კამპანიაზე დიდხანს გვესაუბროს, რადგან მარტო ის მახსოვს, მეორე ვიზიტისას, რომელიც ამავე დროს გამოსათხო­ ვარიც იყო, ლეიტენანტს რაღაც ვუმღერე; ისიც კი ვიცი, ეს რა იყო; ადაჯიო დიდი არიიდან„მთვარეული“ 22 : Ah non crcdea... საქსონელი მეომარი აღფრთოვანდა: „მოწყალე პატარა გრაფინია ისე მღერის, როგორც პატი!“ „ამ ახალგაზრდა ყმაწვილს კარგად ესმის ხელოვნება“, – შენიშნა დედაჩემმა, როცა ლეიტენანტი წავიდა. „მართლა არ შეგიცვლია აზრი? – მომმართა ცოტა ხნის შემდეგ, – ისევ უარს ამბობ ხელოვანის სარბიელზე? – განა ეს გონივრულია? განა ეს გამართლებული საქციელია?“ „მაგრამ ვიარდოს შეფასება...“ – ყოყმანით ვთქვი. „არც ვიარდოა შეუმცდარი... ისე, ცოტა ხნით მასთან რომ დარჩენილიყავი...“ „არაფრის გულისთვის აღარ დავენახვებოდი მაგ ქალს!“ „სხვა პედაგოგებიც არსებობენ. ბერანეკს უნდა ვკითხოთ“. ჰერ ბერანეკი ჯერ კიდევ ჩვენი მდგმური იყო და, რა თქმა უნდა, მზადყოფ­ ნა გამოთქვა, სიმღერასთან დაკავშირებული გეგმების განახლებაში აგვყოლო­ და. ვოკალის პედაგოგებს შორის საუკეთესოდ დაგვისახელა ვინმე ლამპერტი მილანიდან, დუპრეცი პარიზიდან და მარჩეზი ვენიდან. ვენაზე არაფრის გაგონე­ 283 ბერტა ფონ ზუტნერი ბა არ მინდოდა, თუმცა, როგორც კი ეს დათქმა საჯაროდ გამოვხატე, შინაგანად უკვე თანახმა ვიყავი, ბადენ-ბადენში ხელის ერთი დაკვრით გაწყვეტილი ძაფი მილანში ან პარიზში კვლავ გამება. დროთა განმავლობაში მართლაც ასე გამოვი­ და. გადაჭრით აღარ ვუარობდი, როცა ჩემს სახელოვნებო მომავალზე საუბრობ­ დნენ; ბერანეკთან მეცადინეობებიც განვაახლე. კვლავ გამეღვიძა სიმღერისადმი ადრინდელი სიყვარული, ძველი ამბიციური გეგმები; ძველებური თვითრწმენაც გამიახლდა და კიდევ უფრო გამიძლიერდა; ჩემში მომწიფდა გადაწყვეტილება, გულმოდგინედ მემეცადინა და მერე რომელიმე სახელგანთქმულ მაესტროსთან გამეგრძელებინა სწავლა. მივწერე მაესტრო დუპრეცის პარიზში იმის საკითხა­ ვად, მიიღებდა თუ არა ამბიციურ, სწავლამოწყურებულ მოწაფეს, რაზეც თანხმო­ ბა მომივიდა, და ჩემმა ცხოვრებამ კვლავ იპოვა„მნიშვნელოვანი“. 1867 წლის დასაწყისში პარიზში გავემგზავრე. ნებისმიერი ადამიანი, პირველად რომ მოხვდება მეტროპოლიაში – რომელ­ ზეც უამრავი რამ წაუკითხავს და მოუსმენია – წარუშლელი შთაბეჭდილებებით უნდა ივსებოდეს, მე კი ბევრი არაფერი აღმიქვამს, ისე ძლიერად იყო ჩემი გო­ ნება ამ„მნიშვნელოვანით“ დაკავებული. თვით სამეგრელოს ოჯახის, დადიანე­ ბის კვლავ ნახვის შესაძლებლობაც კი დიდად არ გამხარებია – ერთადერთი, რა­ ზეც ფიქრი შემეძლო, რის გამოც შიშისა და დაძაბულობისგან მაკანკალებდა, იყო კითხვა: როგორ შეაფასებს მაესტრო დუპრეცი ჩემს ხმას, რა პროგრესს მივაღ­ წევ და როგორ წარიმართება ჩემი, როგორც ხელოვანის კარიერა? მაესტროს Rue Laval-ში ჰქონდა საკუთარი სახლი, სადაც მოწყობილი ჰქონდა თეატრალური დარბაზი სცენითურთ. მიმდებარედ განლაგებული იყო პატარ-პა­ ტარა სასწავლო ოთახები, სადაც მაესტრო და მისი ვაჟი, ლეონ დუპრეცი, კერძო მეცადინეობებს ატარებდნენ. ყოველ პარასკევს წარჩინებული მოწაფეები სცენა­ ზე წარმოადგენდნენ არიებს და საოპერო სცენებს, დარბაზში ისხდნენ მათი ნათე­ სავები, კონცერტს გარეშე ხალხიც ესწრებოდა. ეზოს მეორე მხარეს იდგა პატარა სასტუმრო, რომელსაც დუპრეცების ოჯახი – დედა, მამა, ვაჟი და რძალი – კერძო ბინად იყენებდნენ. Rue Laval-ში ჩვენი პირველი სტუმრობისას თეატრის შენობა­ ში წაგვიყვანეს. ჯერ შედიოდი მრგვალ მოსაცდელ ოთახში, რომლის კედლებსაც საოპერო პარტიტურებით სავსე წიგნის თაროები მიუყვებოდა. მოწაფე გოგონე­ ბი და ბიჭები იქვე ისხდნენ, დადიოდნენ ან ერთმანეთში საუბრობდნენ. თეატრის დარბაზშიც იჯდა ხალხი და უსმენდა ერთი მთლად ნორჩი გოგონას სიმღერას, რომელიც სახლის აკომპანიატორ მუსიე მატონთან ერთად სწავლობდა როზინას არიას. Una voce poco fa... მუსიე მატონმა მას ურთულესი კოლორატურა ჩამოუწე­ რა; გოგონამ ისე იმღერა, თითქოს ნაპერწკლებს აფრქვევდა... ნუთუ ასეთი ვირ­ ტუოზულობა ამ სკოლაში მიიღწევა? ეს მე გამბედაობასა და მოტივაციას მმატებს, რომ ძალ-ღონე არ დავიშურო და ვიბეჯითო. ნეტავ რა განაჩენს გამომიტანს მაეს­ 284 მოგონებანი ტრო გამოცდის შემდეგ – ისეთივეს ხომ არა, როგორიც უღრესად მომთხოვნმა ვიარდომ გამომიტანა? გულის ფანცქალით ავუყევი სცენის კიბეებს, გავემართე მის უკან მდებარე ოთახისკენ, სადაც ჰერ დუპრეცი მელოდებოდა. შემეგება, სა­ მოცდაათს ბევრად გადაცილებული, მაგრამ მხნე და ყოჩაღი კეთილი მოხუცი ბა­ ტონი – თეთრი ხვეული თმით, წითელი ლოყებითა და მოცინარი თვალებით. „მაშ, თქვენ მომწერეთ ენთუზიაზმით აღსავსე წერილი, მადმუაზელ? ან დი­ დი ვინმე გინდათ გამოხვიდეთ ან საერთოდ არავინ? მაშ, მოვისმინოთ, როგორ ჟღერს თქვენი ხმა! საინტერესოა, ნოტების კითხვა თუ შეგიძლიათ“. მომაწოდა მის მიერ შედგენილი სოლფეჯიოების ნაკრები და მიუჯდა პიანინოს. გამოცდამ ამჯერად მშვიდობიანად ჩაიარა: „მშვენიერი ხმაა – თქვენგან რაღაცას გამოვიყვან – ორ წელიწადში premiére force 23 იქნებით“. ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი. გაკვეთილები დამინიშნა. კვირაში ორჯერ უნდა მქონოდა მეცადინეობა. ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო: „ყოველდღე მინდა ვიარო, მაესტრო“. „შეგიძლიათ კიდეც; სხვა დღეებში ჩემი ვაჟი ან მუსიე მატონი გაივლის თქვენ­ თან რეპეტიციას. მე კი მხოლოდ ორი საათი შემიძლია კვირაში გამოგიყოთ, ეს სავსებით საკმარისია“. დავიქირავეთ პატარა ბინა Rue Laval-ში და ასე დაიწყო ჩემთვის ამაღელვე­ ბელი და იმედებით აღსავსე სწავლის პერიოდი. ყოველ დილას ვატარებდი დუპ­ რეცის სასტუმროს თეატრალურ ფლიგელში – დედაჩემი სულ თან მახლდა, რაც სკოლის სხვა სტუმრებს მუდამ მოსაწყენ და სრულიად ზედმეტ მოწადინებად ეჩ­ ვენებოდათ. მთელი არსებით გადავეშვი – დო, რე, მი-ს ვარჯიშსა და მაესტროს შერჩეული პატარა არიის შესწავლაში, რომელიც მან პირველი ტექსტის სახით შესასწავლად მომცა. განსაკუთრებულად მაინტერესებდა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ჩემი ამხანაგები, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა პარასკევის წარმოდგენები, მით უმეტეს, რომ მე ჯერ არ მქონდა მასში მონაწილეობა მიღე­ ბული. იმაზე ფიქრი, რომ მოგვიანებით იქ, ზევით, სიმღერა მეც მომიწევდა, ჩემ­ თვის იყო სატანჯველი – მეშინოდა, რომ კვლავ შიშის შეტევა დამემართებოდა და ტაშს არავინ დამიკრავდა. თუმცა ეს საკმაო ხნის შემდეგ მოხდა. ჯერჯერო­ ბით მხოლოდ სწავლაში ვიყავი ჩაფლული და ეს სიხარულს მანიჭებდა. საჯარო წარმოდგენებში მაესტროს ისეთი მოწაფეებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც უკ­ ვე თეატრებში მუშაობდნენ და სახელმოხვეჭილნიც იყვნენ: ტენორი ენგელი(ან­ ჯელს ეძახდნენ), ფროილაინ მარიმონი, შანტო ლეგაღი პარიზის კომიკური ოპე­ რიდან და ჟან დევღიე ბრიუსელიდან – სამივენი უმაღლესი რანგის არტისტები იყვნენ. ბოლოს დასახელებულის უმცროს დას, ფიდე დევღიეს, სწავლა სულ ახ­ ლახან დაეწყო და, მთელი კლასის გასაოცრად, უკვე მაესტროს საყვარელი მოწა­ 285 ბერტა ფონ ზუტნერი ფე გამხდარიყო. მისი დაუფარავად მშურდა. ნახატივით ლამაზი იყო – ამას კიდევ ვაპატიებდი, მაგრამ მისი ასაკი – თექვსმეტი წელი ჩემს ოცდასამს ამუნათებდა; თან ელვისებურ წარმატებას მიაღწია – სულ ცოტა ხნის მოსული, უკვე ვირტუოზუ­ ლად მღეროდა და იოტისოდენა შიშსაც კი არ ამჟღავნებდა. მოგვიანებით პარი­ ზის გრანდ-ოპერაში აიყვანეს, სადაც წარმოუდგენლად წარმატებული დებიუტი ჰქონდა ოფელიას როლში. თავად ვიყავი მოწმე, როგორი სიმსუბუქით სწავლობ­ და ეს ნორჩი ფიდე ურთულეს კოლორატურებს, როგორი თავდაჯერებით კით­ ხულობდა ფურცლიდან, რა უნიკალურად და განსაცვიფრებლად ჟღერდა მისი ხმა, რა თავისუფლად და თავდაჯერებულად მოძრაობდა სკოლის სცენაზე, მუდამ მოწაფეებისა და მასწავლებლების ტაშით გამხნევებული; ამის შემხედვარემ ჩემს თავს ვუთხარი: ეს არის ტალანტი, განსაკუთრებული ნიჭი, სწორედ ის„რაღაც“, რაც პატივმოყვარეობისა და სიბეჯითის მიღმაა, რასაც ვერ მოიპოვებ, რაც იმთა­ ვითვე უნდა გქონდეს და რაც მე არ გამაჩნია... სამეგრელოს დედოფალთან ხშირად დავდიოდი. მისთვის ჩემი არტისტობის განზრახვასა და გეგმებზე არაფერი მითქვამს. მას სჯეროდა, რომ Contessina პა­ რიზში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მასთან და მის ქალიშვილთან ერთად ყოფილიყო. ყველა მიღებასა თუ წვეულებაზე მეპატიჟებოდა. თავის მრავალრიცხოვან ოჯახ­ თან ერთად სასტუმრო du Louvre-ს ერთი ფლიგელი ეკავა, ცალკე სამანქანო შე­ სასვლელითა და სადარბაზოთი. მისაღები ოთახების გაყოლებაზე და, განსაკუთ­ რებით კი ყვავილებითა და ფაიფურის პატარა ფიგურებით სავსე სალონში, სადაც დედოფალი დიდ დროს ატარებდა, კვლავ რუსული სიგარეტისა და ფორთოხლის ყვავილების სურნელი იდგა. თითქოს წარსულში, ჰომბურგის ვილა ვეკერლინ­ ში დავბრუნდი, სადაც თავს საყვარელი ადამიანისგან უარყოფილად ვგრძნობდი და გამახსენდა, როგორ ვოცნებობდი ქართველ უფლისწულზე. მოვიკითხე, სად არის-მეთქი. „რაო? მისი ხატება ისევ გულში გაქვთ, პატარა კონტესინა? აბა, ჩამოვა ამ დღეებში პარიზში... და ეგ თუ არა, აუცილებლად მოგიძებნით სხვა საქმროს, უკვე კარგი დროა შენ დასაქორწინებლად – ოცდასამი წელი – ეს ხომ თითქმის შინა­ ბერობაა. ჩემს სალომეს იქამდე გავათხოვებ, ვიდრე ოცის გახდება. – რა სამწუხა­ როა, ჩემო საყვარელო, მნიშვნელოვანი Dot 24 რომ არ გაქვთ. აქ, პარიზში ეს ყვე­ ლაზე მთავარია. მხოლოდ სილამაზე და ეშხი არ კმარა. სალომე მიიღებს 50-ათა­ სიან შემოსავლს, თავისი ძმა ნიკო აჩუქებს, და ეს გაადვილებს მისთვის კარგი პარტიის მონახვას. უკვე შერჩეულიც მყავს ერთი, იმპერატორის ოჯახის წევრია“. „რუსეთის?“ „არა, საფრანგეთის“. დედოფალი და მისი ქალიშვილი იმპერატრისა ეუჟენიის არც ერთ petits lundjs 25 -ს არ აკლდებოდნენ და სწორედ იმპერატრისამ შეიმუშავა სალომეს გათ­ 286 მოგონებანი ხოვების გეგმა. დედოფალი ჯერ მხოლოდ მიანიშნებდა, უფრო მეტის თქმა ჯერჯე­ რობით არ უნდოდა და სალომესაც რომ ვკითხე, იმანაც არაფერი ვიციო. მომდევნო ზაფხულს – მეგრული ოჯახი უკვე კვლავ გერმანულ წყლებზე იყო წასული – დუპრეცების მამულში გავემგზავრეთ, რათა პარიზში შეწყვეტილი მეცა­ დინეობა იქ გაგვეგრძელებინა. ოქტომბერში ქალაქს დავუბრუნდით და მეგრულმა ოჯახმაც ისევ სასტუმრო du Louvre-ს აპარტამენტები დაიკავა. წინა წლების მსგავსი ცხოვრება განმეორდა: შემოქმედებითი ინტერესები და სიამოვნებანი Rue Laval-ში, დახვეწილი ინტერესები და სიამოვნებანი ჩემს აზიელ მეგობრებთან. ერთ დღეს, ზაფხულის მიწურულს, პრინცესა სალომესგან მივიღე დეპეშა: „გაიზიარეთ ჩემი ბედნიერება: სწორედ ახლა დავინიშნე პრინც აშილ მიურატზე“. მერე მიამბეს, ეს როგორ მოხდა. ჯერ კიდევ წინა ზამთარში იმპერატრისა ეუ­ ჟენიასა და კნეინა ეკატერინას მიერ თვალში ამოღებული საქმე ამ ბოლო კვი­ რაში გარემოებათა წყალობით ბოლომდე მისულა. იმპერატორმა თავად იკისრა თავისი ძმისწულისთვის ყოველწლიურად ორმოცდაათი ათასი ფრანკი აპანაჟის გაღება, რაც პატარძლის ამავე რაოდენობის შემოსავალთან ერთად შესანიშნავ ჰარმონიას ქმნიდა; იმპერატორმა იკისრა ასევე მოგვიანებით მისი ვალების გა­ დახდაც... ეს ახალგაზრდა მამაკაცი რომ პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მფლან­ გველი დარდიმანდი იყო, მთელმა ქალაქმა იცოდა. არც ის იყო საიდუმლო, იმ დროს ასე პოპულარული„მშვენიერი ჰელენას“, იმავე ჰორტენზია შრაიდერის ბრილიანტებს შორის პრინც აშილ მიურატის ნაჩუქარიც რომ ერია. პრინცი მა­ ღალი საზოგადოების ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ ულამაზეს წარმომადგენ­ ლად მიაჩნდათ. პრინც ლუსიენისა და ამერიკელი ქალის შთამომავალი მთელი თავისი ჰაბიტუსით, აქცენტითა და თავისი ღია ფერებით ნამდვილ ინგლისელს ჰგავდა. ყოველივე ამის შესახებ ჭორად ნიშნობამდეც მსმენოდა. პატარძალს სურდა, პეტერბურგელი და პარიზელი ნაცნობებისთვის რაც შეიძლება სწრაფად ეცნობებინა თავისი ბედნიერების ამბავი და მთხოვა, კონვერტებზე მისამართე­ ბის დაწერაში დამეხმარეო. მთელი გულით ხარობდა და მართლაც უსაზღვროდ ბედნიერი იყო. მართალია, ეს ქორწინება მთლიანად ორივე მხარის ნათესავებ­ მა მოაგვარეს და საპატარძლოს საქმრო სამ-ოთხჯერ თუ ჰყავდა ნანახი, მაგრამ ასეთ წრეებში, კერძოდ საფრანგეთში, ეს არავის აკვირვებდა – ქორწინება სწო­ რედ ასე ხდებოდა. საქმროს თვალისმომჭრელ გარეგნობას მისი გული მაშინვე მოენადირებინა. მართლა შეჰყვარებოდა ეს ახალგაზრდა მამაკაცი და მთელი გუ­ ლით უხაროდა,„პრინცესა აშილ მიურატი“ გავხდებიო. ახლა ერთი საინტერესო საქმე იყო კიდევ მოსაგვარებელი – Trosseau 26 -ს შედგენა, ელისეს უბანში პატარა სასახლის მოწყობაზე თვალყურის მიდევნება და საქმროს საჩუქრების მიღებადაბინავება. სალომეს პირველი სამკაული Diamantenriviere 27 დედამ აჩუქა, ხოლო მარგალიტის სამაჯური საქმრომ მიართვა დიდი პატივით. ასე რომ, საპატარძლოს 287 ბერტა ფონ ზუტნერი უკვე ჰქონდა„ბრილიანტები და თვალ-მარგალიტი ულევი“, როგორც ძველ სიმ­ ღერაშია, ლამაზი თვალებიც, ორმაგი თავადობის გვირგვინი, ასი ათასი ფრანკი ყოველწლიური შემოსავალი, ცხრამეტი წელი და, რაც მთავარია, ჰყავდა მოხდე­ ნილი მეუღლეც:„საყვარელო, მეტი რაღა გინდა?“ ეს მაშინ მეც მიწიერი ბედნიე­ რების მწვერვალად მესახებოდა და ჩემს მეგობართან ერთად სულითა და გუ­ ლით ვხარობდი. გვიან, გაცილებით გვიან გავაცნობიერე, რომ არსებობს„ბევრად მეტი რამ“, არსებობს ნამდვილი ბედნიერება, რომელიც თავისი შინაგანი ბუნებით სრულიად უბრალო პირობებში ყველანაირ გარეგნულ კეთილდღეობას გადაწო­ ნის, ყოველგვარ სიმდიდრეს შეგიცვლის. ოჰ, ჩემო უსახელო ქორწინების ბედნიე­ რებავ... მაგრამ არ გავუსწრებ მოვლენებს. 1868 წლის მაისის პირველ დღეებში გადავიხადეთ ქორწილი, რომელსაც წინ სამი ნიშნობა უძღოდა: ჯერ იყო სამოქალაქო ნიშნობა მერიაში, მერე – ნიშნობა კათოლიკური წესით ტიუილრიში საიმპერატორო წყვილის თანდასწრებით, და იმავე საღამოს, 9 საათზე, ბერძნულ ეკლესიაში – მართლმადიდებლური წესით. ამ ბოლო ცერემონიაში მეც მივიღე მონაწილეობა, როგორც პირველმა ხელის­ მომკიდემ. ჩემს მოვალეობას წარმოადგენდა, მთელი ჯვრისწერის ცერემონიის დროს პატარძლის თავზე გვირგვინი მჭეროდა. საზეიმოდ გამოწყობილმა საზო­ გადოებამ შეავსო გადაბრდღვიალებული, ყვავილებით მორთული სამლოცვე­ ლო. ქალბატონთა ტუალეტი უაღრესად მდიდრული იყო. პატარძლის შლეიფ­ ზე, რომელიც საგანგებოდ ბრიუსელში დამზადდა, ამოქარგული იყო საოჯახო გერბი – ოქროს საწმისი. ფატა ეშვებოდა ბრილიანტის დიადემიდან, რომელიც იმპერატრისა ეუჟენიას საჩუქარი იყო. პატარძლის დედა ორდენით და ორდე­ ნების ლენტით იყო მორთული. აქ გამოფენილ განძეულობაში ყველაზე მეტად თვალში მომხვდა ისტორიული ზურმუხტის სამკაული, რომელიც სიძის დას, სახელგანთქმულ და მშვენიერ ანა მიურატს, ჰერცოგ მუში-ნოაის მეუღლეს ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად გაეკეთებინა. ეს ტუალეტი და მორ­ თულობა მეხსიერებაში ასე ღრმად რომ ჩამრჩა, დღესაც რომ თვალწინ მიდგას, ცოტა სირცხვილი ხომ არ არის? ის კი არადა, იმასაც ვაღიარებ, რომ მახსოვს, თავად მე რა მეცვა: უორთსის მიერ დამზადებული თეთრი ტიულის კაბა ვარ­ დისფერი აბრეშუმის სარჩულით, მორთული უამრავი პატარა რუშით, რომლე­ ბიც წელიდან იწყებოდა და შლეიფით მთავრდებოდა... იმედია, ასეთ მნიშვნე­ ლოვან და საზეიმო საათებში, როცა ჩემი მეგობარი საკურთხეველთან იდგა, რათა ახალი ბედისგან წყალობა მიეღო, მე სხვა რაღაცებზეც ვფიქრობდი და არა მარტო უამრავ რუშსა თუ არშიაზე; მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევი: ახლაც ვხედავ, თუ როგორ ბზინავს ტიულის თეთრი კაბა ვარდისფრად და როგორ ეშ­ ვება რუშების წყება ჩანჩქერებად. ახალგაზრდა წყვილი რამდენიმე კვირით ჯერ მუშის(Mouchy) ჰერცოგთა საგ­ 288 მოგონებანი ვარეულო ციხესიმაგრეში გაემგზავრა, ზაფხულის დანარჩენი დროის გატარებას კი ბადენ-ბადენში აპირებდა. ამიტომ მეც დავიყოლიე დედაჩემი ბადენ-ბადენ­ ში წასვლაზე. დუპრეცის სკოლაში მუსიკის გაკვეთილებზე ბოლო დროს გული ამიცრუვდა; თანდათან ვხვდებოდი, რომ ისე დიდი ტალანტით დაჯილდოებული არ ვიყავი, როგორც მეგონა, და ვიმედოვნებდი, ბრწყინვალე მეგობრის წრეში ტრიალი ჩემს ბედს სხვა, უფრო იღბლიან მიმართულებას მისცემდა. დედაჩემსაც ალბათ იგივე იმედი უტრიალებდა, ან კიდევ კვლავ Trente-et quarante 28 -ბანქოს მიენდო, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, ჰქონდა თუ არა შერჩენილი გამოცნობის უნარი; მოკლედ, ბადენ-ბადენში გავემგზავრეთ. სეზონი ბადენ-ბადენში ბინა ვიქირავეთ დიდ, კურზალის მოპირდაპირედ მდებარე ვილა მესმერში, 29 სადაც დედოფალი ავგუსტა პრუსიელი 30 კურორტზე ყოველწლიური სტუმრობისას ჩერდებოდა ხოლმე. რამდენიმე კვირაში აპირებდა ჩამოსვლას და მანამდე მისი აპარტამენტების ნაწილი ჩვენ დაგვითმეს, მათ შორის დიდი სალონიც, რომლის ფანჯრებიც კურპარკში გადიოდა. მოუთმენლად ველოდი მიურატების გამოჩე­ ნას, რომელთაც ბინა ვილა სტეფანიაში უკვე დაეჯავშნათ. საინტერესო ცხოვრე­ ბა ხომ მაშინ დაიწყებოდა, როცა ჩემი მეგობრები ჩამოვიდოდნენ. ამ პერიოდში გავიცანი ერთი სანდომიანი ქალბატონი, ბარონესა სოტერი(Seutter), რომელიც ბადენ-ბადენში ცხოვრობდა; მას ძალიან შევუყვარდი და ხშირად მეპატიჟებო­ და თავის სახლში, სადაც ადგილობრივი ბადენური საზოგადოება ტრიალებდა. ერთ დღეს მივიღე სამწუხარო ცნობა, რომ მიურატების ახალგაზრდა წყვილმა გეგმები შეცვალა – ისინი ამ ზაფხულს ბადენ-ბადენში აღარ ჩამოვიდოდნენ. ბი­ ნის ჯავშანი ვილა სტეფანიაში გაუქმდა, ჩვენც უნდა დაგვეტოვებინა ვილა მესმერი, რადგან დედოფალ ავგუსტას ჩამოსვლას ელოდნენ. წესით, შინ უნდა დავბრუნე­ ბულიყავით, რადგან ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი ხომ მიურატებთან ერთად ყოფნა იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ვარჩიეთ ერთხანს კიდევ დავრჩენილიყავით. ჯერ დედოფალი ავგუსტა ჩამოვიდა, მალევე ხანში შესული მეფე ვილჰელმ პირველიც ეწვია ბადენ-ბადენს; იგი დაახლოებით ერთი კვირით აპირებდა აქ დარჩენას. ჩვენი ფანჯრებიდან შეგვეძლო დაგვენახა ვილის მთავარი ფლიგელი და მეფის სამუშაო ოთახი. მეფე ყოველ დილით იჯდა საწერ მაგიდასთან, რომე­ ლიც ფანჯარასთან ახლოს იდგა; ასე ვუყურებდით, როგორ მუშაობდა. 1866 წლის გამარჯვებული აუცილებლად ახლოს უნდა მენახა და პირადად გა­ მეცნო. ისე, მე, როგორც ავსტრიელი, წესით, ჩვენს მძლეველზე გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამის მსგავსს არაფერს ვგრძნობ­ 289 ბერტა ფონ ზუტნერი დი – მხოლოდ უდიდეს პატივისცემას სწორედ ამ გამარჯვებულის მიმართ. ცნება „ბრძოლის მომგები“,„მიწების დამპყრობი“, ჯერ კიდევ ისტორიის გაკვეთილე­ ბიდან, ყველაზე დიადის, ყველაზე პატივსაცემის იდეალად მესახებოდა. ვიღაცა ხომ უნდა დამარცხებულიყო, რომ სხვა გამარჯვებული ყოფილიყო. ის, რომ ახ­ ლა შემთხვევით ჩემი მშობლიური ქვეყანა დამარცხდა, ეს გარემოება მეფისადმი კეთილგანწყობას ვერ შემმატებდა – ასე ეგოისტი და უსამართლოც ვერ ვიქნე­ ბოდი. საერთოდ, ხანდაზმული მეფე ცნობილი იყო საოცარი თავაზიანობითა და კეთილშობილებით – მოკლედ, მის წინაშე პატრიოტული ბოღმით თავგამოდებას არ ვაპირებდი. ფრაუ ფონ ზოიტერმა ერთ საღამოს თავის ლოჟაში იტალიური ოპერის წარ­ მოდგენაზე დამპატიჟა. ვერ ვიხსენებ, ზუსტად რა იდგმებოდა. მარტო ის ვიცი, რომ დიდი ჰერცოგის ლოჟის გვერდით ვისხედით და იქ მეფე ვილჰელმი იჯდა. იგი ფრაუ ზოიტნერს თავის დაკვრით მიესალმა, მერე კი ხშირ-ხშირად გადმოგვხე­ დავდა ხოლმე. მეორე დღეს ბარონესამ დამპატიჟა დილის სპექტაკლზე ვიარდოს სახლში – იქ ყოველთვის სასიამოვნო პუბლიკა იკრიბებოდა; ამაზე ვერ დამითან­ ხმა – მადამ ვიარდოს ვერ დავენახვებოდი. ნაშუადღევს ფრაუ ზოიტნერი მომიყვა, რომ დილის წარმოდგენას ბრწყინვალედ ჩაუვლია, პრუსიის მეფეც დასწრებია და ჩემზე უკითხავს, ვინაა ის ყმაწვილი ქალი, გუშინ ოპერაში რომ გახლდათო. მგონი ვიცანი, ჩემი მეზობელია, ფანჯარაში ხშირად ვხედავო. რამდენიმე დღის მერე მეფე კვლავ ვნახე წვეულებაზე, რომელიც მაღალი სა­ ზოგადოების ერთ-ერთმა ცნობილმა ქალბატონმა – სამწუხაროდ, სახელი არ მახ­ სენდება – მის პატივსაცემად გამართა. იქ ცოცხალი სურათებიც დადგეს. საღამოზე ფრაუ ზოიტნერმა მონარქთან წარმადგინა. „ოჰ, – წამოიძახა მან და ხელი ღიმილით გამომიწოდა, – ჩვენ ხომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ – ფანჯრიდან“. ამის მერე, არცთუ იშვიათად, პარკში ნაშუადღევის მუსიკის დროს, მეფე სხვა სტუმრებს შორის კურზალის წინ აქეთ-იქით სეირნობისას გამომელაპარაკებოდა ხოლმე; ასე გვერდიგვერდ ვსეირნობდით და ვსაუბრობდით. იმ დროს დღიურებს არ ვაწარმოებდი და ამიტომ ამ საუბრის შინაარსს ვეღარ აღვადგენ. მარტო ის მაგონდება, რომ ფოტოსურათი ვთხოვე და მისგან გამოგზავნილი, მეგობრული წარწერით დამშვენებული გადმომცეს. ჩემი სურათიც მინდოდა გადამეცა, მაგრამ არ მოეწონა, ცუდად გამოსულხართო, და სხვა მომთხოვა. რამდენიმე დღეში ბა­ დენ-ბადენიდან გაემგზავრა. სწორედ იმ დილას გავუგზავნე მოთხოვნილი ფოტო და წერილიც დავურთე. რა ეწერა ბარათში, უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაცას ვწერდი დაპყრობის შესახებ – ალბათ, 1866 წელს ვგულისხმობდი. მეფის საპასუ­ ხო გზავნილი კი დღემდე მაქვს შენახული. შიკრიკმა ხელიდან ხელში ზუსტად იმ დროს გადმომცა, როცა ბარონესა ზოიტნერსა და სხვა ქალბატონებთან ერთად 290 მოგონებანი სადგურზე წასასვლელად ვემზადებოდი, რათა მიმავალი მეფისთვის ყვავილები გადამეცა. აი, აქ მომყავს იმ ხელნაწერის ასლი: ბადენი, 23.10.1868 ზუსტად ახლა მივიღე ოდნავ უკეთესი ფოტოსურათი, მოწყალეო გრაფინია, ვიდრე გუშინ ინებეთ, გამომდინარე თქვენი გულკეთილობიდან. ამავე დროს, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა პირადად თქვენდამი და კიდევ უფრო მეტად იმ სტრიქონებისადმი, რომლებიც ამ ფოტოგრაფიას დაურთეთ. რო­ გორც ჩანს, დაპყრობის პუნქტში ერთი შეცდომა გაიპარა: თქვენ ნამდვილად იმის თქმა გსურდათ, რომ ერთი გამარჯვება უკვე მოიპოვეთ – და ეს შესანიშნავად იცით – კერძოდ, დაიპყარით 72 წლის მოხუცი, რომლის სენტიმენტებიც ხშირად დაუფარავია, მით უმეტეს, როცა ისინი ვიზავისგან – თუნდაც უიშვიათესად – მხარ­ დაჭერილია! მომავალში თქვენი მოგონების მსურველი, დავშთები მარად თქვენს ერთგულად, ვილჰელმ რექსი კვლავ პარიზი ბადენ-ბადენის სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა. პრინცესა მიურატისგან წერილი მივიღე – რახან ზაფხულის გეგმები წყალში ჩაგვეყარა, აჯობებს დამდეგი ზამთარი პარიზში გაატაროთ, სადაც გაცდენილსაც ავინაზღაურებთ და მეც ბევრ რამეში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცემაო. ჩვენც ვისარგებლეთ ამ მო­ წოდებით და ბადენ-ბადენიდან პარიზში დავბრუნდით. დუპრეცის სკოლაში მეცადინეობის განახლება აღარ მინდოდა. სიმღერა ჩემ­ თვის აღარ იყო„მნიშვნელოვანი“. რადგან დავკარგე რწმენა იმისა, რომ ჩემი ნიჭი ხელოვნების ოლიმპზე ამიყვანდა, ამიტომაც მის საჯარო გამოყენებაზე უარი ვთქვი. მომავალში მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის თუ ვიმღერებდი. გონება ახლა უფრო მეტად მიმართული იყო„დიდი სამყაროსკენ“: ურთიერთობა ყველა ამ თავადურ, საიმპერატორო და სამეფო უდიდებულესობასთან, ეტყობა, თავში ამივარდა. მო­ წიფულობაში გაჩენილ დემოკრატიულ განწყობას, როგორც ჩანს, ჯერ ისევ ეძინა. ბადენ-ბადენში ყოფნის ბოლო პერიოდში გამაცნეს ახალგაზრდა, ძალზე ახალ­ გაზრდა მამაკაცი, რომელიც დაუფარავად გამოხატავდა ჩემდამი თაყვანისცემას, ყოველდღე მიგზავნიდა ყვავილების თაიგულს. იგი იყო ინგლისელი, დაბადებუ­ ლი ავსტრალიაში, სადაც მამამისს, როგორც ამბობდნენ, ენით აღუწერელი ქონება ჰქონდა. მე არც კი მიფიქრია ამ მშვენიერ ჭაბუკზე, რომელიც მხოლოდ 18 თუ 19 წლის იქნებოდა და ამიტომ ოცდახუთი წლის ქალის საქმროდ ვერ მოიაზრებოდა; 291 ბერტა ფონ ზუტნერი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს პარიზულ ბინაში გვესტუმრა და გვთხოვა, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ მამაჩემი, რომელიც მელბურნიდან საგანგებოდ თქვენ გასაცნო­ ბად ჩამოვიდაო. ჩვენც დავთანხმდით და მეორე დღეს სტუმრად გვეწვია მოხუცი, დაუძლურებული ბატონი, რომელიც ვიწრო ხის კიბეებზე ამოიყვანეს. „ძვირფასო ქალბატონებო, მინდა მიუკიბ-მოუკიბავად მოგახსენოთ, რამ მო­ მიყვანა თქვენთან. სავარაუდოდ, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია; ერთა­ დერთი ვაჟი მყავს, მინდა ბედნიერი და უზრუნველყოფილი დავტოვო. მართა­ ლია, დასაქორწინებლად ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა – ჯერ მხოლოდ ოცი წლისა, მაგრამ ჩვენთან ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია. თქვენ, my dear young lady, მას მგზნებარედ შეუყვარდით და მთხოვა თქვენი ხელი მეთხოვა, რასაც ახლა საზეიმოდ ვაკეთებ. ასეთი ხანმოკლე ნაცნობობის შემდეგ ამას ალ­ ბათ არცთუ შესაფერის ქმედებად მიიჩნევთ, მაგრამ, ჯერ ერთი, ამდენი დრო არა მაქვს, ნებისმიერ წუთს შეიძლება„გამომიძახონ“, და მეორეც, იმდენი რამ მაქვს შემოსათავაზებელი, რომ გაუზვიადებლადაც შემიძლია წარმოგიდგინოთ თავი. მე ვარ ავსტრალიის უმდიდრესი ადამიანი. მელბურნში ბევრ სხვა ქონებასთან ერ­ თად მთელს ქუჩასაც ვფლობ. ჩემი ვაჟი არის მემკვიდრე ამ ყველაფრისა – თუმცა ჩემს სიცოცხლეშიც მზად ვარ, ისიც და ჩემი რძალიც მეფურად უზრუნველვყო. ად­ გილის არჩევა, სადაც დავასახლებ, ჩემს რძალზეა. ყოველი შემთხვევისთვის უკვე ვიყიდე სასტუმრო პარიზში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიკითხოთ ჩვენ შესახებ. მიმართეთ როტშილდების სახლს, რომლის საკრედიტო ბარათებითაც ვსარგებ­ ლობ. ახლა გთხოვთ, პასუხის გაცემამდე ერთი კვირა დაიცადოთ და ამ დროის განმავლობაში ჩემს ვაჟს უფლება მისცეთ, ყოველდღიურად საღამოს რამდენიმე საათი თქვენს სახლში გაატაროს, რათა ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ. მე თვითონ საკმაოდ ავადმყოფი ვარ საიმისოდ, რომ კიდევ შევძლო მოსვლა“. ამ მშვენიერი გამოსვლის მერე, რაზეც მე ვერაფერი ვუპასუხე, ხოლო დედა­ ჩემმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა მოახერხა და„სიურპრიზი“ თუ„დაფიქ­ რება“ ახსენა, მოხუცი ბატონი წავიდა და გაოგნებულები დაგვტოვა. იმავე საღა­ მოს ყველაფერი ჩემს მეგობარსა და მის მეუღლეს ვუამბე. „რამხელა ბედნიერებაა, კონტესინა! ეს ხელიდან არ უნდა გაუშვათ...“ მე ცოტათი გავაპროტესტე:„ჰო მაგრამ, საერთოდ არ ვიცნობ ამ ყმაწვილს, არ მიყვარს, თან ბევრად უფროსი ვარ...“ მაგრამ ეს მიზეზები ჩემმა მეგობარმა არ მიიღო. განსაკუთრებით პრინცი აში­ ლი იდებდა თავს. მთავაზობდა, რომ მზად იყო გაეკითხა და თავისი უძრავი ქონე­ ბის აგენტის, ჯონ არტურის მეშვეობით ჩვენთვის დიდებული სასახლე ეყიდინები­ ნა. თუნდაც ამ ყმაწვილს არისტოკრატული გვარი არ ჰქონოდა – მე ხომ მქონდა და ეს მილიონები, ამდენი მილიონი ხომ დღეს ყველა სახელსა და ტიტულზე უფ­ რო მნიშვნელოვანი იყო! ყოველივე სასიამოვნოდ მოსასმენი იყო. დედაჩემსაც 292 მოგონებანი გამართლებად მიაჩნდა ეს ამბავი; ყმაწვილიც ელეგენტური ჩანდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ნამდვილად მაღმერთებდა. მოკლედ:„თანხმობა“ ვთქვით. მამამისი ისევ გამოჩნდა და სასეირნოდ დაგვპატიჟა, რამაც ნამდვილი ათას ერთი ღამის ხასიათზე დამაყენა. გავუყევით შანზ-ელიზეს, სადაც ოთხი თუ ხუთი დიდებული სასახლე იყიდებოდა და მათგან ერთ-ერთი უნდა ამომერჩია. არჩევა­ ნი შევაჩერე Hotel Pai›va-ზე, ნამდვილ განძეულის ზარდახშაზე, რომელიც გრაფმა ჰენკელ-დონერსმარკმა მშვენიერი მადამ პალვასთვის ააშენა. შანზ-ელიზეს მინ­ დვრებიდან წავედით Rue de la Paix-კენ. დიდი ოქროულობის მაღაზიის წინ ჩემმა მომავალმა მამამთილმა გაჩერება ბრძანა. მისი მსახური მიეხმარა ეტლიდან გად­ მოსვლასა და მაღაზიაში შესვლაში, სადაც სავარძელი მიაგებეს. ჩვენც იქვე დავ­ დექით. მან ბრძანა, ყველაზე ლამაზი სამკაული ეჩვენებინათ, რაც კი ჰქონდათ. იუველირმაც მაშინვე გამოიტანა და წარმოგვიდგინა თავისი დიდებული განძეუ­ ლი. თავახდილი ხავერდის კოლოფებიდან გადმომეფრქვა ათასფრად აელვარე­ ბული უმაღლესი სინჯის ბრილიანტების ბზინვარება და ბარდისხელა მარგალიტე­ ბის დაბურული ციალი. „რამდენად ძვირფასია ეს ყელსაბამი, რა ღირს?“ – იკითხა ავსტრალიელმა. „ორასი ათასი ფრანკი“, – იყო პასუხი. მერე მე მომიბრუნდა:„მოგწონთ?“ დიახ, მომწონდა. ამის მერე მარგალიტის კოლიეს დასწვდა. „ცუდი არ არის“, – თქვა მან, –„მაგრამ მხოლოდ სამ რიგადაა. არ შეიძლება, ხუთ რიგად იყოს?“ „ამავე სიდიდის? ასე გაძნელდება“. „კარგი, დღეს ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – თქვა მოხუცმა ბატონმა და მაღაზიიდან გამოვედით. „სხვა ოქრომჭედლებთანაც ვნახოთ“, – გვითხრა, როცა ეტლში ავედით, –„მაგ­ რამ დღეს არა. თქვენი გემოვნება უკვე ვიცი. სხვათა შორის, ავსტრალიიდან ჩამო­ ვიტანე ქვები, ამათზე ბევრად უფრო დიდი და ლამაზი – დიადემას ავაწყობინებ“. დღესაც კი სიხარულს მგვრის ამ პარიზული გასეირნების გახსენება. მაშინ ისე­ თი შეგრძნებები გამოვცადე, როგორიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ რგებია; სახელდობრ, გაცნობიერება იმისა, რომ აურიცხავ სიმდიდრეს ფლობ – საკმარი­ სია ხელი აიქნიო, რომ მიიღებ ყველაფერს, რაც ფულზე იყიდება. პირველ ხანებში ამას თრობის ეფექტი ახლავს, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი თავად ეს შეგრძნებაა: თრობა მალე გადის და ადგილს უთმობს გარკვეულ გულგრილობას; თითქოს დაღლილობა გეუფლება; თუ რასაც ნატრობ, ასე უცებ აგიხდება, მაშინ რაღა დაგრჩე­ ბა სანატრებელი? თანაც ფულის იქითაც ხომ არსებობს ათასნაირი სიკეთე, უამრავი რამ, რასაც ვერ იყიდი... სიყვარული, დიდება, პატივისცემა, ხალისი, ჯანმრთელობა... რაში არგია ახლა ამ საცოდავ კაცს თავისი მელბურნული სახლები? მე კიდევ, ნაც­ 293 ბერტა ფონ ზუტნერი ვლად იმისა, რომ ვინმე ძლიერ, მნიშვნელოვან, საყვარელ მამაკაცს ვეკუთვნოდე, რომელსაც ავხედავდი, რომელსაც დავეყრდნობოდი – ეს ბიჭუნა მერგო... პრინცი აშილი ჩემი თაყვანისმცემლის გასაცნობად გვეწვია. საკმაოდ უმნიშ­ ვნელო ვინმედ შეაფასა, თუმცა ეს ერთით მეტ კარგ თვისებად მიიჩნია. მეორე დღისთვის თავის სახლში დაპატიჟა სადილად. მომდევნო საღამოს კი, როცა საათის მეოთხედი სტუმარს ამაოდ ვუცდიდით, მოვიდა შიკრიკი: მისტერ ფ. თავს ცუდად გრძნობს და პატიებას ითხოვსო. – საბედნიეროდ, ავადმყოფი ერთ დღეში გამომჯობინდა. როტშილდებთან ამბის გარკვევას ზუსტი დეტალების გან­ მარტება არ მოჰყოლია – შეფი ამ დროისთვის ნიცაში იმყოფებოდა და თანამ­ შრომლებმა მხოლოდ იმის თქმა მოახერხეს, რომ შესაბამის სახელზე საკრედი­ ტო ბარათი მართლაც იყო წარდგენილი და ანაზღაურებული. აი, ნიშნობის დღეც მოახლოვდა. მისი აღნიშვნა სადმე საზეიმოდ უნდა მომხდარიყო... პრინც აშილის მშობლებმა თავაზიანობა გამოიჩინეს და შემოგვთავაზეს, ეს ღონისძიება მათ სახ­ ლში ჩატარებულიყო და მოსაწვევებიც დააგზავნეს. ლაჟვარდოვან ცისფერ კაბაში გამოწყობილი(რომელიც ამ მოვლენასთან დაკავშირებით უორთთან შევიკერე) და გულაჩქროლებული შევდივარ მიურატების სალონში. გზად ეტლი გაგვიჩერდა და მე და დედაჩემმა ისედაც დავაგვიანეთ. მთელი საზოგადოება უკვე შეგროვი­ ლიყო, სასიძო კი არ ჩანდა. უხერხული თხუთმეტი წუთი გავიდა და რადგან ის, ვისაც ელოდნენ, კიდევ არ გამოჩნდა, ხალხი სუფრას მიუსხდა. მე დამსვეს უფრო­ სი მასპინძლის მარჯვენა მხარეს – ჩემს მარჯვნივ ადგილი ჯერ ისევ თავისუფალი იყო. უკვე მესამე კერძი ჩამოატარეს – მეტად უხერხული სიტუაცია შეიქმნა – როცა ბარათი შემოიტანეს; ბატონი ფ. ბოდიშის თხოვნით გვატყობინებდა, რომ უეცრად ცუდად გახდა. ვახშამმა უღიმღამოდ ჩაიარა. ნიშნობისთვის მომზადებული სად­ ღეგრძელოები, რა თქმა უნდა, აღარ წარმოითქვა და შამპანურიც ავადმყოფის სწრაფი გამოჯანმრთელების სურვილით დაიცალა. გული კარგს არაფერს მეუბნებოდა: ორჯერ უარის თქმა ჩემი მეგობრებისთვის, თვით ნიშნობაზეც კი – თანაც ასეთი გულგრილი ტონით: ეს რას უნდა ნიშნავ­ დეს? – რასაც ნიშნავდა, მეორე დილით გავიგე საფოსტო გზავნილით. ეს იყო მა­ მამისის წერილი. მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი, რომ ორივე ბატონი ინგლისს გაემგზავრა. ისინი მივიდნენ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ნიშნობა უნდა გაეუქმებინათ, მეტისმეტად დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო – ეს ყმაწვი­ ლი, როგორც ახლა გამოტყდნენ, ოცი წლის კი არა, მხოლოდ თვრამეტის ყოფი­ ლა. Farewell, and may you be as happy as you deserve. Yours truly, 31 – ეს იყო და ეს. ოცნებები სიზმარივით გაქრა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მელბურნის სახლები და მილიონები ზღაპარი ყოფილა. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი ვიდარდე. ცხადია, უზომოდ მრცხვენოდა, მიუ­ რატების მთელი ოჯახის წინაშე თავი მომეჭრა... მაგრამ ჩემი მეგობრები მამხნე­ 294 მოგონებანი ვებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ სირცხვილი და გაკიცხვა მხოლოდ იმ ორ ინ­ გლისელს ეკუთვნოდა და საერთოდაც გამიმართლა, ამ ავანტიურისტებს რომ არ ჩავვუვარდი ხელში და მეც მალე დავმშვიდდი. წელი 1870-1871 პრინცი აშილ მიურატი ფრანგული არმიის ოფიცერი იყო; ერთ დღესაც მიიღო ბრძანება, რომ ალჟირის გარნიზონში გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, მეუღ­ ლეც გაჰყვა და პარიზი ჩემთვის კვლავ დაცარიელდა. ჩემი გულიც ცარიელი იყო და მომავლის იმედებიც – დანგრეული. ჩვენი პატარა ქონებაც სულ შემოგვადნა ამ გაკვეთილებისა და მდიდრულ ყოფასთან დაკავშირებული სხვა უამრავი ხარჯის გამოისობით... ისე მოხდა, რომ მე კვლავ სიმღერას მივუბრუნდი. ჩვენ გავემგზავ­ რეთ მილანში, რათა იქ მაესტრო ლამპერტი როლენთან მევლო და როგორმე ლა სკალაში მოვხვედრილიყავი. ლამპერტიმ გამსინჯა, ჩემი ხმა ძალიან მოეწონა – თუმცა სულ ცოტა ერთი წელი მაინც მასთან უნდა მესწავლა, ვიდრე იმაზე ვიფიქ­ რებდი, რომ კონცერტზე ან ოპერებში გამოვსულიყავი. რაღას ვიზამდი – კვლავ დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი... ბეჯითად ვსწავლობდი და ვვარჯიშობდი, მაგრამ ის„მნიშვნელოვანი“ – რომ იტყვიან, სამყაროს შემავსებელი, როგორადაც ნანატრ სახელოვნებო სარბიელს ჩემი სწავლის დასაწყისში ვისახავდი – უკვე გამიქრა. ამ დროს ატყდა გერმანულ-ფრანგული ომი. სალომე მიურატისგან მივიღე ცნო­ ბა, რომ ალჟირში ვაჟი შეეძინა – პირველ ივლისს, ომის გამოცხადების დღეს. მე საავდრო ღრუბლებს ვერ ვამჩნევდი და როცა ქარიშხალი ამოვარდა, მას ზუსტად ისეთივე გულგრილობით შევხვდი, როგორადაც 1866 წლის ქარიშხლებს. მე სულ სხვა დარდი მქონდა: სახელოვნებო სარბიელზე არაფერი გამომდიოდა. როგორც კი გასინჯვაზე გასვლას გადავწყვეტდი, შიში ყელში ჩამაფრინდებოდა და... ვეღარ გავდიოდი. ეს„მონოტონური სიმღერა“ სატანჯველად მექცა, მაგრამ ბრძოლას კვლავ ვაგრძელებდი – სხვები გამუდმებით მარწმუნებდნენ, რომ შიშის დაძლე­ ვა შესაძლებელი იყო და ამის შემდეგ ჩემი ტალანტიც გაიფურჩქნებოდა. ამას­ თან, მაშინ საერთოდ არ მაინტერესებდა ის დიდი ტრაგედია, მთელ მსოფლიოს რომ აზანზარებდა. ჩემი პირადი ტანჯვის გარდა, სხვა განსაცდელიც არსებობდა – იმდროინდელ სამყაროს სხვა შიში აკანკალებდა! ამ ისტორიულ კატაკლიზმებს კვლავ ისე დავხვდი, პატარა პროტესტის ან შინაგანი მღელვარების ნასახიც არ გამჩენია. გერმანიის ერთმანეთს მიყოლებული გამარჯვებები დიდ პატივისცემას იმსახურებდა, თან გულწრფელად მენანებოდა ნაპოლეონის დინასტიის დამხო­ ბაც, რომლის წარმომადგენლებსაც ასე დავუახლოვდი. მეორე მხრივ, ჩემს მე­ 295 ბერტა ფონ ზუტნერი ფურ უდიდებულესობა ვიზავისაც გულით ვულოცავდი ამაყ კაიზერულ გვირგვინს. ყველა იმ ჭირ-ვარამის გარდა, რაც გერმანულ-ფრანგულს ომს ახლდა, ცო­ ტა რამეს თუ ვამჩნევდი, ან მინდოდა გამეგო. ყველაფერს თავიდან ვიშორებდი ფატალისტური გამონათქვამით: C›est la guerre! 32 პოლიტიკა არასდროს მაინტე­ რესებდა, ყოველდღიურ გაზეთებს არ ვკითხულობდი. სამაგიეროდ, წიგნებს უფ­ რო მეტად ვეწაფებოდი. სწორედ ისინი მიქმნიდნენ მეორე სამყაროს, სადაც ჩემი ცხოვრების პარალელურად კიდევ ერთი სიცოცხლით ვცხოვრობდი. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან შემიპყრო კითხვისა და სწავლის ვნებამ და მას არასდროს, არც ერთ გარემოებაში აღარ მივუტოვებივარ. სახლში ვიყავი თუ ბადენში, ვმოგ­ ზაურობდი, საოპერო სკოლაში ვსწავლობდი თუ მაღალ საზოგადოებაში წვეულე­ ბებსა და მეგობრებს შორის ვტრიალებდი, შეყვარებული, დანიშნული თუ კვლავ თავისუფალი ვიყავი, ყოფა ჩემთვის ბრწყინვალებას და სიხარულს, თუ დარდს და საზრუნავს იმეტებდა – ყოველთვის დღის უმეტეს ნაწილს მაინც წიგნების გარემოც­ ვაში ვატარებდი. მხატვრულზე არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, სამეცნიერო ლი­ ტერატურა მიზიდავდა. მაინტერესებდა ეთნოგრაფია, ქიმია, ასტრონომია, ყველა­ ზე საყვარელი დისციპლინა კი ფილოსოფია იყო. კანტი, შოპენჰაუერი, ჰარტმანი 33 (არაცნობიერის ფილოსოფია), შტრაუსი, ფოიერბახი, პასკალი, კომტი, 34 ლიტრე, 35 ვიკტორ კუზენი, 36 Jules Janet, ალფრედ ფულე 37 (ბოლო სამი იყო ჟურნალიდან Re­ vue des deux Mondes, რომელსაც პირველი გვერდიდან ბოლომდე დაწვრილებით ვკითხულობდი); ესენი და კიდევ სხვა მრავალი, რომელთა სახელებს ვერ ჩამოვ­ თვლი, იყვნენ ჩემი სულიერი მეგობრები. მათ საზოგადოებაში ვატარებდი ბედნიერ, ჩემს პირადულ ამბებს დაშორებულ ცხოვრებას, სადაც ჩემი სული ნებივრობდა. მა­ შინ ჯერ არ დამდგარიყო ხატმებრძოლთა და ძველის მგმობელთა დრო, მერე გაძ­ ლიერდა თანდათან და ძველი პოეტების შემოქმედების გადაფასება მოჰყვა... ანუ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ ურთიერთობას სიამაყისა და სიხარულის განცდა მოე­ ტანა. ამის საპირისპიროდ, მეცნიერების დარგთა შორის ყველაზე საუკეთესო – ნა­ ტურფილოსოფია – ჯერ კიდევ არ ასულიყო იმ სიმაღლემდე, იმ ზეგავლენამდე და გონების რევოლუციურად გარდაქმნამდე, რომელსაც მოგვიანებით განვითარების თეორიის შემუშავების წყალობით მიაღწია. გონებრივ და სოციალურ ფენომენებზე მისი გავლენის გამოყენება ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. სოციალურ ფილოსოფიასა და სოციოლოგიაზე არაფერი ვიცოდი. დარვინს უკვე ემცნო მსოფლიოსთვის თავი­ სი აღმოჩენა სახეობათა წარმოქმნის შესახებ, ლასალის 38 და ენგელსის შრომებში უკვე დასახულიყო ეკონომიკის პრობლემები, ბუკლმა(Henry Thomas Buckles) უკ­ ვე გამოაქვეყნა შესავალი ცივილიზაციათა ისტორიისთვის, კამათი/დავა ბიუხნერის შრომაზე„ძალა და მატერია“ უკვე გაჩაღებულიყო, ჰერბერტ სპენსერის მთავარი ნაწარმოებები უკვე გამოეცათ, მაგრამ ჩემამდე ამათგან ჯერ არაფერს მოეღწია. ცოდნის წყურვილით ვეწაფებოდი ყველაფერს, რასაც ბუნებისა და საზოგადოე­ 296 მოგონებანი ბის შესახებ წიგნები მიყვებოდნენ, როგორც უკვე არსებულზე და არა სამომავ­ ლოდ მოსახდენზე. კერძოდ, მაკლდა იმის აღქმა, რომ სოციალური მდგომარეო­ ბები უნდა შეცვლილიყო, ხოლო ამ პროცესში განათლებულ ადამიანს ბრძოლა და მასში თავისი წვლილის შეტანა მართებდა. გერმანულ-ფრანგული ომი რომ დამთავრდა, შემთხვევით ბერლინში აღმოვ­ ჩნდით. ჩემმა სწავლა-განათლებამ – გერმანული ვოკალური ხელოვნების გაცნობის სურვილმა – პრუსიის დედაქალაქში ჩამიყვანა. უნტერ დენ ლინდენზე გამავალი აივნიდან ვუყურე საფრანგეთიდან დაბრუნე­ ბული ძლევამოსილი არმიის მსვლელობას. მეხსიერებაში ცოცხლად აღმებეჭდა სურათი – მზით გაჩახჩახებული არემარე, სიხარულის ყიჟინა, მოფრიალე დროშე­ ბი, ყვავილთცვენა, ტრიუმფალური თაღი – დიდი, ისტორიული ზეიმი... რა სხვანაი­ რად აღვიქვამდი დღეს ყოველივე ამას!...მაგრამ ამ გარდაქმნის ისტორია ბევრად გვიან იწყება! პრინცი ვიტგენშტაინი კიდევ ერთი ეპიზოდი მახსენდება ახალგაზრდობიდან – კვლავ ნიშნობის რო­ მანი. როცა ვამბობ„ახალგაზრდობა“, ეს ფარდობითი ცნებაა. რომანი გათამაშდა 1872 წლის ზაფხულში, მაშასადამე, ოცდარვა წლის ვიყავი და გოგოსთვის ამ ასაკს აღარავინ მიიჩნევს ახალგაზრდულად. ეს იყო ვისბადენში. ერთ დღეს გამოგვეცხადა ახალგაზრდა მამაკაცი – სახელად ადოლფ პრინც საინ-ვიტგენშტაინ-ჰოჰენშტაინი(Adolf Print SaynWittgenstein-Ho­ henstein). თურმე მგზნებარე მომღერალი ყოფილა – ტენორი ფენომენალური ხმით, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გაცნობისა და მოგვიანებით დაახლოების საბაბად იქცა. მას ერთხელ მოესმა, ღია ფანჯარაში რომ ვმღეროდი და ამან უბიძგა, ახლოს მოსუ­ ლიყო. ვუთხარით, გვწვეოდა თავის ნოტებთან ერთად. სიამოვნებით დაგვთანხმდა. გაოცებული დავრჩი, როცა მის მიერ მოტანილ ნაწარმოებთა უმეტესობა სიმღერები კი არა, საოპერო არიები იყო; არც მას გაჰკვირვებია, ჩემთან პარტიტურების საცა­ ვი რომ აღმოაჩინა. პირველი, რაც წაიმღერა, იყო ფაუსტის არია: O dimora casca e pura. 39 მე პიანინოზე აკომპანირება გავუწიე. არია რომ დაამთავრა – დიდებულად იმღერა –„ფაუსტის“ ჩემი პარტიტურა გადავშალე და დავიწყე სოპრანოს პარტია დუეტისთვის; ისიც მაშინვე ამყვა და ორი საოპერო მომღერალივით გავასრულეთ ეს დუეტი. „თქვენ სასცენო განათლება მიიღეთ, გრაფინია?“ – მკითხა გაოცებით. „მეც შემიძლია იგივე შეკითხვა დაგისვათ, პრინცო!“ 297 ბერტა ფონ ზუტნერი ეს კითხვა პირველ ჯერზე უპასუხოდ დატოვა. ორივეს ისე მოგვეწონა ერთობლი­ ვი სიმღერა, რომ შევთანხმდით, ერთად ბეჯითად ვიმეცადინებდით. ისიც ყოველ­ დღე დადიოდა;„ფაუსტის“ დუეტს მოჰყვა დუეტი„რომეო და ჯულიეტადან“, 40 ამის მერე დუეტი რაულსა და ვალენტინს 41 შორის. მალე ახალგაზრდა კაცმა გაგვიმხი­ ლა, რომ მართლაც სურდა თავი ხელოვნებისთვის მიეძღვნა. ერთ თვეში ამერიკაში მიემგზავრებოდა და გამოგონილი სახელით კონცერტებზე და თეატრში გამოსვლას აპირებდა. დიდი ჯაფა დაადგა, მშობლები ამაზე დაეთანხმებინა. მისი ჟინი და სიმ­ ღერის სურვილი იმდენად დიდი იყო, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევდა, რომ საყ­ ვარელი ხელოვნება პროფესიულ დონეზე შეესწავლა. ამისგან ფინანსური სარგებ­ ლის მიღებასაც იმედოვნებდა. მაიორატის მემკვიდრეობაში მას, როგორც უმცროს ძმას, არანაირი ქონება არ ერგებოდა, ამერიკაში კი სახელგანთქმულ ტენორებს დოლარები თავზე საყრელად ჰქონდათ. მეც მოვუყევი, რა გეგმებს ვისახავდი თავი­ დან, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ხალხის წინაშე ან გადამწყვეტ გამოცდაზე გასვლა მიწევდა, გადაულახავ შიშს ვეჯახებოდი, ერთიანად რომ მადამბლავებდა. თურმე მასაც იგივე ემართებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაუძლევია. შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს. ჩვენი ხმებიც შესანიშნავად ჟღერდა ერ­ თად. და ამის ბოლო იყო... – განა თითოეული თქვენგანი ვერ ხვდება, თუ რა იყო ბოლო? თოთხმეტი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ორ-ორი საათი, მა­ ჟორშიც და მინორშიც, ნაზ ცეცხლოვან ტონალობაში ერთმანეთს სიყვარულს ვე­ ფიცებოდით: Io t›amo, je t›adore –„მოვკვდები – სიამოვნებით... შენთვის!“ ეს ხომ, წარმოუდგენელია, დაუსჯელი დარჩეს – მით უმეტეს, თუ ისედაც კეთილგანწყობა არსებობს. და ასეც მოხდა – შევთანხმდით, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრება, ასე ერ­ თნაირი, ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა. პრინც ადოლფ ვიტგენშტაინს ჩემი ხელი ეკავა და მის შემოთავაზებას დედა­ ჩემის მხრიდან თანხმობა მოჰყვა. ჩემი თანხმობა ჯერ კიდევ იმ კოცნით მოიპოვა, რითაც დავამთავრეთ დუეტი, ტკბილ ტერციებში გაშეშებულებმა. ჩვენი უახლოესი მომავალი ასე დალაგდა: შემუშავდა ამერიკაში მოგზაურობის გეგმა. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გაჩნდა ქონების მოპოვების საჭიროება. თავის მშობლებსაც მაშინვე აცნობა ჩვენი ნიშნობის შესახებ. აქეთ, როგორც მისი გამოცხა­ დებული საცოლე, ისე უნდა დავრჩენილიყავი და როგორც კი იგი ოკეანის გადაღმა კარიერას აიწყობდა, ჩემ წასაყვანად მაშინვე დაბრუნდებოდა. მშობლებისგან მალე მოვიდა თანხმობის წერილი; ასე გავხდით საქმრო და საცოლე. მომავალს შევყურებდი – მართალია, არცთუ მშვიდად, მაგრამ მაინც – სიხა­ რულით სავსე მოლოდინით; არცთუ მშვიდად იმიტომ, რომ არავინ უწყოდა, რა მოხდებოდა, თუკი ადოლფს გეგმები გაუცრუვდებოდა ან ზღვის გადაღმა აზრი შეეცვლებოდა – ასეც ხომ ხდება... და სიხარულიანი მოლოდინით – რადგან შე­ საძლებელი იყო საინტერესო, ბედნიერი ცხოვრება მქონოდა ხელოვნებაში თანა­ 298 მოგონებანი მოაზრესთან ერთად; საყვარელ ადამიანთან, რომელსაც დიდი სახელიც ჰქონდა და პოეტური, კეთილშობილი სულითაც გამოირჩეოდა; კაცთან, რომლის მიმართ შეიძლება არც ისე მგზნებარე გრძნობები გამიაჩნდა, მაგრამ გულწრფელად კე­ თილგანწყობილი ვიყავი. ბრემენიდან გამომიგზავნა სიყვარულით სავსე გამოსათხოვარი დეპეშა – ახლა კი რამდენიმე კვირა უნდა გასულიყო, ვიდრე წერილს ნიუ-იორკიდან მივიღებდი. მაგრამ იქამდე, ბევრად ადრე, ვიდრე მოველოდი, შევიტყვე საშინელი ამბავი. გაზეთში ვიპოვე რამდენიმესტრიქონიანი შენიშვნა სათაურით:„გზაში სიკვდილი. როგორც ვიტგენშტაინთა ციხესიმაგრეში, თავად ვიტგენშტაინების ოჯახში სადე­ ნიანი ტელეგრაფით მისული დეპეშა იუწყება, ამერიკისკენ გამგზავრებული პრინც ადოლფ ვიტგენშტაინი გემბანზე უეცრად გარდაიცვალა. მისი ცხედარი ზღვაში იქ­ ნა ჩაშვებული“. მე ყვირილი აღმომხდა და მთელი ღამე ჩემს ლოგინთან დაჩოქილი ვქვითინებდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების მტკივნეული და მაინც მშვენიერი ეპიზოდი – სიმღე­ რის ჯადოსნობის და იმედგაცრუების მოკლე რომანი. გემის – Rhein-ის გემბანზე ასწიეს სამგლოვიარო დროშა, ქორალი შეასრულეს, გემი გაჩერდა და სალუტის თანხლებით ცხედარი ზღვაში ჩაუშვეს. ტალღებში გაუჩინარდა – ხელოვანი, პრინ­ ცი, კეთილი სულის ადამიანი. მას საცოლის სურათი დადუმებულ გულზე დაადეს; ზღვის ტალღები ქვითინით უმღეროდნენ საქორწილო სიმღერას მიცვალებულს და ჩემს სურათს. ზუტნერების სახლში (1873-1876) 1873 წლის ზაფხულია. ხანმოკლე რომანის დავიწყება, უფრო სწორად, მისი გადატანა შევძელი.„სიმღერის ფრთებზე“ გამოტარებულ სიყვარულს არცთუ ისე ღრმად შეეღწია გულში – უცბად მოვიდა და სიზმარივივით გაქრა. რამდენიმე კვი­ რა გავატარე ნამდვილ, ღრმა ტრაურში, მერე თანდათანობით ვაჯობე ცრემლებს და ცხოვრებამ დაიბრუნა თავისი უფლებები. ეს მით უფრო, რომ აუცილებლობის წინაშე დავდექი – თავი უნდა მერჩინა. ჩვენი ქონება საბოლოოდ ამოიწურა და მე ბედის ანაბარად აღმოვჩნდი. დედაჩემს შეეძლო თავისი აპანაჟით 42 ეცხოვრა, მაგრამ ტვირთად ხომ არ დავაწვებოდი, კი მეხვეწებოდა, მასთან დავრჩენილი­ ყავი და ხელოვანის კარიერის განახლება მეცადა. ამის გაგონებაც კი არ მინდო­ და. ოცდაათი წელი ის ასაკი არაა, როცა ხელოვანის კარიერა უნდა დაიწყო. თა­ ნაც, შიშის პანიკური შეტევები რომ მახსენდებოდა, ყველა გამოსვლას თუ გასინ­ ჯვას რომ ახლდა და ყველგან მამარცხებდა, ამ„სიმღერ-ნამღერის“ – როგორც 299 ბერტა ფონ ზუტნერი მე ვეძახდი – ხსენებაც კი შემძულდა. მაგრამ ასე, ვიღაცის კმაყოფაზე და უქმად ყოფნა არ მინდოდა. ჩემი სრულყოფილი ფრანგულით, ინგლისურით და იტალიუ­ რით, არაპროფესიონალისთვის შესანიშნავი მუსიკალური განათლებით, ზოგადი ცოდნის მარაგით ყველგან შემეძლო თავი გამეტანა და თან მებრწყინა კიდეც. ასე მივიღე ერთი შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა ოთხი მოზრდილი ქალიშ­ ვილისთვის აღმზრდელისა და კომპანიონის ფუნქციების შესრულებას ფრაიჰერ 43 ზუტნერის სახლში. თურმე, აქ მეწერა ჩემი ცხოვრების გვირგვინით შემკობა. და­ ლოცვილი იყოს ის დღე, როდესაც ამ სახლში შევედი; ეს იყო ყლორტი, საიდა­ ნაც ჩემი ბედნიერების ასფურცელა ვარდი გაიფურჩქნა. იმ დღემ გახსნა აგრეთვე კარიბჭე, რომელშიც ის ბერტა ზუტნერი შეაბიჯებდა – უბედნიერესი ქორწინების და მწარე ქვრივობის გამოცდილებით, საჭირბოროტო საკითხებში მისი მონაწი­ ლეობით, – როგორადაც თავს ჯერ კიდევ ვგრძნობ; ამ დროს კი მაშინდელი ბერტა კინსკი, ვისზეც ახლა გიყვებით, მესახება რომელიღაც სურათებიანი წიგნის გმი­ რად, რომლის განცდებიც – მკრთალად – კი ვიცი, მაგრამ ნაკლებად მაღელვებს. ზუტნერების ოჯახი ცხოვრობდა ვენის კანოვაგასსეში(Canovagassc) მდებარე საკუთარ სასახლეში. სასახლის ერთი ფასადი გადაჰყურებდა კარლსკირხეს ვე­ ნის მდინარის გადაღმა, მეორე – მუსიკალური გაერთიანების(Musikverein) შე­ ნობას. პირველ სართულზე ვცხოვრობდით ჩვენ, ანუ ბარონი, ბარონესა, მათი ოთხი ქალიშვილი და მე; მეზანინი 44 დაკავებული ჰქონდათ უფროს ვაჟ კარლს, რომელიც რამდენიმე თვის დაქორწინებული იყო მშვენიერ ქალზე, გრაფ ფირ­ მიანის ქალიშვილზე, და მესამე, ყველაზე უმცროს ვაჟ არტურ გუნდაკარს. მეორე ვაჟი, ასევე დაქორწინებული, ყოფილი კავალერიის კაპიტანი, 1866 წელს ბოჰემია­ ში რომ იბრძოდა, ახლა შტოკერნის მამულში დამკვიდრებულიყო. „მამა“ – მამა-ზუტნერი, მაშინ 51 წლის, წარმოსადეგი მამაკაცი, ძველი ყაიდის ავსტრიელი კავალერისტი, კონსერვატორი, რომ არა ვთქვათ რეაქციონერი თა­ ვისი პოლიტიკური შეხედულებებით, სასახლის კარზე კარგად მიღებული.„დედა“ – დედა-ზუტნერი, დაახლოებით ამავე ასაკის, დიდი სილამაზის ნაკვალევით, ცო­ ტა ხისტი და ცივი მანერებით. ქალიშვილები: ლოტი, მარიანე, ლუიზე და მატილ­ დე – ოცი, ცხრამეტი, ჩვიდმეტი და თხუთმეტი წლისანი, ერთმანეთზე უფრო ლამა­ ზები. განსაკუთრებით, მატილდე, დედის ნებიერა, ხვეული ქერა თმით, სახის კანის დამაბრმავებელი სითეთრით და სწორი ნაკვთებით მართლა ანგელოზს ჰგავდა. კიდევ ორი არსება მიეკუთვნებოდა ოჯახს: შნაპსელი, ყვითელბეწვა პინჩერი, „მამას“ და„დედას“ მუდმივი თანამგზავრი, და ამიე, პატარა გონიერი პუდელი გოგონების საკუთრება. დიდი მეურნეობა ჰქონდათ; მსახურთა შემადგენლობაში შედიოდნენ: კამერდინერი, მონადირე, მსახურები, მოახლე გოგონა, შიდა(ოთახების) მოახლე, მზარეული, მზარეუ­ ლის დამხმარე გოგონები, მეეტლე და პორტიე. ჰყავდათ ეკიპაჟი, ჰქონდათ საოპერო ლო­ 300 მოგონებანი ჟა. ახლაც თვალწინ მიდგას ბინა – დარბაზისწინა მისაღები კედლებზე გობელენებით, ჩაყოლებაზე სამი სალონი: მწვანე, ყვითელი და ლურჯი;„დედას“ ლაჟვარდისფერი სა­ ძინებელი,„მამას“ საწერი ოთახი, რომელიც მოსაწევ ოთახადაც გამოიყენებოდა, ტყავის ავეჯით და ხისპანელებიანი კედლებით; მერე კიდევ ორი ოთახი გოგონებისთვის – ლოტის და მარიანეს ერთად ეძინათ, ისევე როგორც ლუიზესა და მატილდეს; მათ გვერდით ჩემი ოთახი იყო. მე და გოგონები მალე დავმეგობრდით. აღმზრდელის როლს არცთუ მკაცრად ვასრულებდი, მაგრამ დილის რამდენიმე საათი რეგულარულად ეთმობოდა ენი­ სა და მუსიკის მეცადინეობას, რაც საბოლოოდ ნამდვილი სიამოვნება, ხუმრობა და გართობა უფრო იყო. მე არანაირად არ გამოვხატავდი ჩემი ასაკის – ოცდაა­ თი წლის ვიყავი – უპირატესობას, მით უმეტეს, არც ჩემი პოზიციის ავტორიტეტს. დღის წესრიგი თითქმის არ იცვლებოდა. თანამოთამაშეები ხუთნი ვიყავით. დი­ ლის საუზმემდე – სეირნობა ახლომდებარე პარკში; ცხრა საათზე – ერთობლივი ყავის სმა„მამას“ საწერ ოთახში; ამ დროს„დედა“ გვეკითხებოდა ხოლმე სწავ­ ლის მიმდინარეობის შესახებ და გვამარაგებდა მრავალნაირი მოქცევის წესით თუ სხვა სასარგებლო რჩევებით. ათიდან თორმეტამდე – მეცადინეობა; შუადღი­ სას – მეორე ერთობლივი საუზმე სასადილო ოთახში; პირველი საათიდან, მო­ ნაცვლეობით – მუსიკა, გაკვეთილები და ა.შ.; სადილისთვის, ხუთი საათისთვის – თავის მოწესრიგება; ამას უკვე ესწრებოდნენ მეზანინის ბინადარნიც – კარლი თავის ცოლთან ერთად და არტური. ეს უკანასკნელი, მაშინ ოცდასამი წლისა, დე­ ბის ნებიერა იყო... და არა მარტო დებისა, ფაქტობრივად – ყველასი. არ მეგულე­ ბოდა ადამიანი, რომელიც არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერით არ მოიხიბლებოდა. თეთრი ყვავივით იშვიათნი არიან ასეთი არსებანი, რომლებიც ისეთ მოუგერიე­ ბელ charme-ს ასხივებენ, რომ ყველას – მოხუცს თუ ახალგაზრდას, მაღალს თუ დაბალს, – ბადეში აბამენ. არტურ გუნდაკარი ასეთი იყო. მე სპეციალურად არ ვთარგმნი სიტყვა charme-ს ჯადოსნობად, რადგან ფრანგული სიტყვა charme მის­ გან ნაწარმოებ charmeur-საც გვახსენებს, ესაა შინაარსი, რომელიც„ჯადოსნო­ ბით“ ადეკვატურად ვერ გადმოიცემა. თუ რისგან შედგება ასეთი charme, ძნელი სათქმელია; ეს თვისებების კომპლექსი კი არ არის, თავად თვისებაა. იგი ზემოქ­ მედებს აუხსნელი და მოუგერიებელი მაგნიტური და ელექტრული ძალით. ფიქ­ რობ ხოლმე, როგორ უნდა მიხვდე, რატომაა ზოგიერთი პიროვნება ასეთი სასია­ მოვნო და მიმზიდველი, როგორ იწვევს იგი ამხელა ნდობასა და კეთილგანწყო­ ბას, და ყოველივე ამას მიაწერ მის ხალისიანობას, მეგობრულობას, სილამაზეს, ნიჭს, მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ გამოდგება; სხვებსაც აქვთ ყველა ეს თვისება, ალბათ უფრო მეტიც კი, მაგრამ მათთან იგივე ეფექტი არ შეინიშნე­ ბა; ისინი არ არიან ე.წ. charmeurs. ისინი არ არიან სხივოსანი ადამიანები. არტურ გუნდაკარი კი სწორედ ასეთი იყო. როგორც კი ოთახში შემოვიდოდა, მაშინვე სით­ 301 ბერტა ფონ ზუტნერი ბო და სინათლე ისადგურებდა. ვერ ვიტყვი, რომ იგი დანახვისთანავე შემიყვარდა, მხოლოდ იმ სიხარულს ვიზიარებდი, რასაც მისი ოთხი და გრძნობდა, როცა საყვა­ რელი ძმა მათ ხუმრობებსა და სიამეებში ჩაერთვებოდა ხოლმე, როცა შუაში ჩაგ­ ვიჯდებოდა და ჭორაობდა, როცა დროდადრო ჩვენს გართობებსა და ექსკურსიებში მონაწილეობდა. ამას ხშირად ვერ ახერხებდა – სახელმწიფო გამოცდისთვის უნდა მომზადებულიყო, რასაც შეძლებისდაგვარად თავს არიდებდა: მართალია, ადვი­ ლად სწავლობდა, მაგრამ არცთუ დიდი სიამოვნებით, ხოლო სამართალი არ ყო­ ფილა მისი ძლიერი ლტოლვის საგანი.„უქნარა“ – ასე ეძახდა ყოფილი ჰოფმაისტე­ რი, ამჟამად კონცერტმაისტერი;„ცანცარა ონავარი“ – ასე ეძახდა მამამისი;„მძიმე ჯვარია ნამდვილი“ – ოხრავდა დედამისი; თან ყველა მის მზეს იფიცებდა. ლამაზი და მოხდენილი იყო – უსაზღვროდ და უკიდეგანოდ; ზებუნებრივი მუსიკალური მო­ ნაცემები ჰქონდა; ყოველგვარი სწავლის გარეშე ყველაფერს უკრავდა სმენით და გასაგიჟებელ მელოდიებს იგონებდა. და მისი ხასიათის მთავარი თვისება – იქნებ ესაა კიდეც მისი მზესხივოსნობის საიდუმლო? – მთავარი ნიშანი იყო სიკეთე. დღის წესრიგზე გიყვებოდით და გადავუხვიე. ნასაუზმევს დედა პრატერ­ ში სეირნობდა ხოლმე რომელიმე ქალიშვილთან ერთად. ყველაზე ხშირად მა­ ტილდე გამოეხმაურებოდა მის შეთავაზებას, ყველაზე უმცროსი; სხვებს დიდად არ ხიბლავდათ„კეთილშობილთა ხეივანში“ წინ და უკან ფეხით სიარული. და­ ნარჩენები, ჩვენ ყველანი, პრატერის გავლით გამოფენაზე მივდიოდით. 1873 ხომ მსოფლიო გამოფენის და, იმავდროულად,„კრახის“ 45 წელიც იყო. ამ კრიზისის დროს ბარონმა ზუტნერ სენიორმა საგრძნობი წაგება ნახა, მაგრამ ოჯახისთვის არაფერი შეუტყობინებია. მხოლოდ გვიან გახდა ცნობილი. ექსკურსიები და გამოფენა ფრიად სასიამოვნო იყო ყველასთვის; კვირაობით ამას დილას ვუძღვნიდით. არტურ გუნდაკარი და ზოგიერთი მისი მეგობარიც შე­ მოგვიერთდებოდნენ ხოლმე. საღამოობით, კვირაში ორჯერ, მონაცვლეობით დავ­ დიოდით ოპერის ლოჟაში; ჩაიზე ყოველდღე რამდენიმე სტუმარი მოდიოდა; მუზი­ ცირება, ერთობლივი თამაშები და საუბრები თერთმეტ საათამდე გრძელდებოდა. ამ პირველ ზაფხულს, ვინაიდან გამოფენის ზაფხული იყო, ოჯახი ქალაქად ივლისის შუა რიცხვებამდე დარჩა. მხოლოდ მერე გავიდა ქალაქგარეთ, ჰარმანსდორფის ცი­ ხესიმაგრეში. ჩვენთვის ზეიმი იყო ეს გადასახლება, რადგან გოგონებს ათასწილად ერჩივნათ სოფლად ყოფნა, ვიდრე ვენაში, ისევე როგორც ვაჟებს. იმას რა სჯობია, როცა გახურებული, მტვრიანი ქალაქიდან მოდიხარ მშვენიერ სასახლეში, სადაც ყველა ოთახში„სუფთა და ხალასი“ ჰაერია, ირგვლივ ტყე და პარკი გარტყია და ბუნების სიკეთეებით ხანგრძლივი ტკბობა და დასვენება გელის. ჰარმანსდორფი ფლობს მშვენიერ, ძველისძველ სასახლეს, რომელსაც შუაში ერთი და გვერდებზე თითო-თითო კოშკი აქვს; დიდი ქვის ტერასა მიემართება პარკისკენ, რომლის წინა ნაწილი ფრანგული ლეჟონის(Lejeune) – შერნბრუნის 302 მოგონებანი (Schonbrunn) შემოქმედის – სტილით არის გადაწყვეტილი, ვაზებითა და სტატუე­ ბით მდიდრულადაა მორთული. აქ თავს იყრის ყველა ხეივანი, ოთხასწლოვანი ფიჭვებისაც და ალაგ-ალაგ ინგლისურიც, მათ შორის სრულიად ველურიც, რო­ მელსაც„პატარა ტყეს“ უწოდებენ. მაგრამ ამ პატარა ტყეზე უფრო მეტად ჩვენ ნამდვილი ტყე გვიყვარდა. იქ ნაშუადღევს გავდიოდით ხოლმე. როგორც კი სოფელში სასმელ-საჭმლით დატვირთულ ვირის ოთხთვალას დავინახავდით, მაშინვე საპიკნიკო განწყობა გვეუფლებოდა; ვიყავით ბედნიერები, ბედნიერე­ ბი ვიყავით. არტურ გუნდაკარი ამ ზეიმების სული და გული იყო. ასე ცოტცო­ ტაობით კი დაგვემართა ეს ამბავი: ერთმანეთი შეგვიყვარდა. დები სიცილ-კის­ კისით გვაძლევდნენ კურთხევას. მშობლებმა არაფერი იცოდნენ – ქორწილზე ლაპარაკიც არ იყო, ამ საქმეს იმ წუთშივე მოაშთობდნენ. რატომ უნდა ჩაეშა­ ლა ვინმეს ეს უწყინარი ბედნიერება, რატომ უნდა გამოვსულიყავით ამ„ზაფ­ ხულის ღამის სიზმრების“ განწყობიდან? ამიტომაც ვუფრთხილდებოდით ჩვენს საიდუმლოს და დებიც მხარს გვიჭერდნენ. საუკეთესო დრო იყო. ვერ ვიტყვი, რომ მთლად უზრუნველი, რადგან ვიცოდით, რომ ერთმანეთს სამუდამოდ ვერ დავუკავშირებდით ჩვენს ბედს, მაგრამ ჯერ დაშორებაზე ფიქრიც არ გვინდოდა, ვხარობდით ამ ღვთიური საჩუქრით, რაც ჩვენი გულების ერთობლივ ფეთქვასა და იქ სიყვარულის გაფურჩქვნაში გამოიხატებოდა. ერთმანეთი ყოველგვარი სიყალბისა და ეგოიზმის გარეშე, უსაზღვრო ნდობით, უნაზესი გულწრფელობით გვიყ ვარ და. თავიდანვე ავუხსენი მას, რომ სამი წლის შემდეგ ევროპიდან უნდა გავმგზავ­ რებულიყავი და ერთმანეთს დავშორებოდით. კერძოდ, რა ხდებოდა: ჩემს კავ­ კასიელ მეგობრებთან აქტიურ მიმოწერას განვაგრძობდი და მათ შევატყობი­ ნე ჩემი შეცვლილი საცხოვრებელი გარემოებების შესახებ. უკვე ხანდაზმული სამეგრელოს დედოფალი, რომელიც ახლა სამშობლოში იმყოფებოდა, მთა­ ვაზობდა, ჩემთან მიგიღებო, პირადად გიმასპინძლებო, ოღონდ იმ სასახლის აშენებისა და კეთილმოწყობის შემდეგ, რომელიც ზუგდიდის რეზიდენციაში უკვე მიმდინარეობდა. ძველი სასახლე, თავის დროზე სამეგრელოს მთავარმა ევროპულ ყაიდაზე რომ ააშენა და დიდი ბრწყინვალებით მორთო, დედოფლის დევნილობაში ყოფნისას თურქ მოთარეშეებს გაენადგურებინათ; ახლა აპირებ­ დნენ ახალი და კიდევ უფრო მშვენიერი სასახლის აგებას. ესკიზები მინახავს და გაწყობის დეტალებზე საუბრებიც ხშირად მომისმენია. ერთი დარბაზი სპარ­ სული სტილისა იქნებოდა, მეორე – ლუი XIV-ისა; ავეჯს, ნივთებს, ხელოვნების ნიმუშებს დედოფალი ევროპაში ცხოვრებისას თანდათანობით იძენდა და ზუგ­ დიდში აგზავნიდა. მძიმე ყუთებს უკვე აევსოთ იქაურობა და დაცლას უცდიდნენ. ერთხელ მეც მომიწია მისთვის რაღაცის შოვნა, კერძოდ, დიდი მუსიკალური ყუთის(დაახლოებით 13 000-მდე უნდა ღირებულიყო), რომელიც საორკესტრო 303 ბერტა ფონ ზუტნერი მუსიკას დაუკრავდა. მაგონდება, როგორ დამყვებოდა ამ საქმეზე არტური. ნა­ წარმოები შეარჩიეს და საცდელად ვალსი დაუკრეს: „ამ ვალსზე მე ალბათ ზუგდიდში ვიცეკვებ“, – ვთქვი მე. „თითქოს იქ ვინმე გიშვებდეს!“ „ჰო, მაგრამ მაინც ასე იქნება. მე უკვე გადავწყვიტე“. „ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ“. სალომესთანაც მქონდა მიმოწერა. იგი პარიზის შემოგარენში ცხოვრობდა და ამასობაში მეორე ვაჟიც შესძენოდა. იმპერატრისა ეუჟენია იყო ამ ბავშვის ნათ­ ლია, რომელსაც ნაპოლეონი დაარქვეს. აქ მაქვს წერილი, რომელიც სამშობლოსკენ მიმავალმა დედოფალმა ერთერთი სადგურიდან მომწერა: „იალტა, 11 სექტემბერი, 1873 ჩემო საყვარელო კონტესინა! აი, უკვე თოთხმეტი დღეა, რაც აქ ჩამოვედი. თვალწარმტაც ვილაში ვცხოვრობ; ის ყურეს გადაჰყურებს და კარგად მოჩანს მთელი არემარე, მათ შორის წინა მთა­ ზე განლაგებული იმპერატრისას სასახლე – ლივადია. წინა კვირადღეს, წირვის დამთავრების შემდეგ, მისმა უდიდებულესობამ საუზმეზე დამპატიჟა, სადაც შევ­ ხვდი დიდ მთავარს, მიხაილს(კავკასიის მეფისნაცვალს) და გრაფინიას, ასევე სა­ ბერძნეთის დედოფალს და სხვებს. აღმოვაჩინე, რომ გრაფინია მარია ალექსან­ დროვნა, იმპერატორის ერთადერთი ქალიშვილი, რაც არ მინახავს, გაზრდილა და გალამაზებულა. მის საქმროს, პრინც ალფრედს მომავალ კვირაში ელოდე­ ბიან. ნიკო და ანდრე სამეგრელოში არიან და მოუთმენლად მელიან. სალომე ამ თვის 24-ში ჩამოდის იალტაში, ერთხანს აქ გაჩერდება კნიაჟნა ორბელიანთან, 46 ჩემი ბიძაშვილის ქვრივთან, რომელსაც აქვე, ახლოს, პატარა მამული აქვს და მე­ რე ჩვენ შემოგვიერთდება სამეგრელოში. მე იალტიდან 3 ოქტომბერს გავემგზავ­ რები და ფოთში მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ ჩავალ. ადიოო, საყვარელო კონ­ ტესინა, გისურვებთ იმხელა ბედნიერებას და კარგად ყოფნას, რასაც იმსახურებთ. თქვენი დიდად მოყვარული ეკატერინა“ 1874 წლის გაზაფხულზე დედოფალმა სიხარულით მაუწყა, რომ მისი ვაჟი რუ­ სეთის ხელმწიფის ახალგაზრდობის მეგობარ გრაფ ადელბერგის ქალიშვილზე დაინიშნა. მომდევნო წერილში აღწერილი იყო ქორწილი, შემდეგში – ახალგაზრდა წყვი­ ლის ჩასვლა გორდში, სამეგრელოს საზაფხულო რეზიდენციაში. აქვე მოვიყვან ამ ამბების აღწერას, რადგან იგი იძლევა იმ ქვეყნის თვალსაჩინო სურათს, სადაც მოგვიანებით ჩემს მეუღლესთან ერთად დიდხანს მომიწია დარჩენა: „ახალდაქორწინებულთა მოგზაურობა დიდებულად წარიმართა. მათთვის საგანგებოდ იყო დაქირავებული გემი – ოდესიდან ფოთამდე პირდაპირი რეი­ 304 მოგონებანი სისთვის, ასევე მატარებელიც – ფოთიდან ქუთაისში ჩასაყვანად. მთელი გზა მათ უსაზღვრო ოვაცია მიაცილებდა: ხალხი იდგა გზის გასწვრივ, ყველა სადგურში ხვდებოდნენ თავადები, წარჩინებულები და მოსახლეობა სიმღერითა და თოფე­ ბის სროლით. ძალაუნებურად უწევდათ გაჩერება, რომ ყვავილების ტაძარში შე­ სულიყვნენ – იქ წასახემსებელი სუფრა ხვდებოდათ, თავიდან იწყებოდა სიმღერა, ცეკვა და მოლხენა. მოგზაურები ორი დღით დარჩნენ ქუთაისში, სადაც ბოლო არ უჩანდა ქეიფებს, ბალებსა და საზეიმო მიღებებს; ბოლოს, ახალგაზრდა წყვილი იძულებული გახდა, იქიდან გაპარულიყო, რომ გორდამდე ჩაეღწია. უღელტეხილის შესასვლელთან არის ხიდი, რომელიც აბობოქრებულ მდინარე ცხენისყალზეა გადაჭიმული. იქ ტოვებენ ხოლმე ეტლს, რადგან აღმართზე ასვლა მხოლოდ ფეხით ან პალანკინითაა 47 შესაძლებელი. ეკიპაჟები ერთიანად დაიცალა. გადაკვეთეს ხალიჩებდაგებული და ყვავილე­ ბით უხვად მორთული ხიდი, ტრიუმფალური თაღი – სამეგრელოს საზღვრის მა­ ნიშნებელი. აქედან გზა მიდიოდა გემოვნებით დეკორირებული პავილიონისკენ, სადაც წყვილს შეეგება ჩემი ვაჟის თანამშრომელთა და მსახურთა ჯარი, ასევე და, უპირველეს ყოვლისა, იქაური თავადაზნაურობა. ახალყოილთა სადღეგრძელო ითქვა და ყველანი, ვისაც ცხენი ჰყავდა, ამხედრდდნენ, მერის პალანკინს გარს შემოერტყნენ; დაიძრა დიდებული პროცესია, იმ გზის მთელი სავალი ნაწილი დაიფარა, რომლის შვიდი კილომეტრი სულ ზემოთ, მთაში ადის. ზარბაზნის პირველ გასროლაზე, რაც მათ მოსვლას მოასწავებდა, ჩემს მხლებ­ ლებთან ერთად სახლის აივანზე გამოვედი. პირველად მივიღე ლეჩხუმელ თავად­ თა ცხენოსნები თავადი გრეგორის, ნიკოს ოჰაიმის, წინამძღოლობით. მერე დავინა­ ხე ახალყოილნი, რომლებიც საეკლესიო ზარების, სამხედრო ორკესტრის მუსიკისა და მთიდან ექოდ დაბრუნებული ქვემეხის კანონადის ფონზე მიახლოვდებოდნენ. ხალხს გამოეყო ინტენდანტი 48 და წყვილს, მშობლიური წეს-ჩვეულებების შესაბა­ მისად, პურითა და მარილით შეეგება. მერე ორივენი ჩემკენ გამოეშურნენ, ჩემ წინ დაიჩოქეს, რათა თავიანთი ახალი სახლის ზღურბლზე დალოცვა მიეღოთ. ეს ისეთ ამაღელვებელ და საზეიმო მომენტად იქცა, რომ მოჟრიამულე ბრბოს ხმაური უე­ ცარმა მდუმარებამ შეცვალა; ყველას ცრემლი მოერია; განსაკუთრებით აღელვებუ­ ლი იყო მერი, იმდენად აღელვებული, რომ იძულებული გავხდი, სახლში შემეყვანა – დამშვიდება და დასვენება სჭირდებოდა. ბოლოს ეკლესიისკენ გავემართეთ, სადაც ღვთის სადიდებელი(Te Deum) აღ­ სრულდა და არქიმანდრიტმა 49 და, ამავე დროს, ჩემმა მოძღვარმა 50 ვითარების შესაბამისი სიტყვა წარმოთქვა. დასრულებულ საეკლესიო ღონისძიებათა შემდეგ ჩემი რძალი შევიყვანე დიდ დარბაზში, რათა იქ გადამეცა მისთვის ჩემი საჩუქარი – ბრილიანტის სამკაული; რაც შეეხება მათ საცხოვრებელს, მათთვის საგანგებოდ რომ მოვაწყობინე, ნამდვილი ზარდახშაა. 305 ბერტა ფონ ზუტნერი ცოტა ხანს შევისვენეთ, მერე დაიწყო ნადიმი, რაც გვიან ღამემდე გაგრძელდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა: საორკესტრო შესრულება, ნაციონალური სიმღერე­ ბი და ცეკვები, სიხარულის სალუტები, თამაშები, შეჯიბრებები. სტუმართა რიცხვი სამასს აღწევდა, რომელთა ნაწილი პარკში, დიდი ხეების ქვეშ სუფრასთან იჯდა. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან დაიწყო, რადგან ახლა უკვე მერის დაბადების დღეს აღვნიშნავდით და ამასთან დაკავშირებით საღამოსთვის მოვამზადე ერთი სიურპრიზი, სახელდობრ, ფეიერვერკი და ბენგალური ილუმინაციით მთების გა­ ნათება, რაც ჯადოსნური სანახაობა გამოდგა“. როგორც კი ასეთ ბარათს მივიღებდი, მაშინვე ზუტნერების ოჯახს ვუკითხავდი. ჩემს გადაწყვეტილებას ვერაფერი შემაცვლევინებდა – დამთავრდებოდა თუ არა სასახლის მშენებლობა, კავკასიაში წავიდოდი. სამუშაოები მართალია ძალიან გაჭიანურდა, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვიყავით. ბედნიერად ვცხოვრობდით, ხან ჰარმანსდორფში ვიყავით, ხან – ვენაში. განსაკუთრებით ჰარმანსდორფი გვთავაზობდა დაუსრულებელ ბედნიერებას. ნადირობის სეზონზე უამრავი სტუ­ მარი გვყავდა, იყო ცეკვა-თამაში და თეატრალური წარმოდგენები. პარკში მდე­ ბარეობდა დიდი თეატრალური დარბაზი, სცენით და გარდერობით. იქ ვდგამდით სხვადასხვა შოუსა თუ კომედიას, რომელსაც არა მხოლოდ ჰარმანსდორფისა და ახლომახლო სასახლეების პუბლიკა ესწრებოდა, არამედ მეზობელი სოფლე­ ბიდან გლეხებიც მოდიოდნენ და ავსებდნენ მაყურებელთა დარბაზს. მერე მო­ სავლის აღებისა და რთვლის ზეიმები იწყებოდა, გასვლები მეზობელ საცავებში (Stockern), სადაც იყო მხიარული ახალგაზრდობა, ვირის ოთხთვალათა პარტიე­ ბი და ძვირფასი téte-a-téte მოპარული საათები. ერთადერთ დისონანსს ქმნიდა სახლში ცუდად წარმართული სამეურნეო საქმიანობა. ცოგელსდორფის მამულში, რომელიც ჰარმანსდორფს მიეკუთვნებოდა, განლაგებული იყო ქვის სამტეხლოე­ ბი, რომლებიც აქტიურად, თუმცა არცთუ რენტაბელურად მუშაობდა. კერძოდ, ცო­ გელდორფის ქვებით აიგო ვენის ახალი მუზეუმები, ჰერკულესის პატარ-პატარა სტატუებიც ამ ქვისგანაა გამოთლილი, მაგრამ უნამუსო დირექტორმა საწარმოს მოგების ნაცვლად ვალები დაადო. შექმნილი პრობლემის ტვირთი უფრო მეტად მშობლებს დააწვათ კისერზე; ბავშვებმა ეს ამბავი ყურმოკვრით თუ იცოდნენ და ისინიც თავს არ იწუხებდნენ ამაზე დარდით. მათი ცხოვრების წესს გარეგნულად არაფერი დასტყობია, თავი არაფრით შეუზღუდავთ და კვლავ გრძელდებოდა ხა­ ლისიანი ყოფა. ნაღვლიანი საათები ჩემსა და არტურ გუნდაკარს შორის მაშინ დგებოდა, როცა აუცილებელ განშორებაზე ფიქრს თავს ვერ ვაღწევდით...„ოჰ, მოდი, თავი დავანებოთ ამას, – წამოიძახებდა ხოლმე ერთ-ერთი ჩვენგანი ასე­ თი შემოტევების დროს, – სამუდამო არაფერია, მადლობა ვუთხრათ ჩვენს ბე­ დისწერას, რომ ზეციური ბედნიერების ეს პატარა ულუფა მაინც გვაჩუქა...“ და ეს გრძელდებოდა თითქმის სამი წლის განმავლობაში. ჩემი გულისნადები გავუზია­ 306 მოგონებანი რე დედაჩემს, რომელიც გრაცში თავის დასთან იყო სტუმრად. დედა, რა თქმა უნ­ და, მარწმუნებდა, ან ქორწინებისთვის მიმეღწია, ან მაგ სახლიდან წამოვსულიყა­ ვი. ბოლოს, არტურის დედამაც შეგვატყო რაღაც. ყინულივით ცივად, მაგრამ მაინც თავაზიანად მაგრძნობინა, რომ ყველაფერს მიხვდა. ჩვენს დაქორწინებას რომ არავინ დაეთანხმებოდა, ეგ ხომ ისედაც ყოველთვის ვიცოდი. ამაზე არც მიფიქ­ რია. არტურისთვის ასეთი მეწყვილის უგუნურებას ვაღიარებდი – ყოველგვარი ქონების გარეშე, შვიდი წლით უფროსი ქალი... ან ის თვითონ: ჯერ კიდევ სამსახუ­ რის გარეშე, ქონების გარეშე, მაგრამ იმის უფლება და საშუალება კი ნამდვილად ჰქონდა, რომ ბრწყინვალე საცოლე მოენახა – ყველა გოგო ამაზე ოცნებობდა. ნუ­ თუ მისი ბედი ასე უნდა წამეხდინა? ეს გეგმად არასდროს დამისახავს – ერთ დღეს უნდა დავცილებულიყავით, და ახლა, როდესაც საიდუმლო სანახევროდ გამჟღავ­ ნდა, დადგა მომენტი, როცა ურთიერთობა სამუდამოდ უნდა გამეწყვიტა. ძალიან მტკივნეული იყო. მთელი ჩემი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ბარონესას ვუთხარი: „ამ სახლიდან წავალ. სამეგრელოში ჯერ ვერ მივდივარ, სასახლე მხოლოდ ერთ წელიწადში დასრულდება. ხომ არ მომცემთ რეკომენდაციას ლონდონში? იქ მინ­ და ადგილის მონახვა – ვენისგან რაც შეიძლება შორს“. „კარგი აზრია, ძვირფასო, – მითხრა გულთბილად, – თქვენი მესმის... ნახეთ, დღევანდელ გაზეთში ერთი განცხადება ვნახე, ეს ალბათ ხელს გაძლევთ, ხომ არ მისწერდით?“ განცხადება იუწყებოდა:„ძალიან მდიდარი და უაღრესად განათლებული, პარიზში მცხოვრები ერთი ხანდაზმული ბატონი ეძებს ასეთივე პატივსაცემი ასაკის და ენების მცოდნე ქალბატონს, როგორც მდივანს და სახლის საქმეების მეთვალყურეს“. მართლაც მივწერე და მივიღე პასუხი, რომელსაც ხელს აწერდა მაშინ ჩემთვის უცნობი პიროვნება, სახელად ალფრედ ნობელი. ეს წერილი ბარონესას ვაჩვენე. იმან გაიკითხა და გაიგო, რომ დასახელებუ­ ლი პიროვნება იყო საყოველთაოდ პატივცემული და სახელგანთქმული დინას­ ტიის დამფუძნებელი. მე და ჰერ ნობელმა რამდენიმე წერილი კიდევ მივწერეთ ერთმანეთს. იგი წერდა მახვილგონივრულად და იუმორით, თუმცა ნაღვლიანად. როგორც ჩანს, თავს უბედურად გრძნობდა; მიზანტროპი ჩანდა, თან დიდი განათ­ ლება და ფილოსოფიური სიღრმეც ეტყობოდა. შვედი იყო, თუმცა მეორე დედაე­ ნად რუსული მიაჩნდა, უშეცდომოდ და ელეგანტურად წერდა ასევე გერმანულად, ფრანგულად და ინგლისურად. ჩემი წერილებიც, ეტყობა, მოსწონდა. ცოტა ხანში შეთანხმებასაც მივაღწიეთ: მუშაობას უნდა შევდგომოდი. პარიზში ჩემი გამგზავ­ რების თარიღი ზუსტად განისაზღვრა. ეს ნიშნავდა იმას, რომ უნდა გამოვთხოვე­ ბოდი ჩემთვის ყველაზე საყვარელს, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს...„გან­ შორება ტკივილიანია“ – ხალხში გავრცელებული ამ გამონათქვამის სიმართლე ჩემს თავზე ვიწვნიე. 307 ბერტა ფონ ზუტნერი ახლაც შემიძლია დამშვიდობების საათების გამოხმობა. ეს იყო ჩემი გამგზავ­ რების წინა საღამოს. რამდენიმე დღე ვენაში გავატარე, ჩემს ნაცნობთან. გასამ­ გზავრებლად ვემზადებოდი. ბოლო დღეს არტურიც ჩამოვიდა ჰარმანსდორფი­ დან, რათა ბოლოჯერ ჩემთან ერთად ყოფილიყო. ჩემმა მასპინძელმა მარტო დაგვტოვა – იცოდა, რომ ერთმანეთისთვის კიდევ ბევრი გვქონდა სათქმელი, მაგრამ ლაპარაკი გაგვიჭირდა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვტიროდით. უნდა დავშორდეთ! ნუთუ ეს შესაძლებელია? გვეყოფა კი ძალა? იქნებ, რამე მოხდეს, რომ დავრჩე? ოჰ, ეს მეტისმეტად კარგი იქნებოდა... არაფერიც არ მოხდება... არ შეიძლება... და კიდევ რამდენიმე უხმო, მარილისგემოიანი კოცნა, კვლავ ამოოხ­ ვრა და ხელახლა ჩივილი, ტკივილით გაჯერებული მოსაფერებელი სიტყვები. წას­ ვლამდე არტური ჩემ წინ დაეცა და კაბის კალთაზე მეამბორა. „ერთადერთო, მეფურად დიდსულოვანო, მადლობას შემოგწირავ, მადლიერი ვარ მთელი ჩემი არსებით. შენი სიყვარულით ისეთი ბედნიერება განმაცდევინე, რაც ჩემს ცხოვრებას დიდებულებას მიანიჭებს. ბედნიერი იყავ!“ ბედნიერების ზენიტი ადრე დილით უკვე პარიზში ვიყავი. ბატონი ნობელი სადგურზე დამხვდა და კაპუცინების ბულვარზე გრანდ-ჰოტელში მიმიყვანა, სადაც ჩემთვის ოთახი იყო შეკვეთილი. ჭიშკართან დამტოვა და მითხრა, რამდენიმე საათში მოვალო. იქამ­ დე უნდა დამესვენა. მალაკოფის ქუჩაზე მდებარე მის პატარა სასახლეში ჯერ ვერ შევიდოდი – იმ ნაწილში, სადაც მე უნდა მეცხოვრა, ახლა შპალიერს აკრავდნენ. სანამ მოაწყობდნენ, ჯერჯერობით, სასტუმროში უნდა დავრჩენილიყავი. ალფრედ ნობელი ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა.„ხანდაზმული ბატონი“, როგორც განცხადებაში ეწერა და როგორადაც ჩვენ, ყველას წარმოგვედგინა – თეთრთმიან, მოტეხილ მოხუცად, სინამდვილეში ასეთი არ აღმოჩნდა. 1833 წელს დაბადებული ნობელი მაშინ 43 წლის იყო, აგებულებით საშუალოზე დაბალი, მუ­ ქი ხშირი თმა ჰქონდა, კარგი ტუჩ-კბილი, ცოტა პირქუში გამომეტყველება, რასაც ლამაზი ცისფერი თვალები აწონასწორებდა; მის ხმაში მელანქოლიური და სატი­ რული ინტონაციები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ნაღვლიანი და დამცინავი – ასე­ თი მანერა გამოარჩევდა. ამიტომ ხომ არ იყო ბაირონი მისი საყვარელი პოეტი? მაშ ასე, რამდენიმე საათში, კარგად რომ დავისვენე, მოვსულიერდი და ჰარ­ მანსდორფისკენ დეპეშაც ვაფრინე, ბატონი ნობელიც მესტუმრა. ჩვენი ურთიერ­ თგაცვლილი ბარათები დაგვეხმარა, ერთმანეთთან თავი მთლად უცხოდ არ გვეგრძნო და ჩვენ შორის მაშინვე გაცხოველებული და საინტერესო საუბარი გა­ ჩაღდა. ქვემოთ, დარბაზში, საუზმობის შემდეგ ეტლში ჩავსხედით და ელისეს მინ­ 308 მოგონებანი დვრებისკენ გავისეირნეთ. მერე მან თავისი სახლი მაჩვენა და ჩემთვის განკუთ­ ვნილი ოთახებიც დამათვალიერებინა. ამ ოთახებში არასდროს მიცხოვრია. სანამ ისინი კეთილმოეწყობოდა, პა­ რიზიდან მანამდე გავემგზავრე. ეს ასე მოხდა. უბედური ვიყავი. უკიდეგანოდ უბედური. ტკივილი სახლის მონატრების გამო, სასიყვარულო ლტოლვის გა­ მო... განშორების სიმწარე ისე მტანჯავდა, რომ ვერც კი წარმომედგინა, ასეთი ტანჯვა თუ შეიძლებოდა. დეპეშები არტურისგან, აგრეთვე მისი და გოგონების წერილები ყოველდღიურად მოფრინავდა ჩემკენ. დები მწერდნენ, რომ არ­ ტურს ვეღარ ცნობენ, სიტყვას აღარ ამბობს, თითქოს მელანქოლიამ დარია ხელიო. მარტო როცა ვიყავი, იმასღა ვახერხებდი, რომ მეტირა, ან სახლში მი­ მეწერა, ან დარდისგან მეკვნესა. ალფრედ ნობელთან ყოფნისას მაშინვე სხვა რამეზე გადავერთვებოდი ხოლმე, რადგან ისე მეტყველებდა, ისე ჰყვებოდა, ფილოსოფიურად ისე ჩაუღრმავდებოდა ხოლმე საკითხს, რომ მისი ლაპარა­ კი ერთიანად გითრევდა. მასთან ერთად სამყაროსა და ადამიანებზე, ხელოვ­ ნებასა და ცხოვრებაზე, დროისა და მარადისობის პრობლემებზე საუბარი ნამდვილი სულიერი ნეტარება იყო. საზოგადოებრივი ცხოვრებისგან თა­ ვი შორს ეჭირა – უგემოვნობის, სიყალბის, უხამსობის გარკვეული ფორმები ზიზღს ჰგვრიდა. ის მთლიანად ენდობოდა მომავალს, უფრო მაღალი დონის კაცობრიობის აბსტრაქტულ იდეალს –„როცა ერთხელ უფრო მაღალგანვი­ თარებული ხალხი მოვა ამქვეყნად“ – მაგრამ სრულ უნდობლობას უხცადებდა მედროვეებს, რადგან, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ სულმდა­ ბალ, ეგოისტ, უპატიოსნო ადამიანს იცნობდა. იჭვნეული იყო საკუთარი თავი­ სადმი, მორცხვი და დაკომპლექსებულიც კი. თავი მიაჩნდა საძაგელ არსებად და დარწმუნებული იყო, რომ სიმპათიას არ იმსახურებდა; სულ ეშინოდა, რომ მხოლოდ მისი სიმდიდრის გამო ეპირფერებოდნენ. ალბათ ამიტომ არ და­ ქორწინებულა. საკუთარი ნაშრომები, წიგნები, ექსპერიმენტები – ეს ავსებდა მის ცხოვრებას. იგი იყო ასევე მწერალი და პოეტიც, მაგრამ თავისი პოეტუ­ რი ნამუშევრები არასდროს გამოუქვეყნებია. როგორღაც წამაკითხა თავისი ინგლისურ ენაზე შექმნილი, ფილოსოფიური შინაარსის ასგვერდიანი პოემის ხელნაწერი – უბრალოდ დიდებული რამე, ჩემი აზრით. დაფარულ ნაღველს რომ ვატარებდი, მალევე მიხვდა. „თქვენი გული ჯერაც დაუპყრობელია?“ – მკითხა ერთხელ. „არა“, – ვუპასუხე გულახდილად. გამოკითხვა გააგრძელა და მეც მოვუთხრე ჩემი სიყვარულისა და მარცხის მთელი ისტორია. „გაბედულად მოქცეულხართ, მაგრამ ბოლომდე გმართებთ გამბედაობა – უნდა შეწყვიტოთ მიმოწერა... გაივლის დრო, ახალი ცხოვრება, ახალი შთაბეჭ­ 309 ბერტა ფონ ზუტნერი დილებები და ორივენი დაივიწყებთ ერთმანეთს, ის, ალბათ, თქვენზე უფრო მა­ ლეც კი“. მიმოწერის შეწყვეტა? ამას ვერ ვიზამდი. ეს იყო ჩემი ნუგეში. რა უნდა მექნა, მარტო რომ ვიყავი, თუ არა ჩემი ძვირფასისთვის წერილი მიმეწერა – განა არ უნ­ და მომეთხრო დაწვრილებით, რას განვიცდიდი და რას ვგრძნობდი?! ალფრედ ნობელს ჩემთვის დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათის დათმობა შეეძლო, რადგან სამუშაოთი იყო დაკავებული. ამჯერად კიდევ ერთ, ახალ გამო­ გონებაზე ფიქრობდა. „მინდა შევქმნა ახალი მასალა ან მანქანა, – გამანდო მან თავისი ახალი იდეა, – ისეთი საშინელი, დამანგრეველი ზემოქმედების ძალის მქონე, რომ მისი წყა­ ლობით ომები შეუძლებელი გახდება“. ჩემი ჩასვლიდან დაახლოებით ერთი კვირის მერე ბატონი ნობელი ცოტა ხნით შვედეთში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც დინამიტის ქარხანა ჰქონდა; იგი თვით მეფემ გამოიძახა. სრულიად მარტო დავრჩი. ჩემი საყვარელი მამაკაცის მონატრება აზვირთდა და აუტანელი გახდა. ორი დეპეშა მივიღე. ერთი სტოკჰოლმიდან:„კარგად ჩავე­ დი. რვა დღეში ისევ პარიზში ვიქნები“ – და მეორე ვენიდან:„უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია!“ –„მე კიდევ უშენოდ!“ – წამოიძახა ვიღაცამ ჩემში და ამის შემდეგ მოქმედების დროც დადგა. კიდევ ერთი უძილო ღამე და გეგმა მომწიფდა; მეორე დღესვე გავგზავნე ბარათი სტოკჰოლმში, რომ ამ გარემოებაში ჩემთვის შეუძლე­ ბელი იყო მალაკოფის ქუჩაზე მოვალეობის შესრულება – მას მადლობას ვუხ­ დიდი გაწეული ნდობისა და კეთილგანწყობისთვის – მაგრამ უკან, ვენაში უნდა დავბრუნებულიყავი. ბრილიანტებით მოოჭვილი ძვირფასი ჯვარი მქონდა, ჩემი მეურვის, ფურსტენ­ ბერგის საგვარეულო ნივთი; წავედი მის გასასხვისებლად; საფასური მეყო სასტუმ­ როს ნომრის ანგარიშის გადასახდელად და ვენისკენ სწრაფი მატარებლის უახლეს რეისზე ბილეთის ასაღებად; და ცოტა ნაღდი ფულიც დამრჩა. ისე ვმოქმედებდი, თითქოს სიზმარში ან ჰიპნოზში ვყოფილიყავი. აზრმა, რომ ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, რომ ამით ალბათ ბედნიერებიდან პირდაპირ უბედურებაში ვვარდებოდი, სადღაც არაცნობიერში კი გამიელვა, მაგრამ არ შემეძლო, არ შემეძლო სხვანაირად; და ის ნეტარება, რასაც კვლავ შეყრის მომენტისგან ველოდი, ყველაფერს გადასწონიდა, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა, მათ შორის სიკვდილსაც. არტურისთვის ჩემი ჩასვლა არ შემიტყობინებია – სიურპრიზი მინდოდა მომეწ­ ყო. სადგურიდან სასტუმროში წავედი; გავგზავნე ბარათი შეცვლილი ხელწერით კანოვაგასეში, რომელშიც ბარონ არტურს ვთხოვდი მობრძანებულიყო სასტუმრო მეტროპოლში, მე- 20 ოთახში, სადაც ერთი ქალბატონი პარიზიდან მას გადასცემ­ და გრაფინია ბერტას გზავნილს. 310 მოგონებანი ნახევარ საათში შეიძლებოდა უკვე მოსულიყო. გულაძგერებული ვაყურადებ­ დი ყველა ნაბიჯს დერეფანში, დიდხანს ცდაც არ დამჭირვებია, ვიცანი საყვარელი ნაბიჯები; კარზე დააკაკუნეს და –„მობრძანდით“, – მინდა დავიძახო, მაგრამ ხმა არ მემორჩილება! კარი მაინც გაიღო და – ის იყო! სიხარულით ატაცებული მივვარდი. „შენა ხარ, შენ თვითონ ხარ!“ – ყვიროდა ისიც, და ზუსტად ისევე ქვითინით ვე­ ხუტებოდით ერთმანეთს, როგორც გამოთხოვების საღამოს, მაგრამ ამჟამად არა ტანჯვის, არამედ უსაზღვრო ბედნიერების გრძნობით აღვსილნი. „კვლავ აქ მყავხარ, ისევ აქ მყავხარ – აღარასდროს გაგიშვებ აქედან!“ „აღარასდროს წავალ!“ ახლა დივანზე ვისხედით, ერთმანეთს ჩახუტებულები; მოყოლის დროც მოვი­ და. როგორ ვეწამე, როგორ ეწამა... როგორ ფიქრობდა უკვე თვითმკვლელობა­ ზე...„არა, არა, ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით, ერთმანეთს ვეღარაფერი გაგვყრის...“ მაგრამ ახლა? ამიერიდან რა უნდა გვექნა? გეგმების შედგენა გადავდოთო, შემეხვეწა. მე ისე სავსე ვიყავი კვლავ შეყრის ზეიმით, რომ გეგმის შესადგენად შეკითხვების დასმისა თუ ეჭვების გამოთქმის თავი აღარ მქონდა. ყველა იმ ნაზ მიმართვას შორის, რაც კი შეყვარებულებსა თუ პოეტებს გამოუყენებიათ – ანგელოზი ხარ – ჩემი სასოება ხარ – და სხვა მსგავსი – ყველაზე ლამაზი და გამომხატველი აღმოჩნდა:„შენ ხარ ჩემი სიმშვიდე!“ მან კი ამ„სიმშვიდიდან“ გამომაფხიზლა: „მომავალზე უნდა ვისუბროთ. ერთი რამ ცხადია – ასეთი რამ აღარ უნდა გან­ მეორდეს, რომ უბადრუკი საზოგადოებრივი აზრის გამო ერთმანეთს დაგვაშო­ რონ, ან თვითონ ჩვენ დავშორდეთ ერთმანეთს. უნდა დავქორწინდეთ – ამას წყა­ ლი არ გაუვა“, – მითხრა მტკიცედ. დიახ, ამას წყალი არ გაუვიდოდა. პატიოსნად ვეცადეთ ერთმანეთს დავშო­ რებოდით და ვნახეთ, რომ ეს შეუძლებელი, უბრალოდ შეუძლებელი იყო: ერ­ თმანეთს ეკუთვნოდე სამუდამოდ – ეს იყო ენით გამოუთქმელი ბედნიერება; ერ­ თმანეთზე უარი თქვა სამუდამოდ – ეს იყო იგივე სიკვდილი. ამ არჩევანის წინაშე ეჭვის ნასახიც აღარ დაგვრჩა – უნდა ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ და ვინეტაროთ! ასე შევუდექით გეგმების დაწყობას. ჯვარს დავიწერთ – ფარულად – და მე­ რე გამოვჩნდებით! თავს როგორ ვერ გავიტანთ: ვიმუშავებთ, ჩვენს უნარ-შესაძ­ ლებლობებს გამოვიყენებთ – ადგილს ვიპოვით... მოდი, კავკასიაში წავიდეთ! – შევთავაზე მე, – იქ გავლენიანი მეგობრები მყავს. დედოფალმა ხომ ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ ჩამომართვა პირობა, რომ ქმართან ერთად ვესტუმრებოდი. მაშასადამე, ეს იქნება ჩვენი საქორწილო მოგზაურობა! რუს იმპერატორთან ურ­ თიერთობების წყალობით შეიძლება მეფის კარზე ან სახელმწიფო სამსახურში რამე ადგილი გვიპოვონ კიდეც. 311 ბერტა ფონ ზუტნერი გეგმა აღვასრულეთ. არავის უნდა შეეტყო პარიზიდან ჩემი დაბრუნების შესა­ ხებ. რამდენიმე კვირით დავიმალე ლუნდენბურგის ერთ-ერთ ოჯახში, ჩემთვის უსაყვარლეს ხალხთან;„ჩემომ“(მისთვის არტური არასდროს მიწოდებია, სულ „ჩემოს“ ვეძახდი და ამ მოგონებებშიც ასე ვუწოდებ) მოაგვარა ჯვრისწერის განაც­ ხადის საკითხი, შეარჩია სანდო მესაიდუმლე მოწმეები, მოაწესრიგა ყველა საჭი­ რო საორგანიზაციო საკითხი, რომლებიც ეხებოდა საბუთებს, სამგზავრო ფულს, ბარგს და სხვ. ბედიც გვწყალობდა. ქალაქისგან მოშორებულ პატარა ეკლესიაში შეტანილი განაცხადი ოჯახის ყურამდე არ მისულა – და ერთ მშვენიერ დილას – ეს იყო 1876 წლის 12 ივნისი, გავემგზავრე მე, სამოგზაურო კაბასა და ქუდში გამოწყო­ ბილი, გუმპოლდსკირხნერის სამრევლო ეკლესიაში; ჩემი დაწინდული იქ მელო­ დებოდა ჩვენ-ჩვენს მეგობრებთან ერთად, და გვერდითა ეკვდერში მივეახლეთ მცხოვან მოძღვარს ჯვრის დასაწერად. მალე უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით. საქორწილო მოგზაურობა (1876-1885) ჩვენს თავს ჯერ იმ გემის გემბანზე ვხედავ, რომელსაც ოდესიდან შავი ზღვით ფოთის ნავსადგურში გადავყავართ. მე ზღვით პირველად ვმგზავრობ, მას კი ზღვა ვნებიანად უყვარს. თურმე, ყოველთვის ოცნებობდა ასეთ მოგზაურობაზე და ახლა მის სიხარულს საზღვარი არ აქვს, რაკი ოცნება აუხდა... ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში ჩასვლა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი მოიპარა. იმ მომენ­ ტში, მგონი, ორივე ჩვენგანში იძალა იაზონის განწყობამ: ერთმანეთში ირეოდა სათავგადასავლო ჟინი, დამპყრობლის თავდაჯერებულობა, იმედებით გაბრუება. წინ გველოდა ახალი, მოულოდნელობებით აღსავსე სამყარო; ისეთ მიწაზე უნდა დაგვედგა ფეხი, რომელიც გამორჩეული იყო ყველაზე უფრო კლასიკური დიდე­ ბულებით; უამრავი ისეთი განცდა გველოდა, რომელთა ბოლომდე წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო. ვიცოდით, რომ გველოდებოდნენ და ხელგაშლილი შემოგვეგე­ ბებოდნენ. ჩვენი რომანის ამბავი ვენიდან დაწვრილებით მივწერე დედოფალსაც და თავად ნიკოსაც, რომელიც ასევე კავკასიაში ბრძანდებოდა და ჩვენი სტუმ­ რობის შესახებაც ვამცნე. სიხარულით სავსე„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ მოგვივიდა ტელეგრაფით. ის, რომ ნიკო, ჩემი ძველი მეგობარი,„ჩემოს“ იმპერა­ ტორის კარზე ადიუტანტის ან რაიმე მსგავსის თანამდებობას გაუხერხებდა, ამა­ ში ორივენი სრულიად დარწმუნებულნი ვიყავით. საერთოდაც, ერთად ყოფნით აღტაცებულებს ჩვენი სითამამე ისეთი ძალით გვახარებდა, – აქამდე ყველაფერი ისე შესანიშნავად გამოგვდიოდა, – როგორც sur des roulettes, 51 რომ მომავალშიც ჩვენი ბედნიერებისა თუ გამართლების მეტ დადასტურებას მოველოდით. ერთ 312 მოგონებანი დღესაც ტრიუმფით დავბრუნდებოდით უკან! ისე, შინ დაბრუნებას კარგა ხანს არც მოვისურვებდით. ჯერჯერობით გვინდოდა გვენახა ეს მშვენიერი, მდიდარი, საოცარი სამყარო, ჩვენც მოგვეპოვებინა ოქროს საწმისი. თუმცა, სიმართლე ით­ ქვას, ის არც გვჭირდებოდა – ეს იყო ყველაზე კარგი მთელ ამ ამბავში. სამყაროს რაც უნდა დიდი განძი შემოეთავაზებინა ან დაემალა, ჩვენ უკვე გვქონდა აუწო­ ნავი სიმდიდრე ერთმანეთის სახით, და ჩემზე უფრო ძლიერად ამას„ჩემო“ შეიგ­ რძნობდა. იგი ხომ ახლახან გახდა სულ რაღაც ოცდაექვსი წლისა და ეს იყო მისი პირველი მოგზაურობა უცნობ მომავალში. მე უკვე ბევრი იმედგაცრუება მენახა და 33 წლის ასაკში უკვე წარსულში დავტოვე თავბრუდამხვევი მდგომარეობა, რასაც ახალგაზრდობას ეძახიან. მაგრამ მისი ახალგაზრდული აღტაცება ჩემზეც დამათრობლად მოქმედებდა და მეც მასავით ბავშვურად აღტაცებული ვიყავი. უხიფათო გადაცურვის შემდეგ ჩვენი გემი აზიურ სანაპიროს მიადგა. სამყაროს სხვა ნაწილში მოხვედრა – ეს ხომ მოგზაურს გარკვეულწილად სიამაყით აღავ­ სებს; სიამაყით, რომელიც ძველ მოგზაურებს სიცილადაც არ ეყოფოდათ.„ჩემმა“ ფეხი ევროპის მიღმა მიწას პირველდამპყრობლის სიამაყით დაადგა. „ესეც ასე“, – წარმოთქვა საზეიმოდ, – აი, უკვე აზიაში ვართ!“ აზიაა თუ ავსტრალია, მიწაა თუ მარსი – მეც ვზეიმობ, იმიტომ რომ ერთად ვართ და მთავარი ესაა. დედოფლის გამოგზავნილი კაცი შეგვეგება გემიდან გადმოსხმის ადგილას. მან გადმომცა თავისი ქალბატონის წერილი ჩვენი ჩამოსვლით გამოწვეული სიხარულისა და ერთი თხოვნის თანხლებით, რომ ჩვენი ჩასვლა გორდში(საზაფხულო რეზიდენ­ ციაში) კიდევ რვა დღით უნდა გადაგვეწია, რადგან ამჟამად ზუგდიდში მყოფ ჩვენს მასპინძლებს მთაში ასაბარგებლად ამდენი ხანი დასჭირდებოდათ. ჩვენ უნდა გავ­ ყოლოდით მათ მიერ მოვლენილ პიროვნებას, ის წაგვიძღვებოდა ქუთაისისკენ და ამ პერიოდს სასტუმროში გავატარებდით. ასე მივანდეთ თავი ამ ნდობით აღჭურვილ ადამიანს, ეკონომიკური სამსახურის ქართველ თანამშრომელს, რომელსაც ცოტ-ცო­ ტა ფრანგულიც ეხერხებოდა. მას ემოსა ადგილობრივი ნაციონალური ტანსაცმელი: გრძელი ჩოხა, სამკერდე ღილაკებში ჰილზები ეწყო, თავზე ყაბალახი 52 ეხურა, ხმალი საქამრეში ჰქონდა გარჭობილი. იმავე დღეს ქუთაისისკენ მატარებელი აღარ გადიო­ და და ამიტომ ის ღამე ფოთში უნდა გაგვეთენებინა. იქ ერთადერთი უბრალო სასტუმ­ რო ჰქონდათ, მაგრამ que faire 53 – ამ რუსულიდან თარგმნილ გამოთქმას აქ ხშირად გაიგონებდი; იგი მოიცავს მხრების აჩეჩვასთან დაკავშირებულ უარყოფას, რომელიც გამოხატავს არა იმდენად კითხვას, თუ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ რაღაცა პრობლემა დაძლიო, არამედ უფრო მეტად ნიშნავს: ვერაფერს იზამ! მართლაც, ძალიან უბრალო სასტუმრო იყო: ღამე სავარძლებზე გავატარეთ, რადგან თავისუფალი საწოლები და ლოგინი არ ჰქონდათ; თავის მოსაწესრიგებ­ ლად პირსაბანის მაგიდა მოვითხოვეთ, მაგრამ ასეთი რამე ვერ აღმოვაჩინეთ. 313 ბერტა ფონ ზუტნერი ნომრის მოსამსახურე გოგო გამოვიძახე და ფეხშიშველა გლეხის ბიჭი გამომეცხა­ და, წვერგაჩეჩილი, შავი გრუზა თმით. იმას ჩვენი სურვილი ვერ გავაგებინეთ და დასახმარებლად ვუხმეთ ჩვენს მეურვეს, რომელიც ამავე სასტუმროში, ფოთის ამ „პალასჰოტელში“(Palacehotel) იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ ამ სახლში მხო­ ლოდ ერთადერთი კალის ვარცლი მოიპოვებოდა, რომელსაც მოთხოვნის მიხედ­ ვით ერთი ოთახიდან მეორეში დაატარებდნენ და თან ერთადერთ პირსახოცსაც მიაყოლებდნენ(წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა!). მეორე დილით, არცთუ ისე დასვენებულებმა და ძალამოკრებილებმა, მაინც საუკეთესო განწყობით განვაგრძეთ გზა, რათა მიგვეღწია ჩვენი მოგზაურო­ ბის შემდგომ ეტაპამდე – ქუთაისამდე, ამავე სახელწოდების გუბერნიის დედა­ ქალაქამდე. იქაც გველოდა მეგრული ოჯახის მიერ წარმოგზავნილი პიროვნება – ახალგაზრდა თავადის ინტენდანტი, მსუქანი და როხროხა სომეხი, რომელიც ფრანგულს ასევე ძლივს ამტვრევდა, ოღონდ იგი უკვე ევროპულად იყო გამოწ­ ყობილი. წაგვიყვანა ქუთაისის საუკეთესო სასტუმროში, რომელიც მთლად„პა­ ლასჰოტელი“ ჯერჯერობით ვერ იყო, მაგრამ წუხანდელ ბუნაგთან შედარებით მართლა ასეთად წარმოგვიდგა – აქ ყველა სტუმარს თავისი პირსაბანი მაგიდა და საკუთარი პირსახოციც კი ჰქონდა, თანაც ოთახებიც და ლოგინებიც სუფთა იყო. ყველაფერი ისე საშინლად ეგზოტიკურად გვეჩვენებოდა, რასაც კი ვუყურებ­ დით, ვისმენდით და ვყნოსავდით: უცხო ტიპაჟები, უცხო ჩაცმულობა, ნაგებობათა სხვა სტილი... რაც შეეხება ყნოსვის შეგრძნებებს: სრულიად თავისებური, არცთუ უსიამო სუნი მზეზე გამხმარი კამეჩის ნეხვისა; ეგზოტიკა იყო ჩვენთვის კამეჩიც, რომელსაც აქ საზიდრებში შესაბმელად და საწველ ფურადაც იყენებდნენ და რო­ მელიც ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ბევრგან ვნახეთ გუბეებში ჩაწოლილი. აუტანლად ცხელოდა. ოთახში გაჩერება შეუძლებელი იყო. დღეებს ვატარებდით ხის აივანზე, რომელიც მთელ სახლს გარშემო ერტყა და სადაც გვიმასპინძლდებოდ­ ნენ(საკვები ერთფეროვანი იყო – მხოლოდ ცხვარი, ცხვარი, ცხვარი). ორი დღის შემ­ დეგ ჩვენი სომეხი გაემგზავრა და მოგვევლინა კიდევ მესამე პიროვნება იმისთვის, რომ ჩვენი ფარი და მახვილი გამხდარიყო. ამჯერად ეს იყო დადიანთა ოჯახის მეგობარი, ხანში შესული წარჩინებული ფრანგი de vieille roche 54 „ძველი რეჟიმის“(de l’ancien regime) ნატიფი მანერებით. კომტ დე როზმორდუკი(Comte de Rosmorduc) წარმოშო­ ბით ბრეტანელი იყო; კავკასიაში 25 წლის წინ ჩამოსულა(რა მიზეზით, უცნობია) და მერე აქ დასახლებულა. მეგრელ ქალზე იყო დაქორწინებული და ზუგდიდში ჰქონდა სახლი, რომელიც თავად აუშენებია. დედოფალთან და მის შვილებთან კარგად იღებ­ დნენ, მოგვიანებით ჩვენთვისაც ძვირფასი მეგობარი გახდა. ჰოდა, დაიწყო ქუთაისის უმაღლესი საზოგადოებისთვის ჩვენი გაცნობა. ფრანგმა წარგვადგინა გენერალ წერეთელთან – ქალაქის უპირველეს სახლში. წერეთლები კავკასიელები არიან – დადიანების ნათესავები. მათ დიდი სტუმართმოყვარეობა გა­ 314 მოგონებანი მოიჩინეს და ჩვენ პატივსაცემად იმ საღამოსვე დიდი მიღებაც გამართეს, რომელზეც ყველა ადგილობრივი ცნობილი პიროვნება და წარჩინებული ოჯახი დაპატიჟეს. მათ ქალიშვილ ნინას, სახელგანთქმულს თავისი სილამაზით, ოცდახუთი შესრულებოდა და უკვე შინაბერად მიიჩნევდნენ. კავკასიელები ძირითადად 15- 16 წლის ასაკში თხოვ­ დებოდნენ. მაგალითად, გრაფინია როზმორდუკი, ამჟამად 35 წლისა, უკვე ოცი წე­ ლია ქორწინებაში იმყოფება. ეს ულამაზესი ქალბატონი მხოლოდ მომდევნო წელს გავიცანით. წერეთლების სახლში მოწყობილმა საღამომ(Soiree) ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სა­ ზოგადოებრივ ცხოვრებას დავკვირვებოდით. აქ ვიხილეთ ნაციონალურ სამოსელში გამოწყობილი ქალები და პირველად დავესწარით კავკასიური ნაციონალური ცეკვის – ლეკურის – წარმოდგენას. პირველად ვუსხედით აქაურ საზეიმო სუფრას, – ტანწერ­ წეტა ვერცხლის სურებიდან ცეცხლოვანი კახური ღვინო დიდ ყანწებში ისხმებოდა, საგანგებოდ არჩეული თამადა ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამდა – და ამ შემ­ თხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ავსტრიელი სტუმრების ჯანმრთელობისას. სახლის უფროსი და მისი მეუღლე მაგიდასთან კი არ ისხდნენ, არამედ სუფრის მომსახურე­ ბაში მონაწილეობდნენ. იქ დამსწრეთა შორის ბევრი ვნახეთ ფრანგულის მცოდნე. თუკი ვინმემ არ იცოდა, თარჯიმნობას უწევდა გრაფი როზმორდუკი, რომელსაც ად­ გილობრივთა ენა შეესწავლა. დარბაზში იდგა პიანინო. ჩემი ქმარი დაჯდა და თავი­ სივე დაწერილი რამდენიმე ვალსი დაუკრა, რამაც კავკასიური საზოგადოება აღაფ­ რთოვანა და ამ მუსიკაზე იცეკვეს კიდევაც სრულყოფილი გრაციოზულობით. ყველაზე გაბედულად თავს მაინც ლეკურის ცეკვისას წარმოაჩენდნენ. ამ ცეკვას, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი წყვილი ასრულებდა, სხვები იდგნენ და ტაქტს ტაშს აყოლებდნენ. თანმხლებ მუსიკას უზრუნველყოფდა პატარა ადგილობრივი ინსტრუმენტი, რომელიც რაღაც სამტაქტიან მელოდიას გაუთავებლად იმეორებდა; ასევე ზანზალაკებშემოვ­ ლებული დოლი, რომელზეც მარჯვე ხელების დარტყმით მელოდია თანდათანობით ჩქარდებოდა და ამ რიტმში გრძელდებოდა. თავად ცეკვა უძველესი სასიყვარულო თამაშის წარმოდგენა იყო: გამოკიდება, გაქცევა, ცდუნება. კაცებს დახვეწილი„პა“ გა­ მოჰყავთ, ქალები თითქოს დასრიალებენ, მძიმე აბრეშუმის კაბა ფეხებს ფარავს და ისე ჩანს, თითქოს უჩინარ ბორბლებზე დგანან; თავსაბურზე დამაგრებული პირბადე თავის უკან, ზურგზე ეშვება, რკალებად ზეაწეულ მკლავებქვეშ კი გრძელი, ორმაგი სახელოები დაფრიალებს. ზეიმის დასასრულს ურთულესი იტალიური არია ვიმღერე და ამას მოვაყოლე სიცილის არია 55 ობერის კომიკური ოპერიდან„მანონ ლესკო“ – შარლოტა პატის საუკეთესო ნომერი – ამღერებული სიცილი გადამდები აღმოჩნდა და ყველანი გაამხიარულა. და აი, მეორე დილით გავემგზავრეთ ჩვენი მოგზაურობის საბოლოო მიზნისკენ, მთის პლატოზე მდებარე გორდისკენ. გრაფმა როზმორდუკმა გვიქირავა„ტროიკა“ და მეგზურობაც იკისრა. მხიარული მგზავრობა გამოგვივიდა. რაც უფრო ირწეოდა 315 ბერტა ფონ ზუტნერი ბეწვგამოუკრავი ეტლი, მით უფრო ვერთობოდით. დიდებული გზა იყო, ყველა ბუჩ­ ქი და ჩანჩქერი ველური ვარდით გადაპენტილიყო. თან აუტანლად ცხელოდა და ამიტომაც ხედების მონაცვლეობა გვახარებდა – მთებს მაღლა-მაღლა მივუყვებო­ დით, სადაც, როგორც გრაფი როზმორდუკი ირწმუნებოდა, გრილი კი არა, გამუდ­ მებით სუსხიანი ნიავი უბერავდა. ვაკეზე მრავალსაათიანი მგზავრობის შემდეგ პომპეუსის ხიდამდე მივედით, ადგილამდე, სადაც ეტლი უნდა დატოვო და გზას ცხენით გაუყვე. იწყებოდა ვიწ­ რო ბილიკი, მოჩანდა ლურჯი ციდან ციცაბოდ დაშვებული მთის მწვერვალები, სადაც უნდა ავსულიყავით; მდინარე, რომელიც პომპეუსის ხიდქვეშ ხმაურობდა და ქაფებს იდებდა, ჩვენი ყურისთვის კიდევ უფრო ძლიერად ახმაურდა, რადგან გვითხრეს ძველებურად„ჰიპოსი“ 56 ჰქვიაო. რა კლასიკური ხომალდი არ უქანა­ ვებია მას თავის ტალღებზე – თვით იაზონის გემიც კი, როცა იგი ოქროს საწმისის მოსაპოვებლად მოდიოდა! ეს იყო ადგილი, როგორც დედოფლის წერილებიდან მახსოვდა, სადაც სახლისკენ მიმავალი ახალგაზრდა თავადების წყვილი ეტლი­ დან გადმოვიდა, სადაც ხიდი ხალიჩებით იყო მოფენილი და ყვავილებისგან დაწ­ ნული ტრიუმფალური თაღი სამეგრელოს საზღვარს აღნიშნავდა. ჩვენ პომპეუსის ხიდზე ტრიუმფალური თაღი არა, მაგრამ მშვენიერი სიურპრიზი კი გველოდა: თა­ ვადი ნიკო, დიდი ამალის თანხლებით შეგვეგება თავისი სამეფოს ზღურბლთან, რათა„კონტესინას“ და მის მეუღლეს მისალმებოდა. ერთ კარავში გამზადებული იყო სუფრა წასახემსებლებით. ჯერ ვისაუზმეთ, ჩვენი სტუმრობის სადღეგრძე­ ლო შეისვა და მერე შევუდექით აღმართს. ჩვენთვის და გრაფ როზმორდუკის­ თვის ცხენებიც იყო გამზადებული; ჩემთვის – თვინიერი იორღა; თავადმა ნიკომ სადავე დამიჭირა, რომ ცხენზე დავმჯდარიყავი და ახლა 7 კმ უნდა გვევლო აღ­ მართ-აღმართ მიხვეულ-მოხვეული გზებით, თავადის ჯარის წარმომადგენელთა თანხლებით, რომლებიც მაღალ უნაგირებზე ამხედრებულნი თავიანთ მხედრულ ოსტატობას ჩვენ წინაშე წარმოაჩენდნენ, ამ ციცაბო ქარაფების პირას ცხენებს ხან იქიდან მოახტებოდნენ, ხან აქედან და საოცარ სანახაობას გვთავაზობდნენ. რაც უფრო ზევით მივიწევდით, ჰავა სულ უფრო და უფრო გრილდებოდა და ხეობებისა და მინდორ-ველის დიდებული ხედები იშლებოდა. მზე უკვე მთების იქით გაუჩინარდა, როცა მიზანს მივაღწიეთ. გორდი მდებარეობს დიდ პლატო­ ზე, რომლის უკან, მთის ერთ ფერდზე აუშენებიათ თავადის სასახლე – ორთავე მხრიდან კოშკებით შემოსაზღვრული და უამრავი აივნითა და ტერასით მორთუ­ ლი უზარმაზარი ნაგებობა. იქვე განლაგებულია პატარა, გულმისავალი ხის ვილე­ ბი. ერთში დედოფლის დედა ცხოვრობდა, მეორეში – თავადი ნიკო, რადგან მისი სასახლეც არ იყო ჯერ დამთავრებული, მესამე კი ჩვენთვის იყო განკუთვნილი; დანარჩენებში სხვა სტუმრებმა თუ მეზობლებმა დაიდეს ბინა. თავისი ვილის ტე­ რასაზე იდგა დედოფალი, რათა მოგვსალმებოდა. გარშემორტყმული იყო თავისი 316 მოგონებანი სეფექალებით, იქვე იყო მოძღვარი, პირადი მდივანი და პირადი მავრი. იგი ხელ­ გაშლილი შემეგება და ჩემს ჩამოსვლას მიესალმა. „Presentez-moi votre cher mari, ma petite contessina, ou faut-il dire: baronessina maintenant“? 57 დედოფალმა ჩემს ქმარს, რომელიც წარდგენის შემდეგ მას ხელზე ემთხვია, რუსული წესისამებრ შუბლზე აკოცა. მალევე შეგვიყვანეს ჩვენს სახლში, სადაც დავისვენეთ და სადილისთვის მოვწეს­ რიგდით. პატარა, ერთსართულიან სასტუმრო კოტეჯში იყო ჭრელი კრეტონის ქსო­ ვილის შპალიერიანი და ამავე ქსოვილით გადაკრული ავეჯით გაწყობილი მისაღები და საძინებელი, აგრეთვე – მომცრო ოთახები მოსამსახურე გოგოსა და ბიჭისთვის, რომლებიც მთლიანად ჩვენს განკარგულებაში იქნებოდნენ. სადილი დედოფლის ვილაში გაიმართა და სუფრა ვრცელ, ღია ვერანდაზე გაიწყო. ნასადილევს მთელი საზოგადოება – სუფრასთან დაახლოებით 30 კაცი ვისხედით – გარეთ, პლატოზე გავედით, რომელიც მთვარის შუქზე დღესავით იყო განათებული და დაიწყო კვლავ ცეკვები, რაკეტები გაფრინდა ცისკენ, საგუნდო სიმღერები გაისმა... ზეიმი მხოლოდ ნაშუაღამევს ჩაწყნარდა. ასეთი მიღება მოგვიწყვეს გორდში. ქუთაისში (1877) ჩვენი კავკასიური საქორწილო მოგზაურობა-ექსკურსია ცხრა წელიწადს გაგ­ რძელდა. ხანგრძლივი თაფლობის თვე გამოგვივიდა! პირველი ზაფხული უწყვეტად გორდში გავატარეთ, სადაც იქამდე დავრჩით, ვიდრე თავად მასპინძლებმა არ დატოვეს იქაურობა: ნიკო პეტერბურგში გაემ­ გზავრა, დედოფალი – ზუგდიდში. რუსეთის მეფის კარზე თანამდებობის ილუზია ილუზიადვე დარჩა. მართალია, ნიკომ ეს იდეა თავიდან აიტაცა, მაგრამ მალე აღ­ მოჩნდა, რომ მისი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მაშ, რა უნდა გვექნა? აქ, მთებში, მოლხენა და ხალისიანი ცხოვრება სულ ვერ გაგრძელ­ დებოდა და ყოველთვის„სასურველი“ სტუმარიც ხომ, ბოლოს და ბოლოს, პრო­ ფესია ვერ იქნებოდა. ჰარმანსდორფთან კავშირი გავწყვიტეთ – უფრო სწორად, მშობლებმა გაწყვიტეს ჩვენთან. ამ თავქარიანობას არ გვპატიობდნენ. პატიებას არც ჩვენ ვითხოვდით. ჯიუტად გამოვაცხადეთ, რომ თავს თვითონვე გავიტანდით და ასეც უნდა მოვქცეულიყავით. დებთან საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუ­ ნეთ და მიმოწერაც გვქონდა, მაგრამ მშობლებისგან იმ ერთი ბრაზიანი, საყვედუ­ რებითა და შეურაცხყოფით სავსე წერილის გარდა არაფერი მოგვსვლია. დედა­ ჩემი, რომელსაც„ჩემო“ აქ გამომგზავრებამდე წარვუდგინე, მართალია, ამ არ­ 317 ბერტა ფონ ზუტნერი ჩევანსა და ავანტიურისტულ გაქცევას არ იწონებდა, მაგრამ რამდენიმე დღეში „ჩემო“ გულში ჩაიხუტა და დედის დალოცვა გამოგვაყოლა. მაშასადამე, გადავწყვიტეთ ქუთაისში დავმკვიდრებულიყავით და პირველ ხა­ ნებში, ვიდრე თავადი ნიკო შესაფერის სამსახურს გამოგვინახავდა, რის შესაძ­ ლებლობასაც იგი არ გამორიცხავდა, თავი ენებისა და მუსიკის სწავლებით გაგ­ ვეტანა. დედოფლის ერთი ბიძაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა გორდში, თუმცა ქუთაისში ცხოვრობდა, შეგვპირდა, ჩემს გარემოცვაში გაკვეთი­ ლების მსურველებს მოგიძებნითო. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულო პერსპექტი­ ვა არ ყოფილა, სამაგიეროდ, ჩვენი შინაგანი სიხალისე იყო შეურყეველი. მთელი ცხოვრება, მთელი ქვეყანა ისე საინტერესოდ გვეჩვენებოდა, რომ თავდაპირველი ამაღლებული სამოგზაურო და სათავგადასავლო შეგრძნება ჩვენში მუდამ გიზგი­ ზებდა; ამას გარდა, უსაზღვროდ ბედნიერებს ყველა გვეცოდებოდა, რადგან წარ­ მოუდგენლად მიგვაჩნდა, სხვა ჩვენსავით ბედნიერი ყოფილიყო. გვახარებდა, რომ ასეთი სიყვარული, ჩვენივე აღქმით, კი არ ნელდებოდა, უფრო და უფრო მძაფრდებოდა. გორდის დაცლის შემდეგ ქუთაისში ჩავედით, სადაც დედოფლის კიდევ ერთმა მეგობარმა – გენერალმა ჰაგემაისტერმა შემოგვთავაზა დროებითი მასპინძლობა. და იძულებული გავხდით, ამ წინადადებას დავთანხმებოდით, ვიდრე ბინას ვიქი­ რავებდით და გაკვეთილებს ვიშოვიდით. რამდენიმე კვირაში, გადავედით თუ არა ჩვენს ბინაში, ქუთაისელ წარჩინებულთა რამდენიმე ქალიშვილი ჩაეწერა ჩემთან სიმღერისა და ფორტეპიანოს გაკვეთილებზე. ჩემმა მეუღლემაც მოიწადინა ამ საქმეში ჩართვა და რამდენიმე მეცადინეობაც ჩაუტარა მათ გერმანულ ენაში. მალე დაირხა ხმა ომის შესახებ, ათასნაირი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. წი­ ნა წელს ბულგარეთში მოხდა აჯანყება 58 (არარუსულ ქვეყნებში ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის აგენტებმა მოაწყვეს). რუსეთმა მოითხოვა თურქეთისგან რეფორმები და ქრისტიანთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიები. გაიმართა უმაღლეს ხელისუ­ ფალთა კონფერენციები(1876 წლის ნოემბერი-1877 წლის იანვარი – კონსტანტინე­ პოლში; 1877 წლის მარტი – ლონდონში), მაგრამ მათი გადაწყვეტილებები თურ­ ქეთმა უარყო. გამოუცხადებს თუ არა მას რუსეთი ომს? ყველას ეს კითხვა აწუხებდა და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ჯარები მობილიზებული იყო საზღვართან. და მართლაც, 24 აპრილს გამოცხადდა ომი რუსეთის მხრიდან, მაშინვე გადაი­ ლახა მდინარე პრუტი და სომხეთის საზღვარი. ეს ცნობა შემაძრწუნებელი იყო იმის გამოც, რომ კავკასია ომის ერთ-ერთ პლაცდარმად განიხილებოდა და ქუ­ თაისში თურქთა შემოჭრა შესაძლებელ საფრთხედ სახელდებოდა. ვერ ვიხსენებ, რომ დიდად გვეშინოდა. საერთოდ, ომის წინააღმდეგ საპრო­ ტესტო გრძნობაც ზუსტად იმდენივე მქონდა, რამდენიც 1866 და 1870 წლებში, ანუ არ მქონდა.„ჩემოც“ ამ ახალგაჩაღებულ ომს მხოლოდ ბუნებრივ, ოღონდ განსა­ 318 მოგონებანი კუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აღიქვამდა. მის შუაგულში ყოფნა ხომ მასაც ამ მნიშვნელოვანის რაღაც ანაბზინს ანიჭებდა. დედაჩემისგან, ჩემი მულებისგან წერილს წერილზე, დეპეშას დეპეშაზე ვიღებ­ დით: უნდა გავქცეულიყავით. ამაზე არ ვფიქრობდით. პირიქით, გვინდოდა გამო­ სადეგები ვყოფილიყავით და მმართველს, თავად მირსკის შევთავაზეთ, როგორც მოხალისეები, დაჭრილებს დავეხმარებოდით; ოღონდ იმ პირობით, რომ ერთსა და იმავე ქალაქში, ერთსა და იმავე ჰოსპიტალში უნდა გვემუშავა. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა; მე სხვაგან მიშვებდნენ, იმას – სხვაგან. ამიტომ ჩვენი შეთავაზება უკან გამოვითხოვეთ, რადგან ერთმანეთისგან დაშორება – თან ასეთი სახიფათო პერ­ სპექტივით – არაფრის ფასად არ გვიღირდა! ასე დავრჩით ქუთაისში. ჩვენი სიმპა­ თია(მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა ომთან დაკავშირებული„სიმპათია“) რუსულ მხარეს ეკუთვნოდა.„სლავი ძმები უნდა გაათავისუფლონ“ – ასეთი მოწოდება ვრცელდე­ ბოდა ჩვენ ირგვლივ და ჩვენც ვირწმუნეთ მისი. სხვათა შორის, იმავდროულად გაჩ­ ნდა კიდევ ერთი მოწოდება – აჯანყება და რუსული უღლის გადაგდება – რომლის ინიციატორები იყვნენ კავკასიაში მცხოვრები მუსლიმანები, თავისუფლების მოყვა­ რე მთიელები, შამილის ამხანაგები. ყოველივე ამას გმირული ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ საქმე აჯანყებამდე არ მისულა. კავკასია საკმარისად რუსიფიცირებული და ლოიალური აღმოჩნდა. ამ ქვეყნის შვილები – თავიანთ კაზაკურ სამხედრო სამოს­ ში კოხტად გამოწყობილნი – ერთსულოვნად გაემართნენ საომარი მოქმედებების თეატრისკენ, რათა შეეტიათ თურქებისთვის.„სოტნია“(ასეული) – ასე იწოდებოდ­ ნენ წარჩინებულთა ჯგუფები ასი კაცის შემადგენლობით, რომლებიც ნებაყოფლო­ ბით უერთდებოდნენ ჯარს და ჩვენი ფანჯრებიდან ვხედავდით მათ მსვლელობას. რა თქმა უნდა, ყველა ზურგში დარჩენილი„წითელი ჯვრის“ ციებ-ცხელებით იყო ატანილი: სახვევების წარმოება, ჩაისა და თამბაქოს მარაგის გაგზავნა, ტრანზიტუ­ ლი პოლკების საკვებით და საწვავით მომარაგება, ფულის შეგროვება, საქველმოქ­ მედო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება... ყველაფერი – საწყალი მეომ­ რების სასიკეთოდ! ახლა რომ ვფიქრობ, მათთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა: ისინი საომრად საერთოდ არ უნდა გაეგზავნათ! დღეს ტოლტოისგან – ამ გაბედული სიმართლის მთქმელისგანაც ვიცით, თუ რა გარემოება უკავშირდე­ ბოდა„ამ საყვარელ სლავ ძმებს“: აი, რას წერს ლევ ტოლსტოი ომისშემდგომ გამოცემულ წიგნში L›esprit chretien et le Patriotisme: 59 „ისევე როგორც ახლა, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდეც, თითქოს მოუ­ ლოდნელი სიყვარულის ალით აღიგზნენ ჩვენი რუსები რომელიღაც სლავი ძმების მიმართ, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში არავინ იცნობდა. და ეს მაშინ, რო­ ცა გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები ყოველთვის იყვნენ და კვლავაც იქნებიან ჩვენთვის შეუდარებლად უფრო ახლობლები, ვიდრე მონტენეგროელები, სერბები 319 ბერტა ფონ ზუტნერი თუ ბულგარელები. და უცბად დაიწყო ზეიმების აღნიშვნა და მიღებების მოწყობა, რომლებიც კატკოვებმა და ასკაკოვებმა კიდევ უფრო გააბუქეს, რასაც პარიზში სა­ მართლიანად აღიარებენ პატრიოტიზმის ნიმუშად. მაშინ, ისევე როგორც ახლა, სხვა არაფერზე ლაპარაკობდნენ, თუ არა მოულოდნელ ურთიერთსიყვარულზე, რუსებ­ სა და სლავებს რომ გაუღვივდათ. თავდაპირველად – ზუსტად ისევე, როგორც ახლა პარიზში – შეიკრიბნენ მოსკოვში, სვამდნენ, ჭამდნენ, ერთმანეთზე უარეს სისულე­ ლეებს როშავნენ, გული უჩუყდებოდათ თავიანთი ამაღლებული გრძნობების გამო, ლაპარაკობდნენ მშვიდობასა და ერთიანობაზე და არაფერს ამბობდნენ თურქეთის საწინააღმდეგო ზრახვებზე. გაზეთები ამ მგზნებარებას კიდევ უფრო აღვივებდნენ; თამაშში ნელ-ნელა მთავრობაც ჩაერთო. სერბეთმა თავი წამოსწია. გაჩნდა დიპ­ ლომატიური ნოტები, ნახევრად ოფიციალური სტატიები. გაზეთები სულ უფრო და უფრო ჩაიძირა ტყუილსა და გამონაგონში. ისე გახურდნენ, რომ ბოლოს მეფე ალექ­ სანდრე მეორე, რომელსაც ომი მართლა არ უნდოდა, იძულებული გახდა თანხმობა გაეცა. და მერე მოხდა ის, რაც ყველამ ვიცით: ასეულათასობით უდანაშაულო დაი­ ღუპა, მილიონობით ადამიანი გამხეცდა და გამოთაყვანდა“. ჩვენ ორმაც მაშინ სწორედ ასევე ვირწმუნეთ სლავთა ძმური სიყვარულის ამბა­ ვი. ჩემი ქმარი ვენის„ახალ თავისუფალ პრესას“ კორესპონდენციებს აწვდიდა ომ­ ზე, რომლის ექო ჩვენამდეც აღწევდა და ისინიც მადლიერებით ბეჭდავდნენ. მოგ­ ვიანებით, გამოცემამ ეს წერილები რუსებისადმი ზედმეტად მეგობრულად მიიჩნია –„ახალი თავისუფალი პრესა“ თურქეთს უჭერდა მხარს – და აღარ მიიღო. ჩემი მხრივ, მეც, რახან დაჭრილებს ვერ ვუვლიდი, ქუთაისელ ქალთა მიერ მათ დასახმარებლად მოწყობილ საქველმოქმედო საღამოებში ბეჯითად ვმო­ ნაწილეობდი. მაგონდება ერთ-ერთი საღამოს წარმოდგენა, რომელიც მოეწყო ე.წ.„ბულვარში“ – ასე ჰქვია ქალაქის ცენტრში ხეებით შემოსაზღვრულ სასეირნო მოედანს; ადგილობრივები შეიკრიბნენ ლამპიონებით განათებულ ადგილას, უკ­ რავდა საორკესტრო მუსიკა(„ღმერთო, დაიფარე მეფე“, პოპური გლინკას ოპერი­ დან„სიცოცხლე მეფისათვის“, ბალკანური მარში, სლავური სიმღერები და სხვ.), მუშაობდა სავაჭრო ჯიხურები და გათამაშდა საჩუქრები... ორ ხეს შორის, საგანგე­ ბოდ განათებულ ადგილას გამოიფინა დიდი ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო ამაღელვებელი ბრძოლის სცენა: წინა პლანზე – საოცრად ლამაზი რუსი მოწყა­ ლების და, თვალცრემლიანი დახრილია დაჭრილი თურქი ჯარისკაცისკენ, თავს მაღლა უწევს, რომ მაწონი დაალევინოს; უკანა პლანზე მოჩანს ტყვიის კვამლში გახვეული კარვები, დახოცილი ცხენები და აფეთქებული ყუმბარები. ამ სურათ­ თან მეც უამრავი ცრემლი დავღვარე. სპეციალურად იმდენ ხანს ვითამაშე ლოტო, ვიდრე ქისა სულ არ დამიცარიელდა; მოვიგე პატარა თიხის ლარნაკი, რომელიც მაშინვე გასათამაშებლად გავუშვი – ასე ვფიქრობდი ბალკანეთის ტრაგედიაში ჩემი წვლილის შეტანას. 320 მოგონებანი ომი გრძელდებოდა. დედოფლისგან ვიღებდით საოცრად ნაღვლიან წერილებს, რადგან მისი ორივე ვაჟი ომში მონაწილეობდა და ამას უზომოდ განიცდიდა. მოულოდნელად გავრცელდა ჭორი, რომ იქვე, მახლობლად, შავი ჭირი გაჩნდა. ამ ამბავმა ძრწოლვით აღგვავსო. ეს ცნობა რომ შევიტყვე, თავის დამუნათება დავიწყე: „ოჰ, ეს სად წამოგიყვანე – ჩემი ბრალია, აქ რომ ჩამოხვედი,„ჩემო“!“ მამშვიდებდა:„ერთი წუთითაც კი არ მინანია აქ წამოსვლა, ოღონდ შენ არა­ ფერი მოგივიდეს! მაგრამ თუნდაც ორივე ახლავე დავიხოცოთ, ჩვენ-ჩვენი წილი ბედნიერებისა უკვე ვიგემეთ!“ მაგრამ ეპიდემია არ გავრცელებულა. გადავურჩით ბოროტ ბედისწერას, რასაც თითქოს უკვე შევეგუეთ და გვეგონა, საშინელი მახრჩობელა ანგელოზის წერა გავხსებოდით. სხვა მხრივ, ყველანაირად ცუდად ვგრძნობდით თავს. ომის ქარცეცხლში არავის ჰქონდა იმის თავი, რომ გაკვეთილებზე ეფიქრა და ქესატად ვიყავით. მაშინ რამდენი­ მე დღით აჩრდილი, სახელად„შიმშილიც“ კი გავიცანით. მაგრამ ყველაფერი, რაც კი შეგვემთხვა, სიხარული იქნებოდა თუ დარდი, ერთმანეთს კიდევ უფრო გვაახლოებ­ და და მოგვიანებით ბედს ვუმადლოდით, რომ ასეთი გამოცდილებით გაგვამდიდრა. ეს ხომ იმიტომ მოგვეცა, რომ ჩვენი ხასიათი გამოეწრთო, ჩვენში კაცობრიობის ტან­ ჯვისა და ხალხის სიდუხჭირის მიმართ თანაგრძნობა აღეძრა. ამ პერიოდის გამოცდი­ ლებამ მოგვიანებით შექმნა კაცობრიობის საკეთილდღეოდ ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი და გაგვიღვიძა ერთმანეთზე უფრო სასიკეთო შეხედულებები. ომი დასასრულისკენ მიდიოდა. 1878 წლის 3 მარტს ხელი მოეწერა სან-სტეფა­ ნოს ზავს. დედოფლის ორივე ვაჟი უვნებელი დაბრუნდა. უფროსი – პოლკოვნიკის წოდებით იბრძოდა იმპერატორის ამალაში პლევნასთან; უმცროსი, მაშინ კაპი­ ტანი, ყარსის აღებაში მონაწილეობდა. ქუთაისში ბევრი ოჯახი იყო მგლოვიარე. დაბრუნებული„სოტნიას“ წევრთა რაოდენობაც ერთ ასეულს ბევრად ჩამორჩე­ ბოდა. ჩვენთან, სახლში, ძალიან უხაროდათ, რომ ომს გადაურჩნენ. ჩემი დედამ­ თილი თავის ორ ქალიშვილთან, ლუიზასა და მატილდესთან ერთად ზამთრის გასატარებლად ფლორენციაში გაემგზავრა, რადგან მატილდეს ძლიერი ხველება ტანჯავდა და ექიმმა რბილი ჰავა ურჩია. გაზაფხულზე, უკანა გზაზე მერანოში შე­ ჩერდნენ. იქიდან შეგვატყობინეს, რომ მატილდეს მდგომარეობა გაუარესდა, რომ ძლიერი ცხელების შეტევების გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რამ­ დენიმე დღეში მისი გარდაცვალების ცნობაც მივიღეთ. ჯერ ოცი წლისაც არ იყო, თანაც ასეთი მშვენიერი... დედამისი ხომ მას საერთოდ აღმერთებდა... როგორ უნდა გადაეტანა ასეთი დარტყმა! ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა თურმე თავის ჩა­ სასვენებელში, გაშლილ, ორივე მხარეს ჩამოშლილ ოქროს თმაზე ვარდის გვირ­ გვინი ეკეთა. ცხედარი ჰარმანსდორფში მიასვენეს – რა საშინელი გზა იქნებოდა უბედური დედისთვის! – და იქიდან ჰოფლაინში, ზუტნერების საგვარეულო აკ­ 321 ბერტა ფონ ზუტნერი ლდამაში გადაასვენეს. ამ ამბავმა გაგვანადგურა და მთელი გულით დავიტირეთ ასე უდროოდ გამქრალი დაიკო, რომელთანაც ამდენი მხიარული საათი გავატა­ რეთ და რომელიც ყოველთვის სიყვარულით გვეპყრობოდა. გაკვეთილებთან დაკავშირებით მიქცევა-მოქცევის სიტუაციაში გვიწევდა ყოფნა. ჩემმა ქმარმა მწერლობა სცადა. ომის თემაზე მისმა წერილებმა, რომლებსაც პრესა აქვეყნებდა, დიდი მოწონება დაიმსახურა და თავადაც აღმოაჩინა თავის თავში ეს ნიჭი – მსუბუქად და ხატოვნად წერდა. ასე თხზავდა სტატიებს, რომლებშიც აღწერ­ და კავკასიის ქვეყანას და ხალხს; მათ გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთებში გზავ­ ნიდა. ნარკვევებს სიამოვნებით იღებდნენ და ჰონორარსაც იხდიდნენ. მეც მომინდა გამეგო, შემეძლო თუ არა რამის დაწერა. ეს ნიჭი ჩემში მანამდე არასდროს შემიმჩნევია. თექვსმეტი წლის რომ ვიყავი(მაშინ ეს იყო შური და მი­ ბაძვის ჟინი, რომელიც ჩემში ელვირას წარმატებამ გააღვიძა), ერთი ნოველა დავ­ წერე –„მიწიერი ოცნებები მთვარეში“, რომელიც გამოქვეყნდა აწ უკვე დიდი ხნის გაუქმებულ ჟურნალში„გერმანელი ქალი“. რედაქციამ მთხოვა, ახალი ნიმუშები ფოსტით გამეგზავნა: თურმე„მე არ უნდა დავმარხო ჩემი განძი“. რატომღაც, მას შემდეგ წერილების გარდა არაფერი დამიწერია(მათი წერა კი ნამდვილად უზარ­ მაზარ სიამოვნებას მანიჭებდა). ახლა კი, 1878 წელს, ჩემი კალმის გამოცდის დრო დამდგარიყო(„მიწიერი ოცნებები“ სათვალავში ჩასაგდები არ იყო). ყველასგან მა­ ლულად დავწერე ფელეტონი„სპეციალობები და წინსაფარი“, გავგზავნე ვენაში, ძველ Presse-ში და, ერთი დამიხედეთ! – თითქმის მაშინვე, უკანა ფოსტით მივიღე დაბეჭდვის პირობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 20 გულდენი. ოჰ, მწერლის პირველი ჰონორარი – როგორი სიამაყე და კმაყოფილებაა – ენით აღუწერელი! მოკლე სტატია ხელმოწერილი იყო ფსევდონიმით B. Oulot(ალუზია მეტსახელზე Boulotte, 60 რომელიც მე შემარქვეს ზუტნერების სახლში). როდესაც ეს ექვსი ასო დაბეჭდილი ვიხილე ფელეტონის ქვემოთ, რომელიც მართლა საუკეთესოდ მეჩვე­ ნებოდა, ვიფიქრე: ახლა მთელ ცენტრალურ ევროპას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე უნდა ემტვრია თავი – მაინც ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბულოტი? ამის მერე განვაგრძე წერა და დღემდე არ გავჩერებულვარ. ტფილისი 1878 წლის ზაფხულში კვლავ მეგრულ საზაფხულო რეზიდენციას ვსტუმრობდით. ორივე ვაჟი, რომლებზეც დედოფალი ასე ნერვიულობდა, სულ ნაირნაირი ორ­ დენებით დამშვენებულნი, გორდში ჩამოვიდა. იქ იყო ასევე თავადი ნიკოს მეუღ­ ლე, მერი. ამათ გარდა, იმყოფებოდა აგრეთვე აშილ მიურატების წყვილი, თა­ ვიანთ ორ შვილთან ერთად. დიდი სიხარული მომგვარა ჩემი მეგობარი სალომეს 322 მოგონებანი კვლავ ნახვამ და ისევ დადგა მშვენიერი დრო, რომელსაც ჩვენ ამ სასიამოვნო, მხიარულ წრეში ვატარებდით. გრაფი როზმორდუკი არანაკლები ხალისით მო­ ნაწილეობდა ჩვენს საუბრებში, არც გართობაში ჩამოგვრჩებოდა. ამ ხანდაზმულ ფრანგს ჰქონდა იმის ნიჭი, რომ დაუსრულებლად მოეყოლა თავისი ცხოვრების ანეკდოტური თავგადასავლები, საინტერესო, ამაღელვებელი და სახალისო ამბე­ ბი და ერთხელაც კი არ გაემეორებინა რომელიმე. „ჩემოს“ სამსახურთან დაკავშირებით კვლავ არაფერი იყო ახალი. ისევ იწყო­ ბოდა გეგმები და ისევ იგებოდა ესპანური კოშკები. მაღაზიები უნდა გახსნილიყო, კოლონისტები უნდა გამწესებულიყვნენ, ხე-ტყით ვაჭრობა უნდა გაჩაღებული­ ყო... ამ პროექტებში, რომლებშიც ჩემს ქმარს სულ შემოსავლიანი თანამდებობე­ ბი ელოდა, განსაკუთრებით ნიკო და როზმორდუკი გამოირჩეოდნენ ფანტაზიის დიდი უნარით. ბევრი რამე წამოიწყეს, მოლაპარაკებებიც დაიწყეს, ხანგრძლივ მიმოწერას აწარმოებდნენ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. ასე დადგა ისევ ზამთარი, გორდის კოლონია დაიშალა და ბედის საცდელად უკვე ტფილისს მივაშურეთ, ამჯერადაც საუკეთესო რეკომენდაციებით ჩავედით. აქ ცხოვ­ რობდა დიდი თავადის ქალი თამარი. ქმარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლოდა და ეს ახალგაზრდა მშვენიერი ქვრივი, დიდმთავარ გუბერნატო­ რის თქმით, ღირსეულად უძღვებოდა დედაქალაქის გამორჩეულ სასახლეს. აქაც დიდი კეთილგანწყობით მიგვიღეს. ტფილისი ნახევრად აღმოსავლური, ნახევრად დასავლეთევროპული ქალაქია. ევროპულ ნაწილში ისეთივე ცხოვრებაა, როგორიც ჩვენს ევროპულ ქალაქებში: ევროპული ტუალეტები, ევროპული წესები, ფრანგი მზარეულები, ინგლისელი გუვერნანტები, სტუმართა მიღებები(Jours), საღამოები (Soireen), საუბრები ფრანგულად და რუსულად. კნიაგინია თამარს ჰქონდა დახ­ ვეწილი გემოვნებით გაწყობილი სასახლე. მის სალონებში ტრიალებდა რჩეული საზოგადოება, რომელშიც შედიოდნენ დიდმთავრის კარის დიდებულები(დიდმთა­ ვარიც სდებდა ხოლმე პატივს მობრძანებით), რამდენიმე გუბერნატორი, გენერალი თუ ადგილობრივი თავადაზნაურობა. თამარის უმცროსი და, მასავით მომხიბვლე­ ლი, ერთ-ერთ გენერალზე იყო გათხოვილი და ისიც ტფილისში ცხოვრობდა. საზო­ გადოებრივი ადგილი, რომელსაც ჩვენ იქ ვიკავებდით, განსაკუთრებული იყო. ჩვენ უნდა გვემუშავა, რათა გვეცხოვრა – მე დილაობით დავდიოდი მუსიკის გაკვეთი­ ლებზე, რაშიც კარგ გასამრჯელოს მიხდიდნენ. ჩემს ქმარს ჰქონდა სამუშაო ადგილი ერთ ფრანგ ხალიჩების ფაბრიკანტთან და თან მშენებელთან, ვისთვისაც ანგარიშს აწარმოებდა და ხალიჩების ნიმუშებსაც ხატავდა. გაწეულ სამსახურში ყოველთვიუ­ რად 150 რუბლს იღებდა; გარდა ამისა, ფაბრიკანტის, მარსელელი მუსიე ბერნეს ლამაზ სახლში გარანტირებულად გვქონდა ბინა და საკვები. ჩვენი სამუშაო ზარი რეკავდა დილის 5 საათზე. ამ დროს„ჩემო“, საკუთარ სახლში აგრერიგად განებივ­ რებული და მკრეხელურად ზარმაცი პიროვნება, ლოგინიდან დგებოდა, რაოდენ გა­ 323 ბერტა ფონ ზუტნერი საკვირიც უნდა იყოს – დიდი კმაყოფილებით. მაშინვე მიდიოდა სამანქანო სივრცე­ ში, რომ მუშებისთვის თვალი ედევნებინა. 8 საათზე„პატრონთან“ და ოსტატებთან ერთად პირველ საუზმეს მიირთმევდა – ერთ ფინჯან წყალწყალა რძიან ყავასა და შავ პურს – და საკმარისად ნაყრდებოდა; მოგვიანებით, ბიუროში წასული, პირველ საათამდე ანგარიშობდა და ხაზავდა. ამასობაში, მე რამდენიმე ლექციას მოვითა­ ვებდი და მერე ყველანი ერთად ვსადილობდით ბერნეების სუფრასთან. ნასადი­ ლევს„ჩემოს“ უნდა ევლო საწარმოს საქმეებზე – კლიენტებთან, საბაჟოზე, სად­ გურზე... საათობით გზას იყო გაკრული; ყველაფერს ხალისით აკეთებდა. საღამოს 6 საათიდან უკვე თავისუფლები ვიყავით; გამოვიცვლიდით, გამოვეწყობოდით და თითქმის ყოველ საღამოს ვსადილობდით en ville-ში – სასახლის გარეთ, ხან თავა­ დის ქალ თამართან, ხან მის დასთან ან ქალაქის რომელიმე დიდგვაროვანთან. ყვე­ ლამ იცოდა ჩვენი რომანის შესახებ, იცოდნენ დადიანების ოჯახთან ჩვენი მჭიდრო კავშირების შესახებაც და საზოგადოებაში გვექცეოდნენ არა როგორც ფაბრიკანტის დაქირავებულსა და მუსიკის მასწავლებელს, არამედ როგორც არისტოკრატ ემიგ­ რანტებს; არა მხოლოდ როგორც ტოლსა და სწორს, არამედ გამორჩეული თავა­ ზიანობით, რასაც განსაკუთრებულად წარჩინებული უცხოს მიმართ იჩენენ ხოლმე. ამაზე ხანდახან გვეცინებოდა კიდეც. მწერლობანას ვაგრძელებდი, რამდენადაც დრო ამის საშუალებას მაძლევდა. ვწერ­ დი ნოველებს –„დორას აღსარება“,„ჯაჭვით გადაბმულნი“, ვადგენდი უფრო დიდ სა­ მუშაო გეგმას, რომელსაც„სულის არსენალი“ ერქმეოდა. ჩემი ქმარი იშვიათად ახერ­ ხებდა წერას, რადგან„პატრონმა“ სამშენებლო მოედნების ხატვაც დაავალა... და ისიც ასრულებდა. როგორ ახერხებდა ამდენს, დღესაც ვერ ვიგებ; ფაქტი ისაა, რომ მისი დაპროექტებით ბევრი სახლი და სასახლე აიგო ტფილისის შემოგარენში. როგორც პიანინოს უკრავდა ყოველგვარი მეცადინეობის გარეშე, ზუსტად ასევე, სამშენებლო საქმის შეუსწავლელად, არქიტექტურულ პროექტებს ქმნიდა. ქართული ენა იმდენად აითვისა, რომ ადგილობრივ მუშებთან და საქმიან ხალხთან მშვენივრად ურთიერ­ თობდა. მეც გავიწაფე რუსულში – მისი შესწავლა ჯერ კიდევ ვენაში დავიწყე იმის გათ­ ვალისწინებით, რომ დედოფლის მიწვევით ზუგდიდში წასვლა მელოდა. ის სასახლე ჯე­ რაც დაუმთავრებელი იყო და დედოფლის სიცოცხლეში არც დამთავრებულა. ტფილისში ყოფნისას ვიავადმყოფე, ერთადერთხელ ჩემს ცხოვრებაში. შეუძ­ ლოდ ყოფნის პერიოდი ჩემს მშვენიერ, საყვარელ მოგონებებს მიეკუთვნება. სიარული არ შემეძლო, რამდენიმე ნაბიჯს რომ გადავდგამდი, ვეცემოდი. ბევრმა შეიძლება იფიქროს, სასიამოვნოდ გასახსენებელი რა არისო, მაგრამ ღმერთმა იცის, თუ რა სანეტარო დრო იყო. მისუსტებულს წოლა სიმშვიდესა და კმაყოფი­ ლებას მანიჭებდა,„ჩემოს“ ზრუნვა და სინაზე ღრმა ბედნიერების შეგრძნებას მი­ ჩენდა და მშვიდი რწევის შთაბეჭდილებას მიქმნიდა. ეს დაახლოებით ექვს კვირას გაგრძელდა, მერე გამოვჯანმრთელდი და ერთმანეთი კიდევ უფრო შეგვიყვარდა. 324 მოგონებანი ზუგდიდი თბილისში ცხოვრება კვლავ ქუთაისში, შემდეგ გორდში, შემდეგ ზუგდიდში და კიდევ რამდენიმე სხვა ადგილით შევცვალეთ. არ შემიძლია ზუსტად გავიხსენო ქრონოლოგია და დაწვრილებით მოვყვე ჩვენს თავგადასავლებსა და ხეტიალზე, რაც კავკასიაში ცხრაწლიანმა ცხოვრებამ დაიტია; თანაც, ეს გარეგნული მოვლე­ ნები„მნიშვნელოვნად“ არ მიგვაჩნდა, ხოლო შინაგანმა მოვლენებმა ამ ლტოლ­ ვილობაში ჩვენგან ორი ახალი ადამიანი შექმნა. ორი ხალისიანი ადამიანი, ორი კარგი ადამიანი. რამდენიმე მშვენიერი წელი გავატარეთ ზუგდიდში, სამეგრელოს მთავარ ქა­ ლაქში. უფრო გამართლებული იქნებოდა, მეთქვა – მთავარ სოფელში. ეს იყო ად­ გილი, ჩამწკრივებული აღმოსავლური სახლებითა და გარეთ გამოტანილი დახლე­ ბით, რომ იტყვიან, მაღაზია მაღაზიაზე; ამიტომ ერქვა აქაურობას„ბაზარი“, მაგრამ „ბულვარსაც“ ეძახდნენ, ვინაიდან ქუჩის გასწვრივ, ორ რიგად ხეები გაეშენებინათ და თან რა ხეები! თქვენ წარმოიდგინეთ, მიმოზაზე ნაკლები – არც ერთი! მათი ყვა­ ვილობისას გარემო მათრობელა სურნელით იყო გაჯერებული. ამ აღმოსავლური რიგის გარდა, ნახავდით ერთად თავმოყრილ პატარ-პატარა გლეხურ ქოხებს, რომ­ ლებშიც ვურტემბერგელი გლეხები ცხოვრობდნენ – ეს იყო„გერმანული კოლონია“. შემდეგ მოდიოდა დიდსა და პატარა შემოღობილ ეზოებსა თუ ყანებში ჩადგმული კავკასიური სტილის ერთსართულიანი ხის სახლები, გარშემო აივნებით. მოშორე­ ბით გრაფ როზმორდუკის ვილა იდგა, მერე – დედოფლის დროებითი სახლი დიდი პარკის განაპირას, პარკის ცენტრში კი წამომართულიყო ახალი სასახლის დაუმ­ თავრებელი ნაგებობა – სულ ეს იყო ზუგდიდი. აშილ და სალომე მიურატებმა გადაწყვიტეს კავკასიაში დასახლებულიყვნენ. მათთვის შეარჩიეს დიდი, ყამირი ადგილი, სადაც უნდა აგებულიყო სოფლის სახ­ ლი, სამეურნეო ნაგებობა, საჯინიბოები, ასევე გაშენებულიყო დეკორატიული და ხეხილის ბაღები, ორანჟერეები და დამუშავებულიყო მინდვრები. ოთხ წელიწად­ ში ეს ჩანაფიქრი განხორციელდა, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ. გერმანელი კოლო­ ნისტისგან პატარა, ჩვენი გაგებით, სამოთხის მსგავსი ერთსართულიანი სახლი ვი­ ქირავეთ. თავისთავად, დიდი არაფერი: სამი დაბალჭერიანი ოთახითა და პატარა სამზარეულოთი, შესასვლელში ხის ვერანდით. პირველი ოთახი ჩვენი სალონი იყო. ბაზარში საკმაოდ ხელსაყრელ ფასად ვიშოვეთ წითელი ქსოვილი – სალონის კედლებს შპალიერად ავაკარით და ფარდებადაც გამოგვადგა. შპალიერი თვი­ თონ გავაკარით – ქსოვილი დავჭერით, ერთმანეთს გადავაკერეთ, მერე კედლებზე გავჭიმეთ, დავამაგრეთ და მორჩა. სალონისთვის გადმოგვცეს ერთი დიდი მაგიდა, რომელსაც საწერ მაგიდად ვიყენებდით, რამდენიმე სავარძელი, კიდევ ერთი მაგი­ და და ერთიც ტახტი. ნებისმიერ კავკასიურ სახლშია ასეთი ავეჯი: გრძელი, ფართო 325 ბერტა ფონ ზუტნერი დივანი, გადასაკრავისა და საზურგის გარეშე. ზემოდან მხოლოდ ხალიჩას აფენენ, ესაა და ეს. ხალიჩის მსგავს ქსოვილის პირში გამოკრული ოთხი გრძელი მუთაქითა და ფანტაზიით შექმნილი ბალიშებით გაწყობილი დივანი გამოდგება დასაჯდომად, დასაწოლად და სანებივროდაც. იქვე დავკიდეთ წიგნის თაროები, სარკე – ბუხრის თავზე, იატაკზე დავაფინეთ ნოხები, რამდენიმე ლარნაკში მუდამ ეწყო ცოცხალი ყვავილები... წითელ სალონს უკვე თითქმის ელეგანტური შესახედაობა მიეცა. ამით ძალიან ვამაყობდით! დანარჩენი ორი ოთახი საძინებელ და გარდერობის ოთა­ ხებად მოვაწყვეთ და შესაბამისი დიდებულებით მოვრთეთ. ამავე ჭერქვეშ ცხოვ­ რობდა სახლის პატრონის ქალიშვილი. მათ მეორე საცხოვრებელიც ჰქონდათ ჩვენ გვერდითვე, ბალახგადავლილი ეზოს უკან. Fundus instructus 61 -იც, ხუთი ბატიც, ჩვენ გვეკუთვნოდა – ყოველ დილით მინდორში გადიოდნენ და საღამოს მედიდურად ბრუნდებოდნენ. ბატები, რა თქმა უნდა, კულინარიული მიზნებისთვის იყო მოშენე­ ბული, მაგრამ იქ ყოფნის პერიოდში მათ სიცოცხლე ვაჩუქეთ – ჩვენ ხომ ყოველ­ დღე ვუყურებდით აივნიდან, რა ნდობითა და სიმშვიდით სავსენი მოემართებოდ­ ნენ სახლისკენ და როგორ შეგვეძლო, მათთვის ნდობა გაგვეცრუებინა?! ბოლოს და ბოლოს, თეფშზე დადებულ, შებრაწულ ფრინველთან პირადი ნაცნობობა ხომ არ უნდა გაკავშირებდეს... ზუგდიდში დამკვიდრებას იმიტომ ვცდილობდით, რომ პრინცმა აშილ მიურატ­ მა ჩემი ქმარი თავისი მშენებლობებისა თუ სხვა საქმეების უფროს ზედამხედვე­ ლად დანიშნა. ესკიზების ხაზვა და სამუშაოს ხელმძღვანელობა მის მთავარ საქ­ მიანობად იქცა. პრინცი მიურატი თავადაც მოყვარული არქიტექტორი, მოყვარუ­ ლი მეურნე და მოყვარული მებაღე იყო; ასე ინაწილებდნენ საქმეებს გეგმების შედგენისა თუ განხორციელებისას. გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ ბა­ ღის გაშენებას, ხის პლაფონების მოწყობას, არხების გაჭრას, შპალიერის გაკვრას, ქურდებისგან საიმედოდ დაცული საჯინიბოების აგებას... ხშირად ვხედავდი ორი­ ვეს, მშენებლობის პატრონს და მშენებლობის ხელმძღვანელს, ერთად – როგორ დგანან კიბის თავში სახეებზე კმაყოფილი გამომეტყველებით, როგორ დააბოტე­ ბენ არხებში ფუნჯით, ნიჩბით ან წერაქვით შეიარაღებულები, უხეში ბამბის ქსო­ ვილისგან შეკერილ ტანსაცმელში, და პრინცესაც სულ მათ გვერდითაა; მე სხვა სამუშაო ასპარეზი მქონდა: მათ ორ ბიჭუნას, ლუსიენსა და ნაპოს ყოველდღიუ­ რად ორ საათს ვამეცადინებდი – გერმანულსა და ფორტეპიანოს დაკვრას ვასწავ­ ლიდი. პრინცების ოჯახის მომსახურე პერსონალი ამ ყოფას ბატონებივით იოლად ვერ ეგუებოდა; ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, ხშირად იცვლებოდ­ ნენ; კორექტული ინგლისელი მეეტლეები და მეჯინიბეები, საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეულები ვერაფრით ეგუებოდნენ ამ პრიმიტიულ, ჯერ კიდევ დაუმთავრე­ ბელ ნაგებობებში მუშაობას; ასეთ ველურ გარემოსა და უწესრიგობაში გაჩერება არ უნდოდათ. გარდა დიდი ხნის ერთგული კამერდინერისა და ასეთივე პირადი 326 მოგონებანი მოახლისა, რომლებიც თავს აგრეთვე წამებულებად აღიქვამდნენ, ყველა აჯან­ ყდა. სამზარეულოსა თუ საჯინიბოსთვის კვლავ აჰყავდათ მათი შემცვლელები, რადგან საუკეთესო ფრანგული სამზარეულოს და ინგლისური საცხენოსნო, სამო­ ნადირეო და სპორტული ეკიპირების გარეშე პრინც აშილს ცხოვრება არ შეეძლო. კვირაში ორჯერ მშენებარე ვილაში ვსადილობდით, სადაც, განსხვავებით დილანდელი სამუშაო ფორმებისა, evening-dress-ით ვცხადდებოდით და სა­ ღამოებს საუბარში, მუზიცირებასა და ჭადრაკის თამაშში ვატარებდით. დიდად გვამხიარულებდა კარიკატურებიც, რომლებსაც ჩემი ქმარი ხატავდა და რომლებ­ ზეც წარმოდგენილი იყო სამშენებლო სირთულეების მთელი ქრონიკა – მასში მონაწილე ყველა პერსონის, მართალია, გაშარჟებული, მაგრამ კოლორიტული პორტრეტების გალერეა. იმ მრავალ ტალანტს შორის, რითაც„ჩემო“ იყო დაჯილ­ დოებული, მისი განსაკუთრებულად იუმორისტული ფანქარიც იგულისხმებოდა. ერთხელ მან Fliegenden Blatter-ის რედაქციაში გაგზავნა თავისი ილუსტრაციების სერია ოლენდორფის გრამატიკის ისეთ მაგალითებზე, როგორიცაა:„ბიძაშენის შანდალი უფრო დიდია, ვიდრე დეიდაჩემის კატა“;„ხაბაზის ბეჯითმა შეგირდმა ნაღვლიანი კაპიტანი დაინახა“;„ფრანგ ბატონს აქვს გრძელი სასეირნო ტროსტი და საწყალ რუსს სცივა“ და სხვა, რაც დიდი აღტაცებით მიიღეს. ზამთარში, ზუგდიდში ყოფნისას, ყოველ კვირადღეს დედოფალი თავის შვილებ­ სა და ჩვენ სისტემატურად გვეპატიჟებოდა სუფრასთან. ზაფხულობით აქ სულ მარ­ ტონი ვრჩებოდით და ამ მდგომარეობით უსაზღვროდ ვხარობდით. ჩემი ქმარი დი­ ლის რამდენიმე საათს მიურატის მამულში სამუშაოს ზედამხედველობას უძღვნიდა, დანარჩენი დრო კი მთლიანად მე მეკუთვნოდა; ამდენად, შეგვეძლო ორივეს ბეჯი­ თად გვეწერა. ასე შეიქმნა რომანები:„ცუდი ადამიანი“,„ჰანა“ და წიგნი„ერთიანო­ ბა სულისა“, რომლებსაც ვაქვეყნებდით სხვადასხვა ხელმოწერით – ბ. ულოტი და „დარეჯანი“,„აზნაური“,„კავკასიის შვილები“, ა.გ. ზუტნერისა. ამასთანავე, ერთობ­ ლივად კითხვამ თუ მეცადინეობამ, ხანგრძლივმა საუბრებმა ყოველივეზე, რაც ცასა და დედამიწას შორის არსებობს, ჩამოგვიყალიბა ცხოვრების ფილოსოფია, ახალი მსოფლმხედველობა. სხვაგვარ პირობებში თუ ერთმანეთის გარეშე ამას ვერას­ დროს მივაღწევდით – ჩვენ მოვიპოვეთ ნამდვილი ედემი ურთიერთთანხმობისა ახალი, ფართო, ნათელი ჰორიზონტებით. მაგრამ შეუძლებელია გამუდმებით ამაღლებულ აზრებში ლივლივებდე, აუცი­ ლებელია, დედამიწაზეც გქონდეს შენი პატარა კუთხე, შენი თავშესაფარი... და ამ მხრივაც თავს ასე კარგად იმიტომაც ვგრძნობდით, რომ ჩვენ სრულიად უნებუ­ რად აღვასრულეთ მაცხოვრის მოწოდება:„და იქმნეთ ვითარცა ყრმანი“. ვტიტინებდით ათას სისულელეზე, ვიქცეოდით უგუნურად, გამოვიგონეთ„ჩვე­ ნი ენა“, ბრალდებებს ვაყრიდით ერთმანეთს, ვასრულებდით ყველაზე ველურ ცეკ­ ვებს და უცნაურ სიმღერებს, ვთამაშობდით... თუ თოჯინებით არა, ჩვენი ფანტაზიით 327 ბერტა ფონ ზუტნერი წარმოდგენილი არსებებით... მოკლედ: ბრიყვი, ბრიყვი, ნეტარი ბავშვები! ჩემი ცხოვრების ეს ფაზა აღვწერე მონოგრაფიაში სახელწოდებით Es Lowos, რომელიც პირველად მიუნხენის ყოველთვიურ ჟურნალ Die Gesellschaft-ში დაიბეჭდა, მერე წიგნების ბაზრობაზეც გამოჩნდა. ზოგიერთი მსაყვედურობდა, ასეთი ინტიმი სახალ­ ხო არ უნდა გახადოო. თითქოს სულ ხალხისთვის ვწერდე! შენს მკითხველად ყო­ ველთვის იმას წარმოიდგენ, ვისთვისაც იმავე ჰანგზე მომართულ სიმებს აჟღერებ. ასეთს ხალხში სულ რამდენიმეს თუ იპოვი. Es Lowos-ში გამოვიგონე„ერთი“ ასე­ თი არსება, სიმპათიური და გულისხმიერი, რომელიც ზუსტად იგებს ყველაფერს და რომელსაც მივმართავდი ხოლმე... მართლაც, დროთა განმავლობაში ასობით წე­ რილი მივიღე მკითხველისგან – ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ჩემთან ერთად იგ­ რძნეს ყველაფერი და ბოლოს ხელსაც ასე აწერდნენ:„ერთი“. ჩვენმა შტუდიებმა ახალი ჰორიზონტი გაგვიხსნა-მეთქი, ვწერდი წინაზე. ეს ცო­ ტათი უნდა განვავრცო. უპირატესად, საბუნებისმეტყველო საგნებმა მოულოდნე­ ლი შუქი მოჰფინა ჩვენს გონებას, მაგრამ არა ისე, როგორც მათ სკოლაში ასწავ­ ლიან – მცენარეთა უბრალო დაყოფა სახეობებად და ჯიშებად, მინერალოგიური და გეოლოგიური წარმონაქმნების უბრალო ჩამოთვლა, ფიზიკისა თუ ქიმიის მხოლოდ ციფრებითა და ნიშნებით დატვირთული ფორმულები – არა, ცოდნას ვიღებდით სა­ ბუნებისმეტყველო დარგის იმ თანამედროვე მეცნიერთა შრომებიდან, რომლებიც, ამავე დროს, ნატურფილოსოფოსებიც არიან და რომელთა კვლევებიდან ახალი, ელვარე აღმოჩენა გამომდინარეობს: მთელი ჩვენი დიდებული სამყარო განვითა­ რების კანონზომიერებას ემორჩილება. იგი ყველაზე მარტივი სათავეებიდან დაიწ­ ყო და განვითარების წყალობით დღევანდელ სირთულეებამდე მოვიდა; მას გა­ რანტირებული მომავალი. თანამედროვე ცოდნის სხვა შედეგებსაც გადავხედოთ: ყველა ძალის შექცევადობა, მიზეზშედეგობრივი კავშირის ურღვევი ჯაჭვი, ატომის დაუშლელობა, ორგანულ და არაორგანულ თუ ფიზიკურ და ფსიქიკურ სამყაროთა შორის უწყვეტი კავშირი – მოკლედ, სამყაროს ერთიანობა და აქედან გამომდინა­ რე დასკვნა: კაცობრიობაც ამავე კანონების შესაბამისად ვითარდება და მისთვისაც გარანტირებულია მომავალი აქვს. ვუღრმავდებოდით ისეთი ავტორების შრომებს, როგორებიც არიან: ჩარლზ დარვინი, ერნსტ ჰეკელი, ჰერბერტ სპენსერი, უილიამ უეიველი(მეცნიერების ისტორია), კარუსი, ლორეს სტერნი და სხვა. უწინარეს ყოვ­ ლისა კი, უნდა დავასახელო ნაშრომი, რომელიც ჩემთვის გამოცხადებასავით იყო: Buckle, History of civilisation. ჯერ კიდევ ჩემს გათხოვებამდე წავიკითხე ეს წიგნი და ბევრი სხვა დასახელებულიც, და აქ ჩემოდნით ჩამოვიტანე. ახლა მათ„ჩემოც“ უნდა გასცნობოდა. მე მასზე წინ ვიყავი იმით, რომ უფრო მეტი საბუნებისმეტყველო წიგ­ ნი მქონდა წაკითხული, ის ჩემზე წინ იყო იმით, რომ ბუნება ჩემზე უფრო ვნებიანად უყვარდა. მშვენიერი ლანდშაფტების დიდებულება, ზღვის სიდიადე, ცის კაბადონის გარდამავალი ციალი მას ატკბობდა და აღაფრთოვანებდა, იგი მოწიწებით თრთო­ 328 მოგონებანი და მათ წინაშე... ისე შეეძლო ჩასწვდომოდა ბუნებას, მის გასაოცარ და ძლიერ მომ­ ხივლელობას, რომ ამით ბუნების აღწერის ძალა ეძლეოდა და ამ ძალმოსილებას კავკასიაზე დაწერილ თავის წიგნებს ახმარდა. პეიზაჟები, რომლებსაც იგი ფონად იყენებდა თავის რომანებში –„დარეჯანი“ და„აზნაური“, დახატული იყო მცხუნვარე, კაშკაშა ფერებით და დაიმსახურა კიდეც კრიტიკის ერთსულოვანი ქება. ხასიათე­ ბის აღწერა, სიუჟეტების გამოგონება თუ განვითარება ნაკლებად გამოსდიოდა, ამი­ ტომაც ვერ დაიმკვიდრა ლიტერატურაში მისთვის განსაზღვრული ადგილი, მაგრამ ბუნების მშვენიერებას მართლაც ოსტატურად გადმოსცემდა. ამ უნარის საიდუმლო ბუნებისადმი მისი სიყვარულია, და ყოველი სიყვარული ხომ აათმაგებს ძალას! რო­ გორც ერთხელ უკვე ვახსენე, ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით, ერთმანეთს ვეხმარებო­ დით. მან ბუნებით ტკბობა მასწავლა, მე მის გაგებაში დავეხმარე. ჩემი სურვილით და ჩემთან ერთად წაიკითხა ყველა ნაწარმოები, რომელთაც კი ვიცნობდი, მაგრამ მხოლოდ ახლა ჩავუღრმავდი საფუძვლიანად. როცა ჭეშმარიტებას სხვასთან ერ­ თად ჩასწვდები, ორმაგად თავდაჯერებულს ხდის ამ წვდომას, ხოლო გულისთქმას – ორმაგად მკვეთრს. მდიდრულად ვცხოვრობდით მიყრუებულ გლეხურ ქოხში, რომლის ირგვლი­ ვაც ღამღამობით ტურების კივილი ისმოდა. მდიდრულად, იმის მიუხედავად, რომ მინიმალურ შემოსავალს ვიღებდით. პატარა მეურნეობა გვქონდა, ისეთი პატარა, რომ ზოგჯერ(როცა ერთადერთი მოსამსახურე ქალი ავად გახდებოდა) სადილს თავადვე ვამზადებდით და ერთხელ – სიცილ-კისკისის ფონზე – ქვიშით და ჯაგ­ რისით შეიარაღებულებმა იატაკიც კი მოვხეხეთ. ჩვენი ცხოვრება მდიდარი იყო მოვლენებით, შეგრძნებებით, გამოცდილებებით, თუმცა რამდენიმე კვირა ისე გა­ ვიდოდა, ერთ ადამიანსაც კი ვერ ვხედავდით. განცდებით გვავსებდა ჩვენი წიგნე­ ბი და ჩვენი გულები. წილად გვხვდა დედამიწაზე ყველაზე იშვიათი რამ: მყარად ფესვგადგმული სრული ბედნიერება. უკანასკნელი დღეები კავკასიაში 1882 წლის ზაფხულში დედოფალი ავად გახდა. სწორედ იმ დროს მისი სტუმ­ რები ვიყავით გორდში. შვილმა თბილისიდან ჩამოაყვანინა ექიმები, რომლებმაც კარლსბადში მკურნალობა ურჩიეს. თუმცა დედოფალი უარობდა, სამშობლოს ვერ დავტოვებო. „იმედი მაქვს, რომ გამოვჯანმრთელდები“, – მითხრა მაშინ, – მაგრამ თუკი ეს ჩემი სასიკვდილო ავადმყოფობაა, აქ მინდა მოვკვდე, მარტვილის ტაძრის მახ­ ლობლად, სადაც უნდა დავიკრძალო. არ მინდა, ევროპიდან ამხელა გზაზე ყუთით ვიმოგზაურო“. 329 ბერტა ფონ ზუტნერი მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. შემოდგომაზე, როცა გორდი­ დან წამოვედით, თითქმის გადაწურული გვქონდა იმედი, რომ კვლავ ვნახავდით; და მართლაც, მალე თავადი ნიკოსგან მივიღეთ სატელეგრაფო შეტყობინება, რომ დედამისი ღვთისმორჩილად და მშვიდად მიიცვალა. ამ ცნობას თითქოს მომზადე­ ბული უნდა დავხვედროდი, მაგრამ მაინც მტკივნეულად აღვიქვი და გულით დავი­ ტირე ჩემი დიდი ხნის მეგობარი. მარტვილის მონასტრის აკლდამაში დედოფლის დაკრძალვა იქცა მასშტაბურ სამგლოვიარო ღონისძიებად, რომელშიც მეზობელი პროვინციების მოსახლეობა მონაწილეობდა; ათასობით ხალხმა მოილოცა ძველი მონასტერი, სადაც დიდი თავადის ძვალთშესალაგი იყო განთავსებული, რათა„დე­ და-დედოფალისთვის“ ბოლო პატივი მიეგოთ. 1884 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დიდი დარტყმა და დანაკარგი მელოდა: დე­ დაჩემი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მალე ვნახავდი, რადგან უკვე გადაწყვეტილი იყო უახლოეს მომავალში ჩემი შინ დაბრუნება და ისიც ამ შეხვედრას უდიდესი სიხარუ­ ლით ელოდა; ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სიკვდილმა უეცრად გამომტაცა მი­ სი თავი.„ჩემო“ თანაგრძნობითა და სიყვარულით ცდილობდა ჩემს გამხნევებასა და დამშვიდებას. ჩვენი დევნილობა დასასრულს უახლოვდებოდა. მშობლებმა დაინახეს, როგორ ერთგულად და აღმაფრენით ვექცეოდით ერთმანეთს, რა მამაცურად ვუმკლავდე­ ბოდით ცხოვრებას და არავის ვუხმობდით დასახმარებლად, ამიტომაც უარი თქვეს სიჯიუტესა და წყენაზე და ჰარმანსდორფში გვიხმეს. ჩვენ უკვე მყარად ვიდექით ფეხზე და თავაწეულებს შეგვეძლო დაბრუნება. მართალია, რუსეთის მეფის კარ­ ზე ნანატრი სამსახურისა და დაწყებული სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობისგან, რასაც ჩვენთვის ქონება უნდა მოეტანა, არაფერი გამოვიდა, მაგრამ ორივემ ლიტე­ რატურაში მოვიპოვეთ ის ადგილი, რომელიც მომავალში საკმარის და მზარდ შემო­ სავალს გვპირდებოდა და ღირსეული პოზიციის გარანტიას იძლეოდა; კრიტიკა გვა­ ქებდა, რედაქტორები სტატიებს გვიკვეთავდნენ, გამომცემლობები ხელნაწერებს გვთხოვდნენ. ჩემი მეუღლის კავკასიურმა ნოველებმა და რომანებმა დიდი მოწო­ ნება დაიმსახურა, ხოლო თხზულება„ერთიანობა სულისა“, რომელშიც მე მთელი ჩემი შეხედულებები ბუნებასა და ცხოვრებაზე, მეცნიერებასა და პოლიტიკაზე ჩა­ მოვაყალიბე, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია; ასეთივე მოთხოვნა იყო ჩემს ბე­ ლეტრისტულ ნაწარმოებებზე. ამასთანავე, ორივე ვგრძნობდით, რომ კიდევ ბევრი გვქონდა სათქმელი, რომ გამოგონების წყარო კვლავაც ხვავრიელად ჩუხჩუხებდა – ახალი ხელობა ჩვენთვის„მნიშვნელოვანი“ გახდა. მაისის თვისთვის დავგეგმეთ დაბრუნება; კიდევ სამი თვე გვქონდა წინ. ეს დრო იმაზე სამუშაოდ უნდა გამოგვეყენებინა, რაც ჩემი ქმრის მეგობარმა, ტფილისელ­ მა ჟურნალისტმა გვთხოვა, კერძოდ, ქართული ნაციონალური ეპოსის, შოთა რუს­ თაველის„ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად და გერმანულად თარგმნა. ვინაიდან 330 მოგონებანი ქართულში ძლიერები ვერ ვიყავით, ეს სამუშაო ასე უნდა შესრულებულიყო: დედ­ ნის მიხედვით, ბატონი მ.(სახელი დამავიწყდა, მხოლოდ საწყისი ასო მახსოვს) იმ ფრანგულით, როგორიც მას შეეძლო, სიტყვასიტყვით გადმოსცემდა პოემას – ამას მერე ჩვენ ჯერ კარგი ფრანგულით ჩავწერდით და მერე იქიდან გერმანულად ვთარ­ გმნიდით. დაგეგმილი იყო„ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემაც, რომლისთვი­ საც მხატვარმა ზიჩიმ შესანიშნავი ილუსტრაციები დახატა. მუშაობის პროცესში რაი­ მეს რომ არ შევეფერხებინეთ, მივყევით მ-ს თხოვნას და გადავსახლდით სრულიად მიყრუებულ მეგრულ სოფელში, სადაც მამამისი მღვდლად იყო გამწესებული. იქ ედგათ პატარა ქოხი, სადაც მცირე ანაზღაურების ფასად მიგვიღეს კიდეც.„ვეფ­ ხისტყაოსანს“ დილას და საღამოს ორ-ორ საათს ვუძღვნიდით, დარჩენილ დროს სეირნობაში, კითხვასა და შინ დაბრუნების„სიხარულში“ ვატარებდით(ესეც თავი­ სებური საქმიანობაა)... ვიდრე ისევ ევროპული ცივილიზაციის მორევში გადავეშვე­ ბოდით, ვტკბებოდით კავკასიური სიმარტოვის პირველყოფილებით, პრიმიტიულო­ ბით... ჩვენს საცხოვრებელ ქოხში ავეჯი არ დაგვხვედრია. თავად ჩამოვიტანეთ ტახ­ ტი და რამდენიმე რეკვიზიტი, მათ შორის ციტრაც; კაცმა რომ თქვას, ეს სულაც არ იყო კომფორტისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი, მაგრამ, ვინაიდან ფორტეპიანო არ გვქონდა, ჩვენს მუსიკალურ მოთხოვნილებას პატარა შტირიული დაფით ვიკმა­ ყოფილებდით: მე თან ვუკრავდი და სენტიმენტალურ სიმღერებს ვმღეროდი, ხო­ ლო„ჩემო“ ბავარიულ ხალხურ საცეკვაოს – schuhplattlerische Ländler – უკრავდა. მღვდელი, მისი ვაჟი, ვაჟის ყოფილი ძიძა და ჩვენ საჭმელს მივირთმევდით ოთახში, სადაც ერთი მაგიდისა და სკამების საჭირო რაოდენობის გარდა სხვა არაფერი იდგა. მენიუში ორი კერძი მონაცვლეობდა(ერთ დღეს – ქათმის ხორცი, მეორე დღეს – ცხვრის), ხელსახოცები მხოლოდ თოთხმეტ დღეში ერთხელ იც­ ვლებოდა; მღვდელი წვნიან კერძს ისე ხმაურით ხვრეპდა, გეგონებოდა, ვეშაპები ერთობიანო. ჩვენი ოთახის ქვეშ იყო სარდაფი, სადაც კომბოსტოს ამჟავებდნენ და მისი სუნი ქვის იატაკის ნაპრალებიდან ჩვენამდე ამოდიოდა. განწყობილებას ვერაფერი გვიფუჭებდა და ქართული პოემის ცოცხლად თარგმნის პროცესი სია­ მოვნებას გვგვრიდა. ჩვენ წინაშე წარმოგვიდგა დიდი ხნის გამქრალი სამყარო – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეები დედამიწის ამ მივარდნილ კუთხეში. ეპოქა, რომელსაც ქართველები სიამაყით იხსენებდნენ, რადგან ქვეყნის ბრწყინვალე ხანად მიაჩნდათ; ეპოქა, როცა მეფობდა დიდი თამარ მეფე, ხოლო შოთა რუს­ თაველი, სამეფო კარის მგოსანი, ხოტბას ასხამდა მის დიდებას, ძალაუფლებას, სილამაზეს... მაგრამ ქართველი პოეტის პოემიდან იმდენი არ გაგვიგია, რამდე­ ნიც ჩვენი პატრიოტულად განწყობილი ჟურნალისტისგან, რომელიც სინანულით იგონებდა თავისი ქვეყნის წარსულსა და თამარ მეფის ჩამქრალ ბრწყინვალებას. ამ სახელს ქართველები კრძალვით ახსენებენ, თითქოს რაღაც ამაღლებული და უკვდავი ცოცხლობდეს მათ მოგონებაში ამ ძველი, რუსთაველის მიერ განდიდე­ 331 ბერტა ფონ ზუტნერი ბული ეპოქის შესახებ. ქართველები გაჰყურებენ თავიანთ წარსულს, ოცდასა­ მი საუკუნის წინანდელ ისტორიას: პირველი მეფე, სახელად ფარნავაზი, ქრის­ ტეს შობამდე 302 წელს აირჩიეს მეფედ; ქრისტიანობა საქართველოში შემოიტანა წმინდა ნინომ ქრისტეს შობიდან მეოთხე საუკუნეში. როგორც ყველა ძველი ის­ ტორია, ქართველთა წარსულიც ომების ისტორიაა. ქვეყანას, გარშემორტყმულს მტრული ერებითა და ტომებით, განსაკუთრებით ხშირად ოსმალოები და სპარ­ სები ესხმოდნენ თავს. რა თქმა უნდა, მატიანეებმა შემოინახა ბრძოლაში გამარ­ ჯვებებიც, რომლებიც ქართველებმა თავიანთი მტრების წინააღმდეგ მოიპოვეს; მათი სიამაყე ამასთან დაკავშირებით გამოიხატება მისალმების ფორმაშიც – იქაური„დილა მშვიდობისა“ არის„გამარჯობა“ – და ეს ნიშნავს„გამარჯვებას“. პასუხია –„გაგიმარჯოს“ –„მან(ღმერთმა) გაგამარჯვებინოს“. თამარ მეფის მმართველობა ქვეყნის ოქროს საუკუნედ მიაჩნიათ. ისტორიული ქრონიკების თანახმად, მისი მეფობა იყო ხალხის კეთილდღეობისა და ხელოვ­ ნების გაფურჩქნის ხანა, როცა შენდებოდა დიდებული ნაგებობები... ყველაფერი ისეა, როგორც ძველ, მაამებლურ მატიანეებშია ხოლმე, როცა ყველა მიღწევას იმდროინდელ გვირგვინოსანს უკავშირებენ. თუ მბრძანებელი სასტიკი არ არის, მის სიმკაცრეს განადიდებენ; თუ ასეთი არ არის, მაშინ ეს ნეგატიური სათნოება ცამდე აჰყავთ. აი, რა წერია თამარზე ქრონიკებში:„მისი ბრძანებით არავის დაუ­ კარგავს სხეულის ნაწილი ან თვალის ჩინი – და ეს მით უფრო გასაოცარია, რომ მისი მეფობისას სრული ძალით მოქმედებდა პრინციპი, რომელიც ერთ-ერთმა მისმა წინამორბედმა, გმირმა ვახტანგ გორგასლანმა დაადგინა: ვინც ომში სიკ­ ვდილს დაუსხლტება და მტრის თავს ან ხელს თან არ მოიტანს, იგი ჩვენი ხელით მოკვდება“. რა ცოტა რამ არის საჭირო მეფის მემატიანის აღსაფრთოვანებლად! ჩვენ შო­ რისაც ბევრი არ გამოირჩევა კიდურების მოჭრისა თუ თვალების დათხრის სიყვა­ რულით და ამის გამო ქება-დიდებით არავინ გვამკობს! თამარ მეფეს, მმართველობის დასაწყისში, დაემუქრა საფრთხე ხალიფა ნაზერ-ლი-დინისგან, რომელიც უთვალავი ჯარით დაიძრა ქართული სამეფოს საზღვრებისკენ. მეფემ უხმო თავის ლაშქარს – ათ დღეში ყველა მხრიდან შეკრიბა ბრძოლამოწყურებული მხედრობა, ერთად თავმოყრილ მეომრებს მიმართა შემ­ დეგი სიტყვებით:„ძმებო, გული არ გაგიტყდეთ, როცა თქვენი მტრის ურიცხვ რაო­ დენობას თქვენს მცირერიცხოვნებას შეადარებთ. უთუოდ გსმენიათ გედეონის სამასი მებრძოლის შესახებ, რომელთაც უთვალავი მიდიელი დაამარცხეს. იყავით მამაცნი და ენდეთ თითოეული თქვენგანის ვაჟკაცობას!“ მერე გადასცა თავის წინა­ პართა დროშა, გორგასლანის/გორგასლის(ზემოხსენებული ბრძანების„ვინც ომში სიკვდილს დაუსხლტება და სხვა“ შემქმნელის) დროშა; რა თქმა უნდა, ჯარები დაიძ­ რნენ და ბრწყინვალედ სძლიეს მტერს; გამარჯვებულებს თამარ მეფე შეეგება და 332 მოგონებანი ჯარისკაცებმა, ამით აღფრთოვანებულებმა, რომ მას თავიანთ რიგებში ხედავდნენ, სპარსელთა არმიის ყველა მეთაური აიძულეს თამარის წინაშე მუხლი მოეყარა; სა­ ვარაუდოდ, სპარსულ ქრონიკებში ეს ამბავი სხვანაირადაა მონათხრობი. რამდენიმე წლის შემდეგ მცირე აზიის სულთანმა, რუქნადინმა შეკრიბა ოთხმო­ ცი ათასი კაცი და საქართველოსკენ დაძრა. თავისი ელჩის ხელით თავხედური წე­ რილი გაუგზავნა თამარ მეფეს, რომელშიც ეწერა:„საქართველოს მბრძანებელო თამარ, ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მუსლიმანთა ხოცვა... ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რომ ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა...“. ბარათი ხელმოწერილი იყო სახელითა და ტიტულებით, მათ შორის: ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოსთა დარად თანამდგომი ღმერთისა, მოვლი­ ნებული დიდისა მოჰამედისგან. თამარმა გზავნილი„აუჩქარებლად“ წაიკითხა, ბრძანა ლაშქრის შეყრა, ვარ­ ძიის ღვთისმშობელს შეავედრა მხედრობა, წინ წარუძღვა ლაშქარს და ქალაქის კარიბჭემდე მიაცილა. ასე გაემართა ქართული ჯარი მტრის დასახვედრად. რა თქმა უნდა, ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს. ამ გამარჯვების აღსა­ ნიშნავად ტფილისის ქუჩები საზეიმოდ იყო მორთულ-მოკაზმული, თამარ მეფე მოუძღოდა ლაშქარს და მზესავით ანათებდა... ის, რომ მატიანეებში მმართველის ღვთისმოსაობასა თუ სიმამაცეზე ამდენს ჰყვებიან, ეს სავსებით გასაგებია.„ხმლებისა და აიაზმის სასხურებლის“ კავშირი ისევე ძველია, როგორც თავად ეს სიმბოლოები, რა ფორმისაც უნდა იყოს თითოეუ­ ლი. არსებობს ერთი ხალხური თქმულება, რომელიც ყველა გლეხმა იცის: ეს ამბავი ერთ-ერთი მორიგი გამარჯვების დღეს მოხდა. მეფე თამარმა ყველა თავისი სამ­ კაული(ძვირფასი ქვების გვირგვინი, ოქროს სამაგრები და მარგალიტის მძივები) აისხა. მზესავით ბრწყინავდა. მეჭურჭლეთუხუცესს დაავალა საჩუქრებისა და მოწ­ ყალების დარიგება დიდ-პატარისთვის.„შეასრულე ჩემი ბრძანება? ხომ ყველა კმა­ ყოფილია?“ – ჰკითხა მეფეთმეფემ. მეჭურჭლეთუხუცესმა უპასუხა:„მბრძანებელო, შენი ნების თანახმად საჩუქრები გავეცი. მხოლოდ ერთმა დედაბერმა არ ისურვა არაფერი, რადგან შენკენ მოიწევდა, აუცილებლად შენგან უნდოდა საჩუქრის მი­ ღება. ჩვენ არ შემოვუშვით და გაბრაზებული წავიდა“. შეწუხებულმა თამარმა ბრძა­ ნა, მოეძებნათ მათხოვარი დედაბერი და მასთან მიეყვანათ. ამაოდ ელოდა – წარ­ გზავნილმა მსახურებმა დედაბრის კვალს ვერსად მიაგნეს. მოულოდნელად მეფეს ერთმა აზრმა გაუელვა; დაიჩოქა წმინდანთა ხატების წინაშე, პირჯვარი გადაიწერა და აღტყინებულმა წამოიძახა:„ვიცი, ვიცი, ვინაა ეს მათხოვარი – შენ, წმინდაო ღვთისმშობელო, შენ გამომიგზავნე იგი“. და მან მოიხსნა ყველა სამკაული და მთე­ ლი თვალ-მარგალიტი შესწირა გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს. 333 ბერტა ფონ ზუტნერი ამ მონასტერში, რომელიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობს, უნდა იყოს დაკ­ რძალული თამარ მეფე. „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენი თარგმანი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ არ ვნანობთ დროს, რაც ამ საქმეს მოვანდომეთ. თვითონ პოემისა და იმ მონათხრობებისა თუ დაკვირვებების წყალობით, რომლებსაც ეს გულანთებული პატრიოტი(იონა მეუ­ ნარგია) გვიზიარებდა, ღრმად ჩავწვდით ამ ხალხისა და ამ ჯადოსნური ქვეყნის რაობას, ისტორიასა და სულისკვეთებას, სადაც ამდენი წელი გავატარეთ; ჩვენ გავეცანით ყველა იმ ოჯახის ქრონიკებს, რომლებთანაც ურთიერთობა გვქონდა. მათი გვარები – ორბელიანები, წერეთლები, გრუზინსკები, დადიანები, მუხრან­ სკები, ჭავჭავაძეები – იქ ისევე საამაყოა, როგორც ჩვენთან მონმორნსები, მან­ ჩესტერები, ბორგეზეები, ლიხტენშტაინები(Montmorency, Manchester, Borghese, Liechtenstein) და სხვა. ამ ხალხის ადათ-წესებს ვაკვირდებოდით სოფლიდან საკ­ მაოდ დაშორებულ ფუნდუკებში, სადაც ჩვენი სახლის პატრონს დავყავდით ქორ­ წილებში, დასაფლავებებსა და ნათლობებზე... მთარგმნელი ლია ვიტეკი, რედაქტორი ელზა ნაბახტეველი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Bertha von Suttner, Memoiren, Carl Schunemann Verlag, Bremen, 1965(pp: 40-120) 334 შენიშვნები მოგონებანი 1. გერმ. Morgengabe – დი­ლის სა­ჩუ­ქარ­ ი. ევ­რო­პუ­ლი ტრა­დიც­ იის თა­ნახმ­ ად, ქორ­წი­ნებ­ ის მეო­რე დი­ ლას ქმარ­ ი ცოლს უძღ­ ვნის საჩ­ უ­ქარს, რაც სიმბ­ ო­ლურ­ ად ნიშნ­ ავს ქონ­ ებ­ ის გაზ­ ია­რე­ბას(მთარგ­ მნე­ ლის შე­ნიშვ­ ნა). 2. ფრანც მეორ­ ის მეუღლ­ ე, რომ­ ე­ლიც გარ­ ი­ბალ­დიმ და მისმ­ ა რაზმ­ ებ­მა 1861 წლის თებ­ ერ­ვალ­ში გაე­ ტას­თან შეიპ­ყრეს და ტახ­ტზე უარ­ ის თქმა აიძ­ უ­ლეს. 3. ოდეს­ღაც პროკ­ უ­რა­ტო­რე­ბის საცხ­ ოვ­რე­ბე­ლი სას­ ახლ­ ეებ­ ი მარკ­ უსპ­ ლატ­ცზე, მოგვ­ იან­ ებ­ ით – სუ­რა­ თე­ბის გა­ლე­რეე­ბი. 4. ჰომ­ბურ­გი – Bad Homburg vor der Höhe – ქალ­ აქ­ ი გერ­მან­ იაშ­ ი, ჰე­სენ­ ის მხა­რე­ში, რაიო­ნუ­ლი ცენ­ტრი, კუ­რორ­ტი(მთარ­გმნე­ლის შენ­ იშ­ვნა). 5. კე­თილ­მოწ­ყო­ბილ­ ი ბი­ნე­ბი(თარგმ. ფრანგ­ უ­ლიდ­ ან). 6. Das Herzogtum Nassau – ნას­ აუს საგრ­ ა­ფო, მოგვ­ იან­ ებ­ ით საჰ­ ერ­ცო­გო დამ­ ოუ­კიდ­ ებ­ლად არს­ ებ­ ობ­ და დღე­ვან­დე­ლი ჰე­სენ­ ის მხა­რის ტე­რი­ტორ­ ია­ზე, გერ­მა­ნიაშ­ ი. დე­და­ქალ­ აქ­ ი იყო ვის­ბა­დენ­ ი(მთარ­ გმნელ­ ის შე­ნიშ­ვნა). 7. Carl Christoph Traugott Tauchnitz(1761-1836) – გერმ­ ა­ნე­ლი წიგნ­ ის მბეჭდ­ ა­ვი(მთარგ­ მნე­ლის შენ­ იშ­ვნა). 8. Marquis von Posa – ესპ­ ა­ნე­ლი უფ­ლისწ­ უ­ლის, დონ კარლ­ ოს­ ის მე­გო­ბა­რი ფრიდ­რიხ ში­ლერ­ ის პიე­ სიდ­ ან„დონ კარლ­ ო­სი“(Jugendfreund vom spanischen Kronprinz Don Karlos)(მთარგ­ მნე­ლის შე­ ნიშვ­ ნა). 9. Somnambula(Die Nachtwandlerin) – Vincenzo Bellini(1901-1835); Faust – Charle Gounod(1818-1893); Lucia von Lammermoor – Gaetano Donizetti(1797-1848); Don Pasquale – Gaetano Donizetti; La Traviata – Giuseppe Verdi(1811-1901); Linda di Chamounix – Gaetano Donizetti. 10. María de la Felicidad Malibran, geb. García(1808-1836), ფრან­გი საოპ­ ე­რო მომ­ღერ­ ა­ლი(მთარ­გმნე­ ლის შე­ნიშვ­ ნა). 11. სა­მეგ­რე­ლო Mingrelien, ანუ„ათ­ ა­სი ტბის“ ქვეყ­ ან­ ა, დაახლ­ ოე­ბით ათას­ ი კვადრ­ ა­ტუ­ლი მილ­ ის სიდ­ ი­ დის, მაღ­ ალმ­ თია­ნი და წყლით მდიდ­ ა­რი პროვ­ ინ­ცია, რომ­ ე­ლიც სპარს­ ეთ­სა და რუს­ ეთს შორ­ ის 1813 წელს და­დე­ბულ­ ი ზა­ვის შე­დე­გად რუ­სეთის მფარველობაში გადავიდა. დას­ ავლ­ ე­თი­დან მას შა­ვი ზღვა ესაზ­ღვრე­ბა, ჩრდი­ლოეთ­ ი­დან – აფხ­ ა­ზეთ­ ი, სამხ­ რე­თი­დან იმე­რე­თი(ამ მხარ­ ეს­თან ერ­თად დღეს იგი წარ­მოად­გენს ქარ­თლ-ი­მე­რე­თის გუ­ბერ­ნიის ერ­თ-ერთ ნა­წილს, რომ­ლის დე­დაქ­ ა­ლა­ქი­ცაა ტფი­ლი­ სი), ხოლ­ ო აღმ­ ოს­ ავ­ლეთ­ ი­დან – კავ­კა­სიონ­ ის მაღ­ ალ­მთია­ნე­თი. ალაგ­-ალ­ აგ იალბ­ უ­ზიც ჩანს. სა­მეგ­ რე­ლოს ყოფ­ ი­ლი მთავ­ ა­რი დად­ ია­ნი, რომ­ ე­ლიც ახლ­ ა რუს­ ე­ბის სამს­ ა­ხურშ­ ია, საკ­ უ­თარ თავს უწოდ­ ებ­ და შავ­ ი ზღვის თა­ვადს და სრუ­ლიად შეუზღ­ უ­და­ვად ბატ­ ო­ნობ­და(F. A. Brockhaus, Allgemeine deutsche Real-Encyklopädie für die gcbildetc-n St:ände, Leipzig 18n). დღეს სამ­ ეგ­რე­ლო იმე­რეთ­თან და სა­ქარ­ თვე­ლოს­სხვა კუთხეებთან ერ­თად ეკუთვ­ ნის სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას. 12. Fr. Apanage საფრ­ ან­გეთ­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში – საუფ­ლისწ­ უ­ლო მი­წათმ­ ფლო­ბელ­ ო­ბა, რომ­ ე­ლიც ეძ­ლეო­დათ სა­მე­ფო ოჯა­ხის უგვ­ ირ­გვი­ნო წარ­მო­მად­გენლ­ ებს მე­ცა­მეტ­ ე-­მეჩვ­ იდმ­ ე­ტე საუ­ კუ­ნეე­ბის საფ­რან­გეთ­ში(მთარგ­ მნე­ლის შენ­ იშ­ვნა). 13. Charles Frederick Worth, წარ­მო­შო­ბით ინგ­ ლი­სე­ლი, 1849 წელს 14 წლის­ ა ჩავ­ იდ­ ა პარ­ იზშ­ ი; იქ დააარ­სა არა მარტ­ ო მო­დის მა­ღა­ზია, არა­მედ შექ­მნა„მო­დის დი­ნასტ­ ია“ და ამით სა­ფუძ­ველ­ ი ჩაუ­ ყა­რა პა­რიზ­ ის Haute-coutureßs მსოფ­ლიო აღია­რე­ბას. 335 ბერტა ფონ ზუტნერი 14. კე­თილ­მოწ­ყო­ბი­ლი ბინ­ ა(თარგმნ. ფრან­გ.-იდ­ ან). 15. სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუქ­ ა­რია, მაგ­რამ ჯერ საქმ­ რო უნ­და გყავდ­ ეს(ფრანგ.). 16. ბია­რი­ცი(ფრანგ. Biarritz –„ორ­ ი კლდე“) – ზღვისპ­ ი­რა კლიმ­ ა­ტურ­ ი და ბალ­ნეოლ­ ო­გიუ­რი კურ­ ორ­ტი სამ­ხრეთ­-და­სავ­ლეთ საფრ­ ან­გეთ­ში(მთარგ­ მნე­ლის შე­ნიშვ­ ნა). 17. Jenny Lind(1820-1887) – შვე­დი საო­პე­რო მომღ­ ე­რა­ლი(მთარგ­ მნე­ლის შენ­ იშვ­ ნა). 18. პოს­ტფაქ­ტუმ 19. Lucia von Lammermoor – გაე­ტა­ნო დო­ნი­ცე­ტის ტრაგ­ ი­კუ­ლი ოპერ­ ა(მთრგმნე­ლის შენ­ იშვ­ ნა). 20. პო­ლი­ნა ვიარ­დო(Pauline García Viardot, 1821-1910), ესპ­ ა­ნელ­-ფრანგ­ ი მომ­ღე­რა­ლი, პე­დაგ­ ო­გი და კომპ­ ო­ზი­ტორ­ ი. 21. იგულ­ ის­ხმე­ბა კონ­ტროქტ­ ა­ვის დო. 22. იტალ. La Sonnambula – მე­ლოდ­რა­მა ორ აქ­ტად, კომ­პო­ზი­ტო­რი ვინჩ­ ენც­ ო ბელ­ ი­ნი(მთარგ­ მნე­ლის შე­ნიშ­ვნა). 23. პირ­ვე­ლი ძა­ლა(თარგმნ. ფრან­გ.-იდ­ ან). 24. მზით­ვი(ფრანგ.). 25. პა­ტა­რა ორშ­ ა­ბა­თებ­ ი – მუდ­მი­ვი შეხვ­ ედ­რე­ბი ორშ­ ა­ბათ­ ო­ბით, სად­ აც შესვ­ ლა სას­ ახ­ლის კარ­ ის წევ­ რებ­სა და მათ მიერ მიყ­ვა­ნილ სტუმრ­ ებს მიწვ­ ე­ვის გა­რე­შე შეეძლ­ ოთ. 26. მზით­ვი, სა­მემ­კვიდ­რეო წი­ლი. 27. ბრი­ლიან­ტის სამკ­ აუ­ლი. 28. Trente et quarante(ფრ. 30 და 40) – ბან­ქოს ნაირს­ ა­ხეო­ბა. 29. ცნო­ბილ­ ი სას­ტუმრ­ ო, რომ­ლის მფლობ­ ე­ლიც იყო რაინჰ­ ოლდ შნაიდ­ ერ­ ის, ცნობ­ ი­ლი გერ­მა­ნელ­ ი პოე­ტის ბაბ­ უა დე­დის მხრი­დან და მოგვ­ ია­ნე­ბით – მამ­ აც. 30. Prinzessin Christine Friederike Auguste von Preußen(მთრგმნელ­ ის შე­ნიშვ­ ნა). 31. კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ და ისეთ ბედ­ნიე­რე­ბას სწეო­დეთ, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებთ. მა­რად თქვე­ ნი...(ინგლ.). 32. ეს ომია!(თარგმნ. ფრანგ­.-ი­დან.). 33. კარლ რო­ბერტ ედუარდ ფონ ჰარტ­ მან­ ი(გერმ. Karl Robert Eduard von Hartmann)(1842-1906) – გერ­ მა­ნე­ლი ფი­ლო­სოფ­ ოს­-ი­დეა­ლისტ­ ი, ირა­ციო­ნა­ლისტ­ ი(მთარ­გმნე­ლის შენ­ იშვ­ ნა). 34. ისი­დორ მარ­ ი ოგიუსტ ფრან­სუა ქსავ­ იე კომტ­ ი(ფრანგ. Isidore Marie Auguste François Xavier Comte; 1798-1857) – ფრანგ­ ი ფილ­ ოს­ ო­ფოს­ ი, პოზ­ იტ­ ი­ვიზ­მის დამ­ აარ­სებ­ ე­ლი, სოც­ იოლ­ ო­გიის, როგ­ ორც და­ მოუ­კი­დე­ბე­ლი მეც­ნიე­რებ­ ის ფუ­ძემდ­ ე­ბე­ლი(მთარგ­ მნელ­ ის შენ­ იშვ­ ნა). 35. Émile Maximilien Paul Littré(1801[-1881) – ფრან­გი ფი­ლო­სო­ფოს­-პოზ­ ი­ტივ­ ისტ­ ი, ფი­ლო­ლოგ­ ი და ლექს­ ი­კოგ­რა­ფი(მთრგმნე­ლის შენ­ იშ­ვნა). 36. ვიქ­ტორ კუ­ზე­ნი(ფრანგ. Victor Cousin; 1792-1867) – ფრანგ­ ი ფი­ლოს­ ო­ფოს­ ი, პო­ლი­ტიკ­ უ­რი მოღ­ვაწ­ ე, ისტ­ ო­რი­კო­სი, ეკ­ლექ­ტიზმ­ ი­სა და სპი­რი­ტუალ­ იზ­მის დოქ­ტრი­ნებ­ ის შემ­ქმნელ­ ი(მთარ­გმნე­ლის შე­ ნიშ­ვნა). 37. Alfred Jules Émile Fouillée(1838-1912) – ფრან­გი ფილ­ ოს­ ო­ფოს­ ი(მთარ­გმნელ­ ის შენ­ იშვ­ ნა). 38. Ferdinand Lassalle(1825-1864) – გერმ­ ა­ნე­ლი ფი­ლოს­ ოფ­ ოს­ ი, იუ­რის­ტი, ეკო­ნომ­ ის­ტი, პო­ლი­ტიკ­ უ­რი მოღვ­ ა­წე(მთარ­გმნე­ლის შენ­ იშ­ვნა). 39. შარლ გუ­ნოს„მარგ­ ა­რეტ­ ე­დან“. 40. შარლ გუ­ნოს ოპე­რა. 41. ჯა­კო­მო მეიერბ­ ე­რის Giacomo Meyerbetrs(1791-1864) ოპე­რა„ჰუ­გე­ნოტ­ ე­ბი“. 42. სა­მე­ფო ოჯა­ხის არაგ­ვირ­გვი­ნო­სან­ ი წევ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ­ ი დახ­მა­რე­ბა(მთარ­გმნე­ლის შე­ ნიშ­ვნა). 43. ბა­რო­ნის ტი­ტუ­ლის გერ­მა­ნუ­ლი ანალ­ ო­გი(მთარგ­ მნე­ლის შენ­ იშვ­ ნა). 44. ნა­ხევ­რად პირვ­ ე­ლი სართ­ უ­ლი, ნამდ­ ვილ პირვ­ ელ სართ­ ულ­ზე დაბ­ ა­ლია, ხშირ­ ია ბარ­ ო­კოს პერ­ იო­ დის ნა­გებ­ ო­ბებ­ში(მთარ­გმნე­ლის შენ­ იშ­ვნა). 45. იმ დროის­თვის ძა­ლიან მა­ღა­ლი რე­პა­რაც­ იე­ბის შე­მო­დინ­ ე­ბის შე­დეგ­ ად, რა­საც საფ­რანგ­ ე­თი ფრან­ 336 მოგონებანი კფურ­ტის ზავ­ ის საფ­ უძ­ველზ­ ე გერმ­ ა­ნიას უხდ­ ი­და, შეიქმ­ ნა ისეთ­ ი კაპ­ ი­ტალ­ ის­ტურ­ ი წარმ­ ოე­ბა, რომ­ ლის­თვი­საც არს­ ე­ბუ­ლი ეკონ­ ო­მი­კუ­რი ფორმ­ ე­ბი მზად არ აღ­მოჩნ­ და. 1873-1874 წწ. გერ­მა­ნიაშ­ ი მძიმ­ ე კრი­ზის­ ი იყო, რაც ავ­სტრია­საც მის­წვდა. 46. ამ ვიზ­ ი­ტის წყალ­ ო­ბით მოგვ­ ია­ნე­ბით დაინ­ იშ­ნა პრინც ლუი მიურ­ ატზ­ ე, პრინც აშილ­ ის უმც­ როს ძმაზ­ ე. 47. იმ დროს აზიაშ­ ი ფართ­ ოდ გავრ­ ცე­ლებ­ უ­ლი ტახტ­ რე­ვან­ ი, ოთხ­ ფეხ­ იან­ ი, მოაჯ­ ირ­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი და ხალ­ ი­ჩაგ­ ა­და­ფა­რე­ბუ­ლი, ცენ­ტრში მუ­თაქ­ ე­ბი და ბა­ლიშ­ ებ­ ი აწ­ყვია, ასე რომ, იქ და­ძინ­ ებ­ აც შეიძ­ლე­ ბო­და. ოთხ კაცს გა­დაჰ­ქონ­და. 48. გამ­გებ­ ე­ლი 49. მა­ღა­ლი საეკ­ლე­სიო ტიტ­ უ­ლი მართ­ ლმად­ იდ­ ე­ბელ ეკლ­ ეს­ იაშ­ ი. 50. Almosenier – ისტ­ ო­რიუ­ლად – ორ­დენ­ ის სა­სუ­ლიე­რო პი­რი, რო­მე­ლიც მოწ­ყალ­ ე­ბისთ­ ვის გან­კუთ­ ვნილ ფულს არიგ­ ებს; მოგვ­ ია­ნე­ბით – სას­ უ­ლიე­რო პირ­ ი, რომ­ ე­ლიც ამავ­ ე მიზ­ ე­ზით იყო დაქ­ ირ­ ა­ვე­ ბუ­ლი თა­ვა­დის მიერ. 51. ძა­ლიან კარ­გად, კო­ჭი რომ ალჩ­ უ­ზე დაგ­ იჯდ­ ე­ბა, ისე. 52. Basmlik – ბამ­ბის კაპ­ იუ­შო­ნი 53. Что поделаешь! რას იზამ!(თარგმნ. რუს.­-ი­დან). 54.„ძვე­ლი კლდე“ – 1789 წლის რე­ვო­ლუ­ციამ­დე სა­მე­ფო კარ­ზე მა­ღა­ლი კლა­სის წევ­რი­სად­მი მი­მარ­ თვის ნა­ტიფ­ ი ფორ­მა. 55. იგუ­ლის­ხმებ­ ა და­ნიელ ობერ­ ის სა­მაქ­ტია­ნი ოპე­რა„მა­ნონ ლესკ­ ო“(მთარგ­ მნე­ლის შენ­ იშვ­ ნა). 56. ჰი­პო­სი – იგუ­ლის­ხმებ­ ა მდინარე ცხენისწყალი(მთარ­გმნე­ლის შენ­ იშვ­ ნა). 57. გა­მა­ცა­ნი შენ­ ი ძვირფ­ ას­ ი ქმარ­ ი, ჩემ­ ო პატ­ ა­რა კონტ­ ე­სინ­ ა, ან ახლ­ ა უკ­ვე უნდ­ ა ითქ­ ვას: ბარ­ ო­ნეს­ ინ­ ა? 58. 60-ია­ნი წლებ­ ი­დან დაიწყ­ ო ბულგ­ არ­თა ორგ­ ა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრძოლ­ ა თურქ­ ე­თის ბატ­ ო­ნობ­ ის წინ­ ააღ­ მდეგ, 1876 წელს აჯანყ­ დნენ მთელ ბულგ­ ა­რეთ­ში. დროებ­ ი­თი მთავრ­ ო­ბა ჩამ­ ო­ყალ­ იბ­და, მაგრ­ ამ თურ­ქებ­მა შეძ­ლეს აჯან­ყე­ბის ჩახ­შობ­ ა. შე­დეგ­ ად, ატ­ყდა რუ­სეთ­-თურქ­ ე­თის ომი, რომ­ ელ­ იც 1878 წლის 3 მარტს სან­-სტე­ფან­ ოს ზა­ვით დას­რულ­და. ბულ­გა­რე­თი გახ­და და­მოუ­კი­დებ­ ე­ლი, თუმ­ცა თურ­ქე­თის მო­ხარ­კე სამთ­ ავ­რო; იგი ორი წელ­ ი რუ­სებს ჰქონდ­ ათ დაკ­ ა­ვებ­ უ­ლი. 59.„პატ­რიო­ტიზმ­ ი და ქრისტ­ ია­ნო­ბა“. 60. მსუ­ქა­ნა 61. იუ­რი­დიუ­ლი ტერ­მი­ნი ქონ­ ე­ბისთ­ ვის„ყვე­ლაფ­ ერ­თან ერთ­ ად, რაც მას­ში შედ­ ის“. 337 მარჯორი სკოტ უორდროპი და ჯონ ოლივერ უორდროპი ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 338 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი წმინდა ნინოს ცხოვრება შე სა ვა ლი ტექსტს, რომელსაც ამ თარგმანისთვის ვიყენებთ, ეწოდება„საქართველოს სა­ მოთხე“(რედაქტირებული გობრონ(მიხეილ) საბინინის 1 მიერ, სანკტ-პეტერბურგი, 1882), სტანდარტული კრებულიდან„ქართველი წმინდანების ცხოვრება“. თან და­ ვურთეთ ამონარიდები რუფინუსის 2 , მოსე ქორენელის თხზულებებიდან, აგრეთვე ხელნაწერის ტექსტიდან, რომელსაც ეწოდება„მოქცევაი ქართლისაი“. საბინინის ტექსტის სიკეთედ შეიძლება მივიჩნიოთ მწყობრი თხრობა, მაგრამ დაუდევარი წერის მანერა და პუნქტუაციის უგულებელყოფა ხშირად ტექსტის ბუნ­ დოვანი და მცდარი აღქმის საფრთხეს ქმნის. ახალი ვარიანტი. შექმნილ ვითარებაში საუკეთესო ტექსტად შეიძლება მივიჩ­ ნიოთ ბეჭდური გამოცემა„ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა, ანუ მეორე ნა­ წილი ქართლის მოქცევისა“(ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტფილისი, 1891). ამიტომ, სადაც ტექსტი არსებითად განსხვავდება საბინინის ტექსტისგან, შენიშვნები სქო­ ლიოში ჩავიტანეთ(მითითებით ა.ვ., ანუ ავტორისეული ვერსია.) ამ„ახალი ვარიანტის“ არსებული ხელნაწერი ქმნის„შატბერდის კრებულის“ ნა­ წილს, არაერთგვაროვანი ეტრატების წიგნს, რომელიც ადრე კლარჯეთის მხარეში, ჭოროხის უღელტეხილზე მდებარე შატბერდის მონასტერს ეკუთვნოდა, და, სავა­ რაუდოდ, დაწერილია მეცხრე ან მეათე საუკუნეში. მასთან ერთადაა აკინძული სამი „ისტორიული ქრონიკა“ და მოკლე ხელნაწერი სათაურით„მოქცევაი ქართლისაი“. დღესდღეობით, ოთხივე ისტორიული წყარო გამოქვეყნებულია. ავტორიზებული ვერსიის ყველაზე თვალში საცემი თავისებურებაა ის, რომ მასში ყველა მთხრობე­ ლი პირველ პირში ლაპარაკობს; თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის უძველესია ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან და, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო ძველი(იქნებ იმდროინდელი) ორიგინალის ასლს წარმოადგენს. სამწუხა­ როდ, ის არასრულია. შემთხვევათა თანმიმდევრობა განსხვავებულია სხვა ვერ­ სიებისგან და ზოგი ამბავი მთლიანად გამორჩენილია. სხვა ვერსიები. სხვა ხელნაწერთა შორის შეიძლება აღინიშნოს: 1. არსენ კათალიკოსის მიერ მეათე საუკუნეში დაწერილი„საქართველოს წმინ­ დანები“(ინახება სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში). ავტორის განმარტებით, იგი დაეყრდნო როგორც ზეპირ, ისე წერილობით მასალას. 339 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი 2. შიომღვიმის მონასტრის ხელნაწერი, 1733 წელს დაწერილი. 3. ნათლისმცემლის(ბაპტისტური) მონასტრის ხელნაწერი, 1713 წელი. შიომღვიმის და ნათლისმცემლის მონასტრების ხელნაწერები აშკარად ერთი და იმავე წყაროდანაა ნასესხები, ოღონდ ერთი მეორიდან არ არის გადაწე­ რილი. 4. დედოფალ მარიამის ხელნაწერი(დაწერილი 1636-1646 წლებში)„ქართლის ცხოვრება“(„ქართული ქრონიკა“), რომელიც არ შესულა ვახტანგ VI-ის რე­ დაქციით გამოცემულ ვერსიაში. 5.„ქართლის ცხოვრება“, დიდი საქართველოს ქრონიკა, მეფე ვახტანგ VI-ის რედაქტირებული(მეთვრამეტე საუკუნის პირველი წლები), მაგრამ მის გამე­ ფებამდე ბევრად ადრე შეკრებილი. ტექსტი და ფრანგული თარგმანი გამოსცა მ. ფ. ბროსემ, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია. ხელნაწერი„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (ქვემოთ, გვ. 378-380) გადმოსცემს წმინდა ნინოს ლეგენდას მშრალად, მოკლედ, და ისტორიას მოჰყვება მეცხრე საუკუნემდე; ხელნაწერის უძველესი ნაწილი არ უნდა იყოს მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი. ის არ უნდა განვიხილოთ, როგორც ფესვი, საიდანაც სხვა ვერსიები აღმოცენდა, არა­ მედ როგორც მხოლოდ უფრო ადრეული მასალების საფუძველზე შედგენილი ის­ ტორიული ქრონიკების კომპილაცია. ვერსიების თანხვედრა. როგორც ირკვევა, სხვადასხვა ვერსიაში, დაახლოე­ ბით ათასი წლის განმავლობაში, არ ვლინდება არსებითი განსხვავებები. მათ კი­ დევ უფრო ამყარებს რუფინუსი, დამოუკიდებელი ავტორიტეტი, რომლის ნაშრომი, როგორც ჩანს, საქართველოში პირველად მეთერთმეტე საუკუნეში გახდა ცნობი­ ლი ეფრემ მცირეს 3 მიერ თეოდორეტუსის 4 თარგმანის მეშვეობით. ალბათ სწორედ რუფინუსს უნდა მივაწეროთ ჩამატება ჭაბუკის განკურნების შესახებ; ამგვარ წარ­ მომავლობაზე უნდა მიანიშნებდეს სიტყვა cilici 5 - ს გამოყენება და ის, რომ ეს შემ­ თხვევა ავტორიზებულ ვერსიაში გამოტოვებულია. ქრონოლოგია. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ სხვადასხვა ავტორი განსხვავებულად ათარიღებს: ვახუშტი – 317 წ., ბარონიუსი – 327 წ., ბროსე – 328 წ.,„ქართლის ცხოვ­ რება“ – 338 წ. ამათგან პირველის და ბოლოს დათარიღება დაუსაბუთებელია. 332 – წელიწადი, რომელსაც„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მიუთითებს, აშკარად სწორია, თუ „დაბადებას“ წავიკითხავთ როგორც„ამაღლებას“... სწორედ ამ თარიღს ადასტუ­ რებს Chronique Arménienne(ანუ, მხოლოდ მეთორმეტე საუკუნის სომხური თარ­ გმანის სახით შემორჩენილი„საქართველოს ქრონიკა“, რომელიც მ. ბროსემ გა­ მოაქვეყნა ფრანგულ ენაზე ნაშრომში Additions et éclaircissements, Pgb. 1851). ასე რომ, შეგვიძლია დავადგინოთ შემდეგი თარიღები: ნინოს მობრძანება საქართვე­ ლოში – 324 წ., მეფე მირიანის ნათლობა – 332 წ., ნინოს გარდაცვალება – 338 წ. ქართული ავტოკეფალიური ეკლესია. ამტკიცებენ, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ 340 წმინდა ნინოს ცხოვრება საქართველოს პირველ ეპისკოპოსს მხოლოდ იმიტომ ერქვა იოანე(იოვანე), რომ ის„ნათლისმცემელი“ იყო, და რომ სინამდვილეში ის იყო ევსტათი, ანტიოქიის პატ­ რიარქი 325-იდან 331 წლამდე, ვიდრე ერეტიკოსებმა არ გამოაძევეს. ჩანს, რომ 1051 წელს ანტიოქიის სამღვდელოება პრეტენზიას აცხადებს საქართველოს პატრიარ­ ქობაზე და დაახლოებით იმავე დროს ეფრემ მცირე ევსტათი ანტიოქელს მოიხსე­ ნიებს, როგორც საქართველოს პირველ ეპისკოპოსს. ასეა თუ ისე, დანამდვილებით ვიცით, რომ ვახტანგ გორგასლანის გამეფებამდე(მეხუთე საუკუნის ბოლო) ქართუ­ ლი ეკლესია ანტიოქიას ექვემდებარებოდა; ვახტანგმა კი ის ეროვნულ ეკლესიად აქცია და მეექვსე საყოველთაო კრებამ საზეიმოდ გამოაცხადა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. დღეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, პრაქტიკულად, რუსულმა ეკლესიამ შთანთქა და წმინდა ნინოს აკლდამას და ბოდბის მონასტერს შემზარავი თანამედროვე შენობები შემოარტყეს გარს, მასზე ზრუნვა მიანდეს დედათა მონას­ ტრის რუს მონაზვნებს, რომელთაც არ იციან ქართული ენა და წარმოდგენა არა აქვთ ამ ქვეყნის ისტორიაზე. დამატებითი შენიშვნები. იქნებ ზედმეტიც კია ყურადღების გამახვილება ებრაე­ ლებისა და ქალების დამსახურებაზე საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრება­ ში, ისევე როგორც სხვა ადგილებში. ებრაული კოლონიები(გვ. 355), მრავალრიცხო­ ვანი და შეძლებული, როგორც ჩანს, აქ უძველესი ხანიდან არსებობდა; და რაბინმა აბიათარმა, რომელიც საკუთარ თავს თავმომწონედ უწოდებდა„ახალ პავლეს“, ამ ამბავში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დედოფალი ნანა კი ბიზანტიელ ელენეს, ფრანგ კლოტილდას და ქრისტიანობის სხვა სამეფო წარმომავლობის ბანოვანებს მოგვაგონებს. ინფორმაცია წინაქრისტიანული რელიგიების თაობაზე, სპარსეთიდან ნასესხე­ ბი არმაზის და ზადენის ღვთაებები და ქალდეველთა მუდამ სამტროდ განწყობილი ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი,„ნებროთის წიგნი“ და განსაკუთრებით, გაცი და გაიმი, თუ გა,„ქართველი ხალხის“ ღმერთები, ნამდვილად იმსახურებენ ყურადღე­ ბას. იგივე შეიძლება ითქვას ფოლკლორის მწირ ფრაგმენტებზე, რომელთაც 353-ე და 367-ე გვერდებზე ვხედავთ. ლინგვისტური თვალსაზრისით, ფილოლოგების­ თვის მეტად საყურადღებო უნდა იყოს„ბრანჯულ“ და ძველსპარსულ ენებზე არსე­ ბული ფრაგმენტები 351-ე და 352-ე გვერდებზე. უბრალო თარგმანი, რომელსაც აქ გთავაზობთ, დარგის დაინტერესებულ მკვლევრებს ასპარეზს უხსნის განმარტონ ამ ლეგენდაში არსებული ბუნდოვანებით მოცული მრავალი საკითხი. 341 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ტექ სტი მეფე მირიანის და მასთან ერთად მთელი საქართველოს მოქცევა ჩვენი წმინდა და კურთხეული დედის, მოციქული ნინოს მიერ მისი მოხსენიების დღე აღინიშნება 14 იანვარს გვინდა გიამბოთ ჩვენი ყოვლად წმინდა და კურთხეული დედის, სრულიად სა­ ქართველოს განმანათლებლის, მოციქული ნინოს ამბავი, ისე, როგორც სიკვდი­ ლის სარეცელზე მან თავად მოუთხრო ყოველივე მორწმუნე სალომე უჯარმელს, მეფე მირიანის რძალს, რომელმაც ჩაიწერა ის. იმ დროს, როცა წმინდა გიორგი კაპადოკიელმა 6 თავი ქრისტეს მოწმედ აღიარა, ქალაქ კაპადოკიაში იყო მავანი კეთილმორწმუნე მთავართაგანი, სახელად ზაბუ­ ლონი, რომელიც რომში გაემგზავრა, რათა მეფე მაქსიმიანეს 7 სამსახურში ჩამდგა­ რიყო და ძღვენი მიერთმია მისთვის. სწორედ იმ დღეებში, კოლასტრაში 8 ცხოვრობ­ და ერთი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა: ვაჟი, სახელად იობენალი და ქა­ ლიშვილი, სოსანა; და ის და მისი ცოლი გარდაიცვალნენ, ხოლო და-ძმა დაობლდა. ბავშვები ადგნენ და წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურნენ, რადგან, ყველა ქრისტიანის მსგავსად, წმინდა აღდგომა იწამეს. ერთხანს იქ დაჰყვეს; იობენალმა, სოსანას ძმამ, ვიკონომოსის 9 თანამდებობა მოიპოვა, ხოლო სოსანა ბეთლემელ სა­ რა ნიამფორს 10 დაუდგა მოახლედ. ამასობაში, კაპადოკიელი ჭაბუკი ზაბულონი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, წარ­ დგა მეფის წინაშე, როცა ბრანჯები 11 აჯანყდნენ რომაელების წინააღმდეგ პატალა­ ნის 12 ველზე. უფლის ნებით ზაბულონი უძლეველი შეიქნა და ის ბრანჯებს წინ აღუდ­ გა ურიცხვი ლაშქრით და კუდით ქვა ასროლინა, დაატყვევა მათი მეფე და ყველა მისი მხედართმთავარი. შემდეგ ისინი(რომაელთა) მეფეს მიჰგვარა, რომელმაც ყოველი მათგანის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ბრანჯები აქვითინდნენ და ზაბუ­ ლონს შეევედრნენ:„ჯერ დაგვრთეთ ნება თქვენი რელიგია გავიზიაროთ, და შეგ­ ვიძეხით თქვენი ღმერთის ტაძარში; მერე კი, დაე, სიკვდილს შევეყაროთ, რადგან შენ დაგვატყვევე ჩვენ. ო, გმირო! თუ ასე მოიქცევი, შენ აღარ დაგბრალდება ჩვე­ ნი სისხლისღვრა“. როცა ზაბულონმა გაიგონა მათი ვედრება, სასწრაფოდ გაეშუ­ რა პატრიარქთან 13 უჩუმრად და მოახსენა, რა უთხრეს ტყვეებმა. ზაბულონმა ისინი მონათლა, შეიყვანა ტაძარში, სადაც ბრანჯები ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს აზიარეს და წმინდა მოციქულთა დიდება გაცხადდა მათზე. თავიანთი აღსასრულის მომლოდინე ბრანჯები დილაუთენია ადგნენ. სასიკ­ ვდილო სუდარაში შემოსილები მიიყვანეს იქ, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯათ. 342 წმინდა ნინოს ცხოვრება გზად ლოცულობდნენ და ადიდებდნენ უფალს ნათლობის და წმინდა ნაწილებით ზიარების გამო და თან ამბობდნენ:„ჩვენ ამ სიკვდილით უკვდავებას მოვიპოვებთ, რადგან უფალმა გაგვხადა ღირსი, გვეხილა მისი დიდება და მიგვეღო ულევი საგ­ ზალი გასამგზავრებლად, რათა შევიცნოთ უკვდავი ღმერთის – ქრისტეს სისხლი და ხორცი, ღმერთისა, რომელიც ყველა მწვერვალზე უფრო მაღალია და ყველა უფ­ სკრულზე უფრო ღრმაა, ღმერთისა, რომელიც კურთხეულია სამარადისოდ. მაგრამ ვაი, მათ, ჩვენს თანამოძმეთ, სიმწარეში დაბადებულთ, წყვდიადის მემკვიდრეთ!“ ამის შემდეგ, მათ ჯალათს მიანდეს თავი. ნანახმა ამჯერადაც მთელი არსებით შეძ­ რა ზაბულონი და ცხარედ ატირდა – ტყვეები ჰგავდნენ ცხვრებს, რომელთაც სასაკ­ ლაოსკენ მიერეკებიან და ისე დასტიროდნენ საკუთარი შვილების ბედს, როგორც კრავებისას. მათი საცოდაობით გულაჩუყებული ზაბულონი მივიდა მეფესთან და შეევედრა, რომ შეეწყალებინა ისინი. მეფემ თავისუფლება უბოძა მათ. ბრანჯები ემუდარებოდნენ ზაბულონს, გაჰყოლოდა მათ სამშობლოში, რათა ეს­ წავლებინა ქრისტეს სახარება მათი ხალხისთვის, წყლით მოენათლა მთელი ერი. ზაბულონმა შეისმინა მათი მუდარა და პატრიარქს სთხოვა მღვდელი გაეყოლე­ ბინა მისთვის. შემდეგ მეფისგან აიღო წასვლის ნებართვა და ასე გაუდგნენ გზას გახარებულები. როცა ბრანჯების მიწა-წყლამდე ერთი დღის სავალიღა ჰქონდათ დარჩენილი, ახალმა ამბავმა მეფის მშვიდობით დაბრუნების თაობაზე, მეფისა, რო­ მელსაც მთელი მისი მხედართმთავრები წინ მიუძღოდნენ, უფრო ადრე მიაღწია ბრანჯთა ქვეყანას და მათ შესაგებებლად გამოემართა ათი ერისთავი 14 : ხოზამაი, ხოზაბა, ზაკაი და ხენებაგი, ტიმგარაგი დაზაკაი 15 , გაზაი, ზარგაი, ზარდა, ზამრაი და თმონიგონი 16 , და მათთან ერთად მთელი სამეფო, და ყველანი ღრმა მდინარის პი­ რას 17 შეიყარნენ. მეფემ ორად გაყო ხალხი, ნაწილი მდინარის ერთ მხარეს დაა­ ყენა და დანარჩენი – მდინარის მეორე მხარეს, მღვდელმა კი მდინარე აკურთხა. შემდეგ მთელი ხალხი შევიდა მდინარეში და განიბანა, და ერთად ამოვიდნენ და მღვდელმა 18 [ბრანჯთა ნათლობა] თითოეულს თავზე დაადო ხელი. ათ დღეს დაჰ­ ყვეს იქ, მდინარის პირას, და კარვები გამართეს. მღვდელმა უსისხლო მსხვერპლი შესწირა და ერმა ქრისტეს წმინდა ზიარება მიიღო. მღვდლებმა მათ ქრისტიანობის ყველა მცნება გააცნეს. მას შემდეგ, რაც ზაბულონი გამოეთხოვა მათ, მშვიდობით განერიდა და დიდი ძღვენით ხელდამშვენებული რომისკენ გაეშურა. მან იერუსალიმში წასვლა განიზრახა, და როცა იქ ჩავიდა, [ზაბულონი ჩადის იე­ რუსალიმში] ღარიბ-ღატაკებს დაურიგა თავისი მონაგარი უფლის მცნებისამებრ. მოინახულა ვიკონომოსი იობენალი, რომელიც ამასობაში პატრიარქი გამხდარიყო, და ზაბულონი და პატრიარქი გულითადი მეგობრები გახდნენ. მაშინ სარა ნიამფორ­ მა პარტიარქს უთხრა:„ვინაიდან ზაბულონი ბრანჯების მამა და ნათლია, სიბრძნით სავსე კაცი და დაუღალავი მსახურია ღვთისა, შერთე მას ცოლად შენი და, სოსანა“. წმინდა პატრიარქს ეამა სარას რჩევა. 19 [და ცოლად ირთავს სოსანას] 343 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი წმინდა ნინო, 20 საქართველოს განმანათლებელი, მათი ერთადერთი შვილი, დე­ დამ უპოვართა მსახურად 21 აღზარდა. როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც კი ებადათ, და იერუსალიმში წავიდნენ. როცა წმინდა ქალაქში შევიდნენ, ზაბულონი პატრიარქმა აკურთხა, და მან დაუტევა მეუღ­ ლე. ხოლო ნინო, ქალიშვილი, გულში ჩაიკრა, სახე თვალთაგან გადმომსკდარმა ცხარე ცრემლმა დაუსველა და უთხრა:„ჩემო ერთადერთო ქალიშვილო! გტოვებ ობლად, და გაბარებ შენ შენს მამას, რომელიც არის ცათა შინა, ყოველთა არსთა ღმერთს, ვინაიდან ის არის ობოლთა მამა და ქვრივთა განმკითხავი. ნუ შეშინდები, შვილო ჩემო, ბაძავდე მარიამ მაგდალელს და ლაზარეს ქრისტესმიერ დებს. თუ შენ მას ისე შეიყვარებ, როგორც მათ უყვარდათ ის, მოგცემს ყველაფერს, რასაც შენ შესთხოვ“. ასე დაარიგა შვილი, სამარადისო დამშვიდობების ამბორი უძღვნა და წა­ ვიდა იორდანეს გაღმა, ადამიანებთან, ქვეყანას, მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა უწყოდა მათი შეკრების ადგილი. ხოლო პატრიარქმა ნინოს დედა ღარიბი და უძლური ქალების მსახურად დააყე­ ნა, და წმინდა ნინო ორ წელიწადს ემსახურებოდა სომეხ დვინელ ნიაფორს, გამუდ­ მებით კითხულობდა ჯვარზე გაკრული ქრისტეს ვნებათა ამბავს, მისი დაკრძალვის, მისი აღდგომის, მისი სამოსის, მისი ცხედრის შესამოსი ტილოს, სუდარის და ჯვრის თაობაზე. მან ყველაფერი შეისწავლა, რადგან იერუსალიმში არც მანამდე და არც იმ დროს, არავინ მოიძევებოდა ნიაფორივით განსწავლული ძველ თუ ახალ სჯულის კანონებში; ყველას აღემატებოდა განსწავლულობით. და როცა ნიაფორი ასწავლი­ და ნინოს, უთხრა მას:„შვილო ჩემო, შენში ძალას ვხედავ, მსგავსს ძუ ლომისას, რომლის ღრიალი ყოველ ოთხფეხა პირუტყვზე უფრო ძლიერია, ან დედალი არ­ წივისას, რომელსაც უნარი შესწევს ილივლივოს ცის თვალუწვდენელ სიმაღლეებ­ ში, სადაც მამალი არწივებიც ვერ აღწევენ, და მარგალიტივით პაწია თვალისჩინით მთელ ქვეყანას ხედავს, შეყოვნდება, მოიძიებს და ელვის უსწრაფესად შეიგრძნობს მსხვერპლს – ფრთებს მოიქნევს და წამში დააცხრება. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს შენი ცხოვრება წმინდა სულის წინამძღოლობით. ახლა მე შენ გამოგიცხადებ ყოველივეს: როცა უკვდავი ღმერთი მოკვდავი ადამიანების სამყაროს მოევლინა წარმართთა გამოსახმობად, რადგან მას თავად სურდა ამა სოფლის ხსნა, პირველი რაც გააკეთა, სიკეთე უყო ებრაელებს, მკვდრეთით აღადგენდა, თვალისჩინს უბრუ­ ნებდა, კურნავდა სნეულთ. ადამიანებს შეშურდათ მისი, შეიკრიბნენ, მოითათბირეს და გაგზავნეს ჯარისკაცები(მალემსრბოლები? 22 ), რათა ეთხოვათ ებრალებისთვის, სასწრაფოდ ჩასულიყვნენ იერუსალიმში, და ეუბნებოდნენ:„მოდით, შევიკრიბოთ ერთად და მოვკლათ იგი“. შემდეგ ყოველი კუთხიდან გამოვიდა უამრავი ბრძენკა­ ცი, მოსეს რჯულში განსწავლულები, რომლებიც უარყოფდნენ სულიწმინდას და ის, ვინც იყო ქრისტე, მართლაც მოაკვდინეს. ჯვარს აცვეს და კენჭი ყარეს მის სამოსზე და ის 23 ერგო ერთ მოქალაქეს მცხეთიდან, ჩრდილოეთიდან. ებრაელებმა დამარ­ 344 წმინდა ნინოს ცხოვრება ხეს ქრისტე და ამოქოლეს მისი საფლავი და სდარაჯობდნენ, მაგრამ ის აღდგა, რო­ გორც იწინასწარმეტყველა. და ქრისტეს აკლდამაში, სადაც პილატე და მისი ცოლი მივიდნენ, იპოვეს ტილოები. როცა იპოვეს, პილატეს ცოლმა მოითხოვა ზეწარი და სწრაფად წავიდნენ პონტოში, ცოლის სახლში, და პილატეს ცოლმა იწამა ქრისტე. 24 ცოტა ხნის შემდეგ, ტილო მოციქულ ლუკას ჩაუვარდა ხელში, რომელმაც ის შეინახა მხოლოდ მისთვის ცნობილ ადგილზე. „ამის შემდეგ მათ ვეღარ იპოვეს სუდარა, მაგრამ ამბობენ, რომ ის პეტრემ იპო­ ვა, წაიღო და შეინახა, მაგრამ არავინ უწყის, იპოვა თუ არა ვინმემ ის. ჯვრები და­ მარხულია იერუსალიმში, თუმცა კაციშვილმა არ იცის, რა ადგილზე. როცა ღმერთი ინებებს, ისინიც გამოჩნდება“. როდესაც წმინდა ნინომ შეიტყო ეს ყოველივე სარა ნიამფორისგან, მან მადლო­ ბა უძღვნა და აკურთხა უფალი, და იკითხა:„სად არის ის ჩრდილოეთის ქვეყანა, საიდანაც ებრაელები ჩამოვიდნენ და სადაც მათ უფალი ქრისტეს შესამოსელი წაი­ ღეს?“ სარამ მიუგო:„ 25 აღმოსავლეთში, ქართლის ქვეყანაში არის ერთი ქალაქი, სახელად მცხეთა, სომხეთის და მთიულეთის მახლობლად, და ახლა ის უჟიკთა 26 იმპერიის ნაწილი გახდა, და კერპთაყვანისმცემლების ქვეყანაა“. სწორედ იმხანად მავანი ქალი ჩამოვიდა ეფესოდან წმინდა ადგილების თაყვან­ საცემად და სარა ნიამფორმა ჰკითხა მას, დედოფალი ელენე ისევ შეცდომილია და ისევ წყვდიადშია, თუ არაო. და ქალმა მიუგო:„მე მათი მსახური გახლავარ, მოზია­ რე ყველა მათი თათბირისა, როგორც საჯარო, ისე საიდუმლო, და ვიცი, რომ მას ახლა დიდად სწადია ქრისტეს სჯულს ეზიაროს და ნათლობა მიიღოს“. როცა წმინდა ნინომ ეს ამბავი შეიტყო, ნიამფორს უთხრა:„წარმგზავნე მასთან, წარვდგები დე­ დოფალ ელენეს წინაშე; განა არ უნდა ვეახლო და დაველაპარაკო ქრისტესათვის?“ ნიამფორმა პატრიარქს აუწყა ნინოს სურვილის და განზრახვის შესახებ, და პარ­ ტრიარქმა, ნინოს ბიძამ, იხმო დისშვილი და დააყენა წმინდა საკურთხევლის კიბეზე. პატრიარქმა წმინდა ხელები ნინოს მხრებზე დაადო, ზეცისკენ თვალაპყრობილმა ამოიხვნეშა და თქვა:„ო, უკვდავო უფალო ღმერთო, შენს წყალობას ვავედრებ ჩემი დის ობოლ ქალიშვილს, და ვაგზავნი მას, რათა იქადაგოს შენი ღვთაებრიობა. დაე, მან გაავრცელოს შენი აღდგომა; სადაც ინებებ შენ, დაე, იქით აიღოს გეზი; დაე, ეს მოგზაური გახდეს, უფალო იესო, სულიერი შვების თავშესაფარი, წინამძღოლი, ბრძენი მეტყველი, რადგან ის ივლის შენი სახელით“. და დედა ეამბორა დამშვიდო­ ბებისას და პირჯვარი გადასახა 27 , და ასე, უფლის მიმართ ლოცვითა და კურთხევით დაშორდნენ ერთმანეთს. წმინდა ნინო გზას გაუდგა იმ დედაკაცთან ერთად, რომელიც ეფესოდან ჩამო­ სულიყო. როცა რომაელების სამეფოს მიადგნენ, [ეფესოელ დედაკაცთან ერთად] იმ დედაკაცის სახლში, ვისთან ერთადაც იმგზავრა, მათ ნახეს მავანი დედოფალი 28 (?მეფის ასული), სახელად რიფსიმე და მისი დედობილი გაიანე 29 . ისინი უმანკო დე­ 345 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი დათა მონასტერში დაბინავებულიყვნენ, ესწრაფოდნენ ქრისტეს აღმსარებლობის მიღებას და ნათლობას იერუსალიმიდან. ის დედაკაცი მივიდა წმინდა ნინოსთან და უამბო მეფის ასულ რიფსიმეს შესახებ, და როდესაც ნინომ შეიტყო, როგორ ჰყვა­ რებია რიფსიმეს ქრისტე, ისიც წავიდა მასთან საცხოვრებლად მეგობარ პილიგრიმ ქალთან ერთად. იმავე წელს წმინდა ნინომ მონათლა რიფსიმე, რომელიც დიდი ხანია, ამას ნატრობდა, [რიფსიმეს ნათლობა] და მასთან ერთად მონათლა მისი დედობილი გაიანე და მისი ოჯახის სხვა წევრებიც, სულ ორმოცდაათი 30 სული; და წმინდა ნინო დედათა მონასტერში 31 ცხოვრობდა მათთან ერთად ორ წელიწადს. იმ დღეებში 32 იმპერატორმა ხალხი წარგზავნა კეთილი და მშვენიერი ქალწულის საპოვნელად, რომელსაც ღირსეულ ცოლობას გაუწევდა. [იმპერატორს სურს ცო­ ლად მოიყვანოს რიფსიმე] როდესაც მაცნეები ქალწულ დედათა მონასტერში ჩა­ ვიდნენ, მათ დაინახეს რიფსიმე და შეიტყვეს, რომ სამეფო ჩამომავლობისა იყო. დიდად მოიხიბლნენ მისი სილამაზით, რადგან მსგავს სილამაზეს ვერსად ნახავ­ დით. მათ ჩაიხატეს რიფსიმეს სახე და ხეზე გამოსახეს მისი პორტრეტი, რომელიც იმპერატორს გაუგზავნეს. როდესაც იმპერატორმა სურათი ნახა, უზომოდ გაიხარა და აღტაცებულმა გადაწყვიტა სამეფო დიდებულების შესაფერი ბრწყინვალე ქორ­ წილი გადაეხადა. ამის გამო საჩქაროდ აფრინა მაცნეები და მთავრები მთელს სა­ მეფოში და უბრძანა საჩუქრები შეეკრიბათ; დიდი სიხარულით გაჩაღდა მზადება საიმპერატორო ქორწილისთვის. როდესაც წმინდა დედებმა დაინახეს მტრის ავი ზრახვა, და ისიც, თუ რა გამალებით სტყორცნიდნენ ცეცხლოვან ისრებს ქრისტეს წმინდა მოწმეებს, შეშფოთდნენ, რად­ განაც მეფე რისხვის იარაღი იყო – როგორც გველი, რომელმაც სამოთხეში დაილაპა­ რაკა; და სწორედ ასეთი იყო ეს წარმართიც, რომელიც უწმინდურ, შემზარავ კერპებს სცემდა თაყვანს. როდესაც კურთხეულმა რიფსიმემ და გაიანემ და სხვა მონაზონმა დედებმა დაინახეს ცდუნება, რომელიც მათ ემუქრებოდა, გაიხსენეს უმანკოების ფიცი, მიცემული უფლისთვის. მწარედ ატირდნენ იმის გამო, რომ მეფემ სურათით შეიტყო რიფსიმეს სილამაზის ამბავი. მწარე ეპიტიმია დაუწესეს საკუთარ თავს და გულმხურ­ ვალედ ევედრებოდნენ ღმერთს და ლოცულობდნენ დაუღალავად; და რაკი ყველანი ერთ აზრზე იყვნენ, საიდუმლოდ გაიპარნენ იმ ქვეყნიდან – ორმოცდაცამეტი სული ერთად. [რიფსიმეს და მის თანმხლებთა გაქცევა სომხეთში] ლტოლვილები სომხითის (სომხეთის) საზღვრებში შევიდნენ, იმ ადგილზე, რომელსაც ახალქალაქი ეწოდება და რომლის შემოგარენშიც არის დვინი, სამეფო რეზიდენცია. ისინი საწნახლებში შევიდნენ, რომლებიც გაშენებული იყო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და თავს ინახავდნენ ხელსაქმით. როდესაც მეფემ გაიგო, რომ წმინდა რიფსიმე და მისი თანმხლებნი ერთად ხე­ ლიდან დაუსხლტნენ მას და მის ცოდვიან სიყვარულს, საშინელი რისხვით აღივსო და ყოველ მხარეს გაგზავნა ხალხი მათ საპოვნელად. და სამეფო დესპანები წარ­ 346 წმინდა ნინოს ცხოვრება დგნენ სომეხთა მეფე თრდატის წინაშე და გადასცეს მას იმპერატორის შემდეგი შინაარსის წერილი: [იმპერატორის წერილი თრდატის, სომხეთის მეფისთვის] „მე, იმპერატორი, სა­ ლამს გიძღვნი შენ, ჩემს საყვარელ მონარქ ძმას და მეგობარს, თრდატს. მინდა გაც­ ნობო, ჩემო ძმაო და მოკავშირევ, რომ ქრისტიანების ერთმა სექტამ, რომელსაც ადრეც ბევრი ტანჯვა მოუყენებია ჩვენთვის, ისევ შეურაცხყო ჩვენი სამეფო უდი­ დებულესობა და აღაშფოთა ჩვენი სამეფო. ისინი ეთაყვანებიან ერთ მკვდარ კაცს, რომელიც ჯვარს აცვეს და თაყვანს სცემენ ხის ფიცარს და დიდებად მიაჩნიათ უფ­ ლის სახელით სიკვდილი; მათ არ ეშინიათ ებრაელების, არამედ ეშინიათ მისი, ვინც თავად აცვეს ჯვარს; ისინი შეურაცხყოფენ მეფეებს და აბუჩად იგდებენ ღმერთებს, და თაყვანს არ სცემენ არც მზეს და არც მთვარეს და ვარსკვლავებს, არამედ ამბო­ ბენ, რომ ყველაფერი იმ ჯვარცმულის შექმნილია; და ისინი გაურბიან ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაუტევებენ მამებს და დედებს და ცალკე ცხოვრობენ, სანამ ცოცხლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ვემუქრები და ვაწამებ მათ, მაინც მრავლდებიან, სულ უფრო და უფრო. მაგრამ მოხდა ისე, რომ მე ამ სექტის ერთ-ერთი წევრის, ახალგაზრდა ქალიშვილის პორტრეტი ვნახე, და მისი ცოლად შერთვა განვიზრახე; მაგრამ მისი გული მეფის სიყვარულის მიმართაც კი გულგრილი აღმოჩნდა. მის­ თვის მე საზიზღარი და ბინძური ვარ, და სხვებთან ერთად გაიქცა, დამემალა; ახ­ ლა ისინი შენი ქვეყნის საზღვრებში შემოსულან. ამიტომ მინდა გაცნობო შენ, ჩემო ძმაო, რომ ახლა შენ უნდა მოძებნო და იპოვო ის; დაე, ისინი, ვინც მას თან ახლავს, სიკვდილით დაისაჯონ, რადგან მათ ის აცდუნეს, მაგრამ თავად ის, ასეთი პირმშვე­ ნიერი, სახელად რიფსიმე, ჩემთან გამოგზავნე. თუმცა, თუ შენ ისურვებ, შეგიძლია თავად დაიტოვო, რადგან შეუძლებელია მთელს იონიელთა(? იონიელები, ბერ­ ძნები) სამფლობელოში მასზე ლამაზი იპოვო ვინმე – და შეუნარჩუნე სიცოცხლე ღმერთების სადიდებლად“. [თრდატი მოისურვებს ცოლად შეირთოს რიფსიმე] როცა თრდატმა იმპერატო­ რის ეს ბრძანება წაიკითხა, სასწრაფოდ წამოიწყო ძებნა, და როცა იპოვა საწნა­ ხელში დამალულები, და როცა რიფსიმე დაინახა, სიყვარულის წადილით აენთო, დიდი სიხარულით აღივსო და განიზრახა მისი ცოლად შერთვა. [რომელიც უარს ეუბნება და წამებით კლავენ] რიფსიმე არ დათანხმდა მეფეს, და ამიტომ ის წამებით მოკლეს თავის დედობილ გაიანესთან და სხვა მრავალთან ერთად, როგორც აღ­ წერილია მათი წამების წიგნში; და ჩვენთვის ცნობილია სასწაულები, მათი წამების ჟამს აღსრულებული, სომეხთა მოქცევაში, და ღმერთის განგებით, მეფე თრდატიც მათთან ერთად მოექცა. [ნინო გაიქცევა და ასკილის ეკალბარდში იმალება. ნინოს ხილვა] შემდეგ რამ­ დენიმე წმინდა დედა, მათ შორის წმინდა ნინოც, გაიქცა, და ნინო ასკილის ეკალ­ ბარდში დაიმალა, რომელიც ჯერ არ აყვავებულიყო. და ვიდრე წმინდა ნინო ასე 347 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი იმალებოდა, მას ეწვია ხილვა – მთავარდიაკვანი 33 გარდამოსული ციდან, სინათლის ოლარმოსხმული, ხელში სასაკმევლით, საიდანაც საამო ნელსურნელოვანი კვამლი იფრქვეოდა და ცას ფარავდა; და მასთან ერთად იყო მრავალი ციური არსება. წმინ­ და წამებულთა სულები გათავისუფლებულიყვნენ თავიანთი სხეულებიდან და შერ­ წყმოდნენ მანათობელ ანგელოზთა დასს, და ყველანი ერთად ამაღლებულიყვნენ ზეცად. როცა წმინდა ნინომ იხილა ეს ყოველივე, ხმამაღლა შესძახა:„ო, უფალო, ო, უფალო, რად დამტოვე მე აქ, ამ ვეშაპებსა და გველებს შორის?“ 34 ამის შემდგომ გაიგონა ხმა ზეციდან ჩამომავალი:„შენც ასევე გაგიყვანენ ზეციურ სამეფოში და ღმერთის ტახტის წინ დაგაყენებენ, როცა ეს ეკალი, რომელიც გარს გარტყია, ვარ­ დის ფურცლების სურნელებით შეიმოსება 35 ; მაგრამ ახლა ადექი და წადი ჩრდი­ ლოეთის ქვეყანაში, სადაც სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა“. 36 [ნინოს ჩრდილოეთით გამგზავრება] მაშინ ნინო გაეშურა იქით, და ჩავიდა ორ­ ბანთში 37 , სომხითის საზღვრებში; და ოთხი თვის შემდეგ – მარტიდან ივნისამდე – გზაში იყო და ჯავახეთის 38 მთებს მიადგა(სადაც იყო დიდი ტბა, რომელსაც ეწოდება ფარავანი. როცა წმინდა ნინომ ამ ადგილს მიაღწია, დაინახა ზაფხულში თოვლით დაფარული ჩრდილოეთის მთები, და ცივმა ჰაერმა დაჰკრა) და აკანკალდა, და აღ­ მოხდა:„ო, უფალო, მიიღე ჩემი სული!“ [შეყოვნდება ფარავნის ტბასთან] ნინო იქ ორ დღეს შეყოვნდა, და საკვებად თევზს სთხოვდა მეთევზეებს, რომლებიც ტბაში იჭერდნენ თევზს. იქ ასევე იყვნენ მწყემსები, და როცა ისინი ღამით ფარას დარა­ ჯობდნენ, თავიანთ ღმერთებს, არმაზს და ზადენს უხმობდნენ საშველად, და შესა­ წირავს აღუთქვამდნენ, როცა მშვიდობით წარდგებოდნენ მათ წინაშე. ამას ისინი სომხურ ენაზე ამბობდნენ, რაც წმინდა ნინოს ესმოდა, რადგან ადრე ნიაფორისგან ისწავლა ცოტა, და ნინო ერთ მწყემსს გამოელაპარაკა და ჰკითხა:„რომელი სოფ­ ლიდანა ხართ?“ მწყემსმა მიუგო:„ჩვენ ქინძარიდან, რაბათიდან და დიდი ქალა­ ქიდან – მცხეთიდან ვართ, სადაც ეს ღმერთნი მბრძანებლობენ და მეფენი განა­ გებენ“. 39 „სად არის ეგ ქალაქი მცხეთა?“ – ჰკითხა ნინომ მეთევზეებს. მათ მიუგეს: „მცხეთა დგას მდინარეზე, რომელიც ამ ტბიდან მიედინება“. როცა ნინომ დაინახა, რა გრძელი და მძიმე გზა ედო წინ და რამხელა მთები უნ­ და გადაელახა, შიშმა აიტანა და აცახცახდა. აიღო მოზრდილი ქვა და დადო მიწაზე ბალიშად, და იმ მდინარის პირას დაწვა დასაძინებლად, რომელიც ტბიდან მოედი­ ნებოდა. და როცა ჩაეძინა, სიზმარში გამოეცხადა უზომოდ მაღალი კაცი, რომელსაც თმა მხრებზე სცემდა (?) 40 ; და მან წმინდა ნინოს დაბეჭდილი წიგნი მისცა და უთხრა: [სადაც ნინოს ათი მცნება ეუწყება ხილვაში] „სწრაფად წაიღე ეს მცხეთაში და გა­ დაეცი კერპთაყვანისმცემელ მეფეს“. მაგრამ წმინდა ნინო აქვითინდა და ვედრება დაუწყო:„ო, უფალო, მე ერთი უცხო ტომის დედაკაცი ვარ, თანაც გაუწაფავი – მათი ენა არ ვიცი და როგორ უნდა ველაპარაკო; რანაირად უნდა შევიდე უცხო ქვეყანა­ ში, უცხო ხალხში?“ მაშინ კაცმა გადაშალა წიგნი, რომელსაც იესო ქრისტეს ბეჭედი 348 წმინდა ნინოს ცხოვრება ესვა, და მასში რომაულ ენაზე 41 ეწერა ათი სიტყვა, ისე როგორც მოსესთვის გადა­ ცემულ ქვაზე, და გაუწოდა წმინდა ნინოს წასაკითხად, და აი, რა იგავები ეწერა იქ: 1. „...სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამ დედაკაცმა 42 გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად“. მათე, 26:13 2. „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“. გალატელთა მიმართ, 3:28 43 3.„ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“. მათე, 28:19 4.„წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად“. მათე, 28:19 5. უთხრა მათ:„მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნი­ ლებას“. მარკოზი, 26:15. 6.„ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს“. მათე, 10:40 7.„ვინაიდან მარიამი სათნო იყო უფლისათვის, ამიტომ ყოველთვის გულისყუ­ რით უსმენდა მის ჭეშმარიტებას და სიბრძნეს“. 8.„ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ“. მათე, 10:28 9.„იესომ უთხრა მარიამ მაგდალელს:„წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღ­ ვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუე­ ნისა. იოანე, 20:17 10.„სადაც არ უნდა წახვიდე, იქადაგე მამისა და ძისა და სული წმიდის სახელით“. როდესაც წმინდა ნინომ ბოლომდე წაიკითხა ეს სიტყვები, ლოცვა აღავლინა ღმერთის მიმართ და ცხადად შეიმეცნა, რომ ეს იყო ხილვა ზეციდან. და თვალები ზეცად აღაპყრო და დახმარება შესთხოვა ყოველთა მფარველ ღმერთს, რომლის სასუფეველია ცათა შინა 44 . [ნინო ურბნისში მიემგზავრება] შემდეგ ის გაუდგა გზას და მდინარეს ისე მიუდგა, რომ მის დინებას დასავლეთით გაჰყოლოდა. გზად მრა­ ვალი განსაცდელი გადახდა თავს და სასტიკი მტაცებელი მხეცების შიშის დაძლევა, სირთულისა და დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, ვიდრე იმ ადგილს არ მიაღ­ წია, სადაც ნაკადული მიედინება აღმოსავლეთისკენ. იქ მას ნუგეში მიეცა, რადგან შეხვდა მოგზაურებს, და მათთან ერთად მიადგა ქალაქის გარეუბანს, რომელსაც ურბნისი ეწოდება, და იქ ნინომ ნახა, როგორ ეთაყვანებოდნენ ადამიანები უცნაურ ღმერთებს, რადგან ისინი ცეცხლს, ქვას და ხეს სცემდნენ თაყვანს. ამან ძლიერ დაუმძიმა სული წმინდა ნინოს. ის შევიდა უბანში 45 , სადაც ებრაელები ცხოვრობ­ დნენ და მათ მშობლიურ ენაზე დაელაპარაკა(რაშიც გაწაფული იყო); და იქვე დაი­ ვანა ერთ თვეს და სწავლობდა იმ ქვეყნის ზნე-ჩვეულებებს. 349 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ერთ დღესაც, იმ ქალაქიდან უამრავი ხალხი დაიძრა დიდი სამეფო ქალაქ მცხე­ თისკენ იმისათვის, რომ შეეძინათ, რაც სჭირდებოდათ და მსხვერპლი შეეწირათ თავიანთი ღმერთის, არმაზისთვის; მათთან ერთად გაეშურა წმ. ნინოც. [ნინო ჩადის მცხეთაში, სადაც წარმართთა დღესასწაულს იხილავს] როდესაც ქალაქ მცხეთას მიაღწიეს, მოგვთა ხიდის 46 მახლობლად დაბინავდნენ. და როცა წმ. ნინომ დაინახა ეს გრძნეულები, ცეცხლთაყვანისმცემლები, ადამიანთა მოდგმის მაცდუნებლები, ატირ­ და, რადგან ისინი წარწყმედილები იყვნენ და დადარდიანდა მათი უცნაური ზნის გამო. მეორე დღეს ატყდა საყვირების ყურისწამღები ხმა, ყვირილი და ამაზრზენი ფორიაქი, და უთვალავი ხალხი ველური ყვავილებივით მოეფინა იქაურობას, მორბოდნენ და ჯგუფდებოდნენ, მეფის და დედოფლის გამოჩენას მოელოდნენ. შემდეგ მოვიდა დე­ დოფალი ნანა, და მას უკან მშვიდად მოჰყვებოდა ხალხი. ისინი მის ნაკვალევს ამკობ­ დნენ და მის სავალს ფერად-ფერადი კრეტსაბმელებით ზღუდავდნენ, ძირს ხის ფოთ­ ლებსა თუ ყვავილებს უფენდნენ და ხოტბას ასხამდნენ მეფეს. შემდეგ მობრძანდა დიდი ზარ-ზეიმით მრისხანე მეფე მირიანი. წმ. ნინომ ერთ ებრაელ ქალს ჰკითხა:„რა არის ეს?“ მან მიუგო:„ესაა მათი ადათი, მიეახლებიან თავიანთ ღმერთთა ღმერთს, რომელსაც ვერც ერთი კერპი ტოლს ვერ დაუდებს“. წმინდა ნინომ ეს რომ მოისმინა, ხალხს გაჰყვა არმაზის კერპის სანახავად, და ნახა, რომ მთის ფერდობები მორთულმოკაზმული იყო ბაირაღებითა და მინდვრის ყვავილების მსგავსი აღკაზმულობით და წმ. ნინომ აირბინა არმაზის ციხესიმაგრისკენ და ახლოს მივიდა კერპთან, რომელიც კლდის ნაპრალში იდგა, და საკუთარი თვალით იხილა აქაური ადათის გაუგებარი და ენით უთქმელი უცნაურობა. ისმოდა საშინელი გრუხუნი და მთელი ერი და თავად მე­ ფეც, ცახცახებდნენ და შიშით ძრწოდნენ კერპის წინაშე. წმ. ნინომ დაინახა სპილენძის კაცი, რომელსაც გარედან ემოსა ოქროს ჯავშანი და თავზე ეხურა ოქროს მუზარადი, ჰქონდა ზურმუხტის და ბივრილის სამხრეები და თვალები და ხელთ ეპყრა ელვარე ხმალი, რომელიც მის ხელში ტრიალებდა და ვერავინ ბედავდა კერპთან მიკარებას სიკვდილის შიშით. და ხალხი ასე მიმართავდა მას:„თუ აქ არის ვინმე, ვინც დიადი ღმერთის – არმაზის დიდებულებას არად აგდებს, ვინც ებრაელებს ეთანხმება, ვინც ყურს არ უგდებს მღვდლებს, რომლებიც მზის თაყვანისცემას ასწავლიან, ანდა ისინი, ვინც მავან უცნაურ ღმერთს, ციური ღმერთის ძეს ეთაყვანება – თუკი აქ, ჩვენ შორის არის ვინმე ასეთი ცოდვილი, დაე, მისმა ხმალმა, ვისი შიშითაც ძრწის მთელი სამყა­ რო, სული გააფრთხობინოს მას!“ და როცა ითქვა ეს სიტყვები, ყველანი, შიშით აცახ­ ცახებულნი, თითო-თითოდ მივიდნენ და თაყვანი სცეს კერპს. მას ხელმარჯვნივ ედგა მეორე კერპი, ოქროსი, ადამიანის სახით, და მას გაცი 47 ერქვა, ხოლო მისგან ხელმარ­ ცხნივ – მესამე, ვერცხლის კერპი, რომელსაც კაცის სახე ჰქონდა და ერქვა გაიმი 48 , და ისინი იყვნენ ქართლის ერის ღმერთები. როდესაც კურთხეულმა ნინომ იხილა ეს, ოხვრა აღმოხდა, ცხარე ცრემლით ატირდა და შეჰღაღადა ღმერთს და შეევედრა ასე შეცთომილი ჩრდილოეთის ქვეყ­ 350 წმინდა ნინოს ცხოვრება ნის გამო, რადგან ნათელი დაფარული იყო მათთვის და ჩრდილი ადგა ქვეყანას 49 . ნინომ დაინახა, როგორ მიუყვებოდნენ ცხოვრების გზას მათი მეფეები, მთელი მა­ თი ლაშქარი და უფლისწულები თავიანთი ამალით ცოცხლად ჯოჯოხეთის ხახისკენ, რადგან მათ უარყვეს შემოქმედი და ეთაყვანებოდნენ ქვის, ხის, თითბრის, სპილენ­ ძის ღმერთებს, და ისინი მიაჩნდათ ყოვლის შემოქმედად. მაშინ წმ. ნინომ გაიხ­ სენა სიტყვები, რომლებიც დედამისის ძმამ, პატრიარქმა იობენალმა უთხრა მას: „როგორც გმირს ისე წარგგზავნი მე შენ ამ გზაზე, რადგან მიდიხარ უცხო ქვეყანაში, სადაც დარგეველის, ზეველის, ბარციდულის 50 გვარტომნი ბინადრობენ, და ასე იტ­ ყვიან ბრანჯულ ენაზე:„კაცნი, რომელნიც ღმერთის მტრები და მოწინააღმდეგები არიან“. [ნინოს ლოცვა] მან თვალი ზეცისკენ აღაპყრო და თქვა:„ო, ღმერთი, შენი დიადი ძალით ისე ჰქმენ, რომ შენკენ იბრუნონ პირი ამ შენმა მტრებმა და შენი დია­ დი მრავალტანჯულობით დაე, ამ ხალხმა შეიძინოს სიბრძნე, და ყველა შენი მტერი აღიგავოს პირისაგან მიწისა, ვითარცა მტვერი და ნაცარი, მაგრამ არ შეიზიზღო ადა­ მიანი, რომელიც შეჰქმენი მსგავსებად შენდა, და წმინდა სამებიდან ის ერთი აქციე კაცად და მიანიჭე სიცოცხლე ყველას ამქვეყნად. გადმოხედე მათ მოდგმას და იხსენ სული მათი ეშმაკისა და უხილავი მბრძანებლისგან, წყვდიადის უფლისწულისგან და მომანიჭე უნარი, ო, უფალო ღმერთო ჩემი მამისა და დედისა, შენს მოახლეს, შე­ ნი მსახურებისთვის შობილს, რათა შენი მაცხოვარება ხილული გავხადო დედამი­ წის ყოველ კუთხეში, რათა ჩრდილოეთმა და სამხრეთმა იხარონ, და რათა ყველა ადამიანმა თაყვანი სცეს ერთადერთ ღმერთს, შენი ძის, იესო ქრისტეს მეოხებით, ვინც ღირსია ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ აწ და მარადის“. როცა წმ. ნინომ დაასრულა ლოცვა და ღვთის დიდება, [ამოვარდა მძლავრი ქა­ რიშხალი] ღმერთმა უმალ გამოგზავნა დასავლეთის ქარები და ქარიშხლები, შემზა­ რავ, ავის მომასწავებელ ღრუბლებთან ერთად, და ატყდა საზარელი ჭექა-ქუხილი და მზის ჩასვლისას ამოვარდა მწარე, მომწამვლელი, მყრალი ქარი. ამის შემხედვარე მთელი ხალხი სასწრაფოდ განერიდა იქაურობას და გაიქცა საკუთარი საცხოვრებ­ ლისკენ ქალაქში. [კერპებს შემუსრავს] ღმერთმა სულ ცოტა დრო მისცა საამისოდ, და როცა ყველამ სახლებს შეაფარა თავი, უეცრად მისი სასტიკი რისხვა ღრუბლიდან დაატყდა თავს, და წამოვიდა სეტყვა, ორი ხელის 51 ოდენა, ისრებივით ესობოდა მძიმე და მყარი კერპების სადგომს და დაამსხვრია და მიწასთან გაასწორა, კედლებიც კი ჩამოშალა საშინელმა ქარმა და მიმოფანტა კლდეებში 52 . მაგრამ წმ. ნინო იდგა უვნე­ ბელი, და იმავე ადგილიდან იყურებოდა, სადაც თავიდანვე დადგა. მეორე დღეს მოვიდა მეფე მირიანი და მთელი ერი, რათა მოენახათ თავიანთი კერპები, მაგრამ ვეღარსად იპოვეს. ამიტომ შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ყველანი და გაოცდნენ; ბევრმა მათგანმა თქვა:„ამრიგად, კერპები დაუცველები არიან და იმის გამო დაეცნენ, რომ ითრუჯანი, ქალდეველთა ღმერთი და ჩვენი ღმერთი არმაზი ყოველთვის მტრობდნენ ერთმანეთს, რადგან არმაზმა ზღვა მოაქცია მის მიწაზე, და 351 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ახლა მას შეშურდა და ასე უმტრო მას“. ზოგმა კი თქვა,„ეს იმ ღმერთმა ჩაიდინა, რომლის ძლევითაც თრდატი, სომხეთის მეფე ჯერ ტახად და მერე ისევ იმავ ძალით კაცად იქცა, ვინაიდან, აბა, რომელ სხვა ღმერთს ხელეწიფება ამის ჩადენა?“ მას მერე, რაც მეფე თრდატი ქრისტეს ძლევით იქცა ტახად და ქრისტესავე ძლევით მას ადამიანის სახე დაუბრუნდა, ხალხი უკვე დაუფარავად აქებდა და ადიდებდა ქრის­ ტეს, რადგან აღმოსავლეთში უფლის მადლმა იწყო გაბრწინება. იმ მრისხანებისა და კერპების უარყოფის ხანაში 53 , როცა სეტყვა და სასტიკი ქა­ რი ჩადგა, წმ. ნინო გამოვიდა [წმ. ნინო მთაზე დაბინავდა] კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრილის თვალი, აიღო და მივიდა უფსკრულის პირთან. იმ ადგილზე ძველთაგან ციხესიმაგრე და ქალაქი 54 იდგა, და დაინახა იქვე ხე, რომელსაც ერქვა ბრინჯი 55 (აკაცია), ძალიან დიდი და თვალადი, მრავალტოტიანი, რომლის ჩრდილ­ შიც აღმართა ჯვრის ნიშანი და იქ დაჰყო ექვს დღეს და ჰმადლობდა უფალს და ევედრებოდა, რომ მოწყალე თვალით გადმოეხედა და ეშმაკთა ცდუნებისგან განე­ რიდებინა ხალხი. და როდესაც კერპები უკუიქცნენ, მარტის თვიდან ხუთი თვე იყო გასული – იდგა აგვისტოს მეექვსე დღე, ის დღე, როცა ქრისტემ ფერისცვალება გა­ ნიცადა და წარდგა წინასწარმეტყველთა და მის მოციქულთა 56 წინაშე. როგორც უკვე მოგახსენეთ, წმ. ნინომ თავი შეაფარა ხეს და იქ დაბინავდა. [მას ეწვია შროშანა] მასთან მივიდა სასახლიდან სეფექალი, სახელად შროშანა, და რო­ დესაც წმ. ნინო დაინახა, გაოცდა და ერთი ქალის დახმარებით, რომელიც ბერძნუ­ ლად ლაპარაკობდა, ჰკითხა, საიდან მობრძანდით და რას აკეთებთო. როდესაც მან წმინდა ნინოსგან შეიტყო ყველაფერი(გარდა მისი წარმომავლობისა), რომ ის იყო ტყვე ქალი 57 , შროშანამ თანაუგრძნო და სულგრძელობით განიმსჭვალა, რაკი ის უც­ ხოელი იყო, და ცრემლმორეულმა სთხოვა წმ. ნინოს გაჰყოლოდა შინ, სასახლეში; მაგრამ წმ. ნინომ უარი უთხრა, და შროშანა წავიდა. სამი დღის შემდეგ წმ. ნინო წამოდგა, გადაკვეთა მდინარე კურა და მივიდა სამე­ ფო ბაღთან, სადაც დღეს აღმართულია წმინდა სვეტი და საკათოლიკოსო ეკლესია. [და ცხრა თვეს ცხოვრობდა მეფის მებაღის სახლში] იქ მან დაინახა ბაღის მცველის პატარა სახლი, და შევიდა შიგ. იქ მას დახვდა ანასტოსი, ბაღის მცველის ცოლი, და გულთბილად ეამბორა ისე, თითქოს დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყოს მისი. ფეხი განბანა, ზეთი აპკურა და პურითა და ღვინით გაუმასპინძლდა. წმ. ნინომ მასთან ცხრა თვეს დაჰყო. მოხდა ისე, რომ ანასტოსი და მისი ქმარი უშვილონი იყვნენ და ძლიერ დარდობდნენ ამის გამო. წმ. ნინოს ძილში ხილვა ეწვია, ნათლით შემოსი­ ლი კაცი, და უთხრა ნინოს:„წადი იმ ბაღში, და იქ, კედარის ხის ძირას პატარა ტოტს ნახავ, რომელიც სადაცაა მრავალ მშვენიერი ფერის სურნელოვან ყვავილს გამოი­ ღებს. წამოიღე მიწა იმ ადგილიდან და მიეცი ამ წყვილს, რათა შეჭამონ, და მათ ვა­ ჟი შეეძინებათ“. წმ. ნინომ წარმოთქვა ლოცვა, და მისცა მიწა ქმარსა და მის ცოლს, რათა ეჭამათ, როგორც ანგელოსმა დაუბარა. [რომლის მეუღლეს ვაჟი შეეძინა] და 352 წმინდა ნინოს ცხოვრება მათ შეეძინათ ერთი ვაჟი, და შემდგომში ბევრი ქალიშვილი. ამის შემდეგ მათ იწა­ მეს ქრისტე და წმ. ნინოს 58 საიდუმლო მოწაფეებად იქცნენ. მებაღის სახლში გატარებული ცხრა თვის შემდეგ წმ. ნინომ ქალაქის გალავნის გარეთ, უფლის განგებულებით აღმოაჩინა ერთგვარი კარავი, რომელსაც მაყ­ ვლოვანი ქმნიდა, სადაც დღეს სამთავარეპისკოპოსო ეკლესიაა. [ნინო მაყვლო­ ვანში განმარტოვდება] იქ დაივანა და მოისვენა წმინდა ნინომ, იქ აღმართა მისივე ხელნაკეთი ჯვარი, რომელიც ვაზის ტოტებისგან შეკრა, და მთელი ღამე მის წინ გაა­ თია, იჯდა და უყურებდა. ასე, ლოცვებსა და უფლის წინაშე ვედრებაში გაილია ღამე და გათენდა. წმინდა ნინოს მრავალი ტანჯვით გაოცებული ცოლ-ქმარი, რომლებიც მეფის ბაღს უვლიდნენ, ემსახურებოდნენ ნინოს. ვიდრე ასე ცხოვრობდა, წმ. ნინო ხშირად სტუმრობდა ებრაელების უბანს, რადგან შეეძლო ებრაულად ლაპარაკი, და სურდა ამ გზით შეეტყო იესოს პერანგის(კვართის) ადგილსამყოფელი, რომლის შესახებ ჯერ კიდევ ნიაფორისგან სმენოდა იერუსალიმში – როგორ ჩამოიტანეს ის მცხეთელმა ებრაელებმა, და წესით მათ უნდა სცოდნოდათ, სად ინახებოდა ის. [აბიათარი, სიდონია და სხვა ებრაელები ემოწაფებიან ნინოს] ნინო შეხვდა მა­ ვან ებრაელ მღვდელს, სახელად აბიათარს, და სიდონიას, მის ქალიშვილს, მათ უქადაგა სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და მათ მიიღეს ის, და გახდნენ წმ. ნინოს მოწაფეები, სხვა ექვსიოდე ებრაელ ქალთან ერთად, და წმ. ნინო ასწავ­ ლიდა მათ ყველაფერს, ნათლობის გარდა, რადგან იმ დროს იქ არ იყო მღვდელი, რომელსაც შეეძლო მათი მონათვლა, და საიდუმლოდ ინახავდნენ იმ ამბავს, რომ წმ. ნინოს დაემოწაფნენ. და უფალმა, ნინოს ხელით მრავალი სასწაული მოახდინა და მრავალი განკურნა, რადგან ბალახეულის გამოყენებით ნინომ შეძლო უკურნე­ ბელი სენისგან გაეთავისუფლებინა ადამიანები. [კონსტანტინე უკუაქცევს ქართველთა და სპარსთა შემოსევას] ასე ცხოვრობდა წმინდა ნინო სამ წელიწადს ქალაქ მცხეთაში, და შემდეგ მეფე მირიანმა და მის­ მა ძმისშვილმა, სპარსეთის მეფემ, გაილაშქრეს საბერძნეთზე, საიდანაც საბერძნე­ თის იმპერატორმა კონსტანტინემ უკუაგდო ისინი ქრისტეს და მისი ჯვრის მეოხებით, რომელიც იმპერატორის ლაშქარს ყოველთვის წინ მიუძღოდა. მონათხრობი მღვდელ აბიათარისა, რომელიც წმინდა და კურთხეულმა ნინომ მოაქცია 59 [აბიათარის თავგადასავალი] მე, აბიათარი, წილის ყრით ამირჩიეს მღვდლად, იმ წელიწადს, როცა წმინდა და კურთხეული დედა ნინო ჩამორბრძანდა მცხეთაში. ამის შემდეგ 60 , [აბიათარი იღებს წერილს ანტიოქიის ებრაელთაგან] ანტიოქიის ებ­ რაელ მღვდელთაგან მივიღე წერილი, რომელიც იუწყებოდა: 353 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი „ღმერთმა ისრაელის სამეფო სამ ნაწილად დაყო, რადგან ვაი, რომ, ჩვენი წი­ ნასწარმეტყველები აღარ არიან და მათ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სული უფლი­ სა, გვითხრეს, რომ ყველაფერი აღსრულდა. ჩვენ მიმოვიფანტეთ მთელს დედამი­ წაზე, და რომაელებმა დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა; აღარაფერი დაგვრჩენია გლოვის გარდა, რადგან შემოქმედი უფლის რისხვა დაგვატყდა თავს. ამიტომაც მოვიძიეთ მოსეს 61 წიგნი, რომელმაც აღგვიწერა ეს ყოველივე – როგორ მოკლავდნენ მას, ვინც ამ მიწაზე თავის თავს უწოდებდა ძე ღვთისას. და ჩვენ აღმოვჩნდით ნაზა­ რეველის მკვლელობის მიზეზი. ახლა ჩვენ გავაცნობიერეთ, თავიდანვე როგორ შესცოდეს ჩვენმა მამებმა ღმერთს და როგორ დაივიწყეს ის სრულიად. შემდეგ მან ისინი ეშმაკს ჩაუგდო ხელში, მაგრამ ისევ იბრუნეს პირი და ხმამაღლა შეჰღაღა­ დეს ღმერთს, და მან ისინი მაშინვე დაიხსნა განსაცდელისგან; და ნამდვილად ასე მოიქცნენ, როგორც ვიცით წმინდა წერილიდან, ვიდრე შვიდგზისამდეც კი . ამიტომ, რაკი ჩვენმა მამებმა აღმართეს ხელი ქალწულის ძეზე, და მოაკვდინეს ის, ღმერთი განრისხდა ჩვენზე. მან გაანადგურა ჩვენი სამეფო, და გამოგვყარა მისი ტაძრიდან. ჩვენი მოდგმა ყველასთვის საძულველი შეიქნა. და იმ დღიდან მოყოლებული სამა­ სი წელი(არა, მეტიც) გავიდა და მან არ შეისმინა ჩვენი ვედრება. აქედან ჩანს, რომ ეს ნამდვილად არ არის სიცრუე, და ის კაცი ციდან იყო მოვლენილი“. კიდევ ბევრი რამ მოგვწერეს მათთან დაკავშირებული. როცა ეს შევიტყვე, [ნი­ ნომ მოაქცია] დავიწყე გამოკითხვა და ვეკითხებოდი იმ ქალს, ნინოს, ქრისტეს ამ­ ბავს: ვინ იყო ის, და რატომ იქცა ძე ღვთისა კაცად. წმინდა ნინომ პირი გააღო თუ არა, იქიდან ისე გადმოედინა სიტყვები, როგორც წყალი ჭიდან, და ზეპირად მიყვე­ ბოდა ჩვენს წიგნებს, სულ დასაბამიდან, სადაც მათი ძალაუფლება გაცხადდა. და ჰოი! მძინარე გამომაფხიზლა, და ჩემს გაქვავებულ გულში სინათლე დაანთო, და ცხადად დავინახე ჩვენი მამების საცოდაობა. მე ვიწამე ახალი რჯული, და ვიწამე უფალი იესო ქრისტეს, ძე ღვთისას სიტყვები, რომელიც ეწამა და აღდგა კვალად, და ვინც კვლავ მოვა მეორეჯერ დიდებით, და ვინც იყო, და ჭეშმარტად არის ის, ვისაც წარმართნი მოელიან. ჩემი ქალიშვილი სიდონია და მე ღირსი შევიქენით ნათლო­ ბის წმინდა წყლის პკურებისა განსაწმენდელად ცოდვათა, რაც წინასწარმეტყველი დავითის სურვილი იყო და რაც მან ვერ მიიღო. მე გავიგონე მათი ხმები, ვინც ერ­ თად გალობდა ახალ სჯულს, რომლის გაგონება ასე ეწადა დავითს. და მე ღირსი გავხდი მეგემა ქრისტეს, ძე ღვთისას, იმ კრავის, ანუ უტკბესი მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რომელიც მოაკვდინეს ამა სოფლის ცოდვათა გამოსასყიდად; და ამ რწმენით, ო, უფალო, დაე, ჩემი სული გამოვიდეს ჩემი სხეულიდან! და აი! მე ვიხილე ჩემი, საკუთარი თვალებით, როგორ აღასრულა მრავალი სახის სასწაული მცხეთაში წმინდა ნინომ. 62 354 წმინდა ნინოს ცხოვრება იმავე მღვდელ აბიათარის ნაამბობი უფალი იესო ქრისტეს კვართის თაობაზე 63 მე, აბიათარი, მოგითხრობთ ამბავს, რომელიც გავიგონე და შევისმინე საკუთა­ რი ყურით ჩემი მშობლებისგან, რომლებმაც ისწავლეს ეპისტოლეებიდან და მათი მშობლებისა და პაპებისა და დიდედებისგან. [ქართველმა ებრაელებმა] იმ დროს იერუსალიმს ჰეროდე მართავდა, და გავ­ რცელდა ხმა, რომ სპარსელებმა აიღეს იერუსალიმი 64 , [შეიტყვეს ქრისტეს შობის ამბავი] და ამის გამო მცხეთაში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა შორის, ბოდის მღვდლებსა და კოდის წყაროს მწიგნობართა და ხობის 65 სჯულის მთარგმნელთა შორის დიდმა მწუხარებამ და გლოვამ დაისადგურა. ამ ამბავმა ყველა შეძრა და გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა დასახმარებლად. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სხვა მაცნე ჩამოვიდა და კეთილი ამბები ჩამოიტანა, რომ სპარსელები იე­ რუსალიმში დასაპყრობად კი არ ჩასულან; არამედ, იარაღის 66 ნაცვლად მიიტანეს სამეფო 67 ოქრო, მირონი(ჭრილობის სწრაფმკურნალი) და საუცხოო სურნელოვანი საკმეველი. 68 ისინი დაეძებდნენ მავან ჩვილს, რომელიც დავითის თესლისგან შვა ქალწულმა, და იპოვეს ბავშვი, რომელიც ქალწულისგან იშვა ჟამითი უჟამოდ შეუ­ ფერებელ ადგილას, როგორც უცხოელთ სჩვევიათ(?). და ისინი მივიდნენ ჩვილთან და თაყვანი სცეს მას და მიართვეს მას ძღვენი 69 და მშვიდობით დაეთხოვნენ 70 . და ქართველმა ებრაელებმა სიხარულით მოისმინეს ეს ამბები. ამის შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, და მღვდელმა ანნამ 71 იერუსალიმიდან [ქუ­ რუმთქურუმი ანნასი, ელიოზს უხმობს იერუსალიმში, რათა დაესწროს ქრისტეს სიკვდილს] მოსწერა ჩემს მამას, ელიოზს, 72 რომ ის, ვისთანაც სპარსეთის მეფეები ჩავიდნენ და ძღვენი მიართვეს, გაიზარდა და ჩავიდა მამათა მონასტერში, 73 ??? და რომ ის თავის თავს მოიხსენიებდა ძედ ღვთისა.„მიეახლე მის სიკვდილს, რომლი­ თაც აღსრულდება საღმრთო და მოსეს სჯული“. ელიოზი წავიდა; ის მამაჩემის მამა იყო, ასაკოვანი კაცი, და დედამისი – მღვდე­ ლი ელის ჩამომავალი, და ელიოზს ერთი და ჰყავდა. ელიოზის დედა ევედრებო­ და,„წადი, შვილო ჩემო, რათა აღასრულო კეთილშობილი მეფის მოწოდება, რათა აღასრულო ის სჯულის კანონი, რის წინააღმდეგაც მოითათბირეს ებრაელებმა. არ დაეთანხმო მათ, ო, ჩემო შვილო, ვინაიდან ის არის წინასწარმეტყველთა სიტყვა და ბრძენთა იგავი და საიდუმლო, ებრაელთაგან დაფარული, ერების ნათელი და ცხოვრება მარადიული“. მცხეთელი ელიოზი და კარსნის ლონგინოზი გაემგზავრნენ და იხილეს უფალი იესო ქრისტეს ჯვარცმა. [ელიოზის დედას ესმის, როგორ აჭედებენ ქრისტეს ლურსმნებით ჯვარზე] იმ დროს, როდესაც უფალი ჯვარზე ლურსმნებით გააკრეს და ჰასანიგმა 74 ლურსმნები რკინის ჩაქუჩით ჩააჭედა, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა დარტყმების ხმა და უეცრად 355 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი შეჰყვირა:„მშვიდობით, სამეფოვ ებრაელთა, რადგან თქვენ თქვენი მაცხოვარი და მხსნელი მოაკვდინეთ და ამიერიდან პასუხს აგებთ როგორც თქვენი შემოქმედის მტრები და მკვლელები! ვაი მე, რომ არ დავიმარხე მის სიკვდილამდე, რადგან ყურები დამეხშო და ამიერიდან აღარა ვარ ღირსი ქრისტიანთა ნათლის და ისრაელის მშვი­ დობის ხილვისა“. როცა ეს სიტყვები აღმოხდა, უმალ შევიდა იგი განსასვენებელსა. [ელიოზს ქრისტეს კვართი ჩამოაქვს მცხეთაში და აძლევს მის დას, რომელიც კვდება და მარხავენ კვართთან ერთად] უფლის კვართი წილის ყრით ერგო მცხე­ თელ ებრაელს და ელიოზმა ის მცხეთაში წაიღო. მას ატირებული და შემოეგება, ყელზე მოეხვია; გამოართვა იესოს კვართი, გულში ჩაიკრა და იმავ წამს სული და­ ლია. მისი სიკვდილი სამმაგი იყო: მწარე დარდი ქრისტეს მკვლელობის გამო, დე­ დის სიკვდილი და 75 გულგატეხილობა, რომ ძმასთან ერთად არ დაესწრო ჯვარზე გაკვრას. ამან დიდი ინტერესი და მღელვარება აღძრა მცხეთაში, და ამ ამბავმა მეფე ადერკამდე 76 მიაღწია; და ხალხმა სამეფო ოჯახიშვილებმა და თავად მეფე ადერკმა, მოისურვეს ქრისტეს პერანგის ხელში ჩაგდება. მაგრამ მეფე შიშმა შეიპყრო, როცა აღმოაჩინა, რომ ვერაფრით გამოჰგლეჯდა ხელიდან; ისე მტკიცედ და მაგრად ჩაებ­ ღუჯა და მიეკრო მკერდზე, რომ მისმა ძმამ ქრისტეს პერანგთან ერთად დამარხა და. მხოლოდ უფალმა უწყის 77 ის ადგილი, სადაც ის დაიკრძალა და უფლის გარდა ვერავინ იტყვის ვერაფერს, გარდა იმისა, რომ ის დაიმარხა კედარის ხის მახლობ­ ლად, რომელიც ლიბანიდან ჩამოიტანეს, დარგეს და იხარა მცხეთაში. მამამ ასევე მითხრა, რომ ელიას პერანგი, მეორე(?) სამოსი, ასევე ღვთაებრივი ძალით დაჯილდოებული, იმ ქალაქში ძევს, ძლევის საკურთხევლის ქვის ქვეშ, და მას ვერავინ იპოვის დათქმულ დრომდე 78 . წმინდა ნინომ მომიწოდა მამაჩემისთვის მეთხოვა, ეამბნა ჩემთვის ყველაფერი ზედმიწევნით, რადგან წმინდა ნინოს არ ასვენებდა წყურვილი გაეგო, სად იყო ის ადგილი, სადაც კვართი ინახებოდა. მაგრამ მამამ მხოლოდ ის მითხრა, რომ ის იმ ადგილზე მარხია, სადაც კაცის ენა ღმერთს სადიდებელს უგალობს, ადგილზე, სა­ დაც იაკობმა იხილა კიბე, რომელიც ზეცამდე ადიოდა. 79 მრავალი წლის შემდეგ, 80 მეფე ადერკის მამის ძმის შვილიშვილმა, მეფე ამზაელ­ მა 81 მოიკითხა სამოსი ებრაელთა შორის, მაგრამ ვერც იპოვა და ვერც ვერაფერი შეიტყო მასზე, ერთადერთი ის, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ; რომ როგორც ითქვა, ის დამარხული იყო ლიბანური კედარის მახლობლად. მაგრამ იმავე ელიოზის ოჯახმა, რომელმაც კვართი ჩამოიტანა და დასთან ერთად დამარხა ის, იცოდა, რომ ის იყო ქალაქის აღმოსავლეთით, მოგვთა ხიდთან. იმ დღეებში, წმინდა ნინოს ძილში სამჯერ 82 , უფრო ზუსტად, ოთხჯერ ეწვია ხილ­ ვა. მუხლმოყრილი წმ. ნინო, წინ გადახრილიყო, მსუბუქ ძილ-ღვიძილში ჩავარდნი­ ლიყო. მან იხილა, როგორ ჩამოფრინდნენ შავფრთოსანი ფრინველები ზეციდან და შევიდნენ მდინარეში და იბანავეს, და სრულიად გათეთრდნენ, და შეფრინდნენ 356 წმინდა ნინოს ცხოვრება ბაღში, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, და აკრიფეს ხილი და დაკენკეს ყვავილები; და ისინი ალერსიანად და სიყვარულით მიუახლოვდნენ ნინოს, თითქოს ის ყოფი­ ლიყო ბაღის მფლობელი, და შეგროვდნენ მის ირგვლივ და ტკბილად იგალობეს 83 . როდესაც წმ. ნინომ ეს მის მოწაფე სიდონიას(აბიათარის ქალიშვილს) უამბო, მან მიუგო:„ო, უცხოელო, სხვაგან დაბადებულო! ტყვე ქალო, როგორც თავად ამბობ! მე ვიცი, რომ შენით განახლდება ეს დროება და შენი მეოხებით გაცხადდება ის ამბავი, რაც ჩვენმა მამებმა ჩაიდინეს; ის, თუ როგორ დაღვარეს ღვთის შვილის უმანკო სის­ ხლი, დანაშაული, რომლისთვისაც ებრაელები სამარცხვინონი გახდნენ, მთელს დე­ დამიწაზე მიმოიფანტნენ, მათი სამეფო დაეცა და მათი წმინდა ტაძარი სხვებმა ჩაიგ­ დეს ხელში, მათი დიდება უცხო ხალხს ჩაუვარდა ხელში. ო, იერუსალიმ! იერუსალიმ! შენ ფართოდ გაშალე ფრთები 84 და შენს ფრთებქვეშ შეკრიბე ყველა ერი ზეცის კი­ დით კიდემდე. იხილე ახლა, მოსულა ეს ქალი, რომლის მეოხებით სჯულს შეიცვლის ამ ქვეყნის ხალხი“. შემდეგ ის მიუბრუნდა ნინოს და თქვა:„ეს შენი ხილვა არის გან­ ცხადება და მტკიცება, რომ ეს ადგილი, შენი მეოხებით, სულიერად გარდაიქმნება სა­ მოთხის ბაღად, რომელიც სამარადისოდ მოისხამს სამოთხის ნაყოფს“. [მირიანი ბრუნდება საბერძნეთიდან] შემდეგ 85 , როცა მეფე მირიანი დაბრუნდა საბერძნეთიდან, მეფე კონსტანტინეს მიერ უკუგდებული, მან გაიგო, როგორ ქა­ დაგებდა წმ. ნინო ქრისტეს სახარებას; რადგან გაიგონა, საჯაროდ თქმული, რომ „ჩრდილოელები შეცთომილნი არიან“, და მას უამბეს ვაზის ხის ჯვრის შესახებ, და დიდი სასწაულების შესახებ, რაც ნინომ მოიმოქმედა. უწამლოდ კურნავდა უკურ­ ნებელ სნეულებებს ჯვრის უბრალო შეხებით. მისი მოწაფეებიც ქადაგებდნენ: ისი­ ნი, ვინც საიდუმლოდ მოინათლა, დაახლოებით შვიდი იუდეველი ქალი: სიდონია, აბიათარის ქალიშვილი და ექვსი სხვა, და ის წყვილი, რომელიც მეფის ბაღს უვ­ ლიდა და მღვდელი აბიათარი, [აბიათარის ქადაგება] ეს ახალი პავლე, რომელიც ქრისტეს რჯულს ქადაგებდა უშიშრად და დაუღალავად. ის გაწაფული იყო ძველი სჯულის კანონში, ახალი სჯული კი ნინომ ასწავლა; და ნინოზე მეტადაც არწმუნებდა და ასწავლიდა ჭეშმარიტ სჯულს. ებრაელები აბიათარის ქვასთან გადასახლდნენ, მაგრამ მეფე მირიანმა მსახუ­ რები გაგზავნა და თავი დაიზღვია, რომ ებრაელებს არ მოეკლათ ის(???), რადგან მეფე მირიანს სურდა უფრო მეტი გაეგო ქრისტეს სჯულზე, ვინაიდან მრავალი სას­ წაულის შესახებ მოსდიოდა ამბავი საბერძნეთიდან და სომხეთიდან და არ უშლიდა წმინდა ნინოს და მის მოწაფეებს ქადაგებას. მაგრამ ეშმაკი, ყველა ჭეშმარიტი მორ­ წმუნის მტერი, ებრძოდა მას; და დედოფალი ნანა უფრო სასტიკი იყო მეფეზე და სძაგდა ქრისტეს ჭეშმარიტი სახარების ქადაგება. წმინდა ნინო დაუღალავად ლოცულობდა თავის მაყვლოვანის ბუჩქში გამარ­ თულ სადგომში, და წარმართები გაოცებულები იყვნენ მისი ლოცვით და სიფხიზ­ ლით და უცნაურად ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი, და დაუწყეს კითხვების დასმა. და 357 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ნინომაც გააცნო მათ ძველი და ახალი წიგნები, რომლებიც ბრიყვს სიბრძნეს სძენ­ და და გულში ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა. სამ წელიწადს ქადაგებდა ასე, და მრავალი მოაქცია. ერთხელ ერთი დიდგვარო­ ვანი ოჯახის შვილი ძალიან ავად გახდა და დედამისი კარდაკარ დაატარებდა, იმე­ დით, რომ ვინმე მცოდნე მკურნალს იპოვიდა, და მის გასაჭირს უშველიდა. მკურნა­ ლები გულდაგულ აკვირდებოდნენ ბავშვის ავადმყოფობას, მაგრამ ვერც ერთმა ვერ განკურნა, და საბოლოოდ დედას უთხრეს, რომ მისი ვაჟი ვერ განიკურნებოდა. ქალი თავგამოდებული წარმართი იყო, სძულდა ქრისტეს სჯული და სხვებსაც უშლიდა ნი­ ნოსთან რჩევისთვის მისვლას, მაგრამ სასოწარკვეთილმა მიაკითხა ნინოს, დაეცა მის წინაშე და შესთხოვა შვილის განკურნება. წმინდა ნინომ მიუგო:„მე არ ვფლობ კურნების ხელოვნებას, რომელიც კაცის ხელით ხდება; მაგრამ ჩემი ღმერთი, რო­ მელსაც ვემსახურები, ქრისტე, განკურნავს ამ ბავშვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას უიმედოდ მიაჩნია მისი მდგომარეობა“. წმინდა ნინომ სნეული ბიჭი მოათავსა ძაძა­ ზე 86 , რომელზეც თავად ლოცულობდა ხოლმე და ვედრება აღავლინა უფლისადმი; და ბავშვი განიკურნა. ბიჭი განცვიფრებულ და გახარებულ დედას ჩააბარა, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და თქვა:„არ არის ღმერთი ქრისტეს გარდა, რომელსაც ნინო ქადა­ გებს“. და ისიც დაემოწაფა წმინდა ნინოს, და გაუდგა გზას და ადიდებდა უფალს. [ნინოს მიერ დედოფალ ნანას განკურნება] ამასობაში დედოფალ ნანას მძიმე წყლულოვანი სენი შეჰყროდა და ვერავინ შეძლო მისი განკურნება. განსწავლულმა ექიმებმა ამოწურეს ყველა წამალი, და მაინც არაფერმა უშველა. ყველანი სასო­ წარკვეთილებაში ჩაცვივდნენ საკუთარი უძლურების გამო. მაშინ დედოფალ ნანას მოახსენეს, როგორ განკურნა მრავალი სნეული რომაელთა ტყვე ქალმა, სახელად ნინომ თავისი ლოცვებით. დედოფალმა უბრძანა მსახურებს, ნინო მომგვარეთო. მსახურები წავიდნენ და იპოვეს ნინო, რომელიც იჯდა მაყვლოვანის ტალავერში და ლოცულობდა, ექვსი საათი სრულდებოდა. მათ გადასცეს ნინოს დედოფლის ბრძა­ ნება.(მან მიუგო:)„ჩვენ არ გვიბრძანებენ ჩვენი მოკრძალებული კარავის მიტოვე­ ბას; მაგრამ დაე, დედოფალი თავად მობრძანდეს აქ, ჩემს სადგომში, და ჭეშმარი­ ტად განიკურნება ქრისტეს ძლევამოსილებით“. მსახურებმა გადასცეს დედოფალს ნინოს დანაბარები, და მანაც სიხარულით გასცა ბრძანება გაემზადებინათ ტახტრე­ ვანი და წაეყვანათ ნინოსთან; და მსახურებმა ტახტრევნით მიიყვანეს დედოფალი და მისი ვაჟი რევი, ხალხმრავალ ამალასთან ერთად. როცა წმინდა ნინოს საცხოვ­ რებელში მივიდნენ, და დედოფალი ფარდაგზე მოათავსეს, წმ. ნინო შეუდგა ლოც­ ვას და დიდხანს ევედრებოდა უფალს; შემდეგ მან აიღო ჯვარი, და დედოფალს ჯერ თავზე დაადო, მერე ტერფებზე, მერე კი მხრებზე, და თან პირჯვარს გადასახავდა; და დედოფალი უმალ განიკურნა, და წამოდგა ფეხზე გამოჯანმრთელებული; და მან იწამა ქრისტე, და თქვა:„არ არის ღმერთი გარდა ქრისტესი, რომელსაც ეს ტყვე ქალი ქადაგებს“ [დედოფალი ნანას მოქცევა] იმ დღიდან ნანა დედოფალი ნინოს 358 წმინდა ნინოს ცხოვრება მეგობარი გახდა, და ყოველთვის ეკითხებოდა და ცდილობდა მეტი ცოდნა შეეძინა ქრისტეს რჯულის შესახებ; და წმ. ნინო და აბიათარი(ახალი პავლე) და მისი ქალიშ­ ვილი სიდონია, ასწავლიდნენ დედოფალს. და ასე გახდა დედოფალი მორწმუნე, და შეიმეცნა ღმერთი ჭეშმარიტი. [მირიანი ქრისტიანული რწმენით ინტერესდება] მეფემ გამოკითხა დედოფალი, თუ როგორ განიკურნა ასე უცაბედად, და ნანამ უამბო მას ყველაფერი: როგორ მოხ­ და, რომ უწამლოდ, მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის შეხებით განიკურნა; და მრავალ­ მა ხალხმა, ვინც ეს ნახა, დაადასტურა დედოფლის ნათქვამი. მეფე მირიანს ძლიერ გაუკვირდა და დაიწყო ქრისტეს სჯულის კვლევა. ხშირად ეკითხებოდა ებრაელ აბია­ თარს, ძველი და ახალი წიგნების თაობაზე, და ისიც უხსნიდა ყველაფერს. [ქრის­ ტესთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება„ნიმროდის წიგნში“.„ნებროთის 87 წიგ­ ნში“, რომელიც მირიანს ჰქონდა, მან აღმოაჩინა, რა ეწერა გოდოლის 88 მშენებლო­ ბის თაობაზე. როგორ ჩაესმა ნებროთს ხმა ზეციდან, და უთხრა: მე ვარ მიქაელი, და ღმერთის მიერ აღმოსავლეთის მბრძანებლად გამწესებული. განერიდე მაგ ქალაქს, რადგან ღმერთი იცავს მას; მაგრამ ბოლო დღეს მოვა უფალი ზეციდან, რომელიც სა­ ძულველ იქნება საძულველ კაცთა შორის. და მისი შიში არარად აქცევს მთელს ამ­ ქვეყნიურ ხიბლს; მეფენი დაუტევებენ თავიანთ სამეფოებს და სიღატაკეს აირჩევენ. ის კი თვალს არ მოგაშორებს შენ განსაცდელში და გიხსნის შენ“. შემდეგ მირიანმა შეიმეცნა, [მეფე მირიანი სწავლობს წმინდა წიგნებს] რასაც ძველი და ახალი წიგნები ადასტურებდნენ ნებროთის წიგნით, და ქრისტეს რწმე­ ნის მოწადინე გახდა. მაგრამ უხილავი მტერი წინ აღუდგა და აბრკოლებდა ქრის­ ტეს აღმსარებლობას, და უმყარებდა გულში კერპების და ცეცხლის იმედს. [მაგრამ კვლავ მერყეობს] დედოფალი დაუღალავად ევედრებოდა, მიეღო ქრისტეს აღმსა­ რებლობა, მაგრამ დედოფალ ნანას მოქცევიდან ერთი წლის განმავლობაში მეფე ორჭოფობდა. წმ. ნინო კი ასწავლიდა ხალხს დაუღალავად, და არავის უმხელდა, ვინ იყო თავად ან საიდან მოვიდა, არამედ თავს ტყვე ქალად ასაღებდა. ამის შემდეგ, მოხდა ისე, რომ ერთ ჯადოქარს(ცეცხლთაყვანისმცემელს), [სპარ­ სეთის უფლისწული ავადაა] სპარსეთის უფლისწულს სახელად ხვარაის 89 ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა, შეიშალა და სიკვდილი ემუქრებოდა. ეს უფლისწული მეფე მი­ რიანის 90 ნათესავი იყო, და ამიტომ, მეფე და დედოფალი შეევედრნენ წმინდა ნინოს, დახმარებოდა მას, თუმცა მეფე კვლავ მერყეობდა. [მირიანი და ნანა ნინოს დახმარე­ ბას სთხოვენ. მირიანი იცავს ძველ ღმერთებს] მეფემ ჰკითხა წმინდა ნინოს:„რომელი ღმერთის ძალით ახორციელებ ასეთ კურნებას? არმაზის ქალიშვილი ხარ, თუ ზადე­ ნის? შენ აქ უცხო ქვეყნიდან მოსულხარ და ღმერთების მადლი გარდამოსულა შენზე; მათ მოგანიჭეს კურნების ნიჭი, რომლითაც შეგიძლია სიცოცხლე აჩუქო ამ უცხო ქვეყ­ ნის ბინადრებს და შეგიძლია სამარადისოდ მოიხვეჭო სახელი. იყავი ჩვენი შვილების ძიძა 91 ამ ღვთისმოშიშ ქალაქში, ოღონდ არ ილაპარაკო რომაელების ცრუ რწმენის 359 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი უცნაური სიტყვებით – ნურაფერს იტყვი ამაზე. რადგან ხომ ხედავ, მსოფლიოს დიდ დამპყრობელთა ღმერთების 92 , ქართლის განმანათლებლებისა და მასწავლებლების, არმაზის და ზადენის, ყოველი დაფარულის მაძიებელ გაცთან და გაიმთან 93 ერთად, ჩვენი მამების უძველესი ღმერთების ნდობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ადამია­ ნებს. ხოლო თუ შენ ინებებ ამ უფლისწულის განკურნებას, მე შენ გაგამდიდრებ და მცხეთის მოქალაქედ გაგხდი, როგორც არმაზის მსახურს. და მართალია, მასზე მო­ ვარდნილმა ქარებმა და სეტყვამ ის დაამსხვრია, მისი ადგილი უძრავი დარჩა. ეს არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი 94 ყოველთვის მტრობდნენ ერთმანეთს; ჩვენმა ღმერთმა ზღვა მიუქსია მათ ღმერთს, რომელმაც ახლა ეს ჩაიდინა. ასეთია მსოფლიოს დამპყრობთა ადათი, ახლა კი, მოგვეცი თანხმობა ამ ჩემს ბრძანებაზე“. [ნინო ქრისტეს ქადაგებს] მიუგო მეფეს წმინდა ნინომ:„ო, მეფეო, ქრისტეს სა­ ხელით, დედამისისა და ყოველთა წმინდანთა შუამავლობით, დაე, ცისა და მიწის ღმერთმა, შემოქმედმა, მოგივლინოს მისი დიდება და დიდებულება, და დაე, მან გად­ მოგაფრქვიოს შენ წყალობანი მისი ურიცხვი საუნჯიდან, როგორც ბუხრიდან, ერთი ნაპერწკალი მისი მადლისა, რომელიც შენ შეიძლება შეიმეცნო და აღიქვა ცათა სი­ მაღლედ, 95 მზის სინათლედ, ზღვის სიღრმედ, მთელი დედამიწის და მისი საძირკვლის სივრცედ. და მსურს იცოდეთ, ო, მეფეო, ის, ვინც ზეცას მოსავს ღრუბლებით, ქარით და ჭექა-ქუხილის გრგვინვით, ვინც მიწას არყევს მისი მრისხანებით და ელვას სტყორ­ ცნის 96 , და ცეცხლს უკიდებს მთებს მისი ღვთაებრივი რისხვით, ვინც მთელ დედამი­ წას არყევს(დიდი გველი თრთის ზღვებში), იმდენად, რომ მთელი დედამიწა, მთები და მყარი კლდეებიც კი ინგრევა. დაე, იცოდეთ თქვენ ეს ყველაფერი; რადგან უხილა­ ვი უფალი ზეცად, მხოლოდ ის არის უფალი ყოველთა არსთა, და მისი ძე, რომელიც მან მოავლინა დედამიწაზე კაცის ხატად; მან აღასრულა ყოველი, რისთვისაც მოვიდა და ამაღლდა ზეცად მის მამასთან. მარადიული ღმერთი მაღლაა და ზემოდან დას­ ცქერის მორჩილებს, და შორიდანვე ცნობს ამპარტავანთ. ო, მეფეო, ახლოვდება მისი მოსვლა შენთან; რადგან ეს ქალაქი სასწაულია, ძე ღვთისას სამოსელია; და ამბობენ, რომ ელიას მოსასხამიც აქ არის, და მრავალი სასწაული უკვე გამჟღავნდა; და მე შენს უფლისწულს მხოლოდ ჩემი ქრისტეს სახელით და მისი წამების ჯვრით განვკურნავ, როგორც განვკურნე დედოფალი ნანა მისი მძიმე სნეულებისგან“. [და უფლისწულს განკურნავს] და მიუყვანეს უფლისწული ნინოს, და დედოფალი ნანაც ეახლა ბაღში, და მათ მიასვენეს უფლისწული კედარის ქვეშ. ნინომ აღმოსავ­ ლეთით აღმართა ხელები და სამჯერ დაიძახა:„ო, ეშმავ, შეგილოცავ, დაეხსენი მას, რომ ქრისტე, ძე ღვთისა შევიდეს მასში“. და ნინო ატირდა, მთელი არსებით ოხრავ­ და და ევედრებოდა ღმერთს იმ კაცის გამო. მისი მოწაფეებიც იქ იყვნენ ერთი დღის და ორი ღამის 97 განმავლობაში, და უეცრად, ავი სული გამოვიდა მისგან. უფლისწუ­ ლი და მისი ოჯახი და მისი ხალხი 98 მოაქცია ნინომ, და ადიდებდნენ ყველანი მამას, ძეს და სულიწმინდას, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 360 წმინდა ნინოს ცხოვრება ნინოს მოწაფე დედაკაც სიდონიას მონათხრობი, რომელმაც ნახა და აღწერა მეფე მირიანის სასწაულებრივი მოქცევა, როგორ დაემხო მეფე ნინოს ფერხთით, რათა მიეღო ქრისტეს აღმსარებლობა. ჯვრის აღმართვა, ეკლესიის აშენება და იქ მომხდარი სასწაულები [მეფე მირიანი განიზრახავს ქრისტიანთა დახოცვას] ზაფხულში, ივლისის ერთ შაბათ დღეს 99 (მე-20 დღეს), მეფე სანადიროდ გაეშურა მუხრანისკენ. უხილავად, მისი მტერი, ეშმა, შევიდა მასში და ჩაუნერგა გულში ცეცხლის და კერპების სიყ­ ვარული, და მირიანმა ჩაიფიქრა, ამოეჟლიტა ყველა ქრისტიანი, რითაც სამსახურს გაუწევდა თავის ცრუ ღმერთებს. მეფემ უთხრა თავის ოთხ ვეზირს:„ჩვენ უღირსად ვიქცევით ჩვენი ღმერთების წინაშე, რადგან არ ვემსახურებით მათ, და ამ ქრისტიან მჩხიბავებს ნება დავრთეთ იქადაგონ მათი რწმენა ჩვენს მიწაზე; და ისინი სასწაუ­ ლებს ახდენენ. აი, რა იქნება ჩემი რჩევა: ჩვენ უნდა გავანადგუროთ ყველა ჯვრის ერთგული, თუ არ ემსახურებიან ქართლის დამყრობელ ღმერთებს. მოდი, ვნახოთ ჩემი ცოლი ნანა, თუ მოინანიებს და დაუტევებს თავის რწმენას ჯვარში, და თუ არა, მე დავივიწყებ ჩემს სიყვარულს მის მიმართ, და სხვებთან ერთად, მასაც გავანად­ გურებ“. მეფის თანმხლებნი დაეთანხმნენ მეფის გადაწყვეტილებას; რადგან ერთი სული ჰქონდათ ეს მომხდარიყო, და თავიდანვე ასეთი იყო მათი სურვილი, თუმცა ვერ ბედავდნენ ამის აშკარად გაცხადებას. [ნადირობისას წყვდიადი მოიცავს მას] მეფე გასცდა მცხეთის შემოგარენს და ავი­ და თხოთის 100 მაღალ მთაზე, საიდანაც დაინახა კასპი და უფლისციხე; როდესაც მთას კვეთდა სამხრეთისკენ, მზე დაბნელდა, და ყველაფერი გაშავდა, თითქოს მარადიული ღამე ჩამოწვა. წყვდიადმა დაისადგურა ირგვლივ და მეფემ და მისმა ამალამ დაკარ­ გეს ერთმანეთი. ამ დარდსა და შფოთვაში მეფე მარტო აღმოჩნდა. დახეტიალობდა მთის უსიერ ტყეში; და მერე, შეშინებული და აცახცახებული, ერთ ადგილზე შედგა და გადარჩენის იმედი გადაეწურა. შემდეგ დაფიქრდა და გულისხმას მიჰყვა:„აჰა, მოვუხ­ მე ჩემს ღმერთებს და ვერ ვპოვე შვება. მაშ იქნებ ის, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარი და ჯვარცმული, ვისი იმედითაც ახდენს სასწაულებს, იქნებ მას შესწევს ძალა დამიხსნას ამ განსაცდელისგან? მე ახლა ცოცხალ ჯოჯოხეთში ვარ, და არ ვიცი, მთელ დედამიწა­ ზე მოხდა თუ არა ასეთი ცვლილება და თუ სინათლე ყველგან სიბნელედ იქცა, ან იქ­ ნებ მხოლოდ [მირიანი ღმერთს ევედრება] ჩემთვის. და თუ ეს განსაცდელი მხოლოდ მე დამატყდა თავს, ო, წმინდა ნინოს ღმერთო, გამინათე ეს ღამე და ისევ დამანახე სამყარო და მე ვიწამებ შენს სახელს. აღვმართავ ხის ჯვარს და ვეთაყვანები მას, და ავაშენებ სახლს, სალოცავად, და დავემორჩილები ნინოს და რომალების რწმენას“. 361 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი [და გადარჩება] როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, ინათა და მზე გამობრწყინ­ და მთელი თავისი დიდებულებით. მაშინ მეფე ჩამოქვეითდა ცხენიდან და იმ ად­ გილზევე დადგა, ხელები აღმოსავლეთის ცისკენ აღაპყრო და შესძახა:„შენ ხარ ღმერთი ყოველთა ღმერთთა, უფალი უფალთა ზედა, შენ ის ღმერთი ხარ, რომელ­ ზეც ნინო ლაპარაკობს და შენს სახელს უნდა ადიდებდნენ ყველანი ცათა და ქვე­ ყანასა ზედა; რადგან შენ დამიხსენი მე განსაცდელისგან და გამინათე წყვდიადი. ნახე, მე ვიცი, რომ შენ გსურს დამიხსნა, და მე, ო, კურთხეულო უფალო, სიხარულით მოგეახლები შენ. ამ ადგილზე მე აღვმართავ ხის ჯვარს, რათა განადიდონ შენი სა­ ხელი, და სამარადისოდ ახსოვდეთ ეს სასწაული“. და მეფემ დაიმახსოვრა ის ად­ გილი და განეშორა. როცა მეფის მიმოფანტულმა მხლებლებმა დაინახეს, რომ ინა­ თა, შეიკრიბნენ ერთად; და მეფემ შესძახა:„ადიდებდეთ ნინოს ღმერთს, რადგან ის არის ღმერთი მარადიული, და მხოლოდ მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე“. 101 [მეფე მირიანი ბრუნდება მცხეთაში] დედოფალი ნანა და მთელი ხალხი გამო­ ვიდა გარეთ მეფის შესაგებებლად, რადგან თავიდან ამბავი მოვიდა, თითქოს მეფე დაიღუპა, და შემდეგ შეიტყვეს, რომ მშვიდობით ბრუნდებოდა შინ. ისინი დახვდნენ მეფეს ქინძარასთან და ღართასთან. 102 და წმინდა ნინო იმ დროს თავის მაყვლო­ ვანში ლოცულობდა, როგორც წესად ჰქონდა საღამოობით, და ჩვენც, ორმოცდაა­ თი სული ვიყავით მასთან ერთად. და როცა მეფე მოვიდა, ქალაქი თითქოს შეიძ­ რა. მეფემ ხმამაღლა შესძახა:„სად არის ის უცხოელი დედაკაცი, რომელიც არის ჩვენი დედა, და რომლის ღმერთი ჩემი მხსნელია?“ როცა მეფემ გაიგო, რომ ნი­ ნო მაყვლოვანში იყო და ლოცულობდა, მასთან მივიდა მთელი თავისი ჯარით, ჩა­ მოქვეითდა ცხენიდან და უთხრა ნინოს:„ახლა მე უკვე ღირსი ვარ ვახსენო შენი ღმერთის და ჩემი მხსნელის სახელი“. მაშინ წმ. ნინომ ასწავლა მას და მიუთითა თაყვანსაცემად აღმოსავლეთით ებრუნა პირი და ეღიარებინა ძე ღვთისა ქრისტე. [და აღიარებს ქრისტეს] მთელი ერი აცახცახდა და ატირდა, როცა დაინახეს ატირე­ ბული 103 მეფე და დედოფალი. [ელჩების წარგზავნა კონსტანტინეპოლში] მეორე დღეს მეფე მირიანმა ელჩები წარგზავნა საბერძნეთში, მეფე კონსტანტინესთან,[ 104 და ნინოს წერილი დედოფალ ელენესთვის, სადაც ის მოუთხრობს დედოფალს ყველა იმ სასწაულის ამბავს, რო­ მელიც ქრისტემ მოახდინა, და რაც მეფე მირიანს გადახდა მცხეთაში, და სთხოვა დედოფალს, სასწრაფოდ გამოეგზავნა მღვდლები მათ მოსანათლად]. და წმ. ნინო და მისი მოწაფეები დღედაღამ დაუღალავად უჩვენებდნენ ერს სამოთხისკენ მიმა­ ვალ ჭეშმარიტ გზას. 362 წმინდა ნინოს ცხოვრება იგივე(სიდონიას) მონათხრობი ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით 105 [მირიანი იწყებს ეკლესიის მშენებლობას] ერმა სწრაფად მიიღო ქრისტიანობა. სანამ მღვდლები ჩამოვიდოდნენ, მეფემ უთხრა წმ. ნინოს:„მე დავაჩქარებ ღვთის სახლის მშენებლობას. სად ავაშენოთ?“ წმ. ნინომ მიუგო:„სადაც უფლისწული 106 ინებებს“, მეფემ უთხრა:„მე მიყვარს ეს შენი ბუჩქი, და აქ გამიხარდებოდა. მაგრამ თუ აქ არ შეიძლება, მაშინ პირდაპირ სამეფო ბაღში იყოს, მაღალი კედარის ხეს­ თან, მსხმოიარე ხეებსა და სურნელოვან ყვავილებს შორის[ 107 იმ ხილვის მიხედვით, რომელიც შენ მოგევლინა, შავბუმბულიანი ჩიტები რომ ბანაობდნენ წყალში, და მე­ რე ხასხასა თეთრი ფერი რომ მიიღეს და ჩამოსხდნენ ხეებზე და ტკბილი გალობა დაგაფრქვიეს]. ჭეშმარიტად, ეს გარდამავალი ბაღი მიგვაახლებს ჩვენ მარადიულ ცხოვრებას. იქ უნდა ავაშენოთ უფლის 108 სახლი სალოცავად, ვიდრე მღვდლები ჩა­ მოვიდოდნენ საბერძნეთიდან“. [ცენტრალურ ძელს ძვრა ვერ უყვეს] მეფემ მაშინვე წაიღო ხე და მითითებები მისცა დურგლებს. და მათ მოჭრეს კედარი და მისგან დაამზადეს 109 შვიდი სვეტი ეკ­ ლესიისთვის. როცა ხის კედელი ააგეს, სვეტები სათითაოდ აღმართეს. ყველაზე დი­ დი ძელი, რომელიც საუცხოო სანახავი იყო, მზად იყო ეკლესიის შუაში აღსამართა­ ვად, მაგრამ ვერ ასწიეს ის. მეფეს სმენოდა იმ სასწაულის ამბავი, რომლის თანახ­ მად სვეტს ვერ აღმართავდნენ იმ ადგილზე. მაშინ მეფემ უამრავი ხალხი მოიყვანა და ძალიან მძლავრი მანქანები გამოიყენეს, ყველა ერთად შეეჭიდა და ცდილობ­ დნენ ძელის აწევას, მაგრამ ვერ შეძლეს. მეფე და მთელი ერი გაოცდნენ, და თქვეს: „რას უნდა ნიშნავდეს ეს?“ და როცა მოსაღამოვდა, მეფე ძლიერ დაღონებული მი­ ვიდა შინ. [არმაზის და ზადენის მთების ჩამოქცევის ხილვა] წმ. ნინო და მისი თორმეტი მოწაფე დედა დაეყუდნენ სვეტთან და ტიროდნენ. და შუაღამისას ის ორი მთა – არმაზისა და ზადენის – დაეცა, თითქოს დაიმსხვრა და მდინარეებს გადაუღობეს გზა. მტკვარი(კურა) გადმოვიდა ნაპირებიდან, წალეკა ქალაქი და ატყდა შემზარავი გლოვის და გოდების ხმა. მდინარე არაგვიც გადმოვიდა ციხესიმაგრეზე და შიშის მომგვრელი ხმაური ატყდა. დედაკაცები დაფრთხნენ და გაიქცნენ, მაგრამ წმ. ნინომ ხმამაღლა დაიყვირა:„ნუ შეშინდებით, დანო; მთა იქვე დგას და ხალხს კი სძინავს. მთის ეს ნგრევა მხოლოდ ნიშანია, რომ წარმართობის მთები ქართლში დაეცა, და შემდგარი მდინარეები მათი კერპებისთვის 110 მსხვერპლად გაღებული ბავშვე­ ბის სისხლია, რომელიც ამიერიდან აღარ დაიღვრება. გოდების ხმა კი იმ მრავალი ეშმის ხმაა, რომლებიც გლოვობენ, რადგან ამ არემარიდან ზეგარდმო ძალამ და ქრისტეს ჯვარმა განდევნა ისინი. ამიტომ მობრუნდით და ღმერთს ევედრეთ“. და უეცრად ხმაური შეწყდა, და აღარაფერი ხდებოდა. 363 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი [სპარსელების შემოსევის ხილვა] წმ. ნინო წამოდგა, მკლავები წინ გაიწვდინა და საუფლო ლოცვა აღავლინდა, ამბობდა:„დაე, ნუ დაბრკოლდება ის საქმე, რო­ მელიც მეფემ წამოიწყო“. შემდეგ ისევ, ვიდრე მამალი იყივლებდა, ძლევამოსილი ლაშქარი გამოჩნდა შემზარავი ხმაურით ქალაქის სამი ალაყაფის კართან. ჭიშკრები დალეწეს და ქალაქი სპარსელი ჯარისკაცებით აივსო. მოისმა თავზარდამცემი ტი­ რილის და კივილის ხმა და ატყდა ხოცვა-ჟლეტა და ყველგან დიდი სისხლი დაიღ­ ვარა. დიდი მოთქმა-გოდება, ხმლების ჭახანი ატყდა და ამ საზარელმა სანახაობამ ჩვენს სხეულს ძალა გამოაცალა და სულს მხნეობა; და ყველანი ნათესავებსა და ახლობლებს გლოვობდნენ. უეცრად მოისმა ძლიერი ყვირილი:„ხუარა, სპარსეთის მეფე, და ხუარანხუასრა 111 , მეფეთმეფე ბრძანებს, ყოველი ებრაელი ხმლის წვერზე ააცვითო. როდესაც მე ეს გავიგონე და გავიაზრე, მე და ვინც ჩემთან ერთად იყო, კიდევ ათნი 112 , ეჭვმა შეგვიპყრო, ხმალამოღებული ჯარისკაცები კი სულ უფრო ახ­ ლოვდებოდნენ, და ჩვენს ირგვლივ კლავდნენ და ხოცავდნენ. შემდეგ გავიგონეთ ძლიერი ხმა:„მეფე მირიანი შეიპყრეს“. ჩვენმა მხსნელმა წინამძღოლმა მიმოიხედა და თქვა:„მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ყვირილი, რომელიც ამდენ ტკივილს გვაყენებს. მოდი, ღმერთს მადლობა შევწიროთ. ეს არის ნიშანი მათი განადგურების, ქართლის ცხოვრების და ამ ადგილის დიდებისა“. ჩვენმა ბრძენმა წინამძღოლმა გვანუგეშა ჩვენ, ნინო ჭეშმარიტად იყო ჩვენი წინამძღოლი და ღვთივკურთხეული მოციქული. ის(ნინო) მიუბრუნდა ერთ-ერთ ჯარისკაცს და უთხრა:„სად არიან მეფეები ხუა­ რა და ხუარანხუასრა? გუშინ საბასტანიდან გამოვიდნენ; როგორ ჩამოხვედით აქ ასე სწრაფად? თქვენ დიდი და ძლიერი ლაშქარი გყავთ; რატომ დაანგრიეთ ეს ქალაქი და რატომ ხოცავთ ხალხს ხმლით? გაჰყევით ჩრდილოეთის ქარებს და მთის ნიავებს და კლდეებს, რათა იხილოთ, რომ ის მისგან მოდის, ვისაც თქვენ გაურბიხართ“. ნინომ წინ გაიწვდინა ხელები და ჯვარი გარდასახა, და უეცრად ის ყოველივე უხილავი გახდა, და სრული სიმშვიდე დასადგურდა. დედაკაცებმა 113 დალოცეს ნინო და ადიდეს ღმერთი. [ძელი სასწაულებრივად აღიმართება] განთიადი ახლოვდებოდა, როცა დედაკა­ ცებს ჩაეძინათ, მაგრამ მე, სიდონიას მეღვიძა, და ნინო იდგა ზეაპყრობილი ხელე­ ბით. და ვხედავ, ჭაბუკი დგას იქ, ბრწყინვალე ნათებით შემკული და გარს ცეცხლი მოსავს; და რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. ნინო დაეცა პირით ძირს და ჭაბუკმა ხელი დაადო სვეტს და ძელი აღიმართა. და მე, სიდონიამ, გაოცებულმა წარმოვ­ თქვი:„ო, დედოფალო, რა არის ეს?“ და ნინომ მომიგო:„დახარე თავი მიწამდე“, და ნინო აქვითინდა. ცოტა ხნის შემდეგ, ნინო და მე წამოვდექით და წავედით იმ ად­ გილიდან. და იმ ქალებმა, რომლებიც ჩვენთან ერთად არ იყვნენ, მათაც დაინახეს სვეტი 114 . და ეს ისე მოხდა, თითქოს ცეცხლი ჩამოდიოდა დაბლა; და ის(სვეტი) თავის ადგილს მიუახლოვდა და მიწიდან თორმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია, და ნაზად, თანდათანობით, იმ ადგილის თავზე დადგა, რომელიც მისთვის იყო ამოთხრილი კედარის ხის ფესვთან. 364 წმინდა ნინოს ცხოვრება როცა გათენდა, მეფე ადგა, საზრუნავით გულდამძიმებული, გახედა ბაღს და ეკ­ ლესიის ახლად წამოწყებულ მშენებლობას, რომლზეც ამდენს ფიქრობდა. და დაი­ ნახა ნათება, ელვის სხივივით, რომელიც მისი ბაღიდან ცამდე გადაჭიმულიყო. მეფე გაიქცა, და სწრაფად მიირბინა იქ, და მთელი მისი ოჯახობა და ქალაქის მოსახ­ ლეობა მოვიდნენ, რადგან მათაც იხილეს სასწაული. სვეტი, რომელიც შუქს ასხი­ ვებდა, თითქოს ზეციდან ჩამოსულიყო თავის ადგილზე, და მტკიცედ იდგა თავის ადგილზე, ისე, რომ ადამიანის ხელი არ შეხებია. ბედნიერია ის წამი, როცა ეს მოხ­ და. ქალაქი მცხეთა შიშმა და სიხარულმა შეიპყრო, და დაიღვარა ცრემლის მდინა­ რეები. და მეფე და თავადები და მთელი ერი ოხრავდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და ლოცავდნენ წმ. ნინოს და დიდი სასწაულები მოხდა იმ დღეს. [ძელთან მომხდარი სასწაულები] 115 პირველი იქ მავანი ებრაელი მივიდა, დაბა­ დებით ბრმა. ის მიუახლოვდა ღვთაებრივად აღმართულ სვეტს და მაშინვე დაუბ­ რუნდა თვალისჩინი და ადიდა ღმერთი. ამის შემდეგ, იყო ერთი ჭაბუკი, ამზასპანი 116 მეფის კარზე, რომელიც [ამზასპანის განკურნება] საწოლს იყო მიჯაჭვული რვა წლის განმავლობაში. დედამ ის რწმენით განმსჭვალულმა მიიყვანა და მოათავსა მისი ტახტრევანი სინათლის სვეტის წინ, და შესთხოვდა ნინოს:„მოხედე ამ ჩემს ვაჟს, რომელიც სიკვდილის პირასაა; რადგა­ ნაც ვიცი, რომ ის ღმერთი, რომელსაც შენ ემსახურები და გვიქადაგებ ჩვენ, არის ღმერთი“. ნინომ ჯერ სვეტს შეახო ხელი და მერე ჭაბუკს დაადო და თქვა:„გწამს შენ იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც ხორციელად მოევლინა მთელ სამყაროს სიცოცხლის მომნიჭებლად 117 ?... მაშ, განიკურნე მისით და ადიდე ის, ვისი ძალაც შენ განგკურნავს“. უმალ წამოდგა ჭაბუკი ჯანმრთელი, და დიდმა შიშმა შეიპყრო მეფე და მთელი ხალხი. ყველა სახის სნეული მოვიდა და განიკურნა, სანამ მეფემ ხის საფარი არ შემოაკრა სვეტს და არ დაფარა ის კაცთა თვალისგან, და მაშინაც კი, ადამიანები ადებდნენ ხელს საფარს და იკურნებოდნენ. მეფემ დააჩქარა ეკლესიის მშენებლობა სასახლის ბაღში. [მეფე კონსტანტინე ელჩებს უგზავნის მირიანს] 118 როცა მეფე მირიანის ელჩები წარდგნენ მეფე კონსტანტინეს წინაშე და უამბეს რა მოხდა, მეფემ და დედამის­ მა, დედოფალმა ელენემ დიდად გაიხარეს: პირველყოვლისა იმიტომ, რომ უფლის დიდება გაბრწყინებულიყო ყველგან, და მათი ხელით მთელი ქართლი ინათლე­ ბოდა; და შემდეგ გაიხარეს, რადგან ირწმუნეს, რომ მეფე მირიანი გაანადგურებდა სპარსელებს; და მათ გულთბილად მიიღეს ელჩები. ადიდეს და მადლობა შესწი­ რეს უფალს და ჭეშმარიტი მღვდელი იოანე ეპისკოპოსი ორი მღვდლისა და სა­ მი დიაკვნის თანხლებით მიავლინეს მირიანთან. და მეფე კონსტანტინემ მისწერა მირიანს ლოცვის და კურთხევის წერილი, რომელშიც მადლობას უხდიდა უფალს და გაუგზავნა მას ჯვარი, მაცხოვრის ხატი და მრავალი ძღვენი. დედოფალმა ელე­ ნემ მისწერა ნინოს ქების და ნუგეშის წერილი. მღვდელმთავრები და მთელი ერი 365 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი სიხარულით აღივსნენ, რადგან ისინი ნატრობდნენ, რომ მონათლულიყვნენ. მაშინ მირიანმა სასწრაფოდ გამოსცა ბრძანება, რომ ყველა ერისთავი(პროვინციების გამგებლები), სპასალარები(გენერლები), და მისი ყველა ქვეშევრდომი უნდა გა­ მოცხადებულიყო მის წინაშე; და ყველანი საჩქაროდ ჩამოვიდნენ ქალაქში. [მირიანის და მისი ერის მონათვლა] მეფე მოინათლა ნინოს ხელით, და მას მიჰყვნენ დედოფალი და მათი შვილები მღვდლებისა და დიაკვნების ხელით. მათ დალოცეს მდინარე მტკვარი(კურა) და ეპისკოპოსმა გაამზადა ადგილი მოგვთა ხიდის ჭიშკრის მახლობლად, სადაც მღვდელი ელიოზის სახლი იდგა და იქ მოი­ ნათლნენ დიდებულები და იმ ადგილს უწოდეს„მთავართ სანათლო“(მთავართა ნათლობის ადგილი). იმავე მდინარის ქვემოთ, ორ ადგილზე, ორმა მღვდელმა და დიაკვნებმა მონათლეს ერი. და ხალხი ეჯაჯგურებოდა ერთმანეთს; ყველა ევედ­ რებოდა ბერებს, პირველი მე მომნათლეთო, ისეთი ძლიერი იყო ნათლობის სურ­ ვილი, რადგან მოსმენილი ჰქონდათ ნინოს ქადაგება, როცა მან თქვა:„ის, ვინც არ არის მონათლული, ვერ ეღირსება იმ მარადიულ ნათელს“. ამიტომ ყველანი ჩქარობდნენ მონათვლას. ასე საჩქაროდ მიიღეს ნათლობა ყველამ და ქართლის უმრავლესობამ, გარდა კავკასიის მთიულებისა(მთის მოსახლეობა); ნათელი მოეფინა მათ, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში მაინც ჯიუტად რჩებოდ­ ნენ სიბნელეში. მცხეთაში ასევე იყვნენ ებრაელები, რომლებიც არ მოინათლნენ, გარდა კაბრაბიელებისა 119 , რომელთაგან ორმოცდაათი სული მოინათლა, და ისი­ ნი ჭეშმარიტი ქრისტიანები გახდნენ; ამის გამო მეფემ განადიდა ისინი, და უბოძა მათ სოფელი, რომელივ მათგანვე ასე იწოდებოდა:„ციხე დიდი“(დიდი ციხესი­ მაგრე). ფეროზმა, მეფე მირიანის ქალიშვილის ქმარმა არ მიიღო ნათლობა, არც მისმა ხალხმა, მაგრამ მორჩილებას უცხადებდნენ მეფე მირიანის დროებით ძა­ ლაუფლებას. [მირიანი ხალხს გზავნის კონსტანტინესთან და მეტი მღვდლის გამოგზავნას სთხოვს] შემდეგ მეფე მირიანმა ეპისკოპოსი იოანე და მასთან ერთად დიდებულნი, გაგზავნა მეფე კონსტანტინესთან და შეევედრა, სიცოცხლის ხის ნაწილი ეწილადე­ ბინა მისთვის, რომელიც იმ დროს ქრისტეს ერთგული მხევლისა და მოყვარულის, დედოფალ ელენეს ხელში აღმოჩნდა. აგრეთვე სთხოვა, ბევრი მღვდელი გამოეგ­ ზავნა ხალხის მოსანათლად ყველა ქალაქსა და ადგილში, რათა მალე ქართლის ყოველი სულიერი მონათლულიყო; აგრეთვე სთხოვა, კალატოზები გამოეგზავნა ეკლესიების ასაშენებლად. როცა კონსტანტინეს წინაშე წარდგნენ, მეფემ სიხარუ­ ლით უწილადა ხე სიცოცხლისა: იმ ძელების ნაწილი, რომლითაც უფლის ტერფები მიალურსმნეს, და ლურსმნები, რომლითაც უფლის ხელები მიაჭედეს ძელზე. ასევე გაუგზავნა მღვდლები და მრავალი კალატოზი. [კონსტანტინემ ეკლესიები აღაშენებინა] მეფე კონსტანტინემ თავის სამეფო­ ში წმინდა ეკლესია, წმინდა ტაძარი აღაშენა, და ფრიად დიდძალი საუნჯე გადასცა 366 წმინდა ნინოს ცხოვრება ეპისკოპოს იოანეს და უბრძანა, სადაც პირველად მივიდოდნენ ქართლში, იქ აე­ გოთ ეკლესიები მის სახელზე, რათა ეს საუნჯე შენახულიყო ქართლის საზღვრებში. ეპისკოპოსი გამოეშურა და მას გამოჰყვნენ ელჩები. როდესაც მიაღწიეს ადგილს სახელწოდებით ერუშეთი 120 , კალატოზები იქ შეჩერდნენ ეკლესიის ასაშენებლად; მათ საუნჯე იქ დადეს, და ლურსმნებიც, რომლითაც უფლის ხელები გაიხვრიტა. შემ­ დეგ მათ განაგრძეს გზა მანგლისისკენ 121 და შეუდგნენ ეკლესიის მშენებლობას, და იქ მოათავსეს ძელები, რომელზეც უფლის ტერფები მიაჭედეს. და მეფე მირიანს არ ესიამოვნა, რომ პირველად სამეფო ქალაქში არ ჩავიდნენ, არამედ უკვე დაეწ­ ყოთ ეკლესიების მშენებლობა სხვა ქალაქებსა და ადგილებში და იქ დაეტოვებინათ საუნჯე. მაგრამ წმ. ნინო მასთან მივიდა და უთხრა:„ო, მეფეო, არ გაბრაზდე; რად­ გან სადაც არ მიდიან, ისინი უცხო ადგილზე უფლის სახელს ავრცელებენ და განა ამ ქალაქში ჩვენი უფლის დიდებული სამოსი არ ინახება?“ მეფემ შეკრიბა აბიათარი და მრავალი ებრაელი მასთან ერთად და გამოჰკითხა კვართის თაობაზე; მათ უთხრეს ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერეთ. მაშინ მეფემ ხელი აღმართა ცისკენ და ბრძანა:„კურთხეული ხარ შენ, ო, იესო, ძეო ცოცხალი უფლისა; ვინაიდან დასაბამითგან შენ გეწადა ჩვენი გამოხსნა ეშმას ხელიდან და სიბნელიდან. ამიტომაც იყო, რომ შენი წმინდა პერანგი შენი წმინდა ქალაქ იერუსა­ ლიმიდან ჩვენთან ჩამოიტანეს იუდეველებმა, შენი ღვთაებრიობის უარმყოფელებ­ მა, და ჩვენთვის უცხოტომელებმა“. [საეპისკოპოსო ეკლესიის მშენებლობა მცხეთაში] მეფემ და მთელმა ქალაქმა განამტკიცეს ქრისტიანობა. კალატოზები შეუდგნენ ეკლესიის მშენებლობას ქალა­ ქის გარეუბანში, მაყვლოვანში, სადაც წმ. ნინოს ედო ბინა და სადაც ახლა საეპისკო­ პოსო ეკლესიაა. და წმ. ნინომ, თქვა:„კურთხეულია ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ჩვენი უფლის მამა, რომელმაც გამოგვიგზავნა წმინდა სიტყვა მაღლიდან, თავად მი­ სი ყოვლისშემძლე ტახტიდან, რათა ის ამ ცოდვილ მიწაზე ჩამოსულიყო, ჭეშმარი­ ტად შობილი დავითის თესლისგან, უბიწო და წმინდა ქალწულისგან; რადგან მისი სურვილი იყო მას სიცოცხლე მოენიჭებინა ჩვენთვის. მან განანათლა ყოველივე ცის ქვეშეთში, რათა მორწმუნენი გამხდარიყვნენ. ის იშვა კაცად, ის, ნათელი ყოველთა, ხატი უფლისა; და როგორც რჯულის მსახური, ის მოინათლა წყლით და სულიწმინ­ დით; ის ჯვარს აცვეს და დაიმარხა, და აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად მა­ მასთან, და ის კვლავ მობრძანდება თავისი დიდებით. მისია ყოველი დიდება, მამისა და სულიწმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“. 367 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი პატიოსანი ჯვრის ამაღლება 122 [სასწაულმოქმედი ხე] როდესაც მეფე და დედოფალი და მათი შვილები და მთე­ ლი ერი მოინათლა, შეუვალი კლდის კენწეროზე იდგა ერთი ხე, ულამაზესი, საამო სურნელის მფრქვეველი. ეს იყო სასწაულმოქმედი ხე, რადგან ისრით დაჭრილი ნა­ დირი მიდიოდა მასთან, და როცა მის ფოთლებს, ანდა ძირს დაცვენილ თესლს ჭამ­ და, იკურნებოდა, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილი ყოფილიყო. ეს უდიდეს სასწაულად ეჩვენა ამ მანამდე წარმართებს და მათ უამბეს ეპისკოპოს იოანეს ამ ხის შესახებ. ეპისკოპოსმა უთხრა მათ:„ისმინეთ! სინამდვილეში ეს მი­ წა ღმერთმა დასაბამიდან განსაზღვრა მისი მსახურებისთვის. ეს ხე ღმერთმა დარ­ გო სწორედ ამ დროისთვის, რადგან ახლაც კი, უფლის წყალობა მოეფინა ქართლს და ამ ხიდან უნდა დამზადდეს თაყვანისცემის ჯვარი, რომელსაც ქართლის მთელი მცხოვრებნი ეთაყვანებიან“. და რევი, მეფის ვაჟი[მოჭრეს] და ეპისკოპოსი და მათ­ თან ერთად მრავალი ადამიანი წავიდა და მოჭრეს ის ხე და წამოიღეს ტოტებიანად და ათჯერ ათმა მამაკაცმა, ტოტებითა და ფოთლებით შემოსილი ხე ქალაქში შეი­ ტანა. ხალხი მოგროვდა მის სანახავად, რადგან მისი სიმწვანე და ფოთლოვანება ზაფხულის 123 დღეებში საკვირველი იყო, ვინაიდან ყოველი სხვა ხე უკვე გამხმარი­ ყო. მას კი ფოთლები არ დასცვენოდა, შორ მანძილზე აფრქვევდა საამო სურნელს და ლამაზი შესახედავი იყო. მათ ხე საკუთარ ფესვებზე დადგეს ეკლესიის სამხრეთ კარიბჭესთან, სადაც სიო უბერავდა და ხის საამო სურნელებას შორით აფრქვევ­ და და ფოთლები ეფურჩქნებოდა. როგორც გვითხრეს, ეს ხე სილამაზით ისეთივე წარმტაცი იყო, როგორიც ედემის ბაღში დარგული ხე. ხე ოცდახუთ მარტს მოჭრეს, პარასკევ დღეს, ის კი იქ ოცდაჩვიდმეტ დღეს ისე იდგა, რომ ფოთლებმა ფერი არ იცვალეს; ასე იდგა, თითქოს ფესვიდან კენწერომდე აზიდულ ყველაზე მაღალ ტო­ ტამდე ნაკადულში მდგარიყო, ვიდრე ტყის ყველა ხე ფოთლებით არ შეიმოსა და აყ­ ვავდა. მაშინ [და მისგან ჯვრები დაამზადეს] პირველ მაისს დაამზადეს ჯვრები(სამი) და მეშვიდე დღეს აღმართეს ისინი მეფის მფარველობით 124 , სიხარულით, და მთელი ქალაქის მოსახლეობის ნებით, ვინც ეკლესიაში იყო. [ცეცხლოვანი ჯვრისა და ვარსკვლავებიანი გვირგვინის გამოჩენა] შემდეგ ქა­ ლაქის მთელმა მოსახლეობამ ნახა იმ დღეებში, რომ ცეცხლოვანი ჯვარი ჩამოვი­ და ციდან მასზე; მას გარს შემოერტყა, ასე ვთქვათ, ვარსკვლავების გვირგვინი, და ცეცხლოვანი ჯვარი ასე იდგა ეკლესიის თავზე მზის ამოსვლამდე; და როცა ინათა, ორი ვარსკვლავი გამოეყო დანარჩენებს – ერთი აღმოსავლეთით წავიდა და მეორე დასავლეთით, და ყველაზე კაშკაშა ნელა დაიძრა იმ ადგილისკენ, ნაკადულისკენ, არაგვს გადაღმა, და დადგა კლდოვან მთაზე, სადაც წმინდა ნინოს ცრემლებიდან წყარო აღმოცენდა 125 , და იქიდან ვარსკვლავი ამაღლდა ზეცად. ამრიგად, მთელმა ერმა ბევრჯერ იხილა ღმერთის მაცხოვარება, და ასე ეკითხე­ 368 წმინდა ნინოს ცხოვრება ბოდნენ წმ. ნინოს:„რას ნიშნავს ეს, რომ მანათობელი ვარსკვლავები დაიძრნენ და ერთი აღმოსავლეთით წავიდა და თავად კახეთის მთებსაც კი მიაღწია და მეორე კი დასავლეთისკენ წავიდა, ამ ქალაქის სიახლოვეს 126 ?“ წმ. ნინომ მიუგო მათ:„როცა დავინახავთ, სად გამოანათეს მათ იმ მთებზე 127 , დაე, იქ აღმართონ ორი ჯვარი ქრის­ ტესთვის“. მეფე ასეც მოიქცა, და ხალხი უყურებდა უმაღლეს მთებს 128 ერთი მეო­ რის მიყოლებით. ეს მოხდა ერთ პარასკევს, ხოლო შაბათს, გამთენიისას ისეთივე სასწაული მოხდა, როგორიც ადრე. მეორე დღეს ვარსკვლავები დასავლეთისკენ გაემართნენ, სადაც„ქვაბთა თავის“(გამოქვაბულების თავი) მთაზე შედგნენ. მეფეს უთხრეს, როგორ გამოეყო ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს, როგორ ამაღლდა და თავზე დაადგა თხოთის მთის 129 ერთ ადგილს, კასპის უღელტეხილზე და მერე სრუ­ ლიად უხილავი გახდა. ზუსტად ასევე, კახეთის მთებში გაგზავნილებმა, დაბრუნების შემდეგ უამბეს მეფეს, როგორ ნახეს, რომ ვარსკვლავი წავიდა იქით და შეჩერდა სოფელ ბუდის თავზე, კახეთის მხარეში 130 . [ჯვრები აღმართეს თხოთში და უჯარმაში] წმ. ნინომ მათ დაავალა, უთხრა:„წაი­ ღეთ ეს ორი ჯვარი და აღმართეთ ერთი თხოთზე, სადაც უფალმა გვიჩვენა მისი ძალმოსილება, და ერთიც მიეცით სალომეს, ქრისტეს მოახლეს, რათა აღიმართოს ის ქალაქ უჯარმაში 131 . რაც შეეხება სოფელ ბუდის კახეთში, მას არ უნდა მივანიჭოთ სამეფო ქალაქთან შედარებით უპირატესობა, რაკი იქ ბევრი ხალხი ცხოვრობს. ბუ­ დიც იხილავს უფლის მადლს“. და მოიქცნენ ისე, როგორც დედოფალმა 132 უბრძანა: მათ ასწიეს სასწაულმოქმედი, წმინდა ჯვარი ადამიანის ხელით მცხეთაში, და ჩა­ ვიდნენ იმ ბორცვს ქვემოთ წყაროსთან, სადაც მთელი ღამე უფლის ლოცვაში გაა­ თენეს და წმინდა ნინომ წყაროს წყალს თავისი ცრემლები შეურია, და იქ მოხდა დიდი სასწაულები და კურნებანი. მეორე დღეს გაეშურნენ ნინო, მეფე და დედოფალი და მთავრები და ხალხის დიდი სიმრავლე კლდისკენ და იმ ქვებზე მუხლმოყრილები ცხარედ ატირდნენ 133 , სა­ ნამ მთებმა არ მისცეს ბანი. მაშინ წმ. ნინომ ხელი დაადო ერთ ქვას და ეპისკოპოსს მიმართა:„მოდი, რადგან შენ შეგშვენის ამ ქვის კურთხევა. და მართლაც, ეპისკო­ პოსმა აკურთხა ქვა, და ჯვარი აღმართეს იქ მეფის სადიდებლად. უთვალავმა ადა­ მიანმა მოიდრიკა მუხლი და თაყვანი სცეს ჯვარს და აღიარეს ჯვარცმული ჭეშმარიტ ძედ ცოცხალი ღვთისა, და იწამეს დიადი სამბუნებოვანი ღმერთი. და დიდმა 134 მთავ­ რებმა არ მიატოვეს წმინდა ეკლესია, სვეტი ნათლისა და ცხოველმყოფელი ჯვარი, რადგან იქ იხილეს საოცარი სასწაულები და უწყვეტი კურნება 135 . და აღდგომის კვი­ რა დღეს მეფე მირიანმა და მთელმა მცხეთამ მსხვერპლი შესწირეს. ეს დღე დაა­ წესეს აღდგომას ჯვრის მსახურებად 136 , და ამ წესს მთელი ქართლი დღემდე იცავს. [მანათობელი ჯვრის გამოჩენა და თორმეტი ვარსკვლავი] გამოხდა ხანი და სულ­ თმოფენობის შემდეგ, ერთ ოთხშაბათს, მათ იხილეს სასწაული, ყოვლად მშვენიერი: ჰოი! ნათლის სვეტი, ჯვრის ფორმისა, იდგა ჯვარზე, და თორმეტი ვარსკვლავით შეკ­ 369 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი რული გვირგვინი შემოვლებოდა გარს 137 ; და ეს ჯვარი ბორცვზე საამურ სურნელს გა­ მოსცემდა და ყველამ იხილა ეს სასწაული. მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოექცა და მოინათლა იმ დღეს 138 , და ქრისტიანებს განუმყარდათ რწმენა და განადიდეს უფალი. [მცხეთაში ჯვარს თავზე ცეცხლი ადგება] მათ იხილეს კიდევ ერთი ჯვრის სასწაუ­ ლი: როგორ დაადგა მას თავზე ცეცხლი, მზეზე შვიდჯერ უფრო კაშკაშა 139 . ღუმელის ამოვარდნილი ნაპერწკალივით იდგა იქ და უფლის ანგელოზები ცისკენ ადიოდნენ და ქვემოთ ჩამოდიოდნენ. და გორაკი, რომელზეც ჯვარი 140 იდგა, შეირყა ძლიერ, და როცა სასწაული დასრულდა, რყევაც შეწყდა. როცა ერმა დაინახა ეს სასწაული, ძლიერ განცვიფრდნენ და უფრო და უფრო ადიდებდნენ ღმერთს. ეს სასწაულები ხდებოდა წლითი წლამდე, და მთელი ერი ხედავდა ამას შიშითა და ძრწოლით და აღივსნენ გულწრფელი რწმენით. [რევის ვაჟის განკურნება] იმხანად რევს 141 , მეფის ძეს, მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავ­ და, რომელიც ავად იყო და სიკვდილი ემუქრებოდა; ის მისი ერთადერთი ვაჟი იყო. რევმა შვილი წმინდა ჯვრის წინ მოათავსა და ცრემლმორეული ევედრებოდა ამ სიტყვებით:„თუ შენ ამ ჩემი შვილის სიცოცხლეს მაჩუქებ, მე საბურველს აგი­ შენებ სამყოფელად“. და მეყსეულად, იმ ადგილზე, ის შვილი განიკურნა და მამამ წაიყვანა ის სრულიად საღ-სალამათი და სიცოცხლით სავსე. შემდეგ რევი შეუდ­ გა დადებული პირობის აღსრულებას; და დიდი სიხარულითა და გზნებით, მეფის შვილმა 142 აღმართა საბურველი, და წლიდან წლამდე მოდიოდა და აღასრულებდა მსხვერპლშეწირვის პირობას; და ამის შედეგად, იმრავლა სნეულთა მსვლელობამ და მოდიოდნენ და იკურნებოდნენ და დიდი სიხარულით განადიდებდნენ ქრისტეს წმინდა ჯვარს. [და მცხეთის ჯვართან განხორციელებული სხვა სასწაულები] იყო ერთი ჭაბუკი, რომელიც ბრმა იყო ორივე თვალით. ის დაჯდა 142 ქრისტეს ჯვრის წინ და შვიდ დღეში დაუბრუნდა თვალისჩინი და განადიდა ჯვარი პატიოსანი. შემდეგ იყო ერთი ქალი, რომელსაც ავი სულები არ ასვენებდნენ, და რვა წლის განმავლობაში გამოაცალეს გონება და ჯანი; და ტანზე იგლეჯდა ტანსაცმელს. ის მიიყვანეს და ჯვრის წინ დაასვენეს და თორმეტი დღის შემდეგ ის განიკურნა და ად­ გა და წავიდა და ადიდებდა უფალს და თაყვანს სცემდა წმინდა ჯვარს. კიდევ იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც მოულოდნელად დაეცა მკვდარი 144 . დე­ დამისმა მიიტანა შვილის უსულო გვამი 145 ჯვართან. დილიდან საღამომდე ლოცუ­ ლობდა და ქვითინებდა ჯვართან. მასთან მივიდნენ და უთხრეს:„წაიყვანე აქედან, დედაკაცო, და დამარხე, რადგან მკვდარია; შეწყვიტე გლოვა“. მაგრამ ქალს იმედი კი არ დაუკარგავს, უფრო ძლიერ და უფრო შესაბრალისად ტიროდა და ლოცუ­ ლობდა. და როცა მოსაღამოვდა, ბავშვი მკვდრეთით აღდგა და თვალი გაახილა და შვიდი 146 დღის შემდეგ დედამ შინ წაიყვანა განკურნებული და გაცოცხლებული და განადიდებდა უფალს. 370 წმინდა ნინოს ცხოვრება როდესაც ხალხმა დაინახა წმინდა ჯვრის სასწაულმოქმედი კურნების ძალა, ბევ­ რი უშვილო მოვიდა და ევედრებოდა უფალს, შვილი მიეცა მათთვის და მრავალს მიეცა შვილი; და ისინი მსხვერპლს სწირავდნენ და მადლობდნენ უფალს. და არა მხოლოდ განკურნების სათხოვნელად მოსულები იკურნებოდნენ, არამედ ვინც შო­ რიდან შესთხოვდა წმინდა ჯვარს, ისინიც მყისვე 147 იღებდნენ შველას. და ის შვე­ ლოდა მათ, ვინც იბრძოდა, რათა მტერი ეძლიათ და ისინიც სწრაფად მოდიოდნენ ჯვართან მადლობის შესაწირავად. ბევრი შეჭირვებული წარმართი განკურნა ამ ჯვარმა და მრავალი მოინათლა და სიხარულით განადიდებდნენ უფალს; მრავალი სახის სენი განკურნა პატიოსანმა ჯვარმა, მრავალნი მოდიოდნენ სხვადასხვაგვარი სენით შეპყრობილები განკურნე­ ბის სათხოვნელად და იქვე იკურნებოდნენ უმალ, დღემდეც კი 148 , და ისინი ადიდებ­ დნენ მამას, ძეს და სულიწმინდას, დიდება მამასა და ძესა და სულიწმინდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. წერილი, რომელიც რომის პატრიარქმა და ბრანჯთა მეფემ მისწერეს ნინოს, მეფეს და მთელ ქართლის ერს იმ დღეებში რომის წმინდა პატრიარქისგან მოვიდა წერილი ნინოსადმი, მეფისა და მთელი ქართველი ხალხისადმი. მან ბრანჯი დიაკვანი გამოგზავნა მეფისთვის ხოტბის და კურთხევის გადმოსაცემად, და წმინდა ნინოსგან ლოცვისა და წყალობის სათხოვნელად. დიაკვანმა ასევე მოიტანა წერილი ბრანჯთა მეფისგან მოწერილი ნინოსადმი, რომელშიც ის იწერებოდა, რომ როგორც მისმა(ნინოს) მამამ მონათლა ყველა ბრანჯი – დიდებული საქმე ცნობილი იერუსალიმსა და კონსტანტინეპოლში, სწორედ ასე განანათლა მან მთელი ქართლი მართალთა მზით. ამიტომ მოსწერა მან გულითადი წერილი ნინოს, რადგან მას გაეგო, რა სასწაულებს ახდენდა ის ერ­ ში და აგრეთვე, გაეგო სასწაულები, რომელთაც ის ახდენდა სვეტთან და აგრეთვე მაყვლოვანის სადგომის და მისი კურნების ძალის შესახებ. ბრანჯთა დიაკვანმა იხი­ ლა და გაიგონა სვეტის სასწაულთა ამბავი, რომელიც მცხეთაში მომხდარიყო, და განადიდა ღმერთი. მან თან წაიღო წერილები და გაემგზავრა. [მირიანის მისიონერული აღტყინება] მაშინ მეფემ უთხრა წმ. ნინოს და ეპისკო­ პოსს:„მე ხმლის პირით მოვაქცევ მთიულებს, და ჩემს სიძე ფეროზს, და უფლის მსა­ ხურად და პატიოსანი ჯვრის აღმსარებლად ვაქცევ მათ“. ნინომ მიუგო:„ღმერთი არ გვიბრძანებს ხმლის აღმართვას, არამედ სახარებით და პატიოსანი ჯვრით უნდა დავა­ ნახოთ ჭეშმარიტების გზა, რომელიც მათ მარადიული ცხოვრებისკენ გაუძღვება. დაე, 371 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ღმერთის წყალობამ განანათლოს მათ გულებში დასადგურებული წყვდიადი“. და წმ. ნინო(და ეპისკოპოსი იოანე) 149 გაემგზავრა. მეფემ თან წაიყვანა ერისთავი(პროვინ­ ციის გამგებელი) და ისინი ჩავიდნენ ცუბენში 150 , და მოუწოდა მთიულებს 151 , რომელთაც გარეული მხეცის გარეგნობა ჰქონდათ, და ჭართალელ 152 ფხოველებს 153 და გუდამაყ­ რელებს 154 , და იქადაგეს მათთან ქრისტიანული სახარებისეული ჭეშმარიტება, რომე­ ლიც მარადიული სიცოცხლის საწინდარია, მაგრამ მათ არ ისურვეს ნათლობა; მაშინ მეფის ერისთავმა ხმალი აღმართა მათ წინააღმდეგ, და ძალით დაუნგრია კერპები. შემდეგ გაშორდნენ იმ ადგილებს და ჟალეთისკენ 155 წავიდნენ და იქადაგეს ერწოს თიანეთელებში 156 , რომელთაც მიიღეს სახარება და მოინათლნენ. მაგრამ ფხოველებ­ მა მიატოვეს თავიანთი მიწა-წყალი და ჩავიდნენ თუშეთში 157 , და იქ იყვნენ სხვა მთიუ­ ლები, რომლებიც არ იყვნენ ქრისტიანულ რწმენაზე მოქცეულები. მეფემ მძიმე ბეგარა დაუწესა მათ, ვინც მონათვლა არ ისურვა; ამიტომ იქაურებმა რაზმები შეკრეს და და­ თარეშობდნენ. ზოგი მათგანი, ბოლოს და ბოლოს, აბიბოს ნეკრესელმა 158 მონათლა, ზოგი კი დღემდე ცეცხლთაყვანისმცემლად რჩება. [წმინდა ნინო შედის კახეთში] მაშინ წმ. ნინო გაემართა კახეთში და შეისვენა კაწა­ რეთში და მოაქცია ერი. ამის შემდეგ ის შევიდა სოფელ ქველში და შეკრიბა კახეთის თავადები. მათ არაფერი სმენოდათ ქრისტიანობაზე და მეფის მონათვლის თაობაზე; სიხარულით მიიღეს მათ ნინოს სწავლება და მოექცნენ და მოინათლნენ მღვდელი ია­ კობისგან. ამის შემდეგ ნინო ჩავიდა ბოდიში, და იქ მასთან მივიდა სუჯი 159 , კახეთის დე­ დოფალი, და მასთან ერთად მთავრების დიდი [მოაქცევს დედოფალ სუჯის] სიმრავლე, სამხედროები და მონა ქალები. ნინომ გაუმხილა მათ ქრისტეს საიდუმლო(წმინდა ზია­ რება) და ტკბილმოუბრობით ასწავლიდა მათ ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენას. ნინომ უამბო იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც ცეცხლოვანმა სვეტმა მოიმოქმედა, რის თაობაზე მათ არაფერი გაეგოთ მანამდე. სიხარულით მიიღეს მათ წმ. ნინოს სწავლება და დედო­ ფალი, მის ყველა მთავართან და მოახლესთან ერთად მოინათლა. როდესაც ნეტარმა ნინომ ასე აღასრულა თავისი საქმე და ქადაგება, ის მიხვდა, რომ ახლოვდებოდა დრო, როცა მისი სული სხეულს უნდა განშორებოდა. მან [წმ. ნინოს წერილი მეფე მირიანს] მეფე მირიანს წერილი მისწერა და კახეთის დედო­ ფალ სუჯის გადასცა. ნინო წერდა: „იესო ქრისტეს მსახურს, წმინდა სამების ერთგულ მორწმუნეს, წმინდა მეფეთა მოკავშირეს, მეფე მირიანს. – დაე უფალმა მისი წყალობის ნამი გაწვიმოს შენ და მთელ შენს სამეფო კარს, და მთელი შენი ერის სამფლობელოს, და დაე, ქრისტეს ჯვარი და მისი ყოვლად წმინდა დედის მეოხება იყოს თქვენი მფარველი. აჰა, მე გა­ მოვიარე მრავალი მიწა, და მათ მიიღეს ქრისტეს სახარება, და გამოისყიდეს ცოდ­ ვები და მოინათლნენ, და თაყვანს სცემენ შემოქმედ უფალს. ახლა შენ ბედნიერი უნდა იყო, რადგან შენი მეფობის დროს მოხდა, რომ უფალმა მოხედა მის ქმნილე­ ბებს და მისი სიბრძნის ნათელი მოჰფინა მათ. მტკიცედ მიენდე ჭეშმარიტ რწმენას, 372 წმინდა ნინოს ცხოვრება რათა მასთან ერთად იმეფო მის ზეციურ სამეფოში სამარადისოდ. მე აღვასრულე ჩემი დღეები ამ ქვეყანაზე და გავდივარ ცხოვრებიდან, რათა ჩემს მამათა გზას და­ ვადგე. აღნიშვნის ღირსია ღმერთის წმინდანთა შორის დედოფალი სუჯი, რადგან ის გახდა ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნე და დაამხო კერპები და მოაქცია ერი უფ­ ლის მსახურებისთვის და მოუწოდა მის ძმას და ქალიშვილს, აგრეთვე ართერეონს, მხედართმთავარს, და ასწავლიდა მათ ჭეშმარიტ სჯულს, და ყველანი ბუდში მოი­ ნათლნენ მამის, ძის და წმიდა სულის სახელით. ახლა გამოგზავნე ჩემთან მამათა წმინდა მთავარი, რათა მან მომცეს საგზალი ჩემი სულის მარადიულ მოგზაურობაში თან წასაღებად, რადგან მოახლოვდა ჩემი ჟამი“. [დედოფალი სუჯი წერილით გაუდგება გზას და მცხეთაში ჩადის] დედოფალმა სუ­ ჯიმ ნინოს წერილი გამოართვა და რადგან აღტყინებული იყო სურვილით, ცხოველ­ მყოფელი სვეტისთვის თაყვანი ეცა, საჩქაროდ გაუდგა გზას. მთელი გზა ფეხშიშველმა იარა, და ცრემლით ალბობდა მიწას. როცა ცხოველმყოფელი სვეტის გადაღმა მხარეს მიადგნენ, დაინახეს, რომ მდინარე არაგვი ძლიერ ადიდებულიყო და სამხედროებსაც კი არ შეეძლოთ მისი გადაკვეთა; როდესაც ჩამოქვეითდნენ, აბობოქრებული მდინა­ რის შიშით პირი იბრუნეს. მაგრამ როგორც პეტრემ გაიარა წყალზე უფლისკენ, ასეთი­ ვე რამ მოხდა ამ ქალის შემთხვევაშიც, რომელიც ქრისტეს რწმენით და ცხოველმყო­ ფელ სვეტთან მიახლების სურვილით იყო აღტყინებული და ჰქონდა მდოგვის [სას­ წაულებრივად გადაკვეთს არაგვს] მარცვლისოდენა რწმენა. მან თავად გადაკვეთა მდინარე და ისე ისკუპა მდინარეში, თითქოს ბედაური ყოფილიყოს. მდინარის მეორე მხარეს, მთელ ხალხთან ერთად, ეპისკოპოსი იოანე იდგა და როცა სუჯი დინებაში შე­ ვიდა, წყალმა უკან დაიხია, ისე, რომ დედოფალი მშრალი ტერფებით გავიდა მეორე ნაპირზე. მეფე და მთავარეპისკოპოსი შეშინებულები და გაოცებულები დახვდნენ დე­ დოფალს და შევიდნენ ერთად ეკლესიაში, სვეტიცხოველთან, და ილოცეს და ცხარე ცრემლი ღვარეს. დედოფალმა ერთგულების ნიშნად შესწირა საკუთარი თავი, შვი­ ლები და თავისი ყველა მსახური და პატარა ქალაქი ბართიანი, და დიდი სოფელი ბუდი; და გაიხარა სულიერად. შემდეგ დედოფალმა სუჯიმ ამოიღო ნეტარი ნინოს წე­ რილი და გადასცა მეფეს, და მეფემ ხმამაღლა წაიკითხა წერილი და მწარედ ატირდა. [მირიანი, სხვებთან ერთად, ბოდბეში მიდის წმ. ნინოს სიკვდილის წინ მოსანა­ ხულებლად] მათ ეპისკოპოსი იოანე წარგზავნეს ნინოს ჩამოსაყვანად, მაგრამ წმ. ნინომ დარჩენა ამჯობინა. ასე რომ, მეფე, დედოფალი ნანა და მრავალი ადამიანი გაუდგნენ გზას და მივიდნენ ნინოსთან. ურიცხვი იყო შეკრებილი ხალხის სიმრავ­ ლე, და მათ იხილეს ნინოს სახე, რომელიც ციდან მოვლენილ ანგელოზს ჰგავდა. ისინი მისცვივდნენ და ნინოს სამოსის ქობას ეამბორებოდნენ რწმენით; და ყვე­ ლანი ირგვლივ გულმხურვალედ ლოცულობდნენ, ცრემლს აფრთქვევდნენ თვალ­ თაგან, რადგან მათი წინამძღვარი და კეთილისმყოფელი და სნეულთა მკურნალი ტოვებდა სოფელს. სალომე უჯარმელი(ანუ, უჯარმიდან) და ფერუჟავრი, სივნელი 373 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი (ანუ, სიონიდან) და ერისთავები(გამგებლები) და მთავრები(მმართველები, დიდი მემამულეები) კითხვებს უსვამდნენ და ამბობდნენ:„ვინ ხარ, საიდანა ხარ, და რა­ ტომ ჩამოხვედი ამ მიწაზე ჩვენთვის სიცოცხლის მოსანიჭებლად? სად აღიზარდე, ო, დედოფალო? გვიამბე შენი ცხოვრების ამბავი, რადგან ახსენებდი ტყვეობას, ო, ღვთაებრივო ტყვეთა განმათავისუფლებელო. შენ ჩვენ გვასწავლე წინასწარმეტ­ ყველთა შესახებ, რომლებიც ქრისტეზე ადრე მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ არავინ მოგ­ ვივლინა ღმერთმა შენს გადასარჩენად, და ერთადერთი, რასაც შენს თავზე ამბობ ისაა, რომ ტყვე ქალი ხარ, ანდა უცხოელი“. [ნინო მისი ცხოვრების ამბავს ჰყვება] მაშინ ნინომ დაიწყო ლაპარაკი და თქვა: „რწმენის ქალიშვილებო 160 , ჩემს გულთან ახლოს მყოფო დედოფლებო, თქვენ ხე­ დავთ რწმენას და სიყვარულს, რომელსაც პირველი დედები ატარებდნენ გულით ქრისტეს მიმართ, და მაინც გსურთ იცოდეთ ჩემი ცხოვრების შესახებ, უბრალო მოახლის ცხოვრების ამბავი! მაგრამ გიამბობთ, რადგან აღსრულდა ჩემი დღეები და სადაცაა სამუდამოდ მივიძინებ დედაჩემის ძილით. მოიტანეთ საწერი მასალა, რომ ჩაიწეროთ ჩემი უბადრუკი, უღირსი ცხოვრება, რათა თქვენმა შვილებმა გაი­ გონ თქვენი რწმენის ამბავი, და როგორ მიმიღეთ მე, და ის ღვთაებრივი სასწაულე­ ბი, რომლებიც იხილეთ“. სალომე უჯარმელმა და ფერუჟავრ სივნელმა მაშინვე მოი­ ტანეს საწერი მასალა და ნინომ უამბო მათ თავისი წმინდა და ნეტარი ცხოვრების ამბავი, როგორც აღვწერეთ ზემოთ, და მათ ჩაიწერეს ყველაფერი. ნინომ შესთხოვა მეფეს, რომ იოანეს შემდეგ ეპისკოპოსად გამხდარიყო მღვდელი იაკობი. ეპისკოპოსმა იოანემ შესწირა მსხვერპლი უფალს და წმ. ნინომ მიიღო ქრისტეს [წმ. ნინოს გარდაცვალება] სისხლი და ხორცი, რომელიც მას საგზლად უნდა წაეღო თან მარადიულობაში. შემდეგ მან სული ღმერთს მიაბარა, და გარდავიდა მართალ­ თა მარადიულობაში(14 იანვარს). ამრიგად, მოციქულთა მადლით შემკული, წმინდა ცხოვრებით გაბრწყინვებული, მრავალი ღვაწლით, მრავალი საქმის ნიჭით შემკუ­ ლი, ნინო წარდგა წმინდა სამების წინაშე და ძღვნად მიიტანა მრავალი ერი და ამ სოფლად გადატანილი ტანჯვა. ის ამაღლდა ზეცად მისი საქართველოში მობრძანე­ ბიდან ოცდამეხუთე წელს და ქრისტეს სიკვდილიდან სამასოცდამეთვრამეტე წელს, და სამყაროს შექმიდან ხუთი-ათას-შვიდას-ოცდამეთვრამეტე წელს. მცხეთის მოსახლეობა და მთელი ქართლი შეძრა ნინოს გარდაცვალებამ და უამ­ რავი ხალხი გამოვიდა და ყველანი შეიკრიბნენ, რათა ხელით შეხებოდნენ მისი კაბის ქობას. მეფემ იძულებით შეაკავა ეს აურზაური და ბრძანა, ნინოს ნეშტი წაებრძანები­ ნათ და სვეტი ცხოველის ახლოს დაესვენებინათ. მაგრამ როცა დააპირეს ცხედრის აწევა, ხელში ძალა გამოეცალათ და ძვრა ვერ უყვეს. [მისი დაკრძალვა ბოდბეში] მა­ შინ მიხვდნენ, და დაკრძალეს იმ ადგილზე, კახეთის სოფელ ბუდიში. წმინდანმა თა­ ვად სთხოვა მეფეს, ჩვეული მოკრძალებით, იქ დაეკრძალათ, რადგან ეს იყო მოკ­ რძალებული ადგილი. მაგრამ მეფე და დიდებულები სწუხდნენ ამის გამო; და მაინც, 374 წმინდა ნინოს ცხოვრება წმინდანის სურვილის აღსასრულებლად, ასე მოიქცნენ. და აღაშენეს ეკლესია და გა­ ნაწესეს იქ ეპისკოპოსი, ქართლის, კახეთის და ჰერეთის ღვთივკურთხეული განმა­ ნათლებლის, სამგზის ღვთივკურთხეული, სულმნათი ნინოს პატივსაცემად. როდესაც ღვთივკურთხეულმა განმანათლებელმა მეფე მირიანმა ეს გააკეთა, ამით მთელი ქართლი და ჰერეთი განამტკიცა სამბუნებოვანი ღმერთის რწმენაში, რომელსაც არა აქვს დასაბამი და დასასრული, რომელიც არის ყოველთა არსთა შემოქმედი; და ისინიც საბოლოოდ განმტკიცდნენ რწმენაში. [კონსტანტინე მირიანს უგზავნის უფლისწულ ბაქარს და თან წერილს ატანს] იმპე­ რატორმა კონსტანტინემ, რომელსაც მძევლად ჰყავდა მირიანის ვაჟი ბაქარი, დაუბ­ რუნა ის მეფეს, მრავალი საჩუქარი გამოატანა და წერილი, რომელშიც სწერდა: „მე, მეფე კონსტანტინე, აბსოლუტური სუვერენი, ცათა სასუფევლის ახალი მსა­ ხური, ყოფილი ეშმაკის ტყვე, მაგრამ შემოქმედის მიერ დახსნილი, გწერ შენ, მეფე მირიან, ღვთივ განათლებულო, ჩემსავით ახლად გამყარებულო რწმენაში. მშვი­ დობა შენდა, და სიხარული მათ, ვინც შეიმეცნა სამება ერთარსება, ღმერთი დაუ­ საბამო, შემოქმედი ყოველთა არსთა. ამიერიდან აღარ მჭირდება შენგან მძევალი მყავდეს, რადგან ჩვენ შორის ქრისტეს, ძე ღვთისას შუამავლობაც იკმარებს, რო­ მელიც არის მარადიულად ყველგან მსუფევი, რომელიც განკაცდა ჩვენი სულის დასახსნელად და მისი ჯვარი პატიოსანი, რომელიც მოგვეცა ჩვენ გზამკვლევად. ამ რწმენითა და შემოქმედი ღმერთის შუამავლობით, მოდი, ძმური სიყვარულით განვიმსჭვალოთ ერთმანეთის მიმართ. მე გიბრუნებ შენს ვაჟს; იხილე და გაიხარე, და დაე, მშვიდობის ანგელოზი, ღმერთის მოვლენილი იყოს შენთან. დაე, შემოქ­ მედი ღმერთი მუდამ აძევებდეს ბოროტ ეშმაკს შენი ქვეყნიდან“. როცა უფლისწული ბაქარი და იმპერატორ კონსტანტინეს მაცნე მცხეთაში ჩამო­ ვიდნენ, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა სიხარულით აღივსნენ და მადლობდნენ უფალს ყველა იმ ძღვენისთვის, რომლებიც მან უბოძა მათ. მეფე მირიანმა დაას­ რულა საკათედრო ტაძარი და დიდი ზეიმით აკურთხა ის თავისი მოქცევიდან ოც­ დამეხუთე წელიწადს. რევი, მისი ვაჟი, გარდაიცვალა; ის იყო სიძე სომეხთა მეფე თრდატის, რომელმაც მას თავისი სამეფო აჩუქა სიცოცხლეშივე. რევი იმ აკლდამაში დაკრძალეს, რომელიც თავად ააშენა. [მეფე მირიანის გარდაცვალება] იმავე წელს მეფე მირიანი ავად გახდა და სიკვდილის პირას მისულმა უთხრა ბაქარს, თავის ვაჟ­ სა და მეუღლე ნანას:„მე არ აღვესრულები სააქაოდან ისე, როგორც მოვედი, და მე ვმადლობ ყოვლად მოწყალე შემოქმედ ღმერთს, შემოქმედს ცათა და ქვეყანათა, რომელმაც დამიხსნა ბჭეთაგან ჯოჯოხეთისა, როცა ეშმაკის ტყვეობაში ვიყავი, და ის ღირსად მყოფს დავჯდე მისგან ხელმარჯვნივ. შენ კი, ნანა, ჩემი გარდაცვალე­ ბიდან მალე, გაყავი ჩვენი სამეფო საუნჯე ორ ნაწილად, და გაეცი(ნახევარი) ჩვენი განმანათლებლის, ნინოს საფლავისთვის, რათა ის ადგილი არასოდეს შეიბღალოს, რადგან ის არ არის სამეფო ქალაქი, არამედ ღარიბი მხარეა; აგრეთვე, უთხარი ეპისკოპოსს, განადიდოს ის ადგილი, რადგან ის პატივისცემის ღირსია“. 375 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი და მან უთხრა თავის ვაჟს:„შვილო ჩემო, ჩემთვის წყვდიადი ნათლით შეიცვალა და სიკვდილი სიცოცხლედ. შენ გაბარებ ჩემი სამეფოს გვირგვინს. დაე, ღმერთმა, შემოქმედმა ცათა და ქვეყანისა, გაგაძლიეროს შენ ჭეშმარიტ რწმენაში. დაემორჩილე ძე ღვთისას ყოველ ბრძანებას და მოქმედებდე მთლიანად მათზე და იესოს სახელზე დაყრდნობით. სიკვდილი სიცოცხლედ იქცევა შენთვის... სადაც კი ნახავ იმ ცეცხლთაყ­ ვანისმცემლებს, ცეცხლით დაწვი და აიძულე დალიონ წიდა//ნაღვერდალი 161 და იგივე ასწავლე შენს შვილებს, რადგან ვიცი, რომ კავკასიელებში ამოიკვეთება კერპთაყვა­ ნისმცემლობა. გულით მოეკიდე ამ საქმეს და ლოცვა აღავლინე დასაბამიდან შობილი ძე ღვთისას მიმართ, ვინც განკაცდა და ეწამა ჩვენი სულის საცხოვნებლად, და პატიო­ სანი ჯვრით გაუძეხი ბრძოლას შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ასე იქცევიან ჭეშ­ მარიტი მორწმუნენი. პატივი ეცი ღვთაებრივად ამაღლებულ სვეტს, და შენი ყოველი იმედი მიმართე მისკენ; დაე, მიიძინო შენ წმინდა სამების რწმენით“. [ბაქარის მეფედ კურთხევა] მათ მოატანინეს წმინდა ნინოს ჯვარი, ჯვარი, რომე­ ლიც ნინოს თავიდან ჰქონდა, და სამეფო გვირგვინი დაკიდეს მასზე, და მიიყვანეს ბაქარი და თავზე ჯვარი გარდასახეს, და ჩამოხსნეს ჯვრიდან გვირგვინი და თავზე დაადგეს. და მეფე მირიანი მიიცვალა, და დამარხეს ზედა ეკლესიაში, იმ ძელის სამ­ ხრეთ კუთხეში, სადაც ღვთაებრივად ამაღლებული სვეტის ნაწილი ინახება. მომ­ დევნო წელს გარდაიცვალა დედოფალი ნანა, და ის იმ ძელის დასავლეთით დაკ­ რძალეს, იმავე ადგილზე, სადაც მეფე მირიანი. ბაქარი, მირიანის ვაჟი, გამეფდა, და მამამისის მსგავსად, ისიც მორწმუნე იყო. მან ქრისტეს რჯულზე მოაქცია კავკასიის მრავალი ერი, რომელთა ჭეშმარიტ რწმე­ ნაზე მოქცევა ვერ შეძლო მირიანმა. რუფინუსი, ეკლესიის ისტორია, წიგნი II 162 იმ დროს იბერთა ტომმაც, რომელიც პონტოს მხარეში ცხოვრობდა, იწამა ღვთის სიტყვა და მიიღო ქრისტეს სარწმუნოება. ხოლო ამ წყალობის მიზეზი იყო ერთი ტყვე ქალი, რომელიც იმ მხარეში აღმოჩნდა, რომელიც ერთობ მოკრძალებულ და წმინ­ და ცხოვრებას მისდევდა; რამდენიმე დღე და ღამე არ ეძინა და მთელ დროს ღვთის ლოცვაში ატარებდა. მისი ქცევა უჩვეულოდ ეჩვენებოდა იქაურ მოსახლეობას, მოი­ სურვეს დაწვრილებით გაეგოთ, რას აკეთებდა ეს ქალი. მან მოისურვა ამ ახალ საქ­ მეში ბარბაროსების ჩართვა. უბრალოდ აუწყა მათ, რომ თაყვანს სცემდა ღმერთს, რომლის სახელი იყო ქრისტე. ამან ქალებში ცნობისმოყვარეობა აღძრა, რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ რწმენის აღიარებას. როგორც ამბობენ, იქაურ ხალხს ასეთი ჩვეულება ჰქონდა, რომ, როცა ყრმა ძალიან დასნეულდებოდა, ბავშვის დედა ყვე­ ლა ოჯახს ჩამოუვლიდა ყრმით ხელში, იქნებ ვინმეს სცოდნოდა რაიმე განსაკუთ­ რებული წამალი. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ერთმა ქალმა ყველა სახლი მოიარა 376 წმინდა ნინოს ცხოვრება სნეული ყრმით ხელში, თუმცა განსაკურნებელი წამალი ვერსად მოიძია. ბოლოს მივიდა ამ ტყვე ქალთან, რათა მისთვისაც ეკითხა, ხომ არ შეეძლო ბავშვის განკურ­ ნება. მან კი(ტყვე ქალმა) აუხსნა დედას, რომ ადამიანური წამლით ავადმყოფის მორჩენა შეუძლებელი იყო, ხოლო თუ შეევედრებოდა თავის ღმერთს, ქრისტეს, ის ადამიანებისგან განწირულს დახმარებას აღმოუჩენდა. ტყვე ქალმა ყრმა დასვა თხის ტყავზე, თვითონ ხელაპყრობით დაიწყო ლოცვა ღვთისადმი და განკურნებული ბავშვი საღ-სალამათი გადასცა დედას. ამ საოცრე­ ბამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხალხში. ბოლოს დედოფლის ყურსაც მისწვდა ეს ამბავი. იგი რაღაც უცნობი სნეულებით იყო შეპყრობილი, მთელი სხეული სტკიო­ და და დიდ სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. ითხოვა, რათა მასთან მიეყ­ ვანათ ტყვე ქალი, რომელმაც დედოფალთან მისვლაზე უარი განაცხადა, რომ ამის ნება არ ჰქონდა. მაშინ თავად დედოფალმა ბრძანა, წაეყვანათ ტყვე ქალის სენაკში. მან ესეც თხის ტყავზე დასვა და ქრისტეს სახელით დიდხანს ილოცა, და წამოაყე­ ნა დედოფალი სრულიად განკურნებული, თან აუხსნა, რომ იგი განკურნა ქრისტემ, ძემ ღვთისამ, უნდა სცოდნოდა, რომ იგი იყო მისთვის სიმრთელისა და ცხოვრების მბოძებელი და რომ ამ ღმერთისთვის უნდა მიემართა. იგი იყო ღმერთი, რომელიც მეფეებს მეფობას, ხოლო ცხოვრებას ზნეობრიობას ანიჭებდა. გახარებული დედოფალი დაბრუნდა სასახლეში, ქმარმა დაწვრილებით გამოჰ­ კითხა მას უცაბედი გამოჯანსაღების მიზეზი; როცა ყველაფერი გაიგო, მანაც გაიხა­ რა მეუღლის განკურნებით და ბრძანა ტყვე ქალის გულუხვად დასაჩუქრება. დედო­ ფალმა კი უთხრა, რომ ტყვე ქალს არც ოქრო უნდა და არც ვერცხლი. მისი საჩუქარი ის იქნება, თუ იმ ღმერთს ვაღიარებთ, ვისი სახელითაც მან განმკურნაო. გამოხდა ხანი და ერთხელ მეფე ტყეში გაეშურა სანადიროდ ამალასთან ერთად. უეცრად ტყეში ჩამობნელდა, ნამდვილი ღამე ჩამოწვა. შეუძლებელი იყო გზის გაკ­ ვლევა, ირგვლივ ისეთი წყვდიადი იყო. მეფემ არ იცოდა, საით წასულიყო. სხვადას­ ხვა მხარეს გაფანტული ამალაც შემოეცალა. ბოლოს, იმედგადაწურულს, გონება გაეხსნა და ქრისტე გაახსენდა, თუ ის ჭეშმარიტად ღმერთია, როგორც მის ცოლს უთხრა ტყვე ქალმა, შეუძლია დაიხსნას მეფე ამ წყვდიადისგან, რათა მას მეფემ თაყვანი სცეს. ეს მხოლოდ გონებაში გაივლო, ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს და უეცრად დღე დაბრუნდა. მეფემ უვნებლად ჩააღწია ქალაქში. დედოფლის განკურნებისა და მეფის ამბავი ყველამ შეიტყო. მეფემ ბრძანა, რომ მიეყვანათ ტყვე ქალი, რათა მისგან გაეგო, როგორ ემსახურებოდა თავის ღმერთს და ბრძანა, მხოლოდ ქრისტესთვის ეცათ პატივი და სხვა ღმერთები დაევიწყები­ ნათ. მოიყვანეს ტყვე ქალი, რომელმაც გააცნო ქრისტეს მოძღვრება. ტყვე ქალს მიე­ ცა საშუალება, ესწავლებინა ხალხისთვის, როგორ უნდა ელოცათ მუხლმოდრეკით ქრისტეს წინაშე და როგორ უნდა შეესრულებინათ საღვთო რიტუალი. შთააგონა მათ ტაძრის აგება, ასწავლა როგორი ფორმა უნდა ჰქონოდა მას. ასე რომ, მეფემ უხმო 377 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი თავის ერს და დედოფლის მიერ წამოწყებული საქმე განამტკიცა, გაავრცელა სარწმუ­ ნოება, აპოსტოლის მოწვევაც გადაწყვიტა. ისე გამოვიდა, რომ მამაკაცებმა ირწმუნეს ქრისტე მეფის რჩევით, ქალებმა კი დედოფლის მაგალითით. ყველას საერთო სურ­ ვილის თანახმად გადაწყდა ტაძრის აგება. კედლები სწრაფად შემოავლეს და სვეტე­ ბის აღმართვის დროც დადგა. როცა აღიმართა ერთი თუ ორი, ჯერი მიდგა მესამეზე. მოზიდეს რაღაც მანქანები, მოიყვანეს ხარები და ადამიანური ძალებით შეეცადნენ სვეტის აღმართვას. როცა ეს ვერ შეძლეს, შეეცადნენ ხელმეორედ, მეტი ძალა გამოი­ ყენეს, მაგრამ ამაოდ. სვეტი ვერ დაძრეს ადგილიდან. ყველას გაუკვირდა. მეფეს გუ­ ნება გაუფუჭდა. ყველა დაიღალა, საქმე შეჩერდა. მიატოვეს იქაურობა. დაღამდა, ყვე­ ლა წავიდა ტყვე ქალის გარდა, რომელმაც გულმხურვალე ლოცვაში გაატარა ღამე. განთიადისას შეწუხებული მეფე თავისი ამალით მოვიდა და იხილა სვეტი, რომელიც ვერავითარმა ძალამ ვერ დაძრა, ვერც ადამიანებმა, ახლა კი საძირკვლის თავზე იყო თავისუფლად ჩამოკიდებული, ჰაერში იდგა ერთი ფუტის სიმაღლეზე. ხალხი მიაწყდა ამ სასწაულს და იწყეს ღვთის დიდება, ირწმუნეს მეფის სიტყვა და ტყვე ქალის სარ­ წმუნოების საოცარი ძალა. და აი, ყველა გაოცდა და გაშეშდა, მათ თვალწინ, დაიძრა სვეტი და თავისივე სიმძიმით დაეშვა საძირკველზე, ისე რომ, არავინ შეხებია. დანარ­ ჩენი სვეტები სწრაფად აღიმართა და იმავე დღეს თავის ადგილას ჩაჯდა. ამ დიდებული ტაძრის აგების შემდეგ ხალხი დაეწაფა ამ ახალ სარწმუნოებას, ტყვე ქალმა კონსტანტინეპოლში იმპერატორთან გაგზავნა ამ ხალხისგან წარგზავ­ ნილი ელჩები, რათა მოეთხოვათ მღვდელი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრუ­ ლებდა. მან, იმპერატორმა, გაიხარა დიდად, რომ რომაელთათვის უცნობმა ქვე­ ყანამ აღიარა ქრისტეს სარწმუნოება. ეს ყველაფერი ჩვენ გაგვაცნო ბაკურიუსმა, იმ ხალხის მეფემ, სარწმუნოების ერთგულმა კაცმა, რომელიც ჩვენში დომესტიკოსთა ამალას ეკუთვნოდა, როცა იგი, როგორც სარდალი, ცხოვრობდა იერუსალიმში პა­ ლესტინის საზღვრებთან. ნინოსთან დაკავშირებული მონაკვეთი, რომელსაც ხელნაწერში ეწოდება„მოქცევაჲ ქართლიასაჲ” ...(კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის მიღებიდან) ათი წლის შემდეგ ელენე იე­ რუსალიმში გაემგზავრა პატიოსანი ჯვრის მოსაძიებლად; და მეთოთხმეტე წელს, მავანი ქალი ევადაგი, 163 სახელად რიფსიმე, რაღაც მიზეზით გაექცა მეფეს მის დე­ დობილთან ერთად. და მასთან ერთად იყო ერთი მშვენიერი ტყვე ქალი სახელად ნინო, რომელსაც დედოფალმა ელენემ გამოჰკითხა მისი ამბები და ის რომაელი დიდგვაროვანი აღმოჩნდა. ის წავიდა და გზად ბევრი ადამიანი განკურნა სასწაუ­ ლებრივად და ჩავიდა საბერძნეთში და პრინცესა რიფსიმეს ასწავლიდა. 378 წმინდა ნინოს ცხოვრება როდესაც რიფსიმემ, გაიანემ, ნინომ და მათთან ერთად რამდენიმე ქალმა გაქ­ ცევისას ზღვა გადალახეს, მიადგნენ სომხითის, თრდატის სამეფოს, და იქ ისინი აწა­ მეს. მაგრამ ნინო გაიქცა; და როცა ჩრდილოეთით მთებს კვეთდა, მივიდა მდინარე მტკვართან(კურა). ის გაჰყვა მტკვარს და მივიდა მცხეთაში, დიდ სატახტო ქალაქში. იქ მან სამ წელიწადს დაჰყო, საიდუმლოდ ლოცულობდა მაყვლოვანის ბუჩქებით მოფარებულ ადგილზე. მან ვაზის ღეროებისგან ჯვარი დაამზადა, იქ დადგა საცხოვ­ რებლად და ლოცულობდა. ამ ადგილს არ ჰქონდა კედლები. იქ, სადაც ის მაყვლო­ ვანი იყო, დღეს ზემო ეკლესია დგას. მეოთხე წელიწადს მან დაიწყო ქრისტე ღმერთის და მისი რწმენის ქადაგება, და ამბობდა, რომ„ეს ჩრდილოეთის ქვეყანა შეცთომილი იყო“. მეექვსე წელიწადს მან მეფე და მისი ცოლი ნანა რწმენაში შეიყვანა, როდესაც ნანა ავად იყო, და მეშვიდე წელიწადს მეფე ქრისტეს რჯულზე მოიქცა სასწაულის წყალობით. მან მაშინვე ააგო ქვედა ეკლესია სამეფო ბაღში, და მის აგებას თავად მეფე ხელმძღვანელობდა. როცა ეკლესია აშენდა, მეფემ ელჩები ნინოს წერილით მიავლინა კონსტანტინეს­ თან, საბერძნეთის მეფესთან, თხოვნით, რომ მას მღვდლები გამოეგზავნა; ისინი მა­ ლე ჩამოვიდნენ. მეფემ ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი, დიაკვანი და დედოფალ ელენეს წერილი, მაცხოვრის ხატი და სიცოცხლის ხე გამოატანა ნინოსთვის. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, მეფე მირიანმა, დედოფალმა და მთელმა მათმა ოჯახმა ნათლობა მიიღეს. მათ ითხოვეს ხე, რომ მისგან ჯვრის 164 გაკეთება შესძლებოდათ... 165 [შემდეგ მეფემ უბრძანა აბიათარს, და მასთან ერთად ბევრ ებრაელს, ხლე­ ბოდნენ მას; და მან გამოჰკითხა ისინი კვართის თაობაზე, და მათ უთხრეს მეფეს ყველაფერი, რაც ზემოთ წერია. და მეფე მირიანმა ხელები აღაპყრო ზეცად და თქვა: „კურთხეული ხარ შენ, ო, უფალო იესო ქრისტე, ძეო ცოცხალი ღმერთისა, რადგან] შენ გსურს ჩვენი ხსნა და ეშმაკისგან და მისი ბნელეთისგან განრიდება, რაკი შენი სამოსი მოიტანეს ამ ებრაელებმა წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან ამ უცხო მოდგმის ქალაქში, რადგან ჩვენი მამები მართავდნენ ამ ქალაქს შენი ჯვარცმის დროს“. და მეფე და მთელი ქართლი მოექცნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მაშინ კურთხეულმა დედა ნინომ თქვა:„კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფალი იე­ სო ქრისტეს მამა, რომელმაც მისი წმინდა სიტყვა გამოგვიგზავნა მაღალი ზეციდან, თავად ჩამობრძანდა მისი უძლეველი ტახტიდან მდაბალ მიწაზე; უდავოდ შეისხა ხორცი დავითის თესლისგან, და იშვა მხოლოდ ქალისგან, წმინდა და უბიწო ქა­ ლისგან, ვინც მან მოიწონა; და ასე იტვირთა მან ჩვენი ცხოვრება. მან განანათლა ყოველი არსი ცის ქვეშ, და მათ მეტი მოშურნეობით იწამეს მისი, რადგან ის იშვა ადამიანად. მას თაყვანს სცემდნენ ვითარცა ღმერთს; ის მოინათლა, როგორც სჯუ­ ლის მსახური, წყლითა და მიწით. ის იყო მოწმე და განადიდა მამა და სულიწმინდა მაღლით; ის ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღდგა ხელახლა. ის ამაღლდა ზეცად მამას­ თან, და კვლავაც მოგვევლინება დიდებით. მას ხამს დიდება. ამინ“. 379 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი როცა ეს წარმოთქვა, წაიყვანა თან იაკობი, მღვდელი, რომელიც საბერძნეთი­ დან ჩამოსულიყო და ერთი ერისთავი და გავიდნენ წობენში, და ეწვივნენ მთიუ­ ლებს, ჭართალელებს, ფხოველებს და წილკნელებს, და ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს, მაგრამ მათ არ მიიღეს ის. ერისთავმა ხმალი აღმართა ერთხელ, და მაშინ შიშით დათმეს თავიანთი კერპები დასამსხვრევად. გაიარეს ერწო 166 და შეყოვნდნენ ჟალეთში, სოფელ ედემში, და მონათლეს ერწუ-თიანელები. და ქვარიანებმა შეიტ­ ყვეს ეს ამბავი და გაიქცნენ თოშეთში, მაგრამ ბოლოს ისინიც დაიმორჩილეს, და მეფე თრდატმა 167 მონათლა ისინი. და ნინო შეუძლოდ გახდა და გაემგზავრა მცხეთისკენ, და როცა ქტოეთაში ჩავი­ და, სოფელში, რომელსაც ბოდინი ჰქვია, ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. და მაშინ გამოემართნენ ქალაქ უჯარმიდან რევი, მეფის ვაჟი, და სალომე, მისი მეუღლე, და მისი ქალიშვილი, რათა ეზრუნათ ნინოზე. მეფემ და მისმა მეუღლე ნანამ მთავა­ რეპისკოპოსი იოვანე გაგზავნეს ნინოს მოსანახულებლად და მცხეთაში წამოსაყვა­ ნად. მაგრამ ნინომ აღარ ისურვა დაბრუნება 168 , და ითხოვა, რომ იოვანეს შემდგომ მღვდელი იაკობი დაენიშნათ. და მისცა მას წერილი, დედოფალ ელენეს მიერ მის­ თვის მოწერილი, სადაც დედოფალი ნინოს მიმართავს როგორც დედოფალს, მო­ ციქულს და ევანგელისტს. ნინომ სიცოცხლის ხე დედოფალ ნანას გადასცა. და იო­ ვანემ ნინო ქრისტეს ხორცით და სისხლით აზიარა, და ნინომ მიიღო საგზალი თან წასაღებად, და სული უფლის ნებას მიაბარა, მისი ქართლში ჩამოსვლიდან მეთხუთ­ მეტე წელიწადს, ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სამას ოცდამეთვრამეტე წელს, და­ საბამიდან ხუთი ათას რვაას ორმოცდამეთვრამეტე წელს 169 . ამის შემდეგ მცხეთის, უჟარმის და მთელი ქართლის ქვეყანა გლოვობდა ნინოს გარდაცვალების გამო. მოვიდნენ და დაკრძალეს მისი ნეშტი, ძლევით მოსილ იმ ადგილზე, ბუდიში, ცხოეთის სოფელში. მეფე მირიანი და მთელი ერი დაიძრნენ და ზემო ეკლესია ააშენეს ქვით. ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა და მეფე მირიანი გარ­ დაიცვალა, და დამარხეს ცენტრალური სამხრეთი სვეტის ჩრდილოეთ მხარეს. იმ სვეტში არის ძელი ცხოველის ნაწილი. მეორე წელს კი ნანა დედოფალი გარდაიც­ ვალა და იმავე ძელის დასავლეთით დაკრძალეს, სადაც მეფე მირიანი. და ბაკური, რევის ძე 170 , მეფედ აკურთხეს. და ეპისკოპოსი იოვანე გარდაიცვალა და მღვდელი იაკობი, რომელიც იმავე ადგილიდან იყო, მთავარეპისკოპოსად დაინიშნა. ოცდასამი წელი გავიდა პატიოსანი ჯვრის ამაღლებიდან და რევმა საბურველით შემოსა ის და აკლდამა ააშენა ქვემო ეკლესიაში. და რევი 171 გარდაიცვალა და დაკ­ რძალეს მეუღლის გვერდით. ათი წელი გავიდა ამის მერე და ბაკურმა წამოიწყო წილკნის ეკლესიის მშენებლობა და ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ ბაკური გარ­ დაიცვალა, და დაკრძალეს ქვემო ეკლესიაში... 380 წმინდა ნინოს ცხოვრება ნინოსთან დაკავშირებული მონაკვეთი მოსე ქორენელის სომხეთის ისტორიაში (თავი LXXXVI) ...მავანი ქალი, სახელად ნუნე, წმინდა რიფსიმეს გაფანტულ თანმხლებთაგანი, გამოქცევისას შევიდა იბერიის მიწაზე, მათს სამეფო ქალაქ მცხეთაში. მკაცრი ცხოვ­ რების წესით მან კურნების ნიჭი მოიხვეჭა და ამის წყალობით მრავალი სენით შეპ­ ყრობილი ადამიანი განკურნა, მათ შორის იბერიის მბრძანებელი მიხრანის მეუღ­ ლე. და როდესაც მიხრანმა ჰკითხა მას, რა ძალით ახდენდა ამ სასწაულებს, მან ქრისტეს სახარების ცოდნა შეიმეცნა მისგან. იმ ხანებში, მიხრანი ერთხელ სანადიროდ წავიდა: უდაბურ მთიან მხარეში გზა დაეკარგა საშინელ ამინდში, ოღონდ იმ ხილვის შედეგად არა, რომელიც გვამცნობს: „წყვდიადს უხმობს ის მისი ხმით“(იობი, XXXVIII. 34), და მეორეგან:(ამოსი, ტომი 8). ასეთი იყო წყვდიადი, რომელმაც მოიცვა მიხრანი, და ეს იქცა მისთვის მარადიული სინათლის საბაბად: რადგან ამ შეძრწუნების ჟამს მას მოაგონდა, რას ჰყვებოდნენ თერდატზე, როგორ განგმირა ის ღმერთმა, როცა სანადიროდ ემზადებოდა; მიხრა­ ნი ჩაფიქრდა, ხომ შეიძლება მეც იგივე დამემართოსო. შიშით შეპყრობილმა ლოც­ ვა აღავლინა და შეევედრა ღმერთს, რომ მის ირგვლივ ჰაერი დაწმენდილიყო, და რომ მშვიდობით დაბრუნებულიყო შინ, და თან დადო აღთქმა, რომ ნუნეს ეთაყვა­ ნებოდა. მისი ვედრება შესმენილ იქნა და მიხრანმაც შეასრულა დადებული აღთქმა. მაშინ კურთხეულმა ნუნემ მოსთხოვა მორწმუნე ადამიანებს, მისულიყვნენ წმ. გრეგორისთან, რათა ეკითხათ, რის გაკეთებას ურჩევდა ის, რაკი დაინახა, რომ იბე­ რიელები მზად იყვნენ სახარების სწავლების მისაღებად. და ნუნემ მიიღო ბრძანე­ ბა, მის მაგალითს მიჰყოლოდა და დაენგრია კერპები და აღემართა პატიოსანი ჯვრის ნიშანი, ვიდრე უფალი მოუვლენდა მოძღვარს წინამძღვრად. ნუნემ დაუყოვ­ ნებლივ დაამხო მეხთამტყორცნელი არამაზდის გამოსახულება, რომელიც ქალაქ­ გარეთ იდგა, ქალაქიდან დიდი მდინარე მტკვრით(კურა) გამოყოფილი. ქალაქის მოსახლეობას ჩვევად ჰქონდა სახლის სახურავებიდან დილაუთენია თაყვანი ეცათ კერპის გამოსახულებისთვის, რომელიც ისე მაღლა იდგა, რომ ხედავდნენ; მსხვერ­ პლშეწირვის მსურველებს მდინარე უნდა გადაელახათ, და ასე აღასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას კერპების თაყვანისცემის ადგილზე მიახლებულები. ქალაქის თავები აღდგნენ და თქვეს:„ვის უნდა ვეთაყვანოთ ჩვენი კერპების ნაცვლად?“ მათ უთხრეს, რომ თაყვანი უნდა ეცათ„ქრისტეს ჯვრის ნიშნისთვის“. ისინი ასეც მოიქცნენ, და აღმართეს ჯვარი ქალაქის აღმოსავლეთით შემაღლებულ კოხტა მთაზე, რომელიც ქალაქისგან მცირე მდინარით(არაგვით) იყო გამოყოფი­ ლი. დილით, მათი ადათის თანახმად, ადამიანებმა თაყვანი სცეს ჯვარს თავიანთი 381 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი სახლის სახურავებიდან. მაგრამ როდესაც ავიდნენ მთაზე და გაურანდავი ხის ჯვა­ რი დაინახეს, მრავალმა ზიზღით თქვა, ჩვენი ტყეები ხომ სავსეა ასეთი ხეებითო, და მიატოვეს იქაურობა. მაგრამ უფალმა წყალობით გადმოხედა ზემოდან მათ შეც­ დომას. მან ციდან ღრუბლის სვეტი მოავლინა, და მთელი მთა სურნელებით აივსო: გაისმა საამო ჰანგი, მრავალი მოგალობე აღავლენდა ფსალმუნებს და გამოისახა სინათლის სვეტი ჯვრის ფორმისა, და ზომითა და ფორმით ხის ჯვარს ჩამოჰგავდა: თორმეტი ვარსკვლავი დაადგა თავზე ხის ჯვარს; ყველამ ირწმუნა და თაყვანი სცა. და იმ დროიდან მოყოლებული, მრავალი ადამიანი განკურნა იმ ჯვარმა. მაგრამ კურთხეული ნუნე გაუდგა გზას, რათა მისი წმინდა ბაგით დაერიგებინა იბე­ რიის სხვა კუთხეების მოსახლეობა: ის ყველგან უკიდურესად სადა კაბით მიდიოდა, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე, ვითარცა მწირი, ვისთვისაც უცხოა ეს ქვეყანა და ყოველივე ამქვეყნიური, გარდა ჯვარზე ლურსმნებით მიჭედილისა, და მთელ ცხოვ­ რებას უძღვნიდა მარადიულ სიკვდილს, აღიარებდა სიტყვით ღვთაებრივ სიტყვას და საკუთარი თავგანწირვით ისე შემკულიყო, ვითარცა სისხლიანი გვირგვინით; ჩვენ თა­ მამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც მოციქულად იქცა, ქადაგებდა, დაწ­ ყებული კეხარჩიანელებით(დიდ სომხეთში), ალანთა(?ოსები- დარიალის უღელ­ ტეხილი) მისადგომებთან და კასბიელებით 172 , ვიდრე თავად მასკუტების(მასაგეტები) საზღვრებამდე, რის თაობაზეც შეგიძლიათ შეიტყოთ აგათანგელოსისგან. ჯუანშერის სომხური ვერსია თარგმანი ფ. ქ. ქონიბიარისა წინასწარი შენიშვნა სომხეთში შემონახულია ქართველთა ისტორია, რომელიც მიეწერება ვინმე ჯუან­ შერს. ეს რომ ქართველი მწერლის ნაშრომის თარგმანია, ჩანს იმით, რომ ხშირად არის გამოყენებული ქართული ფორმები და იდიომები, და ის შესრულებულია არაუგ­ ვიანეს მეცამეტე საუკუნისა, რადგან მასში ციტირებულია სტეფანოზ ორბელიანის ის­ ტორია, რომელიც გრეგორი ანავარზის დროს ცხოვრობდა იმავე საუკუნის ბოლოს. ამ ნაშრომის მე-16 თავი(სან-ლაზაროს 1884 წლის გამოცემა, გვ.104) შეიცავს ერთ შენიშვნას, რომელიც ცხადყოფს, რომ გამოყენებული იყო ქართული წყაროები. ეს არის შემდეგი მონაკვეთი:„და ეს მოკლე ისტორია აღმოჩნდა დიდი არეულობის დროს და შევიდა წიგნში, რომელსაც ეწოდება„ხართლის( ან ქართლის) ცხოვრე­ პა 173 “, ანუ „ქართლის ისტორია“. და ის ჯუანშერმა აღმოაჩინა, და მასში აღწერილია ხანა მეფე ვახტანგის გამეფებამდე. და ჯუანშერმა თავად განაგრძო თხრობა დღე­ 382 წმინდა ნინოს ცხოვრება ვანდლამდე, და მოვლენების(აღწერა) მიანდო მათ, ვინც თავად ნახა და შეხვდა მას ( თუ მათ) თავის სიცოცხლეში“. მიუხედავად ამ ბოლო წინადადების ბუნდოვანებისა, ზემოთ მოყვანილიდან ცხა­ დი ხდება, რომ სომხური თარგმანი ჯუანშერს ეკუთვნის; და რაკი ეს შენიშვნა უშუა­ ლოდ მოსდევს არჩილ მეორის მარტვილობის აღწერას, რომელიც 688-718 წლებ­ ში მეფობდა, ქართული ორიგინალი საგრძნობლად ძველი საბუთი იყო. თუმცა, იმ ორიგინალში შედიოდა მონათხრობი კიდევ უფრო ადრეული პერიოდისა, რომლის აღწერაც ჯუანშერმა უბრალოდ თავის ეპოქამდე მოიყვანა. იმ უფრო ძველი მონათ­ ხრობის რედაქტირება ვახტანგის მეფობის ხანას განეკუთვნება, და შესაბამისად, შეეხებოდა ეპოქას არაუგვიანეს 483 წლამდე ქრისტესშობიდან. ჯუანშერის ნაშრომის ამ ადრეულ ბირთვს განეკუთვნება წმ. ნოუნას მიერ იბერიის მოქცევის ეპიზოდი, რომელსაც მე ახლა ვთარგმნი; და ჩვენ ალბათ უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ სომხური თარგმანი წარმოადგენს ტექსტის ფორმას, რომელიც ამ სახით ჩაიწერა მეხუთე საუკუნის მიწურულამდე. როდესაც სომხურ დოკუმენტს ვა­ დარებთ ქალბატონი უორდროპის ქართულ ენაზე თარგმნილ ტექსტს, რჩება ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს უკანასკნელი გადმოცემულია ზედმიწევნითი სიზუსტით. ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნება მკითხველის ყურადღება მივაპყროთ შემ­ დეგ საკითხებს: 1. ჩემ მიერ სომხურიდან თარგმნილი ტექსტის არშიაზე დასმული ციფრები ერთი ნახვითაც ცხადყოფს ჯუანშერის მონათხრობის გვერდიგვერდ შესატყვისობას ქალბატონი უორდროპის თარგმანთან. თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის დასანახავად, რომ ჯუანშერის მონათხრობი ფორმით უფრო შეკუმშული და კომპაქტური იყო არსებულ ქართულ ტექსტთან შედარებით. და ეს უეჭვე­ ლად ასეა, თუნდაც დავუშვათ, რაც სავალდებულოც კია, რომ სომეხმა მთარ­ გმნელმა საგრნობლად შეკვეცა ტექსტის ორიგინალი. 2. ორიგინალური დოკუმენტის სტრუქტურა საუკეთესოდაა შემონახული სომ­ ხურ თარგმანში. ამიტომ, ტექსტის პირველივე სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ, როდესაც ნინომ მცხეთაში მხოლოდ სამი წელი დაჰყო, მან სალომეს უამბო თავისი წინა ცხოვრების ამბავი. გვ. 1-23. ამ ნაამბობის ბოლოს არსებული მართებული გადასვლა აბიათარის მონათ­ ხრობზე გვხვდება მხოლოდ სომხურში, ნინოს დასკვნითი სიტყვების სახით: –„და თუ ჰკითხავ, აბიათარისგან შეიტყობ სიმართლეს“. აბიათარი მაშინვე იწყებს თხრობას. ის გრძელდება 29-ე გვერდამდე,„მოგვთა ხიდთან“. აქ სომხური თარგმანი სავსებით მართებულად გადმოსცემს ეპიზოდს იმის თაობაზე, რომ ებრაელებს სურდათ აბიათარის ქვით ჩაქოლვა, რასაც თხრობის და­ სასრულს ამბობს, და რაც მან, შესაძლოა, სალომესთანაც გაიმეორა მცხეთის ებ­ რაულ უბანში. 383 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი მაგრამ ქართული ტექსტი ამ ადგილზე აცდენილია, და ეს ეპიზოდი გადადებულია 31-ე გვერდზე, და შეცვლილი სახითაა წარმოდგენილი ნინოს მისიონერული მოღ­ ვაწეობის უწყვეტი თხრობის შუაგულში. ხოლო მონათხრობი, რომელიც მართებულად გვიყვება ნინოს ამბავს მესამე პირში, გრძელდება 45-ე გვერდამდე, ანუ, სარეცელზე წმინდანის მიცვალებამდე. და იქ, ქართულთან შედარებით, რომელიც არეულია, სომხური უფრო ნათლად აღ­ გვიწერს ნინოს ადრეული მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტის წარმომავლობას. სარეცელთან მდგომნი ეკითხებიან ნინოს მისი ადრეული ცხოვრების ამბავს, და ნი­ ნო პასუხობს:„მე ეს ამბავი სალომეს ვუამბე. მოატანინეთ ქაღალდი და მელანი და ჩაიწერეთ მის ბაგეთაგან“. ეს საბუთი, რომელიც ამგვარად ჩაიწერა, ჯუანშერის თარგმანში მე-8 თავია, გვ. 1-23 ქალბატონი უორდროპის თარგმანში. მასში ნინო პირველ პირში გვიყვება თავის ამბავს პირველ ქართულ ხელნაწერზე დაყრდნობით(ა.ვ.), და ასეთივეა ჯუან­ შერის თხრობის ფორმაც. მოგზაურობის დოკუმენტის ეს დამახასიათებელი ნიშანთვისება მომდევნო ქართულ ტექსტებში ან დაკარგულია, ან გაბუნდოვანებული. 3. სომხური თარგმანი ნინოს ქრისტიანობის კასტის საკმაოდ პრიმიტიულ და შე­ საძლოა, მონტანისტურ შეფერილობას ავლენს, რომელიც უეჭველია, საქარ­ თველოში დანერგილი რწმენის თავდაპირველი ნაირსახეობა იყო. რადგან სომხურში ხშირად გამოტოვებულია მეოთხე საუკუნეში დამკვიდრებული უფ­ რო სრულყოფილი და განვითარებული ქრისტიანობის ნიშნები, რომლებსაც ქართული ვერსია შეიცავს, და პირიქით, უზუსტობას ავლენს სხვა მსგავს თავი­ სებურებებთან დაკავშირებით, რაც ქართულ ვერსიაში გამოტოვებულია, ასეთ შემთხვევებში, ქართული და სომხური ერთგვარად გამორიცხავენ ერთმანეთს; და შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესიური განვითარების ეს უფრო გვიანდე­ ლი ეტაპის თავისებურებები არ იყო შესული თავდაპირველ აღწერებში. გთავა­ ზობთ მაგალითებს: მე-20 გვერდზე სომხურ ვერსიაში წმინდა ნინოს ლოცვა­ ში გამოტოვებულია წმინდა სამების მოხსენიება. მეორე მხრივ, 23-ე გვერდზე სომხური ვერსია გვთავაზობს მსგავს მოხსენიებას, რომელიც არ გვხვდება ქარ­ თულ ტექსტში. ასე მაგალითად, 47-ე და 56-ე გვერდებზე ქართულში ვხვდებით ფრაზებს:„დიადი სამება-ერთარსება ღმერთი“, და„სამება, დაუსაბამო ღმერ­ თი“. სომხური ტექსტის შესაბამის მონაკვეთებში ეს დოგმატური გამოთქმები არ გვხვდება. მეორე მხრივ, 34-ე გვერდზე, სომხური ტექსტი ქართულზე უფრო დოგმატურია. ასევეა 31-ე გვერდზე:„ჩემი ღმერთი იესო, მეფე მარადიული“. 25-ე გვერდზე კვლავ ვხვდებით ფრაზას:„ქალწულის ძე“. ამის შესატყვის სომ­ ხურში კი ასეა:„შეჭირვებული ქალის საბრალო ძე“. ქართულში კი 44-ე გვერდზე ვკითხულობთ:„ჭეშმარიტად შობილი დავითის თესლისგან, უბიწო და წმინდა ქალ­ წულისაგან“. მაშინ, როცა სომხურში უჩვეულო ფრაზას ვაწყდებით,„მხოლოდშო­ 384 წმინდა ნინოს ცხოვრება ბილი დედისაგან იშვა მხოლოდშობილი ღმერთი“. ეს ორი ფრაზა, სულ ცოტა, არ ითვალისწინებს ერთმანეთს; და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეოთხე თუ მეხუთე საუკუნეზე გვიანდელი ქართველი მწიგნობრები დოგმატურად ასწორებდნენ ამ ამ­ ბავს ერთგვარად და ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთებში; ხოლო ჯუანშერთან და სომხურ ტრადიციაში ტექსტი სხვაგვარად არის შესწორებული. მაგრამ როგორც ქართული, ისე სომხური დოკუმენტები თანხვედრაშია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: რომ იესო იყო„ღვთაებრივი კაცი“, გვ.25(რასაც გა­ ნამტკიცებს სომხური ვერსიაც, 30-ე გვერდი); ვინც,„როდესაც მიაღწია კაცთა მიწაწ­ ყალს, საკუთარ თავს უწოდა ძე ღვთისა“, გვ.27. ასევე, ორივე მოწმე ხაზს უსვამს იესოს ნათლობას, გვ.45, და ეს აშკარად ხაზგასმულია მონაკვეთში, რომელიც ნი­ ნოს მრწამსს ეხება. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეპიზოდი იესო ქრისტეს ებიონიტური მოძღვრების შესაბამისად, თუმცა ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელ­ თაც უფრო გვიანდელი დოგმატური სისტემები აღარ განიხილავენ. დაბოლოს, ორი­ ვე წყარო დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე სამყაროს მოევლინა„ხორ­ ცშესხმული“, გვ.41; და ეს იყო პოზიცია, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდნენ დოკე­ ტების და მანიქეველების პრიმიტიული შეცდომის საპირწონედ. სომხური ტექსტი კიდევ უფრო აბუნდოვანებს თავად ნინოს ნათლობის საკითხს; რადგან მასში გამოტოვებულია სწორედ ამ ეჭვის აღმძვრელი შენიშვნა„გარ­ და ნათლობისა“, რომელიც ქართულ ტექსტში გვხვდება, გვ.23 – შენიშვნა, რომე­ ლიც თავისთავად გულისხმობს საეკლესიო დოკუმენტებში გათვითცნობიერებუ­ ლი მკითხველისთვის, რომ ის მოინათლა. სომხური ვერსია ასევე უგულებელყოფს მრავლისმთქმელ დებულებას, რომელიც შემორჩენილია ქართული ტექსტის 42-ე გვერდზე, რომ ნინომ მონათლა მეფე მირიანი. აგრეთვე, ეს ტექსტი ორჯერ მოიხსენიებს ნინოს თორმეტ მოწაფეს – გვ.38 და გვ.39, მაშინ, როცა ქართული ტექსტი ამას მხოლოდ ერთხელ აღნიშნავს. არაერთი ერესიარ­ ქი დაადანაშაულეს მკრეხელობაში იმის გამო, რომ მოწაფეების სწორედ ამ რაოდე­ ნობას ირჩევდნენ პროპაგანდისტული მოღვაწეობისას. ის, რომ აბიათარმა ნათლო­ ბისას პავლეს სახელი მიიღო, სომხურ ტექსტში უფრო ცხადად ჩანს, ვიდრე შესაბამის ადგილას ქართულში, გვ.30-33. ეს მოგვაგონებს პავლიკიანებში გაბატონებულ მსგავს ადათს, რომელიც არც მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის იყო უცხო. დასასრულ, თვალში საცემია, რომ სომხური ტექსტი, თითქმის X თავის ბოლომ­ დე(= გვ. 40), წმინდანს; მოიხსენიებს როგორც ნოუნი; მაგრამ მთელი დანარჩენი თხრობისას როგორც – ნინაუ ან ნინო. შესაძლოა, მართლწერის ეს ცვლილება გუ­ ლისხმობდეს ქართული ორიგინალური ტექსტის რომელიღაც ახალ დოკუმენტურ შრეს, რომელიც საფუძვლად დაედო სომხურს. ზოგადად, მე შევინარჩუნე სომხურ ტექსტში არსებული ყველა განსხვავება მართლწერაში. სახელი ნიოფორი – მე-10 გვერდზე, ბერძნული წარმოშობის ჩანს, νεωκορος და შემონახულია ძველსირიუ­ 385 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ლი დოკუმენტის შუამავლობით, რომელშიც ასო כ (კ) შეცდომით გადმოიტანეს ასო פ (პ)-დ. თუ ეს ასეა, მაშ უნდა ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველი მატიანეები ძველ­ სირიულად დაუწერიათ. თავი VIII იმ დროს 174 კურთხეული დედა ნოუნი, უირქთა 175 (ანუ, იბერიელების), უირკების დედა, მოვიდა მცხეთად და სამ წელიწადს 176 დაჰყო იქ. და„უირქთა“ დედოფალმა სოლომონიმ(?სალომემ) ჰკითხა მას, სადაური ხარო. და ნოუნიმ ასე უპასუხა: „ჩემი ამბავი იწყება იმ დროიდან, როცა ბრანჯები ებრძოდნენ რომს; და ერთმა კაპადოკიელმა კაცმა, სახელად ზაბულონმა, დაიპყრო ისინი ქრისტეს ძლევის მეო­ ხებით და ტყვედ აიყვანა მეფე და მისი ლაშქარი. და მათ ითხოვეს ნათლობის მად­ ლი, რომელიც ზაბულონმა უბოძა მათ და გაუშვა ისინი თავიანთ ქვეყანაში ქრისტეს ნათლით გაბრწყინებულები. ზაბულონი თავად გაჰყვა მათ და ბრანჯთა ერი ქრისტიანულ რჯულზე მოაქცია. და მივიდა მეფესთან და მიიღო მისგან ურიცხვი ძღვენი, შემდეგ გაეშურა იერუსა­ ლიმში, რათა პატივი მიეგო წმინდა ადგილებისთვის. და იქ მან იპოვა ორი ობოლი, რომლებიც კლასტრატიდან წამოსულიყვნენ მას შემდეგ, რაც მშობლები დაეხოცათ, რომლებიც ქრისტიანები ყოფილან. ერთ მათგანს ერქვა ჰოუბნალ(იგივე ჯუვენა­ ლი), და მის დას სუსანა, რომელიც ბეთლემელ ნიაფორს 177 ემსახურებოდა. და ზა­ ბულონმა სუსანა ცოლად წაიყვანა და გაემგზავრა ქალაქ კლასტატასში. და მე მათი შვილი ვარ. და როდესაც თორმეტი წლის გავხდი, ისინი იერუსალიმში ჩავიდნენ. და მამაჩემი წავიდა უდაბნოში, მე კი უფლის ნებას და ქრისტეს წყალობას მიმანდო, რათა ქალ­ წულობაში მიმეძღვნა თავი ზეციური მეფისთვის. და მე შევედი ნიოფორის სახლში, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო, ქალაქ დვინიდან, და ვემსახურე მას(არ ჩანს სქესი) ორ წელიწადს, და გამუდმებით მასწავლიდა ჩვენი უფალი ღმერთი იესოს ეკონომიას, და როგორ გარდაიცვალა ის(სიტყვასიტყვით: როგორი იყო მისი აღ­ სასრული), და სად ინახება სამოსი, რომლითაც ჩვენი უფალი დაკრძალეს. და მათ მასწავლეს მე, რომ ის, რაც წინასწარმეტყველებმა აღწერეს, აღსრულდა უფლის მიერ, და რომ იგი ჯვარს აცვეს და აღდგა, და ამაღლდა ზეცად, და ისევ დაბრუნდება. და მისი შესამოსელი ითხოვა( თუ ეძებდა) პილატეს ცოლმა და მან ირწმუნა ქრისტე; და გაემგზავრა პონტოში, თავის სამშობლოში. და გარკვეული ხნის შემდეგ ის ევან­ გელისტ ლუკას ჩაუვარდა ხელში და მან იცის, რა უქნა მათ. ხოლო, რაც შეეხება ტი­ ლოს, ამბობენ, რომ ის პეტრემ წაიღო თან; და უკერველი კვართი ჩრდილოვან(ანუ, 386 წმინდა ნინოს ცხოვრება ჩრდილოეთის) ქვეყანაში ჩავიდა და ქალაქ მცხეთაში ძევს. მაგრამ უფლის ჯვარი იერუსალიმშია დამარხული და გამოჩნდება, როცა ის ინებებს. და როცა ეს ყველაფერი გავიგე, წავედი პატრიარქთან და მან მაკურთხა მე. და მე ჩავედი რომში, რომ იქნებ, შემთხვევით, მომეპოვებინა ქრისტეს მადლის წილი. და მას მერე, რაც ჩემი ბედი საბოლოოდ მივანდე მაცოცხლებელ იმედს, აღმოვაჩინე პავლეს ვანქი(ანუ, დასასვენებელი სახლი/სასტუმრო), სადაც ქალწულები ცხოვრობდნენ, 300 სული. და ისეთ განსაცდელში აღმოჩნდნენ, რომ იძულებულები გავხდით სომხეთში ჩამოვსულიყავით. და კეისარმა წერილი გაუგზავნა თრდატს; დაიწყეს ჩვენი ძებნა და გვიპოვეს საწნახლებში ჩამალულები. და მეფემ დიდი ცდის მიუხედავად ვერ დაიყო­ ლია დანიშნული ჰრიფსიმა ცოლად გაჰყოლოდა; და მეფემ ხმალი შემართა და ოც­ დაჩვიდმეტი სული დახოცა ჩვენგან. და დანარჩენები მიმოიფანტნენ; მაგრამ მე ვარ­ დის ხეებქვეშ დავრჩი, რომელიც ჯერ არ აყვავებულიყო. და როცა ზემოთ ავიხედე, დავინახე, როგორ გადიოდნენ წმინდანთა სულები ზეცად. და მათი წინამძღვარი იყო მღვდელი; ანგელოსთა ცეცხლოვანი დასით შეეგება მათ, ხელთ ეპყრა საცეცხლური; და საკმევლის სუნით აივსო მთელი სამყარო. და როცა აკმია წმინდანებს, ის დაბრუნ­ და მათთან ერთად, და ყველანი საბურველს უკან მიიმალენ. მაგრამ მე შევღაღადე უფალს სიტყვებით:„რად მიმატოვე აქ, ჩემო უფალო იე­ სო?“ და მან მომიგო მე:„შიში ნუ გაქვს, რადგან შენც მიხვალ იმავე ადგილზე, სადაც შენი დები არიან. მაგრამ ადექი ახლა და გაეშურე ჩრდილოეთით, სადაც სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა“. და სულ მალე, იქვე ეკლით დაფარულ ბუჩქზე უეცრად კვირტებმა იფეთქა და ვარდები გამოისხა. და მე ავდექი და წავედი სომხების ოურბანიში და იქ გამოვიზამთრე; და ივნისის თვეში მივადექი ჯავახეთის მთას. და მივედი ფარავნის ტბასთან, დავინახე ბევრი მეთევზე ტბაში და მეცხვარეები ტბის განაპირას. და გავიგონე, როგორ იფიცებდნენ არამაზდისა და ზადენის სახელს 178 . რადგან სომხური ენა ვიცოდი, რომელიც დვინ­ ში, ნიოფორის სახლში ვისწავლე, შევეკითხე, სადაურები იყვნენ და მითხრეს, რომ არიან დარბიდან, ლრბანიდან, საფოურსლიდან, ქინწერიდან, მცხეთის რაფატენი­ დან, სადაც ღმერთებს იფიცებენ და მეფეები კი მბრძანებლობენო. და ის მდინარე, რომელიც ამ ტბიდან გამოდის, იქით მიედინებაო. და მე განვმარტოვდი და დავდე თავი მიწაზე და დავიძინე. და იქ მომეცა წიგნი რომაელთა ენაზე, ბეჭდით დაბეჭდი­ ლი. და ბეჭედზე ეწერა იესო ქრისტეს სახელი. და კაცმა, რომელმაც გადმომცა წიგ­ ნი მითხრა: – ადექი, წადი და იქადაგე, რაც მანდ წერია. და მე ვუთხარი მას, – ვინ ვარ მე, ერთი უმეცარი და უმწეო დედაკაცი? – მაგრამ მან მითხრა: – ქრისტიანობის მადლში და სიცოცხლის მიწაზე, რომელიც არის( =ἄ υ/v/ ω ) იერუსალიმი, არ არსე­ ბობს მამაკაცი ან დედაკაცი. და სისუსტე და უმეცრება სახსენებელი არ არის, რად­ გან ქრისტე არის უფლის ძალა და უფლის სიბრძნე. და მარიამ მაგდალელმა ახარა ქრისტეს აღდგომა მოციქულებს და ბევრ სხვასაც; და არც მას ჰქონდა სირცხვილის 387 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი გრძნობა, როცა ლაპარაკობდა და არც მათ, ვინც მას უსმენდა. და მე გავხსენი წიგნი და იქ იყო მოკლედ ჩაწერილი სახარების მთელი ძალა, შეკრებილი ათ წინადადე­ ბაში( სიტყვასიტყვით: სიტყვებში). 179 და მას მერე, რაც წავიკითხე და შევიმეცნე ის, ავდექი და უფლის ლოცვა აღვავ­ ლინე; და გავყევი დასავლეთიდან მდინარეს, სანამ დინებამ აღმოსავლეთით არ შეუხვია. და მივაღწიე ურბნისს, და იქ დავყავი ერთ თვეს; და შემდეგ მივედი მცხე­ თის ვაჭრებთან. და არამაზდის პატივსაცემად გამართულ დღესასწაულზე გავყევი მეფეს და მთელ ერს; და მე დავინახე სპილენძის ჯავშანი და ოქროს მუზარადი, ორი თვალით შემკული, ერთი ზურმუხტისა და მეორე ბივრილისა, ხელთ ეპყრა ხმალი, ელვის მკვესავი, და იქნევდა მას და შიშის ზარს სცემდა შეკრებილთ. და ისინი ცახ­ ცახებდნენ და გაიძახოდნენ:„ვაი ჩვენს თავს, თუ შეუფერებელი მსხვერპლი გა­ ვიღეთ ან სიტყვით შევცოდეთ ებრაელებთან ან მოგვებთან, რადგან არამაზდის ხელით განვიგმირებით“. და მისგან ხელმარჯვნივ იდგა კერპი სახელად გაცი, და მისგან ხელმარცხნივ – ვერცხლის კერპი სახელად გაიმი. და მე მომაგონდა ჰოუბნალის, იერუსალიმის პატრიარქის გამონათქვამი, რომელ­ მაც მითხრა,„შენ მიაღწევ კაცთა მიწას, სადაც ადამიანები ჭეშმარიტ ღმერთს ეო­ მებიან“. და ღრმად ამოვიოხრე და ავტირდი, და ღმერთს ვთხოვე წყალობა მოეღო შეცთომილებზე და ვთქვი:„ღმერთო ჩემი მამისა და დედისა, აწვნიე შენი რისხვა ამ ეშმაკით შეპყრობილ კერპებს და გაანადგურე ისინი, რათა მათ შეგიცნონ შენ, ერთა­ დერთი ჭეშმარიტი ღმერთი“. და მოულოდნელად ამოვარდა ძლიერი ქარი, და სეტ­ ყვა, თითო ერთი ლიტრის წონისა; და საზარელი სიმყრალის სუნი ავარდა და ყომრა­ ლი ბინდი ჩამოწვა, რამაც კერპები უხილავი გახადა. და ბრბო გაიფანტა და შეცვივდა სამალავში. და მეორე დღეს მეფე და მთელი ერი გამოვიდა და სურდათ მომხდარის მიზეზი შეეტყოთ. მაშინ ზოგმა თქვა:„ქალდეველთა ღმერთი თროუჯანი 180 და არამაზ­ დი თავიდანვე მტრობდნენ ერთმანეთს. და რაკი ერთხელ ჩვენმა ღმერთმა გაანად­ გურა ის წყლით, ახლა მან იძია შური“. მაგრამ სხვებმა თქვეს სიმართლე, რომ დიადმა ღმერთმა, რომელმაც სომეხთა მეფე გაასწორა მიწასთან და შემდეგ განკურნა მთელ ჰაიასტანთან(ე.ი. სომხეთთან) ერთად, მან მოიმოქმედა ეს სასწაული. და მე ვიპოვე ბივრილის თვალი და მივედი ბანჩ/ქში, რომელსაც ისინი მეფე ბარ­ თომის თავშესაფარს უწოდებენ და ვილოცე იქ ექვს დღეს. და ჩვენი უფლის ფერის­ ცვალების დიდებულ დღეს, როცა უფალმა მთავარ მოციქულებს და წინასწარმეტყვე­ ლებს უჩვენა მამის გამოსახულება, ჩემთან მოვიდა სამეფო პირი, ქალი სახელად შოუ­ შანი, და როცა დამინახა, გაოცდა. მან მოიყვანა თან მთარგმნელი, რომელიც რომაულ ენაზე დამელაპარაკა და დამისვა შეკითხვები, და შემიბრალა როგორც უცხოელი. და მოისურვა გავყოლოდი თან სასახლეში. მაგრამ მე არ გავყევი; არამედ წავედი იქიდან და ვიპოვე ქალი, სახელად ანასტოუ, იმ კაცის ცოლი, ვინც სამეფო ბაღს უვლიდა, და მან სიხარულით მიმიღო. და მათ სახლში დავრჩი ცხრა თვეს. 388 წმინდა ნინოს ცხოვრება და ისინი უშვილოები იყვნენ და ამის გამო დიდად დარდობდნენ. და მე მეწვია ნათლით მოსილი კაცი და მითხრა: წადი იმ ბაღში, და კედარის 181 ხის ამონაყარი­ დან, ვარდის ბუჩქების მახლობლად, ამოიღე მიწა და მიეცი, უფლის სახელით შე­ ჭამონ, და უფალი მისცემს მათ პირმშოს. და მე ასეც მოვიქეცი; და მივეცი მათ იესო ქრისტეს, საბაოთთაა ღმერთის სახელით, რომელიც მოგვევლინა სიმდაბლით და კვლავ მოგვევლინება მისი დიდებით, რათა განიკითხოს სოფელი მისი დამსახურე­ ბისამებრ. და მათ მომისმინეს და მიიღეს აღთქმული შვილი. და მე წამოვედი მათი სახლიდან; და გავმართე სადგომი კედლის გარეთ იალ­ ღუნიანში. და იქ ვიცხოვრე სამ წელიწადს, და დავამზადე ჯვარი და თაყვანს ვცემდი მას და წმინდა სამებას დღისით და ღამით. და დღითი დღე მივმართავდი ებრაე­ ლებს, რადგან ვიცოდი მათი ენა. და მოვიპოვე ცნობა უფლის კვართის თაობაზე. და მღვდელმა აბიათარმა და მისმა ქალიშვილმა სიდონიამ, და ექვსმა ებრაელმა ქალ­ მა მასთან ერთად, ირწმუნეს ქრისტეს მეორედ მოსვლის ამბავი. და თუ ჰკითხავთ აბიათარს, სიმართლეს მისგან შეიტყობთ. და როდესაც ბრძენმა დედოფალმა შეიტყო ეს ამბავი, განცვიფრდა და დაიჯერა მისი ნათქვამი. და როცა თრდატის, მამამისის თავს დამტყდარი დიდი სასწაულე­ ბის ამბავიც გაიგო, კიდევ უფრო გაუმყარდა რწმენა და ადიდებდა ღმერთს და მის დაუსაბამო დიდებას. თავი IX მაგრამ მღვდელმა აბიათარმა ყველას გასაგონად მოგვითხრო თავისი ამბავი ამ სიტყვებით: – იმ წელიწადს, როდესაც წმინდა ნოუნი ჩავიდა მცხეთაში, მე ვიყავი ჩემი გვარ­ ტომის წილნაყარი მღვდელი. და იქ მე მომიტანეს წერილი ანტიოქიიდან, იქაური ებრაელებისგან, რომელშიც მწერდნენ, რომ სამეფო სამად დაიყო, და რომ რო­ მაელები, ბერძნები და სომხები გვმართავენ ჩვენ. და რომ ჩვენი წინასწარმეტყვე­ ლები დაადუმეს და ჩვენი ტაძრები მიწასთან გაასწორეს. ეს ჩვენთვის ცნობილია წმინდა წერილიდან – როცა ჩვენმა მამებმა შესცოდეს, ღმერთი გაბრაზდა და ისინი ტყვეობაში ჩაყარა. და როცა მათ იხილეს, რა ტანჯვა და ვაება ელოდათ, მოინანიეს, და შეჰღაღადეს უფალს ლოცვებში; და ღმერთმა შეიწყნარა და დაბრუნების ნება დართო და წყალობა მოიღო მათზე. და ასეთი რამ შვიდჯერ მოხდა ძველ დროში. მაგრამ, რადგან ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს მწირი( ან(ვიღაცის) მწირი შვილი) ქალის ძე, სახელად ქრისტე, ახლა უკვე 300 წელია, რაც უფლის რისხვა სულ უფრო ძლიერდება ჩვენზე; და ჩვენ შევტირით მას დილით თუ ღამით, და ის არ გვცემს პა­ სუხს, არც გვანუგეშებს. ჩვენ კი, მართებული იქნება, თუ შევიმეცნებთ, რომ ის არის 389 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ძე ღვთისა, ნაწინასწარმეტყველები სჯულის და წინასწარმეტყველთა მიერ. და მიდი და შეხედე და შეისწავლე შენი სიბრძნით და წმინდა წერილში განსწავლულობით, რომ დაინახო, ყოველივე დაწერილი როგორ აღსრულდა, და რომ ის კაცი ჭეშმარი­ ტად ზეცით იყო მოვლენილი. იმ დროს მე დიდად ვდარდობდი მრავალი დღის განმავლობაში, და მერე, როცა წმინდა წერილი შევისწავლე, აღმოვაჩინე, რომ დანიელის მიერ მითითებული დრო რომაელი ავგუსტუს კეისრის ხანას ემთხვეოდა. და როცა მე ამით ვიყავი დაკავებული, დავინახე წმინდა ნოუნი, და სწორედ მის ბაგეთაგან მოვისმინე და შევიმეცნე ჩვენი წინასწარმეტყველების წიგნებში აღწერილი სიტყვები და მისი იკონომია ზედმიწევნით და მწყობრად, ყველაფერი, დაბადებიდან ვიდრე ზეცად ამაღლებამდე. და მე ვირწმუ­ ნე, რომ ის იყო ნამდვილად წარმართთა იმედი და ჩემი ისრაელელი ერის სულიერი ხსნა. და აი, ჩვენ ღირსი გავხდით, მე და ჩემი თესლი, ნიებაზის 182 წყლისა, რომელიც ბეთლემშია, რომელსაც დავითი ნატრობდა, მაგრამ ვერ მოიპოვა. და უფალმა დაგ­ ვიხსომა ჩვენ, რადგან ჩვენი ერი იყო მისი რჩეული და ჩვენ მოგვევლინა მისი მაც­ ხოვარებით; და ჩვენ დავბინავდით უფლის სახლში, რათა გამუდმებით გვედიდებინა უფალი. რადგან წმინდა დავითმა გვაკურთხა ჩვენ; და ღმერთმა ღირსმყო მეხილა კი­ დევ ახალი სასწაულები და კურთხევა იმ ქალაქში წმინდა ქალწული ნოუნის ხელით. და ამის გამგონებმა გაიხარეს და უთხრეს აბიათარს:„მოგვიყევი ყოველივე, რაც კი იცი ამის თაობაზე“, და მან მიუგო მათ: – ჩვენ გვსმენია მამათა ჩვენთაგან, – რაც მათმა მამებმა უამბეს მათ, – რომ მე­ ფე ჰეროდეს დროს მცხეთელ ებრაელებს ამბავი შეუტყვიათ, თითქოს სპარსეთის მეფეები წასულან და დაუპყრიათ იერუსალიმი; და ბოუდეის და კოდის მღვდლები, ცლარიელი მწიგნობრები და ქანაანელი მთარგმნელები სასწრაფოდ გაქცეულან აღ­ მოსავლეთით, და მთელი ებრაელობა გლოვობდა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ხმა მოვიდა უცხოეთიდან, რომ სპარსელები იერუსალიმში საომრად კი არ ჩასულან, არამედ პატივის მისაგებად ქალწულის ძისთვის, რომელიც დავითის თესლისგან შო­ ბილა, და მათ ციური ვარსკვლავი მიუძღოდა გზამკვლევად, გონიერი და ბრძენი. ვინც უდაბნოში იპოვეს და განადიდეს როგორც ღმერთი. რადგან იარაღის ნაცვლად მათ მიურთმევიათ ძღვენი, სამეფო ოქრო და საკურნებელი მური და მირონი და საკმევე­ ლი ღმერთისთვის შესაწირავი. და როცა ეს ძღვენი მიართვეს ჩვილს, მათ გზა განაგ­ რძეს. და როცა ეს ამბავი ებრაელებმა შეიტყვეს, სიხარულით აღივსნენ. და ოცდაათი წლის შემდეგ იერუსალიმიდან მღვდელ ანასეს დედაჩემის მამისთვის, ელიოზისთვის წერილი გამოუგზავნია, რომ ჩვილმა იესომ, რომელიც მოგვებმა დაასაჩუქრეს, მას შემდეგ, რაც დაკაცდა, საკუთარ თავს უწოდა ძე ღვთისა. მოდით თქვენ, ვისაც შეგიძ­ ლიათ, აღვასრულოთ მოსეს სჯული და სიკვდილით დავსაჯოთ ის. და გაემზგავრა მღვდელი ელიოზი, სჯულის კანონში განსწავლული, ელიაზარის ოჯახიდან, ელის გვარტომი. და მისი დედა იმავე გვარტომისა იყო, და მან უთხრა 390 წმინდა ნინოს ცხოვრება შვილს:„არ მიიღო მონაწილეობა ებრაელების თათბირში. რადგან ის ჩვენი წინას­ წარმეტყველების შეტყობინებაა და სჯულის დაფარული აზრი და ცოცხალი ღმერ­ თის სიტყვა“. მასთან ერთად გაემგზავრა კარსნელი ლოუნკიანუსი, და ისინი გაემ­ გზავრნენ და ჯვარცმის დღეს ჩავიდნენ იერუსალიმში. და როდესაც ჯალათმა ჩაა­ ჭედა ლურსმნები, მან ილიოსის დედა შეაკრთო, იმ წინასწარმეტყველების გამო, და მან თქვა:„წარმართთა სულის სიმშვიდისთვის ჩამობრძანდა მეფე ისრაელისა, მაცხოვარი ქვეყანისა. და სამგზის, ვაი თქვენ, შემოქმედის მკვლელებო! ოღონდ მოიღე წყალობა ჩვენზე, უფალო ღმერთო ჩვენო“. და მას შემდეგ, რაც იმ წამს იწამა ქრისტე, განისვენა(ე.ი. გარდაიცვალა). მაგრამ უკერველი კვართი მცხეთელ ებრალებს ერგოთ წილისყრით; და ილიოს­ მა წამოიღო ის და წაიღო სახლში. და მისი და გამოვიდა ძმის შესაგებებლად, და გა­ მოართვა(კვართი) და ეამბორა მას და გულზე მიიდო; და განუტევა სული, რადგან საამისოდ სამი საბაბი ჰქონდა ქრისტესაგან, – ღმერთის სიკვდილი, და დედის სიკ­ ვდილი, და მისი ძმის შეთანხმება ებრაელებთან. და იმ დროს ქართველთა მეფე იყო ადრიკი, და როცა შეიტყო ეს ამბავი, განცვიფ­ რდა; და მაინც, არ მოისურვა თავად ჰქონოდა მკვდრის კვართი. და მათ კვართი კედარის ხის ქვეშ შეინახეს, რომლის ნერგი თავდაპირველად ლიბანიდან ჩამოიტა­ ნეს. და აი, ილიოსის სახლი, რომელიც მოგვთა 183 ხიდის დასავლეთით მდებარეობს. როდესაც მთელმა ებრაელობამ შეიტყო ეს, შერცხვათ საკუთარი საქციელის და ჩაიფიქრეს მისი ქვით ჩაქოლვა; ვინაიდან განსწავლული იყო სიბრძნით და დამა­ ჯერებლად დაუსაბუთა მათ ძველი აღთქმიდან ქრისტეს ღვათაებრიობა, რომელსაც უნდა ადიდებდნენ მამასთან და სულიწმინდასთან ერთად. და როცა მეფემ შეიტყო ებრაელების მღელვარების ამბავი, მკაცრად მოეპყრა და უბრძანა, არ დაებრკო­ ლებინათ ეს ქადაგება მის მიწაზე. რადგან მან უკვე იცოდა, რა სასწაულები მოხდა სომხეთში და რომში. თავი X მაშინ წმინდა ნოუნი, მორწმუნე მოწაფეების დახმარებით, თამამად შეუდგა ქრის­ ტეს რწმენის გავრცელებას სხვადასხვა გზით, რისთვისაც სახეებიან ჯვარს იყენებდა. და მუხლმოყრილს ძილ-ღვიძილში სამჯერ მოევლინა შავად შეფერილი ფრინვე­ ლები; ისინი მდინარეზე დაეშვნენ და ამოვიდნენ წყლიდან სრულიად გათეთრე­ ბულები, შემდეგ ბაღში მიფრინდნენ, და იქაური ყვავილები ამოკენკეს. იქიდან ცო­ ტა გადაარჩიეს და ბაღის პატრონს მისცეს. და ნინომ უამბო ეს სიზმარი აბიათარის ქალიშვილს, და მან კი უთხრა:„ო, ახალმოსულო და მწირო, ეს ჩვენ სიცოცხლის ბაღის მემკვიდრეებად გვაქცევს, შენი ხილვები ჩვენი მამების კეთილი შეტყობინე­ 391 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ბებია და ღვთის კაცი იესოს და მისი უმანკო სისხლის ნამოღვაწარია. ოღონდაც, იე­ რუსალიმო, მიდი, გაშალე ფრთები და შეკრიბე ერთად ისინი, ვინც მოიპოვა მცირე ადგილი სამოთხის ბაღში; ვის ირგვლივაც შენ გსურს შეგვკრიბო ამ წმინდა ქალის ხელით, რომელიც ამ ადგილს ედემის ბაღად აქცევს“. ამრიგად, წმინდა ნინომ გააძლიერა თვით-უარყოფა და გამუდმებული ლოცვა, და წარმართებს აოცებდა მისი სიმტკიცე. იმხანად ერთი დედაკაცი დაატარებდა აქეთ-იქით შვილს, რომელსაც უკურნებელი სენი შეჰყროდა, რადგან იმედი ჰქონდა, იპოვიდა ვინმეს, ვინც მის შვილს უწამლებდა და გადაარჩენდა. ხოლო ის თავად უღმერთო ცხოვრებით ცხოვრობდა და გმობდა ქრისტე ღმერთს, და ბევრ ადამიანს დაუშალა ნოუნის ქადაგების მოსმენა. და მაინც, როცა აღარ დარჩა მეტი საშველი, აიყვანა შვილი და წმინდა ნოუნს წინ დაუგდო. და წმინდანმა თქვა: ჩემი კურნების ხელოვნება არის არა ადამიანისგან, არამედ მხო­ ლოდ ჩემი ქრისტესგან, ყოველი ხილული თუ უხილავი არსის შემოქმედისგან. და ნი­ ნომ ბავშვი ფარდაგზე დააწვინა და პირჯვარი გადასწერა და წარმოთქვა: იესო ღმერ­ თო ჩემო, მეუფეო მარადიულო, განკურნე ეს ბავშვი შენი ყოვლისშემძლე ძალის სა­ ხელით, რათა წარმართებმა შეიმეცნონ, რომ შენ ხარ სიცოცხლის მომნიჭებელი კაც­ თა მოდგმისთვის, რომლებიც ჭეშმარიტად შენი ქმნილებანი არიან; და მართებთ შენი თაყვანისცემა და პატივისცემა და დიდება, აწ და მარადის, ამინ. და მას მერე, რაც ეს წარმოთქვა, მან განკურნებული და გამშვენიერებული და სიხარულით სავსე დაუბრუნა შვილი დედას. და დედაკაცმა თქვა:„და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ო, ქრისტე, უფალო და მბრძანებელო სიცოცხლისა და სიკ­ ვდილისა“. ქალი გახარებული წავიდა და ყველას გააგებინა ეს ამბავი. შემდეგ ის დაბრუნდა ნოუნისთან და მას აღარ დაშორებია. იმ დღეებში დედოფალ ნანას უკურნებელი სენი შეეყარა; და ყველამ, ვინც კურ­ ნების ხელოვნებაში იყო დაოსტატებული, აღიარა მარცხი და თქვეს:„შეუძლებელია ადამიანმა განკურნოს ეს დაავადება“. და მათ უთხრეს დედოფალს ნოუნის შესა­ ხებ და დედოფალმა გაგზავნა ხალხი მის მოსაყვანად. წარგზავნილები მივიდნენ და ნახეს, რომ ნოუნი იალღუნიანში ლოცულობდა ჯვრის წინ. მათ შეატყობინეს დე­ დოფლის დანაბარები. მაგრამ ნოუნიმ მიუგო:„დღის ამ დროს ვერ მივატოვებ ჩემს უფალს. თუ ის ინებებს, ის მოვა ჩვენთან“. და როცა დედოფალმა გაიგო ეს, თქვა; „ამიყვანეთ და წამიყვანეთ მასთან“. დედოფალს უამრავი მამაკაცი და დედაკაცი გაჰყვა თან, და მივიდნენ და დააწვინეს დედოფალი ნოუნის ფარდაგზე. და ნოუ­ ნიმ ხანგრძლივი ლოცვა აღავლინა და დაადო ჯვარი სიგრძივ ტანზე და დედოფალი უმალ წამოჯდა განკურნებული. და წამოდგა ფეხზე და წავიდა სახლში და ადიდებდა ქრისტე ღმერთს, მრავალრიცხოვან მხლებლებთან ერთად. და მას შემდეგ ის ჭეშ­ მარიტების მიმდევარი გახდა და შეისწავლა ქრისტეს სჯული წმინდა ნოუნისგან და მღვდელი აბიათარისგან, რომელსაც რწმენის გამო, ასევე უწოდეს პავლე. 392 წმინდა ნინოს ცხოვრება მაგრამ მეფე მიჰრანი სრულიად განცვიფრებული იყო და ეკითხებოდა პავლეს, როგორ იქცა ღმერთი ადამიანად და რა იყო ეს სწავლება და რატომ ერქვა ქრის­ ტიანობა. და მღვდელმაც, რამდენადაც უნარი შესწევდა, ყველაფერი აუხსნა წესის და რიგის მიხედვით. და მიჰრანს ჰქონდა წიგნი, რომელშიც აღწერილი იყო ყველა­ ფერი ნებროუთის 184 ტომზე, და ყ/ქალენეს მშენებლობაზე; და მოატანინა ის წიგნი და როცა წაიკითხა, ამ მონაკვეთს გადააწყდა: – „როდესაც დაიწყეს ქალაქ ყ/ქალენეს მშენებლობა, ზემოდან მოისმა ხმა, რო­ მელმაც თქვა:„მე ვარ მიქაელი(ე.ი. მიხეილი), აღმოსავლეთი მხარეების მმართვე­ ლი. მიატოვეთ ის, რის აშენებასაც აპირებთ, რადგან ღმერთი დაანგრევს მას. მეტიც, ბოლო ხანებში მოდის ზეციური მეუფე; და ის აღასრულებს იმას, რასაც თქვენ ეს­ წრაფვით. და მათ დაინახეს რომ ის, რაც მოსწონდათ, არ იყო მოსაწონი ერისთვის და მისმა სიყვარულმა გაფანტა ამა სოფლის მოჩვენებითი ხიბლი. რადგან მეფენი უარყოფენ თავიანთ სამეფოებს და შეიყვარებენ სიღატაკეს, და არა იმ დიდებას, რომელსაც შენ ესწრაფვი, ო, ნებროუთ“. და მეფე დიდ საგონებელში ჩააგდო ამის წაკითხვამ და განცვიფრდა, რომ ყველა წიგნი მოწმობდა ქრისტეს. მაგრამ მას არ შეეძლო ზურგი ექცია წინაპართა კულტისთვის – მზისა და ცეცხლისა და არამაზდისა და სხვა კერპებისა, რომელთაც შეჩვეული იყო. იმხანად მეფის ერთი მოგვი ნათესავი ლოგინად ჩავარდა; და მიჰრანმა უთხრა წმინდა ნოუნის: შენ ხარ არამაზდის ასული ანდა ზადენის თესლი, რომელმაც მო­ გიყვანა აქ როგორც უცხოელი და მოგანიჭა კურნების უნარი, რათა დიდებით შეი­ მოსოს შენი სახელი. ამიტომ ახლა იღვაწე, რომ განკურნო ეს ჩემი ახლობელი მეგობარი მათი სახელით, და ნუ შეცდები და ნუ ახსენებ იაონეს სჯულს. რადგან, მართალია, სპარსელების ღმერთმა თროუჯანმა ღრუბლით და სეტყვით ამოძირ­ კვა და გააქრო ისინი, მაგრამ ეს ადგილი მაინც მტკიცეა; და ასეთი ომები სოფლის მპყრობელთა ჩვეულებაა. არც ჩვენი მამების ძველი ღმერთები გაიმი და გაციმი შე­ მოგვრჩნენ, ისინი გვიგზავნიან მზის სხივებს და წვიმას, და ყოველივეს, რაც ყანის დასამუშავებლად და ნაყოფის მოსაყვანადაა აუცილებლელი. წმინდანმა კი პასუხად მიუგო: მე ვარ ტყვე ქალი; ქმნილება და თაყვანისმცემელი უხილავი და შეუცნობელი ზეციური მამისა და ძისა და სულიწმინდისა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა. ვინც მისი განუზომელი წყალობით სიცოცხლეს ანიჭებს მის მოძულეებს და პატივისცემას აღძრავს, თუნდაც შენშიაც. რადგან მან გიბოძა გონება და სიტყვები, რათა შეიმეცნო ზეციური სიმაღლე და ვარსკვლავთა განლაგება და ზღვის სიღრმე და დედამიწა კიდით კიდემდე; და ამ ყოველივეთი შეიცნობ შენ მას, ვინც განაგებს და მართავს მათ. და მე გიცხადებ შენ, რომ განუზომელია(სიტყვასიტ­ ყვით: მიუწვდენელი) მისი სიდიადე, რომელიც ზეცას ღრუბლებით მოსავს და ქუხს ქარის ხმასავით და უშველებელი ლევიათანის 185 მეშვეობით აზანზარებს მთელს დედამიწას, ის მაღლით დაეშვა დაბლა და მიიღო ჩვენი ბუნება. მან აღასრულა 393 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი ოცდაცამეტი წელი. და უგუნურმა ერმა უარჰყო და ჯვარს აცვა ის, მისივე ნებით და არა იძულებით. და მესამე დღეს აღდგა და ამაღლდა ზეცად. და მან მქადაგებლე­ ბი გაგზავნა მთელს დედამიწაზე, ვისაც სწამდა მისი სახელი და ღმერთს სცემდნენ თაყვანს და უარი თქვეს ფუჭ კერპებზე. ესაა სახარება, რომელსაც გიქადაგებ შენ, რათა ირწმუნო, და თუკი რაიმეს ვქმნი, ეს მისი სახელით ხდება. და აქ ჩამარხულია მისი სამოსელი; და როგორც ამბობენ, ცხვრის ტყავის მოსასხამი ელიასი, რომელ­ მაც იხილა უფალი, აქ არის. და რათა ცხადად შეიმეცნო რასაც გეუბნები, მომიყვანე მოგვი ხორასანი, ჭეშმარიტების მტერი. და ის უარს იტყვის წარმართობაზე და რწმე­ ნით აღიარებს რის თქმასაც შთავაგონებ. და როცა ის მიუყვანეს ნინოს ბაღში, კედარის ხის ქვეშ, მან ის პირით დასავლე­ თისკენ 186 შეაბრუნა და სამჯერ ათქმევინა: მე შენ გგმობ სატანავ. და მერე შეატრია­ ლა აღმოსავლეთით და ათქმევინა: მთელი არსებით შენს წყალობას ვესწრაფვი, წმინდაო სამებაო, და პირს ვიბრუნებ შენკენ, ო, ჯვარცმულო ღმერთო. და ნოუნი ატირდა და გამოსახა უფლის ჯვარი მასზე. და მაშინ გამოვიდა მისგან ავი სული ვითარცა კვამლი. და კაცი განიწმინდა ეშმაკისგან და ტანჯვისგან, და მან ირწმუნა ქრისტე მთელს თავის ოჯახთან ერთად. და მისი შემხედვარენი ადიდებ­ დნენ მამას და ძეს და სულიწმინდას, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ამის შემდეგ მეფე წავიდა სანადიროდ მუხრანში... (ეპიზოდი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, თითქმის ზუსტად იმეორებს თხრო­ ბას 35-ე გვერდზე. მე ტექსტის მხოლოდ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებებს გთა­ ვაზობთ და ყოველ გვერდს მივყვები.) გვ.36. გამოტოვებულია სიტყვები„მოდი ვნახოთ ნანა... დაინგრეს“. იქვე: რადგან„საიდანაც დაინახა“, სომხ. არის„რათა მათ დაენახათ“. იქვე:„წყვდიადმა მოიცვა“.] სომხ.„თავზარი დაეცათ“. იქვე:„.ი//იხილე, მე დაგიძახე...“] სომხურში ლოცვა ასეა გადმოცემული: „იესო ქრისტე, ნოუნის ღმერთო, მიმიღე შენს მსახურად და დაიხსენი სული ჩემი ჯოჯოხეთისგან. რადგან ჩემმა ღმერთებმა მე ვერ მიშველეს; და მე მწამს, რომ შენ შეგწევს ძალა და შენია დღე და ღამე. ო, ჯვარცმულო უფალო, შენი ჯვრით მაცოც­ ხლე მე. რადგან მე ვფიქრობ, რომ წყვდიადმა ყველა კი არ მოიცვა, არამედ მხო­ ლოდ ჩვენ, ვისაც ნათლის მოფენის დღიდან დღემდე ისევ წყვდიადი გვიყვარს“. და როცა მან ეს თქვა, მზემ გამოანათა კაშკაშა ციდან. და მისმა ჯარისკაცებმა იპოვეს ის. და ჩამოქვეითდნენ ცხენებიდან და დაემხნენ პირით მიწაზე და თაყვანი სცეს ჯვარცმულს, და იტყოდნენ:„შენა ხარ ღმერთი“... გვ.37, 1. 7 გვერდის ბოლოდამ.„ის გაეშურა...“. სომხურშია:„ისინი მივიდნენ მასთან(ნინოსთან) და დაეცნენ ძირს და თაყვანი სცეს. მაგრამ მან მაგრად ჩასჭიდა ხელი, წამოაყენა და აღმოსავლეთისკენ შეატრიალა“. გვ.37, ბოლო სტრიქონი.„მეორე დღეს...“] სომხურში ასეა: 394 წმინდა ნინოს ცხოვრება „შემდეგ წმინდა ნოუნი სწერს წერილს(მათ) წინ ელენეს, რომის დედოფალს, მიჰრანი კი კონსტანტინე დიდს, ამ სიტყვებით:„უფალმა მოიხილა დიდ გასაჭირ­ ში ჩავარდნილი უირქის სახლი. ასე რომ, გთხოვ, გამოგვიგზავნო მღვდლები, რომ მოგვანიჭოს სიცოცხლე წყლითა და სულიწმინდით. მაგრამ წმინდა ნოუნის თავად არ შეუწყვეტია ქადაგება თორმეტ დედასთან ერთად, რომლებიც მუდამ თან ახ­ ლდნენ“. და ამის შემდეგ მეფემ ჩაიფიქრა ეკლესიის აშენება, მანამ, სანამ მღვდლე­ ბი მოვიდოდნენ. და გავიდნენ ბაღში და მოჭრეს კედარის ხე და დაამზადეს მისგან ექვსი ძელი და ჩაყარეს საძირკველი და ზეაღმართეს ექვსი ძელი. მაგრამ მეშვი­ დეს, რომელიც ყველაზე დიდი იყო, ძვრა ვერ უყვეს მზის ჩასვლამდე, მიუხედავად იმისა, რომ მრავლად იყვნენ და მოხერხებულ მანქანებსაც იყენებდნენ. და შემდეგ იქვე დატოვეს და წავიდნენ დიდად გაკვირვებულები. მაგრამ წმინდა ნინო თორმეტ თანმხლებთან ერთად იქვე დარჩა და ცრემლმორეულებმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს. და შუაღამისას დიდი შიშის ზარი დაეცათ და ატყდა საშინელი ჭექა-ქუ­ ხილი, თითქოს არმაზის და ზადენის ორი მთა დამსხვრეულიყო, და ორ მდინარეს – კურას და არაგს პირი უკან ებრუნა და ქალაქს და ციხესიმაგრეს დასცემოდა. და ნოუნის ქალები დაფრთხნენ და გაიქცნენ. მაგრამ წმინდანმა უთხრა მათ: შიში ნუ გაქვთ, რადგან ეს მოჩვენებაა და არა სინამდვილე. რადგან მთები მყარად დგანან, და მდინარეებიც თავის კალაპოტში მიედინებიან, და ქალაქის მოსახლეობას მშვი­ დობიანად სძინავს. ხოლო ურწმუნობა, რომელიც მთასავით დიდი იყო, მართლაც რომ დაიმსხვრა; და მსხვერპლად გაღებული ბავშვების სისხლი იმწამს უკან შემობ­ რუნდა. აი, რას მიგვანიშნებენ ეს მდინარეები. და ეს გოდება ხმაბილწი დემონების ხმებია, რომლებიც გზას ასცდნენ და ახლა დასტირიან საკუთარ აღსასრულს“. და როცა ეს თქვა, მოუხმო ქალებს მოთმინებისკენ, მაგრამ თავად ცრემლად დაიღვა­ რა. და ვიდრე ჯერ მამალსაც არ დაეყივლა, ატყდა ერთი მღელვარება, ხმაური და ყვირილი, თითქოს ქალაქს ძლიერი ლაშქარი დასხმოდა თავს, დაეპყრო და გაე­ ნადგურებინა; და თითქოს მბრძანებელი ძლიერი ხმით გასცემდა ბრძანებებს და ამბობდა:„სპარსთა მბრძანებელი ხორა გიბრძანებთ თქვენ, და მეფეთმეფე ხორა­ ხოსროა აქ მბრძანებელი. თქვენ, ებრაელებო, გაეცალეთ აქაურობას, მიმოიფან­ ტეთ და არ მოკვდებით. და ისევ(ხმა გაისმა):„მბრძანებელი მიჰრანი მოკლეს“. მაგრამ კურთხეულმა დედამ გაშალა ხელები და თქვა: გადი გარესკნელის ბნელ­ ში. აი, ჯვარცმული, თქვენი მკვლელი მოსულია. წადით თქვენ ჩრდილოეთის მხარე­ ში. და სწორედ იმწამს ისინი გაუჩინარდნენ. და გამთენიისკენ გამოჩნდა ცეცხლო­ ვანი ჭაბუკი, ხელმიუწვდენელი ნათლით მოსილი, რომელმაც წმინდა ნინას(ასეა) სამი სიტყვა უთხრა. და შემდეგ ის მივიდა სვეტთან და აღმართა მაღლა. და მავანმა ქალმა, სახელად სიდინამ, 187 დაინახა ეს ყოველივე, რადგან ის ნინაუს­ თან ერთად იყო გამოსული და უთხრა: რა არის ეს, წმინდაო დედოფალო. მაგრამ მან უპასუხა: მშვიდად იყავი და ილოცე. და აი, მათ იხილეს სვეტი, რომელსაც ნათელი დასთამაშებდა. ნელა დაეშვა ის დაბლა ძირში გადაჭრილი ფესვის ადგილზე. 395 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი და გამთენიისას მოვიდა მბრძანებელი და დიდი ბრბო მასთან ერთად; და მათ იხილეს, რომ სვეტი აღმართულიყო ხელშეუხლებლად(უმუშევრად) და მყარად დამდგარიყო თავის ფუძეზე. და ყველამ აღიმაღლა ხმა და ადიდეს უფალი. და იმავე დღეს მრავალი სასწაული მოხდა იმ ადგილზე. რადგან იყო ერთი დაბადე­ ბით უსინათლო ებრაელი. ის სვეტთან ახლოს მიიყვანეს და უმალვე აეხილა თვალი. და მერე ერთი უფლისწულთაგანი, რვა წლის დამბლადაცემული ფამაზასპუნი, მოიყ­ ვანა დედამ და დააწვინა სვეტის წინ, ბიჭის ლეიბზე, და შეევედრა ნინაუს გადაერჩინა მისი შვილი. და ნინაუმ გაიწვდინა ხელი სვეტისკენ, შემდეგ ხელი ბავშვს დაადო და თქვა:„იესო ქრისტე, რომელიც ხორცშესხმული მოევლინე სამყაროს გადასარჩენად, უშველე ამ ბავშვს. და ბავშვი იმწამს წამოდგა და ფეხზე დადგა. და უამრავმა ხალხმა, ამის შემსწრემ, ადიდა უფალი; და შიშმა შეიპყრო ყველა. და მეფემ საბურველი დაამ­ ზადებინა სვეტისთვის და ეკლესია აღაშენეს უფლის სადიდებლად. თავი XI მაგრამ იმპერატორი კონსტანტინე, რომელმაც დაინახა მიჰრანის ელჩები, გაახარა უირქთა ქრისტეს რჯულზე მოქცევამ, და უფრო იმან, რომ ირწმუნა მათი სპარსეთთან მეგობრული კავშირის სამუდამო გაწყვეტა. ამასვე გრძნობდა დედოფალი ელენეც. მათ ადიდეს უფალი და გაგზავნეს ეპისკოპოსი სახელად იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკვანი და გაატანეს ჯვარი და მაცხოვრის ხატი. და წამოვიდნენ და განანათ­ ლეს ნათლობით მეფე და მისი მეუღლე და შვილები და გამოჩენილი ხალხი ადგილზე, რომელსაც მოხთა ეწოდება და იმ ადგილს უწოდეს მთავართა ნათლისმცემელი. და ყველა უირქი მოინათლა გარდა მთივოულისა 188 და კოუკაზისა და მცხეთელი ებრაე­ ლებისა; მაგრამ ბარაბელთაგან ორმოცდაათი კაცი მოინათლა. და მეფემ შეიყვარა ისინი და აჩუქა მათ დიდიციხე. მაგრამ ფეროზმა, რომელსაც სახლი ჰქონდა რანაში, შორს, ფართავში, და რომელიც მიჰრანის სიძე იყო, არ შეისმინა სიცოცხლის სიტყვა. და მიჰრანმა გაგზავნა ეპისკოპოსი იოანე(ჰოვანეს) და დიდკაცობა მეფე კონსტანტი­ ნესთან და მოითხოვა ბევრი მღვდელი და უფლის ჯვრის ნაწილი და ქვისმთლელები, რათა ეკლესიები აეშენებინათ მის სახელზე. და მან გამოგზავნა ყველაფერი, და უფ­ ლის სატერფალი და ხელის ლურსმნები, და აგრთვე ავეჯი და საუნჯე სახარჯოდ, რათა მის სახელზე აეშენებინათ ეკლესია ქართლის მიწაზე. და ეპისკოპოსი მივიდა ოუშეთის მიწაზე და ჩაყარა ეკლესიის საძირკველი და იქ მოათავსა ლურსმნები და დატოვა მშენებლები და საუნჯე. და შემდეგ წავიდ­ ნენ მანგლისისკენ და ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მოათავსეს წმინდა სატერფალი. და მეფემ გაიგო და შეწუხდა, რომ წმინდა ნაწილები სხვაგან დარჩა და არა სამეფო ქალაქში და რომ დესპანები უწინარესად იქ არ ჩავიდნენ. მაგრამ 396 წმინდა ნინოს ცხოვრება წმინდა ნინაუმ უთხრა:„საწყენად არ მიიღოთ, ო, მეფეო, რადგან სადაც არ მივა, იქ დაითესება უფლის სახელი. და აქ ხომ ინახება უფლის უდიდესი სიწმინდის სახსო­ ვარი, მისი წმინდა კვართი“. და მეფემ შეიტყო აბიათარისგან სრული აღწერა კვარ­ თისა და ადიდა იესოს სახელი და თქვა:„კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაიხსნა ის მისი მოძულე ებრაელი მტრებისგან და წყალობა მოიღო და ჩვენ გვიბო­ ძა ასე შორს მყოფთ მისგან. და მაშინ, ეპისკოპოსის ჩამოსვლისთანავე, ქვისმთლელები ეკლესიის მშენებ­ ლობას შეუდგნენ ქალაქგარეთ, იქ, სადაც ახლა ეპისკოპოსის სახლი დგას. და წმინ­ და ნინაუმ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა სამუშაოს დაწყებისთანავე: „დიდების გამავრცელებელო იესო, ძეო ღვთისაო; შენ შენი სისრულით და ძალით მოევლინე დავითის ერს. და მხოლოდშობილი დედისგან იშვი მხოლოდშობილი ღმერ­ თი, ნათელი ყოველთა, ხატი მამისა, რომელმაც საჭიროებისამებრ მიიღე ნათლობა წყლითა და სულიწმინდით, ჯვარს ეცვი და დაიმარხე მიწაში, და აღსდექი მესამე დღეს, ამაღლდი ზეცად, და მოხვედი ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად. შენა ხარ ფარი და ბურჯი ყოველთა, ვინც შენ გესავს; და შენია დიდება აწ და მარადის, ამინ“. და სწორედ იმ დროს ეპისკოპოსს უამბეს, რომ კოხტა მთის ძირას იზრდება ერთი მშვენიერი და სურნელოვანი ხე; და იმ ხესთან იკურნებიან ნადირობისას დაჭრილი ნუკრები, როცა ხეს ფოთლებს ან ნაყოფს აწიწკნიან და ჭამენ. და უთხრა მათ ეპის­ კოპოსმა: ჭეშმარიტად, ამ მიწა-წყალზე უფალმა უფრო ადრე იზრუნა, ვიდრე ერი შეიცნობდა მას. და ეპირკოპოსმა წაიყვანა რევი, მეფის ვაჟი და მივიდა და მოჭრა ის ხე, მთლიანად, ტოტებიანად, და მიიტანა ის ქალაქში, 25 მარტს, პარასკევ დღეს. და მთელი ხე შემოსილი იყო ხშირი ფოთლებით. და ხე ეკლესიის კარზე მიაყუდეს, და ოცდამეჩვიდმეტე დღესაც კი, ხე არ დამჭკნარა, თითქოს საკუთარ ფესვებზე მდგარიყოს. და პირველ მაისს სამი ჯვარი გამოკვეთეს. ერთი აღმართეს. და მთე­ ლი ერის დასანახავად, ზეციდან ჩამობრძანდა მანათობელი ჯვარი, ვარსკვლავთა გვირგვინით შემკული, და ასე ამშვენიერებდა ხეს, სანამ არ ირიჟრაჟა. და შემდეგ, ორი ვარსკვლავი გამოჩნდა, ერთი აღმოსავლეთით გაფრინდა, მეორე – დასავ­ ლეთით. და წმინდა ნინაუმ თქვა, წადით იმ მაღალმთიან ადგილებში და მოიძიეთ, ვარსკვლავები სად მივიდნენო. და მართლაც, წავიდნენ და ნახეს, რომ ერთი ვარ­ სკვლავი თხოთის მთის თავს დაჰნათოდა, რომელიც კასპის სიახლოვესაა, მეორე კი კახეთის მიწაზე წასულიყო, დაბაში. და წაიღეს ორი ჯვარი და დააყენეს იმ ად­ გილებში, რომლებზეც უფალმა სხვადასხვა მხარეს გამსხლტარი ვარსკვლავებით მიანიშნა. მაგრამ მთავარი ჯვარი კლდეზე დააყენეს, რომელიც ქალაქის გაღმაა. და დააწესეს დიდი ზადიკის დღე ჯვრის დღესასწაულად ქართლის ყოველი ოჯახის­ თვის, რვა დღის განმავლობაში. და ამ დღეების მერეც, ჯვარი ისევ ბრდღვიალებდა ნათლით და ნაპერწკლები სცვიოდა კვირის მეოთხე დღეს, და ედგა თავზე თორმე­ ტი ვარსკლავის გვირგვინი. და ამ სასწაულების დამნახავმა ყველა წარმართმა პირი 397 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი უფლისკენ იბრუნა და მოინათლა; და რწმენაში განმტკიცებულებმა ადიდეს უფალი წმინდა ჯვრის თაყვანისცემით. რადგან როგორც მთის ლალი ბუდეში, ისე ლივლი­ ვებდნენ და დასტრიალებდნენ ჯვარს თავზე ღვთიური ანგელოსები. იმ დროს, რევის ვაჟი...(სომხურ ტექსტში აქ ყველაფერი ემთხვევა ქართულს, როგორც ზემოთ ვთარგმნეთ, შემდეგი გამონაკლისების გარდა): გვ.30„აღმართეს ჩარდახი“.„აღმართეს მარმარილოს ჩარდახი“. გვ.50„და ამის შედეგად... ქრისტეს ჯვარი“. გამოტოვებულია. გვ.51.„და მან უშველა... აწ და მარადის“. გამოტოვებულია. იქვე:„იმ დროს... იმ დღეებში“,& ა.შ.] სომხურ თარგმანში ასეა: „იმ დღეებში იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა დიაკვანი, რომელმაც მოიტანა წერილი ბრანჯის ტომისგან, ვინც მამამისმა განანათლა. რადგან გაეგოთ, რომ სომეხთა და უირქთა შორის მართალთა მზის სხივმა ელვარე ბრწყინვალებით გამოანათა, და რომ უფლის ყოვლისშემძლე ღვაწლი გაცხადდა ერში...“ გვ.52.„ნინომ მიუგო,&...…“. სომხურში კი ასეა: „მაგრამ წმინდა ნოუნიმ შეაყოვნა ისინი და უთხრა:„უფალი მოგვევლინა არა ხმლით და მშვილდით, არამედ ჯვრით და სახარებით“. და ეპისკოპოსი და ნინაუ წა­ ვიდნენ და მეფეც გაჰყვა თან, წრბინში, ჭართალში. თხელაში, წილკანში, გორამალ­ რში. მაგრამ იქაურებმა არ მიიღეს უფლის სიტყვა. და ისინი ჩავიდნენ ჯალეთში და ერწოითში და იქ იქადაგეს. და მათ შეისმინეს და მოინათლნენ. და ფხაწიქებმა მიატო­ ვეს მათი მიწა და წავიდნენ თოშეთში. და ბევრი მთიული დღემდე კერპთაყვანისმცემ­ ლად რჩება. და წმინდა ნინაუ წავიდა რანას მხარეში ფეროზისთვის საქადაგებლად და დიდი გაჭირვება გადაიტანა კოუხეთში ფეხით ლაშქრობისას და ავად გახდა. და რევი, მეფის ვაჟი, და სალომე, მისი მეუღლე, რომლებიც უჯარმაში იყვნენ, მის სანახა­ ვად ჩავიდნენ. და მეფემ გაიგო ეს და ეპისკოპოსი გაგზავნა ნინაუს მცხეთაში ჩამოსაყ­ ვანად, მაგრამ ნინო არ გაჰყვა მას. მაშინ მეფე და მისი ცოლი და ფელოუჯავრ სიუნეცი და მრევლის რამდენიმე წევრი ჩავიდნენ მასთან, მიუსხდნენ გვერდით და ატირდნენ. მაგრამ ნინომ ზეცად აღაპყრო მტკიცე მზერა, სიხარულით აღსავსე. მაშინ დედო­ ფალმა უთხრა მას:„წმინდაო დედაო, როგორც შენგან გვსმენია, ძე ღვთისას მრა­ ვალი წინასწარმეტყველი ჰყავდა, და აგრეთვე, თორმეტი მოციქული და სამოცდა­ თორმეტი მოწაფე, და მათგან არც ერთი არ გამოუგზავნია ჩვენთან, შენ ერთადერ­ თი ხარ, წმინდა დედოფალო. მაშ, ახლა გაგვიზიარე შენი დაბადების და აღზრდის ამბავი[ჩვენ]“. და წმინდანმა მოუგო მათ: „რაკი გსურთ იცოდეთ ქრისტეს მხევლის ტანჯვის ამბავი, ქრისტესი, რომელიც თავისთან და დედაჩემთან მიხმობს მარადიულობაში; და მე კი მოკლედ ვუამბე სა­ ლომეს, სომხეთის მეფის ასულს ჩემი აქ ჩამოსვლის ამბავი: მაშ, მოატანინეთ ქაღალ­ დი და მელანი 189 და ჩაიწერეთ უშუალოდ სალომეს პირით მონათხრობი. დანარჩენი კი თქვენ თავად იცით, რადგან თავად გაიგონეთ და იხილეთ ყველაფერი. და დაე, 398 წმინდა ნინოს ცხოვრება ღვთიური მშვიდობა დასადგურდეს თქვენთან. და მე მოგანდობთ მღვდელ იაკობს, რომელიც იოანეს შემდეგ ეპისკოპოსი უნდა გახდეს სულიწმინდის მოწოდებით“. ამის შემდეგ მან ეპისკოპოს იოანეს შეაწირინა მსხვერპლი და წმინდა ზიარება მიიღო. და მას მერე, რაც თავი მიანდო ღვთიურ მეუფეს, აღესრულა ქრისტეში. და ის დაკრძალეს იმავე ადგილზე უფლის ამაღლებიდან 332-ე წელს, და სამოთხის ბა­ ღიდან ადამის გამოსვლის დღიდან 5832-ე წელს, ქართლში შესვლიდან მე-15 წელს. ამასობაში, იმპერატორმა კონსტანტინემ წერილი მისწერა მიჰრანს და გაათავი­ სუფლა მისი ვაჟი ბაჰქარი, რომელიც მძევლად ჰყავდა აყვანილი. და თქვა: „მე, კონსტანტინე ავტოკრატი, იესო ქრისტეს ახალი მსახური, მის მიერ განთავი­ სუფლებული სატანის ტყვეობიდან, გიგზავნი შენ, უირქთა მეფეს შენს ვაჟს. რადგან ამიერიდან ჩვენი უფალი იქნება ჩვენ შორის თავდები იმისა, რომ შენ ერთგული და მორჩილი იქნები ჩვენი. და მან გააძევა ავი ხრიკების მქმნელი ეშმა შენი გზებიდან“. ასე რომ, მიჰრანმა დიდად გაიხარა და ნანასთან, თავისი შვილის დედასთან და მთელ ქვეყანასთან ერთად, დიდება უძღვნა ღმერთს. ამის შემდეგ მან დაასრულა საეპისკოპოსო ეკლესიის მშენებლობა და მოაჩუ­ ქურთმა და მოკაზმა ის. და იმ დღეებში გარდაიცვალა მისი ვაჟი, რევი, რომელსაც ოცდათოთხმეტი წელი შეუსრულდა. და იმავე წელს მეფე მირიანი ავად გახდა; და მოუხმო თავის ვაჟს, და სამეფო გვირგვინი ჯერ ჯვარზე დადო, შემდეგ კი აიღო და თავის ვაჟს დაადგა თავზე, და დაუბარა, ყოფილიყო ღვთისმოსავი და დაეცვა რე­ ლიგიური სჯულის კანონი. და თავის ცოლს კი უთხრა: შენ კი წადი და დაბინავდი წმინდა ნოუნის აკლდამაში და იცხოვრე იქ. და აღაშენე ეკლესია და პატივი მიაგე იმ ადგილს, და დაურიგე ჩვენი საუნჯე ღარიბებს, და უწილადე ნახევარი. და ხედავ, მივდივარ იქ, საიდანაც მოვედი. და ვმადლობ უფალს, რომელმაც სიბნელე სი­ ნათლედ მიქცია და სიკვდილი სიცოცხლედ და მარცხენა მარჯვენად. და არ დაიზა­ რო და მოშურნეობით გაანადგურე დარჩენილი კერპები. და ყოვლისშემძლე უფა­ ლი გფარავდეს. და ეს თქვა თუ არა, მიიძინა. და მიჰრანის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ დედოფალმა ნანამ განსასვენებელი ჰპოვა უფლის წიაღში. მთარგმნელი ლელა დუმბაძე, რედაქტორი ელზა ნაბახტეველი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Marjory Wardrop and J. O. Wardrop, Life of St. Nino, Studia Biblica et Ecclesiastica, Esseys, Chiffly in Biblical and Patristic Criticism by members of the University of Oxford, Volume V, Part I. Oxford, At the Clarendon Press, M DCCCC, 1900 რუფინუსის ტექსტი(pp: 225-226) ლათინურიდან თარგმნა იამზე გაგუამ. 399 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი შენიშვნები ძირითადად მარჯორი უორდროპისეულია. ქართველი მთარგმნელის შენიშვნებს მივუთითებთ:(ლ.დ.) 1. მისი მამა, ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა – ქართველი, ეკატერინე მირზაშვილი.(ლ.დ.) 2. ფლავიუს რუფინუსი(335-395) აღმ. რომის იმპერიის კონსული; თეოდოსი დიდის პრეტორიანული პრე­ ფექტი კონსტანტინეპოლში.(ლ.დ.) 3. წმინდა ეფრემ მცირე(მეთერთმეტე საუკუნე) – ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი.(ლ.დ.) 4. გავლენიანი თეოლოგი, ბიბლიის კომენტატორი და კიროსის ქრისტიანი ეპისკოპოსი(423-457).(ლ.დ.) 5. cilici –(ლათინური‘cilicium’-იდან) ძაძა;( უხეში ძუანარევი ჯვალო)(ლ.დ.) 6. როგორც ძველი ქრონიკები გვამცნობენ, წმინდა ნინო იყო წმინდა დიდმოწამე გიორგის ბიძაშვილი. 7. ა.ვ. ეს სახელი გამოტოვებულია 8. ა.ვ.„კოლასტრა“ 9.„დევტალარი“, დედოფალ მარიამის ხელნაწერში„დევხალარი” 10. სარა ნია მ ფორი – ა.ვ.„ მ იაფორი“. სარა 11.„ბრანჯი“. – ფრანგი(ფრანკები). Cp. Lebeau, Hისტ. du Bas-Empire, i. 42-3. 12. ა.ვ.„ფიხალანი“. სხვა ვარიანტებში„პიტალანი” 13. ა.ვ.„მან უთხრა მეფეს და პატრიარქს“. 14. ერისთავი(ლიტ. ხალხის თავკაცი), პროვინციის გამგებელი 15. ასეა საბინინთან, თუმცა შეიძლება იყოს„და“.(კავშირი) ზაკაი, როგორც ა.ვ.-ში. 16. თმონიგონი – ა.ვ.-ში სახელები ასეა მოცემული: ხოლამაი, ხოზაბაი ზლადჩაი, ზენეშაგი, თიმგარაგი, ზაკაი, გზაი ზარგაი, ზარდაი, ზარმაი და სამეფო სისხლის თმონიგონი. მთლიანობაში მოცემულია ეს თერთმეტი სახელი, მაგრამ ძნელი გადასაწყვეტია, მათგან რომელია ორმაგი სახელი. დედოფალი მარიამის ხელნა­ წერში ამ სირთულეს თავი იმით გაართვეს, რომ გამოტოვებულია ზარმაი. ეს ხელნაწერი ინახება წმინ­ და იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, ყარაყაზის სტეპში. ეთანხმება ავტორისეულ ვერსიას.„ქართლის ცხოვრებაში“. კი ეს ნუსხა ასეა მოცემული: ხოზამოი, ხოზაი, გაახლაჯაი(ვარ. გადაჯაი), ხონემაგაი, ხინგი­ რაგაი(ვარ. ხინიდჩაგაი), ზაჯაი, ზაგაი, ზარდაი, ზამრაი, თმონი. 17. დედოფალ მარიამის ხელნაწერში და ნათლისმცემლის ხელნაწერში არ წერია„ ღრმასა“. წინა ვარიანტში იკითხება ღრმადღრმასა, და ეს უკანასკნელი ღადმარსა(? გეოგრაფიული სახელები, მდინარეთა სახელე­ ბი). 18. ა.ვ. ზაბულონი 19. ა.ვ. დასძენს:„ისინი წავიდნენ მის საკუთარ ქალაქ კოლასაში“.(ვარ. კოლასტრაში). 20. ნინო უბრალოდ არის უბრალოდ ნონნა, ანუ მონაზონი ქალი. 21. ა.ვ. დასძენს„დღედაღამ დაუძინებლად“. 22. სტრატიოტი 23. ა.ვ. კვართი, იგივე ქიტონი, ტუნიკი ან პერანგი 24. ეს მონაკვეთი არ ჩანს„ქართლის ცხოვრებაში“, არც რომელიმე სხვა ვარიანტში, გარდა ა.ვ. 25. ა.ვ.„ეს არის მთიანი მიწა სომხითის ჩრდილოეთით, რომელსაც ბერძნები და უჟიკები მართავენ“. 26. უჟიკები ან უსებუ, ახლა ოსები, ოსეთები. Cf. Const. Prphyrog. de adm. Imp. 27. ა.ვ.„მან ჯვარი მომცა” 28. ა.ვ. ვადაგი მეფეთა 29. ა.ვ. გამოტოვებულია„და მისი დედობილი გაიანე“. 30. ა.ვ.„ორმოცი“. 31. ა.ვ.„სახლი“. 32. ა.ვ. არ ახსენებს რიფსიმეს ლეგენდას ამ ადგილიდან„იმ დღეებში იმპერატორი...“. ქვემოთ იმ შემთხვევამ­ 400 წმინდა ნინოს ცხოვრება დე, როცა ნინოს მალავენ ეკალბარდებში(გვ.15), სადაც ტექსტი ასე გრძელდება:„და მე დამტოვეს ეკალ­ ბარდში“. ა.ვ. ჩაანაცვლებს შემდეგი მონაკვეთით:„მაშინ უფალმ“. გადმოხედა საბერძნეთს და მეფე კონ­ სტანტინეს, რადგან მორწმუნე გახდა; და მან მიიღო ქრისტეს აღმსარებლობა, ის და დედამისი და მთელი მისი სამეფო კარი, იმ წელიწადის დასაწყისიდან(ა.ვ.) 5444, ქრისტეს აღდგომიდან. 311(ეს თარიღი არც ერთ სხვა ვარიანტში არ გვხვდება), და მთელმა საბერძნეთმა მიიღო ქრისტიანობა. მეშვიდე წელს გაი­ მართა ნიკეაში წმინდა კრება, და მერვე წელიწადს ჩვენი გაქცევა საბერძნეთიდან – დედოფალი რიფსიმე, მისი დედობილი გაიანე და ორმოცდაათი სული, ჩვენ გზას დავადექით პირველი თვის მე-13 დღეს. და შევედით სომხითის(სომხეთი) საზღვრებში მეფე თ’რდატის ბაღში; იქ ისინი დახოცეს პირველი თვის 30-ე დღეს, პარასკევს“.(ეს თარიღი არც ერთ სხვა ვარიანტში არ გვხვდება). 33. ა.ვ.„დიაკონი” 34. იობი, გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნი გიენამან გუელისამან. 35. ა.ვ. დასძენს:„საშუალებით//მეშვეობით“. 36. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა:„სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა“. (ლ.დ.) 37. ა.ვ. გამოტოვებულია„ულოფორეთი, სადაც მე გამოვიზამთრე დიდ შეჭირვებაში;„ქართლის ცხოვრება“, „ორბანთი“. დედოფალი მარიამის ხელნაწერი:„ურბნითი“. ნათლისმცემლის ხელნაწერი:„ორბნითი“. შიომღვიმის ხელნაწერი:„ურბნისი“. 38. ა.ვ. გამოტოვებულია„მარტიდან ივნისამდე“, და მთელი მონაკვეთი დაწყებული„სადაც იყო დიდი მდი­ ნარე“. სიტყვებამდე„მერე ის გაუდგა გზას და გავიდა მეორე მხარეს“.(გვ.18). ეს მონაკვეთი ჩართულია ნათლისმცემლის და შიომღვიმის ხელნაწერებიდან. სიტყვა„ჯავახეთის“. შემდეგ ა.ვ.-ში ჩართულია:„რომ მე შესაძლოა მესწავლა სად იყო მცხეთა“. 39. სიტყვასიტყვით:„ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“,„the gods act as gods, the kings as kings.” 40.„თმა თმოსანი“. 41. შიომღვიმის ხელნაწერში გამოტოვებულია. 42. მათე, 26:13„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტ­ ყვიან, რაც ამან ( იგულისხმება მენელსაცხებლე ქალი. ლ. დ. ) გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად“.„Wherever they preach this gospel, there shall they speak of this woman“ . Matt. XXVI:13. 43.„28. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა ზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“. გალატელთა მიმართ, 3:28. 44. აქედან ისევ ავტორისეული ვერსია იწყება. 45.„ ქართლის ცხოვრება“.„უბანსა ურიათასა“, ებრაელთა უბანში; დედოფალ მარიამის ხელნაწერში:„ბაგინ­ სა რომაელთასა“, რომაელთა უბანში. 46. პომპეუსის ხიდი, აგებული 65 წ. ქრისტემდე. თანამედროვე ხიდი იმავე ადგილზეა. 47. gatzi ქართულად ნიშნავს„კაცს“. 48. ა.ვ.„გა“. 49. ქართული სიტყვა„ ჩრდილოეთი“. და ინგლისური„ shadow“. ჩრდილი პრაქტიკულად ერთსა და იმავეს ნიშნავს. ასე შეიძლება წარმოიქმნას სიტყვის თამაშში.(მ.უ.) 50.„ქართლის ცხოვრება“:„დარგველ, ზეველ, ბარკადულ“: ა.ვ.„დგეველ, ზეფელ, ნარკადოველ“. შიომღვი­ მის და ნათლისმცემლის:„დარბეველ, ზეფელ, ბარკადულ“. 51. ა.ვ.„ლიტრის“. – ერთი გირვანქა ან ცხრა გირვანქა(წონის ერთ.) 52. ა.ვ.-ში ერთი გვერდი აკლია, ამ სიტყვებამდე:„რადგან აღმოსავლეთით დაიწყო უფლის გამონათება“.(მომ­ დევნო აბზაცის ბოლო). ნაკლული ნაწყვეტი გვხვდება შიომღვიმის და ნათლისმცემლის ხელნაწერებში. 53. ა.ვ. კვლავ ასე იწყებს:„და მეფემ თქვა, ცრემლმორეულმა:„Hehe rait’hmeboi khoja’t st’haanub rasul p’hsar zad,“. რაც თარგმანში ნიშნავს:„შენ სიმართლეს ამბობ ო, ბედნიერო დედოფალო და ძე ღვთისას მოციქუ­ ლო“. –„იმ მრისხანების ხანაში“.&c. პროფესორი მარგოლიუთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელნაწერში დამატებული სიტყვები, რომლებიც ასე იწყება: Hehe... გვიანდელი სპარსულის ტრანსლიტერაციაა და სავარაუდოდ შეესაბამება შემდეგს:„აჰ, აჰ, სიმართლეს ბრძანებ, ბედნიერო დედავ და ძე ღვთისას მოცი­ ქულო“. 54. ჰარმოზიკა, მეფე ბართომის გაშენებული. სტრაბონი, XI. 3. 5; პლინიუსი,„ბუნების ისტორია“. 401 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი 55. ეს ის ხეა, რომლის ქვეშაც მეფე ბართომი იჯდა ხოლმე და ისვენებდა ძალების მოსაკრებად“. საქართვე­ ლოს სამოთხე, გვ.74. 56. ა.ვ.„ევმანუველი თავად გამოგვეცხადა თაბორზე მამის ხატად. 57. შდრ. რუფინუსს. ა.ვ.-ში გამოტოვებულია წარმომავლობა და ტყვეობა. 58. ა.ვ-ში გამოტოვებულია ეს თავი, და ჩანაცვლებულია ნინოს სიზმრით ჩიტებზე(გვ.29) 59. ა.ვ.-ში ეს თავი წინ უსწრებს სვეტი ცხოველის მიერ განხორციელებული სასწაულის ამბავს.(გვ.41). 60. ა.ვ. წერილები მოვიდა რომიდან და ეგვიპტიდან, და ებრაელი მღვდლებისგან და იუდეველი მწიგნობრე­ ბისგან. 61. ა.ვ.„ვინც გვეუბნება:„ის, ვინც თავის თავს ღმერთად მოიხსენიებს დედამიწაზე, ხეზე უნდა ჩამოახრჩონ“. 62. ა.ვ. დასძენს;„და ელიოზის სახლი იყო ქალაქის დასავლეთით, მოგვეთის(ჯადოქრების) ალაყაფთან, მდი­ ნარე კურაზე; და იქ იყო მათი პატარა სასაფლაო, რომლის თავზეც წმ. ნინომ აღმართა ქრისტეს ჯვარი, და მღვდელმა იაკობმა და მთავარდიაკვანმა პროზილამ მონათლეს დიდგვაროვნები სათითაოდ. და მათ იმ ადგილს უწოდეს„მთავართა ნათლობის ადგილი“, და ის ადგილი ყველასთვის კარგად იყო ცნობილი ჩვენ დროს, რადგან ის იდგა დაბლობზე, სადაც არ იყო სხვა შენობები. 63.„იმ დროს მცხეთელი ებრაელები სიძულვილით აღივსნენ ჩემს მიმართ; და მათ მოგლიჯეს ხისებრი გვიმ­ რა,(?)(cilamo) რომელიც საკურთხევლის კართან იდგა და იქაურობას ამშვენებდა, რადგან მისი ტოტები შენობის წინა კედელს შემოხვეოდა.„და იწყეს იქ სიარული, ბარაბელების ოჯახობის გარდა, რომელთაგან ორმოცდაათი სული მოინათლა, და ისინი გახდნენ მცხეთის მცხოვრებლები, და მირიანმა აჩუქა მათ სო­ ფელი სახელად ციხე დიდი. მეფე მათ პატივს სცემდა და ყველანი ქრისტიანები იყვნენ, კურთხეული ნინოს მადლითა და წინამძღოლობით.“(ბარაბელები მოხსენიებულნი არიან„კაბრარიანებად“. 43-ე გვერდზე.) ა.ვ.-ში ამ თავს ეწოდება:„თავი VII, ჩაწერილი სიდონიას, მღვდელი აბიათარის ებრაელი ქალიშვილის მიერ“. ის ასე იწყება:„და მოხდა ისე, რომ უფალმა მოწყალებით მოხედა კავკასიელების ამ მივიწყე­ ბულ ჩრდილოეთის ქვეყანას, სომხითის მთის მცხოვრებლებს, მთისა, რომელსაც ნისლი და დაბლობს კი ცოდვის და უმეცრების ოხშივარი ადგა თავს. და თავს მომდგარ ჩრდილში ვერ აღწევდა ძე ღვთისას ჭეშმარიტების მზე და განათლება და ღვთიური სამართალი; სინამდვილეში მას ეწოდება ჩრდილის ქვეყა­ ნა(შდრ. შენიშვნა I, გვ. 20)...ქრისტეს შობამდე გასული იყო 5100 წელი; მისი შობიდან მის ჯვარცმამდე 33 წელი; ჯვარცმიდან საბერძნეთის მეფე კონსტანტინეს მოქცევამდე 311 წელი; თოთხმეტი წლის შემდეგ კი დედოფალი ნინო მივლინებულ იქნა ამ ჭეშმარიტი სიტყვის საქადაგებლად ამ ჩრდილოვან მთებში, და გა­ თენდა, და შემდეგ გამოანათა დღის დიადმა მბრძანებელმა. ასეთი იყო ჩვენი ისტორია, ო, ქართველებო. რადგან ნათლისკენ ზურგი გვქონდა შექცეული და წყვდიადის მემკვიდრენი ვიყავით. ჩვენ გვიხაროდა და ვკრებდით საუნჯეს, მაგრამ როცა ვგლოვობდით, არ გვყავდა მანუგეშებელი; ჩვენ ვემსახურებოდით შექმნილ კერპებს და არა შემოქმედს. ჩვენი მამები(ე.ი. ებრაელები) ეთაყვანებოდნენ გებალს და გარი­ ზინს, ქერუბიმზე დაბრძანებულებს, და გვერდით არ გვყავდა ღმერთი, არც მოსე, არც მათი ნიშანწყალი, მხოლოდ კერპები და უსულო ქვა. და ქართლის ამ ქვეყანაში იყო ორი მთა, და მათზე იდგა ორი კერპი, არმაზი და ზადენი, რომლებიც ყარდნენ ათასი ახალშობილი ჩვილის ავადმყოფური სუნით, ვისაც მშობ­ ლები მსხვერპლად სწირავდნენ დღემდე. და იყო კიდევ სხვა სამეფო კერპები, გაცი და გა, და მათ მსხვერ­ პლად უფლისწულს სწირავდნენ, რომელსაც ცეცხლში წვავდნენ და ფერფლს თავზე აყრიდნენ კერპებს“. 64. ა.ვ. რომ თორმეტი მეფე ჩავიდა ქვეყნის დასაპყრობად. 65. ტექსტში ნახსენები ებრაელთა დასახლებები, როგორც ჩანს, ასეთი იყო: ბოდი, ბუდი ან ბოდბე კახეთში, სიღნაღის მახლობლად, წმ. ნინოს გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილი: დედათა მონასტერი დღე­ საც არსებობს იქ. კოდის წყარო, ქართლში, პატარა ნაკადულია, რომელიც კუმისის მლაშე ტბაში ჩაედინე­ ბა, მტკვართან ახლოს, თბილისის ქვემოთ. სოფელი კოდა ამ წყაროზეა გაშენებული. ხობი(ა.ვ.-ში სობი, მაგრამ? კორექტურული შეცდომა) – ხობა არის პატარა ქალაქი სამცხეში, ქალაქთან და ძველი თმოგვის ციხის მახლობლად, ახალციხის რაიონი. 66. ა.ვ.„სურსათი” 67. ა.ვ.„ყვითელი“. 68.„მეფეებს ტვირთი თავად მიჰქონდათ“. 69. ა.ვ.„გადაკვეთეს მთები და“. 402 წმინდა ნინოს ცხოვრება 70. ა.ვ.„ახლა ნუ გეშინიათ, ო ებრაელებო; მე, ჰეროდე, ვეძებდი და ვერ ვიპოვე ის ჩვილი, ვერც მისი დედა. მაგრამ ახლა აღვმართე ხმალი ნებისმიერი ორი წლის და ნაკლების ასაკის ბავშვის წინააღმდეგ, და გავა­ ნადგურე ისიც მათთან ერთად“. 71. ა.ვ.„ანა” 72. ა.ვ.„მამის მამა ოზიაი“. 73. ა.ვ.„და ჩავიდა ზაქარიას შვილთან, იოანესთან ერთად მდინარე იორდანთან. იქ მივიდა იერუსალიმის მთელი მოსახლეობა და მათთან ერთად იყო შენი მამის დედის ძმა ელიოს(?ვთოს). და დაინახეს ელვა ცაზე, და მიწა იძრა და მთები შეზანზარდა, და მთები ამღერდა და ზღვა გაირინდა, წყალი ადიდდა – ზა­ ქარკიას ვაჟი გაიქცა, და ჩვენ ყველანი შიშმა და ძრწოლამ შეგვიპყრო; და ხალხმრავლობის გამო ჩვენ არაფერს ვამბობდით ამ ამბის შესახებ“. 74. ა.ვ.„პ/ფასანიკ“. – დედოფალ მარიამის ხელნაწერი;„პ/ფასანგი“. – შიომღვიმის და ნათლისმცემლის ხელ­ ნაწერები:„პ/ფას­ ანიგ“. –„ქართლის ცხოვრება“. და სხვა ვარიანტები:„ჰასანიგ“. ალბათ ყველა ეს სიტ­ ყვა პასენაკის დამახინჯებული ვერსიებია, ანუ სამართლის აღსრულების, ეგზეკუტორის, სამეფო ოფიცრის მცდარი ვერსიები. 75. ა.ვ.„კვართის მგზნებარე დანატრება“. 76. ა.ვ.„ამაზაერი“, მაგრამ ყველა სხვა ვერსიაში ადერკი იყო მეფე ქართლში ქრისტეს სიკვდილის დროს. 77. ა.ვ.„და დედაჩემმა ნინომ იცის, ოღონდ ის არ ამბობს, რადგან ჯერ არ მოსულა გაცხადების დღე. დაე, იკმარონ ნინოს მოწაფეებმა და ქრისტეს მოწამეებმა, რომ კვართი იმ კედარის ხესთან ახლოს მარხია, რომელიც ლიბანიდან ჩამოიტანეს და მცხეთაში დარგეს. 78. ა.ვ.„უხრწნელი“. 79.? ეკლესიის საკურთხეველი მცხეთაში, ასეა აღწერილი მეტაფორულად. 80. ა.ვ. ეს აბზაცი გამოტოვებულია. 81. ა.ვ. ახ.წ.-ით 88. 82. ა.ვ.„ორჯერ და სამჯერ” 83. ა.ვ. არ ამბობს, რომ ჩიტები შავფრთოსნები იყვნენ, არც იმას, რომ გათეთრდნენ. 84. ა.ვ.„შენი შვილები მიმოიფანტნენ” 85. ამ ადგილიდან ხვარაის შემთხვევამდე(გვ.33) ა.ვ. ძალიან მოკლეა, და თითქმის არაფერს ამბობს ამ სას­ წაულებზე. 86. cillici, i.e. cilicium.(ძაძა(ბალნისა); ცხენის ძუის, ან თხის ან სხვა ბეწვისგან დამზადებული ქსოვილი, ჯვალო. ლ.დ. ). 87. ნიმროდი. ბატონი ჯ. რენდელ რაისი ამბობს, რომ სინას მონასტერში, Cod, Arab, No.456, არის ერთი მონაკ­ ვეთი დასათაურებული:„ ქანაანის ძის, ნებროდის ისტორია“. a’ ιστορια νεβροσ υιός Xανααν 88. ანდა უფრო„სვეტი“.„ ნიმროდის წიგნი“ ნახსენებია ვახტანგ გორგასალის„ცხოვრებაში“. 89. ა.ვ.„ხვარასნეული“.(ე.ი. ხორასნელი//ხორასანიდან), დედოფალ ნანას დედის ძმა“.( sneuli ნიშნავს ავადმყოფს.) 90. ა.ვ. ახლა ძირითადად ეთანხმება მომდევნო ტექსტს. ტომი V, ნაწილი I. 91. ა.ვ.„გახდი ერთ-ერთი( nurse) (ძიძათაგანი//აღმზრდელი) ამ პატივსაცემ ქვეყანაში“. 92. ა.ვ.„ხილიეულის, მზის და წვიმის მბრძანებლები“. 93. ა.ვ.„ითრუშანა“. 94. ა.ვ.„ითრუშანა“. 95.„სიმაღლე“, მაგრამ ა.ვ.-ს უწერია„სიმართლე“, ანუ სამართალი. 96. ა.ვ.„თავის გზაზე, და მოგვივლენს მისი რისხვის ხანძრებს“, 97. ა.ვ.„ერთი დღე“. 98. ა.ვ. გამოტოვებულია„და მისი ხალხი“. 99. ამ სიტყვებიდან ვიდრე სიტყვებამდე:„დედოფალი ნანა და მთელი ერი გავიდა გარეთ მეფის შესაგებებ­ ლად“.(გვ.37), ა.ვ.-ის ტექსტში აქ სიცარიელეა, და შევსებულია ნათლისმცემლის და შიომღვიმელის ვა­ რიანტებით. 100. მუხრანიდან ცამეტი მილის სავალია. პატარა ეკლესია ჯერ კიდევ შეინიშნება ამ ადგილზე. 403 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი 101. ა.ვ.-ში გამოტოვებული ადგილის დასასრული. 102. ქინძარა მცხეთიდან ჩრდილოეთით რამდენიმე მილის მანძილზეა, მდინარე ნარეკვავზე, სადაც ის არაგვს ერთვის. ღართა იმავე რაიონშია. 103. ა.ვ.-ში გამოტოვებულია ფრჩხილებში მოთავსებული მონაკვეთი. ა.ვ. დასძენს:„სიხარულით, და იმ მშვე­ ნიერი სასწაულის გამო, რომელიც მოხდა“. 104. ა.ვ.-ში გამოტოვებულია ფრჩხილებში მოთავსებული მონაკვეთი. 105. ა.ვ. ცალკე თავად არა აქვს გამოყოფილი 106. ა.ვ.„მეფე“ 107. ა.ვ. გამოტოვებულია ნინოს ხილვის ეპიზოდი. 108. ა.ვ. დასძენს:„რომელიც იდგება სამარადისოდ//უკუნითი უკუნისამდე“. 109. ა.ვ.„სვეტი, და მის ფესვებში ჩააგეს ეკლესიის საძირკველი“. 110. ა.ვ.„მათი ავი სულებისთვის“ 111. ა.ვ.„ხუარანხუარა“ 112.? ალბათ ეს ნიშნავს, რომ ზოგმა იუდამ ამასობაში მიატოვეს წმ. ნინო. 113. ა.ვ.„დებმა“ 114. ა.ვ.„და ქალები გარეთ გამოსულიყვნენ და მე დავინახე სვეტი“. 115. ა.ვ. აქედან იწყებს ახალ თავს. 116. ა.ვ. არ ამბობს ჭაბუკის სახელს. 117. ა.ვ.-ს აქ ჩასმული აქვს:„და ჭაბუკმა მიუგო:„დიახ, დედოფალო, მე მწამს იესო ქრისტე, ყოველი სულიერის მაცხოვარი“. მერე ნინომ თქვა:„“. 118. ა.ვ. გამოტოვებულია ეს თავი ბოლომდე, და მხოლოდ წერია:„შემდეგ ჩამოვიდნენ ელჩები საბერძნეთი­ დან მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად და დაიწყეს ნათლობა, როგორც წერია ზემოთ“. 119.„ქართლის ცხოვრება“.„არაბელები“. ამბობენ, რომ ბარაბას შთამომავლები იყვნენ. 120. ერუშეთი იყო ერთი მხარე, სადაც მოედინება იმავე სახელწოდების მდინარე, მდინარე მტკვრის სათავის მახლობლად. ერუშეთის ციხე თუ სოფელი ახლოსაა ნაქალაქევთან.„ou etait une ville, aujourdhui simple bourg. La fut batie une belle eglise a coupole, par aun envoye du grand constantin, aux grais de l’empereur. „Wakhoucht, Sescr. Georgie. p. 105; Berge and Bakradze,„Zapiski, p. 100; Hist. de la Georgie, t. t. pp. 121. 195. „კუმურდოსთან, კიდევ უფრო ახლოს მტკვრის სათავესთან არის კიდევ ერთი ეკლესია, რომელზეც ნათ­ ქვამია, რომ აშენებულია კონსტანტინეს წარგზავნილთა მიერ. ბერჟე და ბაქრაძე, Zapiski. p. 85; ვახუშტი, გვ.99, 101, 103; ბროსე, Voy. archeol., II Rapp. p. 166, IV Rapp. p.6 121. მანგლისის ეკლესია ტფილისიდან დასავლეთით, ოცდახუთიოდე მილზე მდებარეობს. ბაქრაძე, გვ.93; ვა­ ხუშტი, საქართველოს აღწერა. p. 171. –„Cette eglise n’a jamais ete ruinee. Au midi de la voute est represente Mahomet sur un lion; on dit ques s’est pour cela que les musulmans l’ont respectee.“ 122. ა.ვ. დასძენს„დაწერილია იაკობის მიერ“(მღვდლის). ა.ვ.-ში იაკობი პირველ პირში წერს. 123. ყველა სხვა ხელნაწერში, გარდა„ქართლის ცხოვრებისა“, წერია„ზამთარი“, რაც კონტექსტის მიხედვით სწორია. 124.„დიდებითა“, შესაძლოა შეეშალათ„დადებითა-ში, რაც ხელნაწერებში გვხვდება, მაგრამ შეადარეთ გვ.47-ს:„მეფის სადიდებლად“. 125. ნაკადულს ეწოდება„ძუძუს წყარო“, და იქ არის პატარა ეკლესია. 126. ა.ვ.„შენი სამეფოს საზღვრებისკენ“. 127. ა.ვ.„განუწყვეტლივ ათი დღის განმავლობაში“. 128. ა.ვ.„გამუდმებით ათი დღის განმავლობაში“. 129. ა.ვ. ამ ადგილის სახელს გვთავაზობს ასე:„ ქრგვი“. 130. ბოდბე კახეთში, ქალაქი ქიზიყის(სიღნაღი) მახლობლად, ასევე იწერება ხან ბოდი , ხან ბუდი . 131. უჯარმა, ადრე ციხე-ქალაქი, კახეთის მეფეთა რეზიდენცია, ახლა სოფელია მდინარე იორზე კახეთში, რო­ გორც ამბობენ, საურმაგის აშენებული(237-161 წწ. ქრისტეშობამდე). 132. ა.ვ.„წმინდა ნონომ“. წმინდანს ხშირად მიმართავდნენ ასე – დედოფალი. 404 წმინდა ნინოს ცხოვრება 133. ა.ვ.„კაცი, ქალი და ბავშვები“. 134. დიდნი, მაგრამ ა.ვ.-ში ვხედავთ„ დედანი“. 135. ა.ვ. აქ დასძენს:„მაშინ წმ. ნინომ მიატოვა ქალაქი მცხეთა და გაეშურა მთიულეთისკენ, რათა სა­ ხარება მიეტანა ველური მხეცის მსგავსი ადამიანებისთვის, და რათა დაემᲮᲝ ᲛᲐᲗᲘ ᲙᲔᲠᲞᲔᲑᲘ. ᲛᲐᲒ­ ᲠᲐᲛ ᲐᲑᲘᲐᲗᲐᲠᲘ, ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲘ ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲘ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲓᲐᲠᲩᲐ – ᲘᲡ ᲘᲧᲝ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲞᲐᲕᲚᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲐᲜᲣᲮ­ ᲠᲔᲚᲐᲓ, ᲓᲦᲘᲡᲘᲗ ᲓᲐ ᲦᲐᲛᲘᲗ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲓᲐ ᲥᲠᲘᲡᲢᲔᲡ ᲓᲐ ᲛᲘᲡ ᲓᲘᲓᲔᲑᲐᲡ, ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲥᲪᲔᲕᲐᲛᲓᲔ“. Ა.Ვ. ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲘᲬᲧᲔᲑᲡ ᲐᲮᲐᲚ ᲗᲐᲕᲡ:„ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲯᲕᲠᲘᲡ ᲐᲦᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲛᲪᲮᲔᲗᲐᲨᲘ ᲓᲐ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲮᲘᲚᲕᲐ“.„ᲓᲐ ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲥᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲛᲝᲔᲥᲪᲐ„ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲝᲑᲐᲖᲔ, ᲡᲐᲑᲔᲠᲫᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲩᲐᲛᲝᲡᲣᲚᲛᲐ ᲛᲦᲕᲓᲚᲔᲑᲛᲐ ᲗᲐᲗᲑᲘ­ ᲠᲘ ᲨᲔᲙᲠᲔᲡ ᲘᲛᲘᲡ ᲗᲐᲝᲑᲐᲖᲔ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲦᲔᲛᲐᲠᲗᲐᲗ ჯვრის ნიშანი; და მათ უთხრეს მეფე მირიანს: „კარგი იქნება ჯვრის ღვთაებრივი ნიშანი აღვმართოთ“. მეფემ და მთელმა ერმა მოიწონეს ეს რჩევა და სიხარულით დათანხმდნენ მღვდლების სიტყვას და სწავლებას. მეფე მირიანმა დაუკვეთა ხის ჯარი. ხუროები მოვიდნენ და საამო სურნელის მფრქვეველი ხე მოჭრეს და მეფემ ბრძანა მისგან ჯვარი გა­ მოეთალათ. მღვდლებმა ასწავლეს, როგორი ფორმა უნდა მიეცათ; და როცა დაამზადეს, ხუროები ეახ­ ლნენ მეფეს და უთხრეს:„ჩვენ დავამზადეთ ჯვარი მღვდლების დარიგების შესაბამისად“. გახარებული მეფე წამოდგა და მთელმა ხალხმა იხილა ჯვრის ფორმა, და დიდად გაოცდნენ და განადიდეს უფალი. მაშინ მეფე ჩაფიქრდა და გაიხსენა – იმ დღეს, როცა მთაზე ავიდა და სრულიად ჩამობნელდა, როგორ დაინახა ჯვრის ფორმის დიდებული ბრწყინვალება. შემდეგ მეფემ უამბო მღვდლებსა და მთელ ხალხს თავისი ხილვის შესახებ, თუ როგორ გაფანტა ჯვრის ნიშანმა წყვდიადი მის თვალწინ. როცა ხალხმა მოისმინა მეფის ამბავი, უფრო და უფრო გაუმყარდათ იესო ქრისტეს და მისი ჯვრის ნიშნის რწმენა და ყველამ ერთხმად თაყვანი სცა და განადიდა ღმერთი. შემდეგ მეფემ დაარიგა ხალხი, რომ მათ უნ­ და აღემართათ ჯვრის გამოსახულება სხვადასხვა ადგილას, და ბრძანა, რომ ყოველი ჯვარი იქ უნდა აღემართათ, სადაც მართებული იქნებოდა და არა სადაც მოესურვებოდათ. იმ დროს მეფე მირიანმა ლოცვა აღავლინა და თქვა:„ო, უფალო იესო ქრისტევ, რომელიც გიწამეთ ამ ტყვე ქალის მეოხე­ ბით, და შენმა მღვდლებმა გვასწავლეს – შენ, რომელმაც დაიმდაბლე თავი, და შენი თავმდაბლობით შეიმოსე მონათა სამოსით, შენ, რომელიც ჩამობრძანდი შენი მამის კურთხეული წიაღიდან, შენ, ვინც მიატოვე ჩვენი გულისათვის შენი სამეფო გვირგვინი, ბრწყინვალება და ძალაუფლება, და შეხვედი უბიწო ქალწულის საშოში და შემდეგ ჯვარს გაცვა პონტიუს( პონტოელი) პილატემ, და დაგფლეს მი­ წაში და მესამე დღეს აღსდექი, და აღასრულე ყოველი, რაზეც წინასწარმეტყველები გვეუბნებოდნენ, ამაღლდი ზეცად და დაბრძანდი ხელმარჯვნივ მამისა, და კვლავაც უნდა მოევლინო ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად – შენ დაგვიტოვე შენი ჯვრის ნიშანი მტრის უხილავი ხლართების გასანად­ გურებლად; სასწაულებრივად განგვმსჭვალე შენი შიშით, რათა დავეხსნათ ეშმაკს, რომელსაც ჯაჭვით ვყავდით დაბმული დასაღუპავად. მაგრამ ახლა, ო, ღმერთო, ჩვენო მაცხოვარო, გაგვხადე ღირსი და გვიჩვენე ადგილი, სადაც შენი ჯვრის ნიშანი უნდა აღიმართოს, რათა მან თვალხილული გახდეს ჩვენი მოძულეებისთვის, და რათა შერცხვეთ; რადგან შენ, ო, ღმერთო, შენ ხარ ჩვენი მხსნელი და ნუგე­ შისმცემელი“. და იმ ღამის შემდეგ უფლის ანგელოზი მოევლინა მეფე მირიანს ხილვაში და უჩვენა მთა მდინარე არაგვზე, მცხეთის მახლობლად, და უთხრა მას:„ეს არის ღმერთის მიერ არჩეული ადგილი; იქ უნდა აღმართო შენ ჯვრის ნიშენი“. და ინათა თუ არა, მეფე მირიანმა უთხრა მღვდლებს, როგორ იხილა ანგელოზი, და მისი ნათქვამი, და ის მთა, რომელიც მან უჩვენა მეფეს. როცა შეიტყვეს მეფის ხილვის ამბავი და იხილეს ის ადგილი, გაიხარა მთელმა ერმა. სიხარულითა და სადიდებელი გალობით ყველა მთავარმა აიღო ჯვარი, და ერთხმად აიტანეს და აღმართეს მთაზე მცხეთის მახლობ­ ლად, აღმოსავლეთისკენ, აღდგომის კვირა დღეს. და როცა ჯვრის ნიშანი აღიმართა ქართლის მიწაზე, ქართლის ყველა კუთხეში უეცრად დაეცა და დაიმსხვრა კერპები მთელი ქვეყნის საზღვრებში, და სა­ ლოცავებიც განადგურდა. როდესაც ეს გასაკვირი საქმე და სასწაული ჯვრის ძლევით განხორციელდა, კიდევ უფრო განცვიფრდა ხალხი, და განადიდეს უფალი და თაყვანს სცემდნენ პატიოსან ჯვარს სი­ ხარულით“. 136. ა.ვ.„ძლევამოსილი“. 137.„და თორმეტ ანგელოზს გვირგვინის ფორმის წრე შეეკრა მის ირგვლივ“. 138. ა.ვ. და მათ აღაშენეს ეკლესიები 405 მარჯორი უორდროპი, ჯ. ო. უორდროპი 139. ა.ვ.„ელვარე//მანათობელი//კაშკაშა ალივით//სხივივით ენთო ჯვრის თავზე“. 140. ა.ვ.„დიდად გაიხარეს და მთელი დედამიწა შეირყა; და მთებიდან, გორებიდან და ხევებიდან საამური სურნელის მფრქვეველი ნისლი ავიდა ცამდე და კლდეები დაიმსხვრა. და მძაფრი სუნი დატრიალდა მთელს მიწაზე... და ძლიერი ხმები გაისმა და მთელმა ერმა შეიმეცნა გალობის ხმა, შეშინდა და გაოცდა ძლიერ. შიშითა და ძრწოლით თაყვანი სცეს პატიოსან ჯვარს და დიდი სიხარულით განადიდეს უფალი“. 141. ა.ვ.„ღვთისმოშიში კაცი“. 142. ა.ვ.„რევის ვაჟიშვილი“. 143. ა.ვ.„დაეცა“. 144. ა.ვ.„ღონემიხდილი//უსულო“. 145. ა.ვ.„ღონემიხდილი//უსულო“. 146. ა.ვ.„სამი“. 147. ა.ვ.„თუკი ვინმე თხოვნით მიმართავდა მცხეთის წმინდა ჯვარს ცხარე ბრძოლის დროს, ჯვარი მყისვე ევლინებოდა მხსნელად მტერთან გამკლავებაში“. 148. ა.ვ.„ეს აღწერილია უფლის და პატიოსანი ჯვრის სადიდებლად და რათა ყველამ თაყვანი ვცეთ მამას, ძეს და სულიწმინდას, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“. 149. ა.ვ. გამოტოვებულია„და ეპისკოპოსი იოანე“. 150. ქართლის ცხოვრება:„წ/ცორბანი“(?). ხსენებული ადგილი ალბათ არის წობენი, არაგვიდან შვიდი მი­ ლით და მცხეთის ზემოთ თხუთმეტი მილით დაშორებული. 151. მთიულეთი არის მხარე(იგივეა, რაც“the highlands“. გუდამაყრის და არაგვის გადაკვეთაზე. 152. ჭართალი, მდინარე და მთა არაგვის დასავლეთით, მთიულეთის სამხრეთით. 153. ფშავთა და ხევსურთა ძველი სახელი, ისინი თეთრ არაგვზე სახლობდნენ, მთიულეთიდან და გუდამაყ­ რიდან აღმოსავლეთით და თიანეთიდან ჩრდილოეთით. 154. შავი არაგვის შესართავთან. 155. ჟალეთი, ან ჟალიეთი, მდინარე იორზე, თიანეთში. 156. ანუ, მცირე თიანეთი, თიანეთის სამხრეთით და საგურამოს აღმოსავლეთით. 157. კახეთის უკიდურესი ჩრდილოეთით. 158. აბიბოსი, ნეკრესის ეპისკოპოსი, სირიელ მამათაგან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოში მეექვსე საუ­ კუნის შუა წლებში ჩამოვიდა. 159. ა.ვ. არ ახსენებს სუჯის. 160. ა.ვ.„ღმერთთან ახლოს მდგომნო, ჩემო დედოფლებო“. 161. ბ-ნი კონიბეარი ამბობს, რომ ქრისტიანი სომხებისთვის სპარსელებთან ომში გავრცელებული იყო ამ უკანასკნელთათვის დაელევინებინათ წყალში გარეული ნაღვერდალი/წიდა“. 162. გვ.36-37 ლათინური ტექსტის თარგმანია: Rufinus,‘Ecclesiastical History,’ Bk. II, ch. vii, in the Migne’s ‘Patrologia,’ t. xxi. 480-482(the following from Auctores Hist. Eccl. Basiliae,’ 1544, pp. 225-226). 163. სიტყვა ევადაგი არ არის განმარტებული. ამ ხელნაწერში ბევრი ბუნდოვანი მონაკვეთია. 164. ამ ადგილზე ერთი ფურცელი აკლია ამ ხელნაწერს. 165. ეს მონაკვეთი ფრჩხილებში შევსებულია„ქართლის ცხოვრებიდან“. ის, რომელიც მას მოჰყვება, ნი­ ნოს ლოცვის ბოლომდე, იგივეა, თითქმის სიტყვასიტყვით, და აშკარად იმავე ხელნაწერიდან უნდა იყოს ამოღებული. 166. პატარა რაიონი საგურამოს აღმოსავლეთით. ძალეთი არის ერწოში. 167.? მირდათ III, ქართველი, ბაკურის ძმა(ა.წ. 365-379 წწ.) 168.„ქართლის ცხოვრება“.„მაგრამ წმ. ნინო გაემზადა რანში წასასვლელად, ფეროზის მოსანათლავად, და როცა მიუახლოვდა სოფელ ბუდის კახეთში, დარჩა იქ რამდენიმე დღით; და კახეთის ხალხი მოდიოდა მასთან, კითხვებს უსვამდა და ნინომ ბევრი იმოწაფა. 169.? ჩვენი აზრით,„ამაღლებიდან“. კი არა, უნდა წავიკითხოთ„დაბადებიდან“. 170.„ქართლის ცხოვრება“.„ ბაქარი, ან ბახარი, მირიანის ძე“. 171.„ქართლის ცხოვრებაში“. რევი მირიანზე ადრე კვდება.„ქართლის ცხოვრება“. ამბობს:„მეფე მირიანის მოქცევიდან, ოცდამეხუთე წელს(სომხური ქრონიკა – Chronique armen.‘thirty-fifth’) გარდაიცვალა მისი 406 წმინდა ნინოს ცხოვრება ვაჟი რევი, სომეხთა მეფის სიძე, რომელმაც თავისი სამეფო თავისსავე სიცოცხლეში უბოძა მას. ის(რევი) დაიკრძალა აკლდამაში, რომელიც თავად ააგო“. 172. კახეთის აღმოსავლეთი. შდრ. სტრაბონი, გვ.5. 173. იხ. მის უორდროპის წინასიტყვაობა, გვ.4. 174. ისტორიულად აღწერილი ბოლო მოვლენა არის კონსტანტინეს წარმატებული ომი მიჰრანთან, იბერიის მეფესთან, რომლის დასრულებისას კონსტანტინემ ბაჰქარი, მიჰრანის ვაჟი მძევლად აიყვანა, და სომხე­ თის მეფე თრდატმა, მისი ქალიშვილი ბეოუნი(გათხოვების შემდეგ სალომედ წოდებული) მიათხოვა მიჰ­ რანის ვაჟს. სომხური ტექსტი ემთხვევა ჯუანშერის დაბეჭდილ ტექსტს. 175. სომხურად‘u/virk/q’ ქართველს ნიშნავდა. ბოლო ასო‘ქ’ მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელია და ცხადი ხდება მისი კავშირი იბერიელებთან. ქართველები თურუში სომხებს იცნობდნენ სახელით სომხური, ბერ­ ძნებს, ელინელებს სახელით – წარმართები და ბერძნულ ენას, როგორც ბერძნულს. 176. ნინო სამ წელიწადს იყო მცხეთაში, როცა სალომეს უამბო თავისი თავგადასავალი. ტექსტში შეცდომით წერია„თვე“, რომელიც მე შევასწორე და დავწერე„წელი“. იხილე გვ.75(23). 177. ასევე იწერება„ნიოფორი“. სომხურში არ ჩანს, ეს პიროვნება ქალი იყო თუ კაცი. შესაბამისად, ცხადი მხო­ ლოდ ისაა, რომ ამ სახელით ერთი ადამიანი იყო და არა ორი, და რომ ის(ქალი თუ კაცი) დვინიდან იყო, ძველი სომხური ქრისტიანული ცენტრიდან, არაქსზე, არტაქსატის მახლობლად. 178. ე.ი. ფიცს აძლევდნენ იმ ღმერთებს. ნინოს საქმეთა ეს ნაწილი გასაოცარი სიზუსტით გამოირჩევა ტოპოგ­ რაფიის თვალსაზრისით, იმდენად, რომ შესაძლებელია მათი შემოწმება სხვა ალუზიებშიც. 179. სომხურ ვარიანტში გამოტოვებულია ეს ათი წინადადება. ეს ისეთი სახელმძღვანელოა, როგორიც მონტა­ ნისტ წინასწარმეტყველ ქალს შეიძლება ეტარებინა თან. 180.(Xisuthrus) სისოუთრასი – ეს სახელი ჩვენ გვეცნო, რადგან ბეროსუსს გამოუყენებია. მაგრამ ქართული ამახინჯებს ეუსებიუსის ჟამთააღწერას თუ ინარჩუნებს დამოუკიდებელ ადგილობრივ ტრადიციას, რო­ მელსაც ბეროსუსი ინარჩუნებს, ბუნდოვანია. მე უნდა ვივარაუდო, რომ ნიმროდის წიგნი მიახლოებული ქართული წყაროა. 181. სომხური სიტყვა უფრო ზუსტად„ფიჭვის“. ყლორტს ნიშნავს. 182. ნიებაზი განუმარტავია. ეტყობა, ქართული სიტყვა ემბაზა გადმოიტანეს ქართული ტექსტიდან. სომეხ მთარ­ გმნელს ის საკუთარ სახელში აერია, რაც=„ნათლობას“ ნიშნავს. 183. სომხურ ვერსიაში წერია მოგთა, რაც ქართულის მრავლობით რიცხვს შეესაბამება.( ლ.დ. აქ ავტორი ლათინური ვერსიით წერს მრავლობითში ამ სიტყვას„Magi“. 184. ნიმროდის წიგნი არაერთხელაა ნახსენები თარონელი პავლეს წერილში თეოფისტუს ბერძენის წინააღ­ მდეგ; ეს წერილი არის მეთერთმეტე საუკუნის ძეგლი, იმ დროისა, როცა ეს აპოკრიფი ჯერ კიდევ გავრცე­ ლებული იყო სომხეთში; ჰარისი აცხადებს, რომ სინას მთის არაბულ ხელნაწერში, №435, ინახება„ნიმრო­ დის ისტორია“. ალბათ ეს არის ხსენებული აპოკრიფი. 185. სომხ. კიტოსი, ანუ, ბერძნულად: κητος 186. ეს დეტალი არ არის ქართულ ვერსიაში, და დანამდვილებით სომეხი მთარგმნელის დამატებულია. 187. სხვაგან ყველგან წერია სიდონია. შეუძლებელია ითქვას, საკუთარი სახელების მართლწერა სომხურ ვა­ რიანტში და ჩემ მიერ შენარჩუნებული თარგმანში, ნაკარნახევია ქართული ორიგინალით თუ უბრალოდ სომხური ტრადიციით. თუ ისინი ქართულშიც ასეა, შესაძლოა იმის გამოა ასე, რომ მიგვანიშნოს, რომ სირიაკის(ძველი სირიული ენის დიალექტი) ან ებრაულის თარგმანია, რომელშიც ხმოვნები არ იყო გა­ მოხატული. 188. ქართულ თარგმანში„კავკასიის მთიულები“, რომელიც ალბათ სწორი ტექსტია. 189. სომხურად Quartes yev melan, რომელიც არის chartas და μελαν ბერძნ. ამ სიტყვებს სომხები საწერი მა­ სალის აღსანიშნავად იყენებდნენ მეათე საუკუნეში. თუნდაც იგივე სიტყვები რომ ყოფილიყო ჯუანშერის ქართულ ტექსტში, ეს არ იქნებოდა იმის მიმანიშნებელი, რომ ის ტექსტი იყო ბერძნულიდან ნათარგმნი. თვეების ლათინური სახელების გამოყენება უფრო ლათინურ ორიგინალზე მიუთითებს. 407 ოდეტ კენი, 1923 ლუიზა ლაფერაძის რეპროდუქცია 408 ოდეტ კენი ოქროს საწმისის ქვეყანაში (დამოუკიდებელ, მენშევიკურ საქართველოში) ამ პირველ ტომს, რომელშიც აღწერილია საქართველო, დიდი სიყვარულით ვუძღვნი ქართველ თავადსა და კაპიტანს, გიორგი (გრიგოლ) წერეთელს; მსურს ამგვარად გამოვხატო მოწიწება მისდამი და პატივი მივაგო ამ ჩინებულ ადამიანს, რადგანაც ფარდა ახადა ყველაფერს და ცხადლივ დამანახა თავისი ერის განუზომელი ღირსებანი, როცა ჩვენი საამური კავშირით ვტკბებოდით; სწორედ ამ ღირსებათა წყალობით, კიდევ უფრო ძლიერ შემიყვარდა მისი შინაგანი სამყარო, შემიყვარდა თავაზიან, სანდომიან, სიყვარულის ღირს მამაკაცთა მოდგმა, რომლის სათაყვანო განსახიერებაა გრიგოლ წერეთელი. წინასიტყვაობა საქართველო აღმოვაჩინე 1920 წელს, მაშინ, როცა დამოუკიდებელი, სოციალდემოკრატიული რესპუბლიკა იყო; ქართველი ხალხის სამშობლოს მართავდა მენშევიკური მთავრობა, რომელსაც დეფაქტოდ აღიარებდა ევროპა. ამ ქვეყა­ ნას დაახლოებით სამ მილიონ ნახევარი მოსახლე ჰყავს; მთელ საქართველო­ ში ქრისტიანობაა გავრცელებული, თუმცაღა, სამხრეთ ნაწილის თითო-ოროლა პროვინცია მუსლიმანურია; ესაა ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთა შორის, ყველა­ ზე მეომრული წარსული რომ აქვს ამქვეყნად; მთელი თავისი ისტორიის განმავ­ ლობაში თავგამეტებით ებრძოდა სპარსელებს, თურქებს, თათრებს, ქურთებს, მონღოლებს, ყიზილბაშებს და იმ ტომებს, კავკასიის ჩრდილოეთიდან რომ ეს­ ხმოდნენ თავს ჯოგებივით. 1783 წელს ეს ხალხი მოუთმენლად ელოდა რუსეთის მხარდაჭერასა და თანადგომას, რადგან ერთადერთ საყრდენად ეჩვენებოდა ეს ქვეყანა; ამიტომაც, დადეს ტრაქტატი, რომელსაც ხელი მოაწერეს ქართველთა მეფემ, ერეკლე მეორემ და რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე მეორემ; ამ შეთან­ ხმებამ საქართველოს ყველა უფლება და სრული შიდა სუვერენიტეტი შეუნარჩუ­ 409 ოდეტ კენი ნა; მაგრამ 1801 წელს, რუსეთის„ცარმა“ გააუქმა ის დოკუმენტები და შეთანხმებე­ ბი, საგარეო პროტექტორატს რომ უზრუნველყოფდა; რუსეთის მეფემ ტრაქტატით დადგენილი ალიანსი და მოკავშირეობა გადააქცია უბრალო, დაუფარავ, წმინდა წყლის ანექსიად. ამ ბატონობამ 1917 წლამდე გასტანა; როგორც კი რუსეთში მოუ­ ლოდნელად დატრიალდა რევოლუციის ქარცეცხლი, კავკასიამ გადააგდო სლავ­ თაგან დადგმული მონობის უღელი, დაამსხვრია ბორკილები, ეზიარა ნანატრ თავისუფლებას, შეეცადა, ჩამოყალიბებულიყო ფედერაციულ რესპუბლიკად, რომლის მართვის სადავეებსაც ხელთ იგდებდა ამიერკავკასიის სეიმი, ანუ არ­ ჩეულთა პოლიტიკური ასამბლეა. მათმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ, შემართებამ და ძალისხმევამ ნაყოფი ვერ გამოიღო, ამაოდ გაისარჯნენ, ფუჭად ჩაიარა ყოვე­ ლივემ და 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქართველი მენშევიკები, რომელთაც მეზობლები გამუდმებით ესხმოდნენ თავს და წამდაუწუმ აწიოკებდნენ, ბოლშევიკური რუსე­ თი ემუქრებოდა, ევროპამ კი სულ მთლად აქცია ზურგი და მიატოვა, სამი წლის განმავლობაში იბრძოდნენ, გმირული სულისკვეთებით განმსჭვალულნი, ძალღონეს არ იშურებდნენ, რათა დაემკვიდრებინათ წესრიგი, ჩამოეყალიბებინათ ვაჭრობის ქსელი და სტაბილურობა შეემატებინათ თავიანთი პოლიტიკისათვის. ქართველმა მენშევიკებმა არა მხოლოდ დააარსეს სოციალისტური და დემოკრა­ ტიული რესპუბლიკა(თვით ხალხი დაეხმარა მათ ამ საქმეში; ხალხი, რომელიც, იქამდე არსებული ფეოდალური რეჟიმის მიუხედავად, თავისი ტემპერამენტიდან და ზნე-ხასიათიდან გამომდინარე, მუდამდღე მთელი არსებით მიელტვოდა, გა­ მალებით ესწრაფვოდა ყველაზე კეთილშობილური, ამაღლებული და დიადი სო­ ციალისტური მიზნების ხორცშესხმას), არამედ სისხლისღვრის გარეშე მოახერხეს შესანიშნავი, მართლაც რომ ჩინებული აგრარული რევოლუციის ბრწყინვალედ დაგვირგვინება – შვიდ ჰექტარამდე შეამცირეს თვალუწვდენელი ადგილ-მამუ­ ლები, სამფლობელონი; სახალხო საკუთრებათა ნუსხაში შეიტანეს გასხვისებული ტყეები, გაყიდული, დაუმუშავებელი, გაოხრებული და გავერანებული მიწები; წა­ მოიწყეს ნაციონალიზაცია, კერძო მესაკუთრეთათვის გადაცემული ქონების ჩა­ მორთმევა; გლეხები დაამშვიდეს და დაარწმუნეს, რომ საბოლოოდ გახდებოდ­ ნენ თავიანთი ყანების მესაკუთრენი. რაკი ამ მეტად პროგრესულმა, ტოლერან­ ტობით, გულწრფელობითა და შემწყნარებლობით განთქმულმა მთავრობამ ვერ მიაღწია წარმატებას, მარცხი იგემა და ხელი მოეცარა, სავსებით სამართლიანი იქნება, დაჟინებით გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მას კაციშვილმა არ გაუწოდა დახმარების ხელი; რომ არ დაანებეს საკუთარი საშინაო პროგრამის სრულ სიმ­ შვიდესა და სიმყუდროვეში განხორციელება; რომ საგარეო მოვლენებმა შთან­ თქეს და წალეკეს ყოველივე... 1921 წლის თებერვალში, პარიზის მოკავშირეთა­ შორისმა კონფერენციამ დე იურე აღიარა საქართველო; დაახლოებით, ორი 410 ოქროს საწმისის ქვეყანაში კვირის შემდეგ რუსი კომუნისტები სათავეში ჩაუდგნენ თავიანთ წითელ რაზმებს და დაიძრნენ საქართველოსაკენ; წითელმა არმიამ დაიპყრო ეს პატარა ქვეყა­ ნა. მენშევიკების მთავრობა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გამაგრებული დედაქალაქში, ტფილისში, უძალიანდებოდა მტერს და არ ყრიდა ფარ-ხმალს; სწორედ დედაქალაქის მისადგომებთან შეაკლეს თავი დამპყრობელ წითლებს საქართველოს სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა; გმირული, საუცხოოდ დიადი და მომნუსხველი იყო მათი თავგანწირვა; მერე მენშევიკებ­ მა უკან დაიხიეს, ერთმანეთის მიყოლებით დათმეს ქალაქები; ასე გაგრძელდა მანამ, სანამ არ მიადგნენ ბათუმს, შავი ზღვის პირას გადაშლილს... დაახლოე­ ბით მარტის დამლევს განეშორა, იმ ქალაქის პორტს და კონსტანტინეპოლისა­ კენ გაცურა. თითქმის აღარ უბრძოლია ქართულ არმიას, რომლის დაქსაქსულ ნაწილებსაც მეტად უხეირო მეთაურები ჰყავდა, საკმარისი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა და, გარდა ამისა, დემორალიზებული, სულ მთლად მხნეობადაკარგუ­ ლი ჩანდა ხელისუფლების უკან დახევისა და ბრძოლის ველიდან გაქცევის გამო; ტფილისის მისადგომებთან გაჩაღებული შეტაკებების შემდეგ დაყარა ფარ-ხმალი და აღარ შეჰბრძოლებია მტერს, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველ მეომრებს... და საქართველო მოესწრო იმ დღეს, როცა სხვებმა საბ­ ჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს და მისი მართვის სადავენი მოსკოვმა იგდო ხელთ. ახლა, როცა ამ ტექსტს ვწერ, რუსული ბოლშევიზმი ფესვს იდგამს ამ სულ­ გრძელი, ხელგაშლილი, გულუხვი, მამაცი, დიდსულოვანი, თვალწარმტაცი, მშვე­ ნიერი, მომხიბვლელი, რაინდული სულისკვეთებით განმსჭვალული, ყველასაგან გამორჩეული ხალხით სავსე პაწაწინა ქვეყანაში, რომლის მკვიდრთაც სიბილ­ წის ნატამალი არა აქვთ; იგი იმსახურებს ბედნიერებას, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს ქვეყანა შემოიჭრა ჩემს გულში, ძალზე ღრმად შემოიჭრა და საუკუნოდ დაიდო ბინა იქ; გზნებითა და სიცხოვლით აღვსილი, გავამხელ ჩემს იმ ყველაზე გულდამწველ ნატვრას, საქართველოს რომ უკავშირდება; აი, ასეთია ჩემი სანუკვარი, მხურვალე წადილი: დაე, ახალმა მმართველობამ შეუნარჩუნოს საქართველოს ის დამოუკიდებლობა, რომელსაც ასეთი უსაზღვრო აღტყინებით, ესოდენ მგზნებარედ და გატაცებით ესწრაფვის ეს ხალხი, გააფთრებით ებღაუჭე­ ბა ამ საუნჯეს და ვერაფრის ფასად ვერ თმობს; დაე, მისცენ ამ ქვეყანას აყვავების, აღორძინებისა და გაფურჩქნის შესაძლებლობა, რადგან ამას სავსებით სამარ­ თლიანად იმსახურებს. 411 ოდეტ კენი ოქროს საწმისის ქვეყანაში კარი პირველი თავი პირველი კახეთი კავკასიაში პირველად მოგზაურობისას, საქართველოს აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაშლილი პროვინციების შემოვლისას დიდ სირთუ­ ლეებს წავაწყდი – ვიყავი კახეთში, თუშეთში, გარეკახეთში, ჩრდილოეთ ფშავში, შუაგულ ფშავსა და ხევსურეთში... დაბრკოლებებით დაიწყო ჩემი ქართული ოდი­ სეა; თავიდანვე წინააღმდეგობებს შევეჩეხე; ეს ჭეშმარიტ და უტყუარ წინასწარ­ მეტყველებად მეჩვენა; თითქოს ამგვარი სიძნელეები უთუოდ ავის მომასწავებელი ნიშანი იყო, რაღაც ცუდს რომ მიქადდა და მიმახვედრებდა, რა მოჰყვებოდა ამ ნავ­ სიან დასაწყისს. 1920 წლის 25 მაისს, დილაადრიან უნდა გავცლოდი დედაქალაქს, ტფილისს და წავსულიყავი კახეთში, ქალაქ თელავში; ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი დანიშნულების ადგილი; შუაღამისას, როცა ის-ის იყო, უნდა მოვრჩენი­ ლიყავი უნაგირზე დასამაგრებელი ტყავის ბუდეების გავსებას, დოდიმ დააკაკუნა კარზე; მერე შემოაბიჯა ჩემს დროებით სამყოფელში – სასტუმროს იმ ნომერში, სა­ დაც ვფუსფუსებდი. დროებით ჩემს საკუთრებად ქცეულ დივანზე ჩამოჯდა, სიგა­ რეტს მოუკიდა – როგორც ყველა კარგი და გულადი ქართველი მამაკაცი, დოდი ას ღერ სიგარეტს მაინც ეწეოდა(ასე მგონია) ყოველ ცისმარე დღეს და მითხრა: – მოვედი, რათა ძალზე ცუდი ახალი ამბავი გაუწყოთ. ხევსურეთის დეპუტატმა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დავტოვე კლუბში, მაცნობა, რომ მთელი თუ­ შეთი ააოხრეს და ააწიოკეს ავაზაკებმა, ამიტომაც, შეუძლებელი იქნება იმ გზის გავ­ ლა თქვენთვის და ქალბატონი ოდეტისათვის. დოდი – ასე ვუწოდებ ლეიტენანტ თავადს, დავით ჭავჭავაძეს... ეს კაცი იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეცამეტის შთამომავალი და იმ სა­ ხელგანთქმული თავადის ასულის შვილთაშვილი, რომელიც ჩერქეზეთის ემირმა, შამილმა, ტყვედ ჩაიგდო და გაიტაცა მშობლიური მხარის მთებში, როცა მართლა ეპიკური ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული რუსეთის იმპერატორის წინააღმდეგ... სა­ ქართველოს სამხედრო სამინისტრომ სწორედ მას მიანდო ჩემი მფარველობა, 412 ოქროს საწმისის ქვეყანაში საიმედო დამცველად მომიჩინა და დაავალა, ამალის წევრივით ედევნებინა თვალყური ჩემთვის, ვიდრე არ დავასრულებდი ჩემს დაუვიწყარ მოგზაურობას. ოცი წლის იყო, აშოლტილი, ტანკენარი, მოქნილი, სხარტი, მოხდენილი, სალუქი, მიმ­ ზიდველი და მომხიბვლელი; ისეთი იერი ჰქონდა, იფიქრებდით, ლარივით სწორ, ცადაზიდულ ყლორტივით ამოიზარდა მიწიდან და აიყარა ტანიო. მისი სავსე, ბადრი სახე ერთდროულად მომნუსხველად მშვენიერიც იყო და ბავშვურიც, ქალურად ნა­ ზიც, სათუთიც და ალერსიანიც; ალბათ, სწორედ ასეთი სახე ექნებოდა რამდენიმე საუკუნის წინათ შობილ ტოსკანელ პაჟს: შვენოდა მხიარული, ცოცხალი, მოციმცი­ მე, ნუშისმაგვარი, ყავისფერი თვალები და თვალწარმტაცი ბაგე, რომელსაც თით­ ქოსდა წრფელი, დაუფარავი, მოურიდებელი ავხორცობის, ჟინისა და ვნების დამღა ემჩნეოდა; მის ტუჩებზე ეშვებოდა ბრიტანულ ყაიდაზე დაყენებული პაწია, განუყრე­ ლი ულვაში, რომელიც უცილობლად მოგხვდებოდათ თვალში; სწორედ ასეთი ულ­ ვაშები აქვთ ინგლისელ სამხედროებს; ომის შემდეგ დამკვიდრდა ეს მოდა; ოფი­ ცერთა უმეტესობამ გადმოიღო ულვაშის ასე დაყენების წესი. შემდგომში ხშირად ვსეირნობდით ერთად, თვალუწვდენელ მანძილს ვფარავდით ფეხდაფეხ, ვტკბე­ ბოდით ხანგრძლივი ლაშქრობებით; როცა გაღვიძებას დავასწრებდი, საწოლშივე წამოვჯდებოდი ხოლმე, რათა უკეთ მემზირა მისთვის; მეცქირა, როგორ გაშოტილი­ ყო ჩვენი საერთო ოთახის მეორე ბოლოში. მისი ყმაწვილკაცური სილამაზე მომა­ ჯადოებელ სანახაობად მეჩვენებოდა, განუწყვეტლივ უჩვეულოდ მიჩუყებდა გულს, მართლაც რომ საკვირველად მაღელვებდა; ასეთი რამ მემართებოდა მე, იმ ადა­ მიანს, რომელსაც არასოდეს, არასოდეს უცხოვრია ბავშვებთან ერთად ერთ ჭერ­ ქვეშ; დღემდე არც ერთ ბავშვს არ ვიცნობ კარგად; ერთ მათგანთანაც კი არ მქონია სიახლოვე. გასაოცარი სიცხადით და განსაკუთრებით ხშირად მაგონდება ამგვარი დოდი: სძინავს თავჩაქინდრულს, სულ უცვლელ პოზაში წევს, მთელი ძალით დაჰ­ ყრდნობია იმ მარცხენა მკლავს, ბალიშის ქვეშ რომ შეუცურებია; ეს ფაფუკი და სა­ თუთი სიმრუდე ისეთი საამოა, ვით ანტიკური ლარნაკის სახელური. არც კი ვიცი, რა უფრო ეამებოდა თვალს: მისი უძრავი, მოშიშვლებული, თაღივით მორკალული მკლავის ცქერა, თუ მისი თოვლივით თეთრი გულმკერდის თვალიერება, რომლის ჰარმონიული, ნატიფი ღარებიც სახისაკენ მიიწევდნენ; მაგონებდა ხის იმ ტოტს, რო­ მელიც კოხტად ჩამოკონწიალებული ნაყოფით ბოლოვდება; ან იქნებ თვით მისი სახე ატყვევებდა მზერას ყველაზე მეტად? სახე, ძილისაგან შარავანდედით გაცის­ კროვნებული, სულიერების ნატიფი საბურვლით მოსილი, ერთგვარი კრძალული ნეტარებით, კეთილგონივრული, დაურვებული, ბრძნული განცხრომით გამშვენიე­ რებული, იმ ჯადოსნური ათინათით შემკული, ოქროცურვილი თაფლისფერი რომ დაჰკრავდა; აი, ასეთი საკვირველი ფერის არილი ციმციმებდა ჩვენს ოთახში, რო­ მელიც ოდენ ნახევრად გაეჩირაღდნებინათ მზის კაშკაშა სხივებს... თუმცაღა, დღე რომ მოაწევდა, ყველაფერი შეიცვლებოდა ხოლმე – დოდი გაუჩერებლად მღერო­ 413 ოდეტ კენი და, ყვიროდა, მხედრისათვის ჩვეულ გულადობას, ცხენოსნისათვის შესაფერ სი­ მამაცეს, გაბედულებას, შეუპოვრობასა და უშიშრობას ამჟღავნებდა, ტრაბახობდა, ყოყოჩობდა, იკვეხნიდა, ბაქიაობდა, უპასუხისმგებლობას იჩენდა – ერთი სიტყვით, ერთობ თვალსაჩინო განსახიერება გახლდათ იმ თანამედროვე ქართული არის­ ტოკრატიისა, რომელსაც უდავოდ აქვს პატივი, დეკორატიულ არისტოკრატიად იწოდებოდეს, მაგრამ, მიუხედავად ამ დეკორატიულობისა, გული ამიჩვილა, აღმაფ­ რთოვანა და მომაჯადოვა. სწორედ იმათგან მოსდგამდა დოდის ასეთი აზროვნება, სულისკვეთება, წმინდა წყლის უმეცრება და უსაზღვრო შეუგნებლობა(ამასთანავე, ჰქონდა წარუხოცელი გალანტურობა, გულადობა და სიმამაცე, რომელიც არასოდეს ღალატობდა); იოტისოდენადაც კი ვერ იაზრებდა, რა ფასი ჰქონდა მიცემულ სიტ­ ყვას, ნაკისრ ვალდებულებებსა და სულიერ დამოუკიდებლობასა და თავისუფლე­ ბას... ყოველივე ამას ოდნავადაც კი არ ეტყობოდა არც თანდაყოლილი უკეთურება, არც სისხლსა და ხორცში გამჯდარი სიავე, არც სულმდაბლობა, არც სისაძაგლე; მარ­ ტოოდენ იმიტომ ჰქონდა ასეთი ჩვევები, რომ მისი წინაპრები, ბანქოს თამაშს, ღვინის სმასა და ნადირობას რომ გადაჰყვნენ, არად აგდებდნენ სულიერ, შინაგან ცხოვრებას; მისი ყველა წინაპარი ასეთი თავაშვებული იყო; საუკუნეებს გაუძლო ამ ზნე-ხასიათმა, თაობიდან თაობას რომ გადაეცემოდა. საცოდავი პატარა! ისეთი გიჟმაჟი, ისეთი თავ­ ქარიანი, ისეთი ქარაფშუტა ჩანდა, როცა ამჩატდებოდა და სისულელეებს სჩადიოდა... ასეთი იყო მას შემდეგ, რაც პირველად ოფიციალურად გამოაცხადა დაუმორჩილებ­ ლობა, ურჩობა გამოიჩინა, არ დაელოდა ზემდგომთა ბრძანებას და ჩემთან ერთად გაეცალა ტფილისს... ასეთი იყო მანამ, სანამ რევოლვერი არ მოიმარჯვა და ტყვია არ დაიხალა(ჩვენი ხანგრძლივი ლაშქრობის დასასრულს მოხდა ეს); ასეთი ადამიანი იყო – სულ მცირე საყვედურის ატანაც კი არ შეეძლო! უვარგისი გამოდგა საზოგადო საქმეთა შესასრულებლად, მაგრამ საოცრად საამო იყო მისი ამგვარი ფუქსავატობა და გამოუსადეგრობა; ამას ერთვოდა ის მგზნებარება და სიცხოვლე, რომელსაც დაც­ ხრომა არ ეწერა; ვერასოდეს მომწიფდებოდა, ვერ დაღვინდებოდა... რაში გამოიყე­ ნებდა ეს სამყარო(რომელსაც არაფერი სჭირდებოდა ძალ-ღონის გარდა) დოდის, ამ დაუფიქრებელი, წინდაუხედავი, განუსჯელი, ზარმაცი, ზანტი და განებივრებული ყმაწ­ ვილკაცის მყიფე მამოძრავებელ ძალას? რას არგებდა ქვეყნიერებას? – გარდა ამისა, – განაგრძო დოდიმ, – დეპუტატმა უყოყმანოდ და გადაჭრით მით­ ხრა, არ გირჩევთ ხვალ გამგზავრებას, გადაიფიქრეთ წასვლა და ხელი აიღეთ მაგ განზრახვაზეო… ისეთი დეტალები გამიმხილა, წუთით ვიგრძენი, რაოდენ დიდი საფრთხე გვე­ მუქრებოდა; შეიძლებოდა, ჩვენი ყველა გეგმა ჩაშლილიყო, ყველაფერი არეულდარეულიყო და თავდაყირა დამდგარიყო. მოწოდებული ინფორმაცია მეტისმეტად ზუსტი იყო და ამიტომაც, არ შეგვეძლო, დაუდევრობა გამოგვეჩინა, არად ჩაგვეგდო ხიფათი და ყურად არ გვეღო გაფრთხილება; არასგზით არ გამოვიდოდა ამის უგუ­ 414 ოქროს საწმისის ქვეყანაში ლებელყოფა. მეორე დღე გაილია აქეთ-იქით სირბილსა და გამალებულ გამოძიე­ ბაში – გავცვივდით დამფუძნებელთა კრების სასახლეში და იქ ვცადეთ ყველაფრის გარკვევა; ორმა გულთბილმა და თავაზიანმა დეპუტატმა(ხევსურეთისა და თუშეთის წარმომადგენელნი გახლდნენ) გავეშებით, გადაჭრით და დაჟინებით უარყო ჩვენი ინფორმაცია; ერთმანეთის მიყოლებით, დაბეჯითებით განაცხადეს, ჩვენს პროვინ­ ციებში სულ ოდნავი არეულობაც კი არააო; მერე სამხედრო სამინისტროში გავ­ ქანდით და იქ მოვინდომეთ ყველაფრის გამოჩხრეკა; იქ არაფერი იცოდნენ, ისე­ ვე, როგორც ყველა იმ სამმართველოში, პატივს რომ სცემს საკუთარ თავს; მერე გავიქეცით საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ საბახ­ ტარაშვილთან; ეს უკანასკნელი გაბედული, ნერვული, დაუდეგარი, დაუცხრომელი, მოუთმენელი, სულსწრაფი და შფოთიანი იყო; არაქათი გამოეცალა, გაღიზიანდა და გული გაუწვრილდა ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენისას; ამი­ ტომაც, გადაჭრით გვითხრა, გადავწყვიტე, კატეგორიულად აგიკრძალოთ ტფილი­ სის დატოვებაო; დასძინა, ფეხი არ მოიცვალოთ დედაქალაქიდან, სანამ ზუსტ და უტყუარ ცნობებს არ მოგვაწვდიანო. აი, მაშინ კი იძულებული გავხდი, ხელახლა შევდგომოდი ჩემი მოგზაურობის მარშრუტის მოხაზვას, მომეთხოვა ახალ-ახალი საბუთები, დაჟინებით მეთხოვა სხვებისთვის შუამავლობა, ნაირნაირი რეკომენდა­ ციები... მოთმინების ძაფი გამიწყდა. ჩვეულებისამებრ, ეს ერთობ იოლ და სწრაფად შესასრულებელ ოპერაციად მეჩვენება; ძალდაუტანებლად, უწვალებლად და მარ­ დად ვაკეთებ ყველაფერს... და გარდა ამისა, შემრცხვა, მღელვარებამ რომ მძლია, მივნებდი წამიერ სისუსტეს, სულიერად გავტყდი და თავზარი დამეცა...„ეშმაკმა წაი­ ღოს ჩემი თავი და ტანი, თუ კიდევ ერთ ადამიანს მაინც ვკითხო რჩევა! წავიდეთ აქედან... გზას რომ დავადგებით, ცხადად, საკუთარი თვალით ვნახავთ, რაც დაგ­ ვემართება!“ – წამოვიძახე ბოლოს... და დოდიმ გაიმეორა:„წავიდეთ აქედან“. ამ ახალგაზრდას აღარ შეეძლო თავისი სამსახურის ატანა; აღარ შეეძლო ტფილისში მსახურება და იტანჯებოდა... ტუჩის კუთხეში გაერჭო თავისი მარადიული, განუყრე­ ლი სიგარეტი და ცუღლუტ ქუჩის ბიჭუნასავით მიკრავდა თვალს. მატარებელში რომ ვიჯექი იმ ზაფხულის დამდეგს, თვალი შევავლე თითქოსდა ერთბაშად მოვაკებულ-მოსწორებულ კახეთს, რომელიც დაფარული იყო ფერმიმ­ ქრალი, მწვანე ველ-მინდვრებითა და მუქი მწვანე კორომებით; საქართველოს ეს მხარე გადაჭიმულიყო იმ საავდროდ მოქურუხებული, თითქოსდა მოქანცული, მიბ­ ნედილი, დუნე და უსიცოცხლო ცის ქვეშ, რომელიც თითქოს მძიმედ დასწოლოდა დედამიწას; ისე მოქუფრულიყო, გვეგონა, სადაც იყო, ჭექა-ქუხილი დაიწყებოდა, ან ქარიშხალი ამოვარდებოდა. კახეთს ამკობდა ხევები, ხრამები, ღარტაფები, ღრეები, ღრანტეები; მოყვითალო, ქვასავით მაგარ მიწასა და ლიოსებს ჰქონდა ნამზღვლე­ ვები, უცაბედად გაჩენილი ბზარები და ნაპრალები, და მნახველს აოცებდა ამ განუ­ ყოფელ მთლიანობად ქცეულ, უკიდეგანო სივრცეში იმ ვიწრო, უდრეკი, დაქანებუ­ 415 ოდეტ კენი ლი და დაკბილული ფიგურების დანახვა, რაღაცისგან გამოჭრილსა და გამოცალ­ კავებულს რომ ჰგავდნენ. მაშინ უკვე ვიცოდი, რა მდიდარი იყო კახეთი, რაოდენ ბარაქიანი, ნოყიერი, ხვავიანი, დოვლათიანი და უხვმოსავლიანი მიწები იყო იქ, რადგან ეს მხარე მრავალგვარი ღვინით ამარაგებდა მთელ ქვეყანას; ამით ძლიერ ჰგავს შამპანის ისტორიულ ოლქს, ღვინოს რომ აწვდის მთელ საფრანგეთს. მიუხე­ დავად ყველაფრისა, მხოლოდ შემდგომში გადაიშალა ჩვენ თვალწინ კახეთის და­ მატყვევებელი სიტურფისა და ნატიფი მშვენიერების სურათები – როცა შემოვიარეთ თელავი, მერე კი წინანდლისაკენ გავეშურეთ; როცა დავინახეთ, რომ ასი პატარა სოფელი ისე გადაჭიმულიყო მთელი პროვინციის სიგრძეზე, ვით კრიალოსნისთვის გადანახულ ძაფზე ასხმული, კოხტად ჩამწკრივებული მარცვლები: მატანი, ახმეტა, ცხრაკარა(შეგვიძლია, ამგვარად ვთარგმნოთ ფრანგულად ეს უკანასკნელი:„ცხრა კარიბჭე“)... ამ არნახული, ჯადოსნური სილამაზის მზერით ვტკბებოდით მდინარე ალაზნის გადალახვისას. წინანდლისაკენ მიმავალ გზას რომ გავცქეროდი, თითქოს პირველად აეხადა ფარდა კახეთის მშვენიერებას; თითქოს პირველად შემოეძარ­ ცვა იდუმალების საბურველი; ეს გზა ისეთი მხურვალე და მყარი მეჩვენა, ვით ის შა­ რა, სოფლის დედოფალმა რომ უნდა გაიაროს. ის, რაც მაშინ იქ აღმოვაჩინე, ყოველ ცისმარე დღეს მეორდებოდა, როცა ცხენებით დავქროდით დაბლობზე. არასოდეს განელებულა ამ ჯადოსნობის, ამ გრძნეულების ძალა, არასოდეს, წამითაც კი არ მიგრძნია, რომ უწინდებურად არ მიჩუყებდა გულს საკვირველი ხიბლი, სინატიფე და სილამაზე ნელსურნელების მკმეველი, სიცოცხლითა და სიცხოვლით სავსე პეი­ ზაჟისა; სულ, სულ მაღელვებდა და მიჩქროლებდა გულს; მუდამ ავსებდა ჩემს გულს მგზნებარე, ცეცხლივით მწველი და ბუმბულივით მჩატე სიხარულით(ყოვლად შეუძ­ ლებელი იყო, სხვაგვარად მომხდარიყო); ეს ძლიერ ჰგავდა იმ ერთადერთ მაგიურ ლიქიორს, იმ ჯადოსნურ სითხეს, სრულყოფილება რომ მოაქვს ადამიანისათვის; ქვეყნად მარტოოდენ ამ ნექტარს ძალუძს, სრულქმნილება უბოძოს მოკვდავს. თავდაპირველად, სითეთრის საამო შთაბეჭდილებით ვტკბებოდი – იმ ნატიფი სი­ თეთრის, იმ სათუთი და ფაქიზი სიქათქათისა, ახალმოჭრილ, ბზინვარე ვერცხლს რომ ამშვენებს; ეს ბრკიალა სითეთრე დამშრალ მდინარეთა ფართო კალაპოტები­ დან იფრქვევა... დიდ-დიდ, გლუვ, კრიალა, ლაპლაპა კენჭებს შორის თავბრუდამხვე­ ვი სისწრაფით მოჩქეფს წყალი; თითქოს სადღაც მიეჩქარება და მიგელავს; მოჩუხ­ ჩუხებს, მორაკრაკებს, მოედინება წვრილ-წვრილ ნაკადებად, აქაფებულია, ისეთი ფერისაა, რძეს მოგაგონებთ, და იმ გლეხის ნარინჯისფერი ხიფთანი, ბობოქარ ზვირ­ თებს რომ მიაპობს, ისე იფეთქებს და ამოსკდება ამ მოელვარე მონოქრომიის სიმ­ ქრქალესა და ფერმიხდილობაში, ვით უეცრად ჩაბერილი ბუკის კივილი, უმალვე რომ მიწყდება. შვეულად აღმართული კედელი მომაგონებს მოხუცის სახეს, რომელ­ საც რომელიღაც ცხოველის ტყავის ფერი ადევს და ამკობს ხავერდოვან გვიმრათა ნორჩი ფოთლები, ხშირ თმასავით, ახალგაზრდულ დალალებივით რომ ჩამოშლი­ 416 ოქროს საწმისის ქვეყანაში ლან. ცაცხვების ფოთლები ბადეებს ჰგვანან; თითქოს ამ დაქსელილ ბადეთა უჯრე­ დებში ცხრილავენ და ფილტრავენ მზის სინათლეს, სანამ მიწაზე დაეცემა; ეს შუქი ჩრდილში გახვეულ ტბებად იდღაბნება ნიადაგზე. ორი დაბალჭერიანი, მიჯრით მიდ­ გმული სახლი ერთმანეთს ეხება; საკვირველად ჰგვანან იმ ტყუპ დებს, ძლიერ რომ უყვართ ერთმანეთი; ორივე ელვარებს, ბრწყინავს, ალისფრად ღაღანებს, ღუდღუ­ დებს, ყაყაჩოსავით წითლად ელვარებს; კვიპაროსთა მწკრივი იკვეთება ფაფუკ, ხა­ ვერდოვან ღრუბელთა ფონზე; თითქოს საგუშაგოზე ასული დარაჯები არიან ეს ხეე­ ბი; თავს აფარებენ ლაჟვარდისფერი ნაქარგებით მორთულ, ფირუზისფერი ფარდა­ გებით შემკულ იმ ჯიხურს, მხოლოდ გუშაგთათვის რომაა განკუთვნილი. აქ მარტოო­ დენ ფერთა თამაშია გაჩაღებული; აი, სწორედ ესაა ის ერთადერთი მოვლენა, თვალს რომ იტაცებს; ამის გარდა არაფერი ხდება აქ... ხორბლის ყანები ემსგავსება ახალჩა­ მოსხმულ, ხასხასა, ცინცხალ, დრეკად ოქროს, სულ იოლად რომ დაჰყვება ჩამომ­ სხმელის ნებას; ეს თავთავები გადაიქცევა იმ სუფთა, კრიალა, ბზინვარე ლითონად, ადვილად რომ იდრიკება და იღუნება, გაუთავებლად ბიბინებს, ღაღანებს, ლივლი­ ვებს, ირხევა და ტალღასავით ღელავს, რაწამს მხიარული სიო თითქოსდა სიცილკისკისით გადაუქროლებს; და ამ ათასფრად მოციმციმე, ჯადოსნურად მოკიაფე, მობ­ რჭყვიალე, უკიდეგანო განფენილობაში(სწორედ ისე ელავს, ვით ის ზღვა, დილაად­ რიან რომ დაანათებს მზე) განცალკევებით მდგარი ხეები და თითქოსდა ჯმუხი, და­ ბალ-დაბალი ბუჩქები პაწია კუნძულებს დღაბნიან მიწაზე, რადგან მათ ფოთლებზე გაჩენილი შავ-შავი წინწკლები და ლაქები წამის გაელვებაში ეშხეფებიან ბალახზე. სიმინდი ამოზიდულა იმ მაგარ, სქელ-სქელ, ქვასავით მყარ ღეროებად, ერთგვარი ცივი სიმწვანე რომ დაჰკრავთ, და თვალუწვდენელი ვენახების, გაფურჩქნილი ზვრე­ ბისა და აყვავებული ვაზის ფოთოლთა უსაზღვრო სიუხვეს ისე შთაუნთქავს უდრეკი, გამძლე და მსხვილ-მსხვილი ჭიგოები, მათი წვერებიც კი არ მოჩანს. აშოლტილი, ტანკენარი ალვის ხეები ჩამწკრივებულან ბორცვებსა და გორაკებზე, გოროზად აღუ­ მართავთ საკუთარი წაწვეტებული, თითქოსდა ბასრი, უსწორმასწორო, დაკბილული სილუეტები; დროდადრო აიქოჩრება კორომი, მაგრამ იოტისოდენა მუქარასაც კი არ მოასწავებს ამგვარი მოძრაობა, მეგობრული კეთილგანწყობითაა სავსე, ოდენ იმას ლამობს ხეთა ჯარი, როგორმე გაანელოს სულშემხუთავი, თვალისმომჭრელად მო­ კაშკაშე სიცხე-პაპანაქება, ოდნავ მაინც დააცხროს ეს მოციალე მცხუნვარება იმ საა­ მოდ თბილი ჩრდილის წყალობით, ბალდახინივით რომ აფენს არემარეს; იმ მბრწყი­ ნავი, წყნარი ათინათით, მიწაზე ჩამოცვენილი ოქროს დუბლონებით 1 შეკოწიწებულ, უწყინარ, უშფოთველ ციცინათელას რომ მომაგონებს; კორომი გულუხვად აფრქვევს 1. ძველებური ოქროს მონეტა, გავრცელებული ესპანეთსა და საფრანგეთში, აგრეთვე შვეიცარიასა და იტალიაში. 417 ოდეტ კენი მიდამოს მუსიკის მთრთოლვარე ჰანგებს – მარჩხი წყლის ჩქრიალს, ფაჩუნს, ჩუჩუნს, შრიალს, შარიშურს; უშურველად აკმევს იმ პაწია, ხასხასა, ცოცხალი ყვავილების და­ მათრობელ სურნელებას, თითქოს კმაყოფილნი და ბედნიერნი რომ არიან; უხა­ რიათ, საამო სურნელით გაჟღენთილი სული რომ აღმოხდათ და ერთგვარ ხარკად მიართვეს გაცისკროვნებულ, შარავანდედმოსილ ქვეყნიერებას. კამეჩები ხაკისფერ გუბურებში ჩაწოლილან; წყალს დაუფარავს მათი ზორზოხი ტანი; ტბორებში ჩაფ­ ლულა მათი მძიმე სხეულები; სწევენ გამურულ თავებს, წყლის ზედაპირს ეხებიან, გაუნძრევლად წვანან, გარინდებულან; შეხედავს თუ არა მათ ადამიანი, უმალ მოა­ გონდება უცხო ქვეყნებში გავრცელებული რომელიღაც უშველებელი, შავი წყალმცე­ ნარეები და ის უკიდეგანო ფლორა, წყლის სამყაროში რომ უდევს ბინა; და როცა კამეჩები გულს იჯერებენ მოსვენებით და წამოიმართებიან ხაკისფერი გუბურებიდან, ხევდებიან, ქვავდებიან თითქოსდა ტყვიასავით დამძიმებული ნეტარებისა და გან­ ცხრომისაგან, ემსგავსებიან იმ ახალშობილ პირუტყვებს, რომელთა ფიგურებიც ოს­ ტატმა მტკიცედ და მკვიდრად გამოძერწა ფერმიმქრალი, ლაქწასმულივით პრიალა თიხნარისგან. წითლად და თეთრად დაფერილ, მდიდარ სოფლებში – იქ აღმართულ სახლებს ღია აივნები შვენით – მოჩანს პატარა სვეტები, მოაჯირები, კუწუბები, ყვა­ ვილწნულები, ოთახის კუთხეებში დადგმული, ხისგან კოხტად გამოჭრილი ავეჯი; პარკს ჰგავს ეს მთრთოლვარე კახეთი? რითი ჰგავს? მრავალფეროვანი, თვალწარ­ მტაცი სანახაობით: ველებსა და მდელოებზე ყველაფერს წვენი სდის; იქ ძროხები გულდამშვიდებით ძოვენ, წყნარად იცოხნებიან და ბალახობენ, რადგან არც ადამია­ ნები არ აწვალებენ და არც ძაღლები არ აბეზრებენ თავს; არ ჩქარობენ, აჭიანურებენ ძოვას, რათა როგორმე გაიხანგრძლივონ სიამე, ინეტარონ და დატკბნენ ანკარა წყა­ ლივით გრილი ბალახის ცოხნით, გემო ჩაატანონ თითოეულ ღერს... და რაწამს ბუზე­ ბი მეტისმეტად მწარედ უკბენენ, მწვანედ აქაფებული დორბლით ერთიანად მოთ­ ხვრილნი, თავს უხახუნებენ ხის ტანს, და ეს მოძრაობა მომაგონებს უჭკუო, მოუსაზ­ რებელი და ყეყეჩი ბერიკაცის მექანიკურ, ანგარიშმიუცემელ თავის კანტურს. თვა­ ლისმომჭრელად მოელვარე მტვრის კორიანტელი ირევა ფართო შარაგზებზე; გა­ ნიერ გზატკეცილებზე მამალი ინდაურები დააბიჯებენ დედლების წინაშე, თავს აწო­ ნებენ მათ, ისე მედიდურად მიიწევენ წინ, ისე იბღინძებიან და იფხორებიან, ისეთი იერი და სიარულის მანერა აქვთ, საუცხოო, დიდებული, მდიდრული და ბრწყინვალე მოკაზმულობით გამორჩეულ სულთნებს ჰგვანან; მამალი იხვები, ნაკადულთა პირას რომ დგანან, ისეთი ლამაზები არიან, როგორიც მათი ის„ძმები“, იაპონელმა ფერ­ მწერებმა რომ გამოსახეს ტილოებზე; შემოგვყურებენ ყვითელი ფოთლებისა და ჩა­ ლის გროვაზე წამოწოლილი ჟღალი ხბორები: დაჰყრდნობიან იმ მოხრილ ჩლიქებს, ბუნდოვნად რომ მოჩანს; აღარ იციან, რა მოუხერხონ თავიანთ კუდებს; მიამიტი, უმანკო თვალები აქვთ; და ბალანი, რომელსაც დედები ლოკვისას უშლიან, პაწია, გახამებულ საყელოსავით შემოვლებიათ ჩლიქოსნებს. მოჩანს პატარა ღორების 418 ოქროს საწმისის ქვეყანაში კოლტი, ლეგიონივით ურიცხვი; ამ ცეროდენა ღრუტუნებს დაგლუვებული დინგები აქვთ, მოშიშვლებული, ბალანგაცვენილი ბარკლები, თითქოსდა უხამსად და უგვა­ ნოდ ვარდისფერი; მარდად გარბიან, იმ ვეებერთელა ჯაგრისებს ჰგვანან, რომელ­ თაც სული შთაბერეს და სიცოცხლე უბოძეს; მკვირცხლად მირბიან და თან ღვარ­ ძლიანად ჭყივიან, ბოღმიანად და გესლიანად ჭყვიტინებენ, თითქოს უნდათ, მთელ სამყაროს ამცნონ საკუთარი აღმოჩენების, იმედგაცრუების, მარცხისა და გაწბილე­ ბის შესახებ; ტყრუშული ღობეები და სხლტეები ერთთავად მოჭედილი და კოხტად მოოჭვილია მყიფე, ლაღად მონარნარე ვარსკვლავებით; იმდენ ჩიტსა და სხვა ფრინ­ ველს დაუბუდებია ხეხილის ბაღებში, თითქოს თვით მწვანედ მობიბინე მცენარეუ­ ლობასაც კი აღმოხდება ჟივილ-ხივილი საამური სურნელების კმევისას, თითქოს იმ მოჭიკჭიკე და აჟივჟივებულ ფრთოსანთა ორკესტრად ქცეულა ეს მწვანე საფარი; ის ათასობით ბილიკი, ოქროცურვილ გვირაბებს რომ ჩამოჰგავს, უსასრულოდ მიიკ­ ლაკნება დიდრონ, მომრგვალებულ, ლაზათიანად მორკალულ იმ ტოტებს, რტოებსა და ვარჯებს ქვეშ, თვალწარმტაც თაღს რომ მოაგონებენ მნახველს; და ყველა ბავშვი გიჟმაჟი, ანცი და ონავარია; გაუთავებლად ცელქობენ და ცუღლუტობენ... კახელები 2 , გზად რომ შემოგვხვდნენ, ძალზე მკვირცხლნი, სიცოცხლით სავსენი, დაკუნთულნი და დაძარღვულნი იყვნენ; ისეთი მზემოკიდებული, ერთიანად გარუ­ ჯული სახეები ჰქონდათ, იმ იალქნებს ჰგავდნენ, მზის მცხუნვარე სხივებმა რომ დახ­ რუკეს, ცელქმა ნიავმა კი ზღვისა და მარილის მკვეთრი სუნით გაჟღინთა; აი, ასეთი ყაიდის კაცები არიან – გამჭრიახნი, თითქმის მგზნებარენი და თავგადაკლულნი; მოკლედ შეკრეჭილი თმა შვენით, მაგრამ კუპრივით შავი ქოჩორი ჩამოშლიათ შუბ­ ლზე, ხშირი წვერი უფარავთ სახეს, ფეტრის პატარა, მრგვალი ქუდები დაუკოსებიათ კინკრიხოზე; სასულიერო ორდენთა გულმხიარულ, ლაღ, ხალისიან, სიცოცხლით სავსე წევრებს მაგონებენ. გარდა ამისა, დაცინვის, ღრეჭისა და ლაზღანდარობის დიდი მოყვარულნი არიან, მახვილგონივრული და ენამწარე სიტყვებით ამათრა­ ხებენ ყველას; ისე ამასხარავებენ და აპამპულავებენ ერთმანეთს, გულს უკოდავენ კიდეც... კართა ზღურბლებთან სულ ახლოს მოჩანს ქვევრები – ეს საკვირველი, მართლაც რომ ფანტასტიკური, ალისფერი ამფორები, რომლებშიაც ღვინოს ინა­ ხავენ; ქვევრები ნახევრად ჩაფლულია მიწაში; საწნახელს უწოდებენ ყურძნის რუხ საწურს, გიგანტური ხის ტანისგან გამოჭრილს; თორნე ჰქვია ღუმელს, ერთგვარ სა­ ველე ფურნეს, რომელშიაც პურს აცხობენ; დაბალია, მრგვალი, კოხტად დაწნეხილდაგრეხილი შტოებით შემკული; ქალები ფუსფუსებენ და გაუთავებლად ფაცაფუცო­ ბენ ფერგახუნებულ კალოებზე, უსასრულო ვენახებში; ვერცხლისფერი მაქმანები­ 2. ქართველები კახელებს უწოდებენ ამ მხარის, ანუ კახეთის, მკვიდრთ; ეს მრავლობითი რიცხვია; მხოლობითში კი ასეა:„კახელი“. 419 ოდეტ კენი თა და სირმებით გარშემოვლებულ, დაპლისულ თეთრ თავსაბურავებს ქვეშ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ მოუჩანს მუქი ფერის ხავერდის შუბლსახვევი; და ბიბილოებზე ჩამოკონწიალებული ორი დიდრონი საყურე ეშვება მათ ფერმიმქრალ ღაწვებზე... შვენით ძველებური ქართული ვარცხნილობა, ესოდენ კოხტა, მომხიბვლელი და მშვენიერი, უკვე სანთლით საძებარი. ახლა ძალზე იშვიათად თუ გადაეყრებით ქარ­ თველ ქალს, რომელიც თავს იწონებს ასეთი ვარცხნილობით. ძველთაძველი ცი­ ხესიმაგრეებით შეფენილან მთათა თხემები; ყველა ციხესიმაგრეს ერთი დასაბამი აქვს; შორეულ მეთორმეტე საუკუნეში უნდა ვეძებოთ მათი საძირკვლები; სწორედ იმხანად იჯდა ტახტზე ის გასაოცარი, ბუმბერაზი, ფენომენალური, საარაკო მონარქი, თამარ დედოფალს რომ უწოდებდნენ; ამ კეთილშობილ, დიდგვაროვან და პატივ­ საცემ ქალბატონს, კავკასიის ამ სემირამიდას, მეფის წოდება უბოძეს თანამემამუ­ ლეებმა; მარი-ტერეზ ფრანგსაც ასეთი ტიტული მიანიჭეს საფრანგეთში; თამარმა მოკაშკაშე ტაძრებით, საყდრებით, ციხესიმაგრეებითა და სასახლეებით მოფინა თავისი ქვეყანა. ამ ნაგებობებმა უკვე დაკარგეს ოდინდელი დანიშნულება; დღეს ოდენ ქვების წყებად და იმ უზარმაზარ, განმაცვიფრებელ, შთამბეჭდავ გალავნებად ქცეულან, კრძალვასა და შიშს რომ აღუძრავენ მნახველს, თუმცა, ბუნების ძალების, სტიქიებისა და ჟამთასვლის გამოისობით, რკინასავით მტკიცენი და უდრეკნი გამ­ ხდარან; ფოთლებითაა გამოტენილი ის ნაცრისფერი, მომრგვალო კოშკები, სადაც ოდესღაც სათოფურები და ამბრაზურები გამოუჭრიათ; ქონგურებს შორის აცოცე­ ბული სუროს გვირგვინები ცოცხალ ქვებს ჰგვანან, და კიდევ უფრო ზევით მოჩანს ღია ფერის, გახუნებული, მეჩხერ-მეჩხერი შტოები, რომლებიც ისე იხრებიან და იდ­ რიკებიან, ვით დაგრეხილი ბუმბულებისაგან შეკრული ის წრეები, სუვერენები და უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელნი რომ ატარებენ. ამ უზარმაზარ, კუშტ, ძლე­ ვამოსილ ნარჩენებს, ძველი დროების ვეება ნაშთად რომ მესახება, დღემდე შერჩე­ ნია დიდებული იერი, და როცა ეს ნანგრევები გოროზად გადმოჰყურებს თითქოსდა ავადმყოფურად ფერმკრთალ, მიტკალივით გაფითრებულ კლდეებს, როცა ყველა­ ფერს იმდენად ერთნაირი შეფერილობა აქვს, რომ მნახველმა ისიც კი აღარ იცის, სად მთავრდება ქვა და სად იწყება ციტადელი, ჟამთასვლის ეს ნარჩენები თითქმის დიდებულ ელფერს ანიჭებენ თვალისმომჭრელად მოლიცლიცე და მოციალე პეი­ ზაჟს; ისე დიდებულს, მოწიწებას რომ აღუძრავს ადამიანს; და თითქოს ახსენებს ამ ხალხს საკუთარ ბობოქარ, მძვინვარე, მეომრულ წარსულს. დაბლობის ერთი მხარე ჩაკარგულა ბუნდოვან და წამდაუწუმ ცვალებად პერსპექტივაში; მწუხრის ჟამს, ბინ­ დბუნდი რომ ჩამოწვება, დაბლობის ის ნაწილი თითქოს უკვალოდ ქრება, თითქოს ერწყმის ვარდისფერ და იასამნისფერ ღვარებს, რომელთა მოხაზულობაც ძლივს იკვეთება სივრცეში; და ისე შორეული ჩანს მისი მიჯნები და ზღუდეები, ჰარმონიუ­ ლად ერწყმის, თვალწარმტაცად ეხამება გამქრქალებულ, თითქოსდა ღონემიხდილ ტონებს, თვით იმ ჰაერს, იდუმალი სადაფისფრით რომ ელავს, და ყველა ეს საზ­ 420 ოქროს საწმისის ქვეყანაში ღვარი არამიწიერი და ჰაეროვანი ხდება ამ ცივი სინატიფისა და სისათუთის გამო. და დაბლობის მეორე მხარეს ჩამწკრივებულან მთები, რომლებიც თითქოს სადღაც მიეშურებიან და უჩინარდებიან... ეს კავკასიაა – მწვერვალთა ამ გრძელი წყების ჩრდილოეთით, მთებს გადაღმა, ერთიმეორის მიყოლებით ბინადრობენ ის ტომები, რომელთა მოსანახულებლადაც ჩამოვედი; ამ მთის გადაღმა ერთი ტომი სახლობს, აი, იმ მეორე მთის გადაღმა – მეორე... უსასრულო რიგია. დღის ნათლის ჯადოს­ ნობა და სასწაულებრივი სილამაზე ისეთი მომნუსხველია აქ, რომ მთათა ვეება ჯაჭ­ ვმა, გასრესას რომ უქადის ყოველივეს, დაკარგა თავისი შემზარავი, მედიდური, გო­ როზი სიდიადე და შემაძრწუნებელი, ამპარტავნული დიდმშვენიერება. გარდაისახა ეს კოლოსალური, უშველებელი ქმნილებანი, გადაიქცა ესტამპის დეკორაციად 3 , მიბნედილთა და მოქანცულთა ნელ პროცესიად; ჰგვანან იმ ზმანებებს, ოცნებებსა და სიზმრებს, ზანტად და უსიცოცხლოდ რომ მიირწევა. აღარაფერი დარჩა სრულ­ ქმნილი და მარადიული: იმ ცის თაღის ფონზე, რომლის დიდებაც, შარავანდედიც და საუცხოო ბრწყინვალებაც წარმავალია, – ხან ტყავგაცლილი, ჟღალი მტაცებელი ცხოველის ბეწვს ჰგავს, ხან კი გლიცინიების მტევნებით შემკულ ოქროს ცხაურას მახსენებს, – იკვეთება მთები, ნაზი, ბუნდოვანი და თითქოსდა მოშვებული კონტუ­ რები რომ აქვთ; დამშვენებულნი არიან მოცისფრო-მოიისფრო, ბუმბულივით მსუ­ ბუქი, მაგრამ მაინც ხშირი ნისლით. ჰგვანან იმ მუსლინის ქსოვილებს, რომლებიც თითქოსდა გაქვავებულა… უჩვეულოდ ირეალური, არამიწიერი და სიზმრისეულია ყოველივე ეს, შთაგონებულს, ქიმერას ჰგავს, მიჯნასავით არ უდევს ფართო პეიზაჟს, მაგრამ იზიდავს გონებას, აღაგზნებს და ფრთებს ასხამს, რათა როგორმე განაშო­ როს თავის ხილულ ზღუდეს, თავის თვალსაჩინო მიჯნას, გადაულახავ დაბრკოლე­ ბად რომ ეღობება; რათა წარიტაცოს შორეთში, მერე კი გონი თვითონვე შეერწყმე­ ბა რაღაც ჯადოსნურ ეთერს, რომელიც გრძნებით შეკრავს და მონუსხავს ადამიანს; იშვიათად თუ ეღირსება მოკვდავი ამის ხილვას; და იმ ჰაერიდან, საამურ სურნელე­ ბას რომ აკმევს არემარეს, იმ ფერებიდან, ცის ნამცვრევსა და უეცრად მოვარდნილ ღვარებს რომ ჰგავს, აჩრდილის მაგვარი, სანუკვარი, ფასდაუდებელი კავკასიიდან, მთრთოლვარე, გულის ამაჩქროლებელი მდუმარებიდან გამოსჭვივის უცვლელი სინაზე(მძაფრად იგრძნობა მისი უძლეველი ძალა და გავლენა), უცვლელი, შეკავე­ ბული, გაჭირვებით დაურვებული სიხარული... და სული, თითქოსდა ფერიათა სათუ­ თი, ფაქიზი, ბუმბულივით მჩატე ხელებით ნაალერსები, ბოლოს და ბოლოს, მინებ­ დება იმ ენით აღუწერელი, საამური ზმანების, იმ გამოუთქმელი, ტკბილი ოცნების ტალღებს, ბედნიერებისა და ნეტარების უშრეტ წყაროდ რომ იქცევა. 3. ესტამპი – რაიმე გამოსახულების ანაბეჭდი ქაღალდზე, გადაღებული თვით მხატვრის ან ოსტატ გრავიორისაგან შექმნილი ფორმიდან. 421 ოდეტ კენი თავი მეორე შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ კახეთს აქვს ორი მეტად მშვენიერი ღირსშესანიშნაობა; მათი ცქერა წარმტაც და დახვეწილ სანახაობასავით ახარებს ადამიანის თვალს; ერთია ალავერდის საკათედრო ტაძარი(საოცარი არქიტექტუ­ რის გამო), მეორე კი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა სამლოც­ ველო(თვალწარმტაცი ფრესკების გამო), ალვანის ველთან სულ ახლოს რომაა აღმართული და ხეებით გარშემორტყმული. მომნუსხველ საოცრებათა სანახავად მივეშურებით. ადგილს რომ მივაღწიოთ, ალაზანი უნდა გადავცუროთ, შევერკინოთ ზვირთებს და ფონს გავიდეთ. ამას თავს ვერ ავარიდებთ. მდინარე ხუთ ვეებერთე­ ლა ტოტად გაყოფილა; ყველა ერთნაირად შლეგი, ბობოქარი, მძვინვარე, მგრგვი­ ნავია და მოყვითალო ფერი დაჰკრავს; უკანასკნელი შენაკადი ძრწოლით მავსებს. ანაზდად, ცხენები მკერდამდე ჩაეფლნენ იმ წყალში, ქარბორბალასავით რომ ტრიალებს და მეც წამის უსწრაფესად შევაბიჯე თითქოსდა თავდაყირა დამდგარ სამყაროში, ჩემ ირგვლივ თავბრუდამხვევი სისწრაფით რომ ბრუნავს მორევივით. მეჩვენება, რომ ცურვას შეუდგნენ ცხენები, ის ერთგული პირუტყვები, რომლებიც ჩვენი ესკორტის განუყოფელ ნაწილად ქცეულან; მე კი ვიცი, რომ გაუნძრევლად უნდა იდგნენ წყალში; რომ ჩემი ბედაური შედგა ბრტყელი ქვების გროვაზე, მერე კი უკან დაიხია; რომ წამის შემდეგ ამ აზვირთებულ მდინარეში შთავინთქმებით ყვე­ ლანი. თავგზაარეული, გაგიჟებით ვლამობ შუა გზიდან მობრუნებას, უკან დახევას, გაქცევას; თავს არ ვზოგავ; ამასობაში, დოდი და ერთი მილიციელი მთელი ხმით ღრიალებენ, რაც ძალი და ღონე აქვთ, ყვირიან, რათა ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, რადგან მდინარე ისევ ქუხილითა და გრიალით მოედინება, პირუტყვები კი ყურთას­ მენის წამღები დგაფუნით ყვინთავენ წყალში, გაუთავებლად ყურყუმელაობენ; ეს ორი კაცი მთელი ძალით ჩაჰფრენია ჩემს აღვირს; მიბრძანებს, თვალები დახუჭეო. აღარაფერი დამრჩენია ამის გარდა. სხვა რა გზა მაქვს?! გარდა ამისა, ისე მნუსხავს, მაჯადოებს და მატყვევებს ცადაზიდული, ბობოქარი ზვირთების ცქერა, ისე მძაფ­ რად ვგრძნობ, რაოდენ შემზარავი ტროპიკული ციკლონი გრგვინავს ჩემს მყიფე თავის ქალაში, ისე ნიაღვარივით ტრიალებს და აქეთ-იქით აწყდება, რომ მგონია, მე თვითონ, საკუთარი ნებით, ძალდაუტანებლად, ელვის სისწრაფით გადავეშვები ამ ღვარში. წინ მივიწევ, თვალდახუჭული, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვებღაუჭები ბედაურის ფაფარს, ვეჭიდები ამ ერთადერთ მყარ საყრდენს; დროდადრო ფრუტუ­ ნებს ჩემი ცხენი, ხან შეკრთება, ხან მკვეთრი მოძრაობით გადაიგდებს თავს უკან, მე კი ცხადად ჩამესმის, როგორ ძალუმად გამოდევნის ნესტოებში ჩაღვრილ, აქა­ ფებულ წყალს(რაოდენ დიდ ძალას, შეუპოვრობასა და სულსწრაფობას იჩენს!). თითქოს მრავალი საუკუნე გავლიე ამ წყვდიადში, ამ თვალშეუვალ უკუნეთში, ამ გამაყრუებელ ხმაურში, დგაფუნსა და ორომტრიალში; მარტოოდენ ამ უსასრულო 422 ოქროს საწმისის ქვეყანაში სიბნელისა და დომხალის გაქრობის შემდეგ ავბობღდი რის ვაივაგლახით გაღმა ნაპირზე.„აი, გულადი, გაბედული და მამაცი ქალი!“ – ამბობს ერთ-ერთი იმ მილი­ ციელთაგან, ჩვენ რომ გვაცილებენ; თუმცა, ის კაცი კახელია და, ამასთანავე, მისი ირონია და სარკაზმიც დავიმსახურე. ამასობაში, ვუახლოვდებით ალავერდის საკათედრო ტაძარს, ფერმიმქრალ, მომ­ წვანო ველზე აღმართულს, ალაგ-ალაგ მიმოფანტული იმ უდრეკი კვიპაროსებით დამშვენებულს, გულმოკლულ მგლოვიარეებივით საშინლად დაღვრემილი იერი და გლუვი, მორუხო ტანი რომ აქვს; საყდარს უკიდეგანო, საიმედო გალავანივით აკრავს გარს კედელი; საოცარი ფერი აქვს ამ ოსტატურად შემოვლებულ გალავანს, ისეთი, როგორიც ჰქონდათ შორეულ წარსულში აშენებულ, ჟამთასვლისაგან თითქმის ჩა­ მონგრეულ კოშკურებს, სასახლეების, ციხე-კოშკების შავ სათოფურებსა და ამბრაზუ­ რებს... ამ ტაძრისათვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია, რათა აღფრთოვა­ ნება დამეუფლოს; გულს მიჩქროლებს, მაღელვებს, მანცვიფრებს, საოცრად მძაფრ შეგრძნებებს აღმიძრავს მისი შთამბეჭდავი შეუდრეკლობა. ეს ველი საყოველთაოდ ცნობილია ისტორიაში: ქართველები და სპარსელები სწორედ იქ შეერკინნენ ერთმა­ ნეთს გაშმაგებით, ის ვეებერთელა ეკლესია კი, მარადიულ ნიშანსვეტად რომ აზიდუ­ ლა იმ ველზე, საუკუნოდ ასეთი დარჩა – კუშტი, სადა, ღარიბული; ჰგავდა იმ დაჩაჩა­ ნაკებულ ბერიკაცს, რომელიც, რაკი მთელი ცხოვრების განმავლობაში აკვირდებოდა ადამიანთა ზღვარგადასულ სიშლეგეს, მეტისმეტი მოუვიდა, ყელში ამოუვიდა იმ შეშ­ ლილ რადიკალთა მძვინვარება და თარეში, განუდგა ყოველივეს, განეშორა ამქვეყ­ ნიურ ქაოსსა და ამაოებას, მოსწყდა ყოველივე იმას, რაც სრულიად არაა არსებითი და უმთავრესი, გახევდა, გაირინდა, სული განაბა, საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტა, გაქ­ ვავდა და გაილურსა ერთგვარი დიადი, მოწიწების აღმძვრელი, უკაცური და შიშველი უბრალოების საბურველში გამოხვეული. ჩემი აზრით, ყველაზე მაღალი საკათედრო ტაძარია საქართველოში; ასე მგონია, ამ ქვეყანაში არასოდეს მინახავს მასზე მაღალი საყდარი; ქვებითა და მძიმე, ხეშეში აგურებითაა ნაგები, შეუვალი სიმკაცრით, მძიმე, ყოვლისმომცველი თეთრი სიდიადით გამორჩეული. თითქოს არ იკადრა არაფრის მორთვა, არც გარეთ აღმართული ჯვრების, არც იმ ქვების გამშვენება, რომლებიც, ჩვეულებისამებრ, თვალწარმტაც ნაქარგობებივით ამკობენ რელიგიურ ნაგებობებს. ამ ტაძარს სულაც არა აქვს არც მოხატულობა, არც ემბლემები, არც სიმბოლოები, და მთელი მისი ამაღლებულობა და დიადი მშვენიერება იმალება მისი მარტივი, მაგრამ ძლიერი სტრუქტურის, მისი ცივი, მისი მონოტონური უშფოთველობის, ერთფეროვანი, აუმღვრეველი სიმშვიდის მიღმა. თელავი პატარა ქალაქია, მუდამ მოწითალო ელფერით დამშვენებული, დუქნებით სავსე, ხეებში, მწვანედ მოღაღანე ბორცვებსა და გორაკებში ჩაფლული; იქ არის ერთი გამზირი, რომლითაც დიდად ამაყობენ და თავს იწონებენ თელავის ბინადარნი; საო­ ცარ სიამესა ჰგვრით იქ სეირნობა; ქალაქს ამშვენებს XVII საუკუნეში აგებული ციხესი­ 423 ოდეტ კენი მაგრე, რომელსაც აქვს კოშკურები, კოშკები, დაკბილული, ქონგურებიანი გალავანი, მიწისქვეშეთში ჩამალული გვირაბები; და ქალთა გიმნაზიაში არის სამლოცველოდ გადაკეთებული, სპარსული ორნამენტებით შემკული თეთრი ოთახი, სადაც სული და­ ლია მეფე ერეკლე მეორემ. მე და დოდის სწორედ თელავში მოგვივიდა ჩხუბი პირვე­ ლად: დილის რვა საათზე უნდა გავმგზავრებულიყავით მის ერთ-ერთ თანაშემწესთან ერთად; მას შემდეგ, რაც ზედიზედ ოთხჯერ გავგზავნეთ ადამიანები მის მოსაძებნად, შუადღისას გამოჩნდნენ ცხენები, მაგრამ არსად ჩანდა ის თანაშემწე; ვერც ის პირუტ­ ყვები დავინახეთ, რომელთაც საპალნესა და მთელ ჩვენს ბარგი-ბარხანას ავკიდებ­ დით. დოდი თავგაბეზრებული, მოქანცული და გულგაწვრილებული ჩანდა, რადგან არც მანამდე არ დაუკლია ცდა ყველაფრის მოსაგვარებლად; არაქათი გამოაცალა ძალ-ღონის უკიდურესად დაძაბვამ; კვლავ სიგარეტი გაერჭო ტუჩის კუთხეში, უშ­ ფოთველად, აუმღვრეველი სიმშვიდით უჭვრეტდა იმ მილიციელის თავზარდაცემულ და შეძრწუნებულ სახეს, რომელსაც დაავალა, სწრაფად აეჩხორა და უწესრიგოდ აე­ კოკოლავებინა საკუთარი ცხენის ზურგზე ორი წყვილი ხურჯინი, ლეიბი და რამდენიმე საბანი! რახან ისედაც აღარ შემრჩენოდა ძველებური სიმშვიდე, ამევსო მოთმინების ფიალა, ხმას ავუმაღლე, ფრანგულ ენაზე მოვყევი გმობასა და ძაგებას, ყველაზე გამაყ­ რუებელი და ჩქარი ფრანგულით ავლაპარაკდი; ბოლო არ უჩანდა ამ გაუთავებელ კილვას, დაბეზღებასა და მხილებას; ვგმობდი, ვამუნათებდი და ავად ვახსენებდი ყვე­ ლა სამმართველოს; გავიძახოდი, ყველა ქვეყნის ადმინისტრაცია ერთნაირია-მეთქი; ვაქეზებდი ჩემს პატარა, საყვარელ ორდინარეც ოფიცერს, 4 მოვუწოდებდი, დაბრუნე­ ბულიყო ტფილისში, წარმდგარიყო უფროსობის წინაშე, გულწრფელად ეღიარებინა მარცხი, გამომტყდარიყო, რომ არ ჰქონდა ფხა, უნარი და საკმარისი კომპეტენცია, არ შესწევდა ძალა, თავი გაერთვა დაკისრებული მოვალეობისათვის. ქვეყნად არ მეგუ­ ლება ხალხი, რომელსაც ისე არისხებს იუმორის საჯარო გამოვლინება(თუნდაც, ქა­ ლის მხრიდან), როგორც ქართველებს; ვერაფრით მიიღებენ სახალხოდ თქმულ ხუმ­ რობას; უეცრად შემოგწყრებიან. დოდის ანაზდად შეეცვალა გამომეტყველება, მოის­ როლა ტუჩებს შუა გარჭობილი სიგარეტი, ცხენზე ამხედრდა, მარჯვედ დაჯდა უნაგირ­ ზე, ფეხები ჩამოუშვა, უზანგში გაუყარა, სადღაც გაქროლდა და ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა; ხმას არ იღებდა და ეს ყველაზე მედიდური და ამპარტავნული დუმილი იყო ამქვეყნად; მოეყვანა პირუტყვი, რომელიც, უბრალოდ, ჩამოერთვა ვიღაც გამ­ ვლელისათვის. მთავრობამ სასტიკად აგვიკრძალა ასეთი ხერხებით ფონს გასვლა, თუმცაღა, ვინ იცის, რამდენჯერ მომიწევდა მგზავრობისას იმის დადასტურება, რომ ჩემი თვით ყველაზე ელემენტარული პრინციპებიც კი უკვალოდ ქრებოდა თითქოსდა 4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მიმაგრებულია მეთაურზე(ოფიცერზე) და ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს, ემსახურება მას. 424 ოქროს საწმისის ქვეყანაში რაღაც მაგიის, ჯადოსნობისა და გრძნეულების წყალობით, როგორც კი განსაცდელში ჩავვარდებოდი და მივხვდებოდი, რომ რაღაც უცილობლად მჭირდებოდა. და ბოლოს და ბოლოს, ვირწმუნე, რომ სწორედ გარდაუვალი აუცილებლობაა ის ერთადერთი ღვთაება, ადამიანთა ცხოვრების მართვის სადავენი რომ უპყრია ხელთ... თელავიდან ალვანის ველამდის, ალვანიდან თუშეთამდის გადაჭიმულ ტერიტორიაზე ერთმანეთს მოსდევენ დაბლობები, ბოლო არ უჩანს ამ მწვანე ვენახებს, ამ უკიდეგანო ზვრებს, ამ შეფოთლილ ვაზს, ამ ცისფერ ყვავილებს, მინანქრის ლურსმნებს რომ მომაგონებენ; ველები და მდელოები მზის კაშკაშა სხივებით გაჩირაღდნებულ, ნაქარგებით დამშვე­ ნებულ ფარდაგებსა და ხალიჩებს ჰგავს; ამ მწვანედ მოღაღანე ხალიჩებსა და ფარდა­ გებზე კი მოჩანს ხორბლის სიყვითლეშეპარული თავთავები, გაქვავებული აფსკები, უძრავი, ოქროსფრად მოელვარე სიცხე-პაპანაქებისაგან თითქოსდა გახევებული; დაქრის მათრობელა, მომნუსხველი, თავბრუდამხვევი სიო, საამო ფშვინვას რომ მახ­ სენებს; ყოველივე ეს ემსგავსება მეფეთა მიწებიდან წამოხეტებული სულისაგან გად­ მოცემულ დანაბარებს; და იკვეთება იმ ირეალურ, სიზმრისეულ, დაბალ-დაბალ მთა­ თა, გორაკთა, ფერდობთა, ბექობთა, კორტოხთა და მწვერვალთა რიგი, მომცრო ბუ­ დეებში დაუდევრად, ზანტად და გულგრილად ჩასმულ პატიოსან თვლებს რომ ჰგავს; იმ უწონო, იდუმალებით მოცულ ძვირფას ქვებს, რომელთაც სულ მთლად დაუკარ­ გავთ სიმყარე, სიმკვრივე და სიმტკიცე... პატარა ტყე აიქოჩრება შუა გზაზე, თითქმის დანგრეული კოშკის მოპირდაპირე მხარეს, და, აი, დოდი მოულოდნელად, მკვახე ტონით მიბრძანებს, ჩემ ზურგსუკან დადექიო.„რატომ?“ – ვეკითხები გაოგნებული. „საფრთხე გემუქრება!“ – აი, ასეთ პასუხს მაძლევს ჩემი დამცველი. ბუნებრივია, მისი ბედაურის გვერდით შევაყენე ჩემი ცხენი; მაშინღა შევიტყვე, რომ ჩვეულებრივ, სულ იოლად გამოიჭრებოდნენ ხოლმე ავაზაკები ტყიდან და ლამის ჩამოქცეული კოშკი­ დან(სულ ხუთი მხეცი ყოფილა იმ ბანდაში), დათარეშობდნენ, წარმოუდგენელ სისას­ ტიკესა და მკვლელობებს სჩადიოდნენ, ქურდობდნენ, შეუბრალებლად ხოცავდნენ და ძარცვავდნენ ხალხს... ერთ-ერთი მილიციელი კახელია, – ასე უწოდებენ კახეთის მკვიდრს საქართველოში, – მართლაც მეტად ჭკვიანი, მარჯვე, მოხერხებული, გაწაფუ­ ლი და ენერგიული კაცი; როგორც გავიგე, სულ ცოტა ხნის წინ გამოასალმა სიცოც­ ხლეს ერთ-ერთი ბანდიტი; ყოველწამიერ მოელოდა სხვა ყაჩაღთა შურისგებას; ეგო­ ნა, არ შეარჩენდნენ ამხანაგის მოკვლას. ერთი საათი გაილია ლოდინში; თოფი გარ­ დიგარდმო გადაედო უნაგირზე; მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლად ზვე­ რავდა იდუმალების საბურველში გახვეულ ხეებს; ჯაშუშივით თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ყველაფერს; გამჭოლი მზერა ჰქონდა; არაფერი გამოეპარებოდა მის მახვილ თვალს. მისი თანამგზავრი, შავ-შავი, მშვიდი, უწყინარი, აღუშფოთველი კაცი, ოდნავადაც კი არ ირხეოდა.„აპა!“ – წამოიძახა, როგორც კი კითხვა დავუსვით.„კარ­ გად ვიცი, აქ არიან ის ყაჩაღები, მაგრამ, აბა, მხოლოდ ცქერით ხომ ვერ გამოვიყვან სამალავიდან?!“ – დასძინა ბოლოს. გამახსენდა ის დღე, ალვანისაკენ რომ გავეშუ­ 425 ოდეტ კენი რეთ... დასრულდა ხანგრძლივი მგზავრობა; როგორც იქნა, ჩავედით; მეორე დღეს, როცა ისინი თელავში ბრუნდებოდნენ, შუაგულ ტყეში გააცხებინეს სული ერთ-ერთ ქურდს; და მომაგონდა, რომ სწორედ იმ დღეს დავინახე, როგორ შემოვიდა სოფელში თივით დაზვინული ურემი; ამ გროვიდან გამოჩრილიყო ორი გაქვავებული ფეხი და ორი გაყვითლებული, ერთიანად დაკრუნჩხული ხელი. დიდებული, მაღალ-მაღალი, ახოვანი, ქერათმიანი თუშები 5 დააცქერდნენ მკვდარს; იოტისოდენა სიძულვილიც კი არ აღბეჭდოდათ სახეზე.„რეგვენი იყო. ყველა მათგანი ასე ცუდად დაამთავრებს!“ – თქვეს ბოლოს... მწუხრის ჟამმა მოაწია; ბინდი ჩამოწვა; მზე ჯერ თითქოსდა წარ­ მოუდგენლად დიდხანს იცლებოდა სისხლისაგან; ადამიანის ენას არ ძალუძს იმის გამოთქმა, როგორ უსაშველოდ გაჯანჯლდა მისი სისხლდენა; მას შემდეგ, რაც უკანას­ კნელი წვეთი დაღვარა, ზოზინით იწყო ჩასვენება; ცის თაღიდან ჩუხჩუხით, თქრია­ ლით, უხვ ნაკადებად იღვრებოდა მზის სიცოცხლე, სიცოცხლე, ოქროსფერ და წითელ ლაქებად მიმოფანტული, და მერე ლეგა ღრუბლებმა მოირბინეს მარდად, რათა ჩა­ მოერეცხათ და გაეკრიალებინათ ალისფრად ანთებული ცის კამარა; ეს ღრუბლები ჰგავდნენ იმ მონებს, საგულდაგულოდ რომ წმენდნენ და მონდომებით ასუფთავებ­ დნენ სისხლით მორწყულ არენებს ორთაბრძოლის შემდეგ... მოქნილი თავთავები იოლად იდრიკებოდნენ; ძილს მისცემოდნენ და მათი ეს სიმშვიდე, მოსვენება და უშ­ ფოთველობა თითქოს ისე ლიცლიცებდა, ბრჭვიალებდა და ლივლივებდა, ვით მთვა­ რის შუქში გახვეული გაშლილი ზღვა; ხეები ჩამქრალ შუქურებივით აზიდულა თავთა­ ვებს შორის; წყაროები და ნაკადულები იასამნისფრად დაფერილა, ელავენ და მო­ ჩუხჩუხებენ იმ კორომთა შორიახლოს, რომელთა სიღრმიდანაც მოისმის სამალავებ­ ში შეყუჟულ ბულბულთა გალობა; ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ამ საღამოს, ფრთო­ სანთა ეს საამური სიმღერა ქცეულა იმ კორომთა ფშვინვად, ყურთასმენის დამატკბო­ ბელ სუნთქვად; ჭრელ-ჭრელი ძროხები, საძოვრებიდან რომ ბრუნდებიან, შარაგზებ­ ზე ჩერდებიან; ნახირი გარდიგარდმო გადაჭიმულა გზებზე; ერთხანს ყურადღებას არ აქცევენ პატარა მწყემსების ყვირილს; ყურსაც არ იბერტყავენ; ტყრუშული ღობეებისა და სხლტეების ძირას ძოვენ; პირს ჩაიგემრიელებენ ბალახის უკანასკნელი გროვით; რაწამს ძირფესვიანად ამოგლეჯენ ამ უთვალავ, მწვანედ მობიბინე ღეროს, კვლავ ძველებურად თვინიერნი და დამყოლნი გახდებიან, მორჩილად განაგრძობენ გზას; და მათ განუწყვეტლად მოძრავ, ჩამოშვებულ დრუნჩებზე დაკიდულა ბალახის ღე­ როები, რომლებიდანაც ცვარი მოჟონავს. მინასავით გააქვს წკრიალი გუბურებსა და ტბორებში ამოსულ ჯოჯოთა შორის ჩამალული იმ ბაყაყების წვრილ ხმას, თითქოსდა ფლეიტას რომ უკრავენ და გამაყრუებელ ჰანგებს გამოსცემენ; და გამეფებულა მდუ­ 5. ასე მოიხსენებიან თუშეთის ბინადარნი; თუში მხოლობითი რიცხვის აღსანიშნავად იხმარება, თუშები – მრავლობითი რიცხვის. 426 ოქროს საწმისის ქვეყანაში მარება, უფრო და უფრო ძალუმად რომ უხმობს ყოველივეს, იზიდავს და ითრევს თა­ ვის უძირო სიღრმეში; ბაყაყები ყურყუმელაობენ წყალში და ეს ხანმოკლე დგაფუნი ისე იფეთქებს, ვით თოფის წამლის ნაკვესები. ჩრდილები ეშვება მიწაზე, წყვდიადის ფარდა ეფარება ყოველივეს, ამასობაში კი მთელი ეს გულანთებული ქვეყანა, საოცა­ რი გზნებით, სიშმაგითა და ჟინით სავსე ეს მხარე იქცევა უძრავ, იისფერ ზღვად, ხოლო ჰორიზონტზე გადაჭიმულა ხავერდოვანი კავკასია, უწონო და უფორმო; გვირგვინს იდგამს, თავს იმკობს ნემსივით წვრილი, ბასრი, წვეტიანი და წამახული ალის ენებით, რომლებიც თითქოსდა მოსწყდნენ მთრთოლვარე, წკრიალა ვერცხლს; ეს ენები მო­ მაგონებენ იმ ლიუტენებს, იმ ფუძის ანგელოზებს, უეცრად რომ ამოყვინთავენ უკუნე­ თიდან, ანაზდად გაჩნდებიან არსაიდან, რათა ღამეულ ფერხულში ჩაებან. თავი მესამე თუშეთი ალვანი, თუშეთის ერთგვარ ავანპოსტად რომ გვევლინება, სულ ახლოსაა მთიან მხარესთან; იქაურები უთუოდ განიცდიან მთის მკვიდრთა გავლენას; თავისებური და­ ღი დაასვა ამ სიახლოვემ და სიმჭიდროვემ. თვალს მიეფარა ველ-მინდვრები, ყანები, მდელოები, ვენახები და ზვრები; ეს მობიბინე სიმწვანე შეცვალა უკიდეგანო, ფერმიმ­ ქრალმა, ერთგვაროვანმა საძოვრებმა; ერთი ხეც კი არ აღმართულა იქ; ეს საძოვრე­ ბი ასკეტურად კუშტ და სადა იერს აძლევს მთელ ამ უზარმაზარ სოფელს; თითქმის ისეთ იერს, რომ იფიქრებთ, აქაურობა ერთთავად მოშიშვლებული და უკაცრიელიაო. თუშებს სულს უხუთავთ საშინელი სივიწროვე და ხელმოკლეობა, რადგან თოვლით დაფარულ, თვალუწვდენელ სიშორემდე გადაჭიმულ ხეობებში ცხოვრობენ; იძულე­ ბულნი არიან, მიატოვონ სახლ-კარი და ხიზნობაში გაატარონ ნახევარი წელი; ამ მხრივ ძლიერ ჰგვანან სავოიელებსა და ოვერნელებს. გარდა ამისა, ნიადაგის თავი­ სებურების, ბუნების, კლიმატის, ჰავის, გაჭირვების, სიღატაკის(ისე მიეჩვივნენ ამას, ისე გამოიწვრთნენ, იციან, მკვირცხლად რომ უნდა იმოქმედონ, შორსმჭვრეტელობა გამოიჩინონ და მუდამ თადარიგი დაიჭირონ), აუტანელი მეზობლების გამო(ფიცხი, უხეში, ტლანქი და მხეცებივით ველური ქისტები ესაზღვრებიან), მათი ტემპერამენტი და ზნე-ხასიათი თავისით გამოიბრძმედა, თითქოს გასალკლდევდა; ისეთი გამჭრია­ ხობა, ოსტატური მოხერხებულობა, გერგილიანობა, სიმარჯვე, სიმამაცე, გულადობა და გამბედაობა აქვთ გამჯდარი ძვალსა და რბილში, თუკი რომელიმე მათგანი სიმ­ ხდალესა და სილაჩრეს გამოიჩენს შერკინებისას, უმალვე ძაღლის სადგომში დაამ­ 427 ოდეტ კენი წყვდევენ და აიძულებენ, იქ ჭამოს საჭმელი; თავისიანსაც კი არ დაინდობენ. როცა მათთან ვიყავი, ვიხილე მასწავლებლები, ქართულ სკოლებში რომ ასწავლიდნენ; მითხრეს, ნეტავ იცოდეთ, რაოდენ სწყურიათ ბავშვებს სწავლა-განათლება, რარიგ გატაცებით ეწაფებიან ცოდნის უშრეტ წყაროსო; ისიც მომახსენეს, პატარა მწყემსები და მენახირეები თან საქონელს უვლიან, თან წერა-კითხვას შეისწავლიან, მიუხედა­ ვად იმისა, რომ სულ მარტონი არიან მთებშიო. გამორჩეულია მათი კილოკავი, სა­ ქართველოში გავრცელებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული; თუმცაღა, თით­ ქმის ყველა კაცი ლაპარაკობს მრავალ ენაზე, და სოფელში ყოფნისას უთვალავჯერ გავებაასეთ ნასწავლ გლეხებს; თურმე ყველა მათგანს დაუმთავრებია გიმნაზიის უკ­ ლებლივ ყველა კლასი. მართლაც ბევრი სახლია ცარიელი, რადგან დაბლობის ბინა­ დარი თუშები ზაფხულობით მიიწევენ თვალუწვდენელი მაღლობებისაკენ, თავიანთ ნახირსაც მილალავენ ცადაზიდულ სიმაღლეებზე შეფენილი იმ იალაღებისაკენ – ამ მხრივ უთუოდ ჰგვანან ორესის მთათა მასივის მკვიდრ ბერბერებს – და ოდენ ზამ­ თრის დამდეგს უბრუნდებიან საკუთარ კარ-მიდამოს. ის საცხოვრებლები, მე რომ დავათვალიერე, რბილად რომ ვთქვა, სულაც არაა ისეთი კოხტა, როგორიც კახური ხის სახლები, მთაში აშენებულ შვეიცარიულ შალეებს რომ ჰგვანან. აქ თითოეული საცხოვრებელი განცალკევებით დგას, შემოღობილში მიმალული; მთელი ეზო-ყურე მოფენილია ათასი ხარახურით გამოტენილი ფარდულებით, თივის ზვინებით, ძნებით, ურმებით, ორთვალებით. თითქმის ყველა სახლი ხისაა, წითელი სახურავი შვენის, აქვს ერთგვარი გადახურული ვერანდა, რომელიც ეყრდნობა უხეშად გამოჩორკნილ სვეტებს; და აკვნები, კატები, ქათმები, ცხოველთა ტყავები, საწმისები, ხალიჩები, ფარ­ დაგები, საჭურველი, აბჯრები, ცხენის აღკაზმულობა და სამოსი ისეა არეული ერთმა­ ნეთში, წარმოუდგენელი ზედახორაა; ამ უწესრიგოდ ახორავებულ და აკოკოლავე­ ბულ ნივთებს გამოუტენიათ სახლი; ტევა აღარაა; დაუჯერებელია! ლოგინების ერთი კიდიდან მეორემდე გადაჭიმულა თუშური საბნები და გადასაფარებლები; მხოლოდ ამ ხალხს სჩვევია ასეთი გამორჩეული საბნების შეკერვა და გადასაფარებლების მო­ ქარგვა; მათი ნახელავი სულ ოდნავ ჰგავს თურქულ„Karamanès“-ებს, თავისი რომ­ ბისებური და სამკუთხა ფიგურებით, თეთრი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი, მოწი­ თალო ნაქარგებით; ყველა ფიგურა მრუმედ ელავს შავ ფონზე. ჭერს სწვდება ვიწ­ რო შუშაბანდებში დადგმული მძიმე დაზგები, რომელთა წყალობითაც ქსოვენ ძალზე გამძლე, მაგარ, რუხ და მოყავისფრო შალს(მამაკაცები იმოსებიან ამ ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმლით), და ხანდახან ასეთი სანახაობაც გადაიშლება ჩემ თვალ­ წინ: დახვავებულა ის მოგლეჯილი ბალახი, ჯერ რომ იღლიაში ამოუჩრიათ, მერე კი აქ შემოუტანიათ; დახვავებულა პაწია, გამხმარი ყვავილები, აბრეშუმის ჭიის პარკები; ყოველივე ამას საწმისები, ფარდაგები, ხალიჩები და თუთის ხის შტოებისაგან შეკოწი­ წებული ჩარჩოები იფარავენ ქარისაგან; მომაგონებენ გაზის მეტად მსუბუქ, სიფრიფა­ ნა, თეთრ ქსოვილს, დაფენილს დამჭკნარ ზიზილებზე; სქელ-სქელი აბრეშუმის ჭიები 428 ოქროს საწმისის ქვეყანაში ნელ-ნელა მიცოცავენ ღეროებზე. გამორჩეული, უჩვეულო, საკვირველი, საუცხოოდ მშვენიერი და თვალწარმტაცია; ერთობ ნატიფი ელფერი დაჰკრავს და ერთთავად გაჟღენთილია მკვდარი გვირილების ნატიფი, სუსტი, შორეული სურნელით… სუფ­ თა, დაბანილ-დავარცხნილ, წესიერ ბავშვებს, საოცრად ვარდიფერი კანი რომ აქვთ, კრიალა თვალის გუგებზეც კი ეტყობათ, გულწრფელნი და უეშმაკონი რომ არიან; დაინტერესდნენ ჩვენით, მაგრამ იოტისოდენა კადნიერება, სიუხეშე და ბარბაროსუ­ ლი სიველურეც კი არ იმალება მათი ცნობისმოყვარეობის მიღმა; წყვეტენ თვინიერი და კეთილგონიერი ბავშვებისათვის ჩვეულ, ჭკვიანურ, უბრალო თამაშებს, რათა გა­ ტაცებით გვადევნონ თვალი, დაუსრულებლად გვათვალიერონ... სხვათა შორის, საოცრად მშვენიერი მეჩვენება მათი მოდგმა. თითქმის ყველა მა­ ღალი და ახოვანია, – ძალზე ხშირად შეხვდებით ქერათმიან თუშებს, – მუდამ ძალღონით სავსეებს; მათი ნამზეურის მიღმა იმალება საოცრად თეთრი პირ-სახე; რძის­ ფერი კბილები აქვთ და ცოტა არ იყოს, გადმოკარკლული ცისფერი თვალები; მუქ ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილი თუშები მშვიდი ხალხია; ნელა, დინჯად სიარული სჩვევიათ; მათთვის სრულიად უცხოა როგორც მოუქნელობა, სიტლანქე და მოუხე­ შაობა, ისე მგზნებარება, გატაცება, სიცხოვლე და აღტყინება; მთის ბინადართათვის ჩვეული ძალა აქვთ, შეკავებული, დაურვებული ძალა; მოსდგამთ მთიელთა სიამაყე, ადათ-წესებისა და ტრადიციების ურყევი სიყვარული, მიდრეკილება განუწყვეტელი, მძიმე შრომისაკენ, გაუთავებელი ჯაფისა და გამუდმებული ჭაპანწყვეტისაკენ. ჩვენ უმალ შევნიშნეთ ერთი საკვირველი ფორმალიზმი, რომელმაც ცნობისმოყვარეობა აღგვიძრა – რაკი ვახშამი ჯერ კიდევ არ იყო მზად, მასპინძლებმა მთელი ერთი საათი გვაყურყუტეს კართან, მერე კი გვთხოვეს, შემობრძანდითო; სახლში შევაბიჯეთ, მაგ­ რამ მაშინაც კი ვერ შევძელით სუფრის ირგვლივ შემოსხდომა, რადგან არავის მივუ­ პატიჟებივართ. შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, რომ იქ აშკარად იგრძნობოდა მუს­ ლიმანების გავლენა. ეს ეტყობოდა ყველაფერს: მათს მორალს(ისეთი შეურიგებელი, დაუთმობელი და პრინციპული ხალხია, თუკი შეისწრებდნენ ხორციელ სიამეს მიცე­ მულ საყვარლებს, მაშინვე სიკვდილით სჯიდნენ„ცოდვილთ“, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ხარჭა“ ქალიშვილი იყო და თანაც, თავისუფალი და უქმრო); გარიგებით ქორწინებას (მხოლოდ ნეფე-დედოფლის მშობლები აკვარახჭინებდნენ ამ საქმეს); იმ თავდაჭე­ რილობას, რომელსაც არასოდეს ივიწყებდა ოჯახის არც ერთი წევრი. ერთმა ოჯახმა შეგვიფარა აქ; მთელი ჯალაბობა შედგება მოხუცი ცოლ-ქმრისგან, მათი ერთადერთი ვაჟიშვილისა და მისი ცოლისგან. ისეთი სიწყნარე გამეფებულა ამ საგვარეულო კარ-მიდამოში, ისეთი მდუმარება სუფევს, სამარეში გვგონია თავი; მოხუცი ქალი არც კი ჩანს, მისი ახალგაზრდა რძალი კი სიტყვის უთქმელად შემოდის და გადის. მეტად ლამაზი და ეშხიანი ქალია; მქრქალი კანი და შავგვრემანი სახე შვენის; ასკეტურად სადა, დაბამბული, შავი კაბა აცვია; გრძელი, მუქი თავსაბურავი ერთიანად უფარავს თმას და სარტყელივით მჭიდროდ ეკვრის მის შუბლს; ეს ქსოვილი, რომლის ნაკეცე­ 429 ოდეტ კენი ბიც ტერფებამდე დაშვებულა, ამ მოკრძალებულ, უენო ქალს ანიჭებს მონაზვნის უდ­ რეკ სიმკაცრესა და შეუვალ ღირსებას, ღვთისმოსაურ მოწიწებას რომ აღუძრავს ადა­ მიანს. როცა ვთხოვე, თქვენი ადგილი დაიკავეთ და გვერდით მოგვიჯექით-მეთქი, ოჯახის უფროსმა, მედიდური იერის, უხეშმა, გაუთლელმა, ლოყებღაჟღაჟა ბერიკაცმა, საოცრად რომ ჰგავდა ხორვატს, ჩემს თანხმლებს სთხოვა, ამ ქალბატონს ჩემ მაგიერ გაეცით პასუხი, რათა გაიგოს, რომ ქალები ხმაამოუღებლად, ჩქამის გაუღებლად ემ­ სახურებიან მამაკაცებს, როცა სუფრასთან სხედანო; მათი ვალია, კერძები მიართვან და ჩუმად გავიდნენ ოთახიდანო... მეტიც: შემდგომში ისიც კი შევიტყვე, რომ უფრო მკაცრი ტრადიციები ჰქონიათ. მაგალითად, ქორწილის შემდეგ – ამ საზეიმო ცერემო­ ნიისას პატარძალმა არაფრის დიდებით არ უნდა მოიხსნას რიდე, მთლიანად რომ უფარავს თავსაც და სახესაც – ცოლი უნდა დაიმალოს, თვეზე მეტხანს იყოს ასეთ დღეში; ქალს იმის უფლებაც კი არა აქვს, ხმა ამოიღოს, მიმართოს დედამთილ-მამამ­ თილს, ან მათ წინაშე ჩამოჯდეს, თუკი თავად არ დართავენ ამის ნებას... როცა მათ პირისპირ აღმოჩნდება, შეწუხებული სახე უნდა მიიღოს და უხერხულად იგრძნოს თა­ ვი; კარგა ხანს არ უნდა მოიშოროს ამგვარი გამომეტყველება; აი, ასეთია დაუწერელი კანონი, წესი და რიგი. ხალხის დასანახადაც მოკრძალებული უნდა იყოს; თვით ქმარ­ თანაც კი ძალზე ხანმოკლე კავშირი უნდა ჰქონდეს; წამითაც კი არ უნდა დაკარგოს სიდინჯე და თავდაჭერილობა; სულ დაძაბული უნდა იყოს... რაწამს გამოვცალეთ ჩაით გალიცლიცებული ფინჯნები, მამაკაცებმა თითი დააკაკუნეს მაგიდაზე, ერთი კომენტა­ რიც კი არ დაუყოლებიათ, არაფერი უთქვამთ; წამის გაელვებაში შემოვიდა ქალი და ისეთი იერით შეავსო, როგორიც აქვს მუყაით, დაუზარელ, თავდადებულ, გულმოდგი­ ნე, მორჩილ და ქედმოდრეკილ მხევალს; საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ გვის, ყველაფერს ასუფთავებს, ღონივრად ბერტყავს ლოგინის წინ დაფენილ ხალიჩას და ლოგინის თავთან, კედელზე გაკრულ ფარდაგებს. თვით დღესასწაულებიც კი მკაც­ რად დადგენილია წინდაწინ; ყოველი წლის აგვისტოში ზეიმობენ; წმინდა გიორგის თვეს უწოდებენ; განსვენებულთა წლისთავს აღნიშნავენ; ან კიდევ, მას შემდეგ, რაც მსხვერპლს შესწირავენ ღვთაებას, ცხვრებს ზვარაკად მიიტანენ სისხლით მორწყულ სამსხვერპლოზე, უხვად დაისხამენ სასმელს და გამოცლიან უშველებელ სასმისებს, გამოიყვანენ ცხენებს და მოჰყვებიან ჯირითობას; ერთმანეთს ეჯიბრებიან გაქაფული ბედაურები; გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად აჩაღებენ ამ დოღს. ვკითხე, შეუძლებელი ხომ არ იქნება ჩვენთვის თქვენი სიმღერებისა და საკრავების საამური ჟღერის მოსმენა, ცეკვა-თამაშის ყურება, ხომ გვექნება ამ სანახაობაზე დასწრების უფ­ ლება-მეთქი.„ჯერ არა... ახლა მუშაობის ჟამმა მოაწია!“ – შესძახა ბებერმა თუშმა. მიუ­ ხედავად ამისა, ერთ საღამოს ვიხილეთ ნანატრი სანახაობა: კაცმა სულ რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა ცოლს, არც კი შეხედა და რაღაც უბრძანა; ახალგაზრდა ქალი დაჰყვა მის სიტყვას; დაიწყო დაკვრა. საშინელ ტკივილს მგვრის მისი ცქერა; ვეწამები და გული მებზარება, როცა ვხედავ, რაოდენ მორცხვი, გაუბედავი და მოკრძალებული 430 ოქროს საწმისის ქვეყანაში იერით გვიხსნის რაღაცას, როცა საკრავი ფუჭდება; ახსნა-განმარტებებად იღვრება, ცდილობს, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს... თუშები გარმონიკას უწოდებენ ამ ინ­ სტრუმენტს; ერთგვარი აკორდეონია, ქალთათვის განკუთვნილი; კაცებს დაუსაკუთ­ რებიათ ჩონგური და სალამური, ძალიან რომ ჰგავს ბანჯოსა და ფლეიტას; თვალის­ ჩინივით უფრთხილდებიან და არავის დაუთმობენ; ჩონგური და სალამური უფრო ჰგავს საომარი სულისკვეთებით განმსჭვალულ მებრძოლთა საკრავს, ვიდრე გარმო­ ნიკა. ქალი დასაკრავად მოემზადა და საგანგებოდ შეიმოსა; ზღვარგადასული პოპმე­ ზურობა იგრძნობოდა; თითქოს ზარ-ზეიმით უნდა აღენიშნა რაღაც; სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოეწყო; მოისხა შავი ტუნიკა, აბრეშუმის მოკაზმულობებით დამშვე­ ნებული, წარმტაცი ნაქარგებით, გრძელი, ვერტიკალური ხაზებით, ყაისნაღის ნაქარ­ გობებით, ძეწკვებით, ვერცხლის მონეტებით, ლალივით წითლად მოელვარე ძვირფა­ სი თვლებით, ყვითელი ბუზმენტებით, ყაითნებითა და სირმებით გაწყობილი; უსახე­ ლო ჟაკეტი აცვია და ხავერდის მუქი მწვანე წინსაფარი უკეთია; ოქროს ბურთულები ჩამოკონწიალებულა მის ყურებსა და ყელზე. ყოველივე ამის ფონზე იკვეთება მშვიდი, ფერმიხდილი და ნაზი სახე, რომელსაც გარს ევლება თავსაბურავის ბალთები და მო­ ყავისფრო საყურეები, მკერდზე კიდევ უფრო დაბლა რომ ეშვება; და თავი მიუბრუნე­ ბია ბნელი ოთახის უძირო სიღრმისაკენ, კოხტად მორთულ-მოკაზმულს, ნაღვლიანს, უმეტყველოს; ჰგავს რომელიღაც სოფლის მკვიდრ მადონას, მომქანცველი, მტანჯვე­ ლი, დამთრგუნველი და გულისმომწყვლელი ოცნების თუ ზმანების ტალღებში შთან­ თქმულს. რაწამს მისმა გაწაფულმა და მარჯვე ხელებმა უსაშველოდ გაჭიმეს ინსტრუ­ მენტი, საამო მუსიკის ტალღებმა წალეკა ეს ორი კაცი, მისი მოდგმის რომაა; სულგანა­ ბულნი უგდებენ ყურს; მათაც მის დარად დაუხრიათ თვალები, იატაკს დაჰყურებენ, გარინდულან, არც კი ირხევიან, და მათი შეუვალი, უშფოთველი სახეები, რომელთაც არასოდეს დაეტყობათ სულ ოდნავი ლმობიერება და გულაჩუყებაც კი, გამოხატავენ ერთგვარ დინჯ, დარბაისლურ, კუშტ კმაყოფილებას, მაგრამ არაფრის დიდებით არ იტყვიან რამეს ამ გრძნობის შესახებ. ამ საუცხოო, გამორჩეულ მელოდიას, ცნობის­ მოყვარეობას რომ გვიღვიძებს, ორმაგი ტემპი აქვს: ცოცხალ, ჩქარ, თამამ, გაბედულ მოტივებში ხანდისხან გამოერევა მწარე ჰანგები; მათში ხან მძლავრად, თავაწყვეტით, ელვის სისწრაფით, ხან კი თითქოსდა ხტუნვა-ხტუნვითა და კრთომით მოქრის მთათა საოცრად მარდი და მკვირცხლი სული; ამას მალიმალ აგვირგვინებს გრძელი, თით­ ქმის ჩურჩულით ნამღერი სტროფი, ქრომატული, ისეთი ნაღვლიანი, ისეთი კაეშნის მომგვრელი, ისეთი შემზარავი ძალით სავსე, ისეთი გულში ჩამწვდომი, რომ ბოლოს და ბოლოს, ნათლად იკვეთება ერთი ხატება, და ადამიანმა ყური რომ დაუგდოს ამ მელოდიას, უთუოდ ირწმუნებს, ვიღაცამ გააფრთხილა ეს მხიარული, ლაღი და ხალი­ სიანი ნოტები, აუწყა, დიდი საფრთხე გემუქრებათო, გაუმხილა, სულ მალე გშთან­ თქავთ მელანქოლიის ტალღებიო; ამიტომაც, ეს ნოტები სადღაც მიიჩქარიან, ერთმა­ ნეთს აწყდებიან, თავადვე ეხვევიან გზნების ცეცხლში, თვითონვე აქეზებენ, აღელვე­ 431 ოდეტ კენი ბენ და აგულიანებენ საკუთარ თავს, ერთგვარი ყალბი, ნაძალადევი, მოჩვენებითი ნების წყალობით აღძრულნი; მიეშურებიან ასე აღგზნებულნი და აალებულნი, რათა დააბოლოონ თავიანთი სარაბანდ ­ ა 6 , რომელშიაც ავადმყოფური აღტყინება, უსაზ­ ღვრო მგზნებარება, სიშმაგე, სიშლეგე და მძვინვარება იგრძნობა; რათა დიდებულად დააგვირგვინონ ეს გიჟმაჟური ცეკვა, სანამ უძირო წყვდიადში შთაინთქმებიან და საუ­ კუნოდ გაქრებიან. მაგრამ მათ ჩაახშობს და წალეკავს მძლავრი, ჟღერადი, ნოსტალ­ გიური, ნაღვლიანი რიტმი, თან მეტისმეტად ულმობელი და უწყალო, და მთელი ოთა­ ხი ივსება უკვე მოყირჭებული ტკივილით... თუშები ძალზე სტუმართმოყვარე და პურადი ხალხია, თუმცაღა, ანაზდეულად, უკვალოდ ქრება მათი კეთილგანწყობა, რაწამს ცხენებზე ჩამოაგდებს სიტყვას ვინ­ მე. დოდიმ დაიჩემა, ვიცი, არსებობს ერთი თუშური გამოთქმა, თუ ანდაზა, რომელიც ნათლად ამტკიცებს, რომ არც ერთი თუში ჯარისკაცი არ დაუთმობს თავის გენერალს საკუთარ საჯდომ ცხენსა და უნაგირსო. ცხადზე უცხადესია, პირუტყვი მჭირდება, რა­ თა კიდით კიდემდე შემოვიარო თუშეთი, გაფაციცებით დავაკვირდე ყველაფერს და ცხოვრებაში პირველად აღმოვაჩინო მისი საოცრებანი. ჩვენს მასპინძელს სამი ბე­ დაური ჰყავს, მაგრამ უცაბედად გაგულცივდა და გამოგვიცხადა, ჩემს ერთ მეგობარს ეკუთვნის ეგ ტაიჭებიო. რწმუნებული თავადაც თუშია და გულშიაც კი არ გაივლებს, თუნდაც ყველაზე უხეირო სახედარი მაინც ჩამოართვას ვინმეს ამ მხარეში(რეკვი­ ზიციის ძალით). გარდა ამისა, კიდევ უფრო გაართულა საქმე რამდენიმე სამწუხარო ფაქტმა: დაუდგრომელმა ქისტებმა ერთი შფოთი და ჩოჩქოლი ატეხეს, გზები კი ღრმა თოვლით დაიფარა; გიდები ანგარიშობენ და ასკვნიან, რომ ოცი ათასი ქართული რუბლი(იმხანად 800 ფრანკს უტოლდებოდა ეს თანხა) დაგვიჯდება მათი მომსახუ­ რება; არ უღირთ ნაკლები გასამრჯელოს სანაცვლოდ წინამძღოლობა, რადგან ჩვენს უნაგირზე დასამაგრებელი, დამბაჩებისათვის განკუთვნილი ტყავის ბუდეები უნდა ათ­ რიონ და ჩაგვაცილონ ომალომდე, რომელიც ალვანიდან სამი დღის სავალზე მდება­ რეობს; საკმაოდ შორსაა; ვერც ერთ სხვა სოფელს ვერ ვიპოვით გზად. ოცი ათასი რუბლი – აი, სწორედ ეს თანხა მიიღო დოდიმ მთელი მოგზაურობის ხარჯების დასა­ ფარად. ამ ფულის ასე ერთბაშად ხელიდან გამოცლა ნამდვილად არ იქნებოდა კე­ თილგონივრული საქციელი... ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი ის დაუძლეველი, გადაულახავი, გაჭირვებით ჩახშობილი ძრწოლა, მთები რომ მგვრიან. ისე მძულს, თითქოს უსულო კი არა, ის სულიერი საგნები არიან, ცნობიერება და შეგნება რომ აქვთ, დიდი სიავე სწადიათ ჩემთვის და ჩემზე ბევრად ძლევამოსილნი არიან. არასო­ დეს, არასოდეს გამხდარა მთა კარგად ნაცნობი და თითქმის მშობლიური ტერიტო­ რია ჩემთვის. დავიწყება და ადამიანთა სიძულვილია მთის არსთა არსი, და გოროზი და კუშტი მწვერვალები არა მხოლოდ აცამტვერებენ ჩემს ადამიანურ ძალისხმევას, 6. ძველებური ესპანური ცეკვა. 432 ოქროს საწმისის ქვეყანაში – გულისმომწყვლელად შესაბრალისია ძალ-ღონის ეს უკიდურესი დაძაბვა, მაგრამ მაინც ისეთი დიდებული და გიგანტთათვის შესაფერი მეჩვენება, მინდა, დაჟინებით მოვითხოვო, მომეცით უფლება, ვიამაყო ჩემი თავდადებით-მეთქი, – არამედ არც კი იმჩნევენ ჩემს გარჯას, ძალისხმევასა და ჯახირს. მოაშთობენ ყოველივეს, ყოველი­ ვეს იმ სიამაყის ჩათვლით, რომელიც გარდაუვალად სჭირდება ადამიანს, მოაზროვნე არსებას, რათა ღირსება შეინარჩუნოს; რაწამს ცადატყორცნილ მწვერვალებს შორის აღმოვჩნდები, ვრწმუნდები, რომ არა მაქვს მაინცდამაინც დიდი გაქანება და მეტად უნაყოფოა ჩემი ვითომდა ბრძნული შორსმჭვრეტელობა და გამჭრიახობა. მთელი ბუნება, ეს უსასრულო, უკიდეგანო სამყარო, გულგრილია ადამიანისადმი, თუმცა­ ღა, მაინც მთები მეჩვენება უგრძნობლობისა და გულცივობის ყველაზე თვალსაჩი­ ნო განსახიერებად; მაშინაც კი, როცა მოღაღანე სიმწვანით შეიმოსება, აყვავებული, გაფურჩქნილი, ჭრელ-ჭრელი ყვავილებით დაიფარება და გამშვენდება, გულკეთი­ ლობის ნატამალსაც კი ვერ ვამჩნევ იდუმალებით მოცულ მათ სახეებზე, და მათზე გადაფენილი ღიმილი მესახება იმ ამოუხსნელ, ჩაუწვდომელ, ამოუცნობ და მოუხელ­ თებელ ირონიად, რომელსაც ავლენს ყოველივე მარადიული ყოველი სულიერის ამ­ ქვეყნიური ამაოებისა და წარმავლობის წინაშე. ყოველთვის ხომ ვერ ავარიდებ თავს მთებთან შეხვედრას?! კარგად ვიცი, როგორ მელიან, როცა მოგზაურობით ვტკბები... მაგრამ რაკი ამჯერად თვით ღმერთებმა განაჩინეს, ოდეტი ვერასგზით ვერ შეძლებს იმ მწვერვალთა ხილვასო, ვინ ვარ მე, უმწეო, უსუსური და უძალო მოკვდავი, წინ რომ აღვუდგე ღვთაებათა ნებას?! მიშას სახეა ის უკანასკნელი ხატება, ალვანიდან რომ გამომედევნა. მიშა ჩვენ წარმოგვესახა მრისხანების, სიშმაგისა და მძვინვარების თითქოსდა ცოცხალ ქარ­ ბორბალად, მაგრამ მისი სიავეც კი ისეთი ამაღელვებელია, პირდაპირ გულისგუ­ ლამდე მხვდება. ფეხზე დგას და ლამის წელამდე მწვდება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი თვისაა; გაბანჯგვლულია, დიდი, ბურთივით მრგვალი თავი აქვს, მძი­ მე, ტლანქი, ბრტყელი კიდურები კი ცხოველის თათებს მიუგავს; თავიდან ფეხებამ­ დე თმით დაფარულს, ერთიანად შავს, სულ მთლად გაჩეჩილსა და გაბურძგნილს, საოცრად მრგვალი მუცელი მოუჩანს; მისი ძალზე მოკლე ცხვირი პირუტყვის დრუნჩს მომაგონებს; მისი პაწია, ყავისფერი თვალები მაშინაც კი შესაბრალისი და უბედური ადამიანის თვალებად მეჩვენება, როცა გაცოფებისაგან ელავენ და ნა­ პერწკლებს ყრიან მომეტებული რისხვისაგან. მიშა მთებში დატყვევებული დათვის ბელია, და ერთადერთ რამეს დაეძებს ამქვეყნად – იმ ხანჯლის ქარქაშს, რომელსაც ატარებს მხცოვანი თუში, ჩვენი მასპინძელი, და ეს ნივთი ყველა საჭმელს ურჩევნია (ვერავინ ხვდება, რატომ). დილიდან დაღამებამდე დაკუნტრუშებს და გიჟმაჟობს თავისი პატრონის გვერდით; აბეზარია, გულის გამაწვრილებელი, ჯიუტი და მოუ­ შორებელი; ერთადერთი აზრი უტრიალებს იმ ჩლუნგ ტვინში; ტლანქად, მოუქნე­ ლად ხტის, უგერგილოდ ლამობს ალერსს... 433 ოდეტ კენი ახმეტაში პირველად შევხვდი რუს ბოლშევიკებს. აქაურები განსხვავდებიან თუშე­ ბისაგან. ქალები და მამაკაცები თავისუფლად ირევიან ერთმანეთში, ისე ებაასებიან და ეპყრობიან ერთიმეორეს, როგორც თანასწორთ შეჰფერით. ქალები, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ და თავდაუზოგადავად შრომობენ, მიწას ამუშავებენ და არც შინ არა აქვთ მოსვენება, უფრო ინდივიდუალურები არიან; შეინარჩუნეს შინაგანი„მე“; ოჯახური კერის ბატონ-პატრონნი არიან, მართვის სადავეთა მპყრობელნი... ერთ-ერთ დუქანში 7 გადავეყარეთ ბოლშევიკებს. სამივე რუსი იყო; კეთილი, ბუნჩულა კაცების იერი და ნათელი თვალები ჰქონდათ; ბრტყელ-ბრტყელი ქუდები ეხურათ და დაფლეთილი, მწვანე ბლუზები ეცვათ; დაათრევდნენ კოჭაზე დახვეულ ძაფებს, მათი ქურთუკის ღილებზე რომ იყო ჩამოკონწიალებული. ასე მგონია, ეს, ჰო, აი, სწორედ ესაა ის მეტისმეტად თვალსაჩინო, მეტისმეტად დაუფარავი, განზრახ „დასმული ნიშანი“, მათ საიდუმლოს რომ ააშკარავებს და ყველას მიახვედრებს, რასაც საქმიანობენ. რაღაცის გამავრცელებლები არიან. ამან გამოგვაფხიზლა. უკ­ ვე დამთვრალიყვნენ; ჩვეული სიფრთხილის, წინდახედულობისა და კეთილგონიე­ რების ნატამალიც კი აღარ შერჩენოდათ. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ჯერ კიდევ არ გვენდობოდნენ ბოლომდე; უარი თქვეს მწკლარტე ღვინოზე, ლობიოსა და იმ პაწაწინა თევზებზე, ვარდისფერ ქაღალდში შეხვეული რომ მოგვართვეს. მიუხედავად ამისა, რაწამს სიგარეტები გამოგვართვეს მე და დოდის, გული გადაგვიშალეს და ერთხანს გაცხარებით ვიკამათეთ პოლიტი­ კაზე. დოდიმ უმალ იეჭვა რაღაც, მოულოდნელად გამოიჩინა მაკიაველური ტაქტიკა, გვერდზე გაიხმო დუქნის მეპატრონე და უთხრა, შეკვეთას გაძლევთ, ახალი ღვი­ ნო მოგვიტანეთ, არაყნარევიო. მერე მოგვიბრუნდა, ჩემი თავი წარუდგინა მათ და უთხრა, ეს ქალბატონი ფრანგი სოციალისტია, სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ბურჯიო; მერე საკუთარი თავი გაასაღა ბოლშევიზმის იდუმალ გულშემატკივრად და დასძინა, გულის სიღრმეში ბოლშევიკების ქომაგი ვარ, მათი იდეოლოგიის გამარ­ ჯვებისთვის გაჩაღებული ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება ის ზოგადსაკაცობ­ რიო საქმეა, დიდ სიკეთეს რომ მოუტანს ყველასო. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა, ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, სერგეი კიროვის ერთგული და თავდადებული აგენტი ვარ(ეს უკანასკნელი ბოლშევიკური მისიის ხელმძღვანელი გახლდათ და იმხანად ტფილისში საქმიანობდა), ერთი ქართველი ოფიცრის უნიფორმა გადავიცვი, რათა უკეთ ავურიო გზა-კვალი მილიციასო. საჭირო იყო, მუცელი ამოეყორათ იმ ბოლშე­ ვიკებს, რათა დაეჯერებინათ დოდის ის ზღაპარი; მართლაც ენდნენ და გაუმხილეს საკუთარი განზრახვა:„საქართველოს მთავრობის დამხობაა ჩვენი მიზანი“. მერე დასძინეს:„სოფლებში გავაჩაღეთ მუშაობა... იმ ჟორდანიას, იმ გეგეჭკორს, იმ რა­ 7. ასე უწოდებენ საქართველოში ძალზე პოპულარულ სასადილოებს. 434 ოქროს საწმისის ქვეყანაში მიშვილს, საბრძოლველად რომ აქეზებენ ხალხს, სინამდვილეში, უნდათ, წყალივით დაღვარონ ადამიანთა სისხლი... ისე იზამენ ამას, წარბსაც არ შეიხრიან... ქართვე­ ლები ყეყეჩები არიან... დურაკები, როგორც ჩვენ, რუსები, ვიტყვით ხოლმე... იმის შეგნებაც კი არ სურთ, რომ უთუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ძმურად...“ აშკარა იყო, ამ ემისართაგან ორი, უბრალოდ, სხვათა აზრებს გამოთქვამდა, თუთიყუში­ ვით იმეორებდა მათ იდეებს, თუმცაღა, მესამე ნამდვილად გამოირჩეოდა მათგან, რადგან შერჩენოდა ინდივიდუალობა და ისე მსჯელობდა, როგორც სწავლულ კაცს შეშვენოდა; ამიტომაც, სწორედ მას მივმართე: – ძმურად? კი, მაგრამ... სულ ახლახან ჩაიგდეთ ხელში აზერბაიჯანი... ნუთუ ძმუ­ რი სიყვარულის გამოხატულება იყო ეს ქმედება? ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეთ ბაქოში, განჯაში... სულ მცირე, ათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეთ... ბოლო არ უჩანს ამ უკანონო დაპატიმრებებს... უსამართლოდ გამოამწყვდიეთ სატუსაღოში ხალხი... ყოველგვარი განსჯისა და გასამართლების გარეშე დასაჯეთ სიკვდილით ადამიანე­ ბი„Tchresvitchaika“-ს ტრიბუნალზე... მერე კი მივახალე ყოველივე ის, რამაც სასო წარმიკვეთა, გული გამიტეხა და იმედი გადამიწურა კავკასიაში ჩამოსვლის შემდეგ... ტკივილით სავსე რამდენი თვე გავლიე! – მეც კომუნისტი ვარ, – დავსძინე მაშინვე, – თქვენი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროგრამის იდეები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ესაა ყველაზე ღრმა, ყველაზე უცვლელი და მყარი იდეები, ისეთები, როგორებიც ისე გვჭირდება, ვითარცა ჰაერი, რათა ვისუნთქოთ... ის იდეები, ყველა ოცნებაზე მაღლა რომ დგას; ის იდეე­ ბი, რომელთაც ვერც კი შეედრება სიყვარულის, დიდების, სახელის მოხვეჭისა და ხსნის ნატვრა... თანახმა ვარ, ხვალვე გამაკრან ჯვარზე, თუკი ჩემი ჯვარცმა, თუნდაც, მარტოოდენ ერთი წლით მაინც დააჩქარებს იმ სანატრელი ხანის დადგომას, როცა ვეღირსებით ჩემი სასწაულებრივი, საკვირველი და დიდებული მომავლის ქალაქის აშენებას. მაგრამ, სამწუხაროდ, იარაღის ლულებზე წამოცმული ხიშტების გარდა ვე­ ღარაფერს ვხედავ თქვენს სისტემაში. კომუნიზმი ინტელექტუალური და მორალური მოძღვრებაა, მე ასე აღვიქვამ ამ სწავლებას, მაგრამ რაკი თქვენს ხელში ჩავარდა, პოლიტიკურ-მილიტარისტულ იდეოლოგიად იქცა... არსებობს ერთი ძველთაძველი წიგნი, სახარება ეწოდება და სიბრძნითაა სავსე. ეს წიგნი გვეუბნება, რომ ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. რა დაგითესავთ სიძულვილის მეტი?! –კაცობრიობა უსაშველოდ იტანჯებოდა. წამებულ ადამიანთა მოდგმას არ შეუძ­ ლია, კიდევ დაკარგოს დრო და დაელოდოს ევოლუციას, – მომიგო მან. – თქვენ კაპიტალიზმის ერთი ნაირსახეობა მეორე ფორმით ჩაანაცვლეთ... – სახალხო კაპიტალიზმით... – იმპერიალიზმის ერთი სახესხვაობა მეორით შეცვალეთ... – მშრომელთა იმპერიალიზმით... – განა უნაყოფობა არ სუფევს ყველგან, სადაც ფეხი დადგით?.. 435 ოდეტ კენი – ეს ზამთრის თვალში საცემი, მაგრამ მოჩვენებითი უნაყოფობაა. ვერაფერი გააქრობს იმ მედგარ, უხილავ ძალებს, საოცარი სიცხადით რომ გამოვლინდება გა­ ზაფხულის დამდეგს. – კი, მაგრამ, რად მოაშთეთ ყოველივე? თვით ის უმცირესი თავისუფლებაც კი წაართვით ხალხს, რომელსაც დესპოტებიც კი ანიჭებენ მოსახლეობას. გადაადგი­ ლების, მიმოსვლის, თავის დაცვის, აცილების მოთხოვნის, საკუთარი არაკომპეტენ­ ტურობის აღიარების უფლება... ეს ხომ სულ მთლად მარტივი პრინციპებია?.. – ჯერ ერთბაშად უნდა მოასწორო მთელი ნიადაგი, რათა მერე ნაგებობა აღმართო. ალბათ, პოლიტიკური ფანატიზმის გადმოსახედიდან, ჭეშმარიტი ჩანს ყოველი­ ვე ეს. მაგრამ ჩემს შინაგან სამყაროში აღმოცენებულმა, სულ სხვაგვარმა, უეცრად მოზღვავებულმა ფანატიზმმა ანაზდად ყველაზე მგზნებარედ, ყველაზე თავგანწირუ­ ლად გაიბრძოლა და გააფთრებით შემომიტია... – უცილობლად უნდა აღსრულდეს სამართალი. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდ­ რე ის, რომ კომუნიზმი ასეთ მდგომარეობაში იყოს... უცებ შეწყდა კამათი. ბოლშევიკმა ჭიქა ასწია და ისეთი საკვირველი, ისეთი ცნო­ ბისმოყვარეობის აღმძვრელი საბოლოო არგუმენტი წარმოთქვა(ნუთუ ბოლშევიკ­ თათვის დამახასიათებელია ასეთი რამ?!), მინდა, ციტატასავით დავწერო ამ წიგნში: „როცა ჩვენ მოვალთ და მართვის სადავეებს ჩავიგდებთ ხელში, ტავარიშჩ(ეს სიტყვა ამხანაგს ნიშნავს რუსულად), ციხეში გიკრავენ თავს; ჰოდა, შეგიძლიათ, გულდასმით განსაჯოთ ჩვენი მეთოდები სატუსაღოში, დაუსრულებლად იფიქროთ ამაზე“. შეიძლება, ასეც მოხდეს. მაგრამ ეს სულაც არ იქნება ბრძნული გადაწყვეტილება. არსებობს მარად უცვლელი, მკაცრი კანონები, რომლებიც გვკარნახობს, რომ ყოველ­ გვარი ტერორი მთავრდება შლეგი, მძვინვარე, გავეშებული და ავადმყოფური გზნე­ ბით სავსე რეაქციონერების აღზევებით; რომ ტირანიის ყოველ ნაირსახეობას(თუნ­ დაც, ხალხის საკეთილდღეოდ დამკვიდრებულს), ბოლოს და ბოლოს, შთანთქავს ის ჯანყი და ამბოხი, რომელიც დაჯაბნის ტირანს. განა, ამჟამინდელი ბოლშევიზმი ისე არ ვნებს ჭეშმარიტ კომუნიზმს, როგორც ინკვიზიციამ ავნო ქრისტიანულ რელიგიას?... თავი მეოთხე გარეკახეთი იძულებულნი გავხდით, რამდენიმე დღით დავრჩენილიყავით თიანეთში. სულ უბრალო მიზეზით შემოვრჩით იმ მხარეში – გვინდოდა, ყველაფერი დაგვეგეგმა და ძალ-ღონე მოგვეკრიბა. ერთი შეხედვით, კარგი პირი არ უჩანდა საქმეს; მეგონა, ვე­ რაფრის მოგვარებას ვერ შევძლებდით; თითქოს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ ამ­ 436 ოქროს საწმისის ქვეყანაში ხედრებულიყო. გარეკახეთის სამმართველოს წევრებსა და ხევსურებს(ეს უკანასკნე­ ლი იმ სამმართველოს ექვემდებარებოდნენ) ნამდვილად არ ჰქონდათ გულთბილი ურთიერთობა იმხანად; საყვედურებით, სამდურავითა და ჩივილით იყო დამძიმებუ­ ლი ყოველივე ის, რაც გვესმოდა ამ მცირერიცხოვანი, თუმცაღა, გაუტეხელი, შეუპო­ ვარი, მედგარი, შეუდრეკელი და ქედუხრელი ხალხის შესახებ. ერთი მხრივ, ქისტებ­ თან ჰქონდათ ერთი დავიდარაბა და აყალმაყალი(ქისტები, ყოველ შემთხვევაში, ხევსურებივით ავები, ბოღმიანები და გულღრძოები იყვნენ), მეორე მხრივ კი გა­ მუდმებით ესხმოდნენ თავს ფშაველებს, ანუ ფშავის ბინადართ; ფშაველთა მოდგმა ყველაზე წყნარია საქართველოს მკვიდრ ტომებს შორის; ხევსურებმა ძველი წყენა გაუხსენეს მეზობლებს, შუღლი გააღვივეს, ხელახლა გააჩაღეს კარგა ხნის წინ შეწ­ ყვეტილი აყალმაყალი, გააცოცხლეს პირადი შურისძიების ის ადათი, უხსოვარ დროში რომ მისდევდნენ; ბევრი სისხლი დაღვარეს; სისხლის აღებას უწოდებენ ამგვარ ვენ­ დეტას. ალბათ, იკითხავთ:„რატომ მოხდა ასე?“ იმდენი მიზეზი აქვს ამ ძველთაძვე­ ლი ჩვეულების აღორძინებას, ჩამოწერა რომ დავიწყო, სათვალავი ამერევა; კონად რომ შევკრა, უთვალავი საბაბი და მიზეზი გადაიხლართება, აიბურდება და ყველა­ ფერი აირევ-დაირევა. 1917 წლის რევოლუციამ ძალაუნებურად მოიტანა კავკასიაში გარდაუვალი, საყოველთაო დაზავება; მოდუნდნენ, მოეშვნენ; გაქრა უწინდელი და­ ძაბულობა; მაშინაც კი, როცა საქართველოს სოციალისტურმა რესპუბლიკამ გმირუ­ ლი სულისკვეთება გამოიჩინა და სცადა წესრიგის დამყარება(ამის მცდელობაც კი გმირობის ტოლფასი იყო), მთიელები, რომლებიც უხსოვარი დროიდან უდისციპლი­ ნო, ურჩი, კერპი და თავნება ხალხი იყო, მაინც ბობოქრობდნენ; არა და არ უჩანდა ბოლო მათს თარეშს, შფოთსა და მღელვარებას. გარდა ამისა, ხევსურები დენიკინისა და სომხეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში ჩაებნენ; ამიტომაც, სულაც არ ეჭაშნიკათ, ასეთ მოპყრობას რომ შეეჩეხნენ ყაზარმებში; მათ ყველაზე ძლევამოსილ თავკაცს სულხანი ერქვა; ვიღაც მოუკლავს ამ უკანასკნელს; ამიტომაც გადამტერებოდა ხელი­ სუფალთ, რომელთაც დაიქადეს, საპყრობილეში ვუკრავთ თავსო; როგორც კი ამ ამ­ ბავმა მიაღწია სულხანის ყურამდე, მთებში გაიხიზნა და უკვალოდ გაქრა; თავის სახ­ ლში დაეხვავებინა ტყვიამფრქვევები; სწორედ იმ საბრძოლო იარაღების სანახავად მივეშურებოდით ყველანი ცოტა ხნით ადრე; მაისში, როცა უკანასკნელად გამოცხად­ და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია, ხევსურებმა გაიხსენეს უხსოვარი დროი­ დან დაგროვილი წყენები, ძველთაძველი სამდურავები, უარი მოახსენეს მთავრობას და კატეგორიულად განუცხადეს, ერთ კაცსაც კი არ გავიმეტებთ თქვენი არმიისათვი­ სო; ბოლოს და ბოლოს, რაკი გეოგრაფიული იზოლაციის გამო არ შეეძლოთ, ფეხი აეწყოთ თანამედროვე მოძრაობებისათვის, მონარქისტებად დარჩნენ(ასეთი ტრა­ დიცია მოსდგამთ), თავშეკავება და დიდი სიფრთხილე გამოიჩინეს და რბილად რომ ვთქვათ, აღფრთოვანებით არ შეეგებნენ ახალ წყობას; არაფრად ეპიტნავათ სახელ­ მწიფოს მართვის ახლებური, რესპუბლიკური ფორმა. მუდამ ამ უცვლელ არგუმენტს 437 ოდეტ კენი უპირისპირებენ თიანეთის სამმართველოს დაჟინებულ მოთხოვნებსა და საჩივრებს: „დაგვეხსენით! მოგვეცით მშვიდად ცხოვრების უფლება! რატომ ეჩრებით ჩვენს საქ­ მეში? ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველაფერს...“ მთავრობის ერთადერთი წევრი, რომელსაც ცოტაოდენი გავლენა მაინც აქვს მათზე, მათ ბარბაროსულად პრიმიტიულ, განუვითარებელ, დახშულ, უმეცარ ტვინებზე, მათივე დეპუტატია – შალვა ქარუმიძე. ერთი წლის წინ ფეხდაფეხ შემოირბინა მთები; ქადაგად დავარდა; ყველას შეაგონებ­ და, შერიგდითო. კატეგორიულ მოთხოვნებს იღებდა; სწორედ შალვა, ეს ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, მხნე, ლაღი, ხელგაშლილი, დიდსულოვანი, გულუხვი კაცი გვამა­ რაგებდა სარეკომენდაციო წერილებით, რომლებიც უნდა გადაგვეცა მისი ურჩი, თავ­ ნება და შეუსმენელი ამომრჩევლებისათვის. მე და დოდი მარტო ვართ, მაგრამ შეიძლება, ოდენ დეპუტატ ქარუმიძისაგან გადმოცემული საბუთები გამოგვადგეს ერთგვარ პაროლად, ჰო, შესაძლოა, ერ­ თგვარ კოდურ სიტყვად გამოვიყენოთ, რადგან ხევსურებს ის-ის იყო, ჩაეხერგათ ბარისახოს გზა; ეს მათი პირველი სოფელი იყო; მხოლოდ მათ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული მისვლა-მოსვლა; თუ მოეწადინებოდათ, გაგვატარებდნენ; თუ არ მოეხასიათებოდათ ჩვენი გაშვება, გზას შეგვიკრავდნენ. და რაწამს თიანეთის სამ­ მართველოს იმ ბედკრულმა წევრებმა დაინახეს, როგორი დოკუმენტებით ვიყავით შეიარაღებულნი, გამოგვიცხადეს, ოფიციალურ ექსპედიციას შევკრებთ თქვენთან ერთადო. თუკი ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიდით, მიხვდებოდით, რომ, მიუხე­ დავად ყველაფრისა, ამ სამმართველოს ვალი იყო, შეხმიანებოდა თავის უბადლო, ყველასაგან გამორჩეულ, სწორუპოვარ ქვეშევრდომებს, ქვას რომ წყალს გამოა­ დენდნენ, არაფრიდან რაღაც სასიკეთოს გამოადნობდნენ და თვით ყველაზე უხეი­ რო ხისგანაც კი გამოთლიდნენ ბასრ ისარს. არ ვიცი, რამდენად სახეირო იქნება ჩვენთვის მათთან ერთად ლაშქრობა; და დოდის – ამ ახალგაზრდას, როგორც ჭეშმარიტ ქართველს, წარმოუდგენლად კარგი, უტყუარი პოლიტიკური ალღო აქვს – ოდნავ მოეღრუბლა სახე... მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენელ­ ნი ისეთი თავაზიანნი, ისეთი სანდომიანნი, ისეთი გულითადნი, ისეთი მხიარულნი ჩანდნენ, მეც ისეთი კმაყოფილებითა და სიხარულით აღვივსე, რაწამს დავინახე, როგორ ირეოდნენ ჩემ გარშემო ეს ნორჩი, უშიშარი, შეუპოვარი, გულადი სახეე­ ბი, რომლებიც ქვეყნად არაფერს შეეპუებოდნენ(ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ, როგორიც იმ ბავშვებს, აკრძალული თავგადასავალი რომ იზიდავთ), უმალ აღტყი­ ნებით დავთანხმდი მათს შემოთავაზებას. და მაშინვე შევუდექით ცხენების ძებნას; უთუოდ დაგვჭირდებოდა მათი დაქირავება, რადგან მგზავრობის დასრულებამდე უნდა გვეჯირითა; მე და დოდი დავეხეტებოდით, თან სულ ახალ ცოდნას ვიძენდით და უხილავ ძაფებს ვაბამდით ჩვენსა და ახალ მეგობრებს შორის. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო ძია მიხო... ფრანგულად რომ ვთარგმნოთ, ასე გამოვა:„ძია მიშელი“; სწორედ ამ კაცმა გვიმასპინძლა თიანეთში; თავად ხევ­ 438 ოქროს საწმისის ქვეყანაში სური იყო, თუმცაღა, ძალზე ცივილიზებული და კულტურული ადამიანი გახლდათ – ახოვანს, ძვალმსხვილსა და ტანადს, შვენოდა კეთილი, ბადრი სახე; პირის გაპარ­ სვის შემდეგ ნიკაპზე შერჩენილი მისი მოკლე, მჩხვლეტავი წვერი ნემსის წამახული წვერივით ბასრი იყო; გაგიჟებით უყვარდა თავისი ერთადერთი ქალიშვილი(ათიო­ დე წლის იყო ის ცეროდენა გოგოცუნა), რომელიც პატრიოტულ ლექსებს წერდა; როცა გამოთქმით, საოცარი გზნებით კითხულობდა თავის სტროფებს, ისეთი იერი ჰქონდა, იფიქრებდით, ეს არამიწიერი არსება ცეცხლისგანაა შექმნილი და სულ­ შთაბერილიო. განცვიფრება მიპყრობს, რაწამს ჩემს ყურთასმენას მისწვდება ეს ხრინწიანი, მძიმე, უსიამო ხორხისმიერი ხმა; თითქოს მათი დიალექტური მეტყვე­ ლება მხოლოდ და მხოლოდ თანხმოვნებისაგან შედგება... მეხსიერებაში ამომიტივ­ ტივდა ლეგენდა იმ თურქი მიჯნურის შესახებ, რომელმაც სიტყვით მიმართა თავის გულით საყვარელ ქართველ ბანოვანს და ამგვარად დაიწყო ხოტბის შესხმა:„ო, შენ! დიდებულო ქმნილებავ! შენი მშობლიური ენა ლომის ბრდღვინვას ჰგავს...“ მიუხედავად ამისა, იმ გოგონას ლექსების სტროფებში ჩაწერილი და ბავშვის ბაგე­ თაგან აღმომხდარი ქართული სიტყვები იტალიურივით ნაზი და ალერსიანი ხდე­ ბა, კასტილიის საარაკო გმირთა სიტყვებივით ღირსეული და ჟღერადი... ძია მიხო დიდხანს მუშაობდა მასწავლებლად ბარისახოში; გარდა ამისა, რაკი ეჭვობდა, რომ საკადრისად ვერ დაგვხვდებოდნენ მისი ძველი მოსწავლეები, გვითხრა, მე ვიქნე­ ბი თქვენი თანმხლები, ეს ღირსების საქმედ მეჩვენებაო. მთათა ხელმწიფის საპა­ ტიო ტიტული აქვს; უფრო სწორად, ასე უწოდებს საკუთარ თავს; აღგვითქვა, ჩემი ქედმოუხრელი, მოუთვინიერებელი, გაუტეხელი, დაუმარცხებელი და შეუდრეკელი მშობლიური მხარის უკლებლივ ყველა კარიბჭე განიხვნება ჩემ წინაშეო; გამამხნე­ ვებელ აპოსტროფებს წარმოთქვამს 8 , შუა გზაში უწყდება სიტყვა და შემოსძახებს იმ სიმღერებს, საომარ ეპოპეებს რომ უკავშირდება. მერე გამოჩნდა თავადიშვილი შაქრო ჩოლოყაშვილი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში; ეს კაცი მშვენიერი ქართველი თავადაზნაურობის ყველაზე წარ­ მტაცი განსახიერებაც კია ჩემს თვალში – მათ გამოარჩევთ„ჩერქეზკას“, ანუ ჩოხის სადა ხაზები, ჩემსაზე ათჯერ უფრო ნატიფი და კენარი ტანი, კენტავრის მხარბეჭი, არ­ წივის ნისკარტის სადარი ცხვირი, ცოცხალი მზერა, მოუსვენარი, ანთებული თვალე­ ბი, შავი, ხუჭუჭა წვერი, გასაოცარი ღირსება, საუცხოო მედიდურობა, სიამაყე, თავ­ დაჭერილობა... ბატონი შაქრო მოკრძალებული გახლდათ, თავმდაბალი, მამაცი, გულადი, გამბედავი, ზრდილი, დახვეწილი, თავაზიანი და გალანტური; რაინდული, კურტუაზული მანერებით, გამაოგნებელი ერთგულებით, საკვირველი თავდადები­ თა და განმაცვიფრებელი თავგანწირვით გამორჩეული; ეს საარაკო ერთგულება და 8. ორატორული ხერხი – მიმართვა უსულო საგნისადმი ისე, როგორც სულიერისადმი, ანდა არმყო­ ფისადმი ისე, როგორც დამსწრისადმი. 439 ოდეტ კენი თავდადება ბოლომდე შეუბღალავი და მტკიცე დარჩა, ხოლო მის გარდა თითქმის ყველას დააწყდა ნერვები, რადგან აქამდე ერთხელაც კი არ გადაუტანიათ ასეთი ჯოჯოხეთური მგზავრობა; ვერ გაუძლეს ეშმაკის ამ გამოცდას და გადაეშვნენ სიშმა­ გის, რისხვისა და მძვინვარების მორევში. დოლიძეს გამგებლის მოადგილის თანამ­ დებობა ეჭირა; ახოვანი, მჭლე, ხმელ-ხმელი კაცი გახლდათ, ერთიანად დაძარღვუ­ ლი; დონ კიხოტს მაგონებდა; უსაზღვრო გზნებით, შემართებითა და აღტყინებით სავსეს, ჭკუა უჭრიდა, გამჭრიახი, საზრიანი, მოხერხებული, ფხიანი და მარჯვე იყო, სიამაყით განმსჭვალული; მოქმედების, თავის გამოჩენის, აღიარებისა და სახელის მოხვეჭის სურვილით იწვოდა. წარმოშობით გურული იყო; საქმიანობისას ოსტა­ ტურად იყენებდა იმ პროგრესულ აზროვნებას, რომელსაც ფესვი გაედგა მის პრო­ ვინციაში; მეტწილად, მისი უშრეტი ენერგიის დამსახურებაა, ასე რომ დაიხვეწა და განვითარდა თიანეთი; ამ ადამიანს უნდა უმადლოდნენ, რომ იმ მხარეში არსებობს ელექტრობა; ყვითელი შუქითაა გაბრდღვიალებული არემარე; აშენდა მექანიკური სამხერხაო და წისქვილი; აიგო საავადმყოფო; შემოიღეს საღამოს გაკვეთილები ზრდასრულთათვის და ის კინოთეატრიც კი გახსნეს, სადაც აღმზრდელობით, საგან­ მანათლებლო და შემეცნებით ფილმებს აყურებინებენ ყველა მსურველს! ბატონი ვლადიმირი რუსია, გადასახადების ამკრეფად მუშაობს; არასოდეს არაფერი აუ­ ღია თავის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ხევსური აღმასრულებლებისაგან; თხემით ტერფამდე თეთრი ტანსაცმლით შემოსილი, თმაშევერცხლილი, მშვიდი, თვინიერი, უწყინარი და უშფოთველი კაცია; კარგა ხნის წინ შეეგუა ადამიანთა მე­ ტად ცვალებადი გუნება-განწყობის ყველაზე უჩვეულო გამოვლინებებსაც კი; თავის დღეში არ დაკარგავდა იმ კეთილგანწყობასა და გულმოწყალებას, საკუთარ ფი­ ლოსოფიად რომ ექცია; კეთილშობილება მისი ცხოვრებისეული მოძღვრება იყო... ძია მიხოს ვეებერთელა სასტუმრო ოთახში ვიძინებდით ხოლმე მე და დოდი, ტახ­ ტებზე ვწვებოდით; მაგიდას რომ შემოვუსხდებოდით, ჩვენს მარშრუტს ვხაზავდით; ნაცნობი მილიციელები(ყველაზე გამოცდილი და მცოდნე სამართალდამცველნი იყვნენ) ერეოდნენ ჩვენს სჯა-ბაასში, რჩევებს გვაძლევდნენ, ჭკუას გვარიგებდნენ, ძალზე დემოკრატიულად, ამავდროულად, მკვახედ, უცერემონიოდ და უკმეხად შეუძახებდნენ ხოლმე თავად ჩოლოყაშვილსა და დოდის(მიუხედავად იმისა, რომ ის-ის იყო, გაეცნოთ ერთმანეთი), სახელებით მიმართავდნენ... მხოლოდ შემდგომ­ ში გავიგე, რომ ქართველ მეთაურებსა და ჯარისკაცებს ერთნაირი ყოფა-ცხოვრება ჰქონდათ, – ვერც კი წარმოვიდგენდი, რაოდენ ჰგავდა ერთმანეთს მათი ყოველ­ დღიურობა ამ ქვეყანაში, – მათთვის ჩვეული სრული მიუკერძოებლობის წყალო­ ბით იზიარებდნენ სიამესაც და უბედურებასაც, ერთად უმკლავდებოდნენ ყოველ­ გვარ ხიფათსა და ფათერაკს. როგორც კი გეგმები დავსახეთ, ნამდვილი ქართული ზეიმი გავაჩაღეთ ჩვენი გამ­ გზავრების აღსანიშნავად; დაიწყო დიდებული ნადიმი, რომელმაც, სულ მცირე, რვა 440 ოქროს საწმისის ქვეყანაში საათს გასტანა; წესი და რიგი დავიცავით და რიტუალურად ავირჩიეთ თამადა(ასე უწოდებენ იმას, ვინც სუფრის თავში დაბრძანდება ბატონკაცურად და ყველაფერს განაგებს); ჩვეულებისამებრ, თამადა ყველაზე მეტად ეძალება ღვინოს, ყველაზე კარგი მსმელია, ყველასგან გამორჩეული ტემპერამენტი და მხიარული ხასიათი აქვს და საუკეთესო ორატორია(ყველა ქართველი მჭევრმეტყველია! ეს ხალხი ისე იო­ ლად, ლაღად და ძალდაუტანებლად ენამზეობს, როგორც სუნთქავს!); გარდა ამისა, მუდამ ფხიზლობს, თვალყურს ადევნებს წესრიგს, მეინახეებს სთავაზობს, მოდით, რიგრიგობით შევსვათ ყოველი ჩვენგანის სადღეგრძელოო; თითოეული თანამეი­ ნახე, რაწამს ჯერი მასზე მიდგება, ფეხზე უნდა წამოდგეს და პასუხი შეაგებოს იმას, ვინც ადღეგრძელებს; ასე უნდა მოიქცეს იმის შიშით, რომ სერიოზული შეურაცხყო­ ფა არ მიაყენოს მას და დიდი შეცოდება არ ჩაიდინოს; თამადა წარმართავს სუფ­ რასთან გაჩაღებულ საუბარს და ბრძანებს, შეავსონ შემაძრწუნებლად ვეებერთელა და განმაცვიფრებელი ყანწები; აი, ასე უწოდებენ ქართველები ხარის ან ჯიხვის რქებისაგან დამზადებულ, ტალღასავით მოლივლივე, ძვირფას სასმისს, მოსევადე­ ბული ვერცხლის მოელვარე მოჭედილობით დამშვენებულს; ღვინით გალიცლიცე­ ბულ ამ სასმისს რომ მოგართმევენ, ვერსად ვერ შეძლებთ მის ჩამოდებას; უთუოდ ერთი მოსმით, სულმოუთქმელად უნდა გამოცალოთ; თვალის დახამხამებაში უნდა გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობას. გულწრფელად გეტყვით: ყოველთვის მაძრწუნებდა ამგვარი გამოცდა, დიდ განსაცდელადაც კი მესახებოდა; არასოდეს გამნელებია ეს გრძნობა; ვერავინ აარიდებს თავს ყანწის გამოცლას; თამადა ყოვ­ ლისშემძლეა; გრანიტის სიმტკიცე აქვთ ძირძველ, თითქოსდა გასალკლდევებულ ტრადიციებს; ამიტომაც, თუკი ერთ სტუმარს მაინც გამოეცლება ძალ-ღონე, მოთმი­ ნების ძაფი გაუწყდება, ვეღარ აიტანს ამ ტანჯვას, ვეღარ გაუძლებს მკაცრ გამოც­ დას და უარს იტყვის გალიცლიცებული სასმისის გამოცლაზე, იძულებული გახდება, წავიდეს; აღარ დარჩება სხვა გზა. მოვიდნენ ნამდვილი ბარდები, ჭეშმარიტი კელ­ ტი მგოსნები – მესტვირეები; ასე უწოდებენ ქართული ხალხური საკრავის, სტვი­ რის, დამკვრელთ, თან რომ მღერიან და ლექსავენ; ეს მესტვირენი იმ მუსიკოსების შთამომავლები არიან, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ნუსხავდნენ სასახლეებსა და ციხე-დარბაზებში თავმოყრილ, დიდებული ნადიმებით განებივრე­ ბულ ხალხს; ძველად დიდი ვასალნი მართავდნენ ასეთ მეფურ ლხინს საქართვე­ ლოში... მესტვირეები იატაკზე დასხდნენ, აღმოსავლურ ყაიდაზე მოირთხეს ფეხი, იღლიაში ამოიჩარეს ის გამობურცული გუდები, – ასე უწოდებენ ტიკს, – ასერიგად რომ აცხოველებენ, თითქოსდა სასიცოცხლო სუნთქვას შთაბერავენ ფლეიტის მწა­ რე, გამაყრუებელ ჰანგებს; მგზნებარებით სავსე ბერიკაცები მღერიან, ამბებს გვიყ­ ვებიან, ყველაფერს აღგვიწერენ, სახელდახელოდ თხზავენ, ტკბებიან იმპროვი­ ზაციით... აი, მათი ერთ-ერთი ლეგენდა, საარაკო ბრძოლას რომ მოგვითხრობს: „ანაზდად ჰკრეს დეზები რაშებს; მათმა მათრახებმა სივილით გაკვეთეს ჰაერი... 441 ოდეტ კენი როცა იმათ დაინახეს, ყველა კარი გააღეს; ყურთასმენის წამღები ჩოჩქოლი, ყაყანი და აურზაური ქარბორბალასავით, თვალის დახამხამებაში გაიჭრა ქალაქის ბჭეთა მიღმა... აი, მაშინ კი დაატყდა თავს ქაჯეთს გამწყრალი უფლის უსაზღვრო რისხვა. კრონოსმა წყრომით დახარა თვალი, მზერა მიაპყრო დედამიწას და წამის გაელვე­ ბაში მოაშთო მზის მოალერსე სხივების საამური, ნეტარი სინაზე… ველ-მინდვრები ვეღარ იტევდნენ ცხედრებს, ყოველწამიერ მატულობდა მკვდართა ლაშქარი... ბო­ ლო არ უჩანდა განსვენებულთა დასს“...„ავთანდილი და ლომი ფრიდონი სასახლის სიღრმეში შეიყარნენ; საბოლოოდ გააცამტვერეს მტერი; მდინარესავით მოჩუხჩუ­ ხებდა მიწასთან გასწორებული დუშმანის სისხლი; უსასრულო ღვარი მოედინებო­ და; ავთანდილმა და ფრიდონმა შეჰყვირეს, რაწამს ერთმანეთი დაინახეს; დიდად გაიხარეს; ბოლოს თქვეს:„რა მოუვიდა ტარიელს?“ თვალებს აცეცებდნენ, ყოველ კუთხე-კუნჭულს აკვირდებოდნენ, გამალებით დაეძებდნენ ძმადნაფიცს“...„არც ერ­ თმა არ იცოდა ტარიელის ასავალ-დასავალი... არაფერი სმენოდათ მასზე. გზა გააგ­ რძელეს, მიადგნენ სასახლის კარიბჭეს; სულ არ ადარდებდათ მტერი; სწორედ იქ დაინახეს აბჯარ-საჭურვლის გროვა, მახვილების, ხმლებისა და ხანჯლების მოელ­ ვარე ნამტვრევები, ათი ათასი გუშაგის უსიცოცხლო სხეული და აგრეთვე, მტვრის კორიანტელი“...„სასახლის ყველა დარაჯი სნეულივით ესვენა მიწაზე; თითოეული მათგანი თავიდან ფეხებამდე დაჭრილი იყო; სისხლმდინარე ჭრილობებით დაფა­ რული; უმოწყალოდ დამსხვრეული მათი აბჯარ-საჭურვლის ნატეხები აქეთ-იქით მიმოფანტულიყო; სასახლის ყველა კარი გაღებულიყო, გისოსების ნამტვრევები მი­ მობნეულიყო. უმალ ეცნოთ ტარიელის ნამოქმედარი. ერთხმად თქვეს:„ეს მისი ნა­ ხელავია“...„მერე მიაგნეს ერთმანეთისაგან გაყრილ გზებს; როგორც იქნა, გააღწიეს იქიდან და გახოხდნენ გრძელ გასასვლელში; აი, ასეთი სანახაობა გადაიშალა მათ თვალწინ: მთვარეს თავი დაეხსნა გველის ტყვეობიდან, მოეშორებინა ის შხამიანი ქვეწარმავალი და მზესთან შესახვედრად მიეშურებოდა; ერთი სული ჰქონდა, შეჰ­ გებებოდა ელვარე მნათობს; კაცმა ასწია თავისი ჩაჩქანი, უკან გადაიყარა გრძელი თმა, რომლის თითოეული ღერიც ქორფა ლერწმის სათუთ, მოქნილ ტანს ჰგავდა და კიდევ უფრო ამშვენებდა მას; გულმკერდი გულმკერდს მისწებებოდა, კისერი კისერზე მიბჯენილიყო, ყელი ყელს გადასჭდობოდა“... 9 9. აი, ასეთია„ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე მონაკვეთის მოკლე შინაარსი. ეს ეპიკური პოემა, შოთა რუსთაველმა რომ დაწერა მეთორმეტე საუკუნეში, ქართველთა ეროვნული სიამაყეა. ამ ეპიზოდ­ ში აღწერილია, როგორ შეიყარნენ ბრძოლის შემდეგ გმირი ტარიელი და ნესტანი. მარჯორი სკოტ უორდროპის წყალობით ვთარგმნე ეს ნაწყვეტი, რადგან სწორედ ამ სწავლულის კალამს ეკუთვნის ამ ნაწარმოების მართლაც რომ საუცხოოდ ბრწყინვალე და ჩინებული ინგლისური თარგმანი. 442 თავი ოცდამეერთე ზემო სვანეთი ოქროს საწმისის ქვეყანაში კარგა დაღამებული იყო, სოფელ კალას რომ მივაღწიეთ. ეს თემი თავს იწონებს ერთი ტაძრით; უსაზღვრო, საკვირველ მოწიწებას იჩენენ მისდამი; ყველა გეგმა შევცვალეთ და მთელი მგზავრობის მარშრუტი ავრიეთ, რათა იმ საარაკო საყდრის სანახავად წავსულიყავით. უსასრულო გვეჩვენა უსაშველოდ გრძელი ხეობის გას­ წვრივ გადაჭიმული გზა, და უსასრულო გვეჩვენა ის მოთეთრო მდინარეც, რომე­ ლიც ისე იგრიხებოდა და იკლაკნებოდა, ვით ქვეწარმავალი ანკარა ნაძვის წაწ­ ვეტებულ ტოტებს შორის. ძლივს მოვასწარი იმის გააზრება, რაოდენ გამორჩეული იერსახე ჰქონდა პაწია დაბებად დაყოფილ ამ სოფელს; ჭერდაბალ, ფერმიმქრალ სახლებს შვენოდა ბეღლები, რომელთა მოფრიალებული კარებიც დაფჩენილ პი­ რებს ჰგავდა; ხახების მაგვარი მათი სიღრმე ჩახერგილიყო ორ-ორი ვერტიკალური თავხეთი; და რაწამს პირველად შევავლე თვალი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყველაზე დაუნდობელ, უცილობელ მტრობას მიქადდნენ; ამას წყალი არ გაუვიდოდა; ყოვლად შეუძლებელი მეჩვენა ამის უარყოფა; ყველაზე ეჭვშეუვალი და ცხადი შთაბეჭდილება იყო ამქვეყნად. ნუთუ იმიტომ განვიმსჭვალე ასეთი შეგ­ რძნებით, რომ ამ ბეღლებსა და სახლებს, ესოდენ უფერულთ და გახუნებულთ, მძი­ მედ დასწოლოდა კვამლის ბოლქვებისაგან თითქოსდა დაღარული, შავ-შავი სა­ ხურავები? ნუთუ იმიტომ, რომ საფრთხე ემუქრებოდა ამ ძველთაძველ, დანგრევის პირას მისულ, უსწორმასწორო საცხოვრებლებსა და ნაგებობებს? ნუთუ იმიტომ, რომ შეიძლებოდა, სულ მალე ზათქით ჩამოქცეულიყო? იქნებ იმიტომ, რომ მათი გაცრეცილი, ფერგადასული კედლების ფონზე თვალსაჩინოდ გამოკვეთილიყო ერ­ თადერთი, თითქოსდა ეული, მუქი და კუშტი კარი, უხეშად გამოჩორკნილი, ულა­ ზათო ისრული თაღის ფორმა რომ ჰქონდა? ნუთუ იმიტომ, რომ ეს კარი გადიოდა აივანზე, რომელსაც სიშორე ფარავდა ჩემს თვალთაგან? ნუთუ იმიტომ, რომ ეს აივანი ჰგავდა იმ ჩასაფრებული მზვერავის გაშტერებულ თვალს, გაფაციცებით რომ ელოდა ჩემს გამოჩენას? არ ვიცი, რატომ დამეუფლა ასეთი უსიამო გრძნობა. მიუ­ ხედავად ყველაფრისა, ასეა, თუ ისე, თვალის დახამხამებაში შემიპყრობს ხოლმე შფოთვა და მოუსვენრობა. ცოტა ხნის წინ გადაიღო წვიმამ, მაგრამ კვლავ დაუშვა; ენით აღუწერელი გავეშებით, გამძვინვარებითა და გაშმაგებით ეცემოდა წვეთები; წამის გაელვებაში ჩამოწოლილი ზვავივით გვშთანთქა წყვდიადმა. გრიშამ ერთი მილიციელი დამიტოვა და სხვებთან ერთად გამალებით შეუდგა თავშესაფრის ძიე­ ბას; ნახევარ საათს ველოდე; ისე გავილუმპე, სხეულის ერთი გოჯიც არ შემრჩენია მშრალი; თითქოს ჩემი უკანასკნელი ძარღვებიც კი წყლით გაიჟღინთა; და როცა 443 ოდეტ კენი გრიშა დაბრუნდა, ერთობ უჩვეულო ამბავი მომითხრო: სოფელი დაცარიელებუ­ ლი ყოფილა; სულიერის ჭაჭანება არ ყოფილა იქ; ყველა კაცი, ქალი და ბავშვიც კი გაკრეფილიყო სადღაც; ვერაფერი უპოვიათ გომურებში, თავლებსა და ბოსლებში დამწყვდეული პირუტყვის გარდა... მდუმარედ გადავხედეთ ერთმანეთს, თუმცაღა, რა გვქონდა სათქმელი? რა აზრი ექნებოდა ამაო კომენტარებს? რად უნდა გავრჯი­ ლიყავით ტყუილუბრალოდ? ფუჭი იქნებოდა ყოველი სიტყვა. ცხადზე უცხადესი იყო, მეგობრული კეთილგანწყობითა და სითბოთი სავსე მხარეში რომ არ ამოგვიყვია თავი. მეტისმეტად მძაფრად ვგრძნობდით ამას.„აქაურებმა იცოდნენ, უცილობლად რომ დაადგებოდნენ თავს სამთავრობო კომისიის წევრები და იარაღს აჰყრიდნენ“, – მითხრა გრიშამ ბოლოს და ბოლოს. სულ ეს იყო. კრინტი აღარ დაუძრავს არავის. აი, სწორედ ამგვარ ვითარებაში ისახელებს ხოლმე თავს გრიშა და ყველას უმ­ ტკიცებს, რომ სათანადოდ ვერ აფასებდნენ. თვალის დახამხამებაში იღებდა გადაწ­ ყვეტილებებს; მერე გამოგვეცხადა ერთი ოფიცერი, რომელსაც კარგად ეხერხებო­ და ყოველგვარი გარემოების თავისდა სასიკეთოდ გამოყენება ომიანობის ჟამს; ნამდვილად გაწაფული იყო ამ საქმეში; ყველაფერში ხეირის ნახვა შეეძლო. სოფ­ ლის სკოლას მიაგნო და გამიძღვა კიდეც იმ შენობისაკენ. სკოლა, ისევე, როგორც ყველა სხვა ნაგებობა, ცარიელი დაგვიხვდა, და გარდა ამისა, ვეებერთელა სამსჭვა­ ლებით, დაგრეხილი, უთავბოლოდ გადახლართული მავთულებით ჩახერგილიყო მისი შესასვლელი. სულ რამდენიმე წამში შეამტვრიეს ყველა კარი, და ყველა მილი­ ციელმა მიიღო ბრძანება. დაემორჩილნენ განკარგულებას. რამდენიმე მათგანმა მძიმე უნაგირი მოხსნა არაქათგამოცლილ, ფეხებზე ტყავგადაყვლეფილ ცხენებს, დანარჩენები კი წყლისა და ფიჩხის მოსაძებნად გაეშურნენ; ეგონათ, რამეს მაინც იპოვიდნენ სკოლის მომიჯნავედ აქოჩრილ ტყეში; ერთი ოთახი საგულდაგულოდ დაასუფთავეს, დაალაგეს, მერხები და სკამები ერთ კუთხეში მიაწყვეს; ცეცხლი ბრდღვიალებდა და გუზგუზებდა თითქოსდა პირველყოფილთა ხანიდან შემორჩე­ ნილ ბუხარში; და შრებოდა ალმოდებული კუნძებისა და ნაპობების წინ დალაგებუ­ ლი ნივთები: ჩვენს უნაგირებზე დასამაგრებელი, დამბაჩებისათვის განკუთვნილი ტყავის ბუდეები, ჩვენი საბნები და ჩემი ლეიბი(ყველაფერი წვიმის წყლით იყო გაჟ­ ღენთილი). როცა ჯარისკაცები დაბრუნდნენ, დარაბები დავხურეთ და დარაჯები და­ ვაყენეთ ყველა კართან. ძალზე ავის მომასწავებელი იყო ეს მდუმარე სამზადისი; ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფაციფუცობდნენ; ემზადებოდნენ, რათა გამკლავებოდნენ ხიფათსა და განსაცდელს, თუმცაღა, ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რა საფრთხე გვემუქრებოდა; კაციშვილს არ შეეცნო ეს საიდუმლო; და უეცრად მშთან­ თქა დეპრესიის ბობოქარმა და შავმა ტალღამ. მეჩვენება, რომ ოდინდელი ცნობის­ მოყვარეობის, სიმამაცისა და გულადობის ნატამალიც კი აღარ შემრჩა; მრავალი ხანგრძლივი, მღელვარე, ხმაურიანი და შფოთიანი თვე გავლიე, ამ ნერვიულობამ, განუწყვეტელმა დარტყმებმა, ელდამ, თავზარმა და ძრწოლამ გამოფიტა ჩემი სხეუ­ 444 ოქროს საწმისის ქვეყანაში ლიც, სულიც და გონებაც. დაე, დაესვას წერტილი ამ მოგზაურობას! დაე, დავწერო წიგნი ამის შესახებ, რახან სწორედ ამ მიზნით წამოვიწყე მოგზაურობა! დაე, წავიდე აქედან, გადავიხვეწო სადღაც შორს, შორს ადამის ურიცხვი მოდგმისაგან, ყველა მთავრობისაგან, ადამიანებისაგან! დაე, აღარასოდეს მისწვდეს ჩემს ყურთასმენას ყრუ გნიასი, ღრიანცელი, ერთმანეთში არეული ხმები და მითქმა-მოთქმა! დაე, ვე­ ღარასოდეს ვუმზირო ამქვეყნიურ ტანჯვა-ვაებას და საშინელებებს, რადგანაც, გარ­ და იმისა, რომ ვეწამები, სრულიად უძლური, უმწეო, უღონო და უსუსური ვარ; არაფ­ რის გამოსწორება და შემსუბუქება არ ძალმიძს! არ შემიძლია, ვინმე ვანუგეშო! ვე­ რავის მოვუფონებ გულს!„ადამის მოდგმის პირმშოვ, აცოცდი თვალმიუწვდენელ მაღლობებზე და გვაუწყე, რასაც იხილავ“. რვა წლის წინ მეგონა, ჯადოსნური ხილ­ ვებით ვტკბებოდი; ვხედავდი, როგორ დააღწია თავი კაცობრიობამ სიბილწეს, უხამსობას, საზარელ სიბინძურეს, წუმპეს, ტალახს, ლაფს, ციებ-ცხელებას, სიღატა­ კეს, გაჭირვებას, უბედურებას, ტანჯვა-ვაებას და ელვის სისწრაფით გაიჭრა წინ, რადგან უსაზღვრო ძალით აღევსო მოუთოკავ, დაუძლეველ, აულაგმავ ლტოლვას, რომელიც ადამიანთა მოდგმის გარდაუვალი გამარჯვების საწინდარი შეიქნებოდა; იმპულსი ახალი ხილი იყო სამყაროს ისტორიაში; არნახული ერთობა გაჩნდა, რათა მოეხვეჭათ ცოდნა და ძლევამოსილება; და დამყარდა ცხოვრება, კეთილშობილე­ ბით, ძლიერებითა და სინათლით სავსე, და მისი მართვის სადავენი ბრძენმა ხალ­ ხმა იგდო ხელთ; დამკვიდრდა და მოიტანა ისეთი მშვენიერება, სიტურფე, სიკეთე, გულმოწყალება, წესრიგი და წყობა, როგორზეც იქამდე ვერ იოცნებებდნენ თვით ყველაზე დიდი ჭკუა-გონებით, ყველაზე დიდი გულით გამორჩეული ადამიანები; შე­ დეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კაცობრიობა ისე გოროზად წამოიჭიმა მიწაზე, თითქოს კვარცხლბეკზე შედგა, ხელით შეეხო მნათობთ და სამეფო დააფუძნა ცათა სასუფეველში...„გვაუწყე, რასაც იხილავ!“... როცა უფრო გულდასმით დავაკვირ­ დი ყველაფერს, სულ სხვაგვარი ბედისწერა ვიხილე: განვიმსჭვალე იმის ურყევი რწმენით, რომ ჩვენ, ადამიანები, ისევე, როგორც პირუტყვნი, განწირულნი ვიყავით ტკივილისათვის, ტანჯვა-წამებისათვის, ვარამისათვის, წყვდიადში შთანთქმისათვის, ხორციელი ვნებებისათვის, სხეულებრივი ჟინისა და ლტოლვისათვის, გონებაში ფეს­ ვგადგმული ცრურწმენებისა და სულში გამეფებული ძრწოლისათვის. ადამიანები ვე­ რა და ვერ ეგუებოდნენ ამქვეყნიური ყოფიერების პირობებს, წესებსა და კანონებს; მარად და მარად ეწამებოდნენ, რადგანაც ვერ მოერგოთ ეს ცხოვრება ისე, როგორც სურდათ; საოცრად ჰგავდნენ მარიონეტებს; დაუსრულებლად დაეხეტებოდნენ ბნელ ხეობაში, და იმ მაღალ, ლამის ცად აწვდენილ, გადაულახავ მთებს, გარს რომ ერ­ ტყმოდნენ ადამის მოდგმას, სამარადჟამოდ გაეძევებინათ თავიანთი სამფლობელო­ დან ვარსკვლავები, სივრცე და დღის ნათელი. ის, რაც ზოგს სამართლიანობად მიაჩ­ ნია, მუდამ უსამართლობა იქნება სხვებისთვის; თანაბრად შეიძლება სათნოებისა და ბიწიერების, ბოროტებისა და სიკეთის გამართლება და ყველა ზემოჩამოთვლილი ერ­ 445 ოდეტ კენი თნაირი ხვედრის მომტანია; სულდგმულის ხორციელი საბურველი იხლიჩება ურ­ თიერთსაწინააღმდეგო მისწრაფებებს შორის, ამ შფოთის, ორომტრიალისა და დომ­ ხალის მიღმა კი იმალება მარადიული დაუკმაყოფილებლობა, მარად მოუკლავი წყურვილი, მარად დაუცხრომელი ჟინი, მარადიული უწესრიგობა, ზედახორა, ფუჭი დანაკარგი და არეულობა, რომელიც ჰგავს ვეება, გადაულახავ, დაუძლეველ ღვარს და თან ისეთი გაუნელებელია, ყველაფერს უძლებს. დაქსაქსული, უთავბოლო, აბნეუ­ ლი, დაკუწული, დასახიჩრებული და სისხლით მოთხვრილი კაცობრიობა, რომელსაც უთუოდ ძლიერ აკლია გარდაუვალად საჭირო, საერთო შთაგონება და კოლექტიური აღმაფრენა, უკანასკნელ კატაკლიზმამდის ვერ მოახერხებს საკუთარ ტვინშივე აღმო­ ცენებული კონცეფციებისა და კუნთების ძალის რიგიანად შეხამებას, და ადამიანთა მოდგმა ამ პლანეტაზე გადაჭიმულ, თითქოსდა ზარცემულ, შეძრწუნებულ მიწას მოჰ­ ფენს საკუთარი ნატანჯი, უწყალოდ გვემული ნაშთებით, რამეთუ საბედისწერო ყელის გამოჭრა და მსხვერპლშეწირვა მათრობელა ღვინოსავით დაახვევს თავბრუს, მოაჯა­ დოებს, გონგადასული აღტყინებითა და ეიფორიით აღავსებს...„გვაუწყე, რასაც იხი­ ლავ!“... მეტისმეტად ბევრი, დიახ, მეტისმეტად ბევრი რამ ვიხილე... და ეს იყო ყოვლის­ მომცველი, სრულიად უსამართლო, ენით აღუწერელი წაბილწვა, ძალადობის, სიყე­ ყეჩის, უგუნურების, უმეცრების, უბედურების, სიმძიმილის, წამების, ვაების, მწუხარების იმ ბეჭდით დაღდასმული, სასოს რომ წარუკვეთს ადამიანს. ვიხილე ახავლებული, ბერწი მიწა, ტანჯვის ოკეანით დაფარული. ვიხილე, რომ მზე აღარ ამოვიდა ჰორიზონ­ ტზე. ცისკიდური აღარ აალდა ამ ცხრათვალა მნათობის სხივებით. ვიხილე, როგორ შთანთქა უკუნმა ღამემ ყველა ნაპერწკალი. ვიხილე ძველთაძველი რელიგიები – მა­ თი ღმერთებისაგან აღარაფერი დარჩენილიყო მჯიღებისა და ამოყორილი მუცლების გარდა; ურიცხვი რასები ტალახში ფორთხავდნენ, პირქვე დამხობილნი, ლაფით ით­ ხვრიდნენ გულმკერდს, რომლის განწმენდაც ყოვლად შეუძლებელი იყო – აი, ამგვა­ რად ეთაყვანებოდნენ იმ ღმერთებს. ვიხილე ერთი ახალი კულტი, რომლის ქურუმნიც დიადი კერპების წინაშე აღასრულებდნენ საზეიმო რიტუალებს; ამ კერპთა სახელები იყო: ჭეშმარიტება, სამართლიანობა, განუხრელობა, პირუთვნელობა და ბედნიერება, და დიდების შარავანდედით გაცისკროვნებული მათი სილუეტებიც სხვებივით უძრა­ ვად გართხმულიყვნენ მიწაზე; ნაგვითა და ათასგვარი უწმინდურებით დაფარულიყო მათი სახე; მდუმარენი, შებღალულნი და წაბილწულნი იყვნენ; ამავდროულად, შლე­ გი წინასწარმეტყველნი, სადისტი გამყიდველები და სიხარბით სავსე დაქირავებული ჯარისკაცები ცოცხლად წვავდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ გმინვა-გოდებით დაღალულ ხალხს სისხლით მორწყულ სამსხვერპლოებზე. ოჰ! ვიხილე ცეცხლოვა­ ნი მახვილი, თავის ფერმიმქრალ ცხენზე ამხედრებული მიჯირითობდა კვიპაროსე­ ბის იმ ხეივანში, საშვილოსნოდან აკლდამამდე რომ გადაჭიმულა, და ვთრთი, ავი წინათგრძნობა მიპყრობს, ისე მაშინებს იმის მოყოლა, როგორ გაუთავებლად ტრიალებდა იქ გავლისას! ვიხილე ადამიანთა ხორცისაგან შეკოწიწებული მონუ­ 446 ოქროს საწმისის ქვეყანაში მენტები, იმ ადამიანთა ხორცისაგან, რომლებიც მსხვერპლად შესწირეს მთავრობა­ თა შემზარავ ჟინს, სიხარბესა და მხეცურ, საძაგელ გულისთქმას, ზვარაკად მიიტანეს ხელისუფალთა შემაძრწუნებელ, საგმობ წადილთა სამსხვერპლოზე, და იმ ყირმიზ მდინარეთა ალისფრად მოელვარე ზვირთები, დაგლეჯილ-დაფლეთილი ნაწილე­ ბიდან რომ ამოსკდნენ ჩქეფით, წყალვარდნილივით მძიმედ დაენარცხნენ მიწას და ერთბაშად შთანთქეს მერმისის ყველა ჩანასახი, ხვალინდელი დღის ყველა თესლი, ნაყოფი რომ უნდა გამოეღო. მეტისმეტად ბევრი, ჰო, მეტისმეტად ბევრი რამ ვიხი­ ლე; არ ძალმიძს, გაუწყოთ რამე; არაფრის წინასწარმეტყვლება არ შემიძლია; მარ­ ტოოდენ იმას გამოგიცხადებთ, რომ გარდაუვალი, უწყალო, ულმობელი, საბედის­ წერო უკუნეთი, დაუნდობელი სასჯელი, ტანჯვა-წამება, გვემა, ჯახირი, ხლაფორთი, წვალება, ტკივილი და გოდება გველის; მაშასადამე, დაე, ახლავე სამუდამოდ დაი­ ხუჭოს ის თვალები, რომელთა სიღრმეშიც დაუვანებია ამ საზარელ ხატებას; რომ­ ლებიც ინახავენ ამ სურათებს, და დაე, დაახშონ ხმა იმ ადამიანისა, ამ თავზარდამ­ ცემ ხატებას რომ აღწერს! ო, როგორ იმატებს მღელვარება, შფოთი, ჩოჩქოლი და მოუსვენრობა ჩვენ ირ­ გვლივ! გრიშა დაყიალებს ოთახში; ნერვებაშლილი, უმიზნოდ დაბორიალებს; მი­ ლიციელები დროდადრო წამოიმართებიან, რათა გარეთ გაიხედონ; ჯიუტად ცდი­ ლობენ, რამე მაინც გაარჩიონ ამ თვალშეუვალ ღამეში; მე თვითონ კითხვის თავიც კი არ მაქვს, და შილიფად ჩაცმული გავხევებულვარ ცეცხლშემოგზნებული ნაპობე­ ბისა და კუნძების წინ; მოსვენებას ვერ ვპოულობ. ეს მდუმარება, ეს სიცარიელე, ამ მხარის სადღაც გამქრალი მკვიდრნი, ეს თავსხმა წვიმა... ამ საღამოს ყველაფერი უფრო და უფრო ავბედით ელფერს იძენს; უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ, რომ ყოველივე დიდ საფრთხეს მიქადის; ავი წინათგრძნობა გვიპყრობს; გული გვიგ­ რძნობს, სადაცაა, რაღაც საშინელება დატრიალდება, და ეს გუმანი, რაღაც იდუმა­ ლი ძალის გამო, მძიმე ტვირთად გვაწევს. ცოტა ხნის შემდეგ გრიშა მომიახლოვდა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა; თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, არეულ-დარეულად ვმასლაათობდით, მაინცდამაინც დიდი აზრობრივი თანმიმდევრობა არ ჰქონდა ჩვენს დიალოგს, რადგან თითოეული ჩვენგანი ძლიერ შეეწუხებინა სულ სხვადას­ ხვა საფიქრალს; სულ სხვადასხვა რამეს დასტრიალებდა ჩვენი გონება... და, აი, ისე ალაპარაკდა გრიშა, ერთი საკითხიდან მეორეზე გადასვლაც კი არ უცდია; ყო­ ველგვარი შესავლისა და მიკიბულ-მოკიბულის გარეშე, თითქმის მტკიცედ შეუდგა რაღაცის მოყოლას; თითქოს მიჰყვებოდა იმ ხაზს, კარგა ხნით ადრე რომ დაიხა­ ზა; იფიქრებდით, თადარიგი დაიჭირა და წინასწარ გათვალა ყოველივეო; ისეთი მბრძანებლური იერით გაავლო ეს ხაზი, არად ჩააგდო პრეამბულები; იმ ადამიანს, რომლის გონებაშიც ჩაისახა ეს ყოველივე, სწორედ ეს ხაზი აიძულებს, ხელი აიღოს ყველაფერზე და უმალ მას მიჰყვეს. რატომ მოიქცა გრიშა ასე? რამ უბიძგა ამ საღა­ მოს, გული გადაეშალა ჩემთვის და თავის მესაიდუმლედ ვექციე? იდუმალებითაა 447 ოდეტ კენი მოცული ამის მიზეზი. რაწამს მისი ნაამბობის პირველი სიტყვები მისწვდა ჩემს ყურ­ თასმენას, მივხვდი, თავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოეთ­ ხრო. როგორ მივხვდი? შეიძლება, ითქვას, რომ სწორედ მისი მონათხრობის ანაზ­ დეულობამაც კი მიმახვედრა ყველაფერს. ნამდვილად საუცხოოდ მშვენიერი დასაწყისი ჰქონდა ამბავს. არასოდეს მომის­ მენია ნაამბობი, ასე ძლიერ რომ მაგონებდა რომეოსა და ჯულიეტას ტრაგედიას. გრიშა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა; მშობლიურ მხარეში აღიზარდა ერ­ თი დიდი მემამულის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად; ელენა ერქვა იმ მდიდარი კაცისა და მისი ცოლის დედისერთა გოგონას; ამ უკანასკნელსა და გრიშას ბავშვო­ ბიდან უყვარდათ ერთმანეთი. სულ ერთად თამაშობდნენ; ერთ სკოლაში დადიოდ­ ნენ; ერთ მდინარეში ბანაობდნენ, ყოველმხრივ ერთიმეორის თანაზიარნი იყვნენ, საერთო თამაშებით ტკბებოდნენ; არასდიდებით არ დაიწყებდნენ უერთმანეთოდ თამაშს; მათი ნორჩი ცხოვრების ყველა ნაბიჯი, ყველა საქმე, წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ერთმანეთს და, რაც მთავარია, ერთდროულად დგამდნენ ყველა ნაბიჯს, ერთდროულად ასრულებდნენ ყველა საქმეს. ბუნებრივია, აღთქმა დადეს, რომ როცა ხანი გამოხდებოდა და წამოიზრდებოდნენ, შეუღლდებოდნენ. ელენა ქერათ­ მიანი იყო(სანთლითაა საძებარი ქერა ქართველი), დიდრონი, ცისფერი თვალები შვენოდა; ამ მიმნდობი, ნაზი, სათუთი, უსიტყვო, ჩუმი, გულჩათხრობილი, საკუთარ გრძნობათა ნაჭუჭში გამოკეტილი, მეოცნებე ქალიშვილის შინაგან სამყაროში იმა­ ლებოდა შლეგი ვნება, რომელიც ბობოქრობდა, ზღვავდებოდა, უფრო და უფრო შემზარავად დიადი, ძლიერი, შთამბეჭდავი და საუცხოო ხდებოდა; თითქოსდა იქ­ ცეოდა უშველებელ გროვად, ბურთივით იბერებოდა და იბურცებოდა, წყალდიდო­ ბისას მოვარდნილი ღვარივით დიდდებოდა, მაგრამ არ ძალუძდა მისი გამოხატვა… ყველასგან გამორჩეული, პრინციპული, განუხრელი იყო, აღარაფერი ახსოვდა ში­ ნაგანი სამყაროს გარდა; მარტოოდენ გული და გრძნობა იყო მნიშვნელოვანი მის­ თვის; სხვას არაფერს ჰქონდა ფასი. რაჟამს წამოიჩიტა, კიდევ უფრო იმატა მისმა უტყვმა ძალმოსილებამ; და გრიშა, რომელსაც გარეგნულად უფრო მეტად ეტყობო­ და სიფიცხე, გზნება, დაუდგრომლობა, აღტყინება, მძვინვარება, ენერგიულობა და მოუსვენრობა, ელენას დარად ებღაუჭებოდა იმ აზრს, რომ მას და მის სარტფოს ერთნაირი ხვედრი ერგოთ; რომ ერთმანეთის ბედი უნდა გაეზიარებინათ. რაჟამს თხუთმეტი წელი შეუსრულდათ, ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს, და სწორედ იქ, იმ ქალაქში ისწავლეს, რას ნიშნავდა ის მორალური თავისუფლება და შემბოჭავ ზნეჩვეულებათა ბორკილების მსხვრევა, რომლითაც რუსი სტუდენტები ტკბებიან(ასე­ თი ჩვევა აქვთ); ერთსა და იმავე საგნებს სწავლობდნენ; ერთი და იგივე პრობლე­ მები იპყრობდა მათს ყურადღებას; ერთი და იმავე საჭირბოროტო საკითხები იზი­ დავდათ; ერთსა და იმავე გამოსავალს ეძებდნენ; ერთდროულად დაიწყო დიდი ინტელექტუალური გამოღვიძება ყმაწვილქალისა და ჭაბუკის შინაგან სამყაროში; 448 ოქროს საწმისის ქვეყანაში და გამუდმებულმა ფიქრმა, განუწყვეტელმა აზროვნებამ და დაუსრულებელმა გო­ ნებრივმა შრომამ გამოაწრთო და განამტკიცა მათი სათუთი ტრფობა და ნაზი სიყვა­ რული. გრიშა გაბედულად, მტკიცედ და შეუპოვრად გადაეშვა სოციალიზმის მორევ­ ში; აღფრთოვანებით, თამამად ჩაება საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეში და ამგვარად განუდგა საკუთარ ოჯახს, ხელაღებით უარყო მათი ტრადიციები; გულადი, მამაცი, გამბედავი, იმპულსური და ფიცხი ახალგაზრდა სათავეში ჩაუდგა სტუდენ­ ტთა პირველ გაფიცვას, და ამბოხის დასასრულს დააპატიმრეს ცარისტმა პოლიციე­ ლებმა(ერთ საღამოს შეუცვივდნენ ბინაში), ექვსი თვით გამოამწყვდიეს ქალაქის სატუსაღოში; ცალკე კამერაში გამოკეტეს და გაასაიდუმლოეს მისი შეპყრობის ამ­ ბავი; წიგნებიც კი არ მისცეს; ტანისამოსიც კი არ აღირსეს; თითქმის უჭმელ-უსმელი ჰყავდათ; ყოველდღე ესწრებოდა იმ ბრძოლას, რომელსაც აჩაღებდნენ მეზობელ საკნებში ჩაყრილი მისი ამხანაგები, გაფიცვის ის სხვა სულისჩამდგმელნი, სტუდენ­ ტები რომ შეაგულიანეს, წააქეზეს და ზემდგომთა წინააღმდეგ აამხედრეს; ასეთი ბრძოლებით იქცევდნენ თავს, სანამ ჩამოახრჩობდნენ. ენით აღუწერელი საშინე­ ლება იხილა გრიშამ; დაწვრილებით აღმიწერა ჯოჯოხეთური, შემზარავი სცენები. ელენა იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო მისი მონახულება, და ამ განსაცდელის ჟამს იგრძნეს მოზღვავება იმ სიყვარულისა, რომელიც საბოლოოდ გარდაისახა არაამქვეყნიურ აღტყინებად და გზნებად. ბოლოს და ბოლოს, გაათავი­ სუფლეს საპატიმროდან; როგორც იქნა, ძლევამოსილი, წონიანი, ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანების წყალობით დააღწია თავი ტყვეობას, თუმცა, განდევნეს თავისი სოფლიდან; ელენა მშობლიურ მხარეში გაჰყვა მიჯნურს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად გადალახეს ამოდენა მანძილი – იქ წააწყდნენ შემაძრწუ­ ნებელ წინააღმდეგობებს, გადაულახავ დაბრკოლებად რომ აღმართულიყო მათ წინაშე. გრიშას მამა მოხუცი, ქედუხრელი, შეუდრეკელი და შეურიგებელი არისტოკ­ რატი გახლდათ; მისი გული დაეკოდა ვაჟიშვილის რევოლუციურ მაქინაციებს, ფან­ დებს, მანევრებს, ინტრიგებსა და ხრიკებს; ქალიშვილის მამას კი, პირიქით, ფეხი აეწყო ახალი მოძრაობისთვის; და ამ ორი ოჯახის უფროსებმა ყველაზე ულმობელი პოლიტიკური მტრობა და სიძულვილი აღუთქვეს ერთურთს; ბოლო არ უჩანდა ორ­ მხრივ ბრალდებებს, ღვარძლიან საყვედურებს, მწარე ჩივილს, დამუნათებას, გა­ კილვას; იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთმანეთი შეურაცხყვეს ერთ-ერთი სახალხო თავყრილობისას; ერთმა მეორე დაადანაშაულა, მოზარდები გზას ააცდინე და გა­ დააგვარეო; მეორემ კი მიახალა, მავნე რეტროგრადი, დამღუპველი რეაქციონერი, ჩამორჩენილი, პროგრესის დაუძინებელი მტერი, წარსულის გადმონაშთი, გონება­ შეზღუდული ანაქრონიზმი ხარ და ძალ-ღონეს არ იშურებ იმისათვის, რომ როგორ­ მე შეაჩერო გარდაუვალი და ყოვლად სამართლიანი ევოლუციაო. ახალგაზრდა გრიშასა და ელენას საბოლოოდ აუკრძალეს ერთმანეთის ნახვა; მათი შესაბრალი­ სი დედების ძალისხმევის მიუხედავად, კიდევ უფრო იმატა ამ ორი კაცის მრისხანე­ 449 ოდეტ კენი ბამ; გამძაფრდა ისედაც უსაზღვრო სიძულვილი; იმატა გმობამ და შეჩვენებამ; ყო­ ველივე ამან მტრობის, უკეთურების, სიავისა და არაკეთილმოსურნეობის პაროქ­ სიზმს მიაღწია – გრიშასა და ელენას, ჯერ კიდევ ბავშვები რომ იყვნენ, დაექადნენ, მამების წყევლა-კრულვის ნიაღვარი დაგატყდებათ თავს, თუკი კვლავ გეყვარებათ ერთმანეთიო; მარტოოდენ ეს მიზეზი იქნება საკმარისი თქვენ შესაჩვენებლადო; უთუოდ უნდა ამოიგლიჯოთ გულიდან ერთიმეორეო. საქართველოში იმხანად არა­ ვის მოუვიდოდა აზრად, წინ აღდგომოდა ამგვარ ბრძანებებს, აჯანყებოდა მშობ­ ლებს, თავად ეგდო ხელთ საკუთარი ცხოვრების მართვის სადავენი, ისე გამოეძერ­ წა თავისი ყოველდღიური ყოფა, როგორც მოეწადინებოდა, ისე გაელია სიცოცხლის დღენი, როგორც თავად სურდა, მიეფურთხებინა ოჯახისათვის და არად ჩაეგდო დედ-მამის ნება. როცა ყმაწვილქალი ელენა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყოველ­ გვარი იმედი გადაწურული იყო, პირველად ჩამოაგდო სიტყვა თვითმკვლელობაზე. მრავალი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვებისაგან მალულად; საიდუმლო საუბრები ჰქონდათ გაჩაღებული; გრიშა იბრძოდა, უძალიანდებოდა, ეხვეწებოდა, ევედრებოდა, ემუდარებოდა, ედავებოდა, შეაგონებდა, ჭკუას არიგებ­ და; მაგრამ იგი კერპი, შეუსმენელი, თავისნათქვამა და ნაღვლიანი აღმოჩნდა; იმ საარაკო სიყვარულით გულანთებულ, ტრაგიკულ, დიად, მიჯნურ ქალთა მოდგმის ღირსეული შთამომავალი გამოდგა, რომელთაც მაშინაც კი იზიდავთ და ნუსხავთ სიკვდილი, როცა ბედნიერებას ეზიარებიან. როგორც იქნა, გრიშა დანებდა გულის სწორს; ბოლოს და ბოლოს, დაყარა ფარ-ხმალი; ერთ დღეს, ორივენი გაემგზავ­ რნენ ქუთაისს, და იმ ლამაზ ქალაქში იქირავეს ერთი ოთახი ღამის გასათევად. ქა­ ლიშვილმა არაფრის თქმა არ ისურვა მისთვის; არაფრის ახსნა არ ინება; მხოლოდ ის სთხოვა დაჟინებით, მე მომანდე ყველაფრის გადაწყვეტაო, და მოქანცული, ყვე­ ლაფრისგან მოყირჭებული, არაქათგამოცლილი და გაბეზრებული ყმაწვილი და­ თანხმდა. ელენამ თავად მოუმზადა ვახშამი იმ ღამეს; უარი უთხრა გულის გადაშ­ ლაზე, საიდუმლოს გამჟღავნებასა და გეგმების გამხელაზე; ბოლომდე არ გაუნდია სატრფოსთვის, რა ცეცხლი ტრიალებდა მის სასოწარკვეთილ, მოწყალე, ლმობიერ, თანალმობით სავსე გულში; როცა მოუსვენარი, დაუდეგარი და შეწუხებული გრიშა შფოთიან კითხვებს უსვამდა, ელენა ეამბორებოდა მის ბაგეს და ასე ადუმებდა, თუმცაღა, ამავე დროს, გრიშამ გულის სიღრმეში იცოდა, უდარდელობა და უზრუნ­ ველობა რომ იმალებოდა ამ შიშის, ძრწოლისა და შფოთის მიღმა, რამეთუ სიკ­ ვდილს თავისივე ნებით დათანხმდა. ვაჟმა მასთან ერთად მიირთვა კერძი და უმალ ძილი მოერია; ვერა და ვერ გაუმკლავდა ამ დაუძლეველ სურვილს; ელენამ საწო­ ლამდე მიიყვანა, დააწვინა, მერე კი თავადაც გაიშოტა მის გვერდით; და რაკი ყმაწ­ ვილქალმა ერთგვარი პირქუში გააფთრებით, გულმხურვალედ და დაჟინებით სთხოვა, სარეცელი გავიზიაროთო, რაკი ასე გამოიწვია, წააქეზა და აცდუნა, ახალ­ გაზრდა პირველად დაეუფლა მის სხეულს; მოწყვიტა მისი უმანკოების ყვავილი. და 450 ოქროს საწმისის ქვეყანაში მერე მოცელილივით დაემხო საწოლზე და უმალ არარას მორევში გადაეშვა. ორ­ მოცდარვა საათის შემდეგ მიაკვლიეს ქალ-ვაჟს; დიდი დრო გალიეს მათ ძებნაში; ყველა კარი შეამტვრიეს; გრიშა კომაში იყო, ელენას კი სული დაელია; მისი თავი მისი საყვარლის გულმკერდზე ესვენა; გახელილი დარჩენოდა მშვენიერი, ცისფერი თვალები და თითქოს დაჟინებით შესცქეროდა თავის ერთადერთ და ჭეშმარიტ მიჯ­ ნურს. ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ გრიშას, რათა როგორმე გა­ დაერჩინათ; ამდენი დრო და ზრუნვა დასჭირდა მის ხსნას, რადგან სასიკვდილო შხამს ძლიერ ევნო მისთვის; გამოხდა ხანი და ევროპაში გაამგზავრეს; და მხოლოდ იმისათვის დაბრუნდა სამშობლოში, რომ გააფთრებულ ბრძოლაში ჩაბმულიყო, როცა დიდი ომი გამოცხადდა; რუსეთ-გერმანიის საზღვრებისაკენ გაეშურა. ვერა­ სოდეს მიხვდა, როგორი განზრახვა ჰქონდა მის საყვარელ ქალს; ეს ჩანაფიქრი ბო­ ლომდე იდუმალებით მოცული დარჩა მისთვის; ნუთუ ელენამ მიქსტურის სხვადას­ ხვა დოზა დაასხა საკუთარ და გრიშას კერძებს? იქნებ განგებ შეურია არათანაბარი დოზები, რადგან გრიშას გადარჩენა ეწადა? ნუთუ უნდოდა, მასზე დიდხანს ეცოც­ ხლა მის გულის სწორს? ან იქნებ თანაბრად გაანაწილა საწამლავი, მაგრამ გრიშა სიკვდილისაგან იხსნა ოდენ საკუთარმა გაუტეხელმა ჯანმრთელობამ, დიდმა ამტა­ ნობამ, ახოვნობამ, ზორბა აღნაგობამ და მტკიცე აგებულებამ? გრიშა მიუახლოვდა ნაამბობის დასასრულს, მერე კი ცრემლი წასკდა; რა შემზარავი იყო მისი გულამოს­ კვნილი ქვითინი!„ვერასოდეს გავიგებ ამას; ჩემს დღეში ვერ ჩავწვდები ამ საიდუმ­ ლოს; თუკი ჩემი გულის მურაზი ნატრობდა, მეც მასთან ერთად გამოვთხოვებოდი წუთისოფელს, განა მაქვს სიცოცხლის უფლება? მე ხომ ჯერ კიდევ სულდგმული ვარ?!“ – ამოიგმინა დაღონებულმა. ოჰ! რა ცხადად ჩამესმის მისი სასოწარმკვეთი და გულსაკლავი სიტყვები! რა ცხოვლად მეხატება თვალწინ მისი კრუნჩხვამორეუ­ ლი სახე, მისი მოძრაობა! ბრმასავით აფართხალდა და ხელის ცეცებით გამოემარ­ თა, რათა როგორმე მოეღწია ჩემამდე; სურდა, მისთვის მეწყალობებინა შემწეობა, რამეთუ ყოვლად აუტანელი ტანჯვა გადაიტანა, გაუსაძლისი წამება იწვნია, ჯვარს ეცვა, ევნო, გოლგოთის გზა გაიარა, მარტვილობის სიმწარე და გვემა იგემა და ახ­ ლაც არ უჩანდა ბოლო მის უსასოობას, განსაცდელს, ნაღველს, მწუხარებას, უბე­ დობას, მიუსაფრობასა და ტკივილს. ვაი, რომ არ შემიძლია, შემწე-მფარველად მოვვლენოდი და დახმარების ხელი გამეწოდებინა მისთვის! მეც ვაღვარღვარებდი ცრემლებს; ვტიროდი, რადგან სრულიად უსუსური, უმწეო და უღონო ვიყავი, და მის ტკივილიან, მწარე ქვითინსა და სლუკუნს, მტანჯველ ხმაურად რომ ჩამესმოდა, ანაზდად შეერია გარედან შემოღწეული, ყურთასმენის წამღები, უცაბედი, საზარე­ ლი ხმაური – ცეცხლსასროლ იარაღს ისროდნენ. ეს სცენა სამარადისოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში; შემომრჩა იმ ღამის მოგონება, რამეთუ ერთ-ერთი ყველაზე მტანჯვე­ ლი და გულის მომკვლელი სცენა იყო მათ შორის, ჩემ დღეში რომ მინახავს: გრიშა წამოიმართა, სახე ჯერ კიდევ დალტობილი ჰქონდა ცრემლებით, მაგრამ უმალ 451 ოდეტ კენი გაიღვიძა მკაცრ დისციპლინას ნაჩვევი, გამოწრთობილი ჯარისკაცის მძაფრმა ინ­ სტინქტმა და უტყუარმა ალღომ, და ახალგაზრდა კაცი უეცრად მოსწყდა ადგილს, გავეშებით დაეძგერა შემოსასვლელს და შესძახა:„ყველანი კართან აესვეტეთ!“ სულ რამდენიმე წამში მოახერხეს ყველა კარის ჩახერგვა, გადაულახავი ბარიკადე­ ბის აღმართვა; ყველაფერი, რაც სკოლის შენობაში მიმოფანტულიყო და რაც ხელ­ ში მოჰყვათ, აახორეს კარის წინ; უზარმაზარი გროვა დადგა; დახვავებულიყო მერ­ ხები, სკამები და მაგიდები.„არ მოშორდეთ თქვენს ადგილებს... ფხიზლად იდარა­ ჯეთ...“ – ასეთი მოკლე, გასაგები და ნათელი ბრძანებები პოსტზე დამდგარ გუშაგებს მილიციელებს ამსგავსებდა.„არ გაისროლოთ; არ უნდა მოგვაკვლიონ; დაელო­ დეთ მათ თავდასხმას. სანამ იერიშზე არ გადმოვლენ, არ გაინძრეთ“. გრიშამ სან­ თლები ჩააქრო, რათა ერთი ბეწო სინათლეც კი არ გაპარულიყო ჭუჭრუტანებიდან და კედლის ბზარებიდან; გარდა ამისა, უკვე დაეხურათ ჩემი ოთახის ხის დარაბები, და ვერაფერს ვხედავდი წითლად მოელვარე ცეცხლისა და ბუხარში მოგიზგიზე კუნძების გარდა.„Lie down! დაწექით, ოდეტ!“ – მითხრა გრიშამ. ჩემკენ გამოემარ­ თა, რახან კვლავ ფეხზე ვიდექი; უნდოდა, ძალა დაეტანებინა ჩემთვის და ძირს გა­ ვეშოტე. მაგრამ რაწამს მომიახლოვდა, სიშმაგემ შემიპყრო(არ ვიცი, რად მოხდა ასე); არნახული გავეშება და გააფთრება იყო! არასოდეს, არასოდეს მიგრძნია ჩემი სიგიჟე ისე მძაფრად, როგორც მაშინ, იმ შემაძრწუნებელ წუთებში; ჩემს არსებაში უთუოდ დაუბუდებია ამ სიშლეგეს – ამას წყალი არ გაუვა. გონგადასული, შეშლილი ქალივით გავუძალიანდი მის იმ მძიმე ხელებს, აუტანელ ტვირთად რომ დამწო­ ლოდნენ მხრებზე და ჩემს მოდრეკას ლამობდნენ. დამეხსენით ყველანი! მინდა, მოვკვდე თავისუფალი და ეული, მარტოდ შთენილი; არა მწადია ეს მკლავები, მარ­ წუხებივით რომ შემომჭდობიან; არა მსურს მამაკაცის ეს ალერსი და ლაციცი; ვნატ­ რობ, მოვკვდე მეთვალყურეთა მზერისაგან შორს, მათი სიტყვებისაგან შორს... არ მინდა არც ღმერთების ნუგეშისცემა, არც ადამიანთა მოდგმის დახმარება, შემწეო­ ბა, შველა, მოწყალება და მფარველობა; ვოცნებობ, მარტოდმარტო გამოვესალმო სიცოცხლეს, გამოვეთხოვო ეული, ჩემი სულის ანაბარა დარჩენილი, ჩემი აზრებით, ჩემი ფიქრებით, ჩემი ძალით, ჩემი სიმწრითა და ვარამით, ჩემი შიშით; ისღა მწადია, მარტოდმარტომ ვიარო წინ და შთავინთქა აჩრდილებით სავსე წყვდიადში. მარ­ ტოდმარტომ გავლიე ამ ცხოვრების გზა, მარტოდმარტომ გადავჭერი ჩემი პრობლე­ მები, მარტოდმარტო გავუმკლავდი სირთულეებს, მარტოდმარტო წამოვდექი ფეხ­ ზე, როცა სხვებმა მთელი ძალით დამცეს ძირს; არ მინდა, შემეხონ ის ფარისევლები, თვალთმაქცები, პირმოთნეები, უვარგისები, უგერგილოები, ულმობლები და სასტი­ კები; არ მახლონ ხელი ამ უკანასკნელ წამს, როცა საშინლად გამძაფრდა ჩემი სიც­ ხოვლე. არასოდეს არაფერი უქნიათ ჩემთვის სიავის გარდა; არასოდეს დაუყრიათ სიკეთე; ოდენ მავნეს; ბოროტებითა და უკეთურებით დამამახსოვრეს თავი; არ დავნებდები; არ მოვიხრი ქედს; წინ აღვუდგები; არ მივცემ უფლებას, ასე ჩამაშხა­ 452 ოქროს საწმისის ქვეყანაში მონ სიკვდილი, რადგან უკვე ყველაფერი ჩამამწარეს, წაახდინეს, შებღალეს და წა­ ბილწეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღლებული და წმინდა, ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი საუნჯენი, რამეთუ, რაკი აბსოლუტს ვესწრაფოდი და დაუსაბამოსა და მარადიულთან ზიარება მეწადა, ადამიანებმა ოთხ ნაწილად გაგლიჯეს ჩემი გული.; როცა ასე მაწამებდნენ და გულს მიფლეთდნენ, ტაკიმასხარებივით ხითხითებდნენ და ისეთ პირუტყვულ სისასტიკეს, სიველურეს, სიმხეცეს, უხეშობასა და დაუნდობ­ ლობას იჩენდნენ, თვით ყველაზე უწყალო და შეუბრალებელ ჯალათებსაც კი შე­ შურდებოდათ. არავის ვენდობი, არავისი მწამს ჩემი თავის გარდა – მხოლოდ საკუ­ თარი ხელები გამომადგებიან ჩემი გონებისა და სულის მტკიცე საყრდენად, და როს, ბოლოს და ბოლოს, დავიხსნი თავს ყოველი საძულველი, უცხო მონობის უღლისა­ გან და ვიგემებ ნანატრ თავისუფლებას, ჩემი ეული ცნობიერების განუყოფელი მთლიანობის წყალობით, თამამად გავუსწორებ თვალს შეუცნობელს და გულუშიშ­ რად შევეგებები სიკვდილის იდუმალ სამყაროს. ხელის კვრით მოვიცილე გაოგნე­ ბული გრიშა, განვეშორე მილიციელებს, და საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირუ­ ლი, ველოდები, როდის დადგება უკანასკნელი წამი, თუკი მაინცდამაინც ამაღამ უნდა დადგეს. არ დამდგარა, რახან ამ გვერდებს ვწერ, რახან ჯერ კიდევ აქა ვარ, გამალებით ვიქექები ამ მოგონებებში, ვაცოცხლებ ამ გრძნობებს, ხელახლა განვიცდი ყოველი­ ვეს და კვლავ ვიძირები ემოციების ამ ზღვაში; ო, როგორ მინდა, დავწვდე ჩემს გულს, ხელისგულებს შორის მოვიმწყვდიო(რაკი ჩემს დიდ წარსულს გადავავლე თვალი) და ვუთხრა:„დაიძინე; საკმარისია; მორჩა; აღარასოდეს, აღარასოდეს განმეორდე­ ბა ეს საშინელება... დაიძინე... რახან მათ ისიც კი არ შეეძლოთ, გამოეჩინათ ყოვ­ ლად უბადრუკი გულმოწყალება და მოეკალი, სულ სხვა გზა ვპოვე შენთვის, და სულ მალე შეძლებ იქ სამარადისოდ განსვენებას“... ვერასოდეს მივხვდით, რამ აურია გზა-კვალი იმ სვანებს, სოფელს რომ დაეცნენ თავს; იქნებ სახლებში გამეფებულმა წყვდიადმა? იქნებ სკოლის შენობაში ჩამოწოლილმა უკუნეთმა? იქნებ ჩვენმა მდუ­ მარებამ? ან იქნებ მართლა შეცდნენ? ნუთუ ნამდვილად დაიჯერეს, რომ განიარაღე­ ბის სამთავრობო კომისიის წევრები ვიყავით? მეორე დღეს, სოფლის ბინადრებმა ჯერ ყველა თავიანთი ღმერთი დაიფიცეს, მერე კი ყველა სათაყვანო ხატის წინაშე მოჰყვნენ ფიცილს, საერთოდ არაფერი ვიცით, წარმოდგენა არა გვაქვს, რა ხრიკები წამოიწყესო. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ოც წუთს გასტანა ცეცხლსას­ როლი იარაღების გაშმაგებულმა და გაბმულმა ბათქაბუთქმა; დარწმუნებული ვარ, გრიშას გადაწყვეტილებამ(მილიციელებს არ დართო ნება, ერთხელ მაინც გაესრო­ ლათ საპასუხოდ და თავის დასაცავად შეეტიათ მათთვის, სანამ თავად არ გამოვი­ დოდნენ აშკარა და დაუფარავ იერიშზე) მართლაც ძალზე დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი სიცოცხლის ხსნის საგმირო საქმეში. როცა კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, უშფოთ­ ველი და შეუვალი ჯარისკაცები კი კარის ზღურბლებთან მოკალათდნენ ღამის გა­ 453 ოდეტ კენი სათევად, გრიშა ჩემ დასახედავად შემობრუნდა ჩემს ოთახში. ცოტაოდენი პური და კონსერვის ქილები მომიტანა; ჩემს საწოლზე ჩამოვსხედით და გავირინდეთ, ოთახის წყვდიადში ჩაძირულნი; არ უნდოდა, კვლავ ამენთო სანთლები. სულ დამვიწყებო­ და განგაში და საბრძოლო მზადყოფნა; ყველაფერი გადამვარდნოდა გულიდან და ვფიქრობდი ჩემი მეხსიერების უძირო მორევიდან ამოტივტივებულ იმ ქერათმიან ბავშვზე, იმ ელენაზე, რომელმაც გრიშას გვერდით მოისწრაფა სიცოცხლე; მისი სიყ­ ვარულის გამო გამოეთხოვა წუთისოფელს; და მჯეროდა, რომ კურთხეული და ნეტა­ რი იყო მიჯნურთა, საყვარელთა და ნანდაურთა შორის; დალოცვილი და განწმენდი­ ლი იყო ელენა, ანუ ის, ვინც უსაზღვრო სიხარულის, ბედნიერების, განცხრომისა და ნეტარების ჟამსაც კი სულის დალევა არჩია! ოჰ! ნეტავ ბედისწერა(განგება უთუოდ ვალშია ჩემ წინაშე – ცოტაოდენი სინაზე და ლმობიერება მაინც უნდა გამოიჩინოს ჩემდამი) ერთ დღეს მეც ელენასავით დამანებებდეს ნეტარ სიკვდილს – დაე, გამოვე­ სალმო წუთისოფელს, როს ახდება ჩემი ერთ-ერთი ოცნება! უეცრად გრიშამ მკლა­ ვები შემომაჭდო, მხრები დამიკოცნა, მკერდზე მომაბჯინა თავი, და თითქოს ყველა­ ფერს მიმიხვდაო, ტირილ-ტირილით გაიმეორა რამდენჯერმე:„And now I love you“... „და ახლა კი თქვენ მიყვარხართ; მიყვარხართ, და მდაბლად გთხოვთ, მომიტევოთ“. ალბათ, მისი სიყვარული ბევრად უფრო ნაზი, სათუთი, ურყევი და შეუდრეკე­ ლი იყო, ვიდრე მრავალი სხვისა; თუმცაღა, მამაკაცთა გულში აღმოცენებულ, თვით სწორუპოვარ სიყვარულსაც კი არაფერი მოუტანია ჩემთვის; მარტოოდენ სიკვდი­ ლის სურვილი აღმიძრა; ჰო, ვინატრე, ბოლოს და ბოლოს, დამელია სული, რათა თავდავიწყებით აღარ მივნდობოდი ამ გრძნობას. და ეს კაციც, ეს ქართველი ოფი­ ცერიც, გულში რომ მიკრავდა და თან ცრემლებს აღვარღვარებდა, ჰო, ეს კაციც (სხვების დარად) ოდესმე აღმიძრავდა სიკვდილის სურვილს; ერთ დღეს უთუოდ მანატრებინებდა იმას, რაც მანატრებინეს ჩემმა სხვა მიჯნურებმა... დიახ, ყველა მათ­ განმა წუთისოფელთან გამოთხოვების წადილი გამიჩინა... მეორე დღეს გრიშამ მბრძანებლური ტონით იხმო თავისთან კომისარი და რწმუ­ ნებული; კვლავ მოუყარა თავი მილიციელებს და ყველანი გავედით მოედანზე, რა­ თა დაჟინებით მოგვეთხოვა ახსნა-განმარტებები; გვინდოდა, გაგვერკვია, რატომ მოხდა ასეთი რამ წინაღამეს, რად ჩაიდინეს ეს ყოვლად აღმაშფოთებელი დანა­ შაული და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამდებობის პირებს სამსახურებრივი მოვა­ ლეობის შესრულებისას. რაწამს თავი მოიყარა კალის უკლებლივ ყველა სახელოვანმა, გავლენიანმა და საპატიო მკვიდრმა, გრიშამ მათი დაკითხვა დაიწყო. თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, არაფერი იცოდნენ; არაფრის ბაიბურში არ იყვნენ; დაიფიცეს, უდანაშაულონი ვარ­ თო; თვით უმანკოებისა და უბიწოების განსახიერებად მოგვაჩვენეს თავი; გვით­ ხრეს, ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს იმ მოთარეშე ავაზაკთა ბანდების შემზარავი დანა­ შაულებისა და უკეთურების გამო, რადგან არც კი ვიცნობთ იმ დაჯგუფების წევრებ­ 454 ოქროს საწმისის ქვეყანაში სო. ერთ საათს გასტანა საიდუმლო ბჭობამ და ჩურჩულმა; რაკი კატეგორიულად არ მიიღეს ჩვენი საჩივარი და ფორმალურადაც დასრულდა ყველაფერი, გრიშა სულ სხვა საკითხის განხილვაზე გადავიდა: – ეს ქალბატონი, მე რომ მახლავს, უცხოელია, ჩინებული მეცნიერი და გამოჩე­ ნილი სწავლული; ამ ტაძრის სანახავად ჩამოვიდა საფრანგეთიდან; ხომ მისცემთ დათვალიერების უფლებას? – არა, – ერთხმად მიუგეს მათ. მაშინვე გაჩაღდა ცხარე კამათი, რომელმაც კიდევ ერთი საათი წაგვართვა. ომის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი რუსი გრაფინია ჩამოსულა აქ; უაღრესად გავლენიანი და ძლევამოსილი ადამიანების წყალობით შეუღწევია სალოცავში; ხე­ ლოვნების ნიმუში მოუპარავს და ერთ-ერთ მუზეუმში წაუღია. შევთავაზე, შემომყევით იმ ტაძარში, თვალი არ მომაცილოთ და ფხიზლად მიდარაჯეთ-მეთქი; ისიც დავაყო­ ლე, პირობას ვდებ, არც ერთ ხატს არ შევეხები, მხოლოდ ჩემს უბის წიგნაკს შევი­ ყოლებ, სხვა ნივთებს კი დაუნანებლად შეველევი-მეთქი. მერე უკანასკნელ, წარ­ მოუდგენლად დიდ დათმობაზე წავედი და ვუთხარი, თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, ხელებიც შემიკრათ-მეთქი. გრიშა მეტად უკმაყოფილო დარჩა ჩემი გადაწყვეტილე­ ბით; ამპარტავნული იერით გადასცა ჩემი თხოვნა მათ.„არა. ეს უცხოელი, ეს გადამ­ თიელი ქალია; ამიტომაც, შესაძლოა, რამე სნეულება სჭირდეს, ან დედათა წესი ჰქონ­ დეს და წაბილწოს წმინდა ადგილი!“ – უპასუხეს მათ. აღშფოთებით ვიუარე, ენერგია შემემატა და საჯაროდ განვაცხადე, მერწმუნეთ, სრულიად ჯანმრთელი ვარ, თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ, სოფლის ორ მატრონასაც კი უხმოთ, ის ქალები გულდას­ მით გამსინჯავენ და დარწმუნდებიან, საღ-სალამათი რომ ვარ-მეთქი. ხანგრძლივი, მოსაწყენი და გულისგამაწვრილებელი საუბარი კინკლაობაში გადაიზარდა, მერე კი სხვისი პირით მამცნეს საბოლოო განაჩენი:„არა! შეიძლება, თვით იმ ტაძარში შეს­ ვლის შემდეგ იქცეს უწმინდურ არსებად! თუ ასე მოხდება, ვეღარასოდეს შევძლებთ იმ ბიწიერების მოშთობას და წმინდა ადგილის ხელახლა კურთხევას!“ რწმუნებულის მოსყიდვა ვცადე; ეს კაცი შეძრწუნებისაგან უკან იხევდა და ამბობდა, ხელები დამი­ ბანია, არაკომპეტენტური ვარ, არაფერი გამეგება ამ საქმისაო; მიუხედავად ამისა, ეტყობოდა დიდი წადილი; მერე მათ შევთავაზე, დიდძალ თანხას გავიღებ, რათა ამ ეკლესიის მოვლა-პატრონობა შეძლოთ-მეთქი, მაგრამ უხუცესები შეუდრეკელნი და ქედუხრელნი ჩანდნენ.„არა! ოდენ ქალის იქ ყოფნაც კი უწმინდურების ტოლფასი იქნება!“ – მომახალეს უკმეხად. ერთადერთი ნებართვა მოვიპოვე: მითხრეს, შეგიძ­ ლიათ, მთის ძირას იაროთ და დატკბეთ მწვერვალზე გოროზად წამომართული წმინ­ და სალოცავის მზერითო. სულ ეს იყო. მეტს ვერაფერს მივაღწიე. მაგრამ ეს მეტისმეტი შეურაცხყოფა იყო; საჯაროდ დამამცირეს და შებღალეს ჩემი სახელი; ხმაათრთოლე­ ბული და ძლიერი გრძნობით შეპყრობილი ვიწყებ გულში ჩამწვდომ, გზნებით სავსე და მეტად ამაღელვებელ ენამზეობას, რათა ყველას ვაუწყო, ჩემი წაღების ლანჩებით 455 ოდეტ კენი ავადენ მტვერს ამ ველურთა დაბას, კორიანტელს დავაყენებ, მერე კი სამუდამოდ განვეშორები აქაურობას-მეთქი, და ამ შეჩვენების, წყევლა-კრულვის, ანათემაზე გა­ დაცემის შემდეგ, ქვეყნად ყველაზე მტრული მდუმარება რომ ჩამოვარდა, ყოველგვა­ რი გამოსალმების, მოკითხვისა და თავაზიანი სიტყვების გაცვლა-გამოცვლის გარეშე მოვახტით ზურგზე ჩვენს ერთგულ პირუტყვებს, დეზები ვკარით და ელვის სისწრა­ ფით გავქროლდით. და ჩვენ ზურგსუკან გველივით იკლაკნება ველურივით უკარება, მოუთვინიერებელი, მოუხელთებელი, დაუურვებელი, მიუდგომელი, პირქუში, მჭმუნ­ ვარე, დაღვრემილი, თითქოსდა მგლოვიარე ხეობა, იქედნურად ქირქილებენ ფერ­ მიმქრალი, თითქოსდა მიტკალივით გაფითრებული სახლები, და კაშკაშებს, ციალებს, თვალისმომჭრელ სხივებს სტყორცნის არემარეს სრულქმნილი, მარადიული, შეუბ­ ღალავი, საუკუნო და წარუვალი დიდება იმ შარავანდედმოსილი, არაამქვეყნიური სინატიფით, დიადი, ამაღლებული მშვენიერებითა და სიტურფით შემოსილი თოვლი­ სა; ჯერ კიდევ ვერ შეძლო ძეხორციელმა ამ მოელვარე, სპეტაკი სითეთრით შესუდ­ რულ მწვერვალთა დაპყრობა. დასასრული ამ წიგნის წერა დავიწყე 1921 წელს, ჩაქვში, საქართველოში; დავამთავრე 1922 წელს, ჟუან-ლე-პენში, საფრანგეთში. მთარგმნელი ნიკა გელოვანი, რედაქტორი ნინო ბექიშვილი. სტატია ითარგმნა შემდეგი გამოცემის მიხედვით: Odette Keun, Au Pays de la Toison D’or, En Géorgie Menchéviste Indépendante, Ernest Flammarion, Editeur, Paris, 1923(PP: 1-97, 272-285) 456