ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი თბილისი, 2021 გამომცემლები ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი ნ. რამიშვილის პირველი ჩიხი, N1, 0179, თბილისი, საქართველო https://southcaucasus.fes.de/ ახალგაზრდობის სააგენტო ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ, თბილისი, საქართველო https://youthagency.gov.ge/ კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითი(ACT) ჯონ(მალხაზ) შალიკაშვილის ქ. 8 https://act-global.com/ ინფორმაცია გამომცემელთათვის ფელიქს ჰეთი(FES) სალომე ალანია(FES) რევაზ ჩარკვიანი(ახალგაზრდობის სააგენტო) ქრისტინა კაპანაძე(ახალგაზრდობის სააგენტო) ავტორები ფლორა(კესო) ესებუა(ACT) ციალა წულაია(ACT) სალომე კოკაია(ACT) დიზაინი და დაკაბადონება შპს"თრი დიზაინი" მიცკევიჩის 27გ. 0194, თბილისი, საქართველო www.treedesign.ge თარგმნა და კორეკტურა ქეთევან თვალავაძე თაკო გოგოჩაიშვილი სუზან გრეჰემი თბილისი, 2021 პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდი, არ არის პასუხისმგებელი პუბლიკაციაში მოცემული მონაცემების სიზუსტეზე. ©ფრიდრიხ ებერტის ფონდი 2021 ©ახალგაზრდობის სააგენტო 2021 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სარჩევი მოკლე მიმოხილვა 15 ძირითადი მიგნებები 16 შესავალი 19 მეთოდოლოგია 20 ახალგაზრდობის პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა 23 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 25 შესავალი 25 ძირითადი მიგნებები 27 2.1. მუნიციპალური პოლიტიკა 30 2.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები 35 2.3. განათლება და დასაქმება 43 2.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი 51 2.5. ღირებულებები და უფლებები 60 2.6. გამოწვევები და მისწრაფებები 64 2.7. დასვენება და ცხოვრების წესი 71 2.8. დისკუსია და რეკომენდაციები 78 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 82 შესავალი 82 ძირითადი მიგნებები 84 3.1. მუნიციპალური პოლიტიკა 88 3.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები 89 3.3. განათლება და დასაქმება 98 3.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი 105 3.5. ღირებულებები და უფლებები 112 3.6. გამოწვევები და მისწრაფებები 116 3.7. დასვენება და ცხოვრების წესი 122 3.8. დისკუსია და რეკომენდაციები 129 სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 132 შესავალი 132 ძირითადი მიგნებები 134 4.1. მუნიციპალური პოლიტიკა 138 4.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები 139 4.3. განათლება და დასაქმება 145 4.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი 152 4.5. ღირებულებები და უფლებები 160 4.6. გამოწვევები და მისწრაფებები 164 4.7. დასვენება და ცხოვრების წესი 169 4.8. დისკუსია და რეკომენდაციები 175 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 178 შესავალი 178 ძირითადი მიგნებები 181 5.1. მუნიციპალური პოლიტიკა 185 5.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები 188 5.3. განათლება და დასაქმება 196 5.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი 204 5.5. ღირებულებები და უფლებები 215 5.6. გამოწვევები და მისწრაფებები 218 5.7. დასვენება და ცხოვრების წესი 224 5.8. დისკუსია და რეკომენდაციები 232 დასკვნა 235 გრაფიკი 1 გრაფიკი 2 გრაფიკი 3 გრაფიკი 4 გრაფიკი 5 გრაფიკი 6 გრაფიკი 7 გრაფიკი 8 გრაფიკი 9 გრაფიკი 10 გრაფიკი 11 გრაფიკი 12 გრაფიკი 13 გრაფიკი 14 გრაფიკი 15 გრაფიკი 16 გრაფიკი 17 გრაფიკი 18 გრაფიკი 19 გრაფიკი 20 7 გრაფიკების სარჩევი 25 რესპონდენტთა საქმიანობა 26 რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე აჭარის რეგიონში 30 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტებისა და პროგრამებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2019-2021 წლებში(ლარი) 35 საკუთარ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები 36 შეფასება, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული 37 ინფორმირება საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ 38 მუნიციპალური პროგრამები/სერვისები, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს აჭარის რეგიონში 38 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი 39 შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე 40 უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის 42 ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება 44 დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული მნიშვნელობა 46 სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში 47 რესპონდენტთა საქმიანობის/დასაქმების სტატუსი 48 საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება 49 საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები 50 უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში 52 ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება 52 მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში 54 სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ არმონაწილეობის მიზეზები 8 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 21 გრაფიკი 22 გრაფიკი 23 გრაფიკი 24 გრაფიკი 25 გრაფიკი 26 გრაფიკი 27 გრაფიკი 28 გრაფიკი 29 გრაფიკი 30 გრაფიკი 31 გრაფიკი 32 გრაფიკი 33 გრაფიკი 34 გრაფიკი 35 გრაფიკი 36 გრაფიკი 37 გრაფიკი 38 გრაფიკი 39 გრაფიკი 40 გრაფიკი 41 გრაფიკი 42 გრაფიკი 43 გრაფიკი 44 55 საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის შეფასება 56 დაბალი სამოქალაქო აქტივობის მიზეზები 58 დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით 59 ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება აჭარის რეგიონში(შეფასება 7-ქულიან 60 სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ –„ძალიან მნიშვნელოვანია“) 62 ადამიანის უფლებების, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს 62 განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე 63 უფლებები, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული 67 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში, პირადი(რესპონდენტის) 67 ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 68 ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება(შეფასება„1“ ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) 68 შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით 69 შიდა მიგრაციის მიზეზები აჭარის რეგიონში 72 დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა 73 პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის 74 საკუთარ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის შეფასება მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ფიზიკური 74 აქტივობით 75 მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები თავად დაკავებულები სპორტული/ ფიზიკური აქტივობებით 76 ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები 77 სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) 82 რესპონდენტთა საქმიანობა რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის 83 გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საკუთარ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, 90 სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები 90 შეფასება, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული 9 გრაფიკი 45 გრაფიკი 46 გრაფიკი 47 გრაფიკი 48 გრაფიკი 49 გრაფიკი 50 გრაფიკი 51 გრაფიკი 52 გრაფიკი 53 გრაფიკი 54 გრაფიკი 55 გრაფიკი 56 გრაფიკი 57 გრაფიკი 58 გრაფიკი 59 გრაფიკი 60 გრაფიკი 61 გრაფიკი 62 გრაფიკი 63 გრაფიკი 64 გრაფიკი 65 გრაფიკი 66 გრაფიკი 67 92 ინფორმირება საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ 92 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე 94 გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით 95 მნიშვნელოვანია საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის შეფასება პრობლემების მოგვარების 96 კონტექსტში ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით 97 განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეულ შედეგების შეფასება დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული 98 მნიშვნელობა 100 სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში რესპონდენტთა მიერ მათსავე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების 101 შესაძლებლობის შეფასება 102 საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორები 103 საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს 104 დასაქმებაში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის 106 გამოცდილება მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა მოხალისეობრივ 106 აქტივობებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ 107 არმონაწილეობის მიზეზები საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის 108 შეფასება მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/ თითქმის არავინ 109 მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში 111 დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით 112 ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება აჭარის რეგიონში(შეფასება 7-ქულიან 113 სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ –„ძალიან მნიშვნელოვანია“) 114 ადამიანის უფლებების, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს 115 განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე 116 უფლებები, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული 10 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 68 გრაფიკი 69 გრაფიკი 70 გრაფიკი 71 გრაფიკი 72 გრაფიკი 73 გრაფიკი 74 გრაფიკი 75 გრაფიკი 76 გრაფიკი 77 გრაფიკი 78 გრაფიკი 79 გრაფიკი 80 გრაფიკი 81 გრაფიკი 82 გრაფიკი 83 გრაფიკი 84 გრაფიკი 85 გრაფიკი 86 გრაფიკი 87 გრაფიკი 88 გრაფიკი 89 119 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში, პირადადი ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ 120 ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 120 ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება(შეფასება„1“ ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) 121 შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით 121 შიდა მიგრაციის მიზეზები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 123 დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა 124 პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის საკუთარ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების 125 დაკავებულობის შეფასება მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ფიზიკური 126 აქტივობით მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები თავად დაკავებულები სპორტული/ 127 ფიზიკური აქტივობებით 127 ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის 128 გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) 132 რესპონდენტთა საქმიანობა რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის 133 გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, 140 სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები ინფორმირება მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/ 141 სერვისების შესახებ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების 141 ინიციატორი შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე 142 გადაწყვეტილების მიღების პროცესზე 143 უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით 144 განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეულ შედეგების შეფასება დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული 145 მნიშვნელობა 146 სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში 11 გრაფიკი 90 გრაფიკი 91 გრაფიკი 92 გრაფიკი 93 გრაფიკი 94 გრაფიკი 95 გრაფიკი 96 გრაფიკი 97 გრაფიკი 98 გრაფიკი 99 გრაფიკი 100 გრაფიკი 101 გრაფიკი 102 გრაფიკი 103 გრაფიკი 104 გრაფიკი 105 გრაფიკი 106 გრაფიკი 107 გრაფიკი 108 გრაფიკი 109 გრაფიკი 110 გრაფიკი 111 გრაფიკი 112 გრაფიკი 113 148 რესპონდენტთა საქმიანობის/დასაქმების სტატუსი 148 საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება 149 საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორები 150 საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს 151 დასაქმებაში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის 153 გამოცდილება მიზეზები, რატომაც არ მიიღეს მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში 153 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 154 სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ არმონაწილეობის მიზეზები საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის 155 შეფასება 156 მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/ თითქმის არავინ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 159 რესპონდენტთა დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით 159 ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება(7-ქულიანი სკალა, სადაც 1 ნიშნავს 160 საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი,„7“ ნიშნავს-„ძალიან მნიშვნელოვანია“) 162 ადამიანის უფლებების, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს 163 განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ქვეყანაში, 166 მუნიციპალიტეტში, პირადადი ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ 166 ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება(შეფასება„1“ 167 ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) 167 შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით 168 შიდა მიგრაციის მიზეზები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 170 დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა 171 პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის 172 მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის შეფასება 172 მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ფიზიკური აქტივობით 12 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 114 გრაფიკი 115 გრაფიკი 116 გრაფიკი 117 გრაფიკი 118 გრაფიკი 119 გრაფიკი 120 გრაფიკი 121 გრაფიკი 122 გრაფიკი 123 გრაფიკი 124 გრაფიკი 125 გრაფიკი 126 გრაფიკი 127 გრაფიკი 128 გრაფიკი 129 გრაფიკი 130 გრაფიკი 131 გრაფიკი 132 გრაფიკი 133 გრაფიკი 134 გრაფიკი 135 173 მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები თავად დაკავებულები სპორტული/ ფიზიკური აქტივობებით 174 ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის 175 გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) 178 რესპონდენტთა საქმიანობა 179 რესპონდენტთა ეთნიკური კუთვნილება, ოჯახური მდგომარეობა, სტატუსი რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის 180 გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე ქვემო ქართლის რეგიონში 185 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტებისა და პროგრამებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2019-2021 წლებში 188 მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები 190 შეფასება, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული ინფორმირება მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/ 191 სერვისების შესახებ 192 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი 192 შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე 194 უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის შეფასება პრობლემების მოგვარების 195 კონტექსტში ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით 196 განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული 197 მნიშვნელობა 199 სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში 200 საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება 201 რესპონდენტთა შეფასებით, მათსავე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორები 202 საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს 203 დასაქმებაში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის 205 გამოცდილება 13 გრაფიკი 136 გრაფიკი 137 გრაფიკი 138 გრაფიკი 139 გრაფიკი 140 გრაფიკი 141 გრაფიკი 142 გრაფიკი 143 გრაფიკი 144 გრაფიკი 145 გრაფიკი 146 გრაფიკი 147 გრაფიკი 148 გრაფიკი 149 გრაფიკი 150 გრაფიკი 151 გრაფიკი 152 გრაფიკი 153 გრაფიკი 154 გრაფიკი 155 გრაფიკი 156 გრაფიკი 157 206 მიზეზები, რატომაც არ მიიღეს მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ 207 არმონაწილეობის მიზეზები 209 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის შეფასება მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/ თითქმის არავინ 211 მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში ქვემო ქართლის რეგიონში 213 დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით 214 ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება აჭარის რეგიონში(შეფასება 7-ქულიან 215 სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ –„ძალიან მნიშვნელოვანია“) 216 ადამიანის უფლებების, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს 217 განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე 217 უფლებები, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული 220 წვდომა კომპიუტერზე 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება ქვეყანაში, 220 მუნიციპალიტეტში, პირადადი 221 ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 221 ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება(შეფასება„1“ ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) 222 შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით 223 შიდა მიგრაციის მიზეზები ქვემო ქართლის რეგიონში 224 დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები 226 გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის 228 შეფასება მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ფიზიკური 229 აქტივობით ქვემო ქართლში 230 ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები 231 სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) 14 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ცხრილი 1 ცხრილი 2 ცხრილი 3 ცხრილი 4 ცხრილი 5 ცხრილი 6 ცხრილი 7 ცხრილი 8 ცხრილი 9 ცხრილების სარჩევი 21 კვლევის შერჩევა 21 რაოდენობრივი კვლევის დიზაინი 22 თვისებრივი კვლევის დიზაინი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტებისა 31 და პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები 2019-2021 წლებში(ლარი) საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად 65 შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად 117 შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად 165 შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) 186 ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტები და პროგრამები 2019-2021 წლები საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად 219 შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) 15 — მოკლე მიმოხილვა ახალგაზრდობა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ცვლილებებისა და განვითარების პროცესში არა უბრალოდ მონაწილის როლი შეიძლება ითამაშოს, არამედ თავად იქცეს გარდამტეხი პროცესების ინიციატორი. ამდენად, ტრანფორმაციისა თუ განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ეს გულისხმობს, არა უბრალოდ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ცოდნისა და უნარების ათვისებისთვის აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არამედ ახალგაზრდების უფლებების დაცვას, მათი საჭიროებების შესწავლასა და რეაგირებას, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ხელსაყრელ გარემოს ახალგაზრდების და, შესაბამისად, საზოგადოების განვითარებისთვის. ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას გულისხმობს. ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების სამართლებრივი ბაზა შექმნილია „საქართველოს ახალგაზრდობის კონცეფციის 2020-2030“-ის ფარგლებში. მისი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტის გათვალისწინებით, რომელიც ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეებზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფას გულისხმობს, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ უპასუხოს ახალგაზრდების საჭიროებებს და შექმნას გარემო, სადაც ახალგაზრდები თავად მიიღებენ მონაწილეობას როგორც მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ამ გადაწყვეტილებებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი ახალგაზრდობის პოლიტიკის არსებობისთვის, აუცილებელია ის კვლევას ეფუძნებოდეს. აღნიშნულისთვის„ახალგაზრდობის სააგენტომ“ შეიმუშავა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების პროგრამა, რომლის თანახმადაც მხარდაჭერილია კვლევაზე დაფუძნებული ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა. აღნიშნული კვლევა ამ პროგრამის ნაწილია, რომელიც ჩატარდა ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. კვლევა მიზნად ისახავს ახალგაზრდობის საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლას რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე. კერძოდ, კვლევა ჩატარდა შემდეგ ოთხ რეგიონში: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. კონკრეტულ სამიზნე მუნიციპალიტეტებად კი შეირჩა ბათუმის, დუშეთის, ადიგენის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით ჩატარდა და დაეფუძნა პირისპირ ინტერვიუებს, სიღრმისეულ ინტერვიუებსა და ფოკუსურ დისკუსიებს. 2021 წლის მარტი-აპრილში სულ ჩატარდა 1400 პირისპირ ინტერვიუ 14-29 წლის ახალგაზრდებთან, 13 სიღრმისეული ინტერვიუ ძირითად ინფორმანტებთან და 24 ფოკუსური დისკუსია, ოთხ სამიზნე რეგიონში. 16 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ძირითადი მიგნებები ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების არსებობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მაჩვენებელი ყველა რეგიონში დაბალია. ათიდან ექვსმა და მეტმა ახალგაზრდამ არ იცის მათი არსებობის შესახებ(აჭარა- 69%, მცხეთა-მთიანეთი- 56%, სამცხე-ჯავახეთი- 61%, ქვემო ქართლი- 75%); ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობა, გარდა ბათუმის მუნიციპალიტეტისა, შეზღუდულია ყველა რეგიონსა თუ სამიზნე მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადიგენის მუნიციპალიტეტი, სადაც ახალგაზრდების ნახევარს არცერთ სერვისზე არ აქვს წვდომა(52%); ყველა რეგიონში ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არ მონაწილეობს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში(აჭარა- 79%, მცხეთა-მთიანეთი- 72%, სამცხე-ჯავახეთი- 81%, ქვემო ქართლი- 88%); ახალგაზრდებისთვის ყველა რეგიონში ყველაზე ნაკლებად ღირებულია იყვნენ პოლიტიკურად ჩართულები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკით საერთოდ არ არის დაინტერესებული, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, სადაც პოლიტიკით საერთოდ არ არის დაინტერესებული ათიდან ექვსი ახალგაზრდა(აჭარა- 43%, მცხეთა-მთიანეთი- 37%, სამცხე-ჯავახეთი- 62%, ქვემო ქართლი- 54%); მათგან, ვინც პოლიტიკითაა დაინტერესებული, ძირითადად იკვეთება დაინტერესება საქართველოს პოლიტიკით ზოგადად. ამასთან, ათიდან დაახლოებით სამი და მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობით ყველა რეგიონში. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით კი ყველაზე მეტად ქვემო ქართლსა (15%) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში(20%), ასევე, მცხეთა-მთიანეთსა(14%) და დუშეთის მუნიციპალიტეტში(18%) ინტერესდებიან; ყველა რეგიონსა თუ სამიზნე მუნიციპალიტეტში აქტიური ახალგაზრდების მცირე ჯგუფები არსებობს, რომლებიც ერთდროულად სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ ან არიან სხვადასხვა იდეების ინიციატორები. ახალგაზრდების უმრავლესობა ყველა რეგიონში ამ პროცესს მიღმაა; დაბალია ახალგაზრდების მონაწილეობა მოხალისეობრივ საქმიანობაში. განსაკუთრებით დაბალია ეს მაჩვენებელი ქვემო ქართლში, სადაც ათიდან შვიდ ახალგაზრდას მსგავს აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს ბოლო 1-2 წლის ძირითადი მიგნებები 17 მანძილზე(აჭარა- 65%, მცხეთა-მთიანეთი- 51%, სამცხე-ჯავახეთი- 59%, ქვემო ქართლი- 71%). ახალგაზრდები აღნიშნულის მთავარ მიზეზებად ყველგან ასახელებენ იმას, რომ არ სმენიათ მსგავსი აქტივობების შესახებ, ვერ მოიცალეს ან არ ჰქონდათ სურვილი; დაბალი სამოქალაქო ჩართულობის მიზეზებად სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელოვნების გაუცნობიერებლობა, ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის არქონა და, ასევე სურვილის არარსებობა იკვეთება. ეს უკანასკნელი უკავშირდება როგორც გადაწყვეტილებების მიმღები პირების, ასევე თანატოლების მხარდაჭერის მოლოდინის არარსებობას. ამასთან, ნიჰილიზმი ასევე უკავშირდება იმას, რომ სამოქალაქო ჩართულობა სოციალურად ნაკლებად სასურველ აქტივობადაა აღქმული; ახალგაზრდებისთვის უმეტესად ხელმისაწვდომია სპორტული და სახელოვნებო წრეები, ასევე ბიბლიოთეკები. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც გამოწვევებია სოფლის ტიპის დასახლებებში, სადაც ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს არც ამ სერვისებზე აქვს წვდომა; შეკრებებისთვის სივრცეების არარსებობა პრობლემაა, რაზეც წვდომა ყველა რეგიონსა და სამიზნე მუნიციპალიტეტში დაბალია(აჭარა- 5%, მცხეთა-მთიანეთი- 12%, სამცხე-ჯავახეთი - 10%, ქვემო ქართლი- 7%). ამგვარი სივრცეების არსებობა, არაფორმალური განათლების სერვისთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვნად შეფასდა თვისებრივი კვლევის ფარგლებში ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში; ყველაზე სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდებისთვის, ყველა რეგიონსა და სამიზნე მუნიციპალიტეტში დასაქმებაა. შესაბამის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად ყველა რეგიონში შესაბამისი სანაცნობო წრეც იკვეთება. აღნიშნულზე, ათიდან, სულ მცირე, ერთი ახალგაზრდა მაინც მიანიშნებს(აჭარა - 19%, მცხეთა-მთიანეთი- 13%, სამცხე-ჯავახეთი- 14%, ქვემო ქართლი- 15%); კვლევის მონაწილეთა აზრით, ზოგადად, სამუშაო ადგილების არსებობასთან ერთად, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-დახვეწაში, სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობასა და ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერაა ის, რაც ახალგაზრდებს დაეხმარებოდა დასაქმებაში ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში; დასაქმებისთვის ქართული ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერა არსებითია ქვემო ქართლისა(30%) და სამცხე-ჯავახეთის(41%) რეგიონებისთვის. საკითხი არ არის აქტუალური ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის(2%), განსხვავებით თეთრიწყაროს(11%) და, განსაკუთრებით, გარდაბნის(28%) მუნიციპალიტეტებისგან; სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავება ყველგან მნიშვნელოვნად ფასდება, თუმცა ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ არის მისით დაკავებული. ყველაზე მაღალია ასეთი ახალგაზრდების წილი ქვემო ქართლში(აჭარა- 75%, მცხეთა-მთიანეთი- 67%, სამცხე-ჯავახეთი - 68%, ქვემო ქართლი- 81%); 18 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა, სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი სპორტით/ ფიზიკური აქტივობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებისთვის; რეგიონებში სხვადასხვა სარისკო ქცევაა გავრცელებული ახალგაზრდებში. ყველა რეგიონში იკვეთება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზედმეტად გატაცება. ამასთან, გამოვლინდა მარიხუანას, სიგარეტისა თუ ალკოჰოლის მოხმარება, ასევე აზარტული თამაშებით გატაცება ყველა რეგიონში განსხვავებული ინტენსივობით. სარისკო ქცევებთან გასამკლავებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა მიჩნეული; ათიდან ერთ ახალგაზრდას მცხეთა-მთიანეთსა(9%) და ქვემო ქართლში(14%), აჭარასა (23%) და სამცხე-ჯავახეთში(25%) კი გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს დაასახელოს ერთი უფლება მაინც, რომლის შესახებაც სმენია. ამის მიუხედავად, ყველა რეგიონში, ათიდან ექვსი და მეტი მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცულია; როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის განზრახვა დაბალია ყველა რეგიონში. ათიდან, სულ მცირე ექვსი ახალგაზრდა არ ფიქრობს შიდა მიგრაციაზე უახლოესი 2-3 წლის მანძილზე. გარე მიგრაციის განზრახვა კი, სულ მცირე, ათიდან შვიდ გამოკითხულს არ აქვს ყველა სამიზნე რეგიონში. მათი მთავარი მოტივაცია კი, ვინც ამგვარ განზრახვებს აფიქსირებს, ცხოვრების უკეთეს პირობებსა და დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს უკავშირდება ყველა რეგიონში როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის შემთხვევაში; საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოზე მაღალია ყველა რეგიონში. სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, ყველაზე დაბალია საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება ადიგენსა(4.2 ქულა) და თეთრიწყაროში (4.3 ქულა), ყველაზე მაღალი კი- ბათუმის მუნიციპალიტეტში(5.2 ქულა). რეგიონებიდან, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში (4.8 ქულა), ყველაზე მაღალი კი- აჭარაში(5.4 ქულა) ფიქსირდება. უახლოესი 10 წლის პერსპექტივაში, როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი მუნიციპალიტეტისა და პირადად მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება მეტ-ნაკლებად დადებითია ყველა რეგიონში. ყველაზე დადებითია შეფასება აჭარაში(ქვეყანა- 68%, მუნიციპალიტეტი- 72%), ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტური ხედვა კი სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება(ქვეყანა- 35%, მუნიციპალიტეტი- 37%). ამასთან, ყველგან გამოიკვეთა, რომ პირადად საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილების მოლოდინი უფრო მაღალია, ვიდრე მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის შემთხვევაში. აქაც ყველაზე ოპტიმისტურია მოლოდინები აჭარის რეგიონში(81%), ყველაზე პესიმისტური კი- სამცხე-ჯავახეთში(49%). 19 — შესავალი ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია არსებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შექმნას გარემო, რომელიც პასუხობს ახალგაზრდების გამოწვევებს, იძლევა ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას ახალგაზრდებისათვის და ახალგაზრდებთან ერთად. ახალგაზრდული პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებების, მოქალაქისა თუ გენდერული თანასწორობის პრინციპებს. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამართლებრივი ბაზა შექმნილია„საქართველოს ახალგაზრდობის კონცეფციის 2020-2030“-ის ფარგლებში. საქართველოს პარლამენტმა განსაზღვრა კონცეფციის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც მთავრობამ უნდა დაიწყოს. არსებობს მოლოდინი, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის კონცეფციის სტრატეგიული მიმართულებების განხორციელებას და განავითარებენ ახალგაზრდულ პოლიტიკას ადგილობრივ დონეზე. აღნიშნულისთვის არსებითია, რომ პოლიტიკა პასუხობდეს ახალგაზრდების გამოწვევებს და მათ საჭიროებებს, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელია ადგილობრივ დონეზე მათი აქტიური ჩართულობის გარეშე.მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უჭერდნენ მხარს ახალგაზრდებს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნაში, ისევე როგორც მხარს უნდა უჭერდნენ მათ აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი ახალგაზრდული პოლიტიკის არსებობა, რომელიც ცოდნასა და კვლევის შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ამ მიზნით,„ახალგაზრდობის სააგენტომ“ შეიმუშავა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მხარდაჭერას. ის ყურადღებას გაამახვილებს უფლებების საკითხებზე, სტანდარტების შემუშავებაზე ახალგაზრდული პოლიტიკისთვის, შესაძლებლობათა ზრდასა და მათ რეგულარულ მონიტორინგზე.„ახალგაზრდობის სააგენტო“ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში გეგმავს ეტაპობრივად მოიცვას საქართველოს მუნიციპალიტეტები და ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმავს შესაბამის აქტივობებს. საკითხები, რომელთაც კვლევა ფარავს მრავალმხრივია და სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის, პროცესებში ჩართულობის მაჩვენებლისა თუ ჩაურთველობის მიზეზების, სარისკო ქცევების გავრცელებისა თუ ღირებულებების შესახებ იძლევა გამოწვევებისა თუ საჭიროებების უფრო სიღრმისეულ ანალიზს, როგორც თავად ახალგაზრდების, ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მესამე სექტორის წარმომადგენელთა პერსპექტივიდან. 20 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები — მეთოდოლოგია კვლევის მიზანია შეისწავლოს ახალგაზრდობის უფლებები, საჭიროებები, გამოწვევები და ინტერესები ადგილობრივ დონეზე. აღნიშნულის შესასწავლად განისაზღვრა კვლევის შემდეგი ამოცანები: ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება ახალგაზრდების ინტერესების, მოტივაციისა და მოლოდინების იდენტიფიცირება გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც არსებობს ადამიანის უფლებების რეალიზების თვალსაზრისით იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომელთა გაფართოებაც გაამჯობესებდა სხვადასხვა აქტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას კვლევის სამიზნე რეგიონები და მუნიციპალიტეტებია: 1 აჭარა ბათუმი 2 მცხეთა-მთიანეთი დუშეთი 3 სამცხე-ჯავახეთი ადიგენი 4 ქვემო ქართლი თეთრიწყარო გარდაბანი პროექტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, შემუშავდა კვლევის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს(1) რაოდენობრივი და(2) თვისებრივი კვლევის ჩატარებას. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულია სტრუქტურირებული ინტერვიუს მეთოდი. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ 14-29 წლის ახალგაზრდები აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. შერჩევის ჩარჩოდ გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია. კვლევისთვის ახალგაზრდების შერჩევა მოხდა შემთხვევითი პრინციპით, წინასწარ სტრატიფიკაციაზე დაყრდნობით. სულ ოთხივე რეგიონში გამოკითხა 1401 ახალგაზრდა. კვლევის შერჩევა შემდეგნაირია: ცხრილი 1. კვლევის შერჩევა რეგიონი/მუნიციპალიტეტი აჭარა ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი რეგიონი ინტერვიუების რ-ბა 400 200 200 ქვემო ქართლი 401 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 100 გარდაბნის მუნიციპალიტეტი 101 დანარჩენი რეგიონი 200 სამცხე-ჯავახეთი 300 ადიგენის მუნიციპალიტეტი 100 დანარჩენი რეგიონი 200 მცხეთა-მთიანეთი 300 დუშეთის მუნიციპალიტეტი 150 დანარჩენი რეგიონი 150 სულ: 1401 მეთოდოლოგია 21 კვლევის ცდომილებამ სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 5.6%, ქვემო ქართლში 5.2%, აჭარაში კი- 4.9% შეადგინა. მონაცემები გაანალიზდა შემდეგ ჭრილებში: რეგიონი და სამიზნე მუნიციპალიტეტი; სქესი; ასაკი, ქალაქი-სოფელი. ასევე, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული თავისებურების გათვალისწინებით, ამ რეგიონებისთვის მონაცემები ასევე გაანალიზდა ეთნიკური კუთვნილების ჭრილში. რესპონდენტების ინტერვიუირება განხორციელდა მონაცემების შეგროვების ელექტრონული მეთოდის, ე.წ. CAPI-ს გამოყენებით(Computer Assisting Personal Interview). COVID 19-ის გავრცელების გათვალისწინებით, ინტერვიუების ჩატარება მოხდა უსაფრთხოების წინასწარ შემუშავებული წესების დაცვით. ცხრილი 2. რაოდენობრივი კვლევის დიზაინი ტექნიკა პირისპირ ინტერვიუ სამიზნე ჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდები შერჩევის ზომა 1401 ინტერვიუ კვლევის არეალი აჭარა ქვემო ქართლი სამცხე-ჯავახეთი მცხეთა-მთიანეთი შერჩევის მეთოდი შემთხვევითი შერჩევა წინასწარ სტრატიფიკაციაზე დაყრდნობით ინტერვიუს ხანგრძლივობა 35-40 წუთი საველე სამუშაოების გაკონტროლება მოხდა შემდეგი ტიპის პროცედურების მიხედვით:(1) სატელეფონო კონტროლი – 30% და(2) ანკეტების დეტალური რევიზია- 100%. 22 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ვინაიდან ინტერვიუები ჩატარდა CAPI-ს(Computer Assisting Personal Interview) გამოყენებით, მონაცემების ხარისხის კონტროლის მექანიზმად ასევე გამოყენებული იყო ჩატარებული ინტერვიუს ქრონომეტრაჟი და მის თითოეულ ნაწილზე დახარჯული დრო. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო ფოკუსური ჯგუფის და სიღრმისეული ინტერვიუების ტექნიკები. სულ ჩატარდა 24 ფოკუსური დისკუსია და 13 სიღრმისეული ინტერვიუ. ფოკუსური ჯგუფების ფარგლებში თითოეულ რეგიონში 6 დისკუსია ჩატარდა- 2 თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის. რესპონდენტების შერჩევისას გათვალისწინებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ასაკი(14-17, 18-23, 24-29 წლის ჯგუფები); სქესი; დასახლების ტიპი(ქალაქი/ სოფელი); განათლება; სამუშაო გამოცდილება; ეთნიკური კუთვნილება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლისთვის. ცხრილი 3. თვისებრივი კვლევის დიზაინი რაც შეეხება სიღრმისეულ ინტერვიუებს, თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარდა 3 ინტერვიუ ძირითად ინფორმანტებთან, 1 გარდა ბათუმისა, სადაც ინტერვიუების რაოდენობამ 4 შეადგინა. რესპონდენტებად შერჩეულები იყვნენ: მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებზეა პასუხისმგებელი; არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც რეგიონში ახალგაზრდობის საკითხებზე მუშაობს; სამოქალაქო აქტივისტი(აქტიური ახალგაზრდა, ე.წ. აზრთა ლიდერი), რომლისთვისაც ახალგაზრდობის პრობლემები აქტუალურია. Covid 19-ის გავრცელების გამო სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუსური დისკუსიები ჩატარდა ონლაინ, რესპონდენტისთვის მისაღებ დროსა და ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ტექნიკა ფოკუსური ჯგუფი სიღრმისეული ინტერვიუ სამიზნე ჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდები: 14-17 წელი 18-23 წელი 24-29 წელი ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს ახალგაზრდობის საკითხებზე აქტიური ახალგაზრდა/მოქალაქე, რომელიც მუშაობს ახალგაზრდობის თემატიკაზე დისკუსიების რაოდენობა 24(6 თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში) 13(3-3 ადიგენის, თეთრიწყაროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ბათუმი- 4 ინტერვიუ) კვლევის არეალი ბათუმი/ აჭარა თეთრიწყარო/ ქვემო ქართლი ადიგენი/ სამცხე-ჯავახეთი დუშეთი/ მცხეთა-მთიანეთი შერჩევის მეთოდი დისკუსიის ხანგრძლივობა მიზნობრივი 1.5 საათი მიზნობრივი 40-50 წუთი კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტების შედეგად მიღებული მონაცემები გაანალიზდა ჯამურად. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება დაინტერესებული მხარეების მიერ სამომავლო აქტივობების დასაგეგმად. 1 ძირითადი ინფორმანტი- პირი, რომელიც სიღრმისეული ინტერვიუსთვის მიზნობრივადაა შერჩეული და წარმოადგენს კვლევის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე გაცნობიერებული ადამიანების ჯგუფს. 23 — I ახალგაზრდობის პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა ქვეთავში მოცემულია საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებისთვის ამჟამად არსებული პოლიტიკის დოკუმენტები და მათი პრიორიტეტები. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკა ძირითადად განსაზღვრულია და ხორციელდება 2014 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის#553 განკარგულებით მიღებული „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ 2 მიხედვით. დოკუმენტი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობითაა შემუშავებული და მასში მონაწილეობდა ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, პარლამენტის წევრები და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. ამ დოკუმენტის შექმნით, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში ახალგაზრდების განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა გამოკვეთა. 2020 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით„2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“ 3 დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2014 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნით საფუძველი ჩაეყარა სფეროში სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას. თუმცა, მიუხედავად პროგრესისა, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა. სწორედ მათზე რეაგირებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პრობლემების მყისიერად გადაჭრისთვის, აგრეთვე სათანადო სახელმწიფო რესურსის 14−29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდების ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებისთვის მოხდა„2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შემუშავება და დამტკიცება. 4 კონცეფცია სამ მთავარ მიზანს ემსახურება: ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვისთვის, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, მრავალმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისთვის შესაბამისი პირობების შექმნის უზრუნველყოფას; ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეებზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის სრულყოფას. ამ მიზნების მისაღწევად კონცეფციის მიხედვით განსაზღვრულია 5 სტრატეგიული პრიორიტეტი და 22 მოსალოდნელი შედეგი, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებელნი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები არიან. კონცეფციით შემდეგი პრიორიტეტებია განსაზღვრული: 1. საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა; 2. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა; 3. ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; 2 საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა. http://msy.gov.ge/files/veko/2014%20weli/marti/.pdf 3 https://matsne.gov.ge/ka/document/view/4936402?publication=0&fbclid=IwAR0TFlUPBjjQQ6P-sBkRHcHkI7oK5tgLKLJKpxYWJY3WTk2H8Bj4SDwCdyY 4 იქვე 24 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 4. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება; 5. ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეებზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კონცეფციით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება. ახალგაზრდობის სააგენტო კი კონცეფციით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად უზრუნველყოფს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების(სტრატეგია, სამოქმედო გეგმა) შემუშავებას. ამასთან, ახალგაზრდობის სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს შესაბამის პროგრამებს, უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას. სსიპ„ახალგაზრდობის სააგენტო“, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, 2019 წელს შეიქმნა. სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებში შემდეგი მიმართულებებით რეფორმების 5 განხორციელებაა გათვალისწინებული და ყველა ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია: ახალგაზრდობის სტრატეგია 2025 შემუშავება ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა და მხარდაჭერა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება ჰობი-განათლების სისტემის განახლება ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარება ახალგაზრდული ბანაკების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავება მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის დანერგვა ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების ინფორმირებისა და კონსულტირების სისტემის განვითარება ახალგაზრდობის პოლიტიკის სამიზნე ჯგუფს 14-29 წლის პირები წარმოადგენენ. პოლიტიკის დოკუმენტის იმპლემენტაცია კი ინტეგრირებული(სექტორული) ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით ხორციელდება. ინტეგრირებული/სექტორული ახალგაზრდული პოლიტიკა გულისხმობს ყველა სფეროსა და პოლიტიკის მიმართულებას, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის(სოციალური სფერო, დასაქმება, ჯანდაცვა, კულტურა, ტურიზმი და სხვა პოლიტიკები). ახალგაზრდული საქმიანობა კი მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს ახალგაზრდებისათვის და ახალგაზრდების ჩართულობით. ის ეფუძნება არაფორმალური განათლების პროცესს. ახალგაზრდობის საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევა მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე უპასუხებს კითხვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობისთვის. კვლევის შედეგები და მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სტანდარტი, რომლის შემუშავებაზეც ამჟამად მუშაობს ახალგაზრდობის სააგენტო, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ინტერესებზე მაქსიმალურად ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს. 5 https://youthagency.gov.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90/ 2255 II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი — შესავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა, 2021 წლის მონაცემებით, 354.9 ათას ადამიანს შეადგენს, რომლის 57% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. 14-29 ახალგაზრდების რიცხოვნობა კი 80.894 ათასია, რაც რეგიონის მოსახლეობის 22.8%-ს წარმოადგენს. 6 უმუშევრობასთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2020 წლის მონაცემებით, რეგიონში უმუშევრობის დონე 18.7%-ს, დასაქმების დონე კი- 46.9%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა წილია ახალგაზრდების უმუშევრობისა თუ დასაქმების მიხედვით, არ არის ხელმისაწვდომი. უშუალოდ კვლევის მონაწილეთა დემოგრაფიული მახასიათებლები კი ასეთია: გამოკითხულთა 52% კაცი, 48% კი- ქალია. მათი ყველაზე დიდი წილი 24-29 წლის რესპონდენტებზე მოდის(42%). ასევე ყველაზე დიდი წილი განათლების მიღწეული დონის მიხედვით სრული საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებზე მოდის(31%). აჭარის რეგიონში კვლევის მონაწილეთა თითქმის მეოთხედი მოსწავლე(23%), 21% სტუდენტი, 33% კი- უმუშევარია. ამასთან, 24% ეძებს სამსახურს, 9% კი- არა. რაც შეეხება დასაქმებას, რეგიონში სულ დასაქმებულია 23%; ამასთან, 17%- სრულ განაკვეთზე. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც დაახლოებით მსგავსია რეალობა. აქ დასაქმებულთა წილი 28%-ს, უმუშევართა წილი კი- 26%-ს შეადგენს. გრაფიკი 1. რესპონდენტთა საქმიანობა უმუშევარი- ეძებს სამსახურს მოსწავლე სტუდენტი დასაქმებული სრულ განაკვეთზე უმუშევარი- არ ეძებს სამსახურს თვითდასაქმებული ჩართული სამეწარმეო საქმეში დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე თვითდასაქმებული- ფრილანსერი 6 საქსტატი. რეგიონული სტატისტიკა ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა 19% 28% 22% 24% 25% 18% 22% 7% 13% 10% 2% 3% 1% N=200 5% 1% N=200 სულ აჭარის რეგიონი 24% 23% 21% 17% 9% 4% 2% N=400 26 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გამოკითხული ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია(99%). რესპონდენტების უმრავლესობა არ არის დაქორწინებული(67%), მესამედი კი დაქორწინებულია(სახელმწიფო და/ ან რელიგიური რეგისტრაცია- 27%). რესპონდენტების უმრავლესობას არ აქვს არც სოციალურად დაუცველის და არც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი(93%). აჭარის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრების 17%-ს უჭირს დაასახელოს, თუ რამდენს შეადგენს პირადად მათი ყოველთვიური შემოსავალი, ნებისმიერი ფულადი შემოსავლის(მაგ. გზავნილები, ხელფასი, საჩუქარი) ჩათვლით, 8%-ს კი უჭირს შეაფასოს, თუ რამდენს შეადგენს მისი ყოველთვიური დანახარჯი ნებისმიერი საჭიროების გათვალისწინებით. ყველაზე დიდი ნაწილის შემოსავალი თვეში 100 ლარზე ნაკლებია(34%) და ასევე 100 ლარზე ნაკლებია უმრავლესობის დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებაზე(39%). დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მოდის(51%). ასევე დანახარჯების დიდი წილი მოდის ინტერნეტზე/მობილურზე(37%) და ტრანსპორტზე (37%). დაახლოებით მსგავსია რეალობა ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ყოველთვიური დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე მოდის(47%). რაც შეეხება იმას, თუ ვისზე არიან ახალგაზრდები ფინანსურად დამოკიდებულნი, ყველაზე დიდი ნაწილი ახალგაზრდებისა მშობლებზეა დამოკიდებული(აჭარის რეგიონი- 59%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 55%). გრაფიკი 2. რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე აჭარის რეგიონში პირადი შემოსავალი დანახარჯი 100 ლარზე ნაკლები 101-300 ლარი 301-500 ლარი 501-700 ლარი 701 ლარი და მეტი არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 34% 19% 11% 7% 12% 17% N=400 39% 33% 10% 4% 6% 8% N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი„ 27 ძირითადი მიგნებები აჭარის რეგიონში ახალგაზრდობის მუნიციპალური პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მრავალფეროვანია, თუმცა ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი აქტივობების ძირითადი ნაწილი მაინც ფარავს სკოლის ასაკის ახალგაზრდების ინტერესებს და ნაკლებადაა ორიენტირებული უფროსი ასაკის ახალგაზრდების საჭიროებებზე. ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა დასაქმებაა, რაშიც ხელშეწყობა სახელდება ყველაზე მნიშვნელოვნად როგორც აჭარის რეგიონში ზოგადად (53%), ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში(50%). აჭარის რეგიონში გამოკითხულების უმრავლესობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად შესაბამის განათლებას(55%) მიიჩნევს. 44% მუშაობის გამოცდილებაზე, 40% კი შესაბამისი სანაცნობო წრის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად უმრავლესობა მუშაობის გამოცდილებას(58%) მიიჩნევს, 54% შესაბამის განათლებაზე, 46% კი- უცხო ენის/ენების ცოდნაზე მიუთითებს. შესაბამისი სანაცნობო წრე აქაც მნიშვნელოვან ფაქტორად იკვეთება, რამდენადაც მას ახალგაზრდების 41% ასახელებს. დასაქმებასთან დაკავშირებული რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა ბათუმის მუნიციპალიტეტში დისკუსიებზე. კერძოდ, აღინიშნა სამუშაო ადგილების სიმწირე, რის გამოც, თუ დასაქმება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ზაფხულის სეზონზე, წლის სხვა სეზონებზე ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ. ახალგაზრდებისთვის ასევე გამოწვევაა სტუდენტებზე მორგებული სამუშაო განრიგის არარსებობაც და დამსაქმებელთა ხშირად შეუსაბამო მოთხოვნები სამუშაოს მაძიებლების მიმართ. დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის ორ მთავარ ფაქტორად ახალგაზრდები პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში(აჭარის რეგიონი - 62%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 61%) და უცხო ენების შესწავლა/დახვეწაში(აჭარის რეგიონი- 54%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 61%) მხარდაჭერას მიიჩნევენ. ცხოვრების ჯანსაღი წესი, მართალია, ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი, მაგრამ სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებულობის მაჩვენებელი დაბალია. აჭარის რეგიონში სპორტით/ფიზიკური აქტივობით გამოკითხულთა 75%, ბათუმის მუნიციპალიტეტში კი- 81% არ არის დაკავებული. დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობისა და აქტივიზმის მაჩვენებელი მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი საქმიანობა. ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ მიუღია მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე(აჭარის რეგიონი- 65%, ბათუმის მუნიციპალიტეტი 71%), ხოლო ვისაც მიუღია, ძირითადად მათი უმრავლესობა საქველმოქმედო თუ გარემოსდაცვით აქციებში მონაწილეობდა. 28 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები დაბალია სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის მაჩვენებელიც(არ მიუღია არცერთ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის მანძილზე აჭარის რეგიონში 79% და ბათუმის მუნიციპალიტეტში- 86%-ს). აღნიშნულის მთავარ მიზეზებად სურვილის არარსებობა(აჭარის რეგიონი- 45%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 46%) და მსგავსი აქტივობების შესახებ ინფორმაციის არქონა(აჭარის რეგიონი- 31%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 32%) იკვეთება. მართალია, აჭარის რეგიონში გამოკითხულთა 59%-ის, ბათუმის მუნიციპალიტეტში კი 58%-ის აზრით, ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესება მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით(აჭარის რეგიონი- 43%, ბათუმის მუნიციპალიტეტი - 44%), რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვნად ახალგაზრდები ისეთ ღირებულებას აღიარებენ, როგორიცაა პოლიტიკურად აქტიურად ყოფნა. მათგან კი, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკით, აჭარაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი დაინტერესებულია ზოგადად პოლიტიკით საქართველოში(44%). ბათუმის მუნიციპალიტეტშიც მსგავსია რეალობა. ამასთან, ახალგაზრდების 34%-34%-ს აინტერესებს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის საკითხი როგორც რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში. აჭარის რეგიონში ახალგაზრდების მეხუთედს უჭირს შეაფასოს, თუ რამდენად ახდენენ მათნაირი ახალგაზრდები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას(18%), მესამედის შეფასებით კი, ისინი ახდენენ გავლენას/დიდ გავლენას(33%) და არ ახდენენ/საერთოდ არ ახდენენ გავლენას(30%) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. თავიანთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მონაწილეობა არ მიუღია გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას(აჭარის რეგიონი- 93%, ბათუმის მუნიციპალიტეტი - 97%). ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის დაბრკოლებად ფასდება, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ, ახალგაზრდობის სფეროს ნაკლებად სერიოზული აღქმა. ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვნად იკვეთება ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანების შესაბამისად გადამზადება. ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. ამასთან, პოლიტიკის დოკუმენტების შექმნასთან ერთად, ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის, მნიშვნელოვნად შეფასდა მის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელება. აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი„ 29 ახალგაზრდებს მეტ-ნაკლებად აქვთ წვდომა ახალგაზრდობისთვის არსებით სხვადასხვა სერვისზე, საიდანაც სპორტული წრეები(აჭარის რეგიონი- 48%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 57%) და სახელოვნებო/კულტურის წრეები(აჭარის რეგიონი- 35%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 47%) ყველაზე მეტადაა ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობა სივრცეებზე შეკრებებისთვის(აჭარის რეგიონი- 5%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 6%) და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე(აჭარის რეგიონი 3%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 4%) თითქმის არ არსებობს. აჭარის რეგიონში გამოკითხულების 71% მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცულია, 24%-ის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული. რეგიონში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია, თუმცა ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს(14-17 წელი- 83%, 18-23 წელი- 70%, 24-29 წელი- 66%). აჭარის რეგიონში გამოკითხულთა მესამედს უჭირს დაასახელოს უფლება, რომელიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, ყველაზე მეტი ახალგაზრდა კი თვლის, რომ მათი ისეთი უფლებები არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, როგორებიცაა თანასწორობის(17%) და შრომითი უფლებები(16%). შიდა მიგრაციის განზრახვა არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს კვლევის მონაწილე ახალგაზრდების დიდ ნაწილს(აჭარის რეგიონი- 76%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 79%). აქვე აღსანიშნავია, რომ შიდა მიგრაციის განზრახვას აჭარის რეგიონში ყველაზე მეტად 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში აფიქსირებენ(18-23 წელი- 30%; 14-17 წელი- 19%, 24-29 წელი- 16%). ამასთან, სოფლად მეტი ახალგაზრდა ფიქრობს შიდა მიგრაციაზე უახლოესი 2-3 წლის მანძილზე(29%), ვიდრე ქალაქში(16%). გარე მიგრაციის განზრახვის არარსებობას კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა აფიქსირებს (აჭარის რეგიონი- 87%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 81%). როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის განზრახვა ორი მთავარი მოტივით- უკეთესი ცხოვრების პირობებითა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობებით აიხსნება. მესამე მოტივი კი, შიდა მიგრაციის შემთხვევაში უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გარე მიგრაციის შემთხვევაში კი - დამოუკიდებელი ცხოვრებაა. მომავალი 10 წლის პერსპექტივაში ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა თუ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება აჭარის რეგიონში დადებითია. ათიდან სულ მცირე შვიდ ადამიანს აქვს განცდა, რომ 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ქვეყანაში(68%), ასევე საკუთრ მუნიციპალიტეტსა(72%) და, მითუმეტეს, პირადად მათი(81%) უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ცხოვრების ამ ეტაპზე, ახალგაზრდები საკუთარი ცხოვრებით საშუალოზე უფრო კმაყოფილები არიან(აჭარის რეგიონი- 5.4 ქულა, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 5.2 ქულა მაქსიმალური 7-დან). 30 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 2.1 მუნიციპალური პოლიტიკა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდობის საკითხებს კურირებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, რომელშიც სულ 17 ადამიანია დასაქმებული. სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში(პოლიტიკის განყოფილება, პროგრამების მართვის განყოფილება) ახალგაზრდობის საკითხებს 6 ადამიანი კურირებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ„ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიმართვის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო 2 თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ ქვეპროგრამის განხორციელების პროცესში იქნებიან ჩართულნი. მათ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება, დანერგვა და მართვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობისთვის დახარჯულმა თანხამ 1,9 მლნ-ს გადააჭარბა 2019 წელს, 2020 წელს კი დაახლოებით 1,1 მლნ. შეადგინა. ამგვარი ცვლილება პანდემიითა და მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისთვის არახელსაყრელი გარემოთი აიხსნება. რაც შეეხება 2021 წელს, ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი აქტივობებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1,5 მლნ. ლარს აჭარბებს. გრაფიკი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტებისა და პროგრამებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2019-2021 წლებში(ლარი) 1,939,677 1,115,669 1,531,174 2019 2020 2021 რაც შეეხება კონკრეტულად პროექტებსა და პროგრამებს, რომლებისთვისაც იყო და წელსაც არის გამოყოფილი თანხები, ისინი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებს, ასევე პროფესიული გადამზადებისა და არაფორმალური განათლების მიმართულებებს. კერძოდ, აქტივობები შემდეგნაირად ნაწილდება: აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 31 ცხრილი 4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტებისა და პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები 2019-2021 წლებში(ლარი) პროექტები/ პროგრამები ახალგაზრდული ცენტრი ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა ქვეპროგრამა„ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი„ნონა“ ქვეპროგრამა„სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის ქვეპროგრამა„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა“ სულ: 2019 98,529 59,708 226,163 139,096 961,990 303,455 39,900 100,000 10,836 1,939,677 2020 7,642.51 12,853 75,675 67,425 666,803 183,600 1,670.40 100,000 1,115,669 2021 286,900 17,960 187,900 36,500 718,514 173,400 100,000 10,000 1,531,174 აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებაა უზრუნველყოფილი, 2020 წელს პანდემიის გამო არ განხორციელებულა. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობას, ასევე პანდემიის გამო შეჩერებულია. სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის ფარგლებში ხდება ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, როგორებიცაა რაგბი, ფრენბურთი, კალათბურთი, წყალბურთი და ხელბურთი. შესაბამისი მუნიციპალური საკლუბო გუნდების ასაკობრივ ჯგუფებში ახალგაზრდები სერვისს უსასყიდლოდ იღებენ. ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ფარგლებში ხდება ინტელექტუალური თამაშის„რა? სად? როდის?“ და ინტელექტუალური მედიაპროექტ„ეტალონის“ მხარდაჭერა.„ახალგაზრდული ცენტრის“ მხარდაჭერის ფარგლებში კი გათვალისწინებულია როგორც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგებისა თუ ვორქშოპების ორგანიზებით, ასევე კლუბების (ლიტერატურული კლუბი, კინოკლუბი, ეკოკლუბი, ხელოვნების კლუბი) განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა,„ახალგაზრდული ცენტრი“ ხელს უწყობს შშმ პირთა ინტეგრაციაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც, მაგალითისთვის, 2019 წელს ჟესტური ენის შემსწავლელი გაკვეთილები ჩატარდა. ამასთან, ცენტრი ასევე მხარს უჭერს ახალგაზრდების თავისუფალ ინიციატივებს, რომლის ფარგლებშიც აფინანსებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით(მაგ: ფერების ფესტივალი, საზაფხულო ბანაკი, ქუჩის კალათბურთი და სხვა). 32 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ზემოაღნიშნულ პროექტებს 2019-2020 წლების განმავლობაში 14-29 ასაკობრივ კატეგორიაში ჯამში 11 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გამო, 2019 წელს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა 2020 წლის აქტივობათა ბენეფიციარების რაოდენობას(2019 წელი- 9 233 ბენეფიციარი, 2020 წელი- 2 323 ბენეფიციარი). სამწუხაროდ, მერიას არ აქვს პროგრამებისა და პროექტების ბენეფიციართა სტატისტიკა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით(14-17, 18-29). შესაბამისად, იმის თქმა, თუ ბენეფიციარების რა წილს შეადგენს სასკოლო ასაკის ახალგაზრდა და, ზოგადად, რამდენი ახალგაზრდა მოიცვა პროექტებმა თუ პროგრამებმა უფროსი(18-29 წელი) ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფებიდან, შეუძლებელია. რაც შეეხება 2021 წელს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ აქტივობათა ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა 7 715 ახალგაზრდა იქნება. მიუხედავად ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ აქტივობათა მრავალფეროვნებისა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ძირითად ინფორმანტებთან გამოიკვეთა, რომ სასურველია აქტივობები ბევრად მრავალფეროვანი იყოს, მეტად იყოს ორიენტირებული არაფორმალურ განათლებაზე და მოიცვას გაცილებით მეტი ახალგაზრდა. კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტთა შეფასებით, ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებას მწირი ფინანსური რესურსი წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის შეფასებით, მართალია, ახალგაზრდობის მიმართულება არის ბიუჯეტში გათვალისწინებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის „მარცხდება ინფრასტრუქტურულ ღონისძიებასთან“. აქვე აღინიშნა, რომ გამოწვევაა ისიც, რომ უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი. აქ კვლევის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ახალგაზრდების გააქტიურება თავად ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა, რისთვისაც აუცილებელია მან მეტი ისეთი აქტივობა დაგეგმოს, რაც უშუალოდ ჩართულობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული(ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ტრენინგები და სხვა). გარდა აღნიშნულისა, ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის დაბრკოლებად შეფასდა გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ ახალგაზრდობის სფეროს ნაკლებად სერიოზული აღქმა. საგულისხმოა, რომ ამაზე ყურადღება კვლევის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ გამახვილდა. მათი შეფასებით, სფეროს სერიოზული აღქმა არის სფეროს განვითარების აუცილებელი წინაპირობა. „თვითონ ადგილობრივ დონეზე არ არის ეს მიმართულება[ახალგაზრდობის სფერო] აღქმული ისე მნიშვნელოვნად, როგორც არის. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამას უნდა აცნობიერებდნენ თვითონ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი „როგორც სპეციალისტებს, უფრო გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან და რეალურად ვხედავთ რა საჭიროების წინაშე არიან. თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას ვერ ხედავენ და ისე ვერ აღიქვამენ, როგორც ჩვენ...“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 33 თავისთავად ის, რომ არსებობს ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი, მნიშვნელოვნად ფასდება კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტების მიერ. მეტიც, კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, პოლიტიკის დოკუმენტი„საკმაოდ კარგადაცაა გაწერილი“. თუმცა, მისი თქმით, პრობლემაა აღსრულების ნაწილში. მთავარი არგუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის დოკუმენტში გაწერილია მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ჯგუფს გაეწიოს მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, რეალურად ქალაქში ამგვარი მხარდაჭერით ჯგუფები არ სარგებლობენ. ამის მაგალითად მოყვანილი იყო ის, რომ ერთ-ერთმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქტივობების ორგანიზებისთვის საჭირო სივრცით უზრუნველსაყოფად მიმართა მერიას, თუმცა სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო. სწორედ ამიტომ, კვლევის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა უბრალოდ პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, არამედ მის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელება. კვლევის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ხაზგასმული იყო, რომ ახალგაზრდობის სფეროს გასაძლიერებლად და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის სივრცის გამოყოფა და გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვა წარმოადგენს. ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. როგორც ინტერვიუზე აღინიშნა, არსებობს მსგავსი სივრცე ქალაქში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ფიქრობს, რომ შესაძლებელია სივრცეების კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთვა და მეტი ახალგაზრდის მოზიდვა. ინტერვიუსას ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე არსებობს სამუშაო დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, თუ რა მიმართულებით შეიძლება იმუშაოს ახალგაზრდულმა ცენტრმა. ასევე, ითქვა, რომ არსებობს ვებპორტალის შექმნის იდეაც, სადაც რეგიონში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ყველა პროგრამა, სერვისი თუ პროექტი განთავსდება და ახალგაზრდებს ერთ სივრცეში ექნებათ წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის სფეროს გასაძლიერებლად, გარდა ინფორმაციასა და სივრცეებზე ხელმისაწვდომობისა, კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ქალაქის მერიის მიერ უშუალოდ ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ე.წ. ღია კარის დღეების ორგანიზება. მისი შეფასებით, ამ დღეების ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციები შეძლებენ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებზე საუბარს, მიიღებენ მონაწილეობას განხილვებში და გამართავენ შინაარსობრივ დისკუსიას. კვლევის მონაწილის აზრით, არსებითია, რომ ამგვარ შეხვედრებს არა ერთჯერადი, არამედ რეგულარული ხასიათი ჰქონდეს. ახალგაზრდობის სფეროს გაძლიერებისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება რომ მნიშვნელოვანია, ამაზე თანხმდებიან კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტები, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორიდან. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაამახვილეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტორი თითქმის არ არის ახალგაზრდობის საკითხებით დაინტერესებული და თუ მუშაობს ამ მიმართულებით, უმეტესად ტრენინგებისა და ვორქშოპების ორგანიზებით შემოიფარგლება. სამოქალაქო აქტივისტმაც გაამახვილა აღნიშნულზე ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ამის მიზეზი დონორების ინტერესებზე ფოკუსირებაა. მისი შეფასებით, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია თუ საინტერესო პროექტების განხორციელება არასამთავრობო სექტორს უკეთ შეუძლია, თუმცა, მათ უწევთ დონორების პრეფერენციებს მოერგონ, სადაც ახალგაზრდობაზე მეტად სხვა საკითხებია აქტუალური(მაგ: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, ევროინტეგრაცია და სხვა). ამიტომაც, ძირითადი ინფორმანტები თვლიან, რომ ახალგაზრდობის საკითხებზე ფოკუსირებული ორგანიზაციების მხარდაჭერა და წახალისება სფეროს განვითარებისთვის არსებითია, რაშიც ისინი სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს ხედავენ. სფეროს გაძლიერებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხარდაჭერაზეც გაამახვილეს ყურადღება თავად ამ სექტორის წარმომადგენელმა ძირითადმა ინფორმანტებმა. მათი შეფასებით, არსებითია შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის დაგროვების თვალსაზრისით 34 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანების მხარდაჭერა. როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუშაობენ ახალგაზრდობის მიმართულებით, საკმარისად მაინც არ ფლობენ ახალგაზრდებთან მუშაობისთვის აუცილებელ კომპეტენციებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით საჯარო მოხელეების გადამზადება ჩაითვალა ერთ-ერთ პრიორიტეტად. ახალგაზრდებთან და ახალგაზრდობის საკითხებზე მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვების თვალსაზრისით მხარდაჭერის აუცილებლობას ხედავს კვლევის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელიც(„ ამ ეტაპისთვის ჩვენც გვესაჭიროება გადამზადება...“). სწორედ ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვებაა ერთ-ერთი საკითხი, რაშიც მხარდაჭერას ისურვებდნენ ძირითადი ინფორმანტები ახალგაზრდობის სააგენტოსგან. ამასთან, მათი შეფასებით, სასურველია ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააგენტოს შორის კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება. როგორც აღინიშნა, რამდენადაც ეს ორი სტრუქტურა არ არის ერთმანეთის კონკურენტი, მნიშვნელოვანია, მათ დროულად იცოდნენ ერთმანეთის აქტივობების, გეგმების შესახებ, რათა არ მოხდეს საკითხების გადაფარვა და არ განმეორდეს რეალობა, როდესაც„ აბსოლუტურად ერთსა და იმავე ღონისძიებას ვაკეთებდით და ერთი და იგივე ახალგაზრდები იყვნენ ჩართული“. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, მათ ახალგაზრდობის სააგენტოსგან სასურველ მხარდაჭერაზე საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. პირველ რიგში, სასურველია სააგენტოს მხარდაჭერა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ კარგი იქნება ახალგაზრდობის სააგენტომ დააორგანიზოს შეხვედრები, სადაც თავად, მოწვეულ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად გააზიარებს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მუშაობის საერთაშორისო გამოცდილებას. ასევე სამოქალაქო სექტორისთვის სასურველია სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური კაპიტალის შექმნისა(ნეთვორქინგი) და ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა თუ სამოქალაქო აქტივისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ ადამიანებზე. ამასთან, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ამ აქტორებს დააკავშირებს ერთმანეთთან, ისინი შეძლებენ ინფორმაციის გაცვლას და შესაძლებელია, ერთობლივი პროექტების დაგეგმვაც მოახერხონ. ამგვარი ქსელის შესაქმნელად კვლევის მონაწილე ძირითადმა ინფორმანტებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ახალგაზრდულ თემატიკაზე კონფერენციებისა თუ ფორუმების ჩატარება, რომლის ორგანიზატორადაც ისინი სწორედ ახალგაზრდობის სააგენტოს მოიაზრებენ. და ბოლოს, რაზეც ყურადღება გამახვილდა სააგენტოსგან სასურველი მხარდაჭერის კონტექსტში, ეს არის სააგენტოს ღიაობა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების იდეებისადმი. როგორც კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სააგენტო„ზურგს უმაგრებს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ერთგვარი შუამავლის ფუნქციაც შეითავსოს. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისათვის დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობების მრავალფეროვნების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არის და სფეროს გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობის გააქტიურება. კერძოდ, აუცილებელია ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარებით. მნიშვნელოვანია მეტი კონცენტრაცია სივრცეების შექმნასა და არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის სააგენტოს აქტიური ჩართულობით ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სუბიექტებისთვის რელევანტური ინფორმაციისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ასევე, ამ სუბიექტების ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმის შექმნა, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების ქსელის შექმნა. ამასთან არსებითია უშუალოდ ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის გაძლიერება, რათა ეს ორგანიზაციები ნაკლებად იყვნენ კონცენტრირებულნი დონორების ინტერესებზე და მეტად შეძლონ ახალგაზრდობის საკითხებზე ფოკუსირება. ამ ყველაფრისთვის კი მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის სფეროს სერიოზული აღქმა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 35 2.2 ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში გამოკითხულების თითქმის ნახევარი ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით იღებს ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით(46%). აღნიშნულ ინფორმაციას გამოკითხულთა 68% იღებს სხვადასხვა ინტერნეტრესურსიდან(მუნიციპალიტეტის ფეისბუქ და ვებგვერდი, სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში). ამასთან, მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდი ინფორმაციის მიღების წყაროა რესპონდენტთა 34%-ისთვის, 29%-ისთვის კი- სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთოდ არ იღებს გამოკითხულთა 15%. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც რეალობა დაახლოებით მსგავსია. გრაფიკი 4. საკუთარ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი ადგილობრივი ტელევიზია 44% 48% მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდი (Facebook) 29% 38% სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში 35% 23% მეგობრები/ახლობლები 31% 25% საერთოდ არ ვიღებ შესაბამის ინფორმაციას 17% 14% მუნიციპალიტეტის ვებგვერდი 5% 5% მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრები 4% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 2% 46% 34% 29% 28% 15% 5% 2% 1% N=200 N=200 N=400 აღსანიშნავია, რომ რეგიონში ადგილობრივი ტელევიზიაა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მთავარი წყარო ყველა ჭრილში. თუმცა, კვლევამ გარკვეული განსხვავება გამოავლინა ინტერნეტრესურსებთან, როგორც ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით ასაკის თვალსაზრისით. ასე მაგალითად, ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში განაცხადა ინტერნეტრესურსების ინფორმაციის წყაროდ გამოყენების თაობაზე(14-17 წელი- 44%, 18-23 წელი- 81%, 24-29 წელი- 67%). ასევე აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში განაცხადა, რომ საერთოდ არ იღებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ(14-17 წელი- 24%, 18-23 წელი- 12%, 24-29 წელი- 13%). 36 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები იმის შეფასება, გათვალისწინებულია თუ არა ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, უჭირს გამოკითხულთა 16%-ს აჭარის რეგიონში, მესამედი იზიარებს მოსაზრებას, რომ მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებულია/სრულადაა გათვალისწინებული(33%) და ასევე მესამედი ნეიტრალურად აფასებს აღნიშნულს(არც არა, არც კი- 28%). ბათუმის მუნიციპალიტეტში აღნიშნულის შეფასება უჭირს რესპონდენტთა მეხუთედს(22%) და თანაბარი რაოდენობა მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები გათვალისწინებულია(28%) და რომ მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული(29%). აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მათი წილი, ვინც თვლის, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები არ არის გათვალისწინებული (14-17 წელი- 13%, 18-23 წელი- 17%, 24-29 წელი- 33%). გრაფიკი 5. შეფასება, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული საერთოდ არ არის გათვალისწინებული არ არის გათვალისწინებული არც არა, არც კი გათვალისწინებულია სრულადაა გათვალისწინებული არ ვიცი/ მიჭირს პასუხი ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარის რეგიონი სულ აჭარის რეგიონი 9% 20% 8% 11% 8% 15% 21% 33% 28% 28% 35% 32% 22% N=200 2% 11% N=200 1% 16% N=400 ბათუმის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე საუბრისას თვისებრივი კვლევის მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, კონცერტები, გამწვანების აქციები თუ საქველმოქმედო ღონისძიებები. მუნიციპალურ პროექტებზე საუბრისას გაიხსენეს პროექტი„შენი იდეა ბათუმს“. აქვე აღნიშნეს ისიც, რომ ეს აქტივობები განკუთვნილი იყო არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი ასაკობრივი ჯგუფისთვისაც. კონკრეტულად ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ აქტივობებზე საუბრისას დისკუსიების მონაწილეებს უმეტესად ისეთი ღონისძიებები ახსენდებოდათ, რომლებიც ძირითადად სკოლებში ტარდება ან სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება(მაგ: სასკოლო ოლიმპიადები, სკოლაში ჩატარებული ხატვის და სხვა კონკურსები, კითხვის წრე, სკოლაში ორგანიზებული დისკუსია თუ ტრენინგი და სხვა). როგორც თვისებრივმა კვლევამ გამოავლინა, უმეტესად ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი აქტივობები სწორედ სკოლებში იგეგმება სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის, ხოლო ის აქტივობები, რაც უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი(კონცერტები, სპორტული აქტივობები), მათი სამიზნე სეგმენტი 30 წელზე უფროსი ადამიანებიც არიან. ის, რომ აქტივობების მთავარი ბენეფიციარები სკოლის ასაკის ახალგაზრდები არიან, აღინიშნა კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტთა მიერაც. განსაკუთრებით პრობლემურად შეფასდა 24-29 წლის ახალგაზრდების ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა- აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 37 განხორციელება. ამის ერთ-ერთ მიზეზად თავად ახალგაზრდების სხვა საქმეებით(სწავლა, დასაქმება) დაინტერესება დასახელდა. ის აქტივობები კი, რომლებიც ახალგაზრდობისთვისაა, იგეგმება ქალაქში (მაგ: ინტელექტუალური თამაშები, სპორტული ღონისძიებები), არ პასუხობს უფროსი ასაკის ადამიანების ინტერესებს. ამ უკანასკნელში კვლევის მონაწილეები, პირველ რიგში, პროფესიული უნარების შეძენა-დახვეწაში მხარდაჭერას მოიაზრებენ, რაც, თავის მხრივ, დასაქმების პრობლემის მოგვარების ერთგვარ მექანიზმადაა აღქმული. რაც შეეხება იმას, გათვალისწინებულია თუ არა ახალგაზრდების ინტერესები ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, დისკუსიების მონაწილეების შეფასებები ნეიტრალური იყო. იგივე შეფასება შედარებით რადიკალური იყო ძირითად ინფორმანტებთან, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა იმაზე მიუთითა, რომ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამები წლებია არ იცვლება და ერთი და იგივე აქტივობით შემოიფარგლება, რაც რთულია შეფასდეს, როგორც ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული. ის, რომ ახალგაზრდების ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული, ამის არგუმენტად მოყვანილი იყო ახალგაზრდების ისეთი საჭიროების ყურადღების მიღმა დატოვება, როგორიც პროფესიული განვითარება, დასაქმება და აღნიშნულისთვის აუცილებელი მხარდაჭერის არსებობაა. ამ კონტექსტში ახალგაზრდებმა ახსენეს, რომ მნიშვნელოვანია კარიერული დაგეგმვის ცენტრების არსებობა, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიისა თუ შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობა. ეს აქტივობა ჩაითვალა ახალგაზრდების რეალურ ინტერესებზე პასუხად დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდების მიერაც. როგორც რაოდენობრივი კვლევის შედეგები უჩვენებს, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას აჭარის რეგიონში არ სმენია ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ (69%), მათი წილი კი, ვისაც სმენია და თან მონაწილეობა მიუღია/უსარგებლია სერვისით მხოლოდ 8%-ია რეგიონში. დაახლოებით მსგავსია რეალობა ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. გრაფიკი 6. ინფორმირება საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არა არ მსმენია მსგავსი პროგრამების/ სერვისების შესახებ დიახ, მსმენია პროგრამების/ სერვისების შესახებ მაგრამ არ მიმიიღია მონაწილეობა/ არ მისარგებლია სერვისით დიახ, მსმენია და მიმიღია მონაწილეობა/ მისარგებლია სერვისით 72% 15% 8% 67% 23% 9% 69% 19% 8% არ ვიცი/ მიჭირს პასუხის გაცემა 6% N=200 2% N=200 4% N=400 იმ რესპონდენტებიდან, ვისაც სმენია საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ, ყველაზე მეტს მთლიანად აჭარის რეგიონში სმენია ახალგაზრდული ბანაკების/საზაფხულო სკოლებისა(41%) და მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების/სერვისების(37%) შესახებ. 38 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 7. მუნიციპალური პროგრამები/სერვისები, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს აჭარის რეგიონში 12% 13% 41% 16% 16% 23% 37% ახალგაზრდული ბანაკები/ საზაფხულო სკოლებიი მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერა მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამა არაფორმალური განათლების პროგრამა(ტრენინგ-ცენტრი) არ ვიცი/ მიჭირს პასუხი N=100 აჭარის რეგიონში კვლევის რესპონდენტების 40%-ს უჭირს შეაფასოს, თუ ვინ არის ძირითადად ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი მათ მუნიციპალიტეტში, 35% კი მიიჩნევს, რომ ძირითადად, თავად ახალგაზრდები არიან ინიციატორები. ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, როგორც აქტივობათა ინიციატორებს ასახელებს გამოკითხულთა 15%. ბათუმის მუნიციპალიტეტში თითქმის ყოველ მეორე გამოკითხულს უჭირს აღნიშნულის შეფასება(46%), მესამედი კი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორები თავად ახალგაზრდები არიან(32%). თუმცა, თუ თვისებრივი კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ეს შეფასება ზედმეტად ოპტიმისტურია და პატარა ჯგუფის აქტიურობები სხვა ახალგაზრდებსაც მიეწერება. გრაფიკი 8. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი ძირითადად, თავად ახალგაზრდები 32% ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ძირითადად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 12% 7% სხვა 3% არ ვიცი/ მიჭირს პასუხის გაცემა 46% 39% 17% 9% 35% 35% 15% 8% 2% 40% N=200 N=200 N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 39 თვისებრივმა კვლევამ კი გამოავლინა, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობების ინიციატორები, თვითონ ახალგაზრდები იშვიათად არიან. როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტში კვლევის მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ინიციატორებზე საუბრისას უმეტესად საუბარი შეიძლება სკოლაზე(სკოლის ადმინისტრაცია), არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე და მოხალისეთა ჯგუფებზე, რომლებიც კონკრეტულ ორგანიზაციასთან(„წითელი ჯვარი“) არიან აფილირებულები. რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრობას, რაოდენობრივი კვლევის რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის და არასდროს ყოფილა მათი წევრი(აჭარის რეგიონი- 89%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 91%). იმ რესპონდენტებიდან(10%- სულ 44 ახალგაზრდა), ვინც არიან ან იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრები, უმეტესობა აცხადებს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა და ტრენინგების/ვორქშოპების ორგანიზება იყო ის ძირითადი საქმიანობა, რასაც ეწეოდა/ეწევა მათი ახალგაზრდული ორგანიზაცია/გაერთიანება. რესპონდენტებმა შეაფასეს, თუ რამდენად ახდენენ მათნაირი ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. კვლევის შედეგების თანახმად, აჭარის რეგიონში მეხუთედს უჭირს აღნიშნულის შეფასება(18%), მესამედის შეფასებით კი, მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ გავლენას/დიდ გავლენას(33%) და არ ახდენენ/საერთოდ არ ახდენენ გავლენას(30%) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. დაახლოებით მსგავსია შეფასებები ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. გრაფიკი 9. შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დიდ გავლენას ახდენენ არც არა, არც კი საერთოდ ვერ ახდენენ გავლენას ახდენენ გავლენას ვერ ახდენენ გავლენას არ ვიცი/ მიჭირს პასუხი ბათუმის მუნიციპალიტეტი 4% დანარჩენი აჭარის რეგიონი 4% სულ აჭარის რეგიონი 4% 25% 33% 29% 17% 21% 11% 21% 21% 24% 3% 15% 19% 23% 7% 18% N=200 N=200 N=400 რაც შეეხება იმას, უშუალოდ კვლევის რესპონდენტებს მიუღიათ თუ არა მონაწილეობა თავიანთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით, ამგვარი გამოცდილების არარსებობაზე მიუთითა გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ(აჭარის რეგიონი- 93%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 97%). იმ 27-მა რესპონდენტმა კი(6%), ვისაც მიუღია მონაწილეობა აღნიშნულში, განაცხადა, რომ უბრალოდ ესწრებოდა შეხვედრას/შეხვედრებს. საკუთარი პროექტის/ინიციატივის გუნდთან ერთად წარდგენის გამოცდილებაზე სულ 5-მა რესპონდენტმა მიუთითა და ისინი საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო აქტივობების მხარდაჭერა/დაფინანსებას ეხებოდა. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ მიიღეს 40 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ახალგაზრდებმა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უმრავლესობის თქმით, მათ არ სმენიათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ(აჭარის რეგიონი- 54%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 56%). აღსანიშნავია, რომ არათუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა იშვიათი, არამედ ისიც, რომ ახალგაზრდები ნაკლები ენთუზიაზმით ერთვებიან სხვების, თუნდაც თანატოლების მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. როგორც თვისებრივი კვლევის მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ინიციატივის არსებობის პირობებშიც, მაღალია ალბათობა, რომ ის არ განხორციელდება, რადგან ინიციატივები ნაკლებად სერიოზულადაა აღქმული. აქ ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ეხება არა მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ან სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, არამედ თავად ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერასაც. კვლევის შედეგების თანახმად, აჭარის რეგიონში უმთავრესი გამოწვევა/პრობლემა, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტში დასაქმების ხელშეწყობაა(53%). ხარისხიანი სასკოლო განათლების უზრუნველყოფა სახელდება 21%-ის მიერ უმთავრეს გამოწვევად, ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე კი 16%-მა მიუთითა. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც ყველაზე მეტი რესპონდენტი დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე მიუთითებს, როგორც გამოწვევაზე, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის(50%). აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული ისეთი გამოწვევებიც მნიშვნელოვნად აღინიშნა, როგორებიცაა პროფესიული გადამზადების კურსებსა(17%) და კარიერული დაგეგმვის სერვისებზე (12%) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულების მესამედი ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას(27%). გრაფიკი 10. უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი დასაქმების ხელშეწყობა ხარისხიანი სასკოლო განათლების უზრუნველყოფა ახალგაზრდული საქმოანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდებისათვის შეკრებებისთვის საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პროფესიული გადამზადების კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 50% 27% 17% 10% 11% 17% 15% 56% 16% 15% 19% 19% 9% 12% 53% 21% 16% 15% 15% 13% 13% აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 41 სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კარიერული დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდულ ბანაკებზე ხელმისაწვდომობა ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 11% 12% 7% 14% 8% 6% 4% სხვა არ ვიცი/ მიჭირს პასუხის გაცემა 7% N=195 15% 12% 15% 9% 3% 4% 3% 4% 7% N=178 13% 12% 11% 11% 5% 5% 4% 2% 7% N=373 რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება, პასუხის გაცემა უჭირს აჭარის რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედს(25%), დაახლოებით ამდენივე ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, 51%-ის აზრით კი, ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც პროექტებს/პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს. დაახლოებით მსგავსია შეფასება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის მონაწილეებს გაუჭირდათ იმის თქმა, თუ რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ახალგაზრდების წინაშე დგას. აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს გარკვეულ პროექტებს და ზრუნავს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეფასდა ახალგაზრდების მიერ, მაგრამ იქვე ხაზგასმული იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ნაკლებად დგამს ნაბიჯებს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მწვავე ისეთი პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა დასაქმება. სწორედ ამ გამოწვევაზე შესაბამისი რეაგირების არსებობა მიიჩნიეს ფოკუსური დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებმა არსებითად. როგორც მანამდეც აღინიშნა, ამისათვის მნიშვნელოვნად ჩაითვალა კარიერული დაგეგმვის სერვისზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად-დასახვეწად შესაბამის ტრენინგებსა თუ კურსებზე ხელმისაწვდომობის არსებობა. ის, რომ სკოლის ასაკში კარიერული დაგეგმვის სერვისის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ გააცნობს სხვადასხვა პროფესიას, ასევე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკვეთა რაოდენობრივი კვლევის ფარგლებშიც. აჭარის რეგიონში ასე ფიქრობს გამოკითხულთა 86%, ბათუმის მუნიციპალიტეტში კი ამ მოსაზრებას რესპონდენტთა 81% იზიარებს. 42 გამოკითხულთა 16%-ს აჭარის რეგიონში უჭირს შეაფასოს ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგები. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი კი აღნიშნულს არც უარყოფითად აფასებს და არც დადებითად(41%). ასეთივეა ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 42%-ის შეფასება, სადაც მეოთხედს უჭირს შეაფასოს აღნიშნული(24%). გრაფიკი 11. ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება ძალიან დადებითად დადებითად არც უარყოფითად, არც დადებითად უარყოფითად ძალიან უარყოფითად არ ვიცი/ მიჭირს პასუხი ბათუმის მუნიციპალიტეტი 3% 18% დანარჩენი აჭარის რეგიონი 1% 39% სულ აჭარის რეგიონი 2% 29% 42% 9% 6% 24% N=200 40% 10% 1% 10% N=200 41% 9% 3% 16% N=400 რაც შეეხება თვისებრივი კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტებს, მათ მიერ ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, აღინიშნა, რომ ამ დრომდე ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდის, აქტივობათა მრავალფეროვანი ჩამონათვალის არსებობისა თუ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება. რამდენადაც არ არის ახალგაზრდების ჩართულობა, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა კი მხოლოდ ახლა ხდება, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამები და პროექტები რეალურ საჭიროებებსაა აცდენილი. ეს ძირითად ინფორმანტს აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები და ღონისძიებები რეალურ შედეგებს ვერ აღწევს. ამასთან, მეორე მხრივ ისიც აღინიშნა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს სახით ახალი სტრუქტურის შექმნით გაჩნდა„იმედი“, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. აქ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, პირველ რიგში, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის აქტიურ რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს. როგორც აღინიშნა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე ბევრი გამოწვევა არსებობს. ამის ერთ-ერთ მიზეზად კვლევის მონაწილე მესამე სექტორის ნაკლებად სერიოზულად აღქმას მიიჩნევს. მისივე შეფასებით, სასურველია ამგვარი შეხედულებების ცვლილება. ახალგაზრდულ პროგრამებსა თუ სერვისებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მათ შესახებ ახალგაზრდები ნაკლებად არიან ინფორმირებულები და მითუმეტეს, მწირია მათი რიცხვი, ვისაც უსარგებლია რაიმე პროგრამით ან სერვისით. აქვე, კვლევამ ისიც უჩვენა, რომ თავად ახალგაზრდები აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 43 მათთვის განკუთვნილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითქმის არ არიან ჩართულები და ამის მთავარ მიზეზად აღნიშნული შესაძლებლობის არსებობის თაობაზე ინფორმაციის არქონას ასახელებენ. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ პროგრამები და სერვისები, რომლებიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი ნაკლებად პასუხობს მათსავე მოთხოვნებს. ამის არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც უნდა მოგვარდეს ახალგაზრდებისთვის როგორც ზოგადად რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში დასაქმებას უკავშირდება, იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობა კი, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეუწყობდა ხელს(მაგ: კარიერული დაგეგმვის, სტაჟირების, პროფესიული გადამზადების სერვისები), ძალიან დაბალია. მიუხედავად ამისა, კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდების რეალური საჭიროებების კვლევას და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას მოიაზრებს, დადებითად ფასდება და არის მოლოდინი, რომ ახალგაზრდების რეალური ინტერესები მეტად იქნება გათვალისწინებული ახალგაზრდობის პოლიტიკის შექმნისა თუ განხორციელების პროცესში. 2.3 განათლება და დასაქმება _ განათლება განათლებასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ აჭარის რეგიონში უმრავლესობის აზრით, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სასკოლო განათლება ხელმისაწვდომია/სავსებით ხელმისაწვდომია(67%). მსგავსია შეფასება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც(66%). იმ სერვისების შეფასებისას კი, რომლებზეც დასახლებაში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის აჭარის რეგიონში, გამოკითხულთა უმრავლესობამ სპორტულ წრეებსა(55%) და უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე(49%) ხელმისაწვდომობა მიუთითა. ბათუმის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტმა გამოკითხულმა უცხო ენების შემსწავლელ კურსებსა(55%) და სპორტულ წრეებზე (50%) ხელმისაწვდომობა მიიჩნია განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. მესამედმა კი ბიბლიოთეკაზე/ სამკითხველო კლუბზე(27%) ხელმისაწვდომობა შეაფასა მნიშვნელოვნად. ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მეოთხედი მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობის არსებობა ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე (24%), მეხუთედი კი შეკრებებისთვის სივრცეების არსებობაზე მიუთითებს, სადაც ახალგაზრდებს კომუნიკაცია, არაფორმალური განათლების მიღება, ღონისძიებების ორგანიზება შეეძლებათ(22%). აჭარის რეგიონში ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ უფროსი ასაკის ახალგაზრდებს ყველაზე მნიშვნელოვნად სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა მიაჩნიათ(24-29 წელი- 60%), 18-23 წლის ჯგუფში უცხო ენის შემსწავლელი კურსების მნიშვნელობაზე მიუთითებს უმრავლესობა(54%). ყველაზე ახალგაზრდების აზრით კი, ამ ორ სერვისზე ხელმისაწვდომობა თანაბრად მნიშვნელოვანია(14-17 წელი: უცხო ენების კურსებზე ხელმისაწვდომობა- 57%, სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა - 56%). რაც შეეხება გენდერის ჭრილს, აჭარის რეგიონში ქალების უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის მათ დასახლებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე(56%). კაცების უმრავლესობა სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად(66%). აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებები კვლევას არ გამოუვლენია, რადგან როგორც ქალაქში, ასევე სოფლად ყველაზე მნიშვნელოვნად ახალგაზრდები სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობას მიიჩნევენ(შესაბამისად, 55% და 54%). 44 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 12. დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი სპორტული წრე/წრეები 50% უცხო ენის შემსწავლელი კურსები 55% სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები 19% ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები 24% სივრცე შეკრებებისთვის 22% ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი 27% მეწარმეობის ხელშემწყობი სერვისები 12% კარიერული დაგეგმვის სერვისები 15% სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები 14% მოხალისეთა კლუბი 8% საბანაკე პროგრამები 6% სემინარები/ვორქშოპები სხვადასხვა თემაზე 8% საინფორმაციო/საკონსულტაციო სერვისები 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 10% N=200 59% 45% 32% 27% 28% 19% 21% 13% 9% 10% 11% 3% 4% 3% N=200 55% 49% 26% 26% 25% 23% 17% 14% 12% 9% 9% 5% 4% 6% N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 45 ზოგადად, იმ სივრცეებზე ხელმისაწვდომობის არსებობას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, დისკუსიის გამართვას და არაფორმალური განათლების მიღებას, აჭარის რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედი(25%) მიიჩნევს მნიშვნელოვნად. ქალაქში მის მნიშვნელობაზე მეხუთედი(22%), სოფლად კი- გამოკითხულთა მესამედი(29%) მიუთითებს. ასაკობრივ ჭრილში კი აღსანიშნავია, რომ რეგიონში ასაკის მატებასთან ერთად მსგავსი სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე მეტი რესპონდენტი მიუთითებს(14-17 წელი- 19%, 18-23 წელი- 28%, 24-29 წელი- 26%). აღნიშნული იმით შეიძლება აიხსნას, რომ სკოლის ასაკის მოსწავლეებს, სულ მცირე, სკოლის სივრცე მაინც აქვთ შეკრებებისთვის, უფროსი ასაკის ახალგაზრდები კი ვერსად ახერხებენ შეკრებასა და აზრების გაზიარებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სერვისებზე აქვთ ამჟამად ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებს დასახლებაში, აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში ყველაზე მეტ დასახლებაში სპორტული წრეებია ხელმისაწვდომი (48%). გამოკითხულთა 35%-35% ასევე აცხადებს, რომ მათ დასახლებაში სახელოვნებო/კულტურის წრეებსა და ბიბლიოთეკაზე/სამკითხველო კლუბზე აქვთ ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება უცხო ენების შემსწავლელ კურსებს, რაც სასურველ სერვისებს შორის დასახელდა, მასზე ხელმისაწვდომობა აქვს გამოკითხულთა მეხუთედს(20%). აქვე აღსანიშნავია, რომ არცერთ ჩამოთვლილ სერვისზე არ აქვს ხელმისაწვდომობა დასახლებაში ათიდან ორ გამოკითხულს(20%). ბათუმის მუნიციპალიტეტში მეტ-ნაკლები ხელმისაწვდომობაა სერვისებზე. არცერთ სერვისზე ხელმისაწვდომობაზე დასახლებაში რესპონდენტთა 12% მიუთითებს. სპორტული და სახელოვნებო/კულტურის წრეებია ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი ქალაქში ახალგაზრდებისთვის(57%). საგულისხმოა, რომ შეკრებებისთვის სივრცის არსებობას, სადაც დისკუსიების გამართვა თუ სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზებაა შესაძლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა თვისებრივი კვლევის მოანწილეთა მიერ, გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 5% ადასტურებს რეგიონში და 6% ბათუმის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალიდან დასახლებაში არცერთი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ათიდან სამი გამოკითხულისთვის სოფლად(31%), ქალაქში კი იგივეზე ათიდან ერთი(11%) რესპონდენტი მიუთითებს. სოფლად ყველაზე მაღალია ხელმისაწვდომობა ბიბლიოთეკებზე/ სამკითხველო კლუბებზე(39%), ქალაქებში კი- სპორტულ წრეებზე(62%). გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით არ უსარგებლია არცერთი აქტივობითა თუ სერვისით როგორც მთლიანად რეგიონში(53%), ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში(47%). ყველაზე მეტმა რესპონდენტმა კი სპორტული წრეებით ისარგებლა, როგორც მთლიანად აჭარის რეგიონში(20%), ისე ბათუმის მუნიციპალიტეტში(20%). იმ რესპონდენტებიდან, ვისაც არ უსარგებლია არცერთი სერვისით, ყველაზე მეტმა აჭარის რეგიონში აღნიშნა, რომ არ ჰქონდა დრო(34%). გამოკითხულებმა ასევე მიუთითეს, რომ არ ჰქონდათ საჭიროება (23%) და სურვილი(21%). შესაბამისი ინფორმაციის არარსებობაზე კი 18%-მა მიუთითა. ბათუმის მუნიციპალიტეტში ათიდან ოთხმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ არცერთი სერვისით არ უსარგებლია იმის გამო, რომ არ ჰქონდა დრო(40%). შესაბამისი ინფორმაციის არარსებობაზე კი მხოლოდ 11%-მა მიუთითა. 46 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 13. სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი სპორტული წრე/წრეები 57% სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები 47% ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი 23% უცხო ენის შემსწავლელი კურსები 31% სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები 10% სივრცე შეკრებებისთვის 6% მოხალისეთა კლუბი 5% ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები 4% სხვა 8% არცერთი 12% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 8% N=200 40% 25% 42% 11% 3% 4% 1% 2% 6% 27% 2% N=200 48% 35% 33% 20% 6% 5% 3% 3% 7% 20% 5% N=400 დასაქმება რაც შეეხება დასაქმებას, აჭარის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 23% დასაქმებულია. ამასთან, 17% დასაქმებულია სრულ განაკვეთზე. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა წილი გამოკითხულთა 28%-ს შეადგენს. ამასთან 22%-ია დასაქმებული სრულ განაკვეთზე. აჭარის რეგიონში დასაქმებულთაგან 41% მუშაობს საკუთარი პროფესიით, წერილობითი კონტრაქტი კი დამსაქმებელთან 66%-ს აქვს გაფორმებული, ამასთან, 59%-ს- ერთ წელზე მეტი ვადით. რაც შეეხება საკუთარი საქმიანობით/ სამსახურით კმაყოფილებას, 67% აცხადებს, რომ კმაყოფილია/ძალიან კმაყოფილია მისით. აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 47 გრაფიკი 14. რესპონდენტთა საქმიანობის/დასაქმების სტატუსი ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი უმუშევარი- ეძებს სამსახურს 19% მოსწავლე 22% სტუდენტი 24% დასაქმებული სრულ განაკვეთზე 22% უმუშევარი- არ ეძებს სამსახურს 7% თვითდასაქმებული- ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში 2% დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე 3% თვითდასაქმებული- ფრილანსერი 1% N=200 28% 25% 18% 13% 10% 5% 1% N=200 24% 23% 21% 17% 9% 4% 2% N=400 გამოკითხულთაგან, მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს სამეწარმეო/ბიზნესსაქმიანობის დაწყებას და/ან თვითდასაქმებას 14%-ს შეადგენს, რომელთაგან ყველაზე მეტმა მიუთითა, რომ ფიქრობს მსგავსი აქტივობის დაწყებას სოფლის მეურნეობისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. სულ აჭარის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმება რთულია/ძალიან რთულია(76%). ბათუმის მუნიციპალიტეტში მსგავსი შეხედულება აქვს რესპონდენტთა 69%-ს. ასაკის მატებასთან ერთად, დასაქმების შესაძლებლობის შეფასება, როგორც რთულის/ძალიან რთულის რეგიონში იზრდება. კერძოდ, ასე მიიჩნევს აჭარის რეგიონში გამოკითხული 14-17 წლის ახალგაზრდების 61%, 18-23 წლის ასაკში ამგვარია 77%-ის შეფასება, უკვე 24-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი, ასე მიიჩნევს გამოკითხულთა 83%. აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში, დასაქმება გამოვლინდა, როგორც ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც უფროსი ასაკის ახალგაზრდების წინაშე დგას. ამ კონტექსტში რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება. ერთი გამოწვევა უკავშირდება ზოგადად სამუშაო ადგილების სიმწირეს. როგორც ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, მეტ-ნაკლებად არსებობს დასაქმების შესაძლებლობა ზაფხულის სეზონზე, თუმცა დასაქმების სურვილი ახალგაზრდებს სხვა სეზონებზეც აქვთ, რისი შესაძლებლობაც არ ეძლევათ. გარდა იმისა, რომ ზოგადად ცოტაა სამუშაო ადგილები, ახალგაზრდებისთვის მეორე გამოწვევა სტუდენტებზე მორგებული სამუშაო განრიგის არარსებობასაც უკავშირდება. მესამე გამოწვევად კი გამოიკვეთა დამსაქმებელთა ხშირად შეუსაბამო მოთხოვნები სამუშაოს მაძიებლების მიმართ. კერძოდ, იგულისხმება სამუშაო გამოცდილებისა და უცხო ენის ცოდნის მოთხოვნა, რაც ხშირად არარელევანტურია კვლევის მონაწილე ახალგაზრდების აზრით. 48 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 15. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება ძალიან რთულია რთულია არც რთული და არც მარტივი მარტივია ძალიან მარტივია არ ვიცი/ მიჭირს პასუხი ბათუმის მუნიციპალიტეტი 31% 38% 23% 7% 3% N=200 დანარჩენი აჭარის რეგიონი 40% 2% 42% 14% 1% N=200 1% სულ აჭარის რეგიონი 36% 40% 18% 4% 2% N=400 გარდა იმისა, რომ დასაქმებაა პრობლემა, გამოწვევაა ისიც, რომ დამსაქმებლები ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებენ უკვე დასაქმებულებს, ანაზღაურება კი იმდენად მწირია, რომ ახალგაზრდები ტოვებენ სამსახურს და ისინიც სამუშაოს მაძიებელთა რიგებს უერთდებიან. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების კონტექსტში კვლევის მონაწილეებმა ძირითადად არა უკვე დასაქმებულების პრობლემებზე, არამედ უშუალოდ სამსახურის პოვნის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა სხვადასხვა პროფესიული უნარ-ჩვევის გამომუშავებაში. სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში მოხდეს ტრენინგებისა თუ კურსების ორგანიზება, რომლებიც უფროსი ასაკის ახალგაზრდებს გადაამზადებს და პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისება-დახვეწაში დაეხმარება. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მწირია სამუშაო ადგილები, ეს მაინც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახალგაზრდების დასაქმებისთვის. „ტრენინგები რომ ჩაატაროს სახელმწიფომ, მაგალითად როგორ უნდა იმუშაოს მიწასთან ადამიანმა და ყველაზე კარგი იქნება ამ სფეროს განვითარება, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ სფეროში, ეს იქნება ყველაზე კარგი ქვეყნისთვის... ბათუმის მუნიციპალიტეტში ტურიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გააკეთებს აქცენტს ამაზე...“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „რასაც ვისურვებდი, იქნებოდა ისეთი აქტივობა, რომელიც იქნებოდა შემეცნებითი; იქნება ეს ექსელის კურსები თუ ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს, რომელიც ხელს შეუწყობს ბათუმელი ახალგაზრდების პროფესიულ გაზრდას და შემდეგ სამსახურის მარტივად შოვნას. ეს იქნება ფრილანსერობა თუ ადგილობრივ ბაზარზე[დასაქმება].“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 49 რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების დასაქმებისთვის აჭარის რეგიონში გამოკითხულების უმრავლესობა მთავარ ფაქტორად შესაბამის განათლებას(55%) მიიჩნევს. 44% მუშაობის გამოცდილებაზე, 40% კი ისეთი ფაქტორის მნიშვნელობაზე მიუთითებს, როგორიც შესაბამისი სანაცნობო წრეა. ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად უმრავლესობა მუშაობის გამოცდილებას(58%) მიიჩნევს, 54% შესაბამის განათლებაზე, 46% კი- უცხო ენის/ენების ცოდნაზე მიუთითებს. შესაბამისი სანაცნობო წრე აქაც მნიშვნელოვან ფაქტორად იკვეთება, რამდენადაც მას ახალგაზრდების 41% ასახელებს. ასაკის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ ყველაზე ახალგაზრდა(14-17 წელი) და ყველაზე უფროსი ასაკის(24-29 წელი) ახალგაზრდები დასაქმებისთვის უმთავრეს ფაქტორად შესაბამის განათლებას მიიჩნევენ(შესაბამისად, 57% და 55%), 18-23 წლის ახალგაზრდებისთვის კი, შესაბამისი განათლება და მუშაობის გამოცდილება ერთნაირად მნიშვნელოვან ფაქტორებად ფასდება(54%-54%). აჭარის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამუშაო ადგილების არსებობა შეუწყობდა ხელს ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებაში(65%). ათიდან დაახლოებით ოთხი გამოკითხული კი ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას ასახელებს, როგორიცაა ინგლისური ენის ცოდნა(43%) და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა(38%). ბათუმის მუნიციპალიტეტში ათიდან ექვსი გამოკითხული ახალგაზრდების საკუთარ ქალაქში დასაქმებისთვის სამუშაო ადგილების არსებობას მიიჩნევს მნიშვნელოვნად(60%), ყოველი მეორე- ინგლისური ენის ცოდნას(51%), ათიდან ოთხი კი- პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობას(39%). გრაფიკი 16. საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები ბათუმის მუნიციპალიტეტი სამუშაო ადგილების არსებობა 60% ინგლისური ენის ცოდნა 51% პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა (კომპიუტერული პროგრამების ცოდნა) შესაბამისი სანაცნობო წრის არსებობა სწავლისა და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობის არსებობა სხვადასხვა არაპროფესიული უნარის ფლობა 39% 22% 27% 22% 11% სხვა უცხო ენის(გარდა ინგლისურისა) ცოდნა 10% ქართული ენის ცოდნა 7% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 6% N=200 დანარჩენი აჭარა 68% 36% 37% 28% 13% 12% 9% 5% 2% 4% N=200 სულ აჭარის რეგიონი 65% 43% 38% 26% 19% 17% 10% 7% 4% 5% N=400 50 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ახალგაზრდების საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის სამუშაო ადგილების არსებობაა ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად შეფასებული უმრავლესობის მიერ ყველა ასაკობრვ ჯგუფში. აქვე საგულისხმოა, რომ ინგლისური ენის ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორის შეფასება, ყველაზე მაღალია სკოლის ასაკის ახალგაზრდებში და ამ ფაქტორის მნიშვნელოვნების შეფასება ასაკის მატებასთან ერთად მცირდება(14-17 წელი- 52%, 18-23 წელი- 43%, 24-29 წელი- 38%). აჭარის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარი ადასტურებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად აჭარის რეგიონში საქმდებიან(49%), ამასთან, უშუალოდ რეგიონზე 36%, საკუთარ მუნიციპალიტეტზე კი გამოკითხულთა 13% მიუთითებს. გამოკითხულთა მეხუთედი ახალგაზრდების ყველაზე მარტივად დედაქალაქში დასაქმებაზე მიუთითებს(22%), სხვა ქვეყანაზე კი- 13%. ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი აცხადებს, რომ მათი ქალაქიდან ახალგაზრდები ყველაზე მარტივად დედაქალაქში საქმდებიან(28%), რესპონდენტთა თანაბარი რაოდენობა კი უშუალოდ ქალაქში ან რეგიონში დასაქმებაზე მიუთითებს(18%-18%). აჭარის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა თვლის, რომ მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს დასაქმებაში დაეხმარებოდა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერა(62%). ამასთან, რესპონდენტების 54% მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის შესწავლა/ დახვეწა ასევე შეუწყობდა ახალგაზრდებს ხელს დასაქმებაში, 44% კი სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობასა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას ასახელებს. გრაფიკი 17. უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა 61% 63% სულ აჭარის რეგიონი 62% ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწა 61% 47% 54% სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა 42% 45% 44% სხვა უცხო ენის შესწავლა/დახვეწა 16% 12% 14% პრეზენტაციის უნარის შეძენა/დახვეწა 7% 18% 13% პროფესიული CV-ის შედგენა 8% 11% 10% წერითი უნარების გაუმჯობესება 3% 4% 4% ქართული ენის შესწავლა/დახვეწა 3% 2% 3% ყველა ჩამოთვლილი 2% 1% 2% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 7% N=200 7% N=200 7% N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 51 ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა უმრავლესობა დასაქმებისთვის ორ თანაბრად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში დახმარებას(61%-61%). იმას, თუ რამდენად ხელსაყრელი გარემოა საქართველოში ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის გამოკითხულთა თანაბარი რაოდენობა აფასებს ხელსაყრელად/ სავსებით ხელსაყრელად(26%) და არახელსაყრელად/საერთოდ არახელსაყრელად(26%) აჭარის რეგიონში. მესამედის შეფასებით, აღნიშნულისთვის ქვეყანაში გარემო არც ხელსაყრელია და არც არახელსაყრელი(32%). დაახლოებით მსგავსია შეფასებები ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. როგორც იკვეთება, რეგიონსა თუ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპორტულ წრეებსა და უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებსა თუ შეკრებებისთვის სივრცეებს, ისინი ამჟამად თითქმის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მნიშვნელოვნად გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედისთვის ფასდება. დასაქმების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ფასდება როგორც რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში. გარდა სამუშაო ადგილების სიმწირისა, პრობლემაა სამუშაო განრიგი, რომელიც არ არის სტუდენტებზე მორგებული; გამოწვევაა დამსაქმებელთა არარელევანტური მოთხოვნები, რომლებიც, ძირითადად, სამუშაო გამოცდილებასა და უცხო ენის ცოდნას უკავშირდება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კვლევის რესპონდენტთა უმრავლესობა, გარდა ზოგადად სამუშაო ადგილების შექმნისა, დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწის, უცხო ენის შესწავლა-დახვეწისა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით. 2.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი _ კვლევის რესპონდენტებმა შეაფასეს საკითხები, რომლებიც პოლიტიკურ ჩართულობასა და აქტივიზმს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთია ხედვა როგორც მთლიანად აჭარის რეგიონში (90%), ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში(91%). მიუხედავად ამგვარი შეფასებისა, როგორც ზოგადად აჭარის რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობას ბოლო 2-3 წლის გათვლისწინებით, არ მიუღია მონაწილეობა არცერთ მოხალისეობრივ პროგრამაში(აჭარის რეგიონი- 77%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 81%). მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილებას კი რეგიონში 22%, ბათუმის მუნიციპალიტეტში კი- 17% აფიქსირებს. რაც შეეხება მოხალისეობრივ აქტივობებს, აქაც, აჭარის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობას არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის მანძილზე (65%). სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება და გამწვანების აქციაა ის აქტივობები, რომლებშიც ყველაზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა რეგიონში(შესაბამისად, 18% და 15%). დაახლოებით მსგავსია განაწილება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მაჩვენებელი რეგიონში მცირდება. ასე მაგალითად, თუ არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობა გამოკითხულთა ნახევარს არ მიუღია 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში(53%), იგივეს აცხადებს 59% 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 24-29 წლის რესპონდენტებთან კი ეს მაჩვენებელი 77%-ის ტოლია. 52 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 18. ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა არ მიმიღია მონაწილეობა მსგავს აქტივობებში 71% 61% სულ აჭარის რეგიონი 65% სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება გარემოსდაცვითი აქტივობები (გამწვანების აქცია, დასუფთავება) სპორტული ღონისძიებება 15% 9% 7% 20% 19% 10% 18% 15% 9% კულტურული ღონისძიებება სხვების 9% 7% 8% დახმარება სწავლაში 4% 3% 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 3% 1% N=200 N=200 N=400 მთავარ მიზეზად, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში აჭარის რეგიონში გამოკითხულთა 43% იმას ასახელებს, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მეოთხედის თქმით კი, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სურვილი(24%) და ვერ მოიცალეს(24%). დაახლოებით მსგავსია განაწილება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. საგულისხმოა, რომ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე მიუთითებს ყოველი მეორე გამოკითხული სოფლის ტიპის დასახლებებში(52%). იგივე მიზეზს ქალაქის ტიპის დასახლებაში რესპონდენტთა 37% ასახელებს. გრაფიკი 19. მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ 37% 49% 43% არ მქონდა სურვილი ვერ მოვიცალე 26% 26% 22% 22% 24% 24% სხვა 4% 4% 4% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 7% N=132 3% N=121 5% N=253 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 53 ის, რომ მოხალისეობა, ისევე როგორც, ზოგადად პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანია, ხაზგასმული იყო თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. აქვე, კვლევის მონაწილე ახალგაზრდებმა ბათუმის მუნიციპალიტეტში აღნიშნეს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობით ახალგაზრდების მცირე ჯგუფია დაკავებული. ერთ-ერთი შეფასებით, გამოწვევაა ის, რომ მოხალისეობა არაპრესტიჟულ საქმიანობასთანაა ასოცირებული. ამასთან, დაბალი ჩართულობის მიზეზად წამახალისებელი მექანიზმების არარსებობაცაა მიიჩნეული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოხალისეობისთვის წამახალისებლად ფულადი ჯილდოს მოაზრება არ იყო ცალსახად პოზიტიურად შეფასებული. მეტიც, ის მოხალისეობრივი საქმიანობის არსთან შეუსაბამო მექანიზმად შეფასდა დისკუსიის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილის მიერ. მართალია, ახალგაზრდებს გაუჭირდათ იმ წამახალისებელი მექანიზმების დასახელება, რაც გაზრდიდა მოხალისეობრივ აქტივობებში მათი თანატოლების ჩართულობას, თუმცა აღნიშნულზე ისაუბრა ძირითადმა ინფორმანტმა. კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მოხალისეობრივ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად წამახალისებელი მექანიზმების შექმნას არსებითად მიიჩნევს. მისი შეფასებით, რამდენადაც ახალგაზრდებისთვის აღიარება მნიშვნელოვანია, კარგი იქნება თუ საგანგებოდ დატრენინგებული და გადამზადებული ახალგაზრდები მიიღებენ გარკვეულ სტატუსს(მაგ: მრჩევლის სტატუსი). კვლევის მონაწილის აზრით, ეს დადებით გავლენას მოახდენს ახალგაზრდების მოტივაციაზე და, შეიძლება არაარსებითად, მაგრამ მაინც გაზრდის ამ ტიპის ჩართულობას. „ჩემი აზრით, იმდენ შრომას და ძალას დებენ„წითელი ჯვრის“ მონაწილეები, მოხალისეები, ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს... ფულადი[ჯილდო]... წაახალისონ უფრო და უფრო მეტი აქტივობა რომ წამოვიდეს მათგან. კარგი იქნებოდა, რაღაცა თანხა რომ მისცენ... ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მდედრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „კი, მაგრამ მოხალისეობა ნიშნავს უანგარობას, შენი სურვილით გაკეთებას და ამისგან რამეს არ უნდა ელოდებოდე.“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი არა მხოლოდ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობა ფასდება მნიშვნელოვნად, არამედ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში(საკითხების განხილვა, საპროტესტო აქცია, პეტიციის ხელმოწერა და სხვა) ახალგაზრდების ჩართულობაც მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში ახალგაზრდების 89%-ის აზრით. ბათუმის მუნიციპალიტეტში ამ მოსაზრებას ახალგაზრდების 84% იზიარებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 85%-ისთვის ქალაქში და 93%-ისთვის- სოფლად. ის, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია გამოიკვეთა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. ბათუმის მუნიციპალიტეტში ფოკუსური დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდები ყველა ასაკობრივ ჯგუფში თანხმდებიან, რომ სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანია. მთავარი არგუმენტის თანახმად, აქტივიზმი და ჩართულობა გულისხმობს 54 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები განვითარებას. აქტივიზმი თავად ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს საკუთარი თავი, შეიმეცნოს სამყარო უკეთ, მოახდინოს იდეების გენერირება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ როგორც საკუთარ, ასევე ქვეყნის განვითარებაში. მიუხედავად სამოქალაქო აქტივიზმის და ჩართულობის მნიშვნელოვნად შეფასებისა, აჭარის რეგიონში ათიდან რვა გამოკითხულს არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის მანძილზე. ბათუმის მუნიციპალიტეტში ეს მაჩვენებელი 86%-ის ტოლია. მათი რიცხვი, ვისაც მონაწილეობა მიუღია საჯარო შეხვედრებში, სხვადასხვა დემონსტრაციაში, ხელი მოუწერია პეტიციაზე და ა.შ. დაბალია. ყველაზე მეტმა რესპონდენტმა აჭარის რეგიონში განაცხადა, რომ გამოხატა პოზიცია ონლაინ(სოციალური ქსელი) სხვადასხვა მოვლენასთან(სოციალური, პოლიტიკური, კულტურული) დაკავშირებით(10%) და ხელი მოაწერა პეტიციას(7%). მსგავსია რეალობა ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. რაც შეეხება იმ მიზეზებს, თუ რატომ არ მიუღიათ არცერთ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა, სურვილის არქონა გამოვლინდა მთავარ მიზეზად(45%), მესამედის შემთხვევაში კი მიზეზი ის არის, რომ მათ არ სმენიათ დაგეგმილი აქტივობების შესახებ (31%). მსგავსია რეალობა ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. გრაფიკი 20. სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ არმონაწილეობის მიზეზები ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ აქტივობაში 86% N=200 73% N=200 79% N=400 არ მქონდა სურვილი 46% 44% 45% არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ 32% 30% 31% ვერ მოვიცალე 13% 18% 15% გვიან გავიგე აქტივობების შესახებ 1% 4% 3% არვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 8% 4% 6% N=170 N=150 N=320 კვლევის მონაწილეებმა, საკუთარ სამოქალაქო აქტივობასთან ერთად ისიც შეაფასეს, თუ რამდენად აქტიურია ახალგაზრდობა მათ მუნიციპალიტეტში. როგორც აღმოჩნდა, აჭარის რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედს გაუჭირდა აღნიშნულის შეფასება(24%), მესამედის აზრით, მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში(32%), მეხუთედის შეფასებით კი, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში(22%). გამოკითხულთა 16% აცხადებს, რომ ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში. ბათუმის მუნიციპალიტეტში აღნიშნულის შეფასება გამოკითხულთა მესამედს გაუჭირდა, მეოთხედმა კი ახალგაზრდების პატარა ჯგუფის აქტიურობაზე მიუთითა(25%). აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 55 გრაფიკი 21. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის შეფასება ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში 25% 38% ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში 21% 23% ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში 14% 18% ახალგაზრდების უმარვლესობა 9% 4% მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში სულ აჭარის რეგიონი 32% 22% 16% 6% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 31% N=200 17% N=200 24% N=400 ის, რომ ჩართულობა არ არის მაღალი, ხაზგასმული იყო თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტებთან აღინიშნა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში აქციების გამართვა სხვადასხვა თემაზე ხშირია, მაგრამ ეს მაინც არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო ჩართულობა არ არის დაბალი. ერთი არგუმენტის თანახმად, აქტივისტები უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ნაკლებად მონაწილეობენ თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესში(განხილვებში, დაგეგმარებაში და ა.შ), რის მთავარ მიზეზადაც სისტემის ნაკლები ღიაობა და ბიუროკრატიული ბარიერების არსებობა დასახელდა. ბიუროკრატიის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება კვლევის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერაც. მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების მიმართ ნდობა ნაკლებია და არსებობს ხედვა, თითქოს მათ საკუთარი ასაკისა თუ ნაკლები გამოცდილების გამო არ შეუძლიათ საინტერესო იდეები წარადგინონ, გამოწვევაა ბიუროკრატიული აპარატის არსებობაც. ახალგაზრდების იმ მცირე ჯგუფს, რომელიც გამოდის ინიციატივით და მიმართავს მხარდაჭერისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას უამრავ ბიუროკრატიულ წესთან უწევს შეჯახება. ამ დაბრკოლებების გადალახვის აუცილებლობა კი ახალგაზრდების მოტივაციას არ ზრდის. მართალია, ძირითადი ინფორმანტის შეფასებით ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, ბიუროკრატიულ მექანიზმებს ვერ მოშლის, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ამ ბარიერების არსებობა ახალგაზრდების ჩართულობის ზრდაზე უფრო უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე დადებითს. „ყოველდღე აქციები არის, სახლში რომ მოვდივარ სულ აქციებია, მაგრამ აქციებამდე გადაწყვეტილებები რომ მიიღება, იმაში არ არიან ჩართული ეს ახალგაზრდები. მაგალითად, აპროტესტებ ბულვარის განაშენიანების გეგმას, მაგრამ მიღების დროს, როცა შეგიძლია შენი არგუმენტები გაუზიარო საკრებულოს, ეს არ ხდება ხშირად, იმიტომ, რომ სისტემა არ არის ღია, ძალიან ბევრი ბიუროკრატიაა, უნდა დარეგისტრირდე იქ, არ დაგიშვან თუ ცოტა სენსიტიური თემაა...“ სამოქალაქო აქტივისტი 56 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები „ახალგაზრდების მიმართ ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ ნდობა და, სამწუხაროდ, ამ ნდობის დეფიციტი ძალიან დიდია და ეს ბიუროკრატიული აპარატი... ანუ, თუ არ ენდე ახალგაზრდას წინასწარ დადოს ხელშეკრულება, დაიხარჯოს, შენ ვერაფრით ვერ ეხმარები. ეს ყველაფერი აბრკოლებს ახალგაზრდებს... რადგან ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ, ამ ბიუროკრატიას ვერცერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ვუვლით და ამიტომ სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გვირთულებს ურთიერთობას ახალგაზრდებთან.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/თითქმის არავინ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში, აჭარის რეგიონში აღნიშნულის მთავარ მიზეზად დასახელდა ის, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა (36%). მეოთხედის აზრით აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ მუნიციპალიტეტში არ იგეგმება აქტივობები, რომლებშიც შეიძლება მონაწილეობის მიღება(26%). ბათუმის მუნიციპალიტეტში დაბალი სამოქალაქო აქტივობის მთავარ მიზეზად მისი მნიშვნელობის ნაკლები გაცნობიერება დასახელდა(40%). აქვე აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა მეხუთედის შეფასებით, მიზეზი ისაა, რომ მუნიციპალიტეტში არ იგეგმება აქტივობები, რომლებშიც შეიძლება მონაწილეობის მიღება(18%) და ისიც, რომ ახალგაზრდებმა არ იციან, როგორ ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში(18%). გრაფიკი 22. დაბალი სამოქალაქო აქტივობის მიზეზები ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტში არ იგეგმება აქტივობები, რომლებშიც შეიძლება მონაწილეობის მიღება არ იციან, როგორ უნდა ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში სამოქალაქო აქტივიზმი არ არის პოპულარული/მოდური არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 40% 18% 18% 9% 16% 34% 31% 16% 12% 7% 36% 26% 17% 11% 10% N=123 N=150 N=273 იმ რესპონდენტთა მეოთხედს კი, ვინც თვლის, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი მაინც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში, უჭირს დაასახელოს, თუ რა ტიპის აქტივობაში არიან ჩართულები ახალგაზრდები(26%). ყველაზე მეტი გამოკითხული კი საქველმოქმედო აქციებში (34%) და გარემოსდაცვით აქტივობებში(26%) მონაწილეობაზე მიუთითებს. აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 57 თვისებრივი კვლევის ფარგლებში დაბალი სამოქალაქო ჩართულობის რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა. ერთი მიზეზი თავად სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობისა და საკუთარი როლის ნაკლებ გათვითცნობიერებულობას უკავშირდება. მიზეზად დასახელდა ასევე საკუთარი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებული ბარიერები. ერთი მხრივ, ახალგაზრდები არ არიან საკმარისად თამამები, რომ გამოხატონ აზრი. მეორე მხრივ კი, აქ დაბრკოლებაა ამგვარი ქცევის სოციალური მიუღებლობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული ნაცნობობის ფაქტორის მნიშვნელობა და შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ვინმეს აქტიურობა საწყენი აღმოჩნდეს ნაცნობებისთვის. სიზარმაცის ფაქტორზეც გამახვილდა ყურადღება დისკუსიებზე. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა მოლოდინის არარსებობა, რომ ახალგაზრდების იდეები გაზიარებული და მხარდაჭერილი იქნება გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების მიერ. ყველა ეს ფაქტორი კი ცალ-ცალკე თუ ერთად მნიშვნელოვან დაბრკოლებად ფასდება სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდების ჩართულობის კონტექსტში. „...აჭარის რეგიონი პატარაა და ყველა ყველას ნათლულია და ნათესავია, ამიტომ არ იწურება ეს პროცესები, რომ ჰგონიათ იქ ვიღაცას რაღაცას აწყენინებენ, თუ რაღაცაზე ღიად ისაუბრებენ. მერე ესენი[ახალგაზრდები] თუ ილაპარაკებენ, იმათ[ადგილობრივი თვითმმართველობა] სწყინთ ხოლმე...“ სამოქალაქო აქტივისტი რაც შეეხება იმას, თუ რა გაზრდიდა ახალგაზრდების ჩართულობას, აქ თვისებრივი კვლევის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება. ერთი, კვლევის მონაწილე ახალგაზრდების შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდისა არის ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ინფორმირება, როგორც აქტივიზმის მნიშვნელობის, ასევე აქტვიზმის ფორმების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ახალგაზრდებს. მეორე მნიშვნელოვან მექანიზმად ჩართულობის გასაზრდელად სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია ჩაითვალა. აღნიშნულში კვლევის მონაწილეებმა იმ აქტივობების ფართოდ გაშუქება მოიაზრეს, რომელიც ახალგაზრდების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით განხორციელდა და რასაც ჰქონდა კონკრეტული შედეგი. აღსანიშნავია, რომ უფროსი ასაკის ახალგაზრდების ჯგუფში გაჟღერდა მოსაზრება, რომ ახალგაზრდების გააქტიურებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის აუცილებელია მუშაობის დაწყება სკოლაში. მეტიც, მათი შეფასებით, უკვე ზრდასრული ახალგაზრდების შეცვლა რთულია, შესაბამისად, სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ ჩართულობა და სამოქალაქო აქტივიზმი ახალგაზრდების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ როლზე გამახვილდა ყურადღება კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტებთან. მათი შეფასებით, აუცილებელია სახელმწიფომ, რომელსაც ადგილზე თვითმმართველობა წარმოადგენს, ახალგაზრდებს აგრძნობინოს მათი მნიშვნელოვნება. ამასთან, თავად უზრუნველყოს ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც ახალგაზრდების გააქტიურებაზე იქნება ორიენტირებული. თუ გავითვალისწინებთ თავად ახალგაზრდების ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესმით მათ საკუთარი ჩართულობა, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული აქტიურობა და აქტივობების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად. ფოკუსურ დისკუსიებზე გაჟღერებული მოსაზრებების თანახმად, ახალგაზრდები ჩართულობაში ნაკლებად მოიაზრებენ ინიციატივებს, ახალ იდეებსა და მათ პროექტებად გარდაქმნას. მათი აზრით, ჩართულობა გულისხმობს მონაწილეობას უკვე დაგეგმილ აქტივობებში. ამასთან, პირველ რიგში, სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობას მიიჩნევენ ახალგაზრდები ამ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაზე მთავარ პასუხისმგებლად. 58 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები „[სახელმწიფომ] ახალგაზრდებს აგრძნობინოს, რომ საჭირო არიან, მათი აზრი საჭიროა და უფრო მეტად უნდა იაქტიურონ.“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი „ისევ შენ[ადგილობრივი თვითმმართველობა] უნდა იყო აქტიური და საკმაოდ ბევრია პასიური პროცენტულად, ძალიან ცოტაა ახალგაზრდა, რომელთაც აქვთ მოტივაცია იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე, სამწუხაროდ. ძირითადად, თავისი ნებით მხოლოდ ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც ისედაც ჩართული არიან ყველა მიმართულებით...“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი რაც შეეხება ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესების მნიშვნელოვნების შეფასებას, აჭარის რეგიონში გამოკითხულთა 59%-ის აზრით, აღნიშნული მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც მსგავსია შეფასება(58%). რაც შეეხება უშუალოდ რესპონდენტების დაინტერესებას პოლიტიკით, აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 43% საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დაინტერესებულია ზოგადად პოლიტიკით საქართველოში(44%). ბათუმის მუნიციპალიტეტშიც მსგავსია რეალობა. აქვე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 34%-34%-ს აინტერესებს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის საკითხი როგორც რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში. გრაფიკი 23. დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ 45% 41% 43% ზოგადად პოლიტიკით საქართველოში ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობით ნატოსთან საქართველოს ურთიერთობით ზოგადად პოლიტიკით მსოფლიოში რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით ზოგადად პოლიტიკით კავკასიის რეგიონში არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 40% 18% 16% 14% 10% 6% 4% N=200 47% 19% 14% 8% 11% 1% 1% N=200 44% 19% 15% 11% 10% 3% 2% N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 59 აჭარის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 48% ამბობს, რომ ხშირად ან ზოგჯერ განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. რესპონდენტთა მეორე ნაწილი ამას არასდროს ან იშვიათად აკეთებს(52%). ყოველი მეორე მათგანი, ვინც ამ საკითხებს განიხილავს, აღნიშნულ თემებზე მეგობრებთან საუბრობს(49%). ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობა აჭარის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 61%-მა მიიღო. არასრულწლოვანების გამო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია გამოკითხულთა მეოთხედს(24%), მიუხედავად სრულწლოვანებისა კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია რესპონდენტთა 13%-ს. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც რეალობა მსგავსია. გრაფიკი 24. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი დიახ არა არ მეხებოდა(არასრულწლოვანი) 60% 15% 22% 63% 12% 25% 61% 13% 24% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 3% 2% N=200 N=200 N=400 პოლიტიკით ახალგაზრდების ნაკლებ დაინტერესებასა და დაბალ ჩართულობაზე ყურადღება გამახვილდა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. აღინიშნა, რომ არა მხოლოდ არჩევნებში დაბალი მონაწილეობა, არამედ განხილვებში მონაწილეობასაც იშვიათად აქვს ადგილი ახალგაზრდების მხრიდან. ფოკუსურ დისკუსიაზე გაჟღერებული მოსაზრების თანახმად, ახალგაზრდები ნაკლებად სერიოზულად აფასებენ განხილვებში მონაწილეობის საკითხს და აქვთ დამოკიდებულება, თითქოს „არაფრის შეცვლა“ არ არის მათ ხელთ. ძირითად ინფორმანტთან კი აღინიშნა, რომ აუცილებელია უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გააქტიურება ამ მიმართულებით, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება პოლიტიკით და მათთან დაკავშირებული საკითხებით. როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის შედეგები მოწმობს, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა რეგიონსა თუ ბათუმის მუნიციპალიტეტში დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოხალისეობრივ საქმიანობას, ასევე სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას კვლევის მონაწილეები აფასებენ, როგორც მნიშვნელოვანს ან ძალიან მნიშვნელოვანს, ისიც ჩანს, რომ ახალგაზრდები ნაკლებად არიან პროცესებში ჩართულები. ამის მიზეზებად სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნების ნაკლები გაცნობიერება და ასევე, ჩართულობის ფორმების შესახებ ნაკლები ინფორმირება იკვეთება. აქვე საგულისხმოა, რომ ფაქტორებს შორისაა აქტივიზმის, როგორც სოციალურად ნაკლებად სასურველი აქტივობის აღქმა; ასევე, ის ბიუროკრატიული ბარიერები, რომელთა გადალახვაც უწევთ ახალგაზრდებს იგივე ადგილობრივი თვითმმართველობისგან მხარდაჭერის მისაღებად. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდის მექანიზმებს, კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიური მუშაობა და ეს განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს სკოლის ასაკის ახალგაზრდებთან. ასევე, მნიშვნელოვან მექანიზმადაა მოაზრებული სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია და წარმატებული შემთხვევების დემონსტრირება, პირველ რიგში, მედიის საშუალებით. 60 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 2.5. ღირებულებები და უფლებები _ ღირებულებები კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა ღირებულების მნიშვნელოვნება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ ღირებულება მათთვის„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ კი „ძალიან მნიშვნელოვანია“. თითქმის ყველა ღირებულება შეფასდა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა მათგანის საშუალო შეფასება 6 ქულას აღემატება. როგორც აღმოჩნდა, აჭარის რეგიონში ახალგაზრდებისთვის ისეთი ღირებულებებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როგორებიცაა უსაფრთხოება, კარგი მეგობრების ყოლა, სანდო მეუღლის/პარტნიორის ყოლა, ღვთის რწმენა, პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა(თითოეულის საშუალო შეფასება 6.9 ქულა). ნაკლებად მნიშვნელოვნად კი აჭარის რეგიონში ისეთი ღირებულებები გამოიკვეთა, როგორებიცაა ძალაუფლებისა და გავლენის ქონა(5.5 ქულა) და, განსაკუთრებით, პოლიტიკური ჩართულობა (3.9 ქულა). გრაფიკი 25. ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება აჭარის რეგიონში(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ –„ძალიან მნიშვნელოვანია“) უსაფრთხოება 6.9 მყავდეს კარგი მეგობრები 6.9 მყავდეს სანდო მეუღლე/პარტნიორი 6.9 მწამდეს ღმერთის 6.9 ვიყო პასუხისმგებლიანი 6.9 ვიყო შრომისმოყვარე 6.9 ვიზრუნო გარემოს დაცვაზე 6.8 ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით 6.8 ვამაყობდე საქართველოს ისტორიით 6.8 ვტკბებოდე ცხოვრებით 6.8 პატივს ვცემდე კანონსა და წესრიგსს 6.8 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 61 მქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტი 6.7 პატივი ვცე განსხვავებული(ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური 6.6 ნიშნით) ჯგუფების წარმომადგენლებს საკუთარი კრეატიულობის განვითარება 6.6 მქონდეს ურთიერთობა ბევრ სხვა ადამიანთან 6.5 ვიზრუნო საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე 6.4 ვიყო აქტიური მოქალაქე 6.4 ვიცავდე ტრადიციებსა და ძველ წესებს 6.3 ვიყო ტოლერანტული ისეთი მოსაზრებების მიმართ, რომელთაც 6.2 არ ვეთანხმები ვიყო ამბიციური 6.1 მქონდეს ძალაუფლება და გავლენა 5.5 ვიყო პოლიტიკურად ჩართული 3.9 უფლებები რაც შეეხება უფლებებს, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს, აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში კვლევის მონაწილე ახალგაზრდების 23%-ს უჭირს დაასახელოს რომელიმე უფლება მაინც, რომლის შესახებაც სმენია. ყველაზე მეტს, და მათი რიცხვი მესამედია, სმენია ისეთი უფლებების შესახებ, როგორებიცაა განათლების(33%), სიცოცხლის(31%) და თანასწორობის(30%) უფლების, ასევე გამოხატვის(28%) უფლების შესახებ. 7 მსგავსია რეალობა ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ქალების ყველაზე დიდ რაოდენობას თანასწორობის(34%), კაცების ყველაზე დიდ რაოდენობას კი- სიცოცხლის უფლების(31%) შესახებ სმენია. ასაკის ჭრილში განათლების უფლების შესახებ სმენია გამოკითხულთა უმრავლესობას 14-17 და 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფებში(შესაბამისად, 32% და 41%); 24-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი ყველაზე მეტ გამოკითხულს სიცოცხლის უფლების შესახებ სმენია(30%). სწორედ ამ უკანასკნელზე სმენია ყველაზე მეტ გამოკითხულს სოფლის ტიპის დასახლებაში(34%), ქალაქში კი გამოკითხულთა ყველაზე დიდ ჯგუფს თანასწორობის უფლების შესახებ სმენია(31%). 7 შენიშვნა: გრაფიკზე წარმოდგენილია მხოლოდ ის უფლებები, რომელთა შესახებ ათიდან სულ მცირე 2 რესპონდენტს მაინც სმენია. 62 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 26. ადამიანის უფლებების, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი განათლების უფლება 30% 35% 33% სიცოცხლის უფლება 31% 31% 31% თანასწორობის უფლება 31% 30% 30% გამოხატვის თავისუფლება 28% 29% 28% საკუთრების უფლება 23% 28% 26% რელიგიის თავისუფლება 21% 25% 24% საარჩევნო უფლება 24% 25% 24% პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება 17% 22% 20% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 21% 24% 23% N=200 N=200 N=400 აჭარის რეგიონში გამოკითხულების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცულია (71%); ნაწილობრივ უფლების დაცვაზე გამოკითხულთა მეოთხედი მიუთითებს(24%). ბათუმის მუნიციპალიტეტში ათიდან ექვსი გამოკითხული ახალგაზრდა თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია (61%), ხოლო მესამედი მიიჩნევს, რომ მათი უფლებები ნაწილობრივ არის დაცული(31%). გრაფიკი 27. განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა ვთვლი, რომ ჩემი უფლებები დაცულია 61% 79% ვთვლი, რომ ჩემი უფლებები ნაწილობრივ დაცულია 31% 18% ვთვლი, რომ ჩემი უფლებები არ არის დაცული არ 5% 3% ვიცი/მიჭირს პასუხი 3% N=200 N=200 სულ აჭარის რეგიონი 71% 24% 4% 2% N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 63 რეგიონში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია, თუმცა ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს(14-17 წელი- 83%, 18-23 წელი- 70%, 24-29 წელი- 66%). აჭარის რეგიონში გამოკითხულთა 57%-ის თქმით, მათი უფლებები არ ირღვევა. იმ უფლებებს შორის კი, რომლის დარღვევაზეც ყველაზე მეტმა რესპონდენტმა მიუთითა, თანასწორობის უფლება იკვეთება (11%). ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების 44%-მა აღნიშნა, რომ მათი უფლებები არ ირღვევა და იქაც ყველაზე მეტმა თანასწორობის უფლების დარღვევაზე მიუთითა(17%). იმ უფლებებზე საუბრისას კი, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, აჭარის რეგიონში გამოკითხულთა მესამედს უჭირს პასუხის გაცემა(30%), ყველაზე მეტი რესპონდენტი კი თვლის, რომ მათი ისეთი უფლებები არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, როგორებიცაა თანასწორობის და შრომითი უფლებები(შესაბამისად, 17% და 16%). ბათუმის მუნიციპალიტეტში აღნიშნულის შეფასება უჭირს გამოკითხულთა მესამედს (29%), ყველაზე მეტი- რესპონდენტთა მეოთხედი კი თვლის, რომ თანასწორობის უფლება არაა დაცული/ ნაწილობრივაა დაცული(25%). რიგით მეორე, ყველაზე ხშირად დასახელებული უფლება კი ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოხატვის თავისუფლებაა, რომელზეც 15% მიუთითებს, რომ არაა დაცული/ ნაწილობრივაა დაცული. აღსანიშნავია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა განათლების უფლება, არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული გამოკითხულთა 8%-ის აზრით მთელ რეგიონში. ბათუმის მუნინიციპალიტეტში აღნიშნულზე მხოლოდ 5%-მა, დანარჩენ აჭარის რეგიონში კი- 13%-მა მიუთითა. გრაფიკი 28. უფლებები, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული 8 თანასწორობის უფლება შრომითი უფლებები გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი განვითარების უფლება სოციალური უზრუნველყოფის უფლება ჯანმრთელობის დაცვის უფლება სიცოცხლის უფლება განათლების უფლება ბათუმის მუნიციპალიტეტი 25% 6% 13% 20% 15% 10% 9% 8% 7% 10% 5% 12% 12% 2% 5% 13% დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი 17% 16% 13% 9% 9% 8% 8% 8% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 29% N=200 31% N=200 30% N=400 8 შენიშვნა: ჩამონათვალში წარმოდგენილია მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც რესპონდენტთა 8%-მა და მეტმა დაასახელა 64 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ქალების ყველაზე დიდი რაოდენობა თვლის, რომ მათი ისეთი უფლება არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება(26%), კაცების ყველაზე დიდ რაოდენობას კი უჭირს დაასახელოს ასეთი უფლება(30%). უფლებებზე ან მათ დარღვევაზე ნაკლებად ისაუბრეს თვისებრივი კვლევის მონაწილეებმა, რაც უფლებების შესახებ ნაკლებ გათვითცნობიერებულობას შეიძლება დავუკავშიროთ. ამ უკანასკნელზე ყურადღება კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტებთან გამახვილდა. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებს„მხოლოდ იმ უფლებების შესახებ აქვთ ინფორმაცია, რასაც ყვირილით, ძალადობით დაიცავენ“ და რეალურად ნაკლებად იციან უფლებებისა და მათთან დაკავშირებული მოვალეობების შესახებ. დარღვევის ნაცვლად, ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებთან დისკუსიებზე აღინიშნა, რომ ქალაქში ნაკლებად აქვს ადგილი უფლებების დარღვევას და, თუნდაც, ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, დაცული და გარანტირებულია(„აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრობლემა“). ერთადერთი, რაზეც უფლებების დარღვევის კონტექსტში აღინიშნა დისკუსიებზე, ეხება შრომით უფლებებს. როგორც უფროსი ასაკის ახალგაზრდებმა შეაფასეს, შრომითი უფლებები ირღვევა არა მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს ქვეყანაში და ეს საკითხი აქტუალურია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. შრომითი უფლებების დარღვევა, კვლევის მონაწილეთა შეფასებით, გამოიხატება ხანგრძლივ სამუშაო კვირასა(„ კვირაში ადამიანმა 40 საათი უნდა იმუშაოს, მაგრამ ჩვენ 80 საათი ვმუშაობთ...“) და დაბალ ანაზღაურებაში. 2.6. გამოწვევები და მისწრაფებები _ ახალგაზრდებმა კვლევის ფარგლებში შეაფასეს სხვადასხვა პრობლემა, მიგრაციისკენ მისწრაფება, ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა საკითხები, რომლებიც მეტ-ნაკლებად პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნისთვის. გამოწვევები კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობა ახალგაზრდებისთვის თავიანთ მუნიციპალიტეტში. საკითხის პრობლემურობა ფასდებოდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს გამოწვევას/პრობლემას,„7“ კი- სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა. როგორც აღმოჩნდა, აჭარის რეგიონში ახალგაზრდებისთვის ყველაზე სერიოზულ ორ გამოწვევას სამუშაო ადგილების სიმწირე(5.4 ქულა) და მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა(5.1 ქულა) წარმოადგენს. კიდევ ორ განსაკუთრებით პრობლემურ საკითხად სტაჟირებასა და გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ხედავენ რესპონდენტები(თითოეული შეფასება- 4.6 ქულა). რეგიონში სამ ყველაზე ნაკლებად პრობლემურ საკითხად სასკოლო განათლებაზე(2.3 ქულა), ტრანსპორტზე(2.4 ქულა) და ინტერნეტზე(2.2. ქულა) ხელმისაწვდომობა ფასდება. დაახლოებით მსგავსია შეფასებები ბათუმის მუნიციპალიტეტშიც იმ განსხვავებით, რომ სამუშაოს სიმწირესა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, მესამე ყველაზე პრობლემურ საკითხად აქ ახალგაზრდებისთვის შეკრების, დასვენებისა და თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა სახელდება(4.1 ქულა). ყველაზე ნაკლებად პრობლემური ბათუმის მუნიციპალიტეტში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა(2.1 ქულა). აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 65 ცხრილი 5. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისათვის რამდენად სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა შემდეგი საკითხები ბათუმის დანარჩენი მუნიციპალიტეტი აჭარის რეგიონი სულ აჭარის რეგიონი სამუშაო ადგილების სიმწირე 5.2 მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა 4.8 სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა 3.9 ახალგაზრდებისათვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა 4.1 რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებაზე 3.8 ხელმისაწვდომობა 3.6 ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობა 3.4 გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა 3.3 სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა 3.3 სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა 3.0 არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა 3.0 სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობა 3.2 პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა 3.1 ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა 3.2 კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა 2.4 ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 2.1 ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა 2.2 სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა 2.3 5.7 5.4 5.3 5.1 5 4.6 5 4.6 4.7 4.3 4.8 4.3 5.1 4.3 4.1 3.8 4.2 3.8 4.2 3.6 4.1 3.6 3.9 3.6 3.5 3.3 3.2 3.2 3.0 2.8 2.8 2.5 2.6 2.4 2.3 2.3 როგორც აღმოჩნდა, მართალია, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას მიუწვდება ხელი კომპიუტერზე სახლში და/ან მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ გამოკითხულთა მეოთხედს შეადგენს მათი წილი, ვისაც აჭარის რეგიონში არ აქვს წვდომა კომპიუტერზე არც სახლში და არც მის გარეთ(26%). ბათუმის მუნიციპალიტეტში ასეთი რესპონდენტების წილი 20%-ია. რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, 66 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში ათიდან ცხრა რესპონდენტი აცხადებს, რომ დღეში რამდენიმე საათითაა მისი მომხმარებელი(აჭარის რეგიონი- 91%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 89%). ყველაზე ხშირად ინტერნეტს გამოკითხულები სოციალურ ქსელ ფეისბუქის გამოსაყენებლად(77% როგორც აჭარის რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში) და ინფორმაციის მოსაძებნად(67% როგორც აჭარის რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში) იყენებენ. პრობლემებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებს გაუჭირდათ იმ საკითხების იდენტიფიცირება, რაც მათ, როგორც ახალგაზრდებს ეხებათ და არა როგორც კონკრეტული ქალაქის მცხოვრებთ ან ქვეყნის მოქალაქეებს. აღნიშნულზე ყურადღება გამახვილდა კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტის მიერაც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის შეფასებით, გარდა ახალგაზრდობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემებისა, სერიოზული გამოწვევა ისიცაა, რომ ისინი ვერ ასახელებენ პრობლემებს და საჭიროებებზე საუბრისას„სწავლის გადასახადისა და დასაქმების იქეთ ვერ მიდიან“. ზოგადად, პრობლემებზე საუბრისას, ბათუმის მუნიციპალიტეტში დისკუსიების მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიცაა: • ეკოლოგიური პრობლემები(დასუფთავების პრობლემა ქალაქში, დაბინძურებულ ჰაერი, ნაგავსაყრელი) • ქალაქის განაშენიანება(ქაოტური მშენებლობები და ქალაქის დაკარგული იერსახე) • გადატვირთული მოძრაობა, რაც განსაკურებით პრობლემურია ზაფხულში, ტურისტების ნაკადების ზრდის გამო • გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა(გაუმართავი შუქნიშნები, მათი არასაკმარისი რაოდენობა, ჩაბნელებული ქუჩები) • გაუმართავი სპორტული ინფრასქტრუქტურა(მოუვლელი სტადიონები) • არაადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის • მიუსაფარი ადამიანები • მიუსაფარი ძაღლები უშუალოდ ახალგაზრდობის კონტექსტში პრობლემებთან დაკავშირებით კი განსაკუთრებული ყურადღება დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გამახვილდა, რაც შესაბამის ქვეთავში იყო განხილული. ასევე, პრობლემებს შორის გამოიყო ბულინგსა და მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც სარისკო ქცევებისა და დისკრიმინაციის ქვეთავში იქნება განხილული. რაც შეეხება მომავალი 10 წლის პერსპექტივაში ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა თუ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ განწყობები როგორც რეგიონის, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პოზიტიურია. ათიდან სულ მცირე შვიდ ადამიანს აქვს განცდა, რომ 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ქვეყანაში, ასევე საკუთარ მუნიციპალიტეტსა თუ პირადად მათი, უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საკუთარ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას 10 წლის შემდეგ უფრო პოზიტიურად ხედავენ კვლევის რესპონდენტები(81%), ვიდრე ქვეყნის(68%) ან მუნიციპალიტეტის (72%) მდგომარეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში განწყობები უფრო პოზიტიურია, ვიდრე ქალაქებში. კერძოდ, ქვეყნის მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილებას სოფლად 76%, ქალაქში კი- 61% აფასებს. მსგავსია ტენდენცია მუნიციპალიტეტისა(სოფელი- 80%, ქალაქი 66%) და საკუთარი მდგომარეობის(სოფელი- 91%, ქალაქი- 72%) შეფასების თვალსაზრისითაც. აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 67 გრაფიკი 29. 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში, პირადი(რესპონდენტის) 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა პირადად ჩემი მუნიციპალიტეტში ქვეყანაში 58% 63% 70% 76% 80% 90% 68% 72% 81% ბათუმის მუნიციპალიტეტი N=200 დანარჩენი აჭარა N=200 სულ აჭარის რეგიონი N=400 რაც შეეხება ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას, ახალგაზრდების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი საშუალოზე უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით. აღნიშნული მათ 7-ქულიან სკალაზე შეაფასეს, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ რესპონდენტი საერთოდ არ იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით,„7“ კი ნიშნავდა, რომ ის ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით ამ ეტაპზე და ეს შეფასება აჭარის რეგიონში 5.4 ქულას, დანარჩენ რეგიონში 5.6, ბათუმის მუნიციპალიტეტში კი ყველაზე ნაკლებს- 5.2 ქულას შეადგენს. გრაფიკი 30. ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 5,6 დანარჩენი აჭარის რეგიონი 5,2 ბათუმის მუნიციპალიტეტი N=200 N=200 5,4 სულ აჭარის რეგიონი N=400 68 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაც შეეხება ახალგაზრდების მიერ ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას, ის დადებითად ფასდება როგორც ზოგადად აჭარის რეგიონში, ასევე ბათუმსა და დანარჩენ რეგიონში. ყველგან ორივე მდგომარეობის შეფასება მაქსიმალური 5-დან 4.0 და მეტი ქულით ფასდება. გრაფიკი 31. ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება (შეფასება„1“- ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) ფიზიკური მდგომარეობა ფსიქიკური მდგომარეობა 4.3 4.1 4.2 4.2 4.0 4.1 ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი N=200 N=200 N=400 მიგრაცია ახალგაზრდებმა შეაფასეს შიდა და გარე მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის აღმოჩნდა, რომ შიდა მიგრაციის განზრახვა არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს კვლევის ახალგაზრდების დიდ ნაწილს. მანძილზე. მონაწილე გრაფიკი 32. შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არა, არ ვფიქრობ ამაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ ამაზე 57% 22% დიახ, ვფიქრობ დრობითდავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი დიახ, ვფიქრობ სამუდამოდ დავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი 14% 3% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 4% N=200 79% 49% 24% 20% 6% 17% 1% N=200 53% 73% 23% 17% 76% 5% 26% 2% 22% N=400 აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 69 აჭარის რეგიონში ამგვარი განზრახვის არქონა გამოკითხულთა 53%-მა დააფიქსირა, ამ ეტაპზე კი ამაზე არ ფიქრობს ახალგაზრდების 23%. დროებით საცხოვრებელი ადგილის დატოვების განზრახვაზე გამოკითხულთა 17%-მა მიუთითა. ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ათიდან რვა რესპონდენტს არ აქვს განზრახვა უახლოესი 2-3 წლის მანძილზე შიდა მიგრაციის(79%) და აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს აღნიშნულს რესპონდენტთა 22%. აღსანიშნავია, რომ შიდა მიგრაციის განზრახვას აჭარის რეგიონში ყველაზე მეტად 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში აფიქსირებენ(30%; 14-17 წელი- 19%, 24-29 წელი- 16%). დასახლების ტიპის მიხედვით კი, სოფლად მეტი ახალგაზრდა ფიქრობს შიდა მიგრაციაზე უახლოესი 2-3 წლის მანძილზე (29%), ვიდრე ქალაქში(16%). რაც შეეხება შიდა მიგრაციის მიზეზებს, მათთან, ვინც მსგავსი განზრახვა დააფიქსირეს სამი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა. კერძოდ, უკეთესი ცხოვრების პირობები(48%), დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები(30%) და უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა(29%). გრაფიკი 33. შიდა მიგრაციის მიზეზები აჭარის რეგიონში 5% 11% 20% 48% 21% 29% 30% უკეთესი ცხოვრების პირობები დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დამოუკიდებელი ცხოვრება საყვარელად ამიანებთან ახლოსყოფნის შესაძლებლობა სხვა N=83 აღსანიშნავია, რომ გარე მიგრაციაზე რესპონდენტთა დიდი ნაწილი არ ფიქრობს როგორც ზოგადად აჭარის რეგიონში(87%), ასევე ბათუმსა(81%) და დანარჩენ რეგიონში(92%). გარე მიგრაციის/ქვეყნის დატოვების განზრახვა სულ გამოკითხულთა 10%-მა(39 ახალგაზრდა) დააფიქსირა, რომელთაც აღნიშნულის მთავარ მიზეზებად უკეთესი ცხოვრების პირობები, დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაასახელეს. 70 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები დისკრიმინაციის გამოცდილება კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა ასევე შეაფასეს, ჰქონიათ თუ არა დისკრიმინაციის გამოცდილება შემდეგი ნიშნებით: განათლების დონის გამო(დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება, სხვ), ეკონომიკური მდგომარეობის გამო(მდიდარი/ღარიბი), რელიგიური კუთვნილების გამო, ეთნიკური კუთვნილების გამო, სქესის გამო(მდედრობითი-მამრობითი), ასაკის გამო დისკრიმინაცია(უმცროსი-უფროსი; პატარა-დიდი), საცხოვრებელი ადგილის გამო(გარეუბანიცენტრი, სოფელი-ქალაქი), პოლიტიკური შეხედულებების გამო. კვლევის შედეგების თანახმად, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა(ათიდან, სულ მცირე, ცხრა რესპონდენტი) აცხადებს, რომ მათ მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის შესახებ ნაკლებად ისაუბრეს ბათუმის მუნიციპალიტეტში თვისებრივი კვლევის მონაწილეებმაც, თუმცა აღნიშნეს დისკრიმინაციის ფაქტები არა საკუთარი, არამედ სხვების გამოცდილებიდან. ამ თვალსაზრისით გენდერის ნიშნით დისკრიმინაციაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ შემთხვევაში ითქვა, რომ ამ ნიშნით სამსახურში აყვანისას დამსაქმებელი ახდენს ადამიანის დისკრიმინირებას უკვე იმით, რომ ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებაში უთითებს შესაბამის პუნქტს. გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითად ასევე მოყვანილი იყო ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული მოთხოვნები, რომ ის მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, შესაბამისად, სჭირდება თავის მოვლის საშუალებები, ფინანსური რესურსის არარსებობის გამო კი, შეიძლება ამ თვალსაზრისით გამოწვევების წინაშე იდგეს. მართალია, კვლევის მონაწილეებმა ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითად მოიყვანეს, თუმცა აქ ეკონომიკური(მდიდარი-ღარიბი) ნიშნით დისკრიმინაციაზეც შეიძლება საუბარი. და ასევე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის კიდევ ერთ მაგალითად მოყვანილი იყო, ერთი მხრივ, მოთხოვნა, რომ ახალგაზრდა კაცები იცნობდნენ ე.წ. „შავი მენტალიტეტის“ წესებს. მეორე მხრივ, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ მხოლოდ კაცების მიმართ კონკრეტული აქტივობების(ე.წ. რეიდები) განხორციელება. ორივე ამ შემთხვევაზე ყურადღება კვლევის მონაწილე ახალგაზრდა კაცებმა გაამახვილეს. ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები ბათუმის მუნიციპალიტეტში გაზრდილია. „გოგოების შემთხვევაში უფრო მეტადაა[დისკრიმინაცია]. გოგოებს უფრო მეტი სჭირდებათ თავის მოვლის და ეგეთი საშუალებები... მაგის ნაკლებობას თუ განიცდის გოგო, კომპლექსდება...“ “ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „როგორც ვიცით, ბათუმის მუნიციპალიტეტში რეიდებია დაწყებული ძალიან ძლიერი და ძალიან მასშტაბური. ჯერ არ მინახავს, რომ პოლიციელს გაეჩერებინოს გოგო და ეთქვას, აბა რა გიდევს, ამოყარე ჯიბეები...“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 71 „სკოლაში ბულინგის მთავარი მიზეზი არის ქუჩური მენტალიტეტი, ძალიან გავრცელებულია სკოლაში მჩაგვრელობითი ბავშვები, შავი მენტალიტეტის მიმდევრები სხვებს იმის გამო აბულინგებენ, რატომ არ იცი ეს შავი მენტალიტეტი, ჟარგონები და მსგავსი რაღაცეები...“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „მინახავს, გვესაჭიროება კონსულტანტი მანდილოსანი, გვესაჭიროება რაღაცა თანამდებობაზე მანდილოსანი და მაგის გამო ჩემი რამდენი მეგობარი ბიჭი ვერ დასაქმდა...“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მდედრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „[ხშირია] ბულვარში, რაღაც ქუჩური გარჩევები, ბულინგი... ძალიან ხშირად მინახია, ჩემს თანატოლებს და ჩემზე პატარებსაც გაუკეთებიათ ასეთი რამე, რომ ვიღაცას რაღაცეებით რომ„ებლატავებიან“ და ემუქრებიან სხვადასხვა რამეებზე.“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობით, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი როგორც კვლევის შედეგები მოწმობს, სამუშაო ადგილების სიმწირე და დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებისთვის როგორც მთლიანად აჭარის რეგიონში, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტში. მართალია, როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის განზრახვა მაღალი არ არის, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი მოტივი კვლავ დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს უკავშირდება. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილეები დისკრიმინაციის პირადი გამოცდილების არსებობას არ ადასტურებენ, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი აქვს. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა დისკრიმინაციის ისეთ ქცევებზე მიუთითეს, რომლებიც ე.წ.„შავი მენტალიტეტის“ არსებობას უკავშირდება. 2.7. დასვენება და ცხოვრების წესი _ გართობა, დასვენების შესაძლებლობები და სპორტული აქტივობები კვლევის რესპონდენტებმა შეაფასეს გართობასა და დასვენებსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. აღმოჩნდა, რომ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გართობისა და დასვენების თვალსაზრისით რასაც უთმობდნენ დროს ახალგაზრდები აჭარის რეგიონში იყო მუსიკის მოსმენა(77%) და ფილმების ყურება(59%). რაც შეეხება გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ ადგილებზე ხელმისაწვდომობას საკუთარ დასახლებაში, აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში ზოგადად და ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, მეტ-ნაკლებადაა მისაწვდომი გართობის/დასვენების ადგილები, რომელთაგან ყველაზე მაღალია სპორტულ მოედნებზე ხელმისაწვდომობა. რეგიონში 12% აცხადებს, რომ 72 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები არცერთი მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილი არ არის მათ დასახლებაში. აღნიშნულზე სოფლის ტიპის დასახლებაში გამოკითხულთა 17%, ქალაქში კი- 7% მიუთითებს. გამოკითხულთა უმრავლესობა, როგორც ზოგადად აჭარის რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში, უმეტესწილად მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში არსებული გასართობი/დასასვენებელი ადგილები კარგ ან საშუალო მდგომარეობაშია. გრაფიკი 34. დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები სპორტული მოედანი ბიბლიოთეკა 83% 43% საჯარო პარკი/სკვერი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა მუზეუმი თეატრი საცურაო აუზი ახალგაზრდული ცენტრი 56% 32% 31% 39% 19% 12% კულტურის სახლი 1% ბათუმის მუნიციპალიტეტი 77% 49% 11% 15% 9% 3% 1% 3% დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი 80% 46% 31% 23% 19% 19% 9% 7% 1% არცერთი 6% N=200 16% N=200 12% N=400 რაც შეეხება იმ ადგილებს, რომელთა გამართული ფუნქციონირება პრიორიტეტულია დასახლებაში ახალგაზრდებისთვის, აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში ყველაზე პრიორიტეტულია სპორტული მოედნების გამართული ფუნქციონირება(60%). ბიბლიოთეკის, საჯარო პარკის/სკვერისა თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე ასევე მიუთითა გამოკითხულთა მესამედზე მეტმა. აქვე საგულისხმოა, რომ ახალგაზრდული ცენტრის არსებობა, როგორც პრიორიტეტი დაასახელა რეგიონში გამოკითხულთა 34%-მა. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც ყველაზე პრიორიტეტულად გამოკითხული ახალგაზრდები სპორტული მოედნების გამართულ ფუნქციონირებას მიიჩნევენ (58%). აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 73 გრაფიკი 35. გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი სპორტული მოედანი ბიბლიოთეკა 58% 41% სხვა სპორტული საჯარო პარკი/სკვერი ახალგაზრდული ცენტრი თეატრი საცურაო აუზი მუზეუმი 31% 38% 26% 19% 9% 6% არცერთი არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% 5% N=200 61% 31% 37% 32% 40% 9% 9% 5% 3% 3% N=200 60% 35% 35% 35% 34% 14% 9% 5% 2% 4% N=400 ასაკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში რესპონდენტების უმრავლესობა სპორტული მოედნების გამართულ ფუნქციონირებას მიიჩნევს პრიორიტეტულად. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ცენტრის არსებობის პრიორიტეტულად დასახელება უფრო მაღალია უფროსი ასაკის ახალგაზრდებში, ვიდრე სკოლის ასაკის გამოკითხულებში(14-17 წელი- 25%, 18-23 წელი- 38%, 24-29 წელი- 35%). ყველაზე პრიორიტეტულად მიუხედავად დასახლების ტიპისა, სპორტული მოედნებია, მეორე ყველაზე ხშირად დასახელებული დასასვენებელი/გასართობი ადგილი კი ქალაქში ბიბლიოთეკა (41%), სოფლებში კი- ახალგაზრდული ცენტრებია(43%). რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს, კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით აჭარის რეგიონში ახალგაზრდების მცირე ნაწილია დაკავებული(აჭარის რეგიონი- 60%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 57%). იმაზე, რომ მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების უმრავლესობა/ დიდი ნაწილია სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებული გამოკითხულთა მესამედი მიუთითებს (აჭარის რეგიონი- 28%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 29%). 74 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 36. საკუთარ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის შეფასება უმრავლესობა დიდი ნაწილი თითქმის არავინ მცირე ნაწილი არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა ბათუმის მუნიციპალიტეტი 38%% 21% 57% 5% 9% N=200 დანარჩენი აჭარის რეგიონი 36% 20% 62% 8% 4% N=200 სულ აჭარის რეგიონი 37% 21% 60% 6% 6% N=400 გრაფიკი 37. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ ფიზიკური აქტივობით ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი 55% 33% 42% არ არის საკმარისი მოტივაცია სპორტული წრეები არსებობს მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში და იქ სიარული რთულია არ არსებობს სპორტული წრეები არ არის გაცნობიერებული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ ინფრასტრუქტურა გაუმართავია სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ კადრები არაკვალიფიციურია არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 43% 16% 12% 22% 16% 5% 6% 22% 40% 31% 13% 17% 2% 31% 30% 23% 17% 17% 3% 3% N=120 N=131 N=251 იმ რესპონდენტთაგან, ვინც აღნიშნა, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებულია ახალგაზრდების უმრავლესობა ან დიდი ნაწილი, ყველაზე მეტმა ისეთი სპორტის სახეობაზე მიუთითა, როგორიცაა ფეხბურთი(აჭარის რეგიონი- 90%, ბათუმის მუნიციპალიტეტი- 96%). დასახელდა აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 75 ასევე ახალგაზრდების დაკავება კალათბურთით, ჭიდაობით, რაგბითა და სპორტის სხვა სახეობებით. რაც შეეხება მათ, ვინც განაცხადა, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით მათ მუნიციპალიტეტში დაკავებულია ახალგაზრდების მცირე ნაწილი ან არავინ, ამის მთავარ მიზეზად უმრავლესობამ აჭარის რეგიონში საკმარისი ფინანსური რესურსის არარსებობა დაასახელა(42%). ასევე მიზეზებს შორის მესამედი ასახელებს საკმარისი მოტივაციის არარსებობასა(31%) და სპორტული წრეების მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში არსებობას(30%). საგულისხმოა, რომ სწორედ ეს მიზეზი დასახელდა ყველაზე მეტი რესპონდენტის მიერ სოფლის ტიპის დასახლებაში(46%). აღსანიშნავია, რომ სპორტული/ფიზიკური აქტივობის არააქტუალურობას ახალგაზრდებისთვის სპორტული წრეების არარსებობით ხსნის აჭარის რეგიონში გამოკითხულთა 23%, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობას კი მიზეზად 17% ასახელებს. ბათუმის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ არასაკმარისი ფინანსური რესურსია მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები არ არიან დაკავებული სპორტით/ფიზიკური აქტივობით(55%); არასაკმარის მოტივაციაზე 43%-მა მიუთითა და აქვე აღსანიშნავია, რომ მიზეზად ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობას ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების მეხუთედი მიუთითებს(22%). რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაწილეთა ფიზიკურ/ სპორტულ აქტიურობას, კვლევამ უჩვენა, რომ აჭარის რეგიონში ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არ არის სპორტული/ფიზიკური აქტივობით დაკავებული(75%) და ამის მთავარ მიზეზად დროის უქონლობას ასახელებს(48%). მესამედის თქმით კი მთავარი მიზეზი სურვილის არარსებობაა(28%). მსგავსია რეალობა ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. გრაფიკი 38. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები თავად დაკავებულები სპორტული/ ფიზიკური აქტივობებით ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი არ ვარ/თითქმის არ ვარ დაკავებულისპორტით/ ფიზიკური აქტივობითარ 81% N=200 70% N=200 75% N=400 არ მაქვს დრო არ მაქვს სურვილი შესაბამისი წრე/ინფრასტრუქტურა შორსაა არ მაქვს საკმარისი ფინანსური რესურსი ჩემთვის საინტერესო აქტივობა/სპორტული წრე არ არსებობს სხვა არვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 50% 28% 6% 8% 1% 4% 4% 46% 28% 10% 3% 10% 1% 2% 48% 28% 8% 6% 6% 2% 3% N=160 N=142 N=302 76 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება სპორტით/ფიზიკური აქტივობით, კვლევამ უჩვენა, რომ აჭარის რეგიონში ათიდან დაახლოებით ექვსი რესპონდენტი თვლის, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური ხელმისაწვდომობა(57%), ყოველი მეორე კი შესაბამის ინფრასტრუქტურას ასახელებს(51%). ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის იდეას იზიარებს გამოკითხულთა 45%. დაახლოებით მსგავსია ხედვები ბათუმის მუნიციპალიტეტშიც. გრაფიკი 39. ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები ბათუმის მუნიციპალიტეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სპორტული წრეების/კლუბების არსებობა სპორტულწრეებში/კლუბებში კვალიფიციური კადრების არსებობა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 62% 47% 48% 29% 18% 5% დანარჩენი აჭარა 53% 53% 42% 33% 13% 4% სულ აჭარის რეგიონი 57% 51% 45% 31% 15% 4% N=200 N=200 N=400 სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ამასთანავე, აუცილებელია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მთელ ქალაქში და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში(„[ქალაქის] უკანა ზოლი იჩაგრება; არ არის შესაბამისი ინვენტარი და არც ინფრასტრუქტურა“). სარისკო ქცევები რაოდენობრივი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეგიონში სხვადასხვა სარისკო ქცევებია გავრცელებული. რესპონდენტებმა ქცევების გავრცელების ინტენსივობა 5-ქულიან სკალაზე შეაფასეს, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ ქცევა საერთოდ არ არის გავრცელებული მათ დასახლებაში,„5“ კი ნიშნავდა, რომ ქცევა ძალიანაა გავრცელებული. აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში ყველაზე გავრცელებულია ისეთი სარისკო ქცევები, როგორებიცაა სიგარეტის მოხმარება(4.3 ქულა) და თანამედროვე ტექნოლოგიებით(სოციალური ქსელები, ინტერნეტი) გატაცება(4.0 ქულა). საკმაოდაა ასევე გავრცელებული ალკოჰოლის მოხმარება(3.8 ქულა), აზარტული თამაშებით გატაცება(3.3 ქულა) აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 77 და მარიხუანას მოხმარება(3.0 ქულა). რაც შეეხება კლუბური ნარკოტიკებისა და საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარებას, რესპონდენტები თვლიან, რომ მათი მოხმარება იშვიათია დასახლებაში. ბათუმის მუნიციპალიტეტშიც დაახლოებით მსგავსია რეალობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანას მოხმარება(3.7 ქულა) და აზარტული თამაშებით გატაცება(3.6 ქულა) აქ საშუალოზე მეტად გავრცელებულად ითვლება. ამასთან, მართალია, ყველაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც არცთუ იშვიათია ასევე კლუბური ნარკოტიკისა(2.5 ქულა) და საძილე-დამამშვიდებელი საშუალებების(2.5 ქულა) მოხმარებაც. გრაფიკი 40. სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) ბათუმის მუნიციპალიტეტი დანარჩენი აჭარა სულ აჭარის რეგიონი 4.3 4.0 3.8 3.3 4.2 3.0 3.8 3.7 2.5 3.0 1.9 1.8 4.4 4.2 4.0 3.7 3.6 1.6 1.5 სიგარეტის მოხმარება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზედმეტად ალკოჰოლის მოხმარება მარიხუანას მოხმარება აზარტული თამაშებით გატაცება 2.5 2.5 კლუბური ნარკოტიკის მოხმარება საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც ისაუბრეს ახალგაზრდებმა გავრცელებულ სხვადასხვა სარისკო ქცევაზე. ბათუმის მუნიციპალიტეტში კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალაქში საკმაოდ გავრცელებულია მარიხუანას მოხმარება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულზე განსაკუთრებული ყურადღება სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა გაამახვილეს. გავრცელებულ სარისკო ქცევად აზარტული თამაშებით გატაცებაც გამოვლინდა. მართალია, სკოლის ასაკის კვლევის მონაწილეები იმაზე მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული ქცევა მათზე უფროსი ახალგაზრდების ჯგუფში უფროა გავრცელებული, მაგრამ ითქვა, რომ არც მათი ასაკისთვისაა უცხო არც აზარტული თამაშებით გატაცება და არც მარიხუანას მოხმარება. მარიხუანასთან დაკავშირებით იმაზეც გაკეთდა აქცენტი, რომ უფრო იმის თქმა შეიძლება, რომ მისი მოხმარება მანამდეც იყო გავრცელებული, უბრალოდ ადრე „ამას მალავდნენ“, ახლა კი ეს სარისკო ქცევა არ იმალება მომხარებელთა მხრიდან. შესაბამისად, რადგან მარიხუანას მოხმარება უფრო ხილულია, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოხმარებაა გაზრდილი. 78 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 2.8. დისკუსია და რეკომენდაციები _ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები მრავალფეროვანია. ისინი მოიცავს სპორტულ ღონისძიებებს, სახელოვნებო და ინტელექტუალურ აქტივობებს, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და, ასევე, აქტივობებს არაფორმალური განათლების მიმართულებით. თუმცა, აქტივობებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა არცთუ მაღალია. ასევე, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მხოლოდ სტაჟირებაზე რამდენიმე სტუდენტის საზღვარგარეთ გაგზავნას ითვალისწინებს და არა, მაგალითად, ადგილზე ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას. ამასთან, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა არის უფროსი ახალგაზრდების(18-29 წელი) წილი, რომელსაც ფარავს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აქტივობები. თუმცა, ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებთან ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უშუალოდ ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ აქტივობათა დიდი ნაწილი სკოლის ასაკის ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და ნაკლებად უფროსებზე. მართალია, აჭარის რეგიონშიც და ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მესამედი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორები თავად ახალგაზრდები არიან(35% და 32%, შესაბამისად), მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეფასება ოპტიმისტურია. თვისებრივმა კვლევამ უჩვენა, რომ ბათუმში ახალგაზრდები აქტივობათა ინიციატორები იშვიათად არიან. მეტიც, ჩართულობაში მოიაზრებენ სხვების მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობას და არა აუცილებლად ინიციატივებისა თუ იდეების გენერირებას. შეიძლება დავასკვნათ, რომ ბათუმის მსგავსად, მთელ რეგიონში არსებობს ახალგაზრდების პატარა ჯგუფები, რომლებიც ჩართული არიან ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ერთდროულად, ხოლო დანარჩენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, აქტივობებში არც მონაწილეობს. მითუმეტეს, რომ ამაზე მიუთითებს გამოკითხულთა მეოთხედი ბათუმის მუნიციპალიტეტში(25%) და მესამედი- აჭარის რეგიონში(32%). ამასთან, კვლევის შედეგები იმასაც უჩვენებს, რომ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ აქტივობათა ინიციატორები ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობა, მესამე სექტორი და, ყველაზე ხშირად, სკოლებია, რაც ასევე იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ აქტივობები ძირითადად, სწორედ სკოლის ასაკის ახალგაზრდებს ფარავს. ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში(28%) და ასევე მესამედი იზიარებს სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებას(არ არის/საერთოდ არ არის გათვალისწინებული- 29%). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავიანთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პრაქტიკა ბათუმის მუნიციპალიტეტში თითქმის არ არსებობს. ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით ამგვარი გამოცდილების არარსებობაზე მიუთითებს გამოკითხულთა 97%. საგულისხმოა, რომ მათი დიდი ნაწილი აღნიშნულის მიზეზად იმას ასახელებს, რომ არ სმენია მსგავსი შესაძლებლობის შესახებ(56%), რაც ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითებს. რეალობა ასეთივეა მთელ რეგიონში. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდების ინტერესებს და საჭიროებებს, რომლებზე რეაგირებაც იქნებოდა მნიშვნელოვანი ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ისინი რამდენიმე მთავარ გამოწვევას უკავშირდება. კერძოდ, დასაქმებას, რასაც უკავშირდება ასევე მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებსა და სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევებიც. ამასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა. აქვე აღსანიშნავია, რომ აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 79 სტაჟირებასა თუ შეკრებებისთვის სივრცეები ბათუმის მუნიციპალიტეტზე მეტად პრობლემურია დანარჩენ აჭარაში. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით ბათუმის მუნიციპალიტეტში სერიოზული გამოწვევებია მთელი რეგიონის მსგავსად. ამ უკანასკნელთან გასამკლავებლად ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმადაა მოაზრებული, რისთვისაც არაფორმალური განათლების გამოყენება უნდა მოხდეს. სწორედ ამისთვის მსგავსი სივრცეების არსებობა განსაკუთრებით აქტუალურია. გარდა ცნობიერების ამაღლებისა, ასევე მნივნელოვნად იკვეთება სამოქალაქო აქტივიზმის ისეთი ფორმის პრესტიჟულობის გაზრდა, როგორიცაა მოხალისეობა. ამასთან, არსებითია წამახალისებელი მექანიზმების შემუშავება ახალგაზრდების მოტივაციის გასაზრდელად, რათა ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში. ამ მიმართულებით მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნის განხორციელების ოთხი სტრატეგიული მიმართულებიდან ერთ-ერთის- მონაწილეობის მიხედვითაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას- დასაქმებას, ის კავშირშია განათლებასთან და ასევე ოთხი სტრატეგიული მიმართულებიდან ერთ-ერთს უკავშირდება. დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად არსებითია, მათ შორის, განათლებასთან ასოცირებული რამდენიმე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, მნიშვნელოვანია არსებობდეს კარიერული დაგეგმვის სერვისზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, აუცილებელია პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში ახალგაზრდების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნის განხორციელების ოთხი სტრატეგიული მიმართულებიდან ერთ-ერთის მიხედვითაცაა განსაზღვრული. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინგლისური ენის ცოდნა-დახვეწაში მხარდაჭერა მეტად აქტუალურია ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის(51%), ვიდრე დანარჩენი აჭარის რეგიონისთვის (36%). ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ სპორტული/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების უმრავლესობა არ არის დაკავებული და ეს მაჩვენებელი ბათუმის მუნიციპალიტეტში უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ აჭარის რეგიონში(81% და 70%, შესაბამისად). აქ საგულისხმოა, რომ ყველგან აღნიშნულის მთავარ მიზეზად დროის არარსებობა სახელდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შეფასებებს, რომლებიც კვლევის რესპონდენტებმა ბათუმის მუნიციპალიტეტში საკუთარ თანატოლებთან დაკავშირებით გააკეთეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დროის უქონლობა არ არის აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი. კერძოდ, რესპონდენტების დიდი ნაწილის აზრით, ის ფაქტი, რომ ქალაქში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების მცირე ნაწილია დაკავებული, არასაკმარისი ფინანსური რესურსითა(55%) და არასაკმარისი მოტივაციით(43%) აიხსნება. ამასთან, 22% იმაზეც მიუთითებს, რომ მიზეზი ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობაა. რაც შეეხება დანარჩენ აჭარის რეგიონს, იქ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სპორტული წრეების დასახლებაში არარსებობა(31%) და მათი მუნიციპალურ წრეებში კონცენტრაცია(40%), რაც, თავის მხრივ, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც უკავშირდება. ეს უკანასკნელი უფრო პრობლემური სწორედ დანარჩენი აჭარისთვისაა, ვიდრე ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის(2.6 და 2.2 ქულა, შესაბამისად). ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევა ნაკლებადაა სპორტული ინფრასტრუქტურა, რადგან, მაგალითისთვის, დასახლებაში მოქმედი სპორტული მოედნების არსებობას უმრავლესობა ადასტურებს(83%). ამასთან, დასახლებაში სხვა სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც(32%) და საცურაო აუზებზეცაა(19%) წვდომა. ამის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, მაინც მნიშვნელოვანია ზრუნვა დასახლებაში სპორტული მოედნებისა თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებითი ცნობიერების 80 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ამაღლება და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ კამპანიების წარმოებაა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, მათ შორის, ისეთ გამოწვევასთან გასამკლავებლად, როგორიცაა მარიხუანას მოხმარება, რაც საკმაოდ გავრცელებულ სარისკო ქცევად გამოიკვეთა. ეს აქტუალურია დანარჩენი აჭარისთვისაც, თუმცა, აქ ასევე მნიშვნელოვანია სპორტულ წრეებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაც. კვლევის შედეგებში შეინიშნება ტენდენცია, რომ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, ასევე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ სხვადასხვა ინტერნეტწყაროდან(69%), არამედ ადგილობრივი ტელევიზიიდანაც(44%). შესაბამისად, გარდა ახალგაზრდების შეკრებებისთვის სივრცეების გაჩენისა, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შეთავაზებისა, ტრენინგებისა თუ ვორქშოპების და სხვა აქტივობების დაგეგმვისა როგორც სკოლის, ასევე უფროსი ასაკის ახალგაზრდებისათვის, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება დივერსიფიცირებული მედიაარხებით. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტთან შედარებით, არაფორმალურ განათლებაზე, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებზე თუ სივრცეებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც შეკრებების, დისკუსიისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობადაა საჭირო, გაცილებით სერიოზული გამოწვებაა დანარჩენ აჭარის რეგიონში, ვიდრე ბათუმის მუნიციპალიტეტში. კვლევის შედეგებმა ასევე უჩვენა ის, რომ მთელ ზემოთნახსენებ პროცესში განსაკუთრებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, მესამე სექტორთან ერთად. თითოეული ამ სამიზნე სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანების შესაბამისად გადამზადება. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი ცოდნისა და უნარების ათვისების, ასევე პროფესიული ქსელის შექმნის თვალსაზრისით განსაკუთრებული მოლოდინები არსებობს ახალგაზრდობის სააგენტოს მიმართ. სწორედ ის არის მოაზრებული იმ ინსტიტუციად, რომელმაც უნდა მოახდინოს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ასევე პროფესიული ქსელის შექმნით. ამ უკანასკნელმა ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალგაზრდობის პოლიტიკისთვის რელევანტური ინფორმაციის გაცვლა და საგნობრივი დისკუსიის წარმოება უნდა უზრუნველყოს. შინაარსობრივი დისკუსიის წარმოებისას, გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ აჭარის რეგიონში, მართალია, ახალგაზრდების მესამედს უჭირს დაასახელოს, მათი რომელი უფლება არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული(30%), მაგრამ ამასთანავე, რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანასწორობის(17%) და შრომითი(16%) უფლებები არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული. ზოგადად კი, გამოკითხულთა უმრავლესობა რეგიონში თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია(71%), მეოთხედის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული (24%). ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია(14-17 წელი- 83%, 18-23 წელი- 70%, 24-29 წელი- 66%). საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდილების არქონა გამოავლინა რაოდენობრივმა კვლევამ როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტში, ასევე მთლიანად აჭარის რეგიონში. თუმცა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ბათუმში დისკუსიების მონაწილეებმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს არც შიდა(75%) და არც გარე(90%) მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის მანძილზე. აქვე აღსანიშნავია, რომ შიდა მიგრაციის განზრახვას რეგიონში ყველაზე მეტი ახალგაზრდა 18-23 წლის ასაკობრივ კატეგორიაში აფიქსირებს(30%). ამასთან, ეს განზრახვა უფრო მაღალია სოფლად(29%), ვიდრე ქალაქში(16%). აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 81 საგულისხმოა, რომ მათი მოტივაცია, ვინც მიგრაციის განზრახვას აფიქსირებს, უკეთესი ცხოვრების პირობებსა და დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს უკავშირდება როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის შემთხვევაში. მესამე მოტივს კი, შიდა მიგრაციის განზრახვისთვის უკეთეს განათლებაზე ხელმისაწდვომობა, გარე მიგრაციისთვის კი- დამოუკიდებელი ცხოვრება წარმოადგენს. კვლევის ამ და სხვა შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ვთქვათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი: ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვისა თუ განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სუბიექტების აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარებით. ამისთვის, სასურველია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადება. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, რისთვისაც, პირველ რიგში, უნდა მოხდეს მათი ინფორმირება ამგვარი შესაძლებლობის არსებობის თაობაზე. ამასთან, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით. აღნიშნულისთვის სასურველია ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა ტრენინგებსა თუ ვორქშოპებთან ერთად. შესაძლებელია აქტივობების დაგეგმვა სკოლებთან ერთად, რომლებიც არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ გარემოსდაცვით თუ საქველმოქმედო აქტივობებზე, არამედ გააცნობს ახალგაზრდებს ჩართულობის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა პოლიტიკის დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა, პეტიციის შედგენა-ხელმოწერა და სხვა. მნიშვნელოვანია კამპანიის დაგეგმვა მოხალისეობის, როგორც პრესტიჟული საქმიანობის პოზიციონირებისთვის. სასურველია, ახალგაზრდა მოხალისეების წახალისების მექანიზმის შექმნა, რომელიც მოხალისეების აღიარებაზე იქნება ფოკუსირებული(მაგალითად, მოხალისეთათვის სტატუსის მინიჭება, სერთიფიკატის გადაცემა და სხვა). სასურველია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანია როგორც სპორტული ინფრასტრქტურის გამართული ფუნქციონირება ქალაქის ყველა დასახლებაში, ასევე სხვადასხვა სპორტული აქტივობის ორგანიზება, რომელშიც ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება ჩართვის შესაძლებლობა და არა მხოლოდ მათ, ვინც სპორტით პროფესიულადაა დაკავებული. ქალაქის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ქუჩის კალათბურთის მსგავსი აქტივობების ორგანიზება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. სასურველია ახალგაზრდების შეკრებებისთვის, დისკუსიების გამართვისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებისთვის მეტი სივრცის მობილიზება ქალაქში, სადაც ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას შეძლებენ. ამასთან, შესაძლებელია გარკვეული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება ონლაინ ფორმატშიც და შეკრებებისთვის ვირტუალური სივრცეების გაჩენაც. უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის უნდა შეიქმნას პროგრამები, რომლებიც მათთვის პროფესიული გადამზადებისა და უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პანდემიის გამო მუშაობისა და სწავლის დისტანციურ ფორმატებზე გადართვამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რომელთა გამოყენებაც ეფექტიანადაა შესაძლებელი პოსტპანდემიურ რეალობაშიც. შესაბამისად, შესაძლებელია სასწავლო კურსების ორგანიზება ონლაინ, რაც ხარჯების მინიმიზაციასა და ახალგაზრდათა დიდი ჯგუფის დაფარვას უზრუნვველყოფს. მეტიც, შესაძლებელია, უცხო ენების(პირველ რიგში, ინგლისური) შემსწავლელ კურსებს თავად ახალგაზრდები წარუძღვნენ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება უნივერსიტეტებთან. კერძოდ, შესაძლებელია შესაბამისი სპეციალობის წარმატებული სტუდენტების მიერ კურსების მომზადება-გაძღოლა, რაც მათთვის სტაჟირების პროგრამის ნაწილი იქნება და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას მისცემს, უცხო ენის შესწავლის მსურველებს კი შესაბამისი კურსის გავლის შანსი ექნებათ. 82 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები III მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი — შესავალი 2021 წლის მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა 93.4 ათას ადამიანს შეადგენს, რომლის 76% სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. 14-29 ახალგაზრდების რიცხოვნობა რეგიონში 19.9 ათასია, რაც რეგიონის მოსახლეობის 21.3-ს წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2020 წლის მონაცემებით, რეგიონში უმუშევრობის დონე 18.3%-ს, დასაქმების დონე კი- 39.5%-ს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა წილია ახალგაზრდების უმუშევრებისა თუ დასაქმების მიხედვით, არ არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაწილეებს, გამოკითხულთა 46% ქალი, 54% კი- კაცია. მათი ყველაზე დიდი წილი 24-29 წლისაა(42%). ასევე ყველაზე დიდი წილის, გამოკითხულთა მესამედის განათლების მიღწეული დონე სრულ საშუალო განათლებას გულისხმობს(31%). კვლევის მონაწილეთა მეოთხედი მოსწავლე(25%), მეხუთედი სტუდენტი(21%), 30% კი- უმუშევარია. მათი თითქმის თანაბარი რაოდენობა ეძებს(16%) და არ ეძებს(14%) სამსახურს. გრაფიკი 41. რესპონდენტთა საქმიანობა დუშეთი მოსწავლე 29% სტუდენტი 20% დასაქმებული სრულ განაკვეთზე 7% უმუშევარი- ეძებს სამსახურს 20% უმუშევარი- არ ეძებს სამსახურს 12% თვითდასაქმებული- ფრილანსერი 5% თვითდასაქმებული- ჩართული სამეწარმეო 4% საქმიანობაში დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე 2% აბიტურიენტი 2% N=150 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი 23% 21% 20% 15% 15% 3% 3% 1% N=150 სულ მცხეთა-მთიანეთი 25% 21% 17% 16% 14% 3% 3% 1% 1% N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 83 რაც შეეხება დასაქმებას, სულ დასაქმებულია რეგიონში გამოკითხულთა 24%. ამასთან, 17% სრულ განაკვეთზე მუშაობს და მხოლოდ 1%- ნახევარ განაკვეთზე. ფრილანსერია 3%, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ თვითდასაქმებულთა წილი კი- 3%-ია. გამოკითხული ახალგაზრდების 99% ეთნიკურად ქართველი, 1% კი- ეთნიკურად სომეხია. რესპონდენტების უმრავლესობა არ არის დაქორწინებული(75%) და მეხუთედია დაქორწინებული(სახელმწიფო და/ან რელიგიური რეგისტრაცია- 20%). რესპონდენტების უმრავლესობას არ აქვს არც სოციალურად დაუცველის და არც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი(80%), ათიდან თითო რესპონდენტი კი სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირია(შესაბამისად, 10% და 9%). გამოკითხულთა ნახევარზე მეტის შემოსავალი თვეში 100 ლარზე ნაკლებია(55%) და ასევე 100 ლარზე ნაკლებია ათიდან სამი რესპონდენტის დანახარჯი სხვადასხვა საჭიროებაზე თვის მანძილზე(29%). დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მობილურზე/ინტერნეტზე(51%), ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მოდის(42%). რაც შეეხება იმას, თუ ვისზე არიან ფინანსურად ახალგაზრდები დამოკიდებულნი, ყველაზე დიდი ნაწილი ახალგაზრდებისა მშობლებზეა დამოკიდებული(62%). გრაფიკი 42. რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემოსავალი დანახარჯი 100 ლარზე ნაკლები 101-300 ლარი 301-500 ლარი 501-700 ლარი 701 ლარი და მეტი 55% 9% 9% 7% 12% 29% 26% 22% 5% 5% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 8% 13% N=300 84 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ძირითადი მიგნებები ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები იშვიათ ხასიათს ატარებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი მწირია. იშვიათი აქტივობებიც უმეტესად მუნიციპალურ ცენტრებში იგეგმება, რის შესახებაც ახალგაზრდების ფართო წრე არ არის ინფორმირებული, განსაკუთრებით, სოფლის ტიპის დასახლებებში. რეგიონში ახალგაზრდების ყველაზე დიდი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული(62%). ახალგაზრდებს მეტ-ნაკლებად აქვთ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი, სპორტული წრე/წრეები და სახელოვნებო/კულტურის წრეები, რომლებზეც ხელმისაწვდომობაზე ათიდან ხუთი და მეტი გამოკითხული მიუთითებს რეგიონში. უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე ხელმისაწვდომობა აქვს გამოკითხულთა 23%-ს მთელ მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი 28%-ია. შეკრებებისთვის სივრცეებზე ხელმისაწვდომობა ათიდან მხოლოდ ერთ გამოკითხულს აქვს რეგიონშიც(12%) და დუშეთის მუნიციპალიტეტშიც(15%). სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა კი დაბალია ან თითქმის არ არსებობს როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე მთელ რეგიონში. საკუთარ დასახლებაში შემდეგ სერვისებზე ხელმისაწვდომობაა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ზოგადად მთელ მცხეთა-მთიანეთში: უცხო ენების შემსწავლელი კურსები(44% და 40%, შესაბამისად); სპორტული წრე/წრეები(44% და 38%, შესაბამისად), შეკრებებისთვის სივრცეებზე ხელმისაწვდომობა(38% და 35%, შესაბამისად). ასევე, ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მეტი გამოკითხული მიიჩნევს მნიშვნელოვნად დუშეთის მუნიციპალიტეტში(41%), ვიდრე დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი(31%). ახალგაზრდებისთვის სერიოზულ გამოწვევად გართობისა და დასვენების ადგილებზე (კინო, თეატრი, სხვ) შეზღუდული/არარსებული ხელმისაწვდომობა იკვეთება როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში(6.4 ქულა), ასევე დანარჩენ მცხეთა-მთიანეთსა(6.2 ქულა) და მთელ რეგიონში(6.2 ქულა). დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა(დუშეთის მუნიციპალიტეტი - 52%, დანარჩენი რეგიონი- 41%, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი- 44%). ამასთან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 58% თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის მათსავე მუნიციპალიტეტში დასაქმება რთულია/ძალიან რთულია. დუშეთის მუნიციპალიტეტში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 65% იზიარებს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 85 დასაქმებისთვის ორ მთავარ ფაქტორად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესაბამისი განათლება (50%) და მოტივაცია(50%) გამოიკვეთა. შესაბამისი სანაცნობო წრეა მნიშვნელოვანი ფაქტორი 41%-ისთვის. დუშეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად შესაბამისი განათლება(49%) დასახელდა. ათიდან ოთხმა გამოკითხულმა კი მოტივაციისა(40%) და შესაბამისი სანაცნობო წრის(36%) მნიშვნელობაზე მიუთითა. რაც შეეხება დასაქმებასთან არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, მთელ რეგიონში, სამუშაო ადგილების არსებობა და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა მიიჩნია გამოკითხულთა უმრავლესობამ. პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერასთან ერთად, ახალგაზრდების დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად ითვლება სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა/ სამუშაო გამოცდილების დაგროვება, რაზეც დუშეთის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა 48%, დანარჩენ მცხეთა-მთიანეთში კი- 64% მიუთითებს. მართალია, ცხოვრების ჯანსაღი წესი ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი, მაგრამ სპორტით/ ფიზიკური აქტივობით დაკავებულობის მაჩვენებელი არ არის მაღალი, რამდენადაც ათიდან შვიდი გამოკითხული არ არის სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებული როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში(67%), ასევე მთელ რეგიონში(67%). მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალგაზრდების 40% მიიჩნევს, რომ მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ/დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, 27% კი საპირისპირო მოსაზრებას იზიარებს(ვერ ახდენენ/საერთოდ ვერ ახდენენ გავლენას). დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა თითქმის თანაბარი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე(31%) და იმაზე, რომ ვერ ახდენენ გავლენას აღნიშნულზე(28%). მცხეთა-მთიანეთში გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/ განხორციელებული აქტივობების ინიციატორები, ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელნი არიან, 26%-ის შეფასებით კი, ძირითადად, ინიციატორები თავად ახალგაზრდები არიან. დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა თითქმის იდენტური რაოდენობა მიუთითებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა(33%) და თავად ახალგაზრდებზე(30%), როგორც ინიციატორებზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა პროცესში გამოკითხულთა უმრავლესობა მნიშვნელოვნად/ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(77%), ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში (80%), უშუალოდ პროცესებში მონაწილეობას რეგიონში ნაკლებად აქვს ადგილი. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის განმავლობაში(72%). დუშეთის მუნიციპალიტეტში კი ასეთი რესპონდენტების წილი 82%-ია. 86 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მაჩვენებელი. სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის მანძილზე არ მიუღია გამოკითხულთა 72%-ს მთელ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გამოცდილების არარსებობას დუშეთის მუნიციპალიტეტში 82%, დანარჩენ მცხეთა-მთიანეთში კი- 69% ადასტურებს. ყველგან აღნიშნულის მთავარ მიზეზად ახალგაზრდების უმრავლესობა ასახელებს, რომ არ ჰქონდა მონაწილეობის სურვილი. თუ დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგებს გავითვალისწინებთ, დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზი ნიჰილიზმია. კერძოდ, დამოკიდებულება, რომ არაფერი შეიცვლება და გადაწყვეტილების მიმღები პირები მაინც არ გაითვალისწინებენ ახალგაზრდების ინტერესებს. ამასთან, სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი იმასაც უკავშირდება, რომ რაღაცის მოთხოვნა არ არის სოციალურად სასურველი ქცევა. შესაბამისად, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის სურვილის არქონა ამ მიზეზებითაც შეიძლება აიხსნას. უფრო მაღალია მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში, რისი გამოცდილებაც ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით ყოველ მეორე გამოკითხულს აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტშიც(54%) და დანარჩენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც(50%). ყველაზე ხშირი მოხალისეობრივი აქტივობა გამწვანების აქციაში მონაწილეობას უკავშირდება ყველგან. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაინტერესებულია პოლიტიკით (63%) და ყველაზე მეტს ზოგადად საქართველოს პოლიტიკა აინტერესებს(43%). მათი წილი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა 48%-ია დუშეთის მუნიციპალიტეტში, დანარჩენ რეგიონში კი ნაკლები- 34%. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 55%-მა მიიღო, მეხუთედს კი არ მიუღია მონაწილეობა მიუხედავად სრულწლოვანებისა(19%). დუშეთის მუნიციპალიტეტში ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდების 50%-მა, მეხუთედს კი არ მიუღია მასში მონაწილეობა, მიუხედავად სრულწლოვანებისა(21%). ათიდან ექვსი ახალგაზრდა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ არსებობს ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამები და სერვისები როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში(62%), ასევე მთელ რეგიონში(56%). ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება კი არ აქვს ათიდან ცხრა გამოკითხულს რეგიონში. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცულია(68%), მესამედის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული(28%). დაახლოებით მსგავსია შეფასებები დუშეთის მუნიციპალიტეტშიც(უფლებები დაცულია 65%, ნაწილობრივაა დაცული- 31%). რაც შეეხება უფლებას, რომელიც არ არის დაცული/ ნაწილობრივაა დაცული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 87 დაასახელოს კონკრეტული უფლება(24%), 27% კი გამოხატვის თავისუფლებაზე მიუთითებს. გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აცხადებს, რომ სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდილება არ ჰქონია. ყველაზე მეტმა რესპონდენტმა კი იმაზე მიუთითა, რომ ერთხელ მაინც ჰქონია მის მიმართ ეკონომიკური მდგომარეობის(13%), განათლების დონის(10%), პოლიტიკური შეხედულებისა(10%) და საცხოვრებელი ადგილის(8%) გამო დისკრიმინაციას ადგილი. შიდა მიგრაციის განზრახვა არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს კვლევის მონაწილე ახალგაზრდების დიდ ნაწილს, როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(65%), ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში(67%). კიდევ უფრო მაღალია გარე მიგრაციის სურვილის არმქონეთა რიცხვი როგორც ზოგადად რეგიონში(81%), ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში(74%). ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ახალგაზრდები საშუალოზე უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით(მცხეთა-მთიანეთის რეგიონი- საშუალოდ 5 ქულა მაქსიმალური 7 ქულიდან; დუშეთის მუნიციპალიტეტი 4.9 ქულა). 10 წლის პერსპექტივაში ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა თუ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, როგორც რეგიონის, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პოზიტიურია. ათიდან სულ მცირე ოთხ და მეტ ადამიანს აქვს განცდა, რომ 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ქვეყანაში, ასევე საკუთარ მუნიციპალიტეტსა თუ პირადად მათი, უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა. ყველაზე მაღალია საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება. 88 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 3.1. მუნიციპალური პოლიტიკა _ ქალაქ დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საკითხებს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური კურირებს, სადაც 5 უშუალოდ ახალგაზრდულ საკითხებზე კი ერთი თანამშრომელი მუშაობს. განათლების, კულტურის, ადამიანია დასაქმებული. ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში 2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული აქტივობები სულ სამ ღონისძიებას მოიცავს. ესენია: • საზაფხულო-სათავგადასავლო ბანაკი„ახალგაზრდული დღეები“, რომლის ფარგლებშიც არაგვის ხეობაში მდებარე სათავგადასვლო ცენტრში გამართულ სპორტულ-შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში სტუდენტები მონაწილეობდნენ; • წარმატებულ, შემოქმედ ადამიანებთან შეხვედრა; • კერძოკოლექციებშიარსებულიკულტურულიმემკვიდრეობისამსახველიმასალისფოტოგამოფენა. სულ ამ აქტივობებისთვის გამოყოფილმა ბიუჯეტმა 4 500 ლარი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 150 ახალგაზრდა შეადგინა. ქალაქ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2020 წელს, პანდემიის გამო ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აქტივობები შეიზღუდა ან გაუქმდა. შესაბამისად, ინფორმაცია რაიმე ტიპის აქტივობაზე, რომელიც ახალგაზრდებისთვის ჩატარდა, არ არსებობს. რაც შეეხება 2021 წელს, მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივობებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 10 000 ლარია. ის, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის აქტივობები თითქმის არ იგეგმება, დაადასტურა თვისებრივმა კვლევამაც. ფოკუსური დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებს გაუჭირდათ აქტივობების გახსენება, რომლებიც მათთვის ეწყობა მუნიციპალიტეტში გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, რაზეც შესაბამის ქვეთავში იქნება საუბარი. ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების მთავარ ბარიერად ფინანსური რესურსების სიმწირე დასახელდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ. ამასთან, პრობლემად იდენტიფიცირდა ისიც, რომ მუნიციპალიტეტში თავად ახალგაზრდები არ არიან ინფორმირებულები ზოგადად ახალგაზრდობის პოლიტიკის არსებობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი მუშაობს, რის მაგალითადაც რამდენიმე ათეულ ახალგაზრდასთან გამართული შეხვედრები იყო მოყვანილი. ისიც ითქვა, რომ ამ შეხვედრების საფუძველზე რამდენიმე პროექტის იდეა გაჩნდა(მაგ: პროექტი„რეპორტიორი“), რომლის განხორციელებასაც გეგმავს მუნიციპალიტეტი. ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების კონტექსტში დადებითად შეფასდა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტის აზრით, არსებობს მოლოდინი, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში საინტერესო პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით აღინიშნა ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სერვისების შეთავაზების პერსპექტივა. მთავარი მხარდაჭერა, რომელსაც ისურვებდა ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდობის სააგენტოსგან არაფორმალური განათლების მიმართულებას უკავშირდება, რისთვისაც არსებითად შეფასდა ახალგაზრდული ცენტრის შექმნა. სწორედ აღნიშნულსა და, ასევე, ახალგაზრდული მუშაკის მომზადებაში სააგენტოს მხარდაჭერა ჩაითვალა მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 89 მნიშვნელოვნად. ხაზგასმული იყო ასევე სხვადასხვა ტრენინგის ორგანიზების თვალსაზრისით მხარდაჭერის მნიშვნელობა. განსაკუთრებით გამოიყო ახალგაზრდებისთვის პროექტების წერის ტრენინგის აუცილებლობა, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ ახალგაზრდებს მოახდინონ იდეების გენერირება და მათი პროექტებად ჩამოყალიბება. ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებაში არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ მესამე სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამავე სექტორის წარმომადგენელ ძირითად ინფორმანტთან. მისი შეფასებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მსგავსად, სამოქალაქო სექტორი„ძალიან სუსტია“. გარდა ცალკეული ორგანიზაციებისა, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობენ, კვლევის მონაწილის აზრით, პროცესებში იშვიათადაა ჩართული სამოქალაქო სექტორის ფართო სპექტრი, რაც აუცილებელია, მათ შორის, ახალგაზრდობის სფეროს განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანზიაციების ორი მიმართულებით მხარდაჭერის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. კერძოდ, მნიშვნელოვნად შეფასდა მხარდაჭერა ფინანსური რესურსებითა და ასევე, ფინანსური რესურსების მოპოვებისა და ათვისებისთვის აუცილებელი ცოდნებითა და უნარებით. სწორედ ამ თვალსაზრისით ახალგაზრდობის 3.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები _ კვლევის მონაწილეებმა ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხი შეაფასეს. როგორც აღმოჩნდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტების ნახევარი ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით იღებს მეგობრებისგან/ახლობლებისგან(52%). აღნიშნულ ინფორმაციას გამოკითხულთა 75% იღებს სხვადასხვა ინტერნეტრესურსიდან. კერძოდ, 39% ასახელებს მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდს სოციალურ ქსელში ინფორმაციის წყაროდ, 23% მუნიციპალიტეტის ვებგვერდს, 13% კი- სხვადასხვა გვერდს სოციალურ ქსელში. დუშეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური პროგრამების, სერვისებისა თუ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების წყარო უმრავლესობისთვის ინტერნეტრესურსებია(81%). მათგან ყველაზე მეტი გამოკითხული უშუალოდ მუნიციპალიტეტის სოციალურ გვერდს ასახელებს(ფეისბუქი)(47%). აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთოდ არ იღებს ათიდან მხოლოდ ერთი გამოკითხული(მცხეთა-მთიანეთი- 10%, დუშეთი- 11%). რეგიონში მეგობრები/ახლობლებია მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ყველა ჭრილში. თუმცა, კვლევამ გარკვეული განსხვავება გამოავლინა ინტერნეტრესურსებთან, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებით ასაკის ჭრილში. ასე მაგალითად, ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში განაცხადა იმის თაობაზე, რომ ინფორმაციის წყარო მათთვის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდია (14-17 წელი- 28%, 18-23 წელი- 55%, 24-29 წელი- 30%). ასევე, ინფორმაციის იგივე წყაროს მეტი ახალგაზრდა იყენებს ქალაქში(45%), ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში(37%). 90 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 43. საკუთარ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები დუშეთი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთი მეგობრები/ახლობლები 48% 54% 52% მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდი(Facebook) 47% 36% 39% მუნიციპალიტეტის ვებგვერდი 16% 26% 23% სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში 18% 11% 13% საერთოდ არ ვიღებ შესაბამის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრები ადგილობრივი ტელევიზია 11% 4% 15% 10% 8% 3% 10% 7% 6% სხვა 3% 2% 2% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 1% 1% 1% N=150 N=150 N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტების 30%-ის აზრით, ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თან გათვალისწინებულია, თან არა. ამასთან, 36% ამბობს, რომ ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებულია/სრულად გათვალისწინებულია, 27% კი პირიქით, მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული. გრაფიკი 44. შეფასება, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული საერთოდ არ არის გათვალისწინებული არც არა, არც კი სრულადაა გათვალისწინებული არ არის გათვალისწინებული გათვალისწინებულია არ ვიცი/ მიჭირს პასუხი დუშეთის მუნიციპალიტეტი 38%% 19% 41% 26% 6% N=150 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი 31%1% 16% 26% 36% 3% 8% N=150 სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 31%0% 17% 30% 34% 2% 8% N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 91 დუშეთის მუნიციპალიტეტში იდენტურია მათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათი მსგავსი ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გათვალისწინებული არ არის/საერთოდ არ არის (27%) და მათი, ვინც ამბობს, რომ გათვალისწინებულია/სრულადაა გათვალისწინებული(26%). დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე საუბრისას თვისებრივი კვლევის მონაწილე ახალგაზრდებს რაც გაახსენდათ არის სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ დღესასწაულებთანაა(მაგ: ახალი წელი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დუშეთობა) დაკავშირებული. ხაზგასმული იყო, რომ უმეტესად აქტივობები განკუთვნილია უმცროსი/სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, ლოკაციას კი მუნიციპალური ცენტრი წარმოადგენს, რაც პრობლემად ფასდება. როგორც დისკუსიებზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში აქტივობების ორგანიზებით სოფლის ტიპის დასახლებები რჩება ყურადღების მიღმა. ამას ემატება ასევე ინფორმირების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებიც. აღინიშნა, რომ თუნდაც იმ აქტივობებზე, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრში იშვიათად, მაგრამ იგეგმება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული. მეტიც, რაც უფრო შორსაა დასახლება ცენტრიდან, მით უფრო მცირდება ინფორმაციის ჩაღწევის ალბათობაც. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ აქ პრობლემაა ის, რომ აქტივობების ინიციატორები(უმეტესად ადგილობრივი თვითმმართველობა) ნაკლებად ზრუნავს ახალგაზრდების ინფორმირებაზე. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც, რაც სოფლის ტიპის დასახლებებისთვის აქტუალურად გამოიკვეთა. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული, ხედვები ნაკლებად პოზიტიური იყო. ფოკუსური დისკუსიების მონაწილეთა შეფასებით, გარდა იმისა, რომ აქტივობები იშვიათად ტარდება, ისინი ასევე არის ერთფეროვანი. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტის თანახმად, სპორტული აქტივობები, რაც აინტერესებთ ახალგაზრდებს და მათში ჩართვის ალბათობა მაღალია, არ იგეგმება ან იგეგმება იშვიათად და ფარავს სპორტის მხოლოდ კონკრეტულ სახეობას. ნაცვლად მრავალფეროვანი ღონისძიებების დაგეგმვისა, ახალგაზრდებისთვის და ისიც უმეტესად სკოლის ასაკისთვის, იგეგმება ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო აქტივობები. თუმცა, იმის გამო, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს, ახალგაზრდები იღებენ მათში მონაწილეობას, რაც არ გულისხმობს იმას, რომ დაგეგმილი აქტივობები პასუხობს მათ მოთხოვნებს. ამასთან, ხაზგასმული იყო, რომ ხშირად აქტივობების დაგეგმვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათ ადგილობრივი თვითმმართველობა„მხოლოდ მოვალეობის გამო გეგმავს“. შესაბამისად, ისინი არაა ახალგაზრდების რეალურ ინტერესებზე მორგებული და, შესაბამისად, ჩართულობაც დაბალია. „სპორტული[აქტივობები] ნაკლებად იგეგმება ჩვენთან, ჩვენთან მარტო სათხილამურო კონკურსებია, ისიც ზამთარში მხოლოდ და ჩემ მეგობრებს უწევთ, რომ ჩაერთონ საგანმანათლებლო კონკურსებში, იმიტომ რომ სხვა გზა და შანსი აღარ არის. სადღაც ხომ უნდა ჩაერთო, რომ გახდე კომუნიკაბელური და ხალხთან ურთიერთობა გქონდეს?...“ ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „[აქტივობები] უბრალოდ არის ფორმალური. უნდა აჩვენონ, რომ ფულს დებენ და რაღაც აქტივობაა, მეტი არაფერი. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება...“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი 92 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობას არ სმენია ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ(56%). დაახლოებით მსგავსია განაწილება როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ რეგიონში. მათი წილი კი, ვისაც სმენია და თან მონაწილეობა მიუღია ან უსარგებლია სერვისით რეგიონში 15%-ს შეადგენს. გრაფიკი 45. ინფორმირება საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არა, არ მსმენია მსგავსი პროგრამების/ სერვისების შესახებ 62% 55% 56% დიახ, მსმენია პროგრამების/სერვისების შესახებ, მაგრამ არ მიმიღია მონაწილეობა/არ მისარგებლია სერვისით დიახ, მსმენია და მიმიღია მონაწილეობა/ მისარგებლია სერვისით არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 22% 11% 4% 22% 16% 8% 22% 15% 7% N=150 N=150 N=300 იმ რესპონდენტიდან, ვისაც სმენია საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ ყველაზე მეტი ასახელებს ახალგაზრდულ ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებს. ასევე დასახელდა მოხალისეობრივი საქმიანობის, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ათი რესპონდენტიდან ოთხი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორები მათ მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელნი არიან(41%), მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ძირითადად, თავად ახალგაზრდები არიან აღნიშნულის ინიციატორები(26%). გრაფიკი 46. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ძირითადად, თავად ახალგაზრდები ძირითადად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სკოლა/მასწავლებელი 33% 30% 10% 44% 24% 9% 1% 41% 26% 9% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 27% N=150 22% N=150 24% N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 93 დუშეთის მუნიციპალიტეტში ათიდან სამ-სამი გამოკითხული მიუთითებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა(33%) და თავად ახალგაზრდებზე(30%), როგორც ინიციატორებზე. თვისებრივმა კვლევამ გამოავლინა, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობების ინიციატორები ახალგაზრდები იშვიათად არიან. როგორც დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებთან, ასევე ძირითად ინფორმანტებთან გამოჩნდა, ძირითადად აქტივობების ორგანიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობა და სკოლა წარმოადგენენ. ერთ-ერთი ახსნა აქტივობათა ერთფეროვნების სწორედ ის იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში, ერთი და იგივე სამსახური, შესაბამისად, ადამიანები არიან ინიციატორები, რომლებიც საკუთარი ხედვის მიხედვით გეგმავენ ღონისძიებებს და ამ ჩამონათვალში რაიმე ცვლილება არ შეაქვთ. იგივეა რეალობა სკოლების შემთხვევაშიც, სადაც აქტივობები ასევე ერთფეროვანია(მაგ: გარემოსდაცვითი აქტივობა- გამწვანების აქცია). ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები იშვიათად არიან აქტივობათა ინიციატორები იმით აიხსნა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ უფროსებისგან ხელშეწყობა. ამ უფროსებში ერთ-ერთ ჯგუფად მშობლები მოიაზრებიან. აღნიშნულზე ყურადღება სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა გაამახვილეს. მათი შეფასებით, შესაძლებელია, ახალგაზრდების წახალისებისა თუ მხარდაჭერის არარსებობა მშობლების მხრიდან ერთ კონკრეტულ აქტივობას უკავშირდებოდეს, მაგრამ ამგვარი პრეცედენტის არსებობა შემდეგ უკვე აღარ უჩენს ახალგაზრდებს სურვილს გააგრძელონ აქტიურობა და გამოვიდნენ ინიციატივებით. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ თავად სკოლის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებებზეც გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია და მასწავლებლები იღებენ. ახალგაზრდების ინიციატივები არ არის წახალისებული, შესაბამისად, არც აქტიურობა შეინიშნება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის შეფასებით კი, არის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც ჰქონიათ საინტერესო იდეები და მიუმართავთ კიდეც მათთვის, მაგრამ მუნიციპალიტეტს ვერ გაუწევია დახმარება მწირი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე. აქ ძირითადმა ინფორმანტმა ბიუროკრატიული პროცედურების არსებობასაც გაუსვა ხაზი, როგორც ფაქტორს, რომელიც აბრკოლებს ახალგაზრდებს და უკარგავს მოტივაციას გააჟღეროს ინიციატივა თუ წარადგინოს პროექტი. „თვითნებურად აკეთებენ[სკოლა აორგანიზებს აქტივობებს]; ჩვენ ვინ გვკითხავს?!“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „აქვთ სურვილი, არის ჯგუფი, რომ განახორციელონ თავიანთი პროგრამა ჩვენს მუნიციპალიტეტში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში უხერხულია ვთქვა, მაგრამ ვერ დავხმარებივართ იმიტომ, რომ ბიუჯეტი გვაქვს ძალიან მცირე და უნდა წარვადგინოთ ბიუჯეტი ნოემბერში საკრებულოზე და ეს ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის. მაშინ უნდა მოხდეს ცვლილება და ა.შ.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრობას, კვლევის რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის და არასდროს ყოფილა მათი წევრი, როგორც ზოგადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(94%), ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში(94%). იმ რესპონდენტებიდან კი (6%- სულ 19 ახალგაზრდა), ვინც არიან ან იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრები, უმეტესობა აცხადებს, რომ საქველმოქმედო აქციების/ღონისძიებებისა და ახალგაზრდული ბანაკების 94 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ორგანიზება იყო ის ძირითადი საქმიანობა, რასაც ეწეოდა/ეწევა მათი ახალგაზრდული ორგანიზაცია/ გაერთიანება. ასევე დასახელდა ტრენინგების/ვორქშოპების ორგანიზება და მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა 40%-ის აზრით, მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ/დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, 27%-ის შეფასებით კი, ვერ ახდენენ/საერთოდ ვერ ახდენენ გავლენას აღნიშნულზე. დუშეთის მუნიციპალიტეტში 31% მიუთითებს იმავეზე. ათიდან სამი რესპონდენტი კი ამბობს, რომ მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ/ დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე(28%). გრაფიკი 47. შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საერთოდ ვერ ახდენენ გავლენას ვერ ახდენენ გავლენას არც არა, არც კი ახდენენ გავლენას დიდ გავლენას ახდენენ არ ვიცი/ მიჭირს პასუხი დუშეთის მუნიციპალიტეტი 39%% 22% 26% 27% 1% 15% N=150 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი 37% 19% 17% 40% 4% 13% N=150 სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 37% 20% 19% 37% 3% 14% N=300 საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას კი აღმოჩნდა, რომ უშუალოდ კვლევის რესპონდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(89%), ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში(86%), ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით, არ მიუღია მონაწილეობა ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხოლო იმ რესპონდენტებიდან(12%- სულ 37 ახალგაზრდა), ვისაც მიუღია მონაწილეობა აღნიშნულში, 14 მონაწილეობდა საკითხის/საკითხების განხილვაში, 11 კი- უბრალოდ ესწრებოდა შეხვედრას/ შეხვედრებს. იმ რესპონდენტებიდან, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ნახევარი პასუხობს, რომ მათ არ სმენიათ მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე(54%). დუშეთის მუნიციპალიტეტში მსგავსი პასუხი დააფიქსირა ახალგაზრდების 51%-მა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, უმთავრესი გამოწვევა/პრობლემა, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მათ მუნიციპალიტეტში არის დასაქმების ხელშეწყობა(44%). ათიდან სამი რესპონდენტი მიუთითებს პროფესიული გადამზადების კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე(28%), ათიდან ორი კი- ახალგაზრდებისათვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე(23%), სპორტულ ინფრასტრუქტურაზე(22%) და სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობაზე(18%). რაც შეეხება დუშეთის მუნიციპალიტეტს, იქ ყოველი მეორე რესპონდენტის აზრით მთავარი გამოწვევა ახალგაზრდებისთვის, რომელიც უნდა მოგვარდეს დასაქმების ხელშეწყობაა(52%). ამასთან, ორ მთავარ გამოწვევად ასევე დასახელდა პროფესიული გადამზადების კურსებსა(24%) და სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის(24%) უზრუნველყოფა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 95 გრაფიკი 48. უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სივრცეებზე(შეკრების, დასვენებისთვის და სხვა) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდულ ბანაკებზე ხელმისაწვდომობა ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კარიერული დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხარისხიანი სასკოლო განათლების უზრუნველყოფა სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოხალისეობრივ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 52% 24% 16% 23% 24% 16% 12% 7% 9% 16% 18% 10% 8% 6% 5% 6% 1% N=150 41% 29% 25% 22% 16% 18% 18% 18% 15% 13% 11% 11% 7% 7% 7% 6% 1% 2% N=150 44% 28% 23% 22% 18% 17% 16% 15% 14% 14% 12% 11% 7% 7% 6% 6% 1% 2% N=300 96 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც პროექტებს/პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს(55%). გამოკითხულთა მეოთხედის აზრით კი, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს(23%). დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების 61%-ის აზრით, ხორციელდება გარკვეული პროექტები თუ პროგრამები, თუმცა უმნიშვნელო; 27% კი ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად. გრაფიკი 49. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის შეფასება პრობლემების მოგვარების კონტექსტში დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი რაღაც პროექტებს/პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს საერთოდ არაფერს აკეთებს 61% 27% ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს/ პროგრამებს 3% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 9% N=149 53% 22% 14% 12% N=147 55% 23% 11% 11% N=296 ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით თვისებრივი კვლევის მონაწილეთა შეფასებით, ისინი ნაკლებად ინტერესდებიან ახალგაზრდების საჭიროებებით. როგორც მანამდეც აღინიშნა, მერია ხელმძღვანელობს საკუთარი დღის წესრიგით, რომელშიც არის აქტივობების ჩამონათვალი(მაგ: პოეზიის საღამო, დუშეთობა, სხვა), რომლებიც წლიდან წლამდე ნაკლებად იცვლება და მოვალეობის მოხდის მიზნით, მხოლოდ ეს აქტივობები იგეგმება. იგივეზე გაამახვილა ყურადღება კვლევის მონაწილე ძირითადმა ინფორმანტმაც მესამე სექტორიდან, რომელმაც ასევე აქტივობათა დაგეგმვა-განხორციელების მხოლოდ„ფორმალურ ხასიათზე“ მიუთითა, რაც რეალურად არ პასუხობს ახალგაზრდების ინტერესებს. ამასთან, თვისებრივი კვლევის ფარგლებში გაზგასმული იყო, რომ ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლის მექანიზმების არარსებობა და ერთფეროვანი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება სერიოზული პრობლემაა. ამასთან, გამოწვევაა ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ ზრუნავს თუნდაც ამ აქტივობების შესახებ ახალგაზრდების დიდი ჯგუფის ინფორმირებაზე. როგორც მანამდეც აღინიშნა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთათვის. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია თავად თვითმმართველობიდან მოდიოდეს ინიციატივა, რომელიც აქტივობებში სოფლის ტიპის დასახლებებიდან ახალგაზრდების აუცილებლად ჩართვას გულისხმობს(„როცა იგეგმება დუშეთის მუნიციპალიტეტში რაღაც ღონისძიებები, [ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან] უნდა იყოს იმის მოთხოვნა, რომ დაესწრონ ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 97 სოფლები, რომლებიც არიან დუშეთის მუნიციპალიტეტის რეგიონში....). არგუმენტის თანახმად, ეს, გაზრდიდა ახალგაზრდების ჩართულობას აქტივობებში. აქ ხაზგასასმელია, რომ ჩართულობა მოაზრებულია როგორც უბრალოდ მონაწილეობა, დასწრება და არა ინიციატივით გამოსვლა თუ ახალი იდეების გენერირება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ათიდან ოთხი გამოკითხული აცხადებს, რომ ისინი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეულ შედეგებს აფასებენ არც უარყოფითად და არც დადებითად(39%), 41%-ის შეფასება კი დადებითი/ძალიან დადებითია. დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ნახევარი აღნიშნულს ნეიტრალურად აფასებს(52%). კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთანაც აღნიშნული პოზიტიურად ფასდება. გრაფიკი 50. ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება ძალიან უარყოფითად ძალიან დადებითად არც უარყოფითად, არც დადებითად დადებითად უარყოფითად არ ვიცი/ მიჭირს პასუხი დუშეთის მუნიციპალიტეტი 1% 9% დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი 3% 9% სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 3% 9% 52% 34% 39% 29% 36% 35% 2% 9% N=150 7% 9% N=150 6% 9% N=300 მიუხედავად ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა თუ ღონისძიებებით მიღწეული შედეგების ნეიტრალური და დადებითი შეფასებისა, ხაზგასასმელია, რომ რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არ არის ინფორმირებული ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ასევე დიდი ნაწილი არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეტიც, მათ მნიშვნელოვან ნაწილს არც სმენია მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე. არ ხდება ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლა, რომელთათვისაც ყველაზე სერიოზულ გამოწვევას დასაქმება, პროფესიული გადამზადების კურსებსა და სპორტულ წრეებზე დაბალი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. 98 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 3.3. განათლება და დასაქმება _ გამოწვევები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სასკოლო განათლება ხელმისაწვდომია/სავსებით ხელმისაწვდომია (72%). დუშეთის მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც მსგავსი შეფასება ათიდან დაახლოებით შვიდ გამოკითხულს აქვს(შესაბამისად, 70% და 73%). იმ სერვისების შეფასებისას, რომლებზეც დასახლებაში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობამ უცხო ენების შემსწავლელ კურსებსა(40%) და სპორტულ წრეებზე(38%) ხელმისაწვდომობა მიიჩნია. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევა შეკრებებისთვის საჭირო სივრცესა(35%) და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე(33%) ხელმისაწვდომობის არსებობა. დუშეთის მუნიციპალიტეტში სამი ყველაზე მეტად დასახელებული სერვისი, რომელზე ხელმისაწვდომობასაც არსებითად მიიჩნევენ ახალგაზრდები ასევე უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე(44%), სპორტულ წრეებსა(44%) და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე(41%) ხელმისაწვდომობაა. გრაფიკი 51. დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული მნიშვნელობა დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი უცხო ენის შემსწავლელი კურსები სპორტული წრე/წრეები სივრცე შეკრებებისთვის ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები მეწარმეობის ხელშემწყობი სერვისები კარიერული დაგეგმვის სერვისები სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები საბანაკე პროგრამები ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი 44% 44% 38% 41% 20% 11% 11% 19% 13% 39% 36% 34% 31% 28% 26% 18% 14% 15% 40% 38% 35% 33% 26% 22% 17% 15% 14% მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 99 მოხალისეთა კლუბი სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები სემინარები/ვორქშოპები სხვადასხვა თემაზე საინფორმაციო/საკონსულტაციო სერვისები სხვა არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 9% 17% 9% 2% 3% 2% N=150 14% 11% 12% 13% 1% 1% N=150 13% 12% 11% 11% 2% 2% N=300 აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული ქალების უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე(49%), მაშინ როდესაც კაცების უმრავლესობა სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად(49%). ქალაქის ტიპის დასახლებაში რესპონდენტების ყველაზე დიდი ნაწილი შეკრებებისთვის სივრცესა(46%) და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე (43%) ხელმისაწვდომობის არსებობას ასახელებს მნიშვნელოვნად. სოფლის ტიპის დასახლებებში კი გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი სპორტულ წრეებსა(42%) და უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე(41%) ხელმისაწვდომობას აფასებს მნიშვნელოვნად. რაც შეეხება ასაკის ჭრილს, სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა სახელდება ყველაზე მნიშვნელოვნად 14-17 და 18-23 წლის ახალგაზრდებისთვის(52% და 42%, შესაბამისად). 24-29 წლის ახალგაზრდების ყველაზე დიდი ნაწილი კი სპორტულ წრეებსა(36%) და მეწარმეობისთვის ხელშემწყობ სერვისებზე(35%) ხელმისაწვდომობას მიიჩნევს მნიშვნელოვნად. სერვისებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამჟამად აქვთ ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებს დასახლებაში, აღმოჩნდა, რომ როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონშიც სამი სერვისი, რომელზე ხელმისაწვდომობაც ყველაზე მეტმა გამოკითხულმა აღნიშნა არის ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი, სპორტული წრე/წრეები და სახელოვნებო კულტურის წრე/წრეები. ასევე უცხო ენის შემსწავლელი კურსები ხელმისაწვდომია გამოკითხული ახალგაზრდების მეოთხედისთვის რეგიონში(23%). დუშეთის მუნიციპალიტეტში იმავეზე რესპონდენტთა 28% მიუთითებს. აღსანიშნია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი სერვისი დასახლებაში არ არის ხელმისაწვდომი დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 17%-სთვის. სოფლებში გამოკითხული ახალგაზრდების 12% აცხადებს, რომ მათთან დასახლებაში არცერთი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ როდესაც იგივეზე ქალაქში თითქმის არავინ მიუთითებს (1%). როგორც ქალაქში, ისე სოფლად ყველაზე მაღალია ხელმისაწვდომობა სპორტულ წრეებზე (შესაბამისად, 97% და 53%), სახელოვნებო წრეებსა(შესაბამისად, 87% და 45%) და ბიბლიოთეკებზე/ სამკითხველო კლუბებზე(შესაბამისად, 83% და 61%). 100 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 52. სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი 61% სპორტული წრე/წრეები 64% სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები 62% უცხო ენის შემსწავლელი კურსები 28% სივრცე შეკრებებისათვის 15% საბანაკე პროგრამები 5% სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები 2% საინფორმაციო/საკონსულტაციო 2% სერვისები მეწარმეობის ხელშემწყობი სერვისები 3% ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები 1% მოხალისეთა კლუბი 3% სემინარები/ვორქშოპები სხვადასხვა თემაზე 1% კარიერული დაგეგმვის სერვისები 67% 63% 52% 22% 11% 8% 7% 6% 5% 5% 4% 3% 2% 66% 63% 54% 23% 12% 7% 6% 5% 5% 4% 4% 2% 1% არცერთი 17% 7% 9% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 2% 1% 1% N=150 N=150 N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტთა ნახევარი ამბობს, რომ ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით არ უსარგებლია არცერთი აქტივობითა თუ სერვისით(48%). მსგავსია შედეგი როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში(50%), ისე დანარჩენ რეგიონში(48%). ათიდან სამმა გამოკითხულმა ისარგებლა სპორტული წრეებით მთელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, დუშეთის მუნიციპალიტეტში კი, ათიდან ორმა. ასევე გამოკითხულთა მეოთხედმა ისარგებლა ბიბლიოთეკით/ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 101 სამკითხველო კლუბით(მცხეთა-მთიანეთი- 23%, დუშეთი- 23%). იმ რესპონდენტებიდან, ვინც დაადასტურა, რომ ისარგებლა რომელიმე აქტივობითა თუ სერვისით, უმრავლესობამ მათსავე დასახლებაში ან მათი მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებაში ისარგებლა ამა თუ იმ სერვისითა თუ აქტივობით. ხოლო იმ რესპონდენტებიდან, ვისაც არ უსარგებლია არცერთი აქტივობით, 34%-მა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დრო ამისთვის, 28%-ს კი არ ჰქონდა სურვილი. დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 28% მიუთითებს დროის არქონაზე, 26% კი- სურვილის არქონაზე. დასაქმება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კვლევის რესპონდენტთა წილი, ვინც დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, 18%-ს შეადგენს, რომელთაგან წერილობითი კონტრაქტი დამსაქმებელთან გაფორმებული აქვს უმრავლესობას(71%). ამ 18%-ის 61%-ს კონტრაქტი 1 წელზე მეტი ვადით, 10%-ს კი - 1 წელზე ნაკლები ვადით აქვს გაფორმებული. დასაქმებულთა 35% მუშაობს საკუთარი პროფესიით. რაც შეეხება სამსახურით/საქმიანობით კმაყოფილებას, ის შეაფასეს როგორც სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებმა, ასევე თვითდასაქმებულებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობაში არიან ჩართულები და მათაც, ვინც ფრილანსერია. სულ მათი წილი გამოკითხულთა 24%-ია, რომელთა უმრავლესობაც კმაყოფილია/ძალიან კმაყოფილია საკუთარი სამსახურით/საქმიანობით(75%). მათი რიცხვი, ვინც გამოკითხულთაგან ფიქრობს სამეწარმეო/ბიზნესსაქმიანობის დაწყებას და/ ან თვითდასაქმებას რეგიონში 83 რესპონდენტს შეადგენს, რომელთაგან ყველაზე მეტმა მიუთითა, რომ ფიქრობს მსგავსი აქტივობის დაწყებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის მათსავე მუნიციპალიტეტში დასაქმება რთულია/ძალიან რთულია(58%). დუშეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 65%-ს უტოლდება. გრაფიკი 53. რესპონდენტთა მიერ მათსავე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება ძალიან რთულია რთულია არც რთული და არც მარტივი მარტივია ძალიან მარტივია არ ვიცი/ მიჭირს პასუხი დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 33% 28% 29% 32% 28% 29% 20% 9% 1%5% N=150 24% 14% 4% 3% N=150 23% 13% 4% 4% N=300 102 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების დასაქმებისთვის ორ მთავარ ფაქტორად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულების უმრავლესობა შესაბამის განათლებასა (50%) და მოტივაციას(50%) მიიჩნევს. შესაბამისი სანაცნობო წრეა მნიშვნელოვანი ფაქტორი ათიდან ოთხი გამოკითხულისთვის(41%). დუშეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც მეორდება აღნიშნული ფაქტორების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანის, შეფასება იმ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის, სადაც რესპონდენტები ცხოვრობენ. აქ შესაბამისი განათლება 49%-მა მიიჩნია მნიშვნელოვნად, მოტივაცია კი- 40%-მა. რაც შეეხება შესაბამის სანაცნობო წრეს, ის მნიშვნელოვან ფაქტორად რესპონდენტთა 36%-მა დაასახელა. ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ 14-17 წლის ახალგაზრდები დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესაბამის განათლებას მიიჩნევენ(64%), 18-23 წლის ახალგაზრდები მოტივაციას(54%). რაც შეეხება უფროსი თაობის ახალგაზრდებს, აქ ორი ფაქტორი- მოტივაცია(49%) და შესაბამისი სანაცნობო წრე(49%) დასახელდა რესპონდენტთა იდენტური რაოდენობის მიერ მნიშვნელოვნად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სანაცნობო წრის მნიშვნელოვნების შეფასება იზრდება ასაკის მატებასთან ერთად(14-17 წელი- 29%, 18-23 წელი- 39%). გრაფიკი 54. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორები დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შესაბამისი განათლება 49% მოტივაცია 40% შესაბამისი სანაცნობო წრე 36% მუშაობის გამოცდილება 27% უცხო ენის/ენების ცოდნა 33% უმაღლესი განათლება 24% იღბალი 27% სამუშაო ადგილების არსებობა 5% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი N=150 50% 53% 43% 25% 22% 21% 15% 4% 1% N=150 50% 50% 41% 25% 24% 22% 18% 4% 1% N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 103 მთავარი ფაქტორი, რაც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, სამუშაო ადგილების არსებობაა(65%). ასევე, რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარი ისეთი ფაქტორის მნიშვნელობაზე მიუთითებს, როგორიცაა პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა(47%). დუშეთის მუნიციპალიტეტში შემდეგი ორი ფაქტორის- სამუშაო ადგილების არსებობა(53%) და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა(48%)- მნიშვნელოვნება გამოიკვეთა. სამუშაო ადგილების არსებობას, როგორც დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობს, უმრავლესობა ასახელებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში(14-17 – 61%, 18-23 – 70%, 24-29 – 63%). ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, როგორც ხელშემწყობ ფაქტორს, ყველაზე მეტი გამოკითხული 24-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ასახელებს(53%; 14-17 წელი- 36%, 18-23 წელი- 46%). ინგლისურ ენას კი უფრო მეტი რესპონდენტი 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ასახელებს ხელშემწყობ ფაქტორად(42%), ვიდრე უფროსების ჯგუფებში(18-23 წელი- 30%, 24-29 წელი- 31%). გრაფიკი 55. საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სამუშაო ადგილების არსებობა 53% პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა 48% ინგლისური ენის ცოდნა 33% ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა 15% სწავლისა და სამსახურის შეთავსების 24% შესაძლებლობის არსებობა სხვადასხვა არაპროფესიული უნარის ფლობა 9% შესაბამისი სანაცნობო წრის არსებობა 10% სხვა უცხო ენის(გარდა ინგლისურისა) ცოდნა 22% ქართული ენის ცოდნა 2% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% N=150 69% 47% 33% 26% 21% 16% 13% 9% 5% 1% N=150 სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 65% 47% 33% 24% 22% 14% 13% 12% 4% 1% N=300 104 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა 61% ადასტურებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად დედაქალაქში საქმდებიან, ყველაზე მარტივად მათსავე მუნიციპალიტეტში დასაქმებაზე კი რესპონდენტთა მეხუთედი მიუთითებს(19%). დუშეთის მუნიციპალიტეტში ასევე 61% მიუთითებს დედაქალაქზე, როგორც ლოკაციაზე, სადაც ყველაზე მარტივად საქმდებიან ახალგაზრდები მათი მუნიციპალიტეტიდან. ათიდან ორი გამოკითხული კი, საკუთარ რეგიონში მარტივად დასაქმებაზე უთითებს(19%). მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 90% თვლის, რომ სკოლის ასაკში კარიერული დაგეგმვის სერვისის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ გააცნობს სხვადასხვა პროფესიას, ასევე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონის მსგავსად, ათიდან ცხრა გამოკითხული იზიარებს მსგავს ხედვას როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტში(92%), ასევე დანარჩენ რეგიონში(90%). იმის შეფასებისას, თუ რა უნარების/ცოდნების დახვეწაში მხარდაჭერა დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში, ორი რამ გამოიკვეთა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. კერძოდ, ათიდან ექვსი გამოკითხული მიიჩნევს, რომ მხარდაჭერა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში(61%) და სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა(60%) დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 44%-ის შემთხვევაში, ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერა მიიჩნევა მნიშვნელოვნად. დუშეთის მუნიციპალიტეტშიც ეს სამი ფაქტორი გამოიკვეთა და მათ შორის, უმრავლესობა გამოკითხულებისა მიიჩნევს, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერაა ის, რაც ახალგაზრდებს დასაქმებაში დაეხმარებოდა(60%). გრაფიკი 56. უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა 60% სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა/სამუშაო 48% გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწა 41% სხვა უცხო ენის შესწავლა/დახვეწა 26% პროფესიული CV-ის შედგენა 6% პრეზენტაციის უნარის შეძენა/დახვეწა 5% სხვა 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% N=150 61% 64% 45% 12% 10% 7% 7% 3% N=150 61% 60% 44% 15% 9% 7% 6% 3% N=300 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 105 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელსაყრელი/ სავსებით ხელსაყრელი გარემოა ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის. ამასთან, 20%-ის შეფასებით ეს გარემო არ არის/საერთოდ არ არის ხელსაყრელი. თითქმის მსგავსია შეფასებები დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც გარემოს ხელსაყრელად/ სავსებით ხელსაყრელად რესპონდენტთა 36% აფასებს, 24% კი ამბობს, რომ საქართველოში არ არის/ საერთოდ არ არის ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემო. თუ განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამოწვევებზე ახალგაზრდები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას, დასაქმების შემთხვევაში რეალობა განსხვავებულია. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ახალგაზრდების წინაშე დგას რეგიონშიც და დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. შესაბამისად, სწორედ იმ მიმართულებით მხარდაჭერა, რაც ახალგაზრდებს დასაქმებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კარიერული დაგეგმვის სერვისის შეთავაზება ახალგაზრდებისთვის უკვე სკოლის ასაკშივე. ასევე, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-დახვეწაში და უცხო ენის, კერძოდ ინგლისური ენის შესწავლა-დახვეწაში მათი მხარდაჭერა. 3.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი _ კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა პოლიტიკურ ჩართულობასა და აქტივიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი შეაფასეს. როგორც შედეგები მოწმობს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია(94%). დუშეთის მუნიციპალიტეტშიც ასეთია უმრავლესობის შეფასება(90%). კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული ათი რესპონდენტიდან ექვსს, ბოლო 2-3 წლის გათვლისწინებით, არ მიუღია მონაწილეობა არცერთ მოხალისეობრივ პროგრამაში. ამასთან, იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ქვეყნის შიგნით მოხალისეობრივ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა 38%-ს შეადგენს. დაახლოებით მსგავსია რეალობა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. რაც შეეხება მოხალისეობრივ აქტივობებს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტების ნახევარს არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში(51%). ამასთან, გამწვანების აქციაა ის აქტივობა, რომელშიც ყველაზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა(31%). დაახლოებით მსგავსია რეალობა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც(არ მიუღია მონაწილეობა- 54%, გამწვანების აქცია- 25%). მსგავს აქტივობებში არმონაწილეობის მაჩვენებელი მსგავსია 14-17 და 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფებში(შესაბამისად, 39% და 38%), თუმცა აღნიშნული გამოკითხულთათვის მნიშვნელოვნად მაღალია 24-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც მონაცემი 69%-ს უტოლდება. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, როგორც ყველაზე გავრცელებული აქტივობა, ასაკის ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება: 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან აღნიშნულში მონაწილეობა 36%-ს მიუღია, 18-23 წლის ასაკის ახალგაზრდების- 43%-ს, ხოლო 24-29 წლის ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 18% იყო აღნიშნულში ჩართული ბოლო 1-2 წლის განმავლობაში. 106 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 57. ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა მსგავსს აქტივობაში 54% 50% 51% გამწვანების აქცია 25% 33% 31% სპორტული ღონისძიება 14% 12% 13% საქველმოქმედო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ხანდაზმულთა დასახმარებლად 6% 11% 13% 9% 11% 9% კულტურული ღონისძიებება 6% 10% 9% ძაღლთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მიუსაფარ 7% საქველმოქმედო ღონისძიება სხვა ჯგუფების დასახმარებლად 9% 7% 7% 6% 7% სხვა 7% 6% 7% N=150 N=150 N=300 როგორც კვლევის შედეგები უჩვენებს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მთავარ მიზეზად, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში იმას ასახელებს, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ(56%), მეოთხედის თქმით კი- ვერ მოიცალეს (26%). მიზეზები მსგავსია სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონში. გრაფიკი 58. მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 1% 3% 4% 9% 1% 26% 56% არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ ვერ მოვიცალე არ მქონდა სურვილი გვიან გავიგე აქტივობების შესახებ მშობლებისგან არ მქონდა თანხმობა ჯანმრთელოს გამო არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა N=149 მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 107 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა 77%-ის აზრით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში(საკითხების განხილვა, საპროტესტო აქცია, პეტიციის ხელმოწერა და სხვა) მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია. დუშეთის მუნიციპალიტეტში მსგავს ხედვას იზიარებს გამოკითხულთა 80%. ის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ხაზგასმული იყო თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. დომინანტური მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას. თავის მხრივ, განვითარების ხელშეწყობა კი არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ახალგაზრდები დარჩებიან ადგილზე და ნაკლებად იფიქრებენ შიდა თუ გარე მიგრაციაზე. დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ეს არის გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღების მიქცევის გზა. ეს უკანასკნელი კი არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ახალგაზრდობის საკითხები მეტად აქტუალურად იქცევა და მათი საჭიროებები რეალურად იქნება გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა პროცესში გამოკითხულთა უმრავლესობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, უშუალოდ მონაწილეობას რეგიონში ნაკლებად აქვს ადგილი. როგორც კვლევის შედეგები უჩვენებს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით (72%). დუშეთის მუნიციპალიტეტში ასეთი რესპონდენტების წილი 82%-ია. რეგიონის მასშტაბით გამოკითხულთა მხოლოდ 13% ამბობს, რომ დაესწრო სამოქალაქო შეხვედრას/შეხვედრებს მნიშვნელოვანი საკითხების/პრობლემების განხილვის მიზნით, და აღნიშნულზე ყველაზე მეტმა რესპონდენტმა მიუთითა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა აქტივობებში ჩართულობის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. გრაფიკი 59. სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ არმონაწილეობის მიზეზები დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ აქტივობაში 82% N=150 69% N=150 72% N=300 არ მქონდა სურვილი 41% არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ 32% ვერ მოვიცალე 17% გვიან გავიგე აქტივობების შესახებ 5% სხვა 2% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 3% N=123 58% 21% 14% 3% 1% 3% N=102 54% 24% 15% 3% 1% 3% N=225 108 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ მიუღიათ არცერთ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა, ყველაზე მეტმა გამოკითხულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიზეზად სურვილის არქონა დაასახელა(54%). 24% კი ამბობს, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. დუშეთის მუნიციპალიტეტში სურვილის არქონაა მიზეზი ყველაზე მეტი რესპონდენტისთვის(41%), სადაც გამოკითხულთა მესამედი აღნიშნულის მიზეზად ასევე იმას ასახელებს, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ(32%). მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ათი გამოკითხულიდან ოთხის აზრით, მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში(41%). მეხუთედის შეფასებით კი, ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში(22%). დაახლოებით მსგავსია შეფასებები დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. გრაფიკი 60. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის შეფასება დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში 37% ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში 27% 15% ახალგაზრდების უმარვლესობა მონაწილეობს 2% სამოქალაქო აქტივობაში 42% 21% 15% 4% 41% 22% 15% 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 19% 18% 19% N=150 N=150 N=300 ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმის დაბალ მაჩვენებელთან ერთად, აქტივობებში ახალგაზრდების პატარა ჯგუფია ჩართული, გამოიკვეთა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. ხაზგასმული იყო, რომ აქტივობებში უმეტესად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ. მიზეზებიდან, თუ რის გამო არ მონაწილეობს თითქმის არავინ ან ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ჯგუფი მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობებში, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოიკვეთა ის, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა(48%). ამასთან, მეხუთედი აღნიშნულის მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ ახალგაზრდებმა არ იციან, თუ როგორ ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში(22%). დუშეთის მუნიციპალიტეტში ათიდან ოთხმა რესპონდენტმა სამოქალაქო აქტივობებში ჩაურთველობის მიზეზად ის დაასახელა, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა(38%), მეოთხედის შეფასებით კი მიზეზი იმის არცოდნაა, თუ როგორ ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში(24%). მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 109 იმ რესპონდენტთა მესამედს, ვინც თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში, უჭირს დაასახელოს, თუ რა ტიპის აქტივობაში არიან ისინი ჩართულები(32%). ყველაზე მეტი გამოკითხული კი მიუთითებს მონაწილეობაზე გარემოსდაცვით აქტივობებში(33%), საქველმოქმედო აქციებსა(25%) და ახალგაზრდობისთვის აქტუალური საკითხების განხილვაში(23%). გრაფიკი 61. მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/ თითქმის არავინ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა 38% არ იციან, როგორ უნდა ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში მუნიციპალიტეტში არ იგეგმება აქტივობები, რომლებშიც შეიძლება მონაწილეობის მიღება სამოქალაქო აქტივიზმი არ არის პოპულარული/ მოდური 24% 19% 9% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 8% 52% 22% 12% 9% 7% 48% 22% 13% 9% 7% N=150 N=150 N=300 ის, რომ ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობა და სამოქალაქო აქტივიზმი დაბალია განსაკუთრებით იყო ხაზგასმული თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებთან აღინიშნა, ამის მთავარ მიზეზს ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ყურადღება ორი მიმართულებით გამახვილდა: ერთი, უშუალოდ აქტივიზმის მნიშვნელოვნებისა და მისი შესაძლო ფორმების შესახებ ინფორმაციის სიმწირეა. აქ ხაზგასასმელია, რომ ამგვარი ინფორმაციის სიმწირე გამოჩნდა უშუალოდ დისკუსიის მონაწილეთა შორისაც. ამის მაგალითად ისიც შეიძლება გამოდგეს, რომ სამოქალაქო აქტივიზმზე საუბრისას ახალგაზრდები ხშირად სხვადასხვა სპორტულ თუ სახელოვნებო წრეზე სიარულს ან ამაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას ახსენებდნენ. მეორე, რასაც ინფორმაციის სიმწირის კონტექსტში გაესვა ხაზი, იმ აქტივობების შესახებ ახალგაზრდების არაინფორმირებულობაა, რომლებიც ისედაც იშვიათად ტარდება. როგორც მანამდეც აღინიშნა, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული გამოწვევებია სოფლის ტიპის დასახლებებში. დაბალი ჩართულობის კიდევ ერთი მიზეზად ის დასახელდა, რომ სამოქალაქო აქტივიზმი არ არის პოპულარული, რაც მისი მნიშვნელოვნების გაუთვითცნობიერებლობას შეიძლება დაუკავშირდეს, რაზეც რაოდენობრივი კვლევის მონაწილეების ყველაზე დიდი წილი მიუთითებს დუშეთის მუნიციპალიტეტში(38%). როგორც სკოლის ასაკის ახალგაზრდებთან აღინიშნა, სამოქალაქო აქტვიზმი და პროცესებში აქტიური ჩართულობა შეიძლება გახდეს„დაცინვის“ საფუძველი, რის გამოც მათი თანატოლები ერიდებიან აქტივობებში მონაწილეობას, მითუმეტეს, ინიციატივით გამოსვლას. დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის კიდევ ერთ მიზეზად ნიჰილისტური დამოკიდებულება დასახელდა, რომ არაფერი შეიცვლება და გადაწყვეტილების მიმღები პირები მაინც არ გაითვალისწინებენ 110 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ახალგაზრდების ინტერესებს. სწორედ ნიჰილისტური დამოკიდებულებით ახსნეს კვლევის მონაწილეებმა ის ფაქტი, რომ თუნდაც შეხვედრებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, დეპუტატობის კანდიდატებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ახალგაზრდები თითქმის არ ესწრებიან, განსხვავებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან. ამ მოსაზრების ავტორების თანახმად, მსგავს შეხვედრებზე უფროსი ასაკის მოქალაქეები აჟღერებენ საკუთარ საჭიროებებს, პრობლემებს და რეაგირებაც მათზე ხდება. ნიჰილიზმთან ერთად, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი იმასაც უკავშირდება, რომ რაღაცის მოთხოვნა არ არის სოციალურად სასურველი ქცევა. ის, რომ ახალგაზრდები ნიჰილისტურად არიან განწყობილნი და არ სჯერათ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის, ამას თავად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც აღნიშნავს და მიუთითებს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით სწორი მუშაობა. ამ კონტექსტში სწორედ ახალგაზრდობის სააგენტოსთან დაგეგმილ პროექტებს მოიაზრებს გარდამტეხად კვლევის მონაწილე და თვლის, რომ იგივე ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის გაჩენით მუნიციპალიტეტში ნიჰილისტური დამოკიდებულებაც შეიცვლება და ახალგაზრდებს მეტი ენთუზიაზმი გაუჩნდებათ პროცესებში ჩასართავად. რაც შეეხება კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, ისიც ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე და აქტიური ახალგაზრდების მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს, რომელთა ნაწილი თავად „წარმოადგენს ხელისუფლებას“. „გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები უიმედოდ არიან განწყობილნი და არ ჰგონიათ, რომ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, რაღაც გავაკეთოთ ჩავრთოთ, ძალიან დაკარგული აქვთ იმედი და სხვაგან ეძებენ, როცა ჩვენ ადგილზე შეგვიძლია.... ძალიან იმედით ვუყურებთ ახალგაზრდობის სააგენტოს და გვგონია, რომ ბევრი კარგი გაკეთდება...“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი „დღეს ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მართავენ, იმათთან კომუნიკაციის არანაირი სურვილი არ მაქვს... მე რამდენადაც მქონია ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, შეიძლება ბევრ საკითხზე დაგეთანხმონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, შედეგი ვერ დგება ხოლმე.“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნიჰილიზმის არარსებობა და ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მეტი ნდობის გაჩენა რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იყო ხაზგასმული თვისებრივი კვლევის მონაწილეთა მიერ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე, აქტივობათა დაგეგმვა-განხორციელებაზე და, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე მთავარ პასუხისმგებლად კვლევის მონაწილე ახალგაზრდები, პირველ რიგში, ადგილობრივ თვითმმართველობას მოიაზრებენ, მნიშვნელოვანია, რომ ამ უკანასკნელმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას ნიჰილისტური განწყობების გასაქარწყლებლად. ამ უკანასკნელში კვლევის მონაწილეები ახალგაზრდების საჭიროებებზე(სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, შეკრებებისა და დასვენებისთვის სივრცეების გაჩენა, სხვა) მორგებული პროექტების რეალურ განხორციელებას გულისხმობენ. რაც შეეხება საკუთარ როლს და პროცესებში ჩართულობას, გაჟღერდა მოსაზრებები, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ ინიციატივები, თუმცა, დომინანტური შეხედულების თანახმად, ჩართულობა დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას გულისხმობს და არა ინიციატივებს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 111 რაც შეეხება ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესების მნიშვნელოვნებას, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა 54%-ის აზრით, აღნიშნული მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. დუშეთის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა 46% იზიარებს იგივე მოსაზრებას და მეოთხედი გამოკითხულებისა თვლის, რომ ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესება არ არის/საერთოდ არაა მნიშვნელოვანი(24%). პოლიტიკით უშუალოდ რესპონდენტების დაინტერესებასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტთა 37% არ არის დაინტერესებული პოლიტიკით საერთოდ. ყველაზე მეტი დაინტერესებულია ზოგადად პოლიტიკით საქართველოში (43%). აღსანიშნავია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ნახევარი არ არის პოლიტიკით დაინტერესებული საერთოდ(48%), 34%-ია დაინტერესებული ზოგადად პოლიტიკით საქართველოში, მეხუთედი- ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობით(20%) და ამდენივე რუსეთთან(18%) და ნატოსთან(17%) საქართველოს ურთიერთობით. გრაფიკი 62. დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ 48% 34% 37% ზოგადად პოლიტიკით საქართველოში 34% 45% 43% ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობით 20% 24% 23% ნატოსთან საქართველოს ურთიერთობით 17% 21% 20% რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით 18% 13% 14% ზოგადად პოლიტიკით მსოფლიოში ზოგადად 15% 13% 13% პოლიტიკით კავკასიის რეგიონში 10% N=150 5% N=150 6% N=300 რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხშირად განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს გამოკითხულები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თითქმის თანაბარია მათი წილი, ვინც ხშირად ან ზოგჯერ(51%) და იშვიათად ან არასდროს(49%) აკეთებს ამას. იგივე სურათია დუშეთის მუნიციპალიტეტში. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 55%-მა მიიღო, მეხუთედს კი არ მიუღია მონაწილეობა მიუხედავად სრულწლოვანებისა (19%). არასრულწლოვანების გამო კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია გამოკითხულთა 25%-ს. დუშეთის მუნიციპალიტეტში ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდების 50%-მა, მეხუთედს კი არ მიუღია მასში მონაწილეობა, მიუხედავად სრულწლოვანებისა(21%). 112 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 63. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი დიახ 50% არა, რადგან არ მეხებოდა(არასრულწლოვანი) 29% არა 21% 56% 24% 19% 55% 25% 19% უარი პასუხზე 1% 1% N=150 N=150 N=300 კვლევის შედეგები მოწმობს, რომ მიუხედავად სამოქალაქო აქტივიზმისა და პოლიტიკური ჩართულობის, როგორც მნიშვნელოვანის შეფასებისა, უშუალოდ ახალგაზრდების მონაწილეობა პროცესებში დაბალია როგორც რეგიონში, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში. მართალია, რესპონდენტთა დიდი ნაწილი აღნიშნულის მიზეზად იმას ასახელებს, რომ არ სმენია სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც ცნობიერებას უკავშირდება. ამ დასკვნის საფუძველს ის იძლევა, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ არ ჰქონია სურვილი სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის(მცხეთა-მთიანეთის რეგიონი- 54%, დუშეთი- 41%), რაც ისეთი მიზეზებით აიხსნება, როგორებიცაა ნიჰილიზმი, სამოქალაქო აქტივიზმის არაპოპულარულობა და ხშირად, სოციალურად ნაკლებად მისაღებ ქცევად აღქმა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ფორმების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების თვალსაზრისით მუშაობის გააქტიურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 3.5. ღირებულებები და უფლებები _ ღირებულებები კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა ღირებულების მნიშვნელოვნება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ ღირებულება მათთვის„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ კი-„ძალიან მნიშვნელოვანია“. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეთავაზებულ ღირებულებათა ჩამონათვალში უმრავლესობა მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად ფასდება. სამი ღირებულება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ფასდება უკავშირდება კარგი მეგობრების ყოლას, სანდო მეუღლის/ პარტნიორის ყოლასა და უსაფრთხოებას(თითოეულის შეფასება- 6.8 ქულა). ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვნად კი ფასდება ისეთი ღირებულებების, როგორებიცაა პოლიტიკური ჩართულობა(ვიყო პოლიტიკურად ჩართული- 2.8 ქულა) და ძალაუფლებისა და გავლენის ქონა(მქონდეს ძალაუფლება და გავლენა- 4.8 ქულა). დაახლოებით მსგავსია შეფასებები როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ მცხეთა-მთიანეთშიც, რამდენიმე განსახვავებას თუ არ ჩავთვლით. კერძოდ, შემდეგი ღირებულებები უფრო მნიშვნელოვნად დუშეთის მუნიციპალიტეტში ფასდება, ვიდრე დანარჩენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 113 მცხეთა-მთიანეთში: მქონდეს ძალაუფლება და გავლენა(5.4 და 4.5 ქულა, შესაბამისად); ვიყო ამბიციური(6.1 და 5.1 ქულა, შესაბამისად), ვიყო ტოლერანტული ისეთი მოსაზრებების მიმართ, რომელთაც არ ვეთანხმები(6.3 და 5.4 ქულა, შესაბამისად), ვიცავდე ტრადიციებსა და ძველ წესებს (6.3 და 5.8 ქულა, შესაბამისად). გრაფიკი 64. ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (შეფასება 7- ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ – „ძალიან მნიშვნელოვანია“) მყავდეს კარგი მეგობრები 6.8 მყავდეს სანდო მეუღლე/პარტნიორი 6.8 უსაფრთხოება 6.8 ვიზრუნო გარემოს დაცვაზე 6.7 ვამაყობდე საქართველოს ისტორიით 6.7 ვიყო შრომისმოყვარე 6.6 ვიყო პასუხისმგებლიანი 6.6 მწამდეს ღმერთის 6.6 მქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტი 6.6 ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით 6.5 პატივს ვცემდე კანონსა და წესრიგსს 6.5 საკუთარი კრეატიულობის განვითარება 6.4 ვტკბებოდე ცხოვრებით 6.4 ვიყო აქტიური მოქალაქე 6.3 მქონდეს ურთიერთობა ბევრ სხვა ადამიანთან 6.2 ვიზრუნო საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე 6.1 ვიცავდე ტრადიციებსა და ძველ წესებს 5.9 ვიყო ტოლერანტული ისეთი მოსაზრებების მიმართ, რომელთაც არ ვეთანხმები 5.6 პატივი ვცე განსხვავებული(ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ნიშნი) ჯგუფების წარმომადგენლებს 5.6 ვიყო ამბიციური 5.3 მქონდეს ძალაუფლება და გავლენა 4.8 ვიყო პოლიტიკურად ჩართული 2.8 114 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები უფლებები რაც შეეხება უფლებებს, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს, აღმოჩნდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყოველ მეორე გამოკითხულს სმენია გამოხატვის თავისუფლების შესახებ(53%), ათიდან ოთხს ან მეტს კი თანასწორობის(45%), განათლების(44%), საკუთრების (40%) და სიცოცხლის(38%) უფლების თაობაზე. ამასთან 35%-35% მიუთითებს თავისუფალი განვითარებისა და საარჩევნო უფლებების შესახებ. ათიდან სამი გამოკითხული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა(30%) და რელიგიის თავისუფლებას(29%) აღნიშნავს. დუშეთის მუნიციპალიტეტში უფლებები, რომელთა შესახებაც ყველაზე მეტ გამოკითხულს სმენია არის განათლების(65%), გამოხატვის(62%), სიცოცხლისა(62%) და თანასწორობის(59%) უფლების თაობაზე. 9 გრაფიკი 65. ადამიანის უფლებები, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი გამოხატვის თავისუფლება თანასწორობის უფლება განათლების უფლება საკუთრების უფლება სიცოცხლის უფლება თავისუფალი განვითარების უფლება საარჩევნო უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება რელიგიის თავისუფლება 62% 59% 65% 55% 62% 46% 44% 45% 51% 50% 40% 38% 34% 30% 32% 32% 25% 22% სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 53% 45% 44% 40% 38% 35% 35% 30% 29% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 6% N=150 10% N=150 9% N=300 9 შენიშვნა: გრაფიკზე წარმოდგენილია მხოლოდ ის უფლებები, რომელთა შესახებ ათიდან სულ მცირე 3 რესპონდენტს მაინც სმენია რეგიონში. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 115 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცულია(68%); ნაწილობრივ უფლებების დაცულობაზე გამოკითხულთა 28% მიუთითებს. დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 65% თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია, ხოლო 31% მიიჩნევს, რომ მათი უფლებები ნაწილობრივ არის დაცული. გრაფიკი 66. განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ვთვლი რომ ჩემი უფლებები დაცულია 65% ვთვლი, რომ ჩემი უფლებები ნაწილობრივ დაცულია ვთვლი, რომ ჩემი უფლებები არ არის დაცული 31% 4% N=150 69% 26% 5% N=150 68% 28% 4% N=300 იმ უფლებებზე საუბრისას, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს დაასახელოს კონკრეტული უფლება(24%), ამდენივე კი თვლის, გამოხატვის თავისუფლება(27%) არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული. გამოკითხულთა 17% ასახელებს გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებას, 11% კი- თავისუფალი განვითარების უფლებას. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული ქალების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიჩნევს, რომ არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული მათი გამოხატვის თავისუფლება(33%). კაცების დიდი ნაწილი კი ისეთ უფლებაზე მიუთითებს, როგორიცაა გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება(26%). ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ სკოლის ასაკის ახალგაზრდების მეოთხედს უჭირს თქვას, მათი რომელიც უფლება არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული(27%) და ასევე მეხუთედი თვლის, რომ აღნიშნული ეხება გამოხატვის თავისუფლებას(22%). გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს არადაცულად/ნაკლებად დაცულად უმრავლესობა 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში(31%) და ამავე ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა მეხუთედს უჭირს დაასახელოს ის უფლება, რომელიც არ არის ან ნაწილობრივაა დაცული. უფროსი ასაკის(24-29 წელი) ახალგაზრდების 27%-ს უჭირს აღნიშნულზე პასუხის გაცემა, 24% კი ასევე გამოხატვის თავისუფლებაზე მიუთითებს. 116 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 67. უფლებები, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული 10 დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გამოხატვის თავისუფლება 16% 31% 27% გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის 8% თავისუფლად არჩევის უფლება 20% 17% თავისუფალი განვითარების უფლება 13% 11% 11% თანასწორობის უფლება 9% 10% 9% ცხოვრების ღირსეული პირობების უფლება 7% 9% 8% შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება 2% 10% 8% საარჩევნო უფლება 10% 6% 7% შრომითი უფლებები 4% 8% 7% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 37% 19% 24% N=150 N=150 N=300 უფლებებზე საუბრისას თვისებრივი კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში ირღვევა განათლების უფლება, პირველ რიგში, სოფლის ტიპის დასახლებებში. მთავარი არგუმენტის თანახმად, სოფლებში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია. ამასთან, მთელ მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით სოფლებში სასკოლო განათლება არ არის ხარისხიანი, რის გამოც ახალგაზრდებს რეპეტიტორებთან უწევთ სიარული, უმეტესად დედაქალაქში. რამდენადაც ეს ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამ სერვისით ბევრი ახალგაზრდა ვერ სარგებლობს. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გულისხმობს იმას, რომ ხარისხიანი განათლების უფლება ახალგაზრდებისთვის არ არის უზრუნველყოფილი. საგულისხმოა, რომ რაოდენობრივი კვლევის შედეგებით, განათლების უფლება არ არის დაცული/ნაწილობრივადაა დაცული გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 4%-ის აზრით, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ მცხეთა-მთიანეთსა და მთელ რეგიონში. 3.6. გამოწვევები და მისწრაფებები _ გამოწვევები კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს სხვადასხვა პრობლემა, მიგრაციისკენ მისწრაფება, ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა საკითხები. 10 შენიშვნა: ჩამონათვალში წარმოდგენილია მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც რესპონდენტთა 7%-მა და მეტმა დაასახელა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 117 საკუთარ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობის შეფასებისას აღმოჩნდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალგაზრდებისთვის ყველაზე სერიოზულ სამ გამოწვევას გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა(6.2 ქულა), სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა (5.7 ქულა) და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა(5.6 ქულა) წარმოადგენს. 11 რეგიონში სამ ყველაზე ნაკლებად პრობლემურ საკითხად კი სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა(1.8 ქულა), ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა(2.2 ქულა) და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა(2.6 ქულა) გამოიკვეთა. ცხრილი 6. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისათვის რამდენად სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა შემდეგი საკითხები გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა (კინო, თეატრი, სხვა) სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა სამუშაო ადგილების სიმწირე ახალგაზრდებისათვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე(ქუჩის ტრენაჟორი, სპორტული მოედანი) ხელმისაწვდომობა პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სპორტულ წრეებზე(ფეხბურთი, კალათბურთი, სხვა) ხელმისაწვდომობა სახელოვნებო(ცეკვა, ხატვა, მუსიკალური საკრავი) წრეებზე ხელმისაწვდომობა კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა დუშეთი 6.4 6.2 6.4 5.9 5.9 5.4 6.1 5.8 4.7 6.1 5.3 3.3 4 3.2 2.7 1.8 2.3 1.4 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი 6.2 5.5 5.4 5.4 5.4 5.5 5 5 5 4.1 3.6 3.6 3.3 3 2.7 2.9 2.1 1.9 რეგიონი 6.2 5.7 5.6 5.5 5.5 5.4 5.3 5.2 4.9 4.6 4 3.5 3.5 3.1 2.7 2.6 2.2 1.8 11 შენიშვნა: საკითხის პრობლემურობა ფასდებოდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს გამოწვევას/პრობლემას,„7“ კი- სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა 118 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები დუშეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად პრობლემურად იგივე საკითხები გამოვლინდა, რაც მთელ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თუმცა ზემოთ აღნიშნულ საკითხებს ასევე ემატება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა(6.1 ქულა) და პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა(6.1 ქულა). დუშეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე ნაკლებად პრობლემურად ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა(1.8 ქულა) და სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა(1.4 ქულა) დასახელდა. კომპიუტერსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ნაკლებად პრობლემურად გამოიკევთა როგორც რეგიონში ზოგადად, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში. აღმოჩნდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას მიუწვდება ხელი კომპიუტერზე სახლში და/ან მის ფარგლებს გარეთ(69%), მათი წილი კი, ვისაც არ აქვს წვდომა კომპიუტერზე არც სახლში და არც მის გარეთ, 20%-ია. დაახლოებით მსგავსია რეალობა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. მართალია, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვა ღონისძიებების მოსაწყობად სივრცეებზე ხელმისაწვდომობა იმაზე ნაკლებ პრობლემურად შეფასდა, ვიდრე, მხოლოდ გართობისა და დასვენების ხელმისაწვდომობა, თუმცა მისი პრობლემურად შეფასების მაჩვენებელიც მაღალია(5.4 ქულა). აღსანიშნავია, რომ ამ ორი ტიპის სივრცეზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით პრობლემურად გამოიკვეთა თვისებრივი კვლევის ფარგლებში. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებთან იყო ხაზგასმული, შეკრებისთვის ადგილების არარსებობა, რომლებიც ხშირად გართობისა და დასვენებისთვის ადგილებსაც გულისხმობს და არა მხოლოდ სივრცეებს დისკუსიების გამართვისა თუ არაფორმალური განათლებისთვის, განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. მეტიც, ეს გამოწვევაა როგორც სკოლის, ასევე უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის ორივე ტიპის(ქალაქი-სოფელი) დასახლებიდან. გარდა იმისა, რომ ამგვარი სივრცეების არსებობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირებას და დროის ნაყოფიერად გატარებას, ამგვარი სივრცეები ჩაითვალა ასევე ისეთ სარისკო ქცევასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვან ფაქტორად, როგორიცაა ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება. ის, რომ ამგვარი სივრცის არსებობა მნიშვნელოვანია ხაზგასმული იყო არა მხოლოდ ახალგაზრდების მიერ, არამედ კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტის მიერაც ადგილობრივი თვითმმართველობიდან. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემებზე საუბრისას, თვისებრივ კვლევაში მონაწილე ახალგაზრდები უმეტესად სპონტანურად ისეთ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მხოლოდ ან უშუალოდ ახალგაზრდობასთან არ არის დაკავშირებული(მაგ: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, მიუსაფარ ძაღლთა პრობლემები). ასევე, ახალგაზრდები, პირველ რიგში, ქალები, რომელთაც ჰყავთ შვილები, აქტივობებზე თუ პრობლემებზე საუბრისას მთავარ აქცენტს ისეთ საკითხებზე აკეთებდნენ, რომლებიც ეხებათ მათ არა როგორც ახალგაზრდებს, არამედ აწუხებთ, როგორც დედებს(მაგ: ბავშვებისთვის გასართობი ცენტრების არარსებობა, შვილებისთვის წრეების არარსებობა და სხვა). ნარატივებში მათთან ვხვდებით ფრაზებს, რომლებიც მათ ამ როლის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და მსჯელობისას მთავარ ფოკუსად არა საკუთარ თავს, არამედ შვილებს წარმოდგენს(მაგ:„მე, როგორც ბავშვების დედა...). რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ტრანსპორტსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ნაკლებად პრობლემურად ფასდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვიდრე სხვა საკითხები(2.3 და 1.8 ქულა, შესაბამისად), თუმცა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ორივე მათგანის პრობლემურობას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როდესაც რაღაც აქტივობები იგეგმება მუნიციპალურ ცენტრში და ახალგაზრდები ინფორმირებულნი არიან მათ შესახებ, ვერ ხერხდება დასწრება სწორედ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის არარსებობის ან შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამასთან, ინტერნეტზე დაბალი ხელმისაწვდომობაც დაბრკოლებებს ქმნის თუნდაც ონლაინ აქტივობებში მონაწილეობის თვალსაზრისითაც. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 119 რაც შეეხება სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობის არარსებობასა და სამუშაო ადგილების სიმწირეს, რაც განსაკუთრებით პრობლემურად გამოვლინდა რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, ისინი გამოწვევათა რიგში დასახელდა თვისებრივი კვლევის მონაწილე ახალგაზრდების მიერაც. თუ ვნახავთ მომავალი 10 წლის პერსპექტივაში ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა თუ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ განწყობები როგორც რეგიონის, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პოზიტიურია. ათიდან სულ მცირე ოთხ და მეტ ადამიანს აქვს განცდა, რომ 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ქვეყანაში, ასევე საკუთარ მუნიციპალიტეტსა თუ პირადად მათი, უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა. საგულისხმოა, რომ უფრო პოზიტიურია 10 წლის შემდეგ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას დადებითი ცვლილებების დანახვა(74%), ვიდრე ქვეყნისა(49%) თუ საკუთარი მუნიციპალიტეტისა (56%). რეგიონის მსგავსად, სამიზნე მუნიციალიტეტსა და დანარჩენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა მეტი წილი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა სამივე დონეზე უკეთესობისკენ შეიცვლება. ასევე, ყველგან საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების უფრო პოზიტიური შეფასება შეიმჩნევა, ვიდრე ქვეყნისა თუ მუნიციპალიტეტის შემთხვევაში. გრაფიკი 68. 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში, პირადი(რესპონდენტის) 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა პირადად ჩემი მუნიციპალიტეტში ქვეყანაში 40% 44% 66% დუშეთის მუნიციპალიტეტი N=150 52% 60% 76% დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი N=150 49% 56% 74% სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი N=300 რაც შეეხება ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას, ახალგაზრდების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი საშუალოზე უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით. ეს შეფასება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საშუალოდ 5 ქულას უტოლდება. 12 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთის შედეგებიც იდენტურია. დუშეთის მუნიციპალიტეტშიც მსგავსია შეფასება და 4.9 ქულას უტოლდება. 120 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 69. ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 5,0 5,0 4,9 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი დუშეთის მუნიციპალიტეტი N=150 N=150 N=300 რაც შეეხება ახალგაზრდების მიერ ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას, ის დადებითად ფასდება როგორც ზოგადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონში. ყველგან ორივე მდგომარეობის შეფასება მაქსიმალური 5-დან 4.2 და მეტი ქულით ფასდება. გრაფიკი 70. ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება (შეფასება„1“- ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) ფიზიკური მდგომარეობა ფსიქიკური მდგომარეობა 4.4 4.3 4.3 4.3 4.2 4.2 დუშეთის მუნიციპალიტეტი N=150 დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი N=150 სულმცხეთა-მთიანეთის რეგიონი N=300 მიგრაცია კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შიდა მიგრაციის განზრახვა არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს კვლევის მონაწილე ახალგაზრდების დიდ ნაწილს(65%). ამგვარი განზრახვის არქონას გამოკითხულთა 41% აფიქსირებს, ამ ეტაპზე კი ამაზე არ ფიქრობს ახალგაზრდების 24%. დროებით საცხოვრებელი ადგილის დატოვების განზრახვაზე რესპონდენტთა მესამედი მიუთითებს (28%). დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულ ათიდან ოთხ რესპონდენტს არ აქვს შიდა მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის მანძილზე(43%) და აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს 12 შენიშვნა: შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ რესპონდენტი საერთოდ არ იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით,„7“ კი ნიშნავდა, რომ ის ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით ამ ეტაპზე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 121 გამოკითხულთა მეოთხედი(24%). რაც შეეხება დროებით საცხოვრებელი ადგილის დატოვების განზრახვას, მასზე დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მეხუთედი მიუთითებს(21%). გრაფიკი 71. შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არა, არ ვფიქრობ ამაზე 43% დიახ, ვფიქრობ დრობით დავტოვო ჩემი 21% საცხოვრებელი ადგილი ამ ეტაპზე არ ვფიქრობ ამაზე 24% დიახ, ვფიქრობ სამუდამოდ დავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი 5% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 7% 41% 30% 24% 3% 3% 41% 28% 24% 3% 4% N=150 N=150 N=300 შიდა მიგრაციის მიზეზებს შორის, მათთან, ვინც მსგავსი განზრახვა დააფიქსირა სამი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა რეგიონში. კერძოდ, უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა(52%), დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა(48%) და უკეთესი ცხოვრების პირობები(28%). გრაფიკი 72. შიდა მიგრაციის მიზეზები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 19% 2% 5% 5% 24% 52% 28% 48% უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა უკეთესი ცხოვრების პირობები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დამოუკიდებელი ცხოვრება საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა არსებული ვითარებიდან თავის დაღწევის სურვილი არ ვიცი/ მიჭირს პასუხის გაცემა N=92 122 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები აღსანიშნავია, რომ გარე მიგრაციაზეც რესპონდენტთა მცირე ნაწილი ფიქრობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(17%). დუშეთის მუნიციპალიტეტში გარე მიგრაციის განზრახვას გამოკითხულთა 24% აფიქსირებს, ამასთან 21% დროებით მიგრაციაზე და მხოლოდ 3% სამუდამოდ ქვეყნის დატოვებას ფიქრობს. გარე მიგრაციის/ქვეყნის დატოვების განზრახვა სულ რეგიონში 18%-მა(57 ახალგაზრდა) დააფიქსირა, რომელთათვისაც აღნიშნულის სამ მთავარ მიზეზს დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა, უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა და უკეთესი ცხოვრების პირობები წარმოადგენს. დისკრიმინაციის გამოცდილება კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს, ჰქონიათ თუ არა დისკრიმინაციის გამოცდილება შემდეგი ნიშნებით: განათლების დონის გამო(დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება, სხვ), ეკონომიკური მდგომარეობის გამო(მდიდარი/ღარიბი), რელიგიური კუთვნილების გამო, ეთნიკური კუთვნილების გამო, სქესის გამო(მდედრობითი-მამრობითი), ასაკის გამო(უმცროსი-უფროსი; პატარა-დიდი), საცხოვრებელი ადგილის გამო(გარეუბანი-ცენტრი, სოფელი-ქალაქი), პოლიტიკური შეხედულებების გამო. კვლევის შედეგების თანახმად, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. ყველაზე მეტმა რესპონდენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმაზე მიუთითა, რომ ერთხელ მაინც ჰქონია მის მიმართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის შემთხვევას ადგილი და ასეთი რესპონდენტების წილი რეგიონში 13%-ია. ასევე, 10%-10% განათლების დონისა და პოლიტიკური შეხედულების გამო, 8% კი საცხოვრებელი ადგილის მიზეზით დისკრიმინაციის ერთ შემთხვევაზე მაინც მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის შესახებ ისაუბრეს თვისებრივი კვლევის მონაწილეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში. გამოიკვეთა, რომ დისკრიმინაციის ფაქტებს სხვადასხვა ნიშნით ჰქონია და აქვს ადგილი. კერძოდ, აღინიშნა დისკრიმინაცია ასაკის გამო(„ბავშვი ხარ და შენ არ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში, რაც არ გეკითხება...“); დისკრიმინაცია გენდერის ნიშნით, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული(„სკოლაში რომ ბიჭს დიდი თმა ჰქონდეს... ეგეთი რაღაც არ უხდება და რატომ უნდა ჰქონდეს. ასეთი რაღაც მასწავლებლებისგან მოდის უმეტესად და გაიძულებენ, რომ შეიჭრა თმები...“); დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის გამო(„დაცინვის საგანი ვიყავით, იმიტომ რომ არ იყო ჩვენი[სოფლის] განათლება იმათთან [ქალაქთან] შედარებით უფრო კარგი...“). 3.7. დასვენება და ცხოვრების წესი _ გართობა, დასვენების შესაძლებლობები და სპორტული აქტივობები კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს, თუ რა ადგილებზე მიუწვდებათ ხელი გართობისა და დასვენებისთვის საკუთარ დასახლებაში. როგორც აღმოჩნდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე მაღალია ბიბლიოთეკებზე(70%), სპორტულ მოედნებსა(69%) და საჯარო პარკზე/სკვერზე(42%) ხელმისაწვდომობა. დუშეთის მუნიციპალიტეტშიც მსგავსია სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ხელმისაწვდომი ობიექტების ჩამონათვალი. ასევე, აღსანიშნავია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მეხუთედი ამბობს, რომ მათ დასახლებაში არცერთ მოქმედ გასართობ/დასასვენებელ ადგილზე არ მიუწვდებათ ხელი(21%). მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 123 გრაფიკი 73. დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ბიბლიოთეკა სპორტული მოედანი საჯარო პარკი/სკვერი მუზეუმი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდული ცენტრი საცურაო აუზი თეატრი 64% 57% 48% 21% 10% 8% 5% 72% 73% 40% 14% 16% 11% 4% 1% 70% 69% 42% 16% 15% 10% 3% 2% არცერთი 21% N=150 11% N=150 13% N=300 რეგიონში ქალაქის ტიპის დასახლებებში, ძირითადად, სპორტული მოედნის(96%), ბიბლიოთეკისა (96%) და საჯარო პარკის/სკვერის(91%) არსებობაზე მიუთითეს. სოფლის ტიპის დასახლებებში კი ბიბლიოთეკისა(63%) და სპორტული მოედნის(62%) არსებობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ არცერთ მოქმედ გასართობ/დასასვენებელ ადგილზე ხელი არ მიუწვდება გამოკითხულთა 17%-ს სოფლებში (ქალაქი- 1%). გამოკითხულთა უმრავლესობა, როგორც ზოგადად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში, უმეტესწილად მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში არსებული გასართობი/დასასვენებელი ადგილები კარგ ან საშუალო მდგომარეობაშია. საყურადღებოა ის, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე ნეგატიური შეფასება აქვს მუზეუმებსა(ცუდ მდგომარეობაშია- 42%) და სხვა სპორტულ ინფრასტრუქტურას(ცუდ მდგომარეობაშია- 40%). რაც შეეხება იმ ადგილებს, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული დასახლებაში ახალგაზრდებისთვის, აღმოჩნდა, რომ ოთხი ადგილია ყველაზე პრიორიტეტული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ესენია: ახალგაზრდული ცენტრი(49%), სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა(45%), საჯარო პარკი/სკვერი(43%) და საცურაო აუზი(34%). მცირედით განსხვავებულია პრიორიტეტები დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ყველაზე პრიორიტეტულია სპორტული მოედან ი(43%), საცურაო აუზი(42%) და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა(36%). ახალგაზრდული ცენტრის პრიორიტეტულობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მესამედი მიუთითებს(32%). 124 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 74. გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ახალგაზრდული ცენტრი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა საჯარო პარკი/სკვერი საცურაო აუზი სპორტული მოედანი თეატრი ბიბლიოთეკა მუზეუმი არცერთი არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 32% 36% 29% 42% 43% 14% 11% 8% 1% N=150 55% 48% 47% 31% 23% 17% 17% 5% 1% 1% N=150 49% 45% 43% 34% 28% 17% 15% 6% 1% 1% N=300 ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ 14-17 წლის ახალგაზრდებში თანაბრად პრიორიტეტულად გამოიკვეთა ახალგაზრდული ცენტრის, საჯარო პარკი/სკვერისა და საცურაო აუზის გამართული ფუნქციონირება (თითოეულს 42%-42% ასახელებს). 18-23 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის ყველაზე პრიორიტეტული ახალგაზრდული ცენტრის გამართული ფუნქციონირებაა(46%). 24-29 წლის ახალგაზრდებისთვის კი, ახალგაზრდულ ცენტრთან(55%) ერთად, თანაბრად პრიორიტეტული სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის (54%) გამართული ფუნქციონირებაა. დასახლების ტიპის მიხედვით კი აღმოჩნდა, რომ ქალაქში ყველაზე პრიორიტეტულად საცურაო აუზის გამართული ფუნქციონირებაა განსაკუთრებით პრიორიტეტული(55%), სოფლებში კი- ახალგაზრდული ცენტრი(51%) და საჯარო პარკი/სკვერი(49%). აღსანიშნავია, რომ თვისებრივმა კვლევამ ისეთი გასართობი/დასასვენებელი ადგილების არსებობა გამოავლინა განსაკუთრებულად პრიორიტეტულად, როგორებიცაა ახალგაზრდული ცენტრი, გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და ბიბლიოთეკა. აღსანიშნავია, რომ გარდა გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის სიმწირისა, დუშეთის მუნიციპალიტეტში პრობლემად დასახელდა კვალიფიცური კადრების სიმწირეც, რომლებიც სპორტით დაინტერესებულ ბავშვებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენდა და აქტიურად ჩართავდა სპორტულ აქტივობებში. შესაბამისად, გამართულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კვალიფიციური კადრების მოზიდვაც არსებითია. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკების არსებობა განახლებული ლიტერატურითა და ინტერნეტზე წვდომით მნიშვნელოვან გასართობ/დასასვენებელ ლოკაციად დასახელდა ახალგაზრდების მიერ როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებიდან. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 125 გართობისა და დასვენების თვალსაზრისით კვლევამ უჩვენა, რომ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად რასაც უთმობდნენ დროს ახალგაზრდები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იყო მუსიკის მოსმენა(73%), მეგობრებთან ერთად გართობა(60%) და ფილმების ყურება(47%). ახალგაზრდების 86%-ს არასდროს უმოგზაურია საქართველოს საზღვრებს გარეთ, 72% არასდროს ხატავდა, ცეკვავდა ან უკრავდა მუსიკალურ საკრავზე. ასევე, გამოკითხულთა 60% არ იყო დაკავებული ფოტოგრაფიით. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხულთა 41% მიუთითებს, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების უმრავლესობა/დიდი ნაწილია დაკავებული. დუშეთის მუნიციპალიტეტში იგივეზე ახალგაზრდების 31% მიუთითებს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მცირე ნაწილია დაკავებული(60%). გრაფიკი 75. საკუთარ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის შეფასება უმრავლესობა დიდი ნაწილი მცირე ნაწილი თითქმის არავინ არავინ არ ვიცი/ მიჭირს პასუხი დუშეთის მუნიციპალიტეტი 6% 25% დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი 19% 25% 60% 43% 6%2%2% 7% 2% 5% N=150 N=150 სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 16% 25% 47% 6% 2% 4% N=300 იმ რესპონდენტთაგან, ვინც აღნიშნა, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებულია ახალგაზრდების უმრავლესობა ან დიდი ნაწილი(41%), ყველაზე მეტმა ისეთ სპორტის სახეობაზე მიუთითა, როგორიცაა ჭიდაობა(81%). დასახელდა ასევე ახალგაზრდების დაკავება ფეხბურთით(74%), კალათბურთით(31%), რაგბით(29) და სპორტის სხვა სახეობებით. რაც შეეხება მათ, ვინც განაცახადა, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით მათ მუნიციპალიტეტში დაკავებულია ახალგაზრდების მცირე ნაწილი ან არავინ, ამის მთავარ მიზეზად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არასაკმარისი მოტივაცია(39%) დასახელდა. ასევე მიზეზებს შორის სპორტული წრეების არარსებობა(34%) და საკმარისი ფინანსური რესურსის არარსებობა(31%) გამოიკვეთა. ამასთან, 30% ამბობს, რომ სპორტული წრეები არსებობს მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში და იქ სიარული სირთულეს წარმოადგენს. დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ ინფრასტრუქტურა გაუმართავია და სწორედ ეს არის მიზეზი სპორტით/ფიზიკური აქტივობით ნაკლები ახალგაზრდის დაკავებულობის (41%). სოფლის ტიპის დასახლებებში დიდწილად პრობლემურად აღინიშნა ის, რომ სპორტული წრეები არსებობს მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში და იქ სიარული რთულია(46%), მაშინ როდესაც ქალაქში მთავარ მიზეზად არასაკმარისი ფინანსური რესურსი გამოიკვეთა(52%). 126 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 76. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ ფიზიკური აქტივობით დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არ არის საკმარისი მოტივაცია არ არსებობს სპორტული წრეები არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი სპორტული წრეები არსებობს მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში და იქ სიარული რთულია სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ ინფრასტრუქტურა გაუმართავია არ არის გაცნობიერებული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ კადრები არაკვალიფიციურია სხვა 23% 35% 33% 26% 41% 7% 4% 1% 46% 34% 30% 32% 18% 13% 4% 1% 39% 34% 31% 30% 25% 11% 4% 1% N=103 N=72 N=175 რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაწილეთა ფიზიკურ/სპორტულ აქტიურობას, კვლევამ უჩვენა, რომ როგორც ზოგადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონში ახალგაზრდების მესამედია დაკავებული სპორტით/ფიზიკური აქტივობებით სულ მცირე, კვირაში 3 საათი მაინც. ასეთი ახალგაზრდების წილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში და დანარჩენ რეგიონში იდენტურია- 33%. სხვები კი სპორტს/ფიზიკურ აქტივობას დროს საერთოდ ან იმაზე უფრო იშვიათად უთმობენ, ვიდრე თვეში რამდენჯერმეა. იმ მიზეზებზე საუბრისას, რის გამოც თავად არ არიან რესპონდენტები სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებული, მათ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყურადღება გაამახვილეს ორ მთავარ მიზეზზე- დროის არქონასა (45%) და სურვილის არქონაზე(29%). დაახლოებით მსგავსია რეალობა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 127 გრაფიკი 77. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები თავად დაკავებულები სპორტული/ ფიზიკური აქტივობებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი არ ვარ/თითქმის არ ვარ დაკავებული სპორტით/ფიზიკური აქტივობით 67% N=150 67% N=150 სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 67% N=300 არ მაქვს დრო არ მაქვს სურვილი 41% 25% 47% 31% 45% 29% შესაბამისი წრე/ინფრასტრუქტურა შორსაა ჩემთვის საინტერესო აქტივობა/ სპორტული წრე არ არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 12% 9% 5% 12% 4% 3% 12% 5% 4% არ მაქვს საკმარისი ფინანსური რესურსი 8% 2% 3% სხვა 1% 3% 2% N=100 N=93 N=193 რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება სპორტით/ფიზიკური აქტივობით, კვლევამ უჩვენა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლის, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა(53%) და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია(53%). ეს ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი დუშეთის მუნიციპალიტეტშიც რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილისთვის(50% და 46%, შესაბამისად). გრაფიკი 78. ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები დუშეთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შესაბამისი ინფრასტრუქტურა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია 50% 46% 54% 56% 53% 53% სპორტული წრეების/კლუბების არსებობა ფინანსური ხელმისაწვდომობა სპორტულ წრეებში/კლუბებში კვალიფიციური კადრების არსებობა 39% 39% 22% N=150 44% 42% 22% N=150 43% 41% 22% N=300 128 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები სარისკო ქცევები კვლევის რესპონდენტებმა ასევე შეაფასეს, თუ რამდენადაა სხვადასხვა სარისკო ქცევა გავრცელებული მათ დასახლებაში. აღმოჩნდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებულია ისეთი სარისკო ქცევები, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით(სოციალური ქსელები, ინტერნეტი) გატაცება(4.6 ქულა) და სიგარეტის მოხმარება(4.2 ქულა). 13 საკმაოდაა ასევე გავრცელებული ალკოჰოლის მოხმარება(3.9 ქულა), მარიხუანას მოხმარება(3.2 ქულა) და ა ზარტული თამაშებით გატაცება(3 ქულა). რაც შეეხება კლუბური ნარკოტიკებისა და საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარებას, მათი გავრცელება შედარებით იშვიათია(1.7-1.7 ქულა). დუშეთის მუნიციპალიტეტშიც სარისკო ქცევების გავრცელების ინტენსტივობა თითქმის მსგავსია, სადაც ყველაზე გავრცელებულია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების ზედმეტად გატაცება(4.5 ქულა), ყველაზე ნაკლებად კი- კლუბური ნარკოტიკებისა და საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარებაა გავრცელებული(2.0-2.0 ქულა). გრაფიკი 79. სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) დუშეთი დანარჩენი მცხეთა-მთიანეთი სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 4.6 4.2 3.9 3.2 4.6 3.0 4.2 3.9 3.0 3.0 4.5 4.3 4.1 3.6 3.0 თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზედმეტად გატაცება სიგარეტის მოხმარება ალკოჰოლის მოხმარება მარიხუანას მოხმარება აზარტული თამაშებით გატაცება 1.7 1.6 2.0 კლუბური ნარკოტიკის მოხმარება 1.7 1.6 2.0 საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება 13 შენიშვნა: შეფასება 5-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ ქცევა საერთოდ არ არის გავრცელებული მათ დასახლებაში,„5“ კი ნიშნავდა, რომ ქცევა ძალიანაა გავრცელებული. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 129 თვისებრივი კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისეთი სარისკო ქცევების გავრცელებაზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიც ალკოჰოლისა და მარიხუანას მოხმარებაა. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურად 18-23 წლის ახალგაზრდების ჯგუფმა შეაფასა. მათი აზრით, ახალგაზრდები არ არიან დასაქმებულები, არ აქვთ სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა, არ არის სივრცეები შეკრებებისთვის და აქვთ ბევრი თავისუფალი დრო, ეს ყველაფერი კი მათ უბიძგებს სარისკო ქცევებისკენ. სწორედ ამიტომ, დასაქმების მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე შეკრებებისთვის სივრცეების შექმნა სარისკო ქცევებთან გამკლავების მნიშვნელოვან მექანიზმებად ფასდება კვლევის მონაწილე ახალგაზრდების მიერ. 3.8. დისკუსია და რეკომენდაციები _ როგორც რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები მოწმობს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის აქტივობები ნაკლებადაა შეთავაზებული, მათი ბენეფიციარების რაოდენობა მწირია და იმ აქტივობების შესახებაც, რომლებიც ტარდება, ახალგაზრდების ფართო წრე არ არის ინფორმირებული. ამ თვალსაზრისით გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებული გამოწვევები აქვთ სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ, რამდენადაც აქტივობები თუ იგეგმება, ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში. ინფორმირებასთან ერთად კი, ასევე გამოწვევაა ტრანსპორტზე შეზღუდული წვდომა. მიუხედავად ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა თუ ღონისძიებებით მიღწეული შედეგების ნეიტრალური და დადებითი შეფასებისა, ხაზგასასმელია, რომ რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მეტი წილი არ არის ინფორმირებული ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ასევე დიდი ნაწილი არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეტიც, მათ მნიშვნელოვან ნაწილს არც სმენია მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე. მართალია, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორებად დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების თანაბარი რაოდენობა მიუთითებს როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებზე(33%), ასევე თავად ახალგაზრდებზე(30%), მაგრამ თვისებრივი კვლევის ფარგლებში ხაზგასმული იყო, რომ ინიციატორების როლში ახალგაზრდები ნაკლებად გამოდიან და თუ ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, ეს ეხება აქტიური ახალგაზრდების მცირე ჯგუფს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სხვა კითხვაზე პასუხის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა 37%-მა მუნიციპალიტეტში აქტიური ახალგაზრდების პატარა ჯგუფის არსებობაზე მიუთითა, 27%-მა კი თქვა, რომ ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროცესებში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა დაბალია. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დანარჩენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამოკლებით, უკვე გამოკითხულთა 44% მიუთითებს, რომ თავად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან ახალგაზრდებისთვის აქტივობების ინიციატორები. ის, რომ პროცესებში ჩართულობა არ არის მაღალი მოწმობს ისიც, რომ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება, ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით, არ აქვს გამოკითხულთა დიდ ნაწილს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(72%). ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია დუშეთის მუნიციპალიტეტში(82%), ვიდრე დანარჩენ რეგიონში(69%) და ყველგან ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ ჰქონდათ აღნიშნულში მონაწილეობის სურვილი. ის, რომ ახალგაზრდების პროცესებში დაბალი ჩართულობის მიზეზი ნიჰილიზმია, თვისებრივმა კვლევამაც უჩვენა. მან ასევე 130 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გამოავლინა, რომ განსაკუთრებული გამოწვევაა დაბალი ცნობიერება და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნების ნაკლები გააზრება ახალგაზრდების მიერ. ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ნაკლებად აქვთ ახალგაზრდებს გაცნობიერებული და ამის გამო არ მონაწილეობენ პროცესებში რაოდენობრივი კვლევის დროსაც გამოიკვეთა. ასე ფიქრობს ყოველი მეორე ახალგაზრდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში(48%). აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში 38%, დანარჩენ მცხეთა-მთიანეთში კი- 52%-ია. მართალია, ყველაზე სერიოზულ გამოწვევად როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ რეგიონსა და მთლიანად მცხეთა-მთიანეთში გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა დაასახელეს კვლევის რესპონდენტებმა. თუმცა, პრობლემა, რომელიც მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ყველგან დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია დუშეთის მუნიციპალიტეტში (52%), ვიდრე დანარჩენ მცხეთა-მთიანეთში(41%). პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაა ის, რაც რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში. ამასთან, მნიშვნელოვნად ჩაითვალა სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობის არსებობაც. მასზე დუშეთის მუნიციპალიტეტში 48% უთითებს, დანარჩენ მცხეთა-მთიანეთში კი- 64%. დასაქმების კონტექსტში ასევე საგულისხმოა, რომ მთელ რეგიონში მნიშვნელოვნად ითვლება სკოლის ასაკშივე კარიერული დაგეგმვის სერვისის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რაზეც ათიდან რვა და მეტი რესპონდენტი მიუთითებს. ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორად ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერაც გამოიკვეთა, რაზეც ათიდან ოთხი რესპონდენტი მიუთითებს მთელ რეგიონში. გასართობი/დასასვენებელი ადგილებიდან ახალგაზრდებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით აქტუალურია სპორტული მოედნების(43%), საცურაო აუზისა(42%) და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის(36%) გამართული ფუნქციონირება. დანარჩენი მცხეთა-მთიანეთისთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი ადგილებს გამართული ფუნქციონირება, როგორებიცაა ახალგაზრდული ცენტრის(55%), სხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა, გარდა სპორტული მოედნებისა და საცურაო აუზისა(48%) და საჯარო პარკის/სკვერის(45%) ფუნქციონირება. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდული ცენტრის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად მიიჩნია გამოკითხულთა მესამედმა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც(32%). აღნიშნულზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. ის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა არსებითია, ისევე როგორც ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზაცია მეტი ახალგაზრდის სპორტით დაინტერესებისთვის ასევე იყო ხაზგასმული თვისებრივი კვლევის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულს მოწმობს რაოდენობრივი კვლევის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, სპორტით მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მცირე ნაწილია დაკავებული(60%), რისი მთავარი მიზეზიც ინფრასტრუქტურის გაუმართაობა(41%) და/ან სპორტული წრეების არარსებობა(35%) სახელდება. ამასთან, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობასთან ერთად(50%), ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას(46%) მიიჩნევს სპორტით მეტი ახალგაზრდის დაინტერესების გზად. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უმრავლესობა თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია(68%), მესამედის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული(28%). ყველაზე მეტი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული მათი გამოხატვის თავისუფლება(27%). მართალია, გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით, მათ დისკრიმინაციის გამოცდილება არ ჰქონიათ. თუმცა, აქვე საგულისხმოა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ათიდან ერთი რესპონდენტი მაინც მიუთიტებს ეკონომიკური მდგომარეობის(13%), განათლების(10%), პოლიტიკური შეხედულებისა (10%) თუ საცხოვრებელი ადგილის(8%) გამო დისკრიმინაციის გამოცდილებაზე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და დუშეთის მუნიციპალიტეტი 131 უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არც შიდა და არც გარე მიგრაციის განზრახვა არ აქვს როგორც ზოგადად მცხეთა-მთიანეთში(65% და 81%, შესაბამისად), ასევე კონკრეტულად დუშეთის მუნიციპალიტეტში(67% და 74%, შესაბამისად). ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ცხოვრების ამ ეტაპზე კმაყოფილება კი ახალგაზრდებში საშუალოზე მაღალია, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში (4.9 ქულა მაქსიმალური 7-დან), ასევე დანარჩენ მცხეთა-მთიანეთსა(5 ქულა), ასევე მთლიანად რეგიონში(5 ქულა). რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ამ და სხვა შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტსა და, შესაძლებელია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის სასურველია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება და აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარებით; ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება. პირველ რიგში, მათი ინფორმირება აქტივობებისთვის ფინანსური რესურსების მოძიების შესაძლებლობებსა და, ასევე, ამ რესურსების მოპოვებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში მხარდაჭერა; შეკრებებისთვის, დისკუსიების გამართვისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის სივრცეების შექმნა, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ არაფორმალურ განათლებას. ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად, მნიშვნელოვანია არსებობდეს მსგავსი სივრცეები სოფლის ტიპის დასახლებებშიც. რამდენიმე მეზობელი სოფლისთვის შესაძლებელია მოეწყოს ერთი, საერთო სივრცე, სადაც ტრანსპორტირება ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული; არაფორმალურ განათლებასა თუ სხვადასხვა ტრენინგ/საგანმანათლებლო კურსზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შესაძლებელია აქტივობათა ნაწილი დაიგეგმოს ონლაინ სივრცეშიც, რაც ნაკლები ფინანსური რესურსით, მეტი ახალგაზრდის აქტივობებში ჩართვას გახდის შესაძლებელს; სასურველია აქტიური თანამშრომლობა სკოლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისთვის, რომლის მთავარი ფოკუსიც სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნების, მისი ფორმებისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება იქნება; უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული უნარების შეძენა-დახვეწაში მხარდაჭერა; ასევე ინგლისური ენის კურსებსა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რამაც დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალგაზრდების დასაქმებაზე; სპორტითა და ფიზიკური აქტივობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-უზრუნველყოფასთან ერთად, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც სარისკო ქცევებთან გამკლავებაზეც მოახდენს დადებით გავლენას. 132 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები IV სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის — მუნიციპალიტეტი შესავალი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა, 2021 წლის მონაცემებით 151.1 ათას ადამიანს შეადგენს. მათი 64% სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. 14-29 ახალგაზრდები 36.3 ათასია, რაც რეგიონის მოსახლეობის 24%-ს წარმოადგენს. 14 რეგიონში უმუშევრობის დონე 11.4%-ს, დასაქმების დონე კი- 48.3%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა წილია ახალგაზრდების თითოეულში, არ არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება კვლევის რესპონდენტებს, გამოკითხულთა 48% ქალი, 52% კი- კაცია. მათი ყველაზე დიდი წილი 24-29 წლისაა(43%). ასევე ყველაზე დიდი წილის, გამოკითხულთა 36%-ის განათლების მიღწეული დონე სრულ საშუალო განათლებას გულისხმობს. კვლევის მონაწილე ათი რესპონდენტიდან სამი მოსწავლეა(29%), ოთხი- უმუშევარი. უმუშევართა 24% ეძებს სამსახურს, 15% კი არ ეძებს. რაც შეეხება დასაქმებას, 8% თვითდასაქმებულია სამეწარმეო საქმიანობაში, ამდენივე სრულ განაკვეთზე მუშაობს, მხოლოდ 3%- ნახევარ განაკვეთზე, ფრილანსერი კი- 2%-ია. გრაფიკი 80. რესპონდენტთა საქმიანობა ადიგენის მუნიციპალიტეტი მოსწავლე უმუშევარი- ეძებს სამსახურს უმუშევარი- არ ეძებს სამსახურს სტუდენტი თვითდასაქმებული- ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში დასაქმებული სრულ განაკვეთზე დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე თვითდასაქმებული- ფრილანსერი 14 საქსტატი. რეგიონული სტატისტიკა დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი 30% 29% 26% 24% 15% 16% 14% 10% 6% 8% 5% 8% 1% 3% 3% 2% N=100 N=200 სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 29% 24% 15% 11% 8% 8% 3% 2% N=300 სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 133 გამოკითხული ახალგაზრდების 51% ეთნიკურად სომეხია, 49% კი- ეთნიკურად ქართველი. რესპონდენტების უმრავლესობა არ არის დაქორწინებული(65%) და მესამედია დაქორწინებული (სახელმწიფო და/ან რელიგიური რეგისტრაცია- 31%). რესპონდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს არც სოციალურად დაუცველის და არც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი(95%). ათიდან ექვსი გამოკითხულის შემოსავალი თვეში 100 ლარზე ნაკლებია(61%) და ასევე 100 ლარზე ნაკლებია ათიდან ხუთი რესპონდენტის დანახარჯი სხვადასხვა საჭიროებაზე(49%). დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე(60%) მოდის, ასევე- მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტზე(57%). გამოკითხული ახალგაზრდების ყველაზე დიდი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული(53%). გრაფიკი 81. რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემოსავალი დანახარჯი <100 61% 101-300 15% 301-500 8% 501-700 3% 701-900 3% 901-1000 1001-1500 4% 1501-2000 1% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 5% 49% 29% 10% 3% 1% 1% 1% 1% 5% N=300 134 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ძირითადი მიგნებები ახალგაზრდობის მუნიციპალური პოლიტიკის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის განკუთვნილი აქტივობები კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებსა და ლაშქრობებს გულისხმობს. ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები არცთუ ხშირ ხასიათს ატარებს. ისინიც უმეტესად მუნიციპალურ ცენტრებში იგეგმება, მათი ბენეფიციარები კი ძირითადად სკოლის ასაკის ახალგაზრდები არიან. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდების ყველაზე დიდი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული(53%). ათიდან ექვსის შემოსავალი თვეში 100 ლარზე ნაკლებია (61%) და ასევე 100 ლარზე ნაკლებია ათიდან ხუთი რესპონდენტის დანახარჯი სხვადასხვა საჭიროებაზე(49%). დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (60%) მოდის, ასევე- მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტზე(57%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებს ყველაზე მეტად წვდომა აქვთ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა სპორტული წრე/წრეები(38%), ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი(27%) და სახელოვნებო/კულტურის წრეები(18%). სწორედ სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს მნიშვნელოვნად ყველაზე მეტი გამოკითხული როგორც რეგიონში ზოგადად(54%), ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში(53%). ამასთანავე, როგორც ზოგადად სამცხე-ჯავახეთში, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში უცხო ენების შემსწავლელ კურსებსა(39%-39%) და შეკრებებისთვის სივრცეებზე ხელმისაწვდომობის(30% და 38%, შესაბამისად) არსებობას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად ახალგაზრდები. ამჟამად სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსებზე, შეკრებებისთვის საჭირო სივრცესა და უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე ხელმისაწვდომობა კი აქვს ათიდან თითო გამოკითხულს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლად გამოკითხული ახალგაზრდების 46% აცხადებს, რომ მათთან დასახლებაში არცერთი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ როდესაც იგივეს ქალაქში მხოლოდ 5% მიუთითებს. ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ნახევარს არ მიუწვდება ხელი დასახლებაში არცერთ სერვისზე(52%), ყველაზე მაღალი კი მუნიციპალიტეტში არის ხელმისაწვდომობა ბიბლიოთეკაზე/სამკითხველო კლუბზე(28%). ახალგაზრდებისთვის სერიოზულ გამოწვევად სამუშაო ადგილების სიმწირე და გართობისა და დასვენების ადგილებზე(კინო, თეატრი, სხვ) შეზღუდული/არარსებული ხელმისაწვდომობა იკვეთება როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტში(შესაბამისად, 6.1 და 5.9 ქულა), ასევე დანარჩენ სამცხე-ჯავახეთსა(შესაბამისად, 5.5 და 5.5 ქულა) და მთელ რეგიონში(შესაბამისად, 5.6 და 5.6 ქულა). უმთავრესი გამოწვევა/პრობლემა, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მათ მუნიციპალიტეტში სწორედ დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(48%), ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში(62%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 135 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმება რთულია/ძალიან რთულია(14-17 წელი – 61%, 18-23 წელი – 71%, 24-29 წელი- 81%). ამასთან, იგივეზე მეტი გამოკითხული მიუთითებს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში(80%), ვიდრე ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების ჯგუფში (64%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებად გამოკითხულთა დიდი ნაწილი შესაბამის განათლებასა(42%) და სანაცნობო წრეს(40%) მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ 14-17 და 18-23 წლის ახალგაზრდები დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად შესაბამის განათლებას (56% და 44%, შესაბამისად), 24-29 წლის ახალგაზრდები კი შესაბამის სანაცნობო წრეს(53%) მიიჩნევენ. სანაცნობო წრის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ასევე 18-23 წლის ახალგაზრდების 39% და 14-17 წლის ახალგაზრდების 20%. სანაცნობო წრის ფაქტორს მეტი ახალგაზრდა მიიჩნევს დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში(47%), ვიდრე ეთნიკურად ქართველების ჯგუფში(33%). რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამუშაო ადგილების არსებობა შეუწყობდა ხელს ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებაში(53%). აღნიშნულისთვის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად რეგიონში ქართული ენის ცოდნა სახელდება(41%). საგულისხმოა, რომ სწორედ ქართული ენის ცოდნას ასახელებს დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორად უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჯგუფში(73%). სწორედ ქართული ენის შესწავლა/ დახვეწაში დახმარებაა ის, რაც ახალგაზრდებს დასაქმებაში დაეხმარებოდა(39%) ყველაზე მეტი გამოკითხულის აზრით რეგიონში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 41% ადასტურებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად სხვა ქვეყანაში საქმდებიან, ყველაზე მარტივად დედაქალაქში დასაქმებაზე კი რესპონდენტთა მეოთხედი მიუთითებს(23%). ადიგენის მუნიციპალიტეტში კი პირიქით, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმება ყველაზე მარტივი დედაქალაქშია, 26% კი- სხვა ქვეყანაში დასაქმების სიმარტივეზე მიუთითებს. რეგიონში ქართული ენის(39%) და პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა/დახვეწაში (38%) მხარდაჭერა გამოკითხულთა დიდი ნაწილის მიერ სახელდება, როგორც დასაქმებაში ხელშემწყობი უნარი/ცოდნა. ამასთან, დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად ითვლება სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა/სამუშაო გამოცდილების დაგროვება, რაზეც ადიგენის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა 53%, დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში- 31%, მთლიანად რეგიონში კი- 33% მიუთითებს. მართალია, ცხოვრების ჯანსაღი წესი ფასდება როგორც მნიშვნელოვანი, მაგრამ სპორტით/ ფიზიკური აქტივობით დაკავებულობის მაჩვენებელი არ არის მაღალი, რამდენადაც ათიდან შვიდი გამოკითხული არ არის/თითქმის არ არის სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(68%). იმავეს ათიდან ექვსი რესპონდენტი მიუთითებს ადიგენის მუნიციპალიტეტში(64%). მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 136 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები უმრავლესობის შეფასებით როგორც ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(63%), ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში(71%), უშუალოდ მონაწილეობა პროცესებში დაბალია. გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის განმავლობაში როგორც მთლიანად რეგიონში(81%), ისე ადიგენის მუნიციპალიტეტსა(80%) და დანარჩენ რეგიონში(81%). დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მაჩვენებელი. სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის მანძილზე არ მიუღია ათი გამოკითხულიდან რვას როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტში(80%), ისე დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში(81%) და მთელ რეგიონში(81%). ყველგან აღნიშნულის მთავარი მიზეზი სურვილის არარსებობაა. გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტს არ მიუღია მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში ბოლო 1-2 წლის განმავლობაში(სამცხე-ჯავახეთის რეგიონი- 59%, ადიგენის მუნიციპალიტეტი- 55%, დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი- 59%). სოფლის ტიპის დასახლებებში მეტია იმ ახალგაზრდათა წილი, ვისაც ბოლო 1-2 წლის მანძილზე არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა, ვიდრე ქალაქში(65% და 45%, შესაბამისად). მათ კი, ვისაც მიუღია მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში, ყველაზე ხშირად აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას უკავშირდება რეგიონში. ახალგაზრდების დიდი ნაწილი საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი- 62%, ადიგენის მუნიციპალიტეტი- 55%, დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი - 63%), რაც ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასებისასაც გამოიკვეთა, სადაც ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვნად სწორედ პოლიტიკურ ჩართულობას მიიჩნევენ(საშუალო ქულა 2.7). ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 55%-მა მიიღო, მეხუთედს კი არ მიუღია მონაწილეობა მიუხედავად სრულწლოვანებისა(17%). რეგიონში ათიდან ექვსი ახალგაზრდა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ არსებობს ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამები და სერვისები(61%), ასევე მაღალია აღნიშნული მაჩვენებელი ადიგენის მუნიციპალიტეტში(67%). რეგიონში ეთნიკურად ქართველების უმრავლესობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ მუნიციპალიტეტის სოციალურ ქსელს(ფეისბუქგვერდი) ასახელებს (46%), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის კი ინფორმაციის წყაროს მეგობრები/ახლობლები(49%) წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდს მათგან მხოლოდ 19% იყენებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდების 37% თვლის, რომ ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თან გათვალისწინებულია, თან არა. 23% ამბობს, რომ ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული/სრულად გათვალისწინებულია, 25% კი პირიქით, მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული მათი ინტერესები. ადიგენის მუნიციპალიტეტში 33% თვლის, რომ მათი მსგავსი ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გათვალისწინებული არ არის/საერთოდ არ არის. 21% კი საპირისპიროზე მიუთითებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 137 რეგიონში გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/ განხორციელებული აქტივობების ინიციატორნი მათ მუნიციპალიტეტში, ძირითადად, თავად ახალგაზრდები არიან(35%), მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ძირითადად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან აღნიშნულის ინიციატორები (26%). ადიგენის მუნიციპალიტეტში 44% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი ან განხორციელებული აქტივობების ინიციატორნი თავად ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს ათიდან ცხრა გამოკითხულს როგორც რეგიონში (88%), ისე ადიგენის მუნიციპალიტეტში(90%). რეგიონში რესპონდენტების 64% მიიჩნევს, რომ მათი უფლება დაცულია, 26%-ის აზრით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული. იმ უფლებებზე საუბრისას, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს კონკრეტული უფლების დასახელება(24%) და ასევე მეოთხედი გამოხატვის თავისუფლებას ასახელებს(26%). ამასთან, ახალგაზრდების 15% მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებები, 10% კი- ცხოვრების ღირსეული პირობების უფლებაა ის, რაც არ არის რეგიონში დაცული/ ნაწილობრივაა დაცული. ახალგაზრდების უმრავლესობას რეგიონში არ ჰქონია სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდილება. თუმცა, მესამედი აფიქსირებს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია მის მიმართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის შემთხვევას ადგილი(27%). ასევე, აღინიშნა დისკრიმინაციის გამოცდილება განათლების დონის (17%), ასაკისა(17%) და საცხოვრებელი ადგილის(10%) გამო. უახლოესი 2-3 წლის მანძილზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შიდა მიგრაციის განზრახვას ახალგაზრდების 39%, გარე მიგრაციის განზრახვას კი- 21% აფიქსირებს. ორივე შემთხვევაში აღნიშნულის მთავარი მიზეზები დასაქმების უკეთეს შესაძლებლობას, უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უფრო მეტი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მომავალი 10 წლის პერსპექტივაში მათი პირადი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება უკეთესი(49%), ვიდრე ქვეყნისა(35%) და მუნიციპალიტეტის(37%) სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობა. ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ახალგაზრდები უფრო კმაყოფილები არიან საკუთარი ცხოვრებით, ვიდრე უკმაყოფილოები. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია ადიგენის მუნიციპალიტეტში(4.2 ქულა), ვიდრე დანარჩენ რეგიონსა(5.2 ქულა) თუ ზოგადად სამცხე-ჯავახეთში(5.1 ქულა). 138 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 4.1. მუნიციპალური პოლიტიკა _ ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებს კურირებს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური, რომელშიც 4 ადამიანია დასაქმებული, 1 პოზიცია კი, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდობის საკითხებზე უნდა იყოს პასუხისმეგებლი, ამ ეტაპზე ვაკანტურია. აქტივობები, რომლებიც მუნიციპალიტეტში იმართება და წელსაცაა დაგეგმილი, უმეტესად სპორტულ აქტივობებს, კონკრეტული დღესასწაულისადმი მიძღვნილ(ახალი წელი, ზარზმობა, ანთიმოზობა და სხვა) კონცერტებსა და სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის ლაშქრობების ორგანიზებას გულისხმობს. ბიუჯეტი ჯამურად სამსახურისთვისაა გამოყოფილი. ის წელს 40 000 ლარს შეადგენს და, როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თანხის უმეტესი ნაწილი, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისთვის არის განსაზღვრული, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 300-400 ახალგაზრდა იქნება. ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის, თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოწვევად დასახელდა როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი. თუ პირველ შემთხვევაში მწირ ბიუჯეტზე გამახვილდა ყურადღება, მეორე შემთხვევაში აღინიშნა, რომ უბრალოდ არ არსებობს კადრი, რომელიც გამოთქვამდა სურვილს დაიკავოს ვაკანტური პოზიცია, რომელიც შესაბამის სამსახურს აქვს გამოცხადებული. ის, რომ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით გამოწვევებია, აღინიშნა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიერაც. აქ ხაზგასმული იყო, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ ახალგაზრდობის საკითხებზე კონცენტრირებული იყოს შესაბამისი კადრი ან მეტიც, მთლიანი სამსახური ისე, რომ არ იყოს გაერთიანებული სპორტის, კულტურისა თუ განათლების მიმართულებასთან. მეტიც, თავად სამსახურს დამოუკიდებელი ბიუჯეტიც უნდა ჰქონდეს. „სამსახურში ვაკანტური გვაქვს ადგილი ახალგაზრდობის და განათლების კუთხით სპეციალისტის. რამდენი ხანია ვაცხადებთ, მაგრამ არავის არ შემოაქვს, რომ ვიღაც ახალგაზრდა მოაზროვნე ავიყვანოთ. ბოლო 1 კვირის განმავლობაშიც იყო, მაგრამ არავინ არ შემოიტანა. ეს პრობლემაც დგას.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი „როცა ერთ ადამიანზეა ყველაფერი დამოკიდებული, მხოლოდ რაღაც ერთი-ორი ადამიანია ახალგაზრდულ სამსახურში, ვერ გაწვდება ფიზიკურად იმდენად ბევრი რაღაცაა და მე მგონია, რომ კარგი იქნებოდა ცალკე სამსახურის გამოყოფა იმიტომ, რომ ერთი და იგივე ადამიანს სპორტზეც, ახალგაზრდობაზეც, კულტურაზეც არ უნდა უწევდეს მუშაობა და შესაბამისად, ცალკე ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს.“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ადამიანურ კაპიტალზე საუბრისას ძირითად ინფორმანტებთან ხაზგასმული იყო, რომ აუცილებელია იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზე მუშაობენ ან იმუშავებენ მომავალში. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის აზრით, ხშირად ამ ადამიანებმა თავად არ იციან, რა შედის ახალგაზრდულ საკითხებში, რა მეთოდების გამოყენება შეიძლება ახალგაზრდებთან მუშაობისას, როგორი უნდა იყოს მათი მიდგომები და ა.შ. ეს კი, საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ვერც სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 139 ახალგაზრდების ახალი ნაკადის ჩართვა ხდება აქტივობებში, უკვე აქტიური ახალგაზრდების პატარა ჯგუფი კი იმედგაცრუებული რჩება. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ მნიშვნელოვან ნაბიჯად ახალგაზრდული მუშაკის სერთიფიცირების პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედება და მის ფარგლებში კადრების მომზადება ჩაითვალა. თვისებრივი კვლევისას ძირითად ინფორმანტებთან ისიც აღინიშნა, რომ მართალია, მწირი ბიუჯეტი გამოწვევაა, მაგრამ თუნდაც ამ პირობებში ბიუჯეტის დაგეგმარებისას უკეთ შეუძლია პრიორიტეტების განსაზღვრა. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელმა აღნიშნა, სხვა აქტივობების ნაცვლად (კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები), სჯობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სივრცეების მოწყობაზე დაიხარჯოს თანხა და პრიორიტეტი სწორედ შეკრებებისთვის ადგილების მოწყობა გახდეს. გარდა ფინანსური და ადამიანური კაპიტალისა, ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის გამოწვევად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ისიც დაასახელა, რომ არ არის კარგად გაცნობიერებული თავად ახალგაზრდობის საკითხების არსი და მნიშვნელობა. ამის დასტურად რესპონდენტმა ის მოიყვანა, რომ ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურები არ არის მუნიციპალიტეტებში და ეს საკითხები კულტურისა და სპორტის მიმართულებას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მიერ სადმე სპორტული ინფრასტრუქტურის ან კონცერტის მოწყობა ითვლება ახალგაზრდობისთვის განხორციელებულ აქტივობად. თუმცა, აქვე ისიც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ახალგაზრდობის სააგენტოს აქტიურობა, პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა, კვლევის საფუძველზე სამოქმედო გეგმების შექმნაზე მუშაობისთვის მზაობა მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მესამე სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით განათლების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას მიიჩნევენ არსებითად. ამ უკანასკნელში კი, პირველ რიგში, არაფორმალური განათლების სერვისების შეთავაზებას მოიაზრებენ, რისთვისაც ახალგაზრდული სივრცეების შექმნას მიიჩნევენ კრიტიკულად მნიშვნელოვნად. ძირითადი ინფორმანტები თვლიან, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება აუცილებლად გულისხმობს არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას შესაბამისი სამსახურებისა თუ ცალკეული კადრების გადამზადებით, არამედ მესამე სექტორის აქტიურ ჩართულობასაც პროცესში. ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ძირითადი ინფორმანტები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობიდან, ასევე მესამე სექტორიდან. გარდა ახალგაზრდობის სფეროსთვის აუცილებელი ცოდნის მიღებაში შესაბამისი სუბიექტების მხარდაჭერისა, ახალგაზრდობის სააგენტოს როლს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებაშიც მოიაზრებენ ძირითადი ინფორმანტები. აქ, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პირველ რიგში ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნებითა და უნარებით ადამიანების აღჭურვასა და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობისას მათი ჩართულობის უზრუნველყოფას მოიაზრებენ. 4.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები _ კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებითაც გამოთქვეს მოსაზრებები. აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რესპონდენტების 45% ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით იღებს მეგობრებისგან/ახლობლებისგან. აღნიშნულ ინფორმაციას გამოკითხულთა 59% იღებს სხვადასხვა ინტერნეტრესურსიდან. კერძოდ, 32% ასახელებს მუნიციპალიტეტის სოციალურ გვერდს(ფეისბუქი) ინფორმაციის წყაროდ, 16% სხვადასხვა გვერდს სოციალურ ქსელში, 11% კი- მუნიციპალიტეტის ვებგვერდს. ადიგენის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური პროგრამების, სერვისებისა თუ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების წყარო ყოველი მეორე გამოკითხულისთვის მეგობრები/ახლობლებია(51%). სხვადასხვა ინტერნეტრესურსია წყარო გამოკითხულთა 66%-სთვის. მათგან ყველაზე მეტი გამოკითხული უშუალოდ მუნიციპალიტეტის სოციალურ გვერდს(ფეისბუქი) ასახელებს(33%). 140 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 82. მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი მეგობრები/ახლობლები 51% 44% მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდი(Facebook) 33% 32% სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში ადგილობრივი ტელევიზია 24% 27% 15% 13% სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 45% 32% 16% 14% საერთოდ არ ვიღებ შესაბამის ინფორმაციას 6% 12% 12% მუნიციპალიტეტის ვებგვერდი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრები სხვა 9% 13% 4% 11% 3% 4% 11% 4% 5% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 4% 4% N=100 N=200 N=300 აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად ქართველების უმრავლესობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ მუნიციპალიტეტის სოციალურ ქსელს(ფეისბუქი) ასახელებს (46%), მაშინ როდესაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის წყაროს მეგობრები/ახლობლები(49%) წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდს მათგან მხოლოდ 19% იყენებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რესპონდენტების 37%-ის აზრით, ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თან გათვალისწინებულია, თან არა. ამასთან, 23% ამბობს, რომ ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული/სრულად გათვალისწინებულია, 25% კი პირიქით, მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული ინტერესები. ადიგენის მუნიციპალიტეტში 33%-ს უტოლდება წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათი მსგავსი ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გათვალისწინებული არ არის/საერთოდ არ არის გათვალისწინებული; 21% კი, საპირისპიროზე მიუთითებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა უმეტესობას არ სმენია ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ(61%); მეოთხედი ამბობს, რომ სმენია მსგავსი პროგრამებისა თუ სერვისების შესახებ, თუმცა არ მიუღია მონაწილეობა/ არ უსარგებლია სერვისით(26%). ადიგენის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა მეხუთედი მიუთითებს იმავეზე, 67%-ს კი არ სმენია ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 141 გრაფიკი 83. ინფორმირება მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი არა, არ მსმენია მსგავსი პროგრამების/ სერვისების შესახებ დიახ, მსმენია პროგრამების/სერვისების შესახებ, მაგრამ არ მიმიღია მონაწილეობა/არ მისარგებლია სერვისით დიახ, მსმენია და მიმიღია მონაწილეობა/მისარგებლია სერვისით 67% 19% 8% 60% 27% 7% სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 61% 26% 7% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 6% 6% 6% N=100 N=200 N=300 იმ რესპონდენტიდან, ვისაც სმენია საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ, ყველაზე მეტი ასახელებს ახალგაზრდულ ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებს(60%). ასევე დასახელდა სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის, მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა მესამედი(35%) ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორნი მათ მუნიციპალიტეტში, ძირითადად, თავად ახალგაზრდები არიან(35%), მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ძირითადად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან აღნიშნულის ინიციატორები(26%). ადიგენის მუნიციპალიტეტში 44%-ს უტოლდება იმ ახალგაზრდების წილი, ვისი აზრითაც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი ან განხორციელებული აქტივობების ინიციატორნი თავად ახალგაზრდები არიან. გრაფიკი 84. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ძირითადად, თავად ახალგაზრდები ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ძირითადად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 44% 17% 15% 34% 27% 7% 35% 26% 8% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 24% N=100 32% N=200 31% N=300 142 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 44% მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობების ინიციატორები ახალგაზრდები არიან, თვისებრივმა კვლევამ უჩვენა, რომ ამას მაინც იშვიათი ხასიათი აქვს. მეტიც, ხაზგასმული იყო, რომ უფროსი ასაკის ახალგაზრდების(18-29) შემთხვევაში აღნიშნულს საერთოდ არ აქვს ადგილი და თუ აქტიურობენ, მხოლოდ სკოლის ასაკის ახალგაზრდები. ძირითადად, როგორც დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, ახალგაზრდები სხვების მიერ დაგეგმილ აქტივობებში თუ მონაწილეობენ. ამ სხვების როლში კი ყველაზე ხშირად ადგილობრივი თვითმმართველობა იყო მოაზრებული. რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრობას, კვლევის რესპონდენტების უმრავლესობა არ არის და არასდროს ყოფილა მათი წევრი, როგორც ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (86%), ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში(79%). იმ რესპონდენტიდან კი(13%- სულ 54 რესპონდენტი), ვინც არის ან იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრი, უმეტესობა აცხადებს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა, სპორტული აქტივობების, ტრენინგების/ვორქშოპების, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება იყო ის საქმიანობა, რასაც ეწეოდა/ეწევა მათი ახალგაზრდული ორგანიზაცია/გაერთიანება. ასევე დასახელდა საქველმოქმედო აქციების/ღონისძიებებისა და კულტურული აქტივობების ორგანიზება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 30%-ის აზრით, მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ/ დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, 28% კი საპირისპიროზე მიუთითებს. ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა თითქმის იდენტური რაოდენობა ამბობს, რომ მათნაირი ახალგაზრდები ახდენენ/დიდ გავლენას ახდენენ(33%) ან არ ახდენენ/საერთოდ არ ახდენენ გავლენას(32%) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გრაფიკი 85. შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საერთოდ ვერ ახდენენ გავლენას ახდენენ გავლენას ვერ ახდენენ გავლენას დიდ გავლენას ახდენენ არც არა, არც კი არ ვიცი/მიჭირს პასუხი ადიგენის მუნიციპალიტეტი 5% 27% დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი 4% 23% სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 4% 24% 26% 27% 27% 27% 6% 9% N=100 28% 2% 16% N=200 28% 2% 15% N=300 რაც შეეხება იმას, უშუალოდ კვლევის რესპონდენტებს მიუღიათ თუ არა მონაწილეობა თავიანთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(88%) ზოგადად, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში(90%) ამგავრი გამოცდილების არარსებობაზე გამოკითხულთა უმრავლესობამ მიუთითა. ხოლო იმ რესპონდენტებიდან კი(11%), ვისაც მიუღია მონაწილეობა აღნიშნულში, 14 უბრალოდ ესწრებოდა შეხვედრას/შეხვედრებს, 13 – მონაწილეობდა საკითხის/საკითხების განხილვაში. იმ რესპონდენტებიდან კი, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ათიდან ოთხი ამბობს, რომ ა რ სმენია მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე(42%) და ამდენივე თავისუფალი დროის არქონაზე მიუთითებს(38%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 143 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების ნახევრისთვის, უმთავრესი გამოწვევა/ პრობლემა, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მათ მუნიციპალიტეტში არის დასაქმების ხელშეწყობა(48%). იგივე პრობლემას ასახელებს უმრავლესობა ადიგენის მუნიციპალიტეტში(62%), სადაც ათიდან დაახლოებით ორი გამოკითხული ასევე ისეთი პრობლემების მოგვარებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად, როგორებიცაა ხარისხიანი სასკოლო განათლების (18%), სპორტულ წრეებზე(17%) და სხვა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე(16%) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გრაფიკი 86. უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დასაქმების ხელშეწყობა 62% 46% 48% სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდებისათვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პროფესიული გადამზადების კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა(კინო, თეატრი, სხვ) ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდულ ბანაკებზე ხელმისაწვდომობა ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხარისხიანი სასკოლო განათლების უზრუნველყოფა კარიერული დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 17% 9% 16% 12% 9% 8% 9% 11% 10% 18% 11% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 3% 23% 15% 12% 10% 10% 9% 9% 9% 8% 7% 7% 11% 23% 14% 13% 11% 10% 9% 9% 9% 8% 8% 8% 10% N=100 N=200 N=300 144 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები სპორტულ წრეებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა პრობლემად იდენტიფიცირდა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. მართალია, კვლევის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის თქმით, ბოლო 2 წლის მანძილზე 57 სოფელში მოეწყო მინისტადიონი და დამონტაჟდა ტრენაჟორები, სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობა მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა ფოკუსური დისკუსიების მონაწილეთა მიერ განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებიდან. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარი(52%) ფიქრობს, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც პროექტებს/პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს. გამოკითხულთა 15%-ის აზრით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს. ადიგენის მუნიციპალიტეტში ყოველი მეორე ახალგაზრდის შეფასებით, ხორციელდება გარკვეული პროექტები თუ პროგრამები, თუმცა უმნიშვნელო(47%), მესამედი კი ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად(30%). აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფლის ტიპის დასახლებებში მეტი გამოკითხული ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად(18%), ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში(7%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ათიდან ოთხი გამოკითხული აცხადებს, რომ ისინი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეულ შედეგებს აფასებენ არც უარყოფითად და არც დადებითად(43%). ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ნახევარი მიუთითებს აღნიშნულზე(49%). გრაფიკი 87. ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება ძალიან უარყოფითად დადებითად უარყოფითად ძალიან დადებითად არც უარყოფითად, არც დადებითად არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 1% 15% 28% 3% 2% 29% 3% 3% 49% 43% 43% 19% 4% 12% N=100 27% 2% 23% N=200 27% 2% 22% N=300 აღსანიშნავია, რომ ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება არ აღმოჩნდა მარტივი კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტებისთვის. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის თაობაზე„ახალგაზრდობის სააგენტოს“ სახით, რომელიც იმუშავებდა ახალგაზრდობის საკითხებზე მნიშვნელოვანი და ცალსახად პოზიტიური მოვლენა იყო. თუმცა, ხედვა სააგენტოს კვლავინდებურად კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მიერთების თაობაზე ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდობის მიმართულება კვლავაც იქნება პრიორიტეტული. მეტიც, არის მოლოდინი, რომ ახალგაზრდობის მიმართულება მხოლოდ სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე იქნება ფოკუსირებული, მისი მთავარი, არსებითი მიმართულება- ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა კი, დარჩება ყურადღების მიღმა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 145 4.3. განათლება და დასაქმება _ განათლება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების დიდი ნაწილი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სასკოლო განათლება ხელმისაწვდომია/სავსებით ხელმისაწვდომია (61%). ადიგენის მუნიციპალიტეტში აღნიშნულზე გამოკითხულთა 54% მიუთითებს. იმ სერვისების შეფასებისას, რომლებზეც დასახლებაში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობამ სპორტულ წრეებსა (54%) და უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე(49%) ხელმისაწვდომობა მიიჩნია. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევა შეკრებებისთვის საჭირო სივრცეზე(30%), საბანაკე პროგრამებსა(24%) და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე(24%) ხელმისაწვდომობის არსებობა. გრაფიკი 88. დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სპორტული წრე/წრეები უცხო ენის შემსწავლელი კურსები სივრცე შეკრებებისათვის საბანაკე პროგრამები ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები მეწარმეობის ხელშემწყობი სერვისები კარიერული დაგეგმვის სერვისები მოხალისეთა კლუბი 53% 39% 38% 18% 24% 25% 25% 16% 16% 12% 6% 54% 39% 29% 25% 24% 20% 14% 12% 11% 9% 7% 54% 39% 30% 24% 24% 21% 15% 12% 11% 9% 7% სემინარები/ვორქშოპები სხვადასხვა თემაზე 5% საინფორმაციო/საკონსულტაციო სერვისები 1% 4% 4% 2% 2% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 3% N=100 7% N=200 6% N=300 146 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ადიგენის მუნიციპალიტეტში სამი ყველაზე მეტად დასახელებული სერვისი, რომელზე ხელმისაწვდომობასაც არსებითად მიიჩნევენ ახალგაზრდები სპორტულ წრეებზე(53%), უცხო ენის შემსწავლელ კურსებსა(39%) და შეკრებებისთვის საჭირო სივრცის(38%) ხელმისაწვდომობაა. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქალების უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე(41%), კაცების უმრავლესობა კი, სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად(68%). ქალაქის ტიპის დასახლებაში რესპონდენტების ყველაზე დიდი ნაწილი უცხო ენის შემსწავლელ კურსებსა(42%) და სპორტულ წრეებზე(36%) ხელმისაწვდომობის არსებობას ასახელებს მნიშვნელოვნად. სოფლის ტიპის დასახლებებში ასევე ეს ორი სერვისი სახელდება უმრავლესობის მიერ, თუმცა აქ უმრავლესობა სპორტული წრეების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე მიუთითებს(62%). უცხო ენის შემსწავლელი კურსები, როგორც მნიშვნელოვანი ფასდება გამოკითხულთა 38%-ის მიერ. რაც შეეხება ასაკის ჭრილს, სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყველაზე ხშირად დასახელებული სერვისია. რაც შეეხება იმას, თუ რა სერვისებზე აქვთ ამჟამად ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებს დასახლებაში, აღმოჩნდა, რომ როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ სამცხე-ჯავახეთშიც სამი სერვისი, რომელზე ხელმისაწვდომობაც ყველაზე მეტმა გამოკითხულმა აღნიშნა არის სპორტული წრე/წრეები, ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი და სახელოვნებო კულტურის წრე/წრეები. საგულისხმოა, რომ მთელ სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული ახალგაზრდების მესამედს არ მიუწვდება ხელი არცერთ სერვისზე(33%). ასეთი რესპონდენტების წილი ადიგენის მუნიციპალიტეტში კი 52%-ია. როგორც ქალაქში, ისე სოფლად ყველაზე მაღალია ხელმისაწვდომობა სპორტულ წრეებზე(52% და 32%, შესაბამისად), ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბებზე(46% და 18%, შესაბამისად) და სახელოვნებო/ კულტურის წრეებზე(36% და 10%, შესაბამისად). გრაფიკი 89. სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სპორტული წრე/წრეები ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები სივრცე შეკრებებისათვის უცხო ენის შემსწავლელი კურსები 23% 28% 19% 7% 12% 13% 40% 27% 18% 11% 10% 10% 38% 27% 18% 11% 10% 10% სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 147 საბანაკე პროგრამები 4% სემინარები/ვორქშოპები სხვადასხვა თემაზე 1% მოხალისეთა კლუბი 3% ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები 1% სხვა 10% 9% 8% 8% 6% 5% 4% 4% 3% 3% არცერთი 52% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი N=100 31% 10% N=200 33% 9% N=300 ის, რომ სხვადასხვა ტიპის სერვისზე ხელმისაწვდომობა დაბალია, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში გამოავლინა თვისებრივმა კვლევამაც. ადიგენის მუნიციპალიტეტში ფოკუსური დისკუსიების მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული გამოწვევაა ახალგაზრდებისთვის სპორტულ წრეებსა და ინფრასტრუქტურაზე დაბალი ხელმისაწვდომობა, შეკრებებისთვის სივრცეების თითქმის არარსებობა, სადაც ახალგაზრდებს კომუნიკაციის, არაფორმალური განათლების მიღებისა და თუნდაც გართობისთვის შეკრების შესაძლებლობა ექნებოდათ. ხაზგასმული იყო, რომ ამგვარი შესაძლებლობის არარსებობა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ახალგაზრდების დაბალ სამოქალაქო ჩართულობაზე. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით არ უსარგებლია არცერთი აქტივობითა თუ სერვისით(58%). ადიგენის მუნიციპალიტეტში 65%-ს უტოლდება მათი წილი, ვისაც არცერთი სერვისით არ უსარგებლია. გამოკითხულთა 15%-მა ისარგებლა სპორტული წრეებით მთელი სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ადიგენის მუნიციპალიტეტში- 10%-მა. ასევე გამოკითხულთა 13%-მა ისარგებლა ბიბლიოთეკითა თუ სამკითხველო კლუბით სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მათი წილი 7%-ს უტოლდება. დასაქმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დასაქმებულია გამოკითხულთა 21%. სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულთა წილი 11%-ია. მათ უმრავლესობას დამსაქმებელთან გაფორმებული აქვს წერილობითი კონტრაქტი(61%). სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულთა 32% მუშაობს საკუთარი პროფესიით. რაც შეეხება სამსახურით/საქმიანობით კმაყოფილებას, ის შეაფასეს როგორც სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებმა, ასევე თვითდასაქმებულებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობაში არიან ჩართულები და მათაც, ვინც ფრილანსერია. სულ მათი წილი გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს, რომელთა 40% კმაყოფილია/ძალიან კმაყოფილია საკუთარი სამსახურით/საქმიანობით. 148 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 90. რესპონდენტთა საქმიანობის/დასაქმების სტატუსი ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მოსწავლე 30% 29% 29% მუმუშევარი- ეძებს სამსახურს 26% 24% 24% უმუშევარი- არ ეძებს სამსახურს 15% 16% 15% სტუდენტი თვითდასაქმებული- ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში დასაქმებული სრულ განაკვეთზე 14% 6% 5% 10% 8% 8% 11% 8% 8% დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე 1% 3% 3% თვითდასაქმებული- ფრილანსერი 3% 2% 2% N=100 N=200 N=300 მათი რიცხვი კი, ვინც გამოკითხულთაგან ფიქრობს სამეწარმეო/ბიზნესსაქმიანობის დაწყებას და/ ან თვითდასაქმებას 12%-ს შეადგენს, ყველაზე მეტმა მიუთითა, რომ ფიქრობს მსგავსი აქტივობის დაწყებას საცალო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის მათსავე მუნიციპალიტეტში დასაქმება რთულია/ძალიან რთულია(73%). ადიგენის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მაღალია და 88%-ს უტოლდება. გრაფიკი 91. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება ძალიან რთულია მარტივია რთულია ძალიან მარტივია არც რთული და არც მარტივი არ ვიცი/მიჭირს პასუხი ადიგენის მუნიციპალიტეტი 51% 37% 11%1% N=100 დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 40% 41% 31% 32% 20% 20% 2% 5% N=200 2% 4% 2% N=300 1% სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 149 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმება რთულია/ძალიან რთულია(14-17 წელი – 61%, 18-23 წელი – 71%, 24-29 წელი- 81%). ამასთან, იგივეზე მეტი ფიქრობს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში (80%), ვიდრე ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების ჯგუფში(64%). კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების დასაქმებისთვის ორ მთავარ ფაქტორად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულების დიდი ნაწილი შესაბამის განათლებასა და სანაცნობო წრეს(42% და 40%, შესაბამისად) მიიჩნევს. ადიგენის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც მეორდება აღნიშნული ფაქტორები, როგორც საკუთარ მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც შესაბამისი განათლება 42%-მა მიიჩნია მნიშვნელოვნად, სანაცნობო წრის ფაქტორი კი- 44%-მა. 14-17 და 18-23 წლის ახალგაზრდები დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად შესაბამის განათლებას მიიჩნევენ(56% და 44%, შესაბამისად), 24-29 წლის ახალგაზრდები კი შესაბამის სანაცნობო წრეს (53%). სანაცნობო წრის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ასევე 18-23 წლის ახალგაზრდების 39% და 14-17 წლის ახალგაზრდების 20%. სანაცნობო წრის ფაქტორს მეტი ახალგაზრდა მიიჩნევს დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში(47%), ვიდრე ეთნიკურად ქართველების ჯგუფში (33%). გრაფიკი 92. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორები ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი შესაბამისი განათლება შესაბამისი სანაცნობო წრე უცხო ენის/ენების ცოდნა მუშაობის გამოცდილება უმაღლესი განათლება მოტივაცია სამუშაო ადგილების არსებობა იღბალი სხვა 42% 44% 13% 27% 14% 21% 22% 10% 42% 40% 26% 23% 23% 17% 11% 9% 4% 42% 40% 24% 23% 22% 17% 12% 9% 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% N=100 4% N=200 4% N=300 150 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ის, რომ დასაქმება სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის ხაზგასმული იყო თვისებრივი კვლევის მონაწილეთა მიერაც. დისკუსიების მონაწილე, განსაკუთრებით, უფროსი ასაკის ახალგაზრდები აღნიშნავდნენ, რომ დასაქმებასთან არსებული გამოწვევები უბიძგებს ახალგაზრდებს შიდა თუ გარე მიგრაციისკენ. გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილების სიმწირეა მუნიციპალიტეტსა თუ რეგიონში, დასაქმებისთვის პრობლემად ორი რამ გამოიკვეთა. ერთი, დამსაქმებლის მიერ სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას უკავშირდება, რისი დაგროვების შესაძლებლობაც ახალგაზრდებს არ აქვთ. ამასთან, ახალბედა კურსდამთავრებულებისგან რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას დისკუსიების მონაწილეები ალოგიკურად მიიჩნევენ. მეორე სირთულე კი, რაც დასაქმებას ასევე უქმნის ბარიერებს ეხება დამსაქმებლების მხრიდან უცხო ენის, კერძოდ, ინგლისური ენის ცოდნის მოთხოვნას. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამუშაო ადგილების არსებობა შეუწყობდა ხელს ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებაში(53%). აღნიშნულისთვის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად რეგიონში ქართული ენის ცოდნა სახელდება(41%). ადიგენის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა 68% მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილების არსებობაა მთავარი ფაქტორი, რაც ახალგაზრდებს ხელს შეუწყობდა დასაქმებაში საკუთარ მუნიციპალიტეტში. აქვე მესამედი პროფესიული უნარ-ჩვევების და ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობის მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს(31% და 30%, შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ ადიგენში ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობისა და ინგლისური ენის ფლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, როგორც დასაქმებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე. გრაფიკი 93. საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები ადიგენის მუნიციპალიტეტი სამუშაო ადგილების არსებობა ქართული ენის ცოდნა პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა ინგლისური ენის ცოდნა შესაბამისი სანაცნობო წრის არსებობა ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა (კომპიუტერული პროგრამების ცოდნა) სხვა უცხო ენის(გარდა ინგლისურისა) ცოდნა სწავლისა და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობის არსებობა სხვადასხვა არაპროფესიული უნარის ფლობა გამოცდილება დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი 68% 52% 2% 46% 31% 22% 24% 19% 21% 13% 30% 11% 11% 14% 7% 2% 12% 9% 3% სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 53% 41% 24% 20% 14% 13% 12% 9% 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% N=100 1% N=200 1% N=300 სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 151 სამუშაო ადგილების არსებობას, როგორც დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობს, უმრავლესობა ასახელებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში(14-17 – 49%, 18-23 – 62%, 24-29 – 50%). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჯგუფში დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორად ათიდან შვიდი გამოკითხული ქართული ენის ცოდნას ასახელებს(73%), ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა სამუშაო ადგილების არსებობა როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის(53%-53%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 41% ადასტურებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად სხვა ქვეყანაში საქმდებიან, ყველაზე მარტივად დედაქალაქში დასაქმებაზე კი რესპონდენტთა მეოთხედი მიუთითებს(23%). ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმება ყველაზე მარტივი დედაქალაქშია, 26% კი- სხვა ქვეყანაში დასაქმების სიმარტივეზე მიუთითებს. სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული ახალგაზრდების 85% თვლის, რომ სკოლის ასაკში კარიერული დაგეგმვის სერვისის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ გააცნობს სხვადასხვა პროფესიას, ასევე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მსგავს ხედვას ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში(97%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ათიდან დაახლოებით ოთხი გამოკითხული ახალგაზრდა თვლის, რომ მხარდაჭერა ქართული ენის შესწავლა/დახვეწაში და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარებოდა მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს დასაქმებაში(39% და 38%, შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს დასაქმებაში სწორედ ქართული ენის შესწავლა-დახვეწაში მხარდაჭერა დაეხმარებოდა(73%). გრაფიკი 94. უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ქართული ენის შესწავლა/დახვეწა 1% 44% 39% პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა/სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწა 57% 53% 30% 36% 31% 29% 38% 33% 21% სხვა უცხო ენის შესწავლა/დახვეწა 7% 16% 15% პრეზენტაციის უნარის შეძენა/დახვეწა 16% 10% 11% პროფესიული CV-ის შედგენა 3% სამუშაო ადგილების შექმნა/ 2% დასაქმების პროგრამები წერითი უნარების გაუმჯობესება 2% 4% 4% 3% 3% 1% 1% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 8% N=100 6% N=200 6% N=300 152 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ადიგენის მუნიციპალიტეტში ათიდან ექვსი გამოკითხული ფიქრობს, რომ აქ მნიშვნელოვანია პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერა(57%), ათიდან ორი კი- სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობას/სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაზე მიუთითებს(53%). აქვე ათიდან სამი გამოკითხული ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერას ასახელებს(30%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელსაყრელი/ სავსებით ხელსაყრელი გარემოა ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის. 21%-ის შეფასებით, ეს გარემო არ არის/საერთოდ არ არის ხელსაყრელი. ადიგენის მუნიციპალიტეტში გარემოს ხელსაყრელად/სავსებით ხელსაყრელად რესპონდენტთა 41% აფასებს, 29% კი ამბობს, რომ არ არის ან საერთოდ არ არის ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემო. საგულისხმოა, რომ მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს არსებობაზე ნაკლებად ისაუბრეს ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებმა ადიგენში. პირიქით, იქ აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევები აქვთ უფროსი ასაკის ახალგაზრდებს, რაც, პირველ რიგში შესაბამისი ცოდნისა და უნარების არარსებობას უკავშირდება. დისკუსანტთა შეფასებით, არსებითია უფროსი ასაკის ახალგაზრდების მხარდაჭერა მეწარმეობისთვის აუცილებელი ცოდნებისა და უნარების შეძენის და, შემდეგ უკვე პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით. ყველაზე დიდ პოტენციალს სტარტაპერებისთვის ახალგაზრდები ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხედავენ. დისკუსიებზე აღინიშნა, რომ როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის, ასევე ზოგადად რეგიონის ტურისტული პოტენციალი არ არის ათვისებული და ამ თვალსაზრისით ახალგაზრდების რესურსის გამოყენება აუცილებელია. 4.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის მიიღება მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია(85%). უმრავლესობა თვლის ასე როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტში(96%), ასევე დანარჩენ რეგიონში(84%). ასე ფიქრობს რეგიონში ეთნიკურად ქართველების 91% და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 80%. როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტში(64%), ასევე დანარჩენ რეგიონსა(66%) და სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(66%) გამოკითხული ათი რესპონდენტიდან ექვსს ბოლო 2-3 წლის გათვლისწინებით, არ მიუღია მონაწილეობა არცერთ მოხალისეობრივ პროგრამაში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ქვეყნის შიგნით მოხალისეობრივ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 31%-ს, ადიგენის მუნიციპალიტეტში კი- 34%-ს უტოლდება. რაც შეეხება მოხალისეობრივ აქტივობებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ათიდან ექვს რესპონდენტს არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 55% ამბობს იმავეს ადიგენის მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება და გამწვანების აქციაა ის აქტივობები, რაშიც ყველაზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა მთლიანად რეგიონშიც(17% და 16%, შესაბამისად) და ადიგენის მუნიციპალიტეტშიც (25% და 19%, შესაბამისად). სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 153 გრაფიკი 95. ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა მსგავს აქტივობებში 55% 59% 59% სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება 25% 16% 17% გამწვანების აქცია 19% 15% 16% სპორტული ღონისძიებება 12% 12% 12% კულტურული ღონისძიებება 6% 8% 8% დასუფთავება 6% 4% 5% სხვების დახმარება სწავლაში 6% 3% 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 2% 4% 4% N=100 N=100 N=300 აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად მოხალისეობრივ აქტივობებში არმონაწილეობის მაჩვენებელი იზრდება(არ მიუღია არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში: 14-17 წელი- 43%, 18-23 წელი- 55%, 24-29 წელი- 70%). ეთნიკური ნიშნით განსხვავებები კვლევას არ გამოუვლენია. რაც შეეხება დასახლების ტიპს, აღსანიშნავია, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში მეტია იმ ახალგაზრდათა წილი, ვისაც ბოლო 1-2 წლის მანძილზე არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა, ვიდრე ქალაქში(65% და 45%, შესაბამისად). მთავარ მიზეზად, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდები ასახელებენ იმას, რომ ვერ მოიცალეს(31%), არ ჰქონდათ სურვილი(30%) ან არ სმენიათ დაგეგმილი აქტივობების შესახებ(28%). გრაფიკი 96. მიზეზები, რატომაც არ მიიღეს მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2% 5% 3% 1% 28% 31% 30% ვერ მოვიცალე არ მქონდა სურვილი არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ გვიან გავიგე აქტივობების შესახებ ჯანმრთელოს გამო მშობლებისგან არ მქონდა თანხმობა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა N=159 154 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 62%-ის აზრით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში(საკითხების განხილვა, საპროტესტო აქცია, პეტიციის ხელმოწერა და სხვა) მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია. ადიგენის მუნიციპალიტეტში ამავე მოსაზრებას იზიარებს გამოკითხულთა 71%. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია ათიდან თითქმის შვიდი გამოკითხულისთვის ქალაქში(72%), სოფლად კი აღნიშნულზე ათიდან ექვსი ახალგაზრდა მიუთითებს(57%). ასევე, ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების ჯგუფში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას მნიშვნელოვნად/ძალიან მნიშვნელოვნად რესპონდენტთა 78% მიიჩნევს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჯგუფში კი იგივეზე 46% მიუთითებს. მიუხედავად აღნიშნულის მნიშვნელოვნად შეფასებისა, გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის განმავლობაში როგორც მთლიანად რეგიონში, ისე ადიგენის მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონში(სამცხე-ჯავახეთის რეგიონი- 81%, ადიგენის მუნიციპალიტეტი- 80%, დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი- 81%). მათი წილი, ვისაც მონაწილეობა მიუღია რაიმე ტიპის სამოქალაქო აქტივობაში, მინიმალურია. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ მიუღიათ არცერთ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა, ყველაზე მეტმა გამოკითხულმა მიზეზად სურვილის არქონა დაასახელა(სამცხე-ჯავახეთი- 60%, ადიგენის მუნიციპალიტეტი- 41%). რესპონდენტთა 18% სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და 27% ადიგენის მუნიციპალიტეტში ამბობს, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. გრაფიკი 97. სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ არმონაწილეობის მიზეზები ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ აქტივობაში არ მქონდა სურვილი არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ ვერ მოვიცალე გვიან გავიგე აქტივობების შესახებ სხვა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 80% N=100 41% 27% 21% 5% 3% 3% N=80 81% N=200 62% 17% 16% 2% 1% 2% N=158 81% N=300 60% 18% 16% 3% 1% 2% N=238 სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 155 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ათი გამოკითხულიდან სამი ამბობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში(29%). მეოთხედის შეფასებით კი, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში(25%). ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტის შეფასებით, ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური მუნიციპალიტეტში, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში(54%). გრაფიკი 98. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის შეფასება ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში ახალგაზრდების უმარვლესობა მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში 54% 18% 13% 3% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 12% N=100 27% 26% 19% 6% 22% N=200 29% 25% 19% 6% 21% N=300 იმ რესპონდენტთა მესამედს, ვინც თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში უჭირს დაასახელოს, თუ რა ტიპის აქტივობაში არიან ისინი ჩართულები(31%). ყველაზე მეტი გამოკითხული კი მიუთითებს ისეთ აქტივობებში მონაწილეობაზე, როგორებიცაა გარემოსდაცვითი აქტივობები(44%), საქველმოქმედო აქციები(28%) და ახალგაზრდობისთვის აქტუალური საკითხების განხილვა(13%). იმ მიზეზებზე საუბრისას კი, თუ რის გამო არ მონაწილეობს თითქმის არავინ ან ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ჯგუფი მონაწილეობს აქტივობებში, დასახელდა, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა(35%) და ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმი არ არის პოპულარული/ მოდური(17%). ასე ფიქრობს რესპონდენტთა ყველაზე დიდი წილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულის შეფასება უჭირს გამოკითხულთა მეხუთედს(21%). 156 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 99. მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/ თითქმის არავინ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 21% 2% 11% 14% 35% 17% ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა სამოქალაქო აქტივიზმი არ არის პოპულარული/მოდური არ იციან, როგორ უნდა ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში მუნიციპალიტეტში არ იგეგმება აქტივობები, რომლებშიც შეიძლება მონაწილეობის მიღება არ აქვთ ინტერესი/სურვილი არ ვიცი/ მიჭირს პასუხი N=228 თვისებრივი კვლევის შედეგების თანახმადაც, ადიგენის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტივიზმი დაბალია. როგორც ფოკუსური დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდები, ასევე ძირითადი ინფორმანტები იმაზე მიუთითებდნენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა, ახალგაზრდების პატარა ჯგუფი, რომელიც ერთდროულადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზებს შორის მთავარი, რასაც გაესვა ხაზი ასევე დაბალი ცნობიერება, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნების გაუცნობიერებლობა და ასევე, არაინფორმირებულობაა, რომელიც, სამოქალაქო აქტივიზმის ფორმების არცოდნას უკავშირდება. გარდა ამისა, დაბალი სამოქალაქო აქტივობის მიზეზებად ასევე დასახელდა სიზარმაცე და მხარდაჭერის მოლოდინის არარსებობა. სიზარმაცეზე საუბრისას დისკუსანტებთან ხაზგასმული იყო, რომ ახალგაზრდები იმდენად „გაზარმაცდნენ“, რომ„თავს არ იწუხებენ“ აქტიურობით. მხარდაჭერის მოლოდინის არარსებობაზე საუბრისას კი აღინიშნა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა წაახალისებს მათ ინიციატივებს და საინტერესო იდეები იქნება მხარდაჭერილი. აქ საგულისხმოა, რომ კვლევის მონაწილეები მხარდაჭერას, პირველ რიგში, ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოელიან, რამდენადაც აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მთავარ პასუხისმგებლად სწორედ მას მოიაზრებენ. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ თავად ახალგაზრდების მხარდაჭერის მოლოდინიც გამოწვევაა. დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როდესაც აქტიური ახალგაზრდების პატარა ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობას უკავშირდება, თანატოლების მონაწილეობა დაბალია, რაც ასევე არის დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზი. „სრულად არის ერთი ჯგუფი, რომელიც ასე ყველა ორგანიზაციასთან და მათ შორის, მერიასთან თანამშრომლობს და მათ პროექტებში არის ჩართული...“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 157 „დავწერეთ პროექტი სოფელში ნაგვის ურნების დადგმასთან დაკავშირებით და რომ ვწერდი, სოფლის ახალგაზრდები მეუბნებოდნენ, ეგ შენი საქმე არ არის, მაგას ისედაც დადგამენ და მიხედავენ...“ ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „ელემენტარული ბიძგი ზემოთ ვიღაცამ უნდა მისცეს იმ ახალგაზრდობას, რაღაც ბიძგი, რომ მიბაძოს, გააკეთოს სხვამ, ვისაც ეკუთვნის მართლა ეს ყველაფერი და მერე ის ახალგაზრდები ადგებიან და… გააკეთებენ ორმაგად.“ ადიგენის მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მამრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი აღსანიშნავია თავად ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვაც. ძირითადი ინფორმანტის შეფასებით, ახალგაზრდების მხრიდან ინიციატივების გაჟღერებას ჰქონია ადგილი, მაგრამ ამას ძალიან იშვიათი ხასიათი აქვს. ამის ერთ-ერთ მიზეზად მოტივაციის არარსებობა სახელდება, რაც იმას უკავშირდება, რომ ახალგაზრდების ხედვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე არ არის თანხვედრაში იმ პროცედურებთან, რომელსაც იდეა უნდა გადიოდეს დამტკიცებამდე. ძირითადი ინფორმანტის შეფასებით, ის ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც იდეამ უნდა გაიაროს მხარდაჭერისთვის, დროში აჭიანურებს პროცესებს; ამასთან, მოითხოვს გარკვეული პირობების დაკმაყოფილებას, რომელთა არარელევანტურობის შემთხვევაში, იდეა შეიძლება ვერც იყოს მხარდაჭერილი. ერთი ინიციატივის წარდგენაზე მხარდაჭერის არმიღება კი ახალგაზრდისთვის ხდება დემოტივატორი და ინიციატივების წარდგენის ის იშვიათი შემთხვევებიც ქრება. „არ მოდიან, მათი მხრიდან შემიმჩნევია, რომ არ აქვთ საკმარისი მოტივაცია და ნდობა, რომ მეტყვიან უეჭველი გაკეთდება იმიტომ, რომ მოგეხსენებათ სახელმწიფოა, სხვანაირი მიდგომები სჭირდება. ისე ვერ ხარჯავ[თანხას], როგორც მათ წარმოუდგენიათ. მარტივი გონიათ... ბიუროკრატიულ ეტაპს გადის ეს ყველაფერი და იყო შემთხვევა, რომ მოგვმრთეს და ისეთი მწირი ვადა იყო, ვერანაირად ვერ ესწრებოდა; ტენდერის გამოცხადება გიწევს და მერე ეს უთანხმოებას იწვევს და უნდობლობის ფაქტორს აჩენს.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი მართალია, ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ადიგენის მუნიციპალიტეტში თუ ზოგადად რეგიონში დაბალია ამაზე თანხმდებიან თვისებრივი კვლევის მონაწილე როგორც ახალგაზრდები, ასევე ძირითადი ინფორმანტებიც. თუმცა, ისიც ხაზგასმული იყო, რომ 10 წლის წინანდელ რეალობასთან არსებულის შედარება ცალსახად პოზიტიური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. კვლევის მონაწილეთა შეფასებით, დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ფლობს ინფორმაციას სამოქალაქო აქტივიზმის არსის, მისი მნიშვნელოვნების შესახებ და აქტივობაც დაბალი, მაგრამ უფრო მაღალია, ვიდრე წლების წინ. პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად 158 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები უმთავრეს მექანიზმად ცნობიერების ამაღლება დასახელდა, რასაც, კვლევის მონაწილეთა აზრით, ორგანიზებული, რეგულარული და სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს. მთავარი არგუმენტის თანახმად, ერთჯერადი აქციები და კამპანიები გრძელვადიან შედეგებზე ნაკლებადაა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, სისტემური მიდგომა საკითხისადმი არსებითად ჩაითვალა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა იმას, რომ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია სკოლის ასაკიდანვე და არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისაც. „დავწერეთ პროექტი სოფელში ნაგვის ურნების დადგმასთან დაკავშირებით და რომ ვწერდი, „ცნობიერების დონის ამაღლების კამპანია, ეს ყველაფერი რომ სისტემატური ხასიათის იყოს და მაგალითად, გაწერილი იყოს კონკრეტული დღეები კვირის ან თვის განმავლობაში, როდესაც ბავშვები მივლენ, დაესწრებიან, შეიმეცნებენ რაღაცას, შედარებით, მაღალი აქტოვობის დონე იქნება… კონკრეტული პროექტის დასრულების შემდეგ ახალაგზრდები ისევ იგივე პოზიციაზე რჩებიან, რა პოზიციაზეც იყვნენ მანამდე სანამ დაიწყებოდა…“ ადიგენის მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „თვეში ერთხელ რომ ტარდება პიროვნულოი განვითარების ტრენინგი... ამ 3 თვის განმავლობაში 1 სესია ანუ საათნახევრიანი კონკრეტული სესია არაფრის მომცემია და თუ ამას არ აქვს სისტემატიური ხასიათი და სისტემატიური სახე...“ სამოქალაქო აქტივისტი სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდისთვის ასევე მნიშვნელოვან მექანიზმად ჩაითვალა წარმატებული შემთხვევების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება. დისკუსანტთა შეფასებით, თუ იქნება არაერთი შემთხვევა, რომლითაც დადასტურდება, რომ ახალგაზრდებმა რაღაც პრობლემა წამოჭრეს თუ შეადგინეს პროექტი და ამან ჰპოვა გადაწყვეტილების მიმღები პირების მხარდაჭერა(გადაიჭრა პრობლემა/დაფინანსდა პროექტი), ახალგაზრდებს გაუჩნდებათ განცდა, რომ აქტიურობას აქვს შედეგი. ეს უკანასკნელი კი, კვლევის მონაწილეთა აზრით, აუცილებლად გაზრდის ჩართულობას პროცესებში. რაც შეეხება ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესების მნიშვნელობას, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 41%-ის აზრით, აღნიშნული მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. ადიგენის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა ნახევარი იზიარებს იგივე მოსაზრებას(49%) და მეხუთედი გამოკითხულებისა თვლის, რომ ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესება არ არის /საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი(22%). რაც შეეხება უშუალოდ რესპონდენტების დაინტერესებას პოლიტიკით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რესპონდენტთა უმრავლესობა არ არის დაინტერესებული(62%). გამოკითხულთა 17% დაინტერესებულია ზოგადად პოლიტიკით საქართველოში. ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 55% არ არის პოლიტიკით დაინტერესებული საერთოდ, ათიდან სამი გამოკითხული კი დაინტერესებულია ზოგადად პოლიტიკით საქართველოში(27%). რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხშირად განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს გამოკითხულები, ხშირად ან ზოგჯერ განიხილავს რესპონდენტთა 45% და იშვიათად ან არასდროს 54% აკეთებს ამას. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 159 გრაფიკი 100. რესპონდენტთა დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით ადიგენის მუნიციპალიტეტი არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი 55% 63% სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 62% ზოგადად პოლიტიკით საქართველოში 27% 16% 17% ზოგადად პოლიტიკით მსოფლიოში ნატოსთან საქართველოს ურთიერთობით 10% 9% 17% 9% 16% 9% ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობით 2% 7% 7% ზოგადად პოლიტიკით კავკასიის რეგიონში 3% 4% 4% რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით 2% 3% 3% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 2% 2% 2% N=100 N=200 N=300 რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტს, აქ უფრო დიდია მათი წილი, ვინც ხშირად/ზოგჯერ განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს(57%) და ნაკლებია მათი წილი, ვინც აღნიშნულს იშვიათად ან არასდროს აკეთებს(43%). ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 55%-მა მიიღო, მეხუთედს კი არ მიუღია მონაწილეობა მიუხედავად სრულწლოვანებისა(17%). გრაფიკი 101. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დიახ არა, რადგან არ მეხებოდა(არასრულწლოვანი) არა უარი პასუხზე 53% 32% 15% N=100 56% 26% 17% 1% N=200 55% 27% 17% 1% N=300 160 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები არასრულწლოვანების გამო კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია გამოკითხულთა 27%-ს. თითქმის იგივე სურათია ადიგენის მუნიციპალიტეტში. მართალია, მიუხედავად სამოქალაქო აქტივიზმის მაღალი მნიშვნელოვნების შეფასებისა და იმისაც, რომ ამ თვალსაზრისით პოზიტიური ძვრები შეინიშნება უკანასკნელი წლების მანძილზე, ფოკუსური დისკუსიების მონაწილეები თუ ძირითადი ინფორმანტები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტში, ასევე ზოგადად რეგიონში. იმასთან დაკავშირებითაც სრული თანხმობაა, რომ მთავარი გამოწვევა დაბალი ცნობიერებაა და მუშაობა სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გააქტიურდეს. ამისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ამასთან, არსებითად ჩაითვალა გადაწყვეტილების მიმღებ პირთა რეალური მხარდაჭერის შემთხვევების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება. ჩაითვალა, რომ ეს მეტ მოტივაციის გაუჩენს ახალგაზრდებს, რათა ისინი არა უბრალოდ 4.5. ღირებულებები და უფლებები კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა ღირებულების მნიშვნელოვნება. შეთავაზებულ ღირებულებათა ჩამონათვალში უმრავლესობა მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად ფასდება. შედარებით ნაკლებია ისეთი ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება, როგორებიცაა პ ოლიტიკური ჩართულობა(2.7 ქულა), ძალაუფლებისა და გავლენის ქონა(4.6 ქულა); ასევე, ამბიციურობა(5.0 ქულა) და ტოლერანტულობა ისეთი მოსაზრებების მიმართ, რომელთაც არ ეთანხმებიან რესპონდენტები(5.1 ქულა). 15 გრაფიკი 102. ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება(7-ქულიანი სკალა, სადაც 1 ნიშნავს- საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი,„7“ ნიშნავს-„ძალიან მნიშვნელოვანია“) უსაფრთხოება 6.9 მწამდეს ღმერთის 6.9 მყავდეს კარგი მეგობრები 6.9 ვიყო პასუხისმგებლიანი 6.9 ვიყო შრომისმოყვარე 6.9 მყავდეს სანდო მეუღლე/პარტნიორი 6.7 პატივს ვცემდე კანონსა და წესრიგსს 6.6 ვტკბებოდე ცხოვრებით 6.6 15 შენიშვნა: საკითხის პრობლემურობა ფასდებოდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ საკითხი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, „7“ კი- ძალიან მნიშვნელოვანია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი ვიზრუნო გარემოს დაცვაზე 6.6 ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით 6.6 ვამაყობდე საქართველოს ისტორიით 6.6 მქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტი 6.5 პატივი ვცე განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლებს 6.2 მქონდეს ურთიერთობა ბევრ სხვა ადამიანთან 6.1 ვიცავდე ტრადიციებსა და ძველ წესებს 6.0 ვიყო აქტიური მოქალაქე 6.0 საკუთარი კრეატიულობის განვითარება 5.9 ვიზრუნო საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე 5.8 ვიყო ტოლერანტული ისეთი მოსაზრებების 5.1 მიმართ, რომელთაც არ ვეთანხმები ვიყო ამბიციური 5.0 მქონდეს ძალაუფლება და გავლენა 4.6 ვიყო პოლიტიკურად ჩართული 2.7 161 რაც შეეხება უფლებებს, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს, აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ათიდან ოთხ გამოკითხულს სმენია გამოხატვის თავისუფლების (44%), თანასწორობის უფლების(41%), განათლების უფლების(40%) და ჯანმრთელობის დაცვის უფლების(37%) შესახებ. გამოხატვის თავისუფლებასა(35%) და თანასწორობის უფლებასთან(32%) ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტ გამოკითხულს სმენია სიცოცხლის უფლებისა (29%) და რელიგიის თავისუფლები ს(26%) შესახებ. 16 16 შენიშვნა: გრაფიკზე წარმოდგენილია უფლებები, რომლებზეც რეგიონში სულ მცირე გამოკითხულთა მეოთხედმა მიუთითა. 162 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 103. ადამიანის უფლებები, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს ადიგენის მუნიციპალიტეტი გამოხატვის თავისუფლება თანასწორობის უფლება განათლების უფლება ჯანმრთელობის დაცვის უფლება ოჯახის დაცვის უფლება სიცოცხლის უფლება საკუთრების უფლება თავისუფალი განვითარების უფლება რელიგიის თავისუფლება კულტურული უფლებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შრომითი უფლებები პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა საარჩევნო უფლება დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი 35% 45% 32% 42% 20% 17% 42% 40% 13% 36% 29% 34% 12% 32% 17% 26% 31% 30% 9% 16% 31% 29% 7% 8% 21% 27% 27% 25% სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 44% 41% 40% 37% 34% 33% 30% 30% 29% 28% 28% 25% 25% 25% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 19% 26% 25% N=100 N=200 N=300 აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქალების მესამედს არ სმენია არცერთი უფლების შესახებ (32%). ასეთი კაცების რაოდენობა რეგიონში 19%-ია. ქალების ყველაზე დიდ რაოდენობას განათლების უფლების(40%), კაცების ყველაზე დიდ რაოდენობას კი- თანასწორობის უფლების(50%) შესახებ სმენია. ასაკის ჭრილში გამოხატვის თავისუფლების შესახებ სმენია გამოკითხულთა უმრავლესობას 18-23 ასაკობრივ ჯგუფში(55%), თანასწორობის უფლების შესახებ კი- 14-17 და 24-29 ასაკობრივ ჯგუფებში(39% და 42%, შესაბამისად). აღსანიშნავია ასევე, რომ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში გამოკითხულთა 41%-ს უჭირს დაასახელოს რომელიმე უფლება, რომლის შესახებაც სმენია, ყველაზე დიდ ნაწილს კი ამ ჯგუფში გამოხატვის თავისუფლების შესახებ სმენია(34%). ეთნიკურად ქართველების ჯგუფში ყველაზე მეტ გამოკითხულს თანასწორობის უფლების შესახებ სმენია(59%). სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 163 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლება დაცულია (64%); ნაწილობრივ უფლების დაცვაზე გამოკითხულთა მეოთხედი მიუთითებს(26%). ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 43% თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო 41% მიიჩნევს, რომ მათი უფლებები ნაწილობრივ არის დაცული. გრაფიკი 104. განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ვთვლი რომ ჩემი უფლებები დაცულია ვთვლი, რომ ჩემი უფლებები ნაწილობრივ დაცულია 43% 41% 66% 24% 64% 26% ვთვლი, რომ ჩემი უფლებები არ არის დაცული 14% 3% 4% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 2% 7% 6% N=101 N=200 N=300 იმ უფლებებზე საუბრისას, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედი გამოხატვის თავისუფლებას ასახელებს(26%), ამდენივეს უჭირს პასუხის გაცემა(24%). გამოკითხულთა 15% ასახელებს შრომით უფლებებს, 10% კი- ცხოვრების ღირსეული პირობების უფლებას. საგულისხმოა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა განათლების უფლება, არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული გამოკითხულთა 4%-ის შეფასებით, მთელ რეგიონში. ხაზგასასმელია, რომ ამაზე თითქმის არავინ მიუთითებს ადიგენის მუნიციპალიტეტში, დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში კი ეს მაჩვენებელი 5%-ია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხული ქალების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიჩნევს, რომ არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული მათი გამოხატვის თავისუფლება(30%). კაცების შემთხვევაში კი მათ მეოთხედს უჭირს აღნიშნულის შეფასება(25%) და ამდენივე ასევე მიუთითებს გამოხატვის თავისუფლებაზე(25%). ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ ათიდან სამ სკოლის ასაკის ახალგაზრდას უჭირს თქვას, მათი რომელი უფლება არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული(29%) და ასევე ათიდან ოთხი თვლის, რომ აღნიშნული ეხება გამოხატვის თავისუფლებას(38%). გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს არადაცულად/ნაკლებად დაცულად უმრავლესობა 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც(35%) და ამავე ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა მეხუთედს უჭირს დაასახელოს ის უფლება, რომელიც არ არის ან ნაწილობრივაა დაცული(20%). უფროსი ასაკის(24-29 წელი) ახალგაზრდების მეოთხედს(24%) უჭირს ასევე აღნიშნულზე პასუხის გაცემა, ამდენივე თანასწორობის უფლებაზე მიუთითებს(25%). მართალია, თვისებრივი კვლევის მონაწილე ახალგაზრდებმა ნაკლებად გაამახვილეს ყურადღება უფლებების დარღვევაზე თუ დაუცველობაზე, გარდა განათლების უფლების დარღვევისა, რაც სკოლებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობას უკავშირდება. ახალგაზრდებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, თუმცა კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, აზრის გამოხატვა თავისუფლად მაინც პრობლემურია მთლიანად რეგიონში. მეტიც, არსებობს სულ რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც აზრს თავისუფლად გამოთქვამს. აქ ორ რამეზე გამახვილდა ყურადღება: ერთი, რომ ახალგაზრდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცის, რისი უფლება აქვს და შეუძლია აზრის გამოხატვა. და მეორე, იმ ადამიანების უფლებები ირღვევა, ვისაც აქვს კრიტიკული აზრი და სურს მისი გამოხატვა. 164 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 4.6. გამოწვევები და მისწრაფებები _ გამოწვევები კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობა ახალგაზრდებისთვის თავიანთ მუნიციპალიტეტში. როგორც აღმოჩნდა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებისთვის ყველაზე სერიოზულ ორ გამოწვევას სამუშაო ადგილების სიმწირე(5.6 ქულა) და გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა(5.6 ქულა) წარმოადგენს. 17 რეგიონში ყველაზე ნაკლებად პრობლემურ საკითხად კი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა(1.9 ქულა) და სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა(2.2 ქულა) დასახელდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად პრობლემურად, ისევე, როგორც მთელ სამცხე-ჯავახეთში, გამოვლინდა სამუშაო ადგილების სიმწირე(6.1) და გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა(5.9). ყველაზე ნაკლებად პრობლემური კი სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობაა(2.1 ქულა). კვლევის მონაწილეთა ნახევარზე მეტს მიუწვდება ხელი კომპიუტერზე სახლში და/ან მის ფარგლებს გარეთ. 44%-ს შეადგენს მათი წილი, ვისაც არ აქვს წვდომა კომპიუტერზე არც სახლში და არც მის გარეთ. რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა 91% და მეტი აცხადებს, რომ დღეში რამდენიმე საათითაა მისი მომხმარებელი. მართალია, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ნაკლებად პრობლემურად შეფასდა რეგიონში (1.9 ქულა) და ის ნაკლებად პრობლემურად ფასდება ადიგენის მუნიციპალიტეტშიც(3.7 ქულა), მაგრამ თვისებრივი კვლევის ფარგლებში დისკუსიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ საკითხის აქტუალურობას, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთათვის. დისკუსანტთა შეფასებით, ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა ყველასთვის პრობლემურია, ასაკის მიუხედავად; უშუალოდ ახალგაზრდობის კონტექსტში კი ეს იმ თვალსაზრისითაცაა გამოწვევა, რომ მათ ეზღუდებათ წვდომა სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე; რთულია გარკვეულ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც ონლაინ იმართება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ბარიერი იქნება მომავალშიც იმ აქტივობებში ახალგაზრდების ჩასართავად, რომლებიც შესაძლებელია ონლაინ სივრცეში დაიგეგმოს და გადაადგილებას არ საჭიროებდეს. აღსანიშნავია, რომ არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საშუალოდ მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდა ადიგენის მუნიციპალიტეტში რაოდენობრივი კვლევის მონაწილეთა მიერ(4.3 ქულა). თუმცა, ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებმა ამ საკითხის განსაკუთრებულ პრობლემურობაზე გაამახვილეს ყურადღება. არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა ან შეზღუდული წვდომა, ისევე როგორც შეკრებებისთვის სივრცეების არარსებობა, რომლის გამოყენებაც ახალგაზრდებს დისკუსიებისთვის, კომუნიკაციისა და იგივე არაფორმალური განათლებისთვის შეუძლიათ ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემად გამოიკვეთა დისკუსიებისას. კვლევის მონაწილეთა შეფასებით, ამგვარი შესაძლებლობების არარსებობა ინდიფერენტულს ხდის ახალგაზრდას და პროცესებში ჩართულობაც დაბალია. აქვე უნდა ითქვას, რომ მართალია, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა სხვებზე ნაკლებ პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა, თუმცა აღნიშნულზე ყურადღება გამახვილდა ფოკუსურ დისკუსიებზე. ხაზგასმული იყო, რომ აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 17 შენიშვნა: საკითხის პრობლემურობა ფასდებოდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნადა, რომ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს გამოწვევას/პრობლემას,„7“ კი- სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 165 ცხრილი 7. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისათვის რამდენად სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა შემდეგი საკითხები ადიგენის დანარჩენი მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთი სამუშაო ადგილების სიმწირე 6.1 5.5 გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა 5.9 5.5 პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა 5 5.2 სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა 5.3 5 მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა 5.1 5 ახალგაზრდებისათვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა 5.5 4.8 უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა 4.9 4.8 ხელმისაწვდომობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებაზე 5.1 4.8 არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა 4.3 4.4 ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობა 4.9 4.1 სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა 4.8 3.6 სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა 4.1 3.6 სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობა 4.6 3.5 ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა 4.3 3.2 ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა 3.6 3.1 კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა 4.1 2.8 სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 2.1 2.2 3.7 1.7 სულ სამცხეჯავახეთის რეგიონი 5.6 5.6 5.2 5.1 5 4.9 4.8 4.8 4.4 4.2 3.7 3.7 3.6 3.3 3.1 2.9 2.2 1.9 166 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 105. 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში, პირადი(რესპონდენტის) 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა პირადად ჩემი მუნიციპალიტეტში ქვეყანაში 31% 28% 41% 36% 38% 49% 35% 27% 49% ადიგენის მუნიციპალიტეტი N=100 დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი N=200 სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი N=300 რაც შეეხება ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების შეფასებას, ახალგაზრდების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით, ვიდრე უკმაყოფილოები. აღნიშნული მათ 7-ქულიან სკალაზე შეაფასეს, სადაც „1“ ნიშნავდა, რომ რესპონდენტი საერთოდ არ იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით,„7“ კი ნიშნავდა, რომ ის ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით ამ ეტაპზე და ეს შეფასება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საშუალოდ 5.1 ქულას უტოლდება. ადიგენის მუნიციპალიტეტში ეს მაჩვენებელი 4.2 ქულაა. გრაფიკი 106. ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 5,2 5,1 4,2 დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ადიგენის მუნიციპალიტეტი N=100 N=199 N=299 რაც შეეხება ახალგაზრდების მიერ ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას, ის დადებითად ფასდება როგორც ზოგადად სამცხე-ჯავახეთში, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში. ყველგან ორივე მდგომარეობის შეფასება მაქსიმალური 5-დან 4.2 ან მეტი ქულით ფასდება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 167 გრაფიკი 107. ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება (შეფასება„1“- ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) ფიზიკური მდგომარეობა ფსიქიკური მდგომარეობა 4.3 4.2 4.3 4.3 4.2 4.2 ადიგენის მუნიციპალიტეტი N=100 დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი N=200 სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი N=300 მიგრაცია ახალგაზრდებმა შეაფასეს შიდა მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამგვარი განზრახვა არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს კვლევის მონაწილე ახალგაზრდების ნახევარზე მეტს(55%). ამგვარი განზრახვის არქონას გამოკითხულთა 38% აფიქსირებს, ამ ეტაპზე კი ამაზე არ ფიქრობს ახალგაზრდების 17%. ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ათიდან სამ რესპონდენტს არ აქვს განზრახვა უახლოესი 2-3 წლის შიდა მიგრაციის(30%) და ამ ეტაპზე არ ფიქრობს აღნიშნულს ათიდან ორი რესპონდენტი(24%). გრაფიკი 108. შიდა მიგრაციის განრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი არა, არ ვფიქრობ ამაზე დიახ, ვფიქრობ დრობით დავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი ამ ეტაპზე არ ვფიქრობ ამაზე დიახ, ვფიქრობ სამუდამოდ დავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 30% 29% 24% 14% 3% N=100 39% 27% 16% 12% 6% N=200 სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 38% 27% 17% 12% 6% N=300 168 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაც შეეხება შიდა მიგრაციის მიზეზებს, მათგან, ვინც მსგავსი განზრახვა დააფიქსირეს ოთხი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა. კერძოდ, დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა(50%), რაც ყველაზე მეტისთვისაა შიდა მიგრაციის მიზეზი; უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა(34%), საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება(26%) და უკეთესი ცხოვრების პირობები(26%). გრაფიკი 109. შიდა მიგრაციის მიზეზები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 14% 1% 2% 6% 26% 50% 26% 34% დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უკეთესი ცხოვრების პირობები დამოუკიდებელი ცხოვრება საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა არსებული ვითარებიდან თავის დაღწევის სურვილი არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა N=124 გარე მიგრაციაზე რესპონდენტთა მეხუთედი ფიქრობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(21%). ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 34% მიუთითებს იმავეზე, დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში კი- 19%. გარე მიგრაციის/ქვეყნის დატოვების სამ მთავარ მიზეზს ასევე დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა(50%), უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა(24%) და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (21%) წარმოადგენს. დისკრიმინაციის გამოცდილება კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს, ჰქონიათ თუ არა დისკრიმინაციის გამოცდილება შემდეგი ნიშნებით: განათლების დონის გამო(დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება, სხვ), ეკონომიკური მდგომარეობის გამო(მდიდარი/ღარიბი), რელიგიური კუთვნილების გამო, ეთნიკური კუთვნილების გამო, სქესის გამო(მდედრობითი-მამრობითი), ასაკის გამო დისკრიმინაცია (უმცროსი-უფროსი; პატარა-დიდი), საცხოვრებელი ადგილის გამო(გარეუბანი-ცენტრი, სოფელი-ქალაქი), პოლიტიკური შეხედულებების გამო. კვლევის შედეგების თანახმად, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა უმრავლესობას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა, აქვე საგულისხმოა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 27% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია მის მიმართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის შემთხვევას ადგილი. ასევე, 17%-17% განათლების დონისა და ასაკის გამო, 10% კი საცხოვრებელი ადგილის მიზეზით დისკრიმინაციის ერთ შემთხვევაზე მაინც მიუთითებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 169 აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებმა არა საკუთარ, მაგრამ მათ გარშემო ახალგაზრდების გამოცდილებაზე ისაუბრეს. სამი მთავარი ნიშნით დისკრიმინაციაზე გამახვილდა ყურადღება ფოკუსურ დისკუსიებზე. კერძოდ, დისრიმინაციაზე რელიგიის, ასაკისა და გენდერის ნიშნით. საგულისხმოა, რომ რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციაზე ყურადღება ეთნიკურად ქართველების ჯგუფის წარმომადგენლებმა გაამახვილეს. მათი შეფასებით, მართლმადიდებლურ და მუსლიმ თემებს შორის აქვს ადგილი დაპირისპირებას, რაც გამოწვევად ფასდება. „საკმაოდ ხშირად არის ხოლმე მაღალმთიან სოფლებში, სადაც ცხოვრობენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები, დაპირისპირება არის ხოლმე ძალიან ხშირი... მართლმადიდებელი ჯგუფი თავს ესხმის მუსლიმ ჯგუფს ან პირიქით...“ ადიგენის მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „ზარზმაში არის მართლმადიდებლური ეკლესია, იქვე ცხოვრობენ მუსლიმები და არის ხოლმე, რომ ეკრძალებათ ეკლესიაში შესვლა, არ შეიძლება და ვიცი, რომ ჩუმად ხდება...“ ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი რაც შეეხება გენდერისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას, აქ ხაზგასმული იყო, რომ ასაკის გამო, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით მეტად აქვს ადგილი აღქმას, რომ ის„პატარაა“ და აზრის ხმამაღლა დაფიქსირება და პოზიციის გამოხატვა არ არის სოციალურად მისაღები ქცევა. იგივე ეხება გენდერის ნიშნით დისრიმინაციის შემთხვევებს, რომელიც გამომდინარეობს ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ხედვიდან, რომლის თანახმადაც ქალის მოვალეობა მხოლოდ საოჯახო საქმეებით უნდა შემოიფარგლებოდეს. 4.7. დასვენება და ცხოვრების წესი _ გართობა, დასვენების შესაძლებლობები და სპორტული აქტივობები კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს, თუ გართობისა და დასვენებისთვის რა ადგილებზე მიუწვდებათ ხელი საკუთარ დასახლებაში. როგორც აღმოჩნდა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სპორტულ მოედნებზე(63%), ბიბლიოეთეკებსა(45%) და საჯარო პარკი/ სკვერზე(35%) ხელმისაწვდომობაა. ადიგენის მუნიციპალიტეტში მსგავსია სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ხელმისაწვდომი ობიექტების ჩამონათვალი. საგულისხმოა, რომ ათიდან ოთხი გამოკითხული ამბობს, რომ არცერთი ჩამოთვლილი გასართობი თუ დასასვენებელი ადგილი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის(42%). დასასვენებელი და გასართობის ადგილების არარსებობა ან არსებულის გაუმართაობა რომ განსაკუთრებული გამოწვევაა ეს გამოვლინდა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. ადიგენში ფოკუსური დისკუსიების მონაწილეთა შეფასებით, საჯარო სკვერიც კი არ არის მოწესრიგებული მუნიციპალურ ცენტრში, სივრცეები კი შეკრებებისთვის, არა მხოლოდ არაფორმალური განათლებისთვის, არამედ მხოლოდ გართობისთვის, უბრალოდ არ არსებობს. 170 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 110. დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სპორტული მოედანი ბიბლიოთეკა საჯარო პარკი/სკვერი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა არცერთი მუზეუმი ახალგაზრდული ცენტრი საცურაო აუზი თეატრი არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 46% 28% 18% 16% 42% 7% 2% 65% 47% 37% 29% 20% 21% 19% 17% 11% 1% 63% 45% 35% 28% 22% 19% 17% 16% 10% 1% N=100 N=200 N=300 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქალაქის ტიპის დასახლებაში, ძირითადად, საჯარო პარკის/სკვერის(86%), ბიბლიოთეკისა(82%) და სპორტული მოედნის(76%) არსებობაზე მიუთითეს. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ არცერთი გასართობი/დასასვენებელი ადგილი არ არსებობს; 57% სპორტული მოედნის, 28% კი ბიბლიოთეკის არსებობაზე მიუთითებს. რაც შეეხება იმ ადგილებს, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული დასახლებაში ახალგაზრდებისთვის, აღმოჩნდა, რომ ოთხი ადგილია ყველაზე პრიორიტეტული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ესენია: ახალგაზრდული ცენტრი(43%), სპორტული მოედანი(40%), საჯარო პარკი/ სკვერი(40%) და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა(39%). ადიგენის მუნიციპალიტეტში ოთხი ყველაზე ხშირად დასახელებული ობიექტების ჩამონათვალი იმეორებს რეგიონისას, თუმცა რიგითობა შემდეგნაირია: ახალგაზრდული ცენტრი(47%), საჯარო პარკი/სკვერი(47%), სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა(45%), სპორტული მოედანი(28%). ასაკის ჭრილში მსგავსია ყველაზე ხშირად დასახელებული მეტად პრიორიტეტული ადგილები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის. სპორტული მოედანი(14-17 – 43%, 18-23 – 36%, 24-29 – 52%) და საჯარო პარკი/სკვერი(14-17 – 37%, 18-23 – 51%, 24-29 – 37%) სახელდება დიდწილად სამივე ასაკობრივი ჯგუფის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 171 შემთხვევაში. ყველაზე პრიორიტეტულად სწორედ ეს ორი ობიექტი სახელდება დასახლების ტიპის მიხედვითაც. ქალაქში გამოკითხულთა 34% სპორტულ მოედანს მიიჩნევს მნიშვნელოვნად, სოფლის ტიპის დასახლებაში კი იმავეზე 49% მიუთითებს. გრაფიკი 111. გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ახალგაზრდული ცენტრი სპორტული მოედანი საჯარო პარკი/სკვერი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა 47% 28% 47% 45% 42% 43% 37% 37% 43% 40% 40% 39% ბიბლიოთეკა საცურაო აუზი თეატრი 15% 27% 8% 24% 20% 22% 22% 21% 19% მუზეუმი 10% 5% 6% არცერთი 2% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% 1% 2% 2% 2% N=100 N=200 N=300 გართობისა და დასვენების თვალსაზრისით კვლევამ უჩვენა, რომ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად რასაც უთმობდნენ დროს ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთში იყო მუსიკის მოსმენა(76%), მეგობრებთან ერთად გართობა(61%) და ფილმების ყურება(53%). საინტერესოა, რომ ახალგაზრდების 68% არასდროს არ იყო დაკავებული ინტერნეტთამაშებით, ხოლო 73% არასდროს არ ხატავდა, ცეკვავდა ან უკრავდა მუსიკალურ საკრავზე. ასევე, გამოკითხულთა 55% არ იყო დაკავებული ფოტოგრაფიით. ახალგაზრდების 40% ზოგჯერ იყო დაკავებული ტელევიზორის ყურებით. დაახლოებით მსგავსი განაწილებაა სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკითხულთა 38% მიუთითებს, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების უმრავლესობა/დიდი ნაწილია დაკავებული. ადიგენის მუნიციპალიტეტში იმავეს ახალგაზრდების 26% ამბობს. როგორც ზოგადად რეგიონში, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში, რესპონდენტთა დიდი ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მცირე ნაწილი და/ან თითქმის არავინაა სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებული. 172 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 112. მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის შეფასება უმრავლესობა თითქმის არავინ დიდი ნაწილი არავინ მცირე ნაწილი არ ვიცი/მიჭირს პასუხი ადიგენის მუნიციპალიტეტი 11% 15% 60% 11% 2% 1% N=100 დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი 9% 30% 45% 7% 2%7% N=200 სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 9% 29% 47% 7% 2%6% N=300 იმ რესპონდენტთაგან, ვინც აღნიშნა, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებულია ახალგაზრდების უმრავლესობა ან დიდი ნაწილი(38%), გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიუთითა ფეხბურთი(95%). დასახელდა ასევე ახალგაზრდების დაკავება კრივით(34%), კალათბურთით(31%), ჩოგბურთით, რაგბით, ჭიდაობით(17%-17%) და სპორტის სხვა სახეობებით. რაც შეეხება მათ, ვინც განაცხადა, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით მათ მუნიციპალიტეტში დაკავებულია ახალგაზრდების მცირე ნაწილი ან არავინ, ამის მთავარ მიზეზად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სპორტული წრეების არარსებობა(37%) დაასახელეს. გრაფიკი 113. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ ფიზიკური აქტივობით ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი არ არსებობს სპორტული წრეები არ არის საკმარისი მოტივაცია არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი სპორტული წრეები არსებობს მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში და იქ სიარული რთულია სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ ინფრასტრუქტურა გაუმართავია სპორტული წრეები არსებობს, მაგრამ კადრები არაკვალიფიციურია არ არის გაცნობიერებული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 45% 32% 31% 7% 26% 5% 12% N=67 36% 29% 23% 15% 11% 11% 10% 3% N=108 37% 29% 24% 14% 13% 10% 10% 3% N=175 სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 173 ასევე მიზეზებს შორის საკმარისი მოტივაციის არარსებობა(29%) და საკმარისი ფინანსური რესურსის არარსებობა(24%) დასახელდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველაზე ხშირად დასახელებული სამი მიზეზი იმეორებს ზემოთ ჩამოთვლილს, თუმცა, ასევე აქ გამოკითხულთა მეოთხედი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე მიუთითებს(26%). რეგიონში სოფლის ტიპის დასახლებებში დიდწილად პრობლემურად აღინიშნა ის, რომ არ არსებობს სპორტული წრეები(46%), მაშინ როდესაც ქალაქში მთავარ მიზეზად კადრებისა(33%) და ფინანსური რესურსის(32%) არარსებობა/არასაკმარისობა გამოიკვეთა. რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაწილეთა ფიზიკურ/სპორტულ აქტიურობას, კვლევამ უჩვენა, რომ როგორც ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონში ახალგაზრდების მესამედია დაკავებული სპორტით/ფიზიკური აქტივობებით სულ მცირე, კვირაში 3 საათი მაინც. სხვები კი სპორტს/ფიზიკურ აქტივობას დროს საერთოდ ან იმაზე უფრო იშვიათად უთმობენ, ვიდრე თვეში რამდენჯერმეა. იმ მიზეზებზე საუბრისას, რის გამოც თავად არ არიან რესპონდენტები სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებული, მათ ყურადღება გაამახვილეს ორ მთავარ მიზეზზე სამცხე-ჯავახეთში. ესენია დროის არქონა(54%) და სურვილის არქონა(27%). ადიგენის მუნიციპალიტეტში აღნიშნულის მთავარ მიზეზად დროის არქონა სახელდება(50%). გრაფიკი 114. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები თავად დაკავებულები სპორტული/ ფიზიკური აქტივობებით ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი არ ვარ/თითქმის არ ვარ დაკავებული სპორტით/ფიზიკური აქტივობით 64% N=100 68% N=200 68% N=300 არ მაქვს დრო არ მაქვს სურვილი შესაბამისი წრე/ინფრასტრუქტურა შორსაა ჩემთვის საინტერესო აქტივობა/სპორტული წრე არ არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 50% 7% 15% 9% 8% არ მაქვს საკმარისი ფინანსური რესურსი არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 9% 1% N=54 54% 29% 10% 3% 3% 1% N=134 54% 27% 11% 3% 3% 1% 1% N=188 174 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება სპორტით/ფიზიკური აქტივობით, კვლევამ უჩვენა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ათიდან ოთხი რესპონდენტი თვლის, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა(41%), მესამედი სპორტული წრეებისა და კლუბების არსებობას თვლის მექანიზმად(35%). ასევე, ათიდან სამი გამოკითხული ასახელებს ფინანსურ ხელმისაწვდომობასა(29%) და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას (28%). ადიგენის მუნიციპალიტეტში უმრავლესობა ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებისთვის არსებითად სპორტული წრეების/კლუბების არსებობას მიიჩნევს(56%). გრაფიკი 115. ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი შესაბამისი ინფრასტრუქტურა 37% 41% 41% სპორტული წრეების/კლუბების არსებობა 56% 33% 35% ფინანსური ხელმისაწვდომობა 37% 28% 29% ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სპორტულ წრეებში/კლუბებში კვალიფიციური კადრების არსებობა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 26% 25% 5% 29% 21% 9% 28% 22% 8% N=100 N=200 N=300 როგორც კვლევის შედეგები მოწმობს რეგიონში სხვადასხვა სარისკო ქცევაა გავრცელებული. რესპონდენტებმა ქცევების გავრცელების ინტენსივობა 5-ქულიან სკალაზე შეაფასეს, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ ქცევა საერთოდ არ არის გავრცელებული მათ დასახლებაში,„5“ კი ნიშნავდა, რომ ქცევა ძალიანაა გავრცელებული. აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებულია ისეთი სარისკო ქცევები, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით(სოციალური ქსელები, ინტერნეტი) გატაცება(4.4 ქულა) და სიგარეტის მოხმარება(4.1 ქულა). საკმაოდაა ასევე გავრცელებული ალკოჰოლის მოხმარება(3.6 ქულა), აზარტული თამაშებით გატაცება(3 ქულა) და მარიხუანას მოხმარება(2.4 ქულა). რაც შეეხება კლუბური ნარკოტიკებისა(1.5) და საძილე-დამამშვიდებელი საშუალებების(1.6) მოხმარებას, მათი გავრცელება შედარებით იშვიათია. ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველაზე გავრცელებულ სარისკო ქცევად სიგარეტის მოხმარება დასახელდა(4.4 ქულა). აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისეთი სარისკო ქცევების გავრცელებაზე გაამახვილეს ყურადღება ადიგენის მუნიციპალიტეტში, როგორებიცაა ალკოჰოლის მოხმარება და სიგარეტის მოწევა, ასევე აზარტული თამაშებით ახალგაზრდების გატაცება. ფოკუსური დისკუსიების მონაწილეთა შეფასებით, უმუშევრობა, ამასთან სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელმისაწვდომობის არარსებობა განაპირობებს სარისკო ქცევების გავრცელებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სპორტული დარბაზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა როგორც ქალაქში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების აზრით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 175 გრაფიკი 116. სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) ადიგენის მუნიციპალიტეტი დანარჩენი სამცხე-ჯავახეთი სულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 4.4 4.1 3.6 4.4 4 3 3.5 2.4 4.4 4.1 4 თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზედმეტად გატაცება სიგარეტის მოხმარება ალკოჰოლის მოხმარება 3 2.5 აზარტული თამაშებით გატაცება 2.4 2.6 მარიხუანას მოხმარება 1.6 1.6 1.5 საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება 1.5 1.5 1.4 კლუბური ნარკოტიკის მოხმარება 4.8. დისკუსია და რეკომენდაციები _ ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აქტივობები შეზღუდული და ერთფეროვანია. ისინი უმეტესად მუნიციპალურ ცენტრებში ტარდება, რაც, ტრანსპორტთან შეზღუდული ხელმისაწვდომობის პირობებში, მეტ დაბრკოლებს უქმნის ახალგაზრდებს სოფლის ტიპის დასახლებებიდან. ამ უკანასკნელთათვის გამოწვევაა ასევე ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი რეგიონშიც და ადიგენის მუნიციპალიტეტშიც არ არის ინფორმირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან დაბალია. მართალია, ადიგენის მუნიციპალიტეტში მეტი ახალგაზრდა ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აქტივობების ინიციატორები თავად ახალგაზრდები არიან, ვიდრე დანარჩენ რეგიონში(44% და 34%, შესაბამისად), მაგრამ ადიგენში ჩატარებულმა თვისებრივმა კვლევამ უჩვენა, რომ ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობა ძალიან დაბალია. ეს ეხება როგორც მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობას, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ხაზგასმული იყო, რომ აქტიურია ახალგაზრდების პატარა 176 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ჯგუფი, უმრავლესობა კი პასიურია. ამის მიზეზად ყველაზე მეტი გამოკითხული სურვილის არქონას ასახელებს, რაც, თვისებრივი კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, მხარდაჭერის მოლოდინის არარსებობას შეიძლება უკავშირდებოდეს. ახალგაზრდებს არ აქვთ იმედი, რომ მათ ინიციატივას მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილების მიმღები პირები(ადგილობრივი თვითმმართველობა) თუ თავად მათი თანატოლები. ამას ემატება სიზარმაცე. თუმცა, მთავარ მიზეზად შეიძლება მაინც სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელოვნების გაუცნობიერებლობა მივიჩნიოთ და ასევე, არაინფორმირებულობა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე. ეს განსაკუთრებით ხაზგასმული იყო თვისებრივი კვლევის მონაწილეთა მიერ, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში კი გაუცნობიერებლობაზე, როგორც დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზზე, გამოკითხულთა 35% მიუთითებს რეგიონში. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა დასაქმება. სწორედ ამ თვალსაზრისით ხელშეწყობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი რეგიონში ყველაზე მეტი ახალგაზრდის მიერ(48%). საგულისხმოა, რომ ეს გამოწვევა უფრო აქტუალურია ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის(62%), ვიდრე დანარჩენი რეგიონისთვის(46%). აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწასა(38%) და სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად(33%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდების ყველაზე დიდი წილი აღნიშნავს, რომ ქართული ენის შესწავლა/დახვეწაში დახმარებაა ის, რაც ახალგაზრდებს დასაქმებაში დაეხმარებოდა(39%). ეს ფაქტორი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის(1%), დანარჩენ რეგიონში კი ეს არის მთავარი(44%). გარდა დასაქმებისა, განსაკუთრებულ გამოწვევას ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენებისთვის ადგილებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა/შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის, სადაც არცერთ დასასვენებელ/გასართობ ადგილზე ხელი არ მიუწვდება ახალგაზრდების 42%-ს(დანარჩენი რეგიონი - 20%). ახალგაზრდული ცენტრია ის ადგილი, რომლის ფუნქციონირებაც პრიორიტეტულია რეგიონში ახალგაზრდების ყველაზე დიდი ნაწილისთვის ყველგან. ამგვარი ცენტრის, შეკრებებისთვის სივრცეებისა და არაფორმალური განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის არსებობა რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოიკვეთა ადიგენში ჩატარებული თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. ამასთან, კვლევის შედეგებმა ისიც უჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა სპორტულ წრეებსა თუ სხვადასხვა ინფრასტრქუტურაზე, რაც, გარდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა, არსებითია იმ სარისკო ქცევებთან საბრძოლველად, რომლებიც გავრცელებულია ახალგაზრდებში. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ალკოჰოლის მოხმარებაა. სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდული ცენტრების არსებობა, შეკრებებისთვის სივრცეებსა და არაფორმალურ განათლებაზე წვდომა მნიშვნელოვნადაა შეფასებული. არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით კრიტიკულად ჩაითვალა, პირველ რიგში, პროცესებში ჩართულობის გასაზრდელად. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლება დაცულია(64%), მეოთხედის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული(26%). მართალია, გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს დაასახელოს, მათი რომელი უფლება არ არის დაცული ან ნაწილობრივაა დაცული (24%), მაგრამ ასევე მეოთხედი მიუთითებს იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის დაცული/ ნაწილობრივაა დაცული(26%). ასეთ უფლებებად გამოკითხულთა 15% შრომით უფლებებს, 10% კი ცხოვრების ღირსეული პირობების უფლებას ასახელებს. მართალია, სამცხე-ჯავახეთში კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების მესამედი ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია მის მიმართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის შემთხვევას ადგილი(27%). ასევე, აღინიშნა განათლების დონის,(17%), ასაკის(17%) სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ადიგენის მუნიციპალიტეტი 177 და საცხოვრებელი ადგილის(10%) გამო დისკრიმინაციის შემთხვევები. უახლოესი 2-3 წლის მანძილზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდების 39% აფიქსირებს შიდა მიგრაციის განზრახვას, რაც ოთხი მთავარი მიზეზით აიხსნება. კერძოდ, დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა(50%), რაც ყველაზე მეტისთვისაა შიდა მიგრაციის მიზეზი; უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა(34%), საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება(26%) და უკეთესი ცხოვრების პირობები(26%). გარე მიგრაციაზე რესპონდენტთა მეხუთედი ფიქრობს რეგიონში(21%). ადიგენის მუნიციპალიტეტში კი ამგვარ განზრახვას მეტი ახალგაზრდა აფიქსირებს(34%). დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში ეს მაჩვენებელი 19%-ია. გარე მიგრაციის/ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზები ყველგან დასაქმების უკეთეს შესაძლებლობას, უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. რაც შეეხება ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდები უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით, ვიდრე უკმაყოფილოები(შეფასება 5.1 ქულა მაქსიმალური 7-დან). ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია ადიგენის მუნიციპალიტეტში(საშუალო შეფასება- 4.2 ქულა), ვიდრე დანარჩენ სამცხე-ჯავახეთში(საშუალო ქულა - 5.2). კვლევის ამ და სხვა შედეგებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია: შეკრებებისთვის, დისკუსიებისა და არაფორმალური განათლებისთვის სივრცეების შექმნა; სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ჩართულობის მექანიზმების შესახებ; სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-დახვეწისთვის უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის სპეციალური პროგრამების/ტრენინგ კურსების შეთავაზება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, სადაც განსაკუთრებული აქცენტი რეგიონის და კონკრეტულად ადიგენის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებზე გაკეთდება; ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება ადიგენის მუნიციპალიტეტში, დანარჩენ რეგიონში კი- ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის; ახალგაზრდული ორგანიზაციების/თემების გაძლიერება ახალგაზრდობის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გადაცემით, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი სატრენინგო მოდულების შექმნა; ახალგაზრდობის საკითხების მნიშვნელოვნების აღიარება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საქმეებზე ფოკუსირებული, სულ მცირე, ერთი თანამშრომლის არსებობა. ამასთან, აუცილებელია მისი და შესაბამისი მიმართულების თანამშრომელთა გადამზადება სფეროსთვის რელევანტური ცოდნით. 178 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები V ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები — შესავალი ქვემო ქართლის მოსახლეობა, 2021 წლის მონაცემებით 437.3 ათას ადამიანს შეადგენს. მათი 56% სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. 14-29 ახალგაზრდები 101.6 ათასია, რაც რეგიონის მოსახლეობის 23%-ს წარმოადგენს. 18 რეგიონში მოსახლეობის 45%-ს ეთნიკურად ქართველები, სხვები კი სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთაგან აზერბაიჯანელების წილი 45%-ია. რეგიონში უმუშევრობის დონე 22.2%-ს, დასაქმების დონე კი- 39%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა წილია ახალგაზრდების თითოეულში, არ არის ხელმისაწვდომი. უშუალოდ კვლევის მონაწილეთა დემოგრაფიული მახასიათებლები კი ასეთია: გამოკითხულთა 52% ქალი, 48% კი- კაცია. მათი ყველაზე დიდი წილი 18-23 წლისაა(37%). ასევე ყველაზე დიდი წილის განათლების მიღწეული დონე სრულ საშუალო განათლებას გულისხმობს(29%). კვლევის მონაწილეთა მესამედი მოსწავლე, 11% სტუდენტი, 35% კი- უმუშევარია. მათი თითქმის თანაბარი რაოდენობა ეძებს(16%) და არ ეძებს(19%) სამსახურს. გრაფიკი 117. რესპონდენტთა საქმიანობა მოსწავლე უმუშევარი- არ ეძებს სამსახურს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი 26% 27% 23% 18% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი 35% 33% 18% 19% უმუშევარი- ეძებს სამსახურს სტუდენტი დასაქმებული სრულ განაკვეთზე თვითდასაქმებული- ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში თვითდასაქმებული- ფრილანსერი დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე 18% 9% 13% 8% 1% 2% 21% 11% 3% 15% 4% 14% 12% 10% 5% 3% 2% 16% 11% 10% 6% 3% 2% 18 საქსტატი. რეგიონული სტატისტიკა 24% N=101 22% N=100 20% N=200 21% N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 179 რაც შეეხება დასაქმებას, რეგიონში გამოკითხულთა მეხუთედი დასაქმებულია(21%). 10% სრულ განაკვეთზე მუშაობს და მხოლოდ 2%- ნახევარ განაკვეთზე. ფრილანსერია 3%, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ თვითდასაქმებულთა წილი კი- 6%-ია. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რესპონდენტების წილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში 8%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი- 15%-ია, სადაც სრულ განაკვეთზე დასაქმების შესახებ მხოლოდ 3% მიუთითებს. გამოკითხული ახალგაზრდების 50% ეთნიკურად ქართველი, 50% კი- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. ამათგან, აბსოლუტურ უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ(46%). რესპონდენტების უმრავლესობა არ არის დაქორწინებული(65%) და მესამედია დაქორწინებული (სახელმწიფო და/ან რელიგიური რეგისტრაცია- 28%). რესპონდენტების უმრავლესობას არ აქვს არც სოციალურად დაუცველის და არც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი(92%). გრაფიკი 118. რესპონდენტთა ეთნიკური კუთვნილება, ოჯახური მდგომარეობა, სტატუსი ქართველი აზერბაიჯანელი სხვა არ ვარ დაქორწინებული ვარ დაქორწინებული სხვა არცერთი სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირი მიჭირს პასუხის გაცემა 50% 46% 4% ეთნიკური კუთვნილება 65% 28% 7% ოჯახური მდგომარეობა 92% 6% 1% 1% სტატუსი 180 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გამოკითხული ახალგაზრების მესამედს უჭირს დაასახელოს, თუ რამდენს შეადგენს პირადად მათი ყოველთვიური შემოსავალი, ნებისმიერი ფულადი შემოსავლის(მაგ. გზავნილები, ხელფასი, საჩუქარი) ჩათვლით(32%) და ასევე ის, თუ რამდენს შეადგენს მისი ყოველთვიური დანახარჯი ნებისმიერი საჭიროების გათვალისწინებით(27%). ყველაზე დიდი ნაწილის შემოსავალი თვეში 100 ლარზე ნაკლებია(41%) და ასევე 100 ლარზე ნაკლებია მესამედის დანახარჯი სხვადასხვა საჭიროებაზე (32%). დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მობილურზე/ინტერნეტზე(65%), ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მოდის(51%). რაც შეეხება იმას, თუ ვისზე არიან ფინანსურად ახალგაზრდები დამოკიდებულნი, ყველაზე დიდი ნაწილი ახალგაზრდებისა მშობლებზეა დამოკიდებული(60%). გრაფიკი 119. რესპონდენტთა პირადი ყოველთვიური შემოსავალი(ყველა შემოსავლის გათვალისწინებით) და დანახარჯი თვის მანძილზე სხვადასხვა საჭიროებებზე ქვემო ქართლის რეგიონში პირადი შემოსავალი თვის მანძილზე დანახარჯი თვის მანძილზე 100 ლარზე ნაკლები 41% 101-300 ლარი 11% 301-500 ლარი 9% 701-900 ლარი 2% 501-700 ლარი 2% 901-1000 ლარი 1% 1001-1500 ლარი და მეტი 2% 32% 24% 11% 2% 2% 1% 1% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 32% 27% N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 181 ძირითადი მიგნებები ქვემო ქართლის რეგიონის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აქტივობები ძირითადად სახელოვნებო, სპორტული და მუსიკის წრეებისა და სექციების ფუნქციონირების ხელშეწყობას გულისხმობს. ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები არცთუ ხშირია, ბენეფიციართა რაოდენობა კი ჯამში 3 ათასია. აქტივობები უმეტესად მუნიციპალურ ცენტრებში იგეგმება, რის შესახებაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია ახალგაზრდებისთვის სოფლის ტიპის დასახლებებიდან და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფიდან, რამდენადაც ინფორმაციაც აქტივობების შესახებ ქართულ ენაზეა და აქტივობებიც, რომლებიც იგეგმება. ქვემო ქართლის რეგიონში რესპონდენტების დიდ ნაწილს უჭირს შეაფასოს, თუ ვინ არის ძირითადად ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი მათ მუნიციპალიტეტში(რეგიონი- 52%, გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 50%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი- 66%). ამასთან, თუ მთლიანად რეგიონში გამოკითხულთა მეოთხედი თვლის, რომ აქტივობების ინიციატორები ძირითადად თავად ახალგაზრდები არიან(24%), გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაახლოებით მესამედი ინიციატორებად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ასახელებს(27%). ამჟამად საკუთარ დასახლებაში ყველაზე მეტ ახალგაზრდას ქვემო ქართლის რეგიონში ზოგადად, და სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც, სპორტულ წრეებზე მიუწვდება ხელი. სწორედ მათზე ხელმისაწვდომობის არსებობას მიიჩნევს მნიშვნელოვნად ახალგაზრდების უმრავლესობა როგორც ზოგადად ქვემო ქართლში(60%), ასევე გარდაბნისა(59%) და თეთრიწყაროს(53%) მუნიციპალიტეტებში. ამჟამად არცერთ სერვისზე(სპორტული თუ სახელოვნებო წრე, ბიბლიოთეკა, ახალგაზრდული საქმიანობის სერვისი, სივრცე შეკრებებისთვის და სხვა) წვდომა არ აქვს ახალგაზრდების მესამედს მთელ ქვემო ქართლში(31%). ასეთია რეალობა სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც. სივრცეებზე ხელმისაწვდომობა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, დასვენებას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ათიდან მხოლოდ ორი გამოკითხულისთვისაა არსებითი მთელ ქვემო ქართლში(19%). გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში აღნიშნულზე ათიდან მხოლოდ ერთი გამოკითხული მიუთითებს(14% და 10%, შესაბამისად). დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, როგორც მთლიანად ქვემო ქართლში(68%), ასევე გარდაბნისა(75%) და თეთრიწყაროს(59%) მუნიციპალიტეტებში. უშუალოდ რესპონდენტებისთვისაც მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმწირეა როგორც ზოგადად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში. 182 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად დედაქალაქში საქმდებიან(51%), ყველაზე მარტივად სხვა ქვეყნებში დასაქმებაზე კი რესპონდენტთა მეხუთედი მიუთითებს(21%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად დედაქალაქში საქმდებიან(54%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი იგივეზე უკვე რესპონდენტთა 74% მიუთითებს. უშუალოდ რეგიონში, საკუთარი მუნიციპალიტეტის ჩათვლით მარტივად დასაქმებაზე კი ქვემო ქართლში გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიუთითებს. ახალგაზრდების დასაქმებისთვის ორ მთავარ ფაქტორად ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო გამოცდილება(56%) და შესაბამისი განათლება(51%) მიიჩნევა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად უმრავლესობა შესაბამის სანაცნობო წრეს მიიჩნევს(63%), ყოველი მეორე კი მუშაობის გამოცდილებას ასახელებს(51%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, უმრავლესობის აზრით, შესაბამისი განათლებაა მთავარი კრიტერიუმი ახალგაზრდების დასაქმებისთვის(58%). პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერაა ის, რასაც ახალგაზრდების დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რესპონდენტები ქვემო ქართლის რეგიონში ზოგადად(58%), ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებსა(გარდაბანი- 68%, თეთრიწყარო- 63%) და დანარჩენ რეგიონში(55%). ახალგაზრდების დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად იკვეთება მხარდაჭერა ქართული ენის შესწავლაში გარდაბნის მუნიციპალიტეტსა(32%) და, განსაკუთრებით, დანარჩენ რეგიონში, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების გამოკლებით(41%). ეს ფაქტორი ნაკლებად არსებითია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის(13%), სადაც ინგლისური ენის შესწავლაში მხარდაჭერა მესამედის აზრით არის მნიშვნელოვანი(30%). ქართული ენის ცოდნას, როგორც დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა მესამედი მიუთითებს(30%). აღნიშნულზე ეთნიკურად ქართველების მხოლოდ 7%, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფიდან კი, ყოველი მეორე მიუთითებს(53%). საგულისხმოა, რომ საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობას როგორც რთულს/ძალიან რთულს ეთნიკურად ქართველების 79% მიიჩნევს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში კი ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და თითქმის ყველას მოიცავს(93%). მართალია, ცხოვრების ჯანსაღი წესი ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი, მაგრამ სპორტით/ ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების უმრავლესობა არ არის დაკავებული(ქვემო ქართლის რეგიონი- 81%, გარდაბნის მუნიციპალიტეტი- 83%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი- 86%, დანარჩენი რეგიონი- 80%). ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდების მესამედს უჭირს შეაფასოს, ახდენენ თუ არა მათნაირი ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (32%), 26% კი მიიჩნევს, რომ ისინი თან ახდენენ და თან ვერ ახდენენ გავლენას პროცესზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდები უმეტესად თვლიან, რომ მათნაირი ახალგაზრდები ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 183 გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ადგილობრივ დონეზე საერთოდ ვერ ახდენენ/ვერ ახდენენ გავლენას(43%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აღნიშნულის შეფასება უჭირს 43%-ს, მეოთხედის პოზიცია კი ნეიტრალურია(26%). ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკურად ქართველების 82%-ისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 56%-ის აზრით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში მნიშვნელოვნად/ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს გამოკითხულთა დიდი ნაწილი(69%), ამგვარი პრაქტიკის არსებობა ნაკლებად ფიქსირდება. ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის მანძილზე(88%). დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მაჩვენებელი. სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის მანძილზე არ მიუღია ათიდან ცხრა გამოკითხულს მთელ ქვემო ქართლის რეგიონში(88%). რეალობა მსგავსია სამიზნე მუნიციპალიტეტებსა(გარდაბანი- 85%, თეთრიწყარო- 85%) და დანარჩენ ქვემო ქართლში(89%). ყველგან აღნიშნულის მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ ახალგაზრდებმა არ იცოდნენ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდების ნახევარი არ არის დაინტერესებული პოლიტიკით(54%) და ყველაზე მეტს ზოგადად საქართველოს პოლიტიკა აინტერესებს(33%). პოლიტიკით საერთოდ არაა დაინტერესებული ახალგაზრდების დიდი ნაწილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა(66%) და დანარჩენ რეგიონში(58%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი, ახალგაზრდების უმრავლესობას აინტერესებს პოლიტიკა(63%). ზოგადად პოლიტიკით საქართველოში 53%, მეხუთედი- რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით(20%), მესამედი კი - ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობითაა(28%) დაინტერესებული. ათიდან შვიდი და მეტი ახალგაზრდა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ არსებობს ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამები და სერვისები როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში(გარდაბანი- 79%, თეთრიწყარო- 76%), ასევე დანარჩენ რეგიონში(74%). თავიანთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მონაწილეობა არ მიუღია ათიდან თითქმის ცხრა და მეტ ახალგაზრდას როგორც ქვემო ქართლის რეგიონში ზოგადად(88%), ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში(გარდაბანი- 85%, თეთრიწყარო- 85%) და დანარჩენ რეგიონში (89%). მათი ნახევარი ამის მიზეზად ქვემო ქართლის რეგიონში ასახელებს იმას, რომ არ სმენია მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე(54%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსგავსი პასუხი დააფიქსირა ახალგაზრდების 59%-მა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი- 71%-მა. ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებად ღვთის რწმენა(მწამდეს ღმერთის- 6.6 ქულა), ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვან ღირებულებად კი პოლიტიკური ჩართულობა(ვიყო პოლიტიკურად ჩართული- 3.2 ქულა) გამოიკვეთა. 184 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რეგიონში რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლება დაცულია(76%), 17%-ის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია, თუმცა ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს(14-17 წელი- 86%, 18-23 წელი- 75%, 24-29 წელი- 68%). ამასთან, უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია (82%), ვიდრე ეთნიკურად ქართველი(70%). ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში უმრავლესობა თვლის, რომ მათი განათლების უფლება არაა დაცული/ნაწილობრივაა დაცული(41%). ეთნიკურად ქართველების ჯგუფში კი ათიდან ორი ისეთ უფლებებზე მიუთითებს, როგორებიცაა შრომითი(20%), თანასწორობის(20%) და გამოხატვის თავისუფლების(19%) უფლებები. ქვემო ქართლის რეგიონში შიდა მიგრაციის განზრახვა არ აქვს ახალგაზრდების 54%-ს, 27% კი აღნიშნულზე არ ფიქრობს ამ ეტაპზე. გარე მიგრაციაზეც რესპონდენტთა მცირე ნაწილი ფიქრობს(19%). როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის მიზეზები უკეთესი ცხოვრების პირობებს, დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. მომავალი 10 წლის პერსპექტივაში საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების უფრო პოზიტიური შეფასება შეიმჩნევა, ვიდრე ქვეყნისა თუ მუნიციპალიტეტისა(მდგომარეობა 10 წლის შემდეგ უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა: ქვეყნის- 58%, მუნიციპალიტეტის- 58%, პირადად ჩემი- 71%). საგულისხმოა, რომ მეტი გამოკითხული ქალაქის ტიპის დასახლებაში მიიჩნევს, რომ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება 10 წლის შემდეგ(63%), ვიდრე სოფლად(55%). ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ქვემო ქართლის რეგიონში ამ ეტაპზე ახალგაზრდების ცხოვრებით კმაყოფილება საშუალოზე მაღალია. ეს შეფასება ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და დანარჩენი რეგიონის მსგავსად 4.8 ქულას შეადგენს. უფრო დაბალია საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ის საშუალოდ 4.3 ქულით ფასდება მაქსიმალური 7-დან. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 185 5.1. მუნიციპალური პოლიტიკა _ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებს კურირებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. განყოფილებაში სულ 3 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან არცერთია განსაზღვრული კონკრეტულად ახალგაზრდულ საკითხებზე. 19 როგორც აღმოჩნდა, 2019-2020 წლების განმავლობაში კონკრეტულად ახალგაზრდობის მიმართულებით მუნიციპალიტეტს არ ჰქონია განსაზღვრული ბიუჯეტი, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციის ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის მიერ განხორციელდა პროგრამები და პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იყო ახალგაზრდებზე. ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ პროექტებსა და პროგრამებზე 2019-2020 წელს ჯამში 1,669,075 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება 2021 წელს გათვალისწინებულ თანხებს, უშუალოდ ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კვლავ არ არის თანხა გათვალისწინებული, თუმცა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სხვებთან ერთად მიმართულია ახალგაზრდებზე, ბიუჯეტი 958,960 ლარს შეადგენს, რაც გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. გრაფიკი 120. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტებისა და პროგრამებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2019-2021 წლებში 890,815 778,260 958,960 2019 2020 2021 19 რამდენადაც კვლევის ფარგლებში თვისებრივი კვლევისთვის სამიზნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი წარმოადგენს და ძირითადი ინფორმანტებიც, ისევე როგორც ახალგაზრდები სწორედ ამ მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ კვლევაში, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, შესაბამისი სამსახურისა და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციაც მხოლოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვისაა წარმოდგენილი. 186 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები რაც შეეხება კონკრეტულად პროექტებსა და პროგრამებს, რომლებისთვისაც იყო და არის წელს გამოყოფილი თანხები, ისინი შემდეგნაირად ნაწილდება: ცხრილი 8. ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტები და პროგრამები 2019-2021 წლები პროექტები/ პროგრამები სახელოვნებო, სპორტული და მუსიკის წრეებისა და სექციების ფუნქციონირების ხელშეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებო პროგრამაში/პროექტში მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობა(ასევე ტრანსპორტირების ხარჯი მხოლოდ 2019 წელს) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობა და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა სულ: 2019 874,215 16,600 89 0,815 2020 772,000 2,960 3,300 778,260 2021 930,000 2,960 26,000 958,960 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პროექტებს 2019-2020 წლების განმავლობაში 14-29 ასაკობრივ კატეგორიაში ჯამში ჰყავდა დაახლოებით 3 000 ბენეფიციარი. სამწუხაროდ, მერიას არ აქვს პროგრამებისა და პროექტების ბენეფიციართა სტატისტიკა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით(14-17, 18-29). შესაბამისად, იმის თქმა, თუ რა წილია ბენეფიციარებისა სასკოლო ასაკის და რამდენი ახალგაზრდა დაფარა პროექტებმა თუ პროგრამებმა უფროსი ახალგაზრდების კატეგორიიდან, შეუძლებელია. 2021 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ვარაუდობს, რომ მათ პროგრამებსა და პროექტებს ეყოლება არანაკლებ 3 000 ბენეფიციარისა. ის, რომ ახალგაზრდობის მიმართულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს დამოუკიდებელი განყოფილება შესაბამისი სპეციალისტითა და ბიუჯეტით გამოწვევად ფასდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ. მისი შეფასებით, იმ სამსახურში, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებს კურირებს„ყველა ყველაფერს ითავსებს“, თუმცა ცალკე აღნიშნულისთვის როგორც სპეციალისტის, ასევე ბიუჯეტის გამოყოფას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. როგორც ძირითადი ინფორმანტის მიერ აღინიშნა, გამოწვევა ორივე- ადამიანური და ფინანსური რესურსის თვალსაზრისით არსებობს. აქ ხაზგასმული იყო, რომ მიუხედავად მწირი ფინანსური რესურსისა, არსებობს დონორების მხარდაჭერა, რომლის გამოყენებისთვის ადგილზე არასაკმარისი ცოდნაა აკუმულირებული. სწორედ ამის გამო, კვლევის მონაწილის შეფასებით, მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა საერთაშორისო ფინანსური რესურსის გამოყენება. ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო გრანტების ათვისების თვალსაზრისით შესაბამისი ცოდნის გაზიარებაა ის, რაშიც, პირველ რიგში ისურვებდა ადგილობრივი თვითმმართველობა მხარდაჭერას ახალგაზრდობის სააგენტოსგან. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 187 აქვე აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის სააგენტოსგან სასურველ მხარდაჭერაზე ისაუბრა კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმაც. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმი. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც სააგენტო უარს ეუბნება ახალგაზრდულ ორგანიზაციას გრანტის გაცემაზე, აუცილებელია მან დააბრუნოს უკუკავშირი არა უბრალოდ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ორგანიზაციას უარი ეთქვა განაცხადის მხარდაჭერაზე/დაფინანსებაზე, არამედ იმაზეც, თუ რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. როგორც აღინიშნა, ამით ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაუგროვდებათ მეტი ცოდნა იმ ხარვეზებზე, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია სამომავლოდ წარმატებული საგრანტო განაცხადების წარსადგენად. გარდა ამისა, ეფექტიანი და შესაბამისი უკუკავშირით ორგანიზაციებს გაუჩნდებათ განცდა, რომ ქვეყანაში არსებობს ორგანიზაცია,„რომელიც მეამაყება, რომ ქვეყანაში მყავს...“. ეფექტიან უკუკავშირთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუცილებელია ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს რეგულარულად სწავლობდეს და მათზე რეაგირებდეს. ამასთან, იყოს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ღია აქტიური ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის. გარდა აღნიშნულისა, ძირითად ინფორმანტთა მიერ მნიშვნელოვნად ჩაითვალა დაინტერესებული მხარეების ჩართვა პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში. როგორც კვლევის მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჯერჯერობით ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში არ მონაწილეობენ, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიისგან ინფორმირებულები არიან როგორც დოკუმენტის შექმნის, ასევე მისი მნიშვნელობის თაობაზე. კვლევის მონაწილე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება მერიასთან თანამშრომლობა და არასამთავრობო სექტორიც ჩაერთვება ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში. რაც შეეხება არაორგანიზაციულად, არამედ ინდივიდუალურად ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, კვლევის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტი აღნიშნულს ამ ეტაპზე სკეპტიკურად აფასებს და უფრო გრძელვადიან პერსპექტივად განიხილავს. მისი აზრით, აღნიშნულისთვის ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაა სერიოზული სამუშაო, რაც დროს მოითხოვს. გარდა პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას დაინტერესებული მხარეების ჩართულობის, ახალგაზრდების რეალური საჭიროებების გათვალისწინების, ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზების მნიშვნელობისა, ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან საკითხად კვლევის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა დეცენტრალიზაცია დაასახელა. აქ ორ საკითხზე გამახვილდა ყურადღება. ერთი, აღინიშნა, რომ აუცილებელია ადგილზე გადაწყვეტილებების მიღებისას მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სრული თავისუფლება და არ უწევდეს„სადღაც რაღაცის შეთანხმება“. და მეორე, რაზეც ასევე გამახვილდა ყურადღება, არის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება. მისი შეფასებით, ახალგაზრდების ინიციატივებზე, რომლებსაც ისედაც იშვიათი ხასიათი აქვს, რეაგირებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფრო სწრაფად უნდა ახდენდეს, ვიდრე ეს ახლაა შესაძლებელი. მართალია, მერია, როგორც საჯარო სტრუქტურა ვალდებულია გარკვეული პროცედურები დაიცვას პროექტის განხილვისა თუ დამტკიცებისთვის, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მეტი ლავირების შესაძლებლობა და გამარტივებულ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოახერხოს. რესპონდენტის შეფასებით, ახალგაზრდების ინიციატივებზე არაოპერატიული რეაგირება მათ უქმნის განცდას, რომ ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, იმედგაცრუებულები რჩებიან და ის იშვიათი ინიციატივებიც შეიძლება აღარ გაჩნდეს. 188 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 5.2. ახალგაზრდული პროგრამები და სერვისები _ კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები. აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში რესპონდენტების ნახევარზე მეტი ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით იღებს მეგობრებისგან/ახლობლებისგან(68%). აღნიშნულ ინფორმაციას გამოკითხულთა ასევე დიდი ნაწილი(70%) იღებს სხვადასხვა ინტერნეტრესურსიდან (მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდი(ფეისბუქგვერდი), ასევე ვებგვერდი და სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში). გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღნიშნულისთვის ინფორმაციის მიღების წყარო უმრავლესობისთვის ინტერნეტრესურსებია(56%), სადაც ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთოდ არ იღებს რესპონდენტთა 35%. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების უმრავლესობისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის წყარო მეგობრები/ახლობლები არიან(62%). სხვადასხვა ინტერნეტრესურსს კი აღნიშნულისთვის ჯამურად ათიდან რვა გამოკითხული იყენებს(80%). მათგან უმრავლესობა სხვადასხვა გვერდზე მიუთითებს სოციალურ ქსელში(39%). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის წყაროს ასევე წარმოადგენს ადგილობრივი ტელევიზია. გრაფიკი 121. მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროები გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი მეგობრები/ახლობლები 29% 62% 69% 61% მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდი (Facebook) სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში 33% 18% 33% 39% 34% 32% 34% 30% ადგილობრივი ტელევიზია 24% 32% 19% 21% საერთოდ არ ვიღებ შესაბამის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ვებგვერდი სხვა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 35% 5% 1% N=101 12% 8% N=100 8% 6% 8% 1% N=200 13% 6% 6% 1% N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 189 აღსანიშნავია, რომ რეგიონში მეგობრები/ახლობლები არიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან(მუნიციპალური პროგრამები, სერვისები, სიახლეები) დაკავშირებით ინფორმაციის მთავარი წყარო ყველა ჭრილში. თუმცა, კვლევამ გარკვეული განსხვავები გამოავლინა ინტერნეტრესურსებთან, როგორც ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, თუ ახალგაზრდების 82% ასახელებს სოციალურ ქსელში გვერდებს(მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდი და სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში) ინფორმაციის წყაროდ ქალაქის ტიპის დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში იმავეზე 49% მიუთითებს. იგივე ინფორმაციის წყაროს გამოყენებაზე მიუთითებს ეთნიკურად ქართველების 80% და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 48%. აქვე საგულისხმოა, რომ ადგილობრივ ტელევიზიას ინფორმაციის წყაროდ მეტი ეთნიკურად ქართველი ასახელებს(26%), ვიდრე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი(16%). რაც შეეხება ასაკის ჭრილს, აქ საგულისხმოა, რომ მუნიციპალური პროგრამების, სერვისებისა თუ სიახლეების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ იღებს მეხუთედი 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში(21%), მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში 8%, 24-29 წლის ახალგაზრდებთან კი- 12%-ია. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება როგორც სოციალურ ქსელში გვერდების, ასევე ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციის წყაროდ დასახელების მაჩვენებელიც. კერძოდ, სოციალურ ქსელში გვერდებს წყაროდ 14-17 წლის ახალგაზრდების 56%, უფოსებში კი 67%-67% ასახელებს. ადგილობრივ ტელევიზიას კი წყაროდ 14-17 წლის ახალგაზრდების 12% და უფროსების ჯგუფში მეოთხედი(18-23 წელი- 25%, 24-29 წელი- 23%) ასახელებს. აღნიშნულთან ერთად, ხაზგასასმელია ისიც, რაც თვისებრივი კვლევის დროს გამოიკვეთა. კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებმა თუ ძირითადმა ინფორმანტებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების ინფორმირების თვალსაზრისით არსებობს გამოწვევები ორი მიმართულებით. ერთი მათგანი სოფლის ტიპის დასახლებებში ინტერნეტზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, მეორე კი ენობრივ ბარიერს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ თემებში. შესაბამისად, მუნიციპალური პროგრამებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა თუ, ზოგადად, ახალგაზრდობის პოლიტიკის კონტექსტში საკომუნიკაციო სტრატეგიის გაწერისას მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების გათვალისწინება და მიზნობრივი ჯგუფებისთვის ერთდროულად სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ინფორმაციის მიწოდება. იმის შეფასება, გათვალისწინებულია თუ არა ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, უჭირს გამოკითხულთა მესამედს ქვემო ქართლის რეგიონში(32%). რესპონდენტების 23%-ის აზრით, ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თან გათვალისწინებულია, თან არა. ამასთან, 15% ამბობს, რომ მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებულია, მეხუთედი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული ინტერესები (20%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში მეხუთედს უჭირს აღნიშნულის შეფასება(22%), ათიდან ოთხი გამოკითხული კი ფიქრობს, რომ მათი მსგავსი ახალგაზრდების ინტერესები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გათვალისწინებული არ არის(39%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამედს უჭირს აღნიშნულის შეფასება(31%) და ასევე მესამედი იზიარებს მოსაზრებას, რომ ინტერესები საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საქმიანობაში(31%). 190 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 122. შეფასება, თუ რამდენადაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული საერთოდ არ არის გათვალისწინებული გათვალისწინებულიია არ არის გათვალიწინებული სრულადაა გათვალისწინებული არც არა, არც კი არ ვიცი/მიჭირს პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 18% 21% 24% 15% 22% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 5% 26% 22% 15% 1% 31% დანარჩენი ქვემო ქართლი 9% 19% 23% 15% 34% სულ ქვემო ქართლის რეგიონი 11% 19% 23% 15% 32% N=101 N=100 N=200 N=401 აღსანიშნავია, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში 19% ამბობს, რომ მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, სოფლის ტიპის დასახლებებში კი აღნიშნულზე მხოლოდ 12% მიუთითებს. თუ იგივე პოზიციას ეთნიკურად ქართველების დაახლოებით მეოთხედი იზიარებს(23%), ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში იგივეზე მხოლოდ 7% მიუთითებს. ასაკის ჭრილში კი, ყველაზე ახალგაზრდების დიდ ნაწილს უჭირს აღნიშნულის შეფასება(44%), 18-23 წლის ჯგუფში კი ყველაზე დიდი ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ მათნაირი ახალგაზრდების ინტერესები საერთოდ არ არის/არ არის გათვალისწინებული(27%), ისევე როგორც უფროსი ახალგაზრდების ჯგუფში, სადაც უკვე ათიდან ოთხი მიუთითებს აღნიშნულზე(41%). მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით თვისებრივმა კვლევამ გამოავლინა, რომ ისინი უმეტესად სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი და ძირითადად მოიაზრებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა დასუფთავების აქციები, მოხალისეობრივი საქმიანობა, რაც ხანდაზმულთა და სოციალურად დაუცველთა დახმარებას გულისხმობს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ამგვარი აქტივობები ძირითადად კონკრეტულ დღესასწაულებთანაა(მაგ: ახალი წელი, აღდგომა) ასოცირებული. შედარებით უფროსი ასაკის ახალგაზრდებმა კი მუნიციპალიტეტში განხორციელებულ აქტივობებზე საუბრისას ძირითადად სპორტული აქტივობები გაიხსენეს. აქაც საგულისხმოა, რომ ეს აქტივობები სხვადასხვა სპორტული წრის არსებობას და მათ აქტივობებს უკავშირდება; ისინი არ ფარავს ნებისმიერ ახალგაზრდას, არამედ გათვლილია მათზე, ვინც ამ წრეებზე დადის და უფრო სერიოზულადაა სპორტით დაკავებული, ვიდრე მხოლოდ გართობისა თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო. ამასთან, ეს აქტივობები უმეტესად თავს იყრის მუნიციპალურ ცენტრებში და იშვიათად სოფლებში. ის ფაქტი, რომ აქტივობები უმეტესად სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი იმით აიხსნება კვლევის მონაწილეთა მიერ, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ბევრი ახალგაზრდა ტოვებს მუნიციპალიტეტს სწავლისა თუ დასაქმების მიზნით. იქედან მობრუნებულები კი,„სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულები“ და აქტივობებში არც ერთვებიან. ამდენად, ყველაზე დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა ადგილზე სკოლის ასაკის არის და მათი ჩართვა აქტივობებშიც უფრო მარტივი და რეალისტურია. აქტივობების ლოკაციასთან დაკავშირებით კი საგულისხმოა, რომ კვლევის მონაწილე ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 191 14-17 წლის ახალგაზრდები სოფლის ტიპის დასახლებებიდან ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, იმართება თუ არა რაიმე აქტივობა მუნიციპალურ ცენტრში. სხვა ჯგუფებში კი აღინიშნა, რომ აქტივობები უმეტესად ტარდება მუნიციპალურ ცენტრში. ამასთან, აღინიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა წრეზე(სპორტი, ხელოვნება) ხელმისაწვდომობაც ცენტრშია, რაზეც წვდომა სოფლის ტიპის დასახლებებიდან ახალგაზრდებს ურთულდებათ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობას არ სმენია ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ(75%). დაახლოებით მსგავსია განაწილება როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ასევე დანარჩენ რეგიონში. იმ რესპონდენტებიდან კი(16%), ვისაც სმენია საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ ყველაზე მეტი ასახელებს ახალგაზრდულ ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებს. ასევე დასახელდა მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, მოხალისეობრივი საქმიანობისა და სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამები. გრაფიკი 123. ინფორმირება მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი არა, არ მსმენია მსგავსი პროგრამების/ სერვისების შესახებ 79% დიახ, მსმენია პროგრამების/სერვისების შესახებ, მაგრამ არ მიმიღია მონაწილეობა/არ მისარგებლია სერვისით დიახ, მსმენია და მიმიღია მონაწილეობა/ მისარგებლია სერვისით 13% 6% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 2% 76% 9% 8% 7% 74% 12% 4% 10% 75% 12% 4% 9% N=101 N=100 N=200 N=401 ქვემო ქართლის რეგიონში რესპონდენტების ნახევარს უჭირს შეაფასოს, თუ ვინ არის ძირითადად ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი მათ მუნიციპალიტეტში (52%), მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ძირითადად თავად ახალგაზრდები არიან ინიციატორები (24%). გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც გამოკითხულთა ნახევარს უჭირს აღნიშნულის შეფასება(50%), მესამედი კი აქტივობების ინიციატორად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ასახელებს(27%). რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, აქ რესპონდენტთა დიდ ნაწილს გაუჭირდა შეეფასებინა, თუ ვინ არის ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი(66%). თვისებრივი კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი აქტივობების ინიციატორები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თავად ახალგაზრდები იშვიათად არიან. მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინიციატივით ახალგაზრდების მიმართვას აქვს ადგილი, თუმცა ეს იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე გავრცელებულ წესს. 192 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 124. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ინიციატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი ძირითადად, თავად ახალგაზრდები 21% 12% 25% 24% ძირითადად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ძირითადად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 27% 2% 9% 13% 12% 11% 14% 10% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 50% 66% 52% 52% N=101 N=100 N=200 N=401 რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრობას, კვლევის რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის და არასდროს ყოფილა მათი წევრი, როგორც ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში. იმ რესპონდენტებიდან კი(6%- სულ 22 ახალგაზრდა მთელ რეგიონში), ვინც არიან ან იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის/გაერთიანების წევრები, უმეტესობა აცხადებს, რომ ტრენინგების/ვორქშოპების ორგანიზება იყო ის ძირითადი საქმიანობა, რასაც ეწეობა მათი ახალგაზრდული ორგანიზაცია/გაერთიანება. ასევე დასახელდა კულტურული აქტივობების, საქველმოქმედო აქციების/ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების ორგანიზება. რესპონდენტებმა შეაფასეს ის, თუ რამდენად ახდენენ მათნაირი ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გრაფიკი 125. შეფასება, თუ რამდენად ახდენენ ახალგაზრდები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საერთოდ ვერ ახდენენ გავლენას ახდენენ გავლენას ვერ ახდენენ გავლენას დიდ გავლენას ახდენენ არც არა, არც კი არ ვიცი/მიჭირს პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 13% 30% 23% 15% 4% 15% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 5% 8% 26% 17% 1% 43% დანარჩენი ქვემო ქართლი 9% 10% 27% 18% 1% 35% სულ ქვემო ქართლის რეგიონი 9% 14% 26% 18% 1% 32% N=101 N=100 N=200 N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 193 კვლევის შედეგების თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონში მესამედს უჭირს აღნიშნულის შეფასება (32%), 26%-ის აზრით კი, ისინი თან არც ახდენენ გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და თან ახდენენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდები უმეტესად იზიარებენ პოზიციას, რომ მათნაირი ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ადგილობრივ დონეზე საერთოდ ვერ ახდენენ/ვერ ახდენენ გავლენას(43%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აღნიშნულის შეფასება უჭირს ათიდან ოთხ გამოკითხულს(43%), მეოთხედის პოზიცია კი ნეიტრალურია(26%). რაც შეეხება იმას, უშუალოდ კვლევის რესპონდენტებს მიუღიათ თუ არა მონაწილეობა თავიანთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში ზოგადად(88%), ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში(გარდაბანი- 85%, თეთრიწყარო- 85%) ამგავრი გამოცდილების არარსებობაზე მიუთითა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მათი ნახევარი ამის მიზეზად ქვემო ქართლის რეგიონში ასახელებს იმას, რომ არ სმენია მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე(54%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსგავსი პასუხი დააფიქსირა ახალგაზრდების 59%-მა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი- 71%-მა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების დაბალი მონაწილეობა, სხვა საკითხებთან ერთად, რაზეც პოლიტიკური ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის ქვეთავში ვისაუბრებთ, იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების როგორც დაგეგმვაზე, ასევე განხორციელებაზე მთავარ პასუხისმგებლობას ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. აღნიშნული მკაფიოდ გამოვლინდა თვისებრივი კვლევის შედეგად. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფოკუსური დისკუსიების მონაწილე სკოლის ასაკის თუ უფროსი ახალგაზრდები აღნიშნავდნენ, მთავარი პასუხისმგებლობა პროცესების დაგეგმვა-მართვაზე ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული ცენტრალური ხელისუფლებისგან. აქვე ხაზგასასმელია, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბრისას ახალგაზრდები უმეტესად იმ აქტივობებში ჩართვას მოიაზრებენ, რაც უკვე დაგეგმილია და არა რაიმეს დაგეგმვას. ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, უმთავრესი გამოწვევა/პრობლემა, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მათ მუნიციპალიტეტში არის დასაქმების ხელშეწყობა(68%) და მსგავს შეხედულებას იზიარებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ ქვემო ქართლში. ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე, სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, სტაჟირების პროგრამებსა თუ სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების მოგვარების მნიშვნელობაზე რეგიონში ათიდან ორი რესპონდენტი მიუთითებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოწვევად, რომელიც მნიშვნელოვანია მოგვარდეს ყველაზე მეტმა გამოკითხულმა ასევე დასაქმების ხელშეწყობა დაასახელა(75%). რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, აქაც დასაქმების ხელშეწყობა სახელდება ყველაზე მეტი ახალგაზრდის მიერ გამოწვევად, რომლის მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მათ მუნიციპალიტეტში(59%). მეოთხედის აზრით კი ასეთ გამოწვევას სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს(24%). 194 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 126. უმთავრესი გამოწვევები/პრობლემები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პროფესიული გადამზადების კურსებზე ხელმისაწვდომობა გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწავდომობა ხარისხიანი სასკოლო განათლების უზრუნველყოფა კარიერული დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობა სივრცეებზე(შეკრებისთვის, დასვენებისთვის და სხვა) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდულ ბანაკებზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრურუნველყოფა სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 75% 20% 18% 17% 21% 16% 10% 9% 3% 9% 8% 5% 10% 3% 2% 4% 59% 9% 24% 18% 17% 20% 10% 16% 5% 8% 6% 6% 5% 4% 8% 15% 67% 21% 18% 19% 16% 17% 15% 12% 15% 11% 7% 6% 4% 4% 6% 6% 68% 20% 18% 18% 17% 17% 14% 13% 12% 11% 7% 6% 5% 4% 4% 6% N=101 N=100 N=200 N=401 საკუთარ თავზე, როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის პრობლემებზე საუბრისას თვისებრივი კვლევის მონაწილეებმა განსაკუთრებით გამოყვეს სპორტულ ინფრასტრუქტურასა და წრეებზე ხელმისაწვდომობის, ასევე გართობის, დასვენების, შეკრებებისა და ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 195 არაფორმალური განათლებისთვის სივრცეების არარსებობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. უფროსი ასაკის ახალგაზრდებთან დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება. ცალკე გამოწვევად იდენტიფიცირდა ასევე ტრანსპორტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით პრობლემურია სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა ასევე ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. თითოეულ მათგანზე შესაბამის ქვეთავებში ვისაუბრებთ, აქ კი უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე თვისებრივი კვლევის მონაწილე ახალგაზრდებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ. აღინიშნა, რომ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც შეინიშნება გარკვეული აქტიურობა(„ჩვენთან სტადიონი გააკეთეს“), თუმცა, პროგრესზე ამ თვალსაზრისით ახალგაზრდები არ მიუთითებდნენ. რაც შეეხება რაოდენობრივი კვლევის შედეგებით იმის შეფასებას, თუ რას აკეთებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება, შეფასება უჭირს ათიდან ოთხ გამოკითხულს ქვემო ქართლის რეგიონში(38%). დაახლოები ამდენივე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც პროექტებს/პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს(37%). საგულისხმოა ისიც, რომ გამოკითხულთა მეოთხედის აზრით ამ პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების 38%-ს უჭირს აღნიშნულის შეფასება, 35%-ს კი მიაჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეფასება უჭირს ყოველ მეორე გამოკითხულს(49%), 34% კი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც პროექტებს/ პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს. გრაფიკი 127. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის შეფასება პრობლემების მოგვარების კონტექსტში გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი რაღაც პროექტებს/პროგრამებს ახორციელებს, თუმცა უმნიშვნელოს საერთოდ არაფერს აკეთებს 27% 35% 34% 14% 39% 23% 37% 24% ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს/პროგრამებს 3% 1% 1% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 38% 49% 37% 38% N=101 N=100 N=200 N=401 ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების მესამედი აცხადებს, რომ ისინი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეულ შედეგებს აფასებენ არც უარყოფითად და არც დადებითად(33%). მსგავსია შეფასებების სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც. 196 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 128. ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამებითა და ღონისძიებებით მიღწეული შედეგების შეფასება ძალიან უარყოფიითად დადებითად უარყოფითად ძალიან დადებითად არც უარყოფითად, არც დადებითად არ ვიცი/მიჭირს პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 4% 21% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2%4% 38% დანარჩენი ქვემო ქართლი 4% 4% 32% სულ ქვემო ქართლის რეგიონი 4% 7% 33% 36% 9% 4% 26% 20% 36% 24% 1% 21% 1% 35% 34% N=101 N=100 N=200 N=401 ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე საუბრისას ძირითადმა ინფორმანტმა ადგილობრივი თვითმმართველობიდან აღნიშნა ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოსთან დაკავშირებით განხორციელდა. კერძოდ, რესპონდენტის შეფასებით, სააგენტოს ფუნქციების კვლავ სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად დაბრუნება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. გარდა იმისა, რომ კითხვებია იმასთან დაკავშირებით, რატომაა უკეთესი გამოსავალი კვლავ სამინისტროსთან მისი მიერთება, ამ პროცესთან დაკავშირებით დისკუსიებში ახალგაზრდების ჩართვაც იქნებოდა მნიშვნელოვანი. ცალსახად პოზიტიური ან ნეგატიური დამოკიდებულება კვლევის მონაწილეს არ დაუფიქსირებია, თუმცა მის ნარატივში შეიძლება იმ კითხვის ნიშნების ამოკითხვა, რომელიც სააგენტოს კვლავ სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნის საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 5.3. განათლება და დასაქმება _ განათლება ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სასკოლო განათლება ხელმისაწვდომია/სავსებით ხელმისაწვდომია(75%). გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მსგავსი შეფასება ათიდან დაახლოებით შვიდ გამოკითხულს აქვს(შესაბამისად, 68% და 73%). რაც შეეხება დანარჩენ ქვემო ქართლს მსგავს შეხედულებას გამოკითხული ახალგაზრდების 77% იზიარებს. იმ სერვისების შეფასებისას, რომლებზეც დასახლებაში ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობამ სპორტულ წრეებზე(60%) და უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე(40%) ხელმისაწვდომობა მიიჩნია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი ყველაზე მეტად დასახელებული სერვისი, რომელზე ხელმისაწვდომობასაც არსებითად მიიჩნევენ ახალგაზრდები სპორტულ(59%) და სახელოვნებო/ ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 197 კულტურის წრეებზე(42%) ხელმისაწვდომობაა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორ ყველაზე ხშირად დასახელებულ სერვისად კი სპორტულ წრეებსა(53%) და უცხო ენების კურსებზე(45%) ხელმისაწვდომობა ჩაითვალა მნიშვნელოვნად. იგივეა რეალობა ქალაქი-სოფლის ჭრილშიც. საგულისხმოა, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ათიდან შვიდი გამოკითხული მიიჩნევს(69%). ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 49%-ის ტოლია. გრაფიკი 129. დასახლებაში ახალგაზრდებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებული მნიშვნელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი სპორტული წრე/წრეები უცხო ენის შემსწავლელი კურსები სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები(ცეკვა, სიმღერა, ხატვა) ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები 59% 38% 42% 39% 53% 45% 30% 28% 61% 40% 31% 29% 60% 40% 33% 30% მეწარმეობის ხელშემწყობი სერვისები სივრცე შეკრებებისათვის 35% 14% 20% 10% 19% 21% 22% 19% სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები 11% 17% 17% 16% კარიერული დაგეგმვის სერვისები 10% 10% 13% 12% ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი 14% 15% 10% 11% საინფორმაციო/საკონსულტაციო სერვისები 15% 4% 7% 9% საბანაკე პროგრამები 1% 5% 11% 9% მოხალისეთა კლუბი 7% 8% 6% სემინარები/ვორქშოპები სხვადასხვა 2% 4% 5% 5% თემაზე არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 2% N=101 9% N=100 3% N=200 3% N=401 198 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები საინტერესოა მონაცემები ასაკის ჭრილში. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვნად. რაც შეეხება მეორე ყველაზე ხშირად დასახელებულ სერვისს, რომელზე ხელმისაწვდომობასაც არსებითად მიიჩნევენ ახალგაზრდები, აქ საგულისხმოა, რომ თუ სკოლის ასაკის(14-17 წელი) რესპონდენტები სახელოვნებო/კულტურის წრეებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე მიუთითებენ(35%), უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის არსებითია ხელმისაწვდომობის არსებობა უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე(18-23 წელი- 47%, 24-29 წელი- 42%). რაც შეეხება გენდერის ჭრილს, როგორც გამოკითხული ქალების, ასევე კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობის არსებობა(შესაბამისად, 52% და 68%). აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა ისეთ სერვისზე ხელმისაწვდომობის არსებობა მიიჩნიეს არსებითად, როგორიცაა სივრცეები შეკრებებისთვის, სადაც დისკუსიების გამართვა, ტრენინგების ორგანიზება, აზრების გაცვლა და ერთმანეთთან კომუნიკაცია იქნება შესაძლებელი. მართალია, აღნიშნულ სერვისზე დასახლებაში ხელმისაწვდომობის არსებობას მნიშვნელოვნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 10% ასახელებს, მაგრამ ფოკუსური დისკუსიებისას ამგვარი სივრცეების არსებობის მნიშვნელოვნებას განსაკუთრებით გაესვა ხაზი ახალგაზრდების მიერ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებიდან. მის მნიშვნელობაზე ყურადღება ასევე გამახვილდა კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტებთანაც. მეტიც, აღინიშნა, რომ ამგვარი სივრცეების ვირტუალურად შექმნაც კი მნიშვნელოვანი იქნება, რათა მთავარი მიზანი- დისკუსიების გამართვა, კომუნიკაცია და არაფორმალური განათლების მიღება იყოს მიღწეული. აღინიშნა, რომ რამდენადაც სივრცის მთავარი დანიშნულება სხვადასხვა საკითხზე საუბარი, ერთმანეთის გაცნობა და აზრების გაზიარებაა, ონლაინ სივრცის ამისთვის გამოყენებაც მისაღები იდეაა. თუმცა, ონლაინ რეჟიმში აქტივობების დაგეგმვის იდეის პოზიტიური შეფასების მიუხედავად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დისკუსიების მონაწილეთა თქმით, ეს ვერ იქნება ძირითადი ფორმატი შეკრებებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ სოფლის ტიპის დასახლებაში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია. შესაბამისად, თვისებრივი კვლევის მონაწილე როგორც ახალგაზრდები, ასევე ძირითადი ინფორმანტები იმ მოსაზრებას იზიარებენ, რომ ამგვარი ფიზიკური სივრცეები უნდა არსებობდეს არა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში, არამედ სოფლის ტიპის დასახლებებშიც. ონლაინ რეჟიმში შეკრების იდეა კი უფრო დამხმარე მექანიზმადაა მოაზრებული. აღსანიშნავია, რომ შეკრებებისთვის სივრცის არსებობას, სადაც დისკუსიების გამართვა თუ სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზებაა შესაძლებელი, მთლიანად რეგიონში ახალგაზრდების მხოლოდ 7%-ისთვისაა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება სხვა სერვისებს, რომლებზეც ამჟამად აქვთ ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებს დასახლებაში, აღმოჩნდა, რომ როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე ორივე სამიზნე მუნიციპალიტეტსა და დანარჩენ რეგიონშიც ორი სერვისი, რომელზე ხელმისაწვდომობაც ყველაზე მეტმა გამოკითხულმა აღნიშნა, სპორტული და სახელოვნებო/კულტურის წრეებია. მესამე ყველაზე ხშირად დასახელებული სერვისი მთელ რეგიონში ბიბლიოთეკის/სამკითხველო კლუბის არსებობას უკავშირდება. ასევე საგულისხმოა, რომ უცხო ენების შემსწავლელი კურსები, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვან სერვისად დასახელდა ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიერ, ხელმისაწვდომია ათიდან თითქმის სამი ახალგაზრდისთვის მთელ რეგიონში(27%) და ათიდან ორისთვის გარდაბნისა(22%) და თეთრიწყაროს(22%) მუნიციპალიტეტებში. საგულისხმოა, რომ ჩამონათვალიდან არცერთი სერვისი დასახლებაში არ არის ხელმისაწვდომი ათიდან დაახლოებით სამი გამოკითხულისთვის როგორც მთლიანად რეგიონის, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სოფლებში გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარი აცხადებს, რომ მათთან დასახლებაში არცერთი სერვისი ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 199 არ არის ხელმისაწვდომი(53%), მაშინ როდესაც იგივეს ქალაქში თითქმის არავინ მიუთითებს(2%). როგორც ქალაქში, ისე სოფლად ყველაზე მაღალია ხელმისაწვდომობა სპორტულ წრეებზე(87% და 29%, გრაფიკი 130. სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასახლებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი სპორტული წრე/წრეები სახელოვნებო/კულტურის წრე/წრეები(ცეკვა, სიმღერა, ხატვა) ბიბლიოთეკა/სამკითხველო კლუბი უცხო ენის შემსწავლელი კურსები ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები სივრცე შეკრებებისათვის, სადაც შესაძლებელია დისკუსიების გამართვა სხვადასხვა ტიპის ტრენინგ კურსები საბანაკე პროგრამები სხვა 50% 53% 31% 22% 5% 2% 8% 4% 4% 48% 43% 24% 22% 11% 11% 10% 5% 14% 55% 42% 36% 28% 8% 7% 6% 6% 14% 54% 44% 35% 27% 8% 7% 5% 5% 12% არცერთი 29% 34% 32% 31% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 3% 5% 3% 3% N=101 N=100 N=200 N=401 ნახევარზე მეტი გამოკითხული მთელი ქვემო ქართლის მასშტაბით აცხადებს, რომ ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით არ უსარგებლია არცერთი სერვისით(59%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში 65%-მა დააფიქსირა იგივე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების 74%-ს არ უსარგებლია არცერთი სერვისით/აქტივობით. მხოლოდ 22%-მა მთელი ქვემო ქართლის მასშტაბით აღნიშნა, რომ ისარგებლა სპორტული წრეებით და მსგავსია რეალობა როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ ქვემო ქართლის რეგიონში. თეთრიწყაროს შემთხვევაში გამოკითხულთა მხოლოდ 9% აცხადებს, რომ ისარგებლა სპორტული წრეებით. 200 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები დასაქმება რესპონდენტების წილი, ვინც დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, სულ 12%-ს შეადგენს მთელ რეგიონში. მათ უმრავლესობას დამსაქმებელთან გაფორმებული აქვს წერილობითი კონტრაქტი(71%). უმრავლესობას კონტაქტი 1 წლის ვადით აქვს გაფორმებული(65%). საკუთარი პროფესიით ნახევარ ან სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა 40% მუშაობს. რაც შეეხება სამსახურით/საქმიანობით კმაყოფილებას, ის შეაფასეს როგორც სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებმა, ასევე თვითდასაქმებულებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობაში არიან ჩართულები და მათაც, ვინც ფრილანსერია და ასეთი რესპონდენტების რაოდენობამ 20% შეადგინა. მათი ნახევარი კმაყოფილია/ძალიან კმაყოფილია საკუთარი სამსახურით/საქმიანობით(49%). მათი რიცხვი კი, ვინც გამოკითხულთაგან ფიქრობს სამეწარმეო/ბიზნესსაქმიანობის დაწყებას და/ან თვითდასაქმებას სულ 8%-ს შეადგენს, რომელთაგან ყველაზე მეტმა მიუთითა, რომ ფიქრობს მსგავსი აქტივობის დაწყებას სოფლის მეურნეობისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. სულ ქვემო ქართლის რეგიონში, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმება რთულია/ძალიან რთულია(86%). მეტიც, ყოველი მეორე რესპონდენტი თვლის, რომ დასაქმება ძალიან რთულია(48%). ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დრამატულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც ათიდან ცხრა გამოკითხული მიიჩნევს, რომ მათ მუნიციპალიტეტში დასაქმება რთულია(88%), ათიდან ექვსი კი ამას აფასებს, როგორც ძალიან რთულს(62%). გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 55%-ია. გრაფიკი 131. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობის შეფასება ძალიან რთულია მარტივია რთულია ძალიან მარტივია არც რთული და არც მარტივი არ ვიცი/მიჭირს პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი სულ ქვემო ქართლის რეგიონი 55% 62% 46% 48% 29% 26% 40% 38% 15% 1% N=101 9% 3% N=100 12% 1% N=200 12% 1% N=401 საგულისხმოა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების შესაძლებლობის შეფასება, როგორც„ძალიან რთულისა“ იზრდება. კერძოდ, თუ ასე მიიჩნევს 14-17 წლის ახალგაზრდების მესამედი(30%), 18-23 წლის ასაკში ასეთია თითქმის ყოველი მეორე გამოკითხულის შეფასება(47%); უფროს ასაკში კი ეს მაჩვენებელი 67%-ია. აქვე აღსანიშნავია, რომ საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობას როგორც რთულს/ძალიან რთულს ეთნიკურად ქართველების 79% მიიჩნევს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში კი ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და თითქმის ყველას მოიცავს(93%). ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 201 ის, რომ დასაქმება გამოწვევაა როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ამაზე ისაუბრეს თვისებრივი კვლევის მონაწილეებმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულზე უფროსი თაობის(24-29 წლის) ახალგაზრდების მიერ გამახვილდა. მათი შეფასებით, სწორედ დასაქმებასთან არსებული პრობლემის არსებობის გამო ტოვებს ახალგაზრდების დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტს და უკეთესი სამუშაო თუ საცხოვრებელი პირობების საძიებლად მიდის შიდა თუ გარე მიგრაციაში. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების დასაქმებისთვის ორ მთავარ ფაქტორად ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულების უმრავლესობა სამუშაო გამოცდილებასა(56%) და შესაბამის განათლებას(51%) მიიჩნევს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარ ფაქტორად უმრავლესობა შესაბამის სანაცნობო წრეს მიიჩნევს(63%), ყოველი მეორე აღნიშნულისთვის მუშაობის გამოცდილების მნიშვნელობას ასახელებს(51%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შესაბამისი განათლებაა მთავარი კრიტერიუმი ახალგაზრდების დასაქმებისთვის უმრავლესობის აზრით(58%). გრაფიკი 132. რესპონდენტთა შეფასებით, მათსავე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმებისთვის მთავარი ფაქტორები გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი მუშაობის გამოცდილება შესაბამისი განათლება 51% 41% 43% 58% 58% 52% 56% 51% შესაბამისი სანაცნობო წრე მოტივაცია 63% 31% 25% 26% 41% 44% 44% 41% უმაღლესი განათლება უცხო ენის/ენების ცოდნა 46% 27% 19% 21% 28% 30% 31% 29% იღბალი 20% 20% 13% 15% სამუშაო ადგილების არსებობა 5% 8% 8% 7% ქართული ენის ცოდნა 5% 4% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 5% 2% 2% N=101 N=100 N=200 N=401 ასაკის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ თუ 14-17 წლის ახალგაზრდები დასაქმებისთვის უმთავრეს ფაქტორად შესაბამის განათლებას მიიჩნევენ(56%), უკვე უფროსი თაობის ახალგაზრდები უმთავრეს ფაქტორად მუშაობის გამოცდილებას უკავშირებენ(თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 64%). ეთნიკური ნიშნით საგულისხმოა, რომ ეთნიკურად ქართველების უმრავლესობა დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად 202 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები შესაბამის განათლებას(58%), ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების უმრავლესობა კი- მუშაობის გამოცდილებას(58%) მიიჩნევს. ასევე საინტერესოა განსხვავება ისეთ ფაქტორთან დაკავშირებით, როგორიც სანაცნობო წრეა. კერძოდ, ამ ფაქტორს დასაქმებისთვის მნიშვნელოვნად ეთნიკურად ქართველებში ყოველი მეორე გამოკითხული(51%) მიიჩნევს, ეთნიკურ უმცირესობაში კი ამ ხედვას 38% იზიარებს. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამუშაო ადგილების არსებობა შეუწყობდა ხელს ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებაში. ასე მიიჩნევს ათიდან რვა გამოკითხული როგორც ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში(78%), ასევე სამიზნე მუნიციალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონში. მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა სახელდება როგორც რეგიონში ზოგადად(38%), ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონში. სამუშაო ადგილების არსებობას, როგორც დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობს უმრავლესობა ასახელებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, როგორც ხელშემწყობ ფაქტორს ყველაზე მეტი გამოკითხული ქვემო ქართლის რეგიონში 24-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ასახელებენ(45%; 14-17 წელი- 37%, 18-23 წელი- 33%). ინგლისურ ენას კი უფრო მეტი რესპონდენტი 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ასახელებს ხელშემწყობ ფაქტორად(26%), ვიდრე უფროსების ჯგუფებში (18-23 წელი- 18%, 24-29 წელი- 22%). აღსანიშნავია, რომ ქართული ენის ცოდნას, როგორც დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს რეგიონში გამოკითხულთა მესამედი მიუთითებს(30%). აღნიშნულზე ეთნიკურად ქართველების მხოლოდ 7%, ეთნიკური უმცირესობებიდან კი, ყოველი მეორე მიუთითებს(53%). გრაფიკი 133. საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები სამუშაო ადგილების არსებობა პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა ქართული ენის ცოდნა სწავლისა და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობის არსებობა ინგლისური ენის ცოდნა სხვა უცხო ენის(გარდა ინგლისურისა) ცოდნა შესაბამისი სანაცნობო წრის არსებობა სხვადასხვა არაპროფესიული უნარის ფლობა არ ვიცი/ მიჭირს პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი 79% 80% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი 78% 78% 49% 46% 35% 38% 25% 37% 35% 33% 28% 18% 11% 15% 32% 26% 30% 24% 21% 7% 28% 5% 21% 18% 22% 15% 15% 11% 15% 15% 6% 10% 13% 12% 1% N=101 1% N=100 1% N=200 1% N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 203 ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარი ადასტურებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად დედაქალაქში საქმდებიან(51%), ყველაზე მარტივად სხვა ქვეყნებში დასაქმებაზე კი რესპონდენტთა მეხუთედი მიუთითებს(21%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ახალგაზრდები მათი დასახლებიდან ყველაზე მარტივად დედაქალაქში საქმდებიან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი იგივეზე უკვე რესპონდენტთა 74% მიუთითებს. უშუალოდ რეგიონში, საკუთარი მუნიციპალიტეტის ჩათვლით მარტივად დასაქმებაზე კი გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიუთითებს. ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 81% თვლის, რომ სკოლის ასაკში კარიერული დაგეგმვის სერვისის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ გააცნობს სხვადასხვა პროფესიას, ასევე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონის მსგავსად, ათიდან რვა გამოკითხული იზიარებს მსგავს ხედვას როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში (გარდაბანი- 84%, თეთრიწყარო- 82%), ასევე დანარჩენ რეგიონში(80%). აღსანიშნავია, რომ მსგავსია ხედვა ყველა ასაკობრივ ჭრილშიც. გამოკითხული ახალგაზრდების 58% ქვემო ქართლის რეგიონში თვლის, რომ მხარდაჭერა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარებოდა მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს დასაქმებაში. ამასთან, ახალგაზრდების 46% მიიჩნევს, რომ სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ასევეა არსებითი. გრაფიკი 134. უნარები/ცოდნები, რომელთა დახვეწაში მხარდაჭერაც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს დასაქმებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა/ სამუშაო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ქართული ენის შესწავლა/დახვეწა ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწა სხვა უცხო ენის შესწავლა/დახვეწა პრეზენტაციის უნარის შეძენა/დახვეწა 68% 49% 32% 33% 14% 11% 63% 33% 13% 30% 7% 18% 55% 46% 41% 26% 21% 11% 58% 46% 38% 27% 19% 11% პროფესიული CV-ის შედგენა 4% წერითი უნარების გაუმჯობესება 2% 21% 3% 10% 3% 10% 3% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 6% 10% 7% 7% N=101 N=100 N=200 N=401 204 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერას მიიჩნევს მნიშვნელოვნად გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების 68%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში- 63%, ხოლო დანარჩენ ქვემო ქართლის რეგიონში- 55%. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მესამედი სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობას/სამუშაო გამცოდილების დაგროვების შესაძლებლობებსა(32%) და ინგლისური ენის შესწავლა-დახვეწაში(30%) მიიჩნევს მხარდაჭერას მნიშვნელოვნად. ზოგადად, რეგიონში ამ ფაქტორის მნიშვნელოვნებაზე რესპონდენტთა მესამედი მიუთითებს(27%), ქართული ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერას კი მნიშვნელოვნად ათიდან ოთხი გამოკითხული აფასებს(38%). იმის შეფასება, თუ რამდენად ხელსაყრელი გარემოა საქართველოში ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის უჭირს გამოკითხულთა მესამედს ქვემო ქართლის რეგიონში(33%). ასევე თითქმის მესამედის შეფასების ეს გარემო არ არის ხელსაყრელი(27%), 17% კი მიიჩნევს, რომ ხელსაყრელია გარემო. აღსანიშნავია, რომ თითქმის მსგავსია შეფასებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი, მეხუთედს უჭირს შეაფასოს, თუ რამდენად ხელსაყრელია გარემო ახალგაზრდული მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის საქართველოში; 40%-ის შეფასებით ეს გარემო არ არის/სრულიად არ არის ხელსაყრელი და მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ გარემო ხელსაყრელია. დასაქმებისა და პროფესიული უნარების შეძენის კონტექსტში თვისებრივმა კვლევამ გამოავლინა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოწვევაა სკოლისშემდგომი განათლება. როგორც დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებმა უფროსი ასაკობრივი ჯგუფიდან აღნიშნეს, ამგვარ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს, რაც ასევე შეიძლება დაბრკოლებად ჩაითვალოს დასაქმებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტი ყველა მუნიციპალიტეტში ვერ იქნება, ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში არსებობდეს პროფესიული სასწავლებელი. მათი შეფასებით, თეთრიწყარო საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია და იქ პროფესიული სასწავლებლის არსებობა ბევრ ახალგაზრდას მისცემდა შესაძლებლობას აეთვისებინა რეალურად გამოყენებადი პროფესია ისე, რომ არ მოუწევდა საცხოვრებელი ადგილის არც სწავლის პროცესში დატოვება და არც შემდეგ. პროფესიული სასწავლებლის მუნიციპალიტეტში არსებობის მნიშვნელოვნება აღინიშნა კვლევის მონაწილე ძირითად ინფორმანტებთანაც(როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთან). 5.4. პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი _ ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის მიიღება მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია(81%). უმრავლესობა თვლის ასე როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში(გარდაბანი 86%, თეთრიწყარო- 87%), ასევე დანარჩენ რეგიონში(80%). კვლევას განსხვავებები ასაკის, სქესისა თუ დასახლების ტიპის მიხედვით არ გამოუვლენია. რაც შეეხება ეთნიკურ კუთვნილებას, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მონაწილეობას მოხალისეობრივ აქტივობებში მნიშვნელოვნად/ძალიან მნიშვნელოვნად ეთნიკურად ქართველების 89% და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 74% მიიჩნევს. როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ასევე დანარჩენ რეგიონსა და მთლიანად ქვემო ქართლში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას ბოლო 2-3 წლის გათვლისწინებით, არ მიუღია მონაწილეობა არცერთ მოხალისეობრივ პროგრამაში(გარდაბნის მუნიციპალიტეტი- 85%, თეთრიწყაროს მუნიცპალიტეტი- 75%, დანარჩენი რეგიონი- 81%, სულ ქვემო ქართლის რეგიონი- 82%). რაც შეეხება მოხალისეობრივ აქტივობებს, აქაც, ქვემო ქართლის რეგიონში სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და დანარჩენი რეგიონის მსგავსად, ათიდან შვიდ რესპონდენტს არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა ბოლო 1-2 წლის მანძილზე(გარდაბნის მუნიციპალიტეტი- ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 205 70%, თეთრიწყაროს მუნიცპალიტეტი- 68%, დანარჩენი რეგიონი- 72%, სულ ქვემო ქართლის რეგიონი - 71%). მათგან კი, ვინც მიიღო მსგავს აქტივობებში მონაწილეობა, გამწვანების აქციაა ყველაზე ხშირად დასახელებადი. აქვე აღსანიშნავია, რომ მოხალისეობრივ თუ სხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებზე საუბრისას, თვისებრივი კვლევის მონაწილეებიც ყველაზე ხშირად გამწვანების აქციების ორგანიზებაზე მიუთითებდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. გრაფიკი 135. ბოლო 1-2 წლის გათვალისწინებით მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა მსგავს აქტივობებში გამწვანების აქცია 70% 11% სპორტული ღონისძიებება სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება კულტურული ღონისძიებება 13% 11% 7% სხვების დახმარება სწავლაში 9% 68% 17% 5% 8% 3% 72% 22% 8% 4% 8% 3% 71% 20% 9% 9% 8% 4% N=101 N=100 N=200 N=401 კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის მაჩვენებელიც მცირდება. ასე მაგალითად, თუ არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობა გამოკითხულთა 57%-ს არ მიუღია 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში, იგივეს აცხადებს 69% 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში; 24-29 წლის ახალგაზრდებში კი ეს მაჩვენებელი 87%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა უფრო მეტ ახალგაზრდას არ მიუღია სოფლის ტიპის დასახლებებიდან(79%), ვიდრე ქალაქიდან(62%). საგულისხმოა ისიც, რომ ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების ჯგუფში არცერთ მოხალისეობრივ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა 56%-ს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 86%-ს შეადგენს. ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა ნახევარი მთავარ მიზეზად, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში იმას ასახელებს, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ(48%). მეხუთედის თქმით კი, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სურვილი(22%) და ვერ მოიცალეს(20%). მიზეზები მსგავსია სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონში. საგულისხმოა, რომ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე ათიდან ექვსი გამოკითხული მიუთითებს სოფლის ტიპის დასახლებებში(64%), მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 22%-ია ქალაქში. 206 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 136. მიზეზები, რატომაც არ მიიღეს მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში ქვემო ქართლის რეგიონში 2% 3% 5% 20% 22% 48% არ მსმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ არ მქონდა სურვილი ვერ მოვიცალე გვიან გავიგე აქტივობების შესახებ მშობლებისგან არ მქონდა თანხმობა არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა N=273 ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა 69%-ის აზრით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში(საკითხების განხილვა, საპროტესტო აქცია, პეტიციის ხელმოწერა და სხვა) მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია. სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც მსგავს ხედვას იზიარებს გამოკითხულთა უმრავლესობა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია ათიდან თითქმის რვა გამოკითხულისთვის ქალაქში(77%), სოფლად კი აღნიშნულზე ათიდან ექვსი ახალგაზრდა მიუთითებს(63%). ამ მოსაზრებას იზიარებს ეთნიკურად ქართველების 82% და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 56%. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა პროცესში მნიშვნელოვნად აფასებს გამოკითხულთა დიდი ნაწილი, ამგვარი პრაქტიკის არსებობა ნაკლებად ფიქსირდება. კერძოდ, როგორც კვლევა უჩვენებს, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ასევე ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამოქალაქო აქტივობაში ბოლო 1-2 წლის მანძილზე(88%). მათი რიცხვი, ვისაც მონაწილეობა მიუღია საჯარო შეხვედრებში, სხვადასხვა დემონსტრაციაში, ხელი მოუწერია პეტიციაზე და ა.შ. მინიმალურია. ასე მაგალითად, ყველაზე მეტმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ დაესწრო სამოქალაქო შეხვედრას/შეხვედრებს მნიშვნელოვანი საკითხების/პრობლემების განხილვის მიზნით და ისინი გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ს შეადგენენ. რეალობა მსგავსია სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ მიუღიათ არცერთ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა, მოხალისეობის მსგავსად, აქაც ყველაზე მეტმა გამოკითხულმა ქვემო ქართლის რეგიონში მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სმენია დაგეგმილი აქტივობების შესახებ(48%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგივეზე მიუთითებს ყოველი მეორე გამოკითხული(49%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი ამ მიზეზს უკვე 69% ასახელებს. მოხალისეობის მსგავსად, კვლევამ აქაც უჩვენა, რომ სოფლად ინფორმაციის არარსებობაზე გაცილებით მეტი გამოკითხული მიუთითებს, ვიდრე ქალაქში(სოფელი- 60%, ქალაქი 18%). ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 207 გრაფიკი 137. სამოქალაქო აქტივობებში ბოლო 1-2 წლის მანძილზე მონაწილეობის გამოცდილება/ არმონაწილეობის მიზეზები გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ აქტივობაში 85% N=101 85% N=100 89% N=200 88% N=401 არ მსმენია დაგეგმილი 49% აქტივობების შესახებ არ მქონდა სურვილი 22% ვერ მოვიცალე 23% 69% 11% 8% 47% 23% 20% 48% 22% 20% სხვა 3% 7% 5% 5% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 5% 5% 5% N=88 N=84 N=181 N=354 ის, რომ სამოქალაქო ჩართულობა დაბალია, გამოვლინდა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ჩართულობის მაგალითად ყველაზე ხშირად გამწვანებისა თუ საქველმოქმედო აციებში მონაწილეობა იყო მოყვანილი, რომლის ორგანიზატორებადაც ძირითადად სკოლა ან ადგილობრივი თვითმმართველობა დასახელდა. ისიც ხაზგასმული იყო, რომ უმეტესად საქველმოქმედო აქციები კონკრეტულ დღესასწაულებთანაა დაკავშირებული(მაგ: შობა, აღდგომა და სხვა). საგულისხმოა, რომ ახალგაზრდების ჩართულობაზე საუბრისას კვლევის მონაწილეები უმეტესად დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას მოიაზრებენ და ნაკლებად საკუთარი ინიციატივით აქტივობების დაგეგმვას. საუკეთესო შემთხვევაში, 14-17 წლის ახალგაზრდები ჩართულობაში გულისხმობენ საკუთარი მოსაზრებების გაჟღერებას უფროს თაობასთან, რომელმაც, თავის მხრივ, ახალგაზრდების პრობლემები თუ მოსაზრბები უნდა გააჟღეროს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. უფროს ასაკობრივ ჯგუფებში კი ორივე მოსაზრება გაჟღერდა. ერთის თანახმად, ჩართულობა პირველ რიგში, ინიციატივის არსებობას უკავშირდება. მეორე შემთხვევაში კი, ეს არის მონაწილეობა აქტივობებში, რომლის დაორგანიზებაზეც, მათი აზრით, უმეტესად ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს პასუხისმგებელი. „[ინიციატორები] ახალგაზრდები არა, უფროსები[უნდა იყვნენ], რომლებიც გარკვეული არიან ამ საქმეში. ანუ, ახალგაზრდებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და შემდეგ მათ[უფროსი თაობა] მიაწოდონ[ეს ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობას].“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მამრობითი, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი 208 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები „[ჩართულობა მოიაზრებს] უფრო ინიციატივების ქონას იმიტომ, რომ უნდა დააინტერესო ადამიანი, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ საქმეში.“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მამრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „...[ადგილობრივი თვითმმართველობისგან] უბრალოდ წამოვიდეს ინიციატივა მაგალითად, შაბათს 50 ძირი ნერგი უნდა დაირგას სოფელში და გამოდით ახალგაზრდები! კი ბატონო, გავალ, უბრალოდ ეს ხმა მოვიდეს ჩემამდე.“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იმის გათვალისწინებით რომ ჩართულობა მაინც უფრო სხვების მიერ ორგანიზებულ აქტივობებს უკავშირდება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ხდება ამ აქტივობების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება. ეს კი, როგორც მანამდეც აღინიშნა, განსაკუთრებით პრობლემურია სოფლის ტიპის დასახლებებისთვის, სადაც აქტივობებიც ნაკლებად იგეგმება, მუნიციპალურ ცენტრში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმირება კი არ ხდება ან არაეფექტიანია, მათ შორის, ინტერნეტთან დაკავშირებული გამოწვევების გამო. ინფორმირების თვალსაზრისით კიდევ ერთ გამოწვევად ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებიც გამოიკვეთა, რაც, რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, აქტუალურია. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს უჭირთ ქართულ ენაზე გავრცელებული ინფორმაციის აღქმა, პრობლემაა აქტივობებში ჩართვაც, რადგან სამუშაო ენა ძირითადად ქართულია. ინფორმირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე კვლევის მონაწილე ძირითადმა ინფორმანტმაც გაამახვილა ყურადღება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის თქმით, არ არსებობს ინფორმირებისა და უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი, რასაც მუნიციპალიტეტის მერია იყენებს ინფორმირებისთვის აქტიურად არის მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდი. სწორედ იქ ვრცელდება ინფორმაცია აქტივობების შესახებ და ამ გვერდზევე შეუძლიათ ახალგაზრდებს მისწერონ მერიას თავიანთი ინიციატივის შესახებ, გარდა განცხადებებით მიმართვისა. როგორც კვლევის მონაწილე ძირითადმა ინფორმანტმა აღნიშნა, თავის მხრივ, აქაცაა გამოწვევები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერია უმეტესად ავრცელებს ინფორმაციას უკვე განხორციელებული აქტივობების შესახებ. შესაბამისად, ახალგაზრდების დიდი ნაწილი პოსტფაქტუმ იღებს ინფორმაციას აქტივობების შესახებ. ხოლო იმის გამო, რომ არ არსებობს თუნდაც ახალგაზრდული საბჭო, რომელიც მუდმივად ახალგაზრდობის საკითხებით იქნება დაკავებული, თავს მოუყრის მნიშვნელოვან საკითხებს, ექნება კომუნიკაცია ახალგაზრდებთან და მიიღებს მათგან ინფორმაციას, ერთადერთ გზად ახალგაზრდებსაც ფეისბუქგვერდზე მიწერა ან მერიისთვის განცხადებით მიმართვა რჩებათ. „ინფორმაცია უნდა მიიღოს[ახალგაზრდამ] და ენის გამო შეიძლება ვერ მიიღოს ინფორმაცია.“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მამრობითი, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „რამდენიმე ღონისძიება[ჩატარებულა] როგორც კულტურული, ისე სპორტული და არ არის ყველამდე მისული ეს ინფორმაცია. არის სოფლები და კატეგორია[ახალგაზრდების], რომელიც არ არის ინფორმირებული და შეიძლება ვერ ჩაერთოს.“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მამრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 209 „ელემენტარულად, სულ ახლახანს გვქონდა უკუკავშირი. დაიგეგმა გამწვანების აქცია და ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მოგვწერა, რომ ეს პროცესი რომ დაანონსებულიყო, მე სიამოვნებით ჩავერთვებოდიო. ჩვენი ფეისბუქპოსტები იწერება წარსული ფორმებით, განხორციელდა ეს. არასდროს არ იწერება იგეგმება ეს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია შეუძლია ჩაერთოს. დიდი მასშტაბური ღონისძიება რომ არის ამა და ამ დღეს ტარდება ეს. თითქოს პატარა, მაგრამ სჭირდება დაანონსება, რომ იქნებ უნდა ჩაერთოს დარგოს ხე ან დაასუფთაოს და როცა ვწერთ ჩატარდა, ასე ვუკლავთ მათ სურვილს ჩართვის.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი კვლევის მონაწილეებმა, გარდა საკუთარი სამოქალაქო აქტივობისა, ისიც შეაფასეს, თუ რამდენად აქტიურია ახალგაზრდობა მათ მუნიციპალიტეტში. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა მესამედს გაუჭირდა აღნიშნულის შეფასება(32%) და ასევე მესამედის აზრით, მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში(28%). გამოკითხულთა მეოთხედის შეფასებით კი, ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში(26%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში 45% ფიქრობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ნახევარს უჭირს შეაფასოს, თუ როგორია ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა(52%). 19% იზიარებს მოსაზრებას, რომ ახალგაზრდები არ არიან ჩართულნი სამოქალაქო აქტივობაში, აქტიური ახალგაზრდების პატარა ჯგუფის არსებობის იდეას კი 16% იზიარებს. გრაფიკი 138. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობის შეფასება გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი ახალგაზრდების პატარა ჯგუფია აქტიური, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში 24% ახალგაზრდები არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობაში 45% ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს 3% სამოქალაქო აქტივობაში ახალგაზრდების უმარვლესობა მონაწილეობს 1% სამოქალაქო აქტივობაში 16% 19% 9% 4% 30% 21% 16% 28% 26% 14% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 27% N=101 52% N=100 33% N=200 32% N=401 210 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ის, რომ სამოქალაქო აქტივობა დაბალია და ძირითადად ახალგაზრდების პატარა ჯგუფის აქტიურობაზე შეიძლება საუბარი გამოვლინდა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტში სწორედ აქტიური ახალგაზრდების პატარა ჯგუფი მონაწილეობს ერთდროულად სხვადასხვა აქტივობაში. ის, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს აქტიური ახალგაზრდების პატარა ჯგუფი, ამას ადასტურებს კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტიც ადგილობრივი თვითმმართველობიდან. მისი შეფასებით, ხშირად თავად თვითმმართველობა ვერ პასუხობს მათ მოთხოვნებს და ვერ ახერხებს მათ მხარდაჭერას. ამის მთავარ მიზეზად მწირი ფინანსური რესურსი სახელდება. შედეგად კი, როგორც ძირითადმა ინფორმანტმა აღნიშნა, ახალგაზრდები რჩებიან იმედგაცრუებულები და ნაკლებად ენდობიან ადგილობრივ თვითმმართველობას. ამას ადასტურებს კვლევის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტიც, რომლის შეფასებითაც, მიუხედავად მიმართვისა მუნიციპალიტეტის მერიისადმი სხვადასხვა საკითხით, მათი მიერ რეაგირებას ნაკლებად ჰქონია ადგილი. შესაბამისად, აქტივისტის თქმით, ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტები ძირითადად არასამთავრობო სექტორის მიერ და მათი მხარდაჭერით ხორციელდება და არა თვითმმართველობის მხარდაჭერით. აქვე, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ისიც გამოიკვეთა, რომ, მიუხედავად დაბალი სამოქალაქო ჩართულობისა, ბოლო წლების დინამიკა დადებითია. ამ მოსაზრების მომხრეთა შეფასებით, დღეს მეტი ახალგაზრდაა ჩართული თუნდაც მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვიდრე ამას წლების წინ ჰქონდა ადგილი. ასევე, უფრო ხშირია ინიციატივებით ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მიმართვა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. „თვითონ ქალაქში, ვიტყვი, რომ 100 ახალგაზრდა იქნება, მეტი არ იქნება[აქტიური] და ეს საინტერესო ფენომენია, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც არაფორმალურ განათლებაზე დადიან, ცეკვა და ა. შ. ისინი დადიან[ახალგაზრდულ ცენტრშიც]. თუ ახალგაზრდა აქტიურია, ის ყველგან აქტიურია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 18-23 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „მუნიციპალიტეტში ნამდვილად არსებობს ახალგაზრდების აქტიური ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმართველობამაც ან ვერ გავამართლეთ მათი იმედები, არის უნდობლობის შეგრძნება და პესიმიზმი მათგან და შეიძლება სულ არ მომართონ ადგილობრივ თვითმართველობას.“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი „კარგად აღვიქვამ, რა ხდებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში 2016 წლამდე... გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივად განსახორციელებელ პროექტებში... არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/თითქმის არავინ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში, ქვემო ქართლის რეგიონში აღნიშნულის ორ მთავარ მიზეზად დასახელდა, ის, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა (32%) და რომ მათ არ იციან, თუ როგორ ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში(25%). ეს ორი მიზეზია დომინანტური კვლევის სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც. აქ აღსანიშნავია, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები იმის გამო ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 211 არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობებში რომ არ აქვთ მისი მნიშვნელობა გაცნობიერებული(41%), სოფლის ტიპის დასახლებებში კი ამის მიზეზად უმრავლესობა მიიჩნევს იმას, რომ ახალგაზრდებმა არ იციან, თუ როგორ უნდა ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში(36%). იმ რესპონდენტთა ნახევარს კი, ვინც თვლის, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი მაინც მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში უჭირს დაასახელოს, თუ რა ტიპის აქტივობაში არიან ჩართულები ახალგაზრდები(50%). ყველაზე მეტი გამოკითხული კი მიუთითებს ისეთ აქტივობებში მონაწილეობაზე, როგორებიცაა აქტუალური საკითხების განხილვა(26%) და გარემოსდაცვითი აქტივობები(24%). გრაფიკი 139. მთავარი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდების მცირე ჯგუფი/ თითქმის არავინ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობაში ქვემო ქართლის რეგიონში 10% 15% 32% 18% 25% ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა არ იციან, როგორ უნდა ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში სამოქალაქო აქტივიზმი არ არის პოპულარული/მოდური მუნიციპალიტეტში არ იგეგმება აქტივობები, რომლებშიც შეიძლება მონაწილეობის მიღება არ ვიცი/ მიჭირს პასუხი N=249 თვისებრივი კვლევის შედეგების თანახმადაც, დაბალი სამოქალაქო ჩართულობის მთავარ მიზეზს ახალგაზრდების დაბალი ცნობიერება და არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ამ არგუმენტის მომხრეთა აზრით, ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი და რატომაა ის მნიშვნელოვანი. ამასთან, გამოწვევაა ისიც, რომ უმეტესად ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივიზმის ფორმებისა და პროცესებში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ. დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზებს შორის თვისებრივმა კვლევამ საზოგადოების წნეხიც გამოავლინა. ამ კონტექსტში ორი თვალსაზრისით გამახვილდა ყურადღება. ერთ შემთხვევაში პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის გამოვლინება ისეთ კულტურულ ფაქტორს დაუკავშირდა, როგორიც საკუთარი რეფერენტული ჯგუფისა და ზოგადად, საზოგადოების არგანაწყენების მოტივია. იმის გათვალისწინებით, რომ ნათესაური თუ სანაცნობო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მათი არგანაწყენება თუ კეთილგანწყობის შენარჩუნება შეიძლება მნიშვნელოვან კულტურულ ფაქტორად ჩავთვალოთ. ეს ფაქტორი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ახალგაზრდებს ხმამაღლა გამოხატონ პროტესტი და ისაუბრონ პრობლემებზე, რომლის მოგვარებაზეც შესაძლებელია მათი ნაცნობები თუ ახლობლები იყვნენ პასუხისმგებელნი. 212 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მეორე შემთხვევაში კი საზოგადოების წნეხი დაუკავშირდა ოჯახის წევრების უარყოფით როლს. კერძოდ, აღინიშნა, რომ ხშირად ოჯახის წევრები ბარიერებს უქმნიან ახალგაზრდებს და არ აძლევენ მათ საშუალებას ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ან, სულ მცირე, ახალგაზრდების ჩართულობა არ არის მხარდაჭერილი ოჯახის წევრთა მიერ. როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო მძაფრად დგას ეს პრობლემა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში, სადაც სხვადასხვა აქტივობაში გოგოების ჩართვა მითუფრო პრობლემურია ტრადიციებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებების გამო. „სამწუხარო რეალობაა ის, რომ, როდესაც შეგვიძლია დიდ პრობლემებზე გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ ამ მძაფრ პრობლემებზე, არ ვიღებთ ხმას იმიტომ, რომ ვიღაც ვიღაცის ნათესავია, ვიღაც სადღაც მუშაობს, ვიღაც რაღაცის გამო ჩუმდება და ძალიან ბევრი პრობლემებია... როდესაც გვერდში დგომის იმედი არ გაქვს და ხვდები, რომ აზრი არ აქვს არაფერს, რატომ უნდა ამოიღო ხმა?“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი „თუნდაც ის გარემო და ოჯახი ამ ბავშვებს არ უშვებენ ასეთი ტიპის პროექტებში რომ ჩაერთონ... ეს არის სტერეოტიპები, რომელიც სხვადასხვა ჯგუფში არის, თუნდაც ეთნიკურ ჯგუფებში იყო ეს სტერეოტიპი და დღემდე არის... შეიძლება, სადღაც სოფელში წავიდე ბევრი აქტივობით, მაგრამ ბევრი ბავშვი არ ჩაერთოს სხვადასხვა მიზეზების გამო. განა იმიტომ, რომ არ აინტერესებს და არ უნდა; იმიტომ, რომ არ უშვებენ, არ რთავენ[ნებას]...“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი „ის სოფლები, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეს[ეთნიკური უმცირესობები] თემები, იმის იქეთ საზღვრებს არ სცდებიან და მაგალითად, არის შემთხვევები, რომ გოგონებს არ უშვებენ, რომ პროექტში მიიღონ მონაწილეობა. 18 წლის რომ გახდება, რატომ უნდა ისწავლოს? უნდა გათხოვდეს და ოჯახი შექმნას.“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რაც შეეხება ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესების მნიშვნელობას, ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა 45%-ის აზრით, აღნიშნული მნიშვნელოვანია/ძალიან მნიშვნელოვანია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა იგივე რაოდენობა იზიარებს ამავე მოსაზრებას(45%) და აქვე აღსანიშნავია, რომ მეოთხედი გამოკითხულებისა თვლის, რომ ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესება არ არის მნიშვნელოვანი/საერთოდ არაა მნიშვნელოვანი(23%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აღნიშნულის მნიშვნელოვნებაზე გამოკითხულთა 43% მიუთითებს, საწინააღმდეგო მოსაზრებას კი რესპონდენტთა მეხუთედი იზიარებს(20%). აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება შეფასება, რომ პოლიტიკით ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვანი/ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თუ ასე ფიქრობს 14-17 წლის ახალგაზრდების 34%, 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფში იგივე მოსაზრებას გამოკითხულთა 44%, უკვე 24-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი- 54% იზიარებს. რაც შეეხება უშუალოდ რესპონდენტების დაინტერესებას პოლიტიკით, აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში 54% არ არის დაინტერესებული. ყველაზე მეტი კი დაინტერესებულია ზოგადად პოლიტიკით საქართველოში(33%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა ნახევარია დაინტერესებული ზოგადად პოლიტიკით საქართველოში(53%), მეხუთედი- ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 213 რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით(20%), მესამედი კი- ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობით(28%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პოლიტიკა არ არის საინტერესო(66%), მეოთხედს კი აინტერესებს ზოგადად პოლიტიკა საქართველოში(24%). აქვე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მესამედი საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან პოლიტიკითაა დაინტერესებული(29%). გრაფიკი 140. დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ 37% 66% 58% 54% ზოგადად პოლიტიკით საქართველოში 53% 24% 28% 33% რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით 20% 5% 14% 15% ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობით 11% 18% 9% 10% ზოგადად პოლიტიკით მსოფლიოში 12% 7% 9% 9% ნატოსთან საქართველოს ურთიერთობით 17% 11% 6% 8% ზოგადად პოლიტიკით კავკასიის რეგიონში 14% 8% 6% 7% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% 2% 4% 3% N=101 N=100 N=200 N=401 რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხშირად განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს გამოკითხულები, უმრავლესობა ამას არასდროს ან იშვიათად აკეთებს. ამგვარი რესპონდენტების რაოდენობა ათიდან ექვსი და მეტია როგორც რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში. მათი უმრავლესობა კი, ვინც ამ საკითხებს მაინც განიხილავს, მეგობრებთან საუბრობს აღნიშნულ თემებზე. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონში კვლევის მონაწილეთა 40%-მა მიიღო, მეოთხედს კი არ მიუღია მონაწილეობა, მიუხედავად სრულწლოვანებისა (25%). არასრულწლოვანების გამო კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია გამოკითხულთა 34%-ს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდების 49%-მა, მესამედმა კი- არა, მიუხედავად სრულწლოვანებისა(27%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყოველმა მეორე გამოკითხულმა მიიღო მონაწილეობა ბოლო არჩევნებში(51%) და მეხუთედმა არ მიიღო მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ ისეთი ბაერიერი, როგორიცაა ასაკი(20%). 214 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 141. ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020) მონაწილეობის გამოცდილება გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი დიახ 49% 51% 38% 40% არა, რადგან არ მეხებოდა(არასრულწლოვანი) არა 23% 27% 28% 20% 37% 24% 34% 25% უარი პასუხზე 1% 1% 1% 1% N=101 N=100 N=200 N=401 როგორც ზემოთ აღინიშნა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში დისკუსიების მონაწილე ახალგაზრდებმა თუ ძირითადმა ინფორმანტებმა აღნიშნეს, რომ იზრდება ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა პროცესში. ამის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივობა, მათი შეფასებითვე ძალიან დაბალია და აუცილებლად საჭიროებს მუშაობას. მთავარი არგუმენტის თანახმად, სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანია, რადგან ის განვითარებასა და პოზიტიურ ცვლილებებს გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი ისეთ პროცესზე ახდენს გავლენას, როგორიც შიდა თუ გარე მიგრაციის შემცირებაა. ამ მოსაზრების მომხრეთა მთავარი არგუმენტის მიხედვით, აქტიური ახალგაზრდობა ცვლილებებს ნიშნავს. ეს უკანასკნელი გულისხმობს ადგილზე მეტი შესაძლებლობების არსებობას, შესაბამისად, განვითარებასაც. ყველაფერი ეს კი არის ერთგვარი მექანიზმი იმისა, რომ ახალგაზრდები დარჩნენ ადგილზე და მეტად იზრუნონ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ადგილის(მუნიციპალიტეტი, რეგიონი, ქვეყანა) განვითარებაზეც. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სამოქალაქო აქტივიზმი, აქ თვისებრივმა კვლევამ ორი მთავარი მექანიზმი გამოავლინა. კერძოდ, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მნიშვნელოვნად ჩაითვალა მხარდამჭერი მექანიზმების არსებობა. აქ კვლევის მონაწილეებმა მოიაზრეს არასამთავრობო სექტორის მიერ დაინტერესებული და აქტიური ახალგაზრდების იმ ვიწრო ჯგუფისთვის თავის მოყრა, რომლებიც ამ ეტაპზე არიან აქტიურები მუნიციპალიტეტში თუ რეგიონში ზოგადად; მათთვის შესაბამისი ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა, რათა უკვე ცოდნითა და ინფორმაციით აღჭურვილმა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა თავად დაიწყონ აქტიურობა და ინიციატივებით გამოსვლა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ იმ ლოკაციებში შეინიშნება მეტ-ნაკლები აქტიურობა და სამოქალაქო აქტივიზმის ნიშნები, სადაც მუშაობს გარკვეული გუნდი სათემო თუ არასამათავრობო ორგანიზაციის სახით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მექანიზმი საკმაოდ ეფექტიანია. მხარდაჭერას უკავშირდება მეორე საკითხიც, რაც სამოქალაქო აქტივიზმს გაზრდის თვისებრივი კვლევის მონაწილეთა აზრით და უშუალო კავშირშია როგორც უკვე მოტივირებული ახალგაზრდების მეტ მოტივირებასთან, ასევე ახალგაზრდების უფრო ფართო ჯგუფის გააქტიურებასთან. კერძოდ, საუბარია არაფორმალური განათლების მიწოდებაზე ახალგაზრდებისთვის. მხოლოდ აქ, კვლევის მონაწილეთა მიერ ხაზგასმული იყო, რომ ამას განსაკუთრებით აქტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს სკოლის ასაკის ახალგაზრდებში, რადგან უფროსი ასაკის ადამიანებს უკვე სხვა ინტერესები აქვთ და მათი სკოლისშემდგომ ეტაპზე არაფორმალური განათლებით თუ სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესება, ნაკლებად მოსალოდნელია. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 215 5.5. ღირებულებები და უფლებები _ კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა ღირებულების მნიშვნელოვნება. შედეგები უჩვენებს, რომ შეთავაზებულ ღირებულებათა ჩამონათვალში თითქმის ყველა ღირებულება მნიშვნელოვანი/ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. გრაფიკი 142. ღირებულებების მნიშვნელოვნების შეფასება ქვემო ქართლის რეგიონში (შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“,„7“ – „ძალიან მნიშვნელოვანია“) მწამდეს ღმერთის 6,6 უსაფრთხოება 6,5 მყავდეს კარგი მეგობრები 6,5 მყავდეს სანდო მეუღლე/პარტნიორი 6,5 საკუთარი კრეატიულობის განვითარება 6,5 ვიყო შრომისმოყვარე 6,5 პატივს ვცემდე კანონსა და წესრიგსს 6,4 ვტკბებოდე ცხოვრებით 6,4 ვიყო პასუხისმგებლიანი 6,4 ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით 6,3 ვამაყობდე საქართველოს ისტორიით 6,2 მქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტი 6,2 მქონდეს ურთიერთობა ბევრ სხვა ადამიანთან 6,1 ვიზრუნო გარემოს დაცვაზე 6,0 ვიცავდე ტრადიციებსა და ძველ წესებს 5,9 ვიყო აქტიური მოქალაქე 5,8 პატივი ვცე განსხვავებული(ეთნიკური, რელიგიური, 5,8 სექსუალური ნიშნი) ჯგუფების წარმომადგენლებს ვიზრუნო საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე 5,5 ვიყო ამბიციური 5,3 ვიყო ტოლერანტული ისეთი მოსაზრებების მიმართ, 5,2 რომელთაც არ ვეთანხმები მქონდეს ძალაუფლება და გავლენა 5,1 ვიყო პოლიტიკურად ჩართული 3,2 216 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებად კი ღვთის რწმენა(მწამდეს ღმერთის- 6.6 ქულა), ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვან ღირებულებად კი პოლიტიკური ჩართულობა(ვიყო პოლიტიკურად ჩართული- 3.2 ქულა) გამოიკვეთა. თითქმის მსგავსია შეფასებები სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც, სადაც რამდენიმე განსხვავება გამოვლინდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ შემდეგი ღირებულებები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უფრო მნიშვნელოვნად ფასდება, ვიდრე გარდაბნის მუნიციპალიტეტში: ვიყო აქტიური მოქალაქე(6.4 და 5.2 ქულა, შესაბამისად); მქონდეს ძალაუფლება და გავლენა(5.1 და 4.3 ქულა, შესაბამისად); ვიზრუნო გარემოს დაცვაზე(6.5 და 6.8 ქულა, შესაბამისად). რაც შეეხება უფლებებს, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს, აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ყოველ მეორე გამოკითხულს სმენია ისეთი უფლებების შესახებ, როგორებიცაა განათლების(55%), რელიგიის თავისუფლებისა(52%) და სიცოცხლის (50%) უფლება. ათიდან ოთხს კი სმენია საკუთრებისა(43%) და საარჩევნო უფლების(43%) თაობაზე. სხვა უფლებების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც იყო შეთავაზებული კვლევის რესპონდენტთათვის, ათიდან ერთ რესპონდენტს თუ სმენია. უნდა აღინიშნოს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტ რესპონდენტს საკუთრებისა(50%) და განათლების(46%) უფლების შესახებ სმენია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი ორი უფლება, რომლის შესახებაც ყველაზე მეტ გამოკითხულს სმენია, განათლების (62%) და სიცოცხლის(59%) უფლებაა. გრაფიკი 143. ადამიანის უფლებების, რომელთა შესახებაც სმენიათ ახალგაზრდებს 20 განათლების უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი 46% 62% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი 56% 55% რელიგიის თავისუფლება 35% 51% 57% 52% სიცოცხლის უფლება საკუთრების უფლება 43% 50% 59% 46% 51% 41% 50% 43% საარჩევნო უფლება 26% 41% 47% 43% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 13% 1% 14% 13% N=101 N=100 N=200 N=401 ქვემო ქართლის რეგიონში რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლება დაცულია(76%); ნაწილობრივ უფლების დაცვაზე გამოკითხულთა 17% მიუთითებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყოველი მეორე ახალგაზრდა თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია(53%), ხოლო მესამედი მიიჩნევს, რომ მათი უფლებები ნაწილობრივ არის დაცული(33%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 90% თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია, თუმცა ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს(14-17 წელი- 86%, 18-23 წელი- 75%, 24-29 წელი- 68%). ასე ფიქრობს მეტი გამოკითხული სოფლად(81%), ვიდრე ქალაქში(69%). ასევე, უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია(82%), ვიდრე ეთნიკურად ქართველი(70%). 20 გრაფიკზე წარმოდგენილია მხოლოდ ის უფლებები, რომელთა შესახებაც რეგიონში ათიდან ოთხ და მეტ გამოკითხულს მაინც სმენია. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 217 გრაფიკი 144. განცდა უფლებების დაცულობის თაობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი ვთვლი, რომ ჩემი უფლებები დაცულია 53% 90% 80% 76% ვთვლი, რომ ჩემი უფლებები ნაწილობრივ დაცულია 33% 10% 14% 17% ვთვლი, რომ ჩემი უფლებები არ არის დაცული 6% 2% 3% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 8% 4% 4% N=101 N=100 N=200 N=401 იმ უფლებებზე საუბრისას, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა 14%-ს უჭირს პასუხის გაცემა, მეხუთედი კი თვლის, რომ ისეთი უფლებები არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული, როგორებიცაა ცხოვრების ღირსეული პირობები, განათლების, შრომითი, თანასწორობის და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. დანარჩენი უფლებების დაუცველობაზე/ნაწილობრივ დაცულობაზე რესპონდენტთა 5% და ნაკლები მიუთითებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი რესპონდენტი ამბობს, რომ ცხოვრების ღირსეული პირობების უფლება არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აღნიშნულზე 44% მიუთითებს. გრაფიკი 145. უფლებები, რომლებიც არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული 21 გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი ცხოვრების ღირსეული პირობების უფლება 29% 44% 19% 23% განათლების უფლება 23% 30% 21% 22% შრომითი უფლებები 11% 18% 25% 20% თანასწორობის უფლება 9% 8% 26% 19% გამოხატვის თავისუფლება 16% 18% 18% 17% არ ვიცი/მიჭირს პასუხი 8% 6% 18% 14% N=101 N=100 N=200 21 გრაფიკზე წარმოდგენილია უფლებები, რომელთა შესახებაც რეგიონში ათიდან ორმა ან მეტმა რესპონდენტთა მიუთითა. N=401 218 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება არაა დაცული/ნაწილობრივაა დაცული გარდაბნის მუნიციპალიტეტში 16%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი- 18% მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ქალების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიჩნევს, რომ არ არის დაცული/ ნაწილობრივაა დაცული მათი თანასწორობის უფლება(28%). რაც შეეხება კაცებს, მათი ყველაზე დიდი რაოდენობა ამგვარ უფლებად განათლების უფლებას ასახელებს(22%). ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ სკოლის ასაკის ახალგაზრდების მესამედს უჭირს თქვას, მათი რომელიც უფლება არ არის დაცული/ ნაწილობრივაა დაცული(32%) და ასევე მესამედი თვლის, რომ აღნიშნული ეხება განათლების უფლებას (31%). განათლების უფლებასვე მიიჩნევს არადაცულად/ნაკლებად დაცულად უმრავლესობა 18-23 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც(37%). უფროსი ასაკის(24-29 წელი) ახალგაზრდების უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ცხოვრების ღირსეული პირობების უფლება არაა დაცული/ნაწილობრივაა დაცული(44%). ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში უმრავლესობა თვლის, რომ მათი განათლების უფლება არაა დაცული/ ნაწილობრივაა დაცული(41%). ეთნიკურად ქართველების ჯგუფში კი ათიდან ორი ისეთ უფლებებზე მიუთითებს, როგორებიცაა შრომითი(20%), თანასწორობის(20%) და გამოხატვის თავისუფლების(19%) უფლებები. უნდა აღინიშნოს, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს გაუჭირდათ უფლებების გახსენება, მითუმეტეს ისეთი უფლებების დასახელება, რომლებიც ნაკლებადაა დაცული ან ირღვევა მათ მუნიციპალიტეტში. საგულისხმოა, რომ ერთი მოსაზრების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება- გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებულნი გამოხატონ საკუთარი აზრი. უფლებების თვალსაზრისით განათლების უფლების დარღვევაზე გამახვილდა ყურადღება ძირითად ინფორმანტთა კვლევაში სამოქალაქო აქტივისტის მიერ. მისი შეფასებით, სკოლისშემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობა ადგილზე ახალგაზრდებს არ აქვთ, სხვა ქალაქებში(უმეტესად დედაქალაქში) სასწავლებლად წასვლა კი ფინანსურ კაპიტალს მოითხოვს, რაც ყველასთვის როდია ხელმისაწვდომი. უფლებების ცოდნის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სკოლის ასაკიდანვე ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია უფლებების და ამასთანავე, მათი დაცვის შესაძლებლობების თაობაზე. 5.6. გამოწვევები და მისწრაფებები _ გამოწვევები კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობა ახალგაზრდებისთვის თავიანთ მუნიციპალიტეტში. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდებისთვის ყველაზე სერიოზულ სამ გამოწვევას სამუშაო ადგილების სიმწირე(5.9 ქულა), გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა(5.8 ქულა) და მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა(5.6 ქულა) წარმოადგენს. 22 რეგიონში სამ ყველაზე ნაკლებად პრობლემურ საკითხად კი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა(2.2. ქულა), ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა (2.4 ქულა) და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა(2.7 ქულა) დასახელდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად პრობლემურად იგივე საკითხები გამოვლინდა, რაც მთელ ქვემო ქართლის რეგიონში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი ყველაზე პრობლემურად ახალგაზრდობისთვის ფასდება გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები(5.9 ქულა), სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა(5.9 ქულა) და სამუშაო ადგილების სიმწირე(5.8 ქულა). 22 შენიშვნა: საკითხის პრობლემურობა ფასდებოდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს გამოწვევას/პრობლემას,„7“ კი- სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 219 ცხრილი 9. საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა საკითხის პრობლემურად შეფასება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს- საერთოდ არ არის გამოწვევა/პრობლემა,„7“ ნიშნავს- სერიოზული გამოწვევაა/პრობლემაა) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობისათვის რამდენად სერიოზული გამოწვევა/პრობლემაა შემდეგი საკითხები დანარჩენი გარდაბანი თეთრიწყარო ქვემო ქართლი სულ ქვემო ქართლი სამუშაო ადგილების სიმწირე 5.8 5.8 6.0 5.9 გართობისა და დასვენების ადგილებზე ხელმისაწვდომობა 5.7 5.9 5.8 5.8 მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა 5.8 5.4 5.6 5.6 ახალგაზრდებისათვის შეკრების, დასვენებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად საჭირო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა 5.2 5.5 5.4 5.4 სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა 5.3 5.9 5.3 5.3 უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა ტრენინგებზე/საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა 5.6 4.9 4.9 5.0 5.2 5.4 4.8 4.9 4.6 4.7 4.9 4.8 5.3 5.5 4.6 4.8 არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა 4.9 5.3 4.4 4.6 სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა 4.5 5.0 4.5 4.5 სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა 4.1 4.5 4.0 4.1 სახელოვნებო წრეებზე ხელმისაწვდომობა 3.8 4.2 4.0 3.9 ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა 3.9 3.6 3.3 3.4 კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა 3.0 3.4 2.6 2.7 ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა 3.1 3.6 2.2 2.4 ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 3.1 2.3 2.0 2.2 ინტერნეტსა და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ნაკლებ პრობლემურად შეფასდა რეგიონში. როგორც აღმოჩნდა, მართალია, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას მიუწვდება ხელი კომპიუტერზე სახლში და/ან მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ მესამედს შეადგენს მათი წილი, ვისაც არ აქვს წვდომა კომპიუტერზე არც სახლში და არც მის გარეთ(29%). რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში ათიდან შვიდი და მეტი რესპონდენტი აცხადებს, რომ დღეში რამდენიმე საათითაა მისი მომხმარებელი. 220 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 146. წვდომა კომპიუტერზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი მაქვს წვდომა კომპიუტერზე სახლში არ მაქვს წვდომა კომპიუტერზე მაქვს წვდომა კომპიუტერზე როგორც სახლში, ასევე სახლს გარეთ მაქვს წვდომა კომპიუტერზე სახლს გარეთ 66% 23% 7% 4% N=101 64% 29% 6% 1% N=100 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი 52% 30% 55% 29% 17% 14% 1% N=200 2% N=401 თუ ვნახავთ მომავალი 10 წლის პერსპექტივაში ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა თუ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ განწყობები როგორც რეგიონის, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტების შემთხვევაში პოზიტიურია. ათიდან სულ მცირე ოთხ და მეტ ადამიანს აქვს განცდა, რომ 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ქვეყანაში, ასევე საკუთარ მუნიციპალიტეტსა თუ პირადად მათი, უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა. რეგიონის მსგავსად, სამიზნე მუნიციალიტეტებსა და დანარჩენ ქვემო ქართლის რეგიონშიც გამოკითხულთა მეტი წილი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა სამივე დონეზე უკეთესობისკენ შეიცვლება. ასევე ყველგან საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების უფრო პოზიტიური შეფასება შეიმჩნევა, ვიდრე ქვეყნისა თუ მუნიციპალიტეტისა. გრაფიკი 147. 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი შეფასება ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში, პირადი 10 წლის შემდეგ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა პირადად ჩემი მუნიციპაალიტეტში ქვეყანაში 49% 42% 62% გარდაბნის მუნიციპალიტეტი N=101 57% 59% 67% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი N=100 61% 61% 74% დანარჩენი ქვემო ქართლი N=200 58% 58% 71% სულ ქვემო ქართლის რეგიონი N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 221 ასაკისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით განსხვავებები კვლევას არ გამოუვლენია. შეიძლება აღინიშნოს განსხვავება ქალაქი/სოფლის ჭრილში. კერძოდ, მეტი გამოკითხული ქალაქში მიიჩნევს, რომ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იქნება 10 წლის შემდეგ(63%), ვიდრე სოფლად(55%). მუნიციპალიტეტისა თუ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებები კი ქალაქსა და სოფლად განსხვავებებს არ უჩვენებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას, ახალგაზრდების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი საშუალოზე უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით. ეს შეფასება ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და დანარჩენი რეგიონის მსგავსად 4.8 ქულას შეადგენს. უფრო დაბალია საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ის საშუალოდ 4.3 ქულით ფასდება მაქსიმალური 7-დან. გრაფიკი 148. ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება(შეფასება 7-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავს-„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“,„7“ ნიშნავს-„ძალიან კმაყოფილი ვარ“) 4.8 4.8 4.8 გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი სულ ქვემო ქართლის რეგიონი N=101 4.3 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი N=100 N=200 N=401 რაც შეეხება ახალგაზრდების მიერ ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას, ის დადებითად ფასდება როგორც ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონში. ყველგან ორივე მდგომარეობის შეფასება მაქსიმალური 5-დან 4.3 და მეტი ქულით ფასდება. გრაფიკი 149. ამ ეტაპზე საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება (შეფასება„1“- ძალიან უარყოფითად,„5“- ძალიან დადებითად) ფიზიკური მდგომარეობა ფსიქიკური მდგომარეობა 4.5 4.4 4.3 4.4 4.3 4.3 4.2 4.3 გარდაბნის მუნიციპალიტეტი N=101 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი N=100 დანარჩენი ქვემო ქართლი N=200 სულ ქვემო ქართლის რეგიონი N=401 222 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მიგრაცია ახალგაზრდებმა შეაფასეს შიდა მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის მანძილზე. აღმოჩნდა, რომ ამგვარი განზრახვა არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს კვლევის მონაწილე ახალგაზრდების დიდ ნაწილს. ქვემო ქართლის რეგიონში ამგვარი განზრახვის არქონას გამოკითხულთა 54% აფიქსირებს, ამ ეტაპზე კი ამაზე არ ფიქრობს ახალგაზრდების მესამედი(27%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ათიდან შვიდ რესპონდენტს არ აქვს განზრახვა უახლოესი 2-3 წლის მანძილზე შიდა მიგრაციის(74%) და აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს აღნიშნულს ათიდან ოთხი რესპონდენტი(39%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რესპონდენტების 67% არ ფიქრობს შიდა მიგრაციაზე, დანარჩენ ქვემო ქართლის რეგიონში კი- 58%. გრაფიკი 150. შიდა მიგრაციის განზრახვა უახლოესი 2-3 წლის გათვალისწინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი არა, არ ვფიქრობ ამაზე 35% ამ ეტაპზე არ ვფიქრობ ამაზე დიახ, ვფიქრობ დრობით დავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი დიახ, ვფიქრობ სამუდამოდ დავტოვო ჩემი საცხოვრებელი ადგილი არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 39% 14% 9% 3% N=101 67% 24% 4% 3% 2% N=100 58% 24% 11% 3% 4% N=200 54% 27% 11% 4% 4% N=401 რაც შეეხება შიდა მიგრაციის მიზეზებს, მათთან, ვინც მსგავსი განზრახვა დააფიქსირეს სამი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა. კერძოდ, უკეთესი ცხოვრების პირობები(44%), დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები(42%) და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება(42%). ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 223 გრაფიკი 151. შიდა მიგრაციის მიზეზები ქვემო ქართლის რეგიონში 18% 9% 6% 44% 28% 42% 42% უკეთესი ცხოვრების პირობები დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა დამოუკიდებელი ცხოვრება არსებული ვითარებიდან თავის დაღწევის სურვილი საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა N=93 აღსანიშნავია, რომ გარე მიგრაციაზეც რესპონდენტთა მცირე ნაწილი ფიქრობს როგორც ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში(19%), ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონში. გარე მიგრაციის/ქვეყნის დატოვების განზრახვა სულ 59-მა ახალგაზრდამ დააფიქსირა, რომელთათვისაც აღნიშნულის სამ მთავარ მიზეზსაც ასევე წარმოადგენს უკეთესი ცხოვრების პირობები, დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. დისკრიმინაციის გამოცდილება კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს, ჰქონიათ თუ არა დისკრიმინაციის გამოცდილება შემდეგი ნიშნებით: განათლების დონის გამო(დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება, სხვ), ეკონომიკური მდგომარეობის გამო(მდიდარი/ღარიბი), რელიგიური კუთვნილების გამო, ეთნიკური კუთვნილების გამო, სქესის გამო(მდედრობითი-მამრობითი), ასაკის გამო დისკრიმინაცია (უმცროსი-უფროსი; პატარა-დიდი), საცხოვრებელი ადგილის გამო(გარეუბანი-ცენტრი, სოფელი-ქალაქი), პოლიტიკური შეხედულებების გამო. კვლევის შედეგების თანახმად, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა(ათიდან, სულ მცირე, ცხრა რესპონდენტი) აცხადებს, რომ მათ მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის შესახებ ნაკლებად ისაუბრეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თვისებრივი კვლევის მონაწილეებმაც. ერთადერთი რაც აღინიშნა, იყო დისკრიმინაციის იშვიათი, მაგრამ შემთხვევები ასაკისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო. საგულისხმოა ისიც, რომ ეს იშვიათი შემთხვევებიც სკოლის ასაკის მოსწავლეებმა ახსენეს, უფროსი ასაკის ახალგაზრდებთან კი დისკრიმინაციის შემთხვევებზე ყურადღება არ გამახვილებულა. 224 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები 5.7. დასვენება და ცხოვრების წესი _ გართობა, დასვენების შესაძლებლობები და სპორტული აქტივობები კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეაფასეს, თუ გართობისა და დასვენებისთვის რა ადგილებზე მიუწვდებათ ხელი საკუთარ დასახლებაში. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის რეგიონში მეტ-ნაკლებადაა მისაწვდომი გართობის/დასვენების ადგილები, რომელთაგან ყველაზე მაღალია საჯარო პარკებზე/სკვერებსა(44%) და ბიბლიოთეკებზე(42%) ხელმისაწვდომობა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მხოლოდ მესამედს აქვს წვდომა ისეთ მოქმედ ადგილებზე, როგორებიცაა საჯარო პარკი/სკვერი, ბიბლიოთეკა, სპორტული ინფრასტრუქტურა და მუზეუმი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ათიდან სამი ახალგაზრდა ამბობს, რომ არცერთი გასართობი/დასასვენებელი ადგილი არ არის მათ დასახლებაში მოქმედი(30%), ყველაზე მეტმა კი- ბიბლიოთეკის არსებობაზე მიუთითა(33%). აღსანიშნავია, რომ რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 38%-მა სოფლის ტიპის დასახლებებებიდან განაცხადა, რომ მათთან არცერთი მოქმედი ადგილი არ არის გართობისა და დასვენებისთვის, სადაც ძირითადად სპორტული მოედნების არსებობაზე მიუთითეს(58%). გრაფიკი 152. დასახლებაში მოქმედი გასართობი/დასასვენებელი ადგილები გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი საჯარო პარკი/სკვერი 30% ბიბლიოთეკა 32% საცურაო აუზი 2% მუზეუმი 25% თეატრი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა 26% ახალგაზრდული ცენტრი 6% არცერთი არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 11% 2% N=101 24% 33% 10% 2% 22% 21% 30% 1% N=100 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი 48% 45% 31% 24% 25% 17% 16% 24% N=200 44% 42% 24% 24% 20% 19% 14% 21% 1% N=401 ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 225 გამოკითხულთა უმრავლესობა, როგორც ზოგადად რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებში, უმეტესწილად მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში არსებული გასართობი/დასასვენებელი ადგილები კარგ ან საშუალო მდგომარეობაშია. საყურადღებოა ის, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველაზე ნეგატიური შეფასება აქვს მუზეუმებს(ცუდ მდგომარეობაშია- 36%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი ყველაზე უარყოფითია სპორტული მოედნების შეფასება(ცუდ მდგომარეობაშია- 27%). გასართობი/დასასვენებელი ადგილების თვალსაზრისით თვისებრივი კვლევის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორი გამოწვევა გამოიკვეთა. ერთ შემთხვევაში გამოწვევაა ამგვარი ადგილების არარსებობა და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებისთვის სოფლის ტიპის დასახლებებში. მეორე შემთხვევაში კი გამოწვევაა ის, რომ არსებული ადგილები არ არის სათანადო მდგომარეობაში. გასართობ/დასასვენებელ ადგილებზე საუბრისას ახალგაზრდები ძირითადად ისეთ ადგილებზე მიუთითებდნენ, როგორებიცაა პარკები, სკვერები და ახალგაზრდული ცენტრების მსგავსი ადგილები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო, რომ ამგვარი სივრცეების არსებობა აუცილებელია, რათა ახალგაზრდებმა მოახერხონ სხვადასხვა მიზეზით შეკრება(უბრალოდ დისკუსიის გამართვა თუ გართობა). აღნიშნულის, როგორც კომუნიკაციიისთვის აუცილებელი ფაქტორის შესახებ მიუთითეს დისკუსიის მონაწილეებმა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ერთ-ერთი შეფასებით, შეკრებებისთვის ახალგაზრდული სივრცეების არსებობა ხელს შეუწყობს სოციალიზაციისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის პროცესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის. რაც შეეხება იმ ადგილებს, რომელთა გამართული ფუნქციონირება პრიორიტეტულია დასახლებაში ახალგაზრდებისთვის, აღმოჩნდა, რომ ოთხი ადგილია ყველაზე პრიორიტეტული ქვემო ქართლის რეგიონში. ესენია: ახალგაზრდული ცენტრები(43%), სპორტული მოედანი(40%), საჯარო პარკი/ სკვერი(40%) და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა(39%). სიტუაცია მცირედით განსხვავებულია სამიზნე მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად პრიორიტეტულია ისეთი ადგილების გამართული ფუნქციონირება, როგორებიცაა ახალგაზრდული ცენტრები(47%), საჯარო პარკები/სკვერები(47%) და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა (45%). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი ყველაზე მეტადაა პრიორიტეტული სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის(52%), საჯარო პარკების/სკვერების(49%) და სპორტული მოედნების(40%) გამართული ფუნქციონირება. საინტერესოა აღნიშნულის შეფასება სხვადასხვა ჭრილში. კერძოდ, ასაკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 14-17 წლის ახალგაზრდებს რეგიონში ყველაზე პრიორიტეტულად სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მიაჩნიათ(39%), მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ახალგაზრდები უპირატესობას ახალგაზრდული ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას ანიჭებენ(18-23 წელი- 45%, 24-29 წელი- 48%). დასახლების ტიპის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქალაქში ახალგაზრდებისთვის ორი ადგილის გამართული ფუნქციონირებაა განსაკუთრებით პრიორიტეტული. კერძოდ, სპორტული მოედნისა(37%) და თეატრის(37%). სოფლებში კი ახალგაზრდული ცენტრი(50%) და საჯარო პარკი/სკვერი(49%) დასახელდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ახალგაზრდული ცენტრის გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის როგორც ეთნიკურად ქართველი(37%), ასევე ეთნიკური უმცირესობების(49%) ჯგუფებიდან. 226 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 153. გასართობი/დასასვენებელი ადგილები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი ახალგაზრდული ცენტრი სპორტული მოედანი საჯარო პარკი/სკვერი სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა ბიბლიოთეკა საცურაო აუზი თეატრი მუზეუმი 47% 28% 47% 45% 15% 27% 8% 10% 32% 40% 49% 52% 15% 20% 9% 42% 43% 37% 37% 24% 20% 22% 5% 43% 40% 40% 39% 22% 21% 19% 6% არცერთი 2% 4% 1% 2% არ ვიცი/ მიჭირს პასუხი 1% N=101 3% N=100 2% N=200 2% N=401 ის, რომ სპორტული აქტივობებისთვის სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობა ან მათი გაუმართაობა გამოწვევაა გამოავლინა თვისებრივმა კვლევამაც. მართალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფოკუსური დისკუსიების ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მათ დასახლებებში გარკვეული სპორტული აქტივობები შეინიშნება, სპორტული ინფრასტრუქტურა კი მეტ-ნაკლებად გამართულია, ეს არ იძლევა ზოგადად მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნებისა თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დადებითად შეფასების საფუძველს. როგორც აღინიშნა, მუნიციპალიტეტის ბევრ დასახლებაში სპორტული ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს ან გაუმართავია. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის ტიპის დასახლებებს. ამასთან გამოწვევაა ისიც, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაშიც ის უმეტესად მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვინც პროფესიონალურადაა სპორტით დაკავებული და არა ყველა ახალგაზრდისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამოწვევები აღინიშნა კვლევის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 84 სოფლიდან 20 ადმინისტრაციული ერთეულიც არ არის დაფარული სპორტული თუ სახელოვნებო წრეებით. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 227 თვისებრივმა კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან პრობლემადაა მიჩნეული სივრცეების არარსებობა, რომლებიც ახალგაზრდული ცენტრების სახით შეიძლება ფუნქციონირებდეს და რომელთა დანიშნულებაც ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შეთავაზება უნდა იყოს, სადაც ისინი შეიკრიბებიან გართობის, დისკუსიის, კომუნიკაციისა თუ არაფორმალური განათლებისთვის. როგორც მანამდეც აღინიშნა, ამგვარი სივრცეების არარსებობა სოციალიზაციის პრობლემას უქმნის ახალგაზრდებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული ენის ბარიერიც, რაც აქტუალურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. კვლევის მონაწილე როგორც ახალგაზრდების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიერ ამგვარი სივრცეების არსებობა მიჩნეულია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების, არამედ კომუნიკაციისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირების მექანიზმად. რამდენადაც ამ თვალსაზრისით რეგიონში განსაკუთრებულ ბარიერს ქართული ენის არცოდნა წარმოადგენს, და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თითქმის არ მონაწილეობენ იმ იშვიათ აქტივობებშიც, რომლებიც მუნიციპალიტეტში ტარდება, აუცილებელია ამ გამოწვევასთან ბრძოლა. თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდული ცენტრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესწავლა იქცეს, რაშიც თავად ახალგაზრდები ჩაერთვებიან. ამით ორი მიზნის მიღწევა იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ახალგაზრდები გაიცნობენ ერთმანეთს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაეუფლებიან ქართულ ენას, რითიც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზანი იქნება მიღწეული. „ცხოვრობ საქართველოში, ყველა აქტივობა ტარდება ქართულ ენაზე და არ იციან ახალგაზრდებმა ქართული ენა. მაგალითად, არის აზერბაიჯანელი მოსახლეობა და ვერ ერთვებიან მსგავსს რაღაცეებში...“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი „ძალიან დიდი პრობლემაა[ენის არცოდნა] და ამის გადალახვა შეიძლება იმით, რომ შეიქმნას [სივრცე], სადაც ასწავლიან ბავშვებს და ეს პრობლემა აღმოიფხვდება.“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფლის ტიპის დასახლება, მამრობითი, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი „ჩვენთან ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებული. მაგალითად, აზერბაიჯანულენოვანი აზერბაიჯანელები და სომხურენოვანი სომხები, ანუ მათი ინტეგრაცია ქართულენოვან, თუნდაც სხვაენოვან მოსახლეობასთან ნაკლებად ხდება იმიტომ, რომ შეიძლება არც კი სჭირდებოდეთ ქართული ენის ცოდნა იმ გარემოში, სადაც ცხოვრობენ. თუმცა, ეს მერე მათ ხელს უშლით იმ გარემოდან გამოსვლაში და განვითარების სხვა ეტაპზე გადასვლაში.“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქალაქის ტიპის დასახლება, მდედრობითი, 24-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი 228 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გართობისა და დასვენების თვალსაზრისით კვლევამ უჩვენა, რომ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად რასაც უთმობდნენ დროს ახალგაზრდები ქვემო ქართლის რეგიონში იყო მუსიკის მოსმენა(70%), 50% უყურებდა ფილმებს და 49% კი ერთობოდა მეგობრებთან ერთად. დაახლოებით მსგავსია განაწილება სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც. რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს, ქვემო ქართლის რეგიონში გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი მიუთითებს, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების უმრავლესობა/დიდი ნაწილია დაკავებული(32%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგივეზე ახალგაზრდების 41%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი მხოლოდ 15% მიუთითებს. გრაფიკი 154. მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების დაკავებულობის შეფასება უმრავლესობა დიდი ნაწილი მცირე ნაწილი თითქმის არავინ არავინ არ ვიცი/ მიჭირს პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 10% 31% თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 5% 10% 39% დანარჩენი ქვემო ქართლი 6% 25% სულ ქვემო ქართლის რეგიონი 7% 25% 45% 21% 4% 6% 4% 5% 20% N=101 N=100 36% 38% 11% 12% 10% N=200 10% 10% 10% N=401 იმ რესპონდენტთაგან, ვინც აღნიშნა, რომ მათ მუნიციპალიტეტში სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავებულია ახალგაზრდების უმრავლესობა ან დიდი ნაწილი, ყველაზე მეტმა ქვემო ქართლის რეგიონში ისეთი სპორტის სახეობაზე მიუთითა, როგორიცაა ფეხბურთი(86%). დასახელდა ასევე ახალგაზრდების დაკავება ჭიდაობით, რაგბით, კალათბურთით და სპორტის სხვა სახეობებით. რაც შეეხება მათ, ვინც განაცხადა, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით მათ მუნიციპალიტეტში დაკავებულია ახალგაზრდების მცირე ნაწილი ან არავინ, ამის მთავარ მიზეზად ქვემო ქართლის რეგიონში დასახლებაში სპორტული წრეების არარსებობა(52%) დაასახელა. ასევე მიზეზებს შორის გამოიკვეთა საკმარისი ფინანსური რესურსის არარსებობა(42%). გარდაბნის მუნიციპალიტეტში ასევე ეს ორი მიზეზი დასახელდა რესპონდენტთა უმრავლესობის მიერ, თუმცა, ყველაზე მეტმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდები არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო არ არიან დაკავებულები(62%). რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, იქ ყველაზე მეტმა რესპონდენტმა სპორტული წრეების არარსებობაზე მიუთითა მიზეზებს შორის. აღსანიშნავია, რომ სპორტული წრეების არარსებობა დასახელდა მიზეზად უმრავლესობის მიერ სოფლის ტიპის დასახლებებში(73%), მაშინ როდესაც ქალაქში მთავარ მიზეზად არასაკმარისი ფინანსური რესურსი გამოიკვეთა(82%). ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 229 რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაწილეთა ფიზიკურ/სპორტულ აქტიურობას, კვლევამ უჩვენა, რომ როგორც ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონში ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილია დაკავებული სპორტით/ფიზიკური აქტივობებით სულ მცირე, კვირაში 3 საათი მაინც. ასეთი ახალგაზრდების წილი ქვემო ქართლის რეგიონში 18%, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 16%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 14%, დანარჩენ რეგიონში კი - 19%-ია. სხვები კი სპორტს/ფიზიკურ აქტივობას დროს საერთოდ ან იმაზე უფრო იშვიათად უთმობენ, ვიდრე თვეში რამდენჯერმეა. რესპონდენტებმა ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულის ორ მთავარ მიზეზზე- დროის არქონა(35%) და სურვილის არქონა(34%). სწორედ ეს ორი მიზეზია მთავარი ყველგან. გრაფიკი 155. მიზეზები, რატომაც არ არიან ახალგაზრდები დაკავებულები სპორტით/ ფიზიკური აქტივობით ქვემო ქართლში გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი არ ვარ/თითქმის არ ვარ დაკავებული სოირტით/ფიზიკური აქტივობებით 83% 86% 80% 81% არ მაქვს სურვილი 28% 51% 36% 35% არ მაქვს დრო შესაბამისი წრე/ინფრასტრუქტურა შორსაა 39% 13% 37% 2% 33% 8% 34% 9% არ მაქვს საკმარისი ფინანსური რესურსი 8% 7% 7% არ არის არანაირი წრე/სპორტული ინფრასტრუქტურა 1% 5% 4% ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 4% 4% 4% ჩემთვის საინტერესო აქტივობა/ 6% 7% 4% 4% სპორტული წრე არ არსებობს არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 2% 3% 3% N=84 N=86 N=163 N=333 რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება სპორტით/ფიზიკური აქტივობით, კვლევამ უჩვენა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლის, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური ხელმისაწვდომობა(59%) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა(53%). ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის იდეასაც იზიარებს ათიდან ოთხი გამოკითხული(42%), სპორტული წრეების/კლუბების არსებობა კი სახელდება 29%-ის მიერ. 230 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გრაფიკი 156. ახალგაზრდების სპორტით/ფიზიკური აქტივობების დაინტერესების მექანიზმები გარდაბნის მუნიციპალიტეტი დანარჩენი ქვემო ქართლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სულ ქვემო ქართლის რეგიონი ფინანსური ხელმისაწვდომობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სპორტული წრეების/კლუბების არსებობა სპორტულ წრეებში/კლუბებში კვალიფიციური კადრების არსებობა 67% 61% 31% 31% 27% 42% 41% 41% 40% 30% 58% 52% 45% 35% 29% 59% 53% 42% 34% 29% არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა 1% N=101 8% N=100 4% N=200 4% N=401 იმაზე, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აქტივობების ორგანიზება და მათში ახალგაზრდების ჩართვა მნიშვნელოვანია გამოიკვეთა თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. დისკუსიის მონაწილე ახალგაზრდების შეფასებით, მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობებით დაკავების შესაძლებლობა ჰქონდეთ არა მხოლოდ პროფესიონალურად სპორტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, არამედ ყველას, ვისაც აქვს ფიზიკური აქტივობის სურვილი. სპორტულ აქტივობებში მეტი ახალგაზრდის ჩასართავად და სპორტით დასაინტერესებლად კვლევის მონაწილეები, ინფრასტრუქტურის მოწყობისა თუ წრეების ხელმისაწვდომობის გარდა არსებითად მიიჩნევენ წამახალისებელი მექანიზმების არსებობას. ამის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი იყო სპორტული აქტივობების ორგანიზება, რომელში მონაწილეობაც არაპროფესიონალებს შეეძლებათ, იქ მიღწეული წარმატება კი აღინიშნება სიმბოლური პრიზით. აღინიშნა, რომ სპორტული თუ ფიზიკური აქტივობის პოპლულარიზაცია ასევე შეუწყობს ხელს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ამასთანავე, ის აღქმულია, როგორც ბევრი მავნე ჩვევის პრევენცია, რაც, თავის მხრივ, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო, გამოწვევაა. სწორედ ამასთან საბრძოლველად სპორტული დარბაზებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურის არსებობა და ხელმისაწვდომობა ყველა დასახლებაში ჩაითვალა არსებითად. ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 231 სარისკო ქცევები როგორც კვლევის შედეგები მოწმობს რეგიონში სხვადასხვა სარისკო ქცევაა გავრცელებული. აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ყველაზე გავრცელებულია ისეთი სარისკო ქცევები, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით(სოციალური ქსელები, ინტერნეტი) გატაცება(4.3 ქულა) და სიგარეტის მოხმარება(4.3 ქულა). 23 საკმაოდაა ასევე გავრცელებული ალკოჰოლის მოხმარება (3.8 ქულა), აზარტული თამაშებით გატაცება(3.2 ქულა) და მარიხუანას მოხმარება(3.1 ქულა). რაც შეეხება კლუბური ნარკოტიკებისა და საძილე-დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარებას, მათი გავრცელება იშვიათია. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ასევე დანარჩენ რეგიონში. გრაფიკი 157. სარისკო ქცევების გავრცელება დასახლებაში(შეფასება„1“ –„საერთოდ არ არის გავრცელებული“,„5“ –„ძალიან გავრცელებულია“) გარდაბანი თეთრიწყარო დანარჩენი ქვემო ქართლი სულ ქვემო ქართლი 4.3 4.3 3.8 4.3 4.2 3.2 3.1 3.8 4.0 4.0 4.5 4.5 თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზედმეტად გატაცება სიგარეტის მოხმარება 3.5 4.0 ალკოჰოლის მოხმარება 3.3 3.1 2.4 2.8 3.3 3.2 აზარტული თამაშებით გატაცება მარიხუანას მოხმარება 1.9 1.8 2.0 1.9 1.5 1.7 1.8 1.9 კლუბური ნარკოტიკის მოხმარება საძილედამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება 23 შენიშვნა: შეფასება 5-ქულიან სკალაზე, სადაც„1“ ნიშნავდა, რომ ქცევა საერთოდ არ არის გავრცელებული მათ დასახლებაში,„5“ კი ნიშნავდა, რომ ქცევა ძალიანაა გავრცელებული. 232 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები აღსანიშნავია, რომ თვისებრივი კვლევის ფარგლებში ისეთი სარისკო ქცევების გავრცელების შესახებ გამახვილდა ყურადღება, როგორებიცაა აზარტული თამაშებით გატაცება, ალკოჰოლისა და მარიხუანას მოხმარება. საგულისხმოა, რომ აზარტული თამაშების გავრცელებაზე სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა გაამახვილეს ყურადღება, უფროსებმა კი ალკოჰოლისა და მარიხუანას მოხმარების გავრცელებას გაუსვეს ხაზი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამგვარი ქცევის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად უმუშევრობა და დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები დასახელდა. თავად სარისკო ქცევების პრევენციისა თუ მათთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმად კი, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა მიჩნეული. აღნიშნულისთვის კი, პირველ რიგში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩაითვალა მნიშვნელოვნად. 5.8. დისკუსია და რეკომენდაციები _ როგორც რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობები ქვემო ქართლის რეგიონში არცთუ მრავალფეროვანია. სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის არსებობის მიუხედავად გამოწვევები სერიოზულია, განსაკუთრებით კი პრობლემებია სამოქალაქო აქტივიზმისა და პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისებიდან ქვემო ქართლის რეგიონში ზოგადად, და სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც, ყველაზე მეტს სპორტულ წრეებზე მიუწვდება ხელი. თუმცა, აქვე ხაზგასასმელია, რომ არცერთ სერვისზე(სპორტული თუ სახელოვნებო წრე, ბიბლიოთეკა, ახალგაზრდული საქმიანობის სერვისი, სივრცე შეკრებებისთვის და სხვა) ხელი არ მიუწვდება მესამედს მთელ ქვემო ქართლში(31%). ასეთია რეალობა სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დანარჩენ რეგიონშიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სოფლის ტიპის დასახლებებისთვის(53%). მართალია, სპორტულ წრეებზე ხელმისაწვდომობა ყველგან ყველაზე მაღალია, თუმცა მაინც მათზე ხელმისაწვდომობას მიიჩნევს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გამოკითხულთა უმრავლესობა მთელ რეგიონში. ასევე მნიშვნელოვნად ითვლება ხელმისაწვდომობა უცხო ენის შემსწავლელ კურსებზეც. რაც შეეხება იმ ადგილებს, რომელთა გამართული ფუნქციონირებაა პრიორიტეტული დასახლებაში ახალგაზრდებისთვის, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდული ცენტრების, სპორტული მოედნების, საჯარო პარკის/სკვერისა და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებაა არსებითი ყველგან. მართალია, სპორტით/ფიზიკური აქტივობით ახალგაზრდების უმრავლესობა არ არის დაკავებული, თუმცა, ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რისთვისაც აუცილებლად სახელდება სპორტული ინფრასტუქტურის გამართვა და, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ეს უკანასკნელი არსებითად ჩაითვალა თვისებრივი კვლევის ფარგლებში. ხაზგასმული იყო, რომ სპორტით მეტი ახალგაზრდის ჩართვა მნიშვნელოვანია ისეთ სარისკო ქცევებთან გასამკლავებლადაც, როგორებიცაა მარიხუანას თუ ალკოჰოლის მოხმარება, რაც გავრცელებულია. დასაქმებაა მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებთ როგორც თავად კვლევის მონაწილეებს, ასევე, მათი შეფასებით ახალგაზრდებს, რომლებიც მათ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. სამუშაო ადგილების არსებობასთან ერთად, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენაში მხარდაჭერაა ის, რაც ახალგაზრდებს დასაქმებაში დაეხმარებოდა გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით. ასევე, დასაქმების კონტექსტში მნიშვნელოვნად ჩაითვალა სტაჟირებაზე ხელმისაწვდომობა ყველგან და რაც საგულისხმოა, ქართული ენის შესწავლაში/დახვეწაში მხარდაჭერა ჩაითვალა მნიშვნელოვნად გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის რეგიონი და თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 233 (32%) და დანარჩენ რეგიონში(41%). ეს ფაქტორი ნაკლებ მნიშვნელოვანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის(13%), სადაც ინგლისური ენის შესწვალა/დახვეწაში მხარდაჭერის მნიშვნელობა დასახელდა მეტი რესპონდენტის მიერ(30%). თუმცა, თუ თვისებრივი კვლევის შედეგებს გავითვალისწინებთ, ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრა არსებითია მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობების წილი მაღალია. რეგიონში ზოგადად და სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც დაბალია სამოქალაქო აქტივიზმისა და პროცესებში ჩართულობის მაჩვენებელი. აღნიშნულზე განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება თვისებრივი კვლევის ფარგლებში. როგორც იქ გამოიკვეთა, დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზები ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორებიცაა: სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვნების დაბალი გაცნობიერება. აღნიშნულზე რაოდენობრივი კვლევის მონაწილეებიც მიუთითებენ(32%). ასევე მიზეზია ჩართულობის შესაძლო მექანიზმების შესახებ დაბალი ინფორმირებულობა. აღნიშნულს ხაზი გაესვა რაოდენობრივი კვლევის მონაწილეთა მიერაც(25%). ამასთან, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების წნეხი. ერთ შემთხვევაში ის უკავშირდება იმას, რომ„ყველა ყველას ნაცნობია“ და ადამიანები ერიდებიან ნაცნობების, ახლობლების განაწყენებას. მეორე შემთხვევაში კი საზოგადოების წნეხი კავშირშია უშუალოდ ოჯახთან და იმასთან, რომ ახალგაზრდებს ხელს უშლიან ან, სულ მცირე, არ უჭერენ მხარს ამ პროცესში. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემაა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში, სადაც სამოქალაქო აქტივიზმი და პროცესებში ჩართულობა, პირველ რიგში, ქალებისგან არ არის მისაღები ქცევა. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ამ და სხვა პრობლემებთან გასამკლავებლად ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიან მუშაობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კვლევის მონაწილე ძირითადი ინფორმანტები. გარდა ფინანსური რესურსების სიმწირესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა, არსებითად ჩაითვალა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა. აღნიშნულში, პირველ რიგში, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანებისთვის რელევანტური ცოდნისა და უნარების გადაცემა ჩაითვალა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზი გაესვა ახალგაზრდული ცენტრების არსებობას ბევრ ლოკაციაში და იმ პატარა ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც აქტიური ახალგაზრდების ჯგუფს წარმოადგენენ. ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლება დაცულია (76%), 17%-ის შეფასებით კი, მათი უფლებები ნაწილობრივაა დაცული. საგულისხმოა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყოველი მეორე ახალგაზრდა თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია(53%), მაშინ როდესაც იგივე მოსაზრებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს (90%). აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქვემო ქართლში მცირდება მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაცულია, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს(14-17 წელი- 86%, 18-23 წელი- 75%, 24-29 წელი - 68%). უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თვლის, რომ მისი უფლებები დაცულია(82%), ვიდრე ეთნიკურად ქართველი(70%). ეთნიკური უმცირესობების ჯგუფში უმრავლესობა თვლის, რომ მათი განათლების უფლება არაა დაცული/ნაწილობრივაა დაცული(41%). ეთნიკურად ქართველების ჯგუფში კი ათიდან ორი ისეთ უფლებებზე მიუთითებს(არ არის დაცული/ნაწილობრივაა დაცული), როგორებიცაა შრომითი(20%), თანასწორობის(20%) და გამოხატვის თავისუფლების(19%) უფლებები. ათიდან ცხრა გამოკითხული როგორც ზოგადად რეგიონში, ასევე გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მიუთითებს, რომ რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდილება არ ჰქონია. 234 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები შიდა მიგრაციის განზრახვა ქვემო ქართლის რეგიონში არ აქვს/ამ ეტაპზე არ აქვს ახალგაზრდების 81%-ს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგივეზე მიუთითებს გამოკითხულთა 74%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი- 91%. გარე მიგრაციის განზრახვასაც გამოკითხულთა მცირე ნაწილი აფიქსირებს. მათი წილი მთელ რეგიონში 19%-ია და ამის მთავარ მიზეზებად უკეთესი ცხოვრების პირობები, დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საკუთარი ცხოვრებით ახალგაზრდების უმრავლესობა საშუალოზე უფრო კმაყოფილია. ეს შეფასება ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და დანარჩენი რეგიონის მსგავსად 4.8 ქულაა. უფრო დაბალია საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ის საშუალოდ 4.3 ქულით ფასდება მაქსიმალური 7-დან. კვლევის ამ და სხვა შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის რამდენიმე საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. კერძოდ: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს დამოუკიდებელი განყოფილება შესაბამისი სპეციალისტითა და ბიუჯეტით, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდობის მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ცალკე გამოიყოს ერთი თანამშრომელი მაინც, რომელიც უშუალოდ ახალგაზრდობის საკითხებზე იქნება კონცენტრირებული; აუცილებელია შეკრებებისთვის სივრცეების შექმნა არა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში, არამედ სოფლის ტიპის დასახლებებშიც. შესაძლებელია რამდენიმე მეზობელი სოფლისთვის არსებობდეს ერთი საერთო სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, დისკუსიების გამართვას, ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა; სასურველია აქტივობების დაგეგმვა ისე, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდებისთვის როგორც სოფლის ტიპის დასახლებებიდან, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჯგუფისთვის. ამ თვალსაზრისით არსებითია ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებული ბარიერების გათვალისწინება; მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება. შესაძლებელია, ენის სწავლების პროცესში თავად ახალგაზრდები ჩაერთონ და ახალგაზრდულ ცენტრებში თავად ასწავლონ თანატოლებს ქართული ენა; მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათთვისაც, ვინც არ არის სპორტით პროფესიულად დაინტერესებული; მნიშვნელოვანია პროფესიულ უნარ-ჩვევებში ახალგაზრდების გადამზადება და უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კურსის შეთავაზება; კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ინფორმირება სამოქალაქო აქტივიზმის არა უბრალოდ მნიშვნელოვნების, არამედ მისი ფორმებისა და მექანიზმების შესახებ. 235 დასკვნა _ კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ოთხივე რეგიონში ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის რამდენიმე განსაკუთრებული წინაღობა არსებობს. ბარიერია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის მიმართულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სიმწირე, ასევე ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. რიგ შემთხვევებში, აღნიშნული ასეთი კადრების საერთოდ არარსებობას(მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტი), რიგ შემთხვევაში კი მათ კომპეტენციებს უკავშირდება. კერძოდ, ახალგაზრდობის მიმართულებით მომუშავე ადამიანებს არ აქვთ ახალგაზრდებთან მუშაობისთვის რელევანტური ცოდნა, რაზეც თავადაც მიუთითებენ და ამ მიმართულებით მხარდაჭერის მოლოდინი ახალგაზრდობის სააგენტოსგან მაღალია. კიდევ ერთი ბარიერი ახალგაზრდობის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ორგანიზაციების არარსებობა ან სიმწირეა, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდობის საკითხებზე იქნებიან კონცენტრირებულნი. თუ ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად აქტიურობა ბათუმის მუნიციპალიტეტში, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეინიშნება, სხვაგან ახალგაზრდული ორგანიზაციების არარსებობა ან პასიურობა, სერიოზული გამოწვევაა. ყველგან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მხარდაჭერა და გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, რელევანტური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს მათთვის და ამაშიც ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერის მოლოდინები ასევე მაღალია. მართალია, ყველა რეგიონში ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივობა, ჩართულობა პროცესებსა თუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით ყველგან მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტსა თუ რეგიონში მოხალისეობრივ და სხვა სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის პრაქტიკა იშვიათია. განსაკუთრებით დაბალია აქტივობის მაჩვენებელი ქვემო ქართლში, სადაც ბოლო 1-2 წლის მანძილზე მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობა ათიდან შვიდ(71%), სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში კი- ათიდან თითქმის ცხრა(88%) ახალგაზრდას არ მიუღია. ქვემო ქართლის მსგავსად, ყველა რეგიონსა თუ სამიზნე მუნიციპალიტეტში იკვეთება, რომ აქტიურობს ახალგაზრდების პატარა ჯგუფი, რომელთა მხარდაჭერასა და, მათთან ერთად, სხვების გააქტიურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დაბალი აქტიურობის მთავარ მიზეზად აქტივიზმის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა იკვეთება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა არსებითია. ამ კონტექსტში მითუფრო გასათვალისწინებელია შეკრებებისთვის სივრცეებზე და არაფორმალური განათლების სერვისებზე ხელმისაწდვომობის გაზრდა, რომლებიც ერთგვარ ახალგაზრდულ ცენტრებად უნდა იქცეს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ამ ეტაპზე ამგვარ სივრცეებზე ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია ყველა რეგიონში(აჭარა- 5%, მცხეთა-მთიანეთი- 12%, სამცხე-ჯავახეთი- 10%, ქვემო ქართლი- 7%). არსებითია, რომ ამ ცენტრებსა და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არსებობდეს არა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში, არამედ ახალგაზრდებისთვის სოფლის ტიპის დასახლებებიდანაც. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკით ახალგაზრდების დაინტერესებას გამოკითხულთა დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყველა საკვლევ რეგიონში, თუმცა ამავდროულად, ყველა მათგანში პოლიტიკური ჩართულობა, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ღირებულებად გამოვლინდა. ამდენად, 236 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მიუხედავად შეფასებისა, რომ პოლიტიკით ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვანია, აღნიშნულის ქმედებებში ასახვის მოლოდინი ნაკლებად სავარაუდოა. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ პოლიტიკით დაინტერესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლია გარდაბნის მუნიციპალიტეტში და სწორედ აქ არ მიიღო ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ მონაწილეობა ბოლო არჩევნებში(საპარლამენტო არჩევნები 2020), მიუხედავად სრულწლოვანებისა(27%). კვლევის შედეგების მიხედვითაც, ყველა საკვლევ რეგიონში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისთვის სწორედ დასაქმებაა განსაკუთრებული პრობლემა და ასაკის მატებასთან ერთად, ამ საკითხის პრობლემურობის შეფასებაც იზრდება. დასაქმებისთვის ხელშემწყობად, გარდა სამუშაო ადგილების არსებობისა, ყველგან პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-დახვეწაში მხარდაჭერაა მიჩნეული არსებითად. მიუხედავად ამისა, ყველა რეგიონში ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მათი განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაცულია; ამ უფლების შეზღუდვაზე/ნაწილობრივ დაცულობაზე ახალგაზრდებმა მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში გაამახვილეს ყურადღება. გარდა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერისა, ახალგაზრდები თვლიან, რომ დასაქმების ხელშესაწყობად აუცილებელია სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობაც. შესაბამისად, ამ მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობის მექანიზმებზე მუშაობის დაწყება მნიშვნელოვნად შეიძლება მივიჩნიოთ. კიდევ ერთი რამ, რაც ასევე არსებითია დასაქმების ხელშეწყობისთვის, უცხო ენებს უკავშირდება. კერძოდ, ყველა რეგიონში მნიშვნელოვნად ჩაითვალა ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერა. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების უზრუნველყოფა. თუმცა, აქვე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული აქტუალურია არა მთლიანად რეგიონებისთვის, არამედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, რამდენადაც ქართული ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერა საერთოდ არ არის აქტუალური ახალგაზრდებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში(2%), ნაკლებად აქტუალურია ახალგაზრდებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში(11%), გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის კი მნიშვნელოვანია(28%). მართალია, დასაქმება და სამუშაო ადგილების სიმწირე ყველა რეგიონში განსაკუთრებული პრობლემაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ ყველა სხვა რეგიონისა თუ სამიზნე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში უპირველეს გამოწვევად სწორედ ეს სახელდება, რეალობა განსხვავებულია დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მცხეთა-მთიანეთის შემთხვევაში. აქ ყველაზე მწვავე პრობლემად გართობისა და დასასვენებელი ადგილების არარსებობა იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტით/ფიზიკური აქტივობით დაკავება ყველა რეგიონში ახალგაზრდების მიერ შეფასებულია, როგორც მნიშვნელოვანი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ არის მისით დაკავებული. ყველაზე მაღალია ასეთი ახალგაზრდების წილი ქვემო ქართლში(აჭარა- 75%, მცხეთა-მთიანეთი- 67%, სამცხე-ჯავახეთი- 68%, ქვემო ქართლი- 81%). აღსანიშნავია, რომ სპორტულ წრეებსა თუ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობაა ერთ-ერთი მთავარი საჭიროება, რაც ახალგაზრდების წინაშე დგას. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. გარდა ხელმისაწვდომობის გაზრდისა, აუცილებელია სპორტის/ფიზიკური აქტივობისა და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ეს ასევე არსებითია სხვადასხვა სარისკო ქცევასთან გასამკლავებლად, რომელთაგანაც ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზედმეტად გატაცებაა გავრცელებული ყველა რეგიონში, რაც აღნიშნულისთვის დროის დიდი ნაწილის დათმობას მოიაზრებს. დასკვნა 237 მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელთა არსებობაც კვლევამ გამოავლინა რეგიონებში, საგულისხმოა, რომ როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაციის განზრახვა ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს. უახლოესი 10 წლის პერსპექტივაში კი, როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი მუნიციპალიტეტის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური. მითუფრო ოპტიმისტურია უშუალოდ საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ასევე ყველა რეგიონში. ყველაზე მეტად აჭარის რეგიონში მიიჩნევენ ახალგაზრდები, რომ მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა 10 წელიწადში უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა(81%), ყველაზე ნაკლებად კი ამგვარი ხედვა სამცხე-ჯავახეთში(49%) ფიქსირდება. გარდა ამისა, ასევე საშუალოზე მაღალია კმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში. ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი აჭარის რეგიონსა და ბათუმის მუნიციპალიტეტში. კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ გამოწვევაა უფლებების შესახებ ახალგაზრდების არაინფორმირებულობა და გაუცნობიერებლობა. ყველა რეგიონში არსებობს ახალგაზრდების წილი, რომელთაც არცერთი უფლების შესახებ არ სმენიათ და ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით საგულისხმოა აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის შემთხვევაში, სადაც ახალგაზრდების მეოთხედს არცერთი უფლების შესახებ არ სმენია. მიუხედავად ამისა, ყველა რეგიონში, ათიდან ექვსი და მეტი მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცულია, რაც ცნობიერების ამაღლების საკითხს კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში. აღნიშნულისა და კვლევის სხვა შედეგების გათვალისწინებით, გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობა. გარდა იმისა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ინფორმირება ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ, არსებითია ცნობიერების გაზრდა სამოქალაქო აქტივიზმისა და პროცესებში ჩართულობის, ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობების, სხვადასხვა უფლების თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ. ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი ნ. რამიშვილის პირველი ჩიხი, N1, 0179, თბილისი, საქართველო T:+995 32 2250728 https://southcaucasus.fes.de/ https://www.facebook.com/fesgeorgia/ stiftung@fesgeo.ge