თბილისი 2021 პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების komerciuli mizniT gamoyeneba fondis werilobiTi Tanxmobis gareSe. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორის პირადი მოსაზრებები. © ფრიდრიხ ებერტის ფონდი © პაატა ზაქარეიშვილი ISBN 978-9941-8-2995-6 სარჩევი ისტორიის დასაწყისი........................................................... 5 მარეკ დუდაევის გათავისუფლების ნამდვილი ისტორია.............................................................. 7 რაზე მიგვანიშნებდა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ყვარელში?.......................... 13 როგორ და რატომ გავხდი სახელმწიფო მინისტრი.......... 15 რას მივაღწიე...................................................................... 18 რა არ გამომივიდა.............................................................. 26 წინაღობები და ხელისშემშლელი ფაქტორები.................. 29 შუშის კედლის მაგალითი................................................... 33 მინისტრების მუშაობის პრინციპი..................................... 36 უკუღმართად გაგებული სახელმწიფო ინტერესები......... 42 პრესა და სამოქალაქო საზოგადოება............................... 51 აფხაზური, ოსური და ქართული საზოგადოებების განწყობა............................................... 57 სახელმწიფო მინისტრის ხედვის მომზადება.................... 63 ხედვის შესავალი................................................................ 65 ძირითადი მიმართულებები............................................... 72 კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში............... 76 მოსკოვი-თბილისი-სოხუმი-ცხინვალის კვანძი................. 83 რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი................................... 86 კონფლიქტები და ევროკავშირი........................................ 88 მიდგომები.......................................................................... 91 შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ................ 95 გადაადგილების თავისუფლება და სამგზავრო დოკუმენტების საკითხი............................... 100 იძულებით გადაადგილებული პირები............................. 108 ოპონენტები, მავანნი და ზოგიერთები............................ 125 რა შეიცვალა ჩემ შემდეგ................................................. 163 „ქართული ოცნების“ გაშვებული შანსები....................... 166 ისტორიის დასასრული..................................................... 169 ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა. 1 (ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის 2021 წლის 11 იანვრის წერილიდან.) 1 https://gd.ge/show-news/1283/ ბიძინა-ივანიშვილის-წერილი ?lang=ge პაატა ზაქარეიშვილი ისტორიის დასაწყისი ამბავი, რომელმაც ამ წიგნის დაწერა გადამაწყვეტინა, 2017 წლის მარტში მოხდა. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ყვარელში ჩაატარა დახურული შეხვედრა ქართველ ექსპერტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელი ტიპური ღონისძიება. მეც ხშირად გამიმართავს მსგავსი შეხვედრები და სტუმრადაც ვყოფილვარ, როგორც სახელმწიფო მოხელე. იმ დროისთვის კი უკვე აღარ ვიყავი სახელმწიფო სამსახურში და ხელისუფლებასთან შესახვედრად მიმიწვიეს, როგორც ექსპერტი. ამგვარი შეხვედრების დადებითი მხარე ისაა, რომ თემით დაინტერესებული სპეციალისტები ღებულობენ მეტ-ნაკლებად უტყუარ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმის შესახებ, თუ რას, როგორ და რატომ აკეთებს ხელისუფლება. როგორც წესი, შეხვედრები ორდღიანია. სწორედ მეორე დღე იყო. დაახლოებით 10-15 მონაწილე ვიყავით შეკრებილი, იქ იყვნენ პარლამენტის წევრებიც და ხელისუფლებიs სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებიც. თბილისში დაბრუნების დრო ახლოვდებოდა, როცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩამოვიდა თბილისიდან. მისი სახელია კ.ქ. ის შემოგვიერთდა და ისე, რომ სრულად არ ჰქონდა ინფორმაცია(ეს, ჩვეუ5 კონფლიქტები საქართველოში ლებრივ, ჩინოვნიკების სტანდარტული ქცევაა), წაგვიკითხა ლექცია, თუ რა არის კონფლიქტები. სუფრის ფოლკლორი რომ გამოვიყენო, ვიტყვი, რომ იქ მყოფი თითოეული ექსპერტი„ცალ ყურში ჩაისხამდა“ იმ ინფორმაციას კონფლიქტებზე, რომლebზეdaც ბატონმა კ.ქ.-მ ისაუბრა. მას ღიმილით ვუსმენდით, თან უკვე ყველას გამგზავრების განწყობა გვქონდა და ველოდით, როდის დასრულდებოდა ეს არაფრისმომცემი მოხსენება. მოულოდნელად მან მე მომმართა ასეთი ფრაზით:„ბატონო პაატა, თქვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით, როცა თავის დროზე მარეკ დუდაევი გაათავისუფლეთ, ამან სახელმწიფოს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“. თუმცა, ბატონმა კ.ქ.-მ არ დააკონკრეტა, რაში გამოიხატებოდა ჩემი შეცდომა და რა ზიანს გულისხმობდა. როგორც კი დაასრულა„ლექცია“, ყველას წინაშე ვუპასუხე, რომ გული მწყდებოდა – ასეთი რანგის ადამიანმა არც კი იცოდა, როგორ გათავისუფლდა მარეკ დუდაევი. ასევე ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, მას კარგად მოეხსენებოდა, რეალურად რა მოხდა და რაკი იქ შეკრებილი საზოგადოების წინაშე შეგნებულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა ჩემ შესახებ, შესაბამისად, მივხვდი, გამოხდომის უკან რაღაც კარგად გათვლილი ამოცანა იმალებოდა. საწყენი ისაა, რომ ამ ადამიანმა თავის დროზე, ვიდრე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მეკავა, ვერ გამიბედა ამის თქმა და მხოლოდ მაშინ შემომიტია, როცა უკვე აღარ ვიყავი სახელმწიფო სამსახურში. 6 პაატა ზაქარეიშვილი მარეკ დუდაევის გათავისუფლების ნამდვილი ისტორია მარეკ დუდაევი იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის სამწუხარო სიმბოლო და ნიმუში. როგორც ჩანს, იგი ოჯახში ბავშვობიდანვე ქართულად იზრდებოდა. მისი ოფიციალური სახელი ნოდარი იყო და მარეკი თავად დაირქვა მოგვიანებით. მის ცხოვრებაში კონფლიქტი მთელი სისასტიკით შეიჭრა. მარეკ დუდაევის ამბავი ფილმის სიუჟეტს ჰგავს, რომელიც, კონკრეტული ადამიანის, ოჯახისა თუ თაობის მაგალითზე, ეპოქას ასახავს. 1991-1992 წლებში, როცა ქართულ-ოსური კონ­ ფლიქტი მიმდინარეობდა, მარეკ დუდაევი ჯერ კიდევ 13 წლის მოზარდი იყო. მას, ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრებს, მონაწილეობა არ მიუღია საომარ მოქმედებებში. ამბავი, რომელიც დუდაევს გადახდა, იმჟამინდელ პრესაშიც დაიწერა და Human Rights Watch -ის ანგარიშშიც მოხვდა: მარეკ დუდაევს მეზობ­ ლებმა თვალწინ მოუკლეს მამა, გააუპატიურეს მისი და, მოუკლეს დედაც. 13 წლის დუდაევმა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ადამიანმა, რომელსაც ომსა და საბრძოლო მოქმედებებთან არაფერი აკავშირებდა, შურისძიება დაისახა მიზნად. როგორც თავად ამბობდა, შურისძიებით მიზნით მან მხოლოდ ერთი ადამიანი მოკლა, თუმცა, სასამართლომ სამი ადამიანის მკვლელობაში დასდო ბრალი. მან აღიარა, რომ 7 კონფლიქტები საქართველოში შური იძია იმ ადამიანზე, რომელმაც თვალწინ ოჯახი დაუხოცა. ამასობაში საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა„ნაციონალური მოძრაობა“ და 2004 წლის მარტში დუდაევის, როგორც უკვე ჩამოყალიბებული კრიმინალის, გასანეიტრალებლად საგანგებო ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის დროს მარეკ დუდაევს შვიდი ტყვია მოხვდა, თუმცა, სასწაულებრივად გადარჩა. ამ ამბავს უხმაუროდ არ ჩაუვლია. ქართულმა მასმედიამ დუდაევის ისტორიას დიდი ყურადღება დაუთმო. ქარ­ თველი უფლებადამცველები მოითხოვდნენ ციხეში მის მონახულებას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მაშინ ცხინვალიდანაც ადვილად ჩამოდიოდნენ თბილისში, მაგრამ დუდაევთან არავის უშვებდნენ. სიკვდილს გადარჩენილი დუდაევი გაასამართლეს. მან აღიარა მხოლოდ ერთი ადამიანის – მისი მშობლების მკვლელის, ბ.თ.-ს – მკვლელობა. დუდაევმა ღიად თქვა, რომ 1997 წელს ამ მკვლელობით შური იძია. მას 16 ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომელთაგან სასამართლომ სამი ბრალდება მოუხსნა. დუდაევი 2005 წელს გაასამართლეს, 13 ეპიზოდში დაადანაშაულეს და, საბოლოოდ, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი ოსურ საზოგადოებაში ითვლებოდა გმირად, რომელმაც ოჯახის შეურაცხყოფა დამნაშავეს არ აპატია. მარეკ დუდაევის გათავისუფლებას დაპატიმრების დღიდანვე მთელი ცხინვალი ითხოვდა. ეთერში გადიოდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შინაარსის სატელევიზიო გადაცემები. მისი გათავი8 პაატა ზაქარეიშვილი სუფლების მოთხოვნით, ოსებმა საპროტესო აქციები გამართეს და ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზა გადაკეტეს. საქმეში ჩართული იყო რუსი გენერალი მარატ კულახმეტოვიც, რომელიც მაშინ რეგიონში განლაგებულ გაერთიანებულ სამშვიდობო ძალებს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ელჩია. მისი ინიციატივა იყო, რომ მარეკ დუდაევი გაეცვალათ ქართველ მძევლებსა და პატიმრებზე, ვინაიდან გატაცებები და დაკავებები მაშინაც ხდებოდა. მთლიანობაში, დუდაევის საქმე საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ თემად ჩამოყალიბდა. 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარეკ დუდაევი უნდა გაეცვალათ ძმებ ხაჭაპურიძეებში, რომელთა ისტორია თავის დროზე ასევე გახმაურებული იყო. მისი გადაცემა არაერთხელ მოითხოვა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმაც, თუმცა, დუდაევი ციხეში რჩებოდა და საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში კატეგორიული იყო. 2011 წელს ქართულმა მხარემ პატიმრობიდან გაათავისუფლა ეთნიკურად ოსი შვიდი პატიმარი. მუდმივად იყო საუბარი, რომ მათ შორის შეიძლებოდა ყოფილიყო მარეკ დუდაევიც, თუმცა, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დუდაევმა ციხეში 9 წელი გაატარა. ამასობაში საქართველოში„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. მე დავინიშნე სახელმწიფო მინისტრად. გარდა დუდაევისა, ოსური მხარე, ასევე, ითხოვდა, გორის ტერაქტში მონაწილე სამი მსჯავრდებულის გადაცემას. ოსური მხარე ამ მოთხოვნას მუდმივად აყენებდა 9 კონფლიქტები საქართველოში „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ დროსაც. იმ პერიოდში მე გამოვკვეთე პოზიცია, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პატიმრების ციხეში ყოფნას უფრო უარყოფითი შედეგები მოჰქონდა, ვიდრე დადებითი. ვინაიდან საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მივიჩნევდი, რომ კარგი იქნებოდა, სიახლის ფარგლებში, სამშვიდობo პროცესის დაწყების დასტურად, გაგვეთავისუფლებინა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში მყოფი პატიმრები. კონკრეტულად მარეკ დუდაევზე გათვლა არასდროს მქონია, მე ყველა პატიმარს ვგულისხმობდი. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ინტერვიუში 2 მე ვსაუბრობ იმის შესახებ, თუ რისთვის არის საჭირო ამგვარი გაცვლები და ვიხსენებ ისრაელის მიერ პატიმრების გათავისუფლების მაგალითს. ამავე ინტერვiუში აღვნიშნავ იმასაც, თუ როგორ გაათავისუფლა და გადასცა რუსეთს„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გენერალი დუმბაძე, რათა რუსულ მხარეს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა ხუთი ქართველი ოფიცერი. შესაბამისად მთავარ აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ პატიმრებისა და მძევლების გათავისუფლებაზე მუდმივი ზრუნვა არის არა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი, არამედ პოლიტიკურიც და ასეთი საკითხების აქტუალურობა ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესის შენარ­ ჩუნებას ყოველდღიურ რეჟიმში. პარალელურად,„კოალიცია ქართული ოცნება“ ასრულებდა ქართველი ამომრჩევლის წინაშე დადე2 https : //for . ge/view/70973/paata-zaqareiSvili-patimrebis-gacvlis-Sesaxebombudsmenis-iniciativas-miesalmeba . html 10 პაატა ზაქარეიშვილი ბულ პირობას მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. რეფორმის ერთ-ერთ ეტაპზე(2013 წლის აპრილში) პარლამენტმა მიიღო კანონი„სასჯელთა უპირობო შეკრებითობის გაუქმების თაობაზე“. ცვლილებების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში მოსამართლეს სასჯელთა უპირობო შეკრებითობის ნაცვლად უნდა ეხელმძღვანელა პრინციპით – სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრ სასჯელს უნდა შთაენთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი; ხოლო უპირობო შეკრებითობის პრინციპით გამოტანილი ყველა განაჩენი ექვემდებარებდა გადახედვას. 3 ეს ცვლილებები შეეხო მარეკ დუდაევის საქმესაც. მას მისჯილი 23 წლიდან 9 წელი უკვე ჰქონდა ციხეში გატარებული და, ახალი პრინციპის მიხედვით, ფაქტობრივად, თავისუფლდებოდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ დუდაევი თავისუფლდებოდა. მაშინვე დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს. მათ ავუხსენი, რომ ეს ადამიანი, რომლის გათავისუფლებასაც მთელი ცხინვალი ასე დაჟინებით მოითხოვდა წლების განმავლობაში და, რომელიც შეგვეძლო გაგვეცვალა, ფაქტობრივად, თავისუფლდებოდა ჩვენთვის ყოველგვარი შედეგის გარეშე. ამიტომ ვთხოვე პრემიერსა და შს მინისტრს, მოეცათ საშუალება, განმეცხადებინა, რომ დუდაევის გათავისუფლება ხელისუფლების კეთილი ნებაა და ამ ნაბიჯით შეგვეძლო, დაგვეწყო კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობა; და რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი მდგრადი 3 https : //civil . ge/ru/archives/180470 11 კონფლიქტები საქართველოში სამშვიდობო პროცესის გამართვისათვის. თანხმობის მიღების შემდეგ მარეკ დუდაევი პირდაპირ ციხიდან ჩავისვი მანქანაში და გავემგზავრეთ ერგნეთისაკენ. მართალია, მას გაგებული ჰქონდა, რომ რაღაც რეფორმები და ცვლილებები მიმდინარეობდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რეალურად რა მოხდა მის შემთხვევაში. გზაში მოვუყევი ჩემ მიერ შექმნილი ლეგენდა, რომ მისი გათავისუფლება საქართველოს ახალი ხელისუფლების კეთილი ნება იყო და შევთავაზე, დამხმარებოდა, რომ მის საპირწონედ გამოგვეყვანა ცხინვალის ციხიდან ყველაზე ხანდაზმული ან ავადმყოფი ქართველი პატიმარი. გზაში მან თავისი მძიმე ისტორიაც მიამბო, ისიც მითხრა, რომ ციხეში ქართველები კარგად ექცეოდნენ და, რომ ქართველები არ სძულდა და მხოლოდ თავისი ოჯახის განადგურებისათვის შურისძიება ჰქონდა განზრახული. დუდაევი გზიდან ტელეფონით დავაკავშირე მეუღლეს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა და იმ წამს შეიტყო ქმრის გათავისუფლების ამბავი. გათავისუფლების შემდეგ დუდაევმა ვერ იმოქ­ მედა, როგორც საჭირო იყო და როგორც ჩვენ გვსურდა. თუმცა, ფაქტია, რომ მისმა გათავისუფლებამ მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოიტანა. ცხინვალში დაბრუნების შემდეგ მარეკ დუდაევმა განაგრძო თავისი კრიმინალური საქმიანობა და 2018 წლის 16 იანვარს იგი თავისსავე სოფელში, არცევში, მოკლეს. 12 პაატა ზაქარეიშვილი რაზე მიგვანიშნებდა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ყვარელში? მრავლისმეტყველი იყო ბატონ კ.ქ.-ს ნათქვამი – ძალოვანი სტრუქტურების ზედა ეშელონის წარმომადგენელი, რომელმაც ჩემი საქმიანობის შესახებ ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს, კონფლიქტების მცოდნე ადამიანებთან ბრალს მდებს იმ იმედით, რომ მათ თვალში ჩემს დისკრედიტაციას მოახერხებს. რაში დასჭირდა მას ასეთი ყალბი შეფასების გაკეთება? ვფიქრობ ორ შესაძლო ვერსიაზე: პირველი – ნუთუ, ამ რანგის სახელმწიფო მოხელემ მართლა არ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში და გულწრფელად სჯეროდა იმისა, რასაც ვერბალურად გადმოსცემდა და თავისივე ეჭვები გაახმოვანა?! ბატონ კ.ქ.-ს ამჟამად, 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობა უკავია, ვიდრე 2017 წელს. თუმცა, მაქვს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო სარწმუნო მგონია: ბატონმა კ.ქ.-მ კარგად იცოდა, როგორ გათავისუფლდა დუდაევი და მისი ნათქვამი იყო ჩემთვის გამიზნული, რითაც მატყობინებდა, რომ მიმდინარეობდა ჩემ მიერ ინიცირებული პოლიტიკის გადაფასება. როგორც კი მე დავტოვე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მაშინვე შეიცვალა პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონ­ფლიქტების მოგვარება„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს დაუბრუნდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ჩემი პოლიტიკის დისკრედიტაცია. 13 კონფლიქტები საქართველოში ასე რომ, სწორედ ყვარლის ეპიზოდმა მიბიძგა, დამეწერა წიგნი, რომელშიც აღვწერდი, თუ რა მოტივაციითა და იმედებით დავთანხმდი შემოთავაზებულ თანამდებობას, რის გაკეთება მინდოდა, რა გავაკეთე, რა ვერ გავაკეთე და რატომ. მინდა, ეს იყოს ჩემი ერთგვარი ანგარიში, რათა საზოგადოებას წარმოდგენa ჰქონდეს, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა 2012-16 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონ­ ფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების მიმართულებით. რაც შეეხება მარეკ დუდაევის გათავისუფლების შემდგომ მოვლენებს, ამას წიგნის ბოლო თავში აღვწერ, რათა საზოგადოებამ თავად დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია აუჩქარებელი, თანმიმდევრული და ზუსტ დეტალებში გათვლილი პროცესი, რომელსაც აქვს მკაფიო მიზანი და მისი მიღწევის შესაბამისი სტრატეგია. 14 პაატა ზაქარეიშვილი როგორ და რატომ გავხდი სახელმწიფო მინისტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიცია„ქართული ოცნების“ სიით,„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. ჩემი გეგმა არასოდეს ყოფილა, და არც მიფიქრია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობა დამეკავებინა. ჩემს თავს პარლამენტის წევრად ვხედავდი და ამისთვის ვემზადებოდი. თუმცა, როგორც კი არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, ვიდრე პარლამენტი შეუდგებოდა მუშაობას, მოულოდნელად შემომთავაზეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. იმ დროს ამ უწყებას„რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი“ ერქვა. ვერ ვიტყვი, რომ ამ წინადადებას აღტაცებით შევხვდი. თუმცა, არანაირი მორალური და პოლიტიკური უფლება არ მქონდა, ამ შემოთავაზებაზე უარი მეთქვა, ვინაიდან მთელი ჩემი ცხოვრება, წინა –„ნაციონალური მოძრაობისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“ – ხელისუფლებებს გამუდმებით ვაკრიტიკებდი კონფლიქტების მოგვარების, ასევე, ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობების მიმართულებებით მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე უარის თქმა იქნებოდა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. 15 კონფლიქტები საქართველოში ამიტომ 2012 წლის ოქტომბრიდანვე ოთხი წლის გან­ მავლობაში ამ თანამდებობაზე მუშაობა მომიწია. სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის უფრო მეტად ცხადი, თუ რატომ ვერ სრულდება საქართველოში ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც კონფლიქტების მოგვარების მიმართულებებს ეხება. როცა სახელმწიფო მინისტრობაზე დავთანხმდი, უკვე მქონდა გარკვეული წარმოდგენა, თუ რა უნდა მეკეთებინა, რა უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი ნაბიჯი და ინიციატივები, რათა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ჯერ ტრანსფორმ­ აცია, შემდეგ კი მოგვარებება შემძლებოდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი ისიც, რომ, როგორც ნებისმიერ საქმეში, ასი პროცენტის სრულად მიღწევა შეუძლებელია და 60%იც კარგ შედეგად ითვლება. საქმეში ჩახედული ადამიანისათვის ცნობილია, რომ ასეთი შედეგის მიღწევის შემთხვევაში მისი მისია და საქმიანობა მეტ-ნაკლებად წარმატებულად შეიძლება შეფასდეს. რაც მე დავსახე მიზნად და რის განხორციელებაც შეიძლებოდა ოთხი წლის განმავლობაში, იმ მიზნების 60% მაინც რომ შემესრულებინა, ჩავთვლიდი, რომ შედეგი ღირდა მუშაობად, ამ თანამდებობის დაკავებად და ჩემი საქმიანობით კმაყოფილი ვიქნებოდი. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები, პრაქტიკულად, 20-25%-ითაც კი ვერ შევასრულე. იმ მიზეზებმა, რომელთა გამოც ვერ განხორციელდა ჩემი გეგმები და ჩანაფიქრი, გადამაწყვეტინა, საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი ანგარიშით. ჩვენ ვხედავთ საათის ციფერბლატს, მაგრ­ ამ ვერ ვხედავთ მექანიზმს ციფერბლატის უკან. 16 პაატა ზაქარეიშვილი ამდენად, ეს არის ჩემი მცდელობა, ვაჩვენო საზოგადოებას, როგორ მუშაობს თანამედროვე ქართული პოლიტიკის მექანიზმი. თუმცა, მექანიზმის ჩვენებაზე მეტად მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, თუ რა მსურ­ და მე, რის გაკეთება იყო საჭირო და აუცილებელი საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარებისთვის და რამ განაპირობა ის, რომ ჩემი ამოცანები ვერ შევასრულე. 17 კონფლიქტები საქართველოში რას მივაღწიე მთავარი ამოცანა, რომელიც კოალიცია„ქართულ ოცნებაში“ დავისახეთ და, რომელიც ძირითადად შესრულდა, იყო ის, რომ ჩვენ პრინციპულად გამოვრიცხეთ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ძალისმიერი მეთოდების დაშვება და გათვალისწინება. მიმაჩნია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აქტიური პოლიტიკიდან წავიდა და პროცესებს ვეღარ მართავდა, მოხერხდა ის, რომ, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას, ისე ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შევუქმენით მყარი და საფუძვლიანი განცდა, რომ კოალიცია„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით კონფლიქტების მოგვარებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა და ამ მიზანს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით მივაღწევდით. ამ პოზიციას ხელისუფლების ყველა შტო უჭერდა მხარს. სამშვიდობო მიმართულებით ერთ-­ ერთი პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება 2013 წლის 7 მარტს დაფიქსირდა, როცა პარლამენტის რეზოლუციაში ჩემი ინიციატივით განიმარტა, რომ საქართველო თავისი მიზნების მისაღწევად ძალას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს. პარლამენტის რეზოლუციაში ამგვარი პოზიციის დაფიქსირება ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. 18 პაატა ზაქარეიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ კონფლიქტების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება არსებითად შეცვალა. ისინი მიხვდნენ, რომ საომარი მოქმედებების განხილვაც კი შეუძლებელი იქნებოდა და პოლიტიკურ მეტყველებასა და რიტორიკაში ზეპირად ხშირად ადასტურებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას გამორიცხავდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომლებიც არ იყო დაფიქსირებული არცერთ ნორმატიულ აქტში. სწორედ ამიტომ ავსახეთ 2013 წლის მარტის რეზოლუციაში ეს პოზიცია. შემდეგი პრიორიტეტი, რომლის რეალიზებაც საჭიროდ მიმაჩნდა, იყო ნეიტრალიზაცია იმ ტოქსიკური გარემოსი, სადაც ხშირად იცვლებოდა საჯარო განცხადებები კონფლიქტის მხარეებს შორის. როგორც წესი, ეს იყო რადიკალური, ხშირად სიძულვილის ენაზე დაფუძნებული რიტორიკა, რომლითაც კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებდნენ. ვფიქრობ, კოალიცია„ქართულმა ოცნებამ“ ამ ამოცანებსაც გაართვა თავი და საკმაოდ სწრაფადაც. შედეგად, ქართული მხარის რიტორიკა გახდა კონსტრუქციული, ცივილური, მხარეებისთვის ანგარიშის გაწევის კონტექსტიდან გამომდინარე და ამან კონფლიქტის მონაწილე მხარეებზეც მოახდინა გავლენა. აშკარად იგრძნობოდა, რომ ქართული მხარე არ აძლევდა საშუალებას ოპონენტებსა და მოწინააღმდეგეს, რომ მის მიმართ აგრესიული და სიძულვილის ენის შემ19 კონფლიქტები საქართველოში ცველი რიტორიკა გამოეყენებინათ. ამ მიმართულებით ქართული მხარის განზრახვა სრულად იქნა გაზიარებული და ამან თავისი შედეგები გამოიღო. განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა იმ უწყების სახელის შეცვლაც, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. მისი სახელწოდება იყო„სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში“. უწყების ახალი დასახელება გახდა„სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“. თუმცა, ეს ცვლილება არც ისე მარტივად განსახორციელებელი აღმოჩნდა. 20122014 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო საპარლამენტო ხელისუფლება კოალიცია„ქართული ოცნების“ ხელში იყო და კოჰაბიტაციამ შეაფერხა სახელის შეცვლის პროცესი. ეს მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და დასრულდა კოჰაბიტაცია. ხელისუფლების ყველა შტოს უკვე კოალიცია„ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და გადაწყვეტილების მიღების ხელისშემშლელი მიზეზები აღარ არსებობდა. აპარატისთვის სახელის შეცვლის საჭიროება განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის მიუღებელი იყო„რეინტეგრაციის“ სახელწოდების მქონე სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა, რამდენადაც„რეინტეგრაცია“ სრულიად სხვა განზომილებად მიაჩნდათ და მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არსებული კონფლიქტების მოგვარება იყო. სახელმწიფო მინისტრის აპარატს „რეინტეგრაციის“ სახელი 2008 წლის თებერვალში, 20 პაატა ზაქარეიშვილი აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაერქვა. მანამდე კი„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი“ ერქვა და ისე, რომ კონფლიქტები არ მოგვარებულა, სახელი შეიცვალა და დასახელებაში სიტყვა„რეინტეგრაცია“ გაჩნდა. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ კონფლიქტების მოგვარების ამოცანა უკვე განხორციელდა და მთავარი მიზანი ახლა უკვე რეინტეგრაცია იყო. სწორედ ამას აპროტესტებდნენ აფხაზური და ოსური მხარეები. ამიტომ 2008 წლის თებერვლის შემდეგ უწყებასთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტეს. ამდენად, აპარატისთვის სახელის შეცვლა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა. ჩემი ამოცანა იყო, დაგვენახვებინა აფხაზური და ოსური მხარეებისთვის, რომ გვესმის მათი და ვდგამთ ნაბიჯს პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემს საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად დავისახე, აღმედგინა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი ურთიერთობების დიალოგის ფორმატებში საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა. საქმე ისაა, რომ 2004 წლიდან„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, გამორიცხა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში თავისი მონაწილეობა და ამ ფორმატებში, როგორც წესი, მხოლოდ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენ დავაბრუნეთ წამყვანი ქართველი პოლიტიკოსები ამ ტიპის დიალოგის ფორმატში სამუშაოდ. შეხვედრები მიზნად ისახავდა ისეთი გარემოს შექმნას, სადაც კონფლიქტების მხარეთა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, განეხი21 კონფლიქტები საქართველოში ლათ კონფლიქტების მოწესრიგების ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები; ხშირ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრები არაფორმალურ, არაოფიციალურ ხასიათს ატარებს; როგორც წესი, მხარეები არ არიან წარ­მოდგენილები, როგორც დელეგაციები; ამდენად, ასეთ შეხვედრებზე გადაწყვეტილება არ მიიღება; მონაწილეები წარმოადგენენ არა თავიანთ ინსტიტუტებ­სა თუ სამსახურებს, არამედ მხოლოდ თავიანთ თავს და შეხვედრაში მონაწილეობდნენ, როგორც ექსპერტები; მუშაობა ეყრდნობა„ Chatham House “-ს პრინციპს, ანუ დაუშვებელია საჯაროდ რომელიმე მონაწილის ანდა მხარის ციტირება. კონფიდენციურობის ამგვარი ფორმა უზრუნველყოფს მუშაობის გულახდილ, პირდაპირ და პრინციპულ ხასიათს; ასეთი ფორმატების არსებითი მახასიათებელი არის ის, რომ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ქართველი, აფხაზი და ოსი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები. მესამე მხარის წარმომადგენლები, მით უმეტეს, რუსეთის ან, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეხვედრებში არ მონაწილეობენ; ამგვარი ურთიერთობის დროს ქართველ, აფხაზ თუ ოს პოლიტიკოსებს რეგულარულად და თანმიმდევრულად ეძლევათ საშუალება, კონფიდენციალურ გარემოში და მესამე მხარის გარეშე, წარმართონ არაფორმალური დიალოგი; მოწინააღმდეგე მხარის პოზიციებისა და ინტერესების შესწავლითა და გათვალისწინებით, განსაზღვრონ საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკური ნაბიჯები; დიალოგის ფორმით დააზუსტონ ერთმანეთის ხედვები სხვადასხვა საკითხზე და, შესაბამი22 პაატა ზაქარეიშვილი სად, მზად იყვნენ მომავალი ან სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრებისთვის; ერთმანეთს წარუდგინონ და გამოსცადონ სახლში მომზადებული ახალი წინადადებები თუ იდეები. კოალიცია„ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ცალმხრივი ინიციატივები ოსური და აფხაზური მხარეების მიმართ. მაგალითად, 2013 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა აფხაზურ და ოსურ მხარეებს თბილისთან პირდაპირი კონტაქტებისკენ. 4 განცხადება, რომ საქარ­ თველო მზად არის, უშუალო კონტაქტი დაამყაროს კონფლიქტის მხარეებთან, იყო სერიოზული აღიარება სწორედ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობისა. 2013 წლის ოქტომბერში ჩვენი აპარატისა და ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია. მისი მუშაობის მიზანი იყო, გამყოფი ხაზის გასწვრივ შეგვექმნა ცხოვრების ისეთი პირობები, რომ ომით დაზარალებულ მოსახლეობას სახლები არ დაეტოვებინა. სამთავრობო კომისია დღემდე მუშაობს, იმედი მაქვს, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას. 2013 წლიდან გალის რაიონში დაძაბულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მიმაჩნია, რომ, ასევე, ჩვენი ახალი პოლიტიკის შედეგი იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. მათ4 https : //civil . ge/ka/archives/187283 23 კონფლიქტები საქართველოში თვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული უფასო სამედიცინო სერვისები დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად წარმატებულ პროექტს, რომელიც დაწყებული იყო ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლამდე. თუმცა, ჩვენამდე ეს პროცესი პოლიტიზირებული იყო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანს აიძულებდა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი აეღო. ჩვენ კი მოვახერხეთ ის, რომ ამ თემიდან საერთოდ ამოვიღეთ პოლიტიკური კომპონენტი, რითაც ერთიორად გაიზარდა როგორც პაციენტების რაოდენობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან, ისე ნდობა დანარჩენი საქართველოს, ქართული პოლიტიკისა და, კონკრეტულად, ამ პროექტის მიმართ. ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, ყოველთვის ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ საჭირო იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები პირების პირადობის მოწმობების არა აღიარება, არამედ ცნობად მიღება. ისინი ჩვენი პოტენციური მოქალაქეები არიან და, გარკვეულწილად, შეიძლებოდა, მათი პირადობის მოწმობები გამოგვეყენებინა პირადობის დამადასტურებელ საბუთებად. ჩემი იდეა იყო, რომ პირი, რომელიც შეძლებდა, დაედასტურებინა, რომ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ცხოვრობს, ჯანდაცვის პროგრამაში ავტომატურად ჩართულიყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების გზა კი სხვადასხვა შეიძლებოდა ყოფილიყო: შესაძლოა, მოწმეები ჩამოეყვანა ადამიანს ან მიემართა სასამართლოსთვის. ყველაზე იოლი და სწრაფი გზა კი 24 პაატა ზაქარეიშვილი შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენ­ ტის წარმოდგენა იქნებოდა. ამდენად, ჩვენ გავეცით მითითება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ყოფილიყო საკმარისი საფუძველი პაციენტის ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამაში ჩართვისთვის. ამ ინიციატივის პრეზენტაცია არ ჩაგვიტარებია ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ვენაში. მუშაობა დავიწყეთ ყოველგვარი აფიშირებისა და პროპაგანდის გარეშე. იმის წინასწარ გაცხადება, რომ აფხაზებსა და ოსებს დე-ფაქტო ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვუმკურნალებდით, შიდაქართულ კონ­ ტექსტშიც კითხვებს გამოიწვევდა, ახმაურდებოდა ოპოზიციაც. ჩვენ კი ეს პროექტი ინდივიდუალურ დონეზე დავიყვანეთ: აფხაზებს და ოსებს ვაგრძნობინეთ, რომ ახალი მოთხოვნები უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრ­ ე ახალი წესები. გავიდა თვეები და ყველა მიხვდა, რომ ეს არ იყო გამონაკლისი და, რომ მუშაობა დაიწყო ახალმა პროგრამამ. ჩვენი გზა წარმატებული გამოდგა – დადასტურდა, რომ ჩვენ არ გვიღიარებია აფხაზური და ოსური დოკუმენტები. პროცესის არაფორმალური სახით დაწყება ყველას მოეწონა და ეს პროგრამა დღემდე მუშაობს. ახლაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებს მათ ხელთ არსებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე ეწევათ სამედიცინო დახმარება. დანამდვილებით ცნობილია, რომ ეს დოკუმენტები როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საკმაოდ მკაცრი პროცედურით გაიცემა. ამდენად, ისინი სანდოა და მათი ყიდვისა თუ გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დასული. 25 კონფლიქტები საქართველოში რა არ გამომივიდა ჩემთვის კიდევ ერთი პრიორიტეტი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მეტი პირისთვის შეგვეწყო ხელი, თავისუფლად გადაადგილებულიყო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. რიტორიკისა და სახელწოდების შეცვლა იყო ნაბიჯები, რათა შეგვეცვალა საერთო სურათი, შეგვერბილებინა ვითარება, გvქონოდა მოქნილობის მეტი ინსტრუმენტი და ამ გზით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს დანარჩენი საქართველოს მიმართ გასჩენოდათ მეტი ნდობა, მათ შორის საკუთარი ინტერესების განხორ­ ციელების მხრივაც. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი და პრინციპული საკითხი იყო, აღგვედგინა ტერმინი „კონფლიქტის მხარეები“, რომელიც დაიკარგა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა„ნაციონალური მოძრაობა“. მათ ცალსახად და მკაფიოდ დაიწყეს კონფლიქტების მხარეების უგულებელყოფა, მყარად ჩამოაყალიბეს მიდგომა, რომ კონფლიქტს მხოლოდ ერთი მხარე ჰყავს და ეს არის რუსეთი; რომ საქართველო მხოლოდ რუსეთს უნდა ელაპარაკოს და აფხაზური და ოსური მხარეების ინტერესებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამგვარმა მიდგომამ, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მიზეზის გამო, 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო რო26 პაატა ზაქარეიშვილი გორც რიტორიკის, ისე მოქმედებების დონეზე აღდგენილიყო კონფლიქტის მხარეების ინსიტიტუტი და ამ მხარეებთან თანამშრომლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც ჩემი პოზიციის მიღმა ვერ განვითარდა – მრავლობით რიცხვში მხოლოდ მე ვიყენებდი ტერმინ„კონფლიქტებსაც“ და მასში ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებს ვგულისხმობდი. ასევე, მხოლოდ მე ვიყენებდი ტერმინს –„კონფლიქტის მხარეები“ – და ვგულისხმობდი შიდა კონტექსტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებს, ხოლო საგარეო კონტექსტში – რუსეთს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები და განზრახვა ბოლომდე არ მიდიოდა, იყო ის, რომ ქართულ მხარეს უჭირდა, გაეაზრებინა, რომ ჩვენ ანგარიში უნდა გაგვეწია კონფლიქტის სხვა მხარეს არსებული ჯგუფების ინტერესებისა და ხედვისათვის. რეალურად, საჭირო იყო, მათი ინტერესების შესწავლითა და გაცნობიერებით, ასევე ყველა მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, გაგვეხორციელებინა პროექტები და გადაგვედგა ნაბიჯები. ორმხრივი დიალოგის ფორმატით უნდა გვევლო კონფლიქტის ტრანს­ფორმაციის გზაზე, რადგან კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი ჯერ რთული იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღემდე ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს ამგვარი განცდა, რომ, თუ კონფლიქტის მოგვარება გსურს, მაქსიმალურად უნდა იცნობდე და სწავლობდე მოწინააღმდეგე მხარის პოზიციებს და, საქართველოს ინტერესების დაუზარალებლად, შეძლებისდაგვარად ითვალისწი27 კონფლიქტები საქართველოში ნებდე მოწინააღმდეგის ინტერესებს, რათა ქართული მხარის სასარგებლოდ წარმართო პროცესი. სწორედ აღნიშნულ პრობლემას, რომელიც დღემდეც დაუძლეველია, წავაწყდი თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის პასუხს აგებს როგორც საქარ­ თველოს მოქალაქეების წინაშე, რომლებიც აღიარებენ მოქალაქეობას და ახორციელებენ თავიანთ ინტერესებს საქართველოს მოქალაქეობით, ასევე ის უნდა ემსახურებოდეს იმ პირთა ინტერესებსაც, რომლებიც თავს არ მიიჩნევენ საქართველოს მოქალაქეებად, თუმცა, ცხოვრობენ საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები არ მიიჩნევენ თავს საქართველოს მოქალაქეებად, საქართველოს სახელმწიფო განიხილავს მათ საკუთარ მოქალაქეებად და, ფორმალური აღიარების გარდა, საჭიროა, სწორედ ამგვარივე შინაარსისა და დატვირთვის მქონე მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია და შესაბამისად რეალიზებული პოლიტიკა. 28 პაატა ზაქარეიშვილი წინაღობები და ხელისშემშლელი ფაქტორები სამწუხაროდ, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ჩემი ამოცანების უდიდეს ნაწილს რეალიზება არ ეწერა, რადგან თავად კოალიცია„ქართ­ ულ ოცნებაში“ არ იყო ერთიანობა არა მხოლოდ კონფლიქტების, არამედ სხვა საკითხების ირგვლივაც, თუმცა, კონფლიქტების თემა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული იყო. უნდა ითქვას, რომ ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო არა, მაგალითად, ოპოზიციის აქტიურობა„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ, უკეთეს შემთხვევაში,„ქართული ოცნების“ ჩამოუყალიბებელი პოზიცია კონკრეტული საკითხების მიმართ და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება; უარეს შემთხვევაში კი, ფარული შიდაწინააღმდეგობები, წყალქვეშა დინებები და შუშის კედლები. წინააღმდეგობების გადალახვა დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვდა, რაც მთავარ ამოცანებზე მუშაობას უშლიდა ხელს. საბოლოოდ, ნაცვლად იმისა, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე გვეზრუნა, მნიშვნელოვანი ენერგია იხარჯებოდა იმის შესწავლაზე, საიდან მოდიოდა შიდაწინააღმდეგობები. ბევრი ეპიზოდი ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია და დღემდე არ მაქვს პასუხები, რატომ ვერ გვარდებოდა ესა თუ ის საკითხი, იმის მიუხედავად, თითქოს მათ გა29 კონფლიქტები საქართველოში დასაჭრელად ყველა თანახმა იყო. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც მე ვდგებოდი, იყო არაგამჭვირვალე, ბუნდოვანი პოლიტიკა. სიტყვიერად ხშირად ყველა მეთანხმებოდა, გადამწყვეტ ეტაპზე კი რომელიღაც ჯგუფიდან ვგრძნობდი ფარულ წინააღმდეგობას. ისინი არასდროს თვლიდნენ საჭიროდ, თავიანთი განსხვავებული პოზიცია და ჩემი შეთავაზების მიუღებლობა პირდაპირი პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატში დაეფიქსირებინათ. ფაქტობრივად, ჩემი მოწინააღმდეგე იყო არა რომელიმე ინსტიტუტი ან სამსახური, რაც, დემოკრატიული საზოგადოებაში ინსტიტუტების კონკურენციის თვალსაზრისით, შეიძლება, ბუნებრივიც იყოს, არამედ არაკომპეტენტურობა და, აქედან გამომდინარე – უპასუხისმგებლობა. როგორც ვატყობ, ეს არის მთავარი პრობლემა დღევანდელ, კოალიციის გარეშე დარჩენილ„ქართულ ოცნებაშიც“, ადამიანები, რომლებიც ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ხშირად თავიანთი განათლებით, კომპეტენციით, კვალიფიკაციით, კავშირებით, ცოდნით არ შეესაბამებიან მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს. ხშირად, სწორედაც რომ ჩემ მიმართ წინააღმდეგობა განპირობებული იყო მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის სიმწირით და არა იმით, რომ ჩემი პოზიციები მათთვის მიუღებელი იყო. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საქმიანობაში ხელს მიშლიდა, იყო ის, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში საკმაოდ სერიოზულად იყვნენ წარმოდგენილნი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ან მასთან აფილირებული საჯარო მოხელეები. ისინი, ძირითადად, განფენილნი იყვნენ უწყებების ე.წ.„საშუალო რგო30 პაატა ზაქარეიშვილი ლში“. ხშირად წამყვანი პოლიტიკური ფიგურების არაკომპეტენტურობის(რაზეც ზემოთ ვილაპარაკე) კომპენსირება ხდებოდა სწორედ საშუალო რგოლის თანამშრომლების –„ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში გაზრდილი ექსპერტების – კომპეტენციით. მაგალითად, თუ მე ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს ვუგზავნიდი წერილს კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად, ის, ბუნებრივია, წერილზე რეაგირებას ავალებდა თავის აპარატს. ხშირად ვღებულობდი პასუხებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამებოდა არც კოალიცია „ქართული ოცნების“ და არც მთავრობის პროგრამას. პირდაპირ იკითხებოდა, რომ ჩემი პოზიციების მიუღებლობა ამა თუ იმ სამსახურის მხრიდან განპირობებული იყო„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებით და არა სხვა მიზეზით. სხვადასხვა დოკუმენტში, რომელსაც ჩემი კონკრეტული წინადადებების პასუხად ვიღებდი, აშკარად ჩანდა„ნაციონალური მოძრაობის“ კონცეფცია და ნარატივი. ამ პარტიის პოლიტიკური მმართველობა სრულიად შეგნებულად მიჰყვებოდა აღნიშნულ გეზს, ხედავდა რა, რომ„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაკომპეტენტურები იყვნენ და ხშირად საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდათ. ასეთ პირობებში„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უწყებების საშუალო რგოლებიდან თავის პოლიტიკას საკმაოდ თამამად და პრინციპულად ახორციელებდა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, იგი ეფექტურად ახერხებდა, იოლად დაერწმუნებინა„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, რომ ჩემი ესა თუ ის პოზიცია ქვეყნისთვის მიუღებელი იყო. ძველი თანამ31 კონფლიქტები საქართველოში შრომლები უმსუბუქებდნენ საქმეს გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებს, რათა მათ სარისკო და არაპოპულარული გადაწყვეტილებები არ მიეღოთ. მინისტრებისა და უწყებების ხელმძღვანელების უმრავლესობა, თავიანთი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, არ აძლევდნენ საკუთარ თავს უფლებას, ჩემი პოზიციები გაეზიარებინათ, რადგან ეშინოდათ ოპოზიციისა თუ პრესის კრიტიკის. როგორც წესი, საშუალო რგოლის თანამშრომლები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, შრომისუნარიანობითა და მკაფიოდ გამოკვეთილი პროფესიული უნარ-­ ჩვევებით. სწორედ ისინი არიან„მუშა ფუტკრები“, რომლებიც„ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ დარჩნენ და ყველაზე მეტს მუშაობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებში. ასეთი კადრები იყვნენ იმ ორ მსხვილ სამსახურში, რომელთანაც ყველაზე მეტად მიწევდა თანამშრომლობა და, საიდანაც ყველაზე მეტად მოდიოდა ჩემი პოზიციების წინააღმდეგ მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკა. ეს უწყებები იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი საკმაოდ ბევრს შრომობენ: ამუშავებენ ინფორმაციებს, რეაგირებდნენ შესულ კორესპონდენციებზე და, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში მეტად არიან გაცნობიერებულნი. 32 პაატა ზაქარეიშვილი შუშის კედლის მაგალითი მინისტრის თანამდებობაზე ჩემი საქმიანობის პირველივე დღეებიდან წავაწყდი სერიოზულ წინააღმდეგობებს და, მრავალმხრივი მცდელობების მიუხედავად, მათი გადალახვა ვერ მოვახერხე. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, როცა შუშის კედელს შევეჯახე, იყო მცდელობა, შემეცვალა გარკვეული პოზიცია კანონში„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის იდეა გულისხმობდა, რომ არ ყოფილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აფხაზეთისა(მდინარე ფსოუ) და სამხრეთ ოსეთის (როკის გვირაბი) მხრიდან პირველად გადმოკვეთდნენ. მოტივი იყო ის, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ იცნობდა საქართველოს კანონს და არც ის იცოდნენ, რომ არღვევდნენ მას. როგორც წესი, ესენი იყვნენ მიამიტი ადამიანები თავიანთი სახელმწიფო პასპორტით ხელში, რომლებიც გამოივლიდნენ მთელი აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს და როცა, მაგალითად, ენგურზე განთავსებულ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოადგებოდნენ, ღიად და გულწრფელად აცხადებდნენ, რომ მდინარე ფსოუდან გადმოლახეს საზღვარი. შედეგად, მათ წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე, რაც, ჩემი აზრით, არ იყო მათი მათი ქმედების შესა33 კონფლიქტები საქართველოში ბამისი, რადგან სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები სხვაგვარად იქცევიან. ამიტომ ჩემი ამოცანა იყო, როგორმე ეს ქმედება სისხლის სამართლებრივი სივრციდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სივრცეში გადამეტანა. თუმცა, თემა ვერ მოგვარდა შიგნით –„ქართულ ოცნებაში“, პარლამენტში. თითქოს ყველა მომხრე იყო, შეცვლილიყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული მუხლი, მაგ­ რამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მისი განხილვა რეგულარულად გადაიწევდა ხოლმე. კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნა განხილული და შემდეგ შეჩერდა. ოპოზიციასთან,„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, ურთიერთობისას ისინი მეუბნებოდნენ, რომ თავად კი იყვნენ ცვლილების წინააღ­ მდეგნი, მაგრამ პროცესის მეორე მოსმენაზე შეჩერება არა მათი ბრალი, არამედ თავად„ქართული ოცნების“ შიგნით არსებული პრობლემების შედეგი იყო. მაშინდელ პარლამენტში„ქართულ ოცნებას“ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო კონსტიტუციის შეცვლაც კი, არათუ კანონებში ცვლილებების მიღება, მაგრამ თავად კოალიციაში იყო წინააღმდეგობა და არავის ყოფნიდა სითამამე, ამ პრობლემის შესახებ ღიად ესაუბრათ ჩემთან. როგორც აღვნიშნე, თითქოს ყველა თანახმა იყო, მაგ­ რამ საკითხი საბოლოოდ დაიბლოკა. ეს არის სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორ იბლოკებოდა ესა თუ ის კონკრეტული ინიციატივია ისე, რომ არ ჩანდა მოწინააღმდეგე მხარე. მაშინ მიამიტურად ვთვლიდი, რომ ეს ცვლილება უნდა ყოფილიყო კანონში ყველაზე უწყინარი და მსუბუქი ცვლილება, რასაც შემდეგ მოჰ34 პაატა ზაქარეიშვილი ყვებოდა უფრო სერიოზული და სტრატეგიულად პრინციპული ცვლილებები. თურმე, როგორც აღმოჩნდა, ღრმად ვცდებოდი. ამ, თითქოსდა შედარებით მარტივ საკითხშიც კი წარმატებას ვერ მივაღწიე. თუმცა, საკითხი მაინც დაიძრა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება არ იქნა მიღებული, მას შემდეგ ამგვარი დარღვევისთვის თითქმის აღარავის აპატიმრებენ და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლებიან. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის ამგვარი გადმოკვეთა ისევ სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, პირი სასჯელს თავისუფლების აღკვეთის ფორმით აღარ იხდის და ესეც კი წარმატებად მიმაჩნია. 35 კონფლიქტები საქართველოში მინისტრების მუშაობის პრინციპი როგორც წესი, კოალიცია„ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრები იყვნენ უფრო ტექნოკრატები, ვიდრე პოლიტიკოსები. მათ უმეტესობას სხვა უწყებების ამბები არ აინტერესებდა, არ ერთვებოდნენ დისკუსიებში და მხოლოდ საკუთარი სამინისტროს საქმიანობის მიმართ ინტერესით შემოიფარგლებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობდა მთავრობის სხდომებ­ სა თუ სხვა შეხვედრებზე პოლიტიკურ განხილვებს, რისკების განსაზღვრასა თუ მათ მოგვარებას. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებისთვის მუშაობა მიმდინარეობდა ქვედა რგოლებში და მინისტრები იოლად ეთანხმებოდნენ მათთვის უკვე გამზადებულ პოზიციებს. ტექნოკრატიული მინისტრები ხედავდნენ რა, რამდენად რთულად და სკანდალურად განიხილებოდა კონფლიქტების საკითხები ქართველ საზოგადოებაში, ყველა ცდილობდა, დისკუსიებში არ ჩართულიყვნენ. მათ ამგვარ თემებზე დისკუსიებიც კი არ მოსწონდათ. ხშირად ვღებულობდით შენიშვნებს მთავრობის კანცელარიიდან, რომ პირადად მე, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ხშირად ვაკეთებდი ისეთ გან­ ცხადებას, რომელიც საზოგადოებაში მღელვარებას იწვევდა. როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, რომ მთავრობის წევრები კონფლიქტების ტრანსფორ­ 36 პაატა ზაქარეიშვილი მაციისა და მოგვარების განხილვებიდან დისტანცირებას ამჯობინებდნენ, მუშაობა უფრო ფორმალურ ურთიერთობებში გადავიტანე. როგორც წესი, საქარ­ თველოში მმართველობითი სისტემა ყოველთვის პერ­ სონიფიცირებული იყო, ანუ ადამიანები უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს და პირადად წყვეტენ საკითხებს და, ფაქტობრივად, აღარ რჩება ინსტიტუციონალური და ოფიციალური ურთიერთობის ადგილი. თანდათანობით მივხვდი, რომ ამგვარი – პირადი და სატელეფონო – საუბრებით შორს ვერ წავიდოდი და ინსტიტუციონალურ ურთიერთობებზე გადავედი. ვაგზავნიდი წერილებს პრემიერ-მინისტრთან და შესაბამის სამსახურებთან. მათი პასუხებით ვგრძნობდი, რამდენად იყვნენ ისინი მზად ამა თუ იმ მიმართულებით დაეჭირათ ჩემთვის მხარი ან, პირიქით, ჩემი საქმიანობისთვის ხელი არ შეეწყოთ. ამგვარი მიმოწერიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მკაფიო სურათი, რომ არსებობდა რაღაც ბურუსით მოცული ძალა, რომელიც არ იყო დაინტერესებული, რომ ჩემი ინიციატივები გამეტანა მთავრობის გარეთ, რათა გამესაჯაროებინა ისინი. ერთადერთი შედეგი ჩემი ასეთი აქტიურობისა იყო პასუხად წერილობით მოსული არგუმენტირებული უარ­ყოფა ჩემი პოლიტიკისა. ეს, თავისთავად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ცხადს ხდიდა, რამდენად ილუზიებით ვიკვებებოდი, როცა თანამდებობას დავთან­ ხმდი და, როცა ვფიქრობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობას თანხმდება, მას უნდა ჰქონდეს სუ37 კონფლიქტები საქართველოში რვილიც, განწყობაც და უნარებიც, რომ გადალახოს წინააღმ­ დეგობები, რომლებსაც სისტემა ქმნის. ბუნებრივია, სისტემა ყოველთვის თავდაცვის მექანიზმით მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, არ დაუშვას სარისკო პოზიციები. ეს გასაგები და მისასალმებელიც კია. მაგრამ საჭიროა კომპეტენტური და კვლიფიცირებული არგუმენტებით დაარწმუნო სისტემა, რომ, გარკვეული ნაბიჯებისა და რეფორმების გარეშე ამა თუ იმ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. დასაწყისში ჩემი პოლიტიკა კომპრომისებისგან იყო „მოქსოვილი“. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველასთან მეპოვა საერთო ენა, რათა მინიმალური წარმატებისთვის მაინც მიმეღწია. ამიტომ მზად ვიყავი, მაქსიმალურად დამეთმო და ვყოფილიყავი მოქნილი, რათა ოპონენტებს ჰქონოდათ განცდა, რომ მათი ინტერესების რეალიზაცია ხდებოდა. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, არც ერთ სამსახურთან არ შევსულიყავი კონფრონტაციაში. თუ რაღაც არ გამომდიოდა და წინ ვერ ვდგამდი ნაბიჯს, ის პირობა მაინც შემექმნა, რომ ამ ნაბიჯს სხვა მდგომარეობიდან მომავალში დავბრუნებოდი. ხოლო თუ ამა თუ იმ ინიციატივის გამო კონფრონტაცია მოხდებოდა, შესაძლოა, ჩამეთვალა, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურებოდა. ამიტომ როგორც კი ვაწყდებოდი წინააღმდეგობას, ვჩერდებოდი და ველოდებოდი სხვა ვითარებას. მთავარი იყო, არ შეწყვეტილიყო მუდმივი თანამშრომლობის ფორმა შესაბამის სამსახურებთან, რომლებიც კონფლიქტების მოგვარებაში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები. ხშირად, როცა ვაწყდებოდი გამოუვალ სიტუაციას, მიწევდა, მიმემართა პრემიერ-მინისტრებისთვის, რომლებიც მართ38 პაატა ზაქარეიშვილი ლაც ცდილობდნენ ჩემი პოზიციების გაგებასა და ჩემი პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერის დაფიქსირებას. სამწუხაროდ, კომპრომისების მიმართ დამოკიდებულებას ოპონენტები ვერაგულად იყენებდნენ და დათმობაზე წამსვლელ ადამიანს სუსტ ფიგურად მიიჩნევდნენ. ეს ქართული პოლიტიკის ძალიან მავნე თვისებაა და მხოლოდ„ქართული ოცნებისთვის“ არაა დამახასიათებელი. როცა რომელიმე მხარე მიდის კომპრომისზე, მოწინააღმდეგე ამას თვლის სისუსტედ, მიითვისებს დათმობის შედეგს და ელოდება მორიგ კომპრომისებს. თავად კი არასდროს არის მზად, გადადგას შემხვედრი კომპრომისული ნაბიჯი. სწორედ ამიტომ საქართველო, ზოგადად, წარუმატებელია ბევრ­ ი მიმართულებით, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების მხრივაც. ფაქტობრივად, ყველგან ჩანს, რომ ქართული პოლიტიკა არ არის მზად, დაინახოს სხვისი მცდელობა და თავადაც გადადგას ოპონენტისთვის მისაღები და გასაგები ნაბიჯი. ამას ვგრძნობდი მეც, როდესაც ამა თუ იმ დათმობაზე მივდიოდი გარკვეულ სამინისტროებთან თუ სამსახურებთან. ისინიც ამას თავიანთ წარმატებად მიიჩნევდნენ და ჩემი მხრიდან მორიგ კომპრომისულ ნაბიჯებს ელოდნენ. ამიტომ გარკვეული ეტაპის შემდეგ მიწევდა, უკომპრომისო გავმხდარიყავი, რაც პოლიტიკოსის საუკეთესო თვისება სულაც არაა. ზოგადად, დათმობა უფრო მეტ შანსს იძლევა წარმატებისა, ვიდრე უკომპრომისობა. რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდათ სხვადასხვა უწყებაში, ეს იყო ჩემი პრინციპულობა და შეუვალობა. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ მიმართულებით წარმატებას ვერ ვაღწევდი, მაინც მუდმივად ვაგრძელებდი კონკრეტული თემის შესახებ საუბარს როგორც პრე39 კონფლიქტები საქართველოში მიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე. ეს ჩემი სიჯიუტე, რა თქმა უნდა, ჩემი ოპონენტებისთვის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო. მსხვილი სამინისტროები და უსაფრთხოების სამსახური მიჩვეულები იყვნენ, რომ მათი პოზიციები ყოველთვის უალტერნატივოდ იყო გათვალისწინებული, ჩემი მხრიდან წინააღმდეგობა მათთვის მიუღებელი და დაუჯერებელი იყო. ჩემს შემთხვევაში, ეს ეხებოდა ისეთ მსხვილ უწყებებს, როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურები. ისინი დგებოდნენ ფაქტის წინაშე, რომ საბოლოო სიტყვა მათ მხარეს არ რჩებოდა, მათი სიტყვა არ იყო დამაჯერებლად კომპეტენტური და კვალიფიცირებული და მათი პოზიციის შერყევას ვახერხებდი გასაგები და ცხადი არგუმენტებით. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა სულაც არ იყო სახარბიელო და ეს მათ გაღიზიანებას იწვევდა. თუ მიმაჩნდა, რომ ჩემი პოზიცია იყო სამართლიანი, ემყარებოდა არგუმენტებს და საღ აზრს, მასზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიტყოდი, თუ იქნებოდა შემხვედრი, დადასტურებული წინადადებები. თუმცა, როგორც წესი, იყო არა ასეთი არგუმენტები, არამედ სადღეგრძელოების დონეზე წარმოჩენილი პოზიციები, ისეთი ტერმინებით ჟონ­ გლიორობა, როგორიცაა, მაგალითად,„სახელმწიფო ინტერესები“. როცა ამ ტერმინის წარმომთქმელებს ვეკითხებოდი, თუ რას გულისხმობდნენ„სახელმწიფო ინტერესებში“, ბრაზდებოდნენ, რადგან არ ჰქონდათ პასუხი და მათ გულუბრყვილო და გაოცებულ გამომეტყველებაში იკითხებოდა მხოლოდ ეს:„განა, შენ თავად არ იცი, რა არის სახელმწიფო ინტერესები?“ 40 პაატა ზაქარეიშვილი ოპონენტების გაოგნების ერთ-ერთი ბოლო წერ­ ტილი იყო ის, როცა მე მაინც მივაღწიე ჩემს მიზანს და თბილისში მყოფი სამი ეთნიკურად ოსი პატიმრის სანაცვლოდ ცხინვალიდან და სოხუმიდან 14 პატიმარი გამოვიყვანე. მათთვის შოკისმომგვრელი იყო, რომ ჩემმა სიჯიუტემ შედეგი გამოიღო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს საქმე – სოხუმიდან და ცხინვალიდან გრძელვადიანის სასჯელის მქონე პატიმრების გამოყვანა – არ გამოვიდოდა და მშვიდად იყვნენ. ეს სიტუაცია ქართული ფილმის,„შერეკილების“, სცენარს მაგონებს, სადაც არავის სჯერა, რომ მთავარი გმირები გაფრინდებიან. რომ სცოდნოდათ, რომ პატიმართა გაცვლას მაინც შევძლებდი და„გავფრინდებოდი“, მეტი ინტენსივობით შეეცდებოდნენ ჩემთვის ხელის შეშლას. შესაბამისად, გაცვლის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა გააათკეცეს, რადგან მიხვდნენ, რომ შედეგით არ დავკმაყოფილდებოდი და, პირიქით – ეს იქნებოდა გამაძლიერებელი ფაქტორი და თუ მივაღწიე წარმატებას ამ კონკრეტულ საქმეში, შემდეგ ნაბიჯებსაც აუცილებლად გადავდგამდი. როგორც აღვნიშნე, მხარდაჭერა მქონდა პრემიერ-მინისტრებისგან. თუმცა, ზოგადად მიღებული წესია, რომ მინისტრები თავად უნდა პოულობდნენ ერთმანეთთან საერთო ენას. რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციას, მათთან მე პირდაპირი პრობლემა არ მქონია, მათი კრიტიკა მაძლიერებდა კიდეც. ჩემი პრობლემა იყო სწორედ ის, რომ თავად ჩვენივე გუნდში ვერ ვთანხმდებოდით ერთიან პოზიციაზე, უფრო მეტიც, პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მსჯელობაც კი არ მიმდინარეობდა. 41 კონფლიქტები საქართველოში უკუღმართად გაგებული სახელმწიფო ინტერესები საქართველოს მართვის სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობის დოზასა და ხარისხს კრიტიკულად, თუმცა, არა დისიდენტურად ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უმეტესად მიცნობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით, პერიოდულად ვიყავი ხელისუფლებაში და მქონდა უნიკალური გამოცდილება უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობისა. როგორც კი საქართველო დამოუკიდებელი გახდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო საომარი მოქმედებები, უკვე მაშინ მე სახელმწიფო მოხელე ვიყავი, ადამიანის უფლებების კომიტეტში ვმუშაობდი და გავხდი ტყვეთა გაცვლის კომისიის ერთ-ერთი წევ­რი, თუმცა, რეალურად, ხელმძღვანელი. საომარი მოქმედებების დროს ადამიანის უფლებებისა და ომის მსხვერპლთა საკითხებით ვიყავი დაკავებული და შეუძლებელია, არ მქონოდა შეხება უსაფრთხოების სამსახურებთან. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. ამდენად, მათთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გამოვიყვანდი და გავცვლიდი ტყვეებს, ვერ მოვახერხებდი ასობით ადამიანის ევაკუაციას როგორც სოხუმიდან, ისე გუდაუთიდან. მაშინ პირველად შემეცვალა დამოკიდებულება საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კო42 პაატა ზაქარეიშვილი მიტეტის, ე.წ. კგბ-ს მიმართ. სახელმწიფო სამსახურში დამხვდნენ ამ ორგანოს თანამშრომლები, რომელთა უდიდესი ნაწილი მთელი გულითა და სულით გადმოვიდა ქართულ მხარეს. მათ მოქმედებას და მუშაობას აფხაზეთში ვხედავდი. ბევრი მათგანი ავღანეთში ნამსახურები, მაღალი რანგის ოფიცერი თუ წამყვანი ფიგურა იყო. მათი უმრავლესობა ამჟამად პენსიაზეა. ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთის გვარის დასახელება შემიძლია, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია – ავთანდილ იოსელიანი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. ის აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მათთან თანამშრომლობით მივიღე უნიკალური გამოცდილება და ვნახე, თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ინტერესებისთვის. ამ ორგანოებთან თანამშრომლობაში შემდეგ გარკვეული პაუზა მქონდა. წლების შემდეგ კი, როცა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, მან მიმიწვია სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაოდ. ეს დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა. მე დავინიშნე დეპარ­ ტამენტის უფროსის მოადგილედ. სისტემაში მაშინ „სანიმუშო“ კორუფცია სუფევდა. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურში ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა ორგანოების წარმომადგენლებიც მუშაობდნენ, რომლებიც იქ გამეფებული კორუფციისგან სუფთა იყვნენ და იქაც სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდნენ. მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, რა არის პროფესიონალიზ­ 43 კონფლიქტები საქართველოში მი. ამ მიზეზების გამო მე არ მაქვს, ზოგადად, უსაფრთხოების სამსახურების მიმართ დისიდენტური დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროფესიული, კომპეტენტური და კვალიფიცირებული უსაფრთხოების სამსახური. ჩემი და უსაფრთხოების სტრუქტურების გზები მესამედ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მუშაობისას გადაიკვეთა. იმ დროისთვის იქ უკვე სულ სხვა კატეგორიის ადამიანები დამხვდნენ. ისინი იყვნენ ქართველი პატრიოტები, რომლებსაც ჰქონდათ გამოკვეთილი მახასიათებელი – მათთვის მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირი და რუსეთი, თუმცა მათი კომპეტენცია და კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა აფხაზეთსა და საქართველოს ციხეებში გაცნობილი უსაფრთხოების ოფიცრების კომპეტენციასა და კვალიფიკაციას. უსაფრთხოების არაკომპეტენტურ თანამშრომელს იოლად გამოარჩევ. არაკომპეტენტურებს ჰგონიათ, რომ სახელმწიფო მათზეა დაფუძნებული და ისინი მართავენ პოლიტიკას. როდესაც მთავრობაში მიგვიწვიეს, ჩავთვალე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დრო მოვიდა და დავიწყე მოქმედება, როგორც უნდა მოქმედებდეს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრობის წევრი. ვიყავი ცენტრისტულ-ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიის – რესპუბლიკური პარტიის – წევრი და მქონ­ და წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო. შესაბამისად, სუს-ს ვუყურებდი, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც დამეხმარებოდა 44 პაატა ზაქარეიშვილი ანალიტიკაში ან საფრთხეების თუ რისკების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში. ერთ-ერთ პირველივე შეხვედრაზე განმიცხადეს: შევიტყვეთ, რომ ოსურ მხარესთან აწარმოებთ მოლაპარაკებას პატიმრების გათავისუფლებაზე. ეს კი ჩვენი ფუნქციააო. ვკითხე, რატომ იყო ამგვარი მოლაპარაკება მათი ფუნქცია და მტკიცედ ვუპასუხე, რომ ეს სწორედაც ჩემი საქმე იყო. ადამიანის უფლებები ჩემი სფეროა, მხარეთა შორის ტყვეთა გაცვლაშიც მაქვს გამოცდილება, ოსური მხარე კარგად მიცნობს და ამ საქმის გაკეთების უნარი და შესაძლებლობა მაქვს; ანუ პირველივე დღეებიდან დაიწყო ჩემთვის„ადგილის მიჩენის“ მცდელობა. ამ სამსახურის თანამშრომლებს ეგონათ, რომ მინისტრი უნდა ყოფილიყო მათი აგენტი: შემეტყობინებინა, თუ ვის ვხვდებოდი, რაზე ვესაუბრებოდი მათ და ა.შ. მე კი პრინციპულად არ ვიმჩნევდი ამას და, ბუნებრივია, არც არანაირ ანგარიშს არ ვაბარებდი. იმავე პერიოდში გააქტიურდა ისლამური თემი, წამოიწია რელიგიურმა საკითხებმა. მაგალითად, სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები ითხოვდნენ მეჩეთის გახსნას. ამ ამბებში ჩავერთე სრულიად გულწრფელად, როგორც მინისტრი, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს საკითხები სწორედ მე მეხებოდა. გარდა ამისა, ჩვენი აპარატის სახელში შეგნებულად შევიტანე„სამოქალაქო თანასწორობა“. ეს თანასწორობა საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ისლამთან დაკავშირებით, სხვა პრობლემებიც იყო. გულწრფელად მინდოდა, რომ კოალიცია„ქართული ოცნების“ დროს დაწყებულიყო ბათუმის მეჩეთის მშენებლობა და, ასევე, მქონდა მოსაზრება, რომ თბილისში და45 კონფლიქტები საქართველოში გვეარსებინა უმაღლესი ისლამური სასულიერო სას­ წავლებელი, რათა მუსლიმი ახალგაზრდები სასწავლებლად უცხოეთში არ წასულიყვნენ და განათლება საქართველოში მიეღოთ. უამრავ მსგავს საკითხს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლება უნდა აგვარებდეს და გადაწყვეტილებასაც და პასუხისმგებლობასაც კისრულობდეს, საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების სამსახურები ვეტოს ადებდნენ; რელიგიურ საკითხებზე მუშაობისას ასევე მიმანიშნეს, რომ მე ამ თემის მიმართ ინტერესი არ უნდა მქონოდა. ჩნდებოდა კითხვა, თუ ეს არ არის სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმე, მაშ, რომელი სახელმწიფო სტრუქტურა აგებს მასზე პასუხს? აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების სამსახურებს მონოპოლიზებული ჰქონდათ ის მიმართულებები, რომლებიც სწორედ ჩემს აპარატს ეხებოდა. ეს იყო კონფლიქტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები. ვფიქრობ, უსაფრთხოების სისტემის ასეთ ყოვლისმომცველობას სამი ძირითადი ახსნა აქვს: 1. ამ სტრუქტურების თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ხოლო მთავარი და მუდმივნი თავად არიან.„მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის დროს ეს სამსახური მთლიანად მოიშალა, დაბალ ხელფასზე დარჩენილი ოფიცრები„ბიზნესმენობით“ ირჩენდნენ თავს,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კი სამსახურიდან გაუშვეს ყველა ყოფილი საბჭოთა, უპირობოდ„პრორუსული“ თანამშრო46 პაატა ზაქარეიშვილი მელი. ამ პერიოდიდან იწყება უსაფრთხოების სამსახურის პარტიულ ინტერესებში ჩაყენება. ესაა სამსახური, რომელიც, სახელმწიფო დროშასავით, პარტიასთან იქნა გაიგივებული. აქედან გამომდინარე, მათ უკვე სულ სხვა კომპეტენცია და კვალიფიკაცია მოეთხოვებათ, ან სულაც არ მოეთხოვებათ. ჩემთვის უცნობია, დღეს სად ემზადებიან უსაფრთხოების სამსახურებისთვის კადრები. არსებობს აკადემია (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი), სადაც თუ კონფლიქტების მაგალითით ვიმსჯელებთ, ძველი საბერძნეთის მითებისა და ლეგენდების მსგავსად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მითებ­ სა და ლეგენდებს ასწავლიან. სევდის მეტი არაფერი გეუფლება, როცა უსაფრთხოების სამსახურის ახალგაზრდა ოფიცერს ელაპარაკები აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებზე. 2. რამდენადაც პარადოქსულად უნდა გამოიყურებოდეს, მმართველობის ეს მანკიერი ფორმა არ არის უსაფრთხოების სამსახურების დამსახურება. პრობლემა არის პოლიტიკოსებში, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის მზის ქვეშ კომფორტულად არიან მოკალათებულები. ამ კატეგორიის პოლიტიკოსებს მიაჩნიათ რომ სუს-ი არის მისტიკური და მაგიური მოვლენა, რაღაც„წმინდა ძროხა“, რომელზე ხელის შეხებაც კი არ შეიძლება. პოლიტიკოსისთვის ამგვარი სტრუქტურიდან წამოსული 47 კონფლიქტები საქართველოში უბრალო მოსაზრებაც(აღარ ვლაპარაკობ მითითებაზე) კი საკრალურ ხასიათს იძენს, რომლის შესრულება, უპირატესად, სავალდებულოა. ბევრი პოლიტიკოსი მითითებების შესრულებით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია. 3. მესამე მთავარი პრობლემა, რომელიც მე მქონდა ამ სტრუქტურასთან, იყო მათი კომპეტენტურობა. რა თქმა უნდა, ძალიან შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფრისმცოდნე ვარ, მაგრამ როცა ჩემთან მოდიხარ და კონფლიქტების თემაზე ჭკუას მასწავლი, ჩემზე მეტი მაინც უნდა იცოდე. მაგალითად, როცა მეუბნები, რომ არ გამოვიყენო ტერმინი„სამხრეთ ოსეთი“ და გამოვიყენო მხოლოდ„ცხინვალის რეგიონი“, ის მაინც უნდა იცოდე, რომ, პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, წერია„სამხრეთ ოსეთი“. მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან გეგმაში, 5 ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის მიერ 2004 წლის ხელმოწერილ დოკუმენტში 6 და ა.შ. ასეთი ფაქტების მოტანა შემიძლია უსასრულოდ; როდესაც ჭკუას მასწავლი, ჩემზე კომპეტენტური უნდა იყო და, შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში აგყვე მსჯელობაში და უსაფრთხოების სამსახურების მიმართ მეტი პასუხისმგებლობით და პატივისცემით განვიმსჭვალო. რატომღაც კრიტიკას მტრო5 https : //civil . ge/ka/archives/144430 6 https : //www . mid . ru/foreign_policy/rso/osce/-/asset_publisher/bzhxR3zkq2H5/ content/id/456342 48 პაატა ზაქარეიშვილი ბად იღებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია საერთო საქმიანობის დროს. მე არ ვარ უსაფრთხოების სამსახურის მტერი. პირიქით, მინდა, მათი მეგობარი ვიყო. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა ისინი ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოებასთან დისკუსიასა და კამათში. ისინი უნდა ემსახურებოდნენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ამ ფონზე გულწრფელად მომხრე ვარ ამგვარ სტრუქტურასთან თანამშრომლობისა. ჩემი სურვილია, უსაფრთხოების სისტემა იყოს ძლიერი, რადგან საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს, პირველ რიგში, რუსეთისგან მომდინარე. ამ სტრუქტურის არაკომპეტენტურობა ქვეყანას უკან დახევს და დაამუხრუჭებს. ამიტომ, ჩემი აზრით, უსაფრთხოების სამსახურების გაუმჭირვალობა, კარჩაკეტილობა და კეთილისმსურველების მიუღებლობა არა მხოლოდ მისი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაა. ვიდრე ჩვენთან უსაფრთხოების სამსახურები ექსკლუზიური როლის მატარებელი იქნებიან, მანამდე საქართველოში დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია. უსაფრთხოება უნდა იყოს სახელმწიფოს სამსახურში, ის უნდა იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმეტად და არა პირიქით; პრობლემა უსაფრთხოების სამსახურების მიერ არა პროცესების მართვაა, არამედ ის, რომ არ გვყავს შესაბამისი კომპეტენციის პოლიტიკოსები და მათ ნაცვლად უსაფრთხოება მუშაობს. 49 კონფლიქტები საქართველოში ვინაიდან დღეს ქვეყანაში არ არიან რეალური წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, დღის წესრიგს პოლიტიკოსები ვერ აყალიბებენ, ამას აკეთებს უსაფრთხოების სამსახურები. როდესაც მინისტრის თანამდებობა დავტოვე, მე­ გობარმა შემატყობინა, სუს-ში ამბობენ, რომ შენ მიერ დატოვებულ„ორმოებს ავსებენო“; ჩემს მისვლამდე „ავტობანზე სეირნობდნენ“, მე„ორმოები“ დავუტოვე და ახლა მათზე ჯანჯღარით დადიან თურმე. 50 პაატა ზაქარეიშვილი პრესა და სამოქალაქო საზოგადოება მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას მე პრესასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მეტი თანამ­ შრომლობისა და თანამოაზრეობის იმედი მქონდა. სამწუხაროდ, პრესის წამყვანი და გავლენიანი ნაწილი უფრო სკანდალურ განცხადებებს ეძებდა ჩემს საქმიანობაში და, როგორც წესი, პოულობდნენ კიდეც. შემდეგ კი ხმაურის ატეხვით დისკრედიტებული მნიშვნელოვანი თემები პოპულისტურ ფორმატში განიხილებოდა. ჩემგან ელოდნენ, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებების მიმართ კრიტიკული ვიქნებოდი, ეძებდნენ ჩემს პრორუსულ ან, პირიქით, რუსეთის მიმართ მკაცრ განცხადებებს და არა იმ შინაარსს, რა ფორმით ვაპირებდით კონფლიქტების მოგვარებას, რა რისკები და საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, რამდენად უნდა გვაინტერესებდეს აფხაზური თუ ოსური საზოგადოებების სურვილები და მისწრაფებები. ძირითადად არ აინტერესებდათ ის, რასაც ვამბობდი და ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რასაც არ ვამბობდი. მედიის ამგვარ დამოკიდებულებებს ყურადღებას აქცევდა კოალიცია„ქართული ოცნების“ გუნდიც. მათზე გავლენას ახდენდა პრესაში ჩემ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო კამპანია, მით უმეტეს, რომ მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციის ხელში იყო და ისინი ქმნიდნენ ისეთ დღის წესრიგს, რომელსაც კოალიცია ანგარიშს უწევდა. და51 კონფლიქტები საქართველოში სანანი იყო, რომ მათთვის უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რა დაიწერებოდა პრესაში, ვიდრე ის, რის გაკეთებაც შეგვეძლო, კრიტიკის მიუხედავად. ასევე მკაფიო არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ისინი ინფორმაციის მიმღებნი უფრო იყვნენ და არა პარტნიორები. მათ მხოლოდ აინტერესებდათ, რას ვაკეთებდით და არ იყვნენ თანამშრომლობისთვის მზად. უფრო ელოდნენ ჩვენგან მხარდაჭერას მათი პროექტების განხორციელებაში, ვიდრე გვთავაზობდნენ იდეებს, რომელთა რეალიზაცია ერთად შეგვეძლო. ოპოზიციის მხრიდან კარგად ორკესტრირებული მუდმივი კრიტიკა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც აშინებდათ. ოპოზიცია საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა იმისთვის, რომ მთავრობაში ჩემ მიმართ მხარდაჭერა შეესუსტებინა. შედეგად, არასამთავრობო სექტორი, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო პრინციპული, ანგარიშს უწევდა მედიაში არსებულ განწყობებს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ეფექტურად იმართებოდა. ეს ეხებოდა, მაგალითად, ისეთ საკითხს, როგორიც იყო საქართველოს სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა, რომელსაც შესაძლოა ხელი შეეწყო კონფლიქტების მოგვარებისთვის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ერთხელ ახსენა„ერთა თვითგამორკვევა“ 7 და ამან მის მიმართ უარყოფითად განაწყო პრესა და თავად გუნდის შიგნითაც ზოგიერთი მინისტრისაგან ამ ტერმინის გამოყენების გამო ღარიბაშვილმა საკმაოდ სერიოზული კრიტიკა მოისმინა. ეს რეაქცია არასწო7 https : //grass . org . ge/ka/inmedia/sergi-kapanadze-rodesats-thvith­ gamorkvevaze-vlaparakobth-stsori-gzidan-khdeba-gadakhveva 52 პაატა ზაქარეიშვილი რად მიმაჩნდა, ჩავერთე კამათში, მაგრამ ისევ და ისევ მსხვილი სამინისტროების კომპლექსმა და ავტორიტეტმა იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ მათი არგუმენტები სრულიად უსუსური და არაკვალიფიციური იყო. ვფიქრობ, პრესას და სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოთ ეს თემა ფართო დისკუსიის საგნად ექციათ. პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე, არ იყო არავითარი მხარდაჭერა წარსულის გადაფასების საკითხში, კერძოდ, ვგულისხმობ 1990-იანი წლების მოვლენების ხელახალ შეფასებას. ყველაზე მეტ მხარდაჭერას ვეძებდი და ველოდებოდი სამოქალაქო სექტორისგან, თუმცა, მათ უფრო დამკვირვებლისა და სამართლიანობის დამცველთა ფუნქცია მოირგეს, თითქოს მათ იცოდნენ ჭეშმარიტება და მე უნდა ვყოფილიყავი მათი შეხედულებების შესაფერისი. კრიტიკას ყოველთვის მივესალმები და მიმაჩნია, რომ ხელისუფალი მუდმივად უნდა აკრიტიკო, იგი ნამდვილად არ უნდა აქო. მაგრამ, კრიტიკის გარდა, თანამშრომლობის იმედიც მქონდა, მაგალითად, კანონშემოქმედების მიმართულებით. როცა„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების გამო პარლამენტში წინააღმდეგობას წავაწყდით, სამოქალაქო სექტორი, როგორც წესი, პასიური იყო და დუმდა. მათ ჩემთვის თანამშრომლობა არასდროს შემოუთავაზებიათ, პირიქით, ანგარიშვალ­დებულად მთვლიდნენ და არა პარტნიორად; შემოიფარგლებოდნენ საერთო ხასიათის იშვიათი რეკომენდაციებითა და განცხადებებით, რომლებიც სულაც არ იყო ჩვენთვის აქტუალური. თუმცა, მე 53 კონფლიქტები საქართველოში მზად ვიყავი, დავხმარებოდი მათ გარკვეული პროექტების რეალიზაციაში, მაგრამ, როგორც წესი, მათ არ ჰქონდათ ინიციატივები და იდეების გენერაციაზეც არ ზრუნავდნენ. მათ მხოლოდ თავიანთი მცირე პროექტების განხორციელება აინტერესებდათ, რომლებიც მასშტაბის გამო არ ესადაგებოდა ჩვენი უწყების ინტერესებს. მათ კი თავიანთი პროექტების დასაფინანსებლად აინტერესებდათ დონორებთან წარსადგენი, აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციები. სამოქალაქო სექტორთან არარეგულარული შეხვედრები სპონტანური იყო და ბრიფინგის ხასიათს ატარებდა, სადაც მე ვყვებოდი ჩემი საქმიანობის შესახებ, ვპასუხობდი მათ კითხვებს და ამით ჩვენი ურთიერთობა სრულდებოდა. ყველაზე მეტად ნაყოფიერი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, სადაც წლებია, კარგად მიცნობენ. მათ უფრო კარგად ესმოდათ ჩვენი აპარატის წინაშე მდგარი პრობლემები, ვიდრე ჩვენს მთავრობაში. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, ასევე, დიპლომატებისთვის უფრო გასაგები იყო, რისი გაკეთება მინდოდა მე და რა წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი. ეს გაგება განპირობებული იყო იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს კავკასიის კონფლიქტებზე მუშაობის ხან­ გრძლივი გამოცდილება ჰქონდათ, განსხვავებით ქართველი პოლიტიკოსებისგან. ეს უკანასკნელნი სხვადასხვა, არცთუ ცხადი, მიზეზით ებმებიან პოლიტიკაში და საქართველოს უახლოეს წარსულთან საერთ­ ო არაფერი აქვთ. ისინი, როგორც წესი, პარლამენტში მოსვლამდე სულ სხვა საქმიანობით არიან დაკავე54 პაატა ზაქარეიშვილი ბულნი და არც კონფლიქტებზე აქვთ წარმოდგენა. პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ შიშობენ, რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვან და არ დააზარალონ საკუთარი სამომავლო პერსპექტივები. საერთაშორისო ექსპერტები კი, როგორც წესი, დიდი ხანია, იცნობენ ჩვენს კონფლიქტებს და კარგად იციან, რა სჭირდება მათ მოგვარებას. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოიხატებოდა მუდმივ კონსულტაციებში, რეკომენდაციებში, რომლებსაც ვიზიარებდი და მიმაჩნდა, რომ ეს იყო ის, რაც მე მჭირდებოდა. ისინი მუდმივად გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. ქართულ პოლიტიკაში ხშირია ასეთი სახის პრობლემა: უცხოელ პარტნიორებს ეშინიათ, რეკომენდაციები საჯაროდ გააჟღერონ, რადგან თუ ისევ ჩვენი არაკომპეტენტურობის გამო მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია არ იმუშავებს, ამას თავად უცხოელ პარტნიორებს ვაბრალებთ. ამიტომ უკვე მრავალი წელია, ისინი ერიდებიან ჩვენთვის რჩევების გაზიარებას, რათა შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. ვინაიდან მე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა, მათ არ ეშინოდათ, ჩემთვის მოეცათ რჩევები, რადგან იცოდნენ, რომ თუ რომელიმე რეკომენდაცია არ გამოდგებოდა, ჩემი მხრიდან საყვედური არ ელოდათ. ამდენად, მათი დამოკიდებულება დასაფასებელი იყო. ისინი ხედავდნენ, რომ მე ვიყავი მზად, მათგან მიმეღო რჩევები, თუნდაც, მათ შესასრულებლად მძლავრი რესურსი – შიდაპოლიტიკური კონსენსუსი – ყოფილიყო საჭირო. ამავე დროს, საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს მიწყობ55 კონფლიქტები საქართველოში დნენ, რათა მუდმივი კონტაქტი მქონოდა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. რა თქმა უნდა, მე ჩემი საშუალებებსაც ვიყენებდი, მაგრამ, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა დამატებით დამხმარე ფაქტორი იყო, რომელსაც ხშირად ჩემს საკუთარ არხებზე ძლიერი შედეგი მოჰქონდა. 56 პაატა ზაქარეიშვილი აფხაზური , ოსური და ქართული საზოგადოებების განწყობა სამწუხაროდ, აღნიშნულმა წინაღობებმა და ნეგატიურმა ფაქტორებმა ხელი შეუშალა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, დაეჯერებინათ, რომ პროცესები და ქართული სახელმწიფოს პოლიტიკა იცვლება. შესაბამისად, მათი მხრიდან თამამი და შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ხშირ შემთხვევაში აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა ვერ გამოიყენეს ის უნიკალური შანსი, რომ 2012-2016 წლებში წინ წაეწიათ დიალოგის გზით სამშვიდობო პროცესი, ან იმდენად გაემყარებინათ, რომ მომავალში მისი შეცვლა და სხვა მიმართულებით წაყვანა შეუძლებელი გამხდარიყო; მათ ვერც ის შანსი გამოიყენეს, რომ მეტი პარტნიორული თანამშრომლობა ჰქონოდათ მათზე ორიენტირებულ, მათი ინტერესების გამტარებელ ადამიანთან. ასე რომ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულად მიდიოდა. მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, არ იყო შედეგი. როგორც კი ეს თანამდებობა დავიკავე, მაშინვე შევეცადე, შემეტყობინებინა აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის, რომ შემეძლო, ჩემი რესურსებით წინ წაგვეწია ორმხრივი – ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ინტერესების რეალიზაცია. მიმაჩნია, რომ მათგან საპასუხო მონდომება არ იყო ჩემი 57 კონფლიქტები საქართველოში ინიციატივების ადეკვატური. მათი მხრიდან თანამშრომლობა არ იყო ისეთი მკაფიო, როგორიც ჩემი მცდელობები, რომ ახალ რელსებზე გადაგვეყვანა ჩვენი ურთიერთობები. ვიდრე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, სულ რამდენიმე აფხაზმა და ოსმა ოფიციალურმა პირმა გაბედა უცხოეთში ჩემთან პირდაპირი კონტაქტი. თუმცა, მზად ვიყავი უფრო ხშირი კომუნიკაციისთვის. ყველა კონტაქტს ჰქონდა საბოლოო, მკაფიოდ გამოკვეთილი შედეგი და დასანანია, რომ ისინი ამგვარ ურთიერთობას გაურბოდნენ. კონტაქტების არარსებობის გამო მე მქონდა გარკვეული დისკომფორტი, რადგან მთავრობა და პრე-­ მიერ-მინისტრები ჩემგან ელოდნენ გარკვეულ შედეგებს. თუმცა, ისინი ხვდებოდნენ, რომ შედეგების არქონა უფრო ქართული მხარის მოუქნელობის და არაკომპეტენტურობის ბრალი იყო. კვლავ გავიმეორებ: ჩვენ უფრო შეკრული და მკაფიოდ გამოხატული პოზიციების მქონე გუნდი რომ ვყოფილიყავით, აფხაზური და ოსური მხარეებისგან ჩვენ მიმართ უფრო მეტი ნდობა და ურთიერთობის მეტი სურვილი იქნებოდა. მაგრამ, როდესაც ისინი ხედავდნენ, რომ მხოლოდ მე ვიყავი ნაბიჯების გადადგმით დაინტერესებული, იმასაც ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ ჩემთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, მათთვის მომგებიანი არ ყოფილიყო. ამიტომ გასაგებია, რატომ ვერ ხედავდნენ მხოლოდ ჩემთან მდგრადი კონტაქტების დამყარების უპირატესობას. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ მიჭირდა გუნდის შიგნით პოზიციების გატანა. ამდენად, ჩემი აფხაზი და ოსი პარტნიორებისთვის უფრო მეგობარი ვიყავი, ვიდრე მინისტრი. ამიტომ 58 პაატა ზაქარეიშვილი ჩემ მიმართ მათგან მიუღებლობა და მინისტრობის გამო უნდობლობა არ მიგრძვნია. სხვათა შორის, ვშიშობდი, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ისინი გამიუცხოვდებოდნენ და იფიქრებდნენ, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზე გადავიდოდი. მაგრამ როცა დაინახეს, რომ არა პოზიციების შეცვლას, არამედ ჩემი პრინციპების და ღირებულებების გატარებას ვაპირებდი, ჩემ მიმართ ნდობა შეინარჩუნეს. თუმცა, იმასაც მიხვდნენ, რომ მე მარტო ვიყავი და ჩემი პოზიციების რეალიზება შეუძლებელი იყო. ამიტომ, ჩვენი ურთიერთობები არ გადაზრდილა ინსტიტუციონალურ სიბრტყეში და უფრო პიროვნული დარჩა – გულწრფელი, გულახდილი, ადამიანური. ამ თვალსაზრისით, მინისტრობას არც ჩემზე მოუხდენია გავლენა. არასდროს ვაგრძნობინებდი ჩემს აფხაზსა და ოს პარტნიორებს, რომ მინისტრობის გამო სხვანაირად ვაპირებდი მათთან ლაპარაკს. პირიქით, ყოველთვის ვადასტურებდი, რომ იმიტომ დავთანხმდი თანამდებობაზე ყოფნას, ჩემს ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა რომ გამეტარებინა. მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა დამეხმარა იმაში, რომ კიდევ მეტად გამემყარებინა ჩემი პოზიციები, ხედვები და ღირებულებები. ამის ამოსავალი წერტილი კი იყო ის, რომ სამშვიდობო პროცესი და ორმხრივი ურთიერთობები უალტერნატივოდ მიმაჩნია; რომ საჭიროა აფხაზური და ოსური საზოგადოებების ინტერესების შესწავლა და გათვალისწინება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში. დავრწმუნდ­ ი იმაშიც, რომ ტრანსფორმაცია და კონფლიქტების 59 კონფლიქტები საქართველოში საბოლოო მოგვარება ცალსახად და მკაფიოდ, პირველ რიგში, მხოლოდ ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის ხელშია და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიძლება მხოლოდ დაგვეხმაროს პროცესების წარმართვაში, ხოლო ჩვენ ნაცვლად ჩვენივე პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება მათ არ შეუძლიათ. რუსეთი შეეცდება, მაგრამ ვერ შეძლებს, ცალსახად შეგვიშალოს ხელი, თუ ერთად გამოვნახავთ საერთო ენასა და კრიზისიდან გამოსავლის გზებს. ამდენად, მადლიერი ვარ, რომ მომიწია ამ თანამდებობაზე მუშაობა, რადგან კიდევ მეტად დავრწმუნდი ჩემი ღირებულებების სამართლიანობასა და აუცილებლობაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც დავინახე მინისტრობის წლებში, არის ის, რომ ქართველი საზოგადოება არაა მზად თამამი ნაბიჯებისთვის. ჩვენი საზოგადოება ვერ იაზრებს და ვერ ითავისებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვერც იმას, რომ კონფლიქტების მართვა მის პროაქტიურობაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, როდის შეწყვეტს რუსეთი ოკუპაციასა და აგრესიას. ჩვენ პრობლემების სათავეს და მიზეზს ყოველთვის გარეთ ვეძებთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა არის„დეოკუპაცია“, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან დეოკუპაცია გულისხმობს, თუ როდის შეწყვეტს რუსეთი ოკუპაციას. ეს უკანასკნელი ფაქტორი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამგვარი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ქართველი საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას. ამიტომ არსებობს პრობლემა, რომ ქართველი საზოგადოება არ ფიქრობს თავის წილ პასუხისმგებლობაზე, მის წი60 პაატა ზაქარეიშვილი აღში არ მიმდინარეობს არანაირი მსჯელობა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მიმართულებით. სამაგიეროდ, საზოგადოება ფიქრობს იმაზე, თუ როდის შეიცვლებიან აფხაზები და ოსები. საკმარისია, აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში მოხდეს გარკვეული საზოგადოებრივი ცვლილებები, შეიცვალოს ხელისუფლებები, მაშინვე გვიჩნდება ილუზია და მოლოდინი, იქნებ ახლა მაინც გამოიხედონ მათ ჩვენკენ, ანუ თითქოს ჩვენ ვართ მოწესრიგებული და სწორ გზაზე მდგომი ხალხი, მხოლოდ ისინი არიან შემცდარნი და იქნებ ახლა მაინც შეიცვალონ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. არ გვაქვს არანაირი განცდა იმისა, რომ მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასაც უნდა გადავხედოთ. მთავრობაში ყოფნისას მე დავრწმუნდი, რომ ჩვენში არსებობს უპასუხისმგებლობის პრობლემა. ჩვენ ვსაუბრობთ უფრო მშვიდობაზე, ვიდრე პროცესზე, ამის გარეშე კი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ მშვიდობაზე, ხოლო როგორ უნდა ხორციელდებოდეს ის, ამაზე ქართველ საზოგადოებაში არ მსჯელობენ. ეს ეხება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებსაც. პოზიციების გადახედვისთვის არც ისინი არიან მზად. მაგრ­ ამ შერიგების პოლიტიკა ჩვენ გვჭირდება და, შესაბამისად, მეტი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უნდა მოდიოდეს. მიმაჩნია, რომ მინისტრობაზე დათანხმებით დრო არ დამიკარგავს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რათა გამემყარებინა ჩემი შეხედულებები და პოზიციები. მე რომ კონფლიქტების მო61 კონფლიქტები საქართველოში გვარების საკითხებს თავს ვანებებდე, შეიძლებოდა, ჩამეთვალა, რომ ეს დაკარგული დრო იყო. მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციებზე და ისევ განვაგრძობ ამ თემებზე მუშაობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, გამონაკლისი მინისტრი ვარ – თანამდებობის დატოვების შემდეგ კონფლიქტების მოგვარების სფეროში არც ერთი მინისტრი არ დარჩენილა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ოთხწლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ შემძინა ჩემი მომავალი საქმიანობისთვის. მივხვდი, ასევე, რა უნდა აკეთოს ამ თანამდებობაზე ადამიანმა, რათა წარმატებას მიაღწიოს. საჭიროა მეტი მოთმენა და პრინციპულობა, რათა გადაილახოს ის კონსერვატიული განწყობა, რაც არის ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ელიტაში. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გყავს თანამოაზრეების სერიოზული გუნდი და გაქვს მხარდაჭერა პოლიტიკური მმართველობის მხრიდან, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ წამყვანი პოლიტიკური პარტია. სამწუხაროდ, ამ პირობების გარეშე შეუძლებელია ძირეული რეფორმების გატარება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. 62 პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის ხედვის მომზადება 2014 წლის ივლისისთვის მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, დავასრულე მუშაობა სახელმწიფო მინისტრის ხედვაზე, თუ როგორ უნდა ნორმალიზდებოდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები. ჩემი მიზანი იყო, დამესაბუთებინა საქარ­ თველოს მთავრობისთვის, რომ ორმხრივი ურთიერ­ თობები იყო ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი, რათა გაყინული წერტილიდან დაგვეძრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ტრანსფორ­ მაცია და დაგვესახა მათი შემდგომი მოგვარების პერსპექტივა. ამ დოკუმენტით ვცდილობდი, მომემზადებინა საფუძველი, რათა შეგვეცვალა„სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების“ მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ„ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო შემუშავებული და 2010 წლის 3 ივლისს დამტკიცებული. გულდასაწყვეტია, რომ დღემდე საქართველოს სახელმწიფო ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. 2014 წელს ვერ შევძელი ოთხი წლით ადრე მიღებული სტრატეგიის შეცვლა. ჩემი ამოცანა კი იყო, გაგვეუქმებინა ძველი და შეგვექმნა ახალი, ცოცხალი კონცეფცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ხედვა განუხორციელებელი დარჩა. ჩემი, როგორც სახელმწიფო მინისტრის, ხედვა ვერ იქცა მთავრობის დოკუმენტად 63 კონფლიქტები საქართველოში და ესეც არის ერთ-ერთი ნიმუში იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი იყო კოალიციის შიგნით არსებული პოლიტიკა. ბუნებრივია, დოკუმენტში განხილული საკითხები და პოზიციები იქნება ამ წიგნის ძირითადი თემები, რითაც მსურს, მკითხველს ვაჩვენო, თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო მაშინ – 2014 წელს – საქართველო. ეს საკითხები დღემდე აქტუალურია. ვფიქრობ, რომ მომავალში სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს მუშაობა საქარ­ თველოში კონფლიქტების მოგვარებისთვის. წიგნის მომდევნო თავები და ტექსტი, ძირითადად, მიჰყვება იმ ხედვას, რომელიც უნდა გამხდარიყო მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის საფუძველი. 64 პაატა ზაქარეიშვილი ხედვის შესავალი საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონ­ ფლიქტების დაწყებიდან უკვე 28 წელი გავიდა და ეს საკმარისზე მეტი დროა, რათა ქართველმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს და შეაფასოს, თუ რა და რატომ მოხდა, სადამდე მივედით და საჭიროა თუ არა მიღწეულის გადაფასება, პოლიტიკის გადახედვა – არსებული შედეგი არის თუ არა მისაღები და საჭიროა თუ არა რაიმეს შეცვლა. საქარ­ თველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში (და არა კონფლიქტში) ჩართულმა ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის მიზანს. რუსეთის მიზანი იყო მკაფიო – დაებრუნებინა საქართველო თავის პოლიტიკურ ორბიტაზე, მაგრამ მოხდა პირიქით – რუსეთის მოქმედებებმა, კონფლიქტებში მხარედ წარმოჩენამ, ოკუპაციამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობების აღიარებებმა კიდევ უფრო მეტად განარიდა საქართველო რუსეთის ორბიტიდან, უფრო მკაფიოდ გამოიხატა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინსტიტუტების მიმართ მისწრაფებები. საქართველოს რუსეთისკენ მიხედვაც არ სურს, არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი და არც იმ რეგიონალურ გაერთიანებებში დაბრუნებაზე, რომლებშიც რუსეთია წამყვანი სახელმწიფო; რუსეთმა ვერანაირად ვერ მიაღწია თავის ამოცანას – ჰქონდეს სამხრეთ კავკასიაში 65 კონფლიქტები საქართველოში მისთვის აუცილებელი კონტროლი, მით უმეტეს, რომ საქართველო არის რეგიონში ტერიტორიულად დომინანტი სახელმწიფო: სწორედ აქ გადის კასპიიდან წამოსული ყველა ენერგეტიკული პროექტი; მალე სრულად ჩადგება მწყობრში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; აქ მდებარეობს აღმოსავლეთ შავი ზღვის პორტები, საქართველო არის კავკასიის კარიბჭე და რუსეთი მას ვერ აკონტროლებს. მიზნებს ვერ მიაღწიეს აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმაც. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიარა მათი დამოუკიდებლობა და, რაც მთავარია, 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ ისინი ხედავენ, რომ სწორედ რუსეთის მხრიდან მორიგი ანექსია შეიძლება იყოს მათივე არასახარბიელო პერსპექტივა, თუ სხვა გამოსავალზე არ დაიწყეს ფიქრი. მკაფიოდ ჩანს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის პრიორიტეტი არაა სამხრეთ ოსეთის ანექსია, რაც აფხაზეთთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილია. საქართველომაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვერ მიაღწია მიზანს – ვერ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობ, თანაბარმნიშვნელოვანი უნდა იყოს ახლებურად გააზრება, გადაფასება იმისა, თუ როგორ სახელმწიფოში ვაპირებთ ცხოვრებას აფხაზ და ოს ხალხებთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორიული მთლიანობის შესახებ კონსტიტუციაშიც წერია და საერთაშორისო სამართალიც ცალსახად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ხოლო მომავალი თანაცხოვრების ფორმები მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. 66 პაატა ზაქარეიშვილი დღემდე ისე მოვედით, რომ მიზანს ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერიამ საბჭოთა ეპოქის კრახიც იწვნია და 2007 წლიდან მოყოლებული ნეოიმპერიული მოდერნიზაციაც. ქართული სახელმწიფო ვერ გაუმკლავდა ვერც მომაკვდავი საბჭოთა იმპერიის აგონიის დამანგრეველ ძალას და ვერც თავიდან აიცილა ნეოიმპერიული რუსეთის აღორძინების ტურბულენტობა. პირველ შემთხვევაში გვქონდა შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, მეორე შემთხვევაში კი – 2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომი, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, შემდეგ დამოუკიდებლობების აღიარებების მცირე პარადი და არსებითად შეიქმნა სხვა რეალობა, რომელიც, ისევე როგორც მიუღწეველი მიზნები, თანაბრად ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარისთვის. უნდა ითქვას, რომ„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ ზოგადად აკრიტიკებს„ნაციონალური მოძრაობის“ გატარებულ პოლიტიკას კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების მიმართულებით, პრაქტიკულად, შეუცვლელად მიჰყვება„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რას ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა? შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ 67 კონფლიქტები საქართველოში მიღებული„სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ დოკუმენტის საფუძველზე მოქმედებს. 8 ეს სტრატეგიული დოკუმენტი მიღებულია 2010 წლის 27 იანვარს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდანვე ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, ამ დოკუმენტის მოდერნიზირება ან შეცვლა„კოალიცია ქართული ოცნების“ წინასაარ­ ჩევნო პროგრამისა და მთავრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავდა, რაც, 2008 წლის აგვისტომდე არსებული მილიტარისტული პროპაგანდისგან განსხვავებით, უდავოდ, მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. სტრატეგია გამორიცხავდა კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას და მიზნად ისახავდა„გამყოფი ხაზებით განცალკევებული“ მოსახლეობის შერიგებასა და მათ შორის ნდობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ სტრატეგია სამოქალაქო საზოგადოებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა. დოკუმენტში იმთავითვე გამიჯნული იყო უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტატუსის საკითხები. უსაფრთხოების საკითხები, ძირითადად, საერთაშო8 http : //www . civil . ge/files/files/SMR-Strategy-ge . pdf 68 პაატა ზაქარეიშვილი რისო სადამკვირვებლო ინსტიტუტების მხარდაჭერით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ხოლო სამ­ ხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსი უნდა განხილულიყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და დევნილების დაბრუნების პროცესების პარალელურად. სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განსაზღვრავდა ექვს ძირითად მიმართულებას. ესენი იყო: 1. ეკონომიკა, ვაჭრობა და ბიზნესი; 2. ტრანსპორტი და კომუნიკაცია; 3. სახალხო დიპლომატია და ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები; 4. ადამიანის უფლებები და განათლება; 5. ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და კულტურა; 6. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და იურიდიული საკონსულტაციო საკითხები. სტრატეგიით განსაზღვრულ აქტიურობები უნდა დაფინანსებულიყო შესაბამისი დარგობრივი ფონდებით სტრატეგიით განსაზღვრული მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდასაჭერად. თუმცა, უნდა ითქვას, იმთავითვე ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ სტრატეგია გამოვიდა უაღრესად ფორმალური, პროპაგანდისტული და, შესაბამისად, უსიცოცხლო. ჩემი თანხმობა სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შემოთავაზებაზე, პირველ რიგში, განპირობებული იყო იმით, რომ – ან სიცოცხლისუნარიანი გაგვეხადა არსებული სტრატეგია, რომლის განხილვაშიც მეც მქონდა მონაწილეობა მიღებული, ან მის საფუძველზე შეგვექმნა კონფლიქტების ტრანსფორ­ მაციისა და მოგვარებისთვის არსებითად ახალი ხედვა, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც მთავ­ რობისთვის, ისე საზოგადოებისთვის. იმ დროისთვის 69 კონფლიქტები საქართველოში უკვე ოცწლიანი გამოცდილება მქონდა საქართველოს კონფლიქტების შესწავლისა და მათ გადაჭრის გზების ძიებაში. ჩემი ღრმა რწმენით, მოუგვარებელი კონფლიქტები როგორც მაშინ, ისე დღეს აბრკოლებს ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების მშვიდობიან თანაარსებობას, თანამშრომლობასა და ერთობლივ მდგრად განვითარებას. ვთვლიდი და დღესაც მიმაჩნია, რომ, წლების განმავლობაში კონფლიქტების თითოეულმა მხარემ დაუშვა თავისი წილი შეცდომები, თუმცა, პირველ რიგში, საქართველოს დღევანდელი და მომავალი ინტერესები ზარალდება დაშვებული შეცდომების გაუაზრებლობის გამო. მოუგვარებელ კონფლიქტებზე საჯარო მსჯელობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ წიგნის მიზანი სულ სხვაა: ის დღევანდელობიდან დანახულ მომავალზეა ორიენტირებული და მისი ამოცანაა, არსებული გამოწვევების გამოკვეთა და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემოთავაზება. ჩემი წარმოდგენით, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების გზაზე წამყვანი პრინციპი უნდა იყოს შერიგების კონცეფცია. ამის დასტურია ისიც, რომ სწორედ ჩემი მეცადინეობით, 2014 წლის იანვრიდან„სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში“ შეეცვალა სახელი და დაერქვა„სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“. აღნიშნული კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციის გზაზე საქართველო აფხაზურ და ოსურ მხარეებთან შერიგების ღირებულებით საფუძვლად საქარ­ თველოს დემოკრატიზაციას, ხოლო ინსტიტუციურ სა70 პაატა ზაქარეიშვილი ფუძვლად – ევროინტეგრაციას უნდა ხედავდეს. არსებითად, ესაა ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღიარება, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო თანასწორობის მქონე სახელმ­ წიფოდ ქცევა, რომელიც ორიენტირებული იქნება საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე. 71 კონფლიქტები საქართველოში ძირითადი მიმართულებები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა და მისმა შედეგებმა დამატებითი სირთულეები შეუქმნა კონფლიქტების მოგვარებას საქართველოში: ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირებამ პოლიტიკურად და ემოციურად დაჩრდილა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამწვავება არ ნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები მოიცდის, ვიდრე არ მოწესრიგდება საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები, რის შემდეგაც ისინი, თითქოს, მარტივად და სწრაფად გადაიჭრება. თითოეულ კონფლიქტს განსხვავებული ფესვები, გენეზისი, დინამიკა და თავისებურებები გააჩნია. თითოეული მოგვარდება ხან თანხვედრილი, ხანაც განსხვავებული ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა, ამ უთანხმოებებისა და დაპირისპირებების ძლიერი ურთიერთკავშირიც თვალსაჩინოა. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების გზები და საშუალებები უნდა ვეძებოთ სამი პარალელური და ურთიერთშემავსებელი პროცესის პირობებში: 1. ქართველ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის უშუალო და რეგულარული დიალოგი; 72 პაატა ზაქარეიშვილი 2. საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტე­გრაციის ინტენსიფიკაცია; 3. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების მართვა. უკანასკნელს პირველ ორ პროცესზე უფრო დრამატული განზომილება გააჩნია და ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგშიცაა აღნიშნული. ბრიუსელსა და ვაშინგტონს გაუჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა, თუკი იგი სრულფასოვნად არ ჩაეწერება დასავლურ ღირებულებით სისტემაში, რაც დიალოგის, ტრანსფორმაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების, მიღწეულის რეგულარული გადაფასებისა და ურთიერთნდობის აღდგენის გზით კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით სვლას გულისხმობს. ამ პროცესში ყოველგვარ აზრსაა მოკლებული ვითარების უცვლელად შენარჩუნების პოლიტიკა. ასევე უპერსპექტივოა სტერეოტიპების, ლეგენდების, ილუზიების ტყვეობაში გვყავდეს როგორც ქართველი, ისე აფხაზური და ოსური საზოგადოებები. კონფლიქტი ვერ ჩაითვლება მოგვარებულად, ვიდრე მონაწილე მხარეები არ მოძებნიან სამართლებრივ-პოლიტიკურ ფორმულას, რომლის ჩარჩოებშიც კონფლიქტს ამოწურულად მიიჩნევენ და, რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია ექნება. საერთაშორისო თანამეგობრობა იმ ფორმულას მიიღებს, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან და, რომელიც მდგრად სტაბილურობას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ მან შიდა ლეგიტიმაცია შეიძინოს, არც ერთმა საზოგადოებამ ეს ფორმულა საკუთარ 73 კონფლიქტები საქართველოში მარცხად არ უნდა აღიქვას. ამიტომ, საბოლოო ფორ­ მულა უნდა დაეფუძნოს ყველა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვას; განსხვავებულის აღიარებას და მასთან თანამშრომლობის აუცილებლობას; დისკრიმინაციის ნებისმიერი სახის გამორიცხვას; სუბსიდიარობის, ასიმეტრული რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის პრინციპებს. აქვე მინდა განვმარტო ჩემ მიერ გამოყენებული ცნება –„მხარეები“. ქართულმა საზოგადოებამ ღიად და გაბედულად უნდა განიხილოს წლების განმავლობაში ტაბუდადებული თემები, მაგალითად, უნდა გამოვყოთ თუ არა ერთმანეთისგან რუსეთ-საქართველოს, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ერთ-ერთი ეგზისტენციალური შეცდომა იყო ის, რომ მათ ვერ განასხვავეს და, შესაბამისად, ვერ გაარჩიეს ერთმანეთისაგან ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, არსებობს გენეტიკური კავშირი, თუმცა მათ შორის განსხვავებები უფრო არსებითია, ვიდრე ზედაპირული. აქედან გამომდინარე, უნდა შევეცადოთ, ისინი ერთმანეთისგან მაქსიმალურად გავმიჯნოთ. ამ მიზნით, აუცილებელია, რომ სოხუმსა და ცხინვალში არსებული ეთნოპოლიტიკური ძალები მოვიხსენიოთ„მხარეებად“. სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც კონფლიქტის, ისე მოლაპარაკებების მხარეები.„მხარის“ ცნების დაშვებით, აფხაზებსა და ოსებს მეტად ჩავრთავთ პროცესებში და რუსეთისგან გარკვეული 74 პაატა ზაქარეიშვილი დისტანცირების შესაძლებლობას მივცემთ. შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ვითარების რუსეთისგან დისტანცირება, პირველ ეტაპზე, არც ისე თვალსაჩინო აღმოჩნდეს, თუმცა, ამ მიმართულებით საჭიროა ყოველდღიური მუშაობა. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად მოვახდენთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც მხარეების, იგნორირებას, მით უფრო მჭიდრო დაქვემდებარებაში დავტოვებთ მათ რუსეთთან. ამდენად, შერიგების კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციის გზაზე, ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად„მხარეების“ განსაზღვრა და მათთან პოლიტიკური თანამშრომლობა მიმაჩნია. ხოლო რიტორიკაში ტერმინის რეგულარული გამოყენებით მისი„სიმძიმეც“ შემცირდება. 75 კონფლიქტები საქართველოში კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში როგორც უკვე აღვნიშნე, კონფლიქტებს შორის არის მსგავსებები, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიცაა, რაც აუცილებლადაა გასათვალისწინებელი შესაბამისი პოლიტიკის გატარებისას. მსგავსებები: ორივე კონფლიქტი განვითარდა საბჭოთა საქართველოს ავტონომიურ ერთეულებში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) და მწვავე ხასიათი 1990-იანი წლების დასაწყისში შეიძინა. პოლიტიკურთან ერთად, ორივეს გააჩნია ეთნიკური დაპირისპირების განზომილება, რამაც შედეგად მოიტანა ეთნიკური ქართველების უდიდესი უმრავლესობის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, აგრეთვე, დანარჩენ საქართველოში მოსახლე ეთნიკური ოსების ნაწილის განდევნა. ორივე განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რუსეთის ფედერაციის ღია თუ ფარულ ქმედებებს. სამხედრო მოქმედებები ორივეგან შეწყდა რუსეთის მონაწილეობით, რომლის სამხედრო შენაერთები, როგორც სამ­შვიდობო ძალები (სხვადასხვა კონფიგურაციაში), განლაგდა გამყოფ ხაზებზე. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა(და შემდგომ კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ) აღიარა ორივეს დამოუკიდებლობა და განათავსა იქ სამხედრო ბაზები. აფხაზეთისა და სამ76 პაატა ზაქარეიშვილი ხრეთ ოსეთის ბიუჯეტები წლიდან წლამდე დიდწილად რუსეთის მიერ ივსება და ამ(და სხვა) პარამეტრებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტიპოლოგიურად რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური სუბიექტების რიგში ხვდებიან. ორივეგან არის ტერიტორიის ნაწილი, სადაც შემორჩენილია უპირატესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ბევრია შერეული – ქართულ-­ ოსური და ქართულ-აფხაზური – ოჯახი, რაც ამ ერების კულტურული სიახლოვის შედეგია. კონფლიქტების შემდეგ დარჩენილი მოსახლეობა სრულყოფილად ვერ ითვისებს და ვერ იყენებს შესაბამის ტერიტორიებსა და რესურსებს, რაც უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე. განსხვავებები: სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ოსია, რასაც ემატება ახალგორში მცხოვრები ორიოდ ათასამდე ეთნიკური ქართველი და სხვა ეროვნებების მცირერიცხოვანი წარმომადგენლები. აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანია: ეთნიკური აფხაზები უმნიშვნელოდ სჭარბობენ ეთნიკურ სომხებს და ეთნიკურ ქარ­თველებს. რუსული თემი საგრძნობლად ჩამოუვარდება დანარჩენებს რიცხოვნობით. შავ ზღვასთან მდებარეობა აფხაზეთისთვის გარე სამყაროსთან კონ­ტაქტების შესაძლებლობებს, ხოლო კლიმატური პირობები – ტურისტული პოტენციალისა და სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარების პირობებს ქმნის. აფხაზეთში შედარებით დიდია ქალაქის მოსახლეობისა და უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის წილი. შესაბამისად, მას გააჩნია ეკონო77 კონფლიქტები საქართველოში მიკური პოტენციალი, თუმცა სადღეისოდ აფხაზეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ და ტექნოლოგიურ დახმარებაზე. სამხრეთ ოსეთის პერიმეტრის დაახლოებით 75% დანარჩენ საქართველოსთან გამყოფი ხაზის წილად მოდის, ხოლო რუსეთთან(ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკასთან) მას მხოლოდ კავკასიონის ქედში გამავალი როკის საავტომობილო გვირაბი აკავშირებს. ეკონომიკურად სამხრეთ ოსეთი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის საფინანსო მხარდაჭერაზე. საკუთარი შემოსავლების მეტად მწირი წყაროებია: ნაკლებად ეფექტური სოფლის მეურნეობა, წიაღისეულის ფრაგმენტული და არაინდუსტრიული მოპოვება და რუსეთის სამხედრო ბაზის მომსახურება. ეკონომიკის სხვა დარგების განვითარება უკავშირდება დიდძალი ინვესტიციებისა და მუშახელის საჭიროებას და ვერ იქნება რენტაბელური, თუკი სამხრეთ ოსეთი არ აღადგენს კომუნიკაციებს დანარჩენ საქართველოსთან. ჩრდილო კავკასიის ფაქტორი განსხვავებულად იჩენს თავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ უკანასკნელის მოსახლეობა ეთნიკურად, პრაქტიკულად, იგივეა, რაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილო ოსეთის_ ალანიის რესპუბლიკის – სატიტულო ეთნოსი. მათ შორის გარკვეული დისტანციის მიუხედავად, კრიზისულ ვითარებებში ისინი ერთმანეთის სრული მხარდაჭერით სარგებლობენ. იმავდროულად, მიგრაცია სამხრეთ ოსეთიდან უპირატესად ჩრდილო ოსეთისკენაა მიმართული. განსხვავებით რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილო კავკასიის დანარჩენი ეთნიკური ავტონომიების(უპირატესად, 78 პაატა ზაქარეიშვილი მუსლიმი) მოსახლეობისგან, ოსების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, რაც ოსებსა და მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის გაუცხოებას უწყობს ხელს. აფხაზები კი(მათი უმრავლესობა ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ თავს, მცირე წილი მუსლიმანებია) კულტურულად და ენობრივად ენათესავებიან ჩრდილო კავკასიის მკვიდრ ადიღეურ (ჩერქეზულ) ეთნოსს. თანაც საერთო ადიღეურ(ჩერქეზულ) დისკურსში აფხაზეთი მათი სასიცოცხლო სივრცის განუყოფელ ნაწილად განიხილება. გარდა ამისა, აფხაზები სარგებლობენ, ძირითადად, თურქეთში მცხოვრები(მუსლიმი) ჩერქეზულ/აფხაზური დიასპორის მხარდაჭერით, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური გავლენა აქვს თურქეთსა და რამდენიმე არაბულ ქვეყანაში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იმედი, თითქოს თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ეთნიკური აფხაზების რეპატრიაციის მეშვეობით ეთნიკური ბალანსი აფხაზეთში გადაიხრებოდა აფხაზების სასარგებლოდ, პრაქტიკულად, არ გამარ­ თლდა კულტურული და რელიგიური განსხვავებების, აგრეთვე, აფხაზეთში რთული სოციალური და პოლიტიკური ვითარების გამო. პოლიტიკური რეალიები: მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის არეალი ერთობ შეზღუდულია და ისინი ხელისუფლების ძლიერ ზეწოლას განიცდიან, აფხაზეთში ორივე შედარებით განვითარებული და ავტონომიურია. სამხრეთ ოსეთში მოხდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკური 79 კონფლიქტები საქართველოში ლიდერების მარგინალიზაცია და ფაქტობრივი განდევნა; აფხაზეთში კი, მიუხედავად მმართველობის ეთნოკრატიული ხასიათისა(რაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკური აფხაზების დომინირებაში ვლინდება), პოლიტიკური კონკურენციის ელემენტები არსებობს. აღსანიშნავია, რომ დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ აფხაზეთში მუშაობის საშუალება, დასავლელ დიპლომატებს კი დროდადრო ჩაესვლებათ სოხუმში, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია ცხინვალის შემთხვევაში. აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი ინტერესს ავლენს დასავლეთთან ურთიერთობებისა და მისი ცივილიზაციური მოდელის მიმართ, სამხრეთ ოსეთი უფრო ჩაკეტილია, მისი მოსახლეობა კი მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული. აფხაზებისა და ოსების ნაციონალური პროექტები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთიმეორისგან. აფ­ ხაზ­ ების ნაციონალური პროექტი მიზნად ისახავს აფ­ ხაზთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც პოლიტიკა სწორედ ეთნიკურ აფხაზთა ინტ­ ერესებით განისაზღვრება. აფხაზთა პროექტის სრულყოფილ რეალიზებას, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გარდა, სხვა გარემოებებიც აბრკოლებს: ა) რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები შავ ზღვაზე, რაც აფხაზეთის ყოვლისმომცველ კონტროლს გულისხმობს და მის რეალურ სუვერენიტეტს გამორიცხავს; ბ) აფხაზეთის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მხრი­დან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აფხაზური პროექტის მიმართ. 80 პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში მცხოვრები ძირითადი ეთნიკური ჯგუ­ ფების საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია განსხვა­ ვებულია: ეთნიკური აფხაზების უმრავლესობას ზეამოცანად საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებლობის მიღწევა აქვს დასახული. აფხაზეთში დარჩენილი ქართველები საკუთარ მომავალს საქართველოს გარეშე ვერ ხედავენ, ხოლო აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსა და სომხებს რუსეთთან თანაცხოვრების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ თავიან­ თი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამგვარად აცდენილ ინტერესთა კოლიზიის ალბათობა იზრდება რუსეთის მიერ„ქართული საფრთხის“ ნეიტრალიზაციის შედეგად, რადგან„გარე“ საფრთხის არარსებობის პირობებში მცირდება საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხი, სამაგიეროდ, იზრდება შიდა პრობლემების მნიშვნელობა(ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების (არ)გაცემა, მიწისა და, ზოგადად, უძრავი ქონების აფხაზეთის არამოქალაქეების მიერ შეძენის უფლება, უცხოური ბიზნესისთვის არასახარბიელო გარემო, მიგრაცია და სხვ.). აფხაზეთში ეთნოკრატიული მმართველობის გახანგრძლივება მხოლოდ ამწვავებს პრობლემებს და ინტერეთნიკური დაპირისპირების ელფერს სძენს მათ. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანა კი გადაულახავ წინააღმდეგობაშია ეთნოკრატიული სახელმწიფოს პრაქტიკასთან. სამხრეთ ოსური ნაციონალური პროექტი თავისი არსით ირედენტისტულია. დარჩენილ მცირერიცხოვან მოსახლეობაში დომინირებს რუსეთის ფედერა81 კონფლიქტები საქართველოში ციის ფარგლებში ჩრდილო ოსეთთან შერწყმისკენ სწრაფვა. ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის პოლიტიკურად და ეკონომიკურად თვითკმარი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული, საყოველთაოდ გაცნობიერებულია, მათ შორის – საერთო ოსურ დისკურსშიც. ეთნიკური ოსების ნაწილის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მაშინ, როცა ამ ერის უდიდესი ნაწილის თვითგამორკვევა სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში ავტონომიურობით შემოიფარგლება, პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. დღემდე კრემლი აკავებს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ირედენტისტული მისწრაფებების ფორ­ მალიზებისგან. თუმცა, ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ სამხრეთ ოსეთში„ყირიმული სცენარის“ გამოყენების ალბათობამ იმატა. ამგვარად, შეინიშნება მკაფიო ასიმეტრია – ერთი მხრივ, აფხაზეთის, ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთ ოსე თის კონფლიქტების შემთხვევაში. ამიტომ იდენტური ინსტრუმენტებისა და მოდელების გამოყენებით მათი მოგვარების მცდელობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. საერთო სტრატეგიული პრინციპები უნდა მა ტერიალიზდეს ინდივიდუალურ მიდგომებში, სადაც გათვალისწინებული იქნება კონკრეტული სპეციფიკა და როგორც პროცესი, ისე მოგვარების ფორმატები, შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს. 82 პაატა ზაქარეიშვილი მოსკოვი-თბილისი-სოხუმი-ცხინვალის კვანძი რუსეთი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების გაღვივება-განვითარების ყველა ეტაპზე. ილუზიები რუსეთის მიუკერძოებული„შუამავლობის“ თაობაზე საბოლოოდ გაქარწყლდა 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთის ქმედებებმა დაადასტურა, რომ იგი თვითონაა კონფლიქტის მხარე. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო შეტაკებები აფხაზეთის მიმართულებით არ ყოფილა. მხოლოდ კოდორის ხეობაში განხორციელდა რუსულ-­ აფხაზური სამხედრო ოპერაცია, რომელიც უკანონოდაა შეფასებული საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის(„ტალიავინის კომისიის“) ანგარიშში. ამას მალევე მოჰყვა აფხაზეთის(და სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, რამაც სწორედ აფხაზეთი აქცია რუსეთის მიერ, ფორმალური საბაბის გარეშე, მეზობელი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის მოწყვეტის პრეცედენტად(შემდგომ, ყირიმის შემთხვევაში, რუსეთი უკვე პირდაპირი ანექსიის გზას დაადგა). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები რუსეთის სამხედრო პლაცდარმებია საქართველოში(და სამხრეთ კავკასიაში), სადაც თავის სამხედრო ბაზებზე 83 კონფლიქტები საქართველოში მან შეტევითი ხასიათის იარაღი განათავსა. სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტი უშუალო და მყისიერ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოზე გამავალ საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო გზებსა და მილსადენებს, არამედ საქართველოს დედაქალაქსაც. რუსეთი გეგმაზომიერად აძლიერებს თავის სამხედრო პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში, რაც მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობის პირობებში განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშს ხდის ვითარებას. ჟენევის კონსულტაციების ფორმატში რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ამბობს უარს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე. თბილისი-სოხუმისა და თბილისი-ცხინვალის ურ­ თიერთობებს დამატებით სირთულეებს უქმნის მესამე მხარის ფაქტორი. იმავდროულად, თუკი საქართველოს პირისპირ აფხაზურ-რუსული პოზიცია მნიშვნელოვანწილად კონსოლიდირებულია, სხვა(ძირით­ ადად, შიდააფხაზური) პროცესების მიმართ სრული თანხვედრა აფხაზურ და რუსულ მიდგომებს შორის არაა და არსებული წინააღმდეგობები ობიექტური და გრძელვადიანი ხასიათისაა(სამხრეთ ოსეთის რეალიებში ეს ფაქტორი დღემდე ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ გამოკვეთილა). დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული აფხაზების გაწბილებას მოსკოვის მზარდი გაღიზიანება ემატება, რის გამოც თანმიმდევრულად გროვდება ურთიერთუნდობლობა ერთმანეთის ჭეშმარიტი ზრახვების მიმართ. სოხუმში ხელისუფლების პერმანენტული ვადამდელი ცვლილების მიზეზებს შორის ეს გარემოებებიცაა გასათვალისწინებელი. სა84 პაატა ზაქარეიშვილი დღეისოდ საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, თითქოს სოხუმის გაწბილება ტრანსფორმირდება საქართველოს, როგორც რუსეთის შესაძლო ალტერნატივის, იმიჯის ჩამოყალიბებაში. რუსეთის ჯარმა უსაფრთხოების განცდა შეუქმნა აფხაზებსა და ოსებს და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რეალიები შეიცვალა, ამგვარი განწყობა კვლავინდებურად დომინანტურია. სოხუმი და ცხინვალი განაგრძობენ თბილისისგან დისტანცირებას და, პრაქტიკულად, არ რეაგირებენ ჩვენგან გამოთქმულ ინიციატივებზე. თუმცა, როცა დამოკიდებული რეჟიმების ლოიალურობა უზრუნველყოფილია, მათ შორის, სუბსიდიებით, ამ ლოიალურობის ხარისხი, გარკვეულწილად, სუბსიდიების მოცულობითაც განისაზღვრება. 85 კონფლიქტები საქართველოში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ეს კონფლიქტი ორივე მხარისთვის ღირებულებითი ხასიათისაა, თუმცა რუსეთის მხრიდან მას გეო­ პოლიტიკური კომპონენტიც ემატება. თუ რუსეთმა მიაღწია თავისას და საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ის ამით არ დაკმაყოფილდება და საქართველოში დემოკრატიზაციის საფუძვლების შერყევასაც შეეცდება. საქართველომ, განვლო რა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პოსტტოტალიტარული(პოსტსაბჭოთა) ტრანსფორ­ მაციის მძიმე და დანაკარგიანი ეტაპი, საბოლოოდ განსაზღვრა საკუთარი ადგილი დროსა და სივრცეში: გამოკვეთა განვითარების სტრატეგიული ვექტორი და შევიდა მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის ფაზაში. ქართველ საზოგადოებაში„ევროპელობა“ თან­ დათან ანაცვლებს„საბჭოელობას“, მიმდინარეობს ძველი ერთობისგან პრინციპულად განსხვავებული ახალი დიდი ერთობის ნაწილად საკუთარი თავის მოაზრების პროცესი. საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს ესმის, რომ ევროპეიზაცია, ქართველი საზოგადოების ინტერესებშია და არაა ვინმეს მიერ თავს მოხვეული პროექტი. ეს ყოველივე ევროპული ყაიდის სახელმწიფოზე გადაწყობას ნიშნავს და წარმოადგენს კიდეც ქართული ნაციონალური პროექტის საფუძველს. 1990-იანი წლების რუსეთში თითქოს შეინიშნებოდა პოსტიმპერიული განვითარე86 პაატა ზაქარეიშვილი ბის ტრაექტორიის ძიება, მაგრამ 2000-იანი წლების დადგომიდან იგი კვლავ ნეოიმპერიული, ექსპანსიური იდეების ტყვეობაში აღმოჩნდა. რუსეთის ოფიციალური იდეოლოგია ყალიბდება ანტიევროპულ, ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ პარადიგმაში. გაერთიანებულ ევროპას იგი ევრაზიული კავშირის პროექტს უპირისპირებს, სადაც რუსეთს კვლავ დომინანტის როლი უნდა მიენიჭოს. ამდენად, საქართველო და რუსეთი ცივილიზაციების გზაგასაყარზე იმყოფებიან. მათი დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ სადღეისოდ ერთ-ერთი უმთავრესი გადაუჭრელი პრობლემაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რაც გამორიცხავს ორ ქვეყანას შორის სრულფასოვან თანამშრომლობას. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი საზოგადოების სწრაფვას, ევროპული კურსის შენარჩუნების პარალელურად, შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან. იგი ცდილობს ახალი რეალიების შესაბამისი პოლიტიკური გეზის კონსოლიდირებას, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნების დაზარალება, რომლებმაც განვითარების ევროატლან­ტიკური ვექტორი აირჩიეს. 87 კონფლიქტები საქართველოში კონფლიქტები და ევროკავშირი ვინაიდან, დღეისათვის ევროკავშირი ერთ-ერთი წამყვანი აქტორია სამშვიდობო პროცესში, საქართველოსთვის ევროკავშირთან ინტეგრაცია კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოიხატება მიდგომით –„არაღიარება და ჩართულობა“( non-recognition and engagement policy ).„არაღიარების“ ნაწილი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტის მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულების მაჩვენებელია, შეიძლება განივრცოს საქართველოს მიმართ 2008 წელს რუსეთის ქმედებებზეც. „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის“(„ტალიავინის კომისიის“) ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ ჰქონდათ საქართველოსგან სეცესიის უფლება, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მესამე ქვეყნის მიერ ეწინააღმდეგება საე რთაშორისო სამართალს. აფხაზეთის და/ან სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობის თაობაზე საკითხის დასმაც კი ევროკავშირის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან გახდებოდა რუსეთის უკანონო ქმედებებისთვის პოლიტიკური ინდულგენციის ტოლ88 პაატა ზაქარეიშვილი ფასი, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს პირდაპირი წაქეზება იქნებოდა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის შემდგომი თვითნებობის და ექსპანსიონიზმისა. ევროკავშირი ესწრაფვის ჩართულობის იდეის ხორცშესხმას და იმავდროულად მყარად ხელმძღვანელობს არაღიარების პრინციპით, რადგან დაუშვებელია ძალადობის გზით საზღვრების შეცვლა. ამის მიღმა სრულიად გონივრული გათვლაა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩართულობამ არ უნდა დააყენოს რისკის ქვეშ ქართველი საზოგადოების მხრიდან ნდობა ევროკავშირის მიმართ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის დანაკარგი შენაძენზე განუზომლად მეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველივე ამის გამო არაღიარების პოლიტიკა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც არაერთხელ ითქვა, ჩარ­ თულობა არ გულისხმობს ევროკავშირის მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობას და, უშუალოდ, იქ განხორციელებულ პროექტებს. ჩართულობაში იგულისხმება მრავალი კომპონენტი, მათ შორის: არაღიარების პოლიტიკა, პოლიტიკური მონაწილეობა მხარეებს შორის დიალოგში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ნდობის მშენებლობის ხელშეწყობა და ჩართულობა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის ინტერესების რეალიზაციისთვის. ამ ბოლო კომპონენტში ჩემი მკაფიო ხედვაა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ნეიტრალური აქტივობების წარმართვის უფლება არა მხოლოდ ჰუმანიტარულ 89 კონფლიქტები საქართველოში სფეროში, არამედ ინფრასტრუქტურულ და განვითარების სფეროებშიც, თუ უკანასკნელის შემთხვევაში გამოირიცხება დე-ფაქტო ინსტიტუტების გაძლიერება.„ჩართულობის“ ნაწილის ხორცშესხმა, ზოგადად, სერიოზულ პრობლემებს აწყდება. კრემლის პოლიტიკა ადასტურებს, რომ მის გეგმებში არ შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გახსნა გარე სამყაროსთვის და, უპირველესად, დასავლეთისთვის. პირიქით, აფორმებს რა საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხელშეკრულებებს, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან აშკარა ხდება რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეუქცევადი პროცესი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას(EUMM), რომლის მიზანთა შორის კონფლიქტების ზონებში სტაბილურობისა და ორმხრივი ნდობის დამყარებაა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ უშვებენ; გაეროს მისიის(UNOMIG – აფხაზეთში) და ეუთოს დამკვირვებელთა სამხრეთ ოსეთში(და მთლიანად საქართველოში) საქმიანობა კი 2008 წლის მოვლენების შემდეგ შეწყდა. სოხუმისა და ცხინვალის მცდელობა, უკარნახონ ევროკავშირს და ევროპის სხვა ინსტიტუტებს ურთიერთობების საკუთარი პირობები, სრულიად უპერსპექტივოა. 90 პაატა ზაქარეიშვილი მიდგომები კონფლიქტების მიმართ საქართველოს პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ისეთ ფუძემდებლურ ღირებულებებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, განსხვავებული ინტერესებისა და მისწრაფებების აღიარება და პატივისცემა, თანხმობის მიღწევა დიალოგის გზით. კონფლიქტის მდგრადი მოგვარება უნდა გულისხმობდეს, რომ თითოეული მხარის ღირსება დაცულია, ხოლო მრავალფეროვნება ქვეყანაში თვითკმარ ღირებულებას წარმოადგენს. ბუნებრივია, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების ფორმულებს საქართველო ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ხედავს, სადაც ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია. თუმცა, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ისიც, რომ სხვა მხარეებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს განსხვავებული ხედვები შეიძლება ჰქონდეთ და აქვთ კიდევაც. საქართველოს გაცხადებული პოზიცია უნდა იყოს: ვიდრე მოიძებნება კონფლიქტების მოგვარების ურთიერთმისაღები ფორმატები, ადამიანებმა, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უნდა იცხოვრონ უსაფრთხოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი თანასწორუფლებიანობა მოქალაქეთა სხვა ჯგუფებთან და მათ უნდა შეექმნათ კეთილდღეობის ამაღლების პირობები. საქართველო უნდა აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას თავის ტერიტორიაზე მცხოვრები 91 კონფლიქტები საქართველოში ყველა მოქალაქის მიმართ, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მთავრობა ორმხრივ (ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ) ფორმატებში უნდა ცდილობდეს, გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვ­ რებ მოსახლეობას იგივე მომსახურება შესთავაზოს, როგორიც გამყოფ ხაზებს გადმოღმა მცხოვრებს მოქალაქეებს გააჩნიათ. ორმხრივი ფორმატების არსებობის შემთხვევაში ჩამოყალიბდება მოლოდინი, რომ ადგილობრივი ადმინისტრაციები უარს არ იტყვიან, ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს თუ მათ გასწვრივ კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყველა ჯგუფის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა იყოს მკაფიო მიზანი, რომლის მისაღწევად აუცილებელი გახდება კონფლიქტების ყველა მხარის მიერ მისი გაზიარება. აფხაზურ და ოსურ მხარეებთან შერიგების პოლიტიკა ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიმართული უნდა იყოს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. მოუგვარებელი პოლიტიკური კონფლიქტის პირობებშიც კი, გარკვეული პოზიტიური პრაქტიკა დაგროვდა საქართველო-რუსეთის ომისშემდგომ ურთიერთობებში. მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული მტრული ქმედებებისა, საქართველომ არამც თუ არ შეწყვიტა რუსეთთან მიმოსვლა, არამედ ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო რუსული ბიზნესის მიერ საქართველოში მოპოვებულ პოზიციებს არანაირი საფრთხე არ დამუქრებია. 2012 წლის 1 ოქტომ­ ბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელი92 პაატა ზაქარეიშვილი სუფლების შეცვლის შემდეგ საქართველომ გადადგა ნაბიჯები დაძაბულობის განმუხტვის მიმართულებით (მაგალითად, გაგზავნა გუნდი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე და თავისი წვლილი შეიტანა ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში), რასაც შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის მხრიდანაც(მოიხსნა ემბარგო ქართულ ექსპორტზე, შემსუბუქდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის რეჟიმი). მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ხასიათის პოლიტიკური პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია, რიგით მოქალაქეებსა თუ ბიზნესმენებს გაუადვილდათ ურთიერთობა და ორმხრივად მომგებიანი საქმეების წარმოება. მხარეები არ უარყოფენ საკუთარ კულტურათა ურთიერთგავლენას, ჰუმანიტარული კონტაქტების შენარჩუნება-განვითარების აუცილებლობას. რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა საქართველოში იმატა, ხოლო ოფიციალურ დონეზე რიტორიკის სიმწვავემ შესამჩნევად იკლო. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობისათვის საქართველოს მთავრობა და ქართველი საზოგადოება კიდევ უფრო გახსნილი და თანამშრომლობის ფორმატების მიმართ მეტად მოქნილი უნდა გახდეს. თბილისმა უნდა გადადგას კეთილი ნების ცალმხრივი ნაბიჯები სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და უნდა აცნობიერებდეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება მყისიერად არც გადმოიდგას. საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ვენეციის კომისიის რეკომენდაცი93 კონფლიქტები საქართველოში ებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, უნდა ხელმძღვანელობდეს პრინციპით, რომლის მიხედვითაც, კანონი უნდა იყოს მიმართული ოკუპაციისა და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ. ამასთანავე, ქართველ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სამართლიანი მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯები კონფლიქტების მხარეების მიერ გაგებით იქნება აღქმული, რასაც, საუკეთესო შემთხვევაში, მოჰყვება შემხვედრი ნაბიჯები, რომლებიც მოემსახურება ადამიანთა თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თანასწორუფლებიანობას, კეთილდღეობას და მხარეთა შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. 94 პაატა ზაქარეიშვილი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთ-ერთი თემაა, რომელსაც მუდმივად და უპირატესად აჟღერებენ აფხაზური და ოსური მხარეები. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ ვიდრე ქართული მხარე თავს არიდებს ამ საკითხის განხილვას, მანამდე აზრი ეკარგება ნებისმიერი სხვა საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. ამ კატეგორიულ საკითხს, რა თქმა უნდა, აძლიერებს რუსეთის პოზიციაც. დრო იწელება. აფხაზური და ოსური მხარეები, ძალის გამოუყენებლობის საკითხის მოგვარების გარეშე, თბილისთან არ თანამშრომლობენ. რუსეთი კი უფრო მეტად აძლიერებს გავლენას ამ ტერიტორიებზე. საჭიროა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მართვის სადავეები ქართულმა მხარე აიღოს ხელში. ქართულ მხარეს უნდა შესწევდეს კომპეტენცია, რათა ჩვენთვის მიუღებელი, არაპოპულარული იდეები გან­ ვიხილოთ და მოვახერხოთ მათი ადაპტირება ქართულ ინტერესებთან. ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მკაფიო, მყარი, თუმცა, ამავე დროს, არ უნდა დავრჩეთ რუსული პოლიტიკის მძევლები. საქართველო დიდი ხანია ცალმხრივად ასრულებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას. იგი გათვალისწინებულია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, 95 კონფლიქტები საქართველოში თუ სად უნდა იყოს განლაგებული საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალები. საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, ზუსტად ასრულებს გეგმით დადგენილ პირობას; ექვსპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) ფუნქციონირებას. მისიამ გააფორმა მემორანდუმები საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, რომლებითაც განსაზღვრულია გამყოფი ხაზის გასწვრივ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გადაადგილება. საქართველო უპირობოდ იცავს მემორანდუმებით აღებულ ვალდებულებებს; 2010 წელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზეპირი ცალმხრივი ვალდებულება აიღო საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ განცხადებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები დადებითად შეხვდნენ, თუმცა, აფხაზური და ოსური მხარეები ხშირად აპელირებდნენ იმ ფაქტორზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ზეპირი განცხადება სანდ­ ო არ იყო; ამის პასუხად, პრეზიდენტის ზეპირ გან­ცხადებას, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან დაემატა საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 7 მარტს მიღებული რეზოლუცია„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. რეზოლუციის პრეამბულაში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტი „ადასტურებს რა საქართველოს ვალ­დებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო“. რეზოლუციას ხმა 96 პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტის მთელმა შემადგენლობამ მისცა; ჩამონათვალს აგვირგვინებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, სადაც კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს მკაფიო ნება – გამოირიცხოს ძალის გამოყენება კონფლიქტების მოგვარების მიზნით. საქართველო ზემოთ ნახსენები ქმედებებით მტკიცედ იცავს ძალის გამოუყენებლობის აუცილებელ პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, განთავსებულია რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებული ძალები. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მიმართულებით. რუსეთის ფედერაციას არ შეუსრულებია თავის მიერ ხელმოწერილი ევროკავშირის ექვსპუნქტიანი გეგმის პირობა და არ დაუბრუნებია შეიარაღებული ძალები ძველ პოზიციებზე. საქართველოს ხელისუფლების სამართლიანი მოთხოვნა და მოლოდინია, რომ მისი პოზიციის საპასუხოდ რუსეთმა იმოქმედოს, რათა მყარი საფუძველი შეექმნას ძალის გამოუყენებლობის შეუქცევად პროცესს. საქართველო უნდა დარჩეს პრინციპული და მკაფიოდ ითხოვდეს, ხელი მოეწეროს რუსეთთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობს შესახებ. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციასა და საქა რთველოს შორის დაიდება ხელშეკრულება ძალის გა მოუყენებლობის შესახებ, გამოიძებნება ფორმატი, რო მელშიც შესაძლებელი გახდება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მონაწილე მხარეებს შორის შესაბამისი ორმხრივი ტექსტის გაფორმება. 97 კონფლიქტები საქართველოში მიუხედავად ამისა, საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთის პოლიტიკის მძევალი და, ვითარებიდან გამომდინარე, პარალელურად უნდა გამართოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ორმხრივი მოლაპარაკებები, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებით შეიძლება იქნეს განხილული მათთანაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივ ტექსტებზე მსჯელობა და შემდეგ მათზე ხელმოწერა. ქართველ საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს. არსებული გაყინული ვითარება მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს უწყობს ხელს. თუ ვინმე აგებს არსებული სტაგნაციის გახანგრძლივებით – ეს არის საქართველო. უკვე მკაფიოდაა გამოკვეთილი, რომ რუსეთი ჯიუტად არ დგამს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების მიმართულებით აუცილებელ ნაბიჯებს, ხოლო აფხაზური და ოსური მხარეები პრინციპულად არ მოდიან დიალოგზე იმ საბაბით, რომ მათთან არ ვმართავთ მოლაპარაკებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. შეიქმნა მოჯადოებული წრე. დადგა დრო, რათა ქართულმა მხარემ თავის თავს დაუსვას კითხვა: რა შედეგზეა გათვლილი ჩვენი პრინციპულობა? ხომ არ უნდა გავხდეთ უფრო მოქნილები, გამოვიდეთ რუსული პოლიტიკის გრავიტაციიდან და დავიწყოთ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მათთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხებზე უშუალო დიალოგი? რუსეთი ოკუპანტია. ეს აღიარებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ასეთი გარანტიებით ზურგგამაგრებულები, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან 98 პაატა ზაქარეიშვილი უფრო თამამები უნდა გავხდეთ და გამოვხატოთ მზადყოფნა – დავიწყოთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ორმხრივ ფორმატში განხილვები. ამასთან, მოლაპარაკებებში ჩართულნი უნდა იყვნენ მხოლოდ საერ­ თაშორისო ორგანიზაციები: ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ხოლო, ვიდრე რუსეთი არ ასრულებს ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმით აღებულ ვალდებულებებს, მკაფიოდ უნდა გამოირიცხოს მისი მონაწილეობა ქარ­ თულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. ასეთი პირობების მიუხედავად, თუ საქმე მაინც მივიდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი ტექსტების შემუშავებამდე, რომლებიც, შესაძლოა, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან გაფორმდეს – ტექსტებშიც უნდა გამოირიცხოს რუსეთის, როგორც სამშვიდობო მხარის, ჩართულობა. გარდა ამისა, ტექსტებში უნდა ჩაიდოს დათქმა, რომ აღნიშნული შეთანხმება ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის ჯარები დატოვებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს. ვერც სოხუმისა და ვერც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებები ვერ გასცემენ სარწმუნო გარანტიებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ იმოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ უშუალოდ ან ძალის გამოყენების მუქარის ფორმით. ამიტომაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი ურთიერთმისაღები დოკუმენტის საკითხი ზემოაღწერილი რეალური საფრთხეების კალაპოტშია განსახილველი. 99 კონფლიქტები საქართველოში გადაადგილების თავისუფლება და სამგზავრო დოკუმენტების საკითხი გადაადგილების თავისუფლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც აფხაზური და ოსური მხარეები აყენებენ ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. აქ დაბრკოლებად გვევლინება ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოსა თუ უცხოეთის მიმართულებით გადაადგილებისას, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელების შესვლისა და იქ საქმიანობისას. არსებული ვითარება ეხება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა არსებული საშუალებების გამოყენება, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ახალი გზების გამონახვა. საქართველო ყოველმხრივ უნდა ცდილობდეს, რომ არ გამოჩნდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა სამკურნალოდ, განათლების მისაღებად თუ სხვა მიზნით იზოლაციის ან მათი გადაადგილების შეზღუდვის ინიციატორად. ქვეყნის დემოკრატიზაცია, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიტოვება რუსეთის დომინაციის პირობებში, არანაირად არ უნდა შედიოდეს საქართველოს ინტერესებში. ასეთი მიდგომა 100 პაატა ზაქარეიშვილი წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს მიერ არჩეულ ევროპულ ღირებულებებთან და ეგზისტენციური ხასიათის გამოწვევის წინაშე დააყენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობას. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო მისიების დაბრუნებას აღნიშნულ ტერიტორიებზე, რათა, შერიგების პროცესში მაქსიმალურად ეფექტური იყოს მათი მონაწილეობა. საქართველო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ადამიანები ლეგალურად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებოდნენ მთელ მის ტერიტორიაზე და დღეს არსებული გამყოფი ხაზები არ აბრკოლებდეს გადაადგ­ ილების თავისუფლებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გამარტივება, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი საქართველოს ჯან­ დაცვის სისტემაში მოაქცია. ამ წარმატებული პროგრამის ამოქმედება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც კოალიცია„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჯანდაცვის სისტემისთვის ყოფილიყო საკმარისად ვალიდური, რათა არ შეფერხებულიყო საქართველოს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. მანამდე არსებული წესები მნიშვნელოვნად ართულებდა იმ პროცესს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფატქო ხელისუფლებების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მფლობელებს ესარგებლათ საქართველოს სახელმწიფოს მიერ 101 კონფლიქტები საქართველოში დადგენილი სოციალური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული სიკეთით. ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ფაქტებს და დაიწყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული კამპანია, თითქოს ჩვენ კანონიერად ვაღიარეთ ე.წ. აფხაზური და ოსური„პასპორტები“. არადა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ვალიდურობის კუთხით ჩვენი მხრიდან არანაირ სამართლებრივ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ დავერყდენით„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პერიოდში, 2010 და 2011 წლებში მიღებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაძლებლობას, რომ„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ორგანოების ან თანამდებობის პირების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მხედველობაში იქნეს მიღებული ნეიტრალური დოკუმენტებისა და ჯანდაცვის რეფერალური მომსახურების მიღების მსურველი პირის ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად“. კოალიცია„ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ, გააღვიძა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული„მძინარე“ სამართლებრივი ნორმა და ამით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ათასობით პირს შეუქმნა საქართველოსთან სამართლებრივი ბმის პრეცედენტი. ასევე, არ შეცვლილა წესები, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტებით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილებას არეგულირებდა. აქვე მკაფიოდ უნდა 102 პაატა ზაქარეიშვილი ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ არაღიარებული დეფაქტო ხელისუფლება არ წარმოადგენს ლეგიტიმურ სტრუქტურებს, საერთაშორისო სამართალის ნორ­ მები უპირობოდ ბათილად არ აცხადებენ მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას. საერთაშორისო სამართალი ცნობს ასეთ ტერიტორიებზე გაცემული ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობას, მაგალითად, დაბადების, გარდაცვალების თუ ქორწინების რეგისტრაციას. ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მასზე ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის შესაბამისად, პირები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვამდე, და მათი შთამომავლები ითვლებიან საქართველოს მოქალაქებად და მათ სრული უფლება აქვთ, აიღონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, თუ როგორ უნდა გაიცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად, მათ პრაქტიკაში ექმნებათ გარკვეული სირთულეები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ასაღებად, ვინაიდან, მათ შეიძლება ვერ წარადგინონ საბუთების ის აუცილებელი ნუსხა, რომლებიც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტების გასაცემად. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია დაბადების მოწმობა. ხშირ შემთხვევაში, 103 კონფლიქტები საქართველოში ბევრი მათგანი ფლობს საბუთს, რომელიც გაცემულია დე-ფაქტო ორგანოს მიერ. პრობლემას წარმოადგენს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად,„უკანონოა ნებისმიერი ორგანო(თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი(დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის.“ ერთი მხრივ, ხსენებული ნორმები უკანონოდ აცხადებს დე-ფაქტო ორგანოების მიერ გამოცემული აქტების ნამდვილობას, თუმცა, გამონაკლისის სახით, შესაძლებლად უშვებს ამგვარი დოკუმენტების გამოყენებას ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მართლაც, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში არ იქნეს უარყოფილი არაღიარებული რეჟიმის მიერ მიღებული 104 პაატა ზაქარეიშვილი თუ გაცემული ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობა. თუმცა, ამგვარი მიდგომა არ გულისხმობს არაღიარებული რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას. ამ მხრივ, ჩვენი კანონმდებლობაც გარკვეულ გამონაკლისს აწესებს, რომელიც ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა და ამით პრეცედენტს ქმნის, ცალკეულ შემთხვევაში არ იქნეს უარყოფილი არაღიარებული რეჟიმის მიერ მიღებული ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობა. იქმნება თავისებური კანონთა კოლიზია: ერთი მხრივ, კანონი ცნობს, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება არაღიარებული რეჟიმის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ნამდვილად იქნეს მიჩნეული, თუმცა, მეორე მხრივ, არ უშვებს მისი გამოყენების შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა თუ პასპორტის ასაღებად, მაშინ როცა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ„ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.“ შესაბამისად, ლოგიკასმოკლებულია ამგვარი მიდგომა და აუცილებელია კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება და ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტის ჩამონათვალს დაემატოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ცვლილება შევა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში, მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, დე-ფაქტო ორგა105 კონფლიქტები საქართველოში ნოების მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, უფლება ექნებათ, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი. ყველაზე მარტივი, ეფექტიანი და ქმედითი გზა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონიერად მცხოვრებმა პირებმა მიიღონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი, არის„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შესაბამის უწყებებს, ნეიტრალური დოკუმენტების მსგავ­ სად, გასცენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი დე-ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქარ­ თველო ნამდვილად არც უყენებს პირობებს და არც უკრძალავს თავისი მოქალაქეების რომელიმე ჯგუფს საზღვარგარეთ გასვლას ლეგალური, საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტებით კონკრეტული ქვეყნის მიერ დადგენილი სავიზო პროცედურების გავლის შემ­დეგ. თუმცა, სამწუხაროდ, ძირითადად ვაწყდებით ვითარებას, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს აქვთ საზღვარგარეთ გასვლის რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობა, მაგრამ ისინი არ იყენებენ მის არც ერთ ვარიანტს. აშკარაა, ასეთ შემთხვევებში ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ ჰუმანიტარული და პოლიტიკური მოტივაციები. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული თემა მყარად დგას დღის წესრიგში და მოითხოვს სერიოზულ მსჯელობას და სამართლიან გადაწყვეტას, 106 პაატა ზაქარეიშვილი სადაც დაცული უნდა იყოს როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის უფლება გადაადგილების თავისუფლებაზე. ეს ვითარება მნიშვნელოვნად ართულებს ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის რეალიზებას და ხელს უწყობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ექსკლუზიური პოლიტიკის გატარებას. 107 კონფლიქტები საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირები კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ბედი. მათი ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების რეალიზება ქართული მხარის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, დიდწილად, ეს სამომავლო ამოცანას წარმოადგენს. დღეს საქარ­ თველოს მთავრობის წინაშე ამ პირებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევებია. მათგან უმთავრესი დევნილთა დღევანდელი არასახარბიელო სოციალურ-­ეკონომიკური მდგომარეობის ძირეული გაუმჯობესება და ქართველ საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრირებაა. დღეს დევნილთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა სამომავლოდ იმის საფუძველს შექმნის, რომ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება მოხდეს იქ, სადაც ისინი დღეისთვის ცხოვრობენ. კონფლიქტების საბოლოო მოგვარება ვერ იქნება სრულყოფილი, თუკი დაბრუნების მსურველ დევნილებს, დაბრუნების შესაძლებლობასთან ერთად, არ შეექმნებათ პირობები დაბრუნების ადგილებში უსაფრთხო, სრულფასოვანი ცხოვრებისა და საქმიანობისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტების 108 პაატა ზაქარეიშვილი შედეგად დაკარგულ საკუთრებაზე უფლების აღდგენა ან ადეკვატური კომპენსაციის მიღება. უკანასკნელი პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს შეიძენს იმის გამო, რომ მრავალი დევნილის საკუთრება განადგურდა(სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად, ბევრი ქართული სოფელი მიწასთანაა გას­ წორებული), ან გასულ წლებში მას სხვა მფლობელი გაუჩნდა. ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გავრცელდეს იმ პირებზეც (ძირითადად ეთნიკურად ოსებზე), რომლებსაც კონფლიქტის გამო მოუწიათ თავიანთი საცხოვრებლისა და ქონების მიტოვება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მათთვის აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს თანასწორობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით, რესტიტუციის ან შესაბამისი კომპენს­ აციის საკითხების გადაჭრით. საქართველომ უნდა შეასრულოს 2007 წლის 1 იანვარს მიღებული „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ კანონით“ აღებული ვალდებულებები და მოარგოს ეს კანონი უფრო ფართო სამართლებრივ და გეოგრაფიულ კონტექსტს. დევნილების დაბრუნება ჟენევის დისკუსიებში დღის წესრიგის სამი მთავარი საკითხიდან ერთ-ერთია(ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან ერთად). ქართული მხარისათვის ეს არის საკვანძო თემა, თუმცა, ამ საკითხზე, 109 კონფლიქტები საქართველოში ფაქტობრივად, არსებითი განხილვები არ მიმდინარეობს. ეს საკითხი თითქმის ყველა რაუნდზე გამოიყენება რუსი, აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან, ჟენევის ფორმატის შანტაჟისა და პოლიტიკური სტატუსის თემებით სპეკულირებისათვის. თემით იმდენად ადვილია მანიპულირება, რომ ხშირად რაუნდების ჩატარების, ტაქტიკური სვლებისა თუ კომპრომისების ფონზე(მაგ., საკითხის განხილვის ხანგრძლივობის შემცირება და ა.შ.) ხდება საკითხის დევალვირება და მარგინალიზება რაუნდიდან რაუნდამდე. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს არ არის ქართული მხარისათვის მომგებიანი და მისაღები, მაგრამ ეს არ არის მდგრადი გზა გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეისათვის ჟენევის დისკუსიები არის ერთად­ ერთი ფორმატი, სადაც დევნილების დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში ფორმალურად მაინც არსებობს. ჟენევაშია სწორედ ის ფორუმი, სადაც საკითხი პრაქტიკულ ჭრილში უნდა განიხილებოდეს(გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, სწორედ ჟენევას მიმართავს რეკომენდაციით, იზრუნოს დევნილების დაბრუნების პრაქტიკულ ასპექტებზე, პროცესის იმპლემენტაციაზე). იმისათვის, რომ ჟენევაში დევნილების დაბრუნების საკითხი არ განეხილათ, რუსები, აფხაზები და ოსები საბაბად იყენებენ იმ არგუმენტს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ისედაც გადის რეზოლუცია. თუმცა, ამ პოზიციას ისინი აჟღერებენ პრესისა თუ ოფიციალური განცხადებების საშუალებით, ვინაიდან თვით ჟენევის ფორმატში ისინი 110 პაატა ზაქარეიშვილი დევნილების საკითხის განხილვის სესიას კარგა ხანია, არ ესწრებიან. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან აცხადებენ, რომ რამდენადაც ისინი არ არიან წარმოდ­ გენილნი გაეროში,„არალეგიტიმურია“ საკითხის იქ (გენერალურ ასამბლეაზე) განხილვა. მათი აზრით, ან გენერალურ ასამბლეას დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას ეს საკითხი, ან ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები უნდა იყვნენ მიწვეულნი გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ან ჟენევაში არ უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი. თუმცა, ჩემი აზრით, მათთვის თემის მიუღებლობის გამო, ეს არის გაცხადებული საბაბი ამ საკითხის უგულებელყოფისა და ჟენევის რაუნდების პერიოდული ჩაშლისათვის. ვითარება შესულია ჩიხში, საიდანაც გამოსვლაზე ზრუნვა მხოლოდ ქართული მხარის ინტერესებშია. არადა, იქმნება ისეთი განწყობა, თითქოს მნიშვნელობა აქვს არა იმას, დაბრუნდებიან თუ არა დევნილები თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში, არამედ იმას, თუ რამდენ ხმას მოიპოვებს ჩვენი რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ სესიაზე. ასეთი დამოკიდებულება უაღრესად მავნებლურია, ვინაიდან ამ ფორმატის(„გაჭიანურებული კონფლიქტები სუამის სახელმწიფოების ტერიტორიაზე და მათი ზემოქმედება საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“) რეზოლუციების მიღებაში უკვე 14 წელი გავიდა 9 და არსებითად არაფერი შეცვლილა. დევნილები ამ რეზოლუციებით ვერ ბრუნდებიან თა9 https : //civil . ge/ka/archives/139025[201128] 111 კონფლიქტები საქართველოში ვიანთ სახლებში. მნიშვნელოვან წარმატებად ითვლება მხოლოდ ის, რომ ყოველ წელს თითო-ოროლა სახელმწიფოთი მეტი აძლევს ხმას ჩვენს სასარგებლოდ გენერალურ ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას; ზუსტად ასევე თითო-ოროლა ხმას მოიპოვებს თავისი პოზიციის სასარგებლოდ რუსეთიც. როდემდე შეიძლება ასეთი პოლიტიკა იყოს წარმატებული? თუ გავითვალისწინებთ, რომ, დაახლოებით, 60-მდე სახელმწიფო თავს იკავებს რეზოლუციის მიმართ თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან და კიდევ 50-მდე სახელმწიფო საერთოდ არ მონაწილეობს კენჭისყრაში, არც თუ ისე ძნელია, გამოვთვალოთ, რამდენი წელი ვიქნებით ჩვენ და რუსეთი ბედნიერები ჩვენ სასარგებლოდ მოპოვებული ხმების თვლაში. თუ ყოველ წელს ორივე სახელმწიფო, მინიმუმ, თითო-თითო ხმის მოპოვებით დაკმაყოფილდება, სულ ცოტა, 50 წელი გარანტირებულად შეგვიძლია ვიყოთ „წარმატების“ ტალღაზე მომართულები. ვთვლი, რომ აუცილებელია, ქართულმა მხარემ გადახედოს არსებულ მავნებლურ სტრატეგიას და ახალი მიდგომებით იმოქმედოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ, ვმონაწილეობთ სხვის მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში. ქართული მხარე ვალდებულია, მოახერხოს სადავეების ხელში აღება და პროცესის მართვა. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელთა ცალ­ ცალკე რეალიზაციამ შეიძლება გაყინული წერტილიდან დაძრას დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვა. 112 პაატა ზაქარეიშვილი ვარიანტი 1: პრინციპულად ვაგრძელებთ არსებულ პოლიტიკას – ფორმალურად საკითხს ვინარჩუნებთ ჟენევის დღის წესრიგში: ყველა რაუნდზე გამოვდივართ შესავალი სიტყვით და, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ ოსები და აფხაზები(დაბალი რანგის რომელიმე რუსი მოხელე მაინც რჩება დარბაზში), წარმატებით ვკითხულობთ წინასწარ დაწერილ ტექსტს. ამ ვარიანტის შემთხვევაში, ვინარჩუნებთ ჩვენთვის პრინციპულ პოზიციას სტრატეგიული დათმობის გარეშე, თუმცა გვიწევს თითოეულ რაუნდზე გაუმარ­ თლებელი ტაქტიკური კომპრომისები. საკითხი მყარად დგას მთავარი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში, თუმცა, რეალური პროგრესისა და პერსპექტივის გარეშე. ამასობაში ვერ ვხვდებით, რომ, უარეს შემთხვევაში, გრძელდება საკითხის სრული მარ­ გინალიზაცია, ხოლო, უკეთეს შემთხვევაში, ის ტექნიკურ საკითხებში გადაინაცვლებს. ჩვენ წარვმართავთ თემას, მაგრამ ვერ ვმართავთ სიტუაციას. პერმანენტული უშედეგობის გამო, ფასილიტატორები იღლებიან და იკლებს საერთაშორისო მხარდაჭერა. შეიძლება აღმოვჩნდეთ იმგვარი რეალობის წინაშე, რომ რუსები, ოსები და აფხაზები მათთვის სასურველ სცენარს ნაბიჯნაბიჯ ავითარებენ თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ, სულ უფრო აძლიერებენ„დამკვიდრებულ პრაქტიკას“, ზრდიან ზეწოლას და ამით არა მხოლოდ საკითხის განხილვის პერსპექტივას კლავენ, არამედ ფორმატის მნიშვნელობასაც აკნინებენ. გამორიცხული არაა, საფრთხე დაემუქროს თვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის რეპუტაციას და თანდათან„ჩამო113 კონფლიქტები საქართველოში ლაბორანტდეს“ მისი დონის დაწევის და/ან სიხშირის შემცირებით. გასათვალისწინებელია, რომ ეს ფორმატი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მის პრინციპებს ებმის. ჩვენი პოზიციებისა და მოთხოვნების გადასარჩე ნად ქართულ მხარეს მოუწევს გახდეს მეტად პრინცი პული: l აღარ უნდა მივდიოდეთ ტაქტიკურ კომპრომისებზე, თუნდაც რაუნდის ჩაშლის ხარჯზე, რაც იქნება მკაფიო და მკვეთრი გზავნილი – თუ ეს პრინციპული საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, არ გვიღირს ჟენევის შენარჩუნება. l ვაძლიერებთ მუშაობას პარტნიორებთან მათთვის ამ გზავნილის წინასწარ გასაცნობად და მათი მხარდაჭერის მობილიზებისთვის. თუკი არ ექნებათ ტაქტიკური კომპრომისების არავითარი მოლოდინი ჩვენი მხრიდან, შესაძლოა, შეცვალონ საკუთარი ტაქტიკაც და შეეცადნონ, უფრო პრინციპული პოზიცია გამოავლინონ თავადაც. l მივმართავთ თხოვნით(მოთხოვნით), რომ თანათავმჯდომარეებმა, როგორც მინიმუმ, დააფიქსირონ პრესრელიზსა და საბოლოო კომუნიკეში აფხაზი, ოსი და/ან რუსი მონაწილეების დემარში და მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია. როგორ წესი, მომდევნო რაუნდის„გადარჩენის“ მოსაზრებით, ისინი ამას არ აკეთებენ. l ვიყოთ მზად რისკისთვის, რომ ვერ მოვიპოვებთ არსებით მხარდაჭერას. ქართული მხარე 114 პაატა ზაქარეიშვილი შეიძლება დაადანაშაულონ სიხისტესა და არაკონსტრუქციულობაში(თუმცა, ფორმალურად თანათავმჯდომარეების მხრიდან ამის დაფიქსირების ალბათობა ნაკლებად არის), და/ან შესაბამისად, მთელი ფორმატი დადგეს საფრთხის ქვეშ, თუ რუსები საპასუხოდ კიდევ მეტ პრინციპულობას გამოავლენენ და„ხელის გადაგრეხვას“ ეცდებიან. l შედეგად, ვინარჩუნებთ ჟენევას, ვიდრე ამგვარად იმუშავებს. სხვა შემთხვევაში, არა. წინას­ წარ გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ ჟენევა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი შენარჩუნება არ გვიღირს ნებისმიერ ფასად და/ ან კრიტიკული დათმობების ფონზე. ვარიანტი 2: ვეძებოთ ალტერნატიული ფორმატ(ებ)ი საკითხის განსახილველად, და, ამის სანაცვლოდ, ფორმალურად დარჩეს(და არ განვიხილოთ), ან საერთოდ მოიხსნას ჟენევის დისკუსიებიდან ეს საკითხი. მცირე, მაგრამ გარკვეული შანსი არსებობს ასეთი ალტერნატიული ფორმატის გაჩენისა(თუ ამას რუსებიც მხარს დაუჭერენ), განსაკუთრებით, ქართულ-­ აფხაზურ განზომილებაში,(ქართულ-ოსური ნაკლებ მოსალოდნელია ამ ეტაპზე). მაგრამ, კიდეც რომ გამოვიდეს, მაღალია ალბათობა, რომ ეს ფორმატები კიდევ უფრო ნაკლებ ეფექტური გახდება ან საერთოდ ვერ ამუშავდება. ასეთ პირობებში ჟენევას უჩნდება შანსი, იმუშაოს სხვა საკითხების ირგვლივ(დღის წესრიგის მთავარ საკითხთან დაკავშირებული კომპრომისის 115 კონფლიქტები საქართველოში სანაცვლოდ, თუმცა, დანარჩენ ორ ცენტრალურ საკითხზეც – ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზნები – ასევე არ არის პროგრესი ამ ეტაპზე). ამ ვარიანტის უპირატესობა იქნება ის, რომ ჩატარდება შემდგომი რაუნდები და თანათავმჯდომარეებს გარკვეულწილად მოეხსნებათ წნეხი. ქართული მხარე დამატებით მოქნილობას გამოავლენს. თუმცა, ქართველი საზოგადოებიდან და ოპოზიციიდან წამოვა მძაფრი და უკომპრომისო კრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საკითხი დარჩება ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ამ ვარიანტის შემთხვევაშიც დევნილების დაბრუნების საკითხი არსებითად მაინც არ განი ხილება, ვინაიდან ჟენევიდან თემის გატანა ან მისი არგანხილვა არ ხსნის რუსული, აფხაზური თუ სამხრეთ ოსური მხარეების მოტივაციას, საკითხი არ განიხილონ პრინციპული პოზიციებიდან გამომდინარე. რუსეთის გავლენისა თუ პასუხისმგებლობის ფაქტორი კნინდება ან საერთოდ იხსნება, თუ თემა გასცდება ჟენევას და ჩაიკარგება ნაკლებად ფორმალურ და ნაკლებად დიპლომატიურ ურთიერთობებში. საკითხი გადაინაცვლებს ფორმალურად უფრო„დაბალ“ დონეზე და, შესაბამისად, რუსულ ფაქტორის შესუსტებასთან ერთად, საერთოდ გაქრება აშშ-ის ჩართულობა. აუცილებლობის შემთხვევაში საკითხის დაბრუნება ჟენევის ფორმატში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. სვარიანტი 3: გამოგვაქვს რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეიდან დათქმით, რაც მომდევნო 116 პაატა ზაქარეიშვილი რეზოლუციაში აისახება: მაგალითად, გაეროს გენერალური ასამბლეა შესაძლოა დაუბრუნდეს(ან დაუბრუნდება) ამ საკითხის განხილვას ჟენევის დისკუსიების(ქმედითი/პრაქტიკული) პროგრესის გათვალისწინებით. გაკეთდეს დროში შეუზღუდავი ღია დათქმა (თუმცა, ვიგულისხმოთ ორი წელი), რომელიც უშუალოდ დაუკავშირდება ჟენევის ფორმატში საკითხზე პროგრესს ან პროგრესის არარსებობას. ამ მოქმედებით ვუსპობთ კონტარგუმენტებს თუ საბაბს რუსეთის, აფხაზური და ოსური მხარეების წარმომადგენლებს და ვხსნით სივრცეს ჟენევაში ამ საკითხის არსებითი განხილვისათვის; ვზრდით თანათავმჯდომარეების პასუხისმგებლობას და ჩართულობას; გამოგვაქვს კონკრეტული ვადით(2 წლით) საკითხი გენერალური ასამბლეადან და ამ პერიოდის განმავლობაში(ჟენევის 8 რაუნდზე) ველით არსებით პროგრესს საკითხის ირგვლივ. რეზოლუცია, როგორც წესი, ივნისში მიიღება, ხოლო ჟენევის შეხვდრები ივლისში იმართება. ასე, რომ, შეგვეძლება, ივლისის შეხვედრაზე განვუცხადოთ აფხაზურ და ოსურ მხარეებს, რომ მომდევნო ივნისს გაეროში რეზოლუციას აღარ გავიტანთ. შესაბამისად, თუ ერთ რიგს გამოვტოვებთ გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენ სასაუბროდ გვექნება ორი წელიწადი. ამ პერიოდში, სულ მცირე, რვაჯერ შევხვდებით ჟენევაში და ვნახავთ, თუ რა შეუძლიათ მხარეებს ერთობლივი საქმიანობს პირობებში. რვა შეხვედრა საკმარისია იმისათვის, რომ დევნილების დაბრუნების თემაზე პროგრესი დავინახოთ. შესაძლოა, გამოვიყენოთ რუსეთის ფაქტორიც აფხაზურ და ოსურ 117 კონფლიქტები საქართველოში მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით, რათა გარკვეული ნაბიჯები გადადგან. აფხაზებს და ოსებს შევუტრიალებთ არგუმენტს – იმას ვაკეთებთ, რასაც ითხოვდნენ, ახლა მოხსნილია ეს საფუძველი, ჯერი მათზეა – ჟენევის ფორმატში ვაჩვენოთ პროგრესი კონ­კრეტული ნაბიჯებით. თუ პროგრესი არ იქნება ჟენევაში, მაშინ ორი წლის თავზე რეზოლუციის„დაბრუნება“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რთული არ იქნება, ვინაიდან ეს დოკუმენტი მაინც სუამის დღის წესრიგით გადის ასამბლეაზე და თუ ერთხელ არ გავიტანთ რეზოლუციას, ჩვენ არაფერს დავკარგავთ, ვინაიდან ჩვენი რიგი კონფლიქტების საკითხებზე შეიძლება გამოიყენოს აზერბაიჯანმა, უკრაინამ ან მოლდოვამ. არსებობს მოსაზრება, რომ რეზოლუციის გატანა შეიძ­ ლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს არაღიარების პოლიტიკისათვის, რამდენადაც ახლა რეზოლუცია, უშუალოდ დევნილების უფლებების გარდა, აფიქსირებს საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას და ე.წ.„აღიარების“ არალეგიტიმურ საფუძველს. თანაც იმ პირობებში, როცა გაეროში ამჟამად სხვა რეზოლუცია არ გადის საქართველოზე. ვფიქრობ, ამ რისკის მოხსნა არ უნდა იყოს რთული. საქმე ისაა, რომ ოსური და აფხაზური მხარეებისთვის მიუღებელია დევნილების საკითხის განხილვა გენერალური ასამბლეის სესიაზე და თუ ჟენევამ ნამდვილად მოგვცა რეალური პროგრესი დევნილების დაბრუნების მიმართულებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რეზოლუციას შევუცვალოთ კონცეფცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენსა და სუამის დანარჩენი წევრი ქვეყნების ინტერესებს იცავს დღის წესრიგის დასახელება –„გაჭია118 პაატა ზაქარეიშვილი ნურებული კონფლიქტები სუამის სახელმწიფოების ტერიტორიაზე და მათი ზემოქმედება საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“, ამგვარი დასახელება საშუალებას გვაძლევს, დევნილების საკითხის მოგვარების შემთხვევაშიც კი, სხვა გადაუჭრელი პრობლემები შევიტანოთ დღის წესრიგში. უნდა ითქვას, რომ სუამის ქვეყნებმა 2006 წლიდან დაიწყეს ამგვარი დღის წესრიგით აქტიურობა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და საქართველომ 2007 წლის დეკემბერში მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის ტექსტის მომზადებაში, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იყო წამოწეული, ანუ სავსებით შესაძლებელია, გაეროს გენერალურ ასამლეაზე გავიტანოთ სხვა შინაარსის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ტერიტორუიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს დაუჭერს მხარს, მათ შორის, დევნილების დაბრუნების განუყოფელი უფლების აღნიშვნით. შესაძლებელია განხილულ იქნეს ამგვარი რეზოლუციების სხვადასხვა ვარიანტი: l რეზოლუცია საქართველოზე; l რეზოლუცია უკრაინასა და საქართველოზე ერთობლივად; l რეზოლუცია უკრაინას, აზერბაიჯანსა და საქართველოზე ერთობლივად; l ერთიანი რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, რომლებ­ საც გადაუჭრელი კონფლიქტები აქვთ(აქვე დაემატებოდა მოლდოვა). 119 კონფლიქტები საქართველოში ასეთ შემთხვევებში კიდევ მეტად გაიზრდებოდა მხარდამჭერთა რაოდენობა და ამისთვის საჭირო დიპლომატიური რესურსები. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სხვა შინაარ­ სის რეზოლუციაც(არა უშუალოდ დევნილებზე) შეიძლება იყოს გამოყენებული ახალი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, თუმცა, საბაბი უშუალოდ დევნილების საკითხის არგანხილვისათვის მოიხსნებოდა ცალსახად. ქართულ მხარეს ყოველთვის ექნება ხშირი აპელირების საშუალება გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის უკვე მიღებულ რეზოლუციებზე, რომელთა ლეგიტიმურობა და ვალიდურობა, დროებით შეჩერების შემთხვევაშიც, არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. არსებობს უშიშროების საბჭოს მთელი წყება რეზოლუციებისა, რომლებშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული და აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის, რუსეთის მიერაც. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ შესაძლოა დისკუსია განახლდეს ჟენევაში, მაგრამ დაუსრულებლად გაგრძელდეს პოლიტიკურ-ტაქტიკური გაცვლა-გამოცვლა და ამან პრაქტიკული ხასიათი არ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში რეზოლუციის დათქმის ჩანაწერთან მიმართებით ქართული მხარე წინასწარ, არაფორმალურად(მათ შორის, წერილობით მიმოწერებში) უნდა აფიქსირებდეს, რომ რეზოლუციის დაბრუნების საკითხი უკვე ორი წლის შემდგომ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში; ანდა შესაძლოა, არ გამორიცხოს ვარიანტი, რომ მომდევნო წელსვე დადგეს რეზოლუციის საკითხი, თუ მანამდე ჟენევის 120 პაატა ზაქარეიშვილი რაუნდებზე(სამ რაუნდზე მაინც) არ იქნება რაიმე წინსვლა. განსხვავება ახლანდელ და ჩანაწერის შემთხვევაში მოსალოდნელ ვითარებას შორის იქნებოდა ის, რომ ამჟამად არსებობს ერთგვარი„გარანტირებული“ მოლოდინი, რომ მომდევნო წლის ივნისში ისევ გავა რეზოლუცია, რასაც„წარმატებით“ იყენებენ არგუმენტად რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები საკითხის იგნორირებისათის. სინამდვილეში, ქართულ მხარეს არაერთხელ გამოუხტავს ვერბალურად ოსური და აფხაზური მხარეების წინაშე, რომ ჩვენი ამოცანაა არაა„რეზოლუცია_ რეზოლუციისთვის“, არამედ დაბ­ რუნების უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფაა. თუმცა ეს ვერბალური„დათქმა“„ჩვენ შორის“ რჩებოდა და ჩვენს ოპონენტებს ბოლომდე არ სჯეროდათ ჩვენი გულწრფელობისა. თუ„დათქმა“ გაჩნდება რეზოლუციის ტექსტში, ამ შემთხვევაში მას გაცილებით მაღალი დონის ლეგიტიმაცია მიენიჭება და მათ, ვისაც ინტერესი თუ დისკომფორტი აქვს და არ სურს რეზოლუციის ისევ დაბრუნება, უნდა გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია, რათა ჟენევაში მიღწეულ იქნეს პროგრესი. შეიძლება დამუშავდეს რეზოლუციაში ჩანაწერის ვარიანტი, რომელიც ჟენევის ფორმატის რეალურ პროგრესს დაუკავშირებს პრაქტიკულ ინდიკატორს, დაბრუნების პროცესის იმპლემენტაციის არსებობას ან არარსებობას და, შესაბამისად, რეზოლუციის თავიდან მიღების შესაძლებლობას. ვარიანტი 4: ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საკითხებზე მოლაპარაკებას(ჟენევაში ჰუმანიტარულ 121 კონფლიქტები საქართველოში სამუშაო ჯგუფში, თუმცა ჯობს ჟენევის გარეთ), მათთან გარკვეული შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელიც, შესაძლოა გაფორმდეს ხელმოწერით კონფლიქტის მხარეებს შორის. ამოცანა კი იქნება: l გალში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა(განათლების, საკუთრების, მოქალაქეობის შენარჩუნების, თავისუფალი მიმოსვლის და ა.შ.) l გალში, 1994 წლის 4 აპრილის ოთხმხრივი შეთანხმებიდან და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიდან(კერძოდ, 1866/2008) გამომ­ დინარე, პირველ ეტაპზე დევნილთა ნაწილის დაბრუნების აღიარება, ორი პრინციპის პირობით: პირველი – ზოგადად, დევნილთა დაბრუნების განუყოფელი უფლების კონსტატირებით და ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელების მზაობის(ან უმჯობესია, დაბრუნებისათვის კონკრეტული მექანიზმების ეტაპობრივად შემუშავებაზე მზაობის) დაფიქსირებით ამ პერიოდისათვის და მეორე – მომავალში დაბრუნებულთათვის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების პირობების უზრუნველყოფით(მათ შორის, საერთაშორისო კომპონენტის ჩართვით). l შემდგომ ეტაპზე გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში დევნილთა ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების სამოქმედო გეგმის შემუშავება. l დაბრუნების პროცესის ხელშეწყობისათვის საერთაშორისო ჩართულობის და საერთაშო122 პაატა ზაქარეიშვილი რისო უსაფრთხოების მექანიზის ამოქმედება დაბრუნების ადგილებში. დაბრუნებულთა და­­ სახმარებლად ფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედება, მათ შორის საერთაშორისო დონორთა მხრიდან. ამ ვარიანტის შემთხვევაში: l ქართული მხარე ხდება პროაქტიული და ინიციატივა გადავა მის ხელში, რაც ჩვენთვის ძალზედ მომგებიანია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინიციატივა, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ იმუშავებს. l ჩნდება რეალური სივრცე დევნილთა დაბრუნებისათვის ცალკეულ რაიონებში მაინც. ვიღებთ დევნილთა დაბრუნების საკითხზე მუშაობის გაგრძელების პირობას მომავალში(თუმცა, კონკრეტული დროის მითითების გარეშე). l გათვალისწინებულია არა მხოლოდ დევნილთა დაბრუნების, არამედ გალის ამჟამინდელი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი, რაც კრიტიკულად მნიშნელოვანია ქართული მხარისათვის. აფხაზური მხარის ინტერესებშია ორმხრივ ტექ­ სტზე ხელმოწერა ქართულ მხარესთან. ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ ძალის გამოუყენებლობის გარანტიებზე. ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს მეორე ორმხრივი ტექსტის შემუშავებაზე, უკვე დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ 123 კონფლიქტები საქართველოში უნდა აღიაროს დევნილებთა ნაწილის დაბრუნების ფაქტი, რაზეც აფხაზები წლების განმავლობაში აპელირებენ, და ეს უნდა გამოიყენოს შესაძლებლობად, რათა მოიპოვოს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების გარანტიები გალის მოსახლეობისათვის. ეს იქნებოდა სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი და, რა თქმა უნდა, ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანი მიღწევა. მეოთხე ვარიანტსაც აქვს თავისი რისკები. თუ აფხაზურ მხარესთან ხელი მოვაწერეთ ორმხრივ ტექსტს დევნილების დაბრუნების საკითხებზე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია შეეცდება, ეს„გააფორმოს“ როგორც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული აქტი აფხაზებთან ხელმოწერის გამო, ან გალში დევნილთა დაბრუნების ფაქტის აღიარების გამო. ხოლო აფხაზურმა მხარემ შესაძლოა ეს ვარიანტი გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის: „გააპიაროს“ საქართველოსთან, როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტთან, ხელმოწერის ფაქტი, რასაც არაფერი საერთო არ ექნება სინამდვილესთან. უკვე ათეულობით წელია, მრავლად დაგროვდა ისეთი ტექსტები, რომლებსაც ხელს აწერენ კონფლიქტების მხარეების უფლებამოსილი პირები და არც ერთ ასეთ ხელმოწერილ ტექსტს არ მოჰყოლია სამართლებრივ-­ პოლიტიკური გართულება. 124 პაატა ზაქარეიშვილი ოპონენტები , მავანნი და ზოგიერთები მეგობრების დახმარებით ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია და ხედვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-­ ოსური ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე, რომელიც მთავრობასა და სხვა სახელისუფლებო უწყებებში კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. რამდენადაც მოვახერხე, მოვიძიე და აღვადგინე ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგო ძირითადი მოსაზრებები და თქვენ წინაშე წარმოვადგენ როგორც ილუსტრაციას იმისას, თუ როგორ ხორციელდება ქართული პოლიტიკა კონკრეტულ მაგალითზე. ოპონენტების უმრავლესობამ არ მიიღო ჩემ მიერ აფხაზებისა და ოსების„მხარეებად“ მოხსენიება. მათი აზრით, ტერმინ„მხარის“ გამოყენება სათანადო განსაზღვრების გარეშე(მოლაპარაკების მხარე, კონფლიქტის მხარე) შეუძლებელია“. გარდა ამისა, ჩემი პოზიცია იმის თაობაზე, რომ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისგან დამოუკიდებლად, არსებობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, თითქოს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ზიანს აყენებს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის მცდელობას, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდება კიდეც. წარმატებული პოლიტიკის დასადასტურებლად კი მოჰქონდათ„საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდე125 კონფლიქტები საქართველოში ბელი საერთაშორისო მისიის“(ჰაიდი ტალიავინის კომისიის) ანგარიში, ან ესტონეთის, ლიეტუასა და ლატვის პარლამენტების დადგენილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; ასევე, იშველიებდნენ აშშ-ის კონგრესის რეზოლუციებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ჩემი აზრით, რამდენადაც წარმოდგენა მაქვს საქართველოს კონფლიქტების ისტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ შეიარაღებული მოქმედებები თავდაპირველ ეტაპზე მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარტიზმის მომხრე დაჯგუფებებს შორის, რაც ცალსახად არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტის სახეს ღებულობდა. ამავე კონტექსტში თამამად უნდა ითქვას, რომ რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა არამარტო სეპარატისტულ ძალებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებასაც, თუმცა, იმავე დროს, ასრულებდა კონფლიქტების ფასილიტატორის ფუნქციასაც. 2008 წლამდე რუსეთის ფედერაცია ღიად არ მონაწილეობდა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში. მეტიც, ამ პერიოდში რუსეთის ეფექტური კონტროლი არათუ გამოიკვეთა, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, იგი შუამავლად აღიარა და, მეორე მხრივ, რუსეთის შეიარაღებულ ფორ­ მირებებს მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი. რუსეთმა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმა საქარ­ თველოზე განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტი. 126 პაატა ზაქარეიშვილი აფხაზური და ოსური საზოგადოებების მიმართ ჩემ მიერ გამოყენებული ტერმინი –„მხარეები“(ამ შემთხვევაშიც, ხაზგასმით არ ვაზუსტებ კონფლიქტის თუ მოლაპარაკების) – სამართლებრივი თვალსაზრისით, ზიანს არ აყენებს საქართველოს ინტერესებს, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: l ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების(შემდგომში_ ჟენევის კონვენციები) საერთო მე-3 მუხლი არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებს პირდაპირ„მხარეებად“ მოიხსენიებს, 10 თუმცა იქვე მიუთითებს, რომ ამ მუხლში არსებულ დებულებათა(მათ შორის ტერმინების) გამო ყენებას არ ექნება გავლენა კონფლიქტის მო ნაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე. 11 ამდენად, 1949 წლის ჟენევის კონვენციების საერთო მე-3 მუხლი და ოქმი II ღიად ადასტურებს, რომ გარკვეული საბაზისო ჰუმანიტარული დებულებები გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებსაც არ აქვთ „საერთაშორისო“ ხასიათი. თუმცა, ასეთი ქმედება არ ნიშნავს ხელისუფლების აღიარებას სავარაუდო„სახელმწიფოდ“ ან„მთავრობად“, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტები დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჰუმანიტა რული(ან სხვა) მიზნებით არამც და არამც არ 10 https : //www . icrc . org/applic/ihl/ihl . nsf/vwTreaties1949 . xsp . 11 იხ.: ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების საერთო მე-3 მუხლის ბოლო აბზაცი. 127 კონფლიქტები საქართველოში შეიძლება იყოს გაგებული, როგორც რაიმე სტატუსის მინიჭების აღიარება სახელმწიფო ებრივი ან ლეგიტიმური სამთავრობო ხელი სუფლების თვალსაზრისით. 12 შესაბამისად, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებით ჩემ მიერ გამოყენებული ტერმინი – „მხარეები,“ ერთი მხრივ, არათუ განაპირობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირიბ აღიარე ბას, არამედ სრულიად შეესაბამება საერთაშო რისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, მეორე მხრივ, საფრთხეს არ უქმნის საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების, ჟენევის კონვენციებისა და მათი პირველი დამატებითი პროტოკოლის საფუძველზე, საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტად და ოკუპაციად დაკვალიფიცირებას. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი მკაფიოდ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფაქტს. კონფლიქტებმაც ინტერნაციონალიზაციის სახე მიიღო, რადგან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, როგორც კონფლიქტის მხარეები, მონაწილეობენ რუსეთი და საქართველო ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის 12 სამართლებრივი მოსაზრება სახელმწიფოს აღიარების თაო­ ბაზე, კონკრეტულად, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართ, ჯონ პაკერი(გაერო) და ზდენკა მახნიუკოვა(ევროკავშირი), 15 თებერვალი, 2014 წ. 128 პაატა ზაქარეიშვილი თანათავმჯდომარეობით. უკვე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში არსებობს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების ცნება, რომელიც მოცემულია ჟენევის კონვენციებსა და მათ დამატებით პრო ტ ოკოლებში. ჟე ნევის კონვენციების საერთო მე-2 და მე-3 მუხლების, მათი პროტოკოლების სისხლის სამართ ლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდე ბის მე-8 მუხლის, საერთაშორისო ჩვეულებით ი ჰუმანიტარული სამართლის 13 გათვალისწინებით, შესაძლებელია სახელმწიფოს(მაგ., საქართველო) ტერიტორიაზე ერთობლივად არსებობდეს არასაერთაშორისო(მაგ., ქართულოსური, ქართულ-აფხაზური) და საერთაშორისო ხასიათის(მაგ., საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის) კონფლიქტები. 14 13 ინფორმაცია საერთაშორისო ჩვეულებით ჰუმანიტარული სამართლის შესახებ დეტალურად იხ.: https : //www . icrc . org/ customary-ihl/eng/docs/home ; Case No 43 , Customary International Humanitarian Law , Sassoli M ., Bouvier A ., Quintin A ., How Does Law Protect In War? , (ICRC 2011) Vol II , pp . 707-742 . 14 საქართველოს რეალობა თვისებრივად განსხვავდება იუგოსლავიაში შექმნილი ვითარებისგან, ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა ტადიჩის საქმეში შემოიტანა გასაერთაშორისოებული კონფლიქტის ცნება იმ მიზნით, რომ მას იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულებზე განეხორციელებინა იურისდიქცია. შედარებისთვის იხ.: Case No 211 , ICTY , The Prosecutor v . Tadic , Sassoli M ., Bouvier A ., Quintin A ., How Does Law Protect In War? , (ICRC 2011) Vol III , pp . 1758-1821 . 129 კონფლიქტები საქართველოში l ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ჩემ გან აფხაზე ბისა და ოსების, ზოგადად,„მხარეებად“(„ side “ და არა_` party “) მოხსენიება უკავშირდება სა ქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ მიზანს, გამონახოს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან პირ დაპირი დიალოგის/კომუნიკაციის საშუალება და ა რა ამ ტერმინისთვის სამართლებრივი შედეგების მინიჭების განზრახვას. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა უნდა შეფასდეს იმი ს მიხედვით, შეუწყობს თუ არა ხელს ის კონფლიქტის დარეგულირებას. აქედან გა მომდინარე, არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მიხედვ ითაა დასაშვები, არამედ კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით მიზანშეწონილიც კი არის, რათა ინდივიდუალურად იქნეს განხილული ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტები, რაც ხელს შეუწყობს, მათი მოგვარების მიზნით, მოქნილი და ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და გან­ ხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველ­ მოკ­ლებულია ჩემი ოპონენტების წინააღმდეგობა კონ­ ფლიქტების ინდივიდუალურად განხილვასა და აფხაზებისა და ოსების„მხარეებად“ მოხსენიებასთან დაკავშირებით.„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დადგენილი ნარატივით, რომელსაც სიტყვასიტყვით მიჰყვება პარტია„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 130 პაატა ზაქარეიშვილი არსებობს მხოლოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქ­ ტი, რომლის მხარე რუსეთი და საქართველოა. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მოგვარება ავტომატურად არ განაპირობებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების დარეგულირებას. ამიტომაც, ჩემი ძალისხმევის ძირითად არსს სწორედ ქართულ-ოსური და ქართულ-­ აფხაზური საზოგადოებების შერიგება წარმოადგენს. ოპონენტები არ მეთანხმებიან ჩემს იდეაში – რომ აუცილებელია ორმხრივი კონსულტაციების საფ­ უძველზე შემუშავებული დოკუმენტით გალის რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების ფაქტის აღიარება. ისინი ვერ აფასებენ ასეთი დოკუმენტის პოლიტიკურ ხასიათს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი პოზიცია გალის რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების ფაქტის აღიარების ნაწილში, ეფუძნება„იძულებით გადაადგილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებს, 15 „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციას, მის დამატებით ოქმსა 16 და საერთაშორისო ჩვეულებით სამართალს. მე მკაფიოდ ვუთითებ იმ გარემოებაზე, რომ გალის რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების აღიარების შესახებ ორმხრივ დოკუმენტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის, უსაფრ15 http : //www . brookings . edu/~/media/Projects/idp/GPEnglish . pdf 16 http : //www . unhcr . org/3b66c2aa10 . html 131 კონფლიქტები საქართველოში თხოების, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან მათი თანასწორუფლებიანობის, დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის დაუშვებლობის, ღირსეული ცხოვრებისეული პირობების უზრუნველყოფის, ასეთი პირების უფლებების დაცვაზე საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ დებულებები. ერთმა ოპონენტმა, ჩემი პოზიციების საწინააღმდეგო არგუმენტად მოიტანა კამპალას კონვენცია. 17 თ უმცა, არადამაჯერებელი და გაუგებარია ეს არგუმენ­ ტიც, ვინაიდან კამპალას კონვენცია წარმოადგენს აფ რიკის სახელმწიფოთა კავშირის ფარგლებში მიღებულ რეგიონულ შეთანხმებას 18 (კონვენცია არ არის უნივერსალური საერთაშორისო აქტი), რომელიც მოქმედებს აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოში არსებულ(მათ შორის, საქართველოს) სამართლებრივ წესრიგთან არანაირი რელევანტური კავშირი არ გააჩნია. დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ დღეის მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების შესახებ გაეროსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში სისტემატიზირებული მავალდებულებელი ხასიათის დოკუმენტი არ არსებობს. 19 17 https : //en . wikipedia . org/wiki/Kampala_Convention 18 http : //www . unhcr . org/4ae9bede9 . html 19 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს,„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის,„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციითა და სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმები მუდმივი რეკომენ­ 132 პაატა ზაქარეიშვილი ოპონენტების მოსაზრებები ლტოლვილთა საერ­ თაშორისო სამართალთან დაკავშირებით ბუნდოვანია. ისინი ჩემთან კამათში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამართალს ერთმანეთში ურევენ, რაც არასწორია. უნდა ითქვას, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა სამართალი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის განსხვავებულ დარგებს. ისინი განსხვავებულ სამართლებრივ საკითხებს არეგულირებენ და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დგანან. არაა გამორიცხული, რომ გალის რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების ფაქტი აღიარებულ იქნეს აფხაზურ მხარესთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტზე შესაძლო ხელმოწერამდე. გარდა ამისა, ასეთი ფაქტის აღიარება, შესაძლებელია, რუსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებამდეც. ზემოაღნიშნულ საკითხზე აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების მიზნით, უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია(გაერო, ევროკავშირი ან ეუთო) და მონიტორინგს გაუწევს დაციით მიმართავენ სახელმწიფოებს, რომ პატივი სცენ და იხელმძღვანელონ„იძულებით გადაადგილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებით. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს გადაიტანონ აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები ეროვნულ სამართალში. 133 კონფლიქტები საქართველოში ასეთი ფაქტის აღიარების შესახებ დოკუმენტის შესრულებას. ანალოგიური პრინციპების საფუძველზე უნდა გადაიჭრას სამხრეთ ოსეთში დევნილთა დაბრუნების საკითხიც. ერთი წყება ოპონენტებისა ეწინააღმდეგება ჩემგან გაჟღერებულ ინიციატივას, რუსეთის ფედერაციასთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმების დადების შემდგომ, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი დოკუმენტის გაფორმების შესახებ. მათი აზრით, ეს„ავტომატურად გამოიწვევს ამ რეჟიმების ლეგიტი მაციას და ირიბ აღიარებას“ და, შესაბამისად, დაუშვებელია საერთაშორისო სახელშეკრულებო სამარ­თლის პრინციპებიდან გამომდინარე და„საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ისინი მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება ცალმხრივად უკვე აიღო. ჩემთვის გაუგებარია ის ფაქტი, თუ რატომ ანიჭებენ ჩემი ოპონენტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს წარმოთქმულ სიტყვას და საერთოდ არ იხსენებენ და სათანადოდ ვერ აფასებენ კოალიცია„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციას 20 , რომელშიც წე20 http : //www . parliament . ge/ge/kanonmdebloba/gancxadebebimimartvebi-da-dadgenilebebi/parlamentis-gancxadebebi-mimartvebirezoluciebi . page . 134 პაატა ზაქარეიშვილი რილობითი ფორმით არის აღიარებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. 21 ოპონენტები ტერმინს –„ორმხრივ დოკუმენტი“ – განიხილავენ ვიწრო, მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების კონტექსტში. სახელმწიფო მინისტრის მიერ გამოყენებული ტერმინის – ორმხრივი დოკუმენტის სამართლებრივ ბუნებაში არ მოიაზრება ბილატერა ლური საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება. ამ ტიპის დოკუმენტებზე არ ვრცელდება სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ 1969 წლის ვენის კონვენციით(შემდგომში – კონვენცია) გათვალისწინებული დებულებები. კონვენციის მიზნებისთვის, 22 „ხელშეკრულება“ ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმე ბას(ფართო გაგებით), რომელიც წერილობითი ფორმითაა დადებული სახელმწიფოებს შორის და დარეგუ ლირებულია საერთაშორისო სამართლით 23 . გამომდინარე იქედან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ წარმოადგენენ სახელმწიფოებს, მათ საერთაშორისო აქტების დადების ან აქტებზე მიერთების უფლებამოსილება არ გააჩნიათ. 24 21 იხ.:„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმარ­ თულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციის პრეამბულა. http : //www . parliament . ge/uploads/other/19/19442 . pdf . 22 იხ.:კონვენციისმე-2მუხლის1-ლიპარაგრაფის„ა“სუბპ­ ა­რაგრაფი. 23 დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: Dörr , O ., Schmalenbach , K ., (2011) , Vienna Convention on the Law of Treaties : A Commentary , p . 26-48 ; Aust , A ., (2005) , Handbook of International Law , p . 52-57 . შეად .: Gardiner , R ., (2008) , Treaty Interpretation , p . 141-202 . 24 იხ.: კონვენციის პირველი და მე-6 მუხლები; შეად.: Aust , A ., (2005) , Handbook of International Law , p . 57-59 . 135 კონფლიქტები საქართველოში გარდა ამისა, თუ დოკუმენტით მოწესრიგებული საკითხები არ ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, იგი საერთაშორისო შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. 25 ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო არ არის შეზღუდული, კონვენციით დეფინირებულ ტერმინებს(მათ შორის,„შეთანხმებას“,„ხელშეკრულებას“) ეროვნულ სამართალში მიანიჭოს განსხვავებული მნიშვნელობა 26 . ჩემი ძვირფასი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ მე ჩემი ხედვის არცერთ ნაწილში არ ვსაუბრობ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ„შეთანხმების“ ან „ხელშეკრულების“ დადებაზე. ამ კონტექსტში მე ვიყენებ ტერ­მინს„ორმხრივ დოკუმენტს“, რომელსაც, შესაძლებელია, გააჩნდეს მაგ.,„განცხადების“(ან პროტოკოლის, ოქმის, მემორანდუმის და ა. შ) სამართლებრივი ბუნება, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდებიან ცალკეულ საკითხებზე. ოპონენტებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი უნდა იყოს 2004 წლის 5 ნოემბერს ქ. სოჭში ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის მიერ შეხვედრის შემდეგ ხელმო წერილი განცხადება, რომლითაც მხარეები შეთა ნხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე, 2004 წლის 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონის ნაწილობრივ დემილიტარიზაციაზე, შე25 შეად: Aust , A ., (2005) , Handbook of International Law , p . 53 . 26 იხ.: კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პარაგრაფი. 136 პაატა ზაქარეიშვილი რეული საკონტროლო კომისიის უახლოეს სხდომაზე ორმხრივი სარგებლის მქონე ეკონომიკური პროექტების განხილვაზე და ა.შ. მხარეების მიერ აღნიშნული განცხადებით, ორმხრივი ვალდებულების აღების შემდეგ, არათუ ოსური მხარის ირიბი აღიარება განხორციელებულა, არამედ ასეთი საკითხი მსჯელობის საგანიც კი არ გამხდარა. მე შემიძლია შევახსენო ყველა გაუცნობიერებელ ოპონენტს, ბოლო 28 წლის მანძილზე რამდენ ათეულ ამ ტიპის დოკუმენტებზე აქვს ხელი მოწერილი ქართულ მხარეს. ისინი სწორედ ამგვარი ტიპის ორმხრივი დოკუმენტებია, რომელთა საშუალებით მიზანშეწონილია, განისაზღვროს მექანიზმები, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია(მაგ.: გაერო, ეუთო ან ევროკავშირი). დოკუმენტებში გამოყენებული ტერმინების სემანტიკა უნდა იყოს მავალდებუ ლებელი ხასიათის. ისინი უნდა განსაზღვრავდეს მათ შესრულებაზე გამაკონტროლებელ სუბიექტს(მაგ.: გაერო, ეუთო ან ევროკავშირი). დოკუმენტები შესასრულებლად სავალდებულო იქნება მხარეების მიერ გაცხადებული პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი ხელმოწერით დაადასტურებენ. მექანიზმების განსაზღვრა რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი მხრივ, გაჩნდება მხარეებთან შემდგომი ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, მიღებული დოკუმენტები ჩაითვლება არსებული ფორმატების ნაწილად(მაგ., მსგავსად შერეული საკონტროლო კომისიის ფარგ137 კონფლიქტები საქართველოში ლებში ხელმოწერილი პროტოკოლებისა), რაც გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან საქართველოს მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლისა. 27 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მავანთა შენიშვნა, რომ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებით განხორციელდება ამ რეჟიმების ირიბი აღიარება, სრულებით დაუსაბუთებელია. სამწუხაროდ, ტერმინებს –„ლეგიტიმაცია“ და „ირიბი აღიარება“(ისევე, როგორც ტერმინს„ დეფაქტო /აღიარება“) ბევრნი გაუმართლებლად ფა რთო გაგებით იყენებენ. ასეთ ტერმინებზე ზერელე და ზედაპირული აპელირებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჩემ მიერ ინიცირებული იდეები გამოიწვევს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ან მათი მაკონტროლებელი ხელისუფლებების ლეგიტიმურ მთავრობებად დე-ფაქტო ცნობას 28 , რაც სრულებით აცდენილია რეალობას. 27 ნიშანდობლივია, რომ არაღიარებულ სუბიექტებთან საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების დადებასთან მიმართებაში არსებობს სახელმწიფოთა არაერთგვაროვანი პრაქტიკა და მეცნიერთა განსხვავებული შეხედულებები. სახელმწიფოთა ნაწილი თვლის, რომ ასეთ სუბიექტებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა არ გულისხმობს მათ ირიბ აღიარებას. შეად.: Dörr , O ., Schmalenbach , K ., (2011) , Vienna Convention on the Law of Treaties : A Commentary , p . 66-68 . 28 წინამდებარე დოკუმენტში„ცნობა“ და„აღიარება“ გამოიყენება სინონიმებად, გარდა კონკრეტულ კონტექსტში შეძენილი სხვა მნიშვნელობისა, მაგ,.„სიტუაციის ცნობა“. 138 პაატა ზაქარეიშვილი აუცილებელია, უფრო კონკრეტულად და ყოვლისმომცველად იქნეს განხილული საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის კვალიფიცირებულ იურისტებთან ერთად. როგორც ცნობილია, არსებობს ორი სახის – დე-ფაქტო და დე-იურე – ცნობა, რომელთა შორის განსხვავება უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ მაღიარებელი სახელმწიფო ელოდება სახელმწიფოებრიობის/მთავრობის ყველა კრიტერიუმის დადგომას(მაგ., ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის ხანგრძლივობა ან მთავრობის სტაბილურობა). 29 შესაბამისად, დე-ფაქტო ცნობა არის მხოლოდ პირობითი, ნაწილობრივი, ხოლო დე-იურე – სრული, იურიდიული ცნობა. დე-ფაქტო აღიარება ნამდვილად არის ნაბიჯი დე-იურე აღიარებისაკენ. მაგრამ აქ მთავარია ის(რასაც უმრავლესობა უგულებელყოფს), რომ არაღიარებულ ერთეულთან მიმართე ბაში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დე-ფაქტო აღია რება, თუკი ასეთი განზრახვა აშკარა არაა. სახელმწიფოთა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არ არსებობს აღიარება განზრახვის გარეშე და, რომ, უბრალოდ, სიტუაციის ცნობა ან სხვადასხვა გარიგებაში/საქმი ანობაში შესვლა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არ შეიძლება ნიშნავდეს ტერიტორიული ერთეულის ან მთავრობის ცნობას(დე-ფაქტო, დე-იურე თუ„ირიბი აღიარება“, როგორც ბევრს ჰგონია). 29 Shaw M ., International Law , 5 th ed . (Cambridge : Cambridge Univer sity Press , 2003) , გვ . 382 . 139 კონფლიქტები საქართველოში ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს აღიარების ორი ფორმა – ის შეიძლება იყოს„ღია“(„გამოხატული“) ან„ნაგულისხმევი“(ამ უკანასკნელში შეიძლება მოიაზრებოდეს„ირიბი აღიარება“). პირველ შემთხვევაში აღიარება გამოიხატება შეტყობინებით ან დეკლარაციით, რომელშიც გაცხადებულია აღიარების განზრახვა. მეორე შემთხვევაში – აღიარება შეიძლება„ნაგულისხმევი“ იყოს მაღიარებელი სახელმწიფოს ან მისი მთავრობის ქმედებებით, მაგრამ თავად ეს ქმედებები არ უნდა ტოვებდეს ეჭვს, რომ არსებობს აღიარების მინიჭების განზრახვა. 30 ნაგულისხმევი აღიარება ხშირად მოიცავს ისეთ ქმედებას, როგორიცაა ოფიციალური მოწვევა დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად, ახალი საკონსულო ურთიერთობების დამყარება, ორმხრივი ხელშეკრულების დადება, რომლის მიზანია ორ სახელმწიფოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების ყოველმხრივი მოწესრიგება, ან ხმის მიცემით მხარის დაჭერა, დაშვებულ იქნეს ეს ერთეული სამთავრობათშორისი ორგანიზაციის(მაგ., გაეროს ან ევროსაბჭოს) წევრად. მაგალითად, 1947 წელს კანადამ მხარი დაუჭირა გაეროში ისრაელის გაწევრიანებას და ეს ისრაელის სახელმწიფოს აღიარებად მიიჩნია. ამდენად, ჩემს ხედვაში ინიცირებული ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება აფხაზურ და ოსურ მხარეებ30 სამართლებრივი მოსაზრება სახელმწიფოს აღიარების თაობაზე, კონკრეტულად, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმარ­ თებით. ჯონ პაკერი(გაერო) და ზდენკა მახნიუკოვა(ევროკავშირი), 15 თებერვალი, 2014 წ. 140 პაატა ზაქარეიშვილი თან არ უტოლდება ნაგულისხმევ(„ირიბ“) აღიარებას, რადგან საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკაში ნათლად ჩანს, რომ ე.წ.„ნაგულისხმევი აღიარება“ შეიძლება დაიტვირთოს აზრით მხოლოდ უშუალოდ იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც მას იყენებს ყოველი კონკრეტული შემთხვევის ფაქტობრივ და სამართლებრივ კონტექსტში, რათა გამოხატოს თავისი უეჭველი განზრახვა. ამ მხრივ, სახელმწიფოს ან მთავრობის განზრახვა გამოაშკარავდება ხოლმე დოკუმენტებში, საჯარო განცხადებებში, პასუხისმგებელი ოფიციალური პირების/ინსტიტუტების(მაგ., პარლამენტი) მოსაზრებებში ან საგარეო კომუნიკაციისას. თავად ნაგულისხმევი აღიარების მაგალითებიც კი სახელმწიფოთა პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება, რადგან მათ, როგორც წესი, ურჩევნიათ, აღიარების სურვილი(ან პირიქით) იყოს ნათელი, და იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამ ფორმას იყენებენ, „თითოეული შესაბამისი გარემოება ფრთხილად უნდა შეფასდეს, ვიდრე მოცემული კონკრეტული ქმედებიდან ვინმე ცნობის განზრახვის თაობაზე დასკვნას გამოიტანდეს“. 31 მაშასადამე,„საერთაშორისო სამართლის თანახმად, ცნობას აქვს განზრახვის ელემენტი. ვიდრე, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმის გაცხადებას, რომ ის არ აღიარებს უკონტროლო ტერიტორიებს და არც აპირებს მომავალში, მას ყოველთვის ექნება საკმაოდ დიდი მოქნილობის შესაძლებლობა პო31 Shaw M ., International Law , 5 th ed . (Cambridge : Cambridge Univer sity Press , 2003) , გვ . 387 . 141 კონფლიქტები საქართველოში ლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან მიმართებით“. 32 აუცილებელია აღინიშნოს, რომ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა პრაქტიკას არაღიარებულ ერთეულებსა და მათ წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხში, მხოლოდ ურთიერთობის ფაქტი ან კომუნიკაციის არსებობა მათთან(მაგ., დიპლომატიური ნოტის გაგზავნა, მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში ან მოლაპარაკებებში, რომლებშიც არაღიარებული ხელისუფლებაც მონაწილეობს) არ განიხილება როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარების გამოხატულება. იგივე შეიძლება ითქვას არაფორმალური და არაოფიციალური კონტაქტების არსებობაზე. მაგალითად, აშშ ინარჩუნებდა ასეთ კონტაქტებს კომუნისტურ ჩინეთთან 1960-70-იან წლებში მისი ცნობის გარეშე, ხოლო ტაივანი აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და თვით ის სახელმწიფოებიც, რომლებიც აღიარებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმურ ხელისუფლებას კონტინენტური ჩინეთის მთელ ტეროტორიაზე, ინარჩუნებენ თავიანთ დე-ფაქტო არაოფიციალურ ოფისებს ტაივანში, მაგალითად, როგორიცაა ტაივანის ამერიკული ინსტიტუტი(კერძო ორგანიზაცია, რომლის შტატიც შედგება ოფიციალურად შვებულებაში მყოფი ამერიკელი დიპლომატებისაგან). 32 კონსულტანტების ანგარიში: კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოში_ სამართლებრივი და პოლიტიკური გაკვეთილები კვიპროსის მაგალითზე, ჯეიმს ქერ-ლინდსეი და ნეოფიტოს ლოიზიდესი, 14 თებერვალი, 2013 წ. 142 პაატა ზაქარეიშვილი თვით იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადგილი აქვს ერთეულის ან მისი წარმომადგენლების მიმართ გარ კვეული სამართლებრივი ან სახელშეკრულებო სუბი ექტივიზმის გამოხატვას(მაგ., მრავალმხრივი ხელშეკრულების დადება, რასაც ერთეული ან მისი წარმომადგენელი ესწრება, ან სხვაგვარად იღებს მონაწილეობას, ან შეზღუდული ტიპის წარმომადგენლობითი სამსახურის დაარსება, ან მაღალი რანგის წარმომადგენლების ურთიერთგაცვლითი ვიზიტები), სახელ მწიფოთა პრაქტიკაში ეს არ ნიშნავს ნაგულისხმევი (ირიბი) ცნობის მინიჭებას. 33 ამავე კატეგორიას მიეკუთვნება კონკრეტული შეზღუდული მიზნით გაფორმებული ორმხრივი შე თანხმება. მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებმა ისრაელსა და რამდენიმე არაბულ ქვეყანას შორის ხელი არ შეუშალა ამ სახელმწიფოებს, გაეგ­ რძელებინათ ისრაელის არაღიარების პოლიტიკა. 34 არაღიარების პოლიტიკის შემთხვევებშიც კი ინდივიდუალური სახელმწიფოებისა და სამთავრობათ33 სამართლებრივი მოსაზრება სახელმწიფოს აღიარების თაობაზე, კონკრეტულად დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით. ჯონ პაკერი(გაერო) და ზდენკა მახნიუკოვა(ევროკავშირი), 15 თებერვალი, 2014 წ. 34 ასევე იხილე Republic of China v . Merchants’ Fire Assurance Cor poration of New York 30 F . 2d 278(1929) ; 5 AD , გვ . 42 და Clerget v Banque commerciale pour l’Europe du Nord 52 ILR , გვ. 310. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემთხვევაში იხ. Treaty on the Basis of Relations Between the Federal Republic of Germany and the German Dernocratic Republic 78 ILR , გვ . 150 . იხ . ასევე Whiteman , Digest , vol . 11 , გვ. 567. 143 კონფლიქტები საქართველოში შორისი ორგანიზაციების მიერ გამოიყენება პრაგმა ტიზმი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად სხვადა სხვა პრაქტიკული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა ან ეკონომიკური მოსაზრებე ბით. მაგალითად, მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფო არ აღიარებდა ავღანეთის მთავრობას 1979 წლის შემდეგ და გამოიწვია თავისი ელჩი, ის ინარჩუნებდა საელჩოს ქაბულში, რომელიც განაგრძობდა საქმიან ურთიერთობას ოფიციალურ პირებთან საკონსულო და სხვა საქმეებზე. ასევე, გაეროსა და ევროკავშირის უწყებები თავიანთი ჰუმანიტარული საქმიანობის სამართავად ინარჩუნებენ ოფისებს სომალილენდში. ასეთ შემთხვევებში ზოგიერთი სახე ლმწიფო ღიად აცხადებს ხოლმე, რომ კონკრეტული ქმედება არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს კონკრეტული ხელისუფლების აღიარებას იმ განცხადებებისა თუ ქმედებების შედეგად, რომლებიც მისი მისამართით იყო. ზოგიერთ სახელმწიფოს კი არ მიაჩნია საჭიროდ, აშკარა განცხადებების გაკეთება არაღიარების თაობაზე, რადგან მათ ისედაც თავი შეიკავეს აშკარა აღიარებისაგან(ე.ი. მათ უკვე ნათელი გახადეს, რომ არ იქნება აღიარება, ვიდრე ამ უფლებას ღიად არ მიანიჭებენ, რაც გამოხატულ იქნება ტიპური ოფიციალური განცხადებით). ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ ზო გიერთი ოპონენტის მიერ მითითებული საერთაშო რისო სამართლის წყაროების ციტირებული მონა კვეთები 35 შეეხება მხოლოდ დე-ფაქტო და დე-იურე 35 Shaw M ., International Law , გვ. 382-383; Malanczuk , M . B . Akehurst In troduction to Modern International Law(Routledge , 1997) , გვ. 88 144 პაატა ზაქარეიშვილი ცნობას და მათ შორის სხვაობის ნიუანსებს მაშინ, როდესაც აღნიშნული წყაროების სრული ვერსია ადასტურებს ზემოხსენებული პრაქტიკის არსებობას არაღიარებული ერთეულის/მთავრობის ცნობისა და მასთან სხვა ურთიერთობების გამიჯვნის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ ციტირებული გაერთიანებული სამეფოს მიერ 1924 წელს სსრკ-ის de-იure ცნობა 1921 წლის დე-ფაქტო ცნობის შემდგომ არაფრისმთქმელი ფაქტია ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესასწავლად. ბევრი არ ეთანხმება ჩემს ხედვაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალიდურობის შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ ამით ავტომატურად მოიშლება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გაცემის მექანიზმი. ამასთან, მათი მოსაზრებით, ასეთი დოკუმენტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოყენებით,„საქართველო დეფაქტო აღიარებს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებს“. მათ მიაჩნიათ, რომ„საერთაშორისო სამართალში სახელმწიფო ცნობის პრინციპების თანახმად, სუბიექტის დე-ფაქტო ცნობა ხორციელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მის მიერ განხორციელებულ მოქმედე ბებს მცნობელი სახელმწიფო ანიჭებს გარკვეულ ლეგიტიმაციას, თვით ამ სახელმწიფოს ცნობის გარეშე“; „საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც საქართველო ცხინვალისა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემულ დოკუმენტს აღიარებს(დე-ფაქტო ხე145 კონფლიქტები საქართველოში ლისუფლების„სამართლებრივ“ მოქმედებას დააკანონებს), მიუხედავად იმისა, რომ დე-იურე არ ცნობს თვით რეჟიმს. საერთაშორისო სამართალში სუბი ექტის დე-ფაქტო ცნობა კი ხორციელდება სწორედ აღნიშნული ფორმით, როდესაც კონკრეტული სახელ მწიფო ცნობს ცალკეული ტერიტორიული წარმონაქ მნის ქმედებებს(მათ შორის დოკუმენტებს) ისე, რომ არ იქნეს აღიარებული თავად სუბიექტები“. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამადაც ცალკეული სერვისების მისაღებად(მაგალითად, სამედიცინო რეფერალური) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ე.წ. უკანონო დოკუმენტებით იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ამგვარი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს მიერ დგინდება სხვადასხვა იურიდიული ფაქტიც(მაგალითად, განათლება, სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ა.შ.) და გაიცემა ნეიტრალური დოკუმენტები. ასეთი პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე პარტნიორი ქვეყნების მიერ არ ყოფილა აღქმული, როგორც აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დე-ფაქტო ხელისუფლების აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოები იწონებენ ჩვენი ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს აფხაზი და ოსი საზოგადოების ერთიან ქართულ სამართლებრივ სივრცესა და ქართველ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მე ჩემს ხედვაში გამოვკვეთ იმას, რომ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირების 146 პაატა ზაქარეიშვილი დეიზოლაციის მიზნით, საჭიროა არსებული საშუალებების გამოყენება, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ახალი გზების გამონახვა, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება ოპონენტების შეფასება, თითქოს ნეიტრალური დოკუმენტების პრაქტიკა„გარკვეული წარმატებებით ხორციელდება“. 36 ამიტომ, როდესაც პირები სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ ნეიტრალური დოკუმენტების აღებაზე, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ განიხილოს მათი ჩართულობის ხელშემწყობი სხვა ალტერნატიული ინსტრუმენტები და საშუალებები, მით უფრო, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური მოსახლეობა ავტომატურად ითვლება საქართველოს მოქალაქეებად, რომელთა მიმართ ხელისუფლებას გააჩნია პოზიტიური ვალდებულებები. ასეთად განიხილება, მაგალითად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ლე36 ნეიტრალური დოკუმენტების მიმღებთა რაოდენობა არ აღემატება ორასს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან(დაახ. 200 ათასი) შედარებით ძალიან მცირე რიცხვია. მოგეხსენებათ, რომ ნეიტრალური დოკუმენტის აღებისთვის პირი უნდა გამოცხადდეს იუსტიციის სახლში, შეავსოს განაცხადი, წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია და ა.შ. ამასთან, ის შეღავათები და შესაძლებლობები, რომელთა მიღებაც შეიძლება ნეიტრალური პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტით გაცილებით მცირეა საქართველოს პირადობის მოწმობასთან შედარებით. აგრეთვე, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელები განიცდიან ზეწოლას და მუქარას დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ხოლო თავად დოკუმენტები აფხაზებისა და ოსების მიერ ხშირად აღიქმება„სპეციალურად“ მათთვის შექმნილ„ქართულ დოკუმენტებად“. 147 კონფლიქტები საქართველოში გიტიმურად მცხოვრები პირებისთვის ე.წ. პირადი ნომრის მინიჭების შესაძლებლობა, რომელზეც მუშაობა დაიწყო ჩემი მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. როგორც პრესიდან ვიცი, მას შემდეგ, რაც მე დავტოვე თანამდებობა, ეს პროექტიც წარმატებით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს გააჩნდეთ ნეიტრალური დოკუმენტის ალტერნატივა.„აფხაზური და ოსური პასპორტების“ საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოს უნდა შეეძლოს მათთვის პირადი ნომრის მინიჭება ნეიტრალური დოკუმენტის გაცემის გარეშეც, რომლის აღებაც მათთვის სხვადასხვა მიზეზის გამო მიუღებელი ან შეუძლებელია. ეს ნაბიჯი ავტომატურად გა ზრდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მიერ დანარჩენ საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მოხ მარების შესაძლებლობას და მაქსიმალურად გაამა რტივებს პროცედურებს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში მათი ჩართვისათვის. მე ჩემს ხედვაში არ ვაკონკრეტებ ამ მიზნის მისაღწევ საშუალებებს. ეს საკითხი არის საქართველოს მთავრობის განხილვის საგანი. საკითხის განხილვის შედეგად, შესაძლებელია, შეთავაზებულ იქნეს სხვაგვარი მექანიზმებიც. ამასთან, ვერ გავიზიარებთ მავანთა მოსაზრებას, რომ აღნიშნული ინციატივით პირდაპირი საფრთხე შეექმნება პარტნიორ ქვეყნებთან გაწეულ ძალისხმევას, რადგან ის კავშირში საერთოდ არაა თორმეტი 148 პაატა ზაქარეიშვილი ქვეყნის მიერ უკვე აღიარებულ ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტთან, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გამოიყენება საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და რომელსაც, შესაბამისად, ვერ ჩაანაცვლებს წარმოდგენილი მექანიზმი. აქვე ვერ დავეთანხმებით ინფორმაციას, თითქოს ნეიტრალური დოკუმენტები რაიმე კავშირში იყოს მოქალქეების გადაადგილების თავისუფლებასთან საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კონტექსტში აუცილებელია, აღინიშნოს, რომ, მართალია, სუვერენული სახელმწიფო ინარჩუნებს იურისდიქციულ(თუმცა, არა პრაქტიკულ) ხელისუფლებას არაღიარებულ ტერიტორიაზე, მაგრამ, ამავე დროს მას გააჩნია მოვალეობა თავისი მოსახლე ობის მიმართ ამ ტერიტორიებზე და უნდა იმოქმედოს ისე, რომ უზრუნველყოს იქ მცხოვრებთა კეთილ დღეობა და ადამიანის უფლებები ყველა არსებული საშუალებებით. 37 სწორედ ამ მიზეზით, წამყვანი დასავლელი ექსპერტების შეფასებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი არასტანდარტული სიტუაციის გამო ნეიტრალური დოკუმენტების შემუშავება საქართველოს ხელისუფლების მიერ მისასალმებელია“, როგორც მოქნილი და პრაგმატული ნაბიჯი ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისათვის. 38 ამასთან, საერთა 37 სამართლებრივი მოსაზრება სახელმწიფოს აღიარების თაობაზე, კონკრეტულად დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით, ჯონ პაკერი(გაერო) და ზდენკა მახნიუკოვა(ევროკავშირი), 15 თებერვალი, 2014 წ. 38 Herrberg A ., Hofmann R ., Packer J ., Decaux E ., Martin D ., Compar ative Study on Status Neutral Travel Documents , July 2011 , European 149 კონფლიქტები საქართველოში შორისო სამართალი უპირობოდ არ აბათილებს არა ღიარებული ერთეულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას; ის, ასევე, იცნობს არაღიარებულ ხელისუფლებებთან ისეთი ორმხრივი შეთანხმებების პრეცედენტებს, რომელთა მიზანი ნდობის აღდენა და ადამიანის უფლებათა რეალიზებაა. მსგავსი დებულებების მიზანია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერა და სწორედ ამის გამო მათ არ მოჰყოლია თვითგამოცხადებული რეჟიმების საერ­ თაშორისო აღიარება. მაგალითად, საერთაშორისო სამართალი ცნობს დე-ფაქტო ხელისუფლებათა მიერ მიღებული თუ გაცემული ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობას, მაგალითად, როგორებიცაა: დაბადების, გარდაცვალებისა თუ ქორწინების რეგისტრაცია, რადგანაც აღნიშნული აქტების ნამდვილობის უარყოფა ზიანს მიაყენებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამავე კონტექსტში აღსანიშნავია მოლდოვას გამოცდილება. 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაში – საქმეზე ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ 39 – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას ხელისუფლების მიერ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ სტრუქტურებთან დადებულ შეთანხმებებსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით(რომელიც მოიცავდა მათ მიერ Forum for International Mediation and Dialgue(madiatEUr) . 39 ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ, (Ilaşcu and others v . Moldova and Russia) , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება. 150 პაატა ზაქარეიშვილი გაცემული დოკუმენტების ურთიერთცნობას, ასევე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და დაცვას) გაიზიარა მოლდოვას ხელისუფლების არგუმენტი, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ღონისძიებები მიმა რთული იყო დნესტრისპირეთში მცხოვრები ხალხის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აღნიშნული ქმედებების ბუნებისა და მათი შეზღუდული ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებები არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დნესტრისპირეთის რეჟიმის მხარდაჭერად. უფრო მეტიც, სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებდა მოლდოვის სურვილს, აღედგინა კონტროლი დნესტრისპირეთს რეგიონში. 40 აღსანიშნავია, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ არა 40 „In parallel with that change of strategy , relations were estab lished between the Moldovan authorities and the Transdniestrian separatists . Economic cooperation agreements were concluded , relations were established between the Moldovan parliament and the“parliament of the MRT“ , for several years there has been co operation in police and security matters and there are forms of co operation in other fields such as air traffic control , telephone links and sport(see paragraphs 114 , 178 and 185 above) . The Moldovan Government explained that these cooperation measures had been taken by the Moldovan authorities out of a concern to improve the everyday lives of the people of Transdniestria and allow them to lead as nearly normal lives as possible . The Court , like the Moldo van Government , takes the view that , given their nature and lim ited character , these acts cannot be regarded as support for the Transdniestrian regime . On the contrary , they represent affirmation by Moldova of its desire to re-establish control over the region of Transdniestria . “ 151 კონფლიქტები საქართველოში მხოლოდ დადო ეკონომიკური შეთანხმებები დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეჟიმთან, არამედ ურთიერთობები დამყარდა მოლდოვის პარლამენტსა და დნესტრისპირეთის არაღიარებული რეჟიმს, ე.წ. პარლამენტს, შორის. წლების განმავლობაში არსებობდა თანამშრომლობა პოლიციისა და უსაფრთხოების საკითხებში და ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საჰაერო ნავიგაციის კონტროლი, სატელეფონო კავშირები და სპორტი. ხანგრძლივ პერიოდში ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის დაკარგვა(მონტევიდეოს კონვენციის ერთ-ერთი კრიტერიუმი) შეიცავს გარკვეულ რისკებს და ლეგიტიმური ხელისუფლების სრულმა უმოქმედობამ შეიძლება გააჩინოს კითხვები ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი დეფაქტო ხელისუფლების ცნობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომაც არაღიარების გრძელვადიანი პერს პექტივისას მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელი სუფლებამ შეძლოს იმის დემონსტრირება, რომ შესწევს უნარი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას (ე. ი. საკუთარ მოქალაქეებს) შესთავაზოს სერვისები, დაიცვას მათი უფლებები და დააკმაყოფილოს ჰუმანი ტარული საჭიროებები. ჩემს ხედვაში წარმოდგენილი მექანიზმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა ხელთ არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფრო ფართოდ გამოყენების თაობაზე ხელს შეუწყობდა აღნიშნული კუთხით საქართველოს როგორც საერთაშორისო ვალდ­ ებულების, ისე პრაგმატული ინტერესების განხორციელებას. 152 პაატა ზაქარეიშვილი ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ოპონენ­ ტები ტერმინს –„დე-ფაქტო აღიარება/ცნობა“ – ზედმეტად ფართოდ გამოიყენებენ. აქაც გავიმეორებ, რომ არაღიარებულ ერთეულთან მიმართებით განხორცი ელებული არა მხოლოდ ნებისმიერი ქმედება ან გან­ ცხადება, არამედ, ასევე, მისი ნებისმიერი ქმედების მიმართ პასუხი არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დე-ფაქტო აღიარება, თუკი ასეთი განზრახვა აშკარა არაა. არაღიარებული ერთეულის ნებისმიერი მოქმედების ცნობა, მით უფრო, მისი უკანონო დოკუმენტის გამოყენება მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს ან მთავრობის„დე-ფაქტო აღიარებად“ ასეთი განზრახვის გარეშე. სახელმწიფოებისა და მთავრობების აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ცნობა არის ცალსახად მიღებული აქტი, რომელიც სრულდება მაღიარებელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ, ვინაიდან ამას შეუძლია მოიტანოს შედეგები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. აღიარება ან არაღიარება გამოხატავს სახელმწიფოს განზრახვას, სამართლებრივად დატვირთოს ერთეულის არსებობა, როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრისა. მავანთა მოლოდინისგან განსხვავებით, საერთაშორისო სამარ­ თალში არ არსებობს„უნებლიე აღიარების“ ცნება. ამიტომ აღიარება უნდა განიხილებოდეს განცალკევებით სხვა აქტებისაგან, რომლებიც მხოლოდ არსებული სიტუაციის ცნობას გამოხატავს; ან ისეთი ქმედებისაგან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ადასტურებს ურთიერთქმედების რაიმე ზომას, არ ამჟღავნებს აღიარების განზრახვას. აქვე აღსანიშნავია არაღიარე153 კონფლიქტები საქართველოში ბული„ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“( TRNC ) მაგალითი, რომლის პასპორტის გამოყენება ავსტრალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პაკისტანსა და აშშ-ში სამოგზაუროდ დაშვებულია, მაგრამ ამათგან არცერთს სახელმწიფოდ არ უცვნია თავად TRNC . 41 უმრავლესობა ოპონენტებისა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩემს ხედვაში გამოყენებულ ტერმინს –„გამყოფი ხაზი“ – და მიაჩნიათ, რომ 2010 წელს მთავრობის სამართლებრივი აქტში ნახსენები ეს ტერმინი არ შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, რადგან ის ერთგვარად უგულებელყოფს ოკუპაციის მნიშვნელობას გამყოფი ხაზების შექმნის პროცესში. მკაფიოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში მე ვიყენებ იმ ტერმინს, რომელიც დამკვიდრებულია სხვადასხვა სამართლებრივი აქტით და, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ ტერმინს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი ხელოვნური ბარიერების აღსანიშნავად. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ხედვა ემსახურება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებს. ამდენად, ტერმინი„გამყოფი ხაზები“ გამოყენებულია სამშვიდობო და ნდობის აღდგენის კონტექსტში და არ საჭიროებს მნიშვნელობის დაზუსტებას, რადგან ის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვ41 Herrberg A ., Hofmann R ., Packer J ., Decaux E ., Martin D ., Compar ative Study on Status Neutral Travel Documents , July 2011 , European Forum for International Mediation and Dialgue(madiatEUr) . 154 პაატა ზაქარეიშვილი რის N107 განკარგულებით, უკვე განმარტებულია, როგორც„ოკუპანტი ძალის მიერ შექმნილი საოკუპაციო ხაზები, რომლებითაც ოკუპირებული ტერიტორიები გამოყოფილია საქართველოს დანარჩენი ნაწილებისაგან“. 42 ზოგიერთი ოპონენტი მიუთითებს, რომ ჩემს დასკვნაში აღნიშნული გარემოება – სახელმწიფოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ატესტატებისა და დიპლომების ლეგალიზების თაობაზე – სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იქ, სადაც ხსენებული დოკუმენტების ლეგალიზებაზე ვსაუბრობ, აღვნიშნავ, რომ ის მოქცეულია კანონის ჩარჩოებში. დასკვნაში არ არის ნახსენები, რომ უკანონო ორგანოების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები პირდაპირ გამოიყენება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ტექსტში ტერმინი „ლეგალიზება“ გამოყენებულია ფართო გაგებით და მიანიშნებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით, კანონი დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, მოიპოვონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ უკანონო ორგანოების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დგინდება მხოლოდ ოკუპირებულ ტერი42 https : //matsne . gov . ge/ka/document/view/2251491?publication=0 155 კონფლიქტები საქართველოში ტორიაზე მიღებული განათლების ფაქტი, რაც არ შეესაბამება სინამდ­ ვილეს.„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის N1067 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის თანახმად, უკანონო ორგანოების მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე დაინტერესებულ პირს უდასტურდ­ ება როგორც უმაღლესი განათლების მიღება, ისე აქვს მას შესაძლებლობა, მიიღოს დასკვნა გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ. ამრიგად, უკანონო ორგანოების მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე პირს უდგინდება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტი, არამედ აღიარება ხდება იმ საგნებისა და მიღებული შეფასებებისა, რომლებიც მოცემულია ხსენებულ უკანონო დოკუმენტში. ამიტომ ამ შემთხვევაში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ფართოდ გამოიყენება. სწორად ამ კონტექსტშია ნახსენები ჩემს ხედვაში ტერმინი„ლეგალიზაცია“. ზოგიერთ ოპონენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ჩემ მიერ ტერმინების„სამხრეთ ოსეთისა“ და „აფხაზეთის“ გამოყენება. მათი მოსაზრებით, ოფიციალურ დოკუმენტებში ამგვარი ტერმინოლოგიის გამოყენება ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო ამგვარ სუბიექტებს ეპყრობა, როგორც დამოუკიდებელ ერთეულებს. ამ შემთხვევაშიც ოპონენტების შენიშვნა ვერ იქნება გაზიარებული, მით უფრო, როდესაც ტერმინი„აფხაზეთი“ გამოყენებულია გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთ ოფიციალურ 156 პაატა ზაქარეიშვილი ტექსტში. 43 ასევე, ტერმინი„სამხრეთ ოსეთი“ გამოყენებულია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მეექვსე პუნქტში(საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ), შერეული საკონტროლო კომისიის ყველა ოქმსა(1992-2008 წწ.) და 2004 წლის 5 ნოემბერს ქ. სოჭში ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის მიერ ხელმოწერილ განცხადებასა და კიდევ სხვა მრავალ დოკუმენტში. საქართველოში არსებულ შიდასახელმწიფოებ­ რივი ხასიათის კონფლიქტების სახელწოდებასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ოფიციალურ წყაროებსა და რიტორიკაში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტი მოიხსენიება ასე:„ქართულ-აფხაზური კო ნფლიქტი“ ან„კონფლიქტი აფხაზეთში/საქართველო“. 2005 წლის 29 ივლისის ჩათვლით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში გამოყენებულია ტერმინი –„კონფლიქტი აფხაზეთში/საქა43 იხ. შემდეგი რეზოლუციები: გაეროს უშიშროების საბჭოს 2008 წლის 15 აპრილის N1808 რეზოლუცია; გაეროს უშიშროების საბჭოს 2007 წლის 15 ოქტომბრის N1781 რეზოლუცია; გაეროს უშიშროების საბჭოს 2007 წლის 13 აპრილის N1752 რეზოლუცია; გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის 13 ოქტომბრის N1716 რეზოლუცია; გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის 31 მარტის N1666 რეზოლუცია; გაეროს უშიშროების საბჭოს 2005 წლის 29 ივლისის N1615 რეზოლუცია; გაეროს უშიშროების საბჭოს 2005 წლის 28 იანვრის N1582 რეზოლუცია. 157 კონფლიქტები საქართველოში რთველო“, თუმცა თუმცა ამავე ორგანიზაციის მიერ 2006-2008 წლებში მიღებული რეზოლუციები შეიცავს ტერმინს –„ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“. აქედან გამომდინარე, ამ კონფლიქტის დასახელებისას მე ვიყენებ საერთ­ აშორისო დონეზე აპრობირებული ტერმინის ამჟამინდელ ვერსიას –„ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“. ასევე, სამხრეთ ოსეთის ჭრილში მოხსენიებული ტერმინის –„ქართულ-ოსური კონფლიქტი“ – გამოყენებისას მე ვხელმძღვანელობ წლების განმავლობაში ოფიციალურ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ წყაროებში(მაგალითად, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებსა და ა.შ) დამკვიდრებული პრაქტიკითა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოყენებული ტერმინოლოგიით. დაბოლოს, ოპონენტების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ჩემს ხედვას გაეცნო და მის წინააღმდეგ გაილაშქრა, არასაკმარის ყურადღებას უთმობს იმ ფაქტს, რომ მთავარ მამოძრავებელ ძალას, ცალკე ული სუბიექტის აღიარების თვალსაზრისით, წარმოა დგენს არა იმდენად სამართლებრივი და ტერმინო ლოგიური საკითხები, რამდენადაც სახელმწიფოთა პოლიტიკური ნება და საერთაშორისო პოლიტიკა (მაგალითად, კოსოვოს აღიარება).„ცნობის ან ცნობისგან თავის შეკავების დროს სახელმწიფოებზე პოლიტიკური შეხედულებები უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე სამართლებრივი. თუმცა, მათი მოქმედებები სამართლებრივ შედეგებს იწვევს“. 44 რა თქმა უნდა, არსებობს კავშირი ყოველი ცალკეული სახელმწიფოს 44 Malanczuk , M . B . Akehurst Introduction to Modern International Law(Routledge , 1997) , გვ. 82. 158 პაატა ზაქარეიშვილი მიერ სუბიექტის ცნობასა და მის შემდგომ საერთაშორისო აღიარებას შორის, მაგრამ რეალობაში ყოველ ცალკეულ სახელმწიფოს სრული დისკრეცია და შესაძლებლობა აქვს, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს აღიარების მიზანშეწონილობა(ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მიერ„სამხრეთ ოსეთისა“ და„აფხაზეთის რესპუბლიკების“ აღიარებას არ მოჰყოლია„ჯაჭვური რეაქცია“ არც ერთი სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნის მხრიდან). სახელმწიფოები, როგორც წესი,„მონტევიდეოს კონვენციაში“ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს ცალკეული წარმონაქმნის ცნობისთვის გარკვეული ინtერპრეტაციით მოიხსენიებენ. მოცემული ნორმის თანახმად,„სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები: ა) მუდმივი მოსახლეობა; ბ) განსაზღვრული ტერიტორია; გ) მთავრობა და დ) უნარი, შევიდეს ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებთან“. 45 რასაკვირველია, აღნიშნული ნორმა არ იძლევა ხსენებული კუმულაციური ელემენტების ამომწურავ განმარტებას. შესაბამისად, ყოველი სახელმწიფო საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავს აღნიშნულ ნორმას და იყენებს მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღი არებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ მის ტერი ტორიაზე(მათ შორის, საერთაშორისო სამართალთ­ ან შეუთავსებელი აგრესიული აქტის შედეგად წარმო45 The Montevideo Convention on the Rights and Duties of States , 26 December , 1993 . 159 კონფლიქტები საქართველოში ქმნილი ერთეულის არაღიარების საერთაშორისო ვალდებულების გამო), სწორედ პოლიტიკური ნება და არა სამართლებრივ-ტერმინოლოგიური ნიუანსები განსაზღვრავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერ­ თაშორისო აღიარების შანსს. 46 მაგალითად, კვიპროსთან შედარებით, როგორც ევროსაბჭოს ექსპერტები აღნიშნავენ,„საქართველოს უპირატესი სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობა გააჩნია. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ სამხრეთ ოსეთს ან/და აფხაზეთს ბევრი ქვეყანა აღიარებს“. 47 შესაბამისად, ჩემი აზრით, ამ ტერიტორიებთან ურთიერთობისთვის გადადგმული ნაბიჯები არ იქნება გაგებული, როგორც ცნობის განზრახვა ან გამოყენებული სხვა სახელმწიფოების მიერ ამ უკონტროლო რეგიონების აღიარებისათვის“. მართლაც, კვიპროსის რესპუბლიკა წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ შე იძლება თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში არა ღიარებულ(და ოკუპირებულ!) ტერიტორიასთან, ამ უკანასკნელის საერთაშორისო აღიარების უნებლიე წახალისების გარეშე.„შეიძლება ითქვას, საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკაზე უკეთესი პოზიციები გააჩნია, ვინაიდან ის სარგებლობს რიგი დასავლური 46 შესაბამისად, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ თავსებადობას, მათ შორის მის დასავლურ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, დემოკრატიასა და კონფლიქტის მოგვარების პროგნოზირებად, ლეგიტიმურ მეთოდებს. 47 კონსულტანტების ანგარიში: კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოში – სამართლებრივი და პოლიტიკური გაკვეთილები კვიპროსის მაგალითზე, ჯეიმს ქერ-ლინდსეი და ნეოფიტოს ლოიზიდესი, 2013 წლის 14 თებერვალი. 160 პაატა ზაქარეიშვილი ქვეყნების, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ყველა წამყვანი წევრი-ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერით. ვინაიდან მათ სურთ, დაინახონ შერიგების პროცესი საქართველოსა და მის უკონტროლო რეგიონებს შორის, გაერთიანების საბოლოო ამოცანით, მგონი, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ქმედებებს ისინი არ მიიღებენ, როგორც ცნობის გამოხატულებას“. 48 ამდენად, საერთაშორისო პოლიტიკურ რეალიები(განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე რუსეთ-დასავლეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობების კონტექსტში) ქმნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკურ გარანტიებს განჭვრეტად მომავალში. და ბოლოს, სხვადასხვა ოპონენტის მიერ ხსენებული საკმაოდ ბუნდოვანი ცნება„საქართველოს სახელმწიფო ინტერესების“ მიმართ არსებული საფრთხეები სინამდვილეში წარმოადგენს მხოლოდ ჰიპოთეტურ რისკებს, რომელთა მართვა ადვილად შეიძლება, თუკი საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან და სამ ხრეთ ოსეთთან გადადგმულ თავის ნაბიჯებს, მათ შო რის ჩემი და ჩემი მეგობრების დახმარებით ჩამოყალი ბებულ ხედვით გათვალისწინებულს, თან დაურთავს მკაფიო განცხადებებს ამ რეგიონების არაღიარების განზრახვის თაობაზე და განაგრძობს რუსეთის ოკუ პაციის წინააღმდეგ საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას(ეს სამი ქმედება ერთმანეთს არ გამორი ცხავს). 48 იქვე. 161 კონფლიქტები საქართველოში მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო დონეზე არაღიარების ამოცანა(რაც ზოგიერთმა მართებულად მიიჩნია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ინტერესად), როგორც ჩანს, სინამდვილეში ნაკლებად დაზარალდება, რაციონალური აზროვნება გვკარნახობს, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები მისი სხვა, შესაძლოა მავანისთვის მეორე რანგის, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ქართველ საზოგადოებაში ინტეგრირებისა და ნდობის აღდგენის – მიმართულებით. 162 პაატა ზაქარეიშვილი რა შეიცვალა ჩემ შემდეგ სამწუხაროდ, ჩემ შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და არსებითად სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართა.„ქართული ოცნების“ პოლიტიკა, კონფლიქტებზე ზემოქმედების მიმართულებით, სრულიად შეიმოსა„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივით. ამის მაგალითია 2017 წლის 21 თებერვალს გაეროში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა, სადაც მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან მიმართებით გამოიყენა და აღადგინა ტერმინი„რეინტეგრაცია“, რომელიც 2012 წლიდან 2016 წლამდე საერთოდ აღარ გამოგვიყენებია. ამავე წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო არის რუსეთის პოლიტიკის მსხვერპლი. მან მთელი ყურადღება მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე გადაიტანა, თუმცა, არაფერი უთქვამს იმ ხალხზე, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე და, რომლებიც თვლიან, რომ თვითონაც არიან მსხვერპლნი, ოღონდ საქართველოს მხრიდან. თუ ჩვენ სამართლიანად გვაქვს განცდა, რომ ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი და ვეძებთ სოლიდარობას, რა ვუყოთ აფხაზებისა და ოსების ასევე გულწრფელ განცდას? ის თავისით გაქრება? 163 კონფლიქტები საქართველოში 2017 წლის 27 იანვარს გამოქვეყნდა მშვიდობიანი პოლიტიკის რვა პუნქტი. 49 ამ ტექსტში ექვსჯერ არის ნახსენები ტერმინი„კონფლიქტი“ და არც ერთხელ „კონფლიქტ(ებ)ი“. მინისტრობის დროს ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ ტერმინისთვის –„კონფლიქტ(ებ)ი“ – თავისი შინაარსი დამებრუნებინა და აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის შემექმნა განცდა, რომ მათ პოზიციებს პატივს ვცემთ, და რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ცალ-ცალკე განსახილველი თემებია; რომ არ შეიძლება, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის არსებული პრობლემები საქართველო-­ რუსეთის ურთიერთობებში გავცრათ. სამწუხაროდ, პარტია„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ უარყო კოალიცია„ქართული ოცნების“ პოლიტიკა და დაუბრუნდა„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოღებულ ტერმინს –„კონფლიქტი“. რვაპუნქტიან ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები„კონფლიქტის მხარე“, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკისკენ მიბრუნებისა. კიდევ ერთი მაგალითი„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში დაბრუნებისა: სოფელ რუხში საავადმყოფოს გახსნისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ, საუბარი იყო ელიმინაციის C ჰეპატიტის პროგრამაზე და ითქვა, რომ აფხაზებს ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლებოდათ. თუმცა, შეთავაზებას მოულოდნელად დაუმატეს და ჩართეს მანამდე კარგად ცნობილი დოკუმე49 https : //smr . gov . ge/ge/news/read/883/ 164 პაატა ზაქარეიშვილი ნტი„ნეიტრალური პასპორტი“, 50 , 51 რაც ჩემი მუშაობიდან და კომუნიკაციიდან საერთოდ ამოღებული იყო. მე ეს ძალიან გამიკვირდა. აფხაზები პრინციპულად არ იღებდნენ„ნეიტრალურ პასპორტებს“ და ახალ ხელისუფლებს უნდა სცოდნოდათ, რომ აფხაზები, ამ დოკუმენტის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებას ამჯობინებდნენ. მართლაც ბევრი რამე დაემთხვა ერთმანეთს:„ნეიტრალური პასპორტის“ ხელახლა გაჟღერება,„კონფლიქტის მხარის“ ამოღება,„კონფლიქტების“ ნაცვლად„კონფლიქტის“ გამოყენება. ამ ყველაფრიდან აშკარად ჩანდა, რომ გარკვეულ დონეზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, დაბრუნებოდნენ უმტკივნეულო და ოპიზიციისთვის კარგად გასაგებ რიტორიკას და შეექციათ ზურგი იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც კოალიცია„ქართული ოცნება“ 2012-2016 წლებში ახორციელებდა. ეს იყო უკან,„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დასკვნა ისაა, რომ, თანამდებობიდან ჩემი წამოსვლით ხელი შეეწყო ძველი პოლიტიკის აღორძინებას. 50 https : //www . moh . gov . ge/ka/news/3631/zugdidSi-C-hepatitismarTvis-uprecedento-masStabis-centri-gaixsna 51 https : //www . moh . gov . ge/ka/news/3678/C-hepatitis-programis-mosargebleTaareali-farTovdeba . # ! 165 კონფლიქტები საქართველოში „ქართული ოცნების“ გაშვებული შანსები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მთავარი თემა და ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და ნაკლებად ვსაუბრობდით კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე. თუმცა, ცენტრალური მიზნის მიღწევის გარდა, ასევე, გვინდოდა, მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ ახალი ქართული პოლიტიკა გადახედავდა კონფლიქტების მიმართულებით მანამდე არსებულ კურსს. კოალიციის მიერ ამ სეგმენტის შექმნისთვის მეც აქტიურად ვმუშაობდი. 2008 წლის შემდეგ„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგრესიულ რიტორიკაზე უარი თქვა და, თითქოსდა, გამორიცხა საომარი მოქმედებების შესაძლებლობა, მაგრამ 2012 წლამდე მაინც იგრძნობოდა და იგულისხმებოდა, რომ ეს ძალა არ გაუშვებდა შანსს ხელიდან, ხელახლა დაეწყო მუშაობა კონფლიქტების შეიარაღებული მოგვარების ვერსიაზე. ამიტომ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იყო, ეს პოზიცია სრულიად გამოერიცხა ქართული პოლიტიკიდან და მყარად გაეცხადებინა, რომ ქართული მხარე არ აპირებს, დაუშვას ან იმსჯელოს საომარი მოქმედებებით კონფლიქტების მოგვარებაზე. ეს კონკრეტული ამოცანა შესრულდა, რამაც თავისი შედეგიც მოიტანა. როცა ხელისუფლება საყოველთაო სახალხო მხარ­ დაჭერით იცვლება, ახალ ძალას ეძლევა საშუალება, მიიღოს არაპოპულარული, თუმცა, მნიშვნელოვანი გა166 პაატა ზაქარეიშვილი დაწყვეტილებები. 2012 წლის არჩევნებმა სწორედ ეს შანსი მოგვცა. ეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაჩნდა 2016 წლის არჩევნებზეც, რომელშიც„ქართული ოცნება“ მონაწილეობდა არა კოალიციის, არამედ პარ­ ტიის სახით და კვლავ მიიღო მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. თამამი ნაბიჯების გადადგმა მაშინაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსი„ქარ­ თულმა ოცნებამ“ ხელიდან გაუშვა, რაც მართლაც გასაკვირია. ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილებები უფრო თამამად მიეღოთ და აფხაზი და ოსი მოსახლეობის გული მოეგოთ, ახალი ხელისუფლება„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გეზს დაუბრუნდა. დღეს კი„ქართული ოცნება“ უკვე არის არაპოპულარული, დისკრედიტებული ძალა და მისი ერთადერთი ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენისთვის ბრძოლაა. ამიტომ მას დღეს არ სცალია, მაგალითად, აფხაზეთში არსებულ ახალ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს და გამოიყენოს შანსი კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინ წასაწევად. ახლა, მართლაც, იოლია ამ პარტიის წინააღმდეგ ოპოზიციის შეტევა და მისი პოზიციების განადგურება, დღეს„ქართულ ოცნებას“ კონფლიქტებისთვის აშკარად არ სცალია, მაგრამ, როგორც ვთქვი, მათ ეს შანსი ორჯერ გაუშვეს ხელიდან – 2012 და 2016 წლებში. საგულისხმოა, რომ მაშინ „ქართულ ოცნებას“, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ასევე, ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეზობელი სახელმწიფოების(გარდა რუსეთისა) დიდი მხარდაჭერა. ერთობლიობაში, ეს ყველაფერი ქმნიდა კონფლიქტების მოგვარებაში ახალი ქარ­თული პოლიტიკის წარმატების გარანტიას. 167 კონფლიქტები საქართველოში როცა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგ­ ვარების საკითხები განიხილებოდა, მუდმივად იგრძნო­ ბოდა შიში, რომ თამამი ნაბიჯების გადადგმით კიდევ უფრო მეტად არ დაგვეკარგა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს შიშიც ისევ და ისევ„ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური წევრებისგან მომდინარეობდა. 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც. ამიტომ ქართველ პოლიტიკოსებს არ ჰყოფნიდათ სითამამე და კომპეტენცია, განეჭვრიტათ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატება და სად – რისკები. გამომდინარე აქედან, თავის დაზღვევის მიზნით, ამჯობინებდნენ, ასეთი თემები საერთოდ არ განხილულიყო. 168 პაატა ზაქარეიშვილი ისტორიის დასასრული დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. მაშ ასე, გავათავისუფლეთ მარეკ დუდაევი. ამის შემდეგ დაიწყო ინტენსიური პროცესები. დუდაევის გათავისუფლება წარმოჩინდა, როგორც ქართული მხარის კეთილი ნება. დავიწყეთ რეგულარული ურთიერთობა ოსურ მხარესთან, რათა მათ გაეთავისებინათ, რომ დუდაევის გათავისუფლების შემდეგ გააქტიურებას მათი მხრიდანაც ველოდებოდით. პარალელურად, ცხინვალში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა საუბარი მხოლოდ სამ პატიმარზე, რომლებსაც 2005 წლის თებერვალში გორში განხორციელებული ტერაქტის გამო ქართული მართლმსაჯულების მიერ უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ოსურ საზოგადოებაში, მარეკ დუდაევის გათავისუფლება, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნია. ცხინვალის წარმომადგენლებს მისი გათავისუფლება არც ჟენევაში მიმდინარე ოფიციალურ მოლაპარაკებებზე უხსენებიათ. ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ერგნეთის შეხვედ­ რებზეც. ოსური მხარე საუბრობდა მხოლოდ სამი ეთნიკური ოსი პატიმრის გათავისუფლების შესახებ. მივხვდი, რომ თვითდინებასა და კეთილ ნებაზე მიშვებული მოლოდინი უშედეგოდ დასრულდებოდა. საჭირო იყო აქტიური მოქმედება. ოსურ მხარეს, რომელიც დუდაევის გათავისუფლებას დიდი ხნის განმავ­ ლობაში ითხოვდა, გავუგზავნე შემდეგი შინაარსის 169 კონფლიქტები საქართველოში შეტყობინება:„კოალიცია ქართული ოცნება“ მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, მალევე გაათავისუფლა დუდაევი, მაგრამ ქართულმა მხარემ საპასუხოდ ვერაფერი მიიღო. ამის შემდეგ როგორ შემიძლია, ვისაუბრო მთავრობაში სამი უვადო პატიმრის გაშვებაზე, როცა ცხინვალს რეაგირება არ ჰქონია დუდაევის გათავისუფლებაზე?! რატომ უნდა იყოს ქართული მხარე მუდმივად მომლოდინე და მოპასუხე რეჟიმში?! ამიტომ ჩვენ ოსური მხრიდან გვჭირდება საპასუხო ნაბიჯი. მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ჩვენ მივიღებთ სასიგნალო შეტყობინებას, რომ ცხინვალმა გაიგო და დააფასა დუდაევის გათავისუფლება, ჩვენ შეგვეძლება, დავიწყოთ სერიოზული საუბრი სამი უვადო პატიმრის გათავისუფლებაზე. პარალელურად, დავიწყე სამოქალაქო დიალოგის ფორმატის გამოყენება, სადაც თანამშრომლობის დიდი გამოცდილება მქონდა, ვიდრე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დავიკავებდი. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წრმომადგენლებთან მაკავშირებდა სანდო, მყარი და თანმიმდევრული ურთიერთობები და მათი საშუალებით დავიწყე ამ თემის გაფართოება. ჩემი გეგმების ზოგიერთ ეპიზოდს ვუზიარებდი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, ვინაიდან მათ ჰქონდათ თავიანთი ხედვა, თუ როგორ უნდა მემოქმედა არსებულ ვითარებაში. სწორედ უსაფრთხოების სამსახურის თხოვნით, ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებში მარეკ დუდაევის სანაცვლოდ მოვითხოვე ცხინვალის იზოლატორში მყოფი ჯ.მ.-ის გათავისუფლება. იგი„მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლების დროს მუშაობდა ახალგორის რაიონის მი170 პაატა ზაქარეიშვილი ლიციაში. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მას საკმაოდ მძიმე დანაშაულებებში სდებდა ბრალს. ჯ.მ. დაუდგენელი მიზეზით, საკუთარი ნებით აღმოჩნდა ახალგორში, სადაც ის დააპატიმრეს და საკმაოდ ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. უსაფრთხოების სამსახურის თხოვნით, დავაყენე საკითხი, რომ დუდაევის ნაცვლად ცხინვალს გაეთავისუფლებინა ჯ.მ. ჩემი გამოცდილებით, ყოველთვის არაა გამართლებული კონკრეტული პირის გათავისუფლებას ითხოვდე კატეგორიულად და უპირობოდ. ასეთ დროს კონფლიქტის მეორე მხარე ხვდება, რომ კონკრეტული პირი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ მის სანაცვლოდ შესაძლებელია, უფრო მეტი მიიღოს. ამიტომ ცხინვალი მოითხოვდა, ჯ.მ.-ს სანაცვლოდ გორის ტერაქტში ბრალდებული სამი უვადო პატიმრიდან ერთი მაინც გაგვეთავისუფლებინა. ისინი ამ მოთხოვნას ასევე კატეგორიულად აყენებდნენ, რად­ გან იცოდნენ, რომ ჯ.მ. ყოფილი პოლიციელი იყო და ჩემს მინისტრად დანიშვნამდე უსაფრთხოების სამსახური მათთან მხოლოდ ჯ.მ-ის გათავისუფლების თაობაზე წარმართავდა მოლაპარაკებას, ხოლო სხვა ქართველი პატიმრების ბედი მოლაპარაკების დროს არ განიხილებოდა. ამდენად, ოსური მხარე აშკარად გრძნობდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ადამიანი ქართული მხარისთვის და, კონკრეტულად, ძალოვანი სტრუქტურებისათვის. როდესაც მათ შევატყობინე, რომ ჩვენი კეთილი ნებით დუდაევის გათავისუფლების სანაცვლოდ მათგან ჯ.მ-ის გათავისუფლებას ვითხოვდი, ცხინვალმა ჩათვალა, რომ დუდაევის გაშვების გზით(„ეშმაკობით“) ვცდილობდით უსაფრ171 კონფლიქტები საქართველოში თხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანი ფიგურის დაბრუნებას. შესაბამისად, ჯ.მ.-ის გათავისუფლებაზე ოსური მხარე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მე ვუხსნიდი საქართველოს ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებს, რომ იმ საკითხზე, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე პრინციპულ უარზეა, კამათს არც აზრი აქვს და, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო შედეგი მოაქვს. როდესაც ამ ტიპის წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, ვთვლიდი, რომ მისი გადალახვა საჭირო იყო არა ჯიუტად არჩეული პოზიციის დაცვით, არამედ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხის ჩანაცვლებით. ჯ.მ.-ის გარდა, ცხინვალში ბევრი სხვა პატიმარი იყო, რომელთა გათავისუფლებაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი მათგანი იყო თეიმურაზ ჯერაპოვი, რომელსაც ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ისიც შემთხვევით მოხვდა, ისიც დააპატიმრეს და გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენადაც ჯ.მ.-ს გათავისუფლებაზე ცხინვალი შეუსრულებელ პირობებს გვიყენებდა, მოვთხოვე ჯერაპოვის გამოშვება, რომელიც ყველაზე ხანდაზმული იყო იქ მყოფი პატიმრებიდან და ყველაზე დიდი ვადა ჰქონდა მისჯილი. მასზე ცხინვალი იოლად დამთანხდა, ვინაიდან მის მიმართ ქართულ მხარეს მანამდე არავითარი მოთხოვნა არ ჰქონდა წაყენებული და აშკარად ჩანდა, რომ მისი შერჩევა მხოლოდ ხანდაზმულობის გამო მოხდა და სხვა მოტივი არ იკვეთებოდა. შესაბამისად, თეიმურაზ ჯერაპოვზე არ ჰქონიათ პრინციპული და კატეგორიული მიუღებლობა. ოსური მხარე ხედავდა 172 პაატა ზაქარეიშვილი იმისაც, რომ მე გაცილებით მოქნილი ვიყავი, ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩემამდე მართავდნენ მოლაპარაკებებს და ჯიუტად, მხოლოდ და მხოლოდ ერთ პირზე არ მქონდა მოთხოვნა. ისინი ხედავდნენ, რომ მე არა კონკრეტული პირის გათავისუფლებაზე ვზრუნავდი, არამედ სამშვიდობო პროცესის გამართვაზე, სადაც ყველა თანაბარ პირობებში მოექცეოდა, უპირატესობა ენიჭებოდა ორმხრივად დადგენილ პრინციპებს და არა ნებისმიერი გზით მხოლოდ ერთი პოზიციის გატანას. ამგვარად, დიალოგი წარიმართა ჩემი ხედვების შესაბამისად და მე ცალსახად ავუხსენი ჩემს პარტნიორებს ძალოვანი სამსახურებიდან, რომ არაფრით დავუშვებდი უკვე გამართული და ამოძრავებული სამშვიდობო პროცესის გაჩერებას ერთი ან ორი ადამიანის გამო. თუ პროცესი სიცოცხლისუნარიანი გახდებოდა, მაშინ მათ ინტერესებში მყოფი პირების გათავისუფლებაც უფრო იოლი იქნებოდა. ჯერაპოვი დაპატიმრებული იყო 2010 წელს და 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა დასდეს ბრალად. მარეკ დუდაევის გათავისუფლებიდან შვიდი თვის შემდეგ რთულ და სხვადასხვა დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად ოსური მხარე დავაჯერე, თუ მართლაც სურდათ სამი უვადოსასჯელიანი პატიმრის საკითხის დაძვრა, საპასუხო ნაბიჯი უნდა გადმოედგათ. შემხვედრი ნაბიჯი მათთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, ვინაიდან არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ამ გზით უვადო პატიმრების ბედს წყვეტდნენ. მე კი მჭირდებოდა მყარი არგუმენტი ჩემი 173 კონფლიქტები საქართველოში ხელისუფლების წინაშე, რათა ყველას თვალნათლივ დაენახა შემდგარი და სიცოცხლისუნარიანი სამშვიდობო პროცესის შედეგები. საბოლოოდ,„კოალიცია ქართული ოცნების“ მოღვაწეობის ერთი წლის თავზე, 2013 წლის 31 დეკემბერს, თეიმურაზ ჯერაპოვი მართლაც გაათავისუფლეს საპატიმროდან. მის ოჯახთან მქონდა კონტაქტი და იცოდნენ, რომ მოლაპარაკებებს ვმართავდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით, როდის გაათავისუფლებდნენ ბატონ თეიმურაზს. მე მახსოვს მისი სიტყვები, როცა 31 დეკემბერს გათავისუფლდა: იმედია, ახალი წლის დადგომამდე ქუთაისში ჩასვლას მოვასწრებ და ჩემს შვილიშვილებს თოვლის ბაბუად გამოვეცხადებიო. იგი არის ოსური გვარისა და წარმოშობის, თუმცა ტიპური იმერელი კაცი, მხიარული და განსაკუთრებული იუმორის პატრონია. აშკარად ჩანდა, რომ იმ ბრალდებასთან, რომლითაც იგი იყო დაპატიმრებული, საერთო არაფერი ჰქონდა. პროცესი დაიძრა. მოვახერხე ის, რომ მარეკ დუდაევის გათავისუფლებიდან შვიდი თვის თავზე, ბევრი კამათისა და მოლაპარაკებების შედეგად, გათავისუფლდა პირველი პატიმარი, რომელიც უკანონო პატიმრობაში კიდევ 10 წელი უნდა ყოფილიყო. როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე ძალოვანი სამსახურების წინაშე უკვე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ ორმხრივი პროცესი დაიწყო და მისი დაუნახავობა არაფრით გამოვიდოდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში კოჰაბიტაცია ჯერ არ იყო დასრულებული და საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა, ჩაეშალა ორმხრივი ურთიერთობების წამოწყების ნებისმიერი ინიციატივა. 174 პაატა ზაქარეიშვილი არადა, ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელის, წამყვანი ამოცანა სწორედ ორმხრივი ურთიერთობების დალაგება და მათი შეუფერხებელი განვითარება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარება მრავალწახნაგიანი და მრავალდონიანია. მათ შორის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტი წამყვანი და მნიშვნელოვანია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები. სწორედ პატიმრების გათავისუფლების საკითხების წინ წამოწევით, ვცდილობდი ქართულ-­ აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი არხების გაჭრას. ერთი მხრივ, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული განზომილება – რამდენადაც შესაძლებელია, უნდა გავათავისუფლოთ უკანონოდ დაკავებული ადამიანები საპატიმროებიდან; მეორე მხრივ კი, გვეძლევა შესაძლებლობა, ამ პროცესზე დავაფუძნოთ შეუქცევადი სამშვიდობო პოლიტიკა. დაიწყო შემდეგი ეტაპი. ჩვენ გვქონდა ოსური მხარის მოთხოვნა სამი უვადო პატიმრის გათავისუფლების შესახებ. ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობდა მოლაპარაკებების ყველა ფორმატში და იყო მუდმივად წამყვანი თემა ჟენევის შეხვედრებზეც. მას ვერ გავექცეოდით. გარდა ამისა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესის ფარგლებში, დაიწყო წინა ხელისუფლების მიერ განაჩენების სამართლიანობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრინციპების გადახედვა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ უნდა დაგვეწყო მუშაობა სამი უვადო პატიმრების გათავისუფლებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, იმის გააზრება, რა სარგებელს მოუტანდა 175 კონფლიქტები საქართველოში ქართულ მხარეს ეს ნაბიჯი. საფუძვლად ავიღე პრინციპი –„ყველას ყველაზე გათავისუფლება“, რომელიც ომის დროსაც არაერთხელ იყო წარმატებით გამოყენებული. ვინაიდან, სამ ოს პატიმარს მძიმე ბრალდება ჰქონდა შეფარდებული, მათ სანაცვლოდ მხოლოდ ცხინვალის ციხიდან ქართული მხარის მიერ მოთხოვნილი პატიმრების გათავისუფლება არ იქნებოდა საკმარისი როგორც ქართველი საზოგადოებისთვის, ისე მთავრობის წევრებისათვის. ამიტომ დღის წესრიგში შევიტანე აფხაზეთის ციხეებში, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი უკანონო პატიმრების გათავისუფლებაც, რომელთაც ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ისინი„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყვნენ უკანონოდ დაპატიმრებულები და უსაფუძვლო, მაგრამ მძიმე ბრალდებები ჰქონდათ წაყენებული. მათ უმრავლესობას შვიდიდან 12 წლამდე ჰქონდა მისჯილი. ამ ბრალდებებს შორის იყო შპიონაჟი, სადაზვერვო საქმიანობა და აფხაზეთის წინააღმდეგ გარკვეული საქმიანობა, ისინი არ იყვნენ ყოფითი ან ბანალური შემთხვევების გამო დაპატიმრებული პირები. თუ ჩვენ მოვახერხებდით ერთგვარ მეგაგათავისუფლებას, ერთდროულად ცხინვალიდან და სოხუმიდან პატიმრების გამოყვანას, მაშინ იოლად და დამაჯერებლად დავასაბუთებდით, რატომ ღირდა ამ მასშტაბის გაცვლის დროს სამი უვადო პატიმრის გათავისუფლება. იმ დროისთვის ცხინვალის ციხეში 5, აფხაზეთში კი 8 პატიმარი იყო. ამ პირობებში დავიწყეთ მოქმედება 52 . 52 https : //www . amerikiskhma . com/a/georgia-citizens-are-condemned-in-occupiedabkhazia-for-espionage/1750271 . html[200919] 176 პაატა ზაქარეიშვილი დასრულდა რა დუდაევი-ჯერაპოვის საქმე, 2014 წლის 23 აპრილს ჩემი პოზიცია ოფიციალურად მივწერე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე არის იმ პროცესის ოფიციალური დასაწყისი, რომელიც ორი წლის თავზე, 2016 წლის 10 მარტს, „ყველას ყველაზე გათავისუფლებით“ დაგვირგვინდა. ორი წელი დასჭირდა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას. კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა პრემიერ-მინისტრთან შექმნილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელში. საბჭოს მისამართით გაგზავნილ წერილში აღვწერე გამყოფი ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებასა და მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული რთული ვითარება. მიმაჩნდა, ვიდრე ამ მიმართულებით სისტემურ მუშაობასა და ინსტიტუციონალურ მართვაზე არ გადავიდოდით, კვლავ გვექნებოდა პრობლემები და მუდმივად პოსტფაქტუმ რეჟიმში მოგვიწევდა მუშაობა. წერილში გამოვკვეთდი, რომ ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პატიმრობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და მათ გათავისუფლებაზე ზრუნვა ჩვენი უპირატესი ამოცანა უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ წერილში გაჟღერდა პირველად პატიმრების სამმხრივი გათავისუფლების წინადადება:„ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ითხოვს სამი უვადო პატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხების მხოლოდ ქართულოსურ კონტექსტში გადაწყვეტა არ იქნება მართებული. 177 კონფლიქტები საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ თემას უფრო ფართო ფორმატში – ჟენევის დისკუსიების ფორმატში – გადავიტანთ“. ჯერაპოვის გათავისუფლების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ძალები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. ჯერაპოვის გათავისუფლების შემდეგ ცხინვალიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს იგი იყო სასტიკი ბოროტმოქმედი. ბევრი ოსი მიმომხილველი და ჟურნალისტი საერთოდ არ იხსენებდა დუდაევს და ჯერაპოვის შეწყალების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. სხვათა შორის, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა თუ მოგვარების დროს ამ ტიპის რეაქცია ყოველთვის გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია. კონფლიქტის მხარეებს შორის ბუნებრივად არსებობს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაჯგუფებები, რომელთა აქტიურობაც კონკრეტულ თემების ირგვლივ მნიშვნელოვან და ზოგჯერ გადამწყვეტ გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ცხინვალში უარყოფითი განწყობა და პოლიტიკური ტემპერატურა იზრდებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ამ სამი უვადო პატიმრის ნათესავები უკმაყოფილონი იყვნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ჯერაპოვი არაფრის გამო გაათავისუფლეს, ცხინვალში ფესვი გაიდგა„ამოყირავებულმა“ პროპაგანდამ. ნაცვლად იმისა, რომ აღენიშნათ, ჯერაპოვის გათავისუფლება იყო დუდაევის გათავისუფლების საპასუხო ნაბიჯი და დაგეგმილი იყო შემდგომი ნაბიჯები საბო178 პაატა ზაქარეიშვილი ლოო შედეგის დადგომამდე, პროპაგანდა მიდიოდა სრულებით არაკონსტრუქციული სცენარით: თითქოს, ოსურმა მხარემ კეთილი ნებით გაათავისუფლა მძიმე დამნაშავე ჯერაპოვი, ხოლო ქართული მხარე არ ჩქარობდა, საპასუხოდ გაეთავისუფლებინა სამი უვადო პატიმარი. ბუნებრივია, მე ჩართული ვიყავი საჯარო პოლემიკაში და მიწევდა ოსური საზოგადოებისთვის ამეხსნა, რომ რეალობა სულ სხვაგვარი იყო, და რომ ჯერაპოვი ოსური მხარის ინიციატივით არ გათავისუფლებულა, არამედ შვიდი თვის დაგვიანებით გამოუშვეს იგი დუდაევის ცალმხრივი გათავისუფლების საპასუხოდ 53 . ამასობაში დასრულდა 2014 წელი და 2015 წლის თებერვალში ისევ აიწია პოლიტიკურმა ტემპერატურამ ოსური მხრიდან, ვინაიდან ამ პერიოდში საქარ­ თველოს ციხეებში დაიწყო ყველა უვადო პატიმრის საპროტესტო შიმშილობა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით. უვადო პატიმრებმა და მათმა ნათესავებმა დაიჯერეს, რომ საქართველოში დაიწყო მართლმსაჯულების რეფორმები და ეს ცვლილებები ადრე თუ გვიან მათაც შეეხებოდათ. მართლმსაჯულების რეფორმა, ძირითადად, ვადიანი პატიმრების საქმეებზე ვრცელდებოდა, მაგრამ უვადო სასჯელის მქონე პატიმრებს არ ეხებოდა. ამიტომ შიმშილობის მთავარი ამოცანა იყო ყურადღების გამახვილება მათ საქმეებზე, რათა უვადო სასჯელების ვადები განსაზღვრულიყო და, შესაბამისად, ვადიანი(თუნდაც, ხანგრძლივვადიანი) სასჯელები გადახედილიყო მა53 http : //news . abkhazia . gov . ge/?p=462[200919] 179 კონფლიქტები საქართველოში რთლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში. შიმშილობაში ჩაერთო სამი ოსი პატიმარიც. სავარაუდოდ, ისინი ცალკე შიმშილობას არ გამოაცხადებდნენ, მაგრამ როცა ყველა შიმშილობდა, მათ არ ჰქონდათ მორალური უფლება, ქართველი პატიმრებისთვის სოლიდარობა არ გამოეცხადებინათ. ამან, ბუნებრივია, სერიოზული რეაქცია გამოიწვია სამხრეთ ოსეთში. ცხინვალში მიაჩნდათ, რომ შიმშილობის თავი და თავი ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულების(გაეთავისუფლებინა სამი ეთნიკური ოსი უვადო პატიმარი) შეუსრულებლობა იყო. შიმშილობის ამ კუთხით გაშუქებამ პროცესში ჩართო არაერთი დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაცია. პატიმრები მოინახულა„წითელმა ჯვარმა“. საყოველთაო შიმშილობის ფონზე ოსი პატიმრების გათავისუფლების პროცესმა პერმანენტული და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. 54 2015 წლის 10 თებერვალს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოსური მხარის წარმომადგენელმა მკაფიოდ დასვა საკითხი, რომ საჭიროა ოსი პატიმრების გათავისუფლება და რომ ცხინვალი მეტად წუხს მათ ჯანმრთელობაზე. თუმცა, ამავე დროს, ოსური მხარე არ მალავდა კმაყოფილებას, რომ „კოალიცია ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება მათი ინტერესების ქვეშ მყოფი პატიმრების მიმართ. ახალი ხელისუფლების პირობებში უვადო პატიმრების ნათესავებს მიეცათ საშუალება, ყოველ54 https : //region15 . ru/redirect/?params=/news/2015/02/07/14-22/[200919] 180 პაატა ზაქარეიშვილი თვიურად მოენახულებინათ თავიანთი ახლობლები ციხეებში, გადაეცათ მათთვის პირადი ნივთები და საკვები. ნათესავებს, ასევე, შეეძლოთ, პატიმრების ანგარიშზე შეეტანათ თანხა, რომლებსაც პატიმრები თავიანთი საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ ციხეში. ოსური პრესაც აღიარებდა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართულ ციხეებში პატიმრების მდგომარეობა ერთიორად გაუმჯობესდა. 55 შიმშილობა პატიმრებმა 2015 წლის 26 იანვარს დაიწყეს. ამ დროისთვის ოსი პატიმრების ნათესავები ჯერ კიდევ ვერ ხედავდნენ გამოსავალს. ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმრის დედამ სოლიდარობის გამოსახატავად ცხინვალში, ასევე, გამოაცხადა შიმშილობა, ვიდრე მისი შვილი არ გათავისუფლდებოდა. 2015 წლის 11 თებერვლისთვის ოსური მხარის წარმომადგენლებმა მიმართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობას, დაინტერესებულიყვნენ ეთნიკური ოსი პატიმრების როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე მათი გათავისუფლების საკითხი განეხილათ მათთვის ხელმისაწვდომ ყველა დონეზე. 56 16 თებერვალს პროცესში ჩაერთო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი. მან თბილისში მყოფი ოსი პატიმრების საკითხზე დეფაქტო ძალოვანი სტრუქტურების თათბირი ჩაატარა. გაიცა დავალება, რომ ყველა ღონე ეხმარათ, Seqmna 55 https : //regnum . ru/news/polit/1893378 . html[200919] 56 http : //cominf . org/node/1166504173[200919] 181 კონფლიქტები საქართველოში ჟენევის ფორმატში, ერგნეთის შეხვედრებსა თუ სხვადასხვა ფორუმზე პატიმრების გათავისუფლების საკითხი მუდმივად ყოფილიყო განხილვის თემა 57 . პროცესში ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოებაც და, კონკრეტულად ამ საკითხის განსახილველად, 2015 წლის 12 თებერვალს სტამბულში ჩატარდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ქართულ-ოსური შეხვედრა, რომელსაც ორგანიზება გაუწია ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა. შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის, შეწყალების კომისიის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ოსური მხრიდან კი, გარდა სამოქალაქო სექტორისა, მონაწილეობდნენ პატიმრების მშობლებიც. მშობლების ჩართულობას ჰქონდა მნიშვნელოვანი დატვირთვა, ვინაიდან, ჟენევის შეხვედრებში მათ საკუთარი პოზიციების გაჟღერების საშუალება არ ჰქონდათ, სტამბულში კი მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ. თბილისიდან ჩასულმა მონაწილეებმა უშუალოდ მათგან მიიღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამ შეხვედრამ გარკვეულწილად განმუხტა ვითარება. პატიმრების მშობლები მიხვდნენ, რომ ქართველ საზოგადოებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათ თანაუგრძნობდნენ და აპირებდნენ ამ მიმართულებით მუშაობას. თუმცა, ასევე ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უვადო პატიმრების გათავისუფლება რთულად შესასრულებელი საკითხი იყო. იმ დროისთვის საკმაოდ დაძაბული ვითარება ჩა57 http : //cominf . org/node/1166504216[200920] 182 პაატა ზაქარეიშვილი მოყალიბდა„კოალიცია ქართულ ოცნებასა“ და„ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებას ახდენდა კოალიციის დისკრედიცაციის მიზნით. სტამბულის შეხვედრაზე ეს ვითარება გულწრფელად იყო ახსნილი, თუ რატომ ჭიანურდებოდა საკითხის მოგვარება ასე დიდხანს. ამავე დროს, პატიმრების ნათესავები დავარწმუნეთ, რომ ქართული მხარე არ აპირებდა, ეს თემა მიეჩქმალა, პირიქით, მას სურდა, საკითხი მუდმივად ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. იმ ფაქტორმა, რომ სტამბულის შეხვედრაში, გარდა სამოქალაქო სექტორისა, ქართული მხრიდან სამი მსხვილი ინსტიტუტი იყო წარ­ მოდგენილი: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველის ოფისი და შეწყალების კომისია (ანუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია), დამაჯერებლად იმუშავა. პატიმრების ახლობლები მიხვდნენ, რომ ქარ­ თული მხარე არ აპირებდა მათ მოტყუებას და გულწრფელად ცდილობდა ვითარებიდან გამოსვლას, მაგ­ რამ ეს საქმე მარტივი არ იყო. 58 პატიმრების გათავისუფლების პროცესის კულმინაცია იყო 16 თებერვალი, როცა უვადო პატიმრების საყოველთაო შიმშილობის ფონზე, ცხინვალში ჩავიდნენ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როცა ჟენევის მორიგი შეხვედრის დღის წესრიგის შესათანხმებლად, თანათავმჯდომარეები 58 https : //www . ekhokavkaza . com/a/26845527 . html[200920] 183 კონფლიქტები საქართველოში ჩადიან თბილისში, მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში. ამჯერად, ცხინვალში გამართული შეხვედრა მთლიანად დაეთმო უვადო პატიმრების საკითხს. ეს იყო გარ­ დამტეხი მომენტი, როცა, საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, საჯაროდ გაცხადდა ინფორმაცია და მოთხოვნა, რომ საკითხი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგში შეეტანათ. ეს ნაბიჯი გადაიდგა არა მხოლოდ ნათესავების, არამედ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც. პოლიტიკური ტემპერატურა უფრო და უფრო იზრდებოდა. 59 27 თებერვალს, ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე, ოსურმა მხარემ მწვავედ დააყენა მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის საკითხი და ქართულ მხარეს მოსთხოვა, მიეღოთ ზომები, რომ მათ შიმშილობა შეეწყვიტათ. შიმშილობის 37-ე დღეს სასჯელაღსრულების საკითხებში მინისტრმა სოზარ სუბარმა მოინახულა მოშიმშილეები და დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვ­ ნებზე მსჯელობა დაიწყებოდა. ამით შიმშილობის მარათონი შეწყდა 60 იმ იმედით, რომ იუსტიციის სამინისტროში დაიწყებოდა პატიმრების მოთხოვნების განხილვა. 61 იმ დროისთვის საქართველოს ციხეებში 83 პირს ჰქონდა მისჯილი უვადო პატიმრობა. მათგან 51 პატიმარი შიმშილობდა ვადების განსაზღვრის მოთხოვნით. იმავეს მოითხოვდნენ ოსი პატიმრების მშობლებიც. კონკრეტულად, სამ ოს პატიმართან და59 https : //www . ekhokavkaza . com/a/26852842 . html[200920] 60 https : //www . kavkaz-uzel . eu/articles/258341/[200920] 61 https : //www . kavkaz-uzel . eu/articles/258209/[200920] 184 პაატა ზაქარეიშვილი კავშირებით მე მიმაჩნდა, რომ გვემუშავა პატიმრების გათავისუფლებასა და გაცვლაზე, მთლიანობაში, მუშაობა პარალელურად ორი მიმართულებით წარმარ­ თულიყო – ვადების შეცვლა და გათავისუფლება. ამბის ბოლოს ვნახავთ, რომ გათავისუფლების მომენტისთვის ისინი კვლავ უვადო პატიმრები იყვნენ, მათი შიმშილობა უშედეგოდ დასრულდა და პატიმრობის ვადები არ გადახედილა. 2015 წლის 17-18 მარტს, ჟენევაში, სამხრეთ კავ­ კასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ოსი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი შიმშილობა იყო. ჟენევაში საკითხის ასე მკაფიოდ განხილვამ მომცა შესაძლებლობა, უფრო თამამად მელაპარაკა, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა სამი ოსი პატიმრის საქმე საერთო საქმის გადასაწყვეტად სამშვიდობო პროცესის სამართავად და სოხუმიდან და ცხინვალიდან ქართველი პატიმრების გამოსაყვანად. ჟენევის შეხვედრამ ჩემს ოპონენტებს, ვინც არ მიესალმებოდა ჩემ მიერ განხორციელებულ ინიციატივებს, დაანახა საკითხის მნიშვნელობა. ამ შეხვედრამ არსებითად შეცვალა სიტუაცია და ქარ­ თულ მხარეს ყველა მიხვდა, რომ პროცესი შეუქცევადია. თუკი მანამდე პირადად მე მაკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შეუსრულებელი ამოცანა დავისახე მიზნად, ახლა უკვე დაინახეს, რომ მისი შესრულება შესაძლებელია. ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი უნიკალური იყო იმითაც, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრე185 კონფლიქტები საქართველოში ზიდენტმა მოლაპარაკებების მონაწილეებს წერილი გაუგზავნა თხოვნით, რომ ეთნიკური ოსების გათავისუფლების საქმეში ჩართულიყვნენ. თუმცა, წერილში იგი არაფერს ამბობდა იმ პროცესზე, რასაც ჩვენ მას მუდმივად ვთავაზობდით. ქართულ-ოსურ-აფხაზური „ყველას ყველაზე“ გათავისუფლების შესახებ. იმ ხმაურმა, რომელიც გამოიწვია პატიმრების შიმშილობამ, ასევე ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეების ჩარ­თულობამ და დაინტერესებამ, ოსურ მხარეს გაუჩინა ილუზია, თითქოს სამი პატიმრის გათავისუფლება შესაძლებელი ხდებოდა მათი მხრიდან დათმობების გარეშე. თიბილოვი ცდილობდა, ჩვენი სცენარი_ ოსი პატიმრები მხოლოდ საერთო გათავისუფლების შემთხვევაში დატოვებდნენ ქართულ საპატიმროს_ გვერ­ დით გადაეწია, ესარგებლა შექმნილი ხმაურით და მხოლოდ ქართულ-ოსურ დონეზე მიეღო ქართულ მხარეს პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება. ჩემთვის ეს მანევრი სრულიად მიუღებელი და პრინციპული საკითხი იყო. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, ეს თემა მხოლოდ ქართულ-ოსური კონტექსტით არ შემოფარგლულიყო და მიგვეღწია„ყველას ყველაზე“ გათავისუფლებისთვის. 62 ამასობაში ჟენევის ეიფორიამაც ჩაიარა, მარტიც დასრულდა, დაძაბულობა ისევ იგრძნობოდა, მაგრამ ყველამ ნახა, რომ მხოლოდ ჟენევის დისკუსიები ამ საკითხს ვერ წყვეტდა. ვერცერთი დაინტერესებული მხარის სურვილისა და ინტერესის შესაბამისი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. აქედან გამომდინარე, ოფიცი62 http : //cominf . org/node/1166504382[200920] 186 პაატა ზაქარეიშვილი ალური, ანუ ჟენევის დისკუსიების პარალელურად, განვაახლე მუშაობა მეორე ფრონტზეც, სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებითაც, სადაც ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ჩემი გეგმის პირველი პუნქტი იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამოქალაქო სექტორის დაინტერესება და ჩართულობა, რომელიც კომუნიკაციას დაამყარებდა პატიმრების მშობლებთან, რათა ისინი, თავის მხრივ, ცხინვალის ხელისუფლებას დალაპარაკებოდნენ. ცხინვალში არასამთავრობო ორგანიზაციებს არსებითი გავლენა არ ჰქონდათ, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის პატიმრების ოჯახები მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მმართველობას კი უკვე აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან უნდა დაეწყო მოლაპარაკება, რათა, პატიმრების გათავისუფლების მიზნით, აფხაზეთის ციხეებში მყოფი ხანგრძლივ პატიმრობაში მყოფი რვა პატიმარი გაეთავისუფლებინათ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედ სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობისას ჩემი პოზიცია იყო შემდეგი:„ხომ ხედავთ, ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ყველას აქვს მოლოდინი, რომ იქ მიიღება გადაწყვეტილებები, თუმცა საქართველოს მხარისათვის საკმარისი არ არის სამ უვადო პატიმარში მიიღოს მხოლოდ ხუთი პატიმარი ცხინვალიდან. ასეთი შეთანხმება თბილისისთვის მომგებიანი არ იქნებოდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ თუ ჩაერთვებოდა აფხაზური მხარე, ეს ჩვენს ამოცანას უნიკალურობას შესძენდა და შედეგად ოპოზიციას ნამდვილად გაუ187 კონფლიქტები საქართველოში ჭირდებოდა ხელისუფლებაზე შეტევა“. ამიტომ, ჩემი მკაფიო პოზიცია იყო საკითხის ჟენევაშიც განხილვა, თუმცა მხოლოდ ჟენევა არ იძლეოდა საბოლოო გარანტიას. გარდა ამისა, საჭირო იყო სხვა მიმართულებებით მუშაობაც. მაგალითად, თიბილოვს უნდა მიემართა არა მხოლოდ ჟენევის ფორმატისთვის, არამედ კონტაქტი უნდა ჰქონოდა აფხაზურ მხარესთანაც. ეს შესაძლებლობა ბოლომდე უნდა მოგვესინჯა და პატიმრების მშობლებს ვთხოვეთ, პრინციპულად დალაპარაკებოდნენ დე-ფაქტო პრეზიდენტ თიბილოვს, აფხაზურ მხარესთან გაემართა მოლაპარაკება. სოხუმმა დადებითად მიიღო წინადადება ცხინვალიდან და სოლიდარობა აღუთქვა ამ პროცესში ოსურ მხარეს. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნით ადრე, ჟენევაში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისინი კარგად გაერკვნენ ოსური მხარის მიერ წამოყენებულ საკითხში. ეს იყო თითქმის წარმოუდგენელი და შეუძლებელი პროექტი, რადგან არანაირი საფუძველი და იმედიც კი არ მქონდა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. თუმცა, ჩვენ გათვლა სოლიდარობისა და პარტნიორობის განცდაზე გვქონდა, ასევე, იმაზეც, რომ ეს ყველაფერი შემდეგ ჟენევის დისკუსიებზე დადებითად შეფასდებოდა. ამ პერიოდისთვის მომწიფდა აუცილებლობა, საქმის კურსში ჩამეყენებინა მთავრობის მეთაური. 2015 წლის 21 აპრილს წერილი მივწერე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელშიც დეტალურად აღვწერე პატიმრების„ყველა-ყველაზე“ გა188 პაატა ზაქარეიშვილი თავისუფლების თაობაზე უკვე გაწეული საქმიანობა და წარვუდგინე გეგმა, თუ რა შემდგომი ნაბიჯები გვქონდა დაგეგმილი მიზნის საბოლოოდ მიღწევისათვის. პრემიერ-მინისტრის სახელზე მიწერილი წერილის დასაბუთების ნაწილი არსებითად არ განსხვავდებოდა ზუსტად ერთი წლით ადრე, 2014 წლის 23 აპრილს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მისამართით გაგზავნილი წერილისგან. თუმცა, თუ 2014 წლის წერილი პროცესის დაწყების აუცილებლობით იყო დასაბუთებული, 2015 წლის წერილი უკვე პროცესის წარმატებით დასრულებაზე იყო, რათა ფინალურ ეტაპზე ყველა სამსახურს სინქრონულად ემოქმედა. პრემიერ-მინისტრთან პატიმართა გათავისუფლების დეტალების შეთანხმების პარალელურად, 2015 წლის 16-17 მაისს სოფელ კაჭრეთში კოალიცია„ქარ­ თული ოცნების“ გუნდმა გამართა პოლიტიკური დისკუსია საქართველოს კონფლიქტების მოგვარების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად. დისკუსია გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მასში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროსა და პრაქტიკულად ყველა ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სხვა უწყებებმა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი ცოცხალი პოლიტიკური კამათი და დისკუსია, რომელიც კოალიციის შიგნით, არაოფიციალურ ფორმატში, თუმცა არა კულუარულად გაიმართა. ამ შეხვედრამ სააშკარაოზე გამოიტანა ბევრი ისეთი 189 კონფლიქტები საქართველოში პრობლემა, რომლებიც აფერხებდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროულ თუ ეფექტურ მიღებას. გამოიკვეთა პრინციპული და, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების არსებობა, ერთი მხრივ, ძალოვან სტრუქტურებსა და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის. ჩემი აზრით, კაჭრეთის შეხვედრამ წყალგამყოფის ფუნქცია შეასრულა ამ ორი მიმართულების პოზიციების საბოლოოდ გამოსაკვეთად. თუმცა, სხვა რთული საკით­ ხების ფონზე, პატიმრების გათავისუფლების თემის განხილვამ შედარებით უმტკივნეულოდ და ურთიერTგაგების ფორმატში ჩაიარა. შეხვედრის ერთადერთი შედეგი აღმოჩნდა შეთანხმება, რომ სამმხრივ ფორმატში გამეგრძელებინა მუშაობა პატიმრების გათავისუფლების მიმართულებით. 20 სექტემბერს ცხინვალში შედგა ოსურ და აფხაზურ მხარეებს შორის შეხვედრა, 63 სადაც ლეონიდ თიბილოვი და რაულ ხაჯიმბა საბოლოოდ შეთანხმდნენ პატიმრების გათავისუფლების საკითხის შესახებ. ოსური მხარის თხოვნის საფუძველზე, აფხაზურმა მხარემ იკისრა ვალდებულება, გაეთავისუფლებინა აფხაზეთის ციხეებში მყოფი ეთნიკური ქართველი პატიმრები. ამ შეთანხმების დეტალურად დადასტურებისა და მრავალჯერ გადამოწმების შემდეგ, 2015 წლის 15 ნოემბერს მივწერე წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სადაც ჩამოვაყალიბე პოზიციები, თუ რისთვის არიან მზად მხარეები და რა მოქმედებები დაგვრჩა განსახორციელებელი. ყველა დეტალისა და 63 http : //presidentofabkhazia . org/about/info/news/?ELEMENT_ID=2817 [201105] 190 პაატა ზაქარეიშვილი ეპიზოდის აღწერის შემდეგ პრეზიდენტს ვთხოვდი, ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისთვის განეხილა და, თანხმობის შემთხვევაში, გამოეცა შეწყალების აქტი იმ ეთნიკური ოსი პატიმრების მიმართ, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვდა ოსური მხარე. გარდა ამისა, წერილში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აფხაზურ მხარეს ქართულ მხარესთან არ გააჩნდა არანაირი მოთხოვნა საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გათავისუფლების თაობაზე და, რომ აფხაზური მხარე გამოხატავდა კეთილ ნებას, ხელი შეეწყო მსჯავრდებულების გათავისუფლებისათვის პრინციპით –„ყველა ყველაზე“. რაც შეეხებოდა სამ უვადო მსჯავრდებულს, ისინი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ 64 , შესაძლოა, სასჯელის მოხდისაგან ისედაც გათავისუფლებულიყვნენ, ვინაიდან ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავდა უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებულ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, სრულებითაც არ იყო გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს სამი და სხვა მრავალი უვადო პატიმარი საქართველოს კანონმდებლობით ისედაც გათავისუფლებულიყო. ამიტომ, პრეზიდენტის მიმართ გაგზავნილ წერილში 64 კანონით დაშვებულია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელისგან გათავისუფლება თუ მათ მინიმუმ 20 წელი აქვთ მოხდილი. გამონაკლისია მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალების ან ამნისტიის აქტი. 191 კონფლიქტები საქართველოში ვასაბუთებდი, რომ უმჯობესია, კონკრეტულად ამ მსჯავრდებულების გათავისუფლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და დახმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მყოფ გრძელვადიან უკანონო პატიმრებს გათავისუფლებაში. წერილში, აგრეთვე, კონფლიქტების ტრანსფორმ­ აციის მიმარ­ თულებითაც იყო საუბარი. აღვნიშნე, რომ ქართულ მხარეს, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მრავალ­ წლიანი სამშვიდობო პროცესი გვქონდა გასავლელი და, როგორც წესი, ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი იწყებოდა ჰუმანიტარული შინაარსის მქონე საკითხების მოგვარებით. მიმაჩნდა, რომ„კოალიცია ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, კარგად დაწყებული პროცესი გადაეყვანა მდგრად სამ­ შვიდობო რელსებზე. იმ პერიოდისთვის დაგროვილმა სამწლიანმა მშვიდობიანმა პაუზამ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას გაუჩინა განცდა, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგება შესაძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, პროცესის დაწყება მოითხოვდა გარკვეულ პირველ ნაბიჯებს. ჩვენ ხელთ არსებული რესურსებიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტურ ფორმად მივიჩნევ­ დი სწორედ მსჯავრდებულების გათავისუფლებას პრინციპით –„ყველა ყველაზე“, რაზეც, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან უკვე მქონდა პრინციპული შეთანხმება მიღწეული. გარდა ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მხოლოდ დადებითად 192 პაატა ზაქარეიშვილი შეფასდებოდა. ისინი არაერთხელ მოგვიწოდებდნენ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაგვედგა. ვფიქრობდი, რომ ეს მოქმედება საერთაშორისო დონეზე ჩაითვლებოდა წარმატებულ ინვესტიციად სამშვიდობო პროცესში. პრეზიდენტს, ასევე, მოვახსენე, თუ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას მოთხოვნილი პატიმრების შეწყალების თაობაზე, მაშინ 2015 წლის 4 დეკემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან წინას­ წარ შეთანხმებული პატიმრები ერთდროულად გათავისუფლდებოდა. სამწუხაროდ, პრეზიდენტისთვის ჩემს წერილში ჩამოყალიბებული პოზიცია და არგუმენტები არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. მან გვთხოვა, თავი შეგვეკავებინა 4 დეკემბერს პატიმრების გაცვლისგან. ეს გაცვლა 4 თვის შემდეგ, 2016 წლის 10 მარტს, შედგა. ამ ოთხ თვეში, პრაქტიკულად, არაფერი მოგვიმოქმედებია და არსებითად არც არაფერი შეცვლილა. დღემდე არ ვიცი ზუსტად, რა ფაქტორებმა ათქმევინა უარი პრეზიდენტს, გამოეცა შეწყალების აქტი და შემდეგ რა ფაქტორებმა განსაზღვრა, მიეღო ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება. 4 დეკემბრისთვის დაგეგმილი საქმის ჩაგდებამ აფხაზურ მხარეში დაძაბულობა გამოიწვია, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ გაცვლა, პირველ რიგში, სჭირდებოდა ქართულ მხარეს და ჩვენგან უარის თქმამ ისინი დააბნია. მოულოდნელად პროცესი უცნაურად სწორედ ქართული მხარისგან შეფერხდა. მე მომიწია, გულახდილად მესაუბრა როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან და ამეხსნა, რომ საქმე ჩვენს შიდაპრობლემასთან გვქონდა და არ ვაპირებდით საკითხის შეფერხების რომელიმე მხარისთვის გადაბრალებას, 193 კონფლიქტები საქართველოში მიუხედავად პროცესში შექმნილი არაერთი სირთულისა. გულახდილობა, საბოლოო ჯამში, ყოველთვის ამართლებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და მათგან მივიღე თანხმობა, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობისა და უნიკალური ფორმატის სამმხრივი გათავისუფლება გაზაფხულისთვის გადაგვეტანა. 4 დეკემბერს პატიმართა დაგეგმილი გათავისუფლებით უაღრესად დაინტერესებული იყო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რათა პატიმრები 4 დეკემბერს გათავისუფლებულიყვნენ და ძალიან შეწუხდა, როცა დადგა ფაქტის წინაშე, რომ საკითხის მოგვარება გაზაფხულისათვის გადაიდო. ღარიბაშვილი, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი(რომლის ხელმძღვანელობის დროს უსაფრთხოების სამსახურიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შედიოდა) უსაფრთხოების სამსახურსა და ძალოვან სრტუქტურებთან დიალოგში ნამდვილად მეხმარებოდა. დეკემბრის ბოლოს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა, მას ამ პროცესში თავისი პოზიტიური როლი უკვე ჰქონდა შესრულებული. აფხაზური და ოსური მხარეების კონსტრუქციულობამ მოგვცა საშუალება, მშვიდ რეჟიმში, აუჩქარებლად გვემუშავა და ჩვენ ეს თემა სხვადასხვა სტრუქტურასა და სამსახურებთან, ძალოვანებთან, ასევე, პოლიტიკოსებთან ხელახლა განვიხილეთ. მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, გასათავისუფლებელი პირების სახელები და გვარები სხვადასხვა სამსახურმა უამრავჯერ გადაამოწმა, 194 პაატა ზაქარეიშვილი რათა ყველანაირი შეცდომა და უზუსტობა გამორიცხულიყო. განუწყვეტელი შრომის შედეგად მარტის დასაწყისისთვის ყველა პროცედურა ყველა დონეზე შეთანხმებული იყო. 7 მარტს პრეზიდენტს წერილი ხელახლა მივწერე, რათა მას უვადოსასჯელიანი ეთნიკურად ოსი პატიმრები შეეწყალებინა. თავდაპირველად ნახსენებ სამ პატიმარს, ოსური მხარის თხოვნით, კიდევ ერთი პატიმარი დაემატა და შეწყალება სულ ოთხ პატიმარს ეხებოდა. მეოთხე პირის, ეთნიკურად ქართველის საქმე მძიმე არ იყო და და მისი შეწყალება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, თუმცა, მთავარი თემა მაინც სამი უვადოსასჯელიანი პატიმარი იყო. ამჯერად ჩემი თხოვნა პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. პატიმრების სამმხრივი გათავისუფლება უმტკივნეულოდ ჩატარდა. რამდენადაც რთული და ზოგჯერ წარმოუდგენელიც კი იყო სამმხრივი გათავისუფლებისკენ მიმავალი პროცესის მართვა, იმდენად იოლი აღმოჩნდა უშუალოდ გათავისუფლების დღე. ეს მოხდა 2016 წლის 10 მარტს. ყველა სამსახურმა ბრწყინვალედ იმუშავა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, უსაფრთხოების სამსახურებმა, პოლიციამ, ესკორტმა. თბილისიდან ზუგდიდამდე გადაადგილების საკითხი, ასევე, ენგურის ხიდზე გასვლა წინასწარ, ზედმიწევნით, დეტალურად იყო გათვ­ ლილი. სოხუმიდან, ცხინვალიდან და თბილისიდან ნახევარი საათის განმავლობაში გათავისუფლდა პატიმრები. ჩვენ ცხინვალიდან და სოხუმიდან მივიღეთ ყველა მოთხოვნილი პატიმარი – 14 პირი. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ენგურის ხიდზე დაგვხვდნენ, მათ მიერ 195 კონფლიქტები საქართველოში მოთხოვნილი ოთხი პატიმარი გადავეცით. ამგვარად შესრულდა პატიმრების გათავისუფლების ამოცანა და ეს იყო სამშვიდობო პროცესში უნიკალური გარღვევა. უნდა აღინიშნოს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, გადამწყვეტი როლი და პრინციპული პოზიცია გათავისუფლებისა და გაცვლის პროცესში. ვფიქრობ, იმ დღეებში ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. 65 პატიმრების გათავისუფლების ამბავს მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა უცხოეთში, რომელიც გაცილებით უფრო აქტიური იყო, ვიდრე ქართულ ოფიციალურ სივრცეში. წარმატებით დასრულებულ პროცესი შეაფასეს ეუთომ 66 და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა. 67 პატიმრების გათავისუფლებას, ასევე, მიესალმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 68 გათავი65 https : //netgazeti . ge/south_caucasus/100558/[200920] 66 https : //www . osce . org/cio/226871[200920] 67 https : //netgazeti . ge/south_caucasus/100591/[200920] 68 https : //ka-ge . facebook . com/notes/uk-in-the-south-caucasus-resolvingconflicts/%D1%82%D0%B5%D0%BA%D1%81%D1%82-%D0%B2%D1%8 B%D1%81%D1%82%D1%83%D0%BF%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0% B8%D1%8F-%D0%BC%D0%B8%D0%BD%D0%B8%D1%81%D1%82%D1 %80%D0%B0-%D0%B8%D0%BD%D0%BE%D1%81%D1%82%D1%80%D 0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D1%85-%D0%B4%D0%B5%D0%BB%D0%B2%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%B1%D1%80 %D0%B8%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B8-%D1%84%D0%B8 %D0%BB%D0%B8%D0%BF%D0%B0-%D1%85%D1%8D%D0%BC%D0%B C%D0%BE%D0%BD%D0%B4%D0%B0-%D0%BD%D0%B0-%D1%84%D0% BE%D1%80/851204098345964[200920] 196 პაატა ზაქარეიშვილი სუფლება დადებითად შეაფასეს თავად აფხაზურმა 69 და ოსურმა 70 მხარეებმაც. თბილისში პატიმრების სამმხრივი გათავისუფლება დადებითად შეაფასა სახალხო დამცველმა. 71 ჩემთვის ბოლომდე ამოუცნობი მიზეზით, პატიმრების გათავისუფლებამ ქართულ მედიასივრცეში გამოიწვია ე.წ. ფეიქების( fakenews ) მთელი ფეიერვერკი. მაგალითად, ტელეკომპანია„რუსთავი 2“-მა ასეთი„ფეიქი“ მოამზადა:„ამ წუთებში ენგურის ხიდზე ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ გენერალიტეტს ხვდება“. ეს უსუსური სიცრუე იყო. არანაირ რუსულ გენერალიტეტს მე არ ვხვდებოდი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ასევე, იუწყებოდა, რომ„ტყვეების გამოყვანის პროცესი იწყებოდა და რუსები ქართული მხარისგან ტერაქტისთვის გასამართლებული„კოჭოიას“ გადაცემას ითხოვდნენ“. ამოუხსნელია, საიდან შეთხზეს ეს აბსურდი. საერთოდ, მოლაპარაკებების მთელ ორწლიან რთულ პროცესში არავის არ გახსენებია„კოჭოია“. ტელეარხის ფეიქფანტაზია სრულ ფან­ ტვაზე იყო:„როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებს პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს და აღნიშნულ შეთანხმებას აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებზე 69 https : //sputnik-abkhazia . ru/Abkhazia/20160310/1017463742 . html [200920] 70 http : //kvira . ge/242198[200920] 71 http : //www . ombudsman . ge/geo/190307023143siakhleebi/saxalxodamcveli-konfliqtis-zonashi-patimarta-gatavisuflebas-miesalmeba [200920]გ 197 კონფლიქტები საქართველოში მიაღწიეს“. ესეც სრული სიცრუე იყო – ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს ამ პროცესზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ტელეკომპანია„რუსთავი 2“-ის მაშინდელი ინფორმაცია იყო ვოდევილური„ფეიქი“ და ძალიან სახალისო. კვლავ ციტატა ამ ფეიქნიუსიდან:„თავდაპირველად საუბარი იყო დრანდის ციხიდან წამოყვანილ 17 ტყვეზე, თუმცა, საბოლოოდ მათი რიცხვი ცხრამდე შემცირდა“. ტელეკომპანია არ ამბობდა, რა ბედი ეწიათ დანარჩენებს. ამ ამბავზე„ფეიქის“ შექმნა არც newposts -მა დაიზარა და გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მათ ადგილზე დაუდასტურეს, რომ„კოჭოია“ გზიდან გააბრუნეს. თითქოს, ადგილზე უნდა მიგვეყვანა„კოჭოია“, რომელშიც 12 პატიმარს გადმოგვცემდნენ და ის უკან გავაბრუნეთ იმის გამო, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებმა შეიტყვეს. დროც კი ჰქონდათ მითითებული, თითქოსდა,„კოჭოია“ 13:30 საათზე უკან წაიყვანეს. ამ ფეიქის ვერსიით, აფხაზებმა და ოსებმა გადმოგვცეს 12 პატიმარი და სანაცვლოდ სანუკვარი„კოჭოია“ მაინც ვერ მიიღეს 72 . ტელეკომპანია„რუსთავი 2“-მა და სხვა ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა კიდევ უფრო სერიოზულ დონეზე ააგორეს კამპანია, თითქოს გათავისუფლება 72 http : //www . newposts . ge/?newsid=101821-%D0%B1%D1%93%D1 %9E%D0%B1%D1%93%C2%A7%D0%B1%D1%93%E2%80%A2%D0% B1%D1%93%E2%80%9D%D0%B1%D1%93%E2%80%94%D0%B1%D1 %93%D1%92%20%D0%B1%D1%93%E2%80%99%D0%B1%D1%93% D1%92%D0%B1%D1%93%D0%84%D0%B1%D1%93%E2%80%A2%D 0%B1%D1%93%D1%99%D0%B1%D1%93%D1%92 , %20%D0%B1%D1 %93%E2%80%9D%D0%B1%D1%93%D1%9A%D0%B1%D1%93%E2% 80%99%D0%B1%D1%93%D0%88%D0%B1%D1%93%C2%A0%D0%B 1%D1%93%C2%98[200920] 198 პაატა ზაქარეიშვილი რუსების ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა. ზოგმა ექს­ პერტმაც თქვა, შეუძლებელია, რუსეთის გარეშე ზაქარეიშვილს ეს საქმე გაეკეთებინაო. ამიტომ გავრცელდა ლეგენდა, რომ გაცვლა რუსების მეშვეობით შედგა. ეს იყო სრული სიყალბე და მიზნად ისახავდა წარმატებულად დაწყებული სამშვიდობო პროცესის დისკრედიტაციას. ამ პროცესის არც ერთ ეტაპზე რუსებთან არანაირი კონტაქტი არ მქონია და ამის მტკიცებულებას ვერავინ მოიტანს. ეს მხოლოდ გამწარებული ადამიანების ღიმილისმომგვრელი შეფასებები იყო. 73 , 74 , 75 როგორც აღვნიშნე, აფხაზურმა მხარემ შესანიშნავად იმუშავა და ეს იყო სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითი, რომლითაც ვაჩვენეთ დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ასეთ თემებზე თანამშრომლობა შესაძლებელი იყო. თუმცა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მტკივნეულად მიიღო ჩემ­ გან სამოქალაქო სექტორისთვის მადლობის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მადლიერების ადრესატი იყო სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო სექტორი, რადგან სამოქალაქო აქტივისტები, მართლაც, მხოლოდ ცხინვალიდან მეხმარებოდნენ. აფხაზეთში გამოქვეყნდა წერილი, 76 სადაც ნათქვამი იყო, რომ პატიმრების სამმხრივი გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ჟენევის ფორმატში იყო მოგვარებული და გადაწყვეტილი. აფხაზურმა მხარემ რატომღაც მიიჩნია, რომ ასეთ 73 https : //netgazeti . ge/south_caucasus/100867/[200920] 74 https : //www . timer . ge/paata-zaqareishvili-patimrebis-gathavisuplebasthandakavshirebul-molaparakebebshi-rusul-paqtors-gamorickhavs/[200920] 75 https : //www . ekhokavkaza . com/a/27605549 . html[200920] 76 http : //www . mfaapsny . org/news/index . php?ID=4222 199 კონფლიქტები საქართველოში თემებში სამოქალაქო სექტორი არ უნდა ყოფილიყო ჩართული, რაც მე არასწორად მიმაჩნია. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად ითანამშრომლებენ სამოქალაქო სექტორთან ოფიციალური პირები, ეს საქმეზე დადებითად აისახება. ჩემ მიერ მოთხრობილი ისტორიაც ამის მშვენიერი მაგალითია. აფხაზურმა მხარემ ჩათვალა, რომ ის დამსახურება, რაც მათ ნამდვილად ჰქონდათ ამ საქმეში, მე სამოქალაქო სექტორს გავუყავი. ახლაც თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ აფხაზური მხრიდან მუშაობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური პირები და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულები. ვთვლი, ხელისუფლებები სხვადასხვა კალათში არ უნდა ათავსებდნენ სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორის მიმართულებებს. ისინი არა თუ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება მათი დაპირისპირება. ისინი არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ თანამშრომლები არიან და, რაც უფრო მეტად იქნება კონტაქტი გამყარებული მათ შორის, მით უფრო სასარგებლო იქნება საერთო საქმისთვის. პატიმრების სამმხრივი გათავისუფლების ისტორიის სრული სურათი ვერ შეიქმნება, ერთი ეპიზოდის გარეშე. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ერთი ქართველი პატიმრის გათავისუფლება. ეს იყო გიორგი ლუკავა, რომელიც აფხაზებმა 2011 წელს დააპატიმრეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩვენ ლუკავაზე მოლაპარაკებების პროცესში ბევრი დრო დავხარჯეთ. აფხაზები აცხადებდნენ, რომ, ლუკავას გარდა, ყველა პატიმარს გადმოგვცემდნენ ყოველ200 პაატა ზაქარეიშვილი გვარი პირობების გარეშე, მაგრამ გიორგი ლუკავას არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებდნენ. მის გარდა, აფხაზური მხარე არც ერთ გათავისუფლებულ პირს არ სდებდა ბრალად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებებს. დანარჩენების მიმართ, ძირითადად, იყო სადაზვერვო საქმიანობისა და შპიონაჟის უსაფუძვლო ბრალდებები. რა თქმა უნდა, ლუკავას მიმართ, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის მიმართ ჩატარებული იყო საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამო გამოძიება და სასამართლო, თუმ­ ცა აფხაზური მხარე მას მძიმე დანაშაულს – მკვლელობას – აბრალებდა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, სოხუმი ვერ დავითანხმეთ მის გათავისუფლებაზე. დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ლუკავა არ შეიწყალა და, შესაბამისად, არ გადმოგვცა. ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება – ლუკავას გამო კიდევ თვეების განმავლობაში გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, შესაძლოა, მთლიანად პროცესი ჩაშლილიყო, ან უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გაგვეთავისუფლებინა დანარჩენი პატიმრები. 4 დეკემბერს, როცა გაცვლა ჩაიშალა, ქარ­თველმა პატიმრებმა სოხუმში უკვე იცოდნენ, რომ მათ ათავისუფლებდნენ, რადგან ხელი მოაწერინეს შეწყალების თხოვნაზე და უცებ ისინი შეაბრუნეს საკნებში. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო მათთვის. პატიმრებმა მოახერხეს თავიანთ ნათესავებთან დაკავშირება ზუგდიდსა თუ თბილისში და 4 დეკემბრის ჩაშლილი პროცესის შემდეგ უკვე მათ ახლობლებთან დაიძაბა ურთიერთობები, რომელმაც პროცესში კიდევ ერთი დამატებითი სირთულე შექმნა. ამიტომ 201 კონფლიქტები საქართველოში ჩვენ არ გვქონდა უფლება, ერთი, თუნდაც, მნიშვნელოვანი პატიმრის გამო, დანარჩენი პატიმრების საკითხიც გაგვეჩერებინა. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია, ლუკავას გარეშე დაგვესრულებინა პროცესი. თუმცა, მოლაპარაკებები მის შესახებ მაინც გაგრძელდა და 2017 წლის 25 დეკემბერს გიორგი ლუკავა გაცვალეს ვინმე როლანდ ჟიბაზე, რომელიც ქართული სასამართლოს მიერ იყო მსჯავრდებული. შესაბამისად, ლუკავა საერთო გაცვლიდან წელიწად-ნახევრის ლოდინის შემდეგ მაინც გათავისუფლდა. 77 გიორგი ლუკავას გაცვლის დრო მე უკვე აღარ ვიყავი ხელისუფლებაში. ამასობაში არჩევნების შემდეგ„ქართული ოცნება“ კოალიციის სახით უკვე აღარ არსებობდა. კოალიცია დაიშალა და მხოლოდ პარტია„ქართული ოცნება“ იყო მმართველი პარტია. ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ ლუკავას გაცვლა იყო გაგრძელება იმ თანამშრომლობისა, რომლის შედეგადაც 2016 წლის მარტს პატიმრების სამმხრივი გათავისუფლება შედგა. 78 ამრიგად, შედეგი, 2016 წლის პატიმრების სამ­ მხრივი გათავისუფლება პრინციპით –„ყველა ყველაზე“, არის უპრეცედენტო მოვლენა. მე შევეცადე, მკითხველისთვის შემექმნა წარმოდგენა, რამდენად რთული იყო ეს პროცესი და მეჩვენებინა, თუ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ კონფლიქტების ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებითა და სწორად გათვლილი სამოქმედო გეგმის არსებობის შემთხვევაში. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოულოდ77 https : //www . ekhokavkaza . com/a/28953447 . html?utm_source=dlvr . it&utm_medium=facebook[200926] 78 https : //netgazeti . ge/news/242944/[200926] 202 პაატა ზაქარეიშვილი ნელად თავისუფლებაზე აღმოჩნდა მარეკ დუდაევი. ამ ერთჯერადი ეპიზოდის სწორად შეფასებით მოხერ­ ხდა ამ წიგნში აღწერილი მრავალდონიანი და მრავალ­ აქტორიანი პროცესის წარმატებით მართვა. ამიტომ აღწერილი პროცესის შედეგად მიღწეული წარმატების ეჭვქვეშ დაყენება ჩემთვის სრულიად უსაფუძვლოა. ასეთი მცდელობის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ გაამყარონ ნარატივი, თითქოს ოსურ და აფხაზურ მხარეებთან პირდაპირი კონტაქტი არაა მიზანშეწონილი, ვინაიდან ამით იქმნება მხოლოდ ილუზია, რომ აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან თანამშრომლობით შეიძლება კონფლიქტის ტრანსფორმაცია. ჩემ მიერ მოთხრობილი ამბავი პატიმრების სამმხრივი გათავისუფლების თაობაზე კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად წარმატებულად შეიძლება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობა. ასე რომ, მათთან პირდაპირი კონტაქტების საშუალებით ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებისთვის უნიკალური რესურსია. გარდა იმისა, რომ 10 მარტის გათავისუფლების პროცესს ჰქონდა უდიდესი ჰუმანიტარული შინაარსი, რადგან სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში ადამიანები უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, ამ ამბავმა სერიოზული პოლიტიკური ძვრები გამოიწვია. მართალია, ის მალევე გაჩერდ­ ა, მაგრამ კონფლიქტის მხარეებში გაჩნდა განცდა, რომ პირდაპირი კონტაქტებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაინახა, რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ქართულ სახელმწიფოს, ჰქონდეს პირდაპირი ურთიერთ­ ობა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. 203 კონფლიქტები საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მთელი პროცესის განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობდი უსაფრთხოების სამსახურებთან, ისინი ყველაფერს მაინც ეჭვით უყურებდნენ და კმაყოფილებას ნამდვილად არ გამოხატავდნენ, განსხვავებით კოლეგებისგან სხვა უწყებებიდან. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ნამდვილად იყვნენ შეშფოთებულნი მათი სამსახურის გვერდის ავლით საქმის კეთების პრაქტიკის გამო. ჩემი მოლოდინით, ისინი პატიმრების გათავისუფლების პროცესს უნდა მისალმებოდნენ. ნაცვლად ამისა, ისინი ცდილობდნენ, პროცესი შეეჩერებინათ. ამის მტკიცებულების მოტანა რთულია, მაგრამ მე ამას ვგრძნობდი. მაგალითად, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 4 დეკემბერს პატიმრების შეწყალების ბრძანებას ხელი არ მოაწერა, რაც მოგვიანებით მაინც გააკეთა, ჩემი აზრით, სწორედ უსაფრთხოების სამსახურების მონდომების შედეგი იყო. თუმცა, ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ გამაჩნია, ამიტომ ჩავთვალოთ ეს ჩემს პირად მოსაზრებად. თუმცა, ირიბ არგუმენტად შეიძლება მივიჩნიო პრეზიდენტის მოსაზრებების გამოხატვის ზუსტად ისეთივე ლექსიკა, რომლითაც მეკამათებოდნენ კოლეგები უსაფრთხოების სამსახურებიდან. პატიმრები 4 დეკემბერს რომ გათავისუფლებუ­ ლიყვნენ, არჩევნებამდე თითქმის წელიწადი იყო დარ­ჩენილი და კიდევ შეიძლებოდა მნიშვნელოვანი საქმეების მოსწრება. ასევე, შეგვეძლო ქართველი საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის დაგვედასტურებინა, რომ ქართულ-აფხაზური და ქართ­ ულ-ოსური ურთიერთობები შეუქცევადია, მდგრადია და სწორედ ამ ურთიერთობაზე შეიძლება სამშვიდობო პროცესის დაფუძნება. 204 9 789941 829956