სოციალური და სამართლიანი ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არგუმენტების სახელმძღვანელო სამართლიანი და ეკოლოგიური საზოგადოებისთვის მადლობის ნიშნად: ამ პუბლიკაციის გამოცემა შეუძლებელი იქნებოდა პროექტის უამრავი პარტნიორისა და კოლეგის მხარდაჭერის გარეშე. პროექტის პარტნიორებმა განიხილეს სამუშაო ვერსიები ბრიუსელში, გერმანიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის 30-ზე მეტი კოლეგისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი გამოხმაურება ნაშრომის ცალკეული ნაწილების ირგვლივ. ჩვენი რედაქტორი, ქალბატონი კარლა უელჩი დაგვეხმარა, რათა რვა თანაავტორის ინდივიდუალური წერის სტილიდან ჩამოყალიბებულიყო ერთი„საერთო ხმა“. და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ მარი მაიერი, ჩვენი კოლეგა ფრიდრიხ ებერტის ფონდიდან, რომელიც მხარს უჭერდა სახელმძღვანელოს შექმნის მთელ პროცესს მისი დაწყების მომენტიდან დასრულებამდე და თითოეულ დეტალს ეკიდებოდა უდიდესი ადამიანური და პროფესიული გულისხმიერებით. 4 – შინაარსი შინაარსი წინასიტყვაობა გვერდი 6 ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება კლიმატის გაბედული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის სოციალურად სამართლიანად გატარება არის მისი სტაბილურობისა და წარმატების საწინდარი. ამ არგუმენტების სახელმძღვანელოში გაჩვენებთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ როგორც საზოგადოებამ, სანამ გვიანი არ არის. შესავალი გვერდი 10 არგუმენტების ამ სახელმძღვანელოში ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო პრაქტიკულ წესებს ეფექტიანი კომუნიკაციისთვის კლიმატის შესახებ. შესავალში აღწერილი იქნება რა არის დაშვებული გარემოსდაცვითი კომუნიკაციისას და რა არა, აგრეთვე სახელმძღვანელოსა და ცალკეული თავების სტრუქტურა. 4 გვერდი 80 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია ენერგეტიკის ტრანზიციის ხელშეწყობით ოთხი მიზანი მიიღწევა ჩვენი საზოგადოებების წინსვლისთვის. პირველ რიგში, განახლებადი ენერგია მოახდენს ელექტროენერგიის სისტემების დემოკრატიზაციას. მეორე, ისინი დაგვეხმარება, რომ საიმედო ენერგია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის: დასაქმებულთათვის, ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის. მესამე, ენერგეტიკის ტრანზიცია უთუოდ შეუწყობს ხელს ბრძოლას კლიმატის ცვლილებასთან და მასთან დაკავშირებულ სოციალურ რღვევებთან. და ბოლოს, განახლებადი ენერგია გააუმჯობესებს ჯანმრთელობას ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ დონეზე. 1 გვერდი 18 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის ჩვენს კეთილდღეობას. ამის საპირისპიროდ, ამბიციურმა გარემოსდაცვითმა ძალისხმევამ შეიძლება შეამციროს არსებული სოციალური უსამართლობა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე თითოეული ქვეყნის შიგნით. სოციალ-დემოკრატები ყოველთვის იბრძოდნენ სოციალური თანასწორობისთვის. წარსულში ისინი წარმატებით და სოციალურად სამართლიანად გაუმკლავდნენ ძირეულ გარდაქმნებს, ამიტომ შეუძლიათ გამოიყენონ გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის ინსპირაციული კონცეფციების მთელი არსენალი. 5 გვერდი 106 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია მობილობის ტრანსფორმაცია ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობებს ჩვენი ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის. ეს აუცილებელია და ეს უკვე ხდება, რადგან ასობით საზოგადოება ახორციელებს მობილობის გონივრულ და მდგრად კონცეფციებს. ამით ჯანსაღდება მათი მოქალაქეების სიცოცხლე, ურბანული სივრცეები ხდება უფრო კომფორტული, ძლიერდება ადგილობრივი ეკონომიკა, საზოგადოებებში მატულობს სამართლიანობა და ვიღებთ უფრო სუფთა გარემოს ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის. შინაარსი – 5 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია გვერდი 42 3 მეგატრენდების შერწყმა გვერდი 64 ისეთი საზოგადოებისა და ეკონომიკის მშენებლობა, რომელიც აღარ ემყარება ჭარბი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე წიაღისეული საწვავის მოხმარებას („დეკარბონიზაცია“), მოითხოვს მასშტაბურ ინვესტიციებს, ტექნიკურ და სოციალურ ინოვაციებს. ამავე დროს, ეს არის შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დარგში მრავალი ახალი და უსაფრთხო სამუშაო ადგილი, ინოვაციური პროდუქტი და ბიზნეს მოდელი. დეკარბონიზაცია არ არის ერთადერთი ტრანსფორმაცია, რომელსაც ამჟამად თვალს ვადევნებთ. მაგალითად, გაციფრულება და დემოგრაფიული ცვლილებები, ასევე დასაქმების ცვალებადობა, მნიშვნელოვნად აისახება იმაზე, თუ როგორ და როდის ვმუშაობთ. 6 გვერდი 134 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? 7 გვერდი 154 დემოკრატიის ორმხრივი სარგებელი და ამბიციური გარემოსდაცვითი პოლიტიკა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად საჭირო ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი უკვე ხელმისაწვდომია. უბრალოდ, ისინი უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ზესახელმწიფოებრივი, ეროვნული, რეგიონული და ინდივიდუალური ქმედებების ნაზავი. დემოკრატიული ქვეყნები საუკეთესოა კლიმატის ცვლილების ეფექტიანი და სამართლიანი პოლიტიკის გასატარებლად. და, პირიქით, ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკით, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავიცვათ დემოკრატია. 6 – წინასიტყვაობა წინასიტყვაობა წინასიტყვაობა – 7 ძვირფასო მკითხველო, არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული სირთულეებითა და გამოწვევებით ხასიათდება, თუმცა უამრავი მტკიცებულება გვაქვს, რომ მათი გადაჭრა სრულიად შესაძლებელია. უფრო მეტიც, მათი მოგვარება დაუყოვნებლივ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. კლიმატის პოლიტიკა ერთ-ერთი ასეთი საკითხია. წინამდებარე არგუმენტების სახელმძღვანელოთი შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ გამოწვევის დაძლევაში. ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა პირადი ამბით დაგვეწყო. ეს ამბავი ჩვენი სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა მოგვითხრო. იმ პერიოდში, როდესაც თავის ნაწილს წერდა, მან დაიწყო სამსახურში ველოსპედით სიარული კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ მანქანით ემგზავრა. ეს ავტორი არა მხოლოდ ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს, არამედ ოფისიდან მთელი 11 კილომეტრითაა დაშორებული. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ მატერიალური თუ ფსიქოლოგიური პატარა სტიმულები და ბიძგები, რასაც შეიძლება„ხელის კვრაც“ კი ვუწოდოთ. ჩვენმა ავტორმა სარგებლის სახით ის მიიღო, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, ცოტა ფულიც დაზოგა, აღარ მონაწილეობდა ჰაერის დაბინძურებაში, გარეთ გატარებული დრო აზრების დალაგებაში ეხმარებოდა და სუფთა ჰაერითაც ტკბებოდა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის მოიცვა დადებითმა განცდამ, რომ ხელს უწყობდა შვილების ჯანსაღ მომავალს. სწორედ ეს არის ამ სახელმძღვანელოს პირველი მთავარი გზავნილი: თუ ჩვენი ცხოვრების წესს შევცვლით და მას გარემოს შევუთავსებთ, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ დრამატული ცვლილებები- კლიმატის გაუარესების შედეგები, რომლებიც გავლენას მოახდენს თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. როგორც კოვიდ-19-ის პანდემიაზე ჩვენმა რეაქციამ აჩვენა, ახალი შეზღუდვების დროს შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრების წესი, მოვარგოთ ამ შეზღუდვებს და გავხადოთ უფრო მდგრადი. იგივე ითქმის კლიმატის კრიზისის მოგვარების მცდელობებზე. ამ სფეროში არსებული პოლიტიკა და საუკეთესო პრაქტიკა სურვილების დონეს სცდება. ეს უკვე ყოველდღიური რეალობის ნაწილია მსოფლიოს ათასობით ადამიანისთვის, რომელთა ქალაქებში, რეგიონებსა და ქვეყნებში პროგრესული გარემოსდაცვითი პოლიტიკა მოქმედებს. ერთიანი მოქმედება უმნიშვნელოვანესია, თუ გვსურს ისეთი ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც ქცევის შეცვლას გამოიწვევს. ეს საქმე მხოლოდ ბაზრებს კი არ უნდა მივანდოთ, არამედ საერთო წამოწყება უნდა ვაქციოთ დემოკრატიულ პროცესად, რომელიც დაფუძნებული იქნება საყოველთაო სოლიდარობასა და საერთო იდეისადმი მტკიცე ერთგულებაზე. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები ნიშნავს სოციალურ სამართლიანობას ჩვენი სახელმძღვანელოს მეორე მთავარი გზავნილია ის, რომ სოციალური სამართლიანობა და სოციალური კეთილდღეობა განუყოფლად არის დაკავშირებული გარემოსა და კლიმატთან . როგორც წესი, კლიმატის კრიზისი გაჭირვებულ და საშუალო ფენებზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე მათზე, ვინც უამრავი პრივილეგიით სარგებლობს და აქვს საკმარისი ფინანსური დანაზოგი კრიზისის სავალალო შედეგებთან გასამკლავებლად. ზარალდებიან მცირე ფერმერები, რომლებიც გვალვის გამო სარჩოს კარგავენ, ხანდაზმული მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ გაუძლონ სულ უფრო და უფრო ცხელ ზაფხულს, გარეუბანში მცხოვრები საშუალო კლასის წარმომადგენლები, რომლებიც სამსახურში სიარულისას მუდმივად საცობებში იჭედებიან ან ისე ახლოს ცხოვრობენ საავტომობილო გზასთან და სამრეწველო ზონებთან, რომ მუდმივად გამონაბოლქვის ჩასუნთქვა უწევთ, საავტომობილო ქარხნის მუშები, რომელთა სამუშაო ადგილი საფრთხეშია, რადგან კომპანიის მენეჯმენტი უგულველყოფს ცვლილებებს, იყენებს მოძველებულ ტექნოლოგიებს და ხელიდან უშვებს უამრავ შესაძლებლობას. ისეთი საშუალებებით, როგორიცაა დეცენტრალიზებული ენერგიის მიწოდება, მდგრადი ტრანსპორტი, ქვანახშირის რეგიონების სამართლიანი გარდაქმნა, ყოფილი ქვანახშირის მომპოვებელი მუშების სტაბილური მწვანე სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა(რაც მათი ოჯახების მუდმივ შემოსავალს ნიშნავს), კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკა ეხმარება ხალხს, რათა ის არ დაზარალდეს კლიმატის სწრაფი ცლილებების შედეგებით. ეს პოლიტიკა მათ უსაფრთხოებასა და პერსპექტივას უზრუნველყოფს. ახლა, როდესაც კლიმატისგან გამოწვეული რეალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მწვანე პოლიტიკა ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებას უფრო მყარ საფუძველს უქმნის. ევროკავშირმა მიზნად დაისახა 2050 წლისთვის გახდეს პირველი ნახშირბად-ნეიტრალური კონტინენტი. ეს უტოპიას სულაც არ წარმოადგენს. კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას, წიაღისეული საწვავის შეცვლას განახლებადი ენერგიით, მდგრად მობილობას, ნარჩენების მართვას, ხაზოვანიდან წრიულ ეკონომიკაზე გადასვლას და ეს მხოლოდ რამდენიმეა ჩამონათვალის სიიდან. ამ პოლიტიკით შეგვიძლია დასახული მიზნების მიღწევა. უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, დავაჩქაროთ ეს პროცესი და დავეყრდნოთ ბევრ კარგ პრაქტიკას, რომელმაც უკვე მოიტანა ხელშესახები, პრაქტიკული შედეგები, როდესაც საქმე ეხება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას და ასევე, ჩვენი და მომავალი თაობების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ხალხის მხარდაჭერით მართლაც გამამხნევებელი სიახლეა, რომ ასეთ პოლიტიკას მოსახლეობის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა აქვს მთელ მსოფლიოში: მოქალაქეთა უმრავლე- 8 – წინასიტყვაობა წინასიტყვაობა – 9 სობამ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მთავრობების მიერ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას კოვიდის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის პერიოდშიც კი. 2019 წლის დეკემბრის ევრობარომეტრის კვლევის თანახმად, ევროპელთა 94 პროცენტი აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა, ხოლო 78% თანხმდება, რომ გარემოსდაცვითი საკითხები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. მთელ მსოფლიოში მოქალაქეთა უმრავლესობა(68 პროცენტი) თანხმდება, რომ თუ მათი მთავრობები ახლა არ იმოქმედებენ კლიმატის კრიზისის შესარბილებლად, ისინი იქნებიან ხალხისთვის გამოუსადეგარი. თითქმის ათიდან ექვსი(57 პროცენტი) ამბობს, რომ ხმას არ მისცემს პოლიტიკურ პარტიას, თუ მის პოლიტიკაში კლიმატის კრიზისი სერიოზულ საკითხად არ განიხილება. ხალხი ამჟღავნებს მოქმედების მოლოდინს და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდეს. პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოების ასეთი მაღალი კონსენსუსის შესაბამისად. ევროკავშირის„მწვანე შეთანხმება“ და სხვა პოლიტიკა ეხება გლობალურ და ევროპულ გარემოსდაცვით მიზნებს, რომლებიც მეცნიერებითაა გამყარებული და პრაქტიკულად უდავოა. რეალობა გვიჩვენებს, რომ მათ მისაღწევად ასევე დაგვჭირდება გარკვეული კონცეფციების გადახედვა, განსაკუთრებით იმ კონცეფციებისა, რომლებიც დასავლეთის ეკონომიკურ მოდელს აყალიბებს ბოლო რამდენიმე საუკუნეა. ესენია: მთლიან შიდა პროდუქტსა(მშპ) და ზრდაზე ყურადღების გამახვილება, ჩვენი გარემოსთვის, სოციალური სამართლიანობისა და ჩვენი კეთილდღეობისათვის საზიანო საქმიანობებისთვის დაუმსახურებელი ღირებულების მინიჭება. დომინანტურმა ეკონომიკურმა მოდელმა ჩვენს ბუნებრივ საცხოვრისს სავალალო შედეგები მოუტანა და ფართო სოციალური უსამართლობაც გამოიწვია. ამიტომ სულ უფრო აშკარა ხდება, რომ გარემოსდაცვით კრიზისსა და სოციალურ რღვევას საერთო მიზეზები აქვს: ნეოლიბერალური კაპიტალისტური ლოგიკა თავისი უსასრულო ზრდის მანტრებით, კონკურენტუნარიანობა, მომგებიანობა და რესურსების გამოყენება ნებისმიერ ფასად. ამ ორი კრიზისის მოგვარება საერთო გადაწყვეტილებების საშუალებით უნდა მოხდეს. უხეშად რომ ვთქვათ, თუ გვსურს ადამიანის სიცოცხლე გაგრძელდეს ჩვენს პლანეტაზე, პროგრესის გაბატონებულმა კონცეფციამ და ცხოვრების ხარისხმა თავისთავად უნდა მოიცვას ისეთი ელემენტები, როგორიცაა: მდგრადობა, თაობათაშორისი სამართლიანობა და სოლიდარობა, საერთო სიკეთე, ჩვენი ბუნებრივი საცხოვრისის- დედამიწის საჭიროებებსა და საზღვრებთან თავსებადი ცხოვრების წესი. ამ არგუმენტების სახელმძღვანელოს კითხვისას თქვენ შეძლებთ დაადგინოთ უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რომლებიც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების შეფასებისას. ეს პრინციპები ჩარჩოს კრავს და მიმართულების ზოგად განცდას გვაძლევს. პირველი პრინციპი ეფექტურობაა: როგორ შევამციროთ ენერგიისა და რესურსების გამოყენება ისე, რომ ეკონომიკური პროდუქტის იგივე რაოდენობა ვაწარმოოთ? მეორე პრინციპია„დაშორება“: გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ ჩამოვაშოროთ მთლიანად ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა ბუნებრივი რესურსების შეზღუდულ მარაგს? მესამე, ამის მისაღწევად, უნდა ვიხელმძღვანელოთ„შესაბამისობის“ პრინციპით, ანუ ჩვენი მატერიალური და ენერგეტიკული რესურსები ისე უნდა განვაახლოთ, რომ გარემომცველი ეკოსისტემის საჭიროებებსა და საზღვრებს შეესაბამებოდეს. მეოთხე პრინციპი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის„საკმარისობა“: როგორ შევცვალოთ მოხმარების წესები ისე, რომ ადრინდელთან შედარებით ნაკლები ბუნებრივი რესურსები გამოვიყენოთ? და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპები: კლიმატის გამოწვევის მოგვარებისას, როგორ უზრუნველვყოთ, რომ არავინ გამოგვრჩეს და თან ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი შესაძლებლო-ბებისა და საჭიროებების შესაბამისად? არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ვსაუბრობთ: განახლებადი ენერგიის მასშტაბების გაზრდაზე, მობილობაზე გადასვლაზე, სტაბილური მწვანე სამუშაო ადგილების შექმნაზე და ა.შ., აქ აღწერილი ძირითადი პრინციპები გვარწმუნებს, რომ მხოლოდ სხვა საქმეს კი არ ვაკეთებთ, არამედ სხვანაირადაც ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ნამდვილად ვავლენთ„მდგრადობას“. ამ ტომში თქვენ ნახავთ 184 გვერდს, რომელიც სავსეა არგუმენტებით, საუკეთესო პრაქტიკიდან მოყვანილი მაგალითებით, ფაქტებითა და ციფრებით. ეს მიუთითებს იმაზე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია და მრავალ სფეროში თუ შემთხვევაში, უკვე ვაკეთებთ კიდეც. ასევე ნახავთ, როგორ უნდა გავზარდოთ ძალისხმევა და ვიმოქმედოთ უფრო გაბედულად საერთო მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენს ცხოვრებასა და საზოგადოებას არა მხოლოდ ეკოლოგიურად მდგრადს, არამედ სოციალურად უფრო სამართლიანსაც გახდის. კრიტიკული წერტილი- 1.5°C ბუნებრივია, ყოველი ცვლილება გაურკვევლობას აჩენს. როდესაც საქმე ეხება კლიმატის კრიზისს, უმოქმედობა გაცილებით მეტ გაურკვევლობას იწვევს გარემოზე სავალალო შედეგების გამო. გარემოს კი უდიდესი გავლენა აქვს თითოეულ ჩვენგანზე. თუ ვერ მოვახერხებთ გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვას, დიდი რისკია, დედამიწის სისტემაში მივაღწიოთ კრიტიკულ ზღვარს, რის შემდეგაც გლობალური დათბობა კვლავ იმატებს და ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ ამ მანკიერ ციკლს. გვალვის შედეგად იწვის ტყეები, რომლებიც ნახშირბადის ბუნებრივ შთანთქმას ემსახურებიან, მრავალწლოვანი მზრალობის გალღობის შედეგად გამოყოფილი მეთანის აირი და ყინულის თეთრი საფარის შემცირება, რომელიც აქამდე მზის სხივებს ისევ ატმოსფეროსკენ აისხლეტდა. ეს მხოლოდ სამია იმ კრიტიკული მაჩვენებლებიდან, რასაც ალბათ უკვე მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ, ქვეყნების უდიდესმა უმრავლესობამ 2015 წელს ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ, რის შედეგადაც შეიქმნა მრავალმხრივი ჩარჩო„რათა მოხდეს საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა(პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით) და გაგრძელდეს მცდელობები ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შესაზღუდად(პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით), ვაცნობიერებთ რა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებსა და ზემოქმედებას“, აღნიშნულია მე-2 მუხლში. 1 კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა საბჭომ(IPCC), რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ორგანოს წარმოადგენს და აგროვებს ამ სფეროში მომუშავე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ათასობით მეცნიერის დასკვნას, თავის სპეციალურ ანგარიშში„გლობალური დათბობა 1.5°C-ით“ 2 აღწერა უზარმაზარი განსხვავებები გლობალური ტემპერატურის+1.5°C-ით და +2°C-ით მატებას შორის. ანგარიშში ხაზგასმულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არ მივიდეთ დედამიწის კლიმატური სისტემის კრიტიკულ მაჩვენებლამდე. როდესაც ამ სახელმძღვანელოში ვსაუბრობთ „კლიმატის ცვლილების ამბიციურ პოლიტიკაზე“, ვგულისხმობთ პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება სამიზნე 1.5°C-ს და რომელსაც შეუძლია უკონტროლო, მზარდ გლობალურ დათბობას გადაგვარჩინოს.„კლიმატის ცვლილების ამბიციურ პოლიტიკაში“ ვგულისხმობთ ნამდვილ სოციალურ-ეკოლოგიურ ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ და არა მხოლოდ ჩვეულებრივ პოლიტიკაში შეტანილ კოსმეტიკურ მწვანე ცვლილებებს. ამრიგად,„იმისთვის, რომ ყველაფერი იგივე დარჩეს, ყველაფერი უნდა შეიცვალოს.“ 3 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კვლავ გვინდა ვიცხოვროთ დასახლებულ პლანეტაზე, მაშინ ჩვენი საზოგადოებები უკეთესობისკენ უნდა შევცვალოთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, კლიმატის კრიზისი დესტაბილიზაციას მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ბუნებრივ გარემოს, არამედ საზოგადოებებსა და კეთილდღეობასაც. კარგად ვიცით, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ამიტომ თითოეულ თავში პირდაპირ შევეხებით ამ ეჭვებს, გავაქარწყლებთ კლიმატის პოლიტიკის გარშემო 10 – წინასიტყვაობა არსებულ მითებს და ხალხში სამართლიანად წარმოშობილ გაურკვევლობასაც ვუპასუხებთ. კლიმატის კრიზისის აღმოსაფხვრელად შექმნილ სამოქმედო გეგმაში ყველაზე კარგი ისაა, რომ ის არ ემყარება ილუზიებს. გარემოსდაცვითი ქმედება შეიძლება ეფუძნებოდეს და ინსპირირებული იყოს საუკეთესო პრაქტიკიდან აღებული ასეულობით მაგალითით, რომლებიც რეალურ შედეგებს იძლევა. ამიტომ, ამ სახელმძღვანელოს წერისას ჩვენ უტოპიურ სცენარებს კი არ ვეყრდნობოდით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს, რეალისტურ პოლიტიკასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკური ორგანიზაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების ამოცანაა შემოგვთავაზონ პრობლემების გადაწყვეტის გზები, გაითვალისწინონ საუკეთესო პრაქტიკა, გააერთიანონ, რაც გაკვეთილის სახით ვისწავლეთ და შემდეგ ხელი შეუწყონ ამ ყველაფრის განხორციელებას. ამ პროცესში ისინი უნდა დაეხმარონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოაზროვნე ლიდერებს, აქტიურ და ჩართულ მოქალაქეებსა და საზოგადოების წევრებს, გაუმკლავდნენ უმწვავეს გამოწვევებს ამჟამინდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. ჩვენ, როგორც სოციალ-დემოკრატები, ამას ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ. ისტორიულად, სწორედ სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ გამოიწვია და განახორციელა სოციალური გარდაქმნები, მძიმე პერიოდებში საზოგადოებებს გაუძღვა საბოლოო მიზნისკენ- გაეხადა ისინი უფრო ჰუმანური და სამართლიანი. ვის შეიძლება ჰქონდეს მეტი კომპეტენცია, იპოვოს სწორი კომპრომისი, ბალანსი თუ სინერგია კლიმატსა და სოციალურ უსაფრთხოებასა და სამართლიანობას შორის? „ავტომატურად არაფერი ხდება. დიდხანს ძალიან ცოტა რამ გრძელდება. ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი ძალა და ის ფაქტი, რომ ყველა ეპოქა თავის პასუხებს ითხოვს, თქვენ კი მას უნდა აუწყოთ ფეხი, სიკეთის გაკეთება რომ შეძლოთ.“ 28 წლის წინ დიდი ვილი ბრანდტის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ზუსტად შეეფერება დღევანდელ მისიას. ჩვენს შემთხვევაში ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ვითვალისწინებთ საკუთარ ძლიერ მხარეებს. მაგრამ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პუბლიკაცია თავის როლს შეასრულებს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში. წინასიტყვაობა – 11 12 – წინასიტყვაობა შესავალი კომუნიკაცია კლიმატის ცვლილების საკითხებში და წინამდებარე სახელმძღვანელოს სტრუქტურა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მეცნიერები კაცობრიობას აფრთხილებენ გლობალური დათბობის შესახებ. დღესდღეობით, ინფორმაციამ კლიმატის კრიზისის შესახებ სრულიად წაგვლეკა, ხოლო ეკოლოგიური კატასტროფები ყოველდღიურად შუქდება ახალ ამბებში. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ.„პრობლემის ცოდნა“ ყოვლისმომცველია(მოქმედების ცოდნისგან განსხვავებით), ქმედების ნაკლებობა თვალშისაცემია როგორც პოლიტიკურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. გაცნობიერებას, განზრახვასა და ქცევას შორის არსებული ამ უფსკრულის მიზეზები მრავალფეროვანია. როგორც კვლევები აჩვენებს, ჩვეულებრივი საინფორმაციო კამპანიები ანუ მიდგომა, რომელიც ხშირად გამოიყენება კლიმატური კატასტროფის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, იშვიათად იწვევს ინდივიდუალურ დონეზე ქცევის შეცვლას გარემოს დაცვის საკეთილდღეოდ(სტეგი& ვლეკი 2009). ამის გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილების პოლიტიკაზე მომუშავე ადამიანებს, მდგრადი განვითარების დამცველებსა და გარემოსდაცვით აქტივისტებს შეუძლიათ ისარგებლონ გარემოსდაცვითი ფსიქოლოგიისა და კომუნიკაციის მეცნიერების მნიშვნელოვანი ცოდნით. კარგად ვიცით, ეკოლოგიურ კრიზისებთან ბრძოლა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ ფაქტების აღნიშვნას. სტრატეგიულად უნდა ვიფიქროთ ჩვენს გზავნილზე, თუ გვინდა აუდიტორიასთან მივიდეთ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო წინააღმდეგობა ან რეაქცია, რომელმაც შეიძლება ჩვენი თავდაპირველი მიზანი დაამარცხოს. კლიმატის კომუნიკაციის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული მრავალი პრინციპი, რომელსაც არგუმენტების ამ სახელმძღვანელოში შეხვდებით, პრაქტიკაში უკვე იქნა გამოყენებული. ეს პრინციპები სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში მომუშავე სოციალ-დემოკრატებისთვის მნიშვნელოვან რჩევას წარმოადგენს იმის შესახებ, თუ როგორ გახადონ კომუნიკაცია უფრო ეფექტური. პირველ რიგში, ავტორთა ჯგუფმა განიხილა სახელმძღვანელოს სამიზნე მკითხველების აუდიტორია. შევიმუშავეთ აღწერილობა ჰიპოთეტური პიროვნებისა, რომელიც სახელმძღვანელოს მკითხველად შეიძლება ჩაითვალოს და დავადგინეთ რა განსაზღვრავს საერთო ღირებულებებს, თვითმყოფადობას, გონებრივ მოდელებს, დემოგრაფიას, ჩვევებსა და გარემო ფაქტორებს იმ ადამიანებისთვის, რომლებამდეც, იმედი გვაქვს, ეს პუბლიკაცია მივა. ძალიან ხშირად ჩვენს კომუნიკაციასა და მიზნობრივ აუდიტორიას შორის შესაბამისობის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად გზავნილის შინაარსი (ვებსტერი& მარშალი 2019). ასევე, სიღრმისეული განხილვა დაეთმო შესაბამისი არგუმენტების ჩამოყალიბებას. როგორც სოციალურმა ფსიქოლოგიამ და კოგნიტურმა ენათმეცნიერებამ აჩვენა, ის, თუ როგორ ვახდენთ შინაარსის კომუნიკაციას, რეალურად ცვლის ადამიანების რეაქციას(ლეკოფი& უელინგი 2008). ამიტომ ჩვენი სახელმძღვანელო მკითხველს სთავაზობს პროაქტიულ არგუმენტებს, რათა ის თავად გახდეს საკუთარი ნარატივის ავტორი. იმის ნაცვლად, რომ წინასიტყვაობა – 13 მხოლოდ ჰეგემონურ დისკურსზე გვეპასუხა, ჩარჩოში მოვაქციეთ არგუმენტები და თქვენ შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ, რათა მოყვეთ გლობალური სამართლიანობისა და მდგრადობის მიმართულებით სოციალურდემოკრატიული ტრანსფორმაციის საკუთარი ისტორია. არგუმენტაციის ეს ხაზები ქმნის ყოვლისმომცველ ნარატივს, განსაზღვრავს ამ სახელმძღვანელოს პრაქტიკულ გამოყენებას და აფართოებს შესაძლებლობას მკითხველისთვის. თითოეული თავი მიზნად ისახავს შთააგონოს მკითხველს განსხვავებული მიდგომა განსახილველი საკითხებისადმი და გახადოს ავტორი იმ ცვლილების ამბისა, რომლის ნაწილიც ყველა ჩვენგანია. ცალკეულ თავებზე დაკვირვებისას შეამჩნევთ, რომ თითოეული მათგანი იწყება დადებითი და რეალური ხედვით. ეს მკითხველში იწვევს სასიამოვნო ემოციებს, ზრდის ღიაობასა და გამბედაობას, რაც საჭიროა კლიმატის კრიზისისა და მისი მიზეზების მოგვარების შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოსაყენებლად, და არა გადასაჭრელი საკითხების თავიდან ასაცილებლად(ჰერი 2011). საგანგაშო ეკოლოგიური კატასტროფისა და მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული უსამართლობის ფონზე, ამ საკითხზე საუბარი ხშირად ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მისი გადაჭრა. მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ ის შესაძლო რისკი და არასასურველი გვერდითი მოვლენები, რაც კომუნიკაციისას შიშის, შფოთვის, დანაშაულის შეგრძნებისა და ეგზისტენციალური წუხილის შემცველი შეტყობინებების მოზღვავებულ გამოყენებას ახლავს. დიდი შანსია, ჩვენმა სამიზნე აუდიტორიამ გაიგოს არგუმენტი, ისიც კი შეიტყოს, რამდენად რეალურია საფრთხე და დაიცვას ბიოსფერული და ალტრუისტული ღირებულებები. მავნე ქცევა მაინც გაგრძელდება ან გაუარესდება. უკვე ათწლეულებია, რაც ეს ფენომენი კვლევის საგანია და სოციალური ფსიქოლოგია მას„კოგნიტურ დისონანსს“ უწოდებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაწყ-დებით გარემოს დაცვის კუთხით პრობლემური ქცევის სტიმულირების საფრთხეს, როდესაც მკითხველს ყურადღება გადააქვს რისკებიდან, ახდენს მათ ინტერპრეტირებას(თავისთვის უფრო მისაღები ფორმით), ხდება აპათიური პრობლემების მიმართ ან მასში მატულობს მატერიალისტური ღირებულებები(კრომპტონი& კესერი 2009). ამ დილემის გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლო გზაა ყურადღება გავამახვილოთ მდგრადობისა და სამართლიანობის კონსტრუქციულ ხედვებზე, რომლებიც განსაკუთრებით შთამაგონებელი და მოტივაციურია. ასე მკითხველს ყურადღება გადააქვს ადვოკატირებულ შეტყობინებებზე და მასში იბადება დადებითი განცდები. ეს, თავის მხრივ, აღძრავს სოციალური პროგრესისთვის არსებით თვისებებს(ჰერი 2011). გარდა იმისა, რომ ზრდის შემოქმედებითობასა და გახსნილობას, დადებითი ემოციები აუმჯობესებს მკითხველის უნარს გადაამუშავოს საგანგაშო ინფორმაცია, რაც კლიმატის კომუნიკაციის გარდაუვალი და გადამწყვეტი ნაწილია. ამ სახელმძღვანელოში ჩვენ თავს არ ვარიდებთ რეალობის უფრო მკაცრ ასპექტებს, რომელთა შესახებ ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ ამ ასპექტებს ისეთი ფორმით წარმოვაჩენთ, რაც აადვილებს მათ გაგებას, მკითხველში აღძრავს მოქმედების მოტივაციას და არა განსახილველი საკითხების აცილების სურვილს. 14 – წინასიტყვაობა როდესაც საქმე სტრატეგიულ კომუნიკაციას ეხება, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენას, რომელსაც ვიყენებთ. პროგრესული ჩარჩოების გამოყენება მნიშვნელოვანია ცვლილების მოსახდენად და გვიჩვენებს, რომ ტრანსფორმაცია შესაძლებელია. ამ სახელმძღვანელოში დიდი ყურადღება დაეთმო ჩარჩოების შექმნას, რომლებიც სამართლიან და მდგრად მომავალზეა ორიენტირებული. კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით, უფრო ფართო დისკურსის გარკვეული ასპექტების შეგნებულად ჩართვით თუ გამოტოვებით, ჩვენ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ სამყაროს აღქმის უფრო სწორი გზები. ამის გათვალისწინებით, შესაბამისი არგუმენტების ჩარჩოები ღირებულებების ძალიან სპეციფიკური ჯგუფისთვისაა შექმნილი. ისინი შეტყობინებებს მოტივაციურს ხდის და მოქმედების ეფექტურ მამოძრავებლებად აქცევს. ისეთ კონცეფციებზე ყურადღების გამახვილებით, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა, ხდება შინაგანი ღირებულებების გაძლიერება, რაც ზრდის უფრო მდგრადი, სამართლიანი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობის სურვილს. მაგალითად, პირველი თავი იწყება თხრობით, რომ ამბიციური ქმედებები კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის. ყურადღებას ამახვილებს რა მომავალ თაობებზე, კლასობრივ განსხვავებებზე და მსოფლიოს ჩრდილოეთად და სამხრეთად დაყოფაზე, ნაშრომი ასახავს, თუ რამდენად კარგი საშუალებაა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ამბიციური ღონისძიებები უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მდგრადობის მოტივაციის გაზრდას ხელს უწყობს სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინება და არა ის, რომ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედების ფასი აღვნიშნოთ ან ადგილი დავუთმოთ დისკურსს, რომელიც ამ ქმედებას არც თუ მნიშვნელოვანი მიზნების(როგორიცაა კომპანიის მოგება, ძალაუფლება, მიღწევები ან ეროვნული უსაფრთხოება) განხორციელების საშუალებად მიიჩნევს. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან შევეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა სხვადასხვა არგუმენტის შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორია. მხედველობაში მივიღეთ ის, თუ რა აინტერესებთ სავარაუდო მკითხველებს, რა აქვთ საერთო და რა შეესაბამება მათი, როგორც სოციალდემოკრატების საერთო იდენტობას, ამიტომ მეტი შანსია ჩვენი სათქმელი მიზანში მოხვდეს(PIRC 2011). ამის გარკვევას თქვენ პირველ თავში შეძლებთ, რომელიც ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირს სოციალ-დემოკრატთა წარსულ ბრძოლებსა და სოციალურ სამართლიანობას შორის. პირველ და მეორე თავებში განხილულია კლასებისა და გლობალიზაციის საკითხები. როდესაც სამართლიანობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებს შევეხეთ, საჭირო გახდა ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანების ჯგუფების კატეგორიზაცია, რომლებსაც გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკისგან დიდი სარგებელი არ მიუღიათ. ვეცადეთ ჩვენი ენა ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური, არ გამოგვეყენებინა კატეგორია„სხვები“ 1 და პირიქით, მსგავსებებზე გაგვესვა ხაზი. მიზნად დავისახეთ გვესაუბრა გარკვეულ ინდივიდუალურ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ადამიანები დგანან, ამავე დროს, გვსურდა გამოგვეყო ძირეული სისტემური პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები(ანდერჰილი 2020). შესაბამისად, ამ სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სოლიდარობისა და თანაგრძნობის გაღვივებას და უფრო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას (PIRC 2011). ამ სახელმძღვანელოს თითოეული თავის კიდევ ერთი ძირითადი ელემენტია მაგალითები საუკეთესო პრაქტიკიდან, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ცვლილება(რაც სავსებით შესაძლებელია). ეს მაგალითები ხაზს უსვამს დადებით სოციალურ ნორმებს, რომლებსაც იცავენ ტრანსფორმაციისკენ მიმავალი პირები და ინსტიტუტები. ადამიანები სოციალური არსებები არიან. როდესაც ვსწავლობთ, რა გააკეთეს სხვებმა(რაც უფრო მეტად გვგვანან ისინი, მით უკეთესი), ეს დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. სინამდვილეში, სოციალური ნორმების გავლენა ადამიანის ქცევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელია და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ქვეცნობიერი მომენტიც. ინფორმაცია მდგრადობის ინიციატივებისა და თანამოაზრეების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ შეიძლება უფრო წამახალისებელი და მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გარემოსდაცვითი პრობლემების ცოდნა, რომელიც პირველ რიგში მოქმედებას მოითხოვს(კლოქნერი 2013). საუკეთესო პრაქტიკიდან მაგალითების მოყვანით, ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ წარმატებული ცვლილებები და გაჩვენოთ, რომ იგივეს განხორციელება მომავალშიც შესაძლებელია. ეს მაგალითები წარმოდგენილია ისე, რომ ხაზს უსვამს ადამიანების როლს ცვლილებების პროცესში და ამით მკითხველს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. საუკეთესო პრაქტიკიდან მაგალითების მოყვანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ის არის, რომ ეს იძლევა სამოქმედო ცოდნას გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად. ამან შეიძლება ადამიანებს გაუჩინოს განცდა, რომ შეუძლიათ გარემოს დაცვისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება. ეს ძალიან აქტუალურია, რადგან, როგორც ჩანს ინდივიდუალური და კოლექტიური ეფექტურობის შეგრძნება აუცილებელია გარემოსდაცვითი ქცევისთვის(კლოქნერი 2013). ის, რაც ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა, ზუსტად შეესაბამება ჩვენს სათქმელს:„პრობლემებს ვერ გადავჭრით იმ აზროვნებით, რომელსაც ვიყენებდით ამ პრობლემებისას შექმნისას“. ეს სახელმძღვანელო წამოჭრის ინდუსტრიულ, კაპიტალისტურ საზოგადოებებში არსებულ ზოგიერთ მწვავე საკითხს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის სცილდება მხოლოდ აწმყოს ანალიზს და მიუთითებს ასევე უფრო სამართლიანი, მდგრადი და სოციალ-დემოკრატიული მომავლისკენ მიმავალ შესაძლო გზებს. წინასიტყვაობა – 15 16 – წინასიტყვაობა განმარტებები და წყაროები წინასიტყვაობის განმარტებები 1. https://unfccc.int/files/essential_background/convention/application/pdf/english_paris_agreement.pdf https://www.ipcc.ch/sr15/ 3. ცნობილი ციტატა ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას რომანიდან„ლეოპარდი“ წინასიტყვაობის წყაროები ტ. კრომპტონი& ტ. კესერი(2009): „გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა: ადამიანის იდენტობის როლი“; ხელმისაწვდომია ბმულზე: www.valuesandframes.org/downloads(ბოლოს ნანახია 01.11.2016 თარიღით). ს. ა. კლოქნერი(2013): გარემოსდაცვითი ქცევის ფსიქოლოგიის ყოვლისმომცველი მოდელი მეტაანალიზი, პუბლიკაციაში „გლობალური გარემოს ცვლილება“ , 23(5), 1028–1038. ჯ. ლეკოფი& ე. უელინგი(2008): თქვენი გონების პოლიტიკა. როგორ ხსნის გონების მეცნიერება პოლიტიკურ განხეთქილებას . ჰაიდელბერგი: კარლ აუერის გამომცემლობა. საზოგადოებრივი ინტერესის კვლევის ცენტრი(2011) : სახელმძღვანელო საერთო მიზნის შესახებ. ფასეულობებისა და ჩარჩოების გზამკვლევი კამპანიის მწარმოებლებისთვის, საზოგადოების ორგანიზატორებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ფანდრაიზერებისთვის, პედაგოგებისთვის, სოციალური მეწარმეებისთვის, აქტივისტებისთვის, დამფინანსებლებისთვის, პოლიტიკოსებისა და მსგავსი პირებისთვის. ნ. ჰერი,(2011): ფსიქოლოგია უკეთესი სამყაროსთვის. ოკლენდის უნივერსიტეტი, ოკლენდის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი; ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე: www.psych.auckland.ac.nz/psychologyforabetterworld(ბოლოს ნანახია 16.06.2020 თარიღით). ლ. სტეგი& ს. ვლეკი(2009): გარემოსდაცვითი ქცევის წახალისება: ინტეგრაციული კვლევის დღის წესრიგი, გამოცემაში: გარემოს ფსიქოლოგიის ჟურნალი, 29, 309–317. რ. ანდერჰილი(2020): გლობალური სამართლიანობისა და სოლიდარობის კომუნიკაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო- განვითარების, დახმარებისა და ქველმოქმედების ენის ალტერნატივა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.healthpovertyaction.org/wp-content/uploads/2019/04/A-Practical-Guide-For-Communicating-Global-Justice-and-Solidarity.pdf(ბოლოს ნანახია 17.06.2020 თარიღით). რ. ვებსტერი& ჯ. მარშალი(2019): # კლიმატზე საუბრის სახელმძღვანელო. როგორ ვისაუბროთ კლიმატის ცვლილებაზე ყოველდღიურობაში. ოქსფორდი: კლიმატის კამპანია შესავალის 1. ენის გამოყენება, რომლითაც საკუთარ თავს ვაშორებთ სხვა ჯგუფისგან. წინასიტყვაობა – 17 18 – 1 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები მზარდ უსამართლობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღია როგორც მთელ მსოფლიოში, ისე თითოეული ქვეყნის შიგნით. სოციალ-დემოკრატები ყოველთვის იბრძოდნენ სოციალური სამართლიანობისთვის, მოქმედებდნენ რა სოციალურად სამართლიანად, ისინი წარმატებით გაუმკლავდნენ ფუნდამენტურ გარდაქმნებს, შესაბამისად, მათ გააჩნიათ შთამაგონებელი კონცეფციების დიდი მარაგი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოციალური მდგრადობის მიმართულებით. ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამბიციური კლიმატის პოლიტიკა სოციალური სამართლიანობისა(ნაწილი I) და სოციალური პროგრესის(ნაწილი II) უზრუნველსაყოფად. ასევე გაჩვენებთ, რომ სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაციის ცნება სოციალდემოკრატიისთვის ახალი არ გახლავთ და სინამდვილეში მისი ისტორიული განვითარების განუყოფელი ნაწილია(III ნაწილი). მაგდა, წელს დაბადებისდღეზე რა გაჩუქო? ამბიციური კლიმატის პოლიტიკა, როცა გავიზრდები, შენსავით მშვენიერი ბებია რომ ვიყო! 20 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ნაწილი I: კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ღონისძიებები მზარდ უსამართლობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღია როგორც მთელ მსოფლიოში, ისე თითოეული ქვეყნის შიგნით. ამბიციური კლიმატის პოლიტიკა ხელს უწყობს სოციალურ სამართლიანობას. ამას ხაზს უსვამს სულ უფრო და უფრო მეტი პროგრესული მოქალაქე და სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი. ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში ჩვენ ნათელს მოვფენთ კლიმატის კრიზისსა და სოციალურ სამართლიანობას შორის არსებულ ურთიერთქმედებას სხვადასხვა მარგინალური ჯგუფისთვის. მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მართლმსაჯულების კრიზისი გვაქვს. კლიმატის კრიზისის შედეგად, საზოგადოების ნაკლებად პრივილეგირებულ ჯგუფებს მზარდი უსამართლობის სამმაგი ტვირთი ადევთ: 1. რიგში, მარგინალური მოქალაქეები უფრო მეტად განიცდიან კლიმატის კრიზისის შედეგებს: • ირველ რიგში, მარგინალური მოქალაქეები უფრო მეტად განიცდიან კლიმატის კრიზისის შედეგებს: როდესაც ქალაქს სიცხის ტალღები უტევს, 40°C ტემპერატურა 40 მ 2 ჩახუთულ ბინაში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე დიდი ლამაზი სახლის მეპატრონეებს, რომლებსაც დაჩრდილული ბაღი აქვთ გასაგრილებლად. ანალოგიურად, კარგი ანაზღაურების მქონე თანამშრომელს შეუძლია ჩართოს კონდიციონერი ან გავიდეს ოფისიდან, მაშინ როცა დაბალანაზღაურებადი მუშა ვერ დატოვებს საწარმოო ხაზს ცხელ და ჩახუთულ ქარხანაში. მაგრამ ეს მხოლოდ პირადი კომფორტის საკითხი არ არის: ბოლო წლებში ისეთ მდიდარ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა, სიცხის ტალღების გამო 20000 ადამიანი გარდაიცვალა- ორჯერ მეტი, ვიდრე საგზაო შემთხვევების დროს. 1 გლობალური დათბობით გამოწვეული სხვა ბუნებრივი კატასტროფები კიდევ უფრო მძიმედ დააზარალებს საზოგადოების მარგინალურ ნაწილებს, რადგან მათი სახლები, სკოლები და სამსა-ხურები ხშირად ისეთ ადგილებზე (მაგალი-თად, არასტაბილურ ნიადაგზე ან წყალდი-დობისკენ მიდრეკილ ადგილებზე) მდებარეობს, 2 სადაც ბუნებრივი საფრთხე უფრო მოსალოდნელია. • მას გარდა, კლიმატის კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები ამჟამად სამუშაო ადგილებს ქმნიან ძირითადად დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალისთვის. აქ ჩვენ ვგულისხმობთ სოფლის მეურნეობის სექტორს, რომელიც უკვე განიცდის გვალვას, ქარიშხლებს, წყლის ნაკლებობას და სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად ამინდს და ასევე ტურიზმს, რომელიც ამ გამოწვევების გარდა, ზღვის დონის აწევის პრობლემის წინაშეც დგას (იხ. თავი 2, გვერდი 46). ამრიგად, ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანები უფრო დაუცველები არიან კლიმატის კრიზისის გავლენისგან. როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია(ILO) აცხადებს, მომავალი ათი წლის განმავლობაში კლიმატის კრიზისის შედეგად მოხდება 80 მილიონი სრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა, მაგრამ ეს მაჩვენებელიც კი დამოკიდებულია იმაზე, რომ გლობალური დათბობა+1.5°C-მდე შევინარჩუნოთ. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების აზრით, უფრო მაღალია სამსახურის დაკარგვის რისკი გლობალური დათბობის ზემოქმედების(ან უთანასწორობის) გამო, ვიდრე ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების ღონისძიებების 3 შედეგად. 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 21 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის 2. რაც უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ სოციალურად მარგინალურ ჯგუფებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გაუმკლავდნენ კლიმატის კრიზისის ამგვარ ზემოქმედებას. ისინი უბრალოდ ნაკლებად მდგრადები არიან: სარდაფის ან ქარიშხლით დაზიანებული სახურავის ხარჯები საზოგადოების ღარიბ ნაწილს უფრო მძიმე ტვირთად აწვება, ვიდრე კარგი დაზღვევის მქონე შეძლებულ მოქალაქეებს. როგორც წესი, მნიშვნელოვნად დაზარალებულ სექტორებში მომუშავე ადამიანები ნაკლებად მოქნილები არიან სამუშაოს შეცვლის დროსაც. მცირე ფერმერს შეიძლება არ ჰქონდეს საჭირო კაპიტალი და ცოდნა, რომ დააყენოს ინოვაციური, წყლის დამზოგავი სარწყავი სისტემა და დაძლიოს, მაგალითად, გვალვის შედეგები. 3. დიდი უსამართლობაა ეს, კარგად დაინახავთ, როცა მესამე ფაქტორს შევეხებით. საზოგადოების არაპრივილეგირებული ჯგუფების წვლილი კლიმატის კრიზისში უფრო მცირეა- და ეს ეხება ყველა ქვეყანას, როგორც ახლა, ისე წარსულში. 4 პრივილეგირებულები ნაკლებს დაფრინავენ საქმისა თუ გართობის გამო. ისინი არ დადიან(დიდი) მანქანებით, მათი სახლები გასათბობად გაცილებით პატარაა, ხოლო შეძენილი სამომხმარებლო პროდუქტები- უფრო მცირე. რეალურად, სათბურის გაზების(GHG) გლობალური ემისიების 45% გამოწვეულია მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილით, ხოლო უღარიბესი 50 პროცენტი ემისიების მხოლოდ 13%-ზეა პასუხისმგებელი. ამ„ყველაზე მეტი ემისიების გამომწვევი“ მდიდრების უმეტესი ნაწილი გლობალური ჩრდილოეთის ინდუსტრიულ ქვეყნებში გვხვდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი მესამედი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს, მაგალითად, რუსეთში. 5 გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ფილიპ ალსტონმა გაფრთხილების შემცველი განა- 22 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ცხადი გააკეთა:„ჩვენ ვრისკავთ, რადგან შეიძლება მივიღოთ„კლიმატური აპარტეიდი“, როდესაც მდიდრები ფულს იხდიან რათა სიცხეს, შიმშილსა და კონფლიქტებს გაექცნენ, დანარჩენი მსოფლიო კი იძულებულია იტანჯოს.“ 6 ყველას გვსურს ჩვენი საზოგადოება იყოს სამართლიანი და ყველა ვცდილობთ ვიბრძოლოთ მზარდი უთანასწორობის წინააღმდეგ. ზემოთ მოყვანილი სამი მიზეზი- ის, რომ მარგინალი ადამიანები არიან უფრო დაუცველები, ნაკლებად გამძლე და მათი წილი ემისიებში მცირეა- კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ აუცილებელია კლიმატის კრიზისის შემცირება, რათა მსოფლიოში არ გაღრმავდეს უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. კლიმატის კრიზისი არ არის მხოლოდ სამართლიანობის კრიზისი საზოგადოების პრივილეგირებული და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაპირისპირების თვალსაზრისით, არამედ ის სხვა ასპექტებსაც მოიცავს, კერძოდ, სამართლიანობას: ა) თაობებს შორის, ბ) ერებს შორის და გ) ქალებსა და მამაკაცებს შორის. 1. გვინდა უკეთესი მომავალი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. • ვენ გვინდა, რომ მათ ღირსეულად და შიშის გარეშე იცხოვრონ, შეძლონ საკუთარი ნიჭის განვითარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა. თუმცა, ჩვენს მშობლებთან ერთად იმდენი რესურსი გამოვიყენეთ, რომ მომავალი თაობებისთვის ბევრი აღარ დარჩება. 7 მჟავე ოკეანეები, სადაც თევზების ნაცვლად პლასტმასის ნაგავი დაცურავს, დაცარიელებული ლანდშაფტები, შემცირებული ბიომრავალფეროვნება და საზოგადოებები, რომლებიც ხშირად იმყოფებიან კრიზისულ რეჟიმში დაავადების გავრცელების, სტიქიური უბედურებებისა თუ ახალ სიტუაციასთან ადაპტაციით გამოწვეული ხარჯების უხეში ზრდის გამო- აი, რა მემკვიდრეობა უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს! 8 გასაკვირი არ არის- ახალგაზრდული მოძრაობები მთელ მსოფლიოში ყველანაირად ცდილობენ შეახსენონ ჩვენს თაობას, რომ„არ არსებობს პლანეტა B“, სადაც ისინი იცხოვრებდნენ. 9 ამიტომ თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ, უნდა მოვახდი1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 23 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ნოთ საზოგადოებებისა და ეკონომიკის გარდაქმნა სოციალური და გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ და თან დაუყოვნებლივ. 2. დონეზე კლიმატის მიმართულებით სამართლიანობის დაცვა პრიორიტეტად ითვლება, მაგრამ ეროვნულ დონეზე უსამართლობის იგივე მაგალითებს ვაწყდებით: • აბალი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე ქვეყნები(მიმდინარე, ისტორიული, საერთო და ერთ სულ მოსახლეზე), ყველაზე მეტად დაზარალდებიან გლობალური დათბობის ზემოქმედების შედეგად. ამ ქვეყნების უმეტესი ნაწილი უკვე თბილ რეგიონებში მდებარეობს, რომლებიც შესაძლოა გაუკაცრიელდეს სიცხის მატებასთან ერთად.10 გეოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა გრძელი, სულ უფრო და უფრო ეროზირებული სანაპირო ზოლები, გულისხმობს, რომ მათ შეიძლება სულ უფრო ხშირად დაატყდეს თავს ძლიერი ქარიშხალი ან ოკეანემ შთანთქას მდინარის უზარმაზარი დელტები. 11 • მ ქვეყნების უმეტესობა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ამიტომ ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, როდესაც საქმე ეხება მათი მედეგობის გაზრდას. 1 მოითხოვს არა მხოლოდ ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას, არამედ სამაშველო გეგმების ან ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის ფონდების შექმნასაც. მიუხედავად ამისა, ადამიანური და ფინანსური რესურსები ხშირად საკმარისი არაა. • მრიგად, კლიმატის კრიზისმა შეიძლება დიდი ალბათობით გაამწვავოს გლობალური უთანასწორობა. ამის გათვალისწინებით, უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს საერთაშორისო დებატები იმის თაობაზე, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება სხვადასხვა ერს კლიმატის კრიზისის შეზღუდვაზე. ახლა უკვე ცხადია, იმისთვის, რომ ავირიდოთ ტემპერატურის ზრდა 1.5°C-ით(რაც გლობალურ დათბობას შეუქცევადს გახდიდა), 2050 წლისთვის ყველა ქვეყანა უნდა იყოს ნახშირბად-ნეიტრალური, თუმცა ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ პასუხისმგებლობა„ისტორიულ გამონაბოლქვებზე“- ე.ი. პრობლემებზე, რომლებიც დიდწილად გამოწვეულია გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნებით. ამ გადმოსახედიდან, ევროკავშირის მიზანი გახდეს ნახშირბად-ნეიტრალური 2050 წლისთვის ამბიციური კი არა, ძალიან დაგვიანებულია. • ღეს, როდესაც საქმე ეხება კლიმატის კრიზისის მოგვარებას, საერთაშორისო სოლიდარობა ნიშნავს არა მხოლოდ სამართლიანად„ტვირთის გაზიარებას“ ისტორიული გამონაბოლქვების აღიარების საშუალებით, არამედ მწვანე ინოვაციებით გაჩენილი შესაძლებლობების თანაბარ განაწილებასაც. თუ გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნები, რომლებიც პირველ ადგილზე არიან ემისიების მიხედვით, მიჰყიდიან ინოვაციურ მწვანე ტექნოლოგიებს სამხრეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც განიცდიან გლობალურ დათბობასთან ბრძოლის შედეგებს, ამას უკვე ვეღარ ვუწოდებთ საერთაშორისო სოლიდარობას. გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნები პირველ ადგილზე არიან გლობალურ დათბობაში წვლილის შეტანის მიხედვით. ამიტომ, ყველაზე მცირე, რაც მათ შეიძლება გააკეთონ, არის ის, რომ გადასცენ „მწვანე ტექნოლოგიები“ გლობალური სამხრეთის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს და ამით მათ საშუალება მისცენ განვითარდნენ რამდენიმე ეტაპის გამოტოვებით. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ჩრდილოეთის ქვეყნები ხელს შეუწყობენ მწვანე კვლევასა და ინოვაციებს გლობალურ სამხრეთში. ასე სამხრეთის ქვეყნების ფირმები შეძლებენ მეტი პატენტის მოპოვებას, მაგალითად, განახლებადი ენერგიებისთვის ან ურბანული მობილობისთვის. • აერთაშორისო სოლიდარობა სოციალური დემოკრატიის სახელმძღვანელო პრინციპია მისი დაარსების დღიდან. დღეს, გლობალიზებულ სამყაროში, სოლიდარობა არა მხოლოდ ღირებულებების საკითხია, არამედ ნამდვილი აქტივიც, 24 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის რადგან ის ნიშნავს ძალთა გაერთიანებას. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ კაცობრიობას კლიმატის კრიზისის საფრთხე ავარიდოთ, თუ ნამდვილად ერთად დავდგებით და ერთად ვიმუშავებთ გლობალურ დონეზე. პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალმხრივი შეთანხმებაა და შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს ასეთი ერთობლივი მოქმედებისათვის. 3. ფაქტია, რომ გლობალური დათბობა ქალებზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე მამაკაცებზე. • ფრო მეტი ქალი განიცდის სიღარიბეს და მათ ხშირად არ აქვთ უმნიშვნელოვანესი რესურსები. ხოლო კრიზისის დროს ბევრ საზოგადოებაში ურჩევნიათ გადაარჩინონ ან გამოკვებონ ბიჭები და მამაკაცები, ვიდრე გოგონები და ქალები. 1 ა ამას გარდა, გლობალური დათბობით დაზარალებულ ეკონომიკურ სექტორებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმსა და ჯანდაცვაში სამუშაო ძალის დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ. აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე ბევრ ქვეყანაში ქალები, სოფლის მეურნეობაში მათი მნიშვნელობის გამო, თავიანთი ოჯახებისა და თემებისთვის ასრულებენ მასტაბილიზებელ როლს. ახლა კი ცხოვრების ეს მოდელი სულ უფრო და უფრო მეტი რისკის ქვეშ დგება. ტურიზმის სექტორში ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგება- როდესაც ხორვატიის პლაჟები გაქრება, აღარ იქნება სასტუმროს დამლაგებლების საჭიროება. ამის საპირისპიროდ, ჯანდაცვის სფეროში ბევრი დამატებითი ექთანი გახდება საჭირო, რათა ჯანდაცვის სისტემებმა გააგრძელონ ფუნქციონირება, როდესაც კლიმატის კრიზისი სრულად გამოვლინდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს დამატებითი სამუშაო შეასრულონ კარგ პირობებში მომუშავე თანამშრომლებმა და არა მხოლოდ ექთნებმა, რომლებიც დღეს უკვე ასრულებენ(აუნაზღაურებელ) ზეგანაკვეთურ სამუშაოს (იხ. ზემოთ, გვერდი 24, გენდერულ თანასწორობაზე ასახული კლიმატის პოლიტიკის შედეგების შესახებ, იხილეთ თავი 3, გვერდი 71). • უმცა, შეცდომა იქნებოდა ქალების წარმოჩენა მხოლოდ კლიმატის კრიზისის უმწეო მსხვერპლად. დაწყებული გლობალური სამხრეთის მცირე ფერმერებიდან, რომლებმაც ხელმეორედ 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 25 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის აღმოაჩინეს არსებულ ვითარებისთვის გამოსადეგი ტრადიციული სოფლის მეურნეობის მეთოდები და დამთავრებული მოზარდი გრეტა ტუნბერგით, რომელიც მოძრაობის„პარასკევი მომავლისთვის“ 1 დამფუძნებელია,-ტ ტის კრიზისთან ბრძოლის ლიდერები მთელ მსოფლიოში. როდესაც გროვდება სამეცნიერო მონაცემები, ისინი ხშირად ცხადყოფს, რომ ქალები უკეთ არიან ინფორმირებულნი კლიმატის კრიზისის შესახებ და უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი მისი შედეგებით. 15 • მრიგად, კლიმატის ცვლილების პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო განსხვავებას, რომელიც აისახება მამაკაცებსა და ქალებზე კლიმატის ზემოქმედების შედეგებს შორის, არამედ განსაკუთრებულად უნდა გაძლიერდეს ქალის როლი ამ გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. მაგრამ რას იტყვით... პრობლემაზე, რომ კლიმატის ცვლილების შემარბილებელმა ღონისძიებებმა შეიძლება ქვეყნებში გამოიწვიოს უსამართლობის ახალი ტალღა სოციალური დაყოფის გაზრდის გამო, ვინაიდან, მაგალითად, ნახშირორჟანგის(CO2) ფასები არაპრივილეგირებულ ჯგუფებზე უფრო მძიმედ აისახება? საკითხის მოგვარების გზა: სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით • ლიმატის ცვლილების ამბიციურმა შემარბილებელმა ღონისძიებებმა შეიძლება შეამციროს არსებული სოციალური უსამართლობა. სოციალდემოკრატებმა, კონკრეტულად, უნდა უზრუნველყონ, რომ ახალი პოლიტიკა შემუშავდეს ამის გათვალისწინებით. • როვნულ დონეზე, საუკეთესო პრაქტიკაში არსებობს პრობლემის გადაწყვეტის მრავალი მაგალითი. ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ნახშირბადის ფასწარმოქმნის სისტემა გადანაწილების პრინციპით. 1 -ლ ლი,„ყველაზე მეტი ემისიების გამომწვევი“ მოქალაქეები უფრო მეტს იხდიან, ხოლო მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ნაკლებ ემისიებზე არიან პასუხისმგებელნი- ნაკლებს. გადასახადის მთლიანი შემოსავალი შეიძლება ან პირდაპირ აუნაზღაურდეს საზოგადოების ღარიბ წევრებს, ან გამოყენებულ იქნეს გარემოსდაცვით პროექტებში, რომლებითაც ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფები სარგებლობენ. ეს შეიძლება იყოს ახალი ბაღი დასახლებაში, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან გათბობის/იზოლაციის ახალი სისტემები გაჭირვებული ადამიანების სოციალური განსახლების პროექტებისათვის. ორივე შემთხვევაში, მარგინალურ ჯგუფებს ჯიბეში მეტი ფული უნარჩუნდებათ წლის ბოლოს, რაც მათ სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაში ეხმარება და ამავდროულად ჯილდოს წარმოადგენს შედარებით მცირე ნახშირბადის ნაკვალევისთვის. • მასთან, არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ფისკალური ზომები მათი სოციალურ სამართლიანობაზე გავლენის კუთხით. სინამდვილეში, კლიმატთან დაკავშირებული და სხვა რეგულაციები, ასევე მთავრობის ინვესტიციები იგივე კონტროლს უნდა დაექვემდებაროს: უკეთესი უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედის ახალი გზები ან(სატვირთო) ველოსიპედების სუბსიდირება უფრო კარგი ინვესტიციაა სოციალურად მარგინალური ჯგუფების პერსპექტივიდან, ვიდრე სუბსიდიები 60,000 ევროდ ღირებული ელექტრო ჯიპისთვის. ასევე, კარგი ალტერნატივების არსებობის შემთხვევაში, უფრო სამართლიანი და ჯანსაღი იქნება ყველა მანქანის აკრძალვა ქალაქის ცენტრებში, ვიდრე მხოლოდ ახალი ელექტრომობილების დაშვება(იხილეთ თავი 5, გვერდი 129). • ს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომელიც ცხადყოფს, რომ საუკეთესო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ასევე გაზრდის სოციალურ სამართლიანობას. 26 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ ევროპის მრავალი ქვეყანა გამოყოფს შედარებით მცირე გამონაბოლქვს, ხოლო ყველაზე მეტი ემისიების გამომწვევი ქვეყნების, მაგალითად, შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის მთავრობები უარს ამბობენ შესაბამისი ზომების მიღებაზე? საკითხის მოგვარების გზა: კლიმატის მიმართულებით სამართლიანობის უზრუნველყოფა მსოფლიოში ეს„თამაში გადაბრალებაზე“, როდესაც ყველანი მეზობლებისკენ ვიშვერთ თითს და ველოდებით ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, არის დაყოვნების ტიპიური ტაქტიკა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, ეს არგუმენტი არათანმიმდევრულია ხუთი მიზეზის გამო: 1. ირველი: თუ გავითვალისწინებთ ა) ადრეული ინდუსტრიალიზაციით გამოწვეულ„ისტორიულ გამონაბოლქვებს“ და ბ) ერთ სულ მოსახლეზე ემისიების რაოდენობას, ევროპის თითოეულ ქვეყანას აქვს მაღალი ნახშირბადის ნაკვალევი. საერთო ჯამში, ევროპის ქვეყნებმა გამოიწვიეს გლობალური გამონაბოლქვის 33 პროცენტი, ხოლო მხოლოდ ევროკავშირის 28 ქვეყანამ 22 პროცენტი. 1 ც , რომ ნახშირორჟანგის(CO2) ემისიები გამოითვლება მათი წარმოქმნის და და არა პროდუქტის მოხმარების ადგილის მიხედვით. ასე რომ, თუ ფოლადი, რომლის წარმოების დროსაც ნახშირბადი ჭარბად გამოიყოფა, მზადდება ინდოეთში, მაგრამ გამოიყენება სლოვაკეთში, მაშინ ცუდ მაჩვენებელს იღებს ინდოეთი. 2. ეორე: ყველა ქვეყანა რომ დაელოდოს როდის გადადგამენ მისი„დიდი მეზობლები“ პირველ ნაბიჯს, საბოლოოდ, არავინ არაფერს გააკეთებს. მაგალითად, პოლონეთი სათბურის გაზების(GHG) ყველაზე მეტი ემისიების გამომწვევ ქვეყნებს შორის 26-ე ადგილზეა. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი, რომ დანარჩენმა 171 ქვეყანამ, რომელმაც ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ, არაფერი არ უნდა გააკეთოს, სანამ პოლონეთის მთავრობა არ გადაწყვეტს ბოლომდე შეასრულოს ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები? 3. ესამე: მაშინაც კი, თუ ეროვნული მთავრობები ეწინააღმდეგებიან კლიმატის ამბიციურ პოლიტიკას, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ქვეყნის ნახშირბადის ნაკვალევი არ შეიძლება შემცირდეს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, დაეტოვებინა პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ, სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა აშშ-ს ბევრი შტატისა და საზოგადოების დონეზე. მათი წინააღმდეგობა მოიცავდა სლოგანს:„ჩვენ ჯერ კიდევ წევრები ვართ“. დღეს იმავე სახელწოდების კამპანია აერთიანებს ჩართულ მხარეებს 6,2 ტრილიონი დოლარის ღირებულების საერთო ბიუჯეტით, რაც მას სიდიდით მესამე ეკონომიკად აქცევს მსოფლიოში. 1 ანალოგიუ-რ რად, ბევრ სხვა ქვეყანაში პროგრესული პოლიტიკოსები მონაწილეობენ უშუალო დიალოგში თემებისა და პროვინციების დონეზე(მაგ.„მერების შეთანხმება“), რათა გამოძებნონ საუკეთესო გზები გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად. 19 4. ეოთხე: პატარა ქვეყნებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ, თუ სხვისი მაგალითით იხელმძღვანელებენ. ეს ეხება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, მაგალითად, მსოფლიოში აღიარებულ„გარემოს დაცვის ჩემპიონებს“ კოსტა-რიკასა და მაროკოს, ასევე, პატარა ევროპულ სახელმწიფოებს. მაგალითად, დანია ატარებს კლიმატის ცვლილების ძალიან ამბიციურ პოლიტიკას, ამცირებს ემისიებს და მხარს უჭერს მწვანე დიპლომატიას. ასეთ მისაბაძ მაგალითებს შეუძლიათ„დომინოს ეფექტის“ გამოწვევა. მაგალითად, გერმანიის ენერგეტიკის ცვლილება დაიწყო, როგორც უნიკალური პოლიტიკური ექსპერიმენტი 1990-იანი წლების ბოლოს. ეს მოხდა წიაღისეული საწვავის წარმოების კუთხით მსოფლიო დომინირებისა და ძალიან ძვირადღირებული განახლებადი ალტერნატივების კონტექსტში. სულ რამდენიმე 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 27 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ათწლეულში ამან მოიტანა მსოფლიო წარმატება განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით და მაღალკონკურენტული განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წარმოქმნაც განაპირობა. 5. ეხუთე: მრავალი წლის განმავლობაში, ძირითადი მოწინააღმდეგეები კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებს„ტვირთად“ მოიხსენიებდნენ- სინამდვილეში კი პირიქითაა. კლიმატის ამბიციური პოლიტიკა უდიდესი შესაძლებლობაა, რათა აშენდეს უფრო სამართლიანი, ჯანსაღი საზოგადოებები და გაუმჯობესდეს ხალხის კეთილდღეობა მთელ მსოფლიოში. ამ სახელმძღვანელოში ჩვენ მოვიყვანთ მრავალ მაგალითს, თუ როგორ მოაქვს კლიმატის ამბიციურ პოლიტიკას დადებითი შედეგები და სარგებელი, მაგალითად, სოციალური და გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების, ჯანმრთელობის, გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული პროცესებისა და დასაქმებულის მიერ საკუთარი დროის მართვის კუთხით. 20 28 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ნაწილი II: კლიმატის ამბიციური პოლიტიკა იცავს ბოლო ათწლეულების სოციალურ მიღწევებს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩვენმა მსოფლიო საზოგადოებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სურსათის უვნებლობის, წყლისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მილიონობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. ამასთან, ბოლო წლების მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს სოციალური პროგრესი არა მხოლოდ ჩიხში შევიდა, არამედ ზოგიერთი სოციალური მიღწევა უკუსვლას განიცდის, რადგან: ა) კლიმატის კრიზისი იზრდება; ბ) ეს წარმატება ნაწილობრივ ემყარებოდა გარემოსდაცვითი რესურსების ჭარბ გამოყენებას. 21 • ბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი მუდმივად იკლებდა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა. 22 ჩვენ ასევე დავინახეთ სიმდიდრის მნიშვნელოვანი ზრდა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თუმცა, მსოფლიო ბანკის თანახმად, 2030 წლისთვის 122 მილიონი ადამიანი შეიძლება ისევ სიღარიბეში აღმოჩნდეს კლიმატის კრიზისის გავლენის გამო. ამით სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია მკვეთრად შეიცვლება. 23 უმოქმედობა კლიმატის დაცვისას იწვევს სიღარიბის ზრდას მილიონი ადამიანი ბალკანეთის მოსახლეობაზე 2-ჯერ უფრო მეტი • კვლავ იზრდება: სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) თანახმად, „კლიმატის ცვალებადობა და ექსტრემალური მოვლენები არის[…] მსოფლიოში შიმშილის ზრდის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ბოლო პერიოდში“. 2 „-ლ ლებული, მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა და 2010–2011 წლებში დაფიქსირებულ დონეს დაუბრუნდა“. 2 ცვლილებით გამოწვეული ცუდი მოსავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც აისახება. მაგალითად, 2010 და 2012 წლებში რუსეთში გვალვამ მოსავლიანობა ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე შეამცირა, რამაც გამოიწვია სურსათის ფასების მკვეთრი ზრდა 2. • საფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ გვალვისკენ მიდრეკილი ადგილების პრობლემა გახდება, არამედ გლობალური ჩრდილოეთის ბევრი ქვეყნისაც. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და უკრაინის მთავრობები თანამშრომლობენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან(WMO) გვალვის მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნის მიზნით. 2 განსაკუთ-რ რებით საგანგაშოა ცენტრალური აზიის მყინვარები, რომლებიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს ყველა მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას და ამჟამად მკვეთრად იკლებს. • ლიმატის მზარდი კრიზისი სულ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემებს: თუმცა, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული სითბური სტრესი და დაზიანებები არ არის მხოლოდ შეშფოთების მიზეზი. 2 გამო, დაავადების გადამტანი ცხოველები სუბტროპიკული რეგიონებიდან თავს აფარებენ ევროპას, რაც იწვევს ვექტორული დაავადებების გავრცელებას. ასეთია დასავლეთ ნილოსის ცხელება, რომელმაც უკვე მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ჩეხეთის რესპუბლიკას. 2 ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰაე1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 29 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის რის დაბინძურება მძაფრდება კლიმატის კრიზისით და ამცირებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას(იხილეთ თავი 5, გვერდი 108). ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ჯანდაცვაზე წვდომა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს აქვს და ბევრი ადამიანი იძულებულია სიღარიბეში აღმოჩნდეს, რადგან არ აქვს მკურნალობის საშუალება. 3. ამრიგად, კლიმატის ამბიციური პოლიტიკა გვეხმარება დავიცვათ სოციალური პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ ბოლო ათწლეულებისა თუ საუკუნეების განმავლობაში. 31 • ფრო მეტიც, ჩვენი ეკონომიკური სისტემების სოციალურ-ეკოლოგიური გარდაქმნა ხელს შეუწყობს შიმშილის შეწყვეტას(მაგალითად, საკვების ნარჩენების შემცირებით), პრიორიტეტი მიენიჭება ჯანდაცვის ჯანსაღ სისტემებს და არა ხანმოკლე მოხმარების საქონელს, ხოლო საზოგადოების თითოეულ წევრს მიეცემა უკეთესი ცხოვრების საშუალება სიმდიდრის უფრო სამართლიანი განაწილების გზით(და არა აუცილებელად მშპ-ს მუდმივი ზრდის წყალობით). ესაა უკეთესი მომავლის ხედვა, რომლის მიღწევასაც პროგრესული აქტორები ათწლეულების განმავლობაში ცდილობენ. მაგრამ კლიმატის ცვლილების შედეგები მხოლოდ ჩვენს სოციალურ სისტემას არ უქმნის საფრთხეს. რისკის ქვეშ დგება ადამიანის უსაფრთხოების სხვა მახასიათებლებიც: • რთი საკითხი, რაზეც დებატების დროს ყურადღება გამახვილდა, არის კლიმატის კრიზისი, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის მამოძრავებელი ძალა. წყლის სიმცირე, შიმშილი და, შესაბამისად, მასობრივი მიგრაცია ამძაფრებს(და არა იწვევს) კონფლიქტებს როგორც ხალხებში, ისე მათ შორის. ექსპერტები თანხმდებიან, რომ გლობალური დათბობის მატებით კლიმატის კრიზისი გახდება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი მსოფლიო კონფლიქტებში. 32 გაერომ კი კლიმატის კრიზისი„გლობალური უსაფრთხოების უდიდეს საფრთხედ“ გამოაცხადა. 33 • ლიმატის ცვლილების გამო ადამიანების ლტოლვილებად გადაქცევის საკითხიც სულ უფრო და უფრო ექცევა საერთაშორისო დებატების ცენტრში. როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი(UNHCR) აღნიშნავს: „კლიმატის ცვლილებამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს საფრთხეები, რომლებიც ხალხს საერთაშორისო საზღვრებს იქით გაქცევას აიძულებს. კლიმატს, კონფლიქტს, სიღარიბესა და დევნას შორის ურთიერთქმედება მნიშვნელოვნად ზრდის დევნილთა საგანგებო მდგომარეობის სირთულეებს.“ 3 მ მიუხედავად იმისა, რომ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ადამიანია ლტოლვილი კლიმატის ცვლილების გამო და რამდენი იქნება მომავალში, სად გადასახლდებიან ისინი და იყო თუ არა კლიმატის კრიზისი მათთვის სახლების დატოვების გადამწყვეტი ფაქტორი, მიახლოებითი გამოთვლები მაინც გაკეთდა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშში ნაწინასწარმეტყველებია, რომ 2050 წლისთვის გვეყოლება დაახლოებით 140 მილიონი ლტოლვილი კლიმატის ცვლილების გამო, თუ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებები შეფერხდება. 35 • ებატებში ნაკლები ყურადღება ეთმობა გლობალური დათბობის გავლენას ინფრასტრუქტურაზე. სკოლების, საავადმყოფოების, რკინიგზის, 30 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის გზებისა და ქარხნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი ინფრასტრუქტურა აუცილებელია ყველა ჩვენგანისთვის: შენობებმა უნდა გაუძლონ სტიქიურ უბედურებებს(ქარიშხლებს, წყალდიდობას, ძლიერ წვიმას, ხანძარს, მეწყერებს და ა.შ.), აგრეთვე„ნელა დაწყებულ მოვლენებს“(გვალვას, მუდმივი მზრალობისა და მყინვარების დნობას ან ზღვის დონის აწევას). ჩვენ მიერ უკვე გამოწვეული გლობალური დათბობის ფონზე, მსგავსი გავლენა გარდაუვალია. 3 -ლ ლიად შეუძლებელია შევქმნათ მდგრადი ინფრასტრუქტურა+5°C ტემპერატურიანი სამყაროსთვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს გლობალური დათბობის შენელებასა და მისი შედეგების შერბილებაზე- ანუ უკეთესი მომავლის შექმნაზე. • ნალოგიურად, მხოლოდ დღეს შეგვიძლია განვსაზღვროთ კლიმატის ცვლილების გამო ბუნებრივი კატასტროფებით მიღებული ეკონომიკური ზარალის ღირებულება: ამჟამად, ესაა წელიწადში დაახლოებით 520 მილიარდი აშშ დოლარი, რაც შვედეთის მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) ექვივალენტია. 3 +5°-რ რიანი სამყაროს ქვეყნებისთვის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზარალის შეფასება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ განუზომელი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვა და საარსებო წყაროს განადგურება, როდესაც პეტერბურგის, ნიდერლანდების და ხორვატიის სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი ზღვის დონის ქვემოთ აღმოჩნდება. • ა ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ არ მოხდება გლობალური დათბობის შერბილება, ეს დესტაბილიზაციას მოუტანს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს და შეასუსტებს ისეთ მიღწევებს, როგორიცაა თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გენდერული თანასწორობის ზრდა. კრიზისის დროს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, როგორც წესი, მოეთხოვება გაბედული და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხშირად სხვა პოლიტიკური ჩართული მხარეების აზრის უგულებელყოფასაც გულისხმობს. ამგვარ სიტუაციებს იშვიათად მოაქვს სოციალური პროგრესი და ინოვაცია, მაგრამ იწვევს ძველმოდური ღირებულებების დაბრუნებას(იხილეთ თავი 7, გვერდი 154). ინვესტიციებს კლიმატის დაცვაში სარგებელი მოაქვს ეკონომიკისთვის მაგრამ რას იტყვით... ...ინვესტიციაზე, რომელიც საჭიროა, რათა გავხადოთ ჩვენი საზოგადოება კლიმატის ცვლილებისადმი უფრო მდგრადი? საკითხის მოგვარების გზა: სოციალური და ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფა • ვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები სოფლის მეურნეობის დაგეგმვაში, ჯანდაცვის სისტემებში, წყლის მართვაში, გამძლე ინფრასტრუქტურაში და ასევე„ადრეული გაფრთხილების“ სისტემებში, რათა უკეთესად გავუმკლავდეთ გლობალური დათბობის შედეგებს, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი გარდაუვალი ჩანს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, საჭიროა 1.8 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხუთი ძირითადი მიმართულებით. ეს შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ კარგი ის არის, რომ 2030 წლისთვის ეს ინვესტიცია მოიტანს 7.1 ტრილიონი აშშ დოლარის სარგებელს. ასეთი ინვესტიცია არა მხოლოდ ბევრად უფრო მაღალ ხარ1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 31 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ჯებს აგვარიდებს, არამედ ინოვაციებსაც შეუწყობს ხელს და მრავალ სოციალურ სარგებელს მოიტანს(ამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 2, გვერდი 44). 3 • აეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი სრულიად მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ „ყველაფერს ფასი აქვს. მაგრამ ყველაზე ძვირად უმოქმედობა ფასობს.“ 3 ბ ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 30 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების გლობალური დათბობით გამოწვეული ზიანის არიდება შესაძლებელია, თუ სამიზნე 1.5°C ტემპერატურაზე გავჩერდებით. ამით ერების უდიდესი უმრავლესობა- მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტი ისარგებლებდა. 4 • ს რომ ჭეშმარიტებაა, უფრო კარგად დავინახავთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება განადგურდეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და საარსებო წყარო, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა. ეს ყველაფერი კი უბრალოდ შეუფასებელია. 32 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ნაწილი III: სოციალდემოკრატები კარგად არიან მომზადებულები მომავალი გამოწვევებისთვის სოციალ-დემოკრატებს ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებასა და გარდაქმნაზე უმუშავიათ, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კონცეფციების მდიდარი მარაგი: • თელი თავისი ისტორიის განმავლობაში, სოციალ-დემოკრატია ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო გარემოს დაცვის საკითხებთან. შრომისმოყვარე ინდუსტრიული მუშებისთვის ბუნება იყო თავშესაფარი და დასასვენებელი ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ ძალები მოეკრიფათ ქარხნებსა თუ მაღაროებში გრძელი მორიგეობის შემდეგ. ამავე დროს, ეს მათთვის იყო საშუალება თავი დაეღწიათ რთული საცხოვრებელი პირობებისთვის, რაც მშრომელთა კლასს ჰქონდა დიდ თუ პატარა ქალაქებში. ამიტომ ბუნებაში დროის გატარება ყოველთვის იყო თვითგამორკვევის გამოხატულება. მთელ ევროპაში 1880-იან წლებში წარმოქმნილი მშრომელთა მოძრაობა ცდილობდა მოეხდინა ბუნებისადმი ამ ინტერესის ინსტიტუციონალიზაცია. ამის გათვალისწინებით, 1895 წელს დაარსდა ტურისტული ასოციაცია„ბუნების მეგობრები“- სხვადასხვა ქვეყნის ბუნების მოყვარული მუშების საერთაშორისო ასოციაცია. სოციალ-დემოკრატიის ისტორიის ამ ადრეულ ეტაპზე უკვე მოხდა იმის აღიარება, რომ საერთაშორისო ბუნებისდაცვითი საკითხები თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს. • 970-იან და 1980-იან წლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხები უფრო და უფრო მკაფიოდ და ღიად განიხილებოდა. მთელ მსოფლიოში აშკარა გახდა გარემოს დაცვის დეგრადაცია. ჩრდილოეთ-სამხრეთის კომისიის მეშვეობით, გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა ხელი შეუწყო გაცვლას განვითარებად ქვეყნებსა და გლობალური სამხრეთის ქვეყნებს შორის. ეს იყო გერმანიის პირველი ფედერალური მთავრობა, რომელმაც 1971 წელს მიიღო განვითარების პროგრამა. ის ფაქტი, რომ დღეს გარემოს დაცვისა და კლიმატის საკითხებს გლობალურ განზომილებაში განვიხილავთ, მეტწილად ვილი ბრანდტის დამსახურებაა, რომლის„ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გაერთიანებული ევროპისკენ და რომელიც მოითხოვდა გლობალურ მმართველობას კომუნიზმის კრახის შემდეგ- მოთხოვნა, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. • ოგორც მშრომელთა ინტერესების გამტარებლები, სოციალ-დემოკრატიული პარტიები არასოდეს არ ამახვილებდნენ ყურადღებას მხოლოდ გარემოს დაცვის ზომებზე, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდნენ მათ სოციალურ გავლენებზე. პოლიტიკოსებს ხშირად აწუხებდათ სამუშაო ადგილების დაკარგვის საშიშროება და ვერ იყენებდნენ სტრუქტურული ცვლილებების შესაძლებლობებს. ამან ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა და 1970-იან წლებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ(SPD) გადაწყვიტა გაეტარებინა სტრუქტურული ცვლილებები თავის მშობლიურ ტერიტორიაზე- ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. მათ სამიზნედ აირჩიეს ნახშირის მრეწველობა და მძიმე ინდუსტრია. ვილი ბრანდტის მიზანი იყო:„რურის მაღაროების კოშკების თავზე ცა ისევ ცისფერი გამხდარიყო“. ხანგრძლივი გარდაქმნის პროცესი დაიწყო ეკონომიკურ დივერსიფიკაციაზე მკაცრი აქცენტით: ახალი კვლევითი, საწარმოო და მომსახურების კომპანიები საცხოვრებლად ყოფილ სამრეწველო რაიონებში გადავიდნენ. შედეგად, რეგიონში ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა, განსაკუთრებით გარემო პირობების გაუმჯობესების გამო. ჩრდილოეთ რაინის-ვესტფალიის ეს ტრანსფორმაცია დღემდე ითვლება გარემოსდაცვითი კუთხით გააზრებული სტრუქტურული გარდაქმნის დადებით მაგალითად(იხილეთ აგრეთვე თავი 2, გვერდი 52). • მ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა პირველი მწვანეთა პარტიები, რომლებმაც მრავალი გარემოსდაცვითი საკითხი გამოიტანეს პოლიტიკურ დღის წესრიგზე და სხვა პარტიებსაც უბიძგეს, 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 33 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის შეეტანათ პოლიტიკურ პროგრამებში გარემოს დაცვის პოლიტიკა. მწვანეების გარდა, სოციალდემოკრატებმაც შეიმუშავეს მრავლისმომცველი გარემოსდაცვითი კონცეფციები. ოცდაათი წლის შემდეგ, ბევრ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კვლავაც მიაჩნია, რომ აქვს სოციალური და მწვანე ფესვები. • არემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ბრუნტლანის დასკვნის გამოქვეყნება სახელწოდებით„ჩვენი საერთო მომავალი“. დასკვნაში, რომელიც ნორვეგიის ყოფილი სოციალდემოკრატი პრემიერ-მინისტრის, გრუ ჰარლემ ბრუნტლანის ხელმძღვანელობით დაიწერა, პირველად განისაზღვრა ტერმინი„მდგრადი განვითარება“. დასკვნამ გამოიწვია ფართო დებატები გლობალური მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ. • ენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გარემოს დეგრადაცია გასული საუკუნის 80-იან წლებშიც განიხილებოდა, განსაკუთრებით ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ფონზე. რეგიონში შეიქმნა გარემოს დამცველთა ჯგუფები, რომელთა წევრები გამოცხადდნენ კომუნისტური რეჟიმების ოპონენტებად. კომუნიზმის კრახის შემდეგ, ამ გარემოსდაცვით აქტივისტთაგან ბევრმა იპოვა პოლიტიკური ბინა სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში, სადაც მათ უფრო ფართოდ განაგრძეს გარემოსდაცვითი საკითხების შემუშავება. მაგრამ რას იტყვით... ...იმაზე, რომ სოციალ-დემოკრატებსა და პროფკავშირებს, რომლებიც მუშათა მოძრაობიდან იღებენ სათავეს, კლიმატის საერთო პოლიტიკა აქვთ? ხომ არ ვღალატობთ ჩვენს წარსულს? საკითხის მოგვარების გზა- პროფკავშირებთან ერთად დგომა და ჩვენი ფესვების აღიარება • ჭვგარეშეა, რომ პროფკავშირებს შეუძლიათ და სურთ კიდეც, ითამაშონ გადამწყვეტი როლი კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი ბუნებრივი პარტნიორები არიან, როდესაც საქმე ეხება გარემოსდაცვითი გარდაქმნის მხარდაჭერას, რაც ასევე მეტ სოციალურ სამართლიანობას იწვევს. 34 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის • არსულში პროფკავშირელს, რომელსაც გააჩნდა პროგრესული აზრი კლიმატის კრიზისის შესახებ, შეიძლება გასჭირვებოდა მხარდაჭერის მოპოვება. მაგრამ კლიმატის კრიზისი ვითარდება, რაც მნიშვნელოვნად ამძაფრებს უთანასწორობას როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, ანადგურებს მილიონობით სამუშაო ადგილს განსაკუთრებულად დაზარალებულ სექტორებში, საფრთხეს უქმნის კიდევ უფრო მეტი მუშის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და ძირს უთხრის ჩვენს საერთო მომავალს. შედეგად, ეს სურათი მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ. ლების შესახებ და ხელს უწყობენ მდგრადი მომავლისკენ„სამართლიანი ტრანზიციის“(Just Transition) კონცეფციას(იხ. აგრეთვე თავი 2, გვერდი 48). 2015 წელს, პარიზის შეთანხმების დადების შემდეგ, ILO-მ გამოაქვეყნა„სამართლიანი ტრანზიცია-მდგრადი გარემოსდაცვითი ეკონომიკისა და თანასწორი საზოგადოებისკენ, სახელმძღვანელო პრინციპები ყველასთვის“, 4 ხ ხოლო შემდეგ წელს ITUC-მა და ETUC-მა დააარსეს„სამართლიანი ტრანზიციის ცენტრი“, რომელიც მხარს უჭერს სამართლიან გარდამავალ პროცესებს მთელ მსოფლიოში. 4 • ღეს ყველა ძირითადი საერთაშორისო პროფკავშირული კონფედერაცია კლიმატის ცვლილების პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, ისევე, როგორც მრავალი მსგავსი რეგიონული თუ ეროვნული ორგანიზაცია და მათი წევრები. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია(ITUC) და ევროპის პროფკავშირების ფედერაცია(ETUC) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლი• ფრო პრაგმატულმა პროფკავშირელებმა აღნიშნეს, რომ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავების დროს,„თუ პროფკავშირები მაგიდას არ მიუსხდებიან“,„ისინი აღმოჩნდებიან მენიუში“. ორივე მხარემ დაიწყო იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფკავშირის წარმომადგენელთა ჩართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის დიალოგში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციე1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 35 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ლების ირგვლივ, რომელიც აერთიანებს მთავრობის, პროფკავშირების, მეცნიერების და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღეს ეს შეიძლება ჩაითვალოს კომისიების შექმნის საფუძვლად ბევრ ქვეყანაში, რომლებიც განსაზღვრავენ უნახშირბადო ეკონომიკაზე სამართლიანი გადასვლის საერთო გზებს. • ა თქმა უნდა, პროფკავშირები, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებენ მათი წევრების, მშრომელების ინტერესებზე- ეს მათი მანდატია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ-კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები უნდა შენელდეს. მას შემდეგ, რაც დადგინდება კონკრეტული ეტაპის დასრულების თარიღი,„ქვანახშირის კომისიები“ და დაინტერესებულ მხარეთა სხვა ფორუმები თავიდანვე უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი მოლაპარაკებების შედეგები შეესაბამება პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმების მიზანს 1.5°C, ანუ ნახშირბადის განსაზღვრული ბიუჯეტი არ უნდა იყოს გადაჭარბებული. 4 საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონკრეტული თარიღისთვის დასრულებული ტრანზიცია სოციალურად სამართლიანი იყოს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ შედეგი შეესაბამებოდეს პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ, რადგან თუ უკონტროლო გლობალური დათბობის უარყოფითი უკუკავშირის ციკლი გააქტიურდა, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. როგორც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის(ITUC) გენერალური მდივანი შარონ ბაროუ ხშირად აღნიშნავს: „მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები არ არის.“ • ამართლიანი ტრანზიციისთვის ბრძოლაში პროფკავშირები კვლავ ხდებიან სოციალ-დემოკრატების ბუნებრივი მოკავშირეები. ეს ჩვენი საერთო წარსულის გაგრძელებაა. მიზნების მისაღწევად, პროფკავშირელებმა და სოციალ-დემოკრატებმა უნდა გაითვალისწინონ მთლიანი მოცემულობა და განუწყვეტლივ შეცვალონ თავიანთი ტრადიციული ძირითადი ღირებულებები თანამედროვე სამყაროს შესაბამისად. ამიტომ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს დღეს საერთაშორისო სოლიდარობას, თუ უგულებელვყოფთ “კლიმატურ სამართლიანობას“? ჩვენი საზოგადოების რომელი წევრები არიან დღეს მეტად მარგინალიზებული- ინდუსტრიული მუშები, როგორც ეს იყო 1880-იან წლებში, თუ დაბალანაზღაურებადი, არასტაბილურად დასაქმებული ადამიანები, რომელთა სამუშაოს საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობის გავლენა? როგორ გავერთიანდეთ ევროპაში საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ, რომელიც წარმოებულია გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში საშინელი შრომისა და გარემო პირობებში? და როგორ ავირიდოთ ნეოლიბერალური მსოფლიო წესრიგი, დამყარებული ისეთ ბიზნეს მოდელზე, რომლის საშუალებითაც ერთი ჯგუფი(რომელიც სულ უფრო და უფრო მცირდება) ხელს ითბობს სხვა ადამიანებისა და ჩვენი გარემოს ექსპლუატაციით? ამ საერთო საქმეში, პროფკავშირელებმა და სოციალდემოკრატებმა დაიწყეს ალიანსების შექმნა, მაგალითად,„მწვანე სექტორებში“ მომუშავე ახალი წევრების მოზიდვით ან გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების საშუალებით. დარჩენილი ეჭვების გასაქარწყლებლად საჭიროა ხაზი გავუსვათ ჩვენს მთავარ სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს სამართლიანობას, სოლიდარობასა და სოციალურ პროგრესს, რომელთათვისაც, როგორც ამ თავის პირველ ორ ნაწილში ვაჩვენეთ, კლიმატის ამბიციური პოლიტიკა გადამწყვეტია. 36 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის რისკენ მივისწრაფვით? • ჩვენ ყველანი მივისწრაფვით სამყაროსკენ, სადაც მეტი სოციალური სამართლიანობა და თანასწორობაა ჩვენი თაობისთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით, გვინდა დავასრულოთ შიმშილი და სიღარიბე, გვსურს ჯანდაცვის მოქმედი სისტემები და სიმდიდრის უფრო სამართლიანი განაწილება. კლიმატის ამბიციური პოლიტიკა არა მხოლოდ გვეხმარება ამ მხრივ მნიშვნელოვანი მარცხის თავიდან აცილებაში, არამედ ამგვარი საზოგადოებების მშენებლობასაც უწყობს ხელს. უკვე მრავალ ქვეყანაში ხორციელდება გარემოსდაცვითი პროექტები, საიდანაც სარგებელს იღებენ მარგინალური ჯგუფები(მაგალითად, საზოგადოებრივი ბაღებით, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ენერგოეფექტური სოციალური საცხოვრისებით) და გამოიყენება პოლიტიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც მივყევართ ნახშირორჟანგის(CO2) ემისიების შემცირებასა და სიმდიდრის უფრო სამართლიან განაწილებასთან(როგორიცაა ნახშირბადის გადასახადები მკაცრი გადანაწილების პრინციპით). • გარდაქმნიდან მიღებული გამოცდილების, ასევე, წინა ათწლეულებში განხორციელებული განსაკუთრებულად პროგრესული გარემოსდაცვითი პოლიტიკის საფუძველზე, უფრო და უფრო მეტი სოციალ-დემოკრატი, პროფკავშირელი და სხვა პროგრესული სუბიექტი აგრძელებს მუშაობას ცხოვრების ამ ხედვაზე, რომელიც სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით საუკეთესოა ყველასთვის. 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 37 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის განმარტებები და წყაროები 1 გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არ იქნა შეგროვებული მონაცემები 2018 და 2019 წლების გაცილებით მწვავე სიცხის ტალღების შესახებ. კვლევა ემყარებოდა მხოლოდ 2003, 2006 და 2015 მონაცემთა ბაზებს. იხილეთ, https://www.umweltbundesamt.de/sites/default/files/ medien/1410/publikationen/das_monitoringbericht_2019_barrierefrei.pdf , გვერდი 34(ბოლოს ნანახია თარიღით 16.4.2020). 2 გავიხსენოთ ოსკაროსანი ფილმი„პარაზიტი“, რომელშიც მდიდარი ოჯახი კარვებით მოგზაურობას აუქმებს ძლიერი წვიმის გამო მაშინ, როცა ღარიბი ოჯახის სარდაფში განლაგებული ბინა მთლიანად იტბორება. 3 იხილეთ https://europeanmoments.com/opinions/eupinions (ბოლოს ნანახია თარიღით 23.06.2020). 4 თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარგინალურ ჯგუფებს არ უნდა ჰქონდეთ მდგრადი არჩევანის გაკეთების საშუალება: ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გათბობის სისტემა(რომელიც ადგილობრივ ტყეებს ხელუხლებლად ტოვებს), ენერგოეფექტური მაცივრები და ჯანსაღი ორგანული საკვები. 5 ყველაზე მეტი ემისიების გამომწვევი ადამიანების 26 პროცენტი ცხოვრობს ევროკავშირში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში. იხილეთ http://hdr.undp.org/sites/default/files/hdr2019.pdf , გვერდი 179, და https://oi-files-d8-prod.s3.eu-west-2.amazonaws.com/s3fs-public/file_attachments/mb-extremme-carbon-inequality-021215-en.pdf (ბოლოს ნანახია თარიღით 16.04.2020). 6 https://edition.cnn.com/2019/06/25/world/climate-apartheid-poverty (ბოლოს ნანახია თარიღით /15.04.2020). 7 არსებობს რამდენიმე საილუსტრაციო საშუალება, რომლებიც აჩვენებს, თუ რამდენად ვცხოვრობთ შემდეგი თაობის ხარჯზე- მაგალითად, ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად საჭირო„დედამიწების“ რაოდენობის გამოთვლა ან„დედამიწის წლიური მარაგის ამოწურვის დღე“. თანამედროვე ცხოვრების წესის(მთელი სოციალური განსხვავებებით) გასაგრძელებლად ჩვენ 1,75 პლანეტა დედამიწა დაგვჭირდება. ყველა რომ საშუალო იტალიელივით ცხოვრობდეს, ოთხი პლანეტა დედამიწა დაგვჭირდებოდა.„დედამიწის წლიური მარაგის ამოწურვის დღე“ აღნიშნავს წელიწადის იმ დღეს, რომლის შემდეგაც ჩვენ„ზედმეტად მოვიხმართ“ მსოფლიოს რესურსებს, ნაცვლად იმისა, რომ მომავალ თაობებს შევუნახოთ. ყოველწლიურად,„დედამიწის წლიური მარაგის ამოწურვის დღე“ წინანდელთან შედარებით უფრო ადრე მოდის. 2019 წელს ეს 19 ივლისი იყო. ამ ინსტრუმენტების საინტერესო მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.theworldcounts.com/challenges/ planet-earth/state-of-the-planet/overuse-of-resources-on-earth 8 ყველაზე პოპულარული მიდგომა დედამიწის პლანეტაზე ცხოვრების საზღვრების საილუსტრაციოდ ემყარება იმას, რასაც„პლანეტარულ საზღვრებს“ უწოდებენ. ცხრა პლანეტარული საზღვარი განსაზღვრავს „კაცობრიობისთვის უსაფრთხო სამოქმედო სივრცეს“, ხოლო„ერთი ან მეტი პლანეტარული საზღვრის დარღვევა შეიძლება მავნე ან კატასტროფულიც კი იყოს ზღვარის გადალახვის რისკის გამო, რაც გამოიწვევს გარემოს არასწორხაზოვან, მკვეთრ ცვლილებას კონტინენტური და პლანეტარული სისტემების მასშტაბით.“ იხილეთ https://www.stockholmresilience.org/research/planetary-boundaries/planetary-boundaries/about-the-research/the-nine-planetary-boundaries.html (ბოლოს ნანახია თარიღით 16.04.2020). 9 ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდული მოძრაობაა„პარასკევი მომავლისთვის“, რომელმაც გლობალური წარმომადგენლობა მხოლოდ 12 თვეში შექმნა. იმისთვის, რომ იხილოთ როგორ ახასიათებს მოძრაობის ლიდერი მისი თაობისთვის კარგი ცხოვრების შანსებს, გადადით ბმულზე https://www.npr. org/2019/09/23/763452863/transcript-greta-thunbergs-speech-at-the-u-n-climate-action-summit?t=1587037264028 (ბოლოს ნანახია თარიღით 16.04.2020). 10 იხილეთ https://www.weforum.org/agenda/2020/05/global-warming-heat-territory-earth-uninhabitable/ (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 11 ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშები-„კლიმატის გლობალური რისკის ინდექსი“ მოიცავს მონაცემებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის მოვლენების შესახებ. უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ„1999 წლიდან 2018 წლამდე ყველაზე მეტად დაზარალებული ათი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან შვიდი იყო განვითარებადი ქვეყანა დაბალი ან საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების ჯგუფიდან, ორი მიეკუთვნებოდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს(ტაილანდი და დომინიკა) და ერთი იყო განვითარებული ეკონომიკის, მაღალ შემოსავლიანი სახელმწიფო(პუერტო რიკო).“ იხილეთ https:// germanwatch.org/sites/germanwatch.org/files/20-2-01e%20Global%20Climate%20Risk%20 Index%202020_10.pdf (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 12 იხილეთ https://gain.nd.edu/our-work/country-index/ (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 13 მიმოხილვისთვის შეგიძლიათ იხილოთ, მაგალითად, https://www.unwomen.org/en/news/in-focus/climate-change ან https://www.globalcitizen.org/en/content/how-climate-change-affects-women/ (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 38 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის 14 იხილეთ, მაგალითად, https://www.google.com/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=we b&cd=&cad=rja&uact=8&ved=2ahUKEwiVr6GT7MLqAhWixMQBHb7GA5QQFjABegQIAxAB&url=https%3A%2F%2Fwww.ipcc.ch%2Fapps%2Fnjlite%2Far5wg2%2Fnjlite_download2. php%3Fid%3D9719&usg=AOvVaw0w7DWxcyZRbD6yyO99Gu9a (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 15 აშშ-ს მონაცემებისთვის, იხილეთ მაკრაიტი, აარონ მ.(2010): გენდერის გავლენა ცოდნასა და შეშფოთებაზე, რომელიც ამერიკის საზოგადოებას აქვს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით: მოსახლეობა და გარემო 32, ნომ. 1, გვ. 66-87. 16 იხილეთ, მაგალითად, https://medium.com/the-sensible-soapbox/british-columbias-carbon-taxis-working-3ea81114be5a ან https://www.freitag.de/autoren/der-freitag/co2-steuer-als-gerechtigkeitsmotor-so-gehts 17 იხილეთ https://ourworldindata.org/contributed-most-global-co2 (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 18 იხილეთ https://www.wearestillin.com/about (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 19 იხილეთ https://www.covenantofmayors.eu/ (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 20 პულიცერის პრემიის ლაურეატმა, ჯოელ პიტმა ეს ასახა ცნობილ მულტფილმში ჯერ კიდევ 2009 წელს: https://www.climateactionreserve.org/blog/2012/08/31/environmental-cartoons-by-joel-pett/ (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 21 კოვიდ-19-ის კრიზისით გამოწვეულმა გლობალურმა რეცესიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ დადებით პროცესებს ორი გზით: პირველი, კორონავირუსის მრავალ მსხვერპლზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისი გაანადგურებს უამრავი ადამიანის საარსებო წყაროს და მილიონობით სამუშაო ადგილს შეიწირავს. მეორე, თუ სახელმწიფოები არ დაადგებიან„მწვანე აღდგენის“ გზას, გარემოსდაცვითი მიზნები შეიძლება მიუწვდომელი აღმოჩნდეს, რაც გამოიწვევს სავალალო შედეგებს, როგორც ამ თავშია აღნიშნული. 22 იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დღეში ერთ დოლარზე ნაკლებით არსებობდნენ, 1820 წელს 84% იყო და 1990-იანი წლების დასაწყისისთვის 24 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც დღეში 1,9 დოლარზე ნაკლებით ცხოვრობდნენ, 1980-იანი წლების დასაწყისში 44 პროცენტი იყო და 2015 წლისთვის 9.6 პროცენტამდე დაეცა.(იხილეთ https://ourworldindata.org/extreme-poverty (ბოლოს ნანახია თარიღით 15.04. 2020)). 23 იხილეთ https://www.ohchr.org/Documents/Issues/Poverty/A_HRC_41_39.pdf , გვერდი 6. ორიგინალური ანგარიშისთვის, იხილეთ https://www.worldbank.org/en/topic/climatechange/brief/ shock-waves-managing-the-impacts-of-climate-change-on-poverty-background-papers (ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). 24 http://www.fao.org/state-of-food-security-nutrition/2018/en/ (ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). 25 http://www.fao.org/3/ca5162en/ca5162en.pdf#page=30 (ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). 26 იხილეთ http://library.fes.de/pdf-files/id-moe/15863.pdf , გვ. 8(ბოლოს ნანახია თარიღით 22.05.2020). 27 იხილეთ https://public.wmo.int/en/resources/bulletin/integrated-drought (ბოლოს ნანახია თარიღით 8.7.2020). კლიმატის კრიზისის გავლენის კვლევა ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში ასევე ხაზს უსვამს გვალვისა და წყლის სიმცირით გამოწვეულ რისკებს და აჩვენებს, რომ მოლდოვა და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ: https://www.droughtmanagement.info/literature/ZOI_climate_change_eastern_europe_2012.pdf (ბოლოს ნანახია თარიღით 08.07.2020). 28„ადამიანის განვითარების ანგარიში“ გვაფრთხილებს:„კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები ჯანმრთელობასა და განათლებაზეც აისახება. 2030-2050 წლებში მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილებამ წელიწადში დამატებით დაახლოებით 250,000 სიკვდილი გამოიწვიოს შიმშილის, მალარიის, დიარეისა და სითბური სტრესის გამო.“ http://www.hdr.undp.org/sites/default/files/hdr2019.pdf , გვ. 180(ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). 29„ადამიანის ჯანმრთელობას ასევე აზიანებს საშიში ინფექციები და ეკოსისტემის შუამავლობით გამოწვეული შედეგები. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის(CEECCA) ქვეყნების უმეტესობა აღნიშნავს ჯანმრთელობის ამგვარი საფრთხეების მაღალ რისკს, მათ შორის ტულარემიას, ციმბირის წყლულს, ტკიპით გამოწვეულ ენცეფალიტს დასავლეთში, ჰემორაგიულ ცხელებას თირკმლის სინდრომით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას, დასავლეთ ნილოსის ცხელებას, ბრუცელოზსა და ცხელება Q-ს, აგრეთვე საშიშ ინფექციებს, როგორიცაა ქოლერა, მალარია, ტკიპის ტიფი, ლეიშმანიოზი, ლეპტოსპიროზი და სხვა.“ იხილეთ http:// library.fes.de/pdf-files/id-moe/15863.pdf , გვერდი 8. 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 39 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის 30 https://www.who.int/gho/world-health-statistics (ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). 31 გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ფილიპ ალსტონმა ხაზი გაუსვა შემდეგს:„კლიმატის ცვლილებით იქმნება საფრთხე, რომ გაბათილდეს ბოლო 50 წლის განმავლობაში მიღწეული წინსვლა განვითარების, გლობალური ჯანმრთელობისა და სიღარიბის შემცირების მიმართულებით.“ იხილეთ https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=24735&LangID=E (ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). 32 იხილეთ https://en.unesco.org/courier/2018-2/climate-change-raises-conflict-concerns (ბოლოს ნანახია თარიღით 16.04.2020) ან ქ. ჯ. მეჩი, ს. მ. კრაანი, უ. ნ. ედგერი და სხვ.(2019): კლიმატის ცვლილება, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის რისკ-ფაქტორი, გამოცემაში: ბუნება 571, 193-197. 33 იხილეთ https://www.un.org/en/chronicle/article/greatest-threat-global-security-climate-change-not-merely-environmental-problem (ბოლოს ნანახია თარიღით 22.05.2020). 34 იხილეთ https://www.unhcr.org/news/stories/2019/10/5da5e18c4/climate-change-and-displacement.html (ბოლოს ნანახია თარიღით 08.07.2020). 35 იხილეთ https://www.worldbank.org/en/news/infographic/2018/03/19/groundswell---preparing-for-internal-climate-migration (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 36 მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვანთ: პირველი, გლობალური დათბობის ზრდისთვის მოსამზადებლად, ბევრ ქალაქს მოუწევს შეცვალოს მთელი თავისი სადრენაჟე სისტემა, რათა ძლიერი წვიმის შემდეგ წყლის მასებმა ქალაქი არ დატბოროს. მეორე, მუდმივი ყინულის დნობის გამო, არქტიკის რეგიონებში ასევე საჭირო გახდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის(გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, შენობები და ა.შ.) თითქმის მთლიანად თავიდან აშენება. იხილეთ http://library.fes.de/pdf-files/id-moe/15863.pdf , გვერდი 9(ბოლოს ნანახია თარიღით 17.04.2020). 37 გლობალური სადაზღვევო სააგენტოს, მიუნიხ რის„ნეთქეთსერვისის“(NatCat SERVICE) მიხედვით. https:// www.munichre.com/en/risks/climate-change-a-challenge-for-humanity.html (ბოლოს ნანახია თარიღით 17.04.2020). 38 იხილეთ https://www.weforum.org/agenda/2020/01/climate-resilience , და https://newclimateeconomy.report//2016 (ბოლოს ნანახია თარიღით 16.04.2020). 39 იხილეთ მისი ბრწყინვალე გამოსვლა კლიმატის მოქმედების სამიტზე: https://www.un.org/sg/en/content/sg/speeches/2019-09-23/remarks-2019-climate-action-summit (ბოლოს ნანახია თარიღით 17.04.2020). 40 იხილეთ https://www.researchgate.net/publication/325321687_Large_potential_reduction_in_ economic_damages_under_UN_mitigation_targets (ბოლოს ნანახია თარიღით 23.06.2020). 41 იხილეთ https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_emp/---emp_ent/documents/publication/wcms_432859.pdf (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 42 ცენტრის მთავარი გვერდი შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.ituc-csi.org/just-transition-centre?lang=en (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 43 ფაქტი, რომ არ იყო განსაზღვრული ნახშირზე ეტაპობრივი უარის თქმის„პარიზის შესაბამისი“ თარიღი, გერმანიის„ქვანახშირის კომისიის“ დიდ კრიტიკას იმსახურებს. ნახშირბადის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გერმანიას დასჭირდებოდა ნახშირის ხმარებიდან ამოღება არაუგვიანეს 2030 წლისთვის, მაგრამ დაინტერესებული მხარეები შეთანხმდნენ ეტაპობრივ გამოსვლაზე მხოლოდ 2035-2038 წლებისთვის. შედეგად, განახლებადი ენერგიების წარმოების ნელი გაფართოება რისკის ქვეშ აყენებს ათასობით სამუშაო ადგილს ამ სექტორში(იხილეთ https://www.bund.net/service/presse/pressemitteilungen/detail/news/diw-studie-kohleausstieg-muss-bis-2030-kommen-zwei-drittel-des-gesamten-deutschen-emissionsbudgets-bereits-in-20-jahren-aufgebraucht/ ). კიდევ ერთი დიდი შეკითხვა ეხება იმას, თუ რამდენად „სამართლიანია“ გადასახადის გადამხდელთა ფულიდან 40 მილიარდი ევროს გამოყოფა მრეწველობისთვის, რომელსაც მომავალი არ აქვს, მაშინ, როცა გერმანული გაკოტრებული მზის ენერგიის კომპანიების ყოფილ თანამშრომლებს არანაირი დახმარება არ მიუღიათ და არც ქარის სტაბილური ენერგიის სექტორზე დამოკიდებული სტრუქტურულად სუსტი რეგიონები იღებენ ისეთივე მხარდაჭერას, როგორც ქვანახშირის მომპოვებელი რეგიონები. 40 – 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის წყაროები უთანასწორობასა და კლიმატის კრიზისს შორის არსებული კავშირების მნიშვნელოვანი მიმოხილვა: http://www. hdr.undp.org/sites/default/files/hdr2019.pdf(ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). სიღარიბესა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირები დაწვრილებით არის ნაჩვენები ბმულზე https://www. ohchr.org/Documents/Issues/Poverty/A_HRC_41_39.pdf(ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). კლიმატის კრიზისის გავლენის დეტალური მონაცემები, წარმოებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) ევროპის განყოფილების მიერ: http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0007/347983/13-Fact-sheetSDG-Climate-change-FINAL-25-10-2017.pdf?ua=1(ბოლოს ნანახია თარიღით 15.04.2020). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) სახელმძღვანელო პრინციპები სამართლიანი ტრანზიციისთვის: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_emp/---emp_ent/documents/publication/wcms_432859. pdf და ILO-ს უფრო ახალი პუბლიკაცია: ბელა გალგოზი/ILO(2018): სამართლიანი ტრანზიცია ყველასთვის ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკასა და თანასწორ საზოგადოებაზე, https://labordoc.ilo.org/discovery/delivery/41ILO_INST:41ILO_V2/1256119990002676 ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის სახელმძღვანელოდ ითვლება, არის პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ: https://unfccc.int/ sites/default/files/english_paris_agreement.pdf და კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საბჭოს(IPCC) ინოვაციური ანგარიში 1.5°C-ის შესახებ: https://www.ipcc.ch/sr15/ 1 კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბიციური ქმედებები – 41 სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის 42 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი ამ თავში ჩვენ შევეხებით უმნიშვნელოვანეს, მაგრამ რთულ ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ: ეკონომიკის ყველა სექტორის დეკარბონიზაცია. ვფიქრობთ, რომ ამ წამოწყებას, ზემოთ მოყვანილი არგუმენტის ფონზე, დასჭირდება უზარმაზარი ინვესტიცია, ასევე ტექნიკური და სოციალური ინოვაციები. მაგრამ თუ მის პოტენციალს გამოვიყენებთ, ამბიციურმა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებმა შეიძლება შექმნას უამრავი ახალი და უკეთესი სამუშაო ადგილი. აქ წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს ამ სცენარის მიზანშეწონილობის შესახებ და განვიხილავთ, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ის რეალობად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების პირისპირ. ერთხელ და სამუდამოდ, თუ კლიმატის ცვლილება არ შერბილდება, ეს ბევრად უფრო დიდ გამოწვევას შეგვიქმნის, რადგან მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები არ არის. ...ჩვენ უნდა მოვახდინოთ დეკარბონიზაცია, იმისათვის, რომ ვიხსნათ დედამიწა კლიმატის კოლაფსისგან. მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები არ არის. მართალი ხარ, ჯეკ. მაგრამ რა ვაკეთოთ ჯანმრთელ პლანეტაზე, თუ სამუშაო არ გვექნება? ეკონომიკის ყველა სექტორის დეკარბონიზაცია არის შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა ტიპის ახალი სამუშაო ადგილები განვითარებად ინდუსტრიებში, წრიული ეკონომიკის ახალი ბიზნეს მოდელების საშუალებით. 44 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი ნაწილი I: ახალი ინდუსტრიული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია უამრავ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენი ეკონომიკის დეკარბონიზაცია უზარმაზარ საინვესტიციო პროგრამას მოითხოვს. მომდევნო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილში საჭირო გახდება განახლება, რათა ის ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს. ეს მოიცავს ენერგეტიკულ ქსელებს, ელექტროსადგურებს, ქიმიურ გადამამუშავებელ საწარმოებს, სამშენებლო ფონდს, სატრანსპორტო სისტემას, ნარჩენების პრევენციასა და გადამუშავებას, ასევე, სხვა მრავალ სფეროს. ამ ამოცანის მასშტაბზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, საჭიროა უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა დარგი და თითოეულში გასატარებული ღონისძიებები: 1. წიაღისეული საწვავის თბოელექტროსადგურები უნდა შევცვალოთ განახლებადი ენერგიის წარმოების საშუალებებით, როგორიცაა მზის ფოტოელემენტების (PV) სისტემები, ქარის ელექტრო სადგურები, ბიოსაწვავი და ჰიდროელექტროსადგურები. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოსფეროს წარმატებული ცვლილება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დეცენტრალიზებულ სტრუქტურაზე, ასევე საჭირო გახდება ენერგეტიკული ქსელის განახლება, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ის გახდეს გონივრული და მოთხოვნაზე ორიენტირებული. სხვადასხვა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დისპერსიული შენახვის ქსელი, რომელიც ელექტროენერგეტიკული სისტემის საყრდენს წარმოადგენს, უზრუნველყოფს მიწოდების უსაფრთხოებას ნაკლებად მზიანი თუ ქარიანი დღეებისა და კვირების განმავლობაში. მწვანე წყალბადის წარმოებისთვის განახლებადი ელექტროენერგიის გამოყენება არის ჭარბი ელექტროენერგიის შენახვის ერთ-ერთი გზა მაშინ, როცა მიწოდება აღემატება მოთხოვნას. მსგავსი მაგალითებია ბატარეები და ჰიდროელექტროსადგურები თბური ტუმბოებით. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის დეცენტრალიზების შემდეგ, იგივე მოხდება წყალბადის წარმოებაშიც, რომელიც შეიძლება განთავსდეს გარეთ, განსაკუთრებით ქარის ელექტროსადგურებთან ახლოს. მას აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ადგილობრივ დასახლებებში და წარმოშვას ახალი მიწოდების ჯაჭვები და წარმოების ქსელები. 2. მოუწევს ნახშირბადის ინტენსიური წარმოების პროცესების ჩანაცვლება ნახშირბადისგან თავისუფალი ალტერნატივებით. ეს ეხება როგორც დაზარალებულ ინდუსტრიებში ენერგიის გამოყენებას, ასევე ქიმიურ პროცესებს, რომლებიც წარმოქმიან ნახშირორჟანგს (CO2) ან იყენებენ ნახშირბად-ინტენსიურ პროდუქტებს მრავალი ინდუსტრიული პროცესისთვის, რომლებსაც თან ახლავს ნახშირბადის ჭარბი გამოყოფა. უკვე არსებობს პრობლემის ტექნოლოგიური მოგვარების გზები და, სავარაუდოდ, ჩვენ ახალი ინდუსტრიული სექტორების გაჩენის მომსწრენი გავხდებით. ამასთან, ამ ახალი ტექნოლოგიებიდან ბევრი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სჭირდება შემდგომი კვლევები და საპილოტე პროექტები იმისათვის, რომ სამრეწველო დონეს მიაღწიოს. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა მწვანე წყალბადის გამოყენებას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ჩამნაცვლებელი ენერგიის ინტენსიური წარმოების ბევრ პროცესში, რომელიც ადრე, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვდა წიაღისეული ენერგიის წყაროების გამოყენებას და ამასთან იყო ძალიან ნახშირბად-ინტენსიური. სამრეწველო პროცესებში მწვანე წყალბადის გამოყენების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფოლადის წარმოებაში ნახშირის ჩანაცვლება. 3. სექტორში საჭირო გახდება დიდი ინვესტიცია ჩაიდოს სატრანსპორტო სისტე2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 45 მის მოქნილობაში(„მულტიმოდალობა“). ეს, მოითხოვს საკუთრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლებლობების გაფართოებასა და გამწვანებას, გაზიარების სერვისების განვითარებას, ასევე მაღალი დონის ურთიერთკავშირს მობილობის სხვადასხვა საშუალებებსა და მობილობის გაციფრულებას შორის. შედეგად, ხალხი კიდევ უფრო მეტს იმოძრავებს, ვიდრე დღეს და მანქანის ფლობა ნაკლებად აუცილებელი გახდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლებლობების გაზრდა უნდა მოიცავდეს საქალაქთაშორისო სარკინიგზო სისტემის, აგრეთვე, ურბანული და ადგილობრივი ტრანსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას. რაც შეეხება დანარჩენ მანქანებს, ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული ძრავიანი ტრანსპორტი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანებით, რომლებიც მეორადი ენერგიის წყაროდ ელექტროენერგიას ან წყალბადს იყენებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის ავტომობილების მინიმუმ 80 პროცენტი ელექტროენერგიაზე იმუშავებს. 1 მობილობის უფრო ღრმად შესასწავლად, იხილეთ თავი 5. 4. შირად უგულებელყოფილია, თუმცა უმნიშვნელოვანესია გათბობისა და გაგრილების სექტორი, რომელიც მოიცავს იმას, თუ როგორ ვათბობთ სახლებსა და საზოგადოებრივ შენობებს ზამთარში, ვაგრილებთ ზაფხულში და როგორ ვამზადებთ საჭმელს. ამ სფეროს აქვს დიდი და აუთვისებელი პოტენციალი ნახშირბადის ემისიების შემცირების კუთხით. ამისთვის საჭიროა ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიის გარდაქმნის ორმაგი სტრატეგია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ვიყოთ გრილად, თბილად და დანაყრებულები ნაკლები ენერგიის გამოყენებით და დავეყრდნოთ მხოლოდ განახლებად, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ენერგიის წყაროებს. ამის განსახორციელებლად, პირველ რიგში, დაგვჭირდება მთელი არსებული შენობების გადაკეთება, მოდერნიზაციის გზით თბოიზოლაციის გასაუმჯობესებლად. მეორე, ჩვენ მოგვიწევს შევცვალოთ ნახშირის, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ბაზაზე დაფუძნებული ტრადიციული გათბობის სისტემები ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებით, როგორიცაა მზის ენერგიის სისტემები, მწვანე ელექტროენერგიით 46 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი მომუშავე თბური ტუმბოები ან განახლებადი ცენტრალური გათბობის სისტემები. გარდა ამისა, უნდა გადავხედოთ არქიტექტურულ დიზაინს და მაქსიმალურად ენერგოეფექტური გავხადოთ იგი, მაგალითად, ფანჯრის ადგილის ყურადღებით შერჩევისა და ჰაერის ცირკულაციის საშუალებით. 5. ოლო დარგი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს აღნიშვნას, არის სოფლის მეურნეობა. ის მეთანისა და აზოტის ემისიების უდიდეს წყაროს წარმოადგენს ანუ სათბურის გაზებისა, რომლებიც ჩვენი კლიმატისთვის ნახშირორჟანგზე ბევრად უფრო საზიანოა. ხშირად ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის დეკარბონიზირება ძნელია, მაგრამ შეუძლებელი სულად არ არის, თუ შევცვლით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის მეთოდს. გარემოზე მორგებული მეურნეობა არის მთავარი, ხოლო სოფლის მეურნეობის სუბსიდიების ეკოლოგიური ფერმერობისკენ გადამისამართება- ამ გზისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია. ეს სუბსიდიები ევროკავშირის ბიუჯეტის მნიშვნელოვან წილს- თითქმის 40 პროცენტს შეადგენს და ამჟამად მათ უმეტესად მსხვილი აგრო მეურნეობები იღებენ. 2 ეს დარგი ნაკლებ ინვესტიციას ითხოვს, თუმცა მასში შეიძლება საჭირო გახდეს მეტი შრომის ჩადება და შეიქმნას სამუშაო ადგილები ახალი ბიზნეს მოდელების საშუალებით. ამას განსაკუთრებით კარგად დავინახავთ, თუ სოფლის მეურნეობის სექტორს გლობალური თვალსაზრისით შევხედავთ და წრიული ეკონომიკის პრინციპებს მივუსადაგებთ: ადგილობრივად, ბიონარჩენები შეიძლება სასუქად ან ბიოგაზად გადაიქცეს უზარმაზარი ფინანსური ინვესტიციების ან ადგილობრივი ფერმერების სპეციალური გადამზადების გარეშეც კი. • აერთო ჯამში, მომდევნო 30 წლის განმავლობაში გერმანიაში დეკარბონიზაციისთვის საჭირო დამატებითი ინვესტიცია დაახლოებით ორ ტრილიონ ევროდაა შეფასებული. ეს შეიძლება უზარმაზარ თანხად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში შეადგენს მთლიანი ინვესტიციის მხოლოდ სამ პროცენტს, რომელიც საჭიროა გერმანიის ეკონომიკისთვის აუცილებელი სამრეწველო დანადგარებისა და საცხოვრებელი შენობებისთვის. ამით ვხვდებით, რა მოცულობაზეა საუბარი ეკონომიკის სიდიდესთან შედარებით. დასკვნა: ეს მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ მისი გამოყოფა შესაძლებელია. • ფრო მეტიც, დაზარალებულ სექტორებში სამუშაო ადგილებისთვის აუცილებელი ინვესტიციების გადახედვა ცხადყოფს დადებით სიახლეებს. პირველი, ეს ინვესტიციები გაზრდის პროდუქციაზე მოთხოვნას წამყვან ბაზრებზე კლიმატის დაცვის ტექნოლოგიების მიმართ: განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისთვის, მწვანე მობილობისთვის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ დავასახელოთ, დაგვჭირდება მატარებლების არსებული ქსელის გაფართოება, ახალი გათბობის სისტემები, საიზოლაციო მასალები, ქარის ტურბინები და ა.შ. ეს, თავის მხრივ, შექმნის კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შესაბამის დარგებსა და რეგიონებში. ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ იმ სპეციფიკურ პროფესიებს, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად მოუტანენ სარგებელს 3 : 1. არდაქმნის პროცესში, სადაც ინფრასტრუქტურას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, პირველ რიგში ისარგებლებენ სტრუქტურულ და სამოქალაქო ინჟინერიაში დასაქმებული პირები: საჭირო გახდება რკინიგზის მშენებლობა და შენობების მოდერნიზება. 2. რსებული შენობების ფართომასშტაბიანი კაპიტალური რემონტით ისარგებლებენ შიდა სამშენებლო სამუშაოზე მომუშავე მუშებიც და ადამიანები, რომელთა პროფესიაც დაკავშირებულია სამშენებლო უბნების დაგეგმვასა და ზედამხედველობასთან, აგრეთვე, შენობების საინჟინროტექნიკურ მომსახურებასთან. 3. არდა ამისა, ინდივიდუალური მობილობიდან მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 47 შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ საგზაო და ლოგისტიკურ მომსახურებებში, რომლებიც, მაგალითად, უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და გაზიარების სისტემების გაფართოებას, მოძრაობის მართვას და მწვანე მობილობის ინფრასტრუქტურის ამოქმედებას. 4. ა ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მექატრონიკაში, ენერგიის ელექტრონიკასა და ელექტროტექნიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს განახლებადი ელექტროენერგიის საშუალებებსა და მომსახურებებზე გაზრდილი მოთხოვნის წყალობით. დეცენტრალიზებულ ენერგოსისტემაში ამ სამუშაოებით უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს. • უცილებელია, ყველა ქვეყანაში განხორციელდეს ბევრი საჭირო ინვესტიცია. განახლებადი ენერგიის სისტემა უფრო დეცენტრალიზებული უნდა გახდეს, ვიდრე დღევანდელი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თბოელექტროენერგიის გამომუშავებაზეა დაფუძნებული. ამიტომ სარგებელს ქვეყნის ყველა რეგიონი მიიღებს. მოვიყვანთ თვალსაჩინო მაგალითს: დღეს გერმანიის მასშტაბით თითქ-მის 300,000 ადამიანი უკვე დასაქმებულია განახლებადი ენერგიის წამყვან ბაზარზე, 4 ქვანახშირის წარმოებაში კი მხოლოდ 28,000 და ისინიც კონკრეტულ რეგიონებში არიან თავმოყრილი. მოვლენები გერმანიაში გვიჩვენებს, რომ, თუ შევადარებთ ნაკლებად ამბიციურ კლიმატის ცვლილების პოლიტიკას, ეკონომიკის დეკარბონიზაციამ შეიძლება შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ვიდრე გააუქმოს. • უ კვე მილიონობით ადამიანი მუშაობს „მწვანე“ სექტორში. გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს(UBA) მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, გერმანული სამუშაო ძალის 6,4 პროცენტი(თითქმის სამი მილიონი ადამიანი) უკვე დასაქმებულია გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ დასაქმების სფეროებში, ეკოტურიზმითა და მდგრადი ფინანსური მომსახურებით დაწყებული და სამრეწველო სამუშაოებით დამთავრებული. ამ სამუშაოების ნახევარზე მეტი პირდაპირ კავშირშია კლიმატის დაცვასთან. 5 მინიმუმ 400,000 ადამიანი მუშაობს განახლებადი ენერგიის სექტორებში მაშინ, როცა გერმანიის მურა ნახშირის(ლიგნიტის) მოპოვების დარგში მხოლოდ 18,600 დასაქმებულია. ძალიან ცოტა კვლევა გვაძლევს მონაცემებს კონკრეტულად მობილობის სექტორზე(ანუ, მუშები, რომლებიც მხოლოდ შიდა წვის ძრავას აწარმოებენ, რომ შევადაროთ მათ, ვინც აშენებს არა მარტო ელექტრო ან წყალბადის მანქანებს, არამედ (სატვირთო) ველოსიპედებს, მატარებლებს, ავტობუსებს, რკინიგზებსა და საველოსიპედე ბილიკებსაც). კლიმატის ამბიციური პოლიტიკა ასევე ქმნის უსაფრთხო სამუშაო ადგილებს სამომავალო მწვანე სექტორებში- ხოლო ტრადიციულ ინდუსტრიებზე მიჯაჭვა ამ სამუშაოებს რისკის ქვეშ აყენებს და უკვე ათასობით ადამიანის უმუშევრობაც გამოიწვია. 6 • მ სამუშაოების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მწვანე სამუშაოზე დასაქმებულები ჯერ კიდევ არ არიან გაერთიანებულები პროფკავშირებში და ამიტომ მათ არ გააჩნიათ ძლი- 48 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი ერი წარმომადგენლობა(განსხვავებით ქვანახშირის დარგისაგან, რომელიც ტრადიციულად გამოირჩევა ძალიან მაღალი ორგანიზებულობითა და სექტორში აქტიურობით). ბევრმა„მწვანე სტარტაპმა“ ვერ დაინახა პროფკავშირებთან თანამშრომლობის აუცილებლობა, ზოგმა მათ საქმიანობასაც კი შეუშალა ხელი. ამიტომ პროფკავშირების უმეტესობამ ხელიდან გაუშვა განვითარებადი, ინვაციური„მწვანე“ დარგებიდან ახალი წევრების მოზიდვის შესაძლებლობა. ამრიგად, „მწვანე სამუშაოების“ მიმართულებით პროფკავშირების შექმნა წარმატებული გარდაქმნის საწინდარია. უფრო მეტიც, ამით ყველა დაინტერესებული მხარე ისარგებლებს: დასაქმებულები- უკეთესი წარმომადგენლობით, პროფკავშირები- ახალი წევრების მეშვეობით, ხოლო„მწვანე“ ფირმები - ხმის მოპოვების გზით. • სტორიულად, დარგების აღმავლობა და დაცემა სიახლე არ არის, მაგრამ ამჯერად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეკონომიკის გარდაქმნა ვაქციოთ პოლიტიკურად მართულ პროცესად, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას. დღეს თავლებში ბევრად ნაკლები ადამიანია დასაქმებული იმ ეპოქასთან შედარებით, როდესაც ცხენები გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო, მატარებლებზე კი ძალიან ცოტა მეცეცხლური მუშაობდა. ეს სამუშაოები უბრალოდ გაქრა ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ათასობით მდივანი შემცირებაში მოყვა, როდესაც კომპიუტერი საოფისე ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა(დასაქმებაზე ასახული გაციფრების შედეგების უფრო დეტალური განხილვისთვის, იხილეთ, თავი 3, გვერდი 69). ამ გარდაქმნებიდან ბევრი ბაზრით იყო განპირობებული. თუმცა ზოგი მთავრობის ღონისძიებებით იყო გამოწვეული - მაგალითად, თამბაქოს წარმოებაში სამუშაო ადგილების დაკარგვა, როდესაც მთავრობებისთვის მოქალაქეების ჯანმრთელი ფილტვები უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ამ სექტორიდან მიღებული მოგება. • უ განვიხილავთ ინვესტიციების სხვაგან გადატანის საკითხს, ცხადად დავინახავთ მრავალი „ყავისფერი“ ეკონომიკური დარგის ბაზრით გამოწვეული ჩამოშლის სავარაუდო სცენარს. მსხვილი კერძო ბანკები, ასევე ბევრი საპენსიო ფონდი და სხვა ფინანსური ინვესტორები ტოვებენ წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ ინდუსტრიებს, ხოლო მრავალმხრივი და ეროვნული განვითარების ბანკები „დივესტიციის“ სტრატეგიებს ახორციელებენ, რადგან თვლიან, რომ ამ სექტორებს მომავალი არ აქვთ. 7 ამიტომ, მთავარი საკითხი ის კი არ გახლავთ, შეძლებენ თუ არა ისინი გარემოსთვის საზიანო„ტრადიციული ბიზნესის“ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას ანდა შემცირებას, არამედ, უფრო მნიშვნელოვანია ის, დარჩებიან თუ არა დასაქმებულები და საზოგადოებები საბაზრო ეკონომიკით განპირობებული დარგის შეჩერების წინაშე ყოველგვარი დამცავი სისტემის გარეშე ანდა ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლიანი გადასვლისთვის საჭირო პოლიტიკური ჩარჩოების შექმნას, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ თავიანთი მომავლის ფორმირებაში? • თავარი გზავნილია, რომ დეკარბონიზაცია გამოიწვევს დასაქმების სტრუქტურის შეცვლას. ამ ცვლილების წარმატება დამოკიდებული იქნება ეფექტურ მართვაზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების სწორ ეკონომიკურ სტიმულირებაზე, მდგრად წარმოებასა და მოხმარებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებასა და მოხმარებას, მაგრამ ვაწარმოებთ განსხვავებულ რაღაცეებს და მოვიხმართ სხვაგვარად. • ს კიდევ უფრო აშკარა გახდება, თუ ჩვენი ეკონომიკის დასაქმების სტრუქტურას გლობალური თვალსაზრისით შევხედავთ. ჩვენი მიზანი ხომ ისეთი საზოგადოებაა, სადაც ავტობუსის მძღოლები საკმარისად არიან და ავტობუსის გაჩერებაზე არავინ რჩება, სადაც გვყავს საკმაო რაოდენობის მასწავლებლები, რომ ხელი შეუწყონ თითოეული ბავშვის ინდივიდუა2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 49 ლურ განვითარებას, სადაც გვყოფნის ექთნები, რომ კარგად ვიზრუნოთ მოხუცებსა და ავადმყოფებზე, ხოლო ხელოვანებს შეუძლიათ ჩვენი თვალსაწიერის გაფართოების გზით თავი ირჩინონ შემოქმედებითა და ხელოვნების ნიმუშებით? ჩვენი ევროპული ეკონომიკის უმეტეს ნაწილშიც კი ეს დარგები მუდმივად განიცდიან თანამშრომლებისა და ფინანსების ნაკლებობას, მიუხედავად იმისა, რომ აქ მომუშავე ხალხის წვლილი ჩვენს კეთილდღეობაში ბევრად დიდია, ვიდრე, ვთქვათ, ახალი სამომხმარებლო პროდუქტის ყიდვა ყოველ ორ თვეში ერთხელ. • ოგიერთ ინდუსტრიულ დარგს(მაგალითად, ქვანახშირის მოპოვებას) მოუწევს„შემცირება“, მაგრამ არ არის აუცილებელი „ყავისფერი“ სამრეწველო სამუშაოების„მწვანით“ შეცვლა. უფრო ფართო პერპექტივაში, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს კეთილდღეობაში წვლილის შემტანმა დასაქმებულებმა სამართლიანი ხელფასი მიიღონ, რითიც ასევე ხელს შეუწყობენ უფრო მეტ სოციალურ და გენდერულ თანასწორობას. დღესდღეობით არასაიმედო კონტრაქტები, გაუსაძლისი სამუშაო საათები, დაბალი ხელფასები და(პროფკავშირული) ორგანიზაციის ნაკლებობა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალებისთვის, რომლებსაც სხვებზე ზრუნვა ევალებათ(მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში), ვიდრე(მამრობითი) მაღაროელებისთვის. ზრუნვაზე საუბრისას ვგულისხმობთ, რომ ისინი ამ სამუშაოში გარკვეულ ანაზღაურებას მაინც იღებენ და უფასო ვალდებულებად არ ეთვლებათ. ამრიგად, ჩვენი ეკონომიკის სამართლიანი გარდამავალი პროცესების წარმართვისას, უნდა დავეხმაროთ იმ სექტორებს, რომლებიც საბოლოოდ ხელს უწყობენ ჩვენს ბედნიერებასა და საზოგადოებრივ სამართლიანობას და არა მათ, რომლებიც ჯან-მრთელობასა და გარემოს გვინადგურებენ. • ულ ბოლოს კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლიმატის კრიზისის შეზღუდვა ხელს უშლის სამუშაო ადგილების დაკარგვას, განსაკუთრებით ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში(იხილეთ, თავი 1, გვერდი 20). მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები უბრალოდ არ არის. მაგრამ რას იტყვით... ...მუშებზე, რომლებიც ამჟამად მუშაობენ სექტორებში, სადაც მოხდება დასაქმების სტრუქტურის შეცვლა ტრანსფორმაციის თანმხლები ცვლილებების გამო (მაგალითად, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ ეკონომიკაში)? როგორ უზრუნველვყოთ, რომ ხვალ მათ ისევ ექნებათ ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო? საკითხის მოგვარების გზა: სამუშაო ადგილების გარდაქმნა მომავლისთვის • ოდით, ჯერ განვიხილოთ ის ინდუსტრიები, რომლებიც ძირფესვიანად გარდაიქმნება დეკარბონიზაციის შედეგად. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროფესიების მოძველება სულაც არ იწვევს უმუშევრობას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვმართავთ გარდამავალ ეტაპს. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ და მე-4 თავში, სადაც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ენერგეტიკის სფეროზე. საბოლოო ჯამში, სამართლიანი გადასვლის პროცესები ნიშნავს აღიარო და ჩაერთო ცვლილებაში, რომელიც გარდაუვალია. • ოგორც უკვე ვთქვით, ის დარგები, რომლებიც დაკავშირებულია წიაღისეულზე დაფუძნებულ ეკონომიკასთან, უდავოდ დაკარგავენ დასაქმებულების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ყველაზე მეტად შეეხება მათ, ვინც მუშაობენ წიაღისეული ნავთობისა და გაზის მრეწველობაში, ამ პროდუქტების გადამუშავებაში, ქვანახშირის მოპოვებასა და თბოელექტროსადგურებში(განსაკუთრებით, ქვანახშირზე მომუშავე ტიპის). • ივი ომის ბოლოს ქვანახშირისა და მურა ნახშირის მოპოვების სფეროში სამუშაოების ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები მოხდა. ლუჟიცამ, მურა ნახშირის მოპოვების რეგიონმა აღმოსავლეთ გერმანიაში, დაკარგა სამუშაო ადგილების თითქმის 90 პროცენტი 1990 წლის შემდეგ. პოლონეთში, სადაც ევრო- 50 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი პის უდიდესი ქვანახშირის რეგიონი მდებარეობს, ამ სექტორში სამუშაოების 80 პროცენტი გაუქმდა 1990 წლიდან დღემდე. მიზეზები მრავალფეროვანია, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა გლობალურმა კონკურენციამ და წარმოების პროცესების რაციონალიზაციამ. • იდევ ერთი ინდუსტრია, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდება, არის საავტომობილო წარმოება. ელექტრომობილებზე გადასვლა გავლენას მოახდენს მიწოდების ჯაჭვის გარკვეულ ნაწილებზე, განსაკუთრებით კი მათზე, რომლებიც მუშაობენ ავტომობილის ძრავაზე და სამუშაო სისტემაზე. საავტომობილო ინდუსტრიაში აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვებში მისი ინტეგრაციის შემდეგ, ეს დიდ გავლენას მოახდენს რეგიონის ეკონომიკაზე. დეკარბონიზაცია მრავალი მამოძრავებელი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიმატის ამბიციური პოლიტიკა არ არის„სამუშაოს მკვლელი“, როგორც ხშირად მას უწოდებენ. მანქანების მრავალი წამყვანი ბაზარი განიცდის ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მობილობის წესებს და ჩვენი ვარაუდით, შეამცირებს მოთხოვნას ავტომობილზე, დეკარბონიზაციის შემთხვევაში თუ მის გარეშე. ციფრული განვითარება წარმოშობს ბიზნესის ახალ მოდელებს. ურბანიზაცია ზრდის მოთხოვნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მეტროპოლისებში მოსახლეობის სულ უფრო მაღალი სიმჭიდროვის გამო. მოწინავე ეკონომიკასთან დაწევის მიზნით, მზარდი ეკონომიკის სამრეწველო პოლიტიკა სულ უფრო მეტადაა მომართული არსებული ინდუსტრიების, მათ შორის საავტომობილო სექტორის განადგურებაზე და ახალი, ადგილობრივი ბიზნეს მოდელების შემუშავებაზე. ამის მაგალითია ელექტრო ტრანსპორტის ელემენტების წარმოება. შედეგად, საავტომობილო სექტორს უდავოდ შეეხება მნიშვნელოვანი გარდაქმნა, თუნდაც კლიმატის ამბიციური პოლიტიკის გარეშე. მობილობის ტრანსფორმაციას უფრო დეტალურად განვიხილავთ მე-5 თავში. • ფრო მეტიც: სამთო და სამრეწველო წარმოების მუდმივი ავტომატიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას. ევროპაში აღარავინ მოიპოვებს ქვანახშირს წერაქვით- ეს ყველაფერი მანქანებით ხდება. იგივე ითქმის მანქანათმშენებელ ქარხნებსა და მრავალი სხვა სამრეწველო პროდუქტის წარმოებაზე - 1970-იან წლებამდე ისინი მუშებით იყო სავსე, დღევანდელ კონვეიერებთან კი რობოტებს შორის ძნელად მოჰკრავთ თვალს ადამიანს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბევრ ამ დარგს ძალიან სჭირდება ინვესტიციები, რომ კვლავ მომგებიანი გახდეს. ამ შემთხვევაში ინვესტიცია ასევე ნიშნავს ავტომატიზაციას, რაც აუცილებლად იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას. ასე რომ, ყველა შემთხვევაში მოგვიწევს დასაქმებულებს უსაფრთხო სისტემა შევთავაზოთ. მოდით, განვიხილოთ, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გარკვეული პროფესიების გაქრობამ არ გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დაკარგვა. ჩვენ გვაქვს სპეციალური ინსტრუმენტების მთელი არსენალი, რომ ხელი შევუწყოთ მუშებს, რომლებზეც მომავალი ცვლილებები აისახება: • ოდესაც საქმე ეხება ქვანახშირის მომპოვებლებს, არსებობს ორი სახის ფინანსური დახმარება, რომლებიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ესაა საპენსიო პროგრამები ხანდაზმული მუშებისთვის, პენსიაზე ადრე გასვლის შემთხვევაში და„გარდამავალი ფონდი“, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდა მაღაროელებს, რათა ისინი გადამზადდნენ და სხვა ინდუსტრიებში დასაქმდნენ. რაც შეეხება სხვა ინდუსტრიებს, გერმანიის მეტალურგთა პროფკავშირმა,„IG მეტალმა“ დარგებს, რომლებიც ექვემდებარებიან სტრუქტურულ ცვლილებას(მაგალითად, საავტომობილო ინდუსტრია) შესთავაზა ახლახან გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული მოკლევადიანი სამუშაო შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ მუშები შეამცირებენ სამუშაო საათებს, რათა შეძლონ ახალი კვალიფიკაციების მიღება. ამ გზით მათ შეუძლიათ მიიღონ ახლადწარმოქმნილი დარგე2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 51 ბისთვის საჭირო ცოდნა მანამ, სანამ განაცხადებენ, რომ უმუშევრები არიან. სახელმწიფო კი ფარავს სახელფასო სხვაობას სრულ და არასრულ განაკვეთზე მუშაობას შორის. სამუშაო ადგილების ან დარგების შეცვლა ყოველთვის გულისხმობს ინდივიდუალური ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას. ძნელია დარგის შემცი• არდა ამისა, მუშები დახმარებას იღებენ სხვა, მაგრამ მსგავს სამუშაო სფეროში გადაყვანისას. გერმანიაში, რურის რაიონში მუშებს დაეკისრათ სამთო აღჭურვილობის დემონტაჟი ან ტერიტორიის რეკულტივაციაში ხელშეწყობა(რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია). სინთეზურ გაზზე მომუშავე ახალ სარეზერვო ელექტროსადგურებს ასევე შეუძლიათ სამუშაო შესთავაზონ მათ, ვინც ადრე თბოელექტროსადგურებში მუშაობდნენ. • ხალ პროფესიულ სფეროებში კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით იმედისმომცემია, თუ გადამზადება ორიენტირებულია უნარჩვევებზე, რომლებიც არის იშვიათი ან ძალიან მოთხოვნადი. ერთი მაგალითი შეიძლება იყოს სამშენებლო სექტორი: კიდევ ბევრი მუშა იქნება საჭირო არსებული შენობების ენერგოეფექტურობის ყველა ღონისძიების განსახორციელებლად. რებასთან შეგუება, განსაკუთრებით თუ მას წარსულში დიდი ყურადღება ექცეოდა. ამიტომ, მუშებისთვის გარედან შემოთავაზებული„გამოსავალი“ იშვიათადაა ეფექტური. იმისათვის, რომ ინდივიდუალურ დონეზე ცვლილება უფრო სასიამოვნო იყოს, მნიშვნელოვანია სამი რამის გათვალისწინება: 1. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ადამიანების ცხოვრებისეული მიღწევების აღიარება. ქვანახშირმა უამრავი ოჯახი გაათბო, ხოლო შიდა წვის ძრავიანი მანქანები ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო ინდივიდუალური მობილობის საშუალებას იძლეოდა. არსებობს ამ ისტორიის შენახვის გზები. მაგალითად, ზოგიერთი ყოფილი ქარხანა და მაღარო გადაიქცა მსოფლიოში ცნობილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად. 2. მეორე, ადამიანებს რაც შეიძლება მეტი არჩევანი უნდა მიეცეთ, როცა საქმე ეხება მათი 52 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 53 მომავლის ფორმირებას. როდესაც მოქალაქეებს ეძლევათ არჩევანი- გავიდნენ პენსიაზე ან ახალი უნარები შეისწავლონ, როდესაც იღებენ ახალ პროფესიაში გადასვლის შესაძლებლობას, ისინი არიან არა„მსხვერპლები“ ანდა უმოქმედო მაყურებლები, არამედ საკუთარი ბედის შემოქმედები. 3. მესამე, ახალი სამუშაოების პირობები, სულ მცირე, ისეთივე კარგი უნდა იყოს როგორიც ძველის. ეს სათქმელად ადვილია, რადგან მძიმე ინდუსტრიასა და სამთო მრეწველობაში სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროფკავშირების წყალობით. ამ დარგებში ბევრი ადამიანი სარგებლობდა მაღალანაზღაურებადი უვადო კონტრაქტებით, რაც ყოველთვის არ ხდება განახლებადი ენერგიის ახლადწარმოქმნილ სექტორში. მაგრამ რას იტყვით... ...რეგიონებზე, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული ნახშირის მოპოვებისა და მძიმე მრეწველობის კლასტერებზე? როგორ ისარგებლებენ ისინი დეკარბონიზებული ეკონომიკით? საკითხის მოგვარების გზა: შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენება • ოგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვანახშირისა და მურა ნახშირის მოპოვების რეგიონებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ცვლილებების უმეტესობა უკვე მოხდა. ერთი მხრივ, ამით აიხსნება, თუ რატომ არის დარჩენილი ნახშირის ამოღება ასეთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი ეკონომიკისთვის. მეორე მხრივ, ამბიციური გარემოსდაცვითი დღის წესრიგი შესაძლებლობას აძლევს ამ რეგიონებს მიიზიდონ ყურადღება და მოიპოვონ სტრუქტურული სახსრები ახალი ეკონომიკური პერსპექტივების შესაქმნელად. მომდევნო წლებში სტრუქტურული დახმარების ფონდები არამარტო ამ რეგიონებისთვის შექმნიან შესაძლებლობებს, არამედ იმ ტერიტორიებზეც იზრუნებენ, რომლებიც დაზარალდნენ დეინდუსტრიალიზაციის შედეგად წარსულში. უამრავი რამ ვისწავლეთ იმ მხრივ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ მთელ რეგიონებს, რომლებზეც გარდამავალი პროცესები გავლენას მოახდენს. გამოცდილებამ, რომელიც მივიღეთ, მაგალითად, რურის რაიონიდან ან გერმანიაში მყარი ნახშირის მოპოვების დასრულებისას, შეიძლება დაგვანახოს მომავლის მიმართულება: • ეგიონული, ეროვნული და ევროპული დახმარების პროგრამები ხელს შეუწყობს სოციალურად მისაღები სტრუქტურული ტრანსფორმაციის განხორციელებას. ეს ხშირად მოიცავს სპეციალური რეგიონული სააგენტოების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის გადაცემასა და ადგილობრივი აქტორების ერთმანეთთან დაკავშირებას და ცდილობენ კოორდინაცია გაუწიონ გარდამავალ პროცესებს. რურის რეგიონიდან მივიღეთ გაკვეთილი, რომ საერთო ხედვა, დეცენტრალიზებული მართვა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა წარმატების ძირითადი ფაქტორებია. • „ განათლების გზით წინსვლის“ კონცეფციის შესაბამისად, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების შექმნამ, აგრეთვე სახელმწიფო უწყებების ადგილობრივ დონეზე გადაყვანამ საშუალება მისცა ყოფილ მუშაკებს, მათ შვილებსა და შვილიშვილებს, რომ მიეღოთ უფრო მაღალი დონის განათლება. ეს არამარტო ადგილობრივი ეკონომიკის აღმავლობას უწყობდა ხელს, არამედ განსაკუთრებით შეესატყვისებოდა სოციალ-დემოკრატიულ ხედვას, რომ განათლება არის თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი გზა. • არდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევისა და განვითარების (R&D) პროგრამები და ახალი ტექნოლოგიების სხვა მიზნობრივი სუბსიდიები ორიენტირებული უნდა იყოს სტრუქტურული პრობლემების მქონე რეგიონებზე, რათა ხელი შეეწყოს და წახალისდეს ახალი ეკონომიკური კლასტერების შექმნა, მაგალითად, ელემენტების წარმოება. კვლევისა და განვითარების(R&D) სფეროს, უნივერსიტეტებს, საწარმოო ობიექტებსა და სტარტაპებს შორის კლასტერების განვითარებამ რურის რეგიონში გვაჩვენა, რომ ისინი არიან წარმატებული ტრანზიციის ეფექტური მამოძრავებლები. ევროპაში პირველი ტექნოლოგიური პარკები დაარსდა ამ რეგიონის ქალაქებში, მაგალითად, დორტმუნდში. • ქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მძიმე ინდუსტრიის ან სამთო-მოპოვებითი მრეწველობის რეგიონების გარდაქმნის შესაძლებლობები მრავალფეროვანია. ისინი შეიძლება გახდნენ კულტურული კერები, სადაც სტუმრები გაეცნობიან წარსული ეპოქის ფანტასტიკურ შენობებსა და მანქანებს(მაგ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი“Zeche Zollverein” 8 ), ასევე შეიძლება გადაკეთდნენ რეკრეაციულ ზონებად (მაგ., მურა ნახშირის მაღაროების ტბებად გადაქცევა), ან სარკინიგზო და საგზაო კავშირების კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურად, რომლის ქსელებიც გამოყენებული იქნება ახალი ინდუსტრიების მოსაზიდად... მაგრამ რას იტყვით... ...ინვესტიციაზე, რომელიც ინფრასტრუქტურის გარდაქმნისთვისაა საჭირო? როგორ მოვახდინოთ დაფინანსების მობილიზება? საკითხის მოგვარების გზა: ცვლილების დაფინანსება არსებობს მრავალი საშუალება, რათა დაფინანსდეს ინფრასტრუქტურის გარდაქმნა და რეგიონები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდიან: • ოდესაც საქმე ეხება საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის გარდაქმნის დაფინანსებას, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრებისა და კერძო ინვესტიციების გაერთიანება. „სამართლიანი გადასვლის მექანიზმი“, ისევე როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება ევროკომისიის „მწვანე შეთანხმების“ ნაწილია 9 და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მხარდაჭერის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. იმისთვის, რომ მიიღონ კერძო ფული, მაგ. საპენსიო ფონდებიდან, საჯარო და კერძო ინოვაციურ პარტნიორობებს, რომლებიც გვთავაზობენ მოკრძალებულ, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს, აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ თანხების მობილიზება ინსტიტუციური ინვესტორებისგან(ვინც ეძებენ ასეთ შესაძლებლობას). და ბოლოს, კლიმატის კრიზისის რისკების ჩართვა ბანკებისა და სხვა ინვესტორების რისკების შეფასებაში გაზრდის განახლებად ენერგიასა და სხვა მდგრად ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციების კონკურენტუნარიანობას(ტრადიციულ ინვესტიციებთან მიმართებაში) და ფინანსურ აქტორებს მისცემს სტიმულს, მოახდენონ საკუთარი პორტფოლიოს რესტრუქტურიზაცია. ევროკომისიის „მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმა“ პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. 1 ბანკები და ფონდები ტოვებენ მაღალი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე ინდუსტრიებს(იხილეთ გვერდი 52), ისინი ეძებენ ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სექტორებში, რომლებსაც მომავალი გააჩნიათ. ამიტომაც მოხდა, რომ ახლახან„ტესლა“ გახდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია(თუმცა„ტოიოტამ“, რომელიც ახლა მეორე ადგილზეა, 30-ჯერ მეტი მანქანა გაყიდა), ხოლო განახლებადი ენერგიების ინვესტიციებმა ბოლო წლებში ორჯერ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს. • ვანახშირის მომპოვებელი და სხვა რეგიონები, რომლებიც ექვემდებარებიან სტრუქტურულ ცვლილებებს, სავარაუდოდ, მეტ დაფინანსებას მიიღებენ ევროკავშირის რეგიონული პროგრამებიდან და„სამართლიანი გარდამავალი ფონდიდან“, რაც ასევე ევროკავშირის„მწვანე შეთანხმების“ ნაწილია. მაგრამ რას იტყვით... ...ნახშირბადის გაჟონვაზე? როგორ უზრუნველვყოთ, რომ ინდუსტრიები, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარენ, გახდნენ„მწვანე“ და არ გადაინაცვლონ უცხოეთში? 54 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 55 საკითხის მოგვარების გზა: სამართლიანი გლობალური მოქმედება • ომდევნო 10 ან 20 წლის განმავლობაში, ტექნიკური აღჭურვილობის დიდი ნაწილი იმ ინდუსტრიებში, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარენ(მაგ. ფოლადის წარმოება და ქიმიური გადამუშავება), დაექვემდებარება რეინვესტირებას. ეს ახალი დანადგარები იფუნქციონირებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი დანადგარების ტექნოლოგიებს ყველაზე დაბალი ნახშირბადის ნაკვალევი აღენიშნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხელს შეუწყობენ გლობალურ დათბობას ე.წ. „ნახშირბადის დაბლოკვის“ ეფექტით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ისინი ბაზრიდან გამოიდევნება ნახშირორჟანგის(CO2) ფასების მუდმივი ზრდისა და მსოფლიოში დეკარბონიზაციის მცდელობების გამო და საბოლოოდ გახდება ძვირადღირებული უფუნქციო აქტივები. • რსებული მდგომარეობით, ეს ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად, წყალბადის გამოყენება ფოლადის წარმოებაში და შესაბამისი პროდუქტები ჯერ კიდევ არ გახლავთ კონკურენტუნარიანი სხვა ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოებულია ტრადიციული, ჭარბი ნახშირბადის წარმომქმნელი მეთოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდები ისტორიულად და ახლაც ხშირად ხელშეწყობილია სუბსიდიებით. სანამ ეს ახალი ტექნოლოგიები განვითარდება და გახდება კონკურენტუნარიანი ფართო მასშტაბიანი კამპანიისა და ემისიების შეფასების/ემისიებით ვაჭრობის სისტემების საშუალებით, დამწყები კომპანიები უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ ინდუსტრიების დეკარბონიზაცია მათ არც საზღვარგარეთ განდევნის და არც გააქრობს, მათი საერთაშორისო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობის გამო. ამ მიზნით, არსებობს სამი ინსტრუმენტი, რომელთა განხილვა მიმდინარეობს როგორც ევროპულ დონეზე, ასევე ბევრ წევრ ქვეყანაში: 1. პირველი, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ნახშირბადის გადასახადის კორექტირების ეფექტურობა და მიზანშეწონილობა, ანუ დავაწესოთ ტარიფები ნახშირორჟანგის(CO2) ნაკვალევის მიხედვით გარკვეულ პროდუქტებზე, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარს. ეს დაიცავს დარგებს, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე არიან, დამანგრეველი საერთაშორისო კონკურენციისგან. 2020 წლის დასაწყისიდან ევროკავშირი ასეთი სქემის განხორციელებას„ევროპული მწვანე შეთანხმების“ ნაწილად განიხილავს. 2. მეორე, ნახშირბადის სხვაობასთან დაკავშირებულმა კონტრაქტებმა შეიძლება შეამციროს განსხვავება, რაც არსებობს ნახშირბადნეიტრალური პროდუქტების(რომელთა შექმნასაც სჭირდება ბევრი ენერგია), მაგალითად, ფოლადის წარმოების მაღალ ხარჯებსა და მსოფლიო საბაზრო ფასს შორის. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ განისაზღვრება პროდუქტებით, რომლებიც იქმნება უფრო იაფი, მაგრამ ჭარბი ნახშირბადის წარმომქმნელი წარმოების მეთოდებით. ამგვარად, მთავრობები თანხმდებიან, დაფარონ ფასთა სხვაობა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან მოახდინონ წარმოების დეკარბონიზება. 3. გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია შემდგომი თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს შეთანხმება ნახშირბადის მინიმალურ გლობალურ ფასზე და გათანაბრდეს სამოქმედო არეალი ჭარბი ნახშირბადის წარმომქნელ და ნახშირბადნეიტრალურ წარმოების მეთოდებს შორის. • ა ბოლოს, პროფკავშირებს, რომლებსაც გააჩნიათ ღირებულებათა ჯაჭვის საექსპორტო ცოდნა, შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ პროცესებში. საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმას, რომ აღმოიფხვრას იმ ქვეყნების„ხარვეზები“, რომლებიც არ აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით სტანდარ ტებს. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ ამ ახალი ინდუსტრიებისა და სამუშაო ადგილებისთვის საჭიროა უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მაღალი დონე? სათამაშო მოედანი მაღალგანვითარებული ეკონომიკისკენ ხომ არ არის გადახრილი? როგორ უზრუნველვყოთ, რომ მცირე ეკონომიკებს მხოლოდ სხვების გადაწყვეტილებების შედეგებთან შეგუება კი არ უწევდეთ, არამედ თვითონაც იღებდნენ სარგებელი? საკითხის მოგვარების გზა: ევროკავშირის შიგნით და გარეთ • ენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის(CEE) ქვეყნები უკვე გაერთიანებულები არიან დასავლეთ ევროპელ მეზობლებთან მიწოდების ჯაჭვებში- საავტომობილო სექტორი ამის საუკეთესო მაგალითია. ამიტომ ცენტრალური და აღმოსავლეთის ევროპის(CEE) ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესია ამ გარდაქმნების წინასწარ განსაზღვრა და ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის გამოყენება, რათა ისინი დარჩნენ ეკონომიკური საქმიანობის ამ გლობალური ქსელების ნაწილად. ამას თან უნდა დაერთოს უნარების განვითარების კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს დასაქმებულებსა და კომპანიებს მოერგონ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და გაერთიანდნენ ეკონომიკური საქმიანობის ახალ ქსელებში. • ენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის(CEE) ბევრ ქვეყანას ჰყავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ გარდამავალი პერიოდისთვის აუცილებელი ახალი, ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავებაში და ამით შექმნან დამატებითი ღირებულება საკუთარი ქვეყნისთვის. • ევრი ცვლილება, რომელსაც ამ დროისთვის ვხედავთ, ნამდვილად გლობალურია. ამ კონტექსტში, ყველა ევროპულ ქვეყანას, უბრალოდ, მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ათწლეულებით ადრე. ამასთან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ეკონომიკა ევროკავშირის ნაწილია, რაც მას გლობალური ბერკეტის მქონე ეკონომიკური ბლოკის ნაწილად აქცევს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ევროპული თანამშრომლობის გაუმჯობესება. ამის მისაღწევად ნაბიჯები უკვე გადადგმულია:„ევროპული მწვანე შეთანხმება“ და ევროპის ინდუსტრიული სტრატეგია არის პირველი ორი მცდელობა, მოვახდინოთ საერთო ევროპული რეაგირება მსოფლიო მეგატრენდებზე, რომლებთან გამკლავებაც კოლექტიურად გვიწევს. • მავდროულად, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარმატებით მოახდინონ გადასვლა თუ ისინი გონივრულად გამოიყენებენ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებს ევროკავშირის დაფინანსებისა და სესხების მისაღებად„ევროპული მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში(მაგ. „გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის“ დაფინანსება ან სესხები EBRD/EIB პროგრამებიდან). საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მაგ. მსოფლიო ბანკი, გერმანიის განვითარების ბანკი(KfW) და სხვა საერთაშორისო დონორები ასევე მხარს უჭერენ ინფრასტრუქტურის „გამწვანებას“ ქვეყნებში, რომლებიც განვითარების გამოწვევების წინაშე დგანან. • მისთვის, რომ ადგილობრივმა საზოგადოებებმა სრულად გამოიყენონ პოტენციალი, შექმნან იქვე სამუშაო ადგილები და მიიღონ სარგებელი საჭიროა ჩამოყალიბდეს დეკარბონიზაციის სწორი მართვის ჩარჩო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის დეცენტრალიზებული წარმოებისა და დამატებითი ქსელის გაძლიერება ისე, რომ შენარჩუნდეს მათთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები ადგილობრივ საზოგადოებებში. ეს არის ძალზე განსხვავებული მიდგომა ცენტრალიზებული სისტემების მიმართ, რომლებიც ამჟამად გვაქვს. და ეს წინაპირობაა, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებმაც მიიღონ სარგებელი. ძლიერ რეგიონულ, რეგიონთაშორის და ევროპულ ურთიერთკავშირს, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებისა და ტექნიკურ 56 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი სტაბილურობას, კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიტიკის წარმატებული ტრანზიციისთვის. ელექტოენერგიის წარმოების დეცენტრალიზება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ სექტორის უფრო ეფექტური, მდგრადი და სოციალურად სამართლიანი განვითარებისკენ”. ენერგეტიკის დეცენტრალიზებული გარდაქმნის შედეგები უფრო დეტალურად არის ნაჩვენები მე-4 თავში. 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 57 ნაწილი II: ხაზოვანიდან წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა მოგვიტანს კლიმატის ცვლილებასთან თავსებად ახალ პროდუქტებს და ბიზნეს მოდელებს, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ხაზოვანიდან წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. ხაზოვან ეკონომიკაში ხდება რესურსების მოპოვება, დამუშავება, გამოყენება და საბოლოოდ ნარჩენების სახით გადაყრა. წრიულ ეკონომიკაში ნარჩენები თავისთავად განიხილება როგორც რესურსი. თავდაპირველად გამოყენებული რესურსებისა და მასალების შემდგომი გამოყენება ხდება რაც შეიძლება დიდხანს(პრინციპი„აკვნიდან აკვანში“). ამრიგად, ჩვენი ძველი ინფრასტრუქტურის ჩანაცვლების გარდა, წარმოიშვება კლიმატის ცვლილებაზე მორგებული ახალი ბიზნეს მოდელები. ბოლოს და ბოლოს, დეკარბონიზაცია ხომ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვენს ეკონომიკაში სათბურის გაზების წარმომქმნელი ყველა პროცესის ჩანაცვლება კლიმატის ცვლილების შესაბამისი ალტერნატივებით. ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი ეკონომიკა ყველასთვის უკეთესი ცხოვრებით, ოღონდ იმ პირობით, რომ თავიდანვე პროაქტიულად განვიხილავთ სოციალურ თემებს. დეკარბონიზაცია საბოლოოდ წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ დავხუროთ რაც შეიძლება მეტი რესურსების ციკლი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ენერგოსფეროს გარდაქმნა თავისთავად საჭიროებს ძალიან ბევრ რესურსს: მიუხედავად იმისა, რომ ქარის ტურბინები და მზის პანელები არ მოიხმარს წიაღისეულ საწვავს, მათ წარმოებას დიდი რაოდენობით ლითონი სჭირდება, თანაც ბოლოს მათი რეციკლირებაც უნდა მოხდეს. განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურებს (და ასევე ელექტრო მანქანებს) ნახშირბადის ნაკვალევისა და გამოყენებული რესურსების მხრივ ნამდვილად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მათ ალტერნატივებს, რომლებიც წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ. მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება ენერგია და მატერიალური რესურსები მათ გადასამუშავებლად. თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ერთი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებით შევქმნით მეორეს, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ რესურსები. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საარსებო გარემოს. სწორედ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა მოვაგვაროთ კლიმატის კრიზისის პარალელურად. • ესურსების ეფექტურობის გასაზრდელად საჭირო გახდება ძირეულად შევცვალოთ ჩვენი პროდუქტების უმეტესი ნაწილი. ისინი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ბოლოს შესაძლებელი იყოს მთელი გამოყენებული რესურსის აღდგენა. პროდუქტები ძირითადად განახლებადი მასალებისგან უნდა დამზადდეს, რათა შესაძლებელი იყოს ეფექტური გადამუშავება. ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს(უმეტესად ადგილობრივ საზოგადოებებში), რომლებიც დაკავშირებული იქნება პროდუქტის დიზაინთან, სარემონტო მომსახურებასთან და, საბოლოოდ, ნარჩენების გადამუშავებასთან. • გივე ითქმის ბიზნესის ახალ მოდელებზე, რომლებიც ეფუძნება ნივთების გაზიარებას და არა ფლობას. ეს მოდელები აუცილებლად გაჩნდება, რადგან ისინი უფრო მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის. მაგალითად, ავიღოთ სარეცხი მანქანა: ნაცვლად იმისა, რომ ფლობდეთ მას, შეგიძლიათ უბრალოდ შეიძინოთ რეცხვის ციკლის გარკვეული ოდენობა. როდესაც ეს ოდენობა ამოიწურება, სარეცხ მანქანას ავტომატურად წაიღებენ და თქვენ აღარ იდარდებთ მისი რესურსის ციკლში დაბრუნებაზე. გაზიარების სერვისების საშუალებით უკვე დაიწყო ხალხის მოძრაობის შეცვლა: ლიფტებისა და მანქანების გაზიარება ამის მხოლოდ ორი მაგალითია. 58 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი წრიული ეკონომიკა აძლიერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკას 700,000 დამატებითი სამუშაო ადგილი 700,000= კრაკოვის მოსახლეობას • ვროკომისიის დაკვეთით ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის წრიულ ეკონომიკაზე გადასვლამ შეიძლება გაზარდოს ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი(მშპ) დაახლოებით 0,5 პროცენტით და შექმნას 700 000 დამატებითი სამუშაო ადგილი. ამით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო მეტად ისერგებლებენ, ვიდრე დასავლეთის. 1 • მის გარდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სიტუაციის მარეგულირებელი მხარეც: ევროკომისიის მიერ ნარჩენებთან დაკავშირებული მიზნების ზემოქმედების შეფასებამ, გამარტივებულმა კანონმდებლობამ, გაუმჯობესებულმა მონიტორინგმა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებამ შეიძლება შექმნას 180 000-ზე მეტი ახალი საოფისე სამუშაო ადგილი ევროპაში 2030 წლისთვის. მაგრამ რას იტყვით... ...წრიული ეკონომიკის სამუშაოებისთვის საჭირო ახალ უნარებზე? როგორ განვავითაროთ აუცილებელი უნარჩვევები დასაქმებულებში და დავრწმუნდეთ, რომ არავინ ჩამოგვრჩება? საკითხის მოგვარების გზა: უნარების თანდათანობითი ცვლილება • ირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცვლილება მოხდება ეტაპობრივად მომდევნო 30 წლის განმავლობაში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დასაქმებულების უფუნქციოდ დარჩენა„მოძველებული უნარ-ჩვევების გამო“, მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზევე შევიმუშავოთ გადამზადებისა და კვალიფიცირების სტრატეგია(როგორც ეს განხილულია 52 გვერდზე). • აბოლოო ჯამში, გლობალური ცვლილებები, რომლებსაც განვიცდით(მხოლოდ გლობალურ დათბობას არ ვგულისხმობთ), ძირეულად შეცვლის ჩვენი მუშაობის წესს. იმისთვის, რომ უკან არავინ ჩამოგვრჩეს, საჭიროა კამპანიის განხორციელება უნარებთან დაკავშირებით. ამით განვსაზღვრავთ, რომელი უნარები და კვალიფიკაციები დასჭირდებათ დასაქმებულებს მომავალში. უკვე მიმდინარეობს რამდენიმე შთამბეჭდავი პროექტი, რათა ხელი შეეწყოს ტრანზიციის გზების დასახვას სამუშაოებისთვის, რომლებიც შესაძლოა მალე გაქრეს. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს განსაზღვროს, თუ რომელი დამატებითი უნარჩვევები დასჭირდებათ ადამიანებს სამომავლო სამუშაოებში წარმატების მისაღწევად. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრის„სედეფოპის“(Cedefop) მიერ მოწოდებული მასალები, როგორიცაა ე.წ. „უნარის პროგნოზის“ ინსტრუმენტი. 12 მაგრამ რას იტყვით... ...უცხოეთში განვითარებული ბიზნეს მოდელებისა და ტექნოლოგიების ნაცნობ სქემაზე? როგორ უზრუნველვყოთ, რომ ამ გარდამავალმა ეკონომიკამ განვითარებისგან მიიღოს სარგებელი, ხალხმა კი კეთილდღეობა? საკითხის მოგვარების გზა: წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა ეტაპების გამოტოვებით • ართლაც, მოწინავე ეკონომიკის ქვეყნები და 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 59 მათი კომპანიები ხშირად ლიდერობენ, როდესაც საქმე ეხება ახალი ბიზნეს მოდელებისა და ტექნოლოგიების შემუშავებას, პილოტირებასა და დანერგვას. ამას გარდა, ეს არის უპირატესობა გარდამავალი ეკონომიკისთვის. ამით ახალი ტექნოლოგიები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ვითარდებიან და სწავლობენ მრუდის ეფექტებისა და მასშტაბის ეკონომიკის ამოქმედებას. ეს მართლაც ასეა განახლებადი ენერგიასთან მიმართებაში და სავარაუდოდ, იგივეს მომსწრენი გავხდებით წრიული ეკონომიკის მხრივაც. • ნფრასტრუქტურის დეკარბონიზაცია ასევე ტვირთად აწევს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა ახლახანს ჩადეს ინვესტიცია წიაღისეულ საწვავზე მომაშავე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაში. ეს ქვეყნები ახლა დგანან დემონტაჟის, თავიდან აშენების და სხვა სახის გამოწვევების წინაშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტიციის ხარჯების ეფექტურობას. იმავდროულად, ძველი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც განახლება მაინც უნდა მოახდინონ(მაგ. ელექტროსადგურების, გზების და ა.შ.), შეუძლიათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. • რიული ეკონომიკის პრინციპმა- შეკეთება, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება, ასევე შეიძლება ადგილობრივ დონეზე დააბრუნოს სამუშაო ადგილები და პროფესიები, რომლებიც დაიკარგა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ნივთების შეკეთების მოდიდან გასვლის გამო. • ე ვროკავშირის წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ზომებს, დაწყებული გადამუშავების მიზნების გაზრდით და დამთავრებული პროდუქტის დიზაინთან დაკავშირებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტებით. სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ნარჩენების უკანონო ექსპორტის აკრძალვა და კონტროლი. დღეს არსებული ნარჩენები ნედლეულია წრიული ეკონომიკის ხვალინდელი ბიზნეს მოდელებისათვის. 60 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი • ს პირველი ნაბიჯებია. ამასთან, ჩვენი ეკონომიკის ხაზოვანიდან წრიულად გარდაქმნა უცნობ ტერიტორიაზე შესვლას ნიშნავს. შუა პერიოდში მოგვიწევს ზოგიერთი ფუნდამენტური ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლების გადაკეთება, რაც შეიძლება შეიცავდეს საგადასახადო სისტემის ან სავაჭრო პოლიტიკის შეცვლას რესურსების ეფექტურობის, თანმიმდევრულობისა და საკმარისობის შესაბამისად, მაგალითად, რესურსების გამოყენების პროგრესული დაბეგვრის გზით. ამრიგად, ხაზოვანი ეკონომიკიდან წრიულზე გადასვლის პროცესში სახელმწიფო გადამწყვეტ როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დონეზე(იხილეთ, აგრეთვე, მე-6 და მე-7 თავები). მან უნდა შექმნას ჩარჩო, მაგრამ ასევე უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული მონაწილეობა მის განხორციელებაში. სახელმწიფოს ასევე მოუწევს მდგრადობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინება განათლების პოლიტიკაში. • ნოვაცია ყოველთვის ყვაოდა იმ სამეწარმეო ქვეყნებში, რომლებსაც პროაქტიული მიდგომა ჰქონდათ ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და გავრცელების მხრივ. დღეს ასეთი სამეწარმეო ჩარჩოს მიღება შესაძლებელია უკვე მთელი ევროპის დონეზე. ამგვარმა ჩარჩომ ხელი უნდა შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც მათ ბაზარზე განთავსების საშუალებას მისცემს. ამრიგად, გარდამავალი ეტაპი არ უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოებისა და ბაზრის ურთიერთქმედების ნეოლიბერალურ გაგებას. ნეოლიბერალური იდეალი „სახელმწიფო- ღამის დარაჯი“ ვერ შეძლებს აუცილებელი ცვლილებების სტიმულირებასა და ხელშეწყობას. 1 -მ მძღვანელობა. როგორც პირველ თავში(32 გვერდი) დავინახეთ, სოციალ-დემოკრატებმა ხელი შეუწყეს ამგვარი გარდამავალი პროცესების განვითარებას წარსულში. როგორც მე-6 თავში დავინახავთ(გვერდი 136), ყველა თანამედროვე სახელმწიფო ფლობს მრავალ ინსტრუმენტს, რომელიც წაგვიყვანს სოციალურად სამართლიანი და ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ. 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 61 რისკენ მივისწრაფვით? • მ თავში ჩვენ შევაფასეთ ეკონომიკის დეკარბონიზაციის პოტენციალი სამუშაო ადგილებისა და დასაქმების თვალსაზრისით. დავინახეთ, რომ სამუშაოების შესანარჩუნებლად საჭიროა გარდამავალი პერიოდი სექტორებში, რომლებზეც კლიმატის კრიზისი უკვე აისახა. იგივეა საჭირო იმ დარგებშიც, რომლებიც დაზარალდებიან, თუ არ ვიმოქმედებთ გლობალური დათბობის შესარბილებლად. ბოლოს და ბოლოს, მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები აღარ არსებობს. • ვენ ასევე დავინახეთ, რომ გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განზომილების მიღმა პროგრესულ მოქმედ პირებს აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ, რომ ეს პროცესი იყოს თანასწორი და სოციალურად სამართლიანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატებისთვის. ამ თავში აღწერილი ყველა მოვლენა პოლიტიკურად უნდა წარიმართოს ისე, რომ ხელი შეუწყოს უთანასწორობის შემცირებას ამ პროცესში. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თუ საგადასახადო რეჟიმებს უფრო მეტად გადავანაწილებით საკმარისი ფინანსების მობილიზების მიზნით. • სამართლიანი ტრანზიციის“ მსგავსი სახელმძღვანელო პრინციპები უკვე შემუშავებულია მრავალი დაინტერესებული მხარის- პროფკავშირების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და გამოიყენება მთელ მსოფლიოში. სოციალური სამართლიანობის განზომილების გარდა, ასეთი პოლიტიკური ჩარჩოები და სახელმძღვანელო პრინციპები დამატებით უნდა მოიცავდეს ეფექტურობასა და საკმარისობას. • ახელმწიფოსა და ბაზარს შორის ურთიერთობა უნდა დაბალანსდეს განსაკუთრებით პროგრესულობის თვალსაზრისით. ის, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, არის ინოვაციური და სამეწარმეო სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს ახალი მდგრადი ტექნოლოგიების განვითარებასა და გავრცელებას სტრატეგიული ინდუსტრიული და ინოვაციური პოლიტიკის მეშვეობით. ამ გარდამავალ ეტაპზე საკმარისი არ იქნება დავეყრდნოთ ნეოლიბერალურ პარადიგმას, რომელიც გულისხმობს, რომ საბაზრო ძალების თავისუფალი ურთიერთქმედება მოიტანს ჩვენთვის საჭირო პროგრესს. 62 – 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი მაგალითები საუკეთესო პრაქტიკიდან, განმარტებები და წყაროები მაგალითები საუკეთსო პრაქტიკიდან მაგალითი რეგიონალური პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკიდან ჩეხეთის მთავრობამ განავითარა სტრატეგია სახელწოდებით„ხელახლა დაწყება“(RESTART). ამ ინიციატივის მიზანია ქვეყანაში აღორძინდეს ქვანახშირის მოპოვების სამი რეგიონი: კარლოვი-ვარი, უშტეკი და მორავიასილეზია. სტრატეგიაში ჩართულია ასობით დაინტერესებული მხარე რეგიონიდან. ისინი შეიმუშავებენთანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას პროექტებისთვის, რომლებიც დაეხმარება რეგიონს გაუმკლავდეს არამხოლოდ ნახშირის მოპოვების დასრულების შედეგებს, არამედ სხვა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის რესპუბლი-კა ჯერ მხოლოდ გარდაქმნის საწყის ეტაპზეა, ეს სტრატეგიული მიდგომა უკვე მიჩნეულია ამ პროცესების თანამონაწილეობითი და ინოვაციური მართვის მნიშვნელოვან ეტაპად. http://www.just-transition.info/restart-will-win-the-trust-of-the-people-if-its-stable აგალითი წრიულ ეკონომიკასა და ადგილობრივ სამუშაოებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკიდან წრიული ეკონომიკის საუკეთესო პრაქტიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია სლოვაკური დამწყები კომპანია „ეკოლივე“(Ekolive), რომელმაც შექმნა უნარჩენო მოპოვებისა და ადგილობრივი პირვე-ლადი და მეორადი ნედლეულის დამუშავების ახალი ინოვაციური მეთოდი. ეს კონკრეტულად ეხება ლითონებისა და მინერალების ადგილობრივ რესურსებს. მეორე პიონერი ამ სფეროში არის სლოვაკური გადამამუშავებელი კომპანია SK-Tex, რომელიც ახდენს ძველი ტანსაცმლის გადამ-უშავებას საიზოლაციო პროდუქტებად. ეს წრიული ეკონომიკის ბიზნეს მოდელის მხოლოდ ორი შესანიშნავი მაგალითია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნას. http://ekolive.website2.me/ http://www.sk-tex.com/ მაგალითი მწვანე ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკიდან უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია„გრინკუბატორი“(Greencubator) ხელს უწყობს მდგრად მეწარმეობას, დაბალ ნახშირბადიან ინოვაციებსა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას საკომუნიკაციო პლატფორმის, ბიზნესის მხარდაჭერისა და ინვესტიციების შესაძლებლობების შექმნის გზით.„გრინკუბატორი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი პირველი უკრაინული ენერგოკოოპერატივიდან ქალაქ სლავუტიჩში. https://greencubator.info/?lang=en https://solartown.com.ua/ შემთხვევა ინდუსტრიის დეკარბონიზაციის საუკეთესო პრაქტიკიდან გერმანიის ფოლადის მწარმოებელი კომპანია„თისენკრუპი“(ThyssenKrupp) იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წამოიწყო ფოლადის წარმოების დეკარბონიზება წყალბადის გამოყენებით. კომპანიის შუალედური მიზანია თავისი წილი სათბურის გაზების ემისიების შემცირება 20 პროცენტამდე 2030 წლისთვის. მისი მიზანია იყოს სრულიად კლიმატ- ნეიტრალური 2050 წლისთვის. https://www.thyssenkrupp.com/de/newsroom/pressemeldungen/weltpremiere-in-duisburg--nrwwirtschaftsminister-pinkwart-startet-bei-thyssenkrupp-versuchsreihe-zum-erstmaligen-einsatzvon-wasserstoff-im--hochofen-17280.html განმარტებები 1 კვლევის„ეკოლოგიური გადაწყვეტილებები გერმანიისთვის“(Klimapfade für Deutschland) თანახმად, აქედან დაახლოებით 33 მილიონი ელექტრომობილი მხოლოდ გერმანიაში იქნება. 2020 წელს გერმანიის გზებზე დაახლოებით 48 მილიონი მანქანა დადიოდა( https://www.kba.de/DE/Presse/Pressemitteilungen/2020/Fahrzeugbestand/pm06_fz_bestand_pm_komplett.html#:~:text=M%C3%A4rz%20 2 ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სამუშაო ადგილების მომავალი – 63 2020.,%2C7%20Millionen%20Kfz%2DAnh%C3%A4nger. ) ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო ჯამში ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო მცირე იყოს იმის მიხედვით, თუ მობილობაზე გადასვლის რა გზას ავირჩევთ. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ თავი 5. 2 https://ec.europa.eu/info/sites/info/files/food-farming-fisheries/farming/documents/cap-expenditure-graph1_en.pdf 3 შემდეგი პროგნოზები ძირითადად ფოკუსირებულია დეკარბონიზაციის გავლენაზე სამუშაო ადგილებზე. ამასთან, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვა დიდი ტენდენციებიც, როგორიცაა გაციფრულება და დემოგრაფიული ცვლილებები. ეს დეტალურად არის განხილული მე-3 თავში. 4 რეალურად, ეს შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო, რომ არ შეინიშნებოდეს მზის ფოტოვოლტური ინდუსტრიის დაქვეითება. 5 Umweltbundesamt(2020): Beschäftigung im Umweltschutz. Entwicklung und gesamtwirtschaftliche Bedeutung, https://www.umweltbundesamt.de/sites/default/files/medien/1410/publikationen/2020_hgp_beschaeftigung_im_umweltschutz_final_bf.pdf 6 რადგანაც მთავრობები წიაღისეულ საწვავზე არიან ორიენტირებულები, ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა განახლებადი ენერგიის სექტორში. იხილეთ, მაგალითად, https://www.cleanenergywire.org/ dossiers/energy-transitions-effect-jobs-and-business#Ups , https://www.solarpowerworldonline. com/2020/04/report-estimates-over-a-half-million-clean-energy-jobs-will-be-lost-through-q2/ ან https://www.theguardian.com/environment/2020/jun/25/up-to-11000-renewable-energy-jobscould-be-lost-under-morrison-government-policies (ბოლოს ნანახია თარიღით 09.07.2020). 7 იხილეთ, მაგალითად https://bankwatch.org/press_release/world-s-largest-multilateral-bankends-fossil-fuels-financing ან, გლობალური შეფასებისთვის http://energywatchgroup.org/divestmentblog (ბოლოს ნანახია თარიღით 10.07.2020). 8 https://www.zollverein.de/zollverein-unesco-wrorld-heritage-site/ 9„ევროპული მწვანე შეთანხმება“ არის ევროკავშირის კომისიის ამბიციური გზამკვლევი, რომელიც გულისხმობს 2050 წლისთვის ევროპის ეკონომიკის დეკარბონიზებას: https://ec.europa.eu/ info/strategy/priorities-2019-2024/european-green-deal_en 10 ევროკავშირის„მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმა“ მიზნად ისახავს კაპიტალის ნაკადის გადანაწილებას უფრო მდგრად ინვესტიციებისთვის. ფინანსური დაგეგმვის გრძელვადიანი მოსაზრებების გათვალისწინებით, როგორიცაა კლიმატის კრიზისისა და გარემოს დეგრადაციის შედეგად გამოწვეული რისკები: https://ec.europa.eu/info/publications/180308-action-plan-sustainable-growth_en 11 კემბრიჯის ეკონომეტრიქსი და სხვა(2018): წრიული ეკონომიკის პოლიტიკის გავლენა შრომის ბაზარზე, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/ fc373862-704d-11e8-9483-01aa75ed71a1/language-en 12 მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ https://www.cedefop.europa.eu/en 13 იხილეთ მარიანა მაცუკატო(2013): სახელმწიფო მეწარმე – მითები საზოგადოებრივ და კერძო სექტორზე. ლონდონი: ანთემ პრესი. წყაროები https://wupperinst.org/fa/redaktion/downloads/projects/PhasingOut_Coal_report.pdf https://publications.jrc.ec.europa.eu/repository/bitstream/JRC112593/kjna29292enn.pdf http://library.fes.de/pdf-files/wiso/14450.pdf http://www.fes.de/cgi-bin/gbv.cgi?id=16769&ty=pdf http://library.fes.de/pdf-files/fes/15665.pdf http://library.fes.de/pdf-files/wiso/16041.pdf https://www.agora-energiewende.de/veroeffentlichungen/klimaneutrale-industrie-hauptstudie/ https://www.leopoldina.org/uploads/tx_leopublication/2020_ESYS_Stellungnahme_Energiesystem.pdf https://library.fes.de/pdf-files/wiso/12622.pdf https://ec.europa.eu/environment/circular-economy/first_circular_economy_action_plan.html 64 – 3 მეგატრენდების შე 3 რწყმა ამ თავში ჩვენ განვიხილავთ მეგატრენდებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ დეკარბონიზაციის პროცესზე და დიდ გავლენას- სამუშაოების მომავალზე: დემოგრაფიული ცვლილებები, გაციფრულება, სამუშაო დროის შემცირება. ჩვენ ვაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ეს მეგატრენდები დასაქმებასა და სამუშაოზე, მაგრამ ასევე, როგორ გვიკვალავს გზას უფრო მდგრადი, დაბალი ნახშირბადიანი ეკონომიკური მოდელისკენ. სხვა მეგატრენდებმა, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული დეგლობალიზაცია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას უბიძგებს ეკონომიკური ინტეგრაციისგან უკან დაიხიოს, შეიძლება ასევე გავლენა იქონიოს მუშაობის მომავალსა და დეკარბონიზაციაზე. ყოველთვის იქნება ტრენდები, რომლებიც მოდიან და მიდიან. დეკარბონიზაციაც ასეთივე ტრენდია. დამიჯერეთ, ისიც გაქრება, როგორც გაციფრულება. დეკარბონიზაცია არ არის ერთადერთი გარდაქმნა, რომელსაც დღეს ვხედავთ. არსებობს სტრუქტურული ცვლილებების განმსაზღვრელი სხვა მეგატრენდებიც. გაციფრულება და დემოგრაფიული ცვლილებები, ისევე, როგორც სამუშაო საათების შემცირება, მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, თუ როგორ და როდის ვმუშაობთ. თუ ამ ტენდენციებს ფეხს ავუწყობთ, შეგვიძლია ავაშენოთ უკეთესი მომავალი სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. 66 – 3 მეგატრენდების შერწყმა ნაწილი I: მოსალოდნელია, რომ დემოგრაფიული ცვლილებები უახლოეს მომავალში შეამცირებს სამუშაო ძალის რაოდენობას ამგვარად, საბოლოო ჯამში, შეიძლება უფრო მეტი სამუშაო ადგილი მივიღოთ, ვიდრე დასაქმებული. • თუ არა ჩვენი ეკონომიკის დეკარბონიზება საბოლოოდ სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობის დაკარგვას? ამ თემაზე დებატებში ხშირად უგულებელყოფილია ის, რაც სამუშაო ბაზრის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება მომდევნო წლებისა თუ ათწლეულების განმავლობაში: დემოგრაფიული ცვლილება. • მომდევნო რამდენიმე ათწლეულში სავარაუდოა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის შემცირება. გარდა ამისა, ეს საზოგადოებები სწრაფად ბერდებიან. შრომის ბაზრის კუთხით, ეს ნიშნავს, რომ არსებული სამუშაო ძალა მნიშვნელოვნად შემცირდება და კიდევ უფრო გამწვავდება კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი, რომელსაც უკვე მრავალი სექტორი განიცდის. • დაბერება ნიშნავს იმასაც, რომ გაფართოვდება მოხუცთა მოვლის სექტორი. რადგან ეს საკმაოდ შრომატევადი სფეროა, ის შემცირებული სამუშაო ძალისთვის კონკურენციაში შევა ეკონომიკის სხვა სექტორებთან. • და აღმოსავლეთ ევროპაში ამ პროცესს ხელს შეუწყობს ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მოხდა შრომითი ბაზრის მნიშვნელოვანი მიგრაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება მზრუნველობით სექტორში, მშენებლობის სექტორში თუ კვალიფიცირებული კადრების ბაზარზე. • აღებული ეს მოვლენები გვიჩვენებს, რა იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: როგორ მოვიპოვოთ საკმარისი სამუშაო ძალა საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, რომელიც უკვე აღწერილია მე-2 თავში. მაგრამ რას იტყვით... ...სამუშაოების ხარისხზე? როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეკონომიკის მზარდ სექტორებში, როგორიცაა პროფესიული მუშაობა, მშენებლობა და ზრუნვა ახალ სამუშაო ადგილებზე ადამიანებს ექნებათ იგივე დონის მაღალი ხელფასები, შრომითი უსაფრთხოება, მიკუთვნებულობის შეგრძნება და პროფკავშირების წარმომადგენლობა, როგორიც აქვთ ამჟამინდელ დომინანტურ ინდუსტრიებში(მაგ. ელექტროენერგიის წარმოებასა და საავტომობილო დარგში)? საკითხის მოგვარების გზა: პროფკავშირების გაძლიერება და გენდერული თანასწორობა • ტრადიციულ დარგს ნამდვილად აქვს ძლიერი წარმომადგენლობა პროფკავშირებში. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ დეკარბონიზაცია არ არის ცვლილების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა(როგორც ეს აღნიშნულია მე-2 თავში). სავარაუდოდ, ამ სექტორებში პროფკავშირები მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გაივლიან მიუხედავად დეკარბონიზაციისა. ამ მრავალფეროვან გარდაქმნებს სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის სულისკვეთება რომ შესძინონ, პროფკავშირებს მოუწევთ შეისწავლონ ენერგორესურსები(რომლებიც შესაძლოა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს), შეიმუშავონ შესაბამისი მიდგომა და სტრატეგიები. 1 იგივე ეხება სოციალ-დემოკრატიულ პარტიებსა და მოძრაობებს. იმისათვის, რომ ამ დიდი გარდაქმნის დროს საზოგადოების წევრებისთვის ვიყოთ ძლიერი და მხარდამჭერი პარტნიორები, გვჭირდება პროაქტიული მიდგომა, მყარი ცოდნა და ეფექტიანი სტრატეგიები. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გარდაქმნის შეჩერება შეუძლებელია და პროცესის გაჭიანურება კიდევ უფრო სავალალო შედეგებს გამოიწვევს. 3 მეგატრენდების შერწყმა – 67 • ცვლილებებთან დაკავშირებული ტენდენციები პროფკავშირების სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან მშრომელთა სიმცირე გაზრდის მათ შესაძლებლობებს, სხვებს უკარნახონ საკუთარი პირობები. გარდა ამისა, პროფკავშირების ეს შესაძლებლობები იმითაც განმტკიცდება, რომ დასაქმებულებისთვის გაიზრდება კონკურენცია მზარდ სექტორებში, როგორიცაა მზრუნველობის სფერო- ის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის დაბერების გამო. კოვიდ-19-ის კრიზისმა აამაღლა ხალხის ცნობიერება მზრუნველობის სექტორის მნიშვნელობის შესახებ. გაჩნდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის ახალი შესაძლებლობები საზოგადოებრივი მხარდაჭერის კუთხით. მიდგომას შეუძლია ძირითადი საწარმოო ძალის გაძლიერება, რათა მართოს გადასვლა ახალ სექტორებზე, იმავდროულად, შეინარჩუნოს პროფკავშირული წარმომადგენლობა და გააფორმოს კოლექტიური შეთანხმებები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა პროფკავშირებისათვის, რომ დეკარბონიზაციის ეპოქაში მოიპოვონ უპირატესობა და შეასრულონ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშის ფუნქცია წარმატებული გარდაქმნის პროცესში. • სექტორის მნიშვნელობის გაზრდა, საბოლოოდ, გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების შესაძლებლობასაც იძლევა. ამ სექტორთან დაკავშირებულ პროფესიებში სამუშაო ძალის უმეტესობას ქალები შეადგენენ. თუ მოხდება ამ საქმიანობების სოცია• შეეხება სამუშაოების ხარისხსა და ზემოთ დასმულ კონკრეტულ კითხვებს, პროფკავშირებს მოუწევთ ახალი ალიანსების შექმნა და მუშების მობილიზება განვითარებად სექტორებში და ეკონომიკის იმ დარგებში, რომლებიც ჯერჯერობით ნაკლებადაა წარმოდგენილი. პროაქტიულ ლური მნიშვნელობის აღიარება და ანაზღაურების შესაბამისად გაზრდა, ეს ხელს შეუწყობს ოჯახებში შემოსავლის უფრო თანაბარ განაწილებას. ეს ასევე შეამსუბუქებდა ოჯახის მარჩენალის ტვირთს და დანარჩენი წევრები ნაკლებად დამოკიდებულები იქნებოდნენ მის შემოსავალ- 68 – 3 მეგატრენდების შერწყმა 3 მეგატრენდების შერწყმა – 69 ზე. ამავდროულად, ეს შესაძლებელს გახდიდა სამუშაო საათების თანაბრად განაწილებას ოჯახში. გამომუშავებული, ანაზღაურებადი საათების საერთო ჯამი გაიზრდებოდა, თუმცა, რეალური სამუშაო დრო ყველასთვის შემცირდებოდა. სამუშაო საათებთან დაკავშირებული საკითხები განხილული იქნება ქვემოთ, ამავე თავში. მაგრამ რას იტყვით... ...ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ დროისთვის უმუშევარია? როგორ დავრწმუნდეთ, რომ სამუშაო ადგილების ამჟამინდელი დეფიციტი შეიცვლება მდგომარეობით, სადაც ყველას ღირსეული სამუშაო ექნება? საკითხის მოგვარების გზა: რეფორმა უმუშევრობის დასამარცხებლად • რიგში, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის ქვეყნებში. ევროსტატის მონაცემებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ხალხი თითქმის მთლიანად დასაქმებულია. მაგალითად, 2019 წელს ჩეხეთში უმუშევრობის დონე დაახლოებით 2 პროცენტი იყო, ხოლო პოლონეთში- 3,3%. ამავე დროს, ბევრი ქვეყანა, მაგალითად, ესპანეთი და საბერძნეთი, კვლავ ებრძვის ახალგაზრდების უმუშევრობის მუდმივად მაღალ მაჩვენებელს. უფრო მეტიც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ(CEE), ასევე, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის(SEE) ქვეყნებში უმუშევრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სკეპტიკურად უნდა განვიხილოთ, რადგან ბევრ ქვეყანაში ადამიანს ყოველთვის არ აქვს დიდი სტიმული დარეგისტრირდეს უმუშევრად. • ქვეყნებში, რომლებიც კვლავ განიცდიან უმუშევრობის მაღალ დონეს, საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ბევრი ინვესტიციის ჩადება წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ამიტომ, სხვა საკითხებთან ერთად, უმუშევრობაც დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა მწვანე ინვესტიციის კამპანიის წარმატებით განხორციელებას მომდევნო წლებში. • ამისა, ხშირად უგულებელყოფილია მუდმივი უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი. ეს შრომაზე მოთხოვნის ნაკლებობა კი არ არის, არამედ შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ცოდნა არ შეესაბამება იმას, რასაც დამსაქმებლები ეძებენ. ეს მრავალი წლის პრობლემაა და მისი მოგვარება უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სპეციალური ღონისძიებებით, მათ შორის, პრაქტიკული კომპონენტების შემცველი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგის პროგრამებით. ასევე განათლებაში ზოგადად უნდა განვითარდეს კლასტერული მიდგომა: თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო დამსაქმებლებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ა.შ. • იქნება ინვესტიციის ჩადება სამუშაო ძალის ტრენინგსა და გადამზადებაში, რათა მოხდეს მუშახელში საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნებს მოუწევთ განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია ისე, რომ მან უზრუნველყოს ტექნიკური და პიროვნული უნარების განვითარება. ხვალინდელ შრომის სამყაროში ეს უნარები საჭირო იქნება თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ქმნიან შრომის ბაზარს. • როგორც ძირითადი ტენდენცია, დემოგრაფიული ცვლილება მუშებს მრავალ შესაძლებლობას აძლევს: მან შეიძლება მშრომელი გახადოს უფრო ძლიერი და საზრიანი კაპიტალთან მიმართებაში, რადგან იზრდება დასაქმებულების ძალა მოლაპარაკებების დროს. ამასთან, ეს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ ის კოლექტიურად, პროფკავშირების საშუალებით იქნება გამოყენებული. ნაწილი II: ახალი ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრება ხელს უწყობს დეკარბონიზებულ ეკონომიკაზე გადასვლას, ამავე დროს, ქმნის უფრო მეტ და უკეთეს სამუშაო ადგილებს გაციფრულების ტენდენციამ უკვე დააჩქარა ეკონომიკის დეკარბონიზაცია და ეს პროცესი სულ უფრო ძლიერდება. ამ ტენდენციის გავლენის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ ახალი ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს სფეროებს, როგორიცაა განახლებადი ენერგიის წარმოება, მართვა და განაწილება. მოდით ავიღოთ მზისა და ქარის ენერგია, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ დროს არის ხელმისაწვდომი და არც მთლად პროგნოზირებადია. ამიტომ მათი გამოყენება მოითხოვს მეტ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნის დაბალანსებაში. როგორც მზის, ისე ქარის ენერგია შესაძლებელია უფრო ეფექტიანად იქნას გამოყენებული, როდესაც ენერგიის შენახვის ახალ ტექნოლოგიებთან არის შერწყმული. ციფრული გზით მონაცემთა გაძლიერებული წვდომა გააუმჯობესებს ინფორმაციის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს რეალურ დროში ენერგიის მოთხოვნის უკეთეს მენეჯმენტს. მაგალითად, ინდივიდუალური სახლების ჭკვიანი მრიცხველები ენერგიის მიწოდებას უფრო ეფექტიანს გახდის და მოთხოვნაც უფრო პროგნოზირებადი იქნება. უფრო ფართო მასშტაბით, ეს საშუალებას მისცემს ქსელის ოპერატორებს მოახდინონ დეცენტრალიზებული განახლებადი ენერგიის წყაროების - როგორიცაა სტარტაპები და ე.წ. მწარმოებელი მომხმარებელი„პროსიუმერები“- ინტეგრირება ქსელში. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. • ასევე მძლავრი იარაღია ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის. ეს ამცირებს სათბურის გაზების ემისიას, მაგრამ ასევე გვაწვდის რესურსებს ენერგომომარაგების დასახვეწად. ამასთან, გლობალური ენერგიის ინტენსივობის(განისაზღვრება, როგორც ენერგორესურსების რაოდენობა მშპ-ს ერთეულზე) ზრდის წლიური ტემპი ბოლო წლებში შენელდა: 2015 წელს იყო 3 პროცენტი, 2017 წელს შემცირდა 1,9%-მდე, ხოლო 2018 წელს 1,3%-ზე ჩამოვიდა. 2 გაციფრულების გზით ენერგოეფექტურობის მოდერნიზებამ შეიძლება შეცვალოს ეს ტენდენცია ბევრ სექტორსა და სფეროში, რომელიც პასუხისმგებელნი არიან CO2– ის ემისიებზე და ენერგიის მნიშვნელოვან მოთხოვნაზე. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც ინდივიდუალურ შინამეურნეობებს(იხილეთ, ჭკვიანი მრიცხველის მაგალითი ზემოთ), ისე მსხვილ მუნიციპალურ თუ ინდუსტრიულ მომხმარებლებს. • გამოწვეული ყველა ეს მიმდინარე ცვლილება დიდ გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ბიზნესზე. გაციფრულება არა მხოლოდ ხელს უწყობს დეკარბონიზაციას, არამედ ძირეულად გარდაქმნის დარგს და შედეგად იწვევს ინდუსტრიის მრავალი მახასიათებლის მოძველებას. მომავალში ციფრული ენერგოსისტემა უფრო და უფრო მეტი გადაწყვეტილების ავტონომიურ რეჟიმში მიღებისა და განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ეს ნიშნავს, რომ მოიხსნება შესასვლელი ბარიერები და ახალი მონაწილეებისთვის გაიხსნება ღირებულების ჯაჭვის ნაწილი. გაჩნდება ახალი ბიზნეს მოდელები - ტრადიციული კომუნალური კომპანიები გადაიქცევა მაღალი აქტივების ინფრასტრუქტურებად. ისინი მოახდენენ ელექტროენერგიის სტაბილურ და პროგნოზირებად მომარაგებას და მოქნილი, დეცენტრალიზებული ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მართვას. მაგალითად, რეგიონალური და ადგილობრივი განაწილების სისტემის ოპერატორები სავარაუდოდ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. უფრო მეტიც, უკვე ვითარდება სტარტაპების ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ საშუალებებსა და ინსტრუმენტებს მოთხოვნის სამარ- 70 – 3 მეგატრენდების შერწყმა თვად. ამასთან, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შრომის ბაზარზე არსებულ უნარებსა და კვალიფიკაციებზე. • აღწერილი ტენდენციები მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არ გამოიწვევს გარდაქმნას. მათ ასევე შედეგად მოჰყვება სტრუქტურული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დასაქმებაზე. ზოგი პროფესია გაქრება ან გარდაიქმნება, მაგრამ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რომლებიც მოითხოვს ნაკლები განმეორებადი დავალებების შესრულებას და უფრო მაღალი დონის უნარებს. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, პროფკავშირებისა და პოლიტიკოსების ამოცანა იქნება მაქსიმალურად ისარგებლონ შესაძლებლობებით, რასაც გაციფრულება ქმნის სამუშაო ძალისთვის: ავტომატიზაცია გზას გაუხსნის უფრო მეტ კონკურენციას, ხელს შეუშლის საწარმოო ობიექტების განთავსებას საზღვარგარეთ, სადაც შრომა დაბალანაზღაურებადია და რუტინულ ამოცანებს ჩაანაცვლებს უფრო შემოქმედებითი დავალებებით. საბოლოოდ, გაციფრულება დასაქმებულებს მისცემს უკეთეს ანაზღაურებას და გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს. მაგრამ რას იტყვით... ...,,უკუქმედების, ე.წ. ბუმერანგის ეფექტის“(rebound effect) რისკზე, ანუ შიშზე, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით ენერგოეფექტურობით მიღებული დანაზოგები გაბათილდება ხალხის ქცევის ან სხვა სისტემური ფაქტორების ცვლილების გამო? საკითხის მოგვარების გზა: რეგულაცია ,,უკუქმედების ეფექტის“ წინააღმდეგ • ეფექტი“ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კვლევის საგანი. მაგალითად, შეშფოთებას იწვევს, რომ გაზრდილი ენერგოეფექტურობა გამოიწვევს ისეთი ტექნოლოგიის გაიაფებას, რომელიც ბევრ ენერგიას მოიხმარს. ამიტომ ხალხმა შეიძლება უფრო ხშირად გამოიყენოს იგი და, შესაბამისად, უფრო მეტიც მოიხმაროს. მაგრამ ზოგჯერ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა სერვერები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გაციფრულების პროცესში, ძალიან ბევრ ენერგიას მოიხმარენ. ამიტომ ისინი მალე ხარჯავენ რესურსებს, რომელთა დაზოგვასაც ცდილობენ. გაციფრულების ერთი პირდაპირი შედეგი არის, მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური ბაზის გაფართოება, რაც ზოგჯერ ძვირად გვიჯდება გარემოს დაცვის კუთხით. მაგალითად, მრავალი 3 მეგატრენდების შერწყმა – 71 ციფრული ჭკვიანი ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია დედამიწის იშვიათი მასალები, რომელთა გამოყენება იწვევს უდიდეს ტოქსიკურ დაბინძურებას. ამ მასალების მოპოვებისას ხდება ენერგიის დიდი ოდენობით გამოყენება, ატმოსფეროში გამოიფრქვევა ნახშირბადი, მიწაზე კი- ტოქსინები. •„ჭკვიან“ ინფრასტრუქტურას აქვს რესურსის ეფექტურობის გაზრდის პოტენციალი, მაგრამ მხოლოდ სწორად მართვის შემთხვევაში. გაციფრულება კარგია თუ არა კლიმატისთვის, ამის პროგნოზირება ჯერ არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება რეგულაციები, რომ პროცესი მდგრადობისკენ წავიდეს. რეგულაციები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გარემოზე ციფრული ტექნოლოგიების ზემოქმედების შესამცირებლად. • როდესაც საქმე ეხება„უკუქმედების ეფექტს“, უამრავი ტექნიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს, რომლებიც დაგვეხმარება უარყოფითი შედეგების შერბილებასა და გაციფრულების დადებითი პოტენციალის გამოვლენაში. სწორი რეგულაციების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ ენერგიის მნიშვნელოვნად დაზოგვას. ეს უკვე უნდა დაიწყოს ჭკვიანი პროდუქტების დიზაინის ეტაპზე, რადგან სმარტ-ტექნოლოგიების განვითარების ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები დიდ გავლენას მოახდენს ენერგიის მოხმარებაზე. ეკო-დიზაინის დირექტივის შემუშავება ენერგეტიკასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე, როგორიცაა ნოუთბუქები, სმარტფონები, სერვერები და ა.შ. აუცილებელია მათ მიერ ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და გარემოზე ზემოქმედების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, არსებობს ვარაუდი, რომ სერვერებისთვის ეკო-დიზაინის დირექტივის მოქმედება, რომელიც მოცემულია სერვერებისა და მონაცემთა შესანახი პროდუქტებისთვის განსაზღვრულ ევროკავშირის უახლეს რეგულაციებში, 2030 წლისთვის გამოიწვევს ენერგიის დაზოგვას - დაახლოებით 9 ტერავატს/საათში. ეს კი უდრის ესტონეთის ელექტროენერგიის წლიური მოხმარების მაჩვენებელს 2014 წელს და ჯამში შეესაბამება 2,1 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ექვივალენტს. 3 ამგვარი რეგულაციების გაფართოება და გაუმჯობესება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჭკვიანი ტექნოლოგიების მიერ ენერგიის მოხმარებასა და ჩვენს ნახშირბადის ნაკვალევზე. • ამისა, ჩვენ რეგულაციები მხოლოდ გაციფრულების უარყოფითი შედეგების შესარბილებლად კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ პროგრესული დღის წესრიგის შესამუშავებლად და ახალი, მდგრადი ეკონომიკური მოდელების განსავითარებლად. ეჭვი იმის შესახებ, რომ გაციფრულება გამოიწვევს დიდ გარემოსდაცვით ხარჯებს, უნდა ჩაანაცვლოს ტექნოლოგიური ცვლილების შესაძლებლობად გამოყენების გადაწყვეტილებამ. ეს შესაძლებლობა გულისხმობს უფრო მდგრადი ეკონომიკური მოდელების შექმნას, როგორიცაა წრიული ეკონომიკა(იხ. თავი 2, გვერდი 53). ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანის მოქმედების შედეგია. მისი ჩასმა ქცევის პროგრესულ ჩარჩოებში შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. მაგალითად, ზემოთ ნახსენები ჭკვიანი ტექნოლოგიების ეკო-დიზაინის რეგულაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზოგიერთი მოვლენის შესამცირებლად, როგორიცაა- სპეციალურად ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მალე ფუჭდება ან მოდიდან გადადის. სამაგიეროდ შეიძლება წრიული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ასპექტების წინ წამოწევა, როგორიცაა ხანგრძლივობა და შეკეთება. მარეგულირებელი ზომები, რომლებიც მოითხოვს ელექტრონული მოწყობილობების(მაგალითად, სმარტფონების ან ლეპტოპების) ისე შემუშავებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივობა, რეაბილიტაცია, ხელახალი გამოყენება და გადამუშავება, რაც დაგვეხმარება ამ პროდუქტების მოხმარების გახანგრძლივებასა და ნარჩენების შემცირებაში. 72 – 3 მეგატრენდების შერწყმა მაგრამ რას იტყვით... ...ეკონომიკის მოშლასა და სამუშაო ადგილების დაკარგვაზე? როგორ დავრწმუნდეთ, რომ სამუშაოს, რომელიც მოიცავს მარტივ ავტომატიზებულ ამოცანებსა და განმეორებად რუტინულ ქმედებებს, არ ემუქრება ავტომატიზაციის რისკი? საკითხის მოგვარების გზა: ახალი ბაზრები, ახალი ბიზნეს მოდელები, ახალი სამუშაო ადგილები • ტექნოლოგიების წინსვლა ნამდვილად ქმნის საფრთხეს, რომ გარკვეული სამუშაოები მოძველდება. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ მონეტის მეორე მხარეც: ყოველი ტექნოლოგიური რევოლუცია მხოლოდ არსებული ბიზნეს მოდელების, ბაზრებისა და სამუშაო ადგილების გაუქმებას კი არ იწვევს, არამედ ძველის ადგილზე ახალსაც წარმოქმნის. ახალი ქცევა, ახალი ურთიერთქმედება და ახალი მოხმარების წესები მოითხოვს ახალ მომსახურებებსა და პროდუქტებს. ეს კი ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისთვის, რაც მოითხოვს ადამიანის შრომას. შედეგად ჩნდება სამუშაოები, რომლებიც უფრო მეტ უნარებს საჭიროებს და, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადია. • შეეხება ენერგეტიკის სექტორს, რამდენიმე ანალიზში(მათ შორის ერთ-ერთი ჩატარებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ), აღნიშნულია, რომ გაციფრულებამ შესაძლებელია ამ დარგში ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. ციფრული ინიციატივები, სავარაუდოდ, შექმნის 3,45 მილიონამდე ახალ სამუშაო ადგილს 2025 წლისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილები 10,7 პროცენტით გაიზრდება. 4 რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი ყველაზე მაღალია მომხმარებლის მიერ განახლებადი ენერგიის წარმოების სექტორში, სადაც ენერგიის შენახვაში ინტეგრაცია ქმნის ერთ მილიონამდე ახალ სამუშაო ადგილს. • ამისა, აღიარებული ფაქტია, რომ ყველა მუშაკი, თუნდაც შესანიშნავად მომზადებული, ვერ შეძლებს სწრაფად იპოვოს ახალი სამსახური მზარდ ინდუსტრიებში. სწორედ აქ უნდა გამოიყენონ მთავრობებმა ზემოთ აღწერილი გონივრული და სამართლიანი სოციალური პოლიტიკა საზოგადოებების დასახმარებლად. ის გაამარტივებს გადასვლას და მთელი საზოგადოებისთვის სამართლიან პროცესად გადააქცევს. მთავრობებს ყოველთვის შეუძლიათ საჯარო სამსახური ან დასაქმების საზოგადოებრივი პროგრამები გამოიყენონ გაციფრულების პროცესის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად. • საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე კაცობრიობა არაერთხელ გახდა ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ეკონომიკის მოშლის მომსწრე, თუმცა სამუშაო ადგილების რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით- გაიზარდა. ტექნოლოგიური პროგრესის გავლენასთან დაკავშირებით წარსულში მიღებული გაკვეთილები გვიჩვენებს, რომ ახალი ტექნოლოგიები ვერ გამოიწვევს სამუშაო ადგილების მთლიანად ავტომატიზებას და უმუშევრობას. თუმცა ისინი შეცვლის სამუშაო გარემოს და სხვადასხვა საქმიანობისთვის საჭირო ამოცანებსა და უნარებს. • ამიტომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ სამუშაო ძალის კომპეტენციები. ეს საჭიროა გაციფრულებით შექმნილი უზარმაზარი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იქნება ახალი უნარების მუდმივი შეძენისა და უწყვეტი სწავლის პრინციპების დანერგვა მთელ ეკონომიკაში. განათლებამ და გადამზადებამ შეიძლება შეამსუბუქოს გაციფრულების უარყოფითი შედეგები და მისცეს დასაქმებულებს ტექნოლოგიური უნარები. ეს გაზრდის მათი დასაქმების შანსებს და დაეხმარება მიიღონ სამსახური უკეთესი ანაზღაურებით, რაც მათ საშუალებას მისცემს ისარგებლონ ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული დადებითი შედეგებით. ავტომატიზაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების შესახებ ჩატარებული კვლევებში აღნიშნულია: როდესაც დასაქმებულები გადადიან უფრო რთულ სამუშაოზე, რომელიც მოითხოვს ტექნოლოგიური უნარების მაღალ დონეს, როგორც წესი, ისინი იღებენ უკეთეს ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს. • მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს ტექნოლოგიის განვითარების პროცესის გაკონტროლება ან მართვა. ტექნოლოგია ხშირად კონტროლის დაკარგვის სინონიმად განიხილება- ჩვენ გვავიწყდება, რომ მთავრობებს შეუძლიათ მართონ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება მათი განადგურების გარეშე. მართალია, რომ მხოლოდ ტექნოლოგიური რღვევა ხელს ვერ შეუწყობს მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ტექნოლოგიური ინოვაციების მართვით, ჩვენს მთავრობებს შეუძლიათ შეცვალონ მომავალი და შექმნან უფრო მდგრადი, წრიული საზოგადოება, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვეულებრივ ადამიანებსა და გარემოს. 3 მეგატრენდების შერწყმა – 73 74 – 3 მეგატრენდების შერწყმა 3 მეგატრენდების შერწყმა – 75 ნაწილი III: სამუშაო საათების შემცირება ბოლო საუკუნეების ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომლის დედააზრი შემდეგში მდგომარეობს:„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ“. როდესაც ვსაუბრობთ მუშაობის მომავალზე, იქვე ვგულისხმობთ ჩვენი ცხოვრების ხარისხსაც: რამდენი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი ცხოვრების საშუალება? 1950-იან წლებამდე პროფკავშირელთა და სოციალ-დემოკრატთა თაობები საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ სამუშაო საათების შემცირებისთვის. 1850-იან წლებში, ინდუსტრიული რევოლუციის მწვერვალზე, 12-საათიანი სამუშაო დღე და ექვსდღიანი სამუშაო კვირა საერთო ჯამში, კვირაში 72 საათი- ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს საშუალო სამუშაო კვირა 60 საათზე მეტს მოიცავდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში სამუშაო საათები თითქმის ნახევრით შემცირდა. 1950 წლიდან ჩვეულებრივი სამუშაო კვირა გახდა 40 საათი/5 დღე. 2000 წელს საფრანგეთმა დააწესა 35 საათიანი სამუშაო კვირა.„ოთხდღიანი სამუშაო კვირა გარდაუვალია“,- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა ჯერ კიდევ 1956 წელს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ვმუშაობთ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, რომ სამსახური არის სტაბილური, ღირსეული არსებობის საშუალება და არა თვითმიზანი. • სამუშაო დროის შემცირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მდგრადი ეკონომიკის შექმნას და, შესაბამისად, უფრო მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოჯახები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, დროის სიმცირის გამო, უფრო ხშირად ყიდულობენ მზა პროდუქტებს მაღალი ეკოლოგიური ნაკვალევით. ეს შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან მზა კერძები. თუ გავზრდით საზოგადოების ინფორმირებულობას ამ საკითხზე, ნაკლებმა სამუშაო დრომ შეიძლება გამოიწვიოს კლიმატური თვალსაზრისით მეტი გონივრული საქმიანობა, როგორიცაა სახლში კერძის მომზადება, გატეხილი ნივთების შეკეთება გადაყრის ნაცვლად და ა.შ. ეს ასევე გააუმჯობესებს ჩვენს კეთილდღეობას და საშუალებას მოგვცემს მეტი დრო გავატაროთ სხვებთან ერთად, ვივარჯიშოთ ან დავკავდეთ ჩვენი ჰობით. 5 • მოკლე სამუშაო კვირის შემთხვევაში, ჩვენ დავხარჯავდით ნაკლებ რესურსებსა და ენერგიას: სამსახურში წასასვლელად ტრანსპორტს ისე ხშირად აღარ გამოვიყენებდით, დაგვჭირდებოდა ნაკლები საოფისე სივრცე, რომელიც ჩვენს ენერგიას ისრუტავს, ხოლო პროდუქტებისა თუ მომსახურების წარმოებისთვის უფრო ცოტა რესურსი დაგვეხარჯებოდა. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს აქვთ მოკლე სამუშაო კვირა, არის ნახშირბადის დაბალი ნაკვალევი. ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ჩვენი სამუშაო დროის ერთი პროცენტით შემცირება იწვევს 0,8%-ით ნაკლებ ნახშირბადის ემისიას. 6 ეს შედეგები ძირითადად გამოწვეულია დაბალი შემოსავლითა და დაბალი მოხმარებით. მოკლე სამუშაო დრო ამცირებს ნახშირბადის ემისიას ჩვენი სამუშაო დროის შემცირება CO 2 CO 2 1% მოკლე სამუშაო დრო= 0,8% ნაკლებ ნახშირბადის ემისიას მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ თუ ნაკლებს ვიმუშავებთ, ხელფასიც ნაკლები გვექნება? როგორ დავრწმუნდეთ, რომ ნაკლები მუშაობა არ შეაფერხებს კონკურენტუნარიანობას ჯერ პროდუქტიულობის, საბოლოოდ კი, ჩვენი ხელფასების შემცირებით? საკითხის მოგვარების გზა: სამართლიანი ანაზღაურება პროდუქტიულობის ზრდისთვის • სამუშაო საათების შემოკლებამ შეიძლება შეამციროს ხელფასებიც, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. მაგალითები წარსულიდან გვიჩვენებს, რომ პროფკავშირებმა არაერთხელ მიაღწიეს სამუშაო დროის შემცირებას ხელფასების დაკლების გარეშე. • მეტიც, სამუშაო დროის შემცირება სულაც არ იწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას. სინამდვილეში, არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები: ერთი კვლევის თანახმად, 1990-2012 წლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) წევრ ქვეყნებში, ერთ სულზე ნამუშევარი საათების შეფარდება ერთ საათში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტთან(მშპ) გვიჩვენებს, რომ პროდუქტიულობა ყველაზე მაღალია, როდესაც ადამიანები ნაკლებ საათს მუშაობენ. 7 მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები იძლევა მტკიცებულებებს, რომ გარკვეულ ზღვარს ზემოთ სამუშაო საათების ზრდა არ იწვევს პროდუქტიულობას. ლიტერატურაში ნახსენებია ერთ-ერთი საკმაოდ აშკარა ფაქტორი- დაღლილობა, რომელიც არა მხოლოდ ამცირებს მუშაობის ხარისხს, არამედ სამსახურში ზრდის უბედური შემთხვევების ალბათობას და უარყოფითად აისახება თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. • მთავარი საფიქრალი შრომის ნაყოფიერების დაქვეითება კი არ უნდა იყოს, არამედ პროდუქტიულობით გამოწვეული ხელფასის გაორმაგება. რეალობა გვიჩვენებს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პროდუქტიულობის ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ხელფასების მატება. მაგალითად, ბოლო 20 წლის განმავლობაში გერმანიაში შრომის ნაყოფიერება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხელფასები კი- მხოლოდ 18 პროცენტით. განვითარებული სამყაროს ზოგიერთ ნაწილში მდგომა- 76 – 3 მეგატრენდების შერწყმა რეობა კიდევ უფრო უარესია. მაგალითად, აშშ-ში 1979 წლიდან 2018 წლამდე პროდუქტიულობამ 69,6 პროცენტით მოიმატა, ხოლო საათობრივი ხელფასი მხოლოდ 11,6%-ით გაიზარდა(ინფლაციის გათვალისწინებით). 8 ამას თუ დავუმატებთ გაციფრულებით გამოწვეულ პროდუქტიულობის სავარაუდო ზრდას(იხილეთ წინა განყოფილება), ცხადი გახდება, რომ შრომის ნაყოფიერებაზე არ უნდა ვიდარდოთ. ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ღირსეული ხელფასები და შევამციროთ სამუშაო დრო. • მიღწევის ორი მთავარი გზაა- დასაქმებულებზე ორიენტირებული ეროვნული რეგულაციები და უფრო ძლიერი პროფკავშირები. ორივე ხელს შეუწყობს სწრაფ, წარმატებულ და სამართლიან გარდაქმნას. საზოგადოების დაბალი ფენები ავტომატურად ვერ ისარგებლებენ მშრომელებისგან გამომუშავებული სიმდიდრით. ჩვენ გვჭირდება სათანადო სამართლებრივი ჩარჩოები და ეფექტური პოლიტიკა, რომლებიც ხელს შეუწყობს სიმდიდრის უკეთეს გადანაწილებას, მაგალითად, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის გზით. თუ სამუშაო პირობების შესახებ მოლაპარაკებები უფრო გამჭვირვალე იქნება, ხოლო ხელფასების განსაზღვრა- უფრო ცენტრალიზებული, ამან შეიძლება ასევე გამოიწვიოს ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან, ეს პროცესი უარყოფითად არ აისახება სამუშაო პირობებსა და შრომის ინტენსივობის ზრდაზე. მაგრამ რას იტყვით... ...წარმოებისა და მოხმარების შემცირებაზე, რაც იწვევს ეკონომიკის უკუსვლას? შემცირებული სამუშაო საათები მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს წარმოებისა და მოხმარების წესებში: ჩვენ დავიწყებთ არა მხოლოდ სხვაგვარად მოხმარებას, არამედ ნაკლებს შევქმნით და მოვიხმართ. საკითხის მოგვარების გზა: ეკონომიკის „ანტიზრდა“(Degrowth) და„მწვანე“ ზრდა •„ყავისფერი სამუშაოს“„მწვანით“ ჩანაცვლება ვერ გადაჭრის კლიმატის კრიზისს. ამასთან, „მწვანე ზრდისა“ და„ანტიზრდის“ ცნებები ერთი მონეტის ორი მხარეა: ზოგიერთ სექტორში გვჭირდება ზრდა, ზოგში კი - უკუზრდა. არსებობს ფართო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ მრავალი დარგი კი არ უნდა შესუსტდეს, არამედ- გაიზარდოს, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვა ან განახლებადი ენერგიის წარმოება. ასევე, ფართოდ არის აღიარებული, რომ თუ გვსურს კლიმატის კრიზისის შეზღუდვა, ზოგიერთი სექტორი უნდა შესუსტდეს, მაგალითად, ნახშირის მოპოვება ან არაენერგოეფექტური მანქანების წარმოება. • ზრდის ფიზიკური ზრდისაგან გამიჯვნა დაგვეხმარება, მაგალითად, რომ მივიღოთ უკეთესი ცხოვრება რესურსების არამდგრადი მოხმარების გარეშე. ბოლოს და ბოლოს, სწორედ დედამიწის რესურსების მოხმარების გაზრდამ და გარემოზე ასახულმა მისმა უარყოფითმა გავლენამ ბევრი ადამიანი დაარწმუნა, 3 მეგატრენდების შერწყმა – 77 რომ ეკონომიკური ზრდა არამდგრადი პროცესია. ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტით(მშპ) მხოლოდ პროდუქტის წარმოება კი არ იზომება, არამედ მომსახურების მიწოდებაც. შესაძლებელია„რესურსების ხაფანგის“ მოდელიდან თავის დაღწევა, მაგალითად, მომსახურებასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლით. განათლების, ზრუნვის მომსახურების, ხელოვნებისა და სხვა სფეროების განვითარების შედეგად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება გაფართოვდეს დედამიწის რესურსების დიდი ოდენობით მოხმარების გარეშე. • გვახსოვდეს, რომ გარკვეულ დონეზე მაღლა, მატერიალური ქონება აღარ ზრდის ჩვენს კეთილდღეობას, რაც საბოლოო ჯამში ყველა მცდელობის საბოლოო მიზანია. მიუხედავად იმისა, რომ ღირსეული ცხოვრების სტანდარტი გულისხმობს გარკვეული რაოდენობის მატერიალურ ქონებას ან პროდუქტების მოხმარების დონეს, არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენი ემოციური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიღებულ ან სხვისთვის გაწეულ ზრუნვაზე, საზოგადოებრივ კავშირებზე, ოჯახსა და მეგობრებზე. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ემყარება ნაკლები პროდუქტების წარმოებას და ჩვენი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მომართულ მეტ მომსახურებას, არა მხოლოდ შეამცირებს ნახშირბადის გამოყოფას, არამედ უფრო გაგვაბედნიერებს კიდეც. • ადამიანი ასევე დაეთანხმება იმას, რომ არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელიც უნდა იწარმოებოდეს, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით და მაღალი ხარისხით. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სარეცხი მანქანები, რომლებიც ორის ნაცვლად(როდესაც საგარანტიო ვადა სრულდება) ათი წელი მუშაობს, მობილური ტელეფონები, რომლებიც ადვილად გარემონტდება, თუ მხოლოდ ერთი ნაწილია გატეხილი, ან ელექტრო ბურღი, რომლებიც შეიძლება გაქირავდეს და არ არის აუცილებელი ყველა ოჯახმა იყიდოს(საშუალო გერმანული ოჯახი ამ ნივთით სარგებლოს წელიწადში 13 წუთის განმავლობაში), რომ აღარაფერი ვთქვათ საკვების უზომო რაოდენობის ნარჩენებზე ან თუნდაც მანქანებზე, რომელთა გამოყენება ხდება მათი ექსპლუატაციის პერიოდის მხოლოდ მცირე მონაკვეთში. • რომელიც მოიცავს მდგრადი გაზიარების, შეკეთებისა და„აკვნიდან აკვანში“ პრინციპებს, მიწოდებისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სჭირდება დიდი სამუშაო ძალა, დაკომპლექტებული სპეციალიზებული მუშახელით, მომსახურების მიმწოდებლებითა და ქსელის თანამშრომლებით(იხ. თავი 2). • საკამათოდ რჩება მხოლოდ ის, უნდა მოახდინოს თუ არა ბაზარმა მასობრივი მოხმარების უზრუნველყოფა, უფრო სწორად, სტიმულირება ყველა სექტორში. მაგალითად, საჭიროა ახალი ტელევიზორი ყოველ მეორე წელს? გარდა ამ საკითხისა,„ეკონომიკის ანტიზრდა“ და„მწვანე ზრდა“ სინამდვილეში არც ისე წინააღმდეგობრივი ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიდგენენ: საბაზრო ეკონომიკაში ყოველთვის მოხდება ზოგიერთი ინდუსტრიის შესუსტება; წარმოების დარგები, ნახშირბადის მაღალი ნაკვალევით, აუცილებლად შემცირდება(რაც უკვე ხდება კიდეც). მაგრამ ყველა ინდუსტრია, რომელიც ხელს შეგვიწყობს გვქონდეს ყველასთვის კარგი ცხოვრება, უნდა შენარჩუნდეს ან გაიზარდოს და აუცილებლად„გამწვანდეს“. შემდეგ თავებში განვიხილავთ, თუ როგორი ფორმა უნდა მიიღოს ასეთმა ძირეულმა გარდაქმნამ ორ ძირითად დარგში- ენერგეტიკასა და მობილობაში. 78 – 3 მეგატრენდების შერწყმა რისკენ მივისწრაფვით? • მ თავში ჩვენ აღვწერეთ სამი თანამედროვე მეგატრენდი: დემოგრაფიული ცვლილება, გაციფრულება და სამუშაო დროის შემცირება. ასევე ვისაუბრეთ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ისინი ქმნიან დასაქმების მომავლისთვის და დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლისთვის. • გავაანალიზეთ ძირითადი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დემოგრაფიულ ცვლილებასთან, გაციფრულებასთან და სამუშაო დროის შემცირებასთან და გიჩვენეთ, რომ არცერთი მათგანი წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას და პოლიტიკის რეგულაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. • შევაფასეთ, თუ როგორ აისახება ეს მეგატრენდები დეკარბონიზაციის პროცესსა და სამომავლო სამუშაოზე. ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ გვჭირდება ერთიანი, ნოვატორული, პროგრესული და პოლიტიკური მოქმედება, რათა ვისარგებლოთ ამ ტენდენციებით შექმნილი შესაძლებლობებით. არცერთი ეს მეგატრენდი არ წარმოშობს უფრო მდგრად და სამართლიან მომავალს თავისთავად: ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა წარვმართოთ და ჩამოვაყალიბოთ გარდაუვალი ტრანსფორმაცია. მაგალითები საუკეთესო პრაქტიკიდან, განმარტებები და წყაროები მაგალითები საუკეთსო პრაქტიკიდან მაგალითი საუკეთესო პრაქტიკიდან: ხელფასები, სამუშაო დრო და პროდუქტიულობა 2019 წელს იაპონიაში მაიკროსოფტის კორპორაციამ საცდელად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა და თანამშრომელებს პარასკევობით მისცა ანაზღაურებადი შვებულება. კომპანიის ცნობით, პროდუქტიულობა 40 პროცენტით გაიზარდა. https://www.npr.org/2019/11/04/776163853/microsoft-japan-says-4-day-workweek-boostedworkers საუკეთესო პრაქტიკა- ციფრული უნარ-ჩვევების გამომუშავება ადამიანებში, რომლებიც სამუშაოს ეძებენ ან სკოლაში სწავლას წყვეტენ: „ბი კოდი“(BeCode) არის სასწავლო ცენტრი მომავალი თაობისთვის და მუშაობს ბელგიის ექვს ქალაქში. ის ატარებს უფასო სასწავლო პროგრამებს ციფრულ ტექნოლოგიებში, ძირითადად სამუშაოს მაძიებლებისთვის. ტრენინგი ეხება ვებ-ტექნოლოგიებს და მორგებულია ადამიანებზე, რომლებიც სამუშაოს ეძებენ ან სკოლაში სწავლას წყვეტენ. კვალიფიციური კურსდამთავრებულების დასაქმების დონე 80 პროცენტს აღემატება. http://www.flanderstoday.eu/innovation/becode-takes-brussels-unemployment http://www.becode.org/ შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის გამოსწორების საუკეთესო პრაქტიკა: ჩეხეთის რესპუბლიკის 29 სხვადასხვა სექტორში შეიქმნა დარგობრივი უნარების საბჭოები, რომლებმაც ხელი შეუწყეს სტუდენტებსა და შრომის ბაზარს შორის უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გადალახვას. დარგობრივი საბჭოები განსაზღვრავენ უნარებისა და კვალიფიკაციების მხრივ არსებულ ხარვეზებს და იღებენ გადაწყვეტილებებს ბარიერების გადასალახად. ჩართულ მხარეებში შედიან დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და საგანმანათლებლო/სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. https://www.cedefop.europa.eu/en/tools/matching-skills https://www.oecd.org/czech/44496125.pdf 3 მეგატრენდების შერწყმა – 79 განმარტებები 1 ენერგორესურსებთან დაკავშირებული მიდგომის ანგარიშისთვის, იხილეთ ფრიდრიხ ებერტის ფონდის(FES) პროექტი„პროფკავშირები ტრანსფორმაციაში“: https://www.fes.de/themenportalgewerkschaften-und-gute-arbeit/gewerkschaften-international/trade-unions-in-transformation 2 ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო(2019): მსოფლიო ენერგეტიკა და მდგომარეობა ნახშირორჟანგის(CO2) მხრივ, 2019 წლის ანგარიში. ენერგეტიკის უახლესი ტენდენციები და ემისიები 2018 წელს. მთავარი ანგარიში(2019 წლის მარტი). 3 2019 წლის 15 მარტის ევროკომისიის დებულება, რომელიც განსაზღვრავს ეკო-დიზაინის დირექტივას სერვერებსა და მონაცემთა შესანახ პროდუქტებზე, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/125/EC დირექტივის შესაბამისად და კომისიის რეგულაციაში ცვლილების შეტანა(EU) No 617/2013. 4 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი,„ელექტროენერგია: ღირებულების გამომუშავება ციფრული გარდაქმნის საშუალებით“, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://reports.weforum.org/digitaltransformation/electricity-generating-value-through-digital-transformation/?doing_wp_cron=15 92572993.3050439357757568359375 5 კარენ ლიკე საისი, მარტინ ლი მიულერი(2015): მდგრადი მოხმარება და კარგი ხოვრება: ინტერდისციპლინარული პერსპექტივები. რუტლეჯი. 6 ჯონას ნესენი და იორგენ ლარსონი(2015): შეამცირებს თუ არა სამუშაო დროის შემოკლება სათბურის გაზების გამოყოფას? შვედეთის ოჯახებში დროის გამოყენებისა და მოხმარების ანალიზი, პუბლიკაციაში: გარემო და დაგეგმვა C: მთავრობა და პოლიტიკა 33, გვ. 726-745. 7 რობერტ გროსი(2018): ოთხდღიანი სამუშაო კვირა. რუტლეჯი. 8 ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი(2019): პროდუქტიულობა – ანაზღაურების სხვაობა(2019 წლის ივლისი); ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.epi.org/productivity წყაროები დემოგრაფიული ცვლილება: https://www.eea.europa.eu/data-and-maps/indicators/total-population-outlook-from-unstat-3/assessment-1 https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/Unemployment_statistics https://www.cedefop.europa.eu/en/publications-and-resources/publications/3075 გაციფრულება: https://www.iea.org/reports/digitalisation https://www.ipcc.ch/site/assets/uploads/2018/02/ipcc_wg3_ar5_chapter8.pdf https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=PI_COM:C(2019)1955&from=EN https://ec.europa.eu/info/news/new-rules-external-power-supplies-will-enable-household-energy-savings2020-mar-31_ro https://reports.weforum.org/digital-transformation/electricity-generating-value-through-digital-transformation/?doing_wp_cron=1592572993.3050439357757568359375 http://www3.weforum.org/docs/WEF_FOW_Reskilling_Revolution.pdf https://www.oecd.org/going-digital/changing-nature-of-work-in-the-digital-era.pdf შემცირებული სამუშაო საათები: https://www.etui.org/content/download/32642/303199/file/Guide_Working+time-web-v https://journals.sagepub.com/doi/abs/10.1068/c12239 https://434c74b4-116e-43a0-ab00-04a130c61444.filesusr.com/ugd/6a142f_36162778914a46b3a00dcd466562fce7.pdf 80 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია თუ ენერგეტიკის ტრანზიციის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის დროს დავიცავთ სამართლიანობასა და თანასწორობას, მივაღწევთ ოთხ მიზანს ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. პირველ რიგში, განახლებადი ენერგია დემოკრატიულს გახდის ჩვენს ელექტროენერგეტიკულ სისტემებსა და ინფრასტრუქტურას, ანუ ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების პროცესებს. მეორე, ეს დაგვეხმარება უზრუნველვყოთ წვდომა იაფ და საიმედო ენერგიაზე ყველასთვის: ბიზნესისთვის, მშრომელებისათვისა და მომხმარებლებისთვის. მესამე, ეს პროცესები ხელს შეუწყობს კლიმატის კრიზისისა და მისგან გამოწვეული სოციალური ზემოქმედების შეზღუდვას. და, მეოთხე, განახლებადი ენერგია გააუმჯობესებს ჯანმრთელობას ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ დონეზე. ამ თავში გიჩვენებთ, თუ როგორ დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განახლებად ენერგიაზე გადაყვანა პლანეტისა და სამუშაო ადგილების გადარჩენაში, როგორ გააუმჯობესებს ეს პროცესი პირობებს და შეამცირებს ემისიებს. ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელი და ხელუხლებელი პლანეტა ხომ ყველა ჩვენი სამუშაოს საფუძველია. დეკარბონიზებულ ენერგოსისტემაზე გადასვლით, ელექტროენერგია ენერგიის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წყარო გახდება, რადგან განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მოხდება სხვადასხვა ენერგოსექტორის უფრო და უფრო ელექტროფიცირება(„სექტორების დაწყვილება“). იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ფოკუსირებული დისკუსია და წარმოვადგინოთ რაც შეიძლება მეტი საჭირო არგუმენტი, ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ენერგოსექტორზე. … ქარს ტურბინები აფუჭებს ხედს და ცუდია ჩიტებისთვის … 82 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია ნაწილი I: დემოკრატიას დემოკრატები სჭირდება, ენერგეტიკას კი დემოკრატიზაცია. სამოქალაქო ჩართულობა წარმოადგენს ენერგოსექტორის დემოკრატიის საფუძველს, არა მხოლოდ როგორც გარდამავალი ენერგეტიკის ნაწილი. ის შეიძლება გულისხმობდეს სიტყვის თქმის თანაბარ უფლებასაც იმ პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს ენერგეტიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური არჩევანის მორალურ მოტივებზე. ამრიგად, იქმნება ენერგეტიკის თვალსაზრისით თანმიმდევრული საზოგადოება, რომელიც აგებულია პრინციპზე „ქვემოდან ზევით“. შედეგად, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა შეამცირებს განსხვავებას, რომელიც არსებობს მოქალაქეებს ანუ ენერგიის საბოლოო მომხმარებლებსა და არსებულ მწარმოებლებს შორის. ეს, თავის მხრივ, შეცვლის თანამშრომლობითი მოხმარების კონცეფციას, რომელსაც უწოდებენ „პროსუმერიზმს“. 1 • მაგალითად ავიღებთ გერმანიას ან სკანდინავიას, სადაც აღიარებულია მოქალაქეებისგან გამომუშავებული ენერგიის მნიშვნელობა ელექტროენერგეტიკის მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესში, აშკარად დავინახავთ, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლამ ხელი შეუწყო ამ სფეროს დემოკრატიზაციას. ეს სცილდება მოქალაქეთა თანამონაწილეობას და ინდივიდებისა და შიდამეურნეობებისთვის ქმნის თანაბარ შესაძლებელობებს საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში ჰქონდეთ ელექტროენერგიის წარმოების დაწესებულებები თუ პროცესები. პროსუმერიზმის გარდა, 2018 წელს მხოლოდ გერმანიას ჰქონდა 824 მოქმედი ენერგოკოოპერატივი. ეს მაჩვენებელი ახლოს არის დანიის 1999 წლის პიკთან - 931. 2 ამ მაგალითს თითოეული ქვეყანა და რეგიონი უნდა მიჰყვეს, რათა ენერგეტიკის სექტორში ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი იყოს დემოკრატიული არჩევანის გაკეთება. • განახლებად ენერგიაზე გადასვლა საკმარისად დეცენტრალიზებულად მოხდება, ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ენერგოკოოპერატივებს, საზოგადოების საკუთრებაში არსებულ თუ მუნიციპალურ ენერგოსადგურებს, საკუთარი როლი შეასრულონ ენერგოსისტემაში. • ეკონომიკური მოდელების დახმარებით, სახელმწიფო, როგორც მთავარი პარტნიორი ენერგეტიკის სოციალურად სამართლიან გარდაქმნაში, ხელს შეუწყობს, რომ სექტორის დემოკრატიზაციამ ხავერდოვანი პროცესის სახე მიიღოს და განისაზღვროს კავშირი ენერგიასა და მოქალაქეებს შორის. ენერგიაში კი აქ ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ სინათლის, არამედ შემოსავლის წყაროსაც. • ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი დადებითი მაგალითი აჩვენებს, რა სარგებელი მოაქვს ენერგეტიკის დეცენტრალიზებას, რომელსაც თან ახლავს თანამონაწილეობითი მმართველობა, რე-მუნიციპალიზაცია (რაც გულისხმობს მომსახურების დაბრუნებას მუნიციპალური ორგანოებისთვის მას შემდეგ, რაც მას კერძო კომპანიები ფლობდნენ ან მართავდნენ) და დევოლუცია(უფლებამოსილების გადაცემა), რომელიც ასევე მოითხოვს მწარმოებლებისა და მომხმარებლების არსებული როლების განვითარებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ქსელების მართვაში. ამასთან, დეცენტრალიზების წარმატება დამოკიდებულია სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე, რაც აუცილებელია დაწე-სებულებების სამართავად, ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების უზრუნველსაყოფად და ადგილობრივ ხელისუფლებასა და ენერგეტიკის საზოგადოებებს შორის ძლიერი სინერგიის ჩამოსაყალიბებლად. დღეს თანამედროვე გადამცემ ქსელთან კავშირი როგორც რეგიონებს შორის, ისე მთელი ევროპის მასშტაბით, წარმოადგენს წარმატებული ენერგეტიკული ტრანზიციის სტრუქტურულ წინაპირობას, რომელიც ორიენტირებულია დეცენტრალიზებულ წარმოებაზე. • პატარა ქალაქი ვოლფჰაგენი არის 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 83 შესანიშნავი მაგალითი ადგილობრივი ენერგოპროექტისა, რომელიც განხორციელდა ენერგეტიკის დეცენტრალიზაციის ზემოხსენებული პირობების წყალობით და მოიტანა ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი: სამუშაო ადგილები, შემოსავალი, მნიშვნელოვანი დეკარბონიზაცია და რეგიონის ეკონომიკის დემოკრატიზაცია. საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჰიბრიდულ მოდელზე დაყრდნობით, ამ პროექტმა განავითარა ინოვაციური მიდგომა ენერგოსექტორის საქმიანობების რემუნიციპალიზაციის იდეის საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი კომპანია„შტადტვერკე ვოლფჰაგენი“ (Stadtwerke Wolfhagen) პროცესების ხელმძღვანელად იქცა, შემდეგ კი მოქალაქეების ევროკავშირის ვალდებულებაა ენერგო-სიღარიბის დაძლევა და სამართლიანი ტრანზიციის უზრუნველყოფა ეთანხმება ენერგოკოოპერატივის„ბეგ ვოლფჰაგენი“(BEG Wolfhagen) თანა-მფლობელი გახდა. ამან მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს მოუტანა პირდაპირი სარგებელი: კოოპერატიული კაპიტალის ინვესტიცია, მუნიციპალიტეტის მიერ რისკების შემცირება, მოქალაქეების დემოკრატიული ჩართულობისა და გაზიარებული მმართველობის ახალი ფორმები. 3 ძალზე მნიშვნელოვანია აქვე აღვნიშნოთ, რომ მსგავსი საზოგადოებები არ ხდებიან„ენერგეტიკის კუნძულები“, არამედ ინტეგრირდებიან სტაბილურ ეროვნულ ელექტროსისტემაში(იხ. ქვემოთ). • რომ ენერგეტიკაზე წვდომა იყოს ყველასთვის ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მდგრადი, აუცილებელია განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარება და მასში არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ადგილობრივი ეკონომიკური მოდელების, მზისა და ქარის რესურსების გაერთიანება. დღესდღეობბით, 2020 წელს, როდესაც ცხრიდან ერთ ადამიაანს აქვს შეზღუდული ელექტროენერგია სახლის გასანათებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას მთავრობებს, ბიზნესებსა და მოქალაქეებს შორის. ამ ტიპის ორმხრივი მოქმედდება აუცილებელია, რომ გაჭირვებულ ფენას დავეხმაროთ განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოებით, ასევე სათანადო ინფრასტრუქტურრის შექმნით, რომელიც დააკავშირებს ყველა ოჯახს და უზრუნველყოფს ხარჯების სამართლიან განაწილებას. 4 კოსოვოში ენერგეტიკული სიღარრიბე ოჯახების 50 პროცენტს არ აძლევს საკმარრისი სითბოს მიღების საშუალებას, 5 ხოლო საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ის ხელს უშლის ბავშვებს სკოლაში სიარულში. ამ მხრივ იმუნიტეტი არც ევროკავშირს აქვს: 2018 წელს, ევროკავშირის მოქალაქეთა საშუალოდ 7,3 პროცენტმა განაცხადა, რომ სახლებს საკმარისსად ვერ ათბობდნენ. ბულგარეთში ეს მაჩვენებბელი უდრიდა 33,7 პროცენტს, საბერძნეთში კი 22,7%-ს. 6 მეორე მხრივ, რაც შეეხება დამოკიდებბულებას ენერგეტიკის პოლიტიკის მიმართ, ევროპულმა კვლევამ აჩვენა შემდეგი: ათი რესპონდენტიდან ცხრა(90 პროცენტი) თანახმაა, ევროკავშირის პასუხისმგებლობა იყოს„ენერგეტტიკული სიღარიბის დაძლევა და ენერგოსექტორრის სამართლიანი გადასვლის უზრუნველყოფა ისე, რომ ამან მოიცვას თითოეული მოქალაქე და რეგი-ონი.“ 7 ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირრის მომავალ წევრ ქვეყნებში: სერბეთში მოქალლაქეებმა გამოთქვეს სურვილი, ხეტყის ნაცვლლად, რომელიც ყველაზე იაფი რესურსია, გათბობისთვის გადავიდნენ განახლებადი 84 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 85 ენერგიის მოხმარებაზე. 8 • და დეკარბონიზაციის პარალელურად, ენერგოსისტემის დემოკრატიზაცია, რომელიც მიიღწევა განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდით ადგილობრივი ენერგეტიკული მოდელების საშუალებით, როგორიცაა კოოპერატივები და მუნიციპალური ენერგოსადგურები. დემოკრატიზაცია შექმნის ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობას, რომელიც ემყარება ნდობასა და სოლიდარობას როგორც მოქალაქეებს, ისე ყველა სხვა მოქმედ პირს შორის. ეს რომ აუცილებლად მოხდეს, ჩვენ გვჭირდება კარგად შემუშავებული კანონმდებლობა და რეგულაციები განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით. ამით შევქმნით ხელსაყრელ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ პროექტებს, კოოპერატივებსა და საზოგადოებრივ დაწესებულებებს(საავადმყოფოებსა და სკოლებს) ინვესტიცია ჩადონ განახლებადი ენერგიის სექტორში. ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სწორედ ჩვენმა ერთიანმა მოქმედებამ შეუწყო ხელი წინსვლას ადგილობრივ დონეზე: სკოლებში, საავადმყოფოებში და მზარდ ეკონომიკურ დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის წყაროს. • ენერგეტიკული მმართველობა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, საზოგადოებებსა და ადგილობრივი პროექტის ბენეფიციარებს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გადაწყვეტილების მიღებისა და ექსპლუატაციის პროცესში და გახდნენ საკუთრების სტრუქტურების განუყოფელი ნაწილი, აძლიერებს თავად კარგი მმართველობის საყრდენს. სამოქალაქო მონაწილეობა და საკუთრება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი რესურსების განაწილების ეფექტურობასა და ენერგოსექტორის გრძელვადიან სტაბილურობას. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლის კონტექტსში, მრავალ ქვეყანას არ გააჩნია სათანადო პოლიტიკა დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური გადასვლის უზრუნველსაყოფად? როგორ უზრუნველვყოთ ენერგეტიკული დემოკრატია განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის გზით? საკითხის მოგვარების გზა: ენერგეტიკის გარდამავალი პერიოდი, რომლის მიმართულებაც არის„ქვემოდან ზევით“ • არ მოქმედებს მმართველობის სტრუქტურები, ლიდერებმა უნდა სცადონ ადგილზე შექმნან ხელსაყრელი პირობები თანამონაწილეობითი გადასვლისთვის ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ცენტრალურ და აღმოსავლეთ (CEE), ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის (SEE) ქვეყნებში რამდენიმე შემთხვევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ამის წარმატებით განხორციელება: ზოგიერთმა საზოგადოებამ შექმნა განახლებადი ენერგიის წარმოების თანამონაწილეობითი პროექტები, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხელს უშლიდა არასათანადო ან ცუდად განხორციელებული სამართლებრივი ჩარჩო. ამრიგად, ადგილობრივმა ენერგეტიკულმა გარდაქმნამ შეიძლება ხელი შეუწყოს დადებით საზოგადოებრივ ცვლილებას, წარმოქმნას ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მმართველობითი სტრუქტურები და საერთო სარგებელი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკის გარდაქმნა გულისხმობდა მასიური ფოტოვოლტური და ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟებას. პროექტი დაფინანსებული იყო უცხოური კაპიტალით, რომელსაც ჰქონდა ეროვნული მთავრობის ფინანსური წახალისება. თუმცა ეს სულაც არ უდრიდა სამართლიან გადასვლას, თუ შევხედავთ სამუშაოსა და საყოველთაო სარგებლის კუთხით. • რომ ენერგეტიკულ გადასვლას თან ერთვოდეს ენერგეტიკული დემოკრატია, ამ შემთხვევებში საჭიროა პოლიტიკა და გარემო, რომელიც მოქალაქეების დემოკრატიულ ჩართვას გულისხმობს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვუწოდოთ მას სამართლიანი გადასვლა. ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეები, უნდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ენერგობლოკების საკუთრებაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში, როგორც„პროსუმერები“ან ენერგოკოოპერატივებისა და სხვა ენერგეტიკული პროექტების ინვესტორები. სწორედ ენერგეტიკული დემოკრატიის ეს იდეაა დამაიმედებელი ამ სექტორის მიმდინარე გარდაქმნის პროცესში.. ჩვენ უნდა შევქმნათ მდგრადი ენერგეტიკული ლანდშაფტი ჩვენი პლანეტის საზღვრებში და ამავე დროს ახალი ენერგო-პოლიტიკის ძირითად საყრდენებად ვაქციოთ სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა. მაგრამ რას იტყვით... ...განსხვავებულ დამოკიდებულებებზე განახლებადი ენერგიის პროექტების მიმართ? ზოგ მოქალაქეს ან საზოგადოებრივ ჯგუფს განახლებადი ენერგიის წყაროები შეიძლება აინტერესებდეს ეკონომიკური ქმედუნარიანობის გამო, სხვებს- გარემოსდაცვითი სარგებლის გამო, ზოგს კი საერთოდ არ აინტერესებდეს. რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და როგორი ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ენერგეტიკული გარდამავალი პროცესი განხორციელდეს დემოკრატიული გზით? საკითხის მოგვარების გზა: ინკლუზიური, სამართლიანი გარდაქმნა • გარდაქმნამდე რომ მივიდეთ, საჭიროა: ინკლუზიური პროცესები ყველა ჩართულ საზოგადოებრივ ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით პროფკავშირებთან, რომლებიც ითხოვენ სამუშაოს გარდაქმნის სტრატეგიულ დაგეგმვას; რესურსების უზრუნველყოფა ტრანზიციის სახსრებით; განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მდგრადი და ინოვაციური გადაწყვეტილებები. • დემოკრატიზაცია იზომება ინდივიდებისა და ენერგოკოოპერატივების მიერ წარმოებული ენერგიის წილით. შესაბამისად, ჩვენი ერთიანი ენერგეტიკული საზოგადოების წარმატება უნდა შეფასდეს ურთიერთდაკავშირების დონით მრავალფეროვან, ძირითადად დეცენტრალიზებულ და დეკარბონიზებულ სისტემაში, სადაც ყველა ვთანამშრომლობთ საყოველთაო სარგებლის შესაქმნელად. • ენერგეტიკაზე დემოკრატიული გადასვლის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო კამპანიით. ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული წიაღისეული საწვავის გამოყენება, როგორ მძიმედ ზემოქმედებს ეს ჩვენს გარემოზე, ჯანმრთელობაზე და, აქტივების დაბლოკვის გამო, ეკონომიკურ პერსპექტივებზეც. ყველამ უნდა ვიცოდეთ რეალური ფასი, რომელსაც ვიხდით წიაღისეულ საწვავში. ამას უფრო მკაფიოდ დავინახავთ, თუ იმ საბოლოო ფასს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიაში ვიხდით, ჩამოვაშორებთ ყველა სუბსიდიას, გადასახადისგან გათავისუფლებასა და შეღავათებს. მუშაკებმა და ბიზნეს კომპანიებმა უნდა იცოდნენ რა სარგებელი მოაქვს განახლებად ენერგიაზე გადასვლას და ამასთანავე, რა რისკები არსებობს, თუ ასე არ მოიქცევიან. გადასვლა რომ შესაძლებელი გახდეს, ინფორმაციის გავრცელებისა და გამჭვირვალობის გარდა, საჭიროა სხვადასხვა ინსტრუმენტი, როგორიცაა სამართლიანი ტრანზიციის ფონდები და კომპენსაციის პოლიტიკა სხვადასხვა ჯგუფების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რათა შესაძლებელი გახდეს გადასვლა. ამ გადასვლის უმთავრესი მიზანი ჩვენი ცხოვრების შეცვლა კი არა, დღევანდელი არსებობის დაცვაა, სამუშაოების გადარჩენასთან ერთად. ბოლოს და ბოლოს, მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები არ არსებობს. • დადებითმა მაგალითმა აჩვენა, რომ სამართლიანი და ინკლუზიური ტრანზიცია შესაძლებელია, თუ ჩართულ მხარეებს აქვთ სათანადო ინფორმაცია და ერთობლივად მოქმედებენ საერთო ენერგეტიკული მომავლის განსაზღვრისთვის. 86 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 87 მაგრამ რას იტყვით... …ეჭვებზე, რომ ენერგეტიკის დემოკრატიზაციის პროცესმა, რომელსაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული ქსელის სტაბილურობას და ძალიან ძვირი დაჯდეს? საკითხის მოგვარების გზა: მოქნილობა და თანამშრომლობა • შენახვისა და დაბალანსების სისტემებში ინვესტიციის ჩადება მნიშვნელოვანწილად გაზრდის განახლებადი ენერგიის გამოყენებას და დააჩქარებს ენერგეტიკულ გარდაქმნას. ფასები ეცემა, ამიტომ ახლა ყველაზე მეტად არის შესაძლებელი ქსელების გაფართოება და ურთიერთდაკავშირება უფრო მეტი სიმძლავრის შესაქმნელად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად (ტრანს-სასაზღვრო ელექტროგადამცემების საშუალებით). ეს, თავის მხრივ, რეგიონალური ენერგობაზრის ინტეგრაციისა და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა. ამრიგად, ქსელების გაფართოება და ელექტროენერგიის წარმოების დეცენტრალიზება არ არის წინააღმდეგობრივი იდეები. ინოვაციური ტექნოლოგიები, მაგალითად, ჭკვიანი ქსელები და მრიცხველები ისეა განვითარებული, როგორც არასდროს, და წარმოადგენს ენერგიის ტრანსფორმაციის დაჩქარების ხელმისაწვდომ, „ქვევიდან ზემოთ“ მიმართულ საშუალებას. • წლის წინ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის ელექტროენერგიის მრიცხველების მინიმუმ 80 პროცენტს შეცვლიდა ჭკვიანი მრიცხველებით. ეს მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის შექმნას, ემისიების ცხრა პროცენტით შემცირებას და ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დაზოგვას მოხმარების შეზღუდვისა და უკეთესად დაგეგმვის გზით. მას შემდეგ, რაც ქვეყნების უმრავლესობამ შეასრულა ეს ამოცანა, ისინი ახლა განსაზღვრავენ მიზნებს 2030 წლისთვის. 9 ევროკავშირისა და ენერგეტიკული საზოგადოების მხარდაჭერით, მსგავსი ინიციატივები უკვე ხორციელდება დასავლეთ ბალკანეთში. მაგალითად, ევროპის ერთერთი ლიდერია მონტენეგრო, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული გრანტით გეგმავს ჭკვიანი მრიცხველებისა და ქსელების დანერგვას. 1 მაგრამ რას იტყვით... ...სამართლიან წვდომაზე და განახლებადი ენერგიის წყაროების მხრივ არსებულ შეუსაბამობაზე საზოგადოებებში, ქვეყნებსა და რეგიონებში, რაც განსაზღვრავს ოპტიმალური წარმოებისა და მოხმარების დონეს? საკითხის მოგვარების გზა: ყველასთვის ხელმისაწვდომი სარგებელი • ნაწილში ურთიერთდაკავშირების იდეის შექმნა და ენერგიის წარმოებაზე, გადაცემასა და განაწილებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება აუცილებელია ქვეყნებისთვის, საზოგადოებებისა და რეგიონებისათვის. ეს მათთვის შექმნის თანაბარ წვდომას განახლებადი ენერგიის სარგებელზე, ბუნებრივი რესურსების დისბალანსის მიუხედავად. უფრო მეტიც, გეოგრაფიულად წიაღისეული საწვავი ბევრად უფრო არათანაბრად არის განაწილებული, ხოლო განახლებადი ენერგია გარკვეულწილად ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანასა და რეგიონში (მხოლოდ მცირე რეგიონული განსხვავებებით). • დროა განახლებადი ენერგიის წყაროები ისევ ვაქციოთ ყოველდღიური ეკონომიკური პროცესებისა და საერთო კულტურული ქცევის ნაწილად. მზისა და ქარის ენერგიის ისტორია ქვანახშირამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ისინი, ფაქტობრივად, ითვლება ენერგიის პირველ წყაროებს შორის, რომლებიც კაცობრიობამ ოდესღაც გამოიყენა, დღეს კი ტურისტულ სანახაობებს წარმოადგენს(მაგ. ქარის წისქვილები ესპანეთსა და ნიდერლანდებში, თექის საწარმოები ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში). • გვექნება სათანადოდ ინტეგრირებული და დაკავშირებული განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურა, სარგებელი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. 88 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 89 მაგრამ რას იტყვით... ...ელექტროენერგიის წვდომაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს შორეულ სოფლებში მცხოვრებ მრავალ ოჯახს? ისინი არ არიან ქსელში ჩართულნი და არც ექნებათ ამის საშუალება მაშინაც კი, თუ შესაძლებლობა მიეცემათ ქსელის გაფართოების ან სახურავებზე მზის პანელების უფასოდ დამონტაჟების გზით. საკითხის მოგვარების გზა:„არავინ გამოგვრჩეს“ • ხელმისაწვდომი ენერგია არის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის საფუძველი და ის, რაც მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ სოფლის ყველა მცირე თემისთვის. რადგან მზის ენერგიის სისტემები(რომლებიც მცირე ქსელშია გაერთიანებული ან საერთოდ არაა ქსელში) გაცილებით იაფი, მასშტაბური და სწრაფი საშუალებებია. ისინი ასევე სასარგებლოა სოფლად, სადაც ენერგიის დანაკარგები შეიძლება დიდი იყოს. ამრიგად, ამ ადგილებში განახლებადი ენერგიის გამოყენება შეარბილებს კლიმატის კრიზისის უარყოფით ზემოქმედებას სიღარიბესა და უთანასწორობაზე, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების განთავსება შესაძლებელს გახდის უნივერსალურ წვდომას ხარჯების სამართლიანი განაწილების გზით. ამით უზრუნველყოფილი იქნება პრინციპი„არავინ გამოგვრჩეს“. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ენერგეტიკულად თანმიმდევრული საზოგადოებისთვის, რომელიც აგებულია ურთიერთთანამშრომლობის, სოლიდარობისა და ნდობის საფუძველზე. საკითხის მოგვარების გზა: დივერსიფიკაცია • დეცენტრალიზება და გაციფრულება ძირითადი პირობებია ენერგოსექტორში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მონოპოლისტური ან ოლიგოპოლისტური სტრუქტურების ძალაუფლების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირებით, ინფორმაციის გაზიარებით და ქვეყნებსა და ბაზრის სხვადასხვა აქტორებს შორის თანამშრომლობით. ამის მიღწევა შესაძლებელია ციფრული გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ჭკვიანი ქსელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო მიწოდებას. უფრო მეტიც, დეცენტრალიზებული წარმოება ახდენს კიბერშეტევის რისკების დივერსიფიცირებას: ცენტრალიზებული სისტემა ბევრად უფრო დაუცველია, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ობიექტის მუშაობაზე. ენერგეტიკული დემოკრატია გულისხმობს შემდეგს: მოქალაქეები, როგორც„პროსუმერები“, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრაში; სახელმწიფოსთან და სხვა აქტორებთან ერთად ადგენენ ინსტიტუციური„თამაშის წესებს“; განსაზღვრავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, რესურსების განაწილებასა და უსაფრთხოებას. ევროკავშირის ინსტიტუტები და ნატოს ორგანოები ამას მხარს უჭერენ და თვლიან, რომ ენერგეტიკა არის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტი. ეს მათ ქმედებებშიც შესაბამისად აისახება. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ ენერგეტიკის სექტორი, რომელშიც დომინანტური იქნება განახლებადი ენერგიის წარმოება, გახდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილი და შესაბამისად, კიბერსაფრთხეების წინაშეც აღმოჩნდება? ნაწილი II: განახლებადი ენერგია გვეხმარება, იაფი და საიმედო ენერგია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, იქნება ეს დასაქმებული, მომხმარებელი თუ წარმოებები განახლებადი ენერგია 1 ჭკვიანურად მოგვარების გზა, რომელიც საბოლოოდ ყველას სარგებელს მოუტანს. განახლებადი ენერგიის წყაროებში დევს სიღარიბესა და უთანასწორობასთან ბრძოლის პოტენციალიც. მსოფლიოს მრავალ რეგიონში სტაბილური და იაფი ენერგიის, განსაკუთრებით ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა კვლავ პრივილეგიად რჩება. დამატებითი ღირებულების ადგილობრივ ჯაჭვებში განახლებადი ენერგიის დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის ინტეგრირებას შესწევს უნარი მოახდინოს შორეული სოფლების ელექტრიფიცირება და მოქალაქეებისთვის იაფი ენერგიის მიწოდება, ხოლო ბიზნესისთვის - მოგების მოტანა. ენერგოკოოპერატივებს ასევე შეუძლიათ ადგილობრივი თემების გაძლიერება და ენერგეტიკის დემოკრატიზაცია, როგორც ეს აღწერილია ბოლო ნაწილში. ინვესტორები და ბიზნეს კომპანიები მოგებას ნახავენ გრძელვადიან პერსპექტივაში. და ბიზნეს კომპანიები მოგებას ნახავენ გრძელვადიან პერსპექტივაში. 1. ირველი, განსხვავებით წიაღისეული ენერგიის წყაროებისგან, რომლებსაც აქვს მაღალი ხარჯები, განახლებადი ელექტროენერგიის დამატებითი ერთეულის წარმოების ღირებულება უახლოვდება ნულს. ეს კი ნიშნავს, რომ ბიზნეს კომპანიები დაზოგავენ ხარჯებს განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ. 1 2 2. ამისა, აღნიშნული ინფრასტრუქტურის ზრდა წარმოქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანს მცირე, თუმცა სტაბილურ შემოსავალს. 3. კრიზისის დროსაც კი, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მომსახურებებში ინვესტიციების ჩადება უსაფრთხოა, თუ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ამ ქმედების განსახორციელებლად. მსგავსი ინვესტიციები განსაკუთრებით მოსწონთ ინსტიტუციურ ინვესტორებს, მაგალითად, საპენსიო ფონდებს, რომლებიც მუდმივად ეძებენ უსაფრთხო მოგებას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში გავრცელებულ დაბალ საპროცენტო განაკვეთს. ამრიგად, ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის არსებობის შემთხვევაში(მაგალითად, საბაზრო ფასზე უფრო მაღალი ტარიფის დაწესებით), შეიქმნება უნიკალური შესაძლებლობები, რომ დეცენტრალიზებული პროექტები დაწინაურდნენ საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. • მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ ენერგიის შემცირებული და უფრო პროგნოზირებადი ფასებით. გარდა ამისა, ისინი იგრძნობენ მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ვინაიდან განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად გახდებიან სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებულნი ნახშირზე, ნავთობსა და გაზზე. უმეტეს ქვეყნებში წიაღისეული ენერგია იმპორტის სახით შედის, რაც ნიშნავს, რომ მათზე აისახება გლობალური ბაზრის ფასების ცვალებადობა და მიწოდების დეფიციტი. მომხმარებლები შეიძლება თვითონ გახდნენ ენერგიის მწარმოებლები ან„პროსუმერები“. მაგალითად, მათ შეუძლიათ აწარმოონ ელექტროენერგია დაბალი ხარჯის მქონე ფოტოვოლტური პანელების საშუალებით, შემდეგ გამოიყენონ ეს ენერგია თვითონ ან მიმართონ ის პირდაპირ ქსელში. • შეეხება მუშებს, განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის ამოქმედება მათთვის მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ქარის ელექტროსადგურები, ფოტოვოლტური პანელები და უფრო მეტად დეცენტრალიზებული ქსელი საჭიროებს მოვლას, ამიტომ ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის სექტორში სამუშაო იქნება ჯანსაღი და უსაფრთხო, თუ 90 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 91 მუშებს ჩაუტარდებათ შესაფერისი ტრენინგი. მთავარი კითხვა არის ის, თუ როგორ დავეხმაროთ მუშებს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულნი არიან წიაღისეული ენერგიის სექტორში და მისი მიწოდების ჯაჭვში, მაგ. ნახშირის მოპოვებაში. მე-2 თავში უკვე განვიხილეთ სამუშაო ადგილების საკითხი და ისიც, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მუშებს ტრანზიციის დროს. • ენერგიის წყაროები ხელს უწყობს იმას, რომ მოხდეს სოციალური დაახლოება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები(მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული) განმტკიცებული იყოს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა იმისა, რომ იცავს ჩვენს უფლებას გვქონდეს სუფთა ჰაერი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო, განახლებადი ენერგიის წყაროები ჰორიზონტალური რესურსების მართვის საშუალებასაც იძლევა, რაც საზოგადოების თითოეული წევრს ანიჭებს უფრო მეტ ავტონომიას. მაგალითად, თერმული ენერგიის სადგურებში არსებული„ზემოდან ქვემოთ“ სტრუქტურების შენარჩუნების ნაცვლად მოქალაქეების ჩართვა გააუმჯობესებს როგორც გენდერულ, ისე საერთო თანასწორობას. ენერგოსექტორის სამუშაო ძალის გენდერული წარმომადგენლობის ბოლოდროინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის დარგში ათი პროცენტით მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე ნავთობისა და გაზის სექტორში. არსებული მაჩვენებელი- 32 პროცენტი ჯერ კიდევ შორს არის თანაბარი წარმომადგენლობისგან, მაგრამ ტენდენცია სწორი მიმართულებით მიდის, რაც ძალიან დამაიმედებელია. 1 -ბ ბელს გახდის გენდერული პერსპექტივის გააზრებას და ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. ამრიგად, მოხდება იმ კონკრეტული პრობლემების გათვალისწინება, რომლებსაც აწყდებიან სოციალურად დაუცველი საზოგადოებრივი ჯგუფების ქალები. ვგულისხმობთ, რომ ისინი უფრო მეტად განიცდიან კლიმატის კრიზისს და იმ სექტორებისგან წარმოქმნილ საფრთხეებს(მაგალითად, წყლის დეფიციტს, ჰაერის დაბინძურებას და ა.შ.), რომლებიც ბევრ ქვანახშირს მოიხმარენ. მაგრამ რას იტყვით... …ტექნოლოგიურ გამოწვევებზე? საიდან ვიცით, რომ ყოველთვის გვექნება უსაფრთხო და სტაბილური ენერგო მომარაგება მაშინ, როცა ენერგიის გამომუშავება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, როგორიცაა მზე და ქარი, ცვალებადია? საკითხის მოგვარების გზა: შენახვა და ურთიერთდაკავშირება • წყაროებიდან ელექტროენერგიის გამომუშავება არსებითად განსხვავდება წიაღისეული საწვავის წარმოების ამჟამინდელი სისტემისგან, რომელიც ძალიან ცენტრალიზებულია. ამინდის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს რყევები ქსელში, ხოლო გრძელმა, ცივმა ზამთარმა - მიწოდების შეზღუდვა. ამიტომ, დიდი ალბათობით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მცირე, დეცენტრალიზებულ სარეზერვო დანადგარებს, რომლებიც მუშაობს ბუნებრივ აირზე, ბიოგაზზე ან შენახულ ჰიდროენერგიაზე. ამ ობიექტების დაპროექტება და განაწილება მთელ ენერგეტიკულ ქსელში ისე უნდა მოხდეს, რომ ადვილი იყოს მათი მორგება მწვანე სინთეზურ გაზზე. ეს წარმოადგენს სარეზერვო ვარიანტს გრძელვადიან პერსპექტივაში. სინამდვილეში უკვე არსებობს ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც გვჭირდება სტაბილურობისა და საიმედოობის საკითხების მოსაგვარებლად: • ელექტროენერგიის შენახვის დეცენტრალიზებული ობიექტები საშუალებას მოგვცემს შევინახოთ ენერგიის ჭარბი რაოდენობა ხანმოკლე რყევების დასაძლევად. დღეს უკვე ხელმისაწვდომია შენახვის სხვა ეფექტური ტექნოლოგიები- დაწყებული მექანიკური გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ტუმბოს საშუალებით შენახვა, დამთავრებული ელემენტებითა და სინთეზური გაზის წარმოებით. ზედმეტი ენერგიის გამოყენება სინთეზური გაზის წარმოებისთვის საშუალებას გვაძლევს ენერგია უფრო ხანგრძლივად შევინახოთ. ასე შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ენერგია არ გამოგველიოს გრძელი, ბნელი და ცივი ზამთრის განმავლობაშიც კი. • ციფრული ტექნოლოგიები გვაწვდის ენერგეტიკული ქსელის მართვის ეფექტურ და ავტომატიზებულ საშუალებებს, რაც ზრდის სტაბილურობას ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის უკეთესი კოორდინაციის გზით. • ქვეყნებს შორის ეროვნული ქსელების დამატებითი ინტეგრაცია საშუალებას გვაძლევს ელექტროენერგია გავანაწილოთ მთელ კონტინენტზე. ეს ურთიერთკავშირი უკვე არსებობს„ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის“ სახით. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ესპანეთში მზე ანათებს მაშინ, როცა სლოვაკეთში მოთხოვნა ყველაზე მაღალია, პირველი ქვეყნის მიწოდება აკმაყოფილებს მეორის მოთხოვნას. შესაბამისად, სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაგვჭირდება ნაკლები განახლებადი ენერგიის შენახვა.„ენერგეტიკულმა კავშირმა“(როგორც სტრატეგიამ) და„ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“(როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ) ასევე შექმნეს სამართლებრივი ჩარჩო და განსაზღვრეს ენერგორესურსებზე გადასვლის ძირითადი ეტაპები ევროკავშირის კანდიდატი და არაწევრი ქვეყნების ენერგოსექტორისთვის. • ენერგიების დეცენტრალიზებული წარმოების შესაძლებლობა მომხმარებლებს ე.წ. „ენერგეტიკულ მოქალაქეებად“ აქცევს. თემებს შეუძლიათ საკუთარი ქარის ელექტროსადგურების მართვა, ხოლო ოჯახებს- მზის ფოტოელემენტების სისტემების დაყენება. ეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ხელს უწყობს გადასვლას მწვანე ენერგეტიკაზე საკუთრების შექმნის საშუალებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს თანხების ჩადება ინფრასტრუქტურის გაფართოებაში, თუ ადგილობრივი თემები მიიღებენ სარგებელს ენერგიის პირდაპირ ქსელში დაბრუნების შედეგად. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც„ენერგეტიკული მოქალაქეები“, ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვიქნებით დაკავშირებულნი ენერგოსისტემასთან და მის შედეგებთან. შესაბამისად, ბევრად უფრო ფრთხილად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ენერგიის მოთხოვნების და საერთო მოხმარების შესახებ. ამის განსახორციელებლად საჭიროა მმართველობის ადეკვატური ჩარჩო, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი და დეცენტრალიზებული ინიციატივები არ გახდება მეორეხარისხოვანი დიდი კორპორაციებისა თუ დეველოპერებისთვის. მაგრამ რას იტყვით... ...განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის ხარჯებზე? როგორ უზრუნველვყოთ, რომ ინფრასტრუქტურის გაფართოებამ არ გაზარდოს ელექტროენერგიის ფასები, არ დააზიანოს ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა და კიდევ უფრო არ დაამძიმოს დაბალი და არასაკმარისი შემოსავლის მქონე ოჯახების ტვირთი? 92 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია საკითხის მოგვარების გზა: ფასების შემცირება, მოგების გაზრდა როგორ დავარეგულირებთ ფასებს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება ენერგეტიკის ტრანზიციის მართვა. მომდევნო რამდენიმე პუნქტში გადავხედავთ გერმანულ მაგალითს და ვისაუბრებთ მიღებულ გაკვეთილებზე. გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ამ მხრივ და, შესაბამისად, გვაწვდის მნიშვნელოვან გამოცდილებას, საიდანაც შეიძლება ვისწავლოთ. • მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ 2000 წელს გერმანიის განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ აქტის შემოღების შემდეგ ელექტროენერგიის ფასები გაორმაგდა შინამეურნეობებისთვის, ასევე, ბევრი მცირე და საშუალო საწარმოსთვის. ეს ღარიბ ოჯახებზე განსაკუთრებით არაპროპორციულად აისახა, რადგან ელექტროენერგიის ხარჯებს მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მიაქვს. • ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების დაფინანსება ხდებოდა მწვანე ელექტროენერგიისთვის საბაზრო ფასზე მაღალი ტარიფის ფიქსირებული დაწესებით. სხვაობა ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და გარანტირებულ ტარიფს შორის აისახა მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო საწარმოებზე- გადასახადებზე განახლებადი ენერგიის დამატებითი ღირებულების სახით. ეს ძალზე ეფექტური იყო განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ ზემოაღნიშნული ფასი დიდ ტვირთად დააწვა დაბალი და არასაკმარისი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს. • ეს მხოლოდ განმარტავს ფასის ზრდის ნაწილს. ელექტროენერგიის ფასები ასევე ექვემდებარება რამდენიმე სხვა გადასახადს და მოსაკრებელს, რომლებიც შესაბამისად გაიზარდა. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები- ინდუსტრიები, გათავისუფლდნენ განახლებადი ენერგიის დამატებითი ღირებულებისგან, რის გამოც უფრო მეტი ტვირთი დააწვა ყველა სხვა მომხმარებელს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამატებითი გადასახადი შემცირდა. • მეტიც, უკვე ათწლეულებია მთავრობები სუბსიდიებს დებენ წიაღისეული ენერგიის წყაროებსა და ბირთვულ ენერგიაში, თუმცა ეს არ ჩანს ჩვენს ელექტროენერგიის ქვითარში, რადგან მისი გადახდა ხდება საგადასახადო შემოსავლებიდან. ეს ნიშნავს, რომ წარსულში ელექტროენერგიის ფასები არასდროს ასახავდა წიაღისეული ენერგიის გამომუშავების ნამდვილ ხარჯებს. 2019 წელს გერმანიის ენერგოსექტორებში გარემოსდაცვითი კუთხით საზიანო სუბსიდიებმა დაახლოებით 17 მილიარდი ევრო შეადგენა. ამრიგად, განახლებად ენერგიაზე ხშირად ცუდს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ მათი სუბსიდირება ისე არ ხდება, როგორც წიაღისეული ენერგიისა. ამ გარემოსდაცვითი კუთხით საზიანო სუბსიდიების გადამისამართება ათავისუფლებს სახსრებს სახელმწიფო ბიუჯეტებში, ინფრასტრუქტურის ინვესტიციებისთვის ან ტრადიციულ ენერგოსექტორში დასაქმებული პირების სამართლიანი ტრანზიციის დასაფინანსებლად. • ამისა, წიაღისეულით გამომუშავებული ელექტროენერგიის ან წიაღისეული საწვავის ფასი არ ითვალისწინებს გარე ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, გლობალური დათბობის გავლენას, გარემოს დეგრადაციას ან ბირთვული ნარჩენების შენახვას. დაანგარიშებაში ესეც რომ შესულიყო, უფრო რეალისტურ სურათს მივიღებდით და განახლებადი ენერგიის წყაროები კონკურენტუნარიანი იქნებოდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ეკოლოგიურად მავნე ზემოქმედება გარკვეული დროის შემდეგ ხდება საგრძნობი, არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავიანგარიშოთ ისინი დღეს და უბრალოდ გადავცეთ მომავალ თაობებს. • განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდა გაცილებით იაფია, ვიდრე ადრე. პიონერმა ქვეყნებმა(მათ შორის გერმანიამ) ხელი შეუწყვეს განახლებადი ენერგიის ბაზრის შექმნას, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი კვლევა და განვითარება, ასევე, მასობრივი წარ4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 93 მოების საშუალებით მასშტაბის ეკონომიკის ჩამოყალიბება. შედეგად, დღეს ქარის ტურბინები და მზის ფოტოელექტრული პანელები გაცილებით იაფია, ვიდრე ადრე, ხოლო მათი ამუშავება- უფრო ადვილი, ვიდრე პირველ ხანებში. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ეთიოპია და მაროკო, ახლახან დაამტკიცეს, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა შესაძლებელია ელექტროენერგიის ფასის მომატების გარეშე. • ამისა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ნახშირზე მომუშავე ბევრი ელექტროსადგური აღარ არის მომგებიანი. ისინი საბოლოოდ დაბლოკილ აქტივებად გადაიქცევიან, თუ სახელმწიფოსგან არ მიიღებენ სუბსიდიებს საოპერაციო მოგების მარჟის გადასახდელად. ეს არ ეხება მხოლოდ ძველ დანადგარებს. მაგალითად, პოლონეთში აქციონერების სარჩელის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია აპირებდა ახალი ნახშირის ელექტროსადგურის მშენებლობას, მაგრამ ვერ შეძლო ეჩვენებინა, თუ როგორ იმუშავებდა ქარხანა მოგებაზე, ამიტომ საბოლოოდ იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტზე. ეს ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით გაწევრიანების კანდიდატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ნახშირბადის ფასწარმქმნის მექანიზმი- ემისიების სავაჭრო სქემა(ETS) მათზე ჯერ არ ვრცელდება, მათ დღეს უნდა განიხილონ ეს, სანამ ჩადებენ გრძელვადიან ინვესტიციებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში. უფრო მეტიც, ევროპის ენერგეტიკული კანონით წიაღისეული საწვავის წარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიების განხორციელება უნდა შეფასდეს, როგორც უკანონო სახელმწიფო დახმარება. საბოლოოდ კი ქვეყნისთვის ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ის არ ასრულებს გაწევრიანების მოთხოვნებს. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდება, კანონმდებლობის ასეთმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მისი იძულება, შეწყვიტოს ობიექტების ექსპლუატაცია. გარდა ამისა, ევროკავშირის დონეზე მიმდინარე დისკუსიებში ნახშირბადის ზღვარის მიხედვით გადასახადის კორექტირებაზე (როგორც ეს განხილულია მე-2 თავში, გვერდი 58), გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: ენერგიის ექსპორტის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა და ენერგოტევადი პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში. • საქმე ეხება ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყველა კომპანია არ ექვემდებარება საერთაშორისო კონკურენციას, სადაც მოქმედებს ენერგიის ფასების დიფერენცირება წარმოების ხარჯებში. უფრო მეტიც, ელექტროენერგიის ხარჯები მხოლოდ ერთია იმ მრავალი ფაქტორიდან, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე. გაანგარიშებაში ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული სიახლოვე ბაზრებთან, ტრანსპორტის ხარჯები, საერთო პროდუქტიულობა და ა.შ. • საკითხი, თუ როგორ იმოქმედებს განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა ელექტროენერგიის ფასებზე, დამოკიდებულია მართვაზე. ეს ნიშნავს, რომ საკითხი ისე კი არ დგას, თუ განხორციელდება პროცესი, არამედ როგორ განხორციელდება. ელექტროენერგიის ფასების გაკონტროლების მიზნით, განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის სუბსიდირება შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი სუბსიდირების სახით, ე.ი. იაფი სესხების გაცემით, ან კერძო ინვესტიციების წახალისებით. წარსულში ეს ვარიანტები ხშირად პრობლემური იყო, რადგან სახელმწიფო დახმარებაზე ევროკავშირი მკაცრ წესებს აწესებდა. თუმცა, ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში, მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარების წესების გადასინჯვა. გარდა ამისა, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ევროკომისია მიზნად ისახავს ტრილიონი ევროს მობილიზებას, რომლის ნაწილი მოხმარდება წევრ ქვეყნებში ენერგეტიკული სისტემების განახლებას. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა და ეხება გარდამავალ ეკონომიკასაც. • ბოლოს, თუ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნისას შეუძლებელია ფასის ზრდის თავიდან არიდება, დაბალი და არასაკმარისი შემოსავლის 94 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია მქონე ოჯახებმა შეიძლება მიიღონ დახმარება ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვაში. პრობლემის არსი მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სოციალური საკითხები სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტებით უნდა მოვაგვაროთ. მაგრამ რას იტყვით... ...წიაღისეული ენერგიის დარგის სამუშაოებზე? როგორ უზრუნველვყოთ, რომ ეს მუშები უკან არ ჩამოგვრჩნენ? საკითხის მოგვარების გზა: მობილიზება სამართლიანი ტრანზიციისთვის • მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების უმეტესობა, განსაკუთრებით ქვანახშირის სექტორში, უკვე მოხდა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ და ავტომატიზაციამ ხელი შეუწყო დარგში მუშების საჭიროების მკვეთრ შემცირებას. შესაბამისად, იკლო იმ ადამიანების რეალურმა რაოდენობამ, რომლებიც მუშაობენ ქვანახშირის მოპოვებისა და დაწვის მიმართულებით. ენერგოსექტორის სოციალურად სამართლიანი ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მდგრად გადაწყვეტილებებს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით(დასაქმების მიმართულება დეტალურად არის განხილული მე-2 თავში). • ისიც, რომ ქვანახშირის მოპოვებაში ან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებში მუშაობა არასოდეს ყოფილა ძალიან მიმზიდველი. ეს იყო(და ზოგჯერ ახლაც არის) საშიში და ძალზე მძიმე სამუშაო. სწორედ ამიტომ მაღაროელებმა დაიწყეს ორგანიზება ინდუსტრიალიზაციის ყველაზე ადრეულ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულის განმავლობაში ბრძოლის შემდეგ პროფკავშირებმა შეძლეს სამუშაო პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება(მაგალითად ხელფასებისა და პენსიების თვალსაზრისით), ბევრი მაღაროელი ვერ მოესწრო მშვიდობიანად პენსიაზე გასვლას. ისინი გარდაიცვალნენ მიწისქვეშა უბედური შემთხვევების შედეგად, ე.წ.„შავი ფილტვის დაავადებით“ ან სიმსივნით. 1 ამრიგად, ქვანახშირის მომპოვებელი შვილებისთვის მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა: ეპოვათ უკეთესი სამუშაო სხვა სექტორებში, რათა მათი ჯანმრთელობა არ შერყეულიყო. 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 95 • ენერგოსექტორის გარდაქმნა ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამართლიანი რომ იყოს, საჭიროა მობილიზება. გარდაქმნა თავისთავად არ მოხდება. პროფკავშირებს აქვთ სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან თანამშრომლობის ისტორია მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით. აქაც მათ ერთად უნდა იმოქმედონ, რათა ეს ახალი ინდუსტრიული რევოლუცია გახდეს მუშათა მოძრაობის კატალიზატორი. მე-2 თავი ასახავს ინსტრუმენტებს(რომლებიც შეიძლება პროგრესული დღის წესრიგის საფუძველი გახდეს) სექტორში დასაქმებულებისთვის სამართლიანი გადასვლის განსახორციელებლად. • საკმაოდ ტექნოკრატიული პოლიტიკური შემოთავაზებებისა, პროგრესულმა აქტორებმა თავიანთ ნარატივში უნდა შეიტანონ წიაღისეულზე დამოკიდებული ცივილიზაციის მემკვიდრეობა. მშრომელთა მოძრაობა წარმოიშვა ინდუსტრიულ რევოლუციაში, შემდეგ ჩამოყალიბდა მძიმე ინდუსტრიაში და სამთო-მოპოვებით დარგში. დამაჯერებელ ნარატივში აღნიშნულია მშრომელთა წვლილი ცივილიზაციის პროგრესში და ისიც, რომ მათ ბრალი არ მიუძღვით პლანეტის დაბინძურებაში. ამასთან, გასაგები უნდა გახდეს, რომ წიაღისეულზე დამოკიდებული ცივილიზაციის დრო დამთავრდა. ჩვენ გვჭირდება ერთიანი მოქმედება ყველასათვის მდგრადი მომავლის შესაქმნელად და წიაღისეული ენერგიის წარმოების ეტაპობრივად დასასრულებლად. ზუსტად ასევე გვჭირდება სოლიდარობის გამოჩენა მათთან, ვისი საარსებო წყაროც ამ დარგზეა დამოკიდებული. • განახლებადი ენერგიის სარგებლის ათვისების გასაღები დევს მისი წარმოების სწრაფ ზრდაში, სადისტრიბუციო და გადამცემი ქსელებისა და შენახვის სარეზერვო ობიექტების შექმნაში, ასევე, მოთხოვნის ჭკვიანურ მართვაში. განახლებადი ენერგიის საკმარისი დანადგარებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ სტაბილურობასა და საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, განახლებად ენერგიაზე სწრაფად გადასვლით თავიდან ავირიდებთ იმის საჭიროებას, რომ ძველი, ცენტრალიზებული, წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული სისტემა ვამუშაოთ ახალ, დეცენტრალიზებულ ქსელთან ერთად. ეს ხარჯებს შეამცირებს, რადგან უფრო ეფექტურია. გარდამავალი ან განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნა, ეს პროცესი დაეხმარება არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების ჩანაცვლებაში. იმისათვის, რომ ეს გადასვლა წარმატებული იყოს სექტორში დასაქმებულებისთვის, გვჭირდება სოლიდარობა და ერთიანი მოქმედება. 96 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია ნაწილი III: განახლებადი ენერგიის პოლიტიკა დაგვეხმარება კლიმატის კრიზისის შერბილებაში და მასთან ადაპტირებაში • ენერგიის წარმოება წაუგებელი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივების, სოციალური სტაბილურობისა და დემოკრატიული მმართველობისთვის. გარდა ამისა, ის ასევე რჩება გარემოსთან თავსებადობის მთავარ ინსტრუმენტად. ქარის, ბიომასისა და მზის ენერგიის მოხმარების გაზრდა და წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება, რომელიც მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების 60-70 პროცენტს შეადგენს, 1 ა შემარბილებელი ღონისძიებებისა და სათბურის გაზების ემისიების(GHG) შემცირების ქვაკუთხედი. • განახლებადი ენერგიის გამოყენება გულისხმობს, რომ კლიმატთან ადაპტაცია მოხდება ენერგეტიკის სექტორსა და მრეწველობის დარგებში, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარენ და მომავალში მნიშვნელოვნად დაზარალდებიან კლიმატის კრიზისით. მაგალითად, წყლის დეფიციტი მრავალი ქვეყნის რეალურ პრობლემად იქცა და ამით დიდი საფრთხე ემუქრება ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც გამოიყენება ენერგიის მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსებისთვის. ასეთივე მნიშვნელობის პრობლემა იქმნება, როცა არ არსებობს საკმარისი წყალი წიაღისეულ და ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე დიდი ელექტროსადგურების გასაგრილებლად. ჩვენთვის ამ პრობლემასთან შეგუების გზა არის შემდეგი: უნდა განვაგრძოთ სამართლიანი ტრანზიცია და განახლებადი რესურსები გავხადოთ ენერგიის დომინანტი წყარო. • კლიმატის კრიზისზე ძირითადად ეხება უსაფრთხოების თემას, რესურსების(მათ შორის წყლის) სიმცირის გამო წარმოქმნილი შესაძლო კონფლიქტის საშიშროებას, ენერგიის დეფიციტსა და რღვევებს, აგრეთვე მიგრაციულ ტენდენციებს. თუმცა ხშირად ავიწყდებათ, რომ როდესაც გარკვეული ქვეყნის ან რეგიონის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განახლებადი ენერგია გამოიყენება სათანადოდ, ანუ ხელმისაწვდომი და საიმედო გზით, ბუნებრივი რესურსების, მაგალითად, წიაღისეული საწვავის შესახებ დავების მიზეზი ქრება. შედეგად წიაღისეული რესურსები რჩება იქ, სადაც მათი ადგილია: მიწაში. • რომლებიც სახურავზე ამონტაჟებენ მზის პანელებს, იწყებენ გარემოს დაცვაზე ფიქრს და მდგრადი გადაწყვეტილებების პირველადი უპირატესობებით სარგებლობას: იცავენ უშუალო გარემოს სათბურის გაზებისგან და თან ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მთლიანი წარმოების ჯაჭვში, როგორც„პროსუმერები“. მაგრამ რას იტყვით... ...ქარისა და მზის ენერგიით გამოწვეულ და გარემოზე ასახულ ზიანზე, რომელიც მინიმალურია, თუმცა რეალური? საკითხის მოგვარების გზა: ძველი, ახალი, მომავალი • გარდაქმნის ყველა ფორმა(ან„წარმოქმნა“) აზიანებს ბუნებას და ხასიათდება „არაბუნებრივი“ გვერდითი მოვლენებით. ზოგიერთი ტექნოლოგია უფრო საზიანოა, ზოგი კი ნაკლებად. განახლებადი ტექნოლოგიები, როგორიცაა ქარის ტურბინები და მზის პანელები, კლიმატთან ყველაზე თავსებადი გადაწყვეტილებებია ელექტროენერგიისა და ზოგადად ენერგიის გამომუშავებისთვის. წარმოების პროცესის გამო ვერ ჩავთვლით, რომ მათ გარემოს დაბინძურებაში წვლილი საერთოდ არ შეაქვთ. თუმცა ჯერჯერობით, ისინი ყველაზე ნეიტრალური გადაწყვეტილებებია. თუ შევადარებთ წიაღისეული საწვავის დაწვას(ბუნებრივი გაზის ჩათვლით) ან ბირთვული ენერგიის გამოყენებას, თავისი მრავალი საზიანო შედეგებით ჩვენს ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე, ისინი, უდავოდ, უკეთესი გამოსავალია. 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 97 • სამრეწველო პროცესების(მათ შორის მზის ფოტოელექტრული ენერგიის წარმოების) დროს წარმოქმნილ ზემოხსენებულ გამოწვევებზე საპასუხოდ უკვე მუშავდება ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მწვანე წყალბადის ტექნოლოგია. მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება გრძელვადიან პერსპექტივაში(2030-2050 წლებისთვის). • მიღწეულია პროგრესი, რომ ქარის ტურბინების ხმაური შემცირდეს და გადამფრენ ფრინველებს ხელი აღარ შეეშალოთ. მზის პანელების მოქმედების ხანგრძლივობა გაიზარდა და მათი ზომა შემცირდა, ამიტომ ისინი ახლა ნაკლებ ადგილს იკავებენ და უფრო ცოტა რესურსს იყენებენ. • დავივიწყებთ რამხელა ზიანს აყენებს ქვანახშირის მაღაროები გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ აღარაფერი ვთქვათ მურაღია კარიერებზე, რომლებსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევადარებთ განახლებადი ენერგიის წყაროებით გამოწვეულ მინიმალურ გვერდით მოვლენებს. მთელი სოფლები და ლანდშაფტი თავდაყირა ამოტრიალდა; ხალხმა დაკარგა მიწა და იძულებული გახდა გადასახლებულიყო. მუდმივად საჭიროა წყლის ტუმბოების გაშვება, რომ ნახშირის მაღაროები არ ჩამოინგრას. მიწისქვეშა წყლის დონეზე კი მძიმედ აისახება ღია კარიერების დატბორვა. თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, განახლებადი ენერგია ერთადერთი გზაა, რომ კაცობრიობა გაუმკლავდეს გლობალურ დათბობას(როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის თვალსაზრისით), რომელმაც მასზე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა. ასევე საჭიროა მეტი ინვესტიციის განხორციელება მზის, ქარისა და ბიომასის მიმართულებით, რადგან კლიმატის კრიზისი აისახა მრავალი ქვეყნისა და რეგიონის წყალმომარაგებაზე. მომატებული წყლის დონე ნიშნავს, რომ ჰიდროენერგეტიკა აღარ იქნება ადრინდელივით საიმედო. უფრო მეტიც, ეს დამოკიდებულია კლიმატის კრიზისის მასშტაბზე, რაც მნიშვნელოვნად შერბილდება განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოებით. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას მომდევნო წლებში. მაგრამ რას იტყვით... ...სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოსმენილ მოსაზრებებზე, რომ მთელი ეს კლიმატის ცნობიერების ამაღლება და განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზაცია ემსახურება ბაზრის შექმნას მზისა და ქარის ტურბინის დიდი მწარმოებლებისთვის(მაგალითად, გერმანიისთვის)? საკითხის მოგვარების გზა: სწრაფი გადასვლა განვითარების ზედა ეტაპებზე • კრიზისი რეალურია და ეს სადავო არ არის. ჩვენ აქ მხოლოდ უნდა უზრუნველვყოთ დემოკრატიის ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენება, რათა შესაძლებელი გახდეს ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია განახლებადი ენერგიის მიმართულებით, რაც ყველას სარგებელს მოუტანს. მათ, ვინც დღეს არ აღიარებს კავშირს კლიმატის კრიზისსა და სოციალურ სამართლიანობას შორის, ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც იმათ, ვინც უარყოფს გლობალურ დათბობას(იხ. თავი 1, გვერდი 23). რაც შეეხება შეშფოთებას, რომ განახლებადი ენერგიის პოპულარიზაცია მზისა და ქარის ტურბინის დიდი მწარმოებლების(მაგალითად, გერმანიის) საბაზრო სტრატეგიის ნაწილია, არ უნდა დაგვავიწყდეს შემდეგი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვში შესვლისას მზარდი ეკონომიკა იხდის დამატებით ღირებულებას, როგორც დღეს უკვე ხდება, მაგალითად, საავტომობილო სექტორში(იხ. თავი 2, გვერდი 62). მაგრამ რას იტყვით... ...განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე, როდესაც ამ სექტორში ინვესტიციის ჩადება საკმარისი არ არის კლიმატის კრიზისით გამოწვეულ რისკებთან საბრძოლველად, თუ მას თან არ ახლავს ისეთი პარალელური ზომები, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად? 98 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია საკითხის მოგვარების გზა: მოხმარების შემცირება იწვევს ენერგოეფექტურობას • ენერგია თავისთავად ენერგოეფექტური წყაროა. მართალია ისიც, რომ მასზე გადასვლის პარალელურად, საჭიროა ენერგოეფექტურობის მიმართულებით ინვესტიციის ჩადება ენერგიის მოთხოვნის შესამცირებლად. ენერგიის მთლიანი მოხმარება უნდა შემცირდეს კომპლექსური სტრუქტურული ცვლილებებით, რომელთა მიზანიც არის ყველა სექტორში ენერგიის მოთხოვნის შემცირება და ამ პროცესებს თან უნდა ახლდეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება. ეს ინვესტიცია თავად იქნება ახალი სამუშაო ადგილების წყარო, რაც დამატებით სარგებელს მოუტანს ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში(იხ. თავი 2, გვერდი 49). მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ მრავალ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ენერგეტიკის გარდაქმნის კონცეფციას, აქვს მდიდარი ეკონომიკა უზარმაზარი ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ფინანსური პოტენციალით? მათი მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი(CEE), ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის(SEE) ქვეყნების უმეტესობისგან? ფოკუსირებას ახდენენ განახლებადი ენერგიის გამომუშავებასა და წარმოებაზე. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ განახლებადი ენერგია დამოკიდებულია ამინდის პირობებზე და არა ენერგიის რეალურ მოთხოვნაზე? საკითხის მოგვარების გზა: კიდევ უფრო მეტი სტაბილურობა • ენერგიის წარმოება ძირითადად განახლებადი ენერგიის წყაროებს ემყარება, ენერგოუსაფრთხოება აღარ წარმოადგენს ისეთ პრობლემას, როგორსაც ტრადიციული ენერგიის წყაროები ქმნიდა. სინამდვილეში, ენერგეტიკული უსაფრთხოება უკვე რისკის ქვეშაა ჩვეულებრივი, ცენტრალიზებული ენერგოწარმოების კრიტიკული მუშაობის გამო. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის უნდა დაიხუროს ქვანახშირის განახლებადი ენერგია უკვე შეადგენს 40%-ს – მოდით, გავზარდოთ 100%-მდე საკითხის მოგვარების გზა: იგივე ტენდენცია გლობალურ სამხრეთშიც • და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობას მზისა და ქარის უფრო მაღალი პოტენციალი აქვს, ვიდრე, მაგალითად, გერმანიას. დღეს ეს უკვე შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული. • ტექნოლოგიები(განსაკუთრებით ქარისა და მზის) ხელმისაწვდომია, არ არის ძალიან რთულად გასაგები და უკვე წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში. გასაკვირი არ არის, რომ უფრო და უფრო მეტი განვითარებადი ქვეყანა(მაგალითად, მაროკო) ცდილობს განახორციელოს მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა, ხოლო სტრატეგიული მოთამაშეები(როგორიცაა ჩინეთი) ინოვაციური და საწარმოო პოტენციალის განახლებადი ენერგიის წყაროები ლიგნიტი ქვანახშირი ბირთვული ბუნებრივი აირი მინერალური ზეთი სხვა 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 99 ან ატომური ელექტროსადგური და დაიწყოს მისი მოვლა-შენახვა საფრთხის აცილების მიზნით. ამის შედეგები ცენტრალიზებულ სისტემაში, სადაც ნაკლები ობიექტებია, გაცილებით მძიმეა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ქვეყნების უმეტესობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წიაღისეული ენერგორესურსების(მაგალითად, ნავთობისა და გაზის) იმპორტზე. ეს მათ ენერგოსისტემას დაუცველს ხდის საბაზრო ფასების განვითარებისა და ექსპორტიორ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობის მიმართ. • განახლებადი ენერგიის წყაროები ცვალებადია. ჩვენ ძირითადად ვიცით როდის იქნება მზიანი ან ქარიანი ამინდი და მეცნიერება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ზუსტი და დროული პროგნოზები. ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად, როგორიცაა ჭკვიანი მრიცხველები და ქსელები, ენერგიის დინება ახლა არის უფრო უსაფრთხო და სტაბილური, ვიდრე ოდესმე. • ამისა, შენახვის სათანადო შესაძლებლობისა და ელექტროენერგეტიკული ქსელების რეგიონალური ინტეგრაციის შემთხვევაში, ბუნებრივ ცვლილებებზე რეაგირება შეგვიძლია ისე, რომ არ გვქონდეს გამორთვის შიში. გერმანიაში ელექტროენერგიის ქსელის საიმედოობას საფრთხე არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებმა(RES) 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოების 40 პროცენტზე მეტი შეადგინა. გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და ანალიზებმა აჩვენა, რომ ბევრ ქვეყანაში უკვე შესაძლებელია ელექტროენერგიის სისტემის 100 პროცენტით ამუშავება განახლებად ენერგიაზე. 100 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია ნაწილი IV: ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის ხარისხი, როგორც განახლებადი ენერგიის აშკარა სარგებელი 1. და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის დაცვა არის განახლებად ენერგიაზე დამყარებული მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა. უპირველეს ყოვლისა, განახლებადი ენერგია მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას და მსოფლიოს მასშტაბით გადაარჩენს წელიწადში შვიდ მილიონამდე ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების შედეგად ნაადრევი სიკვდილის მსხვერპლნი არიან(იხ. აგრეთვე თავი 5, გვერდი 108). 1 -კ კების(PM 2.5) შემცველი გამონაბოლქვი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან არის ჰაერში დარიშხანისა და ვერცხლისწყლის წარმოქმნის უდიდესი წყარო და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მას შეუძლია 1000 კმ-ზე შორს გადაადგილდეს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ გამოყოფილი მნიშვნელოვანი რესურსები შეიძლება გადანაწილდეს და გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ბავშვთა უფასო ჯანდაცვისთვის. განახლებად ენერგიას აქვს პოტენციალი, რომ დაასრულოს სმოგით გამოწვეული სერიოზული პრობლემები ბევრ ურბანულ უბანში. გამოკვლევების თანახმად, საყოფაცხოვრებო გათბობა და სამრეწველო საქმიანობა ტრანსპორტთან ერთად არის გამონაბოლქვის ძირითადი წყაროები. ამიტომ ნახშირზე მომუშავე ქარხნების ჩანაცვლება განახლებადი წყაროებით ხელს შეუწყობს ჰაერის გაწმენდას დიდ ქალაქებში და შეამცირებს სმოგს. 2. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის პირობებში ცხოვრობდნენ, უფრო მეტად მიეკუთვნებოდნენ რისკის ჯგუფს და შესაბამისად, უფრო მეტად დამძიმდებოდნენ ვირუსით დასნებოვნების შემთხვევაში, ვიდრე ისინი, ვისი გარემოც ნაკლებადაა დაბინძურებული. 3. ნ ახშირის ნაცარი- ქვანახშირის წვის ნარჩენები - ასევე შეიცავს მაღალტოქსიკურ მძიმე ლითონებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კიბო და ნერვული სისტემის დაავადებები. იმის გამო, რომ ნახშირის ნაცრის უტილიზაცია ხშირად არასათანადოდ ხდება, ის აბინძურებს ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს. • დაღვრას მრავალი ეკოლოგიური კატასტროფა და ზარალი გამოუწვევია. ყველასთვის კარგად ნაცნობია დაბინძურებული სამეურნეო მიწის ან მომაკვდავი ზღვის ფრინველების სურათები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობილი ფენომენია, შედარებით ახალი წიაღისეული საწვავის ტექნოლოგიების(მაგალითად,„ფრეკინგის“ ანუ ჰიდრო-ხლეჩის მეთოდის) რისკები მხოლოდ ახლა ხდება უფრო და უფრო აშკარა. • რომ ქვანახშირის მოპოვების სამუშაოები შეიცავს მაღალ რისკს და სერიოზულად აისახება ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მოგვიანებით ასაკში. ამასთან შედარებით, განახლებადი სექტორის სამუშაოებზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაღალ დონეზეა დაცული სამუშაო სტანდარტების შესაბამისად (იხ. აგრეთვე თავი 2, გვერდი 34). მაგრამ რას იტყვით... ...მოსაზრებაზე, რომ გარკვეულ ქალაქებსა და რეგიონებში ჰაერის დაბინძურებისა და სმოგის დონეზე გავლენას ახდენს ამინდი და კლიმატური პირობები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულია გეოგრაფიული მდებარეობითა და ბუნებით? საკითხის მოგვარების გზა: ჰაერის გაწმენდა • და კლიმატური პირობები გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებისა და სმოგის დონეზე. თუმცა, ამ მხრივ მძიმე შედეგებს ძირითადად იწვევს ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და სამშენებლო ინდუსტრიაში დიდი რაოდენობით წიაღი4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 101 სეული საწვავის მოხმარება, რასაც ემატება გათბობის მიზნით ხის წვა. ეს მძიმე შედეგები კი უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე. სკოპიეს მაგალითი რომ ავიღოთ, დავინახავთ, რომ ქალაქი ხეობაში მდებარეობს და ზამთარში ნაკლები ვენტილაცია აქვს. მაგრამ მართალია ისიც, რომ დაბინძურების მაჩვენებლები იმატებს იმ ურბანულ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე უფრო მაღალია და იქმნება„ხელსაყრელი“ პირობები ჰაერში მტვრის ნაწილაკების მეტი კონცენტრაციისა და დაბინძურებისთვის. არაერთი მსგავსი შემთხვევაა, როდესაც შეიქმნა განახლებადი ენერგიის არეალები, რომლებიც თვითონ უზრუნველყოფდნენ საკუთარ მდგრადობას და შეეძლოთ განვითარების მიმართულების შეცვლა. ეს დადებითი მაგალითები სხვებისთვის გზამკვლევს წარმოადგენს და აჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული სარგებელი, რომელსაც ვიღებთ ჩვენი თაობისთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსებისა და ტექნოლოგიური მიღწევების შერწყმიდან. მაგალითად, ევროკავშირის დაფინანსებისა და ადგილობრივი ინოვაციური სულისკვეთების წყალობით, ხორვატიის პატარა ქალაქი კოპრივნიცა ხდება მდგრადი განვითარების აღიარებული ლიდერი მთელ ევროპაში. ხორვატიის ამ ქალაქს უნიკალურობას ანიჭებს მისი სოციალური და ეკოლოგიური ურბანული განვითარების ინტეგრირებული პოლიტიკა, რომელშიც ენერგეტიკული გამოწვევები განხილულია სიღარიბესთან და მარგინალური ჯგუფების სხვა პრობლემებთან ერთად. მაგრამ რას იტყვით... ...პრობლემაზე, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებმა შეიძლება არ გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრების ხარისხი და პირიქით, დამატებითი გამოწვევები შექმნას სარგებლის არაპროპორციული განაწილების გამო? საკითხის მოგვარების გზა: სოციალური პროგრესის განვითარება • ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის მჭიდრო კავშირს აჩვენებს„განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ 102 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია (IRENA) კვლევაც. მასში აღნიშნულია ადამიანის კეთილდღეობის ოთხი პროცენტით ზრდა- ინდიკატორი, რომელიც პირდაპირ ეხება ცხოვრების ხარისხს. უფრო მეტიც, განახლებადი ენერგიის ამბიციური პოლიტიკა ხელს შეუწყობს არსებულ მძლავრ მოძრაობებს, როგორიცაა„ფეხშიშველი კოლეჯი“ ინდოეთში. მისი მიზანია ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა, ასევე, მრავალ თემში ბავშვებისა და ქალების ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესება. დეცენტრალიზებულ განახლებად ენერგიას, რასაც თან ახლავს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, შეუძლია გააუმჯობესოს სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა მოშორებულ ტერიტორიებზე. ეს შესაძლებელია წყლის ამოტუმბვით, დამუშავებით და შემდეგ ოჯახებისა და საირიგაციო სისტემისთვის მიწოდებით, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს სურსათის უსაფრთხოებაზეც. • მეტიც, ვინაიდან უსაფრთხოების საკითხების ცენტრში ახლა უკვე ექცევა არატრადიციული და რესურსებზე ორიენტირებული კონფლიქტები, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება უდავოდ დაგვეხმარება გარკვეული საფრთხეების გადალახვაში. გარდა ამისა, განახლებადი ენერგია ხელს შეუწყობს შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებს და დაგვეხმარება კლიმატის სპეციფიკურ გამოწვევებზე(როგორიცაა კლიმატთან დაკავშირებული მიგრაცია და კონფლიქტები) რეაგირებაში. რაც უფრო დაბალია მოთხოვნა ნავთობზე, ნახშირსა თუ გაზზე, მით უფრო მეტადაა მოსალოდნელი წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებული კონფლიქტების დასრულება. • ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ასევე შეცვლის გეოპოლიტიკური ძალების სტრუქტურებს, გამოიწვევს ძლიერი აქტორების ინტერესის ახალ რეგიონებზე გადატანას და კონფლიქტების ადგილის შეცვლას. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დეკარბონიზებულ ეკონომიკაზე გადასვლა მოხდეს კარგად დაგეგმილი, სტრუქტურირებული და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზით, დემოკრატიულად და დეცენტრალიზებულად. 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 103 რისკენ მივისწრაფვით? • თუ არა ისეთ დემოკრატიას, როგორიც დღეს გვაქვს, არჩევნების ჩატარების ან ხმის მიცემის რთული პროცედურების შემოღების გარეშე, ან თუ კენჭისყრის უფლებას მივცემდით მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს? რა თქმა უნდა, არა. ენერგოსისტემის დემოკრატიზაციის მიზნით, ასევე უნდა გავამარტივოთ განახლებადი ენერგიის მცირემასშტაბიანი ინვესტიციების პროცედურები, რათა ასეთი ინვესტიცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და დაგვეხმაროს ენერგეტიკული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. • სეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა„ერთი ფანჯრის“ მომსახურების სისტემები და განაცხადის შეტანის გამარტივებული პროცედურები, ხელს შეუწყობს მზის ენერგიის დეცენტრალიზებულ წარმოებას, განსაკუთრებით საცხოვრებელი სახლის სახურავზე დამონტაჟებას. ეს კი ემსახურება მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის მთავარ მიზნებს, როგორიცაა: გარემოს დაცვასთან თავსებადობა და სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი მუშებისთვის, მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის პრინციპები უნდა დაიცვან გარკვეულ ქვეყნებში არსებულმა სახელმწიფო ენერგოკომპანიებმა, მონოპოლიებმა და ოლიგოპოლიებმა. ენერგეტიკულ პოლიტიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს შინამეურნეობები და ადგილობრივი ენერგოპროექტები. საუკეთესო პრაქტიკა, მაგალითად, გერმანიის პატარა ქალაქი ვოლფჰაგენი, ენერგოკოოპერატივები, ათასობით ადამიანი და მცირე ბიზნესი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აჩვენებს რამდენად შესაძლებელია ამ მიდგომის განხორციელება სხვადასხვაპირობებში. ამ ინიციატივებიდან და ინდივიდუალური პირებიდან ბევრი მხარს უჭერს პროგრესული აქტორების მცდელობებს, განახორციელონ ენერგეტიკის სამართლიანი გარდაქმნა და განსაზღვრონ ჩვენი მომავალი ცხოვრება დედამიწაზე. • ტრანზიციის პროექტების მხარდაჭერის დიდი სურვილი გამოავლინეს ევროკავშირმა და„ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“, ისევე, როგორც„ევროპულმა მწვანე შეთანხმებამ“, რომელიც ნახშირბად-ნეიტრალური კონტინენტის ჩამოყალიბების ძლიერი ინსტრუმენტია. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ნება წარმოადგენს ასევე აუთვისებელ განახლებად რესურსს, რომელიც პროგრესულმა აქტორებმა უნდა გააკონტროლონ და გამოიყენონ, საუკეთესო შემთხვევაში დღესვე. 104 – 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცია განმარტებები და წყაროები განმარტებები 1 ტერმინი„პროსუმერი“ განისაზღვრება, როგორც აქტიური მომხმარებელი, ვინც ერთდროულად მოიხმარს და აწარმოებს პროდუქტს. ენერგეტიკის სექტორში„პროსუმერი“ არის ის, ვინც ენერგიას აწარმოებს და მოიხმარს. ეს შესაძლებელი გახადა ახალი, დაკავშირებული ტექნოლოგიების ზრდამ, ასევე, მზისა და ქარის განახლებადი ენერგიის მუდმივმა განვითარებამ და ჩვენს ენერგეტიკულ ქსელში ინტეგრაციამ, რასაც ხელი შეუწყო შესაბამისმა საკანონმდებლო გარემომ. 2 უ. ავგუსტი, ჯ. ს. ვალერია, პ. იანი და სხვები(2018): Statistical Evidence on the Role of Energy Cooperatives for the Energy Transition in European Countries (ბოლოს ნანახია თარიღით 22.05.2020). 3„ქონვერსეიშენი“(2019): This small German town took back the power – and went fully renewabble (ბოლოს ნანახია თარიღით 17.06.2020). 4 ევროკომისია, ენერგეტიკის გენერალური დირექტორატი(2019): ევროპელების დამოკიდებულება ევროკავშირის ენერგეტიკის პოლიტიკაზე, ხელმისაწვდომია ბმულზე: Europeans‘ attitudes on EU energy policy- Publications Office of the EU , გვერდი 6(ბოლოს ნანახია თარიღით 30.04.2020). 5 ფონდი„განახლებადი ენერგიის სისტემები“(RES Foundation)(2018): ენერგეტიკული სიღარიბე დასავლეთ ბალკანეთის მდგრადობაში, ენერგეტიკული საზოგადოების ფორუმი. ვენა, ხელმისაწვდომია ბმულზე: http:// www.resfoundation.org/ (ბოლოს ნანახია თარიღით 22.05.2020). 6 ევროკავშირის ენერგეტიკული სიღარიბის ობსერვატორია(2018): ინდიკატორები და მონაცემები: სახლის გათბობის შესაძლებლობის არქონა, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.energypoverty.eu/indicattor?primaryId=1461 (ბოლოს ნანახია თარიღით 30.04.2020). 7 ევროკომისია, ენერგეტიკის გენერალური დირექტორატი(2019): ევროპელების დამოკიდებულება ევროკავშირის ენერგეტიკის პოლიტიკაზე, ხელმისაწვდომია ბმულზე: Europeans‘ attitudes on EU energy policy- Publications Office of the EU , გვერდი 6(ბოლოს ნანახია თარიღით 30.04.2020). 8 იქვე: 10. 9 ევროკომისია, ენერგეტიკის გენერალური დირექტორატი(2019): სამიზნე ნიშნულების განსაზღვრა ევროკავშირში ჭკვიანი მრიცხველების დანერგვისთვის, ხელმისაწვდომია ბმულზე: Benchmarking smart metering deployment in the EU-28- Publications Office of the EU , გვერდი 20(ბოლოს ნანახია თარიღით 30.04.2020). 1(2019): . ( (ბოლოს ნანახია თარიღით 05.05.2020). 1. ეს იმიტომ, რომ ელექტროენერგია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის ყველა დარგში, დაწყებული მობილობიდან, დამთავრებული ინდუსტრიული წარმოებითა და გათბობით. ყველაფერი არ იმუშავებს ელექტროენერგიაზე, მაგრამ განახლებადი ელექტროენერგია ასევე გახდება მაგ. მწვანე წყალბადის ან ელექტრონული საწვავის წარმოების საფუძველი. 1, დიდი ენერგეტიკული ქსელის ხარჯებს და მთლიან ღირებულებას, დავინახავთ, რომ 95% განახლებადი ენერგიის მქონე სისტემას იგივე ხარჯები ექნება ან უფრო იაფიც, ვიდრე სისტემა, რომელიც მუშაობს ძირითადად ნახშირზე CO2-ის ყველაზე დაბალი ფასით(ესაა ტონაზე 20 ევრო 2050 წლისთვის). სხვათა შორის, 2019 წლის შუა პერიოდისთვის, ერთი ტონის ფასმა უკვე მიაღწია 25 ევროს. 1(IRENA)(2018)::,,: Renewable energy (ბოლოს ნანახია თარიღით 08.05.2020). 1; სიღრმისეული კვლევები გამოქვეყნდა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში(მაგალითად https://www.ncbi.nlm.nih. gov/pmc/articles/PMC1638110/ ). 1(2014):( (ბოლოს ნანახია თარიღით 07.07.2020). დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ https://ourworldindata. org/energy#all-charts-preview 1, ttps://www.who.int/health-topics/air-pollution#tab=tab_1 4 ენერგეტიკის სოციალურად სამართლიანი ტრანზიცი – 105 წყაროები http://library.fes.de/pdf-files/bueros/skopje/15815.pdf Renewable Energy Benefits: Leveraging Local Capacity for Solar PV Causes, Effects and Solutions to Smog Pollution Residential heating with wood and coal ფედერიკო კარაგულიანი, კლაუდიო ა. ბელისი, კარლოს ფრანცისკო ს. დორა, ანეტ მ. პრუს-უსტუნი, სოფი ბონჟური, ჰიზერ ადაირ-როჰანი და მარკუს ამანი(2015): ქალაქების გარემომცველ ატმოსფერულ ნაწილაკებში (PM) შეტანილი წვლილი: ადგილობრივი წყაროებიდან გლობალურ დონეზე შეტანილი წვლილის სისტემატური მიმოხილვა(ბოლოს ნანახია თარიღით 16.04.2020: https://www.sciencedirect.com/science/article/pii/ S1352231015303320 Renewable energy benefits: Understanding the socio-economics https://books.google.de/books?id=KkCLDwAAQBAJ&printsec=frontcover&dq=inauthor:%22Jeremy+Rifkin %22&hl=de&sa=X&ved=0ahUKEwjNzIXX3orpAhXNnOAKHbP6DgMQ6AEITzAE#v=onepage&q&f=false Green jobs and occupational safety and health: Climate victory: Companies put Poland’s last new coal http://library.fes.de/pdf-files/fes/15665.pdf https://www.irena.org/publications/2019/May/Renewable-power-generation-costs-in-2018 https://www.agora-energiewende.de/fileadmin2/Projekte/2016/Stromwelten_2050/Agora_GesamtkostenStromwelten-EN_WEB.pdf https://www.leopoldina.org/uploads/tx_leopublication/2019_Stellungnahme_Klimaziele_2030_Final.pdf https://cor.europa.eu/en/engage/studies/Documents/local-energy-ownership.pdf https://irena.org/publications/2020/May/Tracking-SDG7-The-Energy-Progress-Report-2020 https://ourworldindata.org/energy#all-charts-preview https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/b891cfb7-d50f-11e9-b4bf-01aa75ed71a1/languageen?WT.mc_id=Searchresult&WT.ria_c=37085&WT.ria_f=3608&WT.ria_ev=search http://library.fes.de/pdf-files/bueros/amman/15614.pdf 106 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია მობილობის ტრანსფორმაცია უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სექტორში მუდმივად მზარდი ნახშიროჟანგის(CO2) ემისიების გათვალისწინებით, ტრანსფორმაცია უდავოდ საჭიროა- და ეს უკვე ხდება, რადგან ასობით ქალაქი იწყებს გონივრული და მდგრადი მობილობის კონცეფციების დანერგვას. ეს ინიციატივები აჯანსაღებს მოქალაქეების ცხოვრებას, ურბანულ სივრცეებში იწვევს გამწვანებასა და საზოგადოებრივი კეთილგანწყობის ზრდას, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ხალხს უადვილებს დროის მართვას, საზოგადოებას ხდის უფრო სამართლიანს, გარემოს კი- უფრო სუფთას როგორც ჩვენთვის, ისე მომავალი თაობებისათვის. * ამ თავში ჩვენ შევისწავლით მობილობის ტრანსფორმაციას ძალიან განსხვავებულ ასპექტებში: ჯერ ვისაუბრებთ მობილობის ტრანსფორმაციის საერთო სარგებელზე, რომელსაც მოქალაქეები და თემები იღებენ, განვიხილავთ ჯანმრთელობის სარგებელს(ნაწილი I), სიცოცხლისუნარიან თემებს(ნაწილი II) და სოციალურ სამართლიანობას(ნაწილი III). შემდეგ მიმოვიხილავთ მობილობის ტრანსფორმაციის ეკონომიკურ ასპექტებს, ჯერ აქცენტს გავაკეთებთ მთლიანად ეკონომიკის საერთო სარგებელზე(ნაწილი IV) და შემდეგ კონკრეტულად ავტომობილების წარმოების ინდუსტრიაზე(ნაწილი V). გამარჯობა! ხელმოწერებს ვაგროვებთ, ამ ქუჩაზე დაცული ველობილიკის მოსაწყობად... მიშველეთ! ამ გოგოს ჩვენი თავისუფლების შეზღუდვა უნდა! 108 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია ნაწილი I: მდგრადი მობილობა: მნიშვნელოვანია უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის რომ დღესაც და მომავალშიც ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, საჭიროა ჩვენი მობილობის სისტემების ტრანსფორმაცია. ამას ხუთი მიზეზი აქვს: ჰაერის დაბინძურება, საგზაო შემთხვევები, ხმაურით დაბინძურება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და, ბოლოს, რაც მთავარია, აუცილებელია კლიმატის კრიზისის შეზღუდვა. 1. გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებს შორის ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში პირველ ადგილზეა და იწვევს შვიდ მილიონ ნაადრევ სიკვდილს წელიწადში(იხილეთ თავი 4, გვერდი 90). 1 შედარებით დიდი ტოქსიკური ნაწილაკები იჭედება ჩვენს ფილტვებში, იწვევს ფილტვის კიბოს, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ან რესპირატორულ ინფექციებს, ხოლო მცირე ნაწილაკები აღწევს სისხლის მიმოქცევაში და ხდება ინსულტების ან გულის შეტევების მიზეზი. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გარდა, ტრანსპორტი არის ჯანმრთელობის მსგავსი რისკების ერთ-ერთი მთავარი წყარო. 2015 წლის მონაცემებით, ტრანსპორტის მოძრაობა იყო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების 11,4 პროცენტის მიზეზი, რაც უდრიდა დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარის ღირებულების ჯანმრთელობის ზიანს. 2 ურბანული მოსახლეობა მხოლოდ აზიაში კი არ განიცდის ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის მძიმე დაბინძურებას- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქალაქი„ერთამანეთს ეჯიბრება“(თანაც საეჭვო ფასად) მსოფლიოში ყველაზე უარესი ხარისხის ჰაერისთვის. ეს განსაკუთრებით ზამთარშია საგრძნობი: ვარშავიდან ალმათისკენ, ჩვენი დედაქალაქები მოწამლულია სმოგით, რომელიც ზოგჯერ ხელს უშლის თვითმფრინავების დაშვებას, რადგან ასაფრენი ბილიკი არ ჩანს. 2050 წლისთვის სავარაუდოა მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა 9,7 მილიარდამდე და ამ ადამიანების 70 პროცენტი, ალბათ, იცხოვრებს ურბანულ ადგილებში. შედეგად, ყოველწლიურად ქალაქის ტრანსპორტის ემისიები გაორმაგდება, 3 თუ არ შევიმუშავებთ მკაცრ პოლიტიკასა და ზომებს მათ შესაჩერებლად. ამ ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ აფრთხილებს წარწერა ჯანმრთელობის შესახებ სიგარეტის ყველა კოლოფზე და არა ყველა მანქანაზე? 2. რომ კვლავ სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ, უნდა მოიმატოს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის ჯანსაღი და მდგრადი ალტერნატივებით ჩანაცვლების შემთხვევებმა. მხოლოდ„სივიტასის“(Civitas) პროექტში 4 ჩართულია ევროპული საზოგადოებების მდგრადი მობილობის 800 მაგალითი, ხოლო„ევროპული მობილობის კვირეულის“ განმავლობაში ყოველწლიურად ხდება ასობით ახალი პროექტის წარმოდგენა, რაც ინსპირაციის შესანიშნავი წყაროა. 5 პროექტები მოიცავს: ნულოვანი ან დაბალი ემისიის მქონე საზოგადოებრივი ტრანსპორტის(მიწისქვეშა რკინიგზის, ელექტრონული ავტობუსების, მატარებლებისა და ტრამვაის, განახლებადი ენერგიით მოძრაობის) გაუმჯობესებას; ველოსიპედის ქსე5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 109 ლებს(მათ შორის, უსაფრთხო ველობილიკებსა და ველოტრასებს, ველოსიპედის სარემონტო მაღაზიებს, ველოსიპედის დაცულ გარაჟებსა და (სატვირთო) ველოსიპედის დაქირავებას); ასევე მულტიმოდალურ სქემებს, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტრანსპორტის მოქნილ კომბინაციას ერთ მარშრუტში(საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედები და ელექტრო ან წყალბადის მანქანები, რომელთა დატოვებაც უსაფრთხოდ შეიძლება ქალაქის ცენტრის გარე ობიექტებზე-„დააპარკინგე და წადი“ (park and ride)(P+ R)). 6 მთელს მსოფლიოში ქალაქის ცენტრები გარდაიქმნა დაბალი ემისიის ან მანქანებისგან თავისუფალ ზონებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია პარიზი- ოდესღაც მანქანაზე ორიენტირებული ქალაქი. 7 3. შემთხვევების საგანგაშო რიცხვი ასევე შეიძლება შემცირდეს მობილობის ტრანსფორმაციის შედეგად. ქალაქების გზებზე საგზაო შემთხვევებით დაღუპული ადამიანების 70 პროცენტი არის„გზების მოწყვლადი მომხმარებელი“ ანუ ფეხით მოსიარულე ან ველოსიპედისტი. 8 ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ რისკის ქვეშ იმყოფებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტი წევრები: მარგინალური ადამიანები, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებიან და ჯიპებს შორის მიძვრებიან ან მოხუცი ადამიანები, ვინც გზას გადაკვეთენ. ჩვენ შევეჩვიეთ ცხოვრებას ქალაქებში, სადაც სათამაშო მოედნები შემოღობილია და იცავს ჩვენს შვილებს მანქანის დარტყმისგან, თუმცა ჯობია ავტომობილები„შემოვღობოთ“, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ. საბედნიეროდ, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პოლონეთი ერთ-ერთი ლიდერია ქალაქებში საგზაო შემთხვევების შემცირების მხრივ . 9 4. ხმაურით დაბინძურება, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ მეტროპოლისებში, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ველოსიპედით მოძრაობამ და ფეხით სიარულმა, უფრო დიდ მანძილზე კი საზოგადოებრივმა თუ ინდივიდუალურმა ელექტრონულმა მობილობამ. 5. ამისა, ძვირადღირებულ სავარჯიშო დარბაზებში მანქანით სიარულთან შედარებით, გაცილებით იაფი და ეფექტურია ფეხით ან ველოსიპედით მოძრაობა:„ადამიანების უმეტესობისთვის ფიზიკური დატვირთვის უმარტივესი და ყველაზე მისაღები ფორმაა ის, რაც შეიძლება შევიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის მაგალითებია ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა მანქანით მგზავრობის ნაცვლად.“ 1 ც ხი-მ მის დაწვა წიაღისეული საწვავის ნაცვლად ამცირებს გულსისხლძარღვთა პრობლემებს ან სიმსუქნის რისკს და ხელს გვიწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაში. 6. ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მობილობის გარდაქმნას ჯანმრთელობისთვის მოაქვს არა მხოლოდ პირდაპირი სარგებელი (მაგალითად, მანქანის დაჯახების თავიდან აცილება), არამედ არაპირდაპირიც კლიმატის კრიზისის შეზღუდვის სახით(იხილეთ, თავი 1). ევროკავშირში ტრანსპორტის სექტორი წარმოქმნის ნახშირორჟანგის ემისიების მეოთხედს. და ეს არის ერთადერთი სექტორი, რომელშიც ემისიები კი არ მცირდება, არამედ ისევ იმატებს. 1990 წელთან შედარებით, მასში ემისიების დონე 25 პროცენტით გაიზარდა. 11 რადგან ქალაქები პასუხისმგებელნი არიან ნახშირბადის გლობალური ემისიების 70-75 პროცენტზე, 12 არსებით გარემოსდაცვით მიზნებს მივაღწევთ მხოლოდ ქალაქის მოძრაობის ტრანსფორმაციის ინტენსიური და მიზანმიმართული ძალისხმევით. ეს შესაძლებელი გახდა ისეთი ინიციატივების წყალობით, როგორიცაა„C40 ქალაქები“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 16 ქსელს და ამბიციური გარემოსდაცვითი პოლიტიკის მქონე 96 ქალაქს. მათ შორის წარმოიქმნება გლობალური მშპ-ს 25 პროცენტი, რაც ეხმარება ამ ქვეყნებს კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების გაფართოებაში, გაუმჯობესებასა და დაჩქარებაში შერბილების, ადაპტაციისა და მდგრადობის მიმართულებით. პროექტი ამჟამად მოიცავს 1,543 შთამბეჭდავ აქციასა და 110 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 111 ღონისძიებას, რომლებიც ხორციელდება ურბანული მასობრივი ტრანსპორტის სფეროში. 13 ულის“ ინიციატივა შეიძლება იყოს ინსპირაციული საწყისი წერტილი. 1 წ მაგრამ რას იტყვით... ...ქალაქის მობილობის ახალი დიზაინის ხარჯებზე? ათწლეულების განმავლობაში ქალაქების დაგეგმარებისას ხდებოდა ინდივიდუალური მანქანის მოძრაობის გათვალისწინება. საკითხის მოგვარების გზა: ხარჯებს მობილობის ტრანსფორმაცია აანაზღაურებს 1. რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ამჟამინდელი მობილობით გამოწვეული ხარჯები: ჯანდაცვის სისტემების ღირებულება, გლობალური დათბობით გამოწვეული დანახარჯები(იხ. თავი 1) და, რა თქმა უნდა, შეუფასებელი ზარალი- სიცოცხლის დაკარგვა. 2. მდგრადი ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ველობილიკებისა და საცალფეხო ზონების მშენებლობა და შენარჩუნება უფრო იაფია, ვიდრე გზების. 3. ქალაქებსა და თემებს შეუძლიათ შეიმუშავონ შემდეგი პოლიტიკა: იმ ადამიანების თანხები, ვისაც აქვს მანქანის ყოლის საშუალება, გადანაწილდება, რათა უსაფრთხო და მოსახერხებელი მოძრაობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოძრაობის გადასახადი, პარკინგის მაღალი საფასური და მანქანის ფლო-ბის ნებართვის ფიქსირებული გადასახადები(ან თუნდაც აუქციონი). ავტომობილების მფლობელების მიერ შეძენილი ნებართვები ასევე შეიძლება შეიცავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წლიურ საფასურს, რაც მათში გააჩენს დამატებით სტიმულს, არ გადაადგილდნენ ავტომობილით ქალაქის ცენტრში. 4. არსებობს გარე დაფინანსების ბევრი ვარიანტი, მაგალითად, ევროკავშირის„ახალი მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში. კიდევ გავიმეორებთ, რომ„ევროპული მობილობის კვირემაგრამ რას იტყვით... ...ველობილიკების არასაკმარის რაოდენობაზე, რაც ვერ ქმნის მობილობის რეალურ ალტერნატივას? საკითხის მოგვარების გზა: პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა • მსოფლიოს ასობით ქალაქის მაგალითი აჩვენებს, ველობილიკების დახვეწილი და ფართო ქსელის შესაქმნელად საჭიროა ადგილობრივმა ხელისუფლებამ აირჩიოს სწორი პოლიტიკა და განსაზღვროს პრიორიტეტები. ასევე აუცილებელია გონივრული ურბანული მობილობის დაგეგმვა და მართვა. • კრიზისის დროს მკვეთრად გაიზარდა იმ ქალაქების რიცხვი, რომლებმაც დაიწყეს ახალი ველობილიკების შექმნა. სულ უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს ამოჰქონდა ველოსიპედი სარდაფიდან(როგორც მოხდა, მაგალითად, საქართველოში) ან ყიდულობდა ახალს(რის შედეგადაც იტალიისა და ნიდერლანდების მაღაზიებში მარაგები ამოიწურა) და იწყებდა ველოსიპედით სიარულს გაუკაცრიელებულ გზებზე. ბევრი ქალაქი სწრაფად მოერგო მოქალაქეების ამ ქცევით ცვლილებას და გააკეთა ველოსიპედის დროებითი ბილიკები. ეს გლობალური ტენდენცია ბოგოტამ წამოიწყო. 1 ზოგი-ე ერთმა ქალაქმა„ჩვეულებრივი“ ქუჩები თითქმის უფასოდ გადააქცია ველოსიპედის გზად. მათ უბრალოდ აიღეს ტრაფარეტი და ასფალტზე მიაფრქვიეს ნიშანი, რომლის მიხედვითაც მარჯვენა ზოლი ეკუთვნოდათ მარჯვენა მხარეს მოსიარულე ველოსიპედისტებს, მარცხენა ზოლი კი მარცხენა მხარეს მოსიარულეებს. • ამ დადებითი ტენდენციის გასამყარებლად, ველოსიპედით მოძრაობა ყველასთვის მოსახერხებელი უნდა გახდეს. დანიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ველოსიპედისტების უმეტესობა ველოსიპედს ირჩევს, რადგან ის არის სწრაფი და მარტივი სატრანსპორტო საშუალება და არა იმიტომ, რომ იაფია. 1 ამიტომ, ველობილიკები უნდა აშენდეს სამი კრიტერიუმის შესაბამისად: უნდა იყოს დაცული(გაჩერებული და მოძრავი) მანქანებისგან, საკმარისად დიდი უნდა იყოს სხვადასხვა სიჩქარით მიმავალი ველოსიპედისტებისთვის(ანუ სატვირთო ველოსიპედით მოსიარულე მგზავრისთვის) და უნდა უზრუნველყოს, რომ ველოსიპედისტმა სწრაფად მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. ამის გაკეთება შესაძლებელია უფრო რთული ცვლილებების საშუალებით, როგორიცაა ველოსიპედის მაგისტრალებისა ან ესტაკადების დამონტაჟება, ან მარტივად- შუქნიშნების დაპროგრამებით მანქანების ნაცვლად ველოსიპედისტების საშუალო სიჩქარეზე. მაგრამ რას იტყვით... ...პრობლემაზე, რომ ჩვენ უბრალოდ ჯერ მზად არ ვართ„მულტიმოდალობისთვის“? ეს კონცეფცია კარგია ტრანსპორტის სხვადასხვა რეჟიმის ინტეგრირებისთვის ერთ მარშრუტზე, რომელიც მორგებულია ინდივიდუალური გადაადგილების საჭიროებებზე. მაგრამ ზოგიერთ ქალაქში ეს მაინც უტოპიას ჰგავს. საკითხის მოგვარების გზა: ვისწავლოთ საუკეთესო პრაქტიკიდან • გულისხმობს მობილობის სხვადასხვა საშუალების(ინდივიდუალური მანქანების ალტერნატივების) ჭკვიან ინტეგრაციას კოორდინირებულ ინფრასტრუქტურაში, რაც ემსახურება ერთჯერად მგზავრობას. ეს არის გზა მდგრადი მობილობისკენ და უკვე პრაქტიკულად გამოიყენება მრავალ ქალაქში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში(გდანსკში, რიგაში, ვილნიუსში, როსტოკში და სხვა 1) . ქალაქმა შექმნა უფასო აპლიკაციები მოქალაქეებისთვის, რათა მათ დაგეგმონ ინდივიდუალური მარშრუტი ტრანსპორტის სხვადასხვა რეჟიმის გამოყენებით. მარშრუტში შეიძლება გაერთიანდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანების გაზიარება, ქალაქის ველოსიპედები, ველობილიკები და ფეხით სიარული. ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს ველოსიპედების თაროებს ავტობუსებსა და მატარებლებში, სადგურებზე ველოსიპედების გასაჩერებელ ადგილებს, 112 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 113 საზოგადოებრივ სივრცეებში მულტიმოდალობის საინფორმაციო წერტილებს და ა.შ., მულტიმოდალობა შეიძლება იყოს არამხოლოდ ქალაქში მგზავრობის, არამედ უფრო გრძელი მოგზაურობის საშუალებაც. მაგრამ რას იტყვით... ...კომერციული ტრანსპორტით(მაგალითად, სატვირთო გემებითა ან საზოგადოებრივი ავტობუსებით) გამოწვეული გამონაბოლქვის მოცულობაზე? საკითხის მოგვარების გზა: ემისიების შემცირება ტრანსპორტის ყველა სფეროში • გემები წარმოქმნიან ტრანსპორტის სექტორის ემისიების მნიშვნელოვან ნაწილს, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მათი უფრო მკაცრი რეგულირება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შეზღუდვები ამცირებს ემისიებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში თუ სოფლად არ უნდა გადავიდეთ მობილობის უფრო გარემოსდაცვით საშუალებებზე, როგორიცაა განახლებად ენერგიაზე მომუშავე მატარებლები და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყოველდღე ვსუნთქავთ გამონაბოლქვის ტოქსიკურ აირებს და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაღალი ან დაბალია სატვირთო გემის ემისიების დონე. • შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნახშირბადის ნაკვალევს, ევროპაში საზოგადოებრივი ავტობუსების 80 პროცენტი დიზელზე მუშაობს. მთელ მსოფლიოში ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის საყრდენია. ისინი გლობალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს. 1 -ბ ბუსებიდან ბიოსაწვავზე ან ელექტრონულ ავტობუსზე გადასვლა კარგად ხორციელდება ასობით ქალაქში, მათ შორის პარიზში, რომელიც 2025 წლისთვის აპირებს 100 პროცენტით გადავიდეს „მწვანე ავტობუსებზე“. ბერლინი ამ მიზნის მიღწევას 2030 წლისთვის გეგმავს სხვადასხვა ფინანსური სუბსიდირების სქემებისა და ინიციატივების საშუალებით. 19 უფრო მეტიც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქალაქებში კვლავ ფუნქციონირებს ელექტრონული„ტროლეიბუსის“ ქსელები, რომელთა მოდერნიზაციაც უნდა მოხდეს ისე, რომ გაერთიანდნენ დაბალი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში. ნაწილი II: მდგრადი მობილობა: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურბანული განვითარებისთვის, საზოგადოებრივი სივრცისა და ცხოვრების ხარისხისთვის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პროგრესული მდგრადი მობილობის პოლიტიკის მქონე ქალაქები(როგორიცაა ვენა, მიუნხენი, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, პრაღა, ვარშავა, ვილნიუსი და ცენტრალური ევროპის სხვა ქალაქები) ცხოვრების დონის შეფასებაში ყველაზე მაღალ ადგილებს იკავებენ და მოქალაქეებს უქმნიან მსოფლიოში საუკეთესო გარემოსა და საცხოვრებელ პირობებს. 2 არსებობს უკეთესი ურბანული ცხოვრების ხარისხში წვლილის შეტანის ორი ძირითადი გზა, რომლებიც მობილობის მოდელზეა ორიენტირებული: 1. პირველი არის, არსებული ურბანული სტრუქტურების განახლების გზით, მეტი სივრცის გამოყოფა ადამიანებისთვის, ხოლო ნაკლების- მანქანებისთვის. • მოქალაქის ინიციატივა ითხოვს „დაგვიბრუნეთ ჩვენი ქუჩები“ , 2 დისბალანსს ინდივიდუალური მანქანებისთვის გამოყოფილ ურბანულ ადგილსა და ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცეს შორის. 2 -ს სადგომი(და მანქანები, ფაქტობრივად, გაჩერებულია მათი ექსპლუატაციის უმეტესი დროით) არის 11 მ 2 ზომის. წარმოიდგინეთ, რამდენ ადგილს იკავებს მკვდარი ლითონი მუდმივად, თანაც უმეტესად ავტომობილების მფლობელები თქვენს ქალაქში კვადრატული მეტრი მიწის საშუალო ფასის ნაწილსაც კი არ იხდიან. აღარაფერს ვამბობთ სივრცის არაპროპორციულ განაწილებაზე, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, ქუჩებს, ხოლო, მეორე მხრივ, ტროტუარებს, ველოსიპედებსა და რეკრეაციულ ზონებს. ეს სივრცე უნდა გადაკეთდეს ნამდვილ„საერთო ნიადაგად“ , რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ხეებისა და პარკებისთვის(რაც ზრდის ჰაერის ხარისხს და ყველაზე ეფექტურად ამცირებს ტემპერატურას სითბური ტალღის დროს), არამედ უფრო ენერგიული და მოსახერხებელი ქალაქების შესაქმნელად. ასეთ ქალაქში ხალხს ექნება მეტი სივრცე შესახვედრად, სასაუბროდ და ერთმანეთის გასაცნობად, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტ სოციალურ ერთიანობასა და თანამშრომლობას. • შემთხვევაში, ურბანული სივრცეების ასეთ გარდაქმნას საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილეობითი პროცესები, რომლებიც მოქალაქეებში აძლიერებს თვითეფექტურობის განცდასა და საზოგადოებრივ სიახლოვეს(იხილეთ მე-6 თავი, გვერდი 147 და მე-7 თავი, გვერდი 162). მაგალითად, ეს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა საცდელი პერიოდის განმავლობაში ან კვირის გარკვეულ დღეებში, ქუჩების საცალფეხო ზონებად გადაკეთებისთვის ან ავტობუსების ახალი მარშრუტების შემოსაღებად. შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობაში ტარდებოდა კენჭისყრა, ყოფილიყო თუ არა ეს ცვლილება მუდმივი(ხალხის პასუხი ძირითადად იყო დადებითი). ნიუ-იორკის ცნობილი ტაიმსქუერის გადატვირთული სატრანსპორტო კვანძიდან საცალფეხო ზონად გადაკეთება დაიწყო ძალიან მარტივად: რამდენიმე თვის განმავლობაში იქ ფერადი დასაკეცი სკამები განათავსეს. ინდივიდუალური ტრანსპორტის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და მაღაზიების მფლობელებმაც უნდა გამოთქვან აზრი ახალი ურბანული ტერიტორიის დიზაინზე. • მაცხოვრებლებს შეიძლება არ სურდეთ თავიანთი ურბანული გარემოს შეცვლა. მათ დასარწმუნებლად ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უნიკალური შანსი- პირდაპირ დაეკონტაქტოს ხალხს, მისცეს თვალსაჩინო და შთამბეჭდავი მაგალითები და გახდეს მისაბაძი: მერებსა თუ ადგილობრივი პარლამენტის წევრებს შეუძლიათ ველოსიპედით წავიდნენ სამუშაოდ ან დაამყარონ თანამშრომლობითი პარტნიორობა ბიზნესთან და მოიპოვონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშვები თავისი თანამშრომლებისთვის. 114 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 115 2. მეორე გზა არის თავიდანვე შევამციროთ მობილობის საჭიროება, რათა მოქალაქეებს არ დაეხარჯოთ ამდენი დრო ტრანსპორტით მოძრაობის ან საცობში გაჭედვის გამო. • მაგრამ ამბიციური ურბანული კონცეფციები, როგორიცაა „30 წუთიანი ქალაქი“ , მიზნად ისახავს ისეთი ქალაქების დაპროექტებას, სადაც სახლი, სამუშაო, სათამაშო ტერიტორია და სხვა საჭიროებები ერთმანეთისგან მხოლოდ 30 წუთის სავალზეა დაშორებული. ეს არის მდგრადი მობილობის რთული სქემა, რომელიც ამცირებს ტრანსპორტის მოძრაობას და აუმჯობესებს ცხოვრების ყოველდღიურ ხარისხს ჯანმრთელობის, გარემოს, დროის მენეჯმენტის, ადგილობრივი ეკონომიკისა და ცხოვრების ხარჯების თვალსაზრისით. 2 • ტელემუშაობისა და სახლში მუშაობის მოდელებმა შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს ტრანსპორტის მოცულობის შემცირებას. განსაკუთრებით კოვიდ-19-ის კრიზისის დროს, ბევრმა დამსაქმებელმა და თანამშრომელმა გააცნობიერა, რომ სახლიდან მუშაობა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს: დაზოგოს როგორც ფული, ასევე დრო. ბოლოს და ბოლოს, არავის მოსწონს ყოველდღე საათობით მოძრაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ მანქანით, ნაცვლად იმისა, რომ დრო გაატაროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მაგრამ რას იტყვით... …ქალაქის ცენტრებში მდებარე მაღაზიებზე, სადაც მანქანით ვეღარ მივალთ, თუ ცენტრი გადაიქცევა მანქანებისგან თავისუფალ ზონად? საკითხის მოგვარების გზა: ქალაქის ცენტრის მიმზიდველობის გაზრდა • სადაც შეზღუდულია ან აკრძალულია ავტომობილების მოძრაობა, შეიძლება ქალაქები გაცილებით მიმზიდველი გახადოს მცირე ბიზნესისთვის. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ავტომობილებისგან თავისუფალი ქალაქის ცენტრები ზრდის იქ ფულის დახარჯვის ალბათობას, რადგან ადამიანებს აქვთ დრო გაისეირნონ, დაათვალიერონ სხვადასხვა მაღაზიები და ა.შ. ეს განსაკუთრებით კარგი არგუმენტია იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრები „სისხლისგან იცლება“ ინტერნეტთან და შორს მდებარე სავაჭრო ცენტრებთან კონკურენციის შედეგად(ეს უფრო ეხება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას). საცხოვრებლად სასიამოვნო, სუფთა, ლამაზ ქალაქის ცენტრებს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობები. • ხალხის ნაკადის შემცირების სავარაუდო პრობლემა მოგვარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად შემუშავებული ქსელითა და ურბანული განვითარებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს ქალაქის ცენტრებში მიმზიდველი სერვისების, კულტურული ცენტრების, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტების განლაგებას და სამოტივაციო სქემებისა და ზომების შემოღებას, რათა წაახალისოს იქ გარკვეული ტიპის მომსახურებისა და მაღაზიების განთავსება. მაგრამ რას იტყვით... ...ადამიანებზე, რომლებსაც ოჯახური თუ სამუშაო ვალდებულებებიდან გამომდინარე, უწევთ მანქანების გამოყენება ქალაქში მისასვლელად, ან მათზე, ვინც ცხოვრობს უფრო იზოლირებულ სოფლებში და არ აქვთ წვდომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაზე? მანქანების გაზიარების სქემები: მუშაობს 2000-ზე მეტ ქალაქში 2000 ქალაქი ეს მეტია, ვიდრე ვიზეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკია და უნგრეთი) ყველა ქალაქი ერთად საკითხის მოგვარების გზა: შევინარჩუნოთ კავშირი • ადამიანებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ყოველდღიური საქმიანობა აწარმოონ მანქანის გარეშე, ნულოვანი ან დაბალი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე ინდივიდუალური სატრანსპორტო ალტერნატივების გარდა, არსებობს ავტომობილების გაზიარების შესაძლებლობაც. მანქანების გაზიარების სქემები კარგად მუშაობს მსოფლიოს 2000-ზე მეტ ქალაქში. 2 მ მხოლოდ გერმანიაში ეს სქემები ემსახურება დაახლოებით 2,5 მილიონ ადამიანს, 2 უზრუნველყოფს ავტომობილით ტრანსპორტირებას მანქანის ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პრობლემების გარეშე. უდავოა ამ ალტერნატივის დადებითი გავლენა გარემოზე. საფრანგეთის გარემოსა და ენერგიის მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც იყენებენ მანქანების გაზიარების აპლიკაციებს, 41 პროცენტით შეამცირეს თავიანთი ინდივიდუალური ავტომობილების გარბენი და უფრო ხშირად მოძრაობენ ავტობუსით, მატარებლით ან ფეხით. კოლაბორაციული მობილობის ორგანიზაციის-“CoMoUKის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ „მანქანების კლუბის“ თითოეული მანქანა გზებს აცილებს ათ კერძო ავტომობილს. 2 • საქმე ეხება ქალაქისა და სოფლის კავშირს, ევროპაში არის კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების უამრავი მაგალითი. ისინი შესაძლებელს ხდის პერიფერიის მეტროპოლისთან დაკავშირებას ალტერნატიული გზით, პირველ რიგში, რეგიონული მატარებლების ქსელებით. კონკრეტულ რეგიონში კი, სანამ ეს არ მოხდება, მოსახლეობას ინდივიდუალური ტრანსპორტის იმედი უნდა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს, რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობის ინფრასტრუქტურული პოლიტიკით. 116 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია • ამისა, რადგან მდგრადი მობილობის მიზანი ასევე არის ტრანსპორტის მოცულობის შემცირება, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სოფლების აღორძინება. ეს უნდა მოხდეს ბავშვთა მოვლისა და ჯანმრთელობის უკეთესი მომსახურებებით, მაღაზიებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკით, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი და რეგიონული რესურსების გამოყენებაზე- აგროტურიზმზე, ადგილობრივი წარმოების საქონელზე და ა.შ. ეს პოლიტიკა გააუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრების ხარისხს კონკრეტულ რეგიონებში მანქანის ფლობის საჭიროებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახლში მუშაობამ და ტელემუშაობამ, კვირაში მინიმუმ ორი დღის განმავლობაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სამსახურში ტრანსპორტით სიარული. ამით კი შემცირდება ემისიები და ტრანსპორტირების ხარჯები მგზავრებისთვის, რომლებსაც დარჩებათ მეტი დრო და ფული დასვენებისთვის. 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 117 ნაწილი III: მდგრადი მობილობა: მნიშვნელოვანია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და სოციალური სამართლიანობის კუთხით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხისა და წვდომის გაუმჯობესება, ყველასთვის ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებებში ინვესტიციების ჩადების გზით, ამცირებს სოციალურ უთანასწორობას. აქამდე ჩვენი ქალაქის მობილობის სქემები ხშირად მუშავდებოდა მაღალი და საშუალო კლასის მგზავრების საჭიროებების შესაბამისად, რომლებიც სამსახურში მანქანით დადიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესები, მათი ცხოვრების უმეტესი დროის განმავლობაში უგულებელყოფილია. ესენი არიან: ბავშვები, მოხუცები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ მანქანის მართვა, მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ მანქანის შეძენის შესაძლებლობა, მშობლები, რომლებიც საყიდლებზე მიდიან ადგილობრივ ბაზარზე, ან მეგობრები, რომლებიც ახლო სამეზობლოში ხვდებიან. როგორ მიდიან ექთნები საავადმყოფოში ღამის მორიგეობაზე? როგორ მიდის მთავარი კონსულტანტი? როგორც დაბალი, ასევე საშუალო ფენის ინტერესებში შედის კარგი, საიმედო, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, მდგრადი მობილობის პოლიტიკა ხელს უწყობს სოციალური სამართლიანობის მაღალ დონეს ჩვენს საზოგადოებებში. • და ქალაქის მმართველობის ოფიციალური პირების მზარდი ჯგუფი მდგრად ტრანსპორტს განიხილავს, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიცია, სამედიცინო მომსახურება ან განათლება. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მეტი ქალაქი ახორციელებს უფასო ან იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვის პოლიტიკას. ამჟამად 150-ზე მეტი ასეთი ქალაქია მსოფლიოში, უმეტესად კი ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, ჩეხეთის რეპუბლიკაში, ბულგარეთში, სლოვენიასა და ლიეტუვაში.27 ლუქსემბურგი და, ნაწილობრივ ესტონეთი, პირველი ქვეყნები არიან, რომლებმაც შემოიღეს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ქალაქების ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული პოლიტიკა არის საუკეთესო გზა ურბანულ ტრანსპორტთან დაკავშირებული ნახშირბადის გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რადგან უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად ამცირებს საშუალო და საშუალოდაბალი კლასების ცხოვრების ხარჯებს. უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის გზავნილი არის საერთო ხარჯების შეკვეცა. ეს კი წარმოადგენს საბოლოო არგუმენტს სკეპტიკოსებისა და ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც უპირისპირდებიან ურბანული ტრანსპორტის ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას, რაც მოიცავს ავტომობილებისგან თავისუფალ ზონებს, პარკირების მკაცრ შეზღუდვებს, ავტობუსების ზოლებს და ა.შ. • მსგავს ქვეყნებში, სოციალურ თანასწორობაში სახალხო ტრანსპორტით შეტანილი წვლილის მიუხედავად, საავტომობილო სექტორი კვლავ იღებს არაპროპორციულად უფრო მაღალ სუბსიდიებს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 2009-2019 წლებში ფედერალურმა მთავრობამ 20-ჯერ მეტი ინვესტიცია ჩადო კვლევების, ტექნოლოგიისა და მასალების ოპტიმიზაციის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიზნით მანქანის ტრანსპორტში, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 2 • მანქანებზე ნაკლები დამოკიდებულება და გამოყენება ხალხს ნაკლებად დაუცველს ხდის საწვავის ფასების ზრდის მიმართ, რომელზეც მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება კი არ მოქმედებს, არა- 118 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია მედ ნახშირორჟანგის(CO2) ფასების სისტემების განვითარებაც. • ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა უმეტესობა მიესალმება მობილობის ტრანსფორმაციას ანუ ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლას. ინტერესი პრაქტიკული სატრანსპორტო ალტერნატივებისადმი, რომლებიც ზრდის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს, დასტურდება მაკკინსის 2018 წლის კვლევით. კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს ათი ქალაქის მოსახლეობაში მაღალგანვითარებულმა ურბანულმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უდიდესი კმაყოფილება გამოიწვია. 2 ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკში, სანფრანცისკოსა და სხვა მსგავს ქალაქებში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არ ფლობს მანქანებს, ხოლო გერმანიაში 30 პროცენტით ნაკლებ ადამიანს სურს მართვის მოწმობის აღება, ვიდრე ათი წლის წინ. 3 მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ ქალაქის ცენტრში პარკინგის საფასურის გაზრდა დაბალშემოსავლიან ადამიანებს უფრო აზარალებს, ვიდრე საზოგადოების შეძლებულ წევრებს? საკითხის მოგვარების გზა: რა საჭიროა ავტომობილების მფლობელების სუბსიდირება? • ცენტრში პარკინგის საფასურის ზრდის პრობლემის მდგრადი და სოციალურად სამართლიანი გადაწყვეტა არის კარგად შემუშავებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და დაბალი ან ნულოვანი ემისიის მქონე ურბანული ტრანსპორტის უფრო ფართო ვარიანტები. ისინი წარმოადგენს უფრო ხელმისაწვდომ, სწრაფ და ჯანსაღ სატრანსპორტო საშუალებებს, ვიდრე მანქანაში ჯდომა ქალაქის საცობში. პარკინგის იაფი ვარიანტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანებისთვის გარეუბანში, ვინც მგზავრობს მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომლებიც აქამდე არ იყო ქალაქთან დაკავშირებული რეგიონული მატარებლების ქსელით. მსგავსმა საპარკინგო ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ დიდი რაოდენობით ავტოსადგომები, სადაც იქნება ელექტრონული მანქანების დამტენებიც. • ამისა, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ უნდა გაუწიონ უმანქანო ადამიანებმა სუბსიდირება ავტომობილების მფლობელებს, როცა თვითონ გაცილებით ნაკლები ფინანსები აქვთ? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანქანიანი ადამიანები უზარმაზარ საზოგადოებრივ სივრცეს იკავებენ. როგორ გაამართლებენ მის გამოყენებას სამართლიანი ფასის გადახდის გარეშე? თუ ქალაქის ცენტრში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ძვირია, რატომ უნდა დაიკავოს ის ავტომობილის მდიდარმა მფლობელმა ძალიან იაფად? მაგრამ რას იტყვით... ...ელექტროენერგიაზე ან წყალბადზე მომუშავე ავტომობილების შედარებით მაღალ ფასზე? საკითხის მოგვარების გზა: ისინი იაფდება! • ზოგადად ელექტრომობილების ფასი უფრო მაღალია ვიდრე ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანებისა. მაგრამ ეს სწრაფად იცვლება, რადგან ბატარეების ფასი ეცემა, ავტომწარმოებლები მილიარდობით ინვესტიციას დებენ ელექტრო ტრანსპორტის წარმოებაში, მკაცრდება სტანდარტები და შეზღუდვები წიაღისეული საწვავის მანქანებზე, ხოლო მთავრობები ან მწარმოებლები იწყებენ ელექტრომობილების სუბსიდირებას. ელექტრონული ავტომობილების ალტერნატივების შეძენა უკვე შესაძლებელია თითქმის წიაღისეული საწვავის მანქანების ფასში. 2023 წლისთვის, ან 20242028 წლებისთვის ნავარაუდევია ფასთა გათანაბრება ელექტრომობილებსა და ბენზინის/ დიზელის ავტომობილებს შორის. 3 , მრავალი მთავრობა, როგორც ევროპის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ახორციელებს ელექტრომობილობაზე გადასვლის სტიმულირებას ავტომობილების ფასების დაკლებით, გადასახადებისგან გათავისუფლებით ანდა ქალაქის 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 119 გარკვეულ უბნებში მანქანების აკრძალვებიდან გათავისუფლებით. ქალაქის საკრებულოები და საცალო ქსელები(როგორიცაა IKEA) სულ უფრო ხშირად გვთავაზობენ ავტოსადგომებს, რომლებიც განკუთვნილია ელექტრომობილებისთვის და იძლევა მანქანების უფასოდ გაჩერებისა და დატენვის შესაძლებელობას. ელექტრო მანქანების სასიცოცხლო ციკლის ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად დაბალია, რადგან: ასეთი ავტომობილის„საწვავით მომარაგება“ იაფია; ის შეიცავს ნაკლებად ცვეთად ნაწილებს და ამიტომ სადაზღვევო კომპანიები ბევრად უფრო დაბალ ფასებს გვთავაზობენ ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებისთვის. • მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ზემოხსენებული გამოწვევა(მაგალითად, სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და ნახშირორჟანგის გამოყოფა) შეიძლება მოგვარდეს ელექტრო ან წყალბადის მანქანებზე გადასვლით, ეს არ ეხება ყველა პრობლემას(როგორიცაა საზოგადოებრივი სივრცის განაწილება და სოციალური საკითხი იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მანქანის ფლობა). ამიტომ, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, უკეთესი იქნება ურბანული მოძრაობის დაგეგმვისას პრიორიტეტი მიენიჭოს ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ დიდ მანძილზე გადაადგილების, განსაკუთრებით ფრენის ხარჯები იზრდება და ეს მარგინალურ ჯგუფებს არახელსაყრელ პირობებს უქმნის? საკითხის მოგვარების გზა: იარეთ მატარებლით • უფრო გონივრული ალტერნატივა უდავოდ რკინიგზაა, რასაც ევროპა სწრაფად აფართოებს. შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS) კვლევის თანახმად, ჩქაროსნული რკინიგზის ინვესტიციები მომავალი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად ათი პროცენტით გაიზრდება, რადგან ამ ტრანსპორტზე მოთხოვნა მატულობს. 3 მატარებლებს, რომლებითაც ადამიანებს შეუძლი- 120 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია ათ დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ დილით და დამატებით დაზოგონ სასტუმროში ღამის გათევის ხარჯებიც. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ევროკავშირმა 35 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, 1996 წლიდან კი გააფართოვა ჩქაროსნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მთელ ევროპაში, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის(TEN-T) ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ჯერ კიდევ არაა დასრულებული, შესაძლებელი იქნება, მაგალითად, ცენტრალური ევროპიდან(ბრატისლავადან) პარიზში ჩასვლა დაახლოებით რვა საათში. უფრო მეტიც, ევროკავშირის 24 ქვეყანა შეთანხმდა მიზანზე, რომ მოხდეს ხანმოკლე ფრენების(300-800 კმ) სარკინიგზო კავშირებით ჩანაცვლება. ევროპის დაკავშირების ფონდის (CEF)(რომელიც, სხვა სფეროებთან ერთად, აფინანსებს ევროპის გადასვლას მდგრად მობილობაზე) ბიუჯეტი გაიზრდება 1,5 მილიარდი ევროდან 14,521 მილიარდამდე. ევროსაბჭომ 2021 წელი გამოაცხადა რკინიგზის ევროპულ წლად და გეგმავს სხვადასხვა ინიციატივას, რომ ხელი შეუწყოს სარკინიგზო მგზავრობას, როგორც მანქანის მართვის ან ფრენის ალტერნატივას. ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს პროგრესული ზომები. მაგალითად, საფრანგეთი ავიაკომპანიას „ეარ ფრანსი“ უწევს შვიდი მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას, იმ პირობით, რომ ხანმოკლე შიდა ფრენებს ჩაანაცვლებს სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის(SNCF) სარკინიგზო კავშირებით. • ალტერნატიული ტრანსპორტის ნახშირბადის ნაკვალევი განუზომლად დაბალია, ვიდრე მანქანებისა და თვითმფრინავებისა. ის ქმნის ევროკავშირის ტრანსპორტის გამონაბოლქვის მხოლოდ 0,5 პროცენტს. უფრო მეტიც, ქალაქებში ერთ მგზავრზე, თითო კილომეტრზე, ენერგიის საშუალო მოხმარების მიხედვით რკინიგზა შვიდჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე კერძო მანქანები. 3 • კი, პირიქით, არის სათბურის გაზების ემისიის ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო. აქ 2005 წელთან შედარებით თვითმფრინავებით წარმოქმნილი ემისიები 70 პროცენტით მეტია. 3 მ მიუხედავად ხელმისაწვდომი გადამზიდავების არსებობისა, ხალხი, რომელიც ყველაზე მეტად დაფრინავს ან მოგებას იღებს იაფი 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 121 ფრენებიდან, არის საზოგადოების შეძლებული ფენა. სკოლის მომვლელი შეიძლება წელიწადში ერთხელ გაფრინდეს ხმელთაშუაზღვისპირეთში, მაგრამ ამ სიტუაციით ყველაზე მეტს სარგებლობენ ბიზნესმენები და ურბანული აკადემიური კლასები, რომლებიც სულ რეისების ცვლაში არიან. დაბალი შემოსავლის მქონე, საჰაერო ხაზების ქვეშ მცხოვრები ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან ხმაურითა და ჰაერის დაბინძურებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მძიმე შედეგების მქონე გლობალურ დათბობაზე. 3 რ როგორც კოვიდ-19-ის კრიზისის დროს ვნახეთ, თვითმფრინავით მივლინებაში წასვლა ხშირად სრულიად ზედმეტია- დღეს საერთაშორისო შეხვედრები და ინტერაქტიული დისკუსიებიც კი მარტივად შეიძლება ჩატარდეს ინტერნეტით. • ამისა, ის, რაც ფრენებში ხშირად გვხიბლავს, არის ეგზოტიკური ადგილების ნახვის, განსხვავებული კულტურის ადამიანებთან შეხვედრისა და თვალსაწიერის გაფართოების იდეა. თუმცა, საათობით ფრენის შემდეგ, რასაც ხშირად ვიღებთ, არის ერთი კვირის გატარება ჩაკეტილ საზოგადოებაში, სადაც ჩვენს გვერდით შეზლონგზე ევროპელ მეზობლებთან საუბარს უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამრიგად, დღევანდელი ევროპული ქალაქების მკვიდრთათვის კიდევ უფრო„ეგზოტიკური“ იქნებოდა მეზობელი ქვეყნების სოფლის მაცხოვრებლებთან ურთიერთობა. მოძრაობის შეფერხება მნიშვნელოვნად აზიანებს ეკონომიკას 461 მილიარდი USD ზარალი წლიურად. რაც ავსტრალიის მშპ-ს ექვივალენტია 122 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 123 ნაწილი IV: მდგრადი მობილობა: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკისა და პოლიტიკისათვის ურბანული საზოგადოებების გამოწვევები იზრდება: ქალაქებში მატულობს ურბანიზაციის დონე, რადგან 2050 წლისთვის სწორედ იქ იცხოვრებს მსოფლიოს მოსახლეობის 70-80 პროცენტი, 3 მრავლდება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ძველდება(განსაკუთრებით სოფლად) და ამ ყველაფერს კლიმატის კრიზისიც ემატება. უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ტექნოლოგიური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მდგრადი მობილობა წარმოადგენს ეკონომიკის წინსვლის წინაპირობას. ეკონომიკურ უპირატესობას მოიპოვებენ ქალაქები და რეგიონები, რომლებსაც აქვთ ამბიციური გეგმები, ქმედებები და მიღწევები, გახადონ თავისი მობილობა უფრო მდგრადი გარემოსდაცვითი კუთხით. ისინი მიიღებენ სარგებელს პროდუქტიულობის გაზრდის გზით, მაგალითად, გზებზე ნაკლები ოდენობის საცობების, ენერგიის უფრო ეფექტური მოხმარებისა და სხვა ფაქტორების ფონზე, გარდა ამისა, ამაღლებული ცხოვრების ხარისხი მოიზიდავს ადამიანურ და შემოქმედებით პოტენციალს თუ უნარებს, როგორც ეკონომიკური პროგრესის ძირითად წყაროებს. • მეტროპოლისებსა და გარეუბნებში ავტომობილების ფართო მოხმარებით გამოწვეული მოძრაობის შეფერხება არა მხოლოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, არამედ იწვევს მილიარდობით ეკონომიკურ ზარალს(პროდუქტიულობის შემცირებას). 2017 წელს აშშ-ს, ბრიტანეთისა და გერმანიის ეკონომიკისთვის(ერთად აღებული) ამ ზარალმა 461 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 975 დოლარი ერთ ადამიანზე. 3 • საწვავიდან დაბალი ან ნულოვანი ნახშირბადის მობილობაზე გადასვლა ხელს უწყობს საზოგადოების მდგრადობას, მაგრამ ასევე ზრდის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას. ეს გადასვლა შედის არა მხოლოდ მთავრობისა და ზოგადად საზოგადოების, არამედ კომერციული სუბიექტების ინტერესებშიც. ამის გათვალისწინებით, მდგრადი მობილობის პოლიტიკა უნდა მოიცავდეს კომერციულ აქტორებს, როგორც„ჭკვიანი“ მობილობის ტექნოლოგიების მთავარ ინვესტორებს, დაბალი ნახშირბადის მობილობის(ელექტრომობილების) ინფრასტრუქტურისა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გონივრული სისტემების განვითარების მთავარ ინვესტორებს. • მობილობის კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, როგორც ავტომობილების ეფექტური ალტერნატივა(საქალაქო ველოსიპედები, ელექტრონული სკუტერები, ტრანსპორტის გაზიარება და ა.შ.), ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მის ეკონომიკურ პროცესებს. • მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია: წიაღისეული საწვავის ტრანსპორტის გამოყენების შემცირება ჩვენს ეკონომიკასა და ქვეყნებს ნაკლებად დამოკიდებულს გახდის ავტოკრატიულ ექსპორტიორებზე. მაგრამ რას იტყვით... პრობლემაზე იმის შესახებ, რომ წიაღისეული საწვავის ტრანსპორტირების შეზღუდვა შეანელებს ეკონომიკურ ზრდას, რადგან ეკონომიკა და ვაჭრობა განუყოფლად არის დაკავშირებული ტრანსპორტირებასთან? საკითხის მოგვარების გზა: ინოვაცია და ადგილობრივი განვითარება • ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას: რეალური ეკონომიკური განვითარება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და პოლიტიკა ევროპულ, ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე, რომლებიც ემისიებზე აწესებს მკაცრ შეზღუდვებს და ახდენს დაბალი ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მოძრაობის სუბსიდირებას, კი არ აზიანებს, არამედ ხელს უწყობს კონკურენციას, საერთაშორისო ვაჭრობასა და ზოგადად ეკონომიკას. ამ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ასევე მხარს უჭერს ევროკომისია და მრავალი ქვეყნის ეროვნული მთავრობა. • მეტიც, მდგრადი მობილობის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდოს ტვირთის მუდმივად მზარდი ტრანსპორტირება. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ემისიებს, არამედ შექმნის უფრო მეტ პოტენციალს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკისთვის და ხელს შეუწყობს გლობალურ სოციალურ სამართლიანობას. ეს ასევე შექმნის ზრდის ახალ შესაძლებლობებს რეგიონის ეკონომიკისთვის ან ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისთვის(მაგ. საკვებისთვის). ადგილობრივ პროდუქციას, მაღალი ფასის გამო, ხშირად არ აქვს შანსი კონკურენცია გაუწიოს უზარმაზარი ქარხნების ნაწარმს, რომლის მიწოდებაც ხდება შედარებით უმნიშვნელო ფასად ქვეყნის ყველა კუთხეში. • თვითმფრინავები, გემები და სატვირთო მანქანები წარმოქმნიან გლობალური ნახშირბადის ნაკვალევის მნიშვნელოვან ნაწილს და, ამავე დროს, მსოფლიოში ამძაფრებენ უსამართლობას, რადგან მათში დომინირებენ უზარმაზარი მრავალეროვნული კომპანიები და ისინი დიდ მოგებას ნახულობენ. მიუხედავად ამისა, ტრანსპორტის ეს ფორმები ხშირად არ არის განხილვის თემა, რადგან„თუ ვერ ხედავ, არ ითვლება“, ხოლო ეს არის ტრანსპორტის ტიპი, რომელიც ხშირად„უხილავია“. მაგრამ რას იტყვით... ...ის ახალი ფორმების- ელექტრონული მობილობისა და წყალბადის სუბსიდირების დასაბუთებაზე? საკითხის მოგვარების გზა: დავაფინანსოთ მომავალი და არა წარსული • სატრანსპორტო ტექნოლოგია სუბსიდირებულია ამა თუ იმ ფორმით. საავიაციო ნავთობზე გადასახადის არარსებობა ან დიზელის დაბალი გადასახადი გერმანიაში მხოლოდ ორი ტიპური მაგალითია. აღარაფერს ვამბობთ გარე ხარჯებზე, განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ქალაქის მოსახლეობის მკურნალობაზე, რომელსაც ანაზღაურებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა. • მქონე მთავრობის ძირითადი მოვალეობაა დაეხმაროს სექტორებს, მომსახურებებსა და საქმიანობებს, რომლებიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოების წინსვლისთვის ან მდგრადობისთვის(იხ. თავი 2, გვერდი 63 და თავი 6, ნაწილი 139) ამ სექტორებიდან ერთ-ერთია ელექტრომობილობა და დაბალი ან ნულოვანი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე ტრანსპორტირების სხვა რეჟიმები. მათი განვითარების გარეშე, კლიმატის მიზნები, რომელთა მიღწევაც საჭიროა გარემოსდაცვითი კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ განუხორციელებელ ოცნებებად დარჩება. • ამისა, თუ შევადარებთ ელექტრონული მობილობისა და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის სუბსიდიებს ევროპაში, დიდ სხვაობას სუბსიდიებით უნდა წახალისდეს ჯანმრთელი მობილობა და არა წიაღისეული საწვავი 2 fo 0 s 1 s 0 il -2 fu 0 e 1 l 7 su წ b ლ si ე d ბ i შ e ი s წ fr ი o ა m ღი 2 ს 0 ე 1 ულ 0-2 ი 017 ს c ა o წ u ვ l ა d ვ h ის av ს e უბ b ს e ი e დ n ირ us ე e ბ d ის fo თ r ა t ნ h ხ e ით შ b ე u ი i ძ ld ლ u ე p ბა of აშენებულიყო მილიონი ელექტ E რ V ო s ე u ნე p რ er გ c ი h ი a თ rg დ in ა g ტე s ნ t ვ a ი ti ს o ს n ა s დგური 124 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 125 ტრანსფორმაციაში შეტანილი წვლილის წყალობით(რითიც საბოლოოდ შევინარჩუნებთ ჩვენს ეკოსისტემას), ელექტრონული მობილობის სარგებლის მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე ხარჯები. დავინახავთ. 2017 წელს წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ, მთელი თავისი დაბინძურებითა და გარემოს განადგურებით, ეროვნული მთავრობებისა და ევროკავშირისგან მიიღო პირდაპირი და არაპირდაპირი სუბსიდიები 87 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს იყო 2,5-ჯერ მეტი ვიდრე 2010 წელს. ეს სუბსიდიები განკუთვნილი იყო წარმოების სექტორისთვის(პირდაპირი გადასახადები, სესხები, სახსრები, საგადასახადო პოლიტიკა, კვლევა და ა.შ.), ასევე საწვავის მოხმარებისთვის(რეგულირებული ფასები, საგადასახადო შეღავათები).. • 2010-2017 წლებში წიაღისეული საწვავის სუბსიდირების ერთობლივი თანხა შეიძლება გამოყენებულიყო ელექტროენერგიით დატენვის 1,6 მილიონი სადგურის შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობდა ელექტრომობილების შეღწევას ბაზარზე და მნიშვნელოვნად შეამცირებდა მანქანებით ჰაერის დაბინძურებას. ან ის შეიძლებოდა გამოყენებულიყო 20,000 კილომეტრის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალების ასაგებად, რაც შეამცირებდა მანქანებისა და თვითმფრინავების მიმოსვლას და ტრანსპორტირების ამ საშუალებებით გამოწვეულ დაბინძურებას. 3 • ელექტრონული მობილობის ამჟამინდელი ევროპელი ლიდერების ნორვეგიისა ანდა ნიდერლანდების მაგალითები გვიჩვენებს, ამ დარგის ხელშემწყობი პოლიტიკა(გადასახადებისგან გათავისუფლება, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დასატენი სადგურების შექმნა, კვლევები, ურბანულ სატრანსპორტო ღონისძიებები, როგორიცაა ავტობუსების ბილიკები ელექტრონული მოძრაობისთვის, პრივილეგირებული პარკინგი, ქალაქის გარკვეულ ადგილებზე ელექტრომობილებისთვის უფასო მოძრაობის დაშვება და ა.შ.) უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2019 წელს, ნორვეგიაში, ელექტრომობილების რეგისტრაციამ პირველად გადააჭარბა წვის ძრავის მანქანების რეგისტრაციას, ხოლო ელექტრონული დატენვის ქსელი თითქმის გაუტოლდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. 3 წლიდან ნიდერლანდებში ელექტრო მანქანების დარეგისტრირება თითქმის გაორმაგდა და ახლა ავტომობილების გაყიდვების 15 პროცენტს შეადგენს. 4 • სახით, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ელექტრონული მობილობა გაცილებით იაფი გვიჯდება, ვიდრე წიაღისეული საწვავის. უფრო მეტიც, მობილობის აუცილებელ 126 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია ნაწილი V: მდგრადი მობილობა: არსებითად მნიშვნელოვანი დასაქმების სამომავლო შესაძლებლობებისთვის ზემოთ აღწერილი მობილობის ტრანსფორმაცია გულისხმობს ახალი, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სფეროში: პირველ რიგში, იმისათვის, რომ ჩვენი სატრანსპორტო სისტემა გახდეს გარემოს დაცვის კუთხით მდგრადი, ქალაქებსა და ქვეყნებს მოუწევთ ინფრასტრუქტურის განახლება, რაც გულისხმობს უზარმაზარ ინვესტიციებს: ველობილიკებისთვის, დამუხტვის სადგურების შექმნისთვის, ახალი ავტობუსებისა და ტრამვაისთვის და ათასობით კილომეტრის რკინიგზის ლიანდაგებისთვის. ამისათვის ასევე საჭიროა უამრავი მუშახელი (იხ. თავი 2, ნაწილი I). • მობილობიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა გააჩენს მოთხოვნას მეტ სპეციალისტზე ლოგისტიკისა და ტრანსპორტის დარგში. დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბის ზრდას, რაც მოსახლეობის სურვილს წარმოადგენს, აფერხებს კვალიფიციური მძღოლების ნაკლებობა ისეთ დიდ ქალაქებშიც კი, როგორიცაა ბერლინი. • გარკვეულწილად საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ მობილობას შორის მდებარეობს. ამ მხრივ აღსანიშნავია ტრანსპორტის გაზიარების ახალი ფორმები, რომლებიც შეიქმნა რამდენიმე წლის წინ საიჯარო სააგენტოების ახალი ბაზრის პარალელურად. მანქანების გაზიარების სააგენტოები მხოლოდ დასაწყისი იყო. დღეს უკვე ყვავიან სააგენტოები, რომლებიც ერთჯერადად თუ გრძელვადიანად, აქირავებენ ჩვეულებრივ, ელექტრონულ და სატვირთო ველოსიპედებს, ველოსიპედების მისაბმელებსა და ელექტრონულ სკუტერებს. 4 • ინდივიდუალური ნაწილის„გამწვანება“, გააჩენს მოთხოვნას სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტზე: ელექტრო მანქანებზე, ელექტრონულ ველოსიპედებზე, ასევე ჩვეულებრივ და სატვირთო ველოსიპედებზე, რომლებიც აქამდე მზადდებოდა ხელით ინტენსიური შრომის პროცესის შედეგად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სარემონტო მაღაზიების დამხმარე ინდუსტრია და სხვა სფეროები განვითარდება ამ ახალ ბაზრებთან ერთად. • მიუხედავად, ავტომობილების წარმოება მნიშვნელოვანი სექტორია ბევრ ქვეყანაში. ამასთან, მანქანების შესახებ ცოდნით და გასული საუკუნის განმავლობაში ევროპაში დაგროვებული კაპიტალით, ჩვენს მანქანათმშენებლობას შეუძლია დაეწიოს ამერიკულ და აზიურ ფირმებს და დაიკავოს წამყვანი პოზიცია ელექტრომობილების განვითარებაში. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლა ვიმოქმედებთ. თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ელექტრონულ მობილობაზე გადასვლა კიდევ გადაიდება, ისინი მთლიანად დაკარგავენ მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის დიდ ნაწილს, რადგან მას საბოლოოდ დაჯაბნიან მსოფლიოს სხვა ქვეყნების ინოვაციური ფირმები. ელექტრონული მობილობის 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 127 ბაზრის მხრივ აზიის ან აშშ-ს ფირმები გარკვეულწილად უფრო განვითარებულია, ვიდრე ევროპული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაში ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. სამხრეთ კორეის მთავარმა საავტომობილო ფირმამ ცოტა ხნის წინ ჩეხეთში გახსნა ახალი ავტომობილების ქარხანა 12,000 სამუშაო ადგილით, ხოლო ამერიკული კომპანია„ტესლა“ გეგმავს ქარხნის აშენებას გერმანიაში, რათა ევროპელ მომხმარებლებთან უფრო ახლოს იყოს. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, წვის ძრავის მანქანების დრო იწურება, რადგან მთელ მსოფლიოში მთავრობები ზღუდავენ მათ გამოყენებას და ხელს უწყობენ მათ ჩანაცვლებას ელექტრო მანქანებით ან მობილობის სხვა ფორმებით. სწორედ ამიტომ,„ტესლა“ თითქმის არსაიდან გაჩნდა და 2020 წელს გახდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მანქანის მწარმოებელი კომპანია. • ბაზარზე უკვე მაღალი კონკურენციაა. თუმცა მდგრადი(ელექტრო ან წყალბადის) კომერციული სატრანსპორტო საშუალებების, როგორიცაა ექსკავატორები (რომლებიც ჰაერის მნიშვნელოვან დაბინძურებას იწვევს ქალაქებში), ან ტრაქტორების(არა მხოლოდ ეკო-ფერმების) ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელია. რადგანაც ბევრ ევროპელ მწარმოებელს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ყველანაირი კომერციული სატრანსპორტო საშუალების მშენებლობაში, მათ აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობა ახალი მდგრადი ბაზრის სეგმენტზე. • ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ავტომობილების წარმოების ინდუსტრიის თანამშრომლები ძირითადად მაღალკვალიფიციურები არიან. მათი უნარ-ჩვევები და ცოდნა არა მხოლოდ ამ ინდუსტრიისთვისაა ღირებული, არამედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სექტორებშიც. მათთვის სამომავლო პერსპექტივები არსებობს, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის შიგნით, ისე მის გარეთ. სინამდვილეში, კი არსებობს რისკი, რომ მომავალში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გაჩნდეს (იხილეთ თავი 3, გვერდი 70). უკვე არსებობს ნაცადი და გამოცდილი გადაწყვეტილებები, რომლებიც იძლევა სხვა სექტორში შეუფერხებლად გადასვლის გარანტიას, თუ ეს თანამშრომელს სურს. მაგალითად, გერმანიის პროფკავშირულმა ორგანიზაციამ„IG Metall“ შეიმუშავა სხვა სექტორში გადასვლასთან დაკავშირებული მოკლევადიანი სამუშაო შეთანხმება, რომლის გამოყენება საავტომობილო სექტორშიც შეიძლება. მუშები ამცირებენ სამუშაო დროს და ამავდროულად იღებენ ახალ კვალიფიკაციას. სახელფასო სხვაობა სრულ და არასრულ განაკვეთზე დასაქმებას შორის უნდა დაფაროს სახელმწიფომ (იხ. აგრეთვე თავი 2, გვერდი 55). მაგრამ რას იტყვით... პრობლემაზე, რომ წვის ძრავის მოხმარების შეზღუდვები ზიანს მიაყენებს ეროვნულ ეკონომიკას, სადაც მანქანათმშენებელი ქარხნები მნიშვნელოვანი დამსაქმებლები არიან? საკითხის მოგვარების გზა: განვავითაროთ ელექტრონული მობილობა- ან ახლა ან არასდროს • და გაციფრულებამ უკვე ძირეულად შეცვალა მანქანის წარმოების ინდუსტრია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რადგან დღევანდელ საწარმოო ხაზზე სულ უფრო ნაკლებად რჩება ისეთი სამუშაო, რომელთა შესრულება რობოტებს არ შეუძლიათ, ხელით მომუშავე მუშებით სავსე საავტომობილო ქარხნები წარსულს ჩაბარდა(იხილეთ თავი 2, გვერდი 54). ავტომობილების წარმოების ინოვაციურ სეგმენტებში დასაქმება შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე წვის ძრავის სამუშაოების შესრულება. ამის მიზეზია ის, რომ მანქანათმშენებლობისთვის ტრადიციულად გამოყენებული ნაწილების წარმოება სულ უფრო სტანდარტიზებული და ავტომატიზებული ხდება, ხოლო ელექტრონული(განსაკუთრებით, წყალბადზე დაფუძნებული) მობილობის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს უამრავი ტექნიკური ინოვაციის შესაძლებლობა. 128 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 129 • მობილობაზე“ მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რაც ასევე განპირობებულია იმით, თუ რას ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას. ეს დიდი ცვლილება დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ავტომობილების წარმოება არის ძლიერი ინდუსტრია, რომელშიც დევს უდიდესი ტექნიკური ცოდნა. დასაქმების გონივრული პოლიტიკისა და ინოვაციების გამოყენებით, მას შეუძლია გაუმკლავდეს ამ დიდ გამოწვევებს და ხელი შეუწყოს მსოფლიოს უკეთეს ადგილად გადაქცევის პროცესს. • თანახმად, 2030 წლისთვის ნავარაუდევია, რომ გაყიდული ახალი ავტომობილების 30 პროცენტი იქნება ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე, დასატენი ჰიბრიდი. 4 ე ერთი ტრილიონი დოლარის ღირებულების ბაზარს. რადგან უახლოეს მომავალში ელექტრომობილები ისეთივე ხელმისაწვდომი გახდება, როგორც ჩვეულებრივი ბენზინისა და დიზელის მანქანები, ელექტრონული მანქანების წარმოებაზე გადასვლა უზარმაზარი მოგების შესაძლებლობებს ქმნის ავტომწარმოებლებისთვის. • მწვანე მობილობა ასევე გამოიწვევს სამართლიან ადგილობრივ განვითარებას. იმპორტირებულ საწვავში თანხის გადახდისა და უცხოური კომპანიებისა თუ ქვეყნების დაფინანსების ნაცვლად, მწვანე მანქანის მობილობა უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკაში ფულის შენარჩუნებას. თუმცა ელექტრონული(არა წყალბადზე დაფუძნებული) მობილობის შემთხვევაში, ბატარეის შესაქმნელად საჭირო ნედლეული ჯერ-ჯერობით მაინც იმპორტის სახით შემოდის. დეცენტრალიზებულ ენერგოსისტემაში(იხილეთ თავი 4),„სუფთა მობილობაზე“ გადასვლა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ენერგო მწარმოებლებსა და ეკონომიკას. მაგრამ რას იტყვით... •...ელექტრომობილების დატენვის საჭიროებაზე - როგორ გადავიხდით ამის საფასურს? საკითხის მოგვარების გზა: ერთ დატენვაზე ელექტრომობილების მიერ დაფარული მანძილი აღარ წარმოადგენს პრობლემას 1. რიგში, ევროპაში მკვეთრად იზრდება ელექტრომობილების დატენვის წერტილების ქსელი: დამტენი სადგურების რაოდენობა 2011 წელს იყო 4000, ხოლო 2019 წელს- 190 000ზე მეტი(ზრდა მოხდა 4,750 პროცენტით). 43 რაც მთავარია, არსებობს ევროკავშირის დაფინანსება და სხვა ფინანსური სქემები ელექტრო დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდისა და, ზოგადად, ელექტრომობილობის განვითარებისათვის. ამრიგად, საქმე ეხება მხოლოდ თანხების მოზიდვისა და მენეჯმენტის შესაძლებლობებს და ადგილობრივი, რეგიონული ან ეროვნული ხელისუფლების ორგანოების წვდომას ამ სქემებზე. 44 როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მრავალი ქსელის მაღაზია ასევე ამონტაჟებს ელექტრომანქანების დამტენებს და მომხმარებლებს იზიდავს, აძლევს რა ავტომობილის უფასოდ დატენვის საშუალებას. 2. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ერთ დატენვაზე ელექტრომობილების მიერ დაფარული მანძილი. 2020 წელს ინდივიდუალური ელექტრონული ავტომობილისთვის ამ მანძილის მაქსიმალური სიგრძე იყო თითქმის 1000 კმ, ხოლო ბევრმა (დაბალფასიანმა) მანქანამ 400 კმ-ს ან მეტსაც მიაღწია- ამის შემდეგ ნებისმიერმა კარგმა მძღოლმა ყავისთვის მაინც უნდა შეისვენოს. მაგრამ რას იტყვით... ... გარემოზე ასახულ ელექტრომობილების კვალზე? საკითხის მოგვარების გზა: ელექტრომობილები უკეთესი გამოსავალია, მაგრამ არა საუკეთესო • ელექტრომანქანებისა და ჩვეულებრივი წვის ძრავიანი(ბენზინის ან დიზელის) მანქანების ემისიების შედარება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. ეს დამოკიდებულია ენერგიის სხვადასხვა წყაროზე, რომელიც გამოიყენება ავტომობილის საწვავად მისი წარმოების შემდეგ. ამასთან, ფაქტი ფაქტად რჩება: ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ელექტრომობილებს- ბატარეის წარმოებისას წარმოქმნილი არაპირდაპირი ემისიის ჩათვლით- აქვს მნიშვნელოვნად დაბალი ნახშირბადის ნაკვალევი. სანდო კვლევებმა აჩვენა, რომ, მთელი ექსპლუატაციის პერიოდში, ელექტრო მანქანების ნახშირბადის ნაკვალევი 40 პროცენტით დაბალია ვიდრე ჩვეულებრივი დიზელის ან ბენზინის ძრავებისა. ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე ტრანსფორმაციასთან ერთად, ეს სხვაობა გაიზრდება ელექტრონული მანქანების სასარგებლოდ 4 უფრო მდგრადი არჩევანი. • თუ გავითვალისწინებთ ელემენტების წარმოებაში გამოყენებულ რესურსებსა და იმას, რომ ზემოთ აღნიშნული ზოგიერთი სარგებლის გამოყენება ვერ მოხერხდა, წვის ძრავიანი მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლება საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ სოციალურ ფაქტორებს (ვის შეუძლია იყიდოს და ატაროს ნებისმიერი სახის კერძო მანქანა და ვინ რა ნაწილს იღებს საზოგადოებრივ სივრცეში), კერძო საკუთრებაში არსებული ერთი ავტომობილის მეორით შეცვლა საუკეთესო გამოსავალს არ წარმოადგენს. 130 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია რისკენ მივისწრაფვით? • მომავლის მობილობა, რომლისკენაც მივისწრაფვით, ეკოსისტემის დაშლას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ სინამდვი-ლეში ჩვენს ცხოვრებას გახდის უკეთესს, საზოგადოებებს კი- სოციალურად სამართლიანს. ეს სულაც არ არის განუხორციელებელი ოცნების სფერო. ტენდენციები და ციფრები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ტრანსფორმაცია წარმოადგენს გამოწვევას, რომლის მოსაგვარებლადაც დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური მოდელისა და ყოველდღიური ჩვევების შეცვლა. თუმცა, ჩვენ ვცადეთ გვეჩვენებინა და ფაქტებით თუ ციფრებით გაგვემყარებინა, რომ არსებობს კარგი და საუკეთესო პრაქტიკის ამოუწურავი მარაგი. ის მოიცავს ასობით და ათასობით ქალაქს, რეგიონსა და სახელმწიფოს, რაც ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლას სრულიად რეალურს ხდის. პოლიტიკის, ღონისძიებებისა და ინიციატივების უამრავი მაგალითი არსებობს სხვადასხვა სექტორში. ხარისხიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოებამ 150-ზე მეტი ქალაქში წარმოქმნა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა. • და სხვა ნულოვანი ან დაბალი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე ტრანსპორტზე სწრაფმა გადასვლამ, სხვა სარგებელთან ერთად, შექმნა დასაქმების ახალი შესაძლებლობები. 2000-ზე მეტ ქალაქში მანქანების გაზიარების სქემებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოძრაობის გადატვირთვა ქალაქებში და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ევროპაში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის გაფართოება და განვითარება იძლევა ხანმოკლე ფრენების ალტერნატივას. რიგ ქალაქებში კარგად მუშაობს მულტიმოდალობის სქემები, რომლებიც ხელს უწყობს მგზავრობის სხვადასხვა რეჟიმის ინტეგრაციას ერთ მარშრუტზე. მომავლის ეს სატრანსპორტო საშუალებები და ახალი სამუშაოები გვაჩვენებს, რომ გადასვლა სრულიად შესაძლებელია. • სახელმძღვანელო დაეხმარება ნებისმიერს, ვინც კარგად იცნობს არსებულ მდგომარეობას და ბედავს იყოს უფრო ამბიციური, რათა ჩვენი მობილობა შეუსაბამოს გარემოს საზღვრებსა თუ საჭიროებებს და შექმნას სათანადო საცხოვრებელი პირობები ჩვენი შვილებისთვის. ამისთვის მან უნდა გაითვალისწინოს, რაც უკვე კეთდება, მიიღოს შთაგონება ამ იდეებისგან და გამოიყენოს მსგავსი საშუალებები პრაქტიკაში. 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 131 მაგალითები საუკეთესო პრაქტიკიდან, განმარტებები და წყაროები მაგალითები საუკეთესო პრაქტიკიდან მსოფლიოს 150-ზე მეტმა ქალაქმა(პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, სლოვენიის, ბულგარეთის ჩათვლით) განახორციელა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა, რადგან მათი ხელისუფლების წარმომად-გენლები მდგრად მგზავრობას საზოგადოებრივ სიკეთედ მიიჩნევენ მანქანების გაზიარების სქემები მოქმედებს მსოფლიოს 2000-ზე მეტ ქალაქში, რაც ამცირებს ინდივიდუალური მანქანებით მოძრაობას, გზებს აცილებს ავტომობილების მნიშვნელოვან ნაწილს და ამცირებს ემისიებს. ევროპის უმეტეს ქვეყნებში, წარმოებისა და გამოყენების მთლიან პერიოდში, ელექტრო მანქანები წარმოქმნის არსებითად(40%-ით) ნაკლებ გამონაბოლქვს, ვიდრე ჩვეულებრივი წვის ძრავები. ევროკავშირში ელექტროენერგიის დამტენი სადგურების რაოდენობა ათწლეულზე ნაკლებ დროში გაიზარდა 4,750 პროცენტით. მულტიმოდალობის სქემები ხორციელდება მრავალ ევროპულ ქალაქში, მათ შორის ბევრი მდებარეობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად, გდანსკში, რიგაში, ვილნიუსში, როსტოკში და ა.შ. საფრანგეთმა ავიაკომპანიიისთვის„ეარ ფრან-სი“ შეიმუშავა კრიზისული გეგმა და დაეხმარა შვიდი მილიარდიევროთი იმ პირობით, რომ ხანმოკლე შიდა ფრენებს სრულად ჩაანაცვლებდა სარკინიგზო მგზავრობით. განმარტებები * პლატფორმა„სივიტასი/ქალაქის სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადობა“ იძლევა მდგრადი ურბანული მობილობის 800 მაგალითს. იხილეთ http://civitas.eu/cs 1 იხილეთ https://www.unece.org/environmental-policy/conventions/envlrtapwelcome/cross-sectorral-linkages/air-pollution-and-health.html(ბოლოს ნანახია თარიღით 15.07.2020). 2 https://www.ccacoalition.org/en/resources/global-snapshot-air-pollution-related-health-impactstransportation-sector-emissions 3 https://www.intelligenttransport.com/wp-content/uploads/tramwaysvsbrt.pdf 4 http://civitas.eu/cs 5 https://mobilityweek.eu/home/ 6 მობილობის ტრანსფორმაციის შედარება მსოფლიოს ქალაქების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.arcadis.com/en/global/our-perspectives/sustainable 7 https://theicct.org/publications/true-paris-low-emission-zone 8 https://etsc.eu/70-of-road-deaths-in-european-cities-are-pedestrians-cyclists-and-motorcyclists/ 9 იქვე. 1 CMOs,,. 11 https://www.europarl.europa.eu/news/en/headlines/society/20190313STO31218/co2-emissions 12 https://ec.europa.eu/info/sites/info/files/2.3_uitp_perchel.pdf 13 https://www.c40.org/networks/mass-transit 14 https://mobilityweek.eu/eu-initiatives/ 15 https://www.uci.org/news/2020/pop-up-bike-lanes-a-rapidly-growing-transport-solution-promp- 132 – 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია ted-by-coronavirus-pandemic 16 http://www.cycling-embassy.dk/wp-content/uploads/2017/07/Velo-city_handout.pdf 17 https://www.cities-multimodal.eu/ 18 https://ec.europa.eu/info/sites/info/files/2.3_uitp_perchel.pdf 1 https://zeeus.eu/, https://www.uitp.org/,.შ. 20 https://www.mercer.com/newsroom/2019-quality-of-living-survey.html, https://www.arcadis. com/en/global/our-perspectives/sustainable, https://emerging-europe.com/news/prague-ranked-emerging-europes-smartest-city/ 2-. https://beautifulrising.org/tool/reclaim-the-streets 2:://www.businessinsider.com/c car-illustration-karl-jilg-2017-4?r=DE&IR=T 23 https://www.sustainabilitymatters.net.au/content/sustainability, https://www.blurb. com/b/9873433-the-30-minute-city 24 https://www.sharedmobility.news/carsharing 25 https://www.carsharing.de 26 https://www.intelligenttransport.com/transport-articles/76434/public-transport-car-sharing/ 27 https://freepublictransport.info/city/ 28 https://www.spiegel.de/auto/aktuell/bund-zwanzigmal-so-viel-forschungsgelder-in-kfz-wiein-oepnv-a-1296690.html 29 https://www.mckinsey.com/~/media/McKinsey/Business%20Functions/Sustainability/Our%20 Insights/Elements%20of%20success%20Urban%20transportation%20systems%20of%20 24%20global%20cities/Urban-transportation-systems_e-versions.ashx 30 https://economictimes.indiatimes.com/industry/auto/auto-news/how-car-ownership-is-changing-rapidly-and-irreversibly-in-india/articleshow/66296079.cms?utm_source=contentofinterest&utm_medium=text&utm_campaign=cppst 31 https://www.smh.com.au/national/electric-cars-will-be-price-competitive-with-petrol-by2023-professor-20190826-p52kv2.html https://theicct.org/publications/update-US-2030-electric-vehicle-cost 32 https://www.ubs.com/global/en/investment 33 https://www.railjournal.com/policy/uic-uitp-unife-public-transport-post-covid-19-world/ 34 https://ec.europa.eu/clima/policies/transport/aviation_en 3-„“,„ მსოფლიოში ტემპერატურას ხშირი ფრენები“, იხილეთ https://stay-grounded.org/get-information/ 36 http://library.fes.de/pdf-files/akademie/15802.pdf 37 https://www.economist.com/graphic-detail/2018/02/28/the-hidden-cost-of-congestion 38 https://theconversation.com/fossil-fuel-subsidies-reach-us-87-billion-in-eu-countries-andtheyre-growing-123733 3, ბმულზე https://www.rvo.nl/sites/default/ files/2019/04/E-Mobility%20in%20Norway%20-%20NL%20embassy%20Oslo.pdf 4://e ec.europa.eu/transport/themes/urban/vehicles/road/electric_en, http://www.caneurope.org/ publications/blogs/1278-fossil-fuel-subsidies, https://www.automotiveworld.com/articles/ electric-vehicle-sales-a-global-snapshot-in-uncertain-times/ 4 ერთ-„სვეპფიტსი“(Swap-fiets), დაარსა მეგობრების ჯგუფმა, ვინც მსურველებს გრძელვადიანი გაქირავე-ბისთვის სთავაზობდა საშუალო ველოსიპედებს, რომლებიც გატეხვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იცვლებოდა.„სვეპფიტსს“ ახლა უკვე 1400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 42 https://unfccc.int/news/global-car-industry-must-shift-to-low-carbon-to-survive-cdp 43 https://autovistagroup.com/news-and-insights/boosting-europes-ev-charging-infrastructure 5 სოციალურად სამართლიანი მობილობის ტრანსფორმაცია – 133 44 https://www.electricmobilityeurope.eu/projects/, https://ec.europa.eu/inea/en/news-events/ newsroom/bridging-funding-gap-using-eib-loans-to-help-to-deliver-electric-car-mobility, https:// wallbox.com/en_us/guide-to-ev-incentives-europe, და ა.შ. 45 https://www.carbonbrief.org/factcheck-how-electric-vehicles-help-to-tackle-climate-change, https://www.isi.fraunhofer.de/content/dam/isi/dokumente/sustainability, http://library.fes.de/ pdf-files/fes/15665.pdf წყაროები ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო: https://www.eea.europa.eu/themes/transport ევროკომისია- ენერგეტიკისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატი(DG): https://ec.europa.eu/ transport/sites/transport/files/media/publications/doc/2009_future_of_transport_en.pdf Eევროსტატი- ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს სტატისტიკა 2019: https://ec.europa.eu/ eurostat/documents/3217494/10165279/KS-DK-19-001-EN-N.pdf/76651a29-b817-eed4-f9f292bf692e1ed9 Civitas – Cleaner and better transport in cities: https://civitas.eu/mobility-solutions European Mobility Week- https://mobilityweek.eu/home/ Covenant of Mayors for Climate and Energy: https://www.covenantofmayors.eu/en/ C40 Cities- https://www.c40.org/ ტრანსპორტი და გარემო: https://www.transportenvironment.org/ ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მდგრადი მობილობა: https://wwf.panda.org/our_work/projects/ one_planet_cities/sustainable_mobility/ ურბანული მობილობის ტრანსფორმაციული ალტერნატივები: https://www.transformative-mobility.org/ campaigns/2nd-global-urban-mobility-challenge Die Debatte um den Klimaschutz. Mythen, Fakten, Argumente: http://library.fes.de/pdf-files/ fes/15665.pdf Weiterdenken. Diskussionspapier des Landesbüros NRW der Friedrich-Ebert-Stiftung: http://library.fes. de/pdf-files/akademie/15802.pdf 134 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? პარიზის შეთანხმებისა და„2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ მიღებით, კლიმატის საერთაშორისო მართვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კრიზისის შერბილების კუთხით. ამრიგად, დადგენილია საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოებს აწვდის ფართო სპექ-ტრის საშუალებებსა და მექანიზმებს შემდგომი ქმედებების გასახორციელებლად. ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ I ნაწილში. რადგან ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობების მხრიდან პოლიტიკური ნება არ არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ სხვა აქტორებს დავეყრდნოთ. II და III ნაწილები აღწერს სუბნაციონალურ და ინდივიდუალურ დონეზე არსებულ ინსტრუმენტებს. პროგრესული მხარეებისა და მოქალაქეების პროაქტიული მხარდაჭერა დააბალანსებს მთავრობების მიერ კლიმატის ცვლილების უგულებელყოფას. ეს კი ამ პროგრესულ აქტორებს საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მოიპოვოს ძალაუფლება პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. ამრიგად, მოძრაობა„გადავარჩინოთ სამყარო კლიმატის კრიზისისგან“, უარყოფილი იქნა უმრავლესობის მიერ. დასაბუთება:„ზედმეტად დამღლელია.“ კლიმატის კრიზისის შერბილებისთვის საჭირო პოლიტიკური ინსტრუმენტები უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენ მხოლოდ უნდა გამოვიყენოთ ისინი. ამის ყველაზე ეფექტური გზაა სუპრანაციონალური, ეროვნული, რეგიონული და ინდივიდუალური ინსტრუმენტების ნაზავის შექმნა და განხორციელება. 136 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 137 ნაწილი I: რა ამყარებს ჩვენს არგუმენტს სახელმწიფო დონეზე? მრავალი წლის მანძილზე სახელმწიფო განიხილებოდა, როგორც გადამწყვეტი სუბიექტი კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში. 2015 წლის სექტემბერში სწორედ ეროვნული სახელმწიფოები(ჯამში 196) შეიკრიბნენ და აიღეს ვალდებულება სიღარიბის დაძლევის, კლიმატის კრიზისის შერბილებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,„2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა“ და„მდგრადი განვითარების 17 მიზნის“(SDGs) ფარგლებში. ამის შემდეგ ამ ეროვნულმა სახელმწიფოებმა მალევე მიიღეს პარიზის შეთანხმება, რომელიც აყალიბებს კლიმატის კრიზისის შერბილების გლობალურ ჩარჩოებს და შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებდნენ საკუთარ გეგმებს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDCs) შესახებ. მათი მიზანია გააერთიანონ ძალისხმევა სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და კლიმატის კრიზისის მოსალოდნელ შედეგებთან შეგუებისთვის. • ვალდებულებები შეუძლებელი იქნებოდა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე, როგორიცაა გაერო, რომელიც ხელს უწყობდა„მდგრადი განვითარების 17 მიზნისა“(SDGs) და პარიზის შეთანხმების მიღებას. სხვა სუპრანაციონალურმა აქტორებმა, როგორიცაა ევროკავშირი, წამყვანი როლი შეასრულეს და შეიმუშავეს: კლიმატის პოლიტიკა, აგებული პრინციპზე„არავინ გამოგვრჩეს“, და ნახშირბადნეიტრალური კონტინენტის ყოვლისმომცველი ჩარჩო, დამყარებული ევროპულ მწვანე შეთანხმებაზე. • არალელურად, ევროკავშირმა, როგორც წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნებისათვის, შეიმუშავა დამხმარე საშუალებები და ინსტრუმენტები: ჰორიზონტი 2020, IPA და სხვები. ზოგიერთი ინსტრუმენტი შეიქმნა რეგიონის დეკარბონიზაციის მიზნით ევროკავშირის 2050 წლის ამბიციების შესაბამისად, რომლებიც წარმოიშვა ევროპული მწვანე შეთანხმებიდან. ენერგეტიკისა და კლიმატის კომპონენტი„ბერლინის პროცესში“, რომელიც სპეციალურად დაიწყო დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს ენერგეტიკული ინტეგრაციის მხარდასაჭერად, ისევე როგორც კლიმატის ერთობლივი ინიციატივების მრავალი სხვა ფორმა, მათ შორის 2014 წელს ინიცირებული„მწვანე დღის წესრიგი“, ამ ინსტრუმენტებიდან რამდენიმეა. პროგრესის მიღწევის სხვა მნიშვნელოვანი აქტორები იყვნენ განვითარების ბანკები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და ევროპული ინვესტიციის ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი. ამ უკანასკნელმა მონტენეგროს საშუალება მისცა, გამხდარიყო ერთ-ერთი ევროპული ლიდერი ენერგოსექტორის გაციფრულებაში და შეექმნა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პირობები(იხილეთ თავი 4, გვერდი 87). • ტრატეგიული პარტნიორობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად წარმოქმნილ დამხმარე მექანიზმებთან ერთად, სახელმწიფო დონეზე ხელმისაწვდომია მრავალი პოლიტიკური საშუალება და ინსტრუმენტი კლიმატის ეფექტური პოლიტიკის დანერგვისა და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დაბინძურების მნიშვნელოვნად შესამცირებლად და ამავე დროს სიღარიბის აღმოსაფხვრელად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური ინსტრუ-მენტები: ა) ინვესტიციები, ბ) ფინანსური წახალისება, გ) რეგულაციები და დ) ახალი ნარატივები. ქვემოთ მათ შევეხებით, თუმცა უფრო დეტალურად განვიხილავთ მე-7 თავში, რადგან ისინი უფრო ეფექტურად გამოიყენება დემოკრატიულ ქვეყნებში(იხილეთ თავი 7, გვერდი 155). ა) ინვესტიციები: • ბ ევრი ადამიანი და კომპანია მზადაა შეცვალოს თავისი ქცევა, თუ შესთავაზებენ სოციალურ-ეკოლოგიურ ალტერნატივებს. ამგვარი ალტერნატივების შეთავაზებით, სახელმწიფოს შეუძლია„უბიძგოს“ კლიმატთან თავსებადი ქცევების გადაწყვეტილებების მიღებას რეგულაციების გარეშე. მაგალითად, თუ დიდ ქალაქებსა და სოფლებს დააკავშირებს რეგულარული, პირდაპირი, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი სარკინიგზო მარშრუტები, ნაკლები ადამიანი გამოიყენებს მანქანას. • რ ა თქმა უნდა, სახელმწიფომ ასევე უნდა შეისწავლოს და უზრუნველყოს, რომ ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება აკმაყოფილებდეს მაღალ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს - დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დამთავრებული საჯარო მოსამსახურეების საოფისე მოწყობილობებით- რამდენადაც, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებები ემყარება სოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს(იხილეთ თავი 5, გვერდი 124). ბ) საგადასახადო სისტემა და წახალისება: • ნდივიდუალურ თუ ადგილობრივ დონეზე, კოოპერატივიდან თუ სოციალური საწარმოდან წამოსულ ინოვაციურ ინიციატივებს, რომლებიც ეხება მდგრად გადაწყვეტილებებსა და კლიმატის თავსებად ალტერნატივებს, სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს. სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა დამხმარე პოლიტიკა- წახალისება და საგადასახადო ინსტრუმენტები, რათა მოახდინოს მის ხელთ არსებული რესურსების სამართლიანი განაწილება. ამგვარად, მას შეუძლია უზრუნველყოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება ამ ინიციატივების განხორციელებისას, რათა გახადოს ისინი კლიმატთან თავსებადი და საზოგადოებისთვის სასარგებლო. • ს ახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება და შესაძლებლობა, განსაზღვროს ეკონომიკური ზრდის ხასიათი საგადასახადო პოლიტიკის განაწილების ფუნქციის საშუალებით. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სტიმული მიეცეს განვითარებას პლანეტის საზღვრებისა და სოციალური საჭიროებების შესაბამისად. მდგრადი განვითარების მთავარი 138 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 139 იდეა უპირველეს ყოვლისა არის ნაკლებად პრივილეგირებულ ფენებში მოხმარების გაზრდა ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით და ამით უთანასწორობის შემცირება. ამავდროულად, ამ განვითარების პროცესებს უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მცირე ეკოლოგიური ნაკვალევი. ამისათვის პირობების შექმნა სწორედ სახელმწიფოს ევალება. მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს იმის განსაზღვრაზე, თუ მომავალში ეკონომიკა რამდენად გაიზრდება და განვითარდება. • ირველი, სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს ნახშირბადის გადასახადის ადეკვატური ოდენობა, რაც მოითხოვს ნახშირბადის სამართლიან შემცირებას. მეორე, მას შეუძლია ამ ზომას დაუკავშიროს შეზღუდვები და ნახშირბად-ნეიტრალური წარმოების ემისიის კვოტები, აგრეთვე ტექნოლოგიური მოთხოვნები. სწორედ ამ მთავარ იდეას ითვალისწინებს ევროპულ მწვანე შეთანხმებაში აღნიშნული ნახშირბადის ფასების რეფორმა. ეს გულისხმობს მექანიზმების განსაზღვრის აუცილებლობას ევროკავშირში ან მის გარეთ ნახშირბადის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ნახშირბადის შემცირება მხოლოდ საწარმოო ობიექტების მარტივი გადანაწილებით არც საზოგადოებისთვისაა სამართლიანი და არც გარემოსთვისაა სასარგებლო, რადგან დაბინძურება და კლიმატის კრიზისი საზღვრებს არ ცნობს(იხილეთ თავი 2, გვერდი 56 და თავი 4, გვერდი 93). გ) რეგულაციები: • მ იუხედავად იმისა, რომ ფასებმა შეიძლება წაახალისოს ადამიანი, ისინი ბოლომდე ვერასდროს განსაზღვრავს ქცევას. გერმანიაში ლიტრი ბენზინისთვის დაწესებული კომბინირებული გადასახადი შეადგენს 237 ევროს ერთ ტონა ნახშირორჟანგზე. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც ოდესმე ნახშირბადის გადასახადზე განხილულა. ამის მიუხედავად, გერმანელები მაინც დადიან დიდი, ჰაერის დამაბინძურებელი მანქანებით. როგორც კოპენჰაგენში, ველოსიპედისტებში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, ამ სატრანსპორტო საშუალების არჩევისას დაბალი ფასი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ის, რომ მისით მოძრაობა უფრო სწრაფი და ადვილია. 1 • ა თქმა უნდა, ქალაქმა უნდა ჩადოს ინვესტიციები„ველოსიპედის მაგისტრალებში“ ამ ინტერესების გათვალისწინების მიზნით. მაგრამ კლიმატის კრიზისის საფრთხეში მოქცეულ ფუნდამენტურ უფლებებს დავიცავთ მხოლოდ მაშინ(ზოგიერთ შემთხვევაში), თუ რეგულაციებით შევზღუდავთ ქცევას, რომელიც იწვევს სათბურის გაზების მაღალ ემისიებს. • უ გლობალური დათბობის გამო საფრთხე ემუქრება სიცოცხლის, საცხოვრებლის, საკვების, წყლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ უფლებებს, მაშინ სავსებით სამართლიანია ავტომაგისტრალზე სიჩქარე შეიზღუდოს 100 კმ/სთ-მდე ან აეკრძალოს ხალხს ხანმოკლე ფრენა ბრიუსელიდან სტრასბურგამდე. ასეთი რეგულირების საფუძველი ხშირად უკვე არსებობს- მაგალითად, „სუფთა ჰაერის აქტი“ ბევრ ქვეყანაში, რომელთა შედგენაც ხელს უწყობს ავტომობილებისგან თავისუფალი ქალაქის ცენტრების ჩამოყალიბებას. • არის კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავების ყველაზე„სოციალური“ გზა, რადგან იგი ხელს უშლის საზოგადოების შეძლებულ წევრებს მარტივად„შეიძინონ პრივილეგიები“, იქნება ეს ქალაქის კონკრეტულ ნაწილზე მოძრაობის გადასახადებისა და პარკინგის საფასურის გადახდით თუ ელექტრომობილების ყიდვით, რისი საშუალებაც სხვებს არ აქვთ. დ) და„ახალი ნორმა“: წინსვლის გზა: • შ ეტყობინებებისა და პოლიტიკური ინსტრუმენტების საშუალებით, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხალხს უნდა აჩვენონ მაგალითი, რომ კლიმატგონივრული ქცევა არის„ახალი ნორმა“. მათ ასევე შეუძლიათ სხვადასხვა საშუალების გამოყენება საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებისთვის: • ირველ რიგში, ეს უნდა გაკეთდეს კლიმატის ამბიციური პოლიტიკის ერთობლივი უპირატესობების ხაზგასმით, მაგალითად, რომ: საზოგადოებრივი სივრცე ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება, მოძრაობის ხმაური შემცირდება, ავტოსაგზაო შემთხვევები იკლებს, მოქალაქეებში გაიზრდება ფიზიკური აქტივობა და შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა, მივიღებთ ცხოვრების უკეთეს ხარისხს და ა.შ. • ეორე, მათ შეუძლიათ შეიმუშავონ დისკურსი და აჩვენონ, რომ კლიმატგონივრული ქცევა არის „ახალი ნორმა“(იხილეთ ზემოთ). მაგალითად, მათმა საქციელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ხალხის აღქმაზე შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: რა უნდა ჩაითვალოს ევროპაში ადამიანების მიერ ხილის მოხმარების სტანდარტად ტაილანდში უამრავი პესტიციდით მოყვანილი მანგო თუ ადგილობრვ ხეზე ორგანულად მოყვანილი ვაშლი? უნდა განაგრძონ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებმა„საქმიანობა ტრადი-ციული გზით“ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლებადი წყაროებიდან იწარმოება? • ესამე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ასევე უნდა გააფრთხილონ მოქალაქეები უმოქმედობის შედეგებზე და თქვან სამეცნიერო სიმართლე იმ კატასტროფაზე, რომლის წინაშე ვართ. ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ„სიმართლის თქმამ“ საბოლოოდ გამოიწვია ქცევის რადიკალური ცვლილებები კოვიდ-19-ის კრიზისის დროს. • შეჯამების სახით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფო მზად არის სამოქმედოდ და ამისთვის მის ხელშია ყველა აუცილებელი საშუალება და ინსტრუმენტი. • ა მასთან, ნეოლიბერალური დოქტრინის მზარდი პოპულარობის შესაბამისად, კონცეფციამ„სახელმწიფო- ღამის დარაჯი“ ფართო აღიარება მოიპოვა და დიდი სკეპტიციზმი გააჩინა სახელმწიფოს მიერ შემოღებული ახალი რეგულაციებისა თუ გადასახადების მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალური და აღმოსავლეთი(CEE), ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის(SEE) ბევრ ქვეყანას, სადაც მმართველობის გამოწვევებმა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს სრული ნგრევის გამოცდილებამ ხალხში ხელი შეუწყო ინდივიდუალური სარგებლის ცნების გავრცელებას. ეს გამოიხატება, მაგალითად, დასაქმების სფეროში გადასახადების მასობრივ გადაუხდელობაში. • თვალსაზრისით, ეს მეტად პრობლემურია, რადგან სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა შეასრულოს მარგინალური ჯგუფების საფრთხეებისგან (მაგალითად, კლიმატის კრიზისისგან) დაცვაში და ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა რეგულაციების მიღება . • მიტომ, სახელმწიფო უნდა იყოს„თვალსაჩინო ხელი“, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას მის განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა ნახშირბადის გადასახადი, სუბსიდიები და წახალისების სხვა ფორმები და იცავს თითოეული მოქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას გარემოზე ზრუნვისას. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს აღქმა ახლა უკვე იცვლება, რასაც კოვიდ- 140 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 141 19-ის პანდემიის საკმაოდ დრამატული მაგალითიც აჩვენებს. უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ შეასრულოს უფრო აქტიური როლი და ეს უკვე განხილვის საგანია. მაგრამ რას იტყვით... ...საზოგადოების ნაკლებად პრივილეგირებულ ნაწილზე ასახულ ნახშირბადის გადასახადის პოლიტიკის სოციალურ შედეგებზე? როგორ დავრწმუნდეთ, რომ მიდგომა„დამაბინძურებელი იხდის“ ნიშნავს ადეკვატურ კომპენსაციას და უთანასწორობის შემცირებას? საკითხის მოგვარების გზა: სიმდიდრის გადანაწილება, დაუცველების დაცვა • ოციალური დემოკრატიის პრინციპების მიხედვით, საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ფუნქციაა სიმდიდრის გადანაწილება და განვითარებაზე გავლენის მოხდენა. ნახშირბადის გადასახადის პოლიტიკის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ისეთი ზრდის ხელშეწყობას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში ნეიტრალურია და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას გარემოს დაცვის პროცესში. ნახშირბადის გადასახადი არის ერთ-ერთი ფისკალური ინსტრუმენტი, რომელსაც სოციალდემოკრატები იყენებენ, რათა ხელი შეუწყონ თანასწორობას ნახშირბადის ემისიის წინააღმდეგ სტიმულის მიცემით. ეს გადასახადი ხელს უშლის ნებისმიერს, ვინც მოისურვებს ნახშირბად-ნეიტრალური გადაწყვეტილებებიდან თავის დაღწევა ფულით სცადოს. პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, როგორიცაა ნახშირბად-ნეიტრალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ემისიების თანდათანობით შემცირებას გარკვეულ ვადებში, ტექნოლოგიური მოთხოვნები და სუბსიდიები, ნახშირბადის ემისიის შესაბამისი დაბეგვრა დაგვეხმარება დეკარბონიზებული საზოგადოების მშენებლობაში. მათი საშუალებით შევძლებთ სათანადოდ დავიცვათ საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული და მარგინალური ჯგუფები და ამავე დროს დავიცვათ გარემო. • ემოკრატიული გზით არჩეული მთავრობების ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის განაწილების კონცეფცია, რაც ხელს უწყობს სიმდიდრის გადანაწილებას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას. ნახშირბადის გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლით დაზარალებულ რეგიონებსა და პირებში კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და სოციალური დახმარების გაზრდისთვის ან დაბალი ნახშირბადის ნაკვალევის მქონე ტექნოლოგიური ინოვაციების დასაფინანსებლად. ნახშირბადის დაბეგვრის შემდგომი ასპექტების განხილვისთვის, იხილეთ თავი 1, გვერდი 25 და თავი 2, გვერდი 56. ნაწილი II: რა ამყარებს ჩვენს არგუმენტს სუბნაციონალურ დონეზე? მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს კიდევ ერთ ინსტრუმენტს- სუბნაციონალურ დონეზე კლიმატის კრიზისის შესარბილებლად შექმნილ გლობალურ ქსელებს: • „ მერების შეთანხმება“ არის ევროკომისიის მიერ ინიცირებული ამბიციური ინიციატივა, რომელიც მოიცავს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას, რომლებმაც ნებაყოფლობით აიღეს პასუხისმგებლობები კლიმატისა და ენერგო ამოცანების განვითარებასა და განხორციელებაში. • კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევის ქსელი“ არის ალიანსი, რომელიც აერთიანებს 1700-ზე მეტ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას 130-ზე მეტ ქვეყანაში. მას აქვს კარგად განვითარებული რეგიონული ქსელური ცენტრები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით მუშაობენ ატმოსფეროს დასაცავად და, ამავდროულად, მდგრადი და სამართლიანი განვითარების მისაღწევად. • მ დგრადი მუნიციპალიტეტების ქსელები, მაგალითად, ICLEI(„ადგილობრივი მთავრობები მდგრადობისთვის“) ან LAG 21 NRW(„რეგიონული სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი“) აკავშირებენ ადგილობრივ მთავრობებს, რათა დაეხმარონ მათ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლასა და ერთობლივი ძალისხმევით კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის შემუშავებაში. • ვროპის ბევრი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ერთმანეთთან დაკავშირებულია ზემოხსენებული გლობალური ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს სუბნაციონალურ აქტორებს იმ ქვეყნებიდანაც კი, სადაც დიქტატურაა დამყარებული, მაგალითად, თურქმენეთიდან. მნიშვნელოვანია, რომ სუბნაციონალურ დონეზე არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტები პროგრესულმა აქტორებმა გამოიყენონ მოქალაქეების დასახმარებლად იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობებს არ სურთ მიიღონ შესაბამისი ზომები. როგორც მე-7 თავში იქნება ნაჩვენები, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ეფექტიანია დემოკრატიულ კონტექსტში (იხილეთ გვერდი 155). • თელ მსოფლიოში ასევე პოპულარული ხდება თემების მიერ განხორციელებული ენერგოპროექტები. დღესდღეობით გარდამავალი ეკონომიკის მცირე თემებში, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის მაკედონსკა-კამენიცაში, თუ გერმანიის უფრო დიდ რაიონებში, როგორიცაა რაინ-ჰუნსრიუკი, რომლებიც მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პიონერებად არიან ცნობილი, სახურავებზე მზის პანელები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. მაკედონსკა-კამენიცაში მაცხოვრებლებმა საკუთარ სახურავებზე დაამონტაჟეს მზის პანელები და ქსელში შევიდნენ, როგორც პროსუმერები. მათი მიზანი იყო შეემცირებინათ ემისიები და მაქსიმალურად გამოეყენებინათ მცირე მარეგულირებელი კორექტირებები, რაც სახელმწიფომ ცოტა ხნით ადრე გააკეთა. დამატებითმა დამხმარე ინსტრუმენტებმა, მათ შორის ადგილობრივი მთავრობის მიერ დაგეგმილმა სუბსიდიებმა, შეიძლება გაზარდოს ამ ინიციატი- 142 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? ვის მასშტაბები და მთელი თემი გადააქციოს მდგრადი ენერგიის მიკროსამყაროდ. რაინ-ჰუნსრიუკის რაიონში მოსახლეობამ შექმნა პარტნიორობა ადგილობრივ კომპანიებთან. ადგილობრივმა და ეროვნულმა მთავრობებმა მოქმედი საკამნონმდებლო ჩარჩო გამოიყენეს საზოგადოების საკუთრებაში არსებული ენერგო-პროექტის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. ამან მათ საშუალება მისცა აქტიური როლი შეესრულებინათ სოციალური კაპიტალის მშენებლობაში, ენერგეტიკული სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიგრაციის შეცვლასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2 რა თქმა უნდა, მოქალაქეები ბევრად უფრო მეტ სარგებელს იღებენ, როდესაც ეს პროექტები ხორციელდება მიმართულებით„ქვემოდან ზემოთ“ და არა„ზემოდან ქვემოთ“- რაც ჩანს სახელმწიფოს მიდგომაში მსგავსი პროექტების მიმართ, მაგალითად, ჩინეთში(იხილეთ, თავი 7, გვერდი 158). • ასიური ურბანიზაციით გამოწვეული ემისიების მაღალი დონისა და, შესაბამისად, ენერგიაზე მოთხოვნილების გაზრდის გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქებთან მუშაობას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ეფექტიანი ქმედებების კუთხით. სავარაუდოდ, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი ქალაქებში იცხოვრებს(იხილეთ მე-5 თავი, 122 გვერდი). ამ ტენდენციებზე სათანადო რეაგირებისთვის, ბევრ ქალაქში უკვე ახორციელებენ ნახშირბად-ნეიტრალური განვითარების პოლიტიკას. ეს ხდება ენერგოეფექტური სტრატეგიების გამოყენებით, მწვანე სამუშაოების პოპულარიზაციით და ნახშირბადისგან თავისუფალი მობილობის სქემების მხარდაჭერით, რაც იწვევს ეკონომიკურ მდგრადობას და აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს. მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორ გახდნენ ევროპის მსხვილი ქალაქები, როგორიცაა ჰამბურგი და კოპენჰაგენი, ისევე როგორც პატარა ქალაქები- ხორვატიის კოპრივნიცა და კრკი, ლიდერები კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის შემუშავებაში. ისინი გადავიდნენ უნახშირბადო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ხელი შეუწყვეს საკვებისა და ენერგიის ალტერნატიული წარმოების სისტემებს. გარდა იმისა, რომ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი და აქტიური მოქალაქეების კამპანიები მხარს უჭერენ „გლობალურ-ადგილობრივ“ მიდგომას(გლობალური მიზნები, ადგილობრივი გადაწყვეტილებები) „მდგრადი 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 143 განვითარების 17 მიზნის“(SDGs) განხორციელების პროცესში, ეს ქალაქები ოსტატურად და წარმატებით აერთიანებენ მდგრად გადაწყვეტილებებს ეროვნულ კანონმდებლობაში. ეს კიდევ უფრო აძლიერებს მათ როლსა და უფლებამოსილებას საერთაშორისო დონეზე. ამ ძალას სახელმწიფო იყენებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის(NDCs) გასაზრდელად, მდგრადი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ქსელის შესაქმნელად, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშესაწყობად და დადებითი მაგალითების გამეორების მიზნით. • აზოგადოებრივ კომუნალურ კომპანიებთან და ენერგო-პროექტებთან ერთად, ენერგოკოოპერატივები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ენერგეტიკის ნახშირბად-ნეიტრალურ განვითარებაზე გადასვლას და ეს პროცესები ემთხვევა სხვადასხვა ქვეყნის დამხმარე სქემების შემუშავებას. 3 ეკონომიკური ორგანიზაციის ეს ადგილობრივი ერთეულები ორიენტირებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე, როგორიცაა გარემოზე დაბალი ზემოქმედება და ყველასთვის ხელმისაწვდომი ენერგია, რომელიც ერთდროულად ენერგეტიკისა და შემოსავლის წყაროა. აღნიშნულ ერთეულებს მართავენ მოქალაქეები. 1995 წელს ახალგაზრდა ინჟინრის მიერ ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით ჩატარებული ფელდჰაიმის ენერგეტიკული ექსპერიმენტი ერთერთი წარმატებული ეტაპია ენერგოსექტორში. მასში განხორციელდა კოოპერატიული ფორმატი, რომლის საშუალებითაც გარემო ნარჩუნდება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა იღებს შემოსავალს. დამატებითი სარგებელია ელექტროენერგიისა და გათბობის მისაღები ფასები, ისევე როგორც ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით ამ პატარა თემში შექმნილი სამუშაო ადგილები. დღეს, ფელდჰაიმი არის ძალიან პოპულარული ენერგოკოოპერატივი, რომელსაც ხალხი მთელი მსოფლიოდან სტუმრობს. ეს აჩვენებს, რომ ყველასთვის მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუნველყოფაში საზოგადოების ჩართულობასა და ხელსაყრელ საკანონმდებლო ბაზას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. დემოკრატიულ ქვეყნებში ენერგოკოოპერატივების მეტი დადებითი მაგალითისთვის, იხილეთ თავი 7(გვერდი 157). მაგრამ რას იტყვით... ...კოოპერატივებზე არსებულ არასწორ წარმოდგენებზე? ისინი გააჩინა მე-19 საუკუნის დასაწყისში კოოპერატივებში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე იმ ფაქტმა, რომ მრავალი მათგანი ჯერ კიდევ პასიურია და კორუფციის კვების გარდა არაფერს აკეთებს. საკითხის მოგვარების გზა: ბიზნესის დემოკრატიული მოდელი • იუხედავად იმისა, რომ კოოპერატივები წარმოადგენდნენ მიწოდების საბოლოო წყაროს, ახორციელებდნენ მომსახურებას და აბალანსებდნენ ფასებს ომის, წყალდიდობისა თუ გვალვის დროს, არასწორი წარმოდგენები მათ შესახებ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კაპიტალის ყველა სხვა ფორმასთან მიმართებაში ვხედავთ ფინანსურ მარცხსა და კორპორაციულ თაღლითობებს, თუმცა, მათგან განსხვავებით, კოოპერატივებს სრულიად დაუსაბუთებლად აკრიტიკებენ. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი კოოპერატივი დაიხურა ცუდი მმართველობისა და კორუფციის გამო, როცა მმართველი საბჭო იყო არაეფექტური და ანგარიშვალდებულება არ არსებობდა. მაგრამ ასეთი ქცევისგან არც საჯარო და კერძო ორგანიზაციები არიან დაცული. კოოპერატივების იდეა არის წევრებისთვის შექმნას დახმარების, ურთიერთპასუხისმგებლობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პლატფორმა, ასევე, დაეხმაროს ფართო საზოგადოებას. მათ შეუძლიათ შეიტანონ სინათლე იმ სიბნელეში, რომელშიც საზოგადოების მარგინალური და გაჭირვებული ჯგუფები ცხოვრობენ. მაგალითად, ისინი ასეთ ოჯახებსა და ბავშვებს ეხმარებიან ფინანსურად 144 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? და მომსახურებას უწევენ განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით. • კ ოოპერატივი არის დემოკრატიულად ორგანიზებული ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. ამავდროულად, ის არის ბიზნესის წარმოების ყველაზე დემოკრატიული გზა. სწორედ ამიტომ სოციალ-დემოკრატები ხშირად ხელს უწყობენ კოოპერატივების შექმნას. მათ დიდი სარგებელი მოაქვთ, როდესაც კლიმატის ცლილებების შედეგების დაძლევის გზით გვეხმარებიან ჩვენ და ჩვენს ოჯახებს და იცავენ ბუნებრივ გარემოს. ამიტომ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს ეკონომიკური საქმიანობის ამ დემოკრატიულ ფორმებს, სადაც უფლებამოსილება წარმოიშვება ბევრის გაწევრიანებით და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი და სუბსიდიები ენერგოკოოპერატივებისთვის უზრუნველყოფს სამართლიან კონკურენციას ბაზარზე, მათი წევრებისა და ფართო საზოგადოებისთვის- უსაფრთხო მიწოდებასა და სტაბილურ ფასებს, ამავადროულად, იცავს გარემოს. 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 145 III ნაწილი: რა ამყარებს ჩვენს არგუმენტს ინდივიდუალურ დონეზე? როგორც ათასი მილის მოგზაურობა იწყება ერთი ნაბიჯით, ასევე უსაზღვროა ინდივიდუალური გზების რაოდენობა კლიმატის კრიზისის შერბილებაში. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ არ წავიდეთ სამსახურში მანქანით, ავტოფარეხიდან დაჟანგული ველოსიპედი გამოვიტანოთ და შევიდეთ ნახშირბადისგან თავისუფალ სამყაროში. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მხრივაც უამრავ სარგებელს მივიღებთ. • ოდესაც საქმე ეხება ინდივიდუალურ დონეზე მოქმედებას, მსგავსი ინდივიდუალური ქცევითი ცვლილებების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია კოლექტიურ ქმედებებში მონაწილეობა და საზოგადოების ჩართულობის დემონსტრირება. მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ კლიმატის ცლილებების შედეგების დაძლევის ღონისძიებებში, მაგალითად, ორგანიზაციის-„პარასკევი მომავლისთვის“ აქციებში. 2019 წელს ნამდვილი პიკი იყო, როდესაც 166 ქვეყანაში 1,160,000 ადამიანი ქუჩაში გამოვიდა კლიმატის ცლილებების შედეგების დაძლევის მოთხოვნით. 4 • კ ლიმატის ცლილებების შედეგების დაძლევის გლობალური მხარდაჭერა არც კოვიდ19-ის პანდემიის დროს დაეცა. მსოფლიო კვლევაში მონაწილეთა 71 პროცენტმა თქვა, რომ გლობალური დათბობა ისეთივე სერიო-ზული პრობლემაა, როგორც კოვიდ-19-ის კრიზისი. საინტერესოა, რომ ამ განცხადებას ყველაზე დიდი მხარდაჭერა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღმოაჩნდა და არა დასავლეთში. 5 • 2 019 წელს ევროკავშირის მოქალაქეებში ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მხარდაჭერამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: 6 ევროკავშირის მოქალაქეთა 92 პროცენტს სურს 2050 წლისთვის ევროკავშირი გახდეს კლიმატ-ნეიტრალური. ეს შეესაბამება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა 93 პროცენტისთვის კლიმატის კრიზისი„სერიოზული“ პრობლემაა, ხოლო 79%-ისთვის-„ძალიან სერიოზული“. ახლა კი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ევროპელთა უმრავლესობას- 58 პროცენტს სურს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა შეამცირონ თავიანთი ნახშირბადის ემისიები ისე, რომ არ გადააჭარბონ ზღვრულად დასაშვებ ლიმიტს. 7 გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობამ უნდა აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა, შემდეგ ევროკავშირმა, ადგილობრივ მთავრობებმა, ბიზნესმა და ბოლოს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ცალკეულმა წევრმა (მისთვის ხელმისაწვდომი არჩევანის საშუალებით). 8 ადამიანები ერთიანდებიან კლიმატის დაცვის მიზნით ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კლიმატის კრიზისი „სერიოზული“ პრობლემაა 93% 93% ევროკავშირის მოქალაქეები ცვლიან თავიანთ ქცევას კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად • იდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა 93 პროცენტი ცვლის თავის ქცევას და უკვე განახორციელა მინიმუმ ერთი კონკრეტული ღონისძიება კლიმატის კრიზისთან 146 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? საბრძოლველად. 2019 წლის გაზაფხულისთვის ეს რიცხვები გაიზარდა ევროკავშირის მასშტაბით, ანუ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მასობრივი დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა ფართო მოძრაობები პიკს მიაღწევდა იმავე წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. • მ ფართო მხარდაჭერასა და ქცევის შეცვლისთვის მზადყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: მხოლოდ მთავრობა ვერ გადაწყვეტს კლიმატის ცვლილების პოლიტიკას, განსხვავებით ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, რამ აქვს დადებითი გარემოსდაცვითი შედეგი. მაგალითად, ასეთი მოთხოვნებია: მეტი საფეხმავლო ზონა ქალაქებში, დასასვენებელი სივრცის შექმნა და სამუშაო დროის შემცირება ოთხდღიან სამუშაო კვირამდე. 9 • მგვარი ზომებისადმი მზარდი მხარდაჭერა ასევე მიუთითებს აზროვნების ცვლაზე: ახლა ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაგროვებული ნივთების რაოდენობა. მატერიალურ სიმდიდრეზე უფრო ფასეულია: მეგობრებთან და მაგალითად, როგორიცაა იარაღის კონტროლის ხელშეკრულება ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ეს პოლიტიკა პრაქტიკაში ინდივიდუალურმა აქტორებმა უნდა განახორციელონ. სინამდვილეში, ეს ეხება მდგრადი ქცევის სოციალური ნორმების შეცვლას, რათა მოქალაქეთა ფართო მასებმა კლიმატ თავსებადი ზომები ინდივიდუალურ დონეზე მიიღონ. • ფრო კარგი ამბავი ის არის, რომ ხალხში იზრდება მოთხოვნა იმ ზომების მიღებაზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არის კლიმატის ამბიციურ პოლიტიკასთან, მაგოჯახთან საკმარისი დროის გატარება, საზოგადოებისთვის რამე„ღირებულის“ გაკეთება(იქნება ეს მეზობლების დახ-მარება თუ მოხალისედ მუშაობა) და საცხოვრებელი გარემოს დაფასება. ხალხი აცნობიერებს, რომ აზრი არ აქვს პირადი შემოსავლის ნაწილი დახარჯო კლიმატის ცვლილების ამგვარად შერბილებაზე: ჰაერის დაბინძურებასთან გასამკლავებლად იყიდო პირბადეები და ჰაერის ფილტრები, ხოლო ჩამოსხმული წყალი და წყლის ფილტრები- ონკანის ბინძური წყლის გამო. 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 147 • კ ლიმატგონივრული ქცევა პროგრესირებს და ბევრ საზოგადოებაში ხდება მოქალაქეთა ზოგადი ქცევის განმსაზღვრელი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. წარსულში სტატუსის სიმბოლო შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი მანქანის ფლობა, ყოველდღე ხორცის ჭამა ან, ახალგაზრდების შემთხვევაში, ბარსელონაში გაფრენა შაბათკვირის გასატარებლად. დღეს კი ბევრი მოქალაქე(იმავე პრივილეგირებული ჯგუფებიდან) ამის ნაცვლად აირჩევდა მანქანების გაზიარებას, ვეგეტარიანული/ვეგანური ცხოვრების წესს და დასასვენებლად მატარებლით გაემგზავრებოდა. ტერმინი„ფრენა სირცხვილია“, რომელიც ამჟამად ძალიან გავრცელებულია, კარგად ასახავს ამ აშკარა ცვლილებას: ახლა სოციალურ ჯილდოსთან გარემოსთან საზიანო ქცევა კი არ ასოცირდება, არამედ გარემოსთან თავსებადი. ეს ცვლა მხოლოდ რამდენიმე წელში მოხდა. • ამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ამდენი ადამიანი დამოუკიდებლად გადადის ცხოვრების ახალ წესზე. ამასთან, უფრო მეტი გავლენის მოსახდენად, მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა სფეროში სოციო-ეკოლოგიური გადაწყვეტილებების, როგორც„ახალი ნორმის“ მიღება და პოპულარიზაცია. ეკოლოგიურად სუფთა საკვები(ორგანული, რეგიონული, ვეგეტარიანული/ვეგანური, შეუფუთავი) ხელმისაწვდომი გახდა ევროპის უმეტეს ქვეყნებში და სხვა მდგრადი საქონლის ბაზარიც ზრდას იწყებს(საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, კოსმეტიკური საშუალებები). დაიწყო მობილობის ცვლა(ახალი აქცენტი ველოსიპედებზე/სატვირთო ველოსიპედებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მატარებლებზე) და თემები უკვე მხარს უჭერენ კლიმატგონივრულ„ენერგეტიკულ მოქალაქეობას“, მდგრად მშენებლობას და სათემო მებაღეობის პროექტებს. ამ ინიციატივების გასაფართოებლად კიდევ ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი. ზოგიერთ სფეროში სოციოეკოლოგიური ალტერნატივები ძალიან მცირედ არის წარმოდგენილი(მაგალითად, მწვანე ბანკები, ობლიგაციები და დაზღვევები ან ელექტრონული მოწყობილობები). • ა ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კოვიდ-19-ის კრიზისის დროს ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოებები ძალიან მოქნილია და მოქალაქეთა უმრავლესობას შეუძლია ახალი წესების სწრაფად მიღება. თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში არასასიამოვნო და უხერხული სოციალური დისტანცირება და ნიღბების ტარება შეიძლება გახდეს„ახალი ნორმა“, რატომ არ შეგვიძლია ველოსიპედით გავიაროთ მანქანებისგან თავისუფალი ქალაქის ცენტრი და საზოგადოებრივ ბაღში მივიდეთ, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დავტკბებით მზიანი პარასკევით სამსახურიდან შორს? კარგია, რომ ამგვარ ცვლილებებს ხშირად ისეთი მზარდი ეფექტი აქვს, როგორც დაგორებულ თოვლის გუნდას: ხალხი ბაძავს სხვების, განსაკუთრებით მეზობლების ან მეგობრების ჩვევებს, როდესაც ეს ჩვევები სოციალურად აღიარებულია. საბოლოო ჯამში, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს მატარებლებს მანქანების ნაცვლად, ან ხდება ვეგეტარიანელი, ისინი დაამკვიდრებენ მდგრად სოციალურ ნორმებს. ეს კიდევ უფრო მეტ მიმდევარს გააჩენს და წარმოქმნის უფრო მწვანე მომავლისკენ აღმავალ სპირალს. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ საზოგადოების ნაკლებად პრივილეგირებულ ნაწილს არ ექნება კლიმატთან თავსებადი პროდუქტების(როგორიცაა ორგანული საკვები, ელექტრონული მანქანები, მზის პანელები საკუთარი სახლებისთვის) და ა.შ. შეძენის საშუალება? საკითხის მოგვარების გზა: ეკოლოგიური მოხმარება უფრო იაფია სოციო-ეკოლოგიური მოხმარება და ქცევა ყველასთვის უნდა იყოს შესაძლებელი. ამის უზრუნველსაყოფად ოთხი გზა არსებობს- აქედან ზოგის 148 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 149 განხორციელება ინდივიდუალურადაა შესაძლებელი, სხვებისთვის კი მეტი მხარდაჭერაა საჭირო: 1. პირველეს ყოვლისა, ნაკლები მოხმარება ნაკლებ დანახარჯებს იწვევს. კვების ჩვევების მხრივ, ასევე ჯანსაღია ნაკლები ხორცისა და რძის პროდუქტების მიღება. ხარჯების დაზოგვის მიზნით, ბევრი ქარხნული საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს გაქირავების გზით, ასეთებია ელექტრობურღები ან საკერავი მანქანები, რომლებიც წელიწადში, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ან სატვირთო ველოსიპედები. 2. ეორე, გრძელვადიანი და შეკეთებას დაქვემდებარებული პროდუქტები უფრო იაფია, ვიდრე უიაფესი მაისურები, ასევე, სმარტფონები და სარეცხი მანქანები, რომლებსაც ვერ შეაკეთებთ და მუშაობას წყვეტს საგარანტიო პერიოდის გასვლისთანავე. რა თქმა უნდა, ერთ ადამიანს ძალა არ ჰყოფნის ამ ცვლილების ხელშესაწყობად: თემებმა უნდა შემოგვთავაზონ ხელმისაწვდომი იჯარა„სარემონტო სახელოსნოებისთვის“ და ძალაში უნდა შევიდეს ეკოდიზაინის დირექტივები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის შეკეთება. ეროვნული ან ევროპული საკანონმდებლო ჩარჩო(„შეკეთების უფლება“) ასევე ხელს შეუწყობს მდგრადი მოხმარების ვარიანტებსა და ხელმისაწვდომობას. 3. ესამე, ონლაინ და ოფლაინ მეორეული პროდუქტის მაღაზიები გვთავაზობენ დაზოგვის მდგრად ალტერნატივებს, განსაკუთრებით ისეთი საქონლისთვის, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენება(მაგალითად, საბავშვო ტანსაცმელი). 4. ეოთხე, ეკო-პროდუქტების სუბსიდიები უნდა შეფასდეს მათი გადანაწილების ეფექტის მიხედვით: მზის ფოტოელექტრონულ ენერგიაზე დაწესებული ტარიფებით მხოლოდ სახლის მეპატრონეები ნახავენ სარგებელს? ყველას შეუძლია შეუერთდეს კოოპერატივს, რომელიც ინვესტიციას დებს განახლებადი ენერგიის წყაროებში ან გამოიყენოს განახლებადი ენერგია დამქირავებლებისთვის? სად ჯობია ჩავდოთ სუბსიდიები: ელექტრო მანქანებში, რომლებიც ოდნავ დაბალ ფასადაც კი მხოლოდ უმცირესობისთვის არის ხელმისაწვდომი თუ მატარებლებსა და(სატვირთო) ველოსიპედებში? ხშირ შემთხვევაში, სოციალურად ყველაზე სამართლიანი გამოსავალია ის, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის კრიზისის უკეთესად შეზღუდვას. მაგრამ რას იტყვით... …იმ არგუმენტზე, რომ მოხმარების შეზღუდვის შესახებ ყველაზე მეტად საუბრობენ მდიდარი ქვეყნების ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე ყველაფერი აქვთ და ახლა სურთ ხელი შეუშალონ სხვებს მოხმარების იგივე წესებით ცხოვრებაში? საკითხის მოგვარების გზა: გლობალური სამხრეთის დისკურსი • ოციო-ეკოლოგიური ცხოვრების წესის შეცვლა არ ნიშნავს განვითარებას, რომელიც მხოლოდ მდიდარი ინდუსტრიული ქვეყნებისთვისაა შესაძლებელი. სინამდვილეში, დასავლეთში მრავალი დისკურსი ემყარება განვითარების ალტერნატიული გზების კონცეფციებს, რომლებიც მოდის გლობალური სამხრეთიდან. ასეთი კონცეფციებია „ბუენ ვივირი“(»Buen Vivir«) ანდებიდან და „უბუნტუ“(»Ubuntu«) სამხრეთ აფრიკიდან. 1 მ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ძალიან აწუხებთ, რომ როგორც თვითონ, ისე მომავალი თაობები მემკვიდრეობით მიიღებენ საცხოვრებლად უვარგის პლანეტას. ეს მათ უბიძგებს ეძიონ მდგრადი ალტერნატივები. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვერაფერს მივიღებთ, თუკი მსოფლიოს შეზღუდული რაოდენობის მდიდარ მოქალაქეებს მაქსიმალური მოხმარების შესაძლებლობას მივცემთ. 1 -ლ ლად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების ყველა წევრისთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის კარგი ცხოვრების შექმნაზე. • დგრადი ეკონომიკა ასევე წარმოქმნის ახალ მომსახურებებს, პროდუქტებსა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს-„ძველი“ ეკონომიკის უარყოფითი შედეგების გარეშე. თუ ქვეყნები გადაწყვეტენ გააგრძელონ მოხმარებისა და წარმოების ძველი მოდელების გამოყენება, ისინი დაკარგავენ კონკურენტუნარიანობას და შეამცირებენ ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესების შანსებს. მაგრამ რას იტყვით... ...იმ სოციალურ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოიტანოს კლიმატის კრიზისის შეზღუდვასა და მსოფლიო ეკონომიკისთვის გარემოს შენარჩუნებაზე გაკეთებულმა ინდივიდუალურმა არჩევანმა? საკითხის მოგვარების გზა: გლობალური ვაჭრობის გადამისამართება • ნდივიდუალური არჩევანის შეცვლა აუცილებლად მოახდენს გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. მართალია, მთავარი პლანეტის გადარჩენაა, მაგრამ შეიძლება არსებობდეს არასასურველი შედეგებიც. მაგალითად, კენიის ყვავილების ინდუსტრიაში სამუშაო ადგილები გაუქმდა, რაც გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ადგილობრივად მოყვანილი ყვავილების პოპულარიზაციამ. არასდროს ყოფილა სადავო, რომ კლიმატის ცვლილების პოლიტიკა კომპლექსურია. ამის გამო, შეიძლება წარმოიშვას მსგავსი გამოწვევები, როდესაც ხდება ინკლუზიური, ყველა თაობისა და რეგიონისთვის სამართლიანი პოლიტიკის შემუშავება. საჭიროა განვითარების ალტერნატიული გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას. ეს ბიზნეს კომპანიებს ხელს შეუშლის თავიანთი ეკოლოგიური ნაკვალევი ეროვნული ეკონომიკისგან შორს გადაიტანონ და, ამავდროულად, ისარგებლონ იაფი მუშახელით. 12 • არდა ზემოთ მოყვანილი ყვავილების მაგალითისა, რატომ უნდა გაიტანონ კენიელებმა ხილი და ბოსტნეული დიდ ბრიტანეთში ან სხვაგან, როდესაც კენიის მთავრობამ ახლახან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა საკვების ნაკლებობის გამო? როგორც კოვიდ-19-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა, ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, როდესაც შიდა წარმოება უნდა მოვარგოთ შიდა მოთხოვნას და შევქმნათ უფრო მდგრადი ადგილობრივი თემები, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გავაგრძელოთ გლობალიზაციის გზა. ამ გზას ყველასთვის თანაბარი სიკეთე არ მოაქვს, უფრო მეტიც, ის დასაქმების უფლებას განსაზღვრავს როგორც სარგებელს. • ოგორც ამ თავის დასაწყისში აღინიშნა, სოციალური და ეკოლოგიური საკითხები ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის, მაგრამ ისინი წარმოიქმნება დიდი ხნით ადრე დამკვიდრებული უსამართლო ეკონომიკური მოდელის შედეგად. საკმარისია გავეცნოთ მხოლოდ ტექსტილის ინდუსტრიას, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მოვიხმაროთ დიდი რაოდენობით ქსოვილი მეტისმეტად დაბალ ფასებში. ეს მიიღწევა ბანგლადეშისა და სხვა 150 – 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? განვითარებადი ქვეყნების საწარმოო ობიექტებში არსებული ცუდი ხელფასებითა და სამუშაო პირობებით. კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და განაწილებას არ მოჰყოლია დაბეგვრისა და გადანაწილების შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ყველასთვის თანაბარ სარგებელს. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნების მრავალი მშრომელისთვის სამუშაო არის შესაძლებლობა და შემოსავლის წყარო. მაგრამ, ნუთუ უნდა დავუშვათ, რომ სამუშაო განისაზღვროს როგორც შესაძლებლობა და არა ფუნდამენტური უფლება? დემოკრატიის პირობებში ამ ცვლილების მიღწევა შესაძლებელია იმ ინსტიტუციური ძალის დახმარებით, რომელიც პროფკავშირებმა შეიძინეს წლების განმავლობაში და რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებაში სოციალური და ეკოლოგიური პროგრესის უკეთ განაწილებას. რისკენ მივისწრაფვით? • რეალობად იქცა ქცევის შეცვლა ინდივიდუალურ და ადგილობრივ დონეზე ცხოვრების უფრო მდგრადი გზების მიღწევის მიზნით: დაწყებული პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, დამთავრებული მიკუთვნებულობის განცდით და ადამიანებსა და გარემოს შორის აუცილებელი კავშირის აღიარებით. • სუბნაციონალურამდე თუ სამთავრობოდან ინდივიდუალურ დონემდე, ჩვენ ამ თავში აღვწერეთ უამრავი ინსტრუმენტი და საშუალება, რომლებიც გაგვაჩნია ენერგოკოოპერატივის ან ინდივიდუალური მოხმარების არჩევანის სახით. მოდით, გონივრულად გამოვიყენოთ ისინი და აღარ დავარქვათ ნახშირორჟანგის მართვას გლობალური დილემა. • როა გავიგოთ ბუნების ენა, რომელიც ციფრებში ასახვისას ნიშნავს გლობალური ტემპერატურის ზრდის შენარჩუნებას 1.5°C-მდე. ეს უნდა გავხადოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველი, რათა გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და შევქმნათ უკეთესი სამუშაო ადგილები, შევამციროთ უთანასწორობა და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ყველასთვის. 6 ვინ წყვეტს ამბიციურ გარემოსდაცვით პოლიტიკას დემოკრატიაში? – 151 განმარტებები და წყაროები 1 იხილეთ http://www.cycling-embassy.dk/wp-content/uploads/2017/07/Velo-city_handout.pdf (ბოლოს ნანახია თარიღით 24.05.2020). 2 მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ Rhein – Hunsrück, Germany 3 იქვე 20. 4 იხილეთ https://fridaysforfuture.org/what-we-do/strike-statistics/list-of-countries/(ბოლოს ნანახია თარიღით 07.05.2020). 5 იხილეთ https://www.swissre.com/risk-knowledge/risk-perspectives-blog/will-our-behaviouralchange-from-covid19-help-us-fight-climate-change.html(ბოლოს ნანახია თარიღით 24.5.2020). 6 ამ მაჩვენებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ევრობარომეტრის სპეციალური ანგარიში(2019 წლის აპრილი): მიმოხილვა https://ec.europa.eu/clima/citizens/ support_en, სრული ანგარიში https://ec.europa.eu/clima/sites/clima/files/support/docs/repport_2019_en.pdf(ბოლოს ნანახია თარიღით 17.04.2020). 7 ტიმოთი გარტონ ეში და ანტონია ზიმერმანი(2020): კრიზისის დროს ევროპელები მხარს უჭერენ რადიკალურ პოზიციებს, BST-Vorlage 2013. Bertelsmann Stiftung. 8 European opinions captured in our special survey 9 ეს სწორედ ის არის, რასაც მხარს უჭერს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა უმრავლესობა და რაც ხელს შეუწყობს კლიმატის კრიზისის შერბილებას. იხილეთ https://www.theguardian.com/ commentisfree/2019/jun/21/help-the-planet-work-a-four-day-week(ბოლოს ნანახია თარიღით 17.04.2020). 1 იხილეთ,: ა ან Post-Development concepts? Buen Vivir, Ubuntu and Degrowth(ბოლოს ნანახია თარიღით 20.04.2020). 1 ქვეყნებში ცხოვრობს; იხილეთ თავი 1 ან Human Development Report 2019, გვერდი 179(ბოლოს ნანახია თარიღით 20.04.2020). 1(2012): მდგრად განვითარებაზე, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.researchgate.net/publicatioon/323966320_The_Impact_of_the_Flower_Industry_on_Kenya‘s_Sustainable_Development, (ბოლოს ნანახია თარიღით 23.04.2020). წყაროები 15 National and Sub-national Policies and Institutions 152 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი კლიმატის ცვლილების სფეროში მუდამ მიმდინარეობდა დებატები ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებსა და პოლიტიკის შემუშავებას შორის კავშირზე. ამ თავში პირველ რიგში აღვწერთ, რა საფრთხეს უქმნის კლიმატის კრიზისი ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებებს დღესდღეობით. მეორე, განვაგრძობთ იმის მტკიცებას, რომ სწორედ ეს დემოკრატიული სისტემები შეეფერება ყველაზე კარგად კლიმატის ცვლილების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებას. რა კარგია, რომ დენს უკვე განახლებადი წყაროებიდან ვიღებთ. იმედი მაქვს, რომ ეს რეგიონული პილოტ-პროექტი მთავრობას ენერგოპოლიტიკის შეცვლისკენ უბიძგებს. კი, მაგრამ, ვიყინები! საყვარელო, მგონი ჩვენი ძველი დენი ბევრად უკეთესი იყო. დემოკრატიული ქვეყნები საუკეთესოა კლიმატის ცვლილების ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის გასატარებლად. მეორე მხრივ, ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკით, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავიცვათ დემოკრატიული სისტემები. 154 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 155 ნაწილი I: ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკა სტაბილურს ხდის ჩვენს დემოკრატიას. დემოკრატიული და პლურალისტური სისტემების შესანარჩუნებლად, რომელთა დამკვიდრებისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით, აუცილებელია ვიმოქმედოთ კლიმატის კრიზისზე. კრიზისის პერიოდში, დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები შეჩერებულია და პირადი თავისუფლება ხშირად იზღუდება. აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს სწრაფი და შორსმიმავალი გადაწყვეტილებები, მაგალითად, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ტყეებში ხანძარი მძვინვარებს და კლიმატის ცვლილების შედეგად მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირი თავის გადარჩენის მიზნით საზღვრებს აწყდება, ან როცა ელექტროენერ-გიის წარმოება ვერ ხერხდება წყლის დეფიციტის გამო და ჰიდროელექტრო კაშხლებს, ბირთვულ და ქვანახშირით მომუშავე ელექტროსადგურებს მუშაობა უჭირთ. ასეთ სიტუაციებში აღარ არის დრო, რომ პარლამენტში მოხდეს საპასუხო ზომე-ბის განხილვა ოპოზიციურ პარტიებთან, ჩატარდეს შეხვედრები ექსპერტებთან და დაველოდოთ გამოკითხვის შედეგებს, ან თუნდაც შემდეგ არჩევ-ნებს, რათა გავიგოთ ნამდვილი ხელისუფლების ანუ მოქალაქეების ნება. • ჩვენი დემოკრატიული სისტემები ემყარება კომპრომისს, მაგრამ ეს ზღვარს აღწევს, როდესაც გარემოებების გამო შეუძლებელი ხდება მთელი მოსახლეობის საჭიროებებისა და ძირითადი უფლებების დაცვა. შეუძლებელია დაიცვა პრინციპი„არავინ გამოგვრჩეს“, როდესაც დედაქალაქის მთელი მოსახლეობის ევაკუაცია ხდება, ან როცა მილიონობით ადამიანს უწევს გადასახლება ზღვის დონის აწევის გამო. ათწლეულების განმავლობაში არც ერთ სახელმწიფო ბიუჯეტს არ ჰქონია საკმარისი სახსრები, რომ უზრუნველეყო კომპენსაცია კლიმატის კრიზისის შედეგად დაზარალებული ყველა ჯგუფისთვის, მაგალითად, საზოგადოების მარგინალური წევრებისთვის, რომლებსაც დიდი ქარიშხლის შემდეგ სახლების თავიდან აშენება უწევთ; ფერმერებისთვის, რომლებიც ცუდ მოსავალს იღებენ ან გაკოტრების პირას მყოფი ფირმებისთვის, რომლებმაც ინვესტიცია ჩადეს მდინარის გამშრალ კალაპოტზე ნავსადგურის მშენებლობაში(იხ. აგრეთვე თავი 1, გვერდი 20). კრიზისმა ხელი შეუწყო ავტორიტარული გადაწყვეტილების მიღების პროცესებს და გამოიწვია ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, ეკონომიკური რღვევა და სოციალური უსამართლობის ზრდა. თუმცა ეს მხოლოდ შესავალია იმ განმეორებითი ხასიათის საგანგებო მდგომარეობისა, რომელიც გველოდება კლიმატის კრიზისის სრულად გამოვლენის შემდეგ. მასთან გამკლავება მხოლოდ რამდენიმე თვით კი აღარ მოგვიწევს, არამედ უფრო მეტი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე წარმოგვიდგენია. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორ გაჩერდა დებატები განსხვავებულ საჭიროებებსა და მოსაზრებებზე იმ ინტერესთა ჯგუფებს შორის, რომლებიც დემოკრატიული სისტემების აქტივს წარმოადგენენ. კრიზისის დადგომისას, საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მთლიანად გადადის ამ ერთ თემაზე. ქირის სწრაფი ზრდა, ანაზღაურების გენდერული სხვაობა და სხვა სოციალური პრობლემები, რომლებიც ადრე სათაურებს იპყრობდა, თითქმის მთლიანად გაქრა საჯარო დისკურსიდან. ამბავი ის არის, რომ დემოკრატიული სისტემები განსაკუთრებით შეეფერება კლიმატის კრიზისის მოგვარებას, როგორც ამას შემდეგ ნაწილში ვაჩვენებთ. ნაწილი II: დემოკრატიული სისტემები შესაფერისია კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. სტატისტიკის თანახმად, დემოკრატიზაციასა და გარემოსდაცვით პოლიტიკას შორის ძლიერი კავშირია. ამბიციური ენერგეტიკული პოლიტიკის საერთაშორისო შეფასებებში გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვთ განვითარებული დემოკრატიული სისტემების მქონე ქვეყნებს, ვიდრე ავტორიტარულ სახელმწიფოებს(ამ სურათს ხშირად ცვლის ზოგიერთი თვალსაჩინო კონტრმაგალითი, როგორიცაა აშშ და ავსტრალია). 1 თითქმის მხოლოდ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი ორჰუსის კონვენციას, რომელიც არეგულირებს„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობას“. 2 ინდივიდუალურ დონეზეც კი, ავტორიტარული ღირებულებების მქონე ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ გარემოსდაცვით პრობლემებზე. 3 აღნიშნული კავშირი შეიძლება აიხსნას დემოკრატიული სისტემების სამი მახასიათებლით, ესენია: ა) გამოხატვის თავისუფლება, ბ) პოლიტიკის ინკლუზიურად შემუშავება და გ) გამჭვირვალობის უფრო მაღალი ხარისხი. ა) გამოხატვის თავისუფლება: • მ აშინ, როცა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში ხალხი დამოკიდებულია იმაზე, აღიარებენ თუ არა მათი ავტორიტარული ლიდერები გლობალურ დათბობას პრობლემად, 4 დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ წვდომა პოლიტიკური ნების გამოხატვის უამრავ მეთოდზე. უფრო და უფრო მეტი მოქალაქე აღიარებს კლიმატის კრიზისის გავლენას და ეს უბიძგებს დემოკრატიულ მთავრობებს მოქმედებისკენ. გლობალური გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა თითქმის 70 პროცენტმა აღნიშნა, რომ„თუ მათი მთავრობები ახლავე არ იმოქმედებენ კლიმატის კრიზისის შესამსუბუქებლად, ისინი იქნებიან ხალხისთვის გამოუსადეგარი.“ გამოკითხულთა დაახლოებით 60% პროცენტმა კი თქვა, რომ„ხმას არ მისცემს პოლიტიკურ პარტიას, თუ მის პოლიტიკაში კლიმატის კრიზისი სერიოზულ საკითხად არ განიხილება.“ 5 რა თქმა უნდა, ავტორიტარული ლიდერები არ აქცევენ დიდ ყურადღებას ამგვარი გამოკითხვის შედეგებს, მით უმეტეს პეტიციებს, მასობრივ დემონსტრაციებს ან სკოლის გაფიცვებს(თუ პოლიტიკური ნების გამოხატვის ასეთი ფორმები საერთოდ ნებადართულია). • ემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა არსებობდეს „ჩვენ და მთავრობა“. დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საზოგადოებრივმა დაწესებულებებმა დააკმაყოფილონ მოქალაქეების, მათ შორის იმ ახალგაზრდების საჭიროებები, რომლებსაც ჯერ ხმის მიცემა არ შეუძლიათ, თუმცა მათი აზრი მაინც მნიშვნელოვანია. დემოკრატიულად მართული საზოგადოებები უზრუნველყოფენ ადეკვატური მონაწილეობისა და წარმომადგენლობის ინსტიტუციონალურ მექანიზმებს. ამრიგად, მმართველი ორგანოებისა და ინსტიტუტების მანდატია შექმნან შესაბამისი გარემო, რომ შესაძლებელი გახდეს მდგრადი ცვლილების განხორციელება. მოქალაქეების ბევრი ინდივიდუალური თუ გაერთიანებული ინიციატივა აჩვენებს მზარდ ტენდენციას, რომ ხდება ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის შემდეგ საკითხზე: აუცილებელია შეიქმნას ინფრასტრუქტურა ისეთი ნახშირბად-ნეიტრალური გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, რომლებიც გარემოსთან თავსებადია და, ამავე დროს, საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. 156 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი ბ) პოლიტიკის ინკლუზიურად შემუშავება: • დ ემოკრატიულ სახელმწიფოს, როგორც მოქალაქეების პარტნიორს, არ სჭირდება ბორბლის ახლიდან გამოგონება, მაგრამ მას შეუძლია მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები და წინადადებები, მორგებული ხალხის საჭიროებებზე. ადვილია სწრაფად განვითარდეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რომელთა ინიცირებაც ხდება: ა) საზოგადოებებიდან, ბ) პარტიებიდან გ) არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მოქალაქეებიდან ან დ) კოოპერატივებიდან. დემოკრატიის პირობებში ამ სუბნაციონალურ აქტორებს აქვთ ექსპერიმენტის თავისუფლება, ანუ მათ არ უწევთ ლოდინი, თუ როდის წამოვა მითითებები ან თანხმობა„ზემოდან“. ასევე, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როდესაც ხდება წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის გადაცემა. • ქ ალაქები და თემები ორმაგ როლს ასრულებენ, როდესაც საქმე ეხება კლიმატის ინოვაციურ პროექტებს: პირველი, თემები ცდიან ახალ მიდგომებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მეორე, ისინი უზრუნველყოფენ სივრცეს, რომელშიც: მოქალაქეები გრძნობენ თვითეფექტურობას; მათ უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა, რომ შეუძლიათ მოვლენების უკეთესობისკენ შეცვლა. ბევრი სოციალ-დემოკრატი მერი მხარს უჭერს მოქალაქეების ისეთ ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ-ეკოლოგიური პოლიტიკის დანერგვას და საყოველთაო სარგებლის მოტანას. ინსტრუმენტების ფართო არსენალი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საზოგადოებებში კლიმატის კრიზისის შესამცირებლად, აღწერილია მე-6 თავში(იხ. გვერდი 136). რა თქმა უნდა, თემებისთვის უფრო ადვილია პროგრესული რეგულაციების განხორციელება, როცა მათ ადგილობრივ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ამ საკითხზე გავლენის მოხდენა. სწორედ ამიტომ, მრავალი საზოგადოება კვლავ აფართოებს თავის კომპეტენციებს კომუნალურების რე-მუნიციპალიზაციის გზით. მაგალითად, ჰამბურგში, მოქალაქეების მიერ ინიცირებულმა რეფერენდუმმა ადგილობრივი მთავრობა აიძულა ქალაქის ენერგეტიკული ქსელი შეესყიდა გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანიისგან, რომელიც მეტწილად ნახშირსა და ბირთვულ ენერგიას მოიხმარდა. შედეგად, ქალაქი გადავიდა განახლებადი ენერგიისა და მდგრადი გათბობის სისტემებზე. 6 ანალოგიურად, სკოპიემ ცოტა ხნის წინ მოახდინა ნარჩენების მართვის რე-მუნიციპალიზაცია. • პ არტიები: როგორც თემებისა და პროვინციების პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიების წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ განახორციელონ ინოვაციური პროექტები ადგილობრივ დონეზე და ამით დაუმტკიცონ ამომრჩეველსა თუ მთავრობაში მყოფ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვთ. ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ უფრო და უფრო მეტი სოციალდემოკრატიული პარტია იზიარებს ამბიციური სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის იდეას, მათ შორის კლიმატის კრიზისის დაძლევის ერთიან ძალისხმევას. სულ უფრო მეტი სოციალ-დემოკრატი იბრძვის ამბიციური კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რათა დავიცვათ მნიშვნელოვანი ღირებულებები: სოციალური სამართლიანობა, ჩვენი საზოგადოებების მარგინალური ჯგუფების სოლიდარობა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და ჩვენი შვილების მომავალი. ამის დასტური შეგვიძლია დავინახოთ მთელ მსოფლიოში: ბერნი სანდერსი აყალიბებს„კლიმატის პლატფორმას“ აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიისთვის, ფრანს ტიმერმანსი-„ახალ ევროპულ მწვანე შეთანხმებას“, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ(SPD) დაიწყო მობილობის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალ-დე-მოკრატიულმა პარტიამ 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 157 წარმოადგინა ამბიცი-ური საარჩევნო მანიფესტი და ა.შ. როგორც აღწერილია 1 თავში(32 გვერდი), ეს სოციალურ-ეკოლოგიური ცნებები არ არის ახალი სოციალ-დემოკრატიისთვის, მაგრამ ისინი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს კლიმატის კრიზისის სოციალური გავლენები, ზოგჯერ კი ისინი ხვდებოდნენ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ძალისხმევას მხარს თუ არ დაუჭერდნენ, დაკარგავდნენ ამომრჩეველს, რადგან მკვეთრად იზრდება მოქალაქეთა შეშფოთება კლიმატის კრიზისის გამო. • არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ინიციატივები: თემებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ინიციატივები ხდებიან ამბიციური კლიმატის პოლიტიკის მამოძრავებლები მთელ მსოფლიოში. მცირე ინიციატივებმა შეიძლება წარმოშვას ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკა. თუმცა ცნობილ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ხდება ეროვნულ და გლობალურ დონეზე. ეს უზრუნველყოფს, რომ, მაგალითად, ბოგოტას წარმატებული მობილობის პროექტები განხორციელდეს ბერლინშიც. დემოკრატიულ საზოგადოებებში არასამთავრობო ორგანიზაციები არა მხოლოდ სამოქალაქო დარაჯის(watch-dogs) ფუნქციას ასრულებენ და მუდმივად აკვირდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ბევრ ქვეყანაში ასევე ხდებიან გადაწყვეტილების მიმღები პირების პარტნიორები და პოლიტიკოსებს აწვდიან ინოვაციურ იდეებსა თუ კვლევებს. მაშინ, როცა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ეყრდნობიან დიდი ხნის მხარდამჭერებსა და პროფესიონალ თანამშრომლებს, სამოქალაქო ინიციატივები იზიდავს კონკრეტული მიზნისთვის მებრძოლ ხალხს(მაგალითად, ვინც ებრძვის თავის პროვინციაში ნახშირზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურის მშენებლობას), ან ვინც საკუთარ უნარებს მოხალისეობისთვის იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებზე ორიენტირებული მოქალაქეთა მოძრაობები მრავალი წლის განმავლობაში იზრდება, 2019 წელს შეინიშნებოდა უპრეცედენტო მხარდაჭერა ახალი(მასობრივი) მოძრაობების მი-მართ, როგორიცაა„პარასკევი მომავლისთვის“ და„გადაშენების ამბოხი“. • შეუძლიათ ხელი შეუწყონ სოციალურ-ეკოლოგიურ ინოვაციებს ინდივიდუალურ კომპანიებში(როგორიცაა ენერგიის დაზოგვის საშუალებები კონკრეტული მანქანების მუშაობაში), მთელ სექტორებში(მაგალითად, მდგრადობაზე გადასვლა გერმანიის ქიმიურ ინდუსტრიაში) ან, ზოგადად, საზოგადოებაში (სამუშაო საათების შემცირების მოთხოვნით, რასაც დადებითი გარემოს-დაცვითი შედეგები მოაქვს). როგორც აღწერილია 1 თავში(33 გვერდი), ხშირ შემთხვევაში, დღევანდელი პროფკავშირები მოკავშირეებს წარმოადგენენ, ისწრაფვიან ეკოლოგიური გაჯანსაღებისკენ და ერთიანდებიან ლოზუნგის ქვეშ:„მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები არ 158 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი არის“. სინამდვილეში, ქვეყნებს, სადაც პროფკავშირების გაერთიანების მაღალი დონეა, ერთ სულ მოსახლეზე ნახშირბადის ნაკვალევი უფრო დაბალი აქვთ. 7 ამრიგად, მუშებისა და თანამშრომლების აზრის გათვალისწინება არა მხოლოდ დემოკრატიულობისთვისაა აუცილებელი, არამედ საზოგადოების უკეთესობისკენ შესაცვლელადაც- ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. • კ ოოპერატივი ყველაზე სამართლიანი და ეფექტური ფორმატია, რომელსაც მხარს უჭერენ ძლიერ დემოკრატიულ საზოგადოებებში, რათა უზრუნველყონ ეკონომიკური თვალსაზრისით ინკლუზიური და პროგრესული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა(იხილეთ, თავი 6, გვერდი 142). მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ კოოპერატივები ბევრად უკეთესად მუშაობენ დემოკრატიულ კონტექსტში, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ავტორიტარულ სახელმწიფოებში ძალიან ცოტა კოოპერატივი შეიქმნა(ზემოდან ქვემოთ მიმართულებით). 8 დემოკრატიულ ქვეყნებში თემების, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინიციატივების ან კოოპერატივების მიერ წამოწყებულ პროექტებს ახასიათებს ის, რომ მათ განხორციელებასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე გატანას მცირე რაოდენობის ხალხიც ჰყოფნის. აქტიური მოქალაქეები, რომლებიც მიისწრაფიან საყოველთაო სოციალური გაუმჯობესებისკენ, შეიმუშავებენ გადაწყვეტილებებს კვების, ტექსტილისა და ენერგიის წარმოებების ლოკალიზაციისთვის (რამდენიმე მაგალითი რომ ავიღოთ) ინოვაციური, ძლიერი და ანგარიშვალდებული გზით. დღეს ადგილობრივ დონეზე ვხედავთ ერთიან მოქმედებას, რომელსაც სათანადოდ უჭერს მხარს ადგილობრივი თუ ეროვნული მთავრობა. ამ პროცესებიდან სარგებელს მომავალი თაობები მიიღებენ. საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიური პროცესების დემოკრატიული ინსტრუმენტები აქტიურ მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში დააყენონ და განახორციელონ იდეები და ცვლილებები(გამყარებული ქვემოდან ზემოთ მიმართული სტრუქტურით). ასეთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საზოგადოების 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 159 მდგრადი მომავლის ჩამოყალიბება ქალაქის არქიტექტორების, ინჟინრებისა და სხვა ექსპერტების დახმარებით. ამრიგად, პარიზის შეთანხმებისა და 2030 წლის დღის წესრიგის საფუძველზე, საზოგადოებებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ექსპერიმენტები ჩაატარონ და თავად მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლის ასაშენებლად. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ის დადებითი გამოცდილება, რაც დღემდე მივიღეთ საზოგადოებრივი ინიციატივებიდან, ასევე, ადგილობრივი, მდგრადი და კლიმატთან თავსებადი ენერგიის, სურსათის წარმოებისა და სატრანსპორტო პროექტებიდან. • ს უბნაციონალური აქტორები ასევე ხელს უწყობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მტკიცებულებების ხაზგასმას: მაგალითად, ინდივიდუალური შეხვედრების დროს სამოქალაქო ინიციატივების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმატებული პროექტი მოაქციონ დეპუტატის ყურადღების ქვეშ, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი- მოსმენაზე განმარტონ კონკრეტული იდეის წარუმატებლობის მიზეზები. ინფორმაციის გადაცემის ამ პროცესის კარგი მაგალითია„კლიმატის სახალხო გეგმა“, რომელიც აგროვებს და აფასებს ნახშირორჟანგის(CO2) ემისიების შემცირების უამრავ იდეას მაქსიმალურად სწრაფი, სოციალური და სამართლიანი გზით. 9 • და მდიდარ სახელმწიფოებში მარგინალური ჯგუფების მდგომარეობა ახალი პოლიტიკის შემოღებისთანავეა გათვალისწინებული. ამრიგად, მეტია ალბათობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკა ისე შემუშავდეს, რომ უზრუნველყოს მეტი სოციალური სამართლიანობა და ხელი შეუშალოს სოციალური განსხვავებების გაზრდას(როგორც ეს ვნახეთ 1 თავში, გვერდი 20). ამის საპირისპიროდ, ხშირად მარცხს განიცდის ავტორიტარიზმის„ზემოდან ქვემოთ“ მიმართული გადაწყვეტილების მიღების სტილი: ავტორიტარული ლიდერები სწრაფად იღებენ კლიმატის ცვლილების სტრატეგიებს და არ ატარებენ წინასწარ დებატებს კაბინეტის წევრებთან, პარლამენტთან თუ საზოგადოებასთან. ამასთან, მაშინაც კი, თუ ეს სტრატეგიები კარგად გამოიყურება ქაღალდზე, მათი განხორციელება ხშირად ფერხდება, რადგან არ არის გათვალისწინებული სუბნაციონალური აქტორების საჭიროებები და შესაძლებლობები. თემებს შეიძლება არ აღმოაჩნდეთ არც კვალიფიციური ხალხი და არც ინტერესი ისეთი სტრატეგიების განხორციელებისთვის, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. 1 რეჟიმებში ექსპერტებს აქვთ შეზღუდული გავლენა ახალი პოლიტიკის შემუშავებისას. არ მიმდინარეობს რეგულარული გაცვლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და არც ღია დისკუსია- ამომრჩევლებთან. ამრიგად, არ არსებობს არანაირი პროცესი, რომელიც წარმოაჩენს პოლიტიკის შესაბამისობას მის განხორციელებამდე. • ვტორიტარულ რეჟიმებში ასევე ნაკლებია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები: საზოგადოებების ლიდერებს ხშირად არც პოლიტიკური თავისუფლება აქვთ და არც ფინანსები ინოვაციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შესამოწმებლად. მათ შეიძლება არც ჰქონდეთ ამის მოტივაცია, რადგან მათი პოლიტიკური დამცველების დანიშვნა დამოკიდებულია არა ამომრჩევლებს შორის პოპულარობაზე, არამედ ავტორიტარული ლიდერის ახირებებზე. თუნდაც სამოქალაქო ინიციატივებს ან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს არსებობის უფლება მისცენ, ისინი ნამდვილად ვერ დაამკვიდრებენ საუკეთესო პრაქტიკას. • ვტორიტარულ რეჟიმებში ასევე მაღალია კორუფციისა და არაეფექტურობის რისკი, რის გამოც კლიმატის ცვლილების სტრატეგიები ყველა დონეზე მოძველებულია. როდესაც საზოგადოების დისკურსი და მედიის თავისუფლება მკაცრად იზღუდება, კორუფცია და თაღლითობა ყვავის. მაგალითად, როცა შესაძლებელია და უფრო იაფია აუდიტორის მოსყიდვა, მაშინ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებში ფილტრე- 160 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი ბი გამოირთვება. ხოლო თუ მოსამართლეების გადაწყვეტილებები დამოკიდებულია„მაგიდის ქვეშ“ მიღებული კონვერტის ზომაზე, მაშინ ეს აუდიტორი არასდროს აგებს პასუხს. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს არ აქვთ თავისუფლება ამგვარი სკანდალების გამოსავლენად, მაშინ კლიმატის ცვლილების სტრატეგიები დარჩება ქაღალდზე, თუმცა ემისიები არ შემცირდება. • ა თქმა უნდა, დემოკრატიულ საზოგადოებებშიც არის თაღლითობისა და კორუფციის შემთხვევები. განსაკუთრებით ლობისტების საქმიანობა ხშირად იწვევს შეშფოთებას და ამ ორგანიზაციებიდან ბევრი ეწინააღმდეგება მდგრადი მომავლისკენ სწრაფვას. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, კორუფციის მნიშვნელოვნად დაბალი დონე აქვთ ქვეყნებს, სადაც დემოკრატია კარგადაა დამკვიდრებული. მიზეზი მარტივია: ამგვარი შემთხვევები შეიძლება გამოააშკარავოს დამოუკიდებელმა მედიამ ან კეთილსინდისიერმა მოქალაქემ და კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა თანამდებობები დაკარგონ. 1 -ნ ნესია კლიმატის ცვლილებისა და სხვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსახორციელებლად, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ განხორციელების პროცესი დაცული იქნება ყველა დონეზე. ვგულისხმობთ, მაგალითად, შემთხვევებს, როცა კომპანიებს ან ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც არღვევენ საცალფეხო ზონებს, არ შეუძლიათ„ქრთამით მოიპოვონ სიარულის უფლება“ ყველა დანარჩენის ხარჯზე. • ს ოციალ-დემოკრატიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული სისტემების ზუსტად ამ მახასიათებლების პოპულარიზაცია: გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკის ინკლუზიურად შემუშავება(და არა გადაწყვეტილებების მიღების ზემოდან ქვემოთ მიმართული პროცესები), ანტიკორუფცია და გამჭვირვალობა სოციალ-დემოკრატიის დაბადებიდან შედიოდა ამ მიმდინარეობის დღის წესრიგში. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო სისტემების სწორედ ეს მახასიათებლები ქმნის იდეალურ ჩარჩოს კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის შემუშავებისთვის. მაგრამ რას იტყვით... ...პრობლემაზე, რომ დემოკრატიული სისტემები, რომელთა მთავარი მიზანიც არის კომპრომისის მიღწევა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, ვერ უმკლავდებიან კლიმატის კრიზისს, რადგან დედამიწის ატმოსფეროსთან პოლიტიკურ გარიგებებს ვერ დადებ? უნდა შევქმნათ მოქალაქეთა ასამბლეები ამ გამოწვევის მოსაგვარებლად? საკითხის მოგვარების გზა: საზოგადოებრივი კონსულტაცია, როგორც დამკვიდრებული დემოკრატიული პროცედურების დანამატი დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება, ხოლო როდესაც საქმე ეხება სამიზნე 1.5°C-ს, დრო ჩვენს მხარეს არ არის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული, თანამონაწილეობითი პროცესი უფრო ეფექტურია გრძელვადიან პერსპექტივაში და, რა თქმა უნდა, ამ ელემენტის დაცვა სოციალურეკოლოგიურ მომავალშიც გვსურს. მრავალი სოციალ-დემოკრატისა და პროგრესული მოქალაქისთვის პირდაპირი დემოკრატიის ახალი ინსტრუმენტები ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მათ დამკვიდრებასაც დრო სჭირდება. ჩვენთვის უბრალოდ შეუძლებელია ჯერ დაველოდოთ პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას, შემდეგ კი მოვემზადოთ კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად, რადგან მაშინ 1.5°C-ის მიზანს ნამდვილად ვერ მივაღწევთ. სად არის გამოსავალი? 1. პირველ რიგში, როგორც ეს ნაჩვენებია ზემოთ და მე-6 თავში, ჩვენს ახლანდელ წარმომადგენლობით დემოკრატიულ სისტემას შესანიშნავად შეუძლია გაუმკლავდეს კლიმატის კრიზისს, თუ პოლიტიკოსები 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 161 გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს (ისევე, როგორც კოვიდ-19-ის კრიზისის დროს). 2. საზოგადოებრივი კონსულტაციის ინსტრუმენტები, როგორიცაა მოქალაქეთა ასამბლეები ან კომისიები, შეიძლება ძალიან კარგი დანამატი იყოს პოლიტიკური პროცესებისათვის, მაგრამ არ უნდა ჩაანაცვლოს ისინი. მოვიყვანთ ორ დადებით მაგალითს: 2016 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა რეფერენდუმები ოქროს ახალი მაღაროების გახსნის შესახებ, 12 ხოლო ირლანდიაში (შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც) დაარსდა მოქალაქეთა ასამბლეები, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კლიმატის კრიზისის შეზღუდვაზე. 13 3. მესამე, რადგანაც არ შეგვიძლია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ კლიმატთან, თავიდანვე უნდა უზრუნველვყოთ პარიზის ხელშეკრულებასთან შესაბამისობა. მაგალითად,„ქვანახშირის კომისიებმა“ უნდა დააკავშირონ ყველა დაინტერესებული მხარე, რათა განიხილონ სოციალურად სამართლიანი„გასვლის სტრატეგია“ კონკრეტული თარიღისთვის, 1.5°C მიზანის შესაბამისად. დასრულების თარიღზე მოლაპარაკების წარმოება არ უნდა იყოს შესაძლებელი(იხილეთ აგრეთვე თავი 1, გვერდი 34). 4. მეოთხე, დღევანდელი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ იმ ინსტრუმენტებისა და რესურსების გამოყენებით, რომლებიც ახლა გვაქვს და არასოდეს დავნებდეთ. მაშინაც კი, თუ 2020 წელს გარკვეული ქვეყნები არ გაიზიარებენ ნახშირორჟანგის შემცირების მიზნებს პარიზის შეთანხმების შესაბამისად, მაინც მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ზეწოლა გაიზრდება და ხელმისაწვდომი იქნება მონიტორინგის ინსტრუმენტები. თუ ქვანახშირის მოპოვების დასრულების თარიღი თანხვედრაში ვერ მოდის 1.5°C-ის მიზანთან, საჭიროა მასზე შეთანხმება თავიდან მოხდეს, თუ არა წელს, მაშინ შემდეგი წლისთვის. მაგრამ რას იტყვით... …პოლიტიკის შემუშავების ქვემოდან ზემოთ მიმართულ პროცესში თითოეული მოქალაქის წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე? 162 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 163 საკითხის მოგვარების გზა: სოციალურეკოლოგიური გარდაქმნის ფორმირება ერთობლივი ძალისხმევით • მ რავალი კლიმატის ცვლილების პროექტი არამარტო სარგებელს მოუტანს მარგინალურ ჯგუფებს(როგორც ეს ნაჩვენებია 1 თავში, 20 გვერდზე), არამედ ასევე შემუშავებულია მათთან თანამშრომლობით. ეს ამ ჯგუფებში აძლიერებს თვითეფექტურობის განცდას და მათ უფრო აქტიური ჩართულობის სტიმულს აძლევს. ამ კლიმატის ცვლილების პროექტების განუყოფელი ნაწილია სოციალდემოკრატიული მიზანი- ნაკლებად პრივილეგირებული ფენების მეტი მონაწილეობა. ბევრ საზოგადოებაში არის სოციალური ფონდები კლიმატის ცვლილების პროექტებისთვის, რომლებსაც ახორციელებენ ღარიბი მოქალაქეები. ამის მაგალითია გერმანიის ერთ-ერთი უღარიბესი პროვინცია- რაინ-ჰუნსრიუკის რაიონი. პოლონეთის ქალაქ სიუპსკში, უსახლკაროთა თავშესაფრებში ენერგოეფექტური ნათურები თვითონ უსახლკაროებმა დაამონტაჟეს. ასევე, მთელ მსოფლიოში მარგინალური ადამიანებით დასახლებულ უბნებში დაარსდა საზოგადოებრივი ბაღები მოქალაქეებთან თანამშრომლობის ინიციატივის საფუძველზე. ეს არა მხოლოდ დადებითად აისახება ინდივიდუალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, არამედ აუმჯობესებს სოციალურ მთლიანობას და აძლიერებს„საზოგადოებრიობის შეგრძნებას“. 14 • ნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ყველა მოქალაქე და საზოგადოების წევრი არ არის დაინტერესებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობით ან ამის დრო არ აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების კიდევ უფრო გახსნა და იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გამოყენება, რომლებიც ხ ელს შეუწყობს ნებისმიერ ადამიანს სოციალურ-ეკოლოგიური მომავლის მშენებლობაში. უნდა შემუშავდეს ახალი კონცეფციები, თუ როგორ უნდა შემცირდეს ბარიერები აქტიური მოქალაქეებისთვის. ამის მაგალითია ათენში ჩამოყალიბებული ინოვაციური სოციალური პლატფორმა„სინათინა“(SynAthina), რომელიც ხელს უწყობს კონსულტაციებსა და თანამშრომლობას მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებთან. ამ პროცესების მიზანია მოინახოს ურბანული პრობლემების გადაჭრის გზები, რომელთა განხილვაც შემდგომ მოხდება ადგილობრივ მთავრობასთან, ბიზნეს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. 1 მაგრამ რას იტყვით... ...მოსაზრებაზე, რომ ზოგიერთი არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციისთვის საკუთარი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეებისა? საკითხის მოგვარების გზა: კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის მთავარი აქტორი • რასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როდესაც საქმე ეხება პრივილეგირებულთა ინტერესებსა და კორუფციის საკითხებს. ისინი იბრძვიან, რომ მოხდეს მოქალაქეების პოზიციიებისა და ინტერესების გათვალისწინება. მიუხედავად ამისა, ეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას არ იცავს კორუფციისგან და ზოგიერთ მათგანს ხელსაც არ უშლის პრივილეგირებულთა ინტერესების წარმოჩენაში, განსაკუთრებით როდესაც რეალური საფრთხე ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს კონკრეტული პროდუქცია ეკოლოგიური და უვნებელია. როგორც კანადელმა მწერალმა და სოციალურმა აქტივისტმა ნაომი კლაინმა თქვა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ზოგჯერ უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამოკიდებულნი არიან მთავრობებისა თუ ლობისტების ფინანსურ მხარდაჭერაზე და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება. უნდა აღინიშნოს, ყველა დონეზე კარგი მმართველობის ხელშემწყობი დემოკრატიული ინსტრუმენტები და მექანიზმები ამგვარი უარყოფითი გარემოს დაძლევის საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც, ამ საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ერთ„დამპალ ვაშლს“ საზოგადოების მთელი საყრდენის იმიჯის შელახვაში. ამ საყრდენს შეაქვს ძალა კლიმატის კრიზისის ადაპტაციისა და შერბილების პროცესებში, ამასთან, იცავს ჰუმანიტარულ ასპექტსაც. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და დღემდე თამაშობენ ყველასთვის მდგრადი მომავლის მშენებლობაში. მრავალი დიდი ინიციატივა, იქნება ეს„სინათინას“ პლატფორმა ადგილობრივ დონეზე, თუ„პარასკევი მომავლისთვის“- საერთაშორისო დონეზე, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წყალობით განხორციელდა, რადგან ის არის ძლიერი აქტორი და მონაწილე დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მაგრამ რას იტყვით... ...იმ ფაქტზე, რომ რთულია უზრუნველვყოთ კლიმატის ცვლილების კონკრეტული პოლიტიკის ფართო მხარდაჭერა? მაგალითად, ზოგჯერ მოსახლეობა აპროტესტებს ქარის წისქვილების მშენებლობას დასახლებასთან ახლოს. საკითხის მოგვარების გზა: აბსოლუტური მხარდაჭერა • მ ოქალაქეებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის შემუშავებაში (იხილეთ, თავი 1, გვერდი 21 და თავი 5, გვერდი 113). ისეთ წარმომადგენელობით დემოკრატიაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ამბიციურ ქმედებებს საკმარისი ხელშეწყობა აქვს. ყველა ტიპის პოლიტიკა არ საჭიროებს თითოეული მოქალაქის მხრიდან განხილვასა და ერთხმად დამტკიცებას. გასაოცარია, როდესაც პოლიტიკოსები ითხოვენ საყოველთაო მხარდაჭერას კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის მისაღებად, ხოლო სხვა პოლიტიკურ სფეროებში უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ(მაგალითად, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების კუთხით). როცა უამრავი მოქალაქის კეთილდღეობა და ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირება საფრთხეშია, პოლიტიკოსების მანდატი ხელმძღვანელობასაც გულისხმობს - ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამისთვის არიან ისინი არჩეულები. 1 როდესაც სახელმწიფო თავს არიდებს ამ მოვალეობას და მოქალაქეებს აკისრებს გადაწყვეტონ, თუ რამდენად სურთ კლიმატთან თავსებადი ცხოვრება, ამას მოაქვს ორი უარყოფითი შედეგი: 1. საზოგადოებაში უფსკრული ფართოვდება: თუ საშობაო სუფრაზე განწყობას აფუჭებს ინდაურის ვეგეტარიანულ ალტერნატივებზე დისკუსია ან სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში სასამართლოში იბრძვის ახალი ქარის წისქვილის გამო, ჩვენ გვემუქრება საზოგადოების გახლეჩის საშიშროება. 2. ს ოციალურად და გარემოსდაცვითი კუთხით მოაზროვნე მოქალაქეები თავს მოტყუებულად გრძნობენ: ბევრს მთავრობისგან მეტი მითითებების მიღება სურს, რადგან არ აქვს შესაძლებლობა, ყველა გადაწყვეტილება სოციალურ, შრომით და გარემოსდაცვით სტანდარტებზე ჩატარებულ კვლევებზე დაამყაროს, შემდეგ კი ეს სტანდარტები შეაფასოს მოხერხებულობისა და პროდუქტის ფასის შესაბამისად. 1 -ლ ლაქეებს საბოლოოდ თითოეული ჩვენგანისთვის მოაქვთ სარგებელი კლიმატის ცვლილებასთან შესაბამისი ცხოვრების წესის დამკვიდრებით, ამიტომ იმედგაცრუებულები რჩებიან, როდესაც სახელმწიფო საზოგადოების სხვა წევრებს ვერ უშლის ხელს ჩვენი საერთო მომავლის დანგრევაში. 164 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი • იუხედავად იმისა, რომ არ არის აუცილებელი თითოეული მოქალაქის დარწმუნება კლიმატის ცვლილებისა და სხვა სახის პოლიტიკის შესახებ, საჭიროა დამყარდეს ბალანსი პირდაპირი დემოკრატიის ელემენტებით გამდიდრებულ გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ პროცესებსა და ქვეყნის ხელმძღვანელ პოლიტიკოსებს შორის. ამ შემთხვევაში, მთავრობასა და ცალკეულ მოქალაქეს შორის მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ შუამავალმა აქტორებმა. • ა ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ პირებს მივცეთ საკუთარი მომავლის დადებითი გზით ფორმირების საშუალება: თუ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა ჩადოს ინვესტიცია(მაგალითად, როგორც კოოპერატივის ნაწილმა) თავის თემში მშენებარე ქარის წისქვილებში და განსაზღვროს, სად განთავსდეს ისინი, მაშინ ასეთი პროექტების წინააღმდეგობა მხარდაჭერა ხდება. მაგრამ რას იტყვით... …ნეოლიბერალურ დოქტრინაზე, რომელიც უბიძგებს ჩვენს სახელმწიფოებს პრიორიტეტი მიანიჭონ მოკლევადიან ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და არა მოქალაქეთა კეთილდღეობასა და გარემოსდაცვით პრობლემებს? საკითხის მოგვარების გზა: ჩვენ მაინც გვჭირდება სოციალური სახელმწიფო! • რ ოდესაც ხდება გარემოსდაცვითი პრობლემების უგულველყოფა, უნდა გადავხედოთ ჩვენი სახელმწიფოს როლს და დავუბრუნდეთ დემოკრატიულ სისტემებს, რომლებიც მოქმედების ცენტრში აყენებენ მოქალაქეების კეთილდღეობასა და ჯანსაღ გარემოს. ათწლეულების განმავლობაში სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ხალხის(და არა ეკონომიკური) ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება. ეროვნული განვითარების პოლიტიკა ისე უნდა შემუშავდეს, რომ საარჩევნო პერიოდს გასცდეს და მდგრადი პრიორიტეტები პოლიტიკურ დღის წესრიგში ხანგრძლივი ვადით შეიტანოს. 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 165 • ოვიდ-19-ის ღონისძიებების განხორციელებისას, მსოფლიოს ქვეყნებმა აჩვენეს, რომ მათ შეეძლოთ მოქმედება- თუნდაც ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ხალხის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოწყვლად ჯგუფებს, მაგალითად მოხუცებსა და ავადმყოფებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გულისხმობდა თვეების განმავლობაში ტოტალურ ეკონომიკურ გათიშვას. კლიმატის კრიზისიდან გამომდინარე, შემდეგმა არგუმენტმა დაკარგა სანდოობა: გარკვეული ქმედების განხორციელება„პოლიტიკურად შეუძლებელია“, რადგან მოკლევადიანი ეკონომიკური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხის სიცოცხლე და კეთილდღეობა. ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ პანდემიის ფონზე გატარებული აღდგენითი ზომები განპირობებული იყოს მწვანე და სოციალური ინოვაციებით, რომლებიც პრიორიტეტს მიანიჭებს ბევრი და არა ცოტა ადამიანის კეთილდღეობას. რისკენ მივისწრაფვით? • საქმე ეხება კლიმატის კრიზისის მოგვარებას დემოკრატიულ ქვეყანაში, თქვენ ხართ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ! მოდით, გამოვიყენოთ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მილიონობით მოქალაქის ჩართვის შესაძლებლობა, რათა შევქმნათ არა მხოლოდ სოციალურ-ეკოლოგიური, არამედ უფრო ინკლუზიური მომავალი და გავიზიაროთ სოციალ-დემოკრატიული მოწოდება გაჭირვებული მოსახლეობის ხმების გაძლიერების შესახებ. ამ ხმების მოსმენის მრავალი გზა არსებობს- მოქალაქეთა კრებებზე, საპროტესტო გამოსვლებზე,(სკოლის) გაფიცვების დროს ან კონკრეტული დასახლების პროექტებში. • ნაცვლად, რომ კლიმატურმა კრიზისმა დაანგრიოს ჩვენი დემოკრატიული ქვეყნების საფუძველი, მოდით, მივცეთ საშუალება მოქალაქეებს, საზოგადოებებს, კოოპერატივებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთად შექმნან ჩვენი საერთო მომავალი. 166 – 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი განმარტებები და წყაროები 1„2015 წელს ეკონომისტის დაზვერვის განყოფილების(EIU) მიერ გაერთიანებული ოცი დემოკრატიული ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ენერგეტიკის მდგრადობის ინდექსზე იყო- 34,2, ხოლო გაცილებით უარესი კლიმატის მონაცემების მქონე 27 ავტორიტარული რეჟიმისა- 85,6.“ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ეხება დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაბალია, ამიტომ ერის სიმდიდრე(რაც ხშირად შეესაბამება დემოკრატიზაციას და მაღალ ემისიებს) გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. იხილეთ https://foreignpollicy.com/2016/06/01/democracy(ბოლოს ნანახია თარიღით 23.05.2020). 2 იხილეთ https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=IND&mtdsg_no=XXVII-13&chaptter=27&clang=_en(ბოლოს ნანახია თარიღით 25.07.2020). 3 შულცი და სტოუნი(1994): ავტორიტარიზმი და დამოკიდებულება გარემოს მიმართ. 4 იხილეთ https://foreignpolicy.com/2016/06/01/democracy(ბოლოს ნანახია თარიღით 23.05.2020). 5 იხილეთ https://www.ipsos.com/sites/default/files/ct/news/documents/2020-04/earth-day2020-ipsos.pdf(ბოლოს ნანახია თარიღით 21.06.2020). ეს არის ძლიერი არგუმენტი იმ მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, რომ დემოკრატიული გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა შესაძლოა უგულებელყონ კლიმატის კრიზისი- ისინი ყურადღებას ამახვილებენ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათი პოლიტიკური მანდატის მთელ პერიოდზე. შესაძლო რისკების უგულებელყოფა ალბათ აქტუალური იყო წარსულში, მაგრამ ახლა ის ვეღარ იმოქმედებს გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, რადგან კლიმატის კრიზისი უკვე გლობალურ ჩრდილოეთშიც ვითარდება. 6 იხილეთ https://carbonneutralcities.org/how-hamburg-regained-control-of-its-energy-utility/ (ბოლოს ნანახია თარიღით 22.06.2020). 7 კამილა ჰუერტა ალვარესი, რიჩარდ იორკი და იულიუს ალექსანდერ მაკგი,(2019): არის თუ არა შრომა მწვანე? პუბლიკაციაში: ბუნება და კულტურა, 2019 წლის მარტი, გვ. 17-38. 8 გერმანიაში არის ყველაზე მეტი მოქმედი ენერგო კოოპერატივი(2018 ივნისის თვის მონაცემებით - 824), რაც ახლოსაა დანიაში 1999 წელს მიღწეულ პიკთან- 931. 9 იხილეთ https://gerechte1komma5.de/en/klimaplan-von-unten/(ბოლოს ნანახია თარიღით 21.06.2020). 10 იხილეთ, ჯინგ ვუ, ქრისტიან ზუიდემა, კატარინა გუგერელი(2018): ჩინეთის ენერგეტიკის დეცენტრალიზებული მართვის ექსპერიმენტირება: შემთხვევა ქალაქის პროგრამის ახალი ენერგიის დემონსტრირებიდან, პუბლიკაციაში: ჟურნალი უფრო სუფთა წარმოების შესახებ 189, გვ. 830-383. 11 იხილეთ, მარკ ე. უორენი(2004): რას ნიშნავს კორუფცია დემოკრატიაში? პუბლიკაციაში: ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ჟურნალი 48, No 2, გვ. 328-343. 12 იხილეთ https://globalvoices.org/2017/04/25/one-small-towns-referendum-on-gold-miningis-a-big-victory-for-citizen-participation(ბოლოს ნანახია თარიღით 22.06.2020). 13 იხილეთ https://www.citizensassembly.ie/en/how-the-state-can-make-ireland-a-leader-in-tackling-climate-change/recommendations/ და https://www.climateassembly.uk/(ბოლოს ნანახია თარიღით 22.06.2020). 14 იხელთ http://www.slupsk.pl/zielonypunkt/ და https://www.strongtowns.org/journal/2018/8/16/the-case-for-community-gardens, მაგალითად. 15„სინათინა“(SynAthina) ასახავს მოქალაქეთა ინიციატივებს, ზრდის მათ ცნობადობას და აკავშირებს კერძო სექტორთან, სხვადასხვა ექსპერტთან და ადგილობრივ ადმინისტრაციასთან. „სინათინა“ აფასებს მოქალაქეების საქმიანობას და აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო პრაქტიკას. ის მუდმივად აწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას საზოგადოების პრიორიტეტების შესახებ და ითხოვს განახლებულ რეგულაციებს, გამარტივებულ პროცედურებსა და მოქალაქეებთან შემოქმედებით სინერგიის ჩამოყალიბებას. ამის მიზანია გაიზარდოს ადმინისტრაციის ეფექტურობა მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირების პროცესში. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ https://www.synathina.gr/en 16 კლიმატის კრიზისი არ არის პოლიტიკის ერთადერთი სფერო, სადაც საჭიროა პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ბოლო წლებში ლგბტ უფლებების დაცვა ბევრ ქვეყანაში მოხდა, მიუხედავად უმცირესობის ძალიან ხმამაღალი პროტესტისა, რადგან დისკრიმინაციის გაგრძელება ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. 7 დემოკრატიისა და ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ორმხრივი სარგებელი – 167 17 არ არის საჭირო სმარტფონების წარმოების სოციალური და გარემოსდაცვითი პირობების გამოკვლევა, მაგრამ უნდა აიკრძალოს ბავშვთა შრომის გამოყენებით წარმოებული და ეკოლოგიური კატასტროფის გამომწვევი პროდუქციის იმპორტი. იხილეთ https://www.zeit.de/kultur/2019-06/konsumverhalten-verbote-gesetze-veraenderungen-gewohnheit-freiheit/seite-2 (ბოლოს ნანახია თარიღით 22.04.2020). წყაროები დემოკრატიულ სისტემებსა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკას შორის ურთიერთკავშირის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://foreignpolicy.com/2016/06/01/democracy გლობალურ დონეზე და, განსაკუთრებით, დემოკრატიულ ქვეყნებში კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის საინტერესო სტატისტიკა იხილეთ ბმულზე: 1https://www.ipsos.com/sites/default/files/ct/news/documents/2020-04/earth-day-2020-ipsos.pdf 168 – საუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები საუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები 1 თავიდან(თანასწორობა) 1. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, სოციალდემოკრატია ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო გარემოს დაცვის საკითხებთან. მშრომელი ინდუსტრიული მუშებისთვის ბუნება იყო თავშესაფარი და დასასვენებელი ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ ძალები მოეკრიფათ ქარხნებსა თუ მაღაროებში გრძელი მორიგეობის შემდეგ. ამავე დროს, ეს მათთვის იყო საშუალება თავი დაეღწიათ რთული საცხოვრებელი პირობებისთვის, რაც მშრომელთა კლასს ჰქონდა დიდ თუ პატარა ქალაქებში. ამიტომ ბუნებაში დროის გატარება ყოველთვის იყო თვითგამორკვევის გამოხატულება. მთელ ევროპაში 1880-იან წლებში წარმოქმნილი მშრომელთა მოძრაობა ცდილობდა მოეხდინა ბუნებისადმი ამ ინტერესის ინსტიტუციონალიზაცია. ამის გათვალისწინებით, 1895 წელს დაარსდა ტურისტული ასოციაცია„ბუნების მეგობრები“- სხვადასხვა ქვეყნის ბუნების მოყვარული მუშების საერთა-შორისო ასოციაცია. 1 2. 1970-იან და 1980-იან წლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხები უფრო და უფრო მოექცა საერთაშორისო განხილვის ცენტრში. მთელ მსოფლიოში აშკარა გახდა გარემოს დეგრადაცია. ერთ-ერთი პირველი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ამ თემაზე, იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატი კანცლერი- ვილი ბრანდტი. ჩრდილოეთ-სამხრეთის კომისიის მეშვეობით, ვილი ბრანდტმა ხელი შეუწყო გაცვლას განვითარებად ქვეყნებსა და გლობალური სამხრეთის ქვეყნებს შორის. მისი მთავრობა იყო პირველი, რომელმაც 1971 წელს მიიღო განვითარების პროგრამა. 3. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გარემოს დეგრადაციის განხილვა პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, განსაკუთრებით ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ფონზე. რეგიონში შეიქმნა გარემოს დამცველთა ჯგუფები, რომელთა წევრები გამოცხადდნენ კომუნისტური რეჟიმების ოპონენტებად. 1989 წლის რევოლუციის შემდეგ, ამ გარემოსდაცვით აქტივისტთაგან ბევრმა იპოვა პოლიტიკური ბინა სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში, სადაც მათ სხვა საკითხებთან ერთად განაგრძეს მუშაობა გარემოსდაცვით საკითხებზე. 4. გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1987 წელს ბრუნტლანის მოხსენების გამოქვეყნება სახელწოდებით„ჩვენი საერთო მომავალი“. მოხსენებაში, რომელიც ნორვეგიის ყოფილი სოციალდემოკრატი პრემიერ-მინისტრის, გრუ ჰარლემ ბრუნტლანის ხელმძღვანელობით დაიწერა, პირველად განისაზღვრა ტერმინი„მდგრადი განვითარება“. დასკვნამ გამოიწვია ფართო დებატები მთელ მსოფლიოში. 5. ბევრ სხვა ქვეყანაში პროგრესული პოლიტიკოსები მონაწილეობენ უშუალო დიალოგში თემებისა და პროვინციების დონეზე, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზების შესახებ. ერთ-ერთი მაგალითია„მერების შეთანხმება“, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი გლობალური პლატფორმა ადგილობრივი აქტორებისთვის. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ასობით დიდი და მცირე მუნიციპალიტეტი ამ ქსელის ნაწილია, მაგალითად, ტირანა და სკოდრა ალბანეთში, სოფია და დოლნი-ჩიფლიკი ბულგარეთში, ბრესტი და კრასნაპოლი ბელორუსში, ტალინი და ტარტუ ესტონეთში. 2 6. პატარა ქვეყნებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში, თუ სხვისი მაგალითით იხელმძღვანელებენ. ეს ეხება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, მაგალითად, მსოფლიოში აღიარებულ„კლიმატის ჩემპიონებს“ კოსტა-რიკასა და მაროკოს, 3 ასევე პატარა ევროპულ სახელმწიფოებს. მაგალითად, დანია ატარებს კლიმატის ძალიან ამბიციურ პოლიტიკას, ამცირებს ემისიებს და მხარს უჭერს მწვანე დიპლომატიას. ასეთ მისაბაძ მაგა-ლითებს შეუძლიათ„დომინოს ეფექტის“ გამოწვევა. 7. გერმანიის ენერგეტიკის მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა დაიწყო, როგორც უნიკალური პოლიტიკური ექსპერიმენტი 1990-იანი წლების ბოლოს. ეს მოხდა წიაღისეული საწვავის წარმოების კუთხით მსოფლიო დომინირებისა და ძალიან ძვირადღირებული განახლებადი ალტერნატივების კონტექსტში. სულ რამდენიმე ათწლეულში ამან მოიტანა მსოფლიო წარმატება განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით და მაღალკონკურენტული განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წარმოქმნაც განაპირობა. 8. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და უკრაინის მთავრობები თანამშრომლობენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან (WMO) გვალვის მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნის მიზნით. 4 მე-2 თავიდან(დეკარბონიზაცია) 9. გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს(UBA) მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, გერმანული სამუშაო ძალის 6,4 პროცენტი(თითქმის სამი მილიონი ადამიანი) უკვე დასაქმებულია გარემოს დაცვასთან თავსებად დასაქმების სფეროებში, ეკოტურიზმით დაწყებული და მდგრადი ფინანსური მომსახურებითა და სამრეწველო სამუშაოებით დამთავრებული. ამ მწვანე სამუშაოების ნახევარზე მეტი პირდაპირ კავშირშია კლიმატის თავსებადობასთან. 5 დაახლოებით 400,000 ადამიანი მუშაობს განახლებადი ენერგიის სექტორებში მაშინ, როცა გერმანიის მურა ნახშირის(ლიგნიტის) მოპოვების დარგში მხოლოდ 18,600 დასაქმებულია. 10. ჩეხეთის მთავრობამ განავითარა სტრატეგია სახელწოდებით„ხელახლა დაწყება“(RESTART). ამ ინიციატივის მიზანია ქვეყანაში ააღორძინოს ქვანახშირის მოპოვების სამი რეგიონი: კარლოვი-ვარი, უსტეკი და მორავია-სილეზია. სტრატეგიაში ჩართულია ასობით დაინტერესებული მხარე რეგიონიდან. ისინი შეიმუშავებენ თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას პროექსაუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები – 169 ტებისთვის, რომლებიც დაეხმარება რეგიონს არა მხოლოდ ნახშირის მოპოვების დასრულების შედეგებთან, არამედ სხვა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ჯერ მხოლოდ ტრანზიციის საწყის ეტაპზეა, ეს სტრატეგიული მიდგომა უკვე მიჩნეულია ამ პროცესების თანამონაწილეობითი და ინოვაციური მართვის მნიშვნელოვან ეტაპად. 6 11. წრიული ეკონომიკის ბიზნეს მოდელები ხელს უწყობს ახალი ინდუსტრიული სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივ დონეზე. ამის კარგი მაგალითია სლოვაკური დამწყები კომპანია„ეკოლივე“(Ekolive), რომელმაც შექმნა უნარჩენო მოპოვებისა და ადგილობრივი პირველადი და მეორადი ნედლეულის დამუშავების ახალი ინოვაციური მეთოდი, ეს კონკრეტულად ეხება ლითონებისა და მინერალების ადგილობრივ რესურსებს. მეორე პიონერი ამ სფეროში - სლოვაკური გადამამუშავებელი კომპანია SK-Tex ახდენს ძველი ტანსაცმლის გადამუშავებას საიზოლაციო პროდუქტებად, რომლებიც შემდეგ გამოიყენება მანქანებში, დივნების წარმოებაში და შენობებში. SK-Tex წელიწადში ახორციელებს 4500 ტონა მასალის გადამუშავებას და მომხმარებლები ჰყავს გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. 7 12. 2019 წლის მარტში დაარსებული ჩეხური სტარტაპი „სირკლი“(Cyrkl) არის ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანია გადამუშავების სექტორში. ის წარმოადგენს ციფრულ ბაზარს, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ვისაც აქვს ნარჩენები და სურს მისი უტილიზება მათთან, ვისაც სურს ამის გამოყენება.„ეს იგივეა, რაც“გაცნობის ქსელი Tinder ნაგვისთვის“, განმარტავს დირექტორი, კირილ კლეპეკი. კომპანიამ უკვე შეძლო 500-ზე მეტი ბიზნეს პარტნიორის მოზიდვა და წარმატებით ეხმარება მათ, აღმოაჩინონ მასალებისა თუ ნარჩენების გადამუშავების ახალი, მაღალი დონის საშუალებები. 8 13. უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია„გრინკუბატორი“(Greencubator) ხელს უწყობს მდგრად მეწარმეობას, დაბალი ნახშირბადის ინოვაციებსა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას საკომუნიკაციო პლატფორმის, ბიზნესის მხარდაჭერისა და ინვესტიციების შესაძლებლობების შექმნის გზით.„გრინკუბატორი“ არის პირველი უკრაინული ენერგოკოოპერატივის ერთ-ერთი ინიციატორი ქალაქ სლავუტიჩში. 9 14. გერმანიის ფოლადის მწარმოებელი კომპანია „თისენ-კრუპი“(ThyssenKrupp) იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წამოიწყო ფოლადის წარმოების დეკარბონიზება კოქსის ნაცვლად წყალბადის გამოყენებით. კომპანიის მიზანია შეამციროს სათბურის გაზების თავისი წილი ემისიები 20 პროცენტამდე 2030 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის იყოს აბსოლუტურად კლიმატ- ნეიტრალური. 10 მე-3 თავიდან(მეგატრენდების შერწყმა) 15. სერვერებისთვის განსაზღვრული ევროკავშირის ეკოდიზაინის დირექტივის მოქმედება 2030 წლისთვის სავარაუდოდ გამოიწვევს ენერგიის დაზოგვას დაახლოებით 9 ტერავატს/საათში. ეს კი უდრის ესტონეთის ელექტროენერგიის წლიური მოხმარების მაჩვენებელს 2014 წლისთვის და ჯამში შეესაბამება 2,1 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის(CO2) ექვივალენტს. 11 16. სამუშაო დროის შემცირება სულაც არ იწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას. სინამდვილეში, არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები: ერთი კვლევის თანახმად, 1990-2012 წლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში, ერთ სულზე ნამუშევარი საათების შეფარდება ერთ საათში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტთან(მშპ) გვიჩვენებს, რომ პროდუქტიულობა ყველაზე მაღალია, როდესაც ადამიანები ნაკლებ საათს მუშაობენ. 12 17. 2019 წელს იაპონიაში მაიკროსოფტის კორპორაციამ საცდელად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა და თანამშრომელებს პარასკეობით მისცა ანაზღაურებადი შვებულება. კომპანიის ცნობით, პროდუქტიულობა 40 პროცენტით გაიზარდა. უფრო მეტიც, კომპანია ასევე აცხადებს, რომ იგი უფრო ეფექტური გახდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების კუთხით(დაიკლო 23 პროცენტით). 13 18. ევროპაში მოქმედებს დასაქმებულთა გადამზადების უამრავი კარგი პროგრამა, მაგალითად, ციფრულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.„ბი კოდი“(BeCode) არის სასწავლო ცენტრი მომავალი თაობისთვის და მუშაობს ბელგიის ექვს ქალაქში. ის ატარებს უფასო სასწავლო პროგრამებს ციფრულ ტექნოლოგიებში. ტრენინგი ეხება ვებ-ტექნოლოგიებს და მორგებულია ადამიანებზე, რომლებიც სამუშაოს ეძებენ ან სკოლაში სწავლას წყვეტენ. კვალიფიციური კურსდამთავრებულების დასაქმების დონე 80 პროცენტს გადააჭარბა. 14 19. შრომის ბაზარზე უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გადალახვის შესანიშნავი მაგალითია ჩეხეთის რესპუბლიკის 29 სხვადასხვა სექტორში შექმნილი დარგობრივი „უნარების საბჭოები“. ეს საბჭოები სტუდენტებს სთავაზობენ რეალურ სამუშაოებზე მორგებულ სპეციალურ ტრენინგებს, განსაზღვრავენ უნარებისა და კვალიფიკაციების მხრივ არსებულ ხარვეზებს და იღებენ გადაწყვეტილებებს ბარიერების გადასალახად. ჩართულ მხარეებში შედიან დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და საგანმანათლებლო/სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 1 მე-4 თავიდან(ენერგეტიკა) 20. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კოოპერატივები წარ-მოადგენდნენ ევროპის მწვანე ენერგეტიკული გარდაქმნის მამოძრავებელ ძალას. 2018 წელს მხოლოდ გერმანიაში მოქმედებდა დაახლოებით 824 ენერგოკოოპერატივი. ეს მაჩვენებელი მიუახლოვდა დანიის 1999 წლის პიკს- 931. 1 ერთდროულად აღწევენ რამდენიმე მიზანს: მუშაობენ კლიმატის კრიზისის მოგვარებაზე, ამკვიდრებენ დემოკრატიას ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორში და ზრდიან დამატებით ღირებულებას ადგილობრივ დონეზე. 170 – საუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები საუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები – 171 21. გერმანიის პატარა ქალაქი ვოლფჰაგენი(ჩრდილოეთ ჰესენში) არის შესანიშნავი მაგალითი ენერგო-პროექტისა, რომელმაც ადგილობრივ დონეზე მოიტანა სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი: სამუშაო ადგილები, შემოსავალი, მნიშვნელოვანი დეკარბონიზაცია და რეგიონის ეკონომიკის დემოკრატიზაცია. საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჰიბრიდულ მოდელზე დაყრდნობით, ამ პროექტმა განავითარა ინოვაციური მიდგომა ენერგო-სექტორის საქმიანობების რე-მუნიციპალიზაციის იდეის საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, საჯარო, სააქციო კომპანია„შტადტვერკე ვოლფჰაგენი“ პროცესების ხელმძღვანელად იქცა, შემდეგ კი მოქალაქეების ენერგოკოოპერატივთან„ბეგ ვოლფჰაგენი“(BEG Wolfhagen) თანასაკუთრება მოიპოვა. 17 22. რამდენიმე წლის წინ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის ელექტროენერგიის მრიცხველების მინიმუმ 80 პროცენტს შეცვლიდა ჭკვიანი მრიცხველებით. ეს მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის შექმნას, ემისიების ცხრა პროცენტით შემცირებასა და ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დაზოგვას, მოხმარების შემცირებისა და უკეთესად დაგეგმვის გზით. რადგანაც ქვეყნების უმრავლესობამ შეასრულა ეს ამოცანა, ისინი ახლა განსაზღვრავენ მიზნებს 2030 წლისთვის. 18 ევროკ ა ვშირის მხარდაჭერით, მსგავსი ინიციატივები უკვე ხორციელდება დასავლეთ ბალკანეთში. მაგალითად, ევროპის ერთ-ერთი ლიდერი- მონტენეგრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული გრანტით გეგმავს ჭკვიანი მრიცხველებისა და ქსელების დანერგვას. 19 მე-5 თავიდან(ტრანსპორტი) 23. ევროკავშირის დაფინანსებისა და ადგილობრივი ინოვაციური სულისკვეთების წყალობით, ხორვატიის პატარა ქალაქი კოპრივნიცა ხდება მდგრადი განვითარების აღიარებული ლიდერი მთელ ევროპაში. მაგალითად, მდგრადი ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტებმა ქალაქის ცენტრში ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა 40 პროცენტამდე გაზარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქში შეიქმნა 80 კმ-ზე მეტი ველობილიკი და საფეხმავლო გზები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა დაახლოებით 70 კმ სასეირნო ველო მარშრუტი. 20 24. დიზელის ავტობუსებიდან ბიოსაწვავზე ან ელექტრონულ ავტობუსზე გადასვლა კარგად ხორციელდება ასობით ქალაქში, მათ შორის პარიზში, რომელიც 2025 წლისთვის აპირებს 100 პროცენტით გადავიდეს „მწვანე ავტობუსებზე“. ბერლინი ამ მიზნის მიღწევას აპირებს 2030 წლისთვის სხვადასხვა ფინანსური სუბსიდირების სქემებისა და ინიციატივების საშუალებით. 2 ქალაქებში კვლავ ფუნქციონირებს ელექტრონული „ტროლეიბუსის“ ქსელები, რომლებიც იძლევა ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირების უნიკალურ შესაძლებლობას: უფრო ადვილია ნახშირით წარმოებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება განახლებადი წყაროებით, ვიდრე მთელი ავტობუსების პარკისა და ინფრასტრუქტურის მთლიანად შეცვლა. 25. „ევროპული მობილობის კვირეული“ არის ყოველწლიური ერთკვირიანი პანევროპული ინიციატივა, რომელიც 2002 წლიდან ტარდება და წარმოადგენს მდგრადი მობილობის პოლიტიკისა და საშუალებების ასობით მაგალითს. ქალაქი კრუშევაცი(სერბეთი) პროექტის მუდმივი მონაწილეა და მან მოიგო„ევროპის მობილობის კვირეულის“ პრემია 2019 წელს. უკვე წლებია ქალაქი მუშაობს, რომ ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის გააუმჯობესოს და მიმზიდველი გახადოს საზოგადოებრივი სივრცეები და ინფრასტრუქტურა. ამისთვის იქმნება ველობილიკები, ფართოვდება პარკები, კეთდება ახალი საფეხმავლო ბილიკები და ურბანული ავეჯი, უქმდება ქუჩის პარკინგი და შენდება საზოგადოებრივი ავტოფარეხები. 2015 წლიდან ქალაქის ცენტრში მთავარი ქუჩა დროებით დაიხურა საავტომობილო მოძრაობისთვის და გადაკეთდა„სათამაშო ქუჩად“. 22 26. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პროგრესული მდგრადი მობილობის პოლიტიკის მქონე ქალაქები(როგორიცაა ვენა, მიუნხენი, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, პრაღა, ვარშავა, ვილნიუსი და ცენტრალური ევროპის სხვა ქალაქები) ცხოვრების დონის შეფასებაში ყველაზე მაღალ ადგილებს იკავებენ და მოქალაქეებს უქმნიან მსოფლიოში საუკეთესო გარემოსა და საცხოვრებელ პირობებს. 23 27. მულტიმოდალობა გულისხმობს მობილობის სხვადასხვა საშუალების(ინდივიდუალური მანქანების ალტერნატივების) ჭკვიან ინტეგრაციას. ეს კოორდინირებული ინფრასტრუქტურა ემსახურება ერთჯერად მგზავრობას და უკვე პრაქტიკულად გამოიყენება მრავალ ქალაქში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში (გდანსკში, რიგაში, ვილნიუსში, როსტოკში და სხვა). 2 ზ ზოგიერთმა ამ ქალაქმა შექმნა უფასო აპლიკაციები მოქალაქეებისთვის, რათა მათ დაგეგმონ ინდივიდუალური მარშრუტი ტრანსპორტის სხვადასხვა რეჟიმის გამოყენებით. მარშრუტში შეიძლება გაერთიანდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანების გაზიარება, ქალაქის ველოსიპედები და ფეხით სიარული. ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს ველოსიპედების თაროებს ავტობუსებსა და მატარებლებში, სადგურებზე ველოსიპედების გასაჩერებელ ადგილებს, საზოგადოებრივ სივრცეებში მულტიმოდალობის საინფორმაციო წერტილებს და ა.შ., მულტიმოდალობა შეიძლება იყოს არამხოლოდ ქალაქში მგზავრობის, არამედ უფრო გრძელი მოგზაურობის საშუალებაც. 28. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ყოველ-დღიური საქმიანობა აწარმოონ მანქანის გარეშე, არსებობს ავტომობილების გაზიარების შესაძლებლობაც. მანქანების გაზიარების სქემები კარგად მუშაობს მსოფლიოს 2000-ზე მეტ ქალაქში. 25 მაგალითად, პოლონეთმა ასეთი სქემის პირველად გამოყენება დაიწყო 2015 წელს ქა-ლაქ ვროცლავში. მომდევნო წლებში ბაზარი სწრაფად გაიზარდა. 2019 წლის შუა რიცხვებში პოლონეთის 70-ზე მეტ ქალაქში ხდებოდა 37000 სატრანსპორტო საშუალების(ველოსიპედების, სკუტერების, მოპედების, მანქანების) გაზიარება. ეს ნიშნავს, რომ სქემა ემსახურება თითქმის 12 მილიონ მოქალაქეს. 26 29. სულ უფრო და უფრო მეტი მუნიციპალიტეტი ახორციელებს უფასო ან იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვის პოლიტიკას. ამჟამად 150-ზე მეტი ასეთი ქალაქია მსოფლიოში, უმეტესად კი ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, ჩეხეთის რეპუბლიკაში, ბულგარეთში, სლოვენიასა და ლიეტუვაში. 27 ლუქსემბურგი და, ნაწილობრივ, ესტონეთი პირველი ქვეყნები არიან, რომლებმაც შემოიღეს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესტონეთის დედაქალაქი ტალინი იყო პირველი ევროპული ქალაქი, რომელმაც დანერგა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2013 წელს. 28 30. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ევროკავშირმა 35 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, 1996 წლიდან კი გააფართოვა ჩქაროსნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მთელ ევროპაში, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ჯერ კიდევ არაა დასრულებული, შესაძლებელი იქნება, მაგალითად, ცენტრალური ევროპიდან(ბრატისლავადან) პარიზში ჩასვლა დაახლოებით რვა საათში. უფრო მეტიც, ევროკავშირის 24 ქვეყანა შეთანხმდა მიზანზე, რომ მოხდეს ხანმოკლე ფრენების(800 კმ-მდე) სარკინიგზო კავშირებით ჩანაცვლება. ევროპის დაწესებულებების კავშირის(CEF)(რომელიც, სხვა სფეროებთან ერთად, აფინანსებს ევროპის გადასვლას მდგრად მობილობაზე) ბიუჯეტი გაიზრდება 1,5 მილიარდი ევროდან 14,521 მილიარდამდე. 31. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ევროპის რამდენიმე მთავრობამ გამოიყენა ეკონომიკური დახმარების პაკეტები კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მხარდასაჭერად. მაგალითად, საფრანგეთი ავიაკომპანიას „ეარ ფრანსი“ უწევს შვიდი მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას, იმ პირობით, რომ ხანმოკლე შიდა ფრენებს ჩაანაცვლებს სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის(SNCF) სარკინიგზო კავშირებით. 32. როგორც ნორვეგიის ან ნიდერლანდების ელექტრონული მობილობის ამჟამინდელი ევროპელი ლიდერების მაგალითები გვიჩვენებს, ამ დარგის ხელშემწყობი პოლიტიკა უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ის მოიცავს: გადასახადებისგან გათავისუფლებას, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დასატენი სადგურების შექმნას, კვლევას, პრივილეგირებულ პარკინგს, ქალაქის გარკვეულ ადგილებზე ელექტრომობილებისთვის უფასო მოძრაობის დაშვებას და ა.შ. 2019 წელს, ნორვეგიაში, ელექტრომობილების რეგისტრაციამ პირველად გადააჭარბა წვის ძრავის მანქანების რეგისტრაციას, ხოლო ელექტრონული დატენვის ქსელი თითქმის გაუტოლდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. 29 2018 წლიდან ნიდერლანდებში ელექ-ტრო მანქანების დარეგისტრირება თითქმის გაორ-მაგდა და ახლა ავტომობილების გაყიდვების 15 პროცენტს შეადგენს. 30 მე-6 თავიდან(პოლიტიკა) 33. ადგილობრივი ფონდების, ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) მხარდაჭერით, ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქი მაკედონსკა-კამენიცა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით. მაგალითად, სპეციფიკური საკონტრაქტო მოდელების საშუალებით განხორციელდა პროექტები ეფექტურობის კუთხით, რომლებიც ეხებოდა ქუჩის განათებას, შენობების განახლებას, ახალი და ძველი შენობების ეფექტიან გათბობას. მაკედონსკა-კამენიცა, რომელსაც მართავს ინოვატორი სოციალ-დემოკრატი მერი, არის რამდენიმე ინოვაციური ენერგოპროექტის სამშობლო. მაგალითად, მცხოვრებლებმა საკუთარ სახურავებზე დაამონტაჟეს მზის პანელები და ქსელში შევიდნენ, როგორც პროსუმერები. მათი მიზანი იყო შეემცირებინათ ემისიები და მაქსიმალურად გამოეყენებინათ მცირე მარეგულირებელი კორექტირებები, რომლებიც სახელმწიფომ ცოტა ხნით ადრე გააკეთა. 34. 2019 წელს ქალაქ ზაგრების საკრებულომ მიიღო მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოქმედების ინტეგრირებული გეგმა პირველი ასეთი ტი-პის დოკუმენტი ხორვატიაში. გეგმა, სახელწოდებით“SECAP” შეიცავს 23 ღონისძიებას შენობების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი განათებისა და რაიონის ცენტრალური გათბობის სისტემებიდან ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების შესახებ(აგრეთვე კლიმატის კრიზისთან ადაპტაციის 35 ღონისძიებას). გეგმის მიზანია 2030 წლისთვის გამონაბოლქვის შემცირება 40 პროცენტზე მეტით. ჯულიო დომაკი, ჩრდილო-დასავლეთ ხორვატიის რეგიონალური ენერ-გეტიკული სააგენტოს მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ ქალაქებში მწვანე ენერგეტიკაზე ენერგეტიკაზე გადასვლის წინაპირობა არის პოლიტიკური ნება და ამბიციური სამოქმედო გეგმები, რომლებიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ სამოქმედო სფეროებს, განხორციელების სიჩქარეს და ფინანსების ხელმისაწვდომ წყაროებს.„ქალაქ ზაგრების სამოქმედო გეგმა ამბიციური დოკუმენტის მაგალითია თუნდაც ევროკავშირის დონეზე.“ 31 მე-7 თავიდან(დემოკრატია) 35. 2013 წელს წარმატებული რეფერენდუმის წყალობით, ჰამ-ბურგის მოქალაქეებმა ადგილობრივი მთავრობა აიძულეს ქალაქის ენერგეტიკული ქსელები შეესყიდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ენერგო კომპანიისგან „ფატენფალისგან“(Vattenfall), რომელიც მეტწილად ნახშირსა და ბირთვულ ენერგიას მოიხმარდა. ახლა, საზოგადოების ხელში, ქსელები შეიძლება გამოყენებული იქნეს ენერგოსისტემის მდგრადი ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად. ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური წარმატებაც მოჰყვა: კომპანიის წლიური მოგება მოსალოდნელზე მაღალია და ახლა ავსებს სახელმწიფოს და არა კერძო ხაზინას. 3 ანალოგიურად, სკოპიემ ცოტა ხნის წინ მოახდინა ნარჩენების მართვის რე-მუნიციპალიზაცია. 172 – საუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები საუკეთესო პრაქტიკა/ დადებითი მაგალითები – 173 36. საზოგადოებრივი კონსულტაციის ინსტრუმენტები, როგორიცაა მოქალაქეთა ასამბლეები ან კომისიები, შეიძლება ძალიან კარგი დანამატი იყოს პოლიტიკური პროცესებისათვის, მაგრამ არ უნდა ჩაანაცვლოს ისინი. ერთ-ერთი დადებითი მაგალითია 2016 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული რეფერენდუმები ოქროს ახალი მაღაროების გახსნის შესახებ. 33 მეორე შემთხვევაა მოქალაქეთა ასამბლეების დაარსება დემოკრატიული განხილვის პროცესების ხელშესაწყობად, რომელთა საშუალებითაც შემუშავდა კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის რეკომენდაციები საფრანგეთში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. 34 37. ახალმა კონცეფციებმა და ინსტრუმენტებმა შეიძლება შეამციროს ბარიერები აქტიური მოქალაქეობისთვის და ხელი შეუწყოს ფართო ჩართულობას. ამის მაგალითია ათენში ჩამოყალიბებული ინოვაციური სოციალური პლატფორმა„სინათინა“(SynAthina), რომელიც ხელს უწყობს კონსულტაციებსა და თანამშრომლობას მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებთან. ამ პროცესების მიზანია მოინახოს ურბანული პრობლემების გადაჭრის გზები, რომელთა განხილვაც შემდგომ მოხდება ადგილობრივ მთავრობასთან, ბიზნეს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. 35 განმარტებები 1 https://www.naturfreunde.de/geschichte 2 საძიებო მონაცემთა ბაზა ყველა ხელმომწერის შესახებ, იხილეთ https://www.eumayors.eu/about/ covenant-community/signatories.html 3 https://climateactiontracker.org/countries/costa-rica/, https://climateactiontracker.org/countries/morocco/ 4 იხილეთ https://public.wmo.int/en/resources/bulletin/integrated-drought(ბოლოს ნანახია თარიღით 8.7.2020). კლიმატის კრიზისის გავლენის კვლევა ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში ასევე ხაზს უსვამს გვალვისა და წყლის სიმცირით გამოწვეულ რისკებს და აჩვენებს, რომ მოლდოვა და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ: https://www.droughtmanagement.info/literature/ZOI_ climate_change_eastern_europe_2012.pdf(ბოლოს ნანახია თარიღით 08.07.2020). 5 Umweltbundesamt(2020): Beschäftigung im Umweltschutz. Entwicklung und gesamtwirtschaftliche Bedeutung https://www.umweltbundesamt.de/sites/default/files/medien/1410/publikationen/2020_hgp_beschaeftigung_im_umweltschutz_final_bf.pdf 6 http://www.just-transition.info/restart-will-win-the-trust-of-the-people-if-its-stable 7 http://ekolive.website2.me/, http://www.sk-tex.com/ 8 https://www.cyrkl.com/en/marketplace 9 https://greencubator.info/?lang=en, https://solartown.com.ua/ 10 https://www.thyssenkrupp.com/de/newsroom/pressemeldungen/weltpremiere-in-duisburg-nrw-wirtschaftsminister-pinkwart-startet-bei-thyssenkrupp-versuchsreihe-zum-erstmaligen-einsatz-von-wasserstoff-im--hochofen-17280.html 11 2019 წლის 15 მარტის ევროკომისიის დებულება, რომელიც განსაზღვრავს ეკო-დიზაინის დირექტივას სერვერებსა და მონაცემთა შესანახ პროდუქტებზე, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/125/EC დირექტივის შესაბამისად და ცვლის კომისიის რეგულაციას(EU) No 617/2013. 12 რობერტ გროსი(2018): ოთხდღიანი სამუშაო კვირა. რუტლეჯი. 13 https://www.npr.org/2019/11/04/776163853/microsoft-japan-says-4-day-workweek-boostedworkers 14 http://www.flanderstoday.eu/innovation/becode-takes-brussels-unemployment, http://www. becode.org/ 15 https://www.cedefop.europa.eu/en/tools/matching-skills/all-instruments/sector-councils, https://www.oecd.org/czech/44496125.pdf 16 უ. ავგუსტი, ჯ. ს. ვალერია, პ. იანი, ბ. სელინი, ს. ჩიარა, ჯ. უინსტონი და ჯ. ჯეი სტერლინგი(2018): Statistical Evidence on the Role of Energy Cooperatives for the Energy Transition in European Countries(ბოლოს ნანახია თარიღით 22.05.2020). 17 „ქონვერსეიშენი“(2019): This small German town took back the power – and went fully renewable(ბოლოს ნანახია თარიღით 17.06.2020). 18 ევროკომისია, ენერგეტიკის გენერალური დირექტორატი(2019): სამიზნე ნიშნულების განსაზღვრა ევროკავშირში ჭკვიანი მრიცხველების დანერგვისთვის, ხელმისაწვდომია ბმულზე: Benchmarking smart metering deployment in the EU-28- Publications Office of the EU,(ბოლოს ნანახია თარიღით 30.04.2020): 20. 19 სვეტლანა პირკალო(2019): EBRD finances smart metering breakthrough in Montenegro EBRD (ბოლოს ნანახია თარიღით 05.05.2020). 20 https://civitas.eu/content/koprivnica 21 https://zeeus.eu/, https://www.uitp.org/, და ა.შ. 22 https://mobilityweek.eu/news/?c=search&uid=yrWzQJu5 23 https://www.mercer.com/newsroom/2019-quality-of-living-survey.html, https://www.arcadis. com/en/global/our-perspectives/sustainable-cities-mobility-index-2017/, https://emerging-europe.com/news/prague-ranked-emerging-europes-smartest-city/ 24 https://www.cities-multimodal.eu/ 25 https://www.sharedmobility.news/carsharing 26 https://movmi.net/shared-mobility-poland/ 27 https://freepublictransport.info/city/ 28 https://www.tallinn.ee/eng/freepublictransport/About-free-public-transport-in-Tallinn 29 დამატებითი ინფორმაცია ნორვეგიის ელექტრონულ მობილობაზე გადასვლის შესახებ, იხილეთ ბმულზე https://www.rvo.nl/sites/default/files/2019/04/E-Mobility%20in%20Norway%20-%20 NL%20embassy%20Oslo.pdf 30 ზოგადად ელექტრონული მობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ https:// ec.europa.eu/transport/themes/urban/vehicles/road/electric_en, http://www.caneurope.org/ publications/blogs/1278-fossil-fuel-subsidies, https://www.automotiveworld.com/articles/electricvehicle-sales-a-global-snapshot-in-uncertain-times/ 31 https://balkangreenenergynews.com/zagreb-adopts-first-sustainable-energy-and-climate-action-plan-in-croatia/ 32 https://carbonneutralcities.org/how-hamburg-regained-control-of-its-energy-utility/, https:// www.welt.de/regionales/hamburg/article177758590/Energiepolitik-Stromnetz-Rueckkauf-zahltsich-fuer-Hamburg-langsam-aus.html 33 იხილეთ https://globalvoices.org/2017/04/25/one-small-towns-referendum-on-gold-mining-is-abig-victory-for-citizen-participation(ბოლოს ნანახია თარიღით 22.06.2020). 34 იხილეთ https://www.citizensassembly.ie/en/how-the-state-can-make-ireland-a-leader-in-tackling-climate-change/recommendations/ და https://www.climateassembly.uk/(ბოლოს ნანახია თარიღით 22.06.2020). 35 „სინათინა“(SynAthina) ასახავს მოქალაქეთა ინიციატივებს, ზრდის მათ ცნობადობას და აკავშირებს კერძო სექტორთან, სხვადასხვა ექსპერტთან და ადგილობრივ ადმინისტრაციასთან. „სინათინა“ აფასებს მოქალაქეების საქმიანობას და აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო პრაქტიკას. ის მუდმივად აწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას საზოგადოების პრიორიტეტების შესახებ და ითხოვს განახლებულ რეგულაციებს, გამარტივებულ პროცედურებსა და მოქალაქეებთან შემოქმედებით სინერგიის ჩამოყალიბებას. ამის მიზანია გაიზარდოს ადმინისტრაციის ეფექტურობა მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირების პროცესში. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ https://www.synathina.gr/en 174 – ავტორები და მრჩეველები ავტორები და მრჩეველები ავტორები და მრჩეველები – 175 სონია შრიმბეკი/ ავტორი ვიქტორია სტოიციუ/ ავტორი თანდათან გავაცნობიერე, რომ ეს გამოწვევა ეხებოდა არა მხოლოდ„კლიმატის დაცვას“, არამედ ევროპაში თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სოციალური მიღწევებისა და ცხოვრების წესის დაცვასაც. წერა აღმოჩენასაც გულისხმობს. როდესაც წერა კოლექტიური პროცესია, ადამიანი იღებს სწავლის რეალურ გამოცდილებას. იმედი მაქვს, ეს სახელმძღვანელო ისევე გაამდიდრებს მკითხველს, როგორც გამამდიდრა მე- თანაავტორი.„ რობერტ ზანონი/ ავტორი თომას ოლერმანი/ ავტორი საბედნიეროდ, ახლა საღ აზრად ითვლება, აღიარო კლიმატის კრიზისი გადაუდებელ საფრთხედ, ხოლო ამბიციური კლიმატის ცვლილების პოლიტიკა- აუცილებლობად. ადეკვატური მოქმედება, რა თქმა უნდა, ცალკე საკითხია. ამბიციური კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების სოციალურად სამართლიანი გზით განხორციელების უზრუნველყოფა იმ დღის წესრიგის მთავარი ნაწილია, რომელიც სოციალ-დემოკრატებმა უნდა მიიღონ და გადამწყვეტი პოლიტიკური ნაბიჯებით განამტკიცონ. ეს იყო ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის არსი ამ პუბლიკაციის მიღმა და მე ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი მისი ნაწილი. ამ პროექტზე მუშაობამ მაჩვენა, რამდენად რთულია და, შესაბამისად, ძნელია კლიმატის ცვლილების პოლიტიკა: ის უკვე არა მხოლოდ საკითხია, როგორც სხვა დანარჩენი, არამედ- მთელი განზომილება. ივანა ვუჩკოვა/ ავტორი ევა იუნგე/ ავტორი და მრჩეველი საკითხი ისე კი არ დგას, იქნება თუ არა სიცოცხლე დედამიწაზე, არამედ- ვინ იცხოვრებს იქ და რა პირობებში. ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ მდგრადი მომავალი ყველასთვის და ამისთვის საჭიროა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები, სოციალურად სამართლიანი. მე, როგორც გარემოსდაცვით ფსიქოლოგს, მჯერა, რომ სოციალურ-ეკოლოგიურ პოლიტიკასა და კლიმატის სტრატეგიულ კომუნიკაციებს შორის ხდება მნიშვნელოვანი გადაფარვა. ამბობენ, მომავალი მას ეკუთვნის, ვინც უკეთეს ამბავს მოყვება. ამ პუბლიკაციაში მკითხველი იპოვის სოციალ-დემოკრატიული ტრანსფორმაციის ბევრ ინსპირაციულ ამბავს. მაქს ოსტერმაიერი/ ავტორი ტორალფ შტაუდი/ მრჩეველი რაც უფრო ჩაუღრმავდებით თემას, სირთულის უფრო მეტ ფენას აღმოაჩენთ. საოცარი გამოცდილება იყო ამ სირთულეში გზის გაკვლევა ამბიციურ და თავდადებულ გუნდთან ერთად, რომელიც მუშაობდა საერთო მიზნის მისაღწევად: ეჩვენებინა, რომ სწორედ ჩვენ ხელშია სამართლიანი და მდგრადი მომავლის შექმნა. ჩვენი- klimafakten.de-ზე მომუშავე ადამიანების მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს, იპოვონ კლიმატის ცვლილების შესახებ საუბრის„საკუთარი“ მეთოდი. ეს პუბლიკაცია ძლიერი სოციალ-დემოკრატიული ხმაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლთა გუნდში. შთამბეჭდავი იყო, რომ ვიყავი მისი ზრდის მოწმე. 176 – იმპრესარიუმი იმპრესარიუმი © 2020 ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ჩიხი 1, N. 1 0179 თბილისი| საქართველო პასუხისმგებელი პირი: ფელიქს ჰეტი| სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ.:+995 32 225 07 28 https://southcaucasus.fes.de/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: stiftung@fesgeo.ge პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება ISBN: ფოტოების წყაროები ყდა picture alliance/ Westend61| Westend61/ Andreas Pacek -  გვ. 7 picture alliance/ Andreas Franke| Andreas Franke -  გვ. 13 picture alliance/ Heikki Saukkomaa/ Lehtikuva/ dpa| Heikki Saukkomaa -  გვ. 21 picture-alliance/ dpa/dpaweb| Rolf Haid -  გვ. 22 unsplash| mika-baumeister -  გვ. 24 picture alliance/ ZUMAPRESS.com| Ollie Millington/ Rmv -  გვ. 27 picture alliance/ REUTERS| SUSANA VERA-  გვ. 29 picture alliance/ Xinhua News Agency| Li Mengxin -  გვ.33 Archiv der sozialen Demokratie- Friedrich-Ebert-Stiftung-  გვ. 34 picture alliance/ REUTERS| RUBEN SPRICH-  გვ. 37 picture alliance/ dpa| Facundo Arrizabalaga -  გვ. 39 picture alliance/ Frank Hoermann| SVEN SIMON -  გვ. 51 picture alliance/ dpa| Oliver Berg -  გვ. 59 picture alliance/ dpa| Julian Stratenschulte -  გვ. 75 picture alliance/ Richard Linke| Richard Linke -  S. 70 picture alliance/ Chen Shichuan/ Costfoto| Chen Shichuan/ Costfoto -  გვ. 62 picture alliance/ Westend61| Robijn Page -  S. 76 picture alliance/ blickwinkel/ W. G. Allgoewer| W. G. Allgoewer -  გვ. 86 picture alliance/ANN| Viet Nam News -  გვ. 87 picture alliance/ blickwinkel/M. Woike| M. Woike -  გვ. 90 picture alliance/ REUTERS| YIORGOS KARAHALIS -  გვ. 94 picture alliance/ REUTERS| AKHTAR SOOMRO -  გვ. 101 picture alliance/ dpa| Thomas Warnack -  გვ. 108 picture alliance/ dpa| Photocome -  გვ. 111 picture alliance/ SZ Photo| Natalie Neomi Isser -  გვ. 114 picture alliance/ dpa| Wael Hamzeh - გ ვ. 114 picture alliance/ Xinhua News Agency გვ. 119 picture alliance/ dpa/ dpa-Zentralbild| Thomas Uhlemann -  გვ. 120 picture alliance/ Hans Eder/Shotshop| Hans Eder -  გ ვ. 124 picture alliance/ Newscom| Jevone Moore -  გვ. 126 picture alliance/ dpa/ dpa-Zentralbild| Jan Woitas -  გვ. 128 picture alliance/ dpa/ CTK| Michal Kamaryt -  გვ. 137 picture alliance/ Westend61| Maya Claussen -  გვ. 141 picture alliance/ PIXSELL| Goran Kovacic -  გვ. 142 picture alliance/ Westend61| Zeljko Dangubic -  გვ. 146 picture alliance/ TASS| Alexander Shcherbak -  გვ. 148 picture alliance/ PIXSELL| Emica Elvedji -  გვ. 157 picture alliance/ dpa/ CTK| Roman Vondrous -  გვ. 158 picture alliance/ AA| Furkan Abdula -  გვ. 161 picture alliance/ NurPhoto| Alain Pitton -  გვ. 164 picture alliance/ Fotostand| Fotostand/ Reuhl 178 – საძიებელი საძიებელი 1.5°C მიზანი …. 9 , 20 , 23 , 31 , 35 , 40 , 150 , 160 30 წუთიანი ქალაქი 114 C40 ქალაქები 109 ა ავტოკრატიული სახელმწიფოები 155 ავტომატიზაცია 50 , 70 , 72 , 94 , 127 აზოტი 46 აკვნიდან აკვანში 57 , 77 არავინ ჩამოგვრჩეს 58 , 88 , 94 , 136 , 154 არასამთავრობო ორგანიზაციები(NGOs) 35 , 141 , 156 , 157 , 159 , 162 , 163 , 165 , 169 არსებული შენობები 45 , 46 აქტიური მოქალაქეობა 162 ახალი ნორმა 138 , 139 , 147 ბ ბაზრით განპირობებული დარგის შეჩერება წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების 123 ბიომასა 96 , 97 ბიოსაწვავი 44 , 112 ბირთვული ნარჩენების შენახვა 92 ბრუნტლანის ანგარიში 33 , 168 ბუნების მეგობრები 32 , 168 გ გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე 77 , 122 გადასვლა 9 , 47 , 50 , 55 , 57 , 58 , 69 , 72 , 82 , 84 , 95 , 97 , 98 , 102 , 112 , 120 , 122 , 126 , 143 გარდამავალი ეკონომიკა 55 , 58 , 59 , 61 , 141 გარდამავალი ფონდები 50 გათბობისა და გაგრილების სექტორი 45 განახლებადი ენერგია 23 , 27 , 44 , 50 , 52 , 57 , 69 , 72 , 80 , 83 , 88 , 98 , 103 , 136 , 148 , 156 , იხილეთ აგრეთვე დეკარბონიზებული ენერგოსისტემა/ენერგოსექტორი სარგებელი 87 წარმოქმნა(ენერგიის) 45 მოიჯარეებისთვის 148 გამომუშავება 47 , 90 , 98 გერმანიის განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ კანონი 92 ინდუსტრია 76 ინფრასტრუქტურა 87 , 88 , 89 , 94 დანადგარები 94 ინვესტიცია 75 ბაზარი 46 პოლიტიკა 84 , 85 , 95 , 101 წარმოება 44 , 87 პროექტები 85 ჰაერის დაბინძურების შემცირება 100 რესურსები და წყაროები 69 , 87 , 89 , 93 , 97 სექტორი 47 , 51 , 89 , 90 შენახვა 44 , 69 , 72 , 86 , 90 , 91 , 94 , 98 სისტემა 46 ტექნოლოგიები 46 გამოხატვის თავისუფლება 155 გამჭვირვალობა 85 , 103 , 155 , 160 განვითარება ეტაპების გამოტოვებით 23 , 58 გარდამტეხი წერტილები 9 გაციფრულება 45 , 66 , 69 , 70 , 71 , 78 , 79 , 127 , 136 გენდერული თანასწორობა 24 , 25 , 27 , 30 , 49 , 66 , 90 გვალვები 7 , 9 , 20 , 21 , 28 , 143 , 168 , იხილეთ აგრეთვე კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის სიმცირეზე გრეტა ტუნბერგი 25 „გადაშენების ამბოხი“ 157 დ დაბალი ხელფასი/არასტაბილური დასაქმება 49 „დაგვიბრუნეთ ჩვენი ქუჩები“ 113 დასაქმების პოლიტიკა იხილეთ აგრეთვე სტრუქტურული ცვლილებები, მუშების დახმარება „დაშორება“ 8 დეგლობალიზაცია 65 დეკარბონიზაცია 5 , 42 , 44 , 46 , 47 , 48 , 50 , 54 , 55 , 57 , 59 , 65 , 66 , 67 , 69 , 78 , 83 , 170 დეკარბონიზებული ეკონომიკა 51 , 69 , 103 დეკარბონიზებული ენერგო სისტემა იხილეთ აგრეთვე განახლებადი ენერგია დეკარბონიზებული საზოგადოება 140 პროფესიები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს ნახავენ 46 დემოგრაფიული ცვლილება 64 , 65 , 66 , 78 , 79 დემოკრატია 97 , 103 , 150 , 154 , 155 , 156 , 165 , 166 , 167 კავშირი დემოკრატიზაციასა და გარემოსდაცვით პოლიტიკას შორის 155 ენერგეტიკული დემოკრატია 84 , 85 , 88 კლიმატის კრიზისის გავლენა 20 , 28 , 155 კლიმატის კრიზისის გავლენა დემოკრატიაზე 155 სოციალ-დემოკრატია 14 , 15 , 32 , 35 , 139 , 156 , 160 , 168 დემოკრატიული ინსტიტუტები 155 დეცენტრალიზებული ენერგო სისტემა 7 , 44 , 47 , 55 , 56 , 69 , 82 , 86 , 88 , 91 , 102 , 128 დივესტიცია 53 წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ინდუსტრიებიდან 48 დიზელის გადასახადი 123 ე ევროკავშირის ახალი მწვანე შეთანხმება 8 , 53 , 55 , 63 , 93 , 103 , 110 , 136 , 138 , 156 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 87 , 170 ევროპული ინდუსტრიული სტრატეგია 55 ევროპის საინვესტიციო ბანკი 53 ევროპის დაწესებულებების კავშირი(CEF) 87 ენერგიის მოხმარება 45 , 71 , 83 , 86 , 92 , 98 , 120 თანამშრომლობითი მოხმარება 82 არამდგრადი მოხმარება 76 მდგრადი მოხმარება 63 , 148 მოხმარების არჩევანი 150 მოხმარების შეზღუდვა იხილეთ აგრეთვე ეკონომიკის უკუსვლა ან საკმარისობა საძიებელი– 179 ხანმოკლე მოხმარების საქონლის 29 ნაკლებად პრივილეგირებულების მიერ 138 მოდელები 149 ეკო-დიზაინის დირექტივა 71 , 169 ეკო-დიზაინის მოთხოვნები 71 ეკოლოგიური ნაკვალევი 74 , 138 ეკონომიკისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობა 8 , 70 , 74 , 92 , 93 , 94 , 122 ელექტრონული მობილობა... იხილეთ მობილობა/ელექტრონული მობილობა ეფექტურობა 8 , 15 , 61 , 171 ენერგოეფექტურობა 7 , 45 , 51 , 69 , 70 , 98 რესურსების ეფექტურობა 57 ემოციები 13 ენერგია იხილეთ განახლებადი ენერგია ენერგოკოოპერატივები 62 , 82 , 83 , 85 , 89 , 103 , 143 , 144 , 150 , 169 , 170 ენერგეტიკული დემოკრატია 84 , 85 , 88 ენერგეტიკაზე წვდომა ყველასთვის 87 , 88 , 142 იხილეთ აგრეთვე სიღარიბე, ენერგია ენერგეტიკული მოქალაქეები 91 ენერგეტიკული მოქალაქეობა 147 ენერგეტიკული გარდაქმნა 82 , 84 , 95 კლიმატის ცვლილების პოლიტიკის 119 ენერგეტიკის ტრანზიციის 67 ენერგეტიკის საბაზრო ფასზე მაღალი ტარიფები 65, 67 ენერგეტიკის ტრანსფორმაცია 28, 51, 64, 67 ენერგეტიკული ინტეგრაცია 136 ენერგეტიკული უსაფრთხოება 88 , 89 ენერგეტიკული საზოგადოება 85 , 103 ენერგეტიკული ქსელი 44 , 91 , 104 , 156 , 171 ენერგოსექტორი 44 , 83 , 88 , 91 , 95 , 136 , 143 იხილეთ აგრეთვე განახლებადი ენერგია/დეკარბონიზებული ენერგოსისტემა ერთი ფანჯრის მომსახურების სისტემები 103 ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი(NDCs) 136 , 143 ვ ველოსიპედები იხილეთ მობილობა/ ველოსიპედი ვილი ბრანდტი 10, 32, 168 ზ ზრუნვის სექტორი 66, 67, 77 იხილეთ აგრეთვე ზრუნვის სექტორის მუშაკები თ თაობათაშორისი სამართლიანობა 8, 22, 149 თემები 24, 26, 89, 91, 110, 141, 147, 148, 156, 168, იხილეთ აგრეთვე კლიმატის კრიზისი და ადგილობრივი მოქმედებები თვითეფექტურობა 113, 156, 162 ი ინვესტიციები 25 , 30 , 44 , 46 , 49 , 53 , 58 , 62 , 68 , 84 , 89 , 93 , 97 , 131 , 136 დეკარბონიზაციისთვის 44 , 46 ენერგეტიკის ტრანსფორმაციაში 36 , 65 , 72 , 76 ინფრასტრუქტურაში 53 , 89 , 93 კლიმატის ცვლილების მიმართ გამძლეობისთვის 30 მდგრად მობილობაში 120 , 126 მთავრობებისგან 25 მწვანე 47 , 68 მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში 93 სოფლის მეურნეობაში 46 ჭარბ ენერგიაზე დაფუძნებულ ინდუსტრიებში 53 ინფრასტრუქტურა 22 , 29 , 37 , 44 , 46 , 53 , 56 , 57 , 58 , 68 , 84 , 87 , 88 , 89 , 92 , 93 , 94 , 109 , 110 112 , 116 , 117 , 118 , 119 , 122 , 126 , 130 , 133 , 137 , 155 ისტორიული გამონაბოლქვი 23, 26 კ კაპიტალიზმი 8 , 14 , 15 , იხილეთ აგრეთვე მშპ და ზრდა კარგი მმართველობა 84 , 103 , 163 კლიმატის აპარტეიდი 22 კლიმატის კომუნიკაცია 12 , 13 „კლიმატის სახალხო გეგმა“ 159 კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი 66 , 127 კლიმატის კრიზისი 6 , 7 , 8 , 9 , 13 , 20 , 22 , 24 , 29 , 33 , 40 , 161 , იხილეთ აგრეთვე კლიმატის კრიზისის შედეგები და ადგილობრივი მოქმედება იხილეთ აგრეთვე თემები და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედება 9 და კლიმატის სამართლიანობა 21 და კლიმატის ცვლილების შედეგად ლტოლვილი ადამიანები 29 და დემოკრატია 30 , 154 , 155 , 160 , 161 , 162 და ეკონომიკა 29 , 49 , 154 და ენერგიის ხარჯები 92 და ენერგოეფექტურობა 97 და ბუნებრივი რესურსების გამოყენება 57 და შესაძლებლობების სამართლიანი განაწილება 24 და განახლებადი ენერგია 96 და გლობალური თანამშრომლობ 24 და გლობალური უთანასწორობა 23 და გლობალური ქსელები 141 და ეროვნული სახელმწიფო 136 და ინდივიდუალური მოქმედება 145 და ინფრასტრუქტურა 29 და მთავრობის მოქმედება 145 , 154 , 155 , 163 , 164 და მთავრობის ქმედებები იხილეთ აგრეთვე სახელმწიფოს როლი და მარგინალური ჯგუფები 20 , 21 , 140 და მობილობა 109 , 122 და პოპულარული მხარდაჭერა 164 და პროფკავშირები 33 და რეგულაციები 138 და საგანგებო მდგომარეობა 149 და საზოგადოება 29 , 156 და საზოგადოების აღქმა 145 და სამუშაოები 20 , 49 , 61 , 76 და სიღარიბე 28 , 88 და სოფლის მეურნეობა 20 და სოციალ-დემოკრატიული პარტიები 156 და სოციალური სამართლიანობა 6 , 20 , 21 , 97 , 149 , 154 და სოციალურ-ეკოლოგიური მომავალი 164 180 – საძიებელი საძიებელი– 181 და სოციალური პროგრესი 28 და უსაფრთხოება 29 , 96 და ქალები 24 და წყლის სიმცირე 97 და ხმის მიცემის მიზნები 7 , 155 , 156 და ჰაერის დაბინძურება 108 კლიმატის უცოდინრობა 98 კლიმატის სამართლიანობა 7, 24 კლიმატის კრიზისის გავლენა გარემოზე 142 დემოკრატიაზე 154 , 156 ეკონომიკაზე 29 , 49 , 122 ინფრასტრუქტურაზე 29, 96 მარგინალურ ჯგუფებზე 20 საზოგადოებაზე 20 , 29 , 31 სამუშაოებზე 20 , 24 , 33 , 35 , 61 , 69 სამუშაო პირობებზე 76 სურსათის უვნებლობაზე 101 ქალებზე 24 , 25 ქვეყნებზე 23 წყლის სიმცირეზე 139 იხილეთ აგრეთვე გვალვები ხალხზე 7 , 8 , 9 , 28 , 155 ჯანმრთელობაზე 75 , 100 კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკა და ქმედებები 7 , 27 , 28 , 29 , 35 , 50 , 139 , 142 , 155 , 160 , 162 კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკის მხარდაჭერა 7 , 85 , 117 , 146 , 155 , 163 , 164 კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საბჭო IPCC 9, 40 კლიმატის ცვლილების შედეგად ლტოლვილი ადამიანები 29 , 154 კლიმატის ცვლილების მიმართ გამძლეობა ინფრასტრუქტურის 29 , 30 მარგინალური ჯგუფების 20 საზოგადოების 30 , 150 კოგნიტური დისონანსი 13 კოვიდ-19-ის პანდემია 6 , 65 , 67 , 100 , 110 , 114 , 121 , 139 , 145 , 154 , 161 კოლექტიური მოლაპარაკებები 67 კოოპერატივები 84 , 137 , 143 , 144 , 156 , 158 , 164 , 169 კორუფცია 143 , 159 , 160 , 162 მ მაგალითები საუკეთესო პრაქტიკიდან 6 , 8 , 9 , 14 , 25 , 58 , 102 , 110 , 129 , 141 , 155 , 156 , 159 , 160 , 168 მარგინალური მოქალაქეები და ჯგუფები 20 , 21 , 25 , 35 , 36 , 101 , 109 , 117 , 118 , 139 , 143 , 148 , 154 , 156 , 159 , 162 მდგრადობა 4 , 8 , 9 , 13 , 14 , 15 , 32 , 60 , 71 , 109 , 123 , 141 , 157 იხილეთ აგრეთვე მწვანე/ჭკვიანი მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 136 გარემოსდაცვითი პოლიტიკა 6 , 32 , 33 , 109 , 156 ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკა 40 სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაცია 12 , 19 , 29 , 162 მდგრადი ქალაქები 143 მდგრადი მშენებლობა 147 მდგრადი მოხმარება 148 მდგრადი განვითარება 12 , 33 , 101 , 135 , 138 , 168 , 170 მდგრადი განვითარების მიზნები 136 მდგრადი ეკონომიკა 40 , 71 , 74 , 149 მდგრადი ენერგია 56 , 83 , 85 , 96 , 100 , 137 , 142 , 145 მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმა 53 მდგრადი ფინანსური მომსახურება 47 , 168 მდგრადი მომავალი 14 , 60 , 95 , 159 , 160 , 163 , 165 მდგრადი საქონელი 147 მდგრადი გათბობის სისტემა 156 მდგრადი ინფრასტრუქტურა 30 , 110 მდგრადი სამუშაო ადგილები 126 მდგრადი ცხოვრების წესი 136 , 148 მდგრადი მობილობა 7 , 112 , 113 , 116 , 117 , 118 , 122 , 127 მდგრადი ქსელები 140 მდგრადი წარმოება 49 , 157 მდგრადი საზოგადოება 7 , 73 , 74 მდგრადი ტექნოლოგიები 53 , 61 ცხოვრების მდგრადი წესი 147 , 148 , 149 , 163 , იხილეთ აგრეთვე ქცევა, მდგრადი რესურსების არამდგრადი მოხმარება 77 მეთანი 46 , იხილეთ აგრეთვე სათბურის გაზების ემისიები მერების შეთანხმება 141 , 168 მიგრაცია 29 , 66 , 96 , 102 , 142 მკვდარ პლანეტაზე სამუშაოები არ არის 35 , 43 , 49 , 61 , 85 , 158 მობილობა 8 , 44 , 62 , 77 , 108 , 109 , 113 , 122 , 124 , 127 , 129 , 130 , 131 , 142 , 148 , 156 გაციფრულება 45 ევროპული მობილობის კვირეული 108 რკინიგზის ევროპული წელიწადი 120 ფრენები და ავიაცია 118 , 120 , 121 , 123 , 130 , 146 ინდივიდუალური მობილობა 46 , 110 , 113 , 115 , 126 მწვანე მობილობა 46 , 118 , 128 ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანები 128 ურბანული მობილობა 45 , 110 , 114 , 115 , 117 , 124 , 133 გზების მოწყვლადი მომხმარებელი 109 ელექტრონული მობილობა 109 , 118 , 123 , 124 , 125 , 126 , 127 , 132 , 173 მანქანების გაზიარება 57 , 111 , 115 , 130 , 147 , 170 საცობი 114 , 118 ველოსიპედით სიარული 6 , 25 , 47 , 108 , 109 , 113 , 118 , 122 , 126 , 13 3 , 138 , 146 , 148 მობილობის ფორმები 49 , 113 მობილობის სექტორი 44 , 47 მობილობის ტრანსფორმაცია 8 , 49 , 109 , 117 , 124 , 126 , 132 , 156 მულტიმოდალობა 49 , 111 , 112 , 130 , 170 პარკინგი 109 , 110 , 118 , 124 , 170 , 171 საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25 , 35 , 44 , 46 , 49 , 76 , 108 , 110 , 112 , 113 , 115 , 116 , 117 , 118 , 122 რკინიგზა 119 , 123 , 130 სიჩქარის შეზღუდვები 138 მდგრადი მობილობა 7 , 112 , 113 , 116 , 117 , 118 , 122 , 127 მოსახლეობის ზრდა 108 მოქალაქეთა ასამბლეა 160 , 161 , 172 მოქალაქეთა ინიციატივები 113 , 156 , 157 , 158 , 160 , 166 მუშები 31 , 32 , 33 , 35 , 49 , 50 , 58 , 66 , 67 , 68 , 70 , 72 , 76 , 77 , 89 , 91 , 94 , 95 , 102 , 126 , 127 , 150 , 158 იხილეთ აგრეთვე სამუშაო ადგილები ტექნოლოგიურ ცვლილებებთან შეგუება 54 განათლების გზით წინსვლა 51 და დემოგრაფიული ცვლილება 66 სამუშაო ადგილების შეცვლა 50 ცივილიზაციის პროგრესში შეტანილი წვლილი 95 პროფესიების გაქრობა 48 ავტომობილების ინდუსტრიაში 6 , 47 , 49 ზრუნვის სექტორში 66 , იხილეთ აგრეთვე ზრუნვის სექტორი სამშენებლო ინდუსტრიაში 46 , 50 , 66 მზარდ სექტორებში 126 წიაღისეული ენერგიის სექტორში 7 , 47 , 89 , 94 იხილეთ აგრეთვე ნახშირი წიაღისეულზე დაფუძნებულ ეკონომიკაში 49 , 50 განახლებადი ენერგიის სექტორში 86 , 89 სამართლიანი გადასვლა 95 , იხილეთ აგრეთვე სამართლიანი გადასვლა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა 127 ახალი უნარები 50 , 51 , 54 , 58 , 68 , 72 იხილეთ აგრეთვე სტრუქტურული გარდაქმნა, მოძველებული უნარ-ჩვევები 58 ხანდაზმული მუშები იხილეთ აგრეთვე სტრუქტურული გარდაქმნა, პენსიაზე ადრე გასვლა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფრთხე 32 უფრო მაღალი დონის უნარებით 66 , 70 სამუშაო დროის შემცირება იხილეთ აგრეთვე სამუშაო დროის მართვა მწვანე შეთანხმება 8 , 53 , 55 , 63 , 93 , 103 , 110 , 136 , 138 , 156 დიპლომატია 26 , 168 ეკონომიკა 24 , 35 , 44 , 46 , 47 , 59 , 76 , ხ მწვანე დღის წესრიგი 136 წყალბადი 44 , 97 , 104 სამუშაოები 7 , 9 , 47 , 48 , 142 , 168 , იხილეთ აგრეთვე სამუშაოები განვითარებად სექტორებში/ მდგრადი სამუშაო ადგილები პარტიები 32 კვლევა 23 სტარტაპები 48 ტექნოლოგიები 23, 46, 97 მშპ და ეკონომიკური უკუსვლა 163 მშპ და ზრდა 8 , 29 , 58 იხილეთ აგრეთვე კაპიტალიზმი ნ ნავთობის გადასახადი 123 ნარატივები 12 , 13 , 95 , 136 , 138 ნახშირბადის დაბლოკვა 54 ნახშირბადის გაჟონვა 53 , 138 ნახშირბადის ნაკვალევი 71 , 74 ქვეყნების 23 , 26 , 158 ელექტრომობილების 128 მარგინალური ჯგუფების 25 ტექნოლოგიების 53 ტრანსპორტის 109 , 111 , 120 , 123 ნახშირბადის სხვაობასთან დაკავშირებული კონტრაქტები 54 ნახშირბად-ნეიტრალობა 23 , 44 , 54 , 138 , 142 , 143 , 155 , იხილეთ მწვანე ან მდგრადობა ევროკავშირის 23 , 103 ნახშირბადის ფასები 25 , 54 , 93 , 117 , 138 ნახშირბადის ზღვარის მიხედვით გადასახადის კორექტირება 93 ნახშირი 44 , 45 , 47 , 49 , 50 , 51 , 52 , 62 , 87 , 90 , 94 , 97 , 98 , 100 , 108 , 154 , 161 , 169 , 170 , 171 ქვანახშირის კომისიები 35 , 161 ლიგნიტის მოპოვება 47 , 49 , 52 , 53 , 168 ნახშირორჟანგის ემისიები იხილეთ სათბურის გაზების ემისიები პ პარასკევი მომავლისთვის 25 , 37 , 145 , 157 , 163 პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ 9 , 24 , 26 , 34 , 35 , 40 , 135 , 136 , 159 , 161 პარკინგი 109 , 110 , 118 , 124 , 170 , 171 , იხილეთ მობილობა/ პარკინგი პარტიები 31 , 32 , 61 , 155 , 156 , 158 , 115 მწვანეთა პარტიები 32 ოპოზიციური პარტიები 154 სოციალ-დემოკრატიული პარტიები 31 , 66 , 94 , 136 პირდაპირი დემოკრატია 160 , 164 პლანეტის საზღვრები 85 , 137 პოლიტიკური მონაწილეობა, 26 , 48 , 60 , 84 , 155 , 158 , იხილეთ აგრეთვე პოლიტიკის შემუშავება„ქვემოდან ზემოთ“ მიმართულებით პოლიტიკური სისტემები 30 , 153 პრინციპი„დამაბინძურებელი იხდის“ 140 პროაქტიული არგუმენტები 14 პროგრამები პენსიაზე ადრე გასვლის შემთხვევაში იხილეთ აგრეთვე მუშები, ხანდაზმული მუშები პროგრესული ჩარჩოები 14 პროდუქტიულობა 75 , 78 , 79 , 122 , 169 პროსუმერები 85 , 88 , 96 პროფესიების გაქრობა 50 , 70 პროფკავშირები 33 , 48 , 66 , 156 და ახალი ალიანსები 67 და დეკარბონიზაცია 67 და დემოკრატია 156 და კლიმატის პოლიტიკა 34 და მათი გამოცდილება 54 და მწვანე სამუშაოები 48 და სამუშაო პირობები 34 და სამართლიანი გადასვლა 85 და სოციალ-დემოკრატია 33 , 35 და სოციალური სამართლიანობა 66 და უნარების საბჭოები 78 , 169 და მოლაპარაკებების ძალა 66 , 68 გაციფრულების შესაძლებლობები სამართლიანი გადასვლა 76 სამუშაო დროის შემცირება 74 , 75 , იხილეთ აგრეთვე სამუშაო დროის მართვა ქვანახშირის ინდუსტრიაში 94 182 – საძიებელი საძიებელი– 183 რ რეგიონული განვითარება 116 რეგიონული და ადგილობრივი განვითარება 116 რეგიონული დახმარების პროგრამები 52 რეგულაციები 25 , 71 , 76 , 84 , 136 , 138 , 139 რე-მუნიციპალიზაცია 82 , 156 , 170 , 171 რესურსების ციკლი 57 ს საავტომობილო ინდუსტრია 50 , 55 , 117 , 126 , 127 , 128 საარსებო მინიმუმი 76 საგადასახადო სისტემა 25 , 35 , 54 , 59 , 118 , 137 , 139 , 143 , 150 საგანგებო მდგომარეობა 149 სათბურის გაზების ემისიები 20 , 21 , 23 , 25 , 26 , 35 , 45 , 54 , 69 , 70 , 74 , 77 , 87 , 96 , 100 , 108 , 109 , 112 , 116 , 117 , 118 , 119 , 122 , 129 , 136 , 138 , 139 , 140 , 142 , 144 , 159 , 160 საზოგადოების საკუთრებაში არსებული ენერგო-პროექტები 59, 61, 102, 103 საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხილეთ მობილობა/ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისობა 8 , 60 , 61 იხილეთ აგრეთვე ეკონომიკის უკუსვლა და მოხმარება სამუშაო დროის მართვა 18, 106 სამართლიანი გადასვლა 7 , 34 , 35 , 40 , 47 , 49 , 50 , 51 , 53 , 76 , 85 , 86 , 93 , 94 , 95 , 96 , 127 სამართლიანი გარდამავალი ფონდი 50 სამართლიანი გადასვლის მექანიზმი 53 სამიზნე აუდიტორია 12 , 13 სამუშაო დრო იხილეთ აგრეთვე სამუშაო დროის მართვა სამუშაოები 7 , 14 , 20 , 27 , 32 , 37 , 44 , 46 , 47 , 48 , 49 , 50 , 54 , 56 , 57 , 58 , 60 , 61 , 62 , 66 , 67 , 68 , 69 , 71 , 72 , 76 , 83 , 84 , 85 , 86 , 89 , 94 , 97 , 100 , 126 , 127 , 145 , 150 , 158 იხილეთ აგრეთვე მუშები და დეკარბონიზაცია 46 მწვანე 48 სოფლის მეურნეობაში 20 , 46 განვითარებად ინდუსტრიებში 46 , 48 , 50 , 57 , 66 , 71 იხილეთ აგრეთვე მწვანე სამუშაოები/მდგრადი სამუშაოები ინჟინერიაში 46 წიაღისეული ენერგიის სექტორში 85 ადგილობრივ თემებში 44 საზოგადოებრივ ტრანსპორტში 46 , 47 განახლებადი ენერგიის სექტორში 47 ტურიზმში 23 დაბალანაზღაურებადი არასტაბილური დასაქმება 35 გლობალური დათბობის გამო დაკარგვის რისკი 20 , 23 , 32 , 35 , 49 , 61 , 69 მდგრადი სამუშაო ადგილები 8 , 47 , 95 , 126 , 144 სამუშაო პირობები 51 , 67 , 70 , 72 , 76 , 95 , 150 , 163 სამუშაო დრო 74 , 75 , 77 , 78 , 127 სამუშაო საათები 49 , 51 , 67 , 74 , 75 , 76 , 79 , 146 , 157 სამუშაოს მომავალი 73 , 78 საფეხმავლო ზონები 109 , 113 , 117 , 146 , 160 სახლში მუშაობა 114 , 116 სედეფოპი 58 სექტორების დაწყვილება 81 სივიტასის პროექტი 108 სითბური ტალღები 20 , 113 სიმდიდრის გადანაწილება 25 , 76 , 109 , 137 , 139 , 148 , 150 სიღარიბე... 21 , 24 , 28 , 36 , 39 , 40 , 88 , 138 ენერგია/ენერგეტიკა 75 , 88 , 92 , 101 , 141 იხილეთ აგრეთვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ენერგია სოლიდარობა 8 , 14 , 23 , 35 , 36 , 66 , 84 , 85 , 88 , 95 , 156 სახელმწიფო როლი 72 , 136 , 139 , 150 , 155 , 161 , 163 იხილეთ აგრეთვე კლიმატის კრიზისი და მთავრობის მოქმედება სოფლის მეურნეობა 20 , 24 , 25 , 46 , 49 სოციალ-დემოკრატია 7 , 9 , 12 , 14 , 20 , 25 , 29 , 31 , 32 , 35 , 51 , 61 სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაცია 9 , 12 , 29 სოციალური სამართლიანობა 8 , 14 , 16 , 20 , 25 , 26 , 32 , 35 , 66 , 85 , 97 , 117 , 121 , 122 , 130 , 138 იხილეთ აგრეთვე ...უსამართლობა სამართლიანობა და სოლიდარობა 8 სოციალური პროგრესი 13 , 29 , 30 , 101 სოციალური საწარმოები 137 სოციალურად სამართლიანი 8 ენერგეტიკის ტრანსფორმაცია 35 , 55 , 61 , 74 , 95 , 97 გასვლის სტრატეგია 161 მომავალი 61 მიგრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები 25 საზოგადოებები 130 გადაწყვეტილებები 118 , 149 სუბსიდიები 46 , 52 , 92 , 117 , 123 , 141 , 148 სტრუქტურული გარდაქმნა 32 , 52 , 70 , 94 საშუალებები რეგიონების დასახმარებლად 52 , 53 იხილეთ აგრეთვე რეგიონული და ადგილობრივი განვითარება საშუალებები მუშების დასახმარებლად 33, 34, 40 იხილეთ აგრეთვე სამუშაო ადგილები/მუშები: ახალი უნარები/დასაქმების პოლიტიკა „სხვების“ კატეგორიზაცია 12 ტ ტელემუშაობა 114 ტექნოლოგიური ცვლილება 55 , 71 , 72 ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი(TEN-T) 120 , 171 უ უკუსვლა უთანასწორობა 20 , 21 , 37 , 40 , 88 , 89 გლობალურ დონეზე 23 , 33 , 149 ეროვნულ დონეზე 61 , 140 სოციალური უთანასწორობა 117 უმუშევრობა 50 , 51 , 66 , 68 , 71 , 72 , 149 უნარები 58 , 72 , 122 , 127 , 157 კამპანია 54 , 58 წრიული ეკონომიკისთვის 58 ახალი უნარების სწავლა 51 საჭირო დონე 70 შეუსაბამო 68 მოძველებული უნარ-ჩვევები 48 , 58 ბაზარზე მოთხოვნილი 51 , 69 პიროვნული უნარები 68 ტექნიკური უნარები 68 , 72 , 126 გონივრული იხილეთ აგრეთვე მწვანე/ მდგრადი უკუქმედების ეფექტი 70 , 71 ურბანიზაცია 50 , 122 , 142 უსამართლობა იხილეთ აგრეთვე სოციალური სამართლიანობა ბრძოლა 14 , 20 , 136 გლობალურ დონეზე 13 , 22 , 123 კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების შედეგად წარმოშობილი 20 სოციალური უსამართლობა 8 , 20 , 25 , 154 ფ ფინანსური წახალისება 84 , 136 ფრენები/ავიაცია იხილეთ მობილობა/ფრენები და ავიაცია ფოტოელექტრული 93 , 97 , 148 ქ ქარის ელექტროსადგურები 44 , 84 , 89 , 91 ქცევა 119 იცვლება 6 , 14 , 70 , 71 , 85 , 110 , 136 , 138 , 146 , 148 , 149 , 150 გარემოსდაცვის კუთხით პრობლემური 13 , 138 , 146 , 155 მდგრადი 14 , 88 , 136 , 138 , 147 , 148 , 163 ღ ღირებულებები 13 , 14 , 30 , 35 , 156 ავტორიტარული 155 ბიოსფერული და ალტრუისტული 13 მატერიალისტური 1 3 შინაგანი 1 3 ძველმოდური 30 ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები 35 ძირითადი ტრადიციული ღირებულებები 35 შ შეიარაღებული კონფლიქტი 29 , 39 შემოსავალი 25 , 67 , 82 , 83 , 84 , 140 , 143 , 150 ხელფასი განსხვავდება პროდუქტიულობისგან 75 ერთჯერადი 92 სამართლიანი ანაზღაურება 49 , 75 ზრუნვის სექტორში 67 ნახშირის მოპოვების ინდუსტრიაში 94 დაბალშემოსავლიანი 74 , 118 , 121 დაბალი ან არასაკმარისი 91 , 92 , 93 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 23 საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები 21 , 145 , 151 პირადი შემოსავალი 146 სამუშაო საათების შემცირება 74 , 75 სტაბილურობა 7 , 53 , 89 შიმშილი 22 , 28 , 29 , 36 ჩ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა 33 , 168 ც ცოდნა 15 , 21 ცხოვრების ხარისხი 4 , 6 , 7 , 8 , 74 , 101 , 102 , 106 , 113 , 118 , 122 , 142 , 146 წ წარმომადგენლობა 48 , 66 , 90 , 155 წვის ძრავის მანქანები 51 , 119 , 127 , 129 , 171 წიაღისეული საწვავი 5 , 7 , 26 , 44 , 49 , 85 , 87 , 92 , 96 , 99 , 109 , 118 , 122 , 123 , 124 რეალური ფასი 85 წრიული ეკონომიკა 7 , 42 , 46 , 57 , 58 , 59 , 60 , 62 , 63 , 71 , 169 წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა 59 წყალბადი 44 , 45 , 47 , 54 , 96 , 108 , 118 , 123 , 127 , 129 წყლის ხელმისაწვდომობა 28 , 102 ხელმისაწვდომობა ახალი ტექნოლოგიების 58 ენერგიის 84 , 88 , 89 , 96 , მდგრადი მოხმარების 148 მობილობის 110 , 117 , 118 , 129 , 130 , 136 , 149 მწვანე ტექნოლოგიის 86 , 87 , 98 , 148 ჭ ჭარბ ენერგიაზე დამყარებული ინდუსტრიები 53 , 93 , 96 პროცესები 70 პროდუქტები 54 , 93 ჭკვიანი მობილობა 122 ხ „ხელის კვრა“ 6 ხმაურით დაბინძურება 108 , 109 ჯ ჯანმრთელობა 27 , 75 , 77 , 85 , 96 , 100 , 108 , 114 , 138 , 142 , 162 ჰ ჰაერის დაბინძურება 6 , 28 , 31 , 90 , 100 , 108 , 121 , 123 , 127 , 147 ამბიციური კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და სოციალური პროგრესი უნდა მიდიოდეს კვალდაკვალ. უფრო მეტიც, კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის სოციალურ პროგრესს და დემოკრატიულ განვითარებას, მიღწეულს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. არგუმენტების ამ სახელმძღვანელოში ჩვენ განვიხილავთ შვიდ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელშიც, შეცდომების გამო, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების ამბიციური პოლიტიკა, პირიქით, გვეხმარება უფრო სამართლიანი და სოციალური საზოგადოებების ჩამოყალიბებაში. სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის