კვლევა შრომა და სოციალური სამართლიანობა მინიმალური ხელფასი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა დავით სიჭინავა, მახარე აჭაიძე მაისი 2020 საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის არსებობას; რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარს შეადგენს, რაც ამჟამად არსებულ საარსებო მინიმუმს ოთხჯერ აღემატება; საშუალოდ, კაცები, თბილისის მცხოვრებლები და ეთნიკური ქართველები მინიმალური ხელფასის გონივრულ მაჩვენებლად შედარებით მეტ თანხას ასახელებდნენ ვიდრე ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; შრომა და სოციალური სამართლიანობა მინიმალური ხელფასი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა პუბლიკაცია მომზადდა CAUCASUS RESEARCH RESOURCE CENTER თანამშრომლობით სარჩევი 1. შესავალი 3 2. შედეგები შედეგები 4 მინიმალური ხელფასის მხარდაჭერა საქართველოში 4 რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა მინიმალური ხელფასის გონივრული ოდენობის შესახებ? 6 ღირსეული ანაზღაურების აღქმა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 6 3. დასკვნები 8 გამოყენებული ლიტერატურა 9 ნახატების ჩამონათვალი 10 1 ფრიდრიხ ებერტის ფონდი – მინიმალური ხელფასი საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2 შესავალი 1 შესავალი შესავალი საქართველოში მინიმალური ხელფასის შესახებ პოლიტიკური დისკუსია ბოლო ხანებში საკმაოდ გააქტიურდა. პროფესიული კავშირებისა(ჯალაღონია, 2019) და პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, კანონმდებელთა ჯგუფის მიერ შეტანილი კანონპროექტი(parliament.ge, 2019) ამ მიმართულებით რეგულაციების ცვლილებებს ითვალისწინებდა. თუმცა არცერთ აღნიშნულ ინიციატივას დიდი შედეგი არ მოყოლია. შესაბამისად, საქართველოში დამსაქმებლები 1999 წლის შემდეგ მოქმედი რეგულაციის თანახმად, ვალდებულნი არიან მინიმალური ხელფასის ყოველთვიურ ოდენობად მხოლოდ 20 ლარი გადაიხადონ(საქართველოს პრეზიდენტი, 1999). კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში დადგენილი ანაზღაურების მინიმალური რაოდენობა არასდროს შესწორებულა ინფლაციის, რეალური ხელფასის, ან ცხოვრების დონის ცვლილების მიხედვით(Darsavelidze, 2019). ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასი სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია(ხელაია, 2020). ამ ფაქტს მთავრობაც გარკვეულწილად ათვითცნობიერებს: სახელმწიფომ 2005 წელს საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მინიმალურ ოდენობად 135 ლარი დაადგინა (მჭედლიშვილი, 2016). სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, კერძო დამსაქმებლებს დღესდღეობით მხოლოდ 20 ლარის გადახდის ვალდებულება აქვთ, ხოლო კანონის დარღვევისთვის ძალიან უმნიშვნელო პასუხისმგებლობა არსებობს(Darsavelidze, 2019). მინიმალური ხელფასის არსებული მცირე ზღვარი დამსაქმებლებს უბიძგებს, დასაქმებულებს ნაკლები გადაუხადონ(იქვე), რაც იწვევს იმას, რომ ხელფასი ხშირად საარსებო მინიმუმის, 206 ლარის(ჯალაღონია, 2019) ტოლია(National Statistics Office of Georgia, 2020b). მინიმალური ხელფასის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული დამსაქმებლებისთვის დამატებით თავის ტკივილს შექმნის და მათ ჩრდილოვან ეკონომიკაში გადანაცვლების სტიმულს მისცემს(მაკალათია, 2019). გაზრდილი მინიმალური ხელფასის პირობებში, დასაქმებულები შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ, ან მწარმოებლებმა შედეგად მომსახურებასა და პროდუქციაზე ფასები გაზარდონ (ტყეშელაშვილი, 2019). მინიმალური ხელფასის არსებობამ შესაძლოა, წაახალისოს არაფორმალური დასაქმებაც, რათა დამსაქმებლებმა თავი აარიდონ გაზრდილი მინიმალური ხელფასის გადახდას(მაკალათია, 2019). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის შესახებ დისკუსია საკმაოდ აქტიურია, საზოგადოებრივი აზრის შესახებ შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. წინამდებარე ანგარიშის მიზანია, გამოარკვიოს, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა მინიმალურ ხელფასზე და რას მიიჩნევს მის გონივრულ მოცულობად. ტექსტში გამოყენებულია საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი სატელეფონო გამოკითხვა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა 2020 წლის 2-დან 7 აპრილის ჩათვლით ჩატარდა და მის ფარგლებში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 1 351 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვის ცდომილების თეორიული ზღვარი 2.67%-ს არ აღემატება. იმისთვის, რათა გამოკითხვა მოსახლეობის დემოგრაფიულ მახასიათებლებს ზუსტად ასახავდეს, მონაცემები ქვეყნის მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვითაა შეწონილი. ყველა შეფასება და პროგნოზირებული ალბათობა, სიხშირეების გამოკლებით, გამოთვლილია ბინარული ლოგისტიკური რეგრესიული მოდელების მეშვეობით. ანგარიშის სტრუქტურა შემდეგია: თავდაპირველად, დახასიათებულია მინიმალური ხელფასისადმი მხარდაჭერა. შემდეგ, განხილულია მინიმალური ხელფასის გონივრული მოცულობის აღქმა მოსახლეობაში. ტექსტის ამ ნაწილს მოსდევს იმის დახასიათება, თუ როგორ განსხვავდება მინიმალური ხელფასის ღირსეული რაოდენობის შეფასება რესპონდენტთა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. ანგარიშს ასრულებს დასკვნა-შეჯამებისა და ბიბლიოგრაფიის სექციები. 3 ფრიდრიხ ებერტის ფონდი – მინიმალური ხელფასი საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2 შედეგები მინიმალური ხელფასის მხარდაჭერა საქართველოში მთლიანობაში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის არსებობას ემხრობა(იხ. ნახ. 1). რესპონდენტთა 48% აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს ამ მოსაზრებას, ხოლო 27%-თვის ეს იდეა ნაწილობრივაა მისაღები. მოსახლეობის მხოლოდ 12% ამბობს, რომ ისინი მინიმალური ხელფასის არსებობას ნაწილობრივ ან სრულად ეწინააღმდეგებიან. რესპონდენტების დაალოებით იმავე წილმა(12%) არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე. რა დამოკიდებულებები არსებობს მინიმალური ხელფასის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მოსახლეობის სხვადასხვა სოციოდემოგრაფიულ ჯგუფში? მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ იდეის ირგვლივ მეტნაკლები კონსენსუსი არსებობს, მსხვილ ჯგუფებს შორის მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მაინც იკვეთება. ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები უფრო მეტად ემხრობიან მინიმალური ხელფასის არსებობას. საშუალოდ, ოცი წლის რესპონდენტს ამ ინიციატივის მხარდაჭერის 75%-იანი ალბათობა აქვს 1 , ორმოცი წლის რესპონდენტს ამ იდეისადმი მიმხრობის 71%-იანი შანსი აქვს, ხოლო 60 წლის ადამიანს მინიმალური ხელფასის მხარდაჭერის 68%-იანი ალბათობა გააჩნია. ნახ. 1 რამდენად ემხრობით საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღებას? სრულად ვემხრობი 48% ნაწილობრივ ვემხრობი 27% ნაწილობრივ არ ვემხრობი 4% საერთოდ არ ვემხრობი 8% არ ვიცი/ უარი 12% 0% 25% 50% 75% 100% მონაცემები შეწონილია. ხაზები წარმოადგენს 95%-იან სანდოობის ვარიანტებს. 1 ამ და ქვემოთ მოცემულ ტექსტში წარმოდგენილი პროგნოზირებული ალბათობები გამოთვლილია ორი ბინარული რეგრესიული მოდელის მეშვეობით. ეს მოდელები ანგარიშობენ მინიმალური ხელფასის იდეის მხარდაჭერის და წინააღმდეგობის შანსებს. 4 შედეგები „ ნახ. 2 მინიმალური ხელფასის მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის პროგნოზირებული ალბათობა ქართველი ეთნიკური უმცირესობა საშუალო ან უფრო დაბალი ტექნიკური უმაღლესი 20 40 60 0 70 82 70 74 78 75 71 68 25 50 75 მხარს უჭერს 100 მოსახლეობის ჯგუფები ქართველი ეთნიკური უმცირესობა დასაქმებული უმუშევარი 0 4 6 8 10 0 18 8 20 15 11 16 18 20 22 25 50 75 პროგნოზირებული ალბათობა ეთნკურობა განათლება ასაკი დასაქმების სტატუსი ეწინააღმდეგება 100 კეთილდღეობის ინდექსი შედეგები ეფუძნება ბინარულ ლოგისტიკურ რეგრესიის მოდელებს ეთნიკური ქართველები შედარებით ნაკლებად უჭერენ მხარს მინიმალური ხელფასის არსებობას, ვიდრე ეთნიკური უმცირესობები(ნახ. 2). პირველ ჯგუფს მხარდაჭერის დაახლოებით 70%-იანი შანსი აქვს, მაშინ, როდესაც ეთნიკური უმცირესობების ალბათობა მთელ 82%-ს შეადგენს. ეს უკანასკნელნი ასევე შედარებით ნაკლებად ეწინააღმდეგებიან მინიმალური ხელფასის ინიციატივას(8%), ქართველებს კი ამის დაახლოებით 18%-იანი შანსი აქვთ. რომელთა კეთილდღეობის ინდექსი მინიმალურია(0), 2 მინიმალური ხელფასისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ქონის 11%-იანი ალბათობა აქვთ. მათ, რომელთა კეთილდღეობის ინდექსი მედიანურია(6), ამის 18%-იანი შანსი აქვთ. შედარებისთვის, მატერიალურად ყველაზე უზრუნველყოფილ რესპონდენტებს(ინდექსის მნიშვნელობა 10) მინიმალური ხელფასისადმი უარყოფითად განწყობის 22%-იანი ალბათობა გააჩნიათ. განათლება მინიმალური ხელფასის მხარდაჭერას კარგად პროგნოზირებს. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებს ამ იდეის მხარდაჭერის 78%-იანი შანსი გააჩნიათ. ალბათობები უფრო ნაკლებია საშუალო ტექნიკური(74%) და საშუალო(70%) განათლების მქონე რესპონდენტების შემთხვევაში. დასაქმების სტატუსი და რესპონდენტის კეთილდღეობის ინდექსი მინიმალური ხელფასისადმი უარყოფითი დამოკიდებულების პირდაპირპროპორციულია. უმუშევარ რესპონდენტებს მინიმალური ხელფასისადმი ნეგატიურად განწყობის 15%-იანი შანსი აქვთ, რაც დასაქმებული ადამიანებისთვის იმავე მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. რესპონდენტებს, 2 კეთილდღეობის ინდექსი ჯამური მაჩვენებელია, რომელიც ზომავს, აქვს თუ არა რესპონდენტს ოჯახში ის საოჯახო ნივთი ან სერვისი, როგორიცაა ცენტრალური გათბობა. აღნიშნული მაჩვენებელი შინამეურნეობის ეკონომიკური მდგომარეობის არაპირდაპირი ფორმით შეფასებისთვის გამოიყენება. 5 ფრიდრიხ ებერტის ფონდი – მინიმალური ხელფასი საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევა ნახ. 3 თუკი ხელზე ყოველთვიურად ასაღებ ხელფასზე ვისაუბრებთ, საქართველოს პირობებში, რამდენია მინიმალური ხელფასის გონივრული რაოდენობა? მოსახლეობის ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით კაცი ქალი დედაქალაქი ქალაქი სოფელი ქართველი ეთნიკური უმცირესობა 500 მედიანა 600 საშუალო 700 700 700 700 800 854.1 800 780.3 863.6 800 834.1 805.7 800 864.9 755 800 900 გონივრული ხელფასის მოცულობა, ლარში 936.8 933.9 1000 კითხვა დაესვათ მცოლოდ იმ რესპონდენტებს(75%), რომლებიც მხარს უჭერენ მინიმალური ხელფასის არებობას. რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა მინიმალური ხელფასის გონივრული ოდენობის შესახებ? იმ რესპონდენტებს, რომლებიც მინიმალური ხელფასის იდეას ემხრობოდნენ, ასევე ჰკითხეს, თუ რას ჩათვლიდნენ გონივრულ ოდენობად სტანდარტული სამუშაო კვირის პირობებში. გამოკითხულებს ნებისმიერი რიცხვის მითითების საშუალება ჰქონდათ. შედეგად, იმ რესპონდენტების 86%-მა, რომლებიც მხარს უჭერდნენ მინიმალური ხელფასის იდეას,ესა თუ ის კონკრეტული თანხა დაასახელა. საქართველოს მოსახლეობისთვის მინიმალური ხელფასის საშუალო ოდენობას 854.1 ლარი წარმოადგენს, ხოლო მედიანური მნიშვნელობა 3 800 ლარს უტოლდება(ნახ. 3). ორივე შემთხვევაში, დასახელებული რიცხვი მინიმალური ხელფასის ამჟამინდელ მაჩვენებელს 40-ჯერ, ხოლო საარსებო მინიმუმის რაოდენობას ოთხჯერ აღემატება. კაცები, თბილისის მცხოვრებლები და ქართველები საშუალოდ, მინიმალური ხელფასის უფრო მაღალ ოდენობას ასახელებენ, ვიდრე- სხვა ჯგუფების წარმომადგენლები. 4 საშუალოდ, კაცები მინიმალური ხელფასის გონივრულ ოდენობად 937 ლარს მიიჩნევენ, რაც ქალების მიერ დასახელებულ მნიშვნელობას 166 ლარით აღემატება. სქესის მიხედვით განსხვავდება მედიანური მაჩვენებლებიც: კაცებისთვის მინიმალური ხელფასის გონივრული რაოდენობა 800 ლარს, ხოლო ქალებისთვის- 700 ლარს შეადგენს. რესპონდენტები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, საშუალოდ, მინიმალური ხელფასის შედარებით მაღალ მოცულობას მიიჩნევდნენ გონივრულად, ვიდრე- სხვა ქალაქების და სოფლის მოსახლეობა. თბილისისთვის საშუალო რაოდენობა 934 ლარს შეადგენს, როდესაც იგი გაცილებით დაბალია სხვა ქალაქების(834 ლარი) და სოფლების(806 ლარი) წარმომადგენლებისთვის. განსხვავებულია ოდენობები, რომლებსაც ქართველები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ასახელებენ- შესაბამისად, 865 და 755 ლარს. 3 მედიანა წარმოადგენს განაწილების შუა წერტილს. საშუალოსგან განსხვავებით, იგი ექსტრემალური მნიშვნელობების მიმართ ნაკლებად სენსიტიურია. 4 განსხვავებები შეფასებულია წრფივი რეგრესიული მოდელის მეშვეობით, რომელიც გონივრული მინიმალური ხელფასის აღქმულ ოდენობას პროგნოზირებს. 6 შედეგები ნახ. 4 თუკი ხელზე ყოველთვიურად ასაღებ ხელფასზე ვისაუბრებთ, საქართველოს პირობებში, რა თანხას ჩათვლიდით ღირსეულ ანაზღაურებად თქვენს მიერ დასახელებული საქმიანობის შესასრულებლად? მოსახლეობის ჯგუფები მედიანა საშუალო დასაქმებული რესპონდენტები თეთრსაყელოიანი მომუშავეები ლურჯსაყელოიანი მომუშავეები უმუშევარი რესპონდენტები სურვილი იმუშაოს თეთრსაყელოიან საქმიანობაში სურვილი იმუშაოს ლურჯსაყელოიან საქმიანობაში 1000 1000 1000 1000 1000 1000 1288 1283 1293 1457 1484 1421 500 600 700 800 900 1000 1100 1200 1300 1400 1500 ღირსეული ანაზღაურების აღქმული მოცულობა, ლარში ღირსეული ანაზღაურების აღქმა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით რას მიიჩნევს საქართველოს დასაქმებული მოსახლეობა საკუთარ საქმიანობაში სათანადო ანაზღაურებად? მომუშავე რესპონდენტებს ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდნენ საკუთარ პროფესიაში ხელზე ასაღები ხელფასის ღირსეულ ოდენობაზე(ნახ. 4). საშუალოდ, დასაქმებულები სათანადო ხელფასად 1 457 ლარს მიიჩნევენ, ხოლო მედიანური მნიშვნელობა 1 000 ლარს უტოლდება. ღირსეული ანაზღაურების აღქმა არ იცვლება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით: როგორც „თეთრსაყელოიანი“, ასევე„ლურჯსაყელოიანი“ მომუშავეები მსგავს ოდენობას ასახელებენ 5 .„თეთრსაყელოიანი“ მომუშავეებისთვის ღირსეული ანაზღაურების საშუალო მნიშვნელობა 1 484 ლარს შეადგენდა, ხოლო„ლურჯსაყელოიანებისთვის“ კი- 1 421 ლარს. მედიანური მნიშვნელობები ორივე შემთხვევაში თანაბარი იყო და 1 000 ლარს უტოლდებოდა. 5 რესპონდენტებს ვკითხეთ, თუ რა ფუნქციებს ასრულებდნენ სამუშაო ადგილზე. ამის მიხედვით, გამოიყო ათი კატეგორია (მენეჯერები, სპეციალისტები, ტექნიკოსები, ოფისის დამხმარე პერსონალი, მომსახურების სფეროს მუშაკები, სოფლის მეურნეობის კვალიფიციური მუშები, ხელოსნები, ამწყობოპერატორები, არაკვალიფიციური მუშაკები, სამხედრო სფეროს წარმომადგენლები).„თეთრსაყელოიან“ მომუშავეებად ჩათვლილია ის რესპონდენტები, რომელთა საქმიანობაც შეესაბამებოდა მენეჯერის, სპეციალისტის, ტექნიკოსის, ოფისის დამხმარე პერსონალის, მომსახურების სფეროს მუშაკის ფუნქციას, ხოლო„ლურჯსაყელოიანად“- სოფლის მეურნეობის კვალიფიციური მუშის, ხელოსნის, ამწყობ-ოპერატორის, არაკვალიფიციური მუშის ფუნქციების მქონე დასაქმებულები. დაუსაქმებელ რესპონდენტებს ვკითხეთ, თუ რა ტიპის ფუნქციებს შეასრულებდნენ სამსახურში, დასაქმების პირობებში და რა იქნებოდა ამ პირობებში შრომის ღირსეული ანაზღაურება. საშუალოდ, უმუშევრები სათანადო ხელფასად 1 288 ლარს მიიჩნდევდნენ. აღქმული ანაზღაურების მედიანური მნიშვნელობა 1 000 ლარს შეადგენდა. დასაქმებულთა მსგავსად, უმუშევარი რესპონდენტების მიერ დასახელებული ხელფასის ოდენობა არ განსხვავდებოდა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. სასურველი ხელფასის საშუალო მაჩვენებელი მათთვის, რომლებიც„თეთრსაყელოიან“ სამსახურს ისურვებდნენ, 1 283 ლარს შეადგენდა, „ლურჯსაყელოებიანებისთვის“ კი- 1 293 ლარს. ორივე ჯგუფისთვის მედიანური ხელფასი 1 000 ლარი გახლდათ. დასაქმებული და უმუშევარი რესპონდენტები ღირსეული ანაზღაურების ოდენობას განსხვავებულად აღიქვამენ. თუმცა სათანადოდ მიჩნეული ხელფასი დასაქმებულთა უმეტესობისთვის არცაა ხელმისაწვდომი. 2017 წელს, ანაზღაურებადი მომუშავეების დაახლოებით სამი მეოთხედი თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე ნაკლებს იღებდა(კვინტრაძე, 2019). გასათვალისწინებელია, რომ ღირსეული ანაზღაურების დასახელებული რაოდენობები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის(2020a) მიერ დადგენილი ნომინალური ყოველთვიური შემოსავლის მაჩვენებელსაც(1 068 ლარი) აღემატება. 7 ფრიდრიხ ებერტის ფონდი – მინიმალური ხელფასი საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევა 3 დასკვნები წარმოდგენილი ანალიზი შემდეგი გაკეთების საფუძველს გვაძლევს: დასკვნების – – მინიმალური ხელფასის იდეას საქართველოში მაღალი მხარდაჭერა აქვს და ამ მხრივ სოციოდემოგრაფიულ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ იკვეთება. ამასთან, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და უმაღლესი განათლების მქონე პირები შედარებით უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ მოსაზრებას. დასაქმებულები და მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ადამიანები შედარებით უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან მინიმალური ხელფასის რეგულაციას. – – ღირსეული მინიმალური ხელფასის საშუალო აღქმული ოდენობა 854.1 ლარს შეადგენს, რაც დღესდღეობით არსებულ საარსებო მინიმუმს ოთხჯერ, ხოლო მინიმალურ ხელფასს ორმოცჯერ აღემატება. – – ღირსეული მინიმალური ხელფასის ოდენობა განსხვავებულია სოციოდემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით. კაცები, თბილისელები და ქართველები უფრო მაღალ რაოდენობებს ასახელებენ, ვიდრე ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობები. – – დასაქმებული რესპონდენტები საკუთარი პროფესიისთვის საშუალო ღირსეულ ანაზღაურებად 1 457 ლარს მიიჩნევენ. უმუშევრებისთვის ეს მაჩვენებელი 1 288 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სხვაობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით არ ფიქსირდება. 8 გამოყენებული ლიტერატურა Darsavelidze, D.(2019). Impact of Possible Growth of Minimum Wage in Georgia(p. 49). Tbilisi: Friedrich-Ebert-Stiftung. National Statistics Office of Georgia(2020a). Average monthly nominal earnings in Georgia. Retrieved from https://www.geostat.ge/en/ modules/categories/39/wages National Statistics Office of Georgia(2020b). Subsistence Minimum for working age males in Georgia. Retrieved from https://www.geostat.ge/ en/modules/categories/49/subsistence-minimum parliament.ge(2019, November). ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. საქართველოს პარლამენტი. Retrieved from http://parliament.ge/ge/ parlamentarebi/news1/beqa-nacvlishvilma-minimaluri-xelfasis-shesaxebkanonproeqti-daaregistrira.page კვინტრაძე, ნ. (2019, February). დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ანაზღაურება საქართველოში. Forbes Georgia. Retrieved from https://forbes.ge/news/5724/dasaqmebuli-mosaxleobis-saSualoanazRaureba-saqarTveloSi მაკალათია, ი. (2019, November). რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მინიმალური ხელფასის შემოღებამ საქართველოში. bm.ge. Retrieved from https://bm.ge/ka/article/ra-shedegebi-sheidzlebamoitanos-minimaluri-xelfasis-shemogebam-saqartveloshi/43346 მჭედლიშვილი, ნ. (2016). მინიმალური ხელფასი 20 ლარია. რადიო თავისუფლება. Retrieved from https://www.radiotavisupleba. ge/a/minimaluri-khelfasi/28096560.html საქართველოს პრეზიდენტი (1999, April). საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ . Retrieved from https://matsne.gov.ge/ka/document/view/112786 ტყეშელაშვილი, შ. (2019, October). მინიმალური ხელფასის ფასი . Forbes Georgia. Retrieved from https://forbes.ge/news/7240/minimalurixelfasis-fasi ხელაია, ნ. (2020). მინიმალური ხელფასი. 1TV. Retrieved from https://1tv.ge/analytics/minimaluri-khelfasi/ ჯალაღონია, დ. (2019). მინიმალური ხელფასი საქართველოში 320 ლარი გახდეს – პროფკავშირების კანონპროექტი. Bm.ge. Retrieved from https://bm.ge/ka/article/minimaluri-xelfasi-saqartveloshi320-lari-gaxdes--profkavshirebis-kanonproeqti-/42830 გამოყენებული ლიტერატურა 9 ფრიდრიხ ებერტის ფონდი – მინიმალური ხელფასი საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევა ნახატების ჩამონათვალი 4 ნახ. 1 რამდენად ემხრობით საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღებას? 5 ნახ. 2 მინიმალური ხელფასის მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის პროგნოზირებული ალბათობა 6 ნახ. 3 თუკი ხელზე ყოველთვიურად ასაღებ ხელფასზე ვისაუბრებთ, საქართველოს პირობებში, რამდენია მინიმალური ხელფასის გონივრული რაოდენობა? 7 ნახ. 4 თუკი ხელზე ყოველთვიურად ასაღებ ხელფასზე ვისაუბრებთ, საქართველოს პირობებში, რა თანხას ჩათვლიდით ღირსეულ ანაზღაურებად თქვენს მიერ დასახელებული საქმიანობის შესასრულებლად? 10 იმპრესარიუმი იმპრესარიუმი ავტორების შესახებ იმპრესარიუმი დავით სიჭინავა არის„CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორი. იგი ფლობს საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორის ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. ამჟამად დავითი ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესები შეეხება უთანასწორობის სოციოსივრცით და დროით ასპექტებს, ურბანული განვითარების პოლიტიკასა და კონფლიქტით გამოწვეულ იძულებით გადაადგილებას. დავითის სტატიები გამოქვეყნებულა ისეთ გავლენიან მედიასაშუალებებში, როგორებიცაა„ვაშინგტონ პოსტი“ და„ევრაზიანეთი“. გარდა ამისა, მისი სამეცნიერო ნამუშევრები დაბეჭდილია სტატიის სახით გამოცემაში-„ევრაზიის გეოგრაფია და პოლიტიკა“, ასევე რუტლედჯისა და ტორონტოს უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო კრებულებში. ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ფონდი ნინო რამიშვილის შესახვევი 1, N. 1 0179 თბილისი| საქართველო პასუხისმგებელი პირი: ფელიქს ჰეტი| სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ.:+995 32 225 07 28 http://fes-caucasus.org/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: stiftung@fesgeo.ge დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება მახარე აჭაიძე CRRC-საქართველოს უმცროსი მკვლევარია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის სამაგისტრო და სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს. მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება კულტურასა და იდენტობებს, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, ნაციონალიზმისა და დეზინფორმაციის საკითხებს. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. მინიმალური ხელფასი საქართველოში სა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტად უჭერენ მხარს მინიმალური ხელფასის არსებობას. დასაქმებულები და ისინი, რომლებიც მატერიალური თვალსაზრისით, შედარებით უზრუნველყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ, უფრო ეწინააღმდეგებიან მინიმალური ხელფასის რეგულაციის არსებობას; დასაქმებული რესპონდენტები თავიანთ სფეროში ღირსეულ ანაზღაურებად საშუალოდ 1 457 ლარს ასახელებდნენ. დაუსაქმებელი რესპონდენტები კი იმ სფეროში, სადაც მუშაობას ისურვებდნენ, ღირსეულ ანაზღაურებად საშუალოდ 1 288 ლარს მიიჩნევდნენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები საქმიანობის სფეროების მიხედვით არ მერყეობს. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.fes-caucasus.org