თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი GCSD ნოემბერი 2018 n 1991-1992 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აზერბაიჯანი აღმოჩნდა რამდენიმე მთავარი პრობლემის პირისპირ, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია ახალგაზრდა რეპუბლიკისთვის. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა აზერბაიჯანი კვლავ ებრძვის მნიშვნელოვან გამოწვევებს. 2008 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში კავკასიის ბარომეტრის მიერ აზერბაიჯანში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა რამდენიმე კრიტიკულ პრობლემა, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. კვლევის თანახმად, აზერბაიჯანელების უმრავლესობისთვის ყარაბაღის კონფლიქტი, ანუ მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები ყველაზე დიდ გამოწვევაა. n საქართველოს პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების ტრამვული მეხსიერება აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული შეიძლება შეფასდეს, როგორც ,,რომანტიკული და მესიანური ნაციონალიზმის“ ამოხეთქვის პერიოდი. მმართველი წრეების იდეებისგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები თავისუფლად ვერ გამოითქმებოდა და ხშირად ხვდებოდა რადიკალურ წინააღმდეგობას. ამ რეალობამ განაპირობა საქართველოს ისტორიის დრამატული ნაწილი, კერძოდ, 90-იანი წლების სამოქალაქო ომი. n კვლევის ძირითადი მიზანია სხვადასხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებში ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების ჩართვის ხელშემწყობი მთავარი განმზიდველი და მიმზიდველი(push and pull) ფაქტორების შესწავლა და ანალიზი, აგრეთვე იმ სტრატეგიული დოკუმენტების შესწავლა, რომლებიც საფუძვლად უდევს ქვეყნების ძალადობრივი ექსტრემიზმის პროგრამებს და აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მიერ ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ღონისძიებების გამოკვლევა. თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში სარჩევი აბსტრაქტი ....................................................... 3 ტერმინოლოგია ................................................... 4 აზერბაიჯანის უსაფრთხოების გარემო: როგორ გავუმკლავდეთ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციას ქვეყანაში? ............ 6 შესავალი ........................................................ 6 1. აზერბაიჯანში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები ............................. 8 1.1 სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: მზარდი ტალღა........... 8 1.2 რელიგიური ექსტრემიზმი: უცხოური ზეგავლენა თუ ქვეყანაში არსებული რადიკალიზმის ზრდა?.................................. 10 1.3 ყარაბაღის კონფლიქტი: საფრთხე ჯერ კიდევ არ არსებობს........ 14 2. აზერბაიჯანის მთავრობის ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის და გატარებული ღონისძიებების ანალიზი ................. 16 2.1 სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართ........................................................ 16 2.2 აზერბაიჯანის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ექსტრემიზთან საბრძოლველად................................... 17 3. დასკვნა და რეკომენდაციები აზერბაიჯანის მთავრობისთვის......... 18 საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ანალიზი რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან მიმართებაში: გამოწვევები და რეაგირების მექანიზმები ...................................................... 21 შესავალი ....................................................... 21 4. იდეოლოგიური და რელიგიური რადიკალიზაციის პრობლემა ......... 22 4.1 ზოგადი მიმოხილვა......................................... 22 4.2 ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი გარე ფაქტორები...... 22 4.3 ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი შიდა ფაქტორები...... 24 4.4 საქართველოში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები......................................... 26 5. ეთნიკური და პოლიტიკური რადიკალიზაციის პრობლემა ............ 28 5.1 პოლიტიკური ფაქტორები................................... 28 5.2 საინფორმაციო ფაქტორები.................................. 29 6. საქართველოს მთავრობის ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის და გატარებული ღონისძიებების ანალიზი ................. 30 7. დასკვნა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის ......... 33 გამოყენებული ლიტერატურა ....................................... 35 2 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში აბსტრაქტი ამ ანგარიშში წარმოდგენილია ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლის პოლიტიკის მთავარი გამოწვევების თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზი აზერბაიჯანსა და საქართველოში. სამაგიდო კვლევა აზერბაიჯანში ჩატარდა ძალადობრივი ექსტრემიზმის ძირითადი მიზეზების დადგენის მიზნით, ხოლო საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ მოიცვა შემდეგი რეგიონები: კახეთი, ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დოკუმენტი მიმოიხილავს აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებში მონაწილეობას და ასევე ეხება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექს-ტრემიზმის სხვა გამოვლინებებს, მათ შორის მემარჯვენე და ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების აქტივობებს. კვლევის ძირითადი მიზანია სხვადასხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებში ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების ჩართვის ხელშემწყობი მთავარი განმზიდველი და მიმზიდველი (push and pull) ფაქტორების შესწავლა და ანალიზი, აგრეთვე იმ სტრატეგიული დოკუმენტების შესწავლა, რომლებიც საფუძვლად უდევს ქვეყნების ძალადობრივი ექსტრემიზმის პროგრამებს და აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მიერ ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ღონისძიებების გამოკვლევა. დოკუმენტში წარმოდგენილ ძირითადი მიგნებებს თუ შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ აზერბაიჯანში არსებული სიღარი და უმუშევრობა, და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოქმედი რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული საქმიანობა ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მთავარ განზიდველ და მიმზიდველ ფაქტორებს წარმოადგენს. მიმდინარე ანალიზი აჩვენებს, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია უფრო მეტ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს, ვიდრე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში არსებული რადიკალიზაციის ტალღა უცხოურ გავლენას დაუკავშიროს. ამავდროულად, მთავარი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორების ანალიზი აჩვენებს, რომ სწრაფი ტემპით მზარდი რადიკალიზაციის ახსნა, გარკვეულწილად, შესაძლებელია დეპრივაციის თეორიაში ვეძებოთ. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის თანახმად, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრობლემა უნდა იქნას შესწავლილი გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობის პრიზმიდან. ეს ერთობლიობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ქვეყანაში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიცაა იმედგაცრუების გრძნობა, შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები, ხარისხიან განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა და პოლიტიკური პროცესებისგან გაუცხოება. საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის მთავრობის მსგავსად უნდა შეიმუშაოს ქვეყანაში რადიკალიზაციის გამომწვევ ძირითად მიზეზებთან ბრძოლის ყოვლისმომცველი სტრატეგია. ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ უნდა იყოს ფრაგმენტული და კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული. კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებისთვის, რაც დაეხმარება მათ ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრობლემისადმი კომპლექსური და სისტემური მიდგომის შემუშავებაში, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებული იქნება ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომის შემუშავებაზე. 3 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ტერმინოლოგია ძალადობრივი ექსტრემიზმი – ,,უკიდურესი პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებები, რომლებიც უმეტესწილად ამართლებს უკანონო, ძალადობრივი ან სხვა სახის ექსტრემისტულ ქცევას.” 1 რადიკალიზაცია – ,,პროცესი, როდესაც ადამიანის პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური იდეოლოგია უფრო ექსტრემისტული ხდება.” 2 ადგილობრივი მოძალადე ექსტრემისტი – ,,დასავლეთის ქვეყნის მოქალაქე ან ხანგრძლივი ვადით მცხოვრები, რომელმაც უარყო დასავლური კულტურის ფასეულობები, რწმენა და ნორმები ძალადობრივი ექსტრემისტული იდეოლოგიის სასარგებლოდ. ადგილობრივი მოძალადე ექსტრემისტი გეგმავს ტერორისტული აქტის მოწყობას დასავლეთის ქვეყნებში ან მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ.” 3 ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი ფაქტორები – ,,პირობები ან ცხოვრებისეული მდგომარეობა, რომელიც პიროვნებას რიყავს საზოგადოების ძირითადი დინებიდან და ხდის მას ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მიმართ უფრო მოწყვლადს.” 4 ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მიმზიდველი ფაქტორები – ,,ფაქტორები, რომლებიც ადამიანს უბიძგებს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მიღებისკენ დადებითი მოტივაციით.“ 5 1. The Counter Extremism Project, https://www.counterextremism. com/glossary(მოძიებული 2018 წლის 28 ივლისს). 2. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 1. 3. IACP Committee on Terrorism, Countering Violent Extremism(CVE) Working Group, http://www.theiacp.org/portals/0/pdfs/IACP-COT_ CommonLexicon_Eng_FINALAug12.pdf(მოძიებული 2018 წლის 28 ივლისს) 4. Louisa Tarras-Wahlberg,“Promises of Paradise? A Study on Official ISIS-Propaganda Targeting Women”(Master thesis, Swedish Defence University, 2016), http://fhs.diva-portal.org/smash/get/diva2:942997/ FULLTEXT01.pdf, 13 5. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 4. ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლა – ,,ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალადობრივი ექსტრემისტულ იდეოლოგიასა და ძალადობის გამომწვევი რადიკალიზაციის პროცესებთან ბრძოლასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.” 6 ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია – ,,არაძალადობრივი საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიმართულია ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების ან/და ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისაკენ.“ 7 ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლის საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომა – ,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ამოცანებთან, პოლიტიკასა და ღონისძიებებთან ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ადგილობრივი, თანამშრომლობითი ინიციატივების მეშვეობით და მორგებულია ადგილობრივ კონტექსტს ეფექტურობის ასამაღლებლად.” 8 ისლამური ექსტრემიზმი – ,,იდეოლოგია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების გარდაქმნას ფუნდამენტალისტური ისლამური პრინციპების მიხედვით და ეწინააღმდეგება ტოლერანტულობას, აზრთა სხვადასხვაობასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას.” 9 ისლამიზმი – ,,პოლიტიკური წესრიგის შარიათის კანონების(ისლამური კანონები) მიხედვით დამყარების რწმენა. ისლამისტები შეიძლება შეეცადონ შარიათის კანონებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნას ძალადობრივი ან არაძალადობრივი გზით.” 10 6. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 1. 7. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 3. 8. Organization for Security and Cooperation in Europe, Preventing Terrorism and Countering Violent Extremism and Radicalization that Lead to Terrorism: A Community-Policing Approach, https://www.osce. org/atu/111438?download=true(მოძიებული 2018 წლის 28 ივლისს). 9. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 1. 10. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 1. 4 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში სალაფიზმი – ,,ფუნდამენტალისტური ისლამური მოძრაობა, რომელიც ცდილობს ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის- სუნიზმის დამკვიდრებას იმ სახით, როგორადაც ის მუჰამედისა და მისი მოწაფეების დროს არსებობდა.” 11 ვაჰაბიზმი – ,,მე-18 საუკუნეში საუდის არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბებული ისლამური სექტა. ვაჰაბიზმი ყურანის სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციას იძლევა, რომელმაც დაამკვიდრა ,,ტაკფირ“-ის ცნება, რის გამოც ზოგიერთი მუსლიმი შეიძლება ჩაითვალოს ,,კუფარად“(ურწმუნოდ) და ამის გამო სიკვდილით დაისაჯოს.” 12 ისლამური უმმა – ,,ერთადერთი ჯგუფი, რომელიც იზიარებს საერთო რელიგიურ შეხედულებებს, კონკრეტულად ისინი, რომლებიც ხსნის ღვთაებრივი გეგმის ობიექტები არიან უმმას მიხედვით. ,,უმმა“(Ummah) არაბული სიტყვაა და ფართო მუსლიმურ თემს აღნიშნავს. პანისლამიზმისა და პოლიტიკის კონტექსტში ეს სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას მორწმუნეთა თანამეგობრობის კონცეფციის აღსანიშნავად.” 13 ისლამური ესქატოლოგია – ისლამური თეოლოგიის განშტოება სამყაროს დასასრულისა და ,,განკითხვის დღის“ შესახებ. 11. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 1. 12. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 1. 13. The European Parliament, Radicalization and violent extremism - focus on women: How women become radicalized, and how to em power them to prevent radicalization, http://www.europarl.europa. eu/RegData/etudes/STUD/2017/596838/IPOL_STU(2017)596838_ EN.pdf,(მოძიებული 2018 წლის 28 ივლისს). 5 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში აზერბაიჯანის უსაფრთხოების გარემო: როგორ გავუმკლავდეთ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციას ქვეყანაში? შესავალი 1991-1992 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აზერბაიჯანი აღმოჩნდა რამდენიმე მთავარი პრობლემის პირისპირ, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია ახალგაზრდა რეპუბლიკისთვის. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა აზერბაიჯანი კვლავ ებრძვის მნიშვნელოვან გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ხშირად, შესაძლოა, ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებს განსხვავებულად აღიქვამდეს მმართველი წრეები და ხალხი. 2008 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში კავკასიის ბარომეტრის მიერ აზერბაიჯანში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა რამდენიმე კრიტიკულ პრობლემა, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. 14 კვლევის თანახმად, აზერბაიჯანელების უმრავლესობისთვის ყარაბაღის კონფლიქტი, ანუ მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები ყველაზე დიდ გამოწვევაა. სიღარიბე და უმუშევრობა მეორე უმთავრესი პრობლემაა მაშინ, როდესაც უმცირესობა სხვა საკითხებს ასახელებს. თუმცა, ხელისუფლების აზრით, საზოგადოებისთვის გარე რადიკალური ჯგუფები და ადგილობრივი ექსტრემიზმი ყველაზე დიდი თავის ტკივილია. ამგვარი კვლევების მიხედვით რადიკალიზაციის ხელშემწყობ მთავარ განმზიდველ ფაქტორს ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება წარმოადგენს, რამაც შეძლება სიღარიბის და უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს და შესაბამისად, მთავრობის მუშაობის მდგრადობას გამოაცალოს საფუძველი. აზერბაიჯანს 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ფართო და მრავალფეროვანი ეკონომიკური ბაზა ჰქონდა. თუმცა, მისი მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული იყო სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან იმპორტზე და მისი ექსპორტის დიდი ნაწილი სსრკ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვის იწარმოებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამ უარყოფითად იმოქმედა აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებზე სხვა რესპუბლიკებთან. ამას მოჰყვა ქვეყნის სამრეწველო სექტორისა და ეკონომიკის სხვა სექტორების კოლაფსი. 1995 წელს აზერბაიჯანის რეალური მშპ შეადგენდა 1989 წლის მშპ-ს მხოლოდ 37%-ს, ხოლო დსთ-ს საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა აღნიშნული წლის მშპ-ს 58%. აზერბაიჯანის რეალური IMPISS1: Most Important issue facing Azerbaijan(%) 60 53 50 41 40 30 26 18 20 10 10 01 0 2008 18 7 01 2009 Unemployment Problemtic relations with Russia Rising prices/ Inflation 31 27 16 9 11 01 01 2010 2011 Poverty Unaffordability of Healthcare Other 45 38 16 19 8 8 1 12 2012 2013 Unsolved territorial conflicts Low Pensions DK/RA 14. The Caucasus Research Resource Centers, Caucasus Barometer Survey: 2008-2013, http://caucasusbarometer.org/en/cb-az/IMPISS1/ (მოძიებული 2018 წლის 20 ივლისს). 6 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში მშპ 1992 წლიდან 1996 წლამდე პერიოდში საშუალოდ 15%-ით შემცირდა. 15 ამ უწყვეტმა ეკონომიკურმა ვარდნამ კატასტროფული გავლენა იქონია დასაქმებაზეც. ბევრი სამუშაო ადგილი გაუქმდა და დეინდუსტრიალიზაციამ მასობრივ გათავისუფლებები გამოიწვია. ამავდროულად, სოციალური დაცვის სისტემის კოლაფსის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკდა. მრავალი საწარმოს დახურვამ, სამრეწველო გარდაქმნამ, ეკონომიკურმა რესტრუქტურიზაციამ და დასაქმებასთან დაკავშირებით ცვალებადმა მდგომარეობამ სოციალური დაცვის გარეშე დატოვა დასაქმებულები, რომლებმაც საარსებო წყარო დაკარგეს. 2008-2014 წლებში სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, ორმა დევალვაციამ და ნავთობის ფასის დაწევამ კვლავ უარყოფითი გავლენა მოახდინა ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აქ ნახსენები განმზიდველი ფაქტორების გარდა, რადიკალური ჯგუფების გავლენა მოქმედებს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმზიდველი ფაქტორი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და მათ უბიძგებს, ჩაერთონ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციაში. საბჭოთა კავშირის დაშლამ და კომუნისტური იდეოლოგიის დაცემამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანის საზოგადოების ტრანსფორმაციაში. ქვეყანა ნელ-ნელა თავისუფლდებოდა ტოტალიტარული რეჟიმისგან და იწყებდა დემოკრატიის სარგებელის მიღებას. თუმცა, ამ ტრანსფორმაციას ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც. ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის (აზერბაიჯანი მდებარეობს ირანსა და თურქეთს შორის ესაზღვრება არასტაბილურ ჩრდილოეთ კავკასიას), სუსტი 15. World Bank Poverty Reduction and Economic Management Unit, Azerbaijan- Country Economic Memorandum: A New Silk Road- Ex port-led Diversification, Report No. 44365-AZ(2009), https://openk nowledge.worldbank.org/bitstream/handle/10986/3154/443650ES W0AZ0P1IC0Disclosed01161101.pdf?sequence=1&isAllowed=y (accessed June 20, 2018); World Bank, Doing business 2009: Country Profile for Azerbaijan(2008), http://documents.worldbank.org/curated/en/229201468209666695/ pdf/457020WP0Box331091AZE0Sept029102008.pdf(მოძიებული 2018 წლის 20 ივლისს) სამართალდამცავი ორგანოებისა და 90იანი წლების დასაწყისში კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო აზერბაიჯანი დადგა თურქეთიდან, ირანიდან, არაბული სამყაროდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული რელიგიური მისიონერებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შექმნილი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ქვეყანაში თავიანთი იდეოლოგიების გასავრცელებლად შემოვიდნენ. ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ დაკავშირებული იყო გასამხედროებულ ორგანიზაციებთან. რამდენიმე რადიკალურმა ჯგუფმა ფეხი მოიკიდა აზერბაიჯანის ბევრ რეგიონში და ამით საფრთხე შეუქმნა რესპუბლიკის სეკულარულ სახელმწიფოს. 2001 წელს გამოცხადებულმა ანტიტერორისტულმა ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რადიკალების წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ გამართულ ბრძოლაზე. თუ 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო შედარებით სუსტი იყო და ეფექტიანად ვერ უწევდა წინააღმდეგობას ზოგი ექსტრემისტული ჯგუფის ქმედებებს, 9/11 თავდასხმის და ანტიტერორისტულ კოალიციაში გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა უფრო ეფექტურად იყენებდა ხისტ ძალას ექსტრემისტების წინააღმდეგ, რაც გულისხმობდა მათ დაკავებას, სასჯელის მისჯას და დეპორტაციას. ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანში რადიკალიზაციის გამომწვევი მოჩვენებითი ფაქტორია. ის ნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ განმზიდველ ფაქტორად, რომელსაც ისეთივე გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც დასუსტებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას. თუმცა, რადგან კონფლიქტი კვლავ აწუხებს აზერბაიჯანის საზოგადოებას, უახლოეს მომავალში ის შეიძლება განმზიდველ ფაქტორად იქცეს. 2016 წელს ყარაბაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში გამართული საომარი შეტაკებები იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანის საზოგადოება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში უფრო აგრესიული და რევანშისტული ხდება და ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების იმედს კარგავს. ეს გავლენას ახდენს საფრთხის აღქმაზე, აჩენს მოლოდინებსა და ზრდის ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ გაბედულად და 7 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში გადამწყვეტად იმოქმედოს. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აზერბაიჯანმა განახორციელა დაახლოებით 3.35 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის იმპორტი, რომელის 80% რუსეთიდან იქნა შემოტანილი, მათ შორის ორი S-300 სარაკეტო სისტემა, 94 T-90S ტანკი, 20 Mi-35M ვერტმფრენი და 100 BMP-3 ჯავშანტექნიკა. აზერბაიჯანმა ასევე შეიძინა 25 Su-25 თვითმფრინავი და 93 T-72M1 ტანკი რუსეთის მოკავშირე ბელორუსიისგან. 16 1. აზერბაიჯანში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები როგორც ზემოთ წარმოდგენილ თავშია აღნიშნული, შეიძლება გამოიყოს აზერბაიჯანში არსებული ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები: ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების რადიკალიზაციის გამომწვევი სიღარიბე და უმუშევრობა და უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის დეტერმინანტების განხილვისას უნდა აღინიშნოს ყარაბაღის კონფლიქტიც. ამ თავში გაანალიზებულია, თუ როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორები საზოგადოების რადიკალიზაციაზე და რა გავლენას მოახდენს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. 1.1 სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: მზარდი ტალღა ათწლეულის მანძილზე უმეტესი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანმა ფინანსური მოგება ნახა ნავთობის ფასების ზრდის გამო. თანხების შემოდინებამ ბაქოს საშუალება მისცა, დაეხარჯა ფული ბევრი ისეთი მიმართულებით, რომლებსაც მანამდე ყურადღება არ ექცეოდა და განსაკუთრებით − რეგიონალურ განვითარებაზე. შედეგად, ყოველთვიური საშუალო ხელფასის წლიური ზრდის მაჩვენებელმა 2003 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში 14%-ს გადააჭარბა და შემდეგ კი ერთნიშნა რიცხვამდე დაეცა. 2011 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანის მთავრობა თანდათანობით ზრდის მინიმალურ ხელფასს და მინიმალურ პენსიას, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმს უახლოვდება. ამ ხელისუფლების პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიღარიბის ოფიციალური მაჩვენებლების შემცირებაში, სიღარიბის ინტენსივობის შემცირებისა და შინამეურნეობებისთვის, სადაც პენსიონერები ცხოვრობდნენ, ,,ოფიციალურად ღარიბი“-ს სტატუსის შეცვლაში. 17 თუმცა, განხორციელებული პროგრამებისა და განვითარების ინიციატივების უმრავლესობა მოკლევადიანი იყო. აზერბაიჯანმა შეწყვიტა ეკონომიკური რესტრუქტურიზაციისთვის საერთაშორისო დახმარების მოძიება თავისი მნიშვნელოვანი რესურსების გათვალისწინებით. ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მსგავსად, აზერბაიჯანში მცირე ბიზნესის სექტორი არ არის კარგად განვითარებული, რადგან სახელმწიფო მეტ ყურადღებას აქცევს მსხვილი კორპორაციებისა და კომპანიების დაარსებას, რომლებიც, როგორც წესი, საჯარო მოხელეებს ეკუთვნის. ამგვარად, მთავრობა ხშირად ღებულობს და ახორციელებს გადაწყვეტილებებს დიდი ბიზნესის სასარგებლოდ, რაც ხელს უშლის სხვა კომპანიებს, რომ კონკურენცია გაუწიოს მათ. 2015 წლის დასაწყისში აზერბაიჯანი ეკონომიკური სირთულეების წინაშე დადგა. 2015 წლის თებერვალსა და დეკემბერში შოკისმომგვრელი დევალვაციების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანული მანათი თითქმის 100 პროცენტით გაუფასურდა, მთავრობამ 16. Anar Valiyev, Azerbaijan’s Balancing Act in the Ukraine Crisis, PO NARS Eurasia Policy Memo No. 352(2014), http://www.ponarseu rasia.org/memo/azerbaijans-balancing-act-ukraine-crisis(მოძიებული 2018 წლის 20 ივლისს). 17. Anar Valiyev et al.,“Social protection and Social Inclusion in Azerbaijan,” European Commission(2011), https://www.research gate.net/profile/Anar_Valiyev/publication/281371904_Social_Inclusi on_in_Azerbaijan/links/55e425ce08ae6abe6e8e909a/Social-Inclu sion-in-Azerbaijan.pdf?origin=publication_detail(მოძიებული 2018 წლის 20 ივლისს). 8 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში აქცენტი გააკეთა ისეთი ძალისხმევის განხორციელებაზე, რაც შეარბილებდა კრიზისს და შეამსუბუქებდა სიტუაციას ბიზნეს-საქმიანობის ხელშეწყობის მეშვეობით. გაუქმდა ათობით ლიცენზია სამეწარმეო საქმიანობისთვის, ხოლო საგადასახადო და საბაჟო ორგანოები უფრო გამჭვირვალე გახდა. მაკროეკონომიკურ დონეზე მთავრობამ შემოიღო ეკონომიკური რეფორმის პრეზდენტის თანაშემწის პოზიცია, რომელსაც დაევალა ეკონომიკური რეფორმების საგზაო რუკის შექმნა. გუნდმა პირველ რიგში განახორციელა აზერბაიჯანის ეკონომიკის სექტორების პრიორიტეტების მიხედვით დაყოფა სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობა მუდმივად არ უწყობს ხელს მასობრივ საპროტესტო აქციებს. დღემდე ასეთი საპროტესტო აქციების უმრავლესობა ძირითადად დაკავშირებული იყო საჯარო პირის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კონკრეტულ შემთხვევებთან, კერძო კორპორაციების მიერ ჩადენილ უსამართლობებთან და ა.შ. 2012 წლიდან მოყოლებული ექვსამდე საპროტესტო აქცია მოეწყო აზერბაიჯანის სხვადასხვა ნაწილში და მათი დიდი ნაწილი მიმართული იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. ასეთ შემთხვევებში ხალხი აპროტესტებდა იმ სახლებისთვის გამოყოფილ მცირე კომპენსაციას, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარებოდა, ელექტროენერგიის არქონას ან უწყლობას, ბაზრებზე ქირავნობის გადასახადის ზრდას და ა.შ. ყველაზე მწვავე სოციალური პროტესტი ჩატარდა ქალაქებში - ქუბა და ისმაილი. ასეთ დემონსტრაციების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, თუკი ხელისუფლების მხრიდან ადგილი ექნება უწესრიგობას ან უსამართლობას. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეიძლება ისარგებლოს კონკრეტულმა ჯგუფებმა, რომლებიც ახდენენ სოციალური საკითხების მონოპოლიზებას და იყენენებენ მას საკუთარი მიზნებისათვის. სოფელ ნარდარანში სოციალური არეულობის შემთხვევა ამის კარგი მაგალითია. 2002 წლის ზაფხულში ბაქოს ჩრდილოეთით 35 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ ნარდარანის მაცხოვრებლები გამოვიდნენ ქუჩებში, სკანდირებდნენ რელიგიურ მოწოდებებს და აპროტესტებდნენ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს. მათ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები გააძევეს და კონფრონტაციისთვის მოემზადნენ. 2002 წლის 3 ივნისს გამოუვალი მდგომარეობის შექმნის შემდეგ პოლიციამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შტურმით აიღეს სოფელი, როდესაც დაიღუპა 1 და დაჭრა 30 ადამიანი. რადგან ეს დასახლება ცნობილია თავისი ძლიერი რელიგიური რწმენით, ადვილი იყო მთავრობისთვის, რომ აღექვა მოვლენები, როგორც ბრძოლა საერთაშორისო ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების განცხადებებისა, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხე მინიმალურია აზერბაიჯანისთვის, მოვლენებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი რელიგიური რადიკალიზმის საფრთხე ფაქტობრივად სათანადოდ არ იყო შეფასებული. 18 მოვლენების სიღრმისეული ანალიზი ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ რელიგიური რიტორიკა და ლოზუნგები ეხებოდა სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ნარდარანის მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია და არ აქვს საბაზისო განათლება. უფრო მეტიც, ირანის რბილი ძალა ძალიან ძლიერია რეგიონში და მისი გავლენა იზრდება. ამ ორმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი აღმოჩნდა რელიგიურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ, რაც შემდგომში ძალადობას ახალისებდა. უფრო მეტიც, სახელმწიფო პოლიტიკით გამოწვეულ საყოველთაო უკმაყოფილების რამდენიმე შემთხვევაში სოციალური და რელიგიური შინაარსი ჰქონდა. 2011 წლის დეკემბერში განათლების სამინისტრომ აკრძალა საჯარო სკოლებში ჰიჯაბის ტარება. საჯარო სკოლებში არაფორმალური ჰიჯაბების აკრძალვის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყეს საპროტესტო აქციების ჩატარება შიიტების 18. Arif Yunusov, Islamic Palette of Azerbaijan(Baku: Adilgoli, 2012). 9 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში აშურის წმინდა დღეს, როდესაც დაახლოებით 1,000 რელიგიური აქტივისტი გამოვიდა ქუჩებში შეძახილებით: ,,ჰიჯაბი ჩვენი ღირსებაა“ და ,,თავისუფლება ჰიჯაბის ტარებისთვის“ და განათლების სამინისტროსთან გადაკეტა ქუჩა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. დააკავეს 15 პროტესტანტი, რომელთაგან 7-ს მიუსაჯეს 10 დღიანი პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიჯაბის აკრძალვა ეხებოდა როგორც შიიტებს, ასევე სუნიტებს(მათ შორის სალაფიტებს), შიიტებმა გააპროტესტეს გადაწყვეტილება და მოახდინეს საკითხის ტექნიკური მონოპოლიზება თავიანთ სასარგებლოდ. ზოგიერთი სახელმწიფო ექსპერტი თვლის, რომ სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის გაუქმების კამპანია, რომელიც მოგვიანებით დაიწყო და რომლის ფარგლებში ათასობით ხელმოწერა შეგროვდა, შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ქვეყანაში ისლამიზმის გავლენის ზრდის მაგალითი. მმართველმა პოლიტიკურმა წრეებმა მიიჩნია ასეთი პროტესტი, როგორც ექსტრემიზმის ნიშანი, რადგან მომიტინგეები პროტესტის მიმდინარეობისას ძალადობას მიმართავდნენ. შეიძლება დავასკვნათ, რომ სუსტი სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო, აზერბაიჯანის საზოგადოების ნაწილი დაუცველია ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხისგან. გარკვეულ ვითარებაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფების მზარდი გავლენის მსგავსად(რომელიც დეტალურადაა განხილული ქვემოთ) ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. 1.2 რელიგიური ექსტრემიზმი: ზეგავლენა თუ ქვეყანაში რადიკალიზმის ზრდა? უცხოური არსებული როდესაც აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის კარგ სამიზნედ იქცა. როგორც შესავალშია განხილული, გარკვეული მიზეზების გამო აზერბაიჯანი გახდა იმ რელიგიური და რადიკალური მოძრაობების სამიზნე, რომლებიც გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. მისიონერები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ქვეყანაში თურქეთიდან, ირანიდან, არაბული სამყაროდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდნენ თავიანთი იდეოლოგიების გასავრცელებლად, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულები იყვნენ შეიარაღებულ ორგანიზაციებთან. დღესდღეობით შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი გამოწვევა რელიგიურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით, რომელთა წინაშე აზერბაიჯანი დგას. პირველს შეიძლება ოფიციალურად ვუწოდოთ ირანის გავლენა აზერბაიჯანში. თეირანი მუდმივად ეწეოდა ისლამური სახელმწიფოს ღირებულებების და იდეების პროპაგანდას. ამ მიზნით ირანის ხელისუფლებამ მილიონობით დოლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა, თეირანის მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დროს დანერგილი ეფექტური ანტირელიგიური პოლიტიკის გამო. ირანის უუნარობამ, რომ აქტიური მასობრივი პოლიტიკური პარტია ჩამოეყალიბებინა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოსახდენად, აიძულა მისი სამთავრობო სტრუქტურები, რომ ძირითადად რადიკალურ რევოლუციურ საიდუმლო ორგანიზაციებს დაყრდნობოდნენ. ჯერ კიდევ 1993 წელს ბევრმა ირანულმა ჰუმანიტარულმა სააგენტომ და ორგანიზაციამ დაიწყო საქმიანობა აზერბაიჯანში, განსაკუთრებით ღარიბ ლტოლვილთა ბანაკებში. ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და რელიგიური ლიტერატურის მიწოდების გარდა, ირანულმა სააგენტოებმა სწავლა დააწყებინეს აზერბაიჯანელ ახალგაზრდობას ირანის რელიგიურ სკოლებში. 19 1995 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა გამოავლინეს ირანთან დაკავშირებული ჯგუფები და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ირანის სპეცსამსახურების განმეორებითი მცდელობები, რომ ქვეყანაში ჩამოეყალიბებინათ რადიკალური ჯგუფების ქსელი, მიუთითებს აზერბაიჯანის როლზე მისი სამხრეთელი მეზობლის გეგმების განხორციელებაში. ირანის ხელისუფლება, რომელიც შეშფოთებულია დასავლეთის 19. Anar Valiyev,“Azerbaijan: Islam in Post-Soviet Republic,” Middle East Review of International Affairs9, no. 4(December 2005): 1-13, http://www.rubincenter.org/2005/12/valiyev-2005-12-01/. 10 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში კაპიტალის აქტიური შემოდინებითა და ამ პატარა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკის გავლენით, ცდილობს, დაიცვას საკუთარი ჩრდილოეთ საზღვრები. რადიკალური ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების უჯრედების/ერთეულების ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მიზნით არ ხდებოდეს. სინამდვილეში ირანულ სპეცსამსახურებს ნაკლებად სურთ, რომ მათი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ მოექცეს. რეალურად, ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები ან და ,,მძინარე აგენტები“ შეიქმნა აზერბაიჯანის მიერ მტრული ქმედებების განხორციელების ან ქვეყნის ხელისუფლების მიერ ირანზე აშშ-ის შესაძლო თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ასამოქმედებლად. 20 აზერბაიჯანის ისლამური პარტია ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომლის მეშვეობითაც ირანი გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. პარტია, რომელშიც, როგორც წესი, შედის ღარიბი რაიონების მარგინალიზებული მოსახლეობა, საკმაოდ აქტიურად მუშაობს საკუთარ საარჩევნო ოლქებში. ისინი დროდადრო ატარებენ აქციებს და მათი ლიდერები საკმაოდ პოპულარულები გახდნენ. პარტია, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ინარჩუნებს გავლენას აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში იმის მიუხედავად, რომ მისი ლიდერები მუდმივად დაკავებულნი არიან. მეორე საფრთხე, რომელიც ძალიან ხშირად შეუმჩნეველია, დაკავშირებულია სალაფიტებთან და აზერბაიჯანში მოქმედ მათ ორგანიზაციებთან. აზერბაიჯანში სალაფიტების საქმიანობის შესახებ ბევრი სტატია და ანგარიში გამოქვეყნდა, თუმცა მათი უმრავლესობა მიკერძოებული და ზედაპირულია. ეს გულდასმით დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია 20. Anar Valiyev,“Foreign Terrorist Groups and Rise of Home-grown Radicalism in Azerbaijan,” HUMSEC Journal 2(2008): 95–112, https:// www.researchgate.net/profile/Anar_Valiyev/publication/52010785_ Foreign_Terrorist_Groups_and_Rise_of_Home-_grown_Radicalism_in_Azerbaijan/links/09e41513377216e643000000/Foreign-Terrorist-Groups-and-Rise-of-Home-grown-Radicalism-in-Azerbaijan. pdf?origin=publication_detail. სალაფიტების რაოდენობის და გავლენის მიუხედავად, სტაბილურად ფართოვდება აზერბაიჯანში. სალაფიტური იდეები სულ უფრო პოპულარული ხდება აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის. მხოლოდ ბაქოში, რომელიც აზერბაიჯანის ულტრასეკულარული დედაქალაქია, სალაფიტების რიცხვმა 15,000-ს მიაღწია. 21 პირველი სალაფიტი მისიონერები აზერბაიჯანში ჩრდილოეთ კავკასიიდან 90-იანი წლების შუა პერიოდში ჩავიდნენ. მათი უმრავლესობა ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან შემოვიდა, სადაც სალაფიტები გარკვეულ გავლენას ახდენდნენ მეტწილად რუსეთჩეჩნეთის ომების გამო. მოკლე პერიოდის განმავლობაში სალაფიტებმა ჩეჩნეთში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს და შესძლეს მათ მიერ მართული ტერიტორიების შექმნა დაღესტნის სოფლებში- ყარამახსა და ჩობანმახში. თუმცა სალაფიტები არ შეჩერდნენ ჩეჩნეთსა და დაღესტანში და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა აზერბაიჯანში. თავდაპირველად მათ არ მიუღიათ დიდი მხარდაჭერა აზერბაიჯანელებისგან, რადგან ნაციონალიზმი და პანთურქიზმი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ისლამიზმი. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში აზერბაიჯანული საზოგადოება არ ყოფილა იმდენად გაღატაკებული და დაყოფილი, როგორც დღესაა. გარდა ამისა, აზერბაიჯანელების უმრავლესობა შიიზმის მიმდევარია და აქედან გამომდინარე, ნაკლებად იზიარებს სალაფიტურ იდეებს. აზერბაიჯანის შიიტ მუსლიმებზე დიდ გავლენას ახდენს ირანი - ქვეყანა, რომლის მთავრობა სალაფიტების მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. აზერბაიჯანში მაცხოვრებელი შიიტების შეფერილობის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ აზერბაიჯანის სოფლებში მცხოვრები სუნიტები ქვეყანაში სალაფიზმის ძირითად ელექტორატია. სალაფიზმის გავრცელების მეორე ტალღა 1999 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დასაწყისს უკავშირდება. რუსეთის სამხედრო მეთაური ეცადა ჩეჩენი, განსაკუთრებით სალაფიტური 21. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 18 11 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ორიენტაციის მქონე მეამბოხეების განდევნას ჩრდილოეთ კავკასიიდან მეზობელ საქართველოსა და აზერბაიჯანში. ამგვარად, 1999-2000 წლებში აზერბაიჯანში ჩამოსული 8,000 ჩეჩენი ლტოლვილიდან ზოგიერთი დევნილი ჩეჩენი სალაფიტი იყო. იმავდროულად, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულმა მისიონერებმა საკმაოდ გააფართოვეს თავიანთი საქმიანობა აზერბაიჯანში. 2003 წლისთვის აზერბაიჯანში 65 ახალი სალაფიტების მიერ კონტროლირებული მეჩეთი აშენდა. 22 ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალაფიტური მეჩეთია აბუ ბაქრის მეჩეთი. აბუ ბაქრის იმამი მედინას მსოფლიო ისლამური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გამმეტ სულეიმანოვია, ეს უნივერსიტეტი კი სალაფიზმის კვლევისა და ექსპორტის წამყვან ცენტრის წარმოადგენს. აზერბაიჯანში სალაფიზმის გავრცელებას სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველ რიგში, მკვიდრი სალაფიტების დიდი უმრავლესობა სუნიტები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. ეს ელექტორატი განიხილავს სალაფიზმს, როგორც აზერბაიჯანში ირანის მზარდი გავლენის საწინააღმდეგო ძალას. მეორე, აზერბაიჯანის საზოგადოების სწრაფმა პოლარიზაციამ და გაღატაკებამ ტრადიციული ინსტიტუტებითა და თანამედროვე დასავლური დემოკრატიული იდეებით იმედგაცრუება გამოიწვია. სალაფიტებმა გონივრულად გამოიყენეს ეს დიდი უკმაყოფილება, ისინი ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას, მორალის დაცემასა და ტრადიციების რღვევას, ასევე ქვეყანაში კრიმინალის ზრდას. მესამე, სალაფიტები პროპაგანდას უწევენ საკუთარი იდეოლოგიის უნივერსალურ თვისებებს და იმ ფაქტს, რომ ის ყველა ისლამურ სექტასა და ტრადიციებზე მაღლა დგას. ეს განსაკუთრებით გამომწვევად ჟღერს აზერბაიჯანში, სადაც იზრდება სექტანტური დაპირისპირება შიიტებსა და სუნიტებს შორის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სალაფიზმი აზერბაიჯანის მმართველ წრეებს რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. აზერბაიჯანი მუსლიმური ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის 22. Julie Wilhelmsen,“Islamism in Azerbaijan: How Potent?” Studies in Conflict and Terrorism 32, no. 8(2009): 726-742. დაახლოებით 75% შიიტია, ხოლო დანარჩენი - სუნიტი. აზერბაიჯანში ისლამის ორი შტოს ათწლეულების მანძილზე თანაარსებობამ შექმნა მყიფე ბალანსი, რომლის დარღვევა შიიტებისა და სუნიტების უმრავლესობას არ სურს. უფრო მეტიც, ისლამის ყველა შტოს წინააღმდეგ განხორციელებულმა საბჭოთა რეპრესიებმა აზერბაიჯანელი შიიტებსა და სუნიტები ერთნაირ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და მათ საერთო გამოცდილება მისცა. იმავდროულად, საუკუნოვანი განვითარების შემდეგ აზერბაიჯანში ისლამი უფრო კულტურად და ტრადიციად იქცა, ვიდრე მკაცრ რელიგიურობად. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელების უმრავლესობა მგზნებარედ უწოდებს საკუთარ თავს მუსლიმს, ისინი თითქმის არ იცავენ ისლამის კანონებს. ადგილობრივი მოსახლეობა დადის უფრო წმინდა ადგილებში, რომელსაც ,,პირსი“ ჰქვია და ,,წმინდანთა“ სასაფლაოზე, ვიდრე მეჩეთებში, სადაც ფულს ან სხვა ნივთებს სწირავენ. სასულიერო პირები არ გმობენ ასეთ საქციელს, რადგან მას სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსური სარგებელი მოაქვს მათთვის. ქვეყანაში სალაფიტების გამოჩენამ ეს დელიკატური ბალანსი დაარღვია. სალაფიტებმა თავდაპირველად დაიწყეს ქადაგება პირსის და წმიდანების თაყვანისცემის წინააღმდეგ და ამბობდნენ, რომ ამგვარი ქმედება ისლამს ეწინააღმდეგებოდა. ისინი არ აღიარებენ ოფიციალურ შიიტ სასულიერო პირებს და მათ ადანაშაულებენ ირანის პოლიტიკის ხელშეწყობაში. უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ შიიტები ერეტიკოსები არიან და მოუწოდებენ აზერბაიჯანში ისლამის გაწმენდისაკენ. ბევრ შემთხვევაში, ზოგიერთი სალაფიტი ძალადობას მიმართავს, რათა ყურადღება მიაქციოს ან აჩვენოს მათ„სწორი გზა“. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სალაფიტები თავს დაესხნენ და დაანგრიეს პირსები, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. იმავდროულად, სალაფიტური იდეების გავრცელებამ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ცენტრიფუგური ძალების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ საფრთხეს შეუქმნის აზერბაიჯანის ეროვნულ ერთიანობას. მათი პროპაგანდისგან განსხვავებით, სალაფიტები 12 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ქვეყანაში სექტანტურ დაძაბულობას ამწვავებენ. უკიდურეს შემთხვევაში შიიტი თემის მიმართ მიმართულმა სერიოზულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სახის ირანული ინტერვენცია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ირანელები ცდილობენ აზერბაიჯანში სალაფიტების გავლენის შემცირებას. უფრო შემაშფოთებელია ის, რომ სალაფიტების მიერ მმართველი წრეების არაკომპეტენტურობით მანიპულირებამ და მათზე სათანადო ზეგავლენამ, რასაც თან ერთვის ქვეყნის მზარდი გაღატაკება, შესაძლოა, ისინი ძლიერ პოლიტიკურ ძალად აქციოს. ეს აუცილებლად გამოიწვევს უსაფრთხოების უხეშ დარღვევას, რასაც, თავის მხრივ შეუძლია ქვეყანაში სერიოზული ტერორისტული აქტების პროვოცირება. ამჟამად სალაფიტების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს საომარი განწყობა და მიმართავს ძალადობას. თუმცა, სალაფიტების სწავლება ხშირად წინააღმდეგობაშია ისლამის შიიტურ ინტერპრეტაციასთან, რომლის მიმდევარია აზერბაიჯანის მოსახლეობის 80%, აზერბაიჯანში მცხოვრები სალაფიტების უმრავლესობა არ უჭერს მხარს ძალადობას და არ ერთვება დანაშაულებრივ ქმედებებში. აზერბაიჯანში სალაფიტები შეიძლება პირობითად დაიყოს ორ ჯგუფად: მშვიდობიანი სალაფიტები, რომელიც მოიცავს სალაფიტების უმრავლესობას და რადიკალებს. მშვიდობიანი სალაფიტების ქმედებები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ქადაგებით, განხილვით და ფოკუსირებულია სალაფიტურ მეჩეთებზე ან ქარიზმატულ ლიდერებზე. თუმცა, მებრძოლი სალაფიტები რადიკალურ ჯგუფებში წევრიანდებიან და ხშირად იღებენ დახმარებას საზღვარგარეთიდან. კლასიკური ტერორისტული ჯგუფებისგან განსხვავებით, მებრძოლ სალაფიტურ ორგანიზაციებს ტიპური პირამიდული სტრუქტურა არ აქვთ. ისინი სუსტები არიან, არ არიან მჭიდროდ შეკავშირებულები და ლიდერებს მიჰყვებიან. სალაფიტური მეჩეთების უმრავლესობა, სადაც შესაძლებელია რადიკალების მიერ ახალი წევრების გადაბირება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ამრიგად, ძლიერი რადიკალური სალაფიტური ორგანიზაციის შექმნას ხელი ჩასახვისთანავე ეშლება. ამავდროულად, თანხების, სწავლებისა და აღჭურვილობის არარსებობა ზღუდავს სალაფიტური ორგანიზაციების საქმიანობას. მებრძოლ სალაფიტურ ორგანიზაციებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, იარსებონ და წარმატებულად იმოქმედონ საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი დახმარების მიღების შემთხვევაში. დღემდე მებრძოლი სალაფიტები არ აწუხებდნენ აზერბაიჯანელ სამართალდამცავ ორგანოებს. მებრძოლი სალაფიტები, რომლებსაც ძირითადად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩეჩნეთში ბრძოლა სურდათ, აზერბაიჯანის სეკულარულ მთავრობას სამიზნედ არ მიიჩნევდნენ 23 . ,,ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების გამო აზერბაიჯანის მთავრობა კიდევ ერთი გარე საფრთხის წინაშე დადგა. საზოგადოების ბევრმა რადიკალიზებულმა ელემენტმა დატოვა ქვეყანა და გადაწყვიტა ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეერთებოდა. 2018 წლისთვის სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ ჯგუფებში 900-ზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქე გაწევრიანდა. 24 აზერბაიჯანელების უმრავლესობა ,,ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების რიგებს შეუერთდნენ ინტერნეტის ან ნათესავების მეშვეობით, რომლებიც მუდმივად მოძღვრავდნენ მათ სირიიდან და მოუწოდებდნენ, ახლად ჩამოყალიბებულ „ხალიფატში“ ჩასულიყვნენ. თუმცა, ადგილობრივმა ჯიჰადისტმა მქადაგებლებმა გაააქტიურეს მუშაობა არა მხოლოდ სოციალური მედიაში- უმეტესად YouTube-ის მეშვეობით, არამედ სუმგაითში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩაისა და მიწისქვეშა სახლებში. აღსანიშნავია ის, რომ ყველა მათგანი არ იყო მებრძოლი, რადგან ზემოთ მოყვანილ რიცხვი ასევე მოიცავს ოჯახის წევრებს, ცოლებს, ბავშვებს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ, როგორც 23. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 20. 24.“About 900 Azerbaijani Citizens joined ISIS in Syria and Iraq,“ APA News, 2017, http://en.apa.az/azerbaijani-news/developments/ sss-chief-about-900-azerbaijani-citizens-joined-terrorist-groups-in-sy ria-and-iraq.html. 13 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში არასამხედრო პროფესიონალები, როგორიც არიან ინჟინრები, ექიმები და ა.შ. მაგალითად, ზოგიერთი კვლევის თანახმად, აზერბაიჯანის მხრიდან ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებული მებრძოლების რიცხვი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 200-ზე მეტი იყო. 25 მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი მებრძოლების უმრავლესობა ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, ბევრმა მებრძოლი ასევე გაწევრიანდა ალ-ნუსრაში ან სხვა პატარა ორგანიზაციაში. თავდაპირველად აზერბაიჯანელებმა გზა გაიკვლიეს სირიისკენ ძველი ქსელების მეშვეობით. სირიაში ყოფნისას ისინი ძირითადად უერთდებოდნენ ჯაიშ ალ-მუჰაჯირენი ვალ-ანსარის, ჯიჰადის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებული არიან მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, რომელიც ,,კავკასიის ემირატს“ ექვემდებარება. თუმცა, 2013 წელს ,,ისლამური სახელმწიფოს“ დაარსებისა და ,,ალ-ქაიდასთან“ კონფლიქტის შემდეგ ჯეიში ორ ნაწილად გაიყო, რომელთაგან ერთი შეუერთდა ,,ისლამურ სახელმწიფოს“, ხოლო მეორე დარჩა ,,ალ-ქაიდას“ და ,,კავკასიის ემირატის“ ერთგული. შესაბამისად, აზერბაიჯანელი მებრძოლები ასევე გაიყვნენ ორ მებრძოლ ჯგუფად. ამრიგად, 20132014 წლებში აზერბაიჯანული ბატალიონი რომელიც ,,ისლამურ სახელმწიფოს“ შეეკრა, ერაყსა და სირიაში მოქმედებდა, ძირითადად აზერბაიჯანელებისა და ჩრდილოეთ კავკასიელებისაგან შედგებოდა. ბატალიონი თითქმის განადგურდა ასადის ჯარებთან ბრძოლებში. თუმცა, აზერბაიჯანელი მებრძოლები, როგორც წესი, მონაწილეობდნენ ჯიჰადის სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამართულ სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციაში საკუთარი ,,ეთნიკური“ ერთეულების შექმნის გარეშე. მაგალითად, უზბეკებისგან ანუ უიღურებთან განსხვავებით, რომლებმაც იმამ ბუხარის ბატალიონი ჩამოაყალიბეს და თურქეთის ისლამური პარტიის სირიის 25. Efraim Benmelech and Esteban F. Klor, What Explains the Flow of Foreign Fighters to ISIS?(Evanston, Illinois: The Kellogg School of Management, Northwestern University, 2016), 16, https://www. kellogg.northwestern.edu/faculty/benmelech/html/BenmelechPapers/ ISIS_April_13_2016_Effi_final.pdf. ფილიალი დაარსეს, აზერბაიჯანელ ჯიჰადისტებს არასდროს არ შეუქმნიათ დიდი და ორგანიზებული სამხედრო ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეების დიდი რაოდენობა გაწევრიანდა ტერორისტულ ჯგუფებში, ეს მაჩვენებელი რუსეთთან ან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მაგალითად, ტაჯიკეთთან და ყაზახეთთან, შედარებით მაინც მცირეა. ეს განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანელების უმრავლესობა შიიტია და ამიტომ, მათი იდეოლოგია შეუთავსებელია ,,ისლამურ სახელმწიფოსთან.“ ამას გარდა, მებრძოლები ძალიან გაფანტულები და იდეოლოგიურად დაყოფილები იყვნენ. თანაც, აზერბაიჯანი არ წარმოადგენს ,,ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესის საგანს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, აზერბაიჯანელების შიიტობისა და სეკულარული ხასიათის გამო რთულია ადგილობრივების გადაბირება ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩასართავად. მეორე − სამართალდამცავი ორგანოების აქტიური მუშაობა და ოჯახების ჩართულობა ხელს უშლის ,,ისლამური სახელმწიფოს“ გადამბირებლებს მუშაობაში. დაბოლოს, აზერბაიჯანი არ წარმოადგენს ,,ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესის საგანს, არამედ უფრო ტრანზიტული ტერიტორიაა, საიდანაც შემოდიან გადაბირებულები ჩრდილოეთ კავკასიიდან, თათრეთიდან და რუსეთის სხვა მუსლიმური რეპუბლიკებიდან. ამგვარად, ,,ისლამურ სახელმწიფოს“ არ უცდია დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება ან აზერბაიჯანელების გადაბირება, რათა პრობლემა არ შექმნოდა აზერბაიჯანზე გამავალ ტრანზიტულ გზას. 1.3 ყარაბაღის კონფლიქტი: საფრთხე ჯერ კიდევ არ არსებობს ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანელი საზოგადოებისა და მმართველი წრეებისთვის ჯერ კიდევ რჩება მთავარ გარე საფრთხედ. 2016 წლის აპრილის მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე არა მხოლოდ ვერ მოხერხდება კონფლიქტის დარეგულირება, არამედ ის 14 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ეს კონფლიქტი დამოკლეს ხმალივით ჰკიდია აზერბაიჯანის თავზე და მანიპულირებისადმი მოწყვლადს ხდის მას. მთავრობა და საზოგადოება მანკიერ წრეშია მოქცეული- ,,არა მშვიდობა, არა ომი“, ხოლო ეს ,,გაყინული“ კონფლიქტი სუსტი და გაღატაკებული საზოგადოებას ეკონომიკური რესურსებსა და პოლიტიკურ ენერგიას აცლის. კონფლიქტი ასევე აფერხებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამცირებს მათ შანსს, იქცნენ ევროპის ნაწილად. კონფლიქტი უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რეგიონის პრობლემების მიმართ დასავლეთის უყურადღებობის წლებმა ვაკუუმი შექმნა, რომელიც მზარდი აგრესიის მატარებელმა რუსეთმა ამოავსო. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნაცვლად მოსკოვი კონფლიქტს იყენებდა იარაღით ვაჭრობის ხელშეწყობისა და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ჩარევის მიზნით. 2016 წლის მდგომარეობით, არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ გააჩნდა ისეთი ბერკეტი რეგიონში, როგორც რუსეთს. რუსული მმართველი წრეების ჩართვამ ქვეყნებში ომის დაწყების შესაძლებლობა გაზარდა. გარე საფრთხის გარდა, კონფლიქტი და მისი ზეწოლა აზერბაიჯანზე განაპირობებს იმას, რომ მთავრობა უფრო სენსიტიური გახდა უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. 2016 წლის აპრილში ესკალაციის დროს აზერბაიჯანის არმიის დროებითი წარმატების გამო ხალხმა მიიჩნია, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება ერთადერთი არჩევანი იყო და გამართლებული იყო შემდგომი მილიტარიზაცია. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ყარაბაღიდან ერთ მილიონზე მეტი დევნილია და მიმდებარე ტერიტორიები ოკუპირებულია, კიდევ მეტად უბიძგებს მმართველ წრეებს მილიტარიზაციისკენ. აზერბაიჯანი მუდმივად ზრდის იარაღის შესყიდვებს და სამხედრო ხარჯებს. მაგალითად, ნავთობის ფასების მატებისგან მიღებული მოგებამ საშუალება მისცა ქვეყანას, გაეზარდა სამხედრო ხარჯები$135 მილიონიდან(2002 წლის მონაცემებით) თითქმის$3 მილიარდამდე (2011 წლის მონაცემებით) და$1.5 მილიარდის დონეზე ინარჩუნებს. 26 სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იყო ამ რესურსების მიმართვა ინსტიტუციონალური შესაძლებლობის განვითარებისკენ, განათლებისკენ, სოციალური უსაფრთხოებისკენ, ეკონომიკური რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნებოდა შემუშავებული. ამგვარად შემცირდებოდა აზერბაიჯანში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი ფაქტორის გავლენა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. აღსანიშნავია ის, რომ იძულებით გადაადგილებული პირები საზოგადოების ჯერ კიდევ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. მთავრობისგან მიღებული სარგებლის მიუხედავად, როგორიცაა უფასო განათლება და საცხოვრებელი, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მათი ეკონომიკური პირობების გაუარესებამ შეიძლება კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოებაზე, რადგან ისინი უკვე მეორედ განადგურდებიან დეპორტაციის შემდეგ. 26. Trade and Economics, Azerbaijan’s Military Expenditures 19922018(2017), https://tradingeconomics.com/azerbaijan/military-expen diture(მოძიებული 2018 წლის 1-ელ ივლისს). 15 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში 2. აზერბაიჯანის მთავრობის ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის და გატარებული ღონისძიებების ანალიზი წინამდებარე თავში განხილულია აზერბაიჯანის სტრატეგიული დოკუმენტები და მთავრობის ანგარიშები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ქვეყნის ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამები და წარმოდგენილია აზერბაიჯანის მთავრობის მიერ აღქმული საფრთხეების და ზემოთ განხილული რადიკალიზაციის ხელშემწყობი მთავარი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორების გასანეიტრალებლად განხორციელებული ღონისძიებების ანალიზი. 2.1. სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართ რადიკალიზმთან ბრძოლასთან მიმართებაში აზერბაიჯანის კანონმდებლობისა და მთავრობის რეგულაციების გაანალიზებისას უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის დღევანდელი მიდგომა საკმაოდ წააგავს იმ ქვეყნების მიერ გამოყენებულ მეთოდებს, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებულები არიან ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან საბრძოლველად ხისტი ძალის გამოყენებაზე. აზერბაიჯანში ანტიტერორისტული ოპერაციები გამყარებულია 1999 წლის 18 ივნისის კანონით ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. ის წარმოადგენს ტერორიზმთან ბრძოლის მთავარ შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ დოკუმენტს. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ სახელმძღვანელო პრინციპებს, ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმს და ასევე, ამ ორგანოებისა და ინდივიდუალური მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებს. 2014 წელს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელსაც დაემატა პუნქტი ,,ტერორიზმში ჩართვის საჯარო მოწოდებები“. ის ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას დანაშაულის ჩადენისკენ ან შეიარაღებული ფორმირების ან ჯგუფის შექმნისკენ საჯარო მოწოდების გამო, რაც იკრძალება კანონმდებლობით, გადაბირების და ასევე, მსგავსი შინაარსის შემცველი მასალის გავრცელების შემთხვევაში. I2015 წელს პრეზიდენტმა ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად ეროვნული უშიშროების სამინისტრო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი აქტორი, გაიყო ორ უწყებად- სახელმწიფო უშიშროების სამსახურად და საგარეო დაზვერვის სამსახურად. სხვა მოვალეობებთან ერთად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ევალება ტერორისტული დაჯგუფებების მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა, თავიდან აცილება და საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ,,ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ტერორისტებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებზე დაკვირვების სიებს და ბიოგრაფიულ/ბიომეტრიულ ინფორმაციას პორტში მგზავრების შემოწმების მიზნით. აზერბაიჯანის უშიშროების სამსახური ეფექტურად აწვდის ინფორმაციას მთავრობასა და სხვა ქვეყნებს. რამდენიმე ფრენისას მგზავრების შესახებ ინფორმაცია და მათი სახელები და გვარები წინასწარ შეამოწმეს“. 27 ამავდროულად სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ კანონმდებლობას ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირების დევნის მიზნით. ამგვარად, 2016 წელს მთავრობამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ 58 ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა. მათ კავშირი ჰქონდათ ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“. დაბოლოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადი27. U.S. Department of State, Bureau of Counterterrorism and Coun tering Violent Extremism, Country Reports on Terrorism 2016, Chapter 2, Country Reports: Europe(Washington, D.C., 2017), https://www. state.gov/j/ct/rls/crt/2016/272231.htm. 16 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში კალიზაციის საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი არ ეთმობა აღნიშნულ დოკუმენტში. ძირითად გამოწვევებად სუვერენიტეტის დარღვევასთან დაკავშირებული გარე საფრთხეებია წარმოდგენილი. მუხლში 3.3 აღნიშნულია ეთნიკური და რელიგიური ექსტრემიზმი, როგორც ძალა, რამაც ,,შეიძლება საფუძველი გამოუთხაროს სახელმწიფოსა და საზოგადოებას და წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის პოტენციური წყაროს“. ამასთანავე, მუხლში 3.4 აღნიშნულია, რომ ,,ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. 28 საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ კონცეფციის 3.8 პუნქტში მოხსენიებულია ეკონომიკური დესტაბილიზაცია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი საფრთხე. აღნიშნულია, რომ არსებობს ნავთობის და გაზის ფასების სწრაფად ზრდის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე მეტისმეტად დიდი დამოკიდებულების რისკი, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და ქვეყანა დაუცველი გახადოს გლობალური და რეგიონალური ეკონომიკური კრიზისების გავლენის მიმართ. აზერბაიჯანის სტრატეგიული დოკუმენტებისა და მთავრობის ანგარიშების განხილვის შედეგად, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ქვეყნის ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამები, შეიძლება დავასკვნათ, რომ აზერბაიჯანის მთავრობა რადიკალიზაციასთან საბრძოლველად ფოკუსირებულია უფრო მეტად შემზღუდველი პოლიტიკის გატარებაზე, ვიდრე რბილ ძალაზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენებაზე. ეს მიდგომა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციის პირისპირ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობასა და ეფექტიანობას. 28. National Security Concept of the Republic of Azerbaijan Republic 2007(2007), https://www.files.ethz.ch/isn/154917/Azerbaijan2007.pdf (მოძიებული 2018 წლის 14 ივლისს). 2.2 აზერბაიჯანის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ექსტრემიზთან საბრძოლველად როგორც წინა თავში აღინიშნა, აზერბაიჯანში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოქმედებს, როგორც რადიკალიზაციის ხელშემწყობი მთავარი განზიდველი ფაქტორი. მისგან მომავალი გამოწვევების შემცირების მიზნით, 2006 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის, სახელწოდებით ,,მიზნობრივი სოციალური დახმარება“(TSA) განხორციელება. ეს არის ტესტირებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს შრომის და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტრო. ის სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით და მიზნად ისახავს კონკრეტული ჯგუფების დახმარებას სიღარიბის თავიდან ასაცილებლად. აზერბაიჯანში გაწეული სოციალური დახმარების დონე განისაზღვრა საჭიროების მიხედვით. ის 2008 წელს განისაზღვრა 42.56 აშშ დოლარით, 2010 წელს კი- 57.4 ევროთი. ამგვარი დახმარების მიმღები ხალხის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს დახმარება 2007 წელს მხოლოდ 48,705-მა ოჯახმა ანუ მოსახლეობის 2.5%-მა მიიღო, ხოლო 2009 წლის ბოლოსთვის- 163,409-მა ოჯახმა(749,965მა ადამიანმა) ანუ მოსახლეობის 8.4%-მა. ქვეყანაში ერთი ოჯახისთვის გამოყოფილი დახმარება საშუალოდ შეადგენს-€86.81-ს, ხოლო ერთ ადამიანზე-€19.06-ს. პროგრამა ეკონომიკური კრიზისის გამო შეწყდა 2014-2015 წლებში, თუმცა, თავდაპირველი შეფასებების მიხედვით, პროგრამამ გავლენა მოახდინა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე. მან საშუალება მისცა ხალხს, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომ გაეუმჯობესებინათ საკუთარი ცხოვრების პირობები. რადიკალიზაციის ხელშემწყობი მთავარი განმზიდველი ფაქტორი კონკრეტულ ვითარებებში და აზერბაიჯანის მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა რელიგიური ექსტრემიზმია. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მთავრობა რელიგიური ორგანიზაციების გავლენების აღმოსაფხვრელად ძირითადად 17 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში სამართალდამცავ მეთოდებს იყენებს. შექმნილი მოულოდნელი პრობლემების გამო, როგორიცაა მისიონერული საქმიანობა და სალაფიტების და ირანის პროპაგანდა, რამდენიმეჯერ შეიცვალა კანონი ღვთისმსახურების შესახებ. ამ ცვლილებებმა მისიონერული საქმიანობა და დამოუკიდებელი რელიგიური თემები სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა. ასევე აღდგა რელიგიური განყოფილება სამინისტროს დონეზეც. ამჟამინდელი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური ორგანიზაციების გავლენის ჩახშობას, ძირითადად მიმართულია აზერბაიჯანში და აზერბაიჯანზე ირანის გავლენის შემცირებისკენ. ირანული პროპაგანდის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ერთერთი მაგალითია რელიგიური ლიტერატურის იმპორტის შეზღუდვა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. წლების განმავლობაში ირანელი მისიონერები ისევე, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციები, ადვილად ახორციელებდნენ რელიგიური ლიტერატურის იმპორტს და რეალიზებას სპეციალიზებულ მაღაზიებში და ასევე უშუალოდ ქუჩებშიც. აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილმა ლიტერატურამ ამოავსო რელიგიურ საკითხებში არსებული სიცარიელე. დაახლოებით 1992 წლიდან 2010 წლამდე ისლამსა და რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული ლიტერატურა ირანიდან შემოდიოდა. აზერბაიჯანელების უმრავლესობამ ისლამის შესახებ ინფორმაცია ირანული რელიგიური ლიტერატურიდან მიიღო. თუმცა, რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ, გართულდა ამგვარი ლიტერატურის თავისუფლად შემოტანა. 2010 წლისთვის კომიტეტმა განიხილა 18000 ათასზე მეტი წიგნი და აკრძალა 348 მათგანის გაყიდვა აზერბაიჯანში. არ არის გასაკვირი, რომ აკრძალული წიგნების უმრავლესობა კვლავ შემოდის ირანიდან აზერბაიჯანში. 29 ამავდროულად, პარლამენტმა მიიღო კანო29.“Over 15,000 books examined in Azerbaijan,„News.az, Novem ber 29, 2011, https://news.az/articles/society/49711(მოძიებული 2018 წლის 11 ივლისს). ნი, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ შეძენილი რელიგიური ლიტერატურისა და სპეციალიზებული გაყიდვის მაღაზიების გარეთ სხვა პროდუქციის შეძენა ასევე ჩაითვლება კანონდარღვევად. 3. დასკვნა და რეკომენდაციები აზერბაიჯანის მთავრობისთვის დღევანდელი ტენდენციები და მიმდინარე ანალიზი აჩვენებს, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია უფრო მეტ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს, ვიდრე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში არსებული რადიკალიზაციის ტალღა უცხოურ გავლენას დაუკავშიროს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა, რელიგიური ექსტრემიზმის საკითხს არასწორად განმარტავს. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნებში ტერორისტული თავდასხმების განხორციელებასა და რადიკალური ისლამური ორგანიზაციების ერთეულების ჩამოყალიბებას განაპირობებს გარედან მართული ცენტრი. ანალოგიურად, აზერბაიჯანის მთავრობისთვის გაცილებით ადვილია ქვეყანაში არსებული რადიკალიზაციის ფენომენის გარე ძალებთან დაკავშირება, ვიდრე რეალური ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებს ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ამ რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციების ძირითად ბირთვს ჩვეულებისამებრ დაბალი შემოსავლის მქონე რელიგიური ახალგაზრდების ჯგუფი წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა უმუშევარია და უკმაყოფილოა თავისი ქვეყნის ხელისუფლებით. როგორც ჩანს, სეკულარული სახელმწიფოს ერთადერთ ალტერნატივად მათ თეოკრატიული სახელმწიფო მიაჩნიათ. ამავდროულად, გარკვეულწილად ახალგაზრდების სწრაფი ტემპით ისლამიზაციის და რადიკალიზაციის ახსნა შეიძლება მოიძებნოს დეპრივაციის თეორიაშიც. გურის და მანდავილის პერეფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეიძლება ითქვას, რომ 18 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში სხვადასხვა პროგრამები და სქემები, რომელთა მეშვეობითაც აზერბაიჯანის მთავრობა თავდაპირველად ცდილობდა უზრუნველეყო გარკვეული ტიპის მონაწილეობა ახალგაზრდა თაობისთვის, ძალიან სწრაფად მოვიდა სოციალურ განვითარებასთან სინქრონიზაციაში. 30 რელიგიურ ახალგაზრდებს შორის ბევრია განათლებული, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან მთავრობით, რადგანაც მან ვერ შეძლო საშუალო ფენისთვის ღირსეული სამუშაო ადგილების შეთავაზება. კერძო სექტორში, ძირითადად ნავთობის სფეროში, არსებული ცოტა და ძალიან სასურველი თანამდებობა, როგორც აღმოჩნდა, იმ„რჩეული“ ნაწილისთვის შემოინახეს, რომელთა მფარველები სახელმწიფოს უწევდნენ დახმარებას. როგორც ჩანს, აზერბაიჯანულ სისტემას, რომელიც შორს იყო მონაწილეობისა და სოციალური მობილობისთვის ახალი გზების გახსნისგან, არაფერი გაუკეთებია ახალი, თანამედროვე ფასადის მიღმა სოციალური გავლენის არსებული მოდელის/ სტრუქტურის აღდგენის გარდა. ხშირ შემთხვევაში, მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავება რეალურად გაიზარდა ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებების მინიჭების ფონზე. ის, რასაც აზერბაიჯანი ახლა განიცდის, ,,შედარებითი დეპრივაციის“ კლასიკური შემთხვევაა, რომელიც გამოწვეულია ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური მოლოდინების სწრაფი წარმოქმნით, რომელთა დაკმაყოფილებაც მატერიალური პირობებით ვერ ხერხდება. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყანაში რადიკალური ერთეულების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება ნაკლებად მოიტანს გრძელვადიან სარგებელს. ამის ნაცვლად, მან შეიძლება შემდეგში გამოიწვიოს რელიგიური უმცირესობის ჯგუფების გაუცხოება და მოამწყვდიოს ისინი რადიკალური ორგანიზაციების ხაფანგში. ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ამ პრობლემისადმი კომპლექსური და სისტემური მიდგომა. აქცენტი უნდა გაკეთდეს ძალადობრივ ექსტრემიზმთან საბრძოლველად საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომის შემუშავებაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება საზოგადოების მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ეს მიდგომა ეფუძნება ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სოციალური ჯგუფების ჩართვას. მაგალითად, აზერბაიჯანში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯიჰადისტისების ოჯახებთან თანამშრომლობით ხელი შეუშალეს ტერორისტული მიზნებით ადამიანების გატაცებას. უფრო მეტიც, არსებობს რამდენიმე სამთავრობო ორგანიზაცია, როგორებიცაა სამეცნიერო ფონდი ან მულტიკულტურალიზმის ცენტრი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რეგიონებში ძალადობრივი ექსტრემიზმის საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის. თუმცა, მუშაობა უნდა გაძლიერდეს და განხორციელდეს სხვა ინიციატივებთან ერთად. თუ აზერბაიჯანი შეძლებს ამ მიდგომის დანერგვას სოციალურ და პოლიტიკურ სისტემაში, ეს ხელს შეუწყობს უფრო ტოლერანტული გარემოს შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი შეიძლება მალე დადგეს რადიკალიზაციის და ტერორიზმის წინაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდა რესპუბლიკის სეკულარულ სახელმწიფოს. 33. Ted Gurr, Why Men Rebel(Princeton: Princeton University Press, 1969); Peter Mandaville, Global Political Islam(London: Routledge, 2007): 98-99. 19 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში რადიკალიზაციის საფრთხეების შემცირების მიზნით ცუდ სოციალურეკონომიკურ პირობებთან მიმართებაში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებები: • მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება; • აზერბაიჯანის ახალგაზრდა მოსახლეობის ზემოაღნიშნული ინიციატივების ძირითად მოსარგებლედ ქცევა; • კრიტიკული საკითხების მოგვარება, როგორებიცაა ახალგაზრდების დასაქმება, ახალგაზრდების ჩართვა მმართველობასა და სახელმწიფო მართვაში; • ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა; • მოსახლეობის ყველა ფენისათვის ხარისხიან დასაქმებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა; • სოფლის ტერიტორიების განვითარება. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში რადიკალიზაციის საფრთხეების შემცირების მიზნით რელიგიური ორგანიზაციების გაზრდილ გავლენასთან მიმართებაში განსახორციელებელი ღონისძიებები: • რელიგიური დიალოგის ხელშეწყობა; • დიდი ძალისხმევის გაღება მოქალაქეებისა და სასულიერო პირების ფორმალურ რელიგიურ განათლებაში; • რადიკალური იდეოლოგიის გავლენის თანდათან შემცირება უცხოელ მისიონერთა საქმიანობის მჭიდრო კონტროლის გზით; • სალაფიტების/სუნიტების დიალოგის ხელშეწყობა საზოგადოებაში სექტანტური დაძაბულობის შემცირების მიზნით; • ეროვნული საჯარო დებატის ორგანიზება დამოუკიდებელი და ოფიციალური სასულიერო პირების, მკვლევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ოპტიმალური ურთიერთობების ფორმის განსაზღვრის მიზნით რელიგიური თავისუფლების უფრო ეფექტურად უზრუნველსაყოფად; • დამოუკიდებელი რელიგიური თემების, განსაკუთრებით, სალაფიტების ჯგუფების, წახალისება, რომ გააფრთხილონ მათი წევრები ტერორიზმთან და მილიტარიზმთან დაკავშირებული რისკების შესახებ; • იმ ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეებს იბირებენ სირიასა და ერაყში საბრძოლველად; • ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების ჩართვა ტერორისტული ჯგუფებში გაწევრიანების წინააღმდეგ პროპაგანდაში; • რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება სირიიდან და ერაყიდან დაბრუნებულთათვის, რათა მათ შეძლონ დაუბრუნდნენ საზოგადოებასა და ნორმალურ ცხოვრებას. 20 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ანალიზი რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან მიმართებაში: გამოწვევები და რეაგირების მექანიზმები შესავალი საქართველოს პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების ტრამვული მეხსიერება აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული შეიძლება შეფასდეს, როგორც ,,რომანტიკული და მესიანური ნაციონალიზმის“ ამოხეთქვის პერიოდი. მმართველი წრეების იდეებისგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები თავისუფლად ვერ გამოითქმებოდა და ხშირად ხვდებოდა რადიკალურ წინააღმდეგობას. ამ რეალობამ განაპირობა საქართველოს ისტორიის დრამატული ნაწილი, კერძოდ, 90-იანი წლების სამოქალაქო ომი. სამწუხაროდ, პოლიტიკური ელიტა მზად არ იყო ქვეყნის ეფექტური დემოკრატიული ტრანზიციის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ფრაგმენტაციამ და უუნარობამ, რომ ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების დაეარსებინა, ქვეყანა თითქმის ,,წარუმატებელი სახელმწიფოს“ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს ქვეყანამ გადალახა ეს პრობლემები, ,,წარსულის აჩრდილები“ მას კვლავ თავზე დასტრიალებს, რაც ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში შიშს იწვევს. სამწუხაროდ საქართველოში არასოდეს გამართულა საზოგადოებრივი დიალოგი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად. აკადემიური სექტორიც კი თავს იკავებს დამოუკიდებლობის პირველი წლების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზისგან. იდეოლოგიური და რელიგიური ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემა შედარებით ახალი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების დღის წესრიგში დგას. ის აქტუალური გახდა 2014 წლის შემდეგ, როდესაც შუა აღმოსავლეთში ,,ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების გამო საქართველომ იმ ქვეყნების რიგს მიემატა, საიდანაც ხალხი სირიასა და ერაყში მიდიოდა ტერორისტულ ჯგუფებში გაწევრიანების მიზნით. ამ პროცესმა ნათელი მოჰფინა რიგ პრობლემებს, რომლებიც მანამდე ტაბუდადებული იყო სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად დაიწყეს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რელიგიური რადიკალიზაციის შესახებ დისკუსიების გამართვა სხვადასხვა პოლიტიკურ, აკადემიურ და მედიის წრეებს შორის. აღსანიშნავია, რომ რელიგიური რადიკალიზაციის გარდა, საქართველო დგას პოლიტიკური რადიკალიზაციიდან მომდინარე მწვავე გამოწვევების წინაშეც. შემდეგ თავებში გაანალიზებულია საქართველოში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები. კვლევის პირველ ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვა ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეებთან დაკავშირებით. შემდგომ თავში განხილულია საქართველოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და გატარებული ღონისძიებები. კვლევის მიგნებების საფუძველზე დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტი ეფუძნება სამაგიდო კვლევასა და სიღრმისეულ ინტერვიუებს, რომლებიც ჩატარდა თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. 21 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში 4. იდეოლოგიური და რელიგიური რადიკალიზაციის პრობლემა 4.1. ზოგადი მიმოხილვა სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, ქართველების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ დატოვა ქვეყანა, რომ შეერთებოდა ,,ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებს. 31 ზოგადად, სავარაუდო ტერორისტების გადინება მოხდა იმ რეგიონებიდან, სადაც რელიგია ტრადიციულად ძლიერია და მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამის მიმდევარია: კახეთი, ქვემო ქართლი, გურია და აჭარა. სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების, ძირითადად ,,ისლამური სახელმწიფოს“ მიერ საქართველოს მოქალაქეთა გადაბირების მრავალრიცხოვანი შემთხვევების საფუძველზე სახელმწიფომ აღიარა ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შექმნის აუცილებლობა. საქართველოს მუსლიმთა თემი შეადგენს ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 11%-ს. 32 ისლამს საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველი მუსლიმი თემი გაჩნდა ჩვ.წ.აღ-ით მე-7 საუკუნეში კავკასიაში არაბების ექსპანსიის შედეგად. ადრეულ შუა საუკუნეებში საქართველოს დედაქალაქი თბილისი ემი-რატი(საემირო) იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ქალაქი მუსლიმი დამპყრობლებისგან 1125 წელს. ისლამიზაციის მეორე ტალღა დაიწყო მე-15 საუკუნეში, როდესაც საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები შესაბამისად ირანული და 31. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიში(თბილისი), https://ssg.gov.ge/uploads/%E1%83%90 %E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9 8%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/SSSG%20 Report%202017.pdf. 32. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები (თბილისი, 2016),(თბილისი, 2016), 9, http://www.geostat.ge/cms/ site_images/_files/english/population/Census_release_ENG_2016. pdf. ოსმალეთის იმპერიის ვასალები გახდნენ. 33 ამ ტალღების გარდა, თემურ ლენგის კავკასიურმა კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კავკასიის რეგიონში ისლამის პოზიციების განმტკიცებაში. ამდენად, ისტორიულად ისლამი საქართველოში არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთიდან, არამედ ცენტრალური აზიიდანაც შემოვიდა. საქართველოს ისლამური საზოგადოება არ არის ჰომოგენური თემი, არამედ უფრო ფრაგმენტირებული და დეცენტრალიზებული კონგლომერატია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, სუნიტების ჰანაფი მაზჰაბი ფართოდაა გავრცელებული აჭარასა და გურიაში, რაც ოსმალეთის იმპერიის და მოგვიანებით თურქეთის გავლენის უშუალო შედეგია საქართველოს ზემოაღნიშნულ ნაწილზე. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ისტორიულად ირანული იმპერიის ვასალი იყო, მოსახლეობა საკმაოდ დიდი ნაწილი შიიზმის მიმდევარია. ძირითადად, ისინი ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. კახეთში მცხოვრები კიდევ ერთი მუსლიმი ჯგუფია ქისტები, ისინი პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩრდილო-კავკასიური წარმოშობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და სუნიტების ჰანაფი მაზჰაბის წარმოადგენენ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, სავარაუდოდ, თემურ ლენგმა შემოიტანა მე-14 საუკუნეში. დღესდღეობით ქისტების მნიშვნელოვანი ნაწილი სუნიზმის მიმართულების- სალაფის მოძრაობის მიმდევარია. 4.2. ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი გარე ფაქტორები ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი გარე ფაქტორი პირდაპირი უცხოური ზეგავლენაა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა მუსლიმ ჯგუფზე. როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოთა კავშირის 33. საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, რელიგიები საქართველოში(თბილისი, 2018), http://dspace.nplg.gov.ge/bitstre am/1234/8483/1/Religiebi_Saqartveloshi.pdf. 22 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში დაშლამ გამოიწვია კავკასიის რეგიონის ე.წ. ,,ხელახალი ისლამიზაცია“. 34 ჩრდილოეთ კავკასიის დიასპორის წარმომადგენლებმა ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით თურქეთში, გამოიყენეს ,,რკინის ფარდის“ ჩამოშლის შედეგად შექმნილი შესაძლებლობა, რომ დაბრუნებოდნენ ისტორიულ სამშობლოს და დახმარება გაეწიათ ისლამური უმმას მოძმე წევრებისთვის, დაბრუნებოდნენ ერთი მხრივ, ცარისტული რეჟიმის, ხოლო მეორე მხრივ, კომუნისტური რეპრესიებით დაზიანებულ ისლამის ფესვებს. საბჭოთა კავშირის დაშლამ საშუალება მისცა არა მხოლოდ კავკასიელ მუჰაჯირებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში დაფუძნებულ სხვადასხვა ფუნდამენტალისტურ ფონდებსა და ჯგუფებს, რომ თავიანთი მიზნები განეხორციელებინათ. სუნიტი და შიი-ტი სასულიერო პირების ახალ თაობას, რომელ-საც მაღალი ხარისხის რელიგიური განათლება, ქადაგებისთვის საჭირო სათანადო უნარები და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერა ჰქონდათ, ადვილად შეეძლოთ ახალგაზრდა მუსლიმთა გულის მოგება და გონების დაპყრობა. ამასთანავე, მუსლიმი სასულიერო პირების უფროს თაობას აღარ შეეძლო საკუთარ მიმდევრებზე გავლენის მოხდენა. ძველი და ახალი თაობის სასულიერო პირებს შორის კონკურენცია თავიდანვე არათანაბარი იყო. სასულიერო პირების ძველი თაობა ვერ სცემდა პასუხებს შუა აღმოსავლეთის, განსაკუთრებით საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან და ირანიდან დაბრუნებული სასულიერო პირების ახალგაზრდა თაობის მიერ დასმულ სენსიტიურ თეოლოგიურ კითხვებს იმიტომ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი რელიგიური განათლება. მათ არ გააჩნდათ საშუალება, მიეღოთ უმაღლესი ისლამური თეოლოგიური განათლება. ამიტომ მათ ახალგაზრდა სასულიერო პირები კომპეტენტურებად არ მიიჩნევდნენ. 35 34. რუსლან ბარამიძე, ისლამური სახელმწიფო და საქართველოს მუსლიმური თემი(თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, 2015), https://ge.boell.org/ ka/2015/07/07/islamuri-saxelmcipo-da-sakartvelos-muslimuri-temi. 35. პანკისის ხეობაში გამართული დისკუსიის მონაწილეები(ივნისი 3, 2018), ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების კვლევა(გიორგი გობრონიძე, ინტერვიუერი). საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია მდგომარეობაა. კახეთის რეგიონი შეიძლება ყურის ქვეყნების რელიგიური გავლენის არეალად მივიჩნიოთ. როგორც უკვე აღინიშნა, ახალგაზრდა სასულიერო პირების წარმომადგენლებმა მიიღეს რელიგიური განათლება საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში, ხოლო უნივერსიტეტი ჯედა კავკასიის სუნიტი მუსლიმებისთვის რელიგიური განათლების ძირითადი კერაა. რუსეთ-ჩეჩენის მეორე ომის დასრულების შემდეგ სალაფიზმი ჩეჩნეთიდან სწრაფად გავრცელდა პანკისის ხეობაში. ამან საშუალება მისცა გარკვეულ ფუნდამენტალისტურ არაბულ ფონდებს, რომ გაეუმჯობესებინათ მუშაობა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში. ჩაკეტილმა თემმა, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და სადაც კრიმინალი მძვინვარებდა, სახელმწიფო ხელისუფლების არარსებობამ და დიდმა სოციალურმა იმედგაცრუებამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა აგრესიული პროზელიტიზმისთვის. ამის შედეგად, დღესდღეობით 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით 75% თავს სალაფიტური თემის წარმომადგენლად მიიჩნევს. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სალაფიტური თემის წევრებად მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ იმავე ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სალაფიტი სასულიერო პირები ქადაგებენ. ისინი უფრო კონსერვატორები არიან, ვიდრე ე.წ. ,,ტრადიციული“ ისლამის მიმდევრები. სალაფიზმი თავისთავად არის სუნიტური ისლამის ჰანბალი მაზჰაბის კონსერვატიული სწავლება, რომელიც ასწავლის ,,წინაპართა წესით“ ლოცვას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სალაფიზმი ცდილობს, გაწმინდოს ისლამი ეთნიკური, კულტურული, პოლიტიკური და სხვა გავლენის შედეგად მიღებულ ტრადიციებისა თუ რიტუალებისგან. პანკისის ხეობაში მცხოვრები სალაფიტი მუსლიმები ასევე ამტკიცებენ, რომ ეთნიკურ და კულტურულ ტრადიციებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც ყველაფერს, რაც წმინდა წერილში არ არის აღწერილი. ეს აწუხებთ უფროსი თაობის მუსლიმებს, ისინი შეშფოთებულები არიან იმით, რომ ქისტებმა შეიძლება სალაფიზმის 23 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში გავლენით თავიანთი უნიკალური იდენტობა დაკარგონ. ასევე აღსანიშნავია, რომ ტერორისტული მიზნებისთვის ახალგაზრდების რეკრუტირების პროცესში ჩართულმა თითქმის ყველა პირმა განათლება მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების რელიგიურ ცენტრებში და თითქმის ყველა გადაბირებული სალაფიტური თემის წარმომადგენელია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ სალაფიტური თემი სრულად რადიკალიზებულია ან ყველა სასულიერო პირი, ვინც რელიგიური განთლება შუა აღმოსავლეთში მიიღო, რადიკალურ იდეოლოგიას ქადაგებს. პირიქით, სალაფიტი თემის წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობა გმობს ძალადობრივი ექსტრემიზმის და ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას, თუმცა ისინი აღიარებენ რადიკალიზებული ჯგუფების არსებობას სალაფიტურ თემში, რომლებიც თანაუგრძნობენ სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. 36 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველთვის ხვდებოდა თურქეთში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ბუნებრივი ინტერესის არეალში. მათი უმრავლესობა არ გამოხატავს თურქეთის სახელმწიფოს პოზიციას ან ეროვნულ ინტერესს. აღნიშნულ რეგიონში აქტიურად არის წარმოდგენილი თურქეთის რელიგიური ორგანიზაციებისა და ფონდების გარკვეული რაოდენობა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მთიან აჭარაში არსებული სკოლაპანსიონებზე ფულადი შეწირულობის გაცემას. როგორც აჭარაში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, მათი მონაწილეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, რაც გულისხმობს იმას, რომ საარსებო საშუალების არქონის გამო მშობლები შვილებს სკოლა-პანსიონში აგზავნიან, რომელიც უზრუნველყოფს მათ საკვებით, საბაზისო განათლებითა და ძირითადი საცხოვრებელი პირობებით. საზღვარგარეთ წასვლისა და სწავლის შესაძლებლობა ასევე დამატებითი სარგებელია მათთვის. 36. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 35. სახელმწიფოს გააჩნია შეზღუდული ინსტრუმენტები ამ საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების, სასწავლო გეგმების ან კურიკულუმების მონიტორინგისთვის. უფრო მეტიც, სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია მასწავლებლების ან იმ ღირებულებების შესახებ, რომლებსაც ისინი მოსწავლეებს უნერგავენ. მხოლოდ რამდენიმე სკოლა-პანსიონია ღია არამუსლიმი ვიზიტორებისთვის და კიდევ უფრო ცოტა უზიარებს ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აკადემიური სფეროს ან მედიის წარმომადგენლებს. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოღვაწე სასულიერო პირები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები თავის მხრივ, ცდილობენ თავიანთი პოლიტიკურ დღის წესრიგის განხორციელებისთვის საფუძვლის შექმნას საქართველოს შიიტ მუსლიმთა შორის სხვადასხვა ჯგუფის მხარდაჭერით, რომლებიც საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები არიან და ქვემო ქართლსა და კახეთში ცხოვრობენ. ირანის რელიგიური ორგანიზაციების ქმედებები ნათლად ჩანს მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც აშკარა სხვაობა იგრძნობა რეგიონულ ცენტრებსა და პერიფერიას შორის. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ცალსახად დადებითი ნაბიჯების მიუხედავად, როგორიცაა რეგიონში ქართული ენის მასწავლებლების გაგზავნა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამა„4+1“-ს განხორციელება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, ენობრივი ბარიერი და პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრებიდან მოწყვეტა რეგიონს ჯერ კიდევ მოწყვლადს ტოვებს. 4.3. ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი შიდა ფაქტორები გარდა იმისა, რომ საქართველო მოწყვლადია რადიკალიზაციის ხელშემწყობი გარე ფაქტორების მიმართ, ის ასევე დგას ქვეყანაში 24 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი შიდა ფაქტორებიდან მომდინარე გამოწვევების წინაშეც. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს თეოლოგიური, სოციალური და კულტურული, ეკონომიკური და საინფორმაციო ფაქტორები. რადიკალიზაციის თეოლოგიური ფაქტორი მოიცავს რელიგიური ნორმების ინტერპრეტაციას. უფრო კონკრეტულად, რაც აქ იგულისხმება რელიგიური სწავლების კონტექსტუალური და ტექსტუალური განმარტებები. პირველი მათგანი გულისხმობს იმ გარემოებებს, რომელშიც რელიგიური ნორმები განისაზღვრება არსებულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. განმარტების ეს ფორმა პოპულარულია ზომიერი ისლამის მიმდევართა შორის, რომლებიც უფრო ცდილობენ რომ მნიშვნელობა მიანიჭონ არა მხოლოდ იმას, თუ რას ასწავლის რელიგია, არამედ იმასაც, თუ როგორ შეიძლება აისახოს ეს სწავლება თანამედროვე სამყაროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რელიგია საზოგადოების განვითარებას მიჰყვება. რელიგიური ნორმების ეს განმარტება უფრო ღიაა და თანამედროვე სამყაროში თავისუფლად მანევრირებისთვის საკმარის სივრცეს იძლევა. 37 რელიგიური დოგმებისა და სწავლების ტექსტუალური ინტერპრეტაციის მრავალრიცხოვან ინსტრუმენტებს შორის, უპირატესობა ენიჭება იმას, რაც წმინდა წერილშია აღწერილი. ეს ნიშნავს, რომ დოგმების განმარტებისას არ არის გათვალისწინებული ის კონტექსტი, რომელშიც საზოგადოება არსებობს. წმინდა წერილის სწავლების გადაცემა ხდება პირდაპირ, რაიმე ინტერპრეტაციული მიდგომის გამოყენების გარეშე. 38 კონსერვატორი სასულიერო პირები, რომელთა სწავლებაც ფუნდამენტალისტური ხასიათისაა, როგორც წესი, ამგვარ მიდგომას იყენებენ დოგმების ინტერპრეტაციისას. ასეთი სწავლების ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ის ეწინააღმდეგება კულტურის 37. გიორგი გობრონიძე, ისლამური რადიკალიზაციის პრობლემები: სახელმწიფოს პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები – ხედვა საქართველოდან(თბილისი: კავკასიური სახლი, 2017), http://regional-dialogue.com/wp-content/uploads /2018/03/mar-GE.pdf. 38. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 37. დესაკრალიზაციას. ის ასევე კრძალავს გამოხატვის მრავალფეროვნებას, როგორიცაა რელატივიზმი, სხვა სიტყვებით, რამდენიმე სიმართლის არსებობას. ასეთი მიდგომა ნაყოფიერ იდეოლოგიურ საფუძველს ქმნის რადიკალური სასულიერო პირებისთვის, რომლებიც უარყოფენ თანამედროვე სამყაროს ინტეგრირების ტენდენციებს, გლობალიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტებს. რელიგიური სწავლების ტექსტუალური ინტერპრეტაციები თანამედროვე სამყაროს წარმოაჩენს, როგორც ბოროტებას, რომელსაც ყველა უნდა ებრძოლოს. საქართველოში აღნიშნული ფაქტის არსებობა ძირითადად განპირობებულია რელიგიური განათლების რეგულირებისა და მონიტორინგის მექანიზმების არარსებობით. როგორც ზემოთაა აღნიშნული, რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ერთნაირად არის დახურული. 39 საქართველოში რადიკალიზაციის სხვა დეტერმინანტებს შორის ეკონომიკური საკითხებიც დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონებს, რომლებიც მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკური რელიგიური თემებით, იგივე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვთ, როგორც დანარჩენ ქვეყანას. ამ ვითარებაში, ცხოვრების დაბალი დონე და ხარისხიან განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა სოციალურკულტურულ ფაქტორებთან ერთად, რომლებიც დამახასიათებელია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებული რეგიონებისთვის, საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხელშემწყობ პირობებს ქმნის. ამ კონტექსტში იქმნება წარმოდგენა, რომ საქართველოდან სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასულმა პირებმა ახლო აღმოსავლეთში წარმატებას მიაღწიეს. თუმ39. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო(2010), https://www.tsu.ge/ data/file_db/xarisxis_martvis_dep/charcho.pdf. 25 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ცა ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობები შეზღუდულია, ასეთი ,,წარმატებული ისტორიები“ ახალგაზრდებს რადიკალურ განწყობას უღვივებს. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს სოციალური სტატუსის მოპოვების ინსტრუმენტს ან გზას უკეთესი მომავლისკენ. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია. არა მხოლოდ სოციალური, არამედ მეინსტრიმ მედიაც ხშირად ხელს უწყობს ,,წარმატებული ისტორიების“ გავრცელებას.” 40 4.4. საქართველოში რადიკალიზაციის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები ზემოთ განხილული გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საქართველოში რადიკალიზაციის და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორებისთვის. რადიკალიზაციის სოციალურ-კულტურულ დეტერმინანტზე დაფუძნებული განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები საქართველოს რეგიონებში, კერძოდ პანკისის ხეობაში, აჭარაში, გურიასა და ქვემო ქართლში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდების რადიკალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი დეტერმინანტი იმედგაცრუებაა. პანკისში ჩატარებულმა ინტერვიუებმა ადვილად გამოავლინა იმედგაცრუების გრძნობა. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები სახელმწიფოსგან ნაკლებ ყურადღებას გრძნობენ, რომ არ არსებობს პირობები თვითრეალიზაციისთვის. პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ნაკლები ჩართულობა იმედგაცრუებას კიდევ უფრო 40. Gerard Chaliand and Arnaud Blin, The History of Terrorism from Antiquity to Al Qaeda,trans. Enward Schneider, Kathryn Pulver, and Jesse Browner(Berkeley: University of California Press, 2005). აღრმავებს. ,,ჩვენ ყოველ დღე გვიწევს იმის ახსნა, რომ ვართ არა ტერორისტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც ჩვეულებრივი ცხოვრება და პრობლემები გვაქვს“, ,,სახელმწიფო საფრთხედ აღიქვამს, რაც დამამცირებელია“,- აცხადებენ რესპონდენტები. 41 პერსპექტივის არარსებობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეგიონში მძლავრი ექსტრემიზმის ხელშემწყობი ერთერთი განმზიდველი ფაქტორი. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სირიასა და ერაყში წასვლა გამოსავალი და პატივისცემისა და სოციალური სტატუსის მოპოვების საშუალებაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების ქართველი წევრების ე.წ. ,,წარმატებული ისტორიები“. რადიკალური ჯგუფები ქართველი ტერორისტი ლიდერების ფაქტორს ახალგაზრდების მისაზიდად იყენებენ. სწორედ ეს დასახელდა პანკისელი ორი სკოლის მოსწავლის ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების ძირითად მიზეზად. 42 ,,ისინი მოიხიბლნენ ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი ქართველი საველე მეთაურების გმირობის ისტორიებით. მათ სჯეროდათ, რომ ეს ადამიანები სიმართლისთვის იბრძოდნენ, მათ ჩანთები სკოლაში დატოვეს და ტერორისტულ ორგანიზაციას პირდაპირ სკოლის მერხიდან შეუერთდნენ“,- აღნიშნავენ რესპონდენტები. 43 აჭარასა და გურიაში ჩატარებულმა ინტერვიუებმა ასევე გამოავლინა, რომ იმედგაცრუება ადგილობრივი მუსლიმი თემის რადიკალიზაციის ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ინტერვიუს დროს აღინიშნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თემის წევრებს ავიწროვებდნენ სამსახურებში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. 41. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 35. 42. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 35. 43. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 35. 26 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს უსამართლობის, უცხოობის და მოწყვლადობის განცდას. ინტერვიუების დროს აღინიშნა, რომ ახალგაზრდობის მცირე ნაწილი მიიჩნევს, თითქოს ამგვარი უსამართლობის დამარცხება მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში რელიგიურ ნიადაგზე რადიკალიზაციის პრობლემა არ არის წარმოდგენილი უსაფრთხოების დღის წესრიგში, არსებული წარმოდგენები და შეშფოთება(მათ შორის, მეჩეთების აშენების მოთხოვნები) მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და სათანადო კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ახალი მეჩეთების მშენებლობასთან ან არსებულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე მწვავედ დგას ქვემო ქართლშიც. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე მეჩეთი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კუთვნილებაშია. ეს ქმნის რისკს, რომ ერთ დღეს ეს შენობები შეიძლება გაყიდოს, როგორც ჩვეულებრივი უძრავი ქონება და გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებით. ქვემო ქართლში იმედგაცრუების სხვა დეტერმინანტები უფრო სოციალურ-პოლიტიკური და ეთნო-კულტურულია, ვიდრე რელიგიური. რეგიონი გამოირჩევა თავისი კონტექსტით, რამდენადაც მისი მოსახლეობა ერთდროულად წარმოადგენს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობას. რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა შიიტური ისლამის მიმდევარი ეთნიკური აზერბაიჯანელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აზერბაიჯანულ თემს ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია აქვს, ამ ჯგუფის სრულფასოვანი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში კვლავაც გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა ზოგადად გამოწვეულია ენობრივი ბარიერით. უკანასკნელი კვლევების თანახმად, 44 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 31%-მა იცის ქართული. 45 აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები დაბრკოლებებს აწყდებიან საჯარო სექტორში დასაქმების მცდელობისას. ენობრივი ბარიერი ანალოგიურად ამცირებს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებსაც. აღნიშნული პრობლემა ასევე აისახება ადგილობრივი თემის საარჩევნო და პოლიტიკურ ქცევაზეც. ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გულგრილია პოლიტიკური პროცესების მიმართ. შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები, დაბალი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, პოლიტიკური პროცესებისგან გაუცხოება და გამოხატვის შეზღუდული შესაძლებლობები ქვემო ქართლის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის უთანასწორობის შეგრძნებას ქმნის. ამგვარი დეზინტეგრაცია იწვევს არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის გაუცხოებას დანარჩენი ქართული საზოგადოებისგან, არამედ ასევე იწვევს უსამართლობის განცდასაც, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს იმედგაცრუების საფუძველზე რადიკალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი. რადიკალიზაციის თეოლოგიურ დეტერმინანტზე დაფუძნებული განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თითქმის ყველა რესპონდენტი თანხმდება იმას, რომ ე.წ. ,,ტერორისტული მიგრაციის“ ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორები რელიგიური და იდეოლოგიურია. ჯიჰადის და ისლამური ესქატოლოგიის დამახინჯებული აღქმა გახდა ძირითადი მოტივატორი იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომლებიც სირიასა და ერაყში გაემგზავრნენ. რადიკალიზაციის გამომწვევ თეოლოგიურ ფაქტორებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა რელიგიური დოგმების კონტექტუალურ 44. Jonathan Wheatley, The Integration of National Minorities in the Samtskhe-Javakheti and Kvemo Kartli provinces of Georgia(Tbilisi: European Centre for Minority Issues, 2009). 45. უნდა აღინიშნოს, რომ აქ წარმოდგენილი ინფორმაციის მოპოვება რთულია შესაბამისი მონაცემების არ არსებობის გამო. სახელმწიფოს არ აქვს ზუსტი მონაცემები იმ ეთნიკური უმცირესობების შესახებ, რომლებიც ქართულად ლაპარაკობენ. 27 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში და ტექსტუალურ ინტერპრეტაციებს შორის წინააღმდეგობაში მდგომარეობს, რაც ზემოთ დეტალურადაა განხილული. რადიკალების წარმოდგენით, მაჰდი მოვა განკითხვის დღემდე, რათა დაასრულოს მუსლიმური სამყაროს ნგრევა, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ მუსლიმური ხალიფატის, ისლამური სახელმწიფოს იდეალური მოდელის შექმნით. ხალიფატის კონცეფცია გაგებულია, როგორც ,,ზეციური სამეფო დედამიწაზე“. ,,ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილ ე.წ. ,,ხალიფატს“ ჰადითში მოხსენიებულ ბოლო ხალიფატად აღიქვამდა ბევრი მათგანი, ვინც მის რიგებს შეუერთდა რელიგიური და იდეოლოგიური მოსაზრებებით. პანკისში რესპონდენტები ასახელებენ ბესო კუშტანაშვილს, როგორც მაგალითს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას მხოლოდ რელიგიური და იდეოლოგიური მოტივაციის საფუძველზე შეუერთდა. 46 მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს ასევე აჭარასა და ქვემო ქართლშიც, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა ეჭვობს, რომ სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ ჯგუფებში ჩასართავად წასულ მებრძოლებს ფინანსური მოტივაცია აქვთ. 46. ეკა ქევანიშვილი, ,,გზა- პანკისიდან სირიამდე,” რადიო თავისუფლება, 26 სექტემბერი, 2014,(მოძიებული 2018 წლის 11 ივლისს). https://www.radiotavisupleba.ge/a/pankisidan-siriamde/26607262. html. 5. ეთნიკური და პოლიტიკური რადიკალიზაციის პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველო არ დგას ნაციონალისტურ ექსტრემიზმთან დაკავშირებული სერიოზული და პირდაპირი საფრთხეების წინაშე, მწვავე გამოწვევის პირველი ნიშნები მკაფიო და საგანგაშოა სახელმწიფოსთვის. საზოგადოებაში მემარჯვენე ფრთის ნარატივების მზარდი პოპულარობა მიუთითებს იმაზე, რომ 90იანი წლების ,,რომანტიკული ნაციონალიზმის“ მოძრაობის გარკვეული სენტიმენტები ჯერ კიდევ შეინიშნება ქართულ საზოგადოებაში და შესაძლოა, სწორედ ეს იქცეს რადიკალიზაციის ხელშემწყობ დამატებითი ფაქტორად ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ეთნიკური და პოლიტიკური რადიკალიზაციის პრობლემა გაანალიზებული უნდა იქნეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური და საინფორმაციო ფაქტორების ჭრილში. 5.1. პოლიტიკური ფაქტორები როგორც შესავალშია აღნიშნული, პოლიტიკური ფაქტორებით განპირობებული რადიკალიზაცია მიეკუთვნება იმ პრობლემათა რიგს, რომლებზეც ღიად არ საუბრობენ არც პოლიტიკურ ჯგუფები და არც ქართული საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ის სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს დედაქალაქი ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული რამდენიმე აქციის მოწმე გახდა. ამ დემონსტრაციებს დაახლოებით ორი ათასი ადამიანი შეუერთდა. ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და პოპულისტური ნარატივების გარდა, პოლიტიკური მმართველი წრეების მიერ შესასწავლი რეგიონებისადმი, მათ შორის ეთნიკური ან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლის მიმართ ინტერესის არქონა და უმცირესობების საჭიროებების შესახებ სტრატეგიული ხედვის არარსებობა გარკვეულწილად ამძა28 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ფრებს საქართველოს ფრაგმენტირების საკითხს. საზოგადოების რამდენადაც აზერბაიჯანის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სასაზღვრო რეგიონები სტერეოტიპულად მმართველი წრეების მხარდამჭერებად აღიქმება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ქვეყნის სათავეში, ბევრ შემთხვევაში ოპოზიცია უფრო ნაკლებ მოტივირებულია, რომ გამოჰყოს შეზღუდული რესურსები საარჩევნო კამპანიისთვის ან რეგიონში პოზიციების განსამტკიცებლად. თითქმის არც ერთი მათგანი არ გვთავაზობს სპეციალურ პროგრამებს ან სტრატეგიებს, რომელთა მიზანიც იქნება ეთნიკური უმცირესობების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, კერძოდ, ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართვა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და არსებული ენობრივი ბარიერის გადალახვა. ასეთი დამახინჯებული სოციალური კონსტრუქციები პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობას ამცირებს. ამგვარი გულგრილობა პოლიტიკური პროცესების მიმართ, ძირითადად ახალგაზრდობისგან, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმის ერთერთ ძირითადი წინაპირობაა. ეს ვითარება საშუალებას აძლევს პოპულისტურ და ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს, საკუთარი პოზიციები მომავალშიც გააძლიერონ და მოქმედებს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე შესაძლო რადიკალიზაციის დეტერმინანტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მართალია, ეროვნულ და პოლიტიკურ დონეზე ჯერ არ არსებობს ძალადობრივი ექსტრემიზმის უშუალო საფრთხე, თუმცა, ქვეყანაში არსებული ვითარება საჭიროებს ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. 5.2. საინფორმაციო ფაქტორები საქართველოში ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემა ქვეყანაში მუდმივი განხილვის საგანია. ერთი მხრივ, ენობრივი ბარიერი და მეორე მხრივ, ადგილობრივი მედიის სისუსტე მწვავე პრობლემას უქმნის ეთნიკურ უმცირესობებს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის რამდენიმე გადაცემა ეთნიკური უმცირესობების ენებზე, თუმცა ძირითადად საინფორმაციო გადაცემებია და სატელევიზიო ბადეში მინიმალურ ნაწილს იკავებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კარგად ვერ ასახავს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს და არ ფარავს სამიზნე რეგიონების შესაბამის თემებს. ენობრივი ბარიერი და ადგილობრივი მედიის სისუსტე არა მხოლოდ ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, არამედ საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ უმცირესობებს ორმაგ საინფორმაციო რეალობას უქმნის. ამჟამად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ინფორმაციას იღებენ სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო წყაროებიდან, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურია. ინტერვიუების დროს რესპონდენტებმა გამოხატეს შეშფოთება მოსახლეობაზე ადგილობრივი მედიის ამგვარი გავლენის შესახებ. ურთიერთსაწინააღმდეგო საინფორმაციო არხებმა შეიძლება ხელი შეუწყოს აღნიშნულ ჯგუფებს შორის მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ასეთი დაძაბულობის პირველი ნიშნების არსებობა აშკარაა. 47 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რადიკალიზაციის ხელშემწყობი საინფორმაციო ფაქტორი უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ერთი მხრივ, ფართოდ არის აღიარებული ქართული მედიის ხელმისაწვდომობისა და ქართული საინფორმაციო რეალობიდან ეთნიკური უმცირესობების გამორიცხვა, რაც დამატებით 47. პანკისის ხეობაში გამართული დისკუსიის მონაწილეები (დეკემბერი 12, 2018), ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების კვლევა(გიორგი გობრონიძე, ინტერვიუერი). 29 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში პრობლემებს უქმნის უმცირესობებს, რომ შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება სახელმწიფოში და შესაბამისად, მოქმედებს, როგორც რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი. მეორე მხრივ, უცხოური საინფორმაციო საშუალებების გავრცელება ადვილად ავსებს საინფორმაციო გარემოში არსებულ ვაკუუმს და უარყოფით გავლენას ახდენს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების აღქმაზე ერთმანეთთან მიმართებაში. 6. საქართველოს მთავრობის ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის და გატარებული ღონისძიებების ანალიზი სანამ ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის საფრთხე კვლავ უჩვეულო გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში, საქართველოს ხელისუფლება სერიოზული დაბრკოლებების წინაშე დგას ექსტრემიზმთან ბრძოლის კომპლექსური სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პირველი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრებაა. ახალი ცვლილებებით გამოიყო საერთაშორისო ტერორიზმი. გარდა ამისა, ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანება, საზღვარგარეთ ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ან მესამე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ნებისმიერი ფორმით ტერორიზმში ჩართვის პირდაპირი მოწოდების შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრება ყველას, განურჩევლად ამ მიზნით გამოყენებული საინფორმაციო წყაროებისა. 48 საქართველოს კანონმდებლობაში ამ ცვლილებების შეტანა წინგადადგმული ნაბიჯი იყო ტერორიზმის ყოვლისმომცველი განმარტების გასაკეთებლად. გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით საერთაშორისო ტერორიზმი 48. საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, https://matsne.gov.ge/en/document/view/21796?publication=9 (მოძიებული 2018 წლის 14 ივლისს). გამოიყო ტერორიზმის სხვა ფორმებისგან, რაც საქართველოს საკანონმდებლო სისტემას უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება. ამ მიზნით გადაიდგა კომპლექსური ნაბიჯები. უპირველეს ყოვლისა, გამკაცრდა მოქალაქეობის მინიჭების მექანიზმი. გარდა ამისა, გაიზარდა სამგზავრო დოკუმენტების დაცვის დონე. სასაზღვრო პოლიციამ მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციების ნუსხები და დამატებითი აღჭურვილობა შეიძინა საზღვრის უკეთ მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. 49 შეზღუდული მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმების მიუხედავად, აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული დადებითი ნაბიჯები. ეს ქმედებები მიმართული იყო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშესაწყობად, რამაც შეიძლება ნაწილობრივ შეამციროს ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი განმზიდველი ფაქტორები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო მომსახურების ხელმისაწვდომობის სიმარტივე და საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. ამ ცვლილებებმა დადებითი გავლენა მოახდინა აჭარის, გურიისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის ცხოვრების დონესა და სოციალურ პირობებზე. აღსანიშნავია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები. 2016 წელს სამინისტრომ პანკისის ხეობაში კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა. პანკისის მაცხოვრებლებს შესთავაზა საკუთარი ქვეყნის სამხედრო სამსახურში მსახური. 2016 წლის 16 თებერვალს დაიწყო ახალწვეულთა რეგისტრაცია. 22 თებერვლის შემდეგ სამინისტრომ სამხედრო ბაზებზე მუსლიმი ჯარისკაცებისთვის მეჩეთების გახსნის პროცესი დაიწყო. 2016 წლის აპრილში სამინისტრომ სოფელ ომალოს ერთ-ერთი სპორტული კლუბი საკუთარი პატრონაჟის ქვეშ 30 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში აიყვანა. ასევე განხორციელდა დამატებითი ღონისძიებები პანკისში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გასაწევად. როგორც უკვე აღინიშნა, სამწუხაროდ, ასეთი ნაბიჯები არ მოიცავს მთლიან სივრცეს. პანკისის ხეობის მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ე.წ. ,,სალაფიტი უმცირესობა“ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ გამართული შეხვედრები შერჩევითი იყო და მხოლოდ ე.წ. ,,ტრადიციული ისლამის“ მიმდევრები იყვნენ მიწვეულები. ინტერვიუების მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს ეფექტური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას სასურველი ჯგუფების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების გზით, რაც ზოგადად უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე. იმავე პრობლემას გაუსვეს ხაზი ასევე აჭარასა და ქვემო ქართლში. 2015 წელს მთავრობამ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია მიიღო. 50 სტრატეგია ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. მისი მიზნებია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, მათთვის თანაბარი ეკონომიკური და სოციალური პირობების და შესაძლებლობების შექმნა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვა და ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს წახალისება. 51 სტრატეგიის მიღება წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ამ დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი 50. საქართველოს მთავრობის ბრძანება № 1740(აგვისტო 17, 2015 წ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა, http://smr.gov.ge/Uploads/esen_55b90432.pdf. 51. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 50. სისტემური მიდგომა და ის ზოგადად, ძირითადად ფოკუსირებულია ეთნიკურ უმცირესობებზე. მასში წარმოდგენილი არ არის რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. სტრატეგიისა და თანდართული სამოქმედო გეგმების მიზნების პრაქტიკაში განხორციელება ძალიან რთულია, თუმცა, დოკუმენტი არ აჩვენებს მამოძრავებელ ძალას იმ გამოწვევების უკან, რომელთა წინაშეც სახელმწიფო დგას უმცირესობების ინტეგრაციასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ეხება უფრო გავლენას, ვიდრე მიზეზებს. მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულფასოვანი ჩართულობის მიზნით სტრატეგიაში წარმოდგენილია შემდეგი ამოცანები: მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეთნიკური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებები. თანასწორი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ სხვა პოლიტიკური აქტორების ჩართვაც. საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო ქცევასთან დაკავშირებული კვლევის პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განუხილავს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები მის სტრატეგიულ ხედვასა და პროგრამულ დოკუმენტებში. 52 უფრო მეტიც, პოლიტიკური აქტორები დიდად არ არიან დაინტერესებულები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების დასაქმებით. მაგალითად, როგორც პანკისში აღნიშნეს რესპონდენტებმა, ბოლო 52. გიორგი გობრონიძე, ეთნიკური უმცირესობების ელექტორული ქცევის განხილვა,(26 თებერვალი, 2018). 31 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დროს არც ერთი ეთნიკური ქისტი არ იყო წარმოდგენილი პარტიულ სიებში მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სოციალურად აქტიურ ახალგაზრდას ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი. 53 ასევე რთულია ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის კიდევ ერთი ამოცანის- მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდის მიღწევა დღევანდელი სტატუს კვოს გათვალისწინებით. სტრატეგიის მიხედვით, ქართული მედია წყაროებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული პრობლემა უნდა გადაიჭრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, მაგრამ ის შეიძლება იყოს მრავალთაგან მხოლოდ ერთი აქტორი და არა ქვეყნის საინფორმაციო პოლიტიკის ფლაგმანი სამიზნე რეგიონებში. ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სტრატეგია ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის და ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას ამ ამოცანის შესასრულებლად. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი ღონისძიებები ნაკლებად ეფექტურია, რადგან კამპანიები არასისტემური ხასიათისაა და ტარდება ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, რომელიც თავის მხრივ, პარტიის აქტივისტებს ეყრდნობა. შესაბამისად, საზოგადოების შესაბამის სეგმენტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. გარდა ამისა, მთავრობას არ გააჩნია სათანადო ინსტრუმენტი ამგვარი კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად. ძირითადი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ხდება კამპანიების შეფასება, არის მოცვა/მოქმედების ფარგლები. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, რომელიც ერთ-ერთია ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის ოთხი ძირითადი მიზნიდან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი განმზიდველი ფაქტორების შემცირებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად მისი მნიშვნელობა ასევე უნდა იქნას აღნიშნული სხვა დოკუმენტებსა და სახელმწიფო პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის სინერგიის შექმნა და აღნიშნული მიზნის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში წარმოდგენაც, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ეროვნული სტრატეგია. 54 სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის სტრატეგიული მიდგომას ეთნიკური უმცირესობებისათვის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის საკითხის მოცვის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულება ცალმხრივად ქმნის საკუთარ ხედვას და მიდგომა კრიტიკული გამოწვევების მიმართ ფრაგმენტულია. 53. იხ. ზემოაღნიშნული შენიშვნა 35. 54. საქართველოს მთავრობა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია: საქართველო 2020 წ. (თბილისი, 2014), http://www.mrdi.gov.ge/sites/default/files/1_sakart velos_socialur-ekonomikuri_ganvitarebis_strategiis_-_sakart velo_2020.pdf. 32 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში 7. დასკვნა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის მთავრობამ ღონისძიებები უნდა განახორციელოს სისტემურ მიდგომასთან შესაბამისობაში, რაც აუცილებელია ექსტრემიზმთან ბრძოლის ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის შესაქმნელად. ეფექტური შედეგების მისაღწევად ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სხვადასხვა სამთავრობო სტრატეგიაში ასახული ინკლუზიური პროგრამები და ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკა. აქცენტი უნდა გაკეთდეს ძალადობრივ ექსტრემიზმთან საბრძოლველად საზოგადოებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკურ მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე. რადიკალიზაციასთან ბრძოლის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადგილობრივი თემის განვითარებას. აქ განიხილება ისე-თი ღონისძიებების განხორციელება, როგორებიცაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმა. ამავდროულად, ადგილობრივი საზოგადოება უნდა ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში შერჩევითი მიდგომების გამოყენების გარეშე. სინერგიული მიდგომის გამოყენება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებას, ასევე მნიშვნელოვანია ექსტრემიზმთან ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად. ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციების მიღება ნაყოფიერ ნიადაგს შექმნის საქართველოს ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ქვეყანა მიიღებს ინკლუზიურ, ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც ფოკუსირებულია არა პრობლემის სიმპტომების აღმოფხვრაზე, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მის მიზეზებზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების შემცირების მიზნით განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებები: • პირველ რიგში, ინკლუზიური პოლიტიკის დოკუმენტის, ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის სტრატეგიის მიღება, სადაც განხილული იქნება რადიკალიზაციის ხელშემწყობი თითოეული განმზიდველი და მიმზიდველი ფაქტორი და წარმოდგენილი იქნება ზუსტი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს თითოეული მათგანის მოგვარება; • სხვადასხვა აქტორებს შორის სინერგიის გაუმჯობესება. ამ მხრივ კოორდინირებისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შემუშავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და სპეციალიზებული სერვისების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი ორგანო; • საქართველოს ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლის პოლიტიკა უფრო კომპლექსური და სისტემური უნდა გახდეს. განათლებაზე, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და სამოქალაქო შერიგებაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულება, ასევე სამოქალაქო აქტორები ჩართულები უნდა იყვნენ ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომის შემუშავებაში, რომელიც ფოკუსირებული იქნება ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საზოგადოების მხარდაჭერასა და ჩართულობაზე; • ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების უზრუნველყოფა. ამ მიზნით უნდა განხორციელდეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის რეგულარული ანალიზი და სტრატეგიაში განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებების სისტემური შეფასება; 33 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში • პარლამენტის მიერ ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის სტრატეგიის განხორციელების კონტროლი. ამ სტრატეგიის ფარგლებში კონკრეტული პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამ-თავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა შესაბამისად უნდა წარუდგინონ ანგარიში საქართველოს პარლამენტს; • სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია უნდა გადახედოს: - პირველ რიგში, სტრატეგია ასევე უნდა ასახავდეს რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს; - ასევე, უმჯობესი იქნება უმცირესობების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზების უკეთ ჩვენება; - უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის გასაუმჯობესებლად, უნდა განხორციელდეს ღონისძიებები პოლიტიკური პარტიების მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა დასაქმების წახალისების მიზნით; - მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომის დანერგვა და უბრალო ხალხთან წვდომა უმცირესობათა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერებასთან დაკავშირებული გამოწვევის მოგვარების მიზნით. ერთერთი ვარიანტია საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების კურსის გადახედვა, სადაც მეტი ყურადღება დაეთმობა უმცირესობათა უფლებებს. უფრო მეტიც, უმნიშვნელოვანესია უმცირესობებისა და საზოგადოების დომინანტი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ერთობლივი საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. • სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის რეგიონალური განვითარების სტრატეგიებს, კერძოდ, სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას: - დოკუმენტი უნდა ასახავდეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს და განიხილავდეს ზემოაღნიშნული სამიზნე რეგიონების კონკრეტული მახასიათებლებს. 34 თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ლიტერატურა ბარამიძე, რუსლან:„ ისლამური სახელმწიფო და საქართველოს მუსლიმური თემი“. თბილისი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, 2015. https://ge.boell.org/ka/2015/07/07/islamuri-sa xelmcipo-da-sakartvelos-muslimuri-temi. გობრონიძე, გიორგი: „ისლამური რადიკალიზაციის პრობლემები: სახელმწიფოს პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები – ხედვა საქართველოდან“. თბილისი, კავკასიური სახლი, 2017. http://regio nal-dialogue.com/wp-content/uploads/2018/03/mar-GE.pdf. გოგუაძე, გიორგი და კაპანაძე, სერგი:„ დაეში და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები“. თბილისი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, 2015. თურაძე, ეთერ: ,,მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში.“ Batumelebi.ge, 5 მარტი, 2016. (მოძიებული 2018 წლის 4 ივლისს). http://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/38053/. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, 2010. htt ps://www.tsu.ge/data/file_db/xarisxis_martvis_dep/charcho.pdf. „საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“. https://matsne.gov.ge/en/document/view/21796?publi cation=9https://matsne.gov.ge/en/document/view/21796?publication=9(მოძიებული 2018 წლის 14 ივლისს). საქართველოს მთავრობა: „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო 2020“. თბილისი, 2014. http://www.mrdi.gov.ge/sites/default/files/1_sakartvelos_socialur-ekonomikuri_ganvita rebis_strategiis_-_sakartvelo_2020.pdf. „საქართველოს მთავრობის ბრძანება № 1740“, აგვისტო 17, 2015 წ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა. http://smr. gov.ge/Uploads/esen_55b90432.pdf. საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა: „რელიგიები საქართველოში“. თბილისი, 2018. http:// dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8483/1/Religiebi_Saqartveloshi.pdf. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიში“. თბილისი. https://ssg.gov.ge/uploads/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83 %92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/SSSG%20 Report%202017.pdf. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: „მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები“. თბილისი, 2016. http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/english/population/Census_ release_ENG_2016.pdf. ქევანიშვილი, ეკა: ,,გზა- პანკისიდან სირიამდე.” რადიო თავისუფლება, 26 სექტემბერი, 2014.(მოძიებული 2018 წლის 11 ივლისს). https://www.radiotavisupleba.ge/a/pankisidan-. “About 900 Azerbaijani Citizens joined ISIS in Syria and Iraq.“ APA News, 2017. http://en.apa.az/azerbaija ni-news/developments/sss-chief-about-900-azerbaijani-citizens-joined-terrorist-groups-in-syria-and-iraq.html. “Over 15,000 books examined in Azerbaijan.“ News.az, November 29, 2011. Accessed July 11, 2018. https:// news.az/articles/society/49711. Benmelech, Efraim, and Esteban F. Klor:„ What Explains the Flow of Foreign Fighters to ISIS?“ Evanston, Illinois: The Kellogg School of Management, Northwestern University, 2016. https://www.kellogg.northwestern.edu/faculty/ benmelech/html/BenmelechPapers/ISIS_April_13_2016_Effi_final.pdf. Chaliand, Gerard, and Arnaud Blin: „The History of Terrorism from Antiquity to Al Qaeda“. Translated by Enward Schneider, Kathryn Pulver, and Jesse Browner. Berkeley: University of California Press, 2005. Gurr,Tedd: „Why Men Rebel“. Princeton: Princeton University Press, 1969. IACP Committee on Terrorism:„ Countering Violent Extremism“.(CVE) Working Group. http://www.theiacp.org/ portals/0/pdfs/IACP-COT_CommonLexicon_Eng_FINALAug12.pdf(accessed July 28, 2018). Mandaville, Peter: „Global Political Islam“. London: Routledge, 2007. National Security Concept of the Republic of Azerbaijan Republic 2007. 2007. https://www.files.ethz.ch/ isn/154917/Azerbaijan2007.pdf(accessed July 14, 2018). National Statistics Office of Georgia. 2014 General Population Census. Tbilisi, 2016. http://www.geostat.ge/ cms/site_images/_files/english/population/Census_release_ENG_2016.pdf. Organization for Security and Cooperation in Europe: „Preventing Terrorism and Countering Violent Ex tremism and Radicalization that Lead to Terrorism: A Community-Policing Approach“. https://www.osce.org/ atu/111438?download=true(accessed July 28, 2018). Tarras-Wahlberg, Louisa:„ Promises of Paradise? A Study on Official ISIS-Propaganda Targeting Women.“ Mas ter thesis, Swedish Defence University, 2016. http://fhs.diva-portal.org/smash/get/diva2:942997/FULLTEXT01.pdf. The Caucasus Research Resource Centers:„ Caucasus Barometer Survey: 2008-2013.“ http://caucasusbarome ter.org/en/cb-az/IMPISS1/(accessed June 20, 2018). The Counter Extremism Project. https://www.counterextremism.com/glossary(accessed July 28, 2018). The European Parliament:„ Radicalization and violent extremism- focus on women: How women become ra dicalized, and how to empower them to prevent radicalization.“, http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/ STUD/2017/596838/IPOL_STU(2017)596838_EN.pdf(accessed July 28, 2018). თბილისი ძალადობრივი ექსტრემიზმის ფესვები აზერბაიჯანსა და საქართველოში ლიტერატურა Trade and Economics:„ Azerbaijan’s Military Expenditures 1992-2018.“, 2017. https://tradingeconomics.com/azer baijan/military-expenditure(accessed July 1, 2018). U.S. Department of State, Bureau of Counterterrorism and Countering Violent Extremism: „Country Reports on Terrorism 2016, Chapter 2, Country Reports: Europe.“, Washington, D.C., 2017. https://www.state.gov/j/ct/rls/ crt/2016/272231.htm. Valiyev et al: „Social protection and Social Inclusion in Azerbaijan.“, European Commission. 2011. https://www.re searchgate.net/profile/Anar_Valiyev/publication/281371904_Social_Inclusion_in_Azerbaijan/links/55e425ce08ae 6abe6e8e909a/Social-Inclusion-in Azerbaijan.pdf?origin=publication_detail(accessed June 20, 2018). Valiyev, Anar: „Azerbaijan: Islam in Post-Soviet Republic.“, Middle East Review of International Affairs 9, no. 4 (December 2005): 1-13. http://www.rubincenter.org/2005/12/valiyev-2005-12-01/. Valiyev, Anar: „Foreign Terrorist Groups and Rise of Home-grown Radicalism in Azerbaijan.“, HUMSEC Jour nal 2(2008): 95-112, https://www.researchgate.net/profile/Anar_Valiyev/publication/52010785_Foreign_Terrorist_ Groups_and_Rise_of_Home_grown_Radicalism_in_Azerbaijan/links/09e41513377216e643000000/Foreign-Terro rist-Groups-and-Rise-of-Home-grown-Radicalism-in-Azerbaijan.pdf?origin=publication_detail. Valiyev, Anar: „Azerbaijan’s Balancing Act in the Ukraine Crisis.“ PONARS Eurasia Policy Memo No. 352. 2014. http://www.ponarseurasia.org/memo/azerbaijans-balancing-act-ukraine-crisis(accessed June 20, 2018). Wheatley, Jonathan: „The Integration of National Minorities in the Samtskhe-Javakheti and Kvemo Kartli provinces of Georgia.“, Tbilisi: European Centre for Minority Issues, 2009. Wilhelmsen, Julie.“Islamism in Azerbaijan: How Potent?” Studies in Conflict and Terrorism 32, no. 8(2009): 726-742. World Bank Poverty Reduction and Economic Management Unit: „Azerbaijan- Country Economic Memorand um: A New Silk Road- Export-led Diversification.“, Report No. 44365-AZ(2009). https://openknowledge.worldbank. org/bitstream/handle/10986/3154/443650ESW0AZ0P1IC0Disclosed01161101.pdf?sequence=1&isAllowed=y(ac cessed June 20, 2018). World Bank: „Doing Business 2009: Country Profile for Azerbaijan.“, 2008. http://documents.worldbank.org/cura ted/en/229201468209666695/pdf/457020WP0Box331091AZE0Sept029102008.pdf(accessed June 20, 2018). Yunusov, Arif: „Islamic Palette of Azerbaijan.“, Baku, Adilgoli, 2012. ავტორების შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი(GCSD) არის არასამეწარმეო, არა სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა. ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობა მოიცავს: კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მკვლევართა გუნდი: ქართველი მკვლევარი- გიორგი გობრონიძე აზერბაიჯანელი მკვლევარი- ანარ ვალიიევი კვლევის თანაშემწე- ჰაჯარ ჰუსეინოვა კვლევის თანაშემწე- აფაგ ალიზადა კვლევის თანაშემწე- გიორგი მოდებაძე იმპრესარიუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ. 4/ 0179, თბილისი| საქართველო პასუხისმგებელი პირი: ფელიქს ჰეტი| სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ:+995 32 225 07 28 http://fes-caucasus.org/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: stiftung@fesgeo.ge დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.