სოციალური მუშაობის წარმატებისათვის აუცილებელია გარანტირებული წინაპირობების არსებობა, რომლის მიხედვითაც, მთავარ ამოსავალ წერტილს ადამიანი წარმოადგენს. სოციალური მუშაკების განათლება და საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ სტანდარტებს, რათა მათ დაინტერესებულ პირებს საუკეთესო ხარისხის მომსახურეობა გაუწიონ. სწორედ აქ იჩენს თავს სახელმწიფოს ვალდებულება, გამოყოს საკმარისი რესურსი და შეიმუშავოს შესაფერისი სამართლებრივი ჩარჩო იმისთვის, რომ უზრუნველყოს სოციალური მუშაკების დამოუკიდებლობა და მათი საქმიანობის მაღალი ხარისხი. ფელიქს ჰეთ ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფიო კილაძე, ანა ფირცხალაშვილი სოფიო კილაძე, ანა ფირცხალაშვილი სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო ISIBSNBN97987-89-934-18-688-80-4?9??3?-9 სოფიო კილაძე ანა ფირცხალაშვილი სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო თბილისი 2018 წინამდებარე ნაშრომი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდი სა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და ა ( ა ) იპ დე მოკრატიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ავტორები: სოფიო კილაძე იურისტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ანა ფირცხალაშვილი სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსი ტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი რედაქტორები: რატი იონათამიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებების და სა მოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ ცხაკაია სოციალური მუშაკი , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს , მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ტექნიკური რედაქტორი: ლალი ორმოცაძე ISBN 978-9941-8-0493-9 პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მა სალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გა რეშე. გამომცემელი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი © Friedrich-Ebert-Stiftung თბილისი, 2018. სარჩევი წინასიტყვაობა........................................................................................ 9 ავტორებისგან........................................................................................ 11 თავი 1. შესავალი.................................................................................. 16 1.1. სოციალური მუშაობის განსაზღვრება და მისი დანიშნულება.................................................................................... 16 1.2. სოციალური მუშაობის ისტორია............................................ 19 1.2.1. სოციალური მუშაობის ისტორია მსოფლიოში.............. 21 1.2.2. სოციალური მუშაობის ისტორია საქართველოში........ 29 1.3. ტერმინთა განმარტება.............................................................. 38 თავი 2. სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები................ 41 2.1. სოციალური მუშაობის პრინციპების არსი და სამართლებრივი ბუნება.................................................................. 41 2.2. სოციალური მუშაობის ცალკეული პრინციპები.................. 44 2.2.1. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი.......... 45 2.3. სოციალური მუშაკის მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფუძველი................................................................. 56 2.4. სოციალური სამართლიანობის პრინციპი............................. 56 2.5. თანასწორობის პრინციპი......................................................... 59 2.5.1. თანასწორობის პრინციპის არსი...................................... 59 2.5.2. დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშანი.............................. 62 2.6. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი.................................. 68 2.7. თანაზომიერების პრინციპი..................................................... 69 2.8. ინდივიდუალიზაციის პრინციპი........................................... 72 2.9. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი............................................................................. 73 2.9.1. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპის არსი.............................................................. 73 2.9.2. კეთილსინდისიერების პრინციპი.................................... 74 2.9.3. ეთიკის დაცვის პრინციპი................................................. 76 2.10. სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპი............. 78 2.11. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა. 80 თავი 3. სოციალური მუშაკის ფუნქციები......................................... 84 3.1. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები....................... 84 3.1.1. პრევენცია............................................................................ 85 3.1.2. ადამიანის უფლებათა დაცვა და სოციალური სამართლიანობის ადვოკატირება.............................................. 88 3.1.3. ინფორმაციის მიწოდება, დახმარების დაგეგმვა და მხარდაჭერა................................................................................... 92 3.1.4. მხარდაჭერის განხორციელება........................................ 94 3.1.5. გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა მულტიდისციპლინურ გარემოში............................................. 97 3.1.6. პროფესიული ზედამხედველობა- სუპერვიზია........... 99 3.2. სოციალური მუშაკის დარგობრივი ფუნქციები................. 101 3.2.1. სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვისა და მეურვეობა/ მზრუნველობა/ მხარდაჭერის სფეროში....... 104 3.2.2. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან..................................................................................... 127 3.2.3. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში..................................................................... 137 3.2.4. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში...................................................................................... 140 3.2.5. სოციალური მუშაკის სხვა ფუნქციები......................... 144 თავი 4. სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები........ 146 4.1. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა................. 146 4.2. დამოუკიდებლობა .................................................................. 148 4.3. ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება................................................................................ 150 4.4. სასამართლოში წარმომადგენლობა...................................... 151 ა) სასამართლოში წარმომადგენლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში................................................ 152 ბ) სასამართლო წამომადგენლობა შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებით................................................... 153 4.5. კონფიდენციალურობის ვალდებულება.............................. 156 4.6. დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება....................... 158 4.7. მონაცემთა გაცემის ვალდებულება...................................... 160 4.8. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება............ 163 4.9. მიუკერძოებლობა.................................................................... 165 4.10. ინფორმაციის ანალიზი........................................................ 166 4.11. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება ........................................................................................................... 168 4.12. პროფესიული იდენტობის ხელშეუხებლობა.................... 169 4.13. სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა........................... 170 თავი 5. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები...................................................................................... 171 5.1. სოციალური მუშაკის ღონისძიებების არსი და სამართლებრივი ბუნება................................................................ 172 5.2. პრევენცია.................................................................................. 173 5.3. ბენეფიციარის საჭიროების შეფასება და პრობლემის განსაზღვრა...................................................................................... 175 5.4. სოციალური მუშაობის დაგეგმვა.......................................... 178 5.5. მხარდაჭერის განხორციელება.............................................. 180 5.6. სხვა ღონისძიება...................................................................... 183 თავი 6. სოციალური მუშაკის პროფესია......................................... 184 6.1. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია.......... 184 6.1.1. სოციალური მუშაკის პროფესიისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები........................................................... 185 6.1.2. სოციალური მუშაკის კომპეტენციები........................... 189 6.2. სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები................. 191 6.2.1. სოციალური მუშაკისთვის სამუშაო პირობების შექმნა........................................................................................... 191 6.2.2. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება............................. 192 6.2.3. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო............................. 193 6.2.4. სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები დაღუპვის, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების დროს........................................................................ 197 6.3. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა და წახალისება...................................................................................... 198 6.3.1. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა 198 6.3.2. სოციალური მუშაკის წახალისება და კარიერული წინსვლა....................................................................................... 200 6.3.3. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობა ...................................................................................................... 203 თავი 7. სოციალური მუშაობის შესრულების უფლებამოსილი უწყებები.............................................................................................. 206 7.1. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საპარლამენტო კონტროლი.......................................................... 207 7.2. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი............... 209 7.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება................................................. 210 7.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები..................................................................... 219 7.4.1. სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფლებამოსილებები................................................................. 221 7.4.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებები................................................................. 224 7.4.3. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები.... 225 7.4.4. პენიტენციური სისტემის უფლებამოსილებები.......... 228 7.5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები........................... 231 7.6. სსიპ- ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება.......................................................................... 233 7.7. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება........................... 235 7.8. კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილება.......................................................................... 238 ბიბლიოგრაფია................................................................................... 240 დანართი.............................................................................................. 248 საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ................. 248 წინასიტყვაობა სოციალური მუშაობა მზრუნველ სოციალურ სახელმწიფოში სოციალური მუშაობა არის როგორც ყველა სოციალური სა ხელმწიფოს, ასევე სოციალ- დემოკრატიული მოძრაობის განუყო ფელი ნაწილი. მას შემდეგ, რაც 1919 წლის 13 დეკემბერს, გერმანიის პარლამენ ტში სოციალ- დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლისა და გერმანიის ქალთა მოძრაობის ერთ- ერთი წამყვანი წევრის, მარი იუჰაჩის თაოსნობით მუშათა კეთილდღეობის ორგანიზაცია და არსდა, სოციალური მუშაობა გერმანიის სოციალ- დემოკრატიული პარტიის კულტურის ნაწილად დამკვიდრდა. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა სოლიდარული თვითდახმარების გზით პირვე ლი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული გაჭირვების შემსუბუქე ბასა და თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობა ში მონაწილეობას. სწორედ ამ ნაბიჯით ჩაეყარა საფუძველი დღეს დღეისობით ერთ- ერთ ყველაზე დიდ სოციალურ გაერთიანებას გერმანიაში. თანამედროვე, პრევენციულად მოქმედი კეთილდღეობის სა ხელმწიფო ზრუნავს არა მხოლოდ უკვე არსებული გასაჭირის დაძ ლევაზე, არამედ წინასწარ იღებს ზომებს მსგავსი შემთხვევების თა ვიდან ასაცილებლად. მხოლოდ ასეთ ვითარებაში ეძლევა თი თოეულ ადამიანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური თანამო ნაწილეობისთვის საკუთარი უნარ- ჩვევების განვითარების და ხან გრძლივად შენარჩუნების საშუალება.„ მზრუნველმა სოციალურმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ემანსიპაცია, ჩართულობა და უსაფრთხოება- სამივე მიზანი და არა მხოლოდ ერთი“, 11 ხოლო ამ მიზნების მიღწევა კი სოციალური მუშაობის გარეშე წარმოუდგენე ლია. სოციალური მუშაობა არის დამაკავშირებელი რგოლი სახელ მწიფოსა და დაინტერესებულ პიროვნებას შორის და ასრულებს 1 „ სოციალური დემოკრატია- დემოკრატიული სოციალიზმი“- კურტ ბეკის მოხსენება ჰერბერტ ვენერის სახელობის სასწავლო ცენტრის გახ სნისას, 07 ივლისი 2007 9 მნიშვნელოვან ფუნქციას ინტეგრაციის თვალსაზრისით: სწორედ სოციალური მუშაობის მეშვეობით შეუძლია მომსახურეობის მიმ ღებს, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განკარგოს საკუთარი ცხოვრება და ამასთანავე, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. სოციალური მუშაობის წარმატებისათვის აუცილებელია გარან ტირებული წინაპირობების არსებობა, რომლის მიხედვითაც, მთა ვარ ამოსავალ წერტილს ადამიანი წარმოადგენს. სოციალური მუ შაკების განათლება და საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს გან საზღვრულ სტანდარტებს, რათა მათ დაინტერესებულ პირებს სა უკეთესო ხარისხის მომსახურეობა გაუწიონ. სწორედ აქ იჩენს თავს სახელმწიფოს ვალდებულება, გამოყოს საკმარისი რესურსი და შე იმუშავოს შესაფერისი სამართლებრივი ჩარჩო იმისთვის, რომ უზ რუნველყოს სოციალური მუშაკების დამოუკიდებლობა და მათი საქმიანობის მაღალი ხარისხი. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აუც ილებელია არა მხოლოდ ამ მომსახურეობის მიმღებ პირთა, არამედ თავად სოციალური მუშაკების უფლებების დაცვაც. ყველაზე ხში რად სწორედ, სოციალური სფეროს პროფესიებში ვხვდებით გა დატვირთულ და მძიმე სამუშაო პირობებს. არასასურველი სიტუ აციების აღმოსაფხვრელად საჭიროა სოციალურმა მუშაობამ„ ღირ სეული შრომის“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველო ში იმედოვნებს, რომ სოციალური მუშაობის სამართლის სახელ მძღვანელო თავის წვლილს შეიტანს ქვეყანაში სოციალური მუშა ობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების და განმტკიცების პრო ცესში. ფელიქს ჰეთ ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 10 ავტორებისგან სოციალური მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნე ლოვანესი მექანიზმია. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღე ბის შემდეგ დღის წესრიგში დადგა სოციალური მუშაობის სამარ თლის, როგორც დისციპლინის განვითარება. კანონის მიღების შემ დეგ დაგეგმილია საფუძვლიანი რეფორმის ჩატარება სოციალური მუშაობის სფეროში. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს იმ რთული სა მართლებრივი კონსტრუქციების გასაგები, მარტივი და იმავდრო ულად აკადემიური ენით გადმოცემას, რომელიც კანონშია ჩადე ბული. სახელმძღვანელო, პირველყოვლისა ორიენტირებული სოცი ალური მუშაკებისათვის, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ინდი ვიდებთან და ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე. ასევე, სახელმძღვა ნელო სოციალური მუშაობის სამართლის სფეროში მნიშვნელოვა ნი ნაბიჯი იქნება ყველა იმ პრაქტიკოსისთვის, რომელიც„ სოციალ ური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დაინტერესე ბული, მათ შორის ადვოკატები, მოსამართლეები, სამართალდამცა ვები და სხვა. ეს სახელმძღვანელო დაინტერესებული სტუდენტე ბისა და აკადემიური წრეებისთვის იძლევა შესაძლებლობას სამეც ნიერო კუთხით დაინახონ სოციალური მუშაობის სამართლის ძი რითადი თავისებურებები. ამდენად, სახელმძღვანელო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოციალური მუშაობის სამართლის, როგორც დისციპლინის განვითარებისა საქართველოში. იმავდროულად, ის ემსახურება, როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისა და დაინტერესებუ ლი სპეციალისტების , ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენელ თა ხელშეწყობას სოციალური მუშაობის სამართლის კუთხით. რაც მნიშვნელოვანწილად აამაღლებს სოციალური მუშაობის კანონ მდებლობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფრიდრიხ ებერტის ფონდს, რომლის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა 11 სოციალური მუშაობის რეფორმის გატარება. ასევე, ანა ფირცხა ლაშვილს, რომელიც უშუალოდ ქმნიდა ამ კანონპროექტს და ა( ა) იპ„ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს“. და ბოლოს, მად ლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სა მოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის თანამშრომელს, ნი კა სიმონიშვილს, რომლის წვლილი ძალიან დიდია სოციალური მუშაობის რეფორმაში. სოფიო კილაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 12 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის ადამი ანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დაიგეგმა სოციალური მუშაობის საკანონმდებლო რეგული რება. აღნიშნულ სფეროში, საქართველოში, არ არსებობდა საკა ნონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავდა სოციალურ მუშაობ ასთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს და სოციალური მუშაკის უფლება- მოვალეობებს. ეს ყველაფერი საბოლოოდ უარყო ფით ზეგავლენას ახდენდა სოციალური მომსახურების ხარისხზე და საბოლოო ჯამში, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კეთილ დღეობაზე. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ 2018 წლის 13 ივნისის კანონის მიღებამდე, უფლებამოსილი უწყებები კანონქვემდებარე აქტების დონეზე სხვადასხვაგვარად არეგულირებდნენ სოციალურ მუშაობ ასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბაზას, რაც ვერ უზრუნველ ყოფდა სოციალური მუშაკის საქმიანობის განჭვრეტადობას, რო გორც სერვისის მიმღებებისთვის, ასევე, თავად სოციალური მუშა კებისთვის. ეს კი, თავის მხრივ ხელს უშლიდა მაღალი სტანდარ ტის დამკვიდრებას სოციალური მუშაკის პროფესიასთან დაკავში რებით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, ფრიდრიხ ებერტის ფონ დის მხარდაჭერით ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის სა ფუძველზეც გამოიკვეთა ამ სფეროში არსებული ძირითადი პრობ ლემები, რომლებიც სამად შეიძლება დაჯგუფდეს. პირველი: თვითმმართველობის დონეზე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის არარსებობა. სოციალური მუშაობის დეცენტრალიზაციას მხარს უჭერდნენ, როგორც დამსაქმებლები, ისე სოციალური მუშაკები. ამგვარი ინსტიტუტების არსებობა ნაწილობრივ შეამსუბუქებს სო ციალური მუშაკის პროფესიასთან დაკავშირებით არსებულ სირ თულეებს. მეორე: სოციალური მუშაკის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხი, რომელიც სოციალური მუშაკებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. სოციალური მუშაკები არ გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ სამსახუ რეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც თავის მხრივ, ბუნებ 13 რივია, რომ პირდაპირპროპორციულად აისახება მუშაობის ხარის ხზე და მოტივაციაზე. მესამე: ქვეყანაში სოციალურ მუშაკთა მცირე რაოდენობის გამო, მათ არასამუშაო დროს უწევდათ სამსახურეობ რივი მოვალეობის შესრულება, მრავალ შემთხვევაზე ერთდრო ულად მუშაობენ, რაც თავისთავად, პროფესიულ გადაწვას იწვევს და ამიტომ პროფესიული ეფექტიანობის შემცირების საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, კანონმდებელმა გაითვალისწინა სახელმწიფოს ის ვალდებულებები, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევრო პული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს დაეკისრა. საქმეში,“ ნ. წ. და სხვები საქართველოს წი ნააღმდეგ”, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებასთან მიმართებით ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც არსებითად და იცავს მის ინტერესებს- ხარვეზიანია და არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს”...„ სასამართლო ყურადღებას ამახ ვილებს იმაზეც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო დექსი და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ არსებუ ლი მომიჯნავე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა ფუნქცი ები და უფლებამოსილებები გააჩნია ბავშვის წარმომადგენელს, რომელსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს საქ მის სასამართლოში განხილვის დროს. ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში სოციალური მუშაკების მიერ ოქმე ბის შევსება და სასამართლო სხდომებზე მათი მხოლოდ დასწრება არ ნიშნავს ბავშვის ინტერესების სათანადო წარმომადგენლობას.“ 2 ამ გადაწვეტილებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებუ ლებაა, რომ კანონმდებელობა შესაბამისობაში მოვიდეს იმ სტან დარტთან, რაც მას სტრასბუგის ევროპულმა სასამართლომ დაუწ ესა. 2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერ ვლის გადაწყვეტილება საქმეზე:„ ნ. წ. საქართველოს წინააღმდეგ"( გა ნაცხადი N. 71776/12) ხელმისაწვდომია ვებ- გვრედზე: http://www.supremecourt.ge/news/id/1157 14 შესაბამისად, ყველა ამ გარემოების გათვალისიწინებით, აღნიშ ნული სფეროს სრულყოფისა და გაძლიერების მიზნით, დაიგეგმა საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც ვიწრო გაგებით, გულის ხმობს მხოლოდ არსებული სამართლებრივი რეგულაციების შეც ვლას, ან ახალი კანონის მიღებას. თუმცა, რეალურად აღნიშნული პროცესი გაცილებით მრავალმხრივია და სცდება სამართლებრივი ჩარჩოს უბრალო გადასინჯვას, დახვეწას და ან, ახალი კანონის მი ღებას. სინამდვილეში საკანონმდებლო რეფორმა ბევრად უფრო მე ტია, ვიდრე კანონზე მუშაობა. იგი მოიცავს- პოლიტიკის, საბიუჯ ეტო და ადამიანური რესურსების გათვალისწინებას, ინსტიტუცი ური შესაძლებლობების შეფასებას, მათ შორის კომუნიკაციის სის ტემის სრულყოფას, ასევე პროფესიულ გადამზადებასა, ან სერტი ფიცირებას. ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება დაიგეგმა საქართვე ლოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ჩართულობითა და მისი მონიტორინგის ქვეშ. აღნიშნული რეფორმის ყველა ეტაპზე ჩართული იყო პროფე სიული თემი, სახელმწიფო უწყებები. სოციალური მუშაობის საკა ნონდებლო რეფორმაში დიდია ფრიდრიხ ებერტის ფონდის წვლილი, რომელიც საქართველოში ამ ფონდის წარმომადგენლო ბის აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატა. ანა ფირცხალაშვილი სამართლის დოქტორი, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი 15 თავი 1. შესავალი 1.1. სოციალური მუშაობის განსაზღვრება და მისი დანიშნულება სოციალური მუშაობა, როგორც ცნება, მისი მულტიფუნქციური ბუნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებისათვის სავალდებუ ლოდ საერთაშორისო დონეზე, განსაზღვრული არ არის. სახელ მწიფოები ცდილობენ სოციალური მუშაობის ცნება წარმოადგენ დეს ეროვნული სამართლის ნაწილს. მისი ერთადერთი ინტერნა ციონალური განსაზღვრება მოცემულია სოციალურ მუშაკთა საერ თაშორისო ფედერაციისა და სოციალური მუშაობის სკოლების სა ერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის 2014 წლის რე ზოლუციაში 3 , რომლის მიხედვით: „ სოციალური მუშაობა პრაქტი კაზე დაფუძნებული პროფესია და აკადემიური დისციპლინაა, რო მელიც ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებასა და განვითარებას, ერთიანობას, ადამიანის გაძლიერებას და დამოუკიდებლობას. სო ციალური მუშაობა ეფუძნება სოციალური სამართლიანობის, ად ამიანის უფლებების დაცვის, კოლექტიური პასუხისმგებლობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის პრინციპებს. სოციალური მუშაობის, სოციალური მეცნიერების თეორიული და ემპირიული ცოდნის საფუძველზე სოციალური მუშაობის პროცესში მონაწილე ობენ ადამიანები და სტრუქტურები, რომლებიც ცდილობენ ცხოვ რებისეული გამოწვევევბის გამკლავებას და კეთილდღეობის გაძ ლიერებას“. 4 სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის თა ნახმად, ამგვარ განსაზღვრებაში მოიაზრება ის მანდატი, რომელიც სოციალურ სამუშაოს გააჩნია. 3 „ სოციალური მუშაობის“ საერთაშორისო დეფინიციის შესახებ გერმა ნულენოვან თარგმანში დისკუსია, მიმდინარეობდა. აღნიშნული დის კუსია ამ სფეროს მეცნიერთა შორის, ჯერაც არ დასრულებულა. მოსაზ რებები იხ. https://www.sozial.de/nur-eine-frage-der-formulierung-neueglobale-definition-sozialer-arbeit-soll-gemeinsame-deutsche-uebersetzungbekommen-sozialde-fragt-nach.html[10.10.2018]. 4 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://www.ifsw.org/what-is-socialwork/global-definition-of-social-work/[25.07.2018]. 16 სოციალური მუშაობა, როგორც პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესია და იმავდროულად აკადემიური დისციპლინა- აღიარ ებს, რომ სოციალ- ეკონომიკური, კულტურული, სივრცითი, პოლი ტიკური და პირადი ფაქტორები განაპირობებენ ადამიანის კეთილ დღეობას, განვითარების შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე ბარიერ ებს. 5 ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციის პროცესში განვი თარებისათვის ხელისშემშლელი გარემოებების და დაბრკოლებე ბის არსებობა, იწვევს ადამიანისათვის დისკრიმინაციულ, ექსპლუ ატაციურ, ზოგჯერ კი, მოწყვლად მდგომარეობაში ყოფნას. 6 სოცი ალური მუშაობა, როგორც პროფესია მოწოდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს სტრატეგიული ღონისძიებები სიღარიბის, უთან ასწორობის, მოწყვლადი მდგომარეობის შემსუბუქების, ასეთი სხვა დაბრკოლებების გადასალახად. 7 სახელმწიფოს ხელში არსებული სოციალური ცვლილების გან ხორციელების მანდატი , ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვი თაც, ინტერვენცია, რომელიც სოციალური მუშაობით კონკრეტულ სიტუაციაში მყოფ ადამიანთან, ოჯახთან, მცირე ჯგუფთან, ან სა ზოგადოებასთან ხორციელდება, არის აუცილებელი კეთილდღე ობის, სოციალური ცვლილებისა და განვითარებისთვის. 8 შესაბა მისი სოციალური პრობლემების მქონე პირები, როგორც საზოგა დოების წევრები, საჭიროებენ თანადგომას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, მოსალოდნელია, პირადად მათთვის და მაგრამ ას ევე საზოგადოებისათვის უარყოფითი შედეგები. სწორედ ამიტომ, სოციალური განვითარების მანდატი კონცეპ ტუალური თვალსაზრისით გულისხმობს ინტერვენციის( ჩარევის) სტრატეგიას, მისაღწევი შედეგის და მიღწევის პოლიტიკის გან საზღვრას. სოციალური მუშაობის ასეთი მანდატისთვის პრიორიტ ეტი ენიჭება ბენეფიციარის სოციალურ- სტრუქტურულ და ეკონომ იკურ განვითარებას. პირის, ან ოჯახის სოციალური განვითარების 5 იქვე. 6 იქვე. 7 იქვე. 8 იქვე. 17 მიღწევისთვის წინაპირობად არ მიიჩნევა ბენეფიციარის მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერება. 9 მართალია, ფინანსური პრობლემები შეიძლება იყოს, სოციალური პრობლემების მიზეზი, თუმცა იგი არის ერთ- ერთი და არა ერთადერთი ამ მიზეზთაგან. ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ მუშაკთა ეროვ ნული ასოციაციის ( NASW ) დეფინიციის მიხედვით : “ სოციალური სამუშაო წარმოადგენს პროფესიულ მოღვაწეობას, რომელიც გუ ლისხმობს ინდივიდთა, ჯგუფთა, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დახმარებას სოციალური ფუნქციონირების უნარის აღ დგენასა და გაუმჯობესებაში და მათი მიზნების შესატყვისი საზო გადოებრივი პირობების შექმნაში.” 10 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვა ლისწინებს სოციალური მუშაობის საერთაშორისო ორგანიზაციებ ის მიერ აღიარებულ დეფინიციას სოციალურ სამუშაოსთან დაკავ შირებით. კანონის მე-2 მუხლის ი) ქვეპუნქტი ადგენს, რომ სოცი ალური მუშაობა არის „ პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებ აში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგა დოების კეთილდღეობის ამაღლებას“. კანონის მიერ შემოთავაზე ბული განმარტება, ასახვას პოულობს მთელს კანონში სისტემუ რად. კანონის მეორე თავი ადგენს სოციალური მუშაობის იმ პრინ ციპებს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განხორციელდეს სოცი ალური მუშაობა. კანონით დადგენილი სოციალური მუშაობის განსაზღვრება, ასევე ადგენს სოციალური მუშაობის სამ ძირითად დანიშნულებას: პირველი- საზოგადოებაში ინდივიდის თავისუ ფალი განვითარება, მეორე- ინტეგრაციის ხელშეწყობა, და მესამე საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება. აქედან ნათელია, რომ კანონი ადამიანს განიხილავს, როგორც ინდივიდს და როგორც სა 9 იქვე. 10 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://www.socialworkers.org/About/Legal[25.09.2018]. 18 ზოგადოების, სოციუმის ნაწილს, რომლის თავისუფალი განვითა რებითა და ღირსეული ცხოვრებით და პიროვნული გაძლიერებით, მიიღწევა მიზანი- საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება. სოციალური სამუშაოს დანიშნულებაა, სოციალური პირის, ოჯახის, მოწყვლად პირთა ჯგუფის და მთლიანად საზოგადოების სოციალური ფუნქციის გაუმჯობესება . იგი მოიცავს მუშაობის შემ დეგ სამ ძირითად მიმართულებას- პრევენციას , აღდგენას და რე მედიაციას . პრევენცია გულისხმობს დაუცველი ადამიანების, ან საზოგადოებას მოწყვეტილი , საზოგადოებისაგან უარყოფილი ფე ნებისათვის სერვისების დროულ მიწოდებას მანამ , ვიდრე თავს იჩენს გარკვეული დისფუნქციები. აღდგენა მიზნად ისახავს იმ ბე ნეფიციართა რეაბილიტაციას , რომელთა ფუნქციონირება უკვე დაქვეითებულია ფიზიკური და / ან ფსიქიკური პრობლემების გამო . რემედიაცია კი არის არსებული პრობლემის შემცირება, ან აღ მოფხვრა. შესაბამისად, სოციალური მუშაობის ქართული, სამართლებრი ვი განსაზღვრება შინაარსობრივად შესაბამისობაში მოდის საერთა შორისოდ დადგენილ დეფინიციასთან. კანონის ნორმათა განმარ ტებიდან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ აღნიშ ნულმა კანონმა იკისრა მისია, რომ სოციალური მუშაობის მიზნები და დანიშნულება ქცევის სავალდებულო წესად დაედგინა. კანონი ადგენს სოციალური მუშაობის ფარგლებს, უფლებებსა და ვალდე ბულებებს ერთის მხრივ სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ხო ლო მეორეს მხრივ, თვით სოციალურ მუშაკთათათვის. 1.2. სოციალური მუშაობის ისტორია სოციალური მუშაობა თანამედროვე მსოფლიოს პროფესიაა, თუმცა, მისი ფესვები იმ ძველი დროიდან მოდის, როდესაც ადამი ანებმა დაიწყეს ზრუნვა გაჭირვებულებზე გულმოწყალების, ფი 19 ლანტროპული, თუ რელიგიური მოტივებით 11 . სოციალური მუშა ობის განვითარების ეტაპები, დინამიკა, ეფექტიანად ფუნქციონირ ება ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ გამოწვევებთან და სახელ მწიფოს მართვის იდეოლოგიასთან. სოციალური მუშაობა, ისევე როგორც დღეს, მისი წარმოშობისა და ადრეული განვითარების პროცესში წარმოადგენდა ერთადერთ ეფექტიან ინსტრუმენტს სო ციალური სერვისების მიღებისთვის, შედეგებზე ორიენტირებული სოციალური დახმარების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. იგი თავ დაპირველად იყო საზოგადოებრივი რეაქცია მოწყვლადი ადამიან ების მდგომარეობაზე და გააჩნდა საქველმოქედო მიზნები. თუმცა, მძიმე სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებამ, ინ დიფერენტული სახელმწიფო პოლიტიკის უშედეგობამ, ადამიანებ ის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის სახელ მწიფოს როლის სხვაგვარად გააზრებამ, მსოფლიო მე-17- მე-20 სა უკუნეებში სოციალური მუშაობის პროფესიად ჩამოყალიბებამდე, ინსტიტუციონალიზაციამდე და სისტემატიზაციამდე მიიყვანა. ნაშრომის ამ ნაწილში განხილულია სოციალური მუშაობის წარმოშობის ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში. სოციალ ური მუშაობის მსოფლიო ისტორია მიმოხილულია ეპოქალური მოვლენების რაკურსში. ამ სახელმძღვანელოს კონტექსტში სოცი ალური მუშაობის მსოფლიო ისტორიაში იგულისხმება პერიოდი, როდესაც სახელმწიფოებმა საკანონმდებლო დონეზე დაიწყეს სო ციალური მუშაობის, როგორც სოციალური დაცვის სისტემის ერთ ერთი მნიშვნელოვანი, განუყოფელი ელემენტის რეგულირება. ამ თვალსაზრისით, ნაშრომის წინამდებარე ქვეთავის პირველ ნაწილ ში განხილულია გაერთიანებული სამეფო, როგორც ქვეყანა, რო მელმაც პირველმა კანონით განსაზღვრა სოციალური მუშაობის პროტოტიპული ღონისძიებები. ნაშრომის იმავე ნაწილში ყუ 11 შ. საძაგლიშვილი, ი. შეყრილაძე, ნ. შატბერაშვილი, მ. მგელიაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური მუშაობის მეთოდები დაუცველ ჯგუფებ თან, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2011, გვ. 13. 20 რადღება ეთმობა სოციალური მუშაობის ამერიკულ ისტორიას, რადგან ა. შ. შ.- ში ყველაზე მასშტაბურად და ეფექტიანად მიმდინა რეობდა სოციალური მუშაობის პროფესიად ჩამოყალიბების პრო ცესი. სოციალური მუშაობის მსოფლიო ისტორიაზე მსჯელობა ამ სფეროს ევროპული ისტორიით სრულდება, რომელიც კაპიტალის ტური და სოციალისტური იდეოლოგიების დაპირისპირების ფონ ზე ვითარდებოდა. ამ თავის შემდგომ ნაწილში მიმოხილულია ქართული სოციალური მუშაობის ისტორია, რომელიც არსებობას მე-20 საუკუნის ბოლოდან იწყებს. 1.2.1. სოციალური მუშაობის ისტორია მსოფლიოში სოციალური მუშაობის წარმოშობასა და განვითარებას ისტო რიულად ფილანტროპული მიზნები გააჩნდა. იგი არსებობის საწყის ეტაპზე არ წარმოადგენდა პროფესიას. თავდაპირველად სო ციალური მუშაობის მსგავსი ღონისძიებების განხორციელების პროცესში მისი საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე, სახელ მწიფო აქტიურად არ მონაწილეობდა. სოციალური მხარდაჭერის აქტივობებს მხოლოდ კერძო პირები ახორციელებდნენ. თუმცა, მდგომარეობა იცვლება და ქველმოქმედებითი ხასიათის სოციალ ური მუშაობა განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე- ინსტი ტუციურ სოციალურ მუშაობაზე გადადის, როდესაც გაერთიანებ ულ სამეფოში 1601 წელს მიღებული იქნა ე. წ. სიღარიბის შემსუბუ ქების შესახებ აქტი. 12 ამ აქტის საფუძველზე შეიქმნა ფონდი, რომ ლის შევსების ვალდებულება ინგლისის ეკლესიის მრევლს დაეკ ისრა, ხოლო მას ადგილობრივი საბჭოები მართავდნენ. ისინი ამ გა დასახადს იხდიდნენ სიღარიბეში მცხოვრები მოხუცებისა და ბავ შვების, შრომისუუნარო ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქე ბისთვის. გადასახადის ოდენობა დადგინდა ქონების გათვალისწი ნებით. გარდა ამისა, აქტით მრევლს დაევალა სიღარიბეში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა ე. წ. სამუშაო სახლებში. 1662 12 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: http://www.workhouses.org.uk/poorlaws/ 1601act.shtml[25.07.2018]. 21 წელს გაერთიანებულ სამეფოში მიიღეს კიდევ ერთი სამართლებ რივი დოკუმენტი ე. წ. დასახლების აქტი, 13 რომელიც სიღარიბეში მცხოვრები მოხუცებისა და ბავშვებისთვის მდგომარეობის შემსუ ბუქების ვალდებულებას უცხოელებსაც აკისრებდა, რაც მათ მიერ ასევე გადასახადების გადახდაში გამოიხატებოდა. ამ სისტემის ფარგლებში სოციალური მუშაობა გულისხმობდა სიღარიბეში მყო ფი მოხუცებისა და ბავშვების საჭიროებების შესწავლასა და უზ რუნველყოფას. გაერთიანებულ სამეფოში სოციალური მხარდაჭე რის მიზნით არაერთი აქტი იქნა მიღებული, მაგ.: 1697 წლის აქტი, სიღარიბის შემსუბუქების აქტებში არსებული ხარვეზების აღ მოფხვრის შესახებ, 1722 წლის აქტი სიღარიბის შემსუბუქებისა და ღარიბების დასაქმების, საცხოვრებლის შესახებ აქტებში ცვლილე ბის შეტანის შესახებ, 1782 წლის აქტი სიღარიბეში მყოფი პირების მდგომარეობის უკეთესად შემსუბუქებისა და დასაქმების შესახებ ( ე. წ. გილბერტის აქტი), 1834 წლის აქტი ინგლისსა და უელსში სი ღარიბეში მყოფ პირებთან დაკავშირებული აქტების უკეთესად ად მინისტრირების შესახებ და ა. შ. 14 გაერთიანებული სამეფო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საკა ნონმდებლო დონეზე დაადგინა სოციალური დაცვის სისტემა, რო მელიც თავდაპირველად დაეფუძნა კოლექტიურობის პრინციპს. ამასთან, მან შექმნა სახელმწიფო ორგანოები მისი რეალიზაციის თვის. თუმცა, სოციალური მუშაობის თანამედროვე ბუნებისგან განსხვავებით, მე-17- მე-19 საუკუნეებში ბრიტანული სოციალური დაცვის მექანიზმები იყო ვიწრო და მეტწილად გულისხმობდა მხოლოდ სიღარიბეში მყოფი პირების დახმარებას. სოციალური კე თილდღეობის სისტემის განვითარების შედეგად გაერთიანებულ სამეფოში გაფართოვდა სოციალური მუშაობის შინაარსი და მიღე ბულ იქნა შემდეგი აქტები: 1989 წლის აქტი ბავშვთა შესახებ; 1990 წლის აქტი ჯანდაცვის ეროვნული სერვისისა და საზოგადოებრივი 13 იქვე. 14 H.-J. Puch, Einführung in die Geschichte der sozialen Arbeit http://www.pantucek.com/seminare/200609polizei/geschichteskript.pdf [25.07.2018], Nürnberg, 2005. 22 მზრუნველობის შესახებ; 2000 წლის აქტი მზრუნველობის სტან დარტების შესახებ; 2000 წლის აქტი მზრუნველებისა და შეზღუ დული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ; 2014 წლის აქ ტი სრულწლოვანის მზრუნველობის შესახებ და სხვა. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, სოციალური სამუშაოს წყაროს ქველმოქმედება, ფილან ტროპია წარმოადგენდა. ამერიკული სოციალური მუშაობა იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც„ მაღალი წოდების“ პირები აფუძნებ დნენ რელიგიურ და სეკულარულ საქველმოქმედო ორგანიზაცი ებს( მაგალითად, სიღარიბეში მყოფი პირებისა და ბავშვების პირო ბების გაუმჯობესების ასოციაცია) სიღარიბის, ურბანიზაციისა და იმიგრაციის შედეგებთან გამკლავების მიზნით. ასეთ ორგანიზაცი ებში მუშაობდნენ შესაბამისი გადამზადების არმქონე- პროტო- სო ციალური მუშაკები, რომლებიც ცდილობდნენ სიღარიბეში მყოფი პირების მორალურ დახმარებას. ამერიკულ რევოლუციამდე უკვე არსებობდა სიღარიბეში მყო ფი პირების დახმარების , ბავშვის კეთილდღეობისა და ფსიქიატრი ული დახმარების სისტემა. 15 ამ სისტემას გააჩნდა, როგორც ბენეფი ციარის თანაგრძნობის, აგრეთვე დაცვის მიზანი. 16 მე-19 საუკუნის დასაწყისში სახელმწიფომ გააქტიურა საქმიანობა სოციალური მხარდაჭერის, დახმარების მობილიზებისა და განაწილების მიმარ თულებით. სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში ეტაპობრივად და ეფუძნა ე. წ.„ მეცნიერული ქველმოქმედების“ პრინციპს, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების სისტემის სახელმწი ფოსგან და რელიგიური ორგანიზაციებისგან მაქსიმალურ განცალ კევებას და საქველმოქმედო ორგანიზაციების) ხელში გადასვლას. ამ პრინციპზე დაყრდნობით 1877 წელს ნიუ იორკში დაფუძნდა პირველი გაერთიანება- საქველმოქმედო საზოგადოების ორგანი ზაცია, რომლის ბენეფიციარები იყვნენ, როგორც ადგილობრივები, 15 N. Tannenbaum, M. Reisch: From Charitable Volunteers to Architects of Social Welfare: A Brief history of Social Work, Michigan, 2001, S. 6. 16 იქვე. 23 ასევე ემიგრანტები. 17 ეს ორგანიზაცია ბენეფიციარების, მათი ოჯახ ების მიმართ იყენებდა ინდივიდუალური მუშაობის პრინციპს და ცდილობდა მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექ მნას. ე. წ. მეცნიერული ქველმოქმედების პარალელურად, აშშ- ში იქმნებოდა სოციალური საცხოვრისები(1910 წლისთვის დაახლო ებით 400 საცხოვრისი იყო გახსნილი), რომლებიც ბენეფიციარის ინდივიდუალურ პრობლემებზე მეტად ორიენტირებულები იყვნენ სიღარიბის გამომწვევ გარემო- პირობების შესწავლაზე, ბენეფიცი არების დასაქმების შესაძლებლობების განვითარებაზე. 18 საქველმოქმედო საზოგადოების ორგანიზაციის ფარგლებში ბე ნეფიციარებთან ინდივიდუალურად მუშაობამ მე-20 საუკუნის და საწყისში განაპირობა სოციალური მუშაობის, როგორც სოციალური დახმარების ერთ- ერთი მიმართულების შექმნა. ამ სფეროსადმი სა ზოგადოებრივი ინტერესების გაზრდამ საფუძველი ჩაუყარა 1898 წელს სოციალური მუშაობის მომსამზადებელი კურსის მომზადე ბას, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა( მოგ ვიანებით დაიხვეწა, განვითარდა და გადაკეთდა კოლუმბიის უნ ივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლად). აღსანიშნავია, რომ 1901 წლიდან სოციალურმა საცხოვრისებმაც დაიწყეს სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული პროგრამების სწავლებმა, მაგალი თად 1908 წელს ჩამოყალიბდა ჩიკაგოს ფილანტროპიის სკოლა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური მუშაობის პროგრამების დაარსება არ უკავშირდება სოციალური მუშაობის პროფესიის ჩამოყალიბებას. დოქტორი აბ რაამ ფლექსნერი მიუთითებს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სო ციალური მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო პროფესია, ვინაიდან იგი გა ნიცდიდა თეორიული ცოდნის ნაკლებობას. 19 იგი აცხადებდა, რომ 17 იქვე. გვ. 7. 18 იქვე. 19 აბრაამ ფლექსნერის მოხსენების ტექსტი ხელმისაწვდომია ვებ- გვერ დზე: https://socialwelfare.library.vcu.edu/social-work/is-social-work-a-profession1915/[25.07.2018]. 24 სოციალური მუშაობის პროფესიად ჩამოყალიბებისათვის აუცილ ებელი იყო დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის მეცნიერული ფორ მით სტანდარტიზაცია. 20 ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური მუშაობა, რო გორც პროფესია, მნიშვნელოვნად განვითარდა პირველი მსოფლიო ომის ე. წ. დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდებში. 21 სოციალური მუშაკები სერვისებს აწვდიდნენ ვეტე რანებს, ეკონომიკური დეპრესიის შედეგად დაზარალებულ ადამი ანებსა და მათ ოჯახებს. ამ პერიოდში სოციალური სამუშაოს მიწო დების პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა გაიზარდა. თუ აქამდე სოციალური მუშაობა მხოლოდ კერძო პირების მიერ ხორციელდე ბოდა, მზარდი სოციალური გამოწვევების, ადამიანებზე პირველი და მეორე მსოფლიო ომების მძიმე შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფომ შექმნა მრავალი სოციალური პროგრამა. 1935 წელს მიღებულ იქნა აქტი სოციალური უსაფრთხოების შესახებ, რომელ მაც სოციალური სერვისების მიღება დაუკავშირა ადამიანის ღირ სებასა და სხვა ძირითად უფლებებს, ასევე განსაზღვრა ფედერა ლური ხელისუფლების როლი მის ეფექტიანად მიწოდებაში. 22 ამ აქტით სოციალური კეთილდღეობის არსი გასცდა სიღარიბეში მყოფი პირების მატერიალურ დახმარებას და მოიცვა საცხოვრებ ლის ადგილთან, სოფლის მეურნეობასთან, ბავშვის კეთილდღეობ ასთან, სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. 23 ამ აქტმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო პენსიას, სოციალური დაზღვევის ისეთ მოდელს, რომელიც გროვდებოდა დასაქმებული სა და დამსაქმებლის გადასახადებით. 24 ამასთან, შეიქმნა ფონდი, რომელიც ფედერალური ხელისუფლების გრანტების მეშვეობით 20 იქვე. 21 N. Tannenbaum, M. Reisch, From Charitable Volunteers to Architects of Social Welfare: A Brief history of Social Work , Michigan, 2001, S. 8. 22 იქვე. 23 იქვე. 24 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://www.ssa.gov/history/35act.html [25.07.2018]. 25 სოციალურ დახმარებას გასცემდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, უმუშევრებზე, მიუსაფარ ბავშვებზე და სხვა. ეს აქ ტი მნიშვნელოვანი იყო სოციალური მუშაობის განვითარებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მისი განხორციელება მასშტაბურად და იწყო ერთი მხრივ, სახელმწიფო ორგანიზაციების ფარგლებში, მე ორე მხრივ, ცენტრალურ ქალაქებში, ურბანიზაციულ სივრცეებში, რამაც ხელი შეუწყო ახალი პროფესიული ცოდნის შეძენასა და უნ იფიცირებას. 1953 წელს ფედერალური ხელისუფლების დონეზე იქმნება ჯანდაცვის, განათლებისა და კეთილდღეობის დეპარტამენტი, რო მელსაც ეკისრება ფედერალური სოციალური პოლიტიკის შემუშა ვებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია. 1955 წელს დაფუძნე ბულ იქნა სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაცია, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სოციალური მუშაობის რო გორც პროფესიის, ამერიკული სოციალური პოლიტიკის განვითა რებაში, ამ სფეროში საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლი ერებაში, პრაქტიკული პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესე ბასა და შენარჩუნებაში. 1960-1980- იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში სოცი ალური უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრალურ სამიზნედ კვლავ სიღარიბე გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემ ცირდა სახელმწიფოს როლი სოციალური მუშაობის განხორციელ ების პროცესში, გაუქმდა მრავალი პროგრამა. აქედან გამომდინარე, დიდწილად სოციალური მუშაობა კვლავ კერძო დამფინანსებლე ბის მიერ და კერძო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკების მეშვეობით ხორციელდებობა. 25 ამასთან, სოციალური მუშაკების წინაშე გაჩნდა ახალი გამოწვევები, რომლებიც უკავშირ დებოდა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის, აივ ინფექციით დაავადების, ოჯახური ძალადობის, ახალშობილთა მიტოვების შემთხვევების ზრდას და სხვა. 25 N. Tannenbaum, M. Reisch : From Charitable Volunteers to Architects of Social Welfare: A Brief history of Social Work , Michigan, 2001, S. 10. 26 როგორც ზემოთ აღინიშნა, გაერთიანებული სამეფო პირველი ევროპული სახელმწიფოა, რომელმაც სოციალური მუშაობა საკა ნონმდებლო რანგში აიყვანა. თუმცა, მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპულ სახელმწიფო ებს აქვთ მცდელობა სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბების და განვითარებისა. მაგალითად, პირველი სოცი ალური მუშაობის სკოლები ნიდერლანდების სამეფოში 1899 წელს დაფუძნდა, გერმანიაში 1908 წელს, 26 სოციალური მუშაობის პროგ რამები შემოღებულ იქნა რუმინეთსა და უნგრეთშიც. 27 ევროპული სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაცია იწყე ბა იმ პერიოდიდან, როდესაც კაპიტალისტურმა საზოგადოებებმა გააცნობიერეს, რომ ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევისთვის საჭირო იყო ინსტიტუციური, სტრუქტურული მხარდაჭერა მოწყვლადი ადამიანებისთვის. 28 მეორე მსოფლიო ომ ის უმძიმესმა შედეგებმა ხელი შეუწყო კეთილდღეობის სეკულა რული კონცეფციის გაძლიერებას და ქვეყნების ე. წ.„ ევროპული კე თილდღეობის სახელმწიფოებად“ ტრანსფორმაციას. 29 ჰოლოკოს ტის შემდეგ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948) და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის(1953) მიღებით აშკარა გახდა ევ როპის სწრაფვა ჰუმანურობისკენ. ცოტა მოგვიანებით კი, 1961 წელს მიღებულ იქნა ევროპული სოციალური ქარტია, რომელმაც მიზნად დაისახა ევროპის მასშტაბით მინიმალური სოციალური უფლებების, მათ შორის სოციალური უსაფრთხოების უფლების 26 Ch. Stock, B. Schermaier-Stöckl, V. Klomann, A. Vitr Soziale Arbeit und Recht :, Lehrbuch, 2016, S. 31. 27 D. Zavirsek, S. Lawrence Regional Perspectives on Social Work: Europe , in: Lyons, K., Hokenstad, T., Pawar, M., Huegler, N., Hall, N.(eds.) The SAGE Handbook of International Social Work , London, 2012, S. 437. 28 იქვე, გვ. 438. 29 იქვე; ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციაზე ვრცლად იხ.:, D. A., Ahmad, H. Harjan(eds.): Inclusive states: social policy and structural inequalities. World Bank Publications, Washington, 2008, S. 338. 27 ( მე-12 მუხლი), სოციალური და სამედიცინო მხარდაჭერის მიღე ბის უფლების( მე-13 მუხლი) უზრუნველყოფა. სოციალური ქარ ტიის მე-14 მუხლში პირდაპირ მიეთითა, რომ სოციალური უზ რუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებუ ლება უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური მუშაობის მეთოდიკის გამოყენებით, 30 ხელს შეუწყობენ, როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობ ას და განვითარებას, ასევე მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან. დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში სოციალური დაცვის, მათ შორის სოციალური მუშაობის სისტემა დაეფუძნა ლიბერა ლურ, ჰუმანისტურ ღირებულებებს. იგი მიმართული იყო თი თოეული პიროვნების კეთილდღეობაზე და არა კოლექტიური სარ გებლიანობის შექმნაზე. აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება, მისი ფუნქციები, მოვალეობები კომუნისტურ იდეოლოგიაზე იყო აგებული, სოციალური მუშაობა, როგორც სოციალური პოლიტი კის ელემენტი არ არსებობდა. კომუნისტური ქვეყნების ამგვარი მიდგომა განპირობებული იყო სოციალური პოლიტიკის სოციალ იზმთან შეუთავსებლობით. კომუნისტებს მიაჩნდათ, რომ სოციალ იზმი საკუთარი„ უნიკალური“ მიდგომებით აღმოფხვრიდა ყველა სოციალურ პრობლემას და უზრუნველყოფდა თითოეული ადამი ანის კეთილდღეობას. 31 აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში სოციალური მუშაობის სისტემის ჩამოყალიბება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ევროპულ სახელ მწიფოებში სოციალური მუშაობის სტანდარტების დაახლოებისა და უნიფიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრუ ლა ევროკავშირმა. გამომდინარე იქიდან, რომ 2004 წელს და 2007 30 D. Frings Sozialrecht für die Soziale Arbeit: Grundwissen Soziale Arbeit, 2014, S. 47. 31 D. Zaviršek, S. Lawrence, Regional Perspectives on Social Work: Europe , in: Lyons, K., Hokenstad, T., Pawar, M., Huegler, N., Hall, N.(eds.) The SAGE Handbook of International Social Work , London, 2012, S. 438. 28 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა 10 ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, დასავლეთ ევროპული ქვეყნების სოციალური მუშაობის კანონმდებლობამ და სისტემამ გაწევრიანების პროცესში მნიშვნე ლოვანი ზეგავლენა იქონია პოსტ- საბჭოთა სახელმწიფოების სის ტემებზე. ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური მუშაობის ერ თიანი ევროპული სტანდარტების დამკვიდრების, ყოფილი კომუ ნისტური ბლოკის ქვეყნების სოციალური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით აქტიურად მონაწი ლეობდა ორი ასოციაცია: სოციალურ მუშაობის სკოლების ასოცი აცია( დაფუძნებული 1927 წელს) და სოციალური მუშაობის სკო ლების ევროპული ასოციაცია( შექმნილი 1995 წელს). 1.2.2. სოციალური მუშაობის ისტორია საქართველოში 2018 წლამდე საქართველოში სოციალური მუშაობა, როგორც დარგი, პროფესია და საქმიანობა სამართლებრივი თვალსაზრისით არასდროს ყოფილა ერთიანად, სისტემურად და მასშტაბურად მო წესრიგებული. სოციალური მუშაობის შინაარსი, სოციალური მუ შაკის სტატუსი, უფლებამოსილებები, ფუნქციები, მოვალეობები ყოველთვის განისაზღვრებოდა დამსაქმებლის( სახელმწიფო, ან კერძო სექტორის) მიერ. ერთიანი სტანდარტის არარსებობის გამო დამსაქმებელი მას დამოუკიდებლად, შიდა აქტების საფუძველზე ადგენდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი არ არსებობდა სპეციულური დადგენელი სტანდარტები და ნორმები. საქართველოში სოციალური მუშაობის, როგორც დარგის გან ვითარება 1999 წელს,„ ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლე ბულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, საქართველოს კანო ნის მიღებას უკავშირდება. აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენ ტით საკანონმდებლო დონეზე პირველად განისაზღვრა ერთი მხრივ,„ სოციალური მუშაკის“ 32 ცნება და მეორე მხრივ, სოციალ 32 აღსანიშნავია, რომ სიტყვები„ სოციალური მუშაკი“ ჯერ კიდევ 1996 წელს იყო გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის N841 ბრძანებულებით, რომლითაც ცალკეულ სამინისტროებს დაევალათ 29 ური სამუშაოს შინაარსი, რომელსაც სოციალური მუშაკები ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განახორციელებდნენ. აღნიშნულ კა ნონს, წინ უძღოდა, საქართველოს მიერ გაეროს ბავშვის უფლებე ბის კონვენციის 33 რატიფიცირება. სწორედ, ამ კონვენციის იმპლე მენტაციის შედეგად, აიღო საქართველომ, როგორც ხელშემკვრელ მა მხარემ ვალდებულება, მოეხდინა მე-20 მუხლით გათვალისწი ნებული, ბავშვზე ზრუნვის ახალი სტანდარტის დანერგვა საქარ თველოში. აღნიშნული, პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტების მეშვეობით ხორციელდებოდა. „ ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვი ლობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სო ციალურ მუშაკად მიიჩნეოდა„ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და რომლის გამოცდი ლება შეესაბამება სათანადო საქმიანობას და რომელიც საქართვე ლოს განათლების სამინისტროს მიერ შეყვანილია სოციალურ მუ შაკთა ერთიან რეესტრში“. მითითებული კანონით, სოციალური სამუშაო სამართლებრივი თვალსაზრისით გულისხმობდა, შვილობილის აღზრდის მსურველ პირთა განცხადების საფუძველზე სოციალური მუშაკის მიერ ამ პირთა საყოფაცხოვრებო და სხვა პირობების შემოწმებას, მათთვის ბავშვის მოვლისა და აღზრდის სპეციფიკის სწავლებას, ანგარიშის შედგენას და ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხის დადები თად, ან უარყოფითად გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სათათბირო საბჭოებისადმი წარდგენას. გარდა ამისა, სოციალურ მუშაკს აკისრებდა ბავშვის უფლებების დაცვის ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქციას. სოციალური მუშაკი ახ ორციელებდა სისტემატურ მეთვალყურეობას, ზედამხედველობას მიმღები ოჯახის საქმიანობაზე, დედობილ- მამობილის მიერ საკუ სოციალური მუშაკის საშტატო პოზიციების შემოღება( ძალადაკარგუ ლია 2006 წლის 15 აგვისტოდან). 33 გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0( უკანასკნე ლად ნანახია 30.10.2018) 30 თარი მოვალეობების შესრულებაზე. ამ პროექტის ფარგლებში, გარდა გაშვილების საკითხებისა, სოციალური მუშაკები მუშაობ დნენ კიდევ ორი მიმართულებით: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაცია და პრევენცია. გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელი იყო„ ობოლ და მშო ბელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანად იმპლემენტაცია, ბრი ტანული ორგანიზაცია„EveryChild“- ის დაფინანსებული საპილოტე პროექტის-„ ბავშვი და ოჯახი“ ფარგლებში მოხდა სოციალური მუშაკების შერჩევა, დასაქმება და გადამზადება ბავშვთა კეთილ დღეობის რეფორმის ხელშესაწყობად. 34 1999-2000 წლებში ბავშვის კეთილდღეობის სფეროსთან დაკავ შირებული სოციალური მუშაობის წამოწყების პარალელურად, სო ციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა განხორციელდა სასჯე ლაღსრულების სისტემაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეიქმნა სოციალ ური სამსახური, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენდა სასჯელაღ სრულების დაწესებულებათა სოციალური მუშაკების, სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და მსჯავ რდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახუ რების ხელმძღვანელობა და კონტროლი. 35 თავის მხრივ, სასჯელ აღსრულების დაწესებულებათა სოციალური მუშაკი პატიმარს მხარს უჭერდა სოციალური რეაბილიტაციის პროცესში, რაც გამო იხატებოდა მისი სახელით სოციალურ სამსახურებთან, ადგილობ 34 სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი, საქართველო, საქარ თველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თბილისი, 2011, გვ. 5. ხელმი საწვდომია ვებ- გვერდზე: http://www.gasw.org/index.php/ka/publications/researchs/116-2016-08-1119-30-11[25.07.2018]. 35 „ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესა ხებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის № 371 ბრძანების მე-14 მუხლი( ძალადაკარგულია 2000 წლის 14 ნოემბრიდან). 31 რივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ურ თიერთობაში, ინფორმაციის გაცვლაში. 36 აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის ბრძანებაში, რომელიც აფუძნებდა მიუსაფარ ბავშვთა ერთ ერთ სარეაბილიტაციო ცენტრს, სოციალური მუშაკი მოხსენიებ ულია სამედიცინო პერსონალის შემადგენლობის ერთ- ერთ ელემ ენტად, ხოლო აღსაზრდელთა სამედიცინო პერსონალს ევალებოდა სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, სანიტა რიულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა, სამედიცინო ანკეტების მოწეს რიგება და კვების ხარისხის კონტროლი. 37 საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში დასაქმე ბულ სოციალურ მუშაკთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავე ბული სტატუსი გააჩნდა სასჯელაღსრულების სტრუქტურებში და საქმებულ სოციალურ მუშაკებს. საქართველოს იუსტიციის მინის ტრის 2001 წლის ერთ- ერთი ბრძანებით სოციალურ მუშაკებს ენიჭ ებოდათ სპეციალური წოდებები( მაგალითად, უფროსი სოციალ ური მუშაკი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით გახდებო და იუსტიციის მაიორი, ხოლო სოციალური მუშაკი- იუსტიციის კაპიტანი), 38 რაც გარკვეულწილად ხაზს უსვამდა მის უფრო მჭიდ რო კავშირს პენინტეცნიურ სისტემასთან, ვიდრე სოციალურ სამუ შაოსთან. თავის მხრივ, მისი ამგვარი სტატუსი ხელს უშლიდა სერ ვისების მიწოდების პროცესში ბენეფიციარების მიერ სოციალური 36 მაგალითად იხ.:„ ტუსაღობის აღსრულების წესის შესახებ“ საქართვე ლოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის N368 ბრძანება ( ძალადაკარგულია 2012 წლის 28 ივნისიდან). 37 „ მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის„ მომავლის სახლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინის ტრის 2000 წლის 26 ივნისის № 430 ბრძანება( ძალადაკარგულია 2008 წლის 07 აპრილიდან). 38 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მი ნიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თა ობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერ ვლის N66 ბრძანება( ძალადაკარგულია 2009 წლის 08 აპრილიდან). 32 მუშაკის, როგორც დამოუკიდებელ, ბენეფიციარის ინტერესებზე ორიენტირებულ პირად აღქმას. 2001 წელს„ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სფუძველზე სასჯელ აღსრულების სისტემაში სოციალური მუშაკი სერვისებს აწვდიდა, როგორც თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს, აგრეთვე ე. წ. პრობაციონერ მსჯავრდებულებს. 39 სოციალური მუშაკი მათთან ატარებდა აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს და ახორცი ელებდა იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა მსჯავ რდებულის რესოციალიზაციას. 40 ნახსენები აქტით საკანონმდებ ლო დონეზე პირველად მოხდა სოციალურ მუშაკთან მიმართებაში უმაღლესი განათლების პროფილის განსაზღვრა. სასჯელაღსრუ ლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკის განათლების პროფილი დაუკავშირდა კონკრეტულ მიმართულებებს, კერძოდ სოციალური მუშაკი უნდა ყოფილიყო უმაღლესი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, ან პედაგოგიური განათლების მქონე პირი. 41 სოციალური მუშაკის განათლების პროფილის რეგულირების თვალსაზრისით აღსანიშნავია 2005 წელს საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში დადგენილი მოთხოვნები სოციალური მუშაკისთვის. მაგალითად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთ- ერთი ბრძანება მიუთითებდა, რომ სოციალური მუშაკის თა ნამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი უნდა ყოფილიყო საქართვე ლოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე და სასურვე ლი იყო უმაღლესი განათლება ჰქონოდა იურიდიული, პედაგოგი 39 მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლიდან სოციალური მუშაკი დასაქმებუ ლი იყო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და საჯარო სამსახუ რის კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებდა უფლებამოსილე ბებს, 2009 წლამდე საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი სო ციალურ მუშაკზე, როგორც საჯარო თანამდებობაზე არ უთითებდა. 40 „ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის კანონის მე-17 მუხლი( ძალადაკარგულია 2007 წლის 17 ივნისიდან). 41 იქვე. 33 ური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური, პოლიტოლოგიური, ან სოციალური მიმართულებით. 42 საინტერესოა სოციალური მუშაკის ის განსაზღვრება, რომელ საც„ სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თავ დაპირველი- 2006 წლის რედაქცია ითვალისწინებდა. იგი მიუთ ითებდა, რომ სოციალური მუშაკი იყო სერტიფიცირებული, მეურ ვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსი ლებით აღჭურვილი პირი, რომელსაც გამოჰქონდა დასკვნა მზრუნ ველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მინიჭების, შვილობილად აყვანის( მინდობით აღზრდის), საქართველოს სამოქალაქო კოდექ სის შესაბამისად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე სახელმწი ფოს მიერ განსახორციელებელი ზრუნვისა და მზრუნველობამოკ ლებულ სრულწლოვნებზე ზრუნვის სახეების გამოყენების შესა ხებ, აგრეთვე მშობლის უფლების ჩამორთმევის, ან ამ უფლების ჩა მორთმევის გარეშე ბავშვის ჩამორთმევის თაობაზე. გარდა ამისა, ეს კანონი აცხადებდა, რომ სოციალური მუშაკის საქმიანობა ექვემდე ბარებოდა სახელმწიფო რეგულირებას და სოციალური მუშაკი უნ და ყოფილიყო სერტიფიცირებული . სერტიფიცირებას უქვემდება რებდა პირს, რომელსაც: 1. გავლილი ჰქონდა აკრედიტებული უმ აღლესი საგანმანათლებლო პროგრამა; 2. გააჩნდა შესაბამის სფერო ში მინიმალური- არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება. ნიშანდობლივია, რომ„ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქარ თველოს კანონში 2007 წელს განხორციელებული ცვლილებით სო ციალური მუშაკის პროფესია რეგულირებად პროფესიად იქნა აღი არებული, თუმცა 2009 წლის ცვლილების საფუძველზე პროფესია რეგულირებად პროფესიათა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა. ეს ცვლილება საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო ინიცირებული, რაც ემყარებოდა მოსაზრებას, რომ პროფესიის განვითარების ად 42 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარ ტამენტის № 6 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკა ციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის № 1792 ბრძანება( ძალადაკარგუ ლია 2011 წლის 22 თებერვლიდან). 34 რეულ ეტაპზე რეგულირების მექანიზმის შემოღება ბარიერს შეუქ მნიდა პროფესიის განვითარებას. 43 სოციალური მუშაკის როლისა და მნიშვნელობის გაზრდის აუცილებლობა განაპირობა 2006 წელს მიღებულმა საქართველოს კანონებმა„ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და„ ადამიანით ვაჭ რობის( ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, ხოლო 2010 წელს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედუ რების დანერგვამ სოციალურ მუშაკს კიდევ უფრო საპასუხისმგებ ლო ფუნქციები დააკისრა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 44 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქნმა ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალე ბულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი , რომლის ფარგლებშიც სოციალური მუშაობა ხორციელდება ძალადობის, ას ევე ტრეფიკინფის მსხვერპლებთან. მიუხედავად სახელმწიფო ძალისხმევისა, როგორც სახელმწი ფო, ისე ინსტიტუციურ დონეზე განეხორციელებინა სოციალური მუშაობის სხვადასხვა მიმართულებების, სოციალური მუშაკის ფუნქციების რეგულირება, სოციალური სამუშაოს, სოციალური მუშაკების მასშტაბური გაფართოება 2007 წლიდან დაიწყო, როდე საც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელებას შეუდგა. ბავშვზე ზრუნვის ერთეული 2009 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაექვემდებარა. აგრეთვე გაიზარდა სოციალური მუშაკების ფუნ ქციები. გარდა ბავშვზე ზრუნვისა, მათ დაევალათ ზრდასრულთა მეურვეობასთან, მზრუნველობასთან, ოჯახურ დავებთან, სოციალ 43 სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი, საქართველო, საქართვე ლოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თბილისი, 2011, გვ. 7. ხელმისაწ ვდომია ვებ- გვერდზე: http://www.gasw.org/index.php/ka/publications/researchs/116-2016-08-1119-30-11[25.07.2018]. 44 იქვე, გვ. 7-8. 35 ურად დაუცველ ხანდაზმულთა იდენტიფიცირებასთან და მათი საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გან ხორციელება. 45 სოციალური მუშაობა ვითარდებოდა ფსიქიკური ჯანმრთელო ბის სფეროშიც. ფსიქიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენ ტრებსა და ფსიქო – ნევროლოგიურ დისპანსერებში, ასევე სტაციონ არებში გაჩნდნენ სოციალური მუშაკები. ამასთანავე, მავნე ნივთი ერებებზე დამოკიდებულების პრობლემის აქტუალობამ განაპირო ბა ამ სფეროში სოციალურ მუშაკთა არსებობის აუცილებლობა. 46 მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2004 წელს დაფუძვნდა სო ციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სოციალური მუშაობის და გარკვეულწილად სოცი ალური მუშაობის სამართლის განვითარებაში. სოციალური მუშაობის დამკვიდრებას და განვითარებას უკავ შირდება ასევე წარმატებული რეფორმა მართლმსაჯულების სფე როში, რომლის ფარგლებშიც სოციალური მუშაკების მასშტაბური დასაქმება მოხდა სასჯელაღსრულების, პრობაციის და დანაშაულ ის პრევენციის სისტემებში. 47 სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა სამართლიანად ითვლება მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის წინაპირობად. 48 2015 წელს მიღებულ არასრულ წლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში სოციალური მუშაკი სა კანონმდებლო დონეზე იქნა აღიარებული, როგორც არასრულ წლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე პირი. ამავე კოდექსით მას მიენიჭა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულ წლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის( მედიაციის) პროცესში მონაწილეობისა და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის ფუნქციები. 45 იქვე, გვ. 5. 46 იქვე, გვ. 9. 47 იქვე, გვ. 9-10. 48 სოციალური მუშაობის პროფესიული რეგულირების კონცეფცია, სა ქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სამუშაო ვერსია, თბილი სი, 2017, გვ. 6-7. 36 აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, საკანონმდებლო დონეზე განი საზღვრა, არასრულწლოვნის განცალკევებასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლო ბისთვის, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სან ქციები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამგვარი ქმედებისთვის სანქციის სახით გათვალისწინე ბული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღემდე ვადით, ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით. ხოლო ამავე ქმე დების, უკვე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მი ერ ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა სასჯელის სახით დაადგინა ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარ გებლო შრომა, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოციალ ური მუშაობა ახალგაზრდა დარგია, იგი არაერთი წარმატებული რეფორმის განუყოფელი ნაწილია. სოციალური მუშაობის ქართულ ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალური მუშაკე ბის აქტიური მონაწილეობით ბავშვთა კეთილდღეობის, იგივე დე ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის განხორციელებას, რომლის გამოც საქართველო ამ მიმართულებით რეგიონულ სამაგალითო სისტემად იქცა. 49 2018 წლის 13 ივნისის„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქარ თველოს კანონის 50 ამოქმედებამდე საქართველოში არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავდა სოცი ალურ მუშაკთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს და დეტალურად გაწერდა მათ უფლება- მოვალეობებს. ეს თავის მხრივ აისახებოდა მომსახურების ხარისხზე და საბოლოო ჯამში, საზოგა დოებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. უფლებამოსილი უწყებები კანონქვემდებარე აქტების დონეზე სხვადასხვაგვარად არეგულირებდნენ სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებულ სამარ თლებრივ ბაზას, რაც ვერ უზრუნველყოფდა სოციალური მუშაკის 49 იქვე, გვ. 7. 50 შემდგომში- კანონი. 37 საქმიანობის განჭვრეტადობას, როგორც სერვისის მიმღებების თვის, ასევე, თავად სოციალური მუშაკებისთვის. სისტემის დიფუ ზიურობა თავის მხრივ ვერ უზრუნველყოფდა მაღალი სტანდარ ტის დამკვიდრებას სოციალური მუშაკის პროფესიასთან დაკავში რებით. ამგვარი ნორმატიული გარემო ხელს უშლიდა სოციალური მუშაობის, როგორც დარგის, სოციალური მუშაკის პროფესიის დი ნამიურ განვითარებას, საერთო პროფესიული სტანდარტებისა და ღირებულებების, პრინციპების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას, სოციალური მუშაკის მყარი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმძღვანელოს კონტექსტში განხილული იქნება, სოციალური მუშაობის სამართლის ნორმების ისტორიული განმარტება. რადგან სოციალური მუშაკის მიერ, კა ნონის გამოყენების დროს, განმარტების სხვა მეთოდებთან ერთად მნიშვნელოვანია ისტორიული განმარტების მეთოდის გამოყენე ბაც. აღნიშნული მოიაზრებს ნორმის შემფარდებლის, ან გამომყე ნებლის მიერ შესაბამისი რეგულაციის ისტორიულ კონტექსტში წა კითხვას, 51 რაც თავის მხრივ ნიშნავს, იმის გაანალიზებას, თუ რა გარემოებებმა განაპირობა აღნიშნული ნორმის შექმნა. 1.3. ტერმინთა განმარტება რადგანაც წინამდებარე სახელმძღვანელო სოციალური მუშაობ ის სამართლის შესასწავლად არის განკუთვნილი, აუცილებელია, რომ მკითხველისათვის განმარტებული იქნეს კანონში გამოყენე ბული ტერმინები. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სა მართლებრივ ტერმინს, მართალია საერთო სამართლის სისტემაში აქვს ერთიანი განმარტება , თუმცა, სამართლის სხვადასხვა სფერო ში მათ სხვადასხვაგვარი, სპეციფიური განმარტება შეიძლება ჰქონ დეთ. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი განმარტავს კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ 51 J. Reinhard, Grundkurs Recht für die Soziale Arbeit , München, 2016, S. 54. 38 ტერმინთა მნიშვნელობას, თუმცა, თვით კანონი ამომწურავად რათქმაუნდა ვერ განმარტავს ყველა ტერმინსა და ცნებას. ამიტომ ამ ქვეთავში განმარტებული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი. შეფასება ობიექტური დამკვირვებლის თვალით- ტერმინი კა ნონში გამოიყენება მოვლენათა შეფასების კრიტერიუმად. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტურ შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ფაქტი, ან სანდო ინფორმაცია. ე. წ. ობიექტური დამკვირვებლის ინ სტიტუტი გვხვდება საპოლიციო სამართალშიც.„ ობიექტურ დამ კვირვებელში“ იგულისხმება ჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებ ლობების მქონე ადამიანი, რომელსაც არანაირი ინტერესი არა აქვს კონკრეტული შემთხვევის მიმართ. 52 სწორედ ობიექტური დამ კვირვებლის პოზიციიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ვარაუდი იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც შესაძლოა იდგეს ადამი ანი. ობიექტური შეფასება, სწორედ, საფრთხის ცნების გაგებას ეფ უძნება. კანონი საფრთხეს განმარტავს, როგორც ვითარებას, როდე საც არსებობს ვარაუდის საფუძველი , რომ მოვლენების მოსა ლოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემ თხვევაში , დიდი ალბათობით , ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საფრთხის შეფასება არის არამხოლოდ მოვლენათა ობიექტურად შეფასება, არამედ მისი სუბიექტური შეფასება, როგორიცაა მაგალითად მისი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიული ალღო და კომპეტენციები. რაც უფრო მყარია ფაქტობრივი გარემოებები და მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, მით უფრო ნაკლები მტკიცება სჭირდება საფ რთხის არსებობას და სოციალურმა მუშაკმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ჩარევა . ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – კანონი განმარტავს, რომ ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი არის სოციალური უსაფ 52 ავტორთა კოლექტივი, რედ. ლ. იზორია, საპოლიციო სამართალი, თბი ლისი, 2015, გვ. 119. 39 რთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კე თილდღეობის განვითარების, ან სხვა ინტერესი. რომელიც არ ეწ ინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს. 53 სოციალური მუშაობის კონტექ სტში ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი არის მისთვის სრულყო ფილ და ჰარმონიულ გარემოში განვითარების საშუალების მიცემა. იგი სოციალური მუშაკის მიერ უნდა შეფასდეს ობიექტური კრი ტერიუმებით, რომლებიც ეყრდნობა თვით ბენეფიციარის თვითშე ფასებას, მის ინტერესებსა და სურვილებს. იმავდროულად აღსა ნიშნავია, რომ აღნიშნული ტერმინი ბავშვთან მიმართებით გამო იყენება გაეროს 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლით, თუმცა, კონვენციის მიხედვით, ტერმინი მოხსენიებ ულია, როგორც„ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი“ და იგი უფლებამი სილი პირის მიერ კონკრეტული მდგომარეობის შეფასებისას სხვა სიკეთეზე უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევა. გადაუდებელი შემთხვევა – კანონი გადაუდებელ შემთხვევას განმარტავს როგორც მდგომარეობას , რომელიც მყისიერ საფ რთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. შესაბამისი ტერმინი გამოიყენება იმ კონკრეტული შემთხვევებისათვის როცა, საფრთხე იმდენად უშუალო და მყისიერია, რომ სოციალურ მუშაკს შეუძლია კონკრეტულ მომენტში, გამონაკლისი წესით იმოქმედოს, მაგალითად გადადგას ნაბიჯები სამოქმედო გეგმის შემუშავების გარეშე. სოციალური მუშაკის ქმედების თანაზომიერების შემოწმება 54 სოციალური მუშაკის ქმედება, იმ შემთხვევაში არის თანაზომი ერი, თუ: 1. მას აქვს ლეგიტიმური მიზანი( ლეგიტიმური მიზანი, არ შეიძლება გამომდინარეობდეს სოციალური მუშაკის, ან ორგანი ზაციის კერძო ინტერესებიდან) 2. სოციალური მუშაკის ქმედება გამოსადეგია დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად 3. 53 იხ. ტერმინის განმარტება ასევე ქვემოთ, ქვეთავში- 4.8. 54 თანაზომიერების პრინციპის განმარტება იხილე დეტალურად მეორე თავში, ქვეთავი, 2.7. 40 თუ კონკრეტული ღონისძიების შესასრულებლად, სოციალური მუშაკის მიერ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს შერჩეულზე უფ რო ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც ნაკლებ ზიანს გა მოიწვევდა ბენეფიციარისათვის 4. თუ სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ღონისძიება იცავს ისეთ სამართლებრივ სიკე თეს, რომელიც აღემატება სხვა ღირებულებებს( მაგალითად ბავ შვის ოჯახიდან გამოყვანის დროს ერთმანეთის საპირწონედ დგას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ოჯახის ერთიანობა. ამ შემთხვე ვაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესია. თუ ბავშვისათვის უმჯობესია ოჯახიდან გამოყვანა, მაშინ მეორე სიკეთე( ოჯახის ერ თიანობა) ნაკლებად მნიშვნელოვანია. თავი 2. სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები 2.1. სოციალური მუშაობის პრინციპების არსი და სამართლებრივი ბუნება კანონი ადგენს პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება სავალ დებულოა სოციალური სამუშაოს განხორციელებისას. კანონით დადგენილი პრინციპები სავალდებულოა ყველა სოციალური მუ შაკისათვის, მიუხედავად დასაქმების ადგილისა და მისი დარგობ რივი კომპეტენციისა. კანონის მიღებამდე სოციალური მუშაკებისთვის არ იყო დად გენილი სამუშაოს განხორციელების პრინციპები. შესაბამისად, სა ჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუ შაოს შესრულებისას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და„ საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი პრინციპებით, კერძო სექტორში დასაქმებუ ლი სოციალური მუშაკები კი დამოკიდებულნი იყვნენ იმ დანაწე სებზე, რომლებიც გათვალისწინებული იყო შრომით ხელშეკრუ ლებასა და შრომის შინაგანაწესში, ხოლო თვითდასაქმებული სო 41 ციალური მუშაკები ყოველგვარი პრინციპის რეგულირების მიღმა რჩებოდნენ. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ სით და„ საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი პრინ ციპები ვრცელდება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სოცი ალურ მუშაკებზე, მაგრამ ისინი ძირითადად შეეხება დაწესებულე ბების საქმიანობასა და დაწესებულებაში დასაქმებულის გარანტი ებს, ასევე, ზოგად აკრძალვებს. შესაბამისად, აღნიშნულ დებულე ბებში არ არის მოცემული უშუალოდ სოციალური მუშაობის გან ხორციელების სპეციფიკა. რიგ შემთხვევებში, კი, ისინი სოციალურ მუშაობასთან საერთოდ არ არის კავშირში. მაგალითად, საქვეყნო ობის პრინციპი. აქვე, ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის სა კითხიც, რომ კანონმდებლობით ფაქტობრივად ყურადღების მიღმა იყვნენ დარჩენილი კერძო სექტორში დასაქმებული და თვითდა საქმებული სოციალური მუშაკები, რომლებიც ახალი კანონის მი ღებით, დაექვემდებარებიან სოციალური მუშაობის ისეთსავე წე სებს, როგორებსაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოცი ალური მუშაკები. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო საკანონ მდებლო დონეზე განსაზღვრულიყო სოციალური მუშაობის პრინ ციპები, ისევე, როგორც ეს განვითარებული სამართლის მქონე, და სავლეთევროპული ქვეყნების შემთხვევაშია. სოციალური მუშაობის პრინციპები წარმოადგენს იმ სამარ თლებრივ სახელმძღვანელო ნორმებს, რომლებსაც ემყარება მთელი სოციალური სამუშაო. ამ მიმართულებით კანონით გათვალისწინე ბული თითოეული ნორმა ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ინსტიტუციონალიზირებულია სოციალური მუშაობის პრინციპე ბის სახით. პრინციპების საფუძველი ღირებულებათა ის სისტემაა, რომელსაც ეფუძნება სოციალური მუშაობა. ეს ღირებულებებია დემოკრატია, პლურალისტური და ტოლერანტული საზოგადო ებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც სოციალური მუშაკი იცავს პრინციპებს, იმავდროულად იცავს ღირებულებათა სისტემას, რო მელიც მნიშვნელოვანწილად ემსახურება საზოგადოების გაჯანსა 42 ღებას. სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია არის ღირებულე ბებზე ორიენტირებული პროფესია 55 . ღირებულება, თავის მხრივ არის ის, რაც აღიარებულია, როგორც ნაციონალურ, ან სუბკულ ტურაში. ამდენად, შესაძლებელია სხვადასხვა კულტურებს გან სხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ 56 . დასავლურ კულტურაში, რომლის ნაწილი საქართველოცაა, სოციალური სამუშაო ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას. ის არის სახელმწიფოს ინსტიტუტის ფორმა, რომელიც ეხმარება მოწყვლად ადამიანებს ცხოვრება მართონ საკუთარი პასუხის მგებლობით. ეს, თავის მხრივ, გამოხატავს ჰუმანურ და დემოკრა ტიულ იდეალებს, სადაც სამართლიანობა, ადამიანის ღირსება და მისგან გამომდინარე ადამიანის სხვა უფლებები დიდ როლს თამა შობენ 57 . პრაქტიკაში სოციალური მუშაობა ამ პროფესიის წარმო მადგენლებს გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელიც ეფუძნება პა სუხისმგებლობას არა მარტო ინდივიდების, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. სოციალური სამუშაო ხშირად ინტერეს თა კონფლიქტის გზაგასაყარზეა. სოციალურ მუშაკებს უწევთ გა დაწყვეტილების მიღება, როგორც კანონის, ასევე, მორალურ- ეთიკ ურ ღირებულებებზე დაფუძნებით. ერთი მრივ, მათ უნდა გაითვა ლისწინონ ბენეფიციარის ინტერესები, მეორე მხრივ, საზოგადოებ ის და სახელმწიფოს. 58 სოციალური სამუშაოს ძირითადი პრინცი პები ეხმარება სოციალურ მუშაკებს სამართლიანი, დაბალანსებუ ლი გადაწყვეტილების მიღებაში. 55 Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, S. 12, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: 56 K. Leuthhardt, Menschenrechtsdiskurs und berufsethische Prinzipien – Eine Herausforderung fuer die soziale Arbeit: Analyse eine stationaeren Kinderund Jugendhilfeeinrichtung , 2009, S 9. 57 იქვე, S. 11-12. 58 C. Baerwald, Soziale Arbeit als Menschenrechtsprofession: Menschenrechte als Leitlinie der sozialen Arbeit ? 2004, Nordersterdt, 2014, Nordersterdt, 2014, S. 1. 43 ამდენად, ღირებულებების განხორციელებისათვის კანონი ად გენს მათზე დაფუძნებულ სამართლებრივ ბაზას, რომელიც სოცი ალური მუშაობის პრინციპებში გამოიხატება. სოციალური სამუშა ოს პრაქტიკისათვის ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური მუშაკის ფუნქციის ნებისმიერი განხორციელება უნდა დაიგეგმოს და გა ტარდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც გადმოცემულია სოციალ ური მუშაობის პრინციპებში. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რომ ეს არ ნიშნავს მის დეკლარაციულ ხასიათს, რადგან სოცი ალური მუშაობის პრინციპები წარმოადგენს არა მხოლოდ სამუშა ოს შესრულების ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, არამედ უშუალოდ მოქმედ სამართალს, რომლის გათვალისწინება და დაც ვა ყველა სოციალური მუშაკის მოვალეობაა, ხოლო მათი დარღვევა იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგს. 2.2. სოციალური მუშაობის ცალკეული პრინციპები კანონის პროექტის ერთ- ერთი პირველი სამუშაო ვერსია ითვა ლისწინებდა სოციალური მუშაობის 6 პრინციპს: ადამიანის უფლე ბების პატივისცემის პრინციპს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს, თანასწორობის პრინციპს, დარგობრივი სპეციალიზაცი ის პრინციპს, თანაზომიერების პრინციპსა და კეთილსინდისიერ ებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპს. 59 თუმცა, კანო ნის პროექტზე მუშაობის პროცესში, დამატებით გამოიკვეთა ცალკე გამოყოფილიყო ინდივიდუალიზაციისა და სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპებიც, ხოლო დარგობრივი სპეციალიზაცია შეიცვალა დარგობრივი კომპეტენციის პრინციპით. საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენისას კანონის პროექტმა მოიცვა მითი თებული პრინციპებიც 60 და კანონში აისახა სოციალური მუშაობის ისეთი უმნიშვნელოვანესი საფუძვლები, როგორებიცაა: 59 ხელმისაწვდომია ვებ. გვერდზე: [07.07.2018]. 60 ხელმისაწვდომია ვებ. გვერდზე: 44  ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი;  სოციალური სამართლიანობის პრინციპი;  თანასწორობის პრინციპი;  დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი;  თანაზომიერების პრინციპი;  ინდივიდუალიზაციის პრინციპი;  კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპი;  სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპი. დაცვის 2.2.1. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი 2.2.1.1. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპის არსი სოციალური მუშაკის პროფესია არის ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. ის ხელს უწყობს ადამიანის უფლებების განხორციელებას 61 . სოციალური მუშაობა არის ადამი ანის უფლებებზე დაფუძნებული პროფესია 62 , რომელიც სათავეს ღირებულებებზე დაფუძნებულ პრინციპებში იღებს. ამის დასტუ რად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტიც, რომ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ ადამიანის უფლებების დაცვა აღიარა, როგორც სოციალური მუშაობის ქვაკუთხედი 63 . ადამიანის ღირსე ბის იდეა ეყრდნობა წარმოდგენას სოციუმთან მჭიდრო კავშირში მყოფ ინდივიდზე, რომელსაც აქვს უნარი ავტონომიური მოქმედე ბებისა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ადამიანებს შეუძლიათ ერთმანე თი აღიარონ სოლიდარულ საზოგადოებაში, როგორც თავისუფა [07.07.2018]. 61 B. Loderbauer ,Hrsg. Recht fuer Sozialberufe , 4. Aufl. Lexis Nexis Verlag, Wien, 2016, S.1. 62 J Ife Human Rights and Social Work: Towards Rights-Based Practice, 3 rd ed. Cambridge University Press, New York, 2012, S.40. 63 Global Definition of Social Work, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: 45 ლი და თანასწორი. მეორე მხრივ, სოციალური მუშაობის გამოყენე ბით დემოკრატიულ, სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფო ში შესაძლებელია უფრო მეტი სამართლიანობის და ჩართულობის მიღწევა ყველასათვის 64 . კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სოციალ ური მუშაობა ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების პატივისცემას. საჯარო სექტორში დასაქმე ბული სოციალური მუშაკები წარმოადგენენ სახელმწიფოს. სახელ მწიფო, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, თავის ქმედებებში არის შებოჭილი ადამიანის ძირითადი უფლებებით. ამდენად, სოციალ ური მუშაკი, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს ბენეფი ციარებთან და სხვა პირებთან საკუთარი უფლებამოსილების გან ხორციელებისას, თავად არის ძირითადი უფლებებით შეზღუდუ ლი. კერძო სექტორში დასაქმებული სოციალური მუშაკები სოცი ალური სამუშაოს განხორციელებისას, კანონის მიხედვით, ასევე, შებოჭილნი არიან ძირითადი უფლებებით. აღნიშნული განპირო ბებულია იმით, რომ რადგან ისინი საზოგადოებისათვის უმნიშ ვნელოვანეს სამუშაოს ასრულებენ, ხშირად მათზეა ადამიანის გან ვითარების მიმართულება დამოკიდებული. ამდენად , კანონმდე ბელმა გაითვალისწინა ის მაღალი საჯარო ინტერესი, რომ, ასევე, კერძო სექტორში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა განუხრე ლად უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები. კანონი ადგენს ადამიანის ყველა ძირითადი უფლების პატი ვისცემის ვალდებულებას სოციალური მუშაკისთვის. თუმცა, აღსა ნიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ნორმის რედაქციაში სხვა ძირითა დი უფლებებისგან გამოყოფილი და განსაკუთრებულად აღნიშნუ 64 Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, S. 2, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: https://www.dbsh.de/fileadmin/downloads/DBSH-Berufsethik2015-02-08.pdf 46 ლია ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულება, რაც რამ დენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მუშაკი ეხმარება ადამიანებს უზრუნველყოფილ იქნას მათი სოციალური უსაფრთხოება და განვითარება, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავ შირშია მისი, როგორც ღირსების მქონე ინდივიდის აღიარებასა და მისგან გამომდინიარე უფლებების დაცვასთან 65 . ადამიანის ღირსე ბა, რომელიც სათავეს ქრისტიანულ მოძღვრებაში იღებს, აღიარებ ულია, როგორც აბსოლუტური უფლება. მეორე მხრივ, 2017 წლის 13 ოქტომბრის საკონსტიტუციო რე ფორმის შედეგად, კონსტიტუციის მეორე თავი( ადამიანის ძირი თადი უფლებები) ახლებურად ჩამოყალიბდა, სადაც ძირითად უფ ლებათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე განმტკიცებულია ად ამიანის ღირსების ხელშეუვალობა. კონსტიტუციის ახალი რედაქ ცია კონცეფტუალურად ახლებურ მიდგომას აყალიბებს და აღიარ ებს, რომ ადამიანის ღირსება უფლებათა შორის უპირველესია. მი სი ხელშეუხებლობა აბსოლუტური უფლებაა, რომლის შეზღუდ ვის შესაძლებლობას კონსტიტუცია არ უშვებს. 66 მხედველობაშია მისაღები„ სოციალური მუშაობის შესახებ“ კა ნონის მიზნებიც. კერძოდ, მე-3 მუხლის„ ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩა მოყალიბება, რომელიც ემსახურება ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვითდახმარებისა და თვით განვითარების გზით მისი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას. ეს დებულება წარმოადგენს ანარეკ ლს იმ თანამედროვე, განვითარებული სამყაროს მიდგომისა, რომ ლის მიხედვით თითეული ადამიანი არის ინდივიდი, ღირსების 65 D. Androff, Practicing Human Rights: Human Rights-Based Approachice to Social Work Practice , London, 2016, S.2. 66 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის #2/1/241 გადაწყვეტილება საქმეზე„ საქართველოს მოქალაქე აკაკი გო გიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, I. 47 მატარებელი და შესაბამისად მისი მთავარი ღირებულება მისი ინ დივიდუალობის თავისუფალი განვითარებაშია 67 . ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ სოციალური მუშაკი თავად არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს, ასევე, ხელს უნდა უწყობდეს ძირითადი უფლებების განხორციელებას. აღნიშნულ ნორმაში ვლინდება კონსტიტუციით სახელმწიფოს თვის დადგენილი უფლების დაცვის ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულება. ადამიანის უფლებათა დაცვის ნეგატიური ვალდებულების გა მოხატულებაა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი ალტერნატივა: „ სოციალური მუშაკი[...] არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლე ბებს“. სოციალურ მუშაკს ეკრძალება დაარღვიოს სხვათა უფლებე ბი, არ ხელყოს ისინი და ხელი არ შეუშალოს მათ განხორციელებ ას 68 . მაგალითი: სოციალური მუშაკი დაუშვებელია მოექცეს ბენეფი ციარს როგორც ობიექტს, დაამციროს იგი, მოექცეს არაჰუმან ურად და ამგვარად შეურაცხჰყოს მისი ღირსება; სოციალური მუშაკი არ შეიძლება ძალადობდეს ფიზიკურად და ფსიქიკუ რად ბენეფიციარზე; დაუშვებელია სოციალურმა მუშაკმა ხელი შეუშალოს ბენეფიციარს განათლების მიღებაში; სოციალურმა მუშაკმა ხელი არ უნდა შეუშალოს ბენეფიციარს, მიიღოს ჯან მრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურება და სხვა. ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდე ბულება განსაზღვრულია მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე ალ ტერნატივაში:[ სოციალური მუშაკი]„ ხელს უნდა უწყობდეს ად ამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებას“. პოზიტიური 67 Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, S. 24 ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: 68 Vgl. Loderbauer Hrsg. Recht fuer Sozialberufe , 4. Aufl. Lexis Nexis Verlag, Wien, 2016, S.7. 48 ვალდებულება სახელმწიფოსაგან ითხოვს, უზრუნველყოს ადამი ანის უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, უპირველეს ყოვ ლისა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ აქტიურად იმოქმედოს და მი იღოს ზომები იმისათვის, რომ შესრულდეს კონსტიტუციით გან საზღვრული ძირითადი უფლების მიზნები 69 . მოცემულ შემთხვე ვაში, საქმე გვაქვს არა ჩარევის, ან ხელის შეშლის აკრძალვასთან, არამედ პოზიტიურ ღონისძიებებთან, რომლებიც სოციალურმა მუ შაკმა უნდა გაატაროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციარ ის ძირითადი უფლებების განხორციელება 70 . მაგალითი: სოციალური მუშაკი ვალდებულია ხელი შეუწყოს ბენეფიციარს, მისცეს სათანადო რჩევები, რათა მან დამოუკიდ ებლად შეძლოს ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველ ყოფა; ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ეს ფაქ ტი უნდა შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მოხდეს ქალის დაცვა მოძალადისგან; სოციალურმა მუშაკმა ხე ლი უნდა შეუწყოს ბენეფიციარს ზოგადი განათლების მიღება ში, რისთვისაც მას უნდა მისცეს კონკრეტული მიმართულება ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობასთან დაკავ შირებით; სოციალურმა მუშაკმა ხელი უნდა შეუწყოს ბენეფი ციარს, მიიღოს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურება და მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი სერვისების შესახებ. 2.2.1.2. სოციალური მუშაკის ვალდებულება კონკრეტულ უფ ლებებთან მიმართებით კანონი ემსახურება ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვასა და რეალიზებას, რაც გამოხატულებას პოულობს სახელ მწიფოს ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებში. ამდენად, მნიშვნელოვანია განვიხილოთ სოციალურ მუშაკის პოზიტიური 69 V. Epping Grundrechte , Berlin, 2014, S. 5. 70 Vgl. B. Loderbauer Hrsg. Recht fuer Sozialberufe, Wien, 2016, S. 9. 49 და ნეგატიური ვალდებულებები ბენეფიციარის კონკრეტულ რამ დენიმე ძირითად უფლებასთან მიმართებით: ა) ადამიანის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფ ლება საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, ადამი ანის სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. კონ სტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს სახელმწიფოს ვალ დებულებას, არ დაარღვიოს პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება და ამასთანავე, პოზიტიურ ვალდებუ ლებას, შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა მისი ეფექტური აღ სრულების მექანიზმით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეს უფლე ბა. 71 აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულება კი, არის სოციალ ური მუშაკის ვალდებულება. მაგალითი: კანონის საფუძველზე, სოციალური მუშაკი ვალდე ბულია არ გაამჟღავნოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბენე ფიციარის ადგილის შესახებ ინფორმაცია და ხელმისაწვდომი არ გახადოს მოძალადისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას მსხვერპლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; სოციალური მუ შაკი ვალდებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბენეფიცი არი ჩართოს შესაბამის მომსახურებაში და მიაწოდოს ინფორმა ცია თავშესაფრის შესახებ, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის„ თ“ და„ ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რათა დაცული იყოს ბენეფიციარის სიცოცხლე და ჯანმრთელობა; სუიციდის საშიშროების შემთხვევაში, სოციალურმა მუშაკმა უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის, ფსიქოლოგის ჩართვა, იმისთვის, რომ ბენეფიციარმა სიცოცხლე თვითმკვლელო ბით არ დაასრულოს; 71 ავტორთა კოლექტივი, ე. გოცირიძე, საქართველოს კონსტიტუციის მე ორე თავის კომენტარი , თბილისი, 2013, გვ. 75. 50 ბ) პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთა რი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. აღნიშნული მოიცავს ზოგად თავისუფლებას, პიროვნებამ თავისი ინდივიდუ ალური გადაწყვეტილებების შესაბამისად იმოქმედოს, ან არ იმოქ მედოს 72 , თუ ის კონსტიტუციური წესრიგით დაცულ სამართლებ რივ სიკეთეს არ არღვევს. მაგალითი: სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბენეფიციარს ინ დივიდუალური სურვილის მიხედვით აირჩიოს სახელმწიფო სერვისებიდან ერთი ან რამდენიმე. გ) პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუ ნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენენ, რომ ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრე ბა, ასევე, პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუვალია. შესაბა მისად, სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების გან ხორციელებისას გაითვალისწინოს პირადი ცხოვრების ხელშეუვ ალობის უფლება. ბენეფიციარის პირადი და ოჯახური სფერო გან საკუთრებით დაცული კონსტიტუციური სიკეთეა. აღნიშნული შე ეხება პირის კერძო, ინტიმური და სოციალური სფეროების დაც ვას 73 . სოციალური მუშაკი ვალდებულია პიროვნება ოჯახში, სა ზოგადოებაში, ასევე, იმ სოციუმში გაითვალისწინოს, რომელშიც ის ცხოვრობს და მისი სამუშაო ყველა ამ ასპექტის გათვალისწინე ბით განახორციელოს. მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს ინდი ვიდების ძლიერ მხარეებზე და მისი განვითარება სწორედ ამ ძლი ერი მხარეების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებით მოხდეს 74 . 72 V. Epping Grundrechte , Berlin, 2014, S. 267. 73 ავტორთა კოლექტივი, ი. კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის მე ორე თავის კომენტარი , თბილისი, 2013, გვ. 180. 74 Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, S. 30, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: 51 პირის კონსტიტუციით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს კანონის 25- ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სოციალური მუშაკი ვალდებულია არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი სამუშაოს შესრუ ლებისას. გამონაკლისს წარმოადგენს ის ინფორმაცია, რომლის გა ცემის ვალდებულებაც აქვს სოციალურ მუშაკს, ან იმ დაწესებულე ბას, სადაც ის მუშაობს( მუხლი 26). მაგალითი: სოციალური მუშაკისთვის ცნობილი გახდა, რომ ბენეფიციარი წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გა დიოდა მკურნალობის კურსს, რომლის შესახებაც მას არ სურს სხვა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია. დაუშვებელია, სოცი ალურმა მუშაკმა ასეთი ინფორმაცია გასცეს; სოციალურ მუშაკს ბენეფიციარმა გაანდოს, რომ პრობლემები აქვს მეუღლესთან და აპირებს მას დაშორდეს. სოციალური მუშაკი ვალდებულია არავის უთხრას ეს ინფორმაცია; დაუშვებელია სო ციალურმა მუშაკმა გასცეს ბენეფიციარის პერსონალური მონაცემე ბი, მათ შორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და სხვა მონა ცემები, რომლითაც შეიძლება მოხდეს ბენეფიციარის იდენტიფი ცირება. სოციალურ მუშაკს ბენეფიციარმა აჩვენა მეუღლესთან სატელე ფონო მიმოწერა, სადაც მეუღლე მას სიცოცხლის მოსპობით ემუქ რება. სოციალური მუშაკის ვალდებულებაა საიდუმლოდ შეინახოს ეს მიმოწერა, გარდა სამართალდამცავებთან გამჟღავნებისა. ამავდროულად კანონი ადგენს ამ ძირითად უფლებაში ჩარევის საფუძველსაც. მაგალითად, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნ ქტის„ დ“ ქვეპუნქტი ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობ ის/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაც ვის მიზნით ზომების მიღებას." ქალთა მიმართ ძალადობის, ან/ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა https://www.dbsh.de/fileadmin/downloads/DBSH-Berufsethik-2015-0208.pdf 52 და დახმარების შესახებ" კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ეს ღონისძიება შეიძლება იყოს ბავშვის განცალკევება მოძალადისგან, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. მაგალითი: სოციალური მუშაკი ერევა ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, მაშინ როდესაც ბავშვის საუკეთ ესო ინტერესის დაცვა მოითხოვს ბავშვის განცალკევებას მოძა ლადისგან, თუნდაც ეს მოძალადე მშობელი, ან ოჯახის რომე ლიმე სხვა წევრია. ამ შემთხვევაში ბავშვის ფიზიკური და ფსი ქიკური ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთეა, ვიდრე ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. დ) განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციის 27- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არ ჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სკოლამდე ლი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგე ნილი წესით, ხოლო დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდე ბულოა. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის„ გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ში სოციალური მუშაობა გულისხმობს მოსწავლის ზოგადი განათ ლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცე სებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინ ტეგრაციის ხელშეწყობას. მაგალითი: სოციალური მუშაკი შესაბამის კონსულტაციებს უწევს ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეს, რათა მან შეძ ლოს საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად მონაწი ლეობის მიღება; ოჯახში, სადაც ერთი მშობელი ალკოჰოლდა მოკიდებულია, მეორე მშობელი ნარკოდამოკიდებული, ბავ შვი კი უგულებელყოფის მსხვერპლი, რომელიც სკოლაში არ დადის, სოციალური მუშაკი იღებს ყველა შესაბამის ზომას, რომ ბავშვი დაუბრუნდეს სკოლას და მოახდინოს მისი კონ 53 სტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლე ბის რეალიზება. ბავშვი, რომელიც ცხოვრობს საოჯახო ტიპის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებაში, აქვს სურვილი დაეუფლოს კონ კრეტულ პროფესიას, იმისთვის რომ 18 წლის მიღწევის შემ დეგ არ გაუჭირდეს სამუშაოს პოვნა საზოგადოებაში, სოციალ ური მუშაკი აძლევს მას რჩევებს, პროფესიის შერჩევის სერვი სებთან დაკავშირებით და ეხმარება შესაბამისი გადაწყვეტი ლების მიღებაში მისი ინდივიდუალური სურვილის და უნარ ების გათვალისწინებით. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სოციალური მუ შაკი ხელს უწყობს მათ ჩართვას სხვადასხვა უფასო არაფორმა ლური განათლების პროგრამებში 75 . ე) ჯანმრთელობის დაცვის უფლება უკვე ათწლეულებია, სოციალური სამუშაო მსოფლიოში ორი ენტირებულია ჯანმრთელობის დაცვასა და ჯანმრთელობის პრე ვენციაზე 76 . კონსტიტუციის 28- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მო ქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. კანონის მე-19 მუხლი ადგენს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოცი ალური მუშაობა გულისხმობს ბენეფიციართან სოციალურ მუშა ობას მისი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში( ქრონიკული, სომა ტური, თუ სხვა დაავადებები 77 ), მათ შორის, მისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით. განსაკუთრებუ ლი ყურადღება ექცევა მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობას. 75 C. Stock, B. Schermaier –Stoeckl, V. Klomann, A Vitr Soziale Arbeit und Recht , Lehrbuch, 2016, S. 150. 76 W. Thole Hrsg. Grundriss Soziale Arbeit: ein einfuehrendes Handbuch , Wuerzburg, 2012, S. 500. 77 იქვე. 54 მაგალითი: სოციალური მუშაკი ბენეფიციარს უწევს კონსულ ტაციას ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაში მეტადონით ჩა ნაცვლების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ; სოციალური მუშაკი სოციალურად დაუცველ მარტოხელა მო ხუც ბენეფიციარს ხელს უწყობს ჩაერთოს ჯანმრთელობის დაც ვის უფასო სახელმწიფო პროგრამაში; სოციალური მუშაკი სო ციალურად დაუცველ ბენეფიციარს აწვდის ინფორმაციას სოცი ალურად დაუცველი ბავშვებისთვის უფასო სპორტული წრეებ ის არსებობის და მათში ბენეფიციარის ბავშვების ჩართვის შე საძლებლობის შესახებ. ვ) საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრების ფლობის, შეძენის, ან გასხვისების უფლებას 78 . ის მოიცავს, ასევე, მემკვიდრეობის უფლე ბას. მის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არ სებობა 79 . საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავი სუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალ იზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინ იციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკ ური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონ ომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნ ვას” 80 . 78 V. Epping Grundrechte , Berlin, 2014, S. 216. 79 ავტორთა კოლექტივი, ა. ფირცხალაშვილი, საქართველოს კონსტიტუ ციის მეორე თავის კომენტარი , თბილისი, 2013, გვ. 201. 80 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის № 1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქარ თველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, მე-5 პუნ ქტი 55 მაგალითი: სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი გახ და თაღლითობის მსხვერპლი მეზობლის მხრიდან, რომელმაც მოტყუებით გადააფორმებინა მოხუცს მის საკუთრებაში არსე ბული საცხოვრებელი ბინა. სოციალური მუშაკი უწევს კონ სულტაციას მოხუცს, ვის შეიძლება მიმართოს საკუთარი დარ ღვეული უფლებების აღსადგენად და აკავშირებს მას იურიდი ული დახმარების სამსახურის ადგილობრივ ბიუროში. 2.3. სოციალური მუშაკის მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფუძველი სოციალური მუშაკი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლე ბები, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილია, შეზღუ დოს სხვისი ძირითადი უფლებები ბენეფიციარის უფლებათა და საცავად, რომელიც აუცილებლად გამართლებული შეზღუდვა უნ და იყოს 81 . მაგალითი: დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, რომელიც იმწუთიერად მიმდინარეობს, ბავშვის საუკეთესო ინ ტერესის გათვალისწინებით მსხვერპლს განარიდებს დედას. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკის ჩარევა და დედის თავი სუფლების შეზღუდვა გამართლებული და კანონიერია, იმის ათვის, რომ დაიცვას ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯან მრთელობა, შესაძლებელია, ასევე, სიცოცხლეც. 2.4. სოციალური სამართლიანობის პრინციპი სოციალური სამართლიანობის პრინციპი ემსახურება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში სოციალური სამარ თლიანობის მიღწევას. იმავდროულად, სოციალური მუშაკი ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობის აღ მოფხვრას და სოციალურ პროგრესს( მუხლი 7). აღნიშნული პრინციპი გარკვეულწილად წარმოადგენს კონსტი ტუციის ახალი რედაქციის გამოძახილსაც. კონსტიტუციის პრეამ 81 იხ. თანაზომიერების პრინციპი, ქვეთავი 2.7. 56 ბულაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნე ბაა დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო. ამასთან, კონსტიტუ ციაში განისაზღვრა სოციალური სახელმწიფო, როგორც პრინციპი. აღნიშნული სახელმწიფოს მიერ გამოხატული აშკარა ნებაა, რომ მოხდეს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორო ბისა და სოციალური სოლიდარობის განმტკიცება, რომ სახელმწი ფომ უფრო მეტად იზრუნოს იმათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირ დება მისი გვერდით დგომა, რადგან სოციალურ მუშაკს უდიდესი როლი ეკისრება იმაში, რომ ბენეფიციარებს თანაბრად მიუწვდებო დეთ ხელი სოციალურ სიკეთეებზე, სოციალური სამართლიანობა სოციალური მუშაობის ერთ- ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოად გენს. სამართლის დოქტრინაში, სოციალური სახელმწიფოს პრინ ციპი თავის ძირითად საფუძველს ღირსებასთან, თანასწორობის და სხვა უფლებებთან მჭიდრო კავშირში იღებს 82 . ამ ურთიერთკავ შირის შედეგად მოქალაქე სახელმწიფოს მიმართ მადლობელი, დაქვემდებარებული პირის ნაცვლად არის პასუხისმგებლიანი მო ქალაქე, რაც მის სამართლებრივ პოზიციას მნიშვნელოვნად ამყა რებს. 83 სოციალური სამართლიანობა გამოხატავს ისეთ საზოგადოებ რივ მდგომარეობას, როდესაც უფლებების, შესაძლებლობების და რესურსების შედარებითი( გათანაბრებითი) განაწილება შეიძლება არსებითად სამართლიანად მივიჩნიოთ. სოციალური სამართლიანობა დოქტრინალურ დონეზე მოიც ავს: ა) დისკრიმინაციის აკრძალვას 84 . ბ) განსხვავებულის მიღებას. სოციალურმა მუშაკებმა უნდა მი იღონ ეთნიკური და კულტურული განსხვავებები იმ საზოგადოებ აში, სადაც მუშაობენ. ისინი ვალდებულნი არიან არა მარტო მიიღ 82 D. Frings Sozialrecht fuer die soziale Arbeit , 2014, S. 17. 83 იქვე, გვ. 18. 84 იხ. თანასწორობის პრინციპი, ქვეთავი 2.5. 57 ონ, არამედ პატივი სცენ განსხვავებებს ინდივიდების, ჯგუფების და საზოგადოების დონეზე. გ) სიკეთის სამართლიანი გადანაწილება საზოგადოებაში. მნიშ ვნელოვანია, ასევე, საზოგადოებაში არსებული სიკეთე სამართლი ანად გადანაწილდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს და ჯგუ ფებს შორის მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რასაც სოციალურმა მუშაკმა ხელი უნდა შეუწყოს. ე) სოლიდარული მუშაობა. სოციალური მუშაკები ვალდებულ ნი არიან ყველა იმ მავნე პრაქტიკას აღუდგნენ წინ, რომელიც ცალ კეულ ინდივიდების, ან საზოგადოებრივი ჯგუფების სტიგმატიზი რებასა და ჩაგვრას უწყობს ხელს. 85 სოციალური სამართლიანობის შესაფასებლად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია იყენებს ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: სიღარიბის პრევენცია, ხელმისაწ ვდომობა განათლებაზე, შრომის ბაზრის ინკლუზიურობა, სოცი ალური ინტეგრაცია და დისკრიმინაციის აკრძალვა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და თანასწორობა თაობათა შორის. 86 დასახელებული ექვსი ინდიკატორიდან ხუთს პირდაპირ პასუ ხობს კანონის მიზნები და დებულებები. კანონის მე-3 მუხლის„ ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კანონის მიზანი, ხელი შეუწყოს პირს ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაში, სიღარიბის პრევენცი ისა და დამარცხებისკენაა მიმართული. განათლებაზე ხელმისაწ ვდომობას ემსახურება კანონის მე-18 მუხლი, რომელმაც დაადგინა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობ ის სავალდებულობა და შესაბამისი ღონისძიებები. დისკრიმინაცი ის აკრძალვა სოციალური მუშაობის ერთ- ერთი უმთავრესი პრინ 85 Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, S. 30-31, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://www.dbsh.de/fileadmin/downloads/DBSH-Berufsethik-2015-0208.pdf[07.07.2018]. 86 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: [07.07.2018]. 58 ციპია( მე-8 მუხლი), ხოლო ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვა, რომლებიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოცი ალურ დაყოფას, ამ კანონის ერთ- ერთი ძირითადი მიზანია. ჯან დაცვაზე ხელმისაწვდომობას კანონის მე-19 მუხლი, რომელმაც და ადგინა ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიატრიული ჯანმრთე ლობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაობის საფუძვლები. თა ობათა თანასწორობაზე ზრუნვის გამოხატულებაა ხანდაზმულ პირთა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთა ჩამონათვალში ( მე-2 მუხლის„ კ“ ქვეპუნქტი) შეყვანა, რომლებთან პრევენციული მუშაობა მუნიციპალიტეტების დონეზე ერთ- ერთი პრიორიტეტია და აგრეთვე, გათვალისწინებულია მათი დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცი ნო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდე ბისა და მათში ჩართვის ხელშეწყობის მექანიზმიც( მე-16 მუხლის პირველი პუნქტის„ მ“ ქვეპუნქტი). რაც შეეხება შრომის ბაზრის ინ კლუზიურობას, ის ამ კანონის რეგულირების სფეროს სცდება. 2.5. თანასწორობის პრინციპი 2.5.1. თანასწორობის პრინციპის არსი „ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირვე ლი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს, რითაც ადამიანის უფლებების პატივის ცემის პრინციპთან( მე-6 მუხლი) ერთად, ემსახურება საქართვე ლოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფ ლებების დაცვას. თანასწორობის პრინციპი სოციალური მუშაობის უმნიშვნელო ვანეს მიმართულებას წარმოადგენს და კონსტიტუციიდან გამომ დინარეობს. კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი სამარ თლის წინაშე თანასწორია. თანასწორობის პრინციპის დაცვა ად ამიანის უფლებების დაცვას, კერძოდ, თანასწორობის უფლების რეალიზებას ემსახურება, თუმცა მისი საზოგადო და სოციალური მუშაობისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მნიშვნელო 59 ბიდან გამომდინარე, კანონში ცალკე პრინციპად იქნა გათვალისწი ნებული. პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას დაუშ ვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტი კური, ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებ რივი, ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ან სხვა ნიშნის მიხედვით( მუხლი 8, პუნქტი 2). ეს ჩანაწერი სიტყვა სიტყვით იმეორებს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნ ქტის მე-2 წინადადებას და ამგვარად, დისკრიმინაციის აკრძალვას თან მიმართებით, კონსტიტუციის იდენტურ სტანდარტს ადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმარ თებით, უნდა დავეყრდნოთ არა მხოლოდ„ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონსა და კონსტიტუციას, არამედ, უნდა გავითვალის წინოთ„ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ სა ქართველოს კანონის მოთხოვნებიც. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თა ნახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრი მინაცია. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი ადგენენ, რომ და უშვებელია როგორც პირდაპირი, ისე ირიბი( არაპირდაპირი) დის კრიმინაცია. პირდაპირ დისკრიმინაციად ითვლება ისეთი მოპყრო ბა, ან პირობების შექმნა, რომელიც პირს უფლებებით სარგებლო ბისას კანონით რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარე ობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედა რებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწო რო პირობებში მყოფ პირებს. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, ასეთად ითვლება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტ რალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი, ან ქმედება პირს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირო ბებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობ აში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. 60 მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა სამუშაოს შესრულებისას, არაქართულენოვან ოჯახს უარი უთხრა მომსახურების გაწევა ზე, რადგან არ იცოდა უცხო ენა და არ მიმართა ზომებს თარ ჯიმნის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული წარმოადგენს ენის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას, რადგან სოციალურმა მუ შაკმა არ მიიღო ზომები თარჯიმნის მონაწილეობისთვის სა მუშაოს შესრულებისას( პირდაპირი დისკრიმინაცია). მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა სოციალური სამუშაოს შეს რულებისას განაცხადა, რომ მომსახურებას გაწევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარები მას წარუდგენდნენ მოქა ლაქის პირადობის მოწმობას. აღნიშნული წარმოადგენს არა პირდაპირ დისკრიმინაციას უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რადგან ბინადრობისა და შესაბამისი სა იდენტიფიკაციო მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ მომსახურებას( ირიბი დისკრიმინაცია). კანონის ერთ- ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ პირდაპირი, ან ირიბი განსხვავება არახელსაყრელ მდგომარეობაში უნდა აყენ ებდეს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში უნდა აყენებდეს არსებითად უთანასწო რო პირობებში მყოფ პირებს. 87 კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწო რობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის მიზა ნია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრო ბა, ან პირიქით. 88 ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითა დი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქ ნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არ სთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახუ რება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა 87 D. Frings Sozialrecht fuer die soziale Arbeit , 2014, S. 19. 88 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე" საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღ მდეგ", II, 1. 61 თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. 89 აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია, როგორც არსებითად თანასწორთა მიმართ უთანას წორო, ისე არსებითად უთანასწოროთა მიმართ არსებითად თანას წორი მოპყრობა. 2.5.2. დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშანი როგორც საზოგადოდ, ასევე, სოციალური მუშაობის განხორცი ელებისას, აუცილებელია დისკრიმინაციის ნიშნის დადგენა.„ სო ციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის დისკრიმინაციული მოპყრობის შემდეგ ნიშნებს: რასა, კანის ფერი, სქესი, წარმოშობა, ეთნიკური კუთვნილება, ენა, რელი გია, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები, სოციალური კუთვნი ლება, ქონებრივი, ან წოდებრივი მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი. აქვე საყურადღებოა, რომ აღნიშნული ნორმა უშვებს არ სებული ჩამონათვალის გარდა სხვა ნიშნითაც დისკრიმინაციის შე საძლებლობას, რამეთუ კონსტიტუციის მსგავსად უშვებს დისკრი მინაციის ფაქტების არსებობას სხვა ნიშნითაც. ა) რასა, კანის ფერი, წარმოშობა, ან ეთნიკური კუთვნილება საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და„ დისკრიმინაციის ყვე ლა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი ადგენს ყველას თანასწო რობას მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, წარმოშობისა, ან ეთნი კური კუთვნილებისა და დაუშვებელია დისკრიმინაცია ამ ნიშნით. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა უარი უთხრა მომსახურების გაწევაზე საქართველოს ნატურალიზებულ მოქალაქეს, რომე ლიც მანამდე რუსეთის მოქალაქე იყო, რადგან სოციალური მუ შაკის აზრით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია დაბადე ბით საქართველოს მოქალაქეებისთვის სოციალური სამუშაოს 89 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემ ბრის გადაწყვეტილება № 1/1/493 საქმეზე„ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები“ ახალი მემარჯვენეები” და“ საქართველოს კონსერვა ტიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 62 გაწევა. ამ შემთხვევაში საქმეთა რაოდენობა ძალიან ბევრი ჰქონ და სამსახურს და შესაბამისად, სანამ ნატურალიზებულ მოქა ლაქეებს გაუწევდნენ მომსახურებას, მანამდე უნდა ჩაეტარებინ ათ სამუშაო დაბადებით საქართველოს მოქალაქეებთან. ბ) სქესი კანონი ადგენს სქესის მიუხედავად პირთა თანასწორობას. რაც შეეხება გენდერულ იდენტობას და სექსუალურ ორიენტაციას, ის ინი„ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანო ნის მიხედვით დისკრიმინაციის ცალკე ნიშნებადაა გამოყოფილი. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა სამუშაოს შესრულებისას შეიტყო, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა ქმრის მხრიდან ცოლის მიმართ ძალადობას. სოციალურმა მუშაკმა ცოლს განუცხადა, რომ ოჯახში უფროსი არის მამაკაცი და მის მოთხოვნებს უნდა დამორჩილებოდა. აღნიშნული წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მიუხედავად სქესისა, ყველა პირი თანას წორია. გ) ენა კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს დისკრიმინაციას ენის ნიშნით. ზემოთ განვიხილეთ მაგალითი, სადაც სოციალურმა მუ შაკმა უარი თქვა სამუშაოს შესრულებაზე იმ მოტივით, რომ მან არ იცოდა უცხო ენა, ხოლო თარჯიმნის მოძებნა არ ევალებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური. მართალია, ადმინისტრა ციული წარმოება ტარდება ქართულ ენაზე, მაგრამ უნდა გავითვა ლისწინოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიც, რომლის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრა ციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. აღნიშნული დანაწე სისა და თანასწორობის უფლებაზე დაყრდნობით, სახელმწიფოს 63 აქვს ვალდებულება, შექმნას პირობები ამ პირის წარმოებაში მონა წილეობისა და მისთვის თარჯიმნის უზრუნველყოფისთვის. დ) რელიგია კანონი ადგენს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რელიგიურ კონფესიას, თუ გაერთიანებას მიეკ უთვნება იგი. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა უარი უთხრა მომსახურების გაწევაზე ბენეფიციარს, რომელიც მისთვის მიუღებელი რელი გიური კონფესიის მრევლი გახლდათ. ე) პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები კანონით აკრძალულ დისკრიმინაციის კიდევ ერთ ნიშანს წარ მოადგენს პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა უარი უთხრა ბენეფიციარს მომსახურების გაწევაზე, რადგან მას რამდენიმე თვით ადრე დაფიქსირებული ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება სო ციალური მუშაობისა და სოციალური მუშაკების მიმართ. ასევე, ბენეფიციარი არის ოპოზიციური პარტიის აქტივისტი, რომლის შეხედულებებს სოციალური მუშაკი არ იზიარებს, რადგან თა ვად მმართველ პარტიას გულშემატკივრობს. აღნიშნული წარ მოადგენს საკუთარი პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო დისკრიმინაციას და კანონმდებლობით აკრძალულია. ვ) სოციალური კუთვნილება სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები არ არის ცალსახა და ამომწურავი, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნე ლად, პირობითად შესაძლებელია რამდენიმე მათგანის მითითება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, 1. ჯგუფის წევრებს უნდა ახასიათებდეთ საერთო, მუდმივი ბუნება, რომელიც შეიძლე ბა ჩამოყალიბდეს პირის არჩევანის, ან მისგან დამოუკიდებელი გა რემოებების( ფაქტორების) გამო. მისი შეცვლა არ არის დამოკიდე ბული ჯგუფის წევრებზე, ან იმდენად ფუნდამენტურია მათი პი 64 როვნებისათვის, რომ მისი შეცვლის მოთხოვნა გაუმართლებელია. 2. სოციალურ ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ პირთა წრე, რომლის წევრებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მსგავსი იმიჯის, ქცე ვების, ან/ და ინტერესების საფუძველზე. ამავე დროს, ორივე შემ თხვევაში ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ბუნება( თვისე ბები), რომელიც საშუალებას მისცემდა გარეშე პირებს, მოეხდინათ მათი, როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრების იდ ენტიფიცირება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამო რიცხავს ისეთ პირთა წრის არსებობას, რომელიც ამ კრიტერიუმებ ის დაკმაყოფილების გარეშეც შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ ჯგუფად. ზ) ქონებრივი, ან წოდებრივი მდგომარეობა. ქონებრივი კუთვნილების ნიშნის ქვეშ მოაზრებულია არა კონ კრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში პირის ქონებრივ მონა წილება( მაგ. აქციები სააქციო საზოგადოებაში, ან წილი შეზღუ დული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში), არამედ ზოგადად პი რის ქონებრივი სტატუსი. 90 მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა მსჯავრდებულ ბენეფიციარს უარი განუცხადა მომსახურების გაწევაზე, რადგან მას კარგი მა ტერიალური მდგომარეობა ჰქონდა. მისი ქონებრივი მდგომარე ბის გათვალისწინებით, მისი აზრით იგი, არ საჭიროებდა სო ციალური მომსახურების გაწევას. აღნიშნული ფაქტი წარმოად გენს ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას, რადგან სოციალური სამუშაო ხორციელდება მიუხედავად პირთა ქონებრივი კუთ ვნილებისა. სოცილური მუშაკის ამგვარი ქმედება ეწინააღმდე გება კანონს. 90 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე" საქართველოს მო ქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვე ბი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". 65 თ) საცხოვრებელი ადგილი საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება გულის ხმობს განსახლების სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლებების დადგენას. 91 მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციარებს განუცხადა, რომ სოციალური მუშაობა არ ხორციელდებოდა ამ მუნიციპა ლიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული წარმოადგენს საცხოვრე ბელი ადგილის მიხედვით დისკრიმინაციის ფაქტს, რადგან სო ციალური მუშაობა ხორციელდება საქართველოს იმ ტერიტო რიაზე სრულად, სადაც დე- ფაქტო ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ი) სხვა ნიშანი საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 31 მარტის გა დაწყვეტილებაში იმსჯელა იმაზე, იყო თუ არა ამომწურავი კონ სტიტუციაში დასახელებული ნიშნების ჩამონათვალი ამომწურავი, რადგან კონსტიტუციის ძველი რედაქციის გრამატიკული განმარ ტება არ იძლეოდა ამ ნიშნების ფართოდ განმარტების საშუალებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუ ციურ პრინციპს... ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედ ვით დისკრიმინაციის აკრძალვა. მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 91 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე" საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღ მდეგ", II, 8. 66 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ- სა მართლებრივ სივრცეში. 92 საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო საქართველოს კონსტიტუციაში შესულ ცვლი ლებას, რომლითაც დაკონკრეტდა, რომ დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლებელია, მოხდეს დისკრიმინაცია სხვა ნიშნითაც, გარდა კონსტიტუციაში მოცემული ჩამონათვალისა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-11 მუხლის რედაქცია სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი„ სოციალური მუშა ობის შესახებ კანონის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში და დადგენი ლია, რომ დასაშვებია დისკრიმინაცია მოხდეს არა მხოლოდ არსე ბული ნიშნების, არამედ სხვა ნიშნის მიხედვითაც. „ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და„ სოციალური მუშაობის შესა ხებ“ კანონისგან განსხვავებით, უფრო ვრცელ ჩამონათვალს გვთა ვაზობს დისკრიმინაციის ნიშნებთან მიმართებით და გარდა მითი თებული ჩამონათვალისა, ადგენს, რომ დაუშვებელია დისკრიმინა ცია, მათ შორის, ასაკის, მოქალაქეობის, დაბადების ადგილის, რწმენის, ეროვნული, ან ეთნიკური კუთვნილების, პროფესიის, ოჯ ახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუ დული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის გამო. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აღ ნიშნულიც არ არის ამომწურავი და„ დისკრიმინაციის ყველა ფორ მის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში გვხვდება მითითება ასევე სხვა ნიშანზე. ცხადია,„ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონთან ერთად, გა მოსაყენებლად სავალდებულოა„ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონიც, რომელიც ერთგვარად შემვსებ ნორმას ადგენს ანტიდისკრიმინაციული თვალსაზრისით სოციალ 92 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბე რიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 2. 67 ური მუშაობის სფეროში და განსაზღვრავს, რომ ყველა ზემოთ ჩა მოთვლილი ნიშნით, აგრეთვე სხვა ნიშნითაც დისკრიმინაცია და უშვებელია. 2.6. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი სოციალური მუშაობის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს. კანონით დადგენილია, რომ სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატ არებს დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. კანონი აქვე გან საზღვრავს, რომ დარგობრივი კომპეტენციის მიღება შესაძლებე ლია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში( მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). დარგობრივი კომპეტენციის არსში უკეთ გასარკვევად, მიზან შეწონილია, იგი განვასხვავოთ დარგობრივი სპეციალიზაციისგან, რაც კანონის პროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსიით იყო შე მოთავაზებული. პირველადი სამუშაო ვერსიით განსაზღვრული იყო, რომ სოციალური მუშაკს პრაქტიკაში სოციალური სამუშაო შეეძლო შეესრულებინა იმ დარგობრივი სპეციალიზაციით, რო მელშიც მას შესაბამისი განათლება ჰქონდა მიღებული. ამასთანავე, სოციალურ მუშაკს განათლების პროცესში შეეძლო აერჩია მხო ლოდ ორი სპეციალიზაცია. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ვერსიით განსაზღვრული იყო 9 სპეციალიზაცია, რაც საბოლოოდ გამსხვილ და და 4 დიდ დარგობრივ კომპეტენციად გადაიქცა. 93 ამდენად, კანონის პროექტის პირველი სამუშაო ვერსია ადგენ და, რომ სოციალურ მუშაკს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლო განე ხორციელებინა მხოლოდ განათლების პროცესში მიღებული ორი სპეციალიზაციის მიხედვით. საბოლოოდ, ამ მიდგომაზე უარი ით ქვა და პარლამენტისთვის წარდგენილ ინიციატივაში განი საზღვრა, რომ დარგობრივი კომპეტენციის შეძენა ხდება არა საგან მანათლებლო პროცესში, არამედ პრაქტიკული საქმიანობის გან 93 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: [07.07.2018]. 68 ხორციელებისას. შესაბამისად, განისაზღვრა ოთხი დარგობრივი კომპეტენცია- ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობ ის/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში, კანონთან კონფლიქ ტში მყოფ პირთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელი მიმართულებითაც და საქმება სოციალურ მუშაკს შეუძლია თავისუფლად და შესაბამის კომპეტენციას იღებს პრაქტიკული საქმიანობის მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიური, ან სხვა საგანმანათლებ ლო კურსები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ დარგობ რივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და შემდგომ მის გაღრმავებას( მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი). ამ მიზნით, კანონის 43- ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სოციალური მუშა კისთვის კანონით განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინე ბული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსახურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის, ან დოქ ტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემი სას. აღნიშნული დანაწესები გულისხმობენ მხოლოდ იმას, რომ სა განმანათლებლო პროცესში სოციალურმა მუშაკმა მიიღოს შესაბა მისი კომპეტენცია ამა თუ იმ დარგში სოციალური სამუშაოს შესას რულებლად, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მან მომავალში პრაქტიკული საქმიანობა სხვა დარგში წარმართოს. 2.7. თანაზომიერების პრინციპი თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. ის ადგენს მკაცრს ზღვარს და ბოჭავს სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედებას, მათ შორის სოციალურ მუშაკებსაც, იმისათვის რათა და ცული იქნას ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის. თანაზომიერების პრინციპს მკაცრად განსაზღვრული შემდგე ნელი ელემენტები აქვს. ეს არის ლეგიტიმური მიზანი, გამოსადე გობა, აუცილებლობა და პროპორციულობა. იმისათვის, რომ თანა ზომიერების პრინციპი ჩაითვალოს დაცულად, აუცილებელია, 69 ოთხივე კომპონენტი კუმულატიურად იყოს მოცემული. იმ შემ თხვევაში, თუ ერთი კომპონენტი მაინც არ გვაქვს სახეზე, თანაზო მიერების პრინციპი ჩაითვლება დარღვეულად, ხოლო ქმედება გაუმართლებლად. კანონით განმარტებულია ბენეფიციარის საუკეთესო ინტერე სის განსაზღვრება. ყველა შემთხვევაში სოციალური მუშაკისთვის ამ მიზნის მიღწევა უნდა იყოს მთავარი მიზანი. მაგალითი: ბენეფიციარი ქალის მიმართ ქმრის მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევისას სოციალური მუშაკი იწყებს ბავშვის დედიდან განცალკევების პროცედურებს, იმისთვის რომ დე და და შვილი დააშოროს ერთმანეთს, რადგან ბავშვის მამა მი სი ახლობელია. ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკი ბენეფი ციარის, ანუ დედის საუკეთესო ინტერესზე კი არ ზრუნავს, არამედ ემსახურება არალეგიტიმურ მიზანს- მოძალადის სუ ბიექტურ ინტერესებს- რომ დედა- შვილი დააშოროს ერთმა ნეთს, მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური საფუძველი არ გააჩნია. სოციალური მუშაკის აღნიშნული ქმედება არაკანონი ერია, რადგან ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს, არა ბავშვის ან დედის, არამედ მოძალადე ქმრის განცალკავება ოჯახიდან. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის თეორიულად მაინც უზრუნველყოფს ბე ნეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. მაგალითი: სოციალური მუშაკმა სოციალური სამუშაოს შეს რულებისას შეიტყო, რომ ოჯახში მშობლების მხრიდან ბავ შვის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატურ ფიზიკურ და ფსი ქოლოგიურ ძალადობას. სოციალურმა მუშაკმა მიიღო გა დაწყვეტილება ბავშვის ოჯახისგან განცალკევების შესახებ. კა ნონის მე-2 მუხლის„ ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი არის ბენეფიციარის სოციალური უსაფ რთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცი ის, კეთილდღეობის, განვითარების, ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღ მდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ 70 აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტე რესს. ის თეორიულადაც და პრაქტიკულადაც უზრუნველ ყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, ეს ქმედება გამოსადეგია. თუ ასეთ შემთხვევაში სოციალური მუშაკი ოჯახიდან გან ცალკევების ნაცვლად მიმართავდა ბავშვის სკოლის პედაგოგს იმისთვის, რომ ბავშვის აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე ეზრუნა, ეს ქმედება ვერც თეორიულად და ვერც პრაქტიკუ ლად უზრუნველყოფდა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაც ვას, ანუ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, ის არ იქნებოდა გამოსადეგი და თანაზომიერების პრინციპი დაირ ღვევოდა. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის აუცილებელი, თუ არ არსებობს უფრო მსუბუქი ღონისძიება, რომელიც უფრო ნაკლები ზიანის შედეგს დააყენებდა. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა მორიგი ვიზიტის დროს, როდესაც მას სოციალურად დაუცველმა, მარტოხელა მოხუც მა ბენეფიციარმა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გადაად გილება, შესჩივლა წნევის მომატების შესახებ, გამოუძახა სას წრაფო დახმარების მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ სოცი ალურ მუშაკს ობიექტური თვალსაზრისით არ ჰქონდა გადა უდებელი შემთხვევის ჩათვლის საფუძველი. ასეთი ქმედება არ არის აუცილებელი. მას შეეძლო მოხუცისთვის ერჩია, მიემ ართა ექიმისთვის, რაც იქნებოდა უფრო მსუბუქი ღონისძიება და სახელმწიფოსთვისაც( ფინანსური თვალსაზრისით) ნაკ ლები ზიანი დადგებოდა. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სი კეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომ ლის დასაცავადაც ის განხორციელდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციალური მუშაკის წინაშე ერთმანეთის პირისპირ დგას ორი( ან მეტი) სამართლებრივი სიკეთე. სოციალურმა მუშაკმა ეს სიკეთე 71 ები უნდა შეუპირისპიროს ერთმანეთს, გონივრულად აწონ- დაწო ნოს და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უფრო მე ტად წონადი სამართლებრივი სიკეთის სასარგებლოდ მიიღოს გა დაწყვეტილება. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა სამუშაოს შესრულებისას შე იტყო, რომ ადგილი ჰქონდა ბავშვის მიმართ სისტემატურ ფი ზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა, რის გამო, გადაწყვიტა, რომ აუცი ლებელი იყო ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა. მოცემულ შემთხვე ვაში, სოციალური მუშაკის ქმედება წარმოადგენდა პროპორცი ულს, ვინაიდან, მართალია, ოჯახზე ზრუნვა და მხარდაჭერა წარმოადგენს კანონის ერთ- ერთ უმთავრეს მიზანს, მაგრამ ბავ შვის ოჯახში დატოვება იმ პირობებში, როდესაც მასზე სისტემა ტური ძალადობა ხდება, ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტე რესს. გამომდინარე აქედან, ასეთ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთ ესო ინტერესი ოჯახის ერთიანობის პრინციპზე უპირატესი უნ და იყოს და ამ ინტერესის დასაცავად, დასაშვებია, ბავშვის ოჯ ახიდან დროებით გამოყვანა და ამგვარად, სოციალური სამუშა ოს შესრულება. 2.8. ინდივიდუალიზაციის პრინციპი ინდივიდუალიზაციის პრინციპი სოციალური მუშაობის ერთ ერთი ძირეული პრინციპია. სოციალური მუშაობა ორიენტირებუ ლია ინდივიდზე. თითოეული ადამიანი არის ღირსების მატარებე ლი და აქვს უფლება განკარგოს მისი ცხოვრება. ამ საფუძვლით აუცილებელია მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მისი პიროვნების განვითარებას. 94 სოციალური მუშაკი მხარს უჭერს ბენეფიციარის ინდივიდუალურ, სოციალურ საჭიროებებს, ახდენს სოციალური 94 Hrsg. Deutscher Verein für öffentliche und private Fürsorge, Fachlexikon der Sozialen Arbeit , Berlin, 1993, S. 939. 72 პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისკენ მი მართული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას. ინდივიდუალიზაციის პრინციპის მაქსიმალურად განსახორცი ელებლად კანონი ადგენს შესაბამის მექანიზმებს. მაგალითად, სო ციალური მუშაკი, ბენეფიციარის ინდივიდზე ორიენტაციის მიზ ნით, იყენებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს. ბენეფიციარის სოციალური პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირის პრობლემას(37- ე მუხლის პირველი პუნქტი) და ბენე ფიციარის ინდივიდუალური პრობლემისა და მისი გარემოს შესა ხებ ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე სისტემურად შეისწავ ლის მის მდგომარეობას(38- ე მუხლის პირველი პუნქტი). სოციალ ური მუშაკი, ინდივიდუალური სოციალური საჭიროების მხარდა ჭერისა და პრობლემის გადაწყვეტისთვის, ადგენს სოციალური მუ შაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას, ან განვითარების გეგ მას(39- ე მუხლის პირველი პუნქტი) და მოქმედებს გეგმის განსა ხორციელებლად და მის შესაბამისად( მე-40 მუხლის პირველი პუნქტი). 2.9. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინ ციპი 2.9.1. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპის არსი „ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირვე ლი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სოციალური მუშაკი სოციალ ურ მუშაობას ატარებს ამ კანონის მიზნების, ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად. კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება:  ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმარ თვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნ ველყოფას; 73  ინდივიდის საზოგადოებაში მდგრად ინტეგრაციას, მისი ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას და მის მიერ სა ზოგადოებრივი სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობას;  ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომლე ბიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყო ფას;  სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას;  ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამ კანონის ღირებულებებს წარმოადგენს ის პრინციპები, რომ ლებიც გადმოცემულია ამავე კანონის მეორე თავში, ხოლო ეთიკის პრინციპებზე კი საუბარია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში. აღნიშნუ ლიდან გამომდინარე, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი კიდევ ერ თხელ ადგენს, რომ ამ კანონის პრინციპებისა და მიზნების შესრუ ლება სოციალური მუშაობის განუყოფელი ნაწილი და შესასრუ ლებლად სავალდებულოა. 2.9.2. კეთილსინდისიერების პრინციპი. საგულისხმოა, რომ სოციალური მუშაკი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს მის თვის დაკისრებულ მოვალეობას( მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი). ის, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ბენეფიციარის საუკეთესო ინ ტერესების გათვალისწინებას, რათა ადგილი არ ჰქონდეს სოციალ ური მუშაკის მხრიდან შესაბამისი ღონისძიების განხორციელების ას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური მუშაკი გულისხმიერად უნდა მოეკიდოს სამუშაოს და მისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით , ბენეფი ციართან მუშაობითა და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლო ბით( აუცილებლობის შემთხვევაში), განახორციელოს სოციალური სამუშაო. კეთილსინდისიერების დაცვის პრინციპის კიდევ ერთი გამოვ ლინებაა სოციალური მუშაკის ვალდებულება, იყოს მიუკერძოებ ელი. კანონის 30- ე მუხლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლება 74 მოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელ მძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით, დაუშვებე ლია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტუ რი ინტერესებით. ასეთ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია მუშაკის ვალდებულება, დააყენოს თვითა ცილება. სოციალური მუშაკის აცილებისა და თვითაცილების კონ კრეტულ საფუძვლად მოცემულია მხოლოდ ის, რომ ის არ უნდა იყოს მხარე, ხოლო მისი სუბიექტურობის დაუშვებლობა წარმოად გენს შეფასებით კატეგორიას. თუმცა კი, აღნიშნულის შემვსებად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკების თვის გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო დექსის 92- ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ადმი ნისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინის ტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც: თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; საქმეში მონაწილე დაინტე რესებული მხარის, ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; 95 საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექ სპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერ თობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან; თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს, ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხა რეს; საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ან მისი წარმო მადგენლის ოჯახის წევრია. 95 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაით ვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და- ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და- ძმა; დ) და- ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 75 2.9.3. ეთიკის დაცვის პრინციპი კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სოცი ალური მუშაკი ვალდებულია გაითვალისწინოს პროფესიული ეთ იკის ნორმები. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის პარლამენ ტისთვის წარდგენილი ინიციატივა 96 ითვალისწინებდა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების შექმნას( იხ. კანონის პროექტის 45-53- ე მუხ ლები), ხოლო გაერთიანებას უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცე ბინა ეთიკის კოდექსი( კანონის პროექტის 47- ე მუხლის მე-3 პუნ ქტის„ გ“ ქვეპუნქტი), რომლის ფარგლებში გაერთიანების ეთიკის კომისიას( კანონის პროექტის 46- ე მუხლის პირველი პუნქტის„ ბ“ ქვეპუნქტი) უნდა ემსჯელა სოციალური მუშაკის ქმედებათა ეთიკ ის კოდექსთან შესაბამისობის საკითხი და გაეცა რეკომენდაცია( კა ნონის პროექტის 50- ე მუხლის მე-7 პუნქტი). საპარლამენტო გან ხილვების პროცესში გადაწყდა, რომ ამ ეტაპისთვის სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აღარ შეიქმნებოდა და შესაბამისად, ეთიკის კოდექსსაც ვერ შეიმუშავებდა. გამომდინარე იქედან, რომ ეთიკ ური ნორმების გათვალისწინება სოციალური სამუშაოს განუყოფე ლი ნაწილია და მის უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს, კა ნონის მე -12 მუხლის მე-3 პუნქტში აისახა ის ძირითადი ღირებუ ლებები, რომლებსაც ეფუძნება ეთიკის ნორმები, ხოლო 21- ე მუხ ლის მე-3 პუნქტში, სოციალური მუშაკის ვალდებულებად გაიწერა, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას ეხელმძღვანელა მომსახურების მიწოდების დადგენილი პროფესიული სტანდარ ტითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით. სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის ერთ- ერთი მახა სიათებელი პროფესიული ეთიკაა. საკანონმდებლო საფუძვლის მიღმა ის ეყრდნობა მორალურ ნორმებს და აძლიერებს პროფესი ულ ქმედებას. ის ეხმარება სოციალურ მუშაკს ყოველდღიურ საქ მიანობაში და იცავს პროფესიული გადაცდომებისგან 97 . 96 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: [07.07.2018]. 97 Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, S. 7,8 ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: 76 ეთიკის ნორმები ეფუძნება შემდეგ ძირითად ღირებულებებს:  კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;  ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე დამყარებუ ლი ურთიერთობა;  ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლების და მისი თვითგამორკვევის აღიარება;  სოციალური მუშაობის ჩატარებისას ბენეფიციარის საუკეთ ესო ინტერესის უპირატესობის აღიარება. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება უფრო დეტა ლურად მოწესრიგებულია კანონის 25- ე მუხლში, რომელიც სოცი ალურ მუშაკს აკისრებს იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოცი ალური მუშაობის ჩატარებისას და ეს ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში, იგი სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგაც გრძელდება. ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე დამყარებული ურთიერთობა არა მხოლოდ ეთიკური პრინციპი, არამედ კანონის პრინციპიცაა. სოციალური მუშაკის ამოცანაა ხელი შეუწყოს ინდი ვიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვით დახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამოუკიდებლო ბისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას. ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლების და მისი თვითგამორკვევის აღიარება დაკავშირებულია, ერთი მხრივ, მისი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან, ხო ლო მეორე მხრივ, ბენეფიციარის ინფორმირებისა და ამის საფუძ ველზე მისი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების უფლებასთან. აღნიშნული დებულება განმტკიცებულია კანონის 23- ე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარისთვის ღიად, მის https://www.dbsh.de/fileadmin/downloads/DBSH-Berufsethik-2015-0208.pdf[07.07.2018]. 77 თვის ინფორმაციის მიწოდებით და მისი თანხმობით, გარდა გადა უდებელი შემთხვევისა. სოციალური მუშაობის ჩატარებისას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის აღიარება და გათვალისწინება გამომ დინარეობს კეთილსინდისიერების პრინციპიდან და წითელ ხა ზად გასდევს მთელ კანონს. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი გულისხმობს ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი სა ზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, გან ვითარების, ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებულ სხვა ინ ტერესს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებ ლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს( მე-2 მუხლის„ ბ“ ქვეპუნქტი). კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტი ეთიკის ნორმას აქცევს სოციალური მუშაკის ვალდებულებად, რომლის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალ ური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით. 2.10. სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპი სოციალური მუშაობა დაფუძნებულია მისი განხორციელების სისტემურობაზე. სოციალური მუშაობა მიმდინარეობს სისტემუ რად, სამ დონეზე: ინდივიდუალურად − მიკროდონეზე, საზოგა დოებრივად − მეზოდონეზე, სოციალური პოლიტიკის ჩამოყალი ბებისა და განვითარებისთვის − მაკროდონეზე. სოციალური მუშაობის პირველი დონე - მიკროდონე მიმდინა რეობს ინდივიდუალურად, გულისხმობს ბენეფიციარის ინდივი დუალური, სოციალური საჭიროების მხარდაჭერას, სოციალური პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისკენ მი მართული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას, კანონით დადგენილი ღონისძიებების მეშვეობით. ის მიზნად ისახავს საზო გადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრა ციის ხელშეწყობას. სოციალური მუშაობის მეორე დონე - მეზოდონე მიმდინარე ობს საზოგადოებრივად, სხვადასხვა სისტემის ურთიერთობის 78 ფარგლებში და ემსახურება ინდივიდის თავისუფალი განვითარე ბისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით საზოგა დოების კეთილდღეობის ამაღლებას. ის მიზნად ისახავს საზოგა დოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნ ველყოფას და მის ხელშეწყობას სოციალური განვითარებისკენ. სოციალური მუშაობის მესამე დონე - მაკროდონე მიმდინარე ობს სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების თვის. სოციალური მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკას გან საზღვრავს საქართველოს პარლამენტი(49- ე მუხლის პირველი პუნქტი), ხოლო საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, საჭირო ების შემთხვევაში, სოციალური მუშაობის სფეროში შეიმუშაოს სა კანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე ბის პროექტები(50- ე მუხლის პირველი პუნქტი). მართალია, სოცი ალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და განვითარება მიმდინარეობს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების, საქართველოს პარლა მენტისა და საქართველოს მთავრობის დონეზე, მაგრამ კანონი უშ ვებს შესაძლებლობას, სოციალურმა მუშაკებმა მონაწილეობა მიიღ ონ ამ პროცესში. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის„ ზ“ ქვეპუნ ქტის თანახმად, სოციალურ მუშაკს შეუძლია მოახდინოს სოციალ ური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფი ცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები. ყურადღებიდან არ უნდა გამოგ ვრჩეს, ასევე, უფლებამოსილ დაწესებულებათა უფლებები სოცი ალური პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების საკითხში. ის ინი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშა კების მონაწილეობით ზრუნავენ სოციალური პოლიტიკის გაუმ ჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე(51- ე მუხ ლის პირველი პუნქტის„ გ“ ქვეპუნქტი, 53- ე მუხლის პირველი პუნ ქტი, 54ე მუხლის პირველი პუნქტი). 79 2.11. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სოციალური მუშაკი ვალ დებულია სოციალური მუშაობის ჩატარებისას გაითვალისწინოს სოციალური მუშაობის პრინციპები. კანონში მოცემული პრინციპე ბი საერთოა და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სოციალ ური მუშაკისთვის, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა, ან დარგობრივი კომპეტენციისა. სოციალური მუშაობის პრინციპების შესრულების სავალდებუ ლოობა განპირობებულია იმით, რომ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სოციალური მუშაკის მიერ პრინციპების დარ ღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობაზე საუბრისას, უპირვე ლეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, პასუხისმგებლობის ის ფორმა, რომელიც რეგულირებულია„ სოციალური მუშაობის შესახებ“ კა ნონით. გამომდინარე იქედან, რომ სოციალური მუშაობის პრინცი პების დაცვა და გათვალისწინება სოციალური მუშაკის ვალდებუ ლებაა, კანონის 34- ე მუხლი ადგენს, რომ ამ კანონით გათვალისწი ნებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის სოციალურ მუშაკს დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. კანონის 63- ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულია, რომ დისციპ ლინური პასუხისმგებლობის ზომებია:  გაფრთხილება;  საყვედური;  ხელფასის( თანამდებობრივი სარგოს) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1- დან 6 თვემდე ვადით;  სამსახურიდან გათავისუფლება. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა სოციალური სამუშაოს გან ხორციელებისას ბენეფიციართან დაკავშირებული ინფორმა ცია, მისი თანხმობის გარეშე მიაწოდა ოჯახის წევრებს. მოცე 80 მულ შემთხვევაში სოციალურმა მუშაკმა დაარღვია პროფესი ული ეთიკის დაცვის პრინციპი( მე-12 მუხლი), კერძოდ კი, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით. აღნიშნულის გამო, დად გება მისი დისციპლინური პასუხისმგებლობა. გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობისა, კანონმდებლო ბით გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხის მგებლობა, რაც მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კო დექსის შესაბამისი დებულებებით. კერძოდ, თუ სოციალური მუ შაკის მიერ სოციალური მუშაობის პრინციპების დარღვევამ ბენე ფიციარს, ან მესამე პირს მატერიალური, ან არამატერიალური ზი ანი მიაყენა, იგი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა სოციალური სამუშაოს განხორციელებისას ბენეფიციარ„ ა“- სთან დაკავშირებული ინფორმაცია ფინანსების შესახებ, მისი თანხმობის გარეშე გადასცა კომერციულ ბანკს, რომელმაც„ ა“- ს ვადამდე შე უწყვიტა სესხი, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი. გამომდინარე იქედან, რომ სოციალური მუშაკის ქმედება წარმოადგენს არამართლზომიერს, იგი ვალდებული იქნე ბა აუნაზღაუროს ბენეფიციარს მიყენებული ზიანი საქარ თველოს სამოქალაქო კოდექსის 992- ე მუხლის 98 შესაბამი სად. ამასთანავე, დადგება სოციალური მუშაკის დისციპ ლინური პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად( ბენეფი ციარისთვის მატერიალური ზიანის მიყენება). მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციარი რამდენ ჯერმე მოიხსენია დამამცირებელი ფორმით, მისი ეროვნე ბაზე მითითებით და აღნიშნა, რომ მისი ადგილი საქარ თველოში არ არის. სოციალურმა მუშაკმა დაარღვია ად 98 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992- ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხი ლებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 81 ამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი( მე-6 მუხ ლი), ბენეფიციარის პატივისა და ღირსების შეურაცხყო ფის გამო და ასევე, თანასწორობის პრინციპი( მე-8 მუხ ლი), ეთნიკური ნიშნით ბენეფიციარის დისკრიმინაციის გამო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი იცავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, ხო ლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ ამ უფლებათა ბრალეული( განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) ხელყოფის შემთხვევაში, ხელმყოფმა უნდა აანაზღაუროს არაქონებრივი( მორალური) ზიანი( ბენეფიციარისთვის არამატერიალური ზიანის მიყენება). მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სოციალური მუშაკის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანა შაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინა აღმდეგო და ბრალეული ქმედება. ამდენად, სოციალური მუშაკის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, თუ მის მი ერ ჩადენილი ქმედება მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს . მაგალითი: სოციალურმა მუშაკმა, რომელმაც მონაწილე ობა მიიღო ბავშვის შვილად აყვანის პროცესში, რამდენიმე წლის შემდეგ შვილად აყვანის საიდუმლო გაანდო შვი ლად აყვანილ ბავშვს. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება- სურვილის გარეშე, წარმო ადგენს დანაშაულს და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებე ლი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვი ლად აყვანის ფაქტი , როგორც სამსახურებრივი, ან პროფე სიული საიდუმლოება, წარმოადგენს ამ დანაშაულის და მამძიმებელ გარემოებას და ისჯება ჯარიმით, ანდა თავი სუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის 82 დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვა დით სამ წლამდე. 83 თავი 3. სოციალური მუშაკის ფუნქციები იმისათვის, რომ სოციალურმა მუშაკმა მაქსიმალურად ეფექტი ანად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელსაც მისი პროფესია ემსახურება, „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სო ციალური მუშაკის ფუნქციებს. ეს დებულებები ხელს უწყობენ სო ციალური მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას. სოციალური მუშაობა თანამედროვე სახელმწიფოებში მომსა ხურების ფართო არეალს მოიცავს და შესაბამისად, სოციალური მუშაკის როლი და კონკრეტული ფუნქცია დამოკიდებულია იმ სფეროზე, რომელშიც მას უხდება მოღვაწეობა. თუმცა, არსებობს, ასევე, ძირითადი ფუნქციები, რომელიც ყველა სფეროს სოციალ ური მუშაკისთვის საერთოა, მათი ბუნებიდან გამომდინარე. შესა ბამისად, კანონის მესამე თავი გამოყოფს სოციალური მუშაკის ძი რითად და დარგობრივ ფუნქციებს. აქვე, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მუშაკისათვის კანონით განსაზღვრული ყველა ფუნქციის შესრუ ლებისას მნიშვნელოვანია კანონის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რომელიც ავალდებულებს სოციალური მუშაკს, რომ სოციალური მუშაობის ფარგლებში ყველა მის მიერ გატარებული ქმედება, მან უნდა განახორციელოს კანონითა და სხვა ნორმატი ული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში. აღნიშნული ამყარებს კანონიერების პრინციპს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ სოციალური მუშაკი უნდა მოქმედებდეს კანონის შე საბამისად და მის ფარგლებში. ამიტომ კანონის აღნიშნული დებუ ლება ვრცელდება, სოციალური მუშაკის ყველა ქმედებაზე, რო მელსაც იგი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელ ებისას ასრულებს. 3.1. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები დადგენილია„ სო ციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხ 84 ლით. იგი ვრცელდება ყველა იმ სოციალურ მუშაკზე, რომელიც აღნიშნული კანონის ფარგლებში ახორციელებს მის უფლებამოსი ლებას. კანონი ადგენს ზოგად ჩარჩოს სოციალური მუშაკის ფუნ ქციებისა, რომელსაც ახორციელებს, ყველა მიმართულებით მომუ შავე სოციალური მუშაკი, ამ ფუნქციების დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. სწორედ, მისი ფუნქციების შესასრულებლად ხორციელდება„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კა ნონის მე-5 თავით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3.1.1. პრევენცია მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა იცნობს სოციალური მუშაობის სამ ძირითად ფორმას- პრევენციას, რეაბილიტაცი ასა და რემედიაციას,„ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი მე-15 მუხლის პირველი პუნქტით მთავარ ფუნქციად გამოყოფს და გან საკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და სოციალური მუშაკის მი ერ პრევენციული სოციალური მუშაობის შესრულებას. სოციალურ მუშაობაში პრევენცია გულისხმობს დაუცველი ადამიანების, ან სა ზოგადოებას მოწყვეტილი, საზოგადოებისაგან უარყოფილი ფენე ბისათვის სერვისების დროულ მიწოდებას, მანამ, ვიდრე თავს იჩ ენს გარკვეული დისფუნქციები 99 , მანამ სანამ ზიანი დადგება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი აზუსტებს პრევენ ციის ფუნქციას და ამბობს, რომ სოციალური მუშაკის ფუნქციაა სა კუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენე ფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მას ში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დანაშაულთან, გადაცდომასთან, ავადმყოფობასთან, ან ჩაგვრასთან გამკლავების საუკეთესო გზა, მისი ჩადენის პრევენციაა. 100 იგი არის წინასწარი ღონისძიება, ან 99 პრევენციული ინტერვენციის სახელმძღვანელო, მომზადებულია USAID- ის, RTI International- ის და Save the Children International- ის მი ერ, 2013, გვ. 4. 100 H. Mogge-Grotjahn , J. Boeckh , Lexikon der sozialen Arbeit, Bochum, 2002 , S. 104. 85 ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილ ებლად. არსებობს ისეთი ზიანი, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, მაგალითად- ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ პრევენციას სამარ თლებრივ ჭრილში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება . რეს ტიტუციის სამართლებრივი ინსტიტუტის მიუხედავად 101 , ზოგი ერთი სიკეთე , მისი ხასიათიდან გამომდინარე არ ექვემდებარება აღდენას . სწორედ, ამიტომ უსვამს კანონი ხაზს, სოციალური მუშა კის პრევენციულ ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა სოციალ ური მუშაობის პრევენციულ ფუნქციას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში აქვს. ამ შემთხვევაში საინტერესოა ე. წ.„ ნიუ ორკის შემთხვევა“. 1990- იანი წლების დასაწყისში მძიმე დანაშა ულების მაღალი დონის გამო, ნიუ იორკს ისეთი რეპუტაცია ჰქონ და, რომ ჰოლივუდის რამდენიმე კრიმინალურ ფილმში სიუჟეტის განვითარების ადგილად სწორედ ეს ქალაქი შეარჩიეს. ეს არ იყო დამახინჯებული ჰოლივუდური ხედვა, ეს რეალობა იყო. 2245 მკვლელობით ერთ წელიწადში. გასაგებია, რატომ დასვა ერთ- ერთ თმა კომენტატორმა შემდეგი კითხვა:„ ნიუ- იორკის მართვა შეუძ ლებელია“? ასე რომ, დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვე ვი მძიმე დანაშაულების მაღალი დონე, არცთუ უსაფუძვლოდ, ამ ერიკის უმთავრესი ქალაქის სოციალური ნგრევის მაჩვენებლად აღიქმებოდა. თუმცა, ის, რაც შემდეგ მოხდა, გასაკვირიც იყო და სიუჟეტის დრამატულ განვითარებასაც წარმოადგენდა: ორი ათ წლეულის განმავლობაში, მკვლელობების მაჩვენებელმა 79%- ით, გაუპატიურებების მაჩვენებელმა – 62%- ით, ყაჩაღობების მაჩვენე ბელმა – 82%- ით და ქურდობების მაჩვენებელმა კი – 84%- ით იკ ლო. 102 აღნიშნული შთამბეჭდავი სტატისტიკის მიზეზი პოლიციის მუშაობისა და სოციალური ჩარევის მცირემასშტაბიან ღონისძიებ 101 Restitution- ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, ქონების დაბ რუნება, პროცესის აღდგენა. 102 ავტორთა კოლექტივი, ენდრიუ ბერნჰარდტი, სახელმძღვანელო კურ სისთვის: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯუ ლების სფეროში, თბილისი, 2014. გვ. 28. 86 ებში მდებარეობს. ამგვარი ჩარევები იყო პრევენციული, საკმაოდ ხშირი და მცირემასშტაბიანი. ამ შემთხვევაში პრევენციული მუშაობა გულისხმობდა, რომ ზოგი, ერთი შეხედვით, ძალიან მცირე დანაშაული დიდი მნიშვნე ლობის მატარებელია. ესენი, ფაქტობრივად,„ სასიგნალო დანაშა ულებია“, რომლებიც სხვა მსგავსი, ან უფრო მძიმე დანაშაულების ჩამდენებს გარკვეულ ნიშანს, ან დანაშაულის ჩადენის„ ნებართვას“ აძლევს, რითაც ამ დანაშაულებს გზას უკვალავს. 103 შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული მუშაობა სამართალდამ რღვევებთან, ან სავარაუდო სამართალდამრღვევებთან. ასევე გან საკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასჯელაღსრულების სფერო ში მყოფ და გათავისუფლებულ პატიმრებთან მუშაობას. ამგვარ სოციალურ მუშაობისათვის ნიშანდობლივია პრევენციის მიზანი. მაგალითი: თემში მომუშავე, მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკი ყურადღებით აკვირდება მის სამოქმედო ტერიტორი აზე ჩადენილ, თუნდაც გამოუძიებელ სამართალდარღვევებსა და ძალადობის ფაქტებს. თუკი მას ეჭვი აქვს, რომ მაგალითად ვანდალურად დაზიანდა საგზაო ნიშნები, ჩამტვრეული, მიტო ვებული შენობის ფანჯარა, იგი ცდილობს თემში გააქტიუროს საკითხი, აუხსნას, რომ საზოგადოებრივი სიკეთე ყველას მოქა ლაქის საკუთრებაა. თვით თანამოქალაქეები უნდა ჩაერთონ მის დაცვაში. ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამრღვევთან , ან სავარაუდო სამართალდამრღვევთან შევიდეს დიალოგში, შესთავაზოს დაზიანებული ნივთის გამოსწორება და მიუთით ოს განმეორების შემთხვევაში სამართლებრივ შედეგებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, სოციალური მუშაკის მიერ, პრევენცი ული ფუნქციის განხორციელება ხდება ინდივიდებთან, ჯგუფებ თან და საზოგადოებასთან. 104 მაგალითად, საზოგადოებრივი ჯან 103 იქვე გვ. 30. 104 F. Wettstein, Prävention im Kontext Sozialer Arbeit , http://www.avenirsocial.ch/sozialaktuell/sozial_aktuell_3720_3725.pdf [07.07.2018]. 87 დაცვის სფეროში. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ინფექციის მატა რებელთან, არამედ ჯგუფთან და საზოგადოებასთან მუშაობა. მაგალითი: სოციალური მუშაკი პრევენციულ მუშაობას ეწევა მაღალი რისკის შემცველ ქცევის მქონე ჯგუფებში, მაგალითად აივ- ის, B და C ჰეპატიტების ვირუსების პროფილაქტიკის ღო ნისძიებების მხარდაჭერის მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილ ებული ზოგად პოპულაციაში აღნიშნული ინფექციების გავ რცელება. მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე, სოციალურმა მუ შაკმა დაარწმუნოს ბენეფიციარი ურთიერთობის კონფიდენცი ალურობასა და ანონიმურობაში. სოციალური მუშაობა საშუ ალებას აძლევს ბენეფიციარს, გაიგოს საკუთარი სტატუსი და მიიღოს ინფორმაცია ქცევის შეცვლის სასურველი მოდელების შესახებ – ვირუსების გადაცემის რისკის შესამცირებლად. სოცი ალური მუშაკი ბენეფიციარს აწვდის ინფორმაცია აივ- ის, B ან C ჰეპატიტების ვირუსების, გადაცემისა და ინფიცირების თავი დან აცილების გზების შესახებ. ყურადღება მახვილდება, რო გორც ნარკოტიკის მოხმარებასთან, ასევე სქესობრივ აქტივო ბასთან დაკავშირებულ რისკებზე. შემდგომ კი, სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად გეგმავს სარისკო ქცევის შეც ვლისა და უსაფრთხო ქცევის შენარჩუნების ინდივიდუალურ სტრატეგიას. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია პრევენციული სოციალური მუშაობა, უნდა ჩატარდეს, საზოგადოებაში ცნო ბიერების ამაღლებისათვის. 3.1.2. ადამიანის უფლებათა დაცვა და სოციალური სამართლიან ობის ადვოკატირება სოციალური მუშაკის ძირითად ფუნქციებში შედის ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლიანი სოციალური პოლიტიკის ად ვოკატირება. სოციალური მუშაკი, როგორც უფლებადამცველი, ორი განზომილებით უნდა განვიხილოთ. პირველი, მან უნდა იზ რუნოს ბენეფიციარის, სუბიექტური უფლებების დაცვაზე, რომე ლიც მისივე საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.„ სოცი ალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 88 მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი სოციალური მუშაკის ფუნქციად გან საზღვრავს, რომ მან„ უნდა იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთ ესო ინტერესის დაცვაზე“. ამავე მუხლის გ) ქვეპუნქტით კი, მისი ფუნქციაა იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორცი ელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები. ამავე კა ნონით მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტით, ბენეფიციარის საუკეთესო ინ ტერესად განისაზღვრება –„ ბენეფიციარის სოციალური უსაფ რთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კე თილდღეობის, განვითარების, ან ამ კანონის მიზნებით გათვალის წინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართვე ლოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობ რივ ნორმებს.“ ნორმათა სისტემური განმარტება ქმნის საფუძველს, რომ სოციალური მუშაკი აღვიქვათ, როგორც თითოეული ბენეფი ციარის უფლებადამცველი. 105 მისი საუკეთესო ინტერესიდან გა მომდინარე სოციალურმა მუშაკმა უნდა მოახდინოს ბენეფიციარის ინფორმირება სახელმწიფოში მისი უფლებების დაცვის ზოგადი მექანიზმების შესახებ და კონკრეტული სოციალური მომსახურე ბის მიღებისას მისი უფლებებების, როგორიცაა მაგალითად- კონ ფიდენციალურობის დაცვა, საკუთარი აზრისა და დამოკიდებუ ლების გამოხატვა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ ერთი, სოციუმისაგან მოწყვეტილი ცალკეული ადამიან ის უფლება. 106 მეორეს მხრივ, იგი არის მთელი საზოგადობისათვის და სახელმწიფოსათვის არსებული ობიექტური, კონსტიტუციური ღირებულება, რომელსაც მუდმივად დაცვა სჭირდება. 107 შესაბამი სად, სოციალური მუშაკის, როგორც„ უფლებადამცველის ფუნ ქცია“ არ ამოიწურება მხოლოდ კონკრეტული ბენეფიციარის უფ 105 Ch. Labonté-Roset, Soziale Arbeit als Menschenrechtsprofession , Dresden, 2016, S. 3-5. ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: http://www.weiterdenken.de/sites/default/files/uploads/2016/05/vortrag_labo nte-roset.pdf[29.08.2018]. 106 J. Ipsen, Staatsrecht, II, Munich, 2012, S. 17. 107 B. Loderbauer, Recht für Sozialberufe , Wien, 2016, S. 1-3. 89 ლებების დაცვით, რადგან მისი საქმიაობა ხშირად სცდება კონკრე ტული პირის უფლებას. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად სოციალური მუშაკის ფუნქციაა მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშავოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები. კანონის მე-15 მუხლის ი) ქვეპუნქტი კი მიუთითებს, სოციალური მუშაკის ფუნქციაზე, მოახ დინოს სასიკეთო ცვლილებების ინიცირება და განახორციელოს ისინი. კანონის აღნიშნული ნორმა ანიჭებს სოციალურ მუშაკს ე. წ. „ სოციალური ადვოკატის“ ფუნქციას. ადვოკატირება ემსახურება ბენეფიციარის გაძლიერებას და მისი კეთილდღეობის უზრუნველ ყოფას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მიზნად ისახავს მომსახუ რებათა და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის გაუმჯობე სებას. სოციალური მუშაკის კანონით გათვალისწინებული ფუნ ქციაა, უზრუნველყოს სოციალური სამართლიანობის პრინციპის რეალურად განხორცილება, 108 ასევე, მოახდონოს მისი ადვოკატი რება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი არსებულ რესურსებზე და მომსა ხურებებზე. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური მუშაკის ერთ – ერთი ძირითადი ფუნქციაა, იმუშაოს სხვადასხვა სოციალურ საკითხზე, რაც გულისხმობს, რომ მან იმუშაოს არამხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარებთან, არამედ ზოგადად საზოგადოებასთან. მაგალითად, მიმართოს დამსაქმე ბელს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მიაქციოს გადაწყვე ტილების მიმღები პირების ყურადღება სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებებზე, არსებული მატერიალური სიკეთეების საჭიროებაზე, მათ სიმწირეზე, ან არათანაბარ გადანაწილებაზე. ამ ისათვის იგი მონიტორინგს უწევს, თუ რამდენად სამართლიანად მიუწვდებათ ხელი ბენეფიციარებს არსებულ რესურსებზე, და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუდმივად და აქტიურად თა 108 B. Benz, J. Boeckh, ,H. Mogge-Grotjahn(Hrsg.) Soziale Politik- Soziale Lage- Soziale Arbeit , 2011, S.11. 90 ნამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან. ადვოკატირება ასევე მნიშვნელოვანია არამხოლოდ ახალი სოციალური პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავებისათვის, ან არსებული პოლიტიკის და პრაქტიკის ცვლილებისათვის, არამედ მაშინაც, როცა ბენეფიცი არს უარს ეუბნებიან იმ მომსახურებაზე, რომელიც მას კანონით ეკ უთვნის, და ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. მაგალითი: სოციალური მუშაკი ადგენს, რომ შეზღუდული შე საძლებლობის მქონე პირს, რომელსაც მხოლოდ ეტლით შეუძ ლია გადაადგილება, არ აქვს ეტლი. რადგან ეტლი, რომელიც მან უკვე ერთხელ მიიღო სახელმწიფოსგან დახმარების სახით, დაზიანდა და იგი, მხოლოდ დიდი ძალისხმევით ახერხებს გა დაადგილებას. ახალი ეტლის მოთხოვნისათვის მან განაცხა დით უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს- სოციალური მომსა ხურების სააგენტოს ცენტრალურ, ან რაიონულ განყოფილებას , მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მისი დაზიანებული ეტლით მოახერხებდა დანიშნუ ლების ადგილამდე- არაადაპტირებული ტარნსპორტით მის ვლას, აღნიშნულ ადგილზე არ არის შესაბამისი პანდუსი, რომ მან მოახერხოს შენობაში შესვლა. სოციალური მუშაკი ასეთ შემთხვევაში ეხმარება კონკრტულ ბენეფიციარს განაცხადის შევსებაში, და მას პირადად მიაქვს იგი სოციალური მომსახუ რების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში. თუმცა, ეს არ არ ის მისი მხრიდან საკმარისი, რომ მან დახმარება გაუწია კონ კრეტულ ბენეფიაციარს, ახალი ეტლის მიღებაში, რადგან შენო ბა- ნაგებობა მერიის ბალანსზეა, იგი მიმართავს ქალაქის მერი ას, რომ შენობა უზრუნველყოს შესაბამისი ადაპტირებული შესასვლელით, რომ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესაძლებელი იყოს ქალაქის შენობაში შესვლა. თუ ქალაქის მერია, გონივრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვე ტილებას, სოციალური მუშაკი იწყებს შშმ პირების სასარგებლო ცვლილებების ინიცირების. იგი იწყებს უწყების შიდა სუბორ დინაციის შესაბამისად თავის ხელმძღვანელობასთან შეთანხე ბით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ამ შემთხვევაში ქა 91 ლაქის საკრებულოს წევრებთან, ან ქალაქის მერთან შშმ პირე ბის უფლებათა დაცვის მიზნით ადვოკატირებას და ამ სა კითხთან დაკავშირებით საზოგადოების გააქტიურებას. 3.1.3. ინფორმაციის მიწოდება, დახმარების დაგეგმვა და მხარ დაჭერა „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა სოციალური მუშაკის ფუნქციად განსაზღვრავს ბენეფიციარის ინ ფორმირებას და კონსულტირებას, საჭიროების შემთხვევაში ჩარე ვის გეგმის შემუშავებას და ბენეფიციარის მხარდაჭერას. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად სოციალური მუშაკის ერთ- ერთი ძირითადი ფუნქციაა საკუთარი კომპეტენცი ის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი, დროულად ჩაერიოს მასში და მოახდინოს ბე ნეფიციარის მხარდაჭერა. აღნიშნული ფუნქციის შესასრულებე ლად კანონის მეხუთე თავი ზუსტად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალს 109 . მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკი კონსულტირების გაწევისათვის თავად ფლობდეს სრულ და ამომწურავ ინფორმაცი ას სოციალური მომსახურების ყველა დატალის თაობაზე. მომსა ხურების მიზნების და ფუნქციონირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ბენეფიციარსა და სოციალურ მუშაკს შორის ურთიერთობის დამყარების ერთ – ერთი საფუძვე ლია. აწვდის რა სოციალური მუშაკი ბენეფიაციარს სრულყოფილ ინფორმაციას სოციალური მომსახურების შესახებ, ეხმარება მას მომსახურებებთან დაკავშირებული, რეალური მოლოდინების ჩა მოყალიბებაში. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თემს, სადაც მომსა ხურება ხორციელდება, ჰქონდეს ინფორმაცია აღნიშნული მომსა ხურების დანიშნულების შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სოციალურმა მუშაკმა თემს რეგულარულად მიაწოდოს ინ 109 იხ. სახელმძღვანელოს მე-5 თავი. 92 ფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. 110 ეს შესაძლებელია, ხდე ბოდეს თავისი თავის წარდგენით, ან დროგამოშვებით ანგარიშის წარდენით. სოციალური მუშაკის ფუნქციაა, ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტირების შემდეგ, დაგეგმოს სოციალური მუშაობა და მო ახდინოს ბენეფიციარზე ორიენტირებული ჩარევა კონკრეტულ საქმეში. სოციალური მუშაკი ბენეფიციარის შეფასების საფუძველ ზე აყალიბებს მის დასახმარებლად ინტერვენციის გეგმას. მნიშ ვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული თვით ბენეფიციარი და განსახორციელებელი გეგმა იყოს მასთან შეთანხმებული. ჩარევა( ინტერვენცია) გულისხმობს გეგმის მიზ ნებთან არსებულ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. ძი რითადი ამოცანა ამ პროცესში უკავშირდება ბენეფიციარის გაძლი ერებას, რაც ითვალისწინებს ბენეფიაცირის რესურსების, კომპე ტენციის, შესაძლებლობებისა და არჩევანის განვითარებაა, რათა აღდგეს, ან გაუმჯობესდეს ბენეფიციარის სოციალური ფუნქციონ ირება და მან შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება. ჩარევის გეგმა მოიცავს: ა) ინტერვენციის მიზნებს; ბ) კონკრეტულ განსახორცი ელებელ აქტივობებს; გ) პასუხისმგებელ პირებს; დ) მომსახურების მიწოდების ვადებს; ე) მოსალოდნელ შედეგებს; 111 დაგეგმვის შემ დეგ კი, ხორციელდება გეგმის მიხედვით ბენეფიციარზე ორიენტი რებული მოქმედებები 112 . მაგალითი: სოციალურ მუშაკს ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან შეხვედრისას გააჩნია საინფორმაციო ბუკლეტები, ბეჭდური სა ხით, რომელსაც იგი აწვდის ბავშვებს. იმ შემთხვევაში, თუ ბავ შვები არ გამოიჩენენ სოციალურ მუშაკთან პირდაპირი კონტაქ ტის სურვილს, იგი თხოვს მათ მოგვიანებით გაეცნონ ბუკლე ტებს. თუ მათ არ შეუძლიათ კითხვა, იგი სთავაზობს მარტივად 110 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები, თბილისი, 2010, გვ. 9. 111 იქვე, გვ. 14. 112 კონკრეტული ღონისძიებები განიხილება სახელმძღვანელოს მე-5 თავ ში. 93 ახსნას, თუ რა წერია ამ საინფორმაციო ბუკლეტში და ასე ახ დენს მათ ინფორმირებულობას შეთავაზებული მომსახურების შესახებ. თუ რომელიმე ბავშვი მიმართავს მას, იგი გასაუბრე ბით აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, და სთავაზობს ერ თად დაგეგმონ, თუ როგორ შეიძლება მისი მხარდაჭერა. გა დაწყვეტილების მიღების პროცესში მომსახურება ითვალისწი ნებს 10 წელს ზემოთ ბავშვის აზრს, ხოლო ქმედუუნარო პირის შემთხვევაში კი – მისი კანონიერი წარმომადგენლის აზრის გათვალისწინებას. 3.1.4. მხარდაჭერის განხორციელება სოციალური მუშაკის უმთავრესი მოვალეობაა დახმარების, მხარდაჭერის გაწევა საჭიროების მქონე პირებისთვის. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციაა, იღწვოდეს ბენეფიციარის უფლებე ბის დასაცავად, უმწეოთა და დისკრიმინირებულთა სასარგებლოდ სოციალური ცვლილების მისაღწევად.„ სოციალური მუშაობის შე სახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, სოციალური მუშაკის ფუნ ქციას- გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკის მხარდამჭერი საქმიანობა, გულისხმობს სამდონიან სამუშაოს - ინდივიდების, განსაზღვრული მოწვლადი ჯგუფების და მთლიანად, საზოგადო ების სოციალური განვითარებას. ვიწრო გაგებით მხარდაჭერის ფუნქცია, ნიშნავს, ბენეფიციარ ისათვის კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიების განხორციელ ებას. ხოლო ფართო გაგებით, აღნიშნული ფუნქციის შესრულება სოციალური მუშაკის მიერ შესასრულებელ ღონისძიებათა ერთობ ლიობისაგან შედგება. სოციალური მუშაკის მიერ სოციალური სა მუშაოს ყველა ეტაპზე ბენეფიციარი უნდა გრძნობდეს მათი ცხოვ რების გაუმჯობესებისათვის მხარდაჭერას. იგი მუდამ თან უნდა ახლდეს ყველა მის ქმედებას- ინფორმაციის მიწოდებას, კონსულ ტირებისა და ჩარევის საფუძველზე დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებას, ა. შ. 94 ეს აქცენტი კარგად შესამჩნევია მაგალითად, სისხლის სამარ თლის მართლმსაჯულების სფეროში. იგი უბრალო დეტალი კი არ არის, არამედ სამართალდამრღვევებთან სოციალურ მუშაობაში ტრადიციული, დასავლეთ ევროპული, ლიბერალური მიდგომის – „ მხარდაჭერა, დახმარება და რჩევის მიცემა“ – ძალიან მნიშვნელო ვანი თანამედროვე ცვლილებაა. 113 სასჯელის მიზანი არ უნდა იყოს პირისათვის ტანჯვის მიყენება, ან ღირსების შელახვა. საქართვე ლოს კანონმდებლობაში კარგად არის განმარტებული სასჯელის მიზნები- სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავი დან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია 114 . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით„ კანონმდებლის ამ ოცანაა ხელი შეუწყოს არასრულწლოვანი პირის საუკეთესო ინტე რესების დაცვას, არასრულწლოვანი დამნაშავის სოციალურ რეაბ ილიტაციას, არ გამოიყენოს სასჯელის მკაცრი ზომა იქ, სადაც ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს“. 115 გასათვალისწინებელია, რაც 2013-2014 წლიდან საქართველოში დაიწყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, 116 რომლის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, არასრულ წლოვანთა კოდექსის შემუშავება და მიღება იყო. მართალია, სასჯე ლაღსრულების დაწესებულებების სოციალური სამსახურის რე ფორმა ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებასა და სრულყოფას, თუმცა, აღსანიშნავია სახელმწიფო პოლიტიკის დადებითი ტენ 113 ავტორთა კოლექტივი, ე. ბერნჰარდტი, სახელმძღვანელო კურსისთვის: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფე როში , თბილისი, 2014, გვ. 37 114 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39- ე მუხლი. 115 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 3/2/416 საქმეზე„ საქართველოს სახალხო დამცვე ლი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. პ. 56. 116 რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის სტრატეგია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში, 2013 წ. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია, 2015 წელი. დოკუმენტები ხელმისაწვდომია ვებ. გვრდზე: http://www.justice.gov.ge/AboutUs/Council/238[07.07.2018]. 95 დენცია, რომლის პროცესშიც სოციალურ მუშაკებს მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრიათ. რეფორმა ამ სფეროში გრძელდება. ამას მოწ მობს, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული ერთიანი სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომე ლიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმარ თულებასაც მოიცავს. რაც გულისხმობს, − პროფესიონალთა − არ ასრულწლოვანთა საქმეებში ჩართული სპეციალისტების, მათ შო რის სოციალური მუშაკების შესაბამისი სპეციალიზაციით მომზა დებას. ამ კუთხით, სამოქმედო გეგმაში ასევე აღსანიშნავია, სასჯე ლის ალტერნატიული სახის − შინაპატიმრობის იმპლემენტაციის გეგმა. სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ცვლილებების მთავარი ამ ოცანაა მართლმსაჯულების პროცესებში ადამიანზე ორიენტირე ბული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტურად ამუშავება და გან ხორციელება. მართალია, სასჯელის მიზანია სამართალდამრღვევ თა დასჯა და დანაშაულებრივი ქცევის დათრგუნვა, მაგრამ ის, ას ევე, მიმართული უნდა იყოს ადამიანებში იმგვარი ცვლილებების მოხდენაზე, რომ მათ შეწყვიტონ დანაშაულებრივი ქცევა და გახ დნენ საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შემტანი მოქალაქე ები. ევროპულ ოჯახში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში, საქარ თველოში აქტიურად ხდება სისხლის სამართლის მართლმსაჯუ ლების სისტემის ამ ღირებულებების დამკვიდრება. სწორედ, ამ რე ფორმის სწორად განხორციელება საჭიროებს, სოციალური მუშაკის ფუნქციას, იყოს ბენეფიციარის აქტიური მხარდამჭერი. პირის გა მოსწორება და მისი რესოციალიზაცია ვერ განხორცილდება მათ დამი მხარდაჭერის გარეშე, რაშიც განუზომელია სოციალური მუ შაობის როლი და მნიშვნელობა. მაგალითი: სოციალურ მუშაკს, მიმართავს პრობაციის ოფიც ერი, რადგან ერთ – ერთ( სრულწლოვანი) პრობაციონერს ჰქონ და სუიციდის მცდელობა, თუმცა, მის ჯანმრთელობას არ მი ადგა სერიოზული ზიანი. პრობაციის ოფიცერი გამოხატავს სა ფუძვლიან ვარაუდს, რომ პრობაციონერის მიერ საკუთარი თა ვისადმი ზიანის მიყენების ფაქტი შესაძლოა კიდევ ერთხელ 96 განმეორდეს. მან საქმეში ჩართო, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, თუმცა ფიქრობს, რომ სოციალური მუშაკის მხარდაჭერა ბენე ფიაციარისთვის მნიშვნელოვანი იქნება. სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციართან შეხვედრის და შეფასებისას გამოარკვია, რომ მის მიმართ დიდი იყო ზეწოლა ოჯახის წევრების და სანათესა ოს მიერ, მისი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო. სოცი ალური მუშაკი ხვდება ოჯახის წევრებს, და არკვევს, რომ თა ვის მხრივ, მათაც, ისე როგორც თვით ბენეფიციარს აქვთ პრობ ლემები საზოგადოებასთან, რადგან პრობაციონერმა მათი აზ რით ჩაიდინა ამორალური ქმედება. ამ შემთხვევაში სოციალ ური მუშაკი მხარს უჭერს არამხოლოდ თვით ბენეფიციარს, არ ამედ მის ოჯახს და უზრუნველყოფს რეაბილიტაციის ღონის ძიებებით. აღნიშნული მხარდაჭერა კი, მამართულია თვით პრობაციონერის და მისი ოჯახის მიმართ, მათი სოციალური მდგომარეობის და მათი გაძლიერებისაკენ. 3.1.5. გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა მულტიდისციპ ლინურ გარემოში „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თ) სოციალური მუშაკის ერთ – ერთი ძირი თადი ფუნქციაა, ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმე ბულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და სა ჯარო დაწესებულებებთან, რაც ნიშნავს, რომ სოციალური მუშაობა ითვალისწინებს სოციალური მუშაკის აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა პროფესიონალთან , რაც ხელს უწყობს ბენეფიციარის კეთილდღეობის გაძლიერებას. სოციალური მუშაკი აქტიურად ერ თვება დისციპლინათაშორისი გუნდის მუშაობაში ბენეფიაცირის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური მომსახურების გეგმის და მისი განხორციელების პროცესში. სოცი ალური მუშაკი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აწვდის სპე ციფიურ ინფორმაციას( კონფიდენციალურობის გათვალისწინე ბით) მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებს და უწევს მათ 97 კონსულტაციებს. 117 ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სოცი ალური სამუშაოს მომსახურებას, თავად, საკუთარი განაწესით გან საზღვრავს სოციალური მუშაკის ჩართულობას მულტიდისციპლი ნარული ჯგუფის მუშაობაში და იქვე განსაზღვრავს მის უფლება მოვალეობებს. იმისათვის, რომ ბენეფიციარმა მიიღოს გაცილებით უკეთესი და მრავალმხრივი მომსახურება, სოციალური მუშაკს უნ და ჰქონდეს ჯგუფური მუშაობის უნარი. ბენეფიციარის კეთილ დღეობის მიზნით სოციალური მუშაკი ჩართული უნდა იყოს სხვა დასხვა პროფესიონალისგან შემდგარი, მულტიდისციპლინარული ჯგუფის მუშაობაში. სოციალური მუშაკის ეს ფუნქცია უზრუნველ ყოფს ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე მრავალმხრივი მომსახურების შეთავაზებას. გარდა ამისა, გუნდური მუშაობა, არის სოციალური მუშაკის ვალდებულებაც,„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28- ე მუხლის მიხედვით ადგენს სოციალური მუშაკის მრავალმხრივ და დისციპლინათშორის თანამშრომლობის ვალდე ბულებას. კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს სხვა სოციალურ მუშა კებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორ განოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე იმ პროფესიულ ჯგუფებთან, რომ ლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ბენეფიციარის მხარდაჭერის პროცესში, და იმ პირებთან, რომლებთან თანამშრომლობაც მიმარ თულია ბენეფიციარის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. სოციალური სამუშაოს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზა ციას ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მულტიდისციპლინარული ჯგუფის მუშაობის პროცედურა, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ჯგუ ფი ორგანიზაციის შიგნით არის შექმნილი. პროცედურაში აღწერი ლი უნდა იყოს თითოეული პროფესიონალის როლი და ფუნქცია. 117 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები. თბილისი, 2010, გვ. 15. 98 კერძოდ, რა შემთხვევაში ხდება სპეციალისტის( სოციალური მუშა კის, ფსიქოლოგის, ექიმის, პედაგოგის და სხვა სპეციალისტის) ჩარ თვა შემთხვევაზე მუშაობის დროს. 118 პროცედურამ, უნდა განმარ ტოს, თითოეული პროფესიონალის, მათ შორის სოციალური მუშა კის, პასუხისმგებლობა ბენეფიციარის მიმართ. მაგალითი: არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დანერგილია მულტიდისციპლინური საბჭოს მუშაობა, რომლის შემადგენ ლობაშიც შედიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი და მასწავლებელი. მულტიდისციპლინური საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულის ბიოფსიქოსოციალური პორ ტრეტის შექმნა, გამოვლენილი საჭიროების გათვალისწინებით მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი. უწყებაში არსებული განაწესის მიხედვით 119 ამგვარ ჯგუფში ზუსტად არის განსაზღვრული გაწერილი სამუშაო ჯგუფის წევრების ფუნქციები. მაგალითად, შემთხვევის მენეჯერის ფუნქციას ას რულებს ეგრეთ წოდებული მსჯავრდებულის კოორდინატო რი, ხოლო სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქცია, სხვა ფუნქციებთან ერთად არის, მაგალითად მსჯავრებულის ვა დამდე გათავისუფლების შესახებ დასკვნის ადგილობრივი საბ ჭოსთვის წარდგენა ასევე, შეწყალების კომისიისა და სხვა კომ პეტენტური ორგანოებისთვის წარსადგენი ინფორმაციის მომ ზადება. 3.1.6. პროფესიული ზედამხედველობა- სუპერვიზია „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური მუ შაკის ფუნქციაა, განახორციელოს პროფესიული საქმიანობის 118 იქვე, გვ. 15-16. 119 სახელმძღვანელო მითითებები რესოციალიზაციისა და რეაბილიტაცი ის პროგრამაში ჩართული პროფესიონალებისთვის, დანაშაულის პრე ვენციის ცენტრი, 2013 წელი. 99 თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში. სოციალური მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსა ყოფად ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს მონიტორინგის სისტემა და მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სოციალური მუშაკი აწარმო ებს საკუთარი საქმიანობის შეფასებას. სოციალური მუშაკი აფასებს საკუთარი ცოდნის და უნარ- ჩვევების შესაბამისობას მომსახურე ბით გათვალისწინებულ შეფასებასა და ინტერვენციასთან, აგრეთ ვე რამდენად შეუძლია მას თანამედროვე მეთოდების და მიდგომე ბის გამოყენება პრაქტიკაში. პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის თვითშეფასების გარდა, შეფასება ხორციელდება სოციალური სა მუშაოს ზედამხედველის მიერ. პროფესიული ზედამხედველი აფა სებს, თუ რამდენად გააჩნია სოციალურ მუშაკს ზედამხედველო ბისთვის და კონსულტაციებისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდი ლება. 120 ზედამხედველობის სწორად განხორციელებას უდიდესი მნიშ ვნელობა გააჩნია სოციალური მუშაობის პრაქტიკაში. ზედამხედვე ლობა არის პროცესი, რომლის დროსაც პროფესიული ზედამხედ ველი აძლევს უკუკავშირს სოციალურ მუშაკს შესრულებული მუ შაობის შესახებ. პროფესიული ზედამხედველობა სოციალური სა მუშაოს პრაქტიკაში მიზნად ისახავს ბენეფიაციარისათვის ხარის ხიანი მომსახურების მიწოდებას, თვითონ სოციალური მუშაკის გაძლიერებას და მისი პრაქტიკის დახვეწას. ზოგადად, ზედამ ხედველობის 3 ფუნქციას გამოყოფენ: ზედამხედველობის ადმინისტრაციული ფუნქცია- მიზნად ის ახავს სოციალური მუშაკის მიერ სამუშაოს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და შენარჩუნებას, პრაქტიკის შესაბამისობას, შესა ბამის კანონმდებლობასა და პოლიტიკასთან ერთად, ეფექტური სა მუშაო გარემოსათვის ხელის შეწყობას. 120 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები, თბილისი, 2010, გვ. 18. 100 ზედამხედველობის საგანმანათლებლო ფუნქცია- გულისხმობს თითოეული სოციალური მუშაკის განათლებისა და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობას, რათა დაეხმაროს სოციალურ მუშაკს თავისი პოტენციალისა და შესაძლებლობების სრულად გა მოვლენაში. ზედამხედველობის მხარდამჭერი ფუნქცია მოწოდებულია და ეხმაროს სოციალურ მუშაკს დაძლიოს სამუშაოსთან დაკავშირებუ ლი ყოველდღიური სტრესი, გაზარდოს სამუშაოთი კმაყოფილების ხარისხი და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე ჰარმონიული ურ თიერთობების დამკვიდრებას 121 მაგალითი: ახალბედა სოციალური მუშაკი, რომელიც უკვე 6 თვეა ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობს, გრძნობს, რომ მას აქვს საკმაოდ სერიოზული სტრესი, რომელიც მისი სამუშაო სპციფიკიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, არ არის დარ წმუნებული, რამდენად სწორად იქცევა იგი ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებთ. ზედამხედველობას ე. წ. სუპერვი აზიას, ახორციელებს უწყებაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი, რომელთანაც ხდება გეგმიური კონ სულტაციები. ახალბედა, სოციალურ მუშაკთან ჩატარებული პირველი სუპერვიზიის პროცესი იყო გულწრფელი, აქტიური და თანამონაწილეობითი. მან მიიღო რამდენიმე რჩევა. მაგალი თად, ერთ – ერთ მიმდინარე შემთხვევაში უნდა მოეთხოვა ფსი ქოლოგის ჩართულობა. 3.2. სოციალური მუშაკის დარგობრივი ფუნქციები კანონი წარმოადგენს სოციალური მუშაობის დარგობრივ ფუნ ქციებს ბავშვთა კეთილდღეობის, მართლმსაჯულების, ზოგადსა განმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, თუმცა ამ ჩამონათვალით კანონი არ ზღუდავს სხვა სფეროებში პროფესიის 121 შ. საძაგლიშვილი, ი. შეყრილაძე, ნ. შატბერაშვილი, მ. მგელიაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი სოციალური მუშაობის მეთოდები დაუცველ ჯგუ ფებთან, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2011, გვ. 207. 101 განვითარებას. კანონის მე- 14 მუხლი ერთმანეთისაგან განასხვა ვებს სოციალური მუშაკისთვის ძირითად და დარგობრივ ფუნქცი ებს. აღნიშნული ნორმა კავშირშია ამავე კანონის მე-9 მუხლთან დარგობრივი კომპეტენციის პრინციპთან, რომლის მიხედვითაც სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. დარგობრივი კომპეტენციის მიღება შე საძლებელია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ფარ გლებში. ამავე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ აკადემიური, ან სხვა საგანმანათლებლო კურსები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და შემდგომ მის გაღრმავებას. 122 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით განისაზღვრა ოთხი დარგობრივი კომპეტენცია ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/ მზრუნველო ბის/ მხარდაჭერის სფეროში, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. შემდგომ თავებში განიხილება თითოელი მათგა ნი. სოციალური მუშაობის შესრულებისას, განსაკუთრებით მნიშ ვნელოვანია დარგობრივი ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნას ენიჭება. აღნიშნულს, აქვს მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ შესაბამის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკი, მისი ცოდნის, კომპე ტენციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ შეძლებს მას ზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ეს კი საბოლოოდ უზრუნველყოფს ხარისხიანი სოციალური მუშაობის შესრულებას. შესაბამის სოციალურ მუშაკთან გადამისამართებას, როგორც წესი, სოციალური მუშაკი ახდენს პრობლემის განსაზღვრისა და საჭირო ების შეფასების ღონისძიების განხორციელებისას. თუმცა, თუ იგი სოციალური მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოაჩენს, რომ საჭი როა, სხვა სპეციალისტის, ან უწყების ჩართვა, იგი მოახდენს შემ თხვევის რეფერირებას. ამგვარი გამიჯვნის საჭიროება, შესაძლოა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ სო 122 იხ. ზემოთ, დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი- ქვეთავი 2.6. 102 ციალურ სამუშაოსა და ოჯახსა და ბავშვთან მომუშავე სოციალურ მუშაკს შორის. კანონის მე-18 მუხლი ადგენს, თუ რას გულისხმობს სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ში. თუ ამ სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკი ხედავს, რომ მის უფლებამოსილებებსა და შესაძლოა კომპეტენციებსაც აღ ემატება ბენეფიციართან მუშაობა, იგი მიმართავს შესაბამისი უწყე ბის სოციალურ მუშაკს. მაგალითი: ქობულეთის ერთ- ერთ სკოლაში დასაქმებული სო ციალური მუშაკი, კლასის დამრიგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გაესაუბრება მე-4 კლასელ მოსწავ ლეს, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი აკადემიური მოსწრება, ხშირად აცდენს სკოლას და გარეგნულად ძალიან მოუწესრიგე ბელია, თანაც ხშირად განმარტოვებული და გარიყულია სხვა მოსწავლეებისაგან. სკოლაში ჭუჭყიანი ტანსაცმლით დადის. სოციალური მუშაკი, მასწავლებელთან და მასთან გასაუბრების შედეგად ასკვნის, რომ, ბავშვის დედა უკვე 2 წელია უცხოეთ შია, ხოლო მამა 3-4 თვის წინ დააკავეს და დღეს მსჯავრდებუ ლია. ბავშვი სოციალურ მუშაკს სხვა ნათესავების, შესაძლო მე ურვის, ან მზრუნველის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის, მას წავლებელი კი არ ფლობს ამ ინფორმაციას. სკოლის სოციალ ური მუშაკის შეფასებით, ბავშვი მოკლებულია ოჯახის მზრუნ ველობას და სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. თუმცა, მან ზუსტად არ იცის, კონკრეტულად რა ტიპის პრობლემა აქვს მოსწავლეს. იგი გაარკვევს ბავშვის მისამართს და მოახდენს აღნიშნული შემთხვევის გადამისამართებას, შესაბამის ტერი ტორიაზე მოქმედ, მუნიციპალიტეტის სოციალურ მუშაკთან. მაგალითი: მუნიციპალიტეტში დასაქმებული, მუნიციპა ლიტეტის სოციალური მუშაკი, მიიღებს სკოლის სოციალური მუშაკისაგან ინფორმაციას, რომ ბავშვი, რომელიც მის სამოქმე დო ტერიტორიაზე ცხოვრობს, სავარაუდოდ მიტოვებულია და დახმარებას საჭიროებს. მუნიციპალიტეტის სოცილური მუშაკი დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას, და გადის მოთითებულ მისამართზე, შემთხვევის შესაფასებლად. მითითებულ მისა 103 მართის 3 ჯერ მონახულების, და მეზობლებთან გასაუბრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკი აღმოაჩენს რომ 9 წლის მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები ადგილზე აღარ ცხოვრობენ, დედა უცხოეთშია, მამა პატიმრობაში იმყოფება, ბავშვი პენსიონერ, 78 წლის ბაბუასთან გადაიყვანეს საცხოვრებ ლად. თუმცა, იშვიათად მოდის მიტოვებელ საცხოვრებელში. იმის შემდეგ, რაც სოციალური მოშაკი, ბაბუას მოინახულებს, ნახავს რომ იგი მძიმე ავადმყოფია და ლოგინად არის ჩავარ დნილი. ამგვარ მდგომარეობაში მას არ შეუძლია მცირეწლოვა ნი შვილიშვილის მოვლა. მუნიციპალიტეტის სოციალური მუ შაკის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევას უკეთ გაუმკლავდება ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/ მზრუნველო ბის/ მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკი. იგი დაუყოვნებლივ ახდენს შემთხვევის რეფერირებას სოცი ალური მომსახურების სააგენტოსადმი. მართალია, სოციალური მუშაობა მთლიანობაში ერთ მიზანს ემსახურება, მაგრამ სოციალური მუშაობის ცალკეული სფეროები, თავისი სპეციფიკით გამოირჩევიან. სფეროთა დარგობრივი გამიჯ ვნა უნდა მოხდეს ბენეფიციარისა და პრობლემის ყურადღებით შესწავლის შედეგად. საბოლოოდ სწორად იდენტიფიცირებული შემთხვევა და შესაბამისად მისი დარგობრივად სწორი კვალიფი კაცია არის ხარისხიანად შესრულებული სოციალური მუშაობის წინაპირობა. 3.2.1. სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვისა და მეურვეობა/ მზრუნველობა/ მხარდაჭერის სფეროში „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის დარ გობრივ ფუნქციებსა და კომპეტენციებს ბავშვსა და ოჯახზე ზრუნ ვის და მეურვეობის/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში. გა სათვალისწინებელია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები არ ვრცელდება საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებუ ლებაში. 104 სოციალური მუშაკის პროფესიული მოღვაწეობის ერთ- ერთ ყველაზე ფართო და იმავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი სფე როა სოციალური მუშაობა ბავშვებსა და ოჯახებთან. საქართველო ში სოციალური მუშაკი აქტიურად მონაწილეობს ამ სფეროს განვი თარების პირველივე ეტაპიდან. საქართველოში, ბავშვთა კეთილ დღეობის რეფორმა, ოთხ ძირითად ეტაპად შეიძლება დაიყოს. პირ ველი ეტაპი დაიწყო მაშინ, როცა 1994 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციას. აქედან 4-5 წელიწადში, დაიწყო სფეროს დეინსტიტუციონალიზ აცია,- სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა მოხვედრა მა თი საკუთარ ოჯახში რეინტეგრაციისა და მინდობითი აღზრდის მიმართულებით. იმავდროულად, სოციალურ მუშაკთა პირველმა ნაკადმა დაიწყო მუშაობა. მეორე ეტაპი: 2004 წლიდან, ცენტრა ლურმა ხელისუფლებამ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ად გილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე გადაანაწილა. დაარსდა ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამ თავრობო კომისია, რომელმაც 2005-2007 წლების სამთავრობო სა მოქმედო გეგმაზე იმუშავა და დამტკიცდა 2005 წელს. 2004-2008 წლებში სახელმწიფოში სოციალურ მუშაკთა რიცხვი მკვეთრად გა იზარდა. სფეროს განვითარების მესამე ეტაპი: 2009 წლიდან ბავ შვთა კეთილდღეობის ფუნქციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა და ბავშვთა კეთილდღეობა სოციალური კე თილდღეობის სისტემაში გაერთიანდა. და დააარსა მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოები. იმის შემდეგ, რაც ბავ შვზე ზრუნვის სამსახური 2009 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროს სისტემაში გადმოვიდა, სააგენტო გახდა მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო. დამტკიცდა, ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც აქცენტი დეინსტიტუციონალიზაციიდან ბავშვთა კეთილდღეობის მდგრად სისტემაზე იქნა და ითვალისწი ნებდა ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა ბავშვთა სიღა რიბე და მათზე ძალადობა. 2009 წელს დამტკიცდა ბავშვზე ზრუნ 105 ვის სახელმწიფო სტანდარტები, რომელიც სააღმზრდელო დაწესე ბულებებში ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ხოლო 2012 წლის 24 აპრილს დამტკიცდა ბავშვთა კეთილდღეობ ისა და დაცვის 2012-2015 სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავდა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის კურ სის გაგრძელებას და ხელი შეუწყოს განსაკუთრებით მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას. მეოთხე ეტაპზე, და იწყო საქართველოში 2015 წელს“ ბავშვთა დახმარების” შემოღებით, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის № 437 დადგენილებამ კიდევ უფრო დახვეწა ამ მიმარ თულებით არსებული პრეცედურები. დღეს მოქმედებს საქართვე ლოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბერის № 601 დადგენილება, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სა ხელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა( მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალ ურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავ შვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება. ზოგადად კი, დღეს მიმდინარე რეფორმა ბავშვთა კეთილდღე ობის სფეროში შეეხო ბავშვთა კეთილდღეობის ისეთ სფეროებს, როგორებიცაა პრევენცია/ რეინტეგრაცია და ოჯახების გაძლიერება, ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდები, არასრულწლო ვანთა მართლმსაჯულება და ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო- სო ციალური რეაბილიტაცია. სოციალური მუშაობის სფეროში არსებული ხარვეზები, სოცი ალური მუშაკის ფუნქციებთან და მის უფლებამოსილებებთან და კავშირებით შეივსო„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართვე ლოს კანონით, რომლის ძირითადი რეგულაციებიც ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შევა. 106 ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვისა და მეურვეობა/ მზრუნველო ბა/ მხარდაჭერის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკის დარ გობრივ კომპეტენციებად კანონის მიერ განსაზღვრული დებულე ბებიდან არსობრივად შეიძლება დავაჯგუფოდ შემდეგნაირად: ა) სოციალური მუშაკი მონაწილეობს ბავშვის შვილად აყვა ნის პროცესში. ბ) ოჯახის მხარდაჭერა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარ ჩუნება. გ) ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ღონისძიებების განხორცი ელება. დ) მეურვეობის/ მზრუნველობის დაწესების/ მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა. ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე, ხანდაზმულისა და შშმ პირებზე ზრუნვა. ა) სოციალური მუშაკი მონაწილეობს ბავშვის შვილად აყვა ნის პროცესში 2017 წელს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დაიხვეწა შვილად აყვანის წესი. შესაბამისად უკეთ გამოიკვეთა სოციალური მუშაკის მნიშვნელოვანი როლი ამ სფეროში.„ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 23- ე მუხლი ადგენს გასაშვილებელი ბავშვის მშვილებლისთვის შეთავაზების პროცედურას. მე-8 პუნქტის მიხედვით, მშვილებლისა და გასაშვი ლებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად შეფასების ჩატარები სას სოციალური მუშაკი ითვალისწინებს მშვილებლის ოჯახში ბავ შვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარების საჭიროებებს, მშვილებლის მიერ ამ საჭიროებების დაკმაყოფილების უპირატეს ასპექტებს( მშვილებლის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ურთიერთობები, ძლი ერი და სუსტი მხარეები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია, სო ციალური კონტაქტები, პიროვნული მახასიათებლები, დამხმარე ქსელი, ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავი 107 სებურებები და სხვა), რომლებიც დეტალურად აისახება მშვილებ ლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნაში. " შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემ ბერი, ბრძანება № 01-73/ ნ ადგენს შვილად აყვანაში უფლებამოსილ ორგანოს სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალუ რი ორგანოს, შვილად აყვანის პროცედურაში სოციალური მუშაკის როლს. შვილად აყვანის მსურველი მიმართავს სოციალური მომსახუ რების სააგენტოს ფილიალს, რეგისტრირებული, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დარეგისტრირდება ბავ შვის შვილად აყვანის მსურველად." შვილად აყვანის წესის დამ ტკიცების შესახებ" ბრძანების მე-8 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს ბავშვის შვილად აყვა ნის პროცესში. მაგალითად მე-5 პუნქტის თანახმად განაცხადის წარდგენისას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი ვერ აკ მაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლო ბით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და/ ან სრულ ყოფილი სახით არ არის წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნ ქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირ( ებ) ის შეფა სებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, 7 სამუშაო დღის განმავლობაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო, წერილობითი ფორმით აცნობებს გან მცხადებელს/ განმცხადებლებს. თუ სრული შეფასება დადებითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/ პი რის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე. ხოლო, მე-6 პუნქტი ადგენს პროცედურას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პი რი აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებ ლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სოციალ ური მუშაკი განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 სამუ 108 შაო დღისა, ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პი რის შეფასებას და წერს დასკვნას. 7. თუ შეფასება დადებითია, სო ციალური მუშაკის დასკვნის მომზადების დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე. თუ სოციალური მუშაკის მიერ შედ გენილი შეფასება უარყოფითია, სოციალური მუშაკის დასკვნის მომზადების დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის უარის შესა ხებ. საქართველოში საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთო ბებში უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი, რომელიც ამავე ურთიერთობებ ში არის ცენტრალური ორგანო. 123 მსგავსი ცენტრალიზებული მიდგომა და საერთაშორისო სტანდარტია- საერთაშორისო შვი ლად აყვანისთვის დადგენილი წესით ( ჰააგის კონვენციის გა მოყენებით ) . იმ სახელმწიფოსთან , რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის , სამართლებრივი ურთიერთობის გან საზღვრისას შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰააგის კონვენციის მოთხოვნები . ბ)“ სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონის მე 16 მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკი ახდენს მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების განსაზღვრას. იგი ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით იღებს შესა ბამის ზომებს; საქართველოში არსებული ფონი, მიუსაფარ ბავშვებთან დაკავ შირებით, მძიმეა. სოციალური მუშაობის თვალსაზრისით, ერთ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო პროგრამები ძირითადად მიმართულია არა ქუჩაში ცხოვრების ფენომენის პრე ვენციისაკენ, არამედ უკვე მიუსაფარი ბავშვების იდენტიფიკაცია 123 იხ. სახელმძღვანელოს მე-7 თავში. 109 რეაბილიტაციისკენ. პრევენციული ღონისძიებების ასამუშავებ ლად კი საჭიროა გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი. ჯერჯერობით, სახელმწიფო სერვისები მოკლევადიანია და უფრო სიტუაციური პრობლემების გადაჭრისაკენ არის მიმართული. სო ციალური მუშაკის ფუნქციად განისაზღვრება მიუსაფარი ბავშვის იდენტიფიცირება და მისი რეფერირება. 124 საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივის ფარ გლებში, 2012 წლიდან დაიწყო პროგრამები. 2014 წლიდან კი, ბავ შვების დასახმარებლად ამოქმედდა მთელი რიგი სერვისები, რო მელთაც სახელმწიფო აფინანსებს: მობილური ჯგუფები, დღის ცენტრები და 24- საათიანი თავშესაფრები. მობილურ ჯგუფში შე დის ადმინისტრაციული თანამშრომელი, ფსიქოლოგი, თანასწორ განმანათლებელი და სოციალური მუშაკი. მათი მთავარი მოვალე ობაა, ქალაქის მასშტაბით მოძებნონ მიუსაფარი ბავშვები და ჩარ თონ ცენტრის სერვისებში. ბავშვების ცენტრში გადაყვანა ნებაყოფ ლობითია. 125 მიუსაფარი ბავშვების პრობლემასთან ბრძოლა მულ ტისექტორულ ჩარევას გულისხმობს, რომელშიც სამი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი. ერთ- ერთ მათგანს ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენცია წარმოადგენს. 126 სწორედ ამ კომპონენტის გაძლიერებაზეა მიმართული„ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯ ახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წელს შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირებაში მნიშვნელო ვანი როლი სოციალურ მუშაკს ეკისრება. გარდა ამისა, ახალი რე 124 მიუსაფარი ბავშვის დეფინიციას ადგენს„ სპეციალიზებულ დაწესებუ ლებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წე სისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯან მრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თე ბერვლის № 52/ ნ ბრძანება. ხელმისავდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1048574[27.08.2018]. 125 სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი(CSDC), სოციალური მუშაობა მიუსაფარი ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით, საკითხა ვი სახელმძღვანელო სოციალური მუშაკებისთვის, 2017, გვ. 18. 126 იქვე, გვ. 53. 110 ფერირების წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის„ ზ“ ქვეპუნქტის მი ხედვით 127 სოციალურ მუშაკმა შეიძინა ახალი, მნიშვნელოვანი ფუნქცია. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, თუ ადგილზე გა მოცხადებისას, სოციალური მუშაკი სიტუაციას აფასებს, როგორც გადაუდებელ შემთხვევას, რომლის დროსაც ბავშვის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას მომდევნო 24 საათის განმავლობაში ემუქრება საფრთხე, მაგრამ არ ხდება ამ პუნქტის შემაკავებელი ორდერით, განსაზღვრული ღონისძიებების გატარება, სოციალური მუშაკი და უყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით, პოლიცია ეხმარება მას ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში. მიუს აფარ ბავშვებთან დაკავშირებით, მოქმედებს კიდევ ერთი, მნიშვნე ლოვანი, სამართლებრივი დოკუმენტი- საქართველოს მთავრობის დადგენილება„ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“. იგი 2016 წლის საკანონ მდებლო ცვლილებებთან ერთად შევიდა ძალაში. მასში დეტალუ რად არის გაწერილი ის ღონისძიებები, რომლის შესრულების პა სუხისმგებლობაც სხვადასხვა უწყებებს, განსაკუთრებით კი, სოცი ალურ მუშაკს აკისრია- ბავშვთა ძალადობის ფაქტის დაფიქსირე ბის შემთხვევაში. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, არასრულ წლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის( პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი ორ განოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურე ბის სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, ბავშვთა დაცვის მიმარ თვიანობის( რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბა მის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს. ბავ შვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურებში 127 იხ.:„ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექ ტემბრის № 437 დადგენილება 111 ჩართული სუბიექტის( დაწესებულების ან/ და მისი უფლებამოსი ლი თანამშრომლის) მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის და არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორ მაციის შესაბამისი, სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალ დებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას სა ქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეფერირების პროცედურების თანახმად, პოლიცია ვალდებუ ლია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხ ედავად იმისა, თუ ვინ მიმართა მას: დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ, თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირ მა. დოკუმენტით გათვალისწინებულია“ ბავშვის უფლებათა შესა ხებ” გაეროს კონვენციის ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპი: ბავ შვის ნამდვილი ინტერესების დაცვა. მასში ნათქვამია, რომ ოჯახ ურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარ მოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინე ბულ უნდა იქნას არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვა ნი დაზარალებულის ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით, დაუშ ვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზა რალებულის დაკითხვა, აგრეთვე, დამცავი, ან შემაკავებელი ორ დერის გამოცემისას, ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა( მისგან ახსნა- განმარტების მიღება) სავა რაუდო მოძალადე მშობლის( მშობლების) თანდასწრებით; კანონი ასევე კრძალავს სისხლის სამართალწარმოების პროცესში არას რულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვას, რომელიც სავარაუდო მოძალადეა, ან რომლის მიუკერძოებლობას თან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახ ის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდი ნარე, ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში. აგრეთვე, მის თვის( მათთვის) არასრულწლოვანის მიერ მიცემული ჩვენების( გა მოკითხვის ოქმის, ახსნა- განმარტების) გაცნობას, ან გადაცემას. მსგავს შემთხვევებში, მშობლის უფლებამოსილება, იყოს არას რულწლოვანის წარმომადგენელი სისხლის/ ადმინისტრაციული 112 სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამარ თლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გა დაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვანის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამარ თლოში განხილვის დროს არასრულწლოვანის ინტერესებს წარმო ადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205 1 მუხლის მე-6 პუნ ქტის მიხედვით ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც მშობ ლის მიმართ შემაკავებელი, ან დამცავი ორდერი მოქმედებს, აგ რეთვე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკე ვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მშობლის წარმო მადგენლობითი უფლება ან/ და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შემაკავებელი, ან დამ ცავი ორდერის, ან ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ, სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით შეჩე რებულად ითვლება. მშობლის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალ კევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გასაჩივ რება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. მაგალითი: სოციალური მუშაკისათვის ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული მშობლის მიერ, ბავშვი სისტემატურად არის ძალადობის მსხვერპლი. გა დაწყვეტილების მიღებისას სოციალური მუშაკი ახდენს ძალა დობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პი რების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორ მაციის მიწოდება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მშობ ლებისაგან განცალკავება არის უკიდურესი ზომა, იგი, სოცი ალური მუშაკის გადაწყვეტილებით უწყების შიდა სუბორდი ნაციის შესაბამისად, თავის ხელმძღვანელობასთან შეთანხე ბით, განცალკევდება მოძალადე მშობლისაგან. 113 ბ) ოჯახის მხარდაჭერა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარ ჩუნება ოჯახთან მუშაობას ბავშვზე ზრუნვის სფეროში სოციალური სამუშაოს პრაქტიკაში უდიდესი როლი და მნიშვნელობა ენიჭ ება, სოციალურ სამუშაოში ოჯახი განიხილება, როგორც სისტემა. ოჯახი არის` განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმი ვად მცხოვრები პირი, ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას. სისტემური მიდგომის მიხედვით, თუ ოჯახის ერთ წევრს რაიმე შეემთხვა, ეს არა მარტო ოჯახის მასთან დამოკიდებულებაზე აისახება, არამედ ოჯახის სხვა წევრებს შორის ურთიერთობაზეც, ანუ ეს კონკრეტული შემთხვევა ზემოქმედებს მთელ ოჯახზე. ოჯახთან მუშაობისას სოციალური მუშაკი ცდილობს ბავშვის მშობლების, ან აღმზრდელების მზრუნველობის უნარ- ჩვევების გა უმჯობესებას, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის პრობლემების მოგვარებას, ოჯახის ცალკეული წევრების პიროვ ნულ პრობლემებზე მუშაობას, გარემო ფაქტორების მიერ გამოწვე ული პრობლემების გადაჭრაში ოჯახის დახმარებას( არასაკმარისი შემოსავალი, უმუშევრობა, მძიმე სოციალური პირობები, რესურსე ბის ნაკლებობა). 128 სოციალურმა მუშაკმა ოჯახის ფუნქციონირების შესახებ ინ ფორმაცია უნდა მოიპოვოს ბავშვისგან, ოჯახის წევრებისგან, ახ ლობლებისგან. ოჯახური და გარემო ფაქტორების შეფასების პრო ცესში სოციალურმა მუშაკმა, შეფასებისათვის უნდა მოიძიოს პასუ ხები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით 129 . მაგალითად, ოჯახის ფუნქციონირების შესახებ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობა აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, რო გორი ურთიერთობა აქვს ოჯახს გარე სამყაროსთან, როგორ რეაგ ირებს ოჯახი სტრესზე, შეფასებისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა 128 ს. ნამიჭეიშვილი, მ. მგელიაშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის საფუძვლები სახელმძღვანელო ბავშვებთან და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, თბილისი, 2010, გვ. 119. 129 იქვე, გვ. 120-125. 114 აქვს, როგორი ისტორია, ღირებულებები და ტრადიციები აქვს ოჯ ახს. იმისათვის რომ შეფასება სრულყოფილი იყოს სოციალურმა მუშაკმა უნდა გაარკვიოს როგორი სოციალური თანადგომით სარ გებლობს ოჯახი. მაგალითად, კონტაქტების არსებობა ნათესავებ თან, მეზობლებთან, ან მეგობრებთან და თემთან. პრობლემის და სადგენად უნდა გაირკვეს ასევე ოჯახის სოციალური ინტეგრაცია იმ საზოგადოებაში, რომელშიც იგი ცხოვრობს, თუ თავს გარიყუ ლად გრძნობს. საცხოვრებელი ადგილის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში- აქვს თუ არა ოჯახს სტაბი ლური თავშესაფარი, უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობები, რამ დენად, დამაკმაყოფილებელია საცხოვრებელი ადგილის მდგომა რეობა. ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის სიძლიერის ერთ – ერ თი პირობაა. სოციალურმა მუშაკმა უნდა გაარკვიოს ოჯახის შემო სავალი, ოჯახის წევრების დასაქმების საკითხები, არიან თუ არა სოციალურ დახმარების/ შემწეობის მიმღები, აქვს თუ არა ოჯახს ვა ლი. კითხვებზე პასუხის მოპოვების შემდეგ, სოცილურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს ოჯახის საჭიროება, განსაზღვროს პრობლემა და ამ ის შემდეგ ოჯახის ინფორმაციული თანხმობით შეიმუშავოს სამოქ მედო გეგმა. შემდეგ კი, განახორციელოს მხარდაჭერა, ე. წ. ჩარევა, რომელიც სოციალური მუშაობის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნე ლოვანი და საპასუხისმგებლო ღონისძიებაა. ოჯახთან მუშაობა უნ და ეყრდნობოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვისა და ოჯ ახის ერთიანობის პრინციპს. ოჯახის ერთიანობის პრინციპის ხელ ყოფა, მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის, ბავშვის უზენაესი ინტერესის დაცვის, ან ოჯახის წევრის, სიცოცხლისა და ჯანმრთე ლობის დაცვის საფუძველზე არის დაშვებული. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი გან საზღვრავს, სოციალური მუშაკის- ოჯახის მხარდაჭერისა და ბავ შვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათი შემგომი მონიტორინგის ფუნქციას. 115 ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კრიზისულ მდგომარეობ აში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, სიღატაკეში მყოფი ბავ შვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება ბავ შვის მიტოვების რისკის შემცირების მიზნით. ამ ფუნქციას აქვს განსაკუთრებული პრევენციული მნიშვნელობა, რომ ქვეყანაში შემცირდეს მიუსაფარი ბავშვების რაოდენობა. 130 კრიზისულ მდგო მარეობაში და სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ნ) ქვეპუნქტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის ფუნ ქციას, დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში, დახმარების გაწევის მიმარულებით. დედათა და ბავშვთა უფლებები საქართველოში დაცულია კონსტიტუციის რანგში. კონსტიტუციის 30- ე მუხლის მე-3 პუნ ქტით, საქართველოში დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. ეს დებულება წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაეხმაროს მშობლებს, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები შვილების მიმართ, რადგან მშობლებს, შვილების ყოლისთანავე უჩ ნდებათ განსაკუთრებული ვალდებულებები ოჯახის მიმართ. 131 სა ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტე ბით „ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს მშობლებსა და შვი ლებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს, მშობ ლის უნიკალურ სტატუსს და მათგან გამომდინარე ვალდებულე ბებს. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარ დონ თავიანთი შვილები საზოგადოების ღირსეულ წევრებად, იზ 130 ამგვარ ხელმშეომწყობ მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს ქვეპროგრამა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბერის № 601 დადგენილებით„ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 131 B.Loderbauer,(Hsgb.), Th. Bauer, A. Ertl, Recht für Sozialberufe , Wien, 2016, S. 70. 116 რუნონ მათ ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითა რებაზე.“ 132 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახ მად, სოციალური მუშაკის ვალდებულებაა მოახდინოს ბენეფიცი არების და ოჯახების ინფორმირება სხვადასხვა მხარდაჭერი პროგ რამების, ან ქვეპროგრამების შესახებ. ასევე გაუწიოს კონსულტირე ბა და აქტიურად ჩაერთოს ბენეფიციარების მიერ ამგავრი დახმარე ბის მიღებაში. მაგალითად, ერთ – ერთი პრევენციული მექანიზმია დღის ცენტრის მომსახურება, რომლის ამოცანაა ოჯახების მხარდა ჭერა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია. ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია დედათა და ბავშვთა თავ შესაფრით უზრუნველყოფის მექანიზმი, რომლის მიზანია ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება. მაგალითი: სოციალური მუშაკი სხვადასხვა( სიღარიბის და ქრონიკული ავადმყოფობის) პრობლემების მქონე დედას, რო მელიც ორსულობის 30- ე კვირაში იმყოფება, არასრულწლოვან (4 და 6 წლის) შვილებთან ერთად, სთავაზობს დედათა და შვილთა თავშესაფრით სარგებლობას. სოციალური მუშაკის შე ფასებით ბავშვები იმყოფებიან მიტოვების მოხვედრის რისკის წინაშე. თანხმობის შემთხვევაში, იგი ეხმარება დედას მომსახუ რების მისაღებად, მიმართოს სოციალური მომსახურების სააგ ენტოს ტერიტორიულ ერთეულს და ეხმარება სპეციალური გა ნაცხადის შედგანა/ შევსებაში, რადგან ბავშვებს არა აქვს არანა ირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტაცია. იგი ეხმა რება დედას, რომ მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითა რების სააგენტოს და აიღოს დაბადების მოწმობა. 132 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 3/2/416 საქმეზე„ საქართველოს სახალხო დამცვე ლი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. პ. 56. 117 გ) ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ღონისძიებების განხორცი ელება. მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი, დღის ცენტრის, ბავშვის 24- საათიანი სახელმწიფო ზრუნვის( მათ შორის, მინდო ბით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მათ მონიტორინგში, ასევე სადღეღამისო თავშესაფარის მომსახურებით უზრუნველყოფაში. მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის იდენტიფიცირება მიუსაფარ ბავშვად, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი უფლე ბამოსილების მქონე სოციალური მუშაკი, კოორდინაციას უწევს მობილური ჯგუფის საქმიანობას. ბავშვებისათვის გათვალისწინე ბულია დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა, ან ასევე, სადღეღამისო 24 საათიანი თავშესაფრის მომსახურებით უზრუნ ველყოფა. შესაბამისი დადგენილების მიხედვით 133 სოციალური მუშაკის ფუნქციაა, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში პერიოდული ვიზიტები და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბა მისი მეთვალყურეობის დაწესება. სოციალური მუშაკი მულტის ციპლინარული ჯგუფის მუშაობის ფარგლებში ასევე ჩართული მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავ შვთა ბინაზე მოვლის პროცედურებში. იგი პედიატრთან, მეტყვე ლების სპეციალისტთან, ფსიქოლოგთან და ოკუპაციურ თერაპევ ტთან ერთად ახორციელებს ბავშვის შეფასებასა და მომსახურების მიწოდებას ბინაზე, ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სა მედიცინო დაწესებულებაში. გასათვალისიწინებელია, რომ ბავშვზე ზრუნვის ალტერნტი ულ ფორმას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვის განთავსების გარდა, წარმოადგენს ბავშვის მინდობით აღზრდა. აღნიშნულ ღო ნისძიებაშიც აქტიურად არის ჩაბმული სოციალური მუშაკი. ზოგა 133 დღეს მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბერის № 601 დადგენილება“ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”. 118 დად, მინდობით აღზრდა არის სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა და მას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც არის ობოლი, რომლის მშობელიც სასამართლომ უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარა, ან რომლის მშობელსაც შეეზღუდა, შუეჩერდა, ან ჩამოერ თვა მშობლის უფლებები. დიდია სოციალური მუშაკის როლი მინდობის აღზრდის პრო ცესში. ჯერ კიდევ მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის დროს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწ ვეტილება მიიღება სწორედ, სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასების საფუძველზე. თუმცა, მინ დობით აღზრდის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია სოციალური მუ შაკის ჩართულობა. 134 მაგალითად, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას ამოწმებს სოციალური მუშაკი: პირველი თვის განმავლობაში- თვეში არანაკლებ 4- ჯერ, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში- მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვე ვაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მაგალითი: მარტოხელა, დედა, რომელიც მუდმოვად ავადმყო ფობს, და სიღარიბის ზღვარზეა, ვერ ახერხებს მცირეწლოვან ბავშვზე ზრუნვას. მას არ ჰყავს დამხმარე. მას არ სურს ბავშვის გაშვილება, რადგან გამოჯანმრთელების შემდეგ, კვლავ უნდა რომ იზრუნოს ბავშვზე, სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღ საზრდელისათვის პირველ რიგში უნდა მოიძიოს მისი ბიოლო გიური მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგის ტრირებული მინდობით აღმზრდელი ბავშვი შესაძლებელია განთავსდეს სხვა ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებულ მინდობით აღმზრდელთან, თუ მინდობით აღმზრდელი ვერ იქნა მოძიებული მშობლების საცხოვრებელ ადგილას. აღნიშ 134 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი ნისტრის 2017 წლის 27 დეკემბერის ბრძანება № 01-72/ ნ„ მინდობით აღ ზრდის წესის დამტკიცების შესახებ“, ხელმისავდომია ვებ გევრდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3959823[07.07.2018]. 119 ნულის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სოციალური მუშა კის დასკვნაში/ მომართვაზე გადაუდებელი რეაგირების ოქმში, და ეცნობოს მშობელს, თუ სად არის მისი შვილი. დ) მეურვეობის/ მზრუნველობის დაწესების/ მხარდაჭერის პრო ცესში მონაწილეობა კანონით„ სოციალური მუშაობის შესახებ“, სოციალური მუშა კის ერთ – ერთი ფუნქციაა, მიიღოს მონაწილეობა მეურვეობის/ მზრუნველობის დაწესების/ მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში და განახორციელოს შემდგომი ზედამხედველობა მეურვის/ მზრუნვე ლის/ მხარდამჭერის საქმიანობაზე. მისასალმებელია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონ სტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტი ლებით, არაკონსტიტუციურად ცნო ქმედუნარიანობის იმ დროის ათვის მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და ძალაში შევიდა „ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენცია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს პლენარული მეურვეობის საპირისპიროდ გადაწყვეტილების მიღე ბის პროცესში მხარდაჭერის ინსტიტუტის დანერგვას. საკონსტი ტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თითოეული ადამიანის ფსი ქოსოციალური საჭიროება უნიკალურია, ამიტომ„[...] შეუძლებე ლია კანონმდებლობით ქმედუნარიანობის შეზღუდვის ინდივი დუალური საჭიროებების სრული და ზედმიწევნით განსაზღვრა.“ თუმცა, კანონმდებელს ევალება მკაფიოდ დაუდგინოს კრიტერი უმები,„[...] გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე სუბიექტებს, იქნება ეს სასამართლო, ფსიქიატრიული დაწესებულება თუ სხვა, რათა ზუსტად იყოს შესაძლებელი იმის განსაზღვრა, რა ხარისხის [... ფსიქოსოციალური საჭიროების...] არსებობისას უნდა მოხდეს პირის[... ქმედუნარიანობის შეზღუდვა...] და რა მასშტაბით. 135 ამ 135 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის № 2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წი ნააღმდეგ, II. 27. 120 გადაწყვეტილებით, სასამართლომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებების დაცვის ღონისძიებების განსაზღვრისას სახელმწიფოს სამი პრინციპი დაუწესა:  სამართლებრივი რეგულირების მოქნილობის პრინციპი;  ქმედუნარიანობის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპი;  დაცვითი ღონისძიების პირის ქმედუნარიანობის ხარის ხთან თანაზომიერების პრინციპი. საკანონმდებლო ჩარჩო პირის უფლებების შეზღუდვისას, ერ თი მხრივ, უნდა ადგენდეს ცალსახა და არაორაზროვან კრიტერი უმებს, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ სამ პრინციპს უნდა პასუ ხობდეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შე საძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი, ერთი მხრივ, ავალდებულებს სახელმწიფოებს აღიარონ შეზღუდუ ლი შესაძლებლობის მქონე პირების სამართალსუბიექტობა, ხოლო მეორე მხრივ, მიიღონ შესაბამისი ზომები მათთვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც შეიძლება სჭირ დებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათ ვის. ეს უკანასკნელი გულისხმობს გადასვლას გადაწყვეტილების მიღებაში ჩანაცვლების პარადიგმიდან გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის პარადიგმაზე. 136 რეფორმის შემდგომი საკანონმდებლო რეალობა მეტწილად ითვალისწინებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ინ დივიდუალურ საჭიროებებს და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა 136 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ზოგადი კომენტარი N1, შეზღუ დული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი C/GC/1, პ.4, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კვლევის, ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმ პლემენტაციის პროცესის შეფასება. კანონმდებლობა და პრაქტიკის ან ალიზი. 2016, გვ. 9. 121 შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოსა და კონვენციის მოთხოვნებს. 137 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278- ე მუხლი მიუთით ებს კანონით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი ნისტრის ბრძანებით მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, და მესამე პუნქტით განსაზღვრავს, რომ„ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმ ღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.“ ამავე კო დექსის 1280- ე 1281- ე, 1282- ე 1283- ე და 1286- ე მუხლები. შემდგომი მუხლები კი, ადგენენ მეეურვის/ მზრუნველის/ მხარდამჭერის უფ ლებამოსილებებს. სასამართლო, რომელიც გამოიტანს გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გა დაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი. განსაზღვროს მხარდა ჭერის ფარგლები და მხარდამჭერის უფლება- მოვალეობები. აღსა ნიშნავია, თუ მხარდამჭერის პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახ ლობელი პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარ დამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფ ლებამოსილ პირს, მაგალითად, სოციალურ მუშაკს. მეურვის/ მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის გან ხორციელების წესი და პირობები შემუშავდა საქართველოს სამოქა ლაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით და გან საზღვრავს მეურვის/ მზრუნველის მიერ საქართველოს კანონმდებ ლობით დადგენილი მოვალეობების შესრულებაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან ზედამხედველობის გან ხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. უნდა აღინიშ 137 სახალხო დამცველის კვლევის ანგარიში. ქმედუნარიანობა – საკანონ მდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე, კვლევის ანგარიში, 2016, გვ. 15. 122 ნოს, რომ მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი, მეურ ვე/ მზრუნველი/ მხარდამჭერის ზედამხედველობისა და მისი შემდ გომი დახმარების მხრივ, რადგან თუ მეურვეობისა და მზრუნვე ლობის ორგანო დაადგენს, რომ მეურვე/ მზრუნველი/ მხარდამჭერი არ ასრულებს/ არაჯეროვნად ასრულებს სასამართლოს გადაწყვე ტილებით, ან/ და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის გან საზღვრულ მოვალეობებს, არღვევს სამეურვეო პირის/ სამზრუნვე ლო პირის/ მხარდაჭერის მიმღების უფლებებსა და კანონიერ ინტე რესებს, გამოაქვს უარყოფითი დასკვნა. მას შეუძლია, სოციალური მუშაკის მეშვეობით დაეხმაროს მეურვეს/ მზრუნველს/ მხარდამ ჭერს, რათა მან უკეთ გააცნობიეროს და შეასრულოს თავისი მოვა ლეობები. 138 ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე, ხანდაზმულისა და შ. შ. მ. პირებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია გამოიყოს სოციალური მუშაკის ფუნქცია, რო მელსაც ანიჭებს მას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირე ბისათვის, ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ინფორმაციის გაცემისა და ხელშეწყობის ფუნ ქცია. იგი რეგულირებულია კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნ ქტის მ) და ჟ) ქვეპუნქტები. ამ დარგობრივი მიმართულებით მისი ფუნქციაა- ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქო ნე პირისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებე ბის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელ 138 საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანება„ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თა ობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაც ვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის N01- 1 6/ ნ ბრძანებით გათვალის წინებული საკითხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ზოგიერ თი ღონისძიებების თაობაზე. მე-7 მუხლის, მეოთხე პუნქტის აა) ქვე პუნქტი. 123 შეწყობა. ასევე, სამეურვეო/ სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი შესა ბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაც ვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძ ლებლობის მქონე პირი არის პირი – მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექ ტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. საქართველოში მცხოვრები შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგ რაცია და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ ერთ პრიორიტეტულ მიმართულე ბას წარმოადგენს . როდესაც საუბარია შშმ პირებისათვის მაქსიმა ლურად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე , სხვა საკითხებთან ერ თად დღის წესრიგში დგება შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრე ბაში ჩართულობის , განათლების , ინფრომირებულობის , სამედიცი ნო და ფსიქო სოციალური რეაბილიტაციის , თავისუფალი გადა ადგილებისა და ორიენტაციის , დამხმარე საშუალებებით უზრუნ ველყოფის , კულტურულ სანახაობით ღონისძიებებში მონაწილე ობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების აუცილ ებლობა . შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის განსაკუთრე ბით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაობის როლი . 139 საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სათემო ორგანიზა ციები. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინ დივიდუალური განვითარების ოპტიმალურ გარემოს ქმნის და ას ევე წარმოადგენს ხანდაზმულ მოხუცებულთა თავშესაფარს. იმის 139 Stock, Christof; Schermaier-Stöckl, Barbara; Klomann, Verena; Vitr, Anika, Soziale Arbeit und Recht: Lehrbuch, 2016, S. 159. 124 შემდეგ, რაც 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირს, ან ხანდაზმუ ლი( ქალები- 60 წლიდან, მამაკაცები- 65 წლიდან) სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს და საჭირო დოკუმენტებს წარადგენს, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, პირის შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის სათემო ორგანიზაციაში ჩა რიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭო. სოციალური მუშაკი აწვდის ინფორმაციას შეზღუდული შესაძ ლებლობის მქონე პირების, დღის ცენტრის შესახებ, რომელიც სპე ციალიზებული დაწესებულებაა და შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს აწვდის საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას მათი ინ დივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებაში ინ ტეგრაციის მიზნით. 140 დღის ცენტრის მომსახურება შშმ პირების ( მათ შორის , შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავ შვების ) შემთხვევაში , დამატებით მოიცავს ბენეფიციართა ცენ ტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას, წლიური ინ დივიდუალური აბილიტაციის, ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას, განხორციელებასა და განახლებას, ასევე შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის. ხოლო, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარე გისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს - ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალ ური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით , ბენეფი ციარის შეფასება და რეაბილიტაციის / აბილიტაციის გეგმის შემუ შავება / განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მი ერ , ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში; ბენეფიციართა ვერ 140 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინის ტრის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანება № 01-13/ ნ," შეზღუდული შესაძ ლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტან დარტების დამტკიცების შესახებ" 125 ბალური/ ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელ შეწყობას; ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირა დი ჰიგიენის დაცვის პროცესში და სხვა მომსახურებებს. მაგალითი: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის შეფა სებაში, მულტიდისციპლინარული ჯგუფის ფარგლებში მონა წილეობს სოციალური მუშაკი. მას აქვს ფსიქოსოციალური სა ჭიროების მქონე პირის შეფასების ფორმა, რომელიც წინასწარ არის სააგენტოს მიერ შედგენილი. პირის შესახებ დასკვნის სა ფუძველზე, სასამართლომ დაადგინა მხარდამჭერი. მის საქმი ანობაზე, სოციალური მუშაკის მიერ, ხორციელდება ფაქტობ რივი ზედამხედველობა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. ზედამხედველობის შედეგები აისახება დას კვნაში. შედეგების მიხედვით დასკვნა შეიძლება იყოს დამაკმა ყოფილებელი, ან უარყოფითი. დასკვნას სოციალური მუშაკი ადგენს ამისათვის დადგენილი, შესაბამისი ფორმით. დასკვნა შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამაკმაყოფილებლად იმ შემთხვევა ში, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის( მონაცემების) საფუძ ველზე დასტურდება მეურვის მიერ განსაზღვრული უფლება – მოვალეობების შესრულება. თუ სოციალური მუშაკის დასკვნა უარყოფითია და შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველო ბის ორგანო დაადგენს, რომ მხარდამჭერი არ ასრულებს, ან არააჯეროვნად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ მოვალეობ ებს, მას უარყოფითი დასკვნა გამოაქვს. შესაბამისად, მეურვე ობა მზრუნველობის ორგანოს აქვს დისკრეცია გადაწყვიტოს, რა ზომები მიიღოს მხარდამჭერის მიმართ. იგი მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობის შესაბამისად მოქმედებს საქარ თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესებით. ან, იმ შემთხვევაში, თუმცა, თუ მხარდამჭერის ქმედე ბა არ არის ამგვარი სიმძიმის, მაშინ იგი სოციალური მუშაკის მეშვეობით ეხმარება მხარდამჭერს, რათა მან უკეთ გააცნობი ეროს და შეასრულოს თავისი მოვალეობები; ან თავისი მოვა 126 ლეობისაგან ათავისუფლებს მეურვეს/ მზრუნველს; ანდა მიმარ თავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. 3.2.2. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან სოციალური მუშაობის ერთ – ერთი ყველაზე ფართო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან. ამ სფეროში მომუშავე, სოციალური მუშაკები რათქმაუნდა უნდა ფლობდნენ სპეციალურ კოპმეტენცი ებს. კანონის მე-17 მუხლის მიხედვით სოციალური მუშაობა კა ნონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან შემდეგი ძირითადი მიმარ თულებით მიმდინარეობს :  ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაცი ების გაწევა და მათი ფსიქო- სოციალური რეაბილიტაცი ის ხელშეწყობა;  მსჯავრდებულისათვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდება და კრიზისული შემთხვევების მართვა;  კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივი დუალური საქმის მართვა და განრიდების პროგრამაში სო ციალური მუშაკის ჩართულობა.  დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მუშა ობა;  მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა; გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დარგობრივი კომპეტენციებისა სოციალური მუშაკი ახორციელებს პატიმრობის კოდექსით,„ არას აპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსით,„ სპეციალ ური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 127 სისხლის სამართლის სფეროში სოციალური მუშაობა, შემდეგ ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა: ა) სოციალური მუშაობა პრობაციის სისტემაში; ბ) სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში არას რულწლოვან და ზრდასრულ მსჯავრდებულებთან; გ) სოციალური მუშაობა დანაშაულის პრევენციის მიმართუ ლებით; დ) განრიდებისა და მედიაციის პროგრამა და სოციალური მუ შაობა; ა) სოციალური მუშაობა პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობის დანერგვა პრობაციის სისტემაში და იწყო 2009 წლიდან. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენი ტენციური სისტემის შექმნის ერთ- ერთი ძირითადი მიმართულება არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითა რება. მიზანს კი წარმოადგენს არასრულწლოვანი მსჯავრდებულე ბისთვის სპეციალური მიდგომის შემუშავება, რომელიც განსხვავე ბული იქნება იმ მიდგომისგან, რაც სრულწლოვან მსჯავრდებუ ლებთან მიმართებაში გამოიყენება. აღნიშნული, განსაკუთრებული მიდგომა მიზნად ისახავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რე აბილიტაციას, რესოციალიზაციასა და მათ საზოგადოებაში სრულ ყოფილ წევრებად დაბრუნებას. თავდაპირველად, სოციალურ მუშაკებს ამ სფეროში სწორედ არასრულწლოვნებთან მუშაობა დაევალათ. პრობაციის ბიუროებში მომუშავე სოციალური მუშაკები ინდივიდუალური გასაუბრებით ახდენენ არასრულწლოვან პრობაციონერების პრობლემათა და ძლიერ მხარეთა იდენტიფიცირებას და გამოკვეთილი საჭიროებ იდან გამომდინარე აკავშირებენ მათ შესაბამის სერვისებ 128 თან. 141 დღეს უკვე, ხდება სოციალური მუშაობის მიდგომების გა აზრება სრულწლოვან პრობაციონერებთან. პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაკი დღეისათვის მულ ტიდისციპლინური გუნდის წევრია, რომელშიც შედიან პრობაციის ოფიცრები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სოციალურ მუშაკებს ევალებათ, როგორც არასრულწლოვნებთან, ასევე სრულ წლოვნებთან მუშაობა. პრობაციის სფეროში სოციალური მუშაკის ძირითადი საქმიანობის სფეროა პირობით მსჯავრდებულთა და მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულთათვის რეაბილ იტაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად, იგი:  მუშაობს პირობით მსჯავრდებულთან და მართლმსაჯუ ლების სისტემისგან განრიდებულ პირებთან და მათ ოჯახ ებთან( ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაო, ინდივი დუალური და ჯგუფური კონსულტაციები, ოჯახური კონ ფერენცია და სხვა);  აფასებს პირობით მსჯავრდებულთა და მართლმსაჯულე ბის სისტემისგან განრიდებულ პირებს;  რეგულარულად ანახლებს საინფორმაციო ბაზის არსებუ ლი პროგრამების/ პროექტების შესახებ, რათა ხელი შე უწყოს პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;  აქტიურად მონაწილეობს პრობაციის ბიუროს დონეზე მულტიდისციპლინური ჯგუფის ფუნქციონირებაში;  ადგენს მომსახურების მიწოდებისათვის გათვალისწინებუ ლი დოკუმენტებს დაწესებულ ვადებში;  თანამშრომლობს სხვა უწყების სოციალურ მუშაკებთან;  ახდენს საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებას; 141 ავტორთა კოლექტივი, ს. ნამიჭეიშვილი, სახელმძღვანელო კურსის თვის: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში , თბილისი, 2014, გვ. 90. 129  ამზადებს შესაბამის რეკომენდაციას, პირობითი მსჯავ რდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად;  მონაწილეობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმარ თულებით პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში;  სამუშაო პროცესში გამოვლენილი პროფესიული საჭირო ების იდენტიფიცირება და განხილვა სამმართველოს მმარ თველი გუნდის წარმომადგენლებთან; 142 ბ) სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში სოციალური მუშაკის ფუნქციებს სასჯელაღსრულების სისტე მაში, გარდა კანონისა, მთელი რიგი ნორმატიული აქტები არეგ ულირებს. 143 სოციალური მუშაობის დანერგვა სასჯელაღსრულების სისტე მაში დაიწყო 2009 წლიდან არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მუშაობის მიმართულებით. დღეს უკვე ზრდასრულ მსჯავრდებუ ლებთან მუშაობა აღნიშნული მიდგომებით ხდება. სოციალური მუშაკის როლი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დანერგი ლია ხშირ შემთხვევებში მულტიდისციპლინური საბჭოს ფარ გლებში, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი და მასწავლებელი. მულტიდისციპლინური საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულის ბიოფსიქოსოცი ალური პორტრეტის შექმნა, გამოვლენილი საჭიროების გათვალის 142 იქვე, გვ. 90- დან. 143 პატიმრობის კოდექსი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექ სი; არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის ინდივიდუ ალური დაგეგმვის ინსტრუქცია სასჯელაღსრულებით სისტემაში; სრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სახელმძღვანელო სასჯე ლაღსრულების სისტემაში; სრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმა სასჯელაღსრულების სისტემაში; სა ქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანე ბები, საქართველოს იუსტიციის მისტრის ბრძანებები, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამ სახურეთა ეთიკის კოდექსი და სხვა სამართლბრივი აქტები. 130 წინებით, მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციებია:  მსჯავრდებულის შეფასება, ჩასატარებელი ღონისძიებების დადგენასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  ინდივიდუალური და სამოქმედო გეგმით გათვალისწინე ბული აქტივობებისა და რეკომენდაციების შესრულება;  მონაწილეობა მიღება რისკების შეფასებაში;  მსჯავრდებულთა დოკუმენტების მოწესრიგება;  მსჯავრდებულის მშობელთან, ან მის კანონიერ წარმომად გენელთან შეხვედრა; არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკების შეფასება ორ ეტაპად ხდება. პირველი ეტაპია შუალედურად სასჯელის მოხდის პერიოდი, ხოლო მეორე ეტაპი მსჯავრდებულის გათავისუფლები სათვის მომზადება. რისკებისა და საჭიროების შეფასების მიზანია განსაზღვროს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა და მასზე გავლენის მქონე ძირითადი ფაქტორები; ასევე, გამოკვეთოს ის საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია ზემოაღნიშნული რის კის შესამცირებლად და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგ მის შესადგენად. 144 გ) სოციალური მუშაობა დანაშაულის პრევენციის მიმართულე ბით ამ სფეროს ცენტრი ახორციელებს ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამას. იგი მიზნად 144 ავტორთა კოლექტივი, ს. ნამიჭეიშვილი, სახელმძღვანელო კურსის თვის: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, თბილისი, 2014, გვ. 92-95. 131 ისახავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლე ბული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობას და მათ დაბრუნებას საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. აღნიშნული პროგრამის განხორციელების მთავარი მონაწილე სოციალური მუშაკია. იგი დანაშაულის პრევენციის სხვადასხვა დონეზე მუშაობს. რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგ რამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართულობა ნებაყოფლობი თია. სოციალური მუშაკი, მათი მომართვის შემდეგ მუშაობს ბენე ფიციართან. ამ მიმართულებით მომუშავე ცენტრის სოციალური მუშაკის სპეციალური ფუნქციებია:  მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომი რეაბილიტაციისა და რესოციალიზ აციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება; შემთხევის მარ თვა.  ყოფილ მსჯავრდებულებთან ჯგუფური შეხვედრების ორ განიზება, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, მოქა ლაქისთვის საჭირო და სწორი ფორმით ინფორმაციის მი წოდება;  გამოცდილი სოციალური მუშაკის მიერ უმცროსი სოციალ ური მუშაკების სუპერვიზია; დ) სოციალური მუშაობა განრიდებისა და მედიაციის პროგრა მის ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წლის ცვლილების მიხედვით, ამოქმედდა კანონთან კონ ფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი. მისი მიზა ნია, იმ არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებ ლობისგან გათავისუფლება, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლე ბად მძიმე დანაშაული. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სა ფუძველია სისხლის სამართლებრივი დევნის დისკრეციულობის – პრინციპი, რომლის გამოყენებითაც პროკურორი უფლებამოსილია 132 არ დაიწყოს/ შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა, ფარგლებში დევნაზე უარი არ გულისხმობს არასრულწლოვნის თვის ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სრულიად უგ ულვებელყოფას. განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართუ ლი არასრულწლოვნის პასუხისმგებლობა და უფლება- მოვალეობ ები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. განრიდებისა და მედიაციის პროგრამას მართავს დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ხოლო ამ პროცესში ჩართულნი არიან პრობა ციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები. განრიდებისა და მედიაციის პრინციპებია: არასრულწლოვნის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტე ბის გათვალისწინებით ალტერნატიული მექანიზმების გამოყენე ბის მაქსიმალური ხელშეწყობა: არასრულწლივანის მიერ პროცესში ნებაყოფლობითი მონაწილეობა; პროპორციულობა- არასრულ წლოვანის ქცევის შეზღუდვაში პროპორციულობა მის მიერ ჩადე ნილი ქმედების მიმართ; კონფიდენციალურობა; სტიგმატიზაციის დაუშვებლობა; არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვა ლისწინება. განრიდების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოცი ალური მუშაკის საქმიანობას. განრიდებისა და მედიაციის შესახებ, ხელშეკრულებების მომზადება- შესრულების პროცესში, სოციალ ური მუშაკი აქტიურად არის ჩართული.. 145 განრიდების პროცესში სააგენტოს სოციალური მუშაკი მას შემდეგ ერთვება, რაც პროკუ რორი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვ ნის განრიდების შესახებ და არსებობს არასრულწლოვნის, მისი კა ნონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა განრიდე ბაში მონაწილეობის თაობაზე. ამ პროგრამაში სოციალური მუშაკის მონაწილეობა მიზნად ისახავს არასრულწლოვნის ინდივიდუალ ური საჭიროების, მისი უნარებისა და სოციალური გარემოს შესწავ ლას, რაც საფუძვლად უდევს განრიდების ან/ და განრიდებისა და 145 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის № 29 ბრძანება. 133 მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების პირობების შემუშავებას. სოციალური მუშაკის საქმიანობა მიზნად ისახავს არასრულწლოვ ნის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინ გს. სოციალური მუშაკი ეხმარება არასრულწლოვანს სოციალურ ინტეგრაციაში, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი განმე ორებითი დანაშაულის პრევენციას. 146 განრიდების მიზანია, საზოგადოებას დაუბრუნდეს კანონმორ ჩილი და სოციალურად გაძლიერებული მოქალაქე. ამისათვის სო ციალური მუშაკის მიერ შემუშავებული ბიოფსიქოსოციალური შე ფასების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის, ან სა ზოგადოების წინაშე. თუ დაზარალებული მხარე თანახმა იქნება მიიღოს მონაწილეობა განრიდების პროცესში, არასრულწლოვანს მიეცემა შესაძლებლობა თვითონ აანაზღაუროს მიყენებული ზარა ლი, ან არასრულწლოვანი ჩაერთვება საზოგადოებისთვის სასარ გებლო საქმიანობაში. თუ არასრულწლოვანმა პირნათლად შეას რულა ხელშეკრულების ყველა პირობა, მას არ ემუქრება სასჯე ლაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსება და ნასამართლე ობა. 147 მოქმედი წესის თანახმად, არასრულწლოვნის განრიდების შე სახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროკუ რორს გამოაქვს დადგენილება არასრულწლოვნის მიმართ განრი დების პროცესის დაწყების შესახებ. არასრულწლოვნის და მისი კა ნონიერი წარმომადგენელის თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ინდივი დუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით, მიმართავს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც მოცემულ საქმეს 2 სა მუშაო დღის ვადაში გადასცემს სოციალურ მუშაკს ინდივიდუალ 146 ავტორთა კოლექტივი, ს. ნამიჭეიშვილი, სახელმძღვანელო კურსის თვის: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, თბილისი, 2014, გვ. 99. 147 იქვე გვ. 100. 134 ური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით. 148 საქმეში დაზა რალებულის არსებობის შემთხვევაში პროკურორი, დადგენილე ბის გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მიმართავს დანაშაულ ის პრევენციის ცენტრს, რომელიც მოცემულ საქმეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადასცემს მედიატორს. 149 პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ატარებს არასრულწლოვნის ინდივიდუალურ შეფასებას. აღნიშნული შეფა სების ანგარიშს, რეკომენდაციას განრიდების ღონისძიების შესახებ და ხელშეკრულების სხვა სარეკომენდაციო პირობებს სოციალური მუშაკი პროკურორს საქმის მისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს. თუ შეფასება 10 სამუშაო დღეში გონივ რული მიზეზის გამო ვერ სრულდება, ვადა შესაძლებელია გაგ რძელდეს. სოციალური მუშაკის პარალელურად, 10 სამუშაო დღის განმავლობაში მედიატორი უკავშირდება დაზარალებულს, უხსნის მას განრიდებისა და მედიაციის პროგრამის არსს, პრინციპებს, მიზ ნებს, მისი მონაწილეობის შედეგებს და აწვდის ყველა საჭირო ინ ფორმაციას, რათა დაზარალებულმა მედიაციაში მონაწილეობაზე ინფორმირებული თანხმობა, ან უარი განაცხადოს. 150 საქმის სოციალური მუშაკისთვის გადაცემის შემდეგ, იგი ხვდება შესაბამის პროკურორს, ხოლო პროკურორთან შეხვედრი დან 3 სამუშაო დღის ვადაში აწყობს არასრულწლოვანსა და მის კა ნონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომლებსაც განუმარ ტავს სამომავლო თანამშრომლობის ეტაპებს და მისი, როგორც სო ციალური მუშაკის, როლსა და მოვალეობებს განრიდების პროცეს 148 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 120 არასრულწლოვ ნის მიმართ განრიდების/ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამო ყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ, მე-4 მუხლის მე-6 პუნ ქტი. 149 იქვე, მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი. 150 იქვე, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი. 135 ში. 151 ინდივიდუალური შეფასების ფარგლებში სოციალური მუშა კი იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნის საჭიროებების, დანაშა ულის ჩადენის რისკებისა და უნარების შესახებ. აღსანიშნავია რომ, არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში სოციალური მუშაკის როლი, განსაკუთრებით გაიზარდა 2016 წლის რეფორმის შემდეგ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯუ ლების კოდექსის ამოქმედების შემდეგ(2016 წლის 1 იანვრიდან, ნა წილობრივ 1 მარტიდან), სხვადასხვა უწყებებს დაეკისრათ ვალდე ბულება ჩამოეყალიბებინათ სისხლის სამართლის მართლმსაჯუ ლების პროცესში, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ გამოსაყენებელი დეტალური პროცედურები და პრაქტიკა, რომე ლიც მოიცავდა პერიოდს სამართალდამცავ ორგანოებთან ბავშვის პირველი კონტაქტიდან სასამართლო განხილვის ჩათვლით( ასევე სასჯელის აღსრულების ნაწილსაც). კანონმდებლობის რეფორმა არ გულისხმობს მხოლოდ არსებული კანონის შეცვლას, ან ახალი კანონის მიღებას. აღნიშნული პროცესი გაცილებით მრავალმხრი ვია, მთლიან საკანონმდებლო რეფორმას მოიცავს საჯარო პოლი ტიკის, საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების გათვალისწინე ბას; შესაბამისად გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროში სოცი ალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, და მათი შესაბამისი ცოდნით აღჭურვა მნიშვნელოვანია რეფორმის გასაძლიერებლად. კვლევამ, 152 რომელიც ჩატარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯუ ლების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, არასრულწლოვან ბრალდე ბულთა უფლებების დაცვის ხარისხის შეფასებას, ხარვეზების გა მოვლენასა და გაანალიზებას, შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდა 151 საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება № 132/ № 95/ № 23 ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტან დარტის განსაზღვრის შესახებ, დანართი N1, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი. 152 ა. ქელბაქიანი, ნ. ცაგარელი, გ. ტურაზაშვილი, „ არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“, კვლევის ანგარიში, თბილისი, 2014. 136 ცია, მათ შორის სოციალური მუშაობის სფეროშიც. კერძოდ კი, 1. „ განისაზღვროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოცი ალური მუშაკების( საპროცესო წარმომადგენლების) სპეციალიზ აციის ვალდებულება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; 2. შემუშავდეს სპეციალური ტრენინგ- მოდულები იმ სო ციალური მუშაკების გადასამზადებლდ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში წინასწარ ექნებათ განსაზღვრული არასრულწლოვან თა მართლმსაჯულების პროცესში ჩართვის ვალდებულება; 3. და იწყოს მსჯელობა სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალ ური მუშაკების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავ შირებით; ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან პირველს ითვალისწინებს „ სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის 51- ე მუხლის მე-2 პუნ ქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილია რომ, არასრულწლოვანთა მარ თლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას, რაც შეეხება სოციალური მუშაკე ბის გადამზადებას. აღნიშნული – ტრენინგ მოდულების მომზადე ბის ეტაპზეა. მესამე რეკომენდაციასთან დაკავშირებით აღსანიშნა ვია, რომ კანონის 64- ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: დაევალათ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, ეტაპობრივად გა ზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათთვის და კისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. გარდა ამისა, ამავე კანო ნის 64- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმპლე მენტაციის გეგმა, ითვალისწინებს სოციალური მუშაკების არამხო ლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ მათი ანაზღაურების ეტაპობ რივ ზრდას. 3.2.3. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე ბულებებში საყურადღებოა, რომ კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, გა ნათლების სფეროში სოციალური მუშობის ჩამოყალიბების პირვე 137 ლი სისტემური მცდელობაა საქართველოში. დასავლეთის დემოკ რატიულ ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ზოგიერთ ქვე ყანაში მას სოციალ- პედაგოგის სტატუსი აქვს, მაგალითად გერმა ნიასა და ავსტრიაში. სოციალური მუშაკები სკოლებში უკვე გასუ ლი საუკუნის დასაწყისიდან მუშაობდნენ. 153 მათი ფუნქციაა, რომ უზრუნველყონ კავშირი სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის. სკოლაში სოციალური სამუშაო ფოკუსირებულია, დაეხმაროს მოს წავლეებს სოციალური, ემოციური, ქცევითი უნარ- ჩვევების გაუმ ჯობესებაში. 154 სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკი უზრუნ ველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს განათლების მიღების თანა ბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, ხელს უწყობს მოსწავლეების პატი ვისცემისა და ღირსების განცდის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი სრულყოფილ ჩამონათვალს ადგენს იმ დარგობრივი კომპეტენციებისა, რომელიც სოციალურმა მუშაკმა სკოლაში უნდა შეასრულოს, პროცედურები, კი, საქართველოს განათლების, მეც ნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით უნდა დამტკიცდეს. სოციალური მუშაობის შესახებ კანონი ადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევე ბის შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკო ლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სო ციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალ 153 S. Sting, Historische und aktuelle Entwicklungen der Sozialpädagogik in Österreich, Jurnal of Contemporary Educational Studies. 03/2014, S. 35; D. Hartmann-Netzer, D. Horst Kämpfer, Recht und Verwaltung in der sozialpädagogischen Theorie und Praxis, Theorie und Praxis , 2014, S. 8, 154 Ch. Stock, B. Schermaier-Stöckl, V. Klomann, A. Vitr, Soziale Arbeit und Recht: Lehrbuch, 2016, S. 147. 138 ური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენ ტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახების თვის კონსულტაციის გაწევას; გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმა ლურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველ ყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცი რებას და მათზე შესაბამის რეაგირებას. ამ ნორმების ამოქმედება და მისი შესრულება ძალიან მნიშვნე ლოვანია, სკოლაში ძალადობის და ბულინგის შესამცირებლად. სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავ ლეების დასახმარებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციალურმა მუშაკმა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს, იზრუნოს რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებზე. მისი ინტერვენცია მნიშვნელოვა ნია, თუ მოსწავლე აქვს პრობლემები, მაგალითად - ჩაგვრა( ე. წ. ბულინგი), სტრესთან გამკლავება, ოჯახური საკითხები, ძალადო ბა, ფინანსური მდგომარეობა, ფიზიკური, სექსუალური, ემოციური შეურაცხყოფა ფსიქიკური პრობლემები, აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა. შ. სოციალური მუშაკის ჩარევის მიზანია: პრევენ ცია, ინტერვენცია, კრიზისული პასუხი. ასეთ შემთხვევაში იგი უნ და იყოს ბიოფსიქოსოციალური შემფასებელი, მრჩეველი, ან მედი ატორი. პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით იგი ახდენს სკოლის ადმინისტრაციის კონსულტირებას, ოჯახსა და მოსწავლეთა ჯგუფში ასრულებს მედიატორის როლს. სოციალური მუშაკის ფუნქციაა, საზოგადოების რესურსების მობილიზაცია, რათა მოს წავლემ შეძლოს უკეთეს გარემოში განვითარება. ზოგადი განათლების შესახებ, საქართველოს კანონი სოციალ ურ მუშაკს განიხილავს, მხოლოდ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს. მისი ფუნქციებიც სკოლებში, მხოლოდ ინტერდისციპლინარულ ჯგუფებში მუშაობ 139 ისას გაითვალისწინება და ხშირად მეურვეობა მზრუნველობის ფუნქციასთან არის დაკავშირებული. დღეის მდგომარეობით, სა ქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სოციალური მუშაობა საერთოდ არაა, ან ძალიან სუსტად იკვეთება. სოციალური სამუშაო სკოლაში დღეის მდგომარეობით, ნაწილობრივ ხორციელ დება მანდარტურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მუშაობის ფარგლებში, 155 რომელიც სოციალური მუშაკის უფლება- მოვალეობებს ათანხმებს საჯარო სამართლის იურიდი ულ პირთან- სოციალური მომსახურების სააგენტოსთან; სოციალური მუშაობის შესახებ კანონის მთლიანად ამოქმედე ბამდე, საქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული იქნება შესაბამისი სა მართლებრივი რეგულაციები, მისი სრულყოფილი იმპლემენტაცი ისათვის. 3.2.4. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაკის დარ გობრივი კომპეტენციების ჩამონათვალს კანონი მე-19 მუხლით განსაზღვრავს. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გუ ლისხმობს ბენეფიციართან სოციალურ მუშაობას, მისი ჯანმრთე ლობის დაცვის პროცესში, მათ შორის, მისთვის ფსიქიკური ჯან მრთელობის სერვისების მიწოდების პროცესში, კერძოდ, ბენეფი ციარის მდგომარეობის შეფასებას, მისი საჭიროებების გან საზღვრას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას; და ბენეფიციარის თვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევას, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერას/ წახალისებას მკურ ნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, კრიზისულ 155 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 74/ ნ საჯარო" სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებუ ლების დამტკიცების შესახებ", მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის„ თ“ ქვეპუნ ქტი. 140 ინტერვენციას. ბენეფიციარის ფსიქოსოციალურ მხარდაჭე რას და რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, მსოფ ლიოში სამედიცინო სოციალური მუშაობა სოციალური მუშაობის ერთ- ერთი სპეციალიზირებული სახე და ჯანმრთელობის დაცვის გუნდური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, 156 ქართულ სამარ თლებრივ სივრცეში, აღნიშნული ნორმა მაინც სიახლეს წამოად გენს. სოციალური მუშაობის ამ სპეციალიზაციამ, მსოფლიოს მასშა ტაბით, განვითარების გრძელი გზა განვლო, ვიდრე, განვითარების დღევანდელ დონეს მიაღწევდა. პირველად 1885 წელს, ინგლისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ჰოსპიტალში გააცნობიერეს, რომ სო ციალური მუშაკის როლი მნიშვნელოვანი იყო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. პირველი სამედიცინო სოციალური მუშაკები ინ გლისში ჰოსპიტალური შემწეები იყვნენ, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ. 1945 წელს ბრიტანეთში შეიქმნა შემწეთა ინსტიტუტი. 1964 წელს კი, ოფიციალურად გადაკეთდა სამედიცინო – სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტად, რომელმაც დი დი როლი შეასრულა 1970 წელს ბრიტანეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს აშშ- ში შეიქმნა ამერიკის სამედიცინო სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომლის ძირითადი მიზანი იყო დახმარებოდა და გაეძლიერებინა ახლად ფეხადგმუ ლი სოციალური მუშაობა ჰოსპიტალურ სფეროში. 157 აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ახალი კანონი ხელს უწყობს ამ სფეროს განვითარებას. შესაბამისად, მისი სამართლებ რივი რეგულირების შემუშავება და დახვეწა უნდა მოხდეს ოკუპ ირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობი სა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ. სოციალ ური მუშაობა ვითარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. ფსიქიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებსა და ფსი 156 ზ. ტატანაშვილი, მ. შაღაშვილი, სახელმძღვანელო" სოციალური მუშა ობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში" , თბილისი, 2017, გვ. 9. 157 იქვე, გვ. 10-14. 141 ქო – ნევროლოგიურ დისპანსერებში, ასევე სტაციონარებში გაჩ ნდნენ სოციალური მუშაკები. ამასთანავე, მათ შორის, ნარკოტი კულ და ფსიქოტროპულ საშუალებებზე დამოკიდებულების პრობლემის აქტუალობას მოჰყვა ჯანდაცვის სფეროში სოციალურ მუშაკთა არსებობის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ამ სფეროში სო ციალური მუშაკები დაერქვათ თანაგანმანათლებლებს/ მომხმარებ ლებს( საველე მუშაკებს), რომელთაც არ მიუღიათ სისტემური გა დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავდადებით ახორცი ელებენ დაკისრებულ ფუნქციას, იკვეთება პროფესიული როლის გააზრების ხელშეწყობისა და ტიტულის დაცვის საჭიროება. 158 სახელმწიფოს მიერ გაეროს შშმ პირების კონვენციის რატიფი ცირებით გამოწვეულმა მზაობამ შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში სოციალური მოდელის დამკვიდრებისა და მხარდაჭერის ინსტიტუტის დანერგვამ კიდევ უფრო გაზარდა სოციალური მუშა კის პასუხისმგებლობები და მოვალეობები შშმ პირებთან მუშაობის მიმართულებით. ამასთან, ნაბიჯები იდგმება პირველადი ჯანდაც ვის რგოლისა და სოციალურ მუშაობის თანამშრომლობის გაძლი ერებისკენ. 159 სამედიცინო, სოციალური მუშაკის სამუშაო არეალი მოიცავს ფიზიკური, თუ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური გარემოს გაუმ ჯობესებაზე ზრუნვას. შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფე როში სოციალური მუშაობისათვის სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონ დეს შესაბამისი ცოდნა, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:  ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფის ფიზიკური და მენ ტალური ჯანმრთელობის პრობლემების სახე მკურნალო ბის შედეგების ბიოფსიქოსოციოლოგიური მახასიათებლე ბი. შესაძლო გავლენა დაავადების განვითარების, მკურნა ლობის რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესე 158 საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიის მიერ შემუშავებული " სოციალური მუშაობის პროფესიული რეგულირების კონცეფცია" თბი ლისი, 2017, გვ. 6. 159 იქვე, გვ. 7. 142 ბა – შენარჩუნების პროცესზე. მნიშვნელოვანია სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა, რათა სოციალური მუშაკი ერკვე ოდეს ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩასატარებელი მკურნალობის არსში.  ორგანიზაციული მოწყობა- ორგანიზაციული მოწყობის თავისებურებანის და მასში სოციალური მუშაკის როლი, ორგანიზაციის მისია, ჯანმრთელობის დაცვის რომელ დო ნეზე მიმდინარეობს მუშაობა, ორგანიზაციის თანამდებობ რივი იერარქია, უნდა ქონდეს სოციალური მუშაკის ფუნ ქციის ხედვა ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე ინტერდის ციპლინარული მუშაობის პრონციპები და წესები.  ადგილობრივი თემის მახასიათებლები და რესურსი- და სახლების ტიპი, მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებ ლები, დასაქმებისა და წარმოების ძირითადი ტიპები, გარე მოს მდგომარეობა და ა. შ.  კონკრეტული ინტერვენციის მოდელები- კონკრეტულ ბე ნეფიციარზე, და ჯანმრთელობის პრობლემაზე მორგებუ ლი მიდგომა, შემთხვევის მართვა, კრიზისული ინტერვენ ცია .  კვლევა, შეფასება და დოკუმენტები- ისე, როგორც სხვა სფეროში მომუშავე, ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებუ ლი სოციალური მუშაკისთვისაც მნიშვნელოვანია დოკუ მენტაციის წარმოება, მიგნებებისა და სიახლების მონიშვნა და ფაქტის შესაძლო შემდგომი კვლევა. 160 ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაკის ბენე ფიციარები არიან ადამიანები მაღალი სოციალური რისკით, როგო რიცაა, 65 წელს გადაცილებული, მარტო მცხოვრები ხანდაზმულე ბი, დაავადების ბოლო სტადიაზე( რომელიც პაციენტის გარდაცვა ლებით სრულდება) მყოფი პაციენტები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, შშმ პირები, თვითმკვლელობის/ სუიცისდისკენ 160 ზ. ტატანაშვილი, მ. შაღაშვილი, სახელმძღვანელო" სოციალური მუშა ობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში", თბილისი, 2017, გვ. 43- 44. 143 მიდრეკილები, ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები, დაბალი შე მოსავლის მქონე მარტოხელა დედები და სხვა. მაგალითი: ბენეფიციარი არის აივ/ შიდსით, აივ ინფექცია შიდ სით დაავადებული. დაავადების გაგების შემდეგ, მას ჰქონდა სუიციდის მცდელობა. მკურნალობაში ჩართულია ფსიქიატრი. მას მაქსიმალურად სწრაფად უნდა, რომ საავადმყოფოდან გა ვიდეს, და ცდილობს გაიპაროს დაწესებულებიდან. სოციალ ურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს პაციენტი, და აუხსნას, მას რომ აივ/ შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბო ლოოდ განდევნის მეთოდი, თუმცა, შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერე ბა, მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ/ შიდსი გადაიქცა მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად, ვირუსი ორგა ნიზმში რჩება, მაგრამ ის არ აზიანებს მას . სოციალური მუშაკი უნდა შეეცადოს რომ დააყოვნოს იგი საავადმყოფოში, სანამ მი სი გაწერის გადაწყვეტილება არ იქნება მითითებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკს ჰქონდეს კავშირი ბენეფიციარის ოჯახთან. გაესაუბროს მათ, აუცილებლად ჩარ თოს ბენეფიციარის პრობლემების მოგვარებაში. ასევე მნიშვნე ლოვანია დაიგეგმოს ერთად მისი გაწერა ბენეფიაციარის და მი სი ოჯახის ჩართულობით. 3.2.5. სოციალური მუშაკის სხვა ფუნქციები სოციალური მუშაობა არის ის სფერო, რომელიც, საზოგადოებ ის განვითარების კვალდაკვალ ვითარდება. ახალი ურთიერთობე ბის და შესაბამისად, ახალი პრობლემების წარმოქმნისას შესაძლოა პროფესია ახალი, სხვადასხვა მიმართულებითაც განვითარდეს. მა გალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დიდია იმ სო ციალური მუშაკების დეფიციტი, რომლებიც თავშესაფრის მაძიებ ელ უცხოელებთან მუშაობენ. განსაკუთრებით დიდმა ნაკადმა მსოფლიოში ცნობილი შიდაკონფლიქტების და ომების შედეგად ევროპას მიაშურა. ამ ადამიანებს აუცილებლად ჭირდებათ შესაბა მისი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს არამხოლოდ ფსიქოლოგიურ 144 სტრესთან და ჯანმრთელობის გამკლავებას, არამედ ინტეგრაციის პრობლემას, ფორმალური მხარეები, როგორიცაა დოკუმენტაციის მოგვარება და ა. შ. 161 შესაბამისად, კანონის მე-20 მუხლი ითვალის წინებს მსოფლიო განვითარების სწრაფ ტემპს და არ გამორიცხავს, რომ მალე სოციალურმა მუშაკმა იტვირთოს სხვა, ახალი, ფუნქცი ების შესრულება. ამგვარი შეიძლება იყოს ისეთი სპეციალური ფუნქციები, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალის წინებული, მაგრამ გამომდინარეობს ამავე კანონით დადგენილი პრინციპებიდან, უფლებამოსილებებიდან და ფუნქციებიდან და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. იმისათვის, რომ ასეთი ახალი ფუნქციების შესრულება არ მოექცეს რეგულაციის გა რეთ, სოციალური მუშაკის ახალ უფლებამოსილებებს საჯარო და წესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის გან საზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სოციალური მუშაკისათ ვის − დამსაქმებელი. 161 W. Embacher, J. Ekert, Recht für Sozialberufe, 4. Auflage . B. Loderbauer, (Herausgeber), Wien, 2016, S. 297-299; Ch. Stock, B. Schermaier-Stöckl, V. Klomann, A. Vitr, Soziale Arbeit und Recht: Lehrbuch , 2016, S. 190. 145 თავი 4. სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები სოციალური მუშაობის ინსტიტუტი ღირებულებათა სისტემას ეფუძვნება. სწორედ, ამ ღირებულებებიდან გამომდინარეობს, ერ თი მხრივ, სოციალური მუშაობის პრონციპები, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალური მუშაკის მიერ შესასრულებელი ვალდებულე ბები.„ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიღებამდე, საკა ნონმდებლო რანგში არ იყო განმტკიცებული სოციალური მუშაკის უფლებები და ვალდებულებები. ზოგიერთი მათგანი, მხოლოდ დიფუზიურად, ეთიკის ნორმებით, ან დაწესებულებათა შიდაგანა წესით იყო დადგენილი. თუმცა, დღეს აღნიშნული კანონით, დე ტალურად არის განსაზღვრული სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები, რაც უზრუნველყოფს, როგორც ბენეფიციარების, ასევე, სოციალური მუშაკების მაქსიმალურ დაცულობას და ფუნ ქციების უკეთესად შესრულებას. კერძოდ, კი კანონის მეოთხე თა ვის მიხედვით სოციალური მუშაკის უფლება- მოვალეობებია: მო ითხოვოს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა . დამოუკიდებლობა, ბე ნეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სასა მართლოში წარმომადგენლობა, კონფიდენციალურობის ვალდე ბულება, დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება, მონაცემთა გაცემის ვალდებულება, თანამშრომლობის ვალდებულება, ბენეფი ციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება, მიუკერძოებლობა, ინ ფორმაციის ანალიზი, სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესი ული განვითარება. 4.1. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სოციალური მუშაკის უფლებას- მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა. სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 2017 ივნის/ ივ ლისში ჩატარდა, წინ უძღოდა" სოციალური მუშაობის შესახებ" კა ნონის მიღებას. კვლევა მიზნად ისახავდა განსაზღვრულიყო, კონ კრეტულად რა გამოწვევების წინაშე დგას სოციალური სამსახურის 146 ინსტიტუტი და პროფესია. 162 კვლევის ფარგლებში გამოკითხული სოციალური მუშაკებიდან ყველამ(100%) აღნიშნა, რომ თემში გას ვლა აუცილებელია შემთხვევის პრევენციისთვის, რაც მნიშვნე ლოვნად შეამცირებს მიმართვიანობას. თუმცა, აქვე აღინიშნა, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა და რესურსები არ არის საკმა რისი მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად. თემში გასვლა და შემ თხვევის პრევენცია პირდაპირპროპორციულია განხორციელებ ული ვიზიტების რაოდენობის, რაც დაკავშირებულია ტრანსპორ ტირების ფინანსურ ხარჯებთან. 163 სოციალური მუშაკების მიერ დასახელებულ, ხელისშემშლელ პირობებთან დაკავშირებით, კა ნონმა მოახდინა, რეაგირება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელო ვანია კანონის 21- ე მუხლი, რომლის თანახმადაც სოციალურ მუ შაკს უფლება აქვს, ჰქონდეს სოციალური მუშაობის ეფექტიანი ჩა ტარებისთვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, ინფრას ტრუქტურული, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა იმ და წესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც იგი და საქმებულია. კანონი აზუსტებს, რომ საჯარო დაწესებულებაში და საქმებული სოციალური მუშაკისთვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და მისი უზრუნველყოფის წესი განი საზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი. მეორე, კანონის 47- ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთული დან გამომდინარე, მიმდინარე საქმეთა ( შემთხვევათა ) ზღვრულ ოდენობას. 164 162 „ სოციალური სამუშაო, სოციალური მუშაკების ფუნქციები და სტატუ სი“, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია დამოკრატიის განვითარე ბის სააგენტოს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2017 ივნისი- ივლისში, https://ddaagencyblog.files.wordpress.com/2017/10/fes_analysis_.pdf [07.07.2018] 163 იქვე გვ. 9. 164 განხილულია ქვემოთ, სახელმძღვანელოს მე-6 თავში. 147 საქართველოში, სოციალურ მუშაობაში, მართალია წარმატე ბით არის ჩართული არასამთავრობო სექტორი, თუმცა, ძირითა დად სერვისი, სახელმწიფო ორგანოების მიერ უშუალოდ ხორცი ელდება. ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული სოციალური სამუშაოს გაწევა სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორზე არის დელეგირებული - იგი სოციალურ მუშაობის დიდ ნაწილს, ადეკვატური დაფინან სებით, გადასცემს შესაბამის კომპეტენტურ კერძო ორგანიზაცი ებს. 165 საქართველოში კი, სოციალური მუშაობის დიდ ნაწილს თვით სახელმწიფო ახორციელებს. ამიტომ, საქართველოში სოცი ალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებ ელია, თვით სახელმწიფოს მიერ პერსონალური, ტექნიკური, საინ ფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა. სოციალური მუშაკის ეს უფლება, რათქმაუნდა, ვერ იქნება აბსოლუტური, რადგან ანგარი ში უნდა იქნას გაწეული იმ რესურსების გონივრულობაზე, რომე ლი რესურსებიც, მისი ბიუჯეტის ფარგლებშიც სახელმწიფოს გააჩ ნია. 4.2. დამოუკიდებლობა კანონის 22- ე მუხლის შესაბამისად გარანტირებულია სოცი ალური მუშაკის მიერ თავისი უფლებამოსილების დამოუკიდებ ლად განხორციელება. სოციალური მუშაობის პრინციპებიდან და ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საქართვე ლოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, სოციალური მუ შაკი ბენეფიციართან ერთად განსაზღვრავს მისაწოდებელი მომსა ხურების ტიპს და მის ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სოციალური მომსახურების მიწოდება, მრავალმხრივი, ან დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება, რათა აღდგეს, ან გაუმჯობესდეს ბენეფიციარის სოციალური ფუნ ქციონირება და მან შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება. 165 მაგალითად გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში. იხ. დეტალურად სოციალური მუშაობის სერვისის სტრუქტურა- H. Engel, Sozialpolitische Grundlagen der Sozialen Arbeit, 2011. 148 სოციალური მუშაკის მთავარი მიზანია, აღდგეს, ან გაუმჯობეს დეს ბენეფიციარის სოციალური ფუნქციონირება. ამისთვის მან ბე ნეფიციართან ერთად დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს მომ სახურების სახე, ჩარევის ფორმა და ხანგრძლოვობა. მაგალითი: სოციალური მუშაკის ბენეფიციარია 19 წლის გოგო ნა, რომელიც თავისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე წელიწადში ერთხელ იცავს,„ შიმშილობის კვირას“ და მედიტი რებას. გოგონას ოჯახი შეწუხებულია, მისი ქცევით და ფიქ რობს, რომ მის ჯანმრთელობას ამ მოქმედებით საფრთხე ემუქ რება. მას სთხოვენ, უნდა დაივიწყოს მისი რელიგიური გრძნო ბები, აღმსარებლობა და შეწყვიტოს შიმშილი და მედიტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვენ მის გადაყვანას ფსიქიატ რულ საავადმყოფოში, სადაც მოხდება მისი ნების გარეშე მისი გამოკვება. სოციალური მუშაკი, შემთხვევის მართვისათვის, ჩა ერთო საქმეში, მან დაიყოლია ბენეფიციარი, რომ მათ კონსულ ტაცია გაევლოთ ოჯახის ექიმთან. ექიმის კონსულტაციის და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების თანახმად, გოგონას ჯანმრთელობას, კიდევ 3-4 დღე არ ემუქრება საფრთხე, თუ იგი მიიღებს შესაბამის რაოდენობის და შემადგენლობის ვიტამინი ზირებულ სითხეებს. რასაც ბენეფიციარი ეთანხმება. მისი მშობლები, მიუხედავად ამ შედეგებისა, დაჟინებით სთხოვენ სოციალური მუშაკს, რომ მან აიძულოს გოგონას რწმენისა და აღმსარებლობის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში უარი თქვას მასთან მუშაობაზე. ბენეფიციარი ეწინააღმდეგება მშობლებს, რადგან მას კიდევ 2 დღე დარჩა შიმშილობის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკი გადაწვეტილებას იღებს ბენეფიციარის ინდივიდუალურობიდან, მისი კულტურული და რელიგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, რადგან გოგონა სრულწლოვანია, მშობლებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მიიღონ გადაწვეტილებები. სოციალ ური მუშაკი მშობლებისაგან დამოუკიდებლად, ბენეფიციარ თან ერთად, იღებს მხარდაჭერის გეგმას და ახორციელებს მას. 149 4.3. ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ბენეფიციართან სოციალური მუშაობის ერთ- ერთი მნიშვნელო ვანი ელემენტია, შემთხვევაზე მუშაობისას ბენეფიციარის ინფორ მირებული თანხმობის არსებობა. შესაბამისად კანონი 23- ე მუხ ლით ადგენს სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარისთვის ინ ფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. იგი ვალდებულია სოცი ალური მუშაობა წარმართოს ბენეფიციარისთვის ღიად, მისთვის ინფორმაციის მიწოდებით და მისი თანხმობით. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საჭირო მომსახურების, არსებული რის კისა და დაბრკოლების შესახებ. სოციალური მუშაკის ვალდებულების შემხვედრად, ბენეფიცი არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მიიღოს სოციალური სა მუშაოს მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია. სოციალ ური მუშაობის მიზნების და ფუნქციონირების შესახებ სრულყო ფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უზრუნველყოფს ბენეფი ციარსა და სოციალურ მუშაკს შორის ურთიერთობის დამყარე ბას. 166 აღნიშნული მნიშველოვანია, რადგანაც ბენეფიციარს არ შე ექმნას ცრუ მოლოდინი. კანონი ითვალისიწინებს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს ბენეფიციარის თანხმობა აუცილებელი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს სოციალური მუშაკის ვალდებულება, რომ თემს, სადაც მომსახურება ხორციელდება, რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული სოციალური მომსახურების, მიზნების დანიშნულების და მიმდინარეობის შესახებ. ინფორმირებულობის შედეგად ბენეფიციარს ექნება სრული ინ ფორმაცია საკუთარი უფლებების – კონფიდენციალურობის დაც ვის, სოციალურ მუშაობაში მისი აქტიური მონაწილეობის, საკუთა რი აზრის გამოხატვისა, მომსახურების შეფასების, გასაჩივრების 166 Red. M. Leinenbach, W. Nodes, G. Stark-Angermeier, Grundlagen für die Arbeit des DBSH e.V Deutscher Berufsverband für Soziale Arbeit e.V . 2009, S. 10. 150 შესახებ. მას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია სოციალური მუ შაკის იურიდიული და ეთიკური პასუხისმგებლობების და მომსა ხურების სტანდარტების შესახებ. სოციალური მუშაობის განმა ხორციელებელი ორგანიზაცია, ინდივიდებს და თემს რეგულარუ ლად აწოდებს ინფორმაციას არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებების შესა ხებ. 167 4.4. სასამართლოში წარმომადგენლობა სოციალური მუშაობა, მრავალმხრივი საქმიანობაა. აქედან გა მომდინარე, სოციალური მუშაკი ვალდებულია, განსაზღვრულ შემთხვევებში ჩაერთოს სასამართლოს პროცესში. მისი ეს საქმიან ობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ კონტექსტში, რომ იგი მოსამარ თლეს, და ასევე მხარეებს, ეხმარება რეალური ვითარების გააზრე ბაში. მოსამართლისათვის, გადაწვეტილების მიღების პროცესში ერთ – ერთ, მნიშვნელოვან მტკიცებულებას და დასაყრდენს წარმო ადგენს სწორედ , სოციალური მუშაკის შეფასებები, მოსაზრებები და მისი მიერ შედგენილი დასკვნა 168 . სოციალური მუშაკი, საქართველოს კანონმდებლობის თანახ მად, ახორციელებს სასამართლოში წარმომადგენლობას.„ სოციალ ური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27- ე მუხლით, სო ციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამარ თლო პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინე ბულ შემთხვევაში, ან სასამართლოს გადაწყვეტილების/ განჩინების საფუძველზე. სოციალურ მუშაკს შეუძლია, ბენეფიციარის საუკეთ ესო ინტერესიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს სასამარ თლო მედიაციის პროცესში, რაც დადგენილია განრიდების შესა ხებ, მედიაციის პროცესის სამართლებრივი რეგულაციებით, რო 167 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები. თბილისი, 2010, გვ. 9. 168 Ch. Stock, B. Schermaier-Stöckl, V. Klomann, A. Vitr, Soziale Arbeit und Recht: Lehrbuch , 2016, S. 298. 151 მელსაც თავის მხრივ,„ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ადგენს. გარდა ამისა, აღნიშნული კოდექსი ავალდებულებს სოციალ ური მუშაკს მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსა ჯულების პროცესში და უზრუნველყოს სასამართლოსთვის შემ თხვევის, ან ბენეფიციარის შესახებ ობიექტური ფსიქოსოციალური დასკვნის მომზადება. გარდა არასრულწლოვანთა პროცესში სასა მართლოში წამომადგენლობისა, სოციალური მუშაკის საქმიანობის ერთ- ერთი უმთავრესი მიმართულებაა სასამართლო წარმომადგენ ლობა, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ა) სასამართლოში წარმომადგენლობა არასრულწლოვანთა მარ თლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა კოდექსის შემოღების ერთ- ერთ მნიშვნე ლოვან დადებით ფაქტორად უნდა ჩაითავალოს, რომ იგი საკანონ მდებლო დონეზე უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის ჩართვას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. აღსანიშნავია, რომ კო დექსში, მისი მიღებისთანავე გაიწერა, არასრულწლოვანთა მარ თლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალების გადამზა დებისა და შესაბამისი მოდულების შექმნის ვალდებულება 169 , ამავე კოდექსის მე-3 თავი მთლიანად ეძღვნება არასრულწლოვანთა მარ თლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირების, მათ შორის სო ციალური მუშაკების, სპეციალიზაციას. აღნიშნული კოდექსის 21- ე მუხლი განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უნდა მონაწილეობდეს არასრულწლოვანთა მართლმსა ჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი. არასრულწლო ვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, მისი მიღებისთანავე გაიწ ერა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალების გადამზადებისა და შესაბამისი მოდულების შექმნის ვალდებულება. 170 169 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 101- ე მუხლი. 170 საქართველოს მთავრობის N668 დადგენილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი, პირველი მუხლი. 152 მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის შესახებ, ამზადებს ინდივიდუალურ ანგარიშს. იგი მზადდება 1) განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას; 2) სასჯელის დანიშვნი სას; 3) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას; 4) არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას; 5) პირობით ვადამდე გა თავისუფლების საკითხის განხილვისას. სოციალური მუშაკი ინდივიდუალური შეფასების პროცესში შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს , ცხოვრე ბის , აღზრდისა და განვითარების პირობებს , განათლებას , ჯან მრთელობის მდგომარეობას , ოჯახურ ვითარებას და სხვა გარე მოებებს , რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებე ბის შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა . ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში სოციალური მუშაკი ასახავს არასრულწლოვნის განსაკუთრებულ საჭიროებებს , დანაშაულის / ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკს და , შესაბამისად , არასრულწლოვნის სათანადო განვითა რებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებულ ღონისძიებებს. ბ) სასამართლო წამომადგენლობა შვილად აყვანის საკითხებ თან დაკავშირებით შვილად აყვანის პროცესის მართვა მეტად საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგენს და სოციალური მუშაკის მიერ დიდ ყუ რადღებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ შვილად აყვანის შემთხვე ვაზე მუშაობის დროს, სოციალური მუშაკი განსაკუთრებით მჭიდ როდ თანამშრომლობს სასამართლოსთან. „ შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონით, მეურვეობ ისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო მონაწილეობას იღ ებს შვილად აყვანის შესახებ, სასამართლო საქმის წარმოების პრო ცესში. აღნიშნულ პროცესში b მნიშვნელოვან როლს, უწყების იურ აღნიშნულ ტრენინგ მოდულზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს და სოციალური მუშაკი უახლოეს მოამავალში გადამზადდებიან. 153 ისტი ასრულებს, თუმცა იგი პროცესს წარმართავს სოციალური მუ შაკის მიერ მომზადებული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მშობელი არასაპატიო მი ზეზით არ იჩენს სისტემატურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და ცნობილია მშობლის საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მეურვე ობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი, რომ უყურადღებობის გამო ბავშვი შეიძ ლება მიტოვებულად აღიარონ და გააშვილონ. სოციალური მუშა ობის პრიორიტეტია ოჯახის გაძლიერებითა და მხარდაჭერით, მი სი ერთიანობის შენარჩუნება. იგი არამხოლოდ სოციალური მუშა ობის, არამედ საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ერთ- ერ თი მნიშვნელოვანი პრინციპია. ოჯახის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული , თუ არ არსებობს უსაფრთხოების სხვა საფუძ ვლები , რომლებიც მის წევრთა განცალკევებას საჭიროებს . მი უხდავად იმისა, რომ სოციალურ მუშაკს, შესაბამისი რეგიონალ ური საბჭოს თანხმობის შემთვევაში, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა შეუძლია, ეს ქმედება არის ultima ratio- ყველაზე უკიდურესი ზო მა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესით იყოს დასაბუთებული, მაგალითად, როცა ყველა სხვა გზა ამოწურ ულია , როდესაც ბავშვის სიცოცხლეს, თუ განვითარებას ემუქრება საფრთხე , როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და სასი ცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებულ სიტუაციას მისი განრიდე ბა., რადგან სოციალური მუშაობის მიზანი არ არის ბავშვის გან ცალკავება, არამედ ოჯახის ჰარმონიული თანაცხოვრების ხელ მშეწყობა. ყველაზე უკეთესი გარემო ბავშვის მშვიდ, სიყვარულით სავსე და უსაფრთხო განვითარებისათვის- არის ოჯახი. სოციალ ურმა მუშაკმა არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა იმისთვის, რომ იმ უშაოს ოჯახებთან. გამოძებნოს გზები და გააძლიეროს ისინი, რათა თავიდან იქნეს აცილებული, ბავშვის გაშვილება , ან მისი მიტოვება. თუმცა, სოციალური მუშაკი ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შემდე გაც, აგრძელებს მუშაობას ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან, რათა იქ არსებული პრობლემის დაძლეულ იქნეს და ბავშვი ოჯახში დაბ რუნდეს. 154 თუ გაფრთხილებიდან 2 თვის ვადაში, მშობელი კვლავ არ ინ ტერესდება ბავშვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობ რივი ორგანო ვალდებულია მიმართოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების, ან ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოს. მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს, დადგენილი წესით ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და მის მიმართ შესაძლებელია შვილად აყვანის პროცედურების გან ხორციელება. შვილად აყვანის პროცესში, რომელიც განიხილება საქართვე ლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გასაშ ვილებელი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი იცავს. სოციალ ური მუშაკი ამზადებს შვილად აყვანის შესახებ დასკვნას და წა რუდგენს მას სასამართლოს. შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მო იცავს კანონით ზუსტად დადგენილ მონაცემებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული შვი ლად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წა რედგინება შესაბამის რაიონულ( საქალაქო) სასამართლოს. მეურვეობა- მზრუნველობის ორგანო ამზადებს დასკვნას საქარ თველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვა ნის შესახებ და წარუდგენს მას სასამართლოს. მეურვეობა- მზრუნ ველობის ორგანოში დასაქმებული სოციალური მუშაკი თავის მხრვ, ახორციელებს ბავშვის შეფასებას, იღებს მონაწილეობას შე თავსების პროცესში და ადგენს ამასთანავე შეთავსების დასკვნას. დასკვნაში დამატებით უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გა საშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის და მიმღებ სახელმწიფოში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ და გარემოებები, რომელთა გამოც გასაშვი ლებელი ბავშვისთვის მშვილებლები( მშვილებელი) საქართველო ში ვერ მოინახა.„ შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სიახლეს, რომლის თანახმადაც სოციალური მუშა კი ჩართულია შვილად აყვანის კომისიის მუშაობაში. ეს უკანასკნე ლი არის სათათბირო სტრუქტურა, რომელიც წარმართავს საერთა 155 შორისო შვილად აყვანის პროცესს. სოციალური მუშაკის ფუნქციაა, საბჭოს განსახილველად წარუდგენოს დასკვნა თავსებადობის შე სახებ. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უფ ლება აქვს ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს საკუთარი დასკვნა, მიმართოს სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მოითხოვოს სასამარ თლო პროცესის შეჩერება. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ბავშვის სრულწლოვა ნების მიღწევამდე მისი შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს საქარ თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შვილად აყვანის გაუქმების საქმის სასამართლო განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა სავალდებულოა. 4.5. კონფიდენციალურობის ვალდებულება სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 24- ე მუხლი ავალდე ბულებს სოციალური მუშაკს, რომ დაიცვას ის ინფორმაცია, რომე ლიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის ჩატარები სას. თუმცა, კანონი აქვე ადგენს იმ შემთხვევებს, რომელთა არსებო ბისაც, სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება კონფი დენციალურობის დაცვის ვალდებულება. თუ: 1) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდე ბულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუ ბენეფიციარი არასრულ წლოვანია, იგი სოციალურ მუშაკს აღნიშნული ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს ბენეფიციარის კანონიერი წარმო მადგენლის თანხმობით; 2) სოციალურ მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით გათვა ლისწინებული შეტყობინების ვალდებულება ინფორმაციის გაცე მას აკისრებს; 3) სოციალური მუშაკისთვის ცნობილი ინფორმაციის გაუცემ ლობა ზიანს მიაყენებს უფრო ღირებულ, სამართლებრივ სიკეთეს. 156 საყურადღებოა, რომ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდე ბულება სოციალურ მუშაკზე ვრცელდება სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგაც. ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფრომაციის კონფიდენცი ალურობა, გარდა აღნიშნული რეგულაციისა, დაცულია საქართვე ლოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით( პირადი და ოჯახური ცხოვ რების , პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები) და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით( ოფიციალურ ჩანაწე რებში არსებული ინფორმაციის დაცვა), სისხლის სამართლის კო დექსის 157- ე მუხლი( პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი ( შეზღუდვები პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავ შირებით). კონფიდენცილურობის დაცვა არის საფუძველი იმისა, რომ ბე ნეფიციარს ჰქონდეს ნდობა სოციალური მუშაკისა და მომსახურე ბის გამწევი ორგანიზაციის მიმართ. სოციალურმა მუშაკმა უპირ ველესად უნდა გააცნოს ბენეფიციარს კონფედენციალურობის ვალდებულების შესახებ, რომ იგი და თვით ორგანიზაცია უზრუნ ველყოფენ ბენეფიციარის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის და მათთან განხორციელებული ინტერვენციის კონფიდენციალ ურად შენახვას. იმავდოულად სოციალური მუშაკმა უნდა გაანდოს კონფიდენცილურობასთან დაკავშირებული შეზღუდევები. ამ მიზნით, სოციალური მუშაკი მომსახურების დასაწყისშივე ბენეფი ციარს აწვდის ინფორმაციას არამხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვის, არამედ მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების შესახებ. მაგალითად, როდესაც არსებობს თვით მკვლელობის, ან სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, ან სასა მართლოს გადაწყვეტილებით ხდება ინფორმაციის მოთხოვნა. ყვე ლა დანარჩენ შემთხვევაში სოციალური მუშაკი ორგანიზაციებსა, თუ სახელმწიფო უწყებებს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციას უზიარებს მხოლოდ ბენეფიციარის, ან მისი მზრუნველის/ მეურვის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, სადაც მითითებულია გა საცემი ინფორმაციის შინაარსი, ინფორმაციის მიმღები პირი/ უწყე 157 ბა და ინფორმაციის გაცემის პერიოდი. 171 მომსახურების მიმწოდე ბელ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ჩამოყალიბებული პროცედუ რა, იმის შესახებ, თუ რა სახის მოქმედებები უნდა განხორციელდეს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, როცა არსებობს ბენე ფიციარზე ძალადობის, ან ბენეფიციარის მხრიდან თვითდაზიან ების, ან სხვების დაზიანების რისკი. სწორედ, ამ სტანდარტის მი ხედვით მოქმედებს სოციალური მუშაკი. მაგალითი: მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკი შე იტყობს, რომ ოჯახიდან ისმის ჩხუბის ხმა, ქალს სისტემა ტურად აქვს სხეულის დაზიანებები. თუმცა, არავინ მიმარ თავს სამართალდამცავ ორგანოებს. ფაქტის შეტყობის შემ დეგ, სოციალური მუშაკი გაესაუბრება ქალს, რომელსაც სხეულზე ძალადობის ნიშნები აქვს. მას თავდაპირველად არ სურსსოციალურ მუშაკთან საუბარი, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, უყვება სოციალურ მუშაკს, რომ ქმარი სისტემატურად ძალადობს მასზე. ინფორმაციის გამხელის , ან სახლიდან წასვლის შემთვევაში, კი ემუქრება, რომ შვილს წაართმევს და სცემს. ამიტომ ის სთხოვს სოციალ ურ მუშაკს, რომ არავისთან გაამხილოს მისი პრობლემა. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ფაქტის გამო, რადგან ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზი ანის მიყენების საფრთხე რეალური და მაღალია. ამ შემ თხვევაში მასზე არ ვრცელდება კონფიდენციალურობის ვალდებულება. 4.6. დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 27- ე მუხლი ავალდე ბულებს სოციალურ მუშაკს შესაბამის წესისა და პროცედურების დაცვით აწარმოოს დოკუმენტაცია. 171 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები, თბილისი, 2010, გვ. 11. 158 სოციალური სამუშაოს მომსახურების ერთ – ერთი მნიშვნელო ვან ასპექტს შეადგენს ბენეფიციართა დოკუმენტაციის და მომსახუ რების პროცედურით გათვალისწინებული ჩანაწერების წარმოება. სოციალური მუშაკი რეგულარულად აღრიცხავს თავის საქმიანობ ას ბენეფიციართან ინდივიდუალური შემთხვევის ფარგლებში. აგ რეთვე ახდენს ამ შემთხვევასთან დაკავშირებული საჭირო დოკუ მენტაციის შეგროვებას( სამედიცინო, იურიდიული, სხვა ორგანი ზაციებისთვის ბენეფიციარის ინფორმაციის გაცემის შემთხვევებს). იგი ვალდებულია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარ მოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბენეფიციარის შესახებ მონაცე მებს, ღონისძიების გამოყენების საფუძველს, ბენეფიციარის შეფა სებას, მისი გეგმის დეტალურ აღწერას, ღონისძიებაში მონაწილე მხარეებს, ღონისძიების მიმდინარეობას ეტაპების მიხედვით, შუ ალედურ დასკვნებს, ღონისძიების ხანგრძლივობას, შედეგს და დასკვნით შეფასებას. გარდა ამისა, სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული ჩანაწე რები და დოკუმენტაცია ბენეფიციარის შესახებ მოიცავს შემდეგს: 1) მომართვის დეტალებს; 2) ბენეფიციარის შეფასებას; 3) ინტერვენციის გეგმას; 4) ბენეფიციართან კონტაქტის აღწერას( თარიღებისა და დროის მითითებით); 5) ბენეფიციარის დინამიკის მონიტორინგს; 6) ინფორმაციას მიღწეული შედეგების, აგრეთვე, საქმის და ხურვის, ან მიმართვის მიზეზების თაობაზე; 7) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარისგან წერილობით ნე ბართვას ინფორმაციის გაცემის თაობაზე; 8) ბენეფიციარის სამედიცინო, იურიდიული, პირადობის, ან სხვა ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია. 172 172 იქვე, გვ. 20. 159 სოციალური მუშაობის განმახორციელებელი დაწესებულება შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დოკუმენტაცი ის წარმოების წესსა და ფორმას. აღნიშნული დოკუმენტაციის შე მუშავებასა და განახლებაში მონაწილეობას იღებს სოციალური მუ შაკი. დაწესებულება ვალდებულია დამუშავებული დოკუმენტაცია შეინახოს სოციალური მუშაობის მიმდინარეობისას და მისი დას რულების შემდეგ გონივრული ვადით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის ჩასატარებლად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დაწესებულებისთვის საქართველოს კა ნონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებ ლად. დოკუმენტაციის შენახვის ვადას განსაზღვრავს აღნიშნული დაწესებულება. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურმა მუშაკმა, ბენე ფიციარის სურვილის შემთვევაში, უზრუნველყოს მისი ინფორმი რებულობა იმ პირების თაობაზე, რომელთაც ხელი მიუწვდებათ მის დოკუმენტაციაზე. დაწესებულება, და ასევე სოციალური მუშა კი უზრუნველყოფს ბენეფიციარზე არსებული დოკუმენტაცია უს აფრთხო ადგილას იყოს შენახული. დაწესებულებას ასევე შემუშა ვებული უნდა ჰქონდეს ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორ მაციის კონფიდენციალობის დაცვის პროცედურები. სოციალური მუშაკი სოციალური მუშაობის დასრულების, ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია ბენეფი ციარის შესახებ მონაცემები გადასცეს მის შემცვლელს, ან თავის უშუალო ხელმძღვანელს. 4.7. მონაცემთა გაცემის ვალდებულება სოციალური მუშაკი, თავისი უფლება- მოვალეობის შესრულე ბისას, პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა გახ დეს სამართალდარღვევის, ან შესაძლოა დანაშაულის მოწმე, ამიტ ომ კონფიდენცილურობის ვალდებულებასთან ერთად მას აქვს, ინ ფორმაციის გაცემის ვალდებულებაც. ეს რა თქმაუნდა უპირველე სად ეხება თვით ბენეფიციარს, რადგან მას უფლება აქვს, იცოდეს მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იგივე უფლებით სარგებლობს მისი წარმომადგენელი, ან საქართველოს კანონმდებლობით გან 160 საზღვრული სხვა პირი,( მაგალითად იმ შემთხვევაში პირი, რო მელსაც გაჩნია ბენეფიციარის, ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა ბენეფიციარის შესახებ, ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით). პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას და ასევე მისი შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლის თანახმადაც ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწე სებულებაში მასზე არსებულ, ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალ ურ დოკუმენტს. კონსტიტუცია აქვე ადგენს იმ შემთხვევებს, რო დესაც ინფორმაციის მიღება შეიძლება შეზღუდული იქნეს. ამგვა რი შეზღუდვები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, დაწესე ბულია- თუ ინფორმაცია შეიცავს კომერციულ , ან პროფესიულ, ან სახელმწიფო საიდუმლოებას. შეზღუდვა ვრჩელდება იმ შემთხვე ვებზეც, თუ ინფორმციის გაცემამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დე მოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ სახელმწიფო, ან საზო გადოებრივი უსაფრთხოებას. ხოლო მე-3 პუნქტით ადგენს, ზოგადად, ყველა სხვა ინფორმა ციის გაცემის შეზღუდვის საფუძვლებს. ამ უკანასკნელის მიხედ ვით, იმგვარი ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინან სებთან, ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელ მისაწვდომი, თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე. თუმცა, კონ სტიტუცია ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, როცა პირის თანხმო ბის გარეშეც არის შესაძლებელი ინფორმაციის გაცემა მის შესახებ: 1. როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2. საჯარო ინტერესების, 3. ჯანმრთელობის, ან 4. სხვათა უფლებების დასაცავად. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლის მე-2 პუნქტის არის მითითებითი ნორმა. რომელიც, ინ ფორმაციის გაცემის წესის, მონაცემთა დაცვის გარანტიებისა და მათ გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად და მარეგულირებლად, ას ახელებს„ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 161 კანონს. ეს კანონი კი განსაზღვრავს, რომ პირს აქვს უფლება მო ითხოვოს ინფორმაცია, მის შესახებ არსებული მონაცემების შესა ხებ 173 . მუხლი კი, თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ ნებისმიერმა პირმა, რომლის შესახებაც არსებობს მონაცემები შეუძლია იგი მო ითხოვოს, შესაბამისი უწყებიდან. ინფორმაცია მას უნდა მიეწოდე ოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვი ანეს 10 დღისა. თუმცა, ამავე კანონით დადგენილია ის ხუთი სა ფუძველი 174 , რომლის არსებობისას დაწესებულებას, უფლება აქვს უარი უთხრას ბენეფიციარს, ან სხვა პირს მის შესახებ პირადი მო ნაცემების გაცემაზე. ინფორმაციაზე უარის თქმის საფუძველი შე საძლოა იყოს შემდეგი: 1) სახელმწიფო უსაფრთხოების, ან თავდაც ვის ინტერესები. 2) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. 3) დანაშაულის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. 4) ქვეყნის მნიშ ვნელოვანი, ფინანსურ, ან ეკონომიკურ( მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული) ინ ტერესები 5) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებები და თა ვისუფლებები. მაგალითი: მეურვეობა- მზრუნველობის სააგენტოს წერილო ბით მიმართა შინაგან საქმეთა სამინიტროს ტერიტორიულმა ორგანომ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა. რომელიც მოითხოვდა, ერთ ერთი ბენეფიციარის პირად საქმეს. ოფილურ წერილში მითითებული იყო, რომ ბენეფიციარის მიმართ მი დინარეობდა გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 323 2 ე მუხლით, რაც გულისხმობს საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობას. აღნიშნულ შემთხვევაში სოციალურ მუშაკს, და დაწესებულებას( მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს) აქვს ვალდებულება გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას საქმესთან და კავშირებით, ბენეფიციარის შესახებ აქვს. 173 „ პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის 21- ე მუხლის პირველი პუნქტი. 174 იქვე. 162 4.8. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება კანონის 29- ე მუხლი ადგენს, რომ სოციალური მუშაკი ვალ დებულია სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარის საუკეთ ესო ინტერესისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწი ნებით. იგი ხელს უწყობს ბენეფიციარის თვითრეალიზაციას, მისი შესაძლებლობებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარის გა უმჯობესებას. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნტი განმარტავს ბე ნეფიციარის საუკეთესო ინტერესის ტერმინს 175 , როგორც ბენეფი ციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულ ფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების, ან ამ კა ნონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველ თაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად ბენეფიციარი არის საზო გადოების მოწყვლადი წევრი, რომლის მხარდაჭერა და სოციუმში ინტეგრაციაც არის სწორედ კანონის მიზანი. აქედან გამომდინარე, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ათვლის წერტი ლი სოცილური მუშაკისათვის უნდა იყოს ბენეფიციერის ინდივი დუალიზმი, მისი მოთხოვნილებები და სურვილები, რომლებიც, პირველი- უნდა იყოს მორგებული სოციუმზე, სადაც მას უხდება ცხოვრება. და მეორე – არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართვე ლოს კანონმდებლობას. თუმცა, თუ სოციალური მუშაკი აფასებს, რომ ბენეფიციარის უფლებებს საქართველოს კანონმდებლობა სა თანადოდ არ იცავს, ან იგი გარიყულია საზოგადოების მიერ, მან უნდა შეძლოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესებიდან გამომ დინარე, სოციალური ცვლილებების ინიცირება, ან მათი გააქტი ურება. იგი იწყებს ადვოკატირებას, ბენეფიციარის საუკეთესო ინ ტერესების დასაცავად სახელმწიფო სტრუქტურებში და საზოგა დოებაში. 175 იხ. ტერმინის განმარტება სახელმძღვანელოს პირველ თავში, ქვეთავი 1.2.3. 163 სოციალურმა მუშაკმა უნდა გაითვალისიწინოს, რომ„ ბენეფი ციარის საუკეთესო ინტერესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ზნე ობრივ ნორმებს. ტერმინი„ ზნეობრივი ნორმები“ გამოიყენება ქარ თულ კანონმდებლობაშიც. მაგალითად, საქართველოს სამოქალა ქო კოდექსი, ხშირად იყენებს ამ დეფინიციას. 176 ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკი მასზე და კისრულებული ფუნქციების შესრულებისას, როგორიცაა მაგალი თად: ბავშვის მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა, არასრულწლო ვან პირებზე მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება, ოჯახურ დავებში ბავშვის სამზრუნველო დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია და ბავშვის სამზრუნველო დაწესებულება ში განთავსების პრევენცია- ყოველთვის მოქმედებდეს ბავშვის სა უკეთესო/ ჭეშმარიტი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, 177 განმარ ტავს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს, რომელიც არის „ არასრულწლოვანის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთე ლობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასი ათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება“. კოდექსის თანახმად,„ არასრულწლოვანთა მარ თლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინე ბული უნდა იქნეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. სწორედ , ამ ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, სისხლის სამართლის სფეროში დასაქმებულმა სოციალურმა მუ შაკმა. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ სოცილურმა მუშაკებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქ ციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვნის კეთილ დღეობას, სოციალურ განვითარებას, უსაფრთხოებას და არასრულ 176 იხ. დეტალური განმარტებები, საქართელოს სამოქალაქო კოდექსის კო მენტარი, რედ. ლადო ჭანტურია, თბილისი, 2017, გვ. 12, 177 „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი. 164 წლოვნის მოსაზრებას, მისი ასაკისა და უნარების- განვითარების დონის, აღქმისა და კომუნიკაციის უნარების- გათვალისწინებით. „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსი, ასევე ით ვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებას არ ასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. კოდექსის 79- ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პატიმრობის, ან თავისუფ ლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა იყოს საკმარისი რაოდ ენობის კვალიფიციური და გადამზადებული სოციალური მუშა კი. ხშირად, სოციალური მუშაკი გამოდის, როგორც შუამავალი ინ დივიდსა და გარემოს შორის. 178 მათ შორის, სხვადასხვა სისტემის ერთმანეთთან დაკავშირების პროცესში სოციალური მუშაკი იცავს ბენეფიციარის ინტერესს. დაცვა გულისხმობს, რომ არამხოლოდ ინდივიდუალური მუშაობისას, არამედ სოციალური პოლიტიკის ადვოკატირების დროსაც იგი ვალდებულია გაითვალისიწინოს ბე ნეფიციარის საუკეთესო ინტერსები, და ამ მოტივაციით იბრძო ლოს, აუცილებელი რესურსებისა და სერვისის მოძიებისათვის, მი სი მიზანია, სრულყოფილ და ჰარმონიულ გარემოში განვითარე ბის საშუალების მიცემა . 4.9. მიუკერძოებლობა კანონის 30- ე მუხლი ადგენს, რომ სოციალური მუშაკი ვალდე ბულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებ ელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერე სით, რადგან დაუშვებელია, რომ სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. სოციალურ მუშაკს აქვს თვითაცილების უფლება. იმ შემთხვე ვაში, თუ სოციალური მუშაკი ფიქრობს, რომ მას სუბიექტური , ან ობიექტური მიზეზებით არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სო 178 ს. ნამიჭეიშვილი და მ. მგელიაშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის საფუძვლები სახელმძღვანელო ბავშვებთან და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, თბილისი, 2010, გვ. 37. 165 ციალურ მუშაკს ხელს შეუშლის მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირე ბით, სოციალური მუშაკი თავისი დამსაქმებლის წინაშე აყენებს თვითაცილების საკითხს. კანონი, ასევე, ადგენს, რომ საქმეზე აცილების საკითხის დაყე ნების უფლება დამსაქმებლის წინაშე არა მხოლოდ სოციალურ მუ შაკს თავად, არამედ იგივე საფუძვლებით ბენეფიციარს და მესამე პირსაც აქვს. ორივე შემთხვევაში, სოციალური მომსახურების გან მახორციელებელი დაწესებულების წინაშე უნდა დასაბუთდეს თვითაცილების, ან აცილების მიზეზი. დაწესებულება იღებს გა დაწყვეტილებას აცილების, ან თვითაცილების შესახებ. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს რომ, სოციალური მუშაობ ის პროცესში, თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქ ტი. აცილების საკითხი უნდა გადაწყდეს ბენეფიციარის საუკეთ ესო ინტერესის მაქსიმალური გათვალისწინებით. მაგალითად, სო ციალური მუშაკი არ უნდა იყენებდეს ბენეფიციარს საკუთარი ინ ტერესებისათვის, არ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა, თუ მასთან პირადი, ან საქმიანი ურთიერთობითაა დაკავშირებული. ბენეფი ციარსა და სოციალურ მუშაკს შორის მკაცრად უნდა არსებობდეს მხოლოდ პროფესიული ურთიერთდამოკიდებულება; 179 მაგალითი: სოციალური მუშაკი მუშაობს მცირეწლოვანი ბავ შვის მინდობით აღზრდის საკითხზე. მან ოჯახიდან უნდა გა მოიყვანოს ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ არის ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, აღმოჩნდება, რომ სოციალური მუშაკი არ ის ოჯახის ახლო ნათესავი. შესაბამისად, იგი განცხადებით მი მართავს მეურვობა მზრუნველობის სააგენტოს უფლებამოსილ პირს, რომ მოახდინოს თვითაცილება აღნიშნულ საქმეზე. 4.10. ინფორმაციის ანალიზი იმისათვის, რომ სოციალური მუშაობა არ იყოს, მხოლოდ მოკ ლევადიან ჩართვაზე გათვლილი, იგი როგორ პრაქტიკული, გამო 179 იქვე გვ. 23. 166 ყენებითი მეცნიერება მუდამ უნდა განიცდიდეს პროგრესს. 180 მის განვითარებაში, პირველ რიგში, სოციალური მუშაკებიც უნდა იყ ვნენ აქტიურად ჩართულები. კანონის 31- ე მუხლის თანახმად, სო ციალურ მუშაკს უფლება აქვს, არსებული სოციალური პრობლემე ბის შემცირებისა და გადაჭრის, სოციალური სისტემის ფუნქციონ ირების გაუმჯობესების და ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით გააანალიზოს ინფორმაცია და ანალიზის შედეგების შესახებ მონა ცემები მიაწოდოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. უფლებრივი ჭრილის გარდა, ინფორმაციის ანალიზი სოციალური მუშაკის მო ვალეობად უნდა იქნეს განხილული. აღნიშნული ინფორმაციას ანალიზს უნდა მოჰყვეს რეაგირება დაწესებულების მიერ, რომ სამომავლოდ, დაიხვეწოს სოციალური მუშაობის სფეროში დამკვიდრებული მეთოდები და მხარდაჭერი ლი იქნეს ინოვაციური მიდგომის შემოღება. თუმცა, აღნიშნული რეაგირების შესახებ გადაწყვეტილება არის დამსაქმებლის დისკრე ციული უფლებამოსილება. სოციალური მუშაობის შეფასების პროცესისთვის მნიშვნელო ვანია მისი ანალიტიკა . ამისათვის კი, საჭიროა დაწესებულებაში საინფორმაციო ბაზის შექმნა, რაც გულისხმობს, როგორც მონაცემე ბის, კვლევის, აქტუალური ინფორმაციის ანკეტირებას, ასევე შეხ ვედრების ოქმების, მომსახურებების მიმღებთა კმაყოფილების, თუ საჩივრების აღრიცხვას. აღნიშნული ინფორმაციის ერთ მთლიან ობაში გაანალიზება, არის იმის წინაპირობა, რომ გაუმჯობესდეს სოციალური სისტემის ფუნქციონირება. სოციალური მუშაკის ერთ- ერთ მოვალეობას წარმოადგენს მის მიერ ჩატარებული სამუშაოს ფარგლებში მიღწეული შედეგების ანალიზი და კვლევა. შემთხვევის მონიტორინგის პირობებში სოცი ალური მუშაკი იმ მიღწევებს იკვლევს და აანალიზებს, რა შედეგე ბიც მისმა ჩარევამ გამოიწვია. ყოველგვარი შედეგი, იქნება ეს და დებითი, თუ უარყოფითი, საჭიროებს ანალიზს. სოციალურ მუშაკს 180 Ch. Stock, B. Schermaier-Stöckl, V. Klomann, A. Vitr, Soziale Arbeit und Recht: Lehrbuch, 2016, S. 28. 167 ინფორმაციის ანალიზი აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზროს განხორციელებული ინტერვენციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და საბოლოოდ შეაფასოს გაწეული სოციალური მუშა ობის წარმატება. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი დიდი ზე გავლენას ახდენს, ემპირიულად ორიენტირებულ კვლევის შედეგებზე, რასაც მნიშვნელოვანი უპირატესობა ენიჭებათ, იმგვა რი პრაქტიკული საქმიანობის განვითარებისათვის, როგორიცაა, სოციალური მუშაობა. 4.11. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება კანონმა, სოციალური მუშაობის სფეროში საკანონმდებლო დო ნეზე დანერგა სოციალური მუშაკის პროფესიული განვითარების უწვეტობა, რაც სოციალური მუშაობის მიმართულებით ერთ- ერთი დადებითი და მნიშვნელოვანი სიახლეა. 32- ე მუხლი, მიუთით ებს, რომ სოციალური მუშაობის მიზნებიდან გამომდინარე, სოცი ალური მუშაკი, ვალდებულია შეთავაზებულ, პროფესიული განვი თარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესი ული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით კი, უზრუნველყუფი ლია ამ ნორმის ინსტიტუციური გარანტია: დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ მუშაკს, მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 2017 ივნისი/ ივლისში ჩა ტარდა, წინ უძღოდა კანონის მიღებას. სოციალური მუშაკის პრო ფესიაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზად მრავალმა რეს პოდენტმა ერთმანეთის მსგავსი გზა დაასახელა, მათ შორისაა პრო ფესიული განვითარებისა და ზრდისთვის სხვადასხვა სახის ტრე ნინგების და კურსების ჩატარება. 181 181 „ სოციალური სამუშაო, სოციალური მუშაკების ფუნქციები და სტატუ სი“, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია დემოკრატიის განვითარე ბის სააგენტოს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2017 ივნისი/ ივლისში. გვ. 9, იხ. https://ddaagencyblog.files.wordpress.com/2017/10/fes_analysis_.pdf 168 ზემოთ აღნიშნული კანონის ჩანაწერის მიზანია სოციალური მუშაობის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლება, სოციალური მუშაკების მხრიდან კვალიფიციური და მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდება. სწორედ, ამისათვის ადგენს კანონი სოციალ ური მუშაკის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, პრო ფესიული განვითარების პროგრამებში მისი სავალდებულო მონა წილეობის საკითხებს, ამ პროცესში სოციალური მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების ჩართულობას და მოხელის პროფესიული განვითარებისათვის შესაძლებლობების შეთავაზე ბას. არსებული ნორმები პროფესიულ განვითარებასთან დაკავში რებით, ემსახურება სოციალური მუშაკის ინდივიდუალურ საჭი როებებზე დაყრდნობით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას იმისათვის, რომ სოციალური მუშაკი თვითგანვითარებისა და მხო ლოდ პრაქტიკაში შეძენილი ცოდნისა და უნარების იმედად არ დარჩეს. დაწესებულებამ უნდა იზრუნოს, მასთან დასაქმებული სოცი ალური მუშაკების უწყვეტ განვითარებაზე. შესთავაზოს მათ შესა ბამისი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები . თუ სოციალური მუშაკი თავისი ინიციატივით გაივლის პროფესი ული განვითარებისათვის აუცილებელ კურსებს, დაწესებულება ვალდებულია, მხარი დაუჭიროს მას. ტრენინგების სიხშირეს ად გენს დამსაქმებელი დაწესებულება კანონქვემდებარე აქტით, რომ ლის მიხედვითაც, იგი ვალდებულია პროფესიული კვალიფიკაცი ისათვის ამაღლებაზე დახარჯული, განსაზღვრული საათები, სო ციალურ მუშაკს ჩაუთვალოს სამუშაო საათებად. 4.12. პროფესიული იდენტობის ხელშეუხებლობა კანონზე მუშაობისას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა, რომ სოციალური მუშაობის ღერძი და მისი მყარი საფუძველი, არის თვით სოციალური მუშაკის პროფესიული იდენტობა. შესაბამი სად, სოციალური სამუშაოს შესრულებისას, ძალზედ მნიშვნელო ვანია პროფესიული ღირსების შენარჩუნება. სოციალურ მუშაკს კა ნონის 33- ე მუხლით აქვს უფლება, რომ შეინარჩუნოს მისი პროფე 169 სიული კულტურა, სამუშაოს შესრულების მეთოდი და სამუშაო ინსტრუმენტი, რომლებიც დადგენილია სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებით. სოციალური მუშაკი მომსახურებას უნდა ახორციელებდეს სა კუთარი პროფესიული კომპეტენტურობის გათვალისწინებით. რაც მოიაზრებს იმას, რომ სოციალური მუშაკი აცნობიერებს საკუთარ ცოდნას და უნარებს და სწორედ მათი გათვალისწინებით მუშაობს ბენეფიციართან, ან ახდენს შემთხვევის გადამისამართებას შესაბა მის სოციალურ მუშაკთან, ან სხვა სპეციალისტთან. სოციალური სამუშაოს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია რეგულარუ ლად აფასებს, თუ რამდენად კომპეტენტურია სოციალური მუშაკი გადაწყვეტილების მიღების, შეფასების და ინტერვენციის პროცეს ში და როგორია მისი პროფესიული კვალიფიკაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კანონმდებლობის ფარგლებიდან გავიდეს. მი სი შემზღუდველი, ამ შემთხვევაში, შესაბამისი მოქმედი კანონ მდებლობაა. სოციალური მუშაკი უნდა აცნობიერებდეს, რომ საკუთარი ღი რებულებები, ტრადიციები, შეხედულებები და პროფესიული კომ პეტენციები, სოციალური მომსახურების ობიექტურობისა და პრო ფესიული განვითარების საფუძველია. თუ სოციალური მუშაკი აც ნობიერებს, რომ მისი პიროვნული დამოკიდებულების და პროფე სიული კომპეტენციის გამო არ ძალუძს დარჩეს ობიექტური, ან გა უწიოს შესაბამისი დახმარება ბენეფიციარს, ან ბენეფიციართა ჯგუფს, მაშინ იგი ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაამისამ ართებს ამ შემთხვევას სხვა სოციალურ მუშაკთან, ან სხვა ორგანი ზაციასთან. 182 4.13. სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა სოციალური მუშაობის სფეროს მნიშვნელობიდან, მისი საჯარო და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწი 182 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები, თბილისი, 2010, გვ. 8. 170 ფო სოციალურ მუშაკს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლება- მოვალე ობებს, სოციალურ გარანტიებს, მაგრამ ასევე აკისრებს პასუხის მგებლობას სამსახურეობრივ ვალდებულებათა შეუსრულებლობი სათვის. კანონის 34- ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებუ ლი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვანი შეს რულებისათვის სოციალურ მუშაკს დაეკისრება ამ კანონის 63- ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლო ბის ზომა. 183 თავი 5. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძი ებები კანონის მე-5 თავი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ შე სასრულებელ შემდეგ ღონისძიებებს: პრევენცია, რომლის თანახმა დაც_ სოციალური მუშაკი აწოდებს ბენეფიციარს შესაბამის სერ ვისს, როდესაც საფრთხე სახეზე არ არის, თუმცა ობიექტური დამ კვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის დიდი ალბათობით შეიძლება წარმოიქმნას. სოციალური მუშაკის მიერ პრობლემის განსაზღვრა- რაც მოიაზრებს სოციალური მუშა კის ქმედებას, როცა შემთხვევის ანალიზის და შეფასების საფუძ ველზე, იგი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირების პრობლემას. საჭიროების შეფასების ღონისძიება, ემსახურება სოცი ალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლე მის და არსებული გარემოს, სისტემურად შესწავლას, ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე. სოციალური მუშაობის დაგეგმვა- არ ის ერთ- ერთ მნიშვნელოვანი ღონისძება, რომლის ფარგლებშიც შე მუშავებული უნდა იქნეს იმგვარი გეგმა, რომელიც შეიცავს მიზ ნებს, აუცილებელ სტრატეგიას და განსაზღვრულ სამოქმედო ეტაპ ებს. სოციალური მუშაკის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრული უნდა იქნეს სოციალური მუშაობის, ინდივიდზე 183 იხ. თავი 6. ქვეთავი 6.3.3. 171 მორგებული სამოქმედო გეგმა. მხარდაჭერის განხორციელების ღო ნისძიება მიმართულია საზოგადოებაში, ბენეფიციარის სოციალ ური კომპეტენციის გასაუმჯობესებლად, ბენეფიციარის რესურსე ბისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებისაკენ, მი სი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 5.1. სოციალური მუშაკის ღონისძიებების არსი და სამართლებრივი ბუნება კანონი მკაფიოდ და დეტალურად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. ეს მნიშვნელოვა ნია, ერთი მხრივ, იმისათვის, რომ მან კვალიფიციურად შეასრუ ლოს მისთვის დაკისრებული სამუშაო და თავად იცოდეს საკუთრი უფლებამოსილებების ჩარჩოები, იმისათვის, რომ თავად იყოს და ცული. ხოლო მეორეს მხრივ, არ დააზიანოს ბენეფიციარის საუკ ეთესო ინტერესები. კანონი სისტემურად უდგება სოციალური სა მუშაოს განხორციელებას, და ადგენს სოციალური მუშაკის ფუნ ქციებს, 184 მის უფლება- მოვალეობებს 185 და შემდეგ ეტაპზე, გან საზღვრავს თუ რა ღონისძიებების გამოყენება არის შესაძლებელი სოციალური მუშაკის მიერ ჩამოთვლილ ფუნქციათა და უფლება მოვალეობათა განსახორციელებლად. იმისათვის, რომ სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებ ული ღონისძიება იყოს კანონიერი და იგი უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპს. 186 ეს პრინციპი ვრცელდება ყველა იმ ღონისძებაზე და ქმედებაზე, რომელსაც სოციალური მუშაკის ახ ორციელებს. სოციალური მუშაობა, კანონმდებლის მიერ განიხილება, რო გორც მაღალი საჯარო ინტერესის სფერო. შესაბამისად ის საკანონ 184 სახელმძღვანელოს მესამე თავი. 185 სახელმძღვანელოს მეოთხე თავი. 186 თანაზომიერების პრინციპის განმარტება იხილე T დეტალურად მეორე თავში, ქვეთავი, 2.7. 172 მდებლო ჩარჩოს მიერ არეგულირებს სოციალური მუშაკის ფუნ ქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს. სოციალური მუშაკის ქმედება ხშირ შემთხევაში ად ამიანების ცხოვრებაზე, მათ მომავალზე დიდ ზეგავლენას ახდენს. შესაბისად სოციალური მუშაობა საზოგადოების სოციალური გან ვითარებისავის ერთ- ერთი მნიშვნელოვან პროფესიას წარმოად გენს. სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელმწიფოს ინტერესი, რომ სოციალური მუშაკის ის ღონისძიებები, რომლებიც ყველაზე მეტად არის შემხებლობაში ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან, რეგულირებული იყოს კანონმდებლის მიერ. 5.2. პრევენცია როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სოციალური მუშაობის ერთ ერთიმნიშვნელოვანი მიმართულება არის პრევენცია. აქედან გა მომდინარე, სოციალური მუშაკის მიერ ხორციელდება პრევენცი ული ღონისძიებები. კანონის 36- ე მუხლის თანახმად, პრევენცი ული ღონისძიება განისაზღვრება, როგორც მომსახურება, რომელ საც სოციალური მუშაკი ბენეფიციარს აწვდის მანამ, სანამ საფრთხე არ დამდგარა, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ყვე ლა გარემოების გათვალისწინებით, ის დიდი ალბათობით, წარმო იქმნება. სოციალური მუშაკი ითვალისწინებს, რომ იგი საზოგადოებაში სოციალური წესრიგის დამცველის ფუნქციასაც ითავსებს და ყუ რადღებით აკვირდება მის სამოქმედო არიალში მომხდარ ფაქტებს. ასეთი ფაქტები შესაძლოა, არაპროფესიონალისათვის უხილავი და უსუსურიც კი წარმოჩნდეს, თუმცა, სოციალური მუშაკის კომპე ტენციების გათვალისწინებით, მისთვის საგრძნობი უნდა იყოს ის საფრთხეები, რაც ამგვარ მოვლენებს შეიძლება მოჰყვეს. 187 მაგალითი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესუბულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის ცნობილი გახდა, 187 J. Münder, Th. Meysen, Th.Trenczek[Hrsg.], Frankfurter Kommentar SGB VIII, Kinder-und Jugendhilfe , Baden-Baden, 2013, S. 200. 173 რომ ერთ – ერთ კლასში, ხშირია მოსწავლეებს შორის შელა პარაკება, თუმცა, კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქ ტებს ადგილი არ ჰქონია. სოციალური მუშაკი წინასწარ ახ დენს რეაგირებას. ესაუბრება, სკოლის დამრიგებელს და მასწავლებლებს, მოსწავლეებს და თუ საჭიროდ ჩათვლის მშობლებს. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, სოციალ ური მუშაკი უნდა იმსახურებდეს ნდობას, მხარეების მიერ, რომ მან წარმატებით განახორციელოს შემდგომი ეტაპი. პრევენციული სოციალური მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნე ლოვანია, მაღალი რისკის შემცველი ქცევის მქონე ჯგუფებში. მაგა ლითად, აივ პროფილაქტიკის ღონისძიებების მხარდაჭერა, რათა თავიდან იქნას აცილებული ზოგად პოპულაციაში აივ ინფექციის გავრცელება. აღნიშნული პრევენციული სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსაზღვრული სამიზნე ჯგუფების წარმომად გენლებთან. 188 პრევენციური ღონისძებები მოიაზრებს არა მხო ლოდ სამიზნე ჯგუფებთან, არამედ ზოგადად, საზოგადოებრივ მუშაობას. ცნობიერების ამაღლება პრევენციული ღონისძიებაა და იგი ორი მიზეზით არის აუცილებელი. პირველი, აივ ინფექციით დაავადებული პირები არ იქნებიან სტიგმატიზირებული, და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია გაცილებით უფრო მარტივია, და მე ორე, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, აივ ინფექციის გადაცემის რისკების შესახებ და როგორი ქცევით, უნდა აიცილონ თავიდან აივ ინფექცია. პრევენცია თავიდან აცილებს კონკრეტულ ინდივი დებს და მთლიანად საზოგადოებას ზიანს. ამდენად, ის მნიშვნე ლოვანია, როგორც ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგ ვის, ასევე, მორალური ზიანის თავიდან აცილებისათვის. 188 მომზადებულია USAID- ის, RTI International- ის და Save the Children International- ის მიერ, პრევენციული ინტერვენციის სახელმძღვანელო, აივ ინფიცირების თვალსაზრისით მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუ ფებთან სამუშაოდ , 2013, გვ. 3. 174 5.3. ბენეფიციარის საჭიროების შეფასება და პრობლემის განსაზღვრა კანონის 37- ე და 38- ე მუხლებით განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის საჭიროების შეფასებისა და არსებუ ლი პრობლემის განსაზღვრის ღონისძიება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ბენეფიაციარის საჭიროების შეფასებისას არ არის მხო ლოდ თვით ბენეფიციარის ინდივიდუალური მდგომარეობის შეს წავლა საკმარისი, აუცილებელია, რომ მისი გარემოს შესახებ ამომ წურავი ინფორმაციის საფუძველზე სისტემურად იქნეს შესწავლი ლი ბენეფიციარის მდგომარეობა. სოციალური მუშაკი ითვალისწი ნებს ბენეფიციარის მხარდაჭერისთვის ხელის შემშლელ ფაქტო რებს, მისი მხარდაჭერისთვის საჭირო რესურსებსა და შესაძლებ ლობებს და ამის შემდეგ აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მართალია, სოციალური მუშაობის საკვანძო ღონისძიება არის პრობლემის განსაზღვრა, თუმცა იმისათვის, რომ სოციალურმა მუ შაკმა სწორად განსაზღვროს პრობლემა, მან თავდაპირველად უნდა შეაფასოს ბენეფიციარი. ამიტომ, ბენეფიციარის მდგომარეობის შე ფასება, სოციალური მომსახურების მიწოდების ერთ- ერთი უმნიშ ვნელოვანესი ასპექტია. სოციალური მუშაკი ახდენს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს იმისათვის, რომ კარგად გაერკვეს მოცემულ სიტუაციაში. შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციარის მდგომარე ობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს სხვადასხვა წყაროდან( თვით ბენეფიციარი, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, სხვა). ამგვარად , შესაძლებელი იქნება მდგომარეობის სისტემური შეფასება. შეფასებისას სოციალური მუშაკი ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა ფაქტორების, მაგალითად ბიოლოგიური, ფსიქოლოგი ური, სამედიცინო, სოციალური, სამართლებრივი ფაქტორების შე სახებ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბენეფიციარის მდგომარე ობაზე. სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული ბენეფიციარ ის საჭიროების შეფასება და პრობლემის განსაზღვრა, გამოიყენება შემდგომი დაგეგმვის და ინტერვენციის განსაზღვრისათვის. იგი 175 ითვალისწინებს ბენეფიციარის ბიო- ფსიქო- სოციალურ ასპექტების ანალიზს, ბენეფიციარის და საზოგადების ურთიერთობის საკითხს და მოიცავს ბენეფიციარის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს. სოციალური მუშაკის შეფასებისას გასათვალისწინებელია: ბენეფი ციარის ურთიერთობები ოჯახთან, სხვა სოციალურ ჯგუფებთან და თემთან, ბენეფიციარის ბიო- ფსიქო- სოციალური ასპექტების ანალ იზი, ბენეფიციარის ძლიერი და სუსტი მხარეები, პრობლემის აღ ქმისა და საჭიროების შესახებ თვით ბენეფიციარის შეხედულებე ბისა და აზრის გათვალისწინება და ბიო- ფსიქო- სოციალური შეფა სების შედეგები და რეკომენდაციები. 189 ინფორმაციის შეგროვებისას სოციალური მუშაკს შეუძლია გა მოიყენოს ყველა ის კანონიერი საშუალება, რომელიც მის ხელთაა. მაგალითად, როგორიცაა ბენეფიციარის პირისპირ ინტერვიუს ტექნიკა, დაკვირვება, ინტერვიუ. თუ სოციალური მუშაკი შეფასე ბის და პრობლემის განსაზღვრის პროცესში საკუთარი, ინფორმა ციის ფარგლებში ვერ შეძლებს საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა სპეციალისტთან და ორგანოსთან ბენეფიციარის შეფასების პროცესში. მაგალითი: სოციალური მუშაკი, მიტოვებულ ბავშვებთან მუშა ობს. ბავშვების მშობლებთან, მრავალშვილიან ოჯახთან მუშა ობისას ადგენს, რომ მამა არის ნასამართლები, თუმცა მას გა ქარწყლებული აქვს ნასამართლობა. ხოლო ბავშვების დედას სოციალური მუშაკის აზრით, აქვს სერიოზული ფსიქოლოგი ური პრობლემები. ოჯახს არ სურს მამაკაცის ნასამართლობაზე საუბარი. დედას კი, შვილებთან ცუდი ურთიერთობა აქვს. სო ციალურმა მუშაკმა, იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვროს პრობლემა, და შეაფასოს არასრულწლოვანის ბენეფიციარები, მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რათა მოიპოვის ინფორ მაცია ბენეფიციარების მამის ნასამართლობის შესახებ. იმავ დროულად იგი მიმართავს ფსიქოლოგს, რომ გაესაუბროს ბავ 189 მ. შაღაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სტანდარტები, თბილისი, 2010, გვ. 17. 176 შვების დედას. მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ სოციალ ური მუშაკი, ახდენს შეფასებას, პრობლემის განსაზღვრას, და გადადის შემდეგ ღონისძიებაზე. სოციალური მუშაკი, განახორციელებს თავდაპირველად, გა ნაცხადის საფუძველზე ახდენს შეფასებას. მისთვის პირველ ეტაპ ზე ჯერ კიდევ უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად საჭიროა პირი სათვის მისი მხარდაჭერა. თუ კი არსებობს საფრთხე 190 და იგი დარწმუნებულია, რომ მისი მხარდაჭერა აუცილებელია, იგი შემ დგომ განახორციელებს შეფასების ღონისძიებას. გადაუდებელ მდგომარეობაში 191 შეიძლება არსებობდეს გადაუდებელი შეფასების აუცილებლობა. ამ უკანასკნელს სოციალური მუშაკი ახორციელებს მაშინ, როცა სახეზეა, მყისიერი საფრთხე, და სოციალურმა მუშაკმა, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ყველა ღო ნისძიება უნდა განახორციელოს მაქსიმალურად სწრაფად. ბენეფიციარის შეფასებისა და პრობლემის განსაზღვრისათვის, სოციალური მომსახურების განმახორციელების დაწესებულება, ქმნის შესაბამის ფორმებს, რომლითაც უნდა იხელძღვანელოს სო ციალურმა მუშაკმა, აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისას. ამგვარი ფორმების შემუშავებასა და განახლებაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი თვით სოციალური მუშაკები. მაგალითი: მეურვეობა- მზრუნვენლობის ცენტრალური ორგანოს სამუშაო აღწერილობის მიხედვით, სოციალ ური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ვალდებულებაა, შეაფასოს სპეციალური მზრუნველო 190 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საფრთხე განიმარტება, როგორც„ ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენების მოსა ლოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტე რესს“. 191 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი შემთხვევა განიმარტება, რო გორც –„ მდგომარეობა, რომელიც მეყსეულ საფრთხეს უქმნის ბენეფი ციარის საუკეთესო ინტერესს.“ 177 ბის საჭიროების მქონე პირებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა ზრუნვის ფორმისა და კონკრეტული სო ციალური მომსახურების საჭიროების განსაზღვრისათ ვის, ასევე შეაფასოს ოჯახის მდგომარეობა მიმღები ოჯ ახის სტატუსის მინიჭებისათვის; შეფასების შემდეგ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში სოცი ალური მუშაკი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პი რის პრობლემას. სოციალური მუშაკი განსაზღვრავს ასევე თუ რა რესურსი, იქნება საჭირო ბენეფიციარის მდგომარეობის გაუმჯობე სებისა და პრობლემის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, აქვთ თუ არა მას, ან მის დამსაქმებელ ორგანიზაციას შესაბამისი მომსახურე ბის მიწოდების შესაძლებლობა. შესაბამისად,„ სოციალური მუშა ობის შესახებ“ კანონის 37- ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ„ სო ციალური მუშაკი შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძ ველზე თვითონ აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას, ხოლო სა ჭიროების შემთხვევაში, ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბა მის სპეციალისტს, ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადაამისამ ართებს.“ ბენეფიციარის საჭიროების შეფასებისა და პრობლემის გან საზღვრის ღონისძიებების შემდეგ, სოციალური მუშაკი, ან წყვეტს სოციალურ მუშაობას ბენეფიციართან და მოახდენს მის რეფერირე ბას შესაბამის სპეციალისტთან, ან გეგმავს შემდგომ ნაბიჯებს და აგრძელებს ბენეფიციართან სოციალურ მუშაობას. 5.4. სოციალური მუშაობის დაგეგმვა კანონის 39- ე მუხლი პირველი პუნქტით ადგენს, რომ„ სოცი ალური მუშაკი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ან პრობლემა ზე რეაგირებისთვის ბენეფიციართან შეთანხმებით ადგენს სოცი ალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას, ან განვითა რების გეგმას.“ შემდეგი პუნქტებით კი, საკმაოდ დეტალურად აღ წერს სოციალური მუშაობის დაგეგმვის ღონისძიებას. კონკრეტუ ლად კი, კანონით გათვალისწინებულია, რომ სოციალური მუშაკის 178 მიერ შედგენილ„ გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპები“. ხოლო, უკვე შედგენილ გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიცი არის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის გან ხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადა ში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაობა კრიზისული ინტერ ვენციის საფუძველზე მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევებზე ვერ გავ რცელდება 39ე მუხლით დადგენილი დებულებები. სოციალურმა მუშაკმა უნდა უზრუნველყოს, ბენეფიციარის აქ ტიური ჩართულობა, მიზნების ჩამოყალიბების პროცესში და შეათ ანხმოს შემუშავებული მიზნები მასთან. მართალია, როგორც წესი, სოციალური მუშაობის ყველა ღონისძიება, მხოლოდ ბენეფიციარ ის ინფორმირებლი თანხმობით უნდა განხორცილდეს, თუმცა ამ გვარი წესიდან, შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისი. ამგვარ გამო ნაკლისს ადგენს კანონის 39- ე მუხლის მე-4 პუნქტი , რომლის თა ნახმად,„ თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას, ან გეგმის ნაწილს, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ამტკიცოს გეგმა, ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შე ექმნებოდა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს“. მაგალითი: სოციალური მუშაობა ხორციელდება ოჯახთან. ამ მუშაობის მიზანია, რომ თავიდან აიცილოს ბავშვის მიტოვების საფრთხე. სოციალურ მუშაკს, ჭირდება მარტოხელა დედასთამ მუშაობა, რომელსაც აქვს ალკოჰოლის პრობლემა, და ერთხელ უკვე ჰქონდა შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის მცდე ლობა. სოციალური მუშაკი, შეფასებაზე დაყრდნობით, ბავშვი სა და დედის თანამონაწილეობით განსაზღვრავს ბენეფიციარ ის საჭიროებას, განსაზღვრავს პრობლემას, და შეიმუშავებს გეგმას, რომელიც მან უნდა შესთავაზოს დედა - შვილს, რათა მათი ინფორმირებული თანხმობით მიიღონ გადაწვეტილება. აღნიშნულ გეგმას სრულიად ეთანხმება(11 წლის) ბავშვი, თუმცა, დედა არ ეთანხმება იმ ნაწილს, რომელიც გან საზღვრავს, იმ შემთხვევას, როცა დედის განმეორებით არაად ექვატური ქცევის, კონკრეტულად ბავშვზე ფიზიკური, ან ფსი 179 ქიკური ძალადობის შემთხვევაში, ბავშვი უნდა გადაეცეს მინ დობით აღსაზრდელად. ბავშვის თანხმობის, მაგრამ დედის წი ნააღმდგობის მიუხედავად, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკი ამტკიცებს გეგმას. დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სოციალურ მუშაობს, შემუშავებული აქვს, შესაბამისი ფორმები, რომელშიც სოციალურ მუშაკს წერილობით გადმოაქვს, შემუშავებული გეგმა. გეგმამ შე საძლოა ცვლილებები განიცადოს ბენეფიციარის მიერ მიღწეული პროგრესის, ან ასაკის ცვლილების, მაგალითად სრულწლოვანის მიღწევის შესაბამისად. გეგმა, გარდა კანონით დადგენილი კომპო ნენტისა- მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპ ები, შესაძლოა სოციალური სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინე ბით , მოიცავდეს სხვა ინფორმაციასაც, მაგალითად კონკრეტულად განსახორციელებელ აქტივობებს და ჩართული პირების ჩამონათ ვალს. მხარდაჭერის გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ბენეფიცი არისათის. დადგენილ ვადაში, ხდება გეგმის გადასინჯვა სოციალური მუ შაკის, ან ბენეფიციარის ინიციატივით, იმ მიზნით, რომ გეგმაში სა ჭიროებისამებრ შესაძლებელია ცვლილებების შეტანა ბენეფიციარ ის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ სოციალურ მუშაობაში დამკვიდრებული სტანდარტის თანახ მად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომსახურება ითვა ლისწინებს 10 წელს ზემოთ ბავშვის აზრს, ხოლო ფსიქო- სოციალ ური საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში კი – მისი კანონიერი წარმომადგენლის. 192 5.5. მხარდაჭერის განხორციელება სოციალური მუშაკის მიერ, ბენეფიციარის მხარდაჭერა ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღონისძი 192 მ. მგელიაშვილი, ს. ნამიჭეიშვილი, სახელმძღვანელო ბავშვებსა და ოჯ ახებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისათვის, თბილისი, 2010, გვ. 68. 180 ებაა. მხარდაჭერაში იგულისხმება გეგმის მიზნების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ე. წ. ინტერვენცია. ძირითადი ამ ოცანა ამ პროცესში უკავშირდება ბენეფიციარის გაძლიერებას, რაც ითვალისწინებს ბენეფიციარის რესურსების, კომპეტენციის, შესაძ ლებლობებისა და არჩევანის განვითარებას, რათა აღდგეს, ან გაუმ ჯობესდეს ბენეფიციარის სოციალური ფუნქციონირება და მან შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება. 193 ფორმალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალ ურმა მუშაკმა მხარდაჭერის განხორციელების პროცესში, აწარმოოს მიღწეული პროგრესის მონიტორინგი. იგი ყურადღებით აკვირდე ბა და შეისწავლის ცვლილებებს ბენეფიციარის ცხოვრების წესში. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი ადგენს, რომ მხარდაჭერის განსახორციელებლად, სოციალ ური მუშაკი მოქმედებს გეგმის განსახორციელებლად და მის შესა ბამისად. ამავე მუხლის მეორე პუნქტით კი დადგენილია, მხარდა ჭერის ღონისძიების მიზანი-„ სოციალური მუშაკი მხარს უჭერს ბენეფიციარის შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად საზოგადოებაში მისი სოციალური კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით.“ კანო ნის მიერ დადგენილი ღონისძიების შესრულება, ასევე ითვალისწი ნებს ისეთ შემთხვევებს, როცა ბენეფიციარს, სხვა სპეციალისტის მხარდაჭერა ჭირდება. მესამე პუნქტის თანახმად:„ სოციალური მუშაკი გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს, ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადაამისამართებს და აზუსტებს შემთხვევის მიმდინარე ობის სტატუსს. სოციალური მუშაობის პრაქტიკაში მხარდაჭერის ღონისძიებას, სიტყვა- ინტერვენცია გამოხატავს და გულისხმობს სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის დასახმარებლად გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას. აღნიშნული ღონისძიება აქცენტს აკეთებს პრობლე 193 იქვე, გვ. 70. 181 მის გადაჭრასა და სოციალურ ცვლილებაზე იმის მიხედვით, თუ რომელ მიზნობრივ ჯგუფთან ხდება სოციალური მუშაკის მიერ მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება, იგი იყენებს სხვადას ხვა ინტერვენციის ტიპს, მაგალითად, კონსულტირება, ადვოკატი რება, ფასილიტაცია, ოჯახური კონფერენცია და სხვა. 194 მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებისათვის, სოციალ ური მომსახურების განმახორციელებელ ორგანოს შემუშავებული აქვს სოციალური მუშაობის გეგმის დამტკიცებული ფორმა, რო მელსაც იყენებს სოციალური მუშაკი. იგი მხარდაჭერის განხორცი ელებას აღრიცხავს და დეტალურად აღწერს წერილობითი ფორ მით. ბენეფიციარის პროგრესის მონიტორინგის პროცედურებს, ვა დებს, სიხშირეს და ამგვარი ჩანაწერის ფორმებს ადგენს თვით უწყება. მომსახურებას შემუშავებული აქვს შემთხვევის გადასინ ჯვისა და დახურვის ფორმა, რომელსაც იყენებს სოციალური მუშა კი. მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ბოლო ეტაპი, ას ევე ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ მიღწეული პროგრესის რამდენიმე შუალედურ და დასკვნით შეფასებას. სოციალური მუ შაკი შეისწავლის და აანალიზებს ცვლილებას ბენეფიციარის შეხე დულებებში და ცხოვრების წესში, ასევე სოციუმთან ურთიერთკავ შირებს. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის ვადის გასვლამდე სოცი ალური მუშაკი გადასინჯავს შემთხვევას, რაც გულისხმობს სამოქ მედო გეგმისა და ჩარევის შედეგების შეფასებას დასახულ მიზნებ თან მიმართებისას. შემთხვევის გადასინჯვის შედეგად სოციალურ მუშაკს გამოქვს დასკვნა გეგმით გათვალისწინებული მომსახურე ბის ტიპის გაგრძელების, შეწყვეტის, ან შეცვლის თაობაზე. ბენეფიციარის მხარდაჭერის ღონისძიების დასრულება, არის ერთ- ერთი საფეხური. სოციალური მუშაკი თვითონ აფასებს, მხარდაჭერის მსვლელობას, და იღებს გადაწვეტილებას სერვისის დასრულების შესახებ. იმ შემთხვევაში, როდესაც მიღწეულია გეგ მით დასახული მიზნები, მაშინ ბენეფიციარის უსაფრთხოება აღარ 194 იქვე, გვ. 65. 182 არის ეჭვქვეშ. თუმცა, მხარდაჭერის ღონისძიება სრულდება მაში ნაც, როცა სოციალური მუშაკი თვლის, რომ მას არ ძალუძს გეგმით დასახული მიზნების მიღწევა, რისთვისაც საჭიროა რეფერირება ალტერნატიულ სპეციალისტებზე და სერვისებზე. მხარდაჭერის ღონისძიებას უნდა ჰქონდეს შეძლებისდაგვარად მდგრადი შედეგები. გარკვეული დროის შემდეგ ბენეფიციარმა, დამოუკიდებლად უნდა შეძლოს საკუთარი პრობლემის დაძლევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად ჩამოცილდება შემთხვევას. სოციალური მუშაკი მონაწილეობს, შედეგის შენარჩუნების სტრა ტეგიის დაგეგმვაში. რომელზეც გარკვეული სიხშირით, მის მიერ მონიტორინგი ხორციელდება. მონიტორინგი გულისხმობს, გადა მოწმებას, თუ რამდენად ნარჩუნდება მიღწეული შედეგი. 5.6. სხვა ღონისძიება მიუხედავად იმისა, რომ„ სოციალური მუშაობის შესახებ“, კა ნონი საკმაოდ, ამომწურავად განიხილავს სოციალური მუშაობის ყველა დასარეგულირებელ მიმართულებას და ღონისძიებას იგი მაინც ღიაა ახალი, ინოვაციური მიდგომებისათვის. კანონმდებელი ითვალისწინებს რა, რომ სოციალურმა მუშაობამ შესაძლოა, თანა მედროვე გლობალიზაციიის პირობებში განვითარებადი სახელ მწიფოსა და საზოგადოებისათვის ახალი ფუნქციები შეიძინოს, ტოვებს ე. წ. ღია ნორმებს კანონში. ამგვარი არის მაგალითად„ სო ციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლი-„ სოციალური მუშაკი უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი ღონისძიება, რო მელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ უზრუნ ველყოფს ბენეფიციარისთვის საფრთხის თავიდან აცილებას და ემ სახურება ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაციას.“ აღნიშნუ ლი დებულება„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კა ნონში, ერთგვარი ღია კარის როლს ასრულებს. 183 თავი 6. სოციალური მუშაკის პროფესია კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვა ლიფიკაციას. იგი ფაქტობრივად მას რეგულირებად პროფესიად აცხადებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის ზრდას და ხარისხიანი სოციალური მუშაობის სის ტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. კანონი აყალიბებს ძირითად მოთხოვნებს და ადგენს, თუ რა კომპეტენციებს, კვალიფიკაციას უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკი. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი მნიშ ვნელოვნად აუმჯობესებს სოციალური სამუშაოს შესრულების პი რობებს, ადგენს სოციალური მუშაკის შრომით გარანტიებს და არ ეგულირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფარგლებს. იგი ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებულ მიდგომებს სოციალ ური მუშაკის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან და კავშირებით, სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში, ან მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას და ზრდის მისი უსაფრთხოების გარანტიებს. კანონმა განსაზღვრა სო ციალური მუშაკის უსაფრთხოების, სამუშაო დროის, დატვირთვის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტები, სოციალ ური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობისა და წახალისების, კარიერული წინსვლის ფორმები. 6.1. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია სოციალური მუშაობა შესაბამისი განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის, კომპეტენციის მქონე პირის მიერ უნდა განხორცი ელდეს. იგი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი და დი ნამიური. საჯარო დაწესებულება ვალდებულია პირის სოციალურ მუშაკის პოზიციაზე დანიშვნამდე შეაფასოს მისი ამ კომპონენტებ თან შესაბამისობა.„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, საკანონმდებლო დონეზე არ იყო დადგენილი სოციალური მუშაობისთვის საერთო, რელევანტური მოთხოვნები. საჯარო დაწესებულებები პირს სოციალურ მუშაკის პოზიციაზე 184 „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავიან თი უწყებრივი კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ნიშნავდნენ, რომლებიც სოციალური მუშაკის პროფესიული მახასიათებლების შესახებ სპეციალურ დებულებებს არ ითვალისწინებდა.„ სოციალ ური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით ეს მიდგომა შეიც ვალა. კანონმა პირდაპირ განსაზღვრა სოციალური მუშაკის პროფე სიის ძირითადი მოთხოვნები და კომპეტენციები, რომელთა დაკმა ყოფილების გარეშე პირს არ მიენიჭება სოციალური მუშაობის უფ ლებამოსილება. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონმა პრაგმატული, სისტემური მიდგომა დაადგინა და საჯარო დაწესებულებაში სო ციალური მუშაკის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების, კანდი დატის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების განხორციელება „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გან საზღვრულ წესებს დაუკავშირა. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯა რო დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად შესაძლებელია დაინიშ ნოს პირი, რომელიც სულ მცირე აკმაყოფილებს სოციალური მუშა კის პროფესიისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს და რო მელსაც გააჩნია ამავე კანონით განსაზღვრული კომპეტენციები, რომლებიც ქვემოთაა განხილული. 6.1.1. სოციალური მუშაკის პროფესიისთვის დადგენილი ძირი თადი მოთხოვნები სოციალური მუშაკის პროფესიისთვის დადგენილია ძირითა დი მოთხოვნები, რომლებიც საერთოა ყველა იმ საჯარო( და კერძო) დაწესებულებისათვის, სადაც სოციალური მუშაკები არიან დასაქ მებული. თუმცა, საჯარო უწყებაში შესაძლებელია ზოგადად საჯა რო მოსამსახურის ფუნქციიდან, მათ შორის სოციალური მუშაკის, როგორც საჯარო მოსამსახურის დარგობრივი კომპეტენციიდან გა მომდინარე განსაზღვრული იყოს სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები( მაგ.: სოციალური მუშაობის რომე ლიმე სფეროში მუშაობის გამოცდილება, ბენეფიციართა ინტერესე ბიდან გამომდინარე უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერულ პროგრა 185 მებთან მუშაობის ცოდნა და სხვა) პირის სოციალურ მუშაკად და საქმებისთვის. საჯარო მოსამსახურის, მათ შორის სოციალური მუ შაკის სპეციალური მოთხოვნები დადგენილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტით 195 , ხოლო დამატებით საკვა ლიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს თითოეული საჯარო და წესებულება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან- საჯარო სამსახურის ბიუროსთან 196 შეთანხმებით, თითოეული თანამდებო ბის, მათ შორის, სოციალური მუშაკის პოზიციის სპეციფიკის და ამ პოზიციისთვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მი ხედვით, სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმა ყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის სრულწლოვანი - პირი სრულწლოვანად მიიჩნევა 18 წლის ასაკის მიღწევიდან; ბ) მან იცის სახელმწიფო ენა - საჯარო დაწესებულებებში საქ მისწარმოება სახელმწიფო ენაზე- ქართულ ენაზე ხორციელდე 195 „ პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარ ქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების გან საზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N218 დადგენილება, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3652566[22.08.2018]. 196 საჯარო სამართლის იურიდიული პირი- საჯარო სამსახურის ბიურო დაფუძნებულია„ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ბიუროს შექმნის მიზანია საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის კანონ მდებლობით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორცი ელების, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცი ის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობ ის დეკლარაციის საჯაროობის, დადგენილ ვადაში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარების კონტროლის უზრუნველყო ფა. ბიუროს ფუნქციები ვრცლად იხილეთ„ საჯარო სამსახურის შესა ხებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 21- ე მუხლებში, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098[22.08.2018]. 186 ბა. 197 პირმა უნდა იცოდეს ქართული ენა, რათა შეეძლოს საქმისწარ მოება, დოკუმენტების მომზადება, ინფორმაციის მოძიება, დამუშა ვება, ანალიზი, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, ხელმძღვანელო ბასთან ანგარიშგება და სხვა; გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში აკადემიური ხარის ხი, ან სოციალური მუშაკის სერტიფიკატი - პირს სოციალური მუშა ობის სფეროში მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მინიჭებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრის, მაგისტრის/ მაგის ტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი განათლება არ გააჩნია, ესაჭიროება სო ციალური მუშაკის სერტიფიკატი, რომელიც არის სოციალური მუ შაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სერტიფიცირე ბის მიზანია პირის მიერ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღება. 198 სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართვე ლოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად მუშაობს, ან პირს, რომე ლიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება. დ) პირი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუ შაკის პროფესიას - პირი უნდა აცნობიერებდეს სოციალური მუშა ობის მნიშვნელობას და იცავდეს სოციალური მუშაობის პრინცი პებს( იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს მეორე თავი); ე) პირი ფლობს სოციალური მუშაკისთვის განსაზღვრულ კომპე ტენციებს ( იხილეთ ქვემოთ). აღნიშნულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შე საძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის 197 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270[22.08.2018]. 198 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64- ე მუხლის თანახმად, სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება ეტაპობრივად და იწყება 2019 წლის 01 იანვრიდან და დასრულდება 2021 წლის 1 იან ვრამდე არაუგვიანეს 3 თვისა. 187 დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სო ციალური მუშაკი დასაქმებისას. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გარდა, საჯარო დაწესებულე ბაში პირის სოციალურ მუშაკად მიღებას„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი უკავშირებს„ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილე ბას, რომლებიც პირს საჯარო უწყებაში მუშაობას არ უკრძალავს. საჯარო სამსახურში პირი მოხელედ, მათ შორის სოციალურ მუშა კად არ მიიღება თუ:  იგი არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის;  იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინუ რი გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომი სათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;  მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შე მოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული სა შუალების მოხმარების ფაქტს;  მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსა ხურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;  იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო( თუ სასა მართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გან საზღვრული) ესენია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობის შემ თხვევაში პირი ვერ განახორციელებს სოციალური მუშაკის პოზი ციისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებებს, პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე ასეთის ფაქტის არსებობა საფ რთხეს შეუქმნის სოციალური მუშაობის სისტემის მიმართ მოქალა ქეების ნდობას და ეჭვს გააჩენს მმართველობითი გადაწყვეტილე ბების მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებთან შესაბა მისობისადმი. მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში ივარა უდება, რომ პირს არ შესწევს უნარი განახორციელოს დაკისრებუ ლი უფლებამოსილებები. ნიშანდობლივია, რომ პირის სოციალ 188 ური მუშაკის პოზიციაზე დანიშვნის ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვების არ არსებობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი დო კუმენტების საფუძველზე, რომლის წარდგენის ვალდებულებაც უნდა განსაზღვროს საჯარო დაწესებულებამ საკონკურსო მოთხოვ ნებში. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავ დროულად იყოს„ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავ სებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გან საზღვრული თანამდებობის პირი, ან სხვა პირი, რომელსაც საქარ თველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩა ტარება( მაგალითად, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, მინისტრი და სხვა). 6.1.2. სოციალური მუშაკის კომპეტენციები სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებისთვის პი რი უნდა ფლობდეს პროფესიულ კომპეტენციებს. სოციალური მუ შაობა აკადემიურ ცოდნაზე, მეთოდოლოგიაზე, სტრატეგიაზე, კო მუნიკაციაზე დაფუძნებული პროფესიაა. მას ახასიათებს მულტი სექტორულობა. აქედან გამომდინარე, პირს უნდა გააჩნდეს სოცი ალური მუშაობის როგორც პროფესიული, აგრეთვე პერსონალური კომპეტენცია. სოციალური მუშაობის განსახორციელებლად პირი უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული კომპეტენცია – პირს უნდა შეეძლოს ბენეფი ციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორი ენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობა სტრატეგიულად დაგეგმოს; ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პირს უნდა ჰქონდეს სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფ ციების გამოყენების უნარი; გ) სოციალურ- პედაგოგიური კომპეტენცია – პირს უნდა გააჩ ნდეს ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ- აღ მზრდელობითი მუშაობის ჩატარების კომპეტენცია; 189 დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სოციალური მუშაობა თა ვისთავად გულისხმობს სამართლებრივ აქტებთან ურთიერთობას, მათ ანალიზს. შესაბამისად, პირს უნდა შეეძლოს სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოცი ალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გა მოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება; ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია გულისხმობს ბენეფიციარ ის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით მესამე პირებთან მუშაობას. სოციალური მუშაობის განმახორციელებელ პირს უნდა გააჩნდეს სამთავრობო ან/ და არასამთავრობო ორგანი ზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმარ თვის უნარი; ვ) პერსონალური კომპეტენცია – პირს საკუთარი პროფესიონ ალიზმის სრულყოფისათვის უნდა შეეძლოს პიროვნული უნარებ ის გაუმჯობესებაზე, თვითგანვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე ზრუნვა; ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – პირი უნდა ფლობდეს ბენეფი ციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არ ავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვის უნარებს; თ) პროფესიულ- ეთიკური კომპეტენცია – პირს უნდა შეეძლოს სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირე ბულებების საფუძველზე წარმართვა; ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის პირს უნდა გააჩნდეს სა კუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდა პირ არ აკონკრეტებს, რომ ეს კომპეტენციები სავალდებულოა მხო ლოდ საჯარო დაწესებულებაში პირის სოციალურ მუშაკად დასაქ მებაზე. აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ისინი გათვალის წინებული უნდა იქნეს, როგორც საჯარო სამსახურში, აგრეთვე კერძო სექტორში სოციალური მუშაკის მიღებისას. გარდა ამისა, ამ კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული კომპეტენციები მხედველო ბაში უნდა იქნეს მიღებული ერთი მხრივ, იმ უმაღლესი საგანმა 190 ნათლებლო დაწესებულებების მიერ, რომლებიც სოციალური მუ შაობის სფეროში პირს ბაკალავრის, მაგისტრის, ან დოქტორის აკ ადემიურ ხარისხს ანიჭებენ, მეორე მხრივ, სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემისას, შესაბამისად, თუ პირს ასეთი კომპეტენ ცია არ გააჩნია, მას არ უნდა მიენიჭოს სოციალური მუშაობის აკად ემიური ხარისხი, მასზე არ უნდა გაიცეს სოციალური მუშაკის სერ ტიფიკატი და სოციალურ მუშაკად არ უნდა დასაქმდეს. 6.2. სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები სოციალური მუშაობის განმახორციელებელმა უწყებამ სოცი ალურ მუშაკს უნდა შუექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო, რომე ლიც იქნება უსაფრთხო, მატერიალურ- ტექნიკურად გამართული, სოციალურ სამუშაოზე ორიენტირებული. გარდა ამისა, სოციალ ური სამუშაოს ეფექტიანად განხორციელებისთვის განსაკუთრე ბით მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკს გააჩნდეს სოციალური გა რანტიები, რომელიც მას შეუქმნის განცდას, რომ მისი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ დაფასებული და მხარდაჭერილია. საკანონმდებლო დონეზე„ სოციალური მუშაობის შესახებ“ სა ქართველოს კანონით საჯარო უწყებებს პირველად დაევალათ სო ციალური მუშაკის სამუშაოს პირობების შექმნის, უსაფრთხოების, სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის ვალდებულება. კა ნონმა დაადგინა სოციალური მუშაკის უსაფრთხოების, სამუშაო დროის, დატვირთვის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტები. 6.2.1. სოციალური მუშაკისთვის სამუშაო პირობების შექმნა დამსაქმებელი საჯარო დაწესებულების რესურსების გათვა ლისწინებით სოციალურ მუშაკს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს ფუნქციების შესასრულებლად აუც ილებელი მატერიალური, ორგანიზაციულ- ტექნიკური საშუალებ ები. ამასთან, სოციალური მუშაკი ვალდებულია გაუფრთხილდეს 191 სამსახურის ქონებას, იგი რაციონალურად, მხოლოდ სამსახურებ რივი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს. ბენეფიციარისთვის სრულყოფილი და ეფექტიანი კონსულტა ციის გასაწევად სოციალური მუშაკის დამსაქმებელი დაწესებულე ბა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი ადგილი და შექმნას სამუშაო გარემო. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური მუშაობა გულის ხმობს ბენეფიციარის პერსონალურ ინფორმაციასთან კავშირს, კონ ფიდენციალურობის დაცვას, დაწესებულებამ უნდა უზრუნველ ყოს სოციალური მუშაობისთვის ისეთი ადგილის გამოყოფა, რო მელშიც გარანტირებული იქნება ბენეფიციარისა და სოციალური მუშაკის იზოლირებული ყოფნა. სოციალური მუშაკისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექ მნაში არ იგულისხმება მხოლოდ უწყების შენობაში სათანადო სა მუშაო გარემოს უზრუნველყოფა, არამედ იგი ვრცელდება იმგვარ შემთხვევებზეც, როდესაც კონკრეტულ საქმეზე სოციალურ მუშაკს უწევს ტრანსპორტირება. დაწესებულება ვალდებულია სოციალურ მუშაკებს მოეპყრას თანაბრად და სამართლიანად ადამიანური რესურსების მართვის, შრომის პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. უწყების მხრიდან დაუშვებელია არ სებითად ერთი და იგივე მდგომარეობაში მყოფი სოციალური მუ შაკების მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება შრო მის პირობებისა, თუ ანაზღაურების მიმართულებით. 6.2.2. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმის განხორცი ელებისას გამოიკვეთა, რომ თვით სოციალური მუშაკები, რომლებ მაც პირნათლად უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული საკმაოდ რთული მოვალეობა და უზრუნველყოს თითოეული ბენეფიციარ ის უფლებების რეალიზება, არ იყვნენ შესაბამისად დაცული. თი თოეული სოციალური მუშაკის დაცულობა მნიშვნელოვანია არამ ხოლოდ სოციალური მუშაკებისთვის სუბიექტურად, არამედ 192 მთლიანი საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით ბენეფიციარებ ისათვის. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მი ხედვით, დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქ მებული, ვალდებულია კანონქვემდებარე აქტით შეიმუშაოს და დანერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი, რომელიც სოციალური მუშაკის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. ასეთი წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო რისკის წყარო საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით. იგი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის პრევენციულ ზომასაც. გარდა ამისა, სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული შემთხვევის მართვის სტანდარტში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სოციალური მუშაობის ჩატარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნ ველსაყოფად აუცილებელი წინასწარი ზომების მიღების პროცე დურა, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭირო ების განსაზღვრის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებული საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი. სოციალური მუშაკი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს მისი უსაფრთხოების უზ რუნველყოფისათვის ნორმატიულად დადგენილი, უწყების მიერ განსაზღვრული შესასრულებელი მითითებები. 6.2.3. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო სოციალური მუშაობის სრულყოფილად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაობის განმახორციელებელ საჯა რო დაწესებულებას გააჩნდეს მუშაობის მკაფიოდ განსაზღვრული დრო, სოციალური მუშაკის საქმეებით დატვირთვის ზედა ზღვარი, სოციალური მუშაკის ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების სისტემა. საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის სოციალური მუშაობის განმახორციელებელ უწყებებში დადგენილია 5- დღიანი სამუშაო კვირა. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის, მათ შორის სოცი ალური მუშაკის სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა 193 აღემატებოდეს 8 საათს( არ იგულისხმება შესვენებისთვის გამოყო ფილი პერიოდი- 1 საათი), ხოლო კვირაში – 40 საათს. საჯარო უწყებებში სამუშაო დრო იწყება 09:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე. 199 საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, მათ შორის სოციალური მუშაკები სარგებლობენ უქმე და დასვენების დღეებ ში 200 დასვენების, ანაზღაურებადი და სასწავლო შვებულების უფ ლებით. სოციალურ მუშაკს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალე ბით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის, დამატებითი ფუნქციების დაკისრებისას, მათ შორის, ღამის საათ ებში, დასვენების/ უქმე დღეს სამუშაო პირობებში საქმიანობის გა მო ეძლევა სახელფასო დანამატი. გარდა ამისა, სოციალურ მუშაკს სახელფასო დანამატი მიეცემა ჯანმრთელობისათვის რისკის შემ ცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის გამოც. ღამის საათებში მუშაობა არის სამუშაო, როცა მოხელე, მათ შო რის სოციალური მუშაკი დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 სა ათამდე. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. სა ჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინე ბით, შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გა დაწყვეტილებით დაწესდეს ღამის საათებში მუშაობა, ან დაწესე ბულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/ და მოხელის გან ცხადების საფუძველზე შესაძლებელია მოხელე გადაყვანილ იქნეს ღამის საათებში სამუშაოდ. დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობაში იგულისხმება საქარ თველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენების დრო და უქმე დღეებში მუშაობა. ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები ნიშნავს სამუშაო პირობებს, გარემოს ან/ და სამუშაოს სპეციფიკას, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისათ 199 „ ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში სამუშაო დროის შესახებ“ საქარ თველოს პრემიერ- მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს N270 ბრძანება. 200 უქმე და დასვენების დღეებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის კო დექსი. 194 ვის და განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმო ადგენს უკიდურეს აუცილებლობას. ასეთ სამუშაო პირობებში მო ხელის გადაყვანა შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელ მძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სოციალურ მუშაკს შეუძლია უარი თქვას ზეგანაკვეთური სა მუშაოს შესრულებისთვის დანამატის მიღებაზე და მოითხოვოს დამატებითი დასვენების დრო ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორ ციულად. 201 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახ ლეს წარმოადგენს სოციალური მუშაკის საქმეთა დატვირთვის ზე და ზღვრის დაწესება. იგი წარმოადგენს სოციალური მუშაკის დამ ცავ მექანიზმს, რომელიც მას იცავს საქმეებით გადატვირთულო ბისგან. სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთულიდან გამომდინა რე, მიმდინარე საქმეთა( შემთხვევათა) ზღვრული ოდენობა 50- ს არ უნდა აღემატებოდეს. დამატებით მიღებული საქმეებით გათვა ლისწინებული შემთხვევები არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ოდენობას(50- ს) ამ ოდენობის ერთი მესამედით. აღნიშნული დე ბულება, რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ყველა სოციალური მუშაკს 50 საქმე მაინც უნდა ჰქონდეს, რადგან ზოგიერთ, მაგალითად კა ნონთან კოფლიქტში მყოფ პირებთან მომუშავე სოციალური მუშა კი, გაცილებით უფრო ცოტა შემთხვევაზე მუშაობს. აღნიშნული ნორმა თემში, ოჯახებთან და ბავშვებთან, სპეციალიზაციით დასაქ მებულ სოციალურ მუშაკებზე ვრცელდება. ყველა უწყებამ, თვი თონ უნდა დაადგინოს გონივრული ზღვარი, რომლის ფარგლებში 201 ვრცლად იხილეთ„ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის № 201 დადგენილება, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3646097,[22.08.2018]. 195 სოციალურმა მუშაკმა შესაძლოა ხარისხიანად შეასრულოს დაკის რებული სამუშაო. სოციალური სამუშაოს ზედა ზღვრის განსაზღვრა ემსახურება, ერთის მხრივ სოციალური მუშაკისათვის, შესაბამისი სამუშაო პი რობების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ, ბენეფიციარისათვის ხა რისხიანი სოციალური მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად, ყველა უწყებამ, თავად უნდა განსაზღვროს სოციალური მუშაკის შესაბამისი სამუშაო დატვირთვა, რომელიც არ უნდა აღემატებოდ ეს 50 მიმდინარე შემთხვევას. სოციალური მუშაკების დღევანდელ სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს სოციოლოგიური კვლევა, რომე ლიც 2017 ივნის/ ივლისში ჩატარდა, წინ უძღოდა" სოციალური მუშაობის შესახებ" კანონის მიღებას. 202 რომლის მიხედვითაც ერთი სოციალური მუშაკი თვეში, საშუალოდ, 100- დან 120- მდე შემთხვე ვაზე მუშაობს. საერთაშორისო ნორმით, 10 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი ან, საუკეთესო შემთხვევაში, 5 ათას მოსახლე ზე ერთი სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს. საქართველოში კი, საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით, ერთ სოციალურ მუშაკზე 15 557 მოსახლე მოდის. 203 კვლევის დასკვნის თანახმად კი: „ ქვეყანაში სოციალურ მუშაკთა მცირე რაოდენობის გამო , მათ არა სამუშაო დროს უწევთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულე ბა , მრავალ ქეისზე ერთდროულად მუშაობენ , რაც თავისთავად პროფესიული გადაწვის საფრთხეს მოიაზრებს . აქედან გამომდინა რე სასურველი იქნება , თუ სოც . მუშაკთა რაოდენობა გაიზრდება და ანაზღაურების გაცემა მოხდება სამუშაო დატვირთვის შესაბა მისად “ . სწორედ, ამ კვლევის საფუძველზე მიიღო კანონმდებლებმა გადაწვეტილება, რომ სოციალური მუშაკებისათის განსაზღვრუ 202 „ სოციალური სამუშაო, სოციალური მუშაკების ფუნქციები და სტატუ სი“, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია დამოკრატიის განვითარე ბის სააგენტოს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2017 ივნისი/ ივლისში. https://ddaagencyblog.files.wordpress.com/2017/10/fes_analysis_.pdf 203 იქვე გვ. 16. 196 ლიყო, მაქსიმალურ საქმეთა ოდენობა, და გარდა ამისა უზრუნ ველყოფილი იქნეს მეტი სოციალური მუშაკის დასაქმება. 6.2.4. სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები დაღუპ ვის, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების დროს „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით მო წესრიგდა სოციალური მუშაკის სოციალური ალიმენტაციის სა კითხები. კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედებს სოციალური მუშაკისა და მისი ოჯახის მატერიალური დახმარების ზოგადი წე სი. იგი ორგვარია: ა) ოჯახის დახმარება - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულე ბასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევა ში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახ მარება 10 000 ლარის ოდენობით, მიუხედავად სოციალური მუშა კის დასაქმების ადგილისა; ბ) სოციალური მუშაკის დახმარება - სოციალურ მუშაკს, რო მელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავში რებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული, ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმ ეტეს 5 000 ლარისა, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა. ტერ მინის-„ დასახიჩრება“ – შინაარსობრივი მოცულობა კანონმდებ ლობით არ არის განსაზღვრული. მიზანშეწონილია იგი გამოყენე ბულ უნდა იქნეს ფართო გაგებით და სამსახურებრივი მოვალეობ ის დროს სხეულის ნებისმიერი დაზიანება, რაც კი სამედიცინო ჩა რევას საჭიროებს, დაექვემდებაროს ანაზღაურებას. 204 204 საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარები, რედ. ე. ქარდავა, თბილისი, 2018, გვ. 237. 197 6.3. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა და წახალისება სოციალური მუშაობა დამოუკიდებელი საქმიანობაა. თუმცა, როგორც საზოგადოებრივი, აგრეთვე ბენეფიციარის ინტერესები დან გამომდინარე იგი ზედამხედველობას ექვემდებარება. სოცი ალური მუშაობის ზედამხედველობის ფარგლები საკანონმდებლო დონეზე პირველად„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართვე ლოს კანონმა განსაზღვრა. იგი ადგენს არა სოციალური მუშაკის საქმიანობაში ჩარევის მექანიზმს, არამედ კონტროლის ინსტრუმენ ტებს. გარდა ამისა , ამ კანონით გათვალისწინებული იქნა სოციალ ური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომე ლიც გამომდინარეობს საჯარო დაწესებულებაში პირის მიმართ დისციპლინური დევნის მიზნებიდან, პრინციპებიდან და პროცე დურებიდან. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აქცენ ტირება ხორციელდება სოციალური მუშაკის წახალისების ფორ მებსა და კარიერულ წინსვლაზეც. კანონმა შექმნა სოციალური მუ შაობის მასტიმულირებელი მექანიზმები, რომლის ძირითადი მი ზანი სოციალური მუშაკის მოტივაციის ამაღლება, საქმიანობის დაფასებაა. 6.3.1. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა სოციალური მუშაობის სფეროში ცენტრალური ადგილი უკავია სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობას. იგი არის სოციალური მუშაობის განუყოფელი ელემენტი. სოციალური მუ შაკის საქმიანობის ზედამხედველობა მნიშვნელოვანია სოციალ ური მუშაობის სისტემის ეფექტიანობისთვის, სოციალური მუშა კის პროფესიული ზრდის ხელშეწყობისა და მის მიერ მაღალი ხა რისხის მომსახურების მიწოდებისთვის, ბენეფიციარისთვის- მი იღოს სრული და მის პრობლემებზე ორიენტირებული მომსახურე ბა. მას კავშირი მხოლოდ სოციალური მუშაობის სფეროსთან გააჩ 198 ნია და არ გულისხმობს სოციალური მუშაკის, როგორც საჯარო მო სამსახურის საქმიანობის კონტროლს. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა ორი კომ პონენტისგან შედგება: სოციალური მუშაკის თვითშეფასებისგან და შრომის ზედამხედველობისგან. ა) სოციალური მუშაკის თვითშეფასება გულისხმობს მის მიერ სოციალური მუშაობის ჩატარებისას თითოეული გეგმის ფარგლებ ში და გეგმის მიღმა განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეფასებას. მას შესაძლებელია გააჩნდეს ყოველთვიური, კვარტა ლური ან/ და წლიური ხასიათი. სოციალურმა მუშაკმა თვითშეფა სება ობიექტურად უნდა განახორციელოს. თვითშეფასების დოკუ მენტი უნდა მოიცავდეს, როგორც საქმიანობაში წინსვლას, ისე საქ მიანობაში ხარვეზებს, უნდა განსაზღვრავდეს გამოწვევებს და უწყებას სთავაზობდეს მისი საქმიანობის გაუმჯობესების, განვითა რების გეგმას. ბ) სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა არის სოცი ალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის პროცესი, რომ ლის მიზანია სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების მიზნობრიობისა და კანონიერების შემოწმება. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობას ახორციელებს ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა შესაძლებელია გულისხმობდეს, როგორც კონკრეტული შემთხვევების, აგრეთვე სოციალური მუშაკის წლიური საქმიანობის შეფასებას. კონკრეტუ ლი შემთხვევების შეფასება ხდება შემთხვევითი შერჩევით, ან ბე ნეფიციარის მიმართვის საფუძველზე. სოციალური მუშაკის საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ობი ექტური დასკვნის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, სოციალური მუშაკის მიერ განხორ ციელებული მომსახურება, სოციალური მუშაობის შედეგები, ბენე ფიციარების მოსაზრება, უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარმოდ გენილი სოციალური მუშაკის დახასიათება და სხვა. 199 სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა შესაძლე ბელია განახორციელოს სოციალური მუშაკის დამსაქმებელი უწყე ბის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელმა( მაგალითად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა), რომელშიც სოცი ალური მუშაკია დასაქმებული, ან მოწვეულმა პირმა, რომელიც ამ მიზნით იქნება მოწვეული და ასეთი ფუნქცია პირდაპირ ექნება დაკისრებული. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედვე ლობის განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება. 6.3.2. სოციალური მუშაკის წახალისება და კარიერული წინსვლა ნებისმიერი შრომით ურთიერთობაში მნიშვნელოვანია პერსო ნალის წახალისება. იგი ხელს უწყობს შრომითი მოტივაციის, კვა ლიფიკაციის ამაღლებას, დაკისრებული ფუნქციების უფრო წარმა ტებით განხორციელებას და დასაქმებულის მაქსიმალური შესაძ ლებლობების გამოვლენას. პერსონალის მოტივირება არის ერთ ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექ ტიანად განხორციელებისთვის. მოტივირებულ თანამშრომლებს ახასიათებთ დისციპლინა, ინიციატივები, პასუხისმგებლობის მა ღალი დონე, ინოვაციურობა, პოზიტიური სამუშაო ურთიერთობე ბი. 205 თანამშრომლისთვის მოტივაციის ზრდა ხორციელდება მატე რიალური და არამატერიალური წახალისების გზით, ორივე მათგა ნი უმნიშვნელოვანესია საჯარო დაწესებულებისთვის. 206 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონმა გაით ვალისწინა ზემოთ უკვე აღნიშნული მიდგომა და განსაზღვრა სო ციალური მუშაკის წახალისებისა და კარიერული წინსვლის პრინ ციპები. სოციალური მუშაკის წახალისების აღნიშნული კანონით დადგენილი მატერიალური და არამატერიალური ფორმებია: ა) მადლობის გამოცხადება - გამოიყენება ხელმძღვანელის გა დაწყვეტილებით, თუ სოციალური მუშაკის შეფასების შედეგებია 205 იქვე, გვ. 209. 206 იქვე. 200 „ საუკეთესო შეფასება“ და„ კარგი შეფასება“. მას გადაეცემა მადლო ბის სიგელი, რომლის ფორმაც მტკიცდება იმ საჯარო დაწესებულე ბის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, რომელშიც სოციალ ური მუშაკია დასაქმებული. ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა - იგი შეიძლება სოციალურ მუშაკს გადაეცეს, თუ შეფასების შედეგად მიიღებს„ საუკეთესო“ ან„ კარგ“ შეფასებას. სოციალურ მუშაკს ფულადი ჯილდო გადაეცემა დამ საქმებელი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქ ტით. ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება„ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად: ფულადი ჯილდო არის მოხელის, მათ შორის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგების შესაბამი სად წახალისების საშუალება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/ და მის მიერ განსაკუთრე ბული სირთულის, ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათ ვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება. საჯარო დაწესე ბულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებუ ლი ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%- ს. თუმცა, დაშვებულია გამონაკლისი, როცა განსაკუთრებულ შემ თხვევაში შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად მიეცეს ფულადი ჯილდო დადგენილი ზღვრული ოდენობის გა უთვალისწინებლად. გ) ფასიანი საჩუქარი, როგორც წახალისების ფორმა, გამოიყენ ება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თუ სოციალური მუშაკის შეფასების შედეგებია„ საუკეთესო შეფასება“ და„ კარგი შეფასება“. სოციალური მუშაკი მიიღებს მხოლოდ კანონით ნებადართულ სა ჩუქარს და თავიდან ირიდებს ისეთი საჩუქრის მიღებას, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლე ბამოსილების განხორციელებაზე, ან, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს 201 მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმ ცემის წინაშე. საჩუქარი 207 არის საჯარო მოსამსახურისათვის, მათ შორის სოციალური მუშაკისთვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსას ყიდლოდ, ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ან გა წეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად, ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წე სიდან გამონაკლისს. სოციალური მუშაკის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამო ყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. მისი წახალისება ხდება უშუალო ხელმძღვანელის, ან ზემდგომი თანამდებობის პი რის წარდგინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი საქმი ანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. სოციალური მუშაკის პროფესიული განვითარებისთვის განსა კუთრებით მნიშვნელოვანია მისი კარიერული წინსვლა, თანამდე ბობრივი ზრდა. კარიერული წინსვლა აგრეთვე უწყობს ხელს მის პროფესიულ განვითარებას, ზრდის მოტივაციას და კვალიფიციურ პერსონალს ამაგრებს საჯარო დაწესებულებაში. ორგანიზაციას ამ მიმართულებით უნდა გააჩნდეს პრაგმატული მიდგომა.„ სოციალ ური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონმა ცალკე საკითხად გამოყო სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა. იგი დაუკავში რა სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინ გის შედეგებს. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლისას გა სათვალისწინებელია მისი სამუშაო გამოცდილება, მის მიერ გან ხორციელებული საქმიანობის შედეგები და მნიშვნელობა ბენეფი ციარისა და საზოგადოებისათვის. სოციალური მუშაკის კარიერული განვითარება ხდება: ა) ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის 207 „ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფ ციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, ხელმისაწვდომია ვებ- ვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/33550[22.08.2018]. 202 თანამდებობაზე გადასვლისას; ბ) დაბალი თანამდებობიდან იმავე იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადასვლისას. 6.3.3. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობა სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინ გის შედეგების საფუძველზე მის მიერ დისციპლინური გადაცდო მის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს დისციპლინური პასუხისმგებ ლობა დაეკისრება. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კა ნონით, ხოლო დისციპლინური წარმოების პროცედურები, წესები და პრინციპები„ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანო ნით. დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაც დომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლი ნური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებ ლობის ზომის განსაზღვრა. იგი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) კანონის უზენაესობა და კანონისმიერი დათქმა- არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა კანონ მდებლობით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. ბ) არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლი ნური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაც დომისათვის. გ) პირი არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმო ებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/ და თუ არსებობს სხვა გა რემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გა დაწყვეტაზე. დ) დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინცი პის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს. ე) პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შე ფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამ დე. 203 სოციალური მუშაკის დისციპლინური გადაცდომა შესაძლებე ლია იყოს მძიმე, ან მსუბუქი. მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ, ან გაუფრთხილებ ლობით შეუსრულებლობა- მოიაზრება ყოველგვარი ქმედება – მოქმედება, თუ უმოქმედობა, რომელიც უკავშირდება სამსახურე ობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას 208 სოციალური მუშაკის ქმედება ასეთ გადაცდომად რომ ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს მისი სამსახურეობრივი მოვალეობები( საჯარო დაწესებულების დებულების, საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის, კონკრეტუ ლი სტრუქტურული ერთეულის დებულების, სოციალური მუშა კის თანამდებობის საქმიანობის და ფუნქციების აღწერილობის მი ხედვით). თუ დგინდება, რომ სოციალურმა მუშაკმა არ შეასრულა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობები, მი უხედავად მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა( ანუ იყო ეს განზრახი, თუ გაუფრთხილებელი ქმედება), იგი ჩაითვლება დის ციპლინურ გადაცდომად. ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ, ან გაუფ რთხილებლობით შექმნა- სოციალური მუშაკის ნებისმიერი ქმე დება, იქნება ეს განზრახი, თუ გაუფრთხილებელი, თუ აზიანებს საჯარო დაწესებულების ქონებას( მოძრავსა, თუ უძრავს) ჩაით ვლება დისციპლინურ გადაცდომად. ქონების დაზიანების საფ რთხეში მოიაზრება ისეთი ქმედებები, რომელთა საშიშროება რე ალურია და მიუკერძოებელ პირს ჩამოუყალიბებდა საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ქმედება რეალურად გამოიწვევდა საჯარო დაწესებულების ქონების დაზიანებას; 209 გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულვებელყო ფა, ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საჯარო დაწესებულების 208 საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარები, რედ. ეკა ქარდავა, თბილისი, 2018, გვ. 283-284. 209 იქვე, 284-285. 204 დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადე ნილი, თუ სამსახურის გარეთ. დისციპლინური გადაცდომა ჩაითვლება მძიმედ, თუ: ა) მან გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) მის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუ ტაციას; გ) მის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) მის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუ შავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს, ან საჯარო ინტერესს; ე) პირმა უარი თქვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შე ფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. 210 სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზო მებია 211 : ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) ხელფასის( თანამდე ბობრივი სარგოს) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლო ბის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის დაწესებულე ბა, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული. 210 „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის 85- ე მუხლის მე-3 პუნქტი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098[22.08.2018]. 211 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63- ე მუხლი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4231958[22.08.2018]. 205 თავი 7. სოციალური მუშაობის შესრულების უფლებამოსილი უწყებები სოციალური მუშაობის სისტემის ეფექტიანობისთვის მნიშვნე ლოვანია სოციალურ მუშაობაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და მათი უფლებამოსილებების, ფუნქციების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა. სოციალური მუშაობის შესრულებაზე უფლებამოსი ლი უწყებების, მათი კომპეტენციების პირდაპირ დადგენა ხელს უწყობს სოციალური მუშაობის ინსტიტუციურ, დარგობრივ სის ტემატიზაციას, პასუხისმგებლობას აკისრებს სოციალური მუშაობ ის თითოეულ მიმართულებაზე შესაბამის უწყებას და ზრდის სო ციალური მუშაობის განმახორციელებელი უწყების ანგარიშვალ დებულების ხარისხს. აქედან გამომდინარე,„ სოციალური მუშაობ ის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა უწყებები, რო მელთა ფარგლებში სოციალური მუშაობა შეიძლება განხორციელ დეს. აღსანიშნავია, რომ კანონმა სოციალური მუშაობის განმახორ ციელებელი ინსტიტუტების წრეც გააფართოვა. ამასთან, აღნიშ ნულმა კანონმა თითოეული უწყებისთვის მათი დარგობრივი კომ პეტენციიდან გამომდინარე ჩამოაყალიბა სოციალური მუშაობის სფეროები და შექმნა სოციალური მუშაობის ინსტიტუციური სის ტემა. ამ კანონით სოციალური მუშაობა, მისი პრინციპები და სტან დარტები ერთიანია, ხოლო სოციალური მუშაობის სფეროები დი ვერსიფიცირებული. სოციალური მუშაობის ინსტიტუციურ სისტემაში შედიან სა ქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო( მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იუირიდიული პირები 212 ), 212 საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს სამართლებრივი აქტით შექმნილი, საკანონ მდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკე ვებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით, დამო 206 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო( მისი მმართველობის სფე როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები), საქარ თველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სა მინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი- ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვი სა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და მუნიციპალიტეტები. კერძო სამართლის იურიდიული პირი( არასახელმწიფო ორგანიზა ცია) არ მოიაზრება სოციალური მუშაობის ინსტიტუციურ სისტე მაში, თუმცა,„ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანო ნი მას პირდაპირ ანიჭებს სოციალური მუშაობის განხორციელების უფლებამოსილებას. სოციალური მუშაკის ფუნქციები, უფლებამოსილებები წინამ დებარე სახელმძღვანელოს წინა თავებში იქნა განხილული. ამ ნა წილში საუბარია თითოეული ზემოთ დასახელებული უწყების იმ კომპეტენციაზე, რომელიც ერთი მხრივ, სოციალური მუშაობის სფეროში გააჩნია, მეორე წარმოადგენს ასეთ უწყებაში დასაქმებუ ლი სოციალური მუშაკის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს. 7.1. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საპარლამენტო კონტროლი საქართველოს პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, იგი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. პარ ლამენტი არის ერთადერთი უწყება, რომელიც იღებს საკანონმდებ ლო აქტებს( კანონს, ორგანულ კანონს, კონსტიტუციურ კანონს), განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. საქართველოს პარლამენტს გარდა საკანონმდებ ლო და პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციისა, გააჩნია აღმასრულე ბელი ხელისუფლების კონტროლის ძალაუფლება. უკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალ ურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ან სხვა საჯარო საქმიანობას. 207 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი პარლა მენტს სოციალური მუშაობის სფეროში ორ მნიშვნელოვან უფლე ბამოსილებას ანიჭებს. იგი ერთი მხრივ, განსაზღვრავს სოციალ ური მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკას, მეორე მხრივ, ახორციელ ებს საპარლამენტო კონტროლს სოციალური მუშაობის სფეროში. სოციალური მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია ამ სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დაადგინოს სოციალური მუშაობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულე ბები, როგორც სოციალური მუშაობის მთლიანი სისტემის, აგრეთ ვე მისი თითოეული სფეროს განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები და შესაბამის უწყებებს დაავალოს მა თი იმპლემენტაცია, განსაზღვროს სოციალური მუშაობის სახელ მძღვანელო პრინციპები, სოციალური მუშაკის პროფესიული სტან დარტები და სხვა. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია სოციალური მუ შაობის სფეროში განახორციელოს კონტროლი. იგი გულისხმობს ერთი მხრივ, სოციალური მუშაობის სფეროში მიღებული საკანონ მდებლო აქტების უწყებების მიერ შესრულების კონტროლს, მეორე მხრივ, სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებული უწყებრივი საქ მიანობის კონტროლს. ამ მიზნით, მას უფლება აქვს ყოველწლიურ ად ყველა შესაბამისი უწყებისგან მოისმინოს სოციალური მუშაობ ის შესახებ ანგარიში, რომელიც შესაძლებელია გახდეს პარლამენ ტის მსჯელობის საგანი. გარდა ამისა, პარლამენტი უფლებამოსი ლია ნებისმიერ დროს ინდივიდუალურად რომელიმე უწყებისგან სამინისტროსგან ან/ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის გან მოისმინოს სოციალური მუშაობის შესახებ ანგარიში, მისი სრულყოფის მიზნით გასცეს რეკომენდაციები და ა. შ. საქართვე ლოს პარლამენტის მიერ დაგეგმილია სოციალური მუშაობის გან მახორციელებელი უწყებების საქმიანობის კონტროლის სპეციალ ური ფორმატის შექმნა, რაც ასეთ უწყებებს დააკისრებს წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე( ე. ი. ყოველი კალენ დარული წლის თებერვლის პირველ სამშაბათამდე) საქართველოს 208 პარლამენტისთვის სოციალური მუშაობის შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენას. საქართველოს პარლამენტისთვის სოციალური მუშაობის სა ხელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებისა და სო ციალური მუშაობის განმახორციელებელი უწყებების საქმიანობის მაკონტროლებელი ფუნქციის მინიჭება მიუთითებს სოციალური მუშაობის, როგორც დარგისა და პროფესიის განსაკუთრებულ მნიშნელობაზე, სახელმწიფოს ნებაზე- სოციალური მუშაობის სის ტემისთვის შექმნას განვითარების მყარი საფუძველი. 7.2. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი საქართველოს მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა, რომელიც პარლამენტის მიერ განსაზღვრული მიმართულებების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენ ტის წინაშე. იგი კოლეგიური ორგანოა და შედგება პრემიერ- მინის ტრისა და მინისტრებისაგან. სოციალური მუშაობის სფეროში საქართველოს მთავრობა კო ორდინაციას უწევს უშუალოდ სამინისტროების საქმიანობას, ხო ლო სამინისტროების მეშვეობით საჯარო სამართლის იურიდი ული პირების ფუნქციონირებას და აკონტროლებს მათ. გარდა ამ ისა, იგი უფლებამოსილია სოციალურ მუშაობასთან, მის თი თოეულ დარგობრივ მიმართულებასთან დაკავშირებით მიიღოს კანონქვემდებარე აქტები და შეიმუშავოს და პარლამენტს წარუდ გინოს კანონპროექტები. მთავრობას ეკისრება სოციალური მუშაობ ის სფეროში მიღებული საკანონმდებლო აქტების აღსრულების, რეალიზაციის ვალდებულება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი დადგე ნილებით იმ საჯარო დაწესებულებისთვის, რომელშიც სოციალ ური მუშაკია დასაქმებული, განსაზღვროს სოციალური მუშაკის ის დამატებითი უფლებამოსილებები, რომლებიც„ სოციალური მუშა ობის შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ არ არის გათავ ლისწინებული, თუმცა გამომდინარეობს აღნიშნული კანონით 209 დადგენილი სოციალური მუშაობის პრინციპებიდან, სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებიდან, ფუნქციებიდან და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის რეალიზაციას. 7.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 213 სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს საქმიანობის სფე რო და ამოცანები უკავშირდება მოსახლეობის მიზნობრივი სოცი ალური დახმარებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გან საზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლე ბის მიწოდებას, ბავშვებზე ზრუნვას, ოჯახში ძალადობის წინააღ მდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პო ლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას. 214 ამ ამოცანების განხორციელებისთვის სამინისტროს კომპეტენციაა: 215  სოციალური დაცვის მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებ ლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პრო ექტების შემუშავება და მიღება( გამოცემა);  სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; 213 „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო ბის 2005 წლის 31 დეკემბრის № 249 დადგენილების პირველი მუხლი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12460,[22.08.2018]. 214 იქვე, მე-2 მუხლი. 215 იქვე, მე-3 მუხლი. 210  სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორცი ელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავე ბა;  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გა მიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკი ცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონი ტორინგი;  მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზ რუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დამ ტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონი ტორინგი;  ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცე ბა; სხვადასხვა სპეციალიზებული დაწესებულების( მაგალი თად, დღის ცენტრი, სათემო ორგანიზაცია და სხვა) სტან დარტების შემუშავება და დამტკიცება;  ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუ შავება და განხორციელების ზედამხედველობა;  შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკ ლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში სახელმწი ფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყო ბა;  ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინა ცია და კონტროლი;  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძა ლადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა და სხვა. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღე ბამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ თა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის ტროს კომპეტენციები სოციალური მუშაობის სფეროში სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებით იყო განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სამინისტროს ფარგლებში არ ხორციელდებოდა სოცი 211 ალური მუშაობა. აღნიშნული კანონის მიღებით სოციალური მუშა ობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილების სისტემური ფორ მით ჩამოყალიბება განხორციელდა და მას დაემატა მნიშვნელოვა ნი კომპონენტი- სოციალური მუშაობის წესის განსაზღვრა ჯან დაცვის დაწესებულებებში. თუმცა, მიდგომა არ შეცვლილა და იგი ამ მიმართულებით კვლავ ფლობს უწყებრივი პოლიტიკის შემუშა ვების, კოორდინაციის, ზედამხედველობის განხორციელების ფუნ ქციებს. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მი ხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევ ნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი ნისტრო სოციალური მუშაობის სფეროში:  განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკე ბის საჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს სოციალ ური მუშაობის ჩატარების წესს;  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტი კის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშა ვებაზე; ნიშანდობლივია, რომ სამინისტრო ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს- საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სოციალური მომსახურების სა აგენტოს საქმიანობას და ახორციელებს მის სახელმწიფო ზედამ ხედველობას. სახელმწიფო ზედამხედველობაში მოიაზრება ერთი მხრივ, სააგენტოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის კონტრო ლი, მეორე მხრივ, სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობ ის კანონიერების , მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის კონტრო ლი. 212 სოციალური მომსახურების სააგენტო 2007 წელს შეიქმნა, 216 იგი წარმოადგენს სოციალური სუბსიდირების სააგენტოს უფლებამო ნაცვლეს. სოციალური მომსახურების სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური, ძირითადი ორგანოა. იგი ერთ- ერ თი ის საჯარო დაწესებულებაა, რომლის ფარგლებშიც სოციალური მუშაობა ყველაზე მასშტაბურად ხორციელდება. სოციალური მომ სახურების სააგენტოში საჯარო დაწესებულებებს შორის რაოდენ ობრივად ყველაზე მეტი სოციალური მუშაკია დასაქმებული. 217 სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოცი ალური მუშაკების სამიზნე ჯგუფებია: მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რთული ქცევის მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, მიუსაფარი ბავშვები, მოწმე, დაზარალებული, ბრალდე ბული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები, სოციალურად დაუცველი ხანდაზმული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები. სოციალური მომსახურების სააგენტო საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:  დისკრიმინაციის აკრძალვა - სააგენტო ვალდებულია საქმი ანობისას გამორიცხოს პირის დისკრიმინაცა მისი სოციალ ური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რე ლიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მი ხედვით; 218 216 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივ ნისის № 190/ ნ ბრძანება, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/71380,[17.08.2018]. 217 სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თბილისი, 2011, გვ. 9-14. 218 ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა და საკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულ ფასოვნების, ოჯახური ან/ და სოციალური მდგომარეობის გათვალის 213  ადამიანის უფლებების პატივისცემა - სოციალური დახმარე ბის სფეროში სააგენტო იცავს ადამიანის უფლებებსა და თა ვისუფლებებს;  დამოუკიდებლობა - სააგენტო კანონმდებლობით გან საზღვრული საკითხების გადაწყვეტისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ბენეფიციარის საუკ ეთესო ინტერესების შესაბამისად;  სამართლიანობა და მიუკერძოებლობა - სააგენტო საკუთარ საქმიანობას ახორციელებს სამართლიანობის პრინციპის სა ფუძველზე, იგი მიუკერძოებელია და მოქმედებს კანონმდებ ლობის შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების თანა ზომიერი გათვალისწინებით;  კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა - სოცი ალური მომსახურების სააგენტოს ეკისრება სოციალურ მუ შაობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწი ნებული წესების, სტანდარტების, პროცედურების განუხრე ლად შესრულების ვალდებულება. იგი საქმიანობას წარმარ თავს საჯაროობის პრინციპის დაცვით, თუმცა, ბენეფიციარ ის ინტერესიდან გამომდინარე იცავს კონფიდენციალურობ ის პრინციპს. სოციალური მუშაობის სფეროში სააგენტოს დამფუძნებელი დებულების მიხედვით, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებე ბია: 219  სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების გან ხორციელება; წინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრე ბული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად. 219 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივ ნისის № 190/ ნ ბრძანების მე-2 მუხლი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/71380,[22.08.2018]. 214  სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;  სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;  ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;  საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალის წინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;  უცხო სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრა ლური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა;  მეურვის/ მზრუნველის/ მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამ ხედველობა, რომელიც გულისხმობს მისი მოვალეობების განხორციელების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება დადგენილი პერიოდულობით, სააგენტოს/ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს ინიციატივით, შერჩევითი პრინციპით, შემხვედრი აუცილებლობიდან გა მომდინარე, როდესაც არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის აუცილებლობის შესა ხებ;  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავ შვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) 220 პროცედუ რებში ჩართული სუბიექტის მიერ ბავშვზე ძალადობის გა 220 ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურების მი ზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებუ ლი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. დეტალურად იხ.: „ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექ ტემბრის № 437 დადგენილება, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478,[17.08.2018]. 215 მოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შე საბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებუ ლების შეუსრულებლობაზე რეაგირება. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით კიდევ უფრო დაზუსტდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპე ტენციები სოციალური მუშაობის სფეროში. სააგენტოს ფუნქცი ებია: ა) „ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქარ თველოს კანონის ფარგლებში შვილად აყვანისა და მინდობით აღ ზრდის პროცედურების განხორციელება - შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სააგენტო ახორციელებს სახელმწი ფო პოლიტიკასა და პასუხისმგებელია ბავშვის უფლებების დაცვა ზე. მას ეკისრება შვილად აყვანასთან, მინდობით აღზრდასთან და კავშირებული რეესტრის წარმოების, სისტემატიზებისა და დამუ შავების, შენახვისა და გაცემის ფუნქცია. იგი მონაწილეობს საერთა შორისო და ადგილობრივი შვილად აყვანის პროცედურებში, ორ განიზებას უწევს მინდობით აღზრდის პროგრამაში ბავშვის მონა წილეობას, ზედამხედველობას უწევს მინდობით აღმზრდელის საქმიანობას, ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირი სა და მინდობით აღსაზრდელის, მათი თავსებადობის შეფასებას და ა. შ. საქართველოს მასშტაბით ამ პროცედურებს სააგენტო საკუთა რი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით წარმართავს. განსა კუთრებით მნიშვნელოვანია სააგენტოს როლი, საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესში. საერთაშორისო შვილად აყვანის ურ თიერთობებში სააგენტო არის ცენტრალური ორგანო. იგი კოორ დინაციას უწევს საქართველოს ყველა სახელმწიფო ორგანოსა და დაწესებულების საქმიანობას საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით. საქართველოს ყველა ორგანო და დაწესებულება, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია საერთაშორისო შვილად აყვანასთან და კავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ან შეუსრულებ ლობის რისკის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრალურ ორ 216 განოს- სააგენტოს. საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში მისი უფლებამოსილებაა: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) განახორციელოს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედუ რები; გ) კოორდინაცია გაუწიოს ყველა ორგანიზაციას/ დაწესებულე ბას, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ საერთაშორისო შვი ლად აყვანის ურთიერთობებში, მიუხედავად მათი სამართლებრი ვი ფორმისა; დ) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახუ რებთან და გაუცვალოს მათ ინფორმაცია; ე) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს საერთაშორი სო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. სააგენტოს უფლება აქვს, საერთაშორისო შვილად აყვანის სფე როში, თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ჰააგის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს შესაბამის ორგანოსთან გააფორმოს ურ თიერთგაგების მემორანდუმი. ბ) „ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტი ზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ პროცე დურებში მონაწილეობა - იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება პი რის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისთვის ექ სპერტიზა, სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებს პირის მეურვეობის/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის ფუნქციებს. გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარ გლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას სოციალური მომსახურების სააგენტო როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე სუბიექტია და მინიჭებული აქვს მისი საპრო ცესო წარმომადგენლობის კომპეტენცია. სააგენტო აგრეთვე მონა წილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და და ზარალებულს შორის დიალოგის( მედიაციის) პროცესში. 217 დ) სასამართლო წარმოებისას არასრულწლოვანთა, ან მხარდა ჭერის მიმღებთა კანონიერი ინტერესების დაცვა - სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველო ბის ორგანოს სათანადო შემთხვევებში( მაგ.: ბავშვის მიკუთვნების შესახებ საქმე, მშობლის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, ან ჩა მორთმევის შესახებ საქმე და სხვა) ეკისრება არასრულწლოვანისა და მხარდამჭერის მიმღები პირის ადმინისტრაციულ და სამოქალა ქო საქმეებზე წარმომადგენლობის ვალდებულება. ე) ბენეფიციარის საჭიროებების შესწავლა - სოციალური მომსა ხურების სააგენტო აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავ ლენს და განსაზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭი როებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომ სახურებებთან; ვ) ბენეფიციარზე ზრუნვის პროგრამების ადმინისტრირება მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მი მართვიანობის პროცედურებს, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას; ზ) მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირების დახმარება - სოცი ალური მომსახურების სააგენტო დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ ოჯახებსა და ხანდაზმულებს; თ) სოციალური მუშაკების განსაზღვრა - სოციალური მომსახუ რების სააგენტო ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პი რებს( სოციალურ მუშაკებს). ამ ფუნქციის განხორციელებისას იგი ითვალისწინებს სოციალური მუშაკის სამსახურებრივი დატვირ თვის ხარისხს და პროფესიულ კვალიფიკაციას. ი) ბავშვის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულე ბაში მონაწილეობა - სოციალური მომსახურების სააგენტო მონაწი ლეობს ბავშვის გადაცემასთან, ან შვილთან მეორე მშობლის ან/ და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებას 218 თან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულე ბის პროცესში. კ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბ ჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზე დამხედველობა - სოციალური მომსახურების სააგენტო პასუხის მგებელია რეგიონული საბჭოების გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობაზე. რეგიონული საბჭო წარმოადგენს სოციალ ური მომსახურების სააგენტოს, მისი ტერიტორიული სტრუქტურე ბის სათათბირო ორგანოს. მის შემადგენლობაში შედიან სააგენტოს ცენტრალური ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლები( მაგალითდ, ფსიქოლოგი, იურისტი და სხვა), სა ქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რე სურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები. 7.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო დაწესე ბულებაა. მას ფართო უფლებამოსილებები გააჩნია, რომელიც ძი რითადად უკავშირდება სამართალშემოქმედებით საქმიანობას, სა ერთაშორისო სასამართლოებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში საქართველოს წარმომადგენლობას, სხვადასხვა პროფესიული საქ მიანობის( მაგალითად, სანოტარო) რეგულირებას, საზღვარგარე თის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახ მარების შესახებ შუამდგომლობის შესრულებას, სისხლის სამარ თლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადე ბას და სხვა. 221 221 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შე სახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის № 389 დად გენილების მე-3 მუხლი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2177616,[17.08.2018]. 219 2018 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობა ციის სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციათა წრე გაფართოვდა და დაემატა სასჯელაღსრულე ბისა და პრობაციის კომპონენტები. 222 აქედან გამომდინარე, იუსტი ციის სამინისტროს დაევალა სასჯელის აღსრულების სფეროში ერ თიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, პატიმრობისა და თა ვისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება და პენიტენცი ური დაწესებულებების მართვა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სა ქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სოციალურ სამუშაოს უშუალოდ არ ახორციელებს. მისი პრაქტიკული რეალიზაცია სხავ დასხვა დარგობრივი მიმართულებით( მათ შორის, სასჯელაღსრუ ლებისა და პრობაციის სფეროში) სამინიტროს მმართველობის სფე როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების- 1. და ნაშაულის პრევენციის ცენტრის, 2. აღსრულების ეროვნული ბიურ ოსა და 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ხდება. იუსტიციის სამინისტროს ეკის რება მათ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონმა ცალსა ხად ჩამოაყალიბა დარგობრივი მიმართულებები, რომლის ფარ გლებშიც სოციალური მუშაობის კომპეტენცია ამ სამინისტროს მი ენიჭა. სოციალური მუშაობის სფეროში იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს:  სოციალური მუშაობა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის 222 „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 05 ივლისის კანონი, ხელმისაწ ვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4249951 [17.08.2018]. 220 პრევენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით;  სოციალური მუშაობა პენიტენციურ და პრობაციის სისტე მებში, იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სო ციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. ზემოთ აღნიშნული კომპეტენციები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. შესაბამისად, მა თი საქმიანობა სულ მცირე ამ მიზნების მიღწევას უნდა ემსახურე ბოდეს. სახელმძღვანელოს მომდევნო ნაწილებში განხილულია იუს ტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი ყველა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილებები, რომლებიც სოციალურ მუშაობას ახორციელებენ. 7.4.1. სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფლებამოსილე ბები საჯარო სამართლის იურიდიული პირი დანაშაულის პრევენ ციის ცენტრი 2014 წელს დაფუძნდა . 223 მისი მიზანია საქართველო ში დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია და მედიაციის ინსტიტუციონალური განვითა რება. ამ მიზნების მისაღწევად დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობა დაკავშირებულია დანაშაულის პირველად პრევენციას თან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებასთან, რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობასთან; ყოფილ პატიმართა რეაბილიტ აციასთან და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარ 223 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიცი ის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის № 16 ბრძანება, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2292225, [17.08.2018]. 221 გლებში რეფერალის სისტემის შემუშავებასთან, დანაშაულის რე ციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობასთან; განრიდების პროგ რამის მართვასთან და განვითარებასთან; მედიაციის( როგორც აღ დგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის) ინსტიტუციონალ ური განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორცი ელებასთან. 224 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მი ხედვით, სოციალური მუშაობის სფეროში დანაშაულის პრევენცი ის ცენტრის საქმიანობა ორ კომპონენტს უკავშირდება: 1. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას და 2. დანაშა ულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობას. სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილ იტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფლებამოსილებებია:  ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფა სების საფუძველზე მომსახურების ინდივიდუალური გეგ მის შემუშავება, მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსო ციალური მომსახურების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი;  ბენეფიციართა ოჯახის წევრებთა, ან უახლოეს წრესთან მუშაობის წარმართვა და პრობლემური შემთხვევების მარ თვა;  ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა;  ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალუ რი განათლების მომსახურების მიწოდება, მათი პროფესი ული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;  ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ- კულტურული და რეკრეაციული ღო ნისძიებების დაგეგმვა, მოძიება და მიწოდება; 224 იქვე, მე-2 მუხლი. 222  კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიცი ართა რესოციალიზაციის ხელშეწყობა;  ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაცი ის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობის სფეროში ცენტრის კომპეტენციაა:  დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბი ოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასება, მომსახურე ბის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი განხორ ციელების მონიტორინგი;  ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებე ბის დანერგვა, ან მოძიება და მიწოდება;  ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასე ბა;  ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონ სულტაციების გაწევა;  ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალ ისტებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, აგ რეთვე დღის ცენტრებისა და 24- საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისათვის და ნაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერ ვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა;  დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშა ვე სპეციალისტებისათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა სა კითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;  ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურების გან ხორციელება. 223 7.4.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილე ბები საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნუ ლი ბიურო 2008 წელს შეიქმნა. 225 მისი ძირითადი მიზანია„ სააღ სრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის წინებული აღსასრულებელი აქტების 226 აღსრულება, ისეთი დამა ტებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიმართულია პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის უზრუნველყოფი საკენ და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განტვირთვას. ამგვა რი მიზნების მიღწევისთვის აღსრულების ეროვნული ბიურო ახ ორციელებს: გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/ და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებას, ასევე, აღნიშ ნულ საქმეებზე სააუქციონო მომსახურებას; მესამე პირების მომარ თვის საფუძველზე ქონების შეფასების მომსახურებას; მოვალეთა რეესტრის წარმოებას, სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულებას და სხვა. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონმა აღ სრულების ეროვნულ ბიუროს დააკისრა აღსრულების პროცესში სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობის ფუნქცია, რაც გამოიხატება:  სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენეფიციარისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვაში; 225 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქ მედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვ ნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუს ტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის № 24 ბრძანება, ხელმისაწვდო მია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2339719, [22.08.2018]. 226 მაგალითად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძა ლაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენი ლება, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამ ტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/ და იურ იდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/ და ქონების ჩამორთმევის შესახებ და სხვა. 224  სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური მუშაკის დასწრების უზრუნველყოფაში, რომელიც საკუთარი კომპე ტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწევს და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება;  არამართლზომიერად გადაადგილებული, ან არამარ თლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეებ ში მონაწილეობაში. 7.4.3. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაცი ის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვ ნული სააგენტო„ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძ ნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. იგი საქართვე ლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემა ში შედიოდა, თუმცა,„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 05 ივლისის კანონის მიღების შემდგომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გადავიდა. სააგენტოს საქმიანობის მიზანია სასჯელის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მსჯავრდებულის რესოციალიზ აცია( მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია). სააგენტოს შემადგენლო ბაში შედის ტერიტორიული ორგანოები- პრობაციის ბიუროები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს ყველა რეგიონში. 227 227 " საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვ ნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცე ბის შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მი ნისტრის 2018 წლის 30 მაისის № 105 ბრძანება, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: http://probation.moc.gov.ge/geo/main/index/28,[22.08.2018]. 225 სოციალური მუშაობის დანერგვა პრობაციის სისტემაში და იწყო 2009 წლიდან არასრულწლოვან პრობაციონერებთან მუშაობ ის მიმართულებით ბავშვთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარ გლებში. 228 ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის შექმნის ერთ- ერთი ძირითადი მიმართულება არის არას რულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარება. რე ფორმის მიზანია არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართე ბაში შემუშავდეს სპეციალური მიდგომა, რომელიც განსხვავებული იქნება იმ მიდგომისგან, რაც სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში გამოიყენება. 229 არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვ ნული სააგენტო საკუთარ საქმიანობას ორი მიმართულებით ახორ ციელებს. მისი ამოცანაა 1. არასაპატიმრო სასჯელების აღსრულება; 2. პრობაციის რეჟიმის უზრუნველყოფა. 230 არასაპატიმრო სასჯელების აღსრულება - სააგენტო აღასრუ ლებს სასჯელებს თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლე ბის ჩამორთმევის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის და ნიშვნის, გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის, შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ და სხვა. პრობაციის რეჟიმის უზრუნველყოფა - სააგენტოს ეკისრება პი რობითი მსჯავრის დანიშვნისა და სასჯელის მოხდისაგან პირო ბით ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების ვალდებულება. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახ მად, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვ 228 ბერნჰარდტი, ე., ქელბაქიანი, ა., ნამიჭეიშვილი, ს., ბაროუზი, რ., შეყრი ლაძე, ი., საძაგლიშვილი, შ.: სახელმძღვანელო კურსისთვის: სოციალ ური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, თბილისი, 2014, გვ. 90. 229 იქვე. 230 „ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/21610,[17.08.2018]. 226 ნული სააგენტოს უფლებამოსილებები სოციალური მუშაობის სფე როში გულისხმობს პირის რესოციალიზაციის, რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით:  სრულწლოვანი/ არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებუ ლის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას შესაბამისი მე თოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე;  მონაწილეობას მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორებ ის ალბათობის დასადგენად და სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგ მას;  სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარ გლებში ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო მომსახუ რების მიწოდებას;  მუშაობას პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და კონსულტაციის გაწევის სა შუალებით;  მონაწილეობას პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისი სარეაბილიტაციო ტრენინგმოდულების შექმნა ში;  პირობით მსჯავრდებულების იმ ორგანიზაციებთან დაკავ შირებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;  მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის თვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას. სააგენტო აგრეთვე სოციალურ სამუშაოს ახორციელებს განრი დების და განრიდება- მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14- დან 21 წლამდე პირებთან. ამ პროგრამების ფარგლებში იგი ინდივიდუ ალურად აფასებს განრიდება- მედიაციის პროგრამისთვის მარ თლმსაჯულების სისტემისგან განრიდებული პირის მდგომარეობ 227 ას, ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, მონიტო რინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სააგენტო ხელს უწყობს ყოფილ მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვასა და მონაწილეობას. ამ მიზნის მიღწევისთვის სააგენტოში შექმნილია სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო, რომელიც უზრუნ ველყოფს:  პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე, სისხლის სამართლის პასუხის მგებლობისაგან განრიდებულთა კვალიფიციური ინდივი დუალური ბიოფსიქოსოციალური შეფასების ორგანიზებას;  პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანო ებში ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილ იტაციო პროგრამების მოდელების შემუშავება- ადაპტირე ბას, განხორციელებას და მართვას;  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზებას;  მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით პროფე სიული სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას;  პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემ ცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გა დასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და სხვა. 7.4.4. პენიტენციური სისტემის უფლებამოსილებები სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობისა და თა ვისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში მოქმედი სახელ მწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა 231 , რომელიც 2015 წელს საკა 231 სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს გამგებ ლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება. იგი შესაძლებელია შეიქმნას კანონით, ან მთავრობის დადგენილებით. 228 ნონმდებლო აქტით დაფუძნდა. 232 მისი მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის რეჟიმების აღსრულება, რომელსაც უზ რუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვე ობით. სამსახურის ფარგლებში აგრეთვე შექმნილია სოციალური სტრუქტურული ქვედანაყოფები. სპეციალურ პენიტენციურ სამსა ხურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები, რომელთა რაოდენობა 15- ს აღწევს, მათ შორის: ორი სამკურნალო, ერთი არას რულწლოვანთა სპეციალური და ერთი ქალთა სპეციალური დაწე სებულება. დაწესებულებების უმრავლესობა წარმოადგენს შერე ული ტიპის დაწესებულებას, რომელიც განლაგებულია საქართვე ლოს სხვადასხვა რეგიონში. მათი უმეტესობა განთავსებულია აღ მოსავლეთ საქართველოში, სადაც 12 დაწესებულებაა, ხოლო 3 და წესებულება დასავლეთ საქართველოშია. 233 სოციალური მუშაობა ხორციელდება, როგორც სპეციალურ პე ნიტენციურ სამსახურში( მის სოციალურ სამსახურებში), აგრეთვე პენინტენციურ დაწესებულებებში. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სა ფუძველზე პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება შემდეგი სახის სოციალური მუშაობა:  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის ხელ შეწყობა; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დაფუძნება შეიძლება თავ დაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წეს რიგის, სოციალურ- ეკონომიკურ, კულტურის, ან სხვა სფეროში სახელ მწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად. 232 „ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანო ნი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2835511,[17.08.2018]. 233 პენიტენციური დაწესებულებების სია დამტკიცებულია„ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური და წესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრო ბაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს № 106 ბრძანებით, ხელმი საწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2962334,[17.08.2018]. 229  ბრალდებულებისთვის/ მსჯავრდებულებისთვის კონსულტა ციის გაწევა;  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ადვოკატირება;  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირება;  მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება/ გადაფასე ბა;  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასე ბა/ გადაფასება;  რეციდივის ალბათობის დასადგენად მსჯავრდებულის რის კებისა და საჭიროებების შეფასება/ გადაფასება;  გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით სასჯელის მოხდის ინდი ვიდუალური გეგმის შემუშავება;  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფების იდენტიფიცირება მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით;  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო, პროგრამებში მონაწილეობა და ასეთი პროგრამების განხორ ციელება;  მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობა და ამგვარი პროგრამების რეალიზაცია;  ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმარ თულებების განსაზღვრა;  პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდე ბულთა შრომა/ დასაქმება;  ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ, კულტურული, სპორტული, რელი გიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელ ება;  მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის თვის მომზადება; 230  მუშაობის წარმართა მოშიმშილე ბრალდებულთან/ მსჯავ რდებულთან. 7.5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსა ყოფად მოქმედებს. სამინისტროსთვის მინდობილი სფეროებია გა ნათლება, მეცნიერება, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, სპორტი და ფიზიკური აღზრდა. ამ მიმართულებით სამინისტრო ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორ განოა. სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მი სი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას. სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარ გლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს განათ ლების სფეროში სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შე საბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. განათლების სფეროში სო ციალური პოლიტიკის განვითარება სამინისტროს მუდმივი ამოც ანაა. მას ამ მიმართულებით ეკისრება არა მხოლოდ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების, ასევე კოორდინაციული განხორცი ელების, ზედამხედველობის ვალდებულება. სამინისტრო სისტემის ფარგლებში სოციალური მუშაობა პრაქ ტიკული თვალსაზრისით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე ბებში ხორციელდება. ზოგადი განათლება არის განათლების ერთ ერთი საფეხური, რომლის მიზანია პირის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრი ვი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს, რომელსაც აქვს სამი საფეხური: დაწყებითი(6 წე 231 ლი), საბაზო(3 წელი) და საშუალო(3 წელი). 234 საქართველოს კონ სტიტუციის მიხედვით, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ზოგადი განათლების მიღება ზოგადსაგანმანათ ლებლო დაწესებულებაში- სკოლაში ხორციელდება. ზოგადსაგან მანათლებლო დაწესებულება/ სკოლა შეიძლება ფუნქციონირებ დეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი( ე. წ. საჯარო სკოლა), კერძო სამართლის სამეწარმეო( მოგებაზე ორიენტირებუ ლი) პირი, ან კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი ( კერძო სკოლები). სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო და თვითონ ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. აგრეთვე სა მინისტროს კომპეტენციაში შედის სკოლის კერძო სამართლის არ ასამეწარმეო იურიდიულ პირად დაარსებაც. სკოლას სამეწარმეო იურიდიულ პირად„ მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შე საბამისად ქმნის როგორც ფიზიკური, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა, მას ეკისრება ზოგადი განათლების სფეროში არსებული საკანონმდებლო სტანდარტებისა და პროცე დურების უზრუნველყოფის ვალდებულება. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მი ხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:  ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, მათი მშობლები სათვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისათვის ფსი ქოსოციალური მომსახურების მიწოდებას;  მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღ მოსაფხვრელად მუშაობას;  სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოცი ალურ- პედაგოგიური დახმარების გაწევას; 234 „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის„ ო“ ქვეპუნქტი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248,[17.08.2018]. 232  მოწყვლადი მოსწავლეების ან/ და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩარ თვას;  ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფი ცირებას და მათზე სათანადო რეაგირებას. 7.6. სსიპ- ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახ მარების სახელმწიფო ფონდი 2006 წელს დაფუძნდა. მისი შექმნის მიზანია ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზა რალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძი ებების ეფექტიანად განხორციელება. ფონდის სახელმწიფო კონ ტროლის ვალდებულება ეკისრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი ალური დაცვის სამინისტროს. 235 ფონდი ხელს უწყობს: 1. ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადობის მსხვერ პლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, 2. სა ხელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციას, ადამიანით ვაჭრობის( ტრე ფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაცი ის გაცემასა და მათ დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას, 3. ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადობის, სექსუალ ური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბ ილიტაციას. ნიშანდობლვია, რომ ფონდის კრიზისული ცენტრის 235 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის( ტრე ფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე ლოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის № 146 დადგენილება, ხელ მისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/98404,[22.08.2018]. 233 მომსახურებებით უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის( ტრეფი კინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს. ამ ასთან, ფონდი ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათ ვის ღირსეული ცხოვრების პირობებს. 236 ფონდი უშუალოდ ახორციელებს სოციალურ მუშაობას. ამ მი მართულებით მისი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:  ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/ დაზა რალებულთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძა ლადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა იურიდიული( მათ შორის, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ ან ფსიქოლოგიურ- სოციალური დახმარებით( რეაბილ იტაციით), სამედიცინო მომსახურების მიღებით უზრუნ ველყოფა, ასევე მისი ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგ რაციის ხელშეწყობა;  ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/ დაზა რალებულთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძა ლადობის მასხვერპლთა/ დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა, მსხვერპლზე/ დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, თავშესაფრით 237 , კრიზისული ცენტრით და სხვა მომსახურებებით( მაგ.: სამართლებრივი დახმარება) და ფსიქოლოგიურ- სოციალური დახმარებით, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;  ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერ პლთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადო ბის სავარაუდო მსხვერპლთა, სექსუალური ხასიათის ძა 236 იქვე, მე-2 და მე-3 მუხლები. 237 მათ შორის, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, რაც მოიცავს კვე ბით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზ რუნველყოფას. 234 ლადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, კრიზისული ცენტრით და მასში არსე ბული მომსახურებებით უზრუნველყოფა, მათი სამარ თლებრივი და ფსიქოლოგიურ- სოციალური დახმარება;  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარე მოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა- პატრონობა, კვება, პირ ველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო- სარეაბ ილიტაციო ღონისძიებების გატარება/ ორგანიზება;  სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების გან ხორციელება. 7.7. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია. იგი არის და სახლება- თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც აქვს ადმინისტრა ციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა- თვითმმარ თველი თემი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. 238 მუნიციპალიტეტი არის ინსტიტუ ციური მექანიზმი, რომლის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმარ თველობა ხორციელდება. თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმარ თველობა არის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართვე ლოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, გა დაწყვიტონ მუნიციპალური მნიშვნელობის საკითხები. 239 მუნიცი პალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი( საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოები( მერია, ან გამგეობა) და ჰყავს რე გისტრირებული მოსახლეობა. მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი 238 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწი ლი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429,[22.08.2018]. 239 იქვე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. 235 ( ექსკლუზიური) და დელეგირებული უფლებამოსილებები. აღსა ნიშნავია, რომ სოციალური მუშაობის ჩატარება არის მუნიციპალი ტეტისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზე დამხედველობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა მინისტრო განახორციელებს. 240 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი განსა კუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო მმართველობის ნებისმი ერი სფეროში, რადგან ისინი ინსტიტუციური თვალსაზრისით ყვე ლაზე უფრო ახლოს იმყოფებიან მოქალაქეების ცხოვრებასა და პრობლემებთან. ამ მხრივ, სოციალური მუშაობაც არ არის გამონაკ ლისი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს სოციალ ური მუშაობის მკაფიოდ ცენტრალიზებული სისტემა, რაც განპი რობებულია სხვადასხვა ობიექტური გარემოებებით 241 ,„ სოციალ ური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონმა განსაზღვრა მუნი ციპალური საქმიანობის როლი და იგი სოციალური მუშაობის ინ სტიტუციური სისტემის შემადგენელ რგოლად საკანონმდებლო დონეზე აღიარა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონის მიღებით სოცი ალური მუშაობის დეცენტრალიზაციის მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ქვეყნის მასშტაბით სოციალ ური მუშაობის სისტემატიზაციისთვის, უნიფიცირებული სტან დარტების უზრუნველყოფისთვის, ეფექტიანად განხორციელების თვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციათა გან საზღვრა, გამიჯვნა, აგრეთვე, სოციალური მუშაობის ინსტიტუცი 240 „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56- ე მუხლის მე-2 პუნქტი, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4231958,[22.08.2018]. 241 მაგალითად, მუნიციპალური მმართველობის გამოცდილების არარსე ბობა, მუნიციპალიტეტების შეზღუდული მატერიალური, ფინანსური რესურსები, სოციალური მუშაობის სფეროში კვალიფიციური ადგი ლობრივი ადამიანური რესურსის სიმცირე და სხვა. 236 ური ვერტიკალის დადგენა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში სახელ მწიფოს მიერ სოციალური მუშაობის ტერიტორიული მოწყობის აპ რობირებული მეთოდია. 242 ნიშანდობლივია, რომ კანონი ამკვიდრებს საქართველოში სრუ ლიად ახლებურ მიდგომას, სოციალური მუშაობის ვერტიკალური გადანაწილების მხრივ. სოციალური მუშაობა, რომელიც გულის ხმობს ინდივიდთან, თემთან და საზოგადოებთან მუშაობას, საუკ ეთესოდ შესრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის დონე ზე, რადგან ამ უკნასკნელს გაცილებით უფრო ახლო, და უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებას. შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება, მათ შორის ძალადობის ფაქ ტების გამოვლენა და პრევენცია და ა. შ.. რაც არის საწყისი უფლება მოსილება ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული სო ციალური მუშაკისათვის. თუ იგი დაასკვნის რომ, საჭიროა საქმის რეფერირება, შესაბამისი წესის მიხედვით მოახდენს მის გადამისა მართებას, შესაბამის უწყებასთან. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით სოციალური მუშა ობის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გულის ხმობს:  სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდ ენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შე ფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდე ბას;  შესაბამის შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფ რთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა სოციალურ მომ სახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგა ნოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;  ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; 242 Reinhard J. Wabnitz, Grundkurs Recht für die Soziale Arbeit, 3. Auflage. München, 2016, S. 134. 237  ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცი ნო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;  სხვადასხვა ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამი სი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტა ციის გაწევას;  ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას და სხვა. 7.8. კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ უკრძალავს სოციალური მუშა ობის განხორციელებას. თუმცა, ბენეფიციარის ინტერესების დაც ვის პრინციპიდან, სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორცი ელებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის იურიდიულ პირს ეკ ისრება სოციალური მუშაობისთვის ამ კანონით გათვალისწინებუ ლი წესების, პრინციპების, ნორმების დაცვის ვალდებულება. სოცი ალური მუშაობის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურ იდიული პირი შესაძლებელია იყოს, როგორც სამეწარმეო( მოგება ზე ორიენტირებული, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლო ბის საზოგადოება), ასევე არასამეწარმეო სამართლებრივი ფორმის. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი კომერციულია, მას უფლება აქვს სოციალური სამუშაოსთვის ბენე ფიციარისგან, თუ სახელმწიფოსგან მიიღოს ფულადი სარგებელი მოგების მიღებისთვის. თუკი ასეთი პირი დაფუძნებულია არამეწ არმეო, არაკომერციულ იურიდიულ სუბიექტად, მაშინ ბენეფიცი არისგან და სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ სა კუთარი დამფუძნებელი წესდებით გათვალისწინებული მიზნე ბისთვის უნდა გამოიყენოს. „ სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გან საზღვრავს სოციალური მუშაობის სფეროებს კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის. ამგვარი რეგულირების პირობებში, კერძო ორგანიზაციებს ენიჭებათ სოციალური მუშაობის ფართო 238 შესაძლებლობები. შესაბამისად, ასეთი ნორმატიული დანაწესის მიზანია სოციალური მუშაობის სფეროში კერძო სექტორის წვლი ლის გაზრდა, განვითარების ხელშეწყობა. საზოგადოებრივი კე თილდღეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოწვევებ თან გამკლავების უნარის მქონე სოციალური მუშაობის საჯარო სისტემის პარალელურად არსებობდეს კონკურენტუნარიანი, კვა ლიფიციური, ქმედითი სოციალური მუშაობის კერძო სისტემა. გარდა ამისა, სოციალური მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის უზ რუნველყოფისთვის საჭიროა სოციალური მუშაობის საჯარო და კერძო სისტემების სინთეზში ფუნქციონირება და კონკურენტული, თანადროული განვითარება. 239 ბიბლიოგრაფია 1. ქართულენოვანი ლიტერატურა: ავტორთა კოლექტივი,( რედ. ჭანტურია, ლადო), საქართველოს სამოქალაქო კედექსის კომენტარები, თბილისი, 2017; ავტორთა კოლექტივი,( რედ. ტურავა პაატა), საქართველოს კონ სტიტუციის მეორე თავის კომენტარი, თბილისი, 2013; ავტორთა კოლექტივი,( რედ. ქარდავა, ეკა), საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარები, თბილისი, 2018, სა ქართველო; ავტორთა კოლექტივი,( რედ. იზორია, ლევან), საპოლიციო სა მართალი , თბილისი, 2015; გვიშიანი, ლელა/ ღვინიანიძე, ლინა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) კვლევა, ქმედუნა რიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცე სის შეფასება. კანონმდებლობა და პრაქტიკის ანალიზი, 2016; ბერნჰარდტი, ენდრიუ/ ქელბაქიანი, ანტონ/ ნამიჭეიშვილი, სა ლომე/ ბაროუზი, რანდელ/ შეყრილაძე, ია/ საძაგლიშვილი, შორე ნა, სახელმძღვანელო კურსისთვის: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, თბილისი, 2014; ნამიჭეიშვილი, სალომე/ მგელიაშვილი, მაია, სოციალური სა მუშაოს პრაქტიკის საფუძვლები სახელმძღვანელო ბავშვებთან და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, თბილისი, 2010; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი(CSDC) სო ციალური მუშაობა მიუსაფარი ბავშვების საკითხებთან დაკავშირე ბით, საკითხავი სახელმძღვანელო სოციალური მუშაკებისთვის, 2017; საძაგლიშვილი, შორენა/ შეყრილაძე, ია/ შატბერაშვილი, ნინო/ მგელიაშვილი, მაია/ ნამიჭეიშვილი, სალომე, სოციალური მუშაობ ის მეთოდები დაუცველ ჯგუფებთან, პრაქტიკული სახელმძღვანე ლო, თბილისი, 2011; 240 სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სოციალური მუშაობის სიტუ აციური ანალიზი, თბილისი, 2011; ტატანაშვილი, ზურაბ/ შაღაშვილი, მაგული, სახელმძღვანელო " სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში", თბი ლისი, 2017; ქელბაქიანი, ანტონ/ ცაგარელი, ნატალია/ ტურაზაშვილი, გი ორგი,„ არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სა მართლის პროცესში“ კვლევის ანგარიში, თბილისი, 2014; შაღაშვილი, მაგული/ ნამიჭეიშვილი, სალომე, სოციალური სა მუშაოს პრაქტიკის სტანდარტები, 2010; USAID, RTI International და Save the Children International, პრე ვენციული ინტერვენციის სახელმძღვანელო აივ ინფიცირების თვალსაზრისით მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებთან სამუშა ოდ, 2013. 2. უცხოენოვანი ლიტერატურა Androff, David, Practicing Human Rights: Human Rights-Based Approaches to Social Work Practice, Routledge London, 2016; Bärwald, Christoph, Soziale Arbeit als Menschenrechtsprofession: Menschenrechte als Leitlinie der sozialen Arbeit? Paperback – 15. Nordersterdt, 2014; Bauer, Thomas/ Ertl, Andreas, Recht für Sozialberufe, Brigitte Loderbauer,(Herausgeber), 4. Auflage, Wien 2016; Benz, Benjamin/ Boeckh, Jürgen/ Mogge-Grotjahn, Hildegard(Hrsg.) Soziale Politik- Soziale Lage- Soziale Arbeit, Springer-Verlag. 2011; Dani, Ahmad,/ Arjan, Haan(eds.), Inclusive states: social policy and structural inequalities. World Bank Publications, Washington, USA, 2008; Deutscher Verein für öffentliche und private Fürsorge –(Hrsg.), Fachlexikon der Sozialen Arbeit, 3. Auflage, Berlin, 1993; Embacher, Willfried/ Ekert, Julia, Recht für Sozialberufe, 4. Auflage. Brigitte Loderbauer,(Herausgeber), Wien, 2016 241 Engel, Heike, Sozialpolitische Grundlagen der Sozialen Arbeit (Grundwissen Soziale Arbeit, Band 3, 2011; Epping, Volker, Grundrechte, Springer, Berlin, 2014; Frings, Dorothee, Sozialrecht für die Soziale Arbeit(Grundwissen Soziale Arbeit, Band 4) 2014; Hartmann-Netzer, Danae/ Kämpfer, Horst-Dieter, Recht und Verwaltung in der sozialpädagogischen Theorie und Praxis, Theorie und Praxis, 7. Auflage, 2014; Ife, Jim, Human Rights and Social Work: Towards Rights-Based Practice, 3 rd ed. Cambridge University Press, New York, 2012; Ipsen, Jörg, Staatsrecht, II. 15. Neu bearbeitete Auflage, München, 2012; Labonté-Roset Christine, Soziale Arbeit als Menschenrechtsprofession, Vortrag an der, Alice Salomon-Hochschule Berlin. am 15. April 2016 in Dresden; Leuthardt, Kathrin, Menschenrechtsdiskurs und berufsethische Prinzipien – Eine Herausforderung fuer die soziale Arbeit: Analyse eine stationaeren Kinder- und Jugendhilfeeinrichtung, Diplomarbeit, erfurt, 2009; Loderbauer, Brigitte,(Hrsg.), Recht für Sozialberufe, 4. Aufl. Lexis Nexis Verlag, Wien, 2016; Metz, Karl, Die Geschichte der sozialen Sicherheit, Stuttgart, 2008; Mogge-Grotjahn, Hildegard/ Boeckh, Jürgen, Lexikon der sozialen Arbeit, Bochum 2002; Münder, Johannes/ Meysen, Thomas/ Trenczek, Thomas(Hrsg.), Frankfurter Kommentar SGB VIII, Kinder-und Jugendhilfe, Nomos Kommentar, 7. Auflage, Baden-Baden, 2013; Nodes Wilfried/ Stark-Angermeier Gabriele/ Leinenbach Michael, (Hrsg.) Grundlagen für die Arbeit des DBSH e.V Deutscher Berufsverband für Soziale Arbeit e.V. 2009; Puch, Hans-Joachim, Einführung in die Geschichte der sozialen Arbeit; 242 http://www.pantucek.com/seminare/200609polizei/geschichteskript.pdf, Nürnberg, 2005; Reinhard, J. Wabnitz, Grundkurs Recht für die Soziale Arbeit, 3. Auflage. München, 2016; Reinhard, J. Wabnitz, Grundkurs Recht für die Soziale Arbeit, Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014; Sting, Stephan, Historische und aktuelle Entwicklungen der Sozialpädagogik in Österreich, Jurnal of Contemporary Educational Studies, 3/2014; Stock, Christof/ Schermaier-Stöckl Barbara/ Klomann, Verena/ Vitr, Anika, Soziale Arbeit und Recht: Lehrbuch, 2016; Tannenbaum, Nili/ Reisch, Michael, From Charitable Volunteers to Architects of Social Welfare: A Brief history of Social Work, Ongoing, Michigan, USA. 2001; Thole, Werner,(Hrsg.) Grundriss Soziale Arbeit: ein einfuehrendes Handbuch 4. Aufl VS Verlag, Wuerzburg 2012; Zavirsek, Darja/ Lawrence, Susan, Regional Perspectives on Social Work: Europe, in: Lyons, Karen, Hokenstad, Terry, Manohar, Pawar, Huegler, Nathalie, Hall, Nigel(eds.): The SAGE Handbook of International Social Work, 2012, London, UK. 3. სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/1/493 საქმეზე„ მოქალაქეთა პო ლიტიკური გაერთიანებები“ ახალი მემარჯვენეები” და“ საქართვე ლოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინა აღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე" საქართველოს მოქალა ქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინის ტრის წინააღმდეგ"; 243 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის#2/1/241 გადაწყვეტილება საქმეზე„ საქართველოს მოქალა ქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მა ისის N2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე" საქართვე ლოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გო გია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართვე ლოს პარლამენტის წინააღმდეგ"; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის#2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე„ საქართველოს მოქალა ქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღ მდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქ ტომბრის № 2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე„ საქართველოს მოქალაქეები- ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართვე ლოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება 3/2/416 საქმეზე„ საქართველოს სახალ ხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება„ ნ. წ და სხვები საქართველოს წინა აღმდეგ“,( განაცხადი N. 71776/12); 4. ელ. წყაროები https://www.ifsw.org/what-is-social-work/global-definition-ofsocial-work/( უკანასკნელად ნანახია: 25.07.2018); აბრაამ ფლექსნერის მოხსენების ტექსტი ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: https://socialwelfare.library.vcu.edu/social-work/is-socialwork-a-profession-1915/( უკანასკნელად ნანახია: 25.07.2018); „ სოციალური მუშაობის“ საერთაშორისო დეფინიციის შესახებ მოსაზრებები იხ. https://www.sozial.de/nur-eine-frage-derformulierung-neue-globale-definition-sozialer-arbeit-soll-gemeinsame244 deutsche-uebersetzung-bekommen-sozialde-fragt-nach.html( უკანას კნელად ნანახია: 10.10.2018); Puch, Hans-Joachim, Einführung in die Geschichte der sozialen Arbeit, http://www.pantucek.com/seminare/200609polizei/geschichteskript.pdf ( უკანასკნელად ნანახია: 10.10.2018); გერმანიის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროფესიული ეთ იკის შესახებ, Berufsethik der DBSH in Forum Sozial 4/2014, ხელმი საწვდომია ვებ- გვერდზე: https://www.dbsh.de/fileadmin/downloads/DBSH-Berufsethik-201502-08.pdf( უკანასკნელად ნანახია: 10.10.2018); ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზა ცის ინდიკატორების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: http://www.sginetwork.org/docs/studies/SGI11_Social_Justice_OECD.pd f( უკანასკნელად ნანახია: 10.10.2018); რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის სტრატეგია სისხლის სა მართლის მართლმსაჯულების სისტემაში, 2013 წ. სისხლის სამარ თლის სისტემის რეფორმის სტრატეგია, 2015 წელი. დოკუმენტები ხელმისაწვდომია ვებ. გვრდზე: http://www.justice.gov.ge/AboutUs/Council/238( უკანასკნელად ნანახია: 10.10.2018); „ სოციალური სამუშაო, სოციალური მუშაკების ფუნქციები და სტატუსი“, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია დამოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარ დაჭერით, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: https://ddaagencyblog.files.wordpress.com/2017/10/fes_analysis_.pdf ( უკანასკნელად ნანახია: 10.10.2018); Wettstein, Felix, Prävention im Kontext Sozialer Arbeit, http://www.avenirsocial.ch/sozialaktuell/sozial_aktuell_3720_3725.pdf ( უკანასკნელად ნანახია: 10.10.2018). 245 5. სხვა აქტები სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი, საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თბილისი, 2011, ხელმისაწვდომია ვებ- გვერდზე: http://www.gasw.org/index.php/ka/publications/researchs/116-201608-11-19-30-11( უკანასკნელად ნანახია: 25.07.2018); სოციალური მუშაობის პროფესიული რეგულირების კონცეფ ცია, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სამუშაო ვერ სია, თბილისი, 2017; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძ ლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ზოგადი კომენტა რი N1, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, C/GC/1; საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, სახალხო დამცვე ლის კვლევის ანგარიში. ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რე ფორმა იმპლემენტაციის გარეშე კვლევის ანგარიში, 2016. 246 247 დანართი საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოცი ალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სო ციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. ამ კანონის დებულებები ვრცელდება საჯარო დაწესებულე ბასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირშიდასაქმებულ, აგ რეთვე თვითდასაქმებულ, პრაქტიკული საქმიანობის განმახორცი ელებელ სოციალურ მუშაკებზე და მათ პროფესიულ ზედამხედვე ლებზე, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევე ბისა. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით გან საზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას; ბ) ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – ბენეფიციარის სოცი ალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინ ტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების ან ამ კანონის მიზნე ბით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღ მდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღი არებულ ზნეობრივ ნორმებს; გ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც მეყსე ულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; 248 დ) ვარაუდის საფუძველი – ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათ ვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი – პირი, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართვე ლოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანა შაული; პირი, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი გა ნაჩენი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვა ლისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; პირი, რომელიც იმყოფება ისეთ გარემოში ან ავლენს ისეთ ასოცი ალურ ქცევას, რომელიც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ჩა იდენს დანაშაულს( დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი პი რი); ვ) სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი დაწესებულების მიერ ამ კანონის მიზნებისთვის გამოცემული, შესასრულებლად სა ვალდებულო აქტი; ზ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძ ველი, რომ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შეუფერხე ბელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიად გება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; თ) სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც ამ მუხლის„ ი“ ქვე პუნქტით განსაზღვრულ სოციალურ მუშაობას ატარებს ბენეფიცი ართა მიზნობრივ ჯგუფთან და რომელსაც მიღებული აქვს ამ კანო ნით გათვალისწინებული აკადემიური ან სხვა განათლება; ი) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნე ბული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგა დოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაცი ის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზო გადოების კეთილდღეობის ამაღლებას; კ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფი – ჯგუფი, რო მელშიც შედის ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/ და აზარტულ თამა შობაზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არას 249 რულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, იძულებით გადაადგილებული პირი, უსახლკარო პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი, სხვა პირი, რომელიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში; ლ) ხანდაზმული – ფიზიკური პირი 65 წლის ასაკიდან. მუხლი 3. კანონის მიზნები ამ კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება: ა) ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმარ თვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამო უკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას; ბ) ინდივიდის საზოგადოებაში მდგრად ინტეგრაციას, მისი ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას და მის მიერ საზოგა დოებრივი სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობას; გ) ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომლე ბიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყოფას; დ) სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას; ე) ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მუხლი 4. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია: სა ქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკ რულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამო ცემული სხვა სამართლებრივი აქტები. 2. სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართვე ლოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმა ტიული აქტების დებულებები. 250 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინის ტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონის დებულებები, თუ პატიმრობის კოდექსით,„ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,„ არ ასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესა ხებ“ საქართველოს კანონით,„ სახელმწიფო კომპენსაციისა და სა ხელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანო ნითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონ ქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავი II სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები მუხლი 5. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულო ობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობის ჩატარებისას გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწო რობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, ინდივიდუალ იზაცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა. 2. სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის პრინციპე ბის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 6. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირ სებისა და სხვა ძირითადი უფლებების პატივისცემას. 2. სოციალური მუშაკი არა მხოლოდ თავად არ უნდა არღვევ დეს ადამიანის უფლებებს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს ადამიან ის ძირითადი უფლებების განხორციელებას. 251 მუხლი 7. სოციალური სამართლიანობის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი ემსახურება საზოგადოებრივ ურთიერ თობებში სოციალური სამართლიანობის მიღწევას. 2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალ ური უთანასწორობის აღმოფხვრას და სოციალურ პროგრესს. მუხლი 8. თანასწორობის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს. 2. პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას და უშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქე სის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პო ლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგი ლის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მუხლი 9. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს დარგობ რივი კომპეტენციის მიხედვით. დარგობრივი კომპეტენციის მიღე ბა შესაძლებელია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. 2. აკადემიური ან სხვა საგანმანათლებლო კურსები უზრუნ ველყოფს სოციალური მუშაკის მიერ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და შემდგომ მის გაღრმავებას. მუხლი 10. თანაზომიერების პრინციპი 1. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაც ვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. 2. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ბენეფიციარის საუკ ეთესო ინტერესის დაცვას. 252 3. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ქმედების ადრესატს, ისე სხვა პირს. 4. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სი კეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომ ლის დასაცავადაც ის განხორციელდა. მუხლი 11. ინდივიდუალიზაციის პრინციპი 1. სოციალური მუშაობა ორიენტირებულია ინდივიდზე. 2. სოციალური მუშაკი ახდენს ბენეფიციარის ინდივიდუალ ური სოციალური საჭიროების მხარდაჭერას, სოციალური პრობ ლემის მიზეზის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისკენ მიმარ თული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 12. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი 1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს ამ კანო ნის მიზნების, ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბა მისად. 2. სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პა სუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. 3. სოციალური მუშაკის პროფესიული ეთიკის ნორმები ეფუძ ნება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას, ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლების და მისი თვითგამორკვევის აღიარებას, სოციალური მუშაობის ჩატარებისას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის აღიარებას . მუხლი 13. სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპი 253 სოციალური მუშაობა მიმდინარეობს სისტემურად, სამ დონე ზე: ინდივიდუალურად − მიკროდონეზე, საზოგადოებრივად − მე ზოდონეზე, სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვი თარებისთვის − მაკროდონეზე. თავი III სოციალური მუშაკის ფუნქციები მუხლი 14. სოციალური მუშაკის ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები 1. სოციალურ მუშაკს აქვს ძირითადი და დარგობრივი ფუნქცი ები. 2. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებ ლო პროგრამები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ სო ციალური მუშაობის ჩატარების ყველა ძირითადი და რამდენიმე შესაბამისი დარგობრივი უნარის შეძენას. მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები 1. სოციალური მუშაკის ერთ- ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენ ციული სოციალური მუშაობის ჩატარება. 2. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანო ნითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონის ძიებები; ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწი ოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩა ერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა; 254 ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განა ხორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი; ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე; ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებუ ლი პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინ იციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები; თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო და წესებულებებთან; ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განა ხორციელოს ისინი; კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ; ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღ ოს ზედამხედველობის პროცესში. მუხლი 16. სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში 1. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/ მზრუნველო ბის / მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას; ბ) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლო ბას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურ ვეობის/ მზრუნველობის დაწესების/ მხარდაჭერის დანიშვნის პრო ცესში მონაწილეობას, მეურვის/ მზრუნველის/ მხარდამჭერის საქმი ანობის ზედამხედველობას, სამეურვეო/ სამზრუნველო პირის ქო ნებრივი უფლების განკარგვის საკითხზე რეკომენდაციის გაცემას; დ) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზ ნით ზომების მიღებას; 255 ე) მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების გან საზღვრას; ვ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენ ციული ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს; ზ) ოჯახის მხარდაჭერას, პრევენციას, პირის სპეციალიზებული დაწესებულებიდან რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონი ტორინგს, 24- საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, ძალა დობის მსხვერპლთა, მათ შორის, ბავშვების, სათანადო მომსახურე ბაში ჩართვის ხელშეწყობას; ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსა ხურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას; კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრა ციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგ მვასა და განხორციელებას; ლ) ბავშვის ძალადობისგან, პირის ოჯახში ძალადობისგან და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას, მათ რე აბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მონი ტორინგს; მ) ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პი რისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბა მისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თა ობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ნ) დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას; ო) ბავშვის 24- საათიანი სახელმწიფო ზრუნვის( მათ შორის, მინდობით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძი ებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ თხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდ ვის/ ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას 256 არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანა დო დასკვნის გაცემის მიზნით; ჟ) სამეურვეო/ სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროებ ის მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურე ბების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათი შესაბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობას; რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში და საქმებულ სოციალურ მუშაკზე. მუხლი 17. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე სით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინის ტროს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებუ ლისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავი დან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მის თვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილ იტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევე ბის მართვას; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალ ური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეს წავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომ ზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამე ბის ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას; 257 დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერა ლის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას; ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რე აბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას; ვ) პატიმრობის კოდექსით,„ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრუ ლების წესისა და პრობაციის შესახებ“ და„ სპეციალური პენიტენ ციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათ სა ფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას. მუხლი 18. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო და წესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშა ობა გულისხმობს: ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევე ბის შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკო ლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სო ციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალ ური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენ ტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახების თვის კონსულტაციის გაწევას; გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმა ლურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგ რაციის ხელშეწყობას; დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცი რებას და მათზე შესაბამის რეაგირებას. 258 მუხლი 19. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფე როში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაობა გუ ლისხმობს ბენეფიციართან სოციალურ მუშაობას მისი ჯანმრთე ლობის დაცვის პროცესში, მათ შორის, მისთვის ფსიქიკური ჯან მრთელობის სერვისების მიწოდების პროცესში, კერძოდ: ა) ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასებას, მისი საჭიროებების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას; ბ) ბენეფიციარისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევას, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭე რას/ წახალისებას მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნე ბის მიზნით, კრიზისულ ინტერვენციას, ბენეფიციარის ფსიქოსო ციალურ მხარდაჭერას და რეაბილიტაციას. მუხლი 20. სხვა ფუნქციები 1. სოციალური მუშაკი ასრულებს საქართველოს კანონმდებ ლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესასრულებელ იმ სპეციალურ ფუნქციებს, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალის წინებული , მაგრამ გამომდინარეობს ამ კანონით დადგენილი პრინციპებიდან, უფლებამოსილებებიდან და ფუნქციებიდან და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლება მოსილებებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო კერ ძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სოციალური მუ შაკისათვის − დამსაქმებელი. 259 თავი IV სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები მუხლი 21. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს სოციალური მუ შაობის ეფექტიანი ჩატარებისთვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშა კისთვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და მისი უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი. 3. სოციალური მუშაკი პრაქტიკული საქმიანობის განხორცი ელებისას ხელმძღვანელობს მომსახურების მიწოდების დადგენი ლი პროფესიული სტანდარტით და პროფესიული ეთიკის ნორმე ბით. მუხლი 22. დამოუკიდებლობა 1. სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხ დენა დაუშვებელია. 2. სოციალური მუშაობის პრინციპებიდან და ბენეფიციარის სა უკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებ ლობით დადგენილ ფარგლებში სოციალური მუშაკი ბენეფიციარ თან ერთად განსაზღვრავს მისაწოდებელი მომსახურების ტიპს და მის ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც მრა ვალმხრივი ან დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ფარგლებ ში განიხილება. 260 მუხლი 23. ბენეფიციარისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალ დებულება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩა ატაროს ბენეფიციარისთვის ღიად, მისთვის ინფორმაციის მიწოდე ბით და მისი თანხმობით. გადაუდებელი შემთხვევის დროს ბენე ფიციარის თანხმობა აუცილებელი არ არის. 2. სოციალური მუშაკი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საჭირო მომსახურების, არსებული რის კისა და დაბრკოლების შესახებ. მუხლი 24. სასამართლოში წარმომადგენლობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სა სამართლო პროცესში საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილების/ განჩი ნების საფუძველზე. 2. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სო ციალურ მუშაკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მე დიაციის პროცესში. 3. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არ ასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველ ყოს სასამართლოსთვის შემთხვევის ან ბენეფიციარის შესახებ ობი ექტური ფსიქოსოციალური დასკვნის მომზადება. მუხლი 25. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. სოციალურ მუშაკს ეკისრება იმ ინფორმაციის კონფიდენცი ალურობის დაცვის ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის ჩატარებისას. 2. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდე ბულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუ ბენეფიციარი არასრულ წლოვანია, იგი სოციალურ მუშაკს აღნიშნული ვალდებულების 261 შესრულებისგან ათავისუფლებს ბენეფიციარის კანონიერი წარმო მადგენლის თანხმობით; ბ) სოციალურ მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით გათვა ლისწინებული შეტყობინების ვალდებულება ინფორმაციის გაცე მას აკისრებს; გ) სოციალური მუშაკისთვის ცნობილი ინფორმაციის გაუცემ ლობა ზიანს მიაყენებს უფრო ღირებულ სამართლებრივ სიკეთეს. 3. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალურ მუშაკზე ვრცელდება სოციალური მუშაობის დასრულების შემდე გაც. მუხლი 26. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება 1. დაწესებულება , რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუ შაკი, ვალდებულია ბენეფიციართან დაკავშირებული მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნოს ბენეფიციარს, მის წარმომადგე ნელს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს. 2. ინფორმაციის გაცემის წესი, მონაცემთა დაცვის სათანადო გა რანტიები და მათ გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განი საზღვრება„ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართვე ლოს კანონით. მუხლი 27. დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონ მდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარ გლებში აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუ მენტაცია უნდა ასახავდეს ბენეფიციარის შესახებ მონაცემებს( გარ და იმ შემთხვევისა, როცა ბენეფიციარს არ აქვს იდენტიფიცირები სათვის საჭირო დოკუმენტაცია), ღონისძიების გამოყენების საფუძ ველს, მისი გეგმის დეტალურ აღწერას , ღონისძიებაში მონაწილე მხარეებს, ღონისძიების მიმდინარეობას ეტაპების მიხედვით, შუ ალედურ დასკვნებს, ღონისძიების ხანგრძლივობას, შედეგს და დასკვნით შეფასებას. 262 3. სოციალური მუშაკი სოციალური მუშაობის დასრულების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია ბენეფი ციარის შესახებ მონაცემები გადასცეს მის შემცვლელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს. 4. დოკუმენტაციის წარმოების წესი და ფორმა განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელშიც დასაქმე ბულია სოციალური მუშაკი. 5. სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია დამუშა ვებული დოკუმენტაცია შეინახოს სოციალური მუშაობის მიმდინა რეობისას და მისი დასრულების შემდეგ გონივრული ვადით, რო მელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის ჩასატარებლად, ბე ნეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დაწესებულე ბისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალ დებულებების შესასრულებლად. დოკუმენტაციის შენახვის ვადას განსაზღვრავს აღნიშნული დაწესებულება. მუხლი 28. მრავალმხრივი და დისციპლინათშორისი თანამ შრომლობა სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებ ლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს სხვა სოციალურ მუშაკებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებ რივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგ რეთვე იმ პროფესიულ ჯგუფებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწი ლეობენ ბენეფიციარის მხარდაჭერის პროცესში, და იმ პირებთან, რომლებთან თანამშრომლობაც მიმართულია ბენეფიციარის მდგო მარეობის გაუმჯობესებისკენ. მუხლი 29. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება 263 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩა ატაროს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით. 2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბენეფიციარის თვითრე ალიზაციას, მისი შესაძლებლობებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარის გაუმჯობესებას. მუხლი 30. მიუკერძოებლობა 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების გან ხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით. 2. დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმე დებდეს სუბიექტური ინტერესებით. 3. სოციალური მუშაკი მისი დამსაქმებლის წინაშე აყენებს თვი თაცილების საკითხს, თუ არსებობს გარემოება, რომელიც სოციალ ურ მუშაკს ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს სა კუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოს თვითა ცილების მიზეზი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მესამე პირს უფლება აქვს, სოციალური მუშაკის დამ საქმებლის წინაშე დააყენოს მისი აცილების საკითხი. 5. სოციალური მუშაკის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი დამსაქმებელი. მუხლი 31. ინფორმაციის ანალიზი 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, არსებული სოციალური პრობლემების შემცირებისა და გადაჭრის, სოციალური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების და ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით გააანალიზოს ინფორმაცია და ანალიზის შედეგების შესა ხებ მონაცემები მიაწოდოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორ მაციის ანალიზის ფორმა და შესაბამისი მოთხოვნები განი 264 საზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სოციალური მუშაკი. მუხლი 32. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვი თარება 1. სოციალური მუშაობის მიზნებიდან გამომდინარე, სოციალ ური მუშაკი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითა რების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა. 2. დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ მუშაკს, მო ნაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონის ძიებებში. მუხლი 33. პროფესიული იდენტობის ხელშეუხებლობა სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, შეინარჩუნოს პროფესიული კულტურა, სამუშაოს შესრულების მეთოდი და სამუშაო ინსტრუ მენტი, რომლებიც დადგენილია სოციალური მუშაობის პროფესი ული სტანდარტებით. მუხლი 34. სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებ ლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის სოციალურ მუ შაკს დაეკისრება ამ კანონის 63- ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. თავი V სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი 265 ღონისძიებები მუხლი 35. ღონისძიებები სოციალური მუშაკის ფუნქციებისა და მოვალეობების შესას რულებლად ხორციელდება ამ თავით გათვალისწინებული ღონის ძიებები. მუხლი 36. პრევენცია სოციალური მუშაკი ბენეფიციარს აწვდის შესაბამის მომსახუ რებას, როდესაც საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ობიექტური დამ კვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის, დიდი ალბათობით, წარმოიქმნება. მუხლი 37. პრობლემის განსაზღვრა 1. საფრთხის არსებობის შემთხვევაში სოციალური მუშაკი გან საზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირის პრობლემას. 2. პრობლემა განისაზღვრება დახმარების საჭიროების მქონე პირთან, მისი ოჯახის წევრთან, მის ახლო წრესთან და სხვა შესაბა მის პირთან გასაუბრების საფუძველზე, ყველა გარემოების გათვა ლისწინებით. 3. სოციალური მუშაკი შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე თვითონ აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას, ხო ლო საჭიროების შემთხვევაში ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადა ამისამართებს. მუხლი 38. საჭიროების შეფასება 1. სოციალური მუშაკი ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობ ლემისა და მისი გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის სა ფუძველზე სისტემურად შეისწავლის მის მდგომარეობას. 2. სოციალური მუშაკი ითვალისწინებს ბენეფიციარის მხარდა ჭერისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, მისი მხარდაჭერისთვის 266 საჭირო რესურსებსა და შესაძლებლობებს და აფასებს ბენეფიციარ ის საჭიროებებს. მუხლი 39. სოციალური მუშაობის დაგეგმვა 1. სოციალური მუშაკი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემაზე რეაგირებისთვის ბენეფიციართან შეთანხმებით ად გენს სოციალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას ან განვითარების გეგმას( შემდგომ – გეგმა). 2. გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპები. 3. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორ ციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნა წილს, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდე გოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფ რთხე შეექმნებოდა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინ ტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ სოციალ ური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს გეგმა. მუხლი 40. მხარდაჭერა 1. სოციალური მუშაკი მოქმედებს გეგმის განსახორციელებ ლად და მის შესაბამისად. 2. სოციალური მუშაკი მხარს უჭერს ბენეფიციარის შესაძლებ ლობების გამოვლენასა და განვითარებას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად საზოგადოებაში მისი სოციალური კომპე ტენციის გაუმჯობესების მიზნით. 3. სოციალური მუშაკი გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტ აპზე, შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და 267 ბენეფიციარს მასთან გადაამისამართებს და აზუსტებს შემთხვევის მიმდინარეობის სტატუსს. მუხლი 41. სხვა ღონისძიება სოციალური მუშაკი უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი ღონისძიება, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ უზრუნველყოფს ბენეფიციარისთვის საფრთხის თავიდან აცილებას და ემსახურება ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრა ციას. თავი VI სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია მუხლი 42. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციის ათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები 1. სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყო ფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის სრულწლოვანი; ბ) მან იცის სახელმწიფო ენა; გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგის ტრის/ მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხა რისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; დ) იგი ფლობს ამ კანონის 43- ე მუხლით განსაზღვრულ კომპე ტენციებს; ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშა კის პროფესიას; ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგე ნილ სხვა მოთხოვნებს. 2. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავდროულად იყოს„ სა ჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფ ციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრუ 268 ლი თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კა ნონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩატარება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვ ნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომელ საც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სოციალური მუშაკი დასაქ მებისას. 4. სოციალური მუშაკის საჯარო დაწესებულებაში მიღებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. მუხლი 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები 1. სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლე ბამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინ ტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნები სა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგი ული დაგეგმვა; ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – სოციალური მუშაობის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინე ბით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა; გ) სოციალურ- პედაგოგიური კომპეტენცია – ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ- აღმზრდელობითი მუშაობ ის ჩატარება; დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სამართლებრივ საკითხებ ზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენე ბით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება; ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია – ბენეფიციარის სპეციალ ური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავ 269 რობო ან/ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ვ) პერსონალური კომპეტენცია – საკუთარი პროფესიონალიზ მის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმე ბის გამოყენებით წარმართვა; თ) პროფესიულ- ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობ ის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძ ველზე წარმართვა; ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პრო ფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენცი ები გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსა ხურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგ რეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერ ტიფიკატის გაცემისას. მუხლი 44. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი 1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშა კის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდ ნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/ მაგის ტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერ ტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით. 2. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერ ტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად. 3. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც სა ქართველოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად მუშაობს, ან პირს, 270 რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალ ური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. თავი VII სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები მუხლი 45. სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებ ელი სამუშაო პირობების შექმნა 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუ შაო პირობები და მიიღოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ- ტექნიკური საშუალებები იმ დაწესებულების რე სურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი. 2. ბენეფიციარისთვის სრულყოფილი და ეფექტიანი კონსულ ტაციის გასაწევად სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებუ ლია უზრუნველყოს შესაბამისი ადგილის გამოყოფა და სამუშაო გარემოს შექმნა. 3. დაწესებულება უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა მი მართ თანაბარ და სამართლიან მოპყრობას ადამიანური რესურსე ბის მართვის, შრომის პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებ რივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 46. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება 1. დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებუ ლი, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს სოციალური მუშაობ ის უსაფრთხოების წესი, რომელიც სოციალური მუშაკის ჯანმრთე ლობისა და უსაფრთხოებისათვის რისკებს მინიმუმამდე შეამცი რებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უსაფრთხო ების წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო რისკის წყარო საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით . აღნიშნული უსაფრთხოების წესი უნდა ითვალისწი ნებდეს შესაბამის პრევენციულ ზომას. 271 3. დაწესებულების მიერ დადგენილ შემთხვევის მართვის სტანდარტში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშა ობის ჩატარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველსა ყოფად აუცილებელი წინასწარი ზომების მიღების პროცედურა, სა მართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭიროების გან საზღვრის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებუ ლი საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი. 4. სოციალური მუშაკი ვალდებულია განუხრელად შეასრუ ლოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დადგენილი, აუცილებლად შესასრულებელი მითითებები. მუხლი 47. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღა ურების წესი 1. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი დადგენილია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლო ბით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, დადგენილია მიმდინარე საქმეთა( შემთხვევათა) ზღვრული ოდენობა. შემთხვევების რაოდ ენობა 50- ს არ უნდა აღემატებოდეს. დამატებით მიღებული საქმე ებით გათვალისწინებული შემთხვევები არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ოდენობას ამ ოდენობის ერთი მესამედით. 3. სოციალური მუშაკის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონ მდებლობით. 4. სოციალური მუშაკის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მისი სურვილის შესაბამისად − მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატე ბითი დასვენების დროის მიცემით. 272 მუხლი 48. დახმარება სოციალური მუშაკის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირე ბით სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სა ხელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით, მიუხედავად სოციალური მუშაკის დასაქმების ადგილისა. 2. სოციალურ მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღი არებული ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერ თჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა. თავი VIII უფლებამოსილი დაწესებულებები მუხლი 49. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საპარლამენტო კონტროლი 1. სოციალური მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკას გან საზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს სოციალური მუშაობის სფეროში. მუხლი 50. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემ თხვევაში, სოციალური მუშაობის სფეროში შეიმუშაოს საკანონ მდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს საჯარო დაწესებულებისთვის ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. 273 მუხლი 51. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალ ური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მუშაობის სფეროში: ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკების სა ჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს სოციალური მუშაობის ჩატარების წესს; ბ) ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს( შემდგომ – სოციალური მომსახურების სააგენტო); გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუ შაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმ ჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური მუშაობის სფეროში: ა)„ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქარ თველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე 4 კარის თანახმად,„ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარ გლებში ასრულებს მეურვეობის/ მზრუნველობის/ მხარდაჭერის ფუნქციებს; გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარ გლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას; 274 დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვან თა ან მხარდაჭერის მიმღებთა კანონიერ ინტერესებს; ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და გან საზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომსახურებებთან; ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავ შვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზ ნით მიმართვიანობის პროცედურებს; ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაცი ისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპ როგრამის ფარგლებში; თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგა ნოს რეგიონული საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას; ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხანდაზმულებს; კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამო სილების მქონე პირებს ( სოციალურ მუშაკებს); ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/ და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების გან ხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილე ბის აღსრულების პროცესში; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 52. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამო სილებები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩა ატაროს სოციალური მუშაობა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცი ისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრე ვენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით. 275 2. სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბ ილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით საქართვე ლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენცი ის ცენტრის( შემდგომ – ცენტრი) უფლებამოსილებებია: ა) ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასე ბის საფუძველზე მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშა ვება, მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური მომსახუ რების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი; ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს წრესთან მუ შაობის წარმართვა და პრობლემური შემთხვევების მართვა; გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა; დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალუ რი განათლების მომსახურების მიწოდება, მათი პროფესიული გა დამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა; ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ- კულტურული და რეკრეაციული ღონისძიებ ების დაგეგმვა ან მოძიება და მიწოდება; ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიციარ თა რესოციალიზაციის ხელშეწყობა; ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობის სფეროში ცენტრის უფლებამოსილებებია: ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბი ოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასება, მომსახურების ინდი ვიდუალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონი ტორინგი, ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურე ბების დანერგვა ან მოძიება და მიწოდება; 276 ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება; გ) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევა; დ) ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალ ისტებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24- საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემა ში მომუშავე სპეციალისტებისათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა; ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშა ულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ვ) ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმართვიანობის( რეფერირების) პროცედურების განხორციელება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღ სრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში სოციალ ური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობას ატარებს შემდეგნაირად: ა) უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენე ფიციარისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური მუშაკის დასწრებას, რომელიც სა კუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწ ევს და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება ; გ) მონაწილეობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეებ ში; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 277 მუხლი 53. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინის ტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა პენიტენცი ურ და პრობაციის სისტემებში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სო ციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივ ების შემუშავებაზე. 2. პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკი: ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას; ბ) კონსულტაციას უწევს ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს; გ) ახორციელებს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ადვოკატი რებას; დ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა პენიტენ ციური სტრესის შემცირებას; ე) მონაწილეობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფა სებაში/ გადაფასებაში; ვ) ახდენს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასებას/ გადაფასებას; ზ) რეციდივის ალბათობის დასადგენად ახდენს მსჯავრდებუ ლის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას/ გადაფასებას; თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით შეიმუშავებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას; ი) ავლენს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფებს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი სტანდარტების დაცვაზე; კ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა საგანმანათ ლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორ ციელებას; 278 ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას; მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თე რაპიის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას და მათ უწევს ფასილიტაციას; ნ) ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსე ბულ მსჯავრდებულთა შრომას/ დასაქმებას; ო) ხელს უწყობს ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ, კულტურული, სპორტული, რე ლიგიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას; პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რე ინტეგრაციისთვის მომზადებას; ჟ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მუ შაობას მოშიმშილე ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობა წარიმართება ამ კანონისა და„ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. საქართვე ლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვე ლობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პი რის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ერ ოვნული სააგენტოს( შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო) სოციალური მუშაკი რესოციალიზაციის, რეაბილიტაციისა და და ნაშაულის პრევენციის მიზნით: ა) აფასებს სრულწლოვანი/ არასრულწლოვანი პირობით მსჯავ რდებულის რისკებსა და საჭიროებებს; ბ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალ ბათობის დასადგენად და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშ ავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას; 279 გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარ გლებში ბენეფიციარებს აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას; დ) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და კონსულტაციის გაწევის საშუალ ებით; ე) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შე საბამისი სარეაბილიტაციო ტრენინგმოდულების შექმნაში; ვ) პირობით მსჯავრდებულებს აკავშირებს იმ ორგანიზაციებ თან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესო ციალიზაციას; ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სა მინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და პრობაციის ეროვ ნული სააგენტოს კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზ რუნველყოფს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას. 4. განრიდების ან განრიდება- მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14- დან 21 წლამდე პირებთან მომუშავე პრობაციის ეროვნული სა აგენტოს სოციალური მუშაკი: ა) უზრუნველყოფს განრიდება- მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებული პირის მდგომა რეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით; ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, სერ ვისების მოძიების მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანი ზაციასთან; გ) მონიტორინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალის წინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 280 5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ამზა დებს არასრულწლოვანი ბრალდებულის შესახებ ინდივიდუალ ური შეფასების ანგარიშს მისთვის სასჯელის დანიშვნის მიზნით. მუხლი 54. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი ნისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოცი ალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლი ტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება ზე. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუ შაობა გულისხმობს: ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას; ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღ მოსაფხვრელად მუშაობას; გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოცი ალურ- პედაგოგიური დახმარების გაწევას; დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/ და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას; ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცი რებას და მათზე შესაბამის რეაგირებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 55. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიან ით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაც ვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება 281 სოციალური მუშაობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდი ული პირის − ადამიანით ვაჭრობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება განისაზღვრება„ ადამიანით ვაჭრობის( ტრეფი კინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 56. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები 1. მუნიციპალიტეტი საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ატ არებს სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს: ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდ ენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწე სებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ თხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინე ბულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბა მისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას; გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შე საბამის რეაგირებას; დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცი ნო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდე ბას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამი სი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გა წევას; ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; ზ) საქართველოს ორგანული კანონით„ ადგილობრივი თვით მმართველობის კოდექსი “ დადგენილიდელეგირებული უფლება მოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას. 2. სოციალური მუშაობის ჩატარება არის მუნიციპალიტეტის თვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელ 282 ებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს შრომის, ჯან მრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. 3. სოციალურ მუშაობას კოორდინაციას და ადმინისტრირებას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს, რათა მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერი ტორიაზე უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური მუშაობის ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომობა. მუხლი 57. კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამო სილება 1. კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელშიც სოციალ ური მუშაკია დასაქმებული, უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფარგლებში განსაზღვროს სოციალური მუშაკის მიერ განსახორცი ელებელი საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სფერო ების ჩამონათვალი უნდა დამტკიცდეს წერილობითი სამართლებ რივი აქტით. იგი წინასწარ უნდა გაეცნოს დასაქმებულს. თავი IX სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა, კარიერ ული წინსვლა, დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 58. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა 1. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა გუ ლისხმობს სოციალური მუშაკის თვითშეფასებას, აგრეთვე მისი შრომის ზედამხედველობას მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყო ბის და მის მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზ რუნველყოფის მიზნით. 2. სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი შეიძ ლება იყოს იმავე დაწესებულების იმავე სტრუქტურულ ერთეულ 283 ში დასაქმებული პირი ან ამ ერთეულის ხელმძღვანელი, აგრეთვე მოწვეული პირი. 3. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის გან ხორციელების წესსა და პირობებს ადგენს ის დაწესებულება, რო მელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება. მუხლი 59. სოციალური მუშაკის თვითშეფასება 1. სოციალური მუშაკი ახორციელებს თვითშეფასებას, რაც მო იცავს მის მიერ სოციალური მუშაობის ჩატარებისას თითოეული გეგმის ფარგლებში და გეგმის მიღმა განხორციელებული საქმიან ობის შედეგების შეფასებას. 2. სოციალური მუშაკის თვითშეფასება ობიექტურად უნდა გან ხორციელდეს. იგი უნდა მოიცავდეს როგორც საქმიანობაში წინ სვლას, ისე საქმიანობაში ხარვეზებს, უნდა განსაზღვრავდეს გამოწ ვევებს და საქმიანობის გაუმჯობესების გეგმას. მუხლი 60. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა 1. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობას ახორცი ელებს ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდე ბარება. 2. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა ხორციელ დება ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სოციალ ური მუშაკის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების მიზ ნობრიობა და კანონიერება. 3. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა ხორციელ დება კონკრეტული შემთხვევების და სოციალური მუშაკის წლი ური საქმიანობის შეფასებით. კონკრეტული შემთხვევების შეფასე ბა ხორციელდება შემთხვევითი შერჩევით ან ბენეფიციარის მიმარ თვის საფუძველზე. 4. სოციალური მუშაკის საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ობიექტური დასკვნის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, სოციალური მუშაობის შედეგები, 284 ბენეფიციარის მოსაზრება, უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარ მოდგენილი სოციალური მუშაკის დახასიათება. მუხლი 61. სოციალური მუშაკის წახალისება 1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტო რინგის შედეგების საფუძველზე ის დაწესებულება, რომელსაც სო ციალური მუშაკი ექვემდებარება, შესაბამისი საფუძვლის არსებო ბისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ. 2. სოციალური მუშაკის წახალისების ფორმებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა. 3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშა კის წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კა ნონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. მუხლი 62. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა 1. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა ხდება სოციალ ური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგე ბის საფუძველზე. 2. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლისას გათვალისწი ნებული უნდა იქნეს მისი სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე მის მი ერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მნიშვნელობა ბე ნეფიციარისა და საზოგადოებისათვის. 3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშა კის კარიერული წინსვლა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 63. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებ ლობა 1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტო რინგის შედეგების საფუძველზე სოციალურ მუშაკს შესაბამისი სა 285 ფუძვლის არსებობისას შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პა სუხისმგებლობა. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშა კის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გამოიყ ენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დე ბულებები. 3. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) ხელფასის( თანამდებობრივი სარგოს) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1- დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. 4. სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლო ბის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის დაწესებულე ბა, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი მონიტორინგი. 2. დაევალოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, ეტაპობრივად გაზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენ ობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. 3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა მინისტროს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, საქარ თველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით დადგენილი 286 სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშა ოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგ მა. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2021 წლის 1 იანვრამდე არაუგვიანეს 3 თვისა. 4. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა მინისტროს, განათლების სფეროს შესაბამის უწყებებთან ერთად არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად მისცეს ამ კანო ნით გათვალისწინებული სერტიფიცირების გავლის შესაძლებლო ბა ყველა იმ მსურველს, რომელიც ამ კანონით დადგენილ საკვალი ფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 5. დაევალოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო ციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამი ნისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის ტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ადამიანით ვაჭ რობის( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, 2021 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება. 6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სა ქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სა ჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახ მარების სახელმწიფო ფონდმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველ ყონ შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45- ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ- ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნ ველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 46- ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესი ული სტანდარტების დადგენის შესახებ. 287 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სა ქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სა ჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნ ველყონ შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცე მა: ა) ამ კანონის 47- ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილე ბის წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ამ კანონის 58- ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალ ური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ. 8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთე ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების სა ფუძველზე 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56- ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირე ბის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება. 9. ამ კანონის 44- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე ბულ სოციალური მუშაკის სერტიფიკატთან გათანაბრებულია 2006 − 2013 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე ტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერ ტიფიკატი , რომელიც ადასტურებს სოციალური მუშაობის 60- კრე დიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლას. 10. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისი მუხლების ამოქ მედების თარიღებისათვის სოციალური მუშაკების რაოდენობა საკ მარისი არ იქნება, შესაბამისი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სერტიფიცირების გავლის უფლება მისცენ მომიჯნავე პრო ფესიების მქონე პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 44- ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მო 288 მიჯნავე პროფესიების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მუხლი 65. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი− 43- ე მუხლებისა, 44- ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45- ე− 63- ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი− 43- ე მუხლები, 44- ე მუხლის პირველი პუნქტი, 45- ე და 46- ე მუხლები, 47- ე მუხლის პირველი, მე-3 და მე 4 პუნქტები და 48- ე− 63- ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იან ვრიდან. 3. ამ კანონის 47- ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კანონის 44- ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე. 5. ამ კანონის 64- ე მუხლის მე-10 პუნქტი მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ. N2519-II ს 289