თბილისი ანალიზი საქართველოს ევროპული არჩევანი კავშირი“21-ე საუკუნე” ივნისი 2018 n ევროპის კავშირი შექმნის დასაწყისად მიჩნეულია 1951 წელი როდესაც საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული გაერთიანების შექმნას. ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით ამავე ქვეყნებმა 1957 წელს შექმნეს ევროპის ეკონომიკური გაერთიანება- საერთო ბაზარი(1992 წლიდან ევროპის გაერთიანება) და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ამ გაერთიანებების თანამედროვე ევროპის კავშირამდე მისვლას ათწლეულები დასჭირდა და იგი ხორციელდებოდა როგორც ახალი წევრების მიღებით ასევე ქვეყნების რიგი ფუნქციების დელეგირებით გაერთიანებისათვის. n იმ ისათვის რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროპის კავშირში იგი უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. ,,კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“, რაც გულისხმობს საზოგადოების მოწყობის დემოკრატიულ პრინციპებს, თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობასა და პატივისცემას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონის უზენაესობას. n 2012 წლის ნოემბერში, ევროკავშირის რწმუნებულმა გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე 2013 წლის ნოემბრისთვის იქნება დარსრულებული. ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს შორის, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2013 წელის 29 ნოემბერს. ასოცირების ხელშეკრულად ფორმალურად ხელმოწერილ იქნა 2014 წლის 27 ივნისს. თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი სარჩევი ევროპის კავშირი .................................................. 4 „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ გზამკვლევი ................................... 7 2 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი ევროპის კავშირი ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში. ევროკავშირის ძირითად კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებს მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებს და უფლებამოსილებებს. ამ ხელშეკრულებების მაგალითია: 1957 წლის ,,ევროპის ეკონომიკური გაერთიანების’’ რომის ხელშეკრულება, 1986 წლის ,,ერთიანი ევროპული აქტი’’, 1992 წლის ,,მაასტრიხტის ხელშეკრულება’’, 1997 წლის ,,ამსტერდამის ხელშეკრულება’’ და 2007 წლის ,,ლისაბონის ხელშეკრულება’’. ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წელს შეადგენდა მთელი მსოფლიოს 23%- 16,6 ტრილიონ აშშ დოლარს. იგი უდიდესი ერთიანი ბაზრის მქონე გაერთიანება, მშპ, ასევე საგარეო ვაჭრობითა და იმპორტით ლიდერია მსოფლიოში. მსოფლიოს 500 ყველაზე მომგებიანი, მსხვილი კომპანიიდან 161-ის სათაო ოფისი ევროპის კავშირში მდებარეობს. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ქვეყნების მიხედვით სხვადასხვაა და მერყეობს 7000-დან 78 000 აშშ დოლარამდე. კავშირში შექმნილია ერთიანი ბაზარი და უზრუნველყოფილია ადამიანების, კაპიტალის, მომსახურეობის, საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ქვეყნებს შორის გადაადგილება უვიზოა, მათ შორის ზოგი იმ ქვეყნისათვის ვინც არ არის კავშირის წევრი(ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი). 2014 წლის აპრილიდან ამ ჩამონათვალს დაემატა მოლდოვა(უვიზოდ 90 დღიანი ყოფნა). 18 ქვეყანამ გააუქმა ეროვნული ვალუტა და ჩამოაყალიბა ევროზონა. ჩამოყალიბებულია ერთიანი საგარეო და უშიშროების პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს შთანხმებული საგარეო და უშიშროების პოლიტიკის განხორციელებას. რიგ შემთხვევებში გადაწვეტილებები მიიღება როგორც წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებით, ასევე იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომელიც შექმნილია ორგანიზაციაში. იურიდიულად კავშირი გაფორმდა 1992 წელს მაასტრიხტის შეთანხმებით. ევროპის კავშირი შექმნის დასაწყისად მიჩნეულია 1951 წელი როდესაც საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული გაერთიანების შექმნას. ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით ამავე ქვეყნებმა 1957 წელს შექმნეს ევროპის ეკონომიკური გაერთიანება- საერთო ბაზარი(1992 წლიდან ევროპის გაერთიანება) და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ამ გაერთიანებების თანამედროვე ევროპის კავშირამდე მისვლას ათწლეულები დასჭირდა და იგი ხორციელდებოდა როგორც ახალი წევრების მიღებით ასევე ქვეყნების რიგი ფუნქციების დელეგირებით გაერთიანებისათვის. დღეისათვის კავშირის წევრი სახელმწიფოებია: • ბელგია; • გერმანია; • იტალია; • ლუქსემბურგი; • ნიდერლანდები; • საფრანგეთი; • დანია; • ირლანდია; • საბერძნეთი; • ესპანეთი; • პორტუგალია; • ავსტრია; • ფინეთი; • შვედეთი; • ესტონეთი; • კვიპროსი; • ლატვია; • ლიტვა; • მალტა; • პოლონეთი; 3 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი • სლოვაკეთი; • სლოვენია; • უნგრეთი; • ჩეხეთი; • ბულგარეთი; • რუმინეთი; • ხორვატია. ამჟამად მიმდინარეობს გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის პროცესი ევროკავშირიდან. გაერთიანების კანდიდატი სახელმწიფოებია: ალბანეთი, თურქეთი, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო. იმისათვის რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროპის კავშირში იგი უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. ,,კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“ იგი გულისხმობს საზოგადოების მოწყობის დემოკრატიულ პრინციპებს, თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობასა და პატივისცემას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონის უზენაესობას. ქვეყნებში უნდა იყოს დამკვიდრებული საბაზრო ეკონომიკა და კონკურენცია. ქვეყნებმა უნდა მიიღონ, აღიარონ და გაატარონ ის სტანდარტები და პოლიტიკა, რომელიც შეადგენს ევროპის კავშირის კანონმდებლობის საფუძველს. ევროპის კავშირის საბჭო, ევროპული საბჭო, ევროპის პარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. გაერთიანებაში ოფიციალურად გამოიყენება 24 ენა. სამუშაოდ როგორც წესი ინგლისური, გერმანული და ფრანგული. მოსახლეობის 52%-ს სწამს ღმერთის არსებობა, კიდევ 27% თვლის, რომ არსებობს არამიწიერი სულიერი ცხოვრებისეული ძალა, 18% ათეისტია. ევროკავშირის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები 1996 წლიდან, ენერგეტიკული თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დაიწყო. იგი წარმოადგენდა ევროკავშირის მხრიდან მხარდამჭერის ისეთ მექანიზმს, რომელიც მიმართული იყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფისაკენ. თავდაპირველად, აღნიშნული პროგრამა ორიენტირებული იყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის გავლით მიემართებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაკენ. 2004 წელს ქ. ბაქოში(აზერბაიჯანი) და ქ. ასტანაში (ყაზახეთი) გამართულ კონფერენციებზე გადაწყდა, რომ მოცემული პროგრამის საზღვრები გაფართოვდებოდა და მოიცავდა შემდეგ ოთხ ძირითად მიმართულებას: • ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; • წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული საბაზრო პრინციპების შესაბამისად; • მდგრადი ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერა; • რეგიონალური მნიშვნელობის ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფა. 2006 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ იქნა ერთობლივი განცხადება, საქართველოევროკავშირის სამოქმედო გეგმის შეთანხმებული ტექსტის შესახებ. სამოქმედო გეგმა ფორმალურად დადგენილ იქნა 2006 წლის 14 ნოემბერს, ევროკავშირ-საქართველოს კოოპერაციის საბჭოს სესიაზე, ბრიუსელში. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გასაღრმავებლად დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრუ4 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი ლებასთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. 2012 წლის ნოემბერში, ევროკავშირის რწმუნებულმა გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე 2013 წლის ნოემბრისთვის იქნება დარსრულებული. 2013 წლის თებერვალში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი გეგმა არ აქვს ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის საბაჟო კავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს შორის, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2013 წელის 29 ნოემბერს. ასოცირების ხელშეკრულად ფორმალურად ხელმოწერილ იქნა 2014 წლის 27 ივნისს. 2014 წლის 23-25 მაისს გამართულ სესიაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ„ევროკავშირის შეთანხმების 49-ე პარაგრაფის თანახმად, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ ევროკავშირში წევრობის განცხადების შემოტანა, თუმცა აუცილებელია დემოკრატიის პრინციპების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და უმცირესობების უფლებების პატივისცემა, კანონის მმართველობის უზრუნველყოფა.“ 2012 წლის ივნისში, ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგი, რათა საშუალება მიეცა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლად ემოგზაურათ ევროკავშირში. მოლაპარაკებების მიზანი იყო წლის ბოლოსთვის „ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მიღება. 2013 წლის 25 თებერვალს, ევროკომისარმა საშინაო პოლიტიკაში სესილია მალმსტრიომმა ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ქართულ მხარეს სამოქმედო გეგმა წარუდგინა. სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, ასევე რეფორმებს ცალკეული მიმართულებებით, როგორებიცაა საზღვრის მართვა, მიგრაცია, ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. 2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება. თბილისში ამჟამად ფუნქციონირებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. თბილისის წარმომადგენლობა ერთ–ერთია იმ 130 წარმომადგენლობას შორის, რომელიც ევროკავშირს აქვს მთელს მსოფლიოში. წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიის სტატუსით სარგებლობს და ოფიციალურად წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში. ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი მოიცავს შემდეგ საქმიანობას: • საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა სამთავრობო უწყებებს შორის ფართომასშტაბიანი კავშირების ხელშეწყობის გზით; ასევე, ევროკავშირის ცნობადობის, მისი ინსტიტუტებისა და პროგრამების 5 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი შესახებ ინფორმაციის გაზრდა; • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი; • საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის განვითარების შესახებ; ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული მიმართულების განმარტება და დაცვა; • ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა. ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების პროცესში. დღეისათვის საქართველოში 100–ზე მეტი პროექტი ხორციელდება. 2014 წლის 18 ივლისს საქართველომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს, რითაც განისაზღვრა თანამშრომლობის პრიორიტეტები 2014– 2017 წლებისათვის, ხოლო ამ პერიოდისთვის წინასწარმა ფინანსურმა ასიგნებებმა დაახლოებით 335–410 მილიონი ევროს მოცულობის თანხა შეადგინა. ევროკავშირის დახმარება შემდეგი სფეროებისთვის არის გამოყოფილი: მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება, კონფლიქტების მოგვარება, ეკონომიკა, ვაჭრობა და სახელმწიფო ფინანსების მართვა; ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება; განათლება, ჯანდაცვა და სოციალური განვითარება. ევროკავშირის ფინანსური დახმარება გამოიყოფა გრანტების, კონტრაქტებისა და სულ უფრო მეტად საბიუჯეტო დახმარების სახით. ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. ჩვენი პრიორიტეტებია: • საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; • აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა; • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა; • საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ გვაძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას. 6 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ გზამკვლევი (ხშირად დასმული კითხვები) რა ეწოდება ოფიციალურად„საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“? რა არის„ასოცირების შესახებ შეთანხმება“? როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“? რა სტრუქტურა აქვს შეთანხმებას? რას ითვალისწინებს შეთანხმება? რა არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე?(DC FTA) რა სარგებელს ითვალისწინებს DC FTA? რა ვალდებულებებს ითვალისწინებს DC FTA და რა შედეგს მოიტანს მათი შესრულება? რა გამოწვევები ახლავს DC FTA-ის განხორციელებას? რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების განხორციელება? რა სარგებელს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები„ასოცირების შესახებ შეთანხმებისგან“? ითვალისწინებს თუ არა„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ევროკავშირში გაწევრიანებას? რა არის ნათქვამი შეთანხმებაში კონფლიქტის მოგვარებაზე? რას ითვალისწინებს შეთანხმება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? რას ითვალისწინებს შეთანხმება კრატიული რეფორმების კუთხით? დემორა არის ნათქვამი შეთანხმებაში უმცირესობათა უფლებებზე? რა გავლენას მოახდენს შეთანხმება დარგობრივი პოლიტიკის სფეროებზე? რა პერსპექტივებს ითვალისწინებს შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სფეროში? გაღრმავდება თუ არა საქართველოევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი? რა როლი ექნება„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას? როგორ მოხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება? როგორ დაეხმარება ევროკავშირი საქართველოს შეთანხმების იმპლემენტაციაში? ვრცელდება თუ არა შეთანხმება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებზე? როდის ამოქმედდება შეთანხმება? რა არის ასოცირების დღის წესრიგი? 7 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი რა ეწოდება ოფიციალურად„საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“? „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ ოფიციალურად ეწოდება „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის.“ ვინაიდან „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მოიცავს არა მხოლოდ იმ სფეროებს, რომლებშიც ევროკავშირს ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს, არამედ სფეროებს, რომლებშიც ევროკავშირი ინაწილებს კომპეტენციას წევრ ქვეყნებთან, შესაბამისად, შეთანხმების მხარეებად ევროკავშირთან ერთად გამოდიან მისი წევრი ქვეყნებიც. რაც შეეხება ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას(ევრატომი), მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს (მაასტრიხტის ხელშეკრულებით) და 2009 წელს (ლისაბონის ხელშეკრულებით) მოხდა ევროპის გაერთიანებების(ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება- European Coal and Steel Community და ევროპის ეკონომიკური გაერთიანება - European Economic Community) ჯერ შერწყმა, ხოლო შემდგომ ერთ სამართლებრივ სუბიექტად (ევროკავშირად, EU) ჩამოყალიბება, ევროპული ატომური ენერგიის გაერთიანებამ(European Atomic Energy Community) შეინარჩუნა დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი. ვინაიდან„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მოიცავს ატომური ენერგიის გაერთიანების კომპეტენციაში შემავალ საკითხებსაც, ევრატომი წარმოადგენს შეთანხმების მხარეს. რა არის„ასოცირების შესახებ შეთანხმება“? „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას.„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ სამართლებრივად სავალდებულოა.„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ.„ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს(Deep and Comprehensive Free Trade Area- DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. საქართველოსთვის ევროკავშირთან„ასოცირების შესახებ შეთანხმების“, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივით. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“(Partnership and Cooperation Agreement- PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. PCA-სთან შედარებით,„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“? საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები„ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“ ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში(ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტზე- 2011 წლის დეკემბერში). მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 15 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი- ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება. 8 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი შეთანხმების პარაფირება(მოლაპარაკებული ტექსტის დადასტურება მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ, შეთანხმების თითოეულ გვერდზე ინიციალების დასმით) მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. რა სტრუქტურა აქვს შეთანხმებას? „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ პირობითად შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ: პოლიტიკური თანამშრომლობა(პრეამბულა; კარი I-III; VIII) დარგობრივი თანამშრომლობა(კარი V-VII) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე(DC FTA)(კარი IV). შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას ევროკავშირის 300მდე სამართლებრივ აქტთან. შეთანხმებას აქვს შემდეგი სტრუქტურა: პრეამბულა კარი I: ზოგადი პრინციპები კარი II: პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კარი III: მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება კარი IV: ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები თავი 1: ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება თავი 2: სავაჭრო ზომები თავი 3: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება თავი 4: სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები თავი 5: საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა თავი 6: დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია თავი 7: მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა თავი 8: საჯარო შესყიდვები თავი 9: ინტელექტუალური საკუთრება თავი 10: კონკურენცია თავი 11: ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში თავი 12: გამჭვირვალობა თავი 13: ვაჭრობა და მდგრადი განვითარება თავი 14: დავების მოგვარება თავი 15: დაახლოვების ზოგადი დებულებები IV კარის შესაბამისად კარი V: ეკონომიკური თანამშრომლობა თავი 1: ეკონომიკური დიალოგი თავი 2: საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი თავი 3: დაბეგვრა თავი 4: სტატისტიკა კარი VI: თანამშრომლობის სხვა სფეროები თავი 1: ტრანსპორტი თავი 2: თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში თავი 3: გარემოს დაცვა თავი 4: კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები თავი 5: სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა თავი 6: კორპორაციული სამართალი, აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა თავი 7: ფინანსური მომსახურება თავი 8: თანამშრომლობა საინფორმაციო საზოგადოების სფეროში თავი 9: ტურიზმი თავი 10: სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება თავი 11: მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა თავი 12: თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების სფეროში თავი 13: მომხმარებელთა პოლიტიკა თავი 14: დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები თავი 15: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თავი 16: განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა თავი 17: კულტურის სფეროში თანამშრომლობა თავი 18: თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თავი 19: თანამშრომლობა სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში თავი 20: თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების სფეროში 9 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი თავი 21: რეგიონალური განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონალურ დონეზე თავი 22: სამოქალაქო თავდაცვა თავი 23: ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობა კარი VII: ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები კარი VIII: ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები • 34 დანართი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა დაუახლოვდეს საქართველო კონკრეტულ ვადებში; • 4 ოქმი(„საქონლის წარმოშობის” ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ; საბაჟო საკითხებზე ადმინისტრაციული ურთერთდახმარების შესახებ; ევროკავშირის ფინანსური დახმარების კონტექსტში, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის დებულებებში გამოყენებული ტერმინების დეფინიციების შესახებ; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების თაობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ). რას ითვალისწინებს შეთანხმება? შეთანხმება გახსნის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: • საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა. დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება; საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა. • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში, მათ შორის შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონალური სტაბილურობა და სხვა. • მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, მათ შორის, საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ფულის გათეთრების, ტერორიზმის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ორგანიზებული დანაშაულისა და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. • დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, მაგ., ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონალური განვითარება და სხვა. • ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის(Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) ჩამოყალიბებას.„ასოცირების შესახებ შეთანხმებაში“ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება ქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ მექანიზმს. რა არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე?(DC FTA) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან (free trade agreement) განსხვავებით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცე გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე 10 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს(მაგ., სურსათის უვნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა). ვაჭრობის შესახებ სხვა შეთანხმებებისგან განსხვავებით, DC FTA გულისხმობს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და ადმინისტრირების მექანიზმებთან. რა სარგებელს ითვალისწინებს DC FTA? საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს: • ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას; • გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას; • საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების ზრდას; • ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას; • ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის შექმნას; • ადგილობრივი წარმოების მასშტაბების ზრდის კვალობაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; • ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და გაფართოებას; • ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას; • ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას; • ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას; • სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; • ზოგადად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას: მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) ზრდას 1,7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 4,3%-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო იმპორტის 4,4%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12%-ით, ხოლო იმპორტის 7,5%-ით ზრდას. რა ვალდებულებებს ითვალისწინებს DC FTA და რა შედეგს მოიტანს მათი შესრულება? DC FTA ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდეგ სფეროებში: სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და მომსახურებით ვაჭრობა(ელექტრონული კომუნიკაცია, ფინანსური მომსახურება, ტრანსპორტი, ფოსტა და საკურიერო მომსახურება). აღნიშნულ სფეროებში(კერძოდ, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები) დაახლოვების შედეგად საქართველოში შეიქმნება ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორის გარდა, რომელზეც იმოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვა), გათავისუფლდება საბაჟო ტარიფისგან ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას. 11 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კანონმდებლობის დაახლოვება უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ამასთან, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე. საბაჟო სფეროში კანონმდებლობის დაახლოვების შედეგად, საქართველოს საბაჟო რეგულაციები დაუახლოვდება ევროკავშირის პროგრესულ რეგულაციებს. განხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოევროკავშირს შორის ექსპორტ/იმპორტის პროცედურების გამარტივებას, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას. მომსახურებით ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოვება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთეს პირობებს. რა გამოწვევები ახლავს DC FTA-ის განხორციელებას? DC FTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოვება გულისხმობს შესაბამის სფეროებში ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნულ ცვლილებებთან საჯარო და კერძო სექტორების ადაპტაციისათვის გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მხრიდან ევროკავშირის მხარდაჭერით, მათ შორის- ტექნიკური/ საექსპერტო, საგანმანათლებლო და ფინანსური დახმარება ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების განხორციელება? სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვება და განხორციელება გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და აამაღლებს სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას; დაიცავს ქვეყანას მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისგან, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს უზრუნველყოს ვეტერინარული კეთილსაიმედოობა და ხელს შეუწყობს ქართულ მწარმოებლებს განახორციელონ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. რა სარგებელს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები„ასოცირების შესახებ შეთანხმებისგან“? „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ. მათ შორის, აღსანიშნავია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი შესაძლებლობების გახსნა; ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა; გაუმჯობესებული ჯანდაცვა; ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარება; უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და სხვა. ითვალისწინებს თუ არა„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ევროკავშირში გაწევრიანებას? „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, შეთანხმება ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან(acquis) დაახლოვების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი 12 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმება საქართველოევროკავშირის მომავალი ურთიერთობისთვის გრძელვადიან საფუძველს ქმნის, თუმცა, არ გამორიცხავს ურთიერთობის სამომავლო განვითარებას ევროკავშირის ხელშეკრულების (Treaty on European Union) შესაბამისად. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პრეამბულაში ნათქვამია, რომ მხარეთა საერთო სურვილია, შემდგომში განავითარონ, გააძლიერონ და გააღრმავონ ურთიერთობები ამბიციური და ინოვაციური გზით;„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ არ შეზღუდავს და ღიას დატოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო პროგრესული განვითარების გზას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი და აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა – ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ამასთან, ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ ღირებულებებით და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას. შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ ისტორიული კავშირები და საერთო ღირებულებები. რა არის ნათქვამი შეთანხმებაში კონფლიქტის მოგვარებაზე? შეთანხმებაში გამოხატულია სრუ-ლი პატივისცემა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მიმართ და ასევე, აღნიშნულია ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამასთან, მითითებულია მხარეთა ვალდებულება, ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი გაავრცელონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ცალკე მუხლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს მუხლი გაჩნდა საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი დელეგაციის ძალისხმევის შედეგად. შესაბამისად, შეთანხმებაში ჯეროვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს. შეთანხმებაში მხარეები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ თავიანთ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივ ხელშეწყობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება, როგორც მხარეთა შორის, ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მხარეები აღიარებენ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების სრულად შესრულების, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების და ადგილზე ქმედითი 13 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეები ხელს შეუწყობენ ეტაპობრივ დაახლოვებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. მხარეები აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავიანთ ტერიტორიაზე განლაგება უნდა მოხდეს მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მხარეები გააძლიერებენ პრაქტიკულ თანამშრომლობას კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისის მართვის კუთხით, განსაკუთრებით ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე შესაბამის სწავლებებსა და წვრთნებში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის გათვალისწინებით. რას ითვალისწინებს შეთანხმება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? შეთანხმების შესაბამის ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოქალაქეთა მობილურობის ხელშეწყობას, მათ შორის, შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღებას, კარგად მართულ და უსაფრთხო გარემოში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებელი პროცესია, რომელიც საქართველოევროკავშირის სავიზო დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ ეფექტიანი შესრულება წარმოადგენს. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გავლენის შეფასებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემოღებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ, შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურების ძირითადი ინსტრუმენტი და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოვების ეფექტური საშუალებაა. რას ითვალისწინებს შეთანხმება კრატიული რეფორმების კუთხით? დემოშეთანხმება ითვალისწინებს საქართველოევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის კუთხით. ამ მიმართულებით განსაზღვრულია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფა, როგორც მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საფუძველი. შეთანხმება ადგენს იმ კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები, ესენია: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია. შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა ორმხრივი სამართლებრივი დახმარების კუთხით. ეს, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს შესაბამის საერთაშორისო აქტებთან მიერთებასა და მათ იმპლემენტაციას, ასევე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის 14 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი სააგენტოსთან(EUROJUST) თანამშრომლობას. მჭიდრო რა არის ნათქვამი შეთანხმებაში უმცირესობათა უფლებებზე? „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ მხარეები ვალდებულებას იღებენ შემდგომში გააძლიერონ მხარეთა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირების უფლებების, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა. ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირთა უფლებების, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, პატივისცემა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ევროკავშირის ერთერთ მთავარ ღირებულებას. რა გავლენას მოახდენს შეთანხმება დარგობრივი პოლიტიკის სფეროებზე? „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. დარგობრივი პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის სტანდარტებთან. ზოგიერთ თავს აქვს დანართი, სადაც დეტალურად არის გაწერილი კონკრეტულ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინსტიტუციური რეფორმების გატარების ვადები. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ გაფორმება ხელს შეუწყობს: • ეკონომიკური რეფორმების პროცესს და ქმედითი, ფუნქციონირებადი და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. მხარეები ვალდებულებას იღებენ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ექსპერტული მოსაზრებები და დანერგონ საუკეთესო პრაქტიკა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო ფინანსები, ფინანსური, მონეტარული და სავალუტო სექტორის პოლიტიკა და ეკონომიკური სტატისტიკა. • სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლისა და გარე აუდიტის განვითარებას. კერძოდ, ერთობლივი პროგრამების შექმნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის, ასევე, პერსონალის გაცვლისა და ტრეინინგის გზით მოხდება ფუნქციონალურად დამოუკიდებელი შიდა აუდიტის მექანიზმის შემუშავება და განვითარება. • საგადასახადო სფეროში ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ვაჭრობის განვითარებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. • ეროვნული სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების განვითარებას დროული, საერთაშორისო დონეზე შედარებადი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფის გზით. • ევროკავშირთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, ევროკავშირის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელებში ჩართვას, საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტში ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვას. • საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, მათ შორის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიება, მოპოვება და ტრანზიტი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტიანობა. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესაძლებლობას. • გარემოს დაცვის სფეროში ევროპული 15 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას, რაც მიზნად ისახავს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას. მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეიმუშაონ ბუნების დაცვის ერთობლივი პროგრამები, უზრუნველყონ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაიცვან გარემო საწარმოო დაბინძურებისაგან. საკანონმდებლო დაახლოვება განხორციელდება გარემოს დაცვის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ჰაერისა და წყლის ხარისხი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს სტრატეგიული შეფასება. • კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ მხრივ, საქართველო და ევროკავშირი განავითარებენ ნახშირბადის დაბალი შემცველობის ტექნოლოგიებს და ხელს შეუწყობენ მათ გამოყენებასა და გავრცელებას. • მრეწველობის სფეროში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივ დანერგვას, რაც გულისხმობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ამ ბაზარზე ქართული სამრეწველო პროდუქციის დამკვიდრებას; • კორპორაციული სამართალის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და კორპორაციული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდას. • ფინანსური მომსახურების, საბანკო და სადაზღვევო სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას, რაც გულისხმობს ღია საბაზრო ეკონომიკისათვის საჭირო ფინანსური მომსახურების რეგულაციის შემუშავებას, ინვესტორების ეფექტიან და ადექვატურ დაცვას და დამოუკიდებელი და ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმის შექმნას. • ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველსაყოფად. ამასთან, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პროდუქტისა და მომსახურების ბაზრების განსაზღვრას, გადაწყვეტილებების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის შექმნას და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის უფლების უზრუნველყოფას. • ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მატებას. • სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივ დანერგვას. ასევე, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებას; სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ევროკავშირის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად დაგეგმვას, შეფასებასა და იმპლემენტაციას. ამასთან, მოხდება წარმოების მოდერნიზაცია და სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. • მეთევზეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებული რესურსების კონსერვაციის, სწორი მართვის, კონტროლის, მონაცემთა შეგროვების და უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ასევე, მხარეები ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონალურ თანამშრომლობასა და თევზჭერის შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებს. • თანამშრომლობის განვითარებას სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მხარეები ვალდებულებას იღებენ, განახორციელონ ინტელექტუალური საკუთრების 16 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი უფლების სათანადო და ეფექტიანი დაცვა, შექმნან ერთობლივი კვლევითი პროგრამები, ჩაატარონ ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები მეცნიერების, მკვლევარებისა და სხვა სამეცნიეროკვლევითი პერსონალისათვის. • მომხმარებელთა უფლებების დაცვას, რაც გულისხმობს: შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას. • დასაქმების, სოციალური დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო მოახდენს ეტაპობრივ საკანონმდებლო დაახლოვებას ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად. ამ მიზნით, შემუშავდება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი დასაქმების პოლიტიკა, სამუშაო უსაფრთხოების ნორმები და ანტიდისკრიმინაციული და სოციალური დაცვის მექანიზმები. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება სოციალური ჩართულობა და გენდერული თანასწორობა. • ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას. კერძოდ, ჯანდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელებას, ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფას. საკანონმდებლო დაახლოვება მოხდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ადამიანური რესურსების განვითარება, მმართველობისა და დაფინანსების სრულყოფა, ეპიდემიოლოგიური დაკვირვება და გადამდებ დაავადებათა კონტროლი, საგანგებო სიტუაციების მიმართ მზაობა, ხელოვნურ ნივთიერებათა ხარისხი და უსაფრთხოება და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი. • განათლების ხარისხის ამაღლებას და ამ მიზნით, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების ერთიანი ჩარჩოს შექმნას და საგანმანათლებლო კრედიტების (ქულების) ევროპული სისტემის შემოღებას. • კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც გულისხმობს კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოებას, კულტურული მრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობას, ხელოვნებისა და ხელოვანთა მობილურობის მხარდაჭერას, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და სათანადოდ დაცვას, ქვეყნის სიცოცხლისუნარიანი განვითარების უზრუნველსაყოფად. • აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას, მედიის დამოუკიდებლობის ზრდას, პროფესიონალთა ტრენინგებს, მხარეებს შორის ინფორმაციის რეგულარულ გაცვლასა და კინოსა და ტელევიზიის სფეროებში თანაწარმოებების წახალისებას. • სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. ამ მიზნის განსახორციელებლად, მხარეები ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარებასა და სპორტსმენთა მობილურობას. ასევე, მიიღებენ პრევენციულ ზომებს დოპინგის გამოყენების, სპორტში რასიზმისა და ძალადობის გავრცელების წინააღმდეგ. • ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები ვალდებულებას იღებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ღია, გამჭირვალე და რეგულარული დიალოგის გზით უზრუნველყონ მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 17 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი სრულფასოვანი მონაწილეობა. • ქმედითი და ეფექტიანი რეგიონალური განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას რეგიონალური განვითარების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის პარტნიორობის კონსოლიდაციისა და თვითმმართველობების გაძლიერების გზით. ასევე, მხარეები შეიმუშავებენ რეგიონალური განვითარების ერთობლივ პროგრამებს. • ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები ვალდებულებას იღებენ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში უზრუნველყონ კოორდინირებული დახმარება. ასევე, მოახდინონ ინფორმაციის რეგულარული გაცვლა, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების დროს მესამე ქვეყნისათვის გაწეული დახმარებების შესახებ. • საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, რაც ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას რეფორმების განხორციელების პროცესში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვებასა და სხვადასხვა სექტორში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას. რა პერსპექტივებს ითვალისწინებს შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სფეროში? შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს დაახლოვებას ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში, განსაკუთრებული აქცენტით უმაღლეს განათლებაზე. უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის„უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა“ (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან. გაძლიერდება თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში, რაც გულისხმობს, როგორც ინსტიტუციური თანამშრომლობის გაზრდას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ასევე ევროპული გამოცდილების გაზიარებას კურიკულუმების შემუშავების, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ადმინისტრირების ახალი მეთოდების დანერგვისა და სხვა საკითხებში, ასევე სტუდენტებისა და უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაზრდასა და პარტნიორი ქვეყნების სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის პროგრამების სრულ ციკლში. შესაბამისად, გაიზრდება ხარისხიანი ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა ქართველი სტუდენტებისთვის ევროპულ სასტიპენდიო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გზით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ამასთან, შეთანხმება ხელმისაწვდომს გახდის ქართველი მეცნიერებისთვის პარტნიორი ქვეყნების შესაბამის პროგრამებს, გაზრდის ქართველ მკვლევართა ჩართულობას ევროკავშირის ჩარჩო კვლევით პროგრამაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მკვლევარების გაცვლასა და სხვა. შეთანხმება ითვალისწინებს აგრეთვე მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა-სწავლების წახალისებასა და თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და პროფესიული დარგების განვითარების მიზნით, რაც, ხელს შეუწყობს დასაქმებას. გაღრმავდება თუ არა საქართველოევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი? შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას საერთო ინტერესთა ყველა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და შიდასახელმწიფოებრიფი 18 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი რეფორმების ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, ამბიციური და ინოვაციური გზების მეშვეობით. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელების მონიტორინგის მიზნით შეიქმნება ასოცირების საბჭო (მინისტრების დონეზე).„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ გამოყენებისა და შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარდა, ასოცირების საბჭო განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ მნიშვნელოვან და საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ, სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ საკითხს. ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება მხარეებისთვის. ასოცირების კომიტეტი(მინისტრის მოადგილეების დონეზე) ასოცირების საბჭოს დაეხმარება თავისი მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში. ასოცირების კომიტეტი ასევე შეიკრიბება სპეციალური ფორმით(ე.წ. ვაჭრობის კომიტეტი), რათა განიხილოს ყველა საკითხი, რაც უკავშირდება შეთანხმების ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს(DC FTA). ასოცირების კომიტეტს დაეხმარება სპეციალურად შექმნილი, თემატური ქვეკომიტეტები. ქვე-კომიტეტები შეიკრიბება საჯარო მოხელეების დონეზე და განიხილავს კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თაობაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ შეიქმნება საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეეძლება ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეეძლება შექმნას საპარლამენტო ასოცირების ქვე-კომიტეტები. რა როლი ექნება„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას? „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისა და პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც შედგება ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის(European Economic and Social Committee) წევრების ჩათვლით, და საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ინფორმირებული იქნება ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას შეუძლია ასოცირების საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა. როგორ მოხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება? „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ზოგიერთ თავს ახლავს დანართი(სულ 34), რომელშიც მოცემულია ევროკავშირის კონკრეტული სამართლებრივი აქტები და მათთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვების ვადები. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება მოხდება ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით. როგორ დაეხმარება ევროკავშირი საქართველოს შეთანხმების იმპლემენტაციაში? შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას შესაბამის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან პროგრესული დაახ19 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი ლოვებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის კუთხით; ასევე ვალდებულებას, შესაბამისად განავითაროს თავისი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. ევროკავშირი, თავის მხრივ, აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გაუწევს შესაბამის პოლიტიკურ, ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარება განხორციელდება შესაბამისი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით. საქართველო ასევე გაააქტიურებს თანამშრომლობას ევროპის საინვესტიციო ბანკთან(EIB) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან(EBRD) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საქართველოს„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელებაში ასევე დახმარებას გაუწევენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სხვა დონორები, საკუთარი დახმარების პროგრამების მეშვეობით. ვრცელდება თუ არა შეთანხმება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებზე? „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ვრცელდება, ერთის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე და მეორეს მხრივ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. შეთანხმების გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებთან მიმართებით, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაიწყება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ შეთანხმებით მონიჭებული უფლებებით სარგებლობისთვის აუცილებელია შესაბამისი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელდება მაშინ, როდესაც საქართველო შეძლებს შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას ამ ტერიტორიებზეც. როდის ამოქმედდება შეთანხმება? „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პარაფირება მოხდა„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე 2013 წლის 29 ნოემბერს. ტექსტის პარაფირებით, მხარეები ცნობენ, რომ მოლაპარაკებული ტექსტი მათთვის მისაღებია და ტექსტმა აღარ უნდა განიცადოს შინაარსობრივი ცვლილებები. პარაფირების შემდეგ, შეთანხმების ხელმოწერისთვის მოსამზადებლად, შიდა პროცედურების გათვალისწინებით, ევროკავშირის მხარეს დაახლოებით 9-10 თვე სჭირდება. შესაბამისად, შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება 2014 წლის ზაფხულში. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მის ძალაში სრულად შესასვლელად საჭიროა შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის, ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების მიერ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მის ძალაში სრულად შესვლამდე, მოხდება ევროკავშირის კომპეტენციის საკითხების დროებითი გამოყენება(provisional application). დროებითი თებერვალი, 2014 21 გამოყენება შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილს(საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნორმები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, კონკურენციის პოლიტიკა და სხვა) ასევე, დარგობრივი თანამშრომლობის თავების უმრავლესობას(მაგ., ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვა) და შეთანხმების რამდენიმე სხვა მუხლს(მათ შორის ინსტიტუციურ დებულებებს, რაც ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუტების გაძლიერებას). საერთო ჯამში, ძალაში სრულად შესვლამდე, შეთანხმების უდიდესი ნაწილი(დაახლოებით 70%) ამოქმედდება. შეთანხმების დროებითი გამოყენებისთვის საჭიროა ევროკავშირის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება. 20 თბილისი რა არის ასოცირების დღის წესრიგი? საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის(Association Agenda) მიზანია„ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელებისთვის მომზადებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან(2014-2016) გეგმას. ამჟამად, მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმების მიზნით. საქართველოს ევროპული არჩევანი 21 თბილისი საქართველოს ევროპული არჩევანი გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი(ლექსიკონი-ცნობარი), თბილისი, 2005წ. http://www.mfa.gov.ge/ http://www.coe.int/ka/web/tbilisi/the-coe/about-coe/history/ http://eeas.europa.eu/delegations/georgia/index_ka.htm/ http://www.un.o rg ავტორთა შესახებ კავშირი“21-ე საუკუნე” დაარსდა 1998 წლის 9 დეკემბერს, როგორც არაპოლიტიკური, არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია. იგი რეგისტრირებულია ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ. ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში. ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს მუდმივმოქმედი პროგრამებისა და განსაკუთრებული ინიციატივების მეშვეობით. იგი ჩართულია რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მიღწეული შედეგების განხორციელების მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო სტუქტურებთან. ორგანიზაცია ახორციელებს აქტიურობებს, რომელიც მოიცავს: საერთაშორისო კონფერენციებს, ტრეინინგებს, დისკუსიებს. მუშაობს საკანონმდებლო სფეროში,ფართო საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ა.შ. ორგანიზაციას ეკუთვნის არაერთი გამოცემა და თარგმანი ადამიანის უფლებების, რელიგიის თავისუფლების, სახელმწიფოსა და რელიგიიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის და სხვა აქტუალურ საკითხებზე. იმპრესარიუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდი | თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ. 4/ 0179, თბილისი | საქართველო პასუხისმგებელი პირი: ფელიქს ჰეტი | სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ:+995 32 225 07 28 http://fes-caucasus.org/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: stiftung@fesgeo.ge დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. Friedrich-Ebert-Stiftung| Tbilisi Office N. Ramishvili str. 4| 0179, Tbilisi| Georgia Responsible: Felix Hett| Director, FES Regional Office South Caucasus Tel.:+995 32 225 07 28 http://fes-caucasus.org/ To order publications: stiftung@fesgeo.ge Commercial use of all media published by the Friedrich-Ebert-Stiftung(FES) is not permitted without the written consent of the FES. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.