თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ნოემბერი 2018 n უმუშევრობა საქართველოში მრავალი წელია ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემაა მოსახლეობისათვის. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმებულებად ითვლებიან ის პირებიც, რომლებიც საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მოსახლეობის მიერ სუბიექტურად აღქმული უმუშევრობა გაცილებით მაღალია და 22,2%-ს შეადგენს. n უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2015 წელს, სიღარიბემ საქართველოში 25,3% შეადგინა. სიღარიბის ზღვარს მიღმა კი მოსახლეობის 12%-ია. ადამიანები სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში მძიმე რეალობის წინაშე დგებიან, ისინი მოკლებულნი არიან ყოველგვარ სოციალურ უზრუნველყოფას, მანამ, სანამ სიღარიბის ზღვარს მიღმა არ აღმოჩნდებიან. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის შემთხვევაში კი სახელმწიფოსგან მიზერულ შემწეობას იღებენ. n უმუშევრობის შემწეობის სისტემის შემოღება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემწეობის მისაღები ოდენობის განსაზღვრა, წარმოადგენს სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯს. აღნიშნული სისტემის შემოღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 102-ე კონვენციით განმტკიცებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ქვეყანაში მინიმალური სოციალური სტანდარტების დამკვიდრების წინაპირობაა. თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა სარჩევი უმუშევრობა საქართველოში........................................ 3 საერთაშორისო პრაქტიკა, უმუშევრობის დაზღვევა და შემწეობა......... 9 ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი მარეგულირებელი ჩარჩო.......................................... 17 უმუშევრობის შემწეობის შემოღების ზეგავლენა ბიუჯეტსა და მოსახლეობაზე....................................... 19 დასკვნა......................................................... 21 რეკომენდაციები.................................................. 22 გამოყენებული ლიტერატურა....................................... 23 2 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა უმუშევრობა საქართველოში უმუშევრობის პრობლემა საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას. 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 012 ათასი 15 წლის და უფროსი ადამიანია, მათგან 1 983 ათასი წარმოადგენს სამუშაო ძალას, ხოლო დასაქმებული 1 706 ათასი ადამიანია. სამუშაო ძალის 13,9%, ანუ 276 ათასი ადამიანი უმუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი არც თუ ისე მაღალი ჩანს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს უმუშევრად თვლის. 1 NDI-ს მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დასაქმებულად თავს არ თვლიდა მოსახლეობის 60%. დიაგრამა 1 ასახავს მოსახლეობის სუბიექტურ აზრს- არიან, თუ არა, ისინი დასაქმებული. წინა წლების ტენდენციას თუ შევადარებთ სუბიექტური აღქმა, რომ ადამიანები დასაქმებულები არიან იზრდება, ხოლო აღქმა, რომ დაუსაქმებლები არიან მცირდება. თუმცა დაუსაქმებელთა წილი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. დაუსაქმებელთა რაოდენობა არ ემთხვევა ოფიციალურად უმუშევართა რაოდენობას. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევარ პირთა თანაფარდობით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. 2017 წლის მდგომარეობით, 276 ათასი/ 2 მლნ= 13,9%. მოცემული გამოკითხვა კი ჩატარებულია მთლიან მოსახლეობაში და არა მხოლოდ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. დაუსაქმებელი მოქალაქეები არიან ისინიც, ვინც არ შედის სამუშაო ძალაში, მ.შ. ბავშვები, პენსიონერები, დიასახლისები, სტუდენტები და ა.შ. ჯამში ქვეყანაში არ მუშაობს 2 მილიონი ადამიანი(თუმცა მათი უმეტესობა, ან არ არის შრომის ასაკის, ან საკუთარი ნებით არ ეძებს სამუშაოს). ამავე გამოკითხვაში, კითხვაზე თუ რატომ არ მუშაობენ ეს ადამიანები. მათი 37% ამბობს, რომ არის უმუშევარი და ეძებს სამუშაოს. ანუ დაუსაქმებელი 60%-ის 37% ამბობს, რომ ეძებს სამუშაოს, ეს არის მთლიანი სამუშაო ძალის 1. NDI poll_December 2017_ISSUES_GEO_vf 60*37%=22,2%. გამოდის 22,2% თვლის თავს უმუშევრად. ოფიციალური უმუშევრობის დონე კი 2017 წლის მდგომარეობით 13,9%-ია. სამუშაო ძალის 8,3%, რომელიც არ ფიქსირდება საქსტატის ოფიციალურ მონაცემებში, შეიძლება მივიჩნიოთ ფარულ უმუშევრობად. ამასთან დასაქმებულთა 52% თვითდასაქმებულია და მათი უდიდესი ნაწილი ჩართულია სოფლის მეურნეობაში სადაც საშუალო შემოსავალი 300 ლარამდეა და ასეთი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს უმუშევრად თვლის. ოფიციალურად სოფლის მეურნეობაში ჩართული ყველა პირი ითვლება დასაქმებულად, ვინაიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური(შემდგომში საქსტატი) ტერმინოლოგიის განმარტებისას ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას. 2 საქსტატის ტერმინთა განმარტების მიხედვით დასაქმებული არის(დაქირავებული ან თვითდასაქმებული) – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა(სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის(ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. თვითდასაქმებული – მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში, მოგების ან ოჯახური შემოსავლის(ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე, ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი. ასევე, საკუთარი მოხმარებისთვის პირველადი პროდუქციის წარმოება და გადამუშავება. უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა(ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის გან2. http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/methodology/socialuri/Measurement%20of%20employment,%20unemployment%20 and%20underemployment%20-.pdf 3 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა მავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. 3 ამ განმარტების მიხედვით სოფლად მცხოვრები ნებისმიერი პირი რომელიც საკუთარი მოხმარებისთვის მოიპოვებს ნებისმიერი სახის დოვლათს(იღებს შემოსავალს ნატურალური ფორმით), ითვლება დასაქმებულად. ეს დოვლათი კი შეიძლება იყოს საკუთარ მიწაზე მოყვანილი მცირე რაოდენობის საკვები. აღნიშნული მეთოდოლოგია საჭიროებს გადახედვას, რათა შეიქმნას ქვეყანაში დასაქმებასთან დაკავშირებული რეალური სურათი. დიაგრამა# 1. მოსახლეობის 60% თავს დაუსაქმებლად თვლის. 4 დიაგრამა# 2. დაუსაქმებელი მოსახლეობის 37% თავს უმუშევრად თვლის. 5 3. http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/methodology/Labour%20Force%20Statistics.pdf 4. საზოგადოების განწყობა საქართველოში:2017 წლის დეკემბრის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRCსაქართველოს მიერ 5. საზოგადოების განწყობა საქართველოში: 2017 წლის დეკემბრის კვლევის შედეგები 4 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით უმუშევრობის დონე ბოლო წლების განმავლობაში მცირდებოდა. უმუშევრობის დონე მამაკაცებში აღემატება იმავე მაჩვენებელს ქალებში. ქალებში უმუშევრობის დონე შეადგენს 12,7%-ს, მაშინ, როცა მამაკაცებში იგივე მაჩვენებელი 15%-ია. დიაგრამა# 3. უმუშევრობის ოფიციალური დონე საქართველოში(%, 2006-2017 წწ.) 18.3 17.4 17.9 17.4 17.3 17.2 16.9 15.4 14.6 14.1 14.0 13.9 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 დიაგრამა# 4. უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში(%, 2006-2017 წწ). რაოდენობრივად უმუშევარი კაცების რაოდენობა შეადგენს 157,1 ათასს, ხოლო უმუშევარი ქალების რაოდენობა 119,3 ათასია. აქედან გამომდინარე უმუშევრობის შემწეობის ან უმუშევრობის დაზღვევის არსებობა უფრო მეტ გავლენას მოახდენს კაცებზე(დიაგრამა 5). კაცებში უმუშევრობის უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ ქალების ეკონომიკური აქტიურობის დონე ჩამორჩება კაცებისას(დიაგრამა 6). დიაგრამა# 5. უმუშევართა რაოდენობა სქესობრივ ჭრილში(ათასი, 2006-2017) დიაგრამა# 6. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა სქესობრივ ჭრილში(2006-2017წწ). 5 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა დიაგრამა# 7. დასაქმების დონე სქესობრივ ჭრილში(%, 2006-2017წწ). ამასთან მიუხედავად იმისა, რომ კაცებში უმუშევრობის დონე 2,7%-ით უფრო მაღალია, დასაქმების დონეც კაცებში უფრო მაღალია და სხვაობა შეადგენს 12,6%-ს(დიაგრამა 7). როგორც დიაგრამა 8-დან ირკვევა ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ფიქსირდება 20-24 წლის ასაკში და შეადგენს 29,6%-ს. მაღალია უმუშევრობა ასევე 25-29 ასაკობრივ შუალედში- 20,8%. 20-29 წლის ასაკობრივ შუალედში უმუშევრობის დონის საშუალო შეწონილი შეადგენს 24,2%-ს. მოსახლეობის აქტიურობის დონე 20-24 ასაკობრივ კატეგორიაში შეადგენს 64,3%-ს და იზრდება 40-44 წლის ასაკამდე. შემდგომ 50-54 წლის ასაკამდე სტაბილურია, ხოლო 55 წლის ასაკიდან აქტიურობა მცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონეს უფრო მაღალ ასაკობრივ კატეგორიებში კლების ტენდენცია აქვს. შესაბამისად, ყველაზე პრობლემური ჯგუფი, რომელშიც უმუშევრობა ყველაზე მაღალია წარმოადგენს ახალგაზრდებს 20-29 წლის ასაკში. დიაგრამა# 8. უმუშევრობისა და დასაქმების დონეები ასაკობრივ ჭრილში(%, 2017წ.) თუკი უმუშევრობის დონეს განვიხილავთ ქალაქ-სოფლის ჭრილში, გამოიკვეთება, რომ სოფლად უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმავე მაჩვენებელს ქალაქში. თუკი სოფლად უმუშევრობის დონე 2017 წელს 5,06%-ს შეადგენდა, ქალაქში უმუშევარი 22,78% იყო. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ უმუშევრობის ოფიციალური დონე შედა6 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა რების მცირეა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხარჯზე, რომელთა უმეტესობა ჩართულია სოფლის მეურნეობაში მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავალი განსაკუთრებით მცირეა, ისინი ითვლებიან დასაქმებულებად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნული სტატისტიკის დათვლისას ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას. თუმცა, აღნიშნული მეთოდოლოგია კარგად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების რეალობას, ხოლო ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა გარკვეულწილად ამრუდებს რეალურ სურათს, ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროდუქტიულობას განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში სადაც დასაქმებულთა 52% ჩართულია სოფლის მეურნეობაში, წარმოებული პროდუქცია არ არის საკმარისი ქვეყნის შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც კი, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში ჩაბმულია მთლიანად არა უმეტეს 10%-ისა და დასაქმებულთა ეს მცირე წილი სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობას საჭირო სურსათით. დიაგრამა# 9. უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის ჭრილში(%, 2014-2017 წწ.) აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2018 წელს შეცვალა მოსახლეობის შერჩევის ჩარჩო და ახლა იყენებს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემთა ბაზას. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები სამუშაო ძალისა და მისი განაწილების სტატისტიკაში(ცხრილი №1). აღნიშნული ცვლილების მიხედვით მოხდა 2002 წლიდან დაწყებული ყველა მონაცემის ხელახლა გადათვლა, რამაც შეცვალა ყველა მონაცემი. გაზრდილია უმუშევრობის დონე და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, შემცირებულია დასაქმების დონე და თვითდასაქმებულთა რაოდენობა. გაიზარდა უმუშევრობის დონე. 2017 წელს უმუშევრობის დონე ნაჩვენებია 13,9%. ხოლო 2016 წელს 14%, მაშინ, როცა გადაანგარიშებამდე 2016 წლის უმუშევრობის დონე იყო 11,8%. შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. დასაქმებულთა რაოდენობა 2017 წელს იყო 1 706 000. 2016 წელს ახალი მონაცემებით 1 717 000, ხოლო გადაანგარიშებამდე 2016 წელს იყო 1 763 000. გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 824 200-ს. 2016 წელს ახალი მონაცემებით 801 500-ს, ხოლო ძველი მონაცემებით 745 000-ს. შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2017 წელს არის 881 600. 2016 წელს ახალი მონაცემით 909 500, ხოლო ძველი მონაცემით 1 010 900. 7 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა ცხრილი# 1. სამუშაო ძალის განაწილება ძველი და ახალი შერჩევის მიხედვით(2014-2016 წწ.) ინდიკატორი: (ათასი) სულ აქტიური მოსახლეობა( სამუშაო ძალა) დასაქმებული დაქირავებული თვითდასაქმებული გაურკვეველი უმუშევარი მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ უმუშევრობის დონე(%) აქტიურობის დონე(%) დასაქმების დონე(%) 2014 ძველი ახალი 1991,1 1745,2 692,3 1046,1 6,8 246,0 1004,4 12,4 66,5 58,3 1984,6 1694,4 743,5 944,4 6,5 290,2 1047,0 14,6 65,5 55,9 2015 ძველი ახალი 2021,5 1779,9 753,4 1018,1 8,4 241,6 958,3 12,0 67,8 59,7 2018,0 1733,8 798,3 928,0 7,5 284,2 1001,1 14,1 66,8 57,4 2016 ძველი ახალი 1998,3 1763,3 745,4 1010,9 7,0 235,1 963,2 11,8 67,5 59,5 1996,2 1717,3 801,5 909,5 6,3 278,9 1013,2 14,0 66,3 57,1 უმუშევრობა არის მოსახლეობაში სიღარიბისა და უთანასწორობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2017 წლის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 6 455 813 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ აქვეყნებს საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც 2016 წელს 1,6 მილიონს აჭარბებდა. შესაბამისად, მოსახლეობის 43% თავს ღარიბად თვლის და სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას. საარსებო შემწეობის ოდენობა მერყეობს 30-დან 60 ლარამდე, 7 რაც ბევრად ჩამორჩება იმ საარსებო მინიმუმსაც კი, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს და, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისათვის. საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას, მიღებული თანხის 70% შეადგენს სამომხმარებლო კალათის ღირებულებას, და მხოლოდ 30%-ია სხვა ხარჯებისთვის გამოყოფილი, მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვის ეს პროპორცია შეადგენს დაახლოებით 50%/50%. განვითარებული ქვეყ6. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1243 7. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35 ნების შემთხვევაში კი ხშირად სამომხმარებლო კალათაზე ხარჯების წილი არ აღემატება 20%-ს. საქართველოში სამომხმარებლო კალათის დათვლისას უპირატესობა ენიჭება მაღალი კალორიულობის და დაბალი ღირებულების პროდუქტებს. შრომისუნარიანი მამაკაცის დღიური 2300 კალორიიდან 931 მოდის პურსა და ფქვილზე. მსგავსი კვების რაციონი გრძელვადიან პერიოდში უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. საარსებო მინიმუმში, არ არის გათვალისწინებული და ცალკე გამოყოფილი, ხარჯები კულტურაზე, განათლებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, მედიცინასა და მედიკამენტებზე 8 . საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას საქართველოში ითვლიან 5 დიდი ქალაქის საშუალო ფასებს და მას ამრავლებენ შევაჭრების კოეფიციენტზე (0,86). შევაჭრების კოეფიციენტი ვრცელდება არასასურსათო ხარჯებზეც. შესაბამისად, გაურკვეველია როგორ უნდა მოხდეს შევაჭრება მაგალითად კომუნალურ გადასახადებზე. ევროპაში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას ითვალისწინებენ ოჯახის ზომასა და მასში 8. საარსებო მინიმუმი არ კანონით არ გამოიყენება სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისას, თუმცა მასზე სწორება მოხდა პენსიის შემთხვევაში(180 ლარი), რომელიც მცირედით აღემატება ამ მინიმუმს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პენსიონერებს ყველაზე მეტი ხარჯი აქვთ მედიკამენტებზე, მასში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ასეთი ხარჯები. 8 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას 9 , ბინის ქირას, ხარჯებს დაზოგვისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის. საქართველოში ამ ხარჯების გათვალისწინება არ ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას ზემოაღნიშნული ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საარსებო მინიმუმი არ არის ღირსეული ცხოვრებისთვის რელევანტური საზომი. უმუშევრობის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება და შესაძლოა სამუშაოს პოვნამდე უმუშევარი პირი და მისი ოჯახი აღმოჩნდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა. სახელმწიფო უნდა ეცადოს ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და არ დაელოდოს მოსახლეობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენას. ამისი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის შემწეობის შემოღება, რომელიც ნაწილობრივ ჩაანაცვლებს საარსებო შემწეობას. საერთაშორისო პრაქტიკა, უმუშევრობის დაზღვევა და შემწეობა უმუშევრობის დაზღვევა შრომის ბაზრის პასიურ პოლიტიკას მიეკუთვნება. სხვადასხვა ქვეყნაში მას განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ, როგორიცაა- დასაქმების დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა და ა.შ. როგორც წესი მისი გაცემის პერიოდი შეზღუდულია იმ ვადით, რაც საკმარისია ახალი სამსახურის პოვნისთვის, ანუ იგი ფარავს ფრიქციული უმუშევრობის პერიოდს. ზოგ ქვეყანაში იგი უფრო ხანგრძლივია და საკმარისია გადამზადების პერიოდისათვისაც. ამასთან შემწეობის თანხა შეადგენს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ადამიანი მიიღებდა დასაქმების შემთხვევაში, ეს ხდება იმისათვის, რომ მოსახლეობამ არ დაკარგოს დასაქმების მოტივაცია. სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების განსხვავებულ მეთო9. ამ სტანდარტის შესაბამისად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოჯახის საარსებო მინიმუმზე და არა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე. დებს. მათ შორის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამსაქმებლების და დასაქმებულების შენატანებიდან. ხშირად დაფინანსება ხდება სამივე მხარის მიერ. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უმუშევრობის შემწეობა და უმუშევრობის დაზღვევა. 1) უმუშევრობის შემწეობა/დახმარება, როგორც წესი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის მინიმალურ მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს. ე.ი. სამსახურის არ ქონის გამო ფინანსურ დახმარებას გულისხმობს და უმუშევარი პირისა და მასზე დამოკიდებული ოჯახის წევრების სიღარიბისგან დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 2) უმუშევრობის დაზღვევა კი დამოკიდებულია ხელფასის ოდენობასა და სადაზღვევო შენატანების მოცულობაზე. ის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლის ერთგვარი ჩანაცვლების მექანიზმია ახალი სამსახურის დაწყებამდე, ერთგვარი დაზღვევაა ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლის, ხელფასის არქონის პერიოდში, ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. როგორც წესი უმუშევრობის დაზღვევიდან სარგებლის მისაღებად გარკვეული პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო, რაც უმთავრესად სადაზღვევო შენატანებისა და მუშაობის სტაჟთანაა დაკავშირებული, ხოლო უმუშევრობის შემწეობის შემთხვევაში უმუშევრისა და მასზე დამოკიდებული პირების სიღარიბისგან დაცვის მიზნით მინიმალურ ფინანსურ საჭიროებასთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის მისაღებადაც წესდება გარკვეული პირობები. უმუშევრობის დაზღვევის მოცულობა შენატანების მიხედვით განისაზღვრება. უმუშევრობის შემწეობა კი უფრო ლიმიტირებულია, და უმთავრესად საარსებო მინიმუმთანაა დაკავშირებული. უმუშევრობის დახმარების ალტერნატიულ ინსტრუმენტად გვხდება ხშირად სოციალური შემწეობაც. 9 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა (3) სოციალური შემწეობა, როგორც წესი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და შინამეურნეობების უკიდურესი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია. მისი განსაზღვრა შინამეურნეობების სიღარიბის დონეზე(შემოსავლების მოცულობა, მინიმალური საარსებო პირობები), შინამეურნეობის წევრების რაოდენობასა და სტატუსზეა(ასაკი, შშმ პირები, სხვა) დამოკიდებული. უმუშევრობის და სოციალური შემწეობა ევროპის რიგ სახელმწიფოებს აქვს მხოლოდ სოციალური შემწეობა, რომელიც უმუშევრობის შემწეობის ფუნქციას ითავსებს.(იხ. ცხრილი №2). ცხრილი# 2: უმუშევრობის და სოციალური შემწეობა ევროპის 27 ქვეყანაში(2010 წ.) ქვეყნები ავსტრია ბელგია ბულგარეთი კვიპროსი ჩეხეთი დანია ესტონეთი ფინეთი საფრანგეთი გერმანია საბერძნეთი უნგრეთი ირლანდია იტალია ლატვია ლიტვა ლუქსემბურგი მალტა ნიდერლანდები ნორვეგია პოლონეთი პორტუგალია რუმინეთი სლოვაკეთი სლოვენია ესპანეთი შვედეთი შვეიცარია გაერთიანებული სამეფო უმუშევრობის შემწეობა საშუალოს ტესტით გამოყვანილი* X ფიქსირებული განაკვეთით X X X X X X X X - X X X X X X სოციალური დახმარება X X X X X X X X X X X X X უმუშევრობის, დახმარების მექანიზმი, მათ შორის დაზღვევა X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X X * ბენეფიციარი ხდება მაშინ თუ მისი შემოსავალი და კაპიტალი დადგენილ თანხაზე დაბალია წყარო: MISSOC/ევროკომისია Esser I, Ferrarini, T., Nelson, K., Palme, J., Sjöberg,O. 2013, Employment, Social Affairs& Inclusion, Unemployment Benefits in EU Member States, European Commission, p. 13 10 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა უმუშევრობის დაზღვევა უმუშევრობის დაზღვევის სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს თუმცა აღნიშნული სფერო როგორც წესი სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგუ-ლირდება. უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის ფუნქციონირებისთვის თანამონაწილეობის სახით არამარტო დასაქმებული არამედ დამსაქმებელიც აქტიურ როლს ასრულებს. პროფესიული კავშირები თუ სხვა ორგა-ნიზაციები/ დამოუკიდებელი ფონდები აღნიშნული მექანიზმის ადმინისტრირებისა და მართვის ფუნქციას ასრულებენ. რიგ შემთხვევებში სახელმწიფოც ასრულებს არამარტო მარეგულირებელ არამედ ადმინისტრირებისა თუ მართვის როლსაც. ცხრილ №3-ში მოცემულია სახვადასხვა სახელმწიფოში თუ რა დოზით ხდება უშუალოდ დაზღვეული პირისა თუ დამსაქმებლის თანამონაწილეობა სადაზღვევო ფონდების საქმიანობისთვის საჭირო ფინანსების მობილიზებისთვის. ცხრილი# 3. უმუშევრობის დაზღვევაში დაზღვეულისა და დამსაქმებლის თანამონაწილეობა ქვეყნების მიხედვით(%, 2018) ქვეყანა და კონტრიბუტორი ალბანეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ანდორა დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ავსტრია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ბელარუსია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ბელგია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ბულგარეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ხორვატია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში კვიპროსი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ჩეხეთის რესპუბლიკა დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში დანია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ესტონეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში სერბეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში სლოვაკეთი % 0 0,9 0,9 0 0 0 3 3 6 0 a a 0 0,87 1,46 2,33 0,4 0,6 1,0 0 1,7 1,7 a a a 0 1,2 1,2 b 8 b 8 b 8 1,6 0,8 2,4 0,75 0,75 1,50 ქვეყანა და კონტრიბუტორი ფინეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში საფრანგეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში გერმანია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში საბერძნეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში უნგრეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ისლანდია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ირლანდია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში იტალია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ლატვია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ლიხტენშტეინი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ლიტვა დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ესპანეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი 11 ჯამში შვედეთი % ქვეყანა და% კონტრიბუტორი ლუქსემბურგი b დაზღვეული პირი b 0,65 დამსაქმებელი 0 b 0,65 ჯამში b 0 მალტა 0,95 დაზღვეული პირი a 4,20 დამსაქმებელი a 5,15 ჯამში a მოლდოვა 1,5 დაზღვეული პირი a 1,5 დამსაქმებელი a 3,0 ჯამში a მონაკო 0 დაზღვეული პირი a 3,17 დამსაქმებელი a 3,17 ჯამში a ნიდერლანდები 1,5 დაზღვეული პირი 0 a დამსაქმებელი 4,22 a 1,5 ჯამში 4,22 ნორვეგია 0 დაზღვეული პირი a a დამსაქმებელი a a 0 ჯამში a პოლონეთი a დაზღვეული პირი 0 a დამსაქმებელი 2,45 a ჯამში 2.45 პორტუგალია 0 დაზღვეული პირი a 2,26 დამსაქმებელი a 2,26 ჯამში a რუმინეთი a დაზღვეული პირი 0 a დამსაქმებელი a a ჯამში a 0 რუსეთი 0,5 დაზღვეული პირი 0 0,5 დამსაქმებელი 0 1,0 ჯამში 0 სან მარინო 0 დაზღვეული პირი 0,5 1,4 დამსაქმებელი 8,9 1,4 ჯამში 9,4 თურქეთი 1,55 დაზღვეული პირი 1 5,50 დამსაქმებელი 2 7,05 ჯამში 3 უკრაინა დამსაქმებელი ჯამში კვიპროსი დაზღვეული პირი დ თ ამ ბ ს ი აქ ლ მე ი ბ ს ელ ი ი ჯამში ჩეხეთის რესპუბლიკა დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში დანია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში ესტონეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში სერბეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში სლოვაკეთი დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში სლოვენია დაზღვეული პირი დამსაქმებელი ჯამში 1,7 დამსაქმებელი a დამსაქმებელი 2,45 1,7 ჯამში a ჯამში 2.45 იტალია უმუშევრობის დაზღვევა ევრ პ ო ო პ რ ა ტ ში უ დ გ ა ალ სა ი ქ ა ართველოს პერსპექტივა a დაზღვეული პირი 0 დაზღვეული პირი a a დამსაქმებელი 2,26 დამსაქმებელი a a ჯამში 2,26 ჯამში a ლატვია რუმინეთი 0 დაზღვეული პირი a დაზღვეული პირი 0 1,2 დამსაქმებელი a დამსაქმებელი a 1,2 ჯამში a ჯამში a 0 ლიხტენშტეინი რუსეთი b 8 დაზღვეული პირი 0,5 დაზღვეული პირი 0 b 8 დამსაქმებელი 0,5 დამსაქმებელი 0 b 8 ჯამში 1,0 ჯამში 0 ლიტვა სან მარინო 1,6 დაზღვეული პირი 0 დაზღვეული პირი 0,5 0,8 დამსაქმებელი 1,4 დამსაქმებელი 8,9 2,4 ჯამში 1,4 ჯამში 9,4 ესპანეთი თურქეთი 0,75 დაზღვეული პირი 1,55 დაზღვეული პირი 1 0,75 დამსაქმებელი 5,50 დამსაქმებელი 2 1,50 ჯამში 7,05 ჯამში 3 შვედეთი უკრაინა 1 დაზღვეული პირი 0 დაზღვეული პირი a 1 დამსაქმებელი 2,91 დამსაქმებელი a 2 ჯამში 2,91 ჯამში a შვეიცარია დიდი ბრიტანეთი 0,14 დაზღვეული პირი 1,1 დაზღვეული პირი a 0,06 დამსაქმებელი 1,1 დამსაქმებელი a 0,20 ჯამში 2,2 ჯამში a დანიაში, ფინეთსა და შვედეთში დანერგილია “Ghent” სისტემა, რომელიც უმუშევრობის ნებაყოფლობით დაზღვევას გულისხმობს და ფინანსდება დასაქმებულის და დამსაქმებლის მიერ. იმის გამო, რომ Ghent სისტემის მქონე ქვეყნებში, ამ სისტემაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო პროფკავშირების წევრობა, პროფკავშირებში ჩართულობა დღესაც მაღალია. ამ ეტაპზე აღნიშნულ ქვეყნებში უმუშევრობის დაზღვევის სხვა ფონდების არსებობის გამო, უმუშევრობის დაზღვევის სერვისით პროფკავშირის არაწევრებიც სარგებლობენ. თუმცა, პროფკავშირი, კვლავაც წამყვან როლს ასრულებს მსგავსი ფონდების ადმინისტრირებასა და მართვაში. სახელმწიფო უმეტესწილად მხოლოდ რეგულატორის ფუნქციას ასრულებს. 10 ფინეთში , მოქმედებს შერეული სისტემა. დასაქმებულთა დააახლოებით 70% პროფკავშირების წევრია, პროფკავშირებში გაწევრიანება მჭიდრო კავშირშია უმუშევრობის დაზღვევის ფონდში გაწევრიანებასთან. თუმცა მოქმედებს გარკვეული უმუშევრობის ფონდები, სადაც პროფკავშირის წევრობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ზოგიერთი მსგავსი ფონდი პროფკავშირების ფონდის მიერაც იმართება. აღნიშნულ ფონდში შენატანები შეაქვს არამარტო დასაქმებულს არამედ დამსაქმებელსაც. საბაზისო უმუშევრობის შემწეობა დღიურად 32,4 ევროს შეადგენს და გაიცემა 500 დღის განმავლობაში, კვირის სამუშაო დღეების გათვალისწინებით. 11 კვაზი-Ghent სისტემა მოქმედებს საფრანგეთშიც , სადაც ბენეფიტები ნაწილდება დამოუკიდებელი სააგენტოს- UNIDEC მიერ და იგი იმართება პროფკავშირებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლების მიერ თანაბრად. საფრანგეთში მოქმედებს 3 სქემა- ARE, ACA და ASR. საფრანგეთში უმუშევრობის დაზღვევით მისაღები თანხა ითვლება 12 თვის ხელფასის საშუალოს მიხედვით და აღნიშნული საშუალოს 57-დან 75%-ს შეადგენს, თუმცა მაქსიმალურ ზღვრულ მოცულობად 13 244 ევროა მიჩნეული. შენატანების ხანგრძლივობისა და ბენეფიციარის ასაკის გათვალისწინებით დახმარება მაქსიმუმ 24 ან 36 თვემდე გრძელდება. 12 გერმანიაში უმუშევრობის დაზღვევა იმართება ფედერალური დასაქმების სააგენტოს მიერ და ფინანსდება დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ. მონაწილეობა და შესაბამისად კონტრიბუციის გაკეთება სავალდებულოა, როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ფონდი ძირითადად ფინანსდება დამსაქმებლის 10. Lind, Jens.„The end of the Ghent system as trade union recruitment machinery?.“ Industrial Relations Journal 40.6(2009): 510-523. 11. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018 12. იგივე წყარო 12 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა და დასაქმებულის შენატანებით, თუმცა სახელმწიფო გარკვეულ ხარჯს წევს დასაქმების ცენტრებისათვის. ნორვეგიაში უმუშევრობის დაზღვევა გაიცემა 52-104 კვირის განმავლობაში და დარიცხული ხელფასის დაახლოებით 62,4%-ს შეადგენს. 13 უმუშევრობის დაზღვევა ზოგადი სოციალური დახმარების ნაწილია და სავალდებულო გადასახადებით ფინანსდება. შვეიცარიაში უმუშევრობის დაზღვევა სავალდებულოა და მისი გადახდის პერიოდი 90-დან 520 დღემდე გრძელდება და შეადგენს წინა 6 თვის ხელფასის საშუალოს 70-80%-ს ყოველთვიური ზედა ზღვრით(11 521 ევრო). 14 მეტნაკლებად მსგავსია ევროპის ქვეყნების უმუშევრობის დაზღვევის სისტემები. თუმცა განსხვავებები საგულისხმოა სადაზღვევო პრემიისა და სადაზღვევო თანხის მოცულობაში, დაზღვევის წინაპირობებსა და სადაზღვევო თანხის მიღების ხანგრძლივობაში. უმუშევრობის დაზღვევის სისტემის შეფასებისთვის, ერთ-ერთ საზომად ევროპაში იყენებენ ჩანაცვლების კოეფიციენტს, რაც წარმოადგენს პროცენტულ გამოხატულებას, თუ მანამდე არსებული ხელფასის რამდენ პროცენტს მიიღებს უმუშევრად დარჩენილი პირი უმუშევრობის დაზღვევისა თუ შემწეობის გზით. ხელფასის სადაზღვევო თანხით ჩანაცვლების კოეფიციენტი(სადაზღვევო თანხის წილი ხელფასთან შედარებით) ევროპის 27 ქვეყნის მიხედვით შემდეგი სახით გამოიყურება (გრაფიკი № 10) დიაგრამა# 10. ჩანაცვლების კოეფიციენტი ევროპის 27 ქვეყნის მაგალითზე(%, 2010 წ.) წყარო: Social Policy Indicator Database(SPIN), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, Esser I, Ferrarini, T., Nelson, K., Palme, J., Sjöberg,O. 2013, Employment, Social Affairs& Inclusion, Unemployment Benefits in EU Member States, European Commission, p. 11 13. წყარო, 23.10.2018: https://www.nav.no/en/Home/Benefits+and+services/Relatert+informasjon/unemployment-benefits 14. წყარო, 23.10.2018: https://www.a-kasser.dk/unemployment-insurance-in-europe/switzerland/ 13 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა უმუშევრობის დაზღვევის მინიმალური ხანგრძლივობა ევროპის 27 ქვეყანას შორის ლიტვაშია და შეადგენს 21 კვირას და ყველაზე ხანგრძლივი, უვადო დაწესებულია ბელგიაში. გერმანიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, ლუქსემბურგში ის ერთ წელს შეადგენს, დაახლოებით ორ წელს მოიცავს საფრანგეთში, დანიაში, ესპანეთსა და ნორვეგიაში(დიაგრამა № 11). უმუშევრობის ბენეფიტების მასშტაბის შესაფასებლად ევროკავშირში იყენებენ უმუშევრობის ბენეფიტების თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან. ამ მაჩვენებლით ყველაზე მაღალი წილი- 3,4 აქვს ბელგიას. ხო-ლო დასავლეთ ევროპის ქვეყნების საშუალო დაახლოებით 2%-ია(დიაგრამა 12). აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, როგორც ბიუჯეტიდან დაფინანსებული ისე კერძო სადაზღვევო შენატანებიდან დაფინანსებული სარგებელი. საქართველოს ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2017 წელს შეადგინა 38 მილიარდი ლარი. იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობის ბენეფიტები იქნება დასავლეთ ევროპის მსგავსად მშპ-ს 2%, მაშინ გაცემული ბენეფიტები შეადგენდა 760 მილიონ ლარს. უმუშევრობის დაზღვევის პირობის დასაკმაყოფილებლად როგორც წესი სხვადასხვა პირობებია დასაკმაყოფილებელი, რაც გამოიხატება სამსახურში ანაზღაურების პერიოდამდე გარკვეული მუშაობის სტაჟის ხანგრძლივობით, გათავისუფლების მიზეზით თუ სხვა(დიაგრამა 13). დიაგრამა# 11. უმუშევრობის დაზღვევის მიღების ხანგრძლივობის მაქსიმუმი ევროპის 27 ქვეყნის მიხედვით (კვირეები, 2010 წ.) წყარო: Social Policy Indicator Database(SPIN), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, Esser I, Ferrarini, T., Nelson, K., Palme, J., Sjöberg,O. 2013,Employment, Social Affairs& Inclusion, Unemployment Benefits in EU Member States, European Commission, p. 12. 14 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა დიაგრამა# 12. უმუშევრობის ბენეფიტების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ევროკავშირში(%) 2014წ. 15 დიაგრამა# 13. უმუშევრობის დაზღვევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მაჩვენებლები წყარო: Unemployment benefits in France compared to European practices, Dec., 2016 TRÉSOR-ECONOMICS No. 188,p. 5 დიაგრამა# 14. წმინდა ჩანაცვლების კოეფიციენტი ხუთწლიან პერიოდზე (2014 წ.) წყარო: OECD(2016), TAX-benefit Modelss. Unemployment benefits in France compared to European practices, Dec., 2016 TRÉSOR-ECONOMICS No. 188,p. 15. https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Social_protection_statistics_-_unemployment_benefits 15 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა უმუშევრობის დაზღვევისა თუ შემწეობის ხანგრძლივობა საერთაშორისო გამოცდილებით მრავალფეროვანია, თუმცა თუ უმუშევრობის დაზღვევა წინ უსწრებს ხოლმე უმუშევრობის შემწეობის ამოქმედებას. უმუშევრობის შემწეობა როგორც წესი უფრო ხანგრძლივია და ის დაზღვევის ამოწურვის შემდეგ გამოიყენება(დიაგრამა 14). ევროკავშირში უმუშევრობის„ბენეფიტებს“ ყოფენ შემდეგ სახეებად: ფულადი სახით მიღებული პერიოდული სარგებელი; ერთჯერადად მიღებული ფულადი სარგებელი; ნატურით მიღებული სარგებელი. ყველაზე დიდი წილი უკავია ფულადი სახით პერიოდულად მიღებულ სარგებელს(დიაგრამა 15). შემდეგ მოდის ერთჯერადად, ასევე ფულადი სახით მიღებული სარგებელი და ბოლოს მცირე წილი უკავია ნატურით მიღებულ სარგებელს. ნატურის სახით მიღებული ბენეფიტები მოიცავს: სამუშაოს ძებნისათვის გაწეული დახმარება და ვაკანსიების განთავსების სერვისი; მობილობა და საცხოვრებლის შეცვლა და სხვ. ფულადი სახის ბენეფიტებში გარდა პირდაპირ გაცემული თანხისა შედის ასევე: გადამზადებაზე გაწეულ ხარჯები; ნაწილობრივი უმუშევრობის ბენეფიტები; პენსიაზე ადრე გასვლის ბენეფიტები შრომის ბაზრისგან გამოწვეული მიზეზებით; კომპენსაცია სამუშაო ძალის სიჭარბის გამო(დიაგრამა 16). დიაგრამა# 15. უმუშევრობის„ბენეფიტების“ განაწილება ევროკავშირის ქვეყნებში(EU28) დიაგრამა# 16. უმუშევრობის ბენეფიტების სახეები ევროკავშირში და მათი პროცენტული განაწილება 16 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილება 2015 წლამდე სომხეთში გაიცემოდა უმუშევრობის შემწეობა 1 წლის ვადით და შეადგენს ქვეყნის მინიმალური ხელფასის(30 000 სომხური დრამა) 60%-ს 16 , 2015 წლის შემდეგ უმუშევრობის შემწეობა აღარ გაიცემა, მხოლოდ დამსაქმებელია ვალდებული სტაჟის მიხედვით გარკვეული კომპენსაცია მისცეს დასაქმებულს. 17 აზერბაიჯანში გაიცემა უმუშევრობის შემწეობა და ის ბენეფიციარს უნაზღაურებს უმუშვერად რეგისტრირებამდე 12 თვის დარი-ცხული ხელფასის საშუალოს 70%-ს, მაგრამ არაუმეტეს ქვეყნის საშუალო ხელფასისა(2017 წლის მონაცემით 528 აზერბაიჯანული მანეთი, დაახლოებით 307 დოლარი). ჯამში უმუშევრობის შემწეობა გაიცემა 26 კვირაზე 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ პერიოდში. 18 მოლდოვაში მინიმალური ხელფასი უმუშევრად რეგისტრირებამდე ხელფასის 30%, 40% ან 50%-ია უმუშევრობის მიზეზისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ქვეყნის საშუალო ხელფასისა(6150 მოლდოვური ლეი, დაახლოებით 362 დოლარი). შემწეობა გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე სამუშაო სტაჟის გათვალისწინებით. 19 უკრაინაში გაიცემა უმუშევრობის შემწეობა და ის შეადგენს ხელფასის 50-დან 70%-მდე სტაჟის გათვალისწინებით, შემწეობა გაიცემა 360 დღეზე და შეიძლება გახანგრძლივდეს 720 დღემდე თუ საპენსიო ასაკამდე ორი წელია დარჩენილი. მაქსიმალური უმუშევრობის შემწეობა საარსებო მინიმუმზე(2018 წლის 1 ივლისის მიხედვით 1841 გრივნა, დაახლოებით 65 დოლარი) მაქსიმუმ 4-ჯერ მეტი შეიძლება იყოს(260 დოლარი). 16. წყარო, 23.10.2018: https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ ssptw/2014-2015/asia/armenia.pdf 17. წყარო, 23.10.2018: https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ ssptw/2016-2017/asia/armenia.pdf 18. წყარო, 23.10.2018: https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ ssptw/2016-2017/asia/azerbaijan.pdf 19. წყარო, 23.10.2018: https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ ssptw/2018-2019/europe/ssptw18europe.pdf ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი მარეგულირებელი ჩარჩო საქართველოს უზენაესი კანონი- საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რაც, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი დასაქმებისა და უმუშევრობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ჯანსაღი პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაც არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით არის გარანტირებული, უმუშევრობის შემწეობის/დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბების სწორი მიდგომის დანერგვაა, რაც ასევე სოციალური პროგრესის საწინდარია. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. სწორედ ასეთ უფლებათა კატეგორიაში შეგვიძლია მოვიაზროთ პირის უფლება იცხოვროს ღირსეულად, მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის(შემდგომში- დეკლარაცია) 22-ე მუხლი განამტკიცებს ყველა ადამიანის, როგორც საზოგადების წევრის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. დეკლარაციის 25-ე მუხლი განამტკიცებს პირის უფლებას მათ შორის უმუშევრობის პერიოდში, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ევროპის სოციალური ქარტია განამტკიცებს სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ძირეულ ღირებულებას. 17 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა საქართველომ, როგორც„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის ხელშემკვრელმა მხარემ, აღიარა, რომ შიშისა და გაჭირვებისაგან თავდახსნილი თავისუფალი პიროვნების იდეალის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ისეთი პირობები, სადაც ყველას შეეძლება თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა. აქვე აღიარა თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც უმუშევრობის შემწეობას, როგორც საერთო კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტად განიხილავს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1952 წლის კონვენცია სოციალური დაცვის(მინიმალური სტანდარტები) შესახებ(No. 102). საქართველოს, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(შემდგომში- შსო) წევრ ქვეყანას, რატიფიცირებული აქვს შსო-ს 17 კონვენცია, თუმცა ზემოაღნიშნული კონვენცია#102 მათ რიცხვს არ განეკუთვნება. შსო-ს 102-ე კონვენცია, თითოეული სახელმწიფოს, რომლისთვისაც ძალაშია კონვენციის III ნაწილი, ავალდებულებს დაცული პირები უზრუნველყოს უმუშევრობის შემწეობით. კონვენციის შესაბამისად, დაფარული რისკები უნდა მოიცავდეს ეროვნული კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული შემოსავლის მიღების შეჩერებას, იმ დაცული პირის მიერ შესაფერისი სამუშაოს მიღების შეუძლებლობის გამო, რომელსაც მუშაობის უნარი და შესაძლებლობა აქვს. კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად, დაცული პირები უნდა მოიცავდეს დასაქმებულთა დადგენილ კატეგორიებს, რომელიც წარმოადგენს საერთო დასაქმებულთა არანაკლებ 50 პროცენტს, ან ყველა რეზიდენტს, რომლის სახსრები დაფარვის განმავლობაში არ აღემატება იმ ლიმიტს, რომელიც დადგენილია ამავე კონვენციით. კონვენციის 22-ე მუხლის შესაბამისად, როდესაც ხდება დასაქმებულთა გარკვეული კატეგორიის დაცვა, შემწეობის გადახდა უნდა მოხდეს პერიოდულად და დაანგარიშებული იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შემწეობის ტარიფი უნდა განისაზღვროს წინასწარ დადგენილი ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილი სისტემის მიხედვით. ასეთი ტარიფი შესაძლებელია შემცირებულ იქნეს მხოლოდ იმ ზომამდე, რომლითაც მოსარგებლის ოჯახის სხვა სახსრების ოდენობა აჭარბებს წინასწარ დადგენილ არსებით თანხებს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილ თანხებს, გაწერილი წესების შესაბამისად. შემწეობის და ნებისმიერი სხვა თანხის ჯამი, ზემოაღნიშნულ არსებითი თანხების გამოკლების შემდგომ, უნდა იყოს შესაბამისი მოსარგებლის ოჯახის ჯანმრთელად და ღირსეულად შესანარჩუნებლად. კონვენციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემწეობა დაფარვის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ იმ პირისათვის, რომელმაც გაიარა ისეთი საკვალიფიკაციო პერიოდი, რომელიც აუცილებელია უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. კონვენციის 24-ე მუხლის შესაბამისად, შემწეობა დაფარვის პერიოდში უნდა გაიცეს, მისი ხანგრძლივობის შეზღუდვის პირობით(ა) სადაც დასაქმებულთა გარკვეული კატეგორია არის დაცული, 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 13 კვირამდე, ან (ბ) სადაც დაცულია ყველა რეზიდენტი, რომელთა სახსრებიც დაფარვის პერიოდში დადგენილ ლიმიტს არ აჭარბებს, 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 26 კვირამდე. ამასთან, კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულების შემთხვევაში შემწეობის და მოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა შესაძლებელია მოერგოს მათი დასაქმების პირობებს. საგულისხმოა, რომ შსო-ს კონვენციებით დადგენილი სტანდარტები არის ის მინიმალური ბაზისი, რომლითაც მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პირები. ხოლო უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 102- კონვენციით განსაზ18 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა ღვრული პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, უმუშევრობის შემწეობის საკითხის სამართლებრივ რეგულირებას გარკვეული ისტორია გააჩნია. 2001 წელს მიღებული „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის#23/ნ ბრძანების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესი, რომლის შესაბამისადაც, უმუშევარ პირს უმუშევრის შემწეობა ენიშნებოდა თუ მას გავლილი ჰქონდა უმუშევრად რეგისტრაცია სამუშაოს დაკარგვიდან ექვსი თვის განმავლობაში, მზად იყო შეესრულებინა შესაფერისი სამუშაო და სამუშაოს დაკარგვის დღიდან წინა ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა უწყვეტი სტაჟი. მითითებული ბრძანების შესაბამისად, უმუშევრობის შემწეობის გაცემის ვადად განსაზღვრულ იქნა ექვსი თვე, ხოლო ოდენობა წარმოადგენდა 14 ლარს, რომელიც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტინ#48 დადგენილებით გაიზარდა 20 ლარამდე. 2006 წელს მიღებულ იქნა საქართველს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი,“ რომელმაც გააუქმა„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების მოქმედება, ხოლო თავად შრომის კოდექსი აღარ ითვალისწინებდა უმუშევრობის შემწეობის გაცემას. უმუშევრობის შემწეობის შემოღების ზეგავლენა ბიუჯეტსა და მოსახლეობაზე საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით 276,4 ათასი უმუშევარია. თუკი ყველა უმუშევარი 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან უმუშევრობის შემწეობას მიიღებდა ბიუჯეტის ხარჯი გაიზრდებოდა 331,7 მლნ. ლარით, რაც საქართველო ბიუჯეტისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ამიტომ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, უმუშევრობის შემწეობის მიმღები უნდა იყოს პირი, რომელიც მუშაობდა ბოლო 1 წლის მანძილზე და რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილი. ასეთი წლიურად დაახლოებით 40 ათასი ადამიანია. შესაბამისად, სახელმწიფოს ხარჯი წელიწადში 20 იქნება არაუმეტეს 40000*6*200=48 000 000 ლარისა. უმუშევრობის შემწეობის დანიშვნა შეამცირებს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვს და საარსებო შემწეობაზე გასაცემ თანხას, რაზეც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 257.7 მლნ. ლარი დაიხარჯა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ასაკით პენსიონერთათვის, პენსიის 20 ლარიანმა ზრდამ, გამოიწვია სიღარიბის დონის 2,8%-ით შემცირება 21 . შესაბამისად, 200 ლარიანი უმუშევრობის შემწეობის დაწესება 40,8 ათასი ადამიანისთვის პირველ წელს გამოიწვევს სი-ღარიბის დონის შემცირებას დაახლოებით 40800/741662 22 *200/20*0.5(6 თვე)*2,8%=0,8%ით. მსოფლიო ბანკის მონაცემების 23 მიხედვით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 25,3%-ს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფების რაოდენობა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 12%-ს. საარსებო შემწეობას იღებენ მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები შესაბამისად სიღარიბის 0,8%-ით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობის შემცირებას 12/25,3*0,8%=0,38%-ით. რაც შეადგენს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა 6,6%-ს(0,8/12). ეს კი ნიშნავს, რომ საარსებო შემწეობაზე გასაცემი თანხაც შემცირდება 6,6%-ით, ანუ 17 მლნ. ლარით. ამ ექვსი თვის მანძილზე სახელმწიფომ ყველა უმუშევარს უნდა შესთავაზოს გადამზადება, რათა მათი უნარები შესაბამისობაში მოვიდეს არსებულ მოთხოვნასთან. პარალელურად სა20. 6-თვიანი შემწეობის გაცემის შემთხვევაში. 21. საქართველოს საპენსიო რეფორმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016წ. გვ11. 22. პენსიონერთა რაოდენობა. 23. http://povertydata.worldbank.org/poverty/country/GEO 19 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა მუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფომ სამუშაოს მაძიებელს უნდა შესთავაზოს დასაქმება. სამუშაოს მაძიებელთა მომზადება გადამზადების პროგრამაზე სახელმწიფო ხარჯავს 2 მლნ. ლარს, რაც საკმარისია 2 ათასი პირის გადასამზადებლად. 276 ათასი უმუშევრის გადასამზადებლად საჭირო იქნება 27,6 მლნ ლარის გამოყოფა. ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯი ჯამში უმუშევრობის შემწეობასა და მომზადება-გადამზადების პროგრამაზე შეადგენს 48 000 000+ 27 000 000 – 17 000 000(საარსებო შემწეობის შემცირება)= 58 000 000 ლარს. უმუშევრობის შემწეობის დაწესება გარკვეული პერიოდით, მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფს უმუშევრებს და ქვეყანას თავიდან ააცილებს სიღარიბის დონის გაღრმავებას. რაც შეეხება უმუშევრობის დაზღვევას, საქართველოში სამუშაო 2015 წელს დაკარგა 40 814-მა ადამიანმა 24 . ამ პერიოდში დაქირავებით დასაქმებული იყო 798 300 ადამიანი. შესაბამისად, სამუშაო ადგილი დაკარგა დაქირავებით დასაქმებულთა 5,11%-მა. თუკი ამ მაჩვენებელს გამოვიყენებთ გამოთვლისთვის 5%-იანი კონტრიბუციის შემთხვევაში 12 თვის მანძილზე, თუ უმუშევრობის სადაზღვევო თანხა გაიცემა არაუმეტეს 6 თვისა, უმუშევრობის დაზღვევის ჩანაცვლების კოეფიციენტი შეადგენს 97,8%-ს(ცხრილი 4). უმუშევრობის პერიოდში შემწეობის მიმღებ პირს გაუჩნდება მინიმალური საარსებო წყარო, რაც შეესაბამება საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებს. უმუშევარი მოსახლეობა სრულ გაღარიბებამდე მიიღებს საარსებო წყაროს, ამასთან უმუშევრობის შემწეობის მიმღები პირის ოჯახს თუკი ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყვნენ და საარსებო შემწეობას იღებდნენ, აღარ შეეშინდებათ სამსახურის მოძებნის, რადგან შემოსავლის მიღების შემთხვევაში უმუშევარი ოჯახის წევრი არ დაკარგავს უმუშევრობის შემწეობას, რაც ხდება საარსებო შემწეობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე უმუშევრობის შემწეობის მიმღებ პირებს ექნებათ მეტი მოტივაცია დაიწყონ მუშაობა, რაც ეკონომიკისთვისაც სასარგებლო იქნება. ცხრილი 4. უმუშევრობის დაზღვევისთვის გაწეული კონტრიბუცია და შესაბამისი ჩანაცვლების კოეფიციენტი. კონ ტრიბუცია 1% 2% 3% 4% 5% კონტრიბუციის პერიოდი( თვე, არანაკლებ) 12 12 12 12 12 სადაზღვევო თანხის მიღების პერიოდი 6 6 6 6 6 ჩანაცვლების კოეფიციენტი 19,56% 39,12% 58,68% 78,24% 97,80% 24. https://www.moh.gov.ge/uploads/files/oldMoh/01_GEO/Shroma/ kvleva/33.pdf 20 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა დასკვნა უმუშევრობის შემწეობა უნდა აღემატებოდეს საარსებო შემწეობას. საშუალო ოჯახი საქართველოში შედგება 4 წევრისგან, შესაბამისად უმუშევრობის შემწეობა უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რასაც მიიღებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 4 სულიანი ოჯახი საარსებო შემწეობის სახით. ეს საკითხი ასევე პირდაპირ კავშირშია მინიმალურ ხელფასთან. უმუშევრობის შემწეობასთან ერთად საარსებო შემწეობას უნდა აღემატებოდეს მინიმალური ხელფასიც. ამ გზით მოსახლეობას შეუნარჩუნდება მუშაობის მოტივაცია. ვფიქრობთ, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი შერეული სისტემა იქნება. თუმცა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დასაქმებულებს და დამსაქმებლებს გაუჭირდებათ დამატებით შენატანების გაკეთება. არ უნდა დაგვავიწყდეს საპენსიო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს 2019 წლიდან დამატებით ხელფასის 2%-ის კონტრიბუცია მოუწევთ. ამიტომ ამ ეტაპზე სახელმწიფომ თავად უნდა იკისროს უმუშევრობის შემწეობის გადახდა იმ პირებისთვის, რომლებიც დაკარგავენ სამუშაოს. შემწეობა უნდა აღემატებოდეს 4 სულიანი ოჯახის საარსებო შემწეობას, რაც დაახლოებით 200 ლარს შეადგენს. ხანგრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში სახელმწიფომ უმუშევრობის შემწეობის გაცემა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 6 თვისა. ყველა სამუშაოს მაძიებელს უნდა ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში, ამისათვის საჭირო იქნება ასეთი პროგრამების მნიშვნელოვნად გაფართოება. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ უმუშევრებს უნდა შესთავაზოს ალტერნატიული სამუშაო ადგილები, რომელიც შეესაბამება სამუშაოს მაძიებლის კვალიფიკაციას. თუკი უმუშევარი უარს იტყვის 3 შეთავაზებაზე, შესაძლებელია უმუშევრობის შემწეობის მოხსნა. სამუშაო ადგილს წლიურად დაახლოებით 40 ათასი ადამიანი კარგავს, და მათი 200 ლარიანი შემწეობით 6 თვით უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება 48 მლნ ლარის გამოყოფა ბიუჯეტიდან. ამასთან ყველა უმუშევრის გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო იქნება 27 მლნ. ლარის გამოყოფა. ამის პარალელურად კი საარსებო შემწეობაზე ბიუჯეტიდან გასაცემი ხარჯი შემცირდება 17 მლნ ლარით. ბიუჯეტიდან დაფინანსებული უმუშევრობის შემწეობის პარალელურად, მომავალში უნდა შეიქმნას კერძო ფონდების მიერ მართული უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, რომელიც შეავსებს უმუშევრობის შემწეობის სისტემას, ასეთ სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე უმუშევრობის დაზღვევის მინიმალური პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 12 თვისა. ამასთან, იმისათვის, რომ სადაზღვეო თანხა იყოს მეტნაკლებად ღირსეული(ხელფასის 50%-ზე მეტი) ყოველთვიური შენატანი უნდა შეადგენდეს არანაკლებ ხელფასის 3%-ს. აღნიშნული შენატანი ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში უნდა განაწილდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო დაზღვევის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ტვირთის გადანაწილება უნდა მოხდეს მოლაპარაკების საფუძველზე. უმუშევრობის შემწეობის შემოღება შექმნის პირობებს სიღარიბის შემცირებისთვის. რაც მოსახლეობას ააცილებს უკიდურეს სიღარიბემდე მისვლას და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების მსურველიც ნაკლები იქნება. სიღარიბის შემცირება უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რათა შემცირდეს საზოგადოებაში დაძაბულობა და მოსახლეობას ჰქონდეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. 21 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა რეკომენდაციები 1. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი „უმუშევრობის შემწეობის შესახებ“. 2. მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1952 წლის კონვენციის სოციალური დაცვის(მინიმალური სტანდარტები) შესახებ #102 რატიფიცირება. 3. მოხდეს უმუშევართა ზუსტი აღრიცხვა, შემწეობის მისაღებად უმუშევარი დარეგისტრირებული უნდა იყოს შესაბამის ბაზაში. 4. უმუშევრობის შემწეობის მიმღები უნდა იყოს ის, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი. 5. უმუშევრობის შემწეობა განისაზღვროს არანაკლებ იმ თანხისა, რასაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოთხსულიანი ოჯახი მიიღებდა(200 ლარი). 6. მიღებულ კანონში განისაზღვროს უმუშევრობის შემწეობის გადახედვის მექანიზმი. შემწეობის ზრდა მოხდეს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის პროპორციულად. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩაატაროს შესაბამისი კვლევა უმუშევრობის დაზღვევის შესახებ და იმუშაოს მომავალში ევროპული გამოცდილების მსგავსი სისტემის დანერგვაზე, რომელშიც კონტრიბუციას გააკეთებენ დამსაქმებელი და დასაქმებული ისე, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტმა შეადგინოს არანაკლებ 50%-ისა, ხოლო მიღების პერიოდი არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები(ასეთი შედეგის მისაღწევად საჭიროა ხელფასის 3%-იანი კონტრიბუცია თვეში). 8. გაიზარდოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დაფინანსება და მასშტაბი, რათა სახელმწიფომ ყველა სამუშაოს მაძიებელს შესთავაზოს გადამზადება/ კვალიფიკაციის ამაღლება. 9. მოხდეს უმუშევრობის დონის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულად არ ჩაითვლება პირი, თუ ის მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს რაიმე სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტს. 22 თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა ლიტერატურა Esser I, Ferrarini, T., Nelson, K., Palme, J., Sjöberg,O.: Employment, Social Affairs& Inclusion, Unemployment Benefits in EU Member States, European Commission, 2013 Unemployment benefits in France compared to European practices, Dec., 2016 TRÉSOR-ECONOMICS No. 188 OECD, TAX-benefit Models, 2016 Social Policy Indicator Database(SPIN), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი საქართველოს საპენსიო რეფორმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016 წ. საზოგადოების განწყობა საქართველოში: 2017 წლის დეკემბრის კვლევის შედეგები, ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/methodology/Labour%20Force%20Statistics.pdf https://www.moh.gov.ge/uploads/files/oldMoh/01_GEO/Shroma/kvleva/33.pdf http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1243 http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35 https://www.nav.no/en/Home/Benefits+and+services/Relatert+informasjon/unemployment-benefits https://www.a-kasser.dk/unemployment-insurance-in-europe/switzerland/ https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Social_protection_statistics_-_unemployment_ benefits https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Social_protection_statistics_-_unemployment_ benefits#Distribution_by_type_of_benefit https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ssptw/2014-2015/asia/armenia.pdf https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ssptw/2016-2017/asia/armenia.pdf https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ssptw/2016-2017/asia/azerbaijan.pdf https://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ssptw/2018-2019/europe/ssptw18europe.pdf http://povertydata.worldbank.org/poverty/country/GEO ავტორების შესახებ მკვლევართა გუნდი: გიორგი ჭანტურიძე − საქართველოში უმუშევრობის საკითხის ანალიზი; უმუშევრობის შემწეობის შემოღების ზეგავლენა ბიუჯეტსა და მოსახლეობაზე; საერთაშორისო პრაქტიკა; დავით დარსაველიძე, PhD, MPA − საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი; თამარ სურმავა − მარეგულირებელი გარემოს შესწავლა. იმპრესარიუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ. 4/ 0179, თბილისი| საქართველო პასუხისმგებელი პირი: ფელიქს ჰეტი| სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ:+995 32 225 07 28 http://fes-caucasus.org/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: stiftung@fesgeo.ge დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.