ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ “ ქართული პარტიული სისტემის ეფემერულობა 2012 წლის შემდგომ პერიოდში საქართველოს დემოკრატიის პოსტსაბ ჭოთა გამოცდილება აჩვენებს, რომ დღე მდე გრძელდება პარტიების ფორმირების დომინანტური მოდელის ჩამოყალიბება. პარტიულ სისტემაში, ახალბედების უმეტესობას ფესვები ღრმად არ აქვს გა დგმული სამოქალაქო საზოგადოებაში და, როგორც წესი, მათ ინდივიდუალური „მეწარმეები“ ხელმძღვანელობენ. ქვეყანამ მიიღო არასტაბილურობისა და დაუცველობის განსაკუთრებული მემკვი დრეობა, რომელიც წლებია გრძელდება და ლიდერებში იწვევს ოპორტუნისტულ, ოლიგარქიულ ქცევას. ამას შედეგად მო აქვს კონფლიქტებისა თითქმის ინსტი ტუციონალიზებული ციკლები, რაც იწვევს ახალი პარტიების გაჩენას, რომელთა ბედი ეფემერულობისკენ არის მიდრეკილი. ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი დეკემბერი 2021 მიუხედავად იმისა, რომ ახალი პარტიები აგრძელებენ ჩამოყალიბებას და განვი თარებას ამ დამკვიდრებული მოდელის მიხედვით,„გირჩის“ მაგალითი- 2021 წლის დეკემბერის განხეთქილება მდე- აჩვენებს, რომ სისტემის შიგნით პარტიული მშენებლობა სხვაგვარადაც შეიძლება. გამორჩეული პროგრამა, მდგრადი საკანონმდებლო კამპანია საარჩევნო ციკლის მიღმა, სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან კავშირი, განსაზღვრულ ამომრჩეველზე ფოკუ სირება და ინოვაციური სტრატეგიები- ეს ყველაფერი ხელს უწყობს მდგრადობის მიღწევას. ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“ ქართული პარტიული სისტემის ეფემერულობა 2012 წლის შემდგომ პერიოდში სარჩევი 1. ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲔᲗᲝᲓᲝᲚᲝᲒᲘᲐ 2 2. ᲬᲐᲠᲛᲝᲨᲝᲑᲐ , ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲐ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ 4 ᲬᲧᲝᲑᲐ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ „ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲘᲡ “ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲐᲮᲐᲚ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲔᲑᲨᲘ 3. ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ À LA GÉORGIENNE 7 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲡᲣᲠᲐᲗᲘ 4. ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ 11 ახალი პოლიტიკური ცენტრი –„გირჩი“ 11 პაატა ბურჭულაძე –„სახელმწიფო ხალხისთვის“ 13 „ლელო – საქართველოსთვის“ 14 5. ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲔᲑᲘ 18 გამოყენებული ლიტერატურა 20 1 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ 1 ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲔᲗᲝᲓᲝᲚᲝᲒᲘᲐ საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ერთი მხრივ, გამოირჩეოდა შემდგომი პოლიტიკური კრიზისის ინტენსივობითა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ახლებური პოლიტიკური შეთანხმებით, 1 რომელმაც დაასრულა ეს კრიზისი. ამავდროულად, 2020 წლის არჩევნებმა გაა ჩინა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ შესწავლილიყო ქართული პარტიული სისტემის მუდმივად გამოუკვლე ველი, თუმცა საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული მახა სიათებელი: ეფემერულობა. პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ პოლიტი კური ახალბედების მზარდი წარმატებისთვის ახალი მიმართულებები გააჩინა. ზოგიერთმა ამ პარტიამ და მოძრაობამ, როგორც მემარცხენემ, ისე მემარჯვენემ, მოახერხა იმ უნიკალური კონტექსტიდან გამოსვლა, რომელშიც დაიბადა და ჩამოყალიბდა არჩევნებში მდგრად(თუ არა ყოველთვის გამარჯვებულ) პოლიტი კურ ორგანიზაციად. სხვა ორგანიზაციებმაც იგივე გა იარეს, თუმცა გაქრნენ ჩამოყალიბებიდან რამდენიმე თვეში. 4 პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პერიოდის განმავ ლობაში, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა მოიზიდა საკმაოდ ბევრი ახალი პოლიტიკური პრეტე ნდენტი. თითოეული მათგანი ქვეყანას ჰპირდება, რომ გაათავისუფლებს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემებისგან და დააყენებს განვითარებისა და წარმატების გზაზე. ამაში თავისთავად არაფერია გა ნსაკუთრებული, განსაკუთრებით შედარებით ახალი დემოკრატიისა და პარტიული სისტემის პირობებში. მაგრამ აღსანიშნავია, რომ არჩევნების წინ ქართულ პარტიულ სისტემაში ახალბედები დიდი რაოდენობით შემოდიან. პერსპექტიული ახალი პოლიტიკური მოძრა ობები, შედარებით ცნობილი, განათლებული და წარმა ტებული ლიდერებით, ვერ ამართლებენ მოლოდინებს და მათი საქმიანობა საბოლოოდ შეუსაბამო და ბუნდო ვან ხასიათს იღებს. ბოლო ათწლეული, რა თქმა უნდა, იყო ერთგვარი ბუმის პერიოდი პოლიტიკური ახალბედებისთვის მთელ მსო ფლიოში, რამაც ახალი პოლიტიკური მოძრაობებისა და მათი გრძელვადიანი მდგრადობის უნარის შესწავლა უკიდურესად აქტუალური გახადა. ევროპაში თითქმის ყველა განვითარებულმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დაინახა, რომ ახალბედებმა დაარღვიეს პოლიტიკური სტატუს კვო ბოლო ათი წლის განმავლობაში და ბე ვრი ახალი პოლიტიკური მოძრაობა წარმოიქმნა კრი ზისიდან(ევროპის ფინანსური კრახი, 2 ლტოლვილთა კრიზისი ან ბრექსიტი 3 ). ატლანტის ოკეანეს მეორე მხარეს, 2016 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების საქართველო წარმოადგენს საინტერესო შემთხვევას ახალი პოლიტიკური მოძრაობების შესასწავლად, რა დგან ის რამდენადმე სცილდება„ძველი“ დემოკრატიე ბის ევროატლანტიკურ კონტექსტს, რომლებიც„ახალი“ კრიზისების გავლენის ქვეშ ექცევიან. ქვეყანა მოქცეუ ლია გეოპოლიტიკური დაპირისპირების, ეკონომიკური დაუცველობისა და დემოკრატიზაციის პოსტსაბჭოთა გამოცდილების საკუთარ კონკრეტულ კონტექსტში. საქართველოს მაგალითმა შეიძლება შეავსოს ახალი პარტიების მზარდი კვლევა და ანალიზი ევროპაში. ამგვარად, ეს ნაშრომი მიზნად ისახავს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: რატომ არის ამდენი ახალი სახე ქა რთულ პოლიტიკურ სცენაზე? რატომ კარგავს ამდენი მათგანი აქტუალობას და იღებს დაბალ რეიტინგს რამდენიმე საარჩევნო ციკლის შემდეგ? რა კავშირია ამ ფაქტორებს შორის: პარტიული წარმოშობა, ცვა ლებად პირობებთან პარტიის ადაპტაცია და პარტიის უნარი(უუნარობა) იარსებოს, როგორც გავლენიანმა პოლიტიკურმა აქტორმა? წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ახალ პოლიტი კურ პარტიებს, რომლებიც 2012 წლიდან გაჩნდნენ სა ქართველოში. იმ წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდი წარმოადგენს „ლიბერალურ“ მომენტს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, რადგან ერთიანი ნაციონალური მოძრაო ბის მზარდი რეპრესიული მთავრობისგან ძალაუფლება გადაეცა ახალ პოლიტიკურ ძალას- კოალიცია„ქა რთულ ოცნებას“. 2012 წლის შემდგომი პერიოდი ასევე საინტერესოა იმითაც, რომ მასში გამოჩნდნენ სხვადა 1 https://carnegieeurope.eu/2021/05/10/defusing-georgia-s-politicalcrisis-eu-foreign-policy-success-pub-84494 2 მაგალითად, პოდემოსი ესპანეთში. 3 ალბათ, უფრო ცნობილია, როგორც ბრექსიტის პარტია დიდ ბრი ტანეთში. 4 „შეცვალე დიდი ბრიტანეთი“, რომელიც 2019 წლის თებერვალში ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების ცენტრისტული დანაყოფებისგან შეიქმნა, დაიშალა დაარსებიდან სულ რაღაც 10 თვის შემდეგ, რადგან ვერ მოიპოვა ადგილი ევროპულ და საპარ ლამენტო არჩევნებში. 2 ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲔᲗᲝᲓᲝᲚᲝᲒᲘᲐ სხვა წარმომავლობის ახალბედები. ისინი წარმოიშვნენ პარტიული განხეთქილებიდან, საპროტესტო მოძრა ობებიდან 5 ან„პოლიტიკური მეწარმეობიდან“, რამაც, პირველად დემოკრატიული საქართველოს ისტორი აში, ერთ სისტემაში მოაქცია საკმაოდ ბევრი, სხვადა სხვა წარმოშობის„ახალი“ და„ძველი“ პარტია და მნიშ ვნელოვანი გახადა ქართული პოლიტიკური პარტიების თეორიული შესწავლა. და ბოლოს, საქართველოში 2012 წლიდან თითქმის ყოველწლიურად იმართება რაიმე სახის არჩევნები, რაც მუდმივ სტიმულს აძლევს როგორც ახალი, ისე ძველი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებასა და მონაწილეობას. ყველა ეს პირობა 2012 წლის შემდგომი პერიოდის საქართველოს კვლე ვისთვის მიმზიდველ საგნად აქცევს. საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია თა ვად იყო„წარმატებული“ ახალბედა პარტიულ სისტე მაში(2012 წლის არჩევნებამდე მხოლოდ ექვსი თვით ადრე დარეგისტრირდა პარტიად და გაიმარჯვა). მიუ ხედავად ამისა,„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის სრული ისტორია და მისი უნარი გაუძლოს უა მრავ ღრმა კრიზისს ბოლო წლებში მოიცავს უფრო ფა რთო კითხვებს მმართველობისა და სახელმწიფოს შე სახებ, რომლებიც სცილდება საქართველოს პარტიული სისტემის წინამდებარე კვლევის სფეროს. ამრიგად, ყურადღებას გავამახვილებთ პოლიტიკურ სფეროში ახალ პრეტენდენტებზე და მათ წარუმატებელ თუ წა რმატებულ მცდელობებზე, გააძლიერონ თავიანთი პოზიციები ხელისუფლების გარეთ, მაგრამ თავიანთ პარტიული სისტემის შიგნით. ვიმედოვნებთ, რომ მისი რეფლექსია სრულყოფილს გახდის ქართული პოლიტიკური ორგანიზაციების აქ წა რმოდგენილ სურათს. წინამდებარე ნაშრომის პირველი თავი განიხილავს, თუ როგორ შეიქმნა პოლიტიკური პარტიების თეო რია , განსაკუთრებით ახალ დემოკრატიებში, და როგორ განსაზღვრავს პარტიული წარმომავლობა, ელიტური არჩევანი და ინსტიტუციური წყობა ახალი დემოკრა ტიების პარტიული სისტემების გამძლეობას. შემდეგ, მეორე თავში განიხილება, თუ როგორ შეიძლება ეს თეორიული ცნებები და კლასიფიკაციები გავრცელდეს პარტიების ტიპებზე, რომლებიც საქართველოში გაჩნ დნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში. და ბოლოს, მე-3 თავი განიხილავს სამ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას , რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა 2012 წლის შე მდგომ პერიოდში, და აღწერს, თუ როგორ ჯდებიან ეს პარტიები პირველ თავში ახსნილ თეორიულ მოდელში და მე-2 თავში აღწერილ პარტიულ სისტემაში. გავაანა ლიზებთ პარტიების ფორმირებისა და განვითარების პროცესს. ერთი პარტიის-„ლელო საქართველოსთვის“ - შემთხვევაში ავტორი შეეცდება პირადი გამოცდილე ბის საფუძველზე წარმოაჩინოს პარტიის ფორმირების შიდა დინამიკა. და ბოლოს, მოცემულია დასკვნები და მიგნებები. ამ ნაშრომის მომზადებისას გამოყენებულია შერეული და მოქნილი მეთოდოლოგია. პოლიტიკური პარტიე ბის ფორმირებისა და გამძლეობის შესახებ აკადემიური ლიტერატურის ყურადღებით წაკითხვა შერწყმულია როგორც სამაგიდო კვლევასთან, ასევე ოფიციალურ ინტერვიუებთან პარტიების მშენებლობის შესახებ ზო გადად საქართველოში და კონკრეტული სამი შემთხვე ვის ანალიზთან. პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკის მრავალი კვლევის მეთოდოლოგიიდან გადახვევით, ეს ნაშრომი ასევე ეყრდნობა თავად ავტორის პირად რეფ ლექსიას, რათა დოკუმენტური სახით წარმოაჩინოს ქართული პარტიული სისტემის ფორმირება. ამ ნაშრო მში გაშუქებული პერიოდის განმავლობაში ავტორი თა ვად იყო ჩართული პოლიტიკურ კამპანიებში, როგორც პარტიული სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ. 6 ამიტომ 5 ახალი პოლიტიკური პარტიის„მოქალაქეების“ საწყისები შეი ძლება ვეძებოთ 2009 წლიდან თბილისში ურბანული აქტივიზმის განვითარებაში. 6 ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ავტორი 2016 წლის საპარ ლამენტო არჩევნების წინ პარტია„ქართული ოცნების“ ინგლისუ რენოვან საინფორმაციო ბიულეტენზე მუშაობდა; იგი 2017 წლის ოქტომბერში თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის სა კრებულოს წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო; მონა წილეობას იღებდა კამპანიაში, რომელიც პოლიტიკურად უკავ შირდებოდა მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალექსანდრე ელისაშვილს(ამჟამად პოლიტიკური პარტიის-„მოქალაქეების“ თავმჯდომარე); მუშაობდა მემარცხენე ცენტრისტული მაჟორიტა რობის დამოუკიდებელი კანდიდატის გრიგოლ გეგელიას კამპა ნიაში, რომელიც კენჭს იყრიდა მთაწმინდის რაიონში 2019 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში; საბოლოოდ ჩაერთო პო ლიტიკურ მოძრაობაში, მოგვიანებით პარტიაში„ლელო საქარ 3 თველოსთვის“ და მუშაობდა პარტიის შიდა აუდიტის ორგანოს წევრად 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ივნისამდე. ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ 2 ᲬᲐᲠᲛᲝᲨᲝᲑᲐ , ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ , ᲓᲐ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲬᲧᲝᲑᲐ : ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲐᲮᲐᲚ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲔᲑᲨᲘ წარმოშობა არჩევანი იმისათვის, რომ გავიგოთ პარტიის ფორმირების, განვი თარებისა და დაშლის პროცესი, აუცილებელია გავაანა ლიზოთ მისი წარმომავლობა. ამასთან დაკავშირებით, ნიკოლ ბოლეიერის ნაშრომმა ძველ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში გაჩენილ ახალ პარტიებზე(ბოლეი ერი, 2013) ხელი შეუწყო იმის გაგებას, თუ როგორ აყა ლიბებს პარტიული წარმოშობა პარტიის ელიტის არჩე ვანის ფორმირებას ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. ბოლეიერის მოდელი, ძირითადად, ერთმანეთისგან გა ნასხვავებს იმ პარტიებს, რომლებიც„ფესვგადგმულნი“ არიან მანამდე არსებულ სოციალურ ფორმირებებში, და მათ, რომლებიც დაფუძნებულები არიან„მეწარმე ების“(ხშირად ლიბერალების, მაგრამ არა მხოლოდ) მიერ, რომლებმაც დაინახეს სიცარიელე საარჩევნო „ბაზარზე“. ფესვგადგმული პარტიების კლასიკური მა გალითი შეიძლება იყოს კლასიკური დასავლური დე მოკრატიების სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიები და მათი წარმოშობა(ასევე მუდმივი კავში რები) პროფკავშირებიდან. მეორე ტიპს წარმოადგენენ მწვანეთა ან გარემოსდაცვითი პარტიები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ორგანიზებული საპროტესტო მოძრა ობებიდან ან ეკლესიასთან დაკავშირებული ორგანი ზაციებიდან წარმოშობილი რელიგიური პარტიებიდან. თეორიულად,„ფესვგადგმული“ პარტიები ასევე შეი ძლება ჩამოყალიბდნენ კაპიტალისტური ინტერესების ჯგუფებიდან, რადგან ასეთი ჯგუფები ძალიან ორგანი ზებულნი არიან. მეორე მხრივ, სამეწარმეო პარტიები იქმნება ინდივიდების ან ჯგუფების მიერ, რომლებიც აშკარად არ არიან დაკავშირებული არსებულ სოცია ლურ ფორმირებებთან. ეს პოლიტიკური„მეწარმეები“ შეიძლება იყვნენ ქარიზმატული პოლიტიკოსები, რომ ლებიც ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ან პიროვნებები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებ ლობენ ცნობადობით ბიზნესში ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში საქმიანობის წყალობით. ბოლეიერი ამტკიცებს, რომ ეს განსხვავება ასახავს „ძირითად სტრუქტურულ წინაპირობებს… რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ მოახდენენ პარტიის ევოლუციის ფორმირებას“(ბიზენი, 2005). პარტიის ევოლუციის ტრაექტორია დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც მხარეები ინარჩუნებენ. აქ ბოლეიერს შემოაქვს კიდევ ერთი ფუნდამენტური გან სხვავება. პარტიებმა შეიძლება აირჩიონ„ინსტიტუცი ონალიზაცია“ და რესურსების ფოკუსირება მოახდინონ პარტიული სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც გაუძ ლებს ხელმძღვანელობის ცვლილებას, ან შეუძლიათ მოახდინონ პარტიის ხელმძღვანელობის ძალაუფლე ბის კონსოლიდაცია ორგანიზაციის მმართველობის ზე მოთ. ბოლეიერის მტკიცებით, აირჩევს თუ არა პარტია „ინსტიტუციონალიზაციას“, ამას ნაწილობრივ აყალი ბებს შემდეგი ფაქტორები: სტრუქტურული პირობები, რომლებშიც ის ჩამოყალიბდა(ანუ მისი წარმოშობა), ასევე„მისი ხელმძღვანელობის უნარი გადალახოს ინ სტიტუციონალიზაციის პროცესის თანმხლები ძირი თადი დაძაბულობა(კერძოდ, დაძაბულობა პარტიების დამფუძნებლების ინტერესებს შორის, რათა დაიცვან საკუთარი გავლენა პარტიაში) და ინვესტიციის აუცი ლებლობა ქმედითუნარიან პარტიულ ინფრასტრუქ ტურაში, რომელიც ავტონომიურია მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან“(ბოლეიერი, 2013). რაც შეეხება საარჩევნო გამძლეობის მიღწევას, შიდა კრიზისების გაძლების უნარსა და საჯარო თანამდე ბობაზე ყოფნის ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს, ბოლეიერი ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი პა რტიულ წარმომავლობას, პარტიულ არჩევანსა და სხვა ფაქტორებს შორის(როგორიცაა პარტიის პოლიტიკის პროგრამის გამორჩეულობა), რაც შეიძლება წარმოად გენდეს პარტიის წარმატების ან წარუმატებლობის ერ თგვარ ინდიკატორს.„ფესვგადგმული“ პარტიები, რო გორც წესი, სარგებლობენ საწყისი არასაპარლამენტო სტრუქტურის უპირატესობით, რომელიც ხელს უწყობს ძალაუფლების დაბალანსებას წევრებს, აღმასრულე ბელ და საპარლამენტო პარტიას შორის. ეს პროცესი ასევე ეხმარება„ღირებულების დამკვიდრებას“- პარ ტიის წევრების გაერთიანებას საერთო მორალური და პოლიტიკური ფასეულობების გარშემო, საზოგადოებ რის სამსახურში პარტიის ჩადგომის დროს, მანამდე ან მის მერე. ამ„ფესვგადგმული“ პარტიებისთვის, გამარ ჯვების სტრატეგია გულისხმობს ფოკუსირებას„რეკრუ ტირების სტრატეგიების რუტინიზაციაზე და კონფლიქ 4 ORIGINS, CHOICES AND INSTITUTIONAL SETTINGS: STUDYING PARTY‘EPHEMERALITY’ IN NEW DEMOCRACIES ტების გადაწყვეტაზე“. მეორე მხრივ,„სამეწარმეო“ პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არასაპარ ლამენტო სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც გაუძლებს „ხელმძღვანელობის ცვლილებებსა და საარჩევნო ვა რდნას“(კასალ ბერტოა, 2016). იმდენად მნიშვნელო ვანია ინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობა, რომ ხშირად ფესვგადგმული პარტიებიც კი, როდესაც მათი ლიდერები ავლენენ სამეწარმეო ტენდენციებს, დროთა განმავლობაში სუსტდებიან და იღუპებიან. ინსტიტუციური წყობა ახალი დემოკრატიები მიუხედავად იმისა, რომ პარტიულმა წარმომავლობამ და პარტიულმა არჩევანმა შეიძლება მოგვცეს მინიშნე ბები პარტიის გრძელვადიანი წარმატების ან წარუმა ტებლობის პერსპექტივის შესახებ, უფრო სრულყოფილ სურათს ქმნის მხოლოდ იმ ინსტიტუციური წყობის გათ ვალისწინება, რომელშიც მოძრაობები ჩნდებიან და აგრძელებენ ფუნქციონირებას. უპირველეს ყოვლისა, ცხადია, რომ ისტორიული პერიოდი, რომელშიც პარტია ჩნდება, დიდწილად განსაზღვრავს მის წარმოშობას და, შესაბამისად, მის მომავალ ტრაექტორიას. დასავ ლურ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობენ მმართველი პარტიები, რომელთა წარმოშობაც საუკუნეზე მეტი ხანს ითვლის. ისინი იმ დროიდან იღებენ სათავეს, როდესაც მიმდინარეობდა კლასების ფორმირებისა და ბრძოლის პროცესები და ხმის უფლების მქონე საზოგადოების გა ფართოება მცირე, მიწის მესაკუთრე ელიტის მიღმა. ეს პარტიები წარმოიშვა სოციალური განხეთქილების შე დეგად- მაგალითად, კლასობრივ ჯგუფებს შორის- და ჩამოყალიბდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესების გასამყარებლად. თავიდანვე ეს პარტიები სარგებლობდნენ კავშირებით სამოქალაქო საზოგადო ებასთან და კაპიტალისტურ ინტერესთა ჯგუფებთან და მიუხედავად იმისა, რომ ეს კავშირები დროთა განმავ ლობაში შეიცვალა(ზოგ შემთხვევაში რადიკალურად), კვლავ გავლენას ახდენენ პარტიების მიერ გაკეთებულ არჩევანზე მათი არსებობის მანძილზე. ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ეს სცენარი რადი კალურად განსხვავებულ კონტექსტს, რომლიდანაც პარტიები წარმოიშვნენ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის პოსტკომუნისტურ პოლიტიკაში, ასევე ყო ფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქ პარტიები ჩნდე ბიან საზოგადოებაში, რომელშიც კაპიტალისტური ინტერესების ჯგუფები არასაკმარისად ჩამოყალიბე ბულია და ოლიგარქიულია, სამოქალაქო საზოგადო ება არის პატარა და ნელა ვითარდება, ხოლო თავისუ ფალი, დამოუკიდებელი პროფკავშირები იშვიათად გვხვდება. ბევრ პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში პარტიასთან კავშირი ასევე ატარებს უარყოფით სო ციალურ კონოტაციებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პოსტკომუნისტურ სამყაროში პარტიები ჩნდებიან ყო ველგვარი წარმომადგენლობის გარეშე„ადგილზე“. შე დეგად, უმეტეს შემთხვევაში, პირველი პარტიები, რომ ლებიც ამოქმედდნენ, იყვნენ„უფესვო“(ან სულ მცირე, „ფესვგაუდგმელი“) და„სამეწარმეო“. მათი ლიდერები კი, ხშირ შემთხვევაში, ძველი რეჟიმის რეფორმირებულ ფიგურებს წარმოადგენდნენ. როგორც თეორეტიკოსი ინგრიდ ვან ბიზენი აღნიშნავს, მაშინაც კი, როდესაც დემოკრატიზაცია ხდება მასობრივი მობილიზაციის ტალღის მეშვეობით, ეროვნული მოძრაობები არც საკ მარისად თანმიმდევრულია და არც საკმარისად ძლიერ სოციალურ დაყოფას წარმოადგენენ, რომ საფუძველი მისცენ ახალ, ფესვგადგმულ ორგანიზაციებს(ბიზენი, 2003). ისიც აღსანიშნავია, რომ პოსტკომუნისტური გარემოს თავისებურებები გავლენას ახდენს პარტიის განვითა რებაზე და განაპირობებს ელიტის არჩევანს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პოსტკომუ ნისტური პოლიტიკა თავიდანვე გულისხმობდა„არა იმდენად პოლიტიკას, რამდენადაც სახელმწიფოს ორგანიზებას“(ბიზენი, 2005). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარი საკითხები იყო არა რესურსების გა ნაწილება და პოლიტიკური წარმომადგენლობა(ჩამო ყალიბებული დემოკრატიების სტანდარტული მახა სიათებელი), არამედ რეჟიმის ცვლილების ბუნება და მიმართულება,„თამაშის წესები“ და ახალი კონსტიტუ ციური წესრიგის ფორმა. შესაბამისად, ახალ დემოკრა ტიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი იდეოლოგიით, ვიდრე მათი კოლეგები ძველ დემოკრატიებში. მეორეც, იმ ფაქტმა, რომ მანამდე არ არსებობდა ჩა მოყალიბებული სოციალური კავშირები, ხელი შეუწყო პარტიების ჩამოყალიბებას, რომლებიც გულგრილები არიან დიდი და აქტიური წევრობების განვითარების მიმართ. პარტიის ოფისები, როგორც წესი, შედგება ანაზღაურებადი პროფესიონალებისგან და აქტიურ მო ხალისე წევრებს მცირე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. წევრობისა და კავშირისადმი ამ გულგრილობის კიდევ ერთი სიმპტომია არაწევრი,„დამოუკიდებელი“ კანდი დატების ფენომენი, რომლებიც თანამდებობებისთვის პარტიული ბანერებით იბრძვიან. ეს საკმაოდ გავრცე ლებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში 7 და იშვიათად, ან საერთოდ არ გვხვდება უფრო ჩამოყალიბებულ დემოკ რატიულ სისტემებში. 8 აქტიური წევრობის მიმართ ამ გულგრილობის სხვა სიმპტომები მოიცავს პარტიების მინიმალურ წარმომადგენლობას ქალაქებს გარეთ და, რა თქმა უნდა, ფორმალური კავშირების ნაკლებობას პარტიებსა და ისეთ ორგანიზებულ ინტერესთა ჯგუ ფებს შორის, როგორიცაა პროფკავშირები, ბიზნეს ასო ციაციები, სამოქალაქო საზოგადოება და საპროტესტო მოძრაობები(ბიზენი, 2003). 7 საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურა ბიშვილი, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია. იგი ზუსტად ასევე აირჩიეს პარლამენტში 2016 წელს დამოუკიდებელ მაჟორიტარად თბილი სის მთაწმინდის ოლქში. 8 ერთ-ერთი მსგავსი ფენომენი, რომელიც შეიძლება შევადაროთ, არის ჩრდილოეთ ირლანდიაში„დამოუკიდებელი უნიონისტე ბის“ არსებობა, რომლებსაც ხშირად ირჩევდნენ ვესტმინსტერის პარლამენტში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დამოუკიდებელ პირებს, როგორც წესი, ირჩევენ კომიტეტები, რომლებიც შედგე ბიან ადგილობრივი პროტესტანტული ორგანიზაციების წევრე ბისგან. მათ ირჩევენ მმართველი პარტიების სტანდარტული შე რჩევის პროცედურებით. 5 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ და ბოლოს, გასათვალისწინებელია, რომ ბევრი პარ ტია გაჩნდა ისეთ საარჩევნო გარემოში, სადაც სახელ მწიფოს მხრიდან ფინანსური სუბსიდიები კანონით იყო განსაზღვრული დემოკრატიზაციის პროცესის და სრულებისას ან შედარებით ადრეულ ეტაპზე. ბევრი პარტიისთვის სახელმწიფო სუბსიდიები წარმოადგენს დეკლარირებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდის მიღმა, ხოლო საწევრო გადასახადი(არსებობის შემთხვევაში) დაფი ნანსების თითქმის უმნიშვნელო წყაროა. ეს შეიძლება განსხვავდებოდეს იმ პირობებისგან, რომლებშიც პა რტიები განვითარდნენ უფრო ჩამოყალიბებულ დე მოკრატიულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ადრეულ ეტაპზე გაჩნდა სტიმული, განევითარებინათ კავშირები ორგა ნიზებულ ჯგუფებთან, რომლებსაც შეეძლოთ ფინან სური და სხვა სახის მხარდაჭერა, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიები შემოღებული იქნა პარტიების განვითა რების შემდგომ საფეხურზე. ახალი დემოკრატების მქონე ქვეყნებში ეს გარემო დაკავშირებულია პარტიე ბის განვითარების ორ ძირითად პროცესთან. პირველი, სახელმწიფო სუბსიდიები ასტიმულირებს პოლიტიკურ პარტიებს étatisation-ის(სახელმწიფოებრიობის) ად რეულ ეტაპზე, უბიძგებს მათ იყვნენ სახელმწიფოზე და არა ამომრჩეველზე დამოკიდებულები. მეორე, ხელს უწყობს პარტიების შიდა ოლიგარქიზაციას, როდესაც პარტიული ელიტა ანგარიშვალდებული არ არის ძალა უფლების არმქონე წევრების წინაშე. პარტიული ოლი გარქიზაციის ერთ-ერთი ბუნებრივი შედეგია მთავარი ფიგურების დამკვიდრება პარტიის ლიდერებად, ხოლო ხელმძღვანელობის მშვიდობიანი შეჯიბრებები გაცი ლებით იშვიათია, ვიდრე განვითარებული დემოკრა ტიის ქვეყნებში. 9 ეფემერულობა სანამ განვიხილავთ, როგორ დაგვეხმარება ეს თეორი ული დაკვირვებები პროგნოზები გავაკეთოთ ახალი პა რტიების წარმატების პერსპექტივების შესახებ ახალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, როგორიც საქართვე ლოა, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რას ვგულისხმობთ „წარმატებაში“ და„მარცხში“. ბოლეიერის მოდელი მოიცავს მოკლევადიანი„გადარჩენის“ განმარტებებს, რომელსაც იგი უწოდებს„მდგრადობას“. ეს აღნიშნავს პარტიის ინსტიტუციონალიზაციის უნარს(ანუ მტკიცე არასაპარლამენტო სტრუქტურის შემუშავებას), რაც მას ხელს შეუწყობს გადარჩეს არჩევნებში წაგების შემ თხვევაში საწყის ეტაპზე. ითვლება, რომ პარტიამ მიაღ წია„მდგრადობას“, თუ ათწლეულების შემდეგაც რჩება პარტიული სისტემის ნაწილად, წარადგენს კანდიდა ტებს და მონაწილეობს პოლიტიკურ დებატებში. 9 ეს დაკვირვებები არ უნდა იქნეს მიღებული როგორც არგუმენტი პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების წინააღმ დეგ და სახელმწიფო სუბსიდიების საკითხი აქ მხოლოდ იმის სა ილუსტრაციოდ არის ნახსენები, თუ როგორ შეიძლება საწევროს გადამხდელი წევრების წინაშე ანგარიშვალდებულების ნაკლე ბობამ გამოიწვიოს ოლიგარქიული ხელმძღვანელობის რეჟიმი განვითარების ადრეულ ეტაპზე, რაც თავის მხრივ გავლენას ახ დენს პარტიის გრძელვადიანი გამძლეობის პერსპექტივაზე. გამძლეობის საპირისპირო მაჩვენებლის გაზომვაც რთულია. სახელმწიფო დაფინანსება მცირე პარტიებს საშუალებას აძლევს განაგრძონ არსებობა და კანდიდა ტებიც კი წარადგინონ, მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი საარჩევნო მხარდაჭერა გაქრება. ზოგიერთი ასეთი პარტია ახერხებს გადარჩეს უფრო დიდი, უკეთესი რე სურსებით აღჭურვილი პარტიების ხარჯზე, ხდებიან „პარაზიტები“ და უერთდებიან საარჩევნო ბლოკებს. შესაბამისად,„პარტიის სიკვდილი“, რეგისტრაციიდან მოხსნის და გაქრობის გამო, იშვიათი მოვლენაა და შეი ძლება ითქვას, რომ საქართველოში პარტიების უმეტე სობა ინარჩუნებს„სიცოცხლის ხანგრძლივობას“ მინი მალური საარჩევნო წარმატებითაც. მაშასადამე, ამ ნაშრომის მიზნებისთვის,„ეფემერუ ლობა“ განიმარტება უბრალოდ, როგორც პარტიის წარუმატებლობა, გაზარდოს თავისი ხმების წილი პროპორციული ხმების 5%-ზე მეტით ზედიზედ სამი არჩევნების განმავლობაში, საარჩევნო ბლოკში მო ნაწილეობის გარეშე. ეს სამი კრიტერიუმი შეიძლება ზუსტად არ იყოს შერჩეული. თუმცა ისინი შეირჩა იმისთვის, რომ გარკვეული ემპირიული საფუძველი მიეცეს იმ განსხვავებებს, რომლებიც ხშირად რთული და სუბიექტურია. ჩვენი მიზანი მხოლოდ იმ პარტიე ბის იდენტიფიცირებაა, რომლებსაც ნებისმიერი სა შუალებით შეუძლიათ(ან არ შეუძლიათ) მოიზიდონ საკმარისი რესურსები და გამოიყენონ ეს რესურსები საარჩევნო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გასაზრდე ლად. ანალოგიურად,„ეფემერული“ შეიძლება არ იყოს ისეთი პარტიების ყველაზე ზუსტი აღწერა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებენ არსებო ბას ხმების ძალიან მცირე რაოდენობის მიუხედავად. თუმცა ეს ტერმინი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი გზა აღ წეროს სხვაობა, რომელიც არის ახალი პარტიის თავდა პირველი ფორმირების დროს მის ირგვლივ ატეხილ „აჟიოტაჟსა“ და მოლოდინებს და არჩევნებში მოპოვე ბულ მის რეალურ შედეგებს შორის. რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ განვითარებულ დემოკრატიულ სისტემებში პარტიების განვითარების შესახებ არსებული თეორიებიდან. მა გრამ საბოლოო ჯამში, პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში პა რტიული მშენებლობა უნდა განიხილებოდეს, როგორც sui generis(ლათ. უნიკალური) პროცესი. როგორც ბოლე იერი ამტკიცებს, წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალ დემოკრატიებში პარტიები ყოველთვის ატარებენ განსხვავებულ„ტვირთს“- შეზღუდვების, იმ პულსებისა და წახალისების თვალსაზრისით- ვიდრე მათი კოლეგები ძველ დემოკრატიულ სისტემებში. ფუ ნდამენტურად, პარტიის გამძლეობა და საარჩევნო წა რმატება ორივე სისტემაში დამოკიდებულია პარტიის ლიდერების უნარზე, უპირატესობა მიანიჭონ პარტიულ მშენებლობას საკუთარი ვიწრო პირადი ინტერესების ნაცვლად. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პო სტსაბჭოთა დემოკრატიული ტრანზიციის განსაკუთ რებული პირობები საქართველოს მსგავს ქვეყნებში სიმძიმეს მატებს ახალ პარტიებს და სასწორს ეფემერუ ლობის სასარგებლოდ გადაწონის. 6 ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ À LA GÉORGIENNE – 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲡᲣᲠᲐᲗᲘ 3 ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ À LA GÉORGIENNE – 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲡᲣᲠᲐᲗᲘ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ პოსტსაბჭოთა დემოკრატიული ქვეყნების საერთო მემკვიდრეობიდან. თუმცა ამან არავითარ შემ თხვევაში არ უნდა მიგვიყვანოს პოსტსაბჭოთა სივრცის მონოლითურ ან ჰომოგენურ აღქმამდე. პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოებში რეჟი მის ტიპების დიდი მრავალფეროვნებაა- დაწყებული ბალტიის რეგიონის ევროკავშირის წარმატებული წევრი დემოკრატიული ქვეყნებიდან და დამთავრე ბული თურქმენეთის„ჰერმეტული სამეფოთი“. ამავ დროულად, ყოველმა ახალმა პოლიტიკურმა წყობამ გამოსცადა თავისი კონკრეტული პოლიტიკური გამო წვევები, მათ შორის სეპარატისტული კონფლიქტები და სამოქალაქო ომები,„ფერადი რევოლუციები“ და სხვადასხვა ხარისხის ჩარევა და ჩართულობა ძალა უფლების ძველი ცენტრის ანუ ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დამატებითი მახასიათებლები მოიცავს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას, კონ ფლიქტებისა და ძალადობის ადგილობრივ დინამიკას, ბუნებრივი რესურსების რენტას და ეკონომიკური გან ვითარების შესაძლებლობებს. და ბოლოს, რაც საქარ თველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, დასავლე თის ინსტიტუციური წარმომადგენლობა და/ან ზეწოლა წარმოადგენს კიდევ ერთ ძაფს პოსტსაბჭოთა პოლი ტიკის მრავალფეროვან გობელენზე- ეს ყველაფერი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, აყალიბებს პარტიულ სისტემებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში სიტუაცია დაუყოვნებლივ გადაიზარდა ტერიტორიულ კონფლიქტში, რაც კარგად არის დოკუმენტირებული. ასევე კარგად არის ცნობილი საქართველოს„ვარდების რევოლუციის“ და ქვეყნის, როგორც პროდასავლური რეფორმების მაგალითის, შემდგომი გლობალური პო პულარიზაციის ისტორია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კვლევის საგანია 2012 წლის შემდგომი პე რიოდის საქართველო, ეს მოკლე მონაკვეთი ქართული პარტიული სისტემის შესახებ ასახავს წინა საარჩევნო პერიოდის ნარატივს 2012 წლის ოქტომბრის საპარ ლამენტო არჩევნებამდე, რომლის შედეგიც იყო ქვეყა ნაში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა ერთი ძალიდან მეორეზე. ში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რუსეთთან და სეპარა ტისტულ რესპუბლიკებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა ოპოზი ციის ჩახშობას ქვეყნის მედია საშუალებების კონტრო ლის გზით. ამ მოვლენებში აღსანიშნავია პოლიციის ძალების მიერ ტელეკომპანია„იმედზე“ მიტანილი შტურმი. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის დამანგრეველმა ომმა რუსეთის ფედერაცია სთან ქართველი ერი აღძრა რუსული აგრესიის წინა აღმდეგ, მას ასევე მოჰყვა ლტოლვილთა ახალი ტალღა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და ბევრ ადამი ანს დარჩა იმის განცდა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მოქალაქეების თვალთვალმა და პო ლიციის მიერ განხორციელებულმა დარბევებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა ქვეყანაში. სწორედ ამ არეულ ატმოსფეროში გამოჩნდა ახალი პრეტენდენტი მილიარდერი ბიზნესმენის- ბიძინა ივანიშვილის სახით. ივანიშვილს პირადი ქონება 10 ძი რითადად რუსეთში საქმიანობიდან ჰქონდა დაგროვე ბული და ის 2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 46%-ის ექვივალენტი იყო (ლებანიძე და კაკაჩია, 2017). მას ასევე უკავშირდებოდა ფონდ ქართუს მეშვეობით განხორციელებული მრა ვალი საქველმოქმედო ღონისძიება. ამ დიდმა პირადმა ქონებამ და უხვი პიროვნების რეპუტაციამ ივანიშვილს მნიშვნელოვანი ეროვნული ლეგიტიმაცია მისცა და მან წამოიწყო ფართო და ყოვლისმომცველი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბება. მისი ახალი პარტია„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ხელმძღვანე ლობდა აღნიშნულ ბლოკს, რომელიც აერთიანებდა მრავალ ოპოზიციის ლიდერს და მოძრაობას მთელი პოლიტიკური სპექტრიდან. 2012 წელს ციხის წამების სკანდალის შემდეგ ბლოკი ხელისუფლებაში მოვიდა, იმავე წლის საპარლამენტო არჩევნების გზით. სააკაშვილის„ნაციონალური მოძრაობა“ ამ საარჩევნო მარცხმა კრიზისში ჩააგდო. იმის გამო, რომ ქვეყანაში სააკაშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის ბრალდება იყო აღძრული და თანამდებო ბის იმუნიტეტით ვეღარ სარგებლობდა, ის იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი 2011 წლისთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის პა რტიამ დაკარგა ლეგიტიმაცია როგორც საქართველო 10 $4.8 მილიარდი 2020 წელს https://www.forbes.com/profile/bidzinaivanishvili/#72a578234598 7 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ უკრაინაში. სააკაშვილის მცდელობამ, რომ პარტია დისტანციურად ემართა ვიდეო კონფერენციების საშუ ალებით, დაძაბულობა გააჩინა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა საქართველოს მოქალაქეო ბის დაკარგვამ 2015 წელს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ კრიზისიდან ორი ახალი მოძრაობა წარმოიშვა. პირველი იყო ლიბერტარიანული ახალი პოლიტიკური ცენტრი„გირჩი“, რომელიც ზურაბ ჯა ფარიძემ დააარსა(ამ პარტიას ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ). მეორე კი იყო„ახალი საქართველო“, რომელსაც„ნაციონალური მოძრაობისგან“ წამოსული პოლიტიკოსი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოა დგილე გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამე ნტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. რამდენიმე კოალიციურმა პარტნი ორმა ამ დროისთვის უკვე დატოვა მმართველი პარტია -„ქართული ოცნება“. პარტიამ მოირგო მმართველო ბის სტილი, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევითი ან ოლიგარქიული არაფორმალური მმართვე ლობა (ლებანიძე და კაკაჩია, 2017) და პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, რითაც„ნაციონალური მოძრა ობის“ ხმების წილი 27.11%-მდე შემცირდა. 11 2017 წლის იანვარში, პარტიის 27 დეპუტატიდან 21-მა დატოვა„ნა ციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბა მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, სახელწოდებით„ევროპული საქართველო“, რომელმაც არაერთგვაროვანი წარმა ტება მოიპოვა მომდევნო არჩევნებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ„ნაციონალურ მოძრაო ბას“ აქვს პრეტენზია პოსტსაბჭოთა საქართველოში იყოს პირველი ყოფილი მმართველი პარტია, რომე ლიც ძალაუფლების დაკარგვის მიუხედავადაც განა გრძობს არსებობას. შევარდნაძის დროს კომუნისტური პარტია გაქრა, რაც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარა. ანალოგიურად,„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შევარდნაძის„საქართველოს მოქალაქეთა კა ვშირმა“(სმკ) ვერ შეძლო საკუთარი თავის ხელახალა დამკვიდრება სხვა ფორმით. შესაძლოა, მმართველ პარტიულ სისტემაში„ნაციონალური მოძრაობის“ გამ ძლეობის საიდუმლო(მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა წევრმა დატოვა იგი) დევს საქართველოს პოლარიზე ბულ საინფორმაციო გარემოში. ტელეკომპანია„რუს თავი 2“ 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს და მანამდეც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ოპო ზიციური მესიჯების გავრცელებაში და შემდგომშიც სააკაშვილის მთავრობის ერთგული დარჩა. 2012 წელს ხელისუფლების გადაცემის კვალდაკვალ, კომპანია ახალი მიმართულებით წავიდა სააკაშვილის ერთგული პირის- ნიკა გვარამიას(რომელიც ყოფილ მთავრობაში მინისტრის თანამდებობებს იკავებდა) ხელმძღვანე ლობით. 2012 წლის შემდგომ პერიოდში რუსთავი 2-მა გააერთიანა ინოვაციური გასართობი პროგრამები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა 2019 წლამდე, როდესაც სასამართლოს გაადწყვეტილე ბით მესაკუთრე შეიცვალა და ამან რედაქციის ახალი მიმართულება გამოიწვია. მას შემდეგ, ნიკა გვარამიას სენსაციურმა ანტისამთავრობო ჟურნალისტიკამ გადა ინაცვლა ახლად დაარსებულ„მთავარ არხში“ და ჩამო აყალიბა თანამედროვე საქართველოს აღქმა(ბევრის მიერ გაზიარებული), რომლის მიხედვითაც„ქართული ოცნება“ კრემლის კორუმპირებული ლაქიაა. წინამდებარე ნაშრომი არ ეხება საქართველოს მმა რთველი პარტიების ტიპოლოგიას. მაგრამ ზემოაღნიშ ნული დაკვირვებები მნიშვნელოვანია ამ კვლევისთვის, ვინაიდან მმართველი პარტიები ტრადიციულად წა რმოადგენენ ახალი პოლიტიკური ძალების ძირითად წყაროს ქართულ პარტიულ სისტემაში. რვა ოპოზიცი ური პარტიიდან, რომლებმაც მოიპოვეს მანდატები 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სამი გაჩნდა ყოფილ მმართველ პარტიაში განხეთქი ლების შედეგად.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის როგორც ყოფილი მმართველი პარტია, ასევე პა რტიული გაყოფის შედეგად წარმოშობილი პოლიტი კური ძალა. 12 დანარჩენ ოთხს შეადგენს ორი ახალი, ლიბერალური პარტია(„ლელო საქართველოსთვის“ და„მოქალაქეები“), ერთი ახალი კონსერვატიული პარ ტია(2012 წლით დათარიღებული) და საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელიც ოპოზიციაშია 1995 წლიდან- დღიდან მისი დაარსებისა. რითი შეიძლება ავხსნათ ასეთი დიდი რაოდენობის და ყოფა? უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამოუკიდებლო ბის მომენტიდან დღემდე საქართველო არასტაბილუ რია როგორც ეკონომიკურად, ასევე ინსტიტუციურად. ეს არასტაბილურობა ხელს უშლის გრძელვადიან და გეგმვას და ასტიმულირებს ოპორტუნისტულ, მოკლე ვადიან პოლიტიკურ გათვლებს. წარმატების შანსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, პრეტენდენტები ცდი ლობენ აირჩიონ რაც შეიძლება ფართო პოლიტიკური სპექტრი, შექმნან ფრაქციული კოალიციები და ბლოკები, რომელთა პოლიტიკური ლიდერებიც არ არიან კონკრე ტულ ჯგუფთან კავშირში.„ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებაში სხვა პარტიების მხარდაჭერით მოვიდნენ და ორივემ განიცადა კოალი ციური პარტნიორების განდგომა ძალაუფლების მოპოვე ბიდან რამდენიმე წელიწადში. როგორც კი ისინი მოიშო რებენ კოალიციურ პარტნიორებს, პარტიის ლიდერებს არ უჩნდებათ სურვილი, დააბალანსონ ძალაუფლება საკუთარ პარტიებში. ოლიგარქიულ მმართველსა და პარტიის საპარლამენტო ფრთას შორის დაძაბულობა საბოლოოდ იწვევს განდგომების მორიგ რაუნდს. ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 9 წლის შემდეგ, პარტია„ქართული ოცნება“ თვითონ დგას დაშლის წი ნაშე. 2019 წლის ივნისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ მოწვეული რუსი დეპუტატი საპარლამენტთაშო რისო შეხვედრის თავმჯდომარე ყოფილიყო, გამოიწვია ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მთავრობის წი ნააღმდეგ.„ქართულმა ოცნებამ“ ამის საპასუხოდ მოახ დინა შეთავაზება, რომ მიიღებდა კანონს საპარლამენტო 11 იხილეთ ლებანიძე და კაკაჩია(2017 წ), ანალიზისთვის, თუ რო გორ იმოქმედა სააკაშვილის დისტანციურმა ჩარევამ მისი პარ ტიის კამპანიაზე საქართველოში. 12 „ევროპული საქართველო“,„სტრატეგია აღმაშენებელი“,„გირჩი“. 8 ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ À LA GÉORGIENNE – 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲡᲣᲠᲐᲗᲘ ცხრილი 1 2020 წლის ოქტომბერში/ნოემბერში პარლამენტში არჩეული პარტიები და მათი წარმომავლობა პარტია მიღებული % ადგილები დაარსების თარიღი წარმოშობა „ქართული ოცნება“ 48.22 90 2012 ახალი პარტია- კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27.18 36 2001 გამოყოფილია„საქართველოს - ძალა ერთობაშია“ მოქალაქეთა კავშირიდან“ „ევროპული საქართველო“ (თავისუფალ დემოკრატებთან) 3.79 5 2017 გამოყოფილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან „ახალი საქართველო – სტრატეგია 3.15 4 2016 გამოყოფილია ერთიანი აღმაშენებელი“ ნაციონალური მოძრაობიდან „ლელო საქართველოსთვის“ 3.15 4 2019 ახალი პარტია-„მეწარმე“ „პატრიოტთა ალიანსი“ „გირჩი“ „მოქალაქეები“** „ლეიბორისტული პარტია“ 3.14 4 2012 ახალი პარტია-„მეწარმე“ 2.89 4 2015 გამოყოფილია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 1.33 2 2020 ახალი პარტია-„ფესვგადგმული“ /„მეწარმე“ 1.00 1 1995 ვეტერანი პარტია(1995 წ.) * ეს წარმოადგენს პარტიის წილს პროპორციულ ხმებში. ამ პარლამენტის ასარჩევად გამოყენებული სისტემით, 120 მანდატი ნაწილ დებოდა„პარტიული სიით“ კენჭისყრის შედეგების მიხედვით(როდესაც ამომრჩევლები ირჩევდნენ სასურველ პარტიას), დანარჩენი 30 ადგილი კი ეკუთვნოდა„მაჟორიტარული“ სისტემით გამარჯვებულ კანდიდატებს(აღნიშნულ კანდიდატებს ხმების 50%-ის მოპოვების შემდეგ ირჩევდნენ). იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი კანდიდატი ვერ იღებდა ხმების 50%-ს ოლქში, ორ წამყვან კანდიდატს შორის ტარდე ბოდა მეორე ტური. ** ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე წარმოიშვა მზარდი ურბანული საპროტესტო მოძრაობის შედეგად, რომელშიც ის წარმოადგენდა გამოჩენილ ფიგურას. იგი ამ მოძრაობის მხარდაჭერით სარგებლობდა 2017 წელს თბილისის მე რობის კამპანიის დროს. ბოლეიერის მიერ წარმოდგენილი ტიპოლოგიის მიხედვით, ავტორი ელისაშვილს განსაზღვრავს, როგორც ნახე ვრად„ფესვგადგმული“, შეზღუდული გავლენის მქონე მოძრაობის„მეწარმე“ ლიდერს. არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციული სისტემის შემოტანისა და ბარიერის შემცირების შესახებ. როდე საც მაჟორიტარი დეპუტატების აჯანყების შემდეგ რე ფორმის კანონპროექტი ვერ მიიღეს, პროტესტი განახ ლდა და„ქართული ოცნების“ ბევრმა ცნობილმა წევრმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. ამ დეპუტატთაგან ზოგიერთმა შექმნა ახალი პარტია„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, რომელმაც 2020 წლის ოქტო მბერში 13 ხმების მხოლოდ 0,43% 14 მიიღო და შედეგად ერთი ადგილიც ვერ მოიპოვა პარლამენტში. გარდა ამ დაშლის შემდგომი ფორმირებებისა, ახალი პარტიებიც ჩამოყალიბდნენ ფილანტროპიისა და ბიზ ნესის სამყაროს მოღვაწეთა გარშემო. ქართველი საო პერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ჯერ 13 ფაქტობრივად, 2020 წლის გამოკითხვის შედეგები წარმოადგენს მწარე გაკვეთილს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი„განდგო მილისთვის“, რომელსაც აქვს თავისი ყოფილი პარტიის ჩანაც ვლების იმედი. ყოფილი დეპუტატის- დავით ჭიჭინაძის„კონ სერვატიულმა მემარცხენე“ პარტიამ, 2019 წელს დაარსებულმა „ტრიბუნამ“ ხმების მხოლოდ 0,51% დააგროვა. ეკა ბესელიამ, პარ ლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯ დომარემ, რომელიც გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყოველ ღამე გა მოდიოდა პოლიტიკურ თოქ-შოუებში,„ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ დააარსა პარტია„სამართლიანობისთვის“ და 2020 წლის არჩევნებში 0.1% მიიღო. 14 https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_43/dashboard 2015 წლის ნოემბერში სოციალური მოძრაობის შექმნით მოვიდა, შემდეგ კი 2016 წლის მაისში პოლიტიკური პარ ტია„სახელმწიფო ხალხისთვის“ დააარსა. ამ პარტიამ დაამკვიდრა პოლიტიკაში შესვლის ახალი მოდელი, რომელიც სხვა ახალბედებმაც გამოიყენეს 2012 წლის შემდგომ პერიოდში: სოციალური მოძრაობის დაარ სება, შემდეგ არჩევითი რეკრუტირება და საბოლოოდ, პარტიის ოფიციალური სტატუსი. ალეკო ელისაშვილი 2014 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დამოუკი დებელ წევრად და 2017 წელს კენჭს იყრიდა მერის თა ნამდებობაზე. არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მან მალევე დააარსა„სამოქალაქო მოძრაობა“, რომელიც ახლა უკვე პოლიტიკურ პარტიად„მოქალაქეებად“ არის გადაკეთებული. ზუსტად ასევე, 2019 წლის ზაფხულში მამუკა ხაზარაძემ„ლელო“ დააარსა სოციალურ მოძრა ობად, რომელიც იმავე წლის დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. მოთხოვნები სოციალური მოძ რაობებისთვის, რომლებიც ხშირად რეგისტრირდებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ნაკლებად მკაცრია, ვიდრე პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს ახალ მოძრაობებს საშუალებას აძლევს განავითარონ რეგი ონული ქსელები, დაიქირაონ პერსონალი და მიიღონ დაფინანსება პარტიად ოფიციალურად დარეგისტრი რებამდე. სავარაუდო მომავალი პოლიტიკური პარტიის არსებობა ახალ მოძრაობებს ასევე ათავსებს გამოკი თხვების რადარზე, რაც ახალ პარტიებს საშუალებას აძ 9 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ლევს თვალყური ადევნონ და გააანალიზონ საკუთარი პოპულარობა ძვირადღირებული კვლევების გარეშე. თუმცა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ახალმა პარტიებმა ელექტორატის მცირე მხარდაჭერა მოიპოვეს, რადგან 2012 წლის შემდგომ პერიოდში პოლიტიკაში ოფიციალუ რად შესვლა დააგვიანეს. რომ შევაჯამოთ, ქართულ კონტექსტში, ახალი პარტი ები, როგორც წესი,„ფესვგაუდგმელი“ მეწარმეები იყვნენ, როგორც ახალ დემოკრატიაშია მოსალოდნელი. ქვეყა ნამ მიიღო არასტაბილურობისა და დაუცველობის მემ კვიდრეობა, რაც ლიდერებში იწვევს ოპორტუნისტულ, ოლიგარქიულ ქცევებს და ეფექტურად ახდენს პარტი ული განხეთქილების ინსტიტუციონალიზაციას. ამას შედეგად მოაქვს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ახალი პარტიები, რომელთა ბედი- მათი წარმოშობის გამო- ეფემერულობისკენ არის მიდრეკილი. ამ ნაშრომის შემდეგი ნაწილი უფრო დეტალურად განი ხილავს სამი პოლიტიკური მოძრაობის ისტორიას 2012 წლის შემდგომ პერიოდში. განვიხილავთ მათ წარმომა ვლობას, ასევე მათ განსაკუთრებულ მიდგომებს პარტი ის შექმნისა და ადაპტაციის მიმართ.„ლელოს“ შემთხვე ვაში, ავტორი გვთავაზობს საკუთარ პირად რეფლექსიას ამ პარტიის შექმნის გამოცდილებაზე. 10 ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ 4 ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ –„ᲒᲘᲠᲩᲘ“ „გირჩის“ საწყისები შეიძლება ვეძებოთ იმ პოლიტი კოსების ჯგუფში, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვეს„ნაციონალური მოძრა ობა“. ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც 2012 წელს შევიდა პარლამენტში„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, 2015 წლის მაისში დატოვა პარტია სამ სხვა დეპუ ტატთან ერთად იმ მოტივით, რომ პარტიამ ვერ შეძლო „განახლება“ დამარცხების შემდეგ. ჯგუფი საუბრობდა 2016 წლის არჩევნების წინ ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის„ხელახლა ჩამოყალიბების“ აუცილებლო ბაზე„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ საშუალებით, რო მელსაც ჰქონდა სახელმწიფოს განვითარების თამამი და ამბიციური გეგმები. 15 პარტია ოფიციალურად დაარ სდა 2016 წლის 16 აპრილს გამართულ ყრილობაზე, სა დაც თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. ახალი პარტიის იდეოლოგიური პოზიციონირება 16 თავიდანვე აშკარად ლიბერალურ-ლიბერტანიული და პროდასავ ლური იყო. 2016 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში„გირჩმა“ მომა ვალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზ ნით დაიწყო ფონდების მოზიდვისა და რეგიონული ოფისების გახსნის პროცესი. მოხდა პარტიის წევრების საზოგადოებისთვის გაცნობა. ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა ინტერვიუს დროს თქვა, 17 რომ ამ ღონისძიე ბებმა ვერ გააუმჯობესა პარტიის რეიტინგი(2016 წლის ივნისში 3%-ზე ნაკლები) ერთი ფაქტორის გამო: ახალმა პარტიამ გადაწყვიტა მოეპოვებინა საარჩევნო ბლოკის მხარდაჭერა. 2016 წლის 5 აგვისტოს„გირჩი“ საარჩევნო ბლოკში შეუერთდა სხვა ახალ პარტიებს-„ნაციონა ლური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის გიორგი ვაშა ძის„ახალ საქართველოს“ და„ახალ მემარჯვენეებს“. ორი კვირის შემდეგ, ბლოკს შეუერთდა კიდევ ერთი ახალი პარტია- ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულა ძის„სახელმწიფო ხალხისთვის“, 18 რომელსაც ოდნავ მაღალი პოლიტიკური რეიტინგი ჰქონდა(დაახლოე ბით 5%). 19 თუმცა,„გირჩმა“ კენჭისყრის დღემდე ორი კვირით ადრე დაუყონებლივ დატოვა ახალი ბლოკი იმ მოტივით, რომ ბურჭულაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. 20 ბლოკში ცუდი მენეჯმენტი და ფინანსური პრობლემები იყო. განხეთქილება მწვავე და საჯარო იყო და იმას ნიშ ნავდა, რომ„გირჩი“ ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ამ მოვლენების შედეგად„გირჩი“ კრიზისისა და რეფ ლექსიის პერიოდში შევიდა, რადგან კერძო სექტორის დონორებმა პარტია მიატოვეს. კრიზისმა გამოიწვია ექსპერიმენტული დაშორება ტრადიციული პრაქტიკის გან, 21 რომლის დროსაც პარტიების მშენებლობა ბევრი რესურსის ხარჯზე ხდებოდა. შემცირდა ხარჯები, დაი ხურა რეგიონული ოფისები, მოხალისეებმა და სტაჟი ორებმა შეცვალეს ანაზღაურებადი პერსონალი, ხოლო შემოწირულობების მოძიება ხდებოდა წევრებისგან და არა კერძო კომპანიებისგან. პარტიამ შექმნა ახალი ონ ლაინ პლატფორმები წევრებთან კომუნიკაციისთვის და განსაკუთრებით აქტიური იყო ფეისბუქზე. საქარ თველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, გან საკუთრებით კანაფის რეკრეაციულ გამოყენებასთან დაკავშირებით, თავიდანვე იყო„გირჩის“ პოლიტიკის წამყვანი მიმართულება, მაგრამ ახლა პარტიამ დაი წყო აქტიური ლობირება უფრო ლიბერალური კანონე ბისთვის. მან 2016 წლის ბოლოს ჩაატარა მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის დროსაც წევრებმა პარტიის თბილისის ოფისში კანაფის თესლები დათესეს, რაც იმ დროს ისჯებოდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ინციდენტი გამოიძიეს, მა გრამ პარტიამ მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა. 2017 წლის განმავლობაში„გირჩი“ აერთი ანებდა უფრო მკაფიოდ ლიბერალურ და ლიბერტარი ანულ რიტორიკას ერთგვარ ტრიუკებთან, რომლებიც მთავარი ამბების სათავეში ხვდებოდა და გამიზნული იყო იმედგაცრუებული ახალგაზრდა ამომრჩევლის გულის მოსაგებად. 2017 წლის მარტში პარტიამ დაა რეგისტრირა საკუთარი რელიგიური ორგანიზაცია და დაიწყო მისი წევრების სასულიერო პირებად კურთხევა, რათა კანონიერი გზა შეეთავაზებინა სამხედრო სავალ 15 https://old.civil.ge/eng/article.php?id=28300 16 https://www.facebook.com/watch/?v=1172152932836164 17 ინტერვიუ ტორესა მოსისთან(11/10/2020). 18 https://old.civil.ge/eng/article.php?id=29382 19 http://www.civil.ge/files/files/2016/NDI-Poll-PoliticalRatings-June2016. pdf 20 https://civil.ge/archives/125782 21 ინტერვიუ ტორესა მოსისთან(11/10/2020). 11 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ დებულო გაწვევის თავის არიდების მსურველებისთვის. პარტიამ მცირე მარცხი განიცადა 2017 წელს, როდესაც მან ვერ შეაგროვა საკმარისი ხელმოწერები ოქტომბე რში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ობისთვის. მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ კენჭი იყარა 2018 წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმების 2,26% მოიპოვა. პარტიამ ასევე წარადგინა კანდიდატი 2019 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწ მინდაზე, სადაც ჰერმან საბომ მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 4,76%-ით. 22 პარტიამ კვლავ დაიპყრო ახალი ამ ბების სათაურები, როდესაც დაიწყო სერვისი„შმაქსი“. ის ლეგალურ გზას აძლევდა ტაქსის მძღოლებს, თავი დან აიცილებინათ ახალი რეგულაციები თბილისში: ისინი დარეგისტრირდებოდნენ პედაგოგებად და მგზა ვრები გადაიხდიდნენ ჩატარებული„ლექციის“ და არა გავლილი მანძილის საფასურს. ბოლო წლებში პარტიამ ასევე შეცვალა წევრებთან ურთიერთობისა და კოლექტიური გადაწყვეტილებე ბის მიღების გზა. 2019 წელს პარტიამ შექმნა ონლაინ პორტალი და ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი ანუ„GeD“ წევრებს შორის გამოსაყენებლად. GeD-ების შეძენა შესაძლებელია პარტიისთვის ფინანსური შე მოწირულობით, მაგრამ პარტიის მოხალისეებსაც შეუ ძლიათ მათი გამომუშავება. ქართული დოლარები შე იძლება განაწილდეს პოლიტიკურ ლიდერებს შორის. რაც უფრო მეტი GeD-ს იღებს ლიდერი, მით უფრო მაღა ლია მისი პოზიცია პროპორციული არჩევნების პარტიის კანდიდატთა სიაში. 2019 წელს პარტიამ ასევე დააარსა ონლაინ სატელევიზიო არხი, რომელზეც გადიოდა რო გორც ძველი გადაცემები, ასევე საკუთარი პოლიტიკური თოქ-შოუები პირდაპირ ეთერში. ცხრილი 2 გირჩის საარჩევნო შედეგები მისი დაარსების დღიდან წელი არჩევნების ტიპი ხმის წილი(ხმების რაოდენობა) 2016 საპარლამენტო არ ეხება 2017 ადგილობრივი არ ეხება 2018 საპრეზიდენტო 2.26%(36 034) პარლამენტის 2019 შუალედური 4.76%(701) არჩევნები 2020 საპარლამენტო 2.89% მიუხედავად იმისა, რომ პარტია გამოირჩეოდა პარტი ული ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების ინო ვაციური უნარებით და ატარებდა პოლიტიკურ ტრიუ კებს, რომლებიც ახალი ამბების სათავეში ექცეოდა, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში„გირჩმა“ შერეული შედეგები მოიპოვა. პარტიამ ქვეყნის მასშტა ბით მიიღო პროპორციული ხმების 2,89% და პირველად მოიპოვა 4 ადგილი პარლამენტში მას შემდეგ, რაც პარ ტიის დამფუძნებელმა წევრებმა„ნაციონალური მოძ რაობა“ დატოვეს(ამ მოვლენამდე ხუთი წლის ადრე). პარტიამ ასევე გაზარდა ხმების წილი თბილისში და პრო პორციული კენჭისყრით მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა, „გირჩი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდა და უარი თქვა პარლამენტში მანდატების დაკავებაზე. 2020 წლის დეკემბერში, პარტიაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რო დესაც იაგო ხვიჩიამ, პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე გამო რჩეულმა დოქტრინულმა ლიბერტარიანულმა სახემ, სა ჯაროდ დაუჭირა მხარი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ეჭვმიტანილ პირს. ამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ პარ ტია დეკემბრის დასაწყისში დატოვა და თვის ბოლოს მხარდამჭერებთან ერთად„ალტერნატიული“„გირჩი“ დააარსა, სახელწოდებით„გირჩი- მეტი თავისუფლება“. „ახალი“„გირჩი“ იგივე ლოგოს იყენებს, როგორსაც თა ვდაპირველი პარტია, თითქოს იმიტომ, რომ პარტიის ლიბერტარიანული იდეოლოგია უარყოფს ინტელექტუ ალური საკუთრების უფლების კონცეფციას. 23 ორივე „გირჩმა“ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ არჩევნებში 2021 წლის ოქტომბერში. პარტიამ„გირჩი- მეტი თავი სუფლება“ ქვეყნის მასშტაბით პროპორციული ხმების 1,44% მიიღო, ხოლო„გირჩმა“(რომელსაც ხელმძღვანე ლობდა ხვიჩია და სხვ.) დააგროვა 1%-ზე ნაკლები. 24 „გირჩის“ პარტიული მშენებლობის ტრაექტორია საკ მაოდ განსხვავებულია ქართული სისტემის სხვა პა რტიებისგან და თუნდაც 2012 წლის შემდგომ გაჩენილი პოლიტიკური მოძრაობებისგან. 2016 წლის კრიზისმა პარტია აიძულა პარტიული მშენებლობისას თავი აერი დებინა ბევრი რესურსის გამოყენებისგან და ჰქონოდა უფრო გამარტივებული მიდგომა, გამოემჟღავნებინა ადაპტაციისა და ინოვაციურობის მაღალი ხარისხი, რაც იშვიათია პატარა, ლიბერალურ ახალ მოძრაობებში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ მოღვაწეობა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებასთან ოფიციალური კავშირე ბის გარეშე, მან მოახერხა თანმიმდევრული წევრობის ჩამოყალიბება ახალგაზრდა, განათლებულ და ლიბერა ლურ თბილისელებთან.„გირჩის“ პოზიციებმა კანაფის მოხმარებისა და სამხედრო გაწვევის შესახებ სოფლებ შიც გააჩინა პარტიის მხარდამჭერები.„გირჩმა“ შექმნა ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც იყო სამართა ვად იაფი, ინტერაქტიული და გამჭვირვალე. წევრებს ჰქონდათ უფლებამოსილება ისეთი მნიშვნელოვანი გა დაწყვეტილების მიღებაში, როგორიცაა კანდიდატის შე რჩევა. პარტიას ჰქონდა მრავალი პლატფორმა ღირებუ ლების დასამკვიდრებლად, მაგალითად სატელევიზიო არხი. მაგრამ, ალბათ, რაც ყველაფერზე მნიშვნელოვა ნია, მას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკური მისია საარჩევნო შეჯიბრებების მიღმა. მაშინაც კი, როცა არჩევნებისთვის არ ემზადებოდა,„გირჩი“ თითქმის ყოველთვის ეწეოდა რაიმე სახის კამპანიას, რომელიც პირდაპირ იყო დაკავ შირებული მის ძირითად ლიბერტარიანულ ღირებულე ბებთან.„გირჩის“ იდეოლოგიური პოზიციები ქართველი 22 https://civil.ge/archives/306867 23 https://civil.ge/archives/389111 24 https://results.cec.gov.ge/#/en-us/election_45/dashboard 12 ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ ამომრჩევლების უმრავლესობას არასოდეს მოსწონდა - განსაკუთრებით კონსერვატორებსა და ხანდაზმულებს. თუმცა პარტიამ მოახერხა შეექმნა და შეენარჩუნებინა ლოიალური წევრობის ბაზა, რომელიც გარკვეულწი ლად ვრცელდებოდა დედაქალაქის მიღმაც. მას ჰყავდა მკაფიოდ განსაზღვრული ელექტორატი და აწარმოებდა კამპანიას ამ ამომრჩევლებისთვის აქტუალურ საკითხებ ზე, წარმატებით აყალიბებდა კავშირს ნარკომანიის ლი ბერალიზაციის პოპულარულ მოძრაობასთან. 2012 წლის შემდგომ პერიოდში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოახერხა ამის გაკეთება ასე ეფექტურად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დონეზე გაჩნდა საყურადღებო მოძრაო ბები გარემოსდაცვითი საკითხებისა და სამუშაო ადგი ლის უსაფრთხოების შესახებ. საბოლოოდ,„გირჩმა“ და იწყო დაღმასვლა, რადგან მისი ლიდერები კომპრომისის ხელოვნებაში უუნაროები აღმოჩნდნენ და ზედმიწევნით იცავდნენ დოქტრინულ შეხედულებებს. ორი„გირჩი დან“ რომელიც შეძლებს დაძლიოს ეს ორგანიზაციული დისფუნქცია და განაგრძოს პარტიის ინოვაციური მშე ნებლობა, ის დიდი ალბათობით მოიპოვებს პარტიის ბრენდზე უფლებას კონკურენტის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ„გირჩი“ შეიძლება ჩაითვალოს„ეფემერულ“ მოძრაობად ამ კვლევაში მოცემული კრიტერიუმების მი ხედვით, მან მაინც მოახერხა მიეღწია„ძალაუფლების შე ნარჩუნების“ მოკრძალებული ხარისხისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ„გირჩის“ ბედი რადიკალურად შეიც ვლოს უახლოეს მომავალში, თუნდაც გადაურჩეს არსე ბულ განხეთქილებას. მაგრამ თუ პარტია მოახერხებს ამ ჟამინდელი საარჩევნო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, მომავალ საარჩევნო სცენარით მან შეიძლება არჩევნებ შიც მიიღოს მონაწილეობა, როგორც კოალიციურმა პა რტნიორმა. ᲞᲐᲐᲢᲐ ᲑᲣᲠᲭᲣᲚᲐᲫᲔ –„ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲮᲐᲚᲮᲘᲡᲗᲕᲘᲡ“ პაატა ბურჭულაძე არის მსოფლიოში წარმატებული საო პერო ბანი. მისი სასიმღერო კარიერა 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე გრძე ლდებოდა. 2004 წელს მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი„იავნანა“, რომელიც აწყობდა საქველმოქმედო კონცერტებს და ეხმარებოდა გაჭირვებულ ბავშვებს. ბურჭულაძის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებდა მისი, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩის როლი, რომე ლიც მან მიიღო 2006 წელს. 2010 წლიდან მან იუნისეფის გან იგივე სტატუსი მოიპოვა. მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, 2008 წლიდან 25 ბურჭულაძეს პერი ოდულად უსვამდნენ კითხვებს მის პოლიტიკურ ამბიცი ებზე, თუმცა ის მუდამ უარყოფდა მსგავს გეგმებს. 2015 წლის ნოემბერში ბურჭულაძემ დაარეგისტრირა ახალი ორგანიზაცია-„საქართველოს განვითარების ფონდი“ - რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ ის შესაძლოა პოლიტი კური პარტიის შექმნას აპირებდა. თუმცა თავად ბურჭუ ლაძე კვლავ აცხადებდა, რომ გამორიცხავდა პოლიტი კაში შესვლას. 26 ბურჭულაძის ორგანიზაცია მოხვდა 2016 წლის აპრილის IRI-ს გავლენიან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, რომელმაც აჩვენა, რომ თუ ის პოლიტი კური პარტია გახდებოდა, სავარაუდოდ ამომრჩეველთა 12%-ის მხარდაჭერას მიიღებდა. ამ რეიტინგმა გამოიწვია პარტიის მშენებლობის მღელვარე პროცესი, ბურჭულაძე უახლოვდებოდა და იღებდა ახალ სახეებს. პარტიის და არსება- სახელწოდებით„სახელმწიფო ხალხისთვის“ - გამოცხადდა 2016 წლის მაისში, ხოლო 2016 წლის 18 აგვისტოს იგი შევიდა კოალიციაში„ახალ მემარჯვენე ებთან“(კონსერვატიული პარტია, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ 2001 წელს და საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე პოლიტიკოსის, მათ შორის„ქართული ოცნების“ პრემიე რ-მინისტრის- გიორგი კვირიკაშვილის კარიერას),„ახალ საქართველოსთან“ და„გირჩთან“. თუმცა, ეს გადაწყვე ტილება„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებ თან საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ საკამათო იყო ზოგიერთი წევრისთვის და მეორე დღეს პარტიის ერთ-ე რთმა ყველაზე გამოჩენილმა ახალმა სახემ- მერაბ მეტ რეველმა- გამოთქვა საჯარო უკმაყოფილება ამის გამო. როგორც მეტრეველი იხსენებს, 27 ამ პერიოდში გადაწყვე ტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებდნენ და, მიუხედა ვად იმისა, რომ საჯარო კამპანიას აწარმოებდა პარტიის სასარგებლოდ, ხშირად მას გადაწყვეტილების მიღების პროცესების გარეთ ტოვებდნენ. პარტიის რეგიონალური ოფისების დიდი ქსელი ასევე აჭარბებდა ორგანიზაციის ფინანსებს. ამავე პერიოდში, ბურჭულაძეს ჰქონდა ერთგვარი საჯარო ჟარგონის მატჩი ბიძინა ივანიშვილთან. 14 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ბურჭულაძესა და ოპოზიციური არხის -„რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას 28 შორის უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო ზარის გავრცელების ფაქტზე, რომლის დროსაც გვარამიამ ბურჭულაძე დაა დანაშაულა ბლოკში„ქართული ოცნების“ ელემენტების შეფარებაში. ამ ფაქტიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ„გირჩმა“ საჯაროდ და სკანდალურად დატოვა ბლოკი. სამი პარტიის დაჯგუფებამ ხმების 3,45% მოიპოვა და საპარლამენტო მანდატების მაშინდელი 5%-იანი ბა რიერი ვერ გადალახა. თავად ბურჭულაძემ პარტია და ქართული პოლიტიკა 2016 წლის დეკემბერში დატოვა და ხელმძღვანელობა 24 წლის აქტივისტს, ნიკა მაჭუტაძეს გადაეცა. პარტია აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ოპოზიციური ალიანსის ნაწილი, მაგრამ მისი ინდივიდუ ალური საზოგადოებრივი რეიტინგი 1%-ზე ნაკლებია. ბურჭულაძე არის„ფესვგაუდგმელი“,„მეწარმე“, ახალი პოლიტიკური სახის კლასიკური მაგალითი. ის ქართულ პოლიტიკაში მოვიდა მკაფიო საკანონმდებლო თუ ეკო ნომიკური პლატფორმის გარეშე და ღიად არც კი მი უძღვნა თავი არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაწყებულ პოლიტიკურ კარიერას. მან ამჯობინა,„ცხოვრებას“ დამტკიცებინა, იყო თუ არა პოლიტიკა მისთვის სწორი გზა. 29 როგორც აღმოჩნდა, ფონდის შექმნის სტრატეგია მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და წევრობის გასაძლიე რებლად უკავშირდებოდა დიდი სახსრების გაფლანგვას აშკარა სარგებლის გარეშე. გადაწყვეტილების მიღების 25 https://old.civil.ge/eng/article.php?id=17497 26 https://old.civil.ge/eng/article.php?id=28791 27 http://www.tabula.ge/ge/verbatim/110931-metreveli-ukmakofilo-vargaertianebit-ar-aris-gamoricxuli-davtovo-partia 28 https://agenda.ge/en/news/2016/2169 29 https://old.civil.ge/eng/article.php?id=28791 13 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ პროცესებიდან გამოირიცხნენ არა მხოლოდ რიგითი წევ რები, არამედ ცნობადი სახეებიც. სასიცოცხლო ციკლის ასე ადრეულ ეტაპზე საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბება მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას არ ჰქონდა საკუთარი მკაფიო იდენტობა და მის კანდიდატთა პროპორციულ სიაში შედიოდა ზოგიერთი პირი, რომლებიც არც კი იყ ვნენ მისი წევრები. 30 პარტიას თავიდანვე აკლდა თანმი მდევრული პლატფორმა, იდეოლოგია და გზავნილი და აირჩია გამოუცდელი ჟურნალისტების, პოლიტიკური კომენტატორებისა და სხვა ელიტარული ფიგურების თა ნამონაწილეობა იმ მმართველი პარტიის მსგავსად, რო მელსაც თავად ეწინააღმდეგებოდა. როდესაც მდგრადი პარტიული ორგანიზაციის აშენებისა და მოკლევადიანი, პირადი ამბიციების განხორციელების წინააღმდეგობ რივი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, ბურჭულაძემ ვერ შეძლო დაბალანსება ან კომპრომისზე წასვლა. დღეს „სახელმწიფო ხალხისთვის“ ფუნქციურად მკვდარია და მისმა ახალგაზრდა თავმჯდომარემ ვერ აჩვენა, რომ შე უძლია ამ მდგომარეობის შეცვლა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია უკვე მომხდარის გააზრება, მაგრამ„სახელმწიფო ხალხისთვის“ თავიდანვე წარუმატებლობის გზას დაა დგა. მისი ისტორია გვთავაზობს გაკვეთილებს, რომლე ბიც უნდა გაითვალისწინოს ყველა პოტენციურმა ახალმა სახემ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. „ᲚᲔᲚᲝ – ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ“ „ლელო საქართველოსთვის“ არის მამუკა ხაზარაძისა და მისი გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორის, ბადრი ჯაფა რიძის შემოქმედება. 1990-იანი წლების ქაოსისა და კო ლაფსის დროს წყვილმა დააარსა ახალი ბანკი-„თიბისი“ (TBC), რომელიც 2010-იანი წლების შუა პერიოდისთვის გახდა საქართველოს სიდიდით მეორე კომერციული ბა ნკი და შედიოდა ლონდონის საფონდო ბირჟის ჩამონათ ვალში. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ხაზარა ძის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გადასცა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რათა მას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ანაკლიაში აეშენებინა ღრმა საზღვაო პორტი- ინფრა სტრუქტურა, რომელიც შეცვლიდა თამაშის წესებს და გახდებოდა მთავარი კვანძი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატვირთო მარშრუტებში. კონსორციუმი თავდაპირვე ლად სარგებლობდა მთავრობის მხარდაჭერით, მაგრამ უთანხმოებამ იმის თაობაზე, თუ ვინ აიღებდა პასუხის მგებლობას პროექტით გამოწვეულ დიდი ოდენობით დავალიანებაზე, საბოლოოდ ჩაშალა გარიგება და კონ ტრაქტი გაუქმდა. I2019 წლის ივლისში ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ გეგმა ვდა პოლიტიკური მოძრაობის შექმნას 2020 წლის საპარ ლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო ხუთი დღის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მას და ჯა ფარიძეს 2011 წელს დადებულ გარიგებასთან 31 დაკავში რებით თაღლითობაში დასდო ბრალი. ხაზარაძემ დაგმო 30 მათ შორისაა დავით ჯანდიერი, რომელსაც ამ ნაშრომის მიზ ნებისთვის გავესაუბრეთ. ის აქტიურად იყო ჩართული როგორც ფონდის, ისე პარტიის მუშაობაში. 31 https://eurasianet.org/in-georgian-politics-its-millionaire-vs-billionaire ეს ნაბიჯი, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, და ტოვა„თიბისი“ ბანკი და წამოიწყო სოციალური მოძრა ობა სახელწოდებით„ლელო“. ეს სიტყვა რაგბიში„ბუ რთის დამიწებას“ გულისხმობს და ასე ჰქვია ამ თამაშის ქართულ ვერსიასაც. სოციალური მოძრაობა ძირითადად შედგებოდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და„თიბისი“ ბანკის ყოფილი თანამშრომლებისგან და მის დაარსებას მოჰყვა ინტენსიური არჩევითი რეკრუტი რების პერიოდი. ახალმა მოძრაობამ მიიზიდა ცნობილი პირები- პოლიტიკისთვის ახალი სახეები, კერძოდ, გა მოჩენილი იურისტები, ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟო რიძე. ოფიციალურად დაარსების წინ პარტიამ ასევე გა ნაცხადა, რომ„ლელო“ გააერთიანებდა როგორც„ახალ მემარჯვენეებს“, ასევე„განვითარების მოძრაობას“, რო მელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა. პარტია 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა და ზოგიერთი გამოკითხვით მას 10%-მდე მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, შიდა დაძაბულობა საჯარო გახდა 2020 წლის ივნისში, როდესაც აღმასრულე ბელი საბჭოს წევრმა ლაშა ბაქრაძემ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა ხაზარაძის მიერ ერთსქესიანთა ქორ წინების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარების გამო. 2020 წლის ივლისში,„ლელოს“ თელავის ოფისის ხუთმა წევრმა, მათ შორის ადგილობრივმა თავმჯდომარემ, პარტია დატოვა, 32 რადგან, მათი მტკიცებით, მნიშვნე ლოვანი გადაწყვეტილებები საკადრო დაკომპლექტების შესახებ კონსულტაციის გარეშე მიიღებოდა. 2020 წელს, როგორც ყველა პარტიის, ასევე„ლელოს“ წინასაარჩევნო აქტივობებსაც აფერხებდა გლობალური კოვიდ-19-ის პა ნდემია. თუმცა შეზღუდვების შემოღებამდეც კი,„ლელო“ იბრძოდა ახალი ამბების ციკლში და საზოგადოების ნდო ბაში შესვლაზე. მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევ ნებში ხმების 3,15% მოიპოვა და ოთხი ადგილი მოიპოვა. იგი შეუერთდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის ბოიკოტირებაში, სანამ საბოლოოდ დაიკავებდა თავის მანდატებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული„მი შელის შეთანხმების“ საფუძველზე 2021 წლის აპრილში. 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების დროს„ლელომ“ ქვეყნის მასშტაბით მიიღო პროპორციული ხმების 2,71%, ანუ უფრო ნაკლები მხარდაჭერა, ვიდრე ერთი წლით ადრე. შიგნიდან დანახული პარტიის მშენებლობა - ავტორის პირადი ისტორია„ლელოში“ წინამდებარე ნაშრომის ავტორი აღმოჩნდა უჩვეულო მდგომარეობაში, რადგან იყო ერთ-ერთი აქ გაანალიზე ბული პარტიის წევრი. ამიტომ უგუნურება იქნებოდა ამ ნაშრომში არ შეგვეტანა პირადი გამოცდილება, რისთვი საც მკითხველმა უნდა გვაპატიოს თხრობის პირველ პირში გაგრძელება. „ლელოს“ 2019 წლის ნოემბერში შევუერთდი ორ მემა რცხენე ცენტრისტულ საზოგადო მოღვაწესთან- ირაკლი კუპრაძესთან და გრიგოლ გეგელიასთან ერთად, რომ 32 https://1tv.ge/news/lelo-saqartvelostvis-kakhetis-organizacia-partiiskhutma-wevrma-mat-shoris-tavmjdomarem-datova/ 14 ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ ლებსაც ჰქონდათ საარჩევნო ან კამპანიის ჩატარების გამოცდილება. მანამდე, 2017 წლის ოქტომბერში, კენჭი ვიყარე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოუკიდებელ კანდიდატად და ვაწარმოებდი სახალხო კამპანიას თბილისის ცენტრალურ რაიონში, საბურთა ლოში. ჩემი წინასაარჩევნო კამპანია ემყარებოდა ჩემს პროფილს: წარმოვადგენდი ურბანული ქაოსისა და ქარ თული პოლიტიკის სამყაროში არსებული ანომალიის წინააღმდეგ მებრძოლს, ბრიტანული წარმოშობის, ქა რთულის(შედარებით) სრულყოფილად მცოდნე ნატურა ლიზებულ მოქალაქეს. კამპანიის დროს უარი ვთქვი ორი პარტიდან, მათ შორის„ქართული ოცნებიდან“ მიღებულ „თანამშრომლობის“ შემოთავაზებაზე და ვარჩიე მხარი დამეჭირა ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატუ რისთვის. ელისაშვილი 2014 წელს აირჩიეს იმ ადგილზე, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი. საბურთალოზე მოვახე რხე ხმების 14%-ის მოპოვება, რითიც მესამე ადგილზე გავედი და გავუსწარი ბევრ ჩამოყალიბებულ მეტოქეს. მარცხის შუაგულში მოვახერხე ეფექტური პიარ-გოლის გატანა: საჯაროდ ჩამოვხსენი საკუთარი საარჩევნო პლა კატები ქალაქის ქუჩებში. კეთილსინდისიერი ევროპელი კანდიდატის ისტორია, რომელიც განსხვავდება მმა რთველი პარტიის(და ზოგადად, ქართული) თვითკმაყო ფილებისგან, ვირუსულად გავრცელდა. შედეგად, 2017 წლის ბოლოს არაოფიციალური სტილის ქართული სა ტელევიზიო თოქ-შოუების ინტენსიური მონაწილე გავ ხდი. ეს შესაძლებლობა ენთუზიაზმით და მღელვარებით მივიღე. 2018 წლის განმავლობაში ვცდილობდი ჩემი ახლად ამაღლებული საჯარო პროფილი გადამექცია ეფექტურ სახალხო მოძრაობად, რომლის მიზანიც უკეთესი ურბა ნული პოლიტიკა იქნებოდა. ამან 2018 წელს მიმიყვანა წა რუმატებელ კამპანიამდე საბურთალოზე ახალი სატრან სპორტო საჰაერო გზის წინააღმდეგ, ასევე ხალხმრავალ, თუმცა საბოლოოდ უშედეგო აქციამდე საგზაო უსაფრ თხოების შესახებ, რომელიც გაიმართა 2019 წლის და საწყისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპე დისტის გარდაცვალების გამო. ასევე 2019 წელს ჩავერთე კამპანიაში გრიგოლ გეგელიას ასარჩევად პარლამენტში, იმავე წლის მაისის შუალედური, დაძაბული არჩევნების საშუალებით. გეგელია იყო მემარცხენე ძალის წარმომა დგენელი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე დაასრულა სწა ვლა საზღვარგარეთ. იმის გამო, რასაც მე აღვიქვამდი, როგორც ძირითადი ორგანიზაციული შესაძლებლობე ბის ნაკლებობას კამპანიის მონაწილეთა ჯგუფში, შევ წყვიტე კამპანიის აქტიური მხარდაჭერა ჩემი გადაწყვე ტილების გასაჯაროვების გარეშე. გეგელიამ არჩევნებში მეხუთე ადგილი დაიკავა ხმების 3,14%-ით. I2019 წლის ოქტომბერში მე, გეგელიამ და კუპრაძემ და ვიწყეთ„ლელოში“ მოძრაობის ახალი სახეებად გაწევ რიანების შესაძლებლობის განხილვა. ყველა ჩვენგანს ჰქონდა გარკვეული საჯარო ცნობადობა(კუპრაძე იყო სტუდენტებისა და მუშების უფლებების დამცველი), მა გრამ იმედგაცრუებულები ვიყავით შეზღუდული რესურ სებით კამპანიის ჩატარების გამო. მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან შე ხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ ხელმძღვანელობა„ლე ლოს“ თვლიდა ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალად, რო მელსაც შეეძლო ეხელმძღვანელა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე იდეებით. მივიღეთ გარანტია, რომ შე გვეძლო პარტიის პოლიტიკის ჩამოყალიბება საარსებო მინიმუმზე და ქვეყნაში შრომის ინსპექციის 33 გაზრდილი უფლებამოსილების თაობაზე. ამრიგად, მე შევუერთდი „ლელოს“ 2019 წლის 15 ნოემბერს და მაშინვე შევუდექი მუშაობას პარტიის ბრენდის პოპულარიზაციისთვის და წევრობის გასაზრდელად. თითქმის მაშინვე, შიდა კომუნიკაცია, ორგანიზაცია და სტრატეგია პრობლემას წარმოადგენდა. მიწევდა მნიშ ვნელოვანი შეხვედრების გამოტოვება, რადგან მათ შე სახებ არ მეუბნებოდნენ და ბევრი დრო იხარჯებოდა იმ იდეებზე საუბარზე, რომლებიც არასოდეს რეალიზ დებოდა. 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პარტია იყო გატაცებული ფორმალობებით, თუ როგორ უნდა მიეღო მონაწილეობა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში, რომლებიც გამოწვეული იყო„ქართული ოცნე ბის“ მარცხით შეეტანა საარჩევნო კანონში ცვლილებები. დისკუსიები იმის შესახებ, უნდა ეთანამშრომლა თუ არა „ლელოს“ ამა თუ იმ ოპოზიციურ მოღვაწესთან ან პარტი ასთან, არ იყო კონცენტრირებული. ბევრი ჩემი კოლე გისთვის ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვი დრე მკაფიო პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბების გადაუდებელი აუცილებლობა.„ლელოს“ გარე კომუნი კაციაზე და წარმატების სტრატეგიაზე მუშაობა ჩატარდა „სახეების“ მზარდი ჯგუფის მონაწილეობის გარეშე(რო მელთაგან ერთ-ერთიც მე ვიყავი) ბრიტანელი კონსულ ტანტების ჯგუფის მიერ, რომელიც მუშაობდა შედარებით იზოლირებულად, დახურულ კარს მიღმა. თბილისის სამ ლოკაციაზე შექმნილ პარტიულ ოფისებში მუშაობდნენ „თიბისი“ ბანკის, ანაკლიის კონსორციუმის და ხაზარაძე სთან და ჯაფარიძესთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა ბიზნესების ყოფილი თანამშრომლები. ნაცვლიშვილი და კოჟორიძე, როგორც ჩანს, კონტრაქტებით იყვნენ დასაქმებულები ახალი სოციალური მოძრაობისთვის იურიდიული მომსახურების გასაწევად, თუმცა ისინი ძი რითადად მოქმედებდნენ როგორც ახალი პარტიული ბრენდის სპიკერები. გაიცა გარანტიები, რომ პარტიის სხვა„სახეებისთვისაც“ განისაზღვრებოდა სამუშაოს აღ წერილობა(პოლიტიკის შემუშავებაში პასუხისმგებლო ბის ჩათვლით) და ხელფასები, თუმცა ეს დალაგდებოდა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ 2019 წლის დეკემბერში. დამფუძნებელი ყრილობა იყო ამაღელვე ბელი ღონისძიება, რომელიც მაღალი სტანდარტით ჩა ტარდა და მოიზიდა 2000 დელეგატი მთელი ქვეყნიდან. მქონდა პატივი ვყოფილიყავი ღონისძიების ერთ-ერთი მომხსენებელი(ეს პრივილეგია, ეჭვგარეშეა, ჩემი წარმო მავლობის გამო მომენიჭა) და ამირჩიეს პარტიის შიდა ზედამხედველობის ორგანოში წევრობის საკითხებისა და პარტიის ფინანსების მოსაგვარებლად. 2019 წლის ბოლოს პარტია გადავიდა ახალ ოფისებში თბილისის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში. 33 These assurances were duly honored and Lelo continued to formally support these policies throughout my time there. 15 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ შობა-ახალ წელს დიდ ბრიტანეთში ორი კვირის გატარე ბის შემდეგ, 2020 წლის იანვარში დავბრუნდი თბილისის ოფისში და აღმოვაჩინე, რომ ბიომეტრიული უსაფრთხო ების ახალი საკეტები იყო დაყენებული ჩემი სამუშაო სივ რცის კარებზე. აღარ მქონდა წვდომა საოფისე სივრცეზე, სადაც მუშაობდნენ შესყიდვების ან წევრობის გუნდები. მითხრეს, რომ ამის მიზანი წევრობის მონაცემების და ცვა იყო, რომელიც ნაწილობრივ არ იყო ციფრული. თუ მცა ეს იმასაც ნიშნავდა, რომ არ შემეძლო წევრებისთვის ღონისძიებების დაგეგმვა ან ღონისძიების მცირე დაფი ნანსების შესაძლებლობის განხილვა იმეილის დაწერის გარეშე, რომელიც ხშირად უპასუხოდ რჩებოდა. პარტიის აღმასრულებლ პირებთან წვდომა სულ უფრო რთულდე ბოდა, რადგან მათ დაიკავეს ზედა სართულის ოთახები, ის იყო უფრო მეტად საჯარო ოფისები და არ იყო განსა ზღვრული სამუშაო საათები. ამ ყველაფერმა გაამძაფრა ჩემი შფოთვა, რადგან მე ვიქნებოდი მხოლოდ პარტიის საშუალო დონის საჯარო სახე და არ მექნებოდა გავლენა პოლიტიკის შემუშავებაზე. ხელფასის გადახდის შესა ხებ შეთანხმება კვლავ ჭიანურდებოდა. იმ ეტაპზე შიდა კომუნიკაციის ერთადერთი სისტემა იყო“WhatsApp-ის” ჯგუფი, რომელიც შედგებოდა აღმასრულებელი პოლი ტიკური საბჭოს წევრებისგან, აუდიტის კომიტეტისგან, ახალი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელე ბისა და პარტიის სხვა საჯარო სახეებისგან. კომუნიკაციის ეს ფორმა უკიდურესად იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა და ბევრი წევრი ჩიოდა, რომ მნიშვნელოვანი ინფორ მაცია მოვლენების, შეხვედრებისა და პოლიტიკური მე სიჯების შესახებ იკარგებოდა უსარგებლო„ჩატში“ და გვიანი ღამის კორესპონდენციაში. ჩვენი პარტიის ახალი ელფოსტის მისამართების გამოყენება მინიმუმამდე იყო დაყვანილი. თებერვლის, მარტისა და აპრილის განმავლობაში გადა ვწყვიტე ყურადღება გადამეტანა პარტიის ადგილობრივ დონეზე ორგანიზებაზე, რაც, ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარე იყო. ამ პერიოდში„ლელოში“ ხდებოდა ახალგაზ რდების შემოდინება, რომლებიც შთაგონებულნი იყვნენ ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალ პოლიტიკურ მოძ რაობაში მონაწილეების მიწვევით. გადავწყვიტე შემექ მნა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოხალისეების ჯგუფი და ყურადღება გავამახვილე პრაქტიკულ პროექტებზე – როგორიცაა ნაგვის შეგრო ვება და გარემოსდაცვითი კამპანიები – რათა წევრე ბისთვის მიმეცა მათი მოხალისეობრივი საქმიანობის ჩა რჩო. სხვა„სახეებმაც“ შექმნეს მსგავსი ჯგუფები საგარეო საქმეთა, უსაფრთხოებისა და კულტურული საკითხების შესახებ. თუმცა ეს ჯგუფები დაარსებისთანავე გაუქმ დნენ, როდესაც გაირკვა, რომ რიგითი წევრები არ ჩაე რთვებოდნენ პოლიტიკის პოზიციების ჩამოყალიბებაში ან კამპანიების წარმოებაში და, შესაბამისად, მათ არა ფერი ჰქონდათ გასაკეთებელი. ამ პერიოდის განმავლო ბაში„ლელომ“ დაკარგა ბევრი ახალგაზრდა მოხალისე, რომლებიც იმედგაცრუებულნი წავიდნენ, რადგან არ ჰქონდათ თავიანთი ინტერესების პრაქტიკული რეალი ზების შესაძლებლობა. პარტიის ლიდერები აწყობდნენ დიდ საჯარო ღონისძიებებს ოფისის შიდა, ამფითეატ რის მსგავს სივრცეში, მაგრამ ამ შეხვედრების აზრი,„ლე ლოს“ პოლიტიკური მისწრაფებებისა და მისი ძირითადი გუნდის კომპეტენციის შესახებ ბანალური აზრების გამო ხატვის მიღმა, ხშირად გაურკვეველი იყო. საერთო ჯამში, ახალი წევრებისდამი მოპყრობა წარმოადგენდა გულთ ბილი მიღებისა და უნდობლობის უცნაურ ნაზავს: ისინი იღებდნენ წახალისებას, რომ დარეგისტრირებულიყვნენ წევრთა რიცხვის გაზრდის მიზნით, მაგრამ მათი ინტე რესი პარტიის საქმიანობაში რეალურად ყოფილიყვნენ ჩართულები, აუცილებლობად არ აღიქმებოდა. არაე რთხელ გამიგია კომენტარი, რომ ახალგაზრდებს„კამპა ნიის დროს ანაზღაურებადი სამუშაოები უნდათ“ და მხო ლოდ იმიტომ ეწერებოდნენ პარტიის რიგებში. საბოლოოდ, მაისში პოლიტსაბჭოსა და აუდიტის კომი ტეტის წევრებმა მიიღეს ხელფასები, მაგრამ მეორე ანა ზღაურება, რომელიც მე მივიღე, დაექვემდებარა 40%-ით შემცირებას კოვიდ-19-ის პანდემიის შეზღუდვების გამო. „ლელოში“ 5 თვის განმავლობაში სრულ განაკვეთზე ყო ველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობის შემდეგ, ეს დაქვითვა დიდი შეურაცხყოფა იყო მათთვის, ვინც ბევრს ვმუშაობდით, რომ პარტიისთვის მიგვეწოდებინა მოსა ხლეობის ეფექტური ბაზა. პარტიის დაფინანსების წყა როები არასოდეს ყოფილა ჩემთვის ცნობილი, მიუხედა ვად იმისა, რომ მოვითხოვდი ფინანსურ ანაზღაურებას, როგორც პარტიის შიდა ზედამხედველობის კომიტეტის წევრი. მაგრამ ჩემი აზრით, პარტიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელობამ, რომელშიც ასევე შედიოდნენ მისი მთავარი დონორები, არასწორად გამოთვალა ხელმისა წვდომი ფულადი სახსრების ოდენობა და ამგვარად ცდი ლობდა შეცდომის აღმოფხვრას. გაიხსნა ახალი რეგიონალური ოფისი საბურთალოზე - ტერიტორიაზე, სადაც მე მქონდა კამპანია 2017 წელს, მაგრამ ის მაშინვე არ გამხდარა ეფექტური, რადგან კო ვიდ-19-ის შეზღუდვები ართულებდა პოტენციურ ახალ წევრებზე წვდომას. 2020 წლის ივნისისთვის„ლელოს“ მიმართ დიდი იმედგაცრუების გრძნობამ და იმის გაცნო ბიერებამ, რომ პარტიის კანდიდატად კენჭისყრა სრული უაზრობა იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტი ლებამდე მიმიყვანა. არ გამიკეთებია საჯარო განცხა დება ჩემი წასვლის შესახებ, განგებ გავდექი ჩრდილში, რადგან ვგრძნობდი, რომ ქართული მედიის გაშუქების უაზრო და ზედაპირული სტილი არ შეესაბამებოდა ჩემი პოლიტიკის პირად ბრენდს. სამი თვის შემდეგ, საპარ ლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სამუდამოდ დავტოვე საქართველო. „ლელო საქართველოსთვის“ ფუნდამენტურად არის სამეწარმეო-ოპორტუნისტული მოძრაობა, რომელ საც არ აქვს კავშირი ორგანიზებულ სოციალურ ინტე რესებთან. მისი პარტიული ჩამოყალიბების სტრატე გიები საოცრად წააგავდა სხვა ლიბერალური ახალი მოძრაობების მიდგომებს. ისევე, როგორც პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“, მანაც არჩია სოციალურ მოძრაობაში ინვესტირება თავისი პარტიის ჩამოყალი ბებამდე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა აშკარა პოლიტიკური დივიდენდი პარტიის ფორმირების შეფე რხებისთვის და მდგომარეობის მოსასინჯად. ურიცხვი ლიბერალური ახალი მოძრაობის მსგავსად, პარტიამ -„ლელო საქართველოსთვის“ აირჩია პოლიტიკური სპექტრის უმნიშვნელო პოლიტიკოსების თანამონაწი ლეობა, იმის ნაცვლად, რომ შეექმნა წევრობის ძლიერი 16 სტრუქტურა, რომელშიც ახალი ლიდერები გაჩნდებოდ ნენ. არსებული საჯარო პროფილის მქონე ფიგურების შთანთქმის პროცესი, როგორც ჩანს, დასრულდა 2021 წელს და ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის, კანდიდატთა სია ძირითადად შედგებოდა„გადამუშა ვებული“ მაჟორიტარი კანდიდატებისგან და პარტიის შიგნით მყოფი უცნობი პირებისგან. პარტიამ შიდა დე მოკრატიის ექსპერიმენტი ჩაატარა: წევრებმა აირჩიეს ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. თუ მცა ეს ექსპერიმენტი, როგორც ჩანს, არ გავრცელდა საა რჩევნო კანდიდატების შერჩევაზე. 34 ასევე გაურკვეველია, რამდენად მონაწილეობენ წევრები პარტიის პოლიტიკის პლატფორმის ფორმირებაში. მეორეს მხრივ,„ლელოს“ არ შეუქმნია სრულიად„ღია“ პლატფორმა, მაგალითად, საარჩევნო ალიანსების ჩამოყალიბებით ან დამოუკიდე ბელი პირების კანდიდატებად მოწვევით. ასევე აშკარაა, რომ„ლელოსთვის“ პარტიული კუთვნილება რაღაცას ნიშნავს, მაშინაც კი, როცა ყოველთვის არ არის გასაგები თუ რას ნიშნავს ეს. „ლელო“ თავიდანვე ებრძოდა ბრალდებას, რომ ის არ სებობს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნისა და პატიმრობისგან ხაზარაძისა და ჯაფარიძის დასაცავად. თუმცა, როგორც ახალბედა პარტია, ის თავის თავში მოიცავს ბევრ ძველ და ახალ პოლიტიკოსს, მათი ამბიციებითა და მოლოდინებით. პარტიაში ძალაუფლე ბის განაწილება ასევე გადახრილია გადაწყვეტილების მიმღებთა მცირე ჯგუფისკენ, რომელიც, სავარაუდოდ, პარტიის დაფინანსების ძირითადი წყაროა. ეს ყველა ფერი პარტიას არსებითად არასტაბილურს ხდის და ის ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შორის დავის შემთხვევაში, სავარაუდოდ, არსებობასაც შეწყვეტს. არჩევნების მიღმა, პარტიას არ აქვს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო დღის წესრიგი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა აღმას რულებელი ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ინტე რესების თემებისაგან(როგორიცაა ანაკლიის პორტის პროექტი). მიუხედავად 2020 წლის წინასაარჩევნო რეი ტინგისა, რომელიც 10%-მდე აღწევდა, პარტიამ არჩევ ნებზე 3,15% მოიპოვა. როგორც ასეთი,„ლელო საქართვე ლოსთვის“, საკმაოდ კომფორტულად მოექცა ქართულ პარტიულ სისტემის ეფემერულობაში. ორგანიზაციასა და ხელმძღვანელობაში მძიმე შიდა დისფუნქციების გათვალისწინებით, მას სავარაუდოდ გაუჭირდება მხა რდაჭერის ამჟამინდელი დონის შენარჩუნებაც კი. ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ 34 ინტერვიუ აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, მედეა მეტრეველ თან(13/10/2020). 17 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ 5 ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲔᲑᲘ პირველი კითხვა, რომელსაც წინამდებარე ნაშრომმა უნდა გასცეს პასუხი, არის ის, თუ რატომ არის ამდენი ახალბედა ქართულ პოლიტიკაში. როგორც ვნახეთ, სა ქართველომ დამოუკიდებლობის მომენტიდან განიცადა ეკონომიკური და ინსტიტუციური არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდები: სეპარატისტული კონფლიქ ტები, სამოქალაქო ომი, ომი რუსეთთან, რევოლუცია და მასობრივი მობილიზაცია. პროფკავშირები და სა მოქალაქო საზოგადოების სხვა ფორმები სუსტი რჩება, ხოლო პოლიტიკურ ლიდერებთან კავშირი მინიმალუ რია. გარდა ამისა, ინსტიტუციური არასტაბილურობის ამ კონტექსტმა შექმნა უკიდურესად მყიფე მმართველი პარტიები ხელმძღვანელობის ოლიგარქიული სტრუქტუ რებით, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება, განდგომა და, საბოლოო ჯამში, მეტი ახალი პარტია. ეს კონტექსტი ნიშ ნავს, რომ ახალი პარტიების გამძლეობისა და წარმატე ბის მიღწევის შანსები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სტრუქ ტურული პირობები ასტიმულირებს ინდივიდუალისტურ, მოკლევადიან ქცევებს და ამცირებს ინვესტიციებს სოცი ალურ ორგანიზებასა და ძალაუფლების გაზიარებაში. ლიდერებს უჭირთ, გააკეთონ ერთი რამ, რაც აუცილე ბელია ახალი პარტიის გადასარჩენად: ძალაუფლების საკუთარი ვიწრო, მოკლევადიანი პირადი ამბიციების ნაცვლად პრიორიტეტი მიანიჭონ ორგანიზების, რუტი ნიზაციისა და ინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობას. ამ დინამიკის მოქმედება შეგვიძლია ნათლად დავინა ხოთ პარტიაში-„ სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელიც ალბათ ყველაზე ეფემერულია აქ განხილულ მოძრაო ბათაგან. ამ პარტიის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ ლიდერის მაღალი საჯარო პროფილი, ან კამპანიის სახსრებზე წვდომა, არ არის„ფესვის გადგმის“ გარანტია და ვერც ძლიერ, უფლებამოსილების მქონე წევრობას ჩაანაცვლებს. ის ასევე აჩვენებს, რომ, ახალ პარტიებს შორის პოპულარობის მიუხედავად, კოალიციის შერჩე ვით მშენებლობასა და პროგრამულ ბუნდოვანებას იშვი ათად მოაქვს ახალბედებისთვის სასურველი საარჩევნო შედეგები. პარტიის-„სახელმწიფო ხალხისთვის“ მაგა ლითი ასევე გვახსენებს, რომ დროებითი, წინაპარტიული სტრუქტურები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგა ნიზაციები, სოციალური მოძრაობები ან ფონდები, შეი ძლება უამრავ რესურსს მოითხოვდეს და არ არის გამა რთლებული მათზე ყურადღების გადატანა დაგეგმვისა და მდგრადი პარტიული სტრუქტურების მშენებლობის რეალური სამუშაოს ჩატარების ნაცვლად. „გირჩის“ შემთხვევის ანალიზისას, ჩვენ ვნახეთ, რომ ერ თმა პარტიამ დაარღვია დამკვიდრებული პრაქტიკა და შექმნა წევრობის სტრუქტურა, რომელიც არის მოქნილი, გამჭვირვალე და გაძლიერებული. მან მოახერხა ამომ რჩეველთა საკუთარი, საკმაოდ მცირე ნაწილის იდენტი ფიცირება და მასთან ურთიერთქმედება, ასევე თავისი წევრების ერთგულების, გამოცდილებისა და სხვა რესურ სების გამოყენება. პარტიამ შეძლო ენერგიული და ძლი ერი ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც აქვს მკაფიო მიზ ნები და პლატფორმები მონაწილეობისთვის(საარჩევნო ციკლის გარეთაც კი) და დააკავშირა იგი საზოგადოების ინტერესთა ჯგუფებთან.„გირჩი“ ამ ეტაპზე მივიდა ღრმა კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც მისი პოლიტიკური ალიანსების რღვევამ და შემოსავლების დაკარგვამ აი ძულა იგი მიეღო კრეატიული გადაწყვეტილებები, რათა გაეგრძელებინა პოლიტიკური მიზნების განხორციელე ბა.„გირჩის“ მაგალითი აჩენს კითხვებს ჩვენ მიერ შეს წავლილი თეორიული მოდელების შესახებ, კერძოდ: რა როლს თამაშობს კრიზისი ახალი პარტიების ჩამოყალი ბებაში? შეიძლება თუ არა ღრმა, შიდა კრიზისი დაეხმა როს პარტიას შეცვალოს პარტიული მშენებლობის ტრა ექტორია, დააშოროს ოლიგარქიულ მართვის მოდელს და ძალაუფლების ასიმეტრიულ განაწილებას და დაა ხლოს თავისი წევრებთან? პარტიის-„ლელო საქართველოსთვის“ მაგალითი გვიჩვენებს, რომ 2021 წელსაც კი ქართული პარტიული სისტემისთვის კვლავ აქტუალურია სოციალურად„ფეს ვგაუდგმელი“, პროგრამულად გაურკვეველი, სტრუქტუ რულად ოლიგარქიული პარტიების კლასიკური პოსტ საბჭოთა მოდელი. გარკვეულწილად, გასაოცარია, რომ „ლელოს“ მსგავს პარტიას შეუძლია ასე თავდაჯერებუ ლად დაუშვას ბევრი ისეთივე შეცდომა(თუმცა გაცილე ბით ნაკლებად დრამატული მასშტაბით), როგორიც და უშვეს მანამდე მსგავსმა ორგანიზაციებმა, მაგალითად მოძრაობამ„სახელმწიფო ხალხისთვის“.„ლელოს“ მა გალითი ხაზს უსვამს საქართველოში პარტიების ჩამო ყალიბების შესახებ თავში წარმოდგენილ არგუმენტებს, რომ საქართველოში 2012 წლის შემდეგ უცვლელი დარჩა სტრუქტურული პირობები: პოლარიზებული საინფორმა ციო გარემო, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ეკონო მიკური და ინსტიტუციური არასტაბილურობა და დაუცვე ლობა რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო. ამ ყველაფერს გავლენა აქვს ქართულ პარტიულ სისტემაზე და ახალი პარტიების ბედს ეფემერულობისკენ უბიძგებს. 18 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, რომე ლიც ოპოზიციის აზრით იყო„რეფერენდუმი“„ქართული ოცნების“ მმართველობის შესახებ, დამატებით მასალას იძლევა 2012 წლის შემდგომი პერიოდის საქართველოს პარტიული სისტემის შესასწავლად. გაჩნდა ახალი ლი ბერალური პრეტენდენტი გიორგი გახარიას სახით, რომ ლის პარტიამ„საქართველოსთვის“ ხმების 7,8% მიიღო. გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე, როდესაც მო ულოდნელად გადადგა„ნაციონალური მოძრაობის“ ლი დერის ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების გამო. როგორც ჩანს, გახარიას ახალი პარტიის საწყისებმა, ჩვენი მოდელის მიხედვით, უკვე აირიდა ეფემერულო ბისკენ მოძრაობა რამდენიმე საარჩევნო ციკლში. მეორე მხრივ,„ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ შეძლო გადაეტანა ასეთი გახმაურებული განდგომა თავისი რი გებიდან.„ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ხელმძღვა ნელობა აშკარად ძალიან პირადულ საკითხად აღიქვამს გახარიას განდგომას. 35 მომავალი გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა მოძრაობა მმართველი პარტიისგან საკმარისი მხარდაჭერის მოპოვებას, ოპოზიციაში ყოფნისას მმა რთველობის პროგრამის ჩამოყალიბებას, განსხვავე ბული იდენტობისა და საკანონმდებლო დღის წესრიგის შექმნას საარჩევნო პერიოდების მიღმა და გახარიას პი რადი ამბიციების ნაცვლად პრიორიტეტის პარტიული მშენებლობისთვის მინიჭებას. პროგრამული და იდეოლოგიური გამორჩეულობა, მდგრადი ფოკუსირება მთავარ სოციალურ დემოგრა ფიულ საკითხებზე და ორგანიზაციული ინოვაციების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა- ყველა ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პარტიის შესაქმნელად. მაგრამ პარტიული ძალაუფლების შენარჩუნება, პირველ რიგში, დამოკიდებულია ხელმძღვანელობის სურვილზე, უარი თქვას„ზემოდან ქვევით“ მიმართულ მოდელზე და შექმნას უფრო თანაბარი ძალაუფლების სტრუქტურა მტკიცე პარტიულ ორგანიზაციაში. საქართველოს ცვა ლებადი მედია გარემოს, ასევე ღრმა ეკონომიკური და ინსტიტუციური არასტაბილურობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაუსხლტებათ ხელიდან რეალური ძალაუფლება. ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲔᲑᲘ 35 https://civil.ge/archives/425449 19 ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ – „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲔᲤᲔᲛᲔᲠᲣᲚᲝᲑᲐ 2012 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲐ ინგრიდ ვან ბიზენი 2005:„ახალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში პა რტიების ჩამოყალიბებისა და ადაპტაციის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ“. პოლიტიკური კვლევების ევროპული ჟურნალი 44: 147–174 გვ. ინგრიდ ვან ბიზენი 2003: პოლიტიკური პარტიები ახალი დემოკრა ტიის მქონე ქვეყნებში: პარტიული ორგანიზება სამხრეთ და ცენტრა ლურ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბესინგსტოკი: პალგრეივ მაკმილანი. ნიკოლ ბოლეიერი 2013 წ:„ახალი პარტიები ძველ სისტემებში: გამ ძლეობა და დაცემა ჩვიდმეტ დემოკრატიულ ქვეყანაში“. ოქსფორდი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა. ფერნანდო კასალ ბერტოა 2016 წ:„ნიკოლ ბოლეიერის წიგნის „ახალი პარტიები ძველ სისტემებში: გამძლეობა და დაცემა ჩვიდმეტ დემოკრატიულ ქვეყანაში“ მიმოხილვა“. შედარებითი პოლიტიკა, 1234-1236 გვ. კორნელი კაკაჩია, თამარა პატარაია და მაიკლ სესირე 2014:„ქსე ლური აპათია: ქართული პარტიის პოლიტიკა და სოციალური მედიის როლი“. დემოკრატიზაცია: ჟურნალი პოსტსაბჭოთა დემოკრატიზა ციის შესახებ, 255-275 გვ. ბიძინა ლებანიძე და კორნელი კაკაჩია 2017 წ:„არაფორმალური მმა რთველობა და ამომრჩეველთა აღქმა ჰიბრიდულ რეჟიმებში: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში“. დემოკრატიზაცია: ჟურნალი პოსტსაბჭოთა დემოკრატიზაციის შესახებ, ტომი 25, ნო მერი 4, 529-549 გვ. 20 ᲘᲛᲞᲠᲔᲡᲐᲠᲘᲣᲛᲘ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲛᲞᲠᲔᲡᲐᲠᲘᲣᲛᲘ ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი (კემბრიჯის მაგისტრი, ლო ნდონის უნივერსიტეტის მაგისტრი) 2012-2020 წლებში ცხოვრობდა საქართველოში, მუშაობდა მულტიმედია ჟურნალისტად, კომუნიკაციების კონსულტანტად, ურბა ნულ აქტივისტად და საზოგადოების ორგანიზატორად. 2017 წელს კენჭი იყარა თბილისის საკრებულოს დამოუ კიდებელ კანდიდატად და დაიკავა მესამე ადგილი თა ვის ოლქში. საქართველოდან წასვლამდე მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური პარტია„ლელო- საქართველოს თვის“ დაარსებაში. ფრიდრიხ ებერტის ფონდი| თბილისის ოფისი ნინო რამიშვილის ქ., 1 ჩიხი, სახლი 1 0179 თბილისი| საქართველო პასუხისმგებელი პირი: ფელიქს ჰეტი| სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ტელ.:+995 32 225 07 28 http://southcaucasus.fes.de/ პუბლიკაციის შესაკვეთად დაგვიკავშირდით: stiftung@fesgeo.ge დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცემული მასალების ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე კომერციული მიზნით გამოყენება. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას. „ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ“ ქართული პარტიული სისტემის ეფემერულობა 2012 წლის შემდგომ პერიოდში ეს ნაშრომი განიხილავს ახალ პოლ ლიტიკურპარტიებსსაქართველოში, რომლებიც 2012 წლიდან ჩამოყალ ლიბდნენ. იმავე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდი წარმოა ადგენს„მალიბერალიზებელ“ მომ მენტს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მზარდი რეპრესიული მთავრობის მხრიდან, პოლიტიკურ ახალწვეულთვის- კოალიცია„ქარ რთულ ოცნებისთვის“ ძალაუფლებ ბის გადაცემით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველ ლოს ამჟამინდელი მმართველი პარტიათავად არის„წარმატებულ ლი“ახალწვეული პარტიულ სისტემ მაში(რომელიც პარტიად 2012 წლის მოგებულ არჩევნებამდე მხოლოდ ექვსითვით ადრე დარეგისტრირდა),ქ ქართული ოცნების ხელისუფლებაშ შიმოსვლის სრული ისტორია და მის სიუნარი, ბოლო წლების მანძილზე გაუძლოს უამრავ ღრმა კრიზისს, მოიცავს უფრო ფართო კითხვებს მმართველობისა და სახელმწიფოსშ შესახებ, რომლებიც სცილდება საქ ქართველოს პარტიული სისტემის ამ კვლევას. ქართულ კონტექსტში, ახალწვეუ ულები, როგორც წესი, იყვნენ მეწ წარმეები ისტორიის გარეშე, რაც მოსალოდნელია ახალგაზრდა დემ მოკრატიაში. საქართველოს არას სტაბილური და დაუცველი მემკვიდ დრეობა ასტიმულირებს ლიდერებს შორის ოპორტუნისტულ, ოლიგარქ ქიულ ქცევებს და ეფექტურად ახდ დენს პარტიულ განხეთქილების ინს სტიტუციონალიზაციას, რაც იწვევს ახალწვეულთა განსაკუთრებით დიდ რაოდენობას, რომელთა ბედი- მათი წარმოშობის გამო- ეფემერულობისკ კენ არის მიდრეკილი. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.southcaucasus.fes.de