Druckschrift 
[Zu kurz gedacht!] : ["Was innovativ ist, entscheidet der Markt"]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი პერსპექტივა ბაზარი წყვეტს, თუ რა არის ინოვაციური ვიწრო პერსპექტივა ანდრე გერბერი/ მარკუს შრაიერი იანვარი 2018 n ეროვნული ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისათვის წამყვანი როლი.. დამანგრეველ ტექნოლოგიებს(disrupt technologies) ანუ ახალ, რევოლუციურ ტექნოლოგიებს ეკისრებათ. მათ მიეწერებათ უნარი, არსებითად განსაზღვრონ ქვეყნების გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებები. ინოვაციები ხელს უწყობენ არა მარტო ახალი ფირმებისა და დარგების ჩამოყალიბებას, არამედ აახალგაზრდავებენ ტრადიციულ ფირმებსა და დარგებს, რითაც აჩქარებენ ეკონომიკური ზრდის პროცესს. n შირად ტექნიკური პროგრესი და ინოვაციური, კრეატიული აზროვნება კერძო კომპანიებს და პატარა ფირმებს მიეწერებათ, ხოლო სახელმწიფო თავისი მარეგულირებელი ფუნქციითა და საგადასახადო სისტემით ამ ყველაფერის შემაფერხებელ ძალად ხასიათდება. მაგრამ, სწორედ სახელმწიფოს დაფინანსებულია ყველა ის პროექტი, რომელიც საფუძვლად უდევს თანამედ­როვე ტექნოლოგიებს. n ახელმწიფო ბიძგს აძლევს ინოვაციას, ახორციელებს მასში ინვესტირებას. ის პირველი გამოდის ახალ ბაზარზე, მაშინ, როდესაცრისკიანი კერძო კომპანიები, მიუხედავად სათანადო რესურსებისა, მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც საფუძველი უკვე შექმნილია და ძირითადი სამუშაოები შესრულებული. სახელმწიფო ამ ყველაფერს მის ხელთ არსებული რესურსის გადასახადების მეშვეობით ახორციელებს, რისი შემცირებაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება და ინოვაციებით მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდება.