Druckschrift 
[Zu kurz gedacht!] : ["Aus der Krise sparen wie die Schwaben"]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი პერსპექტივა ხელმომჭირნე შვაბებივით დავზოგოთ კრიზისიდან ვიწრო პერსპექტივა ანდრე გერბერი/ მარკუს შრაიერი თებერვალი 2018 n დავალიანება ნეგატიურ მოვლენადაა მიჩნეული, ხოლო დაზოგვა ყოველთვის ჭკვიანურ და გამართლებულ სვლად ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მეშვეობით დეფიციტის აღმოფხვრასა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე მიდგება საქმე. მიიჩნევა, რომ ის ვინც ზოგავს უფრო პასუხისმგებლობით და ანგარიშიანად ეკიდება საქმეს. ასევე ამბობენ სახელმწიფო პოლიტიკაზეც, კრიზისის პერიოდშიქამრების შემოჭერა არსებულ ვითარებასთან გამკლავების ერთ-ერთ ეფექტურ გზად მიიჩნევა. n ოლო წლებში ეკონომისტთა ერთი ჯგუფის ვარაუდით სახელმწიფო დეფიციტისა და დავალიანების სწრაფი და გადამწყვეტი შემცირება ევროპაში უპირატესად სახელმწიფო ხარჯების შეკვეცის ხარჯზე მოხერხდებოდა. ამ თეორიის მიხედვით, ვინაიდან კერძო მომხმარებელი საგადასახადო ტვირთის შემცირებას ელის, მაშინვე დაიწყებს მეტის მოხმარებას. კომპანიები კი შემცირებული საპროცენტო განაკვეთის ფონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. თუმცა, თუ ბოლო წლების დინამიკას დავაკვირდებით, კერძო კომპანიებმა, დაბალი საპროცენტო განაკვეთის და სტრუქტურული რეფორმებისა მიუხედავად, გაცილებით ნაკლები ინვესტიციები განახორციელეს. n ას შემდეგ, რაც ევროზონაში თავდაპირველი მკაცრი დაზოგვისა და მომჭირნეობის პოლიტიკა შერბილდა, ევროპის კრიზისულ სახელმწიფოებში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური გახდა. კრიტიკა, რომ სახელმწიფო დავალიანება აუცილებლად ნეგატიური შედეგის მომტანია, უსაფუძვლო ჩანს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ეს ვალები იხარჯება საჯარო კაპიტალის, ანუ საჯარო მატერიალური დოვლათის შექმნაზე, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ქუჩები.., ხოლო ეს ფაქტორი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ამ პრობლემატიკის განხილვისას..