თბილისი ანალიზი რა დარჩა დასავლეთისგან? − Quo Vadis NATO? ჰელმუტ ვ. განსერი/ ვულფ ლაპინსი/ დეტლეფ ფული ივნისი 2018 n ნ ატო სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. მისი მნიშვნელობა და მიზანი საკამათო გახდა − ის აღმოსავლეთში ტერიტორიების დაცვას უნდა დაუბრუნდეს თუ სამხრეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა იყოს ორიენტირებული? მისი ლიდერები ჭოჭმანობენ − რა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს დონალდ ტრამპის მეთაურობით? რა უნდათ„ევროპელებს“? ისინი, ორივენი, კვლავ ერთი ამოცანისთვის იბრძვიან? რა დარჩა დასავლეთის ალიანსისგან, რომელსაც თავი დემოკრატიული ღირებულებების თანამეგობრობად მიაჩნია? n 2 010 წლის სტრატეგიული კონცეფციის მიღების შემდეგ ნატოს უსაფრთხოების გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები, აგრეთვე ეროვნულ კონცეფციებში ალიანსისადმი სამომავლო ნდობასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებები უდავოდ მოითხოვს განმარტებას. ნატოს სჭირდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მათ შორის, ხელახალი გააქტიურება დებატებისა ბირთვული იარაღის როლის, საერთაშორისო ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლის და სამხედრო დოქტრინაში ტექნოლოგიური პროგრესის სწორი გზით წარმართვის შესახებ. n ალიანსის მომავალთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, ისურვებენ თუ არა ევროპელები, შეასრულონ დამოუკიდებელი როლი, და თუ ისურვებენ, რომელ სისტემაში გადაწყვეტენ ისინი ამის გაკეთებას. ამავდროულად, ევროპელები უნდა მომავალში თუ რა როლის მიკუთვნება სურთ მათ შეერთებული შტატებისთვის ევროპაში.
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten