Druckschrift 
[Social protection reform in Georgia] : [principles and perspectives from Germany]
Entstehung
Einzelbild herunterladen
 

ᲨᲠᲝᲛᲐ ᲓᲐ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲐ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ გერმანიის პრინციპები და პერსპექტივები ჯანდაცვის სისტემა უნდა გამარტივდეს არაანაზღაურებადი გადახდების შემცირე ­ბისა და შეღავათების ზღვრების გაუქმების გზით. სახელმწიფო ფინანსური რესურსები კიდევ უნდა გაიზარდოს, რათა სისტემა გახდეს უნივერსალური და უზრუნველყოს ყველა საჭირო სამედიცინო მკურნალობა მთელი მოსახლეობისთვის. უნდა შეიქმნას სავალდებულო შენატა ­ნებზე დაფუძნებული უმუშევრობის და ­ზღვევა, რომელიც უმუშევრობის შემთხვე ­ვაში განსაზღვრული ვადით გასცემს შემოსავლის შემცვლელ შეღავათებს. თუ უმუშევრობა გახანგრძლივდება, ადამია ­ნებს დასჭირდებათ მიზნობრივი სოცია ­ლური დახმარების სისტემაში გადასვლა. ამას თან უნდა ახლდეს მინიმალური ხელ ­ფასის განსაზღვრის პოლიტიკა, რომელიც ეფექტურად აღმოფხვრის სიღარიბეს სამუ ­შაო პერიოდის დროს. რემი მაიერ-რიგო, სიმონა ჰელმსმიულერი მაისი 2022 საპენსიო სისტემაში, რომელიც სამ მიმა ­რთულებას მოიცავს, რეფორმა უნდა მოხ ­დეს მეორე, სოციალური დაზღვევის პრიო ­რიტეტის გაძლიერებით. ეს პრიორიტეტი განსაზღვრული შენატანებიდან უნდა გა ­დავიდეს წინასწარ გადახდებზე დაფუძნე ­ბულ შეღავათების სქემაზე. ეს გამოიწვევს ხანდაზმულობის პენსიების დაუყოვნებ ­ლივ გადახდას მიმდინარე შენატანებიდან, რაც გამოყენებული იქნება, როგორც ფორ ­მალური დასაქმების სტიმული და მარკე ­ტინგული ასპექტი.