ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ ᲡᲝᲪᲘᲔᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲞᲔᲠᲡᲞᲔᲥᲢᲘᲕᲔᲑᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ივანე აბრამაშვილი სექტემბერი 2022 საქართველოში უსაფრთხოების პოლი ტიკის დაგეგმვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია ხარვეზიანად მომდინა რეობს, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს მხრიდან არასისტემური მიდგომით, ერო ვნული კონცეპტუალური დოკუმენტების სიძველითა და ეროვნული უსაფრთხოე ბის საბჭოს არასათანადო პოლიტიკური და ინსტიტუტიცური მხარდაჭერით; გაუმჯობესებული რეგლამენტის მიუ ხედავად, საქართველოში საპარლამე ნტო ზედამხედველობა და კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე კვლავ სუსტად რჩება, რაც განპირობებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უსაფრ თხოების საკითხის ნაკლებ პრიორიტე ტულობით, ინსტიტუციური და პოლი ტიკური ტრადიციების სისუსტითა და სხვადასხვა ტექნიკური მიზეზებით; საქართველოში, ბევრი სხვა პოლიტი კური პროცესის მსგავსად, ადგილობ რივი თვითმმართველობების როლი უსაფრთხოების სფეროშიც შეზღუდულია. ზოგადი სტრუქტურული ფაქტორების მიღმა, რეალურ დეცენტრალიზაციას რეგიონებზე ცენტრალური კონტროლის შესუსტების შიშიც აფერხებს, განსაკუთ რებით კი უსაფრთხოების სამსახურე ბის მხრიდან, რომლებშიც ჯერ კიდევ ძლიერია უსაფრთხოების ტრადიციული გაგება და ცენტრალიზაციის ხარისხი;
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten