Druckschrift 
[Dilemmas of National Bank policy in inflation targeting mode]
Einzelbild herunterladen
 

ანალიზი ეკონომიკა და ფინანსები ეროვნული ბანკის პოლიტიკის დილემები ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არაეფექტურია პერიფერიული და დოლა­რიზებული სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. იგი ასუსტებს ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუტს და მისი მონეტარული პოლი­ტიკა მუდმივი დილემების წინაშე დგას, ფასების სტაბილურობის და დოლა­რიზაციის ორმაგი წნეხის კონტექსტში. ინფლაციის თარგეთირება უპირატესობას ფასების სტაბილურობას ანიჭებს და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა მეორეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს. ია ერაძე სექტემბერი 2020 ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის მთავარი ინს­ტრუმენტი- საპროცენტო განაკვეთი- არაეფექტურია დოლარიზებულ ეკონო­მიკაში, სადაც ბანკების უმრავლესობა უცხოურ მფლობელობაშია.