Druckschrift 
[Harmonization of Georgian national legislation with EU on women labour rights directives] : [in the workplace foreseen by the EU-Georgian association agreement]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებულ დირექტივებთან რაისა ლიპარტელიანი/ ეკატერინე ქარდავა დეკემბერი 2018 n მიზანშეწონილია, საქართველოს შრომის კოდექსი უშუალოდ განმარტავდეს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის ცნებებს. დისკრიმინაციის დეფინიცია ადგენდეს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას და არ იყოს ნიშნების ამომწურავი ჩამონათვალი. აუცილებელია, კანონმდებლობაში ჩაიდოს ნორ­მები, რომელითაც მოხდება გასაუბრების, შეკითხვის დასმის საკანონმდებლო რეგლამენტაცია, რის შედეგადაც თითოეული კანდიდატი დაცული იქნება პირად სფეროში არამართლზომიერი ჩარევისა და სხვადასხვა ნიშნით არათანაბარი მოპყრობისგან. n შრომის კოდექსმა აუცილებელია გაითვალისწინოს:) ანაზღაურების ცნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) ქალისა და მამაკაცის შრომის თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი; სახელმწიფომ შეიმუშაოს შრომის გაზომვის/შეფასების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებ­ზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ჩარჩო და მექანიზმი, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებული ქა­ლების უფლება მამაკაცებთან თანასწორად ისარგებლონ სხვადასხვა შესა­ძლებლობებით სამუშაო ადგილზე(დაწინაურება, კვალიფიკაციის ამაღლება და ..) n მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სექსუალური შევიწროვების, როგორც დისკრი­მინაციის ერთ-ერთი სახის დეფინიცია, საერთაშორისო სტანდარტების შესა­ბამისად. სექსუალური შევიწროვების აკრძალვა გათვალისწინებული იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის ნაწილში და შემუშავდეს ადეკვატური სანქციების სისტემა.გამოიკვეთოს დამსაქმებლის როლი სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის საკითხში, რომელიც მოიცავს შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შექმნას, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და..