თბილისი საქართველოში მინიმალური ხელფასის ზრდის გავლენის შეფასება დავით დარსაველიძე იანვარი 201 9 n განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი კანონით რეგულირდება. მინიმალური ხელფასი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ყველა შემთხვევაში ემსახურება დასაქმებულთა შემოსავლების გარკვეულწილად დაცვას, დაუშვებლად მიიჩნევა კონკურენცია შრომის„არასამართლიანი“ გამოყენების/ ექსპლუატაციის საფუძველზე და მხარდაჭერილია გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ სათანადო ანაზღაურების პრინციპის დაცვის აუცილებლობა. n 20 ლარი($8), საქართველოში დადგენილი ამჟამინდელი ყოველთვიური მინიმალური ხელფასი, ძალიან დაბალი და მოძველებულია. 1999 წელს, მინიმალური ხელფასის აღნიშნული ზღვრის დადგენის შემდეგ, მისი შესწორება აღარ მომხდარა სამომხმარებლო ფასების ცვლილების(ინფლაციის), ხელფასის (ყოველთვიური საშუალო ხელფასი) ან საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად. საარსებო მინიმუმი, ხანდაზმულობის პენსია და ყველა სხვა სოციალური დახმარება საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი. n როგორც კვლევამ წარმოაჩინა, საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია და მიზანშეწონილია ახალი მინიმალური ხელფასის დადგენა. ეს დაეხმარება ქვეყანას ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში; აღსანიშნავია, ასევე, საერთაშორისო მხარეების მიერ მტკიცედ გაცხადებული ადამიანის უფლებების, აგრეთვე, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ასპექტები.
Druckschrift
Sakartveloshi minimaluri khelpasis zrdis gavlenis shepaseba
Entstehung
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten