Druckschrift 
[Religious education in public schools]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი ანალიზი რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში კავშირი21- საუკუნე ივნისი 2018 n რელიგია და დემოკრატია ერთობლივად მყარად უნდა ემსახურებოდეს საერთო სიკეთისთვის ბრძოლას. სოციალური პრობლემების მოგვარებით საჯარო ხელისუფლებას შეუძლია, განმუხტოს სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა, რელიგიურ ექსტრემიზმში გადაიზარდოს. განათლება აუცილებელია რელიგი­ური საკითხების თაობაზე უცოდინრობის, სტერეოტიპული აზროვნებისა და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. n ავშვებისათვის ძირითადი რელიგიების ისტორიისა და ფილოსოფიის ობიექტური სწავლებით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ღირებულებათა პატივისცემის ჩანერგვით, შესაძლებელია რელიგიურ ფანატიზმთან ეფექტური ბრძოლა. რელიგიის ცოდნა კაცობრიობისა და ცივილიზაციათა ისტორიის ცოდნის განუყოფელი ნაწილია. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც დომინირებს ერთი კონკრეტული რელიგია, უნდა ისწავლებოდეს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომავლობა და უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს ერთადერთ რელიგიას. დაუშვებელია მხარდაჭერილი იყოს პროზელიტიზმი. n საქართველოში დღესაც მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა დოზით უნდა იყოს წარმოდგენილი რელიგია საჯარო სივრცეში და, მათ შორის, სახელმწიფო სკოლებში. თუმცა აქ ჩნდება კითხვები- მოთხოვნა კონფესიურ განათლებაზე რამდენად შეესაბამება საჯარო სკოლის დანიშ­ნულებასა და მთლიანად საერო სახელმწიფოს ხასიათს; უნდა ისწავლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა, როგორც ქვეყნის ისტორიულ-ტრადიციული, უმრავლესობის რელიგია; რა ადგილი უნდა ეჭიროს სასწავლო პროცესში სხვა რელიგიების შესახებ სწავლებას; ეს და სხვა მსგავსი კითხვები დღეისათვის კვლავ პასუხგაუცემელია.