Druckschrift 
[Freedom of expression and religion]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი ანალიზი გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება კავშირი21- საუკუნე ივნისი 2018 n აზრის გამოხატვის თავისუფლება მოიცავს პირის შეხედულებების, პოზიციის, დამოკიდებულების, შეფასების გამოხატვას ნებისმიერ მისთვის საინტერესო საკითხზე. ეს თავისუფლება ვრცელდება არა მარტო იმ ინფორმაციებსა და მოსაზრებებზე, რომლებსაც უმრავლესობა ან ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათზეც, რომლებიც არ ესადაგება ხელისუფლების, სახელმწიფოს ან უმრავლესობის პოზიციას. n ერმინიგამოხატვა არ შემოიფარგლება შეხედულებების, აზრის გამოთქმის წერილობითი და ზეპირი ფორმით. იგი მოიცავს ნებისმიერ საშუალებას, რომელიც იდეების გამოთქმასთან ან ინფორმაციის გადაცემას-თან არის დაკავშირებული. ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გადაცემის, გავრცელების საშუალებები- ბეჭდვითი მასალები, რადიომაუწყებლობა, ხელოვნების ნიმუშები, ფილმები, ელექტრონული საინფორმაციო სისტემები დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით. n დღეისათვის საქართველოში აშკარაა ღირებულებათა კონფლიქტი გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების რეალიზაციისას. ამ თემაზე ჩვენ ხშირად ვხდებით ცხარე დებატებისა და დაპირისპირების მომსწრენი, რაც რისკის შემცველია არა მარტო ადამიანის უფლებების დარღვევის, არამედ, მთლიანობაში, ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის მხრივ. ერთნი, ხელისუფლებისაგან შესაბამისი რეგულაციების მიღებას მოითხოვენ, რომლებიც სანქციებს დააწესებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ ადამიანს ღირსებისა და პატივის შეურაცხყოფის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ამ სფეროში თუნდაც ადმინისტრაციული სახდელის შემოღება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასი იქნება.