Druckschrift 
[State and church in EU countries]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი ანალიზი სახელმწიფო და ეკლესია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში კავშირი21- საუკუნე ივნისი 2018 n ვროგაერთიანებაში სახელმწიფოსა და რელიგიების ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულირებისა თუ პრაქტიკის თვალსაზრისით დიდი მრავალფეროვნებაა. ისტორიულ წინაპირობებს და მეხსიერებას, რეფორმაციას, საზღვრების ცვლილებებს, წარსულში კომუნისტური რეჟიმების არსებობას და სხვა გარემოებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეულ ქვეყნებსა თუ ქვეყნების ჯგუფებში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მრავალფეროვანი სურათის შესაქმნელად. n მაგალითად, ინგლისსა და სკანდინავიის ქვეყნებში შესაბამისად ანგლიკანური და ლუთერული ეკლესიების პრივილეგირებული მდგომარეობა და მთლიანად სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განაპირობა რეფორმაციამ. საფრანგეთი, რომელიც მკაცრი სეკულარიზაციის ქვეყანას წარმოადგენს, ფინანსურად ეხმარება ეკლესიის მსახურებს ელზასსა და მოზელში, ანუ იმ ტერიტორიებზე, სადაც 1871-1918 წლებში ვრცელდებოდა გერმანული იურისდიქცია. n იუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები გვაძლევს სამი ტიპის სისტემაზე საუბრის საშუალებას. პირველი არის ქვეყნები სახელმწიფო ეკლესიების სისტემებით, მეორე მკაცრი სეკულარული სისტემის მქონე ქვეყნები და მესამე, რომელსაც ყველაზე მეტი სახელმწიფო მისდევს სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის მნიშვნელოვანი კავშირისა და თანამშრომლობის სისტემით.