Publikationen der Stiftung → [Popular attitudes towards reforms in the pension system] Titel
Publikationen der Stiftung → [Popular attitudes towards reforms in the pension system]
Titel
Titelaufnahme
Titelaufnahme
- Titel[Popular attitudes towards reforms in the pension system]
- Körperschaft
- Erschienen
- Parallele Sprachausgabe
- Umfang1 Online-Ressource (27 Seiten) : Diagramme
- AnmerkungText georgischGeorgisch
- SpracheGeorgisch
- Serie[Analytical report]
- DokumenttypDruckschrift
- Schlagwörter
- Geografika
Links
- Nachweis
- Archiv
Dateien
Klassifikation
Zusammenfassung
არსებული საპენსიო სისტემის მიმართ საკუთარ ინფორმირებულობას რესპონდენტები საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ: ინფორმირებულად თავს მიიჩნევს მხოლოდ 14%-მდე. პრაქტიკულად ყოველი მეორე გამოკითხული თავს ძალზე ან უფრო არაინფორმირებულად მიიჩნევს.
რესპონდენტთა ნახევარზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საპენსიო სისტემის რეფორმის ალტერნატიული პროექტების შესახებ, რომლებიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს საშუალოდ 13%, ხოლო მცირედ ინფორმირებულად - დაახლოებით 30%. რესპონდენტთა უმრავლესობა (54.2%) თვლის, რომ დღესდღეობით არსებული საპენსიო სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი (41.1%) საპენსიო სისტემის „გარკვეულ ცვლილებებს“ უჭერს მხარს.
იმ გამოკითხულთა უმრავლესობა, ვინც კატეგორიულად არ ეწინააღმდეგება დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას (ასეთია 88%), პოზიტიურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ დაგროვებითი საპენსიო ფონდის შენატანი იყოს მოქალაქეთა ხელფასის 2%-ის ოდენობის თანხა: ამ იდეას ეთანხმება დაახლოებით 70%.
კვლევის მიზანი იყო ახალი საპენსიო რეფორმის პროექტების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა; იმის დადგენა, თუ რამდენად პასუხობს ახალი საპენსიო სისტემა მოქალაქეების სოციალურ-პოლიტიკურ, ღირებულებით და სახელმწიფოებრივ პოზიციას.