თბილისი ანალიტიკური ანგარიში საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი დეკემბერი 2017 n არსებული საპენსიო სისტემის მიმართ საკუთარ ინფორმირებულობას რესპონდენტები საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ: ინფორმირებულად თავს მიიჩნევს მხოლოდ 14%-მდე. პრაქტიკულად ყოველი მეორე გამოკითხული თავს ძალზე ან უფრო არაინფორმირებულად მიიჩნევს. n რესპონდენტთა ნახევარზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საპენსიო სისტემის რეფორმის ალტერნატიული პროექტების შესახებ, რომლებიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს საშუალოდ13%, ხოლო მცირედ ინფორმირებულად- დაახლოებით 30%. რესპონდენტთა უმრავლესობა(54.2%) თვლის, რომ დღესდღეობით არსებული საპენსიო სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი(41.1%) საპენსიო სისტემის„გარკვეულ ცვლილებებს“ უჭერს მხარს. n იმ გამოკითხულთა უმრავლესობა, ვინც კატეგორიულად არ ეწინააღმდეგება დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას(ასეთია 88%), პოზიტიურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ დაგროვებითი საპენსიო ფონდის შენატანი იყოს მოქალაქეთა ხელფასის 2%-ის ოდენობის თანხა: ამ იდეას ეთანხმება დაახლოებით 70%.
Druckschrift
[Popular attitudes towards reforms in the pension system]
Entstehung
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten