Druckschrift 
[Georgia's political landscape] : [diversity, convergence and empty spots]
Einzelbild herunterladen
 

ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲚᲐᲜᲓᲨᲐᲤᲢᲘ მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები ლევან კახიშვილი, დავით კეშელავა, გიორგი პაპავა, დავით სიჭინავა აგვისტო 2021 ქართულ პოლიტიკურ კომპასზე პარტიათა უმეტესობა ან მემარცხენე და კულტურულად კონსერვატიულია ანდა ლიბერალური და მემარჯვენე მიდრეკილების მქონე. ეს ნიშნავს, რომ ორგანზომილებიან იდეოლო ­გიურ ველზე, რომელსაც წინამდე ­ბარე კვლევა ეყრდნობა, ორნაირი იდეოლოგიური ვაკუუმია შექმნილი - მემარცხენე-ლიბერალური და მე ­მარჯვენე-კონსერვატიული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ამ ღირე ­ბულებების მქონე ამომრჩევლები ქართულ პოლიტიკაში არასათა ­ნადოდ არიან წარმოდგენილნი. ამ ანგარიშში გამოყენებული მონა ­ცემები არ ადასტურებს საქართვე ­ლოში უკიდურესი პოლარიზაციის არსებობას. თუ გავითვალისწი ­ნებთ ორ უმსხვილეს პოლიტიკურ პარტიას- ქართული ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას- მონა ­ცემები აჩვენებს, რომ 30 საკითხი ­დან ამ ორ პარტიას ნახევარზე ერთი და იგივე პოზიცია აქვს. ქართველ ამომრჩეველთა უმრა ­ვლესობას მკვეთრად გამოხატული სიმპათიები აქვს დასავლეთისა და ევროკავშირისადმი, მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას, დაგროვებითი პენსიის სქემაში ნებაყოფლობით ჩართვას და გადასახადის გაზრდას ბიზნესების­თვის, რომლებიც გარე ­მოს აბინძურებენ.