Druckschrift 
[Neoliberal lock-in] : [why Georgia-EU free trade does not work]
Entstehung
Einzelbild herunterladen
 

ᲔᲙᲝᲜᲘᲛᲘᲙᲐ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘ ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡ-ᲙᲕᲝ რატომ არ მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სალომე თოფურია ტატო ხუნდაძე 2022 ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო დინამიკა არ გაუმჯობესებულა, მიუხედა ­ვად იმისა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ (DCFTA) 2014 წელს. მას შემდეგ ქართული საექსპორტო კალათის ხარისხი გაუა ­რესდა. კერძოდ, შემცირდა საქართვე ­ლოს საექსპორტო კალათის სირთულის დონე და გაიზარდა დაბალტექნოლო ­გიური და რესურსებზე დაფუძნებული პროდუქტების წილი. უფრო მეტიც, სა ­ქართველოს ექსპორტი ევროკავშირში უფრო კონცენტრირებული გახდა. ევროკავშირი საკმარის ყურადღებას არ აქცევს ხელმომწერი ქვეყნის ადგილობ ­რივ კონტექსტს. ხელშეკრულება ხშირად ავრცელებს სწორედ იმ დისკურსებს, რომლებმაც საქართველო სტაგნაციურ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. საქართველოს სჭირდება ძლიერი ინდუსტრიული პოლიტიკა ექსპორტის მოცულობის გასაზრდელად და საექს ­პორტო კალათის გასაუმჯობესებლად. მან უნდა გამოიყენოს სტრატეგია აირჩიე გამარჯვებული და შეიმუ ­შავოს გეგმა, რათა მხარი დაუჭიროს ინდუსტრიულ ლიდერებს ექსპორტის გაძლიერებაში. სახელმწიფო მხარ ­დაჭერა უნდა ეფუძნებოდესექსპორ ­ტის დისციპლინის ინსტრუმენტს.