Druckschrift 
[Minimum wage in Georgia] : [tracking two years of broad public support]
Einzelbild herunterladen
 

ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲨᲠᲝᲛᲐ ᲓᲐ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲐ ᲛᲘᲜᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲮᲔᲚᲤᲐᲡᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ორწლიანი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შეფასება დავით სიჭინავა სექტემბერი 2021 მინიმალური ხელფასის იდეას საქარ ­თველოში მხარს ფართოდ უჭერენ. რეს ­პონდენტების მიერ დასახელებული მინიმალური ხელფასის გონივრული რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი 1 208 ლარს შეადგენს, რაც ამჟამად არსებულ საარსებო მინიმუმს ექვს ­ჯერ, ხოლო მინიმალური ხელფა ­სის კანონით დადგენილ ოდენობას ორმოცდაათჯერ აღემატება. 2020 წელს რესპონდენტების მიერ დასახე ­ლებულ მაჩვენებელს აღნიშნული რიცხვი 354 ლარით აღემატება. შედარებით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი რესპონდე ­ნტები სასურველი მინიმალური ხელ ­ფასის უფრო მაღალ მაჩვენებლებს ასახელებენ, ვიდრე- ღარიბ შინამე ­ურნეობებში მცხოვრები ადამიანები. საშუალოდ, საქართველოს მოსა ­ხლეობა მიიჩნევს, რომ სასურვე ­ლი ღირსეული ანაზღაურება 1 778 ლარი უნდა იყოს, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შდარებით, 435 ლა ­რითაა გაზრდილი. დასაქმებული რესპონდენტებისთვის აღნიშნული 2 108 ლარს შეადგენს, ხოლო დაუ ­საქმებლებისთვის კი- 1 427 ლარს.