Druckschrift 
[Minimum wage in Georgia] : [gauging public opinion]
Einzelbild herunterladen
 

კვლევა შრომა და სოციალური სამართლიანობა მინიმალური ხელფასი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა დავით სიჭინავა, მახარე აჭაიძე მაისი 2020 საქართველოს მოსახ­ლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის არსებობას; რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივ­რული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარს შეადგენს, რაც ამჟამად არსებულ საარსებო მინიმუმს ოთხჯერ აღემატება; საშუალოდ, კაცები, თბილისის მცხოვრებლები და ეთნიკური ქართველები მინიმალური ხელფასის გონივრულ მაჩვენებლად შედარებით მეტ თანხას ასახელებდნენ ვიდრე ­ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები;