ანალიზი შრომა და სოციალური სამართლიანობა სოციალური დიალოგი საქართველოში პაატა ბელთაძე მაისი 2020 სოციალური დიალოგისა და შრომითი ურთიერთობების განვითარებას საქართველოში არცთუ ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჩვენი ქვეყნის გამოცდილება ამ მხრივ არასისტემურობითა და ეკლექტურობით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, შეუსაბამოს ევროკავშირის დირექტივებს შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი რეგულაციები, სოციალური დიალოგის ეფექტური ხელშეწყობა უზრუნველყოფილი არ არის. კვლევის მიზანია, გაანალიზოს საქართველოში სოციალური დიალოგის არსებული მდგომარეობა, შეაფასოს ინსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩო, შეისწავლოს ამ პერიოდში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი გაფიცვების წარმოშობისა და მიმდინარეობის პროცესები.
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten