თბილისი ანალიზი საქართველოს ევროპული არჩევანი კავშირი“21-ე საუკუნე” ივნისი 2018 n ევროპის კავშირი შექმნის დასაწყისად მიჩნეულია 1951 წელი როდესაც საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული გაერთიანების შექმნას. ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით ამავე ქვეყნებმა 1957 წელს შექმნეს ევროპის ეკონომიკური გაერთიანება- საერთო ბაზარი(1992 წლიდან ევროპის გაერთიანება) და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ამ გაერთიანებების თანამედროვე ევროპის კავშირამდე მისვლას ათწლეულები დასჭირდა და იგი ხორციელდებოდა როგორც ახალი წევრების მიღებით ასევე ქვეყნების რიგი ფუნქციების დელეგირებით გაერთიანებისათვის. n იმ ისათვის რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროპის კავშირში იგი უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. ,,კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“, რაც გულისხმობს საზოგადოების მოწყობის დემოკრატიულ პრინციპებს, თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობასა და პატივისცემას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონის უზენაესობას. n 2012 წლის ნოემბერში, ევროკავშირის რწმუნებულმა გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე 2013 წლის ნოემბრისთვის იქნება დარსრულებული. ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს შორის, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2013 წელის 29 ნოემბერს. ასოცირების ხელშეკრულად ფორმალურად ხელმოწერილ იქნა 2014 წლის 27 ივნისს.
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten