Druckschrift 
["Das musst Du erzählen"] : [ Erinnerungen an Willy Brandt]
Entstehung
Einzelbild herunterladen
 

ეგონ ბარი 1922 წელს დაიბადა იურინგიაში. ომის შემდეგ ჟურნალისტად მუშაობდა, მათ შორის, ხელმძღვანელობდა RIAS- ოფისს ბონში. 1960-1966 წლებში იყო ბერლინის სენატის სპიკერი. ვილი ბრანდტის მინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა საგარეო უწყების დაგეგმვის შტაბს, 1969-1974 წლებში ფედერალური კანცლერის აპარატში იყო სახელმწიფო მდივანი. ბრანდტის გადადგომის შემდეგ იკავებდა ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრის პოსტს, იყო სოციალ- დემოკრატიული პარტიის საქმეთა ფედერალური მწარმოებელი და ჰამბურგის მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ვილი ბრანდტი და ეგონ ბარი ეს გახლდათ თანამშრომლობის თითქმის უნიკალური შემთხვევა. თითოეულმა მათგანმა მხოლოდ მეორეს საშუალებით შეძლო საკუთარი ნიჭის სრულყოფილად გამოვლინება. რიხარდ ფონ ვაიცზეკერი სასიკვდილო სარეცელზე ბრანდტისთვის მის ვაჟს ლარსს უკითხავს, ვინ იყვნენ შენი მეგობრებიო. ბრანდტს უპასუხია: ეგონი. ეგონ ბარი ათწლეულების განმავლობაში მართლაც იყო ბრანდტის უახლოესი პოლიტიკური თანამგზავრი და მეგობარი. დიდი სოციალ- დემოკრატი პოლიტიკოსის 100 წლის იუბილეს უძღვნის იგი ერთობლივად გატარებული წლების ძალიან პირადულ მოგონებებს გვთავაზობს ბრანდტის, როგორც ადამიანის პორტრეტს და მთელი ეპოქის ბრწყინვალე დახასიათებას. ეგონ ბარი ეს შენ უნდა მოჰყვე მოგონებები ვილი ბრანდტზე ერთმანეთი ორმოცდაათიანი წლების ბოლოს გაიცნეს. ბერლინის მმართველმა მერმა RIAS- ჟურნალისტი ბარი სენატის სპიკერად დანიშნა. ბერლინის კედლის აღმართვის შემდეგ ერთად შეიმუშავეს აღმოსავლეთის პოლიტიკა, რაც დღემდე ბრანდტის კანცლერობის დიდ მიღწევად ითვლება. ბარი ვილი ბრანდტს საგარეო საქმეთა სამინისტროში და კანცლერის აპარატშიც გაჰყვა როგორც ყველაზე ახლო და სანდო მეგობარი. მან ბრანდტის დავალებით აწარმოა მოლაპარაკებები აღმოსავლეთის ხელშეკრულებებზე და გვერდიდან არ მოსცილებია მას არც ნდობის ვოტუმის ტრიუმფალური დაძლევისას და არც კანცლერის პოსტიდან გადადგომის მწარე წუთებში. ისინი პოლიტიკის მიღმაც ერთგული მეგობრები იყვნენ, ამ მეგობრობამ 1992 წელს ბრანდტის გარდაცვალებამდე გასტანა. ბარი ბრწყინვალედ ჰყვება აქამდე უცნობ ისტორიებს და მკითხველს აცნობს ვილი ბრანდტის ადამიანურ მხარეს. იგი მოგვითხრობს, როგორ დაიწყო ყველაფერი ბერლინში, ჰყვება ერთობლივი მოგზაურობების, მძიმე და სახალისო მომენტების შესახებ და გვახედებს ბრანდტის, ვენერისა და შმიდტის რთულ ურთიერთობებშიც. ავტორი გვაჩვენებს ბრანდტის სიდიადეს და მის მგრძნობიარე ბუნებას, განსაკუთრებით კი მის დაუღალავ შრომას უკეთესი, მშვიდობიანი და ადამიანური საზოგადოებისთვის.