Druckschrift 
[Unemployment insurance in Europe and Georgia's perspective]
Einzelbild herunterladen
 

თბილისი უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ნოემბერი 2018 n უმუშევრობა საქართველოში მრავალი წელია ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემაა მოსახლეობისათვის. ოფიციალური მონაცემებით გა­სულ წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმებულებად ითვლებიან ის პირებიც, რომლებიც საკუთარი მოხმა­რებისთვის აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მოსახლეობის მიერ სუბიექტურად აღქმული უმუშევრობა გაცილებით მაღალია და 22,2%- შეადგენს. n უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2015 წელს, სიღარიბემ საქართველოში 25,3% შეადგინა. სიღარიბის ზღვარს მიღმა კი მოსახლეობის 12%-ია. ადამიანები სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში მძიმე რეალობის წინაშე დგებიან, ისინი მოკლებულნი არიან ყოველგვარ სოციალურ უზრუნველყოფას, მანამ, სანამ სიღარიბის ზღვარს მიღმა არ აღმოჩნდებიან. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის შემთხვევაში კი სახელმწიფოსგან მიზერულ შემწეობას იღებენ. n უმუშევრობის შემწეობის სისტემის შემოღება და ქვეყნის სოციალურ-ეკონო­მიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემწეობის მისაღები ოდენობის განსაზღვრა, წარმოადგენს სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯს. აღნიშნული სისტემის შემოღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 102- კონვენციით განმტკიცებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ქვეყანაში მინიმალური სოციალური სტანდარტების დამკვიდრების წინაპირობაა.