Druckschrift 
[Critical reader on education policy] : [anthology of translated essays and articles]
Einzelbild herunterladen
 

უმაღლესი განათლება და მზარდი უთანასწორობა ავტორი: სიმონ მარგინსონი თარგმნა მარიამ პაიჭაძემ. დღესდღეობით უმაღლესი განათლება სოციალური მობილობის ინსტრუმენტის როლის შესრულების ნაცვლად, უთანასწორობას აძლიერებს . ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველა ქვეყანაში შეინიშნება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა, მათ შორის, დაბალი შემოსავლის წყაროს მქონე ოჯახებიდან გამოსული სტუდენტების რიცხვის სწრაფი ზრდა. მაგრამ შეიქმნა ამის წყალობით უფრო თანასწორი საზოგადოებები? ავიღოთ აშშ ­ მაგალითი, რომელიც დღემდე წარმოადგენს მრავალმხრივ მოდელსა და ქმნის ტენდენციებს დასავლური სამყაროსთვის, საზოგადოების, ეკონომიკისა და უმაღლესი განათლების განხრით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონო ­მიკური და სოციალური უთანასწორობის უკიდურეს ფორმებს მიაღწია, მცირდება სოციალური მობილობა და უმაღლეს განათლებას არ შესწევს ამის კომპენსაციის ძალა- მეტიც, 52