ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია თავისუფლება მხოლოდ მორიგი სიტყვაა ავტორი: დევიდ ჰარვი თარგმნა მარიამ პაიჭაძემ. იმისთვის რომ ნებისმიერი აზრი დომინანტურად იქცეს, მისი კონცეპ ტუალური აპარატი იმგვარად უნდა იყოს აღჭურვილი, რომ მიემარ თებოდეს ჩვენს ინსტიტუციებსა და ინსტინქტებს, ჩვენს ღირებუ ლებებსა და სურვილებს, ისევე ჩვენს საარსებო სოციალურ გარემოში არსებულ, თანდაყოლილ შესაძლებლობებს. წარმატების შემთხვე ვაში, ეს კონცეპტუალური აპარატი იმდენად ინკორპორირდება საღ აზრად, რომ იგი მიიღება ყოველგვარი დაეჭვებისა თუ კითხვის ნიშნების გარეშე. ნეოლიბერალური აზროვნების დამაარსებელი ფიგურები ფუნდამენტურ,„ ცივილიზაციის ცენტრალურ ღირებუ ლებებად“ ადამიანის ღირსებასა და ინდივიდუალურ თავისუფლებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ იდეალებს მიიჩნევდნენ. მათი არჩევანი ნამდვილად გონივრულად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ეს მართლაც მიმზიდველი და მაცდური იდეალებია. ამ ფასეულობებს კი, საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ფაშიზმმა, დიქტატურამ და კომუ ნიზმმა, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევამ, რომელმაც კოლექტიური განსჯით ინდივიდის არჩევანის თავისუფ ლება ჩაანაცვლა. 64
Druckschrift
[Critical reader on social and economic policy] : [anthology of translated essays and articles]
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten