მომხმარებლური საზოგადოების გაკვეთილები წიგნიდან ,, თავდაყირა” ავტორი: ედუარდო გალეანო თარგმნა გიორგი ხასაიამ. ტანტალოსის სასჯელი ღარიბთა ხვედრია. შიმშილითა და წყურ ვილით დასჯილები, იმითიც ისჯებიან, რომ მათ წინაშე რეკლამებად დაკიდებულ სიამოვნებებს უყურონ. როგორც კი თავს წამოიწევიან, რომ მიწვდნენ, ეს საოცრებები მაშინვე უფრო შორს იწევენ. და თუ მოახერხებენ და რომელიმეს ჩაბღუჯავენ, ციხეში ან სასაფლაოზე აღმოჩნდებიან. პლასტიკური სიამოვნებები, პლასტიკური ოცნებები. სამოთხეში, რომელიც ყველას შეპირდნენ, მაგრამ ცოტასთვის დაჯავშნეს, ნივთები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ადა მიანები კი- უფრო და უფრო უმნიშვნელო. მიზნები დათრგუნულია საშუალებების მიერ: ნივთები გვყიდულობენ, მანქანები გვმართავენ, კომპიუტერები გვაპროგრამებენ, ტელევიზიები გვიყურებენ. 152
Druckschrift
[Critical reader on social and economic policy] : [anthology of translated essays and articles]
Einzelbild herunterladen
verfügbare Breiten